The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნესი და კანონმდებლობა №3


ბიზნესი და კანონმდებლობა №3


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ელიავა ლია, გორელიშვილი ილნარ, ფუტკარაძე სულიკო, კვატაშიძე ნადეჟდა, კაციტაძე ნანა, გველესიანი ელისო, აქუბარდია თამაზ, ხარებავა კახა, ჯიმშელაძე ეკა, ალანია ვახტანგ, კეკელიძე ლირა, ჭითანავა ნოდარ, ჩიხლაძე ნიკო, ქოქიაური ლამარა, სადაღაშვილი ლალი, ბახია მელიტონ, ჭიკაიძე ნაზი, სეხნიაშვილი დალი, ცინცაძე ასიკო, ღლონტი ვლადიმერ, გოგიაშვილი შალვა, ჯიქია მერაბ, კოღუაშვილი პაატა
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მარტი 2009 სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი WWW.INOVATION.GE ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. ვებ გვერდი: www.inovacia.ge e-mail: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი იური პაპასქუა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი რედაქტორები: კობა ბიწაძე, ილნარ გორელიშვილი, ეკა ჯიმშელაძე. სამეცნიერო საბჭო: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ლევან გრიგალაშვილი, ნოდარ ხადური, პაატა კოღუაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, მიხეილ ჯიბუტი, თემურ ენგელია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, ნაზირა კაკულია, თემურ ხომერიკი, კოტე აბულაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე, გიორგი ღავთაძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი). კონსულტანტები: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი, ჯემალ დუმბაძე. მარკეტინგის სამსახური: მაკა არახამია (ხელმძღვანელი), მზია ნაჭყებია, ეკა სამხარაძე. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: ¹400467916; კოდი: 2 2 0 1 0 1 5 0 2 . რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521 ფასი 10 ლარი



1 საბანკო კრიზისი

▲ზევით დაბრუნება


1.1 გაბერილი საბანკო სექტორი და ჰაერიდან შექმნილი კრედიტები

▲ზევით დაბრუნება


ზედამხედველობის დეფიციტი საბანკო სექტორის რეგულირებაში

0x01 graphic

ლია ელიავა
ფინანსისტი, ექსპერტი

გასულ წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩამოართვეს კომერციული ბანკების ზედამხედველობისა და რეგულირების ფუნქცია და იგი ახალ სამსახურს-საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადასცეს. საჯაროდ განცხადდა, რომ ამ ინსტიტუციონალური ცვლილებით გაიზრდებოდა საბანკო ზედამხედველობის ეფექტურობა და საბანკო სექტორის მდგრადობა. ფაქტობრივად, დღემდე განხორციელებულმა საზედამხედველო საქმიანობამ საქართველოს საბანკო სექტორზე და მთლიანად ეკონომიკაზე არანაირი პოზიტიური გავლენა არ იქონია, რამდენადაც ადგილი ჰქონდა ლატენტურ საბანკო კრიზისს და მის შედეგად განვითარებულ ეკონომიკური ზრდის შენელებას.

ბოლო წლების განმავლობაში საბანკო სექტორი იყო ერთადერთი დარგი, რომელიც საფუარიანი ცომივით სწრაფად იზრდებოდა, ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, იბერებოდა. საფუარის ფუნქციას ასრულებდა უცხოური სპეკულაციური ინვესტიციები, რომლებიც უხვად შემოედინებოდა საქართველოს საბანკო სექტორში. ფინანსური კაპიტალის ასეთი დიდი ნაკადის მოძრაობას განაპირობებდა უზომოდ დიდი საპროცენტო მარჟა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის კურსის უსაფუძვლო და ეკონომიკურად გაუმართლებელი გამყარება, რამაც უცხოელი ინვესტორებისთვის სასათბურე პირობები შექმნა და მსუყე მოგება დაუტოვა როგორც მათ, ასევე ადგილობრივ ბანკებს.

საბანკო სექტორის ზრდა მართლაც შთამბეჭდავი იყო. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 1,3 მლრდ. ლარიდან (2005 წელს) 3,6 მლრდ. ლარამდე (2008 წელს), ანუ 177 პროცენტით, ამავე პერიოდისთვის ბანკების საკრედიტო პორტფელი გაიზარდა 1,6 მლრდ. ლარიდან 5,5 მლრდ. ლარამდე, ანუ 244 პროცენტით, ხოლო ნასესხები სახსრები - 447 მლნ. ლარიდან 3,2 მლრ. ლარამდე, ანუ 610 პროცენტით. საზედამხედველო ორგანოები სიამაყით უპატაკებდნენ საზოგადოებას, თუ როგორ სწრაფად იზრდებოდა კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელები და მოსახლეობის დეპოზიტები, თუ რაოდენ დიდია უცხოური კაპიტალის შემოდინება. სამწუხაროდ, მათ არ ეყოთ ან ცოდნა, ან გამბედაობა, რომ თავის დროზე მოეხდინათ რეაგირება ამ კლასიკურ შემთხვევაზე, რომელიც დაწვრილებითაა აღწერილი საბანკო საქმიანობის ყველა სახელმძღვანელოში. ელემენტარულია ჭეშმარიტება, რომ გადაჭარბებული საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში არის საბანკო კრიზისის მაპროვოცირებელი ძირითადი ფაქტორი, რომ შეუძლებელია სტაბილური და ძლიერი საბანკო სისტემის არსებობა ქვეყანაში, სადაც სუსტია წარმოება, განუვითარებელია და სტრუქტურულად დისპროპორციულია რეალური სექტორი და მთლიანად ეკონომიკა. საზედამხედველო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს კომერციული ბანკების მზარდი საკრედიტო პორტფელების ხარისხზე კვალიფიციური კონტროლის განხორციელება, რითაც საკრედიტო პორტფელის ადეკვატური შეფასება მიანდეს მხოლოდ კომერციულ ბანკებს. ამის შედეგად (როგორც მოსალოდნელი იყო), საბანკო სექტორში საკრედიტო პორტფელების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა, სესხების უზრუნველყოფა არაადეკვატურად ფასდებოდა, იზრდებოდა საკრედიტო რისკი.

ზედამხედველებმა ვერ უზრუნველყვეს დროული რეაგირება მეორე ისეთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, როგორიცაა: აქტივებისა და ვალდებულებების თანაფარდობა ვადიანობის მიხედვით. სწორედ ეს იყო ლიკვიდურობის კრიზისის განმაპირობებელი ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, როდესაც ბანკებს არ დარჩათ საკმარისი სახსრები მიმდინარე ანგარიშებზე ოპერაციებისთვის, ვინაიდან მათი მეტი წილი გასესხებული აღმოჩნდა. საზედამხედველო ორგანოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ ბანკებისაგან მოეთხოვათ მყისიერი ლიკვიდურობის კოეფიციენტის დაცვა, თუმცა, არც სავალდებულოდ დასაცავი საშუალო ლიკვიდურობის კოეფიციენტი იყო რეალურად დაცული. ფაქტობრივად, ბანკების ლიკვიდურობის პოზიციებზე ზედამხედველობა ატარებდა ფორმალურ ხასიათს, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია როგორც საბანკო სექტორზე, ასევე მთლიანად ეკონომიკაზე.

ზედამხედველობის მიღმა დარჩა, აგრეთვე საბანკო სექტორის მთლიან სააქციო კაპიტალში ასახული კაპიტალის რეზერვები, რაც სხვა არაფერია, თუ არა სპეკულაციურად გაზრდილი საბაზრო ფასებით გადაფასებული ფიქსირებული აქტივები. თუ 2006 წლის დასაწყისში კაპიტალის გადაფასების რეზერვი საბანკო სისტემის მთლიან სააქციო კაპიტალში მხოლოდ 18%25-ს შეადგენდა, 2008 წლის ბოლოსათვის მან 56%25-ს მიაღწია და რეალურ გამოხატულებაში 850 მლნ. ლარს გაუთანაბრდა. შეიძლება დაისვას კითხვა, რა უნდა იყოს საგანგაშო იმაში, რომ ბანკებს საკუთარი ფიქსირებული აქტივები საბაზრო ფასებში აქვთ გამოსახული? საგანგაშო ისაა, რომ ეს თანხა ბუნებაში რეალურად არ არსებობს მანამ, სანამ ფიქსირებული აქტივები არ გაიყიდება, თუმცა, იგი წარმატებით გამოიყენება ბანკების მიერ როგორც ჰაერიდან წარმოქმნილი საკრედიტო რესურსი.

0x01 graphic

ის, რომ ბანკები კრედიტებს ქმნიან ჰაერიდან, ძალიან საინტერესო და ცალკე სადისკუსიო თემაა. აქ კი მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ასეთი სახის კრედიტები წარმოადგენენ ინფლაციური პროცესების მასტიმულირებელ ფაქტორს. საქმე იმაშია, რომ ასეთი სახის კრედიტები ეკონომიკაში ზრდიან არაუზრუნველყოფილი ფულის მასას, მაგრამ თუ კრედიტი ბრუნდება, ეს ნიშნავს, რომ შეიქმნა მისი ექვივალენტი საქონელი, ან მომსახურება და მისი ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე განეიტრალდა. მაგრამ, თუ კრედიტი არ დაბრუნდა, ასეთი სახის საკრედიტო რესურსი წმინდა ინფლაციური ფულია. ამის ნათელი მაგალითია საბანკო სექტორის გაზრდილი დარეზერვება, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში 550 მლნ. ლარს გადააჭარბა და ადეკვატურად შეფასების პირობებში ბევრად მეტიც უნდა ყოფილიყო. ასევე, ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა, რომელმაც ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით, გასული წლის ბოლოსათვის 209 მლნ. ლარს მიაღწია. გამომდინარე აქედან, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ერთის მხრივ, საზედამხედველო ორგანოების არაკომპეტენტური საქმიანობა ხელს უწყობს ინფლაციის პროვოცირებას, ხოლო მეორე მხრივ, არაკომპეტენტურად ცდილობენ ინფლაციის მოთოკვას.

ზემოხსენებულ მოვლენებს დაემატა ინფლაციის ზრდის მაღალი ტემპები, რომლის გავლენა საბანკო სექტორზე გამოიხატა საპროცენტო განაკვეთების ზრდაში, დაზოგვის სტიმულების შესუსტებასა და სადეპოზიტო ბაზის შემცირებაში, ეროვნული კაპიტალის საზღვარგარეთ გადინებაში. ინფლაციამ საბანკო აქტივები სწრაფად გაზარდა, მათ შორის რეალურ გამოხატულებაშიც და ეს მოხდა მაღალი საპროცენტო მარჟის ფონზე.

საბანკო სისტემის დასუსტებისა და ეკონომიკური განვითარების შენელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი (რომელიც ასევე დარჩა რეგულირების მიღმა), არის საკრედიტო რესურსებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომლებმაც შეაფერხეს საქმიანი აქტივობის ზრდა, გააძვირეს კაპიტალი და მიმართეს იგი საფინანსო სპეკულაციებში, შეამცირეს მოსახლეობის გადახდისუნარიანი მოთხოვნა. ამიტომაც მაღალი საპროცენტო განაკვეთები წარმოადგენენ წარმოების ზრდის ტემპების დაცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. სახელმწიფოს მცდელობა, შეეწინააღმდეგოს ეკონომიკის ვარდნას თუნდაც მცირე და ფარული ფულად-საკრედიტო ემისიით, უბიძგებს მოსახლეობის არაპროპორციულად მაღალი ინფლაციური მოლოდინის წარმოქმნას, ფულისაგან გაქცევას, ფულის მასის გაუფასურებას, არგადახდებს, ფასების და თვით საპროცენტო განაკვეთების ზრდას.

ამ მანკიერი წრის გარღვევა შეუძლებელია საპროცენტო განაკვეთების სახელმწიფო რეგულირების გარეშე. ცხადია, ინფლაციის შემცირებამ თეორიულად უნდა შეამციროს საპროცენტო განაკვეთების დონე, თუმცა, ფაქტობრივად, მარტო ინფლაციის შემცირება არ არის ამისათვის საკმარისი, ვინაიდან რეალური საპროცენტო განაკვეთები თავისით ჯერ კიდევ დიდხანს არ შემცირდება.

საპროცენტო განაკვეთების ფორმირებას საფუძვლად უდევს პროცენტის ნორმა - საზოგადოდ მიღებული წარმოდგენა მის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საპროცენტო განაკვეთები. ცივილიზებულ ქვეყნებში პროცენტის ნორმა ჩვეულებრივარ აღემატება დაბანდებულკაპიტალზე მოგების ნორმას, მაგრამ ის შეიძლება იყოს მასზე არსებითად მეტი, ან ნაკლები. პროცენტის ნორმა არ განისაზღვრება უშუალოდ რეალური ეკონომიკური ფაქტორებით, ისეთით, როგორიცაა: ინფლაციის ტემპი, არამედ მისი ფორმირება ხდება უფრო ინფლაციის ტემპების მოლოდინით, ლიკვიდურობის დონის მიღწევის მიზნებით, ტრადიციული წარმოდგენით საპროცენტო განაკვეთების შესახებ, რეკლამის ზემოქმედებით და სხვა სოციალურ-ფსიქოლოგიური მიზეზებით. ამიტომაც ბაზრის უხილავი ხელი ვერასოდეს ვერ დააახლოებს პროცენტის ნორმას ისეთ ოპტიმალურ დონესთან, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის დაჩქარებულ განვითარებას.

საპროცენტო განაკვეთების სახელმწიფო რეგულირება ხორციელდებოდა ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში, როდესაც გამოიცემოდა კანონები მევახშეობითა და მიწით, როგორც ყველაზე ლიკვიდური საქონლით, სპეკულაციის წინააღმდეგ, -პროცენტი იზღუდებოდა ფულად და სასაქონლო ფორმაში. დღეს მსოფლიოში უპირატესად გამოიყენება რეფინანსირების განაკვეთი და სახელმწიფო სავალო ვალდებულებების შემოსავლიანობის რეგულირება, ასევე სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათები და მოსახლეობის საბანკო ანაბრების სავალდებულო დაზღვევა.მაგრამ იმისათვის, რომ საპროცენტო განაკვეთები სახელმწიფო რეგულირების ეფექტურობა იყოს მაქსიმალური, აუცილებელიაპროცენტის მაღალი ნორმის განმაპირობებელი მიზეზების ლიკვიდაცია. გამომდინარე აქედან, აუცილებელია, რომ საზედამხედველოორგანოებმა მონეტარულხელისუფლებასთან ერთად მიიღონ გადამჭრელი ზომები საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიმართულებით.

პრაქტიკულად, საქართველოს საბანკო სექტორი ვითარდებოდა და იზრდებოდა უკონტროლობის პირობებშიდა იგი საკუთარი სურვილისამებრ იღებდა ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ამაში კომერციულ ბანკებს ვერ დავადანაშაულებთ, ვინაიდან პრინციპი - რაც არ არის აკრძალული, ის ნებადართულია, მოქმედებს ყველგან,მათ შორის, საბანკო სექტორშიც. მთელი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ეკისრებასწორედ საზედამხედველო ორგანოებს, საქართველოს ეროვნულბანკსა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, რომელთა მინიმალური რეგულირების პრინციპმა საბანკო სექტორს დაუკარგა მისი მთავარი ფუნქცია, რაც გამოიხატება ფინანსური რესურსების ეფექტურად განაწილებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თავისი ძირითადი ფუნქციის - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის - შეუსრულებლობის შედეგად ფასების მაღალიზრდის პირობებშიბანკებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს საკრედიტო ხელშეკრულებების ვადები და ორიენტაცია აიღეს კაპიტალის მაღალი ბრუნვადობის მქონე მსესხებლებზე, კერძოდ კი, სავაჭრო სექტორზე. შეიძლება ხაზგასმით ითქვას, საკრედიტო ხელშეკრულებების ვადების მკვეთრი შემცირება შეიძლება განვიხილოთ როგორც ბანკების მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაქცევის პროცესი. ვინაიდან საკრედიტო კონტრაქტების ვადის შემცირება მნიშვნელოვნად ასუსტებს ბანკებისმდგრადობას და მათ რისკებისმიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის.

0x01 graphic

ინფლაციის მაღალმა ტემპებმა ხელი შეუწყო ბანკების საქმიანობის კონცენტრირებას ოპერაციებზე უცხოურ ვალუტასთან. ფაქტობრივად, ბანკები გახდა ეროვნული ეკონომიკის დოლარიზაციის დონის ზრდის მთავარი მიზეზი, მაგრამ ეს ფაქტიცდარჩა სათანადო რეაგირების გარეშე საზედამხედველო ორგანოების მხრიდან.

კრედიტებზე მოთხოვნა მდგრადი იყო მანამ, სანამ ეკონომიკა ვითარდებოდა. რეცესიის პერიოდში ბანკების საკრედიტო პორტფელების გაუარესებაში მეტწილად ნეგატიური როლი შეასრულა მკაცრმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ, რომელსაც ატარებს მთავრობა და ეროვნული ბანკი. ეს გამოიხატა იმაში, რომ კაპიტალის მსხვილი შემოდინების დროს მათ არ უზრუნველყვეს ლარის ღირებულების რეალური ცვლილება და შემდგომ ეტაპზე, როდესაც მოხდა უცხოური კაპიტალის მკვეთრი გადინება, შექმნილი ვითარების მიმართ ლარის ღირებულება არაადეკვატური დატოვეს.

აქვე უნდა აღინიშნოს ეროვნული ბანკის ფიქსირებული სავალუტო კურსის პოლიტიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ფასების სტაბილიზაციის მიზნით. ლარის კურსის ხელოვნურად მაღალ დონეზე შენარჩუნება მოითხოვს დიდი მოცულობის სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას, რაც იწვევს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების ამოწურვას. ეს კი, თავის მხრივ, ამწვავებს საგარეო ვალის მომსახურების პრობლემას, ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლება მადლიერების გრძნობით იღებს სესხებს, რომლებსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ხელგაშლილად გასცემენ განვითარებად ქვეყნებზე. შედეგად საქართველო თანდათანობით ეფლობა ვალების ჭაობში, რომლიდანაც ამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია არც უახლოეს და არც შორეულ პერიოდში! საგარეო ვალის ზრდის შედეგად ჩნდება პარალელური სავალუტო ბაზარი, საპროცენტო განაკვეთები აღწევენ ძალიან მაღალ დონეს, უარესდება მსესხებლების გადახდისუნარიანობა.

პარალელური სავალუტო ბაზრის წარმოქმნასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეროვნული ბანკი შეეცადა ეს პროცესი აეღო თავის ხელში. კერძოდ, მან მიიღო გადაწყვეტილება ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის პარალელურად განეხორციელებინა სავალუტო აუქციონების ჩატარება. ამასთან, ნიშანდობლივია ეროვნული ბანკის კომენტარი ამ სახის ინსტრუმენტზე, რომელიც, თურმე, ფართოდ გამოიყენება განვითარებული ქვეყნის სავალუტო ინტერვენციებში და ემსახურება აშშ დოლარის ლიკვიდურობის ამაღლებას. ერთობ დამაფიქრებელიაეროვნული ბანკის ასეთი ზრუნვა აშშ დოლარის სიჯანსაღეზე, თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ საქართველოს საფინანსო სისტემას რეალურად საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მართავენ, არ იქნება რთული ამ დაუსაბუთებელ მზრუნველობას სათანადო ახსნა მოეძებნოს.

დღეს მონეტარული ხელისუფლება და საბანკო სექტორი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველოში არ არსებობს საბანკო კრიზისი. ვერ გავიზიარებ ასეთ გადაჭარბებულ ოპტიმიზმს. თუ რა ნიშნებით ხასიათდება საბანკო კრიზისი, ეს დაწვრილებით აღწერილია სტუდენტებისათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოებში. საქართველოში საბანკო კრიზისი გამოვლინდა როგორც საბანკო სექტორის ლიკვიდურობის მწვავე უკმარისობა, როდესაც ეროვნული ბანკი იძულებული შეიქმნა საბანკო სექტორისათვის მიეცა მილიარდამდე საფინანსო რესურსი,რამაც ბანკებს საშუალება მისცა გაეგრძელებინათ ბალანსირება გადახდისუუნარობის ზღვარზე. იმავდროულად ბანკების საკრედიტო პორტფელში საეჭვო და უიმედო სესხების წილი მკვეთრად გაიზარდა, ბანკებმა განიცადესდიდი ზარალი დაუფარავი საბაზრო პოზიციების გადაფასების შედეგად, რომელმაც 2008 წლის ბოლოს 216 მლნ. ლარი შეადგინა,შემცირდა საბანკო აქტივების რეალური ღირებულება და სხვა. ყოველივე ამან გამოიწვია ბანკების გადახდისუნარიანობის გაუარესება და ნათლად წარმოაჩინა საბანკო სისტემის უუნარობა ეფექტურად გადაანაწილოსფინანსური რესურსები. ეს უკანასკნელი გამოიხატება საკრედიტო პორტფელის საერთო მოცულობაში ვადაგადაცილებული სესხების წილის ზრდაში. სწორედ ეს ფაქტორები წარმოადგენენ ლიკვიდურობის კრიზისის წარმოქმნის ძირითადინდიკატორებს.

იმისათვის, რომ საბანკო კაპიტალი გადაიქცეს ეკონომიკური ზრდის და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების მძლავრ ბერკეტად, აუცილებელია არსებითად გაიზარდოს მისი, როგორც საინვესტიციო რესურსის ეფექტურობა. ამ რთული ამოცანის გადაწყვეტისთვის უმთავრესია კვალიფიციური მენეჯმენტის არსებობა, თანაც არა მარტო კომერციულ ბანკებში, არამედ მარეგულირებელ ორგანოებშიც. მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები გააჩნიათ კორპორაციებს, რომლებიც მაღალ დონეზე იმართებიან. მენეჯმენტის ხარისხი არის როგორც ფირმის, ასევედარგის და თვით ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორი. და თუ მართვის ეფექტურობას გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა ეკონომიკისნებისმიერი სუბიექტისათვის,კომერციულ ბანკებთან მიმართებაში მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს, პირველ რიგში, განპირობებულია საბანკო საქმის მაღალი რისკიანობით, ამიტომაც ნებისმიერი მმართველობითი შეცდომა იწვევს ლიკვიდურობის დაკარგვას, რაც, საბოლოო ჯამში,მთავრდებაგაკოტრებით. და თუ ამ სიტუაციის წარმოქმნას დამატებით ხელს უწყობს საზედამხედველო ორგანოების არაკომპეტენტურობა, ქვეყანა მოკლე დროშიდადგება ფართომასშტაბიანი სისტემური კრიზისის წინაშე.

დღეს ლატენტური კრიზისის პირობებში ბანკები აგრძელებენ ფუნქციონირებას მხოლოდ ეროვნული ბანკის ლოიალობის გამო, მან არა მარტო შეარბილა საზედამხედველო მოთხოვნები, არამედ აშკარად თვალს ხუჭავს, ან ვერ აცნობიერებს საკუთარ ნაკლოვანებებს, ბანკების მენეჯმენტის ხარვეზებს, ვაჭრობის პირობების გაუარესებას, სერიოზულ ეკონომიკურ ვარდნას, პოლიტიკურ ჩარევას საბანკოსაქმიანობის სფეროში, სპეკულაციური ბუშტის არსებობას, თაღლითობას, კაპიტალის მნიშვნელოვან გადინებას და სხვა მრავალ ნეგატიურ ფაქტორებს.

სტრატეგიული და ფინანსური დაგეგმვისა და კონტროლის, რისკების ნორმალური მართვის არარსებობა, ოპერაციების გაუმართლებელი ზრდა, რომელიც არ იყო გამყარებული კაპიტალითა და კორპორატიული მენეჯმენტის მაღალი დონით, დამალული ზარალი, ანგარიშგების დამახინჯება, საბანკო ზედამხედველობისორგანოებისა და საკუთარი თავის მოტყუება, რეალობისთვის თვალის გასწორების შიში, გარეშე პირებისათვის მოულოდნელი ლიკვიდურობის დაკარგვა და ბანკებიდან ფულის გაყვანა - ვინ არის ამაში დამნაშავე? პირველ რიგში,

საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოები, რომლებიც დღესაც კი ვერ ფლობენ მთელ სიტუაციას,არ შესწევთ უნარი ობიექტურად გაანალიზონ თავის საქმიანობაში დაშვებული შეცდომები და დასახონ სამომავლო მოქმედების ოპტიმალური და ეფექტური გეგმა.

2 პანიკა

▲ზევით დაბრუნება


2.1 სამშენებლო კრიზისი და საბანკო ციებ-ხელება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ილნარ გორელიშვილი
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ რედაქტორი

კარგა ხნის წინათ, მაშინ, როცა აგვისტოს ომი მხოლოდ რუსული და სხვა უცხოური სპეცსამსახურების საიდუმლო კაბინეტებში იგეგმებოდა და მსოფლიო გლობალური კრიზისის მოახლოება საერთოდ ვერ იგრძნობოდა, ჩვენი ჟურნალის მიერ ორგანიზებული ტრადიციული მრგვალი მაგიდის მსვლელობისას, რომელიც ქართულსაბანკო სექტორში გაჩენილ პრობლემებს მიეძღვნა, გაისმა ფრაზა: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც დიდი ფული ჰაერიდან კეთდება! ამ რეპლიკის ავტორი ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე გახლდათ. შეხვედრაზე, რომელსაც საბანკო საქმის პროფესიონალებთან ერთად, ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები ესწრებოდნენ, ხმამაღლა პირველად დაფიქსირდა მოსაზრება, რომ ქართული ბანკების მიერ მოსახლეობაზე გაცემული 20-30%25-იანი იპოთეკური და სხვა სამომხმარებლო სესხები და ქართველ მშენებელთა მიერ საკუთარ ფართებზე დადებული არარეალური ფასები, საბოლოო ჯამში, ორივე სექტორს შეუქმნიდასერიოზულ პრობლემებს.

ობიექტური რეალობა თუ თავის მართლების მცდელობა?

ქართველ პროფესიონალთა და ექსპერტთა წინასწარი პროგნოზი ახდა. დედაქალაქში და საერთოდ, ქვეყანაში დაწყებული სამშენებლო ბუმი ერთბაშად ჩაცხრა და ერთი მეორის მიყოლებით შეწყვიტეს ფუნქციონირება იმ მცირე თუ შედარებით მოზრდილმა საწარმოებმა, რომლებიც ქართულ სამშენებლო სექტორს მასალებით ამარაგებდნენ, მშენებლობებიდან გამოთავისუფლებულმა მუშახელმა კი უმუშევართა არმია საგრძნობლად გაზარდა.

კარგი დღე არც საბანკო სექტორს დაადგა -ქართული ბანკებიდან გათავისუფლებული ათასობით თანამშრომლის ხარჯზე თბილისი ტაქსების ქალაქად იქცა. ეს საღამოს საათებში განსაკუთრებულად ნიშანდობლივი ხდება, როცა ტაქსის ყვითელი სადგამების ნათება ერთგვარ უწყვეტ ზოლად მიჰყვება ხოლმე ცენტრალურ ტრასებს. -რა ვქნა, 3 შვილი მყავს და უცებ, რაც მოვიფიქრე, „ტაქსაობა“ დავიწყე, -რატომღაც ასეთი ახსნა-განმარტება ჩათვალა საჭიროდ ინტელიგენტური გარეგნობის მქონე ერთ-ერთი ტაქსის მძღოლმა (როგორც საუბრიდან გაირკვა, სოლიდური ბანკიდან ახალგათავისუფლებულმა) და დაამატა, ჯერ სად ხართ, მე კიდევ დროზე მოვასწარი, კიდევ უფრო უარესი იქნებაო!

მოკლედ, ის, რაც გუშინ ქართული ეკონომიკის სიამაყე და ძლიერება იყო (ბანკები და მშენებლობა), დღეს სერიოზულ კრიზისშია. ბანკი მშენებლებს, მშენებლები კი ბანკს ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველა თავის ტკივილის სალბუნი გლობალური ეკონომიკური კრიზისია, ექსპერტები არგუმენტირებულად აცხადებენ, რომ დამნაშავე ორივე სექტორის მიერ სწრაფ და დიდ მოგებაზე აღებული ორიენტირი, ე.წ. მოსწრების სინდრომია, რაც არასტაბილური პოლიტიკური გარემოთი აიხსნება. შექმნილმა კრიზისმა ქართულ ბიზნესსა და პოლიტიკაში მოქმედი „მოსწრების“ რეჟიმი „მოლოდინის“ რეჟიმით შეცვალა და თუ აშშ-მა უკვე დაიწყო რეცესიიდან გამოსვლა (სადაც 2008 წლის მაისიდან დაწყებული მწვავე რეცესიის შემდეგ, უოლ-სტრიტზე პირველად დაფიქსირდა დოუ-ჯონსის ინდექსის ორკვირიანი ზრდა) არავინ იცის, როდის და რით დასრულდება „ქართული კრიზისი“, რომლის ყველაზე ხმაურიან გამოძახილად ბანკებსა და მშენებლებს შორის გაჩენილი კონფლიქტი იქცა.

თუმცა, ამ ყველაფერს კონფლიქტს ვერც დავარქმევთ, ეს საქართველოში ახალაშენებული ბინების მომლოდინე და ბანკების იმედზე საქმის დაწყების მქონე ადამიანებისთვის ახსნა-განმარტების მიცემის კომპლექსური მცდელობაა, რომელიც ჩვენი აზრით, უშედეგოდ დამთავრდა. თუმცა, თავად ის ფაქტი, რომ ვიღაცამ ასეთიახსნაგანმარტების მიცემა ჩათვალა საჭიროდ, უდავოდ მისასალმებელია, რადგანაც ეს კომპანიების მხრიდან გარკვეული პასუხისმგებლობის არსებობაზე მიუთითებს.

ვინ არის დამნაშავე?

ცენტრ პოინტი ჯგუფი პირველად ალაპარაკდა და მის მიერ არა მხოლოდ სამშენებლო ბიზნესის შეფერხებაში, არამედ საერთოდ, ქვეყანაში შექმნილ პრობლემებში ბანკების დადანაშაულებამ მშენებლებსა და ბანკებს შორისარსებული დაძაბულობა საჯარო გახადა. ბანკების მიმართ ამ კომპანიისდამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის მიერ წაყენებული ბრალდება: საქართველოში ფინანსური კრიზისი არც ყოფილა და არც არის. მოსახლეობა ბანკების მხრიდან არასწორმა დამოკიდებულებამ გააკოტრა. როცა ადამიანს 20 და 30%25-იან სესხს სთავაზობ, აპრიორი იცი, რომ მას აკოტრებ, საკმაოდ რეალისტურად ჟღერდა. თუმცა, ის ფაქტი,

რომ საქართველოში სამშენებლო კომპანიები 300 დოლარის თვითღირებულების აშენებულ ფართებს 3000 და მეტ დოლარად ჰყიდდნენ (რომ არა კრიზისი, ასევე გააგრძელებდნენ), მოსახლეობის გაკოტრების არანაკლებ მცდელობად შეიძლება ჩავთვალოთ.

ის, რომ პრობლემა კომპლექსურია და შექმნილ მდგომარეობაზე ერთი კონკრეტული

პასუხისმგებლის მოძებნა შეუძლებელია, ბანკებისა და მშენებლების მიერ ერთმანეთისადმი წაყენებული ბრალდებებიდანაც ჩანს. სამშენებლო ბიზნესი ბანკს დეველოპერის ფუნქციების მითვისებაში (არცთუ უსაფუძვლოდ), ბანკი კი პირიქით, დეველოპერებს საბანკო საქმიანობის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია აცხადებს, დეველოპერულმა კომპანიებმა სრულიად უკანონოდ დაიწყეს ბანკის გარკვეული ფუნქციების მითვისება, როცა მოსახლეობას შესთავაზეს, სამშენებლო ბიზნესში ჩაედოთ ფული. სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ, რომ ჩადებულ თანხას მოგებითდაუბრუნებდნენ. მოსახლეობისგან თანხების მოზიდვის უფლება კანონით მხოლოდ ლიცენზირებულ

ბანკს აქვს მინიჭებული. იმ პირობებში, როდესაც მიკროსაფინანსო ინსტიტუტებსაც კი არა აქვთ მოსახლეობისგან თანხების მოზიდვის უფლება, სამშენებლო ბიზნესმა ეს ფუნქციაც შეითავსა.

0x01 graphic

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი სამშენებლო კომპანიებს არაპროფესიონალიზმშიც

ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სწორი მენეჯმენტის მქონე კომპანიებს ბანკებთან პრობლემები არა აქვთ და არც ექნებათ. მეტწილ კომპანიებში მენეჯმენტი და მართვა არასწორია. მოგება თვითღირებულებაზე წარმოუდგენლად მეტი ჰქონდათ. არარეალური ფასების პირობებშიც კი სამშენებლო კომპანიებმა არათუ არ დააკლეს, ვერ დააკლეს ფასები, რადგან ერთი ასაშენებელი სახლის თანხით ცხრა სახლის საძირკველი იყო გათხრილი. ბუნებრივია, ასეთი კომპანიები, დაფინანსების თვალსაზრისით, ნამდვილად ვერ მიიღებდნენ ბანკების კეთილგანწყობას... როდესაც ნებისმიერი ბანკი საკრედიტო ინვესტირებას ახორციელებს, კარგად სწავლობს ბიზნესს და გამომდინარე იქიდან, რამდენად კომფორტულად გრძნობს იგი თავს, იღებს გადაწყვეტილებას.

ზურაბ გვასალია აქვე აზუსტებს, რომ ბანკებმა მოსახლეობაზე სესხების გაცემის პოლიტიკაც შეცვალეს: საკრედიტო სესხებით ხალხი კომპანიების მიერ აშენებულ ბინებს კი არ იძენს, წინასწარ იხდის ფულს ჰაერის საყიდლად, რომელსაც სამშენებლო კომპანიები ჰყიდიან... დღემდე მომატებული სესხები გაიცემოდა და ძალიან მაღალი რისკები გაჩნდა. სამშენებლო კომპანიები ჰაერს ყიდდნენ. შეიძლება, რომ ბანკმა ჰაერის შესყიდვაზე ფული გასცეს? თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ჩვენი მოქალაქე ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში, რადგან სამშენებლო კომპანიებს ჰყავთ ისეთი მყიდველები, რომელთაც თანხა 100%25-ით აქვთ დაფარული, მშენებლობა კი ჯერ არც დაწყებულა. ბევრად უფრო მეტი მოსახლე ჩავარდებოდა ამ დღეში, ბანკებს რომ დაწყებული პოლიტიკა გაეგრძელებინათ და სესხების გაცემა არ შეეჩერებენათ.

აღსანიშნავია, რომ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოში მოქმედი ყველა ბანკის საერთო პოზიციას აფიქსირებს, ისევე როგორც მაია რჩეულიშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებას -ბანკებიდან ფინანსების შეწყვეტამ სამშენებლო ბიზნესის განვითარებას ბოლო მოუღოო, -იზიარებდა ყველა სამშენებლო კომპანია.

თუმცა, როგორც ჩანს, მშენებლები დროზე მიხვდნენ, რომ მათი კეთილდღეობა მხოლოდ და მხოლოდ მათ მიმართ ბანკების კეთილგანწყობაზე იყო დამოკიდებული. ბანკების საერთო პოზიცია -საქართველოში არცერთ სამშენებლო კომპანიას ფასწარმოქმნა არასოდეს უწარმოებია, რადგან ამ ბიზნესში არანორმალურად არარეალური ფასია ჩადებული. ამიტომ ვერ შეძლეს ფასდაკლება. პირამიდა, რომელსაც ისინი აშენებდნენ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაინგრეოდა. უბრალოდ, იმ სიტუაციამ, რაც აგვისტოს ომმა და მსოფლიო კრიზისმა შექმნა საქართველოში, დააჩქარა ეს პროცესი -მშენებლების ყველზე მგრძნობიარე

საკითხს შეეხო და მათი „განრისხებაც“ ჩაქრა.

ბანკები -მშენებლები - 1 : 0!

ჩვენ რამდენიმე კითხვით მივმართეთ სამშენებლო კომპანიებსა და ბანკებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რამდენიმე სამშენებლო კომპანიამ გაურკვეველი მიზეზებით განმარტების მოცემაზე უარი განგვიცხადა, იმათი პოზიცია კი, ვინც პასუხი გაგვცა, საკმაოდ შერბილებული გვეჩვენა, უპირველეს ყოვლისა, თავად ცენტრ პოინტი ჯგუფისა.

რაც შეეხება ბანკებს, ნათლად გამოჩნდა, რომ დაპირისპირების ეს რაუნდი აშკარად მათ მოიგეს.

. . -როგორ აისახა ეს კრიზისი თქვენს კომპანიაზე, შემცირდა თუ არა მშენებლობის ტემპები და გაყიდვები და თუ შემცირდა, რა რაოდენობით (პროცენტული სტატისტიკური მაჩვენებელი). არის თუ არა დღევანდელი მდგომარეობა თქვენი კომპანიისთვის კრიზისული?

მამუკა ბახტაძე -ცენტრ პოინტი ჯგუფის ფინანსური დირექტორი:

- ზოგადად სამშენებლო ინდუსტრია საკმაოდ მგრძნობიარეა ასეთი კრიზისების მიმართ. გაყიდვების ტემპი უდავოდ შემცირებულია და პოტენციური მომხმარებელი გადასულია მოლოდინის რეჟიმში. თუმცაღა დღევანდელ მთავარ გამოწვევად გაყიდვების სტიმულირებასთან ერთად, წარმოადგენს მომხმარებლის დებიტორული დავალიანების შემცირება. სხვა კონკურენტებთან შედარებით „ცენტრ პოინტ ჯგუფს“ აქვს მინიმალური ვალდებულება ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, რასაც ემატება მაღალი უკუგების მქონე აქტივები და შესაბამისად ჩვენი მდგომარეობა კრიზისულიდან საკმაოდ შორს არის.

გიორგი კაპანაძე -აქსისის დირექტორი:

- არსებული მდგომარეობის გამო კომპანიამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რაც თავის მხრივ შეიცავს მოკლე ვადიან სტრატეგიებს და მიმართულებებს. კომპანიამ მოახდინა არსებული რესურსების ოპტიმიზაცია. გაყიდვების შემცირება მოხდა. თუ ავიღებთ წინა წლის გაყიდვებს, შემცირება დაახლოებით სამოცდაათ პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება მშენებლობას, კომპანია აგრძელებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მშენებლობა გრძელდება.

. . -ექსპერტთა შეფასებით, კრიზისი ქართულ სამშენებლო ბიზნესში საბანკო სექტორში დაწყებულმა სერიოზულმაპრობლემებმა გამოიწვია. რამდენად იზიარებთ ამ აზრს და ფიქრობთ თუ არა, რომ ფაქტობრივად თავადდეველოპერად ქცეული ბანკი მართლაც აფერხებს სამშენებლო ბიზნესს საქართველოში?

მამუკა ბახტაძე: ალბათ არ იქნება ბოლომდე მართებული სამშენებლო ბიზნესის პრობლემების მთლიანად საბანკო სექტორთან დაკავშირება. ზოგადად ბანკები ნებისმიერი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და, შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის შეზღუდვა საკრედიტო რესურსზე უარყოფით ასახვას ჰპოვებს სხვა ინდუსტრიებზეც.

ბატონმა გიორგი კაპანაძემ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა (!!!!!)

. . -ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ სამშენებლო და საბანკო სექტორებს შორის არსებულ განხეთქილებაზე. რამდენად მაღალია ქართული ბანკების სანდოობის ხარისხი, სრულად არის თუ არა დაცული კლიენტის ინტერესები ბანკთან ურთიერთობისას და ფიქრობთ თუ არა, რომ სამშენებლო ბიზნესის დამოუკიდებლობის ხარისხი მეტწილად პარტნიორი ბანკის საიმედოობის

ხარისხზეა დამოკიდებული?

მამუკა ბახტაძე: ამ კუთხით ჩვენს მომსახურე ბანკებთან კომფორტული ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად აგვისტოს ომისა და მსოფლიოფინანსური კრიზისისა, ქართულმა საბანკო სისტემამ მაღალი სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა. საუბრები სამშენებლო და საბანკო სექტორებს შორის არსებულ განხეთქილებაზე გაზვიადებულად გვეჩვენება. უფრო მეტს გეტყვით, ჩვენი კომპანია ყოველთვის აფიქსირებდაპოზიციას, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს არა ცალკეულიკომპანიების კრიზისის დროს მხარდაჭერა, არამედ საბანკო სექტორში ლიკვიდურობის ზრდა, რომელიც ყველაზე დადებით ზეგავლენას მოახდენდა ეროვნულ ეკონომიკაზე.

ბატონმა გიორგი კაპანაძემ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა (!!!!)

. . -ხელისუფლების მიერ ინიცირებული ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების ესა თუ ის პროექტი რამდენად შეეხო სამშენებლო სექტორს და პირადად თქვენს კომპანიას?

მამუკა ბახტაძე: ჩვენ საქმის კურსში ვართ სახელმწიფოს მხრიდან დაწყებულ მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, რაც თითოეული ეკონომიკური სუბიექტისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური მოვლენაა.

გიორგი კაპანაძე: სახელმწიფო აცხადებს ტენდერებს სხვადასხვა სახის სამშენებლოსამუშაოებზე, ასევე ხდება საკანონმდებლოკუთხით გარკვეული ხელშეწყობებისამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისთვის, რაც თავისთავად საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯებია, ჩვენ ტენდერებში ვიღებთ მონაწილეობას და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან არსებობს და მისასალმებელია.

. . - თქვენი შეფასებით, სავარაუდოდ რამდენხანს შეიძლება გაგრძელდეს შექმნილიმდგომარეობადა რაში ხედავთ გამოსავალს?

მამუკა ბახტაძე: ჩვენი შეფასებით, მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს უკვე თავს იჩენს ბაზრის ზრდის ტენდენციები. გამოსავალი კი მდგომარეობს მჭიდრო კოორდინაციაში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, სტაბილურობის განცდის შექმნასა და კომპანიების მხრიდან უფრო ეფექტურ მენეჯმენტში.

გიორგი კაპანაძე: მთავარია, კრიზისმა პიკს მიაღწიოს, ანუ მოხდეს ვარდნის შეჩერება, ამის შემდგომ კი ნელნელა დაიწყება რეაბილიტაცია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრიზისი 2009 წლის გაზაფხულზე მიაღწევს პიკს. შემდეგ კი დაახლოებით ერთი წელი დაგვჭირდება, რომ ოპტიმალურ ფორმაში ჩავდგეთ, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „აქსისმა“ კრიზისის ყველაზე რთულიეტაპი გადალახა, დღესდღეობით სტაბილურად განვაგრძობთ მუშაობას და ახალ პროდუქტებსაც ვთავაზობთ მომხმარებელს.

. . -რა გავლენა იქონია მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ქართულსაბანკო სისტემაზე და რამდენად გამართლდა უცხოელ ექსპერტთა დამამშვიდებელი პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ გლობალური კრიზისი ქართულ ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენდა? რამდენად აისახა ეს კრიზისი კონკრეტულად თქვენს ბანკზე?

„საქართველოს ბანკი“: ბანკების მდგრადობის შეფასების უმთავრესი ფაქტორია საბანკო კაპიტალი, ანუ ბანკის საკუთარი სახსრები. საქართველოში მოქმედ ბანკებს ძლიერი კაპიტალის ბაზა გააჩნიათ. ბანკის საზედამხედველო კაპიტალისადექვატურობის კოეფიციენტი (ანუ კაპიტალის თანაფარდობა რისკების მიხედვით შეწონილ აქტივებთან) ეროვნული ბანკის მოთხოვნის თანახმად, მინიმუმ 12%25-ს უნდა შეადგენდეს. საშუალოდ, საქართველოსსაბანკო სექტორში ეს მაჩვენებელი დადგენილ ნორმატივზე მაღალია და 2009 წლის თებერვლის მიხედვით 14,7%25-ს უტოლდება. აღსანიშნავია,საქართველოს საბანკო სექტორის ლიკვიდურობის მაღალი მაჩვენებელი. საბანკო საქმიანობის შეფასების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ლიკვიდობა. ლიკვიდობის მაჩვენებელი განსაზღვრავს ბანკის უნარს, გაისტუმროს მიმდინარე ვალდებულებები. საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის თანახმად, ბანკის ლიკვიდურობის მაჩვენებელი ამ ბანკის ვალდებულებების 20%25-ს უნდა შეადგენდეს. დღეისათვის ლიკვიდურობის საშუალო მაჩვენებელი საბანკო სექტორისთვის საშუალოდ 30%25-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 20%25-ს. აღსანიშნავია საფინანსო რესურსების გლობალური ბაზრებიდან დაფინანსების მოზიდვის მაჩვენებლებიც. ქართულმა ბანკებმა მიიღეს დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ორგანიზაციების ნდობას ქართული საბანკო სექტორის მიმართ“.

0x01 graphic

თი-ბი-სი“: მსოფლიო კრიზისმა არასასურველი გავლენა იქონია ქართულ საბანკო სექტორზე, თუმცა, ეს პროცესი საქართველოში შედარებით უმტკივნეულოდ განვითარდა, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მაგალითად რუსეთში, სადაც რამდენიმე მსხვილი ბანკი არათუ კრედიტებს, არამედ კლიენტების ანგარიშებზე ჩარიცხულ თანხებსაც კი ვეღარ გასცემს. ქართულ ბანკებს მსგავსი პრობლემები არ შექმნიათ.

თი-ბი-სი ბანკმა, ისევე, როგორც სხვა ქართულმა ბანკებმა, მხოლოდ ერთი დღით შეაფერხა მუშაობა აგვისტოს ომის პერიოდში. დღეისთვის იგი ჩვეული დატვირთვით ემსახურება მომხმარებელს.

საქართველოს საბანკო სივრცეში სესხების გაცემის პირობებში ცვლილებები ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო, რაც გლობალური ფინანსური კრიზისით იყო გამოწვეული. საქმე ისაა, რომ მსოფლიოში და შესაბამისად საქართველოშიც ბანკებისთვის გართულდა ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვა, ხოლო მოზიდული რესურსი მკვეთრად გაძვირდა. სწორედ ამიტომ, მოხდა სესხებზე პროცენტების მომატება, როგორც „თი-ბი-სი“ ბანკში, ასევე ზოგადად საბანკო სექტორში.

რაც შეეხება სესხის გაცემის პირობების კონკრეტულ ცვლილებებს, ამჟამად „თი-ბი სი“ ბანკი სესხებს გასცემს შემდეგი საპროცენტო განაკვეთებით: იპოთეკურ სესხზე 18%25-დან, სამომხმარებლო სესხებზე 26-დან, ავტოგანვადებებზე - 20%25-დან, ხოლო თი-ბისი ქარდის საპროცენტო განაკვეთები არ შეცვლილა.

. . -იმ დროს, როდესაც გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად განვითარებული მსოფლიო ასობითმილიარდ დოლარს საბანკო სისტემაში დებს, რა ხდება საქართველოში და აქვს თუ არა ეროვნულ ბანკს იმის რეზერვები, რომ შეინარჩუნოს მთლიანი საბანკო სისტემის მდგრადობა? მდგრადობის შენარჩუნების რა ღონისძიებები გატარდა თქვენს ბანკში?

„საქართველოს ბანკი“: საბანკო სექტორის მდგრადობასთან დაკავშირებით ზემოთ მოგახსენეთ. ჩვენს ბანკთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ბანკის მთლიანმა აქტივებმა

2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3.0 მილიარდი ლარი შეადგინა და 2007 წელთან შედარებით 18.8%25-ით გაიზარდა. წმინდა სესხებმა 1.9 მილიარდ ლარს მიაღწია და 2007 წელთან შედარებით 25%25-ით გაიზარდა. 2008 წლის მეოთხე კვარტალში ბანკის დეპოზიტები 95.7 მილიონი ლარით გაიზარდა და 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა. 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბანკის სააქციო კაპიტალი 2007 წელთან შედარებით 33.1%25-ით გაიზარდა და 688.6 მილიონ ლარს გაუტოლდა. 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის საშუალო ლიკვიდურობის მაჩვენებელი 27.3%25-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 20%25-ს. 2009 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, პირველადი კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებელმა შეადგინა 15.8%25, ხოლო მთლიანი კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებელმა 16%25. 2008 წლის დეკემბერში საქართველოს ბანკმა მიიღო 239 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება EBRD, IFC და OPIC-ისგან.

0x01 graphic

თი-ბი-სი“: ბანკმა კრიზისის ნიშნების გაჩენისთანავე შეიმუშავა ანტიკრიზისული

გეგმა და მისი განხორციელებაც მაშინვე დაიწყო.კერძოდ:

ბანკმა, ბაზარზე გაზრდილი რისკების გათვალისწინებით, გაამკაცრა დაკრედიტების პოლიტიკა. შეზღუდვები შეეხოროგორცსამომხმარებლო და იპოთეკურ, ასევე ბიზნეს-სესხებს.

ამავდროულად, ბანკმა გაითვალისწინა კლიენტების წინაშე მდგარი პრობლემები და იმ მსესხებლებისთვის, რომელთა ბიზნესისიცოცხლისუნარიანია შეცვლილ გარემოში, განხორციელდა სესხების რესტრუქტურიზაციები (გადავადება).

ოქტომბერ-ნოემბერში ბანკმა, პარტნიორ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად, ჩაატარა არსებული საკრედიტო პორტფელის გაზრდილი რისკების დეტალური ანალიზი

ანალიზის შედეგების საფუძველზე მოხდა რეზერვების გაზრდა და დღეს შექმნილირეზერვები 220%25-ით ფარავს პოტენციურად პრობლემურ ყველა სესხს.

ბანკმა დაარეზერვა 191 მლნ ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ 2009 წელს წარმოიქმნება ზარალის საფრთხე, „თი-ბი-სის“ ეს რეზერვი საშუალებას მისცემს ზარალი თავიდან აიცილოს. ხოლო თუ ეს საფრთხე არ შეიქმნება, მაშინ ეს დარეზერვებული თანხა 2009 წლის ბოლოს გადავა ბანკის მოგებაში.

„თი-ბი-სი“ ბანკის სტრატეგია მიმართულია კომპანიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისაკენ, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, გულისხმობს ხარჯების დაზოგვას.

ამ მიმართულებით „თი-ბი-სიში“ განხორციელდა საკმაოდ მძიმე რეორგანიზაცია, რის შედეგადაც შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა 300 კაცით (10%25-ით) შემცირდა. კერძოდ,ივლისში „თიბი-სი“ ბანკში მუშაობდა 3.000 შტატიანითანამშრომელი. შემცირების შედეგად მათი რაოდენობა 2.700 გახდა.

. . -რამდენად მაღალია ქართული ბანკების სანდოობის ხარისხი, სრულადაა თუ არა დაცული კლიენტის ინტერესები ბანკთან ურთიერთობისას იმ პირობებში, როცა საქართველოს თითქმის მთელი მოსახლეობა, ამა თუ იმ ფორმით, .. საბანკო ხაფანგშია გაბმული?

საქართველოს ბანკი: იცით, აქ ცოტა გაუგებარია თქვენი კითხვა, რას ნიშნავს „ხაფანგი“?

. . -რამდენადაა თქვენი ბანკი ჩართული სამშენებლო ბიზნესში? როგორია იპოთეკური დაკრედიტების მაჩვენებელი თქვენს საბანკო მომსახურებაში? როგორ შეიცვალა სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები და რითი იყო ეს განპირობებული?

საქართველოს ბანკი: 2009 წლის თებერვალში ბანკმა განაცხადა სამშენებლო კომპანიებთანთანამშრომლობის ახალი პროექტის შესახებ, რომლის საერთო მოცულობა 28 მილიონი აშშ დოლარია. პროექტი გულისხმობს რამდენიმე სამშენებლო კომპანიის კონკრეტული პროექტებისთვის სესხის გამოყოფას და ამ პროექტებში გასაყიდი ბინებისთვის იპოთეკური სესხების გაცემას. თანამშრომლობის პროექტი 15 სხვადასხვა სამშენებლო პროექტს მოიცავს. პირველ ეტაპზე თანამშრომლობის მემორანდუმი სამ კომპანიასთან გაფორმდა და გულისხმობს ექვს პროექტს. ეს პროექტებია: საცხოვრებელი კომპლექსი „იბერია ჰილსი“, საცოხვრებელი სახლები ყიფშიძის ქ. 7-ში, აბაშიძისქ. 73-სა და რადიანის ქ. 13-ში, რომელსაც უძღვება კომპანია „იბერია უძრავი ქონება“; საცხოვრებელი კომპლექსი „ვაკე პალასი“, რომელსაც სამშენებლო კომპანია „კალასი“ აშენებს და საცხოვრებელი კომპლექსი „პარკ გეითი“ „ბაგები სითი ჯგუფისგან“. რამდენიმე სხვა სამშენებლო კომპანიასთან ანალოგიურ მემორანდუმსბანკი უახლოეს მომავალში გააფორმებს.

„საქართველოს ბანკს“ 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 386,8 მილიონი ლარის მოცულობის იპოთეკური სესხი აქვს გაცემული. იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ გაზრდილა. უფრო მეტიც - გასული წლის ოქტომბერში, „საქართველოს ბანკმა“ ახალი იპო + დანერგა. ახალი იპო + მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ არამარტო დაბალი საპროცენტო განაკვეთით, არამედ იმ მომსახურებათა მრავალფეროვნებით, რასაც აღნიშნული პროდუქტის პაკეტი ითვალისწინებს. ახალი იპო +-ის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 14%25-მდეა; ვადა 14 წლამდე; თანხის მოცულობა 240,000 ლარამდე, ხოლო მინიმალური თანამონაწილეობა 24%25-ზე მეტი. რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული პროდუქტით, სარგებლობისას, მომხმარებელს უჩნდება საკუთარი სახსრების დაგროვების არაჩვეულებრივი საშუალება, პირველადი თანამონაწილეობის გაკეთებითა და პროდუქტის პაკეტში შემავალი ოფსეტ ფუნქციონალით სარგებლობით.

. . -ექსპერტთა შეფასებით, კრიზისი ქართული სამშენებლო ბიზნესში საბანკო სექტორში დაწყებულმა სერიოზულმა პრობლემებმა გამოიწვია. რამდენად იზიარებთ ამ აზრს, ეთანხმებით თუ არა მშენებელთა ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს თავად ბანკი იქცა დეველოპერად, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სამშენებლო ბიზნესს საქართველოში?

საქართველოს ბანკი: ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამომწურავი პასუხი გასცა საბანკო ასოციაციის სახელით ბ-მა ზურაბ გვასალიამ.

. . -ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ სამშენებლო და საბანკო სექტორებს შორის არსებულ განხეთქილებაზე. რამდენად მაღალია ქართული ბანკების სანდოობის ხარისხი, სრულადაა თუ არა დაცული კლიენტის ინტერესები ბანკთან ურთიერთობისას და ფიქრობთ თუ არა, რომ სამშენებლო ბიზნესის დამოუკიდებლობის ხარისხი მეტწილად პარტნიორი ბანკის საიმედოობის ხარისხზეა დამოკიდებული?

საქართველოს ბანკი: ჩვენი ბანკის თანაშრომლობაზე სამშენებლო სექტორთან ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

P.S. თი-ბი-სი ბანკმა სამშენებლო და საბანკო სექტორებს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხად ბატონი ზურაბ გვასალიას კომენტარებზე მიგვითითა.კიდევ ერთი ბანკი, რომელსაც შეკითხვებით მივმართეთ, პროკრედიტბანკი იყო, რომელმაც ხელმძღვანელობის ქვეყანაში არყოფნის მომიზეზებით, პასუხის გაცემაზე ზრდილობიანი უარი განგვიცხადა.

3 მთავარი თემა

▲ზევით დაბრუნება


3.1 დემოკრატია - სტატისტიკის ბოროტად გამოყენებაა

▲ზევით დაბრუნება


სახელმწიფოს ციფრები კი არ მართავენ, არამედ ისინი
გვიჩვენებენ როგორ იმართება ქვეყანა

0x01 graphic

.. 25 მარტს საქართველოს პარლამენტის კონფერენცდარბაზში ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: როგორი სტატისტიკა გვჭირდება დღეს.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ სტატისტიკის სისტემის პრაქტიკოსები და მეცნიერსპეციალისტები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაკობ მესხია, ნოდარ ჭითანავა, თემურ ბერიძე, ეკონომიკის აკადემიური დოქტორები: სოსო არჩვაძე, დავით კბილაძე, დავით ჯალაღონია, იური პაპასქუა, მირიან ტუღუში, ნინო აბესაძე, ექსპერტი რუსუდან მინაძე. სპეციალისტებმა და მეცნიერ-ექსპერტებმა განიხილეს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი სახელმწიფო სტატისტიკის შესახებ (რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო). განხილვისას კანონპროექტის მისამართით გამოითქვა არსებითი ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლის ანგარიშსაც ჟურნალის მკითხველებს ვთავაზობთ.

მრგვალ მაგიდას უძღვებოდა, ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იაკობ მესხია.

იაკობ მესხია: ბატონებო, დღეისათვის სტატისტიკა ყველაზე ჩამოყალიბებული და გამართული მეცნიერებაა, რომელსაც თავისი კვლევის მეთოდები, ფორმები და ამოცანები გააჩნია. ერთი რამ ყველასთვის ნათელია: სტატისტიკა უნდა იყოს სარკე ჩვენი ყოფაცხოვრებისა. 2004 წლამდე, სანამ იგი ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდებოდა, ასე თუ ისე, დამოუკიდებელი იყო. 2004 წლიდან კი სტატისტიკა აღარ არსებობს...

რა მოხდა? ხელისუფლებამ სტატისტიკა გამოიყენა, როგორც ინსტრუმენტი, ანუ იარაღი პიარ-კამპანიებისთვის, რასაც იგი ეწეოდა და დღესაც წარმატებით იყენებს. ის, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოდის, რომ ეკონომიკური ზრდა შეუდარებლადმაღალია, რომ საქართველოში უმუშევრობა არ არის და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაც მისაბაძია, ეს თანამედროვე ქართული სტატისტიკის უდაო დამსახურებაა. გეთანხმებით, სტატისტიკა იყენებს იმ მეთოდიკას, რის თანახმადაც, სოფლად მცხოვრები თვითდასაქმებული მოსახლეობადასაქმებულად ითვლება, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში, სოფლისადა ქალაქის მოსახლეობას შორის დიდი სხვაობაა.

2006 წელს პარლამენტში წარვადგინე დოკუმენტი, სადაც აღვნიშნავდი, რომ საქართველოში ერთ სულზე მოიხმარებოდა 43 გრამი პური. სტატისტიკური მონაცემებით, წარმოებისა და იმპორტის გაანალიზებით და კონტროლის პალატის დასკვნით, ასეთი სურათიიხატებოდა. თუ ეს სტატისტიკამ სწორად აღრიცხა, ეს ნიშნავდა, რომ საქართველოში კონტრაბანდის მოცულობა ძალზედიდი იყო.ატყდა ხმაური პარლამენტში. ამის მიუხედავად, კანონის პროექტს გავეცანი და თმა ყალყზე დამიდგა:ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო, რაღაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგვარი საბჭოა შექმნილი. პროფესიონალებმა ვიცით, არის თუ არა სტატისტიკის მართვის ასეთი მოდელი რომელიმე ქვეყანაში და, საერთოდ, მისაღებია თუ არა ეს. უნდა აღვნიშნო, რომ პროფესორმა ლადო პაპავამ პირველმა ამოიღო ხმა, რომ სტატისტიკა არ შეიძლება ექვემდებარებოდეს ეკონომიკის სამინისტროს, რომ იგი დამოუკიდებელი უნდა იყოს.

დავით კბილაძე: რეგულარული სტატისტიკური კვლევების ისტორია მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. აქედან ჩამოყალიბდა როგორც მეცნიერება. მეცნიერება, როგორც წესი, გზას უნდა უკვალავდეს პრაქტიკას. ადრე ძალიან კარგი კონტაქტები გვქონდა სამეცნიერო ინსტიტუტებთან, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ეს სისტემა აღარ არის. სტატისტიკის ათასამდე განმარტება არსებობს. მეცნიერების ერთ ნაწილს გაფეტიშებული აქვს იგი. მაგალითად, ინგლისელი მეცნიერი რეიხმანი აღნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სტატისტიკის საუკუნეში. ასეთი დიდი განმარტების გვერდით ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, ყოფილი ფინანსთა და პრემიერმინისტრი დიზრაელი აღნიშნავს, რომ არსებობს სამი სახის ტყუილი: ტყუილი, უტიფარი ტყუილი და სტატისტიკა. 12 წელია, რაც ჩვენი ქვეყანა სტატისტიკის შესახებ კანონით ცხოვრობს, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ დიდი ხნის მუშაობის შედეგად შეიქმნა.

ამავე პერიოდში მიიღო ქვეყანამ კანონი მოსახლეობის აღწერის შესახებ. ასე რომ, ჩვენს ქვეყანას საკანონმდებლო ბაზა გააჩნია. ახლა ყველაზე მეტად იმ კანონში ჩამოყალიბებულ დებულებებს მინდა გავუსვა ხაზი, რომელიც დღეს ჯერ კიდევ მოქმედებს, რომ მეწარმეს ევალება, ოფიციალურ ორგანოებში უსასყიდლოდ წარმოადგინოს უტყუარი ინფორმაცია. ხოლო სტატისტიკის ორგანოების საქმეა მისი გადამუშავება და საზოგადოებისთვის მიწოდება. სამწუხაროდ, ძველი კანონის ყველაზე უფრო ქმედითი ნაწილი, ანუ მეწარმეებზე ზემოქმედების ზომა ამოვარდა კანონიდან, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში აღრიცხვის რეგულირება ხდებოდა. თუ საწარმო არ წარმოადგენდა სავალდებულო ინფორმაციას, ამაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მას მინიმალური, ჯარიმის სახით, მაგრამ მაინც ეკისრებოდა. ის, რაც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში, ამ კუთხით გაკეთდა, გადასახედია. ახალი კანონის მიღება მაშინ იქნება გამართლებული, თუ ის ძველთან შედარებით პროგრესული იქნება, ჩაიდება ის მუხლები, რაც ძველ კანონში არ იყო, მაგრამ საქმე სამწუხაროდ გაუარესდა.

ახლა ვეცდები ეს სტატისტიკური კვლევის მაგალითზე ავსახო.

0x01 graphic

ოფიციალური სტატისტიკური ორგანოები საქართველოში, დაახლოებით 100 მსგავსს კვლევასატარებენ და იგი მოიცავს რესპონდენტებს, საწარმოებს, მოსახლეობას, შინამეურნეობებს და სხვა. განსაზღვრული იყო ისიც, ვინც მოიხმარდა სტატისტიკურ ინფორმაციას. ესენია: ხელისუფლება, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, მედია, ბიზნესმენები, მეცნიერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. გარკვეული ხიდის ფუნქციას სტატისტიკური ინფორმაციის პირველად მწარმოებლებსა და მათ მომხმარებლებს შორის ეროვნული სტატისტიკური სამსახური ასრულებს. ასე განისაზღვრება გამოკვლევის მიზნები, რომელშიც აუცილებლად მონაწილეობენ ინფორმაციის მომხმარებლები, კითხვარების შემუშავება, გეგმის შედგენა, მონაცემთა შეგროვება, მონაცემთა დაჯგუფება და მათი ანალიზი ბოლო ეტაპია. ამ ეტაპებიდან თუ რომელიმე არაკვალიფიციურად შესრულდა, რასაკვირველია, საბოლოო შედეგი სწორი არ იქნება. ასე რომ, სტატისტიკური გამოკვლევა - ისევე როგორც მშენებლობა და სხვა სამეურნეო საქმიანობა მრავალეტაპიანი სამუშაოა. ციფრები მარტო ღილაკზე თითის დაჭერით არ ჩნდება, ამას მრავალი მუშაკის დიდი და ნაყოფიერი შრომა სჭირდება. ახალ კანონმდებლობაში, სამწუხაროდ, რესპონდენტების ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე გაურკვეველია. იგი გათანაბრებულია ნებაყოფლობით პრინციპთან, ანუ, საწარმოს თუ უნდა, წარმოადგენს ანგარიშს, თუ არ უნდა - არა. გამოდის, რომ რაზეც შენდება სტატისტიკური კვლევის ცალკეული ეტაპები, ის ფუნდამენტი ერყევა და, საბოლოო ჯამში, სტატისტიკის მონაცემებს რეალურად ვერ ასახავს. კარგია, რომ ეს პროექტი ჯერ განხილვის სტადიაშია. აუცილებლად უნდა გაჩნდეს ამ ჯაჭვში რესპონდენტების ვალდებულება, თორემ ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკის წარმოების პროცესი, აღარ გვექნება. ან, რაც გვექნება, დღევანდელზე გაცილებით უარესი იქნება.

როგორ არის საქმე დანარჩენ მსოფლიოში? მაგალითისთვის ავიღოთ გერმანია. გერმანიაში თითოეულ ანგარიშზე ცალკე კანონი არსებობს. მაგალითად, პროდუქციის შესახებ ანგარიში: იქ პირდაპირ არის გაწერილი, რომ მეწარმემ რომელ რიცხვში რა ინფორმაცია უნდა წარადგინოს. უფრო მეტიც, თუ არ წარადგენს, საქმე სასამართლოში გადადის.

სტატისტიკის ორგანიზების დებულებები ნებისმიერ ქვეყანაში გაეროს მიერ მიღებული 10 ფუნდამენტური პრინციპით განისაზღვრება. რამდენიმე პრინციპი ამ კანონპროექტში გათვალისწინებულია, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, როგორიცაა: სტატისტიკური ინფორმაციის ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, საჯაროობა, მეცნიერული დასაბუთებულობა და ა.შ., ამოღებულია. კანონპროექტი ასევე არ განსაზღვრავს, როგორ უნდა მოიპოვებოდეს ადმინისტრაციული ორგანოებიდან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ინფორმაციები, მაკროეკონომიკური სტატისტიკის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა:საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები, საბაჟო სტატისტიკა, სამართალდამცავი ორგანოების სტატისტიკა და სხვა... ახალმა ორგანომ, „საქსტატმა“ სამწლიანი ხელშეკრულება უნდა დადოს მთავრობასთან და მასთან ითანამშრომლონ. მაგრამ თუ არ იქნება ნაჩვენები, რომ მათ მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევები ზუსტად ამ ტექნოლოგიით უნდა ტარდებოდეს, თუნდაც მაკრომაჩვენებლებში, მათ მიერ ნამოღვაწარის ასახვა, რომ არ დაიკარგოს... ინსტიტუციური სექტორების მიხედვით, რომლითაც ჩვენ 2007 წლის მიხედვით მშპ-ს ვითვლით, რომ იქ ყველა ასპექტი იყოს, რა ოპერაციებიც ტარდება ჩვენს ქვეყანაში. ეროვნულ სტატისტიკურ სამსახურს თუ შევცვლით, ადმინისტრაციული ორგანოთი სტატისტიკური კვლევის წარმოდგენილ ტიპურ სქემაში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ჩატარებული კვლევებისას, დანარჩენი ეტაპები სრულიად იდენტური დარჩება. რა ფორმით უნდა მიეწოდოს კვლევის შედეგები სტატისტიკურ სამსახურს, ამის შესახებამ კანონპროექტში არაფერია ნათქვამი. ეს პირად ნაცნობობაზე კი არ უნდა იყოს დამყარებული ვის, როდის მოესურვება, მაშინ მიაწოდეს ასეთი მაჩვენებელი სტატისტიკურ სამსახურს, არამედ კანონით უნდაიყოს განმარტებული. თუ ეს ასე არ იქნება, თუ საწარმოებთან, მოსახლეობასთან და შინამეურნეობებთან ურთიერთობები არ მოგვარდება, რა მონაცემებს დაეყრდნობა სტატისტიკა? მოსახლეობის აღწერის დღევანდელი კანონი 2001 წელს არის მიღებული. მის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. მათ შორის, გაეროც, რომლის სტატისტიკის უწყების ხელმძღვანელიჰაბერმანი რამდენჯერმეიმყოფებოდა საქართველოში და საბოლოოდ კანონიმისიკონსულტაციების შემდეგ დამტკიცდა. სამწუხაროდ, „სახელმწიფო სტატისტიკის“ კანონის პროექტში ამ კანონის რამდენიმე თავი შეტანილია, მაგრამ სამიოთხიისეთი მუხლია ამოღებული, რაც ფუნდამენტურად ცვლის ვითარებას. არ მესმის, კანონმა, რომელმაც ერთი აღწერა უკვე ჩაატარა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში 2002 წელს და მისი შედეგები სცნო მთელმა მსოფლიომ, მისი ახალ კანონშიგამეორება რა საჭიროა.

0x01 graphic

მოკლედ შევჩერდეთ უწყების სტატუსზე. მეც და ჩემს კოლეგებსაც ხშირად გვიფიქრია, როგორ გავხადოთ სტატისტიკა დამოუკიდებელი. ახლა ისეთიფორმაა მოძებნილი, გარეგნულად რომ შეხედავ,თითქოს იგი არცერთ სახელისუფლებო ინსტიტუტს არ ექვემდებარებადა მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშეა ანგარიშვალდებული, მაგრამ ამ საბჭოში სწორედ ფინანსთა, ეკონომიკის სამინისტროების, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები არიან წარმოდგენილნი. მათ ნაცვლად საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მეცნიერები და მეწარმეებიც რომ იყვნენ, შესაძლოა მას თავისი ფუნქცია მართლაც შეესრულებინა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც რამდენიმე სარისკო მომენტთან გვექნება საქმე. ეს დაფინანსების საკითხია. ახალი კანონის პროექტში წერია, რომ სამწლიანი პროგრამა უნდა დაფინანსდეს. ასეთი საბჭო პირველად სომხეთში შეიქმნა და ხელფასთან დაკავშირებით მათ მუდმივად პრობლემა ექმნებოდათ. არ გინდოდათ, მთავრობასთან ყოფნა? იყავით ახლა ხელფასის გარეშეო, იყო პასუხი. დიდი ალბათობაა, რომ დამკვეთს არ მოეწონოს ხელშეკრულების ფარგლებში გაკეთებული სამუშაო და ამან გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს. და კიდევ: თუ ძალიანn მკაცრად არ გაიწერება კანონში, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, „საქსტატს“ ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი და სხვა, მათ მიერ ჩატარებული კვლევებს დადგენილ ვადაში არ მიაწვდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უფრო მეტ უხერხულობას შექმნის. ამიტომ კანონში ამაზე განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს, რათა ეს რისკები მოიხსნას.

კანონპროექტიდან ასევე არ ჩანს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა, ეს, საზოგადოებრივი დატვირთვაა, თუ ანაზღაურებადი სამუშაო. არც ის პრინციპებია გამოკვეთილი, რის მიხედვითაც შეირჩევა ეს ხალხი. იქ თუ არ იქნებიან პროფესიონალები, სტატისტიკას ძალიან გაუჭირდება.

აქ ერთმა მომენტმაც მიიქცია ჩვენი კოლეგების ყურადღება: „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი შეიძლება საქართველოს არარეზიდენტი პირი იყოს, ანუ, უცხოელმა შეიძლება გაიგოს ის საიდუმლო ინფორმაცია, რაც საქართველოში არსებობს. რას ნიშნავს ეს?! მიგვაჩნია, რომ ეს არასწორი ჩანაწერია და უნდა გასწორდეს.

