![]() |
ტაბულა №2 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ნოვოდვორსკაია ვალერია, ბენდუქიძე კახა, ზედანია გიგა, ლადარია ნოდარ, ბუღაძე ლაშა, ყველაშვილი გიორგი, ბარათაშვილი ბიძინა, ბაბუნაშვილი ვახო, ბაგრატიონი ალექსანდრე, გაჩეჩილაძე თეკუნა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2010 | მარტი | 22-28 მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/საპატიო რედაქტორი: დავით პაიჭაძე/ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ნინი გოგიბერიძე, ავთო ქორიძე, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, შოთა დიღმელაშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, დავით გორგილაძე, ანანო სხირტლაძე, ანა სიხარულიძე, სოფო ებრალიძე/ილუსტრაცია: კემო/დიზაინი & პრეპრესი: მანანა არაბული, კახა დოლიძე/ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/კომერციული დირექტორი: ოთარ ბაქრაძე / მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge /სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: 995 32 916 121 / © 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. ფოტო გარეკანზე: მარიამ ამურველაშვილი / დევნილები ცხინვალის რეგიონიდან UDC (უდკ) 050 (479 22) ტ–164/T-11 |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„მიმაჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩემი განცხადების არამართებულად გამოყენება, ჩემი, როგორც დიდი ბრიტანეთის ელჩის უპატივცემულობაა“.
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, დენის კიფი. 16 მარტი.
„მოსკოვი ელოდა, რომ ბელორუსია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს სწრაფად დაუჭერდა მხარს, მაგრამ ასე არ ხდება. იმედი მაქვს, რომ არ-აღიარების ამჟამინდელი პოლიტიკა, ბელორუსიას დასავლეთთან ურთიერთობების მოგვარებაში მაინც დაეხმარება“.
ვლადიმერ პუტინი. ბელორუსია. 16 მარტი.
„ღმერთმა აცხონოს დედათქვენის სული“.
აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მწუხარება გამოთქვა ამ უკანასკნელის დედის გარდაცვალების გამო. ბატონი კოვენის დედა ცოცხალია. 17 მარტი, ვაშინგტონი.
„ბარაკ ობამას არ სძულს ისრაელი“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაემიჯნა მისი ოჯახის წევრის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბარაკ ობამა ანტისემიტია, რომელსაც სძულს ისრაელი.
„ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი და აშშ მტრები არიან, მაგრამ ჩვენ არც მეგობრები ვართ“.
სერგეი ლავროვი. „როსიისკაია გაზეტა“. 18 მარტი.
ყველა ფოტო: REUTERS ©
![]() |
2 კვირა |
▲ზევით დაბრუნება |
12 მარტი
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში რამდენიმე ცვლილება შეიტანა: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად განისაზღვრა 30 მაისი; მერობისა და საკრებულოს წევრობისთვის დადგენილი ბინადრობის ცენზი შემცირდა 5 წლამდე; საარჩევნო სიების მონიტორინგის ვადა გახანგრძლივდა 10 აპრილამდე.
13 მარტი
მოსკოვი, სამხედრო ბაზების მშენებლობისთვის, სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს. მსგავსი შეთანხმება მოსკოვმა სეპარატისტულ აფხაზეთთანაც გააფორმა თებერვალში. ხელშეკრულება იდება 49 წლის ვადით.
15 მარტი
რომში ანტისამთავრობო მანიფესტაცია გაიმართა. ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა განათლებისა და ჯანდაცვის არსებული სისტემების, ასევე, უმუშევრობის გასაპროტესტებლად.
16 მარტი
ჟენევის მოლაპარაკებათა ახალი რაუნდის მოსამზადებლად საქართველოში დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩამოვიდნენ. დისკუსია 30 მარტს გაიმართება ჟენევაში. ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართეს ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს სპეციალურმა წარმომადგენლებმა. დელეგაცია სოხუმს და ცხინვალსაც ეწვია.
ევროზონის 16 ქვეყნის ფინანსთა მინისტრები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთს კრიზისის დაძლევაში დაეხმარებიან.
17 მარტი
თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ რიგი სახელმწიფოები არ შეწყვეტენ პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარ მკვლელობათა „გენოციდად” შეფასებას, თურქეთი 100 000 სომეხს გააძევებს ქვეყნიდან.
პარიზთან ახლოს, ბასკური ტერორისტული დაჯგუფების ETA-ს წევრებმა, ფრანგი პოლიციელი მოკლეს. მომხდარი მკაცრად შეაფასეს ესპანეთის პრემიერ- მინისტრმა, ხოსე ლუის როდრიგეს ზაპატერომ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2010 წელს 9.5%25-ით გაიზრდება.
18 მარტი
თბილისის შემოვლითი სარკინიგზო და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს სესხს გამოუყოფს -180 მილიონი ევროს ოდენობით.
ლატვიაში ხუთი პარტიისგან შემდგარი სამთავრობო კოალიცია დაიშალა.
საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტისას, ღაზას სექტორიდან ჭურვი ისროლეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაიღუპა ისრაელში მყოფი ტაილანდის მოქალაქე.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, მოსკოვს ეწვია და მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის გადაწყვეტილება ირანში ატომური სადგურის აშენების შესახებ.
19 მარტი
ზუგდიდში მდებარე იარაღის მაღაზიის მეპატრონეები - გოგი ჩომახია და ნესტან წულაია - ცეცხლსასროლ იარაღს სხვადასხვა პირზე აფორმებდნენ, რის შემდეგაც, იარაღი აფხაზეთში გადაჰქონდათ. ზუგდიდის პოლიციამ 23 ადამიანი დააკვა. შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისა და გასაღების მუხლით.
შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ინდონეზიაში და ავსტრალიაში ვიზიტები ერთი კვირით გადადო. ობამა, ჯანდაცვის კანონში ცვლილებებისთვის, სენატში ხმებს აგროვებს.
ყველა ფოტო: REUTERS ©
![]() |
3 სომხების გენოციდი ისტორიულ სამართლიანობასა და პოლიტიკურ მიზანშეწონილობას შორის |
▲ზევით დაბრუნება |
არენა|გენოციდი
გენოციდის მსხვერპლნი
ფოტო: REUTERS ©
ანატოლიის ეთნიკური სომხების განადგურებისა და მათი სირიის უდაბნოში დეპორტაციის საკითხი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ განიხილა. 11 მარტს შვედეთის პარლამენტმა პირველი მსოფლიო ომის დროს ოტომანი თურქების მიერ სომხების დეპორტაცია და მასობრივი მკვლელობები „გენოციდად“ აღიარა - 131 ხმით 130-ის წინააღმდეგ. ერთი კვირით ადრე კი აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, ასევე ერთი ხმის სხვაობით, მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ოტომანი თურქების ქმედებები კვალიფიცირებულია „გენოციდად“. თურქეთმა ორივე ქვეყნის დედაქალაქიდან გამოიწვია ელჩები, კონსულტაციების საბაბით.
უკვე წლებია თურქული დიპლომატიის უმთავრესი ამოცანაა სომხების გენოციდის აღიარების წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე ბრძოლა. სახელმწიფო აღიარებს ეთნიკური სომხების მასობრივ მკვლელობებს, თუმცა დავობს, რომ მკვლელობები და სომხების დეპორტაცია სამოქალაქო ომის შედეგი იყო და არა ეთნიკური უმცირესობის „სრულიად ან ნაწილობრივ განადგურების მიზანმიმართული პოლიტიკა” (გენოციდის დეფინიცია).
„სომხები თავიანთი იდენტობის საფუძველს გენოციდის საკითხებში უფრო ხედავენ, ვიდრე სომხურ კულტურაში, სამშობლოში ან ისტორიაში...” - ამბობს სომხური ისტორიის მკვლევარი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ გრიგორ სანი. სომხებისთვის ოტომანი თურქების მიერ განხორციელებული გენოციდი ეროვნული თვითშეგნების ნაწილია. ისინი მიიჩნევენ, რომ XX საუკუნეში პირველად, გენოციდის დანაშაული სწორედ სომხების წინააღმდეგ განხორციელდა.
თურქეთი სომხური დიასპორის ფულადი თუ ადამიანური რესურსების „მსხვერპლად” მიიჩნევს თავს. ზბიგნევ ბჟეზინსკი ნაშრომში „საშიში გამონაკლისი” აშშ-ში ყველაზე გავლენიან ეთნოლობისტურ ჯგუფებად ასახელებს: ებრაელ ამერიკელებს, კუბელ ამერიკელებსა და სომეხ ამერიკელებს. მართლაც, უკვე წლებია „ამერიკელი სომხების პოლიტიკური ქმედების კომიტეტი“ (AAPAC) და „ამერიკაში სომხების ეროვნული კომიტეტი” (ANCA) ზეწოლას ახდენენ აშშ-ს კონგრესზე. მაგალითად, სომხეთი, ყოველწლიურად, ერთ სულ მოსახლეზე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფონდებიდან გაცილებით მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე სხვა განვითარებადი ქვეყნები (ჯამში 90 მილიონ აშშ დოლარამდე). გარდა ამისა, სომხური დიასპორის შუამდგომლობითვე, აშშ-ს კონგრესი განაგრძობს „თავისუფლების მხარდაჭერის აქტის“ (Freedom Support Act) 907-ე მუხლის გავრცელებას აზერბაიჯანზე. შედეგად, აშშ-ს მთავრობას ეკრძალება ნებისმიერი სახით პირდაპირი დახმარების გაწევა აზერბაიჯანის მთავრობისთვის.
ამის მიუხედავად სომხური ეთნიკური ლობი „ყოვლისშემძლე” ნამდვილად არ არის. ლობისტური ჯგუფები, ზოგადად, კონკურენტულ გარემოში მოქმედებენ. ხშირად, გარკვეული მიზნების მისაღწევად, ისინი ერთმანეთს ურიგდებიან ან კანონმდებლების ხმებით ვაჭრობენ. გადაჭარბებული წარმოდგენები ლობისტური ჯგუფების შესახებ მხოლოდ შეთქმულების თეორიების მომხრეებს აწუხებთ. ამ ჯგუფების გავლენა, მეტწილად, დამოკიდებულია ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებზე, პოლიტიკურ წრეებზე, მათ იდეოლოგებზე, საზოგადოების ღირებულებებზე და არა ზეწოლის მასშტაბზე. მაგალითად, 2001 წელს აშშ-ს კონგრესმა შეიტანა ცვლილებები „თავისუფლების მხარდაჭერის აქტში” და აშშ-ს პრეზიდენტს აზერბაიჯანის წინააღმდეგ 907-ე მუხლის გამოყენებაზე უარის თქმის საშუალება მისცა. ცვლილება განპირობებული იყო გლობალურ ანტიტერორისტულ კამპანიაში აზერბაიჯანის ჩართვის სურვილით, რაც 2001 წელს აშშ-ს უსაფრთხოების სტრატეგიის მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენდა. პრეზიდენტმა ბუშმა ოთხჯერ გამოიყენა ეს უფლება. სომხური ლობი ასევე უძლური აღმოჩნდა გაეტანა გენოციდის აღიარების რეზოლუცია აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე. აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამჯერ უკვე მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია 1915 წლის მოვლენების „გენოციდად“ აღიარების შესახებ (1975, 1984 და 2007 წლებში), თუმცა, პრეზიდენტები ბუში და კლინტონი ღიად უპირისპირდებოდნენ კონგრესის ამ ინიციატივებს. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ უკანასკნელად 2007 წელს დაბლოკა დოკუმენტის განხილვა წარმომადგენელთა პალატაში.
კონსტანტინოპოლი, სიკვდილმისჯილები.
დევნილი ოჯახი
ობამას ადმინისტრაციის პირობებში დიდია ალბათობა იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატა დაამტკიცებს 2010 წლის 4 მარტის რეზოლუციას.
პრეზიდენტი ობამა ვერ ახერხებს ან არ ცდილობს კონგრესის გადაწყვეტილებაზე ეფექტის მოხდენას. მისი მმართველობის სტილი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინამორბედი პრეზიდენტების მიდგომებისგან. იგი ნაკლებად ირგებს ლიდერის როლს, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში და მკაფიოდ არ გამოთქვამს თავის პოზიციებს. ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი ობამა 2008 წელს ამერიკელ ამომრჩეველს დაჰპირდა: „როგორც პრეზიდენტი, მე ვაღიარებ სომხების გენოციდს“, თუმცა, 2009 წელს, გენოციდის 94 წლისთავზე, უკვე პრეზიდენტმა თავის მიმართვაში, სიტყვა „გენოციდის“ ნაცვლად, „მძიმე დანაშაული“ გამოიყენა.
პრეზიდენტის რიტორიკა შეიცვალა აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონში თურქეთის როლისა და ძალის გაცნობიერების შემდეგ.
ყველა ფოტო: REUTERS ©
სომხური ლობი ამერიკაში
ევროკავშირში მიღების მოლოდინში თურქეთმა დემოკრატიული რეფორმები გაატარა. მიუხედავად ამისა, ევროპა არ ჩქარობს თავის პრესტიჟულ კლუბში მუსლიმური ქვეყნის ხილვას. საფრანგეთი და გერმანია განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან ევროკავშირში თურქეთის ინტეგრაციას. საგულისხმოა, რომ ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ (საფრანგეთმა 1998 წელს, ხოლო გერმანიამ 2005 წელს) აღიარა სომხების გენოციდი. თურქები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი გენოციდის აღიარების საკითხს მათ ქვეყანაზე ზეწოლის იარაღად იყენებს. ამან თურქეთს საგარეო პოლიტიკური კურსის საგრძნობლად შეცვლისკენ უბიძგა. რეგიონული პოლიტიკის გატარებით დღეს თურქეთი ცდილობს საკუთარი მნიშვნელობის გაზრდას დასავლეთისთვის. მან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან, ირანთან და სირიასთან; დაეძაბა ურთიერთობა ისრაელთანაც. აშშ-ში, ახლად მიღებული რეზოლუციის ფონზე, საფრთხე შეექმნა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების „ნორმალიზაციის“ პერსპექტივასაც. ამის ნათელი მაგალითია პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უკანასკნელი განცხადებაც: იგი თურქეთში მცხოვრები 170 ათასი ეთნიკური სომხიდან მოქალაქეობის არმქონე 100 ათასს დეპორტაციით დაემუქრა.
მრავალწახნაგოვანი ისტორიული მოვლენების კრიმინალიზება სახიფათო საქმეა. მით უფრო, თუ ისტორიული მოვლენების შეფასება პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იქნება დამოკიდებული. სომხების გენოციდის გამორჩევა უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში ჩადენილ დანარჩენ დანაშაულებრივ ქმედებათაგან სამართლიანობის დადგენამდე არ მიგვიყვანს. მაშინ, იგივე წარმატებით, შესაძლოა ვიმსჯელოთ აფრიკაში ფრანგების „ცივილიზატორული მისიის“ მანკიერებებზე, რომელსაც მილიონობით აფრიკელი შეეწირა; ბრიტანეთის მიერ ინდოეთის კოლონიაში ჩადენილ მკვლელობებსა და წამების ფაქტებზე; რუსეთის საბჭოთა კოლექტივიზაციისა და იმპერიული პოლიტიკის შედეგებზე; აშშ-ში ადგილობრივი აბორიგენების გენოციდზე.
![]() |
4 გილაურის ვიზიტი ბრუსელში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი გამარტივდება
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ხელშეკრულებას, შესაძლოა, ივნისის დასაწყისში მოეწეროს ხელი. ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ 16 მარტს, ბრუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ.
ჰერმან ვან რომპუის თქმით, საქართველო „ერთადერთი სამხრეთ კავკასიური ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით აწარმოა მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებაზე. იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ ხელმოწერის თარიღის დადგენას. შესაძლოა ეს იყოს ივნისის დასაწყისი“ - აღნიშნა მან.
როგორც საქართველოს პრემიერმა განმარტა, ამ შეთანხმების ხელმოწერის შედეგად, არა მხოლოდ ვიზების აღების პროცედურა გამარტივდება, არამედ ზოგიერთ კატეგორიაში მოხვედრილ ადამიანს ვიზა საერთოდ აღარ დასჭირდება. ამ კატეგორიაში შეიძლება მოხვდნენ სპორტსმენები, კულტურის მოღვაწეები და სხვა. პროცედურის გამარტივების გარდა, ვიზის ფასიც შემცირდება. პარალელურად ხელი მოეწერება დოკუმენტს ევროპაში არალეგალურად მყოფი ქართველების რეპატრიაციის შესახებ.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც მსგავსი ტიპის შეთანხმებები ექნება ევროკავშირთან. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაძლიერება სტიმულია საქართველოსთვის განახორციელოს შემდგომი დემოკრატიული რეფორმები“ - განაცხადა რომპუიმ.
ევროკავშირის პრეზიდენტის თქმით, მალე ევროპასა და საქართველოს შორის ასოცირებული შეთანხმების დადებაზეც შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები. ეს შეთანხმება მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასაც. პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის პრეზიდენტმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის საჰაერო რეისების შესრულების შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაზეც ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში 15 მარტს დაიწყო. ამ ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ გილაურმა, ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის და სამეზობლო პოლიტიკის საკითხები განიხილა.
გილაურის თქმით, საქართველო ბრიუსელის დონორთა კონფერენციის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან წელს მილიარდ დოლარზე მეტს მიიღებს. ეს თანხები აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს ავტომაგისტრალის მშენებლობას და მუნიციპალურ პროექტებს მოხმარდება.
საქართველოში გილაური 17 მარტს დაბრუნდა.
სანტიაგო, ჩილე
ნიკა გილაური და ჰერმან ვან რომპუი
![]() |
5 ევროპაში ქართულ მაფიაზე ნადირობა დაიწყო |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
კრიმინალი
ქართველი კრიმინალები ესპანეთში
ყველა ფოტო: REUTERS ©
ევროპის მასშტაბით ჩატარებულ ოპერაციაში ქართული კრიმინალური ქსელის, სულ ცოტა, 80 წევრი დააკავეს. ძარცვა, ფულის გათეთრება, გამოძალვა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღის უკანონოდ შენახვა, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება ის დანაშაულებებია, რაშიც მათ ბრალი ედებათ.
„ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა. მას დახურულად ვერ ჩავთვლით, რადგან ჯერ არ დაგვიკავებია ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი მსოფლიოს მასშტაბით. დავაპატიმრეთ ევროპელი ხელმძღვანელი, კახაბერ შუშანაშვილი. მსოფლიო მასშტაბით ლიდერია მისი ძმა, ლაშა“, - განაცხადა პროკურორმა ანტონიო სალინას კასადომ 17 მარტს ბარსელონაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია 15 მარტს, გამთენიისას დაიწყო. ეს იყო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული უმნიშვნელოვანესი ოპერაცია, რომელშიც ევროპის შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა“ - განაცხადა ესპანეთის პოლიციამ 16 მარტს.
ლაშა შუშანაშვილმა საბერძნეთში გაქცევა შეძლო, რის გამოც ესპანეთის პროკურატურამ საბერძნეთის პოლიცია გულგრილობაში დაადანაშაულა.
პირველი ინფორმაციით, დაკავებული იყო 60 ეჭვმიტანილი. მერე ეს ციფრი ჯერ 69-მდე, შემდეგ კი 80-მდე გაიზარდა. ეჭვმიტანილთა უმეტესობა ავსტრიასა და ესპანეთში დააკავეს - 25 ავსტრიაში და 24 ესპანეთში. გერმანიაში დაიჭირეს 17 ეჭვმიტანილი, შვეიცარიაში - 9, იტალიაში - 4, ხოლო საფრანგეთში - ერთი. ოპერაციაში საბერძნეთის პოლიციაც მონაწილეობდა.
ავსტრიის სამართალდამცავების განცხადებით, ვენაში ბინების ძარცვის, სავარაუდოდ, მესამედი ქართველების მაფიური ქსელის წევრებზე მოდის.
ესპანეთის ცნობით, ამ კრიმინალურ დაჯუფებას ე.წ. „სალაროები“ ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანაში. თითოეულ ქვეყანაში სალაროს დაჯგუფების შესაბამისი ფრთის თავკაცი აკონტროლებდა. სალაროებში დაგროვილ მთელ თანხას კი, თავის მხრივ, ამ მაფიოზური ქსელის ხელმძღვანელი, ლაშა შუშანაშვილი აკონტროლებდა.
თანხას ათეთრებდნენ საიუველირო მაღაზიათა ქსელის, რესტორნების, ავტოშემკეთებელი სახელოსნოების და სხვა ბიზნესების მეშვეობით.
ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, ქართულ დაჯგუფებას კავშირი ჰქონდა აღმოსავლეთ-ევროპული მაფიის ერთ-ერთ ლიდერთან ზაქრო კალაშოვთან, რომელმაც 4 წლიანი სასჯელი ესპანეთის ციხეში მოიხადა და სულ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
ეს ოპერაცია ერთი წლის მანძილზე მიმდინარე გამოძიების შედეგია.
ორი წლის წინ ესპანეთში მოქმედი რუსული მაფიის 21 წევრი დააკავეს.
![]() |
6 წყალდიდობით გამოწვეული ზარალი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სტიქია
დატბორილი სახლები
ფოტო: REUTERS ©
საქართველოში გამძვინვარებულმა სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცაგერის რაიონში ათდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ კლდოვანი ქანები დააზიანა, კლდე ჩამოიშალა და 49 წლის გიორგი ტყაბლაძე იმსხვერპლა. სტიქიამ ადამიანები უსახლკაროდ დატოვა. დაიტბორა მიწის ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაიხოცა შინაური ცხოველ-ფრინველი, წყალმა წაიღო გზები, ხიდები, განადგურდა ზამთრის მარაგი, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო დატბორილია, სვანეთში კი თოვლის საფარი 5 მეტრს ასცდა. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, ამჟამად ყველაზე მძიმე ვითარება რაჭა-ლეჩხუმსა და მცხეთა-მთიანეთშია. სტიქიამ მოიცვა კახეთი, შიდა და ქვემო ქართლი, ზემო იმერეთი. ადგილზე არიან სამაშველო სამსახურები.
დასავლეთ საქართველოში 3 მარტიდან თითქმის გადაუღებლად წვიმდა. 12 მარტიდან კი წვიმა გაძლიერდა. წვიმამ, მდინარეების ადიდებასთან ერთად, მეწყერიც გამოიწვია, რის გამოც ონის რაიონი რამდენიმე დღით გარე სამყაროს მოწყდა. რვა სოფლის მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობდა. ვითარების ადგილზე გასაცნობად რეგიონს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ესტუმრა. გარემოს დაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა გეოლოგებით დაკომპლექტებული საგანგებო კომისია, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
მთის ფერდობი ჩამოწვა და მდინარე ჩაიხერგა ამბროლაურის რაიონის სოფელ ბუგულეთშიც. მოსახლეობა საფრთხის ქვეშაა.
იმერეთში, ხონის რაიონში, მდინარე ცხენისწყალმა სოფელ ლეხაინდრაოს დამაკავშირებელ ხიდთან 60 მეტრი გზა გაანადგურა. ასევე, დატბორილია კარიერის გადამამუშავებელი მინიქარხანა და წყალსაცავი, საიდანაც ხონის რაიონის მოსახლეობა სასმელი წყლით მარაგდება. ხიფათი დაემუქრა ჭიათურასა და წყალტუბოს. ძლიერი წვიმის გამო რეგიონში ადიდდა მდინარეები რიონი და ყვირილა. მიმდებარე ტერიტორიებზე დანგრეულია ხიდები და დაზიანებულია გზები.
სტიქიამ, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, იმერეთში სამშენებლო სამუშაოებისათვის ჩასული ისრაელის 3 მოქალაქეც დააზარალა. მათი ევაკუაცია ვერტმფრენით მოხერხდა.
14 მარტიდან წვიმს აღმოსავლეთშიც. სტიქიამ პიკს 15-16 მარტისთვის მიაღწია. წვიმას ძლიერი ქარიც ახლდა. ადიდებულია თითქმის ყველა მდინარე. სააგენტო ჯი-ეიჩ-ენ-ის ინფორმაციით, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზის დაზიანებამ ახმეტის რაიონის 7 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. ანალოგიური მდგომარეობაა გურჯაანის რაიონის მაღალმთიან სოფლებშიც, სადაც მდინარე ჭერმისხევი ადიდდა. სტიქიამ უსარგებლო გახადა ლაგოდეხი-გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალიც.
წყლის დონე ნელ-ნელა იკლებს შიდა ქართლში. წვიმა შეწყდა. მდინარეები კალაპოტს უბრუნდება. სოფლებში დაზარალებულ მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში სახანძრო სამაშველო სამსახური ეხმარება. გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი გორის რაიონის სოფელი სკრა, საიდანაც 16 მარტს, დილით, წყალდიდობაში მოხვედრილი ადამიანები შიდა ქართლის პოლიციამ სამხიდიანი მანქანებით გამოიყვანა. მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო სოფელ კარალეთშიც, დევნილთა დასახლებაში. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, იქ წვიმის ყოველი მოსვლა პრობლემებს ქმნის, რადგან დასახლება ჭაობიან ადგილზეა გაშენებული. კარალეთში უკვე იჭრება წყლის გადასაქაჩი არხი, რომელიც მომავალში დაიცავს დასახლებას წყალდიდობისაგან.
მძიმე ვითარება იყო მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისშიც. სოფელ წეროვანში კი მდინარე ქსანმა 50-მდე საცხოვრებელი, მათ შორის, დევნილთა სახლები და 300 ეზო დატბორა. 16 მარტს წეროვანში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ჩავიდა. მისი განცხადებით, სავარაუდოდ, 20-მდე დაზარალებულ ოჯახს თბილისში გადაიყვანენ. დაიწყო სახლების აღდგენა. მომდევნო დღეს წეროვანს პრეზიდენტი სააკაშვილი ეწვია. მან აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. პრეზიდენტის თქმით, ბევრი რამის გათვალისწინება ვერ მოხერხდა თავის დროზე, რადგან სახლები სწრაფად უნდა აშენებულიყო.
სტიქია შეეხო ქვემო ქართლსაც. მდგომარეობა მძიმეა მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში. აქაც დაიტბორა სახლები და განადგურდა ნათესები.
ძლიერი წვიმა იყო დედაქალაქშიც. დაზიანდა საცხოვრებლები. ბაგების სტუდქალაქისა და თემქის მკვიდრ დევნილებს ნათესავებთან მოუხდათ ღამის გათევა. ჩამოინგრა სახლის კედელი ზემო სოლოლაკში. აივნის კედლის ჩამოშლას ბინადრებიც შეესწრნენ. ამაღლების ქუჩაზე მდებარე ეს შენობა ავარიული იყო. აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო.
მტკვრის დონემ მოიმატა 4 მეტრით. ზაჰესმა, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის თავიდან ასაცილებლად, ფარები გახსნა. ჰესი სრული დატვირთვით 10 დღეში ამუშავდება.
მტკვარში ჩაიძირა ორთაჭალაში მშენებარე რესტორნის ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მთავრობამ ზარალის დათვლა დაიწყო. ზარალის ასანაზღაურებლად, ბიუჯეტიდან სარეაბილიტაციო თანხები გამოიყოფა.
![]() |
7 პირველი კავკასიური |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
მედია ნონ გრატა
22 მარტს პარიზის არბიტრაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის - „პირველი კავკასიური“ საქმეს განიხილავს. ფრანგულმა სატელიტურმა კომპანიამ Eutelsat-მა მას მაუწყებლობა შეუწყვიტა. ქართულმა მხარემ ფრანგულ კომპანიას პარიზის არბიტრაჟში უჩივლა. დემოკრატიული ტრადიციების სულისჩამდგმელების - რუსოს და ვოლტერის ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროპული ღირებულებები. თანამედროვე ევროპული პოლიტიკა სულ უფრო ხშირად დემოკრატიულ ღირებულებებს მერკანტილური ინტერესებით ანაცვლებს. მაშინ, როდესაც რუსეთში განსხვავებულ აზრს დევნიან, უფლებადამცველებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა თუ ჟურნალისტებს კლავენ ხელისუფლების კრიტიკის გამო და რუსული იდეოლოგიის მანქანა Russia Today მსოფლიოს მასშტაბით მთელი სიმძლავრით მუშაობს, ფრანგულმა კომპანია Eutelsat-მა, რუსეთის ზეწოლის შედეგად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის - „პირველი კავკასიური“ მაუწყებლობა შეწყვიტა. მიზეზი მარტივია - მას კრემლი ვერ აკონტროლებს. დაბლოკილი არხი კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რუსულენოვან ტელემაყურებელს, პირველ ყოვლისა კი, რუსეთის რეგიონის - ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობას.
ეუტელსატი, ახალი თანამგზავრი
ფოტო: REUTERS ©
ახალი ფრანგული კურსი რუსეთის მიმართ სცოდავს არა რეალიზმით, არამედ გულუბრყვილობით”. ანდრე გლუკსმანი “Libйration”, საფრანგეთი |
ახალი ფრანგული კურსი რუსეთის მიმართ სცოდავს არა რეალიზმით, არამედ გულუბრყვილობით”. ანდრე გლუკსმანი “Libйration”, საფრანგეთი |
„პირველი კავკასიური“ მაუწყებლობის დაწყებიდან ათი დღის შემდეგ, მოულოდნელად გაითიშა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მათ Eutelsat-ისგან შეტყობინება მიიღეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არხი მოიხსნებოდა თანამგზავრიდან გადაცემების შინაარსის გამო. ფრანგული კანონმდებლობის თანახმად, კომპანიას არ აქვს უფლება, განსაჯოს არხის შინაარსი, თუ ის დანაშაულებრივი ან ამორალური ხასიათის არ არის. ამიტომ ფრანგებს მალევე გაუჩნდათ ახალი ვერსია „ტექნიკური პრობლემების“ სახით. როდესაც ეს არგუმენტიც საეჭვო აღმოჩნდა, Eutelsat-მა „სატელიტზე თავისუფალი ადგილის არქონა“ მოიმიზეზა.
მოვლენათა ქრონოლოგია მრავლისმეტყველია. 14 იანვარს ქართულმა კომპანიამ მიიღო კონტრაქტი სატელიტ W7-ზე მაუწყებლობის შესახებ. „პირველი კავკასიურის“ ეთერში გასვლისთანავე რუსულმა პოლიტიკურმა თუ სამხედრო ელიტამ ტელეარხი მკაცრად შეაფასა. 15 იანვარს Eutelsat-მა ხელი მოაწერა თანხმობას რუსული გაზისა და მედიის მონოპოლისტის - „გაზპრომის“ პარტნიორ კომპანიასთან „ინტერსპუტნიკთან“ თანამშრომლობის შესახებ. ამის შემდეგ უეცრად გაირკვა, რომ W7-ზე მაუწყებლობის საშუალება აღარ არსებობს და ქართულ არხს შესთავაზეს ახალი სატელიტი, რომელიც მაყურებლისგან სპეციალური ანტენის დამონტაჟებას მოითხოვს. ახალი ანტენის დამონტაჟება კი აადვილებს ტელემაყურებლების იდენტიფიცირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ზუსტად ეცოდინებოდა „მტრული“ არხის მაყურებელთა ვინაობა. ქართული მხარე ამ შემოთავაზებას არ დათანხმდა.
