The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ №3


საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ №3


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მონიტორინგი ტარდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ „საჯარო დაწესებულებათა გამჭვირვალეობის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ორგანიზაცია ღია საზოგადოება სამართლიანი ინციატივების მიერ. 2005 წელი, თბილისი ავტორები: თინათინ ხიდაშელი ნინო ლომჯარია თამარ ჩუგოშვილი რედაქტორი: ხათუნა ყვირალაშვილი ირაკლი სვანიძე დიზაინი და კარიკატურები: ირაკლი სესიაშვილი გურამ დოლიძე გურანდა ტაბატაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოგიდგენთ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგის პირველ ანგარიშს. 2005 წლის სრული ანგარიში საზოგადოებას მიეწოდება 2006 წლის იანვარში. 2005 წელი, თბილისი.



1 საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგი

▲back to top


0x01 graphic

დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ. ვართ კი ასეთნი?

მონიტორინგის მიმდინარეობის პროცესში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არასოდეს ყოფილა „ჩასაფრებულ” მდგომარეობაში. კანონდარღვევების აღმოჩენა და მათზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფაქტი, რომელსაც შევისწავლით, თითოეული სიტყვა, რომელიც ჩვენს ანგარიშებში წერია, თითოეული დარღვევა, რომელზეც ვსაუბრობთ აბსოლიტურად დასაბუთებული და დოკუმენტურად გამაგრებული იყოს. გარდა ორგანიზაციის რეპუტაციისა, რომელიც ყოველი ჩვენთაგანისათვის მნიშვნელოვანია , კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და ჩვენი კვლევის შედეგები ბოროტად არ იყოს გამოყენებული ვინმეს მიერ. ჩვენს მიერ გაკეთებული თითოეული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ საჯარო დაწესებულებების მიერ მოწოდებულ ოფიციალურ დოკუმენტაციას ეყრდნობა. ყოველი დასკვნის გაკეთების, ან ანგარიშში ამა თუ იმ საკითხის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს შესაბამის საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, როგორც წესი, სხვადასხვა ორგანოებიდან მიღებული და არაერთგზის გადამოწმებული

„გაჰყიდდა ღვინოსა და მომეტებულს პურს თუ არა, ფულს ხუთ ნაწილად ჰყოფდა და ხუთ რიგად ინახავდა. ამისათვის ნაჭრებისაგან ჭრელი ქისები ჰქონდა, ჩანთებსავით შეკერილები. ერთს ამისთანა ქისას „საჭირნახულოს“ ეძახდა და შიგ ინახავდა სახარჯოს პურისა და ქერების სამკალად, მოსაზიდად და სალეწად. მეორე ქისას „ბარაქა“ ქისას ეძახდა, ამაში ინახავდა სახარჯოს ვენახის სამუშაოსათვის. მესამე ქისას „საჯანაბო“ ერქვა, ამაში ინახავდა ფოსტის ფულსა და საბეგროსას, თუ ვინიცობაა სოფელი ოდესმე შეაწერდა.მეოთხე ქისაში ინახავდა მოჯამაგირის საჯამაგირო ფულსა. ამ ქისას ეძახდა: „მიეცი და მოგეცესო“ მეხუთე ქისაში ჰქონდა საშინაოდ სახარჯო და ღარიბთა გასაკითხი ფული. ამ მეხუთე ქისას ოთარაანთ ქვრივი ხან „ფარსიღას ქარვასლას“ ეძახდა, ხან „შიოს მარანსა“ პირველს ოთხ ქისაში იმდენს ჩააწყობდა, რამდენიც საჭირო იყო და ძალიან იშვიათად მომხდარა - ანგარიში არევოდეს. რაც პირველს ოთხ ქისას გადარჩებოდა ყველას მეხუთე ქისაში დაუთვლელად ჩაჰყრიდა და მინამ გამოილეოდა, დაუთვლელად ხარჯავდა“

ილია ჭავჭავაძე
„ოთარაანთ ქვრივი“

ინფორმაცია აქვს. გარდა ამისა, ასოციაციის ექსპერტი იურისტების გარდა, თითოეული ჩვენი ანგარიში მრავაგვარ ექსპერტიზას გადის ეკონომისტებთან, ბუღალტრებთან და სხვა იმ პროფესიების წარმომადგენლებთან რომელთაც საქართველოში შესაბამის სფეროებში აზრი მოეკითხებათ.

შესაბამისად, ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, მზად ვართ დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი დოკუმენტის ასლი. ჩვენი ამგვარი დამოკიდებულების საილუსტრაციოდ არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, მაგრამ მხოლოდ ერთით შემოვიფარგლებით:

საქართველოს პრეზიდენტმა 2004 წლის 10 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი 3,766 ცალი საჭიდაო ლეიბის (ტატამის) განსაბაჟებლად - 125,000 ლარი გამოუყო.

ჩვენი მრავალგზისი მოთხოვნის მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ ტატამების შეძენასა და განბაჟებასთან დაკავშირებით ძიუდოს ფედერაციიდან მიღებული დოკუმენტაცია არასრულად წარმოგვიდგინა. იმ დოკუმენტთა შორის, რომლებიც საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციის მიერ ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის მიღებას ადასტურებდნენ, წარმოდგენილი არ იყო ყველაზე მთავარი - თანხის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კიდევ უფრო მეტ ეჭვს აღძრავდა ის, რომ 3,766 ტატამიდან ყველაზე დიდი პარტიის, 2346 ცალი ტატამის განბაჟების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილი იყო ყოველგვარ რეკვიზიტს მოკლებული, არასრულყოფილი საბაჟო დეკლარაცია. ჩვენი მეორე მცდელობა, კულტურის სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციიდან ხელმეორედ მიგვეღო ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, უშედეგოდ დამთავრდა, რადგან მათ მიერ მოწოდებული მასალა, ერთხელ უკვე წარმოდგენილი ინფორმაციის იდენტური იყო.

მიუხედავად ამისა, საკითხის გარკვევის მცდელობა გავაგრძელეთ და შევეცადეთ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მეშვეობით მოგვეპოვებინა განბაჟებული საჭიდაო ტატამების საბაჟო დეკლარაცია, თუმცა, დეპარტამენტმა „ინფორმაცია კომერციული საიდუმლოებააო” და უარი განგვიცხადა მის მოწოდებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრული საფუძველი და უფლება გვქონოდა გვევარაუდა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან ტატამების შესაძენად გამოყოფილი 370,000 ლარი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არ გადარიცხულა და შესაბამისად, არც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მომხდარა განბაჟებისთვის გამოყოფილი 125,000 ლარის მიზნობრივად გამოყენება. დაგვეთანხმებით ამგვარი ინფორმაცია ანგარიშისათვის ძალზე „სკანდალური” თემა იქნებოდა.

მიუხედავად ყველაფრისა, შევეცადეთ უშუალოდ საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან გაგვერკვია საკითხი, და მრავალჯერადი პირადი შეხვედრებისა და კონსულტაციების მეშვეობით, ინფორმაციის პირველი მოთხოვნიდან 6 თვის შემდეგ, შევძელით სრულყოფილი დოკუმენტაციის გაცნობა.

ცხადია, რომ არა ჩვენი დაჟინებული, არაერთგზისი მოთხოვნა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, ნამდვილად მოუწევდა „ბრალდებულის” არასასიამოვნო სიტუაციაში ყოფნა, ხოლო კულტურის მინისტრი, რომელიც ყოველთვის მზად არის კრიტიკას შეურაცმხყოფელი გამოსვლებით უპასუხოს, ამ შემთხვევას ჩვენი არა-კომპეტენტურობის დასადასტურებლად გამოიყენებდა.

აღწერილი ფაქტები ადასტურებს ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან კანონის მოთხოვნების ზუსტად დაცვა საზოგადოებას მრავალ გაუგებრობას, დროისა და რესურსების ტყუილად ხარჯვას ააცილებდა თავიდან. ამასთანავე, სამწუხაროა, რომ არც ერთი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც აღნიშნული საკითხთანკავშირში იყო, არ აღმოჩნდა ჭეშმარიტების გარკვევით დაინტერესებული და არც ერთ მათგანს, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტაციის პაკეტის შესაბამისად, არ აღმოაჩნდა სრულყოფილი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა 495 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვისა და შესაბამისი პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანის ნამდვილობას.

მიუხედავად ამისა, საკითხის გარკვევის მცდელობა გავაგრძელეთ და შევეცადეთ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მეშვეობით მოგვეპოვებინა განბაჟებული საჭიდაო ტატამების საბაჟო დეკლარაცია, თუმცა, დეპარტამენტმა „ინფორმაცია კომერციული საიდუმლოებააო” და უარი განგვიცხადა მის მოწოდებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრული საფუძველი და უფლება გვქონოდა გვევარაუდა, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან ტატამების შესაძენად გამოყოფილი 370,000 ლარი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არ გადარიცხულა და შესაბამისად, არც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მომხდარა განბაჟებისთვის გამოყოფილი 125,000 ლარის მიზნობრივად გამოყენება. დაგვეთანხმებით ამგვარი ინფორმაცია ანგარიშისათვის ძალზე „სკანდალური” თემა იქნებოდა.

მიუხედავად ყველაფრისა, შევეცადეთ უშუალოდ საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან გაგვერკვია საკითხი, და მრავალჯერადი პირადი შეხვედრებისა და კონსულტაციების მეშვეობით, ინფორმაციის პირველი მოთხოვნიდან 6 თვის შემდეგ, შევძელით სრულყოფილი დოკუმენტაციის გაცნობა.

ცხადია, რომ არა ჩვენი დაჟინებული, არაერთგზისი მოთხოვნა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, ნამდვილად მოუწევდა „ბრალდებულის” არასასიამოვნო სიტუაციაში ყოფნა, ხოლო კულტურის მინისტრი, რომელიც ყოველთვის მზად არის კრიტიკას შეურაცმხყოფელი გამოსვლებით უპასუხოს, ამ შემთხვევას ჩვენი არაკომპეტენტურობის დასადასტურებლად გამოიყენებდა.

აღწერილი ფაქტები ადასტურებს ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან კანონის მოთხოვნების ზუსტად დაცვა საზოგადოებას მრავალ გაუგებრობას, დროისა და რესურსების ტყუილად ხარჯვას ააცილებდა თავიდან. ამასთანავე, სამწუხაროა, რომ არც ერთი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც აღნიშნული საკითხთანკავშირში იყო, არ აღმოჩნდა ჭეშმარიტების გარკვევით დაინტერესებული და არც ერთ მათგანს, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტაციის პაკეტის შესაბამისად, არ აღმოაჩნდა სრულყოფილი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა 495 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვისა და შესაბამისი პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანის ნამდვილობას.

რას ამბობს კანონმდებლობა სარეზერვო ფონდების შესახებ

ქვეყნის ბიუჯეტს 2005 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მსგავსად ახალი, მთავრობის სარეზერვო ფონდი დაემატა და კანონმდებლობით ზუსტად განისაზღვრა მისი მიზანი და დანიშნულება. შესაბამისად, ამჟამად ქვეყანაში განსაკუთრებული ფორსმაჟორული მდგომარეობის შექმის შემთხვევაში უკვე რამოდენიმე ფონდი არსებობს.

საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” კანონის მე-13 მუხლი:

საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ვალდებულებები.

აღნიშნული სახსრები გამოიყოფა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობებისა და პირობების შესაბამისად.

2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი:

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები მიემართება სხვადასხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად, როგორიცაა:

  • საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგება;

  • მაღალმთიან რეგიონებში განლაგებულ საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა ხელფასებზე მაღალმთიანობისათვის დანამატების შემოღება;

  • სახელმწიფო ჯილდოები და პრემიები;

  • საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებები;

  • სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებები.

მკითხველს ვთხოვთ, კანონის ეს მუხლები კარგად დაიმახსოვროს და წინამდებარე ანგარიშის კითხვის დროს ნებისმიერი ემოციის - გაოცების, აღშფოთების, კმაყოფილების, სიხარულის, ან სხვა გრძნობის დაუფლების შემთხვევაში, მოცემული ფაქტები სწორედ კანონის ამ მუხლებთან შესაბამისობაში გადაამოწმოთ. ჩვენ, როგორც იურისტები, ჩვენეულ დასკვნებს და შეფასებებს შემოგთავაზებთ. ჭეშმარიტებაზე ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, საბოლოო შეფასებასა და ანგარიშში მოცემული ფაქტებისა და ჩვენეული განმარტებების ანალიზსს კი მკითხველს მივანდობთ.

სტიქია

გაჰყიდდა ღვინოსა და მომეტებულს პურს თუ არა, ფულს ხუთ ნაწილად ჰყოფდა და ხუთ რიგად ინახავდა. ამისათვის ნაჭრებისაგან ჭრელი ქისები ჰქონდა, ჩანთებსავით შეკერილები. ერთს ამისთანა ქისას საჭირნახულოს” ეძახდა და შიგ ინახავდა სახარჯოს პურისა და ქერების სამკალად, მოსაზიდად და სალეწად. მეორე ქისას ბარაქა” ქისას ეძახდა, ამაში ინახავდა სახარჯოს ვენახის სამუშაოსათვის. მესამე ქისას “საჯანაბო” ერქვა, ამაში ინახავდა ფოსტის ფულსა და საბეგროსას, თუ ვინიცობაა სოფელი ოდესმე შეაწერდა.მეოთხე ქისაში ინახავდა მოჯამაგირის საჯამაგირო ფულსა. ამ ქისას ეძახდა: მიეცი და მოგეცესო” მეხუთე ქისაში ჰქონდა საშინაოდ სახარჯო და ღარიბთა გასაკითხი ფული. ამ მეხუთე ქისას ოთარაანთ ქვრივი ხან ფარსიღას ქარვასლას” ეძახდა, ხან შიოს მარანსა... პირველს ოთხ ქისაში იმდენს ჩააწყობდა, რამდენიც საჭირო იყო და ძალიან იშვიათად მომხდარა - ანგარიში არევოდეს. რაც პირველს ოთხ ქისას გადარჩებოდა ყველას მეხუთე ქისაში დაუთვლელად ჩაჰყრიდა და მინამ გამოილეოდა, დაუთვლელად ხარჯავდა.- ილია ჭავჭავაძეოთარაანთ ქვრივი 1

2005 წლის გაზაფხულიდან 9 თვის განმავლობაში აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, გურიაში და საქართველოს სხვა მრავალ რაიონში სტიქია მძვინვარებდა. მან მილიონობით ლარის ზარალი მიაყენა ქვეყანას, რითაც ქვეყნის ხელისუფლების გამძლეობას, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების შესაძლებლობასა და საბიუჯეტო სახსრების ხალხის საშველად ეფექტურად გამოყენების უნარს სერიოზული გამოცდა მოუწყო.

იყო თუ არა მზად ნოღაიდელის მთავრობა ადეკვატური პასუხი გაეცა სტიქიით მიყენებული ზიანისათვის? შეძლო თუ არა ხელისუფლებამ დაზარალებული მოსახლეობის ელემენტარული სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნების დაკმაყოფილება? სად იყო და რაში ხარჯავდა ამ დროს პრეზიდენტი საბიუჯეტო სახსრებს, რომელიც, სხვათაშორის, სწორედ ამ ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადებით ივსება?

ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემას მოცემული ანგარიშით შევეცდებით.

შეგახსენებთ:

საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელ სახელმწიფოებრივი ვალდებულებები. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ კანონი მუხლი 13.

როგორც დღემდე გამოცემულ ანგარიშებშიც ვიუწყებოდით, 31 მაისის მდგომარეობით, ანუ დამანგრეველი სტიქიის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის 25 მილიონიანი სარეზერვო ფონდიდან ერთი თეთრიც არ იყო დახარჯული ბოლო დროს საქართველოს რეგიონებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის. თუმცა, შემდეგ ვითარება შეიცვალა და საქართველოს პრეზიდენტმა 6 ივლისის №539 განკარგულებით2 პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2005 წლის ივნისის თვეში დუშეთის რაიონში სტიქიური მოვლენების შედეგად დაღუპულთა (თ. ცქიმანაური და პ.კოტორაშვილი) ოჯახებისათვის 4,000 ლარი გამოყო!!!

ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის მხოლოდ 4,000 ლარის გამოყოფა მოხერხდა, ალბათ, გასაკვირი არც არის, რადგან პრეზიდენტის სარეზერევო ფონდიდან 2005 წელს გამოყოფილი 35,430 955 ლარიდან დაფინანსებულია ისეთი მნიშვნელობის „საგანგებო და გაუთვალისწინებელი ღონისძიებები”, როგორებიცაა გალა კონცერტი უკრაინაში - 150,182 ლარით, პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსი - 100,000 ლარით, პრეზიდენტ იუშჩენკოს ვიზიტი - 270 989 ლარით, პარლამენტარ გია თორთლაძის ექსპედიცია - 12,000 ლარით, საქართველოს ხელისუფლებისთვის გაწეული საკონსულტაციო მომსახურება - 377,500 დოლარით, 2005 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიის, უკრაინის, რუსეთის, ნიდერლანდების სახელმწიფოებში პარლამენტარების ვიზიტების ხარჯები - 86,000 ლარის ფარგლებში, თბილისში საზეიმო ღონისძიებები - 132,000 ლარით, პროგრამა „პატრიოტის” მონაწილეთა ფორუმი - 80,000 ლარით, კონცერტი სტუდენტებისათვის - 45 000 ლარით, ბათუმის ფესტივალი - 75 000 ლარით და ა.შ. რომელთა მიზნობრიობის შესახებაც დეტალურად ამ და მომავალ ანგარიშებში მოგახსენებთ.

თუკი პროცენტულ მაჩვენებელს მოვიშველიებთ, 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად მხოლოდ 0,01 პროცენტი დაიხარჯა

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები:

0x01 graphic

  1. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2005 წლის განმავლობაში გამოყოფილი საერთო თანხა - 35430955ლ

  1. კონცერტებსა და ფესტივალების მოწყობაზე გამოყოფილი თანხა - 582 882ლ;

  1. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს პარლამენტარებსა და უცხო ქვეყნის მეთაურთა ვიზიტებზე გამოყოფილი თანხა - 385 354ლ;

  1. ძალოვან სტრუქტურებზე გამოყოფილი თანხა - 7 974 741ლ;

  1. სტიქიის სალიკვიდაციოდ დახარჯული თანხა - 4 000ლ.

როდესაც საქართველოში სტიქია მძვინვარებდა და ასობით ოჯახი ღია ცის ქვეშ ულუკმაპუროდ და არსებობის საშუალების გარეშე რჩებოდა, საქართველოს პრეზიდენტი მისთვის ჩვეული ენთუზიაზმითა და ხალისით სწორედ ამ ხალხისათვის განკუთვნილი ფულით გამოსცემდა განკარგულებებს გალა კონცერტების, ვიზიტების, საერთაშორისო კონკურსებისა და ექსპედიციების დაფინანსებიის შესახებ.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2005 წელს მომხდარი სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გამოყოფილ 4,000 ლართან შედარებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან №77, №122, №129, №191, №192, №239, №240, №260, №261, №190, №267 განკარგულებებით გამოყოფილი 2,988,000 ლარი თვალის ერთი გადავლებით ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება. თუმცა, თუ აქვე დავაკონკრეტებთ, რომ 2005 წლის 1 იანვრიდან 8 სექტემბრის მდგომარეობით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სულ 45 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი, პირველი შთაბეჭდილება მაშინვე გაქრება. სამაგიეროდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უშურველად ფინანსდება ისეთი „მიზნობრივი“ ღონისძიებები, როგორიცაა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შენობის დაცვის უზრუნველყოფა - 28,000 ლარით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარემონტო სამუშაოები-570,000 ლარით, იუსტიციის სამინისტროს სატრანსპორტო ხარჯები - 22,000 ევროთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - 8,200,000 ლარით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს-ემ-სი-ჯი“ (რომლის დაფინანსებაც ბიუჯეტით უკვე არის გათვალისწინებული) -290,210 ლარით, 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები - 264,112 ლარით, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი - 1,000,000 ლარით, საქართველოს მთავრობის მიერ Law Office Paige E Reffe-სთან დადებული ხელშეკრულება - 80,000 დოლარით, საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტის“ ფორუმი - 230,000 ლარით ბორჯომის პარკის მშენებლობა - 1 800 000 ლარით და ა.შ.

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები:

  1. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2005 წლის განმავლობაში გამოყოფილი საერთო თანხა - 45 861 500ლ;

  1. ძალოვან სტრუქტურებზე გამოყოფილი თანხები - 9 240 000ლ;

  1. გასართობ ღონისძიებებზე დახარჯული თანხები - 4 667 400ლ;

  1. სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხები - 4 373 000ლ;

  1. ეკონომიკის სამინისტროსთვის ამოყოფილი თანხები - 960 400ლ;

  1. იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხები - 3 654 000ლ.

ეს ძალზე მცირე და შეზღუდული ჩამონათვალია იმ განკარგულებებისა, რომელთანაც პრეტენზიები გვაქვს როგორც არამიზნობრიობის, ასევე უკანონობისა და საეჭვოდ დიდი ოდენობით გამოყოფილი თანხების გამო.

არამიზნობრივად გამოყოფილი თანხების გარდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მიზნობრივად გამოყოფილი თანხების ხარჯვითაც დავინტერესდით, კერძოდ, თუ რა თანხები იქნა სარეზერვო ფონდებიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოყოფილი და როგორ ხდებოდა და ხდება მათი ხარჯვა.

იყო თუ არა საქართველოს ხელისუფლება მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების თაობაზე ინფორმირებული?

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტმა 2005 წლის 25 ოქტომბრის წერილით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” აცნობა,3 რომ დეპარტამენტი ყოველ წელს ჰიდროლოგიურ ბიულეტენს გამოსცემს, რომელიც ყოველი წლის გაზაფხულზე დგება და რომელშიც მოსალოდნელი წყალდიდობები აისახება. 2005 წლის ჰიდროლოგიური ბიულეტენში საქართველოს მდინარეებზე 2005 წელს წყალდიდობის პროგნოზი საკმაოდ მაღალი რისკით არის შეფასებული. პროგნოზში ნათქვამია, რომ „ცხრილების ანალიზით 2005 წლის გაზაფხულის წყალდიდობის და სავეგეტაციო პერიოდებში, აგრეთვე აპრილდეკემბრერში წყლის ჩამონადენი მდ.ქციას აუზში - ნორმის, ხოლო მდ.ენგურისა და აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ მდინარეთა აუზებში მრავალწლიურ ნორმაზე 20-40%25-ით მეტია ნავარაუდევი“.4 როგორც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი იუწყება, აღნიშნული ბიულეტენი, ისევე როგორც ყოველდღიური საინფორმაციო ბიულეტენი, ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და სხვა სამთავრობო უწყებებს5.

ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი ზემოთ მოყვანილ წერილში ასევე აღნიშნავს, რომ „გაზაფხულის წყალდიდობის პერიოდში დეპარტამენტის მიერ მომზადდა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველოს მეშვეობით ყველა სამხარეო რწმუნებულს და სხვა დაინტერესებულ უწყებებს გაეგზავნა ინფორმაცია მოსალოდნელი წყალდიდობების შესახებ”, ამ დასკვნის მიხედვით: „ქვეყნის მაღალმთიან ზონაში თოვლის მძლავრი საფარია შექმნილი. მისი წყალშემცველობა ამ პერიოდის მაჩვენებელს 2-2,5-ჯერ აღემატება და ცალკეულ უბნებში 3-ჯერ სჭარბობს. აღნიშნულ ზონაში თოვლის წყლიანობა ასეთ მაღალ მაჩვენებლებს საშუალოდ 20-25 წელიწადში ერთხელ აღწევს. უკანასკნელად ასეთი უხვთოვლიანი ზამთარი საქართველოს მთებში 1987 წელს აღინიშნა... ქვეყნის ტერიტორიაზე წყალდიდობის დაწყების თარიღი 9-11 აპრილია, ხოლო მაქსიმალური ხარჯის გავლის პიკი, დასავლეთში 18-20, აღმოსავლეთში 22-25 აპრილია ნავარაუდევი... დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთებში შექმნილი თოვლის მძლავრი საფარი, წყალდიდობის პერიოდში საშიში წყალმოვარდნების რეალურ საფრთხეს სექმნის, მითუმეტეს, თუ დროის მცირე მონაკვეთში, ტემპერეტურის მკვეთრ მატებას დაემთხვა ძლიერი წვიმები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფული წყალმოვარდნების ფორმირება საქართველოს მდინარეებზე. ამიტომ, მიღებული უნდა იქნას ყველა სახის პრევენციული ღონისძიება შესაძლო წყალმოვარდნებისაგან მიყენებული ზარალის შერბილებისა და ადამიანთა მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად6.

სამწუხაროდ, როგორც შემდგომ დავინახავთ, ხელისუფლების მხრიდან არათუ პრევენციული ზომები გატარედა, არამედ ნორმალურად არც მიყენებული ზიანი ანაზღაურება მომხდარა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ვერც ადამიანთა მსხვერპლი ავიცილეთ თავიდან. მოსალოდნელი ჰიდროლოგიური პროგნოზი და საერთოდ, ქვეყანაში შექმნილი ჰიდრომეტეოროლოგიური მდგომარეობა კი სახელმწიფოს ინტერესის სფეროში რომ არ შედის, ეს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარის, რამაზ ჭითანავას წერილიდანაც კარგად ჩანს, სადაც წყალდიდობათა პროგნოზირების დაფინანსების პროცესში არსებული ფინანსური სიძნელეების თაობაზე აღნიშნავს, რომ: სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობის სფეროს დაფინანსებაში არსებული მწვავე დეფიციტის გამო, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში, აღნიშნული ექსპედიციური სამუშაოები მხოლოდ ნაწილობრივ, წყალდიდობის პროგნოზით დაინტერესებულ ჰიდროელექტროსადგურებთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლების მეშვეობით ხორციელდებოდა7.

როგორ ფინანსდებიან სტიქიით დაზარალებული რეგიონები?

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებზე მსჯელობისას უმნიშვნელოვანესია გაგვერკვია ზარალი, რომელიც მიადგა ქვეყანას. სხვაგვარად ციფრები, რომელიც მთავრობის სხვადასხვა განკარგულებებშია მოცემული არაფრის მთქმელია. უპირველესი ამოცანაა დადგინდეს, ნამდვილად იყო თუ არა საკმარისი, ან საკმარისთან მიახლოებული თანხა 2,988,000 ლარი, რომელიც წლევანდელი სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყო მთავრობამ? შესაბამისად, უნდა დავადგინოთ ქვეყანაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა.

სწორედ ამ მიზნით მივმართეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და მოვითხოვეთ იმ რაიონების ჩამონათვალი, რომლებმაც 2005 წელს სტიქიის შედეგად ზარალი განიცადეს შესაბამისი თარიღებისა და ზარალის ოდენობის მითითებით. სამინისტრომ საკმაოდ მოულოდნელი და ორიგინაური პასუხი მოგვაწოდა: „ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეკოლოგიური მიგრაციის სამსახურის ცნობით, მათ არ გააჩნიათ ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით... ამ მონაცემების მიღებისათვის საჭიროა მონიტორინგის ჩატარება საქართველოს მასშტაბით”. აუცილებელ და კრიტიკულ ინფორმაციას არ ფლობს, აგრეთვე, მთავრობის განკარგულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო - საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საქმეთა დეპარტამენტი, რომელიც დაჟინებით, არაერთ წერილში გვწერს, რომ დეპარტამენტი „განკარგულების შესრულებაზე კონტროლს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს”, ანუ იმ სამინისტროს ინფორმაციით რომელიც მომავალში აპირებს მონიტორინგის ჩატარებას.

ვინაიდან ზარალის საერთო ოდენობის თაობაზე მონაცემები სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოებს არ გააჩნიათ, გადავწყვიტეთ, რეგიონების მიერ სახელმწიფო კანცელარიაში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ძალებით, დაახლოებითი სურათი შეგვექმნა საქართველოს ცალკეულ რეგიონებსა თუ რაიონებში სტიქიით მიყენებული ზარალის თაობაზე.

1.
2005 წლის 14 მარტის წერილით რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ბატონი მერაბ არჩვაძე საქართველოს პრემიერმინისტრს ატყობინებს, რომ წყალდიდობების, მეწყერის, ღვარცოფის, ზვავების, მცირე სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად რაიონებმა განიცადეს მილიონობით ზარალი. მისი ინფორმაციით, გასამაგრებელია მდინარეთა ნაპირები, განადგურებულია სავარგულები, ადიდებული მდინარეების მიერ წაღებულია შიდა სახელმწიფოებრივი და შიდა ადგილობრივი მნიშნველობის გზები, ხიდები, ბოგირები, ელექტროგადამცემი ხაზები, ბოძები, დატბორილი და დამეწყრილია მოსახლეობა. მიყენებული ზარალის ოდენობა 5 მილიონ ლარს აჭარბებს.

ამ ინფორმაციის მიღების შემდგომ, 20 მაისს, ანუ 67 დღის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება №192, რომლის მიხედვითაც მძიმე ტექნიკით მომსახურების უზრუნველსაყოფად ცაგერის რაიონს გამოეყო 50,000 ლარი, ხოლო ონის რაიონს-100,000 ლარი, ანუ, სულ 150,000 ლარი.

მიყენებული და დაფინანსებული ზარალის ოდენობა შემდეგნაირად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ:

რაიონები

მიყენებული ზარალის
ოდენობა ლარებში

განკარგულებით გამოყოფილი
დაფინანსება

1

ამბროლაური

2 000 000

2

ცაგერი

1 800 000

50 000

3

ონი

191 500

100 000

4

ლენტეხი

1 350 000

სულ

5 341 500

150 000

მრავალგზისი მცდელობის მიუხედავად ჩვენთვის ბოლომდე გაუგებარი დარჩა რის საფუძველზე იღებდა მთავრობა გადაწყვეტილებებს როდესაც კონკრეტული რაიონისათვის თანხის გამოყოფას აწერდა ხელს?

ასევე უცნობია რატომ უცხადებს მთავრობა მუდმივად უნდობლობას პრეზიდენტის მიერ დანიშნულ რწმუნებულების მიერ მოწოდებულ მონაცემებსა და წუხილს?

2.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ერთეულებში 24 მარტის მონაცემებით, რაიონის გამგეობების მიერ შექმნილი კომისიების დასკვნების საფუძველზე, ზარალის სალიკვიდაციო თანხა აღწევს:

ხობის რ/ნ-300 000ლ;
სენაკის რ/ნ-100 000ლ;
მარტვილის რ/ნ-1 905 000ლ;
ჩხოროწყუს რ/ნ-330 000ლ;
ზუგდიდის რ/ნ-2 209 500ლ.
სულ: 4 844 500 ლ.

თუმცა, მიუხედავად ამ მასშტაბური ციფრებისა, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად თანხის გამოყოფა საერთოდ არ მომხდარა

3.
იმერეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ბატონი ზურაბ ქაჯაია 2005 წლის 6 მაისის წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრს რეგიონში სტიქიით გამოწვეული ზარალის ოდენობას ატყობინებს:

ატმოსფერული ნალექების სიუხვემ და მაღალმთიან რაიონებში თოვლის ინტენსიურმა დნობამ, გამოიწვია მდინარე რიონისა და მისი შენაკადების დონის მკვეთრი აწევა, რომელმაც გადააჭარბა ქალაქში მიშენებული საყრდენი კედლების საანგარიშო ნიშნულს. მდინარის წყალი გადმოვიდა ნაპირებიდან და ნაპირსამაგრი კედლებიდან, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიები, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის საცხოვრებელი სახლები და ეზოები, გუმათი-2-ის” წყალმომარაგების სათაო ნაგებობა და სხვა. მდინარეში წყლის ნაკადის სიძლიერემ დაარღვია მდინარის ნაპირსამაგრი კედლები, საგრძნობლად დააზიანა თეთრი ხიდის ბურჯები და მალები. ატმოსფერული ნალექების სიუხვემ და ხანგრძლივობამ გამოიწვია ქალაქის მთაგორიან ტერიტორიებზე საყრდენი კედლების დარღვევა, გზის სავალი ნაწილის ჩარღვევა და სხვა

სტიქიით გამოწვეული ზარალი განსაზღვრული იქნა სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ და იგი შეადგენს 1 490 000 ლარს.

იგივე მდგომარეობაა წყალტუბოს რაიონში, სადაც დატბორილია საცხოვრებელი სახლები, შენობანაგებობები, საავტომობილო გზები, ხიდები. სტიქიით მიყენებული ზარალი დაახლოებით 804 500 ლარს აღწევს.

ხონის რაიონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი დაახლოებით 650 000 ლარად არის შეფასებული, ვანში კი, ზარალი 1 200 000 ლარს უახლოვდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მაგალითის მსგავსად, არც ზემოაღნიშნულ შემაშფოთებელ ინფორმაციას მოჰყოლია მთავრობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება განკარგულების გამოცემისა და თანხის გამოყოფის გზით. ასე რომ, 4 მილიონზე მეტი ოდენობის ზარალიც დაუფარავი დარჩა.

