![]() |
ტაბულა №9 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ნოდია გია, ყველაშვილი გიორგი, ჰაბერი ჰანსიორგ, ბარამიძე ვახტანგ, გორდაძე თორნიკე, ბურჭულაძე ზაზა, შენგელაია ირაკლი, კოვზირიძე დავით, ბაბუნაშვილი ვახო, გაჩეჩილაძე თეკუნა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2010|10 - 16 მაისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/საპატიო რედაქტორი: დავით პაიჭაძე /ჟურნალისტები: თამარ ხორბალაძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, გიორგი კიკონიშვილი, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, ნინო ჯანჯღავა, ნინო მაჭარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, ანა სიხარულიძე, სოფო ებრალიძე /ილუსტრაცია: ივირიჩა /არტ-რედაქტორი: / ბაჩა მალაზონია დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი /გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / კომერციული დირექტორი: ოთარ ბაქრაძე /მენეჯერი: ნათია სოფრომაძე / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121 / © 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge ილუსტრაცია გარეკანზე: ტაბულა © |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულას მე-8 ნომერში გაიპარა შეცდომა. გიგა ზედანიას სვეტს მოეჭრა პირველი აბზაცი: „თუ გინდათ გააცნობიეროთ მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც თანამედროვე ქართული კულტურა დგას, ზაზა ბურჭულაძის ბოლო რომანი Adibas უნდა წაიკითხოთ“.
კითხვა ჟურნალ ტაბულას:
3-9 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროსაბჭოში გეების საკითხზე რეზოლუცია მიიღეს“ ავტორის მიმართ, რომელიც არ არის მითითებული, რამდენიმე კომენტარი მინდა გავაკეთო:
1. რეზოლუციას ეწოდება „სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და გენდერის იდენტიფიკაციის შესახებ“. სტატიაში მოცემულია სქესის იდენტიფიკაცია. კარგი იქნება ჟურნალისტმა ერთხელ მაინც წაიკითხოს რეზოლუცია სანამ მასზე დაწერს. სქესის და გენდერის იდენტიფიკაცია სხვადასხვა რამაა (ჩვენი გენდერული თანასწორობის კანონისა არ იყოს).
2. სტატიაში აგრეთვე ნათქვამია, რომ გეი სტუდენტებს ქრისტიანულ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე უარი უთხრეს და მათაც იჩივლეს. შემდეგ ჟურნალისტი ვირტუოზულ დასკვნას აკეთებს: „მომჩივანის ლოგიკით, შეიძლება დავუშვათ, რომ ათეისტს უნდა მიეცეს უფლება გახდეს მღვდელი და თუ არ აკურთხებენ, ისაუბროს შეუწყნარებლობაზე“. ჩემი აზრით, ამ ჟურნალისტს სერიოზული პრობლემა აქვს მსოფლმხედველობისა და ორიენტაციის შედარების გააზრებაში. გეების მსოფლმხედველობა ისევე განსხვავდება სხვადასხვა ინდივიდში, როგორც სთრეითების.
თან, რა გარანტია აქვს ავტორს, რომ მღვდლებს შორის ათეისტები არ არიან (ისევე, როგორც ჰომოსექსუალები).
![]() |
2 Breaking News |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგიურმა ექსტრემისტებმა „კავკასია“ დაარბიეს
7 მაისს, ტელეკომპანია კავკასია რელიგიას ამოფარებული ფაშისტური დაჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. შეტევა ტელევიზიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო, ხოლო შემდეგ მოძალადეები, სასულიერო პირებთან ერთად, სტუდიაშიც შეიჭრნენ. დარბევა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
დაზარალებულთა შორის არიან კავკასიის თანამშრომლები, მათ შორის კომპანიის დამფუძნებელი და წამყვანი დავით აქუბარდია და არხის ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი. მოგვიანებით შემთხვევის ადგილას მოვიდა პატრული და რამდენიმე ექსტრემისტი დააკავა.
ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ომბუდსმენის ოფისის ტოლერანტობის ცენტრის უფროსმა ბექა მინდიაშვილმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა სერგო რატიანმა და კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, პროტესტის ნიშნად სტუდია დატოვეს. გარეთ მათ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები ელოდნენ.
კავკასიის დარბევა რელიგიური ექსტრემიზმის ტალღის უკანასკნელი და ყველაზე მასშტაბური გამოვლინებაა. ბოლო დროს, მართლმადიდებლობას ამოფარებული ფაშისტები არათუ მალავენ, არამედ პირიქით, ღიად აფიშირებენ კავშირს ერთმორწმუნე მტერთან.
რელიგიის სახელით ძალადობის შემთხვევები საქართველოს საპატრიარქოს ჯერჯერობით არ დაუგმია და მათგან მკაფიოდ არ გამიჯნულა. ჟურნალის გამოცემის მომენტისათვის, კავკასიის დარბევის შესახებ ეკლესიას თავისი პოზიცია არ გამოუხატავს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ხელისუფლებამ რამდენიმე გაბედული ნაბიჯი გადადგა რელიგიური ექსტრემიზმის აღმოსაფხვრელად, მაგრამ ამის გამო ოპოზიციური პარტიების მხრიდან პოლიტიკური თავდასხმების ობიექტად იქცა. ანტიეროვნულობასა და ეკლესიის მტრობაში ბრალდებების თავიდან ასაცილებლად მომდევნო წლებში ხელისუფლებამ რელიგიური ძალადობის მიმართ წაყრუების პოლიტიკა აირჩია. შედეგად, დაუსჯელობის სინდრომმა ფაშისტური ჯგუფები კიდევ უფრო გაათავხედა.
რელიგიური ექსტრემიზმის ბოლო გამოვლინება ერთგვარი გაფრთხილებაა ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასისათვის - თუკი ფაშისტური ბაცილის წინააღმდეგ საბრძოლველად, პოლიტიკური სიმპათია ანტიპათიების მიუხედავად, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი არ გაერთიანდა და მსგავს ექსტრემისტებს არ გაემიჯნა, ძნელი სათქმელია ვინ გახდება ბოთლიდან გამოშვებული ყავისფერი ჯინის მორიგი მსხვერპლი - ხელისუფლების მომხრე თუ ოპოზიციონერი, მორწმუნე თუ ათეისტი, ლიბერალი თუ სოციალისტი.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. დარბევის შემდეგ, ტელეკომპანია კავკასიის აღდგენილ ეთერში თითქოს ძველი ფირფიტა თავიდან დატრიალდა. იმის მაგივრად, რომ ყველას ერთმნიშვნელოვნად დაეგმო მოძალადეები, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, რომ ვითარება ვიწრო პარტიული ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა.
![]() |
3 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„რუსეთ-საქართველოს ომმა დაგვანახა, რომ ევროპაში არსებული უსაფრთხოების სისტემისადმი თვითკმაყოფილური დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს“.
ჯოზეფ ბაიდენი. 5 მაისი.
„ეს არის ტიპური ჰიტლერ-იუგენდი“.
ეკა კვესიტაძე მალხაზ გულაშვილის მიერ დაარსებულ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის შესახებ. 5 მაისი.
„გორდონ ბრაუნი ყველაზე ცუდი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ამ ქვეყანას ოდესმე ჰყოლია“.
ლეიბორისტული პარტიის საპარლამენტო კანდიდატი მანიშ სოოდი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარი პარტიის ლიდერს აკრიტიკებს. 4 მაისი.
„უბრალოდ, ევროპის მომავალი საფრთხეშია“.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყნის პარლამენტარებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფისათვის. 5 მაისი.
„რუსეთი მეორე მსოფლიო ომის მასშტაბის კონფლიქტისთვის მზად უნდა იყოს“.
დიმიტრი მედვედევი.
6 მაისი.
![]() |
4 კვირა |
▲ზევით დაბრუნება |
1 მაისი
თურქეთის სამხრეთში მეამბოხე ქურთების დაჯგუფებასთან შეტაკებას ოთხი თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა. მკვლელობა შეიარაღებულმა ჯგუფმა, თურქეთის ხელისუფლების მიერ უკანონოდ გამოცხადებულმა, ქურთების მუშათა პარტიამ ჩაიდინა.
საქართველოს ეწვია ევროპის საბჭოს ადამიანთა უფლებების კომისარი თომას ჰამარბერგი. ჰამარბერგის შუამდგომლობით ცხინვალის უკანონო რეჟიმმა სამი ქართველი ტყვე გაათავისუფლა.
რუსეთის დედაქალაქში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს ადარებდნენ საბჭოთა დიქტატორს, იოსებ სტალინს და მის გადადგომას ითხოვდნენ.
2 მაისი
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მექსიკის ყურეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული აშშ-ის სანაპირო მოინახულა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფაა.
ევროზონის ქვეყნებმა საბერძნეთს ფინანსური დახმარება გამოუყვეს 110 მილიარდი ევროს ოდენობით. აქედან 22 მილიარდი მხოლოდ გერმანიის ბიუჯეტიდანაა.
3 მაისი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სირიაში იმყოფებოდა. ვაშაძე ქვეყნის პრეზიდენტს ბაშარ-ალ ასადს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხი განიხილა ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროებში.
3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ზეიმობს. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოში 16-მა რეგიონულმა გამოცემამ გამოსცა გაზეთები, რომელშიც ერთადერთი რამ ეწერა - „მოგვეცით საჯარო ინფორმაცია“. მათი განცხადებით, ისინი ხშირად აწყდებიან დაბრკოლებებს სახელმწიფო სტრუქტურებისგან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის მზადაა ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, თუ ანტისამთავრობო გამოსვლები ბანგკოკის ქუჩებში შეწყდება. ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის წინადადება მიიღო და დემონსტრაციები შეწყვიტა.
რეჟისორმა რომან პოლანსკიმ, პირველად, ღია წერილით გააკრიტიკა აშშ, რომელიც მის შვეიცარიიდან ექსტრადირებას ითხოვს. პოლანსკის განცხადებით, მისი საქმე ამერიკის ხელისუფლებას „მედია-შოუს“ მოსაწყობად სჭირდება. რომან პოლანსკი დააკავეს 13 წლის გოგონასთან სექსისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1977 წელს აშშ-ში.
4 მაისი
ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში აეროპორტების ნაწილი კვლავ დაიხურა. მიზეზი უცვლელია-ისლანდიური ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოშობილი ფერფლის ღრუბელი.
ინდოეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიციას აუკრძალა ე.წ. სიმართლის წამლის გამოყენება. ამ პრეპარატს იყენებდნენ ეჭვმიტანილის დაკითხვის დროს. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ ასეთი მეთოდების გამოყენება ლახავს ადამიანის უფლებებს.
5 მაისი
იტალიის ჩრდილოეთში პოლიციამ მუსლიმი ქალი 500 ევროთი დააჯარიმა. ტუნისელ ქალბატონს ეხურა ჩადრი, რომელიც თვალების გარდა, ყველაფერს უფარავდა. იანვარში მიღებული კანონის თანახმად, იტალიის მოქალაქეებს ეკრძალებათ საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩენა ისეთი ტანსაცმლით, რომელიც შეუძლებელს ხდის პოლიციის მიერ პიროვნების იდენტიფიცირებას.
ათენის ქუჩებში მოქალაქეებმა საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყვეს. ისინი აპროტესტებდნენ საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც ხელფასების და პენსიების შემცირებას ითვალისწინებს. დემონსტრანტებმა ერთ-ერთ ბანკის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე გადაუღებელი წვიმებია. 10 მეტრის სიმაღლის ტალღებმა სანაპირო ზოლი და მიმდებარე ტერიტორია დააზიანა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული კინოფესტივალის ორგანიზატორები შიშობენ, რომ კანის ფესტივალი, რომელიც 12 მაისს იწყება, შესაძლოა შეფერხდეს.
6 მაისი
საპროტესტო მსვლელობა თბილისში, რომელიც ოპოზიციამ 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადების წინააღმდეგ მოაწყო, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოკლე შეტაკებით დასრულდა. პოლიციელებმა მსვლელობის შეჩერება სცადეს, რისთვისაც მომიტინგეებმა მათ ქვები დაუშინეს. დაშავდა 8 პოლიციელი და დაახლოებით ამდენივე აქციის მონაწილე.
აშშ, საფრანგეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი მხარს უჭერენ ახლო აღმოსავლეთის „ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად“ ჩამოყალიბებას. ამ შემთხვევაში ისრაელს ბირთვული შეიარაღების დათმობა მოუწევს.
7 მაისი
პოლონეთში საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. პრეზიდენტობისთვის ორი ძირითადი კანდიდატი იბრძოლებს - იაროსლავ კაჩინსკი და ბორისლავ კომაროვსკი. იაროსლავ კაჩინსკიმ საარჩევნო კომისიას მხარდამჭერთა რეკორდული 1 650 000 ხელმოწერა ჩააბარა.
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი რობერტ მიულერი საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მიულერმა შეხვედრები გამართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან.
პირველად დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, ქვეყნის პარლამენტს ორი მუსლიმი ქალი პარლამენტარი ეყოლება. ორივე ლეიბორისტული პარტიის კანდიდატია.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომის პაპს ბენედიქტე XVI-ს შეხვდა. პრეზიდენტმა და რომის პაპმა ისაუბრეს საქართველოსა და ვატიკანს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე და კათოლიკურ სამყაროსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.
![]() |
5 სახელდობრ, რას ვზეიმობთ 9 მაისს? |
▲ზევით დაბრუნება |
არენა|II მსოფლიო ომი
გია ნოდია
გამარჯვების დღის აღლუმის რეპეტიცია. მოსკოვი
ფოტო: REUTERS ©
შევეჩვიეთ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება ჩვენი საზეიმოცაა. მეც მგონია, რომ ეს კარგი თარიღია და აღნიშვნას იმსახურებს. მაგრამ რატომ?
პასუხი თითქოს აშკარაა - იმიტომ, რომ ჩვენი მამები, ბაბუები, ბიძები და ა. შ. იმ ომში იბრძოდნენ, გაიმარჯვეს და მათ პატივი უნდა ვცეთ. კი, მაგრამ კონკრეტული ადამიანების მიმართ პატივისცემის გამოხატვა ერთია, ხოლო ერის მიერ ისტორიული მოვლენის ზეიმი - სხვა. საამისოდ ეს გამარჯვება ჩვენი, როგორც ქვეყნის გამარჯვებად უნდა ჩავთვალოთ, ამ გამარჯვებაში რაღაც წილი უნდა გვქონდეს. ასეა?
მოდი, დავფიქრდეთ: ვინ არის ის „ჩვენ“, ვინც მეორე მსოფლიო ომში მოგებულთა ერთობას მოიცავს? და ვინ დარჩა იმ ომში წაგებული?
ბავშვობიდან ჩამრჩა რუსი მწერლის ალექსანდრ სოლჟენიცინის ნათქვამი, რომელიც მისი კომუნისტი მამხილებლის სტატიაში ამოვიკითხე: მთავრობა რომ ომს მოიგებს, ხალხი შეიძლება წაგებული დარჩესო. მან ეს სწორედ მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით თქვა, რასაც ხსენებული მამხილებელი საშინელ მკრეხელობად უთვლიდა. მე კი გავიფიქრე მაშინ, მართალი უთქვამს-მეთქი, და აზრი ახლაც არ შემიცვლია (ამ საკითხზე - თავად სოლჟენიცინზე წარმოდგენა კი წამიხდა მერე მეტ- ნაკლებად, მაგრამ ეს სხვა საკითხია).
კონვენციური ჭეშმარიტებაა: მეორე მსოფლიო ომი მოიგეს საბჭოთა კავშირმა, ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ხოლო წააგეს გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ და მათმა მოკავშირეეებმა. სწორია?
მთავრობების დონეზე - კი (თუმცა, საფრანგეთის შემთხვევაში ესეც საეჭვოა: ე. წ. „ვიშის მთავრობა“ ჰიტლერის მოკავშირე იყო, ხოლო დე გოლი ამერიკამ და ბრიტანეთმა აქციეს მთავრობად). მაგრამ ერების დონეზე? ისტორიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით?
მეორე მსოფლიო ომის მთავარი შედეგი იყო ევროპის გაყოფა ორ მკვეთრად დაპირისპირებულ ნაწილად: დასავლეთში ჩამოყალიბდა თავისუფალი სამყარო - ანუ პოლიტიკური დემოკრატიის, ეკონომიკური თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობის სფერო; აღმოსავლეთში - ლამაზი უტოპიით და საყოველთაო ძალადობით გაერთიანებული სახელმწიფოების ბანაკი.
ბრიტანელი სამხედროების რეპეტიცია წითელ მოედანზე. 2010
შედეგად, რეალურად მოგებული დარჩა ის, ვინც დასავლეთით აღმოჩნდა, ხოლო წაგებული - ისინი, ვინც აღმოსავლეთში მოხვდა. ეს თვალნათლივ დადასტურდა 45 წლის შემდეგ, როცა ხალხს თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცა. წაგებული ქვეყნებიდან ჯერ ინდივიდებმა მასობრივად სცადეს მოგებულებთან გაქცევა, მერე კი გათავისუფლებული ერები ერთიანად მიაწყდნენ მოგებულთა გაერთიანებებს - ნატოს და ევროკავშირს.
ამიტომ მეორე მსოფლიო ომის შედეგები რადიკალურად განსხვავდება გამარჯვებულთა და დამარცხებულთა თვალით. დასავლელთათვის ეს იყო მორალური სიცხადისა და ცხოვრების ახალი დასაბამის აღმნიშვნელი ნიშანსვეტი: აბსოლუტური ბოროტება - ფაშიზმი - დამარცხდა, ამის წყალობით კი დაიწყო დემოკრატიული მშვიდობისა და კეთილდღეობის უპრეცედენტო ერა. აქ ყველაფერი ცხადია: კონსენსუსს ფორმალურად „დამარცხებული“ (მაგრამ რეალურად გამარჯვებულთა შორის მყოფი) გერმანელები და იტალიელებიც იზიარებენ.
მაგრამ ელბის აღმოსავლეთით ომმა მორალური ბუნდოვანება დატოვა. ფაშიზმი რომ ბოროტებაა, ამაზე აქაც თანხმდებოდა ყველა, მთავრობაც და მოქალაქეც. მაგრამ რამდენად უკეთესი იყო მისი ძლევამოსილი ალტერნატივა, კომუნიზმი? თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, არც არაფრით. ტერმინი „ტოტალიტარიზმი“, რომელიც თავდაპირველად ფაშიზმის მიმართ შექმნეს, ანუ მთლიანის (კოლექტივის, სახელმწიფოს) სრული კონტროლი ინდივიდზე, კომუნიზმზე ზედგამოჭრილი უფროა. თუ ადამიანზე ძალადობის ინდიკატორს შევხედავთ, კომუნიზმი არც მსხვერპლის რაოდენობით და არც გამოჩენილი სისასტიკის ხარისხით არ არის ნაკლები. იმ ერებისთვის, ვინც თავის სამშობლოდ რუსეთს არ თვლის, იდეოლოგიურ მონობას უცხო ქვეყნის ბატონობაც ემატებოდა. ამ ერებს შეუძლიათ, იმარჩიელონ, რომელი ურჩხული შესთავაზებდა ნაკლებად ცუდ სტატუსს, მაგრამ რუსულ-კომუნისტური ჩექმის ქვეშ ყოფნა არც ერთი ლოგიკით არ გამოდის გასახარელი.
მაშ, რას ვზეიმობთ 9 მაისს? იმას, რომ ორი ბოროტებიდან ერთ-ერთის ბატონობის ქვეშ აღმოვჩნდით, თუმცა არ ვიცით, იყო თუ არა ჩვენი ბოროტება ნაკლები? გამარჯვებას ომში, რომელშიც დამარცხებული დავრჩით?
აღლუმი წითელ მოედანზე. 2009
ყველა ფოტო: REUTERS ©
მაქვს პასუხი: საზეიმო ისაა, რომ საბოლოოდ მაინც ჩვენებმა მოიგეს. ჩვენებმა, ანუ ამერიკელებმა, ინგლისელებმა და, ზოგადად, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელმა ადამიანებმა. სწორედ ამ ომის მოგებამ შეაძლებინათ, შეექმნათ ნატო და ევროკავშირი, ანუ თავისუფლების ყველაზე ძლიერი და მდგრადი სამეფო კაცობრიობის ისტორიაში. მართალია, იალტის შეთანხმებით ისინი ფაქტობრივად დაეთანხმნენ ჩვენს მონობას, რასაც ნამდვილად ვერ ჩავუთვლით მოსაწონ საქციელად - თუმცა, ზოგადად, უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ თავს ზევით ძალა არ იყო და სტალინისთვის ანგარიშის არგაწევა ყველას გაუჭირდებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბოროტების აღმოსავლური იმპერია დაინგრა, მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულ ერებსაც მიეცათ შანსი, თავისუფლების სამყაროს შეერთებოდნენ.
მოკლედ, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება იმდენადაა ჩვენი საზეიმო, რამდენადაც გვაქვს შანსი, ვისარგებლოთ ამ გამარჯვების შედეგებით. მან საფუძველი ჩაუყარა ევროატლანტიკური სივრცის, ანუ რაციონალობისა და თავისუფლების სამყაროს შექმნას, რომელშიც ინტეგრაციის შანსი, ნახევარი საუკუნით გვიან, ჩვენც მოგვეცა. ეს რომ არ იყოს, მაშინ მართლა ჩვენ რაღა გვიხარია?
8 მაისი თუ 9 მაისი
პოსტსაბჭოთა სივრცეში ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 9 მაისი ითვლება. 1945 წლის 9 მაისს არ დამთავრებულა დიდი სამამულო ომი, ამ დღეს დამთავრდა საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროების გაფართოება ევროპაში.
5 მაისს პრაღაში დაიწყო გერმანელების წინააღმდეგ აჯანყება, რომელიც 8 მაისს დამთავრდა. ვლასოვის არმიამ (რუსი ემიგრანტებისა და საბჭოთა ტყვეების არმია) მოახერხა გერმანელთა დარჩენილი ჯარების განადგურება. შემდეგ, წითელი არმიის მოახლოების გამო, მათ ქალაქი დატოვეს და ამერიკელთა პოზიციებისკენ წავიდნენ. 9 მაისს წითელი არმია შევიდა უკვე გათავისუფლებულ პრაღაში და დაიკავა ქალაქი.
პრაღა იყო საბჭოთა კავშირის ბოლო ლუკმა ევროპაში. ავსტრიაში უკვე ამერიკულ- ბრიტანული ჯარები იდგნენ, რამაც გამორიცხა წითელი არმიის კიდევ უფრო წინსვლა ევროპის სიღრმეში.
ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისი ითვლება. 1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას, რომლის რატიფიკაცია 8 მაისს მოხდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა ქვეყანას ომის დასრულება სწორედ 8 მაისს მიულოცა.
ვილჰემ კეიტელი ხელს აწერს კაპიტულაციის აქტს. 8 მაისი
ქართველები გერმანიის მხარეს
ვერმახტში (გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელწოდება 1935-1945 წლებში) დაახლოებით 32.000 ქართველი მსახურობდა. მათ შორის იყვნენ ემიგრანტები და ტყვედ ჩავარდნილი საბჭოთა მებრძოლები.
გერმანიაში კავკასიის საკითხზე მუშაობდა ორი დაპირისპირებული უწყება - აღმოსავლეთის სამინისტრო, რომელსაც ალფრედ როზენბერგი ხელმძღვანელობდა და საგარეო საქმეთა სამინისტრო. როზენბერგის გარდა, გერმანელ მოღვაწეთა შო-რის - ვისაც შეხება ჰქონდა საქართველოს საკითხთან - იყვნენ: ფრიდრიხ შულენბურგი (გერმანიის კონსული საქართველოში 1918 წელს. ჰიტლერის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს 1944 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო), აბვერის (დაზვერვის) ხელმძღვანელი ადმირალი ვილჰელმ კანარისი (სიკვდილით და საჯეს 1944 წელს), კლაუს ფონ შტაუფენბერგი (სიკვდილით დასაჯეს 1944 წელს), ორიენტალისტიკის პროფესო რი გერჰარდ ფონ მენდე. ქართველ მოღვაწეთაგან აღსანიშნავნი არიან ალექსანდრე ნიკურაძე და მიხეილ ახმეტელი. ორივენი გერმანიის მოქალაქეები და ნაცისტური პარტიის წევრები იყვნენ. ისინი უპირისპირდებოდნენ სხვა ქართველ ემიგრანტებს - ზურაბ ავალიშვილს, მიხაკო წერეთელს, დავით ვაჩნაძეს - რომელთაც გერმანიის მეშვეობით საქართველოს განთავისუფლება და დამოუკიდებლობა სურდათ.
შალვა მაღლაკელიძე
გერმანიის მხარეს მებრძოლთა შორის გამოირჩა შალვა მაღლაკელიძე (1893-1976). მან განათლება ბერლინის უნივერსიტეტში მიიღო, ფლობდა დოქტორის ხარისხს იურისპრუდენციაში. 1919-1920 წლებში იყო თბილისის გენერალ - გუბერნატორი. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დატოვა ქვეყანა. მაღლაკელიძემ ვერმახტის ფარგლებში ჩამოაყალიბა ქართული ლეგიონი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩეველი. 1954 წელს საბჭოთა კგბ-მ გაიტაცა გერმანიიდან და სიცოცხლის ბოლომდე თბილისში ცხოვრო და, უშიშროების სამსახურის მეთვალყურეობით. მეორე მსოფლიო ომში საქართველოს მონაწილეობის შესახებ სრულ წარმოდგენას გერმანიის მხარეს მებრძოლ ქართველთა მოღვაწეობა გვიქმნის. თუმცა, მიუხედავად რაოდენობისა და მნიშვნელობისა, მათი ისტორია არ არის შესწავლილი.
![]() |
6 არა 9 მაისს! |
▲ზევით დაბრუნება |
არენა|II მსოფლიო ომი
ქართულ კანონმდებლობაში და სასკოლო სახელმძღვანელოებში „დიდი სამამულო ომი“ ჩანაცვლდა უფრო ნეიტრალური სახელწოდებით - „მეორე მსოფლიო ომი“. ამგვარად, ერთი ნაბიჯი გადავდგით ამ ომის, მასში ჩვენი მონაწილეობისა და მისი შედეგების შეფასების გზაზე. ნაკლებად წარმატებული გამოდგა თარიღის შესაცვლელად გაღებული ძალისხმევა.