Eutelsat-სა და „ინტერსპუტნიკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება 200 მილიონი ევროს ღირებულებისაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტრაქტი ევროპელ ოპერატორთან ბევრად ნაკლებს - 600 ათას ევროს შეადგენდა. ევროპულმა კომპანიამ რუსეთისგან 333-ჯერ მეტი მატერიალური სარგებელი ნახა. რუსულმა „გაზპრომმა“ Eutelsat-ისგან ბითუმად შეიძინა 14 არხის ადგილი 15 წლის ვადით და ამ თანამგზავრით კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მაუწყებლობის უფლება მოიპოვა.
ამიერიდან „პირველი კავკასიურისთვის“ განკუთვნილ სატელიტზე W7-ზე გავა „გაზპრომ-მედიისთვის“ სასურველი ტელეკომპანიები. პრეზიდენტ მედვედევის განცხადებით, ადგილი დაეთმობა დსთ-ს რუსულენოვან ტელეარხებს.
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც Eutelsat-ი ცალკეული ავტორიტარული რეჟიმების დაკვეთას ასრულებს. 2008 წელს ევროპულმა ოპერატორმა ჩინური ოპოზიციური არხის NTDTV-ს მაუწყებლობა შეწყვიტა. მიზეზად კარგად ნაცნობი „ტექნიკური ხასიათის“ პრობლემები დასახელდა. პეკინის შემდეგ, 2009 წელს, პარიზმა, თეირანის ზეწოლის შედეგად, სპარსულენოვანი BBC სატელიტიდან გათიშა. ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ყველაფერ ამას პოლიტიკური მიზეზებით ხსნის.
დემოკრატია აბსტრაქტულია, ნავთობდოლარები კი - მეტად კონკრეტული. საფრანგეთს, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებში ლიდერობის პრეტენზია აქვს, ავიწყდება, რომ საინფორმაციო ეპოქაში ინფორმაციის დაბლოკვა დიდი რისკია რეპუტაციისთვის. მორალური ავტორიტეტი არანაკლებ ღირებულია, ვიდრე გაზსადენები, ვერტმფრენმზიდები თუ სატელიტური თანამგზავრები.
რუსეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობის ახალი ეპოქა დაიწყო. აღმოსავლეთ ევროპას კი ისღა დარჩენია, „შეშფოთებასა“ და „აღშფოთებას“ შორის გააკეთოს არჩევანი.
![]() |
8 ინტერვიუ: ვალერია ნოვოდვორსკაია |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა|ინტერვიუ
ვალერია ნოვოდვორსკაია - რუსეთის დემოკრატიული კავშირის დამფუძნებელი და ლიდერი. 19 წლისა იყო, კაგებემ პირველად რომ დააკავა - ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის. ორი წელი იძულებით გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში, სამჯერ გაასამართლეს დისიდენტური საქმიანობის გამო. ოთხი წიგნის ავტორია. იცის ექვსი უცხო ენა, მათ შორის ძველი ბერძნული და ლათინური. საკუთარ თავზე ძუნწად ლაპარაკობს.
ფოტო: ბესო დარჩია
ვალერია ნოვოდვორსკაია
გზაზე ერთი ქალი მიდიოდა
რას დაამატებთ წარმოდგენას თუ ხატს, რომელიც თქვენს შესახებ ადამიანებს ჩამოუყალიბდათ?
არ ვიცი, ვის რა ჩამოუყალიბდა. რუსეთში ის არ უყალიბდებათ, რასაც ხედავენ. ცნობიერების აბერაცია სჭირთ: რასაც ხედავენ, ის არ ესმით და რაც ესმით, იმას ვერ ხედავენ. ეს ღრმა საბჭოური ტრავმაა - სსრკ-ში ადამიანებს აგიჟებდა ის, რომ ესმოდათ ერთი და ხედავდნენ მეორეს, ხდებოდნენ ლოთები და ნარკომანები, სრულიად უმწეოვდებოდნენ. სიმართლე იქნება, თუ გეტყვით, რომ ვარ თავისუფლად მოაზროვნე (вольнодумец) და პროგრესორი (ეს უკვე სტრუგაცკების რომანიდან). დემოკრატიული კავშირი - პროგრესორთა პარტიაა, ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია, აგვირჩევენ თუ არა. მთავარია, სიმართლე ვთქვათ.
მაშ რისთვის შრომობთ, ვის ესმის თქვენი, რამდენი არიან?
ნორმალური ხალხი რუსეთში დაახლოებით ხუთი პროცენტია - მემარჯვენე შეხედულებისა, სკანდინავიური ტრადიციის შემნახავნი. ამ ხალხის ცხოვრება რთულია. მათ ეადვილებათ ცხოვრება და სიკვდილი, როცა სიმართლეს ისმენენ. ძნელია იცხოვრო ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ხმალკბილა საბჭოელები ბინადრობენ. ჩვენთან ხანდახან სერიოზული ადამიანებიც მოდიან - ახალგაზრდა მეცნიერები და გვეუბნებიან, მოვედით, რათა თქვენთან ერთად მოვკვდეთ. წესიერი კაცი შეუძლებელია, არ იყოს თავისუფალი. თავისუფლება კი, როგორც კამიუმ თქვა, კატორღა იქნება მანამ, სანამ ერთი ადამიანი მაინც რჩება მონად. რუსეთში 95%25 მონაა და მათ შორის ყოფნა ფრიად არაკომფორტულია. წესიერი ადამიანი, თუ სურს, თავისუფალი იყოს, ამას უნდა ეწინააღმდეგებოდეს. სხვაგვარად ის მხდალია, მოღალატე, ხოლო თუ ქვეყნიდან მიდის - დეზერტირი. ასე პიროვნება ტყდება. ჰო, პოლიტიკური პროფილით მე პროფესიონალი ბურჟუაზიული რევოლუციონერი ვარ. მაგრამ ბურჟუაზიული რევოლუციისთვის რუსეთში მასალა არ არის; ამდენად, ჩვენ ბურჟუაზიულ რევოლუციას მხოლოდ ლიტერატურული ფორმით ვქადაგებთ. ბურჟუაზიულ რევოლუციას რუსეთში ვერ მოახდენ, სოციალისტურს - მარტივად. რუსეთი ძალიან მემარცხენე ქვეყანაა და ყველაზე საზარელი ის გახლავთ, თუ პუტინის რეჟიმი დაეცემა, პატიოსანი არჩევნების გზით ძალაუფლებაში მოვლენ არა ლიბერალები, არამედ წითლები და ყავისფრები.
ილიას უნივერსიტეტში თქვენ წაიკითხეთ ლექცია, სადაც რუსეთის ისტორიაში ხუთი ტრადიცია მონიშნეთ - სლავური, ბიზანტიური, ველური, სკანდინავიური და ურდოს ტრადიცია. ეს თქვენი კონცეფციაა, თუ არის, ვთქვათ, რუსი მეცნიერების ჯგუფი, რომელიც ამას იზიარებს?
ტრადიციების კონცეფცია ჩემია, მაგრამ ის ეწერება კარამზინის, კლიუჩევსკის, სოლოვიოვის, იანოვის (საბჭოთა პერიოდის ძალიან საინტერესო ისტორიკოსია. ემიგრირება მოუწია, სხვაგვარად - დაიჭერდნენ) ნააზრევში. რუსეთში არსებობს რაოდენობრივი თვალსაზრისით სრულიად არატოლძალოვანი ორი ჯგუფი: ერთი მხრივ, ლიბერალები და მედასავლეთეები, მეორე მხრივ - ტრადიციონალისტები და საბჭოელები, აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა. ეს არ იძლევა საშუალებას, ლეგიტიმურად განმუხტო სიტუაცია, არ გვაქვს მექანიზმი საიმისოდ, რომ, მაგალითად, პარლამენტმა მოხსნას წინააღმდეგობა. არ არსებობს სამართლებრივი ტრადიცია, აუცილებელია სამოქალაქო ომი და ერთმანეთის დახრჩობა. ასე იყო 1993 წელს.
გასაგებია, რომ მემარჯვენე ბრძანდებით, მაგრამ თქვენი მემარჯვენეობაც ცოტა უჩვეულოდ მოჩანს...
მემარჯვენე ლიბერალი ვარ, მაგრამ დემოკრატიული კავშირის მემარჯვენე ლიბერალები ძალიან განვსხვავდებით დასავლელი მემარჯვენეებისაგან. დასავლელი მემარჯვენე - რესპუბლიკელია, ეკონომიკაში ყველაფერი რიგზე აქვს, ხშირად გამოდის აბორტის წინააღმდეგ, ემხრობა სიკვდილით დასჯას. ბრიტანეთში მემარჯვენე კონსერვატორები ეწინააღმდეგებიან შოტლანდიის ავტონომიას და ა.შ. ჩვენ აბსოლუტური მემარჯვენეები ვართ ეკონომიკაში: მინიმალური გადასახადები და მაქსიმალური თავისუფალი განვითარება. პოლიტიკაში კი ჩვენი პროგრამა უფრო მწვანეებისას ჰგავს: ადამიანის უფლებები პრიორიტეტულია სახელმწიფოს ინტერესებთან შედარებით, თუ ტერიტორიას გამოყოფა სურს - კი ბატონო, ჩაატაროს რეფერენდუმი და გამოეყოს. რუსეთში ეს აქტუალურია, რადგან კავკასია უნდა წავიდეს. აბორტს არ ვკრძალავთ, სიკვდილით დასჯას ვეწინააღმდეგებით. რა თქმა უნდა, არ დავმდაბლდებით გლობალიზმისა და ანტიგლობალიზმის ტიპის სისულელეებამდე, ან იქამდე, როცა მემარცხენეები ავიაბაზაში მიდიან რაკეტების ჩაქუჩით დასამტვრევად. მემარჯვენეებს რუსეთში დიდხანს მოუხდათ ტირანიის პირობებში ცხოვრება, ამიტომ ადამიანის უფლებების საკითხი ჩვენთვის უპირველესია.
ერთი საბჭოთა გამოთქმა მინდა გავიხსენო: „შინაგანი ემიგრანტი”. მიიჩნევთ საკუთარ თავს შინაგან ემიგრანტად?
ემიგრანტი გაურბის კონფლიქტს, ჩვენ კი შუა გზაზე ვდგავართ, დროშას ვიქნევთ და ვყვირით. ჩვენ, როგორც ბატონი იური პოლიაკოვი - ყოფილი დემოკრატი, მშვენიერი წიგნის „100 Дней до Приказа“-ს ავტორი გვიწოდებს - ვართ მტერთა მაამებლები და სამშობლოს გამყიდველები. ჩვენ ვართ მეფისა და სამშობლოს მტრები, ნონკონფორმისტები, დისიდენტები. დისიდენტი - კარგი ტერმინია, რად გვინდა სხვა ცნების ძიება.
ოპოზიცია რუსეთში სუსტია მხოლოდ იმიტომ, რომ მედიაში არ უშვებენ?
ოპოზიციას ჰქონდა მიწვდომა მედიაზე. მას არ აქვს მანდატი რეფორმებისა და იმპერიის დანგრევისათვის. ელცინს არ ესმოდა, რა იყო მემარჯვენე რეფორმები. გაიდარმა, მადლობა ღმერთს, ეს არც აუხსნა. როცა ელცინი მიხვდა, პარლამენტი და ხალხიც მიხვდა, მოხდა სამოქალაქო ომი, ამის მერე კი ელცინმა ვეღარ გაქაჩა. მანდატი რეფორმებისათვის - დასავლური არჩევანია. ეს ნიშნავს მზადყოფნას, აიტანო ყველა სიმძიმე. რეფორმები მტკივნეულია. რუსეთში ვერ აიტანეს ვერც ლიბერალიზაცია, ვერც ფასების გათავისუფლება, ვერც პრივატიზაცია. დაიწყეს წკმუტუნი, არ გვინდა იყვნენ მდიდრები და ღარიბები, გვინდა ყველაფერი თანაბრად განაწილდესო. რეფორმების ხანმოკლე ისტორია დასრულდა 1994 წლის 11 დეკემბერს, როცა ტანკებმა ჩეჩნეთის საზღვარი გადალახეს. რუსეთის ტრაგედიაა, რომ რეფორმატორებს ძალა არ ეყოთ რეფორმისათვის და თავადაც ბოლომდე მედასავლეთეები არ აღმოჩნდნენ, არ ესმოდათ, რა არის დასავლეთი. არადა, აქ პინოჩეტისა და ჰაველის შერწყმა იყო საჭირო. ასეთი შერწყმა კი მსოფლიოში არ არსებობს. რუსეთი დაღუპა თავისუფალმა არჩევნებმა: 1993 წლის დეკემბერში უმრავლესობა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფაშისტებმა მიიღეს.
როცა გისმენთ ან თქვენს ნაწერს ვკითხულობ, მეჩვენება, რომ თვითირონიული ხართ...
არ ვარ თვითირონიული. თქვენ შენდეროვიჩი ნახეთ - თავისი ირონიით სამი ტელეარხი დახურა. მე კი ირონიიდან პათოსზე გადავდივარ ხოლმე. ერთ დღეს ჟურნალისტად ვიღვიძებ, მეორე დღეს - უფლებადამცავად, სხვა დროს კიდევ პოლიტიკოსად. წმინდა სამებასავით ვარ. ვენედიქტოვმა (რადიო „ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორი - რედ.) კრემლის მთავარ იდეოლოგს, სურკოვს თუ არ უჩვენა ჟურნალი ჩემი პუბლიკაციით და არ დაარწმუნა, რომ ჟურნალისტი ვარ, ისე „ეხო მოსკვის“ გადაცემაში „Особое Мнение“ არ დამიშვებენ. ძალაუფლება რომ აიღეს, ჩეკისტებმა ყველა დაბრკოლება მომიხსნეს. აკრუტუნდნენ და მოყუჩდნენ თბილ ადგილას. საქმიანი ხალხია. ჩემს შეშინებას აზრი არ აქვს, ძალიან კარგად მიცნობენ. ესმით, რომ ვერ გამტეხავენ. თუ მიიღებენ სიგნალს, დამიჭირონ ან მომკლან, ეგრეც იზამენ, მაგრამ ზეწოლას არ ეცდებიან - უსარგებლოა.
კარგი, თქვენ პუბლიცისტი ბრძანდებით და აქვეყნებთ მწვავე, ირონიულ და კრიტიკულ ტექსტებს. მაგრამ არიან ჟურნალისტები, რომლებიც არა პათოსით, არამედ მიგნებული ფაქტებით ამხელენ ხელისუფლებას...
კი, გამოძიების უფრო ეშინიათ. სკანდალი მოჰყვა „ნიუტაიმსის“ პუბლიკაციას ომონზე, როცა ომონელები მოვიდნენ და შემოგვჩივლეს, გვიჭირს და ყელამდე კორუფციაში ვართო. მე ძალიან რადიკალური ვარ საიმისოდ, რომ ვინმემ გაბედოს და ინფორმაცია მომცეს. ანა პოლიტკოვსკაია რით იყო მაგარი? იმით, რომ მარტო ჩეჩნები არ აწვდიდნენ ინფორმაციას, არამედ ზოგიერთი რუსი სამხედროც. მაგიტომ მოიშორეს. მორჩა, ასეთი ინფორმაცია აღარ არის. რუსი სამხედროები მას მხოლოდ პოლიტკოვსკაიას აძლევდნენ. ენდობოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ არ გათქვამდა. და არც ერთხელ არავინ გაუთქვამს. ჩეკისტებს თავიანთი კეთილი სახელი არ ანაღვლებთ, ინფორმაციის კი ეშინიათ და რეაგირებენ.
გრძნობთ, რომ რუსეთში გარიყული ხართ პოლიტიკური ცხოვრებიდან?
დიახ, ჩვენ მარგინალები ვართ. ყველაფერი, რაც საინტერესოა, ჩვენში კიდეზე, განაპირას ხდება. ჩვენი მეინსტრიმი - „ედინაია როსიას“ ასფალტის სატკეპნია; მოძრაობენ დათვები ბუნაგისკენ და უკან.
![]() |
9 ღარიბი ადამიანების გასაჭირი და ჩვენებური მიკროგლობალიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
კახა ბენდუქიძე|სვეტი
ჩვენ დიდი ხანია, ერთად არ გვიცხოვრია. არ ვიცით, თუ რა არის სახელმწიფო წყობა. არა, წიგნები კი წაგვიკითხავს, მაგრამ უშუალო განცდა არ გვაქვს. ერთი იყო და, ნოე რამიშვილსა და ნოე ჟორდანიას შორის ხელისუფლების გადაცემას დაესწრო ჩემი ბებიებისა და ბაბუების თაობა. ეგ არის ერთადერთი დემოკრატიული ხელისუფლების ცვლილება ჩვენს ისტორიაში. ასეთი მშვიდობიანი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე არ ჩამოყალიბდება სახელმწიფო. საზღვრების მქონე ტერიტორია შეიძლება ჩამოყალიბდეს, სახელმწიფო - არა. ერი-სახელმწიფო უფრო სხვა არის, ვიდრე შემოღობილი ტერიტორია.
კიდევ რა გვაკლია? არ ვარ დარწმუნებული, რომ ამომწურავ პასუხს გაგცემთ. მაგრამ ეკონომიკური თანაცხოვრების გამოცდილება რომ გვაკლია, ეგ ნამდვილად ვიცი.
სკოლის მოწაფე რომ ვიყავი, დედაჩემს დავყვებოდი ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. რამდენჯერმე ვიყავი სვანეთში, სამეგრელოში, ზემო აჭარაში - ალბათ საქართველოს სილამაზის დიდი ნაწილი მაშინ ვნახე. დედაჩემი ჩანაწერებს აკეთებდა წეს-ჩვეულებებზე, ყოფაზე. მისი მთხრობელები მოხუცები იყვნენ, რომლებსაც ახსოვდათ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის საქართველო. ბევრი საინტერესო რამ გავიგე. ერთს გეტყვით - ჩემდა გასაკვირად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხშირად სხვადასხვა თემში ან სოფელშიც კი, სხვადასხვა საწყაოს ხმარობდნენ: ერთგან ხორბლის რაოდენობას ერთნაირად ზომავდნენ, მეორეგან - მეორენაირად, მესამეგან - მესამენაირად. ადვილად მიხვდებით, რომ ეს ვაჭრობის ფაქტიური არარსებობის მაჩვენებელია.
ახლა ამ ნარკვევს ვწერ იაპონურ კომპიუტერზე, რომელიც ნაწილობრივ მალაიზიაშია გაკეთებული, მინიმუმ, ერთი ჩიპი ტაივანიდან აქვს, ერთი - სამხრეთ კორეიდან. ვწერ ამერიკაში შექმნილი პროგრამის მეშვეობით, ქართული ჟურნალისთვის, რომელიც ფინურ ქაღალდზე გერმანული დანადგარით დაიბეჭდება.
ამას ახლა გლობალიზაცია ეწოდება - კაცობრიობამ ისწავლა გლობალურად ვაჭრობა.
ჩვენ ამ გლობალიზებულ სამყაროში პატარა ქართული გლობალიზაცია გვინდა - რაც არ დაგვცალდა და ჯერ წინა გვაქვს - როცა ქართველები ერთმანეთთან ვაჭრობას ვისწავლით.
დე გოლმა თქვა ფრანგებზე - როგორ უნდა მართო ხალხი, რომელსაც 300 სახეობის ყველი აქვსო. ვერანაირად - დავეთანხმები მე. ასეთი ხალხი თავს თვითონ მოუვლის, ვინაიდან 300 მეყველეს 3 000 ყველის ვაჭარი, 6 000 რძის მწარმოებელი, 2 000 თივის გამყიდველი, 800 ყასაბი, 7 000 მზარეული და კიდევ სხვა ჰყავს ჩაბმული კაპიტალისტურ ფერხულში. ასჯერ იფიქრებს თითოეული, სანამ სხვას გაემიჯნება ან გადაემტერება - მაშინ გაუყიდავი რძე აეჭრება და თივა ჩაუწვება.
აი, ეს უნდა მოხდეს - ოთხი მილიონი ქართველი თავისი ბურჟუაზიული ინტერესებით დაუკავშირდება ერთმანეთს, დამოკიდებული გახდება ერთმანეთის წარმატებასა და მარცხზე. ასეთი ქართული საზოგადოება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება შემოღობილი ტერიტორიიდან საქართველომდე. დიდი ნაბიჯი.
გაუმარჯოს ქართველ ვაჭრებს!!!
![]() |
10 დედაქალაქის ხარჯვითი პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
თბილისის მერია 2010
თბილისის საკრებულოს შენობა
თბილისის მუნიციპალიტეტი
თბილისის მერიის სოციალური პროექტების ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, წელს 15 მილიონი ლარით გაიზარდა. მერია გადაწყვეტილებას მოსახლეობაზე ზრუნვის აუცილებლობით ხსნის, ექსპერტთა ნაწილი კი - პოპულიზმით. დედაქალაქის სოციალური ბიუჯეტი წელს 100 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2006 წლის შემდეგ. თავისუფალი ბაზრის მომხრეების აზრით, ხარჯვითი პოლიტიკა უფრო მომჭირნე უნდა იყოს
მაგალითად, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისთვის 1 მილიონი ლარია გამოყოფილი: პროექტის „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიასთან ერთად“ ფარგლებში, ყოველი დამწყები ბიზნესმენი, რომელიც შეღავათიანი სესხის მისაღებად ბანკებთან შუამდგომლობის მიზნით მერიას მიმართავს, საკუთარ თავზე აიღებს ერთი ადამიანის დასაქმების ვალდებულებას: წლიურად, სულ მცირე, 200 ადამიანს ექნება სამუშაო.
თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის დირექტორი ვახტანგ მეგრელიშვილი კონკრეტულ მაგალითზე დაასკვნის, რომ საქმე მაშინ რთულდება, როცა ორ მსურველს უნდა სახაჭაპურეს გახსნა, მერია კი ორივეს ვერ დაეხმარება: გამოდის, რომ სესხით მას ერთ-ერთი მათგანისთვის გაკოტრების განაჩენი გამოაქვს. დასკვნა მარტივია: „თუ ბაზარზე ვინმე ხელოვნურად შემოგვყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზრიდან ვიღაცას ხელოვნურად ვაგდებთ“.
სოციალური ბიუჯეტის პრიორიტეტია ჯანდაცვაც. ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, გაიზარდა წამლების დაფინანსება. სულ სამედიცინო დაზღვევის პროექტში ჩართულია 100 ათასი ადამიანი.
მომჭირნე ხარჯვითი პოლიტიკის მომხრეები შიშობენ, რომ ეს სიახლე ბაზარს ძვირი დაუჯდება: როდესაც ადამიანი დაზღვევის დროს აღარაა თანადამფინანსებელი, ის მაქსიმალურად მოიხმარს მომსახურებას, რომლისთვისაც ფულს სხვა იხდის. ამ შემთხვევაში მოთხოვნა იზრდება, რესურსი მის დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს და ფასიც იზრდება. ფასის დარეგულირებას გაზრდილი კონკურენცია უნდა იწვევდეს, თუმცა, როცა დაბეგვრითა და ლიცენზიებით სფერო მძიმედ რეგულირებულია, ფაქტია, კონკურენცია ვერ გაიზრდება. მერიას კონტრარგუმენტი აქვს: დაზღვევა ეხება არა ყველაფერს, არამედ მხოლოდ იმ ოპერაციებს, რომლებზეც მოთხოვნა მაღალია. ტენდერის საფუძველზე მერიამ გამოავლინა ის კლინიკები, რომლებშიც, ეს ოპერაციები დაბალ ფასებში, მაგრამ მაღალი ხარისხით კეთდება. საბაზრო ეკონომიკის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი მიდგომა არათანმიმდევრულია: მხოლოდ სიხშირე ფაქტორი არ არის. პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო, კონკრეტული ინდივიდების ნაცვლად, საავადმყოფოებს აფინანსებს, რაც არაეფექტურია, რადგან მისით სარგებლობს არა მხოლოდ ღარიბი, არამედ საშუალო და მდიდარი ფენაც. გამოსავალია ვაუჩერი, რომელიც მხოლოდ ღარიბ ადამიანებზე გაიცემა. შედეგად, სახელმწიფოს ნაცვლად, კლინიკას თავად პაციენტი ირჩევს: კლინიკებს შორის კონკურენცია იზრდება, ხარისხი მაღლდება და სერვისის ფასიც კლებულობს.
თავისუფალი ბაზრის მომხრეთა აზრით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად ოპტიმალური ღონისძიება იყო სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ 2006 წელს წამოწყებული პროგრამა - ღარიბების იდენტიფიცირება და შემდეგ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყოველთვიური დახმარებისა და დაზღვევის დანიშვნა. არსებული მეთოდით დახმარებას მიიღებდნენ უკიდურესად გაჭირვებულები და არა ყველა, მიუხედავად იმისა, სჭირდება დახმარება თუ არა.
მეგრელიშვილისთვის გაურკვეველია, ამ პროგრამაზე რატომ დაიხარჯა ქვეყნის მასშტაბით 400 მილიონი ლარი, თუ სახელმწიფო მაინც ყველას უნდა დაეხმაროს.
დედაქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტების ნუსხაში, მაგალითად, ისეთი პუნქტებიც მოხვდა, როგორიცაა თბილისის მოსახლეობის დასუფთავებისა და გაზის მოსაკრებლის დავალიანების დაფარვა. დაკვირვებული თვალისთვის ეს პუნქტი განსაკუთრებით პოპულისტურად გამოიყურება: რატომ არის ვალდებული საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც პატიოსნად იხდის კომუნალურ გადასახადებს, დასუფთავების ან თუნდაც გაზის ხარჯები დაუფაროს ურჩ გადამხდელებს?!
„თუ იტყვი, რომ 30%25-ის ხარჯზე ვაცხოვრებ 70%25-ს, გასაგებია, რომ ეს 70%25-ს მოეწონება. სინამდვილეში, მოხდება ის, რომ 30%25 ანუ მოსახლეობის გადასახადის გადამხდელი ფენა შეწყვეტს საქმიანობას და გამოსართმევი აღარაფერი დარჩება“, - ამბობს მეგრელიშვილი. საქმიანობას იმიტომ შეწყვეტს, რომ საკუთარი შრომის ნაყოფს ვერ დაინახავს: ეკონომიკური ზრდა კი საკუთარი შრომის შედეგის დანახვით მიიღწევა, როცა „ნაკლებად ვძარცვავთ, თუნდაც, ლეგალურად“. „ლეგალური ძარცვა“ ჩაკეტილი წრის ნაწილია, რადგან დემოკრატიული რეჟიმი აქცენტს უმრავლესობაზე აკეთებს: ამომრჩეველთა უმრავლესობა თავის ხმას მისთვის ყველაზე მომგებიან დაპირებებზე ყიდის.
სამწუხაროდ, მსგავსი ქმედებების გამო, ხელისუფლება არასოდეს გამხდარა ოპოზიციური პარტიების მხრიდან რაციონალური კრიტიკის ობიექტი. პირიქით, ეს უკანასკნელნი უფრო შორსაც კი მიდიან და, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მოსახლეობას ინდივიდუალური კრედიტების დაფარვას, უფასო საავადმყოფოებს და სხვა „სიკეთეებს“ ჰპირდებიან.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ყოველთვის კმაყოფილი იქნება იმით, რომ მეორე ნაწილს ფულს გამოართმევენ და მას მისცემენ. პრობლემა ისაა, რომ საქართველო ღარიბი და, თანაც, ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, სადაც დიდხანს სჯეროდათ, რომ კეთილდღეობაზე ზრუნვა არა იმდენად საკუთარი თავის ვალდებულებაა, რამდენადაც სახელმწიფოსი.
ამ საბჭოური მენტალიტეტის მქონე ადამიანებისთვის ალბათ იმედის გაცრუების ტოლფასია მეგრელიშვილის არჩევანი, ვისთვისაც სწორი პოლიტიკა ის იქნებოდა, პოპულისტური სოციალური პროექტები საერთოდ რომ შეწყდეს და ბიუჯეტი - მხოლოდ თბილისის კი არა, მთლიანად სახელმწიფოსი - მხოლოდ უსაფრთხოებაზე ანუ მართლწესრიგსა და საგარეო თავდაცვაზე ორიენტირებული გახდეს. „ჩვენ ახლა კონკურენცია გვაქვს პოპულიზმში - ამბობს მეგრელიშვილი: - ვინ უფრო „მაგარი“ პოპულისტი იქნება. სოციალური ბიუჯეტის ზრდის მთელი თეორიაც ეს არის“.
![]() |
11 სიახლეები |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
წყალმომარაგებისთვის
ფოტო: ბესო დარჩია |
35 მუნიციპალიტეტში, სადაც წყალმომარაგების მხრივ, გადაუდებელი სამუშაოებია ჩასატარებელი, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტს რეგიონული პროექტების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად განახორციელებს. ბანკი საქართველოს 40 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს. სესხი 30-წლიანია. საკრედიტო ხელშეკრულებას ხელი ივლისის ბოლოს მოეწერება. შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიის დირექტორის ირაკლი კვაშილავას თქმით, 2012 წლისთვის წყალმომარაგების პრობლემები რაიონულ ცენტრებში სრულად მოგვარდება. წინასწარი გათვლებით, სექტორის სრული რეაბილიტაცია 3 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. |
პირდაპირი ინვესტიციები განახევრდა
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების რიცხვი 2009 წელს 51%25-ით შემცირდა. 2007 წლის შემდეგ უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციამ კლება დაიწყო: 2 მილიარდი დოლარიდან, 2008 წელს, ინვესტიციები 1.56 მილიარდ დოლარამდე, ხოლო შარშან 759 მილიონ დოლარამდე შემცირდა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, შარშან საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი, საერთო ინვესტიციების 22.4%25-ით, გაერთიანებული არაბული საემიროები იყო. მას მოსდევდა ეგვიპტე, ნიდერლანდები და თურქეთი. ინვესტორთა დაფრთხობა და ეკონომიკის 4%25-იანი ვარდნა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა და 2008 წლის აგვისტოს ომმა გამოიწვია.
შაქარი იაფდება
ფოტო: ბესო დარჩია
მომავალი კვირიდან სამომხმარებლო ბაზარზე შაქრის ფასი 19-20 თეთრით შემცირდება. კომპანია „ქართული შაქრის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ლაშა ისაკაძის განმარტებით, ტომარა შაქარზე ფასი დაახლოებით 5 ლარით, 83 ლარამდე დაეცა. საბითუმო ფასის შემცირება საცალო ქსელზეც აისახება და მომავალი კვირიდან ქსელში 1 კგ შაქრის ფასი 20-30 თეთრით, 2 ლარამდე შემცირდება. გაიაფება საერთაშორისო ბირჟებზე ფასის შემცირებას უკავშირდება.
გაზიფიცირება კრედიტით
ფოტო: ბესო დარჩია
სს „საქართველოს ბანკსა“ და „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა: რეგიონების მოსახლეობას გაზიფიცირებისათვის საჭირო თანხის ბანკიდან კრედიტის სახით მიღების საშუალება მიეცემა. კრედიტის მაქსიმალური მოცულობა 500 ლარია.
დიზაინი 25 წლამდე
პროდუქტის დიზაინის დაპატენტების ვადები იცვლება. ცვლილებები დიზაინის შესახებ კანონში შედის: დიზაინზე საკუთრების უფლება დაცული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის სპეციალური მოწმობით „საქპატენტში“ იქნება რეგისტრირებული. დიზაინის დარეგისტრირება შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე ხუთწლიანი პერიოდით, მაგრამ არა უმეტეს 25 წლისა. რეგისტრირებული დიზაინის გამოყენებაზე მის მფლობელს კერძო ლიცენზიის გაცემაც შეეძლება. საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობის მრჩეველთა ჯგუფის და „საქპატენტის“ მიერ ერთობლივად შემუშავდა.
![]() |
12 საფრანგეთის რეგიონული არჩევნები |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
სარკოზის პარტია პირველ ტურში დამარცხდა
კარლა ბრუნი და ნიკოლა სარკოზი ადგილობრივ არჩევნებზე
ფოტო: REUTERS ©
14 მარტს, საფრანგეთის რეგიონული არჩევნების პირველ ტურში, მძიმე მარცხი იწვნია პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის „სახალხო მოძრაობის პარტიამ“ (UMP). 21 მარტს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური მაჟორიტარ კანდიდატებს შორის. საფრანგეთი 26 რეგიონად არის დაყოფილი და მეორე ტურის დასრულების შემდეგ მმართველი პარტია, სავარაუდოდ, მხოლოდ 2 მათგანში - ელზასსა და კორსიკაში მოიპოვებს გამარჯვებას.
ფრანგები რეგიონულ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ქვეყნის ადმინისტრაციულ დაყოფაში რეგიონული დონე მხოლოდ 1986 წელს გაჩნდა. რეგიონების ძალაუფლება შეზღუდულია და, ძირითადად, საჯარო მომსახურებებზე - სატრანსპორტო სისტემის, სკოლებისა და მუზეუმების მართვაზე - ვრცელდება. გამოკითხვების მიხედვით ფრანგების მხოლოდ 29%25-ს შეუძლია საკუთარი რეგიონის მმართველის დასახელება. რეგიონული არჩევნების შედეგების მცირე მნიშვნელობა ამომრჩეველს თამამი გადაწყვეტილების საშუალებას აძლევს. მაგალითად, 2004 წელს (ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის პერიოდში), რეგიონული არჩევნები სოციალისტების ტრიუმფით დასრულდა.
რამ განაპირობა საპროტესტო მუხტი საფრანგეთში? მეზობლებთან შედარებით საფრანგეთის ეკონომიკა უკეთ გაუმკლავდა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს: 2009 წლის უკანასკნელ მეოთხედში საფრანგეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 0.6 %25-ით გაიზარდა, განსხვავებით გერმანიისგან, სადაც ზრდა საერთოდ არ ყოფილა; ფრანგულ ბანკებს არ დასჭირდათ სახელმწიფოსგან სუბსიდირება; ქვეყნის 40 უდიდესი კომპანიის საერთო მოგებამ ჯამში 47 მილიარდი ევრო შეადგინა.
მიუხედავად ამისა, ფრანგებს აქვთ უკმაყოფილების მიზეზი. მთავარ პრობლემად უმუშევრობა რჩება, რომლის დონემაც უკვე 10%25-ს გადააჭარბა. უმუშევრობის მაღალი დონის მიზეზი არის სოციალური სახელმწიფოს ევროპული კონცეფცია - სოციალური დახმარებებით, აფრიკელი ემიგრანტები უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე თავის ისტორიულ სამშობლოში, ამიტომ სამსახურის ძიებისგან თავს იკავებენ. სამსახურის შოვნა კი ისედაც ძნელია: ხისტი შრომის კანონმდებლობა აბრკოლებს სამუშაო ადგილების შექმნას; სამსახურში აყვანისა და დათხოვნის პროცედურები მკაცრად რეგულირებულია, ისევე როგორც პირობები - 35 საათიანი სამუშაო კვირა. სარკოზის ინტერვენტულ მიდგომას მხოლოდ დროებითი შედეგი მოაქვს. მან ფრანგულ ნავთობკომპანია ტოტალს ერთ-ერთი გადამამუშავებელი საწარმოს დახურვა გადააფიქრებინა, ელიზეს რეზიდენციაში დაიბარა ფრანგული კომპანიების ხელმძღვანელები და დათმობები საღამოს საინფორმაციო გამოშვებათა დაწყებამდე გამოსტყუა, მაგრამ ეს არ კმარა. სახელმწიფო მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს საჭიროებს.
სარკოზის კიდევ ერთი ინიციატივა საპენსიო ასაკის (ამჟამად 60 წელი) გაზრდაა. ეს ცვლილება საფრანგეთში ახალ საპროტესტო ტალღას ააგორებს, რასაც რეგიონულ არჩევნებში მმართველი პარტიის მარცხიც შეუწყობს ხელს. თუმცა, სარკოზის აქვს კოზირები: საპარლამენტო უმრავლესობა და პოპულარული პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი. საფრანგეთის პრეზიდენტმა, შესაძლოა, ჟაკ შირაკის ტაქტიკას მიმართოს: მტკივნეული რეფორმები პრემიერ-მინისტრს გადააბრალოს და გაათავისუფლოს იგი.
![]() |
13 რუსეთის რეგიონული არჩევნები |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
არჩევნები არჩევანის გარეშე
14 მარტს, რუსეთის 83 რეგიონიდან 76-ში, რეგიონული არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ხმების უმრავლესობა, დაახლოებით 50%25, რუსეთის მმართველმა პარტიამ - „ედინაია რასიამ“ დააგროვა. პუტინისა და მედვედევის პარტიამ გაიმარჯვა ყველა რეგიონში. მას განსაკუთრებით მოსკოვში დაუჭირეს მხარი.
რუსეთის პერიფერიული რეგიონების ხარჯზე მოსალოდნელზე მეტი ხმები მიიღეს „კომუნისტურმა პარტიამ“, „სამართლიანმა რუსეთმა“ და „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“. ირკუტსკში, „ედინაია რასიას“ მერობის კანდიდატი საერთოდაც დამარცხდა ადგილობრივ ბიზნესმენთან, რომელსაც „კომუნისტური პარტია“ უჭერდა მხარს. სწორედ ეს უკანასკნელი იკავებს მეორე ადგილს ხმათა 20%25-ით. ხმათა 15-15%25 გადაინაწილეს „სამართლიანმა რუსეთმა“ და „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“.
ოპოზიციური პარტიების რეიტინგის აღმასვლა ეკონომიკურმა კრიზისმა და მმართველი პარტიის შეცდომებმა განაპირობა. გასულ წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 8%25-ით დაეცა, ხოლო უმუშევრობა 9.2%25-ით გაიზარდა. ამგვარი რეცესია რუსეთში არ ყოფილა უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. რუსეთის დიდ ქალაქებში გაიმართა საპროტესტო გამოსვლები გადასახადების შემცირების მოთხოვნით.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კრემლმა განგებ დაუშვა არჩევნებში სამი ოპოზიციური პარტიის გამარჯვება პლურალიზმის ილუზიის შესაქმნელად. ამ პარტიებს ფორმალურად ეწოდებათ „ოპოზიციური“. სინამდვილეში ისინი კრემლის პოლიტიკას ატარებენ. ანტიკრემლური განწყობის ლიბერალურ პარტიებს კი ხმათა აბსოლუტური მინიმუმი ერგო.
ფოტო: REUTERS ©
![]() |
14 ირანი: კვანძის გახსნის მოლოდინში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
დღეს ირანში სამი წამმზომია ჩართული: ერთი - ქვეყნის ბირთვულ ლაბორატორიებში; მეორე - მოლაპარაკებათა მაგიდებზე; მესამე - ქუჩებში. ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი წამმზომის ისარი იმოძრავებს უფრო სწრაფად.
11 თებერვალს, ისლამური რევოლუციის წლისთავზე, თეირანის ქუჩები დემონსტრაციებმა მოიცვა. რეჟიმთან წინააღმდეგობის ნიშნები ირანში ყოველთვის იყო, მაგრამ 2009 წლის 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაძაბულობა გაიზარდა. გაძლიერდა ოპოზიციური „მწვანე მოძრაობა“. ხელისუფლება გამოსვლებს ხელკეტებით, დაპატიმრებებით და ინტერნეტ-ცენზურით გაუმკლავდა. რამდენიმე აქტივისტს სიკვდილი მიუსაჯეს. ირანის მმართველობა დაშინებით ცდილობს საპროტესტო ტალღის ჩახშობას. ისინი „მწვანე მოძრაობაში” დასავლეთის მიერ დადგმულ მორიგ „ფერად რევოლუციას“ ხედავენ და პარალელს ავლებენ უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციასთან.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, უკვე დროა დასავლეთმა ღიად დაუჭიროს მხარი ირანულ ოპოზიციას. ამ აზრს ეთანხმებიან ახალგაზრდა ირანელი აქტივისტებიც. ჯერჯერობით ობამას ადმინისტრაცია მკვეთრ განცხადებებს ერიდება და ირანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ზოგადი კრიტიკით შემოიფარგლება, რითაც დაპირისპირებულ მხარეთა შორის დელიკატურ ბალანსს იცავს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ და ევროპა მოვალენი არიან გაამხნევონ დემონსტრანტები და დაეხმარონ ირანის ოპოზიციას გარე სამყაროსთან კომუნიკაციის დამყარებაში. თუმცა, დასავლეთს, ამავდროულად, სიფრთხილე მართებს, რადგან ოპოზიციის მომხრეების დიდი ნაწილი ისლამური რევოლუციის მხარდამჭერია. ისინი არ მოიწონებენ ირანის შიდა ბრძოლაში გარეშე ძალების მკვეთრ ჩარევას.
ირანის პრეზიდენტი აჰმადინეჟადი და
სირიის პრეზიდენტი ალ ასადი, დამასკო.
დასავლეთის და ირანული ოპოზიციის საერთო კრიტიკის ობიექტი პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ბირთვული ამბიციებია. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მთავრობის ბირთვული პროგრამა ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირების პოლიტიკაა. ამგვარად, დამანგრეველი ზიანი ადგება ირანის ეკონომიკას.
გასულ წელს პრეზიდენტმა ობამამ ისლამურ რესპუბლიკას ბირთვულ ტექნოლოგიებზე მუშაობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში თეთრი სახლი სანქციების დაწესებით დაიმუქრა. დასახელდა ვადა - 2009 წლის დეკემბერი, თუმცა, აშშ-ს დღემდე არ აუსრულებია მუქარა. სანქციებს უქადიან ირანს გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნებიც. უშიშროების საბჭო მოითხოვს, რომ ირანის ტექნოლოგიები საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ მოექცეს. ირანს უკვე აქვს 4%25-ით გამდიდრებული ურანი, რაც საკმარისია ელექტროენერგიის საწარმოებლად. გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნები, გერმანიასთან ერთად, მუშაობენ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც ირანმა 4%25-ით გამდიდრებული ურანის მცირე რაოდენობა (1200კგ) უნდა გაგზავნოს საფრანგეთში და რუსეთში. სანაცვლოდ ისლამური რესპუბლიკა მიიღებს 20%25-ით გამდიდრებულ რადიაქტიურ იზოტოპურ ურანს. შეთავაზებაზე პასუხად პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ მათ დამოუკიდებლად გაამდიდრეს ურანი 20%25-მდე და მომავალშიც პროცესი ირანის ტერიტორიაზე წარიმართება. ჩანს, შეთანხმება ვერ შედგება.
ოფიციალური თეირანის მიმართ დასავლეთის სანქციებს აბრკოლებენ ჩინეთი და რუსეთი. „სწორი დრო არ არის შერჩეული სანქციების დასაწესებლად, რადგან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა გაეროში. დასავლეთმაც არ იცის დანამდვილებით, თუ როგორ გავლენას იქონიებს სანქციები რეჟიმის გადაწყვეტილებებზე. ისტორია გვაჩვენებს, რომ ეკონომიკურ სანქციებს არ მოაქვთ სწრაფი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები. გარდა ამისა, სანქციების დაწესების შემთხვევაში, „მწვანე მოძრაობა“ დაკარგავს მილიონობით დოლარის გრანტებს, გამოყოფილს ადამიანის უფლებების დასაცავად.
ირანის წარმოებული ჭურვი: ნასრ1
ირანის სულიერი ლიდერი: აიათოლა ალი ჰამენეი
ექსპერტები ვერ ადგენენ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს აჰმადინეჟადის განცხადება ირანში 20%25-ით გამდიდრებული ურანის შესახებ. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ირანი ახლოსაა ბირთვული იარაღის დამზადებასთან. საქმე ის არის, რომ ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭიროა 90%25-ით გამდიდრებული ურანი. რთული ურანის 4%25-დან 20%25-მდე გამდიდრებაა, თორემ 20%25-დან 90%25-მდე გამდიდრება ტექნოლოგიურად ბევრად მარტივია.
თუ ირანს გაუჩნდება ბირთვული იარაღი, ძალთა წონასწორობა რეგიონში მნიშვნელოვნად შეიცვლება. ეს, ერთი მხრივ, წაახალისებს ტერორისტულ ორგანიზაციებს, ხოლო მეორე მხრივ - რეგიონის ძლიერ ქვეყნებს (ს. არაბეთი, ეგვიპტე, თურქეთი) ბირთვული იარაღის შექმნისკენ უბიძგებს, ძველი ბალანსის აღსადგენად. ბირთვული ენერგიის მიმართ ინტერესი ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში ისედაც გაზრდილია. თურქეთი, ეგვიპტე, ლიბია, მაროკო, იორდანია და იემენი ოფიციალურად მუშაობენ ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებაზე. ეს ქვეყნები თავიანთ მისწრაფებებს ეკონომიკური ინტერესით ხსნიან: ნავთობის რეზერვების კლებამ, ბუნებრივი რესურსების სიმცირემ და, შედეგად, ნავთობზე და ბუნებრივ აირზე ფასის მატებამ განაპირობა ენერგიის ალტერნატიული წყაროების ძიება. თუმცა, არსებობს პოლიტიკური ინტერესიც. არაბული ქვეყნები გამუდმებით აპროტესტებენ ისრაელის მფლობელობაში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობას. სუნიტურ სახელმწიფოებს არანაკლებ აშფოთებთ შიიტურ ირანში ბირთვული იარაღის გაჩენის პერსპექტივაც.
თუ დასავლელი მონიტორები ახლო მომავალში ვერ შეაღწევენ ირანის ბირთვულ ლაბორატორიებში, აშშ და ისრაელი დგებიან საზარელი არჩევანის წინაშე - შეეგუონ ბირთვულ თეირანს ან სამხედრო ძალით გაანეიტრალონ იგი.
![]() |
15 ჩინეთი: დიდი სახელმწიფოს აღმასვლა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ყველა ფოტო: REUTERS ©
ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი ვარაუდობს, რომ ჯენგ ჰემ კოლუმბამდე დაახლოებით 30 წლით ადრე მიაღწია ამერიკას, თუმცა ეს მოსაზრება დადასტურებული არ არის. სადავოა, აგრეთვე, გემების მოცულობაც. ჩინური წყაროების მიხედვით, ხომალდი სიგრძეში 137, ხოლო სიგანეში 55 მეტრი იყო, რაც ორჯერ დიდია, ვიდრე ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ ქვეყანაში აგებული ხის გემი. |
ჩინეთის გავლენის ზრდა განაპირობა მისი ეკონომიკის წარმატებამ. 2009 წელს, როდესაც სახელმწიფოთა უმრავლესობა კრიზისის დაძლევას ცდილობდა, ჩინეთის ეკონომიკამ თითქმის 9%25-იანი ზრდა აჩვენა.
მსოფლიო პოლიტიკაში ჩინეთის როლის შესახებ ურთიერთსაპირისპირო პროგნოზები არსებობს. მისი საგარეო პოლიტიკის უკეთ გასაგებად საჭიროა ქვეყნის ისტორიის გათვალისწინება.
ჩინეთი, თავისი არსებობის მანძილზე, პერიოდულად იყო რეგიონის ლიდერი. მსოფლიოს წამყვანი ძალა ანუ ჰეგემონი არასდროს ყოფილა, თუმცა შეეძლო. მაგალითად, მეთოთხმეტე საუკუნეში ჩინეთის ფლოტი სიძლიერით რამდენჯერმე აღემატებოდა იმ დროისთვის ზღვებზე გაბატონებულ ინგლისის და ესპანეთის ფლოტებს - ერთად აღებულს. ამ ფლოტით ჩინეთის ადმირალმა 1405-1433 წლებში, ჯენგ ჰემ, აზიის გასწვრივ იმოგზაურა და აფრიკის კონტინენტზეც დადგა ფეხი. ჯენგ ჰეს ექსპედიციების შემდეგ ხომალდები ჩამოწერეს და გაანადგურეს. ფლოტის განადგურების მიზეზი დღემდე საიდუმლოებითაა მოცული.
ჩინეთის სახელწოდება ითარგმნება როგორც შუა სამეფო. მის მმართველებს დაბალი წარმოდგენა ჰქონდათ ევროპაზე, რომ არაფერი ვთქვათ მეზობელ ქვეყნებზე. ჩინეთის გარეთ ტერიტორიებს ისინი პროვინციად მოიხსენიებდნენ, ამ სიტყვის უარყოფითი მნიშვნელობით.
მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში იმპერია დასუსტდა. ეთნოცენტრისტულად განწყობილი მმართველი ელიტა რეფორმებს აყოვნებდა. მე-18 საუკუნეში, როდესაც პორტუგალიურმა, ინგლისურმა და ფრანგულმა სავაჭრო კომპანიებმა ჩინეთს მიაღწიეს, ის ჯერ კიდევ არ იყო ინდუსტრიული ქვეყანა. მიუხედავად ამისა, ევროპელებს ჩინელებზე დაბალი სავაჭრო სტატუსი ჰქონდათ. ჩინელები მათ თანასწორად არ მიიჩნევდნენ. ოპიუმის ომში (1839-1842) ინგლისთან სასტიკმა მარცხმა ჩინეთი მიწაზე დაუშვა. ქვეყანას მოუხდა საკუთარი პოლიტიკის გადახედვა. დაიდო ახალი ხელშეკრულებები, რომელთაც ჩინელებმა მოგვიანებით „უთანასწორო შეთანხმებები“ უწოდეს, ხოლო პერიოდს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან 1949 წლამდე - დამცირების საუკუნე. 1949 წელს ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი საბოლოოდ დაემხო და ქვეყანა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკად გარდაიქმნა.
ამჟამად ჩინეთის მთავრობა კვლავ ახალისებს ნაციონალისტურ განწყობებს. მაგალითად, ჩინეთის არმიის პოლკოვნიკმა ლიუ მინგფუმ დაწერა წიგნი „ჩინური ოცნება“, რომელშიც საუბარია ჩინეთის უპირატესობაზე და მსოფლიო ლიდერის კუთვნილი ადგილის დაბრუნების აუცილებლობაზე. მინგფუს აზრით, ჩინეთმა უნდა გაათავისუფლოს მსოფლიოს ერები ამერიკის ბატონობისგან. წიგნის ტირაჟი რეკორდულია. ჩინეთში მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა.
საერთაშორისო ურთიერთობებში უკვე გაჩნდა ახალი ტერმინები, როგორიცაა ჩიმერიკა ან G2 (ორთა ჯგუფი). მსგავსი ტერმინებით გამოხატავენ ჩინეთის და აშშ-ს ეკონომიკების მჭიდრო დამოკიდებულებას ერთმანეთზე; ჩინეთს და ამერიკას, როგორც გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას. ამერიკელმა ეკონომისტმა ფრედ ბერგსტენმა, ორთა ჯგუფის კონცეფციის დახასიათებისას, ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: აშშ არის მსოფლიოს უდიდესი მხარჯველი, ხოლო ჩინეთს აქვს უზარმაზარი ფინანსური რეზერვები; მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ნახევარი ამ ორ ქვეყანაზე მოდიოდა; აშშ - განვითარებული, ხოლო ჩინეთი განვითარებადი ქვეყნების ლიდერია. ბერგსტენი მიიჩნევს, რომ ამ ორ ქვეყანას შეუძლია თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა ისეთი პრობლემების გარშემო, როგორიცაა ტერორიზმი, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამები, ბირთვული და სხვა სახის იარაღის გავრცელება.
მართლაც, რიგ საკითხებში აშშ ცდილობს ითანამშრომლოს უფრო ჩინეთთან, ვიდრე ევროპასთან. 1970-იან წლებში ამერიკის საგარეო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა ირონიულად აღნიშნა, რომ ვერ გაეგო, ვისთვის უნდა დაერეკა, თუ ევროპასთან საუბარი სურდა. არც მაშინ და არც ახლა ევროპას არ ჰქონია ის, რაც აქვს დღეს ჩინეთს - გადაწყვეტილების მიღება ერთი ადამიანის მიერ. ევროკავშირის გლობალური პოლიტიკური ამბიციებისთვის ეს სერიოზული დაბრკოლებაა, ჩინეთისთვის კი - უპირატესობა. თუმცა, ჩინეთი არ ჩქარობს მეტი პასუხისმგებლობის აღებას, რაც, ნაწილობრივ, ისტორიული გამოცდილებითაც არის ნაკარნახევი.
ჩინეთის ადამიანური რესურსების და ეკონომიკის ელვისებური ზრდა არსებულ მსოფლიო წესრიგს ცვლილებებს უქადის. მსოფლიო პოლიტიკაში ჩინეთის მომავალი როლის შესახებ აზრი გაიყო. ერთი მოსაზრებით, ჩინეთი ოციოდე წლის შემდეგ აშშ-ს ჩაანაცვლებს და მსოფლიოში მოწინავე ძალად იქცევა. ამ აზრის მომხრეები ჩინურ ასწლეულს, უფრო ზოგადად კი, აზიურ 21-ე საუკუნეს წინასწრმეტყველებენ. ჩინეთის ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა ერთგვარ უპირატესობად განიხილება - ერთპარტიული მმართველობა ქვეყანას საშუალებას აძლევს ერთი კონკრეტული მიზნისკენ მიმართოს ყველა რესურსი. ეს აღნიშნა ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ვენ ჯიაბაომაც, პარლამენტის სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
საპირისპირო მოსაზრებით ჩინეთი ვერ განავრცობს გავლენას საერთაშორისო პოლიტიკაზე, რადგან საკმარისად აქვს საშინაო პრობლემები - ტაივანი, სინძიანისა და ტიბეტის ავტონომიური რეგიონები, მოსახლეობის დაბერება, უუნარობა ტექნოლოგიური ინოვაციის განხრით.
მიუხედავად იმისა, თუ რომელი გათვლა გამართლდება, ფაქტია, ჩინეთის მომავალი მსოფლიოს მომავალზეც იქონიებს გავლენას.
![]() |
16 პროტესტი ტაილანდში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
წითელ და ყვითელ ბანაკებად გახლეჩილი ქვეყანა
ტაილანდს მორიგმა საპროტესტო ტალღამ გადაუარა. წითელ პერანგში გამოწყობილი ასი ათასამდე ადამიანი პრემიერ-მინისტრ აფჰისიტ ვეტჩაჩივას გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. აქციის მონაწილეებმა ათასი ლიტრი სისხლი შეაგროვეს და მთელი ეს მასა სამთავრობო შენობას გადაასხეს. ამ სიმბოლოთი მათ მთავრობის არალეგიტიმურობა გამოხატეს.
ჩანს, მთავრობა საპროტესტო აქციებს სერიოზულად აღიქვამს. გასაიდუმლოებულია პრემიერ-მინისტრის ადგილსამყოფელი, გადაიდო მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა და პარლამენტის სხდომა.
საპროტესტო აქცია, ბანკოკი, .ტაილანდი.
ტაილანდი ორ - წითელ და ყვითელ - ბანაკად არის გაყოფილი. წითელპერანგიანთა რიგებს, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები შეადგენენ, ყვითლების მხარეს კი ქალაქში მცხოვრები საშუალო კლასი და ბიზნესმენები არიან. წითელპერანგიანები ემიგრაციაში მყოფ ყოფილ პრემიერს ტაქსინ შინავატრას უჭერენ მხარს.
2006 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ სასამართლომ ტაილანდის ორი მთავრობა არაკონსტიტუციურად ცნო. მილიარდერი შინავატრა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს, ქონების 2/3 ჩამოართვეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2006 წლის შემდეგ ტაილანდს პერიოდულად გადაუვლის ხოლმე საპროტესტო ტალღა. წლევანდელი აქციები, თავისი მასშტაბით, აშკარად აღემატება ადრინდელებს.
![]() |
17 „იმედის“ დათვური სამსახური ანუ უკან მომავალში 30 წუთით |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|ფოკუსი
უგუნურისგან სახეიროს ნურაფერს ელი, სულელ მეგობარს ჯობია გყავდეს ჭკვიანი მტერი
ჟან ლა ფონტენი, იგავიდან
დათვური სამსახური
ფოტო : გიორგი აბდალაძე
15 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „იმედს“ დაავალა ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას იმის გამო, რომ აუდიტორიის გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა და ცალკეულ შემთხვევებში საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვია. ამ გადაწყვეტილების კანონიერება იურისტების მსჯელობის საგანი უკვე გახდა, მაგრამ ყველაზე უცნაური მასში არა სამართლებრივი მხარეა, არამედ ის გარემოება, რომ ამ ყველაფრისათვის „იმედს“ ბოდიში უკვე მოხდილი აქვს.
ბოდიშთან ერთად „იმედი” შეეცადა საზოგადოებისათვის საკუთარი მოტივები აეხსნა და თავისი ქმედება გაემართლებინა - გადაცემის მიზანი „მოსახლეობის გაღიზიანება“ კი არ ყოფილა, არამედ - „რუსეთის აგრესიული გეგმებისთვის ხელის შეშლა”.
რუსეთის აგრესიული გეგმებისათვის ხელის შეშლის გასაკიცხად ენა როგორ უნდა მოუბრუნდეს ადამიანს, მაგრამ ერთი რამ დღესავით ცხადია - ღმერთმა დაგვიფაროს და თუ მოვლენები 13 მარტის იმიტირებული „ქრონიკის“ სცენარით განვითარდა, საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული ძალისხმევა მოუწევს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ საქმე მორიგ „მოდელირებასთან“ არა გვაქვს.
იმიტირებულმა „ქრონიკამ“ ამ ერთ საკითხში, როგორც მინიმუმ ერთი საღამოს განმავლობაში, ერთ პოზიციაზე ამყოფა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და მარგინალი პოლიტიკოსები
გარდა იმისა, რომ „იმედმა“ საქართველო და მისი ხელისუფლება მგლისა და ბიჭის შესახებ ეზოპეს ცნობილი იგავის მდგომარეობაში ჩააგდო, გადაცემით გამოწვეულმა პანიკამ და მისმა კრიტიკამ სრულად გადაფარა რუსეთიდან მომდინარე საფრთხის განხილვა. იმიტირებულმა „ქრონიკამ“ ამ ერთ საკითხში, როგორც მინიმუმ ერთი საღამოს განმავლობაში, ერთ პოზიციაზე ამყოფა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და მარგინალი პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ რუსეთთან ომის განახლების შემთხვევაში მათი მთავარი საზრუნავი საქართველოს არსებული ხელისუფლებისაგან განთავისუფლება იქნება.
იმიტაცია ჟურნალისტიკისთვის უცხო მოვლენა არ არის - მაგალითად იკმარებდა თუნდაც წამყვან ფინურ გაზეთ Helsingin Sanomat-ში 6 მარტს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ასევე რუსეთთან ახალ ომს ეძღვნება. იმიტირებული ჟურნალისტიკის მრავალი სხვა ანალოგიის გახსენებაც შეიძლება, მათ შორის ისეთების, პროფესიულ ეთიკის ნორმებს უხეშად რომ არღვევს, მაგრამ იმედმა მოახერხა მოეხსნა მანამდე არსებული ყველა რეკორდი.
ქართულმა გადაცემამ დაიკავა პირველი ადგილი ჟურნალ „თაიმის“ ყველა დროის უდიდეს შოკისმომგვრელ მისტიფიკაციათა ათეულში. ზოგიერთ უნივერსიტეტში მედიის მკვლევარებმა ქრონიკის განხილვას ლექციები მიუძღვნეს. მოდელირებულმა „ქრონიკამ“ გაუსწრო მე-19 საუკუნეში გავრცელებულ ნაპოლეონის ნაადრევი სიკვდილის ამბავსა და 1930-იანი წლების ამერიკულ რეპორტაჟს მარსელების შემოსევის შესახებ.
„იმედის“ ინსცენირებამ ბევრში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ 1938 წელს ორსონ უელსის მიერ ჰერბერთ უელსის კლასიკური რომანის „სამყაროთა ომის“ სკანდალური რადიოდადგმის რემინისცენცია გამოიწვია. 1938 წელს ჰელოვინის დღესასწაულზე მოქალაქეებმა CBS-ის რადიოთი შეიტყვეს მარსელების შემოსევის „ამბავი“. მილიონობით ადამიანი პანიკამ მოიცვა, ბევრს ჰალუცინაციები დაეწყო - ზოგმა მომწამვლელი გაზის სუნი „იგრძნო“, ზოგმაც სროლისა და აფეთქების ალი „დაინახა“. ბევრი ნიუ ჯერსიში „მოვლენათა ეპიცენტრისკენ” გაეშურა. უელსის ამ პროვოკაციას უფართოესი რეზონანსი ახლდა - მხოლოდ იმ თვეში მოვლენას 12 500 საგაზეთო პუბლიკაცია უძღვნეს, ხოლო ერთერთ საჯარო გამოსვლაში ადოლფ ჰიტლერმა იგი დასავლური ცივილიზაციის ხრწნისა და დაცემის მაგალითად შეაფასა.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრული - ეს სიტყვები უძღოდა წინ „ქრონიკის“ იმიტირებულ გადაცემას. თავად ეს იდეა, სახელმწიფოებრიობის დასასრული გამხდარიყო სატელევიზიო მისტიფიკაციის თემა, არ არის „იმედის“ მიგნება.
ფოტო : გიორგი აბდალაძე
2006 წელს ბელგიური საზოგადოებრივი მაუწყებლის RTBF-ის პირველმა არხმა ეთერში გაუშვა იმიტირებული ახალი ამბების საგანგებო გამოშვება ბელგიის სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტის შესახებ. ბელგიელები შოკმა მოიცვა, როცა შეიტყვეს, რომ სეპარატისტული განწყობების მქონე პროვინცია ფლანდრიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო მეფე და დედოფალი კი ყოფილ კოლონია კონგოში გაიქცნენ. მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ გაჩნდა წარწერა, რომ გადაცემა ინსცენირებულია. მიუხედავად ამისა, აფორიაქებული ხალხის დამშვიდებას რამდენიმე საათი დასჭირდა.
სწორედ ეს მაგალითი მოიყვანა იმედის ხელმძღვანელმა, გიორგი არველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა აქცენტებში გამოსვლისას. თუმცა, ბელგიური პრეცედენტი უფრო სხვის შეცდომაზე სწავლის შესაძლებლობა უნდა გამხდარიყო, ვიდრე მისაბაძი მაგალითი. მართალია, პროექტის ავტორებმა საკუთარი მოქმედება ბელგიის სახელმწიფოს შენარჩუნებაზე ზრუნვით ახსნეს, მაგრამ სატელევიზიო პროექტმა Bye Bye Belgium ძირითადად ნეგატიური შეფასებები დაიმსახურა.
ამასთან, რაკიღა რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრული, მდიდარი ევროპული ქვეყნის დაშლისგან განსხვავებით, სისხლისღვრისა და ნგრევის გარეშე არ ჩაივლის, ქართველ მაყურებელს საპანიკოდ ბევრად მეტი საფუძველი ჰქონდა. რუსი ინტერვენტები სამეცნიერო ფანტასტიკის პერსონაჟები არ არიან, რომ საზოგადოებას გასჭირვებოდა იმის წარმოდგენა, თუ რა მოყვებოდა ჩვენს ქვეყანაში მათ მორიგ გამოჩენას.
მსოფლიო ჟურნალისტიკისათვის უცხო არც მასშტაბური კატასტროფების სიმულაციაა. წელს, თებერვალში CNN-მა გადასცა პროგრამა, რომელიც ამერიკაზე მასშტაბურ კიბერ-ტერორისტულ თავდასხმას ეძღვნებოდა. მაყურებელმა ნახა როგორ განიხილავდნენ თავდასხმაზე რეაგირების ვარიანტებს სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელები, რომელთა როლებს ყოფილი მინისტრები, სენატორები, გენერლები და სხვა მაღალი რანგის მოხელეები ასრულებდნენ. მოვლენები ვითარდებოდა რეალურ დროში, დაზვერვისა და პრესის მიერ მოწოდებული ახალ-ახალი მონაცემების საფუძველზე. წინასწარ არავინ იცოდა თუ რა სცენარით წარიმართებოდა პროცესები.
CNN-მა იმის ვიზუალიზება მოახდინა, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა და როგორ უპასუხებს ის თავდასხმას, როგორ იმოქმედებს მთავრობა კრიზისულ ვითარებაში. ამ გადაცემას საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდა და მან აჩვენა რისთვის არის ქვეყანა მზად და სად არის სუსტი მხარეები.
CNN-ისა და „იმედის“ ინსცენირებებს შორის განსხვავება თვალშისაცემია: თუკი ამერიკელმა მაყურებელმა კატასტროფა ნახა, ქართული აუდიტორია სრული აპოკალიფსის მოწმე გახდა - არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არათუ გამართულად, არამედ საერთოდ არ ფუნქციონირებდა. მაყურებელს აჩვენეს, რომ არათუ არავის გააჩნია ძალა და უნარი მტერს წინააღმდეგობა გაუწიოს, არამედ უფრო მეტიც, არ არსებობს არანაირი გეგმა, რა შეიძლება მოიმოქმედოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ დამოუკიდებლობის გადასარჩენად, თუკი „საქართველოს შესაძლო ყველაზე მძიმე დღე“ მართლაც დადგება.
როგორც ჩანს, გადაცემის ავტორებს მხოლოდ რუსეთთან ახალი ომი საკმაოდ შოკისმომგვრელად არ მოეჩვენათ და ამიტომ ან მეტი მხატვრული დამაჯერებლობისათვის მაყურებელს უთხრეს, რომ საბრძოლო მოქმედებათა დაწყებისთანავე ქართული ჯარის ნაწილი მტრის მხარეზე გადავა, პრეზიდენტს მოკლავენ და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში გარკვეული სახით სომხეთიც იქნება ჩართული. როგორც იტყვიან - ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს. ნებისმიერ სხვა ვითარებაში ასეთი საკითხების ტრივიალიზაცია უმწვავესი კრიტიკის საგანი გახდებოდა, მაგრამ ახლა ამან შედარებით შეუმჩნევლად ჩაიარა.
ასეთი თემებით ხშირი ოპერირება მათ საბოლოო ჯამში აუფასურებს. ბევრი შიშობს, რომ „იმედის“ მოდელირებამ ვაქცინასავით იმოქმედა. ასეთ თემებზე ყოველგვარი მოკრძალების გარეშე საუბარი შემდეგ ამ მოვლენების მიუღებლობის ხარისხს ასუსტებს და თვითახდენადი წინასწარმეტყველება შეიძლება გახდეს.
ცალკე საკითხია, თუ რატომ იჯერებს ყველა ასე ადვილად არა მხოლოდ საქართველოში, ან თუნდაც ფინეთში, არამედ თავად რუსეთში რომ ასეთი ომი სავსებით რეალურია - ცნობები სენსაციური მოვლენების შესახებ ზოგიერთმა რუსულმა სააგენტომაც გაავრცელა.
რუსები იმავე დღეში აღმოჩდნენ, როგორც თავის დროზე ინგლისელები, რომლებმაც 1814 წელს ადვილად დაიჯერეს შიფინ-ის სახელით ცნობილ დოვერის ერთ-ერთი პაბში გაჩენილი ჭორი ნაპოლეონ ბონაპარტეს მოკვლის შესახებ. ნისლიანი ალბიონის მკვიდრთათვის ეს ხანგრძლივი ომის დასასრულს მოასწავებდა. „ინფორმაციის“ გავრცელებისთანავე ლონდონის ბირჟაზე აქციების ფასმა არნახულ სიმაღლეებს მიაღწია და რამდენიმე ადამიანს თაღლითობის შესაძლებლობა მისცა.
შეიძლება ბევრი ვისაუბროთ რუსული იმპერიალიზმის შესახებ, მაგრამ სწორედ აგრესიის ამ დამაჯერებლობიდან გამომდინარე ძნელი არ უნდა ყოფილიყო იმის განჭვრეტა, რომ ასეთი გადაცემა მაღალი ალბათობით მასობრივ პანიკას გამოიწვევდა. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის ბოლო პუნქტში ვკითხულობთ: „აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება“.
კოდექსი არ ზღუდავს მაუწყებელს „ნათელი განმარტების“ საშუალებათა არჩევაში, თუკი მთავარი ფასეულობა - „აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის აცილება“ - იქნება უზრუნველყოფილი. თავის მართლებისთვის „იმედის” ხელმძღვანელობა გვახსენებს, რომ გადაცემის ანონსირებისას, როგორც ქრონიკის დაწყების წინ, ასევე მანამდე დღის განმავლობაში მიუთითებდა რომ გადაცემა მოდელირებულია და მოვლენები მომავალში - 2010 წლის 7 ივნისს ვითარდება.
ამას თან დაერთო ის გარემოებაც, რომ იმიტირებული „ქრონიკა“, შემთხვევით თუ გამიზნულად, რადიოეთერშიც მოხვდა. მაყურებელთა და მსმენელთა იმ ნაწილმა, რომელსაც გადაცემის ანონსი არ ენახა, ინსცენირება რეალურ მოვლენად აღიქვა.
პროგრამის ხასიათის შესახებ მაყურებლის ინფორმირების მიზნით „იმედის“ მიერ მიღებული ზომები ტრაგიკულად არაადეკვატური აღმოჩნდა - სანამ „იმედის“ წამყვანი ოკუპაციის გამო წარმოქმნილ პანიკასა და რიგებზე ლაპარაკობდა, ადამიანები მართლაც გარბოდნენ სახლებიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების მოსამარაგებლად. სამი დღის შემდეგ კი გავრცელდა ცნობა, რომ იმიტირებული „ქრონიკის“ ყურებისას 50 წლის ნაინფარქტალი მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
დღეს უკვე თითქმის ყველა თანხმდება, რომ მასობრივი პანიკის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო სათანადო წარწერა გადაცემის მსვლელობის მთელი დროის განმავლობაში, ვინაიდან ბევრი მაყურებელი ამა თუ იმ სატელევიზიო არხს ყოველთვის დროებით რთავს და არც საინფორმაციო გამოშვებებს უყურებს თავიდან ბოლომდე.
დადგმასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ეთიკური პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ რეალურ პიროვნებებს როლები მათი ნებართვის გარეშე მიანიჭეს. ამან არა მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსები, არამედ გადაცემაში ნახსენები უცხოელი დიპლომატებიც გააღიზიანა. ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩებმა ტელეკომპანიას საპროტესტო წერილები მიწერეს.
საქართველოს ხელისუფლების შიდა და გარე კრიტიკოსებს კიდევ ერთხელ მიეცათ საბაბი ელაპარაკათ სააკაშვილის გაუწონასწოებელ ხასიათზე, ქართული მედიისა და მისი მანიპულაციების შესახებ. ამ შანს უთუოდ გამოიყენებენ დასავლეთის ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არ ღირს საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობათა დაძაბვა.
საქართველო ომს დღეს ორ ფრონტზე აწარმოებს. თუ კი ფრონტის ერთი, ხილული ხაზი ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებზე გადის, მეორე, უხილავი ფრონტის ხაზი ეკონომიკაზე გადის. ამ ორი ომის ბედი ერთმანეთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. ერთ რომელიმეზე წარუმატებლობა მყისიერად გადაედება მეორეს. ამის თვალსაჩინო ილუსტრაცია 2008 წელს ვიხილეთ: აგვისტოს ომი ღრმა ეკონომიკურ კრიზისის მიზეზი გახდა. მეორე მხრივ, ეკონომიკური აღმავლობა სახელმწიფოებრივი ძლიერების მატერიალურ საფუძვლებს განამტკიცებს და დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს.
რთული სათქმელია რამდენი ინვესტიცია ან სამუშაო ადგილი დაუჯდა ჩვენ ქვეყანას „იმედის“ იმიტაცია, მაგრამ ცხადია, რომ ამგვარი გადაცემები ბიზნესმენებს საქართველოში ფულის ჩადების სტიმულებს, ვთქვათ რბილად, არ უძლიერებს. ძნელი წარმოსადგენია, ინვესტორებმა ენთუზიაზმით გაიხედონ ქვეყნისკენ, რომლის მმართველი ელიტაც სამ თვეში სამხედრო ინტერვენციას ელის.
ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ეკონომიკასთან ერთად ზიანი მიადგა არსებული ხელისუფლების პარტიულ ინტერესებსაც. შოკი და ძრწოლა ეფექტური სამხედრო დოქტრინაა, რომელიც მრავალგზის აღმატებული ძალის გამოყენების გზით ბრძოლის ველზე მყისიერი დომინირების მიღწევას გულისხმობს და შედეგად მტერს უსპობს ნებას, გასწიოს წინააღმდეგობა. საკუთარ თავზე ტაქტიკა ჯერ არავის გამოუცდია. ამ გზით მოპოვებულ გამარჯვებას სამხედრო ისტორია არ იცნობს. ინვესტორების მსგავსად, „ქრონიკის“ ანტიუტოპიამ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსაც არჩევნებზე მისვლისა და ხმის მიცემის სურვილი, ალბათ, არ გაუძლიერა.
პრეზიდენტ სააკაშვილის თავდაპირველი კომენტარი ორაზროვანი იყო. „იმედის“ პროფესიული სტანდარტების კრიტიკასთან ერთად მან რატომღაც საჭიროდ ჩათვალა გადაცემაში დახატული სცენარის რეალისტურობაზეც ესაუბრა. ასეთი შეფასება დისონანსს ქმნიდა არა მხოლოდ საზოგადოებრივ განწყობებთან, არამედ პრეზიდენტის გუნდისვე საჯაროდ გამოთქმულ პოზიციებთან. ზიანის ადეკვატური შეფასების შემდეგ სააკაშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც უკვე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დაგმო მომხდარი.
ამასობაში რუსულ ვებ-გვერდებზე დაიდო აუდიოჩანაწერი, სადაც არველაძის მსგავსი ხმით მსმენელმა მოისმინა, რომ გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე გადაცემის გაშვება პირადად მიშას იდეა იყო. მოგვიანებით გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში კი სააკაშვილი იმიტირებულ „ქრონიკას“ აკრიტიკებს. ორივე ჩანაწერის ავთენტურობა სადავოა. მაგრამ თავის მართლების შესაძლებლობა მინიმუმამდეა დასული, ხოლო ნეგატიურმა გამოხმაურებებმა პიკს მიაღწია.
ფოტო: REUTERS ©
ამ გამოხმაურებათა ერთი ნაწილი „მოდელირებაში“ ბრალს დებს „იმედის“ ჟურნალისტებს, რომელთაც სცადეს შეწინააღმდეგებოდნენ ჰოლდინგის გენერალურ დირექტორს და არ დაეშვათ 13 მარტს „ქრონიკის“ იმ სახით ეთერში გასვლა. თვითონ „ქრონიკის“ გუნდი ანუ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური თითქმის არავის გახსენებია. არადა, საღამოს რვა საათიდან ცხრის ნახევრამდე ეკრანიდან ლაპარაკობდნენ ის ჟურნალისტები, სხვა დღეებშიც იმავე დროს რომ გაჰყავთ ეთერში „ქრონიკა“. ჩვენთვის არაფერია ცნობილი საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტთა პოზიციაზე. ფაქტია, ისინი გენდირექტორს ადვილად აყვნენ „თამაშში“. ყველაზე იოლია, ასეთი ქცევა უზნეობად ან უვიცობად გამოაცხადო. აყოლის მიზეზი შეიძლება უფრო ღრმა იყოს.
„ქრონიკის“ ჟურნალისტთა უმეტესობას სწორედ ჟურნალისტური განათლება აქვს მიღებული, თან იმ წლებში და იმ სკოლებში, სადაც ლამის კონცეფციის დონეზე იყო აყვანილი პრინციპი, რომ ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია საზოგადოებრივი აზრის შექმნა და მოსახლეობის აღზრდაა; ამას კი ნახევარი ნაბიჯი აშორებს საზოგადოების განწყობაზე გავლენისაგან. სინამდვილის ადეკვატური ასახვა და სანდო ინფორმირება მეორეულია. მომავალ ჟურნალისტებს სტუდენტობიდანვე აცდუნებენ ძალაუფლებით, რომელიც მათ უპყრიათ, როგორც „მეოთხე ხელისუფლებას“. ამგვარ მიდგომათა დანერგვას ხსენებულ სკოლებში ახლდა ისეთი კრეატიული დავალებები, როგორიცაა, ვთქვათ, წარმოსახვითი ინტერვიუ თამარ მეფესთან ანუ წმინდა წყლის თხზვა. რა გასაკვირია, რომ ამნაირი ცოდნიდან რწმენადქცეული განათლებით მედიაში მისულ ჟურნალისტებს არავითარი მორალური (გინდ პიროვნული, გინდ პროფესიული) ბარიერი არ გაუჩნდებათ, როცა საზოგადოებრივ აზრზე შოკურ ზემოქმედებას შესთავაზებენ. მათ არ ჭირდებათ ეთიკის დავიწყება საიმისოდ, რომ სინამდვილე აბსოლუტური გამონაგონით ჩაანაცვლონ - რადგან სწორედ ამ დროს ხედავენ საკუთარ თავს პროფესიული დიდების მწვერვალზე.
![]() |
18 შესაქმე - ტელეაპოკალიფსი |
▲ზევით დაბრუნება |
კომიქსი
![]() |
19 106 წელი პატრიარქის გარეშე |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ეკლესიის ისტორია
ფოტო: ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორია
რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიიდან ჯერ 10 წელიც არ იყო გასული, როდესაც სამეფო ტახტის ბედი საპატრიარქო კათედრამაც გაიზიარა. 1810 წელს ერეკლე II-ის შვილი, კათალიკოს - პატრიარქი ანტონ II პეტერბურგში გაიწვიეს. ამ დროიდან საქართველოს ეკლესიას 106 წლის მანძილზე აღარ ჰყოლია საკუთარი პატრიარქი. „მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ კარგად იცოდა ეს გაწვევა რასაც მოასწავებდა, ამიტომ ცრემლითა და ლოცვით გამოემშვიდობა სვეტიცხოველსა და საქართველოს“, — იხსენებდა კათალიკოს - პატრიარქი ილია მეორე ქადაგებაში 1985 წელს.
იბერიის ეკლესიის დამოუკიდებლობის დაკარგვას საფუძველი 1783 წელს ჩაეყარა. გეორგიევსკის ტრაქტატი საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის რუსეთის უწმინდეს სინოდში მერვე წევრად შესვლას ითვალისწინებდა. როგორ შეძლებდა დამოუკიდებელი ეკლესიის პირველი ერარქი სხვა ეკლესიის წმინ და სინოდის წევრობას?
ამ კითხვას პასუხი 1811 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა გასცა. გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და, მასთან ერთად, საპატრიარქო ინსტიტუტიც. ამით დაირღვა კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე კანონი, სადაც ვკითხულობთ: „ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არ აქვსუფლება გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიების აღრევა“. შექმნეს „აღმოსავლეთ საქართველოს საეგზარქოსო“, რომელიც რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში შევიდა. პირველ ეგზარქოსად ეროვნებით ქართველი, ვარლამ ერისთავი დანიშნეს. სამი წლის შემდეგ აღმოსავლეთის საეგზარქოსოს აფხაზეთის საკათალიკოსოც შეუერთეს და ასე გადააქციეს ივერიის ეკლესია „საქართველოსა და იმერეთის საეგზარქოსოდ“. აქედან მოყოლებული საქართველოში სულ 17-მა ეგზარქოსმა იმსახურა, რომელთაგან არც ერთი ყოფილა ქართველი.
„ქართლისა და კახეთის ყველა ეპარქიას 1811 წლიდან მართავს ეგზარქოსი, რომელმაც არ იცის ენა და არც ადათ - წესები. ამჟამად კი საქართველოს ეგზარქოს ნიკონს თავისი მრევლის წინაშე გამოჩენის ეშინია“, - წერს რუსი ისტორიკოსი ნიკოლოზ დურნოვო. ქართულ კულტურასთან გაუცხოება ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა. იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, რომელიც ეროვნული და სარწმუნოებრივი მოღვაწეობისთვის წმინდანად არის შერაცხული, შემდეგნაირად ახასიათებდა ეგზარქატს: „ეს პირები ზნეობრივად დაბალ დონეზე იდგნენ. ესენი იყვნენ პირმოთნე, ეგოისტი, ანგარებიანი, პატივმოყვარე ადამიანები, რომლებიც ძალადობითა და ცრუ დასმენებით კარიერას იკეთებდნენ“.
საქართველოს ეკლესიის დანაკარგი ეგზარქატის პერიოდში უპრეცედენტო იყო. რუსებმა დახურეს 25 სამღვდელმთავრო კათედრა და 800-ზე მეტი ეკლესია. დურნოვოს შეფასებით, 150 მილიონ მანეთად ღირებული საეკლესიო ქონება ხაზინამ წაიღო. ეგზარქოს ევსევის დროს ხახულის ღვთისმშობლის ხატიდან მოხსნეს ოთხი დიდი და შვიდი მცირე ლალი, რომელიც ოდესღაც თამარ მეფის გვირგვინს ამშვენებდა. ევსევისვე ნებართვით, ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშევმა გელათიდან გაიტანა ტიხრული მინანქრით გაწყობილი XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება, მოხსნა მას ოქროს მოჭედილობა და შეცვალა იაფფასიანი ვერცხლის ნახელავით. სვეტიცხოვლის ფრესკები კირის რამდენიმე ფენით მხოლოდ იმის გამო დაფარეს, რომ საქართველოს პროვინციაში ჩამოსულ იმპერატორ ნიკოლოზ პირველს „სანიტარული წესრიგი“ დახვედროდა. განადგურდა არა ერთი უძველესი ჰიმნოგრაფიული ძეგლი. ქართული საეკლესიო გალობა და წირვა-ლოცვა დადუმდა და რუსულით ჩანაცვლდა.
1886 წელს მოკლეს თბილისის სემინარიის რექტორი, დეკანოზი ჩუდეცკი. მის დაკრძალვაზე ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა ქართველი ერი პირდაპირ ამბიონიდან დაწყევლა. ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ყიფიანმა, პროტესტის ნიშნად, ლებედევს მისწერა წერილი, რომელშიც პირდაპირ მოსთხოვა საქართველოს დატოვება: „თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი და უყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან“. წმინდა დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, 1887 წელს კი სახლში შეპარულმა ჯალათმა თავში უროს ჩარტყმით მოკლა. ავტოკეფალიისთვის ბრძოლა არ
შეწყვეტილა. ამ პროცესში ილია ჭავჭავაძეც იყო ჩართული. მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვთან წერილში ილია და სხვა დიდებულები წერდნენ: „ივერიის ეკლესიას წაერთვა ყოველივე ის, რითაც ცხოვრობდა, რითაც ძლიერი იყო იგი. შეწყდა სიცოცხლის ძარღვი...“ აქტიურობდა სასულიერო დასიც. მანიფესტაციებმა იმდენად ფართომასშტაბიანი სახე მიიღო, რომ ეგზარქოსმა ალექსიმ 1905 წელს სასულიერო სემინარიაში ქართველ სამღვდელოთა ყრილობის დარბევა მხოლოდ კაზაკების დახმარებით მოახერხა.
ერთი წლის შემდეგ დაიწყო კრებისწინა სემინარები, რომელსაც საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი უნდა განეხილა. ისტორიკოს ნუგზარ პაპუაშვილის ცნობით, მოხსენებები წაიკითხეს ეპისკოპოსებმა - კირიონმა, ლეონიდემ, ევთიმემ და პროფესორებმა - ალექსანდრე ცაგარელმა, ალექსანდრე ხახანაშვილმა და ნიკო მარმა. ავტოკეფალიის განახლების მთავარ საფუძვლად დაასახელეს ის, რომ რუსული საეკლესიო მმართველობის პირობებში კავკასიაში მართლმადიდებლური სარწმუნოების დანერგვისა და განმტკიცების მისია მიზანს ვერ აღწევდა, „ხალხი წარმართობისა და ურწმუნოების ჭაობში ეფლობოდა”.
ავტოკეფალიის წინააღმდეგ არაერთი სასულიერო პირი გამოვიდა, მაგრამ განსაკუთრებული აგრესიით ეროვნებით ქართველი რენეგატი ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე გამოირჩეოდა. „მან ასე მიმართა რუსეთის წმინდა სინოდის წევრებს: დაიჭირეთ ეპისკოპოსი კირიონი და ლეონიდე და საქართველოში ავტოკეფალია აღარავის გაახსენდებაო”, - წერს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.
დაპირების მიუხედავად საეკლესიო კრება არ შედგა. ქართველი სასულიერო პირები მალევე მიხვდნენ, რომ საკითხის გადაჭრა საეკლესიო კანონიკისა და შექმნილი რეალობის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო. 1917 წლის რევოლუციამ პროცესი დააჩქარა. იმავე წლის 25 მარტს (ახალი სტილით) სვეტიცხოველში ათასობით ქართველი საერო და სასულიერო პირი შეიკრიბა. ლიტურღიის აღსრულების შემდეგ სვეტიცხოვლის ამბიონიდან გაისმა ნანატრი სიტყვები - ეპისკოპოსმა ლეონიდემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ავტოკეფალიის აღდგენა ამცნო.
17 აპრილს საქართველოს ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქად ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი აირჩიეს. „უძველესსა საყდარსა საქართველოისა საკათალიკოზოისასა, რომელსა 1811 წლითგან ვიდრე მოაქომომდე განაგებდეს ექსარხოსნი რუსეთის ეკლესიისანი, ათშვიდმეტსა სეკტენბერსა მიმდინარის წლისასა, აღრჩევითა მორწმუნისა ერისა და სამოღვდელოისა დასისაითა, აღყვანილ იქმნა უღირსებაი ჩემი,“ - წერს პატრიარქი კირიონი რომის პაპისადმი წერილში, რომელიც საგარეო ურთიერთობების აღდგენას ემსახურებოდა. ძმური სიყვარულით სავსე წერილები ასევე გაეგზავნა სომხეთის პატრიარქსა და კენტერბერის მთავარეპისკოპოსს.
კირიონ საძაგლიშვილი
პეტრე დიდის რეფორმების შედეგად, 1722 წლიდან, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აღარ ჰყავდა პატრიარქი. ეკლესიის სადავეები ხელთ ეპყრა „უწმინდესსა და უმმართებელეს სინოდს“. ეპისკოპოსთა ამ კრებულს იმპერატორის მიერ დანიშნული საერო პირი, ობერპროკურორი ხელმძღვანელობდა. საქართველოს ანექსიის მომენტისთვის რუსეთის ეკლესია, ფაქტობრივად, სახელმწიფო ორგანოდ იყო ქცეული. |
პეტრე დიდის რეფორმების შედეგად, 1722 წლიდან, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აღარ ჰყავდა პატრიარქი. ეკლესიის სადავეები ხელთ ეპყრა „უწმინდესსა და უმმართებელეს სინოდს“. ეპისკოპოსთა ამ კრებულს იმპერატორის მიერ დანიშნული საერო პირი, ობერპროკურორი ხელმძღვანელობდა. საქართველოს ანექსიის მომენტისთვის რუსეთის ეკლესია, ფაქტობრივად, სახელმწიფო ორგანოდ იყო ქცეული. |
ავტოკეფალია არ ცნო რუსეთის საეკლესიო ხელისუფლებამ. მეტიც, პატრიარქმა ტიხონმა საქართველოში მცხოვრებ მართლმადიდებელ მრევლს წერილობით მოუწოდა ყველანაირი კავშირი გაეწყვიტათ „ავტოკეფალისტ მღვდლებთან“. წინააღმდეგ შემთხვევაში „უსათუოდ ჯოჯოხეთში მოხვდებით“, - იმუქრებოდა ტიხონი. ამას ემატებოდა ბოლშევიკების მიერ სასულიერო პირების მასობრივი დევნა. 1923 წელს დააპატიმრეს პატრიარქი ამბროსი და საკათალიკოსო საბჭოს წევრები. სახელმწიფოს აგრესიულმა პოლიტიკამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კურსი შეცვალა. 1927 წელს ქუთაისში მოწვეულმა საეკლესიო კრებამ საბჭოთა ხელისუფლებას ერთგულება გამოუცხადა. ბოლშევიკების აგრესიული ქმედებები პატრიარქი ამბროსის ხისტ პოლიტიკასა და საგარეო კურსს დააბრალეს. სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან მხოლოდ ფორმალური ურთიერთობა შენარჩუნდა. ცნობილია კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბასილი მესამის რამდენიმე წერილი პატრიარქ ამბროსისადმი, საეკლესიო კალენდრის შესახებ, მაგრამ, ოფიციალურად, მართლმადიდებელი ეკლესიები არც აღიარებდნენ და არც გმობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. რუსეთის ეკლესიასთან ზიარებითი ერთიანობა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს აღდგა.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად მხოლოდ 1990 წლის 3 მარტს აღიარა. პატრიარქმა დიმიტრიოსმა საზეიმო ლიტურღიაზე კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს „საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ავტოკეფალიის ცნობისა და დასტურის“ სიგელი უბოძა. სიგელში აღნიშნულია: „სინოდის გადაწყვეტილებითა და სულიწმინდით განათლებულნი ვაცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიას იმავე თვითმმართველი სტრუქტურითა და ორგანიზებით, რაც უძველესი დროიდან გაჩნდა, რაც დამოწმებულია, აგრეთვე, ბალსამონის მიერ, რომელიც წერს: „ამბობენ, რომ დღეთა მათ შინა უწმინდესისა პატრიარქისა ღვთაებრივი ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა უფალი პეტრესი გამოტანილ იქნა სინოდური დადგენილება, რომ იქნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა“.
![]() |
20 არაცივილური საზოგადოება |
▲ზევით დაბრუნება |
გიგა ზედანია|სვეტი
2003 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დასუსტება აღიარებული ფაქტია. მაგრამ თუ თავდაპირველად ამ ფაქტს მარტივი ახსნა მოეძებნა - „ტვინების გადინება“ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან პოლიტიკურ სფეროსა და საჯარო სამსახურში, დღეს მისი განსხვავებული ინტერპრეტაციაა გავრცელებული. გაჩნდა ეჭვი - იყო თუ არა ეს საერთოდ დასუსტება? ხომ არ იყო ეს ოპტიკური ილუზია, რომლის ასახსნელადაც, რევოლუციის შემდეგ, სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერების ფაქტის გათვალისწინებაა საჭირო? და, აი, დღეს „ექსპერტების“ უმეტესობა თანხმდება - სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში არც არასოდეს ყოფილა ძლიერი.
რატომ? მთავარი მიზეზები: 1. არასამთავრობო ორგანიზაციები პოსტსაბჭოთა საქართველოში არაა აგებული მოხალისეობის პრინციპზე; ამ სფეროში მომუშავე ადამიანების უდიდესი ნაწილი აქ სტაბილურ ხელფასზე მუშაობს და არა საერთო ინტერესებისა და ღირებულებების საფუძველზე; ამიტომ ჩართული და ანგაჟირებული ადამიანების რიცხვი ძალზე მცირეა; 2. არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა პოსტსაბჭოთა საქართველოში თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული ქვეყნის გარედან წამოსულ დაფინანსებაზე, ამიტომ ისინი არ აღიქმება, როგორც ორგანული პასუხი ქვეყნის შინაგან პრობლემებზე.
კონკრეტულად ეს შემდეგს ნიშნავს - რომელიმე დონორი ორგანიზაცია გამოაცხადებს კონკურსს, რომლის მიზანიცაა, ვთქვათ, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქამდე მასმედიის განვითარებით იყო დაკავებული, ამ კონკურსისთვის გადაუხვევს პროფილს და შეიტანს განაცხადს. გრანტის ამოწურვის შემდეგ იგივე ორგანიზაცია უკვე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციით ან საბიუჯეტო გამჭვირვალობით დაინტერესდება - მოკლედ, ნებისმიერი საკითხით, რაზეც არსებობს დონორების კონიუნქტურა.
ეს ვითარება სისუსტეზე მიანიშნებს. სამოქალაქო საზოგადოება, წესით, სხვა რაღაცას უნდა ნიშნავდეს - სოციალური ურთიერთობების ერთობლიობას, რომლებიც არც ოჯახის სფეროს მიეკუთვნება, არც ბიზნესის და არც სახელმწიფოსი. ესაა სოციალური ცხოვრების თვითორგანიზაცია. სამოქალაქო საზოგადოების მიზნები მისი წევრების ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს; ის თვითკმარი უნდა იყოს, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც.
ქვეყანაში „ენ-ჯი-ო ცივილიზაციის“ ამ სისუსტის გაცნობიერების შემდეგ უცბად გაჩნდა პარადოქსული და ინტელექტუალებისთვის მიმზიდველი იდეა - იქნებ არასწორ ადგილას ვეძებთ? იქნებ სამოქალაქო საზოგადოება ჩვენს ცხვირწინ გაჩნდა, ოღონდ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ?
და აი, პირველი ალტერნატიული კანდიდატიც - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი. ეს უდავოდ ქვემოდან შექმნილი ორგანიზაციაა. ის არაა დამოკიდებული საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პრიორიტეტებზე და მასში გაერთიანებული ადამიანები სწორედ ღირებულებებისა და ინტერესების საფუძველზე შეიყარნენ ერთად.
ცხადია, მმკ ანტილიბერალური და ანტიდემოკრატიული ორგანიზაციაა: ის მოითხოვს ინდივიდის თავისუფლების შეზღუდვას და მთავარ ღირებულებად უპირობო მორჩილების აღიარებას.
მაგრამ მერე რა? - იკითხავს პარადოქსების მოყვარე ინტელექტუალი. როგორი მოქალაქეებიც გყავს, ისეთი სამოქალაქო საზოგადოება გექნება.
თითქოს მართლაც ასეა.
ოღონდ მხოლოდ თითქოს.
რითი დაგვამახსოვრა თავი მმკ-მ? პირადად მე სამი რამ მახსენდება: ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვდნენ გადაცემა „კედლის“ დახურვას საზოგადოებრივ მაუწყებელზე; დაარბიეს ჰელოუინის წვეულება 2008 წელს; ითხოვენ გადაცემა „ღამე შორენასთან ერთად“ მოხსნას „იმედის“ ეთერიდან
ამ სამი მაგალითიდან ჩანს, თუ რაზეა ამ ორგანიზაციის მთავარი აქტივობები მიმართული - სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების გაქრობა-განადგურებაზე. ესაა ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ საკუთარი ღირებულებების არსებობის უფლებას აღიარებს და ყოველი ალტერნატივის დამცირება-განადგურებას ცდილობს, მათ შორის, თუ შესაძლებლობა არსებობს, ძალის გამოყენებითაც
მოკლედ, ესაა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც სურს, რომ ერთადერთი გახდეს და მოიცვას როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო სექტორები მთლიანად.
სწორედ აქაა მთავარი პრობლემა: სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლობით პლურალურია. რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს რომელიმე ჯგუფის წევრების სუბიექტური დარწმუნებულობა საკუთარი ღირებულებების სისწორეში, ამ რწმენას აუცილებლობით უნდა ახლდეს თან იმის დაშვება, რომ არსებობენ სხვებიც, რომლებსაც ცხოვრების და საკუთარი ღირებულებების წარმოჩენის არანაკლები უფლება აქვთ. არა, ეს არაა მხოლოდ პლურალიზმის ფაქტთან შეგუება („სხვები არსებობენ და ხომ არ დავხოცავთ?!“). ეს ბევრად უფრო მეტია - ესაა საკუთარი ცნობიერების ნაწილად პლურალიზმის პრინციპის გადაქცევა. სამოქალაქო საზოგადოების წევრთა ცნობიერება აერთიანებს საკუთარი სისწორის განცდას სხვა, ხშირად საპირისპირო შეხედულებებისა და ღირებულებების ლეგიტიმურობის აღიარებასთან.
როდესაც არ ვაღიარებთ პლურალობას, სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბარიც ზედმეტია.
დავასკვნათ: მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი არაა, მაგრამ რა დავარქვათ იმას, რისი ნაწილიც ის არის?
ტერმინი „სამოქალაქო საზოგადოება“ არაა მხოლოდ ობიექტური, აღწერითი ტერმინი. მას ნორმატიული, შეფასებითი კომპონენტიც აქვს. მასში დღემდე ისმის „კარგისა“ და „დადებითის“ ობერტონები. სხვადასხვა შეხედულებათა და ღირებულებათა მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპი აქ განმსაზღვრელ როლს ასრულებს. სამოქალაქო საზოგადოება ცივილური საზოგადოებაა (civil society).
თუ ტერმინის ამ შეფასებით განზომილებას გავითვალისწინებთ, მაშინ მმკ-ს ტიპის ორგანიზაციების ერთობლიობას არაცივილური საზოგადოება შეიძლება დავარქვათ.
ცნობილია, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს ქვეყანაში როგორც პოლიტიკური სისტემის ეფექტიანობას, ისე ეკონომიკური განვითარების პროცესს. ვთქვათ ასე: ესაა პლუსი.
ისიც ცნობილია, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არარსებობა პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პროცესებს ანელებს და ართულებს. პირობითად ამას ნული შეგვიძლია ვუწოდოთ.
რასაც ნაკლებად ვაცნობიერებთ ხოლმე, შემდეგია: ძლიერი არაცივილური საზოგადოება აქტიურად ანგრევს ქვეყანაში როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას. აქ კი საქმე მინუსთან გვაქვს.
როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველო რამხელა მინუსშია?
![]() |
21 მამაცი კუჭი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
პროტესტის ეროვნული თავისებურებანი
სამი მიზეზი არსებობს, რის გამოც ადამიანი შეიძლება შიმშილობდეს: გაჭირვება, დიეტა და პროტესტი. გასაპროტესტებელი კი ქართველებს არ გველევა. საქართველოში შიმშილობდნენ ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს. მაშინ მაჰათმა განდისა და „81 წლის ირლანდიელთა მაგალითებით იყვნენ შთაგონებულნი. მადლობა ღმერთს, ირლანდიისგან განსხვავებით, ჩვენში ჯერ არც ერთი შიმშილობა არ დასრულებულა სიკვდილით. მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთი ხმაურიანი შემთხვევა ვიხილეთ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო კონსტიტუციურ - დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის ზურაბ მურმანიძის პროტესტი - დეპუტატმა, დროის სარტყლის შეცვლის მოთხოვნით, პირი ამოიკერა.
ფოტო: REUTERS ©
შიმშილობას აზრი ეკარგება, თუ ნიუსად არ იქცა. მიუხედავად იმისა, რამდენად რეალურია მოშიმშილეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, ასეთი პროტესტი დიდ საზოგადოებრივ ყურადღებას იქცევს ხოლმე და ამ საქმეში გადამწყვეტ როლს მასობრივი მედია თამაშობს. სწორედ მედიაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს მოშიმშილე სათქმელის საზოგადოებამდე მიტანას და თანამოქალაქეების დარწმუნებას საკუთარი თავგანწირვის რეალურობაში.
პატიმარმა ცოტნე გამსახურდიამ შიმშილობის დაწყების შესახებ გასული წლის 28 ოქტომბერს განაცხადა. 10 ნოემბერს მისმა წარმომადგენელმა გვამცნო, რომ პირველი პრეზიდენტის ვაჟი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. მომდევნო თვეების განმავლობაში პერიოდულად ვრცელდებოდა ცნობები გამსახურდიას ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. შიმშილობის შეწყვეტის ამბავი მისმა ადვოკატმა პირველ მარტს გვაუწყა. როგორც გაირკვა, ცოტნეს ეს გადაწყვეტილება პატრიარქის თხოვნით მიუღია.
თუ მოვლენათა ამ ქრონოლოგიას დავეყრდნობით, გამოდის, რომ შიმშილობის ხანგრძლივობა 120 დღეს აჭარბებდა. აქედან, სულ ცოტა, 110 დღე პატიმარი მშრალად შიმშილობდა - საკვების გარდა, წყალზეც უარს ამბობდა.
ძნელად თუ გაგვახსენდება ერთი ქართული მედიასაშუალება მაინც, რომელმაც ამ ამბავში ეჭვი შეიტანა. არადა, თუ სამედიცინო სახელმძღვანელოებს დავუჯერებთ, საუკეთესო ჯანმრთელობის მქონე ადამიანიც კი უწყლოდ ხუთიოდე დღე თუ იცოცხლებს. სითხის მიღების შემთხვევაში კი შიმშილობის რეკორდი, გინესის წიგნის მიხედვით, 94 დღეა.
როგორც ჩანს, ინფორმაციამ გამსახურდიას ადვოკატამდეც მიაღწია. მარტის დასაწყისში ბექაურმა მოულოდნელად გვამცნო, რომ 64-ე დღეს მისმა კლიენტმა შიმშილობა შეწყვიტა. თუმცა, ამ განცხადებამ ეჭვები მხოლოდ დაადასტურა: გამოდის, ან მაშინ გვატყუებდნენ, როდესაც შიმშილობის დაწყება გვაუწყეს, ან თებერვალში, როდესაც პირველი პრეზიდენტის ვაჟის უკიდურესად გაუარესებულ ჯანმრთელობაზე გვანერვიულებდნენ.
გამსახურდიას შემთხვევა ქართული მედიასივრცისთვის გამონაკლისი არ ყოფილა. რამდენჯერაც შევიტყობთ მორიგი მოშიმშილის შესახებ, იმდენჯერ ამას მოჰყვება დრამატული სცენები მედიკოსთა მონაწილეობით. თუმცა, მარტივი სამედიცინო კანონზომიერებები არავის ახსენდება. თუ საერთაშორისო მედიისთვის ახალგაზრდა ტიბეტელების მიერ წყლის მიღებაზე უარის თქმა სენსაციად იქცა, ჩვენთვის მშრალი შიმშილობა უკვე ყოველდღიური ლექსიკონის ნაწილია.
მოშიმშილეზე საუბრისას ქართველები მორჩილად იმეორებენ შაბლონურ ფრაზებს მთავარი გმირის მდგომარეობის შესახებ. ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, საზოგადოებას ნამუსზე აგდებენ. დრამისთვის წერტილის დასმა კი უწმინდესსა და უნეტარესს უწევს ხოლმე. ასე მოხდა 2007 წელს ირაკლი ბათიაშვილის შიმშილობისას. 2008 წელს პარლამენტის წინ მიმდინარე შიმშილობაც პატრიარქის ჩარევით დასრულდა. იგივე გამეორდა ცოტნე გამსახურდიას შემთხვევაშიც და თუ ქართულ მედიაში მნიშვნელოვანი ძვრები არ მოხდა, მოსალოდნელია მსგავსი სცენარი მომავალშიც ვიხილოთ.
ძვრების საფუძველი კი არის. მცირე გამოკითხვიდანაც ჩანს, საზოგადოება საკმარისად სკეპტიკურია, რომ მედიისგან მოვლენების რაციონალურ ანალიზს ეღირსოს. თბილისის ერთ-ერთ უბანში შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 65 რესპონდენტიდან შეკითხვაზე, „გჯერათ თუ არა, რომ ცოტნე გამსახურდია 110 დღე მშრალად შიმშილობდა?” დადებითად მხოლოდ 17%25-მა უპასუხა.
![]() |
22 დიდი სქიზმა |
▲ზევით დაბრუნება |
ნოდარ ლადარია|სვეტი
პირველ ათასწლეულში საუკუნეთა განმავლობაში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქრისტიანოს შორის ურთიერთობა წმინდად თეორიული იყო. რომის ეპისკოპოსსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის არავითარი კავშირი არ არსებობდა. მოგზაურობა ხანგრძლივი და რთული იყო, ხოლო არაბული ექსპანსიის შემდეგ სრულიად შეუძლებელი გახდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხალიფების დამპყრობლური ჟინი შესუსტდა, შეძლეს შეხვედრა დასავლელმა და აღმოსავლელმა ქრისტიანებმა. მაგრამ შეხვედრისას ერთმანეთის ცნობა გაუჭირდათ...
ჯერ ერთი, უკვე სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ: ბიზანტიელებს დაავიწყდათ ლათინური, ევროპელებს კი არასოდეს უსწავლიათ ბერძნული. ბიზანტიელები ზეზეულად ლოცულობდნენ, ევროპელები - მუხლმოყრილნი. ბიზანტიელები წყალში შთაფლვით ნათლავდნენ, ევროპელები - წყლის სხურებით. ბიზანტიელებს წვერის ტარების ვალდებულება და ქორწინების უფლება ჰქონდათ, ევროპელებს კი წვერის პარსვა ევალებოდათ და ქორწინება არ შეეძლოთ. ღვთისმსახურებაც კი განსხვავებული აღმოაჩნდათ: ევროპელები უფუარი პურით ეზიარებოდნენ და მარხვისას ყველისა და კვერცხის ჭამა შეეძლოთ, ბიზანტიელებს ერთიცა და მეორეც აღიზიანებდა.
ეს კიდევ არაფერი... ბევრად უფრო მძიმე ასატანი იყო დოგმატური განსხვავება. 325 წელს ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაადგინა, რომ სული წმინდა „მამისაგან გამოვალს“. 589 წელს ტოლედოში გამართულმა საეკლესიო კრებამ, რომელსაც ბიზანტიელები არ ესწრებოდნენ, მრწამსის ტექსტში შეიტანა ერთი სიტყვა: „მამისაგან და ძისაგან გამოვალს“. თითქმის 300 წლის შემდეგ, როცა ბიზანტიელებმა ამაზე მიუთითეს, რომის ეკლესიამ წაუყრუა და საკითხიც ღიად დარჩა.
მაგრამ ნამდვილი წინააღმდეგობა ძალაუფლების პრობლემა იყო: რომის პაპი საერო ძალაუფლებას ფლობდა, მაშინ როცა პატრიარქი მთლიანად იყო დამოკიდებული იმპერატორის ნებაზე. პაპს იმხანად სამღვდელოთა და საეროთა კრება ირჩევდა და მისი გადაყენება არავის შეეძლო, პატრიარქს კი იმპერატორი ნიშნავდა და სურვილისამებრ გადააყენებდა კიდეც. ამის გამო დასავლეთის სამღვდელოება პოლიტიკაში იყო ჩართული, აღმოსავლეთისა კი თეოლოგიას აფარებდა თავს.
განხეთქილების პირველი მუქარა IX საუკუნის მეორე ნახევარში გაისმა. ყველა პაპი ამბობდა, რომ ქრისტეს ერთადერთი წარმომადგენელია ამქვეყნად, მაგრამ ცოტა თუ იქცეოდა ისე, თითქოს ეს მართალი ყოფილიყო. ასეთი კადნიერება აღმოაჩნდა ნიკოლოზ I-ს. მანაც გამოაცხადა თავი ყველა ქრისტიანთა მეთაურად. თავიდან ეს ჩვეულებრივ ფორმალობად მიიჩნიეს, მაგრამ ნიკოლოზმა ლოტარინგიის მეფეს საყვარლის დატოვება და ცოლთან დაბრუნება უბრძანა, რეიმსის ეპისკოპოსს კი მორჩილებისკენ მოუწოდა. მაშინდელ მსოფლიოში მსგავსი ამბიციები მხოლოდ ერთ პიროვნებას შეიძლებოდა ჰქონოდა - კონსტანტინოპოლის იმპერატორს.
აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პირველი კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა ბიზანტიის ტახტზე მიქაელ III იჯდა. მისმა ცოლმა, თეოდორამ, პატრიარქად დაანიშნინა ახალგზარდა ბერი ეგნატე, რომელსაც ძალზე მკაცრი ხასიათი აღმოაჩნდა. ეგნატემ ამხილა პირველი ვეზირი, კეისარი ბარდა, რომელსაც კანონიერი მეუღლე გაეძევებინა და საკუთარი შვილის ქვრივთან ცხოვრობდა. გავლენიანმა ბარდამ გადააყენებინა ეგნატე და მის ადგილას დაანიშნინა ფოტიოსი. ეს იყო იმპერიული კანცელარიის ჩინოვნიკი, განათლებული საჭურისი, რომელიც სამ დღეში აკურთხეს ეპისკოპოსად და პატრიარქის კვერთხიც მისცეს ხელში.
მაგრამ ეგნატემ არ მოინდომა გადადგომა - წერილით მიმართა რომის პაპს. პაპმა ელჩები გაგზავნა ბიზანტიაში. ელჩებმა იმპერატორ მიქაელის მიერ მოწვეულ კრებაზე განიხილეს საქმე და ფოტიოსს დაუჭირეს მხარი. რომს დაბრუნებულებს კი პაპმა უსაყვედურა. ნიკოლოზი მაინც ეგნატეს მხარეს აღმოჩნდა და მიქაელს უბრძანა მისი აღდგენა. მიქაელი არ დაემორჩილა და პაპმაც განკვეთა ფოტიოსი.
ახალდანიშნულმა საჭურისმა პატრიარქმა საკმაოდ მკვეთრი წერილი გაუგზავნა ნიკოლოზს და დოგმატური განსხვავება გაახსენა. დოგმატიკას, საერთოდ, მაშინ იხსენებდნენ ხოლმე, როცა პოლიტიკა ჩიხში შედიოდა. ფოტიოსმაც იცოდა, რომ ამ საკითხში ყველა აღმოსავლელი ღვთისმეტყველი მის მხარეზე იქნებოდა და ეგნატეს არავინ დაუჭერდა მხარს. მაგრამ სწორედ ამ საკითხში იყო დისკუსია ყველაზე სახიფათო.
ნიკოლოზის პასუხმაც არ დააყოვნა: პაპმა გაუხსენა ფოტიოსს, რომ არაბები ელვის სისწრაფით იპყრობენ მათ მიწებს, ბიზანტიელები კი, უსჯულოთა შეჩერების მაგიერ, ქრისტიან რომს ემუქრებიან. ვითარება ძალიან გამწვავდა და, მთავარ მოქმედ პირთა სიკვდილი რომ არა, ალბათ საბოლოო განხეთქილებამდეც მივიდოდა.
867 წელს ჯერ პაპი ნიკოლოზი გარდაიცვალა. ამის მერე ბასილი I-მა მოკლა კეისარი ბარდა, გააძევა მიქაელი და თვითნებურად ავიდა ბიზანტიის ტახტზე. ფოტიოსმა უზურპატორი ტაძარში არ შეუშვა - სისხლში მოსვრილი ხელებით ღვთის წინაშე არ წარდგებიანო. ბასილმა მაშინვე გადააყენა ფოტიოსი და მის ადგილას ეგნატე დააბრუნა. ეგნატე მალე გარდაიცვალა და სამების დოგმატიც ორასი წლით ყველას გადაავიწყდა...
მართალია, კონსტანტინოპოლში კრებაც ჩატარდა, რომელზეც დაბრუნებულმა ფოტიოსმა პაპის დამთმობი წერილი წაიკითხა. მაგრამ წერილიც ნაყალბევი აღმოჩნდა და ფოტიოსსაც უკვე დიდად აღარ აინტერესებდა საკითხის შინაარსი, რადგან დასავლეთიც და აღმოსავლეთიც ერთნაირად იყო მისი პატრიარქობის მომხრე.
ორიოდე საუკუნის შემდეგ რომში წმინდა საყდარზე ლეონ IX ავიდა, კონსტანტინოპოლში კი პატრიარქად მიქაელ კერულარიოსი აკურთხეს. ეს უკანასკნელი მდიდარ და გავლენიან ოჯახში იყო გაზრდილი. ამბიციებიც შესაბამისი ჰქონდა. ჯერ იმპერატორს დაუწყო კამათი, რომ მასაც ჰქონდა წითელი ჩექმების ტარების უფლება. რაკი იმპერატორთან ვერაფერი გააწყო, ფოტიოსის დრო გაიხსენა და რომის დამორჩილება ისურვა.
ამიტომაც გაუგზავნა ლეონს დასავლეთის ეკლესიის ცდომილებათა ნუსხა და მკაცრი პასუხი მოსთხოვა. ლეონმა კვლავ გაგზავნა ელჩები კონსტანტინოპოლში, იმპერატორმაც სცადა ეკლესიათა მმართველების შერიგება, მაგრამ კერულარიოსი მტკიცედ იდგა. მაშინ პაპის ელჩებმა წმინდა სოფიას საკურთხეველზე პაპის ბრძანება დადეს და პატრიარქის განკვეთა მოითხოვეს. პასუხად ბიზანტიელებმა რომის პაპი განკვეთეს.
ასე დაიშალა საქრისტიანო ორ ნაწილად. დასავლეთმა მიიღო კათოლიკე ანუ საყოველთაო, აღმოსავლეთმა კი ორთოდოქსული ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის სახელი. ეს ქრისტეს შობიდან 1054 წელს მოხდა, მაგრამ კიდევ მრავალმა წელმა განვლო მანამ, სანამ სქიზმის შესახებ ცნობა ყველგან გავრცელდებოდა და ქრისტიანები შენიშნავდნენ, რომ გახლეჩილ სამყაროში ცხოვრობდნენ.
![]() |
23 მობილური გაურკვევლობა |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ტარიფები
ბოლო დროს ქართულ მედიაში ხშირად განიხილება მობილური კავშირის ფასები. დისკუსიამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ საკითხით პოლიტიკოსებიც დაინტერესდნენ. თანაც, არა მხოლოდ ლეიბორისტები - ხუთშაბათს ტარიფების კლება ქრისტიან-დემოკრატებმაც მოითხოვეს
აურზაურის საფუძველი „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) მიერ თებერვლის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია გახდა. ასოციაცია იუწყებოდა, რომ საქართველო მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მობილური კავშირის სიძვირით მესამე ადგილზეა. ამ ცნობას გულმოდგინედ უარყოფდნენ ოპერატორი კომპანიები, ეროვნული მარეგულირებელი კომისია კი ხელებს იბანდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მობილური კავშირის ფასები მართლაც უფრო მაღალია, ვიდრე ბევრ ქვეყანაში. თუმცა, ოდნავი ჩაძიებაც საკმარისი აღმოჩნდა იმის დასადგენად, რომ მხარეები შეფასებებს ზედაპირულად აკეთებდნენ; როგორც გაირკვა, ინფორმაციის გადამოწმებითაც კი არ იწუხებდნენ თავს.
მედიის ცნობებით, აფბა - დასკვნა ორ წყაროს ეყრდნობოდა: „მსოფლიო განვითარების ინდიკატორების ბაზას“ და „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ კვლევას. ის ინფორმაცია, რომ საქართველო, ფასების მიხედვით, მსოფლიოში მესამეა, პირველიდან მომდინარეობდა. აფბა-ს მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ეს მონაცემები 2007 წლისაა. მეტიც, ასოციაციამ მონაცემები ერთი რუსული საიტიდან (rating.rbc.ru) გადმოიტანა, საიდანაც პირველწყაროზე გასვლა შეუძლებელია.
აფბა-ს განცხადებით, საქართველოში მობილურით განხორციელებული 25 ზარისა და 30 SMS-ის საშუალო ფასი 44.09$-ს შეადგენს. თუმცა, აფბა-ს პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი აღიარებს, რომ არ იცის და არც დაინტერესებულა, თუ რა ხანგრძლივობის ზარებზეა საუბარი. საიტის მონაცემებით, რუსეთში, სადაც წუთის ღირებულება 0.05$-ა, იგივე სერვისი 5.96$ ჯდება. აქედან მარტივი გამოსათვლელია, რომ 25 ზარში დაახლოებით 100 წუთის საუბარი იგულისხმება. ამ დაშვებით, საქართველოში სერვისის ფასი 30 ლარს ვერ აღემატება.
ფოტო: REUTERS ©
„მაგთიკომში“ აფბა-ს საპასუხოდ აცხადებენ, რომ სერვისი 8 ლარზე მეტი არ ღირს. თუმცა, კვლევის პარამეტრებით არც ამ კომპანიაში ინტერესდებიან. „მაგთიკომის“ გათვლა იმას ემყარება, რომ ზარის საშუალო ხანგრძლივობა 40 წამია. ამ მონაცემების შედარება ზემოხსენებულ კვლევასთან, რომლის მიხედვითაც თითოეული ზარი ოთხწუთიანია, სულ ცოტა, უყურადღებობის ნიშანია.
მეორე კვლევა აგრეთვე 2007 წლისაა. ამ კვლევის მიხედვით, ქართული ბაზარი 31 ქვეყანას შორის სიძვირით მეშვიდეა. მობილური კავშირი ბევრად იაფია გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრიაში, ფინეთსა და შვედეთში. უფრო დაბალი ფასებია ჩვენს მეზობელ თურქეთშიც. აფბა არსებულ სიტუაციაში ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას ადანაშაულებს. „კომისია თვალს ხუჭავს ფიჭური კავშირგაბმულობის გიგანტების მოქმედებებზე“, - აცხადებს ჯანიაშვილი. მისი მტკიცებით, ევროკავშირის ქვეყნებში ტარიფები, მარეგულირებელი ორგანოების ჩარევის შედეგად იკლებს, ჩვენთან კი მრავალი წელია უცვლელია.
„მაგთისა“ და „ჯეოსელის“ საბაზისო ტარიფები საუბარზე მართლაც დიდი ხანია გაყინულია 28.8 თეთრის ნიშნულზე. მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე ოპერატორების ურთიერთჩართვის ტარიფი მნიშვნელოვნად დაწიეს. 2005-ში კომპანიებს ერთმანეთისთვის 1 წუთ საუბარში 22.8 თეთრი უნდა გადაეხადათ, დღეს კი 8 თეთრით ნაკლებს უხდიან. ამის მიუხედავად, კომისიაში მიაჩნიათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის დაწევა ოპერატორების საქმეა და სახელმწიფოს ჩარევა ჯანსაღი კონკურენციისთვის მავნებელი იქნებოდა.
![]() |
24 სოჭის ოლიმპიადა: სახიფათო თამაშები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
დიმიტრი მედვედევი
ფოტო: REUTERS ©
2008 წელს ქართველთა პოლიტიკურმა პროტესტმა სოჭში ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით შედეგი არ გამოიღო. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გულგრილი დარჩა როგორც ქართული ტერიტორიების ოკუპაციის, ისე მე-19 საუკუნეში უბიხების ამოწყვეტის ამბისადმი. 2014-ისთვის მზადება რუსეთის პრეზიდენტის უშუალო პატრონაჟით, ძველებური შემართებით გაგრძელდა. რამდენჯერმე შევიტყვეთ ოლიმპიურ მშენებლობებთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების შესახებ. თუმცა, ბოლო დროს გაძლიერებული პროტესტის მთავარი თემა გარემოს დაცვითი პრობლემები აღმოჩნდა.
სამშაბათს, 16 მარტს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც იანვარში ჩატარებული კვლევის შედეგებს ემყარებოდა. მკვლევარების აზრით, რუსულმა მხარემ არ გაითვალისწინა ოლიმპიური პროექტების გავლენა რეგიონის ეკოსისტემაზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ახალი საავტომობილო და სარკინიგზო მონაკვეთების მშენებლობამ. ამასთან, გაყინულია ის პროექტები, რომლებსაც რუსული მხარე ზიანის დასაბალანსებლად გეგმავდა.
რამდენიმე კვირით ადრე „ველური სამყაროს მსოფლიო ფონდმა“ (WWF) დატოვა მისივე ინიციატივით შექმნილი საკონსულტაციო საბჭო, რომელიც სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ გარემოს დაცვით პრობლემებზე მუშაობდა. „ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება სრულიად უკონტროლოდ მიმდინარეობს. რაც არ უნდა გაკეთდეს, სოჭის ოლიმპიადა ვეღარასდროს იქნება „გრინ გეიმი“ და დღეს ამაზე ლაპარაკი აღარც ღირს. მთავარია ის მაინც შევინარჩუნოთ, რაც ჯერ კიდევ არ განადგურებულა“, - განაცხადა WWF-ის რუსეთის ოფისის დირექტორმა იგორ ჩესტინმა.
კრიტიკულადაა განწყობილი „გრინფისიც“. ორგანიზაციის წარმომადგენლის მიხეილ კრეინდლინის განცხადებით, „ოლიმპიური თამაშების მოწყობა დაუშვებელია უნიკალური ფლორისა და ფაუნის განადგურების ხარჯზე. არსებული გეგმა დიდ ზიანს მიაყენებს ახლომდებარე დაცულ ტერიტორიებს“. საპროტესტო ტალღის აგორებაში ქართული მხარეც იყო ჩართული. გარემოს დაცვითი საფრთხეების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ დეკემბერში ილაპარაკა, კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილების თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე. ის, რომ თამაშები არ უნდა გახდეს გარემოსთვის ზიანის მიყენების საფუძველი, ოლიმპიური ქარტიის ერთ-ერთი პრინციპია. საქართველოს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ „სოჭი 2014“ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აფხაზეთის ეკოსისტემასაც. მაშინაც კი, როდესაც რუსეთი ფორმალურად აღიარებდა საქართველოს მთლიანობას, რუსი ჩინოვნიკები უკვე ლაპარაკობდნენ სოჭის ოლიმპიადისთვის აფხაზეთის რესურსების (120 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა, ქვა და ხე) გამოყენებაზე.
რუსული გეგმის თანახმად, მდინარე მზიმთას ხეობაში უნდა აშენდეს 48 კილომეტრი სიგრძის სარკინიგზო ხაზი, 46 კილომეტრი სიგრძის თანამედროვე ავტომაგისტრალი, 28 ხიდი, 59 ესტაკადა და გაითხაროს 12 გვირაბი. საქართველოს მთავრობაში შიშობენ, რომ ასეთი მასშტაბის სამუშაოები გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს აფხაზეთის უნიკალურ კლიმატურ ზონას.
ორგანიზატორების დამოკიდებულება ბუნებისადმი უფრო მცირე დეტალებშიც ჩანს. 2009 წლის 1 სექტემბერს რუსეთის საბაჟო სამსახურმა დააკავა და შემოწმებისთვის 15 საათით გააჩერა 4000 ტროპიკული თევზი, რომელიც სოჭის ახლად აშენებული აკვარიუმისთვის იყო განკუთვნილი. ყველა თევზი მოკვდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სასაზღვრო ბიუროკრატიამ თავისი მოვალეობა საჭირო დროში არ შეასრულა.
გარდა იმისა, რომ ოლიმპიადისთვის მზადება გარემოს დამატებით ზიანს აყენებს, ზღვისპირა რეგიონში არსებული სასტარტო პირობებიც საგანგაშოა. თამაშების ადგილის სიახლოვეს განლაგებულია ევროპის უდიდესი რადიოტელესკოპი „რატან-600“. უცნობია სად იმარხება მისთვის მოხმარებული რადიაქტიური ნივთიერებების ნარჩენები. აქვეა განლაგებული „ურალის წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის“ საწარმოები, რომლებიც სხვადასხვა, მათ შორის, რადიაქტიურ ნივთიერებებს მოიპოვებს და ამუშავებს. ნარჩენები იმარხება კრასნოდარის მხარისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის მომიჯნავე ტერიტორიაზე, რომელიც კილომეტრებზეა გადაჭიმული.
რეგიონის ონკოლოგიური ცენტრის მთავარი ექიმის, ბოტაშოვის ცნობით, სამარხების ტერიტორია მკვდარ ზონად არის ქცეული. სიმსივნური დაავადებების რიცხვი ყარაჩაი-ჩერქეზეთში აღემატება ჩელიაბინსკში, ატომური იარაღის გამოცდის ზონაში არსებულ მაჩვენებლებს. ბოტაშოვის განცახდებით, მთავრობის წარმომადგენლები მუდმივად აიძულებენ მას, დამალოს რეალური ციფრები დაავადებულთა რაოდენობის შესახებ.
უბიხები XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ცხოვრობდნენ შავი ზღვის სანაპიროზე მდინარეებს შახესა და სოჭს შორის. 1864 წელს გადაასახლეს თურქეთში, სადაც თანდათან შეერწყნენ იქვე გადასახლებულ სხვა კავკასიელებს.
![]() |
25 საქართველოს ბესტსელერები |
▲ზევით დაბრუნება |
ლაშა ბუღაძე|სვეტი
დღეს საქართველოს ბესტსელერებზე მოგიყვებით.
ახლა 2010 წელია. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ქართულ ენაზე ვკითხულობთ ქართულად დაწერილ (ან ქართულ ენაზე ნათარგმნ) წიგნებს. თუმცა, მთლად ასე რიხიანადაც არ არის საქმე. საქმე ისაა, რომ საქართველოში 1500 წიგნზე მეტი არ იყიდება... და ესეც წარმატების შემთხვევაში. საქართველოში მხოლოდ ის წიგნი ითვლება ბესტსელერად, რომელსაც 1500 (ჰა-ჰა, 2000) მყიდველი ჰყავს.
ო, რა სიამოვნებით დავიკიდებდი სახლში ამ 2000 კაცის (თუ ქალის) ფოტოს... ჩემთვის (და ჩემი კოლეგებისთვის) ეს ხალხი ყველაფერია, რადგან ეს 2000 რომ არ იყოს, ნათესავებში და მეგობრებში მოგვიწევდა ჩვენ-ჩვენი წიგნების ჩამორიგება, ან საწოლის ქვეშ შეტენვა მთელი ტირაჟის, როგორც XX საუკუნის ბნელ ოთხმოცდაათიანებში იყო. მაშინ ხომ 50 ცალსაც ვერ გაყიდდა საწყალი, წესიერი მწერალი (თორემ უწესოები რაღაცნაირად მაინც ახერხებდნენ თავიანთი წიგნების გაყიდვას - სახელმწიფო ყიდულობდა მთელ ტირაჟს)!
ჩვენ გვიყვარს ქართველ წმინდანთა და გმირთა რიცხვობრივი აღნუსხვა: 1000 თავმოკვეთილი... 100 000 მოწამე... 9 ძმა ხერხეულიძე... 1 ძაღლი და 4 ტანკისტი... ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ჩემთვის ის 2000 იწოდებოდეს გმირად! 2000, რომელიც რეგულარულად შედის წიგნის მაღაზიაში... 2000, რომელიც რეგულარულად ყიდულობს თანამემამულე-მწერალთა (ან მთარგმნელთა მიერ გადმოქართულებულ) წიგნებს... რედაქტორი არ მომცემს ამის ნებას, თორემ მათ სახელ-გვარებსაც გამოვაქვეყნებდი. ტელეფონის ნომრების მსგავს წიგნად ვაქცევდი ამ ჟურნალს!
თუმცა, არის გამონაკლისებიც - ანუ, ზოგჯერ, მაგიური ციფრი 2000 სხვა, უფრო შთამბეჭდავ რიცხვად გარდაისახება და მწერლებსაც სასიამოვნოდ ეხვევათ თავბრუ - ნუთუ ამდენი გმირია ჩემს ქვეყანაში?
„ჰარი პოტერის“ ქართული თარგმანი (I წიგნი), არც მეტი, არც ნაკლები, 25 000 ცალი გაიყიდა! წიგნის მაღაზია „პარნასში“ ისეთი კაციც კი შევარდნილა, რომელიც მხოლოდ „ჰარი პოტერს“ თვლიდა წიგნად. - წიგნი სად არის, წიგნი! - დარბოდა, თურმე, თაროებს შორის.
თუმცა, სასულიერო პირთა და ქართულის მასწავლებელთა ერთმა ნაწილმა ისეთი ენერგიით შეუტია ამ ზღაპარს, რომ გამომცემელ ბაკურ სულაკაურს საწოლის ქვეშ მოუხდა „ჰარი პოტერის“ II წიგნის მთელი ტირაჟის შემალვა... ძლივს გაიყიდა 1000 ცალი.
მასწავლებლებმა თქვეს: ბავშვებს „ელგუჯა“ არა აქვთ წაკითხული და „ჰარი პოტერის“ კითხვა სრულიად დაუშვებელიაო, ზოგ საეკლესიო გამოცემაში კი ისეთი სტატიები დაიბეჭდა, რომ ამ გაზეთ-ჟურნალთა მკითხველები საგონებელში ჩაცვივდნენ - თუკი „ჰარი პოტერს“ წავიკითხავთ, ჯოჯოხეთში მოვხვდებით, ეს წიგნი სატანისტი ქალის დაწერილიაო.
ასე რომ, ჰარი პოტერი ჩვენთან სამარცხვინოდ დამარცხდა, იზეიმა გონიერებამ!
ქართული ბესტსელერია გოჩა მანველიძის „მგლები“. სადღაც 7-8 ათასამდე ეგზემპლარი გაყიდულა. ხალხს აინტერესებს კანონიერ ქურდთა ამბები და დიდი სითბოთი ეტანება ამათთა ყოველ წამოტირ-წამოკვნესებას...
ბესტსელერია ვახუშტი კოტეტიშვილის „მოუკრეფავნი“ - უხამსობათა გენიალური ლექსიკონი, რომელიც თითქმის ყველა ქართულ ოჯახში მოხვდა, მაგრამ ეს ფაქტი ცოტამ თუ აღიარა.
ბესტსელერია პაულო კოელიოს „ალქიმიკოსი“, რომელიც ასევე რამდენიმე ათასი ცალი გაყიდულა...
- უმეტესად ქალები ყიდულობენ, - მითხრეს წიგნის მაღაზიაში, მე კი ერთი ჭკვიანი მწერლის სიტყვები გამახსენდა: პაულო კოელიო ზედაპირული ქალბატონებისთვის წერს, რომელთაც პაულო კოელიო სერიოზული მწერალი ჰგონიათ და თან უხარიათ, რომ ამ სერიოზულობის დაძლევას ახერხებენო.
ბოლო დროს არც ერთი წიგნი არ გაყიდულა ისე კარგად, როგორც დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“. საუბარია, არც მეტი, არც ნაკლები, 10 000 გმირ-მყიდველზე!
- ქართველ ხალხს, მოგეხსენება, ყველაფერი იზიდავს, რაც სიკვდილთან არის დაკავშირებული, - ასე ამიხსნა ავტორმა ამ წიგნის წარმატების მიზეზი.
ბესტსელერთა ავტორია აკა მორჩილაძეც, რომლის გარეშეც, ვფიქრობ, არც ის სტაბილური 2000 კაცი იქნებოდა და არც ის არასტაბილური (ჰარი პოტერთან ერთად გამქრალი) 25 000. ჩემი აზრით, საქართველოში ხალხს სწორედ აკა მორჩილაძემ გაახსენა კითხვა.
მასზე ცალკე დავწერ.
![]() |
26 გიორგი ყველაშვილი: საქართველოს თავსატეხი: სად ვართ და საით მივდივართ? |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|რაზა
თვალსაზრისი
დასავლეთი
ვარდების რევოლუციამ, ერთი შეხვედით, წერტილი დაუსვა ჩვენს მრავალსაუკუნოვან იზოლაციას და გზა გაგვიხსნა დასავლეთისკენ. იმან, რომ ევროპის პერიფერიაზე ლიბერალური დემოკრატია წარმოიშვა, თითქოსდა, მთელი დასავლური სამყარო ენთუზიაზმითა და ემედებით აღავსო. ამბობდნენ, თუ ეს შესაძლებელია საქართველოში, რატომაც არ შეიძლება მოხდეს ევრაზიის მიუწვდომელ, უცხო და ძნელადგამოსათქმელ ახალ ქვეყნებში, ან თუნდაც რუსეთში? უკრაინის ნარინჯისფერმა რევოლუციამ სრულიად ახალი დინამიკა შესძინა დასავლეთის ენთუზიაზმსაც და „აღმოსავლური ავტოკრატიის“ ქვეშ მგმინავ მეზობელ ხალხებსაც.
ნუთუ დასრულდა ისტორია და გამართლდა ფრანსის ფუკუიამას წინასწარმეტყველება? ანდა, იქნებ მართალი იყო თომას ფრიდმანი, რომელიც „ლექსუსსა და ზეითუნის ხეში“ დაბეჯთებით ამტკიცებდა, რომ არათუ დემოკრატიები არ ომობენ ერთმანეთთან, არამედ ომი არ მოხდება ორ ქვეყანას შორის, თუ ორივეს მაკდონალდსი აქვს? კანტის მუდმივი მშვიდობის კონცეფციამ, რომელიც რესპუბლიკური (დემოკრატიული) წყობის კონცეფციას ეფუძნება ახალი, ეკონომიკური ნიშანსვეტი შეიძინა. მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ დროებით...
მერე ევროპაში მიხვდნენ, რომ რევოლუციურმა ეიფორიამ „კონსერვატიულ“ და საიდუმლო სამსახურების მიერ მართულ რუსეთს ძილი დაუფრთხო და ჟანდარმის ფუნქცია მოანატრა; რომ ლიბერალური დემოკრატია ევროპის „გარეუბანში“ ევროპული დედაქალაქებიდან და ზოგადად დასავლეთისაგან პასუხისმგებლობასა და ძალისხმევას მოითხოვდა; რომ დიპლომატიურ და სხვა სახის აქტიურობას ბუნებრივად მოჰყვებოდა შეჯახება რუსეთთან; რომ შეჯახება თავისთავად რისკიანი საქმე იყო და ღირდა კი რუსეთსა და თურქეთს შორის გამოჭყლეტილი საქართველო ყოველივე ამად?
ასე იყო თუ ისე, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატომ ვერ მიაღწია კონსენსუსს საქართველოსათვის წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემის საკითხზე. აბორტი არ მოხდა და არც მკვდარი ნაყოფი დაბადბულა. უბრალოდ, გადაწყდა, ორსულობა გაგრძელებულიყო ნაყოფის მომწიფებამდე. მაგრამ რა კრიტერიუმებით უნდა დადგინდეს, მომწიფებულია თუ არა ნაყოფი, რა დრო დასჭირდება და, რაც მთავარია, შესაძლებელია კი ერთიანი აზრის გამომუშავება ამ საკითხებზე. ჯერჯერობით უფრო მეტი კითხვაა ვიდრე პასუხი...
რუსეთი
როცა ჯერ ისევ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, რუსები ბიზანტიურ-სპარსული ქარაგმებით გვეუბნებოდნენ: აი, ჩამოდის აზერბაიჯანის, სომხეთის ან ცენტრალური აზიის რომელიმე ქვეყნის ხელმძღვანელი მოსკოვში და ხვდება პრეზიდენტ პუტინს; საუბრობენ ეკონომიკაზე, კულტურაზე, თანამემამულეთა უფლებებზე, საერთო წარსულსა და მომავალზე, ანდა სულაც რუსული ენის სწავლების გაუმჯობესებაზე „რესპუბლიკებში“. ამ დროს რა თემებს ირჩევს სასაუბროდ საქართველოს პრეზიდენტი? ის საუბრობს უსაფრთხოებაზე, ომისა და მშვიდობის საკითხებზე. ეს არ არის საქართველოს საქმე; ჩვენ ამ თემებზე დიალოგს ვაწარმოებთ ამერიკელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან და გერმანელებთან.
საქართველოს სუვერენიტეტი რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობისათვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა. ამას ემატება ისიც, რომ პუტინის რეჟიმი მტრულად არის განწყობილი იმ ლიბერალური გეზისადმი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ადგას. არის კიდევ ერთი მიზეზი, რასაც დაუმორჩილებლობის „მიკრობი“ შეიძლება ვუწოდოთ. თუ თბილისი თავს დააღწევს რუსეთის იმპერიულ ჰეგემონიას, ეს გადამდები იქნება იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც რუსეთი თავის ვასალებად მიიჩნევს, რაც საფრთხეს შეუქმნის რუსეთის იმპერიული აღორძინების პუტინისეულ სტრატეგიას.
საქართველო ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანაა (თუ არ ჩავთვლით ბალტიის სახელმწიფოებს), რომელმაც კრემლისაგან დამოუკიდებელი პოლიცია, უშიშროება და შეიარაღებული ძალები შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის უთანხმოება თავდაპირველად სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა და იგი მხოლოდ გაღრმავდა საქართველოს სუვერენიტეტის კონსოლიდაციის მომდევნო ეტაპებზე, როცა ინსტიტუციურმა აღმშენებლობამ მოიცვა სახელმწიფოს თითქმის ყველა რგოლი, იქნება ეს განათლება თუ ეკონომიკა.
რუსეთი გვეუბნება, რომ არ ცნობს ჩვენს სუვერენიტეტსა და თავისუფალ არჩევანს. პრინციპში, იგი არ ცნობს არც ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ჩვენ ეს უკვე გამოვცადეთ ჩვენს ტყავზე 2008 წლის აგვისტოში, დანარჩენ ქვეყნებთან ურთიერთობისას კი რუსეთი ჯერჯერობით შედარებით „რბილ“ ფორმებს სჯერდება. საკითხავია, როდემდე? ალბათ, იმ დრომდე, სანამ საქართველოს მორჯულება არ იქნება საბოლოო და შეუქცევადი.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კონტროლი სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფანსა და ჩრდილოეთ კავკასიის აჯანყებულ რეგიონებზე, რაც, რუსი სტრატეგოსების აზრით, ვერ დამყარდება, თუ საქართველო მოსკოვის კლანჭებს დაუსხლტება. თუმცა, ენერგეტიკული კონტროლი საშუალებაა და არა მიზანი პოსტსაბჭოთა სივრცეზე კრემლის ჰეგემონიისა. მიზანი იმპერიაა, რომელიც დასავლეთის სისტემის პარალელურად უნდა არსებობდეს და კრემლიდან უნდა იმართებოდეს.
ჩვენ
საქართველო ქარტეხილების ეპოქაშია. რუსეთის კონფრონტაციას ჩვენი თავისუფლებისა და თავისუფალი არჩევანის მიმართ ემატება შიდა ბრძოლა ძველ და ახალ ელიტებს შორის. ერთ მხარესაა რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ძველი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ელიტა და მეორე მხარესაა დასავლეთზე ორიენტირებული ლიბერალური საზოგადოება. ძველი ელიტა არა მარტო უკეთესადაა ორგანიზებული, არამედ უფრო გამოცდილიცაა მაშინ, როცა ახლები გამოუცდელებიც არიან, ახალგაზრდებიცა და უფრო დაქუცმაცებულებიც. პრინციპში, ეს გასაკვირიც არაა, რადგანაც ლიბერალურობა თავისავად გულისხმობს მრავალფეროვნებასაც და კონკურენციასაც. რა თქმა უნდა, არც ძველები არიან ბოლომდე შეხმატკბილებულები, მაგრამ ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ იდეური დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან, არამედ ის, რომ ლიდერობისათვის ჭიდილი პიროვნულ ხასიათს ატარებს.
რა უნდათ ძველებს? მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყნის შიგნით რუსულ-საბჭოური სისტემის რესტავრაცია, რომელსაც ისინი „ჭეშმარიტი ქართული ღირებულებებს“ ეძახიან, ქვეყნის გარეთ კი - უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობა რუსეთთან ბატონისა და ყმის პრინციპზე. ძველები ამბობენ. აი, გიყურებდით თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში: დასავლეთმა არ მიგვიღო, რუსეთმა ხელი არ გაგვიშვა, ტერიტორიები დავკარგეთ და ჰაერში ვართ გამოკიდებულნი. ჩვენ რეალისტები ვართ, რუსეთი საქართველოს არ დათმობს; დროა, შევეგუოთ ამას; ჩათრევას ჩაყოლა სჯობია, სანამ ყველაფერი არ დაგვიკარგავს. ძველების ნაციონალიზმი ეთნიკური ნაციონალიზმია. ისინი რაღაცით იმ ებრაელებს ჰგვანან, რომლებიც სიონიზმს ებრძოდნენ და ისრაელის სახელმწიფოს შექმნას ებრაელობასა და იუდაიზმის შენახვა-გაფრთხილებას ამჯობინებდენ. ჩვენი ძველი ელიტაც ასეა. მათთვის ქართულ სახელმწიფოზე უფრო მნიშვნელოვანი ეთნიკურობა და „ქართველობის“ შენარჩუნებაა.
ახალი ლიბერალური ელიტის ფილოსოფია სახელმწიფოს, ინდივიდუალიზმსა და სამოქალაქო უფლებებს ეფუძნება. ლიბერალები ამტკიცებენ, რომ ნაციონალური სახელმწიფოს გარეშე ვერანაირი ნაციონალური პროექტი (ინდივიდუალური თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კეთილდღეობა) ვერ განხორციელდება და თუ რუსეთს ჩვენს სუვერენიტეტს ვაჩუქებთ, დემოკრატიასაც წერტილი დაესმება. ამასთან, ახლები მიიჩნევენ, რომ არალიბერალური რუსეთი ვერ იქნება ის იმპერიული ცენტრი, რომელიც თავისუფლებას მოუტანს მის ქვეშევრდომს. მშვიდობა შეიძლება დაამყაროს არალიბერალურმა იმპერიამ, მაგრამ სამოქალაქო თავისუფლებებს ის ვერასდროს უზრუნვეყოფს. ახალი ელიტის მზერა ამიტომაცაა მიპყრობილი დასავლური სისტემისაკენ.
რა გზას ვადგავართ?
საბჭოთა ეპოქაში სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია პროგრესული მოვლენა იყო, რადგანაც საქართველომ გაარღვია ის 300-წლიანი იზოლაცია, რომელშიც იგი კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგად აღმოჩნდა და რუსეთის გავლით დაუკავშირდა ცივილიზებულ ევროპას. ნუთუ კვლავ არის იმის საჭიროება, რომ რუსეთის „მფარველობით“ ვიქონიოთ კავშირ-ურთიერთობები დასავლეთთან? მოსკოვი სწორედ ამას გვიკიჟინებს: გვიყვარს ქართველი მწერლები, მუსიკოსები, თეატრისა და კინოს მოღვაწეები, მომღერლები და მოცეკვავეები; თქვენ ოღონდ თავი დაანებეთ სახელმწიფოს და ცივ ნიავს არ მოგაკარებთ, გულში ჩაგიხუტებთ და ყველა ასპარეზს გაგიხსნითო.
თავი რომ დავანებოთ, რასიზმსა და ქსენოფობიას, რომელმაც მძლავრად მოიკიდა ფეხი რუსეთში და რაც თავისთავად ძალიან საშიში მოვლენაა, ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ მოსკოვი უფრო მაღალ კეთილდღეობასა და კომფორტს უზრუნველყოფს ქართველისათვის, ვიდრე ამას ქართული სახელმწიფო აკეთებს ან შეძლებს მომავალში? ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო თავისუფლებათა მხრივ რუსეთში საგანგაშო მდომარეობაა; ეკონომიკა ერთი მუჭა ოლიგარქიის ხელშია და ჰყვავის კორუფცია. თვით ინსტიტუციური თვალსაზრისითაც კი ბევრად უარესადაა საქმე ვიდრე საქართველოში: ბიუროკრატია ხრავს რუსეთს და ზედმეტი რეგულაციების გამო ადამიანებს თვეობით უწევთ რიგში დგომა უბრალო საბუთის მისაღებად. იგივე მდგომარეობაა დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საქმეში, იქნება ეს ყიდვა-გაყიდვა თუ კერძო ბიზნესის წამოწყება.
რუსეთის მფარველობაში შესვლა, საითკენაც ძველი ელიტა გვიხმობს, ვერც მეტ სამართლიანობას მოგვიტანს და ვერც უკეთეს ცხოვრებას. გულგატეხილი რუსები თავად მიდიან ევროპასა და ამერიკაში საშოვარზე და ჩვენთვის რისი მომცემი იქნება ასეთი იმპერიის ვასალად ქცევა?
რაც შეეხება მშვიდობასა და უსაფრთოხოებას, რომელთა დამყარებაც ისტორიაში არსებულ ყველა იმპერიას თავის უმთავრეს ამოცანად მიაჩნდა, მოსკოვს ამ მხრივაც ცუდად აქვს საქმე და დასაკვეხნი არც არაფერი აქვს. როგორ “შეარიგებს” მოსკოვი ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს, თუ ჩეჩნები, დაღესტნელები და კავკასიის მთიანეთში მცხოვრები სხვა ხალხები ვერ შემოურიგებია და ვერ დაუშოშმინებია. რა ფასი აქვს იმპერიას, რომელსაც მშვიდობაც კი არ მოაქვს?
იმპერია, რომელიც ეთნიკურად ჰყოფს თავის მოსახლეობას, ნამდვილი იმპერიაც არ არის, ხოლო რაც რუსეთმა ეთნიკური წმენდით ჩაიდინა საქართველოში, არაცივილიზებული საქციელია და მის სტატუსს, როგორც დიდი სახელმწიფოსი, იმთავითვე ფუჭ სიტყვად აქცევს.
რა თქმა უნდა, საქართველოს მართებს სტრატეგიული მოთმინება და თავშეკავება, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ არაფერი ვაკეთოთ და ველოდოთ, როდის მორიგდებიან დასავლეთი და რუსეთი საქართველოს საკითხზე. სახელმწიფო აღმშენებლობისა და ლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმების გაგრძელება სტრატეგიული მოთმინების ნაწილი უნდა იყოს.
![]() |
27 თბილისის დინამო |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ფეხბურთში დაკარგული
თბილისის „დინამო“ დღეს დაუძლურებულია - კლუბს არათუ საერთაშორისო სარბიელზე, საქართველოს ჩემპიონატში თამაშიც უჭირს. რატომ?
ილია ბაბუნაშვილი, ჟურნალისტი: „საბჭოთა კავშირის დროს „დინამო“ არაოფიციალურად საქართველოს ნაკრები იყო - საუკეთესო მოთამაშეები აქ იყრიდნენ თავს. სსრკ-ის დაშლის შემდეგ კი გუნდმა ეს ფუნქცია დაკარგა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბჭოეთის დაშლის შემდეგ ქართული ფეხბურთის დონე, უამრავი მიზეზის გამო, აშკარად დაეცა. შესაბამისად, დასუსტდა „დინამოც“.
დავით ქადეიშვილი, გულშემატკივარი: „ფინანსურად წელგამართულმა მსოფლიო გრანდებმა ისეთ მწვერვალებს მიაღწიეს, არათუ „დინამოს“, საშუალო დონის კლუბსაც გაუჭირდება იქამდე მისვლა. როცა არ არის ფული, არ არიან ძლიერი ფეხბურთელები, შესაბამისად, არ არის სასურველი შედეგიც. ეს სამწუხარო რეალობაა“.
ორი განსხვავებული პოზიცია, რომელიც ვითარებას სხვადასხვა კუთხით გვიჩვენებს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ პრობლემას, რომელსაც პირობითად შეგვიძლია „დინამოს“ დღევანდელი მდგომარეობა ვუწოდოთ, არაერთი სხვა მხარეც აქვს და მათ ჩამოსათვლელად, ვეჭვობთ, ეს ერთი გვერდი გვეყოს.
რატომ აღვნიშნავთ ყოველ გაზაფხულზე 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფს? იმიტომ, რომ მას შემდეგ „დინამოსთვის“ (და, ალბათ, ქართული ფეხბურთისთვისაც) საამაყო არაფერი მომხდარა. ევროთასის მოგების შემდეგ კლუბმა თითქოს ორიენტირი დაკარგა და დღემდე ვერ უპოვია მიზანი, რისთვისაც იბრძოლებს.
ილუსტრაცია: სოფო კირთაძე/Virgam Studio
1990 წლის შემდეგ ჩვენ პერიოდულად გვესმოდა, რომ ახლა შეიქმნებოდა ის „ოცნების გუნდი“, რომელიც კლუბს წარსულ დიდებას დაუბრუნებდა, მაგრამ ამას არა და არ დაადგა საშველი. წამყვანი ფეხბურთელები რამდენიმე თვით უბრუნდებოდნენ გუნდს, მერე კი, ევროტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ, ყველა თავის გზაზე მიდიოდა და პროექტიც წყდებოდა. რამდენიმე წელიწადია, „ოცნების გუნდზე“ აღარავის უსაუბრია - ჩანს, ეს მხოლოდ „დინამოს“ წინა ხელმძღვანელობის, მერაბ ჟორდანიას და მისი გუნდის „საავტორო უფლება“ იყო... რა ემართება „დინამოს“?
ძნელია რაიმეს მტკიცება, მაგრამ, სავარაუდოდ, წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას (არც მოქმედს და არც წინამორბედს) არ აქვს (და არ ჰქონია) მიზანი, გნებავთ, რამდენიმე წელიწადზე გაწერილი გეგმა, რომელიც გუნდს კონკრეტულ შედეგამდე, წარმატებამდე მიიყვანს. წარმატებაში საქართველოს ჩემპიონატის და თასის მოგებას არ ვგულისხმობთ, საუბარია ევროტურნირებში ღირსეულ ასპარეზობაზე: როცა „დინამო“ ევროსეზონს ივლისის მიწურულს ან აგვისტოს დასაწყისში სამარცხვინოდ ამთავრებს (გაიხსენეთ „ცრვენა ზვეზდასთან“ 2:5, „პანათინაიკოსთან“ 0:3, „რაპიდთან“ 0:3 და 0:5) და მომდევნო წელსაც იგივე მეორდება, შიდა სარბიელზე მოპოვებული ყველა გამარჯვება უფერულდება და ნათლად მიუთითებს, რომ გუნდში არაფერი შეცვლილა. აბსოლუტურად არაფერი.
მთავარია იმ მიზნის ნათლად წარმოდგენა და მისკენ სვლა, რომელსაც „დინამო“ იმსახურებს. სერბეთის, საბერძნეთისა და ავსტრიის საშუალო დონის გუნდებთან განადგურება კი კლუბის „მიზანი“ რომ არ უნდა იყოს, ეს არცაა საკამათო.
ვფიქრობთ, დასაწყისისთვის მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა უნდა იყოს, იმ სამყაროს კარის შეღება, სადაც ნაღდი ფეხბურთია. „დინამოს“ ხელმძღვანელებმა კი კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ ფეხბურთით არაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - იქ სხვაც ბევრია მომგებიანი, მაგალითად, ფული, რის გარეშეც უფრო დიდ წარმატებაზე ფიქრი დღეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია
თუ მიზნად ეს არ დავისახეთ, ყოველ ზაფხულს თუ ზამთარს ახალი ფეხბურთელების რამდენიმე თვით დამატება (ცხადია, გამონაკლისების გარდა), ამავდროულად კი, ლიდერების პერიოდული გასხვისება საბოლოოდ არაფერს არ მოგვიტანს. ასეთი მუშაობა იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ გუნდს არ აქვს მიზანი და ის მხოლოდ არსებობს.
განვლილი წლები ამის თქმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს.
![]() |
28 კვირის ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ფეხბურთი თურქეთის ქალაქ სიდეში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა პირველ ამხანაგურ მატჩში შვეიცარიის კლუბი „აინზიდელნი“ 1:0 დაამარცხა.
კრივი საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში ოთხი მედალი მოიპოვა: ვერცხლი (ბექა ლობჟანიძე - მძიმე წონა) და სამი ბრინჯაო (კახა ჟვანია - 69კგ, რევაზ ქარელიშვილი - 81კგ, დავით გოგიშვილი - 91კგ).
ცურვა ლიტვის ზამთრის ღია ჩემპიონატი ორმა ქართველმა მოიგო: ირაკლი რევიშვილმა 400 მეტრზე თავისუფალი სტილით იმარჯვა, გიორგი მთვრალაშვილმა კი - იმავე დისტანციაზე კომპლექსურ ცურვაში.
ფეხბურთი იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ინგლისის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა გამორიცხა. ის „იუვენტუსში“ აპირებს კარიერის დასრულებას.
ფორმულა 1 სეზონის პირველი რბოლა, ბაჰრეინის გრან-პრი, „ფერარის“ ესპანელი პილოტის ფერნანდო ალონსოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე იყო მისი თანაგუნდელი ფელიპე მასა, მესამე - „მაკლარენის“ პილოტი ლუის ჰემილტონი.
მთის თხილამურები მამაკაცთა შორის სლალომში მსოფლიო თასი ავსტრიელმა რაინფრიდ ჰერბსტმა მოიგო, ქალთა შორის კი მთავარ პრიზს ვანკუვერის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, გერმანელი მარია რაიში დაეუფლა.
ფეხბურთი მექსიკის ნაკრებისა და ესპანეთის „ბარსელონას“ ცენტრალურმა მცველმა რაფაელ მარკესმა განაცხადა, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს.
ველორბოლა „ტურ დე ფრანსის“ ორგზის ჩემპიონმა, ესპანელმა ალბერტო კონტადორმა 2007 წლის შემდეგ მეორედ მოიგო პარიზი-ნიცას ტრადიციული ველოტური.
ჰოკეი NHL-ის ორგზის საუკეთესო მოთამაშე, „ვაშინგტონ კეპიტალსის“ ჰოკეისტი ალექსანდრ ოვეჩკინი უსაქციელობისთვის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, კლუბმა კი 232 ათასი დოლარით დააჯარიმა.
ფეხბურთი მსოფლიო ჩემპიონატის წინ აშშ-ის ნაკრები უკანასკნელ მატჩს 5 ივნისს სამხრეთ აფრიკაში ჩაატარებს: ამერიკელები ავსტრალიელებს გაეჯიბრებიან.
დახმარება ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს
ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის მაღალჩინოსანთა განცხადებით, ვარჯიშისას დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახი სადაზღვევო თანხას აუცილებლად მიიღებს. კანადელებს, რომლებმაც ოლიმპიური თამაშების ყველა მონაწილე დააზღვიეს, თანხის რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.
21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, უისტლერის საციგაო ტრასაზე ვარჯიშისას დაიღუპა.
რამდენიმე დღის წინ, გარდაცვლილი სპორტსმენის ოჯახს ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ 14 ათასი დოლარი გადაუხადა.
სამი ნაბიჯი ლიხტენშტაინამდე
გიორგი ჭანტურია
ფოტო: ბადრი კეთილაძე
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მარტის მიწურულს ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში იასპარეზებს: გიორგი დევდარიანის გუნდი ჩეხეთში მასპინძლებს, ჰოლანდიელებს და უკრაინელებს დაუპირისპირდება.
ქართველი ჭაბუკები ოფიციალური მატჩებისთვის ავსტრიასა და გერმანიაში თითქმის ორი კვირაა ემზადებიან და გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთი ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარეს - დევდარიანის გუნდი 0:1 დამარცხდა. ამ მატჩში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების ლიდერს, „ბარსელონას“ ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში ჩინებულად მოთამაშე თავდამსხმელ გიორგი ჭანტურიას - ის ჩეხეთში შეუერთდა გუნდს.
25 მარტს ქართველები ჩეხეთის ქალაქ ლანჟოტში მასპინძელ თანატოლებს გაეჯიბრებიან, ორი დღის შემდეგ რატისკოვიცეში - ჰოლანდიელებს, 30 მარტს კი, ლანჟოტში უკრაინელებთან მატჩით დაასრულებენ ასპარეზობას.
გიორგი დევდარიანის გუნდმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება ოქტომბერში, შოტლანდიაში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირში მოიპოვა: მასპინძლებს და კვიპროსელებს სძლია, პორტუგალიასთან კი დამარცხდა.
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს 18-30 მაისს ლიხტენშტაინი უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე ელიტ-რაუნდის ჯგუფების გამარჯვებული 7 გუნდი ითამაშებს, ასევე ისიც, რომელსაც მეორეადგილოსანთა შორის თავის ჯგუფის გამარჯვებულთან და მესამეადგილოსანთან საუკეთესო შედეგი ექნება. კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის წილისყრა 7 აპრილს, ლიხტენშტაინის ქალაქ ვადუცში გაიმართება.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ელიტ-რაუნდის თამაშებისთვის ამ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: დავით ლეგაშვილი (ნორჩი დინამოელი), ლევან ტყეშელაშვილი (დინამო).
მცველები: არჩილ ტვილდიანი (საბურთალო), ოთარ დოლიძე (საბურთალო), გიორგი გაგნიძე (ნორჩი დინამოელი), ცოტნე ხარაბაძე (გაგრა), მერაბ გიგაური (ავაზა), ლევან გაჩეჩილაძე (დინამო).
ნახევარმცველები: ლაშა პარუნაშვილი (საბურთალო), ვაკო ყაზაიშვილი (საბურთალო), სანდრო რეხვიაშვილი (საბურთალო), გიორგი ხუბუა (სპარტაკი).
თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია (ბარსელონა, ესპანეთი), დავით სხირტლაძე (ნორჩი დინამოელი), დავით ხოჭოლავა (საბურთალო), ლევან კოშაძე (საბურთალო), ბაჩო არაბული (ოლიმპი), დავით ხუჯაძე (ზესტაფონი).
მშვიდობის მაიკი
მაიკ ტაისონი
ბოლო ორი კვირის განმავლობაში მაიკ ტაისონმა ორჯერ მოასწრო ყურადღების მიქცევა.
პირველად, როდესაც რუსული კომპანია „პოლიუს გოლდის“ მფლობელს, ოლიგარქ მიხაილ პროხოროვს შეხვდა და ორი წლით, სესხად, 2.3 მილიონი დოლარი სთხოვა. მაიკს აღნიშნული თანხა პორნოარხის გასახსნელად უნდა. მისი თქმით, რამდენიმე ინვესტორი სერიოზულად დაინტერესდა ამ იდეით და პროხოროვისგან რომც მიიღოს უარი, არხს მაინც გახსნის.
მეორედ ტაისონი Animal Planet-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გამოჩნდა ტელესივრცეში. მძიმე წონაში ყოფილი სუპერმოკრივე მომდევნო 7 თვის განმავლობაში პოპულარულ ტელეარხზე მტრედებზე გადაცემას წაიყვანს. ივნისში მაიკი ლუისვილში, ვინმე ჩარლზ ბოიდის ფერმაზე ჩაატარებს მტრედებში ამერიკის ღია ჩემპიონატს, ანუ მტრედების დოღს და გამარჯვებული Animal Planet-ის სპეციალურ ჯილდოს მიიღებს, ტაისონთან ერთად კი ივახშმებს და მაიკი მას მოკრივის სრულ ამუნიციას გადასცემს.
„მტრედები ყოველთვის მიყვარდა. პირველად პოლიციაში 12 წლის ასაკში მოვხვდი. ჩემმა მამობილმა ოთახში შემოფრენილი მტრედი აივნიდან მოისროლა და ცხვირი გავუტეხე, იმ არაკაცმა კი ჩემი თავი დააჭერინა. მტრედი მშვიდობის სიმბოლოა და გამიხარდება, თუ ამერიკული მოსახლეობისთვის მაიკ ტაისონიც მშვიდობასთან იქნება ასოცირებული“, - აღნიშნა მაიკმა.
ევროლიგის დეკადა
დეჟან ბოდიროგა, დიმიტრიოს დიამანტიდისი, შარუნას იასიკიავიჩუსი, ჯეი ჰოლდენი, ხუან კარლოს ნავარო, ტრაჟან ლენგდონი, თეო პაპალუკასი, ენტონი პარკერი, ნიკოლა ვუიჩიჩი, რამუნას შიშკაუსკასი ევროლიგის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ.
გამოკითხვა, რომელშიც თითქმის ორი მილიონი რესპოდენტი მონაწილეობდა, რამდენიმე დღის წინ დასრულდა და ყველაზე მეტი ხმა მიიღო ლეგენდარულმა ბოდიროგამ, რომელიც 2002-03 წლებში ზედიზედ ორჯერ გახდა ოთხთა ფინალის MVP, ორივეჯერ სხვადასხვა გუნდში („პანათინაიკოსი“ და „ბარსელონა“) და კარიერა 2007-ში დაასრულა. ასევე ზედიზედ ორჯერ სხვადასხვა გუნდში გახდა ჩემპიონი შიშკაუსკასი (2007 - „პანათინაიკოსი“ და 2008 - ცსკა).
მოთამაშეების შერჩევისას დიდი ყურადღება მიექცა მათ ტიტულებსაც. ათეულის წევრებიდან ყველაზე მეტჯერ ევროლიგის ჩემპიონი იასიკიავიჩუსი იყო. ლიტველი ოთხჯერ იყო ევროპულ საკლუბო კალათბურთში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, 2005-ში კი „მაკაბიში“ კაპიტნობის დროს, MVP გახდა.
ამ სიაში უნიკალური შედეგი აქვს დიამანტიდისს: 2004-ში ევროლიგაში დებიუტის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრების და „ანათინაიკოსის“ კაპიტანი ყოველ სეზონში ტურნირის საუკეთესო დამცველი ხდება. კიდევ ერთი ბერძენი, პაპალუკასი (ცსკა, „ოლიმპიაკოსი“) ევროპული კალათბურთის ყველა დროის საუკეთესო მეექვსე მოთამაშედ, ანუ სათადარიგოდ დაასახელეს.
ათეულში ძალიან ბევრი ლეგენდარული მოთამაშე ვერ მოხვდა: არვიდას საბონისი, ემანუელ ჯინობილი, არვიდას მაციაუსკასი, დენის მარკონატო, ანდრეს ნოჩიონი, მარკო იარიჩი, ანტონის ფოცისი, იგორ რაკოჩევიჩი, იაკა ლაკოვიჩი, ჯანლუკა ბაზილე, მაცეო ბასტონი, ლუის სკოლა, ანტუან რიგოდო, დეჟან ტომაშევიჩი, გრეგორ ფუჩკა და ხორხე გარბახოსა.
მიუხედავად იმისა, რომ ცსკა ზედიზედ შვიდჯერ გავიდა ოთხთა ფინალში (ევროლიგის ყველა დროის რეკორდი), კანდიდატთა შორის არც ერთი რუსი მოთამაშე არ ყოფილა.
![]() |
29 სადა ხარ, ჩემო ალეკო?! |
▲ზევით დაბრუნება |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი
ღმერთმანი, არ მინდოდა ამ წერილის დაწერა, მაგრამ ბოლო პერიოდში ქართულ ჟურნალ-გაზეთებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში გაჟღერებულმა საბრძოლო ყიჟინამ და სრულიად საქართველოს ეიფორიულმა ექსტაზმა ძალიან დამღალა. რა თქმა უნდა, მსოფლიო ფეხბურთის ისეთ “გრანდთან” გამარჯვება, როგორიც ესტონეთია, დიდად დასაფასებელი მოვლენაა, მაგრამ, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ცოტა თავშეკავებული ვიყოთ - ბიჭებს თავში არ აუვარდეთ!
...დიახ, ისევ საქართველოს ბედკრული საფეხბურთო ნაკრების შესახებ გვიწევს საუბარი.
მახსენდება ჩემი სტუდენტობის პერიოდში პოპულარული ანეკდოტური ამბავი, რომელიც უთუოდ ვიღაც ენაკვიმატმა გულშემატკივარმა მოიგონა. ამბობდნენ, რომ 70-იანების ბოლოს თბილისში NBA-ს მაღალჩინოსანი ჩამოსულა არაოფიციალური ვიზიტით. ტრადიციული პურ-მარილისა და ტაშ-ფანდურის შემდეგ პატივსაცემი სტუმარი სპორტის სასახლეში, თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელთა პრინციპულ მატჩზე წაუყვანიათ. სტუმარმა თურმე დიდი ინტერესით უყურა თამაშს, ინერვიულა კიდეც... ბოლოს მასპინძლებს გულითადი მადლობა გადაუხადა და უთხრა: დიდი მადლობა, შესანიშნავად გავერთე. ნამდვილად კარგი თამაში გქონიათ - რაღაცით კალათბურთს მაგონებსო! ჩემი კოლეგების უმრავლესობისგან განსხვავებით, ანალოგიური განცდა დამეუფლა საქართველო-ესტონეთის ამასწინანდელი შეხვედრის ცქერისას.
ტყუილს ვერ ვიტყვი, რაღაცით მართლაც ჰგავდა ფეხბურთს - მონაწილე გუნდების (2), მსაჯების (3), ტაიმებისა (2) და მოთამაშეთა თავდაპირველი რაოდენობა (22) იგივე გახლდათ, რაც ნამდვილ ფეხბურთში. თამაშის ძირითადი არსი და მიზანიც თითქოს იდენტური ჩანდა, თუმცა იყო თვალშისაცემი განსხვავებაც. ჯერ ერთი, ამ თამაშში სხვა წესებია, რომლებიც მას დინამიზმსა და აზარტულობას მატებს: ორივე ტაიმის ბოლო წუთზე მსაჯმა უნდა აღმოაჩინოს უბრალო მაყურებლისთვის უხილავი მიზეზი და გააძევოს სტუმართა ერთი ფეხბურთელი, მასპინძლებს კი ეძლევათ დაახლოებით 5-6 წუთი გოლის გასატანად! თუ ისინი დროში ვერ ეტევიან, თამაში გრძელდება იქამდე, სანამ სტუმართა კარში გოლი არ გავა.
შეიძლება ვინმეს ეს სიტუაცია მეორადად მოეჩვენოს, ოვერტაიმისა და „ოქროს გოლის“ წესი მოაგონოს, მაგრამ გარწმუნებთ, ეს უბრალო დამთხვევაა და ნოუ-ჰაუ ჩვენ გვეკუთვნის.
მსაჯის ფუნქციის თავისებურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც არ გაამართლა სლოგანმა: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“ (ამ ერთობამ ორწლიანი წაგებების სერია მოგვიტანა) და დღის წესრიგში დადგა ახალი მიმართვა: „გახდი მე-12 მოთამაშე“, ყველა თავმოყვარე მოლდოველი მსაჯი თავს ვალდებულად თვლის, ეს ლოზუნგი უშუალოდ საკუთარ თავზე გამოსცადოს!
თუ სერიოზულად ვისაუბრებთ, ამ მატჩმა დამანახა, რომ დღეს მხოლოდ ახალგაზრდული ნაკრების იმედი უნდა გვქონდეს. ხოლო ფეხბურთელების ისეთ ქალაქებში გაყიდვა, სადაც არც ერთი თქვენი ნაცნობი არაა ნამყოფი, თქვენ კი ბუნდოვნად გახსოვთ გასულ ზაფხულს აგარაკზე ნათამაშები ქალაქობანადან (მაგ. მახაჩკალა), არაფერ სასიკეთოს არ იძლევა!
სადღაც წავიკითხე, ნაკრებში ნაკრები დაბრუნდაო. ნუთუ ამათ ველოდით?!
და კიდევ ერთი: იქნებ ვინმემ ამიხსნას, რით ვერ ჩამოაღწია საქართველოში ალეკო ამისულაშვილმა, რომელსაც, ბეკეტისეული „გოდოს“ მსგავსად, მთელი ერი ელოდება? დალოცვილო, თბილისს მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა უსინათლომ, ცხონებულმა რეი ჩარლზმა მოაგნო და შენ ასეთი რა მარშრუტით მოდიხარ?!
ჩვენში არაა მიღებული წერილის პესიმისტურ ნოტზე დამთავრება და მეც ოპტიმისტური პროგნოზით დავასრულებ: ჯგუფში საპატიო მესამე ადგილის დაკავების თეორიული შანსი ნამდვილად გვაქვს. უბრალოდ, აუცილებელია, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ჯგუფში... მარტო ასპარეზობდეს.
![]() |
30 მდიდარი მსოფლიო ფორბსის თვალით |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ბილ გეიტსი
ვორენ ბაფეტი
ყველა ფოტო: REUTERS ©
ფორბსმა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა: აზია მილიარდერთა ყველაზე მზარდი ბუდეა; ამერიკამ ტემპი დააგდო, ხოლო ევროპაში ყველაზე მეტი მილიარდერი რუსია.
მსოფლიოს, სამ წელიწადში მესამედ, ახალი უმდიდრესი ადამიანი ჰყავს. 1995 წლის შემდეგ ბილ გეითსმა ტიტული მხოლოდ მეორედ დაკარგა. მექსიკელმა ოლიგარქმა კარლოს სლიმმა სულ რაღაც 7 მილიონი აშშ დოლარით გაუსწრო მეტოქეს და ფორბსის სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. მესამე ადგილი ინვესტორმა უორენ ბაფეტმა დაიკავა. ტრიომ შარშან დაკარგული 68 მილიარდი აშშ დოლარიდან 41.5 მილიარდი წელს უკან დაიბრუნა.
2010 წელს, გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, თითქმის მესამედით შემცირებულ მილიარდერთა რიცხვიც გაიზარდა. დღეს მსოფლიოს 1011 მილიარდერი ჰყავს, შარშან 793 ჰყავდა; შარშანწინ - 1125. მილიარდერთა ქონება, შარშანდელთან შედარებით, 50%25-ით გაიზარდა და დღეს 3.5 მილიარდი აშშ დოლარია, რაც შარშანდელ მონაცემს 7-ჯერ აღემატება. ფორბსის ჩამონათვალში ქალების რიცხვიც გაიზარდა: თუ შარშან 72 იყო, წელს 89 ქალი მილიარდერია.
კარლოს სლიმი
ფორბსის მილიარდერთა კლუბს წელს 30 წევრი გამოეთიშა, მათ შორის, რუსი ბორის ბერეზოვსკიც. შარშანდელი სიის 13 წევრი კი გარდაიცვალა.
შარშანდელთან შედარებით, 11 ქვეყანაში, მათ შორის, ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთსა და სამხრეთ კორეაში მილიარდერთა რიცხვი გაორმაგდა. ფორბსის ჩამონათვალში სულ 55 ქვეყანა მოხვდა. მაშინ, როცა თურქეთმა, რუსეთმა და ინდოეთმა შარშან დაკარგული მილიარდერები უკან დაიბრუნეს, პაკისტანსა და ფინეთში პირველი მილიარდერები გამოჩნდნენ.
2010 წელს უკან მობრუნებულ მილიარდერთა რიცხვმა 164-ს მიაღწია. მათ შორისაა ფეისბუქის დამფინანსებელი მარკ ცუკერბერგი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია: 25 წლის ასაკში იგი 4 მილიარდი აშშ დოლარის მფლობელია.
სიმდიდრე მეორე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმაც სოციალური ქსელის მეშვეობით დააგროვა: იაპონელი იოშიკაცუ ტანაკა 33 წლის ასაკში 1.4 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს. ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი 99 წლის შვეიცარიელი უოლტერ ჰეფნერია, რომელსაც 3.3 მილიარდი აშშ დოლარი აქვს.
აზია, მილიარდერების რაოდენობით, ჩამონათვალის ლიდერია. აზიის რეგიონს 104 მაგნატი შეემატა და დღეს ევროპას მხოლოდ 14-ით ჩამორჩება. აზიელი მილიარდერების საერთო შემოსავალმა 729 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. აზიელთა ჩამონათვალში 53 წლის ბრაზილიელმა ეიკ ბატისტამ შარშან 7.5 მილიარდი აშშ დოლარიდან, წელს 27 მილიარდი დოლარი დააგროვა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ხუთეულს ასრულებს 2 ინდოელი - ბენზინის, ნავთობისა და გაზის მაგნატი მუქეშ ამბანი - 29 მილიარდი აშშ დოლარით და ფოლადის მაგნატი ლაქშმი მიტალი - 28.7 მილიარდი აშშ დოლარით.
აზიელთა მიღწევებს ჩამორჩება ამერიკაც და ევროპაც. ფორბსის რეიტინგში, 97 დებიუტანტ მილიარდერს შორის, 62 აზიელია. აზიაში ყველაზე მეტი - 89 - მილიარდერი ჩინეთშია (ჰონგ კონგის ჩათვლით). დებიუტანტ მილიარდერებს შორის ამერიკელი მხოლოდ 16%25-ია.
წელს შეერთებული შტატები კოლექტიური მსოფლიო სიმდიდრის - 3.6 ტრილიონი დოლარის - 38%25-ია, რაც, შარშანდელთან შედარებით, 6%25-ით ნაკლებია.
ევროპაში მილიარდერთა რიცხვით პირველ ადგილზე რუსეთია. რუსეთს 62 მილიარდერი ჰყავს, მათგან 28, გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, რეიტინგში წელს ისევ დაბრუნდა. რუსი მილიარდერების ნომერ პირველი მილიარდერი ფორბსის რეიტინგში, 15.8 მილიარდი დოლარით 32-ე ადგილზეა. პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ასეულში კიდევ 10 რუსი მოხვდა. მსოფლიოს 1011 მილიარდერთა შორის აღმოჩნდა 1 რუსი ქალიც: მოსკოვის მერის, ლუჟკოვის მეუღლე 2.9 მილიარდი დოლარით რეიტინგში 342-ე ადგილზე გავიდა.
![]() |
31 ბიზნესი სიახლეები |
▲ზევით დაბრუნება |
ყველა ფოტო: ბესო დარჩია
შემცირებული პროცენტების ტენდენცია
„პროკრედიტ ბანკმა“ კრედიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთები შეამცირა. განაკვეთები ბიზნესის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით შემცირდა. ამასთან, ბანკმა დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელიც შეამცირა. „თიბისი ბანკი“, საქართველოში ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესების კვალდაკვალ, წელიწადნახევარში კომპანიებისთვის განაკვეთის 12-13%25-მდე, ხოლო სამომხმარებლო სესხზე 17-18%25-მდე შემცირებას ვარაუდობს.
ელიტ ელექტრონიქსის შვილობილი
„ელიტ ელექტრონიქსის“ მსხვილი კრედიტორის და მმართველის, „თიბისი ბანკის“ მიერ დათხოვილმა კომპანიის ძველმა მენეჯმენტმა ალტერნატიული კომპანია დააფუძნა, თუმცა „ელიტ ელექტრონიქსი“ აქციების დაბრუნებისთვის ისევ იბრძვის. ახალ კომპანიას „ფეშენ ტექნოლოჯი“ ჰქვია და კომპანიიდან წამოსულ 50 თანამშრომელს აერთიანებს. პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საქართველოს სამი უმსხვილესი ბანკი („თიბისი“, „საქართველოს ბანკი“ და „ბანკი რესპუბლიკა“) „ელიტ ელექტრონიქსის“ კრედიტორი და მმართველი მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიის დამფუძნებელმა მათ მიერ საკრედიტო ვალდებულებების შესრულება ვეღარ შეძლო.
მილიონები ჰოსპიტალური ქსელისთვის
სადაზღვევო კომპანიის „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ აქციონერები მზად არინ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტში 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელონ. კომპანიის 51%25-ს ისრაელის კომპანია „არქიმედეს გლობალი“ ფლობს, 49%25 კი „სამგორი ჯგუფის“ საკუთრებაა. სადაზღვევო ინდუსტრიამ ჰოსპიტალურ ბიზნესში შესვლის შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღო. ამ დროისთვის კომპანია სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ტენდერის გამოცხადებას ელოდება.
კულა ფართოვდება
„კულას“ კონსერვებისა და ჯემების ასორტიმენტს რამდენიმე სახეობის წვენიც დაემატა, მათ შორის, დიაბეტური და დიეტური წვენებიც. ადგილობრივ ბაზარზე „კულას“ პროდუქცია თბილისის, გორისა და ქუთაისის ბაზრებზე იყიდება, ხოლო „კულას“ კონსერვები და ჯემები ევროპისა და ამერიკის ბაზრებზეც გადის. კომპანია წლიურად ექსპორტზე წარმოებული პროდუქციის 70%25-ს გზავნის. წელს კომპანია პროდუქციას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიტანს.
წყარო: რადიოქალაქი
ახალი ქარხანა
წლის ბოლოს, გლდანში, კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ახალი ქარხანა გაიხსნება. ბაზრის გათვალისწინებით, მთავარი აქცენტი წელს ბეტონის წარმოებაზე გაკეთდება, თუმცა ცემენტის წარმოებას ქარხანა ისევ განაგრძობს.
წყარო: რადიოქალაქი
მომსახურების ახალი მეთოდი
მოკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ინვესტი“ დაინტერესებულ კლიენტს სთავაზობს, ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდეს ორგანიზაციას და შეთანხმების შემთხვევაში, „მიკრო ინვესტი“ მასთან თავად მივა. „მიკრო ინვესტი“ ქონების უზრუნველყოფით 50 ათას ლარამდე თანხას გასცემს. საპროცენტო განაკვეთი თვეში 5%25-ია, სესხის ვადა - 5 წელი.
წყარო: რადიოქალაქი
გამძლე ტელეფონი
„ფილიპს მობაილისა“ და „სამსუნგ მობაილის“ ოფიციალური პარტნიორის, კომპანია „220-ვოლტის“ მიერ წარმოდგენილი „ფილიპსის“ ტელეფონი ერთი თვე ენერგო კვების გარეშე მუშაობს და 399 ლარი ღირს. კომპანია ამ დროისთვის „სამსუნგის“ 51 ტელეფონს წარმოადგენს, ხოლო უახლოეს მომავალში ბაზარზე „ფილიპსის“ ტელეფონების სრული ასორტიმენტი გაიყიდება.
წყარო: რადიოქალაქი
სავაჭრო ცენტრი თბილისის რკინიგზის შიგნით
აპრილის ბოლოს თბილისის რკინიგზის ცენტრალურ სადგურში სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“ ოფიციალურად გაიხსნება. კომერციული ფართების 75%25 უკვე გაქირავებულია. მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში ტანსაცმლის, ავტომობილების, ავეჯის და ცნობილი ბრენდების მაღაზიები განთავსდება.
წყარო: რადიოქალაქი
![]() |
32 ვახო ბაბუნაშვილი|სვეტი |
▲ზევით დაბრუნება |
სამყაროთა ომი - თარსი 13
13-ში დედას ვიგინებოდი, 14-ში დავიღალე.
13-ში საღამოს ჟურნალში დავრეკე და ამ ამბავზე სტატიის დაწერის ექსკლუზივი ვითხოვე.
14-ში აღარ მინდოდა ამაზე წერა.
13-ში საღამოს ზუსტად ვიცოდი, რა უნდა დამეწერა. 14-ში დილით ყველა სიტყვა დავკარგე.
ამაზე იმდენი ითქვა, დაიწერა, გადაიცა და გამოიცა, რომ გამიქრა სურვილი მეც ამომეღო ხმა, კიდევ ერთი გაბრაზებული ხმა. მაგრამ მაინც, რახან ჟურნალში პასუხისმგებლობა ავიღე, ერთ ნამდვილ ამბავს მოვყვები.
1949 წლის 12 თებერვალს კიტოში, ეკუადორის დედაქალაქში, ერთ ჩვეულებრივ საღამოს უამრავი ოჯახი სახლში თბილად ჩამჯდარი რადიოს უსმენდა. დღის ბოლოს კიტო სრულ ქაოსში აღმოჩნდა. შენობა, რომელშიც რადიოსადგური იმყოფებოდა, ბოლომდე დაიწვა. მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა.
ასე დაიწყო ეს ყველაფერი:
რადიოსპექტაკლების დამდგმელი რეჟისორი ლეონარდო პაეზი დიდხანს გეგმავდა „სამყაროთა ომის“ ინსცენირებას.
12-ში, საღამოს 9 საათზე, ყველა ლუის ალბერტო ვალენსიას და გონზალო ბენიტეზის ცნობილი დუეტის გამოსვლას ელოდებოდა. მოულოდნელად, შუა სიმღერაში სპეციალური გამოშვებით ახალი ამბები ჩაერთო. ჟურნალისტი (რომელსაც პაეზი განასახიერებდა) აღელვებული იუწყებოდა, რომ კიტოდან დაახლოებით 20 კილომეტრში მარსელები დაეშვნენ და მალე დედაქალაქზე შეტევას ღრუბლებში შენიღბულები განახორციელებენ. ხალხი ქუჩაში გამოვარდა, სრული პანიკა შეიქმნა, ცაში ჩვეულებრივი ღრუბელი უკვე მარსიელებად ელანდებოდათ. ჟურნალისტის პანიკურ ხმას უეცრად გაზის შიშინი მოჰყვა. „გვესვრიან, საშინელი იარაღით გვანადგურებენ!!! აეროპორტი აიღეს, საშველი აღარ არის!!!“ ყვიროდა რეპორტიორი. შინაგან საქმეთა მინისტრმა და კიტოს მერმა რადიოდან მოისმინეს მოწოდება: „კიტოს მოქალაქეებო, დავიცვათ ჩვენი ქალაქი. ქალებმა და ბავშვებმა უნდა დატოვონ ქალაქი და უსაფრთხო ადგილას შეაფარონ თავი იმისთვის, რომ კაცებმა შეძლონ მტერთან სათანადო შებრძოლება!!!“
1949 წელს ეკუადორს მეზობელ პერუსთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. სასაზღვრო საკითხებში უთანხმოებამ უმაღლეს დაძაბულობას მიაღწია. ბუნებრივია, რომ მოსახლეობამ თავდამსხმელად პერუს ჯარი მიიჩნია. პანიკა სულ უფრო იზრდებოდა არა მხოლოდ კიტოში, არამედ მის გარშემოც.
ერთადერთ თავშესაფრად სასოწარკვეთილ ხალხს ეკლესია ეგულებოდა. უამრავი ხალხი აღსარებას ითხოვდა.
გადაცემის ავტორებმა, როდესაც შეიტყვეს, რა გამოიწვიეს, სასწრაფოდ დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი ინსცენირება იყო. მოსახლეობის დაწყნარების მცდელობა უშედეგო გამოდგა. როდესაც კიტოს მცხოვრებნი მიხვდნენ, რომ გააბითურეს, რადიოსადგურის შენობისკენ უამრავი ხალხი დაიძრა. შენობა გავლენიან გაზეთს „ელ კომერციო“-ს ეკუთვნოდა, რომელიც, ამავე დროს, რადიოსადგურის მფლობელიც იყო. გაცოფებულმა ბრბომ „ელ კომერციო“-ს გაზეთებს ცეცხლი წაუკიდა და შენობის მთავარ შესასვლელთან დაყარა. ხანძარმა გასასვლელი ჩაკეტა. შენობა ცეცხლში გაეხვია. თანამშრომელთა უმეტესობამ გამომცემლობა უკანა გასასვლელიდან დატოვა. ვინც ვერ შეძლო, ფანჯრებიდან ხტებოდა, ზოგი სახურავზე აძვრა და იქიდან ცდილობდა სამშვიდობოზე გასვლას.
გამძვინვარებული ბრბო არავის ინდობდა. პოლიცილებს, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, უმოწყალოდ უსწორდებოდნენ.
საქმეში ჯარიც ჩაერთო. ქალაქის ქუჩებში ტანკებიც გამოვიდნენ. ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტებიც ბევრი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დაგვიანდა. საგანგებო სამსახურების ძირითადი ნაწილები აეროპორტში იყო მარსიელებთან საბრძოლველად გაგზავნილი.
გათენებისას, როგორც იქნა, ჯოჯოხეთი დასრულდა. ხელისუფლებამ სიტუაციის გაკონტროლება დაიწყო. შემდეგი დღეების განმავლობაში არეულობაში მონაწილე 21 ადამიანი დააკავეს.
მადლობა ღმერთს, ასეთ სცენარს ავცდით, მაგრამ მგონია, რომ ამ ამბის ექო კიდევ დიდხანს აირეკლება ჩვენს ცხოვრებაში.
P.S. 13 მარტის მსგავსი შემთხვევა არ არის ერთადერთი, მაგრამ მათ ყველას ერთი რამ აერთიანებს. მედიასაშუალებები იარაღია, საშიში იარაღი და თუ მას უცოდინრობას (არველაძის და წამალაშვილის სატელეფონო საუბარი), არაპროფესიონალიზმს (გადაცემის საეთეროდ მომზადება) და უზნეობას (ხელისუფლების და ოპოზიციის გავლენა მედიასაშუალებებზე) დაუმატებ, ბირთვულ იარაღს მიიღებ. ეს რუსის ტანკივით საშიში რამ არის.
vahotabula@gmail.com
![]() |
33 ალტერვიზია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|შოუბიზნესი
ანდერგრაუნდში ჩავარდნილი ვარსკვლავები
ირინა თაბორიძე
მცირე ისტორიული რევიუ: კომპანია „სტეპ რეკორდსმა“ პირველად 2008 წლის ზამთარში გაისროლა, როცა შარდენზე, ღია ცის ქვეშ, პატარა და საყვარელი კონცერტები გამართა. კონცერტები ახალი წლის დღეებს დაემთხვა და ამაღლებული ჯადოსნური განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა. მით უმეტეს, რომ კარგი ჯგუფები იყვნენ და მშვენივრადაც უკრავდნენ.
მეორედ „სტეპ რეკორდსმა“ უფრო მსხვილკალიბრიანიდან დააქუხა და ისეთი „ოუფენ ეარ ფესტივალი“ გააკეთა, რომ ის შეგრძნებები თბილისს დღემდე მოჰყვება. ეს 2009 წლის ზაფხულში იყო. ფესტივალს მალევე მოჰყვა Altervision Newcomers: აქ ახალბედა ჯგუფები გამოვიდნენ და აჩვენეს, რისი კეთება შეეძლოთ.
Stars for newcomers
მოულოდნელად სამი მუსიკოსის საუბარს შევესწარი ღიპის მოცილების მეთოდების შესახებ. საუკეთესო წამლად, სირბილთან და პრესის ვარჯიშებთან ერთად, ხშირი სექსიც დაასახელეს. კონცერტამდე დაახლოებით ნახევარი საათი იყო დარჩენილი და მუსიკოსებს, წესით, ღიპი არ უნდა გახსენებოდათ. მერე მათ უკან ორი ქართველი სუმოისტი შევნიშნე და მივხვდი, დისკუსია რამ გამოიწვია. აბა, „ფორესტის“ ღიპი სუმოისტების ღიპთან რა მოსატანია! ისე, გაგიკვირდებათ და, სუმოისტებს კონცერტის ერთ-ერთი ნომრის ვიზუალური გაფორმება ევალებოდათ.
ალტერვიზიის ორგანიზატორებმა ახალბედებიდან საუკეთესოები ამოარჩიეს და ვეტერან მომღერლებს შეუამხანაგეს. აჩიკო გულედანი: „გვინდოდა, რომ მუსიკოსებს ერთმანეთი გაეცნოთ. სხვადასხვა ჟანრისა და თაობის მუსიკოსები საქართველოში ერთმანეთს თითქმის არ იცნობენ. გვინდოდა მუსიკისა და მუსიკოსების სოციალიზაცია და ანდერგრაუნდის ანდერგრაუნდიდან გამოყვანა.“
წყვილები:
თბილისის ოპერის სოლისტი ირინა თაბორიძე & The Georgians Ketrine and Me & ლექს-სენი კოკა ნიკოლაძე, ეკა მამალაძე & The Forest ABC & სოფო ხალვაში მაია დარსმელიძე & რემა თიკა ფაცაცია & პორნო პოეზია ვიტამინი & ქეთათო სალომე კორკოტაშვილი & Mirror Ilusion
ლექს სენი
Ketrine and me
სოფო ხალვაში
რაც შეეხება სოციალიზაციას: მიზანი გამართლდა. მუსიკოსებმა ერთმანეთი გაიცნეს და შეიყვარეს.
გიორგი ამაშუკელი (The Georgians) ირინა თაბორიძის შესახებ: „ძალიან კარგი გოგოა! ნიჭიერი, დადებითი, თბილი... ადვილად შეგვეწყო და ძალიან კარგი ხმა აქვს!“
არანაკლებ თბილი სიტყვები მიიღო „ჯორჯიანზმა“ ირინასგან.
თორნიკე „ქარჩხა“ (პორნო პოეზია): „თიკა ფაცაცია ისეთი კარგი ვინმე აღმოჩნდა, რომ არ ველოდი! ძალიან ჩვენიანია!“
არც ეკა მამალაძეს გაეგო „ფორესტის“ შესახებ და მოსწონებია. ემსი კი კოკა ნიკოლაძით აღფრთოვანებულა...
პირველი ნომრის დროს სცენის წინ ნამდვილი როკენროლური ემოცია სუფევდა - თავდავიწყებული კივილი, ხტუნაობა, თავების ქნევა... ირინა თაბორიძისა და ჯორჯიანზის დუეტი დრაივიანი გამოდგა. სოპრანო მეტალის კონსტრუქციაზე იდგა და მეტალის ფრთები ემოსა. „ქილერზისა“ და „მიუზის“ მუსიკას სოპრანო არაჩვეულებრივად მოერგო, ბოლოს კი გიორგი ამაშუკელი ანგუს იანგად გარდაიქმნა და სცენაზე გულაღმა დავარდნილმა ფარგლისებურად იხოხა.
ლექსო ქავთარაძისა და Ketrine and Me-ს დუეტი არ იყო ცუდი, მაგრამ არც მოგეწონებოდა.
ვიტამინის ლამაზი სიმღერის - „მუზის“ შესრულებისას ქეთათოს საამური ხმა არ მესმოდა და მხოლოდ ვუყურებდი.
არც „ეი-ბი-სის” და სოფო ხალვაშის სიმღერა (პრინცის „ქისს“) იყო ძალიან კარგი. სამაგიეროდ სოფოს საქსოფონის სოლოებმა მასიამოვნა. კარგი იქნება, თუ სოფო ხალვაში მომავალში ამ ინსტრუმენტს აქტიურად გამოიყენებს. დასანანია, ადამიანი ასე კარგად უკრავდეს და არ უკრავდეს - მხოლოდ „პეესპეს“ რეკლამაში ჩანს სოფოს ბუხრის გვერდზე ჩამოდებული საქსოფონი.
მაია დარსმელიძე რეპეტიციაზე ძალიან მომეწონა. საოცარი იყო, ლედ ზეპელინის სიმღერების შესრულებისას, რემას ვოკალისტ ნიკა ლეშენკოს გამყინავმა ვოკალმა მაიას ხმა რომ ვერ დაჩრდილა. სამაგიეროდ, კონცერტის დროს დარსმელიძეს ჩემი თვალი ეცა და რეპეტიციის ნახევარი ემოციითაც ვერ იმღერა. რემას ახალგაზრდა დრამერმა დანიელმა კი დიდებულად დაუკრა.
„პორნო პოეზიის“ ვოკალისტმა „ქარჩხამ” ძალიან კარგად იმღერა, თავისებურად, ხმაურით. დაახლოებით იმ სულით, როგორც სიდ ვიშესმა ფრენკ სინატრას My Way. თიკა ფაცაციაც საოცრად დინამიკური იყო და ძალიან სასიამოვნოდ გარდაიქმნა პატარა კაილი მინოუგად, შემდეგ - პატარა ბრიტნი სპირსად. ამ დუეტის მიერ შესრულებული „ტოქსიკიც” ძალიან კარგი იყო.
Mirror Ilusiooooooon! ეს პატარა, ფერადთმიანი გოგოები გაგიჟდნენ, გადაირივნენ, კურტ კობეინის ძვლები შეაზანზარეს და საყვარელ კორკოტასთან ერთად ორი კარგი დუეტი შეასრულეს. ბოლოს ვოკალისტმა გამჭვირვალე ცისფერი კაბა გიტარის გრიფზე გადაიხია. კაბის პატარა ნახევი მეც მერგო და დღესაც ჩემი აკრედიტაციის საკიდს ამშვენებს.
და ყველაზე ექსტრავაგანტური ტრიო: ეკა მამალაძე, „ფორესტი“ და კოკა ნიკოლაძე.
ეკა მამალაძის გაელექტრონულება მოულოდნელად კარგი აღმოჩნდა, მით უმეტეს, ყანჩელის მუსიკა ისეთია, რომ, თუ კარგად გააკეთებ, ყველაფერს აიტანს. შესანიშნავი რეჩიტატივი ჰქონდა უმცროს ნიკოლაძეს - დახვეწილი, ინტელექტუალური და არა პაროდიული. ვანილა აისსაც შეშურდებოდა! „ფორესტის“, იმავე ბაჩი თომაძის ნიჭიერებაზე წინა ნომერშიც ვწერდით და ახლაც გირჩევთ, ამ შესანიშნავ მუსიკოსს მოუსმინოთ.
ახლა სხვადასხვა დეტალის შესახებ მოგახსენებთ: დეკორაცია ძალიან კარგი იყო და განათება მეტალის კონსტრუქციებს შესანიშნავად ერწყმოდა.
მომინდა, რომ ხელები დამეკოცნა ვიზუალების შემქმნელისთვის, რადგან მონიტორზე გასული ვიზუალები, უბრალოდ, გენიალური იყო და შეგრძნებას უფრო სრულყოფილს ხდიდა.
მომინდა, რომ მარჯვენა მომეკვეთა ხმის რეჟისორისთვის, რადგან გამუდმებული წუილი და ხმის ცუდი ბალანსი მთელი კონცერტის მანძილზე ნერვებს მიშლიდა.
ქორეოგრაფიული გაფორმება - ცუდი. მომეწონა მოცეკვავეების ლატექსის კორსეტები და კოსტიუმების ფეტიშური ესთეტიკა.
კოსტიუმები მშვენიერი იყო და ჩემი საყვარელი წითელი ფერი ჭარბობდა.
წამყვანი - დათო ლომიძე, იგივე „ქვინი“. კარგი მომღერალი კარგი წამყვანიც გამოდგა. უფრო ლაღად, დათო!
პუბლიკა მოვიდა ისეთი, როგორიც უნდა მოსულიყო: შერეული და მრავალფეროვანი. მოვიდა, მაგრამ ვერ გაიხარა. კონცერტი ბოლომდე ვერ გახურდა მოკლე ქრონომეტრაჟის გამო და ფილარმონიის დაცვამ მათი ემოციები შიგნითვე ჩაახშო.
ფილარმონია საშინელი ადგილია ასეთი ღონისძიებისთვის. როგორი ემოციური წარმოდგენაც არ უნდა დადგა, ფილარმონიის კომუნისტური ატმოსფერო ამ ყველაფერს მაინც „ვია დიელოს“ კონცერტად გარდაქმნის. ყველას გაგვიხარდება, თუ აშენდება ისეთი დარბაზი, სადაც კარგი შოუს დადგმა იქნება შესაძლებელი და სადაც ზარმაცი მაყურებლისთვის არ იქნება ამდენი სკამი.
საბოლოო შეფასება - დადებითი. რამდენი ნაკლიც არ უნდა ჩამოვთვალოთ, ღირსება მაინც უფრო მეტია. ალტერვიზიის ორგანიზატორები გვჩუქნიან ნამდვილ კონცერტებს და ზაფხულში დიდ „ოუფენ ეარს“ ჩაატარებენ.
ფოტო და ტექსტი: ალექსანდრე ბაგრატიონი
![]() |
34 ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|ლიტერატურა
გრიგოლ რობაქიძე, მუსოლინი. ინტელექტი, 2010 წელი
ფოტო: ბესო დარჩია
გამომცემლობა ინტელექტმა გრიგოლ რობაქიძის ცნობილი წიგნი „მუსოლინი“ გამოსცა. გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ნანა გოგოლაშვილმა. წიგნი ქართულ ენაზე პირველად გამოდის
წელს, გამომცემლობა „ინტელექტმა” გრიგოლ რობაქიძის „მუსოლონი“ გამოსცა.
წიგნმა, რომელიც გერმანულ ენაზე დაიწერა, თავის დროზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს იყო არა მხოლოდ ბიოგრაფიული ნარკვევი, არამედ „არსის ხატი“, პიროვნების სულიერ სამყაროში წვდომის ცდა, სიღრმისეული შეფასება.
მკითხველისთვის, კარგა ხანს უცნობი იყო გრიგოლ რობაქიძის, რბილად რომ ვთქვათ, სიმპატიები ფაშისტური რეჟიმისადმი. მასვე ეკუთვნის თავის დროზე მილიონობით ტირაჟით დასტამბული წიგნი ჰიტლერზე, რომელიც საქართველოშიც კი გამოიცა რამდენიმე წლის წინათ. მწერალი ჯერ საბჭოთა კავშირში, მოგვიანებით კი ევროპაში დაგმეს, როგორც ჰუმანიზმისა და მორალური ფასეულობების უარმყოფელი. ამავე მიზეზით, ნობელის პრემიის კომიტეტმა უარი განაცხადა გრიგოლ რობაქიძის კანდიდატურის განხილვაზე.
განსწავლული და, ამავე დროს, უკიდურესად მანერული გრიგოლ რობაქიძე, ქართულ ლიტერატურას XX საუკუნის დასაწყისში მოევლინა. საბჭოთა სამშობლოდან ემიგრირებუ ლი პროზაიკოსის წიგნები, სსრკ-ს დაშლამდე, საქართველოში აკრძალული იყო. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მისი რომანების ნამდვილი ბუმი დაიწყო: „გველის პერანგი“ ნაციონალურ ბესტსელერად იქცა. გამოიცა დაუმთავრებელი ნაწარმოები „ფალესტრა“, მოგვიანებით კი - „ჩაკლული სული“.
მოსაბ ჰასან იოსიფი.
„ჰამასის ვაჟი“
www.amazon.com
15.78 აშშ დოლარი.
გამოვიდა შეიხ ჰასან იოსიფის ვაჟის, მოსაბ ჰასან იოსიფის წიგნი „ჰამასის ვაჟი“. შეიხ ჰასან იოსიფი პალესტინის ტერორისტული ჯგუფის - „ჰამასის“ დამაარსებელი და მეთაურია. მოსაბი მოგვითხრობს საკუთარ ბავშვობაზე: აღწერს კეთილ მუსულმან მამას, რომელიც ამზადებდა სადილს, მკურნალობდა დედას, ზრუნავდა მეზობლებზე. გვიყვება ციხეებზეც: „დღედაღამ გაისმოდა ნაწამები ადამიანების გულის განმგმირავი ყვირილი; ჰამასი ტანჯავდა საკუთარ ხალხს“. ავტორი დეტალურად ააშკარავებს ფაქტებს იმ პერიოდიდან, როცა ის ისრაელის შინაგანი უსაფრთხოების არმიის (Shin Bet) ჯაშუში გახდა: „ჩემი გუშინდელი მტრები უცაბედად დამიმეგობრდნენ, ხოლო გუშინდელი მეგობრები ნამდვილ მტრებად იქცნენ“. ისრაელის უშიშროებაში რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ მოსაბი გადაეყარა ბრიტანელ ტაქსის მძღოლებს იერუსალიმში, რომლებმაც მას ინგლისურ-არაბული ახალი აღთქმის ასლი გადასცეს და ბიბლიის სწავლების სესიაზე მიიპატიჟეს. „უცებ აღმოვაჩინე, ქრისტეს მიერ ნაბოძებ სიყვარულსა და მორჩილებაში ჩავიძირე“, - წერს ავტორი. მოსაბ ჰასან იოსიფმა 2006 წელს შეწყვიტა მუშაობა „Shin Bet“-ში და ბიბლიის სწავლების სესიებზე გაცნობილ მეგობრებთან ერთად, სამხრეთ კალიფორნიას მიაშურა. „დარწმუნებული ვარ, საკუთარი ოჯახის, ერის და ღმერთის თვალში ნამდვილი მოღალატე გავხდი“, - ამბობს მოსაბ ჰასან იოსიფი, - „მე ჩემს საზოგადოებაში არსებული ყველა წითელი ხაზი გადავკვეთე“.
ამერიკაში, 2010 წლის
თებერვლის მიწურულს Heritage Auction Gallerie -ს სახელგანთქმულ აუქციონზე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტ-ბრენდის - ბეტმენის - 1939 წელს გამოცემული პირველი კომიქსების წიგნი, 1 მილიონ 500 ათას დოლარად გაიყიდა. ამ მაჩვენებლით ბეტმენმა გადაასწრო მის უპირველეს კონკურენტ სუპერმენს, რომლის 1938 წლის გამოცემა 1 მილიონ დოლარად გაიყიდა.
![]() |
35 FASHION |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|FASHION
პარიზული მინიმალიზმი
ერმესი
10 მარტს პარიზში დასრულდა პრეტ-ა-პორტე მოდის კვირეული, რომელზეც მინიმალიზმი კვლავ მთავარი თემა იყო. ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეები დახვეწილ სვლებს გვთავაზობენ: მკაცრი გრაფიკული ხაზები, მონოქრომული პალიტრა, ტოტალური გატაცება შავი ფერით - მონუმენტური დეკორით, ბეწვითა და ტყავით იყო დაბალანსებული.
ფიბი ფილო მეორე სეზონია „სელინის“ სახლისთვის ქმნის ტანისამოსს. მისი მუქი ლურჯი, ყავისფერი და სპილოსძვლისფერი კაბები და ტყავის სამოსი ამ ბურჟუაზიულ სპორტულ ხაზს ისევ მოწინავე ადგილზე აბრუნებს.
მართალია, მარტინ მარჟიელამ პირადად დატოვა სახლი, მაგრამ ჯგუფი, რომელმაც შექმნა 2010 წლის კოლექცია, ერთგული დარჩა იმ პრინციპებისა, რომელსაც ეს კონცეპტუალისტი დიზაინერი ავითარებდა. მისი გროტესკული ქურთუკები უცნაური სახელოებით, ექსტრავაგანტური, ბეწვის გიგანტური თავსაბურავები და ხავერდის გრძელი კაბები დიდ ინტერესს იმსახურებს.
შანელი
ყველა ფოტო: REUTERS ©
მეცხრე წელია, რაც ალბერ ელბაზმა „ლანვანის“ სახლი ყველაზე გავლენიან მარკად აქცია. ჟულიეტ ბინოში, რომელიც კოლექციის ჩვენებას ესწრებოდა, მისი ერთ-ერთი ფანია და თანამედროვე პარიზული ბრწყინვალების ეკვივალენტად სწორედ „ლანვანს“ ასახელებს. ექვს თვეში აფრიკულ მოტივებზე შექმნილი კოლექცია მსოფლიოს ცნობილ მაღაზიებში გაიყიდება. წელვადი მასალისგან დამზადებული სკულპტურული ტანსაცმელი და ელეგანტური საღამოს კაბები ბუმბულისა და კრისტალების ბრწყინვალე აპლიკაციებით არაერთ ქალს სრულიად განსაკუთრებულ და არაჩვეულებრივ გრძნობებს აღუძრავს.
კარლ ლაგერფელდმა, რომელიც მოდის სამყაროს მექას - კოკო შანელის სახლს მეთაურობს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა არა ტანისამოსით, არამედ ჩვენების ატმოსფეროთი: მან ისლანდიიდან ჩამოატანინა მინიაისბერგები და მოაწყო პოლარული ციალი, რომელშიც ხელოვნური ბეწვი და ბუკლეს ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი მეტისმეტად არქტიკულ ასოციაციებს იწვევდა.
ივ სენ ლორანი
„ერმესი“ თავდაპირველად ტყავის კომპანია იყო, შემდეგ იქცა ლუქს ტანისამოსისა და ჩანთების მწარმოებლად. ჟან პოლ გოტიემ ტყავი და მამაკაცის ბრიტანული ტანისამოსი აქცია მთავარ ინსპირაციად. მართალია, ზედმეტად ისტორიული პარალელების გამო, ჩვენებას მოძველებულის იერი დაჰკრავდა, მაგრამ ცალკე აღებული თითოეული მოდელი და მინიატიურული გრეის კელის ჩანთა კიდევ ერთხელ გახდება ამ პრემიუმ სახლის ჰიტი
მარჟიელა
სელინი
ლანვანი
სტეფანო პილატიმ კიდევ ერთხელ გააცოცხლა ივ სენ ლორანის შემოქმედება: სენ ლორანის 70-იანი წლების ფოტოსესიებიდან ამოჭრა სილუეტები და გააკეთა სამკაულები, რომლებიც მკაცრ, მაგრამ რომანტიკულ ტანისამოსთან იყო გათამაშებული. მშვენიერი გამჭვირვალე შიფონის კაბები მოსასხამებით, ოსტატურად კონსტრუირებული პიჯაკები სიასამურის საყელოთი და ინტენსიური ფერის საღამოს კაბები ამ კოლექციას თანამედროვე კლასიკის ნამდვილ ნიმუშად აქცევს. „ხვალინდელი დღის სექსუალურობა ცოდნაშია“, - ასე ახსნა ეს კოლექცია ფილიპ სტარკმა.
![]() |
36 თბილისელი მეწაღეები |
▲ზევით დაბრუნება |
სერვისი
არაიკ ამბარიანი (ჩელენტანო) და არტურ მკრტჩიანი
თბილისელი მეწაღე თბილისის განუყოფელი ნაწილია და ყოველთვის თქვენი ფეხსაცმელების კეთილდღეობის სადარაჯოზე დგას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - იაფად!
სამველ იაგუტიანი - 54 წლის სტაჟი - 30 წელი
ხელობა სიმამრის ძმას - მაის ტომასიანს უსწავლებია. ჯარიდან ჩამოსვლის მერე უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა და აი, უკვე 30 წელია მუშაობს და მუშაობს.
სამველა თურმე ვერ იმახსოვრებს გვარებს და კლიენტები მხოლოდ სახელებით იცის. ამას წინათ გაიგო, რომ მისი ერთი კლიენტი, ნინო, სამედიცინოში პროფესორი ყოფილა და ეამა.
შემცვლელი უკვე ჰყავს. ხელობა ასწავლა სიძეს, რომელსაც ძალიან უცნაური გვარი აქვს - ბეზპრიზვონნი.
სამველ იაგუტიანი აკეთებს ყველაფერს, რაც ფეხსაცმელს უკავშირდება: კერავს, აახლებს, ძირს უცვლის, (გადა)აკეთებს... აი, მისი ფასები:
კერვა:
ფეხსაცმელი - 120 ლარი, ჩექმა - დაახლოებით 250 ლარი (მასალის ჩათვლით).
გადაკეთება:
- 20-30 ლარი, ჩექმა - 40- 50 ლარი;
რესტავრაცია:
ელვა შესაკრავის, ლანჩის, ქუსლის გამოცვლა - თითოეული 15 ლარი, „ტანკეტკა“ - 40 ლარი;
რესტავრაციას უკეთებს ჩანთებსაც.
მისამართი - ბარნოვის 82 (ხიდთან ახლოს)
სამუშაო საათები: 11:00 - 19:00
არაიკ ამბარიანი (ჩელენტანო) და არტურ მკრტჩიანი - კოლმეურნეობის მოედანი, ტელეფონი - 92 29 92
არაიკი ჩელენტანოს ჰგავს და ძალიან სიამოვნებს, ასე რომ ეძახიან.
ჩელენტანო ოცდაჩვიდმეტი წლისაა და ოცდასამი წელია მუშაობს, არტურიც ოცდაჩვიდმეტისაა და თვრამეტი წელია მუშაობს. ერთს ძველმა ოსტატმა - აგაბალოვმა ასწავლა, მეორეს - ძმამ. ათი წელია ერთად, კოლმეურნეობის მოედნის მიწისქვეშაში მუშაობენ.
უმუშავიათ ფაბრიკებში, ОКБО-ში, „კრამსში“, უკრაინაში, რუსეთში, თბილისში - ბევრ ადგილას.
მათი მომსახურებაც ყველაფერს მოიცავს.
„კარგ გუნებაზე რომ ვარ, ჩანთების რესტავრაციასაც ვაკეთებ“, - ამბობს ჩელენტანო.
ფასები:
“რაც სამველამ გითხრა, ყველაფერს 5 ლარი გამააკელი...“
პირიმზე 2
კოლმეურნეობის მოედნის მეორე მხარეს ახალი „პირიმზეა“. აქ ის ოსტატები სხედან, რომლებიც დანგრევამდე „პირიმზეში“ მუშაობდნენ
აქ გავიცანი უხუცესი მეწაღე, 74 წლის სერგო ღაბოსნიძე, გაბრიელ მანაშეროვი, სერგო იშხანიანი, ავეტიკ ხაჩატრიანი და გივი მარსაგიშვილი (იმ დღეს იუბილარი იყო).
სამველ იაგუტიანი
როცა „პირიმზეში“ მუშაობდნენ, მათთან სისტემატურად დადიოდნენ ცნობილი ადამიანები: ოთარ კობერიძე, გივი ბერიკაშვილი, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, აჩიკო მეფარიძე, გია ფარადაშვილი...
მერე „პირიმზე“ დაანგრიეს და ოსტატები მის გარშემო პატარ-პატარა სახელოსნოებში შესახლდნენ
სამველის და ჩელენტანოს ფასებმა პირიმზელების აღშფოთება გამოიწვია:
სარეკლამო ტრიუკია! - თქვა ერთმა და ყველა დაეთანხმა.
დაახლოებითი ფასები პირიმზედან:
გადაკეთება - 15-20 ლარი;
ჩექმის გადაკეთება - 30-40 ლარი;
ძირის გამოცვლა - 25-35 ლარი, კარგი ლანჩით -50 ლარი;
ქუსლის გამოცვლა - 20 ლარამდე;
ელვა შესაკრავის გამოცვლა (წყვილი) -15-20 ლარი;
ფეხსაცმლის შეკერვა - დაახლოებით 200 ლარი.
ფოტო და ტექსტი: ალექსანდრე ბაგრატიონი
![]() |
37 გურმანი |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რესტო
ჩინური ქართულად
აღმოსავლეთის მარგალიტი
ფალიაშვილის 90 თბილისი 0169
უბანი: ვაკე, ვაკის პარკთან
ტელ: 91 46 41
სამზარეულო: ჩინური
საათები: ყოველდღე, 12-23
ბარათები: ვიზა, მასტერკარდი, ამერიკან ექპრესი
ფასი: 90 (სადილი ორ ადამიანზე, უალკოჰოლო სასმელით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: ფალიაშვილის ან ბერძენიშვილის ქუჩაზე
წარმოუდგენელია თანამედროვე, დიდი ქალაქი ჩინური რესტორნების გარეშე. აჭრელებული იეროგლიფები, წითლად გაჩახჩახებული ლანტერნები და გველეშაპის კუდით გადმოკიდული აბრები უმალ დინამიური ქალაქის ასოციაციას იწვევს. ჩინელებმა ჩვენამდეც მოაღწიეს. შედეგად, თავმოყვარე მეგაპოლისისთვის აუცილებელი ეს ატრიბუტი თბილისმაც შეიძინა. დღეს აქ რამდენიმე ჩინური რესტორანია. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს დედაქალაქი ამ სამზარეულოს მაინცდამაინც ხელგაშლილი არ შეხვედრია. იყო პურის მოსატანად გაგზავნილი გაოგნებული ჩინელი ოფიციანტი (აუ, ბრინჯი რა პონტია? პური მაიტა!), შუახნის ქალბატონების ვიშვიშიც იყო: „ფუფ, ფუფ, ტკბილი ხორცი! მაგას რა გაჭმევთ!“ ბოლოს, როგორც ყოველთვის, გატყდა ქართველობა და გლობალიზაციის ამ შემოთავაზებასაც დაყაბულდა. „მაგარი საპახმელიოა!“ - თავდაპირველი სიჯიუტის გასამართლებლად ქართველმა ესღა დააყოლა და ჩანგლით შეუდგა ბამბუკის ჭამას. მალე ჩხირების ხმარებასაც მიეჩვევა.
შპს „აღმოსავლეთის მარგალიტს“ თბილისში ორი რესტორანი აქვს გახსნილი - „ახალი აზია“ კონსერვატორიასთან (გრიბოედოვის 11/3) და თვით „აღმოსავლეთის მარგალიტი“ ვაკეში (ფალიაშვილის 90). გასულ კვირას ამ უკანასკნელს ვეწვიეთ. სულ სამი მაგიდა იყო დაკავებული, სამივე თინეიჯერებით სავსე. მოგვიანებით ჩინეთის საელჩოს თანამშრომლები შემოლაგდნენ. რესტორნის დიზაინი ძირითადად, სტანდარტული, იაფფასიანი გადაწყვეტილებებისგან შედგება: ბუდასა და დრაკონის პოლირებული თოჯინები, ფსევდოორიენტალური ლარნაკები. მოკლედ, ამ მხრივ ახალი და საინტერესო - არაფერი. რესტორნის სიღრმეში მინით გამოყოფილი ე.წ. გამჭვირვალე სამზარეულოა, შეგიძლია მზარეულების საქმიანობას ადევნო თვალი. ხალვათობის მიუხედავად, მზარეულებს საქმე არ მოჰკლებიათ. აშკარაა, ეს რესტორანი, უმეტესად, გარე შეკვეთებზე მუშაობს (ვაკეში პოპულარულია ჩინურის შეკვეთა), კონსერვატორიის ფილიალი - „ახალი აზია“ კი უფრო შიდა მუშტარზეა ორიენტირებული. ვუკვეთავთ: გრილზე შემწვარი ორაგულის ნაჭრები (28.00), იხვი პეკინურ სოუსში (28.90) და ბადრიჯანი მოტკბო-მოცხარო სოუსით (9.80). მწვანე ჩაის ნახევარი იხვის ფასი ადევს: ასტრონომიული 15 ლარი. საინტერესოა, საელჩოს ჩინელებსაც ასე ახდევინებენ თუ ეს ტარტაროზებისთვის დადგენილი „გასაწეწი“ ფასია. საეჭვოა, რომ რესტორანში უფასო ჩაის სმას შეჩვეულმა საშუალო ჩინელმა ერთ ჩაიდან ჩაიში ცხრა დოლარი გადაიხადოს.
ვაკეს აღმოსავლეთის მარგალიტი ამშვენებს
ფოტო: ბესო დარჩია
იხვი კარგი გამოდგა, შავი სოკოთი გაწყობილი, მუქ ბლანტ სოუსში. რა თქმა უნდა, ეს არ არის პეკინურ იხვად ცნობილი პოპულარული კერძი, რომლის წესით და რიგით მომზადებასაც რამდენიმე დღე სჭირდება (ტრადიციულად, სოუსში ამოვლებული იხვი ჰაერზე იფინება, რომ ქარმა დაკრას. რესტორნის პირობებში კი ჰაერის პროცესორით ბერავენ. ეს მეთოდი ხორცს და კანს აცალკევებს, რაც იხვს კარგად შებრაწული, ხრაშუნა კანის ეფექტს აძლევს). ამ იხვს კი უფრო შაშხის გემო ჰქონდა, ვიდრე ფრინველის ხორცის. ორაგულსაც არა უშავს, ბოსტნეულთან ერთად, მოტკბო-მომჟავო გემოთი, თუმცა, მკაფიოდ იგრძნობა თევზის გემო. ჩემი აზრით, სრულყოფილი ჩინური კერძი ის არის, რომელშიც საერთო გემოს შეიგრძნობ და არა რომელიმე შემცველი ნაწილის. ჩემთვის ესაა ჩინური. ბადრიჯანი თავდახურული კეცით შემოაქვთ. ხუფის მოხდის შემდეგ ზეთის შხეფები ნახევარი მეტრის რადიუსით ედება არემარეს: მაგიდაზე დადებულ მობილურებს, სათვალეებს, ტანსაცმელს, სახის კანს. სანამ ოფიციანტი ჩვენამდე მოაღწევს (ხალვათობაა!), რომ ხუფი ადგილზე დააბრუნოს, აბობოქრებული კერძი თავისით ასწრებს დაცხრომას. ღირს კი ამდენ უხერხულობად? ნამდვილად არა. ეს არის წვრილად დაკეპილი ძალიან ცხიმიანი ბადრიჯანი ზეთის, მარილისა და კეტჩუპის სოუსში (შესაძლებელია კეტჩუპის მაგივრად ჩინურ მოტკბო სოუსს იყენებდნენ, თუმცა აქ არც კეტჩუპია უცხო). თბილისის ჩინურებში ხშირად შემხვედრია ამ მეთოდით გამდიდრებული კერძები. მენიუს მოჩვენებითი მრავალფეროვნების მიუხედავად, ბევრი სხვადასხვა დასახელების კერძი ძირითადად ერთი და იგივე სოუსის მცირეოდენი სახეცვლილებით მზადდება.
9 საათზე „იმედის“ სერიალი დაიწყო. უკლებლივ ყველა ოფიციანტი, დაცვის ბიჭის თანხლებით, პლაზმური ეკრანის წინ მოკალათდა და „განრისხებულ ანგელოზს“ (მგონი 220-ე სერიას) მიაპყრო გულისყური. სულ არ აინტერესებდათ, როგორ ამოგვყავდა კეტჩუპიანი ზეთის ლაქები ტანსაცმლიდან. ლუსია ანდუესას (სერიალის მთავარი გმირია) გულშემატკივრებს ხმამაღლა მოვთხოვეთ ანგარიში, რითაც ვენესუელის ტროპიკული ლანდშაფტებიდან უხეშად დავაბრუნეთ კარგად ნაცნობ, ფსევდოჩინურ, დეპრესიულ სივრცეში. ანგარიშის ბოლოს კოხტად გამოეწერათ 10%25 - სერვისის ღირებულება. არც სოიოს სოუსის ღირებულება იყო გამორჩენილი - 1 ლარი (ფასიანი მარილი!). ცნობილი ფაქტია: სერვისის ღირებულება ანგარიშის ხელოვნურად გაზრდის საშუალებაა. ამ ფულთან მომსახურე პერსონალს არც საერთო აქვს რამე, არც საზიარო. ეს თანხა მთლიანად რესტორანს რჩება. ესე იგი, 8.90 - არაფერში. თუ ამას დავუმატებთ თხუთმეტლარიანი მწვანე ჩაის ღირებულებას, გამოდის, რომ 23.90 გადახდილია მხოლოდ წყალსა და ჰაერში (ფინანსური ალქიმია?), ასე რომ, ანგარიშის თითქმის მეოთხედზე მეტი ერთგვარი ფუფუნების გადასახადია მათთვის, ვისაც ღმერთი გაუწყრა და ჩინურად გასადილება მოიწადინა. სხვნაირად როგორ გავიგოთ? ბნელა?
როგორც არ უნდა იყოს, „აღმოსავლეთის მარგალიტში“ გემრიელად ჭამა ნამდვილად შეიძლება. ამ რესტორნის (და მისი ფილიალის) პოპულარობა იმითაც აიხსნება, რომ სხვა ჩინურებთან შედარებით, „აღმოსავლეთის მარგალიტის“ სამზარეულოს აშკარა უპირატესობა აქვს: ეწვიეთ და თავად განსაჯეთ.
ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს ანონიმურად და ასწორებს ანგარიშს
ხახვის სუპი გამდნარი ყველით
გვერდის მასპინძელია თეკუნა გაჩეჩილაძე
შეფ მზარეული
6 ულუფა
ინგრედიენტები: |
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
მომზადების წესი:
საშუალო ცეცლხზე, დიდ ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაამატეთ ზეთი, დაჭრილი ხახვი, შაქარი, ტმინი, მარილი და პილპილი. მოთუშეთ ხახვი, ურიეთ დროდადრო, 50-60 წუთის მანძილზე. როდესაც ოქროსფერს მიიღებს, დაამატეთ ფქვილი და მოურიეთ ენერგიულად, მაქსიმუმ 2 წუთი.
საშუალომდე შეამცირეთ ცეცხლი. ჩაამატეთ ბულიონის წვენი და ღვინო. დუღილის დაწყებისთანავე დაუწიეთ ცეცხლს და დატოვეთ კიდევ 30 წუთი. დაუმატეთ ძმარი (ბალზამიკო) და კიდევ 10 წუთი გააჩერეთ.
კრუტონის მოსამზადებლად გახუხეთ პურის ნაჭრები: 3 წუთი თითო მხარეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ პური არ გაყავისფრდეს. უბრალოდ, გამოაშრეთ ისე, რომ ზედაპირი გაუხეშდეს. აიღეთ ორად გაჭრილი ნივრის კბილი და ორივე მხრიდან წაუსვით გახუხულ პურს. შემდეგ თანაბრად გადაუსვით ზეითუნის ზეთი, ტაფაში დააბრუნეთ და ორივე მხრიდან შებრაწეთ. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 230 გრადუსზე. მოათავსეთ ცეცხლგამძლე სუპის ფიალა ღუმელში. ჩამჩით გადაიღეთ ხახვის სუპი ქოთნებში და ზედაპირზე თითოს ორ-ორი კრუტონი დაადეთ.
კრუტონებზე გაანაწილეთ ყველის ნაჭრები. დატოვეთ ღუმელში 12-15 წუთი, სანამ ყველი არ გადნება და ოქროსფერს არ მიიღებს.
სუფრასთან მიიტანეთ ცხლად.
ყველა ინგრედიენტი შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტში: პოპული ( ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) , გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02 / 03 ).