ჩვენს მიერ მოყვენილი ამ მცირე მონაცემებით ზარალი 14,330,500 ლარს უახლოვდება, რაც ნიშნავს, რომ მარტო 3 რეგიონიდან მარტისა და მაისის თვეებში მიღებული მონაცემები ზარალის ოდენობის თაობაზე დაახლოებით 4-ჯერ აღემატება სარეზერვო ფონდიდან სტიქიისშედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილ თანხებს.

როგორ ეხმარება საქართველოს ხელისუფლება 2005 წლის სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას

მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებების ანალიზის შედეგად იკვეთება საერთო ტენდენცია, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის 5,000 ლარიანი დახმარება მთავრობის საქმიანობის „პრიორიტეტული” მიმართულებაა. სწორედ 5 ათას ლარიანი დახმარება უნდა მივიჩნიოთ იმ პასუხად რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასცა სტიქიასა და სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს და რომელიც ხელისუფლების მხრიდან თავიანთი „შესაძლებლობის მაქსიმუმად” აღიქმება8.

თუკი წლევანდელი სტიქიის სალიკვიდაციოდ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებს გადავხედავთ, გამოყოფილი 2,988,000 ლარიდან 1,700,000 ლარი №190 და №261 განკარგულებებით სწორედ სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 340 ოჯახის დახმარებისათვის იყო გათვალისწინებული.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბუნებრივად იბადება ბევრი შეკითხვა. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ამ ოჯახების შერჩევა, რა წესით და როგორი ტემპით მიმდინარეობდა ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენის პროცესი?

როგორც საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საქმეთა დეპარტამენტი გვაცნობებს, რომ „სტიქიური მოვლენების შედეგების პირველადი შეფასების საფუძველზე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში რეგიონებიდან წარმოდგენილ იქნა მხოლოდ წინანწარი, ჯამობრივი მონაცემები უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების რაოდენობის შესახებ. შესაბამისი სამთავრობო გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარედგინება უსახლკაროდ დარჩენილ პირთა კონკრეტული სიები, სათანადო დოკუმენტაციით. სიების წარდგენა ხდება ეტაპობრივად, რის შემდეგაც სამინისტრო კომისიური წესით ადგილზე ამოწმებს და აზუსტებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას”9. ყოველივე ამის შემდეგ, ლტოლვილთა სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაცემის შესახებ.

როგორც დეპარტამენტის წერილიდან ირკვევა, დაფინანსების დროს მკაცრად არის დაცული მოთხოვნა, რომ „ფინანსური დახმარება გაეწევა მხოლოდ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს და არა მათ, ვის საცხოვრებელ სახლებსაც აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები.10” თავისთავად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით საკმაოდ ორიგინალური მიდგომაა, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ და როგორც ხშირად გვეუბნებიან, როგორც ჩანს, „აღარ შეიცვლება”. შესაბამისად, მომდევნო პარაგრაფებში სწორედ ამ გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ ვისაუბრებთ და არ ვაპირებთ დავას იმის შესახებ თუ რამდენად გონივრული და რაციონალური იყო მიღებული გადაწყვეტილება.

0x01 graphic

გამომდინარე იქიდან, რომ დახმარება მხოლოდ ღია ცის ქვეშ დარჩენილ პირებს შეეხო, ბუნებრივია, ველოდით, რომ №19011 და №26112 განკარგულების შესრულება მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპებით მოხდებოდა, თუმცა, რეალობა სულ სხვას გვიჩვენებს:

2005 წლის 20 მაისის სტიქიური უბედურებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ 190 განკარგულების გამოსაცემად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია რაჭა-ლეჩხუმის სახელმწიფო რწმუნებულმა ბატონმა ოთარ სირაძემ პრემიერ-მინისტრს 4 მაისს მიაწოდა. განკარგულების შესაბამისად რწმუნებულებს დაზარალებული ოჯახების სახელობითი სიების ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში წარდგენა უმოკლეს ვადაში დაევალათ, თუმცა, როგორც ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციიდან ჩანს, 27 ივლისის მდგომარეობთ, ანუ ინფორმაციის წარმოდგენიდან დაახლოებით თვენახევრის შემდგომ, განკარგულებით გათვალისწინებული 240 ოჯახის ნაცვლად სამინისტროში რაიონებიდან მხოლოდ 98 ოჯახზე იყო ინფორმაცია წარმოდგენილი, მათ შორის მაგალითად მესტიის რაიონიდან, სადაც ოფიციალური ცნობით 94 ოჯახი იყო უსახლკაროდ დარჩენილი - არცერთი.

20.05.05 190 განკარგულების შესრულების მდგომარეობა რაიონების მიხედვით:

რაიონები

№190 განკარგულებით
მიხედვით
დასაფინანსებელი
ოჯახების
რაოდენობა

27 ივლისის
მდგომარეობით
რაიონებიდან
ოჯახების
თაობაზე
წარმოდგენილი
ინფორმაცია

27 ივლისის
მდგომარეობით
დაფინანსებული
ოჯახები

27 ივლისის
შემდგომ
დაფინანსე-
ბული
ოჯახების
რაოდენობა
16 სექტემბრის მდგომარეობით

ონი

17

2

2

0

ლენტეხი

75

42

38

5

ცაგერი

37

37

3

34

მესტია

94

92

წყალტუბო

3

3

3

X

ვანი

14

14

14

X

სულ

240

98

60

131

როგორც წარმოდგენილი მონაცემებიდანაც ჩანს განკარგულების მიღებიდან 2 თვის, ხოლო სტიქიის პირველი შემოტევიდან 4 თვის შემდეგ მხოლოდ 60 ოჯახისათვის გახდა შესაძლებელი დახმარების აღმოჩენა. თანხის გადარიცხვის პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს და 16 სექტემბრის მდგომარეობით 20 მაისის განკარგულებით გამოცემული თანხა სულ 191 ოჯახზეა გადარიცხული.

23 ივნისის 261 განკარგულებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 100 ოჯახისათვის დამატებით 500,000 ლარი გამოიყო. შესაბამისად სახელმწიფო რწმუნებულებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დაზარალებული მოსახლეობის სახელობითი სიების დაუყოვნებლივი წარდგენა დაევალათ:

3 აგვისტოს მდგომარეობით, ანუ განკარგულების გამოცემიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ სამინისტროში ზემოაღნიშნული ინფორმაცია საერთოდ არ ყოფილა წარდგენილი და შესაბამისად არც თანხის განაწილების პროცესი დაძრულა ადგილიდან.

16 აგვისტოსათვის №261 განკარგულების შესრულებასთან დაკავშირებით სიტუაცია მცირედად შეიცვალა და განკარგულებით გათვალისწინებული 100 ოჯახიდან თანხა 23-მა ოჯახმა მიიღო. თუმცა, პროცესი შემდეგ კვლავ შეჩერდა და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მდგომარეობა უცვლელი იყო.

23 ივნისის №261 განკარგულების შესრულების მდგომარეობა:

რაიონები

განკარგულებით
აფინანსებული
ოჯახები ციფრებში

23 აგვისტოს
მდგომარეობით
დაფინანსებული
ოჯახები

16 სექტემბრის
მდგომარეობით
დაფინანსებული
ოჯახები

სამტრედია

19

0

0

აჭარა

3

0

0

ვანი

5

5

5

საჩხერე

8

0

0

ტყიბული

4

0

0

ჭიათურა

10

0

0

ზესტაფონი

2

0

0

დუშეთი

29

14

14

გორი

3

3

3

კასპი

1

1

1

ონი

1

0

0

ლენტეხი

15

0

0

სულ

100

23

23

საინტერესოა, რატომ ითრევენ ფეხს სახელმწიფო რწმუნებულები სამინისტროში დაზარალებულთა სახელობითი სიების წარმოდგენისას და რატომ სჭირდება გადაუდებელი ღონისძიებების გამხორციელებას 2 თვეზე მეტი დრო მაშინ, როცა თვითეული გამგებლისათვის წინასწარი მონაცემები დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი? ამასთანავე, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა რატომ არ ახდენს რწმუნებულთა უმოქმედობაზე რეაგირებას განკარგულების შესრულებაზე პასუხისმგებელი - სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალურ საქმეთა დეპარტამენტი? ამ შეკითხვით მათთვისაც არაერთგზის მიგვიმართავს, თუმცა სიახლეს არ წარმოადგნეს ის რომ პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: უმწეო, მთის მკაცრ პირობებში უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარება სახელმწიფოს ძირითად ინტერესსა და პრიორიტეტს არ წარმოადგენს და ქვეყნის განვითარების ჩვენი ხელისუფლებისეულ ხედვას არემთხვევა.

სახელმწიფოს ამ ბრალდებების საპასუხოდ ერთადერთი არგუმენტი შეიძლება ჰქონდეს: საქმე „დიდ თანხებსა” და დიდ ინფორმაციას ეხება, ამიტომ, შეცდომა და დარღვევა რომ არ გაიპაროს ხანგრძლივი ფიქრი და კვლევაა საჭირო, თუმცა, დაყოვნება რა მოსატანია ისეთი „სასიცოცხლო” მნიშვნელობის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხების დასახარჯად, როგორიცაა, პრეზიდენტ იუშჩენკოს ვიზიტისთვის პრეზიდენტის 22 ივლისის 602 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” გამოყოფილი 270,989 ლარი, რომელის „ათვისებაც” 22 ივლისსავე მოხდა, ან პრეზიდენტის 20 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღნიშვნის ღონისძიებათა შესახებ” 388 განკარგულებით გამოყოფილი 132,200 ლარი, რომლის ფარლებშიც ყველა სახის შესყიდვა 25 მაისამდე, ანუ განკარგულების გამოცემიდან 5 დღეში განხორციელდა, ან, კიდევ უარესი, როდესაც განკარგულებების გამოცემა მაშინ მოხდა, როდესაც თანხა შესაბამისი უწყებების მიერ უკვე ათვისებული იყო - საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 მაისის №214 განკარგულება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №197 განკარგულებება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ”.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობის „ოპერატიული” მოქმედების ერთ-ერთი მაგალითია ლენტეხის რაიონის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ საქართველოს მთავრობის 10 მაისის 239 განკარგულება14. კერძოდ, ლენტეხის რაიონის გამგებლი 31 აპრილის წერილით პრემიერ-მინისტრს ატყობინებდა, რომ აპრილის თვეში მომხდარი წყალდიდობების გამო გზა 43 სოფელთან არის ჩაკეტილი და გზა სავარაუდოდ კიდევ 1 თვე იქნებოდა ჩაკეტილი. შესაბამისად რწმუნებული 5,761 პირისათვის 1 თვის მარაგი ფქვილის, ზეთისა და მარილის შეძენას ითხოვდა. საქართველოს მთავრობამ რეაგირება ამ წერილზე 10 დღის შემდეგ, 10 მაისის №239 განკარგულებით მოახდინა, და რწმუნებულის მოთხოვნის შესაბამისად 59,900 ლარი გამოიყო. თუმცა შემდეგ კიდევ რამოდენიმე კვირა დაჭირდა განკარგულების შესრულებას, ანუ სურსათის შესყიდვა, დარიგებასა და სხვა ღონისძიებებს. მაგალითად, თავდაცვის სამინისტრომ რომელიც აღნიშნული სურსათის საავიაციო გადაზიდვას ანხორციელებდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით საჭირო საწვავის პირველი პარტია მხოლოდ 27 მაისს მიიღო.

ამ ფაქტის გაანალიზებისას ადვილი მისახვედრია რომ ეს სოფლები მაისის თვეში უბრალოდ ბედის ანაბარა იყვნენ მიტოვებული და მათ ფაქტიურად იშიმშილეს.

ყურადღებას იქცევს, ასევე, საქართველოს მთავრობის 20 მაისის 19115 განკარგულება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებული ლენტეხის, მესტიისა და ონის რაიონებში „სასიცოცხლოდ აუცილებელი” სურსათის ვერტმფრენით გადასატანად 138,000 ლარი გამოეყო. აღნიშნული განკარგულების შესრულების დამადასტურებლად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 23 მაისს შპს „ავიასაწვავსერვისთან” გაფორმებული №424 ხელშეკრულების ასლი წარმოგვიდგინა, რომლითაც 123,660 ლიტრი საავიაციო ნავთის შეძენა განხორციელდა. იმის დასადასტურებლად, რომ საავიაციო ნავთი თავდაცვის სამინისტრომ ნამდვილად მიიღო, დოკუმენტებში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები და ანგარიშფაქტურები. თუმცა, ჩვენი წერილის პასუხად, რომლითაც 123,600 ლიტრი საავიაციო ნავთის ფარგლებში განხორციელებული გადაზიდვების გრაფიკსა და რაოდენობას ვითხოვდით, შესაბამისი მარშრუტების მითითებით, თავდაცვის სამინისტრომ 30 აპრილიდან 20 მაისამდე (ანუ, განკარგულების გამოცემამდე) შესრულებული რეისების ამსახველი დოკუმენტაცია წარმოგვიდგინა. შეგახსენებთ, რომ განკარგულება მხოლოდ 20 მაისს გამოიცა, ხელშეკრულებას ხელი 23 მაისს მოეწერა, ხოლო მიღება ჩაბარების აქტების შესაბამისად, საწვავის პირველი პარტია თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 27 მაისს მიიღო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბევრი სხვადასხვაგვარი დასკვნის გაკეთება შეიძლება, თუმცა მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს რომ თავდაცვის სამინისტრომ კვლავაც კანონის დაღვევით და არამიზნობრივად განკარგა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის სურსათით უზრუნველსაყოფად სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 138,000 ლარი.

საქართველოს პრეზიდენტის 534 ანკარგულება16 საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსის დასაფინანსებლად თანხის გამოყოფის შესახებ

2005 წლის 5 ივლისს (სტიქიით დაზარლებული მოსახლეობის დასახმარებლად 4,000 ლარის გამოყოფის შესახებ ერთადერთი განკარგულების გამოცემადე ერთი დღით ადრე), საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კულტურის სამინისტროს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას სარეზერვო ფონდიდან 100,000 ლარი გამოუყო პიანისტთა თბილისის III საერთაშორისო კონკურსის დასაფინანსებლად.

ორი კონკურსი რომლებიც 1998 და 2001 წლებში გაიმართა და რომელთა დამფუძნებლებიც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ქ. თბილისის მერია იყვნენ „საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის” მიერ მოწოდებული ინფორმაციით საქართველოს ბიუჯეტის, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის, აგრეთვე, სხვადასხვა კერძო პირებისა თუ ორგანიზაციების მიერ ფინანსდებოდა.

როგორც ქალბატონი მანანა დოიჯაშვილი აცხადებს, „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია, როგორც კონკურსის დამფუძნებლები, შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებენ, რომ იგი 2005 წელს მაღალ ორგანიზებულ დონეზე ჩატარდეს”17, მიუხედავად ამისა, 2005 წლის 15 მარტის წერილით კონსერვატორიის რექტორი საქართველოს პრეზიდენტს კონკურსის ჩასატარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 100,000 ლარის გამოყოფას სთხოვს, რის დასასაბუთებლადაც აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, 2005 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული სირთულეების გამო, შესაძლებლობა არა აქვს სრულად უზრუნველყოს კონკურსის ჩასატარებლად საჭირო თანხების გამოყოფა.” თავისთავად ძალზე საინტერესო წერილია ვინაიდან, როგორც ჩანს, კულტურის სამინისტრო 2005 წელს ბიუჯეტის სიმცირის გამო წუხს?!

საქართველოს პრეზიდენტმა (რომელმაც 2005 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 700,000 ლარი გამოუყო სხვადასხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად, ხოლო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1,000,000 ლარი), უპირობოდ და თანხის რაოდენობის მიზანშეწონილობის დაზუსტების გარეშე დააკმაყოფილა კონსერვატორიის რექტორის თხოვნა და კონკურსის დასაფინანსებლად სარეზერვო ფონდიდან 100,000 ლარი გამოყო.

აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით ბევრი სხვა ღონისძიებების დაფინანსებისა, რომელსაც სარეზერვო ფონდები ანხორციელებდნენ, ამ შემთხვევაში, თავისთავად, ამგვარი კონკურსის დაფინანსების საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი გვაქვს. სწორედ რომ პირიქით მივესალმებით ახალგაზრდა თაობის წახალისებასა და მათი დაოსტატებისათვის ზრუნავას. პრობლემს სხვაგვან არის საძებნელი. ვინაიდან გაირკვა, რომ ამგვარი კონკურსის დამფუძნებელი სწორედ სახელმწიფოა და მას რეგულარული ხასიათი აქვს, კონკურსის ორგანიზატორებს არ უნდა სჭირდებოდეთ მუდმივი თხოვნა და „პირველის” კეთილგანწყობის მოპოვებისათვის ზრუნვა. კონკურსისათვის საჭირო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული. თუკი ასეთი საბიუჯეტო პარამეტრიც თავის დროზე პარლამენტმა არ დაამტკიცა, მაშინ კიდევ უფრო გაუგებარია პრეზიდენტის გადაწყვეტილება.

და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, დარწმუნებული ვართ რომ ქართული კულტურის გვერდში დგომა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს იმ ადამიანების დასახმარებლად განკუთვნილი ფულის ხარჯზე, რომლებიც სტიქიის შედეგად სარჩო-საბადის გარეშე უსახლკაროდ დარჩნენ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივლისის №62818 და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 33119 განკარგულებები საპრეზიდენტო პროგრამის - საჩუქარი ბავშვებს დაფინანსებისათვის”.

2005 წლის 30 ივლისს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხები 35 მილიონს, ხოლო გადახარჯვა 10 მილიონს აღემატებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მიიღო №628 განკარგულება, რომლითაც კულტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის 490,000 ლარი გამოყო „საპრეზიდენტო პროგრამით - „საჩუქარი ბავშვებს” გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. პროგრამის შესრულების ვადად 12 აგვისტოდან 23 ნოემბერამდე პერიოდი განისაზღვრა. პროგრამის მიხედვით ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ყველა რეგიონიდან 10-დან 13 წლამდე ასაკის წინასწარ შერჩეული 30,000 სკოლის მოსწავლეს ერთი დღით უფასოდ ბორჯომის პარკში იმოგზაურებდა. ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხები ღონისძიებების დასაფინანსებლად შემდეგნაირად გადაანაწილა:

  1. ტრანსპორტის ხარჯები - 330,000ლ

  1. კვება, კვების ორგანიზება - 22 800 X 5 = 114,000ლ

  1. საორგანიზაციო ჯგუფის ხელფასი - 20,000ლ

  1. .სოციალური ანარიცხები - 4,000ლ

  1. გაუთვალისწინებელი ხარჯები - 22,000ლ

__________________

სულ: 490,000ლ.

საქართველოს პრეზიდენტმა 30 ივლისის №628 განკარგულებით 30,000 ბავშვიდან 7,200 ბავშვის (197,000 ლარი) დაფინანსება ქ. თბილისის მერიას დაავალა:

4. ეთხოვოს ქ.თბილისის მერიას (გ.უგულავა) უზრუნველყოს თბილისის მოსწავლეების ბორჯომის პარკში ექსკურსიისათვის ტრანსპორტირების, კვებისა და პროგრამის კულტურულსაორგანიზაციო ღონისძიებათა დაფინანსება 197,000 ლარით.

პრეზიდენტს არც მედია დავიწყებია და განკარგულებით მათაც მოუწოდა:6. ეთხოვოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სათანადოდ გააშუქონ საპრეზიდენტო პროგრამის საჩუქარი ბავშვებს ღონისძიებათა განხორციელება.

ბავშვებისათვის ფონდიდან გაღებული ამ გულუხვი საჩუქრის ფონზე, პრეზიდენტმა, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე განკარგულების პროექტი წარადგინა, რომლითაც თავისსავე 30 ივლისის №628 განკარგულებაში ცვლილებების შეიტანა და „საპრეზიდენტო პროგრამა - საჩუქარი ბავშვებს“ დაფინანსება მთავრობის სარეზერვო ფონდს დაავალა. მთავრობამაც, სრული უმრავლესობით და „ჩვეული“ ოპერატიულობით ერთ დღეში, 11 აგვისტოს მოიწონა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი და 2005 წლის 11 აგვისტოს №331 განკარგულებით საპრეზიდენტო პროგრამის დაფინანსება თავის თავზე აიღო. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, მას დღესაც პრეზიდენტის საჩუქარი ქვია. ბუნებრივია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმაც პრეზიდენტის თხოვნა შეასრულეს და ღონისძიებებათა განხორციელება მართლაც სათანადოდ გააშუქეს, თუმცა,ზემოაღნიშნუილი ფაქტი არცერთ მათგანს არ უხსენებია.

რაც შეეხება „საპრეზიდენტო პროგრამის - საჩუქარი ბავშვებს“ განსახორციელებლად საჭირო საგნებისა და მომსახურების შესყიდვას, იგი ტრადიციულად ფორს-მაჟორულ სიტუაციად გამოცხადდა და საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმაც შესყიდვების სააგენტოსგან უპრობლემოდ მიიღო შესყიდვების ფორმის თავად არჩევის საშუალება:

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, განიხილა რა თქვენი 12.08.05. წლის 03- 405/414 წერილი და მასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ითვალისწინებს რა შექმნილ მდგომარეობას, წარმოდგენილ არგუმენტებს, საკითხის დიდ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და კულტურის, ძეგლთ დაცვისა და სპორტის მინისტრის (16.08.05 წლის 013/ 2864-8 წერილი) პოზიციას, სააგენტო წინააღმდეგი არ არის ფორს-მაჟორული სიტუაციით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად... შესყიდვა განახორციელოთ თქვენს მიერ შერჩეული შესყიდვის საშუალებით...20

ამ განკარგულების ფორს-მაჟორობა ძალიან გავს დიზელის ცნობილ განკარგულებას, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც როგორც ჩანს ზაფხული შემთხვევით და მოულოდნელად მოვიდა და შესაბამისად შემთხვევით და მოულოდნელად აღმოაჩინეს ჩვენს მთავრობაში რომ ბავშვებისათვის არდადეგების დროს საჩუქარი გაეკეთებინათ.

თავად განკარგულება ბუნებრივია ელვისებური სისწრაფით აღსრულდა. იმავე დღეს, 17 აგვისტოს, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა ხელშეკრულებები გააფორმა ერთის მხრივ, 270,000 ლარის შესყიდვაზე - შპს. „უნივერსალთან“ 22,800 ბავშვის სხვადასხვა ქალაქიდან და რაიონიდან ტრანსპორტირებისათვის და მეორეს მხრივ, 114,000 ლარის ოდენობით ი/მ გიორგი ჭელიძესთან - 22,800 ბავშვების კვების ორგანიზებისათვის.

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ მომზადებული საპრეზიდენტო პროგრამაში ვკითხულობთ:

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე გარდაქმნებმა მნიშვნელოვნად უარყოფითი ზეგავლენა იქონია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და ახალგაზრდობაზე. სოციალურ-ეკონომიკურმა დაუკმაყოფილებლობამ, ინდივიდუალური უნარ-ჩვევების არქონამ, მომავლის უპერსპექტივობამ მოზარდი თაობა მუდმივმოქმედი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქცია. მძიმე ეკონომიკურ-მატერიალურმა მდგომარეობამ შეზღუდა მათი მობილურობა, შედეგად, ისინი ნაკლებად იცნობენ ქვეყნის მასშტაბით მათ წინაშე არსებულ პრობლემებს და ამ პრობლემათა დაძლევის მოწინავე გამოცდილებებს. ასეთია პროგრამის იდეოლოგია და სწორედ ამ მიზანს უნდა მომსახურებოდა ერთდღიანი გასეირნება ბორჯომის პარკში. ასეთია რეალობა დღეისათვის. მაგრამ, თუკი ჩვენი სახელმწიფო მომავალშიც, თუნდაც სწორედ ამ ბავშვების დახმარების მოტივით სისტემატიურად და უხეშად დაარღვევს კანონებს და არამართლზომიერად განკარგავს თანხებს, არა მგონია, მომავალი 10 წლის განმავლობაში ამ ბავშვების პერსპექტივები გაფართოვდეს და უკეთესობისკენ შეიცვალოს რამე.

პირველკლასელთათვის სასკოლო ჩანთებისა და წიგნების შესაძენად მთავრობის საზეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს 340 განკარგულება21

საქართველოს მთავრობის ამ განკარგულებით 2005-06 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეთა წახალისების მიზნით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პირველკლასელთათვის სახელმძღვანელოებისა და სასკოლო ჩანთების შეძენისა და გადაცემის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1,100,000 ლარი გამოეყო. განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად პროექტის პრიორიტეტულობისა და შემჭიდროვებული ვადების გამო სამინისტროს შესყიდვების დაუყოვნებლივ განხორციელება დაევალა.

როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები კალენდართან მუდმივად წინააღმდეგობაში არიან და სეზონების ცვლილებების ან ყოველწლიურად განმეორებადი მოვლენების წინასწარ განჭვრეტის სერიოზული პრობლემა აქვთ. თუმცა არსებობს სხვა მიზეზიც. როგორ არა ერთხელ გვინახავს შესაძლებელია ყველა ეს გადაწყვეტილება არა კარგად მოფიქრებული და განსჯილი პოლიტიკის ნაწილი, არამედ პრეზიდენტის აკვიატებული აზრების ნაყოფია და შესაბამისად ძალიან უჭირს მთავრობას ამ უკანაკნელის წინასწარ განჭვრეტა. ასე რომ, სკოლებში სწავლის დაწყება საქართველოს ხელისუფლებისათვის კვლავაც ფორს-მაჟორი, დაუძლეველი ძალაა, ანუ ისეთი სიტუაციაა, რომლის პროგნოზირებაც ადამიანის ძალებს აღემატება.

შეგახსენებთ, რომ მსგავს სიტუაციას ადგილი უკვე ჰქონდა, როდესაც პრეზიდენტის 2004 წლის 26 ივლისის №658 განკარგულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1,000,000 ლარი გამოეყო 2004-05 სასწავლო წლების დაწყებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად იდენტური მიზნით: პირველკლასელთათვის სახელმძღვანელოებისა და ჩანთების შესაძენად და მათთვის უსასყიდლოდ გადასაცემად. 2004 წელსაც, „პროექტის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე” 1,000,000 ლარის ფარგლებში ყოველგვარი შესყიდვა ტენდერის გარეშე ჩატარდა, თუმცა, მაშინ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” თავი შეიკავა აღნიშნულ განკარგულებასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნებისგან ვინაიდან საკითხი ბავშვებს ეხებოდა. თუმცა, წელს უკვე, როდესაც ახალგაზრდა თაობის აღზრდას ქვეყნის პრიორიტეტად ვაცხადებთ, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეთა წახალისება არ უნდა იყოს ფორს-მაჟორი, მითუმეტეს, როდესაც თანხის გამოყოფა უკვე დიდი ხნის წინ ამოწურული და გადახარჯული სარეზერვო ფონდიდან ხდება.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისათვის კონცერტის მოწყობის ორგანიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის 727 განკარგულება22

2005 წლის 19 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა 727 განკარგულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 45 000 ლარი გამოუყო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე კონცერტის ორგანიზებისათვის. მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 10 მილიონზე მეტით არის გადახარჯული, საქართველოს პრეზიდენტი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და „კონცერტის” მოსაწყობად თანხის გამოძებნას ვირტუალური გზებით მაინც ახერხებს. აღნიშნული განკარგულების შესრულება მსგავს ღონისძიებებზე ფუჭად დახარჯული ფულის ნათელი მაგალითია. ერთი პატარა დეტალი, მაგალითად მხოლოდ სარეკლამო მომსახურეობის უზრუნველყოფაზე ბიუჯეტიდან 17,440 ლარი დაიხარჯა.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი

გართობა (ფორუმი, კონცერტები, ფესტივალები) 582 882ლ;

ვიზიტები - (პარლამენტარების, იუშჩენკოს, არველაძე, ბოკერია, თორთლაძე) - 385 354ლ;

მარტო პარლამენტარები-

ძალოვნები-(შსს,თავდაცვა, საზღვრის დაცვა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური) 7 974 741ლ

სტიქია 4 000ლ

მთავრობის სარეზერვო ფონდი

ძალოვნები - 9 240 000ლ

უცხო ქვეყნის მეთაურთა ვიზიტები- 2 187 890ლ( პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები)

გართობა - 4 677 400 ლ (26 მაისი, II მსოფლიო ომის 60 წლისთავი, საჩუქარი ბავშვებს, ბორჯომპარკის მშენებლობა, პატრიოტის ფორუმი და ა.შ)

სტიქია - 4 373 000ლ

ეკონომიკის სამინისტრო - 960 400ლ

იუსტიციის სამინისტრო - 3 654 000ლ

საქართველოს მთავრობის განკარგულებები

თანხის გამოყოფის მოთხოვნის დრო

განკარგულების გამოცემის თარიღი

თანხის ათვისების თარიღი

№192 - სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ონისა და ცაგერის რაიონებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ

14 მარტი 2005წ.

20 მაისი 2005წ.

6 მაისი

-

-

-

24 მარტი

-

-

-

№190 - სტიქიური უბედურებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ფინანსური დახმარების შესახებ

4 მაისი

20 მაისი

№261 - სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად

-

23 ივნისი

3 აგვისტოსთვის თანხა გადარიცხული საერთოდ არ იყო

№239 ლენტეხის რაიონისათვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

31 აპრილი

10 მაისი

-

№534 პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსის დასაფინანსებლად თანხის გამოყოფის თაობაზე

15 მარტი 2005წ.

5 ივლისი 2005წ.

№331 საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპრეზიდენტო პროგრამა „საჩუქარი ბავშვებს” დაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

10 აგვისტო

11 აგვისტო

17 აგვისტო

№727 საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთათვის ღონისძიების მოსაწყობად

-

19 სექტემბერი

21 სექტემბერი

№340 საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პირველკლასელთა ჩანთებისა და წიგნების შესაძენად თანხის გამოყოფის თაობაზე

16 აგვისტო

18 აგვისტო

24

№602 პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტ იუშჩენკოს ვიზიტის დასაფინანსებლად თანხის გამოყოფის თაობაზე

-

22 ივლისი

22 ივლისი

№364 მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპრეზიდონტო პროგრამა „პატრიოტის” ფორუმის დასაფინანსებლად

-

8 სექტემბერი

10 სექტემბერი

№129 პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს პარლამენტის წევრთა იტალიის ვიზიტის სამივლინები ხარჯების ასანაზღაურებლად

-

28 თებერვალი 2005წ

3 მარტი 2005წ.

№233 პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს პარლამენტის წევრთა ყაზახეთის ვიზიტის სამივლინები ხარჯების ასანაზღაურებლად

-

28 მარტი

30 მარტი

№202 პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს პარლამენტის წევრთა უკრაინის ვიზიტის სამივლინები ხარჯების ასანაზღაურებლად

-

21 მარტი

30 მარტი

№395 პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს პარლამენტის წევრთა აზერბაიჯანის ვიზიტის სამივლინები ხარჯების ასანაზღაურებლად

-

22 მაისი

24 მაისი

№388 პრეზიდენტის განკარგულება რუსლანას კონცერტთან დაკავშირებით

20 მაისი

26 მაისი

№187 მთავრობის განკარგულება 26 მაისს ლატვიის პრემიერ მინისტრთან დაკავშირებით

20 მაისი

26 მაისი

__________________

1 რჩეული ნაწარმოებები V ტომი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი 1985წ.

2 „საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6ივლისის №539 განკარგულება „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ”

3 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის 25.10.05 №21-02-17/439 წერილი

4 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი, ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახური - „ჰიდროლოგიური ბიულეტენი საქართველოს მდინარეებზე 2005 წლის გაზაფხულის წყალდიდობის პროგნოზი“ თბილისი 2005წ.

5 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის 25.10.05 №21-02-17/439 წერილი

6 ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მიერ მომზადებული ინფორმაცია 2005 წლის გაზაფხულზე საქართველოს მდინარეებზე მისალოდნელი წყალდიდობების შესახებ, 13.04.05.წ №26-01/1-17/113

7 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი, ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახური - „ჰიდროლოგიური ბიულეტენი საქართველოს მდინარეებზე 2005 წლის გაზაფხულის წყალდიდობის პროგნოზი“ თბილისი 2005წ.

8 საქართველოს მთავრობის კანცელარია, პრემიერ მინისტრის აპარატი, 16.06.2005 წერილი -№25/134

9 საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსოს ჯამბულ ბაკურაძის 28.08.05 25/256 წერილი მთავრობის კანცელარიის თავმჯდომარის სახელზე.