1991 წელს გამსახურდიამ გააუქმა 9 მაისის ზეიმი და ევროპულ სახელმწიფოთა მსგავსად, დღესასწაულად 8 მაისი დააწესა. ნომენკლატურული რესტავრაციის შემდეგ, 1993 წელს, შეცვლილმა მმართველობამ დღესასწაული აღადგინა. 2006 წელს კვლავ შეეცადნენ მისი შინაარსის შეცვლას, მაგრამ ინიციატივა - ევროპაში ომის დასრულებისა და ამ ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ, 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისი გამოცხადებულიყო - პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის წინააღმდეგობის გამო ვერ განხორციელდა.
საქმე კონკრეტული დღესასწაულის ერთი კალენდარული დღით გადმოწევას კი არ ეხება, არამედ იმ შინაარსის გააზრებას, რომელიც თითოეული ამ თარიღის უკან იმალება. საკითხავია რას აღვნიშნავთ: ტოტალიტარიზმის გამარჯვებას თავისუფლებაზე, ანუ საბჭოთა ოკუპანტების მიერ ფაშისტებისგან უკვე გათავისუფლებული პრაღის დაპყრობას თუ ტოტალიტარიზმის დამარცხებას. მეორე მსოფლიო ომში ოკუპირებული საქართველოს მოქალაქეები იბრძოდნენ ბოროტების ორივე იმპერიის მხარეზე. თუკი ვერმახტის ქართული შენაერთების მებრძოლებს ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო გავკიცხავთ, იგივეს იმსახურებენ წითელარმიელები საბჭოთა კავშირის მიერ ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჰიტლერის მხარეს მებრძოლი ქართველები საკუთარი სამშობლოს გათავისუფლებას ისახავდნენ მიზნად, განსხვავებით ქართველი საბჭოთა ჯარისკაცებისგან.
ამიტომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ, ჩვენ პირველ რიგში პატივი უნდა მივაგოთ ორივე, როგორც წითელი, ისე ყავისფერი ტოტალიტარიზმის მსხვერპლთ, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მხარეს იბრძოდნენ ისინი. და თუ 8 მაისს ფაშიზმზე გამარჯვებას ვზეიმობთ, ასევე უნდა აღინიშნოს მეორე ტოტალიტარული მონსტრის, საბჭოთა კავშირის დაშლის თარიღიც - 31 დეკემბერი.
![]() |
7 დემოკრატია და თავისუფლება |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი ყველაშვილი|სვეტი
ხალხის სახელით
ამა თუ იმ საზოგადოების დემოკრატიულობის ზუსტი საზომი ჯერ არავის დაუდგენია და პოლიტიკურ მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულ რეჟიმად და რა - არა. ამიტომაც, ხშირად გვესმის სახელმწიფოების მიმართ ისეთი ზედსართავები, როგორიცაა „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ და „არათავისუფალი“.
ერთნი ფორმულების გამოგონებით არიან დაკავებულნი და ამტკიცებენ, რომ დემოკრატია მაშინ არის ქვეყანაში, თუ არჩევნები რეგულარულად ტარდება და ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს მშვიდობიანად გადასცემს ხელისუფლებას. სხვები კი მიიჩნევენ, რომ ერთხელ გადაცემა საკმარისი არაა და ეს, სულ მცირე, ორჯერ მაინც უნდა მოხდეს.
ყოველ შემთხვევაში, თეორეტიკოსებიცა და პრაქტიკოსებიც თანხმდებიან იმაზე, რომ დემოკრატიის მშენებლობა პროცესია და, საარჩევნო ციკლის ხანგრძლივობას თუ გავითვალისწინებთ, ათი წელი მაინც არის საჭირო სახელმწიფოს დემოკრატიული დაღვინებისათვის.
დემოკრატიულობის შეფასებას ართულებს მასზე ადამიანის უფლებათა საკითხის მიბმაც. შეიძლება კი ქვეყანა დემოკრატიული იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უგულებელყოფის ხარჯზე? ჩანს, არ შეიძლება, რადგანაც, მაგალითად, ირანსა და რუსეთში არჩევნებიც რეგულარულად ტარდება და ხელისუფლების გადარჩევაც ხდება, მაგრამ ადამიანის უფლებათა მხრივ ორივეგან სავალალო მდგომარეობაა.
ანდა ავიღოთ ჰამასის გამარჯვება პალესტინის ავტონომიაში. ტერორისტულმა ორგანიზაციამ სრულიად ლეგიტიმურად გაიმარჯვა, მაგრამ ვინ ითავებს იმის მტკიცებას, რომ პალესტინა დემოკრატიაა? განა მნიშვნელობა აქვს იმას, ტირანი გათელავს შენს უფლებას თუ „ხალხის სახელით“ მოქმედი „დემოკრატიული“ მთავრობა, მაგალითად, როგორც ეს საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ მოხდა?
საკითხი სხვანაირადაც შეიძლება დავსვათ: ხალხის მმართველობაზე დამყარებული ათენი უფრო მიმზიდველი იყო თუ რესპუბლიკური წეს-წყობილების მქონე რომი? ანდა რევოლუციურ და დემოკრატიულ საფრანგეთში უფრო საამური იყო ადამიანის ყოფა თუ იმავე დროის მონარქიულ ინგლისსა ან რესპუბლიკურ წყობილებაზე დაფუძნებულ ამერიკის შეერთებულ შტატებში? ვეჭვობ, ბევრმა ამოირჩიოს ამ ჩამონათვალიდან ათენი და საფრანგეთი. უმრავლესობის (ხალხის, თემის) ბატონობა ინდივიდზე განა ნაკლები უბედურებაა, ვიდრე ინდივიდის (დესპოტის, პატრონისა თუ მონარქის) ძალმომრეობა ხალხზე? მეორე მხრივ კი რა უფრო მნიშვნელოვანია, რისი უფლება გაქვს, თუ რამდენად არ ერევიან შენს ცხოვრებაში და არ გზღუდავენ სახელმწიფოს სახელით?
ან სულ, ან არაფერი
ტოტალიტარულ მოძღვრებებს (მაგალითად, მარქსიზმ- ლენინიზმსა და ფაშიზმს), სულ მცირე, ორი რამ გამოარჩევს ლიბერალური შეხედულებებისაგან. ერთი ის, რომ ჭეშმარიტებაზე დებენ თავს და მეორეც - ისინი „ან სულ, ან არაფრის“ კანონით მოქმედებენ. გაცვლა-გამოცვლა, მეტნაკლებობა და სხვა ფარდობითი კატეგორიები მათთვის სრულიად მიუღებელია. სამყაროს ორ ფერში დანახვაც სწორედ ამ აკვიატებიდან გამომდინარეობს.
ამ ზოგადი და თეორიული საუბრიდან საქართველოს სინამდვილეში რომ გადმოვინაცვლოთ, მკითხველს ერთ მოვლენას შევახსენებ ჩვენი უახლესი ისტორიიდან. 2008 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ პარტიათა ერთმა ნაწილმა პარლამენტის წევრის მოწმობები „საზეიმოდ“ დაჭრა და უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. მათი პრეტენზია ერთ პირობამდ დავიდა: ან უმრავლესობით შესვლა პარლამენტში, ან პარლამენტს მიღმა დარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრობაზე უარი სამართლიანობისათვის ბრძოლად გასაღდა, ოპოზიციონერთა ეს საქციელი ტოტალიტარული შეხედულების ტიპური გამოვლინება იყო.
ილუსტრაცია: სოფო კირთაძე
ასეთივე ფუნდამენტურობით გამოირჩეოდა რადიკალთა სამთვიანი გამოსვლები ერთი წლის წინ, როცა ისინი, სისტემის გაუმჯობესების ნაცვლად, სახელმწიფოს ამოყირავებას ცდილობდნენ.
ვისწავლოთ მორიგება და გარიგება
ახლოვდება მორიგი არჩევნები. რადიკალთა ერთი ნაწილი ზომიერ და სისტემურ პარტიებთან ერთად მონაწილეობს არჩევნებში, მეორე ნაწილი კი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მარტო პუტინისა და ლავროვისათვის ხელის ჩამორთმევაარ არის საქმე და არც მხოლოდ ის, რომ ედინაია რასიასთან გაფორმებული მეგობრობის ტრაქტატი ქართული დემოკრატიის აყვავებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს.
მნიშვნელოვანი უფრო სხვა რამეა. ბოლშევიკების მსგავსად, ჩვენი დროის ქართველ რადიკალებსაც აჯანყებაზე უჭირავთ თვალი, თუ მმართველ პოლიტიკურ ძალას „მშვიდობიანი ხერხებით“ ვერ ჩამოაცილებენ ხელისუფლებას. აჯანყებას იარაღი და შეიარაღებული ხალხი სჭირდება, რაც ან ქვეყნის შიგნით უნდა მოიპოვო, ან გარეთ, ან ორივეგან. ეს რომ ანტიკონსტიტუციური ქმედება იქნება, ცხადზე უცხადესია, მაგრამ მოდი, უფრო „ადამიანური“ კითხვა დავსვათ: გახდება ქართველი ადამიანი უფრო თავისუფალი და ბედნიერი ამგვარი ძალადობის შემდეგ?
საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემას დახვეწა და ლიბერალური რეფორმების გაგრძელება სჭირდება, რაც, თავის მხრივ, ნდობისა და სოციალური კონტრაქტის გარეშე შეუძლებელია. ქართულმა სახელმწიფო სისტემამ თავი ისე უნდა დაიცვას, რომ ადამიანის თავისუფლებაზე ძალმომრეობისაგან მაქსიმალურად შეიკავოს თავი. ეს კი ვერ მოხერხდება „ან სულ, ან არაფრის“ პრინციპითა და ტოტალიტარული მსოფლმხედველობის სხვა გამოვლინებებით. მორიგება და გარიგება არა მარტო ეკონომიკური ცნებებია - თავისუფალი საზოგადოების პოლიტიკური აგებულებაც ამავე პრინციპებზეა დამყარებული.
![]() |
8 ძიძიგურის პოლიტიკური ლიანდაგი |
▲ზევით დაბრუნება |
არჩევნები
ფოტო: ბესო დარჩია
სამტრედიის რკინიგზაზე საბჭოთა კავშირისთვის „ბლოკადის“ მოწყობის მიზნით ჩატარებული, ანეკდოტად ქცეული საპროტესტო აქციიდან რუსეთთან თანამშრომლობის და რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების დროშის აღმართვამდე - ეს ის გზაა, რომელიც მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა ბოლო 20 წლის განმავლობაში გაიარა.
ზვიად ძიძიგურის პოლიტიკურ კარიერაში კიდევ ბევრი შემობრუნება თუ ნახტომია: ზვიად გამსახურდიას ერთგულებიდან გამსახურდიას მოწინააღმდეგე გოგა ხაინდრავას თანამებრძოლობამდე, სააკაშვილის თანაგუნდელობიდან მის შეურიგებელ ოპონენტობამდე, სამტრედიის პრეფექტობიდან თბილისის მერობის კანდიდატობამდე...
კანდიდატის ღირსებათა შორის კი იუმორის გრძნობა და 5 შვილი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც „ეროვნული წარსული“.
ზვიად ძიძიგურს, თავის დროზე, „გულწრფელად“ სჯეროდა, რომ სსრკ-ს სამტრედიული ბლოკადით დაანგრევდა ისევე, როგორც დღეს „გულწრფელად“ არ მალავს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლის იმედით არ მონაწილეობს. ეროვნული საბჭოს საარჩევნო კამპანიის შინაარსი და მთავარი გზავნილიც სწორედ ამას მოწმობს: ლოზუნგი, „ბრძოლა დღესვე“, იმ პირობებში, როცა მერობის კანდიდატის პირადი და პარტიული რეიტინგი საკრებულოში ფრაქციის შექმნის საშუალებასაც არ იძლევა, ბევრისთვის პოსტსაარჩევნო ბრძოლაზე მინიშნება უფროა, ვიდრე საარჩევნოზე. მით უმეტეს, რომ კანდიდატის წარმდგენი ეროვნული საბჭო თანაბარი სიხშირით საუბრობს არჩევნებში გამარჯვებაზეც და საპროტესტო გამოსვლების გეგმაზეც.
ზვიად ძიძიგურის საარჩევნო კლიპებიც, სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით, აგებულია არა კონკრეტულ სოციალურ დაპირებებზე, არამედ დაპირისპირებასა და დიდი მხარდაჭერის დემონსტრირებაზე.
პოლიციასთან დაპირისპირების გარდა ამ კლიპებში შარშანდელი 26 მაისის კადრებიცაა წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის მოედნის პოლიტიკური ტრიბუნის მფლობელთაგან დღეს ზვიად ძიძიგურის მხარდამჭერთა შორის ბევრს ვეღარავის მოიძიებთ. მიუხედავად იმ 26 მაისისავე გამოცდილებისა - როცა პატრიარქის სახელით აპელირებამ ოპოზიციონერები სრულ გაურკვევლობამდე მიიყვანა - საარჩევნო კლიპში ისევ ჩანს პატრიარქი ქადაგებით, რაც ამ თემით სპეკულირების გაგრძელებაა. თავად კლიპისთვის შერჩეული ქადაგების შინაარსი კი - „ციხეების დანგრევისა და ეკლესიების მშენებლობის“ შესახებ - ეროვნული საბჭოს მიზნებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
ფაქტია, რომ მთელი ეს კამპანია ემსახურება დიდი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ალტერნატივის არსებობის დემონსტრირებას. ამავე ამბიციას შეესაბამებოდა ფორმაც, რომლითაც ზვიად ძიძიგური „შეირჩა“ ეროვნული საბჭოს მერობის კანდიდატად. საზოგადოების გამოკითხვა და ერთგვარი „საერთო კანდიდატის“ წარდგენა კანდიდატის სერიოზულად აღქმის და ამ ალტერნატივის ფორმირების მცდელობას ჰგავს. თუმცა იმან, რომ ამ „გამოკითხვაში“ ორი კანდიდატი (ძიძიგური და დავითაშვილი) და ნოღაიდელის ფული შერჩნენ ერთმანეთს, ამ ამოცანის განხორციელება იმთავითვე ეჭვის ქვეშ დააყენა.
არაადგილობრივი მასშტაბისაა წინასაარჩევნო დაპირებებიც. „ტაბულასთან“ საუბარში ზვიად ძიძიგური თავადაც აღნიშნავს, რომ მათი გეგმა სრულიად განსხვავებულია - „ესაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების გზით; სამუშაო ადგილების შექმნის, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების გეგმა და ეს არის თემა, რომელზეც საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული საბჭო“. ძიძიგური საზღვრავს იმ ამომრჩევლის წრესაც, რომელთა მხარდაჭერის იმედიც აქვს - „ვინც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას უჭერს მხარს, მან უნდა მისცეს ხმა ეროვნულ საბჭოს“.
თუმცა, იგივე ზვიად ძიძიგური - როცა ჟურნალისტები რუსეთთან შესაძლო ომის პერსპექტივაზე უსვამენ კითხვას - ეროვნულ საბჭოში შემავალი პოლიტიკური პარტნიორებისგან განსხვავებით, აცხადებს, რომ ომის დაწყების შემთხვევაში მოიქცევა ისე, როგორც 2008 წლის აგვისტოში - მორატორიუმს გამოაცხადებს და ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს კიდეც. ამ დროს ძიძიგურს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ეპარება - 2008 წლის აგვისტოსგან განსხვავებით, ახლა კონსერვატორები ახალი მოკავშირეებით და მათ წინაშე პოლიტიკური და ფინანსური ვალდებულებებით არიან დატვირთულნი.
არანაკლებ საინტერესოა საკრებულოში გამარჯვების შემთხვევაში შეპირებული აქტივობების გეგმა - ეროვნული საბჭოს საპრეზენტაციო ბრიფინგზე ზვიად ძიძიგურმა პირდაპირ განაცხადა, რომ საკრებულოს მთავარი მიზანი... ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა იქნება. ცხადია, ამ მიზნის მიღწევის კანონიერი გზები, საკრებულოს შესაძლებლობების ფარგლებში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ კონკრეტდება.
ჯერ არც ის არის ცხადი, საარჩევნო ბარიერის დაძლევის შემთხვევაში დარჩება და დაკმაყოფილდება თუ არა ეროვნული საბჭო რამდენიმე სკამით თბილისის საკრებულოში. მით უმეტეს, რომ ქრისტიან-დემოკრატების გარეშე - ვისთანაც საერთოს გამონახვა ნაკლებსავარაუდოა - ამ საკრებულოში კოალიციური ოპოზიციური უმრავლესობის მოპოვების შანსიც მინიმალურია.
![]() |
9 ოლიმპიელები |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
თვითმმართველობის არჩევნებში ბევრი ისეთი პარტია და კანდიდატი მონაწილეობს, რომელთაც თავადვე მშვენივრად ესმით, რომ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. არჩევნებში მონაწილეობა მათთვის ერთგვარი ტრამპლინია დიდ პოლიტიკაში და აგრეთვე პარტიული მშენებლობის შესაძლებლობას იძლევა. შევარდნაძის რეჟიმის ორი ფუნქციონერი, გამსახურდიას პრეზიდენტობის დროინდელი დედაქალაქის მერი და ერთიც საზოგადოებისთვის უცნობი იურისტი - თბილისის მერობის ამ კანდიდატებს ერთი, რაც ნამდვილად აერთიანებს, გამარჯვების ნულოვანი შანსია.
ყოფილ ფინანსთა მინისტრს, დავით იაკობიძეს და საგზაო პოლიციის უფროსს, ნიკა ივანიშვილს, ერთმანეთთან შევარდნაძის დრო აკავშირებს. იაკობიძის თქმით, მაშინ „ქართული სახელმწიფოებრიობა იქმნებოდა“. ნიკა ივანიშვილი კი ამბობს, რომ მოვალეობას პატიოსნად ასრულებდა. პატრულის მსგავსი პროექტი თურმე მასაც ჰქონია, მაგრამ „რკინის კაცს“ - კახა თარგამაძეს - „დაუსაფლავებია“.
ნიკა ივანიშვილი
გიორგი ლაღიძე
ფოტო: ბესო დარჩია
დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, დავით იაკობიძე, ამომრჩევლებს თბილისის ეკონომიკური პროცესების გენერატორად ქცევას ჰპირდება. არჩევნებისთვის სახელდახელოდ შექმნილი სახალხო დემოკრატების პარტიის ლიდერი, ივანიშვილი, აღმაშენებლის ძეგლის უკან გადატანისა და რუსთაველზე „ლაღიძის წყლების“ აღდგენის გარდა, მუნიციპალური პოლიციის შექმნასა და ადამიანის უფლებების დაცვას აპირებს.
იაკობიძეს „გაწონასწორებული, ჭკვიანი და თბილისზე მოფიქრალი“ ამომრჩევლის იმედი აქვს, ივანიშვილს, ალბათ, უბნელ- მეგობრების. სწორედ უბნელ- მეგობარი ლევან გაჩეჩილაძე იყო ის, ვისგანაც, არჩევნებში მონაწილეობის გეგმის განდობის შემდეგ, „კურთხევა“ მიიღო.
იაკობიძის კამპანია პარტიის წევრების და ბიზნესმენების შენატანებით ფინანსდება. ივანიშვილისას, ბიზნესმენების გარდა, კერძო ფონდი აფინანსებს, რომლის თანადამფუძნებელიც თავად არის. გამსახურდიას პრეზიდენტობისას მოკლე ხნით თბილისის მერი და პოლიტიკური მოძრაობა სოლიდარობის კანდიდატი, თამაზ ვაშაძე, თბილისელებს „პარტიული მერის დასამარებას“ და კოალიციური მთავრობის შექმნას ჰპირდება.
პარტია მომავალი საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი ლაღიძე, ცნობილი იმით გახდა, რომ გია გაჩეჩილაძეს, „უცნობს“, საკუთარი პარტია არჩევნების გასაშარჟებლად არ გამოაყენებინა. თუ აირჩიეს, საქმიანობას „საკადრო წმენდით“ დაიწყებს, მერე „გავა ხალხში“
![]() |
10 საქართველო და გლობალური ცენტრები |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა|ინტერვიუ
ფოტო: ბესო დარჩია
9 მაისს ევროკავშირმა ევროპის მშვიდობისა და ერთიანობის დღე აღნიშნა. 60 წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა ევროპელ კოლეგებს ევროპული ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნა შესთავაზა. წინადადებამ, რომელსაც დღეს შუმანის დეკლარაციად მოიხსენიებენ, საფუძველი ჩაუყარა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებას, რამაც ევროკავშირის შექმნამდე მიგვიყვანა. მაშინ, როდესაც ევროპის დიდი ნაწილი მშვიდობისა და ერთიანობის დღეს აღნიშნავს, საქართველოს ერთიანობა დარღვეულია და 300 000-მდე მოქალაქე საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვერც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღწევს, რომლის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიას ფარავს. ამ და სხვა თემებზე ტაბულა ესაუბრა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვერ ასრულებს მანდატით განსაზღვრულ მოვალეობებს რუსეთის წინააღმდეგობის გამო. ცდილობს თუ არა ევროკავშირი ამ წინააღმდეგობის დაძლევას?
ევროკავშირის წევრი ქვეყნები მუდმივად ახსენებენ რუსებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობისა და ჩვენი უფლების შესახებ, პატრულირება ვაწარმოოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჯერჯერობით ამაოდ. მეორე მხრივ, ჩვენ შეუიარაღებელი დამკვირვებლები ვართ, ძალით ვერ დავიკავებთ ამ ტერიტორიებს. არაღიარების პოლიტიკა ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია მათ შორის, რაც ამ ეტაპზე რუსეთის ქმედებებს შეიძლება დაუპირისპირო.
ეუთოც და გაეროს მისიაც დაიბლოკა იმიტომ, რომ რუსეთი ორივე ორგანიზაციის წევრია და ორივე ორგანიზაციაში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის. რამდენად შეუძლია რუსეთს, გავლენა იქონიოს ევროკავშირზე, რომლის წევრიც ის არ არის?
რუსეთს ევროკავშირზე გავლენა არ აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ევროკავშირს აქვს პირდაპირი გავლენა რუსეთზე. თუმცა, როგორც აგვისტოს ომმა გვიჩვენა, ევროკავშირთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთისთვის. სწორედ ამ ფაქტორმა გახადა შესაძლებელი 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზეც შეიქმნა მისია. ვფიქრობ, ევროკავშირს ამ ეტაპზე არ შესწევს ძალა, აიძულოს რუსეთი, გადახედოს გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ. რუსეთს ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს არაღიარების პოლიტიკის მეშვეობით სასარგებლო როლის თამაში. ტერიტორიული მთლიანობა კი ქართველებმა თავად უნდა აღადგინონ, რასაკვირველია, ევროკავშირის დახმარებით.
სხვა ფუნქციებთან ერთად, ევროკავშირის მისია 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულებასაც ადევნებს თვალს. თქვენი ანალიზი...
ევროკავშირის წევრი ქვეყნები მუდმივად ახსენებენ რუსეთს იმის შესახებ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვითაც შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე უნდა დაბრუნდეს, შესრულებული არ არის. არ სრულდება არც მე-3 მუხლი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ გადაადგილებას გულისხმობს.
რას დაასახელებთ მისიის მთავარ პრობლემად?
პრობლემებმა სახე იცვალა. ჩამოსვლისას მთავარი პრობლემა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების არარსებობა იყო. ბოლო ინციდენტი ერთი წლის წინ მოხდა - ქართველი პოლიციელი მოკლეს. მართალია, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორია არც დღეს არის ის ადგილი, მე და თქვენ რომ მოგვინდებოდა ცხოვრება, მაგრამ გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ. ამ ეტაპზე მთავარ პრობლემებად რჩება კომუნიკაციის არარსებობა, უნდობლობა, გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეები. ჩვენი აქ ყოფნის მანძილზე პრობლემები არ შემცირებულა, მაგრამ უფრო „ცივილური“ გახდა.
რუსეთის მხრიდან კვლავინდებურად გვესმის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორია ტერორიზმის ბუდეა, რომ ეს ქვეყანა ხელახალი თავდასხმისთვის ემზადება. მსგავსი ბრალდებები აგვისტოს ომის დაწყებამდეც ისმოდა. რას აკეთებს მისია საპასუხოდ? ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთს ეს განცხადებები მორიგი აგრესიის გასამართლებლად სჭირდება?
გასული წლის ივნისში ჩვენ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოვაწერეთ გაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვით საქართველომ ცალმხრივად გაათავისუფლა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიები მძიმე იარაღისგან. ამას მოჰყვა რუსეთის ბრალდება ამ ტერიტორიების გამალებული შეიარაღების შესახებ. ჩვენმა მისიამ წარმატებით უარყო ბრალდება. ვფიქრობ, რუსებმა ამ ხერხით შეგვამოწმეს, დარწმუნდნენ, რომ მართლა ვაკვირდებით მდგომარეობას და სადამკვირვებლო მისია ტყუილად არ გვქვია. ამის შემდეგ ბრალდებების ეს სერია შეწყდა და ახალი ტიპის ბრალდებამ იჩინა თავი, რაც საქართველოს გამალებულ შეიარაღებას ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მისიის ფუნქციებში არ შედის ამაზე დაკვირვება, ფაქტია, რომ საქართველომ შეამცირა თავდაცვის ბიუჯეტი და სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი. შემდეგ გაჩნდა ბრალდებების ციკლი იმის თაობაზე, რომ საქართველო ალ ქაიდას ეხმარება. რაც შეეხება საფრთხეს, როგორც უკვე ვთქვი, აგვისტოს ომი და ევროკავშირის რეაქცია რუსეთისთვის იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო მნიშვნელოვანი საკითხია და განმეორებითი აგრესია აუცილებლად ცუდად იმოქმედებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე. რუსეთი აქამდე აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს იმ მიზეზით არ აღიარებდა, რომ საქართველოზე მოქმედების ბერკეტი ჰქონოდა. აღიარებით მან ეს ბერკეტი დაკარგა. ახლა მათთვის მნიშვნელოვანია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შემოიმტკიცონ. თუმცა, ეს ჩემი ვარაუდია. დაზუსტებით რამის თქმა ძნელია.
რამდენად ამომწურავ ინფორმაციას იღებთ სატელიტით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობის შესახებ?