რაც შეეხება კოორდინაციის საკითხებს, კანონში ამაზე მეტი ადგილი უნდა დაიკავოს

სტატისტიკის წარმოების პროცესის მიმდინარეობამ. მთავარი არ არის, ვის დაექვემდებარება ეს უწყება - პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტს თუ სრულიად თავისუფალი გახდება. მთავარია, სტატისტიკის წარმოების პროცესში არავინ ჩაერიოს. გერმანიაში, მაგალითად, ეს უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფუნქციონირებს, მაგრამ მოსახლეობის იმდენად დიდი ნდობა აქვს, რომ იქ ფედერალური სტატისტიკის სამსახური და მისი ტერიტორიული ორგანოები ყველა დონის არჩევნებსაც კი ატარებს. ეს პრაქტიკა საქართველოშიც რომ დაინერგოს, აღარ იქნება საჭირო ამდენი ცენტრალური საარჩევნო კომისიები, აურზაური.

0x01 graphic

პოლიტიკური პროცესები, მიტინგები და სხვა პოლიტიკური სტატისტიკის შემადგენელი ელემენტია, ჩვენ ვეღარ მოვესწარით, არადა, სწორედ იმ ეტაპზე ვიყავით, რომ ამ სტატისტიკის დანერგვა დაგვეწყო. მიტინგი სოციალური მოვლენაა, ხალხი ქუჩაში გამოდის, რა მოტივით, რამდენი კაცი მონაწილეობს დინამიკაში უნდა აისახოს. ამ მოვლენების შესახებ ქვეყანას გარკვეულისტატისტიკური მონაცემები უნდა გააჩნდეს.

მეტსაც მოგახსენებთ. საქართველომ ახლახანს რუსული აგრესია გადაიტანა. მას შემდეგ არავის მოსვლია აზრად, დაეთვალა, რა ეკონომიკური ზარალი ნახა ქვეყანამ. ვინ უნდა გააკეთოს ეს, თუ არა სტატისტიკისდეპარტამენტმა და სხვა ეკონომიკურმა უწყებებმა?

ნინო აბესაძე: მთავარიპრინციპია ობიექტურად აისახოს სინამდვილე. ეს სტატისტიკის მთავარი ფუნქციაა. თუ სტატისტიკამ ვერ მოიპოვა ობიექტური ინფორმაცია, გამოკვლევის შემდგომი ეტაპები, მიღებული შედეგი აბსოლუტურად არასაიმედოიქნება. იმ 10 ძირითადი პრინციპიდან, რომლებიცსაკმაოდ აღიარებულია, კანონპროექტში მხოლოდ ხუთია მოტანილი. რაც შეეხება მოსახლეობის აღწერის შესახებ კანონს, ეს კანონი საკმაოდ გამართულია და, ვფიქრობ, მისი შეცვლა საჭირო არაა.

თეიმურაზ ბერიძე: ვინაიდან სტატისტიკა სახელმწიფოს საქმიანობის სარკეა ორგანიზაციულად ქვეყნის სახელმწიფოებრივ-ტერიტორიულ მოწყობას უნდა პასუხობდეს. თუ ეს ცენტრალიზებული სახელმწიფოა - უნდა იყოს ცენტრალიზებული სტატისტიკა, თუ ფედერაციული, როგორც გერმანიაში - სტატისტიკაც ფედერალურია. ეს კანონში არ ჩანს. რაც შეეხება სათაურს: სახელმწიფო სტატისტიკის შესახებ, ჯერჯერობით მოქმედ კანონს კვლავ სტატისტიკის შესახებ ჰქვია, ანუ უფრო ფართო ცნებაა, მოიცავს როგორც სახელმწიფო სტატისტიკას, ასევე სტატისტიკურ გამოკვლევებსაც.

არსებული კანონპროექტიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ის მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებს არეგულირებს და არ მოიცავსმთელ საზოგადოებას. ჩვენს მიგვაჩნია, რომ თუ ეს პროექტი გავიდა სათაურით, კანონი სტატისტიკის შესახებ, იგი უფრო ასახავს საზოგადოების დემოკრატიზაციის თვალსაზრისს.

მოგეხსენებათ, საკმაოდ დეტალურად არის ლაპარაკი საბჭოს ნომინაციაზე, იმის გარდა,რომ ჩამოთვლილია სამი უწყება, ბოლომუხლში ახალი ტერმინი, ტექნიკური კომიტეტის ინსტიტუტია შემოტანილი. სიტყვას ნუ გამოვეკიდებით,მას დასავლურ ლიტერატურაში ტექნიკურ კომიტეტს ეძახიან, ანუ იმ ორგანოს,რასაც ჩვენ მეთოდურ

საბჭოს ვეძახით. მაგრამ რაც შეეხება ინსტიტუტების ხელმძღვანელების ნომინაციას, ჩვენი წინადადებაა (ამას მოვამზადებთ და გადავცემთ პარლამენტს), ამ სამი უწყების წარმომადგენლები შეიყვანონ იმ ტექნიკურ კომიტეტში. მათ შეეძლებათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროგრამების, ანუ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შედგენაში. ეს თავისთავად, ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან პრაქტიკულად, სწორედ ისინი დაუკვეთავენ სტატისტიკურსამსახურს, რა სტატისტიკური ინფორმაცია სჭირდება ეკონომიკის სამინისტროს, ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს, მაგრამ მათ სისტემის მართვაში მონაწილეობა არანაირი ფორმით არ უნდა მიიღონ.

დაფინანსებასთან დაკავშირებით ერთ შტრიხს გავუსვამ ხაზს. შვედეთის სტატისტიკის სამსახური მსოფლიოში საკმაოდ მოწინავეა, ძალიან ბევრ გამოკვლევას ატარებს.ჰყიდის მათ და მნიშვნელოვანი შემოსავალიც აქვს. მთლიანი ბიუჯეტის, დაახლოებით 15 პროცენტი, მაგრამ 85 პროცენტი, ანუ დაფინანსების მთავარი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია. ვფიქრობთ, ჩვენთანაც ოფიციალური სტატისტიკის დაფინანსების მთავარი წყარო ბიუჯეტი უნდა იყოს.

კანონპროექტში ასეთი ჩანაწერია: სტატისტიკის სამსახურის ურთიერთობა აკადემიურ წრეებთან და ლამის ნორმატიულ ჟღერადობას იძენს ერთი წინადადება: რომ ინფორმაცია, რომელსაც სტატისტიკის სამსახური მოიპოვებს არ უნდა გადაეცეს

აკადემიურ წრეებს. ეს ნონსენსია, რადგან სტატისტიკური მონაცემების ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელი მეცნიერები და სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებები არიან.

ტერიტორიულ ორგანოებთან დაკავშირებითაც გაკვრით არის ნათქვამი: სტატისტიკური სამსახური ქმნის ტერიტორიულ ოფისებს. არ ჩანს ამ ოფისების სამართლებრივი ფორმა, რა ამოცანები აქვთ, შეესაბამებათუ არა მათი შექმნა სახელმწიფოტერიტორიულ სისტემას. 2002 წლის აღწერისათვის 4-5 წლით ადრე დავიწყეთ მზადება. მოსახლეობის აღწერის ჩატარება, ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების (გამგეობები თუ გუბერნატორები) მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, კანონში მკაფიოდ უნდა ჩანდეს ტერიტორიული ორგანოების, მათი როლის, მნიშვნელობის სტატუსის შესახებ,ვინაიდან მარტო ცენტრალური აპარატი, რომელიც თბილისში მდებარეობს, აღწერას და სხვა რომელიმე მსხვილ სტატისტიკურ სამუშაოს ვერაფრით ვერ ჩაატარებს.

0x01 graphic

იოსებ არჩვაძე: სტატისტიკოსებიც და საზოგადოებაც დიდი ხანია ამ კანონპროექტს ველოდებოდით. თუ, აქამდე სტატისტიკა ერთ ინსტიტუტს ექვემდებარებოდა, ახლა სამეთვალყურეო საბჭოში სამი ინსტიტუტის წარმომადგენელი იქნება - ის, ვინც ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორს, მეტიც დანარჩენ წევრებს, ნიშნავს პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტი. ფაქტობრივად, გამოდის,რომ მას მთლიანად ხელისუფლება აკონტროლებს. პერსონალურად ადამიანები შეიძლება იყვნენ ობიექტურები, პრინციპულები, მაგრამ როდესაც საბჭოს წევრთა განსაზღვრაში ასეთი დამოკიდებულება შემოდის, იქ ძალზე ბევრი კითხვა ჩნდება. თუ ფსიქოანალიზის კუთხით შევხედავთ, ადამიანს ხშირად ის წამოცდება-ხოლმე, რაც ქვეცნობიერად გონებაში უტრიალებს, მაგრამ მალავს. ის, რომ ობიექტურობის პრინციპის ჩადება დაავიწყდათ, სწორედ ამის მანიშნებელია...

ნოდარ ჭითანავა: თქვენ ამბობთ, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველ სტატისტიკურ მონაცემებს, განსაზღვრავს „საქსტატსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულებით. თუ სწორად გავიგე, ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულებით განისაზღვრება, რომელი მონაცემები დამუშავდეს. მაშასადამე, იმ მთავარი მონაცემების დამუშავების ვალდებულება კანონით განსაზღვრული არ არის! მე კი ვფიქრობ, ხელშეკრულების გაფორმებამდე კანონით უნდა იყოს განსაზღვრულიყველა ის მონაცემი, რისი დამუშავებაც მას ევალება. ჩვენ როცა ეროვნულ ანგარიშთა სისტემა დავნერგეთ, ვიგულისხმეთ სტატისტიკის ათივე პრინციპი, რომელიც მსოფლიომ აღიარა, ახლა კი ვიღებთ სპეციალურ კანონს ამ სამსახურის თაობაზე და ჩვენს მიერვე აღიარებული ათი ფუძემდებლური პრინციპიდან ხუთ მთავარს უარვყოფთ, ესეიგი, უარს ვამბობთ, ობიექტურობაზე?! კანონის მიღება, ფაქტობრივად, გულისხმობს, რომ შენ რაც დანერგე, მთავარი, ფუძემდებლური პრინციპი, იქვე კორექტივები შეგაქვსდა უმთავრეს- ობიექტურობას აცლი საფუძველს?! აქ სხვა ამბებია ჩადებული.

მირონ ტუღუში: სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების პრინციპიდან გამოჩნდება ყველაფერი. თუ ის მოდელი დარჩა, რაც დღეს არის, მაშინ დიდი ეჭვი დამრჩება, რომ არანაირ ობიექტურ ინფორმაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება. იმიტომ, რომ ეს აბსოლუტურად სამთავრობო სტრუქტურა გამოვა.

საპარლამენტო უმრავლესობაში საკითხისადმი განწყობა, მართლაც სახელმწიფოებრივი მიდგომის გამომხატველია. ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ რაშიც შეიძლება, თანადგომა აღმოუჩინონ ამ სპეციალისტებს და მათ მიერ მიღებული დასკვნები კანონში აისახოს. ამ საკითხის მიმართ არც ანტიკრიზისული საბჭოა გულგრილი.

ნოდარ ჭითანავა: ძალიან მენიშნა ბატონ მირონის მოსაზრება. იქნებ ჩვენ ეს რედაქცია გავაკეთილშობილოთ, შევავსოთ და ჩვენი პოზიცია, ამ კანონპროექტის ახალი შესწორებები წარვადგინოთ პარლამენტში. იქნებ უმცირესობამაც განიხილოს ჩვენი მოსაზრებები.

რუსუდან მინაძე: ვერ წარმოიდგენთ, რა რთულია ყველა საწარმოდან და სავაჭრო ობიექტიდან ინფორმაციის მოპოვება. ჩვენ საუკეთესო სპეციალისტები გვყავს, რომლებიცარჩევენ, გრადაციასაც აკეთებენ, მათი მუშაობით კმაყოფილები არიანჩვენი ევროპელი მასწავლებლებიც.ევროსტატის ექსპერტები გვასწავლიდნენ, რა, როგორ გაგვეკეთებინა. ბენდუქიძის ინიციატივით გაუქმებული დაჯარიმების ინსტიტუტმა უარყოფითად იმუშავა. ყველა მეწარმე მაქსიმალურად ცდილობდა, ვადაში ჩატეულიყო და სრულყოფილი ინფორმაცია დროულად შემოეტანა, რაც მუშაობაში ძალიან გვეხმარებოდა. მას შემდეგ, რაც ეს ვალდებულება კანონიდან ამოიღეს, კატასტროფულად შემცირდა ინფორმაციის დროულად წარმოდგენა, ამიტომ,სტატისტიკის კანონის დახვეწისათვის დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ეს მარტო სტატისტიკოსებს კი არა, სახელმწიფოს დაეხმარება,თუ სრულყოფილი არ იქნება ეს კანონი და ისე დარჩება, როგორც არის, დამერწმუნეთ, სტატისტიკა აღარ იარსებებს.

დავით ჯალაღონია: ჩვენ ვინმეს წინააღმდეგი კი არ გამოვდივართ, არამედ, გვინდა, რომ ჩვენი შენიშვნები გამოვთქვათ, რათა სტატისტიკურ დეპარტამენტში შეგროვილი ინფორმაცია იყოს ისეთი, რაზედაც დავეყრდნობით, რათა მიღებული გადაწყვეტილება მარტო ჩვენთვის კი არა, სახელმწიფოსთვისაც სასარგებლო იყოს. ყველაფერი თუ ვიღაცის სუბიექტურ აზრზე იქნება დამოკიდებული, მაშინ, რანაირი მეთოდოლოგიაც არ უნდა შემუშავდეს, შედეგს ვერ გამოიღებს.

იაკობ მესხია: დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სტატისტიკა ქვეყნის მართვის ერთ-ერთი უძლიერესი ბერკეტია საიმისოდ, რომ ეს ინსტიტუტი გაძლიერდეს, ჩვენძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ.

შენიშვნები: საქართველოს კანონპროექტზე სახელმწიფო სტატისტიკის შესახებ

როგორც ვთქვით, კანონპროექტის განხილვისას გამოვლინდა არსებითიხასიათის შენიშვნებიც ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკოლოგიურ სფეროებში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების სამართლებრივი უზრუნველყოფის თვალსაზრისით, გამოითქვა რეკომენდაციებიც, კერძოდ:

1. სტატისტიკური წარმოების პროცესის მონაწილეთა (რესპოდენტები, ეროვნული სტატისტიკური სამსახური, სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელი) უფლება-მოვალეობებისა და კოორდინაციის საკითხები დასაზუსტებელია;

2. საჭიროა კანონპროექტით მკაფიოდ განისაზღვროს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის და ადმინისტრაციული ორგანოების მიერჩატარებული სტატისტიკური გამოკვლევების კოორდინაციის, კვლევების მეთოდოლოგიის შეთანხმებისა და მათი შედეგების ურთიერთგაცვლის საკითხები, რომლებიც სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამაში უნდა აისახოს. ამასთან, საჭიროა განიმარტოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაციას ეროვნული სტატისტიკური სამსახური ახორციელებს;

3. კანონპროექტში უნდა აისახოს,რომ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება (სექტორალური სტატისტიკა) რესპოდენტებისა და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სავალდებულოა. მოცემული პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა კანონმდებლობის შესაბამის პასუხისმგებლობას გამოიწვევს;

4. ტექნიკური კომიტეტის სახელწოდება უკეთესია შეიცვალოს სამეცნიერო მეთოდოლოგიური საბჭოთი. მიზანშეწონილიამის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა;

5. კანონპროექტში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საკითხების მოთავსება ზედმეტად მიგვაჩნია, რადგან ამჟამად მოქმედი კანონი გაცილებით სრულყოფილი და ყოვლისმომცველია, მის შედგენაში თავის დროზე აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს ექსპერტები. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა (2002 .) უკვე ჩატარდა;

6. სტატისტიკური საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, ქვაკუთხედი - სტატისტიკური ინფორმაციის ობიექტურობა, სახელმწიფო სტატისტიკის პრინციპებში (მუხლი 5) აუცილებლად უნდა აისახოს.

აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო სტატისტიკის პრინციპები სელექციურადაა წარმოდგენილი და მასში არ არის გაეროს მიერ დამტკიცებულისტატისტიკის ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა: სტატინფორმაციის საჯაროობა, მეცნიერული დასაბუთებულობა და სხვა;

0x01 graphic

7. ძნელია, წინასწარ ზუსტად და ამომწურავად განისაზღვროს სტატინფორმაციის მოპოვების ის მოთხოვნები და პრიორიტეტები, რაც მთავრობას უახლოესი სამი წლის მანძილზე (მუხლი 13), მით უფრო ამჟამინდელი გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე შეექმნება. ამიტომ აღნიშნული პუნქტი დეკლარაციული უფროა, ვიდრე რეალური დატვირთვის მქონე;

8. კანონპროექტიდან არ ჩანს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა საზოგადოებრივი დატვირთვაა, თუ ანაზღაურებადი. თუ ანაზღაურებადია, მაშინ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ეს შესაბამის ფინანსურ ცვლილებებს გამოიწვევს. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ასევე მოახდენს გავლენას საქსტატთან ტექნიკური კომიტეტის შექმნა (მუხლი 10);

9. კანონპროექტში აღწერებიდან ლაპარაკია მხოლოდ მოსახლეობის აღწერებზე, მაშინ როდესაც არსებობს სხვა კატეგორიის აღწერებიც (საწარმოთა საყოველთაო ეკონომიკური, სასოფლოსამეურნეო, საცხოვრისის, ძირითადი კაპიტალის ელემენტების და ..);

10. კანონპროექტით ძირითადად რეგლამენტირებულია ურთიერთობები მთავრობასა და საქსტატს შორის. მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება სტატისტიკური ინფორმაციის ძირითადი მომხმარებელია, მაგრამ არა ერთადერთი. შესაბამისად, კანონპროექტში უფრო მკაფიოდ უნდა ასახულიყო დანარჩენ მომხმარებლებთან (მედია, არასამთავრობოები, კერძო და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები, არარეზიდენტები და ..) საქსტატის ურთიერთობები;

11. კანონპროექტში უნდა ასახულიყო ის საქმიანი, პროფესიული თვისებები და ცენზი, რის მიხედვითაც შეიძლება არჩეულიყვნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი;

12. სტატისტიკის ორგანიზაციის სისტემა და სტრუქტურა ქვეყნის სახელმწიფოებრივ-ტერიტორიულ მოწყობას უნდა პასუხობდეს, ანუ ის საქართველოში (თუმცა, მსოფლიოში არსებობს სხვა გამოცდილებაც), შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების არსებობის გათვალისწინებით და შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფით უნდა იყოს ცენტრალიზებული. ეს საკითხი მოცემული კანონში არ არის;

13. მიუღებელია სამეთვალყურეო საბჭოში ეკონომიკის, ფინანსთა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების შეყვანა (ისინი დაინტერესებული პირები, ინსტიტუტები არიან და, შესაბამისად, მათი მონაწილეობა მართვისა და მონიტორინგის პროცესში მიუღებელია), მაქსიმუმ, რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს საქსტატის ტექნიკურ კომიტეტში მათი გაწევრიანებაა. ამით მათ სავსებით სრული უფლება ექნებათ სტატისტიკის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა;

14. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დებულება, რომ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი შეიძლება საქართველოს არარეზიდენტი პირი იყოს. საქართველოს კონსტიტუციით სტატისტიკური საქმიანობა ქვეყნის, მხოლოდ უმაღლეს ორგანოთა განსაკუთრებული გამგებლობის საგანს განეკუთვნება, შესაბამისად, ამ სამსახურის ხელმძღვანელი მხოლოდ რეზიდენტი ფიზიკური პირი უნდა იყოს. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ სტატისტიკა კონფიდენციალურ საიდუმლო ინფორმაციას ფლობს, რაც სხვა ქვეყნის რეზიდენტი პირისათვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს გამჟღავნებული და ცნობილი;

15. კანონში საერთოდ არ ეთმობა შესაბამისი ადგილი სტატისტიკურ რეგისტრებს და მათ მნიშვნელობას სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვაში.

4 ექსპერტის კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


4.1 საგადასახადო დავები

▲ზევით დაბრუნება


(გადამხდელთა ყველაზე მწვავე და მტკივნეული პრობლემა)

0x01 graphic

სულიკო ფუტკარაძე
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის
აჭარის რეგიონული ფილიალის თავმჯდომარე, ექსპერტი

საგადასახადო კოდექსში 2008 წლის 26 დეკემბრის 871 კანონით შეტანილი ცვლილებები და დამატებები გარკვეულად საგადასახადო დავებსაც შეეხო. წინამდებარე სტატიაში მინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემებზე, რომელიც თან ახლავს საგადასახადო დავებს, რომლებიც გადამხდელებსა და საგადასახადო ორგანოებს არათანაბარ პირობებში აყენებს. საბოლოო ჯამში კი გადამხდელთა ინტერესებისა და უფლებების შელახვას იწვევს.

როცა საგადასახადო დავებზე ვიწყებთ საუბარს, პირველ რიგში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საგადასახადო კოდექსის მოქმედი დებულებებით გადასახადის გადამხდელი და საგადასახადო ორგანო თავიდანვე არათანასწორ პირობებში იმყოფებიან, კერძოდ, საქმის არსი მდგომარეობს იმაში,რომ მიუხედავად იმისა, ვინ იტყვის უარს მოთხოვნის შესრულებაზე, საგადასახადო დავის დაწყება ყველა შემთხვევაში მაინც გადასახადის გადამხდელს უხდება, კერძოდ:

1. თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოსგან მიიღებს საგადასახადო მოთხოვნას, ან რაიმე ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს და არ ეთანხმება მას, იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს იგი სსკ-ის 44- მუხლით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ან კიდევ სასამართლოში (ამ უკანასკნელის შემთხვევაში გადამხდელი საგადასახადო ორგანოს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომ მან დავის გადაწყვეტის ფორმად აირჩია დავის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ).

2. თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში შეიტანს შესაგებებელს, ან კიდევ საჩივარს და მასზე დადგენილ ვადაში (20 კალენდარული დღე) საერთოდ ვერ მიიღებს რაიმე პასუხს (გადაწყვეტილებას საჩივრის განხილვის ვადის შეჩერებაზე, საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, საჩივრის საერთოდ დაუკმაყოფი ლებლობაზე) ავტომატურად გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეუარად ითვლება და გადამხდელი ვალდებულია 5 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროსიგი შემდგომ ინსტანციაში, ან ფინანსთასამინისტროს სისტემაში, ან კიდევ სასამართლოში.

როგორც ვხედავთ, დავის დაწყება ორივე შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს უხდება. გამოდის, რომ ფინანსთა სამინისტროს ფაქტობრივად მიეცაუფლება, თავის სისტემაში არ განიხილოს გადასახადის გადამხდელის საჩივარი და პასუხიც კი არ მისცეს მას - ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს,მეტიც, იგი ეწინააღმდეგებასახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციურ ვალდებულებას.

აღნიშნულს თან ახლავს ის პრობლემაც, რომ რამდენადაც საგადასახადო დავის დაწყება, ყველა შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს უხდება, სასამართლოში დავის დაწყების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებაც მასვე წარმოექმნება, რაც გადამხდელისთვის გარკვეული ხარჯია, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა დამატებით ხარჯებზე, რომლებიც თან ახლავს სასამართლო წესით დავებს.

აქვე მკითხველის ყურადღება მინდა გავამახვილო იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლოში დავის დაწყების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი თავიდანვე უნდა განეწყოს იმისათვის, რომ საგადასახადოდავა ბოლოინსტანციის (უზენაესი სასამართლოს) ჩათვლით გაგრძელდება, რამდენადაც, თუ საგადასახადო დავა სასამართლოს პირველ (რაიონულ,საქალაქო) ან მეორე(სააპელაციო) ინსტანციებში გადამხდელის სასარგებლოდ არ დაკმაყოფილდა, ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს ავტომატურად მოუხდება სამივე ინსტანციისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის შესაბამისად 3%25-ის, 4%25-ის და 5%25-ის გადახდა. თუ მოხდა, ისე რომ რომელიმე ინსტანციამ დავა გადამხდელის სასარგებლოდ მთლიანად დააკმაყოფილა, საგადასახადო ორგანოები (გადამხდელი ცამდე მართალი რომც იყოს) ბოლო ინსტანციამდე, მაინც გაასაჩივრებენ, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთან ერთად გადასახადის გადამხდელსმორალურ ზიანსაც აყენებს.

გამომდინარე საგადასახადო დავების პრაქტიკიდან (პირადი გამოცდილებიდან), მინდა მკითხველს ვურჩიო, რომ თუ მათ ამ თვალსაზრისით პრობლემა წარმოექმნათ,

უმჯობესია დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვით დაიწყონ - ჯერ ერთი, ამით თავიდან აიცილებენ იმ ფინანსურ ხარჯებს (სახელმწიფო ბაჟის სახით), რომელიც თან ახლავს საგადასახადო დავებს სასამართლოს სისტემაში. თუ თქვენი დავა სამართლიანია, მასში ფინანსთა სამინისტროს სისტემის მუშაკთა (დავების საბჭოს წევრების) დარწმუნება უფრო იოლია, ვიდრე სასამართლოში სიმართლის დამტკიცება. ეს გზა იმიტომაც მიმაჩნია გამართლებულად, რომ თუ თქვენი საჩივარი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არ დაკმაყოფილდა, საშუალება გრჩებათ იგი სასამართლოში გააგრძელოთ, ხოლო სასამართლო სისტემაში დავის დაწყებისას გადამხდელს აღარ აქვს საშუალება, საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გადაიტანოს.

ახლა კი იმ კონკრეტულ ცვლილებებზე გადავიდეთ, რაც საგადასახადო კოდექსში საგადასახადო დავებთან მიმართებაში 2008 წლის 26 დეკემბრის ცვლილებებით და დამატებებით განხორციელდა

ცვლილებები საგადასახადო დავების (კარი VIII, თავები XIX, XX) 17 მუხლიდან (145-161) მხოლოდ ორს (145,148) არ შეხებია, დანარჩენმა 15-მა მუხლმა მეტნაკლებად ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებები განიცადა, ბევრ მათგანში კი გარკვეული დამატებებიც შევიდა. ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ძირითადში გამოიხატება იმაში, რომ საგადასახადო კოდექსში ადრე გამოყენებული სიტყვები გადასახადის გადამხდელმა/საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა, ისე, როგორც მთელ საგადასახადო კოდექსში, მოცემულ მე-8 კარში შეცვლილია სიტყვა - პირით, რაც არსებითად არ ცვლის საგადასახადო კოდექსის ამ მუხლების შინაარსს.

რედაქციული ხასიათის ცვლილებები შევიდა სსკ-ის 146-ე მუხლის მე-8 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც, ზუსტდება, რომ თუ შემოსავლების სამსახურის ან საბჭოს მიერ (იგულისხმება ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების საბჭო) პირის მიმართ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, იმავე პირის საჩივარი მათ მიერ ხელახლა აღარ განიხილება, ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილში შეტანილი დამატებით ზუსტდება ის დოკუმენტები, რომელთა არარსებობის შემთხვევაში საჩივარი ითვლება არასრულყოფილად და აღნიშნული საჩივრის განხილვის შეჩერების საფუძველი გახდება. აქედან გამომდინარე, გადამხდელების ყურადღება უნდა მივაპყროთ, იმ გარემოებას, რომ საჩივრის წარდგენისას საჭიროა ყურადღებით მოვეკიდოთ საჩივრის შედგენას. საჩივარი უნდა აკმაყოფილებდეს სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

3. საჩივარიდა მისი დანართების ყველა გვერდი უნდა დაინომროს და საჩივრის ბოლოში ხელისმოწერამდე სიტყვიერად მიეთითოს შევსებული ფურცლების რაოდენობა.

4. მოდავე მხარე ვალდებულია ხელი მოაწეროს საჩივრისა და დანართების ყველა გვერდზე.

ახალი რედაქციიდან გამომდინარე, დამატებითი მოთხოვნაა, რომ საჩივარს თან დაერთოს გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა,საგადასახადო ორგანოსშესაგებებელი, წერილობითი შეტყობინება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გამოცემული სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შემოწმების აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გასაჩივრებული აქტის მომჩივანისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აქვე გადამხდელთა ყურადღება მინდა მივაპყრო იმ სიახლესაც, რომ სსკ-ის 149 ემუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციის შესაბამისად მომჩივანი ვალდებულია საჩივარში მიუთითოს მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი და არა ზოგადად მიღების თარიღი, როგორც ეს 2008 წლის 26 დეკემბრის ცვლილებებამდე მოქმედ რედაქციაშიიყო. ამასთან (როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე) გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი მომჩივანის მიერ უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებით.

ახალი რედაქციით სსკ-ის 152-ე მუხლის პირველი ნაწილი ასე ჩამოყალიბდა:

პირს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოსგან შესაგებლის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 147- მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში მისი მიუღებლობის შემთხვევაში - ამ ვადის ამოწურვიდან 20 კალენდარული დღის ვადაში დავა გააგრძელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ფორმით.

გადამხდელთათვის სასიკეთო სიახლეა, ის რომ თუ აქამდე მოქმედი რედაქციით პირს (გადამხდელს) უფლება ჰქონდა საგადასახადო ორგანოსაგან შესაგებლის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ან კიდევ გადამხდელის შესაგებელზე საგადასახადო ორგანოდან 15 კალენდარული დღის ვადაში პასუხის მიუღებლობისას (რაც გადამხდელის შესაგებებელზე ავტომატურად უარის თქმას ნიშნავს) - აღნიშნული ვადების ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადამხდელს დავა უნდა გაეგრძელებინა დადგენილი ფორმით ან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ან კიდევ სასამართლოში, ეს ვადა 20 კალენდარულ დღემდე გაიზარდა, რაც ვფიქრობთ სავსებით კანონზომიერია.

ანალოგიურად ცვლილებები შევიდა სსკ-ის 155- მუხლში და მასში მითითებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 5 კალენდარულ დღის ნაცვლად 20 კალენდარულ დღემდე გაიზარდა.

სსკ-ის 156-ე მუხლის პირველი ნაწილის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაასკვნიდა, რომ სათანადოდ არ იყო გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, იგი უფლებამოსილი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო ორგანოსთვის დაევალებინა, განმეორებით განეხილა და შეესწავლა მხოლოდ სადაო საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს.

კანონპროექტის ავტორთა ინიციატივით, კოდექსის აღნიშნულ მუხლში დამატებით

მოთხოვნად ჩაიდო, რომ ამ ვადის გაგრძელება შეიძლება სამჯერ - ვადის თითოეული გაგრძელება შესაძლებელია 15 სამუშაო დღით.

0x01 graphic

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლში (საბჭო, საბჭოს სხდომა და რეგლამენტი) შეტანილი ცვლილებებით ამ მუხლის მე-2 ნაწილი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

2. საბჭო დავას სხდომაზე იხილავს საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულ ვადაში საბჭოს აპარატს უფლება აქვს ჩაატაროს მოსამზადებელი სხდომები. თუ საბჭო დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იგი უფლებამოსილია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო ორგანოს დაავალოს, განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადაო საკითხი საბჭოს მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 სამუშაო დღეზე მეტი. აღნიშნულ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება სამჯერ, ვადის თითოეული გაგრძელებისას-არა უმეტეს 15 სამუშაო დღით.

კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის ყოფილ რედაქციაში ჩანაწერი „ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ვადაში ჩაატაროს მოსამზადებელი სხდომები (ეს ნაწილი ისედაც გაუმართავი იყო, რამდენადაც ამ მუხლის (158-ე) I ნაწილში საერთოდ არ იყო მითითებული ვადა, ვადა მითითებული იყო მე-2 ნაწილის შესავალ ნაწილში) შეიცვალა ჩანაწერით „აღნიშნულ ვადაში საბჭოს აპარატს უფლება აქვს ჩაატაროს მოსამზადებელი სხდომები (ცხადია, ლაპარაკია ამავე მე-2 ნაწილის შესავალში აღნიშნულ 30 კალენდარული დღის ვადაზე). მოცემულ ცვლილებათა კანონპროექტის ავტორები (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) კანონპროექტის განმარტებითი ბარათით მიანიშნებენ, რომ აღნიშნულ ჩანაწერის აუცილებლობა განპირობებულია საბჭოს უფლება-მოვალეობის გაზრდის აუცილებლობიდან გამომდინარე. ამ ჩანაწერით ადრე არსებული სხდომების ჩატარების შესაძლებლობა შეიცვალა, აუცილებელი უფლებით - ჩაატაროს მოსამზადებელი სხდომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის (საბჭოს გადაწყვეტილება) ყოფილი რედაქციის პირველი ნაწილითგანსაზღვრული იყო საბჭოსმიერ მისაღები გადაწყვეტილებების სახეები.მის ჩამონათვალში მითითებული არ იყო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე,როგორც საბჭოს გადაწყვეტილების ერთერთ სახეზე,არადა, ამის უფლებას საბჭოს საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-6, 152-ე მუხლის მე-3 და 155-ე მუხლის მე-3 ნაწილები აძლევდა, სრულიად კანონზომიერად კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილშისაბჭოს გადაწყვეტილების ჩამონათვალს დაემატა ახალი „დ“ ქვეპუნქტი: „განუხილველად დატოვოს საჩივარი“,შესაბამისად, აღნიშნული დამატების გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილი ახლა უკვე ასე ჩამოყალიბდა:

1. საბჭო უფლებამოსილია დავის განხილვის საფუძველზე:

) დააკმაყოფილოს საჩივარი და გააუქმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება;

) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი და ნაწილობრივ გააუქმოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება;

) არ დააკმაყოფილოს საჩივარი;

) საჩივარი განუხილველი დატოვოს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლს დაემატა მე-6 ნაწილი:

გადასახადის გადამხდელმა/საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა (წარმომადგენელმა), საბჭოს მიერ დავის განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროს მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებასთან ერთად, თუ არსებობს პირის კანონიერი ინტერესი.

ამ ნაწილის დამატებით შეტანა 159-ე მუხლში კანონპროექტის ავტორთა მიერ საკმაოდ ვრცლადაა დასაბუთებული საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ განმარტებით ბარათში, კერძოდ ისინი მიუთითებენ, რომ:

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად:ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით... როგორც ჩანს, კანონმდებლებმა ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული გადაწყვეტილების ცალკე გასაჩივრების უფლება დაადგინეს, თუმცა, ძალზედ შეზღუდულ ფარგლებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი პირდაპირ არ უთითებს, რომ საბჭოს მიერ დავის განხილვის დროს მიღებული რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილება,საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე, შეიძლება გასაჩივრდეს ცალკე გასაჩივრების წესით. თუმცა, კოდექსი არც საპირისპიროზე არ საუბრობს, აქედან გამომდინარე, ცხადია, უნდა ვიხელმძღვანელოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლით (177-ე მუხლი) და ასეთი ტიპის კონკრეტული გადაწყვეტილებები არ უნდა გასაჩივრდეს ცალკე გასაჩივრების წესით.

0x01 graphic

თუმცა, საკითხის დაზუსტების და კოდექსში გარკვეული ბუნდოვნების აღმოფხვრის მიზნით, ამასთან, საგადასახადო დავების სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კოდექსში დაზუსტდეს აღნიშნული საკითხი და პირდაპირ გაიწეროს, რომ საბჭოს მიერ დავის განხილვის დროს მიღებული რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილება, არ შეიძლება გასაჩივრდეს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილების გარეშე, კერძოდ: საჩივარის დაკმაყოფილების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების, საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, საჩივრის არ დაკმაყოფილების, ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად.

აღნიშნულიდან გამომდინარე გამოდის, რომ გადასახადის გადამხდელმა/საგადასახადო აგენტმა ან სხვა ვალდებულმა პირმა, თუ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში გაასაჩივრა, ვალდებული ხდება დაელოდოს დავების საბჭოს გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ მას არ დააკმაყოფილებს ეს გადაწყვეტილება, 159-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად გაასაჩივროს მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებასთან ერთად. კეთილი და პატიოსანი! ამ მუხლის პირველი ნაწილის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად გადამხდელი მიიღებს საბჭოს რაიმე სახის გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილების, ან კიდევ დაუკმაყოფილებლობის შესახებ, მაგრამ რა უნდა დაურთოს, გადამხდელმა სასამართლოში შესატან სარჩელს, თუ მოხდა ისე, რომ საბჭომ საჩივარი განუხილველი დატოვა და ამის შესახებ გადამხდელს არავითარი შეტყობინება (წერილობითიპასუხი)არ მისცა? არადა, ამის შესაძლებლობას კოდექსის სხვა მუხლები იძლევა. თუმცა, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოდან როცა გადამხდელი დროულად ვერ ღებულობს სათანადო შეტყობინებას (გადაწყვეტილებას,ან კიდევ საჩივრის განხილვის შეჩერების შესახებ საფოსტო გზავნილს), აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები თავგამოდებით გვიმტკიცებენ, რომ მსგავსი შემთხვევა, რომ გადამხდელს პასუხი არ ეცნობოს პრაქტიკულად გამორიცხულია (ანალოგიურადირწმუნებიანშემოსავლების სამსახურის საჩივრების სამმართველოს თანამშრომლებიც).

აქვე მინდა მკითხველთა ყურადღება გავამახვილო ერთ გარემოებაზე. ხშირად გადამხდელები სწორად ვერ აითვლიან ვადებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ საჩივრის განხილვის ვადის შეჩერების (სსკ-ის 156-ე და 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად) პერიოდი არ ჩაითვლება საჩივრის განხილვის ვადის დადგენილ 20 კალენდარულ დღიან ვადაში, ან კიდევ დროულად ვერ ღებულობენ საფოსტო გზავნილს საჩივრის განხილვის ვადის შეჩერებაზე სსკ-ის 157-ე და 160-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად. იმის შიშით, რომ პირველ შემთხვევაში - შემოსავლების სამსახურიდან გადაწყვეტილების მიუღებლობა ეთვლებათ უარად და 5 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაასაჩივრონ შემდგომ ინსტანციაში (დავების საბჭოში ან სასამართლოში), ხოლო მეორე შემთხვევაშიდავების საბჭოში განხილვის ვადის ამოწურვიდან მე-10 კალენდარულ დღეს შედის ძალაში და აღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში საჩივარი განსახილველად აღარ მიიღება სასამართლოს პირველივე ინსტანციაში (რაიონულ, საქალაქო) სასამართლოში, ზოგჯერ ნაჩქარევად უხდებათ საჩივრების შეტანა შემდგომ ინსტანციაში, რაც გადამხდელთა ზედმეტი ფაცი-ფუცისა და ქაღალდების გაგზავნ-გამოგზავნის საფუძველი ხდება.

ჩემის აზრით, კარგი იქნებოდა მას შემდეგ, რაც სსკ-ის 152-ე მუხლით დადგენილი საგადასახადო ორგანოდან მიღებული შესაგებებლის გასაჩივრების 5 დღიანი ვადა, ცვლილებების შესაბამისად 20 კალენდარულ დღემდეგაიზარდა, შემოსავლების სამსახურიდან და დავების საბჭოდან მიღებული, ან მიუღებელი გადაწყვეტილებების (ავტომატური უარი საჩივრის განხილვის ამოწურვიდან 20 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ) გასაჩივრების ვადა 20 თუ არა, 15 კალენდარულ დღემდე მაინც გაზრდილიყო.

როცა ვსაუბრობთ საგადასახადო დავების პრაქტიკაზე, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ საგადასახადო კოდექსით დადგენილ კიდევ ერთ დისკრიმინაციულ წესს, რომელსაც საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის (გადასახადის თანხების დარიცხვა) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, აღნიშნულის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს „სხვა სათანადო ინფორმაციის“ საფუძველზე დაარიცხოს გადასახადები (ფინანსური სანქციებით), თუმცა კოდექსში განმარტებული არ არის, რა შეიძლება იყოს ეს „სათანადო ინფორმაცია“, ან როგორ და ვის მიერ დგინდება ინფორმაციის სათანადობა.

ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს (ალბათ სწორედ ზემოთ აღნიშნული „სათანადო ინფორმაციის“ საფუძველზე) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მუხლი- 73) ასახვით განახორციელოს ჯერ სავარაუდო, შემდეგ კი შესწორებითი დარიცხვა. ეს უკანასკნელი აუქმებს სავარაუდო დარიცხვას.

ერთი შეხედვით, ეს არც თუ ისე საგანგაშოა. მითუმეტეს, თუ შესწორებითი დარიცხვით საბოლოო ჯამში რეალობა დადგინდება და გადამხდელს რეალურად (ფაქტობრივად) გადასახდელი გადასახადები და შესაბამისი ფინანსური სანქციები დაეკისრება, მაგრამ ხშირად საგადასახადო ორგანოები სწორედ ზემოთ აღნიშნული „სხვა სათანადო ინფორმაციის“ საფუძველზე, საკითხის საფუძვლიანად შეუსწავლელად, არამართლზომიერად ახორციელებენ გადამხდელებზე გადასახადებისა და შესაბამისი ფინანსური სანქციების (ჯარიმა, საურავების) დარიცხვას და თუ გადამხდელი აღნიშნული არამართლზომიერი დარიცხვის გამო ატეხს განგაშს და საგადასახადო დავას მოიგებს, საგადასახადო ორგანოები თავს იმით იმართლებენ, რომ ეს დარიცხვა სავარაუდოა, იგი „სათანადო ინფორმაციის“ საფუძველზე განხორციელდა და ახლა შეგვიძლია ამ დარიცხვის შემასწორებელი დარიცხვა განვახორციელოთო.

ამ საკითხს თან სდევს კიდევ ერთი პრობლემაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ თუ საგადასახადო ორგანომ „სხვა ინფორმაციის“ საფუძველზე განახორციელა გადასახადის დარიცხვა და მოხდება ისე, რომ ძირითადი გადასახადის თანხა 25 ათას ლარს გადააჭარბებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე,გადამხდელი ვალდებული ხდება საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს აღნიშნული ძირითადი გადასახადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.

მოდით წარმოვიდგინოთ, რომ გადამხდელს, რომელმაც 2 თუ 3 წლის წინ შეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა და პრაქტიკულად არავითარი შემოსავლები არ გააჩნია, საგადასახადო ორგანომ ზემოთ აღნიშნული „სხვა ინფორმაციის“ საფუძველზე 6 წლის ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით წინა პერიოდზე (როცა ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა) აღმოუჩინა რაღაც სავარაუდო დარღვევა და შესაბამისად მასზე განახორციელა გადასახადის სავარაუდო დარიცხვა, რომლის ძირითადი გადასახადიც 25 ათას ლარს აღემატება. იწყება გადამხდელის ნერვიულობა. იგი სასწრაფოდ იწყებს საგადასახადო დავას, მაგრამ დავის განხილვის პირველ ინსტანციაში, როგორც წესი, 45 სამუშაო დღის ვადაში (ცამდე მართალიც რომ იყოს) ვერ ხერხდება მისი გადაწყვეტა და მის მიმართ იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა (რაც კიდევ უფრო სანერვიულო ხდება), არა და საბოლოოდ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ყველაფერი არარეალურია და გადამხდელს აღნიშნული გადასახადების გადახდა საერთოდ, ან იმ რაოდენობით არ ეკუთვნოდა, რომ მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო.

ვფიქრობ, აღნიშნულით ირღვევა პიროვნების კონსტიტუციური უფლებები. ამდენად, საგადასახადო კოდექსით დაწესებულ აღნიშნულ ნორმას დემოკრატიულობის ჩარჩოში მოქცევა სჭირდება.

5 ფინანსური ანგარიშგება

▲ზევით დაბრუნება


5.1 ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასების მეთოდები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნადეჟდა კვატაშიძე
ივ.ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა - წარდგენილი ინფორმაციის საიმედოობა და შესადარისობა, რაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მათი შეფასებების მეთოდებზე. სტრუქტურული საფუძვლების თანახმად, შეფასება არის ფულადი თანხების განსაზღვრის პროცესი, რომლის მიხედვითაც ხდება ფინანსური ანგარიშგების მოცემული ელემენტის აღიარება საწარმოს ბალანსსა და მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში1.

ფინანსური ანგარიშგების შედგენისას, გამოიყენება შეფასების სხვადასხვა მეთოდები - სხვადასხვა ხარისხითა და მრავალი კომბინაციით. ფინანსური ანგარიშგების მუხლების შეფასების მეთოდებია:

ა) პირვანდელი ღირებულება. აქტივების აღრიცხვა ხდება მათი შეძენის დროს გადახდილი ფულადი სახსრების ან მათი ეკვივალენტების ოდენობით, ან იმ რეალური ღირებულებით, რომელიც უნდა გადახდილიყო მათი შეძენის მომენტში. ვალდებულებები აღირიცხება იმ აქტივების თანხის სიდიდით, რომელიც მიღებულია მოცემული ვალდებულებების სანაცვლოდ.

ბ) მიმდინარე ღირებულება. აქტივების აღრიცხვა ხდება ფულადი სახსრების, ან მათი ეკვივალენტების იმ თანხით, რომელიც უნდა გადახდილიყო საწარმოს მიერ მისი, ან ანალოგიური აქტივის შეძენისას. ვალდებულებები აღირიცხება არადისკონტირებული ფულადი თანხებით, რომელიც საჭიროა მის დასაფარავად მიმდინარე პერიოდში.

გ) სარეალიზაციო ღირებულება. აქტივების აღრიცხვა ხდება ფულადი სახსრების ან მათი ეკვივალენტების იმ თანხით, რომლის მიღება შესაძლებელია ამ აქტივის გაყიდვის შედეგად მიმდინარე პერიოდში. ვალდებულებები აღირიცხება არადისკონტირებული ფულადი თანხით, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს მის დასაფარავად საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის პირობებში.

დ) დისკონტირებული ღირებულება. აქტივების აღრიცხვა ხდება მისი არსებული დისკონტირებული ღირებულების თანხით, რომელიც საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის პირობებში მომავალში შემოსასვლელი წმინდა ფულადისახსრების ტოლია. საწარმოსვალდებულებები აღირიცხება იმ არსებული დისკონტირებული თანხით, რომელიც საჭიროა ამ ვალდებულების დასაფარავად საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის პირობებშიდა რომელიც საწარმოდან მომავალში ამ მიზნით გასასვლელი ფულადი სახსრების ტოლია.

შეფასებების მეთოდები ხშირად გამოიყენება სხვადასხვა კომბინაციით. ზემოთ აღნიშნული შეფასების მეთოდების კომბინაციით გამოიყენება შეფასების შემდეგი მეთოდები:

  • გამოყენების (ეკონომიკური) ღირებულება;

  • მიმდინარე საბაზრო (ჩანაცვლების) ღირებულება;

  • ნეტო სარეალიზაციო ღირებულება;

  • აღდგენითი (ანაზღაურებადი) ღირებულება;

  • ნარჩენი ღირებულება;

  • ამორტიზირებული ღირებულება;

  • საბალანსო ღირებულება.

ფასს-ისა და ბასს-ის2 თანახმად გამოყენებული შეფასების მეთოდი დამოკიდებულია ინფორმაციის წარდგენის შემდეგ ფაქტორებზე:

1. შეფასების დრო - შეძენა, წარმოება, მიღება ჩუქებით და გაცვლით, გაყიდვა, ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;

2. შეფასების მიზანი - ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვა; გადაწყვეტილების მიღება; ბიზნესისა და საინვესტიციო პროექტების შეფასება.

წინამდებარე სტატიაში შევეცდები განვიხილო ფასს-ით და ბასს-ით დადგენილი შეფასების სახეები. უპირველესად, განვიხილო აქტივებისშეფასება. აქტივები, როგორც გრძელვადიანი მატერიალური და არამატერიალური, ასევე მოკლევადიანი, შეძენისა და წარმოების დროს ფასდება პირვანდელი ღირებულებით/თვითღირებულებით. როდესაც აქტივი მიიღება ჩუქებით ან გაცვლით, ის უნდა შეფასდეს რეალური ღირებულებით. რეალური ღირებულება არის ის თანხა, რომლითაც შეიძლება აქტივი გაიცვალოს ან ვალდებულება დაიფაროს საქმის მცოდნე და გარიგების მსურველ მხარეებს შორის გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით3. ხოლო, თუ მიღებული აქტივის რეალური ღირებულების დადგენა შეუძლებელია, მაშინ - შეფასება უნდა მოხდესანალოგიური აქტივისრეალური ღირებულებით.

გრძელვადიანი აქტივების გამოყენების დაწყებამდე უნდა განისაზღვროს მათი სასარგებლო მომსახურების ვადა და ნარჩენი ღირებულება. აქტივის ნარჩენი ღირებულება არის შეფასებითი თანხა, რომელსაც საწარმო ამჟამად მიიღებდა აქტივის გაყიდვიდან, გაყიდვისათვის საჭირო შეფასებული დანახარჯების გამოკლებით, თუ აქტივს უკვე ექნებოდა მისი სასარგებლო მომსახურების ვადის ბოლოს მოსალოდნელი ასაკი და მდგომარეობა. სხვაგვარად, ეს არის აქტივის შესაძლო წმინდა სარეალიზაციო ღირებულება. ნეტო (წმინდა) სარეალიზაციო ღირებულება არის ჩვეულებრივი სამეურნეო პროცესისთვის შეფასებითი გასაყიდი ფასი, პროდუქციის დასრულებისა და გაყიდვისათვისსაჭიროშეფასებითი დანახარჯების გამოკლებით.

განვიხილოთ ცალკეული სახის აქტივების შეფასების მეთოდები. გრძელვადიან აქტივს სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში ერიცხება ცვეთა და ბალანსში აისახება საბალანსო ღირებულებით. საბალანსო ღირებულება ის თანხაა, რომლითაც აქტივი აღიარებულია დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის თანხების გამოკლების შემდეგ.

ამ შეფასებებში უკეთ გარკვევისათვის მოვიყვანოთ მაგალითი: შეძენილია შენობა 200.000 ლარად, რომლის იურიდიული გაფორმების დანახარჯებმა შეადგინა 2.000 ლარი,ხოლო კეთილმოწყობის - 10.000 ლარი.აქტივის გამოყენების ვადა განისაზღვრა 25 წლით, ხოლო ნეტოსარეალიზაციო ღირებულება სასარგებლო ვადის ამოწურვის შემდეგ შეფასდა 40.000ლარად. აქტივს ცვეთა ერიცხება წრფივი მეთოდით.შევაფასოთ აქტივი გამოყენებიდან მეორე წლის ბოლოსათვის (იხ. ცხრილი 1).

ფინანსური ანგარიშგების წარდგენის თარიღისათვის ბალანსში აქტივების ღირებულება უნდა იქნეს სამართლიანად ასახული, მისი შეფასება უნდა მოხდეს რეალური ვითარების გათვალისწინებით, ანუ აქტივის საბალანსო ღირებულება არსებითადარ უნდა განსხვავდებოდეს მისი რეალური ღირებულებისაგან. ამიტომ, აქტივად აღიარების შემდეგ, ძირითადი საშუალებების ესა თუ ის ობიექტი, რომლის რეალური ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია საიმედოდ, უნდააისახოს გადაფასებული თანხით, რომელიც გადაფასების მომენტისათვის არსებული აქტივის რეალური ღირებულების ტოლია, დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის თანხების გამოკლებით. გაუფასურების ზარალი არის თანხა, რომლითაც აქტივის საბალანსო ღირებულება აღემატება მის აღდგენით ღირებულებას.

ამდენად, გადაფასების მიზანია აქტივის საბალანსო ღირებულების მოყვანა შესაბამისობაში მის რეალურ ღირებულებასთან.

განსაკუთრებულ მოთხოვნებს წარადგენს ბასს 36 აქტივების გაუფასურება, რომელიც მოითხოვს, რომ თუ შეიმჩნევა აქტივის გაუფასურებისნიშნები,მას აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ტესტირება გაუფასურებაზე. საქმე ის არის, რომ კვლავ უმთავრესია წარდგენილიინფორმაციის სამართლიანობა- აქტივისსაბალანსო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მის აღდგენით (ანაზღაურებად) ღირებულებას. აღდგენითი (ანაზღაურებადი)4 ღირებულება არის უდიდესი აქტივის წმინდა გასაყიდ ფასსა და გამოყენების ღირებულებას შორის. აქტივის გამოყენების ღირებულება არის აქტივიდან ან ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულიდან მომავალში მისაღები ფულადი სახსრების ნაკადების დისკონტირებული ღირებულება.

უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი სტანდარტი არ განსაზღვრავს საბაზრო ღირებულებას, ამიტომ ამ ცნების განსამარტავად მივმართეთ ლექსიკონს, რომლის თანახმად, საბაზრო ღირებულება არის საქონლის, მომსახურების, .. ბირჟის საქონლის, საფონდო ფასეულობებისა და ვალუტის მიმდინარე ღირებულება, რომელიც ბაზარზე თითოეულ კონკრეტულ მომენტში მოთხოვნისა და მიწოდების საფუძველზე განისაზღვრება. ასევე ლექსიკონი განმარტავს, რომ მიმდინარე ღირებულება არის შერჩეული აქტივის შესანაცვლებლად შესყიდვის ფასი. ახალი აქტივის გამოყენებას ისეთივე პირობები უნდა ახასიათებდეს, როგორც გამოსაცვლელს. ამდენად, სააღრიცხვო მიზნებისათვის საბაზრო ღირებულება, იგივეა რაც მიმდინარე და ჩანაცვლების ღირებულება.

საკითხის უკეთ გარკვევისთვის განვიხილოთ მაგალითი: კომპანიამ შეიძინა ჩარხი, რომლის შეძენის ფასია 120.000 ლარი; განბაჟების, ტრანსპორტირების, დამონტაჟებისადა დემონტაჟის (შეფასებითი მაჩვენებელი) ხარჯებმა შეადგინა 50.000 ლარი. გამოყენების მესამე წლის ბოლოს, როდესაც დარიცხულმა ცვეთამ შეადგინა 60.000 ლარი, გამოვლინდა აქტივის გაუფასურების ზარალის ნიშნები: ფიზიკური დაზიანება; მწარმოებლურობის გაუარესება; ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპერაციის წარმოების შეწყვეტა; აქტივის საბაზრო ღირებულების დაცემა.

გამოკვლევით დადგინდა შემდეგი: აქტივის გამოყენების ღირებულება (გამოყენების დარჩენილი ვადის განმავლობაში მისაღები ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულება) შეადგენს 90.000 ლარს, ნეტო სარეალიზაციო ღირებულება- 87.000 ლარს, ხოლო საბაზრო ღირებულება - 140.000 ლარს.

მენეჯერების წინაშე დაისვა საკითხი: აქტივის გადაფასება და შეფასება აღდგენითი ღირებულებით; გადაწყვეტილების მიღება - გრძელვადიანი აქტივის გამოყენების გაგრძელებისა ან გაყიდვის შესახებ.

გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა გარკვეული გაანგარიშებების გაკეთება (იხ.ცხრილი 2 და 3).

მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნა:

1. აქტივის გამოყენების ღირებულება (90.000 ლარი) ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას (87.000 ლარი), რაც იმის ნიშნავს, რომ მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება აქტივის შემდგომი გამოყენების შესახებ;

შენობის შეფასებები (ცხრილი1)

მაჩვენებლები

ლარი

თვითღირებულება (200.000 + 2.000 + 10.000)

212.000

ნარჩენი ღირებულება

40.000

ორი წლის დაგროვილი ცვეთა [(212.000 40.000)/25წ.*2წ.]

13.760

საბალანსო ღირებულება (212.000 - 13.760)

198.240

აქტივის საბალანსო ღირებულება ცხრილი 2)

მაჩვენებლები

ლარი

პირვანდელი ღირებულება (120.000 + 50.000)

170.000

დაგროვილი ცვეთა

60.000

საბალანსო ღირებულება

110.000

ქტივის გაუფასურების ზარალის დადგენა (ცხრილი 3)

მაჩვენებლები

ლარი

საბალანსო ღირებულება

110.000

გამოყენების ღირებულება

90.000

ნეტო სარეალიზაციო ღირებულება

87.000

საბაზრო ღირებულება

140.000

აღდგენითი ღირებულება

90.000

გაუფასურების ზარალი (110.000 -90.000)

20.000

2. აქტივის საბალანსო ღირებულება (110.000 ლარი) აღემატება მის აღდგენით ღირებულებას (90.000 ლარი);

3. აქტივის გამოყენებით მაქსიმალურად მისაღები ეკონომიკური სარგებელი შეადგენს 90.000 ლარს, რაც 20.000 ლარით ნაკლებია მის საბალანსო ღირებულებაზედა ეს თანხა უნდა აღიარდეს გაუფასურებისზარალად.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ბასს 2-ის5 შესაბამისად თავდაპირველად (შეძენის დროს) ფასდება თვითღირებულებით, ხოლო წარდგენის მიზნებისათვის ბალანსში ფასდება უმცირესი თანხით პირვანდელ ღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის. კონკრეტულ მაგალითზე გავერკვეთ ამ შეფასებებში: წლის ბოლოსათვის კომპანიაში არსებული საქონლის ნაშთი შეფასებულია 125.000 ლარად. გაყიდვების მენეჯერების დასკვნით ამ საქონლის სარეალიზაციო ღირებულება ბალანსის შედგენის თარიღისათვის შეადგენს 102.000 ლარს, ხოლო რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები (საქონლის შეფუთვის ხარჯები, გამყიდველების ხელფასი და რეალიზაციის სხვა ზედნადები ხარჯები) - 4.000 ლარს. ინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მიზნებისათვის შევაფასოთ შაქონელი (იხ. ცხრილი 4).

საქონლის შეფასება (ცხრილი 4)

მაჩვენებლები

ლარი

თვითღირებულება

125.000

ნეტო სარეალიზაციო ღირებულება (102.000-4.000)

98.000

ბალანსში შესატანი ღირებულება

98.000

მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში შესატანი თანხა: ზარალი (125.000 - 98.000)

27.000

ფინანსური აქტივების შეფასება (ცხრილი 5)

ფინანსური აქტივები

თავდაპირველი შეფასება

შემდგომი შეფასება (ბალანსში ასახვის მიზნებისათვის)

დაფარვის ვადამდე
ფლობილი ინვესტიციები
(მაგალითად,
ობლიგაციები,
თამასუქები)

პირვანდელი
ღირებულებით

ეფექტური
საპროცენტო განაკვეთით6
ამორტიზირებული
პირვანდელი
ღირებულებით

გაცემული სესხები
და მოთხოვნები

პირვანდელი
ღირებულებით

ეფექტური საპროცენტო
განაკვეთით
ამორტიზირებული
პირვანდელი
ღირებულებით

გასაყიდად არსებული
(სპეკულაციური,
მაგალითად, აქციები)

პირვანდელი
ღირებულებით

რეალური/საბაზრო
ღირებულებით
(კოტირების შემთხვევაში)

ბლიგაციის ამორტიზირებული ღირებულება (ცხრილი 6)

წელი

ამორტიზირებული
ღირებულება წლის
დასაწყისში (ლარი)

საპროცენტო
შემოსავალი
(განაკვეთი 15%25)

ამორტიზირებული
ღირებულება წლის
ბოლოს (ლარი)

1

60.000

9.000
(60.000 * 15%25)

69.000
(60.000 + 9.000)

2.

69.000

10.350
(69.000 * 15%25)

79.350
(69.000 + 10.350)

3.

79.350

11.903
(79.350 * 15%25)

91.253
(79.350 + 11.903)

პირობითი ვალდებულების შეფასება (ცხრილი 7)

პროდუქცია

წარმოებული
პროდუქციის
თვითღირებულება
(ლარი)

შეცვლის
ალბათობა %25

პროლუქციის
შეცვლისათვის
საჭირო ანარიცხები

1

2

3

4

A

820.000

10

82.000

B

55.000

11

6.050

C

47.800

7

3.346

სულ

X

X

91.396

ფინანსური აქტივები ბასს 32-ის ფინანსური ინსტრუმენტები: წარდგენა და ბასს 39-ის „ფინანსური ინსტრუმენტები: აღიარება და შეფასება“ თანახმად, ეს აქტივები შემდეგნაირად აისახება ფინანსურ ანგარიშგებაში (იხ. ცხრილი 5).

განვიხილოთ მაგალითი ამორტიზირებულ ღირებულებაზე: კომპანიამ 60.000 ლარად შეიძინა უკუპონო ობლიგაციები, რომელთა ნომინალური ღირებულება 91.253 ლარია,დაფარვის ვადა - 3 წელი.

ობლიგაციები შეძენილია დისკონტით (ფასდაკლებით), რაც არის კომპანიისათვის შემოსავალი,რომელიცუნდაიქნეს ამორტიზირებული-გადანაწილებული წლებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთით. მენეჯერებმა ეფექტურ საპროცენტო განაკვეთად მიიჩნიეს 15%25-ი. დისკონტის ამორტიზირებით ობლიგაციების შეძენის ღირებულება (60.000 ლარი) დაფარვისდროისათვის გაუტოლდება ნომინალურ (დასაფარავ) ღირებულებას - 91.253 ლარს. ცხრილშიწარმოდგენილია ობლიგაციების ამორტიზირებული ღირებულება (იხ. ცხრილი 6).

ფინანსური იჯარით მიღებული აქტივი ბასს 17 იჯარა-ის თანახმად, ბალანსში აისახება უმცირესი თანხით რეალურ ღირებულებასა და დისკონტირებულ ღირებულებას შორის. მაგალითად, თუ ფინანსური იჯარით მიღებული აქტივისრეალური ღირებულება 140.000 ლარია, იჯარის ვადა 4 წელი და ყოველწლიური საიჯარო გადასახდელები განისაზღვრა43.000 ლარით, ხოლო ბაზარზე ანალოგიურ აქტივებზე სასესხო განაკვეთი 18%25-ია, დისკონტირებული ღირებულება იქნება: PVA (4,18%25) = 43.000 * 2,69006 = 115.673 ლარი. აქტივი ბალანსში აისახება 115.673 ლარად.

ფინანსურ ანგარიშგებაში ჩვეულებრივი (არა ფინანსური) ვალდებულებები (სავაჭრო კრედიტორული დავალიანება, საგადასახადო ვალდებულებები) აისახება ნომინალური ღირებულებით. მაგრამ, არის გარკვეული სახეობა ვალდებულებებისა, რომელიც აისახება დისკონტირებული ღირებულებით, მაგალითად, საპენსიო უზრუნველყოფის ვალდებულება, ფინანსური იჯარით აღებული ვალდებულება. გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებააისახება ამორტიზირებული ღირებულებით, მაგალითად, გამოშვებული ობლიგაციები და თამასუქები.

ისეთი წილობრივი ინსტრუმენტები, როგორიცაა: საკუთარ კაპიტალში კონვერტირებადი სასესხო ვალდებულება ან ობლიგაციები არის რთული ფინანსური ინსტრუმენტი, რადგან შეიცავს ორ კომპონენტს: ვალდებულებას და საკუთარ კაპიტალს. ამიტომ ბალანსში ასახვის მიზნებისათვის უნდა მოხდეს მათი გამიჯვნა და ცალ-ცალკე ასახვა. ბასს 39-ის თანახმად, რთული ფინანსური ინსტრუმენტის კომპონენტებად დაყოფის ერთ-ერთი მეთოდია ე.წ. წილობრივი კომპონენტის ნარჩენი ღირებულების მეთოდი. ამ მეთოდის თანახმად, ჯერ გამოითვლება ვალის ინსტრუმენტზე მისაკუთვნებელი თანხა, როგორც წმინდა ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულება, ხოლო შემდეგ - წილობრივ კომპონენტზე მისაკუთვნებელი თანხა, როგორც სხვაობა საემისიო შემოსავალსა და ვალის კომპონენტს შორის. მაგალითად, თუ კორპორაციამ გამოუშვა 600 ათასი ლარის საკუთარ კაპიტალში კონვერტირებადი სასესხო ვალდებულება, ხოლო სასესხო ვალდებულების, საბაზრო საპროცენტო განაკვეთისა და ყველა სხვა პირობების გათვალისწინებით,დისკონტირებული ღირებულება, დავუშვათ, არის 550 ათასი ლარი, ბალანსში სესხი უნდა აისახოს ამ დისკონტირებული ღირებულებით - 550 ათას ლარად, ხოლო 50 ათასი ლარი არის ე.წ. ნარჩენი ღირებულება, ანუ საკუთარ კაპიტალზე მისაკუთვნებელი წილი და შესაბამისად, უნდა აისახოს ბალანსში - კაპიტალის ნაწილში ოფციონის სახელწოდებით.

რიგი ვალდებულებებისა, რომელთა სიდიდე დამოკიდებულია მომავალშიგანსახორციელებელ მოვლენებზე, ვერ კონტროლდება საწარმოს მიერ. ასეთი ტიპის ვალდებულებები არის პირობითი ვალდებულებები, მაგალითად, საგარანტიო მომსახურების ან სასამართლო დავებთან დაკავშირებული ანარიცხები. ბასს 37-ის „ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და „პირობითი აქტივები“ თანახმად, თანხა, რომელიც აღიარდება ანარიცხებად, უნდა წარმოადგენდეს იმ დანახარჯების საუკეთესო შეფასებას, რომელიც საჭიროა მიმდინარე მოვალეობის შესასრულებლად ბალანსის შედგენის თარიღისათვის7. ანარიცხების თანხის შეფასების დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული ის რისკები და განუსაზღვრელობა, რომელიც თან ახლავს მოვლენებს და გარემოებებს. როდესაც ანარიცხების თანხის შეფასების დროს მნიშვნელოვანია ფულის დროითი ეფექტი, ანარიცხების თანხა უნდა წარმოადგენდეს იმ დანახარჯების მიმდინარე ღირებულებას, რომელიც მოსალოდნელია, რომ საჭირო იქნება მოვალეობის შესასრულებლად, მაგალითად, საპენსიო უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულების დროს.

განვიხილოთ მაგალითი: კომპანია აწარმოებს და ყიდის საკონდიტრო ნაწარმს ერთ თვეში ვადაგადაცილებული პროდუქციის შეცვლის პირობით. მიმდინარე წელს მომხდარი მოვლენების შესწავლით და მომავალი მოვლენების პროგნოზირებით შემდეგი მონაცემების საფუძველზე შეფასდა პირობითი ანარიცხი - ვალდებულება ვადაგადაცილებული პროდუქციის შეცვლაზე (იხ. ცხრილი 7).

შეფასებითი ღირებულება ასევე გამოიყენება სხვა პირობითი ვალდებულებების აღიარების შემთხვევაში, ანუ სხვადასხვა ანარიცხების შექმნის დროს: ძირითადი საშუალებების დემონტაჟის ანარიცხები, საეჭვო და უიმედო ვალების ანარიცხების, სასამართლოდავების და სხვა.

ყველა ანარიცხის შექმნის დროს უნდა იქნეს გამოყენებული ე.წ. საუკეთესო შეფასების მიდგომები - რისკებისა და განუსაზღვრელობების გათვალისწინება, წარსულიგამოცდილებისა და პროგნოზების საფუძველზე. ამდენად,ჩემის აზრით, შეფასებისსხვა ჩამოთვლილ მეთოდებთან ერთად, შეფასებითი მუხლებისათვისგამოიყენებაე.წ. შეფასებითი მეთოდი.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ განხილული შეფასების მეთოდებიდან გაურკვევლობას იწვევს ტერმინები მიმდინარე ღირებულება და რეალური ღირებულება. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული ტერმინების შინაარსიდან გამომდინარე, მიმდინარე ღირებულება, ჩემის აზრით, იგივეა, რაც საბაზრო და ჩანაცვლების ღირებულება. ხოლო, რეალური ღირებულება ძირითადად გამოიყენება გრძელვადიანი აქტივებისა (ბასს 16, 17, 38) და ფინანსური ინსტრუმენტების (ბასს 39) შესაფასებლად. გრძელვადიანი აქტივების რეალური ღირებულების დადგენა შედარებით უფრო ობიექტურად ხდება, რადგან მათზე, როგორც წესი, არსებობს აქტიური ბაზარი8. მაგალითად, კომ პანიამ შეიძინა კომპიუტერი 1.500 ლარად. ხუთი წლის განმავლობაში მასზე დარიცხულ იქნა 1.000 ლარის ცვეთა. მეხუთე წლის ბოლოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ კომპიუტერის გაყიდვის შესახებ. ბაზარზე ანალოგიური კომპიუტერის შეძენის ფასია 1.000 ლარი. კომპანიამ მოძებნა მყიდველი, რომელთანაც შეთანხმდნენ გასაყიდ ფასზე - 700 ლარზე. ეს არის კომპიუტერის ის ღირებულება, რომელზედაც შეთანხმდა გარიგებაში მონაწილე მხარეები აქტივის ფიზიკური და მორალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ანუ 700 ლარი აქტივის რეალური ღირებულებაა.

0x01 graphic

რეალური ღირებულების გამოყენების საუკეთესო საშუალებას იძლევა აქტიური ბაზარი. ბაზრის არარსებობა ართულებს რეალური ღირებულების დადგენას და ამიტომ ფასს-ი რთავს ნებას რეალური ღირებულების გაანგარიშების ალტერნატიული მეთოდების გამოყენებას, რამაც ზოგჯერ შეიძლება დაამახინჯოს ფინანსური ანგარიშგება. ცნობილი რუსი მეცნიერი პროფესორი . პალი წერს, რომ რეალური (სამართლიანი) ღირებულება არის იდეალიზირებული და მისი გამოყენება პრაქტიკაში არც თუ ისე მარტივია და საკმაოდ სუბიექტურიც. ასე, გაეროს საინვესტიციო კომიტეტის აღრიცხვისა და სტატისტიკის ექსპერტთა მოხსენებაში (ჟენევა, 2002წ.) იყო აღნიშნული, რომ ცნობილია ფაქტები, როდესაც რეალური ღირებულებით შეფასებისას ახდენენ საკუთარი მიზნებისთვის ზოგიერთი აქტივების ფასების მნიშვნელოვან ზრდას და მოგების მანიპულირებას.

Annotation
The Evaluation Methods of Financial Statement Sections

N.Kvatashidze,
the associate professor of Ivane Javakhishvili Tbilisi State

In the article is discussed the evaluation methods of financial statements sections determined by IFRS and IAS. On concrete examples is discussed cost, residual, NBV, discounted, current, real, amortized, and assumed values. There is done comparison between real and market values, also is expressed critical opinion about objectivity of real value.

________________

1 ფინანსური ანგარიშგების ელემენტებია: შემოსავალები, ხარჯები, აქტივები, ვალდებულებები და კაპიტალი. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლები. თბ. 2007, მუხლი 99-100.

2 ფასს-ი-ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები; ბასს-ი-ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები.

3 ბასს 16 ძირითადი საშუალებები. თბ. 2007, მუხლი 6.

4 ბასს 16 იყენებს ტერმინს „ანაზღაურებადი ღირებულება“ (მუხლი 6), ბასს 36-„აღდგენითი ღირებულება“ (მუხლი 6).

5 ბასს 2 „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები“. თბ., 2007, მუხლი 9.