10 საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსოს ჯამბულ ბაკურაძის 28.08.05 25/256 წერილი მთავრობის კანცელარიის თავმჯდომარის სახელზე

11 საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის №190 განკარგულება „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“

12 საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის №261 განკარგულება „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“

14 საქართველოს მთავრობის 2005 წლის №239 განკარგულება - „ლენტეხის რაიონის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“

15 საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის №191 განკარგულება - “სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ლენტეხის, მესტიისა და ონის რაიონების მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის ღონისძიებათა შესახებ“

16 საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ივლისის №534 განკარგულება - „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“

17 საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორის, პროფესორ მანანა დოიჯაშვილის 15.03.05 №1/77-22-1 წერილი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელზე

18 საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივლისის №628 განკარგულება „საპრეზიდენტო პროგრამის „საჩუქარი ბავშვებს“ განხორციელების შესახებ“.

19 საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №331 განკარგულება „საპრეზიდენტო პროგრამის „საჩუქარი ბავშვებს” დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“

20 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 17.08.05 №03/384 წერილი

21 საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №340 განკარგულება - „2005-06 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა წასახალისებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“

22 საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №727 განკარგულება „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“.

2 საქართველოს პრეზიდენტის ქვეყნის გარეთ ოფიციალური ვიზიტები

▲back to top


საქართველოს კონსტიტუციით ქვეყნის რეზიდენტისათვის განკუთვნილი უფლებამოსილებებიდან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდი ენთუზიაზმით 69 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ეკიდება: „საქართველოს უმაღლესი წამრმომადგენელი“. საქართველოს პრეზიდენტი, მართლაც ბევრს მოგზაურობს, თუმცა აქ პრობლემა ისაა, რომ თანმხლები დელეგაციები წევრთა განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა. (მაგალითად: 2005 წლის 3-7 მარტი ვიზიტი იტალიაში - 60 წევრი; 30 მარტი - 1 აპრილი ვიზიტი ყაზახეთში - 90 წევრი; 24-26 მარტი ვიზიტი უკრაინაში - 95 წევრი; 4-5 მაისი, ვიზიტი ნიდერლანდებში - 100 წევრი). ცხადია, მივლინებებისა და ვიზიტების ასეთ სიმრავლეს თანხებიც სათანადოდ სჭირდება. ეს თანხები კი, რაღა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან და, მთელ რიგ შემთხვევებში ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ანგარიში სარეზერვო ფონდების მონიტორინგს ეხება, ამჯერად მხოლოდ პრეზიდენტის იმ ოფიციალური ვიზიტებით შემოვიფარგლებით, რომელთა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებაც სწორედ სარეზერვო ფონდებიდან განხორციელდა. კვლავაც აღვნიშნავთ, წინამდებარე ანგარიშის მიზანს არ წარმოადგენს პრეზიდენტის უცხოური ვიზიტების მიზნისა და საჭიროების რევიზია. ცხადია, რომ ყველა ვიზიტი „ქვეყნის ინტერესებით“ იგეგმება და ხორციელდება. ჩვენი ანგარიშის მიზანი მკითხველის ყურადღების იმ ფაქტებსა და კანონდარღვევებზე შეჩერებაა, რომელსაც ამგვარი ვიზიტების დროს აქვს ადგილი. პასუხგაუცემელი კითხვები ბევრია:

  • რა პრინციპით ადგენს პრეზიდენტი დელეგაციის შემადგენლობას?

  • რამდენად გამართლებულია პარლამენტის იმ წევრების დელეგაციებში ყოფნა, რომელთაც ფუნქცია ვიზიტის დღის წესრიგით არა აქვთ მოძებნილი?

  • შეუძლია თუ არა ჩვენსავით ღარიბ ქვეყანას მუდმივად ათეულობით თანმხლები პირისაგან შემდგარი დელაგაციების დაფინანსება?

  • და, საერთოდ, ცდილობს თუ არა ხალხის ფულის დაზოგვას პრეზიდენტი, რომელიც საპრეზიდენტო მოღვაწეობის დასაწყისში, ფინანსების დაზოგვის მიზნით პრეზიდენტის თვითმფრინავის გამოყენებაზე უარს ამბობდა და რეგულარული საჰაერო რეისების „ეკონომ-კლასით“ მგზავრობით იწონებდა თავს1 და ყველა მოხელეს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქამრების მოჭერისაკენ“ ანუ მოსახლეობის ფულის მაქსიმალურად დაზოგვისაკენ მოუწოდებდა?

დღევანდელი გადასახედიდან პრეზიდენტის სიტყვების პერიფრაზი რომ გავაკეთოთ კითხვა ასე ჟღერს:

რამდენად აქვს „მოჭერილი ქამარი” თავად პრეზიდენტს და უფრთხილდება თუ არა „ხალხის ფულს“? ამ საკმაოდ ტრივიალურ და უმისამართო კითხვაზე პასუხის გაცემაში ოფიციალური ვიზიტების უფრო დეტალური განხილვა დაგვეხმარება. პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობა, როგორც წესი, ძალზედ შთამბეჭდავია, თუმცა ამა თუ იმ ვიზიტის დღის წესრიგის დეტალურად გაცნობის მიუხედავად, დელეგაციის ბევრი წევრის ფუნქცია, როგორც წესი, გაუგებარია. ამგვარი შენიშვნა ყველაზე მეტად საქართველოს პარლამენტის წევრებს ეხებათ, რომლებიც სხვადსხვა დელეგაციების მუდმივი წევრები არიან. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დელეგაციის წევრობის პატივი ყველა დეპუტატს როდი ერგო წილად. როგორც წესი, ამ პრივილეგიით პარლამენტის წევრთა მხოლოდ ერთი ნაწილი სარგებლობს, ე.წ. „პრივილეგირებულ დეპუტატთა მცირე კორპუსი“. პარლამენტის ყველაზე ხშირი წარმომადგენელი საპრეზიდენტო ვიზიტებისას, დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია. იგი, თითქმის გამონაკლისის გარეშე, მუდამ თან ახლავს ქვეყნის პირველ პირს. აქ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მარიკა ვერულაშვილის მისია ვიზიტების დროს ბუნდოვანია და როგორც წესი, დღის წესრიგში, მას ფორმალურადაც კი არ აქვს ფუნქცია მინიჭებული.

მაგალითად: 2004 წლის 15-16 სექტემბერისვიზიტი ქ. ასტანაში; 2004 წლის 18-19 მარტის ვიზიტი ქ. ბრატისლავაში; 2004 წლის 26-28 აპრილის ვიზიტი უკრაინაში; 2004 წლის 12-14 ივლისის ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში; ყველა ზემოჩამოთვლილი და სხვა მრავალი ოფიციალური ვიზიტის დროს მარიკა ვერულაშვილი დელეგაციის შემადგენლობაში იყო, თუმცა არცერთ შეხვედრაზე მისი დასწრება და, მით უმეტეს, მონაწილეობა დღის წესრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა.

რამდენადაც გაუგებარია, თუ რა სარგებელი მოაქვს პარლამენტის წევრების სისტემატურ მონაწილეობას ოფიციალურ ვიზიტებში, იმდენად გასაგებია, თუ რა სარგებელს იღებენ თავად ეს დეპუტატები ვიზიტებში მონაწილებით.

სიცხადისათვის: 2004 წლის ფინანსური დეკლარაციის მიხედვით მაგალითად, მარიკა ვერულაშვილის 2004 წელს მივლინებებიდან მიღებული შემოსავალი 13,500 ლარს შეადგენს.

განსაკუთრებული აქტიურობით არც დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი პარლამენტის სხვა წევრები გამოირჩევიან, ყოველ შემთხვევაში, ვიზიტების წინასწარ გათვალისწინებული დღის წესრიგების მიხედვით მათ რაიმე ფუნქციის შესრულებას ან თუნდაც რომელიმე შეხვედრაზე დასწრებას თითქმის არასოდეს ავალებენ. თუმცა, ზოგჯერ გარკვეული აქტიურობაც შეიმჩნევა, მაგალითად, 2004 წლის 20-22 მაისს თურქეთში ვიზიტის დროს, დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი პარლამენტის წევრები: დავით ბეჟუაშვილი, ქემალ მურადხანოვი და სხვები რამდენიმე ღონისძიებას დაესწრნენ, ეს იყო - ოფიციალური სადილი, ოფიციალური ვახშამი და მავზოლეუმის მონახულება. როგორც ჩანს, 2004 წელს პარლამენტის წევრთა ასეთი „აქტიურობა“ პრეზიდენტმა საათანადოდ „შეაფასა“, დაადასტურა ოფიციალური ვიზიტების შემადგენლობაში პარლამენტის წევრთა ყოფნის საჭიროება და დეპუტატთა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს კიდევ არაერთგზის დააკისრა.

მაგალითად, 2005 წელს, 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს პრეზიდენტი 15-ჯერ იმყოფებოდა ოფიციალურ ვიზიტად ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მათ შორის ხუთი ვიზიტის დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი დეპუტატების ხარჯები ანაზღაურდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან. ეს ვიზიტებია:

ვიზიტი

ხანგრძლივობა

დეპუტატების
რაოდენობა

გამოიყო

დაიხარჯა

114

იტალია

3-7 მარტი

12

33 100 ლარი

15 915.1 ლარი

199

უკრაინა

24-26 მარტი

10

12 500 ლარი

6 800 ლარი

233

ყაზახეთი

30.03 - 01.04

9 + 2 ჟურნალისტი

9 500 ლარი

8 265.8 ლარი

314

ნიდერლანდები

4-5 მაისი

43

28 210.11 ლ

28 210.11 ლარი

395

აზერბაიჯანი

24-25 მაისი

5

921.63 ლარი

921.63 ლარი

სულ:

81 წევრი

68 346 ლარი

არაერთგზის აღნიშვნის შემდგომ, კვლავაც უნდა გავიმეოროთ, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი შექმნილია „ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების და გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებების“ დასაფინანსებლად, ხოლო ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა პარლამენტარების სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება „ბუნებრივი და სხვა სახის კატასრტოფების“ ცნებაში ვერანაირად ვერ თავსდება და, თუ მაინც მსგავსებაა მოსაძებნი, ისინი გასართობ ღონისძიებებს უფრო წააგავს, ვიდრე სტიქიურ უბედურებას. შევაჯამოთ ზემოთქმული: მსგავსი ტიპის ღონისძიებების დაფინანსება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სხვა არაფერია თუ არა კანონის დარღვევა.

ცხრილში მოცემულ ვიზიტთაგან საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 28 აპრილის №314 განკარგულებით გათვალისწინებული ნიდერლანდების ვიზიტი დელეგაციის წევრების რეკორდული რაოდენობითა და საინტერესო დღის წესრიგით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ნიდერლანდების სამეფოს კუნძულ ტექსელზე ვიზიტის დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებები:

  1. კუნძულ ტექსელზე ქართველ მეომართა ყოფნისა და გერმანელთა წინააღმდეგ მათი აჯანყების დეტალების ამსახველი მუზეუმის დათვალიერება;

  1. გერმანელთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დროს დაღუპულ ქართველ მებრძოლთა სასაფლაოს მონახულება;

  1. სადილი სასტუმროს რესტორანში;

  1. მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა პატივსაცემად გამართულ ცერემონიალზე დასწრება;

  1. ფეხით მსვლელობა მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა სასაფლაოსკენ;

  1. გამგზავრება ტექსელის ნავსადგურში.

აღსანიშნავია, რომ ეს დელეგაცია 100 წევრისაგან შედგებოდა, მათ შორის 43 პარლამენტის წევრი იყო, რომელთა სამივლინებო ხარჯებსაც, ბუნებრივია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ანაზღაურებდა.

აღნიშნული ვიზიტი ქვეყნის ბიუჯეტს 86,052.09 ლარი, სარეზერვო ფონდს კი - 28,210.11 ლარი დაუჯდა.

2005 წლის სექტემბრის მდგომარეობით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სულ 81 დეპუტატის სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდა. რამაც 68,346 ლარი შეადგინა.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სხვადასხვა დელეგაციაში ყოფნის ბედნიერება ბუნებრივია ყველა დეპუატატის ხვედრი არ არის და სარეზერვო ფონდიდან ყველაზე ხშირად ფინანსდებიან დეპუტატები მარიკა ვერულაშვილი, ქემალ მურადხანოვი, დავით ბეჟუაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი და გიორგი ხევიაშივილი.

კიდევ ერთი სიახლე, პრეზიდენტის გულუხვობა დეპუტატების მიმართ არა მხოლოდ მისი თანხლების დროს ვლინდება. სარეზერვო ფონდიდან უკვე პარლამენტის წევრების დამოუკიდებელი ვიზიტებიც ფინანსდება. ასე მაგალითად, №520 განკარგულებით პრეზიდენტმა დეპუტატ გიგა ბოკერიას აშშ-ში ვიზიტი 6117.4 ლარით, ხოლო №633-ე განკარგულებით მოსკოვში გიორგი არველაძის ვიზიტი 2116 ლარით დააფინანსა.

ყველა იმ დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნული მივლინებების დაფინანსებისას, კიდევ ერთი ემატება. ჩვენი მრავალჯერადი თხოვნის მიუხედავად, როგორც საქართველოს პარლამენტი, ისე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარს გვეუბნება ამ ვიზიტების დღის წესრიგების მოწოდებაზე და დაჟინებით აცხადებს, რომ დღის წესრიგები არც პარლამენტში და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ინახება.

საინტერესოა რა განსაკუთრებულ სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა ეს ვიზიტები, რომ ინფორმაცია ხალხის ყურამდე არ უნდა მივიდეს?

აქვე მკითხველს უნდა შევახსენოთ, რომ ბუნებრივია პარლამენტის წევრებს უწევთ უცხოეთში მივლინება და ამ მხრივ არც მოცემული შემთხვევებია განსაკუთრებული, თუმცა პარლამენტის წევრების მივლინებებისა და ვიზიტების დასაფინანსებლად ქვეყნის ბიუჯეტში პარლამენტისათვის განკუთვნილი მუხლები არსებობს, რომელიც არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არამედ დეპუტატების მივლინებების დაფინანსებსაც ითვალისწინებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია ამა თუ იმ დეპუტატის უცხოეთში მივლინება ასეთი გადაწყვეტილება სწორედ პარლამენტმა უნდა მიიღოს და შესაბამისი თანხებიც მან უნდა გამოყოს. მაგრამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული განწყობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის ბალანსისა და დისტანციის დაცვის აუცილებლობა, რომელიც შემდეგ დეპუტატებს მათი კონსტიტუციური ვალდებულების, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ფუნქციის შესრულების საშუალებას მისცემს.

ჩვენს კითხვაზე: თუ რა გარემოებით იყო გამოწვეული პარლამენტის წევრთა ვიზიტების პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობა, პასუხი არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს და არც პარლამენტს. საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 19 სექტემბერს მოწერილ №11406/3-2/1682 წერილში მიგვითითა: თქვენი 4-1011 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ჩვენთვის უცნობია ის გარემოებები, რომელთა გამოც აუცილებელი გახდა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი არველაძის ქ. მოსკოვში ვიზიტისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში პარლამენტის წევრ გიგა ბოკერიას ვიზიტის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან; შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს სათანადო დოკუმენტები. ასევე არ მოგვეპოვება ბატონ გიგა ბოკერიას და ბატონ გიორგი არველაძის აღნიშნული ვიზიტების დღის წესრიგები”.

ამ წერილიდან გამომდინარე, ჩვენს კითხვაზე პასუხი, სავარაუდოდ ასე ჟღერს: დაფინანსდა იმიტომ, რომ ასე სურდა პრეზიდენტს. პრეზიდენტს კი, როგორც ჩანს, საკუთარ სახსრებსა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს შორის საზღვრის გავლება უჭირს.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამივლინებო ხარჯების ზრდასთან ერთად, რთულდება მათი ხარჯვის კონტროლიც. პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულ მოხელეს დაწესებულებისათვის მხოლოდ და მხოლოდ მგზავრობის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება ეკისრება, რაც შეეხება საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტებს, მათი წარდგენის ვალდებულებისაგან მოხელეები გათავისუფლდნენ. ასეთი ცვლილების შემოტანა მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თუკი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებული მოხელე საცხოვრებელი ფართის დასაქირავებლად გათვალისწინებულზე ნაკლებ თანხას დახარჯავს, ნაშთი ბიუჯეტს აღარ დაუბრუნდება, რადგან ვერავინ გაიგებს, რამდენს შეადგენდა ამა თუ იმ მოხელის ცხოვრების ხაჯები.

