![]() |
ტაბულა №8 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ყველაშვილი გიორგი, ბენდუქიძე კახა, ჰანკე სტივ, გორდაძე თორნიკე, ლადარია ნოდარ, თოდუა მაია, ზედანია გიგა, ახვლედიანი თამრიკო, ბარათაშვილი ბიძინა, გაჩეჩილაძე თეკუნა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2010 | 3 - 9 მაისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორი ნინი გოგიბერიძე/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/საპატიო რედაქტორი: დავით პაიჭაძე/ჟურნალისტები: თამარ ხორბალაძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, გიორგი კიკონიშვილი, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, შოთა დიღმელაშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, ანა სიხარულიძე, სოფო ებრალიძე/ილუსტრაცია: ივირიჩა/არტ-რედაქტორი: /ბაჩა მალაზონია დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი /ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე /ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/კომერციული დირექტორი: ოთარ ბაქრაძე/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.│რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲ზევით დაბრუნება |
გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები
გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge
ჟურნალ „ტაბულას“ რედაქციას
ქართველ მშენებლებს სხვისი აშენებული არასდროს მოგვწონებია
სათაურში გამოტანილი ეს სამწუხარო დასკვნა მშენებლობაში გატარებულმა ორმოცმა წელიწადმა და „ტაბულას“ წინა ნომერში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ გამაკეთებინა.
სტატია „ძველი თბილისის რთული აწმყო და ბუნდოვანი მომავალი“ კლასიკური ილუსტრაციაა პრინციპისა: თუ მე აზრს არ მეკითხები, მაშასადამე ცდები (სხვათა შორის ეს „ტაბულაში“ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პუბლიკაციას „გიგანტურ სუშსაც“ ეხება, თუმცა მისი განხილვა ცალკე პუბლიკაციის თემაა). სხვაგვარად ვერ ავხსნი ამ სტატიაში გამოთქმულ პრეტენზიებს. ეს არ არის მსჯელობა ურბანისტიკაზე ან მშენებლობის პრინციპებზე. ეს არის პოლიტიკური კრიტიკა, ოღონდ გაუგებარია რისი?
სტატიაში ნათქვამია, რომ მერიის პროექტი „თბილისის ახალი სიცოცხლე“ 2010 წლის დასაწყისიდან მოქმედებს; რომ ამ პროექტის მიხედვით, ავარიული სახლების მცხოვრებლებს, სამშენებლო კომპანიებთან შეთანხმებით (ხაზს ვუსვამ: შეთანხმებით), ახალ ბინებს სთავაზობენ და რომ კონკურსის შედეგად გამოვლენილ კომპანიებს, რომლებიც ამ ადგილებზე ახალ შენობებს ააშენებენ, კრედიტის გარანტორად მერია დაუდგება. ამ სქემისადმი რედაქციას, როგორც სტატიიდან ჩანს, პრეტენზია არ აქვს. თუმცა, პრეტენზია აქვს ჩემთვის უცნობ, მაგრამ ალბათ საპატივცემულო ორგანიზაცია „ICOMOS საქართვლოს“ თავმჯდომარეს ნატო ცინცაბაძეს. შესაძლოა, ქალბატონმა ნატომ სხვა რამეც თქვა, მაგრამ პუბლიკაციაში მისი ნათქვამი ასე გამოიყურება: „მთავარი პრობლემაა მარეგულირებელი დოკუმენტების არარსებობა“. სრულიად გაუგებარია, რა მარეგულირებელ დოკუმენტებზეა საუბარი. დაგეგმარებისა და მშენებლობისათვის აუცილებელ სპეციფიკაზე თუ პროექტის განხორცილების მენეჯმენტზე. თუ საუბარი პირველზეა, ამავე პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ცალკეული შენობების პროექტებს არქიტექტორთა საბჭო ამტკიცებს, ხოლო შემსრულებელ კომპანიას კონკურსი ავლენს. რაც შეეხება საყრდენ გეგმას, რომელიც უდავოდ აუცილებელია, ამ შემთხვევაში პირდაპირ კავშირში არ არის სამსჯელო საკითხთან, თუმცა საიდან ჩანს, რომ ასეთი გეგმა არ არსებობს. ქალბატონი ნატო აცხადებს, რომ არქიტექტორთა პროფესიული საბჭოც შეიძლება აცდეს ქალქის მოთხოვნებს (ალბათ იმიტომ, რომ თავად არ არის წარმოდგენილი ამ საბჭოში). მაშინ სად არის შეუცდომლობის უნივერსალური გარანტია. სტატიის ავტორიც აცხადებს, რომ ძველი თბილისის სახლების 60%25 ავარიულია. არავინ უწყის სად და როდის გამწვავდება ვითარება, რა გადაწყვეტილება იქნება მისაღები და რა ვადებში. მსჯელობისას თითქოს გამიჯნულია ამ პროექტისა და, ზოგადად, ისტორიული ძეგლების დაცვის თემა, თუმცა, პრეტენზიები მაინც ერთიანად არის „ჩამოყრილი“ და საბოლოოდ „თბილისის ჰამქრის“ უსტაბაშის შეფასებაში დაჯამდება, რომ პროექტი „ბნელი და დახურულია” და რომ ქალაქის მერი მხოლოდ მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ლობირებს ანუ ასაქმებს. კონტრარგუმენტი - რომ ამ პროექტში სამშენებლო ბიზნესში ჩართული პრაქტიკულად ყველა კომპანია მონაწილეობს, რომ კონკურსი ღიაა და ვადებიც დათქმულია, რომ ამ პროექტით ქალაქიც მოგებულია, სამშენებლო ბიზნესიც და, რაც მთავარია, ის მოქალაქეებიც, რომლებსაც სურთ ამ შემოთავაზებით სარგებლობა (დღემდე 320 ოჯახი) - ჰაერში ნათქვამ არგუმენტებად რჩება. მაგიური სიტყვები: „ერთიანი ხედვის არარსებობა”, „დაგეგმვის ნაკლებობა” და „დახურული გადაწყვეტილებები”, რომელიც ნებისმიერ სხვა თემებთან ოპონირებაშიც უხვად გამოიყენება, ხშირად სამართლიანადაც, ამ შემთხვევაში სრულიად უადგილოა.
გიორგი მესხიშვილი
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„ამ თანხის სანაცვლოთ თქვენს პრეზიდენტს შევჭამდი“
რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზირებისთვის მოსკოვი საკმაოდ ძვირს იხდის. 27 აპრილი.
„თუ ვინმეს დაავიწყდა, შეგახსენებთ, რომ რუსეთის ორი სამხედრო ბაზა აქვს ბელარუსის ტერიტორიაზე და ამაში რუსეთი ჩვენ არც ერთ რუბლს, კაპიკს და დოლარს არ გვიხდის“.
ალექსანდრ ლუკაშენკო. 25 აპრილი
„რა აუტანელი ქალი იყო“
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნს ერთ-ერთ ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ თან გაჰყვა მიკროფონოვი. იგი რამდენიმე საათში ქალბატონს სახლში ეწვია და საჯაროდ მოუხადა ბოდიში. 28 აპრილი.
„დადგა დრო, პროცესები საერთაშორისო სამართლის დონეზე გააქტიურდეს, რომ ახალი ეფექტური კრიტერიუმების ბაზაზე ასეთ ხალხებს დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობა მიეცეთ და ამავდროულად გაყინული კონფლიქტები მოგვარდეს“.
ვიქტორ იანუკოვიჩი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ. 27 აპრილი.
„რუსეთში ქართველები არ არიან დაკავებული „შვი საქმით“ რუსეთში ქართველები წამყვან პოზიციებზეარიან, როგორც ბიზნესში, ასევე პროფესიებში. ჩვენ ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ.
კობა დავითაშვილი 29 აპრილი
![]() |
3 კვირა |
▲ზევით დაბრუნება |
24 აპრილი
საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 2010 წლის იანვარ-მარტში 1,36 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით, 15%25-ით მეტია - ნათქვემია საქსტატის მიერ გავრცელებულ მონაცემებში.
25 აპრილი
ავსტრიის პრეზიდენტმა ჰეინც ფიშერმა არჩევნებში მოიგო და მეორე საპრეზიდენტო ვადით დარჩა. ფიშერმა ამომრჩეველთა 78,9%25-ის ხმები მიიღო.
ალ-ყაედამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ერაყის სამართალდამცავებმა მართლაც მოკლეს ორგანიზაციის ორი ლიდერი.
ევროპის საბჭომ დიდი ბრიტანეთი გააკრიტიკა და მოსთხოვა მიიღოს კანონი ბავშვების ფიზიკური შეურაცხოფის აკრძალვის შესახებ. ბრიტანეთი ერთ-ერტიქვეყანაა, რომელიც მშობლის მიერ ბავშვის ფიზიკურად დატუქსვის კანონდარღვევად არ მიიჩნევს.
26 აპრილი
საგამომცემლო სახლის Crown Publishers-ის განცხადებით, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მემუარები 2010 წლის ნოემბრიდან გაიყიდება. წიგნი 35 დილარი ღირს.
პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, იგი საკუთარ კანდიდატურას წარადგენს ივნისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. იაროსლავ კაჩინსკი მემარჯვენეპარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერია.
საქართველოს პრემიერი ნიკა გილაური იორდანიას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გილაური იორდანიის პრემიერ-მინისტრს სამირ რიფაის და ქვეყნის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ორგანიზაცია ემზადება დაკავებული ტერიტორიების ავღანელებისთვის გადასაცემად.
პრეზიდენტმა ობამამ საკუთარ ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებს დაუჭირონ მხარი. საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრების ინფორმაციით, დემოკრატების გამარჯვება ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე ნაკლებად სავარაუდოა. ობამას ოპონენტების აზრით, პრეზიდენტის ამგვარი ჟესტი ექსპერტების პროგნოზს კიდევ უფრო განამტკიცებს.
სომხური ეკლესიის ლიდერი კათოლიკოსი გარეგინ II აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ბაქოში იმართებოდა მსოფლიო რელიგიური ლიდერების ორდღიანი სამიტი. შეხვედრაზე განიხილეს მთიანი ყარაბაღის საკითხი. ალიევმა ხაზი გაუსვა რელიგიური სამიტების მნიშვნელობას ინტელექტუალური დიალოგის გაძლიერებაში.
ქართველი პარლამენტარების ერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მზად არის, ხელი შეუწყოს მრავალმხრივი დისკუსიების დაწყებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ჩრდილოეთ კავკასიაში ჩერქეზთა მასობრივი განადგურებისა და დეპორტაციის ფაქტებთან დაკავშირებით. დისკუსიებში მონაწილეობას, აკადემიური წრეების პარალელურად, საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები მიიღებენ.
27 აპრილი
სამშაბათს გავრცელებულ ევროკომისიის სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია: შესაძლოა ევროკავშირმა ფინანსური დახმარება გაუწიოს ავიაკომპანიებს, რომლებიც წინა კვირას, ევროპაში საჰაერო მიმოსვლის შეფერხების დროს დაზარალდნენ.
ყირგიზეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მოლდომუსა კონდრატიევი მოსკოვმა დააკავა და ყირგიზეთში დააბრუნა. სავარაუდოდ, კონდრატიევს გაასამართლებენ საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო.
ევროკავშირი ემხრობა სადამკვირვებლო მისიის მანდატის განვრცობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე, ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
28 აპრილი
ამერიკული ორგანიზაცია Edison Research 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა გამოკითხვას ე.წ. ეგზიტპოლს ჩაატარებს.
რუსეთის ფედერაციამ კატინის ტრაგედიასთან დაკავშირებული დოკუმენტების ნაწილი საჯარო გახადა. უფლებადამცველების აზრით, გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში მოხსნეს „გრიფით საიდუმლო“ სტატუსი.
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მოხდა შეტაკება არმიასა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის. დაიღუპა ერთი ჯარისკაცი. ბრიტანეთმა თავის მოქალაქეებს ურჩია თავი შეიკავონ ტაილანდში ჩასვლისგან.
29 აპრილი
ავსტრალიელი კანონმდებლების გადაწყვეტილებით, თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს აეკრძალებათ სიგარეტის კოლოფზე ლოგოს ან ნებისმიერი ილუსტრაციის გამოყენება, რამაც შეიძლება პროდუქტი უფრო მიმზიდველი გახადოს. თამბაქოს ბიზნესის ამ ტიპის შეზღუდვა პირველია მსოფლიოში. კანონი 2012 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ის აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლებს არ შეუშვებს.
ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელიც ალიანსმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დაასახელა, უარი თქვა, კენჭი იყაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
30 აპრილი
გასულ კვირას მექსიკის ყურეში ნავთობის ბაქანზე მომხდარი აფეთქების შედეგად დღეში 5000 ბარელი ნავთობი იღვრება ზღვაში. ნავთობმა უკვე აშშ-ს სანაპიროს მიაღწია. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა ლუიზიანას შტატში 6000 სამხედრო გააგზავნა გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობისთვის. აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
Freedom House-ის მორიგი ყოველწლიური ანგარიში - პრესის თავისუფლება 2010: მედიის დამოუკიდებლობის გლობალური მიმოხილვა - გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიოს 196 ქვეყნის მდგომარეობას ასახავს. წელს საქართველომ რეიტინგი ერთი ქულით გაიუმჯობესა და და 59 ქულით 126-ე ადგილი დაიკავა. უკრაინასთან ერთად, ის კვლავ რჩება ნაწილობრივ თავისუფალი მედიის მქონე ქვეყნად.
![]() |
4 კეთილდღეობაზე გაცვლილი თავისუფლება |
▲ზევით დაბრუნება |
არენა|უკრაინა
რუსი მეზღვაური. სევასტოპოლი
ფოტო: REUTERS ©
2042 წელს, როცა ვლადიმირ პუტინი 90 წლის იუბილეს იზეიმებს, ვიქტორ იანუკოვიჩი 92 წლის იქნება, დმიტრი მედვედევი კი - 77-ის, რუსეთი და უკრაინა კიდევ ერთხელ გადახედავენ ყირიმში რუსეთის ფლოტის დარჩენის ვადებს.
32 წლის შემდეგ მთლიანად განახლდება ფლოტის დღევანდელი კონტინგენტი და ინფრასტრუქტურა, ან არ განახლდება და მეზღვაურები პირველივე რეიდზე ჩაიძირებიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, ისტორიული მნიშვნელობა, რომელიც ამ საკითხს მიანიჭა უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებამ, გაბერილი და რაციონალურობას მოკლებულია. შავი ზღვის ფლოტისთვის ყირიმში დისლოცირების ვადის გაგრძელებას მეტწილად სიმბოლური ხასიათი აქვს. რას გამოხატავს ეს სიმბოლო? რომ სევასტოპოლის ბაზა ყოველთვის იქნება რუსული. ვადები აქ არაფერ შუაშია. ვადები უბრალო ფორმალობაა. ვადების გარეშე დაირღვეოდა უკრაინის კონსტიტუცია.
ხელშეკრულება უკრაინის რადაში 27 აპრილს რატიფიცირდა. გაზის საფასურის შემცირების სანაცვლოდ, რუსული ფლოტი სევასტოპოლში დარჩება. რუსულ ფლოტს სევასტოპოლში ყოფნის იჯარა 25 წლით გაუგრძელდა. ამას შეიძლება დაემატოს კიდევ 5 წელი, ვიდრე დაზუსტდება ვადის ათვლის წერტილი. უკრაინა რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე 30%25-იან ფასდაკლებას მიიღებს. ამასთან, რუსეთისთვის გაიზრდება იჯარის ფასიც იმ თანხის გათვალისწინებით, რომელიც გამოთავისუფლდება გაზზე ფასის დაწევის შემდეგ (დღეს იჯარა წელიწადში 98 მილიონი დოლარია).
ხელშეკრულების რატიფიცირებას წინ უძღოდა ნამდვილი სპექტაკლი რადაში. სხდომათა დარბაზი რეგიონების პარტიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ ჩახერგეს. როცა სპიკერმა სხდომა გახსნილად გამოაცხადა, ოპოზიციის დეპუტატებმა მას კვერცხები დაუშინეს. ვლადიმირ ლიტვინმა ქოლგა გაშალა მოულოდნელი წვიმისგან თავის დასაცავად. ცემა-ტყეპაზე გადასული დეპუტატების დასაშოშმინებლად დარბაზში კვამლი გაუშვეს.
სამაგიეროდ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში იგივე ხელშეკრულების რატიფიცირება შესაშური ერთსულოვნებით წარიმართა. უკრაინაში კენჭისყრის დასრულებიდან ერთ საათში, რუსეთის სათათბიროს 410 დეპუტატმა, ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, ერთხმად დაუჭირა მხარი შავი ზღვის ფლოტის უკრაინაში დარჩენას.
რუსი პარლამენტარების ერთსულოვნება კენჭისყრის პროცესში რუსეთში პოლიტიკური კონკურენციის არარსებობაზე მიუთითებს. ამ უკანასკნელთან თითქოს სრულ კონტრასტს ქმნის უკრაინის რადაში გამართული კვერცხების სროლა, მუშტი- კრივი და კვამლის ჭურვები, თუმცა, ამგვარი გახელებაც უკრაინის პოლიტიკური წრეების უუნარობის საზარელი ანარეკლია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მათ ვერ შეძლეს განევითარებინათ დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატია. 1991 წლიდან მოყოლებული, უკრაინამ ვერ განახორციელა საჭირო რეფორმები პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციალურ სფეროში; ვერ განავითარა ფუნქციონალური სამართლებრივი სისტემა და არც პოლიტიკური დებატების კულტურა ჩამოაყალიბა. თუ რუსი პოლიტიკოსები საკუთარ ქვეყანას ძლიერი სახელმწიფოს იმიტაციით ანგრევენ, უკრაინელები იგივეს დემოკრატიის იმიტირებით ახერხებენ
უკრაინის რეგიონებშიც აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობაა. ქვეყნის დასავლეთში, მაგალითად, ლვოვისა და ტერნოპოლის მხარეებში, მოსახლეობა პრეზიდენტ იანუკოვიჩის იმპიჩმენტს ითხოვს, ვინაიდან, მათი აზრით, პრეზიდენტმა დაარღვია უკრაინის კონსტიტუცია, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთების განთავსებას ქვეყნის ტერიტორიაზე. განსხვავებული ვითარებაა სამხრეთ-აღმოსავლეთში: დონეცკის რეგიონში, სადაც ეკონომიკა მკვეთრადაა დამოკიდებული იაფ გაზზე, ხელშეკრულებას ქვეყნის წარმატებად თვლიან.
ხელჩართული ჩხუბი უკრაინის რადაში
ყველა ფოტო: REUTERS ©
მეიდანი უკვე ემზადება ფართომასშტაბიანი დემონსტრაციებისთვის. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხალხს მოუწოდა, 11 მაისიდან საპროტესტო აქციები განაახლონ. უწინ მეტოქეებმა იულია ტიმოშენკომ და ვიქტორ იუშენკომ მოახერხეს რუსეთ-უკრაინის შეთანხმების ირგვლივ დემოკრატიული ძალებისა და უკრაინის ინტელიგენციის კონსოლიდაცია. ეს ჯგუფი ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების მოთხოვნას წამოაყენებს.
ოპოზიცია პრეზიდენტ იანუკოვიჩს ეროვნული ინტერესების ღალატსა და კაპიტულაციაში სდებს ბრალს. თუმცა პრობლემის არსი მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება არ არის. უკრაინამ წლების განმავლობაში ვერ მოახერხა თავისი ეკონომიკის გარდაქმნა ისე, რომ არ ყოფილიყო ენერგეტიკულად და, შესაბამისად, ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე.
რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი. კიევი
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი უკრაინას ყველაზე მძიმედ დააწვა. 2009 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი კატასტროფულად, 14-16%25-ით დაეცა, წარმოება 23-25%25-მდე შემცირდა, უმუშევრობა 10%25-ით გაიზარდა, ხოლო ინფლაციამ 16.5%25-ს მიაღწია. 2008-2009 წლებში ბიუჯეტის შესავსებად უკრაინის მთავრობას მოუხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 16.5 მილიარდი დოლარის სესხება. რუსეთთან „დამეგობრების” შემდეგ გაზზე დაწეული ტარიფით უკრაინა წელიწადში 3-4 მილიარდ დოლარს დაზოგავს. ეს დანაზოგი მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის ეკონომიკის გადასარჩენად.
ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ უკრაინის მისწრაფება - გამხდარიყო ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი - მეზობელი რუსეთის მტრულ პოლიტიკას აძლიერებდა. რუსეთმა ჩვეულ ხერხს მიმართა - ენერგორესურსების გამოყენებით უკრაინის (და არა მხოლოდ უკრაინის) შანტაჟირებას. იგი ეტაპობრივად ზრდიდა გაზის საფასურს. 2009 წლის იანვარში რუსეთმა დავალიანების გამო უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა ორი კვირის გამავლობაში და, მასთან ერთად, ნახევარი ევროპაც ზამთრის სუსხის პირისპირ დატოვა. 2010 წლისთვის რუსეთის სადამსჯელო ტარიფმა ათას კუბურ მეტრზე 330 აშშ დოლარს მიაღწია. მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკა და უნგრეთი, რომელთათვისაც ტრანსპორტირების საფასური გაცილებით მაღალია, იგივე ათას კუბურ მეტრში 300 დოლარს იხდიან.
ახლა უკრაინა ათას კუბურ მეტრში 230 დოლარს გადაიხდის, რაც, ექსპერტების აზრით, ახლოსაა იმ საბაზრო ღირებულებასთან, რომელიც უკრაინას თავიდანვე უნდა გადაეხადა. უკრაინას შეეძლო ფასდაკლების პირობებზე მოლაპარაკება დამატებითი დათმობების გარეშე. ის ფლობს იმ გაზსადენს, რომლითაც რუსეთი ევროპას ამარაგებს, მაგრამ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ უკრაინამ რუსეთთან კეთილმეზობლური კურსი არჩია. ამ „სიამტკბილობაში“ მას, სულ მცირე, ხუთი წელი მოუწევს ცხოვრება. ან უფრო დიდხანს. პუტინი პუტინია, რა მნიშვნელობა აქვს, 58 წლის იქნება თუ 98-ის.
კვერცხების წვიმა რადაში. კიევი
![]() |
5 სკანდალური დეპუტატის მორიგი გამოხტომა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ევროპის საბჭო
გასულ კვირას სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია პოლიტიკური სკანდალის ფონზე წარიმართა. პარლამენტარებს კენჭი არ უყრიათ რეზოლუციისთვის, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე.
პროცესი დაიბლოკა დევიდ უილშაერის საქციელის გამო - ასამბლეის მორიგი სესიის დაწყებამდე, 20 აპრილს, დევიდ უილშაერი საპარლამენტო ასამბლეისგან მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების დარღვევით შეხვდა მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელს მოსკოვში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საელჩოში“. ამან საქართველოს მხარის მწვავე პროტესტი გამოიწვია.
საგულისხმოა, რომ ბატონი უილშაერი ე.წ. საელჩოს მოსკოვში მას მერე ეწვია, რაც ოკუპანტებმა და მარიონეტულმა რეჟიმმა უარი განაცხადეს ორი თანამომხსენებლის შეშვებაზე ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მათიას ეორშის და დევის უილშაირს ცხინვალში ვიზიტი ზემოხსენებული დოკუმენტის მოსამზადებლად სჭირდებოდათ. თანამომხსენებლებისა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების შეხვედრას ოკუპირებულ ცხინვალში თბილისი არ შეწინააღმდეგებია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „მტკიცე პროტესტი“ სწორედ ბატონი უილშაერის მიერ შეხვედრისათვის შერჩეული ადგილითა და მოსაუბრის არალეგიტიმური „ელჩის” სტატუსით იყო განპირობებული.
საგარეო უწყების განცხადებით, ეს ქმედება საზიანოა ევროპის საბჭოს საერთაშორისო პრესტიჟისათვის, რადგან პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას, ისევე, როგორც ორგანიზაციის წესდებასა და რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მის მიერვე მიღებულ რეზოლუციებში ჩამოყალიბებულ პოზიციას. თბილისმა ამ საკითხზე განმარტებები მოითხოვა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელებისგან.
საქართველოს პროტესტის შემდეგ, ასამბლეის სასესიო კვირის გახსნამდე ერთი დღით ადრე, 25 აპრილს, კვირას, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა დაინიშნა. სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ ნებისმიერი რეზოლუცია, რომლის მომზადების პროცესშიც ჩართული იქნება ბატონი უილშაერი, საქართველოსთვის მიუღებელია. მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ასევე განემარტათ, რომ უარყოფითი პოზიცია რეზოლუციის მიღებაზე განპირობებულია არა წარმოდგენილი პროექტების შინაარსობრივი დატვირთვით, არამედ დევიდ უილშაერის ქმედებით. სხდომაზე საქართველოს წარმომადგენელთა არგუმენტები სრულად გაიზიარეს. გადაწყდა, რომ დევიდ უილშაერის ვიზიტი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან საერთაშორისო ნორმების დარღვევა იყო, ამიტომ საპარლამენტო სესიაზე რეზოლუციის ტექსტის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა.
დევიდ უილშაერის რეპუტაცია მსჯელობის საგანი მხოლოდ გასულ კვირას არ გამხდარა. 2008 წელს ინგლისური გაზეთი „გარდიანი“ წერდა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიიდან, დევიდ უილშაერი, „დაჟინებით ლობირებდა მიხაილ მარგელოვის კანდიდატურას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე. მარგელოვი ცნობილია, როგორც პუტინის პოლიტიკის მომხრე და კაგებეში უცხო ენების ყოფილი მასწავლებელი”.
დევიდ უილშაერი
2009 წელს გამოაშკარავდა დევიდ უილშაერის მონაწილეობა დიდ ბრიტანეთში აგორებულ ფინანსურ სკანდალში. მაშინ რამდენიმე კანონმდებელი ამხილეს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში, რასაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერის - მაიკლ მარტინის - გადადგომა მოჰყვა.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, დევიდ უილშაერმა, კორუფციული სქემის გამოყენებით, სამი წლის განმავლობაში 105 500 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა საკუთარ კომპანიას, რომელიც მეგობარ ქალთან ერთად დააფუძნა თავისივე ოფისის მომსახურებისათვის. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წესები უკრძალავს პარლამენტარს ისეთი გარიგებას, რომელმაც შეიძლება საჯარო თანხებით მოგების მიღების ეჭვი გააჩინოს. თავდაპირველად დევიდ უილშაერი ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ ბოლოს აღიარა და განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებზე კენჭს აღარ იყრიდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მევლუდ ჩავუშოღლუმ მოსკოვის ამ შეხვედრას უილშაერის პირადი ინიციატივა უწოდა. „ამ საკითხში ევროპის საბჭოსა და მისი საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია მკაფიოა: ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტს“.
ევროპის საბჭოს მონიტორინგის წევრმა და თანამომხსენებელმა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე, მათიას ეორშიმ, დევიდ უილშაერის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საელჩოში მისვლა შეცდომად შეაფასა. „მას სერიოზული შეცდომა მოუვიდა. დე-ფაქტო ქვეყნის ოფისში მისვლა საქართველოსა და ევროპის საბჭოს წინააღმდეგ პროვოკაცია იყო“.
რადიკალური ცვლილება არც დებატებში შეიმჩნეოდა, თუ არ ჩავთვლით რუს დეპუტატებს და დევიდ უილშაერს, გამომსვლელთა აბსოლუტური უმრავლესობა კვლავაც ხაზს უსვამდა უკვე მიღებული რეზოლუციების შესრულების აუცილებლობას და აღნიშნავდა, რომ მაშინ, როდესაც საქართველომ შეასრულა წინა რეზოლუციებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა უმრავლესობა, რუსეთს მათგან არც ერთი არ შეუსრულებია.
2008 წლის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სამი რეზოლუცია მიიღო ომის შედეგებთან დაკავშირებით. სამივე რეზოლუცია მიუკერძოებლად ასახავს მათი მიღებისას არსებულ მდგომარეობას და, ამასთან, ადგენს კონკრეტულ რეკომენდაციებს რუსეთისა და საქართველოს მიმართ. სულ ახლახან ევროპის საბჭოს „ვენეციის კომისიამ” მოიწონა საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს შესასრულებელი დარჩა ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ეხება პაკეტური ნაღმების ამკრძალავ კონვენციასთან მიერთებას. შარშან სექტემბერში მიღებული ბოლო რეზოლუცია რუსეთს მოუწოდებდა 2009 წლის ბოლომდე შეესრულებინა ასამბლეის 2009 წლის იანვრისა და 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებები. თუმცა, რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია ასამბლეის მოთხოვნები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობდა ორი ოკუპირებული რეგიონის უკანონო და ცალმხრივი აღიარების გამოთხოვას, ჯარების გაყვანას 2008 წლის აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე და ლტოლვილთა და ადგილნაცვალთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.
![]() |
6 აგრესია და ტალიავინის ლოგიკა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ჰაიდი ტალიავინი
აგრესიის განსაზღვრება |
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო-რუსეთის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ორსაათიანი დებატები ამ თემაზე 28 აპრილს გაიმართა, მას შემდეგ, რაც ჰაიდი ტალიავინიმ რუსეთ-საქართველოს ომის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი ჯგუფის ანგარიში წარუდგინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. შვეიცარიელ დიპლომატს ახალი არაფერი უთქვამს. მან მიმოიხილა ანგარიში, რომელშიც ფაქტები ძირითადად სწორად არის გადმოცემული, და ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს, რუსეთსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის გადაანაწილა. ქალბატონ ტალიავინის არც ამჯერად ეყო პოლიტიკური გამბედაობა რუსეთის ჯარის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისათვის თავისი სახელი დაერქმია და აგრესია და ინტერვენცია ეწოდებინა.
საპარლამენტო ასამბლეაზე ჰაიდი ტალიავინიმ თქვა, რომ რუსეთის მხრიდან „მასობრივი სამხედრო შეჭრა“ არ ყოფილა, მან ასევე აღნიშნა რომ ომი საქართველომ გამოიწვია. თუმცა, მისივე თაოსნობით მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ რუსული არმის რეგულარული ნაწილი და გასამხედროებული შენაერთები აგვისტოსთვის უკვე იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. საინტერესოა, რამდენად „მასობრივი“ უნდა ყოფილიყო რუსული სამხედრო ძალების ყოფნა - ანუ რამდენი ჯარისკაცი, ტანკი, ვერტმფრენი და ა.შ. უნდა ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ეს ფაქტი ინტერვენციად და სუვერენიტეტის დარღვევად ჩათვლილიყო და საქართველოს გამოეყენებინა საერთაშორისო სამართლით მინიჭებული, თავდაცვის უფლება?