6 ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის განაკვეთი, რომელიც ზუსტად ახდენს დისკონტირებას სავარაუდო მომავალში მისაღებ ან გადასახდელ ფულად სახსრებს. ბასს 39 „ფინანსური ინსტრუმენტები: აღიარება და შეფასება“.თბ., 2007, მუხლი 9.

7 ბასს 37 „ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები“. თბ., 2007, მუხლი 36.

8 აქტიური ბაზარი არის ბაზარი, სადაც არსებობს ყველა შემდეგი პირობა: საქონელი, რომლითაც ბაზარზე ვაჭრობენ, ერთგვაროვანია; როგორც წესი, კეთილი ნებით მოქმედი მყიდველებისა და გამყიდველების მოძებნა შესაძლებელია Nებისმიერ დროს; და ფასების კოტირებები ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის. ბასს 36. მუხლი 6.

6 სარეკლამო კრიზისი

▲ზევით დაბრუნება


6.1 გლობალური ეკონომიკური კრიზისი - ცარიელი სარეკლამო კონსტრუქციები დედაქალაქის ქუჩებში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნანა კაციტაძე
სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

თანამედროვე მსოფლიო მეურნეობის გლობალიზაციის მაღალი ხარისხი უზრუნველყოფს ნებისმიერი ეკონომიკური პროცესის ჯაჭვური რეაქციის მსგავს ცვლილებებს, თუნდაც სრულიად განსხვავებულ ქვეყნებსა და რეგიონებში. ბუნებრივია მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოაღწია საქართველომდეც და შესაბამისად გამოჩნდა შედეგებიც, ისეთ დინამიურად მზარდ სფეროში, როგორიცაა: სარეკლამო ბიზნესი. შედეგისახეზეა, იგი შეუიარაღებელითვალითაც ადვილად ჩანს -ქალაქის გამზირებზე სამი ბილბორდიდან ორი ცარიელია.

არადა, ბოლო ათი წლის განმავლობაში თბილისის ქუჩებში გამრავლებული რეკლამები გვამცნობდნენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. არსებობს აზრი, რომ რეკლამის ბაზარი ნაბისმიერი ქვეყნის საერთო ეკონომიკური განვითარების ინდიკატორია. ჩვენი ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ მოთხოვნა რეკლამაზეც გააჩინა. მიუხედავად ასეთი საქმიანობის გამოცდილების არარსებობისა, გასული საუკუნის 90-იან წლებში სარეკლამო ბიზნესმა საქართველოშიც წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება. იგი ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საჭირო, მზარდი და მაღალშემოსავლიანი სფერო გახდა.

ამჯერად, სარეკლამო ბიზნესში მხოლოდ გარე რეკლამის განვითარების თავისებურებებს განვიხილავთ საქართველოს დედაქალაქის მაგალითზე, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს საქართველოში ამ დარგში წინსვლაც და პრობლემებიც. გარე რეკლამის ცნება მოიცავს რეკლამის გავრცელების ყველა საშუალებას, რომელიც მოქმედებს მომხმარებელზე სახლს გარეთ. მათ მიეკუთვნება სარეკლამო ფარები, დაფები, ელექტრონული მოძრავი სტრიქონები, სარეკლამო ეკრანები, კიბერნეტიკური მოწყობილებები, დახატული კედლები და სხვა მრავალი სახე რეკლამისა, რომელიც გამოიყენება საზოგადოებრივ ადგილებში. თბილისის ქუჩებში ასევე ინტენსიურად ჩნდება რეკლამა სატრანსპორტო საშუალებებზე. ბოლო წლებში აშკარად სახეზეა გარე რეკლამების სიმრავლის ზრდა, მასში თანამედროვე ტექნიკის და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება და კრეატივიც უფრო სრულყოფილადაა წარმოდგენილი.

სარეკლამო ბიზნესს, როგორც ვაჭრობისგან დამოუკიდებელ ცალკე საქმიანობას, ორი-სამი საუკუნის ისტორია გააჩნია, ხოლოთვითონ რეკლამის წარმოშობისა და განვითარების 5000 წლიანი ისტორიაისევე ძველია, როგორც თავად კაცობრიობის განვითარების ისტორია. იგი მსოფლიო ცივილიზაციის უდიდესი მონაპოვარია და სამართლიანად განიხილება ზოგად საკაცობრიო კულტურის ისეთ დამოუკიდებელ შემადგენელ ნაწილად, რომელიც თავისი შინაგანი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კანონებით ვითარდება. ის ჩაისახა უძველეს მსოფლიოში, როცა ასევე უძველეს ცივილიზაციებში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა და ურთიერთობებმა მოითხოვა ინფორმაციების გადაცემის აუცილებლობა

გარე რეკლამის უძველესი ნიმუშები ასევე მრავლად იყო თბილისისქუჩებში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან იგი აზიისა და ევროპის სავაჭრო გზების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შესაყარზე მდებარეობდა. მოგვიანებით კი XIX საუკუნის ბოლოსათვის ქალაქის ქუჩებსა და ფეხით სასიარულო ადგილებში, ბაზრობებსა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ჩნდება სოციალური შინაარსის მიმართვები და სარეკლამო განცხადებებიც. ასე მაგალითად, საცირკო სანახაობის სეზონის გახსნის შესახებ, თეატრალური აფიშები და სხვა, რომლებიც იმ დროინდელ თბილისის ცხოვრებაზე მოგვითხრობენ. იმავე პერიოდში თბილისის ქუჩებში ისევე როგორც ევროპის ქალაქებში, აფიშების გასაკრავად სარეკლამო ტუმბებიც იდგა. რეკლამის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს უნიჭიერესი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატები, რომელებსაც დუქნებისათვის სარეკლამოდ უკვეთავდნენ.

გარე რეკლამამ გაუძლო დროის გამოცდას, ზეპირი ინფორმაციები კი წარმატებით შეცვალა ინფორმაციის გადაცემის ახალმა საშუალებებმა - ელექტრონულმა და ბეჭდურმა მედიამ. XX საუკუნის დასაწყისში გარე რეკლამის თანამედროვე ეპოქა დაიწყო, რასაც ხელი შეუწყო ავტომობილების მასიურმა გავრცელებამ და მოსახლეობის მობილურობის ზრდამ. როგორც რეკლამის ყველა სხვა დანარჩენმა სახემ, თავისი არსებობის მანძილზე გარე რეკლამამაც განიცადა ცვლილებები.გარე რეკლამა - რეკლამის ერთ-ერთი ადაპტაციური და დრეკადი მეთოდია. იგი მომხმარებლებთან კონტაქტის დასამყარებლად შესყიდვის წინ ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობაა. ამ მოსაზრებით გარე რეკლამა თავის თავში აერთიანებს რეკლამის უკეთეს ხარისხს შესყიდვის ადგილის შესახებ. გარე რეკლამას შეუძლია იყოს მედიაგეგმის ეკონომიკური დამატება და მისი მთავარი ობიექტი. მარტო მისი საშუალებითაა შესაძლებელი მომხმარებელთა ზოგიერთი გეოგრაფიული და დემოგრაფიული სეგმენტების მოცვა. იგი უნივერსალური მატარებელია, სარგებლობს სულ უფრო მეტი პოპულარობით იმ კომპანიებში, რომელთათვისაც აუცილებელია მომხმარებელთა გათვითცნობიერება მისი სავაჭრო მარკების შესახებ.

გარე რეკლამის ძირითადი უპირატესობაა, მოსახლეობის თავშეყრის ადგილებზე განთავსების ეფექტიანობა და მარკის კომუნიკაციური ეფექტიანობა. მონაცემების შეჯერების შედეგები ავლენენ ქალაქების გეოგრაფიული ორგანიზაციის სპეციფიკას. არსებობენ ქალაქები მკვეთრად გამოხატული ცენტრით, სადაც ქალაქის პრაქტიკულად ყოველი მაცხოვრებელი რეგულარულად იმყოფება ცენტრში და ქალაქები გადანაწილებელი ცენტრით, სადაც მთავარი მაგისტრალი სუბიექტურად არ აღიქმება მაცხოვრებლების მიერ როგორც კულტურული ცხოვრებისა და ვაჭრობის ერთიანი ცენტრი. თბილისი ამ თვალსაზრისით მიეკუთვნება მეორე ტიპს, რადგან ქალაქის ორივე სანაპიროზე გადანაწილებულია ასეთი ცენტრები. კონცენტრირებულობა და რაციონალიზმი - ესაა საგზაო რეკლამის დამამზადებლის ძირითადი სტრატეგია. როგორცწესი, პოსტერები გამოიყენება ბაზრის დიდი ნაწილის სწრაფი და იაფი ათვისებისათვის. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ გეომარკეტინგის შესაძლებლობებს, საინტერესოა რამდენად ეფექტურადაა განლაგებული გარე რეკლამის ფარები ქალაქში. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ფართოდ გამოიყენება გარე რეკლამის ფარების განლაგების შემდეგი მოდელები: ქსელი - მოდელი, რომლის დროსაც ყველა ფარი განლაგებულია კომპანიის(რეკლამის შემკვეთის) ოფისის ირგვლივ;

0x01 graphic

მაგისტრალი - ფარები განლაგებულია ქალაქის ძირითადი (ყველაზე ხალხმრავალი) მაგისტრალის გასწვრივ ცალმხრივად ან ორმხრივად;

ბუდეები - ფარები განლაგებულია ქალაქში გროვებად, რამოდენიმე ცალად (ბუდედ). ჩვეულებრივ, ფარებს აყენებენ ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში: საავტომობილო გზების ბოლოს და გადაკვეთაზე, ბაზრებთან და მოედნებთან.

მაგრამ ყველაზე მეტად ხვდებით ფარებს განლაგებულს რეკლამისტის მზერისთვის ყველაზე მოხერხებულ ადგილებში. ეს მოდელი ხასიათდება, როგორც ყველაზე ქაოსური და სუსტი ყველა ჩამოთვლილი ვარიანტებიდან, მაგრამ ჩვენი რეალობა ისეთია, რომ ხშირად სარეკლამო კამპანიის მომზადება და განხორციელება იკავებს თვეზე ნაკლებ დროს, ხოლო ამ პერიოდში ფარებისთვის რაიმე გააზრებული ადგილების დაჯავშნა შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, გარე რეკლამის ეფექტიანობა ნაკლებია. ამ მოდელის გამოყენების აუცილებლობა, როგორც ჩანს გამოწვეული იყო მასზე მოთხოვნის სწრაფი ზრდით.

სპეციალისტთა პროგნოზით სახლს გარეთ რეკლამის პოპულარობის ზრდა მომავალშიც უნდა შენარჩუნებულიყო, ვინაიდან ამას ხელს შეუწყობდა შემდეგი ფაქტორები:

1. მოსახლეობის მობილურობის ზრდა;

2. გარე რეკლამის ღირებულება. CPM-ის მონაცემებით, გარე რეკლამას ვერ შეედრება ვერც ერთი სხვა საშუალება.სახლს გარეთ რეკლამის შედარებით დაბალი ღირებულება ნიშნავს, რომ რეკლამის დამკვეთმა შეიძლება მიაღწიოს ძალიან მაღალ შედეგს მინიმალური დანახარჯებით;

3. მედიის ფრაგმენტირება. სხვა მედიის აუდიტორიის მზარდი ფრაგმენტაცია ხელს უწყობს გარე რეკლამის მნიშვნელობის ზრდას;

4. რეკლამის დამკვეთების მრავალფეროვნება. შედეგი არის შემოსავლების ზრდა და გარე რეკლამის იმიჯის გაუმჯობესება საზოგადოების თვალში.

ამრიგად, გარე რეკლამას მეტად მნიშვნელოვანი როლი აკისრია სარეკლამო ბიზნესის განვითარებაში, რადგან იგი რეკლამის უნივერსალური მატარებელია. გარე რეკლამა უზრუნველყოფს მოსახლეობაში კონტაქტს პრაქტიკულად ყველა რეგიონში, მუშაობს დღე-ღამეში ოცდაოთხი საათი, რაც მას ხდის ლამაზ დანამატს რეკლამაზე სხვა მედიაში.

IPM Georgia-ს 2001-2008 წლებში გაკეთებული მონიტორინგის შედეგების ანალიზის მიხედვით რეკლამაზე გაწეული ხარჯების სიდიდე მიანიშნებს, რომ ძირითადი პოზიცია სარეკლამო ბიზნესში ტელე რეკლამის შემდეგ გარე რეკლამას ანუ რეკლამას სახლ-გარეთ (Out Door) უკავია. ამასთან, აშკარაა ზრდის ტენდენციები ყველა სახის რეკლამაზე. ასე მაგალითად: 2004-2008 წლებში რადიო-რეკლამაზე დანახარჯები 5 მლნ. დოლარიდან 18 მლნ. დოლარამდე გაიზარდა; რეკლამა პრესაში იმავე პერიოდში 9 მლნ. დოლარიდან 23 მლნ. დოლარამდე; ტელე-რეკლამაზე ხარჯებმა 29 მლნ. დოლარიდან 79 მლნ. დოლარამდე ავიდა, ხოლო გარე რეკლამაზე გასამმაგდა და 15 მლნ. დოლარიდან 44 მლნ. დოლარს მიაღწია. თუ შევადარებთ სარეკლამო სახეების მიხედვით რეკლამაში განხორციელებულ ინვესტიციებს, აშკარად ჩანს გარე რეკლამის ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი. ასეთი მკვეთრი ზრდის ტენდენცია აიხსნება სარეკლამო ბიზნესის ნულოვანი სასტარტო პოზიციით, რომელსაც მომდევნო წლებში შესაძლოა მოჰყოლოდა ზრდის ტემპის შენელება წინა წლებთან შედარებით, რაც რეკლამის როლის შესუსტებასთან არ იქნებოდა დაკავშირებული. ეს ბუნებრივი მოვლენად შეიძლება ჩათვლილიყო. ნულოვანი სასტარტო პოზიციიდან გარკვეული დროის შემდეგ ტემპის მკვეთრი ზრდის შემცირების პერიოდი დგება, მაგრამ არა ის სურათი, რომელიც ბიზნესის ამ სფეროზე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად უკვე გამოჩნდა. 2009 წლის და 2008 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემების შედარების შედეგად გვაქვს - თანხებში მხოლოდ 25%25-ით ზრდა, ხოლო მონიტორინგით კონსტრუქციების რაოდენობის 78%25-ით შემცირება (ადგილი აქვს მედია ინფლაციას) მაშინ, როცა 2008 წლის იანვარ-თებერვალში თანხის ზრდა 22%25-ით, ხოლო კონსტრუქციების რაოდენობის 35%25-ით. 2008 წელს ასეთი ზრდა შეიძლება აიხსნას საარჩევნო პერიოდით. მართლაც, რომ ქალაქში არ არსებობს ცარიელი კონსტრუქციები, განსაკუთრებით მოიმატა სოციალურმა რეკლამებმა. მაგრამ ასევე უფრო მკვეთრი ზრდა აღინიშნებოდა 2005-2006 წლებში (იხ. ცხრ.1).

2001-2008 წლებში რეკლამაზე გაწეული ხარჯები სარეკლამო საშუალებების მიხედვით

ცხრილი №1

0x01 graphic

2007-2008-2009 წლებში (იანვარ-თებერვალი) გარე რეკლამაში ბილბორდების რაოდენობა

ცხრილი 2

დროის მონაკვეთი

2007 (იან -თებ)

2008 (იან -თებ)

%25

ხარჯები

787 275 §

1233 776§

35%25

კონსტრუქციების
რაოდენობა

1 066 354 §

1776465 §

22%25

დროის მონაკვეთი

2008 (იან -თებ)

2000 (იან -თებ)

%25

ხარჯები

787 275 §

981 684 §

25%25

კონსტრუქციების რაოდენობა

1 066 354 §

239 465 §

-78%25

სარეკლამო ბიზნესში ასეთი მკვეთრი დაღმა სვლა, რა თქმა უნდა, გლობალურმა კრიზისმა განაპირობა, რასაც დაემატა ომი ჩვენს ქვეყანაში,რომლის გამოც ინვესტიციების შემოსვლა მნიშვნელოვნად შემცირდა. ჯაჭვური რეაქციის მსგავსად მან გამოიწვია რეკლამის მსხვილი დამკვეთების კრიზისული მდგომარეობა. ბანკები და სამშენებლო ფირმები,რომლებიც რეკლამისმნიშვნელოვანი მსხვილი დამკვეთები იყვნენ, გადავიდნენ პასიურ მდგომარეობაში. ბანკები,რომლებიც წელიწადში სულ ცოტა 6 მლნ. დოლარს ხარჯავდნენ მარტო ტელე-რეკლამაზე 2009 წლის მონაცემებით, მათიხარჯები სამჯერ შემცირდა. ზოგიერთმა ბანკმა საერთოდ შეწყვიტა რეკლამირება. ეს ტენდენცია ადვილი შესამჩნევია ნებისმიერი მომხმა რებლისათვის. სულ რამდენიმე თვის წინ ბანკები ერთმანეთთან შეჯიბრის რეჟიმში რეკლამის საშუალებით მრავალფეროვან პროდუქტს ინტენსიურად სთავაზობდნენ მომხმარებლებს. ასეთივე ტენდენცია შეიმჩნევა სამშენებლო კომპანიებში, რომლებიც დღეს რეკლამებს ძირითადად ფასდაკლებების გამოცხადებისთვის უკვეთავენ. ამას ემატება ისიც, რომ რეკლამის მნიშვნელოვანი დამკვეთები ცნობილი ბრენდები გადიან ქართული ბაზრიდან. გამომდინარე იქედან, რომ მათთვის ჩვენს ბაზარზე მუშაობა ძირითადად საიმიჯო იყო, ხოლო კრიზისის პერიოდში მცირე ბაზრების შესანარჩუნებლად ძალისხმევის გაწევა აღარ უღირთ.

0x01 graphic

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებში იმატა მომსახურების სფეროს რეკლამებმა. გაჩნდა რეკლამა ფუფუნების საგნებზეც.ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობდა ასეთი საქონლის მომხმარებელის არც თუ ისე პატარა სეგმენტი. დღეისათვის ასეთი შინაარსის რეკლამები ნაკლებად ჩანს.

გარე რეკლამის შესწავლამ ნათლად აჩვენა, რომ საერთაშორისო რეკლამას დიდი წილი უკავია.ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული სარეკლამო სააგენტოები ფინანსდება უცხოელი დამკვეთებისაგან, ხოლო დანარჩენი, შედარებით მცირე ნაწილი მოდის ადგილობრივ საცალო სავაჭრო რეკლამაზე და მომსახურების სფეროს რეკლამაზე.ბუნებრივია რეკლამაში პრობლემების წარმოქმნაზე ამ ფაქტორმაც მოახდინა ზეგავლენა.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო რეკლამა გვთავაზობს არა მარტო საექსპორტო პროდუქციას, ის ამავდროულად ახდენს დასავლური ცხოვრების წესების, მორალური ნორმების, გარკვეული მოვლენებისა და საგნებისადმი განსხვავებული დამოკიდებულების რეკლამირებას. ეს ფრიად საყურადღებოა, რადგან ჩვენი საეთერო დროის დიდი ნაწილი დაკავებული აქვს საერთაშორისო რეკლამას, ხოლო ქუჩები აჭრელებულია ასეთივე შინაარსის გარე რეკლამით. მიუხედავად ამ საკითხის აქტუალობისა, ამჯერად მასზე არ შევჩერდებით.

ამრიგად, ბოლო წლებში გარე რეკლამისთვის დამახასიათებელი იყო სწრაფი ზრდა, რასაც საწარმოო და სავაჭრო ფირმების სტრატეგიაში რეკლამის მკვეთრი ზრდის ტენდენცია განაპირობებდა. ამ მხრივ განსაკუთრებით ბანკები, სამშენებლო ფირმები და კომუნიკაციური ფირმები აქტიურობდნენ, რომლებიც კარგად იყენებენ რეკლამას და სარეკლამო კამპანიებს წინსვლისათვის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კომპანიები მძიმე პერიოდში მიდრეკილნი არიან მარკეტინგული ხარჯების შემცირებისკენ, გლობალურმა კრიზისმა ზეგავლენა მოახდინა რეკლამის დამკვეთებზე რომელთა ნაწილიც ტოვებს ბაზარს, ნაწილი კი ამცირებს მარკეტინგულ ხარჯებს და შესაბამისად მცირდება დაკვეთები რეკლამაზე.

სარეკლამო ბიზნესის წარმატების აუცილებელი პირობაა პოლიტიკური სტაბილურობა, ეკომომიკური ზრდა, მარეგულირებელი და ფისკალური პირობების გამართულობა, მაღალკვალიფიციური კადრები, ასევე ამ დარგში ორ საუკუნოვანი დასავლური გამოცდილების გააზრებული გამოყენებაც.

Annotation
The influence of Global Economic Crisis -free advertising billboards in streets

Nana Kacitadze

Naturally world's economic crisis reached Georgia and it resulted on the rather dynamic advertising business. As the advertising market is considered to be the indicator of total economical development for any country, the global crisis has totally influenced on the advertising customer, especially for outdoor advertisement customer organizations which are directly connected this foreign infestations.

This business looses its attractiveness not only because of the Global economic crisis, but also because of the whole ranges of problems appeared in the advertising field. Like the wrong calculation relationship between customers and providers, existing problems in advertisement regulation and others. To reduce Problems like this would be much easier by using Occidental proficiency.

7 ექსპერტის კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


7.1 დასაშვებია თუ არა თამბაქოს ნაწარმის რეკლამა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შემოსულ კითხვებზე კომენტარს იძლევა ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის მთავარი რედაქტორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი -ნი იური პაპასქუა.

კითხვა:

- რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის (თბილისი, 1998 წლის 18 თებერვალი, 1228-II) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებებით, გაზეთების კაბადონებზე, ჟურნალების გარეკანზე”.

აღნიშნულ მუხლში 2001 წლის 21 დეკემბერს შეტანილია ცვლილება (21. 12. 2001 1220) და მე-8 მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით: რადიო და ტელევიზიის საშუალებებით თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინფორმაცია თამბაქოს მოწევის მავნეობის შესახებ უნდა იყოს გახმოვანებული”.

კანონი ჩვენეული გაგებით აღნიშნული დამატება გულისხმობს შემდეგს: მე-8 მუხლშიმე-9 პუნქტის დამატებით ამავე მუხლისმე-7 პუნქტი ნაწილობრივ გაბათილებულია ან წინააღმდეგობაში მოდის მე-7 პუნქტთან და რადიოდა ტელევიზიის საშუალებებით თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება დასაშვებია იმ შემთხვევაში,თუ რეკლამას თან ახლავს საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გახმოვანებული ინფორმაციათამბაქოს მოწევის მავნეობისშესახებ.

მიუხედავად ამისა, სამაუწყებლო საშუალებები თავს იკავებენ თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებისაგან, თუმცა ვერ ახერხებენ უარის იურიდიული ნორმებით დასაბუთებას და ჩვენს მიერ მოყვანილი არგუმენტების გაბათილებას.

გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენი მოსაზრება და გაგვცეთ კომპეტენტური პასუხი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვენი გამოცემის საშუალებით.

პასუხი:

- ფაქტობრივად, პასუხი თქვენსავე მომართვაშია მოცემული.

მოკლედ რომ ვთქვათ, ვიზიარებ და ვადასტურებ საკითხის თქვენეული აღქმის სისწორეს, თუმცა უფრო სწორიიქნება ასეჩამოვყალიბდეთ:

რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებს შორის მართლაც იკითხება წინააღმდეგობრივი დებულებები. ერთის მხრივ, მე-7 პუნქტით აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებზე, ჟურნალების გარეკანზე, ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით კი რადიო და ტელევიზიის საშუალებებით თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინფორმაცია თამბაქოს მოწევის მავნეობის შესახებ უნდა იყოს გახმოვანებული, ანუ თუ ტექსტს გავყვებით, უნდა ვაღიაროთ, რომ რადიო და ტელევიზიის საშუალებებით თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება დასაშვებია, თუ რეკლამას თან ახლავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გახმოვანებული ინფორმაცია თამბაქოს მოწევის მავნეობის შესახებ.

პრაქტიკულად, ადრე ეს ასეც ხორციელდებოდა, რეკლამას ახლდა ხმოვანი გაფრთხილება თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ. დღეს ვინ რა მოსაზრებით, ან ვისი მითითებით თუ თვითცენზურით შეიზღუდა თავი, არ ვიცი, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი არ კრძალავს რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით თამბაქოს ნაწარმის რეკლამას. ეს პუნქტი აწესებს გარკვეულ შეზღუდვას (თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინფორმაცია თამბაქოს მოწევის მავნეობის შესახებ უნდა იყოს გახმოვანებული“) ისე, როგორც ეს მე-3, მე-4, მე-5 და ა.შ. პუნქტებშია მოცემული - რეკლამისთვის დაშვებულია გარკვეული ადგილი, დრო და პირობა.

ამდენად, უნდა ჩავჯდეთ ამ სივრცეში და გავითვალისწინოთ მე-8 მუხლის სხვა პუნქტების მოთხოვნებიც. ცალსახად იმის დათქმა, რომ რეკლამა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გახმოვანებული ინფორმაცია თამბაქოს მოწევის მავნეობის შესახებ, მთლად ზუსტი არაა. ანუ რეკლამა დასაშვებია გარკვეული კრიტერიუმების შემცველი ხმოვანი ტექსტის თანხლებით (ვთქვათ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ან იწვევს კიბოს და სხვა), თუმცა, ასეთ რეკლამასაც ვერ განათავსებ დილის, საბავშვო და ა.შ. გადაცემებში. უნდა შეირჩეს დრო, ადგილი და მისაღები ვარიანტი. ასეთი თანხვედრის არეალი ძალიან ვიწროა და არაეფექტური, ყოველ შემთხვევაში, უკუგების მაჩვენებელი ხარჯებთან შედარებით მინიმალურს ვერ გასცილდება.

უნდა შევნიშნოთ, რომ კანონის მუხლებში ასეთი ჩანაწერები ძალიან ჰგავს ჭრელო პეპელას მოტივს - უშვებ და არც უშვებ. სამწუხაროდ, ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში ასეთი შემთხვევები არაერთია. ამ მხრივ, „რეკლამის შესახებ“ კანონი არსებითად დასახვეწია.

0x01 graphic

და ბოლოს: საკითხის უფრო სრულად წარმოდგენისთვის დავსძენ იმასაც,რომ 2008 წლის მიწურულს (30 დეკემბერს) საქართველოს კანონში რეკლამისშესახებ შევიდა ცვლილებები,მათ შორის, მე-8 მუხლშიც დაამ მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელებას(გარდა რადიოს და ტელევიზიის საშუალებით) უნდაახლდეს გაფრთხილება თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ, რომლის ტექსტს, კომპიუტერულ შრიფტს და ზომას ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამგვარი ინფორმაცია უნდა ავსებდეს რეკლამის მთელი მოცულობის არანაკლებ 20 პროცენტს.

ეს მუხლი ამოქმედდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ თამბაქოს რეკლამაზე განსავთავსებელი გაფრთხილების დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში. რამდენადაც ვიცი, ჯერ ასეთი ტექსტის ახალი რედაქცია ან ნიმუში შემუშავებული არაა. სავარაუდოდ,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით ალბათ გამოსცემს შესაბამის სათანადო კანონქვემდებარე აქტს და არ გამოვრიცხავ, მასში გათვალისწინებული იქნება (სასურველია იყოს) რადიოს და ტელევიზიის მეშვეობით თამბაქოს რეკლამირებისას მე-9 პუნქტთან დაკავშირებული უფრო კონკრეტული(ყველასათვის გასაგები) დეტალები.

8 ბიზნეს-სტრატეგია

▲ზევით დაბრუნება


8.1 როგორ გამოვიწვიოთ ბუმი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლისო გველესიანი,
ქუთაისის ა. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის
აკადემიური დოქტორის ხარისხის მაძიებელი

კრიზისი ბუმის ანტიპოდია, მაგრამ მათ საერთო თვისებაც გააჩნიათ - ეს არის მომხმარებელთა ფართო მასების ერთსულოვნება. კრიზისის დროს მომხმარებელთა უმრავლესობა ერთსულოვნად პანიკაშია,მაშინ როდესაც ბუმის დროს იგივე მომხმარებლები ერთსულოვნად აღფრთოვანებულნი არიან.

როგორ შევცვალოთ პანიკა აღფრთოვანებით? -ეს თითქოს შეუძლებელია კრიზისის პირობებში. მაგრამ გავიხსენოთ, რომ ადამიანთაგრძნობები ხშირად ირაციონალურია და არაადეკვატური მოლოდინებითაა გამოწვეული.

მთავარი პრობლემა თვითონ მწარმოებლის განწყობაა. მეწარმეები, როგორც წესი, ცდილობენ რაიმე ახალი სეგმენტი აღმოაჩინონ და როგორმე იქ დაიმკვიდრონ ადგილი.ასეთი ტაქტიკა ზოგადად გამართლებულია, მაგრამ ხანდახან უფრო მასშტაბურადაც უნდა შეფასდეს პერსპექტივები.

იქნებ და ამ საქონელს არა მხოლოდ ერთი სეგმენტის, არამედ მთელიბაზრის დაპყრობა შეუძლია? იქნებ სეგმენტისადმი ადაპტაციის მცდელობის დროს მხედველობის მიღმა რჩება ის მარკეტინგული პოტენციალი, რომელიც უფრო მეტ მომხმარებელს მოიზიდავს?

ამიტომ ახალი პროდუქციის გამოშვებისას აუცილებლად დაისვას შეკითხვა - შეუძლია თუ არა ამ პროდუქციის რომელიმე თვისებას, რომ ბუმი გამოიწვიოს?

რა რაკურსით უნდა მოხდეს ახალი პროდუქტის წარდგენა, რომ მან მომხმარებელთა მასობრივი დაინტერესება დაიმსახუროს?

ბუმის გამომწვევი მთავარი ფაქტორი არის პროდუქციის რაიმე ახალი უჩვეულო თვისება. მაგალითად, ბუმი თავის დროზე გამოიწვია ელექტროსაათებმა, რადგან მათი მანათობელი ციფერბლატი კოსმიურად გამოიყურებოდა. შემდეგ ბუმის საგანი გახდა იგივე ელექტრო საათები - ოღონდ უკვე წყალგაუმტარი, შემდეგ ელექტროსაათი ტელეეკრანით და ა.შ.

ასეთი გასაოცარი „ნოუ-ჰაუების“ მოფიქრება სრულიად ტრადიციულ დარგებშიაც შეიძლება. მაგალითად, ერთმა ფრანგულმა კომპანიამ ჩვეულებრივი შამპანურის ბოთლებში რაღაც სამკურნალო ბალახის ფოთლები მოათავსა. როგორც ავტორები ამტკიცებენ,ეს ბალახი შამპანურს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს და თან სამკურნალო თვისებებითაც მუხტავს. ასეთი შამპანურის ერთი ბოთლი 2500 დოლარი ღირს, მაშინ როდესაც ისეთივე შამპანურის ბოთლი ბალახისგარეშე მხოლოდ 50 დოლარი. ეს ბალახი კი სრულიად უფასოდ მოიპოვება საფრანგეთის მინდვრებსა და ტყეებში. რა თქმა უნდა, ასეთი შამპანურის ჩამოსხმის ექსკლუზიური უფლებამხოლოდ ამ კომპანიას აქვს...

მაგრამ ბუმის გამოწვევა შეიძლება არა მხოლოდ განსაკუთრებული თვისებებით, არამედ ასევე პროდუქციის შეთავაზების მანერითაც. ერთმა დანიურმა კომპანიამ ახალი არომატის გამაგრილებელი სასმელი გამოუშვა და რეკლამირების ყველაზე იაფი და ეფექტური ხერხი აირჩია: ზაფხულის ცხელ დღეებში ამ კომპანიის ავტოცისტერნები დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში და გამვლელ-გამომვლელებს უფასოდ სთავაზობდნენ ჭიქა სასმელს. საჩუქარი ყველას სიამოვნებს და შედეგმაც არ დააყოვნა - რამდენიმე დღეში ამ სასმელის გაყიდვები უკვე ათეულ ათასებს ითვლიდა... ამ კომპანიას სატელევიზიო რეკლამებში რომ მილიონები დაეხარჯა და მომხმარებლებისათვის ყურები გამოეჭედა - გინდა თუ არა ეს ახალი პროდუქტი გასინჯეთ და თან ამაში ფული გადაიხადეთო - ეფექტი გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ზოგადი მეთოდები უკვე მოძველდა. საქონელთა ასორტიმენტის გამრავალფეროვნების კვალდაკვალ მომხმარებელთა მოლოდინები უფრო პრეტენზიული გახდა.ამიტომ ბუმის სტრატეგიის სწორი შემუშავებისათვის უფრო დაწვრილებით უნდა გაერკვიოთ თუ ვინ არიანთქვენი კლიენტები.

პოტენციური კლიენტურა ყველა ასპექტში უნდა შევისწავლოთ: ასაკი,პროფესია, ფსიქო-მენტალური ორიენტირები და ..

პოტენციური კლიენტურა ჯერ უნდა დაიყოს ცალკეულ კატეგორიებად და შემდეგ უნდა დაჯგუფდეს გარკვეული ნიშნების მიხედვით.

ამის შემდეგ უნდა შეფასდეს ახალი პროდუქციის მახასიათებლების შესაბამისობა მყიდველთა მოლოდინებთან.

ასეთი მრავალმხრივი შედარება-შეჯერების შემდეგ უფრო ადვილი იქნება ბუმის სტრატეგიის კონკრეტული ფორმის არჩევა.

ერთ შემთხვევაში ბუმი შეიძლება გამოიწვიოს ორიგინალურმა სლოგანმა. კრიზისულ პერიოდში ყველაზე ეფექტურიაიმის მტკიცება,რომ თქვენი ფასები მაქსიმალურად დაბალია და რომ ამ ხარისხის პროდუქციას უფრო დაბალ ფასად ვერსად იყიდიან. მაგალითად, ე.წ. ელიავას ბაზრობის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა ერთი შეხედვით მდაბიურმა, მაგრამსაკმაოდ ეფექტურმა ფრაზამ: არსად არ არის იაფი ამაზე - დიდი ბაზრობა ელიავაზე...

სხვა შემთხვევაში უფრო ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს პიარ-კამპანია, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა ამა თუ იმ გრძნობაზე. პიარ-კამპანიის მთავარი მიზანია დაიმსახურო კლიენტების ნდობა დაპატივისცემა.კლიენტებმა კარგად იციან, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. ისიც კარგად იციან, რომ მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესმენი მხოლოდ ახლობლებზე თუ იზრუნებს უანგაროდ, მაგრამ კეთილი ნების თუ პატივისცემის ჟესტი მაინც დადებითად მოქმედებს მომხმარებლებზე - გულწრფელ მიზანტროპიას ისევ და ისევ არაგულრწფელი კეთილგანწყობა სჯობს...

0x01 graphic

მაგალითად, თუ რესტორანი თავის კლიენტს საჩუქრად მიართმევს დესერტს (თუნდაც 1-ლარიან წვენს, ან ყავას) - ეს ფაქტი სხვა კლიენტებსაც მიიზიდავს. ხალხური სიბრძნე გვამცნობს,რომ ზოგიერთი მუქთა კუბოს ხათრით მოკვდებაო. მუქთა დესერტის ხათრით კი შეიძლება კლიენტმა საკმაოდ ძვირი კერძები შეუკვეთოს.

ყოველ ბიზნესს და ყოველ ახალ პროდუქტს თავისებური და განუმეორებელი პიარ-სტრატეგია სჭირდება. კომაპანიამ პიარისთვის არ უნდა აირჩიოს ის სფერო, რაც მისი საქმე არ არის. მაგალითად, ღვინის კრიზისის დროს ერთმა სახელგანთქმულმა გაზეთმა ხელი მიჰყო მეღვინეობის მხარდაჭერას „არასაგაზეთო ფორმატში“ და მალევე გაკოტრდა, რადგანმას არც საკუთარი წარმოება ჰქონდა და არც დისტრიბუციის ქსელი.

მოკლე-დისტანციანი“ გადამყიდველი კი მეღვინეებისათვის ზედმეტი აღმოჩნდა და მას-მედიის აღნიშნული ფლაგმანიც „გადააგდეს“ თუ ამოაგდეს ღვინის ბიზნესიდან.

ამ გაზეთს რომ მოეწყო ღვინის ფესტივალები ან სხვადასხვა კომპანიების დაჯილდოების ცერემონიები თავისი რეკლამებითურთ - გაცილებით მოგებული დარჩებოდა და თან მინიმალური დანახარჯებით.

ასევე არ იქნება მართებული თუ მაგალითად, ცემენტის მწარმოებელი პიარ-აქციის ფარგლებში უფასო პამპერსებს დაურიგებს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. ელემენტარულია, რომ ცემენტის მწარმოებელმა იგივე ბავშვებს უფასოდ უნდა აუშენოს ერთი შენობა მაინც.

პიარ-აქციასუფრო მეტი დატვირთვა უნდა ჰქონდეს, ვიდრე რეკლამას. რეკლამის მიზანი - ეს არის კონკრეტული პროდუქციის დანერგვა ბაზარზე. პიარი კი მიზნად უნდა ისახავდეს მომხმარებელთა პოზიტიური განწყობების გაძლიერებას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს კრიზისის პირობებში. ბევრი ბიზნესმენი ამცირებს სარეკლამო ხარჯებს იმ მოტივით,რომ კრიზისის დროს რეკლამა არ მუშაობს - შეშინებულ მომხმარებელს ვერანაირი რეკლამით ვერ დაარწმუნებ, რომ რაიმე ახალი და ძვირი იყიდონო. მაგრამ პანიკაში ჩავარდნილ კლიენტურას სჭირდება არა პროდუქციის უპირატესობაშიდარწმუნება, არამედ გამხნევება და დაიმედება. ამის საუკეთესო საშუალება კი პიარია და არა რეკლამა. კრიზისმა შეამცირა მოსახლეობის აქტივობა, მაგრამ არსებული შესაძლებლობები არ გაუუქმებია. პირიქით, კრიზისმა სრულიად ახალი შესაძლებლობები შექმნა. მეწარმემ უნდა შეძლოს ამ ახალი შესაძლებლობების დანახვა და თავისი ხედვის კლიენტებისადმი გაზიარება. რა გააუქმა კრიზისმა? - არც არაფერი: ისევ არსებობენ ბუნებრივი რესურსები, ქარხნებს ისევ შეუძლიათ პროდუქციის წარმოება, დედამიწას ჯერ კიდევ შეუძლია 9 მილიარდამდე ადამიანის გამოკვება (ჯერ-ჯერობით კი 6 მილიარდი ვართ), სახელმწიფოების უმეტესობას ისევ გააჩნიათ უზარმაზარი სავალუტო თუ საბიუჯეტო რეზერვები და ა.შ.

ადამიანებმა თვითონვე შეიზღუდეს თავიანთი შესაძლებლობები ჯერ სპეკულაციის, შემდეგ კი პანიკის შედეგად. ამ პანიკას აძლიერებს სხვადასხვაკვლევითი ცენტრების საშინელი პროპაგანდა: მაგალითად, ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ამერიკელებმა 30 ტრილიონი დოლარიდაკარგეს შენობანაგებობების გაიაფების გამო! კიმაგრამ, მარტივად და ხალხურად რომ ვიკითხოთ, ჯერ სად იყო ამდენი ფული და შემდეგ სად გაქრა? გამოდის, რომ თითოეულ(?!!!) ამერიკელს 100 000 დოლარი დაუკარგავსდა 400 000 კიდევ დარჩენია!- სინამდვილეში ეს ფული არც ყოფილა და არც გამქრალა - ეს ციფრი არის უბრალოდ ფასების შემცირების შეფასება. ე.ი. თუ ადრე ამერიკის უძრავი ქონებაშეფასებული იყო, ვთქვათ, 100 ტრილიონ დოლარად, დღეს იგი შეფასებულია 70 ტრილიონად. ვინ და რა კრიტერიუმით შეაფასა ეს ქონება? იქნებ და ის 100 ტრილიონი სპეკულაციურად გაზრდილი შეფასება იყო და ეხლანდელი 70 ტრილიონი დოლარია უფრო რეალური და სამართლიანი? ე.ი. 30 ტრილიონი კი არ დაიკარგა, არამედ შეიცვალა ქონების შეფასება. ამ შეფასებული ფულის მცირე ნაწილი (სულ რაღაც 650 -მილიარდი დოლარი) ვერ მიიღეს სპეკულანტებმა. სანაცვლოდ ეს ფული დარჩათ მათ, ვის გაძარცვასაც ეს სპეკულანტები აპირებდნენ. ამრიგად, თვითონ ეკონომიკაში არაფერი არ დაკარგულა - რაც იყო - იგივე დარჩა. შეიცვალნენ მხოლოდ ქონების შეფასებები და ადრესატები. მაგრამ მოხდა ის, რომ არსებული აქტივები არ მუშაობს. ამ გაყინული აქტივების ამოქმედების ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა მასობრივი პიარ-აქციები და მათ საფუძველზე მოწყობილი მინი-ბუმები.

ევროამერიკელები უკვე მიმართავენ ასეთ ტაქტიკას - აიაფებენ პროდუქციას,ამცირებენ საიჯარო გადასახადს... საქართველოში კი პირიქით ხდება. საიჯარო გადასახადი გაიზარდა და ნიუიორკის დონეს გადააჭარბა, ფასები სურსათზე და ძირითადი მოხმარების საგნებზე იზრდება. მხოლოდბენზინი და ფუფუნების საგნები გაიაფდა, რაც ბუმს ნამდვილად არ გამოიწვევს.

როგორც ცნობილი ბიზნეს-გურუები ამტკიცებენ, გაყიდვის ყველაზე არაეფექტური ფორმა - ეს ფასების უაპელაციო ზრდაა. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც მომხმარებელი მისთვის ჩვეულ საქონელზე გაზრდილ ფასს ხედავს, მას უაქტიურდება ტვინის ის ნაწილი, რომელიც „პასუხისმგებელია“ ფიზიკურ ტკივილზე. .. მომხმარებელს ფასების მოულოდნელი ზრდა სტკივა.

0x01 graphic

ტკივილზე რეაქცია კი ცნობილია - ყველა ცდილობს იგი აიცილოს. შესაბამისად, კლიენტი სხვა, უფრო იაფი პროდუქციის ძიებას დაიწყებს. თუ ფასის ზრდა გარდაუვალია - ამ ტკივილს „გამაყუჩებელი“ უნდა უძღოდეს წინ: მომხმარებელს უნდა განემარტოს, რომ ფასი იზრდება არა კომპანიის ცუდი მდგომარეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ პროდუქციაში გამოიყენება ვთქვათ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტი. ან ფასნამატი დაიხარჯება ქველმოქმედების მიზნით და ა.შ.

თუ ეს ტკივილგამაყუჩებელი პროფესიულად მიეწოდება მომხმარებელს, მაშინ ფასის ზრდა შეიძლება დამატებითი სტიმული გახდეს: ბევრი მზად არის გადაიხადოს უფრო მეტი უფრო მაღალ ხარისხში.

გამაყუჩებლის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს საბითუმო ფასდაკლებამ. თუ პროდუქციის ფასს 15%25-ით გაზრდით, მაგრამ მის 10 ეგზემპლარის შეძენაზე 10%25-იან ფასდაკლებას დააწესებთ, ესეც შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს!

როგორც ფსიქოლოგებმა დაადგინეს, ადამიანი მით უფრო წუწურაქდება, რაც უფრო სათითაოდ ითვლის ფასებს. აღნიშნული საბითუმო ფასდაკლებით კი პროდუქციაც მეტი გასაღდება და 5%25-იანი ფასნამატიც დარჩება.

ასევე ეფექტურია ფასდაკლებები პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებებზე, უნიფიცირებული ტარიფები და ა.შ.

მაგალითად, ერთი ამერიკული კომპანიის კლიენტურა ლამის გაათმაგდა მას შემდეგ, რაც ამ კომპანიამ ინტერნეტზე საათობრივი გადასახადი ყოველთვიური სააბონენტო გადასახადით შეცვალა. როგორც აღმოჩნდა, მომხმარებლებს ნერვებს აწყვეტდა ის ფაქტი, რომ მათ ყოველი საათი უნდა ეთვალათ, რომ ზედმეტი არ დაეხარჯათ ინტერნეტისათვის.

ასე რომ, ბუმის გამოწვევის იმდენი ვარიანტი არსებობს, რამდენიც პროდუქციაა. მთავარი წინაპირობა - ეს არის კომპანიის უნარი შეუქმნას მომხმარებელს მომავლის იმედის და კეთილდღეობის განცდა. პროდუქციის მახასიათებლების რეკლამა - ეს მეორეხარისხოვანი ამოცანაა. უფრო ზუსტად მარკეტინგი პიარის კონტექსტში უნდა ჯდებოდეს და არა პირიქით.

ასევე მნიშვნელოვანია საფასო პოლიტიკა - ფასები რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული უნდა იყოს, მათ ცვალებადობას კი წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი გამაყუჩებლები ან სტიმულატორები.

9 კრიზისის ანატომია

▲ზევით დაბრუნება


9.1 ეკონომიკური კრიზისი და K-ციკლები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

ცნობილმა რუსმა ეკონომისტმა ნოკოლაი კონდრატიევმა ჯერ კიდევ 1926 წელს წამოაყენა თეორია კაპიტალისტური ეკონომიკის განვითარების ნახევარსაუკუნოვანი ციკლების შესახებ. ამ თეორიის თანახმად, ყოველ ციკლს ტალღის ორი ფაზა გააჩნია -აღმავალი და დაღმავალი. იმ დროისათვის მან დააფიქსირა ორი სრულფასოვანი ციკლი და მესამე ციკლის ნახევარი. ამასთან, მან გააფრთხილა საზოგადოება, რომ მსოფლიო იმყოფებოდა ციკლის დაღმავალ ფაზაში, რითაც პრაქტიკულად იწინასწარმეტყველა დიდი დეპრესია ამერიკაში, რაც მისი თეორიის სამართლიანობის საუკეთესო დასაბუთება იყო.

იმავე 1926 წელს მან მოამზადა მოხსენება სათაურით ეკონომიკური კონიუნქტურის დიდი ციკლები, რომელმაც, სამწუხაროდ, დღის სინათლე ვერ იხილა და, რომ არა მისი ორი სტატია, რომელიც გამოქვეყნდა გერმანიაში და რომელიც ცნობილი გერმანელი ეკონომისტის იოზეფ შუმპეტერის თვალთახედვის არეში მოექცა, მისი სახელი ალბათ არც არავის ეცოდინებოდა. შუმპეტერმა ავტორისეული ხედვების აღიარების ნიშნად მსოფლიო ეკონომიკურ მეცნიერებაში შემოიღო კონდრატიევის ციკლის ცნება.

რიგი ავტორების აზრით, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე აღმავლობისა და დაღმასვლის პროცესები, ჯდება ე.წ. „კონდრატიევის ციკლებში“, ანუ K-ციკლებში. ამ თეორიის მიხედვით, ყოველი ახალი ციკლი იწყება გლობალური აღმოჩენით, ეპოქალური მნიშვნელობის ინოვაციებით, რომლებიც კარდინალურად ცვლის წარმოების და მოხმარების სტრუქტურას, ქმნის რა თვისობრივად ახალი ტიპის საქონელსა და მომსახურებას. ამის შედეგად ადგილი აქვს ციკლის აღმავალ ტალღას

კონდრატიევის ციკლების თეორიის თანახმად, მე-18 საუკუნიდან, ვიდრე დღემდე 5 ციკლს ჰქონდა ადგილი (იხ. დიაგრამა).

პირველი ციკლის აღმავალი ტალღა მოდის 1780-1790 წლებზე. პიკი 1810-1817 წლებზე, ხოლო დაღმავალი ტალღა გრძელდება 1844-1851 წლამდე.

მეორე ციკლის აღმავალი ტალღა გრძელდება 1870-1875 წლებამდე, ხოლო დაღმავალი ტალღა - 1890-1896 წლებამდე.

მესამე ციკლის აღმავალი ტალღა გრძელდება 1914-1920 წლებამდე, ხოლო დაღმავალი ტალღა - 1936-1940 წლებამდე.

მეოთხე ციკლის აღმავალი ტალღა გრძელდება 1966-1971 წლებამდე, ხოლო დაღმავალი ფაზა - 1980-1985 წლებამდე.

მეხუთე ციკლის აღმავალი ტალღა გრძელდება 2000-2007 წლებამდე, ხოლო დაღმავალი ფაზა პროგნოზების თანახმად, გაგრძელდება 2015-2025 წლებამდე.

ამგვარად, მეექვსე ციკლის აღმავლობის ტალღას უნდა ველოდოთ 2015 წლიდან.

ცხადია, ეს ციკლები, კონდრატიევის თეორიაზე დაყრდნობით, მისმა მიმდევრებმა შეადგინეს. მისი ერთ-ერთი წარმომადგენელია რუსი ეკონომისტი ანდრეი კობიაკოვი, რომელმაც 2003 წელს თანაავტორობით გამოსცა წიგნი დოლარის იმპერიის მზის ჩასვენება და პაქს ამერიკანას დასასრული. იგი ასევე ე.წ. რუსული დოქტრინის ერთ-ერთი ავტორია.

კობიაკოვის თანახმად, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ინტენსიფიკაციის კვალობაზე ციკლების სიხშირე იზრდება და იკუმშება საშუალოდ 40 წლამდე, განსხვავებით მე-19 საუკუნის ციკლების ხანგრძლივობის 50-55 წლისა

როგორც უკვე ითქვა, ყოველი ციკლის აღმავლობის მიზეზი რაიმე ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. კონდრატიევის ციკლების თეორიის მიმდევრების აზრით, თავიდან ასეთი აღმოჩენა იყო ორთქლის ძრავა, რამაც გამოიწვია ახალი ფაბრიკებისა და ქარხნების მშენებლობა, რკინიგზების ქსელის განვითარება და ა.შ. შიგაწვის ძრავის გამოგონებამ გამოიწვია ნავთობზე მოთხოვნის ზრდა, რამაც თავის მხრივ მძლავრი ბიძგი მისცა ქიმიური მრეწველობის განვითარებას.

მეხუთე ციკლის აღმავალი ტალღის დაწყების მიზეზი იყო მიკროელექტრონიკა, კომპიუტერული ტექნიკა, ინტერნეტი და მობილური კავშირგაბმულობა. მათი აზრით, ამ ეპოქალური მნიშვნელობის აღმოჩენების შემდეგ წარმოების ბევრმა დარგმა ჩინეთში და აზიის სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა. დაბალი გადასახადები, იაფი მუშახელი და გარემოს დაბინძურებისადმი ლოიალური დამოკიდებულება იყო ის, რაც კაპიტალისათვის მიმზიდველ გარემოს ქმნიდა. მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლებოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო. ბოლოსდაბოლოს ბაზარი გაჯერდა და მსოფლიო მიადგა ციკლის ყველაზე მაღლა მდებარე წერტილს, რაც პრაქტიკულად ათასწლეულების მიჯნას დაემთხვა. ამის შემდეგ კონდრატიევის ციკლის დაღმავალი ტალღა დაიწყო.

ეკონომიკური კრიზისების ჩვენეული მოდელისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაღმავალი ტალღის კონდრატიევის ციკლების თეორიის მიმდევრების ახსნას. ამ დროს იწყება საერთო ციებ-ცხელება იმაზე, თუ სად მოხდეს კაპიტალის ჩადება მაღალი უკუგებით. ასეთ პანაცეას, როგორც წესი, წარმოადგენს ფიქტიური კაპიტალის ბაზრები. ასე იქმნება ფინანსური ბუშტები. ასე იყო მესამე ციკლის დაღმავალი ტალღის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია საფონდო ბირჟის კრახი, დიდი დეპრესია და დოლარის პირველი დევალვაცია. დაახლოებით ასევე დამთავრდა კონდრატიევის მეოთხე ციკლი. ადგილი ჰქონდა დოლარის დეფოლტს 1971 წელს. მაშინ ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა განაცხადა, რომ იკრძალებოდა დოლარის გაცვლა ოქროზე ფიქსირებული კურსით, რითაც პრაქტიკულად დაარღვია ბრეტონ-ვუდის საერთაშორისო სავალუტო სისტემა.

მეხუთე ციკლის დასრულებისას ჩვენ იგივე სურათი გვაქვს. ზუსტად ისევე უზარმაზარი ხმაურით სკდება ფინანსური ბუშტები და კრიზისი გაგრძელდება მანამ, სანამ არ აორთქლდება კაპიტალის ფიქტიური მდგენელის უდიდესი ნაწილი, რომლის უკანაც არ დგას რეალური ღირებულებები. ეს არის ის ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია კონდრატიევის ციკლიდან გამოსვლა.

დიდი დეპრესიის უშუალო გავლენას საბჭოთა კავშირის მოსახლეობა არ გრძნობდა, რადგანაც იგი კაპიტალისტური სისტემის გარეთ ფუნქციონირებდა, ისევე როგორც არ უგრძვნია ნიქსონის მმართველობის პერიოდში დოლარის დევალვაციის შედეგები, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ ეს დოლარები თვალითაც კი არ უნახავთ. მაგრამ მსოფლიო დღეს მთლიანად კაპიტალისტურია და ამდენად, მსოფლიოში მიმდინარე კრიზისი ყველა ქვეყანას მეტ-ნაკლებად შეეხება, რაც ამ ქვეყნის მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში ჩართულობის ხარისხზეა დამოკიდებული.

იმას, რომ ე.წ. ფიქტიური კაპიტალი „აორთქლდეს“, გარკვეული დრო სჭირდება. როგორ აკეთებენ ამას ამერიკელები? ამ თეორიის მიმდევრების აზრით ისინი ხანძრის ჩაქრობას ბენზინის დასხმით ცდილობენ, ანუ ეკონომიკას გარედან ფულს აყრიან. ამით კი არგადახდების მხოლოდ სამომავლოდ გადადება ხდება. შედეგად კი ვალების კიდევ უფრო ზრდა გვექნება. მაგრამ პრობლემა მაინც არ დამალავს თავს. ასე რომ, გვინდა ეს ჩვენ თუ არა, ფიქტიური კაპიტალის აორთქლების პროცესი აუცილებლად მოხდება, მაგრამ მსოფლიო ვალუტის, - დოლარის გლობალური დევალვაციის ფონზე

ფიქტიური კაპიტალის „აორთქლება“ ეს მხოლოდ საქმის ნახევარია. იმისათვის, რომ ეკონომიკური აღმავლობა განხორციელდეს, აუცილებელია სრულიად ახალი ინოვაცია. ისეთი, რომელიც მომგებიანი იქნება კაპიტალის დაბანდებისთვის. როგორც კონდრატიევი ამბობდა, შემდეგი ციკლის ყველა ინოვაციები ჯერ კიდევ წინა ციკლის ბოლო პერიოდში იჩენს თავს. უბრალოდ ხერხდება ამ აღმოჩენის ისეთი ტექნოლოგიებით დამზადება, რომელიც თვისობრივად აიაფებს წარმოების პროცესს და იგი მასობრივი მოხმარებისთვის მიზანშეწონილი ხდება. მაგალითისთვის შესაძლებელია ავტომობილები ავიღოთ. ავტომობილი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შეიქმნა, მაგრამ მხოლოდ ჰენრი ფორდმა შეძლო წარმოების ისეთი ორგანიზაცია და შედეგად მისი ისე გაიაფება, რომ ავტომობილის ყიდვა რიგითი ამერიკელისთვის შესაძლებელი გამხდარიყო. იგივე შეიძლება ითქვას პერსონალურ კომპიუტერზე. როგორც ირკვევა, აი-ბი-ემმა პირველმა შექმნა პერსონალური კომპიუტერი, მაგრამ მათ ვერ შეაფასეს ამ ნოვაციის მთელი მნიშვნელობა და ეს მიმართულება დახურეს კიდეც, როგორც უპერსპექტივო. დღეს პერსონალური კომპიუტერის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება, ისევე, როგორც მობილური კავშირგაბმულობის გარეშე.

აი, ეს გახლავთ ძალზე სქემატურად „კონდრატიევის ციკლების“ არსი. ჩვენთვის ეს თეორია იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ კრიზისების ჩვენეული თეორიის სისწორე.

თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ, თუ გავითვალისწინებთ იმ პერიოდს, როდესაც ეს თეორია შეიქმნა და ავტორის ასაკს (აღარაფერს ვამბობთ მის ტრაგიკულ ბედზე), ცხადია, ამ თეორიის ავტორი სამართლიანად იმსახურებს იმ უდიდეს პატივისცემას, რასაც მის მიმართ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებრიობა იჩენს. ამის საუკეთესო მაგალითია 1992 წელი - მეცნიერის დაბადების ასი წლისთავი, რომელიც იუნესკომ . კონდრატიევის ხსოვნის წლად გამოაცხადა.

რაც შეეხება თეორიებს, ჩემი თეორიის თანახმად ეკონომიკური კრიზისის ძირითად მდგენელს წარმოადგენს ფინანსური კრიზისი, მაგრამ ფინანსური კრიზისის არსებობა თავისთავად არ განსაზღვრავს კრიზისის ეკონომიკურ კრიზისში გადასვლას. ფინანსური კრიზისის არსებობა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა იმისათვის, რომ ადგილი ჰქონდეს ეკონომიკურ კრიზისს.

ის თუ რა წარმოშობს ფინანსურ კრიზისს, აქ ჩემსა და კონდრატიევის თეორიას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რადგანაც, როგორც ზემოთ ვახსენეთ, მისი აზრით, ყოველი კრიზისის აღმავალი ფაზის მიზეზს მნიშვნელოვანი ინოვაცია წარმოადგენს, მაშინ როდესაც მე საერთოდ არ ვეხები ამ ფაზაში ინოვაციების არსებობას. რაც შეეხება დაღმავალ ფაზას, აქ ამ ორ თეორიას შორის პრაქტიკულად განსხვავება არ არსებობს.

უფრო დაწვრილებით შევეხოთ აღმავალ ფაზას. აქ ჩემი თეორია ეყრდნობა იმ პარადიგმას, რომ ბაზარი თავისი არსით ირაციონალურია. ეს ნიშნავს იმას, რომ ხშირად ბაზრის მონაწილეთა გადაწყვეტილებები ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება და უფრო ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეა დაფუძნებული. ეს კი გახლავთ საბაზრო ჩავარდნის ის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ სამწუხაროდ ნაკლებად შესწავლილი შემთხვევა, რომელიც განაპირობებს ფინანსური კრიზისის პერმანენტულად წარმოშობის შესაძლებლობას.

მართლაც, ხვალინდელი დღის ბიოლოგიური შიში ადამიანებს აიძულებს ხშირად არაადექვატურად აღიქვან მიმდინარე პროცესები, რაც იწვევს მათი მხრიდან მოთხოვნის შემცირებას, ეს კი ერთობლივი მოთხოვნის მრუდის მარცხნივ გადაადგილებას იწვევს. ამას მოყვება ჩემს მიერ ახლებურად გააზრებული სტაგნაციური პროცესების წარმოშობის საშიშროება, წარმოების მოცულობის შემცირება, უმუშევრობის ზრდა და, რაც ყველაზე უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს, ფასების შემცირება.

0x01 graphic

დიაგრამა. კონდრატიევის ციკლები პროცესებია.

რადგანაც ასეთი პროცესების წარმოშობის საშიშროება მუდმივად არსებობს, ამიტომ, ხელისუფლებამ ისწავლა მონეტარისტული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით ანტიდეფლაციური პოლიტიკის გატარება,ანუ ფულის მიწოდების ზრდა, რათა გამოიწვიოს მოთხოვნის სტიმულირება.

ასეთი ღონისძიების გატარებით ხდება ფასების ყოველწლიური 2-3 პროცენტიანი მიზანმიმართული ზრდა, რომელიცსამწუხაროდ კუმულატიური, ანუ დაგროვებითი ეფექტით ხასიათდება. ეს პროცესი შეგვიძლია შევადაროთ ფინანსური ბუშტისპ ერმანენტული გაბერვის პროცესს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულად ხორციელდება, რათა არ მოხდეს უკუპროცესი, ანუ ფინანსური ბუშტის ჩაფუშვის პროცესი, რაც ყველა ნეგატიურ პროცესებთან ერთად ფასების შემცირებაშიც აისახება, ეს კი თავისი არსით ხელისუფლებისთვის გამანადგურებელი შედეგია. მართალია ხელისუფლების მხრიდან გატარებული ღონისძიება ფეთქებად საშიშია, მაგრამ რამდენადაც იგი მართვადია და ამასთან, სხვა არჩევანი არც არსებობს, იგი მაინც ხორციელდება.

ამგვარად, ფინანსური კრიზისის მოხდენის მიზეზი თავად ხელისუფლების მიერ გატარებულ, პრაქტიკულად იძულებით განხორციელებულ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ. ამ პოლიტიკის იძულებითი ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ ფასების ხელოვნურად გაზრდით ხელისუფლება თავიდან იცილებს ფასების შემცირებით გამოწვეულ კრიზისს. ამგვარად, ხდება „დღეს“ შესაძლო კრიზისების თავიდან აცილება და მისი გადატანა „ხვალ“. მაგრამ ეს „ხვალ“ აუცილებლად ამოწურავს თავის თავს და ფინანსური კრიზისი აუცილებლად დადგება. მისი სიძლიერე და მასშტაბები ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იგი არ გადაიზარდოს ეკონომიკურ კრიზისში, რომელიც უკვე სტაგფლაციურ პროცესებს გულისხმობს, ანუ ადგილი აქვს წარმოების შემცირებას, უმუშევრობის ზრდას და ფასების ზრდას, აქედან გამომდინარე ყველა ნეგატიური შედეგით.

გადაიზრდება თუ არა ფინანსური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში, ეს უკვე ეკონომიკური კრიზისის პოლიტიკურ მდგენელზეა დამოკიდებული. პოლიტიკური მდგენელის ასახსნელად მე ხმარებაში შემოვიტანე ე.წ. ნაპოლეონის სინდრომი, რაც ნიშნავს ადამიანის ბუნებრივ სურვილს - მის ლტოლვას ერთპიროვნული მმართველობისაკენ, რომელიც, რაოდენ პარადოქსულად არ უნდა გვეჩვენოს, ხელისუფლების გუნდური პრინციპით დაკომპლექტებით რეალიზდება.

როგორც წესი, ხელისუფლებაში მოსული სუზერენი ერთპიროვნულ მმართველობას ახორციელებს მონური მორჩილების მქონე გუნდის მეშვეობით. თუმცა, ეს მონური მორჩილება უანგარო არ არის. იგი სუზერენის მხრიდან გარკვეული საზღაურის გადახდას მოითხოვს, რაც ხშირად ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ხდება.

თუ ხელისუფალი ვერ მოახერხებს „გუნდის“ გაკონტროლებას, მაშინ იგი მისი მძევალი ხდება, რამაც შესაძლოა ისეთი ქმედებები გამოიწვიოს, რომ გარკვეულ პირობებში, ფინანსური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში გადაიყვანოს, რისი საუკეთესო მაგალითიც დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებია.

10 PR

▲ზევით დაბრუნება


10.1 „ელიტკერამიკო“ გაიღიმეთ თავდაჯერებულად!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ღიმილი ხალისს მატებს ადამიანს და მის გაშემო მყოფთ. თავდაჯერებული, მომხიბვლელი ღიმილი წარმატების, განუმეორებელი იმიჯის შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ჯანსაღი კბილები კი - ჯანმრთელობის საწინდარი.ძველი ჩინური სიბრძნე ღაღადებს: გაუცინარმა ადამიანმა მაღაზია არ უნდა გახსნასო... ასე რომ, სწორად შერჩეული სტომატოლოგი თქვენი მხნეობისა და კეთილდღეობის ამ შესანიშნავ საშუალებაზე ზრუნვაში დაგეხმარებათ და, თქვენ წარმოიდგინეთ,ნაადრევ სიბერესაც კი აგაცილებთ.

ჩვენი ჟურნალის დღევანდელ ნომერში გაგაცნობთ სტომატოლოგიურ კლინიკას, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Sirona-ს წარმომადგენელია საქართველოში. კლინიკის კაბინეტები სწორედ ამ ფირმის უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და გამოცდილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული. „ელიტკერამიკო“ სრულყოფილი ღიმილის შექმნას უმტკივნეულოდ გპირდებათ. ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, თანამედროვე ინტერიერი, მშვიდი და კომფორტული გარემო, მეგობრულად განწყობილი პერსონალი - აი, რა გელით „ელიტკერამიკო“-ში. ამ კლინიკის გამორჩეულობაშიპირველად მაშინდავრწმუნდი, როდესაცკლინიკის შენობაში შესულს სახელგანთქმული „სტომატოლოგიური“ სუნი არ შემომეგება...

0x01 graphic

ელიტკერამიკო“-ში დანერგილია მსოფლიოში დღეისათვის არსებული ერთადერთი კომპიუტერიზებული სისტემა CEREC 3D, რომელიც დაზიანებული კბილების სტომატოლოგთან ერთი ვიზიტის ფარგლებში აღდგენის საშუალებას იძლევა. ამ სისტემის დახმარებით მზადდება წმინდა კერამიკული გვირგვინი, ხიდები, ჩანართი და ვინირი. ეს კი პაციენტისთვის ნაკლებ ინექციას, კბილის ნაკლებ ბურღვას და ისედაც დატვირთული გრაფიკიდან სტომატოლოგთან ვიზიტისათვის ნაკლები დროის გამოყოფას ნიშნავს. ამ მეთოდის ეფექტურობა 20 წლის განმავლობაში ჩატარებულმა 100-ზე მეტმა კვლევამ დაადასტურა.

1996 წელს ქართულ-გერმანული კლინიკის გახსნა მოწინავე გერმანული გამოცდილების საქართველოში დანერგვის პირველი ნაბიჯი იყო. 2002 წლიდან კომპანიამ სტომატოლოგიური მასალების იმპორტისა და დისტრიბუციის საკუთარი ქსელი შექმნა, 2004 წელს საქართველოში გერმანული კომპანია Vita-ს ექსკლუზიური დილერი გახდა, სამ წელიწადში კი მსოფლიოში წამყვან გერმანულ სტომატოლოგიურ კომპანია Sirona-სთან დაიწყო თანამშრომლობა. ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური, კომპანია „Siemens“-ის შვილობილი სტომატოლოგიური კლინიკა, რომლის აპარატურა მსოფლიოში ყველაზე ელიტარულად ითვლება.

ამ წარმატებული წამოწყების სულისჩამდგმელი პროფესიონალი ორთოპედი, სტომატოლოგი, CEREC-ის კლუბის წევრი, ხუთი შვილის მამა, ბატონი კახა ხარებავაგახლავთ. სწორედ მან დააფუძნა Vita-სა და Dentaurum-ის პირველი სატექნიკო ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი საქართველოში, „ელიტკერამიკო“-ს სახით კი ჭავჭავაძისგამზირის № 37/14-ში Sirona-ს საჩვენებელი კლინიკა მოაწყო. ლაბორატორიაში ინერგება ყველა საინტერესო სიახლე, რაც კი მსოფლიო სტომატოლოგიურ ბაზარზე შემოდის.

0x01 graphic

კახა ხარებავა:
კლინიკა „ელიტკერამიკო“-ს ხელმძღვანელი

ელიტკერამიკო- ერთ-ერთმა ექიმმა თეა ჩუბინიძემ პოლტავაში გამართულ კბილების მხატვრული რესტავრაციის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებაც მოიპოვა. თავად კლინიკის ხელმძღვანელს კი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სტომატოლოგთა კლუბის წევრობა სახელგანთქმულ კოლეგებთან ნებისმიერ სიახლეზე, თუ პრობლემურ პაციენტზე სწრაფად- „Skype-ს“ საშუალებით გასაუბრების საშუალებას აძლევს.

კლინიკაში სავარძლებიც კი განსაკუთრებულია: მოხერხებული, კომფორტული, მოქნილი, ჰიგიენური თანაც, პაციენტისა და ექიმისინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად ადვილად იმართება. უკეთესი განათების პირობებში მოხერხებულად მჯდარი სტომატოლოგი, ბუნებრივია,თავის საქმეს კიდევ უფრო ოსტატურად ასრულებს. სტერილდება პირის ღრუში გამოსავლები წყალი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჰაერიც კი თავისუფლდება ზედმეტი მინარევებისგან. პაციენტმა ამ დეტალების შესახებ არაფერი იცის და ხშირად უკვირს, რატომ ღირს ელიტარულ კლინიკაში მკურნალობა ჩვეულებრივზე სამჯერ-ოთხჯერ უფრო ძვირი. ჩვეულებრივ და საუკეთესო სტომატოლოგიურ ინსტრუმენტებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. კბილის ბურღვისას გამოყენებული უმაღლესი ხარისხის ბუნიკი მინანქარს იცავს გადახურებისგან, ვიბრაციისგან, ზედმეტი მოქლიბვისგან ასეთი ინსტრუმენტების ღირებულება, ხარისხის შესაბამისად, მაღალია.

კახა ხარებავა: შესაძლოა, ჩვეულებრივ პირობებში გაკეთებული ბჟენი ორიოდე წლის განმავლობაში არ ამოვარდეს და პროცესი მხოლოდ 5-7 წლის შემდეგ დაიწყოს. საგულისხმოა,რომ ამ დროისთვის ექიმს არავინ ადანაშაულებს... ხელახალი დაბჟენა კი უკვე ახალი თანხაა, ახალი დროა, კბილის ახალი ქსოვილებია, რომელიც თანდათან პატარავდება. თუ კვლავ არათანამედროვე ტექნოლოგიით აღდგა კბილი, რამდენიმე წელიწადში პროცესი კვლავ მეორდება, საბოლოოდ კი კბილი, რომლის შენარჩუნება შესაძლებელი იყო, ამოსაღები ხდება და პროთეზირებაა საჭირო. ამაში ექიმს ბრალი არ მიუძღვის: უბრალოდ, უწინ ბაზარზე, უმთავრესად, იაფფასიან მასალებსა და მომსახურებაზე იყო მოთხოვნა. მერწმუნეთ, 50 ლარად ნერვისამოღება და არხის დაბჟენა ევროპული სტანდარტების შესაბამისად ყოვლად შეუძლებელია! დეპულპაცია ფაქტობრივად, ოპერაციაა, რომლის შემდგომი პროცესები შესაბამისად უნდა იყოს დაცული. ეს კი დიდ თანხას მოითხოვს. არხის სათანადოდ დასამუშავებლად 7-8 ინსტრუმენტია საჭირო. რასაკვირველია, ეს ორი ინსტრუმენტითაც გაკეთდება - ამას ვერავინ გაიგებს და ბჟენიც საკმაო ხანს გაძლებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კბილის დაკარგვის რისკი მატულობს. ერთ ამოღებულ კბილს ხშირად თამაშიდან გათიშული მისი ანტაგონისტი კბილიც მიყვება-ხოლმე. გვერდით მდგომი კბილები გადმოიწევს ერთმანეთისკენ, ღეჭვის პროცესი ირღვევა, ერთ მხარეს გადადის და მის გადატვირთვას იწვევს, წარმოიქმნება უამრავი პრობლემა, რომლებსაც, საბოლოო ჯამში,ნაადრევ დაბერებამდე მივყავართ,რადგან სახის კუნთები ერთ მხარეს დუნდება, მეორე მხარეს კი ძლიერდება, სახეზე ჩნდება ნაოჭები... ასე რომ, ერთი კბილის არხის დაბჟენაში შესაბამის თანხას თუ გადაიხდით, ოქროს ძაფები აღარ დაგჭირდებათ! ნაცნობობით ექიმთან მისვლა პროვინციალიზმის ნიშანია. სასურველია, ჯერ გაარკვიოთ, რას გთავაზობთ სტომატოლოგი, შემდეგ კი მოიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტში და დაადგინოთ, რამდენად მისაღებია მისი შემოთავაზებული მიმართულებები. სწორედ ეს გახლავთ თანამედროვე პაციენტის მიდგომა საკუთარ ჯანმრთელობასთან...

0x01 graphic

კბილის ნებისმიერი რესტავრაციის (ორთოპედიული თუ თერაპიული) ხანგრძლივად გარანტირებული შედეგისათვის აუცილებელია,ექიმმა პაციენტს კბილის ჯაგრისის საშუალებით გასუფთავებაზე ტრენინგი ჩაუტაროს და შესაბამისი კბილის პასტა დაუნიშნოს. ასევე, პირის ღრუს სრული ჰიგიენისათვის (რაც ძალიან მნიშვნელოვანია) ექიმმა უნდა დანიშნოს ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული ერთადერთი სავლები საშუალება „ლისტერინი“. იგი არ არღვევს პირის ღრუს მიკროფლორას და არ ამუქებს კბილებს. „ლისტერინი“ სრულიად ანადგურებს პათოლოგიურ მიკროფლორას, მათ შორის, ცუდი სუნის გამომწვევ მიკრობებს.

კლინიკაში დანერგილია კომპიუტერული პროგრამა SIDE XIS XG, რომელიც სტომატოლოგიაში ახალ ერად ითვლება. პროგრამა უზრუნველყოფს სტომატოლოგიური კლინიკის ქსელურ ფუნქციონირებას, დიაგნოზის დასმის სისწრაფესა და მოხერხებულობას. მასში დეტალურად აისახება კლინიკის მიერ გაწეული მომსახურება და იქმნება პაციენტის ინდივიდუალური ისტორია. რენტგენის აპარატთან ინტეგრირებული პროგრამა პაციენტის ციფრული გამოსახულების, დიაგნოზისა და შენიშვნების სწრაფად შენახვის, ან განახლების საშუალებას იძლევა. პაციენტის კლინიკური სურათის ისტორია მკურნალობამდე და მის შემდეგ ცალკეულ საქაღალდედ აღინუსხება.

წარსულში სტომატოლოგებს დაზიანებული კბილის აღსადგენად მცირე არჩევანი ჰქონდათ: ამალგამა, ოქრო და სხვა მეტალები. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ძლიერი, კბილის ფერის კერამიკული მასალა კბილს სიძლიერესა და სილამაზეს უბრუნებს. ეს მასალები ბუნებრივი კბილის სტრუქტურის მსგავსია, ცხელი და ცივი საკვების მიღებისას „რესტავრაცია“ და კბილი ერთნაირადიკუმშება და ფართოვდება. ასე რომ, მინანქარი არ იბზარება. ჩამოტეხილი და შეცვლილი ფერის მქონე კბილი CEREC-ის ულამაზესი ფაიფურის წინა გვირგვინებითა და ვინირებით იცვლება, რათა თქვენმა ღიმილმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვოს.

0x01 graphic

ელიტკერამიკო წარმატებითთანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკებთან, კურსები კი დაინტერესებულ პირებს სტომატოლოგიაში დახელოვნებისშესანიშნავ საშუალებას - მაღალი დონის მასტერ-კლასებს სთავაზობს...

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ესტუმროთ კლინიკის ვებ გვერდს: www.elitkeramicoge ან თქვენი შეკითხვები რედაქციაში გამოგვიგზავნოთ, პასუხებს კი ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე გაეცნობით.

ეკა ჯიმშელაძე

კლინიკა ელიტკერამიკო: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
37/14 კლინიკა კერამიკო: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი89/24

10.2 ოლეგ გორდეევი: რაც უფრო მშვიდად შევხვდებით კრიზისს, მით მალე გადაივლის..

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ინამდებარე სტატია მიზნად სულაც არ ისახავს, დაწვრილებით მოგითხროთ საქართველოში 2007 წელს შემოსულ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაზე, რომელიც ნათელ ფერებში ცხოვრებას გვთავაზობს და რომელმაც თითქოსდა უკვე გაჯერებულ ბაზარზე დღეისათვის 280 ათასზე მეტი აბონენტის მოზიდვა მოახერხა. არც ბილაინის რავალფეროვან სატარიფო გეგმებზე -4 კავშირზე, მეტ საუბარზე, პირველ საბავშვოზე, მეგობრებსა თუ მოიკითხეზე გიამბობთ... ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანს გაგაცნობთ უფრო ახლოს, რომელიც ამ კომპანიის საქართველოში საქმიანობას ასე წარმატებით ხელმძღვანელობს.

მაშ, ასე, ოლეგ გორდეევი.

დაბადების თარიღი და ადგილი: 1973 წლის 30 მაისი, ქალაქი სარატოვი.

საქმიანობა საგამომცემლო კომპლექსში, სარეკლამო განცხადებების გაზეთის ბიზნეს-ჩანართში თანამშრომლობით დაიწყო. სარატოვის სახელმწიფო ეკონომიკური აკადემიისდამთავრების შემდეგდახურული სააქციო საზოგადოება „სარატოვ-მობაილის“ მთავარი ბუღალტერი გახდა, სამი წლის შემდეგ კი - ვოლგატრანსტელეკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში. ოლეგ გორდეევი 2001 წლიდან6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კომპანია ვიმპელკომის სარატოვის ფილიალს.ამ ორგანიზაციის რეგიონულ ლიდერად გადაქცევაც სწორედ მისი დამსახურებაა.

ბიზნესში მთავარ პრიორიტეტად შედეგს ასახელებს, პირად ცხოვრებაში კი - ჰარმონიას.დარწმუნებულია, რომ ბიზნესში წარმატების მიღწევის საწინდარი ის ხალხია, ვის გვერდითაც მუშაობ.

რაც შეეხება წინსვლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს: უამრავ ადამიანს ვიცნობ, რომლებმაც ბრწყინვალე ბიზნეს-განათლება მიიღეს, აკადემიური წყობის ტვინი აქვთ, თუმცა არანაირი სიმაღლისთვის არ მიუღწევიათ და, პირიქით: ისეთი ადამიანიც მრავლადაა, რომლებსაც, რბილად რომ ვთქვათ, უმაღლესი განათლება საერთოდ არ მიუღიათ ან, სულაც, ყალბი დიპლომი იშოვეს (ასეც ხდება!), მაგრამ საკმაოდ სერიოზულ საქმიანობას ეწევიან. ისე, ამ ბოლოდროს სამოსნები და ხულიგნები უფრო მეტად ახერხებენ წარმატების მიღწევას, ვიდრე ხუთოსნები და წყნარები... ერთი სიტყვით, ყველაფერი ინდივიდუალურია...

ოლეგ გორდეევს მტკიცედ სჯერა, რომ ნებისმიერი არასტანდარტული სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობები არსებობს. თუმცა, იმასაც აღიარებს, რომ დღეს მსოფლიოში არსებული სიტუაცია უნიკალურია გლობალურობის თვალსაზრისით. არსებობს ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებული ობიექტური საგნებიც და სუბიექტურიც,რომელიც ადამიანების თავებში არსებულ კრიზისს უკავშირდება: ხალხს უჩნდება ნებისმიერი საქმის კეთების შიში, უმოქმედობას კი ეკონომიკური კრიზისით ხსნიან. ისე კი, სხვადასხვა ბაზარი სხვადასხვაგვარად ზარალდება კრიზისისგან: რაც უფრო გახსნილია, ღიაა ეკონომიკა, მით უფრო მეტ გავლენას მოახდენს მასზე კრიზისი და კრიზისიდან გამოსვლაც ამ შემთხვევაში უფრო სწრაფად და ეფექტიანად მოხდება. ვფიქრობ, რაც უფრო მეტად მშვიდად მივუდგებით ამ კრიზისს, უფრო მალე გადაივლის...

რაც შეეხება ოლეგ გორდეევისეულ წარმატების ფორმულას, ესაა „ბიზნეს-ყნოსვა“ და უნარი,იცხოვრო ჰარმონიაში საკუთარ თავთან.

ოლეგ გორდეევის მეუღლე მოსკოვის ერთ-ერთ მსხვილ ბანკში მუშაობს, ვაჟიშვილს 10 წელი შეუსრულდა, გატაცებულია ფეხბურთით და, ასევე, კარგად თამაშობს მაგიდის ჩოგბურთს. რა თქმა უნდა, ძნელია შორი-შორს ცხოვრება, მაგრამ ცდილობენ, ხშირად იფრინონ ერთმანეთთან. საყვარელი ადამიანები ბატონ ოლეგს საქართველოში უკვე ოთხჯერ სტუმრობდნენ და აქაურობაცძალიან მოეწონათ.

საინტერესოა, რას ფიქრობს ჩვენს ქვეყანაზე თავად ოლეგ გორდეევი?..

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, „ბილაინის“ გენერალური დირექტორი თვლის, რომ კონკურენციის თვალსაზრისით აქ მუშაობა არაა ადვილი, ხოლო სამართლებრივი თვალსაზრისით მეტად კომფორტულია. რაც მთავარია, ფიჭური კავშირგაბმულობის სამივე კომპანიის კონკურენცია ჯანსაღ ხასიათს ატარებს. „ბილაინის“ ქსელი გათვლილია მილიონამდე აბონენტზე, მას აქვს 350 საბაზოსადგური ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს მუშაობის ორწლიანი პერიოდისთვის განვითარების კარგი ტემპია. უკვე განხორციელებულია 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია. კომპანია მომავალშიც აპირებს, შეინარჩუნოს ქსელის განვითარების მაღალი ტემპი, შემოიტანოს ახალი სერვისები, უზრუნველყოს სიგნალის მიღება შორეულ მცირედ დასახლებულ პუნქტებში და წარმოადგინოს ახალი სატარიფო ხაზი,ასევე, მიმზიდველი წინადადებები ბიზნეს-სეგმენტისათვის.

რა აკავშირებს ბატონ ოლეგს საქართველოსთან, გარდა ბიზნესისა?

„ესაა სრულიად ფანტასტიური მეგობრობა ადამიანებთან, რომლებიც საქართველოში გავიცანი“. ქართველ თანამშრომლებთან საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია. ამბობს,რომ ყველანი ერთად ერთი გუნდის წევრები არიან და საერთო საქმესაკეთებენ.იგი მიიჩნევს, რომ ამ ხნის მანძილზე თვითონაც ცოტათი დაემგვანა ქართველებს. მოსწონს ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით, ელარჯი.ღვინოებიდან კი „ტვიშს“ და „ცოლიკაურს“ ანიჭებს უპირატესობას. აღტაცებულია აჭარით და სამეგრელოთი, თბილისში კი ყველაზე მეტად კუს ტბა მოსწონს. რაც შეეხება ჰობს, ეს მეგობრებთან ერთად თევზაობაა, ასევე, გატაცებულია მაგიდის ჩოგბურთით.

საქართველო არის ქვეყანა განუმეორებელი, დიდებული შარმით. ეს არის საინტერესო გამოცანა, რომლის ამოხსნაც ყოველდღიურად გიწევს. უნიკალური ბუნებრივი მდებარეობა, ხალხი, ისტორია... ყველაფერი ეს საოცრად გიზიდავს... ვერ ვიტყოდი,რომ ქართველ საქმიან ადამიანებს მკვეთრად გამოხატული რაიმე განსაკუთრებული თვისება ახასიათებთ. მაგალითად, ზარმაცები რუსეთშიც არიან, ამერიკაშიც, ინგლისშიცა და ინდოეთშიც... ასევეა საქართველოშიც...და პირიქით: თქვენს ქვეყანაში უამრავი საოცრად შრომისმოყვარე, შრომისუნარიანი, მიზანდასახული, ინტელექტუალი ადამიანი ცხოვრობს... მე არაერთი ასეთი პიროვნება გავიცანი თქვენთან... თუმცა, მაინც არსებობს გარკვეული თავისებურებანი, რაც განუმეორებელ კოლორიტულობას ანიჭებს ქართველ ბიზნესმენებთან ერთად განხორციელებულ პროექტს და ორიგინალურს ხდის მას.

0x01 graphic

10.3 „IBS პერსონალი“ კადრების მართვის ახალი გადაწყვეტილება

▲ზევით დაბრუნება


კომპანია „აი-ბი-ეს“-მა (ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები), რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოპულარული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ფირმა 1С-ის ოფიციალური პარტნიორია, სულ ახლახანს ადამიანური რესურსებისა და სახელფასო სისტემის მართვის პროგრამულ პროდუქტზედაასრულა მუშაობა. გადაწყვეტილება „IBS პერსონალი“ 1C-ის პროგრამის-„ხელფასი და პერსონალის მართვა“ ბაზაზე შემუშავდა. მიუხედავადიმისა, რომ პროდუქტი ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, ის უკვე დაინერგა ისეთ კომპანიებში, როგორებიც არიან: „გაერთიანებული ტელეკომი“, „რუსთავი 2“ და კომპანია „თი-ემ-სი“ (თბილისის მენეჯერები და კონსულტანტები). „IBშ პერსონალი“ დაკავშირებულია „აი-ბი-ეს“-ის კიდევ ერთ ახალ პროდუქტთან „IBS ბუღალტერია“, რაც კომპანიებს კადრების მართვისა და ბუღალტერიის ერთიან სისტემაში წარმოების საშუალებას აძლევს. უახლოეს მომავალში „IBS პერსონალი “ „IBS კორპორატიული პორტალის“ ვებ-გადაწყვეტილებას დაუკავშირდება,რომლის შემუშავებაც ამჟამად მიმდინარეობს „1С-ბიტრიქსის” ინტრანეტის პროდუქტის ბაზაზე. „IBS პერსონალის შესახებ კომპანია „აი-ბი-ეს“-ის პერსონალის მართვის გადაწყვეტილების მენეჯერს, მაგდა მაჭავარიანს ვესაუბრეთ.

- რა ტიპის კლიენტებზეა გათვლილი პროგრამული პროდუქტიIB პერსონალი და ვინ არიანმისი მომხმარებლები?

- გადაწყვეტილება „IBS პერსონალი“ განკუთვნილია როგორც მარტივი, ისე რთული ორგანიზაციული სტრუქტურის მქონე კომპანიებისათვის. პროგრამის მომხმარებლები არიან ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, ბუღალტრები და კომპანიის ხელმძღვანელი პირები, რადგან „IBS პერსონალი“ ორგანიზაციის კადრების აღრიცხვისა და მართვის პროცესის ყველა ძირითადი საკადრო და სახელფასო ოპერაციის ავტომატიზაციას უზრუნველყოფს და მონაცემების ანალიზის მიზნით, ნებისმიერი პერიოდულობით, ნებისმიერ ჭრილში, სურვილისამებრ აწყობადი რეპორტინგის წარმოების საშუალებას იძლევა.

- რა საკადრო და სახელფასო ოპერაციების ავტომატიზაციას უზრუნველყოფს IBS პერსონალი?

- პროგრამაში გათვალისწინებულია შემდეგი საკადრო ფუნქციონალობა: ორგანიზაციის საკადრო მოთხოვნილების დაგეგმვა, პერსონალის შერჩევა, საკადრო გეგმის შესრულების ეფექტურობის ანალიზი, ორგანიზაციის საშტატო განრიგის შედგენა, სახელფასო ბიუჯეტის დაგეგმვა, თანამშრომლების პირადი და სამსახურებრივი მონაცემთა ბაზის შექმნადა ნებისმიერი თანამშრომლის მონაცემების ოპერატიულად მოძიება, როგორც კომპანიის კადრების მოძრაობის(სამსახურში მიღების, დაწინაურება-დაქვეითებისა და გათავისუფლების), ისე არგამოცხადების (შვებულების, დეკრეტის, მივლინების, ბიულეტენის, საპატიო და არასაპატიო გაცდენის) რეგისტრაცია, თანამშრომლების წახალისება-საყვედურის ფორმები, თანამშრომლების შეფასების სისტემა და განვითარების პროცესის მართვა. რაც შეეხება სახელფასო ოპერაციების ავტომატიზაციას, გადაწყვეტილების მეშვეობით თანამშრომლების შრომის ანაზღაურება შესაძლებელია როგორც სხვადასხვა ტიპის სამუშაო გრაფიკებითა და ტაბელით, ისე სანარდო ფორმით. პროგრამაში გათვალისწინებულია პერსონალის ფინანსური მოტივაციის მართვა სურვილისამებრ აწყობადი ბონუსებით, პრემიებითა და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებით. ხელფასის გაცემა ხდება როგორც სალაროდან, ისე, ბანკიდან.

- რამდენად დიდია საქართველოს ბაზარზე კონკურენცია კადრების მართვის გადაწყვეტილებების სფეროში და რითი გამოირჩევა თქვენს მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილება?

0x01 graphic

- კონკურენცია თავისთავად დადებითი მოვლენაა, რადგან ჩვენი პროდუქტების მუდმივად განვითარებისა და დახვეწისკენ გვიბიძგებს, ხოლო კლიენტს კარგსა და საუკეთესოს შორის არჩევანის გაკეთების საშუალებასაძლევს. რაც შეეხება „IBS პერსონალის“ გამორჩეულ მხარეს, მისი ფართო ფუნქციური შესაძლებლობების გარდა, აღსანიშნავია ტიპური პროდუქტის მოქნილობა, რაც კონკრეტულ კლიენტის სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად, სისტემის ადაპტაციისა და კლიენტზე მორგების საშუალებას იძლევა. ასევე, საგულისხმოა, რომ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებლების ავტორიზაციის დონეების აწყობა. ჩვენ კლიენტს ვთავაზობთ ყველა იმ მომსახურებას, რომელიც კლიენტ კომპანიაში „IBS პერსონალის“ წარმატებით დანერგვისთვის არსებითია: მომხმარებლების დატრენინგებას 1C-ის სერტიფიცირებულ სასწავლო ცენტრში,სახელმძღვანელოებს, „აი-ბი-ეს“-ის სერტიფიცირებული სპეციალისტების თანხლებასა და კონსულტაციებს, მხარდაჭერის სააბონენტო მომსახურების პაკეტებს, უფასო სატელეფონო საკონსულტაციო მომსახურებას. გარდა ამისა, 1 აპრილიდან 1 მაისამდე კომპანია „აი-ბი-ეს“-მა როგორც პროგრამულ პროდუქტებზე (მათ შორის, „IBS პერსონალზე“), ასევე მომსახურებებზე 15%25-იანი სპეციალური ფასდაკლება გამოაცხადა. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი კომპანია, რომელიც IBS -ის რომელიმე პროდუქტს შეიძენს, მომხმარებლის ტრენინგს საჩუქრად მიიღებს. ეს არის სპეციალური შეთავაზება იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთაც რეალურად სურთ მართვის ავტომატიზაციის სისტემების დანერგვა, თუმცა, გარკვეული გარემოებებისგამო, თავს იკავებენშეძენის გადაწყვეტილების მიღებისაგან.

- რა ეფექტს მიიღებს კლიენტი IBS პერსონალით სარგებლობის შედეგად?

- კომპანია, რომელიც „IBS პერსონალით“ განახორციელებს კადრების აღრიცხვისა

და მართვის ავტომატიზაციას, დაზოგავს დროს, ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს, გაიადვილებს საკადრო შემადგენლობის კონტროლს, ექნება ეფექტური სახელფასო სისტემა, ეყოლება კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული და ფინანსურადმოტივირებული პერსონალი, მენეჯმენტს ექნება საკადრო და სახელფასო მონაცემების დეტალური ანალიზის საშუალება და სრულადიქნება ინფორმირებული პერსონალის მართვის პროცესების შესახებ. შედეგად, გაიზრდება ადამიანური რესურსების მოტივაცია და პროდუქტიულობა, ხოლო კომპანია განიმტკიცებს წარმატებული კომპანიის იმიჯს.

ეკა ჯიმშელაძე

10.4 „სოფმარ“ -საიმედო და ეფექტური მომსახურების გარანტი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ვახტანგ ალანია
„სოფმარ“-ის გენერალური დირექტორი

საზღვაო სააგენტო სოფმარ-მა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისა და ექსპედირების სფეროში დამსახურებულად დაიმკვიდრა კუთვნილი ადგილი და დღითიდღე იზრდება და ვითარდება. კერძოდ, სააგენტოს მომსახურებაში შედის: საკონტეინერო გადაზიდვები მთელ მსოფლიოში, საავტომობილო გადაზიდვები ევროპისა და ამიერკავკასიის სივრცეში, სარკინიგზო გადაზიდვები, არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა, საბაჟოგაფორმება,გემებისაგენტირება და სხვა.

სოფმარ-ის სათაო ოფისი ფოთშია, ხოლო წარმომადგენლობები თბილისში, ერევანსა და ბათუმში...

პროფესიონალიზმის ამაღლებასთან ერთად, ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს მოვიდეს თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში,განსაკუთრებით კიდევ უფრო დახვეწოს მომხმარებელთან და პარტნიორებთან ურთიერთობების კულტურა.

ამის გათვალისწინებით მარტის ბოლო დღეებში შპს „სოფმარ“-ის წამყვანმა და დამწყებმა სპეციალისტებმა შპს პარტნიორები - საქართველო-ს ოფისში გაიარეს ტრენინგი კლიენტის ეფექტური მომსახურება და გაყიდვები“. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია ქართულ და უცხოურ ბიზნეს-სტრუქტურებს სთავაზობს ტრენინგებსა და კონსულტაციებს ორგანიზაციული მართვისა და განვითარების სფეროში. ტრენინგი მიზნად ისახავს კლიენტის სწორად მომსახურების სტანდარტებისა და გაყიდვის ტექნიკის სწავლებას. კურსის გავლის შემდეგ პერსონალი ეფექტურად ახერხებს რთული, პრობლემური, სამართლიანი თუ უსამართლო პრეტენზიების მქონე კლიენტების მომსახურებას; არასტანდარტულ სიტუაციებზე რეაგირებას; სამუშაო დღის ბოლომდე შეძლებს შეინარჩუნოს კლიენტის მიმართ პოზიტიური განწყობა

დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, რაც ხელს უწყობს სამუშაოთა მოცულობის შემცირებას, ეს იყო სწორედ იმ ტიპის ტრენინგი, რომელსაც ითხოვდა „სოფმარ“-ის განვითარების სტრატეგია.

განსაკუთრებული მადლიერება დაიმსახურეს პარტნიორები - საქართველოს კონსულტანტებმა, ვაჟა კვერნაძემ და ლელა გიორგობიანმა, რომელთა დახმარებით განვიხილეთ ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა: ეფექტური მომსახურების ძირითადი პრინციპები,მოსმენისა და შეკითხვის დასმის ტექნიკა, კომუნიკაციის ბარიერები საქმიან ურთიერთობებში, ასევე სატელეფონო საუბრის ეტიკეტი, გაყიდვის პროცესის ეტაპები, პრეზენტაცია და სხვა.

0x01 graphic

- რა სიახლეები წარმოჩინდა ტრენინგზე და როგორ დაეხმარა სოფმარ- პრაქტიკულ საქმიანობაში?

რამდენიმე კითხვით მივმართეთ შპს სოფმარ-ის გენერალურ დირექტორს ბატონ ვახტანგ ალანიას:

- არსებითი ხასიათის სიახლეები არ ყოფილა. ტრენინგი იყო საშუალება, უფრო კარგად, გულდასმით გაგვერკვია ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორების სურვილები და მოთხოვნილებები, რათა ჩვენი მომსახურების დონე სასურველს მიუახლოვდეს.დღეს ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკური კრიზისისპირობებში გაიზარდა კონკურენციადა სოფმარ-ს სურს ყოველთვის იყოს ლიდერისატვირთო გადაზიდვებისსფეროში. ამ მიზნის მისაღწევადაუცილებელია გამუდმებითმივიღოთ ცოდნა და გავამდიდროთ ჩვენი გამოცდილება.

- რა გავლენა მოახდინა სოფმარ-ზე ეკონომიკურმა კრიზისმა, ინარჩუნებს თუ არა იგი დღესაც ლიდერის პოზიციებს კონკურენტულ ფირმებს შორის და რა ახალ პროდუქტებს შესთავაზებს მომხმარებელს?

- მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გამოავლინა ის, რომ ჩვენ მეტნაკლებად ინტეგრირებულნი ვართ საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში და ამდენად, ნებისმიერი ცვლილება აისახება ჩვენს საქმიანობაზეც. ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც დადებითი მხარე. უარყოფითია ის, რომ ამ ეკონომიკური კრიზისის შედეგად შეგვიმცირდა ტვირთბრუნვა და აქედან გამომდინარე ფინანსური შემოსავალიც, რამაც მოითხოვა შეგვეცვალა ჩვენი ორგანიზაციის სტრატეგია: დღეს ვფიქრობთ არა განვითარებაზე, არამედ ვცდილობთ შევინარჩუნოთ მოპოვებული პოზიციები. ამასთან, ვეძებთ ინტელექტუალურ, ფინანსურ და ტექნიკურ შიდა რეზერვებს, რათა სოფმარ-ის საქმიანობა გავხადოთ ეფექტური. ჩვენ გავაფართოვეთ საზღვაო-სახმელეთო გადაზიდვების სერვისი. იმისათვის, რომ კლიენტი იყოს კმაყოფილი და, ამასთან ერთად, მაქსიმალურად მივიღოთ შემოსავალი შეკვეთილი სამუშაო მოცულობიდან, საზღვაო სააგენტო „სოფმარ“-ი სთავაზობს კლიენტს მომსახურების სრულ კომპლექტს ყველა მიმართულებით, - იქნება ეს საკონტეინერო, სარკინიგზო თუ საავტომობილო გადაზიდვები და ეს ყველაფერი კეთდება კლიენტისთვის მისაღებ, კონკურენტუნარიან ფასებში, სწრაფად და საიმედოდ.

0x01 graphic

- სოფმარ- ცნობილია როგორც ქველმოქმედი ორგანიზაცია, აგრძელებთ თუ არა ტრადიციებს დღევანდელისიტუაციის გათვალისწინებით?

- ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ საქველმოქმედო აქციებს შესაძლებლობებისფარგლებში. ძირითადი პრიორიტეტებია განათლება და შეჭირვებულთა თანადგომა. რაც უფრო მეტად გავძლიერდებით მომავალში, მით უფრო მეტ საქველმოქმედო პროექტს განვახორციელებთ.

ირა კეკელიძე

11 თვალსაზრისი

▲ზევით დაბრუნება


11.1 საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნოდარ ჭითანავა
ეკ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
ჟურნალ „ბიზნესიდა კანონმდებლობის“
სამეცნიერო საბჭოს წევრი

საქართველოს ეკონომიკის გარდაქმნების
კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური
ანალიზი
(1990-2007 წწ.)

წერილი პირველი

გარდაქმნების პოლიტიკა: უცოდინარობა, თუ უპასუხისმგებლობა?

საქართველოს ეკონომიკა XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკური კატაკლიზმების ფონზე მსოფლიო ინტეგრაციულ სივრცეში სპონტანურად ჩაერთო და უცხო გარემოში ადაპტირების აუცილებლობის წინაშე დადგა. საბჭოთა სისტემის ნგრევის მყისიერ პროცესში საქართველომ პოლიტიკურ სუვერენიტეტსა და ეკონომიკურ დემოკრატიაზე აიღო ორიენტაცია. სტრატეგიულად ეს სწორი მიდგომა იყო. გარე (ეგზოგენური) ფაქტორების გავლენით (სოციალისტური სისტემის დაშლის პროცესის სწრაფი და წინააღმდეგობრივი ხასიათი) ქვეყანა ორი ისტორიული პროცესის ერთდროულად დაწყებისა და გადაკვეთის ეპიცენტრში აღმოჩნდა - ერთმანეთს შეერწყა ერთი მხრივ, პოლიტიკური დამოუკიდებლობის რეალურად დაწყებული პროცესი - შესაძლებლობა, და მეორეს მხრივ, სოციალისტური ეკონომიკის საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის ობიექტური აუცილებლობა. კაცობრიობის ისტორიაში ქვეყნების განვითარების ასეთ პრეცედენტს ანალოგი არ ჰქონდა.

საქართველოში ორი რთული პროცესის ერთდროულად დაწყებისა და მათი კოორდინაციის აუცილებლობის უნიკალური შემთხვევა-პირობა, ბუნებრივია, მოითხოვდა ერის მატერიალური და სულიერი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, ქვეყნის სტრატეგიის სწორად განსაზღვრას და ეროვნული ინტერესების ერთიანი ნებისადმი მის დაქვემდებარებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ ფაქტორთა კომპლექსურ ამოქმედებას, რათა ქვეყანა ახალ თვისებრიობაში ნაკლები ტკივილებით(სოციალური დანახარჯებით) გადასულიყო.

სამწუხაროდ, აღნიშნული ისტორიული და საგანგებო ამოცანების შესრულებისთვის ერი, თავად ფორმირებადი სახელმწიფო, ახლად აღმოცენებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, საერთოდ ინტელიგენცია, მზად არ აღმოჩნდა. ერის ენერგია, მისი მატერიალური და ინტელექტუალური პოტენციალი ცალკეულ, სტიქიურად აღმოცენებულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წარმონაქმნთა ამბიციებში გაიფანტა, დანაწევრდა, რის გამოც, ქვეყნის მომავლის განსაზღვრას საფუძვლად დაედო პოლიტიკური სტიქიით ქუჩიდან ახვეტილ რევოლუციონერთა და ცალკეულ კრიმინალურ დაჯგუფებათა .. კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომები. იმდენად ძლიერი იყო პოლიტიკური თავისუფლების მოპოვების სურვილი, რომ საზოგადოება აღტაცებით შეხვდა ისტერიულ ლოზუნგებს: მზად ვართ ბალახით ვიკვებოთ, ბორჯომის წყალი გადაგვარჩენს, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში, საკმარისია ქართველ გლეხს მიწა მივცეთ, რომ ქვეყანა გამდიდრდეს, ბაზარი ყოვლის შემძლეა, იგი თვითონ უზრუნველყოფს კეთილდღეობას და სხვ. სწორედ ასეთი და მსგავსი ლოზუნგებით ცდილობდა საზოგადოების ე.წ. გააქტიურებული ნაწილი ქვეყნის შემდგომ განვითარებას (მაშინ, როცა განვითარების რეალურ მიმართულებებზე წარმოდგენაც არ ჰქონდა). მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სტიქიურ პროცესებში უშუალოდ ჩაერთო. დაიწყო სახალხო ქონების საყოველთაო ძარცვა (ლოზუნგით „ყველაფერი შინ წავიღოთ“), რასაც გარკვეულწილად კერძო სექტორის შექმნის აუცილებლობით „ასაბუთებდნენ“. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ 1990 წელს საბჭოთა სივრცეში თავისი ფორმითა და შინაარსით დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ადრინდელი რადიკალური მიდგომები თვისებრივად ახალი (დროის ადეკვატური) და უფრო რეალური პოზიციით შეცვალა. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ წამოაყენა სოციალურეკონომიკურ განვითარებაში კონვერგენციის თეორიის (როგორც კონცეფცია - მეთოდოლოგიის) გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი. ეს კი საქართველოს ინტერესებს ესადაგებოდა და ფაქტობრივად ნიშნავდა შერეული ეკონომიკური სისტემის ადეკვატურ ეროვნულ მოდელზე გადასვლას. მაგრამ ამ იდეას განხორციელება არ დასცალდა -1992 წელს სამხედრო გადატრიალებით კონვერგენციის თეორია და მისი ავტორი ხელისუფლება დამხობილ იქნა. მოვიდა ახალი ძალა, ე.წ. დროებითი მთავრობა. სახელმწიფო-ეროვნულ ინტერესებს ჩაენაცვლა პირადული და ჯგუფური ინტერესები, გაძლიერდა ეროვნული სიმდიდრის ძარცვის (ეკონომიკის კრიმინალიზაციის), კულტურულ ფასეულობათა დაკნინების, პიროვნული ღირსებების შელახვის პროცესი, გაჩნდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის რეალური საფრთხე. სპონტანურად აღმოცენებული ცალკეული ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ... მომძლავრდა გენეტიკური „შადიმანიზმი“, როგორც ღალატზე აღმოცენებული მსოფლმხედველობა და ახალ სიტუაციაში იგი ძალმომრეობაზე დაყრდნობით ფაქტობრივად იქცა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების „რეგულირების“ არაფორმალურ განმსაზღვრელ ძალად.

აღნიშნულ პერიოდში დაიწყო და მწვავე ხასიათი მიიღო ეთნიკურმა კონფლიქტებმა. სამოქალაქო ღია დაპირისპირება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა,მასობრივად გავრცელდა ადამიანების სიცოცხლის და ქონების ხელყოფა. საზოგადოება დაითრგუნა. ქაოსი გაბატონდა.

იმ პერიოდში არასრული მონაცემებით, ეთნიკური კონფლიქტებით მიყენებულმა ზარალმა 3 მლრდ ლარს გადააჭარბა.

საზოგადოებრივ ურთიერთობათა ასეთ ფონზე სტიქიურად მიმდინარეობდა საბაზროპრინციპებზე ეროვნული ეკონომიკის გადასვლის პროცესი, ეს მაშინ, როცა ქვეყანას შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, ეკონომიკური გარდაქმნების კონცეფცია, აგრეთვე, სურსათისა და ენერგეტიკულირესურსების მინიმალური მარაგიც არ გააჩნდა. ქუჩის აქტიური მხარდაჭერით განისაზღვრა ეკონომიკური გარდაქმნების „სტრატეგია“ და არსებული სისტემისნულოვან საძირკვლამდე ნგრევისშეუქცევად პროცესსაც აქედანვე დაედო სათავე.

ეკონომიკის ტრანსფორმაციის ზიგ-ზაგები

„საბაზრო ეკონომიკაზე“ გადასვლა დაიწყო სახელმწიფო ქონების პრივატიიზაციით. პრივატიზაციის დაწყების პერიოდში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სახსრები არ გააჩნდა, შემნახველ ბანკებში არსებული მათი ანაბრები უკვე გაუფასურებული (გაყინული) იყო. ქვეყნის შიგნით არ არსებობდა ინვესტიციების რეალური წყარო, მოშლილი იყო საკრედიტო-საფინანსო სისტემა. არ იყო შექმნილი პრივატიზაციის გლობალური პროცესის ხელშემწყობი ეკონომიკური, ორგანიზაციული და ფსიქოლოგიური გარემო.

საინვესტიციო პერსპექტივა მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის იმედზე იყო მთლიანად დამოკიდებული. ამიტომ, ბუნებრივია, რევანშიზმის სულისკვეთებით დაწყებული მასობრივი პრივატიზაციის პროცესი წინააღმდეგობრივად წარიმართა.

1996 წლის ივლისში დასრულდა პრივატიზაციის პირველი ეტაპი. მან სამი ძირითადი სფერო მოიცვა: ბინების, მცირე და სავაუჩერო პრივატიზაცია. მასობრივი პრივატიზაცია გამოიხატა საწარმოთა აქციების გაყიდვაში მოქალაქეებზე დარიგებულ ვაუჩერებზე. აქციონირების პროცესში გამოშვებულ იქნა 497 მლნ. აქცია, ამათგან, 25%25 1996 წლის მეორე კვარტალისთვის კერძო საკუთრებაში იყო გადაცემული. ყველა მოქალაქე იღებდა ვაუჩერს ნომინალური ღირებულებით 30 აშშ დოლარი. 1995 წელს 5098736 კაცს დაურიგდა 4.264.541 საპრივატიზებო ბარათი (83,6%25). 1996 წლის 1 ნოემბრისათვის შრომით კოლექტივებზე შეღავათების, მოსახლეობაზე ვაუჩერების და საცხოვრებელი ბინების უფასო პრივატიზების სახით გაიცა 405.5 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი აქციები, ვაუჩერები და ქონება.

1998 წლის ოქტომბრისათვის სახელმწიფო სტატისტიკურ რეგისტრში ჩართულ საწარმოთა და ორგანიზაციათა მთლიან რაოდენობაში კერძო სექტორის წილიშეადგენდა90,6%25-ს, მუშაკთა რიცხოვნობაში -57,2%25-ს, მშპ - 74,7%25-ს. სოფლის მეურნეობაში მთელი პროდუქციის 90%25-ზე მეტს, მათ შორის, მარცვლის - 70%25-ს, კარტოფილის - 95%25-ს, ბოსტნეულის - 93%25-ს, ხილის - 95%25-ს, ყურძნის - 80%25-ს, ციტრუსების - 96%25-ს, ჩაის - 50%25-ს,ხორცის - 97%25-ს, რძის - 95%25-ს, კვერცხის - 98%25-ს კერძო სექტორიიძლეოდა. მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის 95,8%25, ღორის- 97,3%25, ცხვრისა და თხის 84,9%25 - კერძო სექტორში იყო. 1997 წლის აპრილის მონაცემებით,სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 29,5%25-ს, მათ შორის:სახნავის 61,5%25-ს, მრავალწლიანინარგავების 81,5%25-ს, სათიბის 54%25-ს, საძოვრების 6%25-ს კერძო სექტორი ფლობდა.

როგორი იყო პრივატიზაციული პროცესის მონაწილეთა ინტერესები და როგორ მოხერხდა მათი ურთიერთშეთანხმება?

პრივატიზაციის პროცესის ცენტრალური ფიგურა (მონაწილე) სახელმწიფო იყო. გასაყიდი ქონება მას ეკუთვნოდა. ხელისუფლებამ პრივატიიზაციის მიზანი განსაზღვრა არა ეკონომიკური მიზანშეწონილობით,არამედ წმინდა პოლიტიკური მოტივით - ძირფესვიანად დანგრეულიყო სოციალისტური სისტემის მატერიალური საფუძველი. ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა. ასეთირამ მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად პოსტსოციალისტურ სივრცეშიც.

პრივატიზაციას თან ახლდა მძიმე შედეგები. დღეს, ცხადია, რომ პრივატიზაციის ორგანიზატორებმა ჯეროვნად ვერ შეაფასეს თვით ამ პროცესების დანაკარგები, განსაკუთრებით კი -პოლიტიკური, აგრეთვე, ის დაბრკოლებები, რომლებსაც დაჩქარებული პრივატიზაცია უქმნის შემდგომ რეფორმებს.

ამრიგად, საქართველოში პრივატიზაციის პროცესის მთავარმა სუბიექტმა - სახელმწიფომ თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქცია ვერ შეასრულა და პროცესის დაჩქარებითა და არასწორად ჩატარებით შემდგომ რეფორმებს დიდი სიძნელეები შეუქმნა.

პრივატიზაციის პროცესის მეორე მონაწილე -მყიდველი (ინვესტორი) იყო ის „აქტიური სუბიექტი“, ვისაც ადრე უკანონო შემოსავლები ჰქონდა და ნებისმიერი ქონება საკუთარი კაპიტალის ლეგალიზების საგნად სჭირდებოდა. ასეთი მყიდველის მიზანიც ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების „ჩარჩოში“ განთავსდა და დაჩქარდა იაფი პრივატიზაციის პროცესი, რაც ორივემხარისათვის მისაღები აღმოჩნდა.

პრივატიზების პროცესის მესამე მონაწილე პრივატიზებული საწარმოს კოლექტივი და საერთოდ ქვეყნის მოქალაქეთა (პასიური სუბიექტების) უდიდესი ნაწილი დაზარალდა.

სახელმწიფო ქონების იაფად ხელში ჩაგდების მიზნებისთვის, „ფარულ მეპატრონეთა“ მიერ ხელოვნურად იძარცვებოდა, პარტახდებოდა, ფუნქციას და დანიშნულებას კარგავდა ადრე მოქმედი, მაღალრენტაბელური საწარმო. ამ გზით იშორებდნენ იქ დასაქმებულ „ზედმეტ“ პირებს, შემდგომ, უკვე ფუნქცია და იერსახე დაკარგული ობიექტი შეჰქონდათ საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში და წინასწარვე შეთანხმებული პირობებით გადადიოდა ის „ახალი ინვესტორის“ კერძო საკუთრებაში.

პრივატიზაციის პროცესში აღინიშნა ისეთი მოვლენაც, როგორიცაა: ფულის გარეცხვა. საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არასწორი გზით ნაშოვნი ფული გააჩნდა, ძირითადი ფონდების დაბალი ფასების გამო (ასევე ვაუჩერების შესყიდვით) „მაღალწონიანი“ მესაკუთრე გახდა. მათ შეძლეს, უკანონოდ შეძენილი ქონების ფორმალურად ლეგალიზება.

თუ როგორ „შეუწყო“ ხელი პრივატიზაციის ფორსირებულმა პროცესმა ეკონომიკისსაერთო ეფექტიანობას,ჩანს შემდეგი მონაცემებიდან

1998 წელს მშპ მოცულობამ 1988 წლის მიმართ შეადგინა 36,6%25, სამრეწველო პროდუქციისწარმოებამ - 15%25, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისამ - 59,6%25, კაპიტალურმა დაბანდებებმა 13,4%25 და სხვ.

1998 წელს ქვეყანაში შექმნილი იყო 1138 სააქციო საზოგადოება. მათ შორის: 126-ს 1997 წელს ჰქონდა მოგება (სულ 1,7 მლნ. ლარი). 1997 წელსსახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღოსახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდები 11,8 ათასი ლარის ოდენობით (?!). ამასთან პრივატიზაციის პროცესს თან ახლდა კრიმინალიზაციისა და კორუფციის გაღრმავება, სამრეწველო და სამეცნიერო პოტენციალის გაჩანაგება, უმუშევრობის ზრდა და სხვ.

პრივატიზაცია, როგორც პროცესი, ყურადღებას იმსახურებს კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური თვალსაზრისითაც. დადასტურდა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია პოსტსოციალისტურ ქვეყანაში ინსტიტუციური გარდაქმნების ერთერთი მნიშვნელოვანი ფორმაა, რომელიც იწვევს საზოგადოებრივ ურთიერთობათა ღრმა ცვლილებებს, განსაზღვრავს თვისებრივად ახალი ტიპის სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბების საფუძველს. პრივატიზაციის ფორმები, მასშტაბი, განხორციელების მეთოდი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურაზე, მწარმოებლური ძალების განვითარების დონეზე, სახელმწიფოს ეკონომიკური სტრატეგიის მიზანსა და თავად პროცესის მომზადებაზე.

პრივატიზაცია, რომელიც საქართველოში განხორციელდა, თავისი შინაარსით, თავისებურებებით ტრადიციული ფორმებისაგან არსებითად განსხვავდება. ჯერ ერთი, მან მოიცვა მთლიანად ეროვნული ეკონომიკა, რამაც სირთულეები შექმნა დარგების, ქვედარგების სპეციფიკის გამო. მეორე, პრივატიზაცია საქართველოში განხორციელდა როგორც მიზანი (მისი იდეოლოგიური მხარის გათვალისწინებით, თანაც ეკონომიკური რევანშიზმის სულისკვეთებით), მაშინ, როცა იგი თავისი შინაარსით ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების საშუალებაა.

ჯერჯერობით, პრივატიზაციას, როგორც სისტემური გარდაქმნების ფენომენს სათანადო გავლენა არ მოუხდენია ეკონომიკის ეფექტიანობაზე, ადეკვატური ინსტიტუციური ცვლილებები არ გამოუწვევია, კონკურენტული გარემო არ შექმნილა.

მიუხედავად იმისა, რომ პრივატიზაცია მოუმზადებლად დაიწყო (მის სამივე - მომზადება, საკუთრივ პრივატიზაცია, პოსტპრივატიზაციული პერიოდი) და წინააღმდეგობრივად წარიმართა, დადებით ასპექტებთან ერთად, სერიოზული სამართლებრივი დარღვევებიც ახლდა.

პრივატიზაციის მთავარ პოლიტიკურ შედეგად უნდა ვაღიაროთ ის, რომ მან კერძო სექტორის ფორმირების რეალური საფუძვლები შექმნა. ამასთან, ისიც დადასტურდა, რომ პრივატიზაციის პროცესი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და ის სახელმწიფოს საგანგებო ფუნქციაა.

პრივატიზაციის პროცესმა, განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში (2004 წლიდან) გვიჩვენა, რომ ქვეყანაში შეიქმნა ახალი ტიპის ელიტა - კორუფციის, ქვეყნისა და მოსახლეობის ძარცვის გზით ნაშოვნი კაპიტალის მფლობელი. იგი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ეწევა ეროვნული ქონების უდიდესი ნაწილის დასაკუთრებისა და სახელისუფლებო პოზიციების გაძლიერებისთვის. ამ მიზნით ხორციელდება სასიცოცხლო და სტრატეგიული მნიშვნელობის ისეთი სახელმწიფო ობიექტების გასხვისება, რომლებსაც თანამედროვე მენეჯმენტის პირობებში შეეძლო მაქსიმალური შედეგების მიღება. საჭირო იყო არა ხელაღებით სახელმწიფო საწარმოების გაყიდვა, არამედ მათი კომერციალიზაცია და მონოპოლური მდგომარეობის შეცვლა, იმისათვის ხელის შეწყობა, რომ უფრო მრავალფეროვანი გამხდარიყო საბაზრო გარემო.

პრივატიზაციის დირექტიული (თანაც მიზნობრივი) ფორმით ჩატარებამ ხელი შეუწყო ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობის გახანგრძლივებას.

საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითადი ეტაპები

პოსტსოციალისტურ პერიოდში პირობითად შეიძლება გამოვყოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთმანეთისაგან გარკვეულწილად განსხვავებული 4 ძირითადი ეტაპი: I - 1991-1995 წწ., II - 1996-2003წწ., III - 2003-2008 წწ., IV - 2008 წლის მეორე ნახევრიდან.

I ეტაპზე სტიქიურად დაიწყო მემკვიდრეობით მიღებული ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და ორგანიზაციული სტრუქტურების (ინსტიტუტების) მყისიერი დაშლა-დანგრევა (და არა დემონტაჟი), ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება;

II ეტაპისათვის დამახასიათებელი იყო: ეკონომიკური (მშპ) ზრდის შედარებით მაღალი ტემპები, საბაზრო სისტემის მატერიალური და ორგანიზაციული საფუძვლების მომზადება, მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში ქვეყნის ეკონომიკის მონაწილეობის გაფართოება, საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ სტრუქტურებთან მჭიდრო ურთიერთობათა დამყარება, საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წევრად მიღება (1999), ეროვნული ეკონომიკის სოციალური მიმართულების განსაზღვრა, ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის აღზევება,1998 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის ნეგატიური გავლენა და ა.შ.

III ეტაპზე: გაძლიერდა კორუფციასთან, ეკონომიკურ დანაშაულთან კომპლექსური ბრძოლა, გაღრმავდა საერთაშორისო სტრუქტურებთან კავშირები, პრიორიტეტული მხარდაჭერა მიიღო ინფრასტრუქტურის სწრაფი ტემპებით განვითარებამ, რადიკალურად შეიცვალა სოციალური სფეროს ფუნქციონირების პრინციპები (განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების), მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, გადიდდა სახელმწიფო შემოსავლებიც. გამოიკვეთა ეკონომიკური ზრდის ტენდენცია. ამ ეტაპზე რუსეთის ინიციატივით საქართველოს ეკონომიკა მოწყდა ტრადიციულ ბაზარს. იგი ფაქტობრივად პარალიზებული აღმოჩნდა.

IV ეტაპი მოკლე პერიოდს მოიცავს და მისთვის დამახასიათებელია: 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ(რუსეთის აგრესია) ეკონომიკური განვითარების მკვეთრი შენელება (წარმოების ვარდნა,უმუშევრობის ზრდა).

ეროვნული ეკონომიკის ეტაპობრივად ტრანსფორმაციის ზემოთ მოცემული ზოგადი ნიშან-თვისებები, არ იძლევა საკმარის საფუძველს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებების, ტენდენციებისა და კანონზომიერებათა ობიექტურად შეფასებისათვის. ამიტომ საჭიროა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და წინააღმდეგობრივი და მრავალმხრივი პროცესის სისტემური ანალიზი, რათა გამოვლინდეს და შეფასდეს უკანასკნელ წლებში ეროვნული ეკონომიკის განვითარება, ობიექტური და სუბიექტური, ასევე, გარე (ეგზოგენური) და შიდა (ენდოგენური) ფაქტორები.

პირველ ეტაპზე მყისიერად დაეცა მშპ-ის მოცულობა: 1994 წელს მან შეადგინა რეფორმამდელიპერიოდის მშპ-ის მხოლოდ27,8%25. ამავე პერიოდშიკატასტროფულად დაეცა: სამრეწველო პროდუქციის წარმოება (85პროცენტული პუნქტით),სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოება(2-ჯერ), კაპიტალური დაბანდებები (97,2 პროცენტული პუნქტით), ტვირთბრუნვის მოცულობა(67 პროცენტული პუნქტით) და ა.შ.

ნიშანდობლივია, რომ 1994 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები საქართველოში პირველად მიღწეული იყო: მრეწველობაში - 40 წლის წინ (1954 წელს), სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში - 49 წლის წინ (1945 წელს), კაპიტალურ დაბანდებებში 35 წლის წინ (1959 წელს), ტვირთბრუნვაში (რკინიგზის ტრანსპორტით) 54 წლის წინ (1940 წელს).

წარმოების მკვეთრად დაცემისას ე.წ. ლიბერალური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებამ საფინანსო მეურნეობის სრულ მოშლას შეუწყო ხელი. 1993 წელს დაფიქსირდა ჰიპერინფლაციური პროცესები. 1993 წლის მეორენახევრიდან 1994 წლის ოქტომბრამდე, ინფლაციის ტემპი საშუალოდ თვეში შეადგენდა 60-70%25-ს. გაუფასურდა ეროვნული ბანკის კუპონი.

როგორც ჩანს, აღნიშნულ პერიოდში კატასტროფულად დაეცა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე -ეკონომიკა სისტემურ კრიზისში შევიდა.ეს მოვლენა ამ ეტაპის მკაფიოდ გამოკვეთილი ტენდენციაა და ლოგიკური შედეგიც. ამასთან, 1994 წელს ანტიკრიზისული პროგრამის მიღებით, 1995 წელს ეროვნული ვალუტის - ლარის ამოქმედებით, ინფლაციური პროცესების რეგულირებით, რაც მთავარია 1995 წელს ქვეყნის კონსტიტუციის მიღებით, რომელმაც ეროვნული ეკონომიკის სოციალური ორიენტაცია განსაზღვრა, მკაცრიფულად-საკრედიტო პოლიტიკით, ინდიკატიური დაგეგმვის, როგორც განვითარების რეგულირების ინსტრუმენტის აღიარებით, თავად ფორმირებადმა სახელმწიფომ უკვე კრიზისში მყოფი ეკონომიკის გაჯანსაღების გარკვეული პოზიტიური ფონის შექმნა. ეს მოვლენა თავისებურებაცაა და ტენდენციაც. აქვეაღვნიშნავთ,რომ პოზიტიური ფონისაკმარისი არ აღმოჩნდა წარმატებული სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნებისათვის.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით დასტურდება, რომ მშპ ზრდის ტემპებმა შეადგინა წინაწელთან შედარებით:1996 წელს - 111,2%25, 1997 წელს - 110,8%25, 2000 წელს - 101,8%25, 2001 წელს - 104,2%25, 2002 წელს - 105,5%25, 2003 წელს - 111,1%25, 2004 წელს - 105,9%25, 2005 წელს - 109,6%25, 2006 წელს - 109,4%25, 2007 წელს - 112,4%25, 2008 წლის პირველ ნახევარში - 108,5%25.

კლასიკური გაგებით, ეკონომიკური ზრდის ზემოთ მოცემული მაჩვენებლები თითქოს ერთობ წარმატებული, შთამბეჭდავი და სტაბილურობის არგუმენტადაც გამოიყენება. რეალურად კი მათი პოზიტიური გავლენა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე (ზრდის მთავარი მიზანი) უმნიშვნელოა და ეროვნული ეკონომიკის საჭირო მასშტაბებით განვითარებას, უფრო სწორად სისტემური კრიზისიდან გამოსვლის დაჩქარებას ვერ უზრუნველყოფენ. განვითარების მაღალი მაჩვენებლები ფაქტობრივად ეროვნული ეკონომიკის აღდგენითი, საკომპენსაციო ზრდის პროცესს ასახავს და განისაზღვრება დაბალი საწყისი დონით. თუ მშპ ზრდის მონაცემებს შევუდარებთ რეფორმამდელი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლებს, ობიექტურად გამოჩნდება მიღწეული მაჩვენებლების რეალური მნიშვნელობა. მაგალითად, 1990 წლის მიმართ მშპ წარმოება დაეცა: 1994 წელს - 27,8%25-მდე, 2000 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 1990 წლის მოცულობის - 38,1%25, 2007 წელს - 67%25. როგორც ჩანს, ტრანსფორმაციული პროცესების 17 წლის მანძილზე მთავარი მაჩვენებელი 33%25-ული პუნქტით დაეცა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 2005 წლისათვის მშპ წარმოების რეფორმამდელი დონე დაძლეული ჰქონდათ რუსეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, უზბეკეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ლატვიას, ლიტვას და ესტონეთს. თანაც ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში2-ჯერმეტად. ქართველ ექსპერტთა ანალიზით,თუ 2008 წლამდე მიღწეულ მაღალ ტემპებს შევინარჩუნებდით, 1990 წლის დონის მიღწევა, სავარაუდოდ შეიძლებოდა 2017 წლისათვის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ,რომ საქართველოს რეფორმამდელი (საბჭოთა) ეკონომიკა თითქმის 50 წლით (ორი თაობით) ჩამორჩებოდა მაშინდელ განვითარებულ ქვეყნებს, სისტემური ეკონომიკური კრიზისის შედეგად ჩამორჩენა რამდენიმე ათეული წლითგანისაზღვრება.

მშპ მოცულობის მკვეთრად შემცირების ფონზე მიზანშეწონილია მისი შემადგენელი ელემენტების ცვლილებების ანალიზიც (იხ. ცხრილი 1).

საქართველოს სამრეწველო პროდუქციის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს სახეობათა წარმოება (1988-2007 წლები)

0x01 graphic

როგორც ცხრილიდან ჩანს, სამრეწველო პროდუქციის უმნიშვნელოვანეს სახეობათა წარმოება მკვეთრად დაეცა. თვისებრივად შეიცვალა მშპ დარგობრივი სტრუქტურაც. საგულისხმოა ერთი ნიუანსიც: თუ საქართველოს მრეწველობაში 1990 წლამდე საშუალოდ იქმნებოდა 12,4 მლრდ მანეთის პროდუქცია, 2007 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 2381,6 მლნ ლარი. ნიშანდობლივია, რომ სამრეწველო პროდუქციის მოცულობის 77%25-ზე მეტი ორ დარგზე - სასურსათო პროდუქციისა და ელექტროენერგიის წარმოებაზე მოდიოდა.

ამრიგად, გარდაქმნების განვლილ პერიოდში ქვეყანამ ძლიერი სამრეწველო პოტენციალი ფაქტობრივად დაკარგა და ამით გახანგრძლივდაკრიზისიც.

1990-2007 წლებში მკვეთრად დაეცა აგრარული სექტორის პოტენციალი. ჩაის ფოთლის წარმოება შემცირდა 69-ჯერ, ყურძნისა - 3-ჯერ, ხილისა - 2,6-ჯერ, ციტრუსებისა - 3,8-ჯერ, ხორცისა - 2,4-ჯერ, რძისა - 1,5-ჯერ, კვერცხისა- 1,8-ჯერ. დაინგრა დარგის საწარმოო და ორგანიზაციული ბაზა. კატასტროფულად დაეცა მიწის ნაყოფიერება. ეროზიას განიცდის სავარგულების 40%25, დამლაშებული და ბიცობიანია 218 ათასი ჰა. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს საქართველოში წარმოებულ იქნა 75 ათასი ტონა ხორბალი. მაშინ, როცა მისი წლიური მოხმარება ფიზიოლოგიური ნორმით 800-850 ათას ტონას შეადგენს. დღეს აგრარული სექტორი დიდი ხნის წინანდელი ფორმის - ნატურალური მეურნეობის ბაზაზე ფუნქციონირებს. მან სავალუტო რესურსების ფორმირების დარგის ფუნქცია დაკარგა. ჩანასახობრივ მდგომარეობაშია სოფლად საწარმოო კოოპერაცია. ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს.

მატერიალური წარმოების დონის მკვეთრმა ვარდნამ, ბუნებრივია განაპირობა სოციალური სფეროს განვითარების დონის ადექვატური შემცირებაც, რაც ლოგიკურად აისახა სოციალური სფეროს მაჩვენებლებზე.

დემოგრაფიული სიტუაცია გამწვავდა

თუ 1990 წელს ქვეყნის მოსახლეობა შეადგენდა 5424,4 ათას კაცს, 2006 წელს შეადგინა 4403,3 ათასი, ანუ შემცირდა ერთ მლნ 23 ათასით. თუ 1990 წელს ყოველ 1000 კაცზე მატება (პრომილე) შეადგენდა 7,8 კაცს, 2002 წელს ბუნებრივი მატება საერთოდ არ აღნიშნულა. მნიშვნელოვნად შეიცვალა მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაც. მაგალითად, 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა 24,9%25-დან 20,9%25-მდე, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა გაიზარდა 8,9%25-დან 12,8%25-მდე. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის დაბერების პროცესი ღრმავდება. 1989-2006 წლებში ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი 33,9 წლიდან 37,6 წლამდე გაიზარდა. ასევე შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის მიხედვით ქვეყანა ნორმალური რეპროდუქტიულობის დონეზე ბევრად დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება (1,35 ბავშვი -ერთ ქალზე, მაშინ, როცა მოსახლეობის აღწარმოებისათვის ეს მაჩვენებელი უნდა იყოს 2,14 მაინც). მაღალია 1 წლამდე ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი. მაგალითად, 2005 წელს 1000 ცოცხალ შობილზე იგი შეადგენდა 19,7-ს. ეს ყველაზე უარესი მაჩვენებელია პოსტსოციალისტურ ქვეყნებთან შედარებითაც (აზერბაიჯანში - 9,8, სომხეთში - 11,5, უკრაინაში - 9,4, რუსეთში - 11,4, ბელარუსში - 6,9).

ზემოთ მოცემული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში საქმე გვაქვს დემოგრაფიული სიტუაციის გამწვავებასთან: შობადობის კრიზისულ ზღვრამდე შემცირება, დეფორმირებული სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება, გარე და შიდა მიგრაციის ფართო მასშტაბები, დემოგრაფიული პროცესების მართვის სპონტანური (უფრო სწორად, კონიუნქტურული) ხასიათი.

ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა

1990 წელს საქართველოში მოხმარების საზოგადოებრივი ფონდებიდან გასაცემლებისა და შეღავათების ჩათვლით, საშუალო თვიური ხელფასი 293,1 მანეთს შეადგენდა. რა თქმა უნდა, ეს დიდი თანხა არ იყო, თუმცა, მას მაღალი მსყიდველობით უნარიანობა ჰქონდა. მაგალითად, მაშინ ერთი მანეთით ადამიანს შეეძლო ეყიდა 500 გრამი პური, 50 გრამი კარაქი, 150 გრამი საქონლის ხორცი, ერთი ლიტრი რძე, ერთი ცალი კვერცხი. ერთ თვეში 30 მანეთი, ანუ თვიური შემოსავლის 10,2%25 უზრუნველყოფდა ზემოთ აღნიშნული პროდუქტების მოხმარებას თითქმის განვითარებული ქვეყნების დონეზე. 1996 წელს ზემოთ აღნიშნული მოცულობით პროდუქტების შეძენას საბაზრო ფასებით 4 ლარი სჭირდებოდა. ამ პერიოდში სადღეღამისო მოხმარებამ 1695 კ/კალორია შეადგინა. 2006 წელს ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზიდან ჩანს, რომ თუ 1989-90 წლებში მინიმალური პენსიით (70 მანეთი) შეიძლებოდა 233 კგ. პურის შეძენა, 2006 წლის თებერვალში მინიმალური პენსიით (28 ლარი) შესაძლებელი იყო მხოლოდ 28 კგ-ის (ანუ 8-ჯერ ნაკლები). განვლილ პერიოდში ხორცისა და ხორცპროდუქტების წლიური მოხმარება შემცირდა თითქმის ორჯერ, რძისა - 4-ჯერ. დაბალია თევზეულის, კვერცხის, ბოსტნეულის მოხმარებაც. მოხმარებულ კალორიებში მნიშვნელოვნად გაიზარდა პურ-პროდუქტების ხვედრითი წილი. განვლილ პერიოდში შემცირდა მოსახლეობის საყოფაცხოვრებო (ხანგრძლივი მოხმარების) საგნებით უზრუნველყოფის მაჩვენებელიც. აღსანიშნავია, რომ ამ დანიშნულების საგნების უდიდესი ნაწილი რეფორმამდელ პერიოდშია შეძენილი და ფიზიკური ცვეთის გამო სწრაფად გამოდის მწყობრიდან.

სიღარიბე -გლობალური მოვლენა

თანამედროვე პირობებში სიღარიბის პრობლემამ გლობალური ხასიათი მიიღო. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში შიმშილობს 1 მლრდ. კაცი, ყოველწლიურად ამ მიზეზით იღუპება 70 მლნ. აღნიშნულმა პრობლემამ გაამწვავა სოციალური დაძაბულობა. ნიშანდობლივია, რომ სიღარიბეს ადგილი აქვს როგორც განვითარებად, ასევე, განვითარებულ ქვეყნებშიც. 2000 წლის მონაცემებით, აშშ-ში 32 მლნ კაცი, ანუ 14,1%25 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო. მსოფლიოში 3 მლრდ კაცი შემოსავლის სახით დღეში 2 დოლარამდე იღებდა, მათ შორის 1,3 მლრდ-ს დღე-ღამეში ერთი დოლარი შემოსავალი გააჩნდა. XXI საუკუნის დასაწყისისთვის მსოფლიოში მოსახლეობის 20%25 მოიხმარდა მსოფლიო შემოსავლების 85%25-ს, 80%25 იღებდა შემოსავლების მხოლოდ 15%25-ს, ხოლო 20%25 ყველა დაბალ შემოსავლიანი მოსახლეობის - 1,3%25-ს. ექსპერტთა პროგნოზით, 2015 წელს მსოფლიოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 2 მლრდ ადამიანი იცხოვრებს. ცნობილია, რომ სიღარიბის დონე დგინდება საარსებო მინიმუმის მიმართ. იგი სიღარიბის აბსოლუტური ზღვარია. მინიმუმად ითვლება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, რომელიც განისაზღვრება სამომხმარებლო კალათის მიხედვით. განასხვავებენ კალათის რაციონალურ და მინიმალურ დონეებს. პირველი ყალიბდება მეცნიერულად დასაბუთებული ნორმების შესაბამისად, ხოლო მეორე განსაზღვრავს ადამიანების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას კვებაზე, ტანსაცმელზე, საცხოვრებელზე იმ დონით, რომლის დაბლა მისი არსებობა შეუძლებელია. სამომხმარებლო კალათა ფაქტობრივად აღიარებულია სასიცოცხლო მინიმუმად, სიდიდედ, რომლითაც განისაზღვრება კვების პროდუქტებისა და კალორიების რაოდენობა, აგრეთვე არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე, სავალდებულო გადასახადებზე გაწეული ხარჯები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმის მიმართ სიღარიბის ზღვარი შეადგენდა 1994 წელს - 80%25, 1997 წელს - 44,2%25, 2000 წელს - 51,8%25, 2003 წელს - 54,5%25. ქვეყანაში 2004 წლიდან საარსებო მინიმუმის გაანგარიშების საყოველთაოდ მიღებული მეთოდიკა შეიცვალა. თუ ადრე იგი იანგარიშებოდა ნორმატიული სტატისტიკური მეთოდით და ემყარებოდა 2500 კილოკალორიის სასურსათო კალათის ღირებულებასა და მინიმალურ არასასურსათო ხარჯებს, 2005 წლიდან საარსებო მინიმუმი იანგარიშება სტატისტიკური მეთოდით, რომელიც ემყარება მოსახლეობის ყველაზე უქონელი 10%25-ის ფაქტობრივ მინიმალურ მოხმარებას. ასეთმა მიდგომამ სიღარიბის ადრინდელი მაჩვენებლების კორექტირება გამოიწვია. მაგალითად, თუ 2002 წელს საქართველოში ოფიციალურად საარსებო მინიმუმი შეადგენდა 127,9 ლარს, 2004 წლისთვის იგი თვითნებურად შეიცვალა 84,3 ლარით, შესაბამისად სიღარიბის დონე 2004 წლის ოფიციალური მაჩვენებელი 52%25-ის ნაცვლად სტატისტიკის სამსახურმა დააფიქსირა 35,7%25, ხოლო 2005 წლისა - 39,4%25, ეს მაშინ, როცა ადრინდელი მეთოდიკით იგი 2005 წელს ფაქტობრივად შეადგენდა 57,7%25-ს. 2006 წელს სიღარიბის მაჩვენებელმა (ახალი მეთოდიკით) შეადგინა 40,3%25. შემდეგ ეს მონაცემებიც შეიცვალა და ამჟამინდელი ოფიციალური ინფორმაციით ნაჩვენებია, რომ 2004 წელს საქართველოში სიღარიბის დონე თითქოს შეადგენდა 24,6%25-ს, 2005 წელს - 24,1%25-ს, 2006 წელს - 23,3%25-ს, 2007 წელს - 21,3%25-ს. აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში ერთი წლის მანძილზე სიღარიბის დონის მაჩვენებელი თითქმის 30 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ამით 2015 წლისათვის განსაზღვრული მიჯნა (26%25) 10 წლით ადრე დაძლეულ იქნა (?!).

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სიღარიბისზღვარი(საარსებო მინიმუმი) უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორია, რომელიც ღირებულებითი ფორმით ახასიათებს საზოგადოების წევრთა სხვადასხვა ტიპის შინამეურნეობის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მინიმალურ საშუალებათა (სასურსათო, არასასურსათო საქონელი, მომსახურება) ერთობლიობას ეკონომიკის განვითარების მოცემული მომენტისათვის. ამდენად, მის განსაზღვრაში პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენით უხეში სუბიექტური ჩარევები უნდა გამოირიცხოს.

რას გვეუბნება მოსახლეობის
შემოსავლებისა და გასავლების სტრუქტურა?

განვლილ პერიოდში არსებითად შეიცვალა ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურა და მოცულობა. თუ 1990 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შეადგენდა 214 მანეთს, 1995 წელს შეადგინა 13,6 ლარი, 1996 წელს - 35 ლარი (ეკონომიკის დარგებში), 27 ლარი საბიუჯეტო ორგანიზაციებში, 45 ლარი არასაბიუჯეტო ორგანიზაციებში. 2000 წელს - 72,5 ლარი, 2003 წელს - 101,5 ლარი, 2007 წელს - 241 ლარი, მათ შორის სახელმწიფო სექტორში 224 ლარი, კერძო სექტორში - 300,6 ლარი. 1996 წელს პენსია შეადგენდა 8 ლარსა და 50 თეთრს, 2007 წელს - 75 ლარს, ამავე წელს შინამეურნეობათა მთლიანმა ფულადმა შემოსავალმა შეადგინა 348,1 ლარი. მათ შორის ხელფასზე მოდიოდა 31%25, ფულად გზავნილებზე - 14%25, ფულის სესხებით, დანაზოგების გამოყენებით ან ქონების გაყიდვით მიღებულ შემოსავლებზე - 12,5%25. აღსანიშნავია, რომ 2000-2007 წლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან შემოსავალი გაიზარდა მხოლოდ 7 ლარით (შეადგინა 27,2 ლარი, ანუ ფულადი შემოსავლების 7,8%25).

რაც შეეხება შინამეურნეობათა ხარჯების სტრუქტურას, იგი რიგი თავისებურებებით ხასიათდება. მაგალითად, სამომხმარებლო ხარჯებზემოდის შემოსავლების 93,8%25, ამათგან ნახევარი საკვებზე, სასმელსა და თამბაქოზე. ჯანმრთელობაზე თვიური ფულადი შემოსავლებიდან თუ 2000 წელს დაიხარჯა 10,2 ლარი(4,7%25), 2005 წელს - 19,5 ლარი(6,7%25), 2007 წელს 27,9 ლარი (8%25). განათლებაზე, კულტურასა და დასვენებაზე გაწეულმა ხარჯებმა 2007 წელს შეადგინა 12,9 ლარი(3,7%25). ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურა, როგორც ჩანს, მინიმალურად ვერ პასუხობს მოსახლეობის საარსებო მინიმუმით განსაზღვრულ დონეს. განსაკუთრებით საგანგაშოა მდგომარეობა განათლების და კულტურის სფეროში.

გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელია შემოსავლების მიხედვით დიფერენციაციის სახიფათო ტენდენცია. მაგალითად, 1996წელს ქართველექსპერტთა გამოკვლევებით, მოსახლეობის1%25 ფლობდა ეროვნული სიმდიდრის 1/3-ს, დაგროვილი საშინაო ქონების-25-30%25-ს. მოსახლეობის უმდიდრესი 10%25-ის წილად მოდიოდა ფარული პრივატიზების 9-10%25, ღია პრივატიზების35-40%25, მიმდინარე შემოსავლების 35%25. კერძო და აქციონერულსაკუთრებაში გადასული ძირითადი ფონდების -70-75%25. ამავე პერიოდში ყველაზე მაღალშემოსავლიანი10%25 შემოსავალი ყველაზე დაბალშემოსავლიანი 10%25-ისშემოსავლებს აღემატებოდა50-ჯერ, 2005 წელს - 49,1-ჯერ. ყურადღებას იმსახურებს ექსპერტთა შემდეგი ინფორმაციაც: მსოფლიოში აღიარებულ კლასიკურ სამფენოვან დაყოფას (მდიდრები,საშუალო ფენა (კლასი), ღარიბები) საქართველოში დაუმატეს შეძლებულების (სოციალური ფენა მდიდრებსა და საშუალო კლასს შორის) და ღატაკთა (უკიდურესად ღარიბი) კატეგორიებიც. სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მდიდრებად ჩაითვალა ის ოჯახები, რომელთა შემოსავალი საარსებო მინიმუმს სულ ცოტა 4-ჯერ აღემატებოდა (იმ დროისათვის 4 სულიანი ოჯახისათვის მინიმუმი შეადგენდა 196,6 ლარს). ასეთ ოჯახთა რაოდენობამ მთლიანად ქვეყანაში შეადგინა 6-7%25. შეძლებულ ოჯახებს მიაკუთვნეს ისინი, ვისი შემოსავლები 3-4-ჯერ აღემატებოდა საარსებო მინიმუმს (ასეთი აღმოჩნდა 6-7%25). საშუალო ფენას მიეკუთვნა ოჯახები, რომლებსაც საარსებო მინიმუმზე არა უმეტეს 3-ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდა (მათმა საერთო რაოდენობამ შეადგინა 21-23%25). ყველა ის ოჯახი, რომელსაც საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა, მიეკუთვნა ღარიბთა ფენას. ცალკე გამოიყო ღატაკთა ფენა (ის ოჯახები, ვისაც შემოსავლები საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლები ჰქონდა). ყველა სხვა ოჯახი, რომელთა შემოსავლები მერყეობდა საარსებო მინიმუმსა და მის ნახევარს შორის უბრალოდ ღარიბებად ჩაითვალა. ასეთი კლასიფიკაციით იმ დროისათვის 21%25 „უბრალოდ“ ღარიბი იყო, ხოლო 41%25 - ღატაკი.