განვიხილოთ ერთი შემთხვევა:

I. პრეზიდენტის 2005 წლის 28 თებერვლის განკარგულება 129 - ვიზიტი მოლდოვისა და იტალიაში

ამ განკარგულების თანახმად დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი პარლამენტის წევრების ხარჯების ასანაზღაურებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამოეყო 33,100 ლარი, რომლიდანაც დაიხარჯა 15,915.1 ლარი, ხოლო დანარჩენი 17,184.90 ლარი დაუბრუნდა ბიუჯეტს. თანხა დაიხარჯა შემდეგნაირად:

2005 წლის 2-3 მარტის მოლდოვის ვიზიტი - ქართულმა მხარემ აანაზღაურა ორი დეპუტატის - ვანო ჩხარტიშვილის და ირაკლი კენჭოშვილის ხარჯები (სულ - 982.3).

პარლამენტის სხვა წევრთა სასტუმროს ხარჯი მასპინძელმა მხარემ გაიღო. ჩვენთვის ბოლომდე დაფარული დარჩა ის მიზეზი თუ რამ გამოიწვია დელეგიის შემადგენლობისათვის მოგვიანებით ბატონების ჩხარტილიშვილისა და კენჭოშვილის დამატება და შესაბამისად ბიჯეტისათვის მანამდე გაუთვალისწინებელი ხარჯის დამატება, ვინაიდან მათი წვლილი ვიზიტის წარმატებაში დოკუმენტალურად არ ჩანს და არ დასტურდება.

2005 წლის 3-7 მარტის იტალიის ვიზიტი - ქართულმა მხარემ აანაზღაურა პარლამენტის წევრთა დღიური ხარჯები და სასტუმროს ორი დღის ხარჯი (სასტუმროს ხარჯი - 7,808, დღიური ხარჯი - 7,124.8, სულ - 14,932.8 ლარი). დანარჩენ დღეებში სასტუმროს ხარჯი აანაზღაურა მასპინძელმა მხარემ.

სულ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ამ მივლინებისათვის დაიხარჯა 15,915.1 ლარი.

ამ ვიზიტის დროს პრეზიდენტს იტალიასა და მოლდოვაში ახლდნენ დეპუტატები:

  1. გიორგი ხევიაშვილი;

  1. მარიკა ვერულაშვილი;

  1. ნორად საბანიძე;

  1. მანანა ჯებაშვილი;

  1. რამინ გოგოხია;

  1. შოთა მალაშხია;

  1. ზვიად დოლიძე;

  1. სანდრო თაბაგარი;

  1. ივანე ჩხარტიშვილი;

  1. ვალერიან გელბახიანი;

  1. ირაკლი კენჭოშვილი;

ნაშთი საკმაოდ დიდ თანხას შეადგენს; იტალიის ვიზიტის ფარგლებში დეპუტატთა დასაფინანსებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 33,100 ლარი გამოიყო, თუმცა დაიხარჯა მხოლოდ 15,915.1 ლარი იმის გამო, რომ სასტუმროს ხარჯები მასპინძელმა მხარემ გაიღო.

ზემოაღნიშნული თანხის გამოუყენებელი ნაწილი 17,184.9 ლარი კი დაუბრუნდა ბიუჯეტს. თუმცა 20 აპირილის შემდეგ, თუკი ჩვენი ჩინოვნიკების მიერ საბიუჯეტო სახსრების გამოყენების პრაქტიკას გადავავლებთ თვალს ადვილად ვნახავთ, რომ ანალოგიურ სიტუაციაში თანხა ბიუჯეტს დიდი ალბათობით აღარ დაუბრუნდება, რადგან: მოხელეები ვალდებულნი აღარ არიან მიუთითონ რა თანხა დახარჯეს სასტურმოს ან სხვა ტიპის საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის, ან საერთოდ დახარჯეს თუ არა ამ მიზნისათვის რამე. ამგვარად, შეუძლებელი ხდება იმის გარკვევა, მოხდა თუ არა გამოყოფილი თანხის მიზნობრივად ათვისება და, შესაბამისად, ნაშთის ბიუჯეტში დაბრუნება. დასკვნისთვის უნდა ითქვას რომ მდგომარეობა შემდეგია:

  1. ქვეყნის გარეთ პრეზიდენტის ვიზიტების დროს დელეგაციების შემადგენლობა მეტისმეტად მრავალრიცხოვანია;

  1. გაუგებარი და ხშირ შემთხვევაში დაუდგენელია მრავალრიცხოვან თანმხლებთა ფუნქცია, საქმიანობა და სარგებელი ქვეყნისათვის ვიზიტის ფარგლებში;

  1. დელეგაციის სწორედ ასეთი წევრების დასაფინანსებლად პრეზიდენტი ხშირად არამიზნობრივად ხარჯავს სარეზერვო ფონდის სახსრებს;

  1. პრეზიდენტმა თავისი აქტით მნიშვნელოვნად შეასუსტა სამივლინებო ხარჯებზე კონტროლი.

ამგვარ სიტუაციაში კიდევ უფრო ჟღერადი ხდება კითხვა:

- უფრთხილდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ხალხის ფულს?

პასუხის გაცემა კი თქვენთვის მოგვინდვია.

დიზელი

2005 წლის გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოებისათვის დიზელის საწვავის შეძენა მოსახლეობის დასახმარებლად. ამ ფაქტის შესახებ უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა და მკითხველის ყურადღებას აღნიშნული განკარგულების დეტალებზე აღარ შევაჩერებთ2. შესაბამისად არც ის არის სიახლე, რომ ამ მიზნისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 13,560,000 ლარად 12,000,000 ლიტრი დიზელის საწვავის შეძენა დაფინანსდა. თუმცა მკითხველისათვის სიახლე იქნება დიზელის ისტორიის გაგრძელება და დასასრული.

პრეზიდენტის მიერ მოსახლეობისათვის დიზელის შეძენის შესახებ განკარგულების გამოცემიდან ერთი თვის შემდეგ მთავრობამ აღმოაჩინა რომ 12 მილიონი ლიტრი საკმარისი არ იყო გლეხების დასახმარებლად და შესაბამისად, 2005 წლის 22 აპრილის 143 განკარგულებითვ დაადგინა: საქართველოში 2005 წლის საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოების შესასრულებლად სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისათვის მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ვ. ჩეჩელაშვილი) გამოეყოს თანხა 1,053,620 (ერთი მილიონ ორმოცდაცამეტი ათას ექვსას ოცი) ლიტრი დიზელის საწვავის შესაძენად.

„საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის 13-ე მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია ზუსტად განსაზღვროს საჭირო თანხის მოცულობა და მიზნობრიობა, როგორც გვარწმუნებდნენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2005 წლის 16 მარტს ზუსტად იცოდა, თუ რამდენი ლიტრი საწვავი უნდა შეძენილიყო მოსახლეობისათვის დასარიგებლად. თუმცა 8 აპრილს აღმოჩნდა, რომ არც ისე კარგად სცოდნია. არის მეორე ვერსიაც, რომ განკარგულებაში მითითებული მიზნისათვის საკმარისი საწვავის რაოდენობის შესახებ მთავრობამ ზუსტად იცოდა, მაგრამ შემდეგ ამ ფაქტის სხვა მიზნებისათვის გამოყენება გადაწყდა და შესაბამისად ახალი განკარგულებაც გამოიცა დამატების შესახებ. თუმცა ნუ გავუსწრებთ მოვლენების განვითარებას და ფაქტების გამოყენებით შევეცადოთ სიმართლის გარკვევას.

ფინანსთა სამინისტრომ შეიძინა საწვავი და მისი მოსახლეობისათვის დარიგებაც დაიწყო, თუმცა როგორც აღინიშნა 2005 წლის 8 აპრილისათვის აღმოჩნდა, რომ ფინანსთა სამინისტრო შემცდარა, როდესაც დიზელის საჭირო რაოდენობას ითვლიდა: აღმოჩნდა, რომ მოსახლეობისათვის სამყოფი დიზელის რაოდენობა იყო არა 12,000,000, არამედ 12,851,700 ლიტრი, ანუ გათვალისწინებულზე 851,700 ლიტრით მეტი.

როგორც ფინანსთა სამინისტრომ გვაცნობა ცვლილების საფუძველი მთავრობის კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების, კოორდინაციისა და განსაკუთრებულ საკითხთა დეპარტამენტის მიერ მომზადებული განცხადება გახდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 2005 წლის 8 აპრილს პრემიერმინისტრისათვის მიწერილ წერილში ვკითხულობთ: საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიძინა 12,000,000 ლიტრი დიზელის საწვავი და ახდენს მის განაწილებას. საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების, კოორდინაციისა და განსაკუთრებულ საკითხთა დეპარტამენტის მიერ გადაცემული განაცხადების შესაბამისად, რომელიც საერთო მოცულობით შეადგენს 12,851,700 ლიტრს.

გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას დამატებით 851,700 ლიტრი დიზელის საწვავის შეძენის თაობაზე.

ამრიგად, ფინანსთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და დამატებით 851,700 ლიტრი საწვავის შესაძენად თანხის გამოყოფა სთხოვა.

იმის გამო, რომ ამ დროისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე ათი მილიონით იყო გადახარჯული, საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი თანხის გამოყოფის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა.

მთავრობა პრეზიდენტისა და ფინანსთა სამინისტროს საერთო თხოვნას განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდა და 2005 წლის 15 აპრილს ფინანსთა სამინისტროს დაავალა დიზელის საწვავის უფასოდ დარიგების აქცია ცხინვალის რეგიონზეც გავრცელებულიყო, ამისათვის მოთხოვნილ 851,700 ლიტრს 201,920 ლიტრი დაუმატეს და სარეზერვო ფონდიდან 1,053,620 ლიტრი დიზელის საწვავის შეძენა დაფინანსდა.

თუმცა დიზელის აქციის დაფინანსება ამით არ დამთავრებულა და 2005 წლის 18 აგვისტოს №342 განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით კიდევ 385,296 ლარი გამოიყო, დიზელის საწვავის რეგიონებში ტრანსპორტირების ასანაზღაურებლად.

22 აპრილისა და 18 აგვისტოს განკარგულებების შესასრულებლად მოვლენები ნაცნობი სცენარით განვითარდა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2005 წლის 17 მარტისთვის ნიადაგის დამუშავება საქართველოს ყველა რაიონში დაწყებული იყო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2005 წლის 17 მარტის №2-1-9/478 წერილის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სთხოვა არსებული მდგომარეობა შეეფასებინა, როგორც ფორს-მაჟორული და შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელებისათვის ითხოვა ნებართვა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ბუნებრვია უპრობლემოდ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს თხოვნა, მდგომარეობა შეფასდა როგორც ფორსმაჟორული და ნება დაერთო ფინანსთა სამინისტროს მისთვის სასურველ საწარმოსთან დაედო ხელშეკრულება.

2005 წლის 4 მაისს ფინანსთა სამინისტრომ ხელშეკრულება დადო შპს „ოპტიმუმთან“. ხელშეკრულების შესაბამისად, ერთი ლიტრი დიზელის საწვავის ფასი განისაზღვრა 1.09 ლარით. შესაბამისად, მთავრობის სარეზერვო ფონდს 1,053,620 ლიტრი დიზელის საწვავის შეძენა 1,148,445.80 ლარი დაუჯდა.

მეორე პარტიად შესყიდული დიზელის რეგიონებში დარიგების დროს კი გაირკვა, რომ დიზელის საწვავის შეძენილი რაოდენობა ზედმეტი იყო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი პრემიერ-მინისტრისადმი 2005 წლის 5 აგვისტოს მიწერილ №13-02-1/243/806 წერილში მიუთითებს: მიმწოდებელმა საწარმომ განახორციელა დიზელის საწვავის ტრანსპორტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონების გამგეობებში, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა დიზელის საწვავის დარიგება გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში, რის გამოც, ამჟმად, შპს ოპტიმუმის საცავში ინახება 223,220 ლიტრი გაუხარჯავი დიზელის საწვავი.

ჩვენს შეკითხვაზე თუ რომელი „ობიექტური მიზეზების გამო დარჩა 223,220 ლიტრი დიზელის საწვავი გამოუყენებელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გვიპასუხა: „აღნიშნული საწვავი განკუთვნილი იყო ცხინვალის რეგიონისა (201,920 ლიტრი დიზელის საწვავი) და ლენტეხის რაიონისათვის (21,300 ლიტრი დიზელის საწვავი); საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური და კლიმატური (წყალდიდობის გამო მისასვლელი გზის დაზიანება) პირობების გამო ვერ მოხერხდა დიზელის საწვავის აღნიშნულ რაიონებამდე მიწოდება, რის გამოც ზემოაღნიშნულ განკარგულებაში მითითებული 223,220 ლიტრი დიზელის საწვავი აღმოჩნდა ზედმეტი“.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას რომ პასუხი ლოგიკურია, თუმცა არა დამაკმაყოფილებელი. ცხინვალი რომ კონფლიქტური ზონაა და იქ რთული პოლიტიკური სიტუაცია იყო შექმნილი, იმედს ვიტოვებთ ხელისუფლებამ ეს 15 აპრილსაც იცოდა, ასევე კარგად იყო ინფორმირებული სტიქიისა და მის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ. ამდენად ისმის კითხვა: რამდენად გამართლებული იყო დიზელის საწვავის შეძენა ცხინვალის რაიონში დასარიგებლად, როდესაც დასაწყისშივე აშკარა იყო, რომ ამ ტერიტორიაზე საწვავის დარიგება შეუძლებული გახდებოდა.

ამავე წერილში ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ გაუხარჯავი საწვავის საცავში დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი დანახარჯები, მიზანშეწონილად მიგვაჩნია უმოკლეს ვადებში განხორციელდეს მისი გამოყენება. თუმცა ბუნებრივია მინისტრი ხვდებოდა რომ უმოკლეს ვადებში” სამხრეთ ოსეთის პრობლემა ვერ მოაგვარდებოდა და რთული სიტუაციიდან გამოსავალი თავად შესთავაზა პრემიერ-მინისტრს: საწვავი გამოყენებულ იქნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისათვის.

რატომ გადაწყვიტა ფინანსთა მინისტრმა დარჩენილი საწვავის სწორედ თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემა ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია არ გააჩნია - სწორედ ასე გვიპასუხა საქართველოს ფინანსთა სამინისტომ 2005 წლის 9 სექტებრის №06-02/278/15768 წერილით. საქართველოს მთავრობა, როგორც მოსალოდნელი იყო, მხოლოდ მიესალმა ფინანსთა მინისტრის ინიციატივას და მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №343 განკარგულებით დაადგინა: მოწონებულ იქნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 აპრილის 143 განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაუდებელ ღონისძიებათა ანხორციელების შედეგად დარჩენილი 223,220 (ორას ოცდასამი ათას ორას ოცი) ლიტრი დაუხარჯავი დიზელის საწვავი.

შედეგად, „ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების” შედეგად დაზარალებულ პირთა დასახმარებლად შექმნილი სარეზერვო ფონდებიდან 15,093,741 ლარი გამოიყო ისეთი ფორსმაჟორული სიტუაციისათვის, როგორიცაა საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოების მხარდაჭერა, საიდანაც 223,220 ლიტრი დიზელის საწვავი“ „აღმოჩნდა ზედმეტი” და „უცნობი მიზეზების” გამო გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოების დროს გლეხების მხარდაჭერად განხორციელებული 15,093,741 ლარიან აქციაზე საუბრისას ბუნებრივია კანონის დარღვევების, უფლებამოსილების გადამეტებისა და სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების არამიზნობივად გამოყენების შესახებ საუბრის გარდა, სასურველი იქნებოდა თავად დარიგებული დიზელის ხარისხზე გვესაუბრა, იმაზე თუ როგორ და რისთვის ამოიყენეს გლეხებმა სახნავ-სათესი სამუშაოებისათვის დარიგებული საწვავი, არც ის იქნებოდა ურიგო გაგვერკვია ვინ იყვნენ ის კომპანიები რომლებმაც ასეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში და ასეთი ტემპებით შესძლეს საქართველში 12 მილიონი ლიტრი ერთნაირი ხარისხის და ერთი წარმოშობის ქვეყნის დიზელის საწვავის შემოტანა, ქრონოლოგიურად ისიც შეიძლებოდა აღგვედგინა პრესის მიმოხილვით რომ ეს აქცია საქართველოაზერბაიჯანის საზღვარზე გაჩერებული საწვავის სკანდალს დაემთხვა დროში, მაგრამ ამ თემებზე საუბარი სხვისთვის მიგვინდია ვისაც ჩვენზე მეტი გამოცდილება და პროფესიონალიზმი აქვს. ჩვენ იურისტები ვართ და მტკიცედ გვჯერა, რომ ქართული სახელმწიფო არ შედგება თუკი მისი უმაღლესი თანამდებობის პირები მუდმივად ერთი ხელის დაკვრით დაარღვევენ კანონს, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავენ საბიუჯეტო სახსრებს და თანაც აღმოჩნდება, რომ ქვეყანაში არსებული მრავალი მაკონტროლებელი ორგანიზაციიდან ამას ვერც ერთი ვერ ამჩნევს.

26 მაისი

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და იგი, რა თქმა უნდა, ღირსეულად აღნიშვნას იმსახურებს. თუმცა 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას ეს ფაქტი, როგორც ჩანს არავის გახსენებია. ყოველ შემთხვევაში ფაქტი ერთია, ბიუჯეტში მსგავსი რამ გათვალისწინებული არ ყოფილა. არადა რომ გახსენებოდათ, ჩვენი ხელისუფლების საზეიმო განწყობილებას და ამ მიზნით ფულის დაუზოგავი ხარჯვის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ „ყველაზე დიდი,” რაიმე მიზეზის გამო „პირველი”, „უპრეცედენტო” ზეიმი ცალკე საბიუჯეტო მუხლს თუ არა კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში საკმაოდ „მსხვილ” ყურადღებას დაიმსახურებდა. არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ 26 მაისის ზეიმი ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო და კულტურის სამინისტროსათვის განკუთვნილი შესაბამისი ასიგნებებით უნდა დაფინანსებულიყო. თუმცა ფული სხვა მიზნით დაიხარჯა და ამიტომ სარეზერვო ფონდის გამოყენება გახდა საჭირო.

ნებისმიერ შემთხვევაში ის რომ 26 მაისი აუცილებლად მოვიდოდა და გრანდიოზული ზეიმებისა ე.წ. „ფართის” მოყვარული ჩვენი პრეზიდენტი ამ დღეს განსაკუთრებული აღნიშვნის გარეშე არ დატოვებდა, ეს არც ბიუჯეტის დამტკიცების დროს და არც 2005 წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე გახსენებია ვინმეს. მთავრობამ მხოლოდ 20 მაისს დახედა კალენდარს როდესაც პრეზიდენტმა შესაბამისი აქტი გამოსცა და თავის თავსაც და მთავრობასაც შეახსენა რომ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

ამგვარი დავიწყებით და შემდეგ გვიანი შეხსენებით კი ძალზე „საინტერესო“ მდგომარეობაში აღმოჩნდა კულტურის სამინისტრო: ობიექტურად შექმნილი ცაიტნოტის მიზეზით იოლად უგულებელყო კანონის სამართლიანი მოთხოვნა ტენდერი და გააფორმა ხელშეკრულება ერთ პირთან.

გავიხსენოთ როგორ აღვნიშნეთ დამოუკიდებლობის დღე 2005 წლის 26 მაისს.

საქართველოს პრეზიდენტმა 2005 წლის 20 მაისის 388 განკარგულებით დაამტკიცა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩამონათვალი. გეგმა ითვალისწინებდა:

1

საერთაშორისო კონცერტი თავისუფლების მოედანზე

26 მაისი

123 000

2

ლატვიის პრეზიდენტის პატივსაცემად გამართული კონცერტი ქ. მცხეთაში

26 მაისი

39 000

3

საზეიმო ცერემონიალი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე

26 მაისი

109 550

4

ლატვიის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გამართული კონცერტი ქ. თბილისში

27 მაისი

8 850

5

შარლ აზნაურის პატივსაცემი ღონისძიებები ახალციხეში

29 მაისი

9 200

სულ:

289 600

გეგმა საკმაოდ უნივერსალური და სტანდარტულია, ამასთან არაფრით განსხვავდება უცხო ქვეყნის მეთაურების ვიზიტების დროს გაწერილი სხვა გრაფიკებისაგან. არაფერი განსაკუთრებული, რომელიც სპეციფიურად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას დაუკავშირდებოდა ამ გეგმაში არ არის. მოუხედავად ამისა სწორედ ამგვარი გეგმით მოქმედება უბრძანა პრეზიდენტმა მთავრობას და მითითებული ღონისძიებების ნაწილის დასაფინანსებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 132,200 ლარი გამოყო.

როგორც განკარგულებით დასტურდება პრეზიდენტმა 26 მაისის აღნიშვნა თავისი განკარგულებით 20 მაისს გადაწყვიტა, თუმცა კულტურის სამინისტროს არ გასჭირვებია თანხის ოთხ დღეში სრულად, ნაშთის გარეშე ათვისება, პირიქითაც კი, თავისუფლად შეძლო ტენდერთან დაკავშირებული ყველა სირთულის თავიდან აცილება და ფორს-მაჟორში მყოფმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობით გეგმით გათვალისწინებული ყველა შესყიდვა განახორციელა მის მიერვე შერჩეული შესყიდვის მომწოდებლების საშუალებით, ანუ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 132,200 ლარი გეგმით გათვალისწინებული მხოლოდ ორი პუნქტის დასაფინანსებლად აღმოჩნდა საკმარისი. ამ თანხის ფარგლებში დაფინანსდა:

I. თავისუფლების მოედანზე საერთაშორისო კონცერტის ჩატარება (უკრაინელი მომღერლის რუსლანას და მისი ჯგუფის მონაწილეობით); და

II.შარლ აზნაურის პატივსაცემი ღონისძიებები ახალციხეში;

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში კულტურის სამინისტრომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 4 სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა. აქედან, ერთი ხელშეკრულება შეეხება ახალციხეში შარლ აზნაურის პატივსაცემად გასამართ კონცერტს. ამ ხელშეკრულების ფასმა 9,200 ლარი შეადგინა. დანარჩენი 123,000 ლარი კი თავისუფლების მოედანზე რუსლანას კონცერტისათვის დაიხარჯა. კონკრეტულად, დაიდო 3 ხელშეკრულება:

  • პირველი - ფონდ „არტ-ბრიჯთან“, რომელსაც დაევალა თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო კონცერტის ჩატარება, ე.ი. უკრაინელი მომღერლის რუსლანასა და ჯგუფის ჩამოყვანა. ეს ხელშეკრულება საქართველოს ბიუჯეტს 105,000 ლარი დაუჯდა.

  • მეორე - შპს „ევრო-ჯგუფთან“. ეს უკანასკნელი ითვალისწინებდა თავისუფლების მოედანზე კონცერტის გასამართი სცენით, ხმისა და განათების აპარატურით უზრუნველყოფას. ხელშეკრულების ფასმა შეადგინა 14,000 ლარი.

  • სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში ბოლო ხელშეკრულება კულტურის სამინისტრომ შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროებთან“ დადო და შესაბამისად სტუმართა სასტუმრო ნომრებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა; მისმა ღირებულებამ 4,041 ლარი შეადგინა.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 132,200 ლარის ხარჯვა

ღონისძიება

შემსრულებელი

ღირებულება

1

29 მაისს შარლ აზნაურის საპატივსაცემოდ გასამართი კონცერტით უზრუნველყოფა

შპს „ჰორიზონტი“

9 200 ლარი

2

26 მაისს თავისუფლების მოედანზე საერთაშორისო კონცერტის ჩატარება (რუსლანასა და ჯგუფი)

ფონდი „არტბრიჯი“

105 000 ლარი

3

26 მაისს თავისუფლების მოედანზე საერთაშორისო კონცერტის სცენით, ხმისა და განათების აპარატურით უზრუნველყოფა

შპს „ევროჯგუფი“

14 000 ლარი

4

სასტუმრო ნომრებით უზრუნველყობა

შპს „ჯი-ემ-თი სასატუმრო“

4 041 ლარი

სულ:

132 000 ლარი

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები, რაღა თქმა უნდა, არასაკმარისი იყო, ამიტომ, აუცილებელი გახდა დამატებითი თანხის გამოთხოვა. ამჯერად, კულტურის სამინისტროს სამიზნე მთავრობის სარეზერვო ფონდია.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის 197 განკარგულებით 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ხუთ პუნქტიანი გეგმის დარჩენილი სამიპუნქტის დაფინანსება გადაწყდა. შესაბამისად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის,ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ დამატებით 157,400 ლარი მიიღო შემდეგი ღონისძიებებისათვის:

I. ლატვიის პრეზიდენტის პატივსაცემად გამართული კონცერტი ქ. მცხეთაში;

II. საზეიმო ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე;

III. ლატვიის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გამართული კონცერტი ქ. თბილისში;

  • ლატვიის პრეზიდენტის პატივსაცემად ქ. მცხეთაში კონცერტის მოსაწყობად კულტურის სამინისტრომ 17 ხელშეკრულება დადო:

ხელშეკრულების საგანი

შემსრულებელი

თანხა

1

მასიური სცენების მონაწილეობის უზრუნველყოფა

ანა ჯავახიშვილი

2 400 ლ.

2

საჭირო რეკვიზიტების მოწოდება

თინათინ შერაზადაშვილი

3 700 ლ

3

ხმის რეჟისორობა და მუსიკალური რედაქტორობა

მანანა მორჩილაძე

2 500 ლ.

4

ჰონორარი რეჟისორობისათვის

დავით დოიაშვილი

6 720 ლ.

5

კონცერტის ტექნიკური უზრუნველყოფა

კახაბერ მაზანიშვილი

5 870 ლ.

6

კონცერტის პროექტის ხელმძღვანელობა

თინათინ რუხაძე

6 720 ლ.

7

კონცერტში მონაწილეობა

მერაბ სეფაშვილი

750 ლ.

8

კონცერტში მონაწილეობა

ანსამბლი „რუსთავი“

3 370 ლ.

9

კონცერტში მონაწილეობა

გიორგი ხუციშვილი

750 ლ.

10

კონცერტში მონაწილეობა

ნატო მეტონიძე

750 ლ.

11

კონცერტში მონაწილეობა

ლელა წურწუმია

750 ლ.

12

კონცერტში მონაწილეობა

„პატარა ვირტუოზები“

500 ლ.

13

კონცერტში მონაწილეობა

თამაზ გოგოტიშვილი

500 ლ.

14

კონცერტში მონაწილეობა

ლიზა ბაგრატიონი

750 ლ.

15

კონცერტში მონაწილეობა

„საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი“

730 ლ.

16

კონცერტში მონაწილეობა

ნინო ჯანელიძე

1 370 ლ.

17

კონცერტში მონაწილეობა

გიორგი ლომთათიძე

870 ლ.

სულ:

39 000 ლ.

  • საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტის მოსაწყობად დაიდო ოთხი ხელშეკრულება:

ხელშეკრულების საგანი

შემსრულებელი

თანხა

1

გახმოვანების აპარატურითა და ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლით უზრუნველყოფა

შპს „არტ-ჯგუფი“

25 425 ლ.

2

ბანერების და მეტალო კონსტრუქციების მონტაჟი, დემონტაჟი და ტექნიკური მომსახურეობა

შპს „ინოტექსი“

18 691 ლ.

3

ბანერებისათვის საჭირო მეტალო კონსტრუქციების დამზადება

შპს „ტექნო-მშენი“

39 674 ლ.

4

ბანერების ბეჭდვა

შპს „საქდიზაინი“

25 760 ლ.

სულ:

109 550 ლ.

  • ლატვიის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემი ღონისძიებების გასამართად, კონცერტით უზრუნველყოფის თაობაზე შპს „ჰორიზონტთან“ დაიდო ერთი ხელშეკრულება, რაც ბიუჯეტს 8,550 ლარი დაუჯდა და თბილისში გასამართი კონცერტით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.

ამრიგად, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 157,400 ლარიდან დაიხარჯა 157,100 ლარი. სულ პრეზიდენტის ¹388 განკარგულებით გათვალისწინებული გეგმის შესასრულებლად სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილ იქნა 289 600 ლარი. ამ თანხის ათვისების შემდგომ გეგმა შესრულდა და პრეზიდენტის განკარგულებით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სისრულეში იქნა მოყვანილი.

საყურადღებო დეტალი: 26 მაისის ღონისძიებების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულება მხოლოდ 27 მაისს გამოიცა. მაშინ, როცა კულტურის სამინისტროს 25 მაისისთვის ანუ, ორი დღით ადრე, მთელი თანხა დოკუმენტების მიხედვით უკვე განკარგული ჰქონდა. ანუ: კულტურის სამინისტრო მანამდე შეუდგა მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვას, ვიდრე თანხის გამოყოფა მოხდებოდა.

ერთი შეხედვით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საჭირო ყველა ღონისძიება და გეგმა სრულად შესრულდა, თუმცა ლატვიის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ერთი კონცერტი საკმარისი არ აღმოჩნდა და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან №189 განკარგულებით ლატვიის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით დამატებით 106,712 ლარი გამოიყო. ამ თანხის ფარგლებში დაიდო ხელშეკრულებები, რომელთა მეშვეობით შესყიდულ იქნა შემდეგი სახის მომსახურეობები:

  1. შპს „ბი-ეს ვი ტრანსი“ - სატრანსპორტო მომსახურეობა 9 მსუბუქი ავტომანქანით 2005 წლის 26 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით - 10 000 ლარი;

  1. შპს „პურის სახლი“ - სტუმრების მიმსახურეობა - 680 ლარი;

  1. შპს „გასართობი ცენტრი მეიდანი“ - სარესტორნო მომსახურეობა - 2685.80 ლარი;

  1. ს/ს „თბილავიამშენი“ - თბილისი - ქუთაისი - ბათუმი - თბილისის მიმართულებით სამთავრობო რეისის შესრულება - 15,957.22 ლარი;

  1. ი/მ „ჯემალ კუპრავა - სომა სერვის“ - პოლიგრაფიული მომსახურეობა 2,288 ლარი;

  2. შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროების“ - სასტუმრო ნომრებით უზრუნველყოფა - 15,384 აშშ დოლარი.

სულ ლატვიის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯა 68,663.74 ლარი. სხვაობა აუთვისებელი თანხის სახით დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში.

ამრიგად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღნიშვნა პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებს სულ 358,263.74 ლარი დაუჯდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად კი მივიღეთ:

ა) რუსლანას კონცერტი თავისუფლების მოედანზე;

ბ) კონცერტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე;

გ) ლატვიის პრეზიდენტის პატივსაცემი კონცერტი მცხეთაში;

დ) შარლ აზნავურის პატივსაცემი კონცერტი ახალციხეში;

ე) ლატვიის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემი კონცერტი თბილისში;

ვ) და კიდევ მრავალი და მრავალი გასართობი ღონისძიება (ოფიციალური სადილები, სარესტორნებო მომსახურეობები და ა.შ.) მიძღვნილი ლატვიის სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციებისადმი.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე საუბრისას, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ სარეზერვო ფონდებიდან დაფინანსება - თუნდაც ისეთი უმნიშვნელოვანეს დღის აღსანიშნავად, როგორიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა - კანონის უხეში დარღვევაა.

კანონი მკაცრად განსაზღვრავს, როგორც პრეზიდენტის, ისე მთავრობის სარეზერვო ფონდების შექმნის მიზანს და დანიშნულებას, გასართობი ღონისძიებების დაფინანსება კი, არც ერთი მათგანით არ დაიშვება. თუმცა, ამ არგუმენტებს, იურიდიულსაც და მორალურსაც, პრეზიდენტი და მთავრობა იოლად უგულვებელყოფს და თავისი სურვილის მიხედვით წყვეტს: ვის ეკუთვნის თანხა სარეზერვო ფონდებიდან და ვის - არა.

___________________

1 საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 თებერვლის ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში

2 დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული I კვარტალური ანგარიში“.

3 უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

▲back to top


საქართველოს პრეზიდენტი საკმაოდ აქტიურად ზრუნავს ქვეყნის მოსახლეობის გართობაზე და შესაბამისად ამ საქმიანობისათვის უშურველად ხარჯავს ფულს. პრინციპში უმაღლესი ხელისუფალის ამგვარ მოქმედებაში არც არაფერია ახალი, ჯერ კიდევ ძველ რომში უთქვამთ მთავარია „პური და სანახაობაო“.

თუმცა პრობლემა ის არის რომ „სანახაობისათვის” სარეზერვო ფონდებიდან დახარჯული ფული კანონდაღვევით იხარჯება. ამასთანავე, სწორედ ამგვარი ხელაღებითი ხარჯვის გამოა, რომ მოულოდნელად თავს დამტყდარი ბუნებრივი კატასტროფის დროს სახელმწიფო უსახსროდ დარჩა და ხელფეხშეკრული აღმოჩნდა.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №602 განკარგულებაც არის, რომლითაც საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი დაფინანსდა.

ამ ღონისძიების დასაფინანსებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 270,989 ლარი გამოიყო.

შესაძლებელი იყო თუ არა უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისათვის გაწეული ხარჯების სარეზერვო ფონდიდან გამოყოფის თავიდან აცილება?