![]() |
7 „მოვდივარ საქმით“ - პოლიტიკური არჩევანი „საქმის“ სასარგებლოდ |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი
„მე არც ერთი ხელისუფლების დონორი არ ვყოფილვარ. ბიზნესმა ქვეყნის სალარო უნდა შეავსოს. მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს“ - ეს მერობის კანდიდატის გოგი თოფაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო გზავნილია.
„ქვეყნის სალაროსთან“ გოგი თოფაძეს, რეალურად, ყოველთვის პრობლემები ჰქონდა. ედუარდ შევარდნაძის მიერ ტრიბუნიდან ნათქვამი ფრაზა - „შენც, ჩემო გოგი, და ყველამ, ეს მილიონები უნდა დაყაჭოთ“ - რომელიც მერობის ამჟამინდელ კანდიდატს სარეკლამო რგოლში აქვს გამოყენებული, სწორედ - საბიუჯეტო გადასახადების დავალიანებას ეხებოდა. საბიუჯეტო დავა ბიზნესმენს ამჟამინდელ ხელისუფლებასთანაც აქვს - მან უარი თქვა საგადასახადო შემოწმების შემდეგ დარიცხული 3 მილიონი ლარის გადახდაზე და საურავებით გადასახდელი თანხა 7 მილიონამდეც გაიზარდა.
სხვათა შორის, სწორედ ამას მოჰყვა საუბრები იმაზე, რომ გოგი თოფაძე საკუთარ ბიზნესს ყაზახეთსა თუ უკრაინაში გადაიტანდა. თავად თოფაძემ კი ეს საუბრები უარყო და თბილისის მერად საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა - „ცოდვა არაა ასეთი ქალაქიდან ხალხი გააქციო. თბილისელები აქ უნდა დავასაქმოთ“, - თბილისში „თვითდასაქმების“ მცდელობით დაიწყო ბიზნესმენმა. დღემდე გამოქვეყნებული რეიტინგები და ამ რეიტინგებში 5 პროცენტამდე მხარდაჭერა თოფაძეს და მის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ საკრებულოში მოსვლის წინაპირობას უქმნის. ცხადია, თოფაძის გარეშე - იგი, სავარაუდოდ, ტრადიციისამებრ, წარმომადგენლობით ორგანოში პარტიას „დატოვებს”, თავად კი ბიზნესის მართვას გააგრძელებს.
ხმაურიანი ბიზნესმენის პოლიტიკური წარმატების გასაღების ძიებისას ბევრს ახსენდება „პროტექციონისტული“ პოზიცია, რომელსაც ბიზნესმენი თოფაძე თანაბარი წარმატებით იყენებდა - და დღესაც იყენებს - საკუთარი საქმის ლობირებისა და საქართველოს მოსახლეობის ნაციონალისტურ გრძნობებზე სათამაშოდ.
90-იან წლებში სწორედ იგი გახლდათ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „რისხვა“. სწორედ ის მოითხოვდა მაღალი გადასახადების დაწესებას იმპორტირებულ პროდუქციაზე და უარის თქმას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. მოკლედ, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის დროშით, „უცხოელების ექსპანსიის“ წინააღმდეგაც იბრძოდა. ეს ბრძოლა ისე შორს წავიდა, რომ გოგი თოფაძემ საკუთარ ბიზნესში შემოყვანილი უცხოელი (ფრანგი) პარტნიორის „მშრალზე დასმაც“ მშვენივრად მოახერხა. თუ ზოგისთვის ეს იყო ბრძოლა კონკურენტების ჩამოსაშორებლად და უხარისხო ლუდის გასაყიდად, სხვისთვის ეს ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენისთვის შრომის ნიშანი გახლდათ. პოსტსაბჭოთა საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დღესაც მისტირის 37-ლარიან ბილეთს მოსკოვამდე, გოგი თოფაძე მისთვის უცხო - ახალი საერთაშორისო პირობების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამებრძოლი გახლდათ და გახლავთ.
საინტერესოა, რომ თოფაძის პოზიციები უცვლელია. მისი წინასაარჩევნო დაპირებები კი, ნაწილობრივ, კვლავ ნოსტალგიურ გრძნობებზეა გათვლილი.
კონკურენტების და არსებული ხელისუფლების მსგავსად, ახალი საწარმოების ამუშავებისთვის მერიის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად თანხის - 100 მილიონი ლარის - გამოყოფას აპირებს. თუმცა, პარალელურად იგი გეგმავს შეზღუდოს საზღვარგარეთიდან იმპორტის შემოტანა და ასე უზრუნველყოს თბილისში წარმოებული პროდუქციის გაყიდვა. თოფაძის გათვლებით, მრეწველობის წახალისებისთვის მერიის მიერ გამოყოფილი თანხები „თავისას 2 წელიწადში ამოიღებს“. მერობის კანდიდატი აქვე ირწმუნება, რომ ქართული პროდუქცია უცხოურს ხარისხით სულაც არ ჩამოუვარდება და იმპორტის შეზღუდვა არც ფასების ზრდას გამოიწვევს.
ეკონომიკის დიდ პოტენციალზე საუბრისას გოგი თოფაძე, რომელიც „იმ დროს“ ჯერ საპნის ქარხნის, შემდეგ კი „თბილლუდის“ დირექტორი იყო, საბჭოთა წარსულს იხსენებს: „თბილისში იყო შესანიშნავი ცხიმკომბინატი - ერთ-ერთი წარმატებული და კარგად აღჭურვილი საწარმო. ამ ქარხნის ნედლეული - ცხიმოვანი ნარჩენები - თავის მხრივ, იყო ნედლეული საპნის ქარხნისა, რომელშიც 600-მდე კაცი მუშაობდა. საპნის ქარხნის ნარჩენებზე პარფიუმერული ფაბრიკა მუშაობდა და ასე, ერთი ქარხნის ამუშავებით, სამი ქარხანა ამუშავდება“.
კონკურენტი ქრისტიან-დემოკრატების მსგავსად, მერობის კანდიდატი თოფაძე თბილისელებისთვის წყლის საფასურის დაფარვას ქალაქის ბიუჯეტიდან აპირებს, თუმცა ამას დასუფთავების საფასურის დაფინანსებასაც უმატებს. კონკურენტი „ალიანსელების“ მსგავსად ქალაქის მუნიციპალური საავადმყოფოს დაფუძნებასაც გეგმავს. კონკურენტის და ძველი „იდეოლოგიური მტრის“, ნოღაიდელის პროგრამის მსგავსად, მის პროგრამაში საბჭოთა ანაბრების თემასაც აღმოაჩენთ.
ბიზნესმენ თოფაძეს ანაბრების „დაბრუნების“ თავისი გეგმა აქვს. მისი თქმით, ამ თანხას საქართველოს ბიუჯეტი სამ წელიწადშიც ვერ დაფარავს, თუმცა ეტაპობრივად, დაზარალებულ მეანაბრეთა პრივატიზაციის პროცესში ჩართვით, ამ პრობლემის მოგვარებასაც გეგმავს: „ჯერ უნდა მოხდეს ამ ვალების ინდექსაცია. დღეს ხომ ყველაფერი იყიდება. ვფიქრობთ, რომ ყველა გაყიდული ობიექტიდან შემოსული თანხის 10 პროცენტი - ვაუჩერის ფორმით იქნება თუ სხვა ფორმით - პირველ წელს წავა მეანაბრეთა ვალის ანაზღაურების ფონდში. ერთ წელიწადში ასობით მილიონი დაგროვდება. ასე იქნება მომდევნო წელს და მანამ, სანამ არ დაიფარება ეს ვალი“.
კიდევ ერთი შეპირება კიდევ ერთ „დაბრუნებას“ ნიშნავს - მცირე ბიზნესისთვის თოფაძე ფიქსირებული გადასახადის დაწესებას აპირებს.
ამას გარდა, პროგრამა მოიცავს ქალაქის საბინაო ფონდის შექმნას, თბილისში გენმოდიფიცირებული პროდუქციის აკრძალვას, ეკოლოგიური და სანიტარიული მდგომარეობის გამოსწორებას, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებასა და თბილისისთვის ტრადიციული იერსახის შენარჩუნებას.
გოგი თოფაძე
ფოტო: ბესო დარჩია
![]() |
8 საქართველო და გლობალური ცენტრები |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი ყველაშვილი|სვეტი
ნატოს ღია კარი
ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ალიანსები და ბატონყმობის უღელი“ ვწერდი იმის თაობაზე, თუ რა სიკეთეს მოგვიტანს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში შესვლა („ტაბულა“, №7, 26 მარტი). ამავე პუბლიკაციაში იმაზეც მივუთითებდი, რომ ნატოში გაწევრიანება ბატონყმობის გაუქმების ტოლფასი იქნება, რადგანაც პოლიტიკური დასავლეთის შემადგენელი ნაწილი გავხდებით და ჩვენი „სამოქალაქო უფლებებით” დაწინაურებულ ქვეყნებს გავუტოლდებით.
ნატოს კარი ღიაა და ბევრი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მას არ ჩაგვიკეტავენ. ამასთან, თავს მოვიტყუებთ, თუ ვიტყვით, რომ ალიანსში მალე გავწევრიანდებით. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და, ზოგადად, დასავლეთი ტაქტიკური უკანდახევის ფაზაშია, უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ ისეთ შემტევ ნაბიჯებს, როგორიცაა ალიანსში საქართველოს მიღება.
ბარაკ ობამას გადატვირთვის პოლიტიკა გამომდინარეობს ამერიკის საშუალებებისა და მიზნების ახლებურად შეფასებისაგან. მიუხედავად აშშ-ს უზარმაზარი სამხედრო და ეკონომიკური მონაცემებისა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში თვალშისაცემია ამერიკის პოტენციალის კლება სხვა მძლავრ სახელმწიფოებთან შეფარდებით. ეს ობიექტური რეალობა გარკვეულ ნერვიულობას იწვევს ვაშინგტონში და ამერიკას ფრთხილი კურსის გატარებისაკენ უბიძგებს.
ამ სტატიის მიზანი არ არის ობამას პოლიტიკის ავკარგიანობის შეფასება. ჩვენი მიზანია იმის გამოკვლევა, თუ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ დღეისათვის არსებული რეალობიდან გამომდინარე, როცა სახეზეა რუსეთის გეოპოლიტიკური შეტევა და დასავლეთის უკანდახევა; და თუ როგორ შეიძლება მოვარგოთ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნების მიზანი იმ საშუალებებს, რომელსაც დღევანდელი მსოფლიო იძლევა.
უფრო ფართო პერსპექტივა
გეოპოლიტიკური დასავლეთი არ არის ერთადერთი გლობალური ცენტრი. შთამბეჭდავმა ეკონომიკურმა წარმატებამ ჩინეთი ბუნებრივად გადააქცია მეორე ცენტრად. მართალია, ჩინეთის ეკონომიკური წონა, ჯერჯერობით, პოლიტიკურ კაპიტალად არ ქცეულა და არც ალიანსურ სისტემად ჩამოყალიბებულა, მაგრამ იგი როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ბირთვული სახელმწიფო და ეკონომიკური გიგანტი, მიზიდულობის ცენტრია არა მარტო მოსაზღვრე სახელმწიფოებისათვის, არამედ აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ოკეანიის ბევრი ქვეყნისთვისაც.
ჩინეთს თვალი უჭირავს მსოფლიო ბუნებრივ რესურსებსა და დასავლურ ტექნოლოგიებზე, რაც მას არა მარტო დასავლეთის, არამედ რუსეთის კონკურენტადაც აქცევს. სუპერსახელმწიფოს სტატუსის მიღწევისათვის ბრძოლა ჩინეთს იმ მოედანზე თამაშისაკენ უბიძგებს, რომელსაც რუსეთი, ტრადიციულად, თავისი გავლენის ზონად მიიჩნევს, მაგალითად, ცენტრალურ აზიაში. მესამე სამყაროს რეჟიმებს ჩინეთი თავისი პრაგმატულობით ხიბლავს. ის არ მოითხოვს ადამიანის უფლებათა დაცვას, დემოკრატიული ნორმების ერთგულებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას, მაგრამ არც თავისი სისტემის ექსპორტს ეწევა განვითარებად ქვეყნებში, რაც „აპოლიტიკურ“ ელფერს ანიჭებს მის ექსპანსიას.
რუსეთსა და ჩინეთს შორის, მართალია, ბევრი შინაგანი მსგავსებაა, მაგრამ საგარეო ურთიერთობების სფეროში უფრო მეტი განსხვავებაა, რაც, ალბათ, პრაგმატული ჩინელისა და პოლიტიკურად აჟიტირებული რუსის ისტორიული ხასიათიდან გამომდინარეობს.
რა ვაკეთოთ ნატოში შესვლამდე?
ჩვენდა სავალალოდ თუ საბედნიეროდ ისე მოხდა, რომ ნატოში შესვლა კი ვერ დაგვეხმარება თანამედროვე სახელმწიფოდ ტრანსფორმაციაში, არამედ პირიქით - ჩვენი გარდაქმნის წარმატებაზეა დამოკიდებული ალიანსში გაწევრიანება საშუალო ან შორეულ პერსპექტივაში. ამ ვითარების უარყოფითი მხარე ის არის, რომ საქართველოს დიდხანს არ ექნება მოსვენება, ხოლო დადებით მომენტად კი ის ჩაითვლება, რომ ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ჩვენსავე შემართებაზე, მოქნილობაზე, შრომისმოყვარეობასა და თვითგანახლების უნარზე, რაც, წესითა და რიგით, უნდა გვიზრდიდეს ეროვნულ თავმოყვარეობას და გვინერგავდეს მომავლის იმედს.
ეს ეხება ნაციონალური სახელმწიფოს მშენებლობასაც და საგარეო კავშირების გაბმასაც. თუ აქამდე მხოლოდ დასავლეთის მეშვეობით ვცდილობდით რუსეთის შეკავებას, ნატოს პროექტის გაჭიანურების გამო მეორე გლობალური ცენტრიც უნდა ჩავრთოთ რუსეთის დაბალანსებაში. მართალია, მორიდებითა და აწონილ-დაწონილად, მაგრამ ჩინეთი მაინც მოიწევს ჩვენი რეგიონისაკენ. ჩინეთთან კავშირების გაღრმავება ხელს შეგვიწყობს ეკონომიკურ განვითარებაში, რაც, დიპლომატიური კონტაქტების გაღრმავების კვალდაკვალ, უთუოდ წაადგება ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცებას. მეორე საკითხია სამხედრო თანამშრომლობა ჩინეთთან. ჩინური სამხედრო შეიარაღება შეიძლება იმ ვაკუუმის შესავსებადაც გამოვიყენოთ, რომელიც დასავლეთის მხრიდან ჩვენ მიმართ გამოყენებულ ფაქტობრივ სამხედრო ემბარგოს უკავშირდება.
უფრო შორსაც უნდა გავიხედოთ. პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა ჩვენთვის არატრადიციულ პარტნიორებთან - როგორიცაა პაკისტანი, სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები, აგრეთვე ლათინური ამერიკის ცალკეული ქვეყნები და ავსტრალია - ხელს შეუწყობს ჩვენს უსაფრთხოებას და შეაფერხებს კრემლის ექსპანსიურ გეგმებს. ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით, რუსეთის გავლენა ზემოაღნიშნულ სახელმწიფოებზე, სავარაუდოდ, მცირეა, რაც ზრდის ამ სტრატეგიული ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობას.
ნატოში შესვლის გადავადებამ გაგვიძვირა უსაფრთხოება, მაგრამ ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი პარტნიორების ჩართვა დიდ ანგარიშში მხოლოდ დივიდენდებს მოგვიტანს - პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით. ჩინეთთან და ზემოაღნიშნულ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება გარკვეულწილად დაგვიბალანსებს გადატვირთვის პოლიტიკის ნაკლოვან მხარეებს, ხელს შეუშლის რუსეთის იმპერიულ გეგმებს და, ამავე დროს, გაზრდის ჩვენს წონას დასავლელი პარტნიორების თვალში.
![]() |
9 იძულება სამოთხისაკენ |
▲ზევით დაბრუნება |
კახა ბენდუქიძე|სვეტი
ხშირად მომისმენია - ნახე, მავანმა მთავრობამ რა ჭკვიანურად გააკეთა - ეს აკრძალა, და ამაზე ნება დართო. კაპიტალის გატანა აკრძალა, შემოტანა კი პირიქით, წაახალისა. ან ბრინჯის იმპორტი აკრძალა, ადგილობრივ გლეხებს კი სუბსიდია მისცა. და ასე შემდეგ...
ხანდახან ასეთ მოქმედებას აქვს პოლიტიკური შინაარსი, ხან ეს სუფთა პოპულიზმია, ხან კი - პოლიტიკური სისულელე.
მაგრამ მათ აქვთ ეკონომიკური შინაარსი? შეიძლება თუ არა აიძულო ეკონომიკა გაიზარდოს?
არა, პოზიტიური ეკონომიკური შინაარსი ასეთ მოქმედებას არ გააჩნია. კიდევ ერთხელ - ეკონომიკური შინაარსი არ გააჩნია, იშვიათად გააჩნია პოლიტიკური შინაარსი.
არის ბევრი მიზეზი, რატომაც არ შეუძლია მთავრობას ეკონომიკის იძულებითი განვითარება. დღეს მხოლოდ ერთ მათგანზე მოგიყვებით.
ინგლისელმა ეკონომისტმა დავიდ რიკარდომ 1817 წელს დაასაბუთა, რომ თუ თითოეულ ქვეყანაში აწარმოებენ იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდით, და მერე ამ პროდუქტებს გაცვლიან, ორივე ქვეყანა უფრო კარგ შედეგს მიაღწევს. მისი ცნობილი მაგალითია ინგლისსა და პორტუგალიაში ღვინის და ტანსაცმლის წარმოება. ამ მაგალითზე რიკარდომ აჩვენა, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღწევა მაშინ, როცა ქვეყნებს შორის ხდება სპეციალიზაცია, და როდესაც ინგლისი აწარმოებს მხოლოდ ტანსაცმელს, პორტუგალია კი - მხოლოდ ღვინოს, და ერთმანეთში ვაჭრობენ.
ამერიკელმა ეკონომისტმა სამუელსონმა, უკვე მეოცე საუკუნეში, დაამატა, რომ თუ თითოეული ადამიანი აკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის, ჯამური შედეგი არის მაქსიმალური. თუ თქვენ ერთდროულად ხართ ყველაზე კარგი იურისტი და ყველაზე კარგი მდივანი, და იურისტის ანაზღაურება მეტია, მაშინ ყველაზე კარგი ფინანსური შედეგი გექნებათ, როდესაც თქვენ მთელ დროს იურისტობას დაახარჯავთ და მდივანს კი დაიქირავებთ. მდივნისთვისაც ეს იქნება ყველაზე ეფექტური შედეგი.
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს, იურისტი იურისტობდეს და მდივანი მდივნობდეს.
მრავალი ადამიანის შემთხვევაში - თითოეული ადამიანი ცდილობს მიაღწიოს თავისთვის ოპტიმალურ შედეგს. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვაა ეკონომიკაში, მით უფრო ოპტიმალურად გამოიყენებს ადამიანი თავის თავს. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვაა ეკონომიკაში, მით უფრო ადვილად გაცვლის (გაყიდის) ადამიანი თავისი შრომის შედეგს.
რაც უფრო მეტია შეზღუდვა ეკონომიკაში - მით უფრო რთულია ამ საყოველთაო ოპტიმუმის მიღწევა. ეკონომიკა, სადაც ყოველგვარი არაძალადობრივი ეკონომიკური საქმიანობა დაშვებულია, არის თავისუფალი ეკონომიკა. ძალადობრივი საქმიანობისთვის (ძალადობაში მოტყუებაც შედის) კი არსებობს სასამართლო, ჯარიმა და ციხე.
თუ მთავრობას უნდა ეკონომიკის განვითარება, შეიძლება წარმოვიდგინოთ ორი გზა: პირველი - ხელი არ შეუშალოს ადამიანს იყოს მაქსიმალურად ეფექტური, და მეორე - აიძულოს ადამიანი იყოს უფრო ეფექტური. როგორ წარმოგიდგენიათ, აკრძალვებით, დაშინებით და მოტყუებით შეიძლება გავზარდოთ თქვენი ეკონომიკური ეფექტურობა? სხვისი? ყველასი?
უნივერსიტეტის მეოთხეკურსელებმა გადავწყვიტეთ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. მცირედი დახმარება გვინდოდა რექტორატისაგან. მაშინ თსუ-ს პრორექტორი ცნობილი იურისტი სერგო ჯორბენაძე იყო. მოვუყევით ყველაფერი. მოგვისმინა და გვითხრა: „ძალიან მომწონს რის გაკეთებასაც აპირებთ, ხელს არ შეგიშლითო”. ჩვენ გაწბილებულები გამოვედით. ყველანი ვდუღდით - როგორ, რას ნიშნავს ხელს არ შეგვიშლიან?! ეს დახმარების სანაცვლოდ???
მრავალი წლის შემდეგ მივხვდი, რაოდენ სწორი იყო ჩვენი პრორექტორი.
სწორედ ასე - რაც შეიძლება მთავრობამ გააკეთოს კარგი - ხელი არ შეუშალოს არავის.
![]() |
10 მონეტარული ნაციონალიზმის მოკრძალებული ხიბლი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
სტივ ჰანკე
სტივ ჰანკე |
ბევრ ეკონომიკას ხიბლავს დედოლარიზაცია, რადგან ის აადვილებს ცენტრალური ბანკის საქმეს, განახორციელოს მონეტარული კონტროლი. თუმცა, თუ ასე ვიფიქრებთ, ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე თუ რა სურს ცენტრალურ ბანკს და არა - რა სურთ მომხმარებლებს. თუ ხალხი უცხოურ ვალუტას ანიჭებს უპირატესობას, ეს იმიტომ ხდება, რომ აქედან სარგებელს ხედავს. ბაზრის მიერ წარმართული დედოლარიზაცია - როცა ადამიანები ადგილობრივ ვალუტას იმიტომ ანიჭებენ უპირატესობას, რომ უფრო მეტად ენდობიან მას - ზრდის მომხმარებლის კეთილდღეობას. იძულებითი დედოლარიზაცია კი, როცა მთავრობა აწესებს რეგულაციებს ან სპეციალურ გადასახადებს, რომლებიც ზღუდავს უცხოურ ვალუტას, ამცირებს ამ კეთილდღეობას.
იძულებითი დედოლარიზაცია ადამიანების ნაწილს უბიძგებს, რომ დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში განათავსონ არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. ამან შეიძლება ქართული ბანკების მხრიდან დაკრედიტება შეამციროს. ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რა ფორმით განხორციელდება დედოლარიზაცია.
ქართველი მსესხებლებისთვის სესხი დოლარებში ქმნის სავალუტო რისკებს, რაც არ არსებობს ლარებში სესხებზე ქართველებისთვის ან დოლარებში - ამერიკელებისთვის. სავალუტო რისკს ქმნის ცალკე ეროვნული ცენტრალური ბანკისა და ცალკე ეროვნული ვალუტის არსებობა. რეზერვების ზრდა უცხოურ ვალუტაში განთავსებულ სესხებზე ამ რისკების გაცნობიერებაზე მიუთითებს. ერთი გზა ამ რისკების აღმოსაფხვრელად, რა თქმა უნდა, არის ცენტრალური ბანკის გაუქმება.
ეკონომიკური თავისუფლება ზოგადად ნიშნავს ნებაყოფლობითი გაცვლის შესაძლებლობას, ამ პროცესში სხვისი ჩარევის გარეშე.
![]() |
11 მონეტარული პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ლარიზაცია
ინგლისურად ყველაზე საშინელი სიტყვებია: მე
წარმოვადგენ მთავრობას და მოვედი რათა დაგეხმაროთ
რონალდ რეიგანი
ეროვნულ ბანკს ახალი ინიციატივა აქვს: ეროვნული ვალუტის ფულადი განვითარების წახალისება და დოლარიზაციის შემცირება.
ამისთვის შექმნა სპეციალური მონეტარული ინსტრუმენტები, რომლებიც მიზნად ისახავს ლარის გააქტიურებას და ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისებას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განმარტებით, ეს ინსტრუმენტები საჭიროა იმისთვის, რომ კომერციულმა ბანკებმა დაიწყონ ფინანსური რესურსის ლარში მოძიება. კომერციულ ბანკებს ლარის რესურსს პირდაპირ ეროვნული ბანკი ასესხებს. საგულისხმოა რომ ამ ინსტრუმენტთა უმეტესობას საკანონმდებლო ცვლილება არ სჭირდება და მხოლოდ ეროვნული ბანკის დისკრეციაა.
ეკონომისტ პაატა შეშელიძის პროგნოზით, ეროვნული ბანკი ლარიზაციას ადმინისტრაციული ბერკეტებით კომერციული ბანკების იძულების გარეშე ვერ მიაღწევს: თუ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს არჩევანის საშუალებას მისცემს, გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, ბანკებს არ მოუნდებათ საკუთარი ფინანსური რესურსის ლარში გადახურდავება, რათა ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტებით ისარგებლონ.
ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი, გიორგი ქადაგიძის თქმით, არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა კი არა, მისი გაფართოებაა. იგი ამბობს, რომ მოხმარებიდან უცხოური ვალუტის გაძევება თვითმიზანი არ არის: „ჩვენი თვითმიზანია, რომ არსებობდეს არჩევანის თავისუფლება და ლარისადმი მაღალი ნდობა.“
ბანკების მიმართ ნდობის ამაღლება თუ მოხერხდა, რისი კარგი გამოცდაც მსოფლიო კრიზისი იყო, ქადაგიძის თქმით, ლარის მიმართ ნდობის ამაღლებაც სრულიად რეალურია: „ოღონდ ამ პროცესის განხორციელებას ჩვენ ბაზარს მივანდობთ.“
მისივე თქმით, მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ თუ მას ხელფასი ლარში ერიცხება, მისთვის ლარში სესხის აღება უფრო მომგებიანია, რადგან ზუსტად იცის, ყოველთვიურად რა თანხის გადადება უწევს სესხის დასაფარავად მაშინ, როცა კურსის ცვალებადობასთან ერთად, გადასახდელი თანხა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს.
შეშელიძის აზრით, „ეროვნული ბანკი არ ღალატობს ტრადიციას და ისევ ხელოვნურად იგონებს სამუშაოს საკუთარი თავისთვის.“
ეროვნული ბანკის ინიციატივა, მისი თქმით, ასუსტებს ბანკთა შორის კონკურენციას და მოტივაციას. ბანკებს მუდმივად ექნებათ იმის მოლოდინი, რომ თუ დამოუკიდებლად ვერ მოიძიებენ ფინანსურ რესურსს, ეროვნული ბანკი მათ ფულს მაინც ყოველთვის ასესხებს. ეს ინფლაციის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
საკუთარი ვალუტის სტაბილურობის მიღწევისთვის ქვეყნების უმეტესობა ძირითადად ორ გზას ირჩევს: საკუთარ ვალუტას პირდაპირ აბამს უფრო სანდო ვალუტას (რომელიც მსოფლიო მასშტაბით სულ რამდენიმეა) ან საკუთარ ვალუტას სრულად ანაცვლებს სხვა, უფრო სანდო ვალუტით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უფროსი მდივანი წარმომადგენელი საქართველოში ედვარდ გარდნერი, რომელიც ეროვნული ბანკის ინიციატივას მხარს უჭერს, ბანკების რეგულირების აუცილებლობაში დარწმუნებულია: „ბანკებს სჭირდებათ რეგულირება, რომ ბოლომდე აღიქვან დოლარიზაციასთან დაკავშირებული რისკები. დღეს მათ უკვე მოეთხოვებათ 50%25-ით მეტი კაპიტალის გვერდზე გადადება, თუ ფულის სესხებას, ადგილობრივი ვალუტის ნაცვლად, უცხოურ ვალუტაში აპირებენ.“
ქვეყნები, რომელთაც შეძლეს დედოლარიზაცია ანუ საკუთარი ვალუტისადმი ნდობის გაზრდა იმდენად, რომ უფრო სანდო ვალუტაზე მისი დამოკიდებულება შემცირდა, სულ სამია: ჩილე, პოლონეთი და ისრაელი.
ისრაელის მაგალითი საქართველოსთვის ყველაზე ახლოა, რადგან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში დოლარიზაციის დონე დღეს - 75%25 ანუ თითქმის იმდენივეა, რამდენიც თავის დროზე ისრაელში იყო - 80%25.
ისრაელს დოლარიზაციის 80%25-დან 40%25-მდე შემცირებისთვის 20 წელი დასჭირდა. ისრაელს თვითმიზნად დედოლარიზაცია არ დაუსახავს და ეროვნული ვალუტის პროტექციას არ შესდგომია. დედოლარიზაცია ეკონომიკური გაჯანსაღების, მუდმივი სტაბილიზაციისა და დეფლაციის გვერდითი ეფექტი უფრო იყო. ისრაელმა დედოლარიზაცია ბუნებრივი გზებით არჩია.
მეორე გზაც არსებობს - ხელოვნური და უხეში მეთოდებით მოკლე ხანში დედოლარიზაცია. ასე ბევრად მეტმა ქვეყანამ სცადა. მაგალითად, პაკისტანმა, სადაც 1998 წელს დეპოზიტები ძალით დააკონვერტირეს ადგილობრივ ვალუტაში. იგივე მოხდა პერუში 1985 წელს. იგივე მოხდა არგენტინაში 2001 წელს.
ამგვარმა ჩარევამ ფინანსურ ინტერმედიაციაზე (შუამავლობაზე) უარყოფითად იმოქმედა და რამდენიმე წელიწადში ამ ქვეყნებში კვლავ რედოლარიზაცია მოხდა.
თავისუფალი ბაზრის მომხრეთა აზრით, დღეს, როცა საერთაშორისო ვაჭრობის გაცვლითი საშუალება ძირითადად არის ამერიკული დოლარი (და ნაწილობრივ ევრო), საქართველო კი მუდმივად ცდილობს ბაზარი გააფართოოს, კაპიტალი მოიზიდოს და ამით ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყოს, მონეტარული ნაციონალიზმის დრო არ არის.
![]() |
12 უფრთხილდით რუსებს, გაზის მომძღვნელთა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ენერგეტიკა
24 აპრილს ავსტრიის ეკონომიკის მინისტრმა რეინჰოლდ მიტერლენერმა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმადკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს გაზპრომის მიერ რუსული მილსადენის გაყვანას ავსტრიის ტერიტორიაზე. სამხრეთის ნაკადის მეშვეობით, ავსტრია, რომელიც 60%25 რუსულ გაზს მოიხმარს, დამატებით ყოველწლიურად 2 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.