ევროკავშირს სატელიტური ცენტრი ესპანეთში აქვს. აქედან სურათის გადაღება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. მისი რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი, ბუნებრივია, ავღანეთზე იხარჯება, თუმცა რაღაც წილი ჩვენც გვეკუთვნის და შეგვიძლია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე დაკვირვება. მაგრამ ამას სენსაციად ნუ განვიხილავთ. დღეს ყველა ყველას აკვირდება: ჩვენ ვუყურებთ რუსებს, ისინი გვიყურებენ ჩვენ. ეს ისეთივე სასარგებლო არ არის, როგორც ადგილზე პატრულირება. სატელიტური ფოტოები მხოლოდ იმ ინფორმაციას ადასტურებს, რომელსაც სხვა წყაროებითაც ვიღებთ: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უშიშროების ფედერალური სამსახურის ბაზები შენდება და ასე შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია და ეს ძალიან ცუდია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ცალმხრივად დათანხმდა გამჭვირვალობას. მაგრამ დღეს, როდესაც სრული სურათი არ აქვს იმის შესახებ, თუ რა ხდება სასაზღვრო ზოლის მეორე მხარეს, საქართველოს ხელისუფლება გეგმას ცუდი სცენარის მიხედვით აწყობს, რაც ლოგიკურია. თუ არ იცი, რა ხდება, უარესი უნდა წარმოიდგინო. ამიტომ არის საჭირო, რუსეთმა შემხვედრი ნაბიჯები გადადგას გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
ომის შემდეგ შექმნილი ფეთქებადი შემთხვევები...
გასული წლის ივნისში აფეთქდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც ჩვენი მონიტორები მიაცილებდნენ. მძღოლი დაიღუპა, ექიმი გადარჩა. ამას გარდა, მონიტორებს პრობლემა შეექმნათ 2008 წლის ოქტომბერში ბუფერულ ზონებში პატრულირებისას მთვრალ, ადგილობრივ გასამხედროებული დაჯგუფებების წარმომადგენლებთან.
რუსები განსაკუთრებით ღელავენ დეზერტირ სამხედროებთან დაკავშირებული ინციდენტების დროს და ვერ იგებენ, რატომ არ უბრუნებს გაქცეულ სამხედროებს ქართული მხარე. ამ დროს გვიწევს ავუხსნათ, რომ საქართველო არ არღვევს საერთაშორისო სამართალს და ასე შემდეგ. აჟიოტაჟი იყო ომის წლისთავის წინა პერიოდში, მუხროვანის აჯანყებისას. არც ტალიავინის ანგარიშის გამოქვეყნებას ჩაუვლია მშვიდად. თუმცა, აქ უფრო ბევრი ემოცია დაიხარჯა. რეალური საფრთხე არ დაგვინახავს.
როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე, რას იტყვით, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს ამ პროცესის მიმართ?
ჟენევის მოლაპარაკებები ძალიან რთული პროცესია და მიხარია, რომ მხოლოდ მონაწილე ვარ და არა მხარე. ამ მოლაპარაკების ფარგლებში შექმნილია ორი სამუშაო ჯგუფი. ერთი უკავშირდება სტატუსს და არაღიარების პოლიტიკას. აქ ყველა, გარდა რუსეთისა, ერთ აზრზეა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ურღვევია, კომპრომისისთვის ადგილი არ რჩება, შესაბამისად, არც არაფერი კეთდება. მეორე ჯგუფი კი ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობს. შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს იძულებით ადგილნაცვალი პირებისთვის, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას ვერც აქ მივაღწევთ, იმიტომ რომ რუსები, ამ კუთხით დათმობების სანაცვლოდ, სტატუსზე უკან დახევას ითხოვენ მონაწილეების მხრიდან, რაც შეუძლებელია. ჟენევის მოლაპარაკებები თავისუფლად შეიძლება შევადაროთ დახურულ წრეს, რომლის გარღვევა შიგნიდან ვერ მოხერხდება, გარე იმპულსია საჭირო. თუმცა, არ ვიცი, რა შეიძლება ამისთვის გამოდგეს.
რამდენად საკმარისია ევროპის ძალისხმევა იმისთვის, რომ მუდმივი ზეწოლის ქვეშ მყოფ საქართველოში ევროპული ფასეულობების მიმართ სკეფსისი არ გაჩნდეს, განსაკუთრებით რუსეთის შეცვლილი ტაქტიკის პირობებში?
ევროკავშირი ამ ეტაპზე საქართველოს წევრობას ვერ სთავაზობს, მაგრამ წევრობის გარეშეც ახერხებს სიკეთის გაკეთებას. ვიზების გამარტივება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ტექნიკური დახმარება და ასე შემდეგ. ევროპის ნაწილად ყოფნა არ ნიშნავს მაინცდამაინც ევროკავშირის წევრობას. მიმაჩნია, რომ საქართველომ რუსეთთან მეზობლობითაც უნდა მიიღოს სარგებელი, თუმცა ვხვდები, რომ მეზობლობას, სულ მცირე, ორი მოქმედი პირი სჭირდება.
რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს მისიას, ჩვენ არ ვარიგებთ ფულს და პროდუქტს. ჩვენს ფუნქციებში მხოლოდ უსაფრთხოებაზე დაკვირვება შედის. ვიფიქრეთ, რომ ადგილზე მცხოვრებლები ამ მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას არ მიიჩნევენ განსაკუთრებულ მიღწევად და კამპანიის ჩატარება გადავწყვიტეთ. ავტობუსით მოვიარეთ თითქმის მთელი საქართველო, ვმართავდით სხვადასხვა ღონისძიებას, ვხვდებოდით მოსახლეობას. გამიკვირდა, რომ ასე არ აღმოჩნდა. ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი კარგად აცნობიერებენ, რა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებას და რა წვლილი მიუძღვის უსაფრთხოების შენარჩუნებაში ევროკავშირის მისიას. მოგზაურობა ფირზე აღვბეჭდეთ და ბრიუსელში ვაჩვენებთ 8 მაისს, ევროპის ღია კარის დღეზე.
![]() |
11 ანტიმონოპოლიური სამსახური აღდგა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ტაქტიკური მანევრი თუ სტრატეგიული უკანდახევა
თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო დღეს უკვე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და რომელიც ამიერიდან ანგარიშვალდებულია მთავრობის მიმართ.
ახალი მოდელით, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამოქმედდება, სააგენტოს, საჩივრის საფუძველზე, კარტელური გარიგებებისა და მონოპოლისტური შემთხვევების გამოძიების ფუნქცია ექნება. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. პროცესზე ბრალმდებელი იქნება სააგენტო. კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო და მისი განხილვა საშემოდგომო სესიებზე იგეგმება. კანონპროექტში დეტალურად გაიწერება სააგენტოს ფუნქციებიც.
თავისუფალი ბაზრის მომხრეთა აზრით, მთავრობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მის მიერვე ცოტა ხნის წინ დეკლარირებულ ლიბერალურ კურსს, რომლის ქვაკუთხედად ეკონომიკური თავისუფლების აქტი იქცა.
პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ვახტანგ ლეჟავას თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ეკონომიკური თავისუფლების აქტს არაფრით ეწინააღმდეგება: ეკონომიკური თავისუფლების აქტის პროექტით, დაუშვებელია დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებლების შექმნა - ისეთების, რომელთაც ტარიფების დადგენის უფლებაც აქვთ. ამ ეტაპზე, ახალი მარეგულირებელი არ შექმნილა - ძველს დაქვემდებარება შეეცვალა.
თავისუფალი ბაზრის მომხრეთა აზრით, მონოპოლიებს სახელმწიფო რეგულირება არ სჭირდება. ამ პრობლემას თავისუფალი ბაზარი სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უკეთ დაარეგულირებს.
ხუთი წლის წინ, ლიბერალური რეფორმის შედეგად, ანტიმონოპოლიური სამსახური გაუქმდა. რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო - სანქციების უფლებებს მოკლებული სტრუქტურა. მარეგულირებლები მხოლოდ ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და ფინანსურ სექტორებში დარჩა. რეფორმა ითვალისწინებდა იმ ფაქტს, რომ ნებისმიერ კომპანიას მეტი მოგების მიღება სურს, თუმცა ფასების ხელოვნური ზრდისაგან მომხმარებელს მხოლოდ მაღალი კონკურენტული გარემო დაიცავს.
იმავე პერიოდში ეკონომიკის ზრდამ 5%25-დან ორციფრა ნიშნულს მიაღწია.
ეკონომისტი გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესების მთავარი მიზეზი კორუფციასთან ეფექტური ბრძოლა იყო. ბრძოლის ყველაზე რეალური მეთოდი, მისთვის, სამთავრობო ფუნქციების შეკვეცაა, რისი ერთ-ერთი მაგალითია ანტიმონოპოლიური სამსახურისა და კანონმდებლობის გაუქმებაც: „საბაზრო კონკურენციას არ სჭირდება ხელმძღვანელი ორგანო - მას თავის დანებება სჭირდება.“
საპარლამენტო უმცირესობა მეტი რეგულირების მომხრეა: ახალ სამსახურს, მათი აზრით, ბაზრის კვლევის გარდა, ოპერატიული ჩარევისა და რეაგირების უფლებაც უნდა ჰქონდეს და მას უნდა უხელმძღვანელოს პარლამენტის მიერ დაკომპლექტებულმა სამეთვალყურეო საბჭომ, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება არა აღმასრულებელი, არამედ, საკანონმდებლო ორგანოს მიმართ.
ევროკავშირიც მეტი რეგულირების მომხრეა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობას ახალი სამსახურისთვის უფლებების გამკაცრებას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობად უყენებს.
ფრიდრიხ ჰაიეკის მიერ დაფუძნებული კლასიკური ლიბერალური საზოგადოების - Mont Pelerin Society - პრეზიდენტის (1994-96წწ.) პასკალ სალინის აზრით, კონკურენციას ერთადერთი რამ - ბაზარზე შესვლის თავისუფლება განსაზღვრავს.
თუ ეს პირობა დაცულია, მისი აზრით, სრულიად შესაძლებელია, რომ დროის კონკრეტულ მომენტში ერთი ეკონომიკური პროდუქტისთვის მხოლოდ ერთი მწარმოებელი იყოს (მონოპოლია) განსაკუთრებით მაშინ, როცა ინოვატორი პირველი იწყებს ამ პროდუქტის მიწოდებას. მეორეს მხრივ, თუ საქმიანობა მომგებიანი იქნება, ბაზარზე სხვა მწარმოებლებიც შევლენ.
ამასთან, საერთაშორისო კანონმდებლობით მონოპოლია თავისთავად დარღვევა არ არის.
სალინი აღნიშნავს, რომ ერთადერთი მონოპოლია, რომელიც შესაძლოა დარღვევად ჩავთვალოთ, სახელმწიფოს მხრიდან ერთი რომელიმე საწარმოსათვის პრივილეგიების მინიჭება და ბაზარზე სხვა მწარმოებლის დაბლოკვაა. ამ შემთხვევაში, ინოვაციის მოტივაცია ქრება და მოსახლეობა ზარალდება, პროდუქციის ცუდი ხარისხისა და მაღალი ფასის გამო.
![]() |
12 ფიქლის გაზი - გაზპრომის ახალი თავსატეხი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა|ენერგეტიკა
რუსულ გაზს ევროპაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა?
უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო იზრდება ინტერესი ფიქლის გაზის მიმართ. მისი მეშვეობით აშშ გაზის უდიდეს მწარმოებელ ქვეყნად იქცა 2009 წლისათვის. ამას მოჰყვა ევროპის, აზიის, კანადის გააქტიურება და სხვადასხვა კომპანიის მიერ ლიცენზიების შესყიდვა - მომპოვებელი სამუშაოების დასაწყებად რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. ეს ყოველივე ნაკარნახევია ენერგოუსაფრთხოების მიღწევისა და მილსადენების დივერსიფიკაციის სურვილით.
დღეს ევროპა მოხმარებული გაზის უდიდეს ნაწილს ჩრდილოეთ აფრიკისგან, ნორვეგიისგან და რუსეთისგან იღებს; იგი დამოკიდებულია იმპორტზე. აღსანიშნავია, რომ ევროპის მოთხოვნას ბუნებრივ გაზზე 30%25-ით რუსეთი აკმაყოფილებს და მიწოდებული გაზის 80%25 სწორედ უკრაინის გავლით გადის ევროპაში.
რუსეთი სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ კომპანიას - გაზპრომს - იყენებს საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტად. მისი ძირითადი სტრატეგია ევროპის ქვეყნების მიმართ „დაყავი და იბატონეს“ პრინციპია. გაზპრომი თითოეულ დასავლურ კომპანიასთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებას დებს. შედეგად, ევროპული ქვეყნები დამოკიდებულნი არიან რუსეთზე - განსხვავებული დოზით - და უჭირთ ერთიანი, ეფექტური პოლიტიკის წარმოება მასთან ურთიერთობისას. თუმცა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა შესაძლოა ვითარება შეცვალოს
აშშ- ში ფიქლის გაზის წარმოებამ დღეში 4,8 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწია, რაც მთლიანი წარმოების 20%25-ს წარმოადგენს. ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ 20%25-ით გაიზრდება. მსოფლიო მასშტაბით, ექსპერტები ელიან ფიქლის გაზის წარმოების გაზრდას 74%25-ით. ბუნებრივი გაზის მწარმოებელ ქვეყნებში ფიქლის გაზის წილი დღეს უკვე 20%25-ს შეადგენს. ამით შეიძლება აიხსნას განცხადება გაზის ფასის 15%25-ით შემცირების შესახებ, რომელიც გაზპრომმა მარტის დასაწყისში გააკეთა. ადრე რუსეთი გრძელვადიან კონტრაქტებს აფორმებდა და გაზის ფასს ნავთობისას უტოლებდა.
რამდენიმე კომპანიამ ევროპაში უკვე დაიწყო სამუშაო ფიქლის გაზის მოსაპოვებლად. ამ რესურსის პოტენციურ მფლობელად განიხილება პოლონეთი, ბულგარეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და უნგრეთი. Advanced Resources International-ის გამოთვლებით, პოლონეთს 3 მლრდ კუბური მეტრი ფიქლის გაზის წარმოების პოტენციალი აქვს, რაც 200 წლის განმავლობაში ეყოფოდა ქვეყანას. პოლონეთი წელიწადში 14 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს. აქედან 70%25-ს იგი რუსეთიდან იღებს. თუკი პროგნოზი გამართლდა, არა მხოლოდ შემცირდება პოლონეთის დამოკიდებულება რუსეთზე, არამედ, შესაძლოა იგი თავად გახდეს გაზის ექსპორტიორი. აღნიშნული პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ამ ქვეყნის მარაგები ევროკავშირის 27 ქვეყნის გაზის მოთხოვნას ექვსი წლის განმავლობაში მთლიანად დააკმაყოფილებს.
რესურსების აღმოჩენის იმედით, რამდენიმე კომპანიამ უკვე მოიპოვა ლიცენზია სამუშაოს დასაწყებად: Exxon-მა - გერმანიაში, უნგრეთსა და პოლონეთში, Conoco Phillips და Chevron-მა - პოლონეთში, Royal Dutch Shell-მა - სამხრეთ შვედეთში. თუმცა, მიუხედავად დამაიმედებელი პროგნოზებისა, ბევრია დაბრკოლებაც: სათანადო ტექნოლოგია ძვირადღირებულია, რის გამოც საეჭვოა პროექტის მოგებიანობა. ამას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზარალიც, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე. არსებობს წყლის დაბინძურების საფრთხე. ეს გახდა მიზეზი აშშ-ს ზოგიერთ რეგიონში ფიქლის გაზის მოპოვების შეფერხებისა. თუმცა, პოტსდამში გერმანული გეოლოგიური კვლევითი ცენტრის გეოლოგი, ჰანს მარტინ ჰელცი აღნიშნავს, რომ აშშ-სგან განსხვავებით, ფიქლის გაზის მარაგები ევროპაში, განსაკუთრებით პოლონეთსა და უკრაინაში, კონცენტრირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწებთან, შორს მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებისგან. აგრეთვე, ევროპაში უკვე განვითარებულია მილსადენთა ქსელი და მოპოვებული გაზის მიწოდება ბაზრებისთვის მოკლე დროს მოითხოვს. წინასწარი გამოთვლებით ევროპაში 500 ტრილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის აღმოჩენაა მოსალოდნელი.
სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ევროპაში აღმოჩენილი მარაგები უარესი ხარისხის იქნება, ვიდრე ამერიკული. გარდა ამისა, International Egency Agency-ს ცნობით, ფიქლის გაზის მარაგებით ევროპა ჩამორჩება როგორც ამერიკას, ასევე ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას. მისი პოტენციური მარაგები 500 ტრილიონ კუბურ მეტრს არ აღემატება.
გაზპრომი ხაზს უსვამს თხევადი გაზის უპირატესობას და ფიქლის გაზს ნაკლებად პერსპექტიულად მიიჩნევს. კომპანიის აღმასრულეეკონომიკა ბელი დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ მედვედევმა, ფიქლის გაზს „საშიშიც“ კი უწოდა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ 2009 წლის ოქტომბერში გაზპრომმა ამერიკული კომპანიების აქციების შესყიდვის სურვილი გამოთქვა. ამ გზით რუსეთი შეძლებს ფიქლის გაზის მოსაპოვებლად საჭირო გამოცდილების მიღებას.
უმძიმესი დარტყმა რუსული ენერგოსექტორისთვის იყო შტოკმანის საბადოს ამუშავების გადადება ფასების დაცემის გამო. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საბადო მსოფლიოში, პოტენციური 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის რესურსით. სწორედ ამ საბადოდან მოპოვებულ გაზს უნდა უზრუნველეყო ჩრდილოეთ ნაკადის მეორე ეტაპი. დღეს ექსპერტები არ გამორიცხავენ საბადოს ამოქმედების ხელახალ გადადებას.
ამერიკაში ბურღვით სამუშაოებს წლები დასჭირდა. ევროპა სულ მცირე ოცი წელი უნდა ელოდოს რამე ხელმოსაჭიდ ეფექტს. ამასობაში აშშ-ში მიმდინარე მოვლენები მაინც ახდენს გავლენას გაზისა და ნავთობის საერთაშორისო ფასზე. ბეიკერის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ფიქლის გაზის გაზრდილი წარმოება შეამცირებს სპარსეთის ყურისა და რუსეთის გავლენას ფასების ფორმირებაზე. ამგვარი ვითარება დამაიმედებელია ევროპისთვის. თუმცა, ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად წარმატებულად წარიმართება სამუშაოები ამ რესურსების აღმოსაჩენად. ამ დროისთვის მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გაზპრომს ახალი საფიქრალი გამოუჩნდა. ის კვლავაც მილსადენებით მიწოდებულ თხევად გაზს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ მშვიდად ვერ უყურებს ევროპის ქვეყნების გააქტიურებას ალტერნატიული გაზის მისაღებად. რუსეთს საპასუხო ნაბიჯების გადადგმა და სტრატეგიის შეცვლა მოუწევს. ბუნებრივი რესურსების მინისტრმა იური ტრუტნევმა 19 აპრილს განაცხადა, რომ გაზპრომისათვის ფიქლის გაზის წარმოება „პრობლემას წარმოადგენს“.
ფიქალი სპეციალური ქანია, რომლის ძირითადი კომპონენტი თიხის მინერალია. მასში ყველაზე დიდი რაოდენობითაა კვარცი და კალციტი. ფიქლის შემადგენლობაში თიხის სხვა მინერალებთან თანაფარდობა ცვალებადია. გაზის მისაღებად ამერიკაში ყველაზე კარგად შესწავლილია ტეხასის შტატში მოპოვებული ფიქალი. მასში 2-8%25 ორგანული მინერალებია, 20-30%25 - თიხა, 45-55%25 - კვარცი და სხვა ნალექი, 15-19%25 - კალციტი და დოლომიტი. ამასთან, ტეხასური ფიქალი დაბალი შეღწევადობითა და საშუალო ფორიანობით ხასიათდება. |
ყველა ფოტო: REUTERS ©
![]() |
13 რას ვთვლით სანდო ვალუტად? |
▲ზევით დაბრუნება |
ვახტანგ ბარამიძე|სვეტი
ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია დავაკვირდეთ საქართველოში მცხოვრებლების ქცევას. მათ, ფაქტობრივად, არჩეული აქვთ სანდო ვალუტა: ძვირფასი ნივთების (მაგ. ბინები) ან გრძელვადიანი ხელშეკრულების (მაგ. შენობის გაქირავება) ფასი თითქმის ყოველთვის დოლარში /ევროშია გამოსახული. მათ არ უნდათ ფულის დაკარგვა ლარის კურსის რყევის გამო.
ასევე, მიუხედავად უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთისა ლარზე, სადღეისოდ ფიზიკური პირების გრძელვადიანი დეპოზიტების 90%25, იურიდიული პირების კი 93.6%25 დოლარში ან ევროშია განთავსებული.
ამ უნდობლობის საფუძველი ლარის „გაკუპონების“ საფრთხეა. 1994 წელს კუპონის კურსი 400-ზე მეტ ჯერ დაეცა (ერთი დოლარისათვის 5690 კუპონი-ან 2400002 კუპონამდე). ეს კიდევ დიდი ხანი ემახსოვრება საზოგადოებას.
საინტერესოა, დანარჩენი ქვეყნების მოსახლეობას თუ სჯერა ადგილობრივი ვალუტის?
გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან 21-ის ვალუტა არაკონვერტირებადია (სანდოობაზე საუბარიც ზედმეტია). მაგალითად, ავღანეთი, ალბანეთი, ბურუნდი, ეთიოპია, ერაყი, კუბა.
დარჩენილი 172 ქვეყნიდან 59 ოფიციალურად იყენებს ევროს (მათ შორის ევროზონის წევრობის, შეთანხმების ან ცალმხრივად აღიარების საფუძველზე) ან ვალუტა მიბმული აქვს ევროზე. ამ ქვეყნების რიცხვში შედის ევროზონის (ავსტრია, ბელგია და ა.შ.), დასავლეთ აფრიკისა და ცენტრალური აფრიკის მონეტარულ ზონებში შემავალი ქვეყნები, ასევე ანდორა, მონტენეგრო, დანია, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი.
დარჩენილი 113 ქვეყნიდან 44 ოფიციალურად იყენებს აშშ დოლარს ან ვალუტა მიბმული აქვს დოლარზე. მაგალითად, გვატემალა, ეკვადორი, ელსალვადორი, კირიბატი, აღმოსავლეთ კარიბის მონეტარული ზონა, ბარბადოსი, ყატარი.
სხვა ვალუტაზე ან ვალუტათა კომპოზიციაზეა მიბმული 5 ქვეყნის ვალუტა. ეს ქვეყნებია: ლესოტო, ნამიბია, სვაზილენდი, ნეპალი და ბელორუსია.
ანუ ქვეყნების თითქმის ¾-ს არ გააჩნია დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა და იქ ადგილობრივი ვალუტის ნდობის საკითხი არ დგას.
დანარჩენი ქვეყნების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, დოლარიზებულია ან ვალუტა ხალგაზრდაა იმის შესაფასებლად, რამდენად სანდოა იგი.
თუ ფულის შესანახავად სანდო ვალუტად მივიჩნევთ ვალუტებს, რომლებსაც ახასიათებთ გრძელვადიანი სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია, პოლიტიკური სტაბილურობა, თანმიმდევრული და სტაბილური მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, მაშინ ასეთ ვალუტათა რიცხვს საერთაშორისო ასპარეზზე განეკუთვნება: აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი სტერლინგი, იენი, კანადური დოლარი და შვეიცარიული ფრანკი. მათზე ოდნავ მეტი რისკებით ხასიათდება ნორვეგიული და შვედური კრონები
ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სანდო ვალუტის არჩევანი საქართველოში მცხოვრებთ, ფაქტობრივად, მიღებული აქვთ. შესაბამისად, გარიგებებში ლართან ერთად დოლარის /ევროს გამოყენების ოფიციალურად დაშვება მოხსნის სავალუტო რისკებს და საქართველოს საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველს გახდის. ნებისმიერი საწინააღმდეგო სვლა, კერძოდ, ლარიზაციის ხელოვნური (იძულებითი) ზრდა, მიმართულია საქართველოში მცხოვრებთა ქცევის საწინააღმდეგოდ და შეუძლებელია დადებითი შედეგები მოგვიტანოს. მეორე მხრივ, თუ ეროვნული ბანკი მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში გაატარებს დამოუკიდებელ და ჯანსაღ მონეტარულ პოლიტიკას, ლარისადმი ნდობა აღდგება.
![]() |
14 ნიუ იორკი „ადამიანის მიერ გამოწვეულ“ უბედურებას გადაურჩა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ტერორიზმი
სამართალდამცავები ტაიმ-სკვერზე
ყველა ფოტო: REUTERS ©
ტაიმ-სკვერზე ვერშემდგარ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამერიკელმა სამართალდამცველებმა ნიუიორკის ჯონ კენედის აეროპორტში დუბაისკენ მიმავალ რეისზე აიყვანეს პაკისტანური წარმოშობის აშშ-ს მოქალაქე, 30 წლის ფაისალ შაჰზადი. პოლიციამ ტერორისტის ადგილსამყოფელის შესახებ გაფრენამდე 30 წუთით ადრე შეიტყო.
დაკავებულს ბრალს სდებენ ტაიმ-სკვერზე ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობაში, მასობრივი განადგურების იარაღისა და ავტომანქანაში დამონტაჟებული ჭურვის საშუალებით. შაჰზადმა დანაშაული აღიარა. ეჭვმიტანილს უვადო პატიმრობას მიუსჯიან.
დაკითხვისას ტერორისტმა თქვა, რომ მისი ტერორისტული გადამზადება პაკისტანში, ვაზირისტანის რეგიონში ხდებოდა. შაჰზადი ერთ-ერთი ამერიკული ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულია. იგი, ამერიკელ მეუღლესთან ერთად, კონექტიკუტის შტატში ცხოვრობდა. მისი სახლის ჩხრეკისას დადასტურდა, რომ შაჰზადი პაკისტანიდან ახალი დაბრუნებული იყო და ამ ქვეყანას ბოლო დროს ხშირად სტუმრობდა. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ჰყავდა თუ არა ეჭვმიტანილს თანამზრახველები, აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ.
ტერაქტის მცდელობაზე პასუხისმგებლობა მომდევნო დღესვე აიღო თალიბანის პაკისტანურმა დაჯგუფებამ. თუმცა, ამერიკელ სამართალდამცველებს არ გააჩნიათ მტკიცებულებანი არშემდგარ ტერორისტულ აქტთან თალიბანის კავშირის შესახებ.
პაკისტანელი სამართალდამცველების დახმარებით, მოხერხდა შაჰზადის ოჯახის წევრებისა და რამდენიმე საეჭვო პირის დაკავება პაკისტანში. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მათ ვინაობას ჯერჯერობით არ ახმაურებენ.
ბოლო პერიოდში გახშირებული ტერაქტების მიზეზებს პრეზიდენტ ობამას ოპონენტები ტერორიზმთან მის მიდგომაში ხედავენ. ერთი მხრივ, ბუშის ადმინისტრაციისგან გასამიჯნავად, ობამა თითქოს მემარცხენე ფრთის გულის მოგებას ცდილობს, მეორე მხრივ - ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის განმუხტვას, მათ დაშოშმინებას. მაგალითად, ობამამ უარი თქვა დაკითხვის აგრესიულ მეთოდებზე, რომელსაც ბუშის ადმინისტრაცია იყენებდა დაგეგმილი ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურ დოკუმენტებში სიტყვა ტერორის გამოყენება აიკრძალა და მის აღსანიშნავად „ადამიანის მიერ გამოწვეული უბედურება“ შემოიღეს. ამ ფონზე, სისუსტეში ბრალდების ასაცილებლად, ობამა გახშირებულ ტერორისტულ აქტებს ცალკეული ექსტრემისტების მიერ ჩადენილ, იზოლირებულ ინციდენტებად წარმოაჩენს.
![]() |
15 მოსკოვი-ბერლინი, პარიზის გარეშე |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ევროპა
სარკოზი, პუტინი და მერკელი
ფრანგი ფილოსოფოსი ანდრე გლუქსმანი გაზეთ ველტთან ინტერვიუში საუბრობს ფრანგულ-გერმანული კავშირის დაშლის მიზეზების შესახებ. მისი აზრით, გერმანიის და საფრანგეთის ურთიერთობები იყო ევროკავშირის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ამ ურთიერთობების გაურესება ძალიან ცუდად იმოქმედებს მთლიანად ევროკავშირზე. ურთიერთობების გაცივების მთავარ მიზეზად, გლუქსმანი ბერლინის მოსკოვისკენ - ანუ პარიზისკენ ზურგით - შებრუნებას ასახელებს. ფილოსოფოსი ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის ევროპის კრიზისის მთავარი მიზეზი.
ანდრე გლუქსმანისთვის, სხვა მკვლევარებისაგან განსხვავებით, დღევანდელი ვითარება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტთან არ ასოცირდება. იგი მეცხრამეტე საუკუნის გერმანულ-რუსულ ურთიერთობებს იხსენებს. გლუქსმანის განცხადებით, ბერლინის მოსკოვისკენ შეტრიალება ჯერ კიდევ გერჰარდ შროდერის დროს დაიწყო. არსებობდა იმედი, რომ ანგელა მერკელი ამ პოლიტიკას შეცვლიდა, თუმცა იგი საპირისპიროდ მოიქცა - მოსკოვ-ბერლინის ურთიერთობა მეტად ინტენსიური გახდა, პარიზთან ურთიერთობის ხარჯზე.
„მეგონა, რომ ის (მერკელი) რამეს შეცვლიდა, მაგრამ „ჩრდილოეთის ნაკადი“ ისევე დარჩა, როგორც იყო. მას მალე „სამხრეთის ნაკადი“ დაემატება. ან, მაგალითად, ავიღოთ ფრანგული და გერმანული კომპანიების თანამშრომლობა ატომური ენერგეტიკის სფეროში. გერმანულმა სიმენსმა უარი თქვა ფრანგულ არევასთან თანამშრომლობაზე და რუს ოლიგარქებთან ერთად დაიწყო მუშაობა. ახლა კი ჩვენ მთელ მსოფლიოში ერთმანეთის კონკურენტები ვართ, ერთ მხარეს - საფრანგეთი, მეორე მხარეს კი - გერმანია და რუსეთი,“ - განაცხადა ინტერვიუში ფილოსოფოსმა.
ანდრე გლუქსმანი
ყველა ფოტო: REUTERS ©
ანდრე გლუქსმანის თქმით, გერმანია აღარ ფიქრობს ევროკავშირის კატეგორიებით. მას არც გაკოტრების პირას მყოფი საბერძნეთი აინტერესებს და არც საფრანგეთი. გერმანიას ახალი ინტერესები აქვს: რუსეთი და მისი მოდერნიზაცია. თუმცა, ახალი ამ კონცეფციაში არაფერია. ეს ყველაფერი გერმანელი პრინცესის, მოგვიანებით კი რუსეთის დედოფლის ეკატერინე მეორის დროინდელ სიტუაციას ჰგავს.
ანდრე გლუქსმანმა აგრეთვე გაიხსენა თუ როგორ მოხდა მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის ინდუსტრიალიზაცია, გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების დახმარებით. ამ ყველაფრის განმეორება კი გულუბრყვილობად მიიჩნია. ამასთანავე, ბერლინის პოლიტიკას რუსეთის მიმართ მან ნეოკოლონიალიზმი უწოდა და ეს უკანასკნელი ევროკავშირის მთავარი პრინციპების ღალატში დაადანაშაულა.
გლუქსმანის აზრით, ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების გზა ყველა წევრი სახელმწიფოს ინტერესებზე დაფუძნებულ, ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებაზე გადის. ბერლინმა უარი უნდა თქვას რუსეთთან ამ სფეროში თანამშრომლობაზე, როდესაც ამას პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან.
![]() |
16 ბოსნია გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში ჩაერთო |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
NATO
22 მარტს ტალინში ნატოს საგარეო მინისტრებმა გადაწყვიტეს ბოსნიისთვის მიენიჭებინათ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - ე.წ. მაპი. ნატოს სპიკერმა, ჯეიმს აპათურაიმ განაცხადა: „დღეს ბოსნია მაპს ღებულობს, თუმცა გარკვეული და აშკარა პირობებით“. მისი თქმით, მთავარი პირობა ბოსნიაში არსებული სამხედრო შეიარაღების ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადაცემაა.
პოლიტიკური სიტუაცია ბოსნიაში კვლავაც არ არის სტაბილური. ქვეყნის სამი დიდი ეთნიკური ჯგუფი ისევ სხვადასხვა მიმართულებით მიილტვის. ბოსნიელი სერბები იმუქრებიან დეიტონის შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის მოწყობით; ბოსნიელი მუსლიმები მოითხოვენ ახალ კონსტიტუციას, რომელიც მათ უფლებებს გაზრდის, ხორვატებს კი კვლავ ავტონომიური ერთეულის შექმნა სურთ. დაძაბულობა იზრდება ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად. როგორც ჩანს, კოალიციური მთავრობის შექმნა ძალიან გართულდება. მუდმივ პოლიტიკურ კრიზისს ერთვის ეკონომიკური და სოციალური კრიზისიც.
რამდენად პარადოქსულიც უნდა იყოს, სწორედ ასეთ არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში მიიღო ბოსნიამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. თუმცა, მაპი არ არის ქვეყნის ნატოში მიღების სრული გარანტი და არც დაცვას აღუთქვამს მას სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში. მაგალითად, მაკედონიამ იგი 1999 წელს მიიღო და ჯერაც არ გამხდარა ნატოს წევრი ქვეყანა. მაგრამ მაპი ნიშნავს ქვეყნის მხარდაჭერას ეკონომიკურ, სამხედრო, პოლიტიკურ და ლეგალურ რეფორმებში. სწორედ ეს სჭირდება ახლა ბოსნიას.
აშშ-სა და ევროკავშირის მცდელობები, დახმარებოდნენ ბოსნიას რეფორმაციაში, არცთუ წარმატებული გამოდგა, რადგან ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს სრულიად სხვადასხვა ინტერესი ამოძრავებდათ. თუმცა, ნატოში ინტეგრაცია თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებშია (გარდა რადიკალურად განწყობილი სერბი ნაციონალისტებისა). მოსახლეობის 35%25 ნატოში გაწევრიანების მომხრეა, ანუ ხალხის ნდობა ნატოს მიმართ ბოსნიაში ბევრად მაღალია, ვიდრე მონტენეგროში, რომელიც ნატოს წევრი 2009 წლის დეკემბერში გახდა. ხალხის დადებითი დამოკიდებულება ამ ორგანიზაციის მიმართ გააადვილებს რეფორმების გატარებას და პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დარეგულირების საშუალებას შექმნის.
მიუხედავად იმისა, როგორ გაართმევს თავს ოქტომბერში არჩეული მთავრობა გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, ერთი რამ ნათელია: ნატო ცდილობს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკები ჩრდილოატლანტიკურ ოჯახში ეტაპობრივად გააწევრიანოს. ნატოს წევრობა ბალკანეთის ქვეყნებისთვის კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირში შესვლის პერსპექტივას. ეს კი ამ ქვეყნებს საბოლოოდ დაუბრუნებს ევროპას.
NATO რუსეთს ერთიანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნას სთავაზობს |
![]() |
17 ბრიტანეთი ცვლილებების მოლოდინში |
▲ზევით დაბრუნება |
ჯეიმს კამერონი მეუღლესთან ერთად. საარჩევნო უბანთან
ყველა ფოტო: REUTERS ©
6 მაისს დიდ ბრიტანეთში გამართულ არჩევნებზე ლეიბორისტების 13-წლიანი მმართველობის ერა დასრულდა. 1931 წლის შემდეგ არც ერთ არჩევნებზე მათ ამდენი მანდატი არ დაუკარგავთ.
სასურველ გამარჯვებას ვერც სხვა პარტიებმა მიაღწიეს - პირველ ადგილზე გასულ კონსერვატორებს 650-წევრიან თემთა პალატაში უმრავლესობამდე 21 მანდატი აკლდებათ. საპარლამენტო სკამებში არ მატერიალიზდა არც მესამე მთავარი პარტიის - ლიბერალ დემოკრატების უპრეცედენტოდ მაღალი წინასაარჩევნო რეიტინგები. გაზრდის ნაცვლად მათი საპარლამეტო წარმომადგენლობა 1 მანდატით შემცირდა, რაც ამ არჩევნების ყველაზე დიდი მოულოდნელობა გახდა.
1974 წლის შემდეგ პირველად პარლამენტთა დედად წოდებულ ბრიტანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არც ერთ პარტიას უმრავლესობა არ ექნება. უმრავლესობაზე 12 ადგილით ნაკლები ექნება ლეიბორისტებისა და ლიბდემების, ანუ პირველ ადგილზე გასული კონსერვატორების გვერდის ავლით შექმნილ დამარცხებულთა კოალიციასაც.
როგორც წესი, არჩევნები მთავრობის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის შესაძლებლობას იძლევა. ამჯერად ბრიტანელმა ამომრჩევლებმა უნდობლობა მთელ პოლიტიკურ სისტემას გამოუცხადეს. არჩევნების მთავარი თემა აღმოჩნდა არა ერთი იდეოლოგია ან პარტია მეორის, არამედ ხალხი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.
საერთონაციონალური საარჩევნო შემობრუნება, რომლის შესახებაც ასე ბევრს საუბრობდნენ ჟურნალისტები და სოციოლოგები, არ შედგა. ბრიტანული პოლიტიკის პრეზიდენტიალიზაციის მიუხედავად, ადგილობრივ საკითხებს და კანდიდატებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდათ. არაერთგვაროვანი იყო თითოეული პარტიის მხარდაჭერის გეოგრაფიაც - შოტლანდია და ჩრდილოეთ ინგლისი ლეიბორისტების ტრადიციული ბასტიონია, ტორები სამხრეთ აღმოსავლეთში არიან ძლიერები, ხოლო ლიბდემები დასავლეთში ღებულობენ ხმათა უდიდეს ნაწილს.
გორდონ ბრაუნი და მისი მეუღლე
ბოლო 30 წლის მანძილზე ნისლიანი ალბიონი ყველაზე ღრმა კრიზისმა მოიცვა. ისევე, როგორც ახლა, მაშინაც საარჩევნო ურნასთან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ წყდებოდა, ვიდრე პარლამენტისა და მთავრობის პოლიტიკური კომპოზიციაა. მარგარეტ თეტჩერის არჩევით მაშინ დიდმა ბრიტანეთმა ხმა მისცა ქვეყნის ფუნდამენტურ განახლებას და ნდობა გამოუცხადა გაბედული ხედვისა და მტკიცე შემართების მქონე ლიდერს.
არჩევნების ამჟამინდელმა შედეგებმა ცხადყო, რომ ბრიტანულ საზოგადოებას სურს რადიკალური ცვლილება, მაგრამ არ არის დარწმუნებული, თუ რა მიმართულებით უნდა შეიცვალოს ქვეყნის პოლიტიკური კურსი. მეორე მხრივ, ასეთი მკაფიო არჩევანი რიგითი მოქალაქეებისათვის არც პოლიტიკურ ლიდერებს შეუთავაზებიათ.
კონსერვატორებმა ხმების 36 %25 მიიღეს, ლეიბორისტებმა - 29 %25 და ლიბდემებმა - 23 %25. 1979 წელს, თეტჩერის პირველი საარჩევნო ტრიუმფისას, კონსერვატორებისა და ლეიბორისტების მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობა იმდენივე იყო, რამდენიც ამ არჩევნებისას - 7 %25, მაგრამ იმ დროს ორი მთავარი პარტიის მიერ მიღებულ ხმათა საერთო რაოდენობა 90%25-ზე მეტი იყო, როცა ახლა მხოლოდ 62 %25-ია.
დღევანდელ ბრიტანულ მმართველ კლასში რკინის ლედის კალიბრის პოლიტიკოსები დეფიციტია. ამჟამინდელ ლიდერებს სულ სხვა როლ მოდელი ჰყავთ - ბარაქ ობამა ან მისი ბრიტანული ეკვივალენტი - ტონი ბლერი. თეტჩერთან ერთად სწორედ ბლერი იყო ის, ვინც შეუქცევადად შეცვალა გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ლანდშაფტი.
![]() |
18 რა სურს ევროპას? ევრომალთუზიანელთა და თურქ ნაციონალისტთა მოჯადოებული წრე სომეხთა გენოციდის ირგვლივ |
▲ზევით დაბრუნება |
თორნიკე გორდაძე|სვეტი
სომეხთა მიერ გენოციდის აღიარებისთვის ბრძოლის პოლიტიკას რესპუბლიკურმა თურქეთმა დაწყებისთანავე მყისიერად დაუპირისპირა „ანტიგენოციდური დიპლომატია“. ერთი შეხედვით, ლოგიკა ამაში ცოტაა: პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ თავად ოსმალურმა სასამართლომ მიუსაჯა სიკვდილი 1919 წელს იტტიჰადისტთა ლიდერებს და ისინი მასობრივ დანაშაულებში ამხილა; რესპუბლიკის ლიდერი, მუსტაფა ქემალი, მიუხედავად „ახალგაზრდა თურქების“ მოძრაობის წევრობისა, მკვეთრად იყო დაპირისპირებული ენვერ ფაშასთან და ა.შ. მაგრამ რესპუბლიკას, რომლის ფუნდამენტიც მაინც თურქული ნაციონალიზმი იყო, პათოლოგიურად ეშინოდა ეთნიკური სეპარატიზმისა და, საბოლოოდ, ქვეყნის გახლეჩისა. ამიტომ, სომეხთა მოთხოვნები, რომლებიც ადვილად შეიძლებოდა სხვა ძლიერ ქვეყნებს თურქეთის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, ჩაითვალა საშიშროებად და მთელი ენერგია გენოციდის ნეგაციას მოხმარდა. თუმცა, ამ პოლიტიკას ძალიან წარმატებულს ვერ დავარქმევთ, რამე თუ გენოციდი 20-ზე მეტმა სახელმწიფომ ცნო, მათ შორის არცთუ უმნიშვნელო ქვეყნებმა (გერმანიამ, იტალიამ, კანადამ, ავსტრალიამ, აშშ-ს 40-მდე შტატმა, რუსეთმა, და, ტრადიცი ულად, თურქეთის მოკავშირედ მიჩნეულმა შვედეთმა და პოლონეთმაც კი). ზოგიერთი ქვეყანა უფრო შორს წავიდა: საფრანგეთმა, შვეიცარიამ და ბელგიამ არა თუ აღიარეს, არამედ კანონით დასჯადი გახადეს გენოციდის საჯარო ნეგაცია. ამ მიდგომამ არა მხოლოდ თურქეთის, ამ ქვეყნებში მომუშავე ისტორიკოსთა აღშფოთებაც გამოიწვია, რადგან მეცნიერებმა, მათ შორის მათაც, ვინც გენოციდის ვერსიას ემხრობა, სახიფათოდ ცნეს პოლიტიკის და სამართლის ე.ი ნორმატიული ცნებების შემოჭრა მეცნიერთა სფეროში.
საინტერესოა, რომ აღიარებათა ახალი ტალღა დაემთხვა თურქეთში სომეხთა გენოციდის საკითხის მიმართ დაწყებულ ცვლილებებს. 2002 წლიდან ხელისუფლებაში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (ა.ქ.ფ) მოსვლის შემდეგ თით ქოს ყინულმა ლღობა დაიწყო. მართალია, ერდოღანის მთავრობა გენოციდს არ ცნობს, მაგრამ აღიარებს ასეულათასობით სომხის დაღუპვას და მას „ტრაგედიას“, „ხოცვა-ჟლეტას“ ან „სისხლიან მოვლენებს“ უწოდებს, რაც, წინამორბედი პერიოდების ჯიუტ ნეგაციონიზმთან შედარებით, უდავოდ პროგრესია. ერდოღანმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ იგი თანახმა იყო უცხოელ, მათ შორის, სომეხ ისტორიკოსებთან ერთად, შექმნილიყო კომისია, რომელსაც შეუშვებდნენ ოსმალურ არქივებში. თუმცა, ბევრი სომეხი ექსპერტი ამ განცხადებას ფარისევლობად მიიჩნევს. აქაც გარკვეული პროგრესია. მეტიც, ამ ბოლო წლებში გახშირდა თურქი ინტელექტუალების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და საჯარო პირების ძალიან თამამი განცხადებები სომეხთა გენოციდის შესახებ. განცხადებებში ანკარისაგან მოითხოვენ 1915 წლის დანაშაულის აღიარებასა და ნეგაციონიზმის შეწყვეტას, და მათ მიმართ ძალიან იშვიათად აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე 301-ე ან 305-ე მუხლის საფუძველზე (ორჰან ფამუკის შემთხვევა უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი). თურქეთის მთავრობა დათანხმდა კიდეც 2005 წლის სექტემბერში სტამბულის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარებულიყო სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ოსმალეთის სომხები იმპერიის დაკნინების პერიოდში“. ყველასათვის ნათელი იყო, რომ მთელი კონფერენცია სწორედ გენოციდის ირგვლივ დებატებს დაეთმობოდა. სიურპრიზი თურქეთის უმაღლესი სასამართლოდან მოვიდა, რომელმაც კონფერეციის წინა დღეს იგი უკანონოდ გამოაცხადა, თუმცაღა კონფერენცია ოპერატიულად გადაიტანეს ბილგის უნივერსიტეტში, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებაში მოხსენიებულ უნივერსიტეტთა სიაში არ იყო. საინტერესოა ის, რომ უმაღლესი სასამართლო თურქეთში ითვლება ლაიციზმის და ევროპელობის ერთ-ერთ ყველაზე მყარ პლაცდარმად, ხოლო ა.ქ.ფ. მისი კრიტიკოსების მიერ წარმოჩნდება ისლამისტურ და ხალიფატის ნოსტალგიით შეპყრობილ პარტიად.
თურქი ულტრანაციონალისტი საპროტესტო აქციაზე. სტამბოლი
ყველა ფოტო: REUTERS ©
დასავლეთის ბოლოდროინდელმა აქტიურობამ და წარსულით გატაცებამ საგრძნობლად შეაჩერა ის პოზიტიური დინამიკა, რაც თურქეთში დაისახა სომეხთა გენოციდის ირგვლივ. გარედან ჭკუის სწავლება არავის მოსწონს, მით უმეტეს, როცა ევროპაში, სომეხთა გენოციდისაგან განსხვავებით, არცთუ ძალიან განიცდიან მილიონობით მუსლიმის დაღუპვას და ბალკანეთიდან და კავკასიიდან ოსმალეთში გაძევებას მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში. თურქეთში კვლავ იმძლავრა ნაციონალიზმმა, რაც გამოიხატა კიდეც ჰრანტ დინკის მკვლელობით, დანაშაულთა მატებით რასისტულ ნიადაგზე და ექსტრემისტული პარტიების რეიტინგის ზრდით. ა.ქ.ფ-ს რიტორიკაც ბევრად უფრო ხისტი გახდა დასავლეთის მიმართ, სომეხთა გენოციდის საკითხი კვლავ უკიდურესად აღიზიანებს მთავრობას და საზოგადოების უდიდეს ნაწილს. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ როცა თურქმა ინტელექტუალებმა 2008 წელს დაიწყეს ოზურ დილიიორუმის (ბოდიშის მოხდის) ხელმოწერათა კამპანია, რომელსაც 1000-მდე მეტ-ნაკლებად ცნობილმა ადამიანმა მოაწერა ხელი, ამ იდეის მოწინააღმდეგეებმა რამდენჯერმე უფრო ბევრი ხელმოწერა დადეს ინტერნეტზე. ევროპა კი - დარწმუნებული თავის პედაგოგიურ-დიდაქტიკურ უპირატესობაში - გერმანიის მაგალითით აპელირებს: „ნამდვილი ევროპელი თუ გსურთ იყოთ, მოიქეცით როგორც გერმანია, აღიარეთ გენოციდი და წარსულის დანაშაული“,- მოუწოდებენ ისინი. სიტუაციას ძირეულად ცვლის ის ფაქტი, რომ გერმანიის ევროპელობის იდეა არც ნაცისტებამდე და არც ნაცისტების შემდეგ არავის დაუყენებია კითხვის ქვეშ, რაც არავის ანაღვლებს.
პრემიერი ერდოღანი
მწერალი ორჰან ფამუკი
ჰავიერ სოლანა
არავინ დავობს იმაზე, რომ თურქეთს ბევრი პრობლემა აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კორუფციის აღმოფხვრის დარგში. მაგრამ საკითხავია, რა როლს თამაშობს ამ ყველაფრის გადაწყვეტა-არგადაწყვეტაში თურქეთის მიმართ ევროპის პოლიტიკა, რომელიც ხშირად კარის ცხვირთან მიჯახუნებით გამოიხატება. ჩემი აზრით, ეს პრობლემებს აღრმავებს და ამით, ნებსით თუ უნებლიედ, მავანისა და მავანის მალთუსიანური ინსტიქტები კმაყოფილდება. ევრომალთუსიანელები თავს კარგად გრძნობენ მდიდარ და ზრდილობიან მოხუცთა კლუბში და დროდადრო ბუზღუნებენ იმაზე, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც კლუბში ზოგიერთი ახალი წევრი ძალიან ნაჩქარევად მიიღეს.
ყველაფერი ისე მიდის, რომ ვიდრე თურქეთი ევროგაერთიანების წევრი გახდება, კიდევ მრავალი წელი გაივლის. ანკარას ბეჯითად უმეორებენ, რომ იგი არ არის მზად ევროპისთვის, თუმცა, არავინ ეკითხება ევროპას, ის თუ არის მზად თურქეთისათვის. რამდენიმე კვირის წინ ევროპის დიპლომატიის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ საკმაოდ ნათელი პასუხი გასცა ამ შეკითხვას. ბარსელონაში გამართულ კონფერენციაზე პენსიაში გამავალმა ევროფუნქციონერმა განაცხადა: პრობლემაა თურქეთის დემოგრაფია, წარმოიდგინეთ, თუ თურქეთი ევროპაში გაერთიანდა, რამდენიმე წელიწადში მისი მოსახლეობა გერმანიისას გაუსწრებს და ევროგაერთიანების ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი თურქები იქნებიან. დარბაზს, სადაც ხანშიშესული ევროპელი მამაკაცი მაღალჩინოსნები ჭარბობდნენ, ცივმა ოფლმა დაასხა...
![]() |
19 ადმინისტრაციული რესურსის ანატომია |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|ფოკუსი
ილუსტრაციები: თათია ნადარეიშვილი
საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიების უმრავლესობა, ამომრჩეველთა სიებში არსებულ ხარვეზებთან ერთად, ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას ეხება. საარჩევნო მიზნებისთვის „ადმინისტრაციული რესურსით“ სარგებლობა საყოველთაო ყურადღების ცენტრში პირველად რუსეთში მოექცა 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მას შემდეგ სერიოზულ პრობლემად ითვლება უკლებლივ ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში. ამ ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების სისუსტის გამო საარჩევნო კამპანიების უკანონო გზებით მხარდაჭერის ცდუნება ძალიან დიდია. თუმცა, აქ საქმე არ გვაქვს მხოლოდ პოსტსაბჭოურ მოვლენასთან. დასავლეთის ქვეყნებს ათწლეულები დასჭირდათ იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც საარჩევნო მანიპულაციების სისტემურ პრაქტიკას კორუფციის ინდივიდუალური შემთხვევებით ჩაანაცვლებდა.
ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება გულისხმობს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების მიერ სახელმწიფოს ინსტიტუციური, ადამიანური და სხვა რესურსების მიმართვას არა კანონით გათვალისწინებული დანიშნულებით, არამედ კერძო საარჩევნო ინტერესების მხარდასაჭერად. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმებია: საჯარო მოხელეების ჩართვა წინასაარჩევნო აგიტაციაში; სახელმწიფო ორგანოებში ფიქტიური თანამდებობების შექმნა, საიდანაც ხელფასს საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირები იღებენ; სახელმწიფოს კუთვნილი შენობების, საკომუნიკაციო და სხვა სახის ტექნიკის დათმობა მხოლოდ გარკვეული საარჩევნო სუბიექტისთვის; სახელმწიფო კომპანიების მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ამ უკანასკნელის მაგალითია 1990-იანი წლების პოლონეთი, სადაც სახელმწიფო საწარმოები სისტემატურად ყიდულობდნენ პიარკომპანიების მომსახურებას, რომლებიც სინამდვილეში პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების სასარგებლოდ ახორციელებდნენ წინასაარჩევნო სამუშაოებს.
ამგვარი პრაქტიკის შედარებით განვითარებული ფორმაა კერძო კომპანიების დავალდებულება, სახელმწიფო კონტრაქტის მიღების სანაცვლოდ, ფულადი სახსრები შესწირონ კონკრეტულ საარჩევნო კამპანიას. გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ ამ გზით მილიონობით ფრანკის შემოსავალი მიიღო. სამშენებლო კომპანიებს, რომლებსაც სურდათ მსხვილი სახელმწიფო დაკვეთების შესრულება, პროექტის მთლიანი ღირებულების 3%25-ის ჩარიცხვა უწევდათ პარტიის მიერ შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფის Urba-ს ანგარიშზე. მხოლოდ 1987 წელს Urba-მ 123 მილიონი ფრანკის შეგროვება შეძლო, ხოლო მომდევნო წელს 24 მილიონით შეეწია ფრანსუა მიტერანის საარჩევნო კამპანიას.
