![]() |
ტაბულა №5 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კასპაროვი გარი, ბენდუქიძე კახა, ჯანაშია სიმონ , ბუღაძე ლაშა, მარიამიძე გია, კოვზირიძე დავით, ბაბუნაშვილი ვახო, გაჩეჩილაძე თეკუნა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/საპატიო რედაქტორი: დავით პაიჭაძე/ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ნინი გოგიბერიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, გიორგი კიკონიშვილი, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, შოთა დიღმელაშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, დავით გორგილაძე, ანანო სხირტლაძე, ანა სიხარულიძე, სოფო ებრალიძე/ილუსტრაცია: კემო/დიზაინი & პრეპრესი: მანანა არაბული, კახა დოლიძე/ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/კომერციული დირექტორი: ოთარ ბაქრაძე/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge ილუსტრაცია გარეკანზე: ბაჩა მალაზონია საფოსტო ყუთი 2010|12 - 18 აპრილი |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲ზევით დაბრუნება |
გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები
გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge
გიორგი ყველაშვილის სტატიაში „ჩერქეზთა გენოციდის საკითხი და საქართველო”, გამოსჭვივის აპოზიცია, რომ ჩრდილოკავკასიური ეთნოსების სამკვიდრო უნდა გათავისუფლდეს ცარისტული და შემდგომ უკვე საბჭოთა იმპერიის მემკვიდრის ბატონობისგან. „საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა მხოლოდ ახლა ისხამს ხორცს და მისი მიზანი ჩვენი საზღვრების ჩრდილოეთით საქართველოსადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის ხელშეწყობაა“, - ნათქვამია სტატიაში.
სათუო არ არის, რომ რუსეთის მეთოდები ამ ხალხების დასამორჩილებლად უსასტიკესი და არაჰუმანური იყო მაშინაც და ახლაც. თუმცა საკითხავია, ამ ტერიტორიებიდან რუსული ჩექმის ამოკვეთა რამდენად შექმნის „ჩრდილოეთით საქართველოსადმი კეთილგანწყობილ გარემოს“. თავისუფლება ცივილიზებულობისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ბევრია მაგალითი იმისა, თუ რად შეიძლება იქცეს სამოქალაქო ტრადიციების, სწორი პოლიტიკური დისკურსისა და ელემენტარულად, არსებობის საშუალების არმქონე არაცივილიზებული რესპუბლიკა უეცრად გათავისუფლების შემთხვევაში. ერთი ავღანეთიც საკმარისია. რამდენად შექმნის საერთაშორისო ტერორიზმის, რელიგიური ექსტრემიზმის, ნარკოვაჭრობის და ყოველგვარი უკანონობის მეორე ბუდე „საქართველოსადმი კეთილგანწყობილ გარემოს“???
მისასალმებელია სამართლიანი სურვილი, რომ რუსეთი დაისაჯოს თავისი ბოროტმოქმედებებისთვის, მაგრამ პოლიტიკა პრაგმატული საქმეა. ისე არ უნდა მოხდეს, რომ რუსეთის დასჯით და ისტორიული სამართლიანობის აღდგენით - გაცილებით მეტად დაისაჯოს საქართველო. ამ შემთხვევაში, არა მგონია თუნდაც ყველაზე პროდასავლურად ორიენტირებულმა ქვეყანამ კავკასიაში, გადაწონოს ზოგადად კავკასიის უარყოფითი იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე.
ყარამან ჯობავა
სამწუხაროდ, სახლში ინტერნეტი არ მაქვს და აქამდე ვერ შეგეხმიანეთ. არადა, თქვენი პირველივე ნომრიდან მინდოდა გამომეთქვა ჩემი აზრი. ჟურნალი „ტაბულა“ ყველა ქართველმა და საქართველოს მოყვარემ უნდა იკითხოს, რომ იცოდეს, სად ბუდობენ და რას გეგმავენ ქართველობის მოძულე ადამიანები. გულწრფელად გეუბნებით, მე თქვენი მადლობელი ვარ, რადგან ბევრი რამისთვის უკვე მზად ვარ. მაგალითად, როდესაც ზედანია მალხაზ გულაშვილს იმისთვის ლანძღავს, რომ ამ უკანასკნელს საქართველოში ჰომოსექსუალისტების პარპაში არ უნდა, მე ვხვდები, რომ უკვე შემოსულია დიდი გრანტი და მალე გეი-აღლუმის ჩატარების მცდელობა იქნება. როდესაც ბენდუქიძე თქვენს ჟურნალში წერს, რომ ხელისუფლებას ხალხი არ უნდა უყვარდეს, რადგან ეს ეკონომიკას ვნებსო, მე დანამდვილებით ვიცი, რომ დაიწყება პროდუქციის მორიგი გაძვირება და ლარის ინფლაცია (თუ საერთოდ გაუქმება არა). როდესაც ნოდია წერს, რომ ოპოზიცია მოკვდა, მე ვიცი, რომ ხვალ-ზეგ ვიღაცას დააპატიმრებენ და იტყვიან: „ეგ რა ოპოზიციააო“. როდესაც ვკითხულობ, თუ როგორ ასწავლის ლადარია ხელისუფლებას მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლის კათოლიკურ მეთოდებს, ცხადი ხდება, რომ გაზაფხულზე ანტიმართლმადიდებლურ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. ასე რომ, გმადლობთ გაფრთხილებისთვის. ახლა გინდ დაბეჭდეთ, გინდ არა.
რამაზ გიგიტაშვილი
მინდა გამოვეხმაურო თქვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია“. სტატიაში მოყვანილია კვლევის შედეგი, რომლის თანახმად, საქართველოში კორუფციის დონე, ისევე როგორც ქვეყნის მთავრობაში კორუფციის გავრცელება, ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა. ვადასტურებ, რომ დღეს ფულით საქმის ჩაწყობა (ანუ შენს სასარგებლოდ არაკანონიერი გადაწყვეტილების მიღება) ძალზე ძნელია. მოხელეს ამის ეშინია და ეს კარგია. უნდა ვივარაუდოთ, რომ კორუფციულ გადაწყვეტილებათა რიცხვმა იკლო, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ კორუფციის უარყოფითი გავლენის ხარისხი რადიკალურად შემცირდა. ძნელია, თუმცა, შევეცდები მოკლედ ავხსნა ჩემი წუხილი. იმისთვის, რომ დღეს განახორციელო რაიმე სახის კორუფციული ქმედება ან სქემა, მარტივად რომ ვთქვათ, თანამდებობაზე ყოფნით იშოვო ფული, დიდი და მრავალმხრივი გავლენა უნდა გქონდეს. ასეთი გავლენა საჯარო მოხელეთა 95 პროცენტს არ აქვს. თუმცა, ვისაც აქვს, ისეთ დიდ გავლენას ახდენს ნებისმიერი მოქალაქის ცხოვრებაზე (ბუნებრივია, სახელმწიფო ინტერესებზეც), რომ ყველა პოზიტიური მიღწევა აზრს კარგავს. სახელმწიფო მთავარი დამსაქმებელია. დასაქმება ხდება როგორც საჯარო მოხელეთა რეკრუტირების, ისე სახელმწიფო დაკვეთებისა და შესყიდვების განაწილების მეშვეობით. იმას, ვისაც შეუძლია ამ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა ანუ გავლენით ვაჭრობა (სამეცნიერო ლიტერატურაში ეს აღწერილია, როგორც თრადინგ ინ ინფლუენცე), სწორედ ის განსაზღვრავს ქვეყანაში კორუფციის დონეს. სხვათა შორის, ეს გარემოება ანტიკორუფციულ სტრატეგიაში ცალკე არის გამოყოფილი და მას სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა ჰქვია. მართალია, კორუფციის ესა თუ ის გამოვლინება ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში უცხო ხილი არ არის, მაგრამ იქ ამის აღიარების არ ეშინიათ. ჩვენ კი დაგვიჩემებია, რომ კორუფცია დაძლეულია. ასეთი უაპელაციო შეფასებით ხაზი გადაესმება იმ კარგსაც, რასაც მივაღწიეთ და ვერც მდგრადი განვითარების პროცესი ვერ წარიმართება. ვფიქრობ, თქვენი ჟურნალის ინტელექტუალური პოტენციალი მოერევა ამ საკითხების საფუძვლიან კვლევას და გასაჯაროებას.
არმაზ ქარუმიძე
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„რუსეთი საქართველოს მიმართ XIX საუკუნის მეთოდებით იქცევა“.
სტროუბ ტელბოტი.6 აპრილი.
„ადამიანთა ჯგუფებთან და ქვეყნებთან, რომლებიც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გამოცხადებისკენ ისწრაფვიან, კოლუმბიას ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება აქვს“.
კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიმე ბერმუდესის განცხადებით, კოლუმბია ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ აპირებს. 5 აპრილი.
„ობამას უკანასკნელი გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ ის გამოუცდელი და დილეტანტი პოლიტიკოსია... ამერიკელი პოლიტიკოსები კოვბოებივით არიან. როგორც კი ლეგალური საშუალებები შემოაკლდებათ, მაშინვე იარაღისკენ გაურბით ხელი“.
ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი, ობამას ახალი ბირთვული დოქტრინის შესახებ, რომელიც აშშ-ს უკრძალავს ბირთვული იარაღის გამოყენებას სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, გარდა ირანის და ჩრდილოეთ კორეისა.
„საქართველო, რომელზეც ბოლო დროს ბევრმა ხელი ჩაიქნია, მსოფლიოს კიდევ გააოცებს“.
მიხეილ სააკაშვილი. 9 აპრილი.
3 აპრილი
ცსკ-ს განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 36-მა პარტიამ გამოთქვა.
სამხერთ აფრიკაში, თეთრკანიანთა რასისტული მოძრაობის ლიდერი, იუჯინ ტერბლანში, ორმა შავკანიანმა ახალგაზრდამ მოკლა. ტერბლანში ყოფილი პოლიციელი იყო, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე 80-იან წლებში გამოჩნდა და რასობრივის ეგრეგაციის შენარჩუნებისთვის იბრძოდა.
4 აპრილი
სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, ბაღდადის ცენტრში, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებთან მანქანები ააფეთქა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 32 და დაშავდა 168 ადამიანი.
ტაილანდში მომიტინგეებმა ბანგკოკის ცენტრის პარალიზება მოახდინეს და უარი განაცხადეს ტერიტორიის დატოვებაზე. ხელისუფლება მასობრივი დაპატიმრებებით იმუქრება.
ეგვიპტეში სამართალდამცავებმა გამომცემელი, აჰმედ მაჰანა დააკავეს. ახლახანს, მან გამოსცა წიგნი მუჰამედ ელბარადეის შესახებ. ნობელის პრემიის ლაურეატი ელბარადეი უპირისპირდება ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკს და მოუწოდებს დასავლეთს შეწყვიტოს „ყალბი დემოკრატიის” მხარდაჭერა ეგვიპტესა და სხვა არაბულ ქვეყნებში.
5 აპრილი
აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გადადო მოხსენების გამოქვეყნება, რომელიც ჩინეთის მიერ, საკუთარი ვალუტით, იუანით მანიპულაციებს ეხება. აშშ-ს ფინანსთა მინისტრის, ტიმ გეიტნერის განცხადებით, მოხსენება რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდება.
სენეგალმა დამოუკიდებლობის 50-ე წელს დაიბრუნა სამხედრო ბაზები, რომლებსაც დეკოლონიზაციის შემდეგ ფრანგები აკონტროლებდნენ. ინიციატივა პრეზიდენტ აბდულ ვეიდმა გამოიჩინა. ფრანგებთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთმა საკუთარი 1200 სამხედრო წლის ბოლომდე უნდა გაიყვანოს სენეგალიდან.
მოსკოვის მეტროპოლიტენში ტერაქტის მომწყობი ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი საკუთარმა მამამ ამოიცნო. რასულ მოგამედოვის განცხადებით, მან და მისმა მეუღლემ ეჭვმიტანილთა კადრების გავრცელებისთანავე ამოიცნეს საკუთარი შვილი, 28 წლის მარიამ შარილოვა, რომელიც სკოლის მასწავლებელი იყო.
ბარაკ ობამამ აშშ-ს ბირთვული დოქტრინა შეცვალა. განახლებული დოქტრინის მიხედვით, აშშ-ს შეეძლება ბირთვული იარაღის გამოყენება იმ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, რომლებიც არ იცავენ ან არ უერთდებიან შეთანხმებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.
6 აპრილი
სამშაბათს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი დედოფალს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელიზაბეტ მეორემ პარლამენტი დაითხოვა. ბრიტანელები ახალ პარლამენტს 6 მაისს აირჩევენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის ქვეყნებში C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ, საქართველო ლიდერად დაასახელა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 200 ათასი ადამიანია C ჰეპატიტით დაავადებული, რაც მოსახლეობის 7%25-ს შეადგენს.
სათვალთვალო ვიდეოკამერები 200-ით ნაკლებ საარჩევნო უბანში განთავსდება. კამერები მხოლოდ თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საარჩევნო უბნებში დამონტაჟდება. ცსკ-მ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელეს ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, რომლის თანახმადაც ვიდეოკამერების გამოყენება არ არის რეკომენდირებული ამომრჩეველთა შესაძლო შეშინების გამო.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, ტიმ გეიტნერი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთს ეწვია. მოლაპარაკების მთავარი თემა იყო აშშ-ინდოეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. ამერიკას სურს ინდოეთმა შეარბილოს საბაზრო რეგულაციები, რაც ამერიკულ კომპანიებს ინვესტირების მეტ საშუალებას მისცემს. 2008 წელს ამერიკა-ინდოეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 40 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო.
7 აპრილი
ბრაზილიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 145-მდე გაიზარდა. სტიქიამ 11 ათასი ადამიანი დატოვა უსახლკაროდ.
გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ნაჩვენებია ერაყში ამერიკელი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა. ჩანაწერი 2007 წლის 12 ივლისს მომხდარ ინციდენტს ასახავს. ამ დღეს 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი - როიტერის ჟურნალისტი.
2011-2013 წლებში ევროკავშირი საქართველოს 180 მილიონი ევროთი დაეხმარება - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, სტეფან ფულემ ოთხშაბათს, თბილისში გამგზავრებამდე. ევროკავშირის პრიორიტეტები მასმედიის თავისუფლების, პოლიტიკური პლურალიზმისა და ადამიანის უფლებათა საკითხებია.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. ევროპელმა ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ.
8 აპრილი
უნგრეთის არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციამ დიდი უპირატესობით დაამარცხა ქვეყნის მმართველი სოციალისტური პარტია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ გამსახურდია დამნაშავედ ცნო განზრახ მკველობაში და იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარება-შენახვაში. გამსახურდიას მომხრეებმა განაჩენი გააპროტესტეს და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
9 აპრილი
მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 65 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის დედაქალაქში იოსებ სტალინის პლაკატები გაჩნდება.
პრეზიდენტი სააკაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა. სააკაშვილი, პრეზიდენტ ობამას მიწვევით, ბირთვული უსაფრთხოების ორდღიან სამიტს დაესწრება. სამიტის მიზანი არის ქვეყნებს შორის ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად თანამშრომლობის გაღრმავება და ბირთვული იარაღის გავრცელების აღსაკვეთად ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა.
რუსულმა კომპანია გაზპრომმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთის ნაკადის მშენებლობა უკვე დაიწყო. რუსეთი აპირებს ბალტიის ზღვის გავლით მიაწოდოს ევროპას გაზი.
![]() |
3 კათოლიკური ეკლესიის კატასტროფა |
▲ზევით დაბრუნება |
არენა|რელიგია
პრესა და პაპი ღირსეულად უმკლავდებიან სკანდალს
პეგი ნუნანი/Reprinted from The Wall Street Journal (c) 2010 Dow Jones & Company. All rights reserved.
ფოტო: REUTERS ©
შოტლანდიის არქიეპისკოპოსი, კარდინალი ქით ო'ბრაიენი
ბოლო კვირების განმავლობაში, დასავლური პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა კათოლიკე ეკლესიასთან დაკავშირებული პედოფილიის ფაქტები. იანვარში, ერთ-ერთი გერმანული კათოლიკური სკოლის ყოფილმა მოსწავლეებმა სასულიერო პირები ამხილეს. ამას მოჰყვა სხვა შემთხვევების გამომზეურებაც, დაწყებული 1990-იანი წლებიდან. მათგან ყველაზე სკანდალური გამოდგა მოვლენები, რომელთაც ირლანდიის ეკლესიაში ჰქონდათ ადგილი - ირლანდიაში, 1950 წლებიდან 15 ათასამდე ბავშვი გახდა ბიწიერი მღვდლების მსხვერპლი. აღსანიშნავია, რომ ირლანდია ევროპული ქვეყნების უმრავლესობისგან გამოირჩევა რელიგიურობის მაღალი მაჩვენებლით. კათოლიკე ეკლესია იქ ტრადიციულად უმაღლესი ავტორიტეტით სარგებლობს.
როცა პიროვნება ძლიერი და საპატიო ინსტიტუტის ნაწილად მოიაზრებს თავს, საინტერესო რამ ხდება. იგი ამ ინსტიტუტს უძლეველად მიიჩნევს - ფიქრობს, რომ მას ვერაფერი ვნებს; რომ რაღაც დიდის, მძლავრის, ამაყის ნაწილია, რომელსაც ყველა შეტევის არეკვლა შეუძლია. მას არ სჭირდება დაცვა, ის ხომ ასეთი ღონიერია, მან ხომ ამდენ ხანს გაძლო.
ამგვარად, პიროვნება თვითონ ვნებს ამ ინსტიტუტს. იგივე მოხდა ათი წლის წინ ვოლ სტრიტზე. ისინი, ვინც ამბობდნენ რომ უყვარდათ, რასაც ვოლ სტრიტი განასახიერებდა, რასაც გამოხატავდა ამერიკულ ცხოვრებაში, უნებურად, თავად იქცნენ ჯალათებად; ვოლ სტრიტი ნაწილებად გახლიჩეს. მათ უყვარდათ ვოლ სტრიტი და მოკლეს იგი. იგივე მოსდით ვაშინგტონელ კანონმდებლებს, რომლებიც მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანას შეაბერდნენ. მათ თავებამდე ხომ ვერა და ვერ დავიდა, რომ ეს ნაბიჯები - განსაკუთრებით ხარჯების სფეროში - არა უბრალოდ ვნებს ამერიკას, არამედ მარხავს მას.
იგივე მოხდა კათოლიკე ეკლესიაშიც. ასობით მღვდელი და ეპისკოპოსი ფიქრობდა, რომ მათ ნებისმიერი რამ შეეძლოთ, ნებისმიერი სიმძიმის დარტყმის მიყენება ეკლესიისთვის და ამით არაფერი შეიცვლებოდა. „და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ეს მათეს სახარებაა 16:18, რა თქმა უნდა, ქრისტეს დაპირება თავისი ეკლესიისადმი. კათოლიკეები ბოლო დროს ხშირად იმეორებდნენ ამ სიტყვებს, რადგან მათი - ჩვენი - ყურადღება სკანდალური ამბების უკანასკნელმა რაუნდმა მიიპყრო. „მოხუცი ეკლესია გადარჩება“ - როგორც ჩანს, ჩვენ ეკლესიის მეთაურებზე მკაფიოდ ვხედავთ ზარალს, რაც სკანდალმა გამოიწვია.
ზარალი, სულ ცოტა, ერთ თაობას შეეხო. ეს ნამდვილი კატასტროფაა, რომელიც პირველად საზოგადოებისთვის აშშ-ში გაცხადდა, ახლა კი - ევროპაში. შეირყა ეკლესიის მდგომარეობა, რეპუტაცია და ავტორიტეტი.
ამერიკაშიც და ევროპაშიც სკანდალი პრესამ გამოთხარა და გათქვა. ეკლესიის მეთაურები აღშფოთდნენ, ამ კვირაში ისინი ჟურნალისტებს ამხელდნენ „ჭორების“ გავრცელებისთვის, „საიერიშო მდგომარეობის“ მიღებისთვის, „წინასწარ შეგონებისთვის“.
ისინი არ არიან მართლები, ან რამდენადაც მართლები არიან, იმდენად - შეუსაბამონი. ყველანაირი ადამიანი და ყველანაირი მოტივი არსებობს, მაგრამ ფაქტია - აშშ-ს ჟურნალისტური ისტაბლიშმენტი კათოლიკე ეკლესიის საუკეთესო მეგობარი იყო ამ საკითხში. ნება მიბოძეთ, გავიმეორო: პრესა კათოლიკე ეკლესიის საუკეთესო მეგობარი იყო სკანდალის დროს, რადგან მან გაამჟღავნა ამბავი და აიძულა ეკლესიას თვალი გაესწორებინა მისთვის. პრესამ აიძულა ეკლესიას მომხდარი ეღიარებინა, დაპირისპირებოდა მას და ეცადა დანაშაული გამოესყიდა. პრესამ ისინი აიძულა მოენანიებინათ. პრესამ აიძულა ეკლესია შეეცვალა ძველი რეჟიმი და დაეწყო მორიგება დამძრახავებთან. ეკლესია, ნაცვლად j'accuse-ისა, უნდა ამბობდეს - გმადლობთ.
ამ იძულების გარეშე, 2002 წელს, ბოსტონ გლოუბ სპოტლაიტის ჟურნალისტური გამოძიების (რომელმაც მხოლოდ ერთ შტატში, მასაჩუსეტში გამოავლინა სექსუალური შერყვნის გასაოცარი რაოდენობა) გარეშე, ეკლესია განაგრძობდა იმას, რასაც აკეთებდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში: აარიდებდა თვალს, გაჩუმდებოდა, მოქრთამავდა, გადაიყვანდა.
ფაქტობრივად, პრესამ დაიგვიანა. მედია ლამის ძალით მიიყვანეს ამბამდე. ამბავი კი იქ იყო, სულ ცოტა 1990-იანებიდან, მაგრამ სამაუწყებლო გადაცემებს და დიდ გაზეთებს ფხა არ ჰყოფნიდათ. გავიდოდა თვეები ან წლები საანგარიშო მოხსენებამდე, დაიხარჯებოდა დიდძალი შრომა, დრო და ფული - სასამართლო ჩანაწერების უსასრულო ჩიჩქნა, მსხვერპლთა და დამნაშავეთა მოძებნა, მათი ალაპარაკება, ვისაც ლაპარაკზე ლაპარაკიც არ სურს. ბოლოს და ბოლოს ანგარიშსწორება: ეკლესიისაგან უწმინდურად შერაცხვა, ეკლესიური ადამიანებისგან კრიტიკა, რამდენიმე მილიონი კათოლიკეს ბოიკოტი. არავის უნდოდა ამაზე წასვლა. ირონიულია ის, რომ მედიის არაკათოლიკე წარმომადგენლები, ჩემი დაკვირვებით, მეტად ფრთხილობდნენ, არ უნდოდათ საკითხის გამოკვლევა, რადგან ერიდებოდნენ „კათოლიკეთმოძულის” იარლიყს.
ირონიულია, აბა რა, ჟურნალისტები არ დაადგნენ დანაშაულის კვალს, რადგან მათ არ მოსწონდათ კათოლიკე ეკლესია. ისინი ვერ აღიქვამდნენ ამ ამბავს ამბად. ფიქრობდნენ, რომ ეკლესია ყოველთვის ასე მოქმედებდა. მათ ეს სკანდალად ვერ მიიღეს. არ იცოდნენ, რომ ეს სიახლე იყო.
ბოსტონ გლოუბმა გაარღვია კაშხალი, დამსახურებულად მოიგო რა პულიცერის ჯილდო, საზოგადოებისათვის გაწეული სამსახურისთვის.
ჯვარცმა ვენის კათოლიკურ ეკლესიაში
პეგი ნუნანი - The Wall Street Journal-ის მიმომხილველი, ამერიკის პოლიტიკის, ისტორიისა და კულტურისთვის მიძღვნილი შვიდი ბესტსელერი წიგნის ავტორი.
1984-1986 წლებში ნუნანი პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მრჩეველი იყო, 1988 წელს კი - ვიცე-პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მთავარი სპიჩრაითერი მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დროს. 1989 წელს ნუნანმა დატოვა ვაშინგტონი და მშობლიურ ნიუ იორკში დაბრუნდა. ამჟამად ნუნანი მანჰეტენის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს წევრია. მისი ბოლო წიგნი „იოანე პავლე დიდი: სულიერი მამის გახსენება“ 2005 წლის ნოემბერში გამოვიდა.
ზოგი ყველაფერს პაპ ბენედიქტე XVI-ს აბრალებს. თუმცა, იოზეფ რაცინგერი არის ადამიანი, ვინც ხუთი წლის წინ, წითელ პარასკევს, პაპად არჩევამდე რამდენიმე კვირით ადრე ალაპარაკდა ეკლესიაში გარყვნილების შემთხვევებზე. დღეების შემდეგ, გაზეთ ლა სტამპას ცნობით, რომის ქუჩებში ჯერ კიდევ კარდინალი რაცინგერი გადაეყარა კურიის მონსინიორს, რომელმაც იგი გაკიცხა ამ სიტყვებისთვის. კარდინალმა კი უპასუხა:
„თქვენ გუშინ არ დაბადებულხართ, მშვენივრად გესმით რაზეც ვისაუბრე, იცით, ვინც ვიგულისხმე. ჩვენ, მღვდლები. ჩვენ, მღვდლები!” ყველაზე სარწმუნო კომენტარი სკანდალში პაპ ბენედიქტეს როლზე ეკუთვნის ჯონ ალენს ყოველკვირეულ გაზეთ National Catholic Reporter-იდან. ალენის თქმით, როცა ბენედიქტე კრიზისის არსს ჩაწვდა - 2003-ში - მან ჯეროვანი ყურადღება მიაპყრო ამ საკითხს, პირველად ეკლესიის ისტორიაში.
რაც შეეხება მის წინამორბედს, იოანე პავლე დიდს, ვისაც მივუძღვენი წიგნი, რომელშიც ზოგიერთ სკანდალსაც შევეხე (მე ავბედითი 2003 წელი მასაჩუსეტსის გადაყენებულ წინამძღვრებს შორის სირბილში გავლიე), ვფიქრობ, მისთვის ეს სკანდალები წარმოუდგენელი იქნებოდა. არ ვაჭარბებ, წარმოუდგენელი. იოანე პავლე მეორე იმ დროში და იმ ადგილზე გაიზარდა (პოლონეთი 1930-იან, 40-იან და 50-იან წლებში), სადაც მღვდლებად მხოლოდ გმირები მსახურობდნენ. ისინი დიადი ადამიანები იყვნენ; ისინი იტანჯებოდნენ. იოანე პავლე მეორემ ნახა როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ეკლესიას ჯერ ნაცისტები, შემდეგ კი კომუნისტები. ეს ბოროტმოქმედები ასე იქცეოდნენ, რადგან მათ პირისპირ იდგა ვეებერთელა ძალა - კათოლიკე ეკლესია. ასეთ ატმოსფეროში გამოჭედილი იოანე პავლეს გონება, გული და სული, ბრალმდებლებს ალბათ ცილისმწამებლებად აღიქვამდა, რადგან მღვდლები ასე არ იქცევიან, ეს წარმოუდგენელია. ალბათ ფიქრობდა, რომ ასეთები უკვე უნახავს, უბრალოდ, ახლა, ნაციზმის და კომუნიზმის ნაცვლად, თანამედროვეობა და უსულო მედია ცდილობს ეკლესიის განადგურებას ტყუილებით.
მაგრამ ბრალდება ცრუ არ ყოფილა.
ამ ამბავში მსხვერპლთა სამი დიდი ჯგუფი არსებობს. პირველი და ყველაზე მკაფიო - ბავშვები, რომლებიც გარყვნეს. გულუბრყვილო ბავშვები, რომელთაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწევთ ამ ტვირთის ზიდვა. მეორე ჯგუფში პატიოსანი მღვდელ-მონაზვნები არიან, ეკლესიის დიდი მეთაურები, რომლებიც ყოველდღიურად ეხმარებიან უპოვართ, ასწავლიან ემიგრანტებს და იხსნიან სიცოცხლეებს. მესამე ჯგუფი შედგება საკურთხეველთან მდგომი კათოლიკეებისგან - ამერიკელი და ევროპელი გმირი კათოლიკეები, მამაცი სულები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რა უქნეს ეკლესიას, მაინც მისი ერთგულნი რჩებიან, ისევ მიუძღვებიან სამწყსოს და მაღლა აღუმართავთ თავიანთი რწმენის ალამი. არავინ უხდის მადლობას ამ კათოლიკეებს, არავინ მიაგებს პატივს მათ მოთმინებასა და ერთგულებას, ვერავინ ხედავს მათ გმირობას. მსოფლიო ფიქრობს, რომ ისინი სულელები არიან. ისინი არ არიან სულელები, რადგან ლოცვებით ინახავენ სამყაროს, ისევე, როგორც მოხუც ეკლესიას.
ბავშვები კათოლიკურ ეკლესიაში
„ბრალს ვდებ!“ (ფრანგ. „J'accuse“) — ფრანგი მწერლის ემილ ზოლას წერილი, რომელიც ყოველდღიურ გაზეთ „L'Aurore“-ში გამოქვეყნდა 1898 წლის 13 იანვარს. ღია წერილის ადრესატი იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ფელიქს ფორი. ზოლა საფრანგეთის მთავრობას ანტისემიტიზმსა და ალფრედ დრეიფუსის უკანონოდ დაპატიმრებაში ადანაშაულებდა. წერილი გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა და აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც საფრანგეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „J'accuse“ გულისხმობს ანტისემიტიზმის მხილებას ხოლო, ამ შემთხვევაში იგულისხმება ანტიკათოლიკურ განწყობაში ბრალის დადება.
![]() |
4 ოპოზიციის გაერთიანების უშედეგო მცდელობა - დუბლი 2 |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
არჩევნები
ალიანსის მეორე მცდელობა, მიეღწია ოპოზიციასთან თანხმობისთვის თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის თაობაზე, ისევ უშედეგოდ დასრულდა. ირაკლი ალასანიას აშშ-დან ჩამოსვლის შემდეგ ალიანსის შიდა კონსულტაციებით მიღებული ვერდიქტი ასეთია - ისინი დამოუკიდებლად აგრძელებენ ბრძოლას.
„ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია სალომე ზურაბიშვილის პოზიციას დაემთხვა, რომელთანაც გავაგრძელებთ კონსულტაციებს. დანარჩენ პარტიებთან კი შეთანხმება ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ალასანიამ პრესკონფერენციაზე 8 აპრილს და კონსულტაციები დასრულებულად გამოაცხადა.
ალიანსის და სალომე ზურაბიშვილის პოზიციები რომ ერთმანეთს ემთხვევა, ისედაც კარგა ხანია ცნობილია. ცხადია, ეს მოლაპარაკება ალიანსს ამის გასარკვევად არ წამოუწყია. მთავარ საკითხზე - ალასანიას მხარდაჭერის მოპოვებაზე - კი შეთანხმება არ მოხერხდა. სოზარ სუბარის თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებისას ბევრი საკითხი იყო შესათანხმებელი, თუმცა „ის ერთი და მთავარი კომპონენტი, რის გარეშეც შეთანხმება ვერ შედგებოდა, სხვადა- სხვა ძალასთან სხვადასხვა იყო“.
ოპოზიციაში შეთანხმების მიღწევის მეორე რაუნდი 3 აპრილს დაიწყო. ინიციატორი ამჯერად ალიანსელი სოზარ სუბარი იყო, რომელიც „გამარჯვების ახალ ფორმულაზე“ ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ამ წყვილმა კონსულტაციები გამართა გოგი თოფაძესთან, ზურაბ ნოღაიდელთან, ნინო ბურჯანაძესა და შალვა ნათელაშვილთან.
მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი იმის მაჩვენებელია, რომ ალასანია რეალურად აფასებს თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვების საკუთარ შანსებს, იცის, რომ ვერ მოუგებს ხელისუფლების კანდიდატს. თან სუბარის ინიციატივა დაემთხვა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის გამოქვეყნებას, რომელიც ალასანიას რეიტინგის კლებას აჩვენებს.
8 აპრილის პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ წინასაარჩევნო კამპანიის ახალი ფაზის დაწყების შესახებ განაცხადა.
შეთანხმების მიღწევის ამ მეორე მცდელობით ალიანსმა კიდევ ერთხელ გაფლანგა დრო. მართალია, ამჯერად ნაკლები - ერთი კვირა. პირველმა მცდელობამ - ალასანიას სათებერვლო მანევრმა, ორი კვირა წაიღო. დროის თვალსაზრისით, პროგრესი შესამჩნევია. თუმცა, თუ პირველმა მცდელობამ მხოლოდ ალასანიას იმიჯზე იმოქმედა უარყოფითად, მეორემ, შესაძლოა, სუბარის რეიტინგიც დაწიოს. ერთადერთი „დადებითი“, რაც ამ რაუნდმა მოიტანა, ის იყო, რომ სუბარსა და გაჩეჩილაძეს მედიის ყურადღება არ მოჰკლებიათ.
მაშინ, როდესაც სუბარ- გაჩეჩილაძის ტანდემი „გამარჯვების ფორმულის” ძიებაში იყო, ძიძიგური და დავითაშვილი ერთმანეთს შორის საუკეთესოს გამოვლენით იყვნენ დაკავებული ეგრეთ წოდებული სოციოლოგიური გამოკითხვის გზით. ეს გამოკითხვა კარდაკარის პრინციპით სამი დღე ტარდებოდა. შედეგად გაიმარჯვა ძიძიგურმა. ეროვნულმა საბჭომ ის თბილისის მერობის, ხოლო დავითაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა.
ლევან გაჩეჩილაძე მის პოტენციურ ამომრჩევლებს (და, სავარაუდოდ, ოპოზიციურ სპექტრს) კვლავ „სასპენსის” ანუ დაძაბული მოლოდინის რეჟიმში ამყოფებს. თუმცა, სოზარ სუბარისთვის გაჩეჩილაძის გადაწყვეტილება ცნობილია. 8 აპრილს მან თქვა, რომ გაჩეჩილაძის პოზიცია წინა დღეს კონსულტაციების დასრულებისთანავე იყო მისთვის ნათელი. „იგი თავის პოზიციას თავად გაახმოვანებს მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლის“ - დასძინა სუბარმა.
ამასობაში ზურაბ ნოღაიდელი მუქარის ადრესატების წრეს აფართოებს (უკვე რიგით მოქალაქეებს ემუქრება ხელების დამტვრევით) და ტონსაც ამძაფრებს (ზოგიერთ მაღალჩინოსანს სიკვდილით ემუქრება). ცდილობს ოპოზიციის დანარჩენი ნაწილის დარწმუნებას, რომ „ეროვნული საბჭოს გარეშე ოპოზიციის გამარჯვება შეუძლებელია“ და მოსკოვში მორიგი ვიზიტისთვის ემზადება.
სუბარ-გაჩეჩილაძის მცდელობამ აზრი ვერ შეაცვლევინა ბურჯანაძეს, ნათელაშვილსა და ეროვნულ ფორუმს. ისინი არჩევნებს ისევ ბოიკოტს უცხადებენ.
ადგილობრივ არჩევნებამდე თვენახევარზე ოდნავ მეტი რჩება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ სცადოს რაიმე საკითხზე შეთანხმება. თუმცა, რესპუბლიკელ დავით უსუფაშვილს იმედი აქვს, რომ ოპოზიცია ბოლოს მაინც დაუჭერს მხარს ალასანიას. „არც იმ ვარიანტს გამოვრიცხავ, რომ არჩევნების წინა დღეებში, როცა ყველა დარწმუნდება, რომ ირაკლი ალასანიაა მხოლოდ გამარჯვების მომტანი, მიიღონ გადაწყვეტილება, რათა ოპოზიციის გამარჯვება უზრუნველყონ“, - განაცხადა 8 აპრილს უსუფაშვილმა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის სულ 36-მა პარტიამ მიმართა. 20 პარტია უკვე რეგისტრირებულია.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის ბოლო ვადა 13 აპრილია.
![]() |
5 კომპიუტერული რევოლუცია სკოლებში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
განათლების რეფორმა
უნივერსალური ნოუთბუქი ქართველი მოსწავლეებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დიდი ქალაქების რამდენიმე სკოლასა და წეროვანის დასახლების სკოლაში საპილოტო პროგრამა ამოქმედდება - პირველკლასელები საჩუქრად მიიღებენ კომპიუტერს, რომელშიც 30-ზე მეტი სასწავლო პროგრამა იქნება ჩატვირთული, 2011 წლიდან კი ამ კომპიუტერს საჩუქრად უკლებლივ ყველა მოსწავლე მიიღებს. ამის შესახებ განცხადება 7 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. პროგრამისთვის უკვე გამოყოფილია 8 მილიონი ლარი. თანამედროვე ტექნოლოგიის ასათვისებლად იგეგმება მასწავლებლების გადამზადება, ერთი თვის განმავლობაში ისინი კომპიუტერში ჩატვირთულ ყველა პროგრამას შეისწავლიან. განათლების სამინისტროში თვლიან, რომ ინტერნეტის მოხმარება ბავშვების ცოდნასა და აზროვნებას უფრო განავითარებს, ბავშვებს გაუჩნდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი. მოზარდებს სკოლაში წიგნებით დამძიმებული ჩანთების ტარება აღარ მოუწევთ. გარდა ამისა, დაწყებითი კლასის ბავშვებისთვის სწავლა უფრო სახალისო და საინტერესო იქნება. განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ეს კომპიუტერები სკოლებში წიგნს არ ჩაანაცვლებს და ბავშვებს ექნებათ არჩევანი - იყიდონ წიგნი ან გამოიყენონ ეს კომპიუტერი.
სკეპტიკოსების აზრით, ამ ტექნოლოგიის ათვისება შეიძლება მასწავლებლებს უფრო გაუჭირდეთ, ვიდრე ბავშვებს. სერიოზულ პრობლემას წააწყდებიან წიგნის გამომცემლები, რომელთა პროდუქციას სასკოლო ლეპტოპის სახით კონკურენტი გაუჩნდება.
პატარა მანქანა დიდი მიზნებით - ასე მოიხსენიებენ XO ლეპტოპს, რომელიც გახმაურებული პროექტის „თითო ბავშვს თითო ლეპტოპი“ (One Laptop Per Child) პროდუქტია. ის სპეციალურად განვითარებადი ქვეყნების ბავშვებისთვის შეიქმნა, ზომით საშუალო წიგნს უტოლდება, არის ძალიან გამძლე და პროგრამულად მრავალფეროვანი. კომპიუტერი გათვალისწინებულია 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
პროექტის განხორციელება 2005 წელს დაიწყო ამერიკელმა მეცნიერმა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ნიკოლას ნეგროპონტემ. თავიდანვე ლეპტოპის ფასი 100$-ით განისაზღვრა. სწორედ ამიტომ ამ პროექტს „ასდოლარიანი ლეპტოპის“ პროექტს ეძახდნენ. დაბალი ფასის ჩამოყალიბებას ისიც უწყობდა ხელს, რომ ლეპტოპს ექნებოდა უფასო პროგრამული უზრუნველყოფა ლინუქსის ბაზაზე. ეს ლეპტოპი არ იყიდება მაღაზიაში, საცალო ვაჭრობისთვის არ არის გამიზნული. მას მხოლოდ ქვეყნის მთავრობები ყიდულობენ დიდი რაოდენობით. ბოლო 24 თვის განმავლობაში მსოფლიოს 31 ქვეყნის ბავშვებმა მიიღეს 1 მილიონამდე XO ლეპტოპი.
XO ლეპტოპი არ არის ერთადერთი სასწავლო დანიშნულების კომპიუტერი ბაზარზე, მას კონკურენციას უწევს ფირმა Intel-ი. Intel-ს აქვს უფრო მძლავრი პროცესორი და უკეთესი პროგრამული უზრუნველყოფა, მაგრამ XO ლეპტოპში ჩამონტაჟებულია ვიდეოკამერა, უფრო გამძლე ელემენტები და ინოვაციური კვების წყარო. აქვს მაღალი გარჩევადობის ისეთი დისპლეი, რომელზეც ტექსტი ერთნაირად კარგად იკითხება დღის მკაფიო შუქზეც და ნათურის განათებაზეც. XO ლეპტოპი ასევე გაცილებით იაფია, რაც მას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
დაბალი ფასით ლეპტოპი კონკურენციას გაუწევს სასკოლო წიგნებსაც. ერთი წლის სასკოლო წიგნების შეძენა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს საშუალოდ 100-დან 150 ლარამდე უჯდებათ. ლეპტოპის გამოყენება კი რამდენიმე წლის განმავლობაში არის შესაძლებელი.
„პატარაა და საყვარელი“ - ეს ჯერჯერობით ერთადერთი რეაქციაა, რაც ბავშვებს ამ კომპიუტერის დანახვაზე უჩნდებათ. საქართველოს პრეზიდენტი კი იმედოვნებს, რომ ეს ნოვაცია საქართველოში „კომპიუტერულ რევოლუციას“ მოახდენს.
![]() |
6 ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
მშვიდობისმყოფელები
აპრილს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში გაცილების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. 750 ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში ორ კვირაში გაემგზავრება. საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო რეგიონში, ჰელმანდში, ამერიკულ კონტინგენტთან ერთად იმსახურებს. ქართველმა ჯარისკაცებმა წვრთნა ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ საქართველოში, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად გაიარეს. ისინი, როტაციის პრინციპით, 6 თვეში ერთხელ შეიცვლებიან.
6 აპრილს აშშ- ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაურეკა და ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი „მნიშვნელოვანი წვლილისთვის“ მადლობა გადაუხადა.
ამ წვლილზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმაც ბრიუსელში, 25 მარტს, ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ქართული კონტინგენტი ყველაზე დიდია საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ნატოს ძალებში. „ჩვენ მცირერიცხოვანი პროფესიული არმია გვყავს და ათასი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა ავღანეთის ყველაზე მგრძნობიარე და რთულ რეგიონებში ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან იქვე დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან „მთელი ქართული საზოგადოება“ დგას.
ქართველები ავღანურ ოპერაციებში 2004 წლიდან მონაწილეობენ. მაშინ ქართულმა ოცეულმა ბრიტანული ბატალიონის შემადგენლობაში იმსახურა. 2009 წლის შემოდგომაზე კი პირველი ქართული ასეული და ორი მეკავშირე ოფიცერი გაიგზავნა ავღანეთში. ჯარისკაცები ფრანგულ ზონაში მსახურობენ. ფრანგები კაპისას რეგიონში გზებს იცავენ, სამხედრო მომსახურებას უწევენ ადგილობრივებს და ავღანეთის ეროვნულ არმიას წვრთნიან. ორი მეკავშირე ოფიცერი კი თურქული კონტინგენტის შემადგენლობაში იმყოფება. ამჟამად ავღანეთში სულ 175 ქართველი სამხედროა.
საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების სიაშიც, რომლებიც წელს სპეციალურ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ ავღანეთის სამშვიდობო მისიისთვის წვრთნისა და აღჭურვის გასაუმჯობესებლად. ეს სია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს 22 მარტს წარუდგინა. თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა 22 მარტის წერილში კონგრესს აცნობა, რომ მიმდინარე წელს აშშ ამ ქვეყნებში 10 პროგრამას დააფინანსებს. პროგრამების განსახორციელებლად 350 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.
ფოტო:
თომას დვორჟაკი MAGNUM ©
პატრულირება ქაბულის გარეუბანში
საქართველოს კიდევ ერთი წვლილი ამ სამშვიდობო ოპერაციაში ტვირთის ჩვენი ქვეყნის გავლით ჩატანაა ავღანეთში. ამაზე საქართველო და ნატო 2005 წლის მარტში შეთანხმდნენ. თუმცა, ეს ტვირთი არასამხედრო დანიშნულებისაა. ამჟამად იმ არასამხედრო დანიშნულების ტვირთის 70%25, რაც არ გადის პაკისტანის ტერიტორიაზე, საქართველოდან მიეწოდება ნატოს ჯარებს ავღანეთში.
იქიდან გამომდინარე, რომ პაკისტანში თალიბების თავდასხმების გამო ტვირთს საფრთხე ექმნება, ამერიკის მთავრობა ალტერნატიულ გზებს ეძებს. ერთ- ერთი ასეთი ალტერნატივა ჩრდილოეთის გზაა. ყაზახეთი იყო ბოლო ქვეყანა, რომელიც ამ ხაზს შეუერთდა. მანამდე ხელშეკრულება გაფორმდა რუსეთთან, უკრაინასთან და უზბეკეთთან
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ შესთავაზა ნატოს ჩვენს ქვეყანაზე გამავალი ტვირთის გაფართოება. აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენლმა ავღანეთსა და პაკისტანში, რიჩარდ ჰოლბრუკმა თებერვალში საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ ეს საკმაოდ რთული საორგანიზაციო საკითხია, რომლის შესწავლაც უკვე დაწყებულია.
საფრანგეთის საელჩოს სამხედრო ატაშე ჟან-ლუკ თეუსმა, რომელიც ნატოს საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობს, გასულ თვეს ილიას უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, რომ საქართველოზე გამავალი ტვირთის ოდენობის გაზრდა რეალურია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მიწოდების ჩრდილოეთი გზა არ არის პაკისტანზე გამავალი ორი ძირითადი გზის ალტერნატივა. გარდა ამისა, საქართველოზე გამავალი გზა მოსახერხებელია ავღანეთამდე ტვირთის ჩასატანად. ამასთან, თეუსმაც აღნიშნა, რომ ეს, ტექნიკური თვალსაზრისით, რთული საკითხია და ფრთხილი შესწავლა სჭირდება.
ავღანეთი არ არის პირველი საერთაშორისო ოპერაცია, რომელშიც ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობენ. 1999 წელს ქართულ სამშვიდობო ოცეულს კოსოვოში ეთნიკური უმცირესობის - ადგილობრივი თურქების უსაფრთხოების დაცვა დაევალა. ქართულმა კონტინგენტმა კოსოვო 2008 წლის აპრილში დატოვა. ამ ოპერაციებში სულ 2259 ქართველი მონაწილეობდა.
მეორე მისია ქართველმა ჯარისკაცებმა ერაყში შეასრულეს. ამ ქვეყანაში ქართულმა კონტინგენტმა 2007 წლისთვის 2000 კაცს მიაღწია. აქ სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. 2008 წლის ნოემბერში ბოლო ქართულმა კონტინგენტმა დატოვა ერაყი.
გიორგობა ავღანეთში
ავღანეთი უკვე მესამე საერთაშორისო ოპერაციაა ქართველი ჯარისკაცებისათვის.
![]() |
7 როგორ თამაშობს რუსეთის მთავარი ფიგურა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ინტერვიუ
მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონი ჭადრაკში დღეს რუსეთის პოლიტიკურ დაფაზე თამაშობს გამარჯვებისთვის. „გაერთიანებული სახალხო ფრონტის” დამფუძნებელი, მოძრაობა „სოლიდარობის” პრეზიდიუმის წევრი, ოპოზიციური პარტიების კოალიციის „სხვა რუსეთის” ერთ-ერთი დამაარსებელი, გარი კასპაროვი, რუსეთის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარდგენილი იყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად, მაგრამ რუსეთის საარჩევნო კომისიამ არ დაარეგისტრირა.
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონი
გარი კასპაროვი
რუსმა ოპოზიციონერებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს მიმართვა და მოსახლეობას პუტინის გადადგომის აუცილებლობა აუწყეს. დღეისთვის 27 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა. რა მიზანი აქვს კამპანიას?
მიზანია, შევიტყოთ საზოგადოების განწყობა. ასეთი მიმართვა ერთადერთი გზაა, როცა არ გაქვს თავისუფალი ტელევიზია და არჩევნები. პუტინის რეჟიმი ხლეჩს საზოგადოებას. დღეს ყალიბდება ადამიანთა წრე, რომელიც არ იღებს ამ რეჟიმს და მას კორუმპირებულად და დამნაშავედ მიიჩნევს. დაიწყო დისკუსია პუტინისა და პუტინიზმის როლზე. ხალხი გაწბილებულია, არ სჯერათ, რომ ხელისუფლებას შეუძლია მათ რამე რეალური გაუკეთოს. უკმაყოფილება ეძებს გამოსავალს. ვიღაცა კომპარტიას აძლევს ხმას, რომ „ედინაია როსიამ“ არ გაიმარჯვოს, ვიღაცა ინტერნეტში აწერს ხელს ამ წერილს. ეს არ არის „ოტტეპელი“ (პოლიტიკური დათბობა), მაგრამ ყინულმა დნობა უკვე დაიწყო.
რამდენად რეალურია რუსეთში გავლენიანი დემოკრატიული პოლიტიკური ძალის მოსვლა?
ამას სჭირდება არჩევნები და ნორმალურად მომუშავე პარლამენტი. სჭირდება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა შეთანხმება ერთობლივად ებრძოლონ რეჟიმს. ნაციონალისტურ ორგანიზაციებთან და მემარცხენე ჯგუფებთან ერთად უნდა მოხერხდეს თამაშის საერთო წესების დადგენა. სწორ გზაზე ჩვენი წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ ვმუშაობთ ყველასთან, რადგან ეს სახალხო ფრონტის კლასიკური კონცეფციაა. ჩილეშიც იმუშავა ამან, როდესაც ქრისტიან-დემოკრატები გაერთიანდნენ სოციალისტებთან და კომუნისტებთან პინოჩეტის წინააღმდეგ. ან გავიხსენოთ ჩეხეთის „ქარტია 77“, სადაც თავმოყრილი იყო ყველა - მონარქისტებიდან ლიბერალებამდე. ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლა მოითხოვს იდეოლოგიურ ტოლერანტობას.
რა გზა გესახებათ ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემის გადასაჭრელად?
ეს გადაუწყვეტელ პრობლემად მოჩანს. ერთის მხრივ არის მოსაზრება, რომ ჩრდილოეთ კავაკასია სხვა სამყაროა, სადაც ადამიანები თავისი კანონებით ცხოვრობენ და არა იმით, რაც მთელ რუსეთში უნდა მოქმედებდეს. თუ მათ სურთ შარიათის კანონებით ან სხვა ადათებით იცხოვრონ, დაე, წავიდნენ. არის ასევე მოსაზრება, რომ ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემა თავად რუსეთის ბრალია, ვინაიდან იქ არის კორუფცია. მოსკოველი ჩინოვნიკებისთვის ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობა სარფიან ბიზნესად იქცა. მეორე მხრივ, არავის აქვს წარმოდგენა, თუ რა უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, დღეს რუსეთში ყველაზე საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი სამხედრო შენაერთები კადიროვის შენაერთებია ჩეჩნეთში. კადიროვის შესანახად მილიარდები იხარჯება. რა ვქნათ, ერთ დღესაც დაფინანსება რომ შეწყდეს და კადიროვმა რუსეთის დროშა ისლამის მწვანე დროშაზე გაცვალოს? პასუხები არ არსებობს, ჩრდილოეთ კავკასიის საკითხზე კონსენსუსი შეუძლებელია.
ხედავთ დღეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა პერსპექტივას? როგორ დიალოგს შეიძლება ჰქონდეს აზრი?
საქართველოსთან ომი იყო პუტინის პირადი საქმე. თავად იდეა, ელაპარაკო პუტინს, რასაც დღეს თქვენი ოპოზიციონერები აკეთებენ, არის უაზრობა, თუ ეს ეხება ტერიტორიულ მთლიანობას. თუ ქართულ ოპოზიციას დღის წესრიგში ეს საკითხი შეაქვს, ის თავს იტყუებს. სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, საქართველოს ანექსირებული ტერიტორიების საკითხს არ განიხილავენ. და არც ისაა ცხადი, მოგვარდება თუ არა პრობლემა პუტინის შემდეგ. რუსეთში ბევრია დემოკრატიულად განწყობილი ადამიანი, პუტინსა და სააკაშვილს თანაბარ პასუხისმგებლობას რომ აკისრებს. ეს აბსურდია.
ომის დეტონატორი გახდა სოჭის არჩევა ოლიმპიადისთვის. აგვისტოს ომის მიზანი იყო არა ცხინვალი, არამედ აფხაზეთი. სჭირდებოდათ გარანტია, რომ სოჭი არ იქნებოდა საზღვარზე. ჯერ ერთი, ოლიმპიური სოფელი ძალიან ახლოს არის აფხაზეთთან. ოლიმპიადის გამართვა საქართველოს საზღვართან ასე ახლოს პუტინისთვის მიუღებელი იყო. მეორეც - აფხაზეთი უნდა გახდეს სამშენებლო მოედანი, საიდანაც შემოიტანენ სამშენებლო მასალას. აფხაზეთი უნდა აქციონ სოჭის ოლიმპიადის პოლიტიკურ და მატერიალურ-ტექნიკურ პლაცდარმად.
რას ატყობთ, კრემლში ესმით, რომ საქართველო არ აპირებს დაუბრუნდეს რუსეთს?
ცოტა ხნის წინ ლეონიდ რაძიხოვსკიმ გამოთქვა საინტერესო იდეა. ის დახვეწილი, ლიბერალური, უნიჭიერესი ჟურნალისტია, მაგრამ ასრულებს კრემლის ძალიან დელიკატურ დავალებებს. ის ახმოვანებს სურკოვის (რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე) ყველაზე იდუმალ აზრებს. მისი აზრით, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობათა დალაგება შესაძლებელია, თუ ქართველი ხალხი გაითავისებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი სამუდამოდ დაიკარგა. საგულისხმოა, ეს აზრი ჩნდება ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში. თუ მან გაახმოვანა, რომ სააკაშვილისა და პუტინის არყოფნის შემთხვევაშიც კი საქართველო უნდა შეეგუოს თავისი ტერიტორიების დაკარგვას, ეს ნიშნავს ახალი კამპანიის დაწყებას, რომლის მიზანია თანდათანობით შეაჩვიონ ადამიანები ამ მიდგომას. პუტინთან ლაპარაკი შეიძლება ერთადერთი პირობით - დღევანდელი იურიდიული სტატუს- კვოს აღიარებით.
როგორ შეაფასებთ ამერიკისა და ევროპის ახალ პოლიტიკას?
ისინი სამარცხვინოდ იხევენ უკან რუსეთის წინაშე. არჩევენ იმავე დაშოშმინების პოლიტიკას, რომლითაც 70 წლის წინათ იყვნენ დაკავებულნი იმ იმედით, რომ აიცილებდნენ ჰიტლერთან კონფრონტაციას. ჰიტლერი იყენებდა ტანკებს, პუტინი იყენებს ბანკებს. უნდა ვახსენოთ მეხუთე კოლონა, რომელიც დაკავებულია პუტინის რეჟიმის ლობირებით. პრაქტიკულად, ბრიტანეთის გარდა, დასავლეთი ევროპის ბიზნეს და პოლიტიკური ელიტა იმყოფება კრემლის ზემოქმედების ქვეშ. ადამიანი ყიდულობს უმაღლესი თანამდებობის პირებს - შროდერს, მაგალითად. ბერლუსკონი მისი ბიზნესპარტნიორია, საფრანგეთი დაკავებულია რუსული ინტერესების ლობირებით, ზაპატერო და აზნარი - მიუხედავად მათ შორის განსხვავებისა, ორივე სამარცხვინოდ იქცევა პუტინთან. ამერიკაში ამის გაკეთება გაცილებით უჭირთ, თუმცა იქაც არიან: კისინჯერი, ბეიკერი - ფაქტობრივად კრემლის სამსახურში დგანან. ბევრი ჟურნალისტი ჰყავთ ბეჭდვით მედიაში, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. საქართველოსთან ომმა ეს აჩვენა.
რამდენად საშიშია ეს ვითარება თავად ევროპისთვის?
ეს კარგად არ დამთავრდება. პუტინი ხედავს, თუ რამდენად სუსტია ევროპა და როგორ მოიკიდა ფეხი იქ კორუფციამ. რუსეთის მთავარი საექსპორტო პროდუქტი არის არა ნავთობი და გაზი, არამედ კორუფცია. ევროპაში ამ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა. რუსეთის 2009 წლის ბიუჯეტის შემცირების დროს ხარჯები გაეზარდათ შსს-ს, პროკურატურას და პროპაგანდულ მედიას. Russia Today-ის დაფინანსება 100 მილიონი დოლარით გაიზარდა. პუტინი მივიდა დასკვნამდე, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ზოგჯერ დასავლეთში დამცავი მექანიზმები ირთვება - ყველაფრის გაყიდვა არ შეიძლება. ამ გამყიდველობის პიკი იყო ოლიმპიადა. სოჭი მთელი რიგი პარამეტრებით უნდა უარეყოთ: 1. კონფლიქტური ზონა, 2. ეკოლოგია, 3. ინფრასტრუქტურის არარსებობა. ერთი მიზეზიც საკმარისია, რომ არ განეხილათ. მაინც მიიღეს.
თქვენი აზრით, მოსალოდნელია ახალი ომის საქართველოს წინააღმდეგ?
რუსეთში შიდა პოლიტიკის ვითარების გაუარესების შემთხვევაში, რეჟიმი გადაერთვება ხოლმე საგარეო ავანტიურაზე. უკრაინასთან ეს გამორიცხულია. რჩება საქართველო, რათა განახორციელო ავანტიურა და მოგებული ომით ყველაფერი ჩაფარცხო. მაინც ვფიქრობ, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ომს რესურსი სჭირდება - არა მხოლოდ სამხედრო, არამედ საგარეო პოლიტიკურიც და აუცილებელია, არსებობდეს მიზანი. მიზანი მიღწეულია - აფხაზეთი და სოჭის ოლიმპიადის უზრუნველყოფა. ნებისმიერი ავანტიურა კავკასიაში პრაქტიკულად კლავს სოჭს. შესაძლებელია, მოგვიანებით, როდესაც ცხადი გახდება, რომ სოჭი ჩავარდა, დაიწყონ ავანტიურის ძებნა. თუმცა, მათ არ აქვთ ის შინაგანი ფსიქოლოგიური რესურსი, რაც ჰქონდათ ორი წლის წინ,
გეგულებათ პოლიტიკური სვლა, რითაც საქართველო რუსეთს დააშამათებს?
შამათი თუ არა, პუტინის მეფეს შეიძლება მუდმივი ქიშით ემუქრებოდე. შამათს ჩვენ თვითონ დავუსვამთ რუსეთში.
![]() |
8 ჩვენი სტერეოტიპები |
▲ზევით დაბრუნება |
კახა ბენდუქიძე|სვეტი
ეკონომიკა
ალბათ ყველა თქვენგანს მიუღია მონაწილეობა ქართველების და ქართველობის შესახებ კამათში - სადაც ერთმანეთს გადაეხვევა ყველაფერი, დაწყებული ბასკებიდან და დამთავრებული შემწვარი გოჭის უპირატესობით სუშისთან შედარებით. ახალგაზრდობაში პაპუასებმა დამაინტერესეს. საკმაოდ ბევრი წავიკითხე და დღემდე ინტერესით ვკითხულობ მათზე. მათმა დილეტანტურმა შესწავლამ დამარწმუნა პირველად ადამიანების და ეთნოსების თანაბრობაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, ალბათ. არსად გამიგია, პაპუასები ჩვენნაირად კამათობენ თუ არა ნამდვილ პაპუასობაზე ან პაპუასების უპირატესობაზე სხვა ყველა ადამიანთან შედარებით, მაგრამ, ჩანს, მაგაზე ნაფიქრი აქვთ. ერთ- ერთ ტომს, რომელიც საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, ჰქვია მარინდ-ანიმ, რაც ნიშნავს ნამდვილი ადამიანები ან, უფრო ჩვენებურად - კაცური კაცები. და გასაგებია, რომ სხვა ტომები არ არიან მარინდ-ანიმ, არ არიან კაცური კაცები. ხომ კარგად გვესმის ჩვენ ჩვენი ძმა პაპუასების?
ჩემი ამოცანა არ არის გაგაცნოთ პაპუასების კულტურა. მინდა მხოლოდ წარმოვიდგინო, როგორ მსჯელობენ ისინი კაცობაზე და პაპუასობის უზენაესობაზე. ყველაფერი დაფუძნებულია რეალურად არსებულ წეს-ჩვეულებებზე (მართალია, სხვადასხვა ტომში).
მაშ ასე, ორი პაპუასის წყნარი საუბარი:
- წარმოგიდგენია, თურმე, ეს თეთრკანიანები იმდენად არ სცემენ პატივს თავის გარდაცვლილებს, რომ გემოსაც არ უსინჯავენ.
- რას ლაპარაკობ! მშობელი რომ გარდაეცვალოს, იმასაც არ შეჭამენ?
- არა, შეჭამენ კი არა, გეუბნები, გემოსაც არ უსინჯავენ.
- ტვინსაც არ ჭამენ?!!!
პირველი: - ოოოჰ, ჩემი არ გინდა დაიჯერო, გგონიათ რომ ეგენი ნორმალურები არიან, მომისმინე - არც ტვინს, არც ღვიძლს, არც არაფერს ჭამენ!!!
- მაგათი ურჯულო დედა ვატირე, ეგ რა ველურობაა! მაგნაირი ხალხი სიცოცხლის ღირსია? სუფთა ცხოველები არიან. კაი, პროსტო უბნელი რომ მოკვდეს და არ შეჭამო, მოსულა, მაგრამ მშობლებზე უარი თქვა, რა წესია, რა ადამიანობაა?!
- მე მაგათზე წიგნი წავიკითხე, იმის შემდეგ ვერ ვიტან.
- ასეთი რა ეწერა, კი მაგრამ?
- რა და, ჯერ ეს, რაც მოვყევი, მერე თითოს თითო ცოლი ჰყავს!
- რა უცნაურია.
- ცოლის მოსაყვანად რომ მიდიან, ყვავილები მიაქვთ.
- ყვავილები? ვარიანტი არ არის, მაშაყირებ!!!
- გეუბნები, რა, სუფთა ქაჯები არიან, იმის მაგივრად, კაცი მოკლან, სასქესო ორგანოები დააჭრან და საცოლეს აჩუქონ, ყვავილები მიაქვთ.
- მართლა შემზარავია. იმედია, მერე კაცურად ცოლს კეფას სისხლის და შარდის ნარევით დაუზელენ, სიყვარული ხომ ყველას ერთნაირი უნდა გვქონდეს.
- მესმის, რომ ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ შარდით საერთოდ არაფერს არ ზელენ, არც ბებერი ნათესავის ქონით, არც სისხლით. ამიტომ საზარლად სუნი ასდით.
- ეს რაღაც გოიმობის ჩემპიონატი ყოფილა, რა ცხოვრება აქვთ, რად უნდათ ეგეთი ცხოვრება, რა სიამოვნებაა. საჭმელად, ალბათ, რამე სისაზიზღრეს ჭამენ, ვერც კი წარმომიდგენია, იმდენად უცნაურად ცხოვრობენ, რა უნდა ჭამონ.
- ჭამენ შემწვარ გოჭებს, ქათმებს, თევზებს.
- კიდევ კარგი, რაღაც ადამიანური ჰქონიათ. მაინც ჩვენებური შემწვარი გოჭის გემო ყველგან ესმით. ჩვენებურ შემწვარ გოგოსაც სიამოვნებით მიახრამუნებენ, გასაგებია.
- მაიცა, ახლა რას გეტყვი - ადამიანის ხორცს საერთოდ არ ჭამენ!!!
- ეგ ხომ თქვი!
- არც კაცის, არც ქალის, არც ბავშვის, არც, დავუშვათ, მტერი მოკლეს, იმასაც არ ჭამენ.
- რას ამბობ! ეგეთი ხალხი, რომელსაც პირის გემო არ აქვს, უნდა გაანადგურო. როგორ შეიძლება გოგოს ხორცი არ გიყვარდეს! ჯერ რომ გამოშიგნავ, შიგნით სურნელოვან ბალახებს ჩაუფენ, ნაცარში ჩაფლავ და ზემოთ კოცონს გააჩაღებ, მეორე დღეს მიხვალ, კოცონი უკვე ჩამქრალია, ამოიღებ ამ თოთო ხორცს და შეჭამ - ვისაც ამის გემო არ ესმის - კაცი არ არის!
- გეუბნები, არ არიან ადამიანები, მაგათი ჯიში და ჯილაგი უნდა გაწყდეს, ველურები არიან, კაცობა არ ესმით, ნათესაობა არ ესმით, ჭამა არ ესმით!
- ნათესაობა არ ესმით? აი, ჩვენთან რომ ნათესავი მოგიკვდება, თითის ერთი ფალანგა უნდა მოიჭრა. მეორე მოგიკვდება
- მეორე ფალანგა და ასე შემდეგ. ამას ხომ აკეთებენ? რაღაც ადამიანური ხომ შერჩათ? - ეეჰ, შენ მაინც დაბრადუშნი ტიპი ხარ, გინდა რამე კარგი იპოვო მათში
- არა, ამასაც არ აკეთებენ. ზოგიერთ, უფრო ცივილიზებულ ტომში, ყვირიან და სახეს იკაწრავენ, მაგრამ უმრავლესობა არაფერს შვება.
- იცი რა? ჯერ მიკვირდა, მერე მეზიზღებოდნენ, ახლა კი მეცოდებიან. ასე, კაცობა, პირის გემო, სიყვარული, ოჯახი დაკარგო
- მართლა ძალიან საცოდავი ხარ. აი, ასე, ჩემო ძვირფასებო, ახლა შეგიძლიათ მოქმედების ადგილი სხვაგან გადაიტანოთ, იქნებ, ახალი რამ დაინახოთ ან ძველზე აზრი შეგეცვალოთ.
![]() |
9 გადასახადის გაზრდამ ინტერნეტმოვაჭრეები დააზარალა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელ-კომერცია
საქართველოში ინტერნეტ-შოფინგის მოყვარულებს 2009 წლის 10 აგვისტოდან ახალი საბაჟო წესი ეხებათ: განბაჟებას, ახლა უკვე 1500 ლარის ნაცვლად, 300 ლარზე მეტი ღირებულების საფოსტო გზავნილი ექვემდებარება.
საბაჟო და საგადასახადო კოდექსების ლიბერალიზაციის შედეგად, 2007 წლის ბოლოს ინტერნეტით შეძენილი ნივთის დაბეგვრის ზღვარი 300 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდა. ცვლილების მიზანი მაშინ საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება იყო.
ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ლიბერალიზაციით მოქალაქეებმა ბოროტად ისარგებლეს და ინტერნეტით პროდუქციის გამოწერა კერძო ბიზნესად აქციეს: 1500 ლარის ფარგლებში იწერდნენ სხვადასხვა პროდუქციას, არ იბეგრებოდნენ და შემდეგ საქონელს, ადგილობრივ ბაზართან შედარებით, ნაკლებ ფასში ყიდდნენ, რითაც დარეგისტრირებულ კეთილსინდისიერ გადამხდელებს არათანაბარ პირობებში აყენებდნენ. ამიტომ შარშან დაბეგვრის ზღვარმა ისევ დაიწია და საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 300 ლარზე მეტი ღირებულების ტვირთი 18%25 დღგ-თი დაიბეგრა
ინტერნეტით შეძენილი პროდუქცია იბეგრება ევროკავშირშიც. 22 ევროზე მეტი ღირებულების პროდუქტზე დღგ-ს გადასახადი ვრცელდება, რომელიც, ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით, 15-დან 25%25-მდე მერყეობს.
ამერიკაში ინტერნეტით პროდუქციის შეძენაზე გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება. ამერიკა ელექტრონული ბიზნესის მხრივ მსოფლიო ლიდერია.
ექსპერტები დაბეგვრის ზღვრის 300 ლარამდე დაწევის მოტივაციად ბიუჯეტის შევსებას ასახელებენ. ეკონომისტ დავით ნარმანიას თქმით, სამინისტრომ ზღვარი იმიტომ დაწია, რომ ინტერნეტ-ვაჭრობის მოცულობის ზრდის პირობებში, ინტერნეტ-შესყიდვების დაბეგვრით მეტი შემოსავლის მიღების შანსი გაუჩნდა.
მეორე მხრივ, დაბეგვრის ზღვრის 1500 ლარიდან 300 ლარამდე დაწევის ეფექტი სახელმწიფოს ამ დრომდე შეფასებული არ აქვს: ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ შარშანდელი მონაცემები ჯერ არ დამუშავებულა და გაანალიზებულა.
სახელმწიფოს გარდა, ინტერნეტით პროდუქციის გამოწერის პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ - გადამზიდავმა, ინტერნეტ-მაღაზიამ და მომხმარებელმა - დაბეგვრის ზღვრის 1500 ლარიდან 300 ლარამდე დაწევის შედეგები უკვე შეაფასა და გააანალიზა.
დაბეგვრის ზღვრის 300 ლარამდე შემცირებით, ყველაზე მეტად ზარალდება საქართველოში არსებული იმ ტიპის ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს: პროდუქციასაც თვითონ უკვეთავს და საბაჟოსთან ურთიერთობებსაც თვითონ აგვარებს.
ქართული ინტერნეტ-მაღაზიის www.isell.ge-ს წარმომადგენელი ალექსანდრე ღლონტი ამბობს, რომ დაბეგვრის ზღვრის დაწევამ ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედა.
საქართველოში დარეგისტრირებულ ინტერნეტ-მაღაზიებს შეკვეთილი საქონელი მეტწილად ევროპის ქვეყნებიდან, აშშ- დან და ჩინეთიდან ჩამოაქვთ. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, ინტერნეტ-მაღაზიებისა და გადამზიდავების დაკვირვებით, ყველაზე ხშირად მომხმარებელი ინტერნეტით ტანსაცმელს და ფეხსაცმელს იწერს. მეორე ადგილზეა საიუველირო ნაწარმი, მესამეზე - მანქანის ნაწილები. გადახდის ფორმას მომხმარებელი თავად ირჩევს - ნაღდი ფულით ან საბანკო გადარიცხვით.
მომხმარებლები ადგილობრივ ინტერნეტ- მაღაზიებს უცხოურებს არჩევენ, თანაც ისეთებს, რომლებსაც საქართველოში პროდუქციის ჩამოტანის დამოუკიდებელი სერვისი აქვთ. მომხმარებელი შეკვეთილი საქონლის საფასურს იხდის თავისი საბანკო ანგარიშიდან. საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას საშუალოდ ორი-სამი დღე სჭირდება. მომხმარებელი სასურველ ნივთს საშუალოდ 2-3 კვირაში იღებს.
შეძენილი ნივთი, საქართველოს ბაზართან შედარებით, იაფი ჯდება. მაგალითად, საცურაო კოსტიუმი, რომელიც, victoriassecret.com-იდან გამოწერის შემთხვევაში, ქართველ მომხმარებელს 30 დოლარი უჯდება, ქართულ მაღაზიებში, სულ მცირე, 80 დოლარის ექვივალენტი ღირს.
თუმცა, ზოგიერთი უცხოური ინტერნეტ-მაღაზიიდან შეძენილი საქონელი საქართველოში არ ჩამოდის, რადგან ამ მაღაზიების პოტენციური კლიენტი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო მითითებული არ არის. ამ შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კერძო გადამზიდავებს, რომელთა მომსახურება ძვირი, საშუალოდ, შესყიდული ნივთის ორმაგი ღირებულება ჯდება.
ამ ტიპის ფირმებს დაბეგვრის ზღვრის 300 ლარამდე დაწევა ყველაზე ნაკლებად შეეხო, რადგან საბაჟოსთან ანგარიშსწორება კლიენტის საქმეა. კომპანია ონლაინ ექსპრესის წარმომადგენელი კახა შუბითიძე ამბობს, რომ თვეში დაახლოებით 800-1000 მომხმარებელს ემსახურება: „ბოლო პერიოდში მომხმარებელი იწერს ცოტას, მაგრამ ხშირად“.
ამ ტენდენციას მომხმარებლებიც ადასტურებენ. ინტერნეტ-მაღაზიების ხშირი კლიენტი სოფო ქევანიშვილი ამბობს, რომ საბაჟოსთან ურთიერთობა არ უნდა, ამიტომ ცდილობს, ერთ შესყიდვაზე 300-ლარიან ლიმიტს არ ასცდეს.
ყველაზე ხშირად მომხმარებელი ინტერნეტით ტანსაცმელს და ფეხსაცმელს იწერს. მეორე ადგილზეა საიუველირო ნაწარმი, მესამეზე - მანქანის ნაწილები.
დაბეგვრას სხვა გზითაც იცილებენ თავიდან: მომხმარებლები, გადამზიდავები და ინტერნეტმაღაზიები შეკვეთილი პროდუქციის რაოდენობას რამდენიმე ადამიანზე ან ანგარიშზე ანაწილებენ, რათა თითოსთვის შეკვეთილი პროდუქცია 300 ლარს არ აღემატებოდეს.
ამდენად, კანონისთვის გვერდის ავლა კანონიერი გზითვე ხერხდება: მთავარი შედეგი, რასაც სახელმწიფო დაბეგვრის ზღვრის დაწევით მიიღებს, გაზრდილი საგადასახადო ტვირთი და, პერსპექტივაში, მსოფლიო ბიზნესრეიტინგებში გაუარესებული პოზიციები იქნება.
![]() |
10 რომელ გზას მივყავართ კეთილდღეობამდე |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ევროპა vs ამერიკა
ევროკავშირისა და აშშ-ს ეკონომიკური მოდელები განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება. ევროპული ეკონომიკური მოდელი სოციალურად ორიენტირებულია, ხოლო ამერიკული - უფრო ლიბერალური.
ევროკავშირისა და აშშ-ს ეკონომიკური გზების შედარება მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს, თუ რომელი მათგანია მეტად წარმატებული.
შედარება შესაძლებელია რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ). მშპ-ს სიდიდით აშშ დიდი ხანია უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას. 2009 წლის მონაცემებით, აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტი 14,2 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ევროკავშირში გერმანიაა პირველ ადგილზე, 3,2-ტრილიონდოლარიანი მაჩვენებლით. გერმანიას მოსდევენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი - 2,6 და 2,1 ტრილიონი დოლარით.
ამასთან, აშშ-ს ეკონომიკის ზრდის ტემპიც აღემატება ევროპული ქვეყნებისას. მაგალითად, მისი მშპ-ს ზრდის ტემპი რეცესიის პერიოდში 1-2%25 იყო. ეს მაჩვენებელი გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის ეკონომიკების წარმატების პერიოდისას უტოლდება.
აშშ-ში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 42,5 ათასი დოლარია, ხოლო ევროკავშირში - 30 ათასი დოლარი. თუ აშშ-ს მაჩვენებელს შევადარებთ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებისას, უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ით აშშ უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას, გარდა ლუქსემბურგისა (118,5 ათასი აშშ დოლარი). თუმცა, ლუქსემბურგის შემთხვევაში ანგარიშგასაწევია მისი მოსახლეობის მცირერიცხოვნება და არა ეკონომიკის სიძლიერე. აშშ-ს მაჩვენებელთან ახლოს არიან ირლანდია (41,5 ათასი დოლარი) და ნიდერლანდები (41 ათასი აშშ დოლარი). მათ მოსდევს დანია (37 ათასი აშშ დოლარი) და შვედეთი (37 ათასი აშშ დოლარი).
ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს იმიგრაციისა და შობადობის კოეფიციენტი. რაც უფრო დიდია ეს ორი მაჩვენებელი, მით უფრო სწრაფად იზრდება მოსახლეობა და, შესაბამისად, მცირდება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ხვედრითი წილი. აშშ-ს მოსახლეობა მუდმივად იზრდება მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნებში შობადობისა და იმიგრაციის კოეფიციენტი ძალიან დაბალია.
საინტერესოა ევროკავშირის ქვეყნების აშშ-ს ცალკეულ შტატებთან შედარება. ამ შემთხვევაშიც აშკარაა აშშ-ს ეკონომიკის უპირატესობა. ამერიკის შტატებიდან ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს უმაღლესი მაჩვენებელი აქვს კალიფორნიას (64 ათასი დოლარი), დელავერს (59,3 ათასი დოლარი) და კონექტიკუტს (56,2 ათასი დოლარი). ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა აშშ-ს „ღარიბი' შტატებიდან მხოლოდ მისისიპის, არკანზასს და დასავლეთ ვირჯინიას უსწრებენ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ით. იტალია, საბერძნეთი, პორტუგალია და ესპანეთი მისისიპისაც კი ჩამორჩებიან. სკანდინავიის ქვეყნები ამერიკის შტატებად რომ იქცნენ, დანია, შვედეთი, ფინეთი და ნორვეგია ყველაზე მდიდარ შტატთა სიაში მოხვდებოდნენ.
ევროკავშირისა და აშშ-ს ეკონომიკებს შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ ევროკავშირის მშპ-ს ზრდა რომ განეგრძო, ხოლო აშშ 2000 წლის დონეზე გაყინულიყო, ევროპის ქვეყნებს რამდენიმე წელი დასჭირდებოდათ აშშ-ს მაჩვენებლამდე მისაღწევად. პირველი ქვეყანა, რომელიც ამ შემთხვევაში აშშ-ს დაეწეოდა, ირლანდიაა. ამისთვის ირლანდიას 5 წელი დასჭირდებოდა, შვეიცარიას - 7 წელი, დიდ ბრიტანეთს - 9 წელი, ფინეთი მხოლოდ 2020 წლისთვის მიაღწევდა აშშ-ს ნიშნულს, პორტუგალია და იტალია კი - 2022 წელს.
თუ გავითვალისწინებთ ევროპის ქვეყნების დამოკიდებულებას აშშ-ს ეკონომიკაზე, მოვლენათა ამგვარი განვითარება შეუძლებელია - თუ ამერიკის ეკონომიკა შეწყვეტს პროგრესირებას, აღარც ევროპული ეკონომიკა გაიზრდება. აშშ-ს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის ძრავაა: ევროპული პროდუქტის უმთავრეს ნაწილს ამერიკელები ყიდულობენ. თუ აშშ-ს ეკონომიკა ზრდას შეწყვეტს, ამერიკელი მომხმარებელი ვერ შეძლებს ევროპული საქონლის შეძენას.
ცხრილი 1. ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის
შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი (2000 წლის მდგომარეობით)
ცხრილი 2. ამერიკის ცალკეული შტატებისა და ევროპის
ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე
ცხრილი 3. დრო, რამდენიც დასჭირდებოდათ ევროკავშირის ქვეყნებს აშშ-ს ეკონომიკის
დონემდე მისაღწევად, ამ უკანასკნელის მშპ 2000 წლის ნიშნულზე რომ გაყინულიყო
![]() |
11 ყირგიზეთი მორიგი აჯანყება წარმატებით დასრულდა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ფოტო: REUTERS ©
რევოლუცია ბიშკეკში. ყირგიზეთი
ყირგიზეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტალასიდან აგორებული საპროტესტო ტალღა დედაქალაქ ბიშკეკსაც გადაედო, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა და საბოლოოდ, ტიტების რევოლუციიდან ხუთ წელიწადში მეორე რევოლუციით დასრულდა. დაიღუპა ასამდე, დაშავდა ათასამდე ადამიანი. დაიშალა პარლამენტი. მთავრობის წევრებმა დედაქალაქი დატოვეს. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა როზა ოტუნბაევამ დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა. რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა ოტუნბაევას, როგორც ქვეყნის მეთაურს და მისი მთავრობა ეფექტურად ცნო. ქვეყნის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა BBC-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას. მან დროებით მთავრობას შესთავაზა მოლაპარაკებების დაწყება. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ქვეყნის სამხრეთში იმყოფება, თუმცა ადგილმდებარეობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
2005 წელს ბაკიევი და ოტუნბაევა ერთად ხელმძღვანელობდნენ ტიტების რევოლუციას, რომელმაც პრეზიდენტ ასკარ აკაევის მთავრობა დაამხო. ოტუნბაევა გარკვეულ ხანს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ კი ბაკიევთან უთანხმოების გამო პოსტი დატოვა.
საპროტესტო აქციების კატალიზატორი გახდა რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე ახალი ტარიფების შემოღება, რამაც ფასების 30%25-ით ზრდა გამოიწვია. შედეგად, გაიზარდა ინფლაციაც. რუსეთსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ბოლო წლებში დაიძაბა. ყირგიზეთმა ქვეყანაში ყოფნის ვადა გაუგრძელა ამერიკულ სამხედრო ბაზას. რუსეთმა საპასუხოდ გადაიფიქრა ყირგიზეთისთვის დაახლოებით ორმილიარდიანი დახმარების გამოყოფა, რომელიც ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას უნდა მოხმარებოდა. თებერვალში ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი დანიარ უსენოვი მოსკოვში იმყოფებოდა, ვლადიმირ პუტინმა კი მასთან შეხვედრა არ ისურვა.
გასულ თვეს პრეზიდენტმა ბაკიევმა ქვეყანაში ტრადიციული დემოკრატიის დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. წარმომადგენლობითი დემოკრატიისგან განსხვავებით, ე.წ. ტრადიციული დემოკრატიის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა არჩევნებს, არამედ ყურულთაის - სახალხო/უხუცესთა კრებას - ენიჭება. ბაკიევი მმართველობითი დინასტიის შექმნას ცდილობდა. მან მაღალი თანამდებობები საკუთარ ნათესავებს ჩამოურიგა, შვილი კი ცენტრალურ საინვესტიციო სააგენტოს ჩაუყენა სათავეში.
ყირგიზეთი დიდი სახელმწიფოების ინტერესთა გადაკვეთის წერტილია. ქვეყანაში სამხედრო საჰაერო ბაზები აქვთ როგორც რუსეთს, ისე აშშ-ს. ამერიკისათვის ყირგიზეთი ავღანეთის გამოა მნიშვნელოვანი. როზა ოტუნბაევამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ აპირებს ამ ბაზის სტატუსის გადახედვას. გარდა ამისა, ყირგიზეთი ესაზღვრება ჩინეთის სინძიანის პროვინციას, სადაც მუსლიმი უიღურები ცხოვრობენ. უიღურების სეპარატისტული მოძრაობა პრობლემებს უქმნის ჩინეთს, რომელიც, თავის მხრივ, ზეწოლას ახორციელებს ყირგიზეთზე.
ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი გმობენ ძალადობას. პუტინმა უარყო ყოველგვარი კავშირი არეულობასთან. მაგრამ იმავდროულად ბაკიევი გააკრიტიკა. გაერომ ყირგიზეთში სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა.
ყირგიზეთის ახალი მთავრობა ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად რუსეთის ჯარის გამოყენებაზე საუბრობს. ყირგიზეთის კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის ჯარის მონაწილეობას საშინაო კონფლიქტებში. ყოფილ პრემიერ დანიარ უსენოვის განცხადებით, ოპოზიციურ ლიდერებს აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე პუტინთან ჰქონდათ შეხვედრა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყირგიზეთს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანას უწოდებდნენ. თუმცა, ყირგიზეთი რეგიონის უღარიბესი ქვეყანაა. მთლიანი შიდა პროდუქტის 45%25-ს შეადგენს რუსეთიდან ნათესავებისთვის გამოგზავნილი თანხა. ტიტების რევოლუციის შემდეგ ყირგიზეთში დროდადრო ხდებოდა საპროტესტო გამოსვლები, მაგრამ უკანასკნელი განსაკუთრებული ძალადობით გამოირჩევა.
![]() |
12 პუტინი და ჩავესი თანამშრომლობას აღრმავებენ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
რუსეთი და ვენესუელა
3 აპრილს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ვენესუელას ესტუმრა და პრეზიდენტ უგო ჩავესს შეხვდა. კარაკასში ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას. რუსეთის მთავრობამ ვენესუელას დახმარება აღუთქვა ატომური ენერგიის წარმოებისა და კოსმოსური ინდუსტრიის განვითარების საქმეში. შეხვედრაზე აგრეთვე მიწვეული იყო ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი.
ვლადიმერ პუტინი და უგო ჩავესი
უგო ჩავესმა პუტინის ვიზიტს „მნიშვნელოვანი დღე“ უწოდა და რუსეთის პრემიერს საჩუქრად გადასცა სიმონ ბოლივარის ხმალი. მართლაც, 1999 წელს კლინტონის ვიზიტის შემდეგ პუტინი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც ვენესუელას ეწვია.
უგო ჩავესმა პუტინის საჩუქრად გადასცა სიმონ ბოლივარის ხმალი.
„ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა ბირთვულ საკითხებში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მიზნებით... ჩვენ არ გავაკეთებთ ატომურ ბომბს,“ - თქვა ჩავესმა. ვენესუელას ენერგეტიკული პრობლემები აქვს და სწორედ ბირთვული სექტორის დახმარებით აპირებს მის გადაჭრას. ჩავესმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთთან ერთად ახალი მულტიპოლარული მსოფლიოს შესაქმნელად და დაამატა: „ჩვენ არ ვქმნით კავშირს აშშ-ს წინააღმდეგ. არ გვაინტერესებს, რას ფიქრობს ვაშინგტონი“.
აშშ-მ მრავალჯერ გამოხატა აღშფოთება რუსეთსა და ვენესუელას შორის იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, მოსკოვში დაბრუნებულმა პუტინმა განაცხადა, რომ ვენესუელასთან 5 მილიარდ დოლარიან ხელშეკრულებას გააფორმებს იარაღით ვაჭრობაზე. ხელშეკრულება 13 კომპანიაზე განაწილდება. გარდა ამისა, რუსეთის პრემიერმა ვენესუელას 2 250 რუსული ავტომობილი „ლადა“ და ოთხი MI-17ტიპის ვერტმფრენი შემატა, სანაცვლოდ კი, 600 მილიონი დოლარის ფასად, მდინარე ორინეკოს ხეობაში ნავთობის მოპოვების უფლება მიიღო.
რუსეთისა და ვენესუელის პრეზიდენტების ამბიციების მიუხედავად, მათი შესაძლებლობები სკეპტიციზმის საფუძველს იძლევა. მაგალითად, ორინოკოს ნავთობის აღმოსაჩენად და მოსაპოვებლად, სულ მცირე, 18 მილიარდი დოლარია საჭირო. ნავთობის დაბალი ფასები რუსეთსა და ვენესუელას ამხელა თანხის გამოყოფის საშუალებას არ აძლევს. პრინსტონის უნივერსიტეტში რუსეთის სპეციალისტის სტეფან კოტკინის თქმით, რუსეთს არასდროს ჰყოფნიდა სახსრები ლათინურ ამერიკასთან ხანგრძლივი ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნებისთვის.
![]() |
13 სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
თურქეთში სამხედროების დაპატიმრება გრძელდება
თურქეთში სამხედროებს აპატიმრებენ. ათობით ოფიცერს ბრალი დასდეს 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. უკანასკნელი 6 აპრილს დააპატიმრეს. თურქები შიშობენ, რომ მთავრობასა და სამხედრო ელიტას შორის დაპირისპირება უფრო გამწვავდა.
ფოტო: REUTERS ©
სასამართლოსკენ მიმავალი არმიის ოფიცერი.
სტამბული
ქემალ ათათურქის მმართველობის დროიდან, სამხედრო ელიტა თურქეთში სეკულარიზმის დამცველად ითვლებოდა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ისლამური მისწრაფების ე.წ. სამართლიანობისა და განვითარების პარტია მოვიდა, სამხედრო ელიტის გავლენამ იკლო. ქვეყნის სათავეში ყოფნის ორი ვადა პარტიამ არმიის გავლენის შეზღუდვის ხარჯზე, თავისი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენა.
ორი წელია მიმდინარეობს 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის გამოძიება. იანვარში გაზეთ „ტარაფში“ გამოქვეყნდა 5 ათას გვერდიანი სამხედრო დოკუმენტისა და სამხედრო პირების სატელეფონო საუბრების შინაარსი. ამის საფუძველზე, ჯერ კიდევ იანვარში დააკავეს მაღალ თანამდებობებზე მყოფი სამხედრო პირები. მათ ბრალად წაუყენეს ქვეყანაში არეულობის პროვოცირება და საკუთარი თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობა, რასაც, ჩანაფიქრით, საბერძნეთთან ომის დაწყება უნდა მოჰყოლოდა. სამხედრო პირებმა აღიარეს, რომ 2003 წლის მარტის სემინარზე მართლაც განიხილეს შიდა არეულობის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა, თუმცა უარყვეს გადატრიალებისა და თურქული თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობა. მათი მტკიცებით, სატელეფონო ჩანაწერებისა და დოკუმენტების შინაარსი მხოლოდ ომის შესაძლო განვითარების იმიტირებული სცენარი იყო. დაიწყო დაპატიმრებათა კიდევ ერთი ტალღა. საუბრობდნენ 90-მდე ყოფილი ოფიცრის შესაძლო დაპატიმრებაზე. საბოლოოდ, მთავარმა პროკურორმა სია შეამცირა.
ორივე მხარე ერთნაირი რიტორიკით ცდილობს თავის დაცვას და ოპონენტის დადანაშაულებას. თურქეთის არმია თავს განიხილავს სეკულარული კონსტიტუციის დამცველად, მთავრობას კი ქვეყნის ისლამიზაციაში ადანაშაულებს. მთავრობა ამტკიცებს, რომ რეფორმებს ატარებს ევროკავშირში შესასვლელად და თურქეთის არმიას ბრალს სდებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. ის ფაქტი, რომ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში არმიამ ოთხჯერ დაამხო ხელისუფლება, თურქეთის ამჟამინდელ მთავრობას შიშის საფუძველს უქმნის.
ხელისუფლება, დემოკრატიულ რეფორმებზე აქცენტის პარალელურად, თავად არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს. იზღუდება ოპოზიციური პრესა, ოპონენტებს არ შეუძლიათ ხმამაღლა აკრიტიკონ მთავრობა. ამ დაკავებებსაც ბევრი სწორედ მოწინააღმდეგეთა გაჩუმების მიზნით ხსნის.
თურქეთის ხელისუფლებასა და სამხედრო წრეებს შორის დაპირისპირება ალბათ გაგრძელდება. ამას 2011 წლის ივლისის არჩევნების მოახლოებაც შეუწყობს ხელს.
___________________
სეკულარიზმი (ლათინური სიტყვიდან saecularis - საერო): დოქტრინა, რომლის თანახმადაც რელიგიური მოსაზრებები არ უნდა განაპირობებდეს სახელმწიფო გადაწყვეტილებებს; ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პოლიტიკა.
![]() |
14 კოალიციური მოლაპარაკებები დაიწყო |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
არჩევნები ერაყში
26 მარტს ერაყის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოცხადდა: ეიად ალავის ალ-ირაქიამ საკანონმდებლო ორგანოში 91 ადგილი მოიპოვა, ნური ალ მალიქის სამართლებრივმა სახელმწიფომ - 89. შიიტური პარტიებისგან შემდგარი პროირანული ერაყის ნაციონალური ალიანსისთვის არჩევნები წარუმატებელი გამოდგა. მათ პარლამენტში 70 ადგილი მოიპოვეს. ქურთულმა კავშირმა ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში გაიმარჯვა და 43 ადგილით იქნება წარმოდგენილი.
ალ-ირაქიას გამარჯვება არ ნიშნავს ავტომატურად ალავის პრემიერ-მინისტრობას. პრემიერ-მინისტრის ასარჩევად პარლამენტის 325 წევრისგან 163-ის ხმაა საჭირო. ამისთვის ალავის კოალიციების შექმნა მოუწევს. ერთ-ერთი ვარიანტია ერაყის ნაციონალისტურ ალიანსთან გაერთიანება. თუმცა, ეს უკანასკნელი შიიტური ბლოკია, რომელსაც ირანი უმაგრებს ზურგს. ძნელად სავარაუდოა, რომ ეს გაერთიანება შედგება, ალავის პროამერიკული წარსულისა და სეკულარული იდეების გამო. მეორე ვარიანტია გაერთიანება ქურთებთან. ალ-ირაქიაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ოსამა ალ ნუჯაფი ნაინავას პროვინციიდან. მისი ახლო კავშირი ქურთებთან შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს კოალიციის შესაქმნელად.
ფოტო: REUTERS ©
ეიად ალავი
ეიად ალავის გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატებისათვის დიდი წარმატებაა. ამერიკელებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა ალავიმ მოკავშირეები იპოვოს.
სავარაუდოდ, კოალიციას შექმნის ალ მალიქიც. მოსალოდნელია მისი გაერთიანება პროირანულ ერაყის ნაციონალურ ალიანსთან. ორი ბლოკი გაერთიანებით 159 ადგილს მოიპოვებს პარლამენტში.
მალიქისგან თავის დასაცავად, ალავის მოუწევს „სამართლებრივი სახელმწიფოს“ სუნიტი წევრების გადაბირება. ალავიმ განაცხადა, რომ იგი დაიწყებს მოლაპარაკებებს „სამართლებრივი სახელმწიფოს“ წევრებთან, რადგან ერაყი არ არის რომელიმე ჯგუფის კერძო საკუთრება და მისი მშენებლობის პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ჩართული. ზემოხსენებული ალიანსების შექმნის შეთხვევაშიც, ალავი გადამწყვეტ 163 ხმას ვერ მოაგროვებს. მან ალტერნატიული გზები უნდა ეძებოს.
ექსპერტების აზრით, ნებისმიერი კომბინაცია მოსალოდნელია, მაგრამ ალავის გამარჯვება ერაყის და მთლიანი არაბული სამყაროს დემოკრატიზაციის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
მნიშვნელოვანია, ალავის არჩევით რას დაუჭირეს მხარი თავად ერაყელებმა. ერაყში ჩატარდა მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ნამდვილმა სეკულარისტმა, სირია-ირანის ინტერესების ოპონენტმა. მას მიემხრნენ სადამის რეჟიმის მხარდამჭერი სუნიტებიც, მიუხედავად იმისა, რომ ალავი სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო კომიტეტთან თანამშრომლობდა. როგორც ჩანს, ერაყელები ისწრაფიან სეკულარული სახელმწიფოსკენ, რომელიც გააერთიანებს საზოგადოებას.
ალავის გამარჯვება აშშ-სთვის დიდი წარმატებაა. ამერიკელებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა ალავიმ მოკავშირეები იპოვოს. ირანს ხელს არ აძლევს ერაყში პროამერიკული მთავრობის ჩამოყალიბება და ამიტომ ცდილობს მის დესტაბილიზაციას. თეირანში ერაყის რამდენიმე დელეგაცია ჩავიდა და მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ასეთი მოლაპარაკებები ამერიკის საელჩოში არ გამართულა. აშშ-ს უფრო აქტიური ჩარევა დასჭირდება ერაყში სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად. ობამას ადმინისტრაცია ალბათ ეცდება გამოიყენოს საკუთარი გავლენა ალავიზე, რათა ერაყში პროირანული ხელისუფლების მოსვლა არ დაუშვას.
![]() |
15 ევრაზიული საბაჟო კავშირი: კიდევ ერთი აგური რუსეთის ეკონომიკური იმპერიის საძირკველში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
საბჭოეთი
რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საბაჟო კავშირმა ამ ქვეყნებს და რა მიზანი აქვს მის შექმნას?
რუსეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის,
ბელორუსიის და სომხეთის პრეზიდენტები მინსკში
წელს ძალაში შევიდა ხელშეკრულება რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის ერთიანი საბაჟო კავშირის შესახებ.ხელშეკრულება გულისხმობს საერთო საბაჟო კოდექსისა და ტარიფების დაწესებას. ის მჭიდროდ აკავშირებს მონაწილე ქვეყნების ეკონომიკებს.
რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსის ეკონომიკურ კავშირს დიდი ისტორია აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნები ისედაც იყვნენ ერთმანეთთან ეკონომიკურად დაკავშირებულნი, ხოლო საერთო საბაჟო სისტემა, მათი განცხადებით, უფრო გაამყარებს ამ ურთიერთობას. ხელშეკრულების საშუალებით 2015 წლისთვის ისინი მთლიანი შიდა პროდუქტის 15-17%25-ით გაზრდას ვარაუდობენ. ამასთან, 2012 წლისთვის იგეგმება საერთო ეკონომიკური ბაზრის შექმნა. ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა სურვილი, რომ რუსეთი სწორედ ამ კავშირით შევიდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
2009 წლის მონაცემებით, ბელორუსს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის საშუალო მაჩვენებლამდე (73,2) 6 ქულა აკლდება (67,2), რუსეთს - 12,4 (60,8), ხოლო ყაზახეთი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის საშუალო მაჩვენებელს 13 ქულით უსწრებს (86,2). თუმცა, წელს ამ უკანასკნელმა 19 ქულა დაკარგა, რუსეთმა და ბელორუსმა კი, შესაბამისად, 20 და 15. ქვეყნების ლიდერები გამოთქვამენ იმედს, რომ საერთო ბაზრის შექმნა ხელს შეუწყობს ეკონომიკური თავისუფლების გაზრდას, გაუმჯობესდება საინვესტიციო კლიმატი, გაიზრდება ბაზარი ადგილობრივი წარმოებისთვის და ეკონომიკა დაიცლება პოლიტიკური ფაქტორებისგან (მაგალითად, აღმოიფხვრება რუსეთ-ბელორუსის „რძის ომის“ მსგავს მოვლენათა საფრთხე). ექსპერტები მსოფლიო ბანკიდან და ახალი ეკონომიკური სკოლიდან კონსტანტინ მიჩალოპოლოსი და დევიდ ტარი რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის ახალ საბაჟო კავშირს ადარებენ ცენტრალური ამერიკის საერთო ბაზრის შექმნის მცდელობას. მათი აზრით, საერთო საბაჟო სისტემა არ ნიშნავს თავისუფალ ბაზარს და ეს კავშირიც ცენტრალურ ამერიკაში შექმნილი წინამორბედის ბედს გაიზიარებს. ცენტრალური ამერიკის საერთო ბაზრის ფარგლებში შეიქმნა მრავალი ახალი არაეფექტური ინდუსტრია, რომელიც აწარმოებდა მდარე ხარისხის პროდუქციას და ყიდდა მას მაღალ ფასად. პროდუქტები მხოლოდ საერთო საბაჟო სისტემის შიგნით რეალიზდებოდა, რადგან კავშირს გარეთ მათზე მოთხოვნა არ იყო. ასეთი კავშირებისთვის გარე ბაზრებზე გასვლა უფრო მაღალ კონკურენციასა და გადასახადებს უკავშირდება. ამიტომ ვაჭრობა მხოლოდ კავშირის შიგნით მიმდინარეობს, ფასები არაბუნებრივად მაღალია და, შესაბამისად, ეკონომიკაც ვერ ვითარდება.
ექსპერტები საერთო საბაჟო სისტემაში ხედავენ რუსეთის არა ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს. ერთიანი საბაჟო კავშირი წევრ ქვეყნებს კიდევ უფრო დაუქვემდებარებს რუსეთის ეკონომიკას. ხელშეკრულება ბელორუსსა და ყაზახეთს საგარეო ტარიფების გაზრდას ავალდებულებს, რათა შეუსაბამონ იგი რუსეთისას. ბელორუსსა და ყაზახეთში იმპორტი ბევრად გაძვირდება. შესაბამისად, ეს ქვეყნები მეტად დამოკიდებულნი გახდებიან რუსულ ბაზარზე. ამ ქვეყნების ეკონომიკა კონცენტრირდება მხოლოდ იმ პროდუქტების წარმოებაზე, რისი მოთხოვნაც იარსებებს რუსულ ბაზარზე. საინტერესოა, რომ საბაჟო კავშირი თითქმის მთლიანად რუსული ტარიფების მიხედვით არის შექმნილი.
საერთო საბაჟო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ თავისუფლებას, თუ მასში შემავალ ქვეყნებს საგარეო ვაჭრობა შეზღუდული აქვთ მაღალი ტარიფების გამო.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კავშირის გაფართოების პოლიტიკა. რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის კავშირი სწრაფი გაფართოებისკენ არის მიმართული და აპირებს მთლიანად მოიცვას ყოფილი საბჭოეთი. შეთავაზება უკვე მიიღო უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელმაც დროებით თავი შეიკავა პასუხისგან. კავშირში გაერთიანების სურვილი გამოთქვეს ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და სომხეთმა.
ეკონომიკურ კავშირში ზოგიერთი მკვლევარი პირდაპირ ახალ საბჭოთა კავშირს ხედავს. ვლადიმირ პუტინი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა უწოდა, დღეს ახალი ეკონომიკური კავშირის სულისჩამდგმელია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იგორ შუვალოვის განცხადება. მისი თქმით, შემდეგი ლოგიკური საფეხური არის ევროს მოდელზე დაფუძნებული საერთო ვალუტის შექმნა. ამასთან, ფინანსთა მინისტრალექსეი კუდრინის განაცხადებით, რუსეთმა, როგორც ყველაზე დიდმა ენერგომიმწოდებელმა, შეიძლება ენერგია რუბლში გაყიდოს. ეს კი რუსულ რუბლს საშუალებას მისცემს ევროსა და დოლარს გაუწიოს კონკურენცია. კავშირში უკრაინის ინტეგრაციის შემთხვევაში, მისი მოსახლეობა 213 მილიონამდე გაიზრდება და იგი ევროკავშირიდან ჩინეთამდე იქნება გადაჭიმული.
შუვალოვის ინიციატივას არც მინსკში და არც აშხაბადში ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. ექსპერტების განცხადებით, ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს არ სურს ბელორუსის ცენტრალურ ბანკს მოსკოვი აკონტროლებდეს. ასევე, მხარეები ვერ თანხმდებიან ნავთობის ექსპორტის ვალდებულებებზე კავშირის პირობებში. რაც შეეხება ყაზახეთს, მისი ვალუტა ბოლო დროს საკმაოდ კონკურენტულია, მას გაუძნელდება ამ უპირატესობის დათმობა.
__________________
„რძის ომი“ - 2009 წლის ივნისში, ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გააპროტესტა რუსულ ენერგორესურსებზე ფასის გაზრდა. რუსეთსა და ბელორუსს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რასაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან ბელორუსული რძისა და ხორცის პროდუქტების იმპორტზე უარის თქმა. ეს მეურნეობა ბელორუსის ეკონომიკის საყრდენია და ემბარგოს შედეგად, ბელორუსმა 1 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო.
![]() |
16 პოლიტიკური დეფილე ანუ გამოცხადებული მარცხის ქრონიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
1
ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ჩატარდეს,
ქვემოთ ჩამოთვლილი კანდიდატებიდან ვის მისცემდით ხმას?
თვენახევარი რჩება თვითმართველობის ორგანოებისა და თბილისის მერის არჩევნებამდე. თანდათან იკვეთება პოლიტიკურ ძალთა დისპოზიციის საბოლოო სურათიც. ამას წინათ მედიამ გააშუქა ამერიკული ორგანიზაცია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენოს (USAID) დაფინანსებით, Baltic Surveys/The Gallup Organization, IPM-ის მიერ ჩატარებული საქართველოს ეროვნული კვლევის შედეგები. კვლევის საველე სამუშაოები 2010 წლის მარტში ჩატარდა და საქართველოს (ოკუპირებული რეგიონების გარდა) მთელი ტერიტორია მოიცვა. IRI 90-იანი წლებიდან წელიწადში ერთხელ მაინც წარმართავს ასეთ კვლევას, რომელიც ეხება სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებს.
პოლიტიკურმა პარტიებმა კვლევის შედეგები განსხვავებულად შეაფასეს - ნაწილმა ის თავისი სიძლიერის დასამტკიცებლად გამოიყენა, ნაწილმა - საარჩევნო კამპანიის დასაგეგმად, ხოლო ზოგმა განაცხადა, რომ შედეგები დაკვეთილია და უზუსტო. სოციოლოგიური კვლევისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალი არ არის. საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საგრძნობი ნაწილი უკეთეს შემთხვევაში აღიარებს კვლევებს მხოლოდ მისთვის სასურველი შედეგებით, ხოლო უარეს შემთხვევაში თავისებურად ესმის სოციოლოგიაც და სტატისტიკაც. ასეთი გაგების მაგალითია პრაიმერის, როგორც თვითონ უწოდებენ, „სოციოლოგიის“ გზით ჩატარება. უნდა აღინიშნოს, რომ პრაიმერისტების მიერ გაცხადებულ წესს არაფერი აქვს საერთო პოლიტიკური კვლევების მიღებულ სტანდარტებთან და იმავე შედეგით მისი ჩატარება კანდიდატთა ნაცნობ-მეგობრების გამოკითხვითაც შეიძლებოდა.
2
უჭერთ თუ არა მხარს ქუჩის საპროტესტო აქციების გაგრძელებას მომავალში? (%25)
წყარო: IRI, USAID, Baltic Surveys/The Gallup Organization, IPM.
GEORGIAN NACIONAL STUDY
ვინც უნდა გაცხარდეს, IRI-ის ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადი და ერთმნიშვნელოვანი სურათი გამოავლინა. არჩევნებამდე ორი თვით ადრე მმართველი პარტია და მისი კანდიდადატები დამაჯერებლად ლიდერობენ, თანაც ყველა მიმართულებით. კითხვაზე „ხვალ რომ მერის არჩევნების იმართებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“, რესპონდენტთა 46%25 მოქმედ მერს გიგი უგულავას ასახელებს, 16%25 ვერ აკეთებს არჩევანს, 9%25 კი აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. მარტივი არითმეტიკით ყველა სხვა კანდიდატი 29%25-ს აგროვებს (იხ. გრაფიკი 1). მსგავსი ვითარებაა პარტიებთანაც. კითხვაზე „ხვალ რომ საკრებულოს არჩევნები იმართებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“, რესპონდენტთა 38%25 ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ირჩევს, 21%25-ს უჭირს, გააკეთოს არჩევანი, 8%25 კი არც ერთ პარტიას არ ემხრობა. შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს რჩებათ 33%25. ეს მონაცემები დიდად არ განსხვავდება თბილისისა და დანარჩენი საქართველოსთვის - თბილისში ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერს 32%25 (არ აქვს გადაწყვეტილი 23%25-ს, არც ერთს - 10%25, ოპოზიციურ პარტიებს ემხრობა 35%25), ხოლო დანარჩენ საქართველოში 41%25 (არ აქვს გადაწყვეტილი 21%25-ს, არც ერთს - 7%25, ოპოზიციურ პარტებს - 31%25). სადღეისოდ მტკიცება, რომ „თბილისი ოპოზიციური ქალაქია“ მითად უფრო მოჩანს.
როგორც ავღნიშნეთ, სურათი ყველა მიმართულებით მეორდება. კითხვის „ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?“, პასუხები აჩვენებს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას (ენმ) მხარს დაუჭერდა რესპონდენტთა 37%25, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს რესპონდენტთა 31%25 მისცემდა ხმას. რეალურად ენმ-ის მხარდაჭერა უფრო მაღალია, რადგან რესპონდენტთა 22%25 არ ასახელებს თავის ფავორიტს, ხოლო 10%25 კი არც ერთ პარტიას არ ემხრობა. იმავე კითხვაზე თბილისის პასუხი ასეთია: ენმ - 32%25, ოპოზიციური პარტიები - 31%25, არც ერთს - 13%25, უარი პასუხზე - 24%25, ხოლო დანარჩენი საქართველოსთვის შესაბამისად - 39%25, 30%25, 9%25 და 22%25. ყველა შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების მონაცემები სტაბილურია და არ იცვლება, ენმ-ის მონაცემთა ცვლილება ძირითადად უარის ხარჯზე ხდება. გარკვეული პროცენტი „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“-ს ემატება, ან პირიქით. ამ კატეგორიაში („არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“) ოპოზიციური პარტიების პოტენციური მხარდამჭერების ხვედრითი წილი მცირეა. თან რესპონდენტთა მხოლოდ 10%25 აცხადებს, რომ არასოდეს არ მისცემენ ხმას ენმ-ს საპარლამენტო არჩევნებში (ოპოზიციური პარტიებისთვის ეს მონაცემი 45%25-ა).
თუ დინამიკას გავაანალიზებთ, გამოჩნდება, რომ ნაციონალური მოძრაობისა და მისი კანდიდატების რეიტინგი მზარდია, ოპოზიციური პარტიების და მათი ლიდერების მხარდაჭერა კი მცირდება.
ერთი მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციურ ლიდერთა განცხადებები და აქტივობა არ უპასუხებს საქართველოს მოსახლეობის მოლოდინებს. არჩევითი დემოკრატიის პირობებში პოლიტიკოსს ორი გზა აქვს ამომრჩევლის მისამხრობად - ან თავად უნდა ჩამოაყალიბოს ელექტორატის შეხედულებები და ღირებულებები ან არსებულ ღირებულებებსა და მოთხოვნებს მიუსადაგოს პარტიის პოზიცია. პირველი გზა რთული და ხანგრძლივია; ის მოითხოვს პარტიის ყოველდღიურ, მიზანმიმართულ საქმიანობას. მეორე გზით კი უფრო მოკლევადიანი გეგმებს ახორციელებ. წარმატებული პოლიტიკოსები ორივე გზის სინთეზს ახერხებენ და ასე აღწევენ როგორც კონკრეტულ წარმატებას, ისე საზოგადოების რეფორმირებას. ახლა გავიხსენოთ, რაზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიცია.
ოპოზიციურ ლიდერთა ნაწილის საგარეო პრიორიტეტების შეუსაბამობას მოსახლეობის დამოკიდებულებასთან წარმოაჩენს ასეთი მონაცემი: რესპონდენტთა მხოლოდ ერთი პროცენტი ემხრობა იდეას, რომ ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაციას რუსეთის მშვიდობისმყოფელები აკონტროლებდნენ (შედარებისთვის ევროკავშირის ძალები - 24%25, აშშ - 28%25, ნატო - 30%25). რესპონდენტთა 74%25 მიიჩნევს, რომ რუსული აგრესია კვლავაც გრძელდება. გასაგებია, რომ ოპოზიციონერთა მოსკოვური ვიზიტები ვერ იქნება მოსახლეობაში პოპულარული და, შესაბამისად, ვერც ამ ვოიაჟების მხარდაჭერა და ვიზიტორებთან პოლიტიკური კავშირების შექნა შემატებს ვინმეს პოპულარობას.
კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 83%25 თავიანთი უსაფრთხოების უპირველეს მტრად რუსეთს მიიჩნევს. გამოკითხულთა 59%25 თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელსაც მოსდევს უკრაინა (29%25) და ევროკავშირი (24%25). რაც შეეხება ნატოში საქართველოს ინტეგრაციას - ამ მიზანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს 50%25, ხოლო 22%25 ემხრობა ნაწილობრივ. გამოკითხული მოქალაქეების მხოლოდ 9 პროცენტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობას ნატოში. 2009 წლის ოქტომბერთან შედარებით (IRI-ის წინა კვლევა სწორედ მაშინ ჩატარდა), ნატოს წევრობის მხარდამჭერთა რაოდენობამ ოდნავ იკლო, მაგრამ მაინც ლოგიკურად თავსებადია იმ მიდგომებთან, გამოკითხულებმა დასავლეთისა და რუსეთის მიმართ რომ გამოავლინეს.
პოლიტიკურ პარტიათა მხარდაჭერის ნაწილში კვლევამ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა 36%25 ემხრობა, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას - ზომიერ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალასა და საქართველოს პარლამენტში ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას - 10%25. მესამე ადგილზეა ლეიბორისტული პარტია (8%25) და ალიანსი საქართველოსთვის (6%25). ბურჯანაძის პარტიას პულსი არ ესინჯება - დაახლოებით ერთპროცენტიანი რეიტინგით. კვლევისას IRI დაინტერესდა არა მხოლოდ პარტიათა პროცენტებით, არამედ იმით, თუ რა რიგის სახალხო მხარდაჭერა აქვთ იმ პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებს, რომელთაც ღიად ემხრობა დღეს კრემლი. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა აჩვენებს, რომ ასეთ პარტიები და პოლიტიკოსები უმცირესი მხარდაჭერით სარგებლობენ. ეს მთლად კარგი ამბავი ვერ უნდა იყოს მათთვის, ვინც მოსკოვში ზის და საქართველოს მომავალს გეგმავს.
ოპოზიციონერთა საქმიანობაში ჭირს შენიშნო გრძელვადიანი სტრატეგიის კვალი. დავაკვირდეთ, რამდენად ესაბამება მათი მოკლევადიანი ტაქტიკა და აქტივობა მოსახლეობის მოლოდინებსა და პრობლემებს. ხსენებული კვლევის თანხამად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ორი პრობლემა აწუხებს - უმუშევრობა, რომელიც პირველი რიგის პრობლემად დაასახელა გამოკითხულთა 36%25-მა, ხოლო ზოგადად, პრობლემად მიიჩნია 61%25-მა და ტერიტორიული მთლიანობა - შესაბამისად 27%25 და 45%25. შედარებისთვის: მესამე პოზიცია უკავია ეკონომიკური პრობლემებს, რომლის მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება პირველ ორს (10%25 და 29%25), ხოლო საქართველო- რუსეთის ურთიერთობის მაჩვენებელი კი 4 და 9 პროცენტია. თბილისი ამ მხრივ უფრო პოლიტიზებულია, ვიდრე დანარჩენი საქართველო: უმუშევრობა, როგორც პრობლემა ახსენა თბილისის რესპონდენტთა 47%25-მა, დანარჩენი საქართველოში 66%25-მა, ხოლო ტერიტორიული მთლიანობა შესაბამისად - 55%25 და 42%25-მა.
უმუშევრობა პირველია ლოკალურ პრობლემათა ჩამონათვალშიც. თავისი ქალაქის/ სოფლის მთავარ პრობლემად უმუშევრობას რესპონდენტთა 39%25 მიიჩნევს, ხოლო ზოგადად პრობლემად 51%25 ასახელებს. მას მოსდევს და დიდად ჩამოუვარდება ინფრასტრუქტურული პრობლემები: გზების შეკეთება - 13%25 და 23%25, წყლით მომარაგება - 7%25 და 16%25, გაზით მომარაგება 5%25 და 10%25. უნდა აღინიშნოს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები რეგიონებს უფრო აწუხებს - უმუშევრობა - 49%25, გზების შეკეთება - 29%25, წყალი - 22%25 და გაზი - 14%25. თბილისის შემთხვევაში პირველ პლანზე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გამოდის - უმუშევრობა - 61%25, მაღალი გადასახადები - 17%25, სოციალური პრობლემები - 14%25 და ეკონომიკური მდგომარეობა - 13%25. მსგავსი სურათი ჩანს, როცა კითხვა უშუალოდ ოჯახის პრობლემებს ეხება.
პასუხების პროცენტული გადანაწილება ლოგიკურად აისახება რესპონდენტთა მოლოდინში, რომელსაც ასარჩევ საკრებულოებს უკავშირებენ. რესპონდენტების აზრით, საკრებულომ პირველ რიგში უმუშევრობის პრობლემა უნდა მოაგვაროს (24%25 ამას მიიჩნევს პირველ რიგის ამოცანად და 32%25 - ზოგადად აქტუალურ ამოცანად). უმუშევრობას მოსდევს სოფლის მეურნეობის განვითარება (9 და 12 პროცენტი), სოციალური დაცვა (9 და 14 პროცენტი), გზების (6 და 10 პროცენტი), წყლისა (3 და 7 პროცენტი) და გაზის (2 და 5 პროცენტი) პრობლემის მოგვარება. თბილისის საკრებულოს განსახილველი საკითხები განსხვავდება რეგიონულისგან და უფრო სოციო- ეკონომიკური შინაარსი აქვს (უმუშევრობა-27%25, სოციალური საკითხების მოგვარება - 21%25); რეგიონებში კი უმუშევრობას (33%25) მოჰყვება სოფლის მეურნეობა (16%25) და ინფრასტურქტურაა ნახსენები (გზა - 13%25, წყლის მომარაგება - 9%25 და გაზი - 7%25).
ახლადარჩეული მერის მოსაგვარებელ პრობლემათა ჩამონათვალს სათავეში ისევ უმუშევრობა უდგას - 22%25. მომდევნოა მუნიციპალური აღმშენებლობა - 14%25, სოციალური პრობლემების მოგვარება - 12%25 და ინფრასტრუქტურის განვითარება - 8%25.
ომის საფრთხეს მთავარ საშიშიროებად რესპონდენტთა 44%25 მიიჩნევს (თბილისი - 39%25 და რეგიონები - 55%25). აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქტის დაბრუნებას მხარს უჭერს რესპონდენტთა 74%25, დიალოგს რუსეთთან 78%25, ხოლო აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემის მოგვარებას დიალოგით გზით 96%25 ემხრობა. ამ ფონზე ოპოზიციის ლიდერთა მოსკოვში სტუმრობანი, მათივე სიტყვებით „რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის“, თითქოს მოსახლეობას უნდა მოსწონდეს, მაგრამ აქ თავს იჩენს არსებითი წინააღმდეგობა: რესპონდენტთა უმეტესობის აზრით დიალოგს რუსეთთან უნდა წარმართავდეს საქართველოს მთავრობა (70%25) და არა პოლიტიკური პარტიები (10%25) ან საზოგადოება (11%25). ეს მაჩვენებლები მეტყველებს, რომ მოქალაქეებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას ემხრობიან სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, პროდასავლური კურსის შენარჩუნების პირობებში და არა მათი დათმობის სანაცვლოდ, რასაც ნოღაიდელი და ბურჯანაძე ღიად თუ არაპირდაპირ სთავაზობენ.
რესპონდენტების 94%25 მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რათა თავიდან აიციოლონ ქვეყნის შიდა კონფრონტანცია და დაძაბულობა, 74%25-ის აზრით, ასევე თავი უნდა შეიკავონ ქუჩის პროტესტისაგან. რესპონდენტების 87%25-ს გამოსავლად მიაჩნია მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელება. როგორც ვხედავთ, რესპონდენტების დაკვეთა თვისობრივად განსხვავდება არასაპარლამენტო ოპოზიციის კონფრონტაციული სტრატეგიისაგან (იხ. გრაფიკი 2).
საგულისხმოა, რომ ვოიაჟებს აწყობენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც არ აპირებენ არჩევნებში მონაწილოეობას. რესპონდენტთა 49%25 უარყოფითად ეკიდება პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, 26%25 ვერ აფასებს ამ გადაწყვეტილებას, მხარს კი 25%25 უჭერს (იხ. გრაფიკი 4).
კიდევ ერთი რამ, რასაც საქართველოს მოსახლეობა არასაპარლამენტო ოპოზიციას უკვეთავს, ერთიანი კანდიდატის ყოლაა. რესპონდენტების 68%25 ემხრობა ამ პარტიების მიერ ერთიანი კანდიდატის წამოყენების აუცილებლობას (13%25 არ ემხრობა და 19%25 არ ან ვერ აფიქსირებს პოზიციას). ბოლო მოვლენები გვიჩვენებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას ამ დაკვეთის შესრულებამდეც ბევრი უკლია.
3
რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი მომავლის მიმართ ? ( %25 )
წყარო: IRI, USAID, Baltic Surveys
/The Gallup Organization, IPM.
GEORGIAN NACIONAL STUDY
სწორედ საზოგადოების დაკვეთის შეუსრულებლობა, მოსახლეობის რეალური პრობლემების უგულებელყოფა, პროგრამისა და სტრატეგიის არქონა უმცირებს რეიტინგს არასაპარლამენტო ოპოზიციას.
საინტერესოა, რას მიიჩნევენ რესპონდენტები მმართველი გუნდისა წარმატებად თუ წარუმატებლობად? მთავრობის მთავარ წარმატებად ინფრასტრუქტურის მოგვარება (ელექტრომომარაგება - 18%25, გზები - 18%25, მუნიციპალური აღმშენებლობა - 5%25) და კრიმინალური ვითარების გაუმჯობესება ითვლება (კრიმინალური მდგომარეობის გაუმჯობესება - 9%25, პატრულის შექმნა - 6%25, წესრიგი ქვეყანაში 4%25). თბილისის მერს გიგი უგულავას მთავარ მიღწევად ასევე ინფრასტრუქტურას უთვლიან (გზები - 16%25, მუნიციპალური აღმშენებლობა - 12%25, ზოგადად ინფრასტრუქტურა - 11%25, სისუფთავე - 9%25 და სკვერები - 7%25). შედარებისთვის: რესპონდენტთა 61%25 ვერ ასახელებს გიგი უგულავას კონკრეტულ წარუმატებლობას. რაც შეეხება მმართველი გუნდის და მთავრობის დიდ წარუმატებლობას - ეს არის ტერიტორიების დაკარგვა (31%25) და აგვისტოს ომი - (27%25) ანუ საკითხები, რომლებიც კონკრეტულად ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში აქტუალური არ არის. კითხვას „როგორ აგვარებს ადგილობრივ პრობლემებს მმართველი გუნდი“, რესპონდენტების 33%25 დადებითად უპასუხებს (21%25 ვერ აფასებს). თბილისის მერის საქმიანობას პოზიტიურად აფასებს 54%25. თუ გავითვალისწინებთ, რომ რესპონდენტების 96%25-ს ბოლო 1 წლის მანძილზე არ გადაუხდია ქრთამი, რაც დიდხანს მთავარი პრობლემა იყო, მმართველი გუნდს ხელსაყრელი ფონი ექმნება.
4
ეთანხმებით თუ არა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას
არ მიიღონ მონაწილეობა 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში ? (%25)
წყარო: IRI, USAID, Baltic Surveys
/The Gallup Organization, IPM.
GEORGIAN NACIONAL STUDY
ქვეყანაში მდგომარეობას რესპონდენტები უფრო ოპტიმისტად აფასებენ, კერძოდ, 76%25 მომავალს ოპტიმიზმით უყურებს. 41%25 მიიჩნევს, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით. აქ აღსანიშნავია ზრდის ტენდენცია, რომელიც შეინიშნება აგვისტოს ომითა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ჩავარდნის შემდეგ (მაშინ მხოლოდ 26%25 მიიჩნევდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა). დღევანდელი გადასახედიდან გამოკითხულთა 58%25 დადებითად აფასებს მთავრობისა და პრეზიდენტის მოქმედებას ფინანსური კრიზისის დროს (იხ.გრაფიკი 3).
არაა გასაკვირი, რომ პრობლემათა მოგვარებას რესპონდენტები ძირითადად მმართველი გუნდის ლიდერებისგან მოელიან: ზოგადად პრობლემათა მოგვარება - ნაციონალური მოძრაობა - 29%25, ოპოზიციური პარტიები - 16%25 (თბილისი: ენმ - 28%25, ოპოზიციური პარტიები - 16%25; რეგიონები: ენმ - 31%25, ოპოზიციური პარტიები - 15%25). კითხვაზე თუ „ვინ უკეთ მოაგვარებს უმუშევრობის პრობლემას?“ რესპონდენტთა 38%25 მიხეილ სააკაშვილს ასახელებს, მეორე ადგილზე ცხრა პროცენტით გიორგი თარგამაძეა. თბილისის შემთხვევაში სააკაშვილს 33, ხოლო თარგამაძეს და ირაკლი ალასანიას შესაბამისად 5 და 7 პროცენტი ასახელებს. რეგიონებში ანალოგიური მონაცემები ასეთია: სააკაშვილი - 40%25, თარგამაძე - 11%25, ალასანია - 3%25.
რესპონდენტების 34%25 მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, გიორგი თარგამაძეს ამ უნარს გამოკითხულთა 7%25 მიაწერს, ხოლო ირაკლი ალასანიას - 5%25. რესპონდენტთა აზრით, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, აგრეთვე ფინანსური კრიზისის დროს ქვეყანას ყველაზე უკეთ სააკაშვილი მართავს (შესაბამისად 34%25 და 40%25). შედარებისთვის ვიტყვით, რომ თარგამაძის მაჩვენებელი ორივე ამ შემთხვევისათვის 8 პროცენტია, ხოლო ალასანიასთვის - შესაბამისად 6%25 და 5%25. ნდობა ირაკლი ალასანიას მიმართ - ყველა საკითხში - 2009 წლის ოქტომბერთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა.
5
პოლიტიკური ლიდერების რეიტინგული შეფასება (%25)
წყარო: IRI, USAID, Baltic Surveys
/The Gallup Organization, IPM.
GEORGIAN NACIONAL STUDY
ლოგიკურია, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მაღალი ნდობითა და რეიტინგით სარგებლობენ - მიხეილ სააკაშვილს დადებითად აფასებს რესპონდენტთა 65%25, გიგი უგულავას - 56, ნიკა გილაურს - 53, ხოლო დავით ბაქრაძეს - 43 პროცენტი (იხილეთ გრაფიკი 5). გიგი უგულავას მონაცემები თბილისში გამოკითხულთა შორის კიდევ უფრო მაღალია და 67%25-ს აღწევს. ლიდერების მაღალი რეიტინგი ავტომატურად და პირდაპირპროპორციულად აისახება პარტიულ რეიტინგზე: რესპონდეტების 53%25 აცხადებს, რომ ხმის მიცემისას განსაზღვრელი ფაქტორი მისთვის სწორედ ლიდერების ვინაობაა (თბილისში ეს მონაცემი 39, ხოლო რეგიონში 58%25-ა).
ნდობით სარგებლობს ყველა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტიც. ყველა ცენტრალური და ადგილობრივი ინსტიტუტის ნდობის რეიტინგი 40%25-დან იწყება. ამდენი აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონებში. ნდობის მხრივ პირველი პოზიცია არმიას უჭირავს - 84%25, შემდეგ პოლიციას - 81%25. პრეზიდენტის ოფისი 61%25-ით მესამე ადგილზეა; მთავრობას 56%25-ანი ნდობა აქვს, ცენტრალურ ბანკს - 53%25, ამდენივე - პარლამენტს, განათლების სისტემას - გამოკითხულთა 52%25 ენდობა, პროკურატურას - 49%25, სასამართლოს - 46%25, სახალხო დამცველს - 43%25. შესადარებლად: პოლიტიკურ პარტიებს რესპონდენტთა 33%25 ენდობა.
ყველა ეს მონაცემი თუ მაჩვენებელი სპეციალისტებს საშუალებას აძლევს ერთმნიშვნელოვანი პროგნოზი გააკეთონ. ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსის პერიფრაზს თუ მოვიხმობთ, არჩევნებამდე დარჩენილი დრო რადიკალურ არასაპარლამენტო ოპოზიციას შეიძლება ექცეს გამოცხადებული მარცხის ქრონიკად.
![]() |
17 ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს შეუწყნარებლობაზე |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
რელიგია
სახალხო დამცველის უკანასკნელ ანგარიშში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც საქართველოს პარლამენტში 31 მარტს გაეცნენ, შვიდი გვერდი რელიგიურ თავისუფლებას ეთმობა.
შესავალში აღნიშნულია, რომ 2009 წლის მეორე საანგარიშო პერიოდში ვითარება, პირველ ნახევართან შედარებით, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კვლავ აქტუალური რჩება პრობლემები, რომლებზეც წინა საანგარიშო მოხსენებებში მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი საუბრობდა. მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველოში რელიგიური შეუწყნარებ შეუწყნარებლობისა და უფლებების შელახვის ობიექტი უმეტესწილად რელიგიური უმცირესობები არიან.
ჯვრის მამის და ნორეშანის ეკლესიები
მუსლიმთა თემი ითხოვს შვიდი მეჩეთის გადაცემას. აღნიშნულია, რომ სოფელ აბასთუმანში მდებარე მეჩეთი საქონლის სადგომად არის ქცეული. სომეხთა სამოციქულო ეკლესია სახელმწიფოსგან ექვსი ტაძრის დაბრუნებას მოითხოვს. მათგან ერთერთის სურბ-მინასის ტაძრის გუმბათი რამდენიმე თვის წინ მოუვლელობის გამო ჩამოინგრა. კათოლიკე ეკლესია ითხოვს იმ 5 ტაძრის დაბრუნებას, რომლებიც ისტორიულად მას ეკუთვნოდა, მაგრამ სახელმწიფომ 1990 წელს საპატრიარქოს გადასცა. გაჭიანურდა ახალციხის რაიონში მდებარე კათოლიკური ტაძრის ნანგრევების გადაცემაც. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კათოლიკეებს მოსთხოვა ნებართვა საპატრიარქოსგან აეღოთ, რაც, სახალხო დამცველის აზრით, დისკრიმინაციული პრაქტიკაა.
აღნიშნულია ისიც, რომ 2009 წლის ოქტომბერში იეჰოვას მოწმეებმა ვერ შეძლეს კანონის დაცვით რელიგიური შეკრების სახლის მშენებლობის დასრულება. მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მშენებლობაზე გაცემული ნებართვა შეაჩერა.
იეჰოვას მოწმეები აგრესიული შეუწყნარებლობის მთავარ სამიზნედაც რჩებიან. რელიგიური დევნისა და თავდასხმის შვიდი შემთხვევიდან ექვსი მათ თემს უკავშირდება, ერთი კი ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიას. შვიდიდან ექვს შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება: ნივთის დაზიანებისა და განადგურების, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანების, მუქარისა და რელიგიური წესის უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით. ამ გამოძიებებიდან ჯერ არც ერთი არ დასრულებულა. ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შემთხვევების განხილვისას საჭიროა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინება. „აღნიშნულ საკითხზე ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის კომისიამ საქართველოს 2006 წელს მისცა რეკომენდაცია. იმავე წელს მსგავსი რეკომენდაციით სახალხო დამცველმაც მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, რაც მაშინ გაითვალისწინეს. თუმცა, 2008 წლიდან რელიგიური მოტივაციით ჩადენილ სამართალდარღვევებს სულ უფრო იშვიათად ეძლევა სათანადო კვალიფიკაცია“, - ნათქვამია ანგარიშში.
მოუგვარებელია საგადასახადო რეჟიმთან დაკავშირებული პრობლემებიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საპატრიარქოს სამეწარმეო საქმიანობა მოგების გადასახადისგან თავისუფლდება, რაც, სახალხო დამცველის აზრით, მას არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან. თუმცა, „საგადასახადო რეჟიმი საკმაოდ ლიბერალურია იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც რელიგიურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ და მათი რელიგიური საქმიანობა განთავისუფლებულია გადასახადებისგან“.
სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების მონახულება არამართლმადიდებელ სასულიერო პირებს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე არ შეუძლიათ. იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 2002 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, სხვა კონფესიების მსახურთა მოწვევას საპატრიარქო უწევს კოორდინაციას. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა განცხადებით, ამგვარი ვითარება მათთვის მიუღებელია. ანგარიშში ხელშეკრულება შეფასებულია დისკრიმინაციის გამოვლინებად.
განათლების სისტემაში ვერ ხორციელდება 2005 წელს მიღებული საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“. მრავლად არის ინდოქტრინაციისა (რელიგიის თავს მოხვევის) და არააკადემიური მიზნით რელიგიური სიმბოლიკის გამოფენის შემთხვევები, რასაც კანონი კრძალავს. კვლავ არ ისწავლება საგანი „რელიგიის ისტორია“, შესაბამისი სახელმძღვანელოს არარსებობის გამო.
მედიის უმრავლესობის საქმიანობა, რელიგიურ უმცირესობათა პრობლემატიკის გაშუქების თვალსაზრისით, „არასათანადოდ“ შეფასდა. გამონაკლისად დასახელდა ჟურნალი „ლიბერალი“ და საზოგადოებრივი რადიომაუწყებლობის გადაცემა „ჩვენი საქართველო“. აღინიშნა, რომ ინტერნეტ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში შეუწყნარებლობის საკითხებმა წინ წამოიწია, „რაც იმას ადასტურებს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი რელიგიური მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლების თემატიკისადმი დიდ ყურადღებას იჩენს“.
შეუწყნარებლობის მრავალი გამოვლინების მონაწილენი არიან „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ (მმკ) და მასში გაერთიანებული სასულიერო პირები. 2009 წლის 16 სექტემბერს 50-60 ადამიანი ამ ორგანიზაციის თაოსნობით შევიდა ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში და ადგილობრივი მუსლიმები აიძულა, შეეჩერებინათ მეჩეთის მშენებლობა. მუსლიმების წინააღმდეგ ისინი იყენებდნენ სიძულვილის ენას, უწოდებდნენ მათ „სტუმრებს საქართველოში“. მუსლიმები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ სიტყვიერი ნებართვა მშენებლობაზე, თუმცა ხელთ არ გააჩნდათ შესაბამისი დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მშენებლობის შეჩერების უფლება რელიგიურ ჯგუფს არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შემდეგ მუსლიმებმა ვერ მოახერხეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან მშენებლობის ნებართვის მოპოვება.
მმკ-ს წარმომადგენლებმა ასევე ნაწილობრივ ჩაშალეს „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ ილიას უნივერსიტეტში ორგანიზებული კონფერენცია ისლამის შესახებ. ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ შეკრებილებს, რის შედეგადაც კონფერენციის სადისკუსიო ნაწილი ვერ შედგა. იგივე ორგანიზაცია მონაწილეობდა კათოლიკე მრევლის წინააღმდეგ შეუწყნარებლობის გამოვლენაში. მმკ-ს 80 წევრი ჩავიდა ადიგენის რაიონის კათოლიკეებით დასახლებულ სოფელ არალსა და დაბა ვალეში, სადაც კათოლიკე სასულიერო პირების შეურაცხმყოფელი ბუკლეტები გაავრცელეს. 15 ოქტომბერს ვატიკანის საელჩოს წინ მმკ-მ ერთდღიანი მანიფესტაცია გამართა. გამოფენილი იყო კათოლიკეთათვის შეურაცხმყოფელი პლაკატები. 17 ოქტომბერს ქავთარაძის ქუჩაზე გახსნილ ასირიულ- ქალდეური წესის კათოლიკეთა ტაძარში შესასვლელი მცირე ხნით გადაკეტეს. შეურაცხმყოფელი პლაკატები აქაც გამოჩნდა. ანგარიშში ნათქვამია: „შეუწყნარებლობის ამგვარი გამოვლინებები მიუღებელია ლიბერალური და პლურალისტული საზოგადოებისთვის, რომლის არსებობისა და განვითარების ერთ-ერთი საფუძველი რელიგიური ტოლერანტობაა“.
![]() |
18 ინვალიდები დე-ფაქტო შინაპატიმრობაში |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ყველა თანასწორი, ყველა განსხვავებული
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი მეათე ადამიანი ფლობს ინვალიდობას, ომის შემდგომ პერიოდებში კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა 12%25-ს აღწევს. ინვალიდობის მქონეთაგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია ეტლით მოსარგებლეები. ორგანიზაციის „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ინფორმაციით, თბილისში მათი რიცხვი ათ ათასს აღემატება.
ეტლით მოსარგებლეთათვის ერთ-ერთი სასიცოცხლო პრობლემა ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილებაა. მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში ამ საკითხებზე მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან მუშაობენ. დღესდღეობით მრავალ დასავლეთ ევროპულ თუ ამერიკულ ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თავისუფლად სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და საჯარო დაწესებულებებით. თუმცა, საქართველოში ისინი პრობლემებს საცხოვრებლის დატოვებისთანავე აწყდებიან.
მოქმედი კანონმდებლობით, საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას სავალდებულოა ინვალიდობის მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინება. შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა. თუმცა, კოალიციის გამგეობის წევრი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მრავალი დარღვევის მიუხედავად, ჯერ არავინ დასჯილა. მისი თქმით, არ არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც სტანდარტების დაცვას გააკონტროლებს.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილებაში ამტკიცებენ, რომ ბოლოდროინდელ მშენებლობებში ყველა სტანდარტი დაცულია. არსებული შენობების უმრავლესობა კი სათანადოდ კეთილმოწყობილი არ არის, რადგანაც 1995 წლამდე შესაბამისი ნორმების დაცვა სავალდებულო არ იყო.
„ინვალიდთა ლიგის“ თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე ყვება, რომ ორგანიზაციის ერთ- ერთი თანამშრომლის სახლში არათუ სპეციალური ინფრასტრუქტურა, ლიფტიც კი არ არის. ამის გამო, საკუთარი ხარჯებით უწევს ადამიანის დაქირავება, რომელიც გადაადგილებაში დაეხმარება. ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების უფროსის, თინათინ შელიას თქმით, იმ შენობების სია, სადაც ეტლით მოსარგებლე პირები ცხოვრობენ, არ არსებობს. თუმცა, თუ ასეთი შენობის საბინაო ამხანაგობა განაცხადს შეიტანს, მერია მათ მოთხოვნას უპირველესად დააკმაყოფილებს.
გზებსა და გადასასვლელებზე სიტუაცია არანაკლებ მძიმეა. შელიას ცნობით, ინვალიდობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული თბილისში სულ რამდენიმე ქუჩა თუ გამზირია, მათ შორის ყაზბეგისა და თამარაშვილის. თუმცა, იონათამიშვილის თქმით, რომ ნორმები ყაზბეგის გამზირზეც კი არ არის სრულად დაცული. მაგალითად, სუპერმარკეტ „კონტინენტალთან“ მდებარე პანდუსით სარგებლობა შეუძლებელია, რადგანაც ტროტუარზე ჯიხურია. მისივე ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მანქანების პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილებს ხშირად სხვები იკავებენ.
იონათამიშვილის აზრით, უმეტესწილად უსარგებლოა მიწისქვეშა გადასასვლელებში დაყენებული პანდუსებიც. მისი თქმით, „პანდუსები დაყენდა არა მათთვის, ვინც უნდა გამოიყენოს, არამედ მათთვის, ვინც ამ ადამიანებს ატარებს“. მათი მეშვეობით გადასასვლელში ჩასვლა და, მით უმეტეს, ამოსვლა, დამოუკიდებლად შეუძლებელია, მაგრამ სხვისი დახმარებითაც ძალიან რთულია.
ქალაქში პრობლემისადმი ზედაპირული დამოკიდებულების არაერთი ილუსტრაცია არსებობს. მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან მდებარე გადასასვლელში პანდუსი ქუჩის მხოლოდ ერთ მხარეზეა დამონტაჟებული. გადასასვლელში ეტლით ჩასული ადამიანი იძულებული იქნება იმავე მხარეს ამოვიდეს.
ეტლით მოსარგებლეთათვის შვება არც წელს გამოჩენილ მიწისზედა გადასასვლელებს მოუტანია. შელიას ცნობით, მომავალში ამგვარ გადასასვლელებთან სპეციალური ლიფტების დამონტაჟება იგეგმება. თუმცა, ვადებს ის ვერ აკონკრეტებს.
„გადასასვლელ ხიდებზე ლიფტის დამონტაჟება ბევრ პრობლემას მოხსნის, მაგრამ უპირველესად ამ ლიფტამდე მისასვლელი გზის ადაპტირება უნდა მოხდეს“, ამბობს იონათამიშვილი. მისასვლელად კი, ტროტუარის გარდა, საჭიროა კეთილმოწყობილი ტრანსპორტიც. „როდესაც სახლიდან გამოვდივარ და არ მაქვს არჩევანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვისარგებლო თუ ტაქსით, მაშინ ვაწყდები პრობლემებს“.
თბილისის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ორმოცი ავტობუსი გამოყო. შელიას თქმით, ამ ავტობუსებზე დამონტაჟებულია მოძრავი პანდუსი, ხოლო უკანა სავარძლები გაუქმებულია. თუმცა, „ინვალიდთა ლიგაში“ ამბობენ, რომ სპეციალური ტრანსპორტის არსებობას ქალაქში ვერ ამჩნევენ. მათთვის უცნობია სპეციალური ავტობუსების მარშრუტებიც და განმასხვავებელი ნიშნებიც. ძნელაძის თქმით, მერიას მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მოწოდების თხოვნით მიმართა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
იონათამიშვილი ყვება, რომ პანდუსიანი ავტობუსით თავადაც უსარგებლია. მისი აზრით, ავტობუსი იმდენად ცუდად არის ადაპტირებული, რომ ინვალიდობის მქონე ადამიანებისთვის თითქმის გამოუსადეგარია. „მგზავრობა ვინმეს დახმარების გარეშე შეუძლებელია. პანდუსი ძალინ დახრილია, სალონში პირდაპირ ვერ შეხვალ, რადგან საფეხური რჩება გადასალახავი. ამორტიზატორებთან ძალიან ახლოს ხარ და ამიტომ წელის ტკივილს გრძნობ. დანარჩენები პლატფორმაზე არიან, რაც აგრეთვე დამთრგუნველია“ - ამბობს იგი. ამავდროულად, საერთოდ არ არის ადაპტირებული თბილისის მეტროპოლიტენი.
მგზავრობასთან დაკავშირებული დისკომფორტის ატანას ეტლით მოსარგებლეთათვის მეტი აზრი ექნებოდა, საჯარო დაწესებულებები მათ მისაღებად მზად რომ ყოფილიყო. მაგრამ, იონათამიშვილის თქმით, იმ ერთეულოვან შენობებშიც კი, რომლებიც ერთი შეხედვით ადაპტირებულია, გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ხშირად პრობლემის მოგვარების ილუზიას მხოლოდ შესასვლელის ან პირველი სართულის ადაპტირებით ქმნიან. ზოგჯერ კი ბარგის გადასატანად განკუთვნილ ჩაშენებას უწოდებენ პანდუსს. არადა, მისი საშუალებით ეტლით გადაადგილება დამოუკიდებლად კი არა, სხვისი დახმერებითაც შეუძლებელია. გამონაკლისებიდან იონათამაშვილი სასტუმროებს „რედისონსა“ და „მერიოტს“ იხსენებს. მისივე თქმით, ადაპტირებულია ვერისა და ცხრა აპრილის დასასვენებელი პარკები. რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, იონათამიშვილის ცნობით, დღემდე მხოლოდ ათი სკოლაა ადაპტირებული. ათივეს კეთილმოწყობა 2008 წელს ნორვეგიის მთავრობის დახმარებით მოხერხდა.
„ინვალიდთა ლიგის“ თავჯდომარის ცნობით, თბილისში რამდენიმე ადაპტირებული ეკლესიაც არსებობს. მათ შორისაა სამებაც, მაგრამ მასში შესვლა ეტლით მოსარგებლეთათვის მხოლოდ გვერდითა კარიდანაა შესაძლებელი. ძნელაძე ყვება, რომ გვერდითა კარი ყოველთვის ღია არ არის და საჭირო ხდება ეკლესიის მსახურის მოხმობა. „ამაყი ვიქნებოდი, თუ ქართული ეკლესია მთლიანად საზოგადოებას და სახელმწიფოს მისცემდა ინვალიდობის მქონე პირებზე ზრუნვის მაგალითს“, დასძენს იონათამიშვილი.
2008 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის“ შესახებ. კონცეფციაში თავი მოუყარეს არსებულ პრობლემებს, რის საფუძველზეც გამოიკვეთა ინვალიდობის სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტები. 2009 წლის დეკემბერში მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს სამწლიანი სამოქმედო გეგმა და საკოორდინაციო საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება. იონათამიშვილი სამომავლო იმედებს სწორედ საბჭოს უკავშირებს. მისი აზრით, ამგვარი ორგანო უფრო ადრე რომ დაარსებულიყო, მრავალი პროექტი ბევრად ხარისხიანად განხორციელდებოდა. თუმცა, საბჭო დღემდე არ შეკრებილა.
![]() |
19 წყალს ისევ სახელმწიფო გველეშაპი დარაჯობს |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
კომუნალური მეურნეობა
საქართველო ერთ სულ მოსახლეზე წყლის რესურსებით ევროპული ქვეყნების უმრავლესობას უსწრებს. ამის მიუხედავად, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. გამონაკლისი არც დედაქალაქია. თბილისის არაერთი უბნის მცხოვრებლებისთვის ტაშტებით წყლის მომარაგება კვლავ ჩვეული პროცედურაა.
2005 წელს თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანიისთვის, თბილწყალკანალისთვის, ტენდერით შეირჩა პარტნიორი - ფრანგული ჯენერალ დეზო. ფრანგებთან დადებული ხელშეკრულება სამ წელიწადში მუდმივი წყალმომარაგების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. თუმცა, პროექტში მსოფლიო ბანკიც იყო ჩართული, რაც სახელმწიფოს დამატებითი საკრედიტო ვალდებულებების აღებას აიძულებდა. ორიოდე თვეში ხელშეკრულება გაუქმდა. მაშინდელმა მერმა ჭიაბერაშვილმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სახელმწიფოს უკვე დამოუკიდებლად შეეძლო პროექტის დაფინანსება. 2009 წლიდან სახელმწიფოს კუთვნილებაში დარჩენილ თბილწყალკანალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსი ეწოდა.
დღეს, ტენდერის გაუქმებიდან ხუთ წელიწადში, წყალმომარაგების გრაფიკი თბილისის მოსახლეობის 14%25-ზე ვრცელდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსის ინფორმაციით, 2008 წელს ეს მაჩვენებელი 20%25-ს შეადგენდა. გრაფიკი სამნაირია - 8, 6 და 4-საათიანი. კომპანიის პრესცენტრის ხელმძღვანელი ნათია ჩოლოყაშვილი განმარტავს, რომ მომარაგების წყვეტას დაზიანებული მილები, სამარაგო რეზერვუარებისა თუ სატუმბი სადგურების არასაკმარისი სიმძლავრე და რაოდენობა იწვევს.
კომპანიაში ამბობენ, რომ 1980-იანი წლებიდან ბოლო პერიოდამდე წყალსადენისა და წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელების რეაბილიტაცია „ძალიან იყო შენელებული“. სისტემა ავარიულ რეჟიმში მუშაობდა. თბილწყალკანალის ფუნქცია დაზიანებების დროებითი შეკეთებითა და მწყობრიდან გამოსული მონაკვეთების შეცვლით შემოიფარგლებოდა.
სულ თბილისში 3600 კილომეტრი წყალსადენი და 1600 კილომეტრი საკანალიზაციო მილია. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2008 წლიდან 80 კილომეტრი მილი შეცვალეს. „ჩატარებული სამუშაოების შედეგია, რომ ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონების გარკვეული უბნები და ქუჩები დღეს უწყვეტად მარაგდება“, - ამბობს ჩოლოყაშვილი. ამჟამად, დედაქალაქის განვითარების გეგმის მიხედვით, ხორციელდება პროექტი „თბილისის ქუჩების კაპიტალური შეკეთება და კომუნიკაციების რეაბილიტაცია“. მის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსი სარეაბილიტაციო სამუშაოებს 100-მდე ქუჩაზე განახორციელებს. აპრილის ბოლოსთვის გამოიცვლება კიდევ 70 კმ სიგრძის მილი.
ჩოლოყაშვილის თქმით, რეზერვუარებში არსებული წყალი საკმარისი იქნებოდა, რომ არა მილების სიძველე და მოსახლეობის მიერ წყლის უაზროდ ხარჯვა. ამ ორი მიზეზით, საშუალო თბილისელზე დღე-ღამეში 800 ლიტრი წყალი იხარჯება. მისივე ცნობით, ევროკავშირის ქალაქებში ეს მაჩვენებელი, სულ ცოტა, ოთხჯერ მცირეა.
კომპანიაში იმასაც აღნიშნავენ, რომ გრაფიკზე მყოფი მომხმარებელი ბევრად მეტს მოიხმარს, ვიდრე ის, რომელსაც წყალი უწყვეტად მიეწოდება. გრაფიკის პირობებში ოჯახი ცდილობს, დიდი ოდენობით მოიმარაგოს წყალი, შემდეგ კი უწევს მისი გადაღვრა.
„ყოველწლიურად თბილისს 550 მილიონი კუბური მეტრი წყალი მიეწოდება, რითაც მასზე ხუთჯერ დიდი ქალაქებიც კი კმაყოფილდებიან“, - აცხადებს ჩოლოყაშვილი. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსის გათვლებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 2015 წლისთვის ქალაქს მხოლოდ 177 მილიონი ტონა წყალი დასჭირდება, რაც ტარიფის დაწევასაც გამოიწვევს.
მიუხედავად იმისა, საკმარისია თუ არა მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი, მაღალი უბნებისთვის პრობლემად რჩება სატუმბი სადგურების სიმძლავრეც. ჩოლოყაშვილის ცნობით, მიმდინარე პროგრამა ამ სადგურების განახლებასა და დამატებასაც ითვალისწინებს. დღეს თბილისში 30 სატუმბი სადგური და 150-მდე საქაჩია. ამჟამად კომპანიაში მუშაობენ იმის დადგენაზე, თუ რამდენი ობიექტის დამატება გახდება საჭირო.
____________________
გაეროს შარშანდელი მონაცემებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 370 კუბური მეტრი წყალი იხარჯება. შედარებისთვის, ლიტვაში ეს მაჩვენებელი 80 კუბური მეტრია, გერმანიაში კი - 130. არსებობს ისეთი ქვეყნებიც, სადაც ხარჯვა გაცილებით უყაირათოა. მაგალითად, პორტუგალიაში მაჩვენებელი ქართულს თითქმის სამჯერ აღემატება. ეს რიცხვები ყველანაირ, მათ შორის, სამრეწველო მიზნებით გამოყენებულ რესურსებს მოიცავს.
![]() |
20 დეცენტრალიზაცია: ერთი ნაბიჯი წინ, ორი - უკან |
▲ზევით დაბრუნება |
სიმონ ჯანაშია|სვეტი
სკოლა
დეცენტრალიზაცია ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. აქ სკოლაში ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობის ზრდა იგულისხმება, სახელმწიფოს (ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება) როლის შემცირების ხარჯზე. დეცენტრალიზაცია ეხება სისტემის ფინანსურ მართვას, ადმინისტრირებასა და სასწავლო პროცესის რეგულირებას. რატომ არის მნიშვნელოვანი სისტემის დეცენტრალიზაცია და როგორი მდგომარეობაა დღეს ამ მიმართულებით?
დეცენტრალიზაციის პირობებში სკოლის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები უფრო ეფექტური, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულია. სისტემა უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალეა, გადაწყვეტილებაში ჩართული ადამიანები მეტად კმაყოფილნი არიან. რაც ნაკლები ბიუროკრატიული რგოლი მონაწილეობს, მით სწრაფია მართვის პროცესი.
2004 წლამდე ფუნქციონირებდა სისტემა, სადაც სკოლა ხელისუფლებისგან ელოდა გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ რამდენი მასწავლებელი უნდა დასაქმდეს, რამდენი მერხი შეკეთდეს, რამდენი საკონტროლო ჩატარდეს, როგორ ეცვათ მოსწავლეებს და რამდენჯერ წავიდნენ ექსკურსიაზე, რა წიგნებით შეივსოს ბიბლიოთეკა, რამდენი ცარცი, წყალი და ელექტროენერგია დაიხარჯოს, რა ფერის იყოს სკოლის ინტერიერი და როგორი იყოს ბუფეტის მენიუ. მართვის ამგვარი სისტემა სკოლაში პრობლემების გადაჭრის სურვილის დაკარგვას ან შემოვლითი, გაუმჭვირვალე, კორუფციული გზების ძებნას უწყობდა ხელს. სკოლაში დროულად რომ გამოცვლილიყო ნათურა, ხელისუფლების გადაწყვეტილების ლოდინის ნაცვლად, აგროვებდნენ ფულს. რადგან სკოლა სრულფასოვანი დაწესებულება არ იყო, მას არ ჰქონდა საკუთარი საბანკო ანგარიში. ამიტომაც ანგარიში იხსნებოდა კერძო პირის ან სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელზე. ეს იწვევდა მშობლების უნდობლობას, არამიზნობრივ ხარჯვას და სკოლის ავტორიტეტის შელახვას.
რესურსების მართვის გარდა, დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელებისთვისაც. მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა გაკვეთილების ცხრილი, სასწავლო საათების რაოდენობა, შეფასების ინტენსივობა ან დასწრების უზრუნველყოფა, სკოლის დონეზე გადაწყდეს, რადგან სკოლების საჭიროებანი ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგიერთ სკოლაში სულ ოციოდე მოსწავლე სწავლობს, ზოგში კი - ათასზე მეტი. ზოგი სკოლის თემი ჩართულია სასოფლო- სამეურნეო საქმიანობაში. ზოგ სკოლაში შედარებით მეტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეა, ზოგან მოსწავლეების დიდ ნაწილს მშობლები საზღვარგარეთ ჰყავს. ზოგ სკოლაში ტრადიციულად გაძლიერებულად ისწავლებოდა რაიმე მიმართულება.
წინა წლებში, თვითმმართველობის როლის ზრდასთან ერთად, შეიქმნა ანგარიშვალდებულებათა ახალი სისტემა. ადრე სკოლის დირექტორი საკუთარი დამქირავებლის, სახელმწიფოს წინაშე იყო პასუხისმგებელი. ახლა ის სასკოლო თემის წინაშეც არის ანგარიშვალდებული. დირექტორს სკოლა ირჩევს და მისი წარმატებაც ამომრჩევლების, მასწავლებლებისა და მშობლების შეფასებაზეა დამოკიდებული. ისინი ირჩევენ სამეურვეო საბჭოებსაც, რომლებიც, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტასთან ერთად, სკოლის ბიუჯეტის შედგენაში უნდა მონაწილეობდნენ. სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს პედაგოგიური საბჭოები უნდა იღებდნენ. ამ სისტემის დანერგვა 2005 წლიდან დაიწყო და, წესით, ახლაც უნდა გრძელდებოდეს.
დეცენტრალიზებული სისტემის დანერგვა დღეს მნიშვნელოვნად ფერხდება. ეს თვალსაჩინოა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით. სკოლის დირექტორების არჩევნები 2007 წელს დაიწყო. ჩატარდა არჩევნების პირველი ეტაპი. სამეურვეო საბჭოებმა საქართველოს სკოლების თითქმის ნახევარში ახალი დირექტორები დაიქირავეს. ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უკვე მესამე წელია, რაც ეს პროცესი წინ არ წაწეულა. ამ პერიოდში არჩეული დირექტორების ნაწილმა თავისით დატოვა თანამდებობა, ნაწილი კი სამინისტრომ დაითხოვა. შედეგად სკოლების უმეტესობას მართავს არა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი, არამედ ცენტრალიზებულად დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
სამეურვეო საბჭოებს ძირითადი მოვალეობების განსახორციელებლად სათანადო პირობები არ აქვთ. ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი სკოლების დაფინანსების მოცულობაა. საქართველოს სკოლების უმეტესობაში ვაუჩერული დაფინანსება გამართულად არ ფუნქციონირებს. ამ სკოლებს არ ჰყოფნით მოსწავლეების რაოდენობით განსაზღვრული თანხა და იძულებულნი ხდებიან, სამინისტროს სთხოვონ დაფინანსების გაზრდა. ეს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების ცენტრალიზებას იწვევს. სკოლას არ რჩება განვითარებისთვის საჭირო თავისუფალი თანხა, რომლის გამოყენების გზების შესახებ სამეურვეო საბჭომ უნდა იმსჯელოს. სამეურვეო საბჭოების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია - სკოლის განვითარებაზე ზრუნვა - ფინანსური მხარდაჭერის გარეშეა დარჩენილი.
დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობის მხრივ უარყოფითია ისიც, რომ 2009 წლიდან სამინისტრო სულ უფრო მეტად მონაწილეობს სკოლის დონეზე გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ დროიდან სამინისტრო სამეურვეო საბჭოში თავის წარმომადგენელს ნიშნავს. შედეგად, სამინისტრომ დაკარგა დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქცია.
სკოლების უმეტესობას მართავს არა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი, არამედ ცენტრალიზებულად დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
შარშან სახელმძღვანელოების არჩევა სკოლის პასუხისმგებლობა იყო, სახელმწიფოს კი მხოლოდ სახელმძღვანელოების შეფასების ფუნქცია ჰქონდა. წელს პროცესი ხელახალი ცენტრალიზაციის მიმართულებით წარიმართა. სახელმწიფო, ისევე როგორც მანამდე, დასაშვები სახელმძღვანელოების სიას ზღუდავს. სკოლა დამოუკიდებლად ვეღარ ადგენს, რომელი სახელმძღვანელოა საკმარისად ხარისხიანი - საბჭო მხოლოდ ცენტრალიზებულად მოწონებული სახელმძღვანელოებიდან ირჩევს.
ცენტრალიზებული მიდგომის მაგალითია ისიც, რომ სკოლის წარმომადგენლებს ინტერვიუების მიცემის წინ სამინისტროსთან შეთანხმება ურჩიეს. ამგვარ მიდგომაზე ის შეზღუდვებიც მეტყველებს, რომლებიც მასწავლებელთან კონტრაქტის გაუქმებას ართულებს. ეს განათლების ხარისხზე დირექტორების პასუხისმგებლობასაც ამცირებს. კიდევ ერთი მაგალითია სამინისტროს მიერ სკოლებისთვის სპეციალური სტატუსის „აღდგენის“ ინიციატივაც (ფიზიკა-მათემატიკური, სახელოვნებო და სხვა). სინამდვილეში, მოქმედი კანონმდებლობით, რაიმე მიმართულებით სასწავლო პროცესის გაძლიერება ნებისმიერ სკოლას შეუძლია თავად ამ სკოლის გადაწყვეტილებით.
ცენტრალიზაციის ტენდენცია უარყოფითად იმოქმედებს სისტემის განვითარებასა და სისტემაში ჩართული ადამიანების კმაყოფილებაზე. სკოლებში მომუშავე ადამიანებს უმცირდებათ პასუხისმგებლობა, რადგან მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს სახელმწიფო იღებს. ცენტრალიზაციის პირობებში, ყოველდღიური საქმიანობის შენელების გარდა, სიახლეების დანერგვაც ფერხდება. პროფესიულ განვითარებაზე, შემოქმედებით მიდგომებზე ორიენტირებულ ადამიანებს მოტივაცია უმცირდებათ, რადგან ნაკლები გავლენა აქვთ პროცესებზე. სხვებს კი, პასუხისმგებლობის ჩამორთმევით, საუკეთესო საშუალება ეძლევათ, საკუთარი წარუმატებლობაც სახელმწიფოს გადააბრალონ. სახელმწიფოს გაზრდილი პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად საჯარო მოხელეების რაოდენობის ზრდა სჭირდება. ეს კი საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ფინანსები, რომელიც მოსწავლეს სკოლაში უნდა მიჰყვებოდეს და იქ იხარჯებოდეს, ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციონირებას ხმარდება.
![]() |
21 ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
მაფიამ ეკლესიის წინამძღვრის სახლი დაცხრილა
სამხრეთ იტალიურ ქალაქ სანტ-ონოფრიოში ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვრის სახლი მას შემდეგ დაცხრილეს, რაც გაირკვა, რომ მაფიის წევრებს სააღდგომო მსვლელობაში გამორჩეული როლი არ ექნებოდათ. პოლიცია ვარაუდობს, რომ, შურისძიების მოტივით, ცეცხლი მოძრავი ავტომანქანიდან ადგილობრივი მაფიის - ნდრანგეტას წარმომადგენლებმა გახსნეს.
აფრუნტატა, სააღდგომო მსვლელობა, რომელიც მრავალ იტალიურ ქალაქში ყოველწლიურად იმართება, ბიბლიური სცენების სიმბოლური დადგმაა. მსვლელობის პრივილეგირებული მონაწილეები მხრების სიმაღლეზე ატარებენ ბიბლიური პერსონაჟების ქანდაკებებს. სანტ-ონოფრიოსა და სხვა სამხრეთიტალიურ ქალაქებში ეს პრივილეგია წლების მანძილზე მაფიას ჰქონდა. სააღდგომოდ მაფიოზები ეკლესიას ფულს სწირავდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა კი, კენჭისყრის გზით, მათ ქანდაკებების ტარების უფლებას ანიჭებდა.
წელს პირველად, ეპისკოპოს ლუიჯი რენცოს გადაწყვეტილებით, როლები სააღდგომო მსვლელობაში წილისყრით განაწილდა. რენცო წერს, რომ არის ქალაქები, სადაც რელიგიური დღესასწაულისთვის 100 000 ევროზე მეტი დაიხარჯა და „არ შეიძლება უგულებელვყოთ, რომ ეს ფული მაფიამ გაიღო, რაც მიუღებელია“.
სანტ-ონოფრიოში, წილისყრის შედეგად, სასურველი როლი მაფიის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ მიიღო. მღვდელ-მსახურის სახლის დაცხრილვის შემდეგ მსვლელობა „სულიერი და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით“ გადადეს. შარშან დადგინდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას კრიმინალური დაჯგუფებები აკონტროლებდნენ, რის შემდეგაც ქალაქი ცენტრალური ხელისუფლების უშუალო დაქვემდებარებაშია.
ძებნილი ნარკობარონის ინტერვიუ მედია- სკანდალს იწვევს
წინა კვირას მექსიკური ჟურნალის - პროცესოს - ფურცლები ერთ-ერთი კარტელის მეთაურს ისმაელ ზამბადას დაეთმო. მექსიკელი სამართალდამცავები ზამბადას მკვლელობების სერიას უკავშირებენ. მისი ადგილმდებარეობის გამხელისთვის ჯილდოდ დაწესებულია 2.3 მილიონი აშშ დოლარი.
ბრიტანული გარდიანის შეფასებით, პროცესოში გამოქვეყნებული ინტერვიუ „ვრცელი და კრიტიკულობას მოკლებულია“. გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჟურნალის დამაარსებელი, ხულიო შერერი, ზამბადასთან ერთად პოზირებს. მეტიც, ნარკობარონს შერერისთვის მეგობრულად აქვს ხელი გადახვეული.
პუბლიკაციას მხოლოდ ჟურნალისტურ ეთიკასთან დაკავშირებული განხილვები არ გამოუწვევია. ლოს-ანჯელეს თაიმსის ცნობით, მექსიკაში გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება ნარკობარონის დაკავებას რეალურად არ ცდილობს. თავად ზამბადა ინტერვიუში ამტკიცებს, რომ უკვე არაერთხელ გაექცა სამართალდამცავებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, დაიჭერენ თუ არა, ხელისუფლების ანტინარკოტისაზოგადოება კული ბრძოლა წაგებულია, რადგან ყველაფერს, რაც ნარკოტიკებს უკავშირდება, „საზოგადოებაში ისევე ღრმად აქვს გადგმული ფესვები, როგორც კორუფციას“. ნარკობარონის ვაჟი, ხესუს-ვისენტე ზამბადა-ნიებლა, ამჟამად ჩიკაგოში ელის განაჩენს დიდი ოდენობით ჰეროინისა და კოკაინის გავრცელების ბრალდებით.
ჩინელ სვინგერებს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრებათ
ოთხშაბათს, უზნეობის ბრალდებით, ჩინური სასამართლოს წინაშე წარსდგა 14 კაცი და 8 ქალი. ბრალდებულებს შორის უნივერსიტეტის პროფესორი, კომპანიების ხელმძღვანელები და მაღაზიების თანამშრომლები არიან. ყველა მათგანს ხუთ წლამდე პატიმრობა ელის.
მათემატიკის 53 წლის პროფესორი მა ქსიოჰაი მთავარ ორგანიზატორად სახელდება. პოლიციის ცნობით, სვინგერების 22 შეკრებიდან 18 სწორედ მან მოაწყო, აქედან 14 - საკუთარ სახლში. თავად პროფესორის განცხადებით, შეკრებების ორგანიზება დაკავებამდე სამი თვით ადრე შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე უმცროსი ქალისგან უარი მიიღო.
გამოძიების ცნობით, მა ქსიოჰაის შექმნილი ჰქონდა „პარტნიორების გაცვლით“ დაინტერესებულთა ინტერნეტჯგუფი, რომელშიც 200-მდე ადამიანი გაწევრიანდა. ქსიოჰაი თავის ქმედებებს მეორე ცოლთან განქორწინების შემდგომი დეპრესიით ხსნის. მისი თქმით, „თუ ქორწინება წყლით სავსე ჯამივითაა, რომელიც უნდა დაილიოს, პარტნიორების გაცვლა ტკბილი ღვინის სმას ჰგავს“. ქსიოჰაი მიიჩნევს, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია, რადგან „არ ყოფილა დაძალება და ორგანიზება“ - ყველა საკუთარი ნებით მოქმედებდა.
ჩინური მედიის ცნობით, მსგავსი ბრალდებებით გასამართლების ბოლო შემთხვევა 20 წლის წინ მოხდა. პროცესმა უკვე გამოიწვია საჯარო დებატები იმის თაობაზე, თუ რამდენად მისაღებია ქვეყანაში მოქმედი სქესობრივი თავისუფლების შემზღუდველი კანონმდებლობა.
![]() |
22 აიფედი - საუკეთესო ელ-წიგნი თუ მარკეტინგი? |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ტექნოლოგია
წინა კვირაში კომპანია ეფლმა თავისი მრავალრიცხოვანი ფანების გულის გასახარად, როგორც იქნა, გასაყიდად გამოიტანა იანვრის ბოლოს ანონსირებული „მაგიური და რევოლუციური” ელექტრონული წიგნი - აიფედი. მართალია, სიახლე ჯერ მხოლოდ ამერიკულ მაღაზიებს შეეხო, მაგრამ პირველივე დღეს 300 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა და გაყიდვების რიცხვი შეუჩერებლად მატულობს. აიფედის ფასი ეფლის საიტზე 499$-დან იწყება.
საქართველოში ეფლის ოფიციალური დილერი ჰა-მაკი უკვე იღებს შეკვეთებს აიფედებზე, რომლებიც ჩვენთან გაყიდვაში აპრილის ბოლოს გამოჩნდება. ჯერჯერობით, შეკვეთების რაოდენობა ორ ასეულს არ აჭარბებს, მაგრამ ქართული ბაზრისთვის ასეთი ციფრიც მაღალი ინტერესის მაჩვენებელია. ჩნდება შეკითხვა, რატომ გამოიწვია აიფედმა ამხელა აჟიოტაჟი, თუკი ელექტრონული წიგნები მის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა?
ბაზარზე დღეს გავრცელებულია ორი ტიპის ელექტრონული წიგნი: ელექტრონულ მელანზე (e-ink) მომუშავე და კომპიუტერის მსგავსი ეკრანით. პირველი ტიპისაა ინტერნეტმაღაზია ამაზონის გაყიდვების ლიდერი - ამაზონ ქინდლი, რომლის ფასიც 259$-დან იწყება. მისი ეკრანი ნაბეჭდი წიგნის შეგრძნებას ქმნის. ჩვეულებრივი ფურცლების მსგავსად, მას არ აქვს საკუთარი გამოსხივება - ქინდლი სინათლის ქვეშ იკითხება და თვალებზეც ისე არ მოქმედებს, როგორც კომპიუტერი, მაგრამ მისი ეკრანი მონოქრომულია ანუ ფერადი გამოსახულების აღბეჭდვა არ შეუძლია. ამაზონ ქინდლი იყიდება 2007 წლიდან.
მეორე ტიპის ელ-წიგნებში აიფედის კონკურენტი სამი თვის წინ გამოშვებული ტაბლეტური კომპიუტერი ეიჩ-პი სლეიტია. მაიკროსოფტისა და ეიჩ-პის (Hewlett Packard) ეს ქმნილება ვინდოუსის სრულფასოვანი ვერსიით არის აღჭურვილი. სლეიტს აქვს ყველა ის ღირსება და ნაკლი, რაც ვინდოუსს ახასიათებს. აიფედისგან განსხვავებით, მასზე შესაძლებელია ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება და ფაილებთან თავისუფლად მუშაობა. უპირატესობას ნაწილობრივ ჩრდილავს ვინდოუსის მოუხერხებლობა ეკრანზე შეხებით მუშაობისთვის; სისტემა სიგნალს ერთდროულად რამდენიმე თითისგან ვერ აღიქვამს. სლეიტის ფასი ამაზონზე 599$-ია.
ეფლმა კონკურენტებისგან განსხვავებული გზა აირჩია - ტაბლეტურ კომპიუტერზე არ დააყენა ჩვეულებრივი კომპიუტერებისთვის განკუთვნილი სისტემა. ამის ნაცვლად, აიფედს მოარგეს აიფონის სისტემა, რომელიც ოპტიმიზებულია ეკსაზოგადოება რანზე შეხებით მუშაობისთვის. აიფონის სისტემისთვის უკვე შექმნილია 170 ათასამდე პროგრამა. ამავდროულად, გამალებული ტემპებით იქმნება ახალი პროგრამული უზრუნველყოფა უშუალოდ აიფედისთვის.
ეფლი არ ღალატობს ბაზარზე დამკვიდრების ტრადიციულ პოლიტიკას. ისევე, როგორც აიფონის პირველ მოდელებს, აიფედსაც აკლია ბევრი გავრცელებული ფუნქცია. კომპანია მყიდველებს „აიძულებს“ შეიძინონ შემდეგი ვერსიები ან დამატებები, რომლებიც საბაზისო ვერსიის სხვადასხვა ნაკლს გამოასწორებენ. მაგალითისთვის, აიფედს არ აქვს კამერა. მასთან ფლეშმეხსიერების შეერთება შეუძლებელია, რაც ინფორმაციის დამატების ერთადერთ მარტივ და ლეგალურ საშუალებად ხდის ეფლსთორს (ეფლის ინტერნეტმაღაზია). ამგვარი მიდგომის მოგებიანობის ერთ-ერთი გარანტი ეფლის ფანების მრავალმილიონიანი არმიაა, რომელიც მზად არის ნებისმიერი პროდუქტი შეისყიდოს, თუკი მასზე ჩაკბეჩილი ვაშლი იქნება გამოსახული.
აიფედის ბედნიერი მფლობელი
![]() |
23 მრევლი ნაჭუჭში |
▲ზევით დაბრუნება |
სვეტი|ლაშა ბუღაძე
საქართველოში ახალი პროფესია გაჩნდა: მრევლი. თავწაკრული ქალები - ღირსი დედები და ფანატიკურად თვალებმოელვარე, ნეტარი თინეიჯერი-გოგონები - თავმომწონედ კეკლუცობენ ტელეეკრანებზე და ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულის მნიშვნელობას განგვიმარტავენ.
თუმცა, სადაა განმარტება, თუთიყუშებივით იმეორებენ ტრადიციულად ეროვნულ-სამორწმუნეო ტექსტებს: „გაერთიანდეს საქართველო...“, „გაბრწყინებულიყოს საქართველო...“, „დაბრუნებულიყვნენ ტერიტორიები...“, „მადლი მოგესხათ...“
ზოგჯერ, არათუ პროფესია, არამედ სახელ-გვარიც კი არა აქვს ტელერესპონდენტს - წერია მხოლოდ „მრევლი“ და სხვა არაფერი.
ფუნქციებს სახელებივით ვირქმევთ და სულ მცირედ უხერხულობასაც არ ვგრძნობთ ამის გამო. რა მნიშვნელობა აქვს, რას წარმოვადგენთ სინამდვილეში - მთავარია, „მრევლი“, „პატრიოტი“, „ინტელექტუალი“, „პოლიტიკოსი“, „ინტელიგენტი“, „ექსპერტი“ და „ჟურნალისტი“ დაგვერქვას.
წინა სვეტებში უწიგნურობაზე ვწერდი, დღეს შევეცდები რელიგიურ გაუნათლებლობაზე დავწერო.
ამ სააღდგომო დღეებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წმინდა ნინო ჯერაც არ შემოსულა საქართველოში. მართალია, „ქრისტიანები“ გვქვია, მაგრამ რეალურად კვლავაც წარმართებად დავრჩით. რელიგიისადმი ჩვენი დამოკიდებულებით ბევრად უფრო ახლოს ვდგავართ არმაზის ღვთაებასთან, ვიდრე იმასთან, რაც, წესით, კაბადოკიელ ნინოს უნდა შემოეტანა ჩვენში.
ჩვენი წარმართულობის დამადასტურებლად ტელეგადაცემა „სამოთხის ვაშლების“ ერთ-ერთი წამყვანის, ნ. ნიჟარაძის შეკითხვები და, მე ვიტყოდი, ინტელექტუალურ- სულიერი მდგომარეობის კონსტატირება- აღწერაც გამოდგება.
გადაცემა, თუ არ ვცდები, სააღდგომო კვირეულს ეძღვნებოდა. გადაცემის სტუმარი კი სასულიერო პირი იყო. მაგრამ რად გინდა! ამ ჩვენმა ჟურნალისტმა (პირდაპირ ეთერში დამრეკავ მაყურებელთან ერთად) ყველაფერი იღონა, რომ ამ ადამიანს სიტყვა არ დასცდენოდა ქრისტიანობაზე, სამაგიეროდ კი მორჩილად ეპასუხა მათ შავ-შავ, კლასიკურად წარმართულ შეკითხვებზე.
ჭეშმარიტად იბერიულ-წარმართული ცეცხლი (გაცს და გაემს რომ მოეწონებოდათ, ისეთი) მას შემდეგ აგიზგიზდა ტელესტუდიაში, რაც ნ. ნიჟარაძემ ჯიუტად მოსთხოვა სასულიერო პირს, რომ მას ერთ ფრიად მნიშვნელოვან თეოლოგიურ კითხვაზე გაეცა პასუხი. კერძოდ: რა უნდა ვუყოთ ნაჭუჭს, რომელიც წითელი კვერცხის გაფცქვნის შედეგად დაგვრჩება, გადავაგდოთ თუ არ გადავაგდოთ?
ვფიქრობ, ნიკეის დიდ საეკლესიო კრებაზეც კი არ დასმულა ამგვარი მრავალმნიშვნელოვანი შეკითხვა.
თურმე, ქრისტეს იმიტომ გაუვლია გოლგოთას გზა, რომ იბერიელ ჟურნალისტს კვერცხის ნაჭუჭი არ მოესროლა ნაგვის ყუთში!
როგორ მაინტერესებს, რა იდგა ამ შეკითხვის უკან. სწორედ ფსიქო- სულიერი თვალსაზრისით.
რა იფიქრა, რომ თუკი ნაჭუჭს ნაგვის ყუთში ჩააგდებდა, ღმერთი დასჯიდა? განრისხდებოდა და კვერცხის ნაჭუჭების წვიმას მოავლენდა? თუ რაიმე მოწითალო დაავადებას შეჰყრიდა (სააღდგომო კვერცხი ხომ წითელია)? მერე კი, მეორედ მოსვლის ჟამს, ამასაც ჰკითხავდა: რად გადაუძახე ნაჭუჭსა ამას სანაგუე ფილტრში?
მაყურებელმაც გვასახელა იმ დღეს, მარტო ჟურნალისტს კი არ გამოუდია თავი. საბრალო მღვდელს ყველა ერთსა და იმავეს ეკითხებოდა - ვიბანაოთ თუ არა წითელ პარასკევსო?
როგორც ჩანს, ეზარებოდათ ბანაობა (აკი ამიტომაც იქადაგა ამის შესახებ პატრიარქმა) და რაიმე აკრძალვას ითხოვდნენ, რათა მათი ჰიგიენოსკეფსისი (რბილად რომ ვთქვათ) უმაღლესი საღვთო ტაბუთი ყოფილიყო გამართლებულ- დაცული. შევატყვე, სტუმარი- მღვდელიც კი დაითრგუნა ამ შემოტევების შედეგად...
ვიბანაოთ თუ არა? რა ვუყოთ კვერცხის ნაჭუჭებს? გამოვიხეხოთ თუ არა წითელ პარასკევს კბილები? ვიხმაროთ თუ არა საპონი ხელის დაბანისას დიდ ხუთშაბათს? დავიბევებთ თუ არა სასუფეველს, თუკი არ შევჭამთ მაიონეზს მარხვის ბოლო კვირას?
ეჰ, თურმე, რა შორს ყოფილა ჩვენგან კაბადოკიელი განმანათლებელი...
![]() |
24 ხელისუფლება. ხალხი. პიროვნება. |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|რაზა
გია მარიამიძე
პოლიტიკურ კლასში იდეოლოგიური მდგრადობა არ შეინიშნება; ურთიერთგამომრიცხავი პრინციპების „შეთავსება“ ჩვეული პრაქტიკაა. ეს განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტიებად წოდებულ დაჯგუფებებსა და - როგორც თავად მოიხსენიებენ - პოლიტიკაში „წასულ“ ადამიანებს ეხებათ. მაღალია კადრების მოძრაობა ერთი პარტიიდან მეორეში. „პოლიტცხოველების“ გემოვნება ხშირად იცვლება. მათი მსოფლმხედველობა მეტწილად ჩამოუყალიბებელი და ინტუიციურია. ამ ადამიანების დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ სიტუაციურია და არ გამომდინარეობს შინაგანი მრწამსიდან. ჭარბობს უფრო პრიმიტიული - „მე თუ ვიხეირებ“ - მიდგომა.
ამ პრობლემის დაძლევა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან არ გვაქვს სამართლიან კონკურენციაზე დამყარებული საზოგადოება. ყველაფერი სასურველი პირადი, არაფორმალური ურთიერთობის გზით მოიპოვება. საზოგადოების თითოეული სეგმენტი მჭიდროდაა დაკავშირებული სახელისუფლებო ან შედარებით მცირე, ძალაუფლების მაძიებელ ჯგუფებთან. არ არსებობენ ავტონომიურად მოქმედი საზოგადოებრივი ინსტიტუტები. ბიზნესი, კულტურა, სპორტი, შოუბიზნესი, მეცნიერება გადაჯაჭვულია პოლიტიკურ ცენტრებზე და მათი დანამატია. შესაბამისად, ისინიც ჩაბმულნი არიან ხელისუფლების მოპოვება- შენარჩუნების ყოველდღიურ ფერხულში.
შექმნილია მანკიერი გარემო, რის გამოც ელიტაში ცოტაა ნეიტრალური და პირადად დაუინტერესებელი ადამიანი. კამათი არ ბადებს ჭეშმარიტებას, რადგან მოპაექრე მხარეები მხოლოდ ერთმანეთის დამარცხებით არიან დაინტერესებულნი და არა ჭეშმარიტების ძიებით. ორივე მხარეს ჰყავს უპირობო მომხრეები ნებისმიერ გარემოებაში და არ არსებობს მათ შორის მდგარი მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოება, ან თუ არსებობს, ის დრამატულად მცირეა.
საზოგადოება
საზოგადოება, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, ჯერ არ არსებობს. არსებობს სხვადასხვა ინტერესჯგუფი, განსხვავებული გემოვნებით, მაგრამ ამ ჯგუფებს ჯერ არ ძალუძთ მშვიდობიანი თანაცხოვრება; ისინი ჯერ არ შეთანხმებულან საერთო თამაშის წესებზე.
პოლიტიკური და საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარების გზა საერთო საკონკურსო სისტემის დამკვიდრებაა. საჭიროა შემოქმედებითი კავშირების, სპორტული ფედერაციების, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და - სამომავლოდ - უნივერსიტეტების ავტონომიურობა. არსებობს საფრთხე, რომ განთავისუფლებულ საზოგადოებრივ სექტორს ფუნდამენტალისტურ-შოვინისტური ძალები დაეპატრონებიან. ამიტომ, სწორედ უნივერსიტეტმა და სკოლამ უნდა გამოზარდოს ადამიანთა კრიტიკული მინიმუმი, რომელსაც სახელმწიფო დაეყრდნობა. ამ მხრივ, სამწუხაროდ, დიდი დრო დაიკარგა და ახლაც იკარგება.
ინდივიდები
საზოგადოების ჩამოუყალიბებლობის მიუხედავად, არსებობენ ცალკეული ინდივიდები, გამოკვეთილი მსოფლმხედველობით. ამ ადამიანებს გავლენა აქვთ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე. მათში განსხვავებული გემოვნება და მისწრაფებები შეინიშნება. გავლენის ხარისხის მხრივ ჭარბობენ ლიბერალური მიდრეკილების ადამიანები. მათი გავლენის პირდაპირი სამიზნეა არა ფართო მასები, არამედ ელიტა.
ბოლო დროს ლიბერალები მემარცხენე და მემარჯვენე ბანაკებად დაიყვნენ. მემარცხენეებისთვის უმთავრესია ადამიანის უფლებები და, ზოგადად, თავისუფლება. მემარჯვენეების აქცენტი კი სახელმწიფო ინტერესებზეა. პოლემიკა ამ ორ მხარეს შორის, ძირითადად, შესაძლებლისა და სასურველის ირგვლივ ტრიალებს. მემარჯვენე ლიბერალები მეტწილად ხელისუფლებას ემხრობიან და შესაძლებელსა და შეუძლებელზე საუბრობენ, მაშინ, როცა მემარცხენეები სასურველს ითხოვენ. თუმცა, კონიუნქტურისაგან არც ერთი მხარე არ არის ბოლომდე თავისუფალი.
თეორია
ბატონმა ნოდიამ კარგად ჩამოაყალიბა კონცეპტუალური განსხვავებები მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის. მე ამ ადამიანების შინაგან მოტივაციაზე ვილაპარაკებ. მემარცხენეობა, პირობითად, „სუსტის” მდგომარეობაა. ამის გამო მემარცხენეები შინაგანად თანაუგრძნობენ სხვის სისუსტეს და ცდილობენ გამოესარჩლონ ნებისმიერ დაჩაგრულსა თუ უპოვარს. სისუსტე არ უნდა გავიგოთ როგორც სიმხდალე, უბრალოდ, მემარცხენეები არ მოიპოვებენ სხვა ზეუპირატესობას არა ჰუმანური ხერხებით.
მემარჯვენე განწყობის ადამიანი არ არის ორიენტირებული საყოველთაო თანასწორობისა და სამართლიანობის იდეებზე, არ თანაუგრძნობს დამარცხებულს და, შესაბამისად, მისთვის სხვა უფლებებია ძვირფასი: იარაღის ტარებისა და შენახვის უფლება, პირადი საკუთრების ხელშეუხებლობა და სხვა. მემარჯვენე არ ემხრობა საზოგადოებრივ სოლიდარობას, სახელმწიფოს მიერ მოქალაქის მაღალი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფას.
მემარცხენისთვის ადამიანის სიცოცხლე უფრო ფასეულია. იგი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადამიანზე.
ორივე მიდგომას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. საქართველოს შემთხვევაში მაღალი სოციალური გარანტიები აუცილებლად გამოიწვევს არა სასურველ კოლექტივიზმს და ხელისუფლების მიერ მოქალაქისგან ლოიალობის ყიდვაში გადაიზრდება. მემარჯვენეობის უარყოფითი მხარე კი სახელმწიფო ინტერესებზე აქცენტის გადატანაა, რაც ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობას გააუფასურებს.
![]() |
25 მსოფლიო ჩემპიონატის თილისმები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
სამხრეთ აფრიკა 2010
ზაკუმი მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის თილისმაა.
ის პატარა ლეოპარდია, სამხრეთ აფრიკის ბინადარი, რომელსაც მწვანე თმა და ოქროსფერი ტყავი მოსავს. აცვია მაისური წარწერით სამხრეთ აფრიკა 2010, სახელის ბოლო ოთხი ასო - კუმი კი ქვეყნის სხვადასხვა დიალექტზე ათს ნიშნავს.
ფიფა- ს ოქროს თასის გათამაშებას თილისმები 1966 წლიდან, ინგლისში გამართული პირველობიდან ამშვენებს. მაშინ ეს პატივი წილად ხვდა ლომის ბოკვერ ვილის, რომელსაც დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებით გაწყობილი მაისური ეცვა.
1970 წელს მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის თილისმა იყო პატარა ბიჭუნა ხუანიტო, რომელსაც მექსიკელთათვის დამახასიათებელი სომბრერო ეხურა, ოთხი წლის შემდეგ კი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ტურნირს ტყუპი ძმები - ტიპი და ტაპი ამშვენებდნენ.
1978 წელს არგენტინაში მსოფლიო ჩემპიონატის თილისმა ნაკრების მაისურში გამოწყობილი ბიჭუნა გაუჩიტო გახლდათ, 1982 წელს, ესპანეთში, ფიფა-ს ოქროს თასის გათამაშებას პირველად მოევლინა უსულო თილისმა - ფორთოხალი ნარანხიტო.
ესპანელთა ტრადიცია ოთხი წლის შემდეგ მექსიკელებმაც გააგრძელეს - კაცუნა-წიწაკა პიკე ტურნირის მშვენებად იქცა, 1990 წელს, იტალიაში, თილისმა სახელმწიფო დროშის ფერებით დამშვენებული და კუბიკებით აგებული ფეხბურთელი ჩაო გახლდათ.
1994 წელს ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თილისმად კვლავ ცოცხალი არსება მოგვევლინა - ძაღლის ლეკვი სტრაიკერი. ოთხი წლის შემდეგ, საფრანგეთში, ის მამალმა ფუტიქსმა შეცვალა.
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის თილისმა კორეა-იაპონიაში ინტერნეტით ჩატარებული გამოკითხვით გამოვლინდა: კოსმოსის ბინადრებმა ატომ, კაზიმ და ნიკმა გაიმარჯვეს. თილისმის ავტორთა თქმით, ატო მწვრთნელი იყო, კაზი და ნიკი კი - ფეხბურთელები.
2006 წელს, გერმანიაში, ბოლო ჩემპიონატის თილისმა გახდა ლომი, სახელად გოლეო.
ისტორიული ფაქტები
...1930 წლის 4 ივლისს ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში თბომავალმა კონტე ვერდემ ჩაუშვა ღუზა. პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე კონტე ვერდეთი იუგოსლავიის, რუმინეთის, ბელგიისა და ბრაზილიის ნაკრებები ჩავიდნენ, ასევე ფიფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი პრეზიდენტ ჟიულ რიმეს ხელმძღვანელობით.
...1938 წელს, მსოფლიოს მესამე ჩემპიონატზე, ფიფა-მ ყველა ნაკრების მგზავრობის ხარჯი დაფარა, გუნდებს კი, დელეგაციის თითოეულ წევრზე, 3 აშშ დოლარი გამოუყო. ამავე ტურნირზე ფიფა-მ პირველად განსაზღვრა გუნდების წევრთა რიცხვი - 22 ფეხბურთელი.
...1950 წელს ინგლისმა პირველად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე - მეორე ტურში გუნდი აშშ-სთან 0:1 დამარცხდა. ლონდონის ერთ-ერთმა გაზეთმა ინგლისელთა მარცხი ვერაფრით ვერ დაიჯერა, ანგარიში დეპეშის ცუდ ხარისხს დააბრალა და მეორე დილით მკითხველს თანამემამულეთა ტრიუმფი ახარა - 10:1.
...1978 წელს არგენტინაში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, იტალიელთა სასტარტო შემადგენლობაში ტურინის იუვენტუსის ერთბაშად 8 ფეხბურთელმა ითამაშა: დინო ძოფმა, კლაუდო ჯენტილემ, გაეტანო შირეამ, ანტონიო კაბრინიმ, რომეო ბენეტიმ, მარკო ტარდელიმ, ფრანკო კაუზიომ და რობერტო ბეტეგამ.
...1990 წელს იტალიელთა მეკარემ ვალტერ ძენგამ ზედიზედ 518 წუთის მანძილზე არ გაუშვა გოლი. ეს ტურნირის რეკორდია. ბრწყინვალე სერია ნახევარფინალში, არგენტინასთან მატჩში შეწყდა - სკუადრა აძურას კლაუდიო კანიჯამ გაუტანა.
ახალი ამბები
...კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ნაკრები 5 ივნისს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მასპინძლებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მანამდე, 29 მაისს, კამერუნელები სლოვაკეთს შეხვდებიან, 1 ივნისს კი - პორტუგალიელებს.
...არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ 1,5 მილიონი დოლარი მოითხოვა სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში მასპინძელთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩის გამართვის სანაცვლოდ.
...სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ბრაზილიაში საწვრთნელი შეკრება დაასრულა. კარლოს ალბერტო პარეირას გუნდმა პარაგვაისთან ფრედ - 1:1 ითამაშა, სანტოსის მეორე გუნდთან კი 1:2 დამარცხდა. აპრილის მიწურულს სამხრეთაფრიკელები გერმანიაში გაივლიან შეკრებას.
...მსოფლიო ჩემპიონის, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ საბოლოო შემადგენლობას - 23 ფეხბურთელს 1 ივნისს დაასახელებს. მწვრთნელის თქმით, შესაძლოა, გუნდს რომას ლიდერი ფრანჩესკო ტოტი დაუბრუნდეს.
![]() |
26 „განსაკუთრებული“ იტალიას ტოვებს |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ბოლონიასთან 3:0 მოგების შემდეგ ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მორიგი მოულოდნელი განცხადება გააკეთა: იტალიაში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე და ინტერს სეზონის ბოლოს დავემშვიდობები, პრიორიტეტად კი ინგლისში ან ესპანეთში მუშაობას ვისახავო.
ინტერი ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურია, შიდა ჩემპიონატშიც სკუდეტოს ზედიზედ მეხუთედ მოგების კარგი შანსი აქვს და „განსაკუთრებული” ანუ მოურინიო ამ დროს ასეთ განცხადებას აკეთებს.
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი თავის მონოლოგს ასე ამთავრებს: „ბედნიერი ვიქნები, თუ უახლოეს მომავალში წინადადებას რეალიდან ან მანჩესტერ იუნაიტედიდან მივიღებ“. ესპანეთში გადასვლის და რეალთან ერთად პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში ჟოზე გახდება პირველი მწვრთნელი, ვინც იტალიის, ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონობას მოახერხებს. მანუელ პელეგრინის ოცნების გუნდის ევროპულ წარუმატებლობას თუ გავიხსენებთ, რეალის ვარიანტი მართლაც რეალურია, იუნაიტედში კი საეჭვოა ფერგიუსონი კიდევ დიდხანს დარჩეს.
აქტუალური გახდა ჟოზეს მანჩესტერ სიტიში ან ლივერპულში დანიშვნაც. თუ ლივერპულის მიმართ სავარაუდო თანხა არ სახელდება, სიტის მფლობელები პორტუგალიელ სპეციალისტს ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობენ. თანხმობის შემთხვევაში, ჟოზეს საბანკო ანგარიში 26 მილიონი ევროთი შეივსება.
ფოტო: REUTERS ©
ჟოზე მოურინიო
მოურინიო არასტანდარტული პიროვნებაა. აქედან გამომდინარე, მთლად ჭორად არ უნდა მივიღოთ ის, რომ მის ერთ- ერთ სავარაუდო დამქირავებლად ვესტ ჰემიც დასახელდეს. გუნდის მფლობელებმა: დევიდ სალივანმა და დევიდ გოულდმა მოურინიოს მთავარი მწვრთნელისა და კლუბის ვიცე- პრეზიდენტის თანამდებობათა შეთავსება შესთავაზეს.
ჟოზეს პასუხიც განსაკუთრებული უნდა იყოს.
კვირის ამბები
ფეხბურთი. ერთწლიანი შესვენების შემდეგ ინგლისის პრემიერლიგას დაუბრუნდა ნიუკასლ იუნაიტედი, რომლიც უკანასკნელად 1927 წელს გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
ჩოგბურთი. ბელგიელმა კიმ კლიისტერსმა მაიამის სუპერტურნირის ფინალში ამერიკელი ვენუს უილიამსი 6:2, 6:1 დაამარცხა და 2005 წლის შემდეგ მეორედ მოიგო ტურნირი.
კალათბურთი. NBA-ს ახლო წარსულის ვარსკვლავები კარლ მელოუნი და სკოტი პიპენი 31აგვისტოს ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზის წევრები გახდებიან. შარშან ეს პატივი მაიკლ ჯორდანს და დევიდ რობინსონს ერგოთ.
კალათბურთი. NBA-ს ვარსკვლავმა კობი ბრაიანტმა ლოს ანჯელეს ლეიკერსთან სამი წლით - 2014 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. ახალი ხელშეკრულებით, 2011-14 წლებში ის 83,5 მილიონ დოლარს მიიღებს.
ჰოკეი. ვაშინგტონ კეპიტალსი NHL-ის რეგულარული სეზონის ჩემპიონი და პრეზიდენტის თასის მფლობელი გახდა. პლეი-ოფის ყველა სერიაში გუნდს საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება.
კალათბურთი. NBA-ს არგენტინელმა ვარსკვლავმა მანუ ჯინობილიმ სან ანტონიო სპურზთან სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. 32 წლის კალათბურთელი ამ პერიოდში 40 მილიონ დოლარს მიიღებს.
ჩოგბურთი. ესპანელმა რაფაელ ნადალმა საათების მწარმოებელ კომპანია Richard Mille-თან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პრო ტურზე ის ოცგრამიანი RM 027 Tourbillion-ით ითამაშებს, რომლის ღირებულება 670 ათასი დოლარია.
ფეხბურთი. ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თუ გუნდი სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის საგზურს არ დაეუფლება, ფეხბურთელებს გვარიანად დაექვითებათ ხელფასი.
მძლეოსნობა. საერთაშორისო ფედერაციამ 19 წლის სამხრეთაფრიკელ კასტერ სემენიას სპეციალური გამოკვლევა ჩაუტარა, დაადგინა, რომ ის ქალია და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ნება დართო. შარშან, აგვისტოში, ბერლინში 800 მეტრზე რბენაში მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სემენიას ტურნირებში მონაწილეობის უფლება შეჩერებული ჰქონდა.
ფეხბურთი. ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი დაახლოებით ორ კვირას ვერ ითამაშებს. 30 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში, ლონდონის არსენალთან 4:1 მოგებულ მატჩში მიიღო ტრავმა.
ჩოგბურთი. ამერიკელმა ენდი როდიკმა მაიამის მასტერსის ფინალში ჩეხი ტომაშ ბერდიხი 7:5, 6:4 დაამარცხა და წლეულს მეორე, კარიერაში კი 29-ე ტიტული მოიგო.
![]() |
27 სან ანტონიო სანიკიძეზე დაფიქრდა |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
სან ანტონიო სპურსმა 1997 წლიდან, ანუ გუნდში ტიმ დანკანის გადასვლიდან მოყოლებული, ყველაზე სუსტი რეგულარული სეზონი ჩაატარა. გუნდი დაბერდა, ახალი ტრანსფერებით (რიჩარდ ჯეფერსონი, ანტონიო მაკდაიესი) კი მოსალოდნელი პროგრესი არ შედგა.
დანკანი დღესაც არაჩვეულებრივ ფორმაშია, მაგრამ ტონი პარკერმა მთელი ჩემპიონატი ტრავმირებული მარჯვენა მაჯით ითამაშა, მანუ ჯინობილი სეზონს სტაბილურად ვეღარ ატარებს, დანკანს კი, ალბათ პირველად მის კარიერაში, არ ჰყოლია ნორმალური ცენტრი, ვინც ტიმს რეგულარულის დროს პლეი-ოფისთვის ენერგიას დააზოგვინებდა.
სპურსის გენერალურმა მენეჯერმა არ. სი. ბუფორდმა ერთ-ერთ ბრიფინგზე მომავალ რეგულარულზეც ისაუბრა და საგანგებოდ აღნიშნა გუნდში ორი ლეგიონერის, ბრაზილიელი ტიაგო სპლიტერის და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ვიქტორ სანიკიძის ჩამოყვანის პერსპექტივა. ტიაგოც და ვიკაც სპურსს ეკუთვნიან. კახა ლაბორალის (ყოფილი ტაუს) ბრაზილიელი ბოლო 4-5 სეზონია ევროპის საუკეთესო მაღლებშია, სანიკიძეს კი, უდიდესი პროგრესის შედეგად, ვირტუსში დიდი სათამაშო დრო ეძლევა.
პლეი-ოფის წინ აკრიფა ფორმა ზაზა ფაჩულიამ. ლეიკერსთან მატჩში ატლანტას ცენტრმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველი ორმაგი დუბლი (10 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა და კონკურენტ ელ ჰორფორდზე სოლიდურად ეთამაშა პო გასოლს. სხვათა შორის, ჰოქსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე ზაზა თითქმის გადასული იყო სპურსში, მაგრამ ოდნავ უკეთესი ხელფასის გამო ატლანტაში დარჩენა გადაწყვიტა.
ვიქტორ სანიკიძე
არსენალი - სამი ლიდერის გარეშე
ლონდონის არსენალს ჩემპიონატის მიწურულს სამი ლიდერი დააკლდა: კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება, რუსი გარემარბი ანდრეი არშავინი სამ კვირაში შეძლებს თამაშს, ფრანგი მცველი უილიამ გალასი კი ჯერ კიდევ ელის ექიმების დასკვნას.
სამივე ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაში, ბარსელონასთან მატჩში დაშავდა.
22 წლის ფაბრეგასს, რომელიც არსენალის კაპიტანია, მუხლი აწუხებს, არშავინს წვივი სტკივა, გალასი კი აქილევსის მყესს უჩივის.
პრემიერლიგის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე არსენალი ჩემპიონატის ლიდერ ჩელსის სამი ქულით ჩამორჩება.
ფოტო: REUTERS ©
სესკ ფაბრეგასი
![]() |
28 ხავინიესტა |
▲ზევით დაბრუნება |
დავით კოვზირიძე|სვეტი
ორ თვეში სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს მეცხრამეტე ჩემპიონატი იწყება. და სანამ ეს მოხდება, სანამ აგარაკებზე დაგვიწყია სირბილი ალუჩა-ბალ-ალუბლებით, ნაყინით და ცივი ლუდით, სანამ კიდევ უფრო გაბუღულა ტოტალიზატორები, მე და ბიძინა ბარათაშვილი რვა ფავორიტს წარმოგიდგენთ: ბრაზილია, არგენტინა, ჰოლანდია, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი. მოდი, ამ უკანასკნელით დავიწყოთ, რადგან ყველაზე დიდი შანსი, გახდეს პირველი, სწორედ მას აქვს.
ესპანეთის ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია და, ბუნებრივია, აფრიკაში სერიოზული ამბიციებით ჩადის. ბუნებრივი იმიტომაა, რომ ესპანელებმა შარშანწინ თითქმის იდეალური ფეხბურთი ითამაშეს. ეს კი, ამ შემთხვევაში, ტიტულზე ბევრად მნიშვნელოვანია - გავიხსენოთ ევრო 2004-ის პროლეტარი, ერთფეროვანი გამარჯვებული საბერძნეთი, რომელიც ორი წლის შემდეგ მსოფლიოზე საერთოდ ვერ მოხვდა.
ამ ფორმაციის ესპანეთს, რომლის არქიტექტორიც ლუის არაგონესია, პრინციპში, ნაკლი საერთოდ არ აქვს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეა. ერთად დავრწმუნდეთ:
შემადგენლობა. ერთმანეთზე უკეთესი ოთხი მეკარე: დიეგო ლოპესი, ვალდესი, რეინა, კასილასი. ასეთი მდიდარი არჩევანი ისეთი დიდი სამეკარეო სკოლის წარმომადგენლებსაც კი არ აქვთ, როგორიც იტალია და გერმანიაა. არ აქვთ და არც ჰქონიათ. დაცვის ცენტრში - შეუდარებელი პუიოლი და პროგრესის განსახიერება პიკე, მარცხნივ - კაპდევილა ან არბელოა, მარჯვნივ კი - სერხიო რამოსი.
დიდი კონკურენციაა თანამედროვე ფეხბურთის ამოსავალ წერტილზე, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე: ავსტრია- შვეიცარიაში გაბრწყინებული ბებერი სენა, ხაბი ალონსო და ახალგაზრდა ბუსკეტსი. მათ გარშემო კი, ორი ადამიანის დიფუზიის წყალობით, სამყარო ტრიალებს: ხავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა, ორი აკადემიკოსი, ორი ინტელექტუალური ხულიგანი, ორი მოლეკულა, რომელთა შერწყმაც გამანადგურებელ ენერგიას გამოიმუშავებს. ძალიან მაგარია ცალკე ხავი, ძალიან მაგარია ცალკე ინიესტა, მაგრამ მათი კოოპერაცია სულ სხვა კალიბრის სანახაობას ქმნის. ამიტომაც შეარქვეს ორს ერთი სახელი - ხავინიესტა.
ბეტონის ზურგის გარდა, ხავინიესტას გრანდიოზულ იდეებს ფრთებიც ესაჭიროება, ნისკარტიც და ესპანეთის ნაკრებში არც ამ მხრივაა პრობლემა - ფაბრეგასი, დავიდ სილვა, ნავასი და მატა ნახევარდაცვაში - მსგავს სუნელებს ნებისმიერი გუნდი ინატრებდა. რაც შეეხება ნისკარტს - ვან ბასტენის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო ცხრა ნომერი ტორესი და პატარა ვილია დიდი საგოლე მუღამებით.
რაც მთავარია, ამ რგოლებს შორის სრული ჰარმონიაა. ბურთი წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ და დიაგონალებზე ისე დაგორავს, რომ მოწინააღმდეგე მასთან შეხებაზე იწყებს ოცნებას და ამ დაჭერობანაში იღლება, ნერვიულობს, გულისრევა ეწყება და შეცდომები მოსდის. ესპანეთთან შეცდომა კი გოლია.
მწვრთნელი. მშვიდი, ბუნჩულა ვისენტე დელ ბოსკე, რომელმაც თავის დროზე რეალის სუპერსტარები მოათვინიერა და ორჯერ ლიგა მოაგებინა. ის მიხვდა, რომ არაგონესმა ბრწყინვალე სისტემა შექმნა და ამ სისტემას არც გაკარებია. ანუ ერთადერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა დაიტოვა - გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადება.
ფსიქოლოგია. ამ კუთხით ესპანელებს ყოველთვის უჭირდათ. კი, ბრწყინვალედ ატარებდნენ საკვალიფიკაციო ციკლებს; დიდ ტურნირებზე, უმეტესად, ძალიან კარგი შემადგენლობით ჩადიოდნენ, თამაშობდნენ ლამაზად, საინტერესოდ, იგებდნენ დიდი ანგარიშებით და უცებ, რაღაც მომენტში, ყველაფერს საკუთარი ხელით (თუ ფეხით) ისროდნენ ნაგვის ყუთში. არაგონესმა კი შეუძლებელი შეძლო, ეს ნაგვის ყუთი მოხუფა და სეიფში შეინახა, სეიფში, რომელიც გარედან არ იღება, მხოლოდ შიგნიდან თუ გასკდება.
არაგონესმა საბჭოური კომპლექსი დაამსხვრია: მანამდე ესპანეთის ნაკრები იყო კატალონიელების, ანდალუზიელების, ბასკების, გალისიელების და სხვათა გაერთიანება (როგორც სსრკ-ს ნაკრები ქართველების, რუსების, უკრაინელების თუ ბელორუსების), 2008 წლიდან მოყოლებული კი ეს ერთი ქვეყნის - ესპანეთის ეროვნული გუნდია. რეალურად და არა ფორმალურად. დელ ბოსკეს წინამორბედმა თავის დროზე გარისკა, ამ კომბინაციას ორი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რაული და გუტი შესწირა და რისკმაც გაამართლა - ახლა დელ ბოსკეზეა დამოკიდებული, გატყდება თუ არა სეიფი შიგნიდან.
P.S. ნახეთ, როგორ გადააფურთხა რუსული არმიის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ინტერის გოლის შემდეგ და მესის მორიგ ბენეფისამდე? 30 წელია ფეხბურთს ვუყურებ და მსგავსი არაფერი მინახავს. არც სლუცკის ფურთხის და არც მესის მსგავსი.
![]() |
29 დაიმლერის აღიარება |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
კორუფცია
გერმანული კომპანია დაიმლერის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ 22 სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მაღალჩინოსნებს ქრთამს უხდიდა. სისხლის სამართლის დევნისგან განთავისუფლებისთვის კომპანია მზადაა 185 მილიონი დოლარის ჯარიმა გადაიხადოს.
ამერიკული კანონმდებლობა კრძალავს არა მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე, არამედ საზღვარგარეთ ჩადენილ კორუფციულ დანაშაულსაც, ბუნებრივია, თუ დანაშაულს ამერიკის მოქალაქე ან ამერიკაში რეგისტრირებული კომპანია სჩადის. დაიმლერი, რომელიც მერსედეს-ბენცის მარკის მსუბუქ და სატვირთო მანქანებს ყიდის, 10 წლის მანძილზე, 1998-დან 2008 წლამდე, არღვევდა აქტს უცხოეთში კორუფციული პრაქტიკის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონმდებლობა, ამერიკის გარდა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს.
უკანონო გარიგებათა ორგანიზებაში კომპანია დაიმლერს გერმანული ექსპორტიორი კომპანია Export and Trade Finance და რუსული Mercedes-Benz Russia ეხმარებოდა. შედეგად, გერმანული კომპანია, ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების მანქანების მიყიდვის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან კონტრაქტების გაფორმებას დაჩქარებული წესით ახერხებდა. მხოლოდ რუსმა ჩინოვნიკებმა ამ ფორმით ბოლო 4 წლის განმავლობაში გერმანული კომპანიისგან 4-დან 6 მილიონ დოლარამდე მიიღეს.
საქმის მასალების მიხედვით, რუსეთის გარდა, დაიმლერმა 10 წელიწადში მოისყიდა ჩინეთის, ეგვიპტის, თურქმენეთის, ერაყის და კიდევ 17 სხვა ქვეყნის სახელმწიფო მოხელეები.
მაგალითად, თურქმენეთის შემთხვევაში, დაიმლერის წარმომადგენლებმა სახელმწიფო შეკვეთის სანაცვლოდ, ადგილობრივ ხელისუფლებას 300 ათასი დოლარის ღირებულების Mercedes-Benz S-კლასის ჯავშნიანი ავტომობილი გადასცეს.
მსგავსი სქემები მუშაობდა სხვა ქვეყნებშიც. ზოგიერთ მათგანში ქრთამის გადახდას დაიმლერის მხრიდან საერთაშორისო ნორმის დარღვევაც მოჰყვა: ერაყის მთავრობის წარმომადგენლების მოსყიდვით, კომპანიამ გაეროს პროგრამა Oil for Food არაფრად ჩააგდო.
ზოგ შემთხვევაში დაიმლერი ყალბ საბანკო ანგარიშებს ყალბი კორპორაციებისთვის ხსნიდა, რომ ტრანზაქციები უფრო გამარტივებულიყო.
დაიმლერის საქმის გამოძიება 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ხნის მანძილზე კომპანიამ ქრთამის გადახდაში ეჭვმიტანილი 45 თანამშრომელი გაათავისუფლა.
შარშან კომპანიამ 2.6 მილიარდი ევრო (3.5 მილიარდი დოლარი) იზარალა.
ვაშინგტონში გამართულმა სასამართლო სხდომამ წელს მას, ჯარიმის სახით, 185 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
ბილაინი და DEEP PURPLE
![]() |
30 სიახლეები |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი|სიახლეები
ბილაინი და DEEP PURPLE
კომპანია ბილაინი თავის 14 აბონენტს ლეგენდარული როკ-ჯგუფის DEEP PURPLE-ის კონცერტზე დასწრების შანსს აძლევს. კონცერტი 25 მაისს ერევანში გაიმართება. გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაგზავნონ სიტყვა YES ნომერზე 5555, რის შემდეგაც ისინი მიიღებენ კითხვებს და სავარაუდო პასუხებს. სწორი პასუხის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს ერთ ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში აბონენტს ქულა არ დააკლდება. „ბილაინის“ გათამაშების გამარჯვებული ყოველ ორშაბათს, 24 მაისის ჩათვლით გამოვლინდება. გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდება ორი ბილეთით, უზრუნველყოფილი იქნება გზის და სასტუმროს ხარჯებითაც. ერთი SMS-ის ღირებულებაა 50 თეთრი, მონაწილეს რეიტინგის გაგება შეუძლია ნომერზე 5555 სიმბოლო T-ს გაგზავნით.
შერატონი ბათუმში
ბათუმში სასტუმრო შერატონმა სტუმრების მიღება დაიწყო. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 202 ნომერია, რომელთაგან 176 სტანდარტული, 2 ნახევრად ლუქსი, 3 საპრეზიდენტო ლუქსი და ერთიც „პენტჰაუსია“. ნომრის საშუალო ღირებულება 160 აშშ დოლარია. კომპლექსში სასტუმრო ნომრების გარდა, განთავსებულია სამორინე, ორი რესტორანი, ათასადგილიანი წვეულებათა დარბაზი, გარე და შიდა საცურაო აუზები, ღამის კლუბი და სპა ცენტრი. 23-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და სამუშაოები თურქულმა კომპანიამ - ნუროლიმ - შეასრულა. პროექტი 40 მლნ. აშშ დოლარი დაჯდა.
კემპინსკი დაგვიანებით
კომპანია დაბი ჯგუფი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასტუმრო კემპინსკის მშენებლობის 32 თვით - 2012 წლის ბოლომდე გადავადებას სთხოვს. 5+ვარსკვლავიანი სასტუმრო იმელის შენობის ბაზაზე შენდება. წინასწარი გათვლებით, იმელის შენობას დაემატება 2 კოშკი, სადაც სავაჭრო ცენტრი და პენტჰაუზები განლაგდება. სასტუმრო კომპლექსში განთავსდება 200 ნომერი, 50 მაღალი კლასის აპარტამენტი, ბარი, 2 რესტორანი, ფიტნეს და სპა კლუბები, საცურაო აუზი, საკონფერენციო და საქმიანი შეხვედრების დარბაზები. ასევე იქნება შოფინგ მოლი ცნობილი ბრენდების ბუტიკებითა და კაფეებით. საპრივატიზაციო ხელშეკრულებით თბილისის ცენტრში 5+ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დაბი ჯგუფმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ამის მიზეზად გლობალური ფინანსური კრიზისი და შარშან ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება დაასახელა. არაბული დაბი ჯგუფი იმელის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწილე 2008 წლის მარტში გახდა. 22 მლნ. აშშ დოლარად კომპანიას მშენებარე სასტუმროს 80%25-იანი წილი ერგო. მანამდე კი, 2006 წელს, ამ აქტივში ბრიტანულ-შვეიცარიულმა კომპანია კაპიტალ ვოსტოკმა 18 მლნ. აშშ დოლარი გადაიხადა. სასტუმროს ბრიტანული არქიტექტურული კომპანია ატკინსი დააპროექტებს. საპროექტო სამუშაოები და მშენებლობის მენეჯმენტი კომპანიას 120 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდება. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო ხელშეკრულების ვადების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
Sky Georgia ცაში
ავიაკომპანია Sky Georgia თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან რეგულარული რეისების შესრულებას 10 მაისიდან დაიწყებს, AN-24 ტიპის თვითმფრინავით. რეისები შესრულდება თბილისი-დნეპროპეტროვსკის, თბილისი-აქტაუს, თბილისი-ბათუმის, ბათუმი-დონეცკის, ბათუმი-ოდესის, ბათუმი-ხარკოვის, თბილისი-თეირანის მიმართულებით. იგეგმება ჩარტერული რეისებიც.
ჯეოსელის ახალი ინიციატივა
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ჯეოსელმა BlackBerry®-ს მომსახურების ტარიფები ინდივიდუალური მომხმარებლებისათვის თვეში 29 ლარამდე, ხოლო კორპორაციულისთვის 45 ლარამდე შეამცირა. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია ულიმიტო ინტერნეტ-ტრაფიკითაც ისარგებლოს. BlackBerry®-ს მომსახურების ტარიფები კორპორაციულ სეგმენტზე თვეში 60 ლარს, ინდივიდუალურზე კი 39 ლარს აღწევდა. ჯეოსელმა ბაზარზე წარმოადგინა BlackBerry®-ს სამი მოდელი, რომელიც ინდივიდულურ მოხმარებელსა და ბიზნესზეა გათვლილი. მოდელების ფასი 549-1000 ლარის ფარგლებშია. სერვისი ჯეოსელმა 2009 წლის 1 სექტემბრიდან დანერგა. ჯეოსელის კონკურენტი მაგთიკომი მომხმარებელს ასევე BlackBerry®-ს სამ მოდელს სთავაზობს, თუმცა ეს სერვისი კომპანიამ შედარებით უფრო გვიან, 2009 წლის ოქტომბრიდან გააქტიურა. კომპანიაში ამჟამად მოქმედი ტარიფები ინდივიდუალურ სეგმენტზე 35 ლარია, კორპორაციულზე კი - 60. BlackBerry®-ს აქვს ყველა ის ფუნქცია, რომელიც ჩვეულებრივ სმარტფონებს და კომპიუტერს აქვს. BlackBerry-ს სერვისი 1997 წელს ამუშავდა. მას მსოფლიოს 150 ქვეყნაში 351 ოპერატორი იყენებს. საქართველო 151-ეა. BlackBerry-ს სერვისს მსოფლიოში 21 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
სააღდგომო ტურების სტატისტიკა
წმინდა მიწაზე საქართველოდან მომლოცველთა რიცხვი წელს საშუალოდ 2-3-ჯერ შემცირდა. ფრეშ თრეველის ინფორმაციით, წელს მათი კომპანიის საშუალებით ისრაელში ორი ჯგუფი - სულ 111 ტურისტი - ჩავიდა. ენ ტურის ცნობით, მათმა ტურისტულმა კომპანიამ, შარშანდელთან შედარებით, წელს ისრაელში 3-ჯერ ნაკლები ტურისტი გაუშვა. ერთ-ერთი ფაქტორი ისიც არის, რომ ისრაელის მიმართულებით სააღდგომო ტურები დაახლოებით 10-20%25-ით გაძვირდა: 4-დღიანი სააღდგომო ტურის ღირებულება საშუალოდ 1100-1200 აშშ დოლარია, ხოლო 7-დღიანი ტურის ფასი 1300 აშშ დოლარიდან 1700 აშშ დოლარამდე მერყეობს. გაძვირების მიზეზი მართლმადიდებლური და კათოლიკური აღდგომის თარიღის თანხვედრა და მსოფლიოს მასშტაბით ტურებზე მოთხოვნილების ზრდა გახდა.
ფიფქიანი სატელეფონო ნომრები
ვან სმართ სთარ ჯორჯია მომხმარებელს ოთხნიშნა ფიფქიან ნომრებს 2008 წლის ზაფხულიდან სთავაზობს. მომსახურებით ამჟამად უკვე 50-მდე კომპანია სარგებლობს, მათ შორის, ბანკი რესპუბლიკა, თიბისი ბანკი და პროკრედიტ ბანკი. ასევე, ტაქსის და სამედიცინო კომპანიები, კინოთეატრები ამირანი და რუსთაველი. ვან სმართ სთარი პატენტით დაცული სატელეკომუნიკაციო მომსახურებაა, რომელიც უკვე 54 ქვეყანაში დაინერგა. ისრაელში დაფუძნებული კომპანიის - ვან სმართ სთარის - წარმომადგენელი საქართველოში გივი ორდენიძე ამბობს, რომ ოთხნიშნა ფიფქიან სატელეფონო ნომრებზე მოთხოვნა მას შემდეგ უფრო გაიზრდება, რაც ექვსნიშნა ფიქსირებული ნომრები საქართველოში შვიდნიშნა გახდება. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ნუმერაციის ახალ სისტემაზე 2011 წლისთვის გადავლენ.
![]() |
31 ქვაბში აჟღერებული სიმფონია |
▲ზევით დაბრუნება |
ვახო ბაბუნაშვილი|სვეტი
„ნამდვილი კერძი პირველი ლუკმიდან არ იწყება, არც თეფშზე დადების მომენტში, არც ქვაბში და არც ცეცხლის ანთებიდან. ის ოცნებაში ჩნდება და აქედან იწყებს მოგზაურობას“. გრიგოლ ქონდრისკაცი; „ურბანოიდოლოგია - წიგნი პირველი“.
2 კილო ბატკნის ხორცი (ნეკნები, უკანა ფეხი); 15 კონა ტარხუნა ; 3 კონა მწვანე ხახვი; 2 კონა ქინძი; 300 გ. ტყემლის ნაყოფი (ყვითელი); 2 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო. სურვილისამებრ: ახალი ნივრის 2-3 ღერო; 100 გ. მჟავე წიწაკა (მწნილი) და მარილი; 1 ლიმონი.
გარეცხილი ხორცი დაჭერი თანაბარ საშუალო ნაჭრებად. გარეცხე და გაასუფთავე ტარხუნა, ქინძი და ხახვი. დაჭერი წვრილად. ღრმა ქვაბში ფენა-ფენა ჩააწყვე ხორცი, მწვანილი, ტყემალი (თუ ცხარე გინდა, დაუმატე მჟავე წიწაკა) და მარილი. დადგი საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე. საათ- ნახევარი აცალე, არ მოურიო, მხოლოდ ერთხელ ჩაასხი 1 ჭიქა ღვინო. ნეკნიან ნაწილს ხორცი თუ იოლად სძვრება, მზად არის. დაუმატე ბოლო ჭიქა ღვინო, დაუწიე ცეცხლს და 10 წუთი აცალე. თუ უფრო მჟავე გინდა, მაგიდასთან მიტანამდე მოასხი ლიმონის წვენი.
ასეთი იქნებოდა ჩემს წიგნში ჩაქაფულის მარტივად და გასაგებად დაწერილი რეცეპტი, მაგრამ კულინარიის ეს შედევრი გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს.
„სიკეთის და ბოროტების ბრძოლა არ იწყება და არც მთავრდება ოდესმე. მარცხდება ხან ერთი და ხან მეორე და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. მუდმივი ბრუნვაა. ერთის გარეშე მეორე კარგავს შინაარს. მათი თანაჟღერობაა სამყაროს არსი“. გრიგოლ ქონდრისკაცი; „ურბანოიდოლოგია - წიგნი პირველი“.
ჩემთვის გაზაფხული ჩაქაფულით იწყება და ტარხუნის სუნი გაზაფხულის სუნია.
რიტუალური კერძია ჩაქაფული. ბატკანი ქრისტიანობაში ქრისტეს სიმბოლოა, სიკეთის სიმბოლო. ტარხუნას კი ყველგან გველის, დრაკონის, ურჩხულის ბალახს ეძახიან. ეს არის ჩაქაფულის სიმბოლური არსი - მათი თანაჟღერობა. სიკეთის (ბატკანი) და ბოროტების (გველი, დრაკონის ბალახი - ტარხუნა) ბრძოლის სიმბოლო. ყველა ინგრედიენტი ახალია, გაზაფხულზე ახლად გაზრდილი, დაბადებული. ახალი სიცოცხლის აღსანიშნავად, ახალგაზრდა სიცოცხლეს ვწირავთ მსხვერპლად. ძველი რიტუალია.
შინაარსიანი კერძია ჩაქაფული. მძიმე მარხვა მძიმე გამოცდაა ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით ზამთრის შემდეგ. ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადატვირთვის შემდეგ, აუცილებელია ძალების სწრაფი აღდგენა. ვიტამინებით სავსე ტარხუნა, მწვანე ხახვი, ტყემალი და ადამიანისთვის ყველაზე იოლად გადასამუშავებელი ხორცი - ბატკნის ხორცი! ეს გათვლილი შედევრია.
ამ შედევრის შესაქმნელად სამი აუცილებელი პირობა უნდა დაიცვა:
ბატკანი და არა ცხვარი! ეს პირველი აუცილებელი პირობაა ჩაქაფულისთვის. ბატკანი საშუალო სიმსუქნის და ზომის. არ იფიქრო, როგორც ცოცხალ არსებაზე, ამ დროს ერთადერთი გამოსავალია იფიქრო როგორც მასალაზე. მძიმეა, მესმის, მაგრამ აქ მხოლოდ 2 გზაა: ან აკეთებ, ან არა. კარტოფილის ჩაქაფული და რაღაც მაიმუნობები თუ გინდა, ასე არ გამოვა. ჩაქაფული რიტუალური კერძია და ამას უნდა შეეგუო. ნეკნები, ზურგი და უკანა ფეხები რაც უფრო დიდხანს იქნება გამდინარე გრილ წყალში, მით უკეთესი. თეთრი მშრალი ღვინო ჩაქაფულის თანამგზავრია. მათი ურთიერთობა დასაბამიდან იღებს სათავეს. კარგად გარეცხილი ხორცი, დაჭრილი იმხელა ნაჭრებად, რამხელაც გინდა, ღვინოში ჩაასვენე და ნურც შეუშლი ხელს. დაისვენოს ერთი ღამე, ცოტა მეტიც. წინ ბრძოლა ელის, მძიმე ბრძოლა. ღვინო, „სისხლი მისი“ აძლიერებს და აკეთილშობილებს ბრძოლის წინ.
მეორე: ტარხუნა, მწვანე ხახვი, ქინძი და ტყემალი უნდა იყოს ახალი, ქორფა! დაჭერი წვრილად მხოლოდ რბილი ნაწილები.
მესამე: მას შემდეგ, რაც ხორცს, მწვანილს და ტყემალს ფენა-ფენა ჩააწყობ საშუალო ცეცხლზე შემომდგარ ქვაბში, მომზადებამდე ხელი არ ახლო, არ მოურიო. ქვაბში სიმფონიის - თანაჟღერობის შექმნის პროცესი მიდის, ხელს ნუ შეუშლი.
შინაარსიანი კერძია ჩაქაფული და ამიტომაა ის კულინარიის შედევრი და არა მხოლოდ გემოს გამო.
P.S. დღეს გავაკეთე ამ წლის ჩემი ჩაქაფული. ელენე (ჩემი შვილი, 4 წლის) მეხმარებოდა, ხან მწვანე ხახვს რეცხავდა, ხან ტყემლებს აგორებდა მაგიდაზე, მოკლედ, იშრომა და დაიღალა. მერე მთელი საღამო მეკითხებოდა: „მალე იქნება ჩაქაქული?“
![]() |
32 მუსიკისა და პოეზიის შეხვედრა ROCK CLUB-ში |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
lib.ge
ელექტრონული ბიბლიოთეკა lib. ge და კლუბი ROCK CLUB უკვე ორი თვეა, რაც ხუთშაბათობით ხელოვნების მოყვარულებს ლიტერატურის, მუსიკის და ვიზუალური არტის სინთეზურ საღამოებს სთავაზობს. ეს აქცია შეიძლება გასული საუკუნის 90-იან წლებში თეატრალურ სარდაფში გამართულ მსგავს შეხვედრათა ერთგვარ გაგრძელებადაც მივიჩნიოთ, იმ განსხვავებით, რომ აქ საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილ სახეებთან ერთად, ხშირად დამწყები არტისტები წარმოაჩენენ საკუთარ შემოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთის ფასი 5 ლარია (შემოსული თანხის 70 პროცენტი მონაწილეებს ხვდება), კლუბი დამსწრეთა სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის, რაც პოეზიის ნაკლებკომერციულობის გამო ცოტა გაკვირვებასაც კი იწვევს.
პროექტის დაწყებიდან დღემდე პროექტში მონაწილეობდნენ: გია ნიკოლაძე (ნიკოლშოუ), ირაკლი ქოიავა, დავით ჩიხლაძე, პაატა შამუგია, დავით ქაშიაშვილი, რობი კუხიანიძე, ზაზა კოშკაძე, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, გიგა რეხვიაშვილი, ნეკა ბაღდავაძე, ნინო სადღობელაშვილი, კატო ჯავახიშვილი, პანჩო, ბათუმელი სტუმრები - ლევან წულუკიძე და ჯგუფი ნიჟარა.
სიგარეტის კვამლში გახვეული სივრცე, იატაკზე მოკალათებული გოგო- ბიჭები, ცოტა ჰაერი და ბევრი ხმაური რაღაცით ავანგარდისტების უკვე თითქმის მოგონებად ქცეულ თავყრილობებს ჰგავს, თუმცა მონაწილეთა ჩამონათვალი მხოლოდ ავანგარდს ნამდვილად არ მოიცავს და ცხადად აჩვენებს პოსტმოდერნული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ სიჭრელეს. ასე იყო ტყუილის დღედ წოდებულ 1 აპრილს, როცა ონლაინ სივრცეში კარგად ცნობილი და აწ უკვე დაშლილი პოეტური ჯგუფის - ვარდისფერი ავტობუსის - ერთ-ერთმა წევრმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ საზოგადოებას სიყალბის მანიფესტი შესთავაზა - „ყალბია თერგდალეულთა მთელი ფრაქცია! ყალბია სულიკოს ძიებაში საქართველოს შეტენვის ყველა მცდელობა!... ყალბები არიან კომუნისტურ ეპოქაზე მორგებული მუხრან მაჭავარიანი და მურმან ლებანიძე და ყალბია „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“, ყალბები არიან ჯანსუღ ჩარკვიანი და რეზო ამაშუკელი!“ - გაჰყვიროდა ემოციებით დამუხტული სანდრო, რომელსაც „ჯეოსტარელი“ ნინო ბაშარული და მისი ბენდი ჯაზ-როკ რეპერტუარით ენაცვლებოდა.
„ვფიქრობ, ძალიან კარგი საღამო შედგა. მე და ნინომ მაქსიმალურად შევუხამეთ ერთმანეთს მუსიკა და პოეზია, განწყობა და ხასიათი იყო თითქმის ერთნაირი, გადასვლებიც, ვეცადეთ ისე გაგვეკეთებინა, რომ ხალხს კონტრასტი ერთი წამითაც არ შეეგრძნო და მგონი ასეც მოხდა, - უთხრა ტაბულას საღამოს დასრულების შემდეგ პოეტმა, - ძალიან კმაყოფილი ვარ საღამოთი, უფრო იმიტომ, რომ ვინც საღამოს დაესწრო, ნასიამოვნები დარჩა. ბოლოს ენერგიის ნატამალიც აღარ შემრჩა, ყოველ შემთხვევაში, ვეცადე ემოციური ყოფილიყო ყველაფერი. შედეგად მივიღეთ ის, რომ ხალხი ცეკვავდა, მუსიკოსებმა შეძლეს მათი აცეკვება“.
ნინო ბაშარული: მიხარია, რომ ამგვარი საღამოები იმართება. ჩვენ, სხვადასხვა სფეროს არტისტებს, ასე გვაკლია ურთიერთობები, ასე გადავეჩვიეთ ერთმანეთისთვის გრძნობების გაზიარებას, მაგრამ ამ საღამომ, პოეზიის და მუსიკის შერწყმამ ცოტა გამოგვაფხიზლა, ვიგრძენი, რომ ყველას უხაროდა.
ROCK CLUB-ში უახლოეს მომავალში თეონა დოლენჯაშვილის და დეფი გოგიბედაშვილის საღამოები იგეგმება.
დათო გაბიძაშვილი და ნინო ბაშარული
![]() |
33 პორტფოლიოში დარჩენილი ადოლფ ჰიტლერის ოცნება |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ადოლფ ჰიტლერი ახალგაზრდობაში მხატვრობაზე ოცნებობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ორჯერ სცადა ხელოვნების კოლეჯში ჩაბარება. პირველ წელს იგი ვერ მოხვდა ჩარიცხულ სტუდენტთა სიაში, ხოლო მეორედ მას გამოცდაზე დასწრების უფლება არ მისცეს. ჰიტლერის პორტფოლიო დღემდე რიჩარდ ვესტვუდ-ბრუკსის კოლექციაში ინახებოდა, თუმცა კოლექციონერმა ნახატების აუქციონზე გატანა გადაწყვიტა და განაცხადა, რომ ამ ნამუშევრებს საზოგადოება პირველად ნახავს. აუქციონზე სულ 12 ნახატი გავა, თითოეულის საწყისი ღირებულება 6000 გირვანქაა. პორტფოლიო შედგება გაშიშვლებული ადამიანის ფიგურებისგან, პეიზაჟებისგან და აგრეთვე შენობების ჩანახატებისგან. აუქციონი 16 აპრილს ინგლისის პატარა დასახლება ლუდლოუში გაიმართება.
![]() |
34 აბბა ბრუნდება - აბა?! |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|ამბები
ასევე ლედ ზეპელინი, იგი პოპი, ფალფი...
2010 წელს ბევრი საინტერესო ჯგუფი გეგმავს სცენაზე დაბრუნებას.
გასულ კვირას გავრცელდა ხმები შვედური პოპ ლეგენდის - აბბას - დაბრუნების შესახებ. ჯერჯერობით უცნობია, ჯგუფი მხოლოდ ერთი კონცერტისთვის შეიკრიბება თუ მსოფლიო ტურნეს მოაწყობს. ბრიტანული გამოცემის, „დეილი მეილის“ ცნობით, აბბა მომავალ კონცერტზე ან კონცერტებზე არც ერთ ჰიტს არ შეასრულებს. მათი საკონცერტო პროგრამა ბოლო ორ ალბომზე Super Trouper-სა და The Visitors-ზე იქნება კონცენტრირებული.
ჯგუფის გაერთიანების შესახებ ჭორები გასულ წელსაც ვრცელდებოდა. მაშინ ყველაზე მოწადინებული იყო ფრიდა ლინგსტადი, რომელმაც ამერიკულ გამოცემა ბილბორდთან ინტერვიუში განაცხადა: „ვფიქრობ, სახალისო იქნებოდა, თუ კიდევ ერთხელ მომეცემოდა ჯგუფთან მუშაობის საშუალება“. მაშინ ფრიდას მედიაგზავნილს ჯგუფის წევრებმა დუმილით უპასუხეს.
ფანები იმედგაცრუებულები არიან. ხსენებული ალბომების წყალობით ჯგუფმა თავის დროზე ერთგული მსმენელის დიდი ნაწილი დაკარგა. განსაკუთრებით წარუმატებელი იყო The Visitors, რომლის ფიასკომ ჯგუფის დაშლა დააჩქარა.
ჯგუფების გაერთიანებას ფანები ყოველთვის ორჭოფულად ხვდებიან. 2007 წელს თვით ლედ ზეპელინის გაერთიანებაც კი ბევრისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა, თუმცა O2 არენაზე გამართული კონცერტი ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს. ასე რომ, საეჭვოა, აბბას ცარიელი დარბაზის წინ მოუხდეს გამოსვლა.
სცენას, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ზემოხსენებული ლედ ზეპელინი. ჯგუფის ფრონტმენმა რობერტ პლანტმა არაერთხელ თქვა, რომ სურვილი აქვს ჯგუფთან ერთად გლასტონბერის 2010 წლის ფესტივალში მიიღოს მონაწილეობა. ოცნებას ზეპელინის გაერთიანების შესახებ, შეიძლება ითქვას, ახდენა უწერია. ჯგუფის მეორე მთავარმა ფიგურამ, ბასისტმა ჯონ პოლ ჯონსმა ახლახან დაასრულა მსოფლიო ტურნე ახალ სუპერჯგუფ Them Crooked Vultures-თან ერთად და წლის ბოლომდე არავითარი გეგმები არ აქვს.
გლასტონბერის წლევანდელ ფესტივალთან დაკავშირებით გაერთიანებას აპირებს კიდევ ერთი ლეგენდარული როკ ჯგუფი - ფალფი. ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემა ფიფლს ჯგუფის ვოკალისტმა და გიტარისტმა ჯერვის კოკერმა გასული წლის ოქტომბერში განუცხადა. მოგვიანებით მან უარყო საკუთარი ნათქვამი, თუმცა ფესტივალის დამფუძნებელი მაიკლ ევისი დარწმუნებულია, კოკერი ვერ გაუძლებს ცდუნებას კიდევ ერთხელ იყოს ფესტივალის ჰედლაინერი (პირველად ფალფი 1995 წელს იყო ჰედლაინერი), მით უმეტეს, რომ წლეულს გლასბორნის ფესტივალი მეორმოცე წლისთავს აღნიშნავს.
მიმდინარე წელს იგი პოპი მკვდრეთით აღადგენს თავის ჯგუფს - სთუჯის. ძირითადი გიტარისტის რონ ეშტონის გარდაცვალების მიუხედავად, პანკ როკის ბაბუა დანებებას მაინც არ აპირებს. როგორც ცნობილია, ეშტონს ჩაანაცვლებს ჯეიმს ვილიანსონი, რომელიც ჯგუფში 1971-74 წლებში მუშაობდა.
დადასტურებულია, რომ სცენას უბრუნდება ბლინკ 182. ჯგუფი მეექვსე სტუდიურ ალბომზე მუშაობს, წლის მეორე ნახევარში კი მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება.
ოაზისი სინგლების კრებულს უშვებს
ბრიტანული ჯგუფი ოაზისი 14 ივნისს სინგლების კოლექციას გამოუშვებს სახელწოდებით Time Flies. კრებულში ჯგუფის კარიერის მანძილზე ჩაწერილი ყველა სინგლი შევა, სადებიუტო Supersonic-იდან უკანასკნელ ალბომ Falling Down-მდე. ტრეკლისტში შესული 23 სინგლი თავის დროზე ტოპ ათეულებში იყო, ხოლო რვა მათგანმა პირველი ადგილი დაიკავა.
კრებულის დელუქს გამოცემას, რომელიც DVD ფორმატში გამოვა, თან დაერთვება ჯგუფის 36 პრომო ვიდეო და საკონცერტო ჩანაწერი. მათ შორის იქნება 2001 წლის რაუნდჰაუსის ლაივი.
ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემებმა: NME-მ და Spinner-მა პირველ აპრილს თითქმის ერთდროულად გაავრცელეს. იმის გამო, რომ ძმები გალაჰერები დიდი ხანია მუსიკალურ პრესაში არ გამოჩენილან, თაყვანისმცემლებმა ეს ყველაფერი საპირველაპრილო ხუმრობად მიიჩნიეს, თუმცა მოგვიანებით ნოელ გალაჰერმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია დისკის გამოცემის შესახებ. „ეს კომპლიკაცია მუსიკის მიმართ გულიდან წამოსული სიყვარულის ნიშანი იქნება“, - დასძინა ნოელმა.
გალაჰერის კომენტარიდან ჩანს, რომ ჯგუფის წევრები დისკის გამოცემის საქმეში აქტიურად არიან ჩართულები და არ გამეორდება ასევე ბრიტანულ სუპერჯგუფ Radiohead-სა და ლეიბლ EMI-ს შორის მომხდარი ინციდენტი, როდესაც ამ უკანასკნელმა რამდენიმე ხნის წინ, ჯგუფის წევრების დაუკითხავად, გამოსცა მათი სინგლების კრებული.
![]() |
35 პენისები, უკანალები და სისხლიანი თოჯინები ანუ რატომ იბლოკებოდა მსოფლიოს ლეგენდარული ალბომების ყდები |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
მუსიკა
მსოფლიოში დღემდე გამოშვებული მილიონობით მუსიკალური ალბომიდან რამდენიმეს ჰქონდა ყდა, რომელიც დანარჩენებისგან გამოირჩეოდა. ფოტოები ხშირად საზოგადოების გაღიზიანების მიზეზი ხდებოდა, ზოგჯერ კი მთლიანად იბლოკებოდა ან სხვა ვერსიით იცვლებოდა.
1 TIN MACHINE II - DAVID BOWIE
როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს დევიდ ბოუისგან, ალბომის ყდაზე გამოსახულ პატარა ქანდაკებებს პენისი უჩანდათ, ეს კი 90-იანების დასაწყისში ოკეანის გაღმაც და გამოღმაც ამორალურად მიიჩნიეს. ნამდვილად უცნაური კი ისაა, რომ აშშ იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქანდაკების გენიტალიები გააფერადეს, რომ არ გამოჩენილიყო. ამაზე დევიდს ძალიან დასწყვეტია გული.
2 YESTERDAY AND TODAYTHE - BEATLES
რა უნდა მომხდარიყო 60-იან წლებში ისეთი, რომ ბითლზის ალბომის გამოშვების გამო კომპანიას უდიდესი ზარალი ენახა? წესით, არაფერი, რადგან ჯგუფს უკვე მსოფლიო ჰქონდა დაპყრობილი, მაგრამ 1966 წლის ნამუშევრის - Yesterday And Today - ყველა ასლი რეალიზაციაში გასვლისთანავე განადგურდა, თან თავად კომპანის მიერ. საყოველთაო უკმაყოფილების მიზეზი გახდა ალბომის ყდა, ყასბის ფორმაში ჩაცმული „ხოჭოების“ გამოსახულებით, ხელში სისხლიანი ხორცისა და თოჯინების ნაწილები რომ უჭირავთ. თუპოლ მაკარტნის ვენდობით, ეს იყო ჯგუფის პროტესტი ომისადმი. ჰარისონის მტკიცებით კი, ასეთი საშინელი ყდა მათი სულელური გამოხტომა იყო და მეტი არაფერი. ფაქტია, რომ კომპანიას ალბომის განადგურების შემდეგ თავიდან მოუხდა მისი შეცვლილი სახით გამოშვება. Yesterday And Today-ს „ყასაბთა ყდის“ დღემდე შემორჩენილი რამდენიმე ასლი კი „სულ რაღაც“ 40 000 დოლარად ფასდება.
3 JACK PEPSI - TAD
ამერიკული გრანჟ- ჯგუფის თედის ეს სინგლი აშკარად მოუწოდებდა მსმენელს მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისაკენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ყდის დაბლოკვის მიზეზი სწორედ ეს უნდა ყოფილიყო, თუმცა სინგლი სრულიად სხვა რამის გამო გახდა მიუღებელი - ჯგუფის წევრებმა სათაურში გააერთიანეს სასმელების მწარმოებელი ორი ფირმის სახელი - Jack Daniels და Pepsi. საინტერესოა, რომ Jack Daniels-ის მწარმოებლებს ნამუშევრის ყდა და სათაური არ გაუპროტესტებიათ. არადა, სიმღერა ალკოჰოლის ჭარბი დოზით გამოწვეულ კანონდარღვევებზეა. სამაგიეროდ, მათი ბრენდის გამოყენება უყურადღებოდ არ დატოვეს არაალკოჰოლური გამაგრილებელი სასმელის Pepsi-ს მწარმოებლებმა და, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სინგლის რეალიზაცია დაიბლოკა.
4 AMORICA - BLACK CROWS
ჯგუფ „ბლექ ქროუზის“ ალბომის ეს ფოტო თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ყველა დროის ერთ- ერთ ყველაზე არაესთეტიკურ და უგემოვნო ნამუშევრად. ყდის ახალი, სხვა ვერსიით შეცვლის მიზეზად დასახელდა ქალის ბოქვენის თმა, რომელიც ტრუსიდან მოჩანს. თუმცა, ბრაზილიაში ნამუშევარი არათუ არ დაბლოკეს, მისით აღფრთოვანდნენ კიდეც და ალბომიც საკმაოდ წარმატებულად გაიყიდა.
5 DIAMOND DOGS - DAVID BOWIE
ჩანს, Tin Machine II არ ყოფილა ერთადერთი ალბომი, რომელიც ყდაზე გამოსახული პენისის გამო დაუბლოკეს ბოუის. Diamond Dog-ის გაფორმებას დიდი რეზონანსი მოჰყვა საზოგადოებაში და, მით უმეტეს, ცხოველთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებში, რადგან ნახატზე ბოუი ნახევრად კაცია, ნახევრად - ძაღლი. ბევრი ჭიდილის შემდეგ ძაღლის ტანი დატოვეს (ყდის უკანა მხარეს) და მას მხოლოდ პენისი მოაშორეს. დევიდს კი ისევ ძალიან დასწყდა გული.
6 TWO VIRGINS - JOHN
LENON & YOKO ONO
„ჩვენ ორი უმანკო ადამიანი ვართ ამ საშინელ სამყაროში, ამიტომაც დავარქვით ალბომს ორი ქალწული“, - აი, ასე ახსნა ჯონ ლენონმა მისი და იოკო ონოს ცნობილი ნამუშევრის ყდის კონცეფცია. მათ რატომღაც გადაწყვიტეს, რომ უმანკოების გამოსახატავად საუკეთესო გზა იქნებოდა ფართო მასების წინაშე სრულიად შიშვლები წარმდგარიყვნენ. ფოტომ დიდი ალიაქოთი გამოიწვია. ჯონი ამის მიზეზად სიშიშვლეს კი არ ასახელებდა, არამედ იმას, რომ წყვილი საკმაოდ არამიმზიდველია. ამ ახსნას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ალბომის დისტრიბუტორებისთვის, რომლებმაც ყდას ზემოდან ყავისფერი ქაღალდი გადააკრეს. ასე დაიფარა მანკიერი დისტრიბუტორების მიერ მუსიკოსთა წყვილის უმანკოება და ისინი აღარ დარჩნენ ორადორ უმანკო ადამიანად სამყაროში.
7 THE PROS AND CONS OF HITCH
HIKING - ROGER WATERS
პინკ ფლოიდის დატოვების შემდეგ როჯერ უოტერსის ამ ალბომს ფემინისტთა რისხვა დაატყდა თავს. ყდაზე, როგორც ხედავთ, გამოსახულია შიშველი გოგონა, რომელიც ავტობანზე მანქანას აჩერებს სასურველ ადგილამდე მისასვლელად. ფემინისტებმა კი ჩათვალეს, რომ ფოტო მამაკაცებს გაუპატიურების მცდელობისაკენ წააქეზებდა, ხოლო უოტერსს სექსისტი უწოდეს. ზოგიერთ ქვეყანაში ფოტოზე ქალის დუნდულები შავი ფერის კვადრატით დაფარეს (და ალბათ იფიქ რეს, რომ ამ კვადრატის წყალობით გაუპატიურების რიცხვი დაიკლებდა).
8 STREET SURVIVORS
- LYNYRD SKYNYRD
ჯგუფს სულ ახალი გამოშვებული ჰქონდა ალბომი, როდესაც საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მათი თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვა, რასაც 3 წევრის დაღუპვა მოჰყვა. ხმის ჩამწერმა კომპანიამ გამოშვებული ფირფიტები გაანადგურა, რადგან დაღუპული წევრების მიმართ ირონიულად მიიჩნია ფოტო, რომელშიც ლინირდ სკინირდის მუსიკოსები ცეცხლში იყვნენ გახვეულნი. ცეცხლის ალი კი შავი ფონით შეიცვალა.
9 BORN IN THE U.S.A.
- BRUCE SPRINGSTEEN
ალბომის ფოტოს განსარისხებელი ერთი შეხედვით არაფერი აქვს, მაგრამ სპრინგსტინის ამ ნამუშევარმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია აშშ- ში. ამერიკელებს რატომღაც ეგონათ, რომ მუსიკოსი მათ მშობლიურ დროშას აშარდავდა. გაკვირვებულმა ბრიუსმა კი, აი, რა უპასუხა განრისხებულ ამერიკელებს: „რა სისულელეა, ამ ყდისთვის ბევრი ფოტო გადავიღეთ და მგონია, რომ ჩემი უკანალი გაცილებით ლამაზი სანახავია, ვიდრე ჩემი სახე”.
10 STICKY FINGERS
- THE ROLLING STONES
როლინგ სტოუნზის ლეგენდარული ნამუშევრის გასაფორმებლად ფოტო, არც მეტი, არც ნაკლები, პოპარტის მეფემ, ენდი უორჰოლმა შექმნა. მისივე იდეა იყო ყდაზე ნამდვილი შესაკრავი ელვის დამატება. Sticky Fingers მხოლოდ ესპანეთში დაბლოკეს. წარმოიდგინეთ, მიზეზი ის არ ყოფილა, რომ ჯინსებს გენიტალიების ფორმა აჩნდა. უბრალოდ, შესაკრავი ელვა თაროზე დალაგებულ სხვა ფირფიტებს კაწრავდა.
![]() |
36 ტაქსი |
▲ზევით დაბრუნება |
სერვისი
ალექსანდრე პეტროვი
თბილისში ტაქსი ყველა ევროპულ დედაქალაქზე იაფი ღირს. ტარიფი თითქმის ყველა შემთხვევაში მისაღებია. ფიქსირებული ფასები მხოლოდ ტაქსების იმ კომპანიებს აქვთ დაწესებული, რომელთა გამოძახება შეიძლება, დანარჩენ შემთხვევებში შევაჭრება საჭირო და აუცილებელია.
თბილისის ტაქსების 80%25 კერძო საკუთრებაა. იმ ტაქსისტებისთვის, რომლებიც ქუჩებში მოძრაობენ და არც ერთ კომპანიას არ ეკუთვნიან, პირობითი ტარიფები მოქმედებს:
5-6 კილომეტრამდე - 3 ლარი
10 კილომეტრამდე - 4 ლარი
15-20 კილომეტრ მანძილზე - 7 - 8 ლარი
აეროპორტი - 20 ლარი
ტაქსები, რომლებიც დგანან და კლიენტს ქალაქში არ ეძებენ, შედარებით ძვირად მოგემსახურებიან. მათსა და მათ მოძრავ კოლეგებს შორის განსხვავება არ არსებობს, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, სტატიკური ტაქსების ტარიფები ყოველთვის 2-3 ლარით მეტია.
დღეისათვის ქალაქში ყველაზე პოპულარულია ე.წ. სამლარიანი ტაქსი. ასეთი რამდენიმე კომპანია არსებობს და მოსახლეობაც ყველაზე მეტად მათი მომსახურებით სარგებლობს. სამლარიანი ტაქსი სამ ლარად წაგიყვანთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის ცენტრალურ ნაწილში მიდიხართ. შედარებით დიდ მანძილებზეც მათი ტარიფები ყველაზე მისაღებია:
თუ მგზავრობის საწყისი წერტილი თბილისის ცენტრშია, სამლარიანი ტაქსი ასეთ ფასებს გთავაზობთ:
ვაკე, ვერა, მთაწმინდა, სოლოლაკი, საბურთალო - 3 ლარი
ნაძალადევი, ნუცუბიძე, ისანი, ავლაბარი, სანზონა - 4 ლარი
ორთაჭალა, ვარკეთილი, გლდანი, თემქა, ვაზისუბანი, დიღომი - 5 ლარი
აეროპორტი - დღისით - 15, ღამით - 20 ლარი
დალოდება - საათი 5 ლარი
ქალაქი- აეროპორტი- ქალაქი - 25-30 ლარი
ტელეფონი: 91 14 14, 47 14 14
თუ დაიმლერ ბენცის პროდუქციის მოყვარული ბრძანდებით, მაშინ კომპანია ომეგას ვი- აი- პი ტაქსის მომსახურებით უნდა ისარგებლოთ. „ე“ კლასის მერსედესის ტაქსი მოგემსახურებათ როგორც მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად, ისე საათობრივად. თუ სტუმარი უცხოეთიდან ჩამოგდით და დასახვედრად არ გცალიათ, კომპანია ომეგას მძღოლები თქვენს სტუმარს, მისი სახელობითი ტრაფარეტით, აეროპორტში დახვდებიან და სასურველ ადგილას მიაბრძანებენ.
კილომეტრი - 50 თეთრი
ერთი საათი - 12 ლარი
ქალაქი-აეროპორტი - 20 ლარი
დახვედრა - 25 ლარი
ტელეფონი: 37 78 77 897 77 78 77
მსგავსი მომსახურება და ტარიფები აქვთ ჯიაიჯი ტაქსის, კომპანია 09-ს და ბევრ მსგავს ტაქსი სერვისს, რომელთა პოვნა ყვითელ ფურცლებში ამ მისამართზე შეგიძლიათ: http://yell.ge/
თუ არ გინდათ, რომ პატრულმა ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დაგაჯარიმოთ, საჭირო აღარაა მანქანის რესტორნის ეზოში დატოვება ან არამსმელი მძღოლის ძებნა: ალიანსი - ავტო ასისტანსი - გთავაზობთ ნასვამი მძღოლების მომსახურებას! თბილისის მასშტაბით მძღოლის გამოძახება და დანიშნულების ადგილზე მისვლა 25 ლარი ღირს. თუ მძღოლს მცხეთაში გამოიძახებთ, თბილისში ჩამოსვლა 35 ლარი დაგიჯდებათ. ალიანსი ავტო ასისტანსი - ტელ: 8 (77) 98 77 66, 98 77 66.
ყველა ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონი-დავითაშვილი
გიორგი სარიშვილი
![]() |
37 რესტო: ლონდონური იერით. New Block Cafe |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რესტო
ნიუ ბლოკ კაფე
ჭავჭავაძის გამზირი 12
უბანი: ვაკე, პიქსელის პირდაპირ
ტელ: 25 22 74
სამზარეულო: შერეული, უფრო იტალიური
საათები: ყოველდღე, 11-24
ბარათები: ვიზა, მასტერკარდი, ამერიკან ექსპრესი
ფასი: 45 (ლანჩი ორ ადამიანზე, ღვინით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: ქუჩაში, თაღში, გუდვილის ქვეშ
www.facebook.com>block cafe
იქ, სადაც ახლა „პიქსელის“ კომერციული ცენტრია, ჩემს ბავშვობაში საბჭოთა პოეტებისადმი მიძღვნილი ფოტოსტენდი იყო აღმართული. შავ-თეთრი ფოტოპორტრეტები მომღიმარი სახეებით აცილებდნენ გამვლელს. პოეტებისკენ ზურგშექცევით, მიწისქვეშა გადასასვლელის ბაზალტის ჯებირზე ვაკეში კარგად ცნობილი აისორი, პიონერი გარემოვაჭრე ქალი - გოზალა იჯდა და რკინის მანეთიანებს ითვლიდა. მრავლისმნახველ, დანაოჭებულ სახეს ბოშური თავშლით იფარავდა, სამოსად ურთული რელიეფის აბრაკადაბრა ეცვა: ერთმანეთში გადახლართული თავშლები ათასგვარ სამალავ ბოხჩა- ჯიბეს ქმნიდა, „ჟუვაჩკების” და მანეთიანების შესანახად. ჩვენ ბავშვები ვიყავით და რა გვესმოდა, რომ აქ, სადაც დღეს ქალაქში ერთ- ერთი ყველაზე ძვირადღირებული სავაჭრო ცენტრია, საბაზრო ეკონომიკას გოზალა 1980-იან წლებში ამკვიდრებდა; ერთ საღეჭ რეზინს ცეცხლის ფასად - ერთ მანეთად ყიდდა. მოთხოვნა დიდი იყო, პედროები და დონალდოები კარგად გადიოდა და ამ საქმეში კაი შავი ფულიც ტრიალებდა. აბა, დღისით- მზისით, ყბადაღებული სპეკულანტი რომ არ უნდა დაეყენებინათ შუაგულ ვაკეში, კარგად იცოდნენ ახლომდებარე არაყიშვილის ქუჩის მილიციის განყოფილებაში. ასე იყო თუ ისე, მომღიმარი პოეტების დრო მიდიოდა, გოზალა კი იჯდა და თავისი დრო მოჰყავდა. დღეს აქ ვეღარც პოეტების სტენდს ნახავთ, ვეღარც „პაჟარნის ფანტანიდან” დალევთ წყალს, ყოფილ სახელგამში ერთხანს ამერიკული ლევისით ვაჭრობდნენ, დღეს საბავშვო სათამაშოების მაღაზია ბანანას უდევს ბინა. 400-500%25-იანი მოგება (არ ვიცი, გოზალას რამდენი რჩებოდა) ჩვეულებრივი ამბავია.
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
ცნობისმოყვარე ადამიანი ბლოკ კაფეს ისე არ ჩაუვლის, რომ ყურადღება არ მიაქციოს. ვიტრინის თაროზე ხილით სავსე თასები აწყვია, მინის ქოთნებში ჩამოსხმული მურაბები და ჯემები თბილ გარემოში ჩაის დასალევად გეპატიჟება. საკმარისია კარი შეაღო, მიხვდები, რომ არ მოტყუვდი, ინტერიერიც ისეთივე საამურია, როგორიც ვიტრინები. სივრცეც (40-მდე კვ. მეტრი) და ატმოსფეროც აქ ადამიანურია. მიმზიდველი შუქჩრდილი, წყნარი გარემო (ბილი ჰოლიდეი, მსუბუქი ჯაზი, დაბალ ხმაზე). ღია სამზარეულო თეთრი მაღალი სტენდითაა გამოყოფილი. სტენდს ნინო ჩუბინიშვილის გრაფიკა ამშვენებს. დიზაინი, ისევე როგორც სამზარეულო, შერეულია, ლონდონურად ეკლექტიკური. ლაბორატორიული, გრძელი მაგიდები, სხვადასხვა ფერის კონუსის ფორმის ლამპები, მიროს პანო, ძველი პარიზის რუკა, 60-იანი წლების საკულტო ფილმის ბლოუ აფის პოსტერი. ერთი შეხედვით, ეს ელემენტები შემთხვევითია, თუმცა ყველაფრის მიღმა გემოვნება, ყურადღება და სითბო იგრძნობა. იშვიათია და ყოველთვის სასიამოვნო, როცა დეტალების მიღმა ნათელი წარმოდგენა, ფაქიზი გემოვნება დგას და არა სულსწრაფი შემთხვევითობა. უბრალო ონკანის წყალიც კი ლურჯ ბოთლში მოაქვთ და ამ ფერისვე ჭიქებში გისხამენ.
ეს ყველაფერი მოწოდებულია სადად, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე: მაგალითად, მენიუ A3 თაბახზე ამობეჭდილი შავ- თეთრი ქსეროასლია. ამ მენიუს პატარა ბარათი ახლავს: ბლინჩიკ მენიუ არყით: „სტოპკოი”, რომელსაც გვერდულად აწერია: „გაატარეთ” ანუ თუ ბლინზე უფრო სერიოზული კერძი გნებავთ, ეს გვერდი გამოტოვეთ. თუ ბავშვებთან ერთად ხართ, მოითხოვეთ საბავშვო მენიუ. ბარი პატარა კაფესთვის საკმაოდ მრავალფეროვანია, ღვინის ბარათი - მხოლოდ თბილღვინო. რატომღაც ტვიში (თბილღვინო, 2007) მომინდა. ცოლიკაურის მსუბუქი, საზაფხულო, თხილნარის არომატი საოცრად მოუხდა აქაურობას. მენიუ იწყება ბრუსკეტებით. ეს არის საკმაოდ მოზრდილი, გახსნილი სენდვიჩი, მოაქვთ მსუბუქ სალათთან ერთად. ბრუსკეტებს უფრო მიმზიდველს და უჩვეულოს ხდის შიგთავსის ვეგეტარიანული არჩევანი (მგონი ყველას მობეზრდა ბრაზილიური, გაურკვეველი წარმოშობის მშრალი ლორის სენდვიჩი). ცნობისმოყვარეობამ მძლია და ორი შევუკვეთე: წითელი წიწაკის მარინადითა და გახეხილი თხის ყველით (7.00); და ზეთისხილის პასტით და ფეტას ნაჭრებით (7.00). ორივე გემრიელია, განსაკუთრებით პირველი. მენიუში რამდენიმენაირი სალათა (ნისუა ტუნათი 8.00, მწვანე სალათა 9.00) და პასტის (ამატრიჩიანა 8.90, ნაპოლეტანა 8.00) კარგი არჩევანია. ძირითადი კერძების მენიუც არანაკლებ უჩვეულო არჩევანს გვთავაზობს: მაგალითად, აბსოლუტურად დიეტური კალმახი ფოლგაში (15.00), ლიმონის ნაჭრებთან ერთად ღუმელში გამომცხვარი, ძალიან მსუბუქი კერძი, სუფთა გემოთი. სტეიკი აზიურად, ტერიაკის სოუსში (14.00), გარნირად - ბრინჯი.
ნამცხვრებიც აქვე, ადგილზე მზადდება. დღის ბოლო იყო და ჩისქეიქს (6.00) პირველშობილი ხიბლი გასვლოდა, მაგრამ სხვა არჩევანიც არის: ლიმონის ტარტი (4.00) ტირამისუ (6.00) ან სხვადასხვა ბლინი. ვიტრინაში გამოდგმული მურაბებიც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. მოკლედ, ლანჩი იქნება, სადილი თუ ჩაი, კერძებიცა და ატმოსფეროც უაღრესად სასიამოვნოა. თუ იმასაც დაუმატებთ, რომ ფასებიც ზომიერია, ეს ყველაფერი შესაძლოა დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ. ეწვიეთ და თავად განსაჯეთ.
ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს
ანონიმურად და ასწორებს ანგარიშს
![]() |
38 გოგრის კრემ - სუპი |
▲ზევით დაბრუნება |
თეკუნა გაჩეჩილაძე,
შეფ მზარეული
6 ულუფა
მასალა:
1 საშუალო 2 კგ-იანი გოგრა
2 საშუალო ხახვი
3 კბილი ნიორი
3 სუფრის კოვზი კარაქი ან ბოსტნეულის ზეთი
½ ჩაის კოვზი მარილი ( შეგიძლიათ გემოვნებით მეტიც დაუმატოთ)
2 ლიტრი ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
100 გრამი წითელი მშრალი ღვინო
150 გრამი მსუბუქი ნაღები ჯამში 30 ლარი
მომზადების წესი:
1. ორად გაყავით გოგრა, გამოაცალეთ თესლები, გაფცქვენით და დაჭერით კვადრატებად;
2. გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი;
3. საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ქვაბი. გაადნეთ მასში კარაქი (ან ზეთი), ჩაყარეთ ხახვი, დაუმატეთ Ѕ ჩაის კოვზი მარილი. ურიეთ ხახვის დარბილებამდე - 5 წუთი.
4. დაამატეთ ნიორი და მოთუშეთ.
5. ჩაუშვით ქვაბში გოგრის ნაჭრები და ღვინო. როდესაც დუღილს დაიწყებს, დაამატეთ ბულიონი, დაახურეთ თავსახური და იდუღოს დაბალ ცეცხლზე 40 წუთი, სანამ გოგრა ძალიან არ დარბილდება.
6. მიღებული მასა გადაიღეთ ბლენდერში და აქციეთ გლუვ მასად.
7. დააბრუნეთ სუპი ქვაბში და დაამატეთ Ѕ ჭიქა მსუბუქი ნაღები. მარილი და პილპილი - გემოვნებით.
გასაწყობად
მაწონი ან არაჟანი, წვრილად დაკეპილი ქინძი ან ტმინი. აგრეთვე ნივრის კრუტონები (ორცხობილა).
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა
(წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73), გუდვილი
(ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02/03 ).