მოგვიანებით, 26 აპრილს, რუსეთის პრემიერ- მინისტრმა იტალიელ კოლეგა სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მილსადენის მშენებლობაში შესაძლოა ჩაერთოს ფრანგული კომპანია Electricite de France. საბოლოო შეთანხმებას ხელს მოაწერენ სანკტ-პეტერბურგში, 17-19 ივნისს დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმზე. ჩანს, რუსეთი კვლავაც აგრძელებს ენერგეტიკული რესურსების გამოყენებით ევროპაში საკუთარი გავლენის განვრცობას. ავსტრია უკვე მეშვიდე ქვეყანაა, რომელიც სამხრეთ ნაკადის პროექტს შეუერთდა.
პრემიერი პუტინი და ავსტრიის კანცლერი ფეიმანი
სამხრეთის ნაკადის ისტორია 2006 წლიდან იწყება - რუსულ გაზპრომსა და იტალიურ ენის შორის გაფორმებული მემორანდუმით. მილსადენი რუსეთს დააკავშირებს ბულგარეთთან - შავი ზღვის გავლით - საიდანაც გაზი გავა სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში, ორი განშტოებით. პროექტის ხორცშესხმის შემთხვევაში, მილსადენის საშუალებით ევროპას ყოველწლიურად მიეწოდება 63 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ეს გაზრდის რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას ევროპაში. პროექტში ჩართულ და მილსადენის მარშრუტის გარშემო არსებულ ქვეყნებში მოხმარებული გაზის 63%25 რუსულია. სამხრეთის ნაკადის ამოქმედების შემდეგ ეს მაჩვენებელი 85%25-მდე გაიზრდება (იტალიის გამოკლებით). რუსეთს საშუალება ექნება თავი აარიდოს კონკურენციას და ერთპიროვნულად დააწესოს ფასები. ენერგეტიკული მონოპოლია გააძლიერებს კრემლის პოლიტიკურ ბერკეტებს. მისი სტრატეგია ცბიერია. რუსეთი ხელშეკრულებას დებს არა მთლიანად ევროკავშირთან, არამედ მის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან და, ამგვარად, შეუძლია სხვადასხვა პირობა წაუყენოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ეს კი, თავის მხრივ, ევროკავშირში შუღლის მიზეზი ხდება, რაც უარყოფითად მოქმედებს საერთაშორისო არენაზე ამ გაერთიანების, როგორც ერთიანი პოლიტიკური სუბიექტის როლზე.
თუმცა, პროექტი დაბრკოლებებსაც აწყდება: სამხრეთის ნაკადის ამოქმედება დიდ ხარჯებს უკავშირდება (მინიმუმ 25 მლრდ ევრო). თანაც, რუსეთს არც გამოცდილება აქვს საკმარისი და არც აღჭურვილობა შავი ზღვის ფსკერზე მილის ასაშენებლად.
სამხრეთის ნაკადის კონკურენტი პროექტი, რომელსაც ევროკავშირიც უჭერს მხარს, არის ნაბუკო. იგი განიხილება ევროპაზე რუსული ენერგოგავლენის შევიწროების ერთ-ერთ საშუალებად და ენერგოუსაფრთხოების გარანტად. მართალია, ევროპელი ლიდერები უარყოფენ ამ ორი პროექტის ურთიერთდაპირისპირებას, თუმცა, ცხადია, რომ ერთის აშენება შეაფერხებს მეორეს, გარკვეული დროის განმავლობაში მაინც. ორივე მილსადენი გამიზნულია ერთსა და იმავე ქვეყნებზე. გარდა ამისა, ორივე მათგანი, ძირითადად, კასპიის ზღვის რესურსებზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ორივე პროექტი დღის წესრიგში დგას. 2011 წლისთვის იგეგმება მშენებლობების დაწყება, ამიტომაც სწორედ 2010 წელი იქნება გადამწყვეტი.
![]() |
13 დაუძინებელ მეგობართა გულითადი მტრობა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
რუსეთ-ბელარუსი
20 აპრილს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ყოველწლიური ანგარიშით წარუდგა პარლამენტს. ეს მისი ბოლო გამოსვლა იყო პარლამენტის წინაშე საპრეზიდენტო არჩევნებამდე და შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის იანვრისთვის იგეგმება. პრეზიდენტის სიტყვაში დიდი ადგილი რუსეთთან ურთიერთობას დაეთმო.
რუსეთი და ბელარუსი განსაკუთრებულად მეგობრობდნენ 90-იან წლებში. არსებობდა საერთო ვალუტის შექმნის იდეაც. მოგვიანებით ურთიერთობები უფრო მერყევი გახდა. 2004 წელს რუსეთმა, გაზზე მონოპოლიის მოპოვების მიზნით, ბელარუსის გაზის კომპანიის შეძენა გადაწყვიტა. ტარიფებსა და ფასებზე შეუთანხმებლობამ გამოიწვია ურთიერთობის გაუარესება. რუსეთ-ბელარუსის მეგობრობას წერტილი დაუსვა 2009 წლის ე.წ. რძის ომმა.
2009 წელს ლუკაშენკო გამოთქვამდა ვარაუდს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ. თუმცა, მოგვიანებით, ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთის სამხედრო მოქმედებებში როგორც მისი ძალაუფლების, ისე ბელარუსის სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხე დაინახა და უარი განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებაზე. ცოტა ხნის შემდეგ ბელარუსმა რუსეთი 500 - მილიონიანი კრედიტით მოქრთამვის მცდელობაში დაადანაშაულა.
ალექსანდრ ლუკაშენკო
ლუკაშენკო ცდილობს, რუსეთისგან მიღებულ ბრძანებებს არ დაემორჩილოს. მისი განცხადებით - „ბელარუსმა რუსეთის დიქტატს საბოლოოდ უნდა დააღწიოს თავი“. ყირგიზეთში განვითარებულმა მოვლენებმა იგი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ რუსეთი ძალის გამოყენებას არ ერიდება. ლუკაშენკომ ღიად დაადანაშაულა რუსეთისა და ყაზახეთის მთავრობები ყირგიზეთის ვითარების ორგანიზებაში და გამორიცხა ბელარუსში მსგავსი სცენარის გამეორება. ლუკაშენკო ერთადერთი გამოდგა, ვინც ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს თანადგომა გამოუცხადა და თავშესაფარი მისცა, გადატრიალებას კი არაკონსტიტუციური უწოდა. უკრაინაში ჩასულმა მედვედევმა უსაყვედურა მას ყირგიზეთის ექსპრეზიდენტის შეფარების გამო და განაცხადა, რომ რუსეთი მეგობრობის ხელს (ანუ დაბალ ფასებს გაზზე) მხოლოდ იმ ქვეყნებს გაუწვდის, რომლებიც რეალურად არიან მზად თანამშრომლობაზე. ლუკაშენკომ მედვედევის საყვედურს ყირგიზი პრეზიდენტის შეფარების გამო რუსული მაგალითების გახსენებით უპასუხა: ტიტების რევოლუციის შემდეგ რუსეთმა ყირგიზი პრეზიდენტი ასკარ აკიევი შეიფარა, ასევე შეფარებული ჰყავს ასლან აბაშიძე და რევოლუციისგან დევნილი სხვა ლიდერები. თუმცა, ლუკაშენკომ ისიც აღნიშნა, რომ მზად არის უთანხმოების ფურცელი უბრალოდ გადაშალოს. მიუხედავად ამისა, ბელარუს-რუსეთის უთანხმოება ასე ადვილად ალბათ ვერ მოგვარდება. ლუკაშენკო თვლის, რომ რუსეთი ბელარუსის სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის: „დღეს ჩვენს წინაშეა კითხვა: გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო ამაყი ხალხით თუ გვინდა ვინმეს წინაშე მუხლებზე ვიხოხოთ“. ლუკაშენკომ ურთიერთობების გაუარესების მიზეზად რუსეთის ბაზარზე ორიენტირებული პრაგმატული პოლიტიკა დაასახელა. მისი თქმით, რუსეთს ავიწყდება, რომ ბელარუსში რუსეთის ორი სამხედრო ბაზაა, რაშიც ეს უკანასკნელი არაფერს იხდის და როდესაც მედვედევი რეალურ თანამშრომლობაზე საუბრობს, ესეც უნდა მიიღოს მხედველობაში.
რუსეთმა ყირგიზეთის რევოლუციით, ნავთობზე ფასის აწევით და უკრაინისთვის გაზზე გადასახადის დაწევით - აჩვენა ლუკაშენკოს, რომ რეგიონში კვლავ ის არის დომინანტი და მხოლოდ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებით შეიძლება „ეკონომიკური სანქციების” და ძალაუფლების დაკარგვის აცილება. ლუკაშენკოს უნდა დაამტკიცოს, რომ იგი რუსეთის ჭკუაზე არ დადის, მაგრამ ბელარუსს, რუსეთის გარდა, სხვა ბაზრის პოვნა უჭირს.
![]() |
14 ბრაიზა კავკასიაში ბრუნდება? |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
დიპლომატია
Wall Street Journal-ისა და The New York Times-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის კორესპონდენტმა, სტივ ლევინმა თავის ბლოგზე დაწერა, რომ განიხილება ბრაიზას ელჩად გაგზავნა ბაქოში. ავტორის მტკიცებით, ინფორმაცია დადასტურებულია და რამდენიმე ადმინისტრაციული დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, თეთრი სახლი ოფიციალურად წარუდგენს სენატს ელჩის კანდიდატურას. თუკი ლევინის „წინასწარმეტყველება“ ასრულდება, მოსალოდნელია აშშ-აზერბაიჯანს შორის გაფუჭებული ურთიერთობის დათბობა.
2009 წლის ივლისიდან, როცა აშშ-ს დესპანი ბაქოში - ანნე დერსი - ლიტვაში გაამწესეს, ამერიკას არ ჰყოლია ელჩი აზერბაიჯანში. ამ დროს მეთიუ ბრაიზა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე იყო. Foreign Policy Magazine-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2009 წლის სექტემბერში, სავარაუდოდ, ბრაიზა აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩად დაინიშნებოდა. ბრაიზამაც გამოთქვა ამის სურვილი და მხოლოდ თანხმობას ელოდებოდა თეთრი სახლიდან. მას რეკომენდაცია გაუწია ბუშის დროინდელმა ადმინისტრაციამ, თუმცა თეთრ სახლს და ობამას ადმინისტრაციას არ წარუდგენიათ მისი კანდიდატურა სენატისთვის. ბრაიზას ადანაშაულებდნენ ზედმეტად პროქართული პოლიტიკის გატარებასა და რუსეთისადმი მკაცრ მიდგომაში. ამიტომ, ეშინოდათ რუსეთის რეაქციისა, რომელიც მის დანიშვნას მოჰყვებოდა. გარდა ამისა, იყო ბრალდებები მისი მეუღლის კვლევითი ცენტრისთვის - ჰუდსონის ინსტიტუტისთვის - დაფინანსების გამოყოფის გამო.
მეთიუ ბრაიზას საკამოდ დიდი გამოცდილება აქვს რეგიონულ პოლიტიკაში. წლების განმავლობაში იგი ჩართული იყო კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში, მონაწილეობდა ენერგეტიკული კონტრაქტების რეალიზებაში, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებაში. ბრაიზა 2005 წლიდან მუშაობდა ევროპული და ევრაზიული საქმეების სახელმწიფო მდივნის მოადგილედ. ამას მოჰყვა საქმიანობა მინსკის ჯგუფში. იგი აგრეთვე მსახურობდა აშშ-ს საელჩოში რუსეთში. კარგად ერკვევა აშშ-სა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში და ამ ქვეყანას ამერიკის ერთ-ერთ პარტნიორად განიხილავს. ბრაიზას ელჩობას აზერბაიჯანში ეს უკანასკნელი ამერიკისთვის მისი მნიშვნელობის გაზრდის ნიშნად აღიქვამს. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ბაქო თანამშრომლობდა ნატოსთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. ის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა, როგორც ავღანეთში ამერიკული ტვირთის გადატანის, ასევე ენერგორესურსების ევროპისთვის მიწოდების თვალსაზრისით. თუმცა, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის აქცენტმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობათა ნორმალიზებაზე, ბზარი გააჩინა აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში.
დღეს ბაქოში აშშ-ს მიმართ ისმის ბრალდებები, რომ იგი აღარ არის ნეიტრალური მხარე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში და თურქეთსაც უბიძგებს არ მიემხროს აზერბაიჯანს, რითაც ქვეყნის იზოლირებას ახდენს. შედეგად, აზერბაიჯანი დაუახლოვდა რუსეთს და ხელშეკრულება დადო გაზპრომთან ბუნებრივი რესურსების მიყიდვაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის ალი ჰასანოვის განცხადებით, ურთიერთობები აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ინტენსიური გახდა. რუსეთი მის ქვეყანას თანასწორ პარტნიორად მიიჩნევს და აზერბაიჯანი მას მთავარ პოლიტიკურ ძალად განიხილავს რეგიონში.
ვაშინგტონ-ბაქოს გაუარესებული ურთიერთობების თვალსაჩინო ნიმუშია მაისისთვის დაგეგმილი ერთობლივი წვრთნების გაუქმება. თუ მეთიუ ბრაიზას დანიშვნაზე ინფორმაცია დადასტურდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა ამერიკის პოლიტიკის სახეცვლილება აზერბაიჯანის და ზოგადად რეგიონის მიმართ.
![]() |
15 რუსეთის საყვარელი მტერი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
რუსული ანტიამერიკანიზმი
კრემლში ანტიამერიკანიზმს საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ ხერხად თითქმის ერთი საუკუნეა იყენებენ. რუსული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს ფენომენი ეროვნული ცნობიერების განუყოფელი ნაწილია. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იოსებ სტალინმა ამერიკულ იმპერიალიზმს „კარს მომდგარი მტერი“ უწოდა, ხოლო 1956-ში ნიკიტა ხრუშჩოვი აშშ-ს „მიწაში დამარხვით“ ემუქრებოდა. ეს რუსული ტრადიცია დროთა განმავლობაში გათანამედროვდა და მედიაკომუნიკაციების გამოყენებით, უფრო მასშტაბური სახე მიიღო.
რუსეთში ანტიამერიკულ პროპაგანდას სახელმწიფოსა და მედიის გეგმაზომიერი ტანდემი აწარმოებს. ანტიამერიკული განწყობის დამკვიდრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კრემლის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები. საინფორმაციო მანიპულაციები გასართობი გადაცემებისა და ფილმების დონეზეც კი იჩენს თავს. კრემლი დაკავებულია აშშ-სგან მტრის ხატის გამოძერწვით საზოგადოების ყოველი ფენისთვის. პრემიერ-მინისტრ პუტინის ხედვით, რუსეთი დასავლეთის და აშშ-ს მიერ სულჩადგმული რეფორმების მსხვერპლია - ამ რეფორმების გატარებას ისინი ბუნებრივი რესურსების დასაპატრონებლად ურჩევდნენ რუსეთს. პრეზიდენტ მედვედევის აზრით, ფინანსური კრიზისი გამოწვეულია აშშ-ს ფინანსური ეგოიზმით - რათა „ამერიკას მსოფლიოს ეკონომიკური ლიდერის როლის დაკარგვა გადაეფარა”. მსგავსი ბრალდებები და რიტორიკა რუსული საზოგადოების პოლიტიკურ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია.
ანტიამერიკანიზმი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში მრავალპოლარული პოლიტიკური წესრიგის შექმნის იდეას არის ამოფარებული, რეალურად კი რუსეთის სახელმწიფო ინტერესების ლობირების მოძველებული ხერხია. რუსეთი ქმნის პოლიტიკურ ალიანსებს ავტორიტარულ სახელმწიფოებთან, „საერთო მტრის“, აშშ-ს წინააღმდეგ. რუსეთის მოკავშირეები იყვნენ სადამ ჰუსეინის ერაყი და სლობოდან მილოშევიჩის იუგოსლავია. დღეს კრემლი უგო ჩავესსა და მაჰმუდ აჰმადინეჟადში ხედავს პარტნიორებს. ისტორიული გამოცდილებით, მსგავსი ალიანსები მიმართული იყო არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, რასაც მილიონობით ადამიანის თავისუფლებაც ეწირებოდა.
ბოლო წლების ამერიკულმა ცალმხრივობამ და „თავისუფლების გავრცელების დიპლომატიამ” ანტიამერიკული განწყობა რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ერთიორად გაზარდა. კოსოვოს 1999 წლის ინტერვენციისა და მისივე 2008 წლის აღიარების დროს, აშშ-მ უგულებელყო რუსეთის პოზიცია. იგივე მოხდა 2003 წელს, ერაყის ოპერაციასთან დაკავშირებით. აშშ-სა და ნატოს მიერ რუსეთის იგნორირებამ ათასობით კოსოვოელი გენოციდისგან იხსნა და ეთნიკური წმენდა შეაჩერა. ხოლო 2003 წელს ერაყში წარმატებამ, ერაყელი ხალხის გარდა, მთელი ახლო აღმოსავლეთი გაათავისუფლა ტირანიისგან, რეგიონში კი ძალთა წონასწორობა შეცვალა. ამ მოვლენებმა კრემლის იმპერიულ მისწრაფებებსა და შესაძლებლობებს შორის უფსკრული გამოააშკარავა; რუსეთს საერთაშორისო პროცესებში მხოლოდ დამკვირვებლის როლი მიუსადაგა. შედეგად, რუსული ანტიამერიკანიზმის ისტორიულობას მისი ისტერიულობაც დაემატა.
კრემლის ანტიამერიკანიზმი მიმართულია არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მასთან ასოცირებული სახელმწიფოების წინააღმდეგაც. პრემიერ ვლადიმირ პუტინის თქმით, ამ ქვეყნებისთვის მოსკოვს „საკუთარი გეგმები აქვს“. რუსეთისთვის ამ ქვეყნების სუვერენულობა უცხოა, რაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმაც გამოა აშკარავა. ამ მოვლენას კრემლისმიერ კონტროლირებადი მედია წარმოაჩენს სხვა, იდეოლოგიზებული სცენარით, სადაც ომს დემონური, „ამერიკული საწყისი“ აქვს, თავად კი ამ ურჩხულის დამმარცხებელი რაინდია.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს, საქართველოს ოკუპაციის მცდელობისას, კრემლი რუსული საზოგადოების 77%25-ის მხარდაჭერით სარგებლობდა. რუსული საზოგადოების დეზინფორმირებულობა ფომის კვლევიდანაც ჩანს: გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ჰუმანიტარული მოტივებით ხსნიდა. 72%25-ის აზრით, რუსეთი საქართველოში შემოიჭრა „ოსი ხალხის გენოციდის შესაჩერებლად“, ხოლო „საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ“ გამოკითხულთა 74%25 აშშ-დან ნაკარნახევად მიიჩნევდა.
რუსული საზოგადოების აზრი - „საერთო მტრის“ და მასთან ასოცირებული ქვეყნების შესახებ - აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგაც არ შეცვლილა. ჩანს, ვერც პრეზიდენტობა მას გადატვირთვის პოლიტიკამ მოულბო რუსულ საზოგადოებას გული. „ფიუფაუნდეიშენის“ 2009 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევაც ამას ადასტურებს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკული გავლენა რუსეთზე რესპონდენტთა 62%25-მა ნეგატიურად შეაფასა. შედეგები განმეორდა ბი-ბი-სის კვლევაშიც: რუსული საზოგადოების 65%25-ის წარმოდგენა აშშ-ს შესახებ უარყოფითია, საპირისპირო აზრი კი გამოკითხულთა მხოლოდ 7%25-ს აქვს.
დასავლეთ ევროპის მრავალ დედაქალაქში რუსეთის ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ პროპაგანდას შიდა პოლიტიკურ ხერხად მიიჩნევენ, რაც თავისუფალი სამყაროსთვის საფრთხის შემცველად არ აღიქმება. თუმცა, საგარეო პროპაგანდა რუსეთის ეროვნული სტრატეგიის ნაწილი რომ არის, ამაზე კრემლის მიერ დაფინანსებული გავლენიანი სატელევიზიო არხის - რაშა თუ დეის პოლიტიკური მიმართულებაც მიუთითებს. არხი ინგლისურ, ესპანურ და არაბულ ენებზე მაუწყებლობს და ანტიამერიკულ პროპაგანდას საკაბელო რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევა.
დემონსტრაცია აშშ-ს საელჩოს წინ. მოსკოვი
ფოტო: REUTERS ©
ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობის შექმნაში ტელევიზიისა და თანამედროვე მედიაკომუნიკაციის გარდა, კრემლს სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტიც ეხმარება. ასე, მაგალითად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თანაავტორობით, 2008 წელს გადაიღეს იდეოლოგიზებული დოკუმენტური ფილმი, სახელად „იმპერიის დაცემა, ბიზანტიის გაკვეთილები“. ფილმი ბიზანტიის იმპერიას 90-იანი წლების რუსეთს ადარებს. იმპერიების ჩამოშლის მთავარ მიზეზად ფილმის ავტორები დასავლურ რეფორმებსა და დეცენტრალიზაციას ასახელებენ.
საკუთარი წარუმატებლობისა და უუნარობის აშშ-ზე გადაბრალების სტრატეგია რუსეთის პოლიტიკურ ბაზარზე კვლავაც კარგად იყიდება. კრემლში არც პრეზიდენტობა მას ქებული გადატვირთვის ღილაკი მუშაობს და არც კომპრომისის ენა ესმით. დღესდღეობით, ანტიამერიკანიზმი რუსული ხელისუფლების ყველაზე ეფექტური და პრაქტიკული ხერხია ძალაუფლების განმტკიცებისა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისათვის.
![]() |
16 მოდერნიზაცია, ნაციონალიზაცია, ევროპეიზაცია: გზა ოსმალური კლასიკური მოდელიდან გენოციდამდე |
▲ზევით დაბრუნება |
თორნიკე გორდაძე|სვეტი
დემონსტრანტის წვავს თურქეთის დროშას.
ერევანი 23 აპრილი, 2010
გასაოცარ დროში ვცხოვრობთ. ვცხოვრობთ გლობალიზებულ მსოფლიოში, თანამედროვე ტექნოლოგიების დროში, რომელთა დისკურსიც, რატომღაც, სულ მომავალზეა ორიენტირებული, არადა, აქამდე არასოდეს უსაუბრიათ ამდენი წარსულზე, არასოდეს ყოფილა ასე პოლიტიზებული და, მარქსის ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ, „გაფეტიშებული“ ისტორიული პრობლემები: მეორე მსოფლიო ომი, კოლონიური ომები, სომეხთა გენოციდი, საბჭოთა პერიოდის ანალიზი და ა.შ. მარკ ბლოკი, ანალების სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, იტყოდა, რომ გაყინული წარსულის მდუღარე აწმყოში ასეთი დოზით გადმოტანა სახიფათოა ანალიტიკური აზრის ჯანმრთელობისთვისო. მათ, ვისაც აინტერესებს ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, როგორც წესი, ნაკლებად აღელვებს სერიოზული ისტორიული კვლევა, რადგან ეს უკანასკნელი სრულიად გამოუსადეგარია პოლიტიკაში და ამ გამოუსადეგარობაშია მისი სერიოზულობაც. ის, რომ სომეხთა გენოციდში თურქეთის „არაევროპულობა“ არაფერ შუაშია, უკვე აღვნიშნეთ, ისიც ვახსენეთ, რომ ოსმალეთის მოდერნიზაცია და ევროპეიზაცია რომ არა, შეიძლებოდა ისტორიის ეს ტრაგიკული მომენტი საერთოდ არ მომხდარიყო.
მაინც როგორი იყო სომეხთა მდგომარეობა ოსმალეთში XIX-ე საუკუნის მეორე ნახევრამდე ანუ იმპერიის მოდერნიზაციამდე? სომხები, ისევე როგორც სხვა რელიგიური თემები (მუსულმანები, მართლმადიდებლები, ებრაელები, კათოლიკეები), შეადგენდნენ ე.წ. მილლეთს (კონფესიურ თემს), რომელსაც თანამედროვე ტერმინებს თუ ვიხმართ, ჰქონდა არატერიტორიული ავტონომია რელიგიურ და კულტურულ სფეროებში და, ნაწილობრივ, სასამართლო სფეროშიც, რამეთუ ორ სომეხს შორის დავას ყადი (ისლამური მოსამართლე) კი არა, მილლეთის ტრიბუნალი არჩევდა. ისლამურ ტრიბუნალს და შარიათს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლეოდა პრიორიტეტი, თუკი ერთ-ერთი მხარე იყო ისლამის მიმდევარი. მილლეთს ჰყავდა მისი მეთაური - მილლეთ ბაში - სომეხთა შემთხვევაში მათი პატრიარქი (რაღა თქმა უნდა, სტამბულის და არა ეჩმიაძინის), რომელიც, ამავდროულად, ითვლებოდა სულთნის დიდმოხელედ და მის კართან დაახლოებულ პირად. სომხებს არცთუ იშვიათად ეჭირათ მაღალი პოსტები, ძირითადად, ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში (რადგან სამხედრო სამსახურს ისინი არ ექვემდებარებოდნენ და ამის სანაცვლოდ იხდიდნენ გადასახადს, რომელსაც, სხვათა შორის, ბადალი ერქვა). სომხები ხშირად თავს იჩენდნენ დიპლომატიასა და არქიტექტურაშიც. ეს იყო ოსმალური მოდელი, რომელშიც ეთნიკური მხარე იყო იგნორირებული (მაგალითად, მუსულმანურ მილლეთში გაერთიანებულნი იყვნენ თურქებიც, არაბებიც, ალბანელებიც, მუსულმანი კავკასიელებიც, მუსულმანი სლავებიც და ქურთებიც, მართლმადიდებლურში კი - ბერძნებიც, ბულგარელებიც, სერბებიც და რუმინელებიც), ხოლო რელიგიური და სოციალური - უფრო მნიშვნელოვანი. ელიტაში იყო სრული ეთნოკულტურული სიჭრელე - უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო ბიუროკრატია იყო „ოსმალთა“ ხელში. „ოსმალობა“ ნიშნავდა არა ეროვნებას, არამედ უფრო წააგავდა „პრივილეგირებული კლუბის წევრობას“. სხვათა შორის, ამ კლუბში „თურქები“ (ანატოლიელი და ბალკანელი) საკმაოდ მცირედ იყვნენ წარმოდგენილნი. ასე რომ, ადამიანის სომხობა, ბერძნობა, ალბანელობა, ჩერქეზობა თუ გურჯობა ხელს საერთოდ არ უშლიდა მის ოსმალობას. ენობრივადაც კი ოსმალური (ოსმანლი), რომელსაც ახლა პოლიტკორექტულობისთვის ოსმალურ თურქულს ეძახიან, ძალიან შორს იყო ანატოლიური თურქული იდიომებისგან და თუნდაც დღევანდელი თურქულისგან, უფრო შორს, ვიდრე ლათინური ენა ფრანგულის ან პორტუგალიურისაგან. ოსმანლი იყო თურქული, სპარსული, არაბული, ბერძნული და სხვა ენების მიქსტურა. თურქული ნაციონალიზმი, რომელიც როგორც წინა წერილში აღვნიშნეთ, ევროპული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა, სწორედ ოსმალობის წინააღმდეგ გაჩენილი იდეოლოგიაა: თურქები, რომლებიც წარმოადგენენ იმპერიის ყველაზე მრავალრიცხოვან და შემქმნელ ერს, არიან სუბალტერნულ მდგომარეობაში და სახელმწიფოს მართავს უმცირესობათა კოსმოპოლიტური კოალიცია, - აცხადებდნენ თურქული ნაციონალიზმის ფუძემდებლები, - ოსმალეთი უნდა გახდეს თურქთა სახელმწიფო. დემოკრატიის კანონიც ამას მოითხოვსო, - დასძენდნენ ისინი. ნაციონალიზმი და დემოკრატია - ეს არის ის ორი ევროპული კონცეპტი, რომელთა ოსმალეთში იმპორტირებამაც ააფეთქა კლასიკური იმპერიული პაქტი მილლეთებს შორის და, ფაქტობრივად, შესაძლებელი გახადა ძალადობა ეთნოკონფესიურ ნიადაგზე.
1915 წლის სომეხთა მასობრივ მკვლელობებს წინ უძღოდა სომხურ და თურქულ ნაციონალისტურ იდეოლოგიათა ფორმირება და შედარებით მცირე მასშტაბის პოგრომები. თუმცა, მე-19 საუკუნის ბოლომდე სომხები იშვიათად გამოდიოდნენ იმპერიის წინააღმდეგ (ბერძნების და ქრისტიანი სლავებისაგან განსხვავებით). მათ, ლოიალურობის გამო, მილლეთ-ი-სადიკა შეარქვეს (ოსმალურად მორჩილი მილლეთი). მხოლოდ 1880-იანი წლებიდან დაიწყო სომხური რევოლუციური პარტიების შექმნა (ჰნჩაკი, დაშნაკთა პარტია) და რეპრესიებმაც არ დააყოვნა: ჯერ სულთან აბდულჰამიდის მილიციამ - ჰამიდიიემ „გამოიჩინა თავი“ 1894-96 წლებში სომეხთა მასობრივი მკვლელობებით, ხოლო შემდეგ, 1909 წელს, უკვე იტტიჰადისტებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში (კილიკიაში) მოაწყვეს პოგრომები, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირა. ყველაზე მეტი მსხვერპლი მაინც 1915 წლის აპრილიდან (გენოციდის ათვლის წერტილად სტამბულში ორასამდე ცნობილი სომეხი მოღვაწის დაპატიმრება და მათი შეთქმულებაში დადანაშაულება ითვლება) მოყოლებულ პერიოდზე მოდის. პირველი მსოფლიო ომის ბოლომდე ოსმალეთის ორ მილიონზე მეტი სომეხისგან ნახევარი დაიღუპა - პირდაპირი მკვლელობით, გადასახლებით თუ შიმშილ-სიცივით.
საპროტესტო აქცია ერევანში
![]() |
17 სახელმწიფო მარიხუანას წინააღმდეგ: 100 წლიანი ომის შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|ფოკუსი
პოლიცია ანადგურებს ჩამორთმეულ
მარიხუანას. სანტა დომინგო, დომინიკის რესპუბლიკა
ფოტო: REUTERS ©
„ვისაც სურს, გათავისუფლდეს აუტანელი წნეხისგან, მას ჰაშიში სჭირდება“, გვირჩია ფრიდრიხ ნიცშემ. გერმანელი ფილოსოფოსი და ფილოლოგი 1989 წელს ფსიქიურად დაავადდა და 1900 წელს გარდაიცვალა.
ჰაშიში, მარიხუანასთან ერთად, ბუჩქის ტიპის მცენარის, კანაფის (cannabis sativa) შვილია. ქართული ჟარგონი მას „პლანს“ უწოდებს ან, უბრალოდ, „მოსაწევად“ მოიხსენიებს. ფსიქოაქტიურ თვისებას მცენარეს ანიჭებს ტეტრაჰიდროკანაბიოლი (THC) - მისი შემადგენელი ქიმიური ნივთიერება. რაც მეტია ტეტრაჰიდროკანაბიოლი, მით მეტი პოტენცია აქვს კანაფის. მიიჩნევენ, რომ დღეს მარიხუანაც და ჰაშიშიც გაცილებით ძლიერია, ვიდრე თუნდაც 70-იან წლებში იყო, რაც, ალბათ, კულტივაციის თანამედროვე მეთოდებმა გამოიწვია. ლეგალიზაციის ერთ- ერთი ამერიკელი მოწინააღმდეგის არ იყოს, „ეს აღარაა ის მარიხუანა, ბაბუაჩემი რომ ეწეოდა“.
ჩვენს წელთარიცხვამდე მე-3 ათასწლეულიდან მე-20 საუკუნის დასაწყისის ჩათვლით, მოყვარულები კანაფის დაუბრკოლებლად მოიხმარდნენ რელიგიური, სპირიტუალური თუ სამედიცინო მიზნებით. თითქმის 100 წელია კანაფი აიკრძალა, მაგრამ მისი მოხმარება არც 21-ე საუკუნეში მოუკლიათ - ამჯერად უფრო სიამოვნების მისაღებად. აქტიურ მწეველებს შორის, ფრიდრიხ ნიცშეს გარდა სხვა ნაცნობებსაც გადააწყდები: მწერლები - უილიამ შექსპირი, მარკ ტვენი, ონორე დე ბალზაკი, ჯეკ კერუაკი, პრეზიდენტები - ჯორჯ ვაშინგტონი, ჯონ კენედი, ფილანტროპი - ჯორჯ სოროსი, კომპიუტერული კომპანია Apple-ის შემქმნელი და დამფუძნებელი - სტივ ჯობსი. საზოგადოებას ახსოვს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მცდელობა, ყოფილიყო გულწრფელი, როცა გვითხრა მარიხუანა მომიწევია, ოღონდ „ნაფაზი არ დამირტყამსო“. ბარაკ ობამა მისივე აღიარებით, ახალგაზრდობაში „ნაფაზებსაც“ არ ერიდებოდა. აღარ ჩამოვთვლი კინოსა და შოუბიზნესის წარმომადგენლებს და იმ 190 მილიონამდე ადამიანს, რომელმაც, გაეროს კვლევის თანახმად, მხოლოდ ერთი - 2007 წლის განმავლობაში მოწია მარიხუანა. აკრძალვისა და მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, უამრავი ადამიანი მარიხუანას მიიჩნევს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ნივთიერებად, რომელიც გეხმარება, ხასიათზე მოხვიდე. ხშირად მართლაც ასეა - კანაფი ბევრისთვის რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მისი ზემოქმედებით შეიძლება გამხიარულდე, უკეთ დაგეძინოს, მუსიკის, ფერების აღქმისა და ფანტაზიის უნარი გაგიძლიერდეს, კრეატიულ განწყობაზე დაგაყენოს. მაგრამ მის უსაფრთხო ბუნებაზე საუბარი, უკეთეს შემთხვევაში უცოდინრობაა, უარეს შემთხვევაში კი - უსირცხვილო ტყუილი.
კანაფი საფრთხეს უქმნის ადამიანის გონებას და ფსიქიურ მდგომარეობას. დიდი ბრიტანეთის ფსიქიატრთა სამეფო კოლეჯის ანგარიშის მიხედვით, ყოველი მე-10 მომხმარებელი კანაფისთან ურთიერთობას უსიამოვნო გრძნობით ამთავრებს - იქნება ეს დაბნეულობა, ჰალუცინაციები, გაღიზიანება თუ პარანოია. კანაფისთვის უცხო არ არის დეპრესიული განწყობის შექმნა, მოტივაციის შემცირება. მტკიცდება, რომ ფსიქოზით დაავადებულთა დიდი ნაწილი მოიხმარს ან დიდი ხნის განმავლობაში მოიხმარდა კანაფის. კვლევათა მიხედვით, რეგულარული მოხმარება აორმაგებს შიზოფრენით დაავადების რისკს.
დადასტურებულია, რომ „პლანი“ განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მოზარდ ორგანიზმს. ადამიანი, რომელიც მარიხუანას ან ჰაშიშის მოხმარებას 15 წლის ასაკამდე იწყებს, იოთხმაგებს შანსს, 26 წლისა შიზოფრენიით დაავადდეს. ადამიანის ტვინი 20 წლის ასაკამდე ვითარდება, ამ პროცესში კანაფის შეუძლია დამანგრეველი გავლენა მოახდინოს. რონალდ რეიგანმა ცნობილი ომი რომ წამოიწყო ნარკოტიკების წინააღმდეგ, ყურადღებას სწორედ მცირეწლოვანთა ფაქტორზე ამახვილებდა: „თუ უფროსები რისკზე მიდიან, ეს მათი საქმეა, მაგრამ საკომუნიკაციო საშუალებებმა, რასაკვირველია, უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ოთხ მილიონ მოზარდს სათანადოდ აუხსნან რა საფრთხის წინაშე დგებიან ისინი [ეწევიან რა მარიხუანას]“.
კანაფის ხშირი მოხმარება ზემოქმედებს შრომისუნარიანობაზე. მისი გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანს ხშირად ეკარგება როგორც დროის, ისე მის გარშემო მიმდინარე მოვლენების ადეკვატური აღქმის უნარი, ხშირად სიზარმაცე ერევა, უჭირს კონცენტრაცია, ხდება გულმავიწყი.
გონების გარდა, ზიანი შეიძლება მიადგეს ფილტვებსა და სასუნთქ სისტემას, ოღონდ აქ კანაფი არაფერ შუაშია; დამნაშავე ნიკოტინია. როგორც წესი, მარიხუანას თუთუნს ურევენ.
მართალია ფიზიკური დამოკიდებულება ამ ნარკოტიკზე არ უჩნდებათ, რეგულარული მომხმარებელი გონებით სულ მას დასტრიალებს, დიდ დროს ახარჯავს „მოსაწევის შოვნას“. შედარებისთვის, მარიხუანასთვის თავის დანებება ისევე უჭირთ, როგორც სიგარეტთან გამოთხოვება.
კანაფი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აიკრძალა. ხუთი ათასი წლის მცენარეს დაბრკოლება პირველად 1911 წელს სამხრეთ აფრიკაში შეუქმნეს. მოგვიანებით სამხრეთ აფრიკას მიბაძეს სხვა ქვეყნებმაც. შეერთებულმა შტატებმა კანაფი 1937 წლიდან აკრძალა. დღეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას საერთაშორისო სამართალი არეგულირებს გაეროს სამი კონვენციის მეშვეობით: 1961 წლის კონვენცია ნარკოტიკების შესახებ, 1971 წლის კონვენცია ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ და 1988 წლის კონვენცია ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ტრეფიკინგის შესახებ. საქართველო სამივე კონვენციის ხელმომწერია.
მანიფესტაცია მარიხუანის ლეგალიზების მოთხოვნით.
კოლორადო აშშ.
ძალიან რთულია, შეაფასო კანაფის წარმოების ზუსტი მოცულობა მსოფლიო მასშტაბით, ის ყველა ქვეყანაში მოყავთ - ჭერქვეშ თუ მზის ქვეშ. კანაფის ბაზარი ყველაზე დიდია გავრცელების, პროდუქციის მოცულობისა და მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში კლების ტენდენცია შეინიშნება, მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით, მოწინავე ადგილს მაინც ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა იკავებს. მომხმარებლებმა იმატეს ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.
კვლევების მიხედვით, კანაფი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებაა საქართველოშიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის 26 მარტს გასული სამი თვის განმავლობაში ამოღებული 200 კგ მარიხუანა გაანადგურა.
ნარკოტიკებთან ომი, ცივილიზებულ მსოფლიოში ინტენსიური განსჯის საგანია. ფაქტია, რომ 100 წლის წინ დაწყებული ბრძოლა დღესაც მიმდინარეობს. ისიც ეჭვგარეშეა, რომ ამ ბრძოლაში კაცობრიობამ არამც თუ ვერ გაიმარჯვა, გამარჯვებას ვერც კი მიუახლოვდა.
„როცა კანონს 100 მილიონზე მეტი ამერიკელი არ ემორჩილება - და სწორედ ამდენ ამერიკელს მოუწევია მარიხუანა ერთხელ ან მეტჯერ - ეს ნიშნავს, რომ კანონი არ ვარგა“, ამბობს ნორმ სტამპერი, სიეტლის პოლიციის ყოფილი შეფი.
კანაფის წინაშე პირველად ნიდერლანდების სამეფოში ჩაიქნიეს ხელი - 1976 წელს შესწორება შევიდა ე.წ. ოპიუმის აქტში. ცვლილება გულისხმობდა ნარკოტიკების კატეგორიზაციას რისკის მასშტაბის მიხედვით და არა ლეგალიზაციას, როგორც ბევრს ჰგონია. ნიდერლანდების მთავრობამ კანაფი „მსუბუქ ნარკოტიკად“ ცნო. ამ დღიდან კანაფის შეზღუდული რაოდენობით კულტივირება ჰოლანდიაში აღარ იდევნება. ე.წ. თმენის პოლიტიკამ გაუკაფა გზა „კოფი შოფების სისტემას“, სადაც მარიხუანა და ჰაშიში ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც 18 წელს გადააბიჯა.
სამედიცინო მარიხუანა. ლოს ანჯელესი
1996 წელს კალიფორნიის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის შედეგად ავადმყოფ და მომაკვდავ პაციენტებს შეუძლიათ მოიხმარონ მარიხუანა სამედიცინო მიზნით.
ევროპის სულ უფრო მეტი ქვეყანა ირჩევს თმენის პრაქტიკას და კანაფის მოხმარებისა და შენახვის ფაქტებს აღარ დევნის სისხლის სამართალებრივად.
გაცილებით მკაცრი მიდგომა აქვთ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებს. მაგალითად, ტაილანდსა და სინგაპურში კანაფის მცირე დოზის შეტანა, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობის საფუძველი გახდეს, თუმცა ნარკოტიკების მომხმარებელთა სიმცირეს გაეროს 2009 წლის კვლევის მიხედვით, არც ეს ქვეყნები უჩივიან.
საქართველოში მარიხუანას და სუბუტექსს ერთი და იმავე მუხლის ერთი და იგივე პუნქტი არეგულირებს. თუმცა, სამართალდამცავების თქმით, მარიხუანასა და სუბუტექსის მომხმარებელს განსხვავებულ სასჯელს აკისრებენ. 10 გრამამდე კანაფის შენახვა, საქართველოს კანონმდებლობით, მცირე ოდენობად ითვლება. ტაბულამ ვერ მოიპოვა სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების ან გასაღების გამო. როგორც გაირკვა სტატისტიკა იწარმოება მიყენებული მუხლის და არა მოხმარებული ან გასაღებული ნარკოტიკის სახეობის მიხედვით.
მიუხედავად განსხვავებული მიდგომებისა, ნარკოტიკებთან ბრძოლა, დასავლეთის ქვეყნებში მაინც ერთ პრინციპს ეფუძნება: მავნებლობის ხარისხი, განსაზღვრავს სასჯელის სიმძიმეს. ყველა დასავლურ ქვეყანაში, „მსუბუქი“ ნარკოტიკი კანაფი თუ ისჯება - შედარებით მსუბუქად. მძიმე ნარკოტიკი, მაგალითად ჰეროინი - ისჯება მძიმედ. ასევე მძიმეა სასჯელი გასხვისების მიზნით ნარკოტიკის შენახვისთვის, პირადი მოხმარებისგან განსხვავებით.
ზოგმა ქვეყანამ, მაგალითად დიდმა ბრიტანეთმა, ნარკოტიკების მავნებლობის კოდიფიცირება მათი კატეგორიზაციის შედეგად მოახდინა. არალეგალური ნარკოტიკები A, B და C კატეგორიებად დაყო. რამდენიმე ხნის წინ, კანაფი - C ანუ მსუბუქი ნარკოტიკის კატეგორიაში მოახვედრა. თუმცა 2009 წლის იანვარში ის კვლავ B კატეგორიაში აღმოჩნდა. უკანასკნელი ცვლილების ინიციატორები ძირითად მიზეზად კანაფის ახალი სახეობების მაღალ პოტენციას ასახელებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მოხმარებისა და შენახვის გამო ამერიკაში 1991 წლიდან დაპატიმრებულ ადამიანთა რიცხვი 750 000-ს აღწევს, კალიფორნიის მსგავსად, სამედიცინო მიზნით მარიხუანას მოხმარება 15 სხვა შტატში დაუშვეს. მათ შორისაა კოლუმბიის ოლქი, კოლორადო, ალასკა, ნიუ მექსიკო, ნიუ ჯერსი და ა. შ.
პარალელურად, იზრდება ლეგალიზაციის მომხრეთა რიცხვი. კალიფორნიაში კამპანია დაიწყო „კანაფის რეგულირების, კონტროლისა და დაბეგვრის 2010 წლის აქტის“ მისაღებად. აქტის პროექტის მიხედვით, 21 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს უფლება ეძლევათ „იყიდონ, შეინახონ, მოიყვანონ ან მოიხმარონ მარიხუანა“ შეზღუდული ოდენობით. კამპანიის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ ასე ბიუჯეტს 1,4 მილიარდი დოლარი შეემატება გადასახადის სახით. კალიფორნიის შეკუმშული ბიუჯეტის ფონზე მსგავს პროგნოზს ბევრი შვებად მიიჩნევს. კამპანიას წარმართავს კრის ლეჰეინი - პრეზიდენტების ბილ კლინტონისა და ბარაკ ობამას ყოფილი პოლიტიკური კონსულტანტი. მიუხედავად რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგობისა, ლეჰეინი ამტკიცებს, რომ ლეგალიზაცია მხოლოდ დემოკრატების ახირება არ არის, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარს უჭერენ როგორც ამერიკელი ლიბერალები, ასევე ლიბერტარიანელები. მისივე თქმით, „მარიხუანა, დე-ფაქტო მაინც ლეგალიზებულია, არსებული სისტემა არ მუშაობს“.
ლიბერტარიანელები ყველაზე მარტივ, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე თამამ წინადადებას გვთავაზობენ: სიმძიმის მიხედვით კატეგორიზაციის ნებისმიერი მცდელობა არათანმიმდევრულია. ხელისუფლების მიერ ადამიანების კერძო ცხოვრების და საქციელის რეგულირება, სანამ ისინი სხვას მიაყენებენ ზიანს, გაუმართლებელია. ლიბერტარიანული მიდგომა განურჩევლად ყველა ნარკოტიკული საშუალებისთვის თავისუფალი ბაზრის პრინციპის მორგებას მიიჩნევს მართებულად, ზუსტად ისევე, როგორც ალკოჰოლის ან სიგარეტის შემთხვევაში.
არიან ისეთები, ვინც ითხოვს სახელმწიფომ ნარკოტიკების ბაზარი მკაცრად არეგულიროს და მაღალი გადასახადით დაბეგროს. სხვები ნარკოტიკების ექიმთა კონრტოლისთვის დაქვემდებარებას უჭერენ მხარს. ბევრი ლეგალიზაციას უფრხის და დეკრიმინალიზაცია უფრო უსაფრთხო გამოსავლად ესახება იმის გამო, რომ სასჯელი მოხმარებას ვერ ამცირებს, ამ მიზნით გამოყოფილ საბიუჯეტო ხარჯებს კი მნიშვნელოვნად ზრდის.
ლეგალიზების მოწინააღმდეგენი, მომხრეთა დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაკლს მიუთითებენ: ნარკოტიკებთან ბრძოლის კრახზე ყველა თანხმდება, მაგრამ ლეგალიზების ფორმებზე შეთანხმება არ მომხდარა. არავის წარმოუდგენია ლეგალიზების თანმიმდევრული და მკაფიო პროექტი. დღეს საუბარია მხოლოდ პრინციპზე და არა განხორციელების მექანიზმებზე.
ლეგალიზაციის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ლეგალიზაციის შემთხვევაში, ვინც დღეს დანაშაულებრივ ბიზნესს ეწევა, ადვილად მოერგება ახალ რეალობას. შედეგად, დღევანდელი ნარკობარონები უკანონო ბიზნესით ნაშოვნ ფულს იოლად გაათეთრებენ და „პატიოსან ბიზნესმენებად“ გადაიქცევიან.
მოწინააღმდეგენი იმასაც ამტკიცებენ, თუ ნარკოტიკებს თავისუფალ ბაზარს მივანდობთ, ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ფასი, საბაზრო კონკურენციის გამო დაიწევს, რაც მათ ხელმისაწვდომს გახდის მოსახლეობის მეტი რაოდენობისთვის ანუ მოხმარების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ნარკოტიკების მაღალი განაკვეთით დაბეგვრა, შავი ბაზრის გაჩენის საშიშროებას იწვევს. ლეგალიზების მოწინააღმდგეებისთვის არც სახელმწიფოს მიერ ნარკოტიკების ბაზრის მკაცრი რეგულირებაა დამაჯერებელი აზრი, რადგან სახელმწიფოს ამის უნარი რომ ჰქონდეს, ნარკოტიკებთან ბრძოლაშიც გაიმარჯვებდა. მოკლედ, ამერიკაში ნარკოტიკების ლეგალიზება მის მოწინააღმდეგეებს რისკიან ნაბიჯად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ, დიდი ალბათობით, ეს ექსპერიმენტი ამერიკულ საზოგადოებას ძალიან ძვირი დაუჯდება.
დასავლეთის ქვეყნებში მიმდინარე კამათის ფონზე საინტერესოა ერთი ინიციატივა, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაახმოვანა და პრეზიდენტმა მოიწონა. ინიციატივის მიზანია ქართველი საჯარო მოხელეებისთვის პერიოდული ნარკოტესტების სავალდებულოდ ქცევა.
ამერიკელი საზღვაო ქვეითი პპატრულირებს
მარიხუანის პლანტაციაში. ავღანეთი
ნარკოტესტების თემა აქტუალურია ბევრ ქვეყანაში და ნარკომანიის აღკვეთის მიზნით გამოიყენება. საქართველოში საჯარო მოხელეები ნარკოშემოწმებას გადიან მხოლოდ ერთხელ, სამსახურის დაწყებისას. დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით აქ არ გამართულა მსჯელობა, თუ რამდენად კანონიერი და ეთიკურია ნარკოტესტების გამოყენება, ვითვალისწინებთ თუ არა ცდომილების შესაძლებლობას, ეკონომიკურად ამართლებს თუ არა ასეთი ტესტების ჩატარება.
უეჭველია, ნარკომან სახელმწიფო მოხელეს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. თუ უახლოეს წარსულს გადავავლებთ თვალს, არც ისე ცოტა შემთხვევაა, როდესაც ძვირი ნარკოტიკის ყიდვის სურვილი საჯარო მოხელეებისთვის კორუფციულ გარიგებაში ჩართვის მოტივიც გამხდარა. მაგრამ საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარი ტესტირებები ერთმნიშვნელოვნად გამართლებული არ არის.
„ორშაბათს პრეზიდენტი რეიგანი და ვიცე-პრეზიდენტი ბუში ნებაყოფლობით მიიღებენ მონაწილეობას ნარკოტესტში, რათა მაგალითი მისცენ საჯარო მოხელეებს“ - აცხადებდა ამერიკული პრესა 1986 წლის აგვისტოში. აშშ-ში დაწყებული ტესტირების კამპანია მალევე გაასაჩივრეს ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა. შედეგმაც არ დააყოვნა, 90-იან წლებში ამერიკის უზენაესმა სასამართლომ კანონი არაკონსტიტუციურად ცნო, ჩათვალა რა ტესტირება კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვად. ასევე ჩავარდა რამდენიმე მცდელობა, იძულებითი ტესტირება შემოეღოთ მასწავლებლებისა და სახელმწიფოს სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული პირებისათვის. დღეს აშშ-ს ბევრ შტატში ასეთი ტესტირება ნებაყოფლობითია.
ტესტირების შემოღებას დიდ ბრიტანეთშიც წინააღმდეგობა შეხვდა. აქ სავალდებულო შემოწმება მხოლოდ პოლიციელებზე ვრცელდება, რადგან მათ იარაღი აქვთ, შესაბამისად კონტროლის მაღალი ხარისხი გამართლებულია. მიზეზად დიდ ბრიტანეთშიც კერძო ცხოვრების დაცვის აუცილებლობა იქცა.
ტესტირების პრაქტიკა წარმატებით დაინერგა ფინეთში და სკანდინავიურ ქვეყნებში.
საქართველოში ტესტირების შემოღებამდე რამდენიმე საკითხი უნდა გაირკვეს. პირველი უკავშირდება ტესტირების კონსტიტუციურობას: ნარკოშემოწმება სამართლებრივად იგივეა, რაც ჩხრეკა. უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად გამართლებულია, დასაბუთებული ეჭვის გარეშე ადამიანის იძულება, დათანხმდეს ტესტირებაზე.
მეორეა კერძო ცხოვრებაში უხეში ჩარევის საფრთხე - რამდენად დაცული იქნება მონაცემები პირის შესახებ? აქ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ როგორც ლაბორატორიის ცნობისმოყვარე თანამშრომლები, ისე ყველა ის პირი, ვისაც ამ ინფორმაციაზე შეიძლება ხელი მიუწვდეს. წარმოდგენები ანონიმურობისა და კონფიდენციალობის დაცვის მექანიზმებზე ძალიან აბსტრაქტულია და ასევე განხილვას მოითხოვს.
მესამე, რამდენად ზუსტი იქნება ტესტის შედეგი? შემოთავაზებული ფორმა გულისხმობს თმის გამოყენებით ტესტირებას, რომელმაც არსებული, შარდის ანალიზი უნდა ჩაანაცვლოს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს მეთოდი ბევრად ზუსტია, მანიპულირებას მკვეთრად ზღუდავს და იძლევა საშუალებას, თვალი მიადევნო ორიდან ოთხ თვემდე პერიოდს. თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ზოგიერთ ნარკოტიკის, მაგალითად მარიხუანას მოხმარების მიმართ, ტესტირება არაზუსტი შედეგის ალბათობას შეიცავს, რადგან ეგებ პირმა თვითონ არ მოიხმარა ნარკოტიკი და მხოლოდ იმ ოთახში იმყოფებოდა, სადაც მარიხუანას ეწეოდნენ? ტესტი ამ შემთხვევაშიც დადებით პასუხს უჩვენებს. ტესტის სამართლიანად ჩატარებისთვის ეს საკითხიც გასათვალისწინებელია.
მარიხუანის შეკეთება ქოფიშოფში. ამსტერდამი
ფოტო: REUTERS ©
პრაგმატულად თუ მივუდგებით, საფიქრალია, რამდენად არის საფრთხის პროპორციული ის რამდენიმე მილიონი, მსგავსი ტესტირების ჩასატარებლად რომ უნდა გაიღოს ბიუჯეტმა და რამდენად ეფექტური იქნება ნარკომანიის პრევენციის ეს ფორმა? ეგებ სჯობდეს ანგლო- საქსური გამოცდილება გავიზიაროთ და საჯარო მოხელეთა ტესტირება რისკის შესაბამისად ჩავატაროთ.
როგორც ჩანს, ტესტირების დანერგვამდე, ბევრ სამართლებრივ და პრაქტიკულ შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი, მით უმეტეს, თუ ის მასობრივად ჩატარდება ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში.
მანამდე, სანამ თმის დაწიწკნის მოლოდინში მყოფ საჯარო მოსამსახურეებს, მაგალითად, ორი თვის წინ ამსტერდამში თავშექცეულ კლერკს და სუბუტექსზე „მჯდომ“ მოხელეს ერთნაირი კოშმარი ესიზმრებათ, დასავლეთში კანაფის ლეგალიზების მომხრენიც და მოწინააღმდეგენიც შეთანხმდნენ: ნარკოტიკებთან ბრძოლაში ვერც ერთმა სახელმწიფომ, განურჩევლად იმისა, რა ფორმით იბრძვის - დრაკონულად თუ ტოლერანტულად - დამაჯერებელ წარმატებას ვერ მიაღწია. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ლეგალიზების მომხრეებს მობეზრდათ ბერძნული მითოლოგიის გმირის, სიზიფეს როლში ყოფნა, უაზროდ ფულისა და ენერგიის ხარჯვა და ექსპერიმენტებისთვის ემზადებიან. მოწინააღმდეგენი კი თვლიან, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რადგან, სხვა თუ არაფერი, მას შემაკავებელი ძალა აქვს.
მარიხუანა, მექსიკური ჟარგონიდან ნაწარმოები სიტყვაა და სახელების მერისა და ჯეინის ესპანური პრონონსისგან წარმოიქმნა. მარიხუანას კანაფის ფოთლებს და თავთავს უწოდებენ. თავთავის პოტენცია უფრო მაღალია, ვიდრე ფოთლების. ამბობენ, რომ სწორედ მარიხუანას უმღერა ბითლზმა სიმღერა „რა ხდება ახალი მერი ჯეინ“.
ჰაშიში არაბული სიტყვაა და ბალახს ნიშნავს. ყავისფერი პლასტელინივით ან ცარცივით ნივთიერება კანაფის გადამუშავების შედეგად მიიღება.
სიზიფე ბერძნული მითოლოგიის გმირია, რომელიც თაღლითობის გამო ღმერთებმა დასაჯეს. მისი სასჯელი ციცაბო მთის ფერდობზე მძიმე ლოდის ატანა იყო. ლოდი ატანითანავე მთის ძირში მოგორავდა, რათა სიზიფეს თავიდან აეტანა. უნაყოფო საქმეს, ხშირად სიზიფეს შრომად მოიხსენიებენ.
![]() |
18 ევროსაბჭოში გეების საკითხზე რეზოლუცია მიიღეს |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ხუთშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციისა და სქესის იდენფიტიფიკაციის შესახებ“. დოკუმენტის მიღებით სახელმწიფოებს მიეცათ რეკომენდაცია უზრუნველყონ ლგბტ (ლესბოსელი-გეი-ბისექსუალი-ტრანსსექსუალი) საზოგადოების ძალადობისგან და სიძულვილის ენისგან დაცვა. დოკუმენტი შეიცავს რჩევას სამართლებლივად აღიარონ ერთსქესიანი ქორწინებები, „მხოლოდ თუ ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ აღიარებას“. რბილი და ორაზროვანი ფორმულირება მოქმედების დიდ თავისუფლებას ტოვებს. ასამბლეამ გაითვალისწინა არაერთგვაროვანი განწყობილებები და პასუხისმგებლობა ეროვნულ ხელისუფლებებს გადააბარა. დოკუმენტში, რომლის საწყისი, სოციალისტების მიერ შემუშავებული პროექტი ბევრად რადიკალური იყო, მიღებისას რამდენიმე ათეული შესწორება შევიდა
20 წლის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო. დღეისთვის ევროპის საბჭოს ყველა და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ჰომოსექსუალობა კანონით აღარ ისჯება. მიუხედავად ამისა, ევროპაში ჰომოსექსუალური პარტნიორობა სრულად მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ სცნო. მათ შორის პირველი ნიდერლანდები იყო, რომელმაც ერთსქესიანთა სამოქალაქო ქორწინება 2001 წელს დააკანონა.
რადიკალური განწყობების საპასუხოდ, რამდენიმე კვირის წინ რიტორიკული შეკითხვა დაისვა: „ნუთუ ქრისტიანულ ორგანიზაციას არ აქვს უფლება, იყოს ქრისტიანული?“. ფრაზა ამერიკაში, ჰომოსექსუალი სტუდენტის სარჩელის განხილვისას გაისმა. ქრისტიანულ გაერთიანებას სტუდენტმა იმისთვის უჩივლა, რომ გაწევრიანებაზე უარი უთხრეს. მომჩივანის ლოგიკით, შეიძლება დავუშვათ, რომ ათეისტს უნდა მიეცეს უფლება გახდეს მღვდელი და თუ არ აკურთხებენ, ისაუბროს შეუწყნარებლობაზე.
ბრიტანელმა დეპუტატმა დოკუმენტის „არეულ და ალოგიკურ“ აზრებზე გააკეთა აქცენტი: „საუბარია მსხვერპლის სამართლებრივ დაცვაზე, მაგრამ რისი მსხვერპლის? თუ იგულისხმება სიძულვილის ენა, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით... განა დამნაშავეა მღვდელი, რომელიც ამბიონიდან ძალადობრივი მოწოდებების გარეშე კიცხავს ჰომოსექსუალობას? განა სიტყვის თავისუფლება არ გულისხმობს უფლებას იყო კრიტიკული, უსიამოვნო და შეურაცხმყოფელი?
ყველაზე სკანდალური თემა ერთსქესიანი წყვილებისთვის ბავშვის აყვანის უფლების მინიჭება იყო. ჰომოსექსუალების თანაცხოვრება რომ მათი ხელშეუვალი არჩევანია, დავას არ იწვევს. მაგრამ ბავშვის აყვანისას ბავშვის უფლებების საკითხი დგება. ნაშვილები მოზარდი ექსპერიმენტის ობიექტი ხდება. კაცობრიობას არ აქვს გამოცდილება, რომელიც დარწმუნებით გვათქმევინებს, თუ რა ფსიქოლოგიური გავლენა ექნება ბავშვზე ერთსქესიან ოჯახში ცხოვრებას. რეზოლუციის საბოლოო ვერსია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს დაუშვან ერთ-ერთი პარტნიორის შვილზე საერთო მეურვეობა „ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“. მაგრამ ეს არ გულისხმობს წყვილის მიერ სხვისი შვილის აყვანას.
ფოტო: REUTERS ©
როდესაც სესიაზე მუსლიმური ქვეყნების წარმომადგენლები ევროპის მოხიბლვას მემარცხენე შეხედულებებით ცდილობდნენ, ასამბლეა ქრისტიანული ეკლესიების საპროტესტო წერილებს იღებდა. კათოლიკე ეკლესიამ ოფიციალურად დაგმო ლგბტ პირების ძალადობრივი დისკრიმინაცია. მაგრამ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება გეი ქორწინების ლეგალიზებასა და ერთსქესიანი პარტნიორებისთვის შვილის აყვანის უფლების მინიჭებას.
ასამბლეას საქართველოს ტრადიციული რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებმაც მიმართეს: „შეუძლებელია, ევროპა, რომელიც უძველესი ქრისტიანული სამყაროს ნაწილია, ხმას აძლევდეს სექსუალური გადახრების ნორმად ქცევას“. ხელმომწერებმა მოუწოდეს საქართველოს დელეგაციას გამიჯვნოდა ინიციატივას. მიმართვას სტრასბურგიდან გამოეხმაურა დეპუტატი გიორგი გაბაშვილი: „უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმრავლესობის ტრადიციები, წარმოდგენები იყოს უგულებელყოფილი“. ქართულ დელეგაციას რეზოლუციისთვის მხარი არ დაუჭერია.
საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს სავალდებულო ხასიათი არ აქვს. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და სხვა ევროპული სტრუქტურები გადაწყვეტილებების მიღებისას ამ დოკუმენტებს ხშირად ეყრდნობიან. რეკომენდაციების სრულ იგნორირებას შესაძლოა ნეგატიური საერთაშორისო პოლიტიკური რეაქცია მოჰყვეს. ევროპის საბჭოს წევრთა მთავრობებს რეაგირება ექვსი თვის ვადაში დაევალათ.
სტრასბურგში მყოფი არაერთი დიპლომატის აზრით, დაუშვებელია სექსუალურ უმცირესობათა როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური დისკრიმინაცია - დაუშვებელია მათ მიენიჭოთ ისეთი უფლებები, რომლებიც სხვა ადამიანებს არ გააჩნიათ. ამასთან, აგრესიულმა და ელვისებურმა ზომებმა შესაძლებელია მოუმზადებელ საზოგადოებაში უკურეაქცია გამოიწვიოს, რაც ჰომოფობიას მხოლოდ გააძლიერებს.
![]() |
19 „პაპესა იოანა“ ანუ კიდევ ერთი „უსახელო ნაბიჭვართაგანი“ |
▲ზევით დაბრუნება |
ნოდარ ლადარია|სვეტი
ამას წინათ ძალიან სასაცილო ფილმი ვნახე. გერმანელებმა გადაიღეს ერთი უცნობი ამერიკელი მწერალი ქალის, დონა ვულფოლკ კროსის ერთადერთი რომანის მიხედვით. ფილმს ჰქვია „პაპესა იოანა“ და ეხება XIII საუკუნის შუა წლებში წარმოშობილ ლეგენდას: თურმე ერთხელ ქალიც გამხდარა რომის პაპი, თან პირდაპირ სააღდგომო ლიტანიისას უმშობიარია!
არა, ახლა არ დავიწყებ ამ ლეგენდის კრიტიკას. უბრალოდ ვიტყვი, რომ არავითარი ისტორიული საფუძველი არა აქვს. ახლა იმას მივაქციოთ ყურადღება, რომ ლეგენდა სწორედ იმ ადამიანების წრეში შეიქმნა, ვისთვისაც ქალი იმთავითვე შეზღუდული და არასრულყოფილი არსება იყო - ამიტომაც ცდილობდნენ ამგვარად ეკლესიის ავტორიტეტის შერყევას, აქაოდა, ამათ ქალიც კი პაპად აირჩიესო. დღეს ქალთმოძულეთა მოგონილ ამ უგვან ზღაპარს ფემინისტები იყენებენ...
ერთი სიტყვით, ბევრი ვიცინე... თავის შეკავება მართლაც ძნელი იქნებოდა. წარმოიდგინეთ IX საუკუნის გერმანელი გრაფი, რომელიც სატრფოს ეუბნება, რომში ცხოვრება სახიფათოა, გირჩევნია მე გამომყვე ცოლადო. სატრფო მცირე ხანს ჩაფიქრდება, მერე კი მიუგებს: „მე დიდი ხანია მამაკაცის როლს ვთამაშობ. ამან ისეთი პერსპექტივები გამიხსნა, რომ ადრე ვერც წარმოვიდგენდი. შენ კი გინდა, რომ გირეცხო და საჭმელი გიმზადო“.
ამერიკელმა რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ გადაიღო ფილმი „უსახელო ნაბიჭვრები“. ეს ფანტასმაგორიაა, რომელშიც კომიკურად და თანაც ე.წ. ალტერნატიული ისტორიის ჟანრში არის ასახული მეორე მსოფლიო ომი. მაგალითად, აქ არის ეპიზოდი, როცა კინოში ჯდომით გაბეზრებული ჰიტლერი ტოვებს ლოჟას, გამოდის დერეფანში და დაცვას ეკითხება, კევი ხომ არა გაქვთო. კაცმა რომ თქვას, „პაპესა იოანაც“ ამავე ჟანრს ეკუთვნის, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ფილმის შემქმნელები სრულიად სერიოზულად გვესაუბრებიან: შეხედეთ, რა ძნელი იყო ქალისთვის საკუთარი ნიჭის რეალიზება, როგორ უჭირდა მას მამაკაცთა გენდერული შოვინიზმის დაძლევა!
ჰილდეგარდი და ბერი ვოლმარი
გენდერული თანასწორობის დღევანდელ მესვეურებს ცოდნა და გემოვნება მხოლოდ იმისთვის ეყოთ, რომ ტექსტში სარეცხი მანქანის შეძენის პირობა არ შეუტანიათ. არადა, გენდერული თანასწორობისა და სხვა დიადი იდეების გამოსახატავად რა მშვენიერი ფილმის გადაღება შეიძლებოდა - მაგალითად, ჰილდეგარდ ფონ ბინგენზე...
ჰილდეგარდი 1098 წელს დაიბადა წვრილი აზნაურების ოჯახში მეათე შვილად, მშვიდობიანად იცოცხლა 81 წელი და იმხანად შესაძლებელი ინტელექტუალური წარმატების მწვერვალს მიაღწია. მითიური პაპესა იოანასგან განსხვავებით, არასოდეს დაუმალავს თავისი სქესი. 38 წლისამ ქალთა რელიგიური თემის ხელმძღვანელობა იკისრა, 50 წლისამ კი ქალაქ ბინგენის მახლობლად რუპერტსბერგის უშველებელი მონასტრის მშენებლობა აიძულა ეპისკოპოსს. 67 წლისა იყო, როცა კიდევ ერთი მონასტერი ააშენებინა, სადაც მდაბიო წარმოშობის ქალებსაც იღებდნენ.
იმდენად დიდი იყო მისი ავტორიტეტი, რომ მამათა მონასტრის აბატისა და ბინგენის მთავარეპისკოპოსის დაჟინებით ჩაწერა თავისი მისტიკური ხილვები. ჩანაწერებმა შეადგინა ჰილდეგარდის თეოლოგიური ნაშრომი „შეიცანი გზანი ნათლისანი“.
თეოლოგიის გარდა, ჰილდეგარდი ცნობილია როგორც კომპოზიტორი და მუსიკის რეფორმატორი. მას ეკუთვნის გალობათა კრებული „ზეციურ გამოცხადებათა ჰარმონიული სიმფონია“ და ორატორია „სიქველეთა წესი“. ეს უკანასკნელი ისტორიაში პირველი მუსიკალური დრამაა.
არა მარტო თეოლოგია და მუსიკა არის დავალებული XII საუკუნის ამ მონაზვნისგან. ჰილდეგარდი საბუნებისმეტყველო მეცნიერების გარიჟრაჟზე იდგა. მან დაგვიტოვა ტრაქტატი „სხვადასხვა ბუნებრივ ქმნილებათა შინაგანი არსი“, სამედიცინო თხზულება, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი თეორიულ, მეორე კი პრაქტიკულ მედიცინას ეხება. ჰილდეგარდმა პირველმა აღწერა კანაფის გამოყენება სამკურნალო მიზნებისთვის.
არავინ იფიქროს, რომ ეს ქალი მშვიდად იჯდა მონასტერში, ლოცულობდა, მუსიკას თხზავდა და სამკურნალო მცენარეებს აკვირდებოდა. ჰილდეგარდი ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებდა მაშინდელ კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რასაც მოწმობს წერილების სიმრავლე. მისი ადრესატები იყვნენ არა მარტო პაპები, არამედ იმპერატორი ფრიდრიხ ბარბაროსაც, რომელსაც მონაზონი პოლიტიკური სიბეცის გამო მკაცრად ამხელდა. ბრძენი მონაზონის დიდება ქვეყნის დასალიერამდე გაგრძელდა: მას იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქიც კი სთხოვდა ლოცვებში მოხსენიებას.
ჰილდეგარდის სიკვდილის შემდეგ მისი ცხოვრება ქალებს არ აუწერიათ: პირველი ბიოგრაფიის ავტორებად ორი მამაკაცი მოგვევლინა, გოტფრიდი და თეოდორიხი.
ბოლოს ისიც აღვნიშნოთ, რომ ჰილდეგარდ ფონ ბინგენი არ ყოფილა საერთო წესის დამამტკიცებელი გამონაკლისი. დასავლური შუა საუკუნეები აღსავსეა ამგვარი „გამონაკლისებით”. ტერეზა ავილელი, რომლის შემოქმედებამ განსაზღვრა ესპანური ლიტერატურის განვითარება; ელოიზა, რომლის სახელი არა მხოლოდ ლათინურის, ბერძნულისა და ებრაულის ბრწყინვალე ცოდნამ შემოინახა, არამედ სიყვარულის გასაოცარმა ნიჭმა; ჟანა დ'არკი, რომლის სამხედრო წარმატებები ბევრ სარდალს შეშურდებოდა. ვინ მოთვლის ბრძნული მმართველობითა და ძლიერი პოლიტიკური ნებით გამორჩეულ საერო ხელისუფალ ქალებს...
მაგრამ ამის ასახვას ხომ ჭკუაც სჭირდება, ვულგარულობა კი ყოველთვის უფრო ადვილია: მამაკაცების გენდერული შოვინიზმი ყველაფერს გაამართლებს...
![]() |
20 უგვირგვინო გვირგვინოსნები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება|ისტორია
დავით ბაგრატიონისა და ანა ბაგრატიონის უიღბლო ქორწინებამ ბევრის ოცნებას წერტილი დაუსვა. ბევრმა კი ახალი მემკვიდრის ძებნა დაიწყო. ბაგრატიონთა შტოებს შორის დავას ბოლო არ უჩანს. რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა კიდევ ერთი პრეტენდენტი, ღვანკითელი ირაკლი ბაგრატიონი, რომელიც, ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, იმერეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეა.
„თუ გვინდა ნამდვილი მემკვიდრის მოძებნა, ათვლა ბოლო მეფიდან უნდა დავიწყოთ. ბოლოს ბაგრატიონი 1810 წელს იმერეთში მეფობდა. ამ დროს ქართლ-კახეთის ტახტი აღარ არსებობდა,“ - აცხადებს ისტორიკოსი მანანა ხომერიკი.
ბაგრატიონთა სამეფო შტოები პირველად 1466 წელს გამრავლდა, როდესაც საქართველო სამად გაიყო. ერთიანი საქართველოს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის უკანასკნელი მეფე გიორგი მერვე იყო. შიდა დაპირისპირების გამო გიორგი მერვე იძულებული გახდა კახეთში გაქცეულიყო. გადახვეწილმა მონარქმა დააარსა კახეთის დამოუკიდებელი სამეფო, რითაც ბაგრატიონთა კახურ შტოს ჩაუყარა საფუძველი. გაქცევამდე მან კანონიერ მემკვიდრედ ცნო კონსტანტინე მეორე. კონსტანტინე გამეფდა ქართლსა და იმერეთის ნაწილში, ქუთაისში კი მესამე ქართული სამეფო ტახტი დაიდგა. დამოუკიდებელი იმერეთის პირველი მეფე გიორგისა და კონსტანტინეს ბიძაშვილი, ბაგრატი გახდა.
დღემდე ბაგრატიონთა სამი სამეფო შტო არსებობს. მე-18 საუკუნეში ქართლ-კახეთში გამეფებულ კახელ ბაგრატიონთა შთამომავლები ბაგრატიონ-გრუზინსკები არიან. ბაგრატიონ-მუხრანსკებად მოსკოვში გაქცეული ქართლის მეფის, ვახტანგ მეექვსის მემკვიდრეები იწოდებიან. იმერული სამეფო ტახტის მემკვიდრეობაზე ღვანკითელი ბაგრატიონები აცხადებენ პრეტენზიას. გვარის დანარჩენი წარმომადგენლები სამეფო შტოებს არ ეკუთვნიან.
ერეკლე მეორის შთამომავლის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის უპირატესობა საქართველოში მცხოვრებმა ბაგრატიონებმა 2006 წელს საგვარეულო მემორანდუმით აღიარეს. ხელისმომწერთა შორის იმერული სამეფო სახლის წარმომადგენლები და სათავადო (არასამეფო) შტოების ბაგრატიონები იყვნენ. დოკუმენტით განმტკიცდა არარსებულ ტახტზე კახური შტოს, გრუზინსკების პრეტენზია. მსგავსი აღიარება ორი საუკუნით ადრეც მოხდა: 1790 წელს იმერეთის მეფე სოლომონ მეორემ და გურია-სამეგრელოს მთავრებმა ხელი მოაწერეს ივერიელთა ტრაქტატს, რითაც აღიარეს ერეკლე მეორის ოჯახის უპირატესობა და „პირველობა თანასწორთა შორის“.
„როდესაც რუსებმა 1801 წელს ქართლ-კახეთის ანექსია მოახდინეს, არც გიორგი მეთორმეტეს და არც მის შვილს დავითს უარი არ უთქვამთ დინასტიურ უფლებებზე. რუსეთმა თავდაპირველად მხოლოდ ამ ოჯახს მიანიჭა „უგანათლებულესი თავადის” წოდება, რითაც მათი უპირატესობა აღიარა,“ - აცხადებს გენეალოგი იური ჩიქოვანი.
სწორედ რუსეთის მიერ „აღიარებიდა“ მომდინარეობს გვარის ბოლოსართი „გრუზინსკი“. შეკითხვაზე, თუ რამდენად სასურველია დამპყრობლის მიერ მინიჭებული წოდების შენარჩუნება, ოჯახის კანცლერი კახა ქორიძე პასუხობს, რომ გვარის ასეთ ფორმას „შეჩვეულები არიან“.
მუხრანული შტო თავის პრეტენზიებს იმით ამყარებს, რომ ქართლის სამეფო სახლი კახეთისა და იმერეთისაზე უპირატესი იყო. სწორედ კონსტანტინე მეორემ და მისმა შთამომავლებმა შეინარჩუნეს ერთიანი საქართველოს მმართველის სრული ტიტულატურა და ნუმერაცია 1466 წლის განხეთქილების შემდეგ. კახეთში ხელახლა გამეფებული გიორგი არა მერვედ, არამედ გიორგი პირველად, კახეთის პირველ მეფედ იწოდებოდა. თავადაზნაურთა საკრებულოს წარმომადენლის, ია ბაგრატიონ-მუხრანელის აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპულმა დინასტიებმა გასულ საუკუნეში მუხრანული შტო სამეფო სახლად აღიარეს.
ილუსტრაცია: თაკო ბაქრაძე
მუხრანელთა პირველობის წინააღმდეგია ისტორიკოსი სოსო ბიჭიკაშვილი, რომელიც მათი წარმომავლობის ნიუანსებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი მტკიცებით, ქართლის სამეფო სახლმა მაშინ დაკარგა უპირატესობა, როდესაც უშვილო როსტომ მეფემ მემკვიდრედ გამოაცხადა მუხრანის ბატონი ვახტანგი. სწორედ ვახტანგ მეხუთე, და არა გიორგი მერვეს მიერ მემკვიდრედ აღიარებული კონსტანტინე, იყო პირველი მუხრანელი ქართლის ტახტზე და ბაგრატიონ-მუხრანელთა უშუალო წინაპარი.
ბიჭიკაშვილის პოზიციას ჩიქოვანი მუხრანელთა მოღვაწეობის ანალიზით ამყარებს. „ბაგრატიონ-მუხრანელების შტო პოლიტიკურად გარდაიცვალა, როდესაც მათმა წინაპარმა ვახტანგ მეექვსემ დატოვა საქართველო. მართალია, დიდხანს იკავებდნენ ტახტს, მაგრამ ისინი გააძევეს საქართველოდან. ხალხი მათ ვერ იტანდა, ისინი სასტიკნი და მუდამ მოქიშპენი იყვნენ. დღევანდელ მუხრანელებს არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია, მაგრამ ისინი ზედმეტად ამბიციურები არიან. მათი დაყენება პირველ პლანზე იქნება სრული ანაქრონიზმი,“ - აცხადებს გენეალოგი.
ვახტანგ მეექვსის რუსეთში გადახვეწის მიუხედავად, მუხრანელ ბაგრატიონთა ნაწილი საქართველოში დარჩა. რუსული ანექსიის შემდეგ მათ მუხრანსკები ეწოდათ. კოლონიური ეპოქიდან საქართველოს ისტორიას შავ ლაქად შემორჩა გიორგი მუხრანსკის შეხედულება ქართველი ერის მომავალზე. მისი აზრით, პატარა ხალხები განწირულნი იყვნენ, მათ არ შეეძლოთ სრულყოფილი სახელმწიფო ორგანიზმის შექმნა, ამიტომ მსხვილ ეროვნულ ერთეულებში უნდა გათქვეფილიყვნენ.
1930 წელს მუხრანელთა სახლის უფროსი გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი ოჯახთან ერთად მწერალ მაქსიმ გორკის დახმარებით საბჭოთა საქართველოდან საფრანგეთში გაიქცა. იქ მისი შვილი ლეონიდა ცოლად გაჰყვა რუსეთის სამეფო სახლის მეთაურს, ვლადიმირ კირილეს ძეს. ესპანეთისა და რუსეთის სამეფო სახლებმა მუხრანელთა შტო ვლადიმირის გავლენით აღიარეს ბაგრატიონთა შორის უპირატესად, რასაც მოჰყვა შემდგომი აღიარებები. დღეს ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელი რუსეთის სამეფო სახლის მეთაურია და რუსეთში მონარქიის აღდგენაზე საუბრისას არაორდინარული კომპლიმენტით გვახარებს. „საქართველო რუსეთის მეფის გვირგვინზე ძვირფასი ქვა იქნება,“ - წინასწარმეტყველებს ქართველ მეფეთა მემკვიდრე „დიდი მთავრინა“.
„რუსეთის საიმპერატორო კანონების თანახმად, იმპერატორისა თუ ტახტის მემკვიდრის ცოლი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მისი თანაბარუფლებიანი, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი. იმ დროისთვის, როდესაც ვლადიმირ კირილეს ძეს ცოლი უნდა მოეყვანა, ევროპის სამეფო სახლებში გოგონები ან ძალიან პატარები ან ხანში შესულები იყვნენ. ამიტომ მან ცოლად ლეონიდა მოიყვანა, სამეფო ტახტის მემკვიდრის სტატუსის შენარჩუნების მიზნით კი შეცდომაში შეიყვანა ესპანეთის სამეფო სახლი და მუხრანელთა შტო სამეფო სახლად აღიარებინა,“ - აცხადებს ბიჭიკაშვილი. მანანა ხომერიკის აზრით კი, ვლადიმირ კირილეს ძეს თბილისში მცხოვრები ბაგრატიონ-გრუზინსკების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ამიტომ მიიჩნია მუხრანელების შტო უპირატესად.
ბაგრატიონთა ორი შტოს უთანხმოების გადაჭრის მცდელობა იყო 2009 წლის 8 თებერვალს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ქორწილი. გეგმის მიხედვით, მათი მომავალი მემკვიდრე ორივე შტოს უნდა ეღიარებინა. თებერვალშივე მედიაში გახმაურდა ახალდაქორწინებულთა დაშორების ამბავი, რის შემდეგაც მემკვიდრეზე საჯაროდ აღარ უსაუბრიათ.
მანანა ხომერიკის აზრით, გადაუწყვეტელი კონფლიქტის ფონზე, მნიშვნელოვანია იმერელ ბაგრატიონთა არსებობა. იმერული სახლის მემკვიდრედ მას სოფელ ღვანკითში მცხოვრები ირაკლი ბაგრატიონი მიაჩნია. ღვანკითელი ბაგრატიონები სოლომონ პირველის ძმის, ბაგრატის უკანონო შვილის შთამომავლები არიან. წარმომავლობის გამო, ეს შტო რუსეთის იმპერიამ აზნაურის წოდებამდე დაამდაბლა. ბაგრატის უკანასკნელი კანონიერი შთამომავალი ნინო ბაგრატიონ- იმერეტინსკი 2008 წელს გარდაიცვალა.
„მეფის უკანონო შვილს ბატონიშვილის წოდებას აძლევდნენ და არა უფლისწულისას... 1839 წელს რუსებმა პეტერბურგში მყოფ სოლომონ მეორის ცოლს, მარიამ დადიანს წერილობით ჰკითხეს ღვანკითში მცხოვრები ოჯახის შესახებ. მან გარკვევით განაცხადა, რომ იმერეთის სამეფოს არსებობის დროს ისინი იყვნენ თავადები და არავითარი შეხება არ ჰქონიათ სამეფო ოჯახთან,“ - აცხადებს ბიჭიკაშვილი.
მანანა ხომერიკს „უკანონო“ წარმომავლობა მნიშვნელოვან ფაქტორად არ მიაჩნია. „ყველა ბაგრატიონი ლაშა-გიორგის უკანონო შვილის შთამომავალია. იმერეთის ტახტზეც ბევრი ისეთი მეფე მჯდარა, რომელიც უკანონოდ იყო შობილი. მე არ მესმის, რატომ სურთ ვიღაცებს ირაკლი ბაგრატიონის იგნორირება,“ - ამბობს ისტორიკოსი.
დეკემბერში ბაგრატიონთა ბედის განხილვაში საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც ჩაერთო. „ბაგრატიონებს აქვთ გამომუშავებული ის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა ქვეყნის მართვისთვის და მათი წარმომადგენელი პრეზიდენტის მიერ დანიშნულ სამ სენატორში უნდა შედიოდეს,“ - განაცხადა მან. მრავალრიცხოვანი შტოების წარმომადგენელთა წინააღმდეგობრივი ქმედებებისა და გამონათქვამების ფონზე, დემეტრაშვილის გამონათქვამი, არამეცნიერულობასთან ერთად, ცინიკურადაც გამოიყურება. მეფისთვის მირონი ბევრჯერ უცხიათ, მაგრამ გენებისთვის - ჯერ არასდროს.
![]() |
21 ვულკანები და სუპერვულკანები |
▲ზევით დაბრუნება |
მაია თოდუა|სვეტი
2010 წელი უკვე აღინიშნა დამანგრეველი მიწისძვრების სერიით ჰაიტიზე, ჩილეში, მექსიკასა და ჩინეთში. ჰაიტის მიწისძვრა ადამიანური მსხვერპლის სიდიდით მსოფლიო კატასტროფათა ათეულშიც შევიდა. ამ მოვლენებს მოჰყვა 15 აპრილს ისლანდიის კუნძულზე ძნელად წარმოსათქმელი სახელის მქონე ვულკანის - ეიაფიატლაიოკულის ამოფრქვევა. საბედნიეროდ, მას არ მოჰყოლია ადამიანური მსხვერპლი და ნგრევა, მაგრამ ის შევა ისტორიაში, როგორც ავიამიმოსვლის უპრეცედენტო შეფერხების გამომწვევი. ქარმა ვულკანური ნივთიერება ევროპის დიდ ნაწილზე გაავრცელა, რის გამოც ევროპაში ფრენების დიდი ნაწილი შეწყდა. დაიბლოკა ისლანდიის თავზე გამავალი უმნიშვნელოვანესი საფრენი ტრასა ევროპა- ამერიკას შორის.
ეიაფიატლაიოკულის ამოფრქვევები ჯერ კიდევ გრძელდება და ძნელი სათქმელია, როდის ჩაცხრება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამან შეიძლება გააღვიძოს მეზობლად მდებარე ვულკანი კატლა - ასეთი რამ წარსულში არაერთხელ მომხდარა. თუმცა, ამ მოვლენამ უკვე გააღვიძა საზოგადო ინტერესი ვულკანების მიმართ
ვულკანი კილაუეა
დედამიწაზე დღეისთვის 1500-მდე პოტენციურად აქტიური ვულკანია. ეს ისეთი ვულკანებია, რომელთა მოქმედებაც ისტორიიდან ცნობილია და შეიძლება კვლავ ამოქმედდეს. მათი დიდი ნაწილი მდებარეობს წყნარი ოკეანის კუნძულებზე - ინდონეზიასა და ფილიპინებში. საქართველოში ასეთი ვულკანები არ არის.
ვულკანიდან მომდინარე საფრთხის დონე დამოკიდებულია მის სიახლოვესა და სიდიდეზე. უმრავლესობა საშიში არაა, თუმცა ისტორიას ახსოვს არაერთი კატასტროფა, რომელიც დიდი მსხვერპლით დასრულდა. ამჟამად აქტიური ვულკანების მახლობლად 500 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს
ვულკანი პინატუბო
ეიაფიატლაიოკული საშუალო სიმძლავრის ვულკანია. თუმცა, ასეთებსაც და უფრო სუსტებსაც გამოუწვევიათ დიდი მსხვერპლი. 1902 წელს ვულკან პელეს ამოფრქვევამ კარიბის კუნძულებზე 30 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პელე იმავე სიძლიერის იყო, რაც ეიაფიატლაიოკული. 1985 წელს უფრო სუსტმა ნევადო დელ რუისმა კოლუმბიაში 23 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვულკანი არის ვეზუვი. 79 წელს მისმა ლავამ მთლიანად დაფარა რომაული ქალაქები ჰერკულანუმი და პომპეი და ათასობით ადამიანი ცოცხლად დამარხა.
განსაკუთრებით ძლიერ ვულკანებს - სუპერვულკანებს - დედამიწის კლიმატზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ისინი იწვევენ გლობალურ აციებას და საფრთხეს უქმნიან ცოცხალი ორგანიზმების არსებობას. ვულკანური ფერფლი და მტვერი დედამიწის ზედაპირზე რამდენიმე დღეში ან კვირაში ილექება. სამაგიეროდ, გაზები ზოგჯერ წლების განმავლობაშიც რჩება ატმოსფეროში. გაზებიდან წარმოქმნილი ნაწილაკები, აეროზოლები, მზიდან მოსულ გამოსხივებას ირეკლავს და დედამიწის ზედაპირზე არ უშვებს, რაც ტემპერატურის კლებას იწვევს. დაბალი ტემპერატურა შეიძლება რამდენიმე წელი შენარჩუნდეს. აციების მასშტაბები დამოკიდებულია ამოფრქვევის სიძლიერესა და მდებარეობაზე. რაც უფრო ახლოა ვულკანი ეკვატორთან, მით უფრო დიდი შეიძლება იყოს მისი გავლენა.
გლობალური აცივება მოჰყვა 1991 წლის ივნისში ფილიპინებზე პინატუბოს ამოფრქვევას. სიძლიერით ის სუპერვულკანს ოდნავ ჩამოუვარდებოდა. მისი კრატერიდან 20 მილიონი ტონა ფერფლი, მტვერი და გაზი გამოიტყორცნა. გაზის სვეტმა მიაღწია 25 კილომეტრის სიმაღლეს. მეცნიერთა აზრით, ამ მოვლენამ მომდევნო წლებში საშუალო ტემპერატურის ნახევარგრადუსიანი კლება გამოიწვია.
ისტორიაში კლიმატზე ვულკანის გავლენის კიდევ რამდენიმე მაგალითი არსებობს. 1816 წელი ცნობილია, როგორც „წელი ზაფხულის გარეშე“. მაშინ მთელ ევროპაში ზაფხული უჩვეულოდ ცივი გამოდგა, კანადასა და აშშ-ში კი ყინვებიც იყო. ხორბლის მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურდა, დაიხოცა საქონელი, რასაც მოჰყვა შიმშილი. ამ მოვლენებს 1815 წელს ინდონეზიაში სუპერვულკან ტამბორას ამოფრქვევას უკავშირებენ. 1600 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ვულკან უაინაპუტინას ამოფრქვევას მიაწერენ 1601-03 წლების შიმშილს რუსეთში.
ზოგიერთ სუპერვულკანს მსოფლიო მასშტაბის კატაკლიზმები მიეწერება. არსებობს მოსაზრება, რომ 70 ათასი წლის წინ ინდონეზიური ვულკანის - ტობას ამოფრქვევის გამო დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღუპა. მთელ პლანეტაზე ათასიდან ათი ათასამდე ადამიანი გადარჩა. სუპერვულკანის ამოფრქვევას უკავშირებენ „დიდ სიკვდილიანობას“ - 250 მილიონი წლის წინ მომხდარ უდიდეს კატასტროფას პლანეტის ისტორიაში. მაშინ ცოცხალი ორგანიზმების სახეობების 90%25 გადაშენდა. ერთ- ერთი ვერსიით, 65 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენების მიზეზიც მსგავსი მოვლენა იყო.
სუპერვულკანის ამოფრქვევა უაღრესად იშვიათი მოვლენაა: მეცნიერთათავის დედამიწის არსებობის 4.5 მილიარდი წლის მანძილზე სულ 25 შემთხვევაა ცნობილი. ისტორიულ წარსულში, ანუ ბოლო 10 ათასი წლის განმავლობაში, ექვსი მათგანი მოხდა. უკანასკნელი უკვე ნახსენები ტამბორას 1815 წლის ამოფრქვევა იყო.
ვულკანები არა მხოლოდ დედამიწაზე არსებობს. მარსზე, რომლის დიამეტრი დედამიწისაზე ორჯერ მცირეა, რამდენიმე ვულკანია ცნობილი. მათ შორის მზის სისტემაში უდიდესი მთა ოლიმპუსია, რომელიც ევერესტზე 3.5 კილომეტრით მაღალია. ვულკანები მრავლადაა ვენერაზე, იუპიტერის, სატურნისა და ნეპტუნის თანამგზავრებზე. იუპიტერის თანამგზავრ იოზე ერთდროულად იმდენი ვულკანი ბობოქრობს, რომ მისი ზედაპირი მდუღარე ფაფას წააგავს
ეიაფიატლაიოკულის ამოფრქვევას კატასტროფული შედეგები არ მოჰყოლია. მეცნიერების აზრით, მან შესამჩნევი აცივებაც არ უნდა გამოიწვიოს. თუმცა, საზოგადოდ, ვულკანებისა და მიწისძვრების პროგნოზირებას დიდი მნიშვნელობა აქვს მსხვერპლის აცილებისთვის.
![]() |
22 ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ფრანგ მუსლიმს მრავალცოლიანობისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ემუქრება
ნანტში მცხოვრები 35 წლის ლიეს ჰებადჯის ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც მისი ერთ- ერთი ცოლი პოლიციამ გააჩერა. ქალი დააჯარიმეს, რადგან მანქანის ტარებისას ჰიჯაბი ეკეთა და მხოლოდ თვალები უჩანდა. მოგვიანებით ის უფრო მძიმე დანაშაულში გარეული აღმოჩნდა. გაირკვა, რომ რადიკალურ მუსლიმურ სექტაში გაწევრიანებული ჰებადჯი ოთხ ქალთან ერთად ცხოვრობს, რომელთაც 12 შვილი ჰყავთ და თითოეული მათგანი სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს, როგორც მარტოხელა დედა.
ფრანგმა მაღალჩინოსნებმა ჰებადჯისთვის 11 წლის წინ მინიჭებული მოქალაქეობის ჩამორთმევის იდეა გააჟღერეს. მემარცხენე ოპოზიციონერებმა კი აჟიოტაჟი სარკოზის ახალ ინიციატივას დაუკავშირეს: მათი აზრით, პრეზიდენტი ცდილობს შექმნას ნიადაგი მუსლიმური თავსაბურავების აკრძალვისთვის. ეს აკრძალვა სარკოზის იმისთვის სჭირდება, რომ კონსერვატიული ამომრჩევლების სიმპათიები დაიბრუნოს.
თავად ჰებადჯი აცხადებს, რომ ხელისუფლების პოზიცია მისთვის გაუგებარია, რადგან საფრანგეთში საყვარლების ყოლას კანონი არ კრძალავს. მისი აზრით, თუ ამისთვის მოქალაქეობა უნდა ჩამოართვან, იგივე ბედი უამრავ ფრანგს უნდა ეწიოს.
მექსიკის პრეზიდენტი არიზონას ახალ კანონს აპროტესტებს
ათიოდე დღის წინ მექსიკის მოსაზღვრე შტატ არიზონაში უკანონო იმიგრაციის წინააღმდეგ ახალი კანონი მიიღეს. პოლიციელებს მიენიჭათ უფლება, გააჩერონ და შეუმოწმონ საბუთები ნებისმიერს, ვისზეც გაუჩნდებათ „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ აშშ-ში უკანონოდ იმყოფება. სამშაბათს გადაწყვეტილება საჯაროდ დაგმო მექსიკის პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა. კალდერონის თქმით, კანონი გზას უხსნის შეუწყნარებლობას და აზარალებს მის თანამემამულე მექსიკელებს.
კანონის მხარდამჭერების აზრით, სხვაგვარად შეუძლებელია არიზონაში მყოფ თითქმის ნახევარ მილიონ უკანონო იმიგრანტთან გამკლავება. მოწინააღმდეგეებს კი მიაჩნიათ, რომ გარდაუვალი იქნება იმ მოქალაქეების შევიწროება, რომელთაც ლათიონოამერიკული გარეგნობა აქვთ. უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლებმა უკვე დაგეგმეს არიზონაში საპროტესტო მსვლელობის მოწყობა. მსვლელობის მონაწილეები აპირებენ, დაპატიმრებების პროვოცირების მიზნით უარი უთხრან პოლიციელებს საბუთების წარდგენაზე.
პრინც ჩარლზის დამხმარე ჰომეოპათი პოლიციამ დააკავა
ყველა ფოტო: REUTERS ©
ორშაბათს ლონდონში დააკავეს ინგლისის დედოფლის უფროსი ვაჟის, პრინც ჩარლზის საქველმოქმედო ფონდის ყოფილი თანამშრომელი. 49 წლის კაცი, რომელიც ფონდში მაღალ თანამდებობას იკავებდა, ეჭვმიტანილია თაღლითობაში. საქმე ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი 300,000 ფუნტის გაფლანგვას ეხება. პრინცის მიერ 1993 წელს დაარსებული ფონდი ჰომეოპათიისა და მკურნალობის სხვა „ალტერნატიული“ მეთოდების მხარდაჭერას ემსახურება.
ალტერნატიული მედიცინით გატაცების გამო, ჩარლზი არაერთხელ გამხდარა მეცნიერთა და მედიკოსთა კრიტიკის საგანი. ერთი წლის წინ სკანდალი მოჰყვა პრინცის კომპანიის, დიუჩი ორიჯინალზის მიერ ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო წამლის გამოშვებას. ეგზეთერის უნივერსიტეტის პროფესორის, ედზარდ ერნსტის შეფასებით, წამალი დაუდასტურებელ და სახიფათო დაშვებებზე დაყრდნობით შეიქმნა. პროფესორმა პირდაპირ დაადანაშაულა პრინცი მეცნიერების მიზანმიმართულ იგნორირებასა და ცრურწმენების გავრცელებაში. მისი აზრით, ჩარლზი არა მხოლოდ ატყუებს ადამიანებს, არამედ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.
დიუჩი ორიჯინალზი ალტერნატიული მედიცინის ფონდის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. დაარსების დღიდან, ფონდმა ასევე მიიღო სამი მილიონი ფუნტი პირადად პრინცისგან და ერთი მილიონი ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტისგან.
![]() |
23 ADIBAS |
▲ზევით დაბრუნება |
გიგა ზედანია|სვეტი
ზაზა ბურჭულაძე დღეს ქართველი კრიტიკოსების ყურადღებით ყველაზე მეტად განებივრებული მწერალია. „Adibas“-ზეც დაიწერა უკვე ქართული სტანდარტებით ბევრი რეცენზია. რას გვეუბნებიან კრიტიკოსები რომანის შესახებ? ზუსტად იმას, რასაც გვეუბნება რომანის სათაური, რომელიც ავტორს განმარტებულიც აქვს: „adibas“ 1. ყალბი ადიდასი; 2. ზოგადად სუროგატი, იმიტაცია; 3. ნებისმიერი ყალბი, ფალსიფიცირებული რამ: ნივთი, საგანი, სიტუაცია, მოვლენა და ა. შ. კრიტიკოსების ინტერპრეტაციას თუ დავუჯერებთ, ეს არის რომანი თანამედროვე საქართველოს სიყალბის შესახებ: ქართულ ყალბ გლამურზე, ქართულ ნაყალბევ ბრენდებზე, ქართულ არანამდვილ ცხოვრებაზე...
მაგრამ აქ უნდა შევჩერდეთ და ვიკითხოთ კარგი, სიყალბე, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ქართული? „ადიბასი“ ნამდვილად სიყალბეა, მაგრამ რა არის ავთენტიკური? „ადიდასი“? ქართული გლამური ნამდვილად სასაცილოა, მაგრამ ზოგადად გლამური სერიოზულად უნდა აღვიქვათ? დავიჯეროთ, ზაზას მართლა ჰგონია, რომ ყველაზე პრიმიტიული კონსუმერიზმი, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებენ როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა პოლიტიკური ფლანგიდან ესაა ნამდვილი და ავთენტიკური?
ასეთი სტრუქტურა ჩვენთან ყალბი ცხოვრება, იქ (დასავლეთში, „სხვაგან“) ნაღდი და ნამდვილი აკა მორჩილაძის ბევრ წიგნს ახასიათებს, მაგრამ ზაზა ბურჭულაძე ყველაზე წარმატებული თანამედროვე ქართველი მწერლის კვალსაც რომ მიჰყვებოდეს არა და, არ მიჰყვება მაინც გაუგებარი დარჩებოდა, რატომ აირჩია ავთენტურობის კრიტერიუმად ლოგოები და ბრენდები.
მაგრამ როდესაც ავტორი გვეუბნება, რომ რომანის გასაგებად საჭიროა ერთი მნიშვნელოვანი ალუზიის გათვალისწინება ალუზია ლუის ბუნუელის ფილმზე „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“, საქმის ვითარება ნათელი ხდება ბუნუელის ფილმი ხომ 70-იანი წლების ფრანგული ბურჟუაზიის სატირაა, ისევე, როგორც ბურჭულაძის რომანია დღევანდელი ქართული „ბურჟუაზიის“ სატირა. ნუ გავაძლიერებთ ქართულ პროვინციალიზმს, ნუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენ უნიკალურები ვართ საკუთარ უბედურებაში და რომ ჩვენი ეს უნიკალურობა უნდა იყოს ქართველი მწერლის ერთადერთი ჰო ზონტი. ნუ წარმოვიდგენთ, რომ ქართული პროზა უნდა იყოს პრაქტიკულად უთარგმნელი, რადგან ძირითადი სიტყვები, რომლებსაც ის იყენებს, უცხოელი მკითხველისათვის მიუწვდომელი დარჩება, „ქართული რეალობის“ არცოდნის გამო.
ზაზა ბურჭულაძე წერს რომანს, რომელიც შეიძლება წაი ითხონ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ის არ არის მხოლოდ სივრცისა და რეგიონის მწერალი; ის, პირველ რიგში, დრო ის მწერალია, ისტორიული ეპოქისა, რომელსაც ერთმა თანამედროვე მოაზროვნემ სიმულაციის ეპოქა უწოდა. რომანში აღწერილი აგვისტოს ომის უცნაური „ამბები“ (რუსის ჯარი შემოდის თბილისში, ბომბავს ცენტრალურ უბნებს, წიგნის გმირები კი ამას არანაირ ყურადღებას არ აქცევენ და აგრძელებენ „ტკბილ ცხოვრებას“) არაა მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის პრობლემა ომისა მედიის ეპოქაში. რეალური ომი ვირტუალურით შეიცვალა, იქცა საკუთარი თავის სიმულაციად, რომელიც მის უკან არა ფერს მალავს, გარდა სიცარიელისა.
აქვე აღვნიშნავ, რომ სიმულაცია ქართულ პროზაში უდავოდ ზურაბ ქარუმიძის რომანიდან „ღვინომუქი ზღვა“ (2000) მოდის. ოღონდ თუ ქარუმიძესთან თანამედროვე სამყაროს სიმულაციურობა თეორიის დონეზე იყო, ბურჭულაძესთან თეორია ქრება; სამაგიეროდ, სიმულაციის თემა ლიტერატურულ ქსოვილში ძალზე ორგანულად პოულობს განსხეულებას.
მაგრამ, მიუხედავად ამ დროით ეპოქალური განზომილებისა, რაღაც სივრცულ სპეციფიკური მაინც რჩება რასაც ბურჭულაძის რომანი გვაჩვენებს. ესაა ჩვენი ქვეყნის ორმაგი პრობლემა: თუ დასავლეთში („ცენტრში“) პრობლემა ბრენდებისა და ლოგოების მიერ ყველაფერი ავთენტიკურის ჩანაცვლება-გაქრობაა რის შესახებაც მოთქვამენ და რასაც აკრიტიკებენ როგორც კონსერვატორები, ისე რადიკალები საქართველოში პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ვბაძავთ დასავლურ სიმულაკრებს. სიმულაცია კუბში როდესაც გინდა მიბაძო იმას, რაც თავისთ ვად ყალბია.
ოღონდ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა როდია. ერთი ანეკდოტი: წლების წინათ, ღამეული ალექსანდრიის ქუჩებში სეირნობისას, სპორტული ფეხსაცმელების დახლს გადავაწყდი; რაღაც უცნაურობამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. აღმოჩნდა, რომ ვხედავდი ბოტასს, რომელსაც „ნაიკის“ ლოგო ჰქონ და და ეწერა „ადიდასი“.
ესეც „ეგვიპტური საზოგადოების სიყალბე“... რატომ ვგავართ ერთმანეთს? მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო ორივე ქვეყანა თანამედროვე სიმულაციური სამყაროს საზღვარზე იმყოფება.
ზაზა ბურჭულაძის რომანის მთავარი თემაც ესაა რას ნიშნავს ცხოვრობდე სიმულაციური სამყაროს პერიფერიაზე.
![]() |
24 რეცეპტი |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|რაზა
თამრიკო ახვლედიანი
გადავწყვიტე, რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ჩემი მოსაზრებები გაგაცნოთ. სანამ უშუალოდ ამ თემებზე გადავიდოდე, ერთ ისტორიას მოგიყვებით: რამდენიმე თვის წინ სოციოლოგიური გამოკვლევების რომელიღაც მიმართულების წარმომადგენელი ქალბატონი მოვიდა ჩემთან სახლში, გამოკითხვა უნდა ჩაგიტაროთო. ჩემდა გასაოცრად, სურვილი გამიჩნდა, მეპასუხა რამდენიმე ათეულ კითხვაზე. ალბათ, დაგროვილი მქონდა პრობლემები და აზრის გაზიარება მომინდა ისეთი ვინმესთვის, ვინც ჩემს ნათქვამს შესაბამის ადრესატამდე მიიტანდა. იქნებ, ვცდებოდი კიდეც, მაგრამ მაინც იმედიანად ვიყავი. კითხვარში ყველაზე საინტერესოდ მომეჩვენა კითხვა: რა არის საქართველოს მთავარი პრობლემა ა) დაკარგული ტერიტორიები; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სისტემა; გ) ნატოში გაწევრიანება; დ) პოლიტიკური სიტუაცია;... მივხვდი, რომ სწორი პასუხი იქნებოდა დაკარგული ტერიტორიები. მაგრამ ჩემი მოქალაქეობრივი და პიროვნული „მე“ მკარნახობდა, რომ ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ მიმაჩნდა უპირველეს პრობლემად. კორესპონდენტს ვკითხე, თქვენ როგორ ფიქრობთ-მეთქი? რა თქმა უნდა, ტერიტორიების დაბრუნების საკითხი ყველაზე მთავარი, მტკივნეული და სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემააო. მე კიდევ ვფიქრობ, რომ განათლების საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანი, მტკივნეული, სასწრაფოდ მოსაგვარებელი და უპირველესი პრობლემაა საქართველოსთვის, თანაც ჩამონათვალში საერთოდ არ გაქვთ ნახსნები-მეთქი, ვუპასუხე. გაოცდა. ხანგრძლივი დიალოგის შემდეგ დამეთანხმა, რომ უწიგნური, გაუნათლებელი, უსწავლელი ხალხი არათუ ვერ დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, არამედ თუ რამ დარჩა დასაკარგი, იმასაც დაკარგავს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასეთი ხალხების რიცხვს მივეკუთვნებოდეთ, მაგრამ საქართველოში განათლების სისტემის რეფორმა უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია.
პური მეპურეს უნდა გამოაცხობინოო, ნათქვამია. ამ ოთხ სიტყვაში ძალიან კარგად ჩანს, რომ განათლება, პროფესია, პროფესიონალიზმი პურის ცხობასაც სჭირდება. აბა, ჰკითხეთ 18 წლის თბილისელ გოგონას, როგორ ცხვება პური? გეტყვით - ცომი უნდა მოზილო და გამოაცხოო. უმარტივესია. მაგრამ რომელი ფქვილი, როგორი წყალი, რომელ ღუმელში ან თონეში, რამდენ გრადუსზე, დაბალ თუ მაღალ ცეცხლზე... ისე, არც მე ვიცი პურის გამოცხობა, არასდროს მიცდია. რომ ვცადო, იქნებ გამომივიდეს კიდეც, მაგრამ თუ ვინმე კარგი მასწავლებელი მეყოლება, აუცილებლად კარგ პურს გამოვაცხობ. თუ კარგ პროფესორთან მოვხვდი, თუ კარგი აპარატურა მექნა, იქნებ, ჩემგან კარგი ექიმიც კი დადგეს... რაც შეეხება ექიმებს. ს ის თემაა, რომელიც, ჩვენი აზრით, პირველი უმთავრესი პრობლემის შემდეგ მოდის: ჯანდაცვის სისტემა! არ ვიცი, სწორად მიმაჩნია თუ ვცდებოდი, მაგრამ მეგონა, რომ ჯანდაცვის რეფორმის შემდეგ ჩვენი მდგომარეობა გამოსწორდებოდა. ვიცი, რომ ერთი ხელის მოსმით ვერავინ გააჩეენს ახალ საავადმყოფოებს და ვერავინ გაუშვებს სახლში დიპლომ-პატრონის უვიც ექიმებს, თუმცა იმის იმედი მაინც მქონდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობასთან შეხება არ ექნებოდათ, მაგრამ ვცდებოდი. კიდევ ერტი ისტორია: ჩვენს ნაცნობს მხარი დაუზიანდა დაზღვეული იყო და მიაკითხა შესაბამის კლინიკას. მძიმე დიაგნოზით, სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციის (რომელიც ორი ათს ლარამდე ჯდებოდა) დანიშნულებით გამოვიდა იქიდან. კიდევ კარგი, თბილისი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს და ჩვენს სამეგობროშიც გამოიძებნა ისეთი ექიმი, რომელსაც ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი ეს „მედიკობა“ და სრულიად მარტივი ფიქსატორით მოაგვარა ორიათასლარიანი ოპერაციის საკითხი.
თუ ძალიან შეგაწყინეთ თავი, კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ, ასევე ექიმებზე. გრიპი გამირტულდა და რაკი დაზღვეული ვიყავი, მივაკითხე ჩემს ექიმს დაბალი სიცხეების ჩივილებით. ფილტვების ანთებააო. აზიმაკი, ვიტამინები, წოლა, თუ კიდევ უფრო გართულდება,, ნემსებს დავიწყებთო. ძალიან არ მინდოდა კიდევ უფრო გართულების ლოდინი, მაგრამ დავემორჩილე ექიმს. გართულდა. იქნებ, რენტგენი გადამიღოთ-მეთქი. რას ამბობთ, ნაღვლის ბუშტი გაქვთ გაღიზიანებული და დასხივება არ შეიძლებაო... სხვა ექიმთან წავედი. კარგი პულმონოლოგია, არ ვიტყვი, ვინ და სად, ისედაც გეცოდინებათ. სამ დღეში სამსახურში გავედი, გამოჯანმრთელებული.
არაპროფესიონალიზმი ყველგან და ყველაფერშია, რაც სულ არ არის ჩვენი ბრალი. ჩვენ ხომ წლების განმავლობაში თაობებს ვზრდიდით ნაცარქექიას ზღაპარზე. რომ ზარ,აცი, მაგრამ მოხერხებული ნაცარქექია დევს ამარცხებს და ბედნიერად ცხოვრობს ისიც და მისი ძმებიც. რაში სჭირდება მას განათლება, როცა ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ნაცრის ქექვის ფიქრობს, როცა ერთი სადგისით დევს დაამარცხებს, როცა ქვას წვენს გამოადენს... ვცდებოდით, საუბედუროდ. ასე ხომ მხოლოდ ზღაპრებში ხდება და მხოლოდ ჰოლივუდში იღებენ მსგავს ფილმებს. ბედს თუ ბედისწერას ნუ დავაბრალებთ, რომ როკფელერის შვილიშვილები არ ვართ და ამიტომ ვცხოვრობთ ნაქირავებ ბინასი, რადგან საკუთარი ბინა კრედიტის დასაფარად გავყიდეთ... ჰოო, ეს კიდევ ერთი საინტერესო თემაა, მაგრამ, მგონი სიტყვა გამიგრძელდა და არ მინდა, შემიმციროთ ნათქვამი, თან ისე, როგორც ამას ჩვენი ტელეჟურნალისტები აკეთებენ... ოჰ, ეს განათლება?! ვის ჰყავს ამდენი ჟურნალისტი, ექიმი, პროფესორი, მსახიობი, მწერალი, ჩვენ რომ გვყავს?! ოღონდ მკითხველი არ გვყავს ამდნიდა არც განმკითხველი.
![]() |
25 ახალი ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
სამხრეთ აფრიკა 2010
...დანიის ნაკრებისა და სტოკ სიტის მეკარე ტომას სორენსენი ჩელსისთან 0:7 წაგებულ შეხვედრაში მძიმედ დაშავდა - ბეჭი დაიზიანა - და შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზოს. სორენსენმა ნაკრებში 86-ჯერ ითამაშა.
...განის მთავრობამ გულშემატკივართა ოფიციალური ჯგუფებისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები 1346 ბილეთი შეიძინა. განის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საამისოდ დაახლოებით 120 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა.
...მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 200 წლის იუბილეს მიეძღვნება 11 აგვისტოს მეხიკოს აცტეკაზე ესპანეთის ნაკრებთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩი. ბოლოს მექსიკამ ესპანეთს აცტეკაზე 1981 წლის 23 ივნისს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
…ბრაზილიის ნაკრებმა ფიფა-ს რეიტინგში ტით) და ტურნირზე მიწვეულმა სამმა ევროპელმა მსაჯმა. რაც მთავარია, სწორედ კონტე ვერდეთი ჩაიტანეს ურუგვაიში ქალღმერთ ნიკეს ოქროს თასი. თბომავალი 21 ივნისს გაემგზავრა ევროპიდან, 29 ივნისს კი რიო დე ჟანეიროში შეჩერდა, სადაც ბრაზილიის ნაკრებიც აიყვანა. ოთხივე გუნდი და ოფიციალური პირები მონტევიდეოში 4 ივლისს ჩავიდნენ. პირველი ადგილი დაიბრუნა: კარლოს დუნგას გუნდმა ესპანეთს გაასწრო. საქართველოს ნაკრები რეიტინგში 119-ე ადგილს იყოფს ანტიგუას და ბარბუდას გუნდთან ერთად.
...საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შერჩეულ მოთამაშეებს ტურნირის დაწყებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 11 მაისს დაასახელებს პირდაპირ ეთერში, TF1-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში.
...ახალ ზელანდიაში პირველად ჩაიტანეს ფიფა- ს ოქროს თასი. ქვეყნის ნაკრებმა 1982 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება.
...სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯაკობ ზუმამ ტამბოს ორდენით დააჯილდოვა ფიფა- ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის თავკაცი ისა ჰაიატუ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგი. ტამბოს ორდენი ქვეყნისადმი განსაკუთრებით კეთილგანწყობილ ადამიანებს გადაეცემათ.
ისტორიული ფაქტები
…1930 წლის 13 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი შეხვედრა გაიმართა: საფრანგეთი მექსიკას დაუპირისპირდა. ეს თამაში მონტევიდეოს პოსიტოსზე შედგა, რადგან ტურნირის მასპინძელი სტადიონის - სენტენარიოს მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
...1966 წლის 20 მარტს ლონდონში, ვესტმინსტერის სასახლეში გამოფენილი ფიფა- ს ოქროს თასი მოიპარეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ის დევიდ კორბეტის ძაღლმა პიკლზმა იპოვა. ამ ამბით გახარებულმა ფიფა- ს ინგლისელმა პრეზიდენტმა სერ სტენლი როუზმა დევიდს და მის ოთხფეხა მეგობარს ყველა თამაშზე უფასოდ დასწრების ნება დართო.
ფოტო ისტორია
ლაშა გოდუაძის არქივიდან
1930 წელს ურუგვაიში გამართულ პირველ მსოფლიო ჩემპიონატში ოთხი ევროპული გუნდი მონაწილეობდა, მათგან სამი კი სამხრეთ ამერიკას იტალიური თბომავლით, კონტე ვერდეთი ეწვია. რუმინეთის ნაკრები გემზე ჯენოაში ავიდა, ფრანგები - ვილეფრანს სიურ მერში, ბელგიელები კი - ბარსელონაში. მათ გარდა, კონტე ვერდეთი იმგზავრეს ფიფა- ს პრეზიდენტმა ჟიულ რიმემ (ფოტოზე ცენტრში, შავი ბერეტით) და ტურნირზე მიწვეულმა სამმა ევროპელმა მსაჯმა. რაც მთავარია, სწორედ კონტე ვერდეთი ჩაიტანეს ურუგვაიში ქალღმერთ ნიკეს ოქროს თასი.
თბომავალი 21 ივნისს გაემგზავრა ევროპიდან, 29 ივნისს კი რიო დე ჟანეიროში შეჩერდა, სადაც ბრაზილიის ნაკრებიც აიყვანა. ოთხივე გუნდი და ოფიციალური პირები მონტევიდეოში 4 ივლისს ჩავიდნენ.
![]() |
26 კვირის ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ფეხბურთი. გლაზგო რეინჯერსმა 53-ედ მოიგო შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული. წლეულს გლაზგოელებმა ლიგის თასიც მოიპოვეს.
ჩოგბურთი. ესპანელმა ფერნანდო ვერდასკომ ბარსელონას ღია ჩემპიონატის ფინალში შვედი რობინ სოდერლინგი სამ სეტში - 6:3, 4:6, 6:3 - დაამარცხა.
ფეხბურთი. გერმანიის ბუნდესლიგის კლუბმა ჰამბურგმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა 43 წლის ბრუნო ლაბადია, რომელმაც გუნდი შარშან ზაფხულში ჩაიბარა.
ფორმულა 1. ფერარის ესპანელი პილოტი ფერნანდო ალონსო გუნდის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის დასრულებამდე 10 მილიონ ევროდ დააზღვია.
მძლეოსნობა. ეთიოპიელმა სტაიერმა ცეგაიე კედებემ ლონდონის ტრადიციულ მარათონში გაიმარჯვა (2:05.19). ქალთა შორის პირველი იყო რუსი ლილია შობუხოვა (2:22.00).
ფეხბურთი. საბერძნეთის თასის ფინალში ქვეყნის ჩემპიონმა ათენის პანათინაიკოსმა ექტორ რაულ კუპერის გაწვრთნილი სალონიკის არისი 1:0 დაამარცხა.
![]() |
27 ქართველ ძიუდოისტთა მეოთხე ევროტრიუმფი პუტინის თანდასწრებით |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართული ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო! ეს ჩვენი ძიუდოისტების მეოთხე ტრიუმფია კონტინენტის პირველობაზე.
ამირან ტოტიკაშვილის გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთს 3:2 სძლია. ქართველ თაგან ფინალური ორთაბრძოლები მოიგეს ზაზა კედელაშვილმა, ლევან წიკლაურმა და ვალერი ლიპარტელიანმა. ფინალს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დაესწრო და საქართველოს ჰიმნზე ფეხზე წამომდგარს ტაშისკვრაც მოუწია...
საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალიდან დაიწყო ბრძოლა, სადაც მოლდოვა დაამარცხა, ნახევარფინალში კი პოლონეთს სძლია.
გუნდურისგან განსხვავებით, ასევე ვენაში გამართულ კონტინენტის ჩემპიონატზე ქართველთაგან პირად პირველობაში მედალი მხოლოდ 90კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვალერი ლიპარტელიანმა მოიპოვა - შარშანდელის დარად, ის ვერცხლს დაეუფლა.
სუპერრუნი
ქართველპროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი უეინ რუნი 2009-10 წლების სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. რუნიმ დიდი უპირატესობით აჯობა კარლოს ტევესს, დიდიე დროგბას და სესკ ფაბრეგასს.
24 წლის ფორვარდმა დასასრულს მიახლოებული სეზონი ჩინებულად ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა - 26 გოლით ის პრემიერლიგის გოლეადორთა სიას ლიდერობს.
„მიხარია, რომ ჩემი თამაში ფეხბურთელებმა დააფასეს. ბედნიერი ვარ, ასეთი აღიარება რომ დავიმსახურე,“ - განაცხადა მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა. ამ კლუბის ფეხბურთელებმა ზედიზედ მეოთხედ მოიგეს მთავარი პრიზი - 2007 და 2008 წლებში კრიშტიანუ რონალდუ იყო საუკეთესო, შარშან კი ჯილდო რაიან გიგზმა ჩაიბარა
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გამოავლინა - ბირმინგემის ასტონ ვილას ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი. 2005 და 2006 წლებში ეს ჯილდო უეინ რუნის ხვდა წილად
![]() |
28 ჰოვარდი ხელოვნებაში გადაიჭრა |
▲ზევით დაბრუნება |
დუაიტ ჰოვარდი და ჯეისონ კიდი
ამერიკის ნაკრები მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია და აგვისტოს ბოლოს თურქეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზეც მთავარი ფავორიტის სტატუსით ჩავა. ლებრონ ჯეიმსი შეიძლება არ იყოს, მაგრამ მაინც უძლიერესი გუნდი ეყოლება ჯერი კოლანჯელოს დრიმ თიმის ბოსს.
უბრალოდ, ჯერის ახალი ცენტრის მოძებნა მოუწევს. ამერიკელების იმედმა, პლანეტის უდიდესმა მეხუთე ნომერმა დუაიტ ჰოვარდმა მსოფლიო ჩემპიონატში თამაშზე უარი განაცხადა.
პლეიოფში თამაში და დასვენება არაფერ შუაშია. უბრალოდ, მე, შაკმა და ჯეიზიმ ივლისის ბოლოს ერთობლივი ალბომი უნდა ჩავწეროთ. შაკს გადასატანი ხმის ჩამწერი სტუდია აქვს და ალბათ, ფლორიდაში დავიწყებთ ჩაწერას. 14 სიმღერა გვაქვს დამთავრებული. პროდიუსერი ჯეიზი ყველაფერს გაფილტრავს და მერე ვნახავთ, რამდენი კომპოზიცია დაგვრჩება“, ამბობს ჰოვარდი, რომელიც წელს ზედიზედ მეორედ დაასახელეს ამერიკული პროფესიული ლიგის საუკეთესო დამცველად.
დუაიტი ასევე მიიღებს ეპიზოდურ როლს ჯონმილიუსის ახალ ფილმში ჩინგიზ ყაენზე, რომელშიც მთავარ როლს ჰოლივუდის სუპერ ვარსკვლავი მიკი რურკი ითამაშებს. ფილმის პროდიუსერი იქნება ლეგენდარული ტონი სკოტი.
ჰოვარდი: „მიკისთან ერთად გადასაღებ მოედანზე თუნდაც ერთი დღით გასვლა დიდი პატივია. ტონი სკოტის Man იურმალას მერმა გასცა განკარგულება, რომ რომის მასტერსის დასრულების შემდეგ ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას ერნესტს გულბი სის სახელი მიენიჭოს, ქალაქის ცენტრში კი მისი On Fire დღესაც ჩემი საყვარელი ფილმია. მოკლედ, საინტერესო ზაფხული მელის.“
დუაიტმა მიმდინარე რეგულარულში მეჯიქი აღმოსავლეთში მეორე ადგილზე გაიყვანა, პლეიო ფის პირველ წრეში კიგუნდმა ჰოვარდის დომინაციით 4:0 მოუგო მაიკლ ჯორდანის შარლოტ ბობქეთსს.
ამერიკელებს სათადარიგო ცენტრად ნომინალური მძიმე ფორვარდი, ფინიქსის ამარე სტაუდმა იერი ჰყავდათ აყვანილი და თუ ტორონტოს კაპიტან მაკრის ბოშმა აგვისტომდე ტრავმა ვერ მოირჩინა, ფავორიტს პრობლემები შეექმნება ესპანეთს ხომ ძმები გასოლები ეყოლება.
![]() |
29 გულბისის ქუჩა და ძეგლი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
იურმალას მერმა გასცა განკარგულება, რომ რომის მასტერსის დასრულების შემდეგ ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას ერნესტს გულბისის სახელი მიენიჭოს, ქალაქის ცენტრში კი მისი ძეგლი დაიდგას. ლატვიაში 21 წლის გულბისი ეროვნული გმირი გახდა. რომის მასტერსზე მან მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ყველა დროის უდიდესი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაამარცხა.
2:6, 6:1, 7:5 მოიგო გულბისმა და მესამე სეტში 7 მატჩ პოინტი ვერ გამოიყენა.
„მაპატიეთ, თუ ზედმეტი მომდის, მაგრამ მესამე სეტში 5:4 რომ გახდა და კიდევ სამი მატჩ პოინტი ვერ გამოვიყენე, მწვრთნელს კინაღამ ახალი საცვალი მოვატანინე. როჯერი ჩემი კერპი იყო და თავს ოდნავ უხერხულად ვგრძნობ“, იტყვის მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე ერნესტსი.
ყველა ფოტო: REUTERS ©
გულბისისთვის ეს კარიერაში უდიდესი გამარჯვება იყო. ლეგენდარული ლატვიელი ჰოკეისტის, არტურს ირ ეს თქმით, ლატვიაში გულბისის მოგება უკვე იმაზე დიდი მოვლენაა, ვიდრე თავის დროზე ლატვიის საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა.
მართალია ირბე ფედერერს ხომ ძალიან იშვიათად უგებენ.მითუმეტეს, გულბისები.
![]() |
30 Hoop Holland, Hoop! |
▲ზევით დაბრუნება |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი
ჰოლანდიის ნაკრებს პირველად მსოფლიოს 1974 წლის პირველობაზე, ბრაზილიასთან მატჩში ვუგულშემატკივრე - მინდოდა არგენტინის გაცამტვერების (4:0) მერე კრუიფს და კომპანიას „ჩვენი“ მეზობლებისთვისაც „ეცათ პატივი“! არ გამოვიდა... ნარინჯისფერებმა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ტოტალური ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარეს, მაგრამ ანგარიში უფრო მოკრძალებული (2:0) აღმოჩნდა...
მას მერე ჰოლანდიას ან იმავე ბრაზილიასთან ვუჭერდი მხარს, ან სსრკ-სთან.
არადა, ეს ოხრები, ყოველთვის ძალიან პროგრესულ და სიმპათიურ ფეხბურთს ქადაგებდნენ - 1974 და 1978 წლების ვერცხლის მუნდიალებზეც, მოგებულ ევრო 88-ზეც და მერეც. როგორ გინდა არ დააფასო კრუიფის, ვან ჰანეგემისა და ნეესკენსის პლეადის ფანტასტიკური თამაში?! ან დამალო აღფრთოვანება ვან ბასტენის, გულიტისა და რიიკარდის თაობის ოსტატობით?!
დღეს ვხვდები, რომ იმის დარ ფეხბურთს ალბათ ვეღარასდროს ვნახავ, საზღვრების გახსნამ და ნიდერლანდებში ვიზიტებმა კი საბოლოოდ შემაცვლევინა აზრი! არგენტინულ-ჰოლანდიური დაპირისპირება ისტორიას ჩაბარდა, დღეს ჰოლანდიის პრინცს არგენტინელი მეუღლე ჰყავს, თავისუფლების სიმბოლოდ ქცეულ ამსტერდამში კი იმდენი არგენტინული რესტორანია, მთელ ევროპას ეყოფა!
დღეს ვხვდები, რომ იმის დარ ფეხბურთს ალბათ ვეღარასდროს ვნახავ, საზღვრების გახსნამ და ნიდერლანდებში ვიზიტებმა კი საბოლოოდ შემაცვლევინა აზრი! არგენტინულ-ჰოლანდიური დაპირისპირება ისტორიას ჩაბარდა, დღეს ჰოლანდიის პრინცს არგენტინელი მეუღლე ჰყავს, თავისუფლების სიმბოლოდ ქცეულ ამსტერდამში კი იმდენი არგენტინული რესტორანია, მთელ ევროპას ეყოფა!
ჰოლანდია მუნდიალისთვის ფავორიტის სტატუსით ემზადება.ემზადება. მართალია, ბერტ ვან მაარვიკი მიღწევებითაც და პირადი ხიბლითაც შორსაა ლეგენდარული რინუს მიხელსისგან, მაგრამ მაინც შეძლო ბრწყინვალე ანსამბლის ჩამოყალიბება. როგორი საქმეა, ჯგუფში ყველა თამაშის დამაჯერებლად მოგება და მუნდიალზე 100%25-იანი შედეგით გასვლა?!
ჰოლანდიელებს ყოველთვის ჰყავდათ გუნდში რამდენიმე უცხოტომელი. 80-იანი წლების მიწურულს რუსი კომენტატორი პერეტურინი გულიტის, ვანენბურგის, რიიკარდისა და ვინტერის შემხედვარე წუწუნებდა - ნეტავ ჩვენ მოგვცა ასეთი სურინამელი მამებიო... ყოფილი კოლონიიდან ჩამოსულთა შთამომავლები ახლანდელ ნაკრებშიც მრავლად არიან: სამი ქვეყნის ჩემპიონი ვან ბრონკჰორსტი, რეპერი ბაბელი, ახალბედა ვან დერ ვილი, რომელმაც ავსტრალიაში ნაკრებთან ერთად გამგზავრებას კონცერტზე წასვლა არჩია, მამის ტრადიციების გამგრძელებელი დე იონგი, პარამარიბოში დაბადებული ბრააფჰაიდი, დე ზეუვი, ენგელაარი, ელია, ვორმი... აქვეა კაბოვერდელი ემიგრანტი მენდეს და სილვა და მაროკოელ ბერბერთა სამეული - აფელაი, ბაკალი და „კანიბალი“ ბულარუზი... ბევრია! თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს ყველანი აიაქსისა და სხვა ჰოლანდიური კლუბების სკოლებში ეზიარნენ.
გუნდის თამაშს ადგილობრივი ფესვების მქონე ვარსკვლავები განაპირობებენ. არიენ რობენისა და უესლი სნეიდერის ბრწყინვალე ფორმამ „ბაიერნი“ და „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა რიცხვში შეიყვანა, ჩინებულ სეზონს ატარებს მიუნხენში მარკ ვან ბომელი, რობინ ვან პერსის ტრავმა კი არსენალს ყველა ტურნირში ჩავარდნად დაუჯდა....
და მაინც, რჩება რამდენიმე კითხვა: შეძლებს კი ძირითადი მეკარე სტეკელენბურგი ვან დერ საარის სრულფასოვან შეცლას (პენსიიდან 2 მატჩით დაბრუნებულმა რეკორდსმენმა - 130 თამაში ნაკრებში - დაამტკიცა, რომ ჯერაც არ ჰყავს ბადალი!)? როგორ ფორმაში შეხვდებიან მუნდიალს რეალში ჩაკარგული ვან დერ ვაარტი და წელს ლივერპულში წარუმატებლობას შეჩვეული კუიტი? ხომ არ დაკარგა გოლის ალღო მილანის სკამზე გამწესებულმა ჰუნტელაარმა, ან იქნებ ჯობდეს ვან ნისტელროის გახსენება?
თუ ვან მარვიკი ამ კითხვებს მოხსნის, სამხრეთ აფრიკის სტადიონებზე ბევრჯერ მოგვიწევს ტრადიციული შეძახილის გაგონება - Hoop Holland, Hoop!
![]() |
31 ფარმაცევტული ბაზრის დერეგულაცია და პირველი შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
წამლის ძირითადმა იმპორტიორმა კომპანიებმა - ავერსმა და პე-ეს-პემ - 500 დასახელების მედიკამენტი 25-40%25-ით გააიაფეს. მართალია, დღეს დარეგისტრირებული 5000 წამლიდან 500-ზე ფასების კლებას მომხმარებლისთვის დიდი ეფექტი არ ჰქონია, მაგრამ, მეორე მხრივ, ბაზარზე ახალი მოთამაშეებიც გაჩნდნენ, რაც ექსპერტებს საშუალებას აძლევს ივარაუდონ, რომ ფასების კლების ტენდენცია ისევ გაგრძელდება და ყველა ტიპის წამალს მოიცავს.
ტენდენცია 2009 წლის ბოლოდან შეიმჩნევა, მას შემდეგ, რაც კანონში - „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ - ცვლილებები შევიდა.
2009 წლის ბოლომდე მოქმედი კანონი მრავალ შეზღუდვას აწესებდა როგორც წამლის იმპორტიორისათვის, ისე აფთიაქის გახსნის მსურველი მეწარმისათვის
იმპორტიორებს წამლის დასარეგისტრირებლად რთული და ხანგრძლივი პროცედურების გავლა უხდებოდათ: მათ, განაცხადთან ერთად, წამლის სააგენტოსთვის უნდა წარედგინათ, სულ მცირე, 8 დოკუმენტი - მათ შორის, წამლის ხარისხის სერთიფიკატი; მასალები კლინიკამდელი, კლინიკური კვლევის შედეგებისა და ექსპერტიზის შესახებ; ასევე, მონაცემები წამლის წარმოებაზე, რაც რთული მოსაგროვებელი და გადასამოწმებელი იყო. რეგისტრაცია ამ მასალების წარდგენიდან 6 თვეში ხდებოდა.
კანონი სხვა შეზღუდვებსაც აწესებდა. მაგალითად, საქართველოში მოქმედი ძველი, 1997 წელს მიღებული კანონის მიხედვით, იმპორტიორი საერთაშორისო კომპანიისგან ყიდულობდა არა მხოლოდ უშუალოდ წამლებს, არამედ ამ წამლის ქართულ შეფუთვას და ქართულ ანოტაციას, რადგან კანონი წამლის განსხვავებული (არაქართული) შეფუთვა-მარკირებით და განსხვავებულ (არაქართულ) ენაზე შემოტანას კრძალავდა. შესაბამისად, წამლის თვითღირებულებაც იზრდებოდა და ბაზარზეც ძვირად ფასობდა
შეზღუდვები ვრცელდებოდა აფთიაქის გახსნის მსურველ მეწარმეებზეც, კერძოდ, აფთიაქის გახსნისთვის მეწარმეს უნდა ჰქონოდა 40 კვადრატული მეტრი ფართი, რომლის ნახევარიც საწყობი უნდა ყოფილიყო და ლიცენზიასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ იგი უმაღლესი ფარმაცევტული განათლების დამადასტურებელ დიპლომს ფლობდა. კანონის ამ მუხლს მეწარმეებმა გვერდი აუარეს: ისინი, პრაქტიკულად, დიპლომს ქირაობდნენ ანუ ყოველთვიურად არაოფიციალურად უხდიდნენ ხელფასს პროვიზორებს, რომელთაც დიპლომი ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ საკუთარი სახსრები აფთიაქის გასახსნელად. შესაბამისად, აფთიაქი - ლიცენზიას, ხოლო აფთიაქის ფაქტობრივი მფლობელი ბიზნესსაქმიანობის შანსს იღებდა.
2009 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელმაც ადრე არსებული რეგულირების ნახევარზე მეტი გააუქმა, ხოლო რაც დარჩა, გაამარტივა.
კანონის მიხედვით რეგისტრაციის ორი სახე არსებობს: აღიარებითი რეჟიმი, როცა წამალი პირველად შემოდის საქართველოში და წამლის სააგენტომ უნდა აღიაროს; და პარალელური იმპორტი, როცა იგივე დასახელების მედიკამენტი უკვე არსებობს ბაზარზე და სხვასაც შემოაქვს.
ახალი კანონით, მედიკამენტის დასარეგისტრირებლად დაინტერესებულმა პირმა წამლის სააგენტოს უნდა წარუდგინოს: ინსტრუქციის ავტორიზებული თარგმანი ქართულ ენაზე და ორიგინალი; ფარმაცევტული პროდუქტის ნიმუში და ანალიზის მეთოდები, რასაც, როგორც წესი, თავად მწარმოებელი გასცემს; და ფარმაცევტული პროდუქტის სერთიფიკატი, რომელსაც გასცემს ან თავად მწარმოებელი, ან შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო. ამ უკანასკნელ მოთხოვნას ალტერნატივაც აქვს: თუ დაინტერესებული პირი პროდუქტის სერთიფიკატს ვერ მოიპოვებს, შეუძლია, მწარმოებელი ქარხნის GMP-სერთიფიკატი წარადგინოს (რაც იმას ადასტურებს, რომ ქარხანა მაღალი სტანდარტისაა); ასევე, შეუძლია წარადგინოს წარმოების ლიცენზია, რომელსაც მწარმოებელი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო გასცემს. სპეციალისტების თქმით, ამ დოკუმენტების შეგროვება და შესწავლა უფრო ადვილია, ამიტომ, ახალი კანონით, ძველი, ექვსთვიანი ვადა ერთ კვირამდე შემცირდა.
ამ ერთი კვირის განმავლობაში მოწმდება, ნამდვილად რეგისტრირებულია თუ არა მოცემული წამალი მითითებულ ქვეყანაში.
კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბაზარზე ახალი კანონით დაშვებული მედიკამენტის პარალელური იმპორტის პროცედურა. ამ შემთხვევაში იმპორტიორი წამლის რეგულირების სააგენტოში მხოლოდ ოთხ დოკუმენტს წარადგენს და პასუხს 5 დღეში მიიღებს.
შეზღუდვა, ზოგადად, წამლის იმპორტზეც მოიხსნა: მედიკამენტის ქართულად შეფუთვა-მარკირება სავალდებულო აღარ არის. ისიც საკმარისია, რომ წამალი დარეგისტრირებულია მაღალი სანდოობის ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირისა და OECD-ის ქვეყნებში, ასევე ამერიკაში.
საქართველოში წამლის ექსპერტიზა საერთოდ არ ტარდება - წამლის სააგენტო სარგებლობს ექსპერტიზით, რომელიც საქართველოზე განვითარებულ ქვეყნებში ჩატარდა. შესაბამისად, მხოლოდ იმის დადასტურებაც კმარა, რომ პრეპარატს ექსპერტიზა გავლილი აქვს და ლეგალიზებულია მაღალი სანდოობის ქვეყნის ბაზარზე.
ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ 7-დღიანი ვადა და დოკუმენტები საერთოდ არ იქნებოდა საჭირო, წამლის სააგენტოს ხელი რომ მიუწვდებოდეს მაღალი სანდოობის ქვეყნებში რეგისტრირებული წამლების ელექტრონულ ბაზებზე. ეს დამოკიდებულია არა კანონზე, არამედ ტექნიკურ შესაძლებლობაზე.
ახალი კანონით, აფთიაქის გახსნისა და წამლებით ვაჭრობის პროცედურებიც გამარტივდა: წამლებით ვაჭრობისთვის არ არის აუცილებელი ცალკე ფართი, მედიკამენტების გაყიდვა შეიძლება დიდ სუპერმარკეტებშიც, ხოლო მცირე აფთიაქებს შესაძლებლობა აქვთ, წამლებთან ერთად, სხვა სახის პროდუქციაც გაყიდონ. აფთიაქის გახსნა შეუძლია საშუალო პროფესიული განათლების ფარმაცევტსა და უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ნებისმიერ პირს.
კანონის ამოქმედებიდან 5 თვის თავზე, ფარმაცევტულ ბაზარზე შესამჩნევი ცვლილებები შეინიშნება.
წამლის რეგულირების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კირა სამყურაშვილი ამბობს, რომ ამჟამად საქართველოში დარეგისტრირებულია 5000 პრეპარატი, მათ შორის 200 - ახალი კანონის მიღების შემდეგ, ძირითადად, ბოლო ერთ თვეში. ამასთან, ფასები 500-მდე დასახელების წამალზე შემცირდა.
გაიაფების მიზეზად ავერსის ხელმძღვანელი პაატა კურტანიძე ახალ კანონს ასახელებს: მას შემდეგ, რაც მომწოდებელ საერთაშორისო კომპანიას წამლის ქართულ ენაზე შეფუთვა-მარკირებისათვის დამატებით თანხას აღარ უხდის, ავერსმა წამლები უკვე მესამედ გააიაფა - პირველად ახალი კანონის ამოქმედებიდან თითქმის ერთ თვეში, მეორედ - დეკემბერში და მესამედ - ორი კვირის წინ. კურტანიძის თქმით, პროცესი მუდმივად გაგრძელდება, რადგან კომპანია თავად არის დაინტერესებული მეტი რაოდენობის წამალი გაყიდოს იაფად.
წამლების გაიაფების მიზეზი კონკურენციის ზრდაცაა: ბაზარზე გაჩნდა ახალი აფთიაქები - ფარმადეპო და ფარმაცენტრი, რომლებმაც მომხმარებელს წამლები 20%25-ით იაფად შესთავაზეს, ვიდრე ავერსმა და პე-ეს-პემ: ზოგჯერ ავერსი ფარმას მიერ წარმოებულ წამალს ახალ აფთიაქებში უფრო იაფად იყიდით, ვიდრე თავად ავერსში.
ბოლო ერთი თვეა ბაზარზე გამოჩნდნენ წამლის პარალელური იმპორტიორებიც, მაგალითად, ნიკოლოზ შარიქაძე, რომელმაც ამ ერთი თვის განმავლობაში ოცი მედიკამენტის პარალელური იმპორტის უფლება უკვე მოიპოვა. იგი დამატებით მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის ექვს ქვეყანასთან, რისთვისაც პროფესიონალი თარჯიმანიც კი დაიქირავა. წარმატებული მოლაპარაკების შემთხვევაში, შარიქაძე კიდევ რამდენიმე ათეული წამლის დარეგისტრირებას გეგმავს და ამბობს, რომ წამლებს სულ ცოტა 20%25-ით იაფად მაინც შესთავაზებს ბაზარს.
შარიქაძეს კონკურენციის არ ეშინია. მისი აზრით, რაკი შემოტანილი პროდუქციის ხარისხი ერთი და იგივეა, განმსაზღვრელი მაინც ფასი იქნება, პე-ეს-პესა და ავერსის გარდა კი უკვე არსებობს სხვა სააფთიაქო ქსელები, სადაც, შარიქაძის თქმით, სიამოვნებით იყიდიან უფრო იაფად შემოტანილ წამალს.
ბაზრის ყველა მოთამაშე თანხმდება, რომ კანონის დერეგულაცია წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა მთავარია ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ნაბიჯებიც ასევე თანმიმდევრული იყოს.
![]() |
32 სიახლეები |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი|სიახლეები
განვითარებადი აეროპორტების დაჯილდოება
დუბაიში განვითარებადი ქვეყნების აეროპორტთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გადასცეს დსთ-ს, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის მასშტაბით საუკეთესო განვითარებადი აეროპორტის ჯილდო. აფრიკაში საუკეთესო აეროპორტად დასახელდა ტუნისის Monastir Habib Bourguiba-ს საერთაშორისო აეროპორტი. ინდოეთში - Bangaluru-ს საერთაშორისო აეროპორტი. შუა აღმოსავლეთში - Abu Dhabi-ს საერთაშორისო აეროპორტი. დუბაიმ რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა: დუბაის საერთაშორისო აეროპორტს ჯილდო იმისთვის მიენიჭა, რომ გარემოს არ აბინძურებს. აეროპორტის პრეზიდენტმა შეიხ აჰმად ბინ საედ ალ მაქტუმმა „ავიაკომპანიის წლის საუკეთესო პიროვნების“ (Airline Personality of the Year) წოდება დაიმსახურა.
Batumi Expo 2010
ბათუმი მესამე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმასპინძლებს. მთავარი თემაა ტურიზმის განვითარება, მიზანი - რეგიონის ტურისტული და საკურორტო რესურსების პოპულარიზაცია, ადგილობრივი, ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, ადგილობრივი მომხმარებლისთვის უცხოური მიმართულებების შეთავაზება და შავიზღვისპირა ქვეყნების საკრუიზო მარშრუტების პოპულარიზაცია. გამოფენის იდეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ეკუთვნის. იდეას მხარს უჭერს ბათუმის მერია, აჭარის სამრეწველო სავაჭრო პალატა, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და თბილისის მერია. გამოფენის ორგანიზატორია კალიპსო თრეველი, მასპინძელი - სასტუმრო შერატონი ბათუმი, მთავარი სტუმარი ქვეყანა - თურქეთი, გენერალური სპონსორი - მაგთიკომი. გამოფენის მსვლელობისას დაგეგმილია კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება საკრუიზო ტურისტული მარშრუტების აღდგენას შავი ზღვის ირგვლივ და რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საინვესტიციო გარემოს შექმნას.
![]() |
33 ოცნებების სასაფლაო |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|კინო
დავით იმედაშვილის ფილმს, ოცნების ქალაქი, გამოსვლამდე საქართველოსთვის ჯერ არნახული სარეკლამო კამპანია ჰქონდა. ხარისხიანი ოფიციალური საიტი, რეკლამა ტელევიზიაში, ბილბორდები, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ საიტებზე გაპიარება. და აი, 15 აპრილს ფილმიც გამოვიდა. უფრო სწორად, ერთი დიდი მარაზმატიკული სარეკლამო რგოლი, რომელიც კინოთეატრებში გადის.
დავიწყოთ მსახიობების თამაშით, რაც არა მარტო ამ ფილმის, არამედ ზოგადად ქართული კინოს უზარმაზარი პრობლემაა. ძალიან ცოტაა ისეთი მსახიობი, რომელსაც ეკრანზე თამაში შეუძლია და კიდევ უფრო ცოტაა ფილმი, რომელიც ძლიერი პერფორმანსებით გამოირჩევა (სამი სახლი და ქუჩის დღეები). დავით იმედაშვილის ფილმშიც უამრავი ხელოვნური მიმიკა, ფრაზა და მოქმედებაა. ძალიან ცუდად ხვდება თვალსა და ყურს „ვააა ნინიიის“ ტიპის შეძახილები, სკოლის სპექტაკლის დონის დიალოგები და ნაძალადევი ხუმრობები.
უკვე მერამდენე შემთხვევაა, ბილეთების გასაყიდად შემოქმედებითი ჯგუფი კარგი მხატვრული ფილმის გადაღებას ქალის (როგორც წესი, შორენა ბეგაშვილი) გაშიშვლებას არჩევს და, რაც ყველაზე ცუდია, დედიშობილა ქალს ფილმის ტრეილერშივე აჩვენებს, სარეკლამო რგოლში, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადის და თავისუფლად შეიძლება ბავშვმა ნახოს. აშშ-ში შიშველი სხეულის ჩვენება ტრადიციულ ტრეილერებში აკრძალულია და არსებობს სპეციალური Red band რეკლამები, რომლებსაც 18+ რეიტინგი აქვს და ტელევიზიაში არ ტრიალებს.
ქართულ კინოში ცვლილებებია: ნარკომანების ადგილი შიშველმა ქალებმა დაიკავეს. არა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ყველაფერს ზომა და თავისი ადგილი აქვს - ყველაფერი კარგად იქნება, სვანი, გოგონა სლაიდიდან, ოცნების ქალაქი - ეს ბოლო წლების ქართული ფილმების არასრული ჩამონათვალია, სადაც შიშველი ქალი ხორცმეტივით აზის ნამუშევარს და ერთადერთი მიზნით, მაყურებლის კინოში მისაყვანადაა გამოყენებული.
ოცნების ქალაქში რამდენიმე სცენაა, რომელიც ფილმს რეალიზმის შეგრძნებას უკარგავს და ნელ-ნელა გაშორებს მთავარ გმირებს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ფილმში 30-ზე მეტი პროდუქციის რეკლამაა, 15-მდე მათგანი ამაზრზენად ჩასმული! ოცნების ქალაქის ოპერატორი ახლო ხედით იღებს ამ კომპანიების ლოგოებს, მთავარი გმირები კი გაღიმებული სახეებით აქებენ და ადიდებენ მას, ზუსტად ისე, როგორც პიტერ უეირის ალეგორიულ შედევრში, ტრუმენის შოუში ხდება ირონიის გამოსახატავად.
„ოცნების ქალაქზე პროფესიონალთა ჯგუფმა იმუშავა“ - ეს რუსთავი 2-ზე გასულ ერთ-ერთ სიუჟეტში ითქვა. ოცნების ქალაქზე პროფესიონალებმა ნამდვილად იმუშავეს, ოღონდ არა მსახიობებმა და რეჟისორმა, არამედ მარკეტოლოგებმა, PR-ის სპეციალისტებმა და გაყიდვების მენეჯერებმა, რომლებმაც იმდენი მოახერხეს, რომ ეს „დიდი სარეკლამო რგოლი” ყველაზე წარმატებულ ქართულ კინოპროექტად იქცა: ერთ კვირაში 10 000-ზე მეტი გაყიდული ბილეთი თბილისის კინოთეატრებისთვის აქამდე არნახული შედეგია. ამ მხრივ მხოლოდ ქების ღირსია შემოქმედებითი ჯგუფი - კარგი რეკლამის, მგზავრების მუსიკის (ერთადერთი, ასე თუ ისე, ნათელი წერტილი) და ორი შიშველი ლამაზმანის წყალობით ფილმი მოგებაზე წავიდა...
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ოცნების ქალაქი არის ძალიან დაბალი დონის ფილმი, რომელიც ძალიან კარგად გაიყიდა.
ქუჩის დღეების პირველი აღიარება
ლევან კოღუაშვილის ფილმმა, ქუჩის დღეები, ვისბადენის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის წოდება მოიპოვა.
ეს ჯილდო ქუჩის დღეებისთვის პირველი საერთაშორისო პრიზია. კრიტიკოსების დადებითი რეცენზიებისა და ბოლო წლების ერთ- ერთი საუკეთესო ქართული ფილმის წოდების მოპოვების მიუხედავად, ამ მართლაც ბრწყინვალე ნამუშევარმა ქართველი მაყურებლი ვერ მიიზიდა და კინოგაქირავებაში წარუმატებლად ჩაეშვა.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ფილმების ფესტივალი ვისბადენში 2001 წლიდან იმართება. შარშან საუკეთესო გახდა ასევე ქართული ფილმი, გიორგი ოვაშვილის გაღმა ნაპირი.
![]() |
34 მამრი მედეა და ტექსტის დაბადება |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|ლიტერატურა
რას ელოდები ლაშა ბუღაძისგან? სიცილს, მარტივ სიუჟეტს და თითქმის ერთგანზომილებიან პერსონაჟებს. ჰო, კიდევ იოლ კითხვას. ოღონდ მისი ბოლო რომანები ასეთ მოლოდინს მთლად არ ამართლებს. ყოველ შემთხვევაში, ბუღაძის გმირები ნელა, მაგრამ თანდათან რთულდებიან.
„ლიტერატურული ექსპრესი“ ლაშა ბუღაძის პირველი წიგნია, რომელშიც ის ბევრი მწერლისათვის ჩვეულ თემას ამუშავებს - ესაა, რუსი პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, Из какого сора растут стихи: როგორ იქმნება ლიტერატურული ტექსტი. რომანის პერსონაჟები ერთთავად პოეტები და პროზაიკოსები არიან.
სიუჟეტი ასეთია: ლისაბონში თავს უყრიან 100 ლიტერატორს. სხამენ მატარებელში, რომელმაც ევროპა უნდა გადაჭრას. მოგზაურობისას მწერლებს ევალებათ წაიკითხონ თავიანთი ტექსტები საჯაროდ, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, დაწერონ ახალი ნაწარმოები. თხრობა პირველ პირშია, მაგრამ ლაშა ბუღაძე, როგორც ავტორი, დამატებით ემიჯნება მთხრობელ პერსონაჟს - პირველ პირში (თან თავიანთ ენაზე - ცხადია, თარგმანითურთ) წარმართავენ თხრობას ლიტერატურული ექსპრესის სხვა მგზავრებიც - ქართველი, ჩეხი, რუსი, ხორვატი, ჩეჩენი, სომეხი, აზერბაიჯანელი, გერმანელი, პოლონელი თუ ლიტველი ლიტერატორები. მათ ინტიმურ ჩანაწერებს არ იცნობს ძირითადი მთხრობელი - ერთადერთი პროზაული კრებულის 28 წლის ქართველი ავტორი ზაზა.
ლაშა ბუღაძე წიგნის პრეზენტაციაზე
ფოტო: ბესო დარჩია
იდეა და ძალისხმევა, თავი მოუყარო მწერლებს საიმისოდ, რომ აქედან რაღაც გზიანი და ლიტერატურისთვის ღირებული გამოდნეს, არაერთხელ აუგდიათ თავად მწერლებს. მაგალითად, „დოქტორ კრიმინალეში“ მალკოლმ ბრედბერის და კორაგესან ბოილს რომანში „აღმოსავლეთი არის აღმოსავლეთი“. ორივე შემთხვევაში ლიტერატორთა მიწვევა კომფორტულ გარემოში დისკუსიებისა თუ თხზვისთვის ქმნის ირონიულ ფონს, რომელზეც რაღაც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ამბავი უნდა განვითარდეს, ვიდრე ეს მწერლებისგან ნაკრები გუნდის გაკეთებაა. ასეა ლაშა ბუღაძესთანაც. მისი მთავარი პერსონაჟი იმთავითვე ამრეზით ეკიდება სავალდებულო შეთავაზებას - მგზავრობისას წეროს კოლექტივთან ერთად.
რა არის „რაღაც უფრო მნიშვნელოვანი“? ის, რაც ხდება გამოგონილი მწერლების გამოგონილ სამყაროებში თუ ის, რაც ხდება პერსონაჟთა „ნამდვილ ცხოვრებაში“?
ცოტა ხნით გვერდზე გავიდეთ და ლაშა ბუღაძის, როგორც პროზაიკოსის ზრდას თუნდაც ერთი კრიტერიუმით დავაკვირდეთ: ეროტიკულ პასაჟთა სიმსუყით ბოლო რომანებში. ეროტიკა და იუმორი, ხალხურ პოეზიას თუ არ ჩავთვლით, ქართულ მწერლობაში ძალიან იშვიათად კვეთენ ერთმანეთს. ლაშა ბუღაძის პროზაში კი თავიდანვე დაწყვილდნენ. „ლიტერატურულ ექსპრესში“ ამ წყვილს ავტორმა სხვა წყვილიც ამოუყენა - სერიოზული ეროტიკა.
სერიოზულობა ჩანს მთავარი პერსონაჟის ზუსტ რეფლექსიებში, რომელთაც ის მიმართავს საკუთარი და სხვისი განცდების წვდომა-გადმოცემისას. ლაშა ბუღაძე აფიქსირებს გუნება-განწყობის უმცირეს რხევებს, ჩაიჭერს სულისა თუ სხეულის თითქოს მოუხელთებელ მიმოხრებს, რომლებიც მკითხველს მეტყველ ნიუანსებად ექცევა. ვერ ვიხსენებ, ქართულ ტექსტში ბოლო დროს ასე სავსედ როდის გაცოცხლდა დაძაბული შებოჭილობა, რომელიც შეიძლება ახლდეს გაუმხელელ ლტოლვას.
ზაზა არ არის გამოუცდელი კაცი - ქალების განხრით. მაგრამ ევროპაში არაფერი გამოსდის. ჰელენასთან - ბერძენ ქალთან მის შეუმდგარ ურთიერთობას ერთი პაროდიული ასოციაცია მოაქვს: ზაზა - თანამედროვე მედეაა, ბარბაროსი, რომელიც ბერძენ სატრფოსთან ერთად ილტვოდა ევროპისკენ, მაგრამ ის არც სატრფომ შეიწყნარა და არც ევროპამ. ეგ არის, ტრაგიკული ამ ისტორიაში აღარაფერი დარჩა. საქართველოს - „დაკომპლექსებული პროვინციალების ასექსუალურ სამშობლოს“ - ჯერჯერობით ევროპაში რომ ვერ შეესვლება, კარგად არის ნაგრძნობი (თუ ნაწვნევი), როცა ზაზა ჰელენასთან ერთად, ერთ ლოგინში ათევს ღამეს - ოღონდ ქალის მიუკარებლად. ლაშა ბუღაძე გვეთამაშება: მოგვიანებით ზაზა მაინც შეაღწევს „ევროპის წიაღში“ - რამდენადაც სპონტანურად, იმდენადვე ბრუტალურად და ამას იზამს მატარებლის ტუალეტში; ეს ეპიზოდი გაცილებით ექსპრესიული და დამაჯერებელია, ვიდრე იმავე ქალთან ერთ ლოგინში უკოიტუსოდ გატარებული ღამე. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ უნდილი ღამე „ნაღდი“ ყოფილა, ხოლო ლიტექსპრესის ნახევრად ველური სექსი - „გამონაგონი“, ანუ ზაზას, ვითარცა მწერლის, ფანტაზიის ნაყოფი.
მატარებელი ლისაბონიდან ბერლინამდე (მოსკოვის გავლით) მოძრაობს 2008 წლის შემოდგომაზე, რუსეთთან ომის შემდეგ. ქართველებს შოკი არ დაუძლევიათ და აშკარად აქვთ გაუცნობიერებელი, მაგრამ გასასწორებელი ანგარიშები ევროპასთან. ამ „ანგარიშსწორებაზე“ იცინის სწორედ ლაშა ბუღაძე. ამ ანგარიშსწორების ფორმაა ტექსტი, რომელიც ეწერება ზაზას - ხალისიან და საკუთარ თავთან ულმობელ კაცს. თუმცა, რომანის დაწერით გამოდის, რომ რაც პერსონაჟს იდიოტობად ეჩვენებოდა - მწერალთა შეყრა მატარებელში ტექსტების შესაქმნელად - იმან გაამართლა. რაგინდ აბსურდულად მოგეჩვენოს ევროპული წამოწყება, მას ემორჩილები და „რაღაც“ შედეგი მაინც მოაქვს. ლიტერატურული ექსპრესი გერმანული პროექტია, ხოლო მისი მოთავე, ჰაინცი, „როგორც ყველა ჭეშმარიტი გერმანელი, ფლობდა სხვების მონადქცევის ფსიქოლოგიურ ხერხებს“.
მოტანილი ციტატის ირონიაზე უფრო მძაფრია ირონია ქართული კულტურის ფენომენების მიმართ. ლაშა ბუღაძე არ მსჯელობს, არც მისი პერსონაჟები იჭყლეტენ ტვინს, მაგრამ თითო-ოროლა ფრაზით აცოცხლებენ იმას, რასაც ვგრძნობდით და ვერკი გამოგვეთქვა. მაგალითად, სიყვარულში ხელმოცარულ ზაზას თანამემამულე ცინიკურად ანუგეშებს და ეუბნება სიტყვებს, რომლებიც ქმნიან უკიდურესად კონცენტრირებულ ფრაზას და იტევენ კარგად ნაცნობ თბილისურ სუბკულტურას. აბა ნახეთ: „შენ გინდა ერთი პატარა ვაკელი გოგო, პატარა ტაკოთი და ბევრი ნათესავით”.
![]() |
35 ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|ამბები
ევგენი ონეგინი
პრეცედენტი მარჯანიშვილის თეატრში
ირინა გაჩეჩილაძე ერთადერთი რეჟისორია, რომელმაც ევგენი ონეგინი თეატრში (მარჯანიშვილის მცირე სცენა) წარუდგინა მაყურებელს - ალექსანდრ პუშკინის პოემის მიხედვით არსებობს ფილმი და ოპერა, მაგრამ, როგორც რეჟისორი ამბობს, ეს მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ონეგინი დრამატულად დაიდგა.
რეპეტიციები ორ თვეს გრძელდებოდა, მაგრამ ამას წინ უძღოდა დამღლელი და ხანგრძლივი მზადება, ბიბლიოთეკაში გათენებული ღამეები და კვლევები ონეგინის შესახებ. ირინამ ტიპაჟებს მარჯანიშვილის თეატრში მიაგნო და მიხვდა, რომ წარმოდგენა ამავე თეატრის მცირე სცენაზე უნდა დადგმულიყო, რადგან, რეჟისორის თქმით, დიდ სცენაზე მისი ჩანაფიქრი დაიკარგებოდა. სპექტაკლში ვერ ნახავთ დეკორაციებს, მსახიობების კოსტიუმები (რომლებიც თავად რეჟისორს ეკუთვნის) ასრულებს დეკორაციის როლს. წარმოდგენაში არ არის ცხენი, მაგრამ გაიგებთ ჭიხვინს, არ არის ჭურჭელი, მაგრამ მოისმენთ მსხვრევის ხმას, არ ჩანს ფანჯარა, მაგრამ ისმის, როგორ იღება და იხურება, ჭრიალებს ლარინას სკამი-საქანელა, რომელიც მსახიობის კოსტიუმზეა გამოსახული. სპექტაკლში ნივთიერი არაფერია, მთლიანად ხმოვანი დეკორაციაა და ეს განსხვავებულ ატმოსფეროს სთავაზობს მაყურებელს.
ირინას თქმით, ქართულად ნათარგმნი პუშკინი კარგავს ნამდვილ სახეს და, სწორედ ამ მიზნით, რეჟისორმა ირაკლი ჩოლოყაშვილისთვის მოიფიქრა განსწავლული კატის გმირი, რომელიც წარმოდგენის მსვლელობისას ლექსებს რუსულად კითხულობს.
შთამბეჭდავი კოსტიუმების, განსხვავებული დეკორაციისა და განსწავლული კატის გარდა, არის კიდევ ერთი გასაოცარი რამ - მსახიობები, სიარულის ნაცვლად, სცენაზე დასრიალებენ.
სცენა სპექტაკლიდან
ყველა ფოტო: ბესო დარჩია
ონლაინ-ლექსიკონი მარგალიტი
თინათინ მარგალიტაძე
დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის შექმნის იდეა გასული საუკუნის 60-იან წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე ჩაისახა. ითარგმნა მიულერის და გალპერინის ლექსიკონები და დამუშავდა დიდი მოცულობის მასალა. 80-იან წლებში კი შეიქმნა სარედაქციო კოლეგია და სწორედ მაშინ ჩაერთო ამ პროექტში პროფესორი თინათინ მარგალიტაძე.
როგორც ქალბატონმა თინათინმა გვითხრა, გადაწყდა, რომ მხოლოდ გალპერინით ლექსიკონის გამოშვება არ შეიძლებოდა და სიტყვა-სტატიების გადამუშავება დაეფუძნა შემდეგ გამოცემებს: ოქსფორდის დიდი ოცტომეულის, ვებსტერის, კემბრიჯის, ლონგმენისა და ინგლისური ენის განმარტებით ლექსიკონებს. დღეისთვის ინგლისურ-ქართულ ონლაინ ლექსიკონ მარგალიტში შესულია 100 000-მდე სიტყვა-სტატია.
ლექსიკონში შეგიძლიათ ნახოთ უამრავი შესიტყვება, ფრაზეული ზმნა, ფრაზეოლოგიური ერთეული, სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური, ხელოვნების და სხვა სფეროებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია. ლექსიკონში შესული მასალა 800 ათასს აღწევს და ის ქართული ენით დაინტერესებულ უცხოელებსაც დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში უკვე იმატა ინტერესმა და ინტერნეტ-ლექსიკონის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.
სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან: პროფესორი თინათინ მარგალიტაძე, რედაქტორი გიორგი მელაძე, პროფესორი არიანე ჭანტურია, პროფესორი შუქია აფრიდონიძე და დოქტორი გელა ხუნდაძე.
ჯონ მაკლაფლინის მეორედ მოსვლა
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
27 აპრილს თბილისს მსოფლიოს ერთ- ერთი საუკეთესო ჯაზ-როკ გიტარისტი ჯონ მაკლაფლინი სტუმრობდა. ისტერნ პრომოუშენის ძალისხმევით, მუსიკოსი უკვე მეორედ ეწვია ჩვენს ქვეყანას - პირველად 2004 წელს, პროექტ შაქტით, ამჟამად კი ჯგუფ 4 დაიმენშენთან ერთად წარდგა თბილისის ივენთ ჰოლში. მსგავსი კონცერტებისთვის ივენთ ჰოლი კარგი ადგილია, მაგრამ კედელზე პროექტორით მინათებული სპონსორების სარეკლამო რგოლები კონცერტის მსვლელობისას იმ ინტიმს არღვევდა, რამაც მაკლაფლინის სცენაზე გამოსვლისა და პირველი აკორდების აღებისთანავე დაისადგურა.
საკონცერტო პროგრამა ძველი და ახალი კომპოზიციებისგან შედგებოდა. მშვიდ და სულშიჩამწვდომ ნამუშევრებს ენერგიული რიტმებით გაჯერებული ცვლიდა და პუბლიკაც თანდათან გახურდა. თუმცა, პუბლიკაცაა და პუბლიკაც. როგორც ჩანს, კონცერტზე ჯერ კიდევ ბევრი მიდის არა იმის მიხედვით, თუ რა მუსიკას და ვის უსმენს, არამედ - ვის კონცერტზე წასვლა უფრო უპრიანია სნობური სტატუსისთვის. საბედნიეროდ, დარბაზი მალევე იფილტრება ასეთი მსმენელისგან - ის არათუ ბისამდე არ რჩება, შუა ნაწილიდანვე ტოვებს კონცერტს. ამას, რა თქმა უნდა, ხელი არ შეუშლია იმ ოთხასამდე ფანისთვის, ვინც ნამდვილი ჯაზის მოსასმენად იყო მოსული. მით უმეტეს, არ შეუშლია ხელი მაკლაფლინისა და მისი ჯგუფისთვის, რომელმაც მსმენელი ჯაზ-როკის ორსაათიან მუსიკალურ ექსტაზში ამყოფა.
მუსიკისა და დოლარის ჰანგები - 2010 წლის უმდიდრესი მუსიკოსები
ბრიტანულმა გამოცემამ - სანდი თაიმს - მუსიკალურ სფეროში მოღვაწე მილიონერთა სია გამოაქვეყნა. ორმილიარდიანი ქონებით სიის სათავეში მოექცა უორნერ მიუზიქ გრუფის აღმასრულებელი დირექტორი ედგარ ბრონფმენი. უშუალოდ მუსიკოსებს შორის ყველაზე მდიდარი აღმოჩნდა კომპოზიტორი ენდრიუ ლოიდ ვებერი. იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავის ავტორის ქონება ერთ მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ოცეულში ასევე მოხვდა ბითლზის ორი წევრი - პოლ მაკარტნი (730 მილიონი დოლარი) და რინგო სტარი (215 მილიონი).
მიკ ჯაგერი
როკერებს შორის, 300 მილიონი დოლარით, პირველ ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი როკ-ჯგუფის როლინგ სთოუნზის ვოკალისტი მიკ ჯაგერი, რომელმაც ჯგუფის გიტარისტს კიტ რიჩარდს 30 მილიონით გაუსწრო. სიაში მოხვდნენ ელტონ ჯონი (285 მილიონი) და სტინგი (280 მილიონი). მილიონერთა ოცეული ჯგუფ ბიჯისის ორმა წევრმა, ძმებმა ბარი და რობინ გიბებმა დაასრულეს.
სრული სია:
ედგარ ბრონფმენი - უორნერ მიუზიქ გრუფის დირექტორი ($2,521,000,000)
ქლაივ ქელდერი - პროდიუსერი - ($1,997,000,000)
ენდრიუ ლოიდ ვებერი - კომპოზიტორი ($1,000,000,000)
ქემერონ მაკინტოში - პროდიუსერი ($975,000,000)
პოლ მაკარტნი - ჯგუფი ბითლზი ($730,000,000)
საიმონ ფიულერი - ტელეშოუ ემერიქან აიდოლის ავტორი ($538,000,000)
მიკ ჯაგერი - ჯგუფი როლინგ სთოუნზი ($300,000,000)
ელტონ ჯონი - ($285,000,000)
სტინგი - ($280,000,000)
კიტ რიჩარდსი - ჯგუფი როლინგ სთოუნზი ($270,000,000)
საიმონ ქოუელი - ტელეშოუ ბრითანს გოთ თალენთის პროდიუსერი ($254,000,000)
ოლივია და დენი ჰარისონები - ჯორჯ ჰარისონის ცოლ-შვილი ($246,000,000)
ჯემი პალუმბო - პროდიუსერი - ($230,000,000)
დევიდ და ვიქტორია ბექჰემები - ($223,000,000)
ტიმ რაისი - პოეტი, იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავის ტექსტების ავტორი ($215,000,000)
რინგო სტარი - ჯგუფი ბითლზი ($215,000,000)
ტომ ჯონსი - მომღერალი ($207,000,000)
ერიკ კლეპტონი - გიტარისტი ($192,000,000)
როჯერ ემენსი - პროდიუსერი ($185,000,000)
ბარი და რობინ გიბები - ჯგუფი ბიჯისი ($169,000,000)
![]() |
36 მისგან ყველაფერი ისმის |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|მუსიკა
აკუსტიკური, ინდი, თრიფ-ჰოფი: სოფო ასლანიშვილის მუსიკალური განწყობა დაბალტემპიანი, ჩამაფიქრებელი და ოდნავ დეპრესიულია. თუმცა საკმარისია ერთხელ მაინც ნახო და მოუსმინო აკუსტიკურ გიტარაზე მომართულ ძალიან ლამაზ და დაბალტემბრიან სოფოს, რომ იმ წუთში ექცევი მისი გავლენის ქვეშ. უსმენ, ფიქრობ, გსიამოვნებს, იმიტომ რომ მის მუსიკასა და ტექსტებში აიგივებ საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს.
სოფო ასლანიშვილი ბავშვობაშივე დაუკავშირდა მუსიკას. დადიოდა მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით. 15 წლისამ, გიტარის შესწავლასთან ერთად, დაიწყო მუსიკის წერაც, თუმცა პირველი სრულყოფილი სიმღერა ფორტეპიანოსთან ერთად შექმნა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკური კიბერნეტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და მუსიკას არ ეშვებოდა, გამოდიოდა ლადო ბურდულის მიერ სახლში მოწყობილ კონცერტებზე.
2000 წელს შექმნა ოთხკაციანი ჯგუფი ადგილი მზის ქვეშ, რომელმაც ერთ წელიწადს იარსება. გამოდიოდა სხვადასხვა დიდ თუ პატარა სცენაზე, მათ შორის, როკფესტივალზეც. ბენდი უკრავდა სოფოს სიმღერებს, რომლებიც ბალადური როკის ელემენტებით იყო გაჯერებული.
ჯგუფის დაშლის შემდეგ პირველ რადიოში მუსიკალურ წამყვანად მუშაობდა, მერე ხშირად გამოდიოდა ბარ-გალერეაში სახლი. უკრავდა სხვადასხვა მუსიკოსებთან. მათ შორის იყო ჯგუფ ინსაითის გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი. სოფომ მასთან ერთად სამი სიმღერა ჩაწერა.
2008 წელს შეუერთდა ჯგუფს Ketrine & Me, როგორც გიტარისტი და არა მომღერალი. პარალელურად მუშაობდა საკუთარ პროექტზე Ketrine & Me-ს ბიჭებთან (ბასგიტარა და გიტარა) ერთად. სწორედ ამ შემადგენლობით, სოფოს სიმღერებით წავიდნენ უკრაინის ჯაზფესტივალზე. „ამ ფესტივალზე სცენა მარტო ჯაზს არ ეთმობოდა. იყო სხვადასხვა ექსპერიმენტული სცენაც. სწორედ ერთ- ერთ მათგანზე გამოვედით. ჩვენს გამოსვლას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა“, - იხსენებს სოფო. კონცერტები ჰქონდათ კიევში, ხარკოვსა და დონეცკში. „უკრაინაში ძალიან კარგი მსმენელია, არაჩვეულებრივი ემოციები მივიღე“.
სოფო ასლანიშვილი
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
უკრაინის შემდეგ სოლო პროგრამით გაემგზავრა მოსკოვში. ერთი თვის განმავლობაში გოჩა ყაჭეიშვილთან და ცნობილ რუს ჯაზმენ ანატოლი გერასიმოვთან ერთად უკრავდა კლუბებში. ამ უკანასკნელმა სოფო ასლანიშვილს მოსკოვში დარჩენა და მის ბენდში სიმღერა შესთავაზა. სოფომ თბილისში დაბრუნება და აქ მუშაობის გაგრძელება ამჯობინა: „მინდა, რომ თბილისში ჩამოვაყალიბო ჯგუფი და მერე სხვადასხვა ქვეყანაში წავიდე საკუთარი პროგრამით“.
ჯერ ალბომი არ გამოუშვია, მხოლოდ სინგლებად გაკეთებული ჩანაწერები აქვს, რადგან ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული. „მჭირდება ადამიანი, ვინც დამიჯერებს და გამომყვება“, - ამბობს სოფო.
ახლახან დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე (ჩელისტ ვოლფგანგ ციფელთან და დრამერ დავით ჩანგოშვილთან ერთად). ახლა მის მიერ შექმნილ კომპოზიციებს სრულიად სხვა ჟღერადობა აქვს. „როცა ვიგრძნობ, რომ ბოლომდე მზად ვარ, აუცილებლად ვიფიქრებ დიდ კონცერტზე ახალი პროგრამით - აკუსტიკური და ელექტრონული მუსიკის ნაზავი სიმებიან ინსტრუმენტებთან ერთად“.
ამჟამად გიტარისტ ზურა ლანჩავასათან ერთად კვირაში ერთხელ, უქმე დღეებში, პურ-პურის სარდაფში უკრავს. ფანტასტიკურად ასრულებს და ირგებს ისეთი ცნობილი მუსიკოსების ქავერებს, როგორებიცაა: ქეით ბუში, ფორთისჰედი, ფეთი სმითი, ქიუარ და ასე შემდეგ. სოფო ასლანიშვილი თავისი სასიამოვნო და მარტივი, მაგრამ ძალიან ცხოვრებისეული ტექსტებითა და მუსიკით გაგრძნობინებთ გაზაფხულს, მოგანატრებთ საყვარელ ადამიანს და გამღერებთ წვიმასთან ერთად.
![]() |
37 შიდა ქართლი: მეტეხი - ერთაწმინდა - ნოსტე |
▲ზევით დაბრუნება |
კონსიერჟი
ამინდი წვალობს, მზით განებივრებული თბილისელისთვის უჩვეულო გაზაფხულია. აპრილი ისე გავიდა, ერთი შხაპუნა წვიმა რა არის, იმანაც არ დაგვნამა. ყოველდღე გულისგამაწვრილებლად ცრიდა, ნაცრისფერი დღეები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ფანჯრიდან უფერულ პეიზაჟს გავცქეროდი და ვფიქრობდი: ნუთუ ასე მოსაწყენად იწყება ქვეყნის დასასრული? კახეთში მდინარე ჭერემის მძვინვარებას ერთხანს აპოკალიფსის მოყვარული მაუწყებლის საშუალებით ვადევნე თვალი, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა, ვერც ტალახის კუნძულებზე ობლად დარჩენლი ბავშვების კადრებმა განგვგმირა და არც ღმუილით წყალწაღებული საქონლი ჩაუტარებია მოზღვავებულ მდინარეს. ეს წელს, თორემ, ასეთი გაზაფხულების მეტი რა გვინახავს?
შარშან, თუ გახსოვთ, ბუნებამ სამთავრობო პროგრამა „წყალი ყველა სოფელს“ გაცილებით უფრო ეფექტურად განახორციელა და არა მარტო სოფლებს, ქალაქ ბათუმსაც უფასოდ მიჰგვარა წყალი. ასეთ არეულ და არაპროგნოზირებად დროს მოგზაურობა შესაძლოა სრულიად არ იყოს სასურველი, მაგრამ თუ ღმერთმა ქნა და გამოიდარა, გრძელი და სველი ზამთრის შემდეგ ქალაქიდან გასვლა, ვფიქრობ, დროული უნდა იყოს. ასე რომ, ერთდღიან მოგზაურობას გთავაზობთ.
მარშრუტი კასპის რაიონში იწყება და მდინარე თეძმის ახლად გაღვიძებულ ხეობას მიუყვება. სამხრეთით თრიალეთის ხედია, ჩრდილოეთით - კავკასიონი. საგზლად რას წაიღებთ, თქვენი გადასაწყვეტია: ლიბერტარიანელიები ანტრეს სენდვიჩებს სწყალობენ, მართლმადიდებლები - გუდვილის სამწვადე პაკეტს, მოხეტიალე-მოგზაურებს, ტრადიციულად, მოხარშული კვერცხითა და წინა საღამოს შემწვარი ქათმით გააქვთ თავი. კატლეტის მანქანაში შეტანას კი ყველა უნდა ერიდოს - ნებისმიერი შეფუთვის პირობებში ცივი კატლეტი გაუსაძლის სუნს აყენებს დახურულ სივრცეში
თბილისი-ბათუმის მშენებარე მაგისტრალზე სიახლეა: დასავლეთის მიმართულებით გზა იგოეთში აღარ შედის, ძველი გზის პარალელურად მთის ფერდობებს შორის გრძელდება და უზარმაზარი რკინა-ბეტონის ხიდით კვეთს ხევს.
ამიტომ კასპში გადასახვევად ახლა ამ ხიდის ქვეშ უნდა გაძვრე. კასპის შემდეგ პირველი სოფელი - მეტეხი შეგხვდება. მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ჯერ კიდევ გზიდან გამოჩნდება: ულამაზესი დახავსული გუმბათი მოგხვდება თვალში. აქედან ერთაწმინდამდე 10 კმ-ია. ასფალტის გზა სოფელ ახალქალაქის შესასვლელში ფუჭდება და ახალქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის გავლა სოფლის ნაყარ გზაზე გვიწევს.
ერთაწმინდის წმ. ესტატეს სახელობის ეკლესია (XIII ს.) სოფლის ცენტრში, მთის კალთაზეა გაშენებული. ერთ- ერთი ვერსიის თანახმად, ისტორიული „ესტატწმინდა” დროთა განმავლობაში ერთაწმინდად იქცა და სოფელიც უძველესი დროიდან ატარებს ამ სახელწოდებას. 1610 წლიდან ერთაწმინდა გიორგი სააკაძის შთამომავალთა - თარხან-მოურავების საგვარეულო აკლდამაა. აქ დაკრძალულია გიორგი სააკაძის შვილის - პაატას მოკვეთილი თავი.
ერთაწმინდის ტაძარი საქართველოში ერთ- ერთი პირველი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. ნაშენია კარგად გათლილი მოყვითალო ქვით. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ინტერიერში კედლების დიდი ნაწილი შელესილია. ჩრდილოეთ მკლავზე გამოსახულია ნადირობიდან დაბრუნებული წმ. ესტატე შვილებთან ერთად, რომელიც თავის ცოლს უმჟღავნებს სასწაულის ამბავს.
ერთაწმინდის ტაძარი საქართველოში ერთ-ერთი პირველი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. ნაშენია კარგად გათლილი მოყვითალო ქვით. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ინტერიერში კედლების დიდი ნაწილი შელესილია. ჩრდილოეთ მკლავზე გამოსახულია ნადირობიდან დაბრუნებული წმ. ესტატე შვილებთან ერთად, რომელიც თავის ცოლს უმჟღავნებს სასწაულის ამბავს.
![]() |
38 ჩდ |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რესტო
ჩილიკას დუქანი
აწყურის 76. თბილისი 0144
უბანი: ისანი
სამზარეულო: ქართული, სომხური
საათები: ყოველდღე 08:00 - 22:30
ფასი: 55 (სადილი ორ ადამიანზე, ალკოჰოლური სასმელით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: რესტორნის წინ
ისნის მეტროს უკან, უსახურ შენობასთან უწესრიგოდ გაჩერებული BMW-ს ჯიპებით მიხვდები, რომ აქ საჭმელად შორიდან დადიან. მანქანის ადგილიც ჭირს და ზოგჯერ კაცისაც. არადა, შუა კვირაა, ფრანგულ რესტორნებს უჭირთ, ჩილიკას დუქანი კი გაქანებულ ვაჭრობაშია. დუქნის წინ აგურის საკვამურიანი სამწვადე ბუხარი გაუჩაღებიათ, საბერველი, მუგუზალი და მიდის აყალ-მაყალობა: ქაბაბი, ქათმის ან ცხვრისა, ჩალაღაჯი ღორის ან ხბოსი, ანდა ჯიგარი ბადექონში. მწვადი ყველანაირი. აქ დადის ყველა: სომეხი ხელოსნობა, ნავთლუღის ბაზრის ვაჭრობა, პლეხანოველი ძველბიჭობა, ვერელი ძველკაცობა, ლოტკინელი ყაჩაღობა, ნახალოვკელი ქურდობა და ვაკელი დარმაედობა, მოკლედ, ერი და ბერი, თუ ქალაქში ვინმე რამე არი, ყველამ იცის ჩილიკას დუქანი.
რამდენი წელია ამათი მუშტარი ვარ, სტუმარიც ბევრი ამომიყვანია და სულ კმაყოფილი ჩამოვსულვართ ქალაქში მეცა და ჩემი სტუმრებიც. თუმცა ცვალებად დროში ვცხოვრობთ და იცვლება ჩდ-ც, რომელიც 1990-იანი წლებიდან არსებობს. დუქნის მეპატრონე ჩილიკა კარგა ხანია აღარ არის და იმის მაგივრობას შვილი სწევს. საანგარიშო ჩოთქი გვერდით უდევს და ძველებურად ვაჭრობს.
ფოტო: ბესო დარჩია
ჩდ Prix Courants
გუდა |
|
აი, რისთვის დადიან: რძიანი სულუგუნი სიგანეზე დაჭრილი და არა პურივით არიფულად დაჭრილი, წიწილა სომხურად შემწვარი, უდავოა, რაღაც სპეცმარინადში, ქათმის ან ცხვრის ქაბაბი, ნეკნები და სიომგას მწვადი - ეს საფირმოები. სეზონურებიდან: მჟავეს ასორტი, ქინძმრიანი ღანძილი, გუდა, ჩაქაფული და კალმახიც შემწვარი. ხაჭაპური, ე.წ. ლაზური, ანუ ბევრი ყველით შიგნით და გარეთ. მწვადს შამფურზე შემწვარი ბადრიჯანი და პომიდორიც უხდება, ჩანახისკენ მიჰყავს, უფრო აზიატსკი რამე გამოდის.
ჩდ იმიტომაც არის კარგი, რომ მართლა დუქანია და არა მარტო სახელი, ზოგი რესტორანი რომ მიიკერებს ხოლმე რამე ძველ იარლიყს ტყუილუბრალოდ. აქ ხშირია ორ ან სამკაციანი სადილი, თითო- ოროლა კერძის, ჩაქაფულის, ოსტრის ან ქაბაბის საჭმელად რომ ამოდიან ავლაბრიდან. დარბაზში სხედან და ჩუმად ჭამენ. დიდი-დიდი, პატარა გომი მიაყოლონ. დუქანში ეს ამბავია მთავარი. აბა ჩვენებურ რესტორნებში თუ სუფრა არა ხარ, ზედაც არ გაფურთხებენ, უკაცრავად გამოთქმაზე.
თუ ქეიფია, კუპე უნდა და ესენიც არის. ჰოდა, ამ კუპეებზეც გითხრათ: სამი კუპე იყო თუ ოთხი, უბრალო, ზოგს საბჭოთა კონდიციონერიც ედგა და ხრიალით თავის საქმეს შვებოდა ზაფხულში. მერე და რა? ეტყობა, მუშტარი რომ მოეძალათ, ამათ ფართი მოიძიეს, რაღაცები გადააშენ-გადმოაშენეს და პირველ სართულზე ამდენივე ევრო-კუპე დაუმატეს, უკვე თაბაშირ-მუყაოთი და ჭრელაჭრულა კერამიკული ფილებით. ხინკალს უკვე ცელოფანებში, საკუთარი ეტიკეტით, გაყინულს ყიდიან. ვითომ არაფერი. ახალს არაფერს ვიტყვი: ფასმა იმატა და ხარისხმაც, ცოტა არ იყოს, მოიკოჭლა. აქაც გლობალური ტენდენციები... კარგი იქნება, ჩდ ქალაქს ისეთი შემორჩეს, როგორიც იყო. თუ მედუქნე იმის ძიებაშია, რომ დუქანმა მეტი ჭამოს, ვიდრე მუშტარმა, იმის საქმე უკვე წასულია, ბოლო ან ადრე დადგება, ან გვიან, დადგება კი უსათუოდ. ჩვენთან ეს ფიქრი ნაადრევად მოეძალებათ ხოლმე. „გააფუჭეს უკვე,“ - ხელს ჩაიქნევენ ქალაქელები. თუ ასეა, მაშინ გამოდის, რომ ჩდ-მ კიდევ კარგა ხანს გაძლო. ეწვიეთ და თავად განსაჯეთ. თუ ვცდებოდე, ყველაზე მეტად ისევ მე მესიამოვნება.
ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავ ანონიმურად და ასწორებს ანგარიშს
![]() |
39 კალმახი თეთრი ღვინის სოუსით |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
თეკუნა გაჩეჩილაძე,
შეფ მზარეული
4 ულუფა
მასალა: |
მომზადების წესი:
კალმახისთვის - გაასუფთავეთ კალმახი, ჩადეთ ლიმონის წვენისა და ზეთის მარინადში. გააჩერეთ ორი საათი ან მეტი. კალმახი შეწვით ტაფაზე ან გამოაცხვეთ ღუმელში 170 გრადუსზე 15 წუთი.
სოუსისთვის - ტაფაზე გაადნეთ კარაქი და მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოაყარეთ ფქვილი და მოასხით ღვინო. როდესაც ალკოჰოლი აორთქლდება, დაამატეთ ცოტაოდენი ბოსტნეულის ბულიონი, ერთი კოვზი ლიმონის წვენი, შემთბარი ნაღები და წვრილად დაჭრილი კამა, ფერადი წიწაკა და მარილი - გემოვნებით.
კალმახი გაანაწილეთ ოთხ თეფშზე, მოასხით სოუსი და გააფორმეთ ლიმონის ნაჭრებით. კერძი მიირთვით ახალ კარტოფილთან ან ბრინჯთან ერთად.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული ( ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) ,
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02 / 03 ).