ზემოთ მოყვანილი კორუფციული მეთოდები ისეთი შემთხვევისგან უნდა განვასხვავოთ, როდესაც პოლიტიკოსები დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური გზებით ცდილობენ ელექტორალური კეთილგანწყობის მოპოვებას. Transparency International-ის მიერ 29 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეეხებოდა, მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ზრდაზე, რაც ძირითადად ახალი სოციალური პროგრამებისა და საინვესტიციო პროექტების დაწყებაში გამოიხატა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ხარჯების ზრდა, განსაკუთრებით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, აშკარად გაუმართლებელი ნაბიჯია, ნორმალური პოლიტიკური პროცესის შედეგად და კანონით დადგენილი წესით მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება მაინც ლეგიტიმურად უნდა ჩაითვალოს.
ასეთ ვითარებაში მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს. პირველი, ხელისუფლების ოპონენტმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლები უნდა დაარწმუნონ, რომ ადგილი აქვს მათი გულის მოგების მცდელობას სახელმწიფო სახსრების არაგონივრული ხარჯვით. თუმცა, ამის გაკეთებისთვის, სულ მცირე, თავად უნდა ემხრობოდნენ ზომიერ ხარჯვით პოლიტიკას და წინასაარჩევნოდ პოპულისტური დაპირებებით არ უნდა ანებივრებდნენ საზოგადოებას. მეორე, საბიუჯეტო ხარჯების ზრდაზე კონსტიტუციური შეზღუდვები უნდა დაწესდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მოვლენისთვის ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების დარქმევას შედეგად მხოლოდ ტერმინის მნიშვნელობის დამახინჯება და სხვა არანაკლებ სერიოზული საკითხებიდან ყურადღების გადატანა მოაქვს.
ეგრეთ წოდებულ ნაცრისფერ ზონაშია ინსტიტუციური რეკლამა, რომელიც მოიცავს ბეჭდვით, ელექტრონულ და სამაუწყებლო ფორმატის საინფორმაციო ბიულეტენებს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის შესახებ. ცხადია, სრულიად ნორმალურია, როდესაც მთავრობა ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას საკუთარი პოლიტიკისა და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი მომსახურებისა თუ შეღავათების შესახებ. თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ინსტიტუციური რეკლამა კონკურენციას უწევს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საზოგადოების ყურადღების მიქცევაში. საარჩევნო პერიოდში მსგავსი რეკლამის რაოდენობის უსაფუძვლო ზრდა, მთავრობის წარსულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე აქცენტის გაკეთება ან რომელიმე კანდიდატზე პირდაპირი მინიშნება მას პოლიტიკურ რეკლამად აქცევს.
ინსტიტუციური რეკლამის რეგულირება ძალიან საკამათო საკითხია, რადგან ხშირად წარმოუდგენლად რთულია იმის გარკვევა, სად მთავრდება მთავრობის მიერ საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარება და სად იწყება პოლიტიკური პროპაგანდა. სრულიად ობიექტური საინფორმაციო კამპანია, რომელიც ჩვეულებრივ დროს მისაღებად ჩაითვლებოდა, შეიძლება კრიტიკის საგანი გახდეს არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ამიტომ, ზოგიერთი ქვეყანა საერთოდ უარს ამბობს ინსტიტუციურ რეკლამაზე წინასაარჩევნო პერიოდში.
ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა საჯარო სამსახურის საქმიანობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების რეგულირების გზით ხორციელდება, თუმცა კონკრეტული მექანიზმები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან. საჯარო მოხელეებს, როგორც წესი, ეკრძალებათ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. პოლიტიკურ პარტიებს კი ევალებათ დაფინანსების წყაროების სრულად ან ნაწილობრივ დეკლარირება. აშშ- ში, საფრანგეთში, ბელგიასა და იტალიაში დაუშვებლად ითვლება შემოწირულობების მიღება კორპორაციებისგან. სხვაგან კი მხოლოდ სახელმწიფო კომპანიებსა და მთავრობასთან კონტრაქტის მქონე ბიზნესებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება.
ბრაზილიაში აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები არჩევნებამდე 6 თვით ადრე უნდა გადადგნენ, თუ კენჭისყრას აპირებენ. თუმცა, ასეთი მიდგომის ეფექტიანობა სხვა სახელმწიფოების მიერ არ არის გაზიარებული. განვითარებად ქვეყნებში ის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც, ფორმალურად გადადგომის მიუხედავად, სრულ კონტროლს ინარჩუნებენ შესაბამის ორგანოებზე, ხოლო სტაბილურ დემოკრატიებში ხელმძღვანელის გარეშე ტოვებს სახელმწიფო უწყებებს ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის დროს, როგორიც არჩევნებია.
განსაკუთრებით მკაცრი რეგულირებით გამოირჩევა დიდი ბრიტანეთი, სადაც საჯარო მოხელეთა პოლიტიკური ნეიტრალობა ზედმიწევნით კონტროლდება იმის მიუხედავად, წინასაარჩევნო პერიოდია თუ არა. რამდენიმე წლის წინ გორდონ ბრაუნმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის უფროსი წევრების მიერ უკანონო შემოწირულობების მიღების ფაქტი აღიარა. თუმცა, მეორე დღეს პრესა იმით უფრო იყო გაკვირვებული, რომ პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილები იყო წაშლილი, ხოლო მათ ნაცვლად შემდეგი სიტყვები ეწერა: „პარტიული შინაარსის განცხადება“. ზოგიერთმა გამოცემამ დაუნინგ სტრიტის საინფორმაციო სამსახურს ცენზურაში დასდო ბრალი. ეს უკანასკნელი კი თავს იმართლებდა საჯარო სამსახურის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც „პარტიის პოლიტიკური მიზნებისთვის ოფიციალური რესურსების გამოყენებას“ კრძალავს.
საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსით სარგებლობის ამკრძალავი ნორმები ძირითადად საარჩევნო კოდექსშია თავმოყრილი. მათი უმრავლესობა საარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეთა მონაწილეობას, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებების გამოყენებას აწესრიგებს. სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად, კოდექსი არ უზღუდავს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებას პოლიტიკური თანამდებობის პირებს, კერძოდ, პრეზიდენტს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, პარლამენტისა და თვითმმართველობის ორგანოების წევრებს.
2009 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც აიკრძალა, არჩევნების დანიშვნის დღიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, ისეთი პროგრამების დაწყება, რომლებიც მანამდე არ იყო ბიუჯეტით გათვალისწინებული ან უკვე მოქმედი პროგრამების ზრდა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხელისუფლების მოლოდინი იყო, რომ წინასაარჩევნოდ, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მოტივით, ყველაზე ხშირად სწორედ საბიუჯეტო ხარჯების ზრდისთვის გააკრიტიკებდნენ. მოლოდინი გამართლდა, თუმცა ცვლილება მაინც ვერ აღწევს სასურველ შედეგს. ხელისუფლებას თუ ახალი პროგრამების დაწყება ან ძველების გაზრდა აქვს განზრახული, ამას არჩევნებამდე ორი თვით ადრეც (არჩევნების თარიღის გამოცხადების ბოლო ვადა) მოახერხებს.
გასული წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსით ასევე აიკრძალა სახელმწიფო ორგანოების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელზეც საარჩევნო სუბიექტი, მისი რიგითი ნომერი ან მხარდამჭერი ტექსტია მოცემული. ეს პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ არ არის საკმარისი. კოდექსში არაფერია ნათქვამი საბიუჯეტო სახსრებით დამზადებულ ელექტრონულ და სამაუწყებლო პროდუქციაზე, რაც წინასაარჩევნოდ ინსტიტუციური რეკლამის საკითხს რეგულირების გარეშე ტოვებს.
კომპანიებს, რომლებშიც სახელმწიფოს წილი 10%25-ს აღემატება, საქართველოში ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. მსგავსი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კერძო ბიზნესებზე, რომლებსაც სახელმწიფოსთან კონტრაქტი აკავშირებთ. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან თვით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი სახელმწიფო კონტრაქტორების შერჩევის პროცესი საარჩევნო კორუფციის ერთ- ერთი გავრცელებული წყაროა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობას სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიც აკლია, მთავარი მაინც მისი აღსრულების ქმედითი მექანიზმების ნაკლებობაა. მაგალითად, საარჩევნო კოდექსის ნორმა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სახელმწიფო შენობის გამოყენებას იმ პირობით უშვებს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, თეორიულად სრულიად დამაკმაყოფილებელი ჩანს. თუმცა, პრაქტიკაში მისი მოქმედება არაერთგვაროვანია. ამ ობიექტიებით ოპოზიციის წარმომადგენლებიც სარგებლობენ, მაგრამ ხელისუფლების წევრებს უფრო ადვილად და ფართოთ მიუწვდებათ მათზე ხელი. პრობლემა ისაა, რომ დამოუკიდებელი სამსახურები, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში ამის მონიტორინგს განახორციელებდნენ, არ არსებობს. ამ მხრივ, უდავოდ უნდა ვიფიქროთ წარმატებული უცხოური პრაქტიკის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ხელოვნურად იმპორტირებული რეგულაციები და ინსტიტუტები სასურველ შედეგს არ მოგვცემს. პრობლემა გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ სამართლებრივ სისტემაში არსებული ხარვეზები.
საარჩევნო კორუფცია დასავლეთის ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული მოვლენა იყო მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში. მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში მოხერხდა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება და მაღალი საარჩევნო სტანდარტების დამკვიდრება. ამას წინ უძღოდა „ბოსიზმის“ პრობლემა ამერიკის დიდ ქალაქებში, რომლის ყველაზე მწვავე გამოვლინება იყო დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მანქანა „ტამანი ჰოლი“. მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, ეს დაჯგუფება თითქმის 100 წლის მანძილზე სრულად აკონტროლებდა ნიუიორკში ყველა დონის არჩევნებს. „ტამანი ჰოლის“ სამუშაო მეთოდები მოიცავდა ქალაქის მთავრობაში თანამდებობებისა და სხვა ტიპის პატრონაჟის სანაცვლოდ ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების მხარდაჭერის მოპოვებას, ბიზნესისგან საარჩევნოდ ფულის გამოძალვასა და ზოგჯერ არჩევნების აშკარა გაყალბებას.
საფრანგეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ასობით პოლიტიკოსის, ყოფილი პრემიერ-მინისტრების, მინისტრებისა და პარლამენტარების მიმართ განხორციელდა სამართლებრივი დევნა პოლიტიკური კორუფციის ნიადაგზე. გამოძიება დღესაც გრძელდება ჟაკ შირაკის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი ედება პარიზის მერობის პერიოდში პარტიის წევრებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან უკანონოდ ხელფასების დანიშვნაში. 1999 წელს ჰელმუტ კოლმა, რომელსაც ნავთობის კომპანია Elf-თან დაკავშირებული სკანდალის გამო „დონ კორლეონე“ შეარქვეს, საჯაროდ აღიარა, რომ წლების მანძილზე უკანონო შემოწირულობებს იღებდა, რაც მის ქრისტიან- დემოკრატიულ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ეს მაგალითები შთამბეჭდავია იმდენად, რამდენადაც მხოლოდ ზღვაში წვეთია.
ანტიკორუფციული მექანიზმებისა და წინასაარჩევნო კამპანიის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა მნიშვნელოვანი ეტაპი იყო დასავლეთის დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში. თუმცა, სწორედ ხმაურიანი პოლიტიკური სკანდალები, მედიის გაწაფულობა და რეფორმაზე მზარდი საზოგადოებრივი მოთხოვნა იყო ის მთავარი ფაქტორები, რომლებმაც რეალურ ცვლილებას დაუდეს სათავე. ცვლილება უპირველესად ფსიქოლოგიური ხასიათის იყო და ვლინდებოდა ელექტორატის მიერ იმის უკეთ გაცნობიერებაში, რა არის პოლიტიკურად მისაღები და მიუღებელი ქცევა. საბოლოოდ კი პოლიტიკოსები დადგნენ არჩევანის წინაშე, ეღიარებინათ ახალი სტანდარტი და შეეცვალათ უწინდელი მიდგომა ან წასულიყვნენ პოლიტიკიდან. ჩვენც იგივე გზა უნდა გავიაროთ.
![]() |
20 9 მაისის აღლუმის რეპეტიცია წითელი მოედანი, მოსკოვი |
▲ზევით დაბრუნება |
ფოტო ესე
ფოტო: REUTERS ©
![]() |
21 ქართველი „ნაშების“ დებიუტი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ფოტო: ბესო დარჩია
სმმ-ს აქცია ილიას უნივერსიტეტთან
„შეურაცხყოფის თავისუფლების გარეშე, სიტყვის თავისუფლება არსებობას შეწყვეტს“ - ეს სიტყვები ცნობილ ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს, სალმან რუშდის ეკუთვნის. მწერალი ყურადღების ცენტრში 80-იანი წლების ბოლოს მოექცა მისი მეოთხე რომანის „სატანური ლექსების“ გამო. წიგნი მუსლიმთა ნაწილმა მუჰამედის შეურაცხყოფად აღიქვა. საპროტესტო ტალღამ მილიონობით ადამიანი მოიცვა. ვითარებამ კულმინაციას მიაღწია, როდესაც რუშდი აიათოლა რუჰოლა ჰომეინიმ ახსენა ფატვაში: ირანის სულიერმა ლიდერმა მწერალს სიკვდილი მიუსაჯა და მკვლელს წმინდა ჯილდოს დაჰპირდა. რუშდი ბრიტანეთის დედოფალმა შეიფარა. ირანსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა.
კომიკურია სალმან რუშდის გვერდით დაბალი მხატვრული ღირებულების კრებულის „საიდუმლო სირობის“ ავტორის, ერეკლე დეისაძის მოხსენიება. კომიკურია აიათოლა ჰომეინის და მალხაზ გულაშვილის შედარებაც, რომ აღარაფერი ვთქვათ აგრესიის მასშტაბებს შორის განსხვავებაზე. მაგრამ ფაქტია - მსგავსება არსებობს.
4 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალგაზრდების მცირე ჯგუფი შეიკრიბა ტრანსპარანტებით: „არა ფაშიზმს“ და „ჩვენ ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას“. დაინტერესებული პირი, გაჭირვებით, მაგრამ მაინც მიხვდებოდა, რომ აქციაზე შეკრებილი საზოგადოების ერთ მცირე ნაწილს სურდა მეორე, არც თუ დიდი, მაგრამ თავზეხელაღებული ნაწილისთვის ეთქვა - ჩვენც ვარსებობთ! თავად აქციის მონაწილეებმა მათი იქ მისვლა სხვადასხვა მიზეზით ახსნეს. სულ რაღაც 20 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ ერეკლე დეისაძის გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე იდგა; ზოგი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთი ჯგუფის მოთხოვნას აპროტესტებდა უნივერსიტეტის შენობაში სამლოცველოს გახსნასთან დაკავშირებით; სხვები გიგი თევზაძეს ექომაგებოდნენ
მალხაზ გულაშვილი
ფოტო: ბესო დარჩია
ანგარიშსშეკრების მიზეზთა მრავალფეროვნება იმანაც გამოიწვია, რომ ილიას უნივერსიტეტის გარშემო ორი ამბავი განვითარდა: წინა დღეს, 3 მაისს, სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ, აღმაშენებლის საზოგადოებამ და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა გამართეს აქცია უნივერსიტეტის წინ და უნივერსიტეტის მაღაზიიდან ერეკლე დეისაძის წიგნის ამოღება მოითხოვეს. წიგნი, რომელიც კრიტიკოსებმა დაბალმხატვრული, გამიზნული ეპატაჟის მცდელობად შეაფასეს, სახარების სიუჟეტის შარჟს შეიცავს და სავსებით შესაძლებელია საზოგადოების ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღოს. ამის პარალელურად, უნივერსიტეტში სამლოცველოს გახსნის მოთხოვნით მართლმადიდებელი სტუდენტების ჯგუფმა ხელმოწერები შაგროვა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი გიგი თევზაძის გადადგომას მოითხოვდნენ.
ამ მოვლენებმა რამდენიმე ახალგაზრდას უნივერსიტეტთან მისვლის და აღშფოთების დემონსტრირებისკენ უბიძგა, მაგრამ არ დასცალდათ. მათ უმალვე თავს დაესხნენ მალხაზ გულაშვილის აქტივისტები და მართლმადიდებლური იმპერიის შექმნის მოწოდებების ფონზე, გულმოდგინედ შეუდგნენ აქციის მონაწილეთა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. გულაშვილის ახლად შექმნილი ორგანიზაციის აქტივისტებს ზურგს უმაგრებდნენ გამოცდილი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და დავით აღმაშენებლის საზოგადოება.
ინციდენტის ადგილზე მივიდა პატრული, მაგრამ ისინი კანონდამრღვევთა დაკავებას მოერიდენ და გამშველებლის კეთილშობილურ ფუნქციას დასჯერდნენ. საბედნიეროდ სერიოზულად არავინ დაშავებულა, თუმცა ხულიგნობის მაგალითები მრავლად იყო. აქციის ერთ- ერთ მონაწილეს პრობლემები აქციის შემდეგაც შეექმნა: სახლში დაბრუნებულს უბნელი კრიმინალები დაესხნენ თავს და „სატანისტების“ დაცვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ
დაპირისპირება მეორე დღესაც გაგრძელდა, გიგი თევზაძის გადადგომის მოსურნეები განათლების სამინისტროსთან მივიდნენ. „მამათმავლების“ წინააღმდეგ მებრძოლი მალხაზ გულაშვილის აქტივისტებს თანასწორობის ინსტიტუტიც შეუერთდა, რომლებიც ილიას უნივერსიტეტს ეწვივნენ და სიტყვის თავისუფლების დასაცავად მომიტინგე ახალგაზრდებს ლანძღვა-გინება დაუწყეს. პატრული, კვლავინდებურად აშველებდა.
ამ ინციდენტმა ნათლად წარმოაჩინა რა მასშტაბის გამოწვევის წინაშე დგას ქართული საზოგადოება. პრობლემა ერეკლე დეისაძის ეპატაჟის დაგმობა სულაც არაა. ადამიანთა ჯგუფის მიერ დეისაძის წიგნის წინააღმდეგ კამპანიის წარმოება, ამ კონკრეტული ჯგუფის კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება, ისევე, როგორც დეისაძის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა მოქმედება. პრობლემა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც იწყება პირისპირ მუქარა და ფიზიკური ანგარიშს ადგილწორება. პატრული კი, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ევალება, დანაშაულს არ აღკვეთს.
დიდი ხანია ნათელია, რომ მმართველმა გუნდმა „ათათურქობაზე” ხელი ჩაიქნია. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლებას საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც 4 მაისს გამოხატვის თავისუფლებას იცავდა, იმდენად მცირე და არასანდო ჰგონია, რომ არჩევნების წინ, მათ დაცვას მართლმადიდებლობის სახელით მოქმედი ხულიგნებისგან წამგებიანად მიიჩნევს. მსგავსი მიდგომა ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია და გამართლება არ აქვს. მაგრამ გასაანალიზებელია რატომ არ მიიჩნევს ხელისუფლება საზოგადოების ლიბერალურ ნაწილს ანგარიშგასაწევ ძალად და რატომ მომრავლდნენ რელიგიას და ფსევდო-ეროვნულ ფასეულობებს ამოფარებული მოძალადეები.
მართლმადიდებლობის სახელით, შავრაზმელების მიერ ძირითადი თავისუფლებების დევნა საქართველოში სიახლე არ არის. კარგად გვახსოვს 10 წლის წინ, მამა ბასილის მრევლის მიერ იძულებით გაკრეჭილი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, მათი გადამწვარი წიგნები და დარბეული ოფისები. კვირა არ ჩაივლიდა, ნაცემი იეჰოვას მოწმის შესახებ რომ არ შეგვეტყო. მოხდა რევოლუცია, მოვიდა ახალი მთავრობა, მამა ბასილს გლდანის ეკლესიაში მიაკითხა და ძალის გამოყენებით დააპატიმრა.
ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ეცილებოდნენ მამა ბასილის დაკავების სცენით ხელისუფლების დისკრედიტაციაში. ბოლოს ახალმა მემარჯვენეებმა იმარჯვეს და ეს კადრები წინასაარჩევნო ვიდეორგოლში ჩასვეს „საშინელი აწმყოს“ საილუსტრაციოდ.
პოლიტიკური ოპოზიცია კი არა, საზოგადოების ნაწილი, რომელიც დღეს „ინკვიზიტორებთან“ დამთმობი პოლიტიკის გამო აკრიტიკებს ხელისუფლებას, უწინ მას მოქმედების ფორმას და ეტიკეტს უწუნებდა. ლაშა ბუღაძემ და რატი ამაღლობელმა ბასილ მკალავიშვილის დაკავებას პრესკონფერენცია მიუძღვნეს. გოგი გვახარიამაც კი, რომელსაც უმცირესობებისადმი გულგრილობას ვერ დავაბრალებთ, რამდენიმე წლის მერე გაჰკრა კბილი ხელისუფლებას მკალავიშვილის ინციდენტის გამო: „... დააპატიმრეს „ახალი საქართველოს“ მრისხანე მოწინააღმდეგე, ბასილ მკალავიშვილი, ზედ მიაყოლეს ძველი ხელისუფლების რამდენიმე ჩინოსანი...“ - ქილიკობდა იგი 2008 წლის 1 ივლისის ცხელ შოკოლადში.
გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერები აქციაზე
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი
სმმ-ს ლიდერი შოთა აფხაიძე
ხელისუფლებისა და მართლმადიდებლობის დაპირისპირების თემა, ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციის თვალსაზრისით იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება აქტიურად და უპასუხისმგებლოდ დაიწყო ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა. ბასილ მკალავიშვილის ინციდენტს, 2007 წლის ზაფხულში ფერიის მთაზე ეკლესიის უკანონო მშენებლობის უჭკუოდ დაგეგმილი აღკვეთა მოჰყვა - შედეგად პატარკაციშვილის ტელეკომპანია იმედის ეთერში რამდენიმეთვიანი კამპანია მივიღეთ სახელწოდებით - „ეკლესიებს ანგრევენ“. ხშირად გვესმოდა ბრალდებები, რომ „ამ ხელისუფლებისთვის ყველაფერი ქართული უცხოა“.
აი, რას წერდა ირაკლი კაკაბაძე 2007 წლის 28 ივლისს გაზეთ „რეზონანსში“ მიხეილ სააკაშვილის გუნდის შესახებ: „ეს ის ათეისტები არიან, რომელნიც მზად არიან ერთბაშად მიაფურთხონ ქართულ ღირებულებებს და ფულის გულისათვის საქართველოში ჰომოსექსუალურ ქორწინებებსაც დაუჭირონ მხარი. ...რომელთათვისაც ყველა საშუალება მისაღებია იმისათვის რომ დაანგრიონ ქართული ტრადიციების ეკლესიები“.
ეკლესიის თემით მანიპულირების საუცხოო მაგალითი იყო 7 ნოემბერს ნათია მიქიაშვილის ჩართვა სამების ეკლესიის ეზოდან. საზოგადოებრივი პანიკის დროს, ჟურნალისტი გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებდა სამებაზე სპეცრაზმის შესაძლო თავდასხმის შესახებ. რესპუბლიკური პარტიის წევრები, „სოროსელების“ იმიჯის ჩამორეცხვას და ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას, ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებსა და პატრიარქს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლის შესახებ ჭორების ტირაჟირებითაც კი ცდილობდნენ
მალხაზ გულაშვილის მიერ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის დაარსება, კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებზე თამაში, რუსეთსაც ძალიან ეფექტურ იარაღად მიაჩნია და მას იყენებს კიდეც.
„გარდა ქართველისა, ყველა ცხოველია - ხო, მე ქართველი ვარ და ისე გავაკეთებ, რომ საქართველო ქართველებისთვის და მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის იქნება!“ - ფაშისტური გერმანიის ლოზუნგს სოციალურ ქსელ ფეისბუკში მალხაზ გულაშვილის აქტივისტი, ვინმე აფხაიძე ავრცელებს. რუსეთში იგივე ლოზუნგის ქვეშ პუტინის ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნაში“ იბრძვის.
საინტერესოა მალხაზ გულაშვილი და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა თუ შეიძლება მივიჩნიოთ „ახალი საქართველოს“ მრისხანე მოწინააღმდეგედ“? და საერთოდ, რა არის „ახალი საქართველო“? ვინ არის მასზე პასუხისმგებელი? ყველა მოქალაქე, განურჩევლად რასისა, ეთნიკური წარმომავლობისა, რწმენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ მხოლოდ ხელისუფლება, რომელსაც, ერთი მხრივ, რელიგიურ უმცირესობებზე მოძალადე ბასილ მკალავიშვილთან ძალის გამოყენების გამო გმობენ და, მეორე მხრივ, სექსუალური უმცირესობების მდევნელ გულაშვილთან ფრთხილ მოპყრობას უწუნებენ?
ერთი რამ ცხადია, ლიბერალების სისუსტე ხელისუფლებას ალიბად ვერ გამოადგება და თავის შეცდომებს მათ ვერ გადააბრალებს, მაგრამ იმისთვის, რომ ლიბერალური ღირებულებების ქომაგები ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდნენ მათ ერთდროულად სჭირდებათ: შეუპოვრობა, თანმიმდევრულობა, ადეკვატურობა და რაც მთავარია, საზოგადოებასთან მუშაობა. ალბერტ აინშტაინის არ იყოს, „მხოლოდ კანონმდებლობა ვერ დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას. იმისთვის, რომ ყოველმა ადამიანმა უსაფრთხოდ გამოთქვას საკუთარი შეხედულება, საჭიროა საზოგადოება იყოს შემწყნარებელი“.
![]() |
22 ღვედი ჩვენი არსებობისა |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ყოფითი კულტურა
წლის ბოლოს ქართველ მძღოლებს, შესაძლოა, უსაფრთხოების ღვედების შეკვრა ყველა ტიპის გზაზე მოუხდეთ. პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებზე უკვე საუბრობენ, თუმცა, ახალი ნორმების დამტკიცება შემოდგომამდე მოსალოდნელი არ არის. აპრილის დასაწყისში ცვლილებების ინიცირების საკითხი დაისვა ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ გამართულ შეხვედრაზე. ფონდი, რომლის თავმჯდომარე სანდრა რულოვსია, მიზნად ისახავდა საქართველოში ღვედების გამოყენების პოპულარიზაციას. მსოფლიოს დიდ ნაწილში უკვე მოქმედებს კანონი, რომელიც მანქანის წინა სავარძლებზე მსხდომთ ღვედების შეკვრას ყველგან ავალდებულებს
2005 წლის ოქტომბრიდან საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც გზაზე, სადაც სიჩქარის ლიმიტი აღემატება 80 კმ/სთს, უსაფრთხოების ღვედის გარეშე გადაადგილება იკრძალება. დასახლებულ პუნქტებში მაღალი სიჩქარე დაუშვებელია, ამიტომ კანონი მგზავრების მხოლოდ მცირე ნაწილზე ვრცელდება.
როგორი იქნება ჯარიმები ახალი ნორმების შემოღების შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია. დღეს საქართველოში სანქციები შედარებით მსუბუქია. თუ ჩვენთან ჯარიმა 20 ლარია, ბრიტანეთში შეუკრავი ღვედისთვის 500 ფუნტის (1350 ლარი) გადახდა მოგიწევთ. რუსეთში მსგავსი დარღვევისთვის 1000 რუბლიანი ჯარიმით დასაჩუქრდებით, რაც დაახლოებით 60 ლარია.
შარშან საქართველოს მძღოლთა უსაფრთხოების დაცვის ასოციაციამ ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი უსაფრთხოების ღვედების მიმართ მძღოლების დამოკიდებულების დადგენა იყო. 1150 გამოკითხულს შორის იყვნენ როგორც კერძო, ისე მუნიციპალური და სპეც ტრანსპორტის მძღოლები. გამოკითხულთა 91%25 პროცენტი თანხმდება, რომ ავარიის შემთხვევაში ღვედის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილის ან მძიმედ დაშავების ალბათობას. თუმცა, მათი უმრავლესობის აზრით, ქალაქში ღვედის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. ასეთ პოზიციას გამოკითხულები ქალაქში მოძრაობის დაბალი სიჩქარითა და ღვედებთან დაკავშირებული დისკომფორტით ასაბუთებენ. ტექნიკურ პრობლემას ქმნის ის, რომ საქართველოში ბევრ მანქანაში ღვედები მოჭრილია ან გაუმართავი.
მძღოლები, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოებისთვის ღვედებს ქალაქშიც იყენებენ, საზოგადოებისა და პატრულის თანამშრომლებში გაოცებას იწვევენ. უდიდესი ქართული ინტერნეტ ფორუმის, forum.ge-ს ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ საეჭვოდ მიიჩნიეს და გააჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღვედი ჰქონდა შეკრული. forum.ge-ზე ასეთ ირონიულ გამონათქვამებსაც წააწყდებით: „ღვედი მხოლოდ იმისთვისაა, რომ ლუდის ბოთლი გავხსნათ რკინის დაბოლოებით“. შესაძლოა, ფრაზა ნაწილობრივ ასახავს მძღოლების დამოკიდებულებას ქალაქში ღვედების გამოყენების მიმართ, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ მსგავსი წინააღმდეგობის გადალახვა შესაძლებელია. გადამწყვეტი ეფექტური კონტროლის არსებობაა. მაღალ სიჩქარიან გზებზე ღვედების შეკვრას მძღოლების დიდი ნაწილი უკვე შეეჩვია.
მძღოლთა უსაფრთხოების დაცვის ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ, მკაცრი კონტროლის გარდა, საჭიროა მძღოლთა თვითშეგნების ამაღლება პიარ აქციების მეშვეობით. ასოციაციაში ასევე საჭიროდ მიაჩნიათ ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებში ღვედის გამოყენების საკითხის შეტანა: ავარიის შედეგად ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იყოს, ჰქონდა თუ არა მძღოლს ღვედი შეკრული.
ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ისეთ ვითარებაში, როდესაც მძღოლი ავარიის შედეგად მანქანიდან ვარდება, შეკრული ღვედი სიკვდილის ალბათობას 25-ჯერ ამცირებს. ამავე კვლევის მიხედვით, ავტოკატასტროფებში დაშავებულთა ნახევარზე მეტი 60 კმ/სთ-ზე ნელა მოძრაობდა, რაც ცხადყოფს, რომ საკითხი დაბალ სიჩქარიანი გზებისთვისაც აქტუალურია. ავსტრალიაში, სადაც შესაბამისი კანონმდებლობა ყველაზე ადრე, 1970 წელს შემოიღეს, 1974 წლისთვის სიკვდილიანობამ ავარიებში 37%25-ით იკლო. თუმცა, ეს პერიოდი ნავთობის კრიზისს ემთხვევა, როდესაც ავარიების რაოდენობა ყველა განვითარებულ ქვეყანაში შემცირდა. ღვედებს ცალსახად ვერც შემდგომში მიღებულ კლებას უკავშირებენ, რადგან წლების მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა: ჩატარდა საგანმანათლებლო კამპანიები, მანქანებში გაჩნდა სხვადასხვა ტექნიკური გაუმჯობესებები, განვითარდა ინფრასტრუქტურა.
ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ადამსი ადასტურებს, რომ ღვედებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემოღება მანქანაში მსხდომთა სიკვდილიანობას ამცირებს. თუმცა, მისივე ნაშრომის თანახმად, არ ჩანს ჯამური სიკვდილიანობის კლება. იზრდება მანქანებთან შეჯახების შედეგად დაღუპულ ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეთა რაოდენობა. ამ ფაქტს ეგრეთწოდებული რისკის კომპენსაციის ეფექტით ხსნიან ღვედშეკრული მძღოლი თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს და მანქანის ტარებისას ნაკლებ სიფრთხილეს იჩენს. მკაცრი კანონმდებლობის მოწინააღმდეგეები იმაზეც საუბრობენ, რომ ღვედის არ შეკვრით ადამიანი არავის უქმნის დამატებით საფრთხეს, საკუთარი თავის გარდა. იმით, რომ ღვედის გამოყენებას სავალდებულოს ხდის, სახელმწიფო მოქალაქეთა თავისუფლებას ზღუდავს. არსებობს საპასუხო არგუმენტიც საკუთარი თავის უფრო დიდ საფრთხეში ჩაგდებით მოქალაქე საზოგადოებას ეკონომიკურ ზარალს აყენებს. ვისკონსინის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, იმ დაზარალებულთა მკურნალობა, რომელთაც ღვედები შეკრული არ ჰქონდათ, საშუალოდ 25%25-ით ძვირია. თუმცა, ამერიკელი კონსერვატორების აზრით, მთავრობის მთავარი ფუნქცია სწორედ ადამიანის თავისუფლებათა დაცვაა და არა თავისუფლებათა შეზღუდვის ხარჯზე ეკონომიის მიღწევა. ზოგის შეფასებით, მსგავსი შეზღუდვა ანტიკონსტიტუციური და ამდენად, „ანტიამერიკულიცაა“. ყველაფრის მიუხედავად, შტატების უმრავლესობაში ღვედების გამოყენება უკვე სავალდებულოა და აშშ-ს მთავრობა საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ კანონმდებლობა ყოველწლიურად 10,000-მდე ამერიკელს უნარჩუნებს სიცოცხლეს.
![]() |
23 საქართველო მსოფლიოს №1 მეკობრე |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
კომპიუტერული პროგრამები
„თუ იპარავენ, ჯობია ჩვენი მოიპარონ. მათ დამოკიდებულება განუვითარდებათ და შემდეგ ათწლეულში როგორმე მოვიფიქრებთ, როგორ გადავახდევინოთ“. ამას „მაიკროსოფტის“ დამაარსებელი ბილ გეითსი ჩინელ მომხმარებლებზე ჯერ კიდევ 2006 წელს ამბობდა.
შემდეგი ათწლეული მოახლოვდა. მართალია, კომპიუტერული პროგრამების დიდი ნაწილი ჯერ „პირატულად“ ვრცელდება, მაგრამ ციფრული ქურდების დასჯა უკვე რეალობაა. 2008 წლის ბოლოს სწორედ ჩინეთში, იმავე „მაიკროსოფტის“ პროდუქციის არალეგალური მოხმარებისთვის, 11 ადამიანი გაასამართლეს. მათ წელიწად ნახე რიდან ექვსნახევარ წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. თუმცა, ეს სასჯელი შეიძლება ზომიერად მოგვეჩვენოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზარალი ორ მილიარდ დოლარად შეფასდა.
ინტერნეტში გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებს თუ ვენდობით, ციფრული ქურდობის მაჩვენებლებით ამიერ კავკასიის ქვეყნები ლიდერობს. სამივე ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფის 90%25 ან მეტი მოპარულია. ერთ-ერთი კვლევის (BSAIDC Global Software Piracy Study 2009) მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მეკობრეობის 95%25-იანი მაჩვენებლით. სომხეთი მეორე ადგილს იყოფს ბანგლადეშთან და ზიმბაბვესთან, აზერბაიჯანი კი მესამე პოზიციაზეა შრილანკასთან და მოლდოვასთან ერთად.
სრული სიიდან ჩანს, რომ მეკობრეობის მაჩვენებლები ზოგადად მაღალია კომუნისტური წარსულის მქონე ქვეყნებში. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომუნიზმის ეპოქაში, ათწლეულების მანძილზე, საავტორო უფლებები იგნორირებული იყო. საბჭოთა კავშირში წიგნების თარგმანებიც ისე იბეჭდებოდა, რომ მათ უცხოელ ავტორებს არაფერს უხდიდნენ. შესაბამისად, ამ სივრცეში მომხმარებლებსაც და ბიზნესმენებსაც ხშირად სხვისი ინტელექტუალური საკუთრების კოპირება ჩვეულებრივი ამბავი ჰგონიათ. ამას ემატება პოსტსაბ ჭოთა ქვეყნების სიღარიბე ღარიბ ქვეყნებში პროგრამების მოპარვის პროცენტული მაჩვენებელი ზოგადად უფრო მაღალია.
ჩვენში ჯერჯერობით ციფრული მეკობრეების დასჯის შემთხვევა არ ყოფილა. ქართული ბაზარი ჩინურს ზომით ვერ შეედრება და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი გიგანტების განსაკუთრებული ინტერესის საგანიც არ გამხდარა. შარშანწინ, როცა ერთი უცხოელი ბლოგერი თბილისში მოხსენებას კითხულობდა იმაზე, რომ ჯობია, პროგრამების მოპარვისგან თავი შევიკავოთ, ზოგმა ის საგიჟეთიდან გამოქცეულ უტოპისტად ჩათვალა.
მაგრამ არავის უთქვამს, რომ მცირე ქვეყნების ბაზრების რეგულირება კომპანიების გრძელვადიან გეგმებში არ შედის. ნიშანდობლივია ისიც, რომ კომპიუტერულ კრიმინალთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები უკვე იმართება ჩვენს მეზობელ რუსეთში. ასე რომ, მომავალში შეიძლება შეხედულებების შეცვლა მოგვიხდეს. მით უმეტეს, თუ რეალობად იქცა კიდევ ერთი ქართული უტოპია, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია.
სანამ ეს ყველაფერი მხოლოდ კოშმარული ციფრული სიზმარია, საშუალო ქართველი მომხმარებლის უკანონო მფლობელობაში მყოფი პროგრამების ღირებულება შეგვიძლია პიონერული ხალისით შევაფასოთ.
მხოლოდ ათი პროგრამის ჯამური ღირებულება 2,5 - 3,5 ათას დოლარამდეა. ამას უნდა დავუმატოთ „ვარეზ“ საიტებიდან უფასოდ გადმოწერილი მოპარული ფილმებისა და მუსიკის ფასი. მოპარულ ფაილებს ქართველ მომხმარებლებს არა მხოლოდ სამოყვარულო საიტები, არამედ უდიდესი ინტერნეტპროვაიდერების პორტალებიც აწვდიან. მართალია, სრული უკონტროლობა მომხმარებლებს დიდ კომფორტს უქმნის, მაგრამ, როგორც ბილ გეითსის გამონათქვამიდანაც ჩანს, მომავალში ეს შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. სანამ უცხოეთში ცნობილი პროგრამების უფასო ალტერნატივებს პოულობენ, ქართველები უძვირეს პროდუქტებს სულ უფრო ეჩვევიან.
ოპერაციული სისტემა Windows 7 $200 — $320
საოფისე პროგრამების პაკეტი Microsoft Office 2007 $150 —-$680
გრაფიკული რედაქტორი Photoshop CS4 $700 — $1000
მუსიკალური რედაქტორი Audition 3 $350
ვიდეორედაქტორი Vegas Pro 9 $600
ჩამწერი პროგრამა Nero 9 $70 — $200
მრავალენოვანი ლექსიკონი Babylon 8.0 $40 — $120
ანტივირუსი Norton 360 Version 4.0 $80
სტრატეგიული თამაში C&C: Tiberium Wars $50
სპორტული თამაში Fifa 2010 $120
![]() |
24 ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
საფრანგეთი მაორი მეომრების თავების რეპატრიაციას დათანხმდა
სამშაბათს საფრანგეთის პარლამენტმა ახალი ზელანდიისთვის 16 მუმიფიცირებული ტატუირებული თავის დაბრუნებას მხარი დაუჭირა. თავები ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეობის, მაორების წარმომადგენლებს ეკუთვნით. ასეთი ორიგინალური სუვენირების შესყიდვით ევროპელები მე-17-დან მე-19 საუკუნის ჩათვლით იყვნენ გატაცებულნი. მაორების ძველი ტრადიცია დაღუპული მეომრის თავის შენახვას გულისხმობდა, თუმცა უცხოელების კომერციულმა დაინტერესებამ ტრადიცია მრეწველობად აქცია. ისტორიკოსების აზრით, ევროპაში შენახული თავების ნაწილი ვაჭრობის მიზნით მოკლული მებრძოლების, ნაწილი კი ძალით ტატუირებული და შემდეგ მოკლული მაორი მონებისაა.
ახალი ზელანდიისთვის ადამიანთა ნაწილების დაბრუნების ინიციატივა საფრანგეთში პირველად სამი წლის წინ გაჩნდა. მაშინ ინიციატივამ ხელისუფლების მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. მიზეზი, სავარაუდოდ, საფრანგეთში კოლონიური ეპოქიდან შემონახული საგანძურის სიმრავლე იყო - მთავრობას სამუზეუმო ექსპონატის დათმობის პრეცედენტის შექმნა არ სურდა. მაგრამ ბოლო წლებში ახალ ზელანდიას მუმიფიცირებული თავები არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ დაუბრუნა, რამაც ფრანგი კანონმდებლებიც აიძულა, ანალოგიური გადაწყვეტილება მიეღოთ. ახალი ზელანდიის გარეთ სულ 500-მდე მაორის თავი ინახება, რომელთაგან სამშობლოს უკვე 300-ზე მეტი დაუბრუნდა.
საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის ნებას დართავენ
საუდის არაბეთის მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ უახლოეს ორ თვეში ქალებს მანქანის მართვის უფლება დაუბრუნდებათ. 1990 წლამდე კანონმდებლობა საკითხს არ არეგულირებდა, მაგრამ სუსტი სქესის წარმომადგენლები დაუწერელ კანონს ემორჩილებოდნენ და საჭესთან თითქმის არ სხდებოდნენ. 1990 წლის 6 ნოემბერს, დისკრიმინაციული ტრადიციისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნად, 49 ქალმა 15 მანქანით მსვლელობა მოაწყო. ხელისუფლებამ მარტივი გამოსავალი ნახა და არაოფიციალური აკრძალვა კანონად აქცია.
ცვლილებების იმედს საუდის არაბეთის საზოგადოების ნაწილს, სამეფო ოჯახის ბოლოდროინდელი ლიბერალური ჟესტები უძლიერებს. გასული კვირის ბოლოს გავრცელდა ფოტო, რომელზეც 85 წლის მეფე და მისი ვაჟი ჯანდაცვითი სემინარის მონაწილე ქალების გარემოცვაში იმყოფებიან. ფოტოზე ქალების უმრავლესობას სახე დაფარული არ აქვს. სცენა ქვეყანაში არსებულ კონსერვატიულ ნორმებთან ორმაგ წინააღმდეგობაშია. საუდის არაბეთში საპირისპირო სქესების წარმომადგენლები ერთად არ მუშაობენ. მანდილოსნები საჯარო სივრცეში მხოლოდ თავიდან ფეხებამდე დაფარულები ჩნდებიან.
2004 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მართვის აკრძალვის მიუხედავად, საუდის არაბეთში მანქანას ქალების 47%25 ფლობდა. ვისთვისაც ქმარი ვერ იცლის, ხშირად დაქირავებული მძღოლის ან არასრულწლოვანი ვაჟის იმედად ყოფნა უწევს.
რუსეთში ორმა ახალგაზრდამ 16 წლის გოგონა შეჭამა
ყველა ფოტო: REUTERS ©
გასულ კვირაში რუსეთში, სკოლის მოსწავლე გოგონას მკვლელობისა და შეჭმის ბრალდებით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააპატიმრეს. ერთ-ერთ მათგანს, 21 წლის გოთ როკერს, სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მისმა 20 წლის თანამზრახველმა ერთი წლით მცირე სასჯელი მიიღო.
სასამართლოს დასკვნის მიხედვით, მუსიკოსმა გოგონა საკუთარ ბინაში შეიტყუა, სადაც მეგობრის დახმარებით აბაზანაში დაახრჩო, დაანაწევრა და ღუმელში შეწვა. ერთ-ერთი ჩვენების მიცემისას, ახალგაზრდებმა თავისი საქციელი იმით ახსნეს, რომ „შიოდათ“.
![]() |
25 ქართულ მგელს ძაღლის ეშინია „რეაქტიული კლუბი“ |
▲ზევით დაბრუნება |
ზაზა ბურჭულაძე|სვეტი
ZOOROPA
რამდენიმე დღის წინ ვარაზის ხევიდან ზოოპარკს გადავხედე. მაინცდამაინც სუსტი ნერვები არ მაქვს, მაინც არ მეგონა, ასე თუ იმოქმედებ და ჩემზე შეშინებული მგლების და „ხრუშოვკის“ სამზარეულოს ხელა გალიაში დამწყვდეული ლომების ნახვა. ვიდეოც კი გადავიღე, ზურგზე ცემენტდაყრილი ვეფხვები და ლეოპარდები პატარა, საქათმისხელა გადაუხურავ გალიებში როგორი ატუზულები დგანან... ზედ გალიებთან მძიმე ტექნიკა მიდი-მოდის: ვაკე-საბურთალოს და გმირთა მოედნის დამაკავშირებელ გზას აკეთებენ. პროექტი კარგია. საშვილიშვილო. ამაზე არავინ დავობს. თუმცა, ხომ არ აჯობებდა, მანამდე ზოოპარკის ბინადრები იქაურობას გაგვერიდებინა, სადმე სხვაგან გადაგვეყვანა, სადაც უფრო ნაკლებ დაისტრესებოდნენ? მაინცდამაინც ტრაქტორის გამონაბოლქვი თუ არ შევაფრქვიეთ ლომს სიფათში, ვეფხვს თავზე ცემენტი არ დავაყარეთ და ლეოპარდის გალიასთან არმატურა არ დავაწყვეთ, ისე გზას ვერ გავაკეთებთ? ცხოველთა უფლებები ვერ დაგვიცავს და ადამიანთა უფლებებს როგორ დავიცავთ?
აქ შეიძლება შემომედავონ, რა დროს ცხოველთა პრობლემებზე საუბარიაო. მე კი ვფიქრობ ვინც ცხოველთა უფლებებს არ იცავს, ის ვერც ადამიანთა უფლებებს დაიცავს.
მაშინ დავფიქრდი იმაზეც, საერთოდ უფრთხილდება თუ არა თბილისელი ცხოველს და მივხვდი, რომ უფრთხილდება. ოღონდ უფრთხილდება არა თვითონ ცხოველს, არამედ მის ასლს. არა ზოოპარკში, არამედ ლოგოტიპზე. და თუ ამ ფეშენ ფაუნის გადახედვის შემდეგაც მეტყვიან, რომ თბილისელი ნამდვილ, ცოცხალ არწივს და კენგურუს უფრო უფრთხილდება, ვიდრე ქამრის ბალთაზე ამოფხაჭნილს ან კეპზე ამოქარგულს, მაშინ ბოდიშს მოვიხდი და ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ.
ღრმად მწამს, ცხოველს მეტყველება რომ შეეძლოს, მათ ისეთ სამარცხვინო და საშინელ პირობებში არ ვამყოფებდით, როგორშიც ჩვენი ზოოპარკის ბინადრები გვყავს. თუნდაც მარტო იმის შიშით, ობამასთან ან ევროკავშირის ლიდერებთან არ ეჩივლათ. გაიხსენეთ ისინი, ვინც ამა თუ იმ ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ მათი ტყვეობის უმძიმეს, სასტიკ და აუტანელ პირობებზე ყვება. ახლა წარმოიდგინეთ, რას მოყვებოდნენ თბილისის ზოოპარკის ბინადრები, მათ რომ ამისი უნარი ჰქონდეთ.
p.s. მაინცდამაინც ცხოველთა ვაჟა-ფშაველასეულ სიყვარულს არ ვითხოვ მხოლოდ მათი უფლებების დაცვას. ნუთუ ძნელია?
![]() |
26 გამარჯვებულთა ქედმაღლობა |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა რაზა|თვალსაზრისი
ირაკლი შენგელაია
ამ მომცრო სტატიას რიტორიკული კითხვით დავიწყებ - ვინ გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში? ისტორიის მსოფლიო შემსწავლელთა შეთანხმებული აზრით, მოვლენების მცირეოდენ სათავისოდ ახსნის მიუხედავად, გაიმარჯვა ანტიჰიტლერულმა კოალიციამ. თავს უფლებას მივცემ, საყოველთაოდ მიღებულ დებულებაში ეჭვი შევიტანო და დავძინო, რომ ის სიმართლეს არ შეეფერება. ჩემს დასკვნას ამყარებს პარადოქსული კითხვა - საერთო გამარჯვების შემდეგ ვინ დარჩა გამარჯვებული? სიმართლე ის არის, რომ მეორე მსოფლიო ომისშემდგომი გამარჯვება არა ანტიჰიტლერულ კოალიციას, არამედ სსრ კავშირს დარჩა და შედეგებიც ამაზე მეტყველებს.
პირველი. მთლიანად გაკომუნისტდა ევროპის აღმოსავლეთი, სადაც საბჭოთა ჯარმა (უხეშად თუ ვიტყვით, საბჭოთა ჩექმამ) გაიარა (ოკუპაციას გადაურჩა ჩრდილო-ევროპული ფინეთი, ხოლო, ოკუპაციის მიუხედავად, გაკომუნისტებას - ცენტრალურევროპული ავსტრია, თუმცა, ამ სახელმწიფოს ხელისუფლებამ პოლიტიკურ სტატუსად სოციალ-დემოკრატიული ნეიტრალიტეტი გამოაცხადა). გადარჩა ევროპის მხოლოდ ის ნაწილი, სადაც დასავლელმა მოკავშირეებმა დაასწრეს შესვლა მოკავშირე „საბჭოელებს“.
მეორე. რადიკალმა მემარცხენეებმა მყარად მოიკიდეს ფეხი (და დღემდე წარმატებით) ინდო-ჩინურ აღმოსავლეთში. მართალია, მათი რადიკალიზმიდან დღეს აღარაფერი დარჩა (მცირეოდენი გამონაკლისის გარდა), მაგრამ მემარცხენეობამ სისტემური ფუნქცია ბოლომდე შეინარჩუნა.
შენიშვნა. ლათინურამერიკული, აფრიკული და აზიური სოციალიზმ-კომუნიზმი (პირველი - ტერორიზმის, მეორე - კანიბალიზმის, ხოლო მესამე - ისლამურ-დესპოტური მმართველობის თანხლებით) მოგვიანო პერიოდის თანამდევი პროცესების შედეგი იყო და არის დღესაც.
ვიდრე მკითხველს კიდევ ერთ რიტორიკულ კითხვას შევთავაზებ, საჭიროა გავარკვიოთ, რა მიმართება ჰქონდა სსრ კავშირს რუსეთთან. „ნაციონალური პარტიის ფუნქციას რუსეთში, რომელიც სსრ კავშირად იქცა, ახორციელებს საკავშირო კომუნისტური პარტია (ბ); სსრკ საბჭოები, დღევანდელი, ახალგაზრდა რუსული ინტელიგენციის ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო ხდებიან ნაციონალურები. ასე რომ, მითური „რუსი ერის სახელმწიფო“ არსით სწორედ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირია“. ეს გახლავთ ამონარიდი რუსული ფაშისტური პარტიის თავმჯდომარის კონსტანტინ როძაევსკის წერილიდან (22.08.1945), რომელიც მან მისწერა „ხალხთა ბელადს“, „წითელი არმიის გენერალისიმუსს“, „სსრ კავშირის სახალხო კომისართა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს“ ანუ ამხანაგ სტალინს (წერილის სტილი დაცულია, ხოლო ვისაც სრული ტექსის გაცნობა სურს, ვურჩევ იხილოს ჟურნალი Отечественная история, №3, 1992, გვ. 92-100).
თუ საბოლოოდ დავაზუსტებთ, ვინ დარჩა გამარჯვებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პასუხი ნათელი იქნება და გარკვეული - სსრკ-რუსეთი.
გასული საუკუნის 40-იანი წლების დასასრულს კომუნისტური წარღვნისგან მსოფლიო იხსნა „ცივი ომის“ დოქტრინამ, დროებით (?!) მაინც. დოქტრინის საჯაროდ გაცხადებამ, საბოლოოდ კი მისმა პოლიტიკურმა აღიარებამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის (!) ადმინისტრაციიდან სტალინიზმით შეპყრობილი (!) და მისი მხარდამჭერი პოლიტმოხელეები თადარიგის გზას გაუყენა; დასავლეთ ევროპა გონს მოიყვანა; გადარჩენის მოსურნე სახელმწიფოებს შეაქმნევინა ევროსაბჭო; საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირს; ევროპულ სახელმწიფოებს დაადებინა რიგი უსაფრთხოების ხელშეკრულებებისა; ხელი შეუწყო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ჩამოყალიბებას; შექმნა ევროკავშირი.
მეორე რიტორიკული კითხვა და კითხვა-პასუხს ამით დავასრულებ: ვინ გაიმარჯვა „ცივ ომში”? ოპტიმისტები მიპასუხებენ, რომ დასავლურმა ცივილიზაციამ. ჩემი პასუხი პროვოკაციული იქნება - არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ. ჩემს სიმართლეში დარწმუნდებით, თუ მორიგ პარადოქსულ კითხვას მოისმენთ ვინ დარჩა გამარჯვებული „ცივი ომის“ დასრულებიდან? გამარჯვებული ამჯერადაც რუსეთია, ოღონდ არა „საბჭოური“, არამედ „ევრაზიული“.
ილუსტრაცია: გიორგი GAMEZ არდაშვილი
საქმე ის არის, რომ სსრ კავშირის დაშლამ მის ყოფილ (თუმცა, არასრულ) ტერიტორიაზე გაშალა საბჭოთა სისტემიდან ნგრევის შემდეგ ენერგია გამოთავისუფლებული ევრაზია-რუსეთი, რომელიც დღეს კიდევ უფრო დიდ სივრცეებში ცდილობს შეღწევას. ასე რომ, დასავლურ სახელმწიფოთა ზარზეიმი „ცივ ომში“ სსრკ-ს დამარცხების გამო მოკლევადიანი აღმოჩნდა. შევეცდები, მოკლე თეზისებად ავხსნა ზემოთ ქმული.
თეზისი პირველი. მითი, თითქოს ევრაზია-რუსეთი ცდილობს გავლენის სფეროს აღდგენას პოსტსაბჭოთა სივრცეზე, მოკლებულია რეალობას. მას ეს გავლენა უკვე აქვს და არც არასოდეს დაუკარგავს მოლდოვა (დნესტრისპირეთი), უკრაინა (ყირიმი, ქვეყნის აღმოსავლეთი და გაზბაზური შეთანხმება მომავალი სტრატეგიული პარტნიორობის იმედით), საქართველო (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთად წოდებული ირონ ქართლი), აზერბაიჯანი (მთიანი ყარაბაღი), სომხეთი (ისევ მთიანი ყარაბაღი არცახი და სტრატეგიული პარტნიორობა). არაფერს ვამბობ პოსტსაბჭოთა შუა აზიის სახელმწიფოებზე. ამასთან, ისჯება ყველა, ვინც გავლენის სფეროდან გასვლის სურვილს გამოთქვამს. სასჯელი მით უფრო მკაცრდება, თუ რომელიმე ბედგამწყრალი პრაქტიკულ ნაბიჯებსაც დგამს.
თეზისი მეორე. მსოფლიო პოლიტიკის ლიბერალური ნაწილი დღეს დიდად განიცდის, რომ სსრ კავ შირის ნგრევის შემდეგ რუსეთის იმპერიული ამბიციები (რაც მას მემკვიდრეობით უნდა რგებოდა) არ გაითვალისწინეს და წაართვეს სივრცე, რომელშიც ისტორიულად (?) მის სტრატეგიულ ინტერესებს ითვალისწინებდნენ (ამგვარ მოსაზრებებს სადაც გნებავთ იქ გაიგონებთ, ამერიკულ თუ, განსაკუთარებით, ევროპულ ინტელწრეებში).
თეზისი მესამე. „მსოფლიო ინტელექტუალების“ ასეთმა პოზიციამ იმდენად გააყოყოჩა „დავაჟკაცებული რუსეთი“ და მისი პოლიტელიტა, რომ რუსულ პოლიტიკურ წრეებში უკვე საუბრობენ держава-ს გავლენის სფეროს გაფართოებაზე აფრიკისა და ლათინური ამერიკის მიმართულებით (აზიაში ძალზე დიდი საპირწონე უწევს მეტოქეობას ჩინეთი). რაც შეეხება ევროპას, რუსეთმა შეძლო, დასავლეთი მასზე დამოკიდებული გაეხადა, ჯერ-ჯერობით მაინც, საკუთარი ენერგო რესურსული პოლიტიკის გამოისობით ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაკადების პროექტები ამოქმედდა, რამაც ნაბუკო ჩრდილში მოაქცია. ევროპული ენერგო რესურსული ფახიფუხის შემდეგ საქართ ველოს შერჩა გათხევადებული გაზის ტრანსპორტირებისთვის სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი.
ეს პროექტი საქართველოსთვის სასიკეთო იქნებოდა, რომ არა მოსალოდნელი უმძიმესი პრობლემა ევროპული რუკის გადასინჯვა. პრეცედენტი შედგა კოსოვოს დამოუკიდებლობის სანახევრო აღიარების სახით. ახლა რუსეთი ცდილობს განავრცოს პროცესი და ბუშის პრეცედენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა „წაუმატოს“ მედვედევ-პუტინის პრეცედენტის სახით. რაც შეეხება ევროპის სახელმწიფოთა გაუთავებელ ვერბალურ რეზოლუციურ „სიყოჩაღეს“ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისა და ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის თაობაზე, ის თანდათან პოლიტიკურ ვოდევილს ემსგავსება.
იქნებ ყოველივეს, რაც მოგახსენეთ, ცუდი სიზმრიდან გამოყოლილი შთაბეჭდილების დაღი აზის და სხვა არა ფერი? ღმერთმა ქნას, ასე იყოს.
![]() |
27 მსოფლიო ჩემპიონები არჩევნების წინ |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
სამხრეთ აფრიკა 2010
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა და განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის სწორედ ამ სიიდან შეარჩევს ფეხბურთელებს.
ლიპიმ დროებით არ უხმო მილანის ინტერისა და რომას მოთამაშეებს - მწვრთნელის თქმით, ამ კლუბებიდან რჩეულებს სეზონის დასრულების შემდეგ მიიწვევს. ორივე გუნდს წინ მნიშვნელოვანი მატჩები ელის.
მარჩელო ლიპი
ფოტო: REUTERS ©
სიაში ვერ მოხვდა ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი კარვალიო ამაური, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მიიღო იტალიის მოქალაქეობა. სამაგიეროდ, მწვრთნელის რჩეულთა შორის არიან ვეტერანები ჯანლუკა ძამბროტა და ჯენარო გატუზო, რომლებსაც წლეულს ტრავმების გამო ბევრი თამაში გაუცდათ.
სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე მარჩელო ლიპის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 3 ივნისს მექსიკას, ორი დღის შემდეგ კი შვეიცარიას შეხვდება.
მარჩელო ლიპის რჩეულნი: მეკარეები - ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), მორგან დე სანტისი (ნაპოლი), ფედერიკო მარკეტი (კალიარი), სალვატორე სირიგუ (პალერმო); მცველები - ფაბიო კანავარო, ჯორჯო კიელინი, ფაბიო გროსო, ნიკოლა ლეგროტალიე (ყველა იუვენტუსი), სალვატორე ბოკეტი, დომენიკო კრიშიტო (ორივე ჯენოა), ლეონარდო ბონუჩი (ბარი), მატია კასანი (პალერმო), კრისტიან მაჯიო (ნაპოლი), ჯანლუკა ძამბროტა (მილანი); ნახევარმცველები - მაურო კამორანეზი, ანტონიო კანდრევა, კლაუდიო მარკიზიო (ყველა იუვენტუსი), ჯენარო გატუზო, ანდრეა პირლო (ორივე მილანი), ანდრეა კოსუ (კალიარი), რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა), ანჯელო პალომბო (სამპდორია), სიმონე პეპე (უდინეზე); თავდამსხმელები - მარკო ბორიელო (მილანი), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), ალბერტო ჯილარდინო (ფიორენტინა), ვინჩენცო იაკუინტა (იუვენტუსი), ჯამპაოლო პაცინი (სამპდორია), ფაბიო კვალიარელა (ნაპოლი).
![]() |
28 ახალი ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
...გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ ტრავმების გამო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებენ ბუნდესგუნდის ძირითადი მეკარე რენე ადლერი და ნახევარმცველი საიმონ როლფესი. ორივე მათგანი ლევერკუზენის ბაიერში თამაშობს. ლიოვის თქმით, ასევე გადაწყვეტილია, რომ ნაკრებს მიღმა დარჩება გელზენკირხენის შალკე 04-ის ფორვარდი კევინ კურანი. მწვრთნელმა ფეხბურთელს ძველი ცოდვები არ აპატია.
...იაპონიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოლებს. იაპონელებს 2018 წელს სურდათ ტურნირის მასპინძლობა, მაგრამ გაირკვა, რომ 8 წლის შემდეგ ჩემპიონატს ევროპის ერთ- ერთი ქვეყანა მიიღებს.
...არგენტინის ნაკრების ექსგამთამაშებელმა ხუან რომან რიკელმემ განაცხადა, რომ სანამ დიეგო მარადონა იქნება ქვეყნის პირველი გუნდის სათავეში, ნაკრებში დაბრუნებაზე არ იფიქრებს. რიკელმეს მარადონას ნაკრებში წუთიც არ უთამაშია.
...საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოტო რეჰაგელმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მხოლოდ 9 ლეგიონერს მიიწვევს. რეჰაგელი თავდაპირველად 30 მოთამაშეს შეარჩევს, რომელთაგან სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ 23-ს წაიყვანს.
ისტორიული ფაქტები
…1934 წელს იტალიაში გამართულ მსოფლიოს მეორე ჩემპიონატზე პირველად ითამაშა აფრიკული ქვეყნის გუნდმა - ეგვიპტის ნაკრები პირველივე ეტაპზე დამარცხდა უნგრეთთან.
...1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებმა ითამაშა, არადა, ამ ქვეყანასთან ინგლისს დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას არ აღიარებდა. პრობლემა ფიფა-ს ჩარევის შემდეგ მოგვარდა - კსდრ-ის დელეგაციისთვის ბრიტანელებმა გამონაკლისი დაუშვეს და მათ ქვეყანაში შესვლის ნება დართეს.
...1990 წელს უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ფინალში გფრ-ისა და არგენტინის ნაკრებებმა იასპარეზეს - გერმანელებმა 1:0 გაიმარჯვეს. ბუნდესგუნდი გახდა პირველი, რომელიც მსოფლიოს ზედიზედ სამი ჩემპიონატის ფინალში გავიდა - 1982 და 1986 წლებში გერმანელები იტალიასთან და არგენტინასთან დამარცხდნენ.
...1998 წელს საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებთა მატჩში აფრიკელთა მცველმა პიერ ისამ ორი გოლი გაიტანა საკუთარ კარში. პირველი ავტოგოლი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საიუბილეო, 1600-ე აღმოჩნდა, მეორე კი მოგვიანებით ფრანგთა ახალგაზრდა თავდამსხმელის ტიერი ანრის ანგარიშზე ჩაიწერა.
ფოტოისტორია
1981 წლის 13 მაისი, დიუსელდორფის რაინშტადიონი. თასების მფლობელთა თასის ფინალი, თბილისის დინამო 1:1 იენის კარლცაისი...
წამიც და ვიტალი დარასელია მეორე გოლს გაიტანს გერმანელთა კარში, რამდენიმე წუთში კი ფინალი დასრულდება და ჩვენი დინამო ყველაზე დიდ ქართულ საფეხბურთო გამარჯვებას იზეიმებს.
ჩვენ გვეგონა, რომის თასი ქართული ფეხბურთის პირველი დიდი გამარჯვება იყო და მას უფრო პრესტიჟული ტიტულები მოჰყვებოდა, თუმცა...
შეგვეძლო მეტისთვის მიგვეღწია, მაგრამ ეს არ (თუ ვერ) გავაკეთეთ...
დღეს ყველა ვხვდებით, რომ ქართული ფეხბურთის წინსვლა იმ ფინალის დასრულებისთანავე შეჩერდა: გამარჯვებამ დაგვანაყრა. მას შემდეგ კი, როცა ყოველ 13 მაისს სიამაყით ვიხსენებთ, გული გვწყდება, რომ ერთ ძალიან შთამბეჭდავ ტრიუმფს არ მოჰყვა მეორე, მესამე, მეოთხე...
ახლა, როცა კიდევ ერთხელ, უკვე სევდანარევი სიხარულით ვიგონებთ 1981 წლის 13 მაისის დაუვიწყარ ღამეს, ისიც გვახსენდება, რომ ძველი დამსახურებისთვის მედლებს არავინ იძლევა.
![]() |
29 წაგებისთვის დაჯარიმებული კარტერი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ვინს კარტერი
ფოტო: REUTERS ©
ორლანდო მეჯიქის ვარსკვლავი ვინს კარტერი, შარლოტთან სერიის დასრულების შემდეგ ლას ვეგასში გადაფრინდა და კაზინო ფლამინგოში სათამაშო აპარატებს მიუჯდა. ერთი საათის განმავლობაში ვინსი მაქსიმალური ფსონით თამაშობ და, ჯეკ პოტს ელოდა და ამ დროში 780 000 დოლარი წააგო. კაზინოს ერთ-ერთმა მენეჯერმა კარტერს დარბაზის დატოვება შესთავაზა. ვინსისგან უარი მიიღო და კალათბურთელმაც თამაში გააგრძელა.
ჯეკპოტი სხვა აპარატზე დაჯდა, კარტერს კი იმ მომენტისთვის უკვე 1 383 000 დოლარი ჰქონდა წაგებული. ვინსი მშვიდად წამოდგა, მენეჯერს და კიდევ რამდენიმე ნაცნობს დაემშვიდობა და ფლორიდაში დაბრუნდა.
მეჯიქის გენერალურ მენეჯერს ოტის სმიტს კარტერის გართობის ამბავი მეორე დღესვე შეატყობინეს. ვინსს გუნდის ინტერესებისა და პრინციპების დარღვევისთვის 135 000 დოლარის გადახდა მოუწევს. ამასთან დაკავშირებით კარტერმა მხოლოდ ის თქვა, გული მწყდება, ჯეკპოტი რომ ვერ მოვიგეო.
ფლეი-ოფის მეორე წრეში ვინსის გუნდი ზაზა ფაჩულიას ატლანტას ხვდება.
![]() |
30 ჯონ ჰიგინსის სკანდალი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
სნუკერში მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი, 34 წლის ჯონ ჰიგინსი სეზონის ბოლომდე ვერც ერთ ტურნირში ვერ მიიღებს მონაწილეობას და არ არის გამორიცხული, შოტლანდიელი 8 წლით მოკვეთონ პროტურიდან. ჰიგინსმა უცხო პირისგან მიიღო 300 000 ევრო, სანაცვლოდ კი ოთხი ტურნირის დროს მისი მონაწილეობით გასამართი ყველა შეხვედრა დამკვეთისთვის სასურველი ანგარიშით უნდა დასრულებულიყო.
ერთი კვირის წინ დამთავრდა სნუკერში მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ჰიგინსმა მეორე წრეში მოულოდნელად წააგო ვეტერან სტივ დეივისთან.
ჰიგინსისთვის ადრეც მოუგიათ, მაგრამ დეივისთან მეორე წრეში მან იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ სნუკერისა და პროფესიული ბილიარდის მსოფლიო ასოციაციამ (WRBSA) გამოძიება ჩაატარა. გამოძიებას ასოციაციის პრეზიდენტი ბარი ჰერნი ხელმძღვანელობდა.
ჰიგინსის აგენტი, ამავე ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის (ყოფილი) წევრი პეტმუნი დაუკავშირდა News of The Worldის ერთ-ერთ გამომცემელს, მაზ ჰერმაჰ მუდს და კ ევში შეხვედრაზე შეუთანხმდა. მაჰმუდს ინტერვიუმდე ჰიგინსის საბანკო ანგარიშზე 85 000 ევრო უნდა დაესვა.
კიევში ჰიგინსმა აღიარა, რომ: მიიღო 300 000 ევრო; მიიღებდა 5 პროცენტს იმ თანხიდან, რომელსაც დამკვეთი ტოტალიზატორზე მოიგებდა; თავიდან დამკვეთი მას 200 000 ევროს სთავაზობდა, მაგრამ პეტმუნიმ ის დაარწმუნა, რომ ჰიგინსთან მეგობრობა უფრო ძვირი ღირს; 5 პროცენტიდან მისი ოპონენტი თანხის 30 პროცენტს მიიღებდა.
მაჰმუდი: დარწმუნებული უნდა იყო თუ ოპონენტს ეუბნები, რომ მესამე ფრეიმს წააგებ... ჰიგინსი: კი, პირდაპირ ვეუბნები, მესამე ფრეიმს წავაგებ.
მაჰმუდი: პირიქით რომ მოხდეს? რისკის ფაქტორი ხომ იზრდება...
ჯონ ჰიგინსის აგენტი 18 მაისს ედინბურგში ჩაატარებს ბრიფინგს, რომელსაც შოტლანდიელი ვარსკვლავიც დაესწრება. ჰერნმა ჰიგინსს დამკვეთის ვინაობის გამხელა მოსთხოვა. ჰიგინსის ბანაკიდან ამასთან დაკავშირებით ჯერ არაფერი ისმის.
მსოფლიო ჩემპიონატი კი ავსტრალიელმა ნილ რობერტსონმა მოიგო. ფინალში მან 18:13 დაამარცხა გრემ დოტი. რობერტსონი 1975 წლის შემდეგ ტურნირის პირველი ოზი ფინალისტი იყო 25 წლის წინ ნილის თანამემამულე ედი ჩარლტონმა 30:31 წააგო რეი რერდონთან.
![]() |
31 ვეტერანები და ახალი რეკორდი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
2003 წელს უიმბლდონის ფინალში ავსტრალიელი მარკ ფილიპუსისი როჯერ ფედერერთან დამარცხდა, იმავე მატჩში ზურგის ტრავმა მიიღო და შემდგომშივე ღარ დაბრუნდა მისთვის ჩვეულ, უმაღლეს დონეზე
მერე მარკი გაკოტრდა, რამდენიმე თვის წინ კი, ლეგენდარული ბიორნ ბორგის თხოვნით, ვეტერანების პროტურზე ანუ მსოფლიო სერიაზე დაიწყო გამოსვლა.
ბოსტონში გამართული ტურნირი, რომელშიც რვა მონაწილეზე 150 000 დოლარი გადანაწილდა, ფილიპუსისის გამარჯვებით დასრულდა. მარკმა ფინალში კიდევ ერთი ლეგენდა, 50 წლის ჯონ მაკინროი დაამარცხა 6:3, 4:6, 10:5 (საჩემპიონო ტაიბრეიკი).
33 წლის ავსტრალიელმა ფინალში მაკინროის 24 ეისი მოუწოდა, მისი ერთ-ერთი მოწოდების დროს კი რადარმა 228 კმ/სთ დააფიქსირა. ჯონმა ბენდენა მოიხსნა, რადართან მივიდა და მონიტორი გაწმინდა. მერე ჩოგანი მიამსხვრია და მსაჯს დაუყვირა, ეს რადარი ცდებაო.
ფილიპუსისმა, ჩემპიონის თასთან ერთად, 60 000 დოლარი მიიღო. იქვე ჩატარდა აუქციონი, რომელზეც მაკინროის ახალი ნახატი 230 000 დოლარად, ფილიპუსისის ჩოგანი კი 25 ათასად გაიყიდა. ეს თანხა მთლიანად ჰაიტიზე მიწისძვრისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხა.
ამ დროს რაფაელ ნადალმა კარიერაში მე-17 მა სტერსი მოიგო და ამ მაჩვენებლით ანდრე აგასის რეკორდი გაიმეორა, თუმცა ეს პანელს პროცენტულად ამერიკელზე გაცილებით კარგი მაჩვენებელი აქვს: აგასიმ 17 მასტერსის მოგებას 84 ტურნირი მოანდომა, ნადალმა კი ეს 52 ტურნირში შეძლო.
![]() |
32 უთავო მამლები |
▲ზევით დაბრუნება |
დავით კოვზირიძე|სვეტი
1978 წელს, ხანგრძლივი კრიზისის შემდეგ (ზედიზედ გამოტოვებული დიდი ტურნირები), საფრანგეთში ფეხბურთის განვითარების ოცწლიანი პროგრამა ამუშავდა, 1998 წელს კი, ზუსტად ოც წელიწადში, საფრანგეთის ეროვნული გუნდი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ანუ პროგრამა გეგმის მიხედვით შესრულდა.
მაშინ, 98-ში, ფრანგმა დოკუმენტალისტებმა ძალიან საინტერესო ფილმი გადაიღეს გუნდს მთელი ტურნირის განმავლობაში დაჰყვებოდა ოპერატორი და იღებდა ყველაფერს. თითქმის ყველაფერს. და აი, ერთი საინტერესო კადრი ამ ფილმიდან: 12 ივლისი, საფრანგეთის ნაკრების გასახდელი, ბრაზილიასთან ფინალამდე წუთებია დარჩენილი. ემე ჟაკე, ფრანგების მწვრთნელი, რომელიც საათნახევარში თავისი ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება და ფეხბურთს გამოემშვიდობება, გუნდს ბოლო დარიგებებს აძლევს. უცებ ზინედინ ზიდანი ცალკე გაჰყავს. კამერა ჟაკეს ოქროს სიტყვებს იწერს: „კარგად დაიმახსოვრე: კუთხურის დროს ახლო ძელთან ან რობერტო კარლოსი იდგება, ან ლეონარდო. იქ ჩაგაწვდიან და თავით შეაგდებ.“ ზიდანმა შეაგდო. თავით. თან ორი. ძელთან კარლოსი იდგა. პერსონალურად ლეონარდო იყვანდა...
დიდი მწვრთნელისა და დიდი ფეხბურთელის თანამშრომლობამ ფრანგებს ადრეც მოუტანა წარმატება: მიშელ იდალგოს მიერ შექმნილი ძალიან სექსუალური ნაკრები მისმა სეხნია პლატინიმ, დღეს უეფას პრეზიდენტმა, 84-ში ევროპის ჩემპიონობამდე მიიყვანა.
დღეს ფრანგებს აღარც იდალგო ჰყავთ და აღარც პლატინი.
დღეს ფრანგებს აღარც ჟაკე ჰყავთ და აღარც ზიდანი.
ეს უკვე უზარმაზარი პრობლემაა. არა მარტო წმინდა სპორტული, არამედ ფსიქოლოგიური კუთხითაც, რადგან ბოლო სამი დეკადის ფრანგული სანაკრებო კულტურა ბელადის, გადამრჩენელის, სასწაულმოქმედის ფენომენზეა აგებული და ზემოხსენებული პატივცემული სტრატეგებიც სწორედ მათ გარშემო აწყობდნენ ტაქტიკას. გამონაკლისი იყო 2006 წელი, როცა საეჭვო გაქანების რაიმონდო მენეკის გუნდი ფინალამდე მივიდა, მაგრამ ამბობენ, რომ მაშინ რეალურად გუნდს მართავდა არა დომენეკი, არამედ თავად ბელადი ზიდანი, პატრიკ ვიეირასთან და კლოდ მაკელელესთან ერთად.
რისი იმედი უნდა ჰქონდეთ „მამლებს“ და მათ მილიონობით ქომაგს ამ სიტუაციაში, როცა წარმატების ფორმულაში ჯაჭვის ორივე რგოლი გაწყვეტილია? დომენე კი კვლავ თანამდებობაზეა, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე რთული შესარჩევი ჯგუფიდან ნაკრები ჯერ ფლეიოფში ძლივს გავიდა და იქაც ფეხბურთში არა, მაგრამ ხელბურთში აჯობა ირლანდიას. და ვინ შეავსებს პლატინი-ზიდანის ადგილს? რიბერი? გურკუფი? ნასრი? გამორიცხული არაფერია, თუმცა საეჭვო კი ბატონო.
თუ ამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს არ ჩავთვლით, შემადგენლობის მხრივ საფრანგეთის ნაკრებში ყველაფერი რიგზეა: მეკარე უგოლო რისმა ლიონში მშვენიერი სეზონი ჩაატარა და მეორე გოლკიპერი სტივ მანდანდაც ფორმაშია. დაცვაში: მარჯვნივ ბაქარი სანია, მარცხნივ დღეს ამ პოზიციაზე საუკეთესო პატრის ევრა, ან, საჭიროების შემთხვევაში, ერიკ აბიდალი, რომელსაც ცენტრში თამაშიც შეუძლია. თუმცა აბიდალი ფორმაში არაა, ისევე როგორც თვენახევრის წინ დამტვრეული უილიამ გალასი. სამაგიეროდ საიმედოა ჟულიენ ესკუდე.
ნახევარ დაცვაში დომენეკს ყველაზე დიდი არჩევანი აქვს: ლასანადი არა, ალუდი არა, ჟერე მიტულალანი, ფრანკ რიბერი, სამირ ნასრი, ფლორიან მალუდა, იოან გურკუფი, ანდრე-პიერ ჟინიაკი, ჰატემ ბენ არფა. არჩევანი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ მწვრთნელს თითქმის ყველანაირი ტაქტიკის გამოყენება შეუძლია: შემტევი, დაცვითი, ფლანგებზე აწყობილი, მძიმე, ტექნიკური. თუმცა უნდა გავიმეოროთ დომენეკი ვერაა კარგი ტაქტიკოსი.
შეტევაში ასეთი მდგომარეობაა: ტიერი ანრი ბარსელონას სკამს მიეწება, ქარიმ ბენზემა - რეალისას. შედარებით დიდ დროს ატარებენ მოედანზე ნიკოლა ანელკა და სიდნი გოვუ.
შარშანწინ, ევროპის ჩემპიონატზე, ვერც დომენეკმა მოიფიქრა ვერაფერი, არც ახალი ლიდერი გამოჩნდა და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონიც ჯგუფში ჩარჩა. მდგომარეობა არც საკვალიფიკაციო ტურნირში გამოსწორებულა. არავითარი პროგრესი. მხოლოდ სასწაულის იმედად მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებაზე ფიქრი კი რაღაცით ქართველი „პოლიტიკოსების“ საარჩევნო პროგრამების შინაარსს წააგავს.
![]() |
33 სიახლეები |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი|სიახლეები
გაზის გიგანტების შერწყმის რუსული იდეა
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინას რუსეთის გაზპრომისა და უკრაინის ნაფტოგაზის ერთ ჰოლდინგში გაერთიანების იდეა შესთავაზა. პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ორი გიგანტის შერწყმის იდეა კარგად დამუშავებულია და რუსეთის კიევთან ინტეგრაციის დიდ სურვილს ასახავს. უკრაინის პრემიერს მიკოლა აზაროვს ჯერ საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავს. პესკოვი ამბობს, რომ კიევიდან მომენტალურ პასუხს არც ელოდნენ, რადგან უკრაინამ პუტინის შეთავაზება ჯერ კარგად უნდა შეისწავლოს: „ჩვენ გვესმის, უკრაინას დრო დასჭირდება იმისათვის, რომ ბოლომდე გააცნობიეროს სარგებელი, რომელსაც ეს შეთავაზება გულისხმობს.“ პუტინის განცხადებით, უკრაინა პოლიტიკური სტაბილიზაციის გზას უკვე დაადგა, რაც მომავალში დადებითად აისახება ქვეყანაზე.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა და მშპ-ს პროგნოზი
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2010 წლის პირველ კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, 15%25-ით გაიზარდა და 1.36 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამასთან, ექსპორტი 55%25-ით, ხოლო იმპორტი - 6%25-ით გაიზარდა. სავაჭრო დეფიციტი 9%25-ით შემცირდა. წელს პირველ კვარტალში საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორად - 212 მილიონი აშშ დოლარით - ისევ თურქეთი რჩება. მას მოსდევს აზერბაიჯანი - 137 მილიონით, უკრაინა - 127 მილიონით, რუსეთი - 73.3 მილიონით, გერმანია - 73.22 მილიონით, აშშ - 71.85 მილიონით, ჩინეთი - 71.5 მილიონით, ბულგარეთი - 42.6 მილიონით, სომხეთი - 40.6 მილიონით და გაერთიანებული არაბეთის საემიროები - 39.44 მილიონით. ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი აქვს ფოლადს (57 მილიონი აშშ დოლარი), იმპორტის მაღალი მაჩვენებელი კი - ნავთობპროდუქტებს (119 მილიონი აშშ დოლარი). საქსტატის ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აკეთებს პროგნოზს, რომ 2010 წელს მშპ საქართველოში 5%25-ით გაიზრდება.
საერთაშორისო კონფერენცია თბილისში
თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში საერთაშორისო კონფერენცია - საქართველოს გზები და ტექნოლოგიური პროგრესი - გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: სამთავრობო უწყებათა წარმომადგენლები, 100-მდე ქართული და უცხოური კომპანია, ასევე, მსოფლიო ბანკის, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი - ტრანსპორტის რეფორმისა და რეაბილიტაციის ცენტრის (TRRC), აზიის განვითარების ბანკის (ADB), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გზებისა და ხიდების, აგრეთვე, გვირაბებისა და აეროდრომების მშენებლობის კათედრათა წარმომადგენლები. კონფერენციაზე განიხილეს ადგილობრივი საავტომობილო გზების განვითარების მიმდინარე პროგრამები და მომავალი წლების საინვესტიციო გეგმები.
ალტერნატივა - ლიკვიდური გაზი
ყველა ფოტო: REUTERS ©
შავი ზღვის ლიკვიდური ბუნებრივი გაზის ექსპორტის მარშრუტი, რომელიც ცნობილია, როგორც აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდაკავშირების პროექტი (AGRI), მიზნად ისახავს შავი ზღვის ტანკერებით ყოველწლიურად ევროპას მიაწოდოს 6-8 მილიარდი კუბური მეტრი ლიკვიდური აზერბაიჯანული გაზი. პროექტი გაზის ტრანსპორტირების სერიოზული ალტერნატივაა, რადგან, მისი განხორციელების შემთხვევაში, მარშრუტი გვერდს აუვლის სამხრეთ კავკასიის ორივე მთავარი ენერგოტრანზიტის კორიდორს - რუსეთსა და თურქეთს. ბუნებრივი გაზი, მილსადენების მეშვეობით, აზერბაიჯანიდან საქართველომდე, შავი ზღვის ფოთის პორტამდე მივა, სადაც ლიკვიდურ გაზად გარდაიქმნება. შემდეგ გაზი ტანკერებით გადაიზიდება რუმინეთამდე, შავი ზღვის კონსტანტას პორტამდე, სადაც ლიკვიდური გაზი ისევ ბუნებრივ გაზად გარდაიქმნება და დასავლეთ ევროპისკენ განაწილდება. რუმინეთს აქვს გაზის მიწისქვეშა საცავები და მილსადენების ქსელი ბულგარეთსა და უნგრეთამდე. ექსპერტებმა ამ პროექტს უკვე უწოდეს „მოგება-მოგების შეთავაზება“: პროექტში ჩართულია გაზის მწარმოებელი აზერბაიჯანი, რომელსაც ევროკავშირის ბაზრის მიმართ სასიცოცხლო ინტერესი აქვს; გაზის მომხმარებელი ევროკავშირი, ასევე სასიცოცხლოდ რომ სჭირდება გაზის მომწოდებლების დივერსიფიკაცია და ტრანზიტისთვის პატარა ქვეყანა - საქართველო, რომელსაც პრობლემების შექმნის მოტივაცია არ გააჩნია. პროექტის საერთო ღირებულება, სავარაუდოდ, 5.3 მილიარდიდან 8 მილიარდ ევრომდე იქნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველადი კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად მოგებიანი იქნება ეს მარშრუტი და შეძლებს თუ არა იგი დანახარჯების ამოღებას. ამაზეა დამოკიდებული ამ მარშრუტის დაფინანსებაც. თუ ეს მოხერხდა, აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის მარშრუტმა შეიძლება ნაბუქოს პროექტიც დაჩრდილოს - მით უმეტეს, რომ ნაბუქოსთვის გაზის მიწოდების ხელშეკრულებების გაფორმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ნაბუქოს ძირითად მიმწოდებლებად აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ირანი განიხილება. ამასთან, შეთანხმებების გაუფორმებლობა პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვნად აფერხებს. თავდაპირველად ნაბუქოს ექსპლუატაციაში გაშვება 2014 წლისათვის იგეგმებოდა, თუმცა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ეტინგერმა მიმდინარე წლის მარტში განაცხადა, რომ პროექტი, უკეთეს შემთხვევაში, 2018 წლიდან ამოქმედდება.
705 073 ევრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტს
საფრანგეთის მთავრობამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ასაფრენი ბილიკის გაფართოების წინა საპროექტო სამუშაოებისათვის 705 073 ევროს დახმარება გამოუყო. წინა საპროექტო სამუშაოებს და კვლევებს კომპანია ADPI ჩაატარებს. ფრანგული კომპანია ADPI მსოფლიოში ერთ- ერთი წამყვანია აეროპორტების არქიტექტურული და საინჟინრო დაგეგმარების სფეროში. ADPI ავითარებს აეროპორტების დიზაინს და პლატფორმას. კომპანიას სამუშაოები შესრულებული აქვს დუბაის, ტულუზის და სევილიის საერთაშორისო აეროპორტებში. კვლევის დასრულების შემდეგ, ასაფრენი ბილიკის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ტენდერის საფუძველზე შეირჩევა.
დიდი შერწყმა ავიასფეროში
ამერიკულმა ავიახაზებმა - United Airlines და Continental Airlines - შერწყმის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ორივე კომპანია ერთად, მსოფლიო მასშტაბით, 370 მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 144 მილიონ მგზავრს ემსახურება. გაერთიანებულ კომპანიას United Airlines ერქმევა და Continental-ის ფერებით გაფორმდება. შერწყმის გადაწყვეტილება უკვე შეფასდა, როგორც მოგებიანი: ამ გარიგების შედეგად ყოველწლიურად 1 მილიარდი დოლარის დაზოგვა მოხერხდება. ახალი United Airlines მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი იქნება.
90 მილიონი ლარი საგზაო მაგისტრალისთვის
თბილისი-რუსთავის საგზაო მაგისტრალის მშენებლობაზე 90 მლნ. ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რუსთავში მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა. 19.6-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2011 წლის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება. ქვემო ქართლში განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით, 52 მლნ. ლარი გამოიყოფა, რაც რეგიონში სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებასა და საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.
![]() |
34 წარმატების ფორმულა |
▲ზევით დაბრუნება |
ვახო ბაბუნაშვილი|სვეტი
ერთმოქმედებიანი პიესა
სცენა პირველი
მოქმედების ადგილი სამხრეთული ქალაქი-სახელმწიფო. მთავარ მოედანზე მდგარ ტრიბუნაზე ქალაქის თავი ემზადება სიტყვისთვის. უამრავი ხალხია შეკრებილი რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინში.
ქალაქის თავი - მოქალაქენო! უზენაესი კომისიის მიერ შედეგების შესწავლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ „წარმატების ფორმულის” საუკუნოვანი დაუღალავი ძებნა თავის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. საჯარო, გამჭვირვალე და უაღრესად კომპეტენტურმა შესწავლამ გამოავლინა წესები, რომელთა ზედმიწევნით შესრულება იქნება ჩვენი უმშვენიერესი და ამავე დროს მრავალტანჯული სამშობლოს საბოლოო გაბრწყინების საწინდარი!!
მქუხარე აპლოდისმენტები და აღტაცებული სკანდირება:
- წე-სე-ბი, წე-სე-ბი!!!
ქალაქის თავი მარჯვენა ხელის აწევით ამშვიდებს ხალხს - აღარ ვისარგებლებ თქვენი მოთმინებით. ვბრძანებ: დაევალოს ყველა მოქალაქეს, სავალდებულოდ შეისწავლოს ეს წესები და კანონად მიიღოს. მეტი თვალსაჩინოებისთვის გეძლევათ უბის წიგნაკი- ინსტრუქცია.
წარმატების ფორმულა. ინსტრუქცია.
პარაგრაფი 1
ქვემოთ მოყვანილი ყველა წესი სავალდებულოა ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქისთვის, განურჩევლად სქესისა და თანამდებობისა. პრივილეგია არ არსებობს, თვით მისი ბრწყინვალება ქალაქის თავისთვისაც კი. ერთადერთი უკიდურესი შესაძლებლობა ამ წესების დროებით შეჩერებისა არის ქვეყანაში საომარი მოქმედებებისა და ბუნებრივი კატასტროფების (მიწისძვრა, ღვარცოფი, ცუნამი, ქარბუქი, წყალდიდობა, ვულკანი, ნებისმიერი კოსმოსური ობიექტის დაცემა, კალიების შემოსევა, კანაფის მთელი მოსავლის გახმობა) შემთხვევაში.
ჩვენი სრულიად სამშობლოს სულიერი მამის მართებული ჩასწორებით ყველა წესი ეწყობა რიტუალური სიმღერით, რეგით.
წესი 1
რეგი „მოვდივარ!”
მზის ამოსვლისას სახედაბანილი ეგებები დღეს. აღმოსავლეთით, მზის პირველი სხივებისთანავე იმეორებ 5-ჯერ: „მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს“, „მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს“, „მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს“, „მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს“, „მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს“. ამას ყველაფერს იმეორებ კიდევ 3-ჯერ. სულ 15-ჯერ. მხნედ, შემართებით, თითქოს მატარებელზე ზიხარ. ¾ რიტმულ თვლაში.
წესი 2
რეგი „ეკონომიკა“
რადაც არ უნდა მუშაობდე, სადაც არ უნდა იღვწოდე შენი სამშობლოსთვის, ყველგან უნდა ფიქრობდე ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. მუდმივი ფიქრით ასტიმულირებ შენს მეობას, იდენტობას.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენს სამშბლოში: წყალი 10 ტუგრი, დენი 5 ტუგრი, ჰაერი უფასოა. წყალი 10 ტუგრი, დენი 5 ტუგრი, ჰაერი უფასო...
წესი 3
რეგი „თავდაცვა“
მტერი მუხანათია. არ იცი, როდის დაგესხმება თავს, მაგრამ შენ ხომ შეგიძლია მუდმივ მზადყოფნაში იყო? მეტიც, თუ არც მტერს დაუცდი და ახლავე დაიწყებ ბრძოლას, ხომ საერთოდ დაცული იქნები? რიტმი 2/4. მოჭრით, მარჯვედ: „ბრძოლა დღესვე!“ „ბრძოლა დღესვე!“ „ბრძოლა დღესვე!“
წესი 4
რეგი „პროგრესი”
შენი ქვეყნის პროგრესი ცვლილებაშია, მუდმივ ცვლილებაში. წამითაც არ გაჩერდე, სულ წინ და წინ გასწი. არ დაფიქრდე. მოგეწონა რამე, იმავდროულად შეცვალე. რაც უფრო ხშირად იტყვი „ჩვენ შევცვლით“, მით უკეთესი. ღიმილით, შემართულად, მარჯვენა ხელის ცერი თითის მაღლა აწევით შესძახე: „ჩვენ შევცვლით!“ „ჩვენ შევცვლით!“ „ჩვენ შევცვლით!“
წესი 5
ღამის რეგი
დღის ბოლოს დაღლილ-დაქანცული ნუ იფიქრებ, რომ დიდი საქმე გააკეთე. გაკეთებული არ ჩანს, მხოლოდ გასაკეთებელია თვალწინ. ქვეყნის აღმშენებლობისთვის მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ, სასთუმალთან, ჩურჩულით, როგორც ლოცვას, იმეორებ: „მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“, „მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“
პარაგრაფი 2
ეს არის სავალდებულო წესები ყველა სრულწლოვანი მოქალაქისთვის. წელიწადში ორჯერ (გაზაფხული - შემოდგომა) ერთთვიანი ხანგრძლივობით უნდა შესრულდეს. ამის შემდეგ ჩვენი მრავალტანჯული ქვეყანა გაბრწყინდება!
სცენა მეორე
ქალაქის თავმა სიტყვა დაასრულა. დამანგრეველი აპლოდისმენტები და შეძახილები. გახარებული ხალხის მასა ერთხმად სკანდირებს: „მოვდივართ საქმით, გპირდებით საქმეს!“ მოედანი იცლება. ყველა თავის სამუშაო ადგილს უბრუნდება. ყოველ მოქალაქეს, როგორც გზამკვლევი, „წარმატების ფორმულა“ უდევს ჯიბეში.
![]() |
35 La Do ბოლო ელექტრონავტი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|მუსიკა
არსებობს წარმოდგენა, რომ ადამიანის ბედზე, ვარსკვლავების განლაგების გარდა, მისი სახე ლიც მოქმედებს. თუ ამ თეორიას დავუჯერებთ, მაშინ ლადო ოდილავაძის ბედი დაბადებისთანავე განისაზღვრა. მისი სახელი ორი ნოტისგან შედგება, გვარის ფუძე კი სასიმღერო შეძახილია, რომე ლიც რამდენიმე ათეული საუკუნეა რომელიღაც წარმართულ ღმერთს ადიდებს ოდილა! ვინაიდან ლადოს სახელი უკვე სავაჭრო ნიშნად იქცა და მას მსოფ ლიო მუსიკალურ სივრცეში გვარის გარეშე იცნობენ, ამის გამო მას მხოლოდ სახელით მოვიხსენიებთ.
ლადოს ამბავი
6 წელია ვუკრავ. სამი წელი უბრალოდ სხვის მუსიკას ვმიქსავდი. სამი წლის წინ ჩემი მუსიკის წერა დავიწყე. არავითარი მუსიკალური განათლება არ მიმიღია, საბანკო საქმის დაფინანსების ბაკალავრის დიპლომი მაქვს. პირველი ორი წელი მუსიკის კეთებას ვსწავლობდი, მესამე წელს დიდი პროგრესი განვიცადე და ევროპული შემო თავაზებებიც წამოვიდა.
ლადო ოდილავაძე
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი
დღეში, სულ მცირე, 8 საათს ვმუშაობ. ჩემს ოთახში ყოველთვის ბნელა და დრო გაჩერებულია.
ჩემი მუსიკა მაის ფეისზე დავდე და პირველად ასე მომაგნეს უცხო ურმა-ლეიბლებმა. შემდეგ ირლანდიურ ლეიბლს, FVF-ს გავუგზავნე ორი ტრეკი. ძალიან სწრაფად მიპასუხეს და მათი გამოშვების უფლება მთხოვეს. გამიხარდა. შემდეგ ჩემი ორი ტრეკი კიდევ გამოუშვეს და დუბლინში, თავიანთ კლუბში დასაკრავად მიმიპატიჟეს. კლუბს პოგო ჰქვია.
დუბლინში ვიგრძენი, რას ნიშნავს იყო მუსიკოსი. დიჯეი დუბლინში ღმერთია, ირლანდიელები კი საოცრად გულიანი ხალხი. ხარებივით სვამენ. იქ მივხვდი, რომ პუბლიკა დიჯეისთვის მთავარია. ვნახე, როგორ გაერთო ხალხი ჩემს დაკრულზე და ამან უზარმაზარი ენერგია შემმატა. საოცარი სული ტრიალებს კლუბ პოგოში. ბედნიერი ვარ, რომ გამიმართლა და იქ დავუკარი.
FVF-ის შემდეგ ჩემი მუსიკა გერმანულმა ლეიბლებმა გამოუშვეს. 9volt, Romer Records, Robot Ranch ჩემთან რეგულარულად თანამშრომლობენ. ახლა მუსიკას Trapez-ის თვის ვწერ, ვინილი მალე უნდა გამოუშვან. იმედი მაქვს, პრეზენტაციაზე ბერლინში ჩავალ.
მინდა, რომ ბერლინში გადავიდე საცხოვრებლად. თბილისში ჩემი მუსიკა არ იყიდება. მუსიკის გაყიდვის გარდა, კლუბებშიც ხშირად არ ვუკრავ, მხოლოდ კიკეთი ოუფენ ეარზე და უიქ ენდზე. ელექტრონავტში გამარჯვების შემდეგაც არ მომსვლია თხოვნები კლუბებიდან. თბილისში არ არსებობს ისეთი კლუბი, რომელშიც მინიმალ-ტექნოს დაკვრაა შესაძლებელი. როგორც წესი, თბილისურ კლუბებს არ აქვთ გამოკვეთილი სტილი და ყველანაირ მუსიკას ურევენ. ვერც გაამტყუნებ, სხვანაირად ხალხი არ ივლის. მინიმალი და ტექნო თბილისში ცოტას უყვარს. მენანება კლუბი ბერლინი და ცუმბო. მე ყველაფერი იქ დავიწყე.
ჩემი ერთადერთი გამოსავალი უცხოეთში გადახვეწაა, იმიტომ რომ აქ შემოსავალი საერთოდ არ მაქვს. ამავე დროს, არ მინდა, ევროპაში ჩვეულებრივი ემიგრანტი ვიყო და კაფეში ვიმუშაო. როცა სხვა რამეზე მუშაობ, საღამოს სახლში მოსული და დაღლილი მუსიკას ვერ გააკეთებ. მუსიკოსს სჭირდება დრო და ფული, რომ იარსებოს. მინდა, ჩემი მუსიკით და დაკვრით ვიშოვო ფული და არა კაფეში მუშაობით. თბილისშიც მქონდა კარგი სამსახური, მაგრამ მუსიკის გამო თავი დავანებე.
ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა ელექტრონავტზე გამარჯვება. საუკეთესო დიჯეი და მერე საუკეთესო მუსიკოსის ნომინაცია - წარმოუდგენლად მაგარია! სერგი გვარჯალაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი ადამიანია. ის თითქმის მარტო იბრძვის ქვეყანაში ახალი კულტურის დასამკვიდრებლად.
ჩემი მუსიკა არავისას არ ჰგავს. ის ჩემია. ჩემს მუსიკას არავის ვაძლევ. კეთილ ინებონ და იყიდონ. ინტერნეტში არ ვდებ - მოპარვის დიდი საფრთხეა. როცა ჩემი ტრეკი ერთ-ერთ საიტზე დავდე, ცოტა ხანში გუგლის საძიებო სისტემამ დაახლოებით 40 საიტიდან ამომიგდო. მთლად იზოლირებულიც ვერ იქნები, მუსიკა მსმენელისთვის უნდა აკეთო. ახლა ჩემი ერთი ტრეკი www.beatport.com-ზე ჰიტ აღლუმის ოცეულშია.
ქართველი ინოვატორი მუსიკოსებიდან მომწონს ჟორჟიკა (გიორგი ჟორჟოლიანი), გრინ ბიმ და ლეონი, ფორესტები, ბიბი კვაჭაძე და ბოლო დროს გავიგე Me and My Monkey-ზე.
ძალიან ვდარდობ, რომ ჩემს ქვეყანაში ჩვენს საქმეში არაფერი გამოდის. ყველაზე მეტად ჩემი ძაღლის დატოვება არ მინდა. უჩემოდ მოკვდება.
PS:
Lado
dgevandel potoebs roca gadaitan erti
shen romelic mogeconeba momeci ro
gaugzavno ro dresdenshi gavagzavno
erti nebismieri romelic ginda
10:02pmMe
Aucileblad
just chemi kompi ragac ver xedavs imat
romlebic me momewona
da xvalamde mogiwevs mocda
da dzalian gtxov miawero rom
picture by alexander bagration-davitashvili
10:03pmLado
eg vici
vso cavedi musika unda gavaketo
![]() |
36 საბა ანუ ლიტერატურის ერთი საჯარო საღამო |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|ლიტერატურა
დაჯილდოების ცერემონია. 2009 წელი
ფოტო: TBC ბანკის არქივიდან
დღეს, როცა ფართო საზოგადოებისთვის მხატვრული ლიტერატურა მხოლოდ ირიბი გზებით ხდება აქტუალური - ვგულისხმობთ საპროტესტო აქციებზე მოლექსეების გულისგამგმირავ ქუხილს ან სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციის მიერ, გნებავთ, ნაკლებად ღირებული ტექსტების საჯაროდ დაწვის მცდელობებს, ერთადერთი მოვლენა, რომელიც თითქმის მთელი საქართველოს თვალყურს, თუნდაც ერთი საღამოს განმავლობაში, წიგნისკენ მიაპყრობს, ნამდვილად არის ლიტერატურული პრემია „საბა“ და მისი დაჯილდოების ცერემონიალი, რუსთავი 2-ის ეთერში საკმაო პომპეზურობით რომ გადაიცემა. ამბობენ, რომ „საბას ფრთა“ ჩვენებური სამწერლო ელიტის არც მთლად საგულდაგულოდ ჩაკეტილი კარის ერთგვარი გასაღებიც კია. შესაბამისად, კონკურსი ყოველთვის იწვევს ვნებათაღელვას, ვნებათაღელვა კი - ათას ჭორსა და მართალს.
წელს საბას „ლონგ-ლისტი“ ანუ გამომცემლობების მიერ წარდგენილ წიგნთა სია მოგვიანებით გამოქვეყნდა. მცირე ხმაური ამანაც გამოიწვია, თუმცა მალევე ჩაცხრა. ჩვენ კი შევეცადეთ, ზოგიერთი კითხვა, რომელიც ქართველ მკითხველს აწუხებდა, ორგანიზატორებისთვის მიგვეწვდინა და ერთ-ერთ მათგანს, TBC ბანკის ფიარის განყოფილების უფროსს, მაია ძირკველიშვილს გავესაუბრეთ.
- როგორ გაჩნდა „საბას“ იდეა?
- TBC-ის ინიციატივა იყო - 2002 წელს ჩვენი ბანკი 10 წლის გახდა. იმის ნაცვლად, რომ რამე ერთდღიანი ღონისძიება გაგვემართა, რომელიც უკვალოდ ჩაივლიდა, გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა გრძელვადიანი პროექტი კულტურის სფეროში. მსჯელობის შემდეგ გადავგადავწყვიტეთ, რომ ყველაზე მეტად ჩვენს დროში დახმარება ლიტერატურას და წიგნს სჭირდება. დავუკავშირდით ახალი თაობის ავტორთა ჯგუფს - დათო ტურაშვილს, დათო მაღრაძეს, ლაშა ბუღაძეს, რატი ამაღლობელს - ისინიც სიამოვნებით ამოგვიდგნენ მხარში. დამფუძნებლებს, გარდა ჩვენი ბანკისა, პენ-კლუბი, გაზეთი 24 საათი და ტელეკომპანია რუსთავი 2 წარმოადგენენ.
- ხომ არ გაგითვალისწინებიათ სხვა ლიტერატურული კონკურსების, თუნდაც საზღვარგარეთულის გამოცდილება ან მოდელი?
- დიახ, ჩემს მიერ ჩამოთვლილმა ხელოვანებმა მოიტანეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც სხვა ქვეყნების, ისე საქართველოს გამოცდილებას. დღემდე ეს მოდელი მუშაობს და ვთვლით, რომ დიდი წარმატებითაც.
- ტრივიალურად რომ გკითხოთ, გაამართლა?
- ბუნებრივია. მართალია, ჯერ შესაბამისი სოციოლოგიური კვლევები არ ჩაგვიტარებია, მაგრამ მიზანი, რომ საბა ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო გამხდარიყო, ალბათ მიღწეულია. ამის თქმის საბაბს გვაძლევს ის უდიდესი ინტერესი, რასაც ეს კონკურსი დღემდე იწვევს ავტორებსა თუ გამომცემლებში.
- გამომცემლობებზე ჩაგეკითხებით. რადიო თავისუფლების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთ წერილში მოყვანილია ფაქტი, რომ მათი უმრავლესობა წიგნების ნაწილს წინა წლის სახელით გამოსცემს, რათა კონკურსში წარდგენის უფლება მოიპოვოს.
- გეთანხმებით, ოღონდ ეს ჩვენს კომპეტენციას, ასე თუ ისე, სცილდება. თანაც, სამწუხაროდ, როგორც ვიცი, არ არსებობს რაიმე მყარი მონაცემთა ბაზა. თუმცა არის სხვა, უფრო საყურადღებო დეტალები. მაგალითად, წელს იმიტომაც შეფერხდა „ლონგ-ლისტის“ გამოქვეყნება, რომ წარმოდგენილი კრებულების უმრავლესობაში წინა წლებში გამოქვეყნებული ლექსები თუ მოთხრობები შედიოდა. ახლა გამონაკლისი დავუშვით. მომავალი წლიდან ამგვარი წიგნები აღარ მიიღება.
- ხომ არ გეგმავთ ნომინაციაში, ვთქვათ, ისეთი მიმართულების დამატებას, როგორიც ლიტერატურული პერფორმანსი ან ვიდეოარტია?
- ამ თემას ჯერჯერობით არ განვიხილავთ. საბას მიზანი, უპირველესად, წიგნის პოპულარიზაციაა.
- ბოლო პერიოდში „საბაზე“ ერთი-ორი კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა. ძირითადი შენიშვნები უკავშირდებოდა ჟიურის უცვლელ შემადგენლობას, მათზე ზეწოლას, ასევე დამფუძნებელთა მონაწილეობას კონკურსში...
- ჟიური კონფიდენციალურია, თუმცა არ გამოვრციხავ, რომ თბილისის ლიტწრეების სიმცირის გამო ვინმეს გაეგო და ეცედა ზეწოლა, თუმცა, მჯერა, უშედეგოდ. უცვლელი კი არასდროს ყოფილა. უბრალოდ, ხანდახან ზოგიერთი წევრი მეორდებოდა, რაშიც მე პრობლემას ვერ ვხედავ. ასეა ბევრ წარმატებულ კონკურსში. ყოველთვის ვცდილობთ, სხვადასხვა თაობა იყოს წარმოდგენილი. ჟიურის წლევანდელი შემადგენლობა სრულიად განსხვავდება წინა წლებისგან. ერთი სიურპრიზიც გვაქვს - მისი წევრი იქნება საზოგადოებისთვის სხვა კუთხით ცნობილი პოროვნება. რაც შეეხება მეორე პრეტენზიას, როგორ ფიქრობთ, თუ რომელიმე დაფუძნებელმა კარგი წიგნი დაწერა, უნდა უგულებელვყოთ?
საერთოდ, მიმაჩნია, რომ ამ კუთხით სერიოზული კრიტიკის ნაკლებობას განვიცდით.
მოკალი ნიჭი
რატომ უნდა კარგ მთქმელს კარგი გამგონი
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი
პირველი ყველაზე ეროