The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნესი და კანონმდებლობა №1


ბიზნესი და კანონმდებლობა №1


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გორელიშვილი ილნარ, ჭეჟია თამარ, ქუცნაშვილი ზაქარია, მესხია იაკობ, ბიწაძე კობა, ფუტკარაძე სულიკო, ვეფხვაძე იური, მესხიშვილი ირაკლი, გრიგალაშვილი ლევან, ქაჯაია ესმა, კაპანაძე ლია, ხახუტაშვილი ელისაბედ, აქუბარდია თამაზ, პაპაჩაშვილი ნინო, პამპალაშვილი თათია
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: იანვარი 2008 გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ სარედაქციო საბჭო: იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ნიკო ბაკაშვილი, ანზორ აბრალავა, ნოდარ ბაგრატიონი, სოსო ცისკარიშვილი, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, ლარისა თაკალანძე, მარინე კორძაძე კონსულტანტები: სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი, ირინა დადვანი ჯემალ დუმბაძე. სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა მთავარი რედაქტორის მოადგილე: ელგუჯა ლებანიძე რედაქტორი: კობა ბიწაძე მარკეტინგის სამსახ. ხელმძღვანელი: ეკა ბალახაძე რეალიზაციის კოორდინატორი: მზია ნაჭყებია კომპიუტერული უზრუნველყოფა: სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა, ლევან ბოჭორიშვილ ოთარ წიგნაძე. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25; ”ტელ./ფაქსი: 98-39-30 8(99) 79-00-34. ვებ გვერდი: www.inovacia.ge e-mail: inovacia@caucasus.net



1 რას გვპირდებიან, რას მივიღებთ?!

▲back to top


რა-კურსი

0x01 graphic

საქართველოს პარლამენტში უახლოეს პერიოდში შევა კანონპროექტი „ფინანსური სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ“. 9 იანვრის თავრობისსხდომაზე პრემიერმინიტრმა ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ მთავრობის ინიციატივა ორ ძირითად საკითხს ეხება: 1. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება და 2. საქართველოში საერთაშორისო ფინანსურიცენტრის ფორმირება. გარდა ამისა, იგეგმება ფინანსური სექტორის ზედამხედველობის სამსახურის შექმნა, რომელიც მოიცავს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებას, ასევე, კომერციულ ბანკებში დიდი წილის მქონე პირების გაკონტროლებას, ეროვნული ბანკის ფუნქციების ზრდას ინფლაციური სტაბილიზაციის შენარჩუნების საკითხებში და პარლამენტის წინაშე პასუხისმგებლობის ამაღლებას. პარალელურად დაგეგმილია ინვესტორებზე, ბიზნესმენებზე და მეწარმეებზე საგადასახადო წნეხის შემცირება, რაშიც ნაგულისხმევია, რომ გადასახადის დონე საბანკო სისტემაში 25-დან 15%25-მდე შემცირდეს.

კანონპროექტების პაკეტი 22 ძირითად კანონს და მათგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებს მოიცავს და მისი განხილვა პარლამენტში, პრემიერის განცხადებით, იანვრის მეორე დეკადაშივე უნდა დაწყებულიყო.

როგორც ჩანს, შემოთავაზებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად პრეტენზიულია და ახალი ეკონომიკური წესრიგის დამყარებას ისახავს მიზნად.

ხშირად საზოგადოება ფაქტის წინაშე დგება და არაა ინფორმირებული მოსალოდნელ ცვლილებებზე. უკვე გატარებული რეორგანიზაცია კი მოუმზადებელი ან არაეფექტური აღმოჩნდება ხოლმე. იმისათვის, რომ ნაკლები იყოს შეცდომები, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ კომპეტენტური აზრი წინასწარ უნდა ჩამოყალიბდეს.

მოსალოდნელ ახალ ეკონომიკურ წესრიგთან დაკავშირებით უკვე არსებობს არაერთმნიშვნელოვანი წარმოდგენა და შეფასებები. ჩნდება კითხვები, რაზეც საზოგადოებამ პასუხი უნდა მიიღოს.

რას ფიქრობენ ზემოაღნიშნულზე ქართველი ექსპერტები?

1 ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ექმნაზე საუბარი არაერთხელ დაიწყო და პათოსი სხვადასხვა მიზეზის გამო მინელდა. ოპონენტები მიიჩნევდნენ, რომ პროექტი ეკონომიკურად გაუმართლებელი იყო. დღეს რა შეიცვალა, რა წინაპირობები არსებობს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ხომ არ გამოიწვევს ეს ერთი რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების ხარჯზე რეგიონალურ პოლარიზებას ქვეყანაში შესაძლო სოციალური, თუ პოლიტიკური შედეგებით და რა ნიშნით გამოირჩა ფოთი, მაშინ, როცა ამ თვალსაზრისით არანაკლები (მეტი თუ არა) შესაძლებლობები აქვს ანაკლიას (არსებობს კიდეც ეკონომიკურად არგუმენტირებული შესაბამისი პროექტი) ან, თუნდაც ბათუმს?

2 რას მოუტანს საქართველოს საერთაშორისო ფინანსური ცენტრის ფორმირება (პრემიერის თქმით, მსგავსი სტრუქტურა დსთ-ს სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში არ არსებობს, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ფონდის შექმნას გულისხმობს, სადაც სარეაბილიტაციო და რეგენერაციული პროექტების ფინანსების აკუმულირება მოხდება, რაც ფაქტობრივად, პროფიციტული ბიუჯეტის დაკანონებას გულისხმობს); პროფიციტული ბიუჯეტი ნიშნავს თუ არა, რომ მთავრობა ვერ ახერხებს ბიუჯეტში აკუმულირებული თანხების სწორად დამისამართებას იმის გათვალისწინებით, რომ თვით მოწინავე ეკონომიკურ ქვეყნებსაც კი არა აქვთ პროფიციტული ბიუჯეტები; და საერთოდ, პროფიციტული ბიუჯეტი არის თუ არა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი?

3 რას ნიშნავს ფინანსური სექტორის ზედამხედველობის სამსახური? გამართლებულია თუ არა კომერციულ ბანკებში დიდი წილის მქონე პირების გაკონტროლება და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სახელმწიფო აპირებს უხეშად ჩაერიოს კერძო საკუთრებაში? შეიზღუდება თუ არა ამით კომერციული ბანკების თავისუფლების ხარისხი და ამდენად წაადგება ეს სამსახური საბანკო სექტორის შემდგომ სტიმულირებას?

4 პრემიერის თქმით, დაუშვებელი იქნება ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი წლის შედეგების მიხედვით და თუ ეს მაჩვენებელი 10%25-ს გადააჭარბებს, მიღებული იქნება დაუყოვნებელი ზომები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომის ჩათვლით. ხომ არ ნიშნავს ეს მთელი პასუხისმგებლობის ერთ პირზე გადაბრალების მცდელობას, მაშინ, როცა ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განმსაზღვრელი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და როგორ შეიძლება ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე საუბარი იმ პირობებში, როცა ქვეყნის ეროვნულ ბანკს „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ მართავს?

5 ინვესტორებზე, ბიზნესმენებსა და მეწარმეებზე საგადასახადო წნეხის 25%25-დან 15%25-მდე შემცირება - რა არის ეს - მთავრობის მორიგი პოპულისტური ინიციატივა, ბიზნესის ხელშეწყობა, თუ რეალურ ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიახლოვების სურვილი?

1.1 ლადო პაპავა: ეს უმეცრებისა და დანაშაულის ზღვარზე გაკეთებული პროექტია!

▲back to top


0x01 graphic

1 მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატი იყო მიხეილ სააკაშვილი (ჯერ კიდევ ხმების დათვლის პროცესში), მან გააკეთა სერიოზული განცხადება მთავრობის გუნდის შეცვლისა და ახალი ეკონომიკური პროგრამის მომზადების შესახებ. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას დააბრალა ყველაფერი ის ცუდი, რაც აქამდე ხდებოდა ქვეყანაში (თითქოს ეს მთავრობა მისი დანიშნული არ იყო და არ იცოდა, რას აკეთებდა), ჯოხი გადატეხა რომელიღაც X-პლანეტიდან ჩამოფრენილ ცუდ მთავრობაზე და ბრძანა, რომ ეს ცუდი მთავრობა სერიოზულად უნდა გადახალისდეს. თქვა ისიც, რომ უნდა მოიწვიოს ექსპერტები, რომლებიც 50-დღიან საპრეზიდენტო პროგრამას დაწერენ. საინტერესო აქ ის გახლავთ, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილი გადადგა პრეზიდენტობიდან, მის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს წამოცდენილ ნებისმიერ ინიციატივას მთავრობა დავალებად იღებდა, ხოლო ტელეეთერით გახმოვანებული ახალი ეკონომიკური პროგრამის მომზადებისთვის საჭირო ექსპერტების მოწვევა მთავრობისთვის დავალება, რატომღაც, არ აღმოჩნდა. თავად განსაჯეთ: არავინ აქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლის მეორე დღესვე შეიკრიბა მთავრობა და განაცხადა, რომ ახალი ეკონომიკური რეალობის ამსახველი 50-დღიანი პროგრამა მას უკვე აქვს! ანუ, არანაირი ექსპერტი მოსაწვევი არ ყოფილა და რომ პროგრამა უკვე გამზადებულია! სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ აპირებს მთავრობის წევრების შეცვლას. მაგრამ მანამ მთავრობის წევრები შეიცვლებიან (ჟურნალის გამოსვლისთვის, შესაძლოა, ეს ცვლილებები უკვე განხორციელებულიც იყოს, თუმცა, ჯერჯერობით ამ საკითხზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ), ჩემთვის ნიშანდობლივია შემდეგი - თუ ეს მთავრობა ცუდი იყო, რატომ აწერინებ მას სამომავლო პროგრამას და ამ ცუდი მთავრობის დაწერილი პროგრამით რატომ უნდა იმუშაოს ახალმა მთავრობამ?! მოკლედ, ძალიან კურიოზული მდგომარეობაა. წარმოიდგინეთ - ინაუგურაციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა. ახალმა მთავრობამ საპარლამენტო ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარმოადგინოს სამოქმედო პროგრამა - ამ ძველის დაწერილი პროგრამა უნდა წარადგინოს ახალმა მთავრობამ?! ეს ყველაფერი თითქოს ალოგიკურია, ოღონდ, მხოლოდ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, თუმცა, სრულიად ლოგიკურია იმ სისტემისათვის, რომელშიც ჩვენ ვართ, რადგან ეს ყველაფერი ლოგიკური გაგრძელებაა იმ ოთხწლიანი საპრეზიდენტო მმართველობისა, რაც ქვეყანაში იყო.

რაც შეეხება 50-დღიან საპრეზიდენტო პროგრამას და მთავრობის ახალ ეკონომიკურ ინიციატივებს, შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალურ პროგრამებთან გვაქვს საქმე - მართალია, პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ტელეეთერში ამ პროგრამის შემცველი ფურცლების დასტა ააფრიალა (ბუნებრივია, ტელეკამერა ამას ვერ გვიჩვენებდა), რეალურად ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომი არ არის. აქ ერთი რამ არის ცხადზე ცხადი - ეს პროგრამა არანაირ ექსპერტებს არ დაუწერიათ! გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ 50-დღიანი პროგრამა არის ვირტუალური (ანუ პროგრამა, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, თუმცა, მასზე დეტალური საუბარი შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი თვალით არავის უნახავს), შესაბამისად, იძულებული ვარ კომენტარებიც ვირტუალური გავაკეთო და მკითხველს წინასწარ მოვუხდი ბოდიშს, თუ აღნიშნულ დოკუმენტში რაიმე ისე არ აღმოჩნდა, ძალიან კრიტიკული და მომთხოვნი ნუ იქნება ჩემი კომენტარის მიმართ.

სამთავრობო ინიციატივის ერთ-ერთი პირველი პუნქტი შეეხება ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, მიღებულია კანონი სპეციალური ინდუსტრიული ზონის შესახებ. აქ ახალი ნამდვილად არაფერი არ არის. ეს საკმაოდ გაცვეთილი თემაა და დიდად არც მინდა მკითხველის ყურადღება დავღალო. ვიტყვი მხოლოდ ერთს - ეს არის უმეცრებისა და დანაშაულის ზღვარზე მყოფი პრობლემა! ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ჩამორჩენილი გახდეს - განვითარდება ფოთი, დაზარალდება სრულიად საქართველო! მე ფოთის განვითარების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მთელი საქართველო უნდა ვითარდებოდეს და არა რომელიმე ერთი ქალაქი სხვების ხარჯზე. რატომ ვამბობ ამას: ქვეყანაში, სადაც არის ინვესტიციური შიმშილი (და ამაზეც არაერთგზის მითქვამს), რომელიმე ტერიტორიისთვის რაიმე დამატებითი შეღავათების მიცემა გამოიწვევს მხოლოდ ამ ტერიტორიაზე ინვესტიციების აკუმულირებას, მთელ ქვეყანაში ინვესტიციური შიმშილი კი კიდევ უფრო გაიზრდება და გეტყვით, რატომ. წარმოიდგინეთ, თუ ვინმეს უნდა საქართველოში ინვესტიციის განხორცილება, რატომ შევა ის ქუთაისში ან რუსთავში, თუკი არსებობს ისეთი ტერიტორია, სადაც დაწესებულია განსაკუთრებული შეღავათები. ეს მარტო უცხოელ ინვესტორს არ ეხება, ადგილობრივიც ასე მოიქცევა. ვთქვათ, ვარ საქართველოში მცხოვრები მეწარმე, მაქვს აწყობილი წარმოება და გადავწყვიტე გაფართოება, რატომ გავფართოვდები თბილისში ან ზესტაფონში, ფოთში გაფართოვება უფრო მომგებიანი არ იქნება ჩემთვის?!

ეს ელემენტარული ეკონომიკური ლოგიკაა, აღარაფერს ვამბობ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი ქმნის მთელ რიგ საფრთხეებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი ეთნიკური პრობლემებიდან გამომდინარე, ასევე ქმნის სირთულეებს ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებთან. ამის შესახებ არაერთხელ ითქვა და დაიწერა, პარლამენტის ტრიბუნიდანაც და ტელეეთერითაც მომეცა ამის თქმის საშუალება, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ამ თემის ხელახალი ინიცირებით პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე არის წარმატებული გამგრძელებელი იმ ბენდუნომიკის ერთ-ერთი ხაზისა, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა საქართველოში („ბენდუნომიკა“ შემთხვევით არ გამოვიყენე, ეს არის ბატონი სოსო ცისკარიშვილის ექსკლუზიური ტერმინი და ვთვლი, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ძალიან სწორი შეფასებაა). ვიმეორებ, თავისუფალი ეკონომიკური ზონა პრაქტიკულად არის უმეცრების და დანაშაულის ზღვარზე გაკეთებული პროექტი და ბენდუნომიკის ერთ-ერთი გამოვლინება.

2 საქართველოში საერთაშორისო ფინანსური ცენტრის ფორმირებას მთლიანობაში მივესალმები, მაგრამ უნდა ვნახოთ კონკრეტული დოკუმენტი. ჯერჯერობით იდეები ვირტუალურადაა წარმოდგენილი და თუ ჩვენც შესაბამისად ვიმსჯელებთ, არის მოსაზრება, თითქოს ამ ცენტრის ფორმირებისას შეღავთები უნდა მიეცეთ უცხოურ საფინანსო კომპანიებს. თუ ეს მართლაც ასე უნდა იყოს და ქართულ საფინანსო ორგანიზაციებზე დაწესებული შეღავათები არ გავრცელდება, მე ამ იდეას მხარს არასოდეს დავუჭერ. ფინანსური ცენტრის ჩამოყალიბება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ შეღავათები მიეცემა განურჩევლად ყველას (თუმცა, კიდევ ვიმეორებ, მე არ ვიცი, შეიძლება, მთავრობა მართლაც ასე აპირებს). ასეთი ცენტრები მსოფლიოში არსებობს და წარმატებითაც მუშაობს. მიმაჩნია, რომ აქ უნდა ამუშავდეს ზიარჭურჭელის პრინციპი, ანუ, არ შეიძლება ადგილობრივ ფინანსურ ორგანიზაციას ჰქონდეს ცუდი პირობები და უცხოურს კარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა ისე, რომ ქართული კომპანიები გაიტანენ ფულს საზღვარგარეთ და მერე უკანვე შემოიტანენ. ასეთი გამოცდილება ჩვენ გვქონდა 1995 წელს და ამ პრაქტიკაზე უარი 1996 წლიდან ვთქვით. ჩვენმა მთავრობამ უცხოური კომპანიები მხოლოდ შეღავათებით შეიძლება მოხიბლოს, რაც შეეხება სანდოობის ხარისხს, ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა. გურგენიძე ტელევიზიით გამოსვლისას ხშირად იმეორებდა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მთავარი სტაბილურობაა. მე ეს ლოზუნგი აბსოლუტურად მცდარად მიმაჩნია. სტალინის დროინდელ საბჭოთა კავშირზე სტაბილური ქვეყანა რომელი იყო, მაგრამ მაშინ სტაბილური დიქტატურა იყო ჩამოყალიბებული. ამიტომ ჩემთვის გამონათქვამი - მხოლოდ სტაბილურობა - არ არის მთავარი. სტაბილურობა აუცილებელია, მაგრამ არანაკლებ აუცილებელია სამართლიანობა, რომელიც დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა უზრუნველყოს, ადამიანის უფლებების დაცვა, კერძო საკუთრების უფლების დაცვა, კანონის უზენაესობა და .. ანუ სტაბილურობა, სტაბილურობა, სტაბილურობა! ძალიან საშიში ლოზუნგია, რომელმაც შეიძლება დიქტატურამდე მიგვიყვანოს და ამის მაგალითები არსებობს. სტაბილურობა კარგია, მაგრამ არა ყველაფრის ხარჯზე.

და კიდევ ერთი ინიციატივა, პრემიერ- მინისტრმა ბენდუნომიკაში საკუთარი წვლილი შეიტანა და თქვა, რომ კანონით უნდა იქნეს დადგენილი ბიუჯეტის მუდმივი პროფიციტულობა. ესეც დიდი გაუგებრობაა. იმისდა მიხედვით, რა კონკრეტულ ვითარებაში ვარდებიან ქვეყნები ამა თუ იმ წელს, გეგმავენ ბიუჯეტს და ეს ბიუჯეტი შეიძლება იყოს დეფიციტური ან პროფიციტური. ეს გამომდინარეობს კონკრეტული, მიმდინარე ამოცანებიდან. ბიუჯეტი თავისთავად კანონია. პროფიციტურობის დაკანონება დაახლოებით, იცით, რას ნიშნავს? - მივიღოთ კანონი იმის შესახებ, რომ ადამიანი უნდა იყოს კეთილი, ან კანონმა განსაზღვროს, რომ საწარმოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოგება... ეს, რბილად რომ ვთქვათ, სისულელე და უცოდინრობის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ამ ფონზე ერთ მეტად საინტერესო საკითხზე მინდა კომენტარი გავაკეთო: პრემიერ- მინისტრმა განაცხადა, რომ 2008 წლის ბიუჯეტი არის 275 ათასი ლარით პროფიციტური. ეს დათვლის ახალი მეთოდოლოგიით, ხოლო თუ ძველი მეთოდოლოგიით დავითვლით, ჩვენი ახალი ბიუჯეტი 189 მილიონი ლარით დეფიციტურია! აქ ერთი ხუმრობა მახსენდება: შვილი წავიდა საზღვარგარეთ სასწავლებლად, მიიღო უცხოური განათლება და დაბრუნდა მშობლიურ სოფელში. გახარებულმა მშობლებმა სადილი გაუმართეს. სხედან სუფრასთან და მამა ეკითხება შვილს, რა გასწავლესო. ძალიან ბევრი რამო, - მიუგო შვილმა, ლოგიკაშიც დიდად გავიწაფეო, შემიძლია დაგიმტკიცო, რომ ამ მაგიდაზე დედამ რომ მოხარშული დედალი დადო, ის ერთი კი არა, ორიაო. მამამ უცებ შეაწყვეტინა, მე ამის დამტკიცება არ მჭირდება, მაგრამ იმ დედალს, რომელიც აქ დევს, მე შევჭამ და მეორე შენ მიირთვიო. სამწუხაროდ, ბიუჯეტთან დაკავშირებით დაახლოებით ასეთი სიტუაცია გვექნება...

3 რაც შეეხება საბანკო სფეროს და ფინანსური კონტროლის მექანიზმებს, აქაც სირთულეებია, რადგან ხელთ არ გვაქვს დოკუმენტი. ჯერჯერობით რაზეც არის საუბარი, არის ის, რომ საბანკო ზედამხედველო სამსახური უნდა გამოვიდეს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან, რაც მე გაუგებრად მიმაჩნია და გეტყვით, რატომ. მსოფლიოს მრავალ ქვეყნაში საბანკო ზედამხედველობა მართლაც ცალკეა, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ეს სამსახური ეროვნულ ბანკშია. კარგით, ჩვენ ვირჩევთ განცალკევებულ მოდელს და მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ, უბრალოდ, არ მესმის, რატომ?! როცა რაღაც ინსტიტუტს ცვლი, ცვლი იმიტომ, რომ ის არის ან არაეფექტიანი, ან კორუფციული და პრობლემური. ასეთ დროს მთავრობამ უნდა დაასაბუთოს, რა არის იმაში ცუდი, რომ საბანკო ზედამხედველობა იყოს ეროვნულ ბანკში, ანუ რა მოხდა ამ სფეროში ისეთი, რასაც ეროვნულმა ბანკმა ვერ გაართვა თავი - რომელიმე კერძო ბანკი გაკოტრდა და ამან საბანკო კრიზისი გამოიწვია? კი, ბატონო, გაკოტრდა ინტელექტბანკი, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ხომ გაართვა ამას თავი და არავინ დაზარალებულა. ახლა დადგა სტანდარტბანკის გაკოტრების საკითხი (არ ვაკეთებ კომენტარს, რამდენად კანონიერია ეს), მაგრამ ეროვნული ბანკი ხომ აკეთებს აქაც თავის საქმეს? გასარკვევია, ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკური დაკვეთა მიიღო თუ მის წინაშე რეალურად დადგა პრობლემა, რა შეეშალა მას? ხომ არ შეიძლება რეფორმა თვითმიზანი იყოს, ანუ რეფორმა რეფორმისთვის?! თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არის გაკეთებული, რომ საზედამხედველო ფუნქცია გამოვიდეს ეროვნული ბანკიდან, რათა შემდეგ იგი მავანი და მავანისათვის ადვილი გასაკონტროლებელი იყოს.

4 კიდევ ერთი კურიოზი, რომელზეც არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო, გახლავთ ბატონ ბენდუქიძის ბენდუნომიკის კიდევ ერთი მარგალიტი, რომელიც მან წარმოუჩინა ქართულ საზოგადოებას - თურმე კანონით უნდა განისაზღვროს, თუ რამდენი უნდა იყოს წლიური ინფლაცია და თუ ინფლაციის დონემ გადააჭარბა რაღაც ზღვრულ მაჩვენებელს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. მესმის, რომ ბენდუქიძე ბენდუნომიკის ფარგლებს ვერ გასცდება, მაგრამ საქართველო რატომ უნდა იყოს ამ ფარგლებში მოქცეული, არ ვიცი. შევეცდები, მარტივად ავუხსნა ჩვენს მკითხველს. ინფლაციას აქვს ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარია ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ეროვნულ ბანკს კანონშიც უწერია, რომ ფასების ზრდის პრობლემა მისი პრობლემაა. მაგრამ, იმავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ გლობალიზაციის პირობებში ქვეყნებზე მოქმედებს გარე შოკები და ამ შოკებს განსაკუთრებით დიდი ეფექტი მცირე ზომის ქვეყნებისთვის აქვთ, განსაკუთრებით ისეთებისთვის, რომელთაც საკუთარი ენერგორესურსები არ გააჩნიათ. დღეს მსოფლიო ბაზარზე შეინიშნება ნავთობზე ფასების პერმანენტული ზრდის ტენდენცია, გაზის მომწოდებელი ძირითადი ქვეყნებიც თანდათან ზრდიან ტარიფებს (მარტო გაზპრომი რას აკეთებს!). ფასების ასეთი ზრდა მომავალშიც მოსალოდნელია. ისმის კითხვა - ასეთ პირობებში რა შიდა რესურსი აქვს ქვეყანას, რომ ფასების ზრდა შეაჩეროს? ღმერთმა დაიფაროს და, მორიგი კონფლიქტური სიტუაცია რომ შეიქმნას, ვთქვათ, ამერიკამ დაარტყას ირანს, ეს საკმაოდ ახლო საომარი მოქმედებები იქნება, თანაც ნავთობით და გაზით მდიდარ ქვეყანაზე, წარმოგიდგენიათ, ფასების როგორ ზრდას გამოიწვევს ეს ყველაფერი და რა შეუძლია ამ დროს საქართველოს, როგორ დაიცავს თავს (არაფერს ვამბობ სამხედრო პრობლემებზე, ვსაუბრობ წმინდა ეკონომიკურ მდგომარეობაზე)?! ახლა შიდა პრობლემები აიღეთ - როცა ქვეყანაში გყავს პოპულისტური და არაკომპეტენტური მთავრობა, რა აქვს ეროვნულ ბანკს, რომ მთავრობის პოპულისტური ხარჯები აღკვეთოს? შეიძლება, უცებ, ვაუჩერები დაარიგოს მთავრობამ, ან ხელფასები და პენსიები გაზარდოს, ეროვნულ ბანკს ასეთ დროს ეკითხება ვინმე რამეს? ფორმალურად შეეკითხებიან და ფაქტობრივად, რასაც უნდა, იმას ააკეთებენ. ასეთ პირობებში საქართველოს ეროვნულ ბანკს, შესაძლოა, არ აღმოაჩნდეს ის საჭირო ინსტრუმენტები ხელთ და იმ ოდენობით, რომ ფასების შესაძლო ზრდა გაანეიტრალოს, უბრალოდ, ობიექტურად არ აღმოაჩნდეს. აქედან გამომდინარე, ხდება შემდეგი - თუ ინფლაციური ზღვარი მართლაც კანონით განისაზღვრა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდება ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგის მუშაკი, რომელიც მუდმივად უნდა შესციცინებდეს თვალებში ფინანსთა მინისტრს და პრემიერს, რაიმე ისეთი ხარჯები არ გასწიონ, რომლის გამოც, მერე ამან თანამდებობა არ დაკარგოს და სახელი არ გაიფუჭოს. ეს პრაქტიკულად ეროვნული ბანკის დაკნინებაა. პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან დიდ პატივს ვცემ დავით ამაღლობელს, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის მხოლოდ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელია. ისე, ნახეთ, რა შესანიშნავი დროა გამოყენებული - პრეზიდენტი არ არის და სწორედ ამ დროს ანგრევენ ეროვნულ ბანკს, რისთვის? იმისთვის, რომ მოგვიანებით, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაინიშნება, როგორი ამბიციები და მაღალი პროფესიონალიზმიც არ უნდა ჰქონდეს, ის უკვე, ნებისმიერ შემთხვევაში, ყურებით იქნება დაჭერილი. ასე რომ, რეალურად, ამ თვალსაზრისითაც ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს.

5 ნასროლია წინადადება, რომ 25%25-იანი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც წელს 1 იანვრიდან ამოქმედდა, შემცირდეს 15%25-მდე. მთავრობა მიხვდა, უფრო სწორად, იგი ნელ-ნელა აღიარებს, რომ ის, რაც გააკეთეს - 20%25-იანი სოციალური გადასახადი გააუქმეს და საშემოსავლო 12-დან 25%25-მდე გაზარდეს, იყო უაზრობა. რა არის ეს შინაარსით - სოციალურ გადასახადს იხდიდა დამქირავებელი, 12%25 იყო დაქირავებულის გადასახადი. დამქირავებელს 20%25-იანი გადასახადი მოუხსნეს, დაქირავებულს კი გაუზარდეს. აღიარეს რა ეს შეცდომა და გამოხატეს რა ვითომ კეთილი ნება, შემობრუნდნენ ხალხისკენ (თუმცა, 180 გრადუსით ვერ შემობრუნდნენ და საერთოდ შემობრუნდნენ თუ არა, ესეც საკითხავია), ახლა ამბობენ, 25 უნდა ჩამოვიყვანოთ 15-მდე 5 წლის განმავლობაშიო, ესე იგი, ყოველი წელი 2 პროცენტული პუნქტით, არა?! ანუ ეს მაშინდელი სისულელის კომპენსაციისთვის კეთდება, ეს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა! ასეთი რამ არ მესმის და ამის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის. სჯობდა ქვეყანაში გვქონოდა სოციალური გადასახადი 12%25, საშემოსავლო გადასახადიც 12, დამქირავებელს და დაქირავებულს თანაბრად გაენაწილებინა საგადასახადო ტვირთი. ეს ჩემი მოგონილი არ არის და ასეცაა ეკონომიკურ თეორიაში ცნობილი, რომ საგადასახადო ტვირთი თანაბრად გადანაწილდეს საზოგადოების ყველა წევრზე.

1.2 სოსო ცისკარიშვილი: სავალდებულოდ მიმაჩნია, ქვეყანაში ბისნესომბუდსმენის ინსტიტუტი არსებობდეს!

▲back to top


0x01 graphic

1 მართალია, თავად კანონპროექტი არ მინახავს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ კანონი დაიწყება თავად ამ ინდუსტრიული ზონის განმარტებით, რათა მივხვდეთ, რითი განსხვავდება იგი თავისუფალი ეკონომიკური ზონისგან. გარდა ამისა, ასევე, იმედი მაქვს, რომ ამ დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ კითხვა მეტი არ გაჩნდება, ვიდრე თავად მასში მოქცეული პასუხები. ნებისმიერი კანონის შემთხვევაში საკმაოდ ბევრი კითხვა ჩნდება საზოგადოებაში და ასე იქნება ახლაც. ჯერ ერთი, რა გზით ვაპირებთ დავიცვათ ამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საზღვრები. მიჭირს წარმოვიდგინო სენაკელი მეწარმე, რომელიც შეღავათების მიღების სურვილით ფოთში არ დაარეგისტრირებს საკუთარ ბიზნესს. ანალოგიურად მიჭირს თუნდაც წითელ ხიდთან რაიმე წარმოების ამუშავების მსურველი, რომელიც ასევე არ ეცდება, რომ ეს იყოს ფილიალი, თუნდაც რაიმე ერთოთახიანი ფართისა ფოთში. ეს, უბრალოდ, საზოგადოების მენტალური დამოკიდებულების შესახებ. შემდეგი კითხვა, რომელიც ჩნდება, ჩემი ზარით, უფრო ფუნდამენტურია - როგორ შეიძლება საბაზრო ეკონომიკის მისი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილის, თავისუფალი ეკონომიკური თუ ინდუსტრიული ზონის არსებობა ქვეყანაში, სადაც ასეთი ცნების ფუნდამენტური საფუძველი, დემოკრატიის სახით, რეალურად სავალალო მდგომარეობაშია და ეს გახლავთ არა მხოლოდ ჩემი სუბიექტური მოსაზრება, ეს დოკუმენტურადაა გაფორმებული ნატო-ს ქვეყნების ხელმძღვანელთა სამიტზე, რომელმაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბრის პირობად მისთვის მიუღებელი საქართველოს სასამართლო სისტემა დაასახელა. ხელისუფლებამ, რომელმაც ბიზნესთან ურთიერთობა დაიწყო და ერთ თვეში დაამთავრა იმ არბიტრაჟის გაუქმებით, რომელიც უნდა ყოფილიყო დავების გამრჩევი ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, რასაკვირველია, ჯერ ამ ბიზნესის ნდობა უნდა აღიდგინოს. ასეთი ზონის შემოღების შემდეგ ძალიან გამიჭირდება წარმოვიდგინო სიხარულით გაბრწყინებული პატიოსანი ინვესტორი, რომელიც გამოეშურება საქართველოსკენ და დაივიწყებს ყველაფერ იმას, რაც უკანასკნელ ხანებში საქართველოში ხდებოდა, თუნდაც ბიზნესის (მითუმეტეს, სიახლე გახლავთ, რომ ზეწოლა იყო საბანკო სისტემის მიმართაც) მისამართით. ასეა თუ ისე, ჯერჯერობით, გამჭვირვალე კაპიტალის საქართველოში მოზიდვის იმედი ნაკლებია, მითუმეტეს, რომ საერთაშორისო შეფასებებით საქართველომ 2007 წელს დემოკრატიის თვალსაზრისით, უკან გადადგა ნაბიჯი და ის საერთაშორისო საზოგადოებრიობის ისეთივე შეშფოთებას იწვევს, როგორც ყირგიზეთი, კენია, ნიგერია და სხვა ამ ტიპის ქვეყნები. ეს სიამაყის განცდას ნამდვილად არ ბადებს ჩვენს არცერთ მოქალაქეში. ასე რომ, უნდა ველოდოთ, საეჭვო ან კრიმინალური წარმოშობის კაპიტალის უპირატესი შემოსვლის გაგრძელებას საქართველოში (იქნება ეს კერძო, თუ რომელიმე მეზობელი ქვეყნის სახელმწიფო კაპიტალი).

რასაკვირველია, შემდეგი სირთულე არის ის, რომ ხელისუფლებამ ამ თავისუფალ ზონაში მაინც აღარ ისურვოს ბიზნესის რეკეტი. იმედი მაქვს საპარლამენტო არჩევნები არ გახდება ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ახალი რეკეტის მიზეზი, ბიზნესი იქნება თავისუფალი, მაგრამ ნებისმიერი ასეთი თავისუფალი ეკონომიკური თუ ინდუსტრიული ზონის შექმნამდე სავალდებულოდ მიმაჩნია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ლეგიტიმური, კანონით დამტკიცებული ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი. ამის გარეშე წარმოუდგენელია ბიზნესს ჰქონდეს გარანტია, იყოს დაცული ისეთ პირობებში, როდესაც დაუცველია მთლიანად პიროვნება და მისი თუნდაც თავისუფალი არჩევანის უფლება

რაც შეეხება ფოთს, თავის დროზე ბათუმში თავისუფალი ეკონომიკური ზონის მიმართ ცენტრალური ხელისუფლების ნეგატიური განწყობა განპი რობებული იყო იმდროინდელი რეალობით და არ იყო არანაირი ნიშანი იმისა, რომ თბილისს, უბრალოდ, ინფორმაცია მაინც ექნებოდა იქ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და მათ შედეგებზე, რაც, შესაძლებელია, განვითარებულიყო ბათუმში. ამდენად, ცოტა „ზედმეტი მონდომებით“ მოხდა თავად თავისუფალი ეკონომიკური ზონის იდეის დისკრედიტაცია... ეს გახლდათ კიდევ ერთი, ე.წ. საჯარო საიდუმლო, რომლის შესახებაც ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არავინ არაფერს ლაპარაკობდა. თავისთავად ასეთი „საჯარო საიდუმლოებების“ არსებობა საზოგადოებას ძალიან აზიანებს და რასაკვირველია, ღია და გამჭვირვალე პასუხი, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ყოველთვის უფრო მისაღებია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისთვის და უფრო სასარგებლო, ვიდრე მცდელობა იმისა, რომ დამალო ის, რაც ყველამ იცის. სამწუხაროდ, ჩვენ სახელმწიფოში ეს მხოლოდ ეკონომიკას და აჭარას არ ეხება. ცხადია, ის პრობლემები, რაც იყო აბაშიძის დროს აჭარის მიმართ, მოხსნილია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ფოთის პორტის ტვირთბრუნვა პერსპექტივაში უფრო ადვილად დასანახია, მისი რეკონსტრუქციის გაფართოების თვალსაზრისით (ანაკლიასაც გააჩნია თავისი პერსპექტივები), მაფიქრებინებს, რომ საფუძვლიანია ამჟამად ასეთი ექსპერიმენტის ფოთის პორტით დაწყება და თუ იგი შედეგიანი აღმოჩნდა, მისი გავრცელება ბათუმის პორტზეც უპრიანი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ გვექნება მორიგი „საჯარო საიდუმლოება“, რომელსაც საზოგადოება, ცხადია, ეჭვით შეხვდება...

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში ფოთელი პენსიონერი ყველაზე მდიდარი პენსიონერი იქნება, ეს ვერავითარი სოციალური სამართლიანობის პრინციპს ვერ დაემყარება, თუ ეს არ იქნა რაიმე ფორმით ფედერალური მოწყობის ქვეყანა, სადაც ამ ფედერაციის ყველა სუბიექტს საკუთარი კანონმდებლობა ექნება. ასე რომ, ის სიკეთე, რაც შეიძლება მოიტანოს თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ, ცხადია, საგრძნობი თუ არა, დასანახი მაინც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, რამაც, ზოგადად, უნდა გაზარდოს სამუშაო ადგილები, უპირველეს ყოვლისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ის ტვირთი, რომლისთვისაც ფოთის პორტი უფრო მეტი სიმძლავრით იმუშავებს, არც იმ პლაჟზე მოდის და არც მასზე განსათავსებლად შემოდის. ამაში მთელი ქვეყანა იქნება ჩართული და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.

თავისთავად, ამ იდეის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მაქვს სერიოზული ეჭვი იმ უნარებში, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას აღმოაჩნდება ამ საკითხის რეალურად განხორციელების პროცესში. თუნდაც, როგორ გადავაჩვევთ ჩვენ საგადასახადო სისტემას, ფინანსურ პოლიციას იმ პრაქტიკას, რომლითაც ისინი ბიზნესთან ურთიერთობენ. ან როგორ გადაეჩვევიან მათი ხელმძღვანელები იმ დავალებების სიამოვნებით მოსმენას და გაცემას, რომლებიც არანაირ კავშირში არ არიან არც კანონმდებლობასთან და არც კონსტიტუციასთან. აქ უფრო სუბიექტურ ფაქტორებში ვხედავ საფრთხეს, ვიდრე ობიექტურში. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის სფეროში უფლებების განაწილება დამყარებულია პოლიტიკური ერთგულების მეთოდზე, როცა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე. ასეთ შემთხვევაში სახელისუფლებო გუნდიდან მე ვერავის მივცემ რეკომენდაციას, რომ მას მოსახლეობა ენდოს, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ეკონომიკურ სფეროს. ეკონომიკურ სფეროში რეალურად ორი-სამი აქტიორია, ანუ მოქმედი პირი, უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ ბატონი ბენდუქიძე, რომელიც უკვე წინააღმდეგია იმ რეფორმისა, რომ გაიმიჯნოს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროები, თუნდაც იმიტომ, რომ წყალში არ ჩაეყაროს საკუთარი იმიჯით სპეკულაციის პროგრამა, რომელიც მან მონათლა როგორც „ჰოსპიტალური მედიცინის განვითარების პროგრამა“. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გადაიქცა ფქვილის ტომრებისა და ვაუჩერების დამრიგებელ ორგანოდ, ჯანდაცვა, მედიცინა, ეს კბილის ტკივილივით არის უკანასკნელ ხანს დანიშნული ყველა მინისტრისთვის და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ როგორც სამედიცინო მომსახურების, ისე მოსახლეობის ჯანდაცვის უზრუნველყოფის ხარისხი ქვეყანაში მუდმივ დეგრადაციას განიცდის. ასეთი პროცესი კი ნებისმიერ სხვა სფეროში შეიძლება ვიხილოთ, სადაც ეკონომიკური რეფორმების მანტიით შემოსილი ჩვენი „ბენდუნომიკის“ მამამთავარი ცდილობს გაატაროს ინტერესები, ოღონდ, რომელი ქვეყნის, ეს სადავოა.

2 ვფიქრობ, რომ ბატონ პრემიერ-მინისტრს შიგადაშიგ უნდა შევახსენოთ ხოლმე ქართული ანდაზები, რომელშიაც გაცნობიერების საშუალებაც მას, ალბათ, არ ჰქონდა, რადგან შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. ამ შემთხვევაში ვურჩევდი გააცნობიეროს ანდაზა: „მურა შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდა“. როდესაც საერთაშორისო ფინანსური ცენტრის შექმნის იდეით გამოდის ადამიანი, ჯერ მან ადგილობრივი ფინანსური აზრის საიმედოობაზე, მდგრადობასა და პერსპექტივაზე სრულიად მკაფიო წარმოდგენა უნდა შეუქმნას, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ მოსახლეობას. როცა პრემიერი თავად წარმოადგენს იმ ბანკს, რომელიც სულ რაღაც 2-3 წლის წინ დაარეკეტა არსებულმა ხელისუფლებამ, ერთი ღამით დააკავა მისი ბანკის გენერალური დირექტორი და 5 მილიონი ლარი მიიღო, არ ვიცი, საპროცესო შეთანხმების თუ რაიმე სხვა მოტივით, ეს ადამიანი პრემიერ- მინისტრის პოსტზე ჯერ იმას მაინც უნდა არკვევდეს, რატომ არ მოხდა იმ დროს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და დოიჩებანკის წარმომადგენლების ქვეყნის ხელისუფლებასთან შეხვედრა, რომლებიც აქციონერები არიან საქართველოს ბანკისა და რომლებიც გულგახეთქილები ჩამოვიდნენ თბილისში და საერთოდ უპასუხოდ წავიდნენ. ასეთ პირობებში რა ფინანსურ გარანტიებზეა საუბარი საერთაშორისო მასშტაბით, ან რით აპირებს ბატონი გურგენიძე დაარწმუნოს თუნდაც ეს ორი ბანკი, თავისი ყოფილი პარტნიორები, რომ საქართველო იქნება ოაზისი საერთაშორისო ფინანსური საქმიანობისთვის, საინტერესოა. რასაკვირველია, ბატონ გურგენიძეს მანამ მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა, ვიდრე ის მიმართავს საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებას თბილისში საერთაშორისო ფინანსური ცენტრის დაარსების წინადადებით და, იმავდროულად, მან ისიც უნდა იცოდეს, რომ განსხვავებით ვაშინგტონელი თუ ბრიუსელელი პოლიტიკოსებისა, ბიზნესმენებს და ფინანსისტებს სიტყვების არ სჯერათ. ისინი ამოწმებენ სიტუაციას იმ რეალობის მიხედვით, რომელსაც თვითონ სწავლობენ და სწავლობენ არა მათი ხელით და ტვინით, ვინც რეალობას პარადულობას ამჯობინებენ, არამედ იმათი საშუალებით, ვინც შემდგომში პასუხს აგებს მათ მიერვე მიცემული რჩევების შესაბამისად გადადგმული ნაბიჯების წარმატებაზე. ასეთი ფინანსური ცენტრები, ზოგადად, პატარა ქვეყნების თავშესაფარია, ისეთების, როგორიცაა: ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, კვიპროსი, მაგრამ იქ ძალიან იშვიათად დასდევენ საკუთარ მოსახლეობას მომწამვლელი გაზებითა და ტყვიებით, თანაც, იქ ტელევიზიით აზრის გამოთქმისათვის არ არის საჭირო რევოლუციური მზადყოფნა.

რაც შეეხება ნოვაციას ჩვენი ბიუჯეტის მუდმივად პროფიციტულობის შესახებ, აქაც ამ იდეის პატრონები სარგებლობენ იმით, რომ ჩვენი ქვეყნის ათი ათასობით მოქალაქეს კარგად არ აქვს გათვითცნობიერებული, რა არის პროფიციტული ბიუჯეტი. რა არის დეფიციტური, ყველამ ვნახეთ. ეს იყო მუდმივი სეკვესტრების პერიოდი. მინდა გითხრათ, რომ საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილების დაუბალანსებლობა, ზოგადად, საბიუჯეტო პრაქტიკაში ნიშნავს, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურობას მისი დაგეგმვის პროცესში. როცა ქვეყანაში მთავარ იდეად გამოცხადებულია ქვეყანა სიღარიბის გარეშე და ამ დროს ბიუჯეტში გაქვს ზედმეტი ფული, რომელიც არ იცი, სად წაიღო და წინასწარ ვერ ანაწილებ მას, ეს ნიშნავს, რომ ან ვერ სწავლობ საკუთარი ქვეყნის პრობლემებს, ან არა ხარ უფლებამოსილი წინასწარ რამე გათვალო და განათავსო ეს ფული. ეს კი იმიტომ შეიძლება მოხდეს, რომ ნებისმიერ დროს ქვეყანაში შეიძლება დადგეს არჩევნების აუცილებლობა და ეს თანხა მუდმივად, წლის ბოლომდე, უნდა იყოს შენახული, ვაითუ, დეკემბერში ყინულის კარუსელების გახსნა აღმოჩნდეს საჭირო ამ შემონახული ფულით, ან რაიმე სხვა ამდაგვარი საზეიმო ღონისძიებების ჩატარება. შეიძლება (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს) ბითლზების კვარტეტიდან ცოცხლად დარჩენილი ბოლო მომღერალი მოვიწვიოთ, რათა მარტომ იმღეროს საახალწლო კონცერტზე და ამით წინა საუკუნეების მუსიკალური მეხსიერება შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს და, ვინ იცის, კიდევ რა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ყველაზე კეთილი საქმეა, რასაც შეიძლება მოხმარდეს ეს ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიუჯეტის პროფიციტულობაში სატრაბახოს ვერაფერს ვხედავ. თუ შემოსავლები გაიზრდება, ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ შემოსავლების ზრდის ადეკვატური არ იქნება ხარჯვა (ხარჯვითი ნაწილის შემცირებაზე იყო მუდმივად რეკომენდაციები იმიტომ, რომ არ ყოფილიყო საბიუჯეტო დეიფციტი) და ეს შემოსავლები ეკონომიკური პროცესების შედეგად არ იქნება მიღებული, ცხადია, ხარჯების ზრდა საფრთხის შემცველი იქნება. ანუ თუ ეს იქნა დარეკეტებული ბიზნესმენების, ან საპროცესო გარიგებების კასკადით მიღებული შემოსავლები, ან მხოლოდ ადმინისტრირების საფუძველზე (ქუჩაში გადასასვლელზე დარღვევისას მიღებული ჯარიმების ხარჯზე), ცხადია, მას უფრო ზომიერი მოთოკვა სჭირდება. მუდმივ პროფიციტზე ლაპარაკი მე უფრო მაფიქრებინებს იმას, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების საფუძველზე შემოსავლების ზრდას არავინ აპირებს.

3 თავისთავად ფინანსური სექტორის ზედამხედველობა არის სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულება, მაგრამ არ უნდა ვეცადოთ, მაგალითი მსოფლიოში ყველაზე მკაცრი პრაქტიკიდან ავიღოთ. თუ ვლაპარაკობთ ლიბერალურ ეკონომიკაზე, შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, ზედამხედველობაც უნდა ესადაგებოდეს ასეთ ლიბერალურ მიდგომებს. რაც შეეხება კომერციულ ბანკებში დიდი წილის მქონე პირების გაკონტროლებას, რას ჰქვია დიდი წილი? ჩემთვის, მაგალითად, ნებისმიერ ბანკში ნახევარპროცენტიანი წილი იქნებოდა ძალიან დიდი (და, კი, ბატონო, მაკონტროლონ, ოღონდაც მქონდეს სადმე!). სხვისთვის, გააჩნია ბანკს, შეიძლება 20-30%25-იანი წილიც საშუალო ინტერესების საგანი იყოს. მგონი ძალიან თეთრი ძაფით არის ნაკერი ეს იდეა. ჩემი აზრით, ამ კანონის შემოღება გარკვეული პიროვნების შიშით ხდება. მგონი არ ღირს ერთი კონკრეტული შემთხვევისათვის კანონმდებლობების ცვლა, იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდი მაგალითია სამომავლოდ. საერთოდ, ღმერთმა არ ქნას, რომ კანონმდებლობის ჩამოყალიბების საფუძველი ჩვენ ქვეყანაში შურისძიება იყოს.

აქვე მინდა ვთქვა, რომ საბანკო სისტემა გახლდათ ერთადერთი სრულფასოვანი სავიზიტო ბარათი საქართველოსი, რომელიც გვაძლევდა საფუძველს ვყოფილიყავით თანაბარუფლებიანი, კონკურენტული ნებისმიერი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისას. ამიტომ, მის მიმართ და მის წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი გაცილებით ძნელად აღმოიფხვრება, ვიდრე სხვა ბიზნესის მიმართ ჩადენილი ძალადობა. მე ვიტყოდი, ეს იქნება დანაშაული ქვეყნის მომავლის წინაშე, თუკი ასე ხელაღებით გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც საბანკო სისტემის მიმართ მოსახლეობის უნდობლობას გამოიწვევს. თუმცა, ვიდრე ეს მოხდება, ვფიქრობ, საერთაშორისო საბანკო სისტემა გადადგამს ძალიან არასასურველ ნაბიჯებს ქართული საბანკო სისტემის მიმართ.

4 რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ეროვნულ ბანკს აგერ უკვე ხუთ თვეზე მეტია პრეზიდენტი არ ჰყავს, გეტყვით, რომ, უკვე რამდენი წელია ზედაპირზე დევს ბატონ ბენდუქიძის მცდელობა, დაშალოს ეროვნული ბანკის ინსტიტუტი, რადგან ნებისმიერი სახის დამოუკიდებლობა ხელისუფლებისგან დღევანდელი ძალაუფლების მქონე პირთა ჯგუფისთვის წარმოუდგენელია. თუნდაც, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის გაზრდა პარლამენტის წინაშე პრაქტიკულად მის საქმეებში ჩარევის უტყუარი წინაპირობაა. სწორედ ამ მიზეზით იქნა თავის დროზე შეცვლილი ირაკლი მანაგაძე, რადგან მან არ მიიღო და არ გაიზიარა ბენდუქიძის მოსაზრებები ამ საკითხზე და პრაქტიკულად იგივე მიზეზს შეეწირა რომან გოცირიძეც. ვნახოთ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი დიდი ქვეყანა, რომ ასეთი რყევები იოლად გადაიტანოს. მინდა გითხრათ, რომ დიდ პოლიტიკურ ღირებულებას მეორე ვადით მოსული სააკაშვილისთვის ბატონი ბენდუქიძე აღარ წარმოადგენს, თუმცა, რუსეთს ჯერ კიდევ მოსაგვარებელი აქვს საკუთარი ეკონომიკური ინტერესები საქართველოში. ვნახავთ, რუსეთი კვლავ თუ აიძულებს ჩვენ ხელისუფლებას, ასე ხელიხელჩაკიდებული იაროს ბენდუქიძესთან ერთად და მომავალშიც გაამყაროს ეკონომიკური ვექტორი ჩრდილოეთისკენ. ამ შემთხვევაში, ცხადია, რუსეთი უფრო ლმობიერი იქნება იმ დასავლური ვექტორისთვის, რომელიც ქართულ პოლიტიკას ახასიათებს. ზოგადად კი, პოლიტიკა მიმართო დასავლეთისკენ, ეკონომიკა კი ჩრდილოეთისკენ, აბსურდია! რუსეთის მცდელობა ზედაპირზე დევს და ამის საწინააღმდეგო ეკონომიკური ნაბიჯები საქართველოდან გადადგმული, ყოველ შემთხვევაში, ხილვადი, ჯერჯერობით არ ჩანს და არც გამოჩნდება, ვიდრე ქვეყანამ საბაზრო ეკონომიკის ნაცვლად აირჩია ბენდუნომიკა, რაც დღეს საქართველოში რეალურად მძვინვარებს.

5 ჩემი აზრით, ბიზნესმენებს შეუმცირეს წნეხი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გადასახადის მთელი სიმძიმე დაქირავებულ მოსახლეობას გადასცეს და ამით „დაასაჩუქრეს“. ეს, რასაკვირველია, მკაფიოდ აყალიბებს იმ ხედვას, რომელიც დღეს ხელისუფლებას საკუთარი ლოზუნგის საქართველო სიღარიბის გარეშე განსახორციელებლად გააჩნია. თუ ასე ესმით, რომ მოსახლეობა უფრო გამდიდრდება, ბიუჯეტი მას 12-ის ნაცვლად 25%25-ს თუ წაართმევს, ნათელი ხდება, როგორი ტიპის სიმდიდრისკენაა მიმართული ხელისუფლების მცდელობა. ხოლო ის საუბარი, რომ თითქოს 5 წლის განმავლობაში ეს ტვირთი 15%25-მდე შემცირდება და ეს არის დიდი საჩუქარი ხელისუფლებისგან, მე უბრალოდ ვთვლი, რომ ეს სირცხვილია, რადგან თავის დროზე სრულიად დაუფიქრებლად მოეწერა ხელი კანონს, რამაც მოსახლეობის გადასახადი 12-დან 25%25-მდე გაზარდა (და ამას არც ხუთი წელი დასჭირვებია და არც 5 წუთი სამსჯელოდ, მოუვიდა თავში ვიღაცას და მაშინვე განახორციელეს!). ამ ყველაფერს ეკონომიკური არა, მაგრამ პოლიტიკური დასაბუთება კი აქვს - ქვეყანაში არამც და არამც არ შეიქმნას საშუალო კლასის ჩამოყალიბების წინაპირობა! ის 4,5 მილიარდი სესხი, რაც ქართულ მოსახლეობას საბანკო სისტემიდან გააჩნია, უნდა გახდეს მისთვის ისეთი მძიმე ტვირთი, რომ ადამიანებმა საკვების გარდა აღარაფერზე იფიქრონ. ლაპარაკი იმაზე, რომ იმ გაზრდილ (12-დან 25%25-მდე) გადასახადს დამქირავებელი გადაიხდის, უაზრობაა, რადგან ვერავინ კერძო სტრუქტურას ვერ დაავალდებულებს და აიძულებს, ვინმეს რამე გადაუხადოს. გარდა ამისა, ის შვება, რაც თითქოს მეწარმეებმა მიიღეს, როცა ისინი თითქოს გაათავისუფლეს მოგების გადასახადისაგან, რეალურად, ცხადია, მათ არ ექნებათ, რადგან ეს სწორედ ის თანხები იქნება, რომელიც მათგან ბევრად უფრო მარტივად მოსათხოვნი აღმოჩნდება სახელმწიფო რეკეტის პირობებში. ასეთი ძალადობით მოპოვებული საბიუჯეტო შემოსავლები კი, რასაკვირველია, შეიძლება იყოს პროფიციტული ბიუჯეტისა და სახელისუფლებო კაპრიზების დასაკმაყოფილებლად საჭირო მუდმივი რეზერვის შექმნის საფუძველი.

მოამზადა
ილნარ გორელიშვილმა

2 ფული, თუ ჭეშმარიტება?!

▲back to top


, ეს ეგზიტპოლები!

თანამედროვე პირობებში საზოგადოებრივი აზრის შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სოციოლოგიაში მისი გამოყენება შეიძლება ითქვას ტრადიციად მკვიდრდება. საქართველოში უკვე ათეული წელია სოციოლოგიური კვლევის რამდენიმე დამოუკიდებელი ცენტრი არსებობს. ისინი კვლევებს არა მხოლოდ პოლიტიკურ სფეროში, არამედ სხვა მიმართულებითაც აწარმოებენ. უკანასკნელი წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის კულტურა დაბალია.

0x01 graphic

ეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ სოციოლოგიური კვლევის შედეგები ხშირად დამაჯერებლობას მოკლებულია და ფორმალურ ხასიათს ატარებს. მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი მხოლოდ დამკვეთის ინტერესებს ემსახურებიან, რაც თავისთავად საზოგადოების ინტერესების იგნორირებას იწვევს. პიარი კი, მოგეხსენებათ, სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოებრივი აზრის რეგულირება სასურველი მიმართულებით, რაც დამანგრევლად მოქმედებს იგივე საზოგადოების ცნობიერებაზე. ამას საარჩევნო ეგზიტპოლის შედეგებიც მოწმობს, რომელმაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. როგორც ცნობილია, 2008 წლის 5 იანვრის ეგზიტპოლები საზოგადოებრივი ორგანიზაციების კონსორციუმის მიერ ჩატარდა და მასზე ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტმა (CIPDD), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSOS) იმუშავა.

შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები ეგზიტპოლის შედეგებზე აიგო. როგორც მოსალოდნელი იყო, სოციოლოგიური კვლევითი ჯგუფების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს. ყოველივე ეს იმისი თქმის საფუძველს იძლევა, რომ საქართველოში მოქმედი სოციოლოგიური კვლევის ცენტრები, თუ მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ დამკვეთის ინტერესებს ემსახურებიან. ამის თვალსაჩინო მაგალითად, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული განვითარების ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის საკონსულტაციო ჯგუფის ჯი-სი-ჯის მიერ წარმოებული კვლევის შედეგებიც გამოდგება.

აღნიშნული ცენტრის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების საფუძველზე 2007 წლის საუკეთესო კომპანიები და გამარჯვებული ადამიანები გამოვლინდნენ.

უნდა ითქვას, რომ ჯი-სი-ჯის მიერ გამოვლენილ შედეგებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და მოსახლეობის დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ ნეგატიური აღმოჩნდა. მოქალაქეებს ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდათ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, კერძოდ: რა კრიტერიუმებით გამოვლინდა წლის საუკეთესო ბიზნესმენი, წლის საუკეთესო მენეჯერი, წლის საუკეთესო ბანკი, წლის კომპანიები? რამდენად დამოუკიდებელი იყო სოციოლოგიური კვლევისას აღნიშნული ცენტრი? როგორია კვლევითი ცენტრების საზოგადოებასთან მუშაობის მეთოდები? როგორ არჩევენ ისინი რესპოდენტებს?

ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებს შემდეგი კითხვით მივმართეთ:

- თქვენის აზრით, რამდენად ობიექტურად და პროფესიონალურად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში არსებული სოციოლოგიური კვლევითი ცენტრების საქმიანობა და რამდენად ემსახურებიან ისინი საზოგადოების დაკვეთას?

2.1 ელისაბედ ხახუტაშვილი: საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს სოციოლოგიური კვლევის ამიერკავკასიური მოდელი

▲back to top


0x01 graphic

აქართველოში მოქმედი სოციოლოგიური კვლევითი ცენტრების საქმიანობა ფორმალურ ხასიათს ატარებს და ხშირად ის ტენდენციურია. რაც არ უნდა ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ცენტრები მთლიანად ხელისუფლების მიერაა დაკომპლექტებული და მათი ძირითადი დანიშნულება, სწორედ, ისაა, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგები ჩამოაყალიბონ. არც ის არის დასამალი, რომ საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტიტუტი გამართულად არ მუშაობს, არადა, კვლევითი ჯგუფების დანიშნულებაც სწორედ ეს არის. საზოგადოება მოგეხსენებათ, მრავალგვარია - ზოგი აქტიურადაა პოლიტიკაში ჩართული, ზოგიერთ ნაწილს არც აინტერესებს ეს სფერო და პოლიტიკური პროცესებისადმი ინერტულია, დანარჩენებს კი მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - გაუმჯობესდეს ქვეყნის სოციალური მდგომარეობა. იმის გათვალისწინებით, რომ სოციოლოგიური ცენტრები ძირითადად სახელმწიფოს ემსახურებიან, მათი კვლევის შედეგებიც არაობიექტურია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ამის მაგალითად წლევანდელი საარჩევნო შედეგებიც გამოდგება - საზოგადოებისთვის ის არასასურველი შედეგებით დასრულდა. ქართული საზოგადოება დღეს იმდენადაა პოლიტიზირებული, რომ მათი მოტყუება ძალიან ძნელია, ამას ქვეყანაში მიმდინარე ბოლო დროინდელი პოლიტიკური პროცესებიც ადასტურებს, ასეა თუ ისე, ხალხი ყველაფერს ხედავს... მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო ეგზიტპოლის შედეგებზე ძირითადად უცხოეთიდან სადამკვირვებლო მისიით ჩამოსულმა გუნდმა იმუშავა.

რაც შეეხება დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, მათ მიერ წარმოდგენილი შედეგებიც არაზუსტია; საინტერესოა ასევე მათი მუშაობის მეთოდოლოგიაც, ისინი ძირითადად კვლევის ისეთ მეთოდებს იყენებენ, როგორიც სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტებს გააჩნიათ. ამგვარი მეთოდების საქართველოში გამოყენების სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რადგან ნათლად ვხედავ მასაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. სოციოლოგიური გამოკვლევისას, წესით, ყოველი მეცხრე ადამიანი გამოიკითხება. ამ შემთხვევაში, შესაძლოა გონებაში სხვაგვარი მოსაზრება მაქვს, მაგრამ, როდესაც მე ასე სახალხოდ მეკითხებიან, იძულებული ვარ ის შედეგი ვაღიარო და დავაფიქსირო, რაც არარეალურია. ასე იმიტომ ხდება, რომ ადამიანია დაშინებული.

როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა მაშინ სურდათ მთელი ევროპა „გაეწითლებინათ“, დღეს კი, ამერიკის შეერთებული შტატები თავისი გლობალური პროექტების ამიერკავკასიაში დანერგვას ცდილობს. საქართველოში მიმდინარე მწვავე პროცესების შემხედვარე დავრწმუნდი, რომ დღეს დემოკრატია იმ მიმართულებით არ ვითარდება, როგორც ეს საჭიროა; თუმცა, მინდა ისიც აღვნიშნო, რომ დემოკრატიის განვითარებას უამრავი წინააღმდეგობებიც თან ახლავს.

დღეს საზოგადოებასთან ჯანსაღ ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოში სოციოლოგიური კვლევითი ჯგუფების საქმიანობა ცხადყოფს, რომ ბოლომდე სრულყოფილად არ აისახება სინამდვილე. იგივე შემიძლია ვთქვა ჩვენს ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ფონდებზეც, თუნდაც სოროსის ფონდზე. მე არ ვამბობ, რომ ისინი ყოველთვის ცუდ საქმეებს აკეთებენ - სწორედ ეს ფონდი აფინანსებს ქართველი ახალგაზრდების საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრებას. მაგრამ რის ფასად? - საზღვარგარეთ განსწავლული ეს ახალგაზრდობა შემდეგ თავიანთ ქვეყანაში საზოგადოების შეცვლას შეეცდებიან, მათ სხვაგვარად სპინდექტორები ეწოდებათ. მსოფლიოში მოქმედებს რაღაც ძალა, რომელიც მართავს რუსეთსაც, ამერიკასაც და საქართველოსაც და ამ ძალას სწორედ ეს სპინდექტორები წარმართავენ. ზოგადად, სპინდექტორის პროფესია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სხვადასხვა მოვლენების კორექტირებას ნიშნავს. ამით ისინი ადამიანთა გონების, აზროვნებისა და ფსიქიკის შეცვლას ცდილობენ; მათი საქმიანობის მიზანია საზოგადოების აზროვნება ძალდაუტანებლად შეცვალონ და მასებში ფსიქიკის ჩამყალიბებასაც ისე ახდენენ, როგორც ეს მათ სურთ და ადამიანები მიჰყავთ კიდევაც ამ მოქმედებამდე.

იმის მომხრე ვარ, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს სოციოლოგიური კვლევითი ცენტრებისა თუ საარჩევნო პოლიტიკის არა ამერიკული, არამედ ამიერკავკასიური მოდელი, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ აზრს ანგარიში გაეწევა და ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში სამუშაოდ მოვლენ, იქნებიან სუფთა, ობიექტურები და პროფესიონალები.

2.2 ვახტანგ ხმალაძე: გვჭირდება ისეთი სოციოლოგები, რომლებიც არც პროფესიას და არც საზოგადოებას უღალატებენ!

▲back to top


0x01 graphic

საზოგადოდ, სოციალური გამოკვლევების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ამა თუ იმ საკითხის მიმართ საზოგადოებაში არსებული შეხედულებების გარკვევა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. ამას დადებითი შედეგი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როცა კვლევა პროფესიული მოთხოვნების შესაბამისად ტარდება, თანაც, ეს გამოკვლევა ობიექტურია. თავისთავად, პროფესიონალიზმი არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ცოდნის ობიექტურად გამოყენებასაც გულისხმობს. კონკრეტულ შემთხვევაში პროფესიონალიზმია ის, როდესაც სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები ზუსტად ასახავს საზოგადოებაში არსებულ შეხედულებებს და არ ხდება მათი ხელოვნურად კორექტირება. როცა საქმე პოლიტიკურ საკითხებს ეხება, სოციოლოგიური ჯგუფების მიერ მოწოდებული კვლევის მონაცემები არაობიექტური შედეგების შთაბეჭდილებას ტოვებს და ხშირ შემთხვევაში, დამკვეთის ხელი იგრძნობა ხოლმე. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ისეთი შედეგების კორექტირება, როგორიც ეს სურს, ვთქვათ, სახელისუფლებო გუნდს, არამედ ისეთი შემთხვევაც მაქვს მხედველობაში, როცა დამკვეთია რომელიმე დაინტერესებული, დამოუკიდებელი არასახელისუფლო ჯგუფიც. კეთილსინდისიერი და მაღალპროფესიონალი სოციოლოგიური მკვლევარი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება სოციოლოგიური გამოკითხვის დამკვეთი, საკუთარ თავს არ მისცემს უფლებას, გამოაქვეყნოს გამოკვლევის განსხვავებული და კორექტირებული შედეგები. მაგრამ, საქართველოში პირიქით ხდება ხოლმე. ამის მაჩვენებელია არაერთი საარჩევნო პერიოდი - წინა წლების არჩევნებს ვგულისხმობ. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ამჟამინდელ არჩევნებზეც, ანალოგიური სურათი გამოჩნდა.

საზოგადოება ყოველთვის ხვდება, ვინ დგას ფორმალური დამკვეთის უკან. ჩემი აზრით, წლევანდელ არჩევნებზეც ჩანდა სარეიტინგო კვლევის დამკვეთი და შესაბამისად, მისი პოზიციაც. გამოკითხვის შედეგებიც სწორედ ამ დამკვეთზე იყო მორგებული და არა კვლევის რეალურ შედეგზე.

როცა სოციალური გამოკვლევა პროფესიულ დონეზე ტარდება, მაშინ, ლოგიკურად იმ გამოკითხვის რეალური შედეგებიც უნდა არსებობდეს, რომელიც გამოქვეყნებული შედეგებისგან განსხვავებული იქნება. თუ ეს ასეა, სოციოლოგიური ჯგუფების მიერ განხორციელებული ამგვარი ქმედება არაკეთილსინდისიერია. სოციოლოგიური კვლევა გამოკითხვის მეთოდების დარღვევით ხდება და კვლევითი ცენტრების საზოგადოებრივი აზრისადმი ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში სოციოლოგიური გამოკითხვების მიმართ უნდობლობას იწვევს, მიუხედავად იმისა, საზოგადოების რა ნაწილს სჯერა ამგვარი გამოკითხვების და რა ნაწილს არა. არარეალური სოციოლოგიური შედეგების გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს დამკვეთს და მეორე შემთხვევაში პირიქით მოხდეს - მან სხვაგვარი ზეგავლენა მოახდინოს მასზე. აქვე მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებასაც, როდესაც არჩევნებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, უნდა ვიგულისხმოთ ამომრჩეველიც. საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს ისეთი ნაწილი, რომელიც მერყეობს, რომელსაც არა აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭიროს მხარი. ჩვეულებრივია ისეთი რამ, როდესაც ამომრჩეველი მხარს უჭერს პოტენციურ გამარჯვებულს, ანუ მხარს უჭერს მას, ვისაც გამარჯვების მეტი შანსი აქვს. სოციოლოგიური კვლევის არაობიექტური შედეგების გამოქვეყნების მიზანი ის არის, რომ საზოგადოებას წინასწარ შეუქმნან აზრი, რომ კვლევის შედეგი ასეთი იყო მოსალოდნელი, ანუ ისეთი, როგორიც დამკვეთმა დაგეგმა და შესაბამისად, სოციოლოგიური კვლევის ჯგუფებიც გამოკითხვის ისეთი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობენ, რომ სწორედ ამგვარი შედეგი მივიღეთ, რაც სოციოლოგიური გამოკვლევით იყო მოსალოდნელი და გაყალბება არც მომხდარა. აქ უკვე ორმაგ სიყალბესთან გვაქვს საქმე - ერთი, როდესაც ყალბდება სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები და ამით საზოგადოებრივი აზრის შემზადება წინასწარ ხდება და მეორე - ყალბდება არჩევნების შედეგები. აი, ასეთია ამგვარი მანიპულირების დანიშნულება. ეს არის სოციოლოგიური ჯგუფების მსახურება არა საზოგადოებრივი ინტერესებისადმი, არამედ დამკვეთისადმი. იმედი მაქვს, რომ საქართველოში დადგება ის დრო, როდესაც სოციოლოგები არ მოიქცევიან ასე და ისეთი კვლევითი ცენტრები იარსებებენ, რომლებიც არ უღალატებენ თავიანთ პროფესიას და არ უღალატებენ საზოგადოებას.

2.3 ზაქარია ქუცნაშვილი: „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“

▲back to top


0x01 graphic

სოციოლოგიური კვლევითი ჯგუფების არსებობა ძალიან საჭიროა. საზოგადოება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა გაერთიანებისაგან, რომ თავისუფალ ადამიანთა ერთობამ, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოხატოს. როდესაც საზოგადოება ხელისუფლების მიმართ არჩევანს აკეთებს, საზოგადოება შეიძლება შეცდეს თავის არჩევანში. ამდენად, სოციოლოგიური კვლევითი ცენტრების მიზანია საზოგადოებაში არსებული შეხედულებების გარკვევა და ხელისუფლებამდე ამ განწყობილების მიტანა, რომ შემდეგ ხელისუფლებამ შესაბამისად იმოქმედოს.

აქტიურად ისმის ის საკითხიც, რომ გონიერი და ჭკვიანი მმართველი უჭკუო და უგუნური ხელისუფლებისაგან იმით განსხვავდება, რომ ის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს და საზოგადოებას, როგორიც სამოქალაქო, ასევე პოლიტიკურ გემოვნებასაც უვითარებს და ამით საზოგადოების პროგრესს ხელს უწყობს.

თუმცა, საზოგადოებას, რა თქმა უნდა, თავისი მოთხოვნილებებიც გააჩნია, რომელიც ძირითადად, სამართლიანობასა და კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. სოციალური სამართლიანობა სამართლიანობის ერთ-ერთი კომპონენტია, ტერიტორიული სამართლიანობაც ეროვნული თანხმობის ერთ-ერთი კომპონენტია; ვერ გავაერთიანეთ ქვეყანა, ვერ მივაღწიეთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ვერც ეროვნულ თანხმობას ვერ მივაღწიეთ. ეს მაგალითები იმიტომ მომყავს, რომ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ჯგუფების დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურის განვითარებას.

კვლევითი ჯგუფების პროფესიონალიზმი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აწარმოებენ გამოკითხვებს საზოგადოებაში; თუ დამკვეთი ობიექტური გამოკვლევის შედეგებითაა დაინტერესებული, ის ირჩევს ისეთ შემსრულებელს და იმ ორგანიზაციას მიმართავს, რომელიც ობიექტურიცაა და კომპეტენტურიც.

სოციალური კვლევითი ორგანიზაციებისადმი სანდოობას ისიც განსაზღვრავს, თუ რამდენად პროფესიონალურად აყენებენ ისინი საკითხებს, რამდენად მართებულად ადგენენ კითხვებს, რამდენად ზუსტია მათი გამოკითხვის შედეგები.

ჩემი პრაქტიკიდან მოვიყვან მაგალითს: 2006 წლის 15 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 15 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით დიდი საზოგადოებრივი კონფერენცია ჩავატარეთ, სახელწოდებით - დამოუკიდებელი საქართველოს მიღწევები და შედეგები“. გამოკითხვაში მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, პოლიტიკის სფეროში მიღვაწე 300-მდე საზოგადოებისათვის ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ანკეტებში შეტანილი იყო ასეთი საკითხი: დამოუკიდებელი საქართველოს მთავარი მიღწევები და შედეგები. გამოკითხვის შედეგად 100-ზე მეტი მიღწევა და შეცდომა დასახელდა. 300 ცნობილი ქართველიდან მხოლოდ ერთმა მიიჩნია ვარდების რევოლუცია დამოუკიდებელი საქართველოს მთავარ მიღწევად. ჩატარებული გამოკვლევიდან ერთი წლის შემდეგ კი, დედაქალაქის ქუჩები ათასობით უკმაყოფილო ადამიანმა აავსო. როცა სოციალური გამოკითხვები ვაწარმოეთ და საზოგადოებაში არსებული განწყობილება პოლიტიკურ ლიდერებამდე მივიტანეთ, გაირკვა, რომ დღეს ქართული საზოგადოება მიხვდა, რომ რევოლუცია უკვე მეტჯერ აღარაა საჭირო, ხალხში რევოლუციისადმი კეთილგანწყობა უკვე აღარ არსებობ. ამიტომ, დამოუკიდებელ, ობიექტურ სოციოლოგიურ კვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებისათვის, რადგან, მან ორიენტირი აიღოს საზოგადოებაზე და ამის შესაბამისად იმოქმედოს. სოციალური კვლევითი ჯგუფებისადმი საზოგადოების დღევანდელი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია და უნდობლობის დიდი განწყობაც იგრძნობა. არაპროფესიონალი და მიკერძოებული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფები კეთილსინდისიერ გამომკითხველებად ვერ გამოდგებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს.

2.4 ნანა ჩაჩუა: სოციოლოგიური გამოკვლევების სანდოობას კვლევის მოტივაცია განსაზღვრავს

▲back to top


0x01 graphic

თანამედროვე საზოგადოებას ტექნოლოგიურ საზოგადოებას ანუ ვულგარიზებულ საზოგადოებას უწოდებენ, ის სამი ძირითადი ნიშნით ხასიათდება:

1. ხმაური, ანუ სკანდალური, რაც სკანდალურ მასმედიას, სკანდალურ ხელოვნებას, საერთოდ, სკანდალურს გულისხმობს;

2. საყოველთაო - ის რაც უმრავლესობას მოსწონს და რაც ვულგარიზებული საზოგადოებისათვის მისაღებია;

3. არატრანსენდენტალურობა - არსობრივის ულველყოფა.

ვულგარიზებული საზოგადოება შრომასა და პოლიტიკას განიხილავს, როგორც თამაშს, აქედან გამომდინარე, ცხადია, დღევანდელი სოციოლოგიური გამოკვლევები და ე.წ. ეგზიტპოლებიც ძალიან ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური თუ სოციალური სახის თამაშების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ხდება. ისმის კითხვა: - ვინ აწარმოებს კვლევებს საზოგადოებაში? რამდენადაა ესა თუ ის კერძო პირი თუ დამკვეთი დაინტერესებული იმისთვის, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად საზოგადოებაში მისთვის სასურველი ფონი შექმნას თუ პირიქით, აინტერესებს ობიექტური სურათის მიღება.

პრაქტიკა ადასტურებს, რომ უმეტეს წილად ძალიან დიდია ცდომილება ობიექტურ რეალობასა და იმ პოლიტიკურ რეალობას შორის, რასაც პოლიტიკოსები წარმოაჩენენ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის ომს ავღანეთში ინტერნაციონალური დახმარებადაარქვეს. როცა აგრესიული, დაპყრობითი ომი მიმდინარეობს და მას არქმევ ინტერნაციონალურ დახმარებას“, ეს იმას ნიშნავს, რომ ცდომილება რეალობასა და სახელდებას შორის ძალიან დიდია, ასეთ პირობებში, ცხადია, სანდოობა სოციოლოგიური გამოკვლევებისადმი ძალიან დაბალია, სამართლიანადაც, რადგანაც იგივე ტენდენცია ახასიათებს თანამედროვე მსოფლიოსაც.

ღია საზოგადოებისთვის დამახასიათებელ კრიტიკული ცნობიერებას, უპირველეს ყოვლისა, მოეთხოვება ის, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. მაშინ, როცა კრიტიკული ცნობიერება მხოლოდ ელიტარული ცნობიერებაა და ის კაცობრიობის დიდ სიმრავლეს არ მოიცავს. ამასთანავე, პოლიტიკური რეალობაც ეკონომიკური პრინციპების შეთავსებას დემოკრატიულთან ძნელად ახერხებს ან საერთოდ ვერ ახერხებს, რისთვისაც იბინდება სიმართლე და მაშასადამე, საზოგადოებაც საბედისწერო ჩიხში შედის.

როცა ხალხი სამანიპულაციო ობიექტად იქცევა, მაშინ სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგები არარეალური იქნება. ცხადია, რომ ნებისმიერი სამეცნიერო, თუ სოციოლოგიური გამოკვლევა იყიდება. ანუ, არსებობს ბაზარი, სადაც ყველაფერი იყიდება.

თუ ქვეყანაში ეროვნული ინტერესები არსებობს და შესაბამისად, დემოკრატიული პრინციპებისადმი მზაობაც, მაშინ შესაძლებელია ბაზრის პრინციპებზე მაღლა აღმოჩნდეს ჭეშმარიტების მსახურება და რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს ფულს პატიოსნებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი არადანიშნულებისამებრ - პირადი და სხვა საეჭვო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

მოამზადა თამარ ჭეჟიამ

3 არჩევნები მარტო პოლიტიკა არ არის!

▲back to top


ექო

0x01 graphic

ამომრჩეველთა მიერ ხელისუფლების არჩევა არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური საკითხი. მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, არ შეიძლება განხილული იყოს როგორც მხოლოდ პოლიტიკური თემა. პოლიტიკურ თემად ან პოლიტიკის საგნად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის უფლება - თავად იყოს არჩეული ხელისუფლებაში. ის ამისათვის ან უკვე არსებულ რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა შეუერთდეს ან თავად შექმნას ახალი გაერთიანება და მისი მეშვეობით შეეცადოს ხელისუფლებაში მოსვლას.

ოლიტიკას მიეკუთვნება ასევე ყველა ის ხერხი, მეთოდი და საშუალება, რაც გამოიყენება არჩევნებში გამარჯვებისათვის. პოლიტიკას მიეკუთვნება ყველა ის დაპირება (საარჩევნო პროგრამა), რაც გაცხადებული იქნება ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებისათვის. პოლიტიკას მიეკუთვნება, აგრეთვე მუშაობა ისეთ თანამდებობაზე, რომლის მეშვეობითაც, ადამიანი უფლებამოსილი ხდება განსაზღვროს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა. მაგრამ პოლიტიკას არ მიეკუთვნება ამომრჩევლის, მოქალაქის უფლება - აქტიურად გამოხატოს თავისი პოზიცია ვინმეს მხარდასაჭერად ან ვინმეს საწინააღმდეგოდ.

პოლიტიკას არ მიეკუთვნება მოქალაქის ამომრჩევლის სტატუსით არჩევნებში მონაწილეობა. არჩევნებში მონაწილეობით ის ირჩევს თავის წარმომადგენლებს და მათთან ერთად ხდება პასუხისმგებელი ქვეყნის ბედზე. არჩევნებში მონაწილეობა ადამიანის სამოქალაქო ვალებულებად უნდა მივიჩნიოთ. არჩევნები პროგრამების და ამ პროგრამათა მატარებელი ადამიანების შეჯიბრების გარდა, რაც თავისთავად პროგრესს, განვითარებას იწვევს, პასუხისმგებლობით აღჭურვილი საზოგადოების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. პასუხისმგებლობა კი ის აუცილებელი ნაწილია, რაც გადაწყვეტილების მიღებასთან კავშირში, თავისუფლებას წარმოადგენს. თავისუფალია ყველა, ვისაც შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება და იყოს მასზე პასუხისმგებლობა. თავისუფლება კი არის ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი.

ამიტომაც, როცა ამბობენ, არჩევნებში მონაწილეობა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკა და ამიტომაც ის ყველას საქმე არ არისო, ამით შეგნებულად ცდილობენ, ჩვენი საზოგადოების სოციალური ჯგუფები - მეწარმეები, ჟურნალისტები, მეცნიერები, არასამთავრობო სექტორის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ხელოვნების, კულტურის, სპორტის მუშაკები და სტუდენტები გააპასიურონ და ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ მათი და რიგითი მოქალაქეების თავისუფალ ადამიანებად ჩამოყალიბებას, უბიძგებენ გულგრილობის, ჩაურევლობისა და საბოლოო ჯამში, უპასუხისმგებლობისაკენ.

ბიზნესმენს არა აქვს უფლება საჯაროდ გამოხატოს თავისი პოზიცია, დააფინანსოს ან სხვაგვარად ხელი შეუწყოს ხელისუფლების ოპონენტებს. თუ ამას იზამს, ის უკვე პოლიტიკაში ჩართულად მიიჩნევა. იგივე დამოკიდებულება იგრძნობა ჟურნალისტებისადმი, როცა ითხოვენ, რომ ისინი მხოლოდ მოვლენებს უნდა აშუქებდნენ, ხოლო თავისი პოზიცია, დამოკიდებულება მოვლენათა შეფასებისას არ უნდა გამოხატონ. აღარაფერს ვამბობ სახელმწიფო მოსამსახურეებზე, რომლებშიც მკვიდრად ჩანერგეს, კონსოლიდირებისა და ერთიანობის ყალბი ლოზუნგის ქვეშ ხელისუფლების უპირობო და უსიტყვო მორჩილების სტერეოტიპი. ხოლო, როცა საჭიროა წესრიგი ან კიდევ ფული ხაზინის შესავსებად ამ ფილოსოფიის მატარებელი მმართველები ყველა ჯგუფებსა და რიგით მოქალაქეებს მოუწოდებენ უსამართლო კანონებისადმი მორჩილების, სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებების ჯეროვნად და დროულად შესრულების დახელისუფლების მხარდაჭერაში აქტიურად ჩართვისაკენ. ამიტომაც სტერეოტიპი, შიში იმისა, რომ თუ მაქვს პოზიცია და ამ პოზიციას გამოვხატავ, ესეიგი პოლიტიკაში ჩართულად ვიქნები მიჩნეული, უკუსაგდებია.

სამწუხაროდ, 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ამ შიშის მოსასპობად არ გამოგვადგება. თუმცა, აშკარად შეინიშნება ჩვენი საზოგადოების ლამის ყველა ჯგუფის და რაც ყველაზე მისასალმებელია მოქალაქეთა გააქტიურება და სამოქალაქო კულტურის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც მალე, დარწმუნებული ვარ, სწორი არჩევანის გაკეთებაშიც გამოვლინდება. ერთადერთი სოციალური ჯგუფი, რომელიც ყველაზე პასიურ და დამოკიდებულ მდგომარეობაში იყო და რჩება, ესენი არიან: მეწარმეები, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, სწორი საგადასახადო კანონმდებლობა, საზოგადოებრივი კონტროლი მხოლოდ მათ მიერ გაწეული ქველმოქმედების ნებაყოფლობითობასა და უანგარობაზე შეიძლება გახდეს ამ ყველაზე დამოკიდებული ჯგუფის გათავისუფლების გარანტი. თავისუფალი და კონკურენტული მეწარმეობის გარეშე, კი ვერც დოვლათი შეიქმნება და, რომც შეიქმნას სოციალური უსამართლობის გამო, საზოგადოების შიგნით სიმშვიდე ვერ დაისადგურებეს.

ყოველივე ამისათვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნებს და მის სამართლიან შედეგებს. სამწუხაროდ, 2008 წლის 5 იანვრის არჩევნები ჩვენს საზოგადოებას სიმშვიდეს ვერ მოუტანს. ვერ მოიტანს არამარტო ბიზნესმენების, არამედ სხვა ჯგუფების თავისუფლებას. საზოგადოების მიერ თავისუფლების მოსაპოვებლად დახარჯული ენერგია მომავალშიც ბევრი კრიზისის მოწმეს გაგვხდის!...

როცა ამბობენ, არჩევნებში მონაწილეობა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკა და ამიტომაც ის ყველას საქმე არ არისო, ამით შეგნებულად ცდილობენ, ჩვენი საზოგადოების სოციალური ჯგუფები - მეწარმეები, ჟურნალისტები, მეცნიერები, არსამთავრობო სექტორის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ხელოვნების, კულტურის, სპორტის მუშაკები და სტუდენტები გააპასიურონ და ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ მათი და რიგითი მოქალაქეების თავისუფალ ადამიანებად ჩამოყალიბებას, უბიძგებენ გულგრილობის, ჩაურევლობისა და საბოლოო ჯამში, უპასუხისმგებლობისაკენ.

თუ ვთანხმდებით, რომ არჩევნები - ეს არის ადამიანის უფლება და ერის, საზოგადოების სამოქალაქო ვალდებულება, მაშინ, აუცილებელია დავიცვათ, როგორც საფუძველი თავისუფლებისა. ამ მიზნით იყო ნაკარნახევი ჩვენი ასოციაციის კანონი ხალხისათვის მოქმედება, როცა შევიმუშავეთ და გავავრცელეთ არჩევნების გაყალბების ყველა ის მეთოდი, რაც ჩვენთან გამოყენებულა ოდესმე და თეორიულად შეიძლება ისევ გამოყენებულიყო. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ გაყალბების 17 მეთოდიდან შესაძლო იყო გამოყენებულიყო 7 მეთოდი. კერძოდ:

0x01 graphic

1. ამომრჩეველი, რომელიც არ მივიდა ხმის მისაცემად ან გარდაცვლილი პირი, რომელიც დატოვებული იყო ამომრჩეველთა სიაში - ამან საშუალება მისცა გამყალბებელს, ხმა მიეცათ მისი სახელით;

2. უცხოეთში მყოფი ამომრჩეველი, რომლის გვარის გასწვრივ საარჩევნო უბნის ერთიან სიაში (საქართველოში) არ იყო სპეციალური აღნიშვნა: იმყოფება უცხოეთში - ამან საშუალება მისცა გამყალბებელს, ხმა მიეცათ მისი სახელით;

3. რამდენიმე საარჩევნო უბნის სიაში ფიქტიურ მისამართებზე წინასწარ შეყვანილი ამომრჩეველი - ამან საშუალება მისცა გამყალბებელს, ხმა მიეცა ყველა ამ უბანში მხოლოდ პასპორტის წარდგენით;

4. ფიქტიური ამომრჩეველები ანუ მოქალაქეები, რომელთაც ხელთ ჰქონდათ რამდენიმე ყალბი პირადობის ან/და რეგისტრაციის მოწმობა - ამან საშუალება მისცა გამყალბებელს, წინასწარ შეეყვანა იგი შესაბამისი უბნების ამომრჩეველთა სიებში და რამდენიმე უბანში მიეცა ხმა.

5. კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ წინასწარ, უკანონოდ შევსებული ბიულეტენების ჩაწყობა სპეციალურ კონვერტებში და შემდეგ მათი ჩაყრა საარჩევნო ყუთში ან მაგიდაზე მათი დაყრა საარჩევნო ყუთიდან კონვერტების ამოღების დროს;

6. საუბნო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შეცვლა ყალბი მონაცემების შემცველი ოქმით;

7. საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში არასწორი მონაცემების შეტანა.

0x01 graphic

პირველი 4 მეთოდი გამოყენებული იყო მარკირების და მისი შემოწმების სისტემის და რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ იდენტიფიკაციის პროცესის დარღვევის შედეგად. ამ მეთოდების გამოყენებით სასურველი რაოდენობრივი მაჩვენებლის მიღება მოხდა პროცესში ჩართული გამყალბებლების სამარშრუტო ტაქსებითა და ავტო ბუსებით გადაყვანის მეშვეობით. ეს არავისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, გარდა ზოგიერთი უცხოელი დამკვირვებლისა. ოპოზიცია და დამკვირვებლები იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ერთთვიან ცაიტნოტურ რეჟიმში აღმოჩნდნენ, ფაქტიურად ვერ შეძლეს ამორჩეველთა გაზრდილი (გაბერილი) სიების გაკონტროლება, ხოლო, სადაც ეს შეძლეს კომისიების მხრიდან წააწყდნენ აქტიურ წინააღმდეგობას. სიების გასწორებისათვის ითხოვდნენ გარდაცვლილი ამომრჩევლების ამოღებას, ასევე უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების გრაფებში სათანადო აღნიშვნის გაკეთებას (იმყოფება უცხოეთში). მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მათ დროის სიმცირის გამო, ასევე ვერ შეძლეს სხვადასხვა საარჩევნო უბანზე წინასწარ შეყვანილი ერთიდაიგივე ამომრჩევლის ამორიცხვა სიიდან. ამ კატეგორიის ანუ ერთიდაიგივე ამომრჩევლის რამდენიმე საარჩევნო უბანზე აღმოჩენა და შემდეგ სიებიდან მათი ამოღების (ამორიცხვის) პროცესი საკმაოდ რთულია. თუ სიის შემდგენელი გაყალბებას დაისახავს მიზნად და ამისათვის სახელში ან გვარში ერთ ასოს, ან კიდევ პირად ნომერში რომელიმე ციფრს შეცვლის, ფაქტიურად რეგისტრატორი კომისიის წევრის პატიოსნებაზე ხდება დამოკიდებული სიაში არსებული მონაცემების ზუსტი შედარება პირადობის მოწმობის მონაცემებთან. ხოლო თუ გაყალბების პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებიც არიან ჩარეული და ფიქტიურ მოწმობებს უმზადებენ გამყალბებლებს, ამასთან მოშლილია მარკირების სისტემა, მაშინ მათი აღმოჩენა თითქმის შეუძლებელი ხდება. რაოდენობრივი თვალსაზრისით, ეს იძლევა შემდეგ შედეგებს: თუ ამ პროცესში თითო საარჩევნო ოლქში (სულ 76 საარჩევნო ოლქია) ჩართული იყო საშუალოდ 200 ადამიანი, რაც სტეფანწმინდის 2500 კაციან საარჩევნო ოლქში ვინმეს შეიძლება ძალიან ბევრად მოეჩვენოს, მაგრამ მილიონიანი თბილისის ოლქებში ან სხვა დიდ ქალაქებში ძალიან ეცოტავოს. დავტოვოთ ეს ციფრი და ვთქვათ, რომ გაყალბების პროცესში ჩართული იყო ასე მცირე რაოდენობის ადამიანი, და რომ თბილისის გარდა მთელ ზუგდიდში, მარნეულში თუ ახალქალაქში ასევე იპოვეს (დაითანხმეს) დიდი-დიდი 200 ადამიანი. ამ ადამიანებს არჩევნების დღეს ნაცვლად ერთისა მაქსიმუმ 10 საარჩევნო უბანზეც რომ მიცათ ხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებით მიიღებდნენ 152 000 ხმას. ეს კი 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის - 1 900 000 (ერთი მილიონ ცხრაასიათასი) ადამიანის 8%25 შეადგენს. თბილისის ოლქებში და სხვა დიდ ქალაქებში რომ მხოლოდ 200 გამყალბებელი ყოფილიყო კარუსელებში ჩართული, მაშინ 10-20 ადგილიან (კაციან) სამარშრუტო ტაქსს უნდა ემოძრავა, რაც, გარწმუნებთ, ყველასათვის შეუმჩნეველი დარჩებოდა. გაყალბების პირველი 4 მეთოდის (კარუსელების) გამოყენებით ყველაზე ნაკლები 8%25 ხმებისა დაუმატეს სასურველ კანდიდატს. თუ უფრო რეალისტები ვიქნებით ამ გზით 10 და მეტი პროცენტი იქნა მიტაცებული!

რაც შეეხება ბიულეტენების ჩაყრას და საუბნო - საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შეცვლას ყალბი მონაცემებიანი ოქმით ან კიდევ საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში არასწორი მონაცემების შეტანას, ამ ფაქტების შესახებ საზოგადოება საკმაოდ კარგადაა ინფორმირებული. ამით აიხსნება ის, რომ ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ ვერ გაბედა ვიდეოთვალის ფირების ჩვენება და ამომრჩეველთა სიების გახსნა დათვალიერებაზე. აღარაფერს ვამბობს ბიულეტენების გადათვლაზე. ჩაყრა, ხმების არასწორი დათვლა, შედეგების არასწორი შეჯამება და ოქმების ან მასში შესული მონაცემების შეცვლა შეუძლებელია განხორციელებულიყო, რომ არა ძალადობის, ანგარებითი ან სხვა მიზეზით დაყოლიების და დოკუმენტების გაყალბების დანაშაულებრივი ფაქტები. თუ არ იქნება ხელისუფლების ნება, თავისუფალი საზოგადოებისა და სასამართლოს სიძლიერე, ოველთვის იარსებებს საფრთხე იმისა, რომ უბრალოდ გამოყრიან კომისიის წევრებს თუ სხვა პატიოსან დამკვირვებლებს, დააშინებენ, გადმოიბირებენ ან მოისყიდიან, შეცვლიან ოქმებს და გააყალბებენ მონაცემებს...

და ბოლოს: არჩევნები არ არის მარტო პოლიტიკა. არჩევნები თავისუფლებაა. თავისუფლება ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია. თავისუფლების დათმობა კი შიშით, ან რაღაცის ფასად არ შეიძლება.

ზაქარია ქუცნაშვილი
იურისტი, ასოციაცია კანონი ხალხისათვის

4 სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი ორიენტირები: პროფიციტი, თუ დეფიციტი

▲back to top


საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის პირველი ორი რედაქცია, პარლამენტში სათანადო განხილვების შემდეგ დაუბრუნდა მთავრობას დაზუსტებისა და შესწორებისათვის. საყურადღებოა, რომ შენიშვნები შეეხება ძირითადად საბიუჯეტო ასიგნებათა მოცულობის გაზრდას და უმნიშვნელო ტექნიკურ ხარვეზებს და არა საბიუჯეტო პრიორიტეტებს, რომელიც ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი იყო იმ დოზით, როგორც წინა წლების ბიუჯეტებში.

0x01 graphic

იაკობ მესხია,
ეკონომიკის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი

აგრამ, გასული წლის მიწურულს, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გამწვავებამ, პრემიერ-მინისტრის შეცვლამ და საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამ, დღის წესრიგში დააყენა 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ტრადიციული ორიენტაციის გადახედვის აუცილებლობა და წინა პლანზე სოციალური პრობლემების წამოწევა.

მთავრობამ უკიდურესად მოკლე დროში მოახერხა ბიუჯეტის პროექტის რადიკალური ტრანსფორმაცია და პარლამენტმა კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველყო 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება. მართალია, პარლამენტმა შექმნილი რთული ვითარების გამო ვერ მოახრეხა ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის სიღრმისეული განხილვა-შეფასება, მაგრამ რამდენადაც პასუხობდა საზოგადოების მოთხოვნებს, იგი მიღებულ იქნა. მთავარია, რომ ბიუჯეტი მეტ-ნაკლებად სოციალურად ორიენტირებული გახდა.

2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მეორე მნიშვნელოვანი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მისი შედგენა დაეფუძნა მსოფლიო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის მეთოდოლოგიას, რომელიც სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოს ეროვნულ ანგარიშთა სისტემასა და აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით გამოიცა.

როგორც პრაქტიკამ აჩვენა, საბიუჯეტო სტატისტიკის საერთაშორისო ინტეგრირებული სისტემის დანერგვა საკმაოდ დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. ამ სფეროში წარმატება დამოუკიდებელია კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ ინტელექტუალურ პოტენციალზე. ცნობილია, რომ დარიცხვის მეთოდის და ახალი კლასიფიკაციების დანერგვა ცალკეული ქვეყნებისაგან მოითხოვს აღრიცხვის საბაზო სისტემაში ცვლილებების შეტანას, რაც ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.

2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტზე წარმოდგენილი ოფიციალური დასკვნებისა და შეფასებების არასიღრმისეულობა და ზედაპირულობა გვარწმუნებს იმაში, რომ ახალ სტატისტიკურ მეთოდოლოგიაზე ცოდნის გაღრმავება დასჭირდებათ განსაკუთრებით იმათ, ვისაც ბიუჯეტის პროექტის შედგენაზე მონიტორინგის განხორციელება კანონით ევალება.

ჩემი აზრით, ფინანსთა სამინისტროს შემდგომ ეტაპებზე მოუწევს რთული და შრომატევადი სამუშაოების შესრულება, რათა ეროვნული საბიუჯეტო სტატისტიკა სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო მეთოდოლოგიას და იმავდროულად უზრუნველყოფდეს წინა წლების საბიუჯეტო-საგადასახადო სტატისტიკის „გადათვლას“ ახალი მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, რათა შესაძლებელი გახდეს შესადარისობის პრინციპის გამოყენება ანალიზურ და შეფასებით საქმიანობაში.

საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მახასიათებლები მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად დახასიათდეს:

2008 წლის ბიუჯეტის შემოსავლები დაგეგმილია 5,1 მილიარდი ლარის მოცულობით, აქედან საგადასახადო შემოსავლების მოცულობა განსაზღვრულია 4,5 მილიარდი ლარით.

საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 1,2 მილიარდი ლარია, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, რაც განპირობებულია სოციალური გადასახადის გაუქმებით და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 25 პროცენტამდე გაზრდით. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გადასახადი 2008 წლიდან მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მობილიზებული საშემოსავლო გადასახადისა. ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი ბიუჯეტების დამოუკიდებლობის პრინციპს და მთელ რიგ უკუეფექტს გამოიწვევს.

2008 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით 43 მილიონი ლარით ნაკლები შევა (482 მლნ ლარი), რაც ახსნილია იმით, რომ აღნიშნული გადასახადის განაკვეთი 15 პროცენტამდე მცირდება.

დამატებული ღირებულების გადასახადიდან სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 2,2 მილიარდ ლარს, ანუ წინა წელთან შედარებით 13,1 პროცენტით მეტს.

აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 460 მილიონი ლარის ოდენობით, რაც 2007 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 10,2 პროცენტით აღემატება.

საბაჟო გადასახადის სიდიდე გაიზრდება 23 პროცენტით და მიაღწევს 55 მილიონ ლარს. ხვა გადასახადებიდან ბიუჯეტში შემოსავალი შემცირდება16 პროცენტით.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მეორე ძირითადი წყარო - გრანტები 2008 წელს შემცირდება 39 მლნ ლარით. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს მთლიანად შეწყდება გრანტების მიღება სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა დონის ორგანიზაციებიდან. მთლიანობაში გრანტის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის ხარჯზე თანდათანობით კლებულობს ქვეყნის გარედან სახსრების მოზიდვის აუცილებლობა.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მესამე წყაროა, ე.წ. სხვა შემოსავლები, რომელიც 2008 წელს დაგეგმილია 473,1 მლნ ლარით.

ხარჯები. 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაგეგმილია 4,5 მლრდ ლარით, რაც 0,5 მილიარდი ლარით მეტია 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი 26,8 პროცენტი მოდის სოციალურ უზრუნველყოფაზე, მეორე ადგილზეა ხარჯები საქონელსა და მომსახურებაზე (22,7%25), მესამეზე - შრომის ანაზღაურება - 19,9%25. შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით უფრო მეტად არის სოციალურად ორიენტირებული.

2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა ინდიკატორების წარმოდგენისას ახლებურადაა განმარტებული რამდენიმე კატეგორია: კერძოდ, ბიუჯეტის შემოსულობების კატეგორიაში გაჩნდა ცნებები: არაფინანსური აქტივები და ფინანსური აქტივები. არაფინანსური აქტივები მოიცავს არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებულ სახსრებს. ამაში შედის ფიქსირებული კაპიტალური აქტივებისა და მიწის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები და არასახელმწიფო წყაროებიდან მობილიზებული კაპიტალური ტრანსფერები. ფინანსური აქტივები მოიცავს ფინანსური აქტივების ოპერაციებიდან, მათ შორის, არამატერიალური აქტივების რეალიზაციიდან შემოსავალებს, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან მიღებულ დივიდენდებს, ეროვნული ბანკის მოგებას, ადმინისტრაციულ გადასახადებს, სესხების დაბრუნებით მიღებულ შემოსავალს.

ზემოაღნიშნული კატეგორიები საფუძვლად დაედო ბიუჯეტის პროფიციტის და დეფიციტის გაანგარიშების მეთოდოლოგიას, რაც ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა საბიუჯეტო კანონმდებლობაში.

შემოთავაზებული მეთოდიკის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა წარმოადგენს ბიუჯეტის საოპერაციო სალდოს, ხოლო საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებს შორის სხვაობა მთლიან სალდოს. არსებითი სახის სიახლეა ის, რომ დადებითი მთლიანი სალდო იწოდება სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტად, ხოლო უარყოფითი მთლიანი სალდო დეფიციტად. მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ მეთოდიკის შემოღებამდე ბიუჯეტი პროფიციტად ითვლებოდა ერთი მხრივ, ბიუჯეტის შემოსავლებსა და ფულად გრანტებს და მეორე მხრივ, ხარჯებსა და დაკრედიტებას შორის დადებითი სხვაობა, ხოლო უარყოფითი სხვაობა წარმოადგენდა ბიუჯეტის დეფიციტს.

რა თქმა უნდა, წარმოდგენილი ახალი მეთოდოლოგია საერთაშორისო ფინანსურ სტატისტიკასა და აღრიცხვაში ფართოდ აპრობირებული და მიღებულია, ვინაიდან იგი უფრო რეალურად და გამჭვირვალედ ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად ინდიკატორებში მიმდინარე ცვლილებებს.

აღნიშნული მიდგომიდან გამომდინარე, 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 591 მილიონი ლარის ტოლია, რაც არის სხვაობა ბიუჯეტის შემოსავლებს (5,1 მლრდ ლარი) და ხარჯებს (4,5 მლრდ ლარი) შორის. 2007 წელთან მიმართებაში ზრდა შეადგენს 79,9 პროცენტს. ტრადიციული მეთოდოლოგიით, ეს მაჩვენებელი (სხვაობა ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის) განსაზღვრავდა ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდეს. გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ 2008 წელს 2007 წელთან შედარებით ბიუჯეტის დეფიციტი, ძველი მეთოდოლოგიის გამოყენების შემთხვევაში, კი არ შემცირდა, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა კიდევაც.

2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების ცვლილება განსაზღვრულია 591,6 მლნ ლარით. ამასთან, აქტივების ზრდა შეადგენს 903,8 მლნ ლარს, ხოლო კლება - 312,1 მლნ ლარს (903,8 - 312,1 = 591,7). მთლიანი სალდო, რომელიც გაიანგარიშება, როგორც საოპერაციო სალდოს (591,9 მლნ ლარი) და არაფინანსური აქტივების ცვლილებას (591,6 მლნ ლარი) შორის სხვაობა შეადგენს 275 ათას ლარს, ანუ ამ მეთოდოლოგიით 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის პროფიციტური. ამავე მეთოდოლოგიით, 2007 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლების გაანგარიშება გვიჩვენებს, რომ იგი დეფიციტურია (328,9 - 465,8 = -136,9). ანალოგიური გაანგარიშებით 2006 წლის ბიუჯეტი პროფიციტურია და თანაც საკმაოდ დიდი მოცულობით (286,8 - (-65,9) = 352,7) - 352,7 მლნ ლარით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნები:

პირველი, 2008 წლის ბიუჯეტის პროფიციტურობა (275 ათასი ლარი) გამოწვეულია მხოლოდ გაანგარიშებებში მსოფლიო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით. თუ ძველ ტრადიციულ მეთოდოლოგიას გამოვიყენებთ მიმდინარე წლის ბიუჯეტი აშკარად დეფიციტურია. პროფიციტურობა დაფუძნებულია კაპიტალურ შემოსავლებზე (ქონების და მიწის პრივატიზაცია). თუ ეს თანხა არ აკუმულირდა ბიუჯეტში (იგი ძველი მეთოდოლოგიით აღირიცხებოდა ბიუჯეტის შემოსავლებში, ახალი მეთოდოლოგიით კი გატანილია მის გარეთ და ასახულია მუხლში არაფინანსური აქტივების ცვლილება), მაშინ ბიუჯეტი დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.

მეორე, მთავრობის მიერ გაცხადდა, რომ 2008 წლის ბიუჯეტის პროფიციტურობა პირველად იქნა მიღწეული, რაც, ჩვენი აზრით, დასაზუსტებელია. საქმე იმაშია, რომ თუ მოვიშველიებთ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პირველ მუხლში მოყვანილ მაჩვენებლებს, გამოდის, რომ 2006 წელს მთლიანი სალდო შეადგენდა პლიუს 352,7 მლნ ლარს, რაც აშკარად წინააღმდეგობაშია მთავრობის ზემოხსენებულ განცხადებასთან. ცნობილია, რომ ფაქტობრივად 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტით დაიგეგმა და შესრულდა კიდევაც.

მესამე, 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორიენტაციამ ფაქტობრივად მხოლოდ ნაწილობრივ იცვალა მიმართულება. დღემდე ძირითადი ორიენტირი იყო ინფრასტრუქტურული სფეროების პრიორიტეტული დაფინანსება, რაც გამოიხატებოდა როგორც საწარმოო, ასევე სოციალური ინფრასტრუქტურის წინმსწრები ტემპებით დაფინანსებაში. განსაკუთრებით დიდი მოცულობის სახსრები მოხმარდა საბიუჯეტო ორგანიზაციათა ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, ტექნიკის შეძენას, ოფისების კეთილმოწყობას.

როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე დიდი მოცულობით ხარჯების ზრდა გათვალისწინებულია სოციალურ დაცვაზე (240,8 მლნ ლარით) და იგი 2008 წელს შეადგენს 1048,9 მლნ ლარს. ამასთანავე, სოციალურ დაცვაზე ხარჯების სტრუქტურა სერიოზულ კითხვებს ბადებს. კერძოდ, გაუგებარია რა მოსაზრებით და არგუმენტებით მცირდება ხარჯები ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ დაცვაზე, უმუშევართა სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად ხარჯების გაწევა კი საერთოდ არ არის გათვალისწინებული, რაც ქვეყანაში არსებული უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონის პირობებში გამართლებულად არ ჩაითვლება.

ვალდებულებები. კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებათა ზრდა განსაზღვრულია 187,6 მლნ ლარით, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიერ გამოსაყოფი გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტი - 32 მლნ, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტი - 155,6 მილიონი ლარით.

2008 წელს საშინაო ვალდებულებების ზრდა არ არის გათვალისწინებული, პირიქით, მისი მოცულობა უნდა შემცირდეს 30 მლნ ლარით.

სახელმწიფო ვალი. სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2008 წლის ბოლოსათვის განისაზღვრა არა უმეტეს 4,4 მლრდ ლარისა, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალია - 3,0 მლრდ ლარი, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი, 1,4 მლრდ ლარი.

ასიგნებები. ასიგნებების დაგეგმვას საფუძვლად დაედო მსოფლიო სავალუტო ფონდის საბიუჯეტო სტატისტიკის მეთოდოლოგია, რომლის თანახმად, ბიუჯეტის ასიგნებები აერთიანებს მხარჯავ დაწესებულებათა ხარჯების გასაწევად, ფინანსურ და არაფინანსური ოპერაციებსა და ვალდებულებებზე განსახორციელებლად გამოყოფილ სახსრებს. კერძოდ, 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები შეადგენს 5.705.150. ათას ლარს, რაც 235,2 მლნ ლარით, ანუ 4,3 პროცენტით მეტია 2007 წელთან შედარებით. მთლიანი ასიგნებიდან 4,5 მლრდ ლარი მოდის ხარჯებზე, 903,8 მლნ ლარი არაფინანსურ აქტივებზე და 93,4 მლნ ლარი ფინანსურ აქტივებზე.

2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი მოცულობის ასიგნება (1,2 მლრდ ლარი) გამოყოფილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის. იგი მთელი ასიგნებების 22,5 პროცენტს შეადგენს. 2007 წელს ამ კუთხით პირველ ადგილზე იყო თავდაცვის სამინისტრო, რომლის გეგმიური ასიგნება 1,4 მლრდ ლარს აჭარბებდა. 2008 წლის ბიუჯეტით თავდაცვის სამინისტროს შეუმცირდა დაფინანსება თითქმის 300 მილიონით და მან შეადგინა 1,1 მლრდ ლარი. ასიგნებათა მოცულობის კრიტერიუმით მესამე ადგილზე მოდის ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც გამოეყო მთლიანი საბიუჯეტო ასიგნების 18,6%25, რაც ერთ მილიარდ ლარზე მეტია. მხარჯავ დაწესებულებათა ასიგნებების სტრუქტურაში მაღალი წილით არიან აგრეთვე წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტრო (10,5%25), განათლების და მეცნიერების სამინისტრო (8,5%25), ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (6,7%25).

ასიგნებათა დაგეგმვისა და პროგნოზირების ამჟამად მოქმედი სისტემა საბიუჯეტო სახსრების ეფექეფექტიანად, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენების საშუალებას ნაკლებად იძლევა. თითოეული მხარჯავი დაწესებულება ცდილობს ფინანსთა სამინისტროს დაუსაბუთოს რაც შეიძლება მაქსიმალურად დიდი, მეცნიერულად და პრაქტიკულად დაუსაბუთებელი თანხის გამოყოფის აუცილებლობა. სამწუხაროდ, სუსტია ან საერთოდ უგულვებელყოფილია ნორმატივები და დასაბუთებები საბიუჯეტო განაცხადებზე. არ არის ერთიანი მიდგომა, რის გამოც, როგორც წინა წლების, ასევე 2008 წლის ბიუჯეტში საკმაოდ მრავლადაა წარმოდგენილი ელიტარული მხარჯავი დაწესებულებები. ელიტარულობის ხარისხი კი განისაზღვრება ამა თუ იმ მხარჯავი სუბიექტის ხელმძღვანელის პოლიტიკური გავლენის ხარისხით და სხვა კერძო მახასიათებლებით. შესაბამისად, ელიტარული მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელს მისდამი უხვად გაცემული ასიგნებების გამო, შეუძლია თავისი პირადი შეხედულებებით აზარდოს ხელფასები, გასცეს ყოველთვიური პრემიები, მონაწილეობა მიიღოს პიარ-კამპანიებში, იაროს ძვირადღირებულ უმიზნო მივლინებებში, თანაც გუნდურად, დაინიშნოს უკანონო დაცვა, ხშირ-ხშირად ჩაატაროს ოფისის ევრორემონტები, ცვალოს ძვირადღირებული ავტომანქანები და, წარმოიდგინეთ, იქონიოს პერსონალური ლიფტიც კი! და ყველაფერი ეს სახელმწიფოს ხარჯზე! ასეთი ელიტარები თავისუფლად აღწევენ ლობირებას, როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში მათ მიერვე გამოთხოვილ უსაფუძვლო საბიუჯეტო სახსრებზე. 2008 წლის ბიუჯეტში წარმოდგენილია ელიტარული მხარჯავი დაწესებულებები, რომელთაც საშტატო რიცხოვნობის წინა წელთან შედარებით 2-ჯერ შემცირებისა და ხელფასების საკმაოდ მაღალი დონის მიუხედავად, საბიუჯეტო ასიგნება მაინც მნიშვნელოვნად გაეზარდათ, რაც ჩვენი აზრით, დემოკრატიულ ქვეყანაში დაუშვებელია.

როგორც ჩანს, მომწიფდა დრო, სამთავრობო დონეზე შემუშავდეს ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც მხარჯავ დაწესებულებათა ხელმძღვანელებს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად გამოყენებას დაავალდებულებს.

სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია „იაფი კრედიტის“ პროგრამა, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო დაპირებიდან საქართველო სიღარიბის გარეშე და ცხადია, მისი მიზანი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გზით სიღარიბის დონის შემცირება. ჩვენი აზრით, გამომდინარე პროგრამის ძირითადი მიზნიდან, უთუოდ უნდა ჩადებულიყო დასაქმების დონის ამაღლება, ანუ უმუშევრობის შემცირება სწორედ ამ მაჩვენებელთან მიმართებაში განსაზღვრულიყო საკრედიტო რესურსიდან გაცემული სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი. რაც მეტ უმუშევარს დაასაქმებდა სესხის მიმღები (ბენეფიციარი) ფიზიკური და იურიდიული პირი, მით უფრო უნდა შემცირებულიყო სესხის საპროცენტო განაკვეთი, რაც მათ დაასტიმულირებდა ახალი სამუშაო ძალის მოზიდვაში, არც თეორიულად და არც პრაქტიკულად არაა გამორიცხული, რომ იაფი სესხის მომხმარებელმა თანხა მიმართოს ძვირადღირებული ტექნიკისა და ტექნოლოგიის შეძენაზე და ამით უზრუნველყოს წარმოების ან მომსახურების ზრდა, ხოლო უმუშევართა დასაქმების პრობლემა განზე დარჩეს. განსაკუთრებით ეს ეხება ქვეპროგრამებს ექსპორტის წახალისება და რეგიონული ტურიზმის და ხალხური რეწვის განვითარება.

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, მიზანშეწონილია შესაბამისმა სამინისტროებმა შეიმუშაონ იაფი სესხის გაცემისა და გამოყენების კომპლექსური მეთოდიკა, რომელიც უზრუნველყოფს საკრედიტო რესურსების როგორც სამართლიან განაწილებას, ასევე მათი გამოყენების მაღალი შედეგიანობის მიღწევას.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ საბიუჯეტო პროცესის სამართლებრივი და ორგანიზაციული სრულყოფის მცდელობის პარალელურად, დღემდე გადაუჭრელია მთელი რიგი საკითხები. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ვერ მოხერხდა საბიუჯეტო კანონმდებლობის იმ დონემდე სრულყოფა, რომ არსებითად გაზრდილიყო სახელმწიფო სახსრების გამოყენების ეფექტიანობა. საბიუჯეტო კანონები დაქსაქსულია, არაა ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანილი, ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანი, გაუგებარი და არაშესრულებადია. ათიოდე წლის წინ იყო იდეა შექმნილიყო საბიუჯეტო კოდექსი, რომელიც გააერთიანებდა ცალ-ცალკე ავტონომიურად არსებულ საბიუჯეტო კანონებს და გაზრდიდა პრაქტიკაში მათი რეალიზაციის ეფექტიანობას. ეს იდეა, რომლის ერთ-ერთი ავტორი მეც გახლდით, დღემდე აქტუალურია. მისი პრაქტიკული რეალიზაცია უთუოდ ხელს შეუწყობს საბიუჯეტო პროცესის სრულყოფა- განვითარებას.

0x01 graphic

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის საბიუჯეტო პროცესის სრულყოფას, მდგომარეობს საკადრო პოლიტიკაში. მართალია, ბიუჯეტი თავისი ბუნებით ეკონომიკური კატეგორიაა, მაგრამ, ასევე მისი ბუნებიდან გამომდინარე, იგი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტია, რის გამოც, ძალზედ გაზრდილი მრავალმხრივი დატვირთვა გააჩნია. ბიუჯეტის განცალკევება გადასახადებისაგან დაუშვებელია. გადასახადები ყველაზე ძლიერი ეკონომიკურ- პოლიტიკური კატეგორიაა, რომელიც არჩევნების მოგება- წაგებაში წამყვან როლს ასრულებს. გამომდინარე აქედან, საბიუჯეტო პროცესის ნორმალურად და ეფექტიანად წარმართვა შეუძლიათ, უპირველეს ყოვლისა, მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს, რომლებიც იმავდროულად დაჯილდოებულნი არიან პოლიტიკური ნიჭით.

მესამე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფო სახსრების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებას, საბიუჯეტო პროცესზე, მთელს მის ჯაჭვზე საზოგადოებრივ-სახელისუფლებო მონიტორინგის დაბალი დონეა. ეს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური თემაა, რომლის გადაჭრა დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების გაღრმავება- განვითარებაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი უახლოეს პერსპექტივაში დადებითად გადაწყდება.

მაშ ასე, 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიღებული და ამოქმედებულია. იგი არა მხოლოდ სოციალურად, არამედ, უფრო მეტად პოლიტიკურად არის დატვირთული. ახლა მთავარია ბიუჯეტმა უზრუნველყოს პოლიტიკური დატვირთვის პრაქტიკული რეალიზაცია. მთავარია, ქვეყნის სტაბილურობა და სხვადასხვა პოლუსიანი სოციალურ- პოლიტიკური ენერგიების დაბალანსება, რაც არც ისე ადვილია.

5 პროფკავშირები - ხელისუფლების საპირწონე

▲back to top


პროფკავშირი - კომუნიზმის სკოლაა - ამტკიცებდნენ კომუნისტები. დემოკრატიულ ქვეყნებში კი პროფკავშირები ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას წარმოადგენდა და ახლაც ასეა.

0x01 graphic

აბჭოთა კავშირის პროფკავშირები ძირითადად დეფიციტურ პროდუქციას ანაწილებდნენ მოწინავე მუშაკებზე - ე.ი. კომუნიზმის პირობებში „უფასო“ საქონლის განაწილების პრაქტიკას გადიოდნენ. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, დეფიციტური საქონელი „დამრტყმელი“ მუშების ნაცვლად „სამეურნეო მუშაკებზე“ ნაწილდებოდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბჭოთა პროფკავშირს ჰქონდა ერთი საკმაოდ დემოკრატიული უფლება - მისი ნებართვის გარეშე თანამშრომლის განთავისუფლება ყოვლისშემძლე პარტკომსაც კი არ შეეძლო. ამრიგად, კომუნისტური პარტია მხოლოდ პროფკავშირს აძლევდა ოფიციალური ოპოზიციონერობის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შრომის კანონმდებლობის ფარგლებში.

საბჭოთა კავშირში პარტკომელებს ისე ჰყავდათ დაშინებული მთელი მოსახლეობა, რომ მათდამი ოპონირებას ცოტა ვინმე თუ ბედავდა, თუმცა იურიდიულად მაინც არსებობდა ამის უფლება. ამ უფლებებს ხანდახან იყენებდნენ კიდეც ავტორიტეტული ხალხოსნები.

თანამედროვე საქართველოში პროფკავშირებს (რომელსაც მხოლოდ სახელწოდება შემორჩა) და ზოგადად ოპოზიციას მხოლოდ ლანძღვა-გინების უფლება გააჩნია. არ არსებობს არცერთი ბერკეტი იმისათვის, რომ ოპოზიციამ რაიმე რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას - არათუ, საკანონმდებლო, არამედ სასამართლო დონეზედაც კი.

დღევანდელი პარლამენტი ფაქტიურად ერთპარტიულია, ხოლო, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ადმინისტრაციული აპარატის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ერთი სიტყვით, მართვის სისტემა ისევ საბჭოურია - მხოლოდ ეკონომიკაა კაპიტალისტური.

ფართო მასების ასეთი მასობრივი უუფლებობა სიღატაკის მაღალ დონეს იწვევს, რისი გადალახვაც მხოლოდ იაფი კრედიტებითა და ინვესტიციების მოზიდვით შეუძლებელია.

მაგალითად, საკმაოდ ბევრი ბიზნესმენი აცხადებს, რომ მათ პროკურატურა გაცილებით მეტ ფულს ცინცლავს სხვადასხვა ფონდებში, ვიდრე ამას კანონიერი ქურდები ითხოვდნენ თავიანთი „ობშიაკისათვის“. ეს კი ნამდვილად არ ზრდის სარეინვესტიციო თანხების მოცულობას. გარდა ამისა, კრიმინალები ასე თუ ისე იცავდნენ თავის დაუწერელ კანონებს იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში პატიოსანი ყაჩაღებისა და სიტყვის კაცების რეპუტაცია ჰქონოდათ. წარმატებებით გაბრუებული ხელისუფლება დაწერილ კანონებსაც არად დაგიდევს. პირველ რიგში, კანონებს სწორედ ის ორგანოები არღვევენ, რომლებმაც ეს კანონები უნდა დაიცვან.

როგორც წესი, კრიმინალები მხოლოდ „გოიმებს“ ჩაგრავდნენ, რადგან, „გაგებულების“ დაჩაგვრას შეიძლება ავტორიტეტების „ჩამოლაბორანტება“ მოჰყოლოდა.

ხელისუფლება კი ყველას ჩაგრავს - გაგებულებსაც და გოიმებსაც: ბოლო დრომდე გლეხს შეშაზე ნებართვის აღება და შემდეგ ამ შეშის დამზადება-გადაზიდვა „გინესრეკორდულ“ დროში - 24, თუ 48 საათში უნდა მოესწრო - წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე დამზადებულ შეშას ჩამოართმევდნენ... გარდა ამისა, ზოგიერთ რეგიონში გლეხებს აუკრძალეს კენკრის მოკრეფა - აქაოდა, ჩიტებს სჭირდებათო.

როგორ უნდა მოახდინონ ფართო მასებმა ხელისუფლების კონტროლი? - ერთი შეხედვით, არსებობს ხალხის მიერ არჩეული საკრებულოები, რომლებიც თავიანთი კომისიებით ახდენენ დანიშნული ადმინისტრაციების კონტროლს. მაგრამ ასეთი სახალხო კონტროლს მიღმა რჩება სამინისტროები - პირველ რიგში, თავდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი სრულიად გაუმჭვირვალეა...

ამ ბოლო ხანებში მასობრივი უკმაყოფილების ძლიერი ფაქტორი იყო საკუთრების უფლებების მასობრივი დარღვევები, უდანაშაულობის პრეზუმფციის არარსებობა სამართალდამცავ ორგანოებში და ა.შ. ამ დარღვევების კონტროლი მხოლოდ მიტინგებით შეუძლებელია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მასობრივი მიტინგები, როგორც წესი, ფართო მასების გამარჯვებით მთავრდება-ხელისუფლებამაც დაანება თავი თავხედურ გამოხდომებს და მართვის უფრო დემოკრატიულ „მანერებზე“ გადავიდა. ამ მიღწევების მიუხედავად, ოპოზიციამ მაინც ვერ დაამტკიცა თავისი იდეალისტური პათეთიკის გულწრფელობა.

ჩვენთვის სამაგალითო ევროპაში კი პოლიტიკური იდეალიზმი ხანდახან აბსურდამდე მიდის:

უნგრეთში მასობრივი მიტინგები მხოლოდ იმისათვის გაიმართა, რომ ხელისუფლება გაყალბებულ მაკროეკომიკურ მაჩვენებლებს აქვეყნებდა სრულიად პრაგმატული მიზნით - უარყოფით ინფორმაციას პანიკა რომ არ გამოეწვია და ეკონომიკური ზრდა არ შეჩერებულიყო.

მაგრამ, უნგრელებმა ეს იუკადრისეს - „გეთქვათ სიმართლე და შემოსავლების შემცირებას ავიტანდით როგორმეო.“ ამ მოტივით გამართეს უფრო მასობრივი მიტინგები, ვიდრე, ეს თბილისში „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მაინც არ გადადგა - „მე თქვენზე ზრუნვით ვიტყუებოდი და მადლობას უნდა მეუბნებოდეთ, ქვეყანა რომ ეკონომიკურ ვარდნას გადავარჩინეო“.

ამ დროს საქართველოში სტატისტიკის დეპარტამენტი სულ აჟურული ინფორმაციებით გვატყუებს და ეს არც ერთ ქართველს არ ადარდებს ზოგი ექსპერტის გარდა, თუმცა, არც ამ ექსპერტებს ემართებათ პანიკები...

ფრანგებისიდეალიზმმა ხომ სულ ზღვარს გადააჭარბა - პარიზში მასობრივი მიტინგები გამოიწვია ერთი შეხედვით უაზრო კანონმა: ბიზნესმენებმა მიიღეს უფლება განმარტების გარეშე გაანთავისუფლონ ახლადმიღებული თანამშრომლები პირველი 2 წლის განმავლობაში. რად უნდოდა ამას უფლება? - გალანტურმა ფრანგმა ბიზნესმენებმა მშვენივრად იციან, თუ რა სტანდარტული ფრაზით უნდა მოიშორონ მოძულებული თანამშრომელი: თქვენ უდაოდ მაღალი დონის სპეციალისტი ბრძანდებით, მაგრამ, ვერ აკმაყოფილებთ კომპანიის კორპორაციული კულტურის კრიტერიუმებს“... ალბათ, ფრანგ ბიზნესმენებს მოსწყინდათ ასეთი პირფერობა და განთავისუფლების ვაჟკაცური, „ამერიკული“ მეთოდის დაკანონება მოითხოვეს. მაგრამ, ვერ დაიკანონეს...

ავსტრიაში მომიტინგეებმა ქვეყნის კანცლერიც კი გადააყენეს იმის გამო, რომ იგი ზღუდავდა ქვეყანაში აზიელ- აფრიკელი ემიგრანტების შემოსვლას. ავსტრიელებმა თავისი კანცლერი ფაშიზმში თუ რასიზმში დაადანაშაულეს და პოლიტიკიდან გააძევეს.

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ სტუმართმოყვარე ქართველებს ძალიან არ მოსწონთ ქვეყანაში ჩინელებისა თუ ზანგების ასეთი მასშტაბური მომრავლება. აქედან გამომდინარე, მათი შემოსვლის შეზღუდვას, ალბათ არც ერთი ქართველი არ გააპროტესტებს.

არსებობს სხვა მაგალითები - ასე მაგალითად, გერმანიაში არაერთი კანონი შეუცვლიათ მასობრივი მიტინგების შედეგად და მინისტრებიც ბევრი გადაუყენებიათ. მაგალითად გერმანიის სოცუზრუნველყოფის მინისტრი მხოლოდ იმისათვის დაითხოვეს სამსახურიდან, რომ იგი სამსახურის ავტომობილით დადიოდა თავის აგარაკზე, რისთვისაც ზედმეტ 1 თუ 2 ლიტრ სახელმწიფო ბენზინს ხარჯავდა.

(მისგან განსხვავებით საქართველოს ბიუჯეტის არც თუ მცირე ნაწილი მაღალჩინოსნების გასართობ ვოიაჟებზე იხარჯება...)

გერმანელთა საყვარელი პლაკატი მასობრივ მიტიგებზე არის Wir sind das Volk- ჩვენ ვართ ხალხი“. ამ ლოზუნგის ქვეტექსტი ალბათ გასაგებია. საქართველოში კი გამეფებულია სრულიად საწინააღმდეგო სტერეოტიპი - მე პატარა კაცი ვარ, რასაც ზემოდან მეტყვიან, იმას გავაკეთებ. მურვანიძის რეზოლუციის გარეშე ამ სურათს არ გავიტან“...

ასეთი სახალხო განწყობით სარგებლობენ სხვადასხვა „რჯულის“ „მურვანიძეები“ - ჯერ აყალიბებენ პოლიტიკურ „აქტივს“, შემდეგ, ტრიბუნებზე გამოდიან და გაჰყვირიან: ჩვენა ვართ უკეთილშობილესი რაინდები საქართველოსი. მოდით ხალხნო, შემოგვიერთდით - ერთად გადავარჩინოთ და ავაყვავოთ საქართველოო.

0x01 graphic

თუ როგორი „რაინდები“ არიან ასეთი პოლიტიკოსები - ეს ძალიან კარგად გამოჩნდა „კუდ“-ის იმ ფარული ჩანაწერებიდან, რომელიც მთელმა საქართველომ იხილა.

არადა, რაინდობა ალბათ ერთადერთი შუასაუკუნეობრივი ტრადიციაა, რომელიც საქართველოში რატომღაც არ დამკვიდრდა.

სხვა ტრადიციები კი საკმაოდ ძლიერად შემოგვრჩა: მაგალითად, თავადები ჭიდაობით თავს არ იღლიდნენ და არ იწუხებდნენ: თავის ნაცვლად თავიანთ ფალავნებს (ყმა გლეხებს) აჭიდავებდნენ. რომელი თავადის ფალავანიც გაიმარჯვებდა - ის თავადი ითვლებოდა „ჩემპიონად“ გლეხის მაგივრად.

ბოლო დროის მოვლენებმა ცხადყო, რომ პოლიტიკური პარტიები ხალხს მიიჩნევენ არა ამომრჩევლად, არამედ, თავიანთ ფალავნებად შუასაუკუნეობრივი ბატონებივით. პოლიტიკურ ასპექტში ხალხს განიხილავენ არა როგორც თანამშენებელს, არამედ, როგორც რაღაც ჯოგს, რომელიც უნდა დაარწმუნო პარტიული სიცრუის სიმართლეში.

თითქმის ყველა პარტია აყალბებს საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შედეგებს - თითქმის ყველა პარტია ისეთ ციფრებს აქვეყნებს, რომელიც მხოლოდ მათ აწყობთ და გაყალბებას ყველა სხვა დანარჩენს აბრალებს. როგორ გაიგოს „ფალავანთა ჯოგმა“, თუ ვისი მონაცემებია უფრო სწორი? ნამდვილი ციფრები ალბათ მხოლოდ უშიშროებაში თუ იციან, მაგრამ, „მსტოვართა სპა“ მთავრობას ემსახურება და არა ხალხს.

ასეთ ტოტალურ სიყალბეში იმარჯვებს ის პარტიული აქტივი, ვინც უფრო მეტ ამომრჩეველს დაარწმუნებს თავისი სიყალბის „ჭეშმარიტებაში“ - ე.ი. იმარჯვებს გაიძვერობა, თვალთმაქცობა და არა სიმართლე.

მაგრამ, ხომ შეიძლება, რომ ამომრჩეველთა მეორე ნაწილი მეორე პარტიის სიყალბეს მიემხროს? არადა, ყველა „პარტაქტივი“ ამტკიცებს, რომ მათთვის უზენაესია ქართველი ხალხის ნება, თითქოს მთელ ხალხს ერთი ტვინი ჰქონდეს. ეს ნამდვილად არ არის ასე:

არჩევნებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა 6,67%25- საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა, ოღონდ, კი მათ დენის და გაზის საფასური გადაუხადონ.

ქართველთა მხოლოდ 0,7%25-მა მოინდომა თევზის ჭერის სწავლა - დანარჩენებმა, ალბათ უკვე იციან...

ამომრჩეველთა 0,19%25- ისევ სტანჯავს დიდ რუსეთთან ძმობის ნოსტალგია...

ნებისმიერ ხალხს, მათ შორის ქართველებს, მხოლოდ ერთი - ერთიანი ეროვნული მიზანი გააჩნია - ეს არის კეთილდღეობა და თუ მაინცდამაინც აქცენტს კიდევ უფრო გავაძლიერებთ, შეიძლება ითქვას, კულტურა, სპორტი, ტრადიციები და ტერიტორიული მთლიანობა.

დაპირისპირება იწყება მაშინ, როდესაც განიხილება ამ კეთილდღეობის მიღწევის მეთოდები: პოლიტიკური დავის უმთავრესი საგანია საკუთრების ფორმები. არანაკლები სიმწვავის სადაო საკითხია სიმდიდრის გადანაწილების მეთოდები და პროპორციები. ამ ორ საკითხთან პარალელურ რეჟიმში კამათობენ მართვის პოლიტიკური მოდელების შესახებ. თუ იდეალისტობას თავს დავანებებთ, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური მართვის ფორმა საკუთრებისა და მისი გადანაწილების ფორმებზეა დამოკიდებული. იდეალისტებისთვის კი ეს ურთიერთდამოკიდებულება პირიქითაა.

როდესაც ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან - მაშინ, იწყება მიტინგები, სამოქალაქო ომები, ქაოსი, ანარქია და ა.შ.

ისმება ლოგიკური კითხვა: როდემდე უნდა ვარკვიოთ ყველა საკითხი მასობრივი მიტინგების და სამოქალაქო ომების საშუალებით?

ხელისუფლებას არანაკლები მომიტინგის გამოყვანა შეუძლია, ვიდრე ოპოზიციას. კი მაგრამ, რა შედეგს მივიღებთ ამით? - მასობრივი მუშტი- კრივი ფართო მასებს შორის? ეს ხომ უკვე გავიარეთ! - 1991 წელს სამოქალაქო ომი ზუსტად რომ მიტინგების შეტაკებით დაიწყო: ზვიად გამსახურდიას მომხრე მომიტინგეებმა მხოლოდ მუშტებით (თუ მცირე რაოდენობით ქვებს, ბოთლებს და დროშის ტარებს არ ჩავთვლით) ადვილად დაამარცხეს „დემოკრატთა“ 50000-იანი მიტინგი და სულ კინწისკვრით გაჰყარეს რუსთაველის გამზირიდან. მაგრამ, მუშტი- კრივში დამარცხებული „დემოკრატები“ მეორე დღეს ტანკებითა და ზარბაზნებით დაბრუნდნენ. ეს ხომ საქართველოსათვის მწარე მაგალითი და მოუშუშარი ტკივილია?!

ხომ არ სჯობია, რომ ჩვენც ვთქვათ გერმანელებივით ჩვენ ვართ ხალხი და ჩვენც ჩამოვაყალიბოთ ხელისუფლების კონტროლის უფრო მშვიდობიანი და ნაკლებადმსხვერპლიანი მექანიზმები?

ევროპის პროფკავშირული მოდელი საქართველოში ნამდვილად არ გამოდგება, რადგან, თვითონ ევროპელები გადადიან ქართულ მოდელზე - თანამედროვე ევროამერიკული მენეჯმენტის მიხედვით, კომპანიის კოლექტივი უნდა წარმოადგენდეს ერთიან მეგობრულ გუნდს და არა კლიენტარულ ორგანიზაციას, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან მესაკუთრეები და დაქირავებულთა პროფკავშირები.

საქართველოში კი კაპიტალიზმის პირველივე დღეებიდან ყველა კომპანია მეგობართა გუნდებისგან იყო დაკომპლექტებული....

პროფკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შესაძლებლობაა ის, რომ მას შეუძლია ობიექტური ინფორმაციის მოპოვება-შეგროვება, ხოლო ვინც ფლობს ინფორმაციას - ის ფლობს მსოფლიოს.

მეტიც პროფკავშირებს „უშიშროებაზე“ უფრო ზუსტად შეუძლიათ დაადგინონ პოლიტიკოსთა ნამდვილი რეიტინგი იგივე ფარული კენჭისყრით.

ასევე პროფკავშირებს შეუძლიათ დაადგინონ შეუსაბამობა გამოშვებულ პროდუქციის ნამდვილ რაოდენობასა და ფირმის დეკლარაციაში გამომზეურებულ ციფრებს შორის - ვინ ვინ და პირველ რიგში მუშამ იცის, თუ რამდენ ნივთს აწარმოებს იგი დღეში. ეს რაოდენობა შეიძლება საგადასახადო ინსპექტორმაც ვერ დაადგინოს ზუსტად.... ან არ დაადგინოს, თუ სამუშაოები სახელმწიფო დაკვეთით მიმდინარეობს.

სად რა ინფორმაცია უნდა შეიკრიბოს და სად როგორ უნდა გამოიყენებოდეს - ეს ხანგრძლივი განხილვის საგანია.

მოკლედ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების კონტროლის ყველაზე ოპტიმალური საშუალებაა კონტროლის პალატის დემოკრატიზაცია. საქართველოს ხელისუფლებისთვის კონტროლის პალატა საკმაოდ უხერხული ორგანიზაციაა, მაგრამ მის არსებობას ხომ ევროსტანდარტები მოითხოვენ?!

ამ ევროსტანდარტებს ადვილად უვლიან გვერდს ქართველი ხელისუფალნი: კონტროლის პალატას თავისივე ერთგული ადამიანებით აკომპლექტებენ. მინისტრთა „კოჰორტის“ ყოველი ცვლილებისას, სრულად იცვლება კონტროლის პალატის მთელი შემადგენლობა. იგივე განმეორდა სულ რამდენიმე თვის წინ - კონტროლის პალატიდან ისე დაითხოვეს 400 თანამშრომელი, რომ მიზეზად რაღაც ოპტიმიზაცია დაასახელეს. სანაცვლოდ მიიღეს მორჩილი ახალი თანამშრომლები, რომლებიც ახალი მინისტრების ახლო მეგობრების კიდევ უფრო ახლო მეგობრები არიან.

თუ ხელისუფლებას არ ეშინია სახალხო კონტროლის, მაშინ ჩვენ - ხალხმა უნდა მივაღებინოთ პარლამენტს კანონი, რომლის მიხედვითაც, კონტროლის პალატა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

ე.ი. თუ პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო ამომრჩეველთა ხმის თუნდაც 1%25, მაშინ, მისმა წარმომადგენლებმა კონტროლის პალატაში უნდა მიიღონ თანამდებობათა ზუსტად იგივე რაოდენობა, რამდენიც სხვა პარტიების წარგზავნილებმა. ე.ი. თანამდებობები თანაბრად უნდა გადანაწილდეს ყველა რეიტინგულ პარტიებს შორის. ასეთ მრავალფეროვან და პარიტეტულ კოლექტივს ნამდვილად გაუჭირდება გაერთიანება იმ მიზნით, რომ მთავრობის დანაშაულობანი დაფაროს და ამისთვის „წილში ჩაუჯდეს“. მით უმეტეს, თუ კონტროლის პალატის თანამშრომლებს მაღალი ხელფასები დაენიშნებათ. რაც არ უნდა მოხდეს, მრავალფეროვან კონტროლის პალატაში აუცილებლად მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც გამოამზეურებს იქ არსებულ დარღვევებს და კორუფციულ გარიგებებს. ამის პრეცენდენტები უკვე არის ... მაგალითისათვის მარტო სატყეო დეპარტამენტთან დაკავშირებული სკანდალიც საკმარისია.

ამრიგად, ჩვენ - ხალხმა უნდა დავყოთ კონტროლის პალატა ავამოქმედოთ მძლავრი პროფკავშირი და ვიბატონოთ მთავრობაზე.

კობა ბიწაძე
ექსპერტი

რედაქციისაგან: იმისათვის, რომ ხელისუფლებამ მისთვის დამახასიათებელი უფლებები სამართლიანად გამოიყენოს, მას საპირწონედ არა რომელიმე ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ოპონირება სჭირდება (რომელიც ხშირად პარტიკულარულ მიზნებს არ სცილდება), არამედ, ფართო მასების ინტერესების გამომხატველი გართიანებაა, რომელიც დამოუკიდებელიც იქნება და ორგანიზებულიც. ეს მითუმეტეს, აუცილებელია დღევანდელ საქართველოში, სადაც სასამართლო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები ადამიანის უფლებებს ელემენტარულადაც ვერ (ან არ) იცავენ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ე.წ. საბჭოთა პროფკავშირებმა თავისი შინაარსი და დანიშნულება დამყაყებული კომუნიზმის მზის ჩასვენებას თან გააყოლეს. მართალია, საქართველოში სახელწოდება შემოგვრჩა, მაგრამ, ვისი ინტერესების გამომხატველია ეს ფორმალური გაერთიანება, საზოგადოებამ ნამდვილად არ იცის!

ვგრძნობთ რა საკითხის აქტუალობას, ჟურნალის მორიგ ნომრებში რუბრიკით როგორი პროფკავშირი გვინდა?!“ სიამოვნებით დავუთმობთ ადგილს ნებისმიერ ოპონენტს (უპირველესად, სპეციალისტებს). ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და ამით ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.

6 ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

▲back to top


კიდევ ერთხელ სოციალურ და საშემოსავლო გადასახადების გაერთიანებაზე

0x01 graphic

სულიკო ფუტკარაძე,
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აჭარის
რეგიონალური ფილიალის თავმჯდომარე

საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა და დამატებებმა საშემოსავლო და სოციალური გადასახადების გაერთიანებით წარმოშობილი პრობლემების ნაწილი სამართლიანად გადაწყვიტა.

გადამხდელებისათვის უკვე ცნობილია, რომ 2008 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის №5280 რს კანონით (სსმ №30, 30. 07. 2007წ. ნაწილი I, ძალაშია 2007 წლის 13 აგვისტოდან) ამოქმედდა საშემოსავლო და სოციალური გადასახადების გაერთიანებისა და ერთიანი საშემოსავლო გადასახადის 25 პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრის წესი.

აღნიშნული გადასახადების ერთიან გადასახადად გაერთიანების დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ბევრი დაიწერა, მათ შორის, ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ფურცლებზეც. ცხადია, მასზე მკითხველის ყურადღების შეჩერებას აღარ ვაპირებთ, ფაქტის წინაშე ვდგევართ და საჭიროა მასთან დაკავშირებით წამოჭრილ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზეც ვისაუბროთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სსკ-ში საქართველოს 2007 წლის 7 დეკემბრის № 5569 რს კანონით შეტანილი ცვლილებები და დამატებები. ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ყოველთვიურ დამატებაში (№1(15) სექტემბერი, 2007 წ.) სტატიაში საგადასახადო კოდექსში კვლავ მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებებია მივუთითებდით, რომ 168- მუხლის 1 ნაწილის ) პუნქტის შესაბამისად, სასოფლო - სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მოწოდებით მიღებული შემოსავალი და დაქირავებული ფიზიკური პირებისათვის გაცემული ანაზღაურება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება საანგარიშო წლის განმავლობაში 100000 ლარს, თავისუფლდებოდა საშემოსავლო გადასახადისაგან 2008 წლის 1 იანვრამდე და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იყო საჭირო (ვადის გაგრძელების თვალსაზრისით), წინააღმდეგ შემთხვევაში სსკ-ში 2007 წლის 11 ივლისს შეტანილი აღნიშნული ცვლილება 2008 წლის 1 იანვრიდან შევიდოდა თუ არა ძალაში, იგი იმავე დღეს - 2008 წლის 1 იანვრს კარგავდა ძალას. სწორედ აღნიშნული პრობლემა მოგვარდა საგადასახადო კოდექსში 2007 წლის 7 დეკემბრის (№ 5569- II-ს) კანონით და სსკ-ის 168-ე მუხლის 1 ნაწილის მ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მოქმედების ვადა ცვლილების შესაბამისად განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვრამდე.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით უფრო დაიხვეწა და სრულყოფილი სახე მიიღო 281-ე მუხლის (გარდამავალი დებულებები) 23-ე ნაწილმა და თუ იგი თავდაპირველი - 2007 წლის 11 ივლისის რედაქციით იკითხებოდა:

23. 2011 წლამდე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ფიზიკური პირების დასაბეგრ შემოსავალზე (მათ შორის, გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემულ ანაზღაურებაზე და საქართველოში არსებული, დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემულ ანაზღაურებაზე) შეადგენს 12%25-, გარდა:

) დაქირავებული ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

) მეწარმე ფიზიკური პირის ან/და ამხანაგობის წევრი ფიზიკური პირის (ამ კოდექსის 206- მუხლის შესაბამისად) მიერ სამეწარმეო საქმიანობით მიღებული და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავლისა;

) ფიზიკური პირის მიერ, რომელსაც არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა, საწარმოსთვის, ორგანიზაციისთვის, ან მეწარმე ფიზიკური პირისთვის მომსახურების გაწევით მიღებული საზღაურისა, ან სარგებლისა;

) ამ კოდექსის 195-, 196- და 197- მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

0x01 graphic

ახალი რედაქციით კი იგი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: (სსკ, მუხლი 281, ნაწ. 23):

23. 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდების მიხედვით ფიზიკური პირის ქვემოთ ჩამოთვლილ დასაბეგრ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12%25-:

) გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება;

) საქართველოში არსებული, დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ანაზღაურება;

) საერთაშორისო ხელშეკრულებებით სოციალური გადასახადისაგან განთავისუფლებული ანაზღაურება;

) სასამართლო გადაწყვეტილებებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის გადახდილი თანხები;

) შრომისუნარიანობის დროებითი დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება;

) სხვა ანაზღაურება, რომელიც 2007 წლის 31 დეკემბრისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ იბეგრებოდა სოციალური გადასახადით.

ამ უკანასკნელმა ვ) ქვეპუნქტმა კი ერთმნიშვნელოვნად გასცა პასუხი მოქალაქეთა შეკითხვებს იმის თაობაზე, რომ საშემოსავლო და სოციალური გადასახადების გაერთიანების შემდგომ, 2008 წლის 1 იანვრიდან, ხომ არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 25%25-იანი განაკვეთით ფაზიკური პირების, 6 თვემდე ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსანტრანსპორტო საშუალებების ან/და 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამატი, ან უძრავი ქონების (მ.შ. ბინების გამქირავებელი) ფიზიკური პირების მიერ მიღებული შემოსავლები, რომლებიც არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას მიეკუთვნება და სხვა?

დამქირავებლები არ აპირებენ დაქირავებულებს 2008 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო და სოციალური გადასახადების გაერთიანების და საშემოსავლო გადასახადის 25%25-იანი განაკვეთის განსაზღვრის გამო გარკვეულად, შესაბამისი კოეფიციენტით (1,174)-ით, თუ არა მეტით, მაინც გაუზარდონ სახელფასო განაკვეთები (აღნიშნული საბიუჯეტო დაწესებულებებში განხორციელდა). ცხადია, ეს დამქირავებელთა მხრიდან საკითხისადმი არაპროფესიონალური მიდგომაა და ის მოტივი, რომ სოციალური გადასახადის გაუქმება ხელისუფლების მიერ დამქირავებლის სასარგებლოდ განხორციელდა არასწორი გაგებაა, ხელისუფლებამ ისედაც დიდი საქმე გააკეთა, როცა საწარმოთა მოგების გადასახადი 20%25-იდან 15%25-მდე შეამცირა, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეები სოციალური გადასახადის (20%25) და საშემოსავლო გადასახადის (12%25) ნაცვლად, ახლა ისინი 2008 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებებზე მხოლოდ 25%25- გადაიხდიან.

რა თქმა უნდა არა, ისინი კვლავინდებურად 12%25-იანი განაკვეთით დაიბეგრებიან. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, სსკ-ის 281-ე მუხლის (გარდამავალი დებულებების) 23 პუნქტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად ვ) ქვეპუნქტი იძლევა კონკრეტულ განმარტებას, რომ ის შემოსავლები, რომლებიც 2007 წლის 31 დეკემბრისათვის არ იბეგრებოდა სოციალური გადასახადით და იბეგრებოდა მხოლოდ 12%25-იანი საშემოსავლო გადასახადით, 2008 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდშიც კვლავინდებურად დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 12%25-იანი განაკვეთით.

როგორც ვხედავთ, საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულებების (281 მუხლის) 23 პუნქტის ახალ რედაქციაში აღარ ფიგურირებს პირვანდელი რედაქციის დ) ქვეპუნქტი, რომელიც ხაზგასმით მიუთითებდა, რომ ფიზიკური პირების შემოსავლები, რომლებიც იბეგრებოდა სსკ-ის 195-ე, 196-ე და 197-ე მუხლებით არ ითვალისწინებდა 2008 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის 25%25-იანი განაკვეთით დაბეგვრას, ცხადია, აღნიშნული პუნქტის ამოღებამ ახალი რედაქციიდან არ უნდა გამოიწვიოს გადამხდელთა დაბნევა, რადგანაც ამ ჩანაწერის გაკეთება პირვანდელ რედაქციაში არ იყო აუცილებელი, რამდენადაც სსკ-ის მუხლები: 195-ე (დივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან); 196-ე (პროცენტების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან) და 197-ე (არარეზიდენტთა შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან) იმპერატიულად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ფიზიკური პირების ზემოთ დასახელებული (დივიდენდების, პროცენტების და არარეზიდენტების შემოსვლების) დაბეგვრას და ასეთი შემოსავლების დაბეგვრა არ უკავშირდებოდა სსკ-ის 167-ე მუხლით განსაზღვრულ საგადასახადო განაკვეთს (12%25-ს). ეტყობა ყოველივე აღნიშნული გათვალისწინებული იქნა კანონმდებელთა მიერ და იგი ახალ რედაქციაში აღარ მოხვდა (ამოღებულ იქნა).

უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია საგადასახადო კოდექსის გარდამავალ დებულებებში (მუხლი 281) შეტანილი დამატებები 25-ე 26-ე და 27-ე პუნქტების სახით, რომლებმაც პირდაპირ გასცა პასუხები იმ მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც საფუძვლიანად გაუჩნდათ გადამხდელებს საშემოსავლო და სოციალური გადასახადების ბაზაზე 2008 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადის 25 პროცენტიანი განაკვეთის შემოღებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

1) რა წესით უნდა დაბეგრილიყო ის ხელფასები და ხელფასთან გათანაბრებული განაცემები, რომლებიც წარმოშობილი იყო 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და მათი გაცემა ვერ მოხერხდა 2008 წლის 1 იანვრამდე, .. მათი გაცემა მოხდება მას შემდეგ, რაც საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მათი გაცემის მომენტისათვის უკვე 25 პროცენტია?

იქიდან გამომდინარე, რომ საშემოსავლო გადასახადით ფიზიკური პირი იბეგრება ხელფასის გაცემის მომენტში, გამოდიოდა, რომ ფიზიკურმა პირებმა, რომლებმაც რაღაც მიზეზების გამო (თუნდაც იმის გამო, რომ დეკემბრის ხელფასის გაცემას სამეურნეო საწარმოები მოახდენდნენ 2008 წლის იანვარში, ან კიდევ საწარმოში არსებული ფინანსური სიძნელეების გამო არ მოხერხდა 2007 წლის სახელფასო დავალიანებების გასტუმრება და სხვა მსგავსი) დროზე ვერ მიიღეს ხელფასები, ცხადია, არ უნდა დაზარალებულიყვნენ და მისაღები ხელფასები არ უნდა დაბეგრილიყო ახალი 25 %25-იანი განაკვეთით.

აღნიშნული პრობლემა სსკ-ის 281-ე მუხლში დამატებით შეტანილმა 25-ე პუნქტმა გადაწყვიტა:

25. საშემოსავლო გადასახადის 25%25-იანი და მოგების გადასახადის 15%25-იანი განაკვეთები მოქმედებს 2008 წლის 1 იანვრიდან შემდგომ საგადასახადო პერიოდებზე, ამასთანავე, 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გაუცემელ ხელფასებზე მოქმედებს საშემოსავლო გადასახადის 12%25-იანი განაკვეთი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის წინა ნომერში (№23-24, დეკემბერი, 2007 წ. გვ. 53.) წარმოდგენილი კომენტარის ბოლო აბზაცი, ეყრდნობოდა რა, ადრე მოქმედ დებულებებს, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შემდგომ საჭიროებს კორექტივს: 2008 წლის 1 იანვრამდე კუთვნილ ხელფასებზე დარიცხული სოციალური გადასახადების გადახდა გადამხდელებს მოუწევთ იმ დროს, როცა მოხდება ხელფასების გაცემა და ეს აუცილებელია იმდენად, რამდენადაც იგი საწარმოების მიერ 2007 წლის ხარჯად იქნება აღიარებული (დარიცხვის მეთოდით), შესაბამისად, აღნიშნული სოციალური გადასახადით შემცირდება 2007 წლის დასაბეგრი მოგება და ყოველივე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი გადახდაც სავალდებულო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე კოდექსში არაფერია ნათქვამი (ეს, ჩვენის აზრით, ელემენტარული ლოგიკაა და ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებულ კომენტარშიც მასზე ერთმნიშვნელოვანი პასუხია გაცემული).

აქვე არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ მეწარმეთა ერთი ნაწილის აზრს იმის თაობაზე, რომ ისინი არ აპირებენ დაქირავებულებს 2008 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო და სოციალური გადასახადების გაერთიანების და საშემოსავლო გადასახადის 25%25-იანი განაკვეთის განსაზღვრის გამო გარკვეულად, შესაბამისი კოეფიციენტით (1,174)-ით, თუ არა მეტით, მაინც გაუზარდონ სახელფასო განაკვეთები (აღნიშნული საბიუჯეტო დაწესებულებებში განხორციელდა).

ცხადია, ეს დამქირავებელთა მხრიდან საკითხისადმი არაპროფესიონალური მიდგომაა და ის მოტივი, რომ სოციალური გადასახადის გაუქმება ხელისუფლების მიერ დამქირავებლის სასარგებლოდ განხორციელდა არასწორი გაგებაა, ხელისუფლებამ ისედაც დიდი საქმე გააკეთა, როცა საწარმოთა მოგების გადასახადი 20%25-იდან 15%25-მდე შეამცირა, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეები სოციალური გადასახადის (20%25) და საშემოსავლო გადასახადის (12%25) ნაცვლად, ახლა ისინი 2008 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებებზე მხოლოდ 25%25-ს გადაიხდიან.

გარდა აღნიშნულისა, ახალი წესით დამქირავებელი ისედაც ეკონომიკურად გამოდის ხელფასებისათვის გათვალისწინებულ ხარჯებში, კერძოდ, თუ 2008 წლის 1 იანვრამდე დამქირავებელს დაქირავებულისათვის ხელფასის სახით გამოწერილი 100 ლარზე დამატებით უხდებოდა სოციალური გადასახადის (20%25) - 20 ლარის გადახდა და საბოლოო ჯამში მისი ხარჯი 120 ლარს (100+20) შეადგენდა, ახალი წესის მიხედვით, თუ დამქირავებელი ხელფასს 1,174 კოეფიციენტით გაზრდის, იმ მიზნით, რომ დაქირავებული არ დაზარალდეს (100 ლარი ხელფასიდან კვლავინდებურად ხელზე 88 ლარი მიიღოს) და ხელფასის გასაცემ უწყისში 100-ის ნაცვლად 117,40 ლარს დააფიქსირებს და აღნიშნულიდან დაუკავებს საშემოსავლო გადასახადის 25%25-ს, ახლა უკვე დამქირავებლის ხარჯი იქნება 117,40 ლარი და არა 120 ლარი (რასაც ითვალისწინებდა ძველი წესი), ე.ი. ახალი წესის შესაბამისად, დამქირავებელი ყოველი დარიცხული ასი ლარი ხელფასიდან 2,60 ლარს ეკონომიას მიიღებს, რაც ხელფასის მთელ ფონდზე გადამრავლებით საკმაოდ სოლიდური თანხა იქნება. ასე რომ, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დამქირავებლებს არაფერი საწუწუნო არა აქვთ და რომ არ მოხდეს დაქირავებულთა დაზარალება 2008 წლის 1 იანვრიდან ხელფასები უპირობოდ უნდა გაზარდონ. საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლში (გარდამავალი დებულებები) დამატებით შეტანილმა 26-ე ნაწილმა ცალსახად განსაზღვრა, რომ 2008 წლისათვის სსკ-ის 219-ე მუხლის (გადასახადის მიმდინარე გადასახდელები) საწარმოების, ორგანიზაციების და მეწარმე ფიზიკური პირების მიერ 2008 წლის განმავლობაში არაუგვიანეს 15 მაისის, 15 ივლისის, 15 სექტემბრისა და 15 დეკემბრისა ბიუჯეტში შეიტანონ 25-25 პროცენტის (ანუ 1/4) ოდენობით:

- ინდივიდუალურმა მეწარმეებმა 2007 წლის დასაბეგრი შემოსავლიდან სოციალური გადასახადის გამოქვითვის გარეშე საშემოსავლო გადასახადის 25 პროცენტიანი განაკვეთის მიხედვით გაანგარიშებული თანხიდან;

- იურიდიულმა პირებმა კი 2007 წლის დასაბეგრი მოგებიდან 15%25-იანი განაკვეთის მიხედვით გაანგარიშებული თანხიდან.

ეს უკანასკნელი, გადამხდელთათვის უფრო გასაგები რომ გახდეს, მოვიყვანთ კონკრეტულ პირობით მაგალითებს:

ინდ. მეწარმეს 2007 წლის შედეგებით აქვს:

- შემოსავალი 10000 ლარი.

- გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯებით

- 8000 ლარი. - დასაბეგრი შემოსავალი იქნება 2000 ლარი (10000 - 8000).

- 2007 წლის სოციალური გადასახადი

- 400 ლარი (2000 X 20%25).

- 2007 წლის საშემოსავლო გადასახადი - 192 ლარი ((2000 - 400) X 12%25).

სსკ-ის 281-ე მუხლის 26-ე პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ინდმეწარმე 2008 წლის მიმდინარე საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის 2007 წლის დასაბეგრი შემოსავლის 25%25-იანი განაკვეთის 1/4-ის ოდენობით ((2000 X 25 %25) X1/4 = 125). თანაბარ წილად 15 მაისამდე - 125 ლარს, 15 ივლისამდე - 125 ლარს, 15 სექტემბრამდე - 125 ლარს და 15 დეკემბრამდე 125 ლარს.

ანალოგიურად გამოითვლება იურიდიული პირის მიმდინარე გადასახადები 2008 წლისათვის 2007 წლის შედეგებიდან გამომდინარე, ვთქვათ, თუ:

P.S. იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად დაგვეკმაყოფილებინა მკითხველთა ინტერესი საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2007 წლის 7 დეკემბრის №5569 II-ს კანონით შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებზე, დამატებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზემოაღნიშნული კანონით ცვლილებები შევიდა აგრეთვე სსკ-ის მე-12 მუხლის 26-ე ნაწილში „დანაკლისი“, აღნიშნულ პუნქტში ჩაემატა წინადადება: ამ კოდექსის 110- მუხლის შესაბამისად ჩატარებული - რამაც უფრო დააკონკრეტა აღნიშნული ნაწილი და მისგან გამომდინარე, საგადასახადო ინსპექციის ინიციატივით ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-6 ნაწილით, როგორც წესი, განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში ნაღდი ანგარიშსწორებით, საბაზრო ფასებით (აქციზისა და დღგ-ს გარეშე) განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით (ეს, პრაქტიკულად ასეც ხდებოდა).

სსკ-ის, 237-ე მუხლის ელექტროენერგიის მიწოდების, აგრეთვე გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურების დაბეგვრა ბოლოს დაემატა წინადადება ამ მუხლის მიზნებისათვის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესყიდვა განიხილება როგორც ელ. ენერგიის მიწოდების შემადგენელი ნაწილი და გამომდინარე აღნიშნულიდან, ეს ბრუნვაც (სიმძლავრის სასისტემო რეზერვის შესყიდვა) 2008 წლის 1 იანვრიდან უკვე - შემოსავალია 1 000 000 ლარი;

- გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები - 800 000 ლარი;

- დასაბეგრი მოგება - 200 000 ლარი (1000000 - 800000);

- 2007 წლის მოგების გადასახადი - 40 000 ლარი (200000 X 20%25);

2008 წლისათვის მოგების მიმდინარე გადასახადი იქნება ყოველი სავადო პერიოდისათვის იქნება 1/4 ნაწილი - 7500 ლარი ((200.000 X 15%25) X = 7500): (15 მაისამდე - 7500 ლარი, 15 ივლისამდე - 7500 ლარი, 15 სექტებრამდე - 7500 ლარი და 15 დეკემბრამდე - 7500 ლარი).

დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით დაიბეგრება.

ცვლილებები და დამატებები შევიდა სსკ-ის 265-ე (აქციზისაგან გათავისუფლება) და 2705 საბაჟო გადასახადისაგან განთავისუფლებული საქონლის ჩამონათვალში (მათი განხილვა საჟურნალო სტატიაში პრაქტიკულად შეუძლებელია და დაინტერესებული პირები თავად უნდა გაეცნონ კანონს).

აქვე მკითხველს გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იმავე - 2007 წლის 7 დეკემბრის საქართველოს კანონით (№5571 II-ს) კიდევ ერთი ცვლილება შევიდა სსკ-ის 230-ე მუხლში (დღგ-საგან განთავისუფლება) და აღნიშნული მუხლის 1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ახალი რედაქციით შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

) ეროვნული და უცხოური ვალუტის გარდა (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა), ფასიანი ქაღალდების და საწესდებო კაპიტალის ნაწილის მიწოდება ან/და იმპორტი.

როგორც ვხედავთ, აქ წინადადების ბოლოს დაემატა სიტყვები საწესდებო კაპიტალის ნაწილის. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლში შეტანილ 27-ე პუნქტის დამატებით განისაზღვრა, რომ ამ კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდება 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

7 აღროგორ შევავსოთ მოგების გადასახადის დეკლარაცია

▲back to top


ექსპერტის კომენტარი

0x01 graphic

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აპრილის 247 ბრძანებით დამტკიცებული მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის ნაცვლად 2008 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებაში შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 დეკემბრის 1284 ბრძანებით დამტკიცებული მოგების გადასახადის დეკლარაციის ახალი ფორმა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქცია.

ოგების გადასახადის დეკლარაციის ახალი ფორმის შემუშავება ძირითადად განაპირობა ამ გადასახადის ადმინისტრირების პროცესში გამოკვეთილმა და რიგი გადამხდელთა მიერ დასმულმა ცალკეულმა პრობლემურმა საკითხებმა და უახლოეს მომავალში საგადასახადო დეკლარაციების დამუშავების ავტომატიზირებული სისტემის (სკანერ ცენტრების) შექმნამ, სადაც დეკლარაციების მონაცემთა კომპიუტერულ ბაზაში გადატანა მოხდება სკანერის და სპეციალური პროგრამის მეშვეობით. რადგან დეკლარაციის ქაღალდზე ფიქსირებული მონაცემთა ელექტრონულ ფაილად გარდაქმნას აღნიშნული თანამედროვე პროგრამა უზრუნველყოფს მხოლოდ ციფრობრივი ინფორმაციის საშუალებით, აუცილებელი შეიქმნა დეკლარაციაში ნაჩვენები თითოეულ მონაცემი (ჩანაწერი) აღნიშნული ყოფილიყო შესაბამისი ციფრით (ნომრით).

მოგების გადასახადის გამოანგარიშებისთვის საჭირო მონაცემებიდან (დაწყებული გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრიდან დამთავრებული დეკლარაციაზე ხელმოწერის თარიღის ჩათვლით) ოპტიმალურად შეირჩა 43 მონაცემი, იმის გათვალისწინებით, რომ, ახალი დეკლარაციის ფორმა მოგების გადასახადის გამოანგარიშებისთვის ყველა აუცილებელი მონაცემებით მოთავსებულიყო დეკლარაციის ერთ ფურცელზე, როცა მოგების გადასახადის წინა დეკლარაციის ფორმის მონაცემებს სჭირდებოდა ექვსი ფურცელი. ამასთან, გადამხდელს უხდებოდა ერთი და იგივე მონაცემთა დეკლარაციის სხვადასხვა დანართებში განმეორება, რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა გადამხდელს გადასახადის დეკლარირებისას.

მოცემული დეკლარაცია ძირითადად შედგება სამი განაყოფისაგან. დეკლარაციის პირველ (სატიტულო) გვერდზე განთავსებულია პირველი და მეორე განაყოფები.

პირველი განაყოფი მოიცავს გადამხდელის იმ რეკვიზიტებს, რომლებიც აუცილებელია დეკლარაციის მიღება, ჩაბარების და საგადასახადო აღრიცხვის პროცედურებისათვის და მისი შევსება ევალება გადამხდელს.

მეორე განაყოფი მოიცავს დეკლარაციის ჩაბარებისას საგადასახადო ორგანოს მიერ შესასრულებელ აუცილებელ პროცედურებს და შესაბამისად იგი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.

მესამე განაყოფში გადასახადის გაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემები ისეა დალაგებული ურთიერთშესაბამისობაში, რომ საგადასახადო ორგანოსათვის ადვილად გამოყენებადია მომავალი რისკების პროგრამის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, აღნიშნულ განაყოფში მოცემული მონაცემები (როგორიცაა: გამოყენებული ელექტროენერგიის, დარიცხული ხელფასის, სესხისთვის დახარჯული პროცენტის, შეძენილი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების საამორტიზაციო ანარიცხების და რემონტის ხარჯების ოდენობა და სხვა) შესაძლებელს ხდის ადგილზე მიუსვლელად დადგინდეს გადამხდელის მხრიდან გადასახადის გადახდისგან თავის არიდების დასშვები ალბათობა. ამასთან, მონაცემთა ურთიერთშესაბამისობა გადამხდელს საგრძნობლად უმცირებს გაანგარიშებაში ტექნიკური შეცდომის დაშვების რისკს.

მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის გამარტივების პარალელურად გამარტივდა და გადამხდელისთვის ადვილად გასაგები გახდა ამ დეკლარაციის ფორმის ყოველ ნომერში (უჯრაში) შესაბამისი მონაცემის შეტანის წესი.

მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქცია აკონკრეტებს დეკლარაციის ცალკეული სტრიქონების (უჯრების) შევსების პროცედურებს, რითაც გაუადვილდება გადამხდელს დეკლარაციის სრულყოფილად შევსება, რაც ხელს შეუწყობს საგადასახადო კოდექსის შესაბამის მუხლებში გადმოცემული სამართლებრივი დებულებების სწორად განსაზღვრას გამოანგარიშებული კუთვნილი გადასახადების ვალდებულების მართლზომიერად შესრულების საქმეში. ამასთან აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის ახალი ფორმა იმდენად უნიფიცირებულია, რომ იგი ნაკლებად დამოკიდებული იქნება საგადასახადო კოდექსის მოსალოდნელ ცვლილებებზე ანუ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებისას დეკლარაციის ფორმაში შესაბამისი ცვლილების შეტანა საჭირო არ გახდება.

მიგვაჩნია, რომ ხსენებული დეკლარაციის ახალი ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის შემუშავება, კერძოდ ყოფილი დეკლარაციის არსებული დანართების შემცირება ანუ საგადასახადო ვალდებულებების დეკლარაციის ერთ ფურცელში გაერთიანება მნიშვნელოვნად გაამარტივებს საგადასახადო ანგარიშგების შედგენა-წარდგენის პროცედურებს, როგორც გადამხდელთა, ასევე საგადასახადო ორგანოს მუშაკთა მიმართებაში. აგრეთვე მნიშვნელოვნად შეამცირებს საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დეკლარაციის ფორმების ნაკადს. ერთის მხრივ, გადამხდელს გაუადვილებს მოგებიდან გადასახადის სადეკლარაციო და საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ხოლო მეორეს მხრივ, გააუმჯობესებს საგადასახადო ორგანოების მხრიდან გადამხდელთა მომსახურების ხარისხს, გაამარტივებს ამ გადასახადის ადმინისტრირების პროცედურებს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოგების გადასახადის ახალი დეკლარაციის ფორმა გამოიყენება 2007 წლის და შემდგომი საგადასახადო პერიოდების ანგარიშგებებზე, ხოლო დანარჩენ (2007 წლისა პირველ იანვრამდე) საგადასახადო პერიოდების ანგარიშგებებზე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აპრილის №247 ბრძანებით დამტკიცებული მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმა.

აღნიშნული დეკლარაციის შევსების პროცესში წარმოშობილ კონკრეტულ პრობლემურ საკითხებზე გადამხდელებს შეუძლიათ შესაბამისი კონსულტაციისთვის მიმართონ ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებს მათი საგადასახადო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

ვითვალისწინებთ რა საკითხის აქტუალურობას, ვბეჭდავთ მოგების გადასახადის დეკლარაციის ახალი ფორმის ნიმუშს და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციას. (იხ. საკანონმდებლო სიახლენი. გვ. 52-57).

იური ვეფხვაძე,
ექსპერტი საგადასახადო საკითხებში

8 სიახლე, სიმარტივე, პერსპექტივა...

▲back to top


უძრავი ქონება

ცვლილებებიმიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

0x01 graphic

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები მოუთმენლად ელოდნენ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონის მიღებას. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონი 2007 წლის 11 ივლისს მიიღო და ძალაშია ამავე წლის 27 ივლისიდან. თუმცა, მისი უმნიშვნელოვანესი დებულებების (მე-6 და მე-8 მუხლები) ამოქმედება, კანონის მოთხოვნებიდან (მუხლი 7) გამომდინარე, დამოკიდებული იყო პრეზიდენტის მიერ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შემუშავებასა და დამტკიცებაზე. ამ უკანასკნელს ხელი მოეწერა 2007 წლის 15 სექტემბერს და ძალაშია ამავე წლის 20 სექტემბრიდან. მაგრამ გარკვეული მიზეზების (თუ ხარვეზების) გამო, აღნიშნული აქტები რეალურად არც 20 სექტემბრიდან მოქმედებდა.

2007 წლის 28 დეკემბერს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი იქნა ცვლილებები და დამატებები, რომლებმაც, ჩვენის აზრით, ნაწილობრივ აღმოფხვრა ადრე მოქმედ აქტში დაშვებული ხარვეზები, გარკვეულწილად მოხსნა წინააღმდეგობრივი ბარიერები, შეამცირა განაკვეთების ოდენობა და უფრო ხელმისაწვდომი (რეალურად შესაძლებელი) გახადა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების დაკანონება. მათი აღქმისათვის მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, შემდეგი:

1. კანონის ძველი რედაქციით, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწად ითვლებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა 1999 წლის 1 იანვრამდე. კანონის ახალი რედაქციით მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწად ითვლება-სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე.

2. კანონის ძველი რედაქციით სარგებლობაში არსებულ მიწად ითვლებოდა-სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურმა ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა ორგანიზებულმა წარმონაქმნმა სარგებლობის უფლება მოიპოვა 1998 წლის 12 ნოემბრამდე ან ამ მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრებაში აქვს 2007 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა დამფუძნებელიც არის სახელმწიფო. კანონის ახალი რედაქციით, სარგებლობაში არსებულ მიწად ითვლება სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურმა ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა ორგანიზებულმა წარმონაქმნმა სარგებლობის უფლება მოიპოვა 1998 წლის 12 ნოემბრამდე ან ამ მიწაზე განთავსებული შენობა- ნაგებობა საკუთრებაში აქვს ამ კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა დამფუძნებელიც არის სახელმწიფო.

3. კანონის ძველი რედაქციით, თვითნებურად დაკავებულ მიწად ითვლებოდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. კანონის ახალი რედაქციით თვითნებურად დაკავებულ მიწად ითვლება - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

4. კანონის ძველი რედაქციით, დაინტერესებულ პირად ითვლებოდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც მართლზომიერად ფლობს, სარგებლობს ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, აგრეთვე ის პირი, რომელმაც სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/ მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა- ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

კანონის ახალი რედაქციით დაინტერესებულ პირად ითვლება-ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი წარმონაქმნი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს, სარგებლობს ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, აგრეთვე ის პირი ან მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელმაც სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/ მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

5. კანონს დაემატა, რომ კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და კანონით განსაზღვრული წესით. ასევე დაემატა, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტის გარდა დამადასტურებლად ჩაითვლება მოწმის ჩვენებაც. ასევე კანონს დაემატა სავარაუდო მემკვიდრეზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის შემდეგ სამკვიდრო მოწმობის გაცემის წესი, რომელიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

0x01 graphic

6. რაც ყველაზე მთავარია კანონში შეტანილი ცლილებებით შეიცვალა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურები. თუ ადრინდელი კანონმდებლობით სარგებლობაში არსებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენდა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას, ამჟამად შეადგენს ხუთმაგ ოდენობას. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე - საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ასმაგი ოდენობის ნაცვლად ამჟამად გადასახდელია ათმაგი ოდენობა.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენდა ორასმაგ ოდენობას, ამჟამად შეადგენს ოცმაგ ოდენობას.

კანონს დაემატა შემდეგი შინაარსის მეშვიდე მუხლი, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრები კომლების (ოჯახების) მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრებაში გადაცემის წესი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად, ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან 0,30 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ.

აღსანიშნავია, რომ 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონით დადგენილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთების უფლების აღიარების წესი, გარდა საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის ვალდებულებისა.

ირაკლი მესხიშვილი
ექსპერტი, აშშ უნივერსიტეტის მაგისტრის
ხარისხის მფლობელი ბიზნესის ადმინისტრირებაში

9 როგორ სრულვყოთ საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა მატერიალური მარაგების აღრიცხვა

▲back to top


პრაქტიკული რჩევები

0x01 graphic

ლევან გრიგალაშვილი,
ეკონომიკის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი

საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მატერიალურ მარაგებს მიეკუთვნება: ნედლეული, მასალები, მზა პროდუქცია, საქონელი, სამშენებლო მასალები, დასადგმელი მოწყობილობა, მასალები სამეცნიეროკვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო, სამშენებლო-სამონტაჟო, გეოლოგიურ-დაზვერვითი, საპროექტო-საძიებო სამუშაოების შესასრულებლად და მომსახურების გასაწევად, კვების პროდუქტები, მედიკამენტები და შესახვევი საშუალებები, სამეურნეო მასალები, საკანცელარიო ნივთები, სათბობი, საწვავი და საცხები მასალები, სათადარიგო ნაწილები, რომლებიც შეძენილია როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, აგრეთვე ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებისა და მიზნობრივი შემოსავლების ხარჯზე.

მარაგების აღრიცხვაში ერთ-ერთი მთავარია საბიუჯეტო სახსრებითა და მიზნობრივი შემოსავლებით შეძენილი, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით შეძენილი მატერიალური მარაგები. ასეთი გამიჯვნა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ მიიღწევა ბუღალტრულ ანგარიშებზე (სუბანგარიშებზე) განმასხვავებელი ნიშნის მიკუთვნებით.

მარაგები აღრიცხვაში აისახება ფაქტობრივი თვითღირებულებით, რომელიც განისაზღვრება მათ შეძენაზე გაწეული დანახარჯებიდან გამომდინარე, კრედიტით შეძენისათვის პროცენტის, საკომისიო მოსაკრებლების, სასაქონლო ბირჟების მომსახურების, საბაჟო გადასახადის, სატრანსპორტო და სხვა ხარჯების ჩათვლით.

განვიხილოთ მატერიალური მარაგების აღრიცხვის წესები.

დასადგმელი მოწყობილობების აღრიცხვა. დასადგმელ მოწყობილობებს მიეკუთვნება: ლითონის, რკინა-ბეტონისა და ხის კონსტრუქციები, ბლოკები და შენობა-ნაგებობების ასაწყობი ნაწილები: გათბობის, სავენტილაციო, კონდიცირების, სანიტარულ-ტექნიკური და სხვა სახის მოწყობილობები. გარდა ამისა, დასადგმელ მოწყობილებას მიეკუთვნება, აგრეთვე საკონტროლო-გამზომი აპარატურა ან სამონტაჟოდ გათვალისწინებული სხვა ხელსაწყოები, ასევე მსგავს მოწყობილობათა სათადარიგო ნაწილები.

დასადგმელი მოწყობილობები აღირიცხება ამავე დასახელების 050 სუბანგარიშზე - დასადგმელი მოწყობილობა. დასადგმელი მოწყობილობის შეძენა აისახება 050 სუბანგარიშის დებეტში და შესაბამისად 090, 091, 092, 120, 121, 150, 178 სუბანგარიშების კრედიტში.

სამშენებლო მასალების აღრიცხვა. სამშენებლო მასალებს მიეკუთვნება: სილიკატური მასალა, ხე-ტყე, სამშენებლო ლითონი, ლითონის ნაწარმი, ტექნიკური და ელექტროტექნიკური მასალები და სხვ.

სამშენებლო მასალები აღირიცხება 051 სუბანგარიშზე სამშენებლო მასალები, რომელიც გამოიყენება მიმდინარე დანიშნულებით ან კაპიტალური მშენებლობისათვის. სამშენებლო მასალების შეძენა აისახება 051 სუბანგარიშის დებეტში და შესაბამისად 090, 091, 092, 120, 150, 178 და სხვა სუბანგარიშების კრედიტში, ხოლო ხარჯვა 200, 202, 203, 204, 205 ან 207 სუბანგარიშების დებეტში და 051 სუბანგარიშის კრედიტში.

ნედლეულისა და მასალების აღრიცხვა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული სახსრებით შეძენილი ნედლეული და მასალები, რომლებიც კვლავ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის (პროდუქციის გამოშვება, სამუშაოების შესრულება, მომსახურების გაწევა და სხვ.) აღირიცხება 060 სუბანგარიშზე ნედლეული და მასალები.

ნედლეულისა და მასალების შეძენა აისახება 060 სუბანგარიშის დებეტში და შესაბამისად 091, 120, 121, 150, 178 სუბანგარიშების კრედიტში, ხოლო ხარჯვა 042 სუბანგარიშის დებეტში და 060 სუბანგარიშის კრედიტში.

კვების პროდუქტების აღრიცხვა. ბიუჯეტური ასიგნებებით, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული სახსრებით შეძენილი კვების პროდუქტები აღირიცხება 061 სუბანგარიშზე - კვების პროდუქტები. მათი შეძენა აისახება 061 სუბანგარიშის დებეტში და შესაბამისად 090, 091, 092, 120, 121, 150, 178 სუბანგარიშების კრედიტში, ხოლო ხარჯვა 042 „დაუმთავრებელი წარმოება“, 200 - „ბიუჯეტიდან გაწეული მიმდინარე ხარჯები“, 203 - „მიზნობრივი შემოსავლებიდან გაწეული მიმდინარე ხარჯები“, 207 - „ეკონომიკური საქმიანობის შემოსავლებიდან გაწეული მიმდინარე ხარჯები“ სუბანგარიშების დებეტში და 061 „კვების პროდუქტები“ სუბანგარიშის კრედიტში.

კვების პროდუქტების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს დასახელების, ხარისხის, რაოდენობის, ფასის და მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა მიხედვით მიღებისა და ხარჯვის საბუთების საფუძველზე. ბრუნვათა უწყისებში ყოველთვიურად ჯამდება ბრუნვები და გამოიყენება ნაშთები მომდევნო თვის დასაწყისისათვის.

მედიკამენტებისა და შესახვევ საშუალებათა აღრიცხვა. მედიკამენტებსა და შესახვევ საშუალებებს მიეკუთვნება: მედიკამენტები და მათი კომპონენტები, ბაქტერიოლოგიური პრეპარატები, შრატები, სააფთიაქო მასალები, ვაქცინები, შესახვევი საშუალებები და სხვა ანალოგიური დანიშნულების მასალები საავადმყოფოებში, სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სამკურნალო-ვეტერინარულ და სხვა დაწესებულებებში.

მედიკამენტებისა და შესახვევი საშუალებების მიღება ბუღალტრულად აისახება 062 სუბანგარიშის დებეტში და შესაბამისად 090, 091, 092, 120, 121, 150, 178 სუბანგარიშების კრედიტში, ხოლო ხარჯვა 042, 200, 203 სუბანგარიშების დებეტში და 062 სუბანგარიშის კრედიტში.

სამეურნეო მასალებისა და საკანცელარიო ნივთების აღრიცხვა. სამეურნეო მასალები და საკანცელარიო ნივთები აღირიცხება 063 სუბანგარიშზე - სამეურნეო მასალები და საკანცელარიო ნივთები. მათ მიეკუთვნება: ორგანიზაციის საჭიროებისათვის გამოყენებული სამეურნეო მასალები (ელექტრონათურები, საპონი, და სხვ.) და საკანცელარიო ნივთები (ქაღალდი, ფანქარი, ავტოკალამი და სხვ.). ამ სუბანგარიშზე აღირიცხება აგრეთვე მედიკამენტები და შესახვევი საშუალებები მიმდინარე საჭიროებისათვის გამოსაყენებლად.

სამეურნეო მასალებისა და საკანცელარიო ნივთების მიღება გატარდება 063 სუბანგარიშის დებეტში და შესაბამისად 090, 091, 092, 120, 121, 150, 178 სუბანგარიშების კრედიტში, ხოლო ხარჯვა- 200, 203, 207 სუბანგარიშების დებეტში და 063 სუბანგარიშის კრედიტში.

სათბობის, საწვავისა და საცხები მასალების აღრიცხვა. სათბობი, საწვავი და საცხები მასალები აღირიცხება 064 სუბანგარიშზე სათბობი, საწვავი და საცხები მასალები, რომელიც იმყოფება საწყობში (ბენზინი, ნავთი, მაზუთი, შეშა, ქვანახშირი, ტორფი და სხვ) და უშუალოდ მატერიალურად პასუხიმგებელ პირებთან.

სათბობი საწვავი და საცხები მასალების მიღება აისახება 064 სუბანგარიშის დებეტში და შესაბამისად 090, 091, 092, 093, 120, 121, 150 ან 178 სუბანგარიშების კრედიტში, ხოლო ხარჯვა - 042, 200, 203, 206, 207 სუბანგარიშების დებეტში და 064 სუბანგარიშის კრედიტში.

სათადარიგო ნაწილები, რომლებიც განკუთვნილია მანქანების (სამედიცინი, ელექტროგამომთვლელი და სხვ.), მოწყობილობის, სატრანსპორტო საშუალებების (ძრავები, საბურავები და სხვა) გაცვეთილი ნაწილების რემონტისათვის და მათ შესაცვლელად აღირიცხება 065 სუბანგარიშზე სათადარიგო ნაწილები.

სათადარიგო ნაწილების შეძენა აისახება 065 სუბანგარიშის დებეტში და 090 ,091, 092, 093, 120, 121, 150 ან 178 სუბანგარიშების კრედიტში, ხოლო ხარჯვა 200, 203, 207 სუბანგარიშების დებეტში და 065 სუბანგარიშის კრედიტში.

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა. საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირთა სამეურნეო საქმიანობაში მცირეფასიან და სწრაფცვეთად საგნებს დიდი გამოყენება აქვთ. მათ მიეკუთვნება:

ა) ერთ წელზე ნაკლებ ხანს გამოსადეგი შრომის საშუალებები, მიუხედავად მათი ღირებულებისა;

ბ) შრომის საშუალებები, რომელთა ღირებულება ერთეულზე შეძენის თარიღისათვის 150 ლარამდეა, მიუხედავად მათი მომსახურების ვადისა;

გ) თევზსაჭერი იარაღები (ქსელები, ბადეები და სხვ.) მიუხედავად მათი ღირებულებისა და მომსახურების ვადისა;

დ) ბენზინის ძრავიანი ხერხები, საჭრელები, სეზონური გზები, ტყესაზიდარი გზების განშტოებანი, დროებითი ნაგებობანი ტყეში (პატარა მოძრავი სახლები, ხერხის სალესი სახელოსნოები, ბენზინგასამართი და სხვა);

ე) სპეციალური ინსტრუმენტები და სპეციალური სამარჯვები (მიზნობრივი დანიშნულების ინსტრუმენტები და სამარჯვები, რომლებიც განკუთვნილია ცალკეული ნაკეთობების მასიური და სერიული წარმოებისათვის ან ინდივიდუალური შეკვეთების დასამზადებლად), მიუხედავად ღირებულებისა.

ვ) ცვლადი მოწყობილობა (წარმოებაში მრავალჯერადი გამოყენების სამარჯვები და სხვა მოწყობილობანი, რომელთა გამოყენებაც განპირობებულია პროდუქციის დამზადების სპეციფიკით), მიუხედავად მათი ღირებულებისა.

ზ) სპეციალური ტანსაცმელი, სპეციალური ფეხსაცმელი, ქვეშაგები, მიუხედავად მათი ღირებულებისა და მომსახურების ვადისა;

თ) დროებითი (არასატიტულო) ნაგებობები, სამარჯვები და მოწყობილობები, რომელთა აგების ხარჯები მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების თვითღირებულებას;

ი) ტარა, რომელიც განკუთვნილია სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყობებში შესანახად ან ტექნოლოგიური პროცესების განსახორციელებლად.

კ) მოზარდი ან გასასუქებელი პირუტყვი, ფრინველი, ბოცვერი, ბეწვიანი ნადირი, ფუტკრის ოჯახები, აგრეთვე საცდელი ცხოველები;

ლ) მრავალწლიანი ნარგავები, რომლებიც გამოყვანილია სანერგეებში სარგავი მასალების სახით;

მ) გასაქირავებელი საგნები, მათი ღირებულების მიუხედავად.

თეთრეული, ლოგინის კუთვნილებანი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჯანმრთელობის დაცვის და განათლების დაწესებულებებში აღირიცხება დასახელების რაოდენობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით შემდეგ ჯგუფებად:

ა). თეთრეული (პერანგები, ხალათები და სხვ.);

ბ). თეთრეული და ლოგინის კუთვნილებანი (ლეიბები, საბნები, ბალიშები, ზეწრები, საბნისა და ბალიშის გადასაკრავები, გადასაფარებლები, საძინებელი ტომრები და სხვ.);

გ) ტანსაცმელი (სპეცტანსაცმლის ჩათვლით) კოსტუმები, პალტოები, ლაბადები, კაბები, ქურთუკები, შარვლები და ა.შ.;

დ) ფეხსაცმელი (სპეციალური ფეხსაცმლის ჩათვლით) ყელიანი ფეხსაცმელი,ჩექმები, ნაბდის ჩექმები და ა.შ.;

ე) სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (კოსტიუმები, სპორტული ფირმის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ა.შ.);

ვ) ტანსაცმელი, რომელიც განკუთვნილია საწარმოს მუშაკებზე გასაცემად;

ზ) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა ანალოგიური დაწესებულებებისათვის და სხვ.

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები აღირიცხება 07 ანგარიშზე შესაბამისი სუბანგარიშების მიხედვით. კერძოდ, 070 სუბანგარიშზე მცირეფასიანი საგნები საწყობში აღირიცხება საწყობში არსებული მცირეფასიანი საგნები. მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები მათი შეძენის მიხედვით აისახება 070 სუბანგარიშის დებეტში და შესაბამისად 090, 091, 092, 093, 150 ან 178 სუბანგარიშების კრედიტში. მცირეფასიანი საგნები, რომელთა ღირებულება 15 ლარამდეა, ექსპლუატაციაში გადაცემისთანავე აისახება 200, 203, 207 სუბანგარიშის დებეტში და 070 სუბანგარიშის კრედიტში. მცირეფასიანი საგნების აღრიცხვა წარმოებს რაოდენობრივი აღრიცხვის უწყისებში ან მასალების სასაწყობო აღრიცხვის დავთარში მათი ექსპლუატაციის ადგილის მიხედვით. ბუღალტერია პერიოდულად ამოწმებს ამ საგნების ფაქტობრივ ოდენობას რეგისტრების ჩანაწერებთან.

071 სუბანგარიშზე „მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები ექსპლუატაციაში“ აღირიცხება მცირეფასიანი საგნები, რომელთა ღირებულება 15 ლარზე მეტია, საწყობიდან ექსპლუატაციაში გადაცემა აისახება 071 სუბანგარიშის დებეტში და 070 სუბანგარიშის კრედიტში.

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ჩამოწერა ხდება მათი სრული გაცვეთის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული სათანადო აქტის საფუძველზე. ჩამოწერისას დებეტდება 200, 203 ან 207 სუბანგარიშები და კრედიტდება 071 სუბანგარიში.

მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ანალიზური აღრიცხვა 071 სუბანგარიშის მიხედვით წარმოებს საგნების დასახელების, რაოდენობის, ღირებულებისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით.

მატერიალური მარაგები უნდა ინახებოდეს სპეციალურად მოწყობილ სათავსოებში (სასაწყობო შენობები). სასაწყობო სათავსოებში მატერიალურ ფასეულობათა გონივრული განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს მათი მიღების, გაცემისა და ინვენტარიზაციის ჩატარების ოპერაციების დაჩქარებას.

მატერიალური მარაგების მიღებაზე, შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს. მათი შეცვლისას საჭიროა მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია და მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა.

საწყობში მატერიალური მარაგების მიღება ხორციელდება პირველადი საბუთების საფუძველზე და სხვა დამატებითი დოკუმენტაციის შედგენა სავალდებულო არ არის. პირველად საბუთებში ჩანაწერები წარმოებს შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით: დასახელება, ხარისხი, რაოდენობა, ფასი, თანხა, მომწოდებლის ვინაობა, საწყობში მიღების თარიღი და ფასეულობის მიმღები მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.

მიმწოდებლის საბუთების მონაცემებთან განსხვავების შემთხვევაში შედგება აქტი ორ ეგზემპლარად, საწყობში მიღებაზე პასუხისმგებელი პირისა და მიმწოდებლის ან დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლის მონაწილეობით. ერთი ეგზემპლარი გამოიყენება მიღებული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვისათვის, ხოლო მეორე - მომწოდებლისათვის საპრეტენზიო წერილების გასაგზავნად.

ბუღალტერია სისტემატურ კონტროლს ახორციელებს საწყობში ფასეულობათა შემოსვლასა და ხარჯვაზე, აგრეთვე აკეთებს მასალების აღრიცხვის შესახებ თავის ჩანაწერებს ადარებს საწყობში (საკუჭნაოში) წარმოებულ ჩანაწერებთან.

საწყობიდან მასალების გაცემისათვის გამოიყენება შემდეგი საბუთები:

) ზედდებული (მოთხოვნა) - საწყობიდან მასალების გაცემისას და ორგანიზაციის შიგნით მასალების გადასაადგილებლად;

) მენიუ-მოთხოვნა-საწყობიდან კვების პროდუქტების გასაცემად. მენიუ-მოთხოვნა დგება ყოველდღიურად, კვების პროდუქტების დადგენილი ნორმებისა და კვებაზე მყოფთა რაოდენობის შესახებ მონაცემების საფუძველზე. მენიუ-მოთხოვნა კვების პროდუქტების გაცემასა და მიღებაზე შესაბამისი პირის ხელმოწერით გადაეცემა ბუღალტერიას.

) მასალების გაცემის უწყისი - გამოიყენება სამეურნეო, სასწავლო და სხვა მიზნებისათვის მასალების გასაცემად;

) საგზურის ფურცელი - გამოიყენება ავტომანქანის ბენზინის ხარჯებში ჩამოწერისათვის. ბენზინი ჩამოიწერება ფაქტობრივი გახარჯვის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს იმ ნორმებისა, რომელიც დამტკიცებულია ცალკეული მარკის ავტომანქანისათვის;

) სასაქონლო ზედნადები - წარმოადგენს აღრიცხვის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი და რომლის გარეშე აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია.

10 როგორ გავყიდოთ კონკურენტებზე უფრო ეფექტურად

▲back to top


0x01 graphic

მარკეტინგი და პი-არ- მენეჯმენტი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე ბიზნესში - შესაბამისად იხვეწება არსებული მეთოდები, იქმნება ახალი თეორიები და ტექნოლოგიები.

რა თქმა უნდა, თეორულ ბაზას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში წარმატებული პრაქტიკოსების რჩევები უფრო მეტ ცოდნას იძლევიან, ვიდრე, აკადემიური თეორიები.

ცნობილ ბიზნესმენთა გამონათქვამების მიხედვით შეიძლება დავადგინოთ წარმატებული მარკეტინგის 7 მარტივი კანონი, რომლებიც ძალზედ წაადგებათ საქმეში სარეკლამო აგენტებსა და დილერებს.

ანონი 1.

სწავლე მათგან, ვისაც ეს საქმე კარგად გამოსდის!

ერთი შეხედვით ბანალურად ჟღერს - ისედაც გასაგებია! ზოგი მიიჩნევს, რომ უკვე აპრობირებული მეთოდების გამოყენება არაეფექტურია - სჯობს რამე ახალი მოიფიქრო. მაგრამ თუ არ იცნობ არსებულ „ისტორიულ” გამოცდილებას, ახლის მოფიქრება საკმაოდ რთულია. იქნებ თქვენს მიერ მოფიქრებული კარგი სიახლე ძალზედ მოძველებული და დავიწყებული აღმოჩნდეს. იმასაც ამბობენ - ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო, მაგრამ თუ ეს ძველი ინოვაციური რაკურსით არ „გაიხსენე”, ძველმოდური ბრიყვის შთაბეჭდილებას დატოვებ და დაცინვას დაიმსახურებ.

ასე რომ, სხვისი გამოცდილების შესწავლის გარეშე რთული იქნება მეორე კანონის შესრულება:

კანონი 2.

იყავი გამორჩეული

მთავარია გაერკვე, თუ რით უნდა იყო გამორჩეული არსებულ გარემოში და კლიენტთა წრეში. ზოგს არ მოსწონს ექსტრავაგანტულობა და თავხედობა, ზოგს ზედმეტი თავმდაბლობა და მორცხვობა, მაგრამ ყველა ადამიანის ყურადღებას იქცევს შინაგანი ინდივიდუალურობა. ამიტომ არ უნდა ეცადო მოერგო არსებულ სტერეოტიპებს - თუმცა, არ უნდა დაარღვიო ეტიკეტის ნორმები და არ უნდა დაკარგო ტაქტის გრძნობა!

ხაზი უნდა გაუსვა შენს განუმეორებლობას, წარმოაჩინო ხასიათის ის თვისებები, რომლებიც სხვების აზრით თქვენს ღირსებას წარმოადგენენ. მკვეთრად ინდივიდუალური ადამიანი ცნობისმოყვარეობას იწვევს და კლიენტს უჩნდება თქვენთან ურთიერთობის სურვილი თუნდაც თქვენს მიერ შეთავაზებული პროდუქცია არც სჭირდებოდეს. ასეთი საინტერესო ურთიერთობა სხვა დროს მაინც გამოგადგებათ თუ დღეს არა..

სასიამოვნო ურთიერთობის გაღრმავებისთვის უნდა დაემორჩილოთ შემდეგ კანონს:

კანონი 3.

ესაუბრე ადამიანებს უბრალოდ

უშუალობა და უბრალოება საკმაოდ ძლიერი იარაღია კლიენტებთან ურთიერთობაში. თანამედროვე მარკეტინგის სკოლებში ასწავლიან კლიენტის ფსიქიკაზე ზემოქმედების რთულ მეთოდებს, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ჰიპნოზსაც კი. თუმცა, ჰიპნოზიდან გამოსული ადამიანი ხშირად გრძნობს, რომ იგი თვალთმაქცობის მსხვერპლი გახდა და ურთიერთობის გაგრძელებას აღარ ინდომებს. უბრალო საუბარი კი ნდობით განაწყობს კლიენტს.

0x01 graphic

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირველივე სიტყვიდან ფამილარულ ტონზე უნდა გადახვიდე. თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო აუცილებლად უნდა ფლობდე ორ ენას - საქმიანს და მეგობრულს. ეს ორი ენა არა მხოლოდ ლექსიკით, არამედ, ტონითაც განსხვავდება.

მაგალითად, ოფიციალურად მისალმება ასე ჟღერს - გამარჯობათ, მეგობრულად კი - სალამი, ჰაი, ვაჰ, ამას ვის ვხედავ!“.

ოფიციალურად ამბობენ - ეს ნივთი უმაღლესი ხარისხისაა , მეგობრულად კი - ნახე რა მაგარი რამეა.

საქმიან ენაზე საუბარი ალბათ ყველას ეხერხება, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის გამოცდილი დილერების საიდუმლო: ისაუბრე ოფიციალური ლექსიკით, მაგრამ მეგობრული ტონით. თუ სიტყვამ მოიტანა - არ მოგერიდოთ საუბრის გადატანა სხვა მომიჯნავე, მაგრამ არარსებით თემაზე. თუ კლიენტი აგყვათ - ეს ურთიერთობებს უფრო დაათბობს.

მაგრამ, თემების ცვლა რომ აზრიანად შეგეძლოს, ამისთვის უნდა გაითვალისწინო შემდეგი კანონი:

კანონი 4.

ძალიან კარგად უნდა იცოდე, თუ რას ყიდი

როდესაც რამე ნივთის ყიდვა გინდა და გამყიდველი მის შესახებ ვერაფერს გეუბნებათ - აუცილებლად გაგიჩნდება ეჭვი ამ ნივთის ხარისხისა და იმიჯის მიმართ. შეიძლება გამყიდველმა ყველა კითხვაზე გიპასუხოთ, მაგრამ, თუ მშრალად საუბრობს, - შეიძლება იფიქრო, რომ იგი უბრალოდ გატყუებს და ცდილობს ნივთი შემოგასაღოთ.

ხოლო თუ გამყიდევლი ემოციურად ხოტბას ასხამს ამ ნივთის თვისებებს, მაშინ, შეიძლება იფიქრო - იქნებ და მართალს ამბობს, მოდი გამოვცდი და თვითონ ვნახავ, თუ როგორია ეს ნივთი.

მაგალითად ერთი გამყიდველი ეუბნება კლიენტს: ეს არის ალადასტური - წითელი ღვინო ორიგინალური არომატით, რომელსაც აქვს მიღებული რამდენიმე ოქროს მედალი საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსებზე. კლიენტმა შეიძლება უპასუხოს: მაგრამ, ჟან პოლ შენე ასეთივე მაღალი კლასის ღვინოა - ყველა იცნობს, ეს ალადასტური კი რაღაც არ გამიგია - იქნებ არც შეეფერება ჩემს გემოვნებას.

მეორე გამყიდველი კი ვთქვათ ასეთ რეკლამას უკეთებს: ალადასტური - ეს არის ღვინო ღვინის სამშობლოდან - საქართველოდან. ამ ღვინოს ცნობილი ფრანგი დეგუსტატორი ჟან შარდენი მუხლებზე დაჩოქილი სვამდა და ზღაპრულს უწოდებდა. თქვენ მის შესახებ იმიტომ არ იცით, რომ იგი ელიტარული ღვინოა - ნამდვილი ალადასტური მხოლოდ რამდენიმე მიკროკლიმატურ ზონაში მოჰყავთ.

ადვილი გასაგებია, რომ ასეთი რეკლამის შემდეგ კლიენტმა შეიძლება ერთ ბოთლ ალადასტურში 5-ჯერ მეტი გადაიხადოს ვიდრე ჟან პოლ შენე ღირს .

მაგრამ, თუ კლიენტი ასეთ რეკლამასაც არ დაიჯერებს, მაშინ, უნდა შეასრულოთ შემდეგი კანონი:

კანონი 5.

არ ეცადო კლიენტის დაბმას

მარკეტინგულ სკოლებში ასწავლიან, რომ კლიენტს პროდუქტი უნდა წარუდგინო „მთელი სისავსით“ და თუ მაინც არ მოეწონა, უნდა დაარწმუნო მის სარგებლიანობაში სხვა რაკურსით.

მაგრამ როგორც წესი, გამყიდველის ასეთი დაჟინება კლიენტს ძალიან აღიზიანებს და იგი ცდილობს მოსცილდეს მომაბეზრებელ მოსაუბრეს.

უფრო ეფექტურია, თუ კლიენტს მოუყვებით იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ ამ ნივთს სხვადასხვა წრეებში, თუ როგორ კარგი შეფასება მისცეს მას ცნობილმა სპეციალისტებმა და ექსპერტებმა.

თუ მაინც არ დაინტერესდება - მაშინ უბრალოდ შესთავაზეთ: გადაათვალიერეთ კიდევ სხვა ანალოგიური პროდუქცია და იქნებ თქვენი შესაფერისი იპოვოთ. - ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს, როდესაც არჩევანის საშუალება აქვს.

მაგრამ, არც ერთ შემთხვევაში არ დასძინოთ: ამაზე უკეთესს მაინც ვერ იპოვით, რადგან კლიენტს გაუჩნდება ჟინი, რომ უკეთესი იპოვოს.... შეიძლება ვერც იპოვოს უკეთესი, მაგრამ იმავე ჟინით მაინც სხვას იყიდის.

პირველ შემთხვევაში კი კლიენტი ისევ თქვენთან დაბრუნდება, რადგან, თქვენ მას არჩევანი შესთავაზეთ და ამით სიმპათიაც დაიმსახურეთ!

ამრიგად, ყურადღება უნდა გაამახვილო არა ნივთის აბსოლუტურ უპირატესობებზე, არამედ მის პოპულარობაზე და დადებით იმიჯზე. უპირატესობების შესახებ სხვათა შორის უნდა ილაპარაკო მკვეთრი შედარებების გარეშე.

კლიენტი უფრო ადვილად დაიჯერებს თქვენი პროდუქციის უნიკალურობას, თუ შეასრულებთ კიდევ ერთ კანონს:

კანონი 6

შესთავაზეთ დამატებითი მომსახურება უფასოდ, ან შეღავათიან ფასებში

ელექტროტექნიკის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს საგარანტიო რემონტი 1 წლის განმავლობაში. ჟურნალზე ხელმოწერის, ან მაგალითად, საკვები დანამატების შემთხვევაში კი - დამატებითი კონსულტაციები, უახლესი ინფორმაციების ოპერატიული მიწოდება და ა.შ.

მაგრამ, ეს არ უნდა გააკეთოთ მოვალეობის მოხდის მიზნით და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ერთი კანონი:

კანონი 7.

აგრძნობინეთ კლიენტს, რომ თქვენ ხართ არა უბრალოდ გამყიდველი,
არამედ მისი პარტნიორიც

თუ კლიენტი სანდო პიროვნებად გამოიყურება, მიეცით მას თქვენი ტელეფონის ნომერი და უთხარით: თუ რამე დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდებათ - დამირეკეთ ნებისმიერ დროს.

კარგი იქნება, თუ ხანდახან თქვენ თვითონ დაურეკავთ და შეეკითხებით, თუ როგორი კმაყოფილია კლიენტი თავისი შენაძენით და თუ აქვს რამე შენიშვნები.

თუმცა, არც ზედმეტი შეკითხვებითა და ყურადღებით უნდა მოაბეზროთ თავი.

ამ მარტივი კანონების შესრულებით საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მიაღწია წარმატებას სრულიად ტრადიციულ და გადატვირთულ დარგებში. მაგალითისთვის მხოლოდ ინგვარ კამპრადიც საკმარისია - მან IKEA-ს მაღაზიების ქსელში ჩვეულებრივი ვაჭრობით 33 მილიარდი დოლარი მოიპოვა... კარიერა კი, ჩვეულებრივი კომივოიაჟერის სტატუსით დაიწყო.

კობა ბიწაძე
ექსპერტი

11 საკანონმდებლო სიახლენი კომენტარით

▲back to top


საქართველო ფინანსთა მინისტრის
ბრძანება 1284

მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 95-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების, 217-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტების აღსრულების მიზნით და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „მოგების გადასახადის დეკლარაციის” ფორმა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს „მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმის შევსების წესის შესახებ” ინსტრუქცია (დანართი №2).

3. 2008 წლის პირველი იანვრის შემდგომ საგადასახადო პერიოდებზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აპრილის №247 ბრძანება.

4. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან და გავრცელდეს 2007 წლის წლიურ და შემდგომი საგადასახადო პერიოდების ანგარიშგებებზე.

. გილაური

დანართი1 მოგების გადასახადის დეკლარაციის ფორმა

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

დანართი 2 ინსტრუქცია მოგების გადასახადის
დეკლარაციის შევსების წესის შესახებ

მუხლი 1 - ზოგადი ებულებები

1. დეკლარაციას საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში საანგარიშოს მომდევნო წლის პირველ აპრილამდე წარადგენენ:

ა) საქართველოს საწარმოები;

ბ) უცხოური საწარმოები, რომლებიც შემოსავლებს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და რომლებიც არ იბეგრებიან გადახდის წყაროსთან.

2. უცხოური საწარმოები, რომლებიც იღებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრებიან გადახდის წყაროსთან, უფლება აქვთ დეკლარაცია წარადგინონ გადახდილი გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

3. გადასახადის გადამხდელი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას ვალდებულია საგადასახადო ორგანოში დეკლარაცია წარადგინოს 30 კალენდარული დღის ვადაში.

4. იურიდიული პირის ლიკვიდაციისას დეკლარაცია სალიკვიდაციო კომისიის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება იურიდიული პირის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

5. დეკლარაციის უჯრებში შემოსავლები და ხარჯები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ შემოსავლების (გამოქვითვების) განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან განმეორებით ჩართული.

6. დეკლარაციის შევსება წარმოებს მელნით, ბურთულიანი ავტოკალმით ან კომპიუტერის გამოყენებით.

7. დეკლარაციის შევსება ხდება გადასახადის გადამხდელის (საწარმოს ხელმძღვანელის) ან სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გარდა იმ მონაცემებისა (განაყოფი II), რომლებიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.

8. საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება (მე-40 უჯრა) ერთ ლარამდე ნულდება.

9. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადასახადის გადამხდელის (საწარმოს ხელმძღვანელის) ან სხვა ვალდებული პირის ან/ და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელის მოწერით. ამასთან, მიეთითება სახელი და გვარი სრულად და ხელმოწერის თარიღი.

10. დეკლარაციის უჯრებში შეიტანება აღნიშნული უჯრების დასახელებების (შინაარსის), აგრეთვე შევსების წესის ლოგიკური ფორმულების შესაბამისად განსაზღვრული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზების გამო დასახელებულ უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

მუხლი 2 - შევსების ესი

1. დეკლარაციის სატიტულო გვერდის და I განაყოფის შესაბამის უჯრებში აისახება:

ა) პირველ უჯრაში - გადასახადის გადამხდელის სრული საფირმო სახელწოდება მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით. დასახელებაში ლათინური ტრანსკრიფციის არსებობისას იგი ასევე აღინიშნება;

ბ) მე-2 უჯრაში - გადასახადის გადამხდელზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) მე-3 უჯრაში - დეკლარაციის სახე, იმის მიხედვით პირველადი თუ დაზუსტებული დეკლარაციაა. შესაბამისი სტრიქონის უჯრაში გაკეთდება აღნიშვნა V” ნიშნით;

დ) მე-4 უჯრაში - საანგარიშო (საგადასახადო) წელი;

ე) მე-5 უჯრაში - თუ გადასახადის გადამხდელი საქართველოს საწარმოა ამ სტრიქონის ცარიელ უჯრაში კეთდება აღნიშვნა V” ნიშნით;

ვ) მე-6 უჯრაში - თუ გადასახადის გადამხდელი უცხოური საწარმოა ამ სტრიქონის ცარიელ უჯრაში კეთდება აღნიშვნა V” ნიშნით;

ზ) მე-7 უჯრაში - გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით;

თ) მე-8 უჯრაში - იმ საქმიანობის კოდი (ეკონომიკური საქმიანობის სახეობების კლასიფიკატორის მიხედვით), რომელ საქმიანობასაც გადასახადის გადამხდელი თვლის ძირითად საქმიანობად;

ი) მე-9 უჯრაში - შესაბამისად ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის ან ლიკვიდაციის თარიღი. უჯრებში ციფრები ჩაიწერება შემდეგი რიგითობით: რიცხვი, თვე და სრული წელი;

კ) მე-10 უჯრაში - ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, სადაც საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება გადამხდელი.

2. დეკლარაციის II განაყოფის მე-11, მე-12, მე- 13, მე-14 და მე-15 უჯრები ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.

3. დეკლარაციის III განაყოფის (მოგების გადასახადის გაანგარიშება) უჯრებში აისახება:

ა) მე-16 უჯრაში - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საანგარიშო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით. მათ შორის შემოსავალი, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობით გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან;

ბ) მე-17 და მე-18 უჯრებში - სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა ღირებულება შესაბამისად საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის (საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად);

გ) მე-19 უჯრაში - შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), მათ შორის:

გ.ა) მე-20 უჯრაში - საანგარიშო პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოსაყენებელი (გამოყენებული) უსასყიდლოდ მიღებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობა;

გ.ბ) 21-ე უჯრაში - საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება;

გ.გ) 22-ე უჯრაში - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის სახით განაცემებზე (სარგებელზე) გაწეული ხარჯი;

გ.დ) 23-ე უჯრაში - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან გადასახდელი პროცენტები, მაგრამ არა უმეტეს წლიური 24 პროცენტის ფარგლებში. აღნიშნულის შევსებისას გაითვალისწინება აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 216-ე მუხლის შეზღუდვა;

გ.ე) 24-ე უჯრაში - რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, იმ პირობით, თუ აღნიშნული მიწოდების მიხედვით შემოსავლები ადრე შეტანილი იყო საანგარიშო წინა წლების დეკლარაციებში;

გ.ვ) 25-ე უჯრაში - საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიხედვით (მათ შორის 188-ე მუხლით განსაზღვრული), რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე, 188-ე და 189-ე მუხლების შესაბამისად;

გ.ზ) 26-ე უჯრაში - საანგარიშო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაცია- დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სრულად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან, ექსპლოატაციაში გადაცემისთანავე;

გ.თ) 27-ე უჯრაში - საგადასახადო წლის განმავლობაში შეძენილი, ლიზინგით მიღებული ან საკუთარი წარმოების ამორტიზაციადაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების მიხედვით გადასახადის გადამხდელს შეუძლია სრულად გამოქვითოს 100-პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით;

გ.ი) 28-ე უჯრაში - საკუთარი, ასევე ლიზინგით აღებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტს. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითვისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილის ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5-პროცენტიანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება;

გ.კ) 29-ე უჯრაში - გამოქვითვას დაქვემდებარებული ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან და არ არის ასახული სხვა უჯრებში, როგორიცაა:

გ.კ.ა) სადაზღვევო ხარჯები, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე დამზღვევ და/ან დაზღვეულთა მიერ გადახდილ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სადაზღვევო შენატანები, გარდა დაბრუნებადი და მაგროვებადი ხასიათის ხელშეკრულებათა მიხედვით გადახდილი სადაზღვევო შენატანებისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად;

გ.კ.ბ) წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 38-ე ნაწილის მიხედვით. ამასთან, მისი ოდენობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის (უჯრა 16) ერთ პროცენტს;

გ.კ.გ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის მიხედვით;

გ.კ.დ) სარეზერვო ფონდებში გადარიცხვები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მიხედვით და გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ნებისმიერი ხარჯი (გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობებისა);

დ) 30-ე უჯრაში - მე-17 და მე-19 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;

ე) 31-ე უჯრაში - მე-16 და მე-18 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;

ვ) 32-ე უჯრაში - საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის (უჯრა 31) გადამეტება გამოქვითვებზე (უჯრა 30), რომელიც შეადგენს 31-ე და 30-ე უჯრების მონაცემთა დადებით სხვაობას;

ზ) 33-ე უჯრაში - საანგარიშო წლის გამოქვით ვების (უჯრა 30) გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე (უჯრა 31), რომელიც შეადგენს 31-ე და 30-ე უჯრების მონაცემთა უარყოფით სხვაობას (ზარალს);

თ) 34-ე უჯრაში - წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა, სტრიქონის შევსებისას გაითვალისწინება აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 216-ე მუხლის შეზღუდვა;

ი) 35-ე უჯრაში - საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი), აგრეთვე გამოქვითვას დაქვემდებარებული საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობის თანხები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 186-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს 32-ე უჯრაში (ერთობლივი შემოსავლების გადამეტება გამოქვითვებზე) ასახული თანხის 8 პროცენტს;

კ) 36-ე უჯრაში - დასაბეგრი მოგება, რომელიც მიიღება; საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტებას (უჯრა 32) გამოკლებული წინა საანგარიშო წლის ზარალი (უჯრა 34, მაგრამ არა უმეტეს 32-ე უჯრაში ასახული თანხისა) და გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული მოგება (შემოსავალი) (უჯრა 35);

ლ) 37-ე უჯრაში - მოგების გადასახადი დასაბეგრ მოგებაზე, რომელიც მიიღება 36-ე უჯრაში ასახული თანხის გამრავლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171 -ე მუხლით დადგენილ საგადასახადო განაკვეთზე;

მ) 38-ე უჯრაში - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 196-ე და 197-ე მუხლების მიხედვით (თუ დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი) საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ნ) 39-ე უჯრაში - საქართველოს ფარგლებს გარეთ ფაქტობრივად გადახდილი გადასახადის თანხა შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან. ამასთან, ჩასათვლელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის ოდენობას, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ მოგებაზე საქართველოში მოქმედი წესით და განაკვეთით;

ო) მე-40 უჯრაში - კუთვნილი მოგების გადასახადი, რომელიც მიიღება: 37-ე უჯრის მონაცემს გამოკლებული 38-ე და 39-ე უჯრების მონაცემები;

პ) 41-ე უჯრაში - გადასახადის გადამხდელის (საწარმოს ხელმძღვანელის) ან სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (ვინც ადასტურებს დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს) გვარი და სახელი სრულად;

ჟ) 42-ე უჯრაში - 41-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერა;

რ) 43-ე უჯრაში - 41-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერის თარიღი. აღნიშნული უჯრის პირველ ორ განაყოფში აისახება ხელმოწერის რიცხვი, მომდევნო ორ განაყოფში - თვე და ბოლო ოთხ განაყოფში - წელი სრულად.

ბრძანება ძალაშია 2008 წლის 1 იანვრიდან და ვრცელდება 2007 წლის წლიურ და შემოდგომი საგადასახადო პერიოდების ანგარიშგებებზე.

რა შემთხვევაში არ გადაიხდით დღგ-

საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 7 დეკემბერს მიიღო კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, დღგ-ისაგან გათავისუფლებულია: ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა), ფასიანი ქაღალდების და საწესდებო კაპიტალის წილის მიწოდება ან/და იმპორტი. ეს მოქმედება უნდა გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ვინ განთავისუფლდა სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან

საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 28 დეკემბერს მიიღო კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, ტერმინი დახლი განისაზღვრა, როგორც საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი არასტაციონარული სავაჭრო ადგილი, რომელიც არ ქმნის დახურულ სივრცეს, სახურავით ან მის გარეშე. ბაზარი განისაზღვრა, როგორც მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ. არასტაციონარული სავაჭრო ადგილი განისაზღვრა, როგორც ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

კანონის თანახმად, 2010 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან განთავისუფლდნენ ის ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ სამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობების) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონალური სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.

კანონი ძალაშია 2007 წლის 28 დეკემბრიდან.

რა ცვლილებებია საგადასახადო კოდექსში

საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 28 დეკემბერს მიიღო კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგეტიკული საწარმოები დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირებას ახდენენ მიმდინარე საგადასახადო წლის დეკემბერში, თუ დასაბეგრი ოპერაციის თანხის ცვლილება გამოწვეულია კვალიფიციური საწარმოების მიერ წარმოებული, იმპორტირებული, მოხმარებული ან/და ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობების ცვლილებით, რასაც თან ახლავს ან არ ახლავს ელექტროენერგიის გასაყიდი და შესასყიდი ტარიფის ცვლილება.

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადახდისაგან განთავისუფლებულია სამედიცინო მომსახურების გაწევა, უპატრონო ბავშვთა სახლებში ბავშვთა მოვლა-პატრონობის, ავადმყოფთა, ინვალიდთა ან/და ღრმად მოხუცებულთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი წლის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე საქონლის/მომსახურების მიწოდება.

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს უკანასკნელი გადასახადის გადამხდელი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდება (ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) და მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და მიმღებისათვის წარდგენა უნდა მოხდეს არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვისა.

კოდექსის თანახმად, საგადასახადო სესხით სარგებლობის უფლება აქვს 2008 წლის 1 იანვრიდან რეგისტრირებულ პირს, რომელიც აღნიშული მიზნით სახელმწიფო რეგისტრაციიდან 12 თვის ვადაში მიმართავს შესაბამის საგადასახადო ორგანოს. სესხი პირზე გაიცემა მხოლოდ ერთხელ, მისი მოთხოვნის შემთხვევაში. აკრძალულია პირის მიერ ერთზე მეტი სესხით სარგებლობა. საგადასახადო სესხის ზღვრული ოდენობაა 2000 ლარი, რომელიც გაიცემა არა უმეტეს 10 წლისა და 3 თვის (123 თვის) ვადით, წლიური 4%25-იანი სარგებლით. პირველი 10 წლის (120 თვის) განმავლობაში საგადასახადო სესხით მოსარგებლე პირს უფლება აქვს არ მოახდინოს სესხზე დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდები. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ სესხზე დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულებები პირს ეკისრება ყოველთვიურად თანაბარი ოდენობით. სასესხო ხელშეკრულება პირის ინიციატივით შეიძლება ვადამდე შეწყდეს შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ვალდებულებების დაფარვის შემდეგ. თუ დაირღვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, სესხით მოსარგებლე პირზე გავრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციები და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

აღნიშნული საგადასახადო სესხით სარგებლობა 2009 წლის 1 იანვრის შემდგომ დარეგისტრირებულ პირებს შეეძლებათ, თუ აღნიშნული გათვალისწინებული იქნება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

კანონი ძალაშია 2008 წლის 1 იანვრიდან.

რა დაგიჯდებათ საჯარო რეესტრის მომსახურება

საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 18 დეკემბერს მიიღო კანონი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე», რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:

- უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაცია - 4 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი;

- უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მიბმულ ვალდებულებაში ცვლილების რეგისტრაცია - 4 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი;

- უძრავ ნივთზე უფლების შეზღუდვის რეგისტრაცია - 4 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი;

- უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების შეზღუდვაში ცვლილების რეგისტრაცია- 4 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი;

- უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება - 1 სამუშაო დღის ვადაში - 15 ლარი;

- მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება - 1 სამუშაო დღის ვადაში - 15 ლარი;

- საკადასტრო გეგმის მომზადება - 2 სამუშაო დღის ვადაში - 5 ლარი;

- საკადასტრო რუკის მომზადება - 4 სამუშო დღის ვადაში:

ქაღალდზე შესრულებული ვერსია - 1 გვერდი - 10 ლარი;

ელექტრონული ვერსია - 100002 (1ჰა)-ზე - 5 ლარი;

- ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის მომზადება - 1 სამუშაო დღის ვადაში - 7 ლარი;

- მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, ყადაღის ან საგადასახადო იპოთეკის/ გირავნობის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება - 4 სამუშო დღის ვადაში - 10 ლარი;

- ტექნიკული ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება - 4 სამუშაო დღის ვადაში - 7 ლარი;

- ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება - 4 სამუშო დღის ვადაში - 5 ლარი;

- ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება - 4 სამუშაო დღის ვადაში - 5 ლარი;

ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება - 4 სამუშაო დღის ვადაში - 1 გვერდი - 0.50 თეთრი.

კანონი ძალაშია 2008 წლის 11 იანვრიდან.

როგორ ხორციელდება ბიუჯეტში შემოსულობების
აღრიცხვა-ანგარიშგებადა ანგარიშსწორება

საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 21 დეკემბერს მიიღო დადგენილება (№287) ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის 45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ ინსტრუქცია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

კარი I

სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა- ანგარიშგება და ანგარიშსწორება

თავი 1 - ზოგადი დებულებანი

უხლი № 1

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სხვა განმთავსებლები - საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების მთავრობები, სხვა პირები;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობების მართვა - სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;

გ) ფინანსური ოპერაცია - გადასახადის ან სხვა შემოსულობების მიღება, აგრეთვე ხაზინის ერთიან ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა- გადარიცხვა ფულადი სახსრების ფაქტობრივად მიღების საფუძველზე;

დ) სხვა შემოსულობები - შემოსულობები სოციალური შენატანებიდან, გრანტებიდან, სხვა შემოსავლებიდან, ფინანსური და არაფინანსური აქტივებიდან და ვალდებულებებიდან;

ე) სახსრების მფლობელი - სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები.

თავი 2 - ბიუჯეტის შემოსულობათა მართვა

უხლი 2

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა მართვას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მეშვეობით.

უხლი 3

სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვვებისა, სახელმწიფო ხაზინის ნებართვის გარეშე არ არიან უფლებამოსილი გახსნან და იქონიონ ბიუჯეტის შემოსულობათა საბანკო ანგარიშები.

თავი 3 - ბიუჯეტის შემოსულობათა განთავსების პროცედურა

მუხლი 4

გადასახადის გადამხდელების ან სხვა განმთავსებლების მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე ხორციელდება მათ მიერ მომზადებული საგადახდო საბუთების საფუძველზე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

მუხლი 5

სახელმწიფო ხაზინა:

ა) ახორციელებს საბანკო დღის განმავლობაში მიღებულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას სახსრების მფლობელების (სახელმწიფო ბიუჯეტი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში) მიხედვით;

ბ) ყოველდღიურად ამზადებს საგადახდო დავალებებს შესაბამისი ბიუჯეტების (ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები) ანგარიშებზე თანხების გადასარიცხად;

გ) ამზადებს ყოველთვიურ და წლიურ ანგარიშგებას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ.

მუხლი 6

საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმრთველობის ორგანოები, ასევე დაწესებულებები, რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით.

მუხლი 7

1. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ინფორმაციას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბანკების მიერ დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ.

2. ინფორმაციაში აღინიშნება შესაბამისი კომერციული ბანკის ან მისი ფილიალის დასახელება, საგადახდო დავალების ნომერი და ბანკში წარდგენის თარიღი, ბიუჯეტის შემოსულობის თანხა და დაგვიანებული დღეების რაოდენობა.

3. სახელმწიფო ხაზინა დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ ინფორმაციას გადასცემს შემოსავლების სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის ყოველი თვის 10 რიცხვამდე.

მუხლი 8

საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ელექტრონული საგადახდო დავალებების საფუძველზე ახორციელებს გადარიცხვებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან.

თავი 4 - აღრიცხვა-ანგარიშგება და მონიტორინგი

მუხლი 9

1. სახელმწიფო ხაზინა აწარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვასა და ანალიზს.

2. ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ელექტრონული ამონაწერებისა და საგადახდო საბუთების მიხედვით იწარმოება აღრიცხვა- ანგარიშგების ფორმები და რეგისტრები.

3. რეგისტრი არის აღრიცხვის საფუძველი.

4. რეგისტრში აღირიცხება ფინანსური ოპერაცია და მისი შედეგი.

5. აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებსა და რეგისტრთა სისტემას ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

კარი 2 - ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება

თავი 5 - ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ზოგადი წესი

მუხლი 10

ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინსტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს:

ა) ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანას სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) სხვა შემოსულობების დაბრუნებას ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანას, სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11

1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან უფლებამოსილი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგიონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგიონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

3. ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობებისა და გადასახადის თანხების გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ.

4. შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა, დაბრუნება ან შესწორება, რომლებიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, სახელმწიფო ხაზინის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია, რომ სახაზინო სამსახურის უფროსს დართოს ნება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად.

6. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახადებისა და სხვა შემოსულობების სახეში გადატანის შესახებ, რომელსაც ყოველთვიურად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

7. გადასახადისა და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ განიხილება როგორც ხარჯი. იგი ტარდება როგორც ზედმეტად გადახდილი გადასახადისა და სხვა შემოსულობების დაბრუნება და მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის კლასიფიკაციის შესაბამისი კოდი.

თავი 6 - გადასახადის ზედმეტად გადახდილი
თანხის დაბრუნების პროცედურები

მუხლი 12

1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგიონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით.

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგიონალური საბაჟოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.

4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე რეგიონალური ცენტრისათვის (საგადასახადო ინსპექციისათვის) ან რეგიონალური საბაჟოსათვის წარდგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობითი მიმართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით;

გ) საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობით მიმართვას თან უნდა ახლდეს გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) წერილობითი დასტური აღნიშნული ინფორმაციის მიღების თაობაზე.

5. სახელმწიფო ხაზინის მიერ გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას აწარმოებს შესაბამისი რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) ან რეგიონალური საბაჟო ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შესაბამის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ან რეგიონალურ საბაჟოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;

ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია.

მუხლი 13

1. ეს მუხლი განსაზღვრავს რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მიერ მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამდე განსახორციელებელ პროცედურებს.

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:

ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამი აღემატება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამს;

ბ) რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) ადასტურებს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას” ან „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა” დაკმაყოფილდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა” დარიცხულ დღგ-ს თანხაზე ჩასათვლელი თანხის გადამეტების წარმოქმნის საანგარიშო პერიოდიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” დადასტურების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხა უნდა დაბრუნდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

4. ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება:

ა) საგადასახადო შემოწმების გარეშე „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია:

ა.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;

ა.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები;

ბ) სულ გვიან „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” წარდგენიდან ერთ თვეში, თუ ის წარმოიშვა ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით და გადასახადის გადამხდელი საგადასახადო რეგისტრაციაზე აყვანილ იქნა „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” წარდგენის დღემდე 6 თვის ვადაში. ამასთან, გადამხდელის საგადასახადო შემოწმება ხდება თანხის გაცემის შემდეგ;

გ) საგადასახადო შემოწმების გარეშე „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” წარდგენიდან 3 თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია სხვა შემთხვევები, გარდა ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა;

დ) საგადასახადო შემოწმების შემდეგ ამ პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” წარდგენიდან 3 თვის ვადაში, თუ ის წარმოიშვა ამ პუნქტის „გ” ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით, და:

დ.ა) თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო რეგისტრაციაზე აყვანილ იქნა „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” წარდგენის დღემდე 6 თვის ვადაში, ან:

დ.ბ) თუ ფიქსირდება გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების განხორციელებისას - 2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში დღგ-ს გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხა მხოლოდ ექსპორტზე გატანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 18 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საქონლის ექსპორტის საანგარიშო პერიოდისათვის დეკლარირებული ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხისა.

6. თუ საქართველოში შემოსავლის გაცემის წყაროსთან ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, მითითებულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა” გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით.

7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტს (საწარმო, იურიდიული პირი ან/და მეწარმე ფიზიკური პირი) უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა” დაკავებული გადასახადიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუ იგი იღებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავალს და იბეგრება გადახდის წყაროსთან.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დეკლარაცია უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

9. „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” არასრულად ან არასწორად შევსების შემთხვევაში რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) ვალდებულია „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის უკან დაბრუნების შესახებ და აცნობოს გადამხდელს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

10. მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” უკან დაბრუნება უფლებას არ ართმევს გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ახალი “გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა” მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოცემულ გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზების გამოსწორებით.

11. გადამხდელის საგადასახადო შემოწმება უნდა მოხდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XVI თავის შესაბამისად. საგადასახადო შემოწმების ვადები არ უნდა გასცდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების ვადებს.

12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით (წერილობითი მითითება), გადასახადის გადამხდელის სტრატეგიულობის გათვალისწინებით გადამხდელს შეიძლება დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხა შემოწმების გარეშე და შემცირებულ ვადებში.

13. თუ გადამხდელმა „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა” საგადასახადო ორგანოში წარადგინა გასვლითი საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის დროს, ხოლო ზედმეტობა წარმოშობილია იმ პერიოდში, რომელსაც არ მოიცავს საგადასახადო შემოწმება, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებით დამატებით მოწმდება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზედმეტობის წარმოშობის პერიოდი უკვე შემოწმებულია) ზედმეტობის წარმოშობის პერიოდიც.

14. საგადასახადო ორგანოებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე” დასართავი საბუთების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.

თავი 7 - გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან

მუხლი 14

1. გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგიონალური საბაჟოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით.

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარებს ხელს აწერენ შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგიონალური საბაჟოს უფროსი და შესაბამისი უფლებამოსილი პირი და დადასტურებულია ბეჭდით.

4. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგიონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.

5. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული განაწილების მიხედვით.

6 სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანის შესახებ შესაბამის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ან რეგიონალურ საბაჟოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგიონალური საბაჟოს მიერ გადასახადის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია შესაბამისი რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან რეგიონალური საბაჟოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.

7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის გადასახადის გადატანაც წარმოებს სხვა გადასახადების სახეში, სახელმწიფო ხაზინა საგადახდო დავალებას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

თავი 8 - სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა

მუხლი 15

1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობების სახეების მიხედვით.

3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.

4. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნების ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანის ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გასწორების შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;

ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის ან დაბრუნების ან/და შეცდომის გასწორების მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

მუხლი 16

ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას, ხორციელდება დეპოზიტური თანხის მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

თავი 9 - გადამხდელის ან კომერციული ბანკების მიერ საგადახდო დავალების შევსების, ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის ან ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომების გასწორება

მუხლი 17

კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდომით გადასახადის ამკრეფის ან თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაასწოროს შეცდომა ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთის ფარგლებში

მუხლი 18

საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მომართვისას (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული გადასახადის თანხის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში) კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.

მუხლი 19

გასულ წლებში ბიუჯეტში მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება ხორციელდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში), ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.

მუხლი 20

ინსტრუქციის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსახურს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების

მიზნით.

თავი 10 - სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში გადატანა

მუხლი 21

1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში გადატანას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობათა სახეების მიხედვით.

3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობათა ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.

4. სხვა შემოსულობათა ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადში გადატანა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების გადასახადში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;

ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის სხვა შემოსულობათა გადატანაც წარმოებს გადასახადში, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

დადგენილება ძალაშია 2008 წლის 1 იანვრიდან.

მოამზადა ესმა ქაჯაიამ

12 როგორ დავაზღვიოთ, რატომ დავაზღვიოთ

▲back to top


დაზღვევა

0x01 graphic

შემოსულ კითხვებზე კომენტარს იძლევა ექსპერტი დაზღვევის საკითხებში გიორგი გიგოლაშვილი.

კითხვა:

- რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი ორგანიზაციის მიერ სადაზღვევო მომსახურების ყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში?

კომენტარი:

- დავიწყებთ იქედან, რომ დაზღვევის სრულფასოვნად განხორციელებისთვის აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

1. აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ობიექტების და რისკებისგან დაზღვევაა აუცილებელი.

2. უნდა განისაზღვროს ისიც, საჭიროა თუ არა და შესაძლებელია თუ არა რისკის შემცირება (რაც იწვევს დაზღვევის ფასის შემცირებასაც)? მაგ.: შენობაში დაცვისა და სიგნალიზაციის თანამედროვე საშუალებების არსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს ქურდობის რისკს და შესაბამისი დაზღვევის ფასს.

3. აუცილებელია სადაზღვევო კომპანიის დაზღვევის წესების, პირობების გაცნობა, ნებისმიერი ბუნდოვანი, გაუგებარი, ორაზროვანი პირობის, ფორმულირების განსაზღვრა, დაზუსტება, დაკონკრეტება და მიუღებლობის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიისგან მისი გაუქმების, ან შეცვლის მოთხოვნა.

4. ხელშეკრულების დადებამდე აუცილებელია სათანადო სადაზღვევო კითხვარის შევსება, რაც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს - განაცხადით თქვენ სადაზღვევო კომპანიას გადასცემთ სრულ და რეალურ ინფორმაციას დასაზღვევი ობიექტის, რისკებისა და სხვა თანმდევი საკითხების შესახებ და პასუხისმგებელი ხართ აღნიშნულზე. არასწორი, არასრული, გაურკვეველი ინფორმაცია შესაძლოა გახდეს სადაზღვევო კომპანიის მიერ თქვენთვის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის მოტივი. ამიტომ, აუცილებელია წინასწარ გაეცნოთ სადაზღვევო კითხვარს, დააზუსტოთ გაურკვეველი საკითხები, დააზუსტოთ მასში შესატანი ინფორმაცია, თან იქონიოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და ა.შ. კითხვარის შევსების შემდეგ იგი რჩება სადაზღვევო კომპანიას, ამიტომ, თქვენ აუცილებლად მოითხოვეთ მისი ასლი.

5. აუცილებელია წინასწარ გაეცნოთ სადაზღვევო ხელშეკრულებისა და სადაზღვევო პოლისის პირობებს, მოითხოვოთ ბუნდოვანი და გაურკვეველი პირობების შეცვლა ან გაუქმება, წინასწარ შეუთანხმებელი პირობების განმარტება და ა.შ.

6. აუცილებელია საკუთარი უფლება-მოვალეობების სრულად ცოდნა, რადგან, მათი დარღვევა შესაძლოა გახდეს სადაზღვევო კომპანიის მიერ თქვენთვის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის მოტივი. დაზღვეულის ძირითადი მოვალეობებია: სადაზღვევო კომპანიის ოპერატიული ინფორმირება განაცხადში შეტანილი მონაცემების ცვლილების, სადაზღვევო რისკის ზრდის, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ, უსაფრთხოების წესებისა და ნორმატივების დაცვა და სხვა. მხარეთა უფლება - მოვალეობები განისაზღვრება კომპანიის დაზღვევის წესებითა და ხელშეკრულებით.

ესაა დაზღვევის ზოგიერთი საკითხის ძალიან მოკლე მიმოხილვა; კონკრეტული საკითხების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული გარემოს შესწავლის, რისკების გაანალიზების, დაზღვევის პარამეტრების გაცნობის შემდეგ. დაზღვევის შესახებ სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის ყველაზე ოპტიმალური გზაა სადაზღვევო ბროკერის მომსახურების გამოყენება - ჯერ ერთი, დამზღვევი მიიღებს პროფესიონალურ რჩევებს დაწყებული სადაზღვევო რისკების განსაზღვრიდან, დამთავრებული სადაზღვევო პროგრამის შერჩევითა და ხელშეკრულების გაფორმებით, მეორეც - სადაზღვევო კომპანიას უფრო გაუადვილდება დამზღვევისთვის აუცილებელი და ზუსტად მისადაგებული პროგრამის შექმნა და, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია - ეს არ ზრდის კლიენტის ხარჯებს, ანუ კლიენტისათვის სადაზღვევო საბროკერო მომსახურება უფასოა!

კითხვა:

- სადაზღვევო სარეკლამო ბუკლეტებში თუ ხელშეკრულებებში ხშირად გვხვდება ტერმინი სადაზღვევო ღირებულება. რას წარმოადგენს და როგორ იანგარიშება იგი?

კომენტარი:

- სადაზღვევო ღირებულება წარმოადგენს დაზღვევის ობიექტის რეალურ ღირებულებას.

სადაზღვევო ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით. ეს მეთოდები ერთმანეთისგან განსხვავდება სხვადასხვა სახის ობიექტისთვის (შენობა, ავტომობილი, ტვირთი), ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში მის დასადგენად ხანდახან გამოიყენება საკანონმდებლო, თუ ისტორიულად დამკვიდრებული კრიტერიუმები.

მაგალითად, ტვირთის დაზღვევაში სადაზღვევო ღირებულების დადგენა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წესით ხდება: ინგლისის სადაზღვევო ბაზარზე ტვირთის სადაზღვევო ღირებულებად ითვლება თანხა, რომელიც ტოლია ტვირთის ჩატვირთვამდე დამზღვევის მიერ ამ ტვირთის შესაძენად გადახდილი ფასისა (პირველადი ღირებულება) და ჩატვირთვისა და დაზღვევის ხარჯების ჯამისა; აშშ-ში ტვირთის სადაზღვევო ღირებულება განისაზღვრება ამ ტვირთის საბაზრო ღირებულებით რეისის დაწყების მომენტისათვის; საფრანგეთში ტვირთის სადაზღვევო ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ჯამით: ტვირთის ჩატვირთვის დროისათვის ამ ადგილზე ამ ტვირთის გაყიდვის ფასი + დანიშნულების ადგილზე ტვირთის ჩატანისათვის საჭირო ხარჯები + მოსალოდნელი მოგება; გერმანიაში ტვირთის სადაზღვევო ღირებულება განისაზღვრება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტში ამ ტვირთის რეალური გასაყიდი ღირებულების ოდენობით.

შენობა-ნაგებობის სადაზღვევო ღირებულებად გამოიყენება მისი აღდგენის ღირებულება. შიგთავსისა და პირადი ნივთებისათვის - ყიდვა-გაყიდვის საბაზრო ღირებულება. იშვიათი საგნებისათვის, საკოლექციო და ხელოვნების ნიმუშებისათვის - ექსპერტული შეფასებები.

დღეისათვის მიმდინარეობს ობიექტის შეფასების მეთოდების სტანდარტიზაციის პროცესი, რომელშიც გათვალისწინებულია, როგორც შეფასების ზოგადი პრინციპები, ასევე, მისი გამოყენების არეალის სპეციფიკური მახასიათებლები.

გარდა საბაზრო, ან აღდგენის ღირებულებისა, სადაზღვევო ღირებულების განსაზღვრისას ორიენტირად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ობიექტის საბალანსო ღირებულება (მაგ.: შენობა-ნაგებობებისათვის, საწარმო დანადგარებისათვის), ინვოისით განსაზღვრული ღირებულება (ტვირთი) და ა.შ.

სადაზღვევო ღირებულება წარმოადგენს დასაზღვევი ობიექტის რეალურ ღირებულებას და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ ობიექტის შესაძლო დაზიანებით, განადგურებით, ან დაკარგვით გამოწვეული მოსალოდნელი რეალური ზარალის სიდიდეს. სადაზღვევო ღირებულება წარმოადგენს დაზღვევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრის - სადაზღვევო თანხის გამოთვლის საფუძველს.

კითხვა:

- სადაზღვევო ხელშეკრულებაში ყოველთვის გვხვდება .. გამონაკლისების ჩამონათვალი. რას წარმოადგენს ეს გამონაკლისები?

კომენტარი:

- კანონმდებლობით, სადაზღვევო ხელშეკრულებით და სადაზღვევო საქმიანობის პრაქტიკის საფუძველზე განისაზღვრება რისკები და შემთხვევები, რომელთა მიერ გამოწვეულ ზარალს არ ფარავს სადაზღვევო ორგანიზაცია.

დაზღვევის სხვადასხვა სახეობაში, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობს სხვადასხვა სახის გამონაკლისები, თუმცა, ყველა მათგანი ეფუძნება დაზღვევის პრინციპებსა და კანონზომიერებებს. ზოგადად, გამონაკლისებს მიეკუთვნება არასადაზღვევო რისკები და რისკები, რომელთა მნიშვნელოვნად ზრდის სადაზღვევო პრემიას და ამიტომ, ისინი არაა ჩართული სტანდარტულ სადაზღვევო ხელშეკრულებებში.

ძირითადად, გამონაკლისებს მიეკუთვნება: ომის რისკები (ომები, სახალხო მღელვარებები, დივერსიები, ტერაქტები).

რადიაქტიური (ბირთვული რისკები (ატომური აფეთქება, რადიაქტიური ნივთიერებების ზემოქმედება).

რისკები, რომლებიც გამოწვეულია დამზღვევის, დაზღვეულის, მოსარგებლის გაუფრთხილებლობით, ან განზრახ ქმედებით, ან უმოქმედობით (თვითმკვლელობა; ზარალის ინსცენირება ან პროვოცირება გამდიდრების მიზნით; უსაფრთხოების წესების/ნორმების დარღვევა; გარემოებები, რომელთა შესახებ დამზღვევმა არ აცნობა სადაზღვევო ორგანიზაციას ან მიაწოდა მას ყალბი/არასრული ინფორმაცია).

რისკები, რომელთა დადგომა გარდაუვალია დაზღვეული ობიექტის მახასიათებლების, საქმიანობის სპეციფიკის, მატერიალური ფაქტორების გამო (გაუმართავი ავტომობილის ექსპლოატაცია, ფეთქებადი და ადვილადაალებადი ნივთიერებების გამოყენება შენობაში; ბუნებრივი ცვეთა, ლპობა, თვითაალება).

რისკები, რომელთა დადგომა გამოწვეულია გამონაკლისი ან დაუზღვეველი რისკებით, ანუ, დაზღვეული რისკი არაა ზარალის უშუალო მიზეზი (მიწისძვრით გამოწვეული ხანძარი).

კითხვა:

- რა არის ორმაგი (მრავალმაგი)?

კომენტარი:

- მრავალმაგი არის ერთიდაიგივე ინტერესის ერთიდაიგივე რისკისაგან 2 ან მეტ სადაზღვევო ორგანიზაციაში, როდესაც ჯამური სადაზღვევო თანხა აღემატება დაზღვეული ობიექტის რეალურ სადაზღვევო ღირებულებას.

  • მრავალმაგი დაზღვევის მახასიათებელი ნიშნებია:

  • უნდა არსებობდეს 2 ან მეტი სადაზღვევო პოლისი;

  • დაზღვეული უნდა იყოს ერთი და იგივე ინტერესი;

  • დაზღვევა უნდა ხორციელდებოდეს ერთი და იგივე საფრთხისგან;

  • დაზღვეული უნდა იყოს ერთი და იგივე ობიექტი;

  • დაზღვევა უნდა იყოს ძალაში ერთი და იგივე ტერიტორიაზე და პერიოდში;

  • ყველა სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებული უნდა იყოს ზარალის ანაზღაურებაზე.

აუცილებელი არაა ყველა სადაზღვევო ხელშეკრულება იყოს იდენტური, მრავალმაგი დაზღვევის ფაქტის დასადგენად საკმარისია ხდებოდეს ზემოაღნიშნული პირობების „თანაკვეთა“.

მრავალმაგი დაზღვევის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს დაზღვევის პრინციპი: არ უნდა იქცეს დაზღვეულის გამდიდრების წყაროდ და სადაზღვევო ორგანიზაციებმა არ უნდა გადაიხადონ რეალურ ზარალზე მეტი ოდენობის სადაზღვევო ანაზღაურება. ამ პრინციპის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ყველა სადაზღვევო ორგანიზაცია ანაზღაურებს ზარალის თავისი პასუხისმგებლობის პროპორციულ თანხას.

კითხვა:

- ვინ არის დამზღვევი, მზღვეველი, დაზღვეული, მოსარგებლე?

კომენტარი:

- სადაზღვევო ორგანიზაცია - მზღვეველი - არის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სადაზღვევო მომსახურებას, წარმოადგენს სადაზღვევო ურთიერთობათა მონაწილე მხარეს და სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე დამზღვევის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის სანაცვლოდ იღებს დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მზღვეველი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის, ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია. დამზღვევი არის სადაზღვევო ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რომელიც დებს სადაზღვევო ხელშეკრულებას სადაზღვევო ორგანიზაციასთან, აზღვევს თავისი, ან სხვა პირის ინტერესს და იხდის სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრულ სადაზღვევო პრემიას. დამზღვევი შეიძლება იყოს ფიზიკური, ან იურიდიული პირი, მას შეუძლია დააზღვიოს თავისი, ან სხვა პირის (დაზღვეული) ინტერესი.

მზღვეველი და დამზღვევი არიან სადაზღვევო ხელშეკრულების მხარეები და მათი უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება კანონმდებლობითა და სადაზღვევო ხელშეკრულებით.

დაზღვეული არის პირი, რომლის სასარგებლოდაც არის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულება, პირი, ვისი ინტერესიც წარმოადგენს დაზღვევის ობიექტს, პირი, რომლის ინტერესიცაა დაზღვეული.

დამზღვევი და დაზღვეული შეიძლება იყოს სხვადასხვა პირი (მაგ.: სპორტული გუნდის წევრებს აზღვევს კლუბი, რომელშიც ისინი თამაშობენ; გასტროლების პერიოდში მსახიობთა დაზღვევის პოლისს ყიდულობს თეატრი). საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, იმ დაზღვეულის, რომელიც არ არის დამზღვევი, აგრეთვე დამზღვევის ის ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშობა სადაზღვევო ხელშეკრულების დადგომისას - განისაზღვრება დაზღვევის ხელშეკრულებით. დამზღვევი ვალდებულია შეატყობინოს დაზღვეულს დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესახებ.

ერთი და იგივე სადაზღვევო დაფარვა შეიძლება ვრცელდებოდეს რამდენიმე დაზღვეულზე ანუ თანადაზღვეულებზე. მაგ.: სატრანსპორტო კომპანიის მიერ შეძენილი ავტოსატრანსპორტო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედება ვრცელდება ყველა მძღოლზე, რომელსაც აქვს უფლება მართოს ამ კომპანიის ავტომობილი.

მოსარგებლე არის პირი, რომელიც დამზღვევმა შეიძლება დანიშნოს სადაზღვევო ანაზღაურების მიმღებად. მოსარგებლე შეიძლება იყოს ოჯახი, მემკვიდრე. თუ დაზღვეული სარგებლობდა დაზღვეული ქონებით, ამ ქონების განადგურებისას მოსარგებლე შეიძლება იყოს ქონების მფლობელი. თუ ავტომობილი წარმოადგენს საბანკო კრედიტის საგარანტიო უზრუნველყოფას, ავტომობილის გატაცების შემთხვევაში მოსარგებლე (კრედიტის თანხის ფარგლებში) შეიძლება იყოს ბანკი. სახელმწიფოსადმი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის დადგომისას მოსარგებლე შეიძლება იყოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მოსარგებლე არის ფიზიკური, ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების, ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას. დაზღვეული ითვლება მოსარგებლედ, თუ კანონმდებლობით ან დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

Directory.ge თბილისის ორგანიზაციების ცნობარი

www. directory. ge უნივერსალური ინტერნეტ-ცნობარი, რომელსაც თან ახლავს თბილისის რუკა, მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის ჩვენს ქალაქში მოქმედი ორგანიზაციების შესახებ და ხელს უწყობს მათ (მეწარმესა და მომხმარებელს) შორის ნდობის ფაქტორის გაღრმავებას. პროექტის მიზანია იმ მეწარმეების წარმოჩენა და თანადგომა, რომელთათვისაც უმთავრესია მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

www. directory. ge -წარმოადგენს ელექტრონულ ცნობარს, რომელშიც შედის სრული ინფორმაცია თბილისში მოქმედი ორგანიზაციების შესახებ სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) და ჩართულია მსოფლიოს ისეთ საძიებო სისტემებში, როგორიცაა: Yahoo, Google, Rambler, Astalavista და სხვა.

ცნობარში შესაძლებელია განთავსდეს ანკეტური მონაცემები (დასახელება; საქმიანობის სფერო; საკონტაქტო პირი; ხელმძღვანელი; ტელეფონი; მისამართი; ფაქსი; ელ-ფოსტა და ვებ-გვერდის მისამართი), დამატებითი ინფორმაცია, როგორც ტექსტობრივი მასალა, ასევე სურათები. ინფორმაციის განთავსების ვადა ერთი წელია. ამასთან, ჩვენს საიტზე შესაძლებელია თქვენი საიტის პოპულარიზაცია ფლეშის, ლოგოსა და ბანერის მეშვეობით. ბანერული რეკლამის ამოცანაა ლინკის მეშვეობით გადაერთოს მნახველი თქვენს საიტზე.

თბილისის ორგანიზაციების ცნობარი www.directory. Ge
გაეცანით მსოფლიოს მინიმალური დანახარჯებით!

13 როგორი უნდა იყოს წარმატებული ბიზნესმენი

▲back to top


პრაქტიკული რჩევები

0x01 graphic

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ, საერთაშორისო ბაზარზე საწარმოებისა და ორგანიზაციათა გასვლის შესაძლებლობამ მნიშვნელოვნად გააფრთოვა სხვადასხვა საქმიანობაში ჩართულ ხელმძღვანელ პირთა კონტინგენტი, რომლებიც არა მარტო პროფესიული ცოდნის კრიტერიუმების დაცვას საჭიროებენ, არამედ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას და მხარდაჭერასაც.

უნებრივია, საზოგადოებამ უარყოფითად არ უნდა აღიქვას ისეთი ცნებები, როგორიცაა: კომერსანტი, ბიზნესმენი, საქმოსანი. ბიზნესმენს თავისი ნიჭის, უნარის და ენერგიის ხარჯზე სურს არა მარტო უფრო უკეთ მოიწყოს თავისი ცხოვრება, არამედ, ასევე ხელი შეუწყოს ქვეყანას ეკონომიკურ აღორძინებაში. როგორც ამერიკელი მეცნიერები აღნიშნავენ, რამდენიმე მილიონი უნარიანი, მოხერხებული ადამიანი ერის თავისებურ ოქროს ფონდს შეადგენს!

ბიზნესის ზოგიერთი სფეროს განვითარება შეუძლებელია მოსახლეობასთან ურთიერთობისა და პიარის გარეშე. საზოგადოების აზრი განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ეკონომიკური გარდაქმნების დროს. უმეტეს შემთხვევაში, ეკონომიკური ცვლილებებისას, მოსახლეობა იკავებს ოპოზიციურ მხარეს, რადგან იგი ვერ ათვითცნობიერებს ჩატარებული გარდაქმნების სიკეთეს. ასეთ შემთხვევაში ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ საშუალებას წარმოადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობა, რაშიც მნიშვნელოვანია PR-ის ფუნქცია. PR ეხმარება დაინტერესებულ პირებს მუშაობისათვის სასურველი კონტექსტის შექმნაში, რეპუტაციისა და პრესტიჟის ამაღლებაში.

ბიზნესში წარმატება უფრო შთამბეჭდავია, როცა ის მიმდინარეობს აწმყოში და არა მომავალში. მომავლის ხედვა საზოგადოებას უფრო ნაკლებად აინტერესებს, მათ სურთ მიიღონ ის, რისი მიღებაც დღეს შეუძლიათ. როგორც წესი, საზოგადოება ბიზნესმენს აფასებს დღევანდელი წარმატებით და არა მისი მომავლის ხედვით, ამიტომ ბიზნესმენი უნდა ცდილობდეს ნდობისა და ავტორიტეტის მოპოვებას აწმყოში, რომელიც იქნება კარგი მომავლის საწინდარი.

როგორ შეიძლება გახდე წარმატებული ბინმესმენი? არის თუ არა საკმარისი იყო პროფესიონალი და იცავდე ეთიკურ და საკონონმდებლო კანონების ნორმებს?

იზნესისკენ მიმავალი გზა ძალზედ რთულია. ნებისმიერ მსურველს არ შესწევს იმის უნარი გახდეს წარმატებული ბიზნმესმენი. თუმცა, არ არსებობს ისეთი ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობდეს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ოცნებობდეს ჰქონდეს ბევრი ფული, შეეძლოს თავისი საკუთარი სიმდიდრის განკარგვა სურვილისამებრ. ფულის შოვნის უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ, ყველაზე ძნელია შექმნა კაპიტალი საკუთარი შრომით. ეს მოითხოვს ცოდნას, გამჭრიახობას, რეალობის აღქმის უნარიანობას, ადამიანებთან ურთიერთობისას ავტორიტეტის მოპოვებას, ინვესტორებისგან ნდობას და, რაც მთავარია, იღბალს. ფორტუნის ერთი უეცარი გაღიმება ბიზნესში შეიძლება აღმოჩნდეს შემობრუნებისა და წარმატებისკენ სვლის ათვლის ახალი წერტილი. დამწყები ბიზნმესმენი უნდა ფლობდეს მის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის წვრილმან ნიუანსებსაც კი, უნდა იყოს ფხიზლად და დროულად ახდენდეს რეაგირებას გარემოს როგორც საწინააღმდეგო, ისე სასარგებლო მოქმედებაზე. ბიზნესის გარემო ისეთი ფაქტორების ერთობლიობაა, რომელთაც ერთი შეხედვით ბიზნესთან არანაირი კავშირი არ გააჩნია - იქნება ეს პოლიტიკური გარემო და ვითარება, სოციალური ფონი, თუ კულტურული საფუძველი. ბიზნესმენის საქმიანობა ძალიან წააგავს მთამსვლელის მწვერვალზე ასვლას. ადამიანი თუ ერთხელ ავა მწვერვალზე და მოინუსხება მთის სილამაზით, მიუხედავად განვლილი დიდი სიძნელეებისა, იგი კვლავ მიილტვის მისკენ და ავადმყოფდება მთის სიყვარულით, მას უჩნდება სურვილი უფრო დიდი სიძნელეების გადალახვისა.

ბიზნესმენი, რომელიც დიდ შრომას, ენერგიას და კაპიტალს ჩადებს საკუთარი ბიზნესის ჩამოსაყალიბებლად, უჩნდება სურვილი თავისი ბიზნესის წარმატებისთვის გაიღოს უკანასკნელი თანხები, დაამყაროს ურთიერთობა მისთვის არასასურველ პიროვნებებთანაც კი, წავიდეს უამრავ დათმობებზე, ოღონდ, არ შეილახოს მისი და მისი ბიზნესის იმიჯი...

0x01 graphic

ბიზნესმენის საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოცულობის ინფორმაციის გაანალიზების უნართან. მაგრამ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მას უხდება ინტუიციით, გადაწყვეტილებების მიღებისას პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციის განხორციელება არ შეიძლება ამა თუ იმ კომპრომისული ვარიანტების მიღწევის გარეშე. ამიტომ, ბიზნესმენის მნიშვნელოვანი თვისებაა მისი კომუნიკაბელურობა, კომპრომისზე წასვლა და თავისი მიზნის მიღწევა ადვილი საშუალებით. ბიზნესმენის წარმატებულ საქმიანობას განსაზღვრავს არა მარტო მისი პირადი თვისებები, არამედ, ის ადამიანებიც, რომლებთანც მას უხდებოდა მუშაობა.

მას მდგრადი საფუძველი პარტნიორული სულისკვეთება, საქმიანი კავშირი, კონკრეტული საქმის უკეთ ცოდნა, შესაბამისი გამოცდილება, სჭირდება, მთავარია რამდენად გაცნობიერებული და შესისხორცებულია პარტნიორობის ის სული, რომელმაც ერთობლივი ბიზნესი უნდა შეადუღაბოს. პარტნიორულ გაერთიანებაში არ არსებობს რაიმე ჩამონათვალი იმ თვისებებისა, რომლებიც პარტნიორებს უნდა აერთიანებდეს. სხვადასხვა შემთხვევაში ეს მახასიათებლები სრულიად განსხვავებულია. მაგრამ ამ ტიპის დაჯგუფებას აქვს ერთი აუცილებელი თვისება- ეს არის წმინდა საქმიანი კავშირი, რომელიც უპირველესად მეტი მატერიალური თუ არამატერიალური მოგების მიღებაზეა ორიენტირებული. ეს არის სათანადო ფუნქციური განაწილების პრინციპზე აგებული თანამშრომლობა, რომელშიც ყველა შემადგენელ სუბიექტს თავისი წილი დატვირთვა, პასუხისმგებლობის ხარისხი და აქტიურობის ზღვრული დონე აქვს დაწესებული: ერთი აგვარებს ურთიერთობებს ბიუროკრატიასთან, მეორეს მოაქვს ფული, ან უზრუნველყოფს რესურსების მოძიებას, მესამე აკომპლექტებს პერსონალს, მეოთხე ეძებს გასაღების ბაზარს და ა.შ.

ადამიანი რომ ბიზნესმენი გახდეს, მას სხვებისგან გამორჩეული თვისებები უნდა ჰქონდეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი დაჯილდოებული უნდა იყოს ხელმძღვანელობის უნარით, უნდა გააჩნდეს განსაკუთრებული ფსიქოლოგიური წყობა, ინტელექტი და საზრიანობა. როგორც წესი, ფსიქოლოგიურ მეთოდებს წარმატებით იყენებენ მენეჯერები თავიანთ საქმიანობაში. ბევრს შესწევს იმის უნარი, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს არაჩვეულებრივი გამოვლინებები აღუძრას. მენეჯერები მაქსიმალურად ითვალისწინებენ იმას, რომ არ შეიძლება ადამიანი აიძულო, იგი უნდა დააინტერესო და დადებითად განაწყო საქმისადმი. ამისათვის ისინი სწავლობენ ადამიანების თვისებებს, როგორიცაა: შრომისმოყვარეობა, ტრადიციებისადმი ერთგულება, სხვისგან საუკეთესოს გადმოღების მიდრეკილება, პრაქტიკულობა, პასუხისმგებლობისა და მოვალეობის დიდი გრძნობა, ზრდილობა, აკურატულობა, თვითმყოფადობა, მომჭირნეობა, ცოდნის დაუფლებისადმი სიყვარული და სხვა, საიდანაც ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე, აქცენტირებას აკეთებენ იმ თვისებებზე, რაც მათთვის სასარგებლო და ხელსაყრელია.

ბიზნესმენის წარმატებულობის ძირითადი მაჩვენებლებია: ნდობა, პროფესონალიზმი, რეპუტაცია და ეთიკა. იმისდა მიხედვით თუ როგორია ბიზნესმენის ეთიკა, როგორია მისი პროფესიონალიზმი შესაბამისი საქმისადმი, შესაბამისად შედეგიც იქნება ადეკვატური. ბიზნესმენს გულწრფელობა და პატიოსნება უნდა ახასიათებდეს. სწორედ ამ ნორმებისადმი ერთგულებისა და პატივისცემის შედეგია ის, რომ ამჟამად მსოფლიო მასშტაბით მილიარდობით დოლარის საქონელი იყიდება გაუფორმებელი კონტრაქტებით; ბევრი ფირმა ენდობა პარტნიორს შეავსოს თანმხლები დოკუმენტები მათ მიერ შეძენილ საქონელზე. ბიზნესმენი უნდა უფრთხილდებოდეს თავის ავტორიტეტს, მას უნდა ახსოვდეს, რომ გატეხილი ჯამის შეწებებას უფრო მეტი შრომა და დრო სჭირდება, ვიდრე მის დამსხვრევას.

არსებობენ თუ არა საქართველოში წარმატებული ბიზნესმენები და როგორია საზოგადოებრივი აზრი ბიზნესმენების საქმიანობისა და მოღვაწეობის შესახებ? საქართველოს საზოგადოება ბიზნესის წარმატებას განსაზღვრავს ბიზნესმენის ქველმოქმედებით. საზოგადოებას აინტერესებს, ხელმისაწვდომია თუ არა ფასები იმ პროდუქციას და მომსახურებაზე, რომელიც მას სჭირდება, ეწევა თუ არა ბიზნესმენი ქველმოქმედებას განათლების, კულტურის სფეროში, ეხმარება თუ არა მიწისძვრით დაზარალებულებს, უპატრონო ბავშვთა სახლებს, ხელოვნებისა და მეცნიერების მუშაკებს, მოხუცებს, ომის ვეტერანებს, პერსიონერებს, მრავალშვილიან დედებს და სხვა... როგორც არტურ პეიჯი აღნიშნავს: „ნამდვილი წარმატება როგორც ორგანიზაციისათვის, ასევე საზოგადოებისათვის, მდგომარეობს დიდი ბიზნესის მომსახურებაში საზოგადოების ინტერესების დაცვით ისე, რომ საზოგადოება მას აძლევდეს თავისუფლების ეფექტური მომსახურებისათვის.

ბიზნესმენი დამოუკიდებელი და წარმატებული რომ იყოს, აუცილებელია მთავრობა აქტიურად არ ერეოდეს ბიზნესმენის საქმიანობაში. იგი ხელისშემწყობი უნდა იყოს და არა ხელისშემშლელი და თავისუფლების სანაცვლოდ ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მეწილეებად არ უნდა გვევლინებოდეს. ბიზნესმენი რომ იყოს წარმატებული, იგი უნდა იცავდეს PR-ის სპეციალისტებთა მიერ შემოთავაზებულ ურთიერთობის თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მან უნდა ილაპარაკოს სიმართლე თავის საქმიანობის შესახებ, ყური უნდა დაუგდოს მომხმარებელს, იზრუნოს რეპუტაციისთვის, იყოს მომთმენი და გაწონასწორებული, დაამყაროს საზოგადოებასთან კავშირურთიერთობა (PR). განსაკუთრებით ამ კუთხით არასასურველი მდგომარეობაა კერძო ბიზნესის მქონე მცირე და საშუალო სიმძლავრის საწარმოებში, სადაც ბიზნესმენი საწარმოს სრული ბატონ-პატრონია და მას ძალაუფლება აქვს მინიჭებული ერთპიროვნული საწარმოს მართვაზე. მას შეუძლია გარეშე პირთა თანდასწრებით ხელქვეითს მიაყენოს შეურაცხყოფა, საჭიროების გარეშეც გააკრიტიკოს (არადა, ავიწყდება რომ კრიტიკა საშუალებაა და არა მიზანი!) კრიტიკის ობიექტი უნდა იყოს ყოველთვის ცუდად შესრულებული სამუშაო და არა ადამიანი. ისინი ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმას, რომ კოლექტივში არსებობდეს ჯანსაღი მორალურ- ფსიქოლოგიური კლიმატი. ხშირად ბიზნესმენი არ ისმენს ხელქვეითის მიერ წამოყენებულ წინადა დებებს, რითაც იგი მომავალში კარგავს სასარგებლო წინადადების მიღების შინაარსს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზოგიერთი ბიზნესმენი არ ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესებს, არ თხოვეს დახმარებას პიარის სპეციალისტებს, რათა ურთიერთობის დარეგულირება მოხდეს პროფესიულ დონეზე. მათ ეს ძვირადღირებულ სიამოვნებად მიაჩნიათ, რის შედეგადაც თავს იჩენს ეთიკური პრობლემები დაკავშირებული საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემასთან. ბიზნესმენი წინა პლანზე აყენებს საქმისადმი მიდგომას. დანარჩენს კი თვლის მეორეხარისხოვნად. მართალია, .. ასეთი ბიზნესმენები თვლიან, რომ მათ დამსახურებული ავტორიტეტი (იმიჯი) გააჩნიათ მაგრამ, სინამდვილეში ისინი ავტოკრატები არიან, ვერ იტანენ წინააღმდეგობას ხელქვეითთა მხრიდან და დარწმუნებული არიან არჩეული გზის სისწორეში და თავის შეუცდომლობაში.

თუ გინდა იყო წარმატებული ბიზნესმენი, მხოლოდ პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას ეთიკური ნორმების დაცვა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნები ავტორიტეტული პიროვნება.

0x01 graphic

ეთიკისა და პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის სასურველია სპეციალური ტრენინგების ჩატარება, სადაც ბიზნესმენები გაეცნობიან სხვა ქვეყნების გამოცდილებას შესაბამის სფეროში, კერძოდ: რა ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო წარმატების მისაღწევად, როგორ უნდა მოხდეს ამ ღონისძიებების დანერგვა თავის ბიზნესში?! საქრთველოში ამ კუთხით თითქმის არაფერი არ კეთდება. სამეწარმეო საქმიანობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საგადასახადო სისტემასა და მცირე საწარმოებს შორის ფინანსურ ურთიერთობებს. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ქართველი მეწარმე თავისი ბიზნესის ჩამოსაყალიბებლად ვერ გრძნობს თანადგომას სახელმწიფოსაც, ხშირია ცვლილებები, საგადასახადო კოდექსშიც, რაც ხელს უშლის მას საქმიანობაში. ბიზნესმენს უხდება ურთიერთობების დარეგულირება სამთავრობო სტრუქტურებთან, რაც უმეტეს შემთხვევაში, მისი დაზარალებით მთავრდება. ხოლმე - ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს ადამიანურ ურთიერთობებზეც აქედან გამომდინარე, მეწარმეს არა აქვს შესაძლებლობა შეასრულოს მეცენატის ფუნქცია, დააფინანსოს სხვადასხვა საზოგადოებრივი ღონისძიებები, რაც უარყოფითად მოქმედებს მის იმიჯზე. იგი კარგავს პოპულარობას, თუ ასეთი მას საერთოდ გააჩნია, კარგავს გამორჩეული პიროვნების იმიჯსაც. ეს ბუნებრივია, უარყოფითად მოქმედებს მის მარკეტინგულ საქმიანობაზე, პროდუქციის გასაღებაზე. მეწარმეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს რომ მისი, როგორც პიროვნების იმიჯი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მის მიერ გამოშვებული პროდუქცია.

ამრიგად, წარმატებულმა ბიზნესმენმა უნდა გაითვალისწინოს ათი რჩევა:

1. განსაზღვროს ბიზნესის მიზნები-გრძელვადიანი (1-5 წელი) და მოკლევადიანი; 2. შეადგინოს თითოეული მიზნის განხორციელების გეგმა; 3. პირადად უნდა გაესაუბროს კლიენტს; 4. კლიენტები წარმატებულ ადამიანებად უნდა გახადოს; 5. კლენტებთან ურთიერთობა სამართლიანი და პატიოსანი უნდა იყოს; 6. ეჭქვეშ უნდა იყოს ნებისმიერი ხარჯი, პროცედურები და პოლიტიკა. თუ რამე ართულებს საქმეს და არ მოაქვს შემოსავალი, ან, უბრალოდ უაზრობაა, არ უნდა გააკეთოს ეს; 7. თანამშრომლები მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ; 8. ბიზნესმენი უნდა იყოს განსაკუთრებული, ჰქონდეს ორიგინალური აზროვნების უნარი; 9. უნდა ისარგებლოს დახმარებით. ხშირ შემთხვევაში წარუმატებლობის მიზეზია უარი სხვათა დახმარებაზე, სიამაყისა და ჯიუტობის გამო; 10. საქმიანობა სიხარულის და წარმატების საწინდარია.

წარმატებული ბიზნესმენი მიაღწევს რა მწვერვალს, მან ახალი წესი და ფორმულა უნდა ჩამოაყალიბოს. უნიკალური, არასტანდარტული ორიგინალური გადაწყვეტილებებით.

ლია კაპანაძე,
სტუ ასოცირებული პროფესორი

ელისაბედ ხახუტაშვილი,
თსუ ასოცირებული პროფესორი

14 ნავთობდოლარები და ეკონომიკური რყევები

▲back to top


შავი ოქროს სინდრომი

0x01 graphic

თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

როგორც ეკონომიკის თეორიიდანაა ცნობილი, ოლიგოპოლიის შემთხვევაში ჩვეულებრივი საბაზრო წონასწორობისგან განსხვავებით გვაქვს .. ნეშის წონასწორობა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თუ ოლიგოპოლიური ფირმები ერთმანეთს შორის მოლაპარაკებას მოახერხებენ, მაშინ ისინი საქონელს იმავე ფასად გაყიდიან, როგორადაც მონოპოლისტი გაყიდდა. მაგრამ, რადგანაც ასეთი მოლაპარაკების მიღწევა ძალიან ძნელია, ხოლო ასეთი ფირმების რაოდენობა საკმაოდ დიდია და მოლაპარაკება პრაქტიკულად შეუძლებელია, ოლიგოპოლიური ფირმები ვერ აწარმოებენ მონოპოლისტისათვის მისაღებ რაოდენობას, მითუმეტეს, ვერ ადებენ მონოპოლიურ ფასს.

ცხადია, რომ რეალური სამყარო ვერანაირ თეორიულ ჩარჩოებში ვერ ეტევა და პრაქტიკულ სამეურნეო საქმიანობაში გვაქვს ისეთი შემთხვევები, რომელიც ვერანაირი ეკონომიკური თეორიებით ვერ აიხსნება. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხები.

ავიხსენოთ, რომ მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე შოკური მოვლენების უდიდესი უმრავლესობის მიზეზი ნავთობის ფასთან დაკავშირებული პერიპეტიები იყო. 1960 წელს მსოფლიო ნავთობის უდიდესმა მომპოვებელმა ქვეყნებმა შექმნეს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (ოპეკი), სადაც თავდაპირველად ექვსი ქვეყანა, - ირანი, ერაყი, ქუვეითი, საუდის არაბეთი და ვენესუელა გაერთიანდა. 1973 წელს კი მათ - კატარი, ინდონეზია, ლიბია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, ალჟირი, ნიგერია, ეკვადორი და გაბონი შეუერთდა. ეს ქვეყნები მსოფლიო ნავთობის რეზერვების თითქმის 75 პროცენტს აკონტროლებენ. ცხადია, ამ გაერთიანების მიზანი, ერთის მხრივ, მსოფლიო პოლიტიკაზე ზემოქმედების ბერკეტების ხელში ჩაგდება იყო, ხოლო მეორეს მხრივ, ნავთობზე მონოპოლიური ფასის დაწესების მცდელობა. ამ ქვეყნების გაერთიანებით შეიქმნა კარტელის ტიპის ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც თავისი არსით მონოპოლიის მსგავსი სტრუქტურაა.

ყველაზე თვალსაჩინო წარმატებას ოპეკ-მა 1973- 1985 წ.წ. მიაღწია. თუ 1972 წელს ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 2,64 დოლარი ღირდა, 1974 წელს მან 11,17 დოლარს, ხოლო 1981 წელს რეკორდულ ფასს -35,10 დოლარს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ 1986 წლისათვის ერთი ბარელი პირველადი ნავთობის ფასი 12,52 დოლარამდე დაეცა, მაინც ნავთობის ფასი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა.

ეს ფაქტი ეკონომიკურ თეორიაში იმის თვალსაჩინო მაგალითად მოჰყავთ, რომ შეუძლებელია ოლიგოპოლიურმა სტრუქტურებმა დიდი ხნით მიაღწიონ შეთანხმებას და შეძლონ საქონლის გასაყიდი ფასი მონოპოლიისათვის დამახასიათებელ დონემ დე შეინარჩუნონ. თავიანთ ამ მოსაზრებას ეკონომიკური თეორია ე.წ. თამაშთა თეორიით ასაბუთებს. ეს თეორია ადამიანთა ქცევებს შეისწავლის ე.წ. სტრატეგიულ სიტუაციებში, ანუ ისეთ სიტუაციებში, როდესაც ადამიანი გადაწყვეტილებების მიღებისას ითვალისწინებს იმას, თუ როგორ მოიქცევიან სხვები მისი ქცევის საპასუხოდ.

0x01 graphic

რადგანაც ოლიგოპოლიურ ბაზარზე ფირმების რაოდენობა მცირეა, ამიტომ თითოეულმა ფირმამ გადაწყვეტილებების მიღების დროს უნდა გაითვალისწინოს, თუ რას მოიმოქმედებს მისი კონკურენტი ფირმა, ანუ სტრატეგიულად უნდა იაზროვნოს.

თამაშთა თეორიის ერთ-ერთ თვალსაჩინო და უაღრესად ტიპიურ „თამაშს“ ე.წ. პატიმრის დილემა წარმოადგენს. ამ მაგალითით თამაშთა თეორიის მიმდევრებს სურთ წარმოდგენა შეგვიქმნან იმაზე, თუ რაოდენ ძნელია თანამშრომლობა. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ამ მაგალითით ნათლად ჩანს, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ თანამშრომლობას მაშინაც კი, როდესაც ეს ურთიერთთანამშრომლობა ყველას მდგომარეობას აუმჯობესებს.

პატიმრის დილემა განვიხილოთ ცნობილი ამერიკული კინოფილმის ორი მთავარი გმირის ბონის და კლაიდის მაგალითზე. ვთქვათ, პოლიციას აქვს იმის რეალური სამხილები, რომ ისინი არარეგისტრირებული იარაღის ტარებისათვის დაიჭიროს და თითოეულს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯოს. ამასთან ერთად, პოლიციას იმის ეჭვიც გააჩნია, რომ მათ ბანკიც გაძარცვეს, მაგრამ ამის სამხილი არ გააჩნიათ. პოლიცია მათ ცალ-ცალკე უტარებს დაკითხვას და ასეთ გარიგებას სთავაზობს: - ჩვენ შეგვიძლია თქვენ ერთი წლით ციხეში ჩაგსვათ. მაგრამ, თუ აღიარებთ, რომ ბანკი გაძარცვეთ, მაშინ თქვენ მომენტალურად განთავისუფლდებით, ხოლო თქვენს მეგობარს 20 წლით პატიმრობას მიუსჯიან. მაგრამ ეს აღიარება უნდა მოხდეს მანამ, სანამ მეორე უარზეა, თორემ თუ ორივე აღიარებთ დანაშაულს, მაშინ იმდენად რამდენადაც თქვენი ჩვენება აღარ დაგვჭირდება და სასამართლოს ხარჯებიც თავიდან იქნება აცილებული, ორივეს 8-8 წელს მოგისჯით სასამართლოს განხილვის გარეშე. აი ეს გახლავთ „პატიმრის დილემის“ მთელი არსი. მეტი თვალსაჩინოებისათვის ჩვენი მსჯელობა სქემატურად წარმოვადგინოთ (იხ სქემა).

თამაშთა თეორიის მიხედვით, სტრატეგიას დომინანტური ეწოდება, თუ ის საუკეთესოა მოთამაშისთვის იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა სტრატეგიას აირჩევს მეორე მოთამაშე. აი ამ მიდგომით, როგორც ბონიმ, ასევე კლაიდმა უნდა აირჩიონ აღიარება, ანუ ნორმალურ, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ „ჩაშვება“. აქ დასკვნაა გენიალური. დომინანტური სტრატეგიით მოქმედებას, ანუ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვას ადამიანის მდგომარეობა შეუძლია გააუარესოს, ხოლო თანამშრომლობას შეუძლია ორივეს მდგომარეობა უკეთესი გახადოს. მართლაც, თუ ბონი და კლაიდი დომინანტური სტრატეგიით იხელმძღვანელებენ თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას, ისინი 8-8 წლით ჩაჯდებიან ციხეში, მაშინ, როდესაც თუ ისინი „კაცურად“ მოიქცევიან და ერთმანეთს არ „ჩაუშვებენ“, მაშინ თითოეული მხოლოდ ერთი წლით ჩაჯდება ციხეში. ის, რომ წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ორივე პატიმარმა მაინც საკუთარ ინტერესებზე ზრუნვის გამო შესაძლოა მაინც ჩაუშვან ერთმანეთი, ჩვენის აზრით, უკვე იდეოლოგიაა და ეტყობა ზოგიერთისთვის იმდენად წარმატებული, რომ ჩვენი სამართალიც ამ, ჩვენი ქართული მენტალიტეტისათვის სრულიად მიუღებელი, ე.წ. „საპროცესო გარიგების“ ინსტიტუტით, სამწუხაროდ უკვე რამდენიმე წელია რაც აქტიურად იყენებს.

თუმცა, რეალურმა ცხოვრებამ სულ სხვა რამ დაგვანახა. უკვე რამდენიმე წელიწადია ნავთობის ფასი მეთოდურად მიიწევს მაღლა და დღეისათვის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 100 დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა. რაშია საქმე? რა ვერ გაითვალისწინა ეკონომიკურმა თეორიამ და რატომ ახერხებენ ეს სრულიად განსხვავებული პოლიტიკური მიზნების მქონე ქვეყნები გაერთიანებას ნავთობის ფასის გარშემო? ცხადია, რომ ინფლაციის გათვალისწინებით დღევანდელი 100 დოლარი არ არის 1972 წლის 100 დოლარის ექვივალენტური, მაგრამ ისიც ცხადია, რომ იგი 11-12 დოლარსაც არ უდრის. ასე რომ, ფასების ასეთი ზრდის მიზეზი ეკონომიკური თეორიით ვერ აიხსნება და ე.წ. ნეშის წონასწორობაც არ წარმოადგენს რაღაც უცილობელ, ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედ კანონზომიერებას. მაშინ რით უნდა აიხსნას ეკონომიკური თეორიის ეს კაზუსი? სანამ ამ საკითხზე ჩვენს მოსაზრებებს გამოვთქვამდეთ, გვინდა შევნიშნოთ, როგორც იტყვიან, არ არსებობს ცუდი კარგის გარეშე. მაგრამ რა დადებითი შედეგი შეიძლება მოყვეს ნავთობის ფასის ამ გაუთავებელ ზრდას, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ვენესუელისა და ირანის პრეზიდენტების მუქარანარევი განცხადებით, შესაძლოა ნავთობის ფასმა 200 დოლარსაც მიაღწიოს. ასეთი პესიმისტური განცხადების მიუხედავად, მაინც უნდა გავიმეოროთ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც, როგორც იტყვიან, რაც უფრო ცუდია, მით უფრო კარგია და სწორედ ფასების ასეთი კარდინალური გაზრდა იქნება ის უმნიშვნელოვანესი ბიძგი, რომელიც საზოგადოებას იძულებულს გახდის სერიოზულად იფიქროს ენერგიის ალტერნატიული წყაროების უსწრაფეს გამოყენებაზე.

0x01 graphic

ახლა კი იმაზე, თუ როგორ ახერხებს ოპეკი ასე მაღალი ფასების შენარჩუნებას. ჩვენის აზრით, აქ საკმაოდ დიდ პოლიტიკურ თამაშებთან გვაქვს საქმე. იგი დაახლოებით იმის მსგავსია, რასაც ადგილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იაპონიასთან დაკავშირებით. იაპონიის სრული ეკონომიკური მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან იმით იყო ნაკარნახევი, რომ იგი საპირწონე გამხდარიყო ახლად ჩამოყალიბებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეწყობისა და თავად იაპონელების მხრიდან გამოჩენილი საზრიანობის შედეგად იაპონელებმა მეორე ეკონომიკა შექმნეს მსოფლიოში, იგი სერიოზულ საფრთხეს მაინც არ წარმოადგენს ამერიკისათვის, მაგრამ სრულიად სხვა საქმეა მილიარდნახევრიანი ჩინეთი. ჩინეთის ეკონომიკამ ისეთ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, რომ სერიოზულად ჩააფიქრა დანარჩენი მსოფლიო. დღეს ჩინეთის მზარდ ეკონომიკას სულ უფრო და უფრო მეტი ენერგო მატარებლები სჭირდება და ამ ფონზე ნედლი ნავთობის ფასის მატება ამერიკის ინტერესებში ნამდვილადაც რომ შედის (ყოველ შემთხვევაში სულ უკანასკნელ პერიოდამდე ნამდვილად ასე იყო), ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. აქ, ამერიკული პრაგმატიზმისთვის დამახასიათებელ შესანიშნავ გათვლასაც აქვს ადგილი. ნედლი ნავთობის ფასის ასეთი პერმანენტული ზრდა პრაქტიკულად დაშლის პირას მდგარი რუსეთის ეკონომიკურ აღმავლობასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, რაც იმის უეჭველი გარანტიაა, რომ დღეს საპირწონედ რუსეთი იქნება ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ- ჩინეთის ურთიერთობები დღეს თითქოსდა დამთბარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ციმბირში, მდინარე ამურის ერთ მხარეს მხოლოდ 10 მილიონი ადამიანია, მეორე მხარეს კი - 100 მილიონი, ხოლო მდინარის აქეთ-იქით გადასვლა გართულებული არ არის, რაც დემოგრაფიული ექსპანსიისათვის ხელსაყრელ გარემოებას ქმნის.

0x01 graphic

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქუვეითში, ასევე ერაყში ომის მიზეზი დემოკრატიული ფასეულობების გამარჯვების ეგიდით მიმდინარეობდა, საბოლოო ჯამში იგი მაინც ნავთობის სტრატეგიული რეზერვების დაუფლების მიზეზით მოხდა, რადგანაც არც რუსეთის ზედმეტად გაძლიერება არ უნდა აწყობდეს დანარჩენ მსოფლიოს.

ჩვენ ამ პოლიტიკური პროცესების ეკონომიკური ასპექტები უფრო გვაინტერესებს. რა მოყვება ყოველივე ამას ეკონომიკასთან მიმართებაში? ფაქტია, რომ საზოგადოებამ ძალიან მალე უნდა გადაჭრას ენერგიის ალტერნატიული წყაროს პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა, რაც ერთის მხრივ გარემოს ეკოლოგიურ დაბინძურებას მნიშვნელოვნად შეამცირებს, ხოლო მეორეს მხრივ, საავტომობილო მრეწველობას გადაიყვანს სრულიად ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვის აუცილებლობაზე. ცხადია, ასეთი გადასვლა, მისი თანდათანობითობის მიუხედავად, საკმაოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რყევებს გამოიწვევს არა მხოლოდ ეკონომიკურ სფეროში, არამედ პოლიტიკურ წრეებშიც. სწორედ ამიტომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა უკვე ახლავე უნდა დაიწყონ ზრუნვა მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად.

15 როგორ მოვიძიოთ საიმედო უცხოელი ბიზნეს-პარტნიორი

▲back to top


პრაქტიკული რჩევები

0x01 graphic

ნინო პაპაჩაშვილი
ეკონმიკის აკადემიური დოქტორი

საგარეო ბაზრებზე გასვლის სხვადასხვა ხერხი არსებობს: ექსპორტი, ინვესტირება, ლიცენზირება, ფრენშაიზინგი და სხვა. ქართული ფირმებისათვის უცხოეთში გასვლა მრავალ პრობლემას უკავშირდება: წარმოება, ხარისხის უზრუნველყოფა, ტრანსპორტირება, მარკეტინგული სამუშაოები და სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში უპირველესი რიგის ამოცანაა საიმედო ბიზნეს-პარტნიორის მოძიება უცხოეთში; ბაზრების, ფასების, კლიენტების, საქონლის სტანდარტების შესახებ აუცილებელი ინფორმაციის თავმოყრა.

კომერციული ინფორმაცია ის ძირითადი რესურსია, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეს ფირმის ხელმძღვანელი. სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტში განთავსებული მონაცემთა ბაზები. მაგრამ განსაკუთრებით აქტუალური ხდება ინფორმაციის მიღება სანდო წყაროებიდან. უცხოური ფირმების, საინვესტიციო კლიმატის, საზღვარგარეთული ბაზრების შესახებ საჭირო ინფორმაციებს შეიცავს ცნობარები, კომპანიების წლიური ანგარიშები, საქმიანი ეკონომიკური ლიტერატურა, გაზეთები, ჟურნალები და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები, ბანკების და საკრედიტო ბიუროების ცნობარები, ბანკების და საკრედიტო ბიუროების ელექტრონული კარტოთეკები, საინფორმაციო კომპიუტერული ქსელების კარტოთეკა- ტერმინალები.

ფირმების შესწავლისას სარგებლობენ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით:

1. პირადი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ პირდაპირ თქვენთვის საინტერესო ფირმების წარმომადგენელთაგან საქმიანი კონტაქტებისა და მოლაპარაკებების წარმოების პროცესში; არაპირდაპირი - სხვა საქმიანი წრეების წარმომადგენლების, ხელისუფლების ორგანოების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისაგან, რომელთაც საქმე აქვთ თქვენთვის საინტერესო ფირმასთან.

2. ფირმების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ინფორმაციის დიდ ნაწილს ფირმები აქვეყნებენ თავიანთ ანგარიშებში, პროსპექტებში, საინფორმაციო- სარეკლამო მასალებში, კატალოგებში, რომელთა მიღება შეგიძლიათ უფასოდ.

შედარებით სრულ ინფორმაციას შეიცავს ფირმათა წლიური ანგარიშები. მათში მოცემულია ფირმის საქმიანობის დახასიათება გასულ ფინანსურ წელს, მოტანილია მონაცემები სამეურნეო საქმიანობის შესახებ, საწარმოო და საფინანსო მაჩვენებლების დინამიკა ბოლო 5-10 წლის განმავლობაში.

ანგარიშებში შეიძლება მოცემული იყოს ცნობები ფირმის ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ, რომლებშიც ფირმის ხელმძღვანელი ორგანოებისა და ფუნქციური სამსახურების ჩამონათვალთან ერთად დასახელებულია საწარმოო განყოფილებები მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის ნომენკლატურით. მსხვილი ფირმები აქვეყნებენ წლიურ ანგარიშებში საზღვარგარეთული საქმიანობის შედეგებს, რომლებსაც ახორციელებენ ფილიალებისა და შვილობილი კომპანიების მეშვეობით. ფირმათა პროსპექტები შეიცავს მოკლე ინფორმაციას მისი განვითარების ისტორიის, ფირმის საქმიანობის ზოგადი დახასიათების შესახებ, სადაც მითითებულია ადგილი და წილი ბაზარზე; ასევე, უკანასკნელ წლებში მისი საქმიანობის ძირითადი ფინანსური და სამრეწველო მაჩვენებლები.

საფირმო კატალოგებს უშვებენ სტანდარტული მოწყობილობების, ავტომობილების, ფართო მოხმარების საქონლის და ა. შ. მწარმოებლები. მასში თავმოყრილია ინფორმაცია მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.

3. პერიოდული გამოცემები, რომლებიც აქვეყნებენ სპეციალიზებულ ინფორმაციებს ფირმების შესახებ. გაზეთები და ჟურნალები აქვეყნებენ საკმაოდ ფართო ინფორმაციებს ფირმების მიმდინარე საქმიანობის შესახებ. შედარებით სრულ და სანდო მასალებს შეიცავს პერიოდული გამოცემები, რომლებიც მიეკუთვნება მსხვილ ფირმებს. ისეთი ცნობილი გაზეთები და ჟურნალები - Business Week, Wall Street Journal, Barron's, მუდმივად აქვეყნებენ ინფორმაციებს ცალკეული სახის პროდუქციის გამოშვების, კაპიტალდაბანდებების, შეკვეთების მდგომარეობის, ფირმების შერწყმისა და შთანთქმების, თანამდებობის პირთა დანიშვნებისა და გადანაცვლების, აქციათა ფასების, საქმიანი აქტივობის დონის და ა. შ. შესახებ.

ზოგიერთი ეკონომიკური ჟურნალი აქვეყნებს მიმოხილვებს (Business Week, International Management და სხვ.) მსხვილ ფირმათა საქმიანობის შესახებ აქცენტს აკეთებს ამა თუ იმ ფირმის კონკურენტული პოზიციის შესახებ, აანალიზებს წარმატებული ფირმების სტრატეგიასა და ტაქტიკას.

ფირმების შესახებ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ წყაროდ ითვლება ამერიკული ჟურნალი Fortune. იგი ყოველწლიურად ბეჭდავს 500 ამერიკული და 500 არაამერიკული სამრეწველო კომპანიის შემაჯამებელ ცხრილებს, სადაც კომპანიები გაყიდვების მოცულობის მიხედვით არის რანჟირებული. ამასთან, მოცემულია ორი სახის ცხრილები: კრებსითი და დარგობრივი. ყოველი კომპანიის შესახებ მოცემულია მონაცემები ბრუნვის, აქტივების, წმინდა მოგების, აქციონერული კაპიტალის, აქციათა ღირებულების, აქციებზე შემოსავლების შესახებ აბსოლუტურ მაჩვენებლებში და პროცენტულად წინა წელთან შედარებით, გაყიდვების, წმინდა მოგების და აქტივებიდან მიღებულ შემოსავლებში ცვლილებათა შესახებ მრეწველობის ძირითადი დარგების მიხედვით.

ჟურნალ Fortune-ის მასალებთან ერთად პრაქტიკული ღირებულებისაა ამერიკული ჟურნალის Business Week- ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციები მსოფლიო ბიზნესის 100 ლიდერის შესახებ. ეს ჟურნალი აქვეყნებს მრეწველობის, მომსახურების სფეროს და ბანკების 1000 უმსხვილესი კომპანიის კრებსით მაჩვენებლებს, რომელთა აქციების კოტირება ხორციელდება მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე. თითოეული კომპანიის შესახებ მოცემულია: ფირმის ადგილი შესაბამისი ქვეყნის ფირმებსა და მსოფლიოს 1000 უმსხვილეს ფირმას შორის აქციების საბაზრო ღირებულების, აქციების ფასის, ზრდის პროცენტის, აქტივებისა და შემოსავლების მიმართ აქციათა ფასების დამოკიდებულების, გაყიდვების მოცულობის, აქტივების, ასევე, დარგის კოდების შესახებ, რომელშიც ფირმა საქმიანობას ეწევა

4. ფირმების ცნობარები. ფირმების შესახებ ინფორმაციის მიღება შეიძლება ცნობარებიდან, რომელსაც ყოველწლიურად გამოსცემენ საინფორმაციო-საცნობარო სააგენტოები და სპეციალიზებული გამომცემლობები. ცნობარებში განთავსებული ინფორმაცია მოპოვებულია ფირმების ანგარიშებისა და პუბლიკაციებიდან, სავაჭრო- სამრეწველო პალატების მასალებიდან, მეწარმეთა კავშირებიდან, სხვადასხვა ასოციაციებიდან და ღია ხასიათის ინფორმაციას შეიცავს.

ცნობარებიდან შესაძლებელია ფირმათა შესახებ სრული ინფორმაციების მიღება: დასახელება, სამისამართო მონაცემები, დაფუძნების წელი და შექმნის მოკლე ისტორია, საქმიანობის მიმართულებები, ძირითადი საქონელი და მომსახურების სახეები, ინფორმაცია საწარმოოო ბაზის მდგომარეობის შესახებ, ბანკების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც მოცემული ფირმა ახორციელებს ოპერაციებს, შვილობილი და ასოცირებული კომპანიები, ხელმძღვანელი ორგანოების შემადგენლობის, კომპანიების ხელმძღვანელთა პერსონალური კავშირების, დასაქმებულთა შესახებ, სხვა ფირმებთან კავშირების თაობაზე და . .

ცნობართა უპირატესობა სხვა საინფორმაციო წყაროებთან შედარებით არის მათი გამოცემის პერიოდულობა; ისინი მოიცავენ დიდი რაოდენობით ფირმებს; მასალები და მონაცემები დამუშავებულია ერთგვაროვანი წესით; მაგრამ ინფორმაცია, რომელიც ქვეყნდება საფირმო ცნობარებში, გამოსაცემად მომზადების დროს საშუალოდ 1-2 წლით მოძველებულია, ამიტომ უფრო სრული და ახალი ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია სხვადასხვა ცნობებთან ერთად საქმიანი პრესის, ფირმათა წლიური ანგარიშების მასალებით სარგებლობა, რომლებიც იბეჭდება ეკონომიკურ ჟურნალ- გაზეთებში, ან უნდა ისარგებლოთ მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზებით.

ცნობარები, მასში გამოქვეყნებული ინფორმაციის დანიშნულებისა და ხასიათის მიხედვით, შეიძლება დაიყოს: სამისამართო, სასაქონლო - საფირმო, საერთოსაფირმო, აქციონერული კომპანიების, დარგობრივი, ფინანსური კავშირების, დირექტორთა, ბიოგრაფიული. ცნობარები არის აგრეთვე ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის.

ცნობილი სამისამართო ცნობარია Jaegers-Waldeman International Telex-Telex International, რომელიც 1,3 მლნ-ზე მეტ ფირმას მოიცავს 150- ზე მეტ ქვეყანაში.

დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში გამოდის საერთაშორისო სასაქონლო საფირმო ცნობარი Kompass. ასევე, ცნობილი საერთო საფირმო ცნობარებია ამერიკული Poors Register of Corporations, Directors and Executives, ინგლისური Guide to British`, გერმანული Handbuch der grooBunternehmen. საერთოსაფირმო ცნობარებს შორის მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს Yellow Pages სერიის ცნობარებს, რომელიც მარტო აშშ-ში რამდენიმე ათასი გამოდის.

5. სპეციალიზებულ მონაცემთა ბანკების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.

ბევრ ქვეყანაში ფუნქციონირებს მონაცემთა ბანკები (ბაზები), რომლებიც შექმნილია კომერციული მიზნებით საკონსულტაციო-საგამომცემლო, ასევე, მსხვილი კომპიუტერული ფირმების მიერ, რომლებიც დასპეციალიზებულნი არიან პროგრამული პროდუქტის წარმოებასა და გასაღებაზე. ასეთ ფირმებს შეუძლიათ მოემსახურონ რამდენიმე მონაცემთა ბანკს, პასუხისმგებელნი არიან სანდოობაზე, ინფორმაციის დროულ და აქტიურ განახლებაზე.

0x01 graphic

მსოფლიოში ფირმების შესახებ მონაცემთა ბაზების უმსხვილესი მფლობელია Dun and Bradstreet, რომელიც დასპეციალიზებულია ეკონომიკის, ბიზნესის და მარკეტინგის სფეროში ინფორმაციის შეკრებაზე, დამუშავებასა და მიწოდებაზე. ამერიკულ კომპანია Knight Ridder'Inc- ს ეკუთვნის Dialog- მსხვილი საერთაშორისო სისტემა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საქმიანი ინფორმაციის საერთაშორისო სისტემა, რომელიც აერთიანებს მონაცემთა რამდენიმე ბანკს, არის Dow Jones News. Retrieval- DJ/R, იგი ეკუთვნის კომპანია Dow Jones &Co-ს.

6. სპეციალიზებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ფირმების შესახებ.

სპეციალიზებულ ორგანიზაციებს მიეკუთვნება საკრედიტო-საცნობარო ბიუროები, საკონსულტაციო ფირმები, ბანკები, მეწარმეთა კავშირები, სავაჭრო პალატები, სახელმწიფო ორგანიზაციები.

შედარებით ძვირადღირებული და კონფიდენციალურია ინფორმაცია ფირმების შესახებ, რომლებსაც წარმოადგენენ სპეციალიზებული საინფორმაციო სააგენტოები, საკრედიტო- საცნობარო ბიუროები (კრედიტბიუროები). მონაცემები, რომლებსაც საკრედიტო ბიუროები ფლობენ, არ ქვეყნდება და არ ხმაურდება და, როგორც წესი, არის უფრო სრული და სანდო. მსხვილი კრედიტბიურო, ფილიალებისა და შვილობილი კომპანიების მეშვეობით ახორციელებს ინფორმაციების შეკრებას დამუშავებას და საინფორმაციო მომსახურების ფართო სპექტრს კომპიუტერულ საფუძველზე. საინფორმაციო კრედიტბიუროები აქვეყნებენ ცნობარებს ფირმების შესახებ, გამოსცემენ პერიოდულ ბიულეტენებს, რომლებშიც მოცემულია ფირმების ფინანსური მდგომარეობის, ბრუნვის, აქციონერული კაპიტალის შესახებ ისეთი ინფორმაციები, რომლებიც არ დაბეჭდილა.

უმსხვილესი საკრედიტო-საცნობარო ფირმაა ზემოაღნიშნული Dun and Bradstreet Corp., რომელიც დაფუძნდა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში. უკვე 1975 წელს იგი ფლობდა მსოფლიოში ყველაზე ფართო კერძო მონაცემთა ბაზას. ამჟამად, კორპორაციის ბევრი განყოფილება კარგად არის ცნობილი. ისინი დასპეციალიზებულნი არიან სხვადასხვა მიმართულებით: საერთაშორისო და ეროვნული ცნობარების გამოცემა ფირმების შესახებ (Dun and Bradstreet Service), ფირმების კრედიტუნარიანობის შეფასება (Moody's Investors Service), პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარი (Dun and Bradstreet Software), მაღალი ტექნოლოგიების ბაზარი და სხვა.

უმსხვილესი საკრედიტო ბიუროა ავსტრიული Kreditschutzverband. ექსპერტთა შეფასებით, Dun and Bradstreet-ისა და Kreditschutzverband- ის წილად მოდის ფირმების შესახებ ინფორმაციის მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 85%25. მსოფლიოში ცნობილ სპეციალიზებულ საინფორმაციო ფირმებს მიეკუთვნება Mc. Grow-Hill, Inc., ,,Knight Ridder და სხვ.

7. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ფირმების შესახებ. მაგალითად, გაეროს მრეწველობის განვითარების ორგანიზაცია ახორციელებს განვითარებადი ქვეყნების სამრეწველო განვითარებისა და ტექნიკური დახმარების პროექტებს, ადგენს ფირმების დოსიეებს, ფირმებს უგზავნის ანკეტა-კითხვარებს, რომლებსაც ავსებენ სპეციალისტები და უკან უგზავნიან იურიდიულად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. დოსიეებში თავმოყრილია ინფორმაცია საბაზო მონაცემებთან ერთად ფირმის სამეურნეო საქმიანობის მთავარი მიმართულებების, საზღვარგარეთული საქმიანობის, პერსონალის პროფესიული დონის, ფირმის განსაკუთრებული სპეციალიზაციის შესახებ.

8. პოსტსოციალისტური ქვეყნების ფირმათა შესახებ უნივერსალური საინფორმაციო ბაზები აქვს რუსეთის საქმიან საინფორმაციო სააგენტოს (АДИ- Агентство Деловой Информации), რომელიც განსაკუთრებით დიდ ინფორმაციებს ფლობს დსთ-სა და ბალტიის ქვეყნების ბაზრების შესახებ. იგი ყოველწლიურად ანახლებს და აზუსტებს 10 გეოინფორმაციული ბაზას, უშვებს 350 დასახელების საქმიან ცნობარს ოთხ ენაზე, აკეთებს საინფორმაციო მიმოხილვებს და ასრულებს მარკეტინგულ კვლევებს. მას ეკუთვნის მონაცემთა ბაზა Бизнес-карта, რომელიც შეიცავს მონაცემებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების 110 ათასი ორგანიზაციის და ფირმის შესახებ.

16 ჭორვილადან ამოხეთქილი სიკეთე პიარ-აქციების გარეშე

▲back to top


ქართველი მილიარდერები

0x01 graphic

მილიარდერებზე საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპული შეხედულებები არსებობს. მათ მოიაზრებენ, როგორც მოთამაშეებს, რომლებიც წესების გარეშე იბრძვიან.

ამჯერად მოგითხრობთ ადამიანზე, რომელიც იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, ვინც თამაშის ყველა წესს იცავს. ადამიანზე, რომელმაც ბიზნესში მწვერვალებს მიაღწია, მაგრამ მშობლიური მიწა- წყალი და ხალხი არ დაივიწყა.

წარმოგიდგენთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს - ბანკ რუსული კრედიტის დამაარსებელსა და მეპატრონეს. მისი კაპიტალი რამდენიმე მილიარდს ითვლის. შარშან მის ბიზნესში გადამწყვეტი მომენტი დადგა. როგორც ამბობენ, სტოილენსკის და მიხაილოვსკის უმსხვილესი საწარმოო აქტივების გაყიდვით მან თავის კაპიტალს $2 მლრდ შემატა (ეს ყველასთვის მოულოდნელი ნაბიჯი აღმოჩნდა). ვფიქრობთ, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება თვალი გადავავლოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ განვლილი ცხოვრების გზას.

ბიძინა ივანიშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში. მამა „ჭიათურმარგანეცის” კომბინატში მეშახტედ მუშაობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ის თბილისში ჩამოვიდა და სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად. წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და იმავე ქარხანაში განაგრძო მუშაობა, ჯერ უფროსი ინჟინრის, ხოლო შემდეგ ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე. 1982 წელს გაემგზავრა მოსკოვში, ჩააბარა ასპირანტურაში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რთული ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა ბიზნესით დაკავებულიყო და არმინირებული შლანგების წარმოება დაეწყო. იმ დროისთვის ეს საქონელი დეფიციტს წარმოადგენდა. დაარეგისტრირა კოოპერატივი და კამოს სახელობის ქარხანაში შენობა იჯარით აიღო - საღამოობით თვითონ ჩარხავდა ხელსაწყოებს, მაგრამ საქმე შლანგების გამოშვებამდე არ მივიდა - ივანიშვილმა გეზი შეიცვალა და „მომავლის“ საქონლით, კომპიუტერებით ვაჭრობა დაიწყო. პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ივანიშვილის ამ დაკვეთის შედეგად კოოპერატივის ანგარიშზე სოლიდური თანხა დაგროვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ თანხით დაინტერესდა პროკურატურა და მოახდინა მისი ანგარიშების ბლოკირება. ამ სამწუხარო მოვლენების შემდგომ ივანიშვილმა 1988 წელს დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში. როდესაც ბატონი ბიძინა რუსეთში ჩავიდა, დაუკავშირდა თავის ძველ ნაცნობს, ვიტალი მალკინს, რომელიც იმ დროისთვის უკვე მცირე ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა. ივანიშვილმა მას უფრო ორგანიზებული და წარმატებული საქმე შესათავაზა -კომპიუტერებით ვაჭრობა. ხოლო მალკინს თავის მხრივ ჰყავდა მეგობრები სარკინიგზო ინსტიტუტიდან - დოცენტი სერგეი მოსინი და ალექსანდრე ბრიანცევი. ისინი აშენებდნენ სათბურებს ნარო- ფომინსკში, ჰქონდათ კოოპერატივი „აგროპროგრესი“. იმისათვის, რომ დრო უქმად არ დაეკარგათ ახალი კოოპერატივის რეგისტრირებაზე, დაიწყეს კომპიუტერებით ვაჭრობა უკვე არსებული კოოპერატივის მეშვეობით. საქმე ფაქტიურად, მიზერიდან დაიწყეს, ბატონმა ბიძინამ და მისმა პარტნიორებმა დაიქირავეს ერთი ოთახი სამოთახიან ბინაში, მეხუთე სართულზე - ეს მათი ოფისიც იყო და საწყობიც. ბიზნესი ჩქარი ტემპებით ვითარდებოდა, გასაყიდი საქონლის ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გახადეს: კომპიუტერებთან ერთად ქსეროქსის აპარატებითა და ტელეფონებით ვაჭრობდნენ.

იმ დროისთვის მოსკოვი სავსე იყო უცხოელებით, რომლებიც სხვადასხვანაირი საქონლის ფართო სპექტრს სთავაზობდნენ მყიდველს, მაგრამ, მათთან პარტნიორობა ბატონ ბიძინას არამიზანშეწონილად მიაჩნდა. აქედან გამომდინარე, სერიოზული პარტნიორების მოძიება საზღვარგარეთ გადაწყვიტეს. ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები პარიზში გაემგზავრნენ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიათა გამოფენა იმართებოდა. იქ გაიცნეს ჰონგ-კონგური ფირმის წარმომადგენლები. ისინი მალევე ჰონგ-კონგში ჩავიდნენ და გააფორმეს მათი პირველი სერიოზული ფართომასშტაბიანი კონტრაქტი. საქმე უფრო შორსაც წავიდა: შეისყიდეს რა იქ ტელეფონებისა და მაგნიტოფონების დამამზადებელი ფაბრიკა, ივანიშვილის ფირმამ 1990 წლისთვის რუსეთში ელექტრო-ტექნიკით მოვაჭრე ერთ-ერთი მოწინავე ფირმის სახელი მოიხვეჭა. და ასე, ბანკი როსკრედიტის დარეგიტრირებისთვის მათ უკვე ჰქონდათ ანგარიშზე 100000-120000$. იმ დროისთვის ზემოთ აღნიშნული თანხით, რამდენიმე ბანკის გახსნა შეიძლებოდა. საკმარისად ჩათვალა რა თავისი კაპიტალი, ბრიანცევმა უარი თქვა ახალ საქმეზე და გააგრძელა სათბურების შენება. ივანიშვილმა, მალკინმა და მოსინმა ერთნაირი წილები აიღეს ბანკში, ყოველივე მათგანს 33%25 ერგო. შემდგომში ივანიშვილმა გამოისყიდა მოსინის წილი. ამრიგად, ბატონი ბიძინა იყო 67%25-ის, ხოლო მალკინი 33%25-ის მფლობელი. როსკრედიტმა მოწინავე პოზიციები რუსულ საბანკო ბიზნესში მალე მოიპოვა. მისი პირველი ოფისი საბავშვო ბაღის შენობაში იყო განთავსებული, ხოლო მომსახურება 24 საათიანი. ისინი იყვნენ პირველები ნაღდი ანგარიშსწორებით ვალუტის გაყიდვის მოცულობაში. ივანიშვილის გადაწყვეტილებით გეზი აიღეს საფილიალო ქსელის ჩამოყალიბებაზე. ამისათვის ორი პრობლემის გადაჭრა იყო საჭირო: უნდა ეპოვათ სათანადო შენობები და კადრები. ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა მიემართა შემდგომი ხერხისთვის: როსკრედიტის წარმომადგენლები მიდიოდნენ საწარმოებისა და ინსტიტუტების დირექტორებთან, სთავაზობდნენ მათ გამოეყოთ სათანადო შენობები ბანკში 2%25 საანაბრო წილის სანაცვლოდ. ეს სვლა სწორად გათვლილი და წარმატებული გამოდგა. შეიქმნა ძლიერი და გამართული საბანკო ქსელი. ივანიშვილმა დაარსა რუსეთში პირველი საბანკო კოლეჯი, რომელშიც ლექციებს თავიდან თვითონვე კითხულობდა, მაგრამ 1998 წლის დეფოლტის გამოცხადების შედეგად როსკრედიტისთვის კრიზისული მომენტი დადგა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა თვით მისი არსებობაც - რამეთუ დეფოლტის გამოცხადების მიზეზით ასიათასობით აქციონერი მოაწყდა ბანკს თანხების გასატანად, ხოლო, როსკრედიტი სხვა ბანკებისგან განსხვავებით პატიოსნად გასცემდა თანხებს. როდესაც $180 მლნ გაცემის შედეგად აბსოლუტურად უსახსროდ დარჩა, ივანიშვილმა მიმართა ცენტრალური ბანკის მმართველს - სერგეი დუბინინს. შეახსენა მას პირობა კრედიტის თაობაზე, მაგრამ უარი მიიღო. სიტუაცია სასწრაფო გადაწყვეტილებას მოითხოვდა - ან როსკრედიტი უნდა გამოცხადებულიყო ბანკროტად, ან ჩატარებულიყო მისი სრული დამოუკიდებელი რესტრუქტურიზაცია. ბატონმა ბიძინამ არჩევანი რესტრუქტურიზაციაზე შეაჩერა, თუმცა, აქციონერის პოზიციიდან ამ ნაბიჯს ივანიშვილისთვის დიდი აზრი არ ჰქონდა, რამეთუ გასაგები იყო, რომ რესტრუქტურიზებული ბანკის საბაზრო ფასი ძალიან დაბალი იქნებოდა, მის აქტივებს და პასივებს შორის სხვაობა იმ დროისთვის $1 მლრდ იყო. თუ ბანკი გაკოტრდებოდა, მისი რიგითი აქციონერების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა. თავისი ცხოვრებისეული პრინციპებიდან გამომდინარე, ივანიშვილმა არ დაუშვა როსკრედიტის ბანკროტად გამოცხადება და გადაწყვიტა ბანკის გადასარჩენად ჩაედო საბანკო აქტივების გარდა მის მფლობელობაში მყოფი $1 მლრდ როსკრედიტის ვალების გასასტუმრებლად. ბიზნესმენთა დიდმა ნაწილმა ივანიშვილის ეს ნაბიჯი თვითმკვლელობად შეაფასა. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, როსკრედიტი გადარჩა და მსოფლიო პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კერძო კომპანიამ დაფარა სახელმწიფოს შეცდომების შედეგად წარმოშობილი ვალები. ამავე წლებში უძრავი ქონებისა და საწარმოო აქტივების მართვის მიზნით ივანიშვილმა დააარსა ჰოლდინგ-კომპანია მეტალოინვესტი. 2004 წელს მართვის ფუნქციები გადაეცა უნიკორს. ამასთან ერთად, 2002 წელს შექმნა სააფთიაქო ქსელი ექიმი სტოლეტოვი. მთლიანობაში ივანიშვილის მფლობელობაშია: რუსული კრედიტისა და იმპეკსბანკის აქციათა 67%25. კომპანია ინტერფინდ ტრეიდის და მმართველობითი კომპანია უნიკორის 100%25, უნიკორის მმართველობის ქვეშ მყოფი თითქმის ყველა საწარმოს 100%25. ესენია: სტოილენსკის ნივა, ტიაჟმეხპრესი, რტი-კაუჩუკი რადიოტექნიკური ნაწარმის ურალის ქარხანა, ერკაფარმა, სადაზღვევო კომპანია რკ-გარანტი, სასტუმრო მინსკი და Центральная, სატრანსპორტო კომპანია წიაღისეულის გადაზიდვის ცენტრი და 28,5%25 აღმოსავლეთ-ციმბირის ნავთობისა და გაზის კომპანიის აქციებისა.

რუსეთშიც და დასავლეთშიც ყველა აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძლიერი ეკონომისტ-ფინანსისტი და კარგი სტრატეგი, საუცხოო ხელმძღვანელი და ორგანიზატორია, ყოველთვის თავად არჩევს თავის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციების მმართველ კადრებს, მკაცრია მართვაში და ძალზე მომთხოვნი იმათ მიმართ, ვინც მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად არ ასრულებს. ბიძინა თავად არის ყველა იდეის გენერატორი და აუცილებლად ბოლომდე მიჰყავს ისინი. მისდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში ბიძინას მკაცრად აქვს განსაზღვრული შრომის განაწილების პრინციპები, რაც მას საშუალებას აძლევს, კარგად აკონტროლოს კონკრეტული პირების, პირველ რიგში, ხელმძღვანელების მოქმედება. გარე კავშირებს ბიძინა ივანიშვილი უმეტესად იმ ადამიანების მეშვეობით ამყარებს, ვინც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ხელისუფლების წარმომადგენლებში და ბიზნესის სამყაროში.

დღესდღეისობით ივანიშვილი საქართველოში ცხოვრობს, თავის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში. იგი დიდი ხანი არ არის, რაც დაბრუნდა, მაგრამ ბიზნეს-საქმიანობას აქ უკვე 10 წელია ეწევა. მას ეკუთვნის ერთ-ერთი უმსხვილესი კვების პროდუქტების კომპანია თოლია, ბანკი ქართუ, სამშენებლო კომპანია, სოფლის მეურნეობის კომპანია - ფლობს 600 ჰა მიწას, აქედან 300 ჰექტარზე ვენახი გააშენეს. ასევე საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის მარანი. ის ახორციელებს სათხილამურო კომპლექსის ბაკურიანი- 2-ის მშენებლობას.

დიახ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ცხოვრების მშვიდი სტილი აირჩია, არ ერევა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, სოფელ ჭორვილასაც იშვიათად ტოვებს, მხოლოდ მაშინ, როდესაც ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები მის უშუალო ჩარევას მოითხოვეს. მასზე, როგორც ნაღდ პატრიოტზე და გულმხურვალე მეცენატზე ლეგენდები დადის საჩხერეში. აკეთებს საქმეს მშვიდად, ყოველგვარი პიარ-აქციის გარეშე და ხურდის დაბრუნებასაც არ ითხოვს.

მისი თავმდაბლობის გამოხატულებაა ისიც, რომ საგანგებოდ არ ახმაურებს იმ ფართომასშტაბიან საქველმოქმედო საქმიანობას, რასაც იგი საქართველოში უანგაროდ ეწევა. იგი არ ივიწყებს გაჭირვებულთ, ქვრივ-ობლებს, ინტელიგენციას, მუზეუმებს, თეატრებს, მეცნიერებს, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ყველას შეძლებისდაგვარად ეხმარება. ამ დახმარებამ სხვადასხვა ეროვნული დაწესებულებებისადმი რამდენიმე ათეულ (თუ ასეულ) მილიონ დოლარს მიაღწია. ქართველობა მასზე უდიდეს სოციალურ-პოლიტიკურ იმედებს ამყარებს მომავალშიც. ბიძინა ივანიშვილსვე ეკუთვნის თბილისის ბოტანიკურ ბაღთან მშენებარე უზარმაზარი სასტუმრო კომპლექსი და ბიზნეს-ცენტრი. ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა რუსთაველის თეატრის გადარჩენის საქმეში. მისი ქველმოქმედების შედეგია თბილისის უმთავრესი თეატრების გარემონტება და სათანადოდ აღჭურვა, მუზეუმებისათვის გაწეული დახმარება, დამატებითი ხელფასების დანიშვნა მთელი რიგი ეროვნული დაწესებულებების თანამშრომლებისათვის. განუზომელია მისი წვლილი სამების საკათედრო ტაძრის აგებისა და ქართული ეკლესიის დახმარების კეთილშობილურ საქმეში.

და ბოლოს: თავად ბიძინა ,,ჩაკეტილი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება. ის საკმაოდ სიტყვაძუნწია, იშვიათად ჩნდება მიღებებსა და პრეზენტაციებზე, ცდილობს ჩრდილში ყოფნას... იგი მონდომებით ასაიდუმლოებს თავის ოჯახურ ცხოვრებას და ამაში მას საგანგებოდ შერჩეული ადამიანების მთელი შტატიც ერთგულად ეხმარება.

ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი ადამიანები!

მოამზადა თათია პამპალაშვილმა

17 როცა არც მწვადი იწვება და არც შამფური

▲back to top


0x01 graphic

ჯემალ დუმბაძე
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“
კონსულტანტი ადვოკატი

სამეწარმეო გარემო კრებსითი მცნებაა და თავის თავში ურთიერთდაკავშირებულ ფაქტორთა კომპლექსს მოიცავს, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზა და ადმინისტრირების მექანიზმები. გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, აღნიშნული მიმართულებები საქართველოში სასურველისგან ჯერ კიდევ შორსაა.

ყველამ (ან თითქმის ყველამ) საკუთარ თავზე იწვნია და იცის როგორი რთულია დავები სამეწარმეო სუბიექტსა და საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების არასწორი ინტერპრეტაციის, არაკვალიფიციური შემოწმებების, სამეწარმეო საკითხებში უხეში ჩარევების, ძალადობის და სხვა არასამართლიან ზემოქმედებათა გამო.

ბოლო პერიოდში ყველაზე სიმპტომური ისაა, რომ საგადასახადო ინსპექციის მთლიანი ძალისხმევა მიმართულია მხოლოდ იქითკენ, რომ ნებისმიერი ხერხით ამოიღოს თანხები ბიუჯეტის სასარგებლოდ. მის ამ გულმოდგინე მეცადინეობას, რბილად რომ ვთქვათ, ხარვეზებიც ახლავს თან და აპირისპირებს გადამხდელსა და ადმინისტრატორს. მიუხედავად საფუძვლიანი არგუმენტაციისა, დავათა უდიდესი ნაწილი საგადასახადო ინსპექციის ფარგლებში არ წყდება მეწარმის სასარგებლოდ და სასამართლო ინსტანციებში გრძელდება. ყველაზე სავალალო ისაა, რომ მოსამართლე ყოველთვის არ ეყრდნობა საქმის გარემოებებს, აქედან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილებებიც ზედაპირულია და ობიექტურობისგან შორსაა ან როგორც იტყვიან, არც მწვადია დამწვარი და არც შამფური.

ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევა ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილების დემონსტრირებაა. მიმაჩნია, რომ ამ კონკრეტულ მაგალითში მკითხველი სამეწარმეო სფეროში არსებულ სერიოზულ პრობლემებს დაინახავს, ბევრიც საკუთართან ანალოგს ამოიკითხავს და პრევენციულ ღონისძიებებს დასახავს.

დავიწყოთ პირდაპირ: შპს-ში (გასაგები მიზეზევის გამო არ ვასახელებ უფრო კონკრეტულ რეკვიზიტებს. პირობების აღქმისთვის ეს არცაა აუცილებელი) ჩატარდა საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე, რომელმაც მოიცვა 2006 წლის 24 იანვრიდან 2006 წლის 01 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდი.

შემოწმების შედეგებზე შედგა აქტი, რომლის ნაწილს შპს არ დაეთანხმა.

საქმის არსი შემდეგში მდგომარეობს:

დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვებმა 2006 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით გადააჭარბა რა 100 000 ლარს, შპს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ, 2006 წლის 14 სექტემბერს საგადასახადო ინსპექციაში შპს-ის მიერ წარდგენილ იქნა 2006 წლის აგვისტოს თვის დეკლარაცია. აღნიშნულ დეკლარაციაში შეცდომით დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვად დაფიქსირდა 2006 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით მთლიანი რეალიზაცია - 90652.54 ლარი, ნაცვლად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ პერიოდის (2006 წლის 16 აგვისტოდან - 31 აგვისტოს ჩათვლით) რეალიზაციისა - 30 452,54 ლარისა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ შემოწმების დროს არ იქნა გაზიარებული ზემოაღნიშნული უნებლიე შეცდომა და შემოწმების აქტში 2006 წლის აგვისტოს თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად დაფიქსირებული იქნა სრული თვის შემოსავალი - 90 652,54 ლარი და არა ის, რაც ფაქტობრივად ექვემდებარებოდა დაბეგვრას - 30 452,54 ლარი.

შესაბამისად, ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი (აგვისტოს თვის დეკლარაციის მიხედვით) თანხა ნაცვლად აქტით დაფიქსირდა 5 878,95 ლარისა, უნდა დაფიქსირებულიყო 16 714,95 ლარი, ე.ი. ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხაც აქტით უნდა გაზრდილიყო 10 836,00 ლარით.

აღნიშნული შეცდომა აღმოჩენილ იქნა საგადასახადო ინსპექციის მიერ გასვლითი საკონტროლო საგადასახადო შემოწმების პროცესში და შესაბამისად შპს-ს მიერ ვერ მოხდებოდა სსკ-ის 97-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილ დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა (რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის მე-7 ნაწილს, რომლითაც უფლება ეძლევა მეწარმეს დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენა შემოწმების შემდეგაც კი, სულ ახლახან იქნა შეტანილი კოდექსში).

აღნიშნული ცალსახად ადასტურებს, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ინსპექციის მიერ, საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შედგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით, იგი არ ემყარება საქმის მასალების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შესწავლას და არ გამომდინარეობენ ფაქტობრივი, რეალური მდგომარეობიდან, რის გამოც, შპს-ს აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს.

აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში შემოწმების დროს არ იქნა გაზიარებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 120- მუხლის პირველი ნაწილის პუნქტის (საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა აღინიშნოს გადასახადის გადამხდელის მიმართ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები, თუ ამის დადგენა შესაძლებელია (ცალსახად დადგენილია, რომ 2006 წლის აგვისტოს თვის დღგ-თი დაბეგვრის ბრუნვა უნდა გათვლილიყო 16 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით), ...ჯამურად გადასახადი ან მისაღები თანხა) მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, შემოწმების პროცესში უნდა მომხდარიყო დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორება და სსკ-ის 120-ე მუხლის 1 ნაწილის „ი“ პუნქტის თანახმად, აქტით უნდა გასწორებულიყო დასარიცხი დღგ, ეს იქნებოდა ბიუჯეტის, თუ პირიქით, გადამხდელის სასარგებლოდ, მაგრამ ყოველივე აღნიშნული შემმოწმებელთა მხრიდან საკითხისადმი ცალმხრივად მიდგომის გამო არ მოხდა და არ იქნა გაზიარებული შპს-ის პრეტენზია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შემოწმების მთელ პროცესში შემმოწმებელთა ყურადღება გადატანილი იყო მხოლოდ ბიუჯეტის სასარგებლოდ შემოწმებით დამატებით დასარიცხ ბრუნვებზე და საწარმოს ობიექტური ინტერესები საერთოდ უგულებელყოფილ იქნა.

0x01 graphic

ასევე, შპს სადავოდ მიიჩნევს და არ ეთანხმება აქტის მიხედვით დამატებით დარიცხულ თანხებს სოციალური და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში, რამდენადაც შპს-სა და ფიზიკურ პირს შორის ტრანსპორტით მომსახურების თაობაზე დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ფიზიკურ პირს (მძღოლს) უზრუნველყოფდა ტრანსპორტის საწვავით, რომელიც მიეკუთვნება საწარმოო ხარჯებს, ხოლო გაწეული მომსახურებისთვის მას ეძლეოდა ხელფასი.

აქედან გამომდინარე, უტყუარია, რომ შემოწმების პროცესში ამ საკითხსაც მიეცა არამართებული ინტერპრეტაცია. დაქირავებულზე დამქირავებლის მიერ გაცემული ტრანსპორტის საწვავის ღირებულების ჩათვლა დაქირავებულზე (მძღოლზე) გაცემულ სარგებლად და შესაბამისად, საზოგადოებისათვის ფინანსური სანქციების ჩათვლით დამატებით საშემოსავლო გადასახადის სახით 241,51 ლარის, ხოლო სოც. დაზღვევის გადასახადის სახით კი - 214,41 ლარის დარიცხვა არამართლზომიერია.

0x01 graphic

შპს-მ ზემოაღნიშნული სადავო საკითხების თაობაზე დაიწყო საგადასახადო დავა, რომლის გადაწყვეტის ფორმად არჩეული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესი, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, შპს-ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა არც ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციისა და არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ზემდგომი ინსტანციების მიერ.

მათ მიერ სადავო საკითხების შესწავლისას არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების პროცესში გამოვლენილი ფაქტობრივი მდგომარეობა, საზოგადოების ინტერესი, სადავო საკითხებზე მათი შეფასებები არ ემყარება საქმის მასალების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შესწავლას, მეტიც, არ გამომდინარეობენ საქმეში არსებული რეალური მტკიცებულებებიდან და რაც მთავარია, არ არის დასაბუთებული.

მკითხველის ყურადღებას განსაკუთრებით გავამახვილებ იმაზე, რომ საზოგადოების შემოწმებისას, ასევე საზოგადოების მიერ სადავო საკითხების, როგორც საგადასახადო ინსპექციაში, ისე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ზემდგომ ინსტანციებში განხილვისას, არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის, როგორც 174-ე მუხლის პირველ ნაწილს, ისე იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ პუნქტს.

უდავოა, რომ 174-ე მუხლის პირველი ნაწილის განსაზღვრა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ პუნქტის განსაზღვრა სარგებლის ღირებულებად ითვლება - დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას - ანაზღაურების თანხა, იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, ხოლო დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას - ანაზღაურების თანხა, მაშინ ითვლება სარგებლის ღირებულებად, როცა ფიზიკური პირი მომსახურებისთვის მიღებულ ხელფასთან ერთად დამქირავებლისგან მიიღებს მის მიერ მომსახურებაზე გაწეული ხარჯებისათვის (ტრანსპორტის საწვავის შეძენისათვის) ანაზღაურებას.

უტყუარი ფაქტია და დადასტურებულია, რომ შპს დაქირავებულ ფიზიკურ პირს მომსახურებისათვის უხდიდა ყოველთვიურ ხელფასს 200 ლარის ოდენობით და უზრუნველყოფდა საწვავით, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, დამქირავებლის მიერ გაწეული ხარჯი ითვლება საწარმოო ხარჯად და არა დაქირავებულის „ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად“...

როგორც აღინიშნა, საგადასახადო ინსპექციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა საგადასახადო დავების განხილვის საბჭომ სსკ-ის 174- მუხლში მოცემულ განსაზღვრებებს ცალმხრივად, არაობიექტურად, გადამხდელის ინტერესების გაუთვალისწინებლად მისცა არასწორი ინტერპრეტაცია, საწვავის შესაძენად გაწეული საწარმოო ხარჯები არამართებულად ჩათვალა დაქირავებულის (მძღოლის) სარგებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულით შპს-ს მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი, ასევე დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის (თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას) მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის (გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: - იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული) შესაბამისად კი - ზემოაღნიშნული გარემოებები წარმოადგენს საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების (აქტისა და „საგადასახადო მოთხოვნის“) ნაწილის გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს, რადგან გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად დაუსაბუთებული და არარეალურია.

ჩვენს შემთხვევაში კი, დაუსაბუთებელი და არარეალურია შპს-ისათვის 2006 წლის აგვისტოს თვის დღგის დასაბეგრი ბრუნვის დაკისრება მთლიანი თვის შემოსავლებიდან, მაშინ, როცა საზოგადოება დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2006 წლის 16 აგვისტოდან, ასევე დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია საზოგადოებისათვის საშემოსავლო და სოციალური გადასახადების სახით დამატებით გადასახდელი თანხის დაკისრება, ვინაიდან, არამართებულია დამქირავებლის მიერ დაქირავებულის ტრანსპორტის საწვავით უზრუნველყოფის ხარჯების ფიზიკური პირის სარგებლად აღიარება და მისი მიკუთვნება საშემოსავლო და სოციალური სახით დასაბეგრ თანხაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბათილად ეცნოთ საგადასახადო ინსპექციის მიერ შპს-ში ჩატარებული საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილი აქტისა და საგადასახადო ინსპექციის შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ნაწილი, კერძოდ:

1. 2006 წლის აგვისტოს თვის ბიუჯეტიდან დამატებით დასაბრუნებელი დღგ-ის თანხა, ნაცვლად აქტით დაფიქსირებული 16714,95 ლარისა, განესაზღვრათ 5878,95 ლარით.

2. გაეუქმებინათ:

- საშემოსავლო გადასახადის სახეში დამატებით გადასახდელი თანხა 244,41ლარი;

- სოციალური გადასახადის სახეში კი დამატებითი გადასახდელი თანხა 214,51 ლარი.

სასამართლომ 2007 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაავალა საგადასახადო ინსპექციას ახალი გადაწყვეტილების გამოტანა. ფაქტობრივად, მოსამართლემ საგადასახადო ინსპექციაში დააბრუნა დავა. როგორც იტყვიან: არც მწვადი დაწვა და არც შამფური.

რა გამოვა აქედან?

ყველა შემთხვევაში, დავა კიდევ გაგრძელდება. მაშ, ვის სჭირდება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დავას არ დაასრულებს.

2007 წელს ბიზნესის სამყაროში მომხდარი 10 ყველაზე
აბსურდული მოვლენა

წლის ბოლო საუკეთესო პერიოდია შედეგების შეჯამებისთვის. ამერიკულმა ჟურნალმა The Fortune -მა შეადგინა სია ყველაზე აბსურდული მოვლენებისა, რომლებიც 2007 წელს მოხდა. მათი სრული რაოდენობაა 101. ოქროს პრიზები ჩინელებს ხვდათ წილად. პირველი საუკეთესო ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება.

პირველი ადგილი დაიკავა ჩინური სათამაშოების მასობრივმა დაბრუნებამ. ამერიკული კომპანია Mattel-მა, რომელიც საკუთარი წარმოების გარდა ჩინური სათამაშოების იმპორტითაცაა დაკავებული, იძულებული იყო გაყიდვიდან ამოეღო 20 მილიონი სათამაშო, რადგან, სათამაშოთა ერთ ნაწილში აღმოჩნდა ტყვიის ზედმეტი შემცველობა, ხოლო მეორე ნაწილი შეიცავდა ისეთ მაგნიტებს, რომელთა ამოძრობა და გადაყლაპვა ბავშვებს ადვილად შეეძლოთ.

0x01 graphic

ეორე ადგილი წილად ხვდა კომპანია Eli Lilly-ს, რომელიც ცნობილია პოპულარული ანტიდეპრესანტის Rozac-ის წარმოებით. ხანგრძლივი დავების შემდეგ ამ კომპანიამ მიიღო ნებართვა აწარმოოს ანტიდეპრესანტები ძაღლებისათვის. რეიტინგის

0x01 graphic

მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა ლეონა ჰელმსი, ნიუ-იორკში უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი მესაკუთრე, რომელიც ცნობილი იყო „მავნებლობის დედოფლის“ ზედმეტსახელით. მან 12 მილიონი დოლარი დაუტოვა ანდერძით თავის ბოლნკას სახელად Trouble (უბედურება).

0x01 graphic

მეოთხე ადგილი დაიკავა საინვესტიციო ბანკმა Merrill Lynch, რომელმაც იპოთეკური დანაკარგების შედეგად 7,5 მილიარდი დოლარი ჩამოწერა, მაგრამ, მიუხედავად ამისა მაინც შეიძინა ბანკი First Franklin Financial 1,3 მილიარდ დოლარად

0x01 graphic

მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა Merrill Lynch-ის თავკაცი სტენლი ონილი, რომელიც ზემოთაღნიშნული დანაკარგების გამო პენსიაზე გავიდა, მაგრამ მაინც მიიღო კომპენსაცია 161,5 მილიონი დოლარის ოდენობით.

0x01 graphic

მეექვსე ადგილზე გავიდა Citigroup- ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ჩაკი პრინსი. მან დანაკარგებს პენსიაზე გასვლა მოასწრო. მისი გადადგომის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპანიას 11 მილიარდი დოლარი უნდა ჩამოეწერა დანაკარგების სახით.

0x01 graphic

მეშვიდე ადგილი დაიმსახურა იაპონურმა კომპანიამ Тото”, რომელმაც ბოდიში მოუხადა თავის დამკვეთებს და შესთავაზა მათ, რომ უფასოდ გაურემონტებდა 180000 მაღალტექნოლოგიურ უნიტაზს. საქმე იმაშია, რომ ამ უნიტაზებს გააჩნდათ დასაჯდომის ელექტროშეთბობის სისტემა, რომელიც 3-4 გამოყენების შემდეგ ალდებოდა პირდაპირ კლიენტების ქვეშ..

0x01 graphic

მერვე ადგილი დაიკავა ვიდეოკლიპმა, რომელიც აჩვენებდა ვირთხების არმიას ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ კაფეში KFC/Taco Bell, როდესაც იგი დაკეტილი იყო ღამის საათებში.

0x01 graphic

მეცხრე ადგილზე აღმოჩნდა ფრანგული გაზეთი Le Monde, რომელმაც მულტფილმი Ratatui“ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო ნაწარმოებად გასტრონომიულ თემაზე...

0x01 graphic

და ბოლოს მეათე ადგილზე გავიდა კომპანია Diebold, რომელთა მესვეურებმაც დაცვის სისტემა მხოლოდ მას შემდეგ გააძლიერეს, როცა გაიგეს, რომ მათ კომპიუტერებში ადვილად შეეძლო შეღწევა უბრალო ვირუსსაც კი.

0x01 graphic

ცალკე აღნიშვნის ღირსია გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი Redux Beverages, რომელმაც ერთ-ერთ თავის ახალ სასმელს კოკაინი უწოდა.

ასევე ორიგინალურად და ეკონომიურად იქცეოდა რიტუალური მომსახურების შოტლანდიური კომპანია Co-op Funeralcare რომელიც თავისი კრემირებული „კლიენტების“ მონარჩენი ფერფლით ფარავდა გაყინულ ადგილს ოფისთან მისასვლელ გზაზე.

ექსტრავაგანტულობით გამოიჩინა თავი კომპანია Sony-მ, რომელმაც საკმაოდ ნატურალურად მოაწყო თავისი ახალი კომპიუტერული თამაშის ომის ღმერთის პრეზენტაცია. ამ თამაშის სიუჟეტი ბერძნული მითოლოგიაზეა დაფუძნებული - ამიტომ Sony-ს მესვეურებმა პრომოუშენ- ფართი პირდაპირ ათენში პართენონის ნანგრევებთან გამართეს: სტუმრებს სთავაზობდნენ ახლადდაკლული თხის შიგნეულობისგან დამზადებულ კერძებს და ახლადდაკრეფილ ყურძენს ნახევრადშიშველი ოფიციანტების ხელით. მსურველებს ასევე შესთავაზეს ძველბერძნული კონკურსი - თუ ვინ უფრო მეტ ცოცხალ გველს ამოიყვანდა ორმოდან, მაგრამ, ამ კონკურსში მონაწილეობაზე ყველამ უარი განაცხადა...

2007 წლის ყველაზე მდიდრული საჩუქრები

ფუფუნების საგნები ყოველთვის დიდ პატივში იყვნენ მდიდართა შორის. ძველ დროში განსაკუთრებით ფასობდნენ აბრეშუმი, ფაიფური, მარგალიტები, ინდური სუნელები და დღეისათვის სრულიად ბანალური წიწაკაც კი... ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე ფუფუნების საგნებმაც ახალი წარმოუდგენელი თვისებები შეიძინეს. ძველი დროის დიდება მხოლოდ ოქრომ და ბრილიანტებმა შეინარჩუნეს.

მწარმოებლებმა არც გასულ წელს უღალატეს ორიგინალობას და ძალზედ თვალწარმტაცი საჩუქრები შესთავაზეს მდიდარ ადამიანებს თავიანთი რჩეულებისათვის.

0x01 graphic

ყველაზე საახალწლოდ მათ შორის გამოიყურება სათხილამურო ჯოხები. ეს ჯოხები მოფენილია ბრილიანტებით, საფირონებით, რომლებიც ოქროს ინკრუსტაციებში არიან „ჩაქსოვილნი“. ამ ჯოხების დიზაინი დაპროექტებულია სპეციალურად ქალებისათვის. ასეთი „სიამოვნება“ არც ისე ძვირია - სულ რაღაც 3000 დოლარი ღირს, მაგრამ სათუოა, რომ ასეთმა ნივთმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიოს. არადა, ასეთ ჯოხებს შეუძლიათ გააძლიერონ სპორტსმენთა თვითშენარჩუნების ინსტინქტი: სლალომზე დაშვების დროს პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე უნდა იფიქრო. თუ ამ ფიქრს დაემატება დარდი იმის შესახებ, რომ სადმე ჯოხს ბრილიანტის თვალი არ მოსძვრეს, მაშინ სიფრთხილის გრძნობა გაორმაგდება

სლალომის შემდეგ სიცივესთან გამკლავების ყველაზე კარგი საშუალება არაყია. სანამ სასტუმრომდე მიხვალ, შეიძლება გაიყინო - ამიტომ გზადაგზა უნდა დალიო არაყი „დივა“, რომლის წარმოებაც შოტლანდიელებმა 2007 წელს დაიწყეს. ეს არაყი არც ისე ძვირია - სულ რაღაც ერთი მილიონი დოლარი ღირს ერთი ბოთლი. შოტლანდიელები ასეთ „სიიაფეს“ ტექნოლოგიური პროცესების სიმარტივით ხსნიან არაყს ჯერ არყის ხის ნახშირში ფილტრავენ ძველვიკინგური წესით, შემდეგ კი ძვირფასი ქვების ფილტრში ატარებენ იმ მიზნით, რომ არაყმა ბრილიანტების და ზურმუხტების ფარული ენერგეტიკა შეითვისოს. ასეთი „ენერგეტიკაში“ მილიონი დოლარი ნამდვილად არ უნდა დაგენანოს.

0x01 graphic

ალბათ ძვირფასი ქვების ენერგეტიკის „ექსპლუატაციას“ ახდენს კიდევ ერთი სუვენირი, რომელიც სპეციალურად ქალებისათვის დამზადდა. ეს არის პომადა, რომელიც 62 ათასი დოლარი ღირს. KissKiss Gold and Diamondis პომადის ტიუბიკი შექმნილია 18-კარატიანი ოქროსაგან და ინკრუსტირებულია 199 ბრილიანტით, რომელთა მასა 2,2 კარატია. პომადის ტიუბიკს ამშვენებს ასევე კომპოზიციები სხვადასხვა ძვირფასი ქვებისაგან.

0x01 graphic

ყურადღების მიღმა არც მშვენიერი სქესის „უმცროსი მეგობრები“ დარჩნენ. ძლიერი სქესის წარმომადგენლები ვერასგზით ვერ ხვდებიან, თუ რატომ მოსწონთ ქალბატონებს „უჯიშო“ ჯუჯა ფინიები. მაგრამ ფუფუნებათა მწარმოებელმა ფირმამ Amour-Amour მშვენივრად გაუგო ქალბატონებს გულისნადები და სპეციალურად მათი ფინიებისათვის დაამზადეს საყელური, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები 1,8 მილიონი დოლარი ღირს. 1600-ი ბრილიანტით მოოჭვილ ამ საყელურს ალბათ არა მხოლოდ ძაღლები გაიკეთებენ დიდი სიამოვნებით.

0x01 graphic

ლუქსურიების მწარმოებლებმა არც მამაკაცების ეგოისტური სურვილები დაივიწყეს და მათაც შესთავაზეს განსაკუთრებული საჩუქრები.

მამაკაცთა ინტერესთა სფერო უფრო პრაქტიკულია და ფინია ძაღლების მოსართავებს ნამდვილად არ მოიცავს.

0x01 graphic

არაერთი თანამედროვე ბიზნესმენი ფიქრობს იმის შესახებ, თუ სად, როგორი ტრანსპორტით გაემგზავროს - ზებგერითი Supersonic Buisness Jet-ით, თუ HERMES-ის ფირმის ვერტმფრენით. უმეტესობას ორივე ურჩევნია - შორ მანძილზე რეაქტიული თვითმფრინავით გაფრინდები, ახლომდებარე პარტნიორებს კი ვერტმფრენით ესტუმრები.

შეიხ რაშიდ ბინ ჰუმაიდ ალ ნოამიმ პირველი Supersonic Buisness Jet უკვე იყიდა - 80 მილიონ დოლარად. ამასთან შედარებით ჯუჯა ფინიას ბრილიანტის საყელური უბრალოდ საბავშვო „სარიჩხინოა“.

0x01 graphic

HERMES - ის ვერტმფრენის ფასს ჯერ არ ახმაურებენ, მაგრამ მისი წარმოდგენა ადვილია, თუ გავითვალისწინებთ რამდენად „იაფი“ ღირდა წინამორბედი მოდელები.

IT - გაჯეტები კი თანაბრად შეეფერება როგორც კაცების, ასევე ქალბატონების გემოვნებას. ყველას უნდა, რომ ჰქონდეს ძალიან მაგარი მობილური ტელეფონი ან mp-3 პლეერი. მათი არჩევანი საკმაოდ დიდია. ზოგიერთი მარკა სპეციალურად მდიდარი ადამიანებისათვისაა შექმნილი, მაგრამ არც მასობრივი მწარმოებლები ამბობენ უარს განსაკუთრებული მოდელების დამზადებაზე. პირველობა ისევ Nokia-მ გამოიჩინა. არც ისე დიდი ხნის წინ გამოვიდა Diamond Nokia N95. იგი სულ რაღაც 25 ათასი დოლარი ღირს. მისი კორპუსი ჩამოსხმულია თეთრი ოქროსაგან წონით 18 კარატი და ინკრუსტირებულია 325 ბრილინტით თითოეული წონით 3,30 კარატი. მაგრამ Nokia-ს ეს მოდელი ნამდვილად ჩამორჩება ელიტარული ფირმების შეთავაზებებს.

0x01 graphic

მობილური ტელეფონი BlackBerry არაფრით გამოირჩევა თავისი ძვირფასი თანამოძმეებისაგან. მას მხოლოდ განსაკუთრებული ბონუსების სისტემა აქვს. ვინც შეიძენს მოდელს BlackBerry 8830 World Edition, მას საჩუქრად გადაეცემა ნამდვილი კუნძული. ამ ტელეფონს ფასიც შესაფერისი აქვს - 10,5 მილიონი დოლარი!

გასულ წელს თავი გამოიჩინა ასევე კომპანია Ferrari-მ. იტალიელებმა მოინდომეს, რომ გამოეყენებინათ ახალი რუსების მიდრეკილება მფლანგველობისაკენ. ამიტომ Ferrari-მ მხოლოდ რუსული ბაზრისათვის დაამზადა სპეციალური მოდელი Ferrari 612 Scaglietti Russian Edition - 5 ერთეული, მაგრამ ფასი მხოლოდ 100 ათასი ევროთი გაზარდეს ჩვეულებრივ მოდელებთან შედარებით. რუსული ვარიანტის ღირებულება 425 ათას ევროს შეადგენდა.

0x01 graphic

არც თვითონ რუსი მილიონრები ჩამორჩნენ ექსტრავაგანტულობით ევროპელ კოლეგებს. ერთ-ერთმა რუსმა მილიონერმა არას აგალაროვმა გადაწყვიტა მოსკოვის გარეუბანში ააშენოს „რეზერვაცია“ მილიონერებისთვის. იქ ცხოვრების უფლებას მხოლოდ ის მილიონრები მიიღებენ, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას პირადად ბატონ აგალაროვთან და ამის შემდეგ მოაწერენ ხელს ხელშეკრულებას დასახლებაში არსებული განსაკუთრებული წესების შესრულების შესახებ.

ადამიანთა ფანტაზია უსაზღვროა - ამიტომ უნდა ვიმედოვნებდეთ, რომ 2008 წელს კიდევ უფრო ორიგინალური საჩუქრებით გაგვანებივრებენ „ლუქსურიების“ მწარმოებელები.

0x01 graphic

წლის საუკეთესონი

ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის რედაქციამ ჩაატარა მკითხველთა სატელეფონო გამოკითხვა სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესოს გამოსავლენად.

გამოკითხულთა უმეტესობამ აღიარა:

ვლადიმერ პაპავა - „წლის საუკეთესო ექსპერტად ეკონომიკის საკითხებში“

იაკობ მესხია - „წლის საუკეთესო ავტორად საბიუჯეტო მოწყობის საკითხებში“

ლევან გრიგალაშვილი - „კეთესო ექსპერტად აღრიცხვა- ანგარიშგების საკითხებში“

ნოდარ ჯავახიშვილი - „წლის საუკეთესო ქსპერტად საბანკო საკითხებში“

სულიკო ფუტკარაძე - „წლის საუკეთესო ექსპერტად საგადასახადო საკითხებში“

ანზორ მესხიშვილი - „წლის საუკეთესო ექსპერტად უძრავი ქონების საკითხებში“

ზაქარია ქუცნაშვილი - „წლის საუკეთესო ავტორად სამართლებრივ საკითხებში“

თამაზქუბარდია - „წლის აქტუალური თემების ავტორად“

კობა ბიწაძე - „წლის ყველაზე პოპულარულ ავტორად“

18 ტესტი

▲back to top


რამდენად ეფექტურია თქვენი კომპანიის მართვის სტრატეგია?

ქვემოთმოყვანილი მტკიცებები შეაფასეთ ქულებით 0-დან 2- მდე.

თუ მტკიცებულება ზუსტად შეესაბამებათქვენს კომპანიაში არსებულ სიტუაციას - შეაფასეთ 2 ქულით. თუ ნაწილობრივ შეესაბამება - შეაფასეთ 1 ქულით. შეუსაბამობის შემთხვევაში - შეაფასეთ 0 ქულით.

1. ჩვენ ვიცით, თუ როგორ განვსაზღვროთ რესურსების ღირებულების შემცირების შესაძლებლობანი - 0 1 2

2. ჩვენ ვიცით, თუ როგორ მივუდგეთ რესურსების ამოყენების ეფექტურობის ზრდის პრობლემას - 0 1 2

3. ჩვენ ვიცით, თუ როგორ ზემოქმედებს დებიტორული დავალიანება კომპანიის მომგებიანობაზე - 0 1 2

4. ჩვენ ვიცით, როგორ ავირჩიოთ მარაგების მართვის სწორი სტრატეგია კომპანიის მომგებიანობის გაზრდის მიზნით - 0 1 2

5. ჩვენ ვიცით, თუ როგორ მოქმედებს საწარმოო ციკლის ხანგძლივობა კომპანიის მოგების ნორმაზე - 0 1 2

6. ჩვენ ვიცით, თუ როგორ მივაღწიოთსაწარმოო ციკლის ხანგრძლივობის შემცირებას -

0 1 2

7. ჩვენ ვიცით, თუ როგორ ზემოქმედებენ ბიზნესის განვითარებაზე მიმართული ინვესტიციები კომპანიის მომგებიანობაზე - 0 1 2

8. ჩვენ ვფლობთ ინვესტიციური გადაწყვეტილებების მიღების ისეთ პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინვესტიციებისაგან მაქსიმალური უკუგების მიღებას - 0 1 2

9. ჩვენ ვიცით, როგორ ვმართოდ საინვესტიციო პროექტები - 0 1 2

10. ჩვენ ვფლობთ დანახარჯების შემცირების, ინვესტიციების ეფექტურობის ამაღლების და კაპიტალის უკუგების ზრდის სტრატეგიებს - 0 1 2

  • თუ თქვენ მიერ მიღებული ქულების ჯამი 10- არ აღემატება, მაშინ თქვენი მმართველობა ძალზე შორსაა სრულყოფილებისაგან და თქვენი ორგანიზაცია დიდი რისკის ქვეშ იმყოფება. სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ მუშაობის სტილი და დაეუფლოთ მართვის ახალ მეთოდებს.

  • თუ თქვენ დააგროვეთ ქულები 10-დან 15-მდე, მაშინ თქვენი მმართველობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამარის ხარვეზები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს.

  • თუ თქვენი შეფასება 15 ქულაზე მეტია, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ თქვენ წარმატებული მმართველი ხართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განვითარებაზე ხელი უნდა აიღოთ და მხოლოდ მიღწეულით იამაყოთ: ბიზნეს - გარემო ყოველდღიურად იცვლება და ახალ მოთხოვნებს უყენებს ყველაზე წარმატებულ კომპანიებსაც კი.