ამავე 22 ივლისს კულტურის სამნისტრომ გააფორმა შეისყიდა ყველა საჭირო მომსახურეობა;

ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის შეიტყო საქართველოს მთავრობამ, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს მონახულებას აპირებდა. საინტერესოა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს კითხვას იგი ასე პასუხობს: „გაცნობებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ბატონი ვიქტორ იუშჩენკოს საქართველოში ვიზიტის დაგეგმვის თარიღი ჩვენთვის უცნობია“.

იმისდა მიუხედავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი შეეფერება თუ არა სიმართლეს, ფაქტი ერთია: კულტურის სამინისტროს, კვლავაც მიეცა ტენდერებისა და მსგავსი „ფორმალობებისათვის” თავის არიდების შესაძლებლობა.

საქართველოს კულტურის მინისტრმა ბატონმა გიორგი გაბაშვილმა 2005 წლის 22 ივლისს №013/2531-12 წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არსებული მდგომარეობისათვის „ფორსმაჟორის“ კვალიფიკაციის მისანიჭებლად. პასუხი და ნაცნობი გაფრთხილებაც იმავე დღეს, 22 ივლისს მიიღო ΄პაუხისმგებლობა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით, ამ დებულებითა და შესაბამისი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვაზე,სახელმწიფო შესყიდვების რაციონალურ განხორციელებაზე მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას“.

შენიშვნა 1:

პრეზიდენტი კულტურის სამინისტროსათვის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას საოცარი სიზუსტით ახერხებს ან კულტურის სამინისტროს სჩვევია გამოყოფილი თანხის უნაშთოდ ათვისება.

ამჯერადაც, კულტურის სამინიტროს მიერ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 270 989 ლარის ფარგლებში დადებული 8 ხელშეკრულების ჯამმა, არც მეტი არც ნაკლები 270 989 ლარი შეადგინა.

შენიშვნა 2:

კულტურის სამინისტრო უკვე იმდენად გაიწაფა ფორს-მაჟორულ ვითარებაში შრომაში, რომ „შეკვეთილი“ კონცერტის ორგანიზებას სულ რამდენიმე საათს ანდომებს.

  • საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით გამოსცა 22 ივლისს;

  • კულტურის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოსგან ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვების განხორციელების უფლება მიიღო 22 ივლისს;

  • კულტურის სამინისტრომ ის პირები, ვისგანაც მომსახურეობისა და საქონლის შესყიდვას აპირებდა შეარჩია 22 ივლისს;

  • ამავე 22 ივლისს კულტურის სამნისტრომ გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებები და შეისყიდა ყველა საჭირო მომსახურეობა;

რაც შეეხება თავად ხელშეკრულებებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოყოფილი 270,989 ლარის ფარგლებში დაიდო 8 ხელშეკრულება:

I. ხელშეკრულება 355 - დადებულია შპს „ტელეიმედთან“ და ითვალისწინებს მოძრავი სატელევიზიო სადგურის იჯარას. ხელშეკრულების ფასია 5 000 აშშ დოლარი;

II. ხელშეკრულება №355 - დადებულია შპს „ტექნო-მშენთან“ და ითვალისწინებს ბორჯომის პარკის გახსნის საზეიმო ცერემონიალის სცენით, ამფითეატრით, გასახდელებით, გახმოვანებისა და განათების აპარატურისათვის რკინის კონსტრუქციებით , ტრანსპორტირებით, მონტაჟით და დემონტაჟით უზრუნველყოფას. ხელშეკრულების ფასია 58 600 ლარი;

III. ხელშეკრულება №356 - დადებულია შპს „გლობალ-ჯი“-სთან და ითვალისწინებს ბორჯომის პარკის გახსნის საზეიმო ცერემონიალის ტექნიკური მომსახურეობის, სასტუმრო ნომრებითა და ფეიერვერკებით უზრუნველყოფას ასევე ტრანსპორტირებას. ხელშეკრულების ფასია 31 700 ლარი; შესაბამისი ხელშეკრულებები და

IV. ხელშეკრულება №357 - დადებულია შპს „დეკორლაინთან“ და ითვალისწინებს ბორჯომის პარკის გახსნის საზეიმო ცერემონიალის გახმოვანებით, განათებით, დეკორაციებით, ბანერებით, დროშებით და მოსაწვევებით უზურნველყოფას. ხელშეკრულების ფასია 51 850 ლარი;

V. ხელშეკრულება №358 - დადებულია შპს „არტ +“-სთან და ითვალისწინებს ბორჯომის პარკის გახსნის საზეიმო ცერემონიალთან დაკავშირებით გალა კონცერტით და ვახშმის თანმხლები კონცერტით უზურნველყოფას. ხელშეკრულების ფასია 53 900 ლარი;

VI. ხელშეკრულება №359 - დადებულია მესტიის რაიონის გამგეობასთან და ითვალისწინებს დაბა მესტიაში ღონისძიების ორგანიზატორთა, მათ თანმხლებ პირთა და მონაწილე ჯგუფების მგზავრობას, ადგილობრივ ტრანსპორტირებას, ცხოვრებას, კვებას, საჭირო აქსესუარებით, ფოტო და ვიდეო გადაღებით უზრუნველყოფას. ხელშეკრულების ფასია 21 093 ლარი;

VII. ხელშეკრულება №361 - დადებულია შპს „ჰორიზონტთან“ და ითვალისწინებს გალა კონცერტისა და პრესკონფერენციის ტელე ტრანსლაციის უზრუნველყოფას. ხელშეკრულების ფასია 37 746 ლარი;

VIII. ხელშეკრულება №367 - დადებულია ი/მ გაიოზ ერაძესთან და ითვალისწინებს ბორჯომის პარკის გახსნასთან დაკავშირებით მემორიალის დამზადებას. ხელშეკრულების ფასია 7 000 ლარი;

მითითებული ხელშეკრულებების საერთო ჯამმა 270,989 ლარი შეადგინა, ანუ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზუსტად იმდენი, რამდენიც პრეზიდენტის მიერ განკარგულებით იყო გამოყოფილი, არც ერთი ლარი მეტი ან ნაკლები.

როგორც ვხედავთ, ხშირად მსგავსი მომსახურეობები შესყიდულია რამდენიმე პირისაგან. მაგალითად, ბორჯომის პარკის გახსნის საზეიმო ცერემონიალს გახმოვანებითა და განათებით უზრუნველყოფა ხდება ორი №355 და №357 ხელშეკრულებებით და ერთი და იგივე მომსახურეობა ორი პირისგან შპს „ტექნომშენისა“ და შპს „დეკორლაინი'-საგან იყო შეძენილი. ამასთანავე სხვადასხვა ფასად.

საინტერესოა, რატომ დასჭირდა კულტურის სამინისტროს ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე მომსახურეობის სხვა და სხვა პირისაგან შესყიდვა?

ჩვენთვის ამ კითხვაზე პასუხი უცნობია. ფაქტი კი ერთია, რომ კულტურის სამინისტრო უხვად ფინანსდება პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან და ისიც სრულად და უნაშთოდ, დროის გასაოცრად მცირე მონაკვეთში ითვისებს სხვა და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხებს, რომელთა რაოდენობამ მხოლოდ სარეზერვო ფონდების ხარჯზე 2005 წელს 3,500,000 ლარს.

ეს რიცხვი კი განსაკუთრებულად შთამბეჭდავად გამოიყურება იმ 4,000 ლარის გვერდით, რომელიც პრეზიდენტმა სტიქიით დაზარალებულ პირებს მათი დახმარებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო თანხებიდან გამოუყო. აქვე შეგახსენებთ მთავრობის გადაწყვეტილებასაც, რომ დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს უნდა გაწეოდათ რომლებიც სტიქიის შედეგად ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. სხვაგვარად დაზარალებულებისათვის 2005 წელს სახელმწიფოს არ ეცალა.

პატრიოტი

2005 წლის 10 სექტემბრისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიცა და მთავრობის სარეზერვო ფონდიც 10 მილიონ ლარზე მეტით იყო გადახარჯული, შესაბამაისად აქ აღარც „საჭირო“ და აღარც „არა-საჭირო“ ღონისძიებების დასაფინანსებელი თანხა აღარ იყო დარჩენილი, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია პროგრამა „პატრიოტის“ მონაწილეთა ფორუმის მოწყობისათვის. როგორც უკვე არაერთგზის აღგვინიშნავს მსგავსი ღონისძიების დაფინანსებას სარეზერვო ფონდის მიზნებთან საერთო არაფერი აქვს და არც სამართლებრივად და არც ზნეობრივად არ შეიძლება სტიქიური უბედურებებისა და სხვა მსგავსი კატასტროფებისათვის განკუთვნილი თანხის ფორუმის მოსაწყობად ხარჯვა, თუმცა ყოველივე პარტიოტზე 10 ლარის ოდენობით) იქნა გამოყოფილი. ამგვარად, სარეზერვო ფონდებიდან, უკანონოდ, დაფინანსებული კიდევ ერთი კონცერტის მოწყობას პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ამჯერად, 320,000 ლარი მოხმარდა. „ბათუმის ფესტივალი“ 2005 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ ბათუმის ფესტივალი ზემოაღნიშნულის მიუხედავად პრეზიდენტმაცა და მთავრობამაც, ხელაღებით უგულვებელყო კანონის მოთხოვნა და ფორუმის მოსაწყობად საკმაოდ სოლიდური თანხები გაიმეტა. საქართველოს პრეზიდენტმა 2005 წლის 29 აგვისტოს № 689 განკარგულებით ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზებისათვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 80,000 ლარი გამოყო.

ფორუმის მოწყობა ისეთსავე ფორსმაჟორულ მდგომარეობაში გახდა აუცილებელი, როგორშიც სარეზერვო ფონდებიდან დაფინანსებული ყველა დანარჩენი გასართობი ღონისძიება. საქართველოს კულტურის სამინისტროს არ გასჭირვებია ფორს-მაჟორისათვის თავის გართმევა და ყოველგვარი ტენდერისა და მსგავსი „ზედმეტი“ საზრუნავების გარეშე გააფორმა ყველა საჭირო ხელშეკრულება:

მომწოდებელი

საგანი

ღირებულება

1

შპს „ეთო“

10,000 მაისურის მოწოდება

56,000 ლარი

2

შპს „არტ-ლაინი“

სარეკლამო ზედაპირის დამზადება

8,245 ლარი

3

შპს „არტ-ლაინი“

სასცენო დეკორაციების დამზადება

4,855 ლარი

4

შპს „სტუდია 123“

სცენის დეკორაციების და სარეკლამო აბრის დიზაინის დამზადება

900 ლარი

5

შპს „სოუნდ სითის“

გახმოვანებით მომსახურეობა

3,540 ლარი

6

შპს „მს ლაითსი“

განათების აპარატურით უზრუნველყოფა

4,956 ლარი

7

შპს „ტექნიკური ცენტრი გრო“

პროექტორით მომსახურეობა

810 ლარი

სულ :

79,306 ლარი

ზემოთ მითითებულმა 80,000 ლარმა, როგორც ჩანს, ვერ უზრუნველყო საკმარისად შთამბეჭდავი ღონისძიების მოწყობა, ამიტომ ამჯერად თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. 2005 წლის 8 სექტემბერს №364 განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდმა ფორუმი 230 000 ლარით დააფინანსა, აქედან 130 000 ლარი ფორუმის მონაწილეთა ტრანსპორტირებისათვის და 100 000 ლარი ფორუმის მონაწილეთა ერთჯერადი დახმარებისათვის (ერთ ახალგაზრდა პარტიოტზე 10 ლარის ოდენობით) იქნა გამოყოფილი.

ამგვარად, სარეზერვო ფონდებიდან, უკანონოდ, დაფინანსებული კიდევ ერთი კონცერტის მოწყობას პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ამჯერად, 320,000 ლარი მოხმარდა.

ბათუმის ფესტივალი

2005 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ ბათუმის ფესტივალი გაიმართა, ისევე, როგორც სახელმწიფოს მიერ მოწყობილი ყველა „უფასო“, „საჯარო“, „უპრეცედენტო“ კონცერტი, ეს უკანასკნელიც სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.

საქართველოს პრეზიდენტმა 2005 წლის 20 სექტემბრის №733 განკარგულებით ბათუმის ფესტივალის „მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით“ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 75 500 ლარი გამოუყო.

23 სექტემბერს კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო შეხყიდვების სააგანტოს ¹2/ 5-2689 წერილით მოიპოვა ყველა შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელების ნებართვა, რადგან როგორც შესყიდვების სააგენტო ზემოთ აღნიშნულ წერილში უთითებს

„ფორს-მაჟორული სიტუაციით გამოწვეული პრობლემის“ სხვაგვარად მოგვარება ყოვლად შეუძლებელი იყო.

„ფორს-მაჟორული სიტუაციით გამოწვეული პრობლემის“ მოსაგვარებლად კულტურის სამინისტრომ „საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში „ბათუმის ფესტივალის“ ქვეპროგრამაც შეიმუშავა, სადაც პრობლემის გადსაჭრელად „პოპულარულ DJ-ეები, მოცეკვავეები, ვიზუალური ეფექტების შემქმნელი ჯგუფები“ და სხვა მსგავსი ხელობის მქონე პირების დაქირავებას ისახავდა მიზნად.

აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი შემდეეგნაირად გამოიყურება:

საერთო ხარჯი

75 500 ლარი

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

49 346 ლარი

დამქირავებლიდან ანარიცხები

9 869 ლარი

სხვა საქონელი და მომსახურეობა

16 285 ლარი

რაც შეეხება ფესტივალის ხარჯთაღრიცხვას:

რუსი DJ-ების ჰონორარი

ევრო

1

DJ Marsel Gonzales

1 300

2

DJ Dima Fly

1 300

3

DJ YO-Yo

1 000

4

DJ Groov

3 000

სულ:

6 600

ქართველი DJ- ების ჰონორარი

USD

1

DJ გიორგი ბაქანიძე

150

2

DJ კენზო

150

სულ:

300

ქართველი მოცეკვავეების ჰონორარი

ევრო

4 მოცეკვავე გოგონა 3 დღით

3000

ვიზუალური ეფექტების შემქმნელი გუფის ჰონორარი

1

ქაფის შოუ

3 000

2

შოუ „რადუგა“

3 000

ორგანიზაციული ჯგუფის ჰონორარი

5 100 ევრო

დანარჩენი ხარჯები (ვიზები, სასტუმრო, ორგანიზაციული ხარჯები)

16 285 ლარი

სულ ამი

75 500 ლარი

კულტურის სამინისრომ „ტექნიკური სირთულეებიდან გამომდინარე“ მიზანშეწონილად მიიჩნია საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა ანრი კაპანაძისათვის დაევალებინა, ვინაიდან „მას გააჩნია მჭიდრო ურთიერთობა რუს შემსრულებლებთან“. ამ მისიის შესასრულებლად ანრი კაპანაძეს 26 სექტემბრის № 449 ხელშეკრულების თანახმად 69 300 ლარი გადაეცა. მასვე დაევალა ამ თანხის ფარგლებში ფესტივალის მონაწილეთათვის ჰონორარებისა და საორგანიზაციო ხარჯების გაცემა.

დაიდო მეორე №469 ხელშეკრულებაც, ამჯერად შპს „ბაკურთან“ და იგი სასტუმრო ნომრებით მომსახურეობას ითვალისწინებდა. აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულებამ 6 200 ლარი შეადგინა.

ამრიგად, ორივე ხელშეკრულების ჯამმა, კვლავაც ნაშთის გარეშე, არც მეტი, არც ნაკლები 75 500 ლარი შეადგინა და მის განსაკარგავად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ჯამში ათი დღე დასჭირდა, თუმცა თუკი გავიხსენებთ პრეზიდენტ იუშენკოს ვიზიტს, როდესაც კულტურის სამინისტრომ სულ რამდენიმე საათში მოახერხა 270 989 ლარის ღირებულების შესყიდვების განხორციელება, ათი დღე საკმაოდ ხანგრძლივ ვადათაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

დასასრულს კი, არაფერი ახალი, კულტურის სამინისტრო კვლავაც უხვად ფინანსდება სარეზერვო ფონდებიდან ისეთი „ფორს-მაჯორული სიტუაციით გამოწვეული პრობლემის“ მოსაგვარებლად, როგორიცაა „ბათუმის ფესტივალის“ მოწყობა, „26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა“, „პარიტოტის ფორუმის“ ორგანიზება და ა.შ.

სამწუხარო კი მხოლოდ ერთია - კონცერტები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ არც თუ ისე ეფექტურია.