გარდამავალ პერიოდში დაფიქსირდა უნიკალური სოციალური და ეკონომიკური თავისებურება: ღარიბად მიჩნეული ბევრი ოჯახი დაგროვილი ქონებით (საცხოვრებელი, ხანგრძლივი მოხმარების საგნები) ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა ღარიბთა კატეგორიას. ოფიციალური ინფორმაციით, მოსახლეობის თითქმის 70%25-ს, რომელთა მიმდინარე შემოსავლები სიღარიბის ზღვარზე დაბალი იყო, ჰქონდა ბინა, ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა და ა.შ.

გვეყოლება კი საშუალო ფენა?

გარდაქმნების წინააღმდეგობრივ პროცესში, ბუნებრივია გამოიკვეთა საშუალო ფენის ფორმირების პრობლემა. მცირე და საშუალო ბიზნესის სოციალურ-ეკონომიკური როლი ისტორიულად ცნობილია. მაგალითად, მისი სოციალურ-ეკონომიკურ ფუნქციად აღიარებულია საზოგადოების საშუალო ფენის ფორმირება, რომელიცსტაბილიზაციის ძლიერი საშუალებაა, ორგანიზაციულ-ეკონომიკურ ფუნქციად-კონკურეტულ გარემოში აქტიური პოზიცია, პოლიტიკურ ფუნქციად დასაქმებისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა.

საქართველოში შექმნილია მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ობიექტური პირობები: ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნება, ეკონომიკის რესურსული პოტენციალი, უნიკალური სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის ხელსაყრელი პირობები და ა.შ. ერთ-ერთ პოზიტიურ პირობად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს ტერიტორიის ვერტიკალური დაყოფის პრინციპი. საქართველო, როგორც კლასიკური მთიანი ქვეყანა დასახლებული პუნქტების სიმრავლით გამოირჩევა. ეს კი მოსახლეობის დასაქმებისათვის ხელსაყრელად აქცევს მცირე საწარმოთა განვითარებას. ცნობილია, რომ მცირე მეწარმეობა უშუალო გავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე (ზრდაზე): მეცნიერულ-ტექნიკური სიახლეების დანერგვით, დასაქმების, შრომის ინტენსიფიკაციის ზრდით, დანახარჯების შემცირების შესაძლებლობით და რაც არსებითია, სწრაფად ცვალებად სიტუაციებთან ადაპტირების უნარით.

ქართველ ექსპერტთა გათვლით, საქართველოში საშუალო კლასს ამჟამად მიეკუთვნება მოსახლეობის მხოლოდ 10-11%25. ამიტომ მისი პოზიტიური გავლენა საზოგადოების სტაბილურობაზე, მითუმეტეს, ეკონომიკურ ეფექტიანობაზე ჯერ კიდევ სუსტია, რაც სისტემური კრიზისის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. გასათვალისწინებელია ის თავისებურებებიც, რომ საშუალო ფენა გარკვეულწილად ბუფერულ როლს ასრულებს და ერთმანეთთან უშუალოდ აკავშირებს მდიდარ და ღარიბ ფენებს, არეგულირებს მათ შორის წარმოქმნილ წინააღმდეგობას და თავისი შუალედური მდგომარეობით მათთვის ორიენტირის ფუნქციასაც ასრულებს.

დასაქმების (საერთოდ, უმუშევრობის) პრობლემა ყველაზე მწვავე და მასშტაბურობით საშიშ ხასიათს იძენს. ოფიციალური ინფორმაციით, 2007 წელს 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა შეადგენდა 3350,8 ათას კაცს, მათ შორის ეკონომიკურად აქტიური ნაწილი 1965,3 ათასს (58,6%25). ამავე პერიოდში დასაქმებულად აღიარებული იყო 1704,2 ათასი (86,7%25), აღსანიშნავია, რომ 2000-2007 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 135 ათასი კაცით შემცირდა. 2007 წელს თვითდასაქმებულთა რაოდენობა დაქირავებულებს აღემატებოდა 453 ათასი კაცით. ამასთან, თვითდასაქმებულთა 71%25 სოფლის მეურნეობაში, 15%25 კი ვაჭრობაში მუშაობს.

საგარეო-ეკონომიკური
ურთიერთობების შუქ-ჩრდილები

განვლილ პერიოდში ეროვნული ეკონომიკის განვითარებში მკაფიოდ გამოიკვეთა საგარეო-ეკონომიკური ფაქტორების მზარდი, მაგრამ ხშირად ურთიერთ გამომრიცხავი როლიც.ეს თავად ტრანსფორმაციული პროცესების რიგი თავისებურებებით უნდა აიხსნას.

ამჟამად საქართველო ჩართულია გლობალურ პროცესებში. 2008 წელს მას სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა 128 ქვეყანასთან. გამოიკვეთა ევროკავშირის ქვეყნებთან მისი ურთიერთობების მზარდი ტენდენცია.1999 წლიდან საქართველო ვაჭრობის მსოფლიოორგანიზაციის და რიგი რეგიონული ალიანსების წევრია.

2008 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7555,8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტზე 1497,7, ხოლო იმპორტზე 6058,1 მლნ მოდიოდა, 4-ჯერ მეტი. ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 4560,4 მლნ დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2000 წელთან შედარებით ექსპორტი გაიზარდა 4-ჯერ, იმპორტი 8,5-ჯერ.

2008 წელს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა 107პარტნიორ ქვეყანასთან (დადებითი 21 ქვეყანასთან), დსთ ქვეყნების წილად მოდის საგარეო-სავაჭრო ბრუნვის33,7%25, მათ შორის ექსპორტის 36,2 და იმპორტის 33%25. 2008 წელს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა თურქეთი (15,9%25). თურქეთში ექსპორტი 262,9 მლნ. დოლარს შეადგენდა, მათ შორის 63,6 მლნ დოლარი მოდიოდა ფეროშენადნობებზე, 30 მლნ. -შავი ლითონებისჯართზე, 6,4 მლნ -აზოტოვან სასუქებზე.

განვიხილოთ თუ როგორ უწყობს ხელს ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურა ეროვნული ეკონომიკის განვითარებას.

2008 წლის ტრადიციულად იმპორტის სტრუქტურაში წამყვანი პოზიცია უჭირავს ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს (10,7%25), სამკურნალო საშუალებებს (2,8%25), მსუბუქ ავტომობილებს (7,1%25), ხორბალს (2,7%25) და ა.შ. რაც შეეხება ექსპორტს, იგი განვლილ პერიოდში ხასიათდება ქვეყნიდან ძირითადად სხვადასხვა სახის ნედლეულის გატანის ტენდენციით. მაგალითად, 1995-2007 წლებში ექსპორტის სტრუქტურაში სტაბილურად ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შავი ლითონის ჯართი, ხე-ტყე, დაუმუშავებელი, ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, ახალი, ან გამხმარი კაკალი, სასუქები, ფეროშენადნობები და სხვ. ნიშანდობლივია, რომ 2000-2007 წლებში ქვეყნიდან გატანილ იქნა 500 მლნ-ზე მეტი დოლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართი, რაც იმას ადასტურებს, რომ ექსპორტი, როგორც პროცესი, ხელს უწყობს ჯერ კიდევ არსებული დანადგარ-მოწყობილობების, მათ შორის, მისი ვარგისი ნაწილისა და საერთოდ ნედლეულის გატანას. ეს ის შემთხვევაა, როცა თვითონ სახელმწიფო ასტიმულირებს ეროვნული სიმდიდრის განიავებას და თვითდინებაზე უშვებს საექსპორტო პროდუქციის წარმოების პროცესს. იმპორტის სტრუქტურა გვიჩვენებს, რომ მაღალი ტემპებით იზრდება ისეთი პროდუქციის შემოტანა, რომლის წარმოების ხელსაყრელი პირობები ქვეყანას გააჩნია. მაგალითად, ხორბლის შემოტანა 2007 წელს 2000 წელთან შედარებით გაიზარდა 4,7-ჯერ, შაქრისა - 3,6-ჯერ და სხვ.

საგარეო ვალის დინამიკა საშიშ ტენდენციებზე მიუთითებს. 1995წელს საგარეო ვალმა შეადგინა1149,7 მლნ აშშ დოლარი, 2000 წელს - 1556,1 მლნ დოლარი, 2003 წელს - 1753,8 მლნ. დოლარი. 2009 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საგარეო ვალმა შეადგინა 4 მლრდ 367 მლნ 579 ათასი ლარი (2650 მლნ აშშ დოლარი). როგორც ჩანს, ქვეყანა არსებითადაა დამოკიდებული უცხოურ კაპიტალზე, შესაბამისად, კრედიტორთა (სხვადასხვა ეკონომიკური და ფინანსური სტრუქტურები) შემოთავაზებულ სხვადასხვა სახის რეკომენდაციებზე (პოლიტიკური ზეგავლენის მექანიზმები).

გარდაქმნების სოციალურ-ეკონომიკური შედეგები

განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს კვაზისაბაზრო ეკონომიკა. იგი თავისი აგებულებით მრავალწყობიანია (მრავალსუბიექტიანია). პირობითადშეიძლება გამოვყოთ მისი 3 ძირითადი წყობა.

1. კერძო კაპიტალისტური წყობა. იგი მოიცავს ეკონომიკის მთავარი დარგების მსხვილ და საშუალო საწარმოებს, ასევე შერეული ტიპის ეკონომიკურ სუბიექტებს. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოკვლევებით, 2006 წელს საქართველოში საწარმოთა 95,7%25 მიეკუთვნებოდა არასახელმწიფო სექტორს.

2. სახელმწიფო სექტორი. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოთა საერთო რაოდენობაში მისი ხვედრითი წილი დიდი არ არის (4,3%25), გამოშვებული პროდუქციის მოცულობაში მას 22,1%25 უჭირავს. სახელმწიფო სექტორს დღეს მნიშვნელოვანი გავლენა შეუძლია მოახდინოს ეკონომიკისგანვითარებაზე, თუმცა, იგი ადრეც და ამჟამადაც საზოგადოებრივ პროგრესს ხელს არ უწყობს. პირიქით, დაბალია მისი ეფექტიანობა. მაგალითად, 2005 წელს სახელმწიფო სექტორში მოქმედმა საწარმოებმა იზარალეს 156833,7 მლნ. ლარით (მთლიანი ზარალის 42,4%25).

3. წვრილსასაქონლო წყობა. მას მიეკუთვნება მცირე საწარმოები (სამწუხაროდ, მათი რაოდენობა დაზუსტებული არ არის. ყველა მათგანი სტატისტიკურ აღრიცხვაში არ ხვდება). სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წელს მცირე საწარმოების 94,5%25 ფუნქციონირებდა არასახელმწიფო სექტორში.

მცირე საწარმოების დიდი ნაწილი არაეფექტიანად ფუნქციონირებს. იმ იურიდიული პირ-საწარმოთა საერთო რაოდენობაში,რომლებმაც 2005 წელი ზარალით დაამთავრეს - 76,2%25 - მცირე საწარმოებია. ზარალის საერთო თანხამ 32,2 მლნ ლარიშეადგინა.

ახალ წყობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანიწარმონაქმნია გლეხური (ფერმერული) მეურნეობები (სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების98%25-ს კერძო სექტორი იძლევა).1 ასევე, შინა მეურნეობები, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც პროდუქციას არა მხოლოდ თავისთვის აწარმოებს, არამედ აწვდის ბაზარსაც, ე.წ. ჯიხურების მფლობელნი, რომლებიც მცირე საწარმოებად რეგისტრირებულნი არ არიან.

ეს წყობა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მაღალეფექტიანი არ არის, პერსპექტივის თვალსაზრისით, სიცოცხლისუნარიანია. იგი მომავალი საშუალო ფენის ფორმირების რეალურ საფუძველს ქმნის.

გარდაქმნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიურიშედეგია ის, რომ საზოგადოებაში მიღწეულია კონსენსუსი სამერთიანი სტრატეგიული ამოცანის გაგებასა და მათი განხორციელების მიზანშეწონილობის აღიარებაში: სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება; ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის ფორმირება.

შედარებით სტაბილურია ეროვნული ვალუტა, ინფლაციური პროცესები გარკვეულწილად რეგულირებადია, თუმცა, ეს პოზიტიური შედეგი (ფაქტორთა ერთობლიობა) ეფექტიანად მიზანმიმართულად არ გამოიყენება ეკონომიკის მაღალი ტემპებით განვითარების პირობების მოსამზადებლად.

მიზანშეწონილია აქვე შევეხოთ გარდამავალი პერიოდის ერთ კონცეპტუალურ თავისებურებას. თუ კაპიტალიზმიდან სოციალიზმზე გარდამავალ პერიოდში მრავალწყობიანობა განიხილებოდა როგორც გარდამავალი ეკონომიკის თვისება, აუცილებელი წინაპირობა შემდგომში ერთწყობიან (სოციალისტურ) ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლისათვის, სოციალისტური ეკონომიკური სისტემიდან თანამედროვე საბაზრო ურთიერთობებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ სისტემაზე გარდამავალ პერიოდში ფორმირებული მრავალწყობიანობა (მრავალსუბიექტიანობა) უნდა განვიხილოთ, როგორც ახალი საბაზრო ეკონომიკური სისტემის მატერიალური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძველი. მომავალში საკუთრების ერთ რომელიმე ფორმაზე საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება, საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარების ლოგიკით არარეალურია. ამიტომ პრაქტიკულად დგას ამჟამად ჩამოყალიბებული კვაზისაბაზრო მრავალწყობიანი (მრავალსუბიექტიანი) ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლების სტრატეგიული ამოცანა.

გარდამავალ პერიოდში საქართველომ, ისევე როგორც სხვა პოსტსოციალისტურმა ქვეყანამ განიცადა ახალი მოვლენის -გლობალიზაციისა და ლოკალიზაციის ობიექტური წინააღმდეგობრივი პროცესების უშუალო გავლენა, გაძლიერდა კაპიტალისა და შრომის საერთაშორისო მიგრაციის ტემპები, ინტეგრაციული კავშირები. გლობალიზაციის პროცესის ყველაზე რეალურ სუბიექტებად ჩამოყალიბდა ტრანსეროვნული კორპორაციები და საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური სტრუქტურები. რაც შეეხება სუვერენულ სახელმწიფოს, იგი გლობალური პროცესების პრესინგს განიცდის. მისი ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილი თანდათანობით გადადის, ერთის მხრივ, საერთაშორისო სტრუქტურებზე, მეორე მხრივ, დერეგულირების პრინციპით - პერიფერიებზე (რეგიონებზე).

გარდამავალ პერიოდში საქართველოსა და საერთოდ, პოსტსოციალისტური ქვეყნების ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა გეოპოლიტიკურმა და გეოეკონომიკურმა ფაქტორებმა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების სფეროში საკუთარი ადგილი, შესაბამისად, ფუნქციაც მოიპოვა.

თუ სოციალიზმზე გარდამავალ პერიოდში ტრანსფორმაციული პროცესების რეგულირება წარმოადგენდა სახელმწიფოს ექსკლუზიურ ფუნქციას, საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალი პერიოდის სასტარტო ეტაპზე სახელმწიფომ სწორად ვერ განსაზღვრა სტრატეგიული განვითარების კურსი, უარი თქვა საკუთარ, თანაც, ექსკლუზიური ფუნქციების შესრულებაზეც.

სოციალიზმზე გადასვლის პერიოდში (არა მხოლოდ საქართველოში) მაღალი ტემპებით განვითარდა ეკონომიკა, შეიქმნა სრულიად ახალიდარგები, არნახულ დონეს მიაღწია განათლების, კულტურის, მეცნიერების განვითარებამ. მაგალითად,1897 წელს საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით, სოფლად ცხოვრობდა 85%25, მათ შორის, წერა - კითხვის უცოდინარი 78%25 იყო. 1989 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით კი საქართველოს მოსახლეობის 99,85%25 წერა-კითხვის მცოდნე იყო, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.

საზოგადოებრივ ურთიერთობებში მთავარი მოთამაშე სახელმწიფოა. იგი თავის ისტორიულ (ექსკლუზიურ) ფუნქციებს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ვერ ასრულებდა და დღესაცვერ ასრულებს.ამიტომ, იგი მნიშვნელოვანწილად აფერხებს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ეს საშიში ტენდენციაა.

გარდამავალ პერიოდში ჩამოყალიბდა არასამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოწოდებული არიან ყოველმხრივ ხელი შეუწყონ ახალი ტიპის სამოქალაქო საზოგადოების აშენებას, ეკონომიკურ სტაბილიზაციას. სამწუხაროდ, მათი მოქმედების „საზღვრები“ ერთობ შეზღუდულია. ისინი ტრანსფორმაციულ პროცესებზე სერიოზულ გავლენას ვერ ახდენენ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მრავალრიცხოვნობით გამოირჩევიან, კლასიკური გაგებით იდეოლოგიურად და ორგანიზაციულად ფორმირების პროცესში არიან: როგორც მათი პროგრამებიდან ჩანს, სწორად არა აქვთ გაცნობიერებული (იშვიათი გამონაკლისის გარდა) სოციალურეკონომიკური განვითარების ამჟამინდელი ტენდენციები. ამიტომ, უფრო ხშირად ცდილობენ ზოგად ქრესტომათიულ ჩარჩოში პრობლემების გადაწყვეტას. ალბათ ამით აიხსნება ის, რომ პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში ქვეყნის განვითარების სტრატეგია, როგორც ასეთი, კი არ დგას, არამედ მეტ ყურადღებას უთმობენ სახელმწიფო პოლიტიკის ცალკეული ფრაგმენტების (ხშირად არა მთავარი მოვლენების) შეფასებას. პოლიტიკური პარტიების შემდგომი განვითარება-გაძლიერება ქვეყანაში დემოკრატიულ ფასეულობათა დამკვიდრების გარანტია უნდა გახდეს!

ლოგიკურად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიურ როლს უნდა ასრულებდნენ პროფკავშირები.სამწუხაროდ, ისინი ჯერ კიდევ სუსტ გავლენას ახდენენ გარდაქმნების პროცესებზე,მათ მიერ შემოთავაზებული ღონისძიებები სპონტანური ხასიათისაა.სოციალური პარტნიორობის საყოველთაოდ აღიარებული გამოცდილება, მშრომელთა ინსტერესების დაცვის აპრობირებული თანამედროვე მექანიზმები ფაქტობრივად არ გამოიყენება, ან ჩანასახობრივ მდგომარეობაშია.

საქართველოს მეცნიერება ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ცენტრალური ბირთვი, საზოგადოებრივ ურთიერთობათა გარდაქმნებისპროცესს ფაქტობრივად ჩამოსცილდა,იგი პასიურ როლს ასრულებს ეკონომიკის განვითარებაში, საკუთარი ორგანიზაციული პოტენციალის მოშლით ქვეყნის განვითარებაზე გავლენას თანდათანობით კარგავს, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის განვითარების ლიდერის ფუნქციას ასრულებდეს.

ქვეყნის ეკონომიკაში კერძო ბიზნესს დომინირებადი პოზიცია აქვს, თუმცა იგი, ჯერ კიდევ სუსტია. ბიზნესი მის წილ პასუხისმგებლობას არ იღებს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდისა და სისტემური კრიზისიდან გამოსვლისთვის. საქართველოშიც ჩამოყალიბდა ახალი ტიპის ოლიგარქია, რომელიც ბიზნესს წარმატებით ვერ უძღვებოდა (ვერ უძღვება), სამაგიეროდ, ქვეყნის პოლიტიკურიმართვის ექსკლუზიური უფლების მოპოვებისათვისყველა (მათ შორის აკრძალული) ფორმითა და ხერხით იბრძოდა და იბრძვის. ასეთ სიტუაციას იმით ამართლებენ, რომ სახელმწიფოს სახითდღეს ბიზნესს ძლიერი და საიმედო პარტნიორი არ ჰყავს. ორივე სცოდავდა და სცოდავს. ვერც ერთი საკუთარ ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებდა (ვერ ასრულებს). დღეს ორივე სჭირდება ქვეყანას: როგორც ძლიერი და საიმედო სახელმწიფო (პოლიტიკა), ასევე ძლიერი და მოქნილი ეკონომიკა (ბიზნესი), სხვანაირად, მეწარმეობისგანვითარების ხელსაყრელი გარემო არ შეიქმნება -ქვეყანას ისტორიული პერსპექტივა არ ექნება.

ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობისთვის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ეკონომიკურმა და ფინანსურმა სტრუქტურებმა უნდა აიღონ. ისინი ამას გაურბიან და მათ მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციებით შექმნილი სისტემური კრიზისის შედეგებისათვის - ქვეყნის ეკონომიკის გაჩანაგებისათვის მთელ პასუხისმგებლობას მხოლოდ საქართველოს მხარეს აკისრებენ.

ამრიგად, საზოგადოებრივ ასპარეზზე მთავარი სუბიექტების მოქმედების ზემოთ განხილული სქემიდან ნათლად ჩანს, რომ არც ერთი მათგანი საკუთარ ფუნქციასაც ვერ ასრულებს, მით უმეტეს, მათ ერთობლივ, კოორდინირებულ საქმიანობაზე მსჯელობა საფუძველს მოკლებულია.

გარდამავალი პერიოდის მორალურ-ზნეობრივი შემადგენელი

საქართველოში გარდამავალი პერიოდისათვის (როგორც ასეთის) მთავარი მამოძრავებელი იდეა იყო: ძველი საძირკველშივე მოისპოს (იგულისხმება ეკონომიკა, კულტურა, მორალი), ეკონომიკური ლანდშაფტი მოსწორდეს, საბჭოთა სისტემაში ცხოვრება ჩაითვალოს მოქალაქეობრივ ნაკლად, ხოლო აქტიური მოღვაწეობა ერის საწინააღმდეგო ქმედებად. ასეთი სულისკვეთებით დაიწყო ახალი პერიოდი - ძველის მყისიერად ნგრევისა და ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ ლოგიკით თითქოს ახლის მშენებლობისა. ამ უკანასკნელის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა არა მხოლოდ გამოსაცდელ „პოლიგონ - ქვეყანას“, არამედ მსოფლიო თანამეგობრობის სახელით მოქმედ სტრუქტურებსაც, რომელთა „რეცეპტებით“ საქართველოში უნდა აშენებულიყო ახალი დემოკრატია, ახალი ეკონომიკა, ახალი სამოქალაქო საზოგადოება, ახალი მორალი და სხვა ბევრი რამ ახალი, მაგრამ ისე, რომ შემოთავაზებული ახლის ბუნება, თუნდაც ზოგადი კონტურები დღესაც გაცნობიერებული არ არის.

ქვეყანა ფუჭ ილუზიებში მოექცა, იმის მოლოდინშია, რომ ვიღაც მოწყალების თვალით გადმოხედავს, უანგაროდ დახმარებას გაუწევს, ყოველმხრივ შეეცდება დაქუცმაცებული, დროსა და სივრცეში გაფანტული ინტელექტუალური პოტენციალი აღუდგინოს და ქვეყანა შეძლებს თავისი ისტორიული როლის მომავალშიც შესრულებას. ასეთ ეიფორიაში დიდხანს ყოფნამ საზოგადოებაში დაამკვიდრა სხვის ხარჯზე ცხოვრების ფილოსოფია, გააძლიერა გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის ინსტინქტი, რაც დღევანდელი ცხოვრების განმსაზღვრელ ფაქტორად გვევლინება.

სამწუხაროდ, კაცობის, მამულიშვილობის, სამშობლოსათვის თავგანწირვით გამორჩეული ერის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ზემოთაღინიშნა, კრიმინალურ აზროვნებას იძულებით ეზიარა და პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე უნდობლად ეკიდება. ქვეყნის დიდი მომავლისიმედად და არგუმენტად იშველიებს სენტენციას: ყველა ქვეყანამ გამოიარა ასეთი გზა, მაგრამ დღეს დიდებულად ცხოვრობენო. ჩვენი აზრით, ყველაზედიდი საფრთხე ქვეყნისთვის ასეთი განწყობიდან მოდის. საზოგადოებაში დამკვიდრდა მეტად საშიში აზრი, რომ დემოკრატიულ ფასეულობებს მხოლოდ ისინი უნდა ეზიარონ, ვინც სოციალისტურ სისიტემას არ ემსახურებოდა, ან ისინი, ვინც საბჭოთა სისტემაში აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას კი ეწეოდა, მაგრამ არასოდეს სჯეროდათ სისტემის მიზნისა. მათ თურმე მაშინაც ჰქონდათ დემოკრატიული მსოფლმხედველობა, მაგრამ საბჭოთა დიქტატურა გასაქანს არ აძლევდა და თრთგუნავდა მათი ცხოვრების დემოკრატიულ საწყისს. მავანთა აზრით, ზოგიერთი იმდენად ნიჭიერი აღმოჩნდა, რომ, სწრაფად გარდაიქმნა და ახალი ცხოვრების „მებაირახტრობა“ განგებამ მხოლოდ მათ არგუნა.

რატომ მოხდა აიწონა-დაიწონას პრინციპის გაპოლიტიზირება?

ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები ადეკვატურად ასახავს საყოველთაოდ გავრცელებული გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის თითქმის განუკურნებელ სენს, რომელიც ტრადიციულად, ყველა დროს ღრნიდა ქართულ ფენომენს. ასეთ სიტუაციას გარკვეულად ხელი შეუწყო „ძველის“ და „ახლის“ დაპირისპირებამ, რაც კატაკლიზმების გაღრმავების გარე და შიგა ინიციატორთა წისქვილზე ასხამდა წყალს. მათ ოსტატურად გამოიყენეს ბასრი იარაღი -„კლასობრივი ბრძოლის“ ფილოსოფიით ნასაზრდოები, „შადიმანიზმზე“ როგორც მსოფლმხედველობაზე მორგებული დაბეზღების, ცილისწამების, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების მოთხოვნებით „ანგარიშსწორება განსხვავებული აზრისათვის“. ვინ არიან ისინი, ვინც საზოგადოებაში უნდობლობას ნერგავდა და დღე საც ამას აკეთებს? გენეტიკურად სოციალისტური სისტემის პირმშონი, მშობლების (საბჭოთა მოქალაქეების) ცხოვრებით წესებზე აღზრდილნი, საზოგადოების ყველა სიკეთით მოსარგებლენი. ხელისუფლებაში ახალგაზრდა თაობა ლოგიკურად მოვიდა, მაგრამ, ნაჩქარევად, სპონტანურად შექმნილ სიტუაციაში, ისე, რომ მინიმალურადაც ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენაც ვერ მოასწრო. ცნობილია, რომ ყველა ეპოქაში სამი თაობა ცხოვრობს. უფროსი (ცხოვრებით დაბრძენებული), საშუალო (მოცემულ დროსთან მიმართებაში უფრო განათლებული, მობილური, ალტერნატიული ორიენტირების არჩევის უნარით აღჭურვილი) და უმცროსი (ქვეყნის სოციალური ენერგიის განახლების წყარო). საქართველოში ქვეყნის ბედის გადაწყვეტის გზაზე, დრომ უმცროს თაობას თავს მოახვია არაბუნებრივი ამოცანა - ეკისრა ექსტრემალურ პირობებში ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ლიდერის ფუნქცია! ქვეყნის განვითარების ახალ ტრაექტორიაზე გადასასვლელი ხიდი მხოლოდ ცენტრალური საყრდენის ამარად დარჩა (საერთაშორისო თანამეგობრობისა და ქვეყნის უმცროსი თაობის ენერგიის ფოკუსირებით) და, ბუნებრივია, საზოგადოების განვითარების ბურუსით მოცულ პირობებში დაიწყო გარდაქმნების პროცესების ერთი ნაპირიდან - მეორეზე გადასვლა აიწონა-დაიწონას პრინციპით. შედეგები სახეზეა, ქვეყანამ განვითარებაში დიდი პაუზა დაუშვა. დღესაც აღმოფხვრილი არ არის საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირების ხელოვნურად შექმნილი ხელშემწყობი გარემო. მაგალითად, ძველი თაობის მოქალაქეობრივი მრწამსი, მათი ერთგულება ქვეყნისადმი, მათი კეთილსინდისიერი შრომა და უდიდესი პასუხისმგებლობა სამშაბლოს წინაშე, აღმშენებლობის უნარი და შედეგები საჯაროდ იგნორირებულია და არარაობის გამოგონილ პერსონაჟებად და საზოგადოების კორუმპირებულ ფენებად მოიხსენებენ დამსახურებულ ადამიანებს. როგორც ბუნებაში, ასევე საზოგადოებაში უნივერსალური კანონი მოქმედებს: ცოცხალი არსება იბადება, იზრდება, კვდება. მოდის ახალი, ისიც თავის დროზე იმავე გზას გაივლის, მაგრამ განსხვავებულ გარემოში. მხოლოდ დროა სხვადასხვა. განვითარების ასეთ ლოგიკას ყოველთვის ანგარიში უნდა გავუწიოთ. საზოგადოებაში განსხვავებული ინტერესების (შესაბამისად პოზიციების) არა დაპირისპირება, როგორც საქართველოსათვის დამახასიათებელი ტენდენციაა დღეს, არამედ ინტერესების ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ბედნიერი მორიგებაა (ილია) სისტემური კრიზისიდან გამოსვლის პოლიტიკურ-ზნეობრივი პრინციპი.

საქართველოში გარდაქმნების პროცესში დაფიქსირდა ინტერნაციონალური ბუნების ნიუანსი, რომელიც ფაქტობრივად შეუმჩნეველი დარჩა. საბჭოთა სისტემის წნეხქვეშ მყოფმა კრიმინალიზმმა, როგორც განსაკუთრებულ შეხედულებათა და ქცევის სისტემამ, საზოგადოებრივი პროცესების რეგულირების ფუნქცია იკისრა საბჭოთა ხელისუფლების შეცვლისთანავე (რომელშიც ექსკლუზიური როლიც შეასრულა) და ასპარეზზე გამოვიდა დემოკრატიისა და ეროვნული მოძრაობის ლოზუნგებით. მოხდა ის, რაც ასეთ სიტუაციაშია მოსალოდნელი: კრიმინალური და სახელისუფლებო სტრუქტურების ინტეგრირება. ეს ორივესაგან, ერთდროულად და იძულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. მოცემულ სიტუაციაში ორივეს ერთმანეთი სჭირდებოდათ. თუმცა, ორივემ იცოდა, რომ ეს დროებითი შეთანხმება იყო მხოლოდ. ქვეყანაში კრიმინალური აზროვნება არა მხოლოდ საზოგადოების ცნობიერების, არამედ, ადამიანების ქცევის მოტივაციის ხელშემწყობ ფაქტორად ჩამოყალიბდა. ქართულმა საზოგადოებამ, ბუნებრივია, მისი გავლენა უშუალოდ განიცადა (ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობები, შეიარაღებულ ბანდებში მცირეწლოვანთა, ასევე ქალების მონაწილეობა და სხვ. შემთხვევითი მოვლენები არ იყო). ახალი ტიპის კრიმინალიზმი, რომელიც ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში „დემოკრატიული გზით“ არჩეულ ხელისუფლებას შეერწყა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „დამფუძნებელია“ უდიდესი პოტენციალის მქონე მონსტრისა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში თანამედროვე საერთაშორისო ტერორიზმად მოიხსენიება. იგი ინტერნაციონალიზაციის არნახულ მასშტაბებს იძენს და ფაქტობრივად ცდილობს საკუთარი „მსოფლმხედველობა“ თავს მოახვიოს დანარჩენ მსოფლიოს, ნაცვლად დაპირისპირებისა „აღმოსავლეთ- დასავლეთი“ ფაქტობრივად შეიქმნა დაპირისპირების ახალი მოდელი - დემოკრატია თუ ტერორიზმი. მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. ყალბად გაგებულმა დემოკრატიამ, კრიმინალიზმი, როგორც ასეთი მიზანმიმართულად სახელმწიფო მართვის სტრუქტურებში მიიყვანა და ერთად შექმნილი, კაცობრიობისათვის საშიში ძალის უშუალოდ დამორჩილებისათვის ერთმანეთს სამკვდრო- სასიცოცხლოდ ებრძვიან.

გარდაქმნების თეორიული და მეთოდოლოგიური შეცდომები

ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ზემოთმოცემული ანალიზი გვაძლევს საფუძველს მეტნაკლები სიზუსტით შევაფასოთ ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების ტრანსფორმაციული პროცესი,მისითავისებურებები, ტენდენციები,რათა შევძლოთ ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ განვითარების პოზიტიურიდა ნეგატიური მოვლენები (პროცესები).

ქვეყნის ეკონომიკის ნგრევა ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორთა ერთობლიობამ განაპირობა. სწორედ არ ვთვლით იმათ მოსაზრებას,ვისაც მიაჩნია,რომ ღრმა ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იყო. პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, მმართველობითი კრიზისი ისტორიული განვითარების მოცემულ მომენტში მართლაც გარდაუვალი იყო, მაგრამარავითარ შემთხვევაში ასეთი სიმძაფრითა და კატასტროფული შედეგებით, როგორც მივიღეთ (ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ 1990 წლის დონეს) ვიგრძენით (მოსახლეობის გაღატაკებულიუმრავლესობა), ვხედავთ (საზოგადოების მორალურ-ზნეობრივი დეგრადაციის პროცესის გაღრმავება),საზოგადოებაში ნაცვლად პასუხისმგებლობისა - უწესრიგობა, ქაოსი, უზნეობა მკვიდრდება.

სწორი სტრატეგიისა და რაც არსებითია, მობილური, ადეკვატური ტაქტიკის განხორციელებისას, უფრო რბილად, ნაკლებად მტკივნეულად, ნაკლები მსხვერპლით შეიძლებოდა რთული, ზიგზაგისებური პროცესის რეგულირება. ეს შანსი საქართველომ არ გამოიყენა. შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

ჩვენი აზრით, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არსებული მდგომარეობის ზემოთ მოცემული ანალიზი თეორიული და ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური ხასიათის შემდეგი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა

1. საქართველოში საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალი პერიოდის უხეში თეორიულ-პოლიტიკური ხასიათის სტრატეგიული შეცდომა ის იყო, რომ დაავადებული საბაზრო ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის შექმნილიდასავლეთის იდეოლოგიზებული ეკონომიკური დოქტრინა შოკური თერაპია, როგორც გარდაქმნების სტრატეგია, გამოყენებულ იქნა სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში - ტოტალიტარულ ეკონომიკური სისტემიდან საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლისათვის.

2. თეორიულ-ეკონომიკური ხასიათის სტრატეგიული შეცდომა იყო ის, რომ სწორად (ობიექტურად) ვერ განისაზღვრა ქვეყნის ეკონომიკის ახალ თვისებრიობაში გადასვლის სასტარტო გარემო და პოტენციალი. ყურადღება არ მიექცა განვითარების უნიკალურ ხასიათს, რომ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა იწყებოდა თვისებრივად სხვა სასტარტო პირობებიდან, ვიდრე ეს ისტორიულად განხორციელდა თავად კაპიტალიზმის განვითარების პერიოდში. საქართველოში გეგმიანი ეკონომიკა იყო გარდაქმნების სასტარტო ბაზა. მას გააჩნდა საწარმოო ძალების განვითარების არც თუ დაბალი დონე, საკუთარი საწარმოოსამეცნიერო, სოციალური, საკადრო პოტენციალი, მენეჯმენტის სათანადო ფორმები, ინტეგრაციული პროცესების მართვის გამოცდილება. ამ ისტორიულ მემკვიდრეობას ანგარიში არ გაეწია და დაიწყო გადასვლა კლასიკურ კაპიტალიზმზე. ამიტომ განვითარების ობიექტური პროცესი (საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა) ნეგატიურ, დამანგრეველ ფაქტორად იქცა. აწმყოს წარსულში გადაყვანის უბადრუკი ცდა კრახით დამთვარდა. პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობის ეს მოვლენა ძირითადად ქართული ხელწერისაა.

3. თეორიული და პოლიტიკურსამართლებრივი ხასიათის შეცდომა იყო არსებული სოციალურ- ეკონომიკური სისტემის სტიქიურად, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის გარეშე დაშლა, საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის რთული პროცესის სახელმწიფოებრივი რეგულირების მიზანშეწონილობის უგულებელყოფა სახელმწიფომ უარი თქვა იმ ფუნქციების შესრულებაზე, რასაც მისგან დრო მოითხოვდა საბაზრო პრინციპების დამკვიდრებისათვის. სახელმწიფომ თავისი ნიშა დაუთმო კრიმინალური ცნობიერების საფუძველზე სპონტანურად აღმოცენებულ სტრუქტურებს (ჯგუფებს), რომლებიც ოლიგარქიის ტრადიციული პრინციპებით შეერწყა სახელისუფლებო ინსტიტუტებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი გარდაქმნების ლიდერად. ეკონომიკური პროცესი აღმოჩნდა ბაზრის კრიმინალურმაფიოზური რეგულირების სტადიაში, რომელმაც ეროვნული სიმდიდრის დატაცების ხელსაყრელი გარემოს შექმნა დააჩქარა. სასაქონლოფულადი მიმოქცევის კონტროლის ფუნქცია ახალი ტიპის ოლიგარქიამ მიითვისა. ამასთან, სახელმწიფოს პოლიტიკაში ქუჩის ელემენტი გაძლიერდა, ქალაქის უბნების (რეგიონების) პოლიტიკურმა ფენომენმა მონაცვლეობით დომინირებადი ადგილი დაიმკვიდრა და ფართო გზა მისცა ქვეყნის დოვლათის მიტაცებას, ახალი ტიპის ოლიგარქიული ინტერესების ჩამოყალიბებას, რასაც, ბუნებრივია, მოჰყვა ამ ინსტიტუტის გაძლიერება. სახელმწიფოს პოლიტიკაში. ახალი აზროვნებით მოსულთა უმრავლესობამ ისტორიული ამოცანა შეასრულა და სოციალისტურად აღიარებული ეროვნული ეკონომიკა ნულოვან საძირკვლამდე (ცალკეული ეროვნული მოღვაწეების მოწოდება- დევიზი) დაანგრია, დროებით ასპარეზიდან გავიდა. დღეს იგი ქართული ეკონომიკის დაუძლურებული ორგანიზმის გადარჩენილ, ჯანსაღ ნაწილსაც ითვისებს, თანაც მამულიშვილობის ამბიციებით, მიტაცებული ქონებიდან დარიცხული დივიდენდების სახით ყოველმხრივ ცდილობს დაიცვას კონკრეტული სიტუაციით შემოთავაზებული თამაშის წესები. ეს ორი მიზეზით უნდა ავხსნათ. პირველი, სახელმწიფო მზად არ აღმოჩნდა დროის შესაბამისად განესაზღვრა განვითარების სტრატეგია, საბედისწერო როლი შეასრულა კადრების შერჩევის პრინციპების დარღვევით სახელმწიფოს მართვაში პირდაპირ ქუჩიდან მოსულთა არაკომპეტენტურობამ. მეორე, სახელმწიფო იძულებული გახდა გარედან თავს მოხვეული დოგმების გავლენით საშიშ კომპრომისებზე წასულიყო (ამ მოვლენას ვრცლად ქვევით განვიხილავთ). ასეთ პირობებში სახელმწიფოს პოლიტიკას აღმშენებლობისათვის საჭირო სოციალური ენერგია, საზოგადოების მხარდაჭერა და მართვის ბერკეტებიც არ აღმოაჩნდა

4. ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების განხორციელებისას დაშვებულ იქნა სტრატეგიული ხასიათის თეორიულ-მეთოდოლოგიური შეცდომებიც.

კერძოდ, რეფორმები ეკონომიკის დარგების მიხედვით ერთმანეთისაგან იზოლირებულად წარიმართა. მას კომპლექსური, თანმიმდევრული ხასიათი, ერთიანი მეთოდოლოგია არ ჰქონდა (ამჟამადაც არ აქვს). რეფორმების ლიბერალურ-მონეტარისტული მოდელი, რომელიც შოკური თერაპიით განისაზღვრა, ოთხ ძირითად კონსტრუქციას ემყარებოდა. კერძოდ, რადიკალურ ლიბერალიზაციას, მასობრივ პრივატიზაციას, ფინანსურ სტაბილიზაციას (რომელიც მიღწეული უნდა ყოფილიყო ფულად-საკრედიტო და საფინანსო მექანიზმებით), სახელმწიფოს ეკონომიკური როლის მინიმიზაციას. აღნიშნული მოდელი თავისთავად, კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, საინტერესოა და თითქოს ლოგიკურიც. მაგრამ მისი გამოყენება, როგორც შოკური თერაპიის ნარჩენი პრინციპებისა, ახალ საბაზრო ურთიერთობათა ჩამოყალიბების პროცესში მიუღებელია. მსოფლიო პრაქტიკაში ასეთი მოდელის, მისი ყველა ელემენტის ერთდროულად კონკრეტულ სოციალურ გარემოში გამოყენების გამოცდილებაც არ არსებობდა (საქართველომ ამჯერადაც მორიგი პიონერული ფუნქცია შეასრულა). ამ მოდელით უგულებელყოფილია რეალური მდგომარეობა, საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის თვისებურებები. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ექსკლუზიური პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ფუნქცია (საბაზრო სისტემის შემქმნელი ფაქტორი) სწორად ყოფილიყო გაცნობიერებული, განხორციელდა ეკონომიკურ პროცესებში მისი მინიმიზაციის, ანუ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ტრანსფორმაციის რთული პროცესიდან ფაქტობრივად ჩამოცილების კურსი. ლიბერალიზაცია, როგორც ეკონომიკური პროცესების რეგულირების ფორმა, მექანიზმი, არა სრულყოფილად იქნა გამოყენებული. ფაქტობრივად, იგი გახდა ეკონომიკური რეფორმების სტიქიური განვითარების სინონიმი. დადასტურდა, რომ, როდესაც ეკონომიკის განვითარებაში ლიბერალიზმი ძირითად ფუნქციას დაკარგავას (პირველ რიგში, თვითგანვითარების ხელშეწყობა და ამით მთვლემარე ძალების, პროგრესიული პროცესების ამოქმედება, რათა განვითარება ბუნებრივი კალაპოტით წარიმართოს) სტიქიურ ძალად გადაიქცევა და ეკონომიკურ გარდაქმნებს შეაფერხებს. ლიბერალიზმი (მეთოდი, მექანიზმი) აუცილებელია, იგი განვითარების მუდმივად თანამდევი ნაკადია, მაგრამ არ შეიძლებოდა, რომ მას ექსტრემალურ პირობებში საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისა და ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის როლი დაკისრებოდა. მხოლოდ ლიბერალიზაცია, როგორც ასეთი, ვერ უზრუნველყოფს გაფართოებული აღწარმოების მზიდი კონსტრუქციის როლის შესრულებას. მას რეგულირების სხვა მექანიზმებიც სჭირდება, რაც უპირველეს ყოვლისა, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების აუცილებლობას გულისხმობს

ეკონომიკური რეფორმების ცენტრალურ ამოცანად მიჩნეულ იქნა შეზღუდულ და ექსტრემალურ (სამოქალაქო დაპირისპირება) პირობებში სახელმწიფო საკუთრების მასობრივი პრივატიზაცია, მაშინ, როცა მისი დიფერენცირებულად, თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განხორციელება იყო საჭირო. როგორც მოსალოდნელი იყო, კერძო სექტორის დეკლარირებით (მისიგაფეტიშებით) ეკონომიკურიეფექტიანობა არ ამაღლებულა, თუმცა გარკვეულწილად მისი ობიექტური პირობები შეიქმნა. პრივატიზაციას საფუძვლადდაედოარა ეკონომიკური მიზანშეწონილობა, არამედ პოლიტიკური. საქართველოში პრივატიზაციის პროცესი იდეოლოგიზებული აღმოჩნდა.

როგორც აღინიშნა ფინანსური სტაბილიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგია ეროვნული ვალუტის სტაბილური ფუნქციონირებადა ინფლაციური პროცესების რეგულირება. სამწუხაროდ, მიღწეული შედეგისაკმარისი არ აღმოჩნდა გაფართოებული აღწარმოებისა და ეკონომიკური ზრდის თვისებრივად ახალ ტრაექტორიაზე გადაყვანისათვის. ფაქტობრივად, ორივე პოზიტიური შედეგი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ფინანსურ სტაბილიზაციას, არამედ სტაბილიზაციისპირობა - ფაქტორებია, რომლებიც მიზანმიმართულად და ეტაპობრივად უნდა იქნეს გამოყენებული სისტემური კრიზისიდან გამოსვლისათვის. ეს კი სახელმწიფოს პრეროგატივაა.

ამრიგად, რეფორმების ლიბერალურ-მონეტარისტული მოდელის ძირითადი ელემენტები ტრანსფორმაციის რთულ პროცესებში ცალცალკე და თავის საზღვრებში მოქმედებენ, ერთმანეთთან დაპირისპირების პროცესს - ნაკადებს წარმოშობენ შესაბამისი მექანიზმებით, რომლებსაც საფუძვლად უდევთ თამაშის საკუთარი წესები და ხელს უშლიან ეკონომიკური რეფორმების ექსტრემალური პირობების შესაბამისად (გარდამავალი პერიოდის თავისებურება) კომპლექსურად, ეტაპობრივად და თანმიმდევრულად განხორცილებას. ეს იმიტომ ხდება, რომ თავად მოდელი მეთოდოლოგიურად არასწორ მიდგომებზე აიგო. კერძოდ, რადიკალური ლიბერალიზაციის, მასობრივი პრივატიზაციის, ფინანსური სტაბილიზაციის (ფულისმასისრეგულირების მექანიზმის) ეფექტიანობა არსებითად დამოკიდებული იყო სახელმწიფოს არა პასიურ (მან საკუთარი ნიშა, როგორც აღინიშნა, მაფიოზურ-კრიმინალურ სტრუქტურებს დაუთმო), არამედ მის აქტიურ, რეფორმების რთული პროცესების წარმმართველ პოლიტიკაზე. სამწუხაროდ, გარდაქმნების ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპზე სახელმწიფომ საკუთარი როლი ვერ გააცნობიერა და ამით საზოგადოებრივი პროგრესი შეაფრეხა. ყოველივე ამან დააჩქარა საბაზრო ეკონომიკის დეფორმირებული სტრუქტურების ჩამოყალიბება, მათი ფუნქციონირება. ამ ფონზე ქვეყნის ეკონომიკური მეცნიერების პოტენციალი, ფაქტობრივად, იგნორირებული იყო. თუმცა, საწყის ეტაპზე ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების გამეცნიერების ტენდენციამ იმძლავრა და სახელმწიფოს მართვის ორგანოებში ეკონომიკური რეფორმების ფავორიტებად ვიწრო პარტიულ ინტერესებს მისადაგებული სამეცნიერო ხარისხებისა და წოდებების მქონე კადრები მიიწვიეს. მათ კი ის შეძლეს, რომ წინააღმდეგობის გარეშე ქვეყანა უცხოურ ეკონომიკურ იდეოლოგიას მძევლად ჩააბარეს (ველური კაპიტალიზმის მოდიფიცირებული სქემა).

ზემოთ აღნიშნული კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური მიდგომებით განხორციელებული რეფორმების შედეგად ქვეყანაში ჩამოყალიბდა კვაზი-საბაზრო ეკონომიკა - კონგლომერატი, თვისებრივად ახალი ისტორიულ-ეკონომიკური ტიპი, რომელშიც გამოიკვეთა ნებისმიერი საშუალებით ფულის შოვნის დაუოკებელი მისწრაფება (ყალბად გაგებული საბაზრო მოტივაცია), ადამიანებისა და რესურსების მკაცრი ექსპლუატაცია (პოლიტიკურ ეკონომიკური ქცევა) და საზოგადოების ზნეობრივი საფუძვლების მოშლა.

გარდამავალმა პერიოდმა აჩვენა, რომ თავისუფლება და წესრიგი თავსებადია, მაგრამ იგი ავტომატურად არ მიიღწევა. აუცილებელია სახელმწიფოს მრავალმხრივი ძალისხმევა (მათი სპეციფიკური მხარეების სწორად გაანალიზებით), პროფესიული მიდგომა, სოციალურ-ეკონომიკური პროცესების გეგმაზომიერი მართვა იდეოლოგია კი არ არის, არამედ საზოგადოების განვითარების საყოველთაოდ აღიარებული კანონზომიერება; საზოგადოება ბაზარს კი არ ემსახურება, პირიქით, ბაზარი საზოგადოებას, თანაც არა მხოლოდ მის შემთხვევით (ინტერესებით) შერჩეულ ნაწილს, არამედ ადამიანს საერთოდ. სახელმწიფოს პოლიტიკა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას უნდა დაეფუძნოს. ცდისა და შეცდომების პრინციპებით ქვეყნის განვითარება უნდა გამოირიცხოს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია, მისი განხორციელების ყველა ბერკეტი და ინსტრუმენტი.

მთავარი დასკვნა, რომელიც გარდამავალ პერიოდში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ზემოთმოცემული ანალიზიდან გამომდინარეობს, მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო როგორც ასეთი პოლიტიკური დემოკრატიისა და ეკონომიკური ლიბერალიზაციისთვის ადეკვატური მექანიზმებით, მეთოდებითა და ფორმებით, კომპლექსურად და თანმიმდევრულად ერთიანკონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ საფუძველზე უნდა ახორციელებდეს განვითარების სტრატეგიას, უზრუნველყოფდეს საზოგადოებრივი ძალების კონსულიდაციას, მათი ინტერესების დაბალანსებას, ეკონომიკის ეფექტიანობას, მისი შედეგების სოციალური სამართლიანობის პრინციპებით განაწილებას.

ზემოთ მოცემული ანალიზი იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ ეროვნული ეკონომიკა სისტემურ კრიზისშია, ტრანსფორმაციული პროცესები წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს, გამოიკვეთა რიგი თავისებურებები, სრულიად ახალი რაკურსით გამოვლინდა ეკონომიკური განვითარების ტრადიციული ტენდენციები. პრაქტიკაში არ დადასტურდა ზოგიერთი კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომა, საერთაშორისო სტრუქტურების რეკომენდაციების მართებულობა, საბაზრო მექანიზმების უნივერსალური ხასიათის შესახებ გაბატონებული სტერეოტიპები დაიმსხვრა. ამასთან, ჩამოყალიბდა განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები და პირობები. მაგალითად, ქვეყნის ეკონომიკის მონაწილეობა გლობალურ პროცესში, ეკონომიკური დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპების დამკვიდრების შეუქცევადი ხასიათი, ეკონომიკაში კერძო სექტორის განმსაზღვრელი როლი და ადგილი, საკუთრების ფორმების პლურალიზმი, ეკონომიკის სოციალური ორიენტაცია, საბაზრო მენტალიტეტის ფორმირების მზარდი ტენდენციები, ხელსაყრელი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გარემო, თანამედროვე საბანკო სისტემის ფორმირება და ფუნქციონირება (არსებითად მისი ორგანიზაციულ-მმართველობითი ასპექტი) და ა.შ.

______________

1. 2005 წელს სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, დაახლოებით 656 ათასამდე კომერციული და მცირე გლეხური მეურნეობა ამუშავებდა დაახლოებით 953 ათას ჰა-ს, ანუ ერთ მეურნეობაზე საშუალოდ 1,5 ჰა-ს. 2-დან 3 ჰა-მდე ეკუთვნოდა 24 ათასი მეურნეობას; 5-დან 10 ჰა-მდე - 6,5 ათას მეურნეობას; 100-დან 200-მდე) 325, 200-დან - 500-მდე - 250, 500 ჰა-ს ზევით - მხოლოდ 92 მეურნეობას (საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ეროვნული სტრატეგია, 2006-2015, გვ. 55)

12 რეგიონები

▲ზევით დაბრუნება


12.1 მცირე ბიზნესის მხარდაჭერის რეგიონული თავისებურებები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნიკო ჩიხლაძე,
ეკონ. მეცნ. დოქტორი, აკაკი
წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი,
ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სრული პროფესორი

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პოსტსაბჭოური სივრცის რღვევით დასრულდა სწრაფვა გიგანტომანიისაკენ დასაბაზრო ურთიერთობების პირობებში დღის წესრიგშიდაისვა მცირე და საშუალო საწარმოთა ხელშეწყობისა და განვითარების აუცილებლობა. შესაბამისად, ადგილი აქვს მცირე ეკონომიკური სუბიექტების სწრაფვას ბაზრის გარკვეული ნაწილის საუკეთესო პირობებისა და ადგილის მოსაპოვებლად

მრავალი სახელმწიფოსთვის ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპზე, მათ შორის ღრმა კრიზისის პერიოდშიც კი, მცირე ბიზნესი ხელს უწყობდა დასაქმებას და ბაზრისინტერესების დაკმაყოფილებას, რომელიც თავის მხრივ ქვეყნის საფინანსო რესურსების ფორმირების წინაპირობაა. ამ პოზიტივებიდან გამომდინარე, დარვინისეული ცნობილი თეზის ეკონომიკური პერიფრაზით სიცოცხლის უნარიანია და გადარჩენის მეტიშანსი აქვთ არა მსხვილ ფირმებს, არამედ ცვლილებებისადმი შემგუებლურ კომპანიებს. ამ მოსაზრების ჭეშმარიტებაში და შესაბამისად მცირე ფირმების რიგ უპირატესობებში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა მსოფლიო ეკონომიკაში განვითარებულმა კრიზისულმა როცესებმაც.

როგორც მსოფლიოგამოცდილების ანალიზი ცხადყოფს, მცირე ეკონომიკურ სუბიექტებს უმნიშვნელოვანესი პოტენციალი გააჩნიათ. „მცირე საწარმოს“ კატეგორია, შეიძლება ითქვას, პირობით ნიადაიგი განისაზღვრება ქვეყნისსიდიდის, მისი ეკონომიკური სიძლიერის, თუ პოტენციალის და რიგი სხვა სპეციფიურობების გათვალისწინებით. მაგალითად, აშშ-შიმცირეასაწარმო10-დან 500 კაცამდე დასაქმებულით,იტალიაში 20-დან 100-მდე, საფრანგეთში 10-დან 50-მდე, დიდ ბრიტანეთში 100 კაცამდე, გერმანიაში 50 კაცამდე და ა.შ. აღნიშნულის გამო მცირე საწარმოების როლი განსხვავებულია სხვადასხვა სახელმწიფოთა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში.

საქართველოს ეკონომიკის პოტენციალის, სპეციფიურობის,მასშტაბების, თავისებურებებისა და რეგიონული “სიჭრელის” გათვალისწინებით, ამ ზომის ბიზნესს გადამწყვეტი როლისშესრულება შეუძლია ქვეყნის ეკონომიკისათვის.

პოსტსოციალისტურ სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში, მცირე საწარმოთა განვითარება ვერ ასცდა ინსტიტუციონალურ სირთულეებს. 1 უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ 1997-99 წლებში მცირე საწარმოებთან მიმართებაში ერთგვარი საკანონმდებლო ვაკუუმი არსებობდა („მეწარმეთა კანონი“ მცირე საწარმოდ 10 კაცამდე დასაქმებულით აღიარებდა, ოფიციალური ეკონომიკური სტრუქტურები კი 50 კაცამდე).1999 წელს იქნა მიღებული კანონი მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ, რომელმაც სამწუხაროდ, ვერ იმუშავა და 2006 წლის 26 მაისს ძალადაკარგულად გამოცხადდა. კანონი განსაზღვრავდა მცირე საწარმოთა დეფინიციას და ფაქტობრივად არავითარ შეღავათებს არ უწესებდა დამწყებ (ანმცირეზომის) ბიზნესს, თუმცა, კვლევების დროს ამ ტიპის საწარმოთა მიმართ ამჟამადაც დასახელებულ კანონში მოტანილი კრიტერიუმები მიიღება.

საქართველოში საწარმოები ზომის მიხედვით დაიყოფა შემდეგი სახით: მსხვილი, საშუალო და მცირე. მცირე და საშუალო საწარმოებს განეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა და წლიური ბრუნვა არ აღემატება შემდეგ ზღვრულ ოდენობებს:

მცირე საწარმოებისათვის -20 დასაქმებულსა და 500 ათას ლარს;

საშუალო საწარმოებისათვის -100 დასაქმებულსა და 1500 ათას ლარს;

მსხვილ საწარმოებს განეკუთვნება საწარმო, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება 100 კაცს და წლიური ბრუნვის მოცულობა 1500 ათას ლარს.

2008 წლის შედეგებით, საქართველოში მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომისმიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: საშუალოსაწარმოები - 60,3%25, მცირე საწარმოები - 39,7%25.

2008 წელს, ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, მცირე საწარმოების მთლიანმა ბრუნვამ საქართველოში 411,8 მლნ. ლარი (ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვის 8,1%25), ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ - 197.3 მილიონი ლარი შეადგინა (ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების 7,3%25). მცირე საწარმოებში საქონლისა და მომსახურების მთლიანმა შესყიდვებმა 321,7 მლნ. ლარი (ბიზნეს სექტორის 7,7%25), გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა -222,3 მლნ. ლარი (ბიზნეს სექტორის 8,6%25), ხოლო მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ კაპიტალში8,1 მილიონი ლარი შეადგინა (ბიზნეს სექტორის3,7%25).

მცირე ბიზნესში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 66569 კაცით განისაზღვრა (ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 20,3%25), რომელთაგან 43%25 ქალია, ხოლო 57%25-კაცი. დასაქმებულთაგან დაქირავებულია 51908 პირი (ბიზნეს სექტორშიდაქირავებულთა 16,7%25). მცირე საწარმოებშიმთლიანმა დანახარჯებმაპერსონალზე 47,6 მილიონი (ბიზნეს სექტორის 9,0 პროცენტი)ხოლო, საშუალო თვიურმა ხელფასმა -252,0 ლარი შეადგინა (მათ შორის, ქალების - 176,0 ლარი).

რეგიონების მიხედვით, მცირე საწარმოთა პროდუქციის მთლიან გამოშვებაში წამყვანია ქალაქი თბილისი (56.9%25) და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: იმერეთი- 9.8%25; აჭარის ა/რ. - 8.6%25; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 7.2%25; ქვემო ქართლი - 6%25.

ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, მცირე ბიზნესის ქმედითი მხარდაჭერა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ეროვნული ეკონომიკისთვის.

საზოგადოდ, სამეწარმეო საქმიანობის აქტივობის სტიმულირების ადმინისტრაციული ფორმა მოიცავს სხვადასხვა პროცედურების, კერძოდ, რეგისტრაციის, ლიკვიდაციის, ლიცენზირებისა და სერტიფიკატების მიღების, აკრედიტაციის, დაბეგვრის გამარტივებას, ასევე ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის განვითარებასა და სხვადასხვა საფინანსო-საკრედიტო მექანიზმების დანერგვას, კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიებს, პირდაპირ დაკრედიტებას, საგადასახადო შეღავათებს და ა.შ.

მეორეს მხრივ, მცირე ბიზნესის პირდაპირი სახელმწიფო მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმართულებებად,ზოგიერთი ავტორი სამართლიანად მოიაზრებს ფინანსურ მხარდაჭერას, ანუ დოტაციებს, სუბსიდიებს, შეღავათიან კრედიტებს, კომბანკების კრედიტებზე გარანტიებს და მიუღებელი მოგების კომპენსაციას. მცირე სამეწარმეო სუბიექტების მიმართ ირიბი მხარდაჭერა შეიძლება გამოისახოს დაბეგვრის გამარტივებული სქემების შემოღებით, დაჩქარებული ამორტიზაციით და ლიზინგის სისტემის გაფართოებით.

მიმაჩნია, რომ საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურად უნდა იქცეს მცირე საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის „ვერტიკალური“ სტრუქტურა, რომელიც ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის თავისებურებებს გაითვალისწინებს.კერძოდ, უპრიანია განისაზღვროს, რა დონეზე ჩერდება სახელმწიფო მხარდაჭერა და რომლიდან დაიწყებს მოქმედებას, უკვე უფრო ქვედა დონეებზე, რეგიონები და მუნიციპალიტეტები. განვითარებულ ქვეყნებში რეგიონულიმმართველობები მაქსიმალურად არიან დაინტერესებული თავიანთ სამოქმედოტერიტორიაზე ხელი შეუწყონბიზნესის განვითარებას, მიიღონ მეტი შემოსავლები. უფრო მეტიც, სხვადასხვა შეღავათებით, პრეფერენციებით და .. ისინი მეტოქეობენ ურთიერთშორის ბიზნესის გასააქტიურებლად და ინვესტიციების მოსაზიდად.2

საქართველოს სინამდვილის გათვალისწინებით, რეგიონებსა და მუნიციპალურ წარმონაქმნებს, საშემოსავლო ბაზის გაუმჯობესების შემთხვევაში, შეუძლიათ გამოიყენონ მხარდაჭერის ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა: მცირე ბიზნესის სუბიექტების მიკროდაკრედიტება, კომბანკებისათვის გარანტიების გაცემა და სხვა. თუმცა, აღნიშნულისათვის აუცილებელია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეფასება, ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკა ამ სფეროში, შესაბამისი სქემების ფორმირება და უბრალოდ, პოლიტიკური ნების არსებობა.

მცირებიზნესის მხარდაჭერაში ტერიტორიული იერარქიის დონეთა გამიჯვნა აუცილებლად მიგვაჩნია, რამდენადაც, მცირე მასშტაბების მქონე სამეწარმეო საქმიანობა, უპირველესად რეგიონული მოვლენაა და ამ ბიზნესის ვექტორი ლოკალური ბაზრებისკენაა მიმართული. შესაბამისად, ამ ტიპის ბიზნესს მჭიდრო ურთიერთობები უყალიბდება ადგილობრივ ადმინისტრაციებთან და თუ ეკონომიკურ ლოგიკასაც მოვიშველიებთ, შემოსავლებმა ამ ბიზნესიდან უწინარესად ადგილობრივი (რეგიონული) ბიუჯეტები უნდა შეავსონ.

აღსანიშნავია, მცირე ბიზნესის აქტიური პოზიტიური ზემოქმედების შესაძლებლობა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური დონეების გაწონასწორების პროცესზე, რაც ნათლად სჩანს საქართველოს ზოგიერთი რეგიონის,მათ შორის, იმერეთის მაგალითზე.

რეგიონულ ჭრილში ზოგიერთი გამოკვლევა ჩავატარე იმერეთის მხარის სამეწარმეო სექტორზე. ამ რეგიონში ყოველთვის თვალშისა ცემი იყო ყოფილისაკავშირო დაქვემდებარების გიგანტური სამრეწველო საწარმოების მაღალიხვედრითიწილი, რამაც სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე უარყოფითად იმოქმედა და შედეგად მივიღეთ გასაღების ბაზრების დაკარგვა, ტრადიციული კავშირების რღვევა, მაღალი მუდმივი ხარჯები, დასაქმების პრობლემები და ა.შ.

საინტერესო შედეგები მოგვცა მცირე საწარმოთა დარგობრივი სტრუქტურის ანალიზმა. ჩვენს მიერ შეირჩა იმერეთის რეგიონული ცენტრის - ქ.ქუთაისის 125 მცირე საწარმოიანი აგრეგატი, რომლის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობამ 30 მლნ. ლარი შეადგინა. სურათი დამახასიათებელია -მოქმედ საწარმოთა 82%25 პროდუქციის მხოლოდ 14%25-ს აწარმოებს, ანუ სამეწარმეო სექტორში აქაც რეგიონისათვის დამახასიათებელი ვითარება იკვეთება. ქუთაისში მცირე საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის 91%25 მხოლოდ 6 დარგზე მოდის. მათში ძირითადია კვების პროდუქტების წარმოება, რომელშიც არსებითია პურისა და პურფუნთუშეულის წარმოება. დანარჩენი კი მოიცავს ხორცის, ხორცპროდუქტების, ღვინის, სპირტიანი და უალკოჰოლო სასმელების წარმოებას. აგრეგატი უმნიშვნელოდაა წარმოდგენილი ისეთი დარგებით, როგორიცაა: ავეჯის, სატრანსპორტო მოწყობილობების წარმოება, საფეიქრო მრეწველობა და პოლიგრაფია.

0x01 graphic

მცირე ბიზნესის სახელმწიფო რეგულირებისთვის და მისი ეფექტიანობის, დასაქმების, ფისკალურ და ეკონომიკურ პროცესებზეზემოქმედების გაზრდისათვის აუცილებელია სახელმწიფოს როლისა და მარეგულირებელი ბერკეტების რეალური ამოქმედება (სასტარტო შეღავათები, საკანონმდებლო უზრუნველყოფა, შეღავათიანი დაკრედიტება და ა.შ.).

ბუნებრივია, ისეთ პირობებში, როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტები დეფიციტურია, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერებით ივსება, ადგილობრივი ბიუჯეტების ბუნება ძირითადად სოციალურია (ხარჯების75-85%25). ამიტომ, ცხადია, ტერიტორიულ ერთეულთა ბიუჯეტებში ფაქტობრივად არ ხდება მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებათა გათვალისწინება, პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება.

რეგიონებსა და თვითმმართველ ერთეულებში მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით მიზანშეწონილად მიმაჩნია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

1. აუცილებელია მცირე საწარმოთა ხელშეწყობისთვის შეიქმნას რეგიონული და ცალკეულ ტერიტორიულ ერთეულთა პროგრამები. ამასთან, რეგიონების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების უზრუნველსაყოფად, უპრიანი იქნება იაფი კრედიტის პროგრამაში განისაზღვროს .. რეგიონული ქვოტები (2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იაფი კრედიტის პროგრამისათვის ერთ ბენეფიციარ იურიდიულ პირზე (საწარმოზე) გასაცემი სესხის ოდენობა უნდა იყოს 20.0 ათას ლარზე მეტი, კრედიტით სარგებლობის მაქსიმალური ვადა 7 წელია, საშეღავათო პერიოდი -2 წლამდე, ხოლო სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი: პარტნიორი კომერციული ბანკებისათვის -წლიური 2%25, ხოლო ბენეფიციარი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის -არა უმეტეს 12%25-სა).

2. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში გათვალისწინებულ უნდა იქნას განვითარების ელემენტები, სახსრები მცირე ბიზნესის განვითარებისათვის. აღნიშნული თანხების გასანაწილებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია ორი მეთოდის გამოყენება: ) თვითმმართველობის ორგანოების მიერ მცირე ბიზნესის განვითარებისათვის სესხებზე ბანკების წინაშე თავდებობის წესის განსაზღვრა და მისი რეალური განხორციელება. ბანკების წინაშე თავდებობის მიზანია ხელი შეუწყოს საწარმოებს ისარგებლონ საკრედიტო რესურსებით. ადგილობრივი თვითმმართველობა ბანკების წინაშე თავდებად გამოდის იმ საწარმოების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ საკრედიტო დაწესებულებების მოთხოვნებს სამეწარმეო საქმიანობის რისკის ან საგარანტიო უზრუნველყოფის კუთხით; ) მცირე ბიზნესისგანვითარებისათვის რიგი მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტების პროგრამების საფუძველზე შეღავათიანი პირობების ჩამოყალიბება. მისი მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით პრივატიზება გაუკეთდეს იმ ობიექტებს,რომელთა განკარგვა ვერ განხორციელდა 50%25-იანი (75%25-იანი) ფასდაკლებით და აღნიშნული პროცესი გახადოს ხელმისაწვდომი საწარმოებისათვის. ბუნებრივია, გათვალისწინებულ უნდა იქნას ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტის მოცულობა, განვითარების დონე, ეკონომიკის სპეციფიკა, ასევე ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამების ძირითადი პრიორიტეტები.

3. მცირე საწარმოებისათვის დამახასიათებელი საბრუნავი საშუალებების ქრონიკული დეფიციტის და კრედიტების ნაკლები ხელმისაწვდომობის პირობებში ჩვენთან ნაკლებადაა გამოყენებული ლიზინგის შესაძლებლობანი მათი განვითარებისათვის. ოპერატიული ლიზინგის განხორციელება მცირე საწარმოებს თავიდან ააცილებს იმ დანადგარის შეძენას, რომლის გამოყენებაც და რომლის მეშვეობითაც პროდუქციის გამოშვება აღარ იქნება მიზანშეწონილი ამ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების შემდეგ. ლიზინგი არ მოითხოვს მეწარმე-მეიჯარისაგან მნიშვნელოვან ერთჯერად დაბანდებებს, რაც საწარმოსათვის შიდა ფინანსური რესურსების გამოთავისუფლების და აქედან გამომდინარე,მათი სხვა საწარმო მიზნებისათვის გამოყენების საწინდარია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებებში ერთ ერთ საკვანძო მიმართულებად სწორედ ლიზინგი უნდა განვიხილოთ. ამით მცირე საწარმოთა ნაწილისათვის ხელმისაწვდომი გახდება მოწინავე ტექნიკის გამოყენება სწრაფი მორალური ცვეთის პირობებში.

4. პირდაპირი რეგიონთაშორისი კავშირებისა და მცირე ბიზნესის სუბიექტებისათვის კოოპერირებული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოს მხარეებში რეგიონული მარკეტინგული ცენტრების ჩამოყალიბების საკითხის განხილვა;

5. მცირე საწარმოთა უზრუნველყოფა კვალიფიციური საინფორმაციო, კონსალტინგური და საგანმანათლებლო მომსახურებით, მხარდაჭერის სპეციალური ტერიტორიული სტრუქტურების მეშვეობით (საკონსულტაციო ცენტრები, ბიზნეს-ინკუბატორებიდა ..);

6. ადგილობრივი გადასახადებიდან და მოსაკრებლებიდანიმ დამწყები ფირმების სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლების საკითხის განხილვა, რომლებიც პრიორიტეტულ დარგებში ფუნქციონირებენ;

7. საჭიროა განისაზღვროს (გაიმიჯნოს თუნდაც დამოუკიდებელი ნორმატიული აქტით),სახელმწიფო და რეგიონული (მუნიციპალური) მხარდაჭერის დონეები.

ვფიქრობ, ამ ღონისძიებებით მნიშვნელოვანი სტიმულირების ფონი შეიქმნება თვითმმართველ ერთეულებსა და რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარებისათვის.

Аннотация
РЕГИОНА ЛЬНЫЕ ОСОБЕНН ОСТИ ПОДДЕРЖКИ МАЛЫХ
ПРЕДПРИЯТИ В ГРУЗИИ

Нико Чихладзе, д. э. н., полный профессор Кутаисского
Государственного университета
им. Акакия Церетели, полный профессор Кутаисского
университета экономики и права

Анализ опыта развитых стран с учетом потенциала Грузии показывают, что в нашей стране существуют реальные возможности для вложения капитала в малые предприятия и управления ими. Несмотря на очень высокую текучесть в этой области, в целом малый бизнес демонстрирует значительную „живучую силу“ и устойчиво удерживает свое положение в экономике. В развитых странах правительства региональных властей заинтересованы в том, чтобы привлекать, ”затащить” на свою территорию как можно больше бизнеса. Они соревнуются между собой, конкурируют за привлечение бизнеса, для чего предоставляют им разные льготы и преференции. На реальном этапе это у нас фактически невозможно, так как органы местного управления и самоуправления могут не могут предоставить значительные льготы малым предпринимателям. Надо учитывать, что: возвращается эпоха высоких энергетических затрат, что делает транспортировку гораздо более дорогостоящей; растет доля сектора услуг во всех отраслях экономики, которая в большой степени исконно локальна по своему характеру; значительная часть потребителей и инвесторов отдает предпочтение местным альтернативам. В свою очередь, в развитии малого бизнеса в регионах эффективную роль может играть и государственная программа „дешевого кредита“, если будет учтено т.ч. „региональные квоты“.

_______________

1.ჩიხლაძე ნ., რეგიონებში მცირე საწარმოთა ფუნქციონირების საკითხისათვის. ჟ. „გადასახადები“, 2004,№9, გვ. 45-48.

2 Фетисов Г.Г., Орешин В.П. Региональная экономика и управление: Учебник. — М.:ИНФРА-М, 2006. с. 371.

13 მეცნიერება

▲ზევით დაბრუნება


13.1 გლობალური ეკონომიკური კრიზისი და საქართველო

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლამარა ქოქიაური
ეკონომიკის მეცნიერებათა
დოქტორი, თსუ პროფესორი

გარდამავალ პერიოდში, საქართველოს საზოგადოების დემოკრატიზაციისკენ აღებულმა კურსმა, რადიკალურმა ეკონომიკურმა რეფორმებმა და მსოფლიო ეკონომიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციისკენ სწრაფვამ ინვესტიციის ბაზარს რეალური წანამძღვრები შეუქმნა.

საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და ბუნებრივია მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა მის ეკონომიკაზეც ნეგატიურად იმოქმედა და ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა. კრიზისის პირველი შედეგები 2009 წლის დასწყისშივე გამოვლინდა და იგი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდება.

საქართველოში ეკონომიკური ზრდის ძირითად ფაქტორს უცხოეთიდან ბოლო წლებში კერძო კაპიტალის (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საბანკო კრედიტები) და საბიუჯეტო სახსრების მუდმივი ზრდა წარმოადგენდა. ამდენად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისდა საბანკო კრედიტების შემცირება 2009 წელს ეკონომიკური ზრდის შეფერხების მნიშვნელოვანი ფაქტორები იქნება. მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე საქართველოს ხელისუფლება მშპ-ს ნომინალურ 21535,9 მლნ ლარის მოცულობით ივარაუდებოდა, ხოლო კრიზისის შედეგების გამოვლენის შემდეგ ხელისუფლების პროგნოზი 21308,7 მლნ. ლარია (შემცირება ნავარაუდევია 227,2 მლნ. ლარით,რაც დაახლოებით 1,05%25-იანი შემცირებაა). 1 რეალურიმშპ-სზრდა თავდაპირველად 4,0%25-ით იყო ნავარაუდევი, ხოლო კრიზისის შედეგების გამოვლენის შემდეგ - 2,5%25-ით. 2008 წელს რეალური მშპ-ს ზრდა, დაგეგმილი 8%25-ის ნაცვლად, ხელისუფლების პროგნოზით მხოლოდ 2,0%25 იქნება.თუმცა,რეალური ვითარება შესაძლებელია უფრო პესიმისტური იყოს და ორპროცენტიანი ზრდის მიღწევა მხოლოდ დონორებიდან მიღებული დაფინანსებითმოხერხდეს.

რას უკავშირდება ინვესტიციების შემცირება? საქართველოში ინვესტიციების მნიშვნელოვანი შემცირება ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაიწყო.ასევე იგი საქართველოში მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტების შემცირებასაც უკავშირდება,მცირე საპრივატიზაციო ობიექტები აქ მნიშვნელოვან ამინდს ვერ ქმნის.

როგორც წესი, მშპ-ს და საინვესტიციო ნაკადების შემცირება საბიუჯეტო შემოსავლებისშემცირების უმთავრესიფაქტორია. ამას ემატება გადასახადების შემცირებით გამოწვეულისაბიუჯეტო დანაკარგები (ამ შემთხვევაშიიგულისხმება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 25%25-დან 20%25-მდე დაწევა). ამის მიუხედავად,საქართველოს ხელისუფლება საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას ვარაუდობს. 2009 წლის საბიუჯეტო შემოსავლები საკმაოდ ოპტიმისტურია და შარშანდელ მაჩვენებელს (5510,2 მლნ. ლარი) 46,5 მლნ. ლარით აღემატება.

ბანკებისთვის ფინანსური რესურსების ნაკლებობა მსოფლიო პრობლემად იქცა.საქართველოს ბანკების უმეტესობა ფინანსურ რესურსებს უცხოური ბანკებიდან იღებდა და საქართველოს კლიენტებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით გასცემდა.

ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოში ბანკების მიერ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდა სწორედ საერთაშორისო კრედიტებზეგანაკვეთების გაზრდამ და საქართველოში რეალური ინფლაციის მაღალმამაჩვენებელმა გამოიწვიაშარშანდელი საკრედიტობუმი, დეპოზიტებისადა კრედიტების ვადიანობის შეუსაბამობის გადაფარვა,საბანკო რისკების გაძლიერებას იწვევდა.თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ბანკები კრედიტებს სწორედ იპოთეკური საქონლის შესაქმნელად გასცემდნენ (სამშენებლო კომპანიებზე უძრავი ქონების მშენებლობისათვის, ხოლო ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე უძრავი ქონების შესაძენად),სამშენებლო სექტორისთვის კრედიტებისგაცემა ძალზე სარისკო საქმე გახდა.

ამდენად, სხვადასხვა სფეროებში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, საბანკო სფერო ერთერთი მგრძნობიარე აღმოჩნდა. იგი დღეს არც თუ სახარბიელო ვითარებაშია. 2009 წელი საქართველოს საბანკო სექტორისთვის ძალზედ მძიმე იქნება და კონიუნქტურის მნიშვნელოვან ცვლილებას პირველ ნახევარში უნდაველოდოთ.

ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენების შემდგომ, მოგვიანებით კი საფინანსო კრიზისის გაღრმავების პერიოდში ბევრმა დაქირავებულმა სამუშაო ადგილი დაკარგა. ბანკების მიერ კრედიტების გაცემის შეწყვეტამ განსაკუთრებით სამშენებლო და საავტომობილო ბიზნესი დააზარალა. ფაქტიურად გაჩერდა სამშენებლო საქმიანობა და საბანკო სფეროს პრობლემებიდან გამომდინარე, საკრედიტო პორტფელი ბანკებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს. შედეგად, საქართველოს სხვადასხვა ბანკებიდან და სამშენებლო კომპანიებიდან რამდენიმე ათასი თანამშრომელია დათხოვნილი, რამაც უმუშევრობის ისედაც მაღალი მაჩვენებელი გაზარდა.

საქართველოში უკანასკნელ წლებში სიღარიბის დონე იზრდებოდა. ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენებამდე და მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებამდე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა 1 მლნ.-ზე მეტი იყო. გაზრდილი უმუშევრობისა და სამომხმარებლო პროდუქციაზე მაღალი ფასების გამო, 2009 წელს სიღარიბის მაჩვენებლის კიდევ უფრო ზრდას უნდა ველოდოთ.

კრიზისის გამომწვევი პრობლემები საქართველოში. საფინანსო სექტორზე მეტად ინვესტორებზე აგვისტოს ომმა იმოქმედა, ბანკებში დეპოზიტები შემცირდა, ფული უმეტესად მსხვილმა მეანაბრეებმა გაიტანეს, რამაც ბანკებს ლიკვიდობის პრობლემაც შეუქმნა.

ომმა გააღრმავა პრობლემები, რაც არსებობდა საბანკო სექტორში აპრილიდან. სახიფათო ნიშნები გაზაფხულზე გაჩნდა და ხალხმაანგარიშებიდან ფულისგატანა დაიწყო. მიმდინარე ანგარიშის დიდი დეფიციტი საქართველოს უამისოდაც ჰქონდა. ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალსა და იმ თანხას შორის, რასაც იმპორტზე ვხარჯავთ (დოლარებში) საკმაოდ უარყოფითია. ამ სხვაობას ნაწილობრივ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და უცხოეთში სამუშაოდ წასული ჩვენი მოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხები ავსებდა. აგვისტოს შემდეგ ინვესტიციების ნაკადმა იკლო. შემცირდა გადმორიცხული ფულის რაოდენობაც.სხვაობა იმ დახმარებით უნდა შემცირდეს, რასაც საქართველო დონორებისგან ელოდა.

დონორები და საქართველო. აშშ-ისა და ევროპის სახელმწიფოების მიერ4,5 მილიარდი დოლარის უპრეცედენტო დახმარების გამოყოფა 2008 წელს მნიშვნელოვანი ფაქტი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დანგრეული ევროპის აღსადგენად ე.წ. მარშალის გეგმით 2,5 მილიარდი დოლარი გაითვალისწინესდა ეს თანხა ევროპაში 17 ქვეყანაზეგადანაწილდა. ამ დახმარების წყალობით ევროპის ეკონომიკაში სამი წლის შემდეგ 30%25-იანი ზრდა აღინიშნა. მაშინდელი დოლარი, მართალია,უფრო მყარი იყო, მაგრამამის მიუხედავად,ახლა ეს დახმარება, რასაც საქართველოს დაპირდნენ, „მარშალის გეგმაზე“ მასშტაბურია. ამასთან, იგი უცხოელ ინვესტორს არწმუნებს, რომ აქ ფულისჩადება გამართლებულია. აშშ-თან თანამშრომლობის ხელშეკრულებაც ხელმოწერა ინვესტორის რწმენის გამყარებას უწყობს ხელს.

დახმარების გამოყენების გზები. თანხის ნაწილი, ბუნებრივია, მოსახლეობის სოციალურ დაცვას ხმარდება.დიდი ნაწილიკი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე უნდა დაიხარჯოს, რაც სამუშაო ადგილების შექმნასშეუწყობს ხელს.

თანხის ნაწილი მკაცრი რეგულირებისა და ზედამხედველობის პირობებში ბანკების ლიკვიდობის გაუმჯობესება უნდა მოხმარდეს.პირველ რიგში, ბანკები უნდა იყოს საიმედო. საწარმოო სიმძლავრეებს სახელმწიფოთვითონ ვერ შექმნის, ის ბანკის მეშვეობით ბიზნესს უნდა დაეხმაროს. მთავრობას შეუძლია ეს თანხები სახელმწიფო გარანტიებით, შესაბამისი დაზღვევით გასცეს.უცხოელინვესტორსაც შესთავაზოს-შენ ბიზნესი აწარმოე და პოლიტიკურ რისკებს მე დაგიზღვევო.

რას მივიღებთ შედეგად? შემოსავლის შემცირების შემდეგ კომპანიები იძულებული გახდნენ, ხარჯების ეკონომია გაეწიათ.პირველ რიგში, თანამშრომლების გაშვებადა მარკეტინგული ხარჯებისშემცირება დაიწყეს. განვადებების სერვისის შეზღუდვა რითეილერებს გაყიდვას შეუმცირებს, მაგრამ დროებით.გაყიდვის გასაზრდელად ისინი სხვა გზებს მონახავენ. ზოგიერთი დაიხურება, ეს საბაზრო პრინციპია, მაგრამსხვა - ბიზნესს შექმნის. რაც უკეთესად გამოუვა, იმ მიმართულებით განვითარდება.მთავარია, ამან მასობრივი ხასიათი არ მიიღოს.

რა მოელის ლარს? ექსპორტიმპორტს შორის უარყოფითი სალდო რაღაცით უნდა დავაფინანსოთ.ექსპორტი შეზღუდული გვაქვს, არც ნავთობი, არც სხვა ბუნებრივი რესურსი მოგვეპოვება.ის, რაც ექსპორტზე გადის, ძალიან მცირეა. შესაბამისად, დოლარზე ჭარბი მოთხოვნაა, რისი დაკმაყოფილება ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვებით უხდებოდა. რეზერვები ულევი არ არის და მანაც გადაწყვიტა, ლარი რბილად მიაბას დოლარს და მის კურსს მიჰყვეს.

საერთაშორისო ბაზარზე დოლარისა და ევროს კურსზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ამჟამად დოლარი საერთაშორისო ბაზარზე შესუსტებულია. მისი კურსი დამოკიდებული იქნება იმაზე, შეერთებული შტატების ბაზარზე რამდენ ხანს გაგრძელდება პრობლემები. თუ ეს კრიზისი 2009 წლის ბოლოს ამოიწურა და ინვესტორებს იაფი აქტივების მიმართ ინტერესი გაუჩნდებათ, დოლარი ამ დროისათვის გამყარებას დაიწყებს.

შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ვითარება ჯერ კიდევ გაუარესდება. საქართველომდე არ მოაღწევს მკვეთრი რყევები, რადგან კაპიტალის ბაზარიარ გვაქვს. ჩვენთან სიღრმისეული პრობლემები არ ყოფილა. თუ იქ კრიზისი დიდხანს, 2-3 წელს გაგრძელდა, მაშინ პრობლემები ჩვენამდეც მიაღწევს. უცხოეთის ბაზარზე კრიზისი რამდენიმე თვეში რომ დასრულებულიყო, ჩვენ ვერც ვიგრძნობდით. ვფიქრობ, ვითარების გაუმჯობესებას რამდენიმე თვე დასჭირდება. 2009 წლის მეორე ნახევრიდან დადებითი ტენდენციები გაჩნდება.

რატომ გახდა სახელმწიფო მთავარი ინვესტორი? ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობისა და მათი მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, საქართველო მცირე ბაზარია და მისდამი უცხოელი ინვესტორების ინტერესიც ძალიან დაბალია. ინვესტორისთვის ქვეყანა ჯერ ფინანსური თვალსაზრისით უნდა იყოს მომგებიანი და დაწვრილებითი ანალიზი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და ბიზნეს რისკებზეც მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება.

საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ 2009 წელს ქვეყანაში სახელმწიფო მთავარიინვესტორი გახდება. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკაში რამდენიმე თვეში 1 მილიარდი დოლარის „გადასროლა“ მოხდება.

გამოცხადდა ტენდერები, გაგრძელდა გზების რეაბილიტაციის პროგრამა. ეკონომიკური პროექტები სოფლის მეურნეობის სექტორშიც ამოქმედდება. კვლავ აქტუალურია ქართული პროდუქციისათვის ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრების გახსნის პერსპექტივა, რომელიც ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ დისკუსიის თემაა. ექსპერტები ხელისუფლების ამ ინიციატივას კრიტიკულად აფასებენ და კარგად ჩამოყალიბებულ და სწორად გათვლილ ეკონომიკურ სტრატეგიას ითხოვენ. ომის და ფინანსური კრიზისის შედეგად დაზარალებული ბიზნესი ხელისუფლებისაგან დროებით საგადასახადო შეღავათების რეჟიმის დაწესებას, იაფი კრედიტის ხელმისაწვდომობას და უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების მოძიებას მოელის.

რატომ არ იზიდავს ინვესტორებს საქართველო დღეს? ცნობილია,რომ ბიზნესმენი პოლიტიკურ რისკზე მაღლა ფინანსურ მოგებას აყენებს .ნებისმიერი ბიზნესმენისთვის უსარგებლოა ის ქვეყანა, სადაც წლიური მოგება ჩადებული თანხის 3%25 არ აღემატება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ თანხას ბანკში შეინახავს,სადაც წელიწადში გარანტირებულად 3%25-ზე მეტმოგებას მიიღებს. ამჟამად საერთაშორისო ბიზნესს საქართველოზე მეტად ჰონკონგის და ტაივანის რეიტინგი აინტერესებს. ბიზნესის პოლიტიკური რისკები ფინანსური რისკებისგან განსხვავებულია. ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ და მაკროპოლიტიკურ მოვლენებთან, რომელზედაც ბიზნესს არანაირი გათვლის მოხდენაარ შეუძლია.

რა ვაკეთოთ?! მსოფლიო კატასტროფის წინაშე რომ არ აღმოჩნდეს, ეკონომიკურმა სტრატეგებმა, ანალიტიკოსების აზრით, ორი მიმართულებით უნდა იმუშავონ: გაგრძელდეს რეალური ეკონომიკის დაკრედიტება და მოხმარების თუნდაც დღეს არსებული დონე შენარჩუნდეს.

პირველი მიმართულება საკმაოდ რთულია. ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაციები ჩნდება „ეკონომიკური კატასტროფების“ შესახებ,რისიმიზეზი კრედიტების გაყინვაა. საფინანსო სტრუქტურებს მხოლოდნაღდი ფულის პატრონებთან თანამშრომლობა სურთ, არადა,კრიზისმა კაპიტალისგან თითქმის ყველა დაცალა. ექსპერტების აზრით, გადარჩენის ერთადერთი გზა,რაც შეიძლება მეტი კაპიტალის ჩართვაა ეკონომიკაში.რეკაპიტალიზაციის მოცულობა უფრო და უფრო უნდა გაფართოვდეს და სახელმწიფო კონტროლი ისე უნდაგამკაცრდეს,რომ საფინანსო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის დროებით, თითქმის ნაციონალიზაცია მოახდინოს, შემდეგ კი, როცა სიტუაცია ჩვეულ რეჟიმში ჩადგება,მოხდეს მისი დენაციონალიზაცია. ამის მაგალითად ექსპერტებს შვეიცარია მოჰყავთ, რომელმაც 1990-იანი წლების დასაწყისში კრიზისთან ბრძოლის შემდეგ თავის წილები ბანკშიდააბრუნა.

კრიზისის გამო ბევრ ქვეყანაში მოხდა ბანკების სრული ან ნაწილობრივი ნაციონალიზაცია.ამცოტა ხნის წინ დიდმა ბრიტანეთმა უმსხვილესი ბრიტანული ბანკების რეკაპიტალიზაციისთვის 50 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გამოყო (დაახლოებით 64 მილიარდი ევრო).

როგორც აღვნიშნეთ, დღეს კრიზისის პირველ ეტაპზევართ,მაგრამ ეკონომისტების ვარაუდი გამართლდა და ახალი წლიდან ვითარების გამწვავება დაიწყო, რამაც ბანკებს, სამრეწველო საწარმოებს, ლაბორატორიასა და უნივერსიტეტს, სამუშაოა დგილებს, ბოლოს და ბოლოს ადამიანებსბევრი პრობლემა შეუქმნა.

კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები

ეკონომიკურ კრიზისს დღეს სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებული მეთოდებით „მკურნალობს“:

პირველი, როცა მთლიანი თანხები საფინანსო სფეროში მიედინება, ანუ ის, რაც აშშ-მ გააკეთა, მან ბანკებს დასახმარებლად 2,3 ტრილიონი დოლარი გამოუყო, ხოლო რეალური ეკონომიკის მხარდასაჭერად - ათჯერ ნაკლები. კანადის, ირლანდიის, ნიდერლანდების და შვედეთის მთავრობები ასეთივე პრინციპით მოქმედებენ.

მეორე მოდელი, როცა მთავრობა მთელს ძალისხმევას ეკონომიკის რეალური სექტორებისკენ მიმართავს.ასეთი გზა სოციალისტურმა ჩინეთმა აირჩია.მისმა ხელისუფლებამ ინვესტირება მოახდინა ინფრასტრუქტურაში, სოფლის მეურნეობასა და სოციალურ სფეროში. კომპანია Merrill Lynch-ის ანალიტიკოსების აზრით,სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ჩინეთის ბაზარი ინვესტორებისთვის ჯერ კიდევ მიმზიდველია.

ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს თანაბრად დაეხმაროს როგორცსაფინანსო სექტორს, ასევე რეალურ ეკონომიკას. ამ მოდელს სახელმწიფოებმა აშშ-ს ცუდი მაგალითის შემდეგ მიმართეს. ბევრი ქვეყანა დარწმუნდა, რომ მხოლოდ საფინანსო სფეროს დახმარებით კრიზისი ვერ დაიძლეოდა.ასეთ ქვეყნებს შეიძლება გერმანია, საფრანგეთი,იტალია, შვეიცარია და იაპონია მივაკუთვნოთ.

ევროკავშირის ლიდერებმა წევრი ქვეყნებისთვის 200 მილიარდიანი დახმარების შესახებ ჯერ კიდევ ნოემბერში გამოაცხადეს. 12 დეკემბერსბრიუსელშისწორედ ეს ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცეს. გეგმის მიხედვით, ყველა წევრი ქვეყანა საკუთარი მშპ-ის დაახლოებით 1,5%25-ის ოდენობის თანხას გამოყოფს. 200 მილიარდი ევროდან 30-ს ევროპის საინვესტიციო ბანკიგაიღებს. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შეხედულებისამებრ შეუძლია ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში საგადასახადო განაკვეთების შემცირება და დამატებითი ღირებულების გადასახადის დაწევა. შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი არ დაუშვებს არც ერთი მსხვილი ფინანსური ორგანიზაციის გაკოტრებას. ბანკების კრედიტუნარიანობის შესანარჩუნებლად მთავრობები მათი აქციების შეძენას გეგმავენ. ერთი სიტყვით, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის ევროკავშირი კოორდინირებულ ღონისძიებებს გაატარებს.

ექსპერტების გამოთვლით, მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის ჯამში უკვე 9,4 ტრილიონიდოლარი დახარჯეს.2 ყველანაირი ფულადი რესურსი, რაც კი დღეს ეკონომიკურ ზრდას მოხმარდება, გამართლებულია. ის დანახარჯები, რასაც სახელმწიფოები სოციალურ პროგრამებსა და ეკონომიკური აქტივობისთვის ხარჯავს, შესაძლოა ძალიანმძიმე ტვირთი იყოს, მაგრამ დანახარჯი, რასაც დღევანდელი უმოქმედობის გამო მომავალში, ბევრად დიდ ტვირთად დააწვებაქვეყანას, ვიდრე დღეს დაზოგილი თანხები.

Annotation
Global Economic Crisis and Georgia

Lamara Qoqiauri, Doctor of Economics, Professor

In Georgia reducement of investment began after August's event. Nowadays reducement of investments are result of the world financial crisis. This tendency is also connected to the running out of great private objects. Small private objects don't make any important changes.

Due to the packet of economic stimulation planned by government percentage amount of using of the whole inner products and state buying components is growing, but investment components will be reduced. At the end it will lead to the complete unnoticing distribution. Declining of industry will grow the negative debt between export-import and as a result the negative indicator of pure export has grown.

In order not to appear at the edge of disaster the world economic strategies, according, must work through two directions: real economic crediting must be continued and even today's level of usage must be kept.

The first direction is quite difficult but very indispensable everyday new information appears about “economic depression” and the reason is economic freezing. Financial structures want to have relations with owners by cash. It is obvious that crisis emptied everybody from capital. To experts' View the only way to save economic is involving as much capital as possible.

The area of recapitalization must be enlarged and state control must be so strict that it could nationalize the important part of financial system for a short time and afterwards, wher the situation stabilizes, it must be denationalized.

___________________

1. ციფრობრივი მასალა აღებულია ჟურნალების „საქართველოს ეკონომიკა“, „ბიზნესი და კანონმდებლობა“, გაზეთების „24 საათი“ და „კვირის პალიტრის“ ეკონომიკური დამატებიდან.

2. წყარო: საინვესტიციო ჯგუფი „რენესანს კაპიტალი“

13.2 საბრუნავი კაპიტალის, მიმდინარე და გრძელვადიანი ლიკვიდობის კოეფიციენტების გამოთვლის მნიშვნელობა აღრიცხვაში

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესის ანალიტიკოსთ შორის გავრცელებულია აზრი, რომ საქმიანი ორგანიზაციის გადახდისუნარიანობა მიმდინარე ვალდებულებების მიმართ დამაკმაყოფილებელია, თუ მისი მიმდინარე აქტივების ჯამი არანაკლებ 2-ჯერ აღემტება მიმდინარე ვალდებლებების ჯამს. ამიტომ ბანკები, კრედიტორები და სხვა დაინტერესებული პირები საქმიანი ორგანიზაციის გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნით, პირველ რიგში, სწორედ ამ თანაფარდობას ანუმიმდინარე ლიკვიდირების კოეფიციენტს ითვლიან.

მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტი წარმოადგენს მიმდინარე აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების ჯამურ მნიშვნელობათა თანაფარდობას. იგი ახასიათებს ფირმის მიერ მოკლევადიანი ვალდებულებების გადახდისუნარიანობას.

მიმდინარე აქტივები, ანუ საბრუნავი საშუალებები შეიცავს ფულს და იმ აქტივებს, რომელთა ნაღდ ფულად ქცევა შესაძლებელია ახლო მომავალში,ჩვეულებრივ ერთიწლის ან ერთი საოპერაციო ციკლის განმავლობაში ბალანსის შედგენის თარიღიდან, ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს შეფერხებები ძირითად სამეურნეო საქმიანობაში. საოპერაციო ციკლი, ეს არის დროის საშუალო პერიოდი საქონლის ან.და ნედლეულის შეძენიდან მზა პროდუქციის გაყიდვის შედეგად ფულის უკან მიღებამდე.სრული საოპერაციო ციკლი მოიცავს შემდეგ საქმიან გარიგებებს: 1) საქონლის ან ნედლეულის შეძენა; 2) მზა პროდუქციის გაყიდვა კრედიტში;3) ფულის მიღება დებიტორებისაგან. როგორც ვხედავთ, საოპერაციო ციკლი იწყება ფულით, სადაც იგულისხმება ფულის დახარჯვა და მთავრდება ფულის მიღებით. აქტივიმით უფრო მაღალ ლიკვიდურია, რაც უფრო ადვილია აქტივის ფულად გადაქცევა. ცხადია, ყველაზე მაღალ ლიკვიდურ აქტივებს ფული წარმოადგენს. მიმდინარე ვალდებულებები წარმოადგენენ გარეშეპირების მიმართ საქმიანი ორგანიზაციის დავალიანებას, რომელთა დაფარვის ვადა არ აღემატება ერთ წელიწადს, ან ერთ საოპერაციო ციკლის ხანგრძლივობას, თუ იგი 1 წელიწადზე მეტია.

მიმდინარე ვალდებულებებს მიეკუთვნება: კრედიტორული ანგარიშები, კრედიტორული თამასუქები, დავალიანება გადასახადზე, გასაცემი ხელფასები და სხვა.

მიმდინარე ლიკვიდირების კოეფიციენტი შეიძლება გამოვთვალოთ ფორმულით:

0x01 graphic

თუ რომელიმე ფირმის მიმდინარე ლიკვიდირების კოეფიციენტი,რომელიც საბალანსო უწყისიდან ჩანს, მაგალითისთვის ტოლია

0x01 graphic

მაჩვენებელი 2-ზე მეტია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფირმას შეუძლია მიმდინარე აქტივების გარკვეული სიდიდის შემცირება ისე, რომ არ შემცირდეს მისი გადახდის უნარიანობა მიმდინარე ვალდებულებებთან მიმართებაში. თუ მლკ 2-ზე ბევრად მეტია, ეს ნიშნავს, რომ ფირმა გაუმართლებლად ინარჩუნებს დიდი რაოდენობის მიმდინარე აქტივებს და არ იყენებს საკუთარი ზრდის მიზნისათის.

საბრუნავი კაპიტალი არის სხვაობა მიმდინარე აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებებს შორის. საბრუნავი კაპიტალი სიდიდის მიხედვით შესაძლებელია ფირმის მიმდნარე ვალდებულებების და გახდისუნარიანობაზე მსჯელობა. რაც უფრო მეტია საბრუნავი კაპიტალის სიდიდე, მით მეტია ფირმის მიმაიდინარე ვალდებულებების გადახდისუნარიანობა. საბრუნავი კაპიტალის სიმცირე ხსირად გამხდარა ფირმის გაკოტრების მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ ფირმის აქტივობის ჯამი ხშირად ბევრად მეტი იყო ვალდებულებების ჯამზე. საბრუნავი კაპიტალი ასევე გამოიყენება ფირმის მიმდინარე გადახდისუნარიანობის დასახასიათებლად მოკლევადიანი ვალდებულებების მიმართ. იგი წარმოადგენს სხვაობას მიმდინარე აქტივებსა და მიმდინარე ვალდებულებებს შორის.

ბანკირები, კრედიტორები და სხვა დაინტერესებული პირები საქმიანი ორგანიზაციის გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნით საბრუნავი კაპიტალისა და მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტების გარდა დაინტერესებულნი უნდა იყვნენ ლიკვიდობის საერთო კოეფიციენტისა და მთლიანად კაპიტალის ათვლით. ყურადღება უნდა მიექცეს ფიქსირებულ აქტივებს. ფიქსირებული აქტივები აერთიანებს იმ აქტივებს, რომლებიც გამოიყენებიან ან იქნებიან გამოყენებულნი ფირმის სამეურნეო საქმიანობაში, ე. ი. არ არიან შეძენილნი გასაყიდად და რომელთა გამოყენების ხანგრძლივობა აღემატება საოპერაციო ციკლის ხანგრძლივობას ან 1 წელიწადს (ესენია: მიწა, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, ოფისის აღჭურვილობა და სხვა). მოხერხებულია ფიქსირებული აქტივების დაყოფა გრძელვადიან ინვესტიციებად, მატერიალურ და არამატერიალურ ფიქსირებულ აქტივებად. ინვესტიციები ეს არის ფირმის მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდები, რომლებიც არ იქნებიან გაყიდულნი უახლოეს მომავალში, აგრეთვე ხანგრძლივი ვადით გაცემული დებიტორული თამასუქები, გაცემული გრძელვადიანი სესხები, მიწა სამომავლო შენობა-ნაგებობებისათვის, მანქანა-დანადგარები და სხვა. მატერიალური ფიქსირებული აქტივები ის აქტივებია, რომლებიც არსებობენ ხელშესახები ფორმით, მაგალითად, მიწა, შენობა-ნაგებობანი და ა. შ. არამატერიალური ფიქსირებული აქტივების მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ: ფირმის მიერ შეძენილი პატენტები, სავაჭრო ნიშნები, გუდვილი ანუ ფირმის იმიჯი. გრძელვადიანი ვალდებულებების დაფარვის ვადა აღემატება ერთი სააღრიცხვო ციკლის ხანგრძლივობას ან 1 წელიწადს. მათ შეიძლება მივაკუთვნოთ იპოთეკა, გრძელვადიანი თამასუქები, ვალდებულებები ობლიგაციებზე, გრძელვადიანი იჯარა და სხვა. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, აქტივებში განივთებული ეკონომიკური სარგებელი არის აქტივების უნარი, ხელი შეუწყოს ფულად სახსრებისა და მათი ექვივალენტების შემოსავალს საწარმოში. აღნიშნულმა უნარმა შეიძლება შეამციროს საწარმოდან ფულადი სახსრების დაცვა. რაც შეეხება გრძელვადიან ვალდებულებებს მიეკუთვნება გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები, გადავადებული გადასახადები და სხვა გრძელვადიანი ვალდებულებები, სხვადასხვა ანარიცხები და გადავადებული შემოსავლები.

გრძელვადიანი ლიკვიდირების კოეფიციენტი წარმოადგენს გრძელვადიანი აქტივებისა დაგრძელვადიანი ვალდებულებების ჯამურ მნიშვნელობათა თანაფარდობას. იგი ახასიათებს ფირმის მიერ გრძელვადიანი ვალდებულებების გადახდის უნარიანობას,რაც ესოდენ საჭიროა ბიზნესანალიტიკოსისათვის ამ კუთხით ანალიზის ჩატარების თვალსაზრისით.

ჩემის აზრით, საბრუნავი კაპიტალისა და მიმდინარე გრძელვადიანი ლიკვიდობის კოეფიციენტების მნიშვნელობის გამოთვლის დროს აღრიცხვაში უნდა მოხდეს:

  • ლიკვიდობის კოეფიციენტების ერთდროული გამოთვლა, რათა შესაძლებელი იყოფირმის ბიზნესმენებისთვის რეალური ანალიზის ჩატარება მათი ურთიერთ შედარების კუთხით, რომელიც საშუალებას მოგვცემს ისე შევამციროთ ფიქსირებული აქტივები, რომ არ შემცირდეს მისი გადახდისუნარიანობა როგორც მოკლევადიანის, ასევე გრძელვადიანი ვალდებულებების მიმართებაში.

  • ამასთან, შესაძლებელი იქნება საბრუნავი კაპიტალის გამოყენება გადახდის უნარიანობის დასახასიათებლად აღნიშნული ვალდებულებების მიმართ, რაც მიიღწევა ფიქსირებული სხვაობით შესაბამის ვალდებულებებს შორის.

ალი სადაღაშვილი,
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

Annotation
The Importance of Calculating Circulating Capital, Coefficients of Both Curr ent and Long-term Liquid in Accounting

Lali Sadgobelashvili

The work discusses the following concepts: intangible assets-fixed assetsthat don't exist in a material form; long-term liabilities - date to meet them exceed one operating year; long-term investments - fixed assets item inwhich these assets are reflected. In the researchthere aredefined current assets and its importance. The research provides the directions that will not cause any obstacles in economic activities of a firm. Using these coefficients is necessary to analyze business in this case

We have provided three following issues of accounting:

  1. Calculation of liquid coefficients at the same in order businessmen to be able to provide a relevant analysis by comprising them against each other;

  2. That analysis provides an opportunity to decrease to decrease fixed assets without declining their solvency.

  3. It will be possible to use circulating capital to characterizesolvency.

14 აგრარული სექტორი

▲ზევით დაბრუნება


14.1 როგორ გავაუმჯობესოთ მოხმარებითი ურთიერთობები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მელიტონ ბახია,
საქართველოს სახელმწიფო
სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

საქართველოს აგრარულ სექტორს საბაზრო ეკონომიკის პირობებში მუშაობისას შეუძლია საკუთარი წარმოების პროდუქტებით ძირითადად განახორციელოს ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფის პოლიტიკა.ამ დასკვნის საფუძველს იძლევა რადიკალური აგრარული რეფორმის კურსის სწორად გატარება,ქვეყნის აგრარული სექტორის საწარმოო ეკონომიკური პოტენციალი და მისი ამოქმედების დიდი შესაძლებლობანი.

ამ ქვეყნად არ არსებობს დოვლათის ის რაოდენობა, რომ ყოველმა ადამიანმა მიიღოს იმდენი, რამდენიც მოესურვება. ვინაიდან, არ არსებობს იმდენი დოვლათი, რომ მან დააკმაყოფილოს ადამიანთა მოთხოვნილებები, უნდა არსებობდეს სისტემა, რისი საშუალებითაც ეს პრობლემა მოგვარდებოდა.

საბაზრო ეკონომიკა არის სახელდობრ ის სისტემა, რომლის მეშვეობითაც გადაწყდება, თუ წარმოებული მატერიალური დოვლათიდან ვის რა შეხვდეს.

საბაზრო ეკონომიკა არ არის სისტემა, რომელიც წყვეტს, თუ ვინრა აწარმოოს. იგი აძლევს ადამიანებსსტიმულს, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რა აკეთონ.

საბჭოთა სისტემაში საბაზრო ეკონომიკას დაუპირისპირდა ისეთი სამეურნეო მექანიზმი, სადაც გადამწყვეტ როლს ასრულებდა წარმოების საშუალებებზე მონოპოლიური სახელმწიფო საკუთრება და დირექტიული დაგეგმვა, შესაბამისი ეკონომიკური ბერკეტებითა და ელემენტებით. თუ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ადამიანი თავისუფლად ირჩევს თავის საქმიანობის სფეროს, მხოლოდ სამეურნეო მოსაზრებებით, ე.წ. დირექტიული დაგეგმვის პირობებში იგი შეიცვალა იდეოლოგიური დაწოლითა და პოლიტიკური შეხედულებებით. ჩამოყალიბდა სრულიად ახალი იდეოლოგიური სისტემა, რომელიც თითქმის საუკუნის მანძილზე თავისუფალი საბაზრო მექანიზმის დისკრეტიზაციითა და ყოველგვარი მემკვიდრეობითობის გამორიცხვით აშენდა, ე.წ. სოციალისტური სისტემის მოსინჯვისა და შეცდომების გზით. ეს იყო მუდმივი ექსპერიმენტების, წინააღმდეგობების დაძლევის, უმეტესწილად ულოგიკო და გაუმართლებელი გზა. საბაზრო ეკონომიკა კი პირველი და ხანგრძლივი გზაა წარმოებასა და მოხმარებას შორის ორგანიზაციული კავშირების დამყარებისათვის. წარმოებას ადგილი აქვს არა წარმოებისათვის, ასეთი რამ უაზრობაა, მოხმარებისათვის, ამიტომაცაა, რომ ნებისმიერი საზოგადოების ეკონომიკურ სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი სწორედ მოხმარებით ურთიერთობას უჭირავს. პირადი მოხმარების პრობლემაში თავს იყრის ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიცაა: სამუშაო ძალის კვლავწარმოება, საზოგადოების თითოეული წევრის მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, პიროვნების სოციალური აქტივობა, სოციალური ორიენტაცია, თავისუფალი სამეურნეო საქმიანობის სტიმულირება შრომითი რესურსების დასაქმება და სხვა.

საქართველოშიამ თვალსაზრისით მეტად რთული მდგომარეობაა.მოსახლეობის დიდინაწილის ცხოვრების პირობები საკმარისიარ არის იმისათვის, რომ სრულად დააკმაყოფილოს მოთხოვნილებათა თუნდაც მინიმუმი.კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა სოფლად, სადაც შემოსავლები, არასწორი რეფორმის კურსის გატარებით, შემცირებულია.

ამდენად, საჭიროა დღის წესრიგში დადგეს მოხმარებითი ურთიერთობის კატეგორია და იგი ავხსნათ და გავაანალიზოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მაგალითზე. ცნობილია, რომ თითოეული ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ხდებოდა და ხდება მკვეთრად განსხვავებულ ისტორიულ, ბუნებრივ, სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ეროვნულ პირობებში, რასაც არ შეეძლო გადამწყვეტი ზეგავლენა არ მოეხდინა ეროვნული ცხოვრების ჩამოყალიბების თავისებურებებზე.

საწარმოო ურთიერთობათა ზემოთ მოხსენიებული ფუძემდებლური პრინციპების გარკვეულად მსგავსების პირობებში სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ეკონომიკის მოდელები პრინციპულად განსხვავდებიან (და უნდა განსხვავდებოდნენ კიდეც) ერთმანეთისგან (ასეთია კერძოდ, მათი მოქმედების ხასიათი, მოტივაციათა სისტემა, ეფექტიანობის კრიტერიუმები, საწარმოო და ორგანიზაციული მმართველობითი სტრუქტურები...). ამ გაგებით თანამედროვე ქვეყნები შეიძლება პირობითად დაიყოს ორ ძირითად მიმართულებად: ლიბერალური და სოციალურად ორიენტირებული. ეკონომიკის მართვის ლიბერალური ფორმა ხასიათდება კერძო საკუთრების გაბატონებული მდგომარეობით. ხოლო, სოციალურად ორიენტირებული გამოირჩევა საკუთრების მრავალხმიანობით - სახელმწიფო საკუთრების მაღალი ხვედრითი წონით, შესაბამისად სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით ეკონომიკური და სოციალური განვითარების რეგულირებაში, ადამიანთა სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტისადმი თავისებური მიდგომით

შეიძლება განვიხილოთ და შევისწავლოთ პატარა და დიდი ქვეყნების ნიდერლანდებისა და ჩილეს მაგალითები.

ომის შემდგომ პერიოდში ნიდერლანდებში, რომლის ტერიტორია ჩვენს ქვეყანაზე მცირეა, მთელი სიმწვავით დადგა ეკონომიკური პრობლემები. ხალხის საყოველთაოდ ცნობილმა, საოცარმა შრომისმოყვარეობამ ისეთი შედეგი გამოიღო, დღეს მსოფლიოში ამ ქვეყანას ბადალი არა ჰყავს. იგი ერთიან ყვავილნარად იქცა, მოიცვა სასათბურე მეურნეობამ, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ყოფილი სსრ კავშირის რესპუბლიკების ასეთსავე მეურნეობას. მეხილეობაში საჰექტარო მოსავლიანობა 3-ჯერ და მეტად აჭარბებს ჩვენი ქვეყნის მონაცემებს. ასევეა წველადობაში, თითოეულ ფურზე მარცვლეულის წარმოებაში და საკვები კულტურების მოვლა-მოყვანაშიც. და ეს ხდება იქ, სადაც საქართველოსთან შედარებით, ცუდი სახნავ-სათესი მიწა და კლიმატური პირობებია.

საქმე ის არის, რომ ქვეყანა გარდაიქმნა დროის შესაბამისად.ყველა თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას, მუშაობს შეთანხმებულად და როცა საჭიროა უსასყიდლოთაც კი! გაიგეს და იწამეს სოფლისმეურნეობის ფასი. ჩვენთან კი რა ხდება? იგივე შეიძლებაჩვენთანაც მოხდესდა გაკეთდეს.

ჩვენთან დანაკარგები მინდორში, საწყობებში, სარეალიზაციო ბაზრებში 10-15-ჯერ მეტია, ვიდრე ნიდერლანდებში, სწორედ უყაირათო და გულგრილი შრომის შედეგია. სოციალურ-ეკონომიკური და აგრარული კრიზისი.

ასევე საინტერესოა თუ რას გვასწავლის საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობის განვითარების ჩინური მოდელი?

ჩინეთში ეკონომიკური რეფორმა 1978 წელს დაიწყო. 10 წლის მანძილზე (1978-1988 წწ.)რეფორმები ეკონომიკური განვითარებისთითქმის ყველა სფეროში განხორციელდა.მიზანი ერთი იყო - შეექმნათ ისეთი სამეურნეო მექანიზმი, რომელიც სიცოცხლისუნარიანს გახდიდა ეკონომიკას,გააქტიურებდა შრომით კოლექტივებს, მაღალ დონეზე აიყვანდა ხალხის ცხოვრების დონესა და ინტელექტუალურ შესაძლებლობას. ამ საკითხების გადაწყვეტა ძირითადად ემყარებოდა წარმოების საშუალებათა საკუთრების სამ ფორმას - სახელმწიფოს, კოლექტიურსა და კერძოს.

ჩინეთში მრავალწყობიანი ეკონომიკის პირობებში მნიშვნელოვნად სჭარბობს საკუთრების საზოგადოებრივი ფორმები - სახელმწიფო და კოლექტიური. უკანასკნელი წლების მონაცემებით, ინდივიდუალური, კერძო და შერეული სექტორების ხვედრითი წილი სამრეწველო წარმოებაში 8,6%25-ია, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში - 12 პროცენტი, ხოლო საცალო საქონელწარმოებაში-29 პროცენტი. ევოლუციური გზით განვითარების ნიმუში,რომელიც საშუალებასიძლევა შენარჩუნდეს ჩამოყალიბებული სამეურნეო კავშირები და გამოირიცხოს ეკონომიკის საშიში და არასწორი დაბალანსება, რაც ჩვენთანდღეს სახეზეა. იქ საწარმოებსა და კადრებსშესაძლებლობა ეძლევათ თანდათანობით შეეგუონ ახალ პირობებში მუშაობას.

ამ გზით 70-იანი წლების დამლევიდან მოყოლებული, ჩინეთის ეკონომიკა ვითარდება დაჩქარებული ტემპით, რაც ორჯერ უფრო მეტად აღემატება წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების მონაცემებს.

ერთი სიტყვით, საქართველოს განვითარების დღევანდელ ეტაპზე კონკრეტული ამოცანაა შეიცვალოს წარმოებითი ურთიერთობები, რაც უპირველესად სოფლის მეურნეობისთანამედროვე, ცივილიზებულ დარგად გადაქცევას გულისხმობს. ამ პირობის უზრუნველსაყოფად საჭიროა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის ძირეული რეორგანიზაცია. ამ პირობებში მთავარი ამოცანაა სასათბურე პირობები შევუქმნათ ფერმერებს, ყველა კატეგორიის მიწათმოსარგებლეებს. რაც შეეხება მთლიანად აგრომრეწვის სისტემას, იგი ძირფესვიან რეკონსტრუქციას საჭიროებს, უწინარეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას მკვეთრი ვერტიკალი, სადაც ყველას ეცოდინება თავისი ფუნქციები. აუცილებელია წამოვწიოთ პრიორიტეტები და მთელი ძალისხმევა მივმართოთ მათ უზრუნველსაყოფად. ასეთ პრიორიტეტულ ფორმად ამ ეტაპზე გვესახება სასურსათო პრობლემის უსწრაფესად გადაჭრის მიმართულებისადმი ორიენტაციის კურსის აღება და პროგრამული რეალიზაცია.

საქართველოში შექმნილ მეტად მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაში მიწის რეფორმის დაბალ ორგანიზებულ დონეზე ჩატარებამ, არსებული საწარმოო ორგანიზაციული სტრუქტურების სპონტანურმა რღვევამ და მათ ნაცვლად პროგრესული სამართლებრივ ორგანიზაციული ფორმების ჩამოყალიბების გაუმართლებელმა გაჭიანურებამ უკანასკნელ წლებში უარყოფითი გავლენა იქონია აგროსამრეწველო და სასურსათო კომპლექსების განვითარებაზე. დაეცა პროდუქციის წარმოების მოცულობები, გაუარესდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დარგობრივი სტრუქტურა. შეწყდა მრავალი სახის სასურსათო პროდუქციის ორგანიზებული წარმოება, ფართო ხასიათი მიიღო ნატურალურმა მეურნეობამ, რომელიც ძირითადად თვითმოხმარებაზეა ორიენტირებული. რეფორმის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, აგრეთვე ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის თვალსაზრისით შექმნილმა არასასურველმა გარემომ. მიწის გასახელმწიფოებრიობისა და პრივატიზაციის მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩატარების შედეგად დღეს სახეზე გვაქვს ძირითადად დაწვრილ- ერთეულებული, პარტელური სოფლის მეურნეობა, რომელსაც როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს სერიოზული ამოცანების გადაწყვეტა არ შეუძლია გამსხვილებისა და სათანადო მხარდაჭერის გარეშე.

სერიოზული ნაკლოვანებები აღინიშნება აგრარული რეფორმის მეორე მიმართულებების (ყოფილი სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაცია) გატარებაშიც. რეფორმის წინა პერიოდში არსებული 1341 სასოფლო-სამეურნეო საწარმოებიდან რეორგანიზებულია და სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად დაფუძნებულია მხოლოდ 950-მდე საწარმო, ლიკვიდირებულია, როგორც უპერსპექტივო 101. რეორგანიზაციის გარეშე დარჩენილ საწარმოების უმრავლესობაში შემორჩენილია დიდი რაოდენობით გამოუყენებელი ქონება, ფუნქციის გარეშე დარჩენილია ადმინისტრაციული პერსონალი, რომელთა შენახვა სხვადასხვა ქონების გაყიდვით ამოღებული სახსრებით ხდება. მათ დიდი ოდენობის კრედიტორული დავალიანება არიცხიათ და ფაქტობრივად გაკოტრებულნი არიან. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც განაგრძობენ ფუნქციონირებას და ხშირ შემთხვევაში სახაზინო სტატუსის მოპოვებას.

0x01 graphic

აგრარული სექტორის რეფორმირების პირველი ეტაპი უარყოფით მხარეებთან ერთად რიგი დადებითი შედეგებითაც ხასიათდება, კერძოდ, პრაქტიკულად საფუძველი გამოეცალა მიწაზე სახელმწიფო საკუთრებას და დამკვიდრდა მიწაზე კერძო საკუთრების მრავალფეროვნება (მ.შ. კერძო საკუთრება). სოფლად ყალიბდება მეწარმეთა ახალი ფენა, რომელიც როგორც მესაკუთრე გამოდის მიწების დეგრადირებისა და განიავებისაგან დაცვის გარანტი ისინი თავისუფალნი არიან სამეწარმეო საქმიანობაში ნებისმიერი ჩარევისაგან (გარდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებისა), რაც მათი საწარმოოდა სოციალური აქტივობის გაზრდისა და ახლოპერსპექტივაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გადიდების ერთ-ერთი მყარი საფუძველი გახდება.

სასურსათო კომპლექსში საწარმოთა გამოცოცხლების ერთერთ გზად მიჩნეული უნდა იქნას მათი ინტეგრირება, როგორც საკუთრების ერთნაირი, ისე განსხვავებული ფორმის საწარმოებთან. განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს გადამამუშავებელი საწარმოების ბაზაზე კოოპერაციული საწარმოების შექმნას, საწარმოს სანედლეულო ზონაში განლაგებული საქონელმწარმოებლის მონაწილეობით. ჩვენის აზრით, ეს ფორმა განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება მთის ზონის რაიონებში, სადაც ახლა ფაქტიურად გაუქმებულია საზოგადოებრივი მეურნეობები და მათ ადგილზე გლეხური მეურნეობები ყალიბდება.

საქართველოს ბუნებრივ-ეკონომიკური პირობების თავისებურებებითა და მეურნეობების ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციების გათვალისწინებით, პირველ ეტაპზე უპირატესობა უნდა მიენიჭოს გლეხური მეურნეობების განვითარებას, რომელიც მიწის განკარგვისა დასასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მრავალმხრივი ფორმების განვითარების პირობებში, აგრეთვე, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვის საფუძველზე თანდათანობით გადაიზრდებიან ფერმერულ მეურნეობებად და ქვეყანაში სასურსათო რესურსების წარმოებისა და რეალიზაციის ძირითად ორგანიზაციულ ფორმად გადაიქცევიან. გლეხური მეურნეობების შექმნისა და მათი ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭიროა მიღებული იქნეს სამართლებრივი აქტი გლეხური მეურნეობების, როგორ ცსოფლად მეწარმეობის ერთ-ერთი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის შესახებ.

ბაზარზე გლეხურ-ფერმერული მეურნეობის პოზიციის განმტკიცებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება-გასაღების კოოპერატივებისა და აგრეთვე, საწარმოოდა სოციალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება.

სოფლად მეწარმეობის ფართოდ განვითარებისათვის, საჭიროაშეიქმნას საფინანსო-საკრედიტო და სადაზღვევო ბაზარი. ამასთან, უნდა გამარტივდეს საგადასახადო პოლიტიკა (სისტემა), გასაგები და ხელმისაწვდომი გახდეს მეწარმისათვის. საფინანსო მეურნეობის ეფექტიანობის ამაღლებისათვის, აუცილებელია აგროკრედიტის სისტემისა (ეროვნული სალარო) და საკრედიტო კავშირების (ურთიერთდახმარების ადგილობრივი სალაროები, რომლებიც კოოპერაციული ხასიათისაა) შექმნა ქვეყნის,სოფლისა და რაიონულ დონეზე.

საქართველოს აგრარულ სექტორს საბაზრო ეკონომიკის პირობებში მუშაობისას შეუძლია საკუთარი წარმოების პროდუქტებით ძირითადად განახორციელოს ქვეყნის სურსათით თვითუზრუნველყოფის პოლიტიკა. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა რადიკალური აგრარული რეფორმის კურსის სწორად გატარება, ქვეყნის აგრარული სექტორის საწარმოო ეკონომიკური პოტენციალი და მისი ამოქმედების დიდი შესაძლებლობანი.

სოფლის მეურნეობის პირადი მოხმარების ფონდიდან ცალკეუნდა გამოიყოს სამი ძირითადი წყარო: 1. შემოსავლები საზოგადოებრივი მეურნეობებიდან; 2. შემოსავლები საკარმიდამო (კომლური) და გლეხური (ფერმერული) მეურნეობებიდან; 3. შემოსავლები სოციალური ფონდიდან.

-სოფლის მოსახლეობის პირადი მოხმარების ფონდების შევსების მნიშვნელოვან წყაროს სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებულისახსრები წარმოადგენს.

პრივატიზების მრავალი ვარიანტიდან, ჩვენი აზრით, ყველაზე სამართლიანია პრივატიზების ნულოვანი ვარიანტი, როცახდება მშრომელთამიერ საზოგადოებრივ მეურნეობებში მუშაობით დაგროვილი ღირებულების ისევ მათ განკარგულებაში გადასვლა.

-სოფლად საბაზრო ურთიერთობების პრინციპების დამკვიდრებისათვის მთავარია მესაკუთრის, მწარმოებლის ფიგურა და სოფლად ახალი საკუთრებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება-განვითარება. ეს კი მიიღწევა გონივრული და არა სტიქიური განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზაციის გზით.

-ანალიზმა გვიჩვენა, რომ 1992 წლის ბოლოსათვის ქვეყანაში არსებული 601 სახელმწიფო მეურნეობიდან რეორგანიზაციის შემდეგ 1998 წლის დასაწყისისათვის სახელმწიფო მეურნეობის სახით შენარჩუნებული იქნა 348 (57,9%25), საიდანაც 82 (13,6%25) მეურნეობა სპეციალიზებულია. დანარჩენი 253 (42,1%25) სხვადასხვა სახის სამართლებრივ-ორგანიზაციულ ფორმად იქნა გარდაქმნილი. 1341 კოლმეურნეობიდან კი რეორგანიზაცია განიცადა 993-მა (74,1%25), მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა 516 მცირე სასოფლო-სამეურნეო საწარმო, 592 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და 16 მსხვილი კერძო მეურნეობა. ამ პერიოდში შექმნილია 55 სააქციო საზოგადოება. ქვეყნის სოფლის მეურნეობაში საწარმოთა რეორგანიზაციის სახით ფართო ხასიათს ჯერჯერობით მოსალოდნელი, სასურველი შედეგი არ მოყოლია, არც წარმოების და არც რეალური შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით, რაც ჩვენი აზრით სასოფლო-სამეურნეო წარმოების რეორგანიზაციის განხორციელბისას დაშვებული შეცდომებითაა გამოწვეული.

-პირადი მოხმარების პრობლემის სწორად გადაწყვეტა მჭიდრო კავშირშია საბანკო სისტემის განვითარებასთან, რომელიც საქართველოში საწყის ეტაპზე იმყოფება, რამდენადაც სხვა მომენტებთან ერთად კიდევ სუსტია მათი გავლენა, ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფინანსური რესურსების ალტერნატიული წყაროების ძიებას. სოფლის მეურნეობაში ერთერთის ფორმაა სოფლად საკრედიტო კავშირები, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის გამოცოცხლების იმ დანაზოგების გაერთიანებითა და ამოქმედებით, რომელიც მანამდე ინახებოდა ნაღდი ფულის სახით, ან ნაკლებად ეფექტიანად შეიძლებოდა დახარჯულიყო, წარმოების ამოქმედება თავის მხრივ იწვევს სოფლის მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას.

-საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში სახელმწიფომ ფაქტობრივად შეწყვიტა სოფლის მეურნეობის ფინანსური მხარდაჭერა, რის გამოც მკვეთრადაა შემცირებული აუცილებელი პროდუქტების მოხმარების დონე აგრარულ სექტორში, გაუარესებულია მისი სტრუქტურა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, მოსახლეობის უმეტესობა სოფლად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, მწყობრიდანაა გამოსული სოციალური დანიშნულების ობიექტების დიდი ნაწილი. ამიტომ, საჭიროა აგრარული პოლიტიკის ძირითადი პრინციპების გადასინჯვა და აგრარული სექტორის რეგულირებისა და მხარდაჭერის სახელმწიფოებრივი ღონისძიებების შემუშავება.

Аннотация
как усовершенствовать потребительские отношения

Мелитон Бахия

В условиях рыночной экономики аграрный сектор Грузии может обеспечить страну продовольствием собственного производства. Этому должно способствовать нормальное проведение радикальной аграрной реформы, существующий производственный экономический потенциал и большие возможности ее задей-ствования.

15 ინფორმაციული ბაზარი

▲ზევით დაბრუნება


15.1 ტექნოლოგიის განვითარება - ქვეყნის განვითარების ინდიკატორი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

აზი ჭიკაიძე
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

0x01 graphic

დალი სეხნიაშვილი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

ინფორმაციული ტექნოლოგიების გავლენამ წარმოებისა და მომსახურების პროცესი, ადამიანთა ცხოვრების წესი, აზროვნება შეცვალა და საზოგადოებისათვის ახალი თავისებურებები მოიტანა. თანამედროვე ეტაპზე ინფორმაცია წარმოების ფაქტორად გვევლინება, ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიის განვითარება ქვეყნის განვითარების ინდიკატორადაა მიჩნეული

ინფორმაციული საქმიანობა, როგორც ინტელექტუალური შრომისა და არამატერიალურ სფეროში სპეციალიზაციის ერთ-ერთი მიმდინარეობა, სამეცნიერო, პოლიტიკური და სამეურნეო მმართველობის საქმიანობიდან რუტინული შრომის გარკვეული ნაწილის შესასრულებლად გამოიყო.

ინფორმაციული მომსახურების პირველ სახედ ინფორმაციის შენახვის მომსახურება იქცა - დოკუმენტები ხელნაწერი წიგნებისა და ხელნაწერების სახით, ასევე მისი მოძებნის მომსახურება - ბიბლიოთეკების საავტორო და სისტემატური კატალოგები, რაც აუცილებელი ინფორმაციის მოძებნას აადვილებდა. ამ დროს საინფორმაციო მომსახურების ისეთი სახეები გამოჩნდა, როგორიცაა: დოკუმენტების და ფრაგმენტების ასლების გადაღება, ასევე მოცემული თემის მიხედვით მიმოხილვითი, ანალიტიკური ინფორმაციების მომზადება, რაც ბიბლიოთეკის თანამშრომლები ახორციელებდნენ.

ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიის (წიგნის ბეჭდვა) გამოჩენამ და საზოგადოების ინდუსტრიულ სტადიაზე გადასვლამ ვერ შეცვალა ინფორმაციული საქმიანობის მონაწილეთა შემადგენლობა. ცოდნისა და ინფორმაციის ზრდის სწრაფ ტემპებთან დაკავშირებით გამოჩნდა პირველი რეფერატული ჟურნალი - ინფორმაციული პროდუქტი, რომელიც უშუალოდ დოკუმენტის გაცნობამდე მისი შინაარსის გაცნობის საშუალებას იძლეოდა. წიგნის გამოცემამ გამოიწვია წიგნის ბაზრის აღმოცენება, რაც თავის მხრივ ინფორმაციული რესურსების ბაზრის მოდელი გახდა.

გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისამდე რეფერატული ჟურნალი ინფორმაციული რესურსების ბაზრის საფუძველს წარმოადგენდა.

XVIII ს-ის ბოლოს საქმიანი სფეროს და ვაჭრობის გაფართოებასთან ერთად, ბიზნესის ყურადღებას არა მარტო სამეცნიერო-ტექნიკური და სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია იპყრობდა, არამედ სპეციალური საქმიანი და კომერციული ინფორმაციაც. განუწყვეტლივ იზრდებოდა გაზეთების როლი - XIX ს-ის პირველ ნახევარში სპეციალური გაზეთები გამოჩნდა, რომლებიც ძირითადად საქმიანი ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი.

ინფორმაციული მომსახურების ახალი სახის გამოჩენას ბიძგი აშშ დასავლეთის ტერიტორიების ათვისებამ მისცა. მიუხედავად დიდი მანძილისა, სატელეგრაფო ხაზების აგება დიდ სიძნელეებთან არ იყო დაკავშირებული და უზომოდ დიდ ინვესტიციებს არ მოითხოვდა. ამასთან ერთად, ბიზნესს საქმიან და კომერციულ ინფორმაციაზე ახალი მოთხოვნილებები გაუჩნდა. მათ ბირჟაზე მიმდინარე ფასების, პოტენციური სავაჭრო და საქმიანი პარტნიორების ან ბანკის სესხების შესახებმონაცემები სჭირდებოდათ. ამ მოთხოვნილების პასუხად ტელეგრაფის გამოყენების მეშვეობით ოპერატიული საბირჟო ინფორმაციის მიღების მომსახურება გამოჩნდა.

ბაზარზე საბირჟო და კომერციული ინფორმაციის სამსახურების გამოჩენასთან ერთად, ინფორმაციულ საქმიანობაში ჯერ ეროვნულ, შემდეგ კი საერთაშორისო დონეზე განზოგადების პროცესები დაიწყო. XX ს-ის დასაწყისისათვის ბაზრის მოცემულ სექტორზე მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კომპანია დომინირებდა.

რეალიზაციის პრობლემის გამწვავებამ, გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისებმა და XX ს-ის პირველ ნახევარში მარკეტინგული სტრატეგიის პრინციპებზე ბიზნესის ორგანიზაციამ სპეციალური სტატისტიკური და დემოგრაფიული ინფორმაციის როლი გააძლიერა - გამოჩნდა სამსახურები, რომლებიც ასეთი სახის ინფორმაციას წინასწარ დამუშავებული სახით სთავაზობდნენ მომხმარებლებს და რომლებიც უშუალოდ მარკეტინგის სფეროში გამოყენებისთვის იყო საჭირო - მათი მომსახურება თავიდანავე ფასიანი იყო.

XX ს-ის 50-იანი წლების შუა რიცხვებიდან ინფორმაციული მომსახურების მყარი, დამოუკიდებელი მსოფლიო ბაზრის ჩამოყალიბება დაიწყო. 60-იანი წლების დასაწყისამდე აქ ძირითადი მომწოდებლები აკადემიური, პროფესიონალური, სამეცნიერო-ტექნიკური, საქმიანი საზოგადოების და ასოციაციების, სასწავლო დაწესებულებების, სახელმწიფო და მცირერიცხოვანი კომერციული სამსახურები იყვნენ. მათ შეიძლება სასაქონლო და საფონდო ბირჟების საინფორმაციო ქვედანაყოფებიც მივაკუთვნოთ.

გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან საინფორმაციო სამსახურის ბაზრის პარალელურად მონაცემების ელექტრონული დამუშავების და გადაცემის სამსახურის მსოფლიო ბაზარმა დაიწყო ფორმირება.

საქართველოში ელექტრონული ბაზრის ჩამოყალიბებამ, საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შექმნამ, ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრებამ, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენათა გამო ძალიან დაიგვიანა, ამიტომ განვითარების დონით, ქართული ელექტრონული ბაზარი მსოფლიო მასშტაბებს მკვეთრად ჩამორჩება, თუმცა, მარკეტინგული კვლევების საფუძველზე ბაზრის ფორმირების აუცილებლობა უკვე არსებობს.

საინფორმაციო საქმიანობის სტრუქტურის ახალ ელემენტებთან ერთად ინფორმაციული მომსახურების ახალი სახეები და ახალი მომხმარებლები გამოჩნდნენ.

ინფორმაციულ საქმიანობაში გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებაზე დაფუძნებული ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვის შედეგად ბაზარზე ინფორმაციული მომსახურების უმნიშვნელოვანესი სახე - მონაცემთა ბაზები გახდა. ისინი შეიცავდნენ როგორც ბიბლიოგრაფიულ, რეფერატულ, ფაქტოგრაფიულ და საცნობარო, სამეცნიერო-ტექნიკურ, ასევე სხვა სახის ინფორმაციებს სპეციალისტებისთვის.

საქმიანობის კომერციალიზაცია ინფორმაციული საქმიანობის განვითარების მაგისტრალური ხაზი გახდა. მეცნიერების, ტექნიკის და ბიზნესის განვითარებასა და გართულებასთან ერთად ახალი სახის ინფორმაციული მომსახურების მოთხოვნილება წარმოიშვა. ინფორმაციული მომსახურების მსოფლიო ბაზარზე ლიდერობა აშშ-მ მიისაკუთრა. 1971-1977 წწ. ინფორმაციული მომსახურების საშუალო წლიურმა ზრდის ტემპებმა ღირებულებით გამოხატულებაში 24%25 შეადგინა. ინფორმაციული სამსახურის მოხმარების ძირითადი მოცულობა იმ სპეციალისტებზე მოდიოდა, რომლებიც ბიზნესის, ვაჭრობის, მრეწველობის და სამართლის სფეროებში მუშაობდნენ.

70-იანი წლებიდან დაწყებული, მონაცემთა გადაცემის ეროვნული და გლობალური ქსელების შექმნასთან ერთად, საინფორმაციო მომსახურების წამყვანი სახე მომხმარებლიდან მოშორებულ მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის დიალოგური ძებნა გახდა.

თანამედროვე პერიოდში მონაცემთა ბაზების საერთაშორისო საინფორმაციო ბაზარზე „თამაშის წესებს“ შემდეგი კომპანიები განსაზღვრავენ: LEXIS-NEXIS, Westlaw, Knigh-Ridder, QUESTEL-ORBIT, Dow Jones/News RetrievalSystem, Datatime, Stn, NewsNet.

ელექტრონული კომუნიკაციის პირველი ქსელები, რომლებიც არა სპეციალისტთა და ბიზნესმენთა ვიწრო წრისათვის, არამედ მასობრივი მომხმარებლებისთვის იყო განკუთვნილი, ინფორმაციული მომსახურების ბაზარზე ჯერ კიდევ 70-80-იან წლებში გამოჩნდნენ.

ინტერნეტის ქსელი მომხმარებელთა ფართო წრისათვის ხელმისაწვდომი 80—იანი წლების დასასრულს გახდა, თუმცა, მისი შესაძლებლობანი პირველ ეტაპზე ელექტრონული ფოსტით და გვერდების გაცვლით შემოიფარგლებოდა.

1993 წლის შუა პერიოდში ინტერნეტი მულტიმედიური გახდა და გზა გაეხსნა მასობრიობისკენ. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფანი World Wide Web (მსოფლიო ობობას ქსელი) მომხმარებელს საშუალებას აძლევდა ემოგზაურა მთელ ქსელში, თუ უბრალოდ მიუთითებდა საჭირო პიკტოგრამას ან დააჭერდა ღილაკს. ინტერნეტი ადამიანთა შეხვედრების, იდეების და აზრთა გაცვლაგამოცვლის ახალ ადგილად იქცა.

1995 წლის შუა ხანებში ქსელში ჩაერთო დაახლოებით 5 მლნ. კომპიუტერი. იმავე წელს ვებ-სერვერების რიცხვმა 30 ათასი შეადგინა. 1996 დასაწყისში მსოფლიოში უკვე იყო 48 ათასი ვებ-სერვერი და 80 მლნ. ვებ-გვერდი.

1995 წლის შუა პერიოდში ახალი მომხმარებლების რაოდენობის ზრდის ტემპმა თვეში 150 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ტემპი 2000 წელს 50 მლნ.-ს მიაღწევდა. მაგრამ უკვე 1995 წლის დასასრულს და 1996 წლის დასაწყისში ეს ტემპი მკვეთრად გაიზარდა 350 ათას ადამია ნამდე თვეში და უკვე 1996 წ. ინტერნეტში 160 ქვეყანის 35-45 მლნ. მომხმარებელი იყო.

ზოგიერთი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ არცერთ კომუნიკაციურ ტექნოლოგიას ანდა საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის დარგის არცერთ საქონელს, არასდროს მიუღწევია მომხმარებელთა რიცხვის ასეთი ზრდის ტემპებისთვის.

ინფორმაციული გაცვლის მძლავრი საშუალებისა და გლობალური მარკეტინგის ახალი ინსტრუმენტის გამოჩენამ უმალვე მიიპყრო მსოფლიო საქმიანი საზოგადოების ყურადღებაც.

მიუხედავად ინტერნეტის სერვერების რიცხვის სწრაფი ზრდისა, 1991-1995 წწ. კომერციული სერვერების წილი შედარებით სტაბილური რჩებოდა და 1991 წელს 26,9%25 და 1995 წელს 27,1%25 შეადგენდა. 2005 წელს მსოფლიოში ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა 1 მლრდ-მდე. მსოფლიო რეგიონებში ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობამ შეადგინა მოსახლეობის 14,6 %25. ამასთან, მსოფლიოში ინტერნეტ- მომხმარებელთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 577 მლნ-ით, საშუალოდ 160 %25-ით, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში ინტერნეტ-მომხმარებლების პროცენტული ზრდა 2001- 2006 წლებში იყო 106,7 %25, ლათინური ამერიკის რეგიონში - 277 %25, ევროპაში - 161 %25, აზიაში - 183,2 %25, აფრიკაში - 258,3 %25, ხოლო მაქსიმალური ზრდა დაფიქსირდა შუა აღმოსავლეთის რეგიონში 311,9 %25, ყველაზე დაბალი ზრდა კი ოკეანისპირა რეგიონებში - 115,9 %25.1

ინტერნეტის ქსელის გავლენით:

1. მსოფლიო და ინფორმაციული ბაზარი ნამდვილად გლობალური გახდა;

2. ინფორმაციული მომსახურების ბაზარმა არ შეცვალა სტრუქტურა (მონაწილეები, მომსახურება და პროდუქტები), არამედ მხოლოდ შეავსო იგი. ბაზრის აქამდე მოქმედი ყველა მონაწილე შენარჩუნებულია.

3. საქმიანი და კომერციული ინფორმაციის სექტორში ბაზარი ნამდვილად მასობრივი გახდა.

4. ინფორმაციული მომსახურების ბაზარზე გამოჩნდნენ ახალი მოთამაშეები - მდიდარი მედია- ჰოლდინგები - მომწოდებლებლები, რომელთაც გასაღების ახალი არხები სჭირდებოდათ.

5. დამკვიდრდა საზოგადოების ზრდის ახალი პარადიგმა -სტილური ნაირსახეობა, რომელსაც არსებითი შემოსავლების მოტანა შეუძლია მათთვის, ვინც ქცევის ახალი მოდელის შექმნას შეძლებს.

6. გამოჩნდა ინფორმაციული მომსახურების ბაზრის განვითარების ახალი მიმართულებები, უწინარეს ყოვლისა, B2B (business-to-business) და B2C(business-to-consumer). ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინტერნეტში ბიზნესის მსოფლიო ბრუნვა 20-ჯერ გაიზარდა. ეკონომიკის არც ერთ სხვა დარგს არ შეუძლია განვითარების ასეთი ტემპებით იამაყოს. B2B სფეროში ბრუნვა განსაკუთრებით სწრაფად (ოთხ წელიწადში 100-ჯერ მეტად) გაიზარდა.

ერთი სიტყვით, ინტერნეტის ქსელის განვითარებამ ინფორმაციული მომსახურების ბაზარი ნამდვილად მასობრივი და გლობალური გახადა. ინფორმაციული საქმიანობა უშუალოდ ბიზნეს-პროცესებში ინტეგრირდა. შეიქმნა ბიზნესის განვითარების ახალი მიმართულებები და შეიცვალა ბაზარზე რეალიზაციის მექანიზმები.

Annotation
History of developm ent of the mark et of inform ation resources and services

Nazi Chikaidze,
Hhe academic Doctor of economy

Dali Sekhniashvili,
Hhe academic Doctor of economy

Stages of development of the information market are considered. New participants of the information market are described.

Are described formation of new elements of an information work 60th years of the XX-th century.

It is noticed that the Internet has made the market of information resources on the present mass and global. A new information technologyand the electronic markethave replacedindustrial economy with new economy.

__________________

1. www.internetworldstats.com უკანასკნელად გადამოწმდა-03.03.2009

16 დაზღვევა

▲ზევით დაბრუნება


16.1 როგორ განვავითაროთ სადაზღვევო ბაზარი

▲ზევით დაბრუნება


ანვითარების პრობლემები და მათი დაძლევის გზები

0x01 graphic

ასიე ცინცაძე
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

0x01 graphic

ვლადიმერ ღლონტი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

საბაზრო ეკონომიკის ფორმირების პირობებში ქვეყანაში რისკები ეკონომიკის ყველა სფეროში მატულობს. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ რისკებისაგან დაცვის მექანიზმი, გარდა დაზღვევისა, ჯერ-ჯერობით არ შექმნილა. სადაზღვევო საქმიანობა მხოლოდ მაშინაა გამართლებული, თუ შესრულდება ორი პირობა: არასასურველი შემთხვევისაგან მიყენებული ზარალის ნაწილობრივ, ან სრულად ანაზღაურება, ანუ რისკებისაგან დაცვა და სადაზღვევო კომპანიისათვის მოგების მოტანა. ეს უკანასკნელი ხაზს უსვამს სადაზღვევო საქმიანობის სამეწარმეო ხასიათს. სადაზღვევო კომპანიის არსებობა შეუძლებელია სადაზღვევო ფონდების ფორმირების გარეშე, რაც პირდაპირ კავშირშია სადაზღვევო ტარიფთან, რომლის დაბალი მნიშვნელობა კომპანიის არსებობას უქმნის საფრთხეს, ხოლო მაღალი კი დაზღვევას, როგორც რისკებისაგან დაცვის მექანიზმს უსარგებლოს ხდის. სადაზღვევო საქმიანობა დაფუძნებულია სადაზღვევო შემთხვევის მოხდენის ალბათობაზე და ამდენად, სადაზღვევო ტარიფის მაღალი სიზუსტით დადგენა ჯერ კიდევ განუვითარებელი კომპანიისთვის პრობლემას წარმოადგენს. სადაზღვევო ბაზრის განვითარებაზე წარმოდგენას ქმნის ერთ სულ მოსახლეზე სადაზღვევო შენატანის მოცულობა და სადაზღვევო შენატანის წილი ერთობლივ შიდა პროდუქტში. განვითარებულ ქვეყნებში (აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი) სადაზღვევო პრემიის სიდიდე ერთ სულ მოსახლეზე 3.4-3.9 ათასი დოლარია, ესპანეთში, კანადაში, გერმანიაში, საფრანგეთში — 1200, 2078 დოლარი, რუსეთში, უკრაინაში — 66-17 დოლარი. საქართველოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20 ლარია.

მრავალ ქვეყანაში დაზღვევის სისტემის სწორი ორგანიზაცია და რაციონალური მართვა უდიდეს პოტენციალს ქმნის წარმოებისა და მთლიანად ეკონომიკის განვითარებისათვის. შესაბამისად, ვითარდება სადაზღვევო კომპანიები და განსაკუთრებით ისინი, ვინც თანამშრომლობს უცხოურ სადაზღვევო კომპანიებთან. დაზღვევა ამცირებს საწარმოთა დამოკიდებულებას სახელმწიფო სუბსიდიებზე.

საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ნელა ვითარდება. ამის მიზეზი, პირველ რიგში, ჩვენი აზრით, დაზღვევისაგან მიღებული სიკეთის გაუთვითცნობიერებაშია. დაზღვევისადმი ნდობის ამაღლება სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის გარკვეულ პერიოდში ნაკლებად მომგებიანი (დაბალი სატარიფო განაკვეთი) პოზიციების შენარჩუნებით უნდა მოხდეს. ამავე დროს, უნდა ამაღლდეს სახელმწიფო კონტროლი სადაზღვევო ბაზარზე ერთი, ან ორი კომპანიის მონოპოლიზირების თავიდან ასაცილებლად. დღეისათვის საქართველოში არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური. სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველობას და მონიტორინგს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს, რომლის კონტროლის სფეროს სადაზღვევო მომსახურების ფასწარმოქმნა არ წარმოადგენს. სადაზღვევო ბაზრის განვითარებისათვის აუცილებელია ბაზრის შევსება ახალი სადაზღვევო კომპანიებითა და ახალი სადაზღვევო პროდუქტებით. სადაზღვევო ტარიფების ამაღლება ან შემცირება თვითნებურად ზოგიერთი კომპანიის გაკოტრებითა და ზოგიერთის მიერ ბაზრის მონოპოლიით დამთავრდება.

2008 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე 14 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობდა. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაზარზე მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 2007 წელს 39.52 მილიონი ლარის ზარალი აანაზღაურა, ხოლო, მათ მიერ მოზიდულმა ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ 119.292 მილიონი ლარი შეადგინა. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიების მდგომარეობის საერთო სურათი დამაკმაყოფილებელია. პრემია ზარალის სიდიდეს აჭარბებს დაახლოებით სამჯერ. მაგრამ მხოლოდ ამ ინფორმაციის საფუძველზე დასკვნების გაკეთება შეცდომაში შეგვიყვანს, რადგან, ზარალის ანაზღაურებაში დიდი ხვედრითი წილი ორ კომპანიაზე „ალდაგი ბი-სი-აი და ჯიპიაი-ჰოლდინგი-ვენის სადაზღვევო ჯგუფზე მოდის. 2007 წლისათვის ალდაგი ბი-სი-აის მიერ მოზიდულმა პრემიამ 41,843 მლნ. ლარი, ხოლო ზარალმა 11,626 მლნ. ლარი შეადგინა. სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალის მოცულობის მიხედვით პირველ ადგილზე სამედიცინო დაზღვევაა. 2007 წელს „ალდაგი ბი-სი-აი“-ს მიერ ანაზღაურებული ზარალის მოცულობაში 6,417 მლნ. ლარი სამედიცინო დაზღვევაზე მოდის, თითქმის 50%25. სამედიცინო დაზღვევას ბაზრის 37,5%25 უკავია; ქონების დაზღვევას — 17,06%25; სახმელეთო-სატრანსპორტო დაზღვევას — 14,36%25; ფინანსური რისკების დაზღვევას 8,81%25; სიცოცხლის დაზღვევას - 3,88%25. სამედიცინო დაზღვევის ასეთი მასშტაბური ხასიათი სახელმწიფოს მხრიდან სოციალურად დაუცველთა დაზღვევას და ასევე მოსახლეობის მიერ სამედიცინო მომსახურების სიძვირის გამო პოლისის მაქსიმალურად გამოყენებას უკავშირდება.

2008 წლის 22 მაისს სადაზღვევო კომპანიებმა ერთიანად გაზარდეს სამედიცინო დაზღვევის მომსახურება 10-15-30 ლარიდან 165 ლარამდე. რა გავლენას მოახდენს გაძვირებული სადაზღვევო პროდუქტი ბაზრის განვითარებაზე? ცხადია, სადაზღვევო ბაზარზე მოქმედებენ კომპანიები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფინანსური მდგომარეობით. ამიტომ, როდესაც ყველა კომპანია სადაზღვევო ტარიფს გაზრდის ერთნაირ სიდიდემდე, იგი არაერთგვაროვნად იმოქმედებს კომპანიების კონკურენტუნარიანობაზე. კერძოდ, კომპანიები, რომლებსაც დიდი რაოდენობით ჰყავს მოზიდული კლიენტურა, კიდევ უფრო აიმაღლებს კონკურენტუნარიანობას, რადგან მას ეძლევა საშუალება სადაზღვევო ტარიფში დატვირთვის წილი შეამციროს და შესაბამისად გაზარდოს მოგება, ხოლო დაბალი ფინანსური მდგრადობის კომპანიები აღმოჩნდებიან კლიენტების დაკარგვის საშიშროების წინაშე. ასევე, სადაზღვევო ტარიფის აგების ეკონომიკური შინაარსიდან გამომდინარე კომპანიას, რომელსაც ჰყავს დიდი კლიენტურა, შესაძლებლობა აქვთ ტარიფში რისკ-დანამტი შეამციროს, ხოლო ერთიანი ტარიფი ამ შესაძლებლობას ზღუდავს.

აქედან გამომდინარე, ერთნაირი ტარიფი ამა თუ იმ სადაზღვევო პროდუქტზე სადაზღვევო სისტემის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს და მუდმივად მონოპოლიზებული იქნება ერთი ან ორი კომპანიის მიერ. ქვეყანაში არსებული არც თუ ისე სახარბიელო სოციალური მდგომარეობა სადაზღვევო კომპანიებს მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს სოციალური საკითხების გადაჭრაში. სახელმწიფოს მიერ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაზღვევით ხანმოკლე პერიოდში შესაძლებელი გახდა, რომ დაზღვევა პოპულარული და ხელმისაწვდომი გამხდარიყო. შემდგომი განვითარება კომპანიების სადაზღვევო მომსახურების გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული. კერძოდ, აუცილებელია ამაღლდეს კომპანიის პასუხისმგებლობა სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, მოსახლეობის ინფორმირება სადაზღვევო დაცვის სიკეთეზე და ხელშეკრულების პირობების მკაფიოდ ჩამოყალიბება, ოპტიმალური ღირებულების დადგენა.

0x01 graphic

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არის შემთხვევები, როდესაც კომპანიების ერთი ნაწილი აწესებს დემპინგურ ფასს სამედიცინო პოლისზე, ადგენენ ზარალის დაფარვის 20-25 ათას ლარიან ლიმიტს და ამით მათ შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებელი და სახელმწიფო, როგორც სოციალურად დაუცველთა სამედიცინო დაზღვევის შემკვეთი და დამფინანსებელი. უნდა აღინიშნოს, რომ მართალია სადაზღვევო კომპანიის მიერ შემოთავაზებული სადაზღვევო მომსახურების ფასი მთავარი ატრიბუტია, მაგრამ სადაზღვევო დაცვის ეკონომიკური არსი ხელშეკრულების პირობების დაცვაში ვლინდება. ამიტომ, დაზღვევის ზედამხედველობის როლი კომპანიის მხრიდან გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლშიც უნდა აისახოს.

2008 წლის სტატისტიკის მონაცემებით სადაზღვევო კომპანიებმა დიდი ფინანსური დანაკარგი განიცადეს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვით, რომელიც თითოეული კომპანიისათვის 1 მლნ. ლარს აღწევს. სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო პროგრამებში ჩართვით მხარდაჭერას უცხადებენ მთავრობას სოციალური პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ არსებობს მეორე მხარე — სადაზღვევო კომპანია არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ის არის ფინანსური ინსტიტუტი და რეგულარულად ზარალიანობა მას დააკარგვინებს სადაზღვევო ბაზარზე ადგილს და საბოლოოდ გაკოტრდება.

ქვეყანაში დაზღვევის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სადაზღვევო ბაზრის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა. ინფრასტრუქტურა უნდა მოიცავდეს გადაზღვევის მექანიზმს, სადაზღვევო კომპანიების გაერთიანებებს, სადაზღვევო შუამავლებს, აუდიტორებს, აქტუარებს და სხვა, რაც აამაღლებს კომპანიებისადმი დამზღვევების ნდობას. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ სტრუქტურების საქმიანობის ორგანიზაცია.

გარდა ამისა, ბაზარზე დომინირებადი კომპანიების მიერ უნდა შეიქმნას დაზღვევის სპეციალისტთა მომზადებისა და გადამზადების სისტემა, შეიმუშაონ მათი სწავლების პროგრამა. სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს მხარდაჭერა სადაზღვევო კომპანიების საქმიანობაზე მათი განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის ორგანიზაციაში, სადაზღვევო პროდუქტების ათვისების მეთოდოლოგიის შემუშავებაში და არა მხოლოდ სადაზღვევო შესყიდვებში, რომლის ტენდერი არცთუ ისე იშვიათად არაკეთილსინდისიერად იმართება და შედეგად ილახება კომპანიების ავტორიტეტი. სადაზღვევო კომპანიის საიმედოობისა და გადახდისუნარიანობის ამაღლების აუცილებელი პირობაა სადაზღვევო ტარიფების აგება ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, რასაც ჩვენის აზრით, სადაზღვევო კომპანიები მოკლებული არიან. სადაზღვევო საქმიანობის ორგანიზაციისა და შესრულებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მზღვეველების, ფინანსური მენეჯერების, მარკეტოლოგების, ბროკერების, აქტუარების მაღალკვალიფიციური კადრები. თანამედროვე პერიოდში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სპეციალობათა ჩამონათვალში სადაზღვევო საქმის და აქტუარის სპეციალობები ცალკე არ არის გათვალისწინებული, თუმცა საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობის სასწავლო პროგრამები შეიცავს დაზღვევის დარგის დისციპლინებს, რაც არასაკმარისია კვალიფიცირებული კადრების მოსამზადებლად დაზღვევის სფეროში. სადაზღვევო კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლება მათი ხარჯების შემცირებით და მოგების გადიდებით უნდა მოხდეს. ამიტომ, თუ კვალიფიციური სპეციალისტები სადაზღვევო ბაზარს მიეწოდება უმაღლესი სასწავლებლებიდან, კომპანიები განთავისუფლდებიან მათი მომზადების ხარჯებისაგან და თანხებს მიმართავენ ახალი სადაზღვევო პროდუქტების ასათვისებლად. საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ კომპანიები ორიენტირებული არიან დაზღვევის ერთი და იგივე სახეებზე, ნაკლებად აქვთ დიფერენცირებული სადაზღვევო პორტფელი, რაც რისკს ამაღლებს, მცირეა სარეკლამო ღონისძიებები, ასევე დასახვეწია სატარიფო პოლიტიკა.

ცხადია, რომ ქვეყანაში, სადაც 70 წლის განმავლობაში დაზღვევის მექანიზმი თითქმის არ ასრულებდა დაცვის ფუნქციას, არ არსებობდა სადაზღვევო ტარიფის აგების მეთოდოლოგია, ვერ იქნება მაღალგანვითარებული, მაგრამ დღეს, როცა როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ სფეროში მომატებულია რისკები, მისგან დასაცავად აუცილებელია ქვეყანაში ფუნქციონირებდეს სრულყოფილი სადაზღვევო ბაზარი, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს:

  • რეალური ეკონომიკის განვითარებას; მოსახლეობის დანაზოგების დაცვას ეკონომიკური და სხვა სახის რისკებისაგან; მოსახლეობის დანაზოგების დაბანდებას გრძელვადიან სიცოცხლის დაზღვევაში და მათ ინვესტირებას ეკონომიკის პროგრესულ დარგებში.

  • მოსახლეობას მიეწოდოს მრავალი სახის დაზღვევა, რადგან ერთი ან ორი სახის პროდუქტის მიწოდება აძლიერებს კონკურენციას და არათანაბარ პირობებში აყენებს კომპანიების უმრავლესობას.

საქართველოს სადაზღვევო ბაზრის შესწავლამ საშუალება მოგვცა ჩამოგვეყალიბებინა პრობლემები, რომლებიც აფერხებს ბაზრის განვითარებას, კერძოდ:

მოსახლეობის დაბალშემოსავლიანობა, რაც საშუალებას არ აძლევს მათ დაზოგონ თანხა დაზღვევის ტარიფის გადასახდელად; სადაზღვევო კომპანიის მიერ დაწესებული მაღალი სატარიფო განაკვეთი, რომლის შემცირება რისკების მაღალი ხარისხის გამო შეუძლებელია; მოსახლეობის უნდობლობა გრძელვადიან სიცოცხლის და საპენსიო დაზღვევისადმი, ქვეყანაში სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების გამო; ბაზარზე დომინირებადი მსხვილი კომპანიების ლობირება ჩინოვნიკების მხრიდან, რაც ნაკლებად განვითარებულ კომპანიებს აიძულებს შეამცირონ სადაზღვევო ტარიფი. ეს კი, კომპანიის ზარალიანობას იწვევს; სახელმწიფოს მხრიდან ხელშემწყობი ღონისძიებები არ უნდა აისახოს დაბალფასიანი შეკვეთების მიცემაში, რაც კომპანიებს ასუსტებს და არასაიმედოს ხდის დადგენილი სადაზღვევო ტარიფის გადამხდელი კლიენტებისათვისაც. ხელშეწყობა უნდა განხორციელდეს ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის აღმოფხვრის მიმართულებით, რათა გაიზარდოს კომპანიების რაოდენობა და შესაბამისად აისახოს სადაზღვევო ტარიფის ოპტიმიზაციაში.

სადაზღვევო ბაზრის განვითარებაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელია სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიების კოორდინაციით საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში, კადრების მომზადება-გადამზადებაში, ბაზრის მონოპოლიისაგან დაცვაში, ასევე კომპანიების მოზიდული საშუალებების ინვესტირებისათვის აუცილებელია საფონდო ბაზრის განვითარება, რაც მათ საშუალებას მისცემს გაზარდონ კაპიტალი და აღებული პასუხისმგებლობა შეასრულონ მაქსიმალურად.

სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა და მათი მდგრადობა განსაზღვრავს ბაზარზე კონკურენციის დონეს. ბუნებრივია, როცა ბაზარზე მოქმედებს დიდი რაოდენობის სადაზღვევო კომპანიები, კონკურენცია მაღალია, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა. კონკურენციის საზომი არის კლიენტებზე მიწოდებული სადაზღვევო პროდუქტი. იმ შემთხვევაში, როცა ყოველი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების საკუთარ განსხვავებულ პაკეტს, კონკურენცია ბაზარზე დაბალია, და პირიქით, როცა ერთნაირი მომსახურების პაკეტის მიწოდება ხდება, კონკურენცია მაღალია. ეს რა თქმა უნდა არის უკიდურესი შემთხვევები. პრაქტიკულად საქართველოს სადაზღვევო კომპანიები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებიან სადაზღვევო მომსახურების პაკეტით და აქედან გამომდინარე, კონკურენციაც უნდა იყოს მაღალი, მაგრამ, სადაზღვევო კომპანიების შესახებ მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირების გამო კონკურენცია დაბალია. სადაზღვევო პროდუქტის გავრცელება შესაძლებელია ძირითადად ორი გზით: 1. კლიენტების ადგილზე მომსახურება; 2. საბროკერო მომსახურება. პირველი გზა კომპანიისგან მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობას, საოფისე და მენეჯერის მომსახურების ხარჯების გაწევას, მაგრამ ამ შემთხვევაში გარიგების დადების ალბათობა მაქსიმალურია, რადგან, კლიენტი თავისი სურვილით მიდის კომპანიაში. მეორე შემთხვევაში-საბროკერო მომსახურება გულისხმობს ბაზრის კარგად მცოდნე, გამოცდილი შუამავლის მიერ კორპორატიული კლიენტებისათვის ადგილზე სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებას და გარიგების დადებას. ეს უკანასკნელი ყველაზე მისაღები გზაა სადაზღვევო პროდუქტების გასაღებისთვის, მაგრამ, მაღალკვალიფიციური კადრების არ არსებობის გამო ეს მეთოდი ჯერ განვითარების სტადიაშია.

თანამედროვე პერიოდში განვითარებულ ქვეყნებში ფართოდაა გავრცელებული სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციაში ინტერნეტის გამოყენება. მართალია, საქართველოში ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელია მიიღო ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებულ სადაზღვევო მომსახურებაზე, მაგრამ მასზე დაყრდნობა კომპანიების მხრიდან მიუღებელია, რადგან, ინტერნეტით სარგებლობის საშუალება აქვს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ძირითადად ცხოვრობს ქალაქში და ასევე დაბალია სადაზღვევო კულტურა. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ არ არის შეჩვეული ელექტრონულ კომერციას, მის მიმართ ერთგვარი უნდობლობაცაა ჩამოყალიბებული სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიების მოქმედების შედეგად და ამიტომ, ჩვენი აზრით, სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვის ყველაზე მისაღები გზა კლიენტთან პირდაპირი მოლაპარაკების მეთოდია პერსპექტივაში, როცა სადაზღვევო კომპანიები დაიმკვიდრებენ ფინანსურად ძლიერი კომპანიების სახელს, ამაღლდება მოსახლეობის სადაზღვევო კულტურა, გაძლიერდება სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, მისაღები გახდება ინტერნეტის გამოყენება დაზღვევაში, რაც საგრძნობლად შეამცირებს კომპანიების აკვიზიციურ ხარჯებს.

Annotation
THE PROBLEMS OF THE DEVELOPMENT OF THE INSURANCE
MARKET AND THE WAYS OF OVERCOMING THEM

A. Tsintsadze, VL. Glonti

In the conditions of forming the market economic in the country it is increasing the risks in all the sphere of economics. The mechanism of saving the risks, besides the insurance it has not formed yet. The insurance work is warranted, if it is fulfilled the two terms: the partial or absolute paying of the damages, caused from the undesirable occasion, or the protection from risks and to bring the gain for the insurance company.

The insurance market of Georgia is developing slowly. In the first rank, by our mind, the reason is that the great deal of the population does not understand the kindness of insurance. To increase the confidence of the insurance, the insurance company must preserve the low tariff scale. At this time it must increase the government control upon the insurance market, to conquer the market by one or two companies.

17 მეცნიერება

▲ზევით დაბრუნება


17.1 კონკურენცია და მონოპოლიზმი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოებრივი კეთილდღეობა, თუ სიღარიბე

0x01 graphic

ტრანზიტული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მეურნეობის დინამიკისა და სტრუქტურის ანალიზი აჩვენებს, რომ ისევე როგორც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში, კონკურენცია რესურსების ეფექტური გამოყენებისა და მინიმალური საწარმოო დანახარჯების პირობებში ეროვნული სიმდიდრის ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

სრულყოფილი კონკურენციის ქვეშ იგულისხმება ისეთი ბაზარი, რომლის ფუნქციონირების პირობებს მომხმარებელი განსაზღვრავს. კერძოდ, იწარმოება ის, რაც სჭირდება მყიდველს და საქონელი იყიდება მაქსიმალურად შესაძლებელ დაბალ ფასებში. ბაზარი იმითია ეფექტური, რომ წარმოების ან გასაღების რაიმე კონკრეტულ ცვლილებებს არ შეუძლია გააუმჯობესოს მომხმარებლის ან გამყიდველის მდგომარეობა სხვა რომელიმეს უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩაყენების გარეშე. საზოგადოების კეთილდღეობა მაქსიმუმს აღწევს, რადგან რესურსები გამოიყენება მაქსიმალურად ეფექტიანად, ხოლო პროდუქციის გამოშვება ოპტიმალურია.

ცნობილია, რომ ბაზრის ეკონომიკური კანონები ფიასკოს განიცდიან, თუ მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ საზოგადოების მაქსიმალური კეთილდღეობა და ისეთ შედეგებამდე მივყავართ, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების სფეროებზე, ხშირ შემთხვევაში ხდება ბაზრის ან მისი რომელიმე ნაწილის მონოპოლიზება. მონოპოლიზებული ბაზარი კი რადიკალურად განსხვავდება კონკურენციული ბაზრისაგან; განსხვავებულია რესურსებისა და შემოსავლების განაწილება და საზოგადოების კეთილდღეობისადმი მიდგომაც კი. კერძოდ, მონოპოლიზების დროს, როგორც წესი, ხორციელდება სიმდიდრის გადადინება მომხმარებლიდან გამყიდველისაკენ, მცირდება პროდუქციის წარმოება, კლებულობს წარმოებაში სიახლეთა დანერგვის მოტივაცია და სწრაფვა ეფექტიანობის გაზრდისაკენ.

როგორც წესი, მონოპოლია სრულიად განსხვავდება კონკურენციისაგან საზოგადოების კეთილდღეობასა და რესურსების განაწილების ხასიათზე ზემოქმედებით. მონოპოლიის პირდაპირ ნეგატიური შედეგია პროდუქციის გამოშვების შემცირება, ფასების ამაღლება და შემოსავლების გადანაცვლება მომხმარებლიდან მწარმოებლისაკენ. დარგის მონოპოლიზაციის შემთხვევაში, როგორც წესი, ფასი იზრდება, ხოლო გამოშვების მოცულობა მცირდება.

კონკრეტულ სასაქონლო ბაზრებზე ეკონომიკური კონცენტრაციის ზრდის პარალელურად მატულობს მონოპოლიზების დონე, უარესდება კონკურენციის ხარისხი და შესაბამისად, ბიზნესის გარემოც. განსაკუთრებით მტკივნეულად რეაგირებენ ბაზრის მონოპოლიზების მიმართ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთა უდიდესი ნაწილი არასწორი საფასო პოლიტიკისა და შექმნილი ბარიერების გამო კარგავს საშუალებას განაგრძოს მეწარმეობა და იძულებული ხდება დატოვოს ბაზარი; შემთხვევითი არაა, რომ 1890 წელს აშშ-ში პირველი ანტიტრესტული კანონი შერმანის აქტის სახელწოდებით კონგრესმა სწორედ მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა და ფერმერთა დაწოლით მიიღო, რომელიც თავის მხრივ გამოიწვია ამ უკანასკნელთა საფუძვლიანმა ეჭვმა და შიშმა თავიანთი ბიზნესის პერსპექტივების თაობაზე მსხვილი მონოპოლიური გაერთიანებების შექმნისა და თავისუფალი ფასწარმოქმნის მონოპოლიურით, ხოლო კონკურენციული ბიზნესგარემოს დისკრიმინაციულით შეცვლის გამო. როგორც ვთქვი, ბაზრის მონოპოლიზება ხშირად იწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა გაკოტრებას და ბაზრიდან განდევნას, ამ სფეროში უამრავი დასაქმებულის გადანაცვლებას უმუშევართა რიგებში, რაც უშუალო კავშირშია მათი ოჯახების კეთილდღეობის მაჩვენებლების მკვეთრ შემცირებასთან და სიღარიბის მასშტაბების რადიკალურ ზრდასთან.

მონოპოლისტის გადაწყვეტილებები წარმოების მოცულობის შემცირებისა და ფასების ზრდის შესახებ იწვევს შემოსავლების გადატანას მომხმარებლიდან გამყიდველისაკენ, რაც ერთეულ პროდუქციაზე დანახარჯების უცვლელობის პირობებში უზრუნველყოფს მონოპოლისტის მოგე ბის მნიშვნელოვან გადიდებას და მონოპოლიური ზემოგების მიღებას. ამასთან, თუ მონოპოლისტი არ იყენებს ფასობრივი დისკრიმინაციის მეთოდს, რაც თავის მხრივ აკრძალულია უმრავლესი ქვეყნების კონკურენციული კანონმდებლობებით, მაშინ მოგების გაზრდის მიზნით პროდუქციის რაოდენობის გადიდებისას, იგი იძულებული იქნება შედარებით დაბალი ფასი დააწესოს არა მხოლოდ დამატებით გამოშვებულ პროდუქციაზე, არამედ გასაყიდი საქონლის მთლიან რაოდენობაზე. ანუ მონოპოლისტს დამატებითი გაყიდვა შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ფასების შემცირებით მთელ გამოშვებულ პროდუქციაზე. მონოპოლისტი დგება არჩევანის წინაშე -გაადიდოს წარმოება და შეამციროს ფასი, ან გამოუშვას საქონლის შედარებით ნაკლები რაოდენობა უფრო მაღალ ფასად. ბაზარზე განსაკუთრებული მდგომარეობა განსაზღვრავს მის გადაწყვეტილებასაც. მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტი, სრულყოფილი კონკურენციის პირობებში ფასწარმოქმნის შედეგების საპირისპიროდ, როგორც წესი, მოგების მაქსიმიზირებას ახდენს პროდუქციის რაოდენობის შეზღუდვის და ფასების ზღვრულ დანახარჯებზე ზემოთ დადგენის საშუალებით. აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოგების მაქსიმიზირება ფასების ზრდის საშუალებით არაეფექტურია, რადგან მომხმარებელი შეიძენს პროდუქციის შედარებით ნაკლებ რაოდენობას და შედეგად ჯამური მოგება შემცირდება.

0x01 graphic

მონოპოლიურ ფასწარმოქმნას მივყავართ კეთილდღეობის ე.წ. წმინდა დანაკარგებთან. ესაა დანაკარგები მომხმარებლებისათვის, რომელთაც შეეძლოთ კონკურენციული ფასების პირობებში ეყიდათ ეს საქონელი, მაგრამ მონოპოლიური ფასების დროს იძულებულნი არიან შეიძინონ უფრო დაბალი ხარისხის შემცვლელი საქონელი, ხოლო „ღარიბთა “ კატეგორიაში მყოფებმა საერთოდ უარი თქვან ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე. ფასის გადამეტება ზღვრული დანახარჯების სიდიდეზე აჩვენებს, რომ პროდუქციის ღირებულება მომხმარებლისათვის, რომელიც აღარ ყიდულობს ამ საქონელს, მეტია მისი წარმოების საზოგადოებრივ დანახარჯებზე. საზოგადოება ამით საზოგადოდ ხდება უფრო ღარიბი, რადგან შესაძლებელი იყო, რომ საწარმოო რესურსები გამოყენებულიყო უფრო პროდუქტიულად იმ დარგებში, რომლებიც იძულებული ხდებიან შეამცირონ პროდუქციის რაოდენობა, ვიდრე იმ დარგებში სადაც იწარმოება ამ საქონლის შემცვლელი შედარებით დაბალი ხარისხის საქონელი. წმინდა დანაკარგები აჩვენებს მონოპოლიის პირობებში რესურსების არარაციონალური განაწილების შედეგად საზოგადოების კეთილდღეობის პოტენციურ დანაკარგებს. პროდუქციის რაოდენობის შემცირებითა და ფასების მნიშვნელოვანი გადიდებით განსაკუთრებით ზარალდება სოციალურად დაუცველი, დაბალშემოსავლიანი ოჯახები, რომელთა დიდი ნაწილი უერთდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის კატეგორიას, ხოლო მეორე ნაწილისთვის კი საგრძნობლად უარესდება ცხოვრების დონე და იქმნება საფრთხე მათი ღარიბთა კატეგორიაში გადანაცვლებისა.

მონოპოლიის მავნე შედეგები გამოიხატება არა მხოლოდ რესურსების არაეფექტიან განაწილებაში. ზემოგების მიღების იმედად ცალკეული ფირმები რესურსების დიდ ნაწილს მიმართავენ საქმიანობის არამწარმოებლურ სახეობებზე, როგორიცაა: მაგალითად, ადვოკატების მომსახურების ანაზღაურება, მთავრობის ცალკეული წარმომადგენლების ლობირება და სხვა. ხშირად მონოპოლიური მოგება გამოიყენება სხვადასხვა ბარიერების შესაქმნელად, რომლებიც ხელს უშლიან ბაზარზე სხვა ეკონომიკური აგენტების შესვლას და საბოლოო ჯამში კონკურენციის განვითარებას.

გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირად არარეგულირებადი ბაზარი, სადაც კონკურენცია თავის ნებაზეა მიშვებული, გადაიზრდება საპირისპირო მოვლენაში - მონოპოლიაში, რომელსაც შედეგად მოყვება ეკონომიკური განვითარების დინამიზმის დაკარგვა და სტაგნაცია, რაც საბოლოო ანგარიშით იწვევს საზოგადოებრივი კეთილდღეობის შემცირებას და მის გაღარიბებას.

ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს ყველა ქვეყანაში აკისრიათ სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ვალდებულნი არიან პარტნიორებისა და კონკურენტების მიმართ დაიცვან ბიზნესის ეთიკის ნორმები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონკურენციაში ჯანსაღი, კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენებას.

ამასთან, მკაცრი კონკურენციული ბრძოლის პირობებში სასაქონლო ბაზრის მხოლოდ ეთიკური კრიტერიუმებისა და საზოგადოებრივი შეფასების იმედად დატოვება სრულიად მიუღებელია, ვინაიდან შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე სათანადო კომპეტენციის მქონე სახელმწიფო ორგანოს ოპერატიული ჩარევის გარეშე ცალკეულმა ეკონომიკურმა აგენტებმა და უპირველეს ყოვლისა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა შეიძლება განიცადონ მნიშვნელოვანი, ხოლო რიგ შემთხვევაში გამოუსწორებელი, კატასტროფის ტოლფასი ზიანი. სწორედ ამიტომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო იძულებული ხდება ჩაერიოს საბაზრო მექანიზმის „მუშაობაში“. აუცილებელ შემთხვევებში მან უნდა აკონტროლოს და არეგულიროს სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოებისათვის დამღუპველი მონოპოლიზებისა და არაკეთილსინდისიერი საქმიანი პრაქტიკის პროცესები, მაქსიმალური მოგების მიღების ძირითადი მოტივი ჩაყენებულ იქნეს საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინტერესების სამსახურში.

ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით, კონკურენციის განვითარების მიზანშეუწონლობა და რიგ შემთხვევაში მისი შეუძლებლობა აუცილებელს ხდის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების მუდმივი რეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებასა და რეალიზაციას. განსაკუთრებით აქტუალურია ამ სფეროში კონტროლი ფასწარმოქმნაზე, რადგან ბუნებრივი მონოპოლიების პროდუქციასა და მომსახურებაზე ტარიფების დადგენილი დონე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ისეთ, საზოგადოებრივად სასიცოცხლო ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, როგორიცაა: ფასებისა და ინფლაციის დონე, მოსახლეობის ცხოვრების დონე და ხარისხი.

პრაქტიკოსებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბუნებრივი მონოპოლიების გარდა არსებობს საბაზრო კონკურენციის შედეგად წარმოქმნილი ე.წ. „საბაზრო მონოპოლიები“ და დომინირებული (მონოპოლიური) მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტები, რომელთაც პოტენციურად გააჩნიათ კონკურენციის შემზღუდავი საბაზრო ძალა შესაბამის სასაქონლო ბაზრებზე. თუ ქვეყანაში ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტები მეტნაკლებად რეგულირების სფეროში არიან მოქცეული მარეგულირებელი კომისიების მხრიდან, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საბაზრო მონოპოლიებისა და მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტების (რომელთაც ძალუძთ კონკურენციის შეზღუდვა შესაბამის სასაქონლო ბაზარზე ან შეიძლება რეალურად ზღუდავენ კიდევაც) საბაზრო ქცევის შესწავლასა და ადექვატური ღონისძიებების განხორციელებას; ზედამხედველობის გარეშე რჩება მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ინტერესების ზოგიერთი სფერო.

აღნიშნული მეწარმე სუბიექტების მიმართ, როგორც წესი, კონკურენციის სააგენტოებს (სამინისტროებს, კომიტეტებს, კომისიებს, დეპარტამენტებს, სამმართველოებს) გააჩნიათ კანონმდებლობით მინიჭებული შესაბამისი ზემოქმედების ბერკეტები. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე (12.07.2005წ.) ამ პრობლემას არეგულირებდა „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის ქვემდებარე ნორმატიული აქტები. სამწუხაროდ, „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონი საერთოდ არ „ცნობს“ და კონკურენციის სფეროს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის იგნორირებას ახდენს, როგორიცაა: ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა და მისი ბოროტად გამოყენება. კანონის მე-2 თავი, რომელიც ეძღვნება კონკურენციის შეზღუდვის აკრძალვის თემას, გარკვეულ აკრძალვებს უწესებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, მაგრამ საერთოდ არ ითვალისწინებს რომელიმე ეკონომიკური აგენტის მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის შესაძლებლობასა და მისი აკრძალვის (რეაგირების) მექანიზმს. კანონი სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურ ჩაურევლობასა და „ეკონომიკური აგენტების კონკურენციისათვის ხელის არ შეშლა“- ზეა (მუხლი 3, პუნქტი „ა“) დაფუძნებული. ჩემი აზრით, გარდამავალი ეკონომიკის პირობებში ეს დადებითად ვერ იმოქმედებს ქვეყანაში ბიზნესის ჯანსაღი და არადისკრიმინაციული გარემოს ფორმირებაზე. შედეგად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება განიცადოს მცირე და საშუალო ბიზნესმა, რაც საბოლოო ანგა რიშით ხელს შეუშლის საერთოდ ბიზნესის განვითარებას საქართველოში, სიღარიბის დაძლევასა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის სათანადო ზრდას.

ჩვენი ქვეყნის კონკურენციული კანონმდებლობა საკმაოდ შორსაა სრულყოფილებისაგან და მისი ზოგიერთი ნაწილი აშკარად ვერ პასუხობს კონკურენციის თეორიისა და პრაქტიკის თანამედროვე მოთხოვნებს, რადგან მნიშვნელოვნად არის დაცილებული ადექვატური საკონკურენციო სამართლებრივი ნორმებისაგან. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონს, რომელსაც ჩარჩო-კანონის როლი აკისრია ქვეყნის კონკურენციულ კანონმდებლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს კანონის სრულყოფა მასში ევროკავშირის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა შეტანის საფუძველზე. დღეისათვის, საქართველოს მთავარი საკონკურენციო კანონი, სამწუხაროდ არ არეგულირებს საკონკურენციო სამართლის ისეთ ძირითად საკითხებს, როგორიცაა:

  • დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება;

  • კონკურენციის შემზღუდავი ჰორიზონტალური (მათ შორის კარტელური) და ვერტიკალური შეთანხმებები;

  • ეკონომიკურ აგენტთა შერწყმები;

  • განსაკუთრებული საკუთრების მფლობელთა (ბუნებრივი მონოპოლიები) კომპეტენციის სფეროები;

  • არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სახეების განსაზღვრა, კონკრეტული ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა.

კონკურენციული კანონმდებლობის და კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის სრულყოფის აუცილებლობა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით; ჯერ-ერთი, აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია ბიზნესისთვის სათანადო კონკურენციული პირობების შექმნა და დაცვა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუშლის მცირე და საშუალო ბიზნესის არადისკრიმინაციულ გარემოში წარმართვას და არაეფექტურს გახდის სიღარიბესთან ბრძოლას. მეორე, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების და მისგან გამომდინარე ორმხრივი დოკუმენტების შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ საქართველოს აქვს რიგი ვალდებულებები კანონმდებლობის (მათ შორის კონკურენციის სფეროში) სრულყოფის და ჰარმონიზაციის თაობაზე, რომელთა შესაბამისი შესრულება ალბათ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას.

თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის სრულყოფა და შესაბამისი ინსტიტუციონალური რეფორმა (ფუნქციონალური დატვირთვის პარალელურად კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებათა გაზრდა; კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა; სტრუქტურული და რაოდენობრივი ოპტიმიზაცია) შექმნის კონკურენციის დაცვისა და რეგულირების ეფექტურ სისტემას, გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის რეალურ ინტეგრაციას მსოფლიო ბაზარში. აღნიშნულ კომპლექსურ ცვლილებებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი (თუ არა გადამწყვეტი) როლი შეასრულონ ქვეყანაში სიღარიბესთან წარმატებული ბრძოლასა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის დაჩქარებულ ზრდაში.

შალვა გოგიაშვილი,
ეკონომიკის დოქტორი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

Annotation
Competition and monop olism: public welfare or poverty

Shalva Gogiashvili
Doctor of Economy, Associated Professor
Faculty of Economy and Business of TSU

Within the market economy, the state is both forced and obliged to control and regulate activities of entrepreneurial entities through the competition laws in order to avoid the market monopolization and the processes of unfair business practices deteriorating the society, when the welfare indexes reduce rapidly and the poverty scale grows drastically, dozens of small and medium business representatives shift to the category of unemployed persons, some consumers are forced to purchase low quality sublimating goods and those belonging to the category of “poors” have to give up completely with satisfaction of various needs and wants.

Based upon the fundamental principles and provisions of the competition protection (mainly those acknowledged by the European Union), perfection and corresponding institutional reform of the Georgian competition laws (notably the law of Georgia “On Free Trade and Competition”) shall create the solid regulatory system as to the competition protection, which shall ensure the positive basis for reforming the economy and may play the significant (or even crucial) role in successful reduction of the poverty and accelerated growth of the welfare in the country.

18 მეთოდოლოგია

▲ზევით დაბრუნება


18.1 როგორ სრულვყოთ პროდუქციის ხარისხის ანალიზის მეთოდიკა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მერაბ ჯიქია,
თსუ ასოცირებული პროფესორი

საბაზრო ეკონომიკის პირობებში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქციის ხარისხს. ამასთან, პროდუქციის ხარისხიანობის საკითხი საწარმოთა მუშაობის შეფასების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაჩვენებლადაც ითვლება. პროდუქციის ხარისხის ამაღლება უზრუნველყოფს შრომითი და მატერიალური რესურსების ეკონომიას. ამასთან, იძლევა შესაძლებლობას უფრო სრულად დაკმაყოფილდეს მომხმარებელთა მოთხოვნილება. პროდუქციის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს მასზე მოთხოვნის გადიდებას და ზრდის მოგების სიდიდეს არა მარტო რეალიზაციის მოცულობის გადიდებით, არამედ პროდუქციაზე უფრო მაღალი ფასების დონით.

სამრეწველო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების უმნიშვნელოვანესი საშუალებაა სტანდარტების სისტემა. სტანდარტიზაცია ნიშნავს პროდუქციის თვისებების ზუსტად დასაშვები ნორმების დადგენას.

პროდუქციის ხარისხი - ეს არის ცნება, რომელიც ახასიათებს ნაკეთობის საექსპლუატაციო, სამომხმარებლო, ტექნოლოგიური, პარამეტრულ და დიზაინერულ თვისებებს, მისი სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის დონეს, საიმედოობასა და მომსახურების ხანგრძლივობას. განასხვავებენ ხარისხიანობის განზოგადებულ, ინდივიდუალურ და არაპირდაპირ მაჩვენებლებს.

განზოგადებული მაჩვენებლები ახასიათებენ მთლიანად წარმოებული პროდუქციის ხარისხს, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა:

) ახლად ათვისებული პროდუქციის ხვედრითი წონა მთლიან გამოშვებაში;

) ატესტირებული და არაატესტირებული პროდუქციის ხვედრითი წონა;

) უმაღლესი კატეგორიის პროდუქციის ხვედრითი წონა;

) იმ პროდუქციათა ხვედრითი წონა, რომელიც შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს;

) საექსპორტო პროდუქციის ხვედრითი წონა.

პროდუქციის ხარისხის ინდივიდუალური მაჩვენებლები ახასიათებენ პროდუქციის თვისებებიდან ერთ-ერთ რომელიმეს:

ვარგისიანობა - შრომის საგნებისათვის ეს არის ცალკეულ ნივთიერებთა შემცველობა, როგორიცაა: ცხიმი - რძეში, ცილა - კვების პროდუქტებში, რკინა - მადანში და სხვა. შრომის საშუალებებისათვის ეს არის სიმძლავრე, ტვირთამწეობა და სხვა.

საიმედოობა - ეს არის მომსახურების ხანგრძლივობა, ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში მისი შეუფერხებელი მუშაობის უნარი (საექსპლუატაციო თვისებების სრული შენარჩუნებით);

ტექნოლოგიურობა -ახასიათებს კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ეფექტიანობას. მას მიეკუთვნება პროდუქციის ერთეულის დამზადების შრომატევადობა, მასალატევადობა, დამუშავებისა და აწყობის პროგრესული მეთოდები;

ესთეტიურობა - აქ იგულისხმება პროდუქციის შესაბამისობა თანამედროვე სტილსა და მოდასთან, ფერი, სურნელება, გემო, კომფორტულობა, მოხერხებულობა და სხვა.

არაპირდაპირი მაჩვენებლები - მას მიეკუთვნება ჯარიმები უხარისხო პროდუქციაზე, წუნდებული პროდუქციის მოცულობა და მისი ხვედრითი წონა, წუნისაგან დანაკარგები და სხვა.

ანალიზის უპირველესი ამოცანაა პროდუქციის ხარისხიანობის მაჩვენებლების დინამიკის შესწავლა, მათი დონის მიხედვით გეგმის შესრულების დადგენა, ცვლილებების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და პროდუქციის ხარისხიანობის დონის მიხედვით გეგმის შესრულების შეფასება. პროდუქციის ხარისხის ანალიზისათვის იყენებენ პირველადი აღრიცხვის მონაცემებს, ტექნიკური კონტროლის განყოფილების ჩანაწერებს, პროდუქციის ხარისხის მიმართ მყიდველთა პრეტენზიებსა და რეკლამაციებს, ხარისხის ინსპექციის შემოწმების მასალებს, პერიოდული და წლიური ანგარიშგების მონაცემებს და სხვა.

პროდუქციაზე, რომლის ხარისხი ხასიათდება კატეგორიებით, განსაზღვრავენ ყოველი კატეგორიის ხვედრით წონას წარმოების მთლიან მოცულობაში, ხარისხიანობის კოეფიციენტს, ნაკეთობის საშუალო შეწონილ ფასს (შესადარ პირობებში). ხარისხიანობის საშუალო კოეფიციენტი ორი წესით განისაზღვრება: ) უმაღლესი კატეგორიის პროდუქციის რაოდენობის შეფარდებით პროდუქციის მთლიან რაოდენობასთან და ) ყველა კატეგორი ის პროდუქციის ღირებულების შეფარდებით ყველა კატეგორიის პროდუქციასთან აღებულს უმაღლესი კატეგორიის პროდუქციის ფასით (იხ. ცხრილი).

პროდუქციის ხარისხიანობის კოეფიციენტის გაანგარიშების მეთოდიკა შეიძლება შემდეგი ფორმულის სახით წარმოვადგინოთ:

0x01 graphic

სადაც,

K -პროდუქციის ხარისხიანობის საშუალო კოეფიციენტი;

P1 -უმაღლესი კატეგორიის პროდუქციის ფასი;


Q - გამოშვებული პროდუქციის მოცულობა ერთეულებში i - i -ური ხარისხის კატეგორიის პრიდუქცია.

ცხრილში მოყვანილი მონაცემების მიხედვით გავიანგარიშოთ ხარისხიანობის გეგმური და ფაქტობრივი კოეფიციენტები:

0x01 graphic

პროდუქციის ხარისხიანობის მიხედვით გეგმის შესრულების პროცენტი შეადგენს - 102,3%25-ს (0,895/0,875). საშუალოშეწონილი ფასი გეგმით შეადგენს - 262,5 ლარს, ფაქტობრივად - 268,5 ლარს, რაც პროცენტულად გეგმასთან მიმართებაში ასევე შეადგენს - 102,3 %25-ს

პროდუქციის ხარისხიანობის ანალიზის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა პროდუქციის ხარისხის ცვლილების გავლენის განსაზღვრა საწარმოთა მუშაობის ღირებულებით მაჩვენებლებზე: გამოშვებული სასაქონლო პროდუქციის მოცულობაზე, ამონაგებზე სასაქონლო პროდუქციის რეალიზაციიდან და მოგებაზე. გაანგარიშების მეთოდიკა შეიძლება შემდეგი ფორმულების სახით წარმოვადგინოთ:

ა) პროდუქციის ხარისხის ცვლილების გავლენა გამოშვებული სასაქონლო პროდუქციის მოცულობაზე

± ΔV = ( P1 -P0 ) * Q1

სადაც, ±Δv -გამოშვებული სასაქონლო პროდუქციის მოცულობის ცვლილება;

P -პროდუქციის ერთეულის საშუალო შეწონილი ფასი;

Q -გამოშვებული პროდუქციის მოცულობა ერთეულებში;

0 და 1 -ცალკეულ მაჩვენებელთა გეგმიური (საბაზისო) და ფაქტობრივი სიდიდე

საანალიზო საწარმოს მონაცემების მიხედვით პროდუქციის ხარისხის ცვლილების გავლენა იქნება:

±Δv =( 268,5 - 262,2 ) * 24 460 = 146,8 ათასი ლარი.

) პროდუქციის ხარისხის ცვლილების გავლენა სასაქონლო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ ამონაგებზე

±ΔA = ( P1 -P0 ) * R ( 3 )

სადაც,


± ΔA -სასაქონლო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების ცვლილება;


R -რეალიზებული პროდუქციის მოცულობა (ერთეულებში);


P -რეალიზებული პროდუქციის ერთეულის საშულო ფასი;


0 და 1 - ცალკეულ მაჩვენებელთა გეგმიური (საბაზისო) და ფაქტიური სიდიდე.

გ) პროდუქციის ხარისხის ცლილების გავლენა სასაქონლო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ მოგებაზე

± ΔM = ( P 1 -P0 ) * R -( C 1 -C 0 ) * R ( 4)

სადაც,


± ΔA-მოგების სიდიდის ცვლილება;


C -რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება.


P -რეალიზებული პროდუქციის ერთეულის საშულო ფასი.

იმ შემთხვევაში, თუ საწარმო უშვებს სხვადასხვა კატეგორიის ხარისხის პროდუქციას და ანგარიშგებით პერიოდში ადგილი ჰქონდა ცვლილებებს კატეგორიათა სტრუქტურაში, პირველ რიგში აუცილებელია გავიანგარიშოთ, თუ როგორ შეიცვალა პროდუქციის ერთეულის საშუალოშეწონილი ფასი და საშუალოშეწონილი თვითღირებულება, ხოლო შემდგომ მე-2, მე-3 და მე-4 ფორმულების მიხედვით განვსაზღვროთ პროდუქციის ხარისხის კატეგორიათა სტრუქტურის ცვლილების გავლენა სასაქონლო პროდუქციის მოცულობაზე, რეალიზაციიდან ამონაგებზე და მოგებაზე.

პროდუქციის ხარისხის მაჩვენებლები

0x01 graphic

საშუალოშეწონილი ფასის გაანგარიშების მეთოდიკა შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგი ფორმულის სახით:

0x01 graphic

პროდუქციის ხარისხიანობის არაპირდაპირ მაჩვენებელს მიეკუთვნება წუნი. წუნად ითვლება ის პროდუქცია, რომელიც თავისი ხარისხით არ შეესაბამება დაწესებულ სტანდარტებს ან ტექნიკურ პირობებს და არ შეიძლება გამოყენებული იქნეს თავისი პირდაპირი დანიშნულებით, ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ წუნის გამოსწორებაზე დამატებითი ხარჯების გაწევის შემდეგ. საერთოდ წუნი იყოფა გამოსასწორებელ და გამოუსწორებელ წუნად, აღმოჩენის ადგილის მიხედვით შინაგან წუნად, როცა ის გამოვლინდება საწარმოში და გარეგან წუნად, როცა ის გამოვლინდება მომხმარებლებთან. წუნდებული პროდუქციის გამოშვება იწვევს პროდუქციის თვითღირებულების დონის ამაღლებას, წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის მოცულობის შემცირებას, რაც დაბლა წევს მოგებისა და რენტაბელობის დონეს.

ანალიზის პროცესში სწავლობენ წუნის დინამიკას აბსოლუტურ სიდიდეში და წუნდებული პროდუქციის ხვედრით წონას გამოშვებული სასაქონლო პროდუქციის მთლიან მოცულობაში. ასე მაგალითად:

1. წუნდებული პროდუქციის თვითღირებულება - 250 ათასი ლარი;

2. წუნის გასწორებაზე გაწეული დანახარჯები - 40 ათასი ლარი;

3. წუნდებული პროდუქციის ღირებულება შესაძლო გამოყენების ფასებში - 75 ათასი ლარი;

4. წუნის დაშვებისათვის დაკავებული თანხა - 5 ათასი ლარი;

5. წუნისაგან საბოლოო დანაკარგები (1 + 2 - 3 - 4) ---210 ათასი ლარი.

სასაქონლო პროდუქციის დანაკარგების განსაზღვრისათვის აუცილებელია ვიცოდეთ რენტაბელობის ფაქტობრივი დონე. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში სასაქონლო პროდუქციის ღირებულება მოქმედი საბითუმო ფასებით შეადგენს - 52 150 ათასს ლარს, ხოლო მისი თვითღირებულება -42 084 ათასს ლარს. აქედან გამომდინარე, რენტაბელობის დონე შეადგენს:

0x01 graphic

სასაქონლო პროდუქციის დანაკარგები იქნება:

210 * 1,239 = 260,19 ათასი ლარი.

ყოველივე აღნიშნულის შემდეგ სწავლობენ პროდუქციის ხარისხის გაუარესებისა და წუნის დაშვების გამომწვევ მიზეზებს მათი წარმოქმნის ადგილის მიხედვით და ისახება ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად. პროდუქციის ხარისხის გაუარესების ძირითადი მიზეზია: გამოყენებული ნედლეულის ცუდი ხარისხი, წარმოების ორგანიზაციის, ტექნოლოგიისა და მუშაკთა კვალიფიკაციის დაბალი დონე, წარმოების არარიტმული მუშაობა და სხვა.

Анотация
как усовершенствовать метод анализа
на качество продукции

Мераб Джикия
ТГУ ассоциированный профессор

Первая задача анализа, определить средний коэффициент сортности двумя способами: а) отношением колличества продукции высшего сорта к общему колличеству; б) отношением стоимости продукции всех сортов к возможноц стоимости продукции по цене высшего сорта:

0x01 graphic

стоимостные показатели работы предприятия: выпуск товарной продукции (±Δv), выручку от реализации продукции (±ΔA) и прибыль (±ΔM). Расчет производится следующим образом:

±Δv = ( P1 -P0 ) * Q1
±ΔA = ( P1 -P0 ) * R
±ΔM = ( P1 -P0 ) * R -( C1 -C ) * R

19 თვალსაზრისი

▲ზევით დაბრუნება


19.1 ორი ილია საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

პაატა კოღუაშვილი,
პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის წევრი

ქართველი ერის ტრადიციული აგრარული კულტურა, როგორც ცნობილია, წინააზიურ სივრცეში ყალიბდებოდა. იგი სამართლიანად ითვლება უძველესი მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარების კერად. აქ თავდაპირველად შექმნილი მეურნეობისა და მეურნეობრიობის ფორმები, შემდგომში საფუძვლად დაედო ევრაზიაში (სამხრეთ-აღმოსავლეთის გამოკლებით), მოგვიანებით წარმოშობილ აგრარულ სამეურნეო-კულტურული კომპლექსების სხვადასხვა ტიპს, რომელიც ძირითადად მარცვლეულის, მევენახეობა-მეღვინეობის, სხვადასხვა სახის პირუტყვის მოშენებასა და მისგან მიღებული პროდუქტების მოხმარებაზე იყო დაფუძნებული.

გულგრილად ვუცქერით საქმესა და თან კიდევაც ვკვირობთ, რატომ ჩვენში რაფერი საქმე არ ხერხდებაო“, - ბრძანებდა სიცოცხლეშივე ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძე, წმინდა ილია მართალი. დღესაც ასეა. ვამბობთ: რა გვეშველება? საქმით კი არაფერს ვაკეთებთ.

ილია ჭავჭავაძე დიდ ყურადღებას აქცევდა აგრარულ საკითხს, სოფლის მეურნეობას, მის პრობლემებს, როგორც მატერიალური წარმოების ძირითად დარგს. ქართველ ერს დამოუკიდებელი სამიწათმოქმედო კულტურისა და ტრადიციების მქონე ხალხად, ხოლო საქართველოს, მისი ბუნებრივკლიმატური და ნიადაგობრივი მრავალფეროვნების გამო, აგრარულ ქვეყნად მიიჩნევდა და მისი განვითარების სტრატეგიულ მიმართულებად აგროსასურსათო სფერო ესახებოდა: ამას ეჭვი არ უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა მიწათმოქმედი ქვეყანაა და ერთად-ერთი წარმოება, რომელსაც იგი ამოქმედებს, სასოფლო მეურნეობაა, ესე იგი - იმისთანა წარმოება, რომელსაც პირდაპირ მიწასთან აქვს საქმე და მიწის-მოქმედებასთან.

ერის მამამ ამ მიმართულებით ფიქრის ახალი კულტურა შექმნა საქართველოში, რაც ისტორიისა და ტრადიციის შესანიშნავ ცოდნას ეფუძნებოდა. ერის მოძღვარი წერდა: ჩვენი ეკონომიკური ძალღონე ჯერ კიდევ სოფელია და სოფლური მეურნეობა, ამიტომაც ჩვენი სრული ყურადღება სოფელს უნდა თავს დასტრიალებდეს, მარტო სოფელს უნდა ეკუთვნოდეს, თუ სამუდამოდ არა, ჯერ ხანად მაინცა, - ილიასეული ეს მოსაზრება ეხლაც ძალაშია.

ილია გულისტკივილით აღნიშნავდა,რომ აგრარული ურთიერთობებივერ უზრუნველყოფენ საქართველოს სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტების - პურისადა ღვინის - შეუფერხებელ წარმოებას, მათი გაძნელებული რეალიზაციის გამო.

ვაგლახ!ეს პრობლემა ისევ გადაუჭრელია.

დღეს, თვითეული ჩვენგანი ჰგრძნობს, რომ აქამომდე მივიწყებულს ეკონომიკურს მხარეს ჩვენის ცხოვრებისას პირველი ადგილი უნდადაეთმოს სხვა საზრუნავთაშორის; რომ ეკონომიკური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლირებისა, ტანში გამართვისა დააქ უნდა გავისარჯნეთ და ვიამაგოთ - ბრძანებს ილია.

ბატონებო! გონს მოვეგოთ, დიდი მოაზროვნის ნაღვაწნააზრევი არა მარტო წარსულსემყარება, არამედ აწმყოსაც ასახავს და ემსახურება, იგი მომავალსაც წინასწარმეტყველებს.

სწორე გზის პოვნა და მასზე სვლა ნახევრად გამარჯვებაა, -გვეუბნება ერის მოძღვარი. ილია მის თანამედროვეებს მართებულად მოაგონებდა ხოლმე, აწმყო შობილი წარსულისგან არისო მშობელი და, მაშასადამე, წინამორბედი მომავლისა. მას სწამდა, რომ თუ ერმა პურისა და ქერის ხვნა-თესვის გარდა ვაზის მოვლა მაინც იცის კარგად თუ ავად, იცის ღვინის დაყენება, ჰქმნის ამ ერს სხვასთან შედარებით, თუ სხვა ყოველი გარემოება ერთნაირია, უფრო წინ წასულად ქონებითად და, აქედან, ზნეობითადაც“.

ილია ჭავჭავაძემ სწორად გაიაზრა ეროვნული ზნეობრივი ღირებულებებისა და ერის ტრადიციული სამეურნეო მახასიათებლების ერთიანობა. ჩვენებური გლეხი ბინადარი კაცია, საცა დაბადებულა, იქ მკვიდრად ფეხ-მოკიდებულია და ღრმად ფესვგადგმული. იგი თავის მამა-პაპეულ ბინაზედ დამოკიდებულია მარტო საეკონომიო ანგარიშით კი არა, არამედ სულითაც და გულითაც, ესე იგი ზნეობითაც შემსჭვალულია. მისი სოფელი სამკვიდროა, თვითონ მკვიდრია თავის სოფლისა და სხვა თავ-მოსაწონებელი სახელი არ იცის, - წერდა ილია. მისი თვალსაზრისით, ქართველი გლეხის ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ სახეს მიწათმოქმედების გაძღოლის ეროვნული ტრადიციები და თავისებურებები აყალიბებდა. სწორედ ამიტომ გაიხადა ილიამ სოფლის მეურნეობა ეროვნული ცხოვრების აღორძინების პროგრამის ეკონომიკურ საძირკვლად. ქართველების ძალა ძველისძველ დრომდე მიწის შემუშავება, მეურნეობაა, ჩვენი ძალა იმთავითვე სოფელი იყო, - ბრძანებდა იგი.

ილია ჭავჭავაძის მიერ სადღეისო ამოცანის ამ პრაქტიკულ ხედვას ღრმა ისტორიული საფუძველიც ჰქონდა: ქრისტიანობა ხომ უპირველესად იმ ქვეყნებში გავრცელდა, სადაც მევენახეობა იყო განვითარებული; ამიტომ ქართველობამ უყოყმანოდ მიიღო პურითა და ღვინით ზიარების საიდუმლო. ამასთან, მეღვინეობასა და ქართულ სუფრას შეუნარჩუნა განსაკუთრებული დატვირთვა. ქრისტიანობას სასიკეთოდ შეერწყა უძველესი ქართული ტრადიციები და წარმართულ ჩვეულებათა ის ღირებულებები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს გამოხატავდა. ქრისტიანობა იქცა ქართული ზნე-ხასიათის საყრდენ ღერძად, რომლის ირგვლივ ბრუნავს ჩვენი ეროვნული ცნობიერება. ამიტომაც ილია ბრძანებდა: ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. ქართველი და ქრისტიანი ერთსა და იმავე მნიშვნელობის სიტყვები არიან... ქრისტიანობა პოლიტიკური ქვითკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილების გასაერთიანებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა.

როგორც ილია მართლისათვის, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორისათვის ქვეყნის ეკონომიკური და სულიერი განვითარება ეროვნული მეობის საერთო ფესვიდან ამოზრდილი ყლორტებია. ამ თვალსაზრისით, მიწის განცდა ქართველი კაცისთვის მისი საერთო მსოფლაღქმის უშუალო გამოვლინებაა და სოფლის მეურნეობის გააზრებისა და მოწყობის ქართული მოდელის სათავეები სწორედ ქართველის ზოგადკულტურულ ვინაობასა და რაობაში უნდა ვეძებოთ.

ილია მართალს სწამდა, რომ: ჩვენ ქართველები პურისა და ღვინის ქვეყანა ვართ. უწმიდესი ილია მეორე მიიჩნევს: ,,საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სასურველსა და შესაძლებელ მიმართულებაზე სერიოზული მსჯელობის კონტექსტში ცხადი მხოლოდ ორი რამ არის. პირველი: როგორი არ უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა. და მეორე: რა და რაგვარია საქართველოს ეკონომიკური მომავლის ყველაზე სასურველი სახე.

სასურველია საქართველოს გარდაქმნა მაღალგანვითარებულ აგრარულ- ინდუსტრიულ ქვეყნად, რომელიც თვითონ დაიკმაყოფილებს თავის სასურსათო და სხვა საარსებო მოთხოვნილებებს, ექნება დადებითი სალდო პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობაში და საექსპორტოდ - მეცნიერებატევადი (ღრმამეცნიერული, მაღალტექნოლოგიური), სამრეწველო, მეცნიერული და ხარისხიანი (ეკოლოგიურად სუფთა) სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ეს სასურველი მიმართულება საქართველოს უსაფრთხოებასაც (უშიშროება), ანუ გარე ძალების (და მათი სხვადასხვა კომბინაციების) ნებათაგან დამოუკიდებლად მისი ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გარანტირებულ შენარჩუნებადობასაც გულისხმობს. მეურნეობის სწორი გაძღოლის შემთხვევაში საქართველოს არათუ ქვეყანაში დღეს არსებული მოსახლეობის, არამედ 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვება შეუძლია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თვალსაზრისით, ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი დარგი თავისი პრობლემებით ყოველთვის ქართველი ერის სულიერი და მატერიალური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სფეროებს უკავშირდებოდა. ამიტომ ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებისათვის ბრძოლაში ილია მეორე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოფლად ყოფა-ცხოვრების განვითარებას, გლეხკაცის ადგილზე დამაგრებას, მისთვის ცხოვრების მისაღები პირობების შექმნას, შემოსავლების ზრდას, მთისა და მთისწინეთიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას და მათი რიცხოვნობის შემდგომ ზრდას, კულტურული ლანდშაფტებისა და ეკონომიკურად პროდუქტიული ზონების შენარჩუნებას, ფერმერული მეურნეობებისა და ხალხური რეწვის, აგროტურიზმისა და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას; მოგვიწოდებს ახალგაზრდობისაგან დაცლილი და მოხუცების ანაბარა მიტოვებული სოფლის მხარდაჭერისა და აღორძინებისაკენ. ღრმად სწამს, რომ საქართველოს მთიანეთში მეცხოველეობის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სასიცოცხლო არტერიის - მთიანეთის აღორძინების და თავდაცვის უპირველესი პირობა იქნება. სწორედ ამის გაცნობიერებამ ათქმევინა უწმიდესსა და უნეტარესს: მიხედეთ მიწას; მიწა დაგაპურებთ და გაგათბობთ თქვენ. ბუნებასთან კავშირი აჯანსაღებს კაცის სულსა და სხეულს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შეიცვალოს ჩვენი დღევანდელი ყოფა, ამაღლდეს ზნეობა, ამუშავდეს ჩვენი წარმოებები, აყვავდეს სოფლის მეურნეობა.

ილია მეორე ბრძანებს: ჩვენ სულიუნდა ვყოთ ტაძრად, გული კი, - სანთლად წინაშე ღვთისა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დავინახოთ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ჭეშმარიტების გზა სინერგიაა, ანუ უფლის და ადამიანის ნების გაერთიანება.

მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში გამომჟღავნდა, რომ პროგრესის ევროპული ტრადიციული მოდელი, - წარმოების განუსაზღვრელი ზრდა და ბუნებრივი რესურსების დაუნდობელი ექსპლუატაცია, - სრულებითაც არ ყოფილა სანუკვარი გზა, პირიქით, წარმოიშვა „რისკის საზოგადოება“, სადაც ადამიანთა ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და თავისუფლებას სწორედ ის საშუალებები ემუქრება, რაც გამოგონილია მათი უზრუნველყოფისთვის. პრობლემის დასაძლევ ჰუმანურ ღონისძიებათა განხორციელებას უპირისპირდება კერძო მესაკუთრული ეგოიზმი, იქმნება ჯანმრთელობისათვის საეჭვო ხელოვნური და სინთეზური საკვები პროდუქტები და საკვებ ანალოგებად წოდებული მეცნიერების უახლესი მიღწევების დონეზე პროგრამირებული საკვები, ფალსიფიკატები. ხშირად საკვები სუროგატებისა და ფალსიფიკატების წარმოება სახელმწიფოთა ინტერესებშიც შედის და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მოტივებით მართლდება.

მრავალფეროვან ბუნებასთან ჰარმონიულად შეთანასწორებული ქართული ცხოვრების წესი ის ჯადოსნური ძალა იყო, რაც, ხშირად, მტრისგან გავერანებულ საქართველოს კვლავ ფეხზე აყენებდა. ამის შესახებ 1880 წელს ილია ჭავჭავაძე წერდა: საკვირველი ეს არის, რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფას? რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამოდენა ომებსა და სისხლისღვრასა? და იქვე დასძენდა: უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამისი პასუხი ჩვენს ეკონომიკურ აგებულებასა და წყაროებში უნდა მოინახებოდეს. უეჭველია, ჩვენი წინანდელი წყობა ისეთი ყოფილა, რომ იქიდამ ჰქონია ის ქონებითი ძალ-ღონე, რომლითაც იგი გასძღოლია ამოდენა ვაი-ვაგლახსა და ომსა ამოდენა ხნის განმავლობაში.

ღვინო და პური საკრალური საკვები პროდუქტებია, მათზე აუგი ხელყოფა მკრეხელობაა. ღვინის შებღალვის თაობაზე ილია ჭავჭავაძე წერდა: ჩვენებური ხალხი ძალიან ჰთაკილობს ღვინოში ყურძნის წვენის მეტი სხვა რაიმე ჩაურიოს ... ღვინოს კეთებას ჩვენში მთელი ათასის წლების ისტორია აქვს და, მაშასადამე, არის რამ მიზეზი, რომლის ძალითაც ჩვენი ერი თავისებურ ღვინოს კეთებას ჰრჩეობს და ევროპულს უფრთხის და ერიდება დღესაც. ვინ იცის, იქნება ეს მიზეზი პატივსადებია, ჭკვადმისაღებია? ევროპაში... ღვინის ფერის მისაცემად სანდალს უშვრებიან, ჭიაფერსა, ლილას, ალუბლის წვენს, ანწლს და სხვა ათასგვარ წამალსა, მაგალითებრ, შაბსა, რკინის არჯაფსა, სპირტსა და ერთგვარს შენარევს ტყვიისას, რომელსაც პროტოქსიდს ტყვიისას ეძახიან ... რატომ აღარ იკითხავენ, რომ ამ ოსტატობით და მეცნიერებით კეთება ღვინისა ღვინის სუნსღა არჩენს ყურძნის წვენს? რატომ არ იკითხავენ, ეგრეთ ნაკეთები ღვინო ღვინოდ ჩაითვლებაღა, ესე იგი იმ მარგებელ სასმელად, რომლისთვისაც ბუნებრივი მართალი ღვინოა დანიშნული?

„ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა, რაც ბუნებური ღვინისათვის საჭიროა ჩვენც იმოდენად ვიცით, რამოდენადაც ევროპელთა.“ - ბრძანებდა ილია. ქართული ღვინის უმთავრესი ღირსება „ბუნებრიობაა“, მხოლოდ „ნატურალობაა“. ღვინის ფალსიფიცირების ხერხები და მეთოდები ევროპიდან რუსეთის გზით ჩვენში შემოსულ ე.წ. „სიახლეთა“ ნაკადს მოსდევდა და ზიანის მეტი არაფერი მოჰქონდა. აქ ილიას მხედველობაში ჰყავდა არა ჭეშმარიტი ევროპელი მეღვინეები, არამედ ისინი ვინც „გამორჩომისათვის“ ყოველგვარ ღონეს ხმარობდნენ და „ბუნებურ“ ღვინოს ათასგვარის „ოსტატობით“ აბევრებდნენ. ილია ჭავჭავაძე ქართველ მეღვინეთა გასაგონად აცხადებდა: „თუ ჰსურთ, რომ რუსეთის ბაზარში ჩვენმა ღვინომ ადგილი დაიჭიროს და ევროპულს, ყალბს ღვინოებს აჯობოს და გზა დააცლევინოს, ეს მარტო იმით შეიძლება მოხდეს, რომ გასამკლავებლათ ყალბ ღვინოს ჩვენი მართალი ღვინო პირში წავუყენოთ. აქ ჩვენი გამარჯვება უეჭველია.“ ამაზე ლოგიკურად და მიზანდასახულად გზის ჩვენება ალბათ ძნელი წარმოსადგენია.

უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გვმოძღვრავს: „ერს, ისევე როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა ღირსებაზე უარის თქმის შედეგია. მაგრამ ასეთი ქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება პიროვნებასაც და ერსაც და იწვევს მის სულიერ დეგრადაციას. საზოგადოება, რომელიც ღირსების განცდას მოკლებულია, განწირულია გადაგვარებისათვის.“ დასავლეთის დემოკრატიის გამომხატველი ეკონომიკური სისტემა ძალზე მაცდურია და მისი ღირსება სათუოა. დასავლეთის დემოკრატიას უნაკლოდ ვერ მივიჩნევთ, იგი მხოლოდ იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც ტოტალიტარული სისტემის ალტერნატივაა. “მესამე სამყაროში“ შიმშილისა და სიღარიბის პასუხისმგებლობა ჩრდილოეთს ეკისრება. განვითარების პოლიტიკა იმპორტული ბარიერების ან უკონტროლო საკრედიტო განაკვეთების ზრდის მეშვეობით სამხრეთის მოუქნელი აზროვნების ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებს გაცილებით მეტს ართმევს, ვიდრე ისინი დახმარების სახით საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან იღებენ.

თანამედროვე ეკონომიკური აზროვნება გვიანდელი ფეოდალური ეპოქის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის - მერკანტილიზმის გამოძახილია. მერკანტილიზმის დოქტრინის არსებითი დებულებაა: “ყოველთვის უკეთესია საქონელი მივყიდოთ სხვებს, ვიდრე ვიყიდოთ, ვინაიდან პირველ შემთხვევაში მიღებული იქნება განსაზღვრული სარგებლობა, მეორეს გარდაუვალი ზარალი მოჰყვება“. ამ დოქტრინის მამოძრავებელი ძალა და ზნეობრივი კოდექსი იყო და არის ზღვარგადასული სიხარბე, მომხვეჭელობა-გამდიდრების წყურვილი თავისი ინტერესების სამსახურში აყენებს კაცთა მოდგმის მიერ შემუშავებულ იდეურ და ზნეობრივ ინტერესებს. ამის შესახებ საქართველოს პარტიარქი წერს: „ისტორიის თანამედროვე ეტაპი მომხმარებლური საზოგადოების ღირებულებათა ზეობის დროცაა. მისთვის მთავარია მიწიერი კეთილდღეობა და არა სულიერი სიმდიდრე. ამიტომაცაა, გამართლება ეძებნება მატერიალური გამდიდრების ყველა საშუალებას. დღეს ბაზარზე საქონლისა და მომსახურეობის შეუზღუდავი წარმოება კი არა, ფული ბატონობს და თუ ეს მომხმარებლური პროცესი დროზე არ შეჩერდა, საზოგადოება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.“

მოსავლიანობის გაზრდის მიზნით ჰერბიციდების, სხვადასხვა აეროზოლების, მინერალური სასუქების არარაციონალური გამოყენებით ირღვევა ეკოსისტემა, შესაბამისად, ადამიანი იღებს საეჭვო ღირსების საზრდოს. ადამიანის ჯანმრთელობისათვის საეჭვო ხასიათის სინთეზური საკვები პროდუქტები, საკვები ანალოგები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ბოსტნეული და კვების მრეწველობაში არასტანდარტული ტექნოლოგიების დანერგვა საშიშროებას უქმნის ადამიანთა მოდგმას.

მალფუჭებადი სურსათის შენახვით ან არაეკოლოგიური ტექნოლოგიებით გამოწვეული ზარალის აღმოსაფხვრელად მსოფლიოს ყველა ქვეყანა საკვებში სხვადასხვა სახის ნივთიერებას ამატებს. სადღეისოდ ევროკავშირის სათანადო სამსახურების მიერ 296 სახის შემავსებელია ნებადართული, ყველა მათგანი ჯანმრთელობისათვის პრაქტიკულად უვნებელ ნივთიერებადაა მიჩნეული, მაგრამ არ გამორიცხავენ გარკვეულ რისკსაც, რადგან არ არსებობს შეფასების უზრუნველყოფის სრული გარანტია, ამიტომ პროდუქციის გარეგნული სახე და საგემოვნო თვისებები მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას არ ნიშნავს. ევროსაბჭოს კანონმდებლობა ამ მხრივ უფრო მეწარმის ინტერესებს იცავს, ვიდრე მომხმარებლისას.

საკვებში ხელოვნური არომატიზატორების და სინთეზური სურნელოვანი ნივთიერებების მასობრივმა გამოყენებამ ადამიანის ჯანმრთელობაზე შეუქცევადი გავლენა უკვე მოახდინა. ქალაქელის სენსორული შეგრძნებები (ყნოსვა, გემო და არა მარტო ესენი) სოფლის მცხოვრებელთან შედარებით გაცილებით უფრო დაჩლუნგებულია, ეს, უდავოდ, ხელოვნურად არომატიზებული საკვები პროდუქტების უპირატესი მოხმარების შედეგია.

კათოლიკოს-პატრიარქი წერს: „მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ხელოვნური მეთოდებით (გენური ინჟინერია, შხამქიმიკატები, მცენარის ზრდის სტიმულატორები და ასე შემდეგ) მიღებული საკუთარი ჭარბი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრები გააფართოონ და სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ბუნებრივი პროდუქციის წარმოება შეაფერხონ, სურთ, საქართველოც თავიანთი გავლენის სფეროდ და მათი სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად გადააქციონ; მით უმეტეს, რომ აქ ხალხის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო იაფფასიანი, უხარისხო ნაწარმის გასაღება პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ტენდენციას ჩვენი პოზიცია და ინტერესები უნდა დავუპირისპიროთ... თვით მოსახლეობასაც შეუძლია ზომების მიღება, - მან უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციაზე, თვითონ უნდა დაიწყოს მიწის დამუშავება და შექმნას მცირე საწარმოები... ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კარგი შესაძლებლობა გვაქვს და ამ სახით მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების პერსპექტივაც.“ ილია მეორის მოწოდებასთან დაკავშირებით შეიძლება ვთქვათ, რომ ამჟამად დედამიწაზე არ არსებობს და, ალბათ, არც უახლოეს პერიოდში გამოინახება სასურსათო უზრუნველყოფის გლობალური პრობლემის გადაწყვეტის უნივერსალური მექანიზმი (მოდელი). ჩვენი აზრით, ამ პრობლემის სიმძიმე დღესაც და მომავალშიც, ეროვნულ (ქვეყნის) დონეზე გადასაწყვეტი იქნება

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია მეორე როცა ბრძანებს, რომ მოსახლეობამ უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციაზე, იგულისხმება, რომ უარი უნდა ვთქვათ ამგვარი პროდუქციის როგორც მოხმარებაზე, ასევე მის წარმოებაზე. საქართველოშიც იწარმოება ფალსიფიკატები, მათ შორის ღვინო. ნუ დავხუჭავთ თვალს და ვაღიაროთ, რომ რუსეთში ექსპორტირებული ღვინის გარკვეული ნაწილი ფალსიფიკატი იყო, ხოლო მწვანილი ნიტრატებით გაჯერებული. ჩვენ ხელისუფლებას სამეცნიერო პუბლიკაციებით „ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ორიენტირები თავსებადი უნდა იყოს“, „მევენახეობა-მეღვინეობის პრობლემების გენეზისი და მათი რეგულირების მიმართულებები“, „In Vino Veritas “ ანუ „ღვინო დაწმენდილი, სასახლე გაწმენდილი“ ვაფრთხილებდით: ქართული ღვინო საკრალურია. განიწმინდენით, ვიდრე შეეხებოდეთ, ხოლო სასახლე გაიწმინდოს უმეცრებისაგან.

წმინდა ილია მართალი წერდა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება.“

ვაი-ვაგლახით დღემდე მოვიტანეთ სამივე.

როგორ მოვუაროთ მამულს? დღეს, როცა მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციის და გლობალიზაციის პროცესებში მცირე სახელმწიფოებისათვის თავის დაცვის შესაძლებლობები კნინდება, რით დავუპირისპირდეთ ამას?

უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გვეუბნება: „სისტემური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით დასავლეთმა კურსი ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სექტორის შედარებით გაძლიერებაზე აიღო, რაც თავისუფალი ბაზრიდან უფრო რეგულირებად ბაზარზე გადასვლას გულისხმობს და, ბუნებრივია, ცალკეული სახელმწიფო ეფექტური მართვის ძიებას დაიწყებს. ჩვენ უნდა გამოვნახოთ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზები.“

თანამედროვე მსოფლიოში კონკურენცია სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელებს შორის კი არა, არამედ ეროვნულ მეურნეობათა მოდელებსა და ეკონომიკის დარგთა ორგანიზაციისა და გაძღოლის ფორმებს შორისაც მიმდინარეობს. ის, რაც ოპტიმალურია ჩინელისათვის, ან ამერიკელისათვის, შეიძლება ჩვენთვის არ იყოს მისაღები. ჩვენ გვაქვს განსხვავებული ეროვნული სპეციფიკა (ხასიათი, ჩვევები), რაც ერის ყოფაცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა სფეროს განსაკუთრებული თავისებურებებით წარმართავს, ჩვენ განსხვავებული გეოპოლიტიკური გარემო, რესურსების პოტენციალი, ბიოგეოკლიმატური პირობები გვაქვს, საიდანაც საკვების შემადგენლობა, კვების თავისებურებები, კვების ხასიათი /კვების ტრადიცია/ და ა.შ. გამომდინარეობს. ეს ბუნებრივია, აგროსასურსათო სექტორის რეფორმირებისა და განვითარების განსხვავებულ მიდგომას, მის განხორციელებას ქართული (ეროვნული ტრადიციების) სპეციფიკის გათვალისწინებით მოითხოვს და არა უცხოეთის რომელიმე ქვეყნის (თუნდაც ძალიან წარმატებულის) გამოცდილების მექანიკურად გადმოტანა-გამეორებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის ეკონომიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ შექმნილ პრობლემათა გადაწყვეტა მხოლოდ აგრარული სექტორის ფარგლებში ვერ მოხერხდება , რადგანაც იგი კომპლექსურ ღონისძიებათა სისტემის შემუშავებას და განხორციელებას მოითხოვს. კერძოდ, საჭიროა შეიქმნას აგროწარმოების განვითარების მყარი საწარმოო და არასაწარმოო ინფრასტრუქტურა, რასაც სასტარტო საფუძველი, ძირითადად, სახელმწიფომ უნდა ჩაუყაროს. ამასთან, საფინანსო, საკრედიტო, სადაზღვევო და სხვა ბერკეტების გონივრული გამოყენებით უნდა მოხდეს სოფლად საქონელმწარმოებელთა ეკონომიკური მოტივის ამაღლება.

ნუ დაგვავიწყდება ერთი პირუთვნელი და ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ჩვენს პრობლემებს ზედმიწევნით ესადაგება: „სიღარიბისა და შიმშილის მიზეზი არა სურსათის ნაკლებობა, კი არა დემოკრატიის დეფიციტია, საერთოდ არადემოკრატიული გარემო და კორუფციაა. ამა თუ იმ ქვეყანაში, შიმშილს სულაც არ იწვევს მხოლოდ საკვები პროდუქტების უკმარისობა გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ინსტიტუციონალური არასრულყოფილება და ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა (გზა, წყალი, ელექტროენერგია, ჯანდაცვა, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, დაუსაქმებლობა და სხვ.)“, - ამარტეა სენი ნობელის პრემიის ლაურეატი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია მთავრობამ სწორად განსაზღვრული პრიორიტეტებით შეიმუშაოს აგრარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია, რაშიც არა უბრალოდ აგრარული კი არა, არამედ უფრო ფართო, - სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის განვითარების პოლიტიკა იგულისხმება, ანუ შეახამოს ერთმანეთთან აგრარული, სოციალური და ყოფითი პრობლემების კომპლექსურად გადაჭრა. ხელი შეეწყოს სახელმწიფოს გადაქცევას სოფლის მეურნეობის პროდუქციის არა მარტო მთავარ დამკვეთად, არამედ მთავარ მყიდველად და განმანაწილებლად იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელი იქნება ბაზარზე მდგომარეობის სტაბილიზება. ამასთან ერთად მისაღებია საკანონმდებლო აქტები „საქართველოს სასურსათო უშიშროების შესახებ“, „მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის დაცვისა და მდგრადი განვითარების შესახებ“, “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“, “აგროპროდუქციასა და მისი აღწარმოებისათვის საჭირო პროდუქციაზე (მომსახურებაზე) ფასების პარიტეტის დაცვის შესახებ“ და სხვა, რამაც ქვეყანაში აგროწარმოების აღორძინებისა და შემდგომი განვითარებისათვის საკანონმდებლო ბაზა უნდა შექმნან.

აგროსასურსათო სექტორის საწარმოო პოტენციალის სრული გამოყენებისა და ქვეყნის სასურსათო უშიშროების გადაჭრის მიზნით შესაქმნელია ისეთი საწარმოო-ეკონომიკური და სამართლებრივი გარემო, რაც უზრუნველყოფს:

- სოფლად საქონელმწარმოებელთა მოტივის ამაღლებას;

- სასურსათო პროდუქციისა და ნედლეულის წარმოების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას;

- თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აგრარული წარმოებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის საწარმოთა ამოქმედებას.

ამ ამოცანის რეალიზაცია გულისხმობს ძირითადი პრიორიტეტების გამოყოფას და მათ თანმიმდევრულ განხორციელებას.

მათგან მთავარია:

- ერთიანი აგროსასურსათო სისტემის შექმნა;

- სოფლად საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურისა და ყოფითი პრობლემების კომპლექსურად გადაჭრა;

- ფინანსური რესურსებით საქონელმწარმოებელთა უზრუნველყოფა, სპეციალური აგროსაკრედიტო და სადაზღვევო სისტემების ფორმირება;

- აგროტექსერვისის, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების აღდგენა და ქვეყნის რეგიონებში მისი შემდგომი განვითარება;

- გლეხურ მეურნეობათა საკონსულტაციო ინფორმაციული მომსახურების, როგორც სისტემის შექმნა და ამოქმედება;

- სოფლად მიწის წვრილმესაკუთრეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნა და მათი საწარმოო და მარკეტინგული კოპერირება;

- სასოფლო-სამეურნეო და აგროპროდუქციის გადამმუშავებელ საწარმოთა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაცია;

- აგროსასურსათო სექტორის განვითარების ხელშემწყობი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, რომელშიც პრაქტიკულად მოიაზრება ეკონომიკური მექანიზმის ყველა ელემენტის გააქტიურება.

საქართველოს აქვს შესაბამისი ბიოგეოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა კომპონენტები (მ.შ. გეოპოლიტიკური), რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის სასურსათო თვითუზრუნველყოფისათვის. ამასთან, ის გამოირჩევა იმითაც, რომ აქ ადამიანის კვებისათვის აუცილებელი თითქმის ყველა სახის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობა და საკმარისი რეზერვია. ეს ნიშნავს, რომ სწორი აგრარული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში საქართველოს შეუძლია სასურსათო უშიშროების მიღწევა სამამულო აგროწარმოების პროდუქციით. დასასრულ, საქართველოს ეკონომიკური (მათ შორის სასურსათო) უშიშროება დამოკიდებული იქნება საკუთარი შრომით შექმნილ გარანტიაზე, რომ ქართველი კაცი დაუბრუნდება, ააღორძინებს სოფელს და შიმშილით არ მოკვდება. ხალხური თქმულება გვეუბნება: „სოფლად ნუ ჩაჰკლავ სიცოცხლეს, ქალაქი წაგვიხდებაო.“ ეს უნდა გვახსოვდეს!

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს:

1. „საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურა არაერთი უძლიერესი იმპერიის გავლენას განიცდიდა, მაგრამ ღვთის განგებითა და ჩვენს წინაპართა ძალისხმევით არასდროს დაგვიკარგავს თვითმყოფადობა“.

2. „საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, თუ ის, თავის ტრადიციებზე დაყრდნობით, შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს.“

3. „ვფიქრობთ, მომავალმა თაობამ უმთავრესი ყურადღება უნდა მიაქციოს სამეცნიერო, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროს, რომ ჩვენი ქვეყანა სრულფასოვან სახელმწიფოდ იქცეს.“

4. „ჩვენი დიდი რესურსია ინტელექტუალური პოტენციალიც. ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს ის სამეცნიერო მონაპოვარი, რაც მას გააჩნია.“

5. „თუ ადამიანში ქართული სულია, თუ მასში ქართული სული ჩქეფს და მას ქართველი წინაპრები ჰყავდა, იგი მოვალეა დაიცვას ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელმაც გადაარჩინა საქართველო.“

6. „ჩვენი წინაპრები აგროვებდნენ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს და ჩვენც უნდა გავაგრძელოთ ეს მამულიშვილური საქმე.“

7. „...საერთაშორისო ბაზარს უნდა შევთავაზოთ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომლის საწარმოო ბაზა საქართველოს მთელი მთა და მთისწინეთია. ეს დიდ მოგებას მოუტანს ხალხს და ააღორძინებს ქართულ სოფელს“.

8. „აუცილებელია, საშუალო და მცირე საწარმოთა დონეზე, მართვის სწორ სისტემაზე დაყრდნობით, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი დარგის სწრაფი განვითარება.“

9. „საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა“.

10. „მიხედეთ მიწას; მიწა დაგაპურებთ და გაგათბობთ თქვენ. ბუნებასთან კავშირი აჯანსაღებს კაცის სულსა და სხეულს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შეიცვალოს ჩვენი დღევანდელი ყოფა, ამაღლდეს ზნეობა, ამუშავდეს ჩვენი წარმოებები, აყვავდეს სოფლის მეურნეობა.“

წინ გვიდევს საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარების სათანადო არგუმენტებით დასაბუთებული პროგრამა. უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ დასახული გზა, ეროვნული ცხოვრების აღორძინების პროგრამა ილია ჭავჭავაძისეული „უკეთესი ქვეყნის შენებისა“, მხოლოდ ერის ერთიანობითა და თანხმობითაა შესაძლებელი. როგორც გიორგი მთაწმინდელი ბრძანებდა: „ერთნებაობითა და თანადგომით“ ქვეყნის მართვა. ქართველ ხალხსა და ქართველ მეცნიერებს ძალუძთ ამ პროგრამის ხორცშესხმა. პროგრამის განხორციელებაში გადამწყვეტი მარეგულირებელი როლი ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს სახელმწიფო მართვის უმაღლესი ბერკეტის - ინსტიტუციონალური რეგულირების პოლიტიკის გამოყენებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ერის მამა ილია ჭავჭავაძე წერდა: „მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავისი ხალხის მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელ საჭიროებას დღემუდამ ჰგრძნობდეს, და მეორეს გზით - მზად იყოს ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა შეძლება ვერ გაწვდება.“ ხოლო ,,საცა მთავრობას სოფლის მეურნეობის საჭიროების გამომთქმელ ორგანოდ თვით საზოგადოება ჰყავს და ამ საჭიროების პასუხის-საგებად და დასაკმაყოფილებლად მარტივი მთავრობითი წყობილება, იქ სოფლის მეურნეობა დღედადღე წინ მიდის ხალხისა და მთავრობის საკეთილდღეოდ.“

ილია მართლი გვასწავლის: „უწარსულოდ აწმყო უფესვო ნერგია, თავგაუტანელი, ფეხ-მოუკიდებელი... ერი თავის გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა ჰსურს და აგრეც არის, საცა ერი ერობს.“ ღრმად მწამს, რომ ქვეყნის სიძლიერე და მთლიანობა წინაპართა და შთამომავალთა კავშირი სწორედ ამგვარ ურყევ ერთობას ეფუძნება.

ილია ჭავჭავაძე პოლიტოლოგიური აზროვნების დონეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან დაახლოებით 130 წლის წინსწრებით განჭვრიტა ის ორი მთავარი ფაქტორი, რომელთა გამოც საქართველოს გამოხსნა რუსული იმპერიის ხელიდან ისტორიული აუცილებლობა იყო:

პირველი, მსოფლიო მიდის დემოკრატიზაციის გზით, დემოკრატია კი კოლონიალიზმს არ იგუებს.

მეორე, რუსეთი ჩამორჩენილია ევროპასთან შედარებით, მას არ აცდიან იმ დიდი ლუკმის მონელებას, რომელიც გადაყლაპული აქვს.

130 წელიწადი პოლიტიკური პროგნოზისათვის ძალიან დიდი დროა!

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოგვმართავს ჩვენ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას: „გახსოვდეთ, მთავარი ბრძოლა ბოროტთან მოგებულია. ...მაშ, იბრძოლეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენ გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. ეს ომია - თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი“.

უწმიდესისა და უნეტარესის პოზიცია შეურყეველია, ბრძნული და სამართლიანი: „ქართველი ერი ვერასოდეს შეეგუება შექმნილ უსამართლობას. ჩვენ ყველასთან მშვიდობა გვინდა, მაგრამ არა ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე.

ისიც მჯერა, ადრე თუ გვიან, აფხაზებიც და ოსებიც მიხვდებიან, რომ მათი გადარჩენა საქართველოსთან ერთობაშია და ეს დღე მით უფრო მალე დადგება, რაც უფრო მალე მოხდება მათიც და თითოეული ჩვენგანის, - საერთოდ ჩვენი საზოგადოების სულიერი ამაღლება.

საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და გაბრწყინდება!“

ბედნიერია ის ერი, ვისაც ჰყავდა ილია მართალი და ჰყავს უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. თუ კარგად გავიაზრებთ ორი ისტორიათ განმსაზღვრელი პიროვნების თითოეულ სიტყვას, ჩვენს თვალწინ მოქმედების ის გეგმა გამოიკვეთება, რომელიც ერს დაკარგულ ფუნქციას დაუბრუნებს და ქვეყანას სასოწარკვეთიდან სიცოცხლისაკენ წარუძღვება.

ქართველებმა ერთხელ საბედისწერო შეცდომა უკვე დაუშვეს და ილია მართლის გზას გადაუხვიეს. შვიდი ათეული წლის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ეს გზა ისევ გამოჩნდა და განათდა. ხელმეორედ გზიდან გადაცდომის ნებას უფლისაკენ შემობრუნებულ ერს თავად განგება არ მისცემს!

20 სულიერება

▲ზევით დაბრუნება


20.1 იმ დღისა და ჟამის შესახებ არავინ იცის...

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

აკაკი მინდიაშვილი
თეოლოგი

ჩვენ არ ვიცით და არც შეგვიძლია ვიცოდეთ, ზუსტი დროისა და ჟამის შესახებ, როდის და რომელ დღეს მოვა უფალი.

ამიტომ ისინი, ვინც ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ თარიღებს ასახელებენ და თარიღებით წინასწარმეტყველებენ, ისინიცრუწინასწარმეტყველნი არიან, რადგან ქრისტემ ამასთან დაკავშირებით ასწავლა მოციქულებს და, მაშასადამე, - ყოველ ჩვენთაგანს:

- ჩვენი საქმე არ არის, ვიცოდეთ დროები ან ვადები,რომელნიც ზეციურმა მამამ თავისიძალაუფლებითა და ხელმწიფებით დაადგინა(საქმე მოციქულთა 1,7).

წმინდა მათეს სახარებიდანაც აცხადებს ქრისტე, რომ იმ დღისა და ჟამის შესახებ არავინ იცის, - არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედმხოლოდ მამამ (მათე 24,36).

და რადგან არ ვიცით, ზუსტი დროისა და ჟამის შესახებ, არ ვიცით, როდის და რომელ დღეს მოვა უფალი (მათე 24,42), ჩვენი ვალია, ყოველდღე ვიფხიზლოთ სულიერად და წმინდა, ღვთისმოსაური, უფლისმცნებათამიერი ცხოვრებით ვიცხოვროთ, რადგან წმინდა ცხოვრების გარდა ვერაფერი ვერ გვაცხოვნებს, ვერაფერი ვერ გადაგვარჩენს მარადიული სატანჯველისაგან. წმინდა ცხოვრების მიღწევა და მოპოვება კი შეუძლებელია იესო ქრისტეს, მისი მხსნელი მოძღვრებისა და მისი წმინდა მართლმადიდებელი, ე.ი. ღვთის მართლად, სწორად მადიდებელი ეკლესიის გარეშე.

ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყოველ დღეს, ყოველთვის მზად ვიყოთ უფალთან შესახვედრად, ვინაიდან რომელ დღესა და საათსაც არ ვფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა მოულოდნელად ძე კაცისა, რათა ყოველი ჩვენგანი, გაამართლოს ან გაამტყუნოს იმ სიტყვებითა და საქმეებით, რომელთაც ამ წარმავალ წუთისოფელში ვთესავთ.

ქრისტეს დიდებით მოსვლის წინ სამწელიწადნახევრის (ე.ი. ორმოცდაორი თვის, 1260 დღის) მანძილზე ისეთი გასაჭირი იქნება, როგორიც წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე არ ყოფილა და არც არასოდეს აღარ იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა (ე.ი. ჭეშმარიტ ქრისტიანთა) გულისათვის შემოკლდება ის დღეები (მათე 24,21-22).

მაშასადამე, მათთვის, რომელთაც ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენა და რწმენისმიერი ცხოვრება ექნებათ, შემოკლდებიან დღეები, რითაც უფალი მორწუნეებს ამშვიდებს და ანუგეშებს, - არ ჰქონდეთ შიში იმისა, რომ სულიერად დაიღუპებიან ურწმუნოთა მსგავსად.

მაშ, ვინ გადარჩებიან?

წმინდა პავლე მოციქულის თქმით, - მხოლოდ ისინი, ვინც სულიერად იფხიზლებენ, ვინც შეიმოსებიან ქრისტიანულ- ეკლესიური ცხოვრების მეშვეობით მტკიცე რწმენისა და სიყვარულის აბჯრითა და სულის გადარჩენის, სულის ცხონების მუზარადით (1 თესალ. 5,8).

ცხადია, როდესაც ადამიანები რწმენას უღალატებენ, როდესაც ურწმუნოება- უსჯულოება გამრავლდება და სიყვარული განელდება, რწმენისაგან განდგომილნი ვეღარ აიტანენ მათ, ვინც რწმენაში მტკიცედ იდგებიან, რადგან მორწმუნეთა ცხოვრება ურწმუნოთა მამხილებელი იქნება; გაჩნდებიან ცრუმოძღვარნი, ცრუწინასწარმეტყველნი, ქრისტემტყუარნი ცრუმოძღვრებებით, ერესებით. ადამიანებს შორის ნდობა და სიყვარული გაქრება, წახდება ზნეობა; რაც უფრო მეტად გამრავლდება ცოდვები, მით უფრო მეტად შემცირდება სიყვარული.

უფალი პავლე მოციქულის პირით გვიწინასწარმეტყველებს, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება უსაზარლესი ჟამი და რომ ამ დროს ადამიანები უკიდურესად თავმოყვარენი და პატივმოყვარენი გახდებიან, - ამპარტავანნი და ამაყნი, მშობლებისადმი უმადურნი, ღვთისმგმობელნი, ურჩნი, ვერცხლისმოყვარენი, ანუ ფულისმოყვარენი.

უკანასკნელი ჟამის ადამიანებისათვის დამახასიათებელი იქნება განსაკუთრებული ურთიერთსიძულვილი, ისინი იქნებიან შეურიგებლები და თავშეუკავებლები, გულსასტიკნი და ცილისმწამებელნი, სიკეთის მოძულენი და მოღალატენი, გაბღენძილები, თავხედები, გამცემები, სიამოვნებათა მოყვარულნი და არა მოყვარულნი ღვთისა, თუმცა მრავალს გარეგნულად ღვთისმოსაური სახეები ექნებათ, მაგრამ გულში ღვთისუარმყოფელები ან მცირედმორწმუნენი იქნებიან (2 ტიმოთელთა 3,1-13).

როდესაც პავლე ამ თვისებებს ჩამოთვლის და უკანასკნელი ჟამის ადამიანებს ახასიათებს, იქვე იმასაც გვასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს მათ მიმართ დამოკიდებულება იმ ადამიანებისა, რომლებიც ქრისტეს სიყვარულს, ქრისტესადმი, მისი წმინდა ეკლესიისადმი, დედა- ეკლესიისადმი ერთგულებას შეინარჩუნებენ.

წმ. მოციქული პავლე გვაძლევს უაღრესად ლაკონურ რჩევას:

„ამათგანცა განეშორე!“ (2 ტიმ. 3,5).

ე.ი. ყველა მსგავს ადამიანს, რომელთა შესახებაც წმ. პავლე გვესაუბრება, უნდა მოვერიდოთ, რადგან დროთა განმავლობაში, პავლეს თქმით, ეს უარყოფითი თვისებები ბოლო ჟამის ადამიანებისა კი არ შესუსტდება, არამედ, პირიქით, თავის უკიდურეს ზღვარს მიაღწევს.

წმ. პავლე მწუხარებით საუბრობს დედაკაცების შესახებ, ქალების შესახებ, რომლებსაც სწრაფვა ექნებათ არა ჭეშმარიტი მოძღვრებისაკენ, არამედ ცრუსწავლებებისკენ, რადგან ეცდებიან თავიანთი ცოდვების სიმძიმე შეიმსუბუქონ რაც შეიძლება იოლი გზით და იფიქრებენ, ეგების ამგვარად როგორმე მიაღწიონ სიწმინდეს, წმინდანობას...

ისინი მუდმივ ძიებასა და სწავლაში იქნებიან, მაგრამ ვერასოდეს მიაღწევენ ჭეშმარიტ შემეცნებას, რადგან შეუძლებელია ჭეშმარიტების შეცნობა ქრისტეს გარეშე: ქრისტე ხომ აცხადებს:

- მე ვარ ჭეშმარიტება (იოანე 14,6)...

ქრისტესა და მისი წმ. ეკლესიის გარეშე მცხოვრებნი მოჩვენებითად ღვთისმოსავი ადამიანები, წმ. პავლეს თქმით, ამ დედაკაცთა სახლებში შეიპარებიან და აცდუნებენ ამ უგუნურ ქალებს, რომლებიც ცოდვებში იქნებიან ჩაფლულნი და უამრავ ხორციელ გულისთქმებს დამონებულნი (2 ტიმ. 3,6). ბოლო ჟამს დიდ პატივში იქნებიან სხვადასხვა ცრუმოძღვრებანი და ცრუმოძღვარნი. ისინიც და მათი მიმდევრებიც მუდმივ წინააღმდეგობასა და ბრძოლაში იქნებიან ჭეშმარიტებასთან, რადგან სარწმუნოებრივად უმეცარი, რელიგიურად გაუნათლებელი და გონებით გარყვნილი ადამიანები იქნებიან და მათი უგუნურება თვალსაჩინო გახდება ყველასათვის. წმ. პავლე გვირჩევს, ამ დროს კიდევ უფრო მეტი ერთგულებით დავდგეთ ქრისტეს ჭეშმარიტ მოძღვრებაში, რწმენით, იმედითა და სიყვარულით წმ. მოციქულებს მივბაძოთ და რაოდენი დევნა, ტანჯვა, დამცირება და აბუჩად აგდებაც არ უნდა შეგვხვდეს ღვთის მტრებისა და ქრისტემტყუარებისაგან, ნათელს წუთისოფლისას, ე.ი. ქრისტეს, რომელიც ბნელში ანათებს, არ განვეშოროთ და უფალიც აუცილებლად გვიხსნის ყოველგვარი ბოროტებისაგან.

წმ. პავლე წინასწარ გვაფრთხილებს, რომ ყველას, ვისაც ჭეშმარიტი ქრისტიანული ღვთისმოსაობით ცხოვრება ენდომება, დევნილი იქნება ბოროტი ადამიანებისაგან, რომლებიც განუწყვეტლივ წინ წაიწევენ უფრო და უფრო უარესი ცხოვრებისაკენ, საკუთარ თავებსაც აცდუნებენ და სხვა მრავალ ადამიანსაც შეაცდენენ (2 ტიმ. 3,13).

და ბოლოს, პავლე მოციქული გვირჩევს, მტკიცედ ვიდგეთ იმაზე, რაც წმ. წერილიდან გვისწავლია და გვირწმუნია ჩვენს საცხოვნებლად. იესო ქრისტე აცხადებს:

- როდესაც მოვა ძე კაცისა, ჰპოვებს კი დედამიწაზე რწმენას? (ლუკა 18,1-8)

მაცხოვარი თავის მოწაფეებს, ასევე ფარისევლებს, თავის მსმენელებს აღუწერს, თუ როგორი იქნება კაცის ძის მოსვლა, როგორი მძიმე ჟამი იქნება, რომელიც წინ უნდა უძღოდეს ქრისტეს მეორედ მოსვლას;

ისეთი მძიმე დღეები დადგება, რომ მოწაფეები, ქრისტეს მიმდევრები ინატრებენ, თუნდაც ერთი დღით მაინც იხილონ იმ უმძიმეს დღეებში ძე კაცისა, მაგრამ ვერ იხილავენო. დიახ, ქრისტეს თუნდაც ერთი დღით ნახვას ინატრებენ, რათა შვება მიიღონ, დაისვენონ იმ მწუხარებათაგან, რომლებიც ქრისტეს დიდებით მოსვლის წინ, ე.ი. ანტიქრისტეს დღეებში იქნება, მაგრამ იმდენად, რამდენადაც უფლის დიდებით მოსვლის დღე ჯერ არ იქნება დამდგარი, ამიტომ, ცხადია, ვერ შეძლებენ მანამდე მის ხილვას; მისი მოსვლა კი მოულოდნელად, მეყსეულად მოხდება, როგორც ელვა ელავს და ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე ანათებს, ასევე იქნება ძე კაცისა თავის დღეს.

ეს ჩვეულებრივი ელვა არ იქნება, რადგან მთელი დედამიწის ცისკიდურზე გამოჩნდება.

ადამიანები უფლის დიდებით მოსვლის წინ სულის ცხონების საქმეში სრულ უზრუნველობასა და გულგრილობას მიეცემიან... იქნება საყოველთაო ზნეობრივი დაცემულობა, კაცთა მოდგმის უკიდურესი ზნეობრივი გახრწნა, სრული სულიერი გაღატაკება და დაკნინება, ისევე როგორც ეს ნოეს დღეებში იყო, ისევე როგორც ლოტის დროს იყო.

ნოეს დღეებში ადამიანები ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ და ეს ხდებოდა ნოეს კიდობანში შესვლამდე. მერე კი მოვიდა წარღვნა და ყველა დაიღუპა იმ ადამიანების გარდა, რომლებიც ნოეს კიდობანში შევიდნენ.

ლოტის დროსაც, როგორც ამის შესახებ წმინდა წერილიდან ამოვიკითხავთ, ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ და ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ, ვიდრე ლოტი სოდომიდან გამოვიდოდა, და შემდგომ ამისა, ზეციდან ცეცხლი და გოგირდი აწვიმა უფალმა და ყველა დაიღუპა.

ასევე იქნება იმ დღესაც, როდესაც ძე კაცისა გამოჩნდება, როდესაც უფალი მოვა დიდებით.

აი, ასეთ უზრუნველ, ამორალურ, ზნედაცემულ, ზნეობრივად უკიდურესად აღვირახსნილ ცხოვრებას მიეცემა მთელი კაცობრიობა მცირე გამონაკლისის გარდა.

შთამბეჭდავია წმ. ნილოს ათონელისეული დახასიათება ამ დღეებისა, ე.ი. ბოლო ჟამის დღეებისა (წმ. ნილოსი 1813-1819 წლებში გარდაცვალების შემდგომ რამდენჯერმე გამოეცხადა ბერმონაზონ თეოფანეს და აუწყა ყოველივე იმის შესახებ, რაც ქვეყნიერების აღსასრულის წინ იქნებოდა). არაერთი მისი წინასწარმეტყველება უკვე ასრულდა, არაერთი - ჩვენს თვალწინ აღესრულება, და ყოველივე ეს კი იმის საფუძველს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ მისი დანარჩენი წინასწარმეტყველებანიც მომავალში აღსრულდება, მათ შორის, წინასწარმეტყველება ათონის მთის შესახებ, რომელსაც ადამიანთა უაღრესი ცოდვითდაცემულობის გამო დედა ღვთისა მოაცილებს თავის საფარველს და მთა ზღვაში ჩაიძირება.

მანამდე ივერიის კარის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ათონს დატოვებს და როგორც მფარველი, უნდა ვიფიქროთ, იმ ქვეყანას მოაშურებს, რომლის სახელსაც მრავალი ასეული წელი ატარებს, - მოაშურებს ივერიას, ჩვენს საქართველოს.

წმ. ნილოს ათონელი აღწერს იმ საყოველთაო ქაოსსა და ანარქიას, რომელიც ცრუმესიის, ე.ი. ანტიქრისტეს დღეებში იქნება.

მთელს დედამიწაზე გამეფდება შფოთი, არეულობა, მტაცებლობა, მრუშობა, სისხლის აღრევა, მამათმავლობა, ადამიანები უკიდურესობამდე, ბოლო ზღვრამდე გაირყვნებიან, იქნება რევოლუციები, მუდმივი კამათი, დავა, პარტიათა ბრძოლა, მაგრამ განუწყვეტლივ დავასა და კამათში ჩაბმულნი ვერასოდეს გააგნებენ თავსა და ბოლოს, ანუ მათი პაექრობა, კამათი, დავა სრულიად ფუჭი და უნაყოფო იქნება; იქნება ისეთი სიძვა- მრუშებანი, ისეთი სქესობრივი გაუკუღმართებანი, ისე დაუბნელდებათ გონება, გაუუწმინდურდებათ გული, გაუმრუდდებათ ცოდვებისაგან სულები ადამიანებს, რომ როგორც წმ. ნილოს ათონელი წინასწარმეტყველებს, ვეღარ მიხვდებიან, ვინ არის და და ვინ არის ძმა, ვინ არის დედა და ვინ არის ძე, აბუჩად იქნება აგდებული ქორწინების საიდუმლო და გვირგვინი საქორწინო, ძმას ეყოლება და ვითარცა ცოლი, დედას - ძე ვითარცა ქმარი, ძე მოკლავს მამას და იმრუშებს დედასთან და ბოროტება და სულიერი უკუნი ჩვეულებრივობად იქცევა. რაც უფრო გამრავლდება ცოდვები, მით უფრო გამრავლდება უბედურებანი, რომლებიც ბოლო ჟამის ადამიანებს დაატყდებათ თავს. რაც უფრო გამრავლდება ცოდვები, მით უფრო მეტად გაუქრებათ ადამიანებს სინანული ცოდვათა თვისთა გამო, რაც უფრო მეტად გაუქრებათ სინანული ცოდვათა თვისთა გამო, მით უფრო მეტად გაუსასტიკდებათ და გაუზულუქდებათ გულები, - ადამიანები უკიდურესად გულზულუქნი და გულსასტიკნი გახდებიან. ღვთისაგან განდგომილი და ღვთისმებრძოლი ბოლო ჟამის ადამიანები მხოლოდ ბოროტებაზე იფიქრებენ, მხოლოდ ბოროტებაზე ილაპარაკებენ, მხოლოდ ბოროტების გამო დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ანუ იქნება უაღრესი ურთიერთგათიშულობა, ანგარება, მხოლოდ მიწიერზე ზრუნვა, ფულის სიყვარული, უსჯულოება, სიცრუე, უსიყვარულობა. ამიტომაც ამბობს უფალი: -

მე რომ მოვალ, ნუთუ რწმენა კიდევ იქნება დედამიწაზე?! (ლუკა 18,8).

ე.ი. იმდენად მცირე რაოდენობის ადამიანები შეინარჩუნებენ ცოცხალ, მართალ რწმენას ჭეშმარიტი ღვთისას, რომ მათი რიცხვი არც კი გამოჩნდება ურიცხვ ურწმუნო და არასწორად მორწმუნე ადამიანების უზარმაზარ მასასთან შედარებით.

საყოველთაო ვერცხლისმოყვარეობა, სიცრუე, ბოროტება, უსჯულოება, ღვთის შიშის დაკარგვა, საშინელი სამსჯავროს დავიწყება, მიწიური, წარმავალი საზრუნავებისადმი სრული დამონება, ცოდვებით, მათ შორის, სიძვა- მრუშებებით თავმოწონება. მომავალი მარადიული ცხოვრების დავიწყება, სრული უსიყვარულობა, ურთიერთსიძულვილი, ცილისმწამებლობა და შურიანობა და ა.შ. და ა.შ. - ნოყიერ ნიადაგს მოამზადებს ადამიანთა გულებში ანტიქრისტეს მისაღებად, რომელიც საიდუმლო სიძვით, ანუ ხელოვნური ჩასახვის გზით ჩაისახება და რომელშიც თავს მოიყრის ქვეყნიერებისათვის ცნობილი ყოველგვარი ბოროტება და ყოველგვარი ბიწიერება.

ცრუმესია, ანტიქრისტე გულით მელია იქნება, სულით - მგელი, მისი სულიერი საკვები იქნება - ხალხების შიში. ქრისტე ამბობდა: ჩემი საკვები ჩემი ზეციური მამის ნების აღსრულებააო. ანტიქრისტეს საკვები კი იქნება მისი მამის - ეშმაკის ნების აღსრულება, ანუ აღსრულება იმ ბოროტი საქმეებისა, რომლებიც ეს-ესაა, რაც ჩამოვთვალეთ.

ის ადამიანები, რომლებიც ანტიქრისტიანული სულისკვეთებით მცხოვრებნი იქნებიან, ანტიქრისტეს არა მარტო დედამიწის, ქვეყნიერების მბრძანებლად და ხელმწიფედ, არამედ საკუთარ სულთა და გრძნობათა მბრძანებლად და ხელმწიფედაც მიიღებენ...

მაშასადამე, როგორც წმ. წერილიდან, უშუალოდ თვით უფლის წინასწარმეტყველური სიტყვებიდან ვიგებთ, უფლის დიდებით მოსვლის წინ სრულიად ზნედაცემულ და სულის ხსნის, სულის გადარჩენის მხრივ გაუგონარ და წარმოუდგენელ უზრუნველობასა და უდარდელობას მიეცემიან ადამიანები. ამიტომ გვაფრთხილებს უფალი:

- ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი... განუწყვეტლივ მზად იყავ, რადგან რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა (მათე 24, 42,44). მოვა ის იმ დროს, როცა არ ელით, და იმ ჟამს, როცა არ იცით.

მაშ, იმ დღისა და ჟამის შესახებ, ე.ი. ქვეყნიერების ბოლო ჟამისა და დღის შესახებ არავინ იცის, - მათ შორის, - არც ზეციურმა ანგელოზებმა (მათე 24,36), რომლებიც თუმცა კი აღწევენ ღვთიურ საიდუმლოებებში, მაგრამ არ იციან ის, რაც მათთვის ღვთისაგან არ არის გახსნილი და გამჟღავნებული.

ეს დღე და საათი საიდუმლოთია დაფარული.

ასე რომ, ჩვენ არ გვევალება მისი ცოდნა, - ყოველგვარი ცნობისმოყვარეობა აქ უადგილოა. ჩვენთვის სრულიად საკმარისია ის ნიშნები, რომლებიც უფლისგან მოგვეცა (მათე 24). დროისა და წლების განსაზღვრას რაც შეეხება, - ეს ზეციურმა მამამ თავის ნებაში მოაქცია.

არც ძემ იცისო (მათე 24,36), - ამბობს უფალი იესო ქრისტე, მაგრამ განა შეიძლებოდა ეს არ სცოდნოდა მას, ვისგანაც ყოველივე შეიქმნა, ვინც იცის თითოეულის საიდუმლო, რადგან თუ მან შექმნა საუკუნეები, შექმნა დრონიც. და რადგან შექმნა დრონი, უდავოა, რომ შექმნა დღეც! როგორ შეიძლება არ იცოდეს ბოლო დღე ძემ, მით უფრო, რომ არსის შეცნობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დღის შეცნობა.

თუ შენ კითხულობ დღესა და საათს, მაშინ ვერაფერს გაიგონებ ჩემგან, ხოლო თუ იკითხავ საერთოდ დროსა და მიმანიშნებელ ნიშნებზე, არ დაგიფარავ არაფერს და ყოველივეს დაწვრილებით აგიხსნი. ძემ ბოლო დღის შესახებ იცის, როგორც ღმერთმა, მაგრამ თავის თავს მიაწერს არცოდნას ამ დღისა, როგორც ადამიანი, თუმცა, ცხადია, იმ ნიშნების მიხედვით, რომელთაც ჩამოთვლის, უნდა უდავოდ ვიგულისხმოთ, რომ ძე კაცისამ იცოდა მეორედ მოსვლის დღისა და საათის შესახებ. აი, ის, რაც შეიძლება ვიგულისხმოთ მაცხოვრის სიტყვებში, რომ იმ დღისა და ჟამის შესახებ, არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ - მხოლოდ მამამ (მათე 24,36).

ნეტარი თეოფილაქტეს მიხედვით, როდესაც იესო პასუხობს მოციქულებს:

მე არ ვიცი, არამედ იცის მხოლოდ მამამ.

სინამდვილეში მან იცის დღე და საათი, რაც ჩანს შემდეგი მოსაზრებიდან:

ყველაფერი, რაც აქვს მამას, ის აქვს ძესაც; თუ მამამ იცის დღე, მაშინ, რა თქმა უნდა, იგივე იცის ძემაც.

ეს უფრო ნათელი ხდება ასეთი მსჯელობით: ნუთუ დასაშვებია, რომ დღე არ იცოდეს ძემ, რომელიც ხედავს ყოველივეს, რაც იმ დღეს უძღვის წინ? მან ვინც წმინდა კართან მიგვიყვანა, ცხადია, იცის კარიც და არ გაგვიღო „იმ დღის“ ცოდნის კარი ჩვენივე სარგებლისათვის. ჩვენთვის ცუდია იმის ცოდნა, როდის იქნება, როგორც თითოეული ჩვენგანის, ისე ქვეყნიერების აღსასრული, რადგან ასეთ შემთხვევაში უზრუნველნი გავხდებოდით სულის ცხონების საქმეში, ხოლო რადგან არ ვიცით ის დღე, ეს არცოდნა გვაიძულებს, ყოველდღიურად სულიერად ვფიხზლობდეთ და ვმღვიძარებდეთ.

ქვეყნიერების აღსასრულის ჟამის განსაზღვრაში თვით წმინდა მამებიც კი ცდებოდნენ. მაგ. წმ. იოანე ოქროპირი, ეს დიდი მამა მართლმადიდებელი ეკლესიისა წერდა, რომ ქვეყნიერების აღსასრულს „ოთხასი წლისათვის“ უნდა ველოდოთო. ის ამბობდა:

მე არ შევცდებიო, - და შეცდა! - ეს ქვეყნიერება როგორც ვხედავთ, დღემდე არსებობს. წმ. თეოდორე სტუდიელი, როდესაც ხატმებრძოლობა იყო, ფიქრობდა ქვეყნიერების აღსასრულზე VIII-IX საუკუნეებისათვის. წმ. ტბელ აბუსერიძე ამ დღის დადგომას მე-14 საუკუნისათვის ვარაუდობდა.

თავის დროზე წმინდა ამბროსი ოპტელი და სხვა მრავალი მამა წინასწარმეტყველებდა ქვეყნიერების აღსასრულს, მაგრამ, მადლობა უფალს, აღსასრული ამ ქვეყნიერებისა ჯერ კიდევ არა ჩანს. სიცოცხლე გრძელდება. ამის შესახებ დაწვრილებით წერს არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) თხზულებაში „გადამხდელთა საიდენტიფიკაციო ნომერი“ და ის, რომ ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ ცდებოდნენ წმ. მამები, თან ასეთი დიდი წმინდა მამები, ამით უფალმა კიდევ ერთხელ მოგვცა სწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ დროისა და ჟამის შესახებ მხოლოდ ღმერთმა უწყის.

იესო ქრისტემ თავისი დიდებით მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშნები წინასწარ გვაუწყა და გაგვიმხილა მაშინ, როდესაც ჰკითხეს ელეონის მთაზე მოწაფეებმა:

- გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი - სასწაული, და ქრისტემ მიუგო მათ პასუხად: -

გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ, რადგან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ (მათე 24,3-5).

მართლაც, დღეს უამრავი ცრუწინასწარმეტყველი და ცრუქრისტეა, მრავალი ცრუმოძღვრებაა მთელს დედამიწაზე.

ქვეყნიერების აღსასრულის წინა ნიშნებს რომ ჩამოთვლის, ქრისტე ამბობს, რომ მოისმენთ ომების შესახებ და ომების ამბებს: იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული, რადგან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილი და ადგილ-ადგილ მიწისძვრანი. ხოლო ყოველივე ეს მხოლოდ მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.

ჭეშმარიტ ქრისტიანებს გადასცემენ სატანჯველად, მრავალი მოწამეობრივად მოკვდება და მოიძულებენ ქრისტიანებს ქრისტეს სახელის გამო. მაშინ ბევრნი ცდუნდებიან. ურთიერთს გასცემენ და ერთმანეთს შეიძულებენ. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი გაჩნდება და ბევრს შეაცდენენ.

უსჯულოება და ურწმუნოება გამრავლდება, ადამიანებს გულები დაეცლებათ სიყვარულისაგან და მოუახლოვდებათ დიდი სიცარიელე. სახარება მთელ მსოფლიოს, ყველა ხალხს ექადაგება და აი, მაშინ დადგება დასასრული, - იქნება უფლის მეორედ მოსვლა (მათე 24,6- 14). წმ. პეტრე მოციქულის წინასწარმეტყველებით, ღვთის მოსვლის დღეს ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი კი დაიწვებიან და ამის შემდეგ უფლის აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე (1 პეტრე 3,12-13). როგორც აღვნიშნეთ, უფლის დიდებით მოსვლის წინ იქნება უმძიმესი დროება, დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და არც აღარასოდეს აღარ იქნება (მათე 24,11). მაგრამ ქრისტეს მიერ გამორჩეულებმა, ქრისტეს ერთგულებმა მოთმინებით უნდა გადაირჩინონ სული:

ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს (მათე 24,13).

ვინც შეინარჩუნებს რწმენას და რწმენისმიერ საქმეებს, ე.ი. ცოცხალ რწმენას - სარწმუნოებრივ ცხოვრებას, ვინც დაიცავს ჭეშმარიტებას, დაიცავს ქრისტეს და მის წმინდა ეკლესიას არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც, და თუ საჭირო იქნება, მოწამეობრივი სისხლითაც, - ის ცხონდება, ის გადარჩება.

ქრისტეს დიდებით მოსვლას - მეორედ მოსვლას წინ უნდა უძღოდეს მრავალი უბედურება ყველა სფეროში, ადგილი ექნება გაუკაცრიელების სისასტიკეს, როდესაც მოვა ცრუ მესია, - „კაცი იგი უსჯულოებისა, შვილი იგი წარსაწყმედილისა“, რომელსაც მსოფლიოს ხელმწიფედ აღიარებენ (არსებობს წინასწარმეტყველებანი, რომელთა თანახმად საქართველო - ივერია ერთადერთი ნეტარი კუნძული იქნება მთელს დედამიწაზე, სადაც ცრუქრისტე, ცრუმესია ვერ გაბატონდება).

ნუ დავიძინებთ, ნუ ჩავთვლემთ სულიერად, ნუ ვიქნებით გულგრილნი და უზრუნველნი სულის ცხონების საქმეში.

ყურადღებიანები ვიყოთ დროის ნიშნების მიმართ და ყოველდღე მზად ვიყოთ უფალთან შესახვედრად, რადგან არ ვიცით, რა დროს მოვა იგი. მუდამ ვიფხიზლოთ სულიერად და მოუბეზრებლად ვილოცოთ, რათა შევძლოთ ყველა აქ ჩამოთვლილი უბედურების თავიდან აცილება, უფალთან გამართლება და ჩვენს მარადიულ სამშობლოში - ზეციურ სამოთხეში დამკვიდრება.

* * *

დღეს ადამიანები აპოკალიფსური ცნობიერებით ცხოვრობენ. სერაფიმე როუზის თქმისა არ იყოს, სულიერად ბრმა უნდა იყო,ვერ გრძნობდე და ვერ ხედავდე, რომ ეს ქვეყნიერება, ეს წუთისოფელი, რომელიც წმ. იოანე ღვთისმეტყველის თქმით, ბოროტებაშია ჩაფლული, რომელიც ცოდვებში წევს, როგორი სიჩქარით, როგორი მოსწრაფებით ირღვევა.

მაგრამ, მადლობა უფალს, ხსნა და გადარჩენა, სულის ცხონება და მარადიული ნეტარების, ზეციური სამოთხის მოპოვება, ვინც მოინდომებს, ყველას შეუძლია.

შეგახსენებთ ამასთან დაკავშირებით წმ. იოანე ოქროპირის მანუგეშებელ სიტყვებს:

გინდა გადარჩენა? - იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგწირავს შენ.

ეკლესიაა შენი ყველაზე საიმედო ზღუდე. თუ ამ ზღუდის შიგნით დარჩები, თუ ქრისტე წმინდა ეკლესიის წევრი იქნები, მაშინ სატანა ხელს ვერ გახლებს, თუ არადა, მოგიტაცებს და გაგანადგურებს.

ნუ აარიდებ თავს ეკლესიას.

ამქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია. ეკლესიაა შენი იმედი და მასშია შენი ნამდვილი ბედნიერება!

მაშ ასე: უფალი თავისი დიდებით მოსვლის დროზე, წმ. ბასილ დიდის თქმით, იმიტომ გაჩუმდა, რომ ჩვენთვის სასარგებლო არ არის მისი ცოდნა, რადგან მუდმივი მოლოდინი ქრისტეს მეორედ მოსვლისა და საყოველთაო განკითხვისა, ჩვენ უფრო გულმოდგინეებს, უფრო ბეჯითებსა და უფრო ერთგულებს გვხდის ღვთისმოსაობაში, ხოლო იმის ცოდნა, რომ სამსჯავრომდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ან რომ ეს ამა და ამ წლის ამა და ამ დღესა და საათს იქნება, ჩვენ, ადამიანებს, უფრო უმოქმედოებს, უფრო ცოდვილებს გაგვხდიდა იმ იმედით, რომ ვიფიქრებდით, - ჩვენი სულის ხსნისა და გადარჩენის საქმეს, ვთქვათ, მომავალი წლიდან ან სიკვდილის წინა დღეებიდან შევუდგებითო, რაც ადამიანთა მოუნანიებელ ცოდვებს უსაზომოდ გაამრავლებდა.

ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ თარიღის არათუ ცოდნა და გამოკვლევა, არამედ თვით ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამოჩენაც კი არ გვევალება.

ქრისტეს დიდებით მოსვლის დროსა და ჟამს იდუმალების ფარდა გადააფარა უფალმა იმდენად, რომ არა თუ კაცნი, არამედ თვით ზეციური ანგელოზებიც კი ვერ სწვდებიან...

* * *

უფლის დიდებით მოსვლის წინ უფალი ღმერთი დედამიწაზე დააბრუნებს წმ. ილია და ენოქ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ღმერთმა ზეციურ სამოთხეში ცოცხლად აიყვანა, - მათ ფიზიკური სიკვდილი არ შეხებიათ.

როდესაც მართალი ნოესა და ენოქის ცხოვრებას ვეცნობით, წმინდა წერილიდან ვგებულობთ, რომ ისინი ღვთის წინაშე ვიდოდნენ, სახელდობრ, წმ. ენოქის შესახებ, რომელიც წმინდა იუდა არაისკარიოტელის თქმით, წარღვნის შესახებ წინასწარმეტყველებდა, „ბიბლიაში“, ძველ აღთქმაში, კერძოდ „დაბადებაში“ ვკითხულობთ, რომ ენოქი ღმერთთან დადიოდა, ღვთის წინაშე დადიოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ენოქი ღვთისმოსაწონად ცხოვრობდა, საღვთო ზნეობის მიხედვით წარმართავდა საკუთარ ცხოვრებას ღვთისყველგანმყოფობისა და ყოვლადძლიერების რწმენითა და განცდით არსებობდა. ღმერთი მას არასოდეს არ ავიწყდებოდა. მას ყოველთვის შეეძლო, შეეგრძნო და განეცადა მუდამ მასთან მყოფი, მის წინაშე მყოფი უფალი, რომელთან თანხმობის გარეშეც არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებდა, ღვთის საწინააღმდეგო არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამდა და ღვთის საწინააღმდეგო არც ერთ მოქმედებას არ აღასრულებდა. და მას, ენოქს, ამ ღვთისმოსაწონი და ღვთისსათნო ცხოვრების გამო სიკვდილი არ უხილავს, როგორც მის შესახებ პავლე მოციქული წერს:

ენოქი ღმერთმა წაიყვანა და წაყვანამდე ღვთისაგან მიეცა დამოწმება, რომ მან ღმერთს აამა და რომ ის ღმერთს სათნო ეყო (ებრაელთა 11,5).

„დაბადებაში“ („შესაქმეში“) წმ. ენოქის შესახებ შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ ის ღმერთთან დადიოდა და აღარ იყო, რადგან ღმერთმა წაიყვანა, ე.ი. ის სიკვდილით არ მომკვდარა.

სიკვდილის გარეშე ცად იქნა აყვანილი ელია წინასწარმეტყველიც (4 მეფეთა 2).

ასეთივე სასწაულებრივი ცადაყვანა ენოქის ცხოვრებაშიც მოხდა (ებრაელთა 11,5).

და როგორც „ბიბლიიდან“, მათეს სახარებიდან, ასევე ლუკას სახარებიდან და „აპოკალიფსიდან“ (11,3), ასევე არაერთი წმინდა მამის წინასწარმეტყველებიდან ვიცით, ელია და ენოქი ღვთის ნებით დაბრუნდებიან დედამიწაზე და უქადაგებენ დარჩენილ კაცობრიობას, რომ ანტიქრისტე არ არის ქრისტე და რომ ანტიქრისტეს ცრუსასწაულთაგან და ქადაგებათაგან თავდასაცავად რაც შეიძლება ხშირად გამოისახონ ჯვარი. გარდა ამისა, მათი წინასწარმეტყველური და მქადაგებლური მოღვაწეობის მიზანი იქნება მართალთა ნუგეშინისცემა მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს წინ. მათ ძაძები ეცმევათ როგორც მქადაგებლებს. ენოქმა, ისევე როგორც ელიამ, „ღვთისმოსავი ცხოვრებით“, „ღვთის მუდმივი ხსოვნით“, „ღვთის წინაშე სიარულით“ ღვთისაგან უდიდესი ჯილდო დაიმსახურა - ის არ მომკვდარა, მისი სხეული არ გახრწნილა.

წმ. ელია და ენოქი „გამოცხადებაში“ („აპოკალიფსში“) მოხსენიებულნი არიან ორ მოწამედ, რომლებიც ძაძებით შემოსილნი, ათას ორას სამოც დღეს იწინასწარმეტყველებენ, როგორც ვთქვით, ანტიქრისტეს დღეებში და გარკვეულ დრომდე ვერავინ ვერ შეძლებს რაიმე ვნება მიაყენოს მათ. ხოლო როდესაც ისინი თავიანთ დამოწმებას დაასრულებენ, ანტიქრისტე შეებრძოლება და დახოცავს.

ამ ორი დიდი წმინდანის გვამები ქუჩაში ეყრება, დიდი ქალაქის ქუჩაში, იმ ქალაქისა, რომელსაც „გამოცხადებაში“ „სულიერი სოდომი“ და „სულიერი ეგვიპტე“ ეწოდება, სადაც, როგორც წმ. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ჯვარს ეცვა ამ ორი მოწამის უფალი.

დედამიწის მკვიდრნი დიდად გაიხარებენ მათი სიკვდილის გამო.

სამნახევარ დღეს არ მისცემენ დაკრძალვის უფლებას და მათი სიკვდილით გახარების ნიშნად ადამიანები ერთმანეთს საჩუქრებს გაუგზავნიან...

სამნახევარი დღის შემდეგ უფალი აღადგენს ორივეს მკვდრეთით, ღვთისაგან სიცოცხლის სული შევა მათში და შიშის ზარი დაეცემა ყველას. ციდან მათ მიმართ იქნება ხმა: - ამოდით აქ! - და ისინიც ღრუბლით იქნებიან ზეცად აყვანილნი და როგორც კი ავლენ ზეცად წმ. ელია და ენოქი, იმ დროს მიწისძვრა მოხდება, ქალაქის მესამედი დაინგრევა, შვიდი ათასი კაცი დაიღუპება და მხილველნი ყოველივე ამისა დიდებას აღავლენენ ღვთის მიმართ.

ის რომ, ჭეშმარიტად ელია და ენოქი იქნება ეს ორი მოწამე, უტყუარია, რადგან სწორედ ეს ორნი გაექცნენ ჩვეულებრივ ადამიანურ სიკვდილს, მაშინ როდესაც სიკვდილი ადამიანთა მოდგმის საერთო ხვედრია. როგორც პავლე მოციქული ამბობს:

- ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და შემდეგ - განკითხვა (ებრაელთა 9,27).

ეს ორი ძლევამოსილი წინასწარმეტყველი, რომლებიც სიცოცხლეშივე ღვთის წინაშე ვიდოდნენ, იქნებიან მთელი კაცობრიობის წინაშე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს დამმოწმებელნი და ანტიქრისტესა და მისი ცრუწინასწარმეტყველის მამხილებელნი.

მათ, აი, ამ ორ დიდ მქადაგებელსა და წინასწარმეტყველთ ღვთისაგან სასწაულთმოქმედების ძალა მიეცემათ. მათ სიტყვებს განსაკუთრებული სასწაულებრივი ძალა ექნებათ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ათას ორას სამოცი დღის მანძილზე, ანუ სამწელიწადნახევრის განმავლობაში უფლის მეორედ მოსვლამდე. ვინც მათ ქადაგებას არ მიიღებენ, არ მიიღებენ მათ სიტყვებსა და ქადაგებებს სინანულის შესახებ, ჯვრის სასწაულებრივი ძალის შესახებ, მამხილებელ ქადაგებებს ანტიქრისტეზე, სულიერად დაიღუპებიან. ხოლო მათგან ისინი, რომლებიც ამ ორი მოწამისა და მოწმისათვის ზიანის მიყენებას გადაწყვეტავენ, წინასწარმეტყველთა პირიდან ცეცხლი გამოვა და შთაინთქმებიან. აქ უნდა ვიგულისხმოთ, რომ მათ სიტყვებს უჩვეულო, სასწაულებრივი, განსაკუთრებული ძალა ექნებათ.

და როცა ისინი ყოველივეს აღასრულებენ, რაც ღვთის განგებულებაში შედის, მათთვის განკუთვნილი, მათთვის განსაზღვრული დრო დამთავრდება, და ამდენად მათი ხელშეუხებლობისა და ძლიერების ვადაც დასრულდება.

როგორც წმ. იოანე ღვთისმეტყველი წერს „აპოკალიფსში“ - როდესაც ელია და ენოქი დაამთავრებენ დამოწმებას, უფსკრულიდან ამოვა „მხეცი“, შეებრძოლება მათ და გაიმარჯვებს, მოკლავს მათ, ანუ ეშმაკი ანტიქრისტეს, ცრუმესიას თავის ძალაუფლებას გადასცემს.

ხალხი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ დაკრძალავს ამ წმინდანებს, მათ სიკვდილს იზეიმებს, საჩუქრებს მიართმევენ ერთმანეთს, რის შესახებაც უკვე მოგახსენეთ.

აქედან რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს? - ის, რომ ხალხი სულიერად უკიდურესად გაღატაკებული იქნება, ზნეობრივად იმდენად დაცემული და დაკნინებული, რომ წმინდანები, წმინდანობა და წმინდა ცხოვრება საძაგელი გახდება მათთვის, ხოლო იმდენად ძვირფასი იქნება მათთვის ცრუქრისტე- ანტიქრისტე, რომელშიც თავს მოიყრის ყოველგვარი ბოროტება, რომ ანტიქრისტეს წმინდანთა მოკვლის გამო კი არ განსჯიან და კი არ ამხლენ, არამედ შეაქებენ და განადიდებენ, ზეიმი ექნებათ ანტიქრისტეს მიერ მათი მოკვლის გამო.

იზეიმებენ და იდღესასწაულებენ იმის გამო, რომ წმ. იოანე ღვთისმეტყველის თქმით, ეს ორი წინასწარმეტყველი აწამებდა დედამიწის მკვიდრთ.

ცხადია, უაღრესად საინტერესოა ჩვენთვის, რით აწამებდა ეს ორი წინასწარმეტყველი დედამიწის მკვიდრთ?

ამ უკანასკნელთ აწამებდა ქადაგება ღვთის ამ რჩეული ადამიანებისა სიწმინდეზე, ჭეშმარიტებაზე, სინდისზე, სულის ცხონებაზე და ყოველივე ეს კი მათ იმ სიტკბოებას ურღვევდა, რომელშიც ისინი საკუთარი ცოდვებისა და ცოდვიანი ცხოვრების გამო იმყოფებოდნენ.

დღესაც მრავალი ჩვენგანი, დედამიწის მრავალი მკვიდრი - ღვთის საწინააღმდეგო, არაქრისტიანული ცხოვრების წესით, მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე ვდევნით ჩვენი ცხოვრებიდან ქრისტეს, მოვითხოვთ ქრისტესაგან - წავიდეს ჩვენგან, გაგვეცალოს, რადგან მისი პიროვნება, მისი სიტყვა, მისი მოწოდებანი, მისი წმინდა ნება, მისსავე მაცხოვნებელ მოძღვრებაში გამოხატული, დრო და დრო, ჟამიდან ჟამზე მაინც გვაფხიზლებს და ხელს გვიშლის მთლიანად ჩავიძიროთ უკეთურობათა, მანკიერებათა და ბიწიერებათა სულის დამღუპველ ცოდვიან სიტკბოებაში, უფლისაგან მოვითხოვთ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, მაშინაც გაგვეცალოს, როდესაც ინდიფერენტულნი ვხვდებით მოყვასთა მიმართ - ავადმყოფობების, უძლურებების, მატერიალური თუ სულიერი შეჭირვებებისა და ძნელბედობების ჟამს, არ გვახსოვს უფლის გაფრთხილება იმ სიტყვებით, რომელთაც მოყვასთა ბედისა და მდგომარეობისადმი გულგრილი ადამიანები თვით უფლისაგან მოისმენენ საშინელ სამსჯავროზე საყოველთაო განკითხვისას შემდეგ სიტყვებს:

- როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ და ასეთები წავლენ მარადიულ სატანჯველში, ხოლო მართალნი - მარადიულ ნეტარებაში (მათე 25,45-46).

და როდესაც ღვთისმგმობელნი მოკლავენ ელიასა და ენოქს, სამდღენახევრის შემდეგ ღმერთი აღადგენს მათ მკვდრეთით, - ესეც ღვთის მოწყალების გამოხატულება იქნება ადამიანების მიმართ, რადგან ელიასა და ენოქის მკვდრეთით აღდგომა დასტური, ცხადი დასტური იქნება ღვთის ყოვლისშემძლეობისა და იმისა, რომ ეს ორი წინასწარმეტყველი და მქადაგებელი ღვთის მიერ ადამიანთა გონს მოსაყვანად იყო გამოგზავნილი ზეციდან. გარდა ამისა, უფალი ზეცად რომ აამაღლებს მათ სიტყვებით: - ამოდით აქ! - ღმერთი ამითაც მიანიშნებს იმდროინდელ ადამიანებს მათ უსჯულო და ღვთის საწინააღმდეგო ცხოვრებაზე, რის გამოც, ბუნებრივია, იმ ადამიანებს დიდი შიში შეიპყრობთ: მიწისძვრა, ქალაქის მეათედის დანგრევა და შვიდი ათასი კაცის სიკვდილი ღვთის სასჯელი იქნება ქალაქის მცხოვრებთა უსჯულოებისა და მოუნანიებელი ცხოვრების გამო. ვინც ცოცხალნი გადარჩებიან, რამდენადაც ისინი მეტისმეტად უღვთო ცხოვრებას ეწეოდნენ, მაინც არ მოექცევიან ღვთისაკენ იმ შიშის გამოც კი, რომელიც მათ დაეუფლებათ ამ სასწაულების ხილვის გამო. მაგრამ „აპოკალიფსის“ გამოთქმამ, რომ ცოცხლად დარჩენილებს შიში მოიცავს და დიდებას მიაგებენ ღმერთს, შეიძლება ისიც გვაფიქრებინოს, რომ მათ, რომელთაც დიდება მიაგეს ზეციურ ღმერთს, თავიანთი უღმერთობა შეინანიეს და მოექცნენ.

ისე რომ, ელია და ენოქი ღვთის წინაშე ვიდოდნენ მთელი ცხოვრება, საწინდარი გახდა იმ ჯილდოსი, რაც მათ ღვთისაგან მიიღეს, როცა ცად იყვნენ ცოცხლად აყვანილნი, ხოლო ადამიანთა მოდგმის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე საშინელ წლებში ღმერთი მათ კაცთა ნუგეშად მოავლენს.

ღვთის წინაშე სიარულისაკენ მოგვიწოდებს უფალი მიქა წინასწარმეტყველის პირითაც, როდესაც აცხადებს:

- ადამიანო, ხომ გეუწყათ, თუ რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი?

ითხოვს სიმართლის ქმნას, წყალობას, სიყვარულს და ღვთის წინაშე მოწიწებით სიარულს (მიქ. 6,8).

იგივეა ნათქვამი მართალი ნოეს შესახებაც, რომ იმ დროს ადამიანებს შორის მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში (დაბადება 6,8) და რომ მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში და რომ ღმერთთან დადიოდა, ნოე გამორჩეული ადამიანი იყო, იგი ზნეობრივი ცხოვრებით თავისი თანამედროვეებიდან, რომლებიც უკიდურესად არაზნეობრივი, უაღრესად ცოდვიანი ცხოვრებით გამოირჩეოდნენ (მათე 24,37-38; 1 პეტრე 3,20).

დიახ, ღვთის წინაშე მოწიწებით სიარულში, ღმერთთან ურთიერთობაშია ჩვენი მარადიულ სიცოცხლეში, ანუ ცათა სასუფეველში ყოფნა.

ამიტომ როდესაც ღმერთთან ურთიერთობის გარეშე ვარსებობთ, - უპირველეს ყოვლისა, ღმერთთან ლოცვითი ურთიერთობა მაქვს მხედველობაში, - მაშინ ჩვენ არსებითად ვწყვეტთ სულიერ ცხოვრებას.

ღმერთთან ურთიერთობა ყოველწამიერი, ყოველწუთიერი, ყოველდღიური, ერთი სიტყვით, განუწყვეტელი უნდა იყოს.

წმ. ისააკ ასურის შენიშვნით: ყოველი წამი, როდესაც ღმერთზე არ ფიქრობთ,დაკარგულად ჩათვალეთ იგი.

გახსოვდეს მუდამჟამს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე!

მაშ, ასე, ძვირფასებო, სულიერად ვიფხიზლოთ, რადგან არ ვიცით, რომელ დღეს მოვაჩვენი უფალი (მათე 24,42).

მზად ვიყოთ, ვინაიდან რომელ საათსაც არ ვფიქრობთ,მაშინ მოვაძე კაცისა (მათე24,44).

ამრიგად, ჩვენი ვალია არა უფლის მეორედ მოსვლის დრო-ჟამის ცოდნა, არამედ სულიერი სიფხიზლე და ლოცვა, ანუ წმინდა ქრისტიანული ცხოვრება და წმინდა ცხოვრების მოპოვებისათვის შრომა და ღვაწლი.

ამიტომ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყოველ დღეს, ყოველ საათს მზად ვიყოთ მასთან შესახვედრად, რადგანაც როგორც წმ. წერილიდან გვემცნო: უფალი მოვა იმ დღეს, როდესაც არ ვიცით და იმ საათს, რომელიც არ ვიცით.

გამოვიდა მწერლის, ცნობილი თეოლოგის - აკაკი მინდიაშვილის ოთხი ახალი წიგნი

ქრისტეს გზა გოლგოთისკენ;
შენი ვარ, უფალო, მაცხოვნე მე;
ჩვენთან არს ღმერთი;
ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია.

დღევანდელი ქართველობა მრავალი ჭრილობით დასერილი და გულგასერილია. მაგრამ, არ არსებობს ისეთი ჭრილობა, იქნება ის ხორციელი თუ სულიერი, რომლისგანკურნებაც მაცხოვარს არ შეეძლოს, ისეთიუიმედო მდგომარეობა,საიდანაც ჩვენიიმედიანი გამოყვანა არ ძალუძდეს, ღმერთი სწორედ იქ და მაშინ ავლენსთავის განსაკუთრებულძალმოსილებას, სადაც ყველანაირი სხვა ძალა უძლურია.

აკაკი მინდიაშვილის ოთხივე წიგნი ყოველივე ზემოთქმულის ღრმად არგუმენტირებულ, არაჩვეულებრივი ენერგიითა და მძაფრი ექსპრესიით შექმნილ საღვთისმეტყველო თხზულებათაკრებულებს წარმოადგენს. ამ წიგნებს ჩვენს გაუდაბნოებულ სულიერსა თუ ინტელექტუალურ სამყაროშიიშვიათი ძალისხმევითა და ბუნებრიობით შემოაქვს ყველაზე დიდისასწაული - ღვთის სიტყვა.ამიტომ მალამოდგვეფინება გულზე.

დასახელებული წიგნები მათში განხილული საკითხების განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შეუნელებელი ინტერესით იკითხება.

მათი შეძენა შეგიძლიათ ტაძრებსა და საეკლესიო მაღაზიებში.

0x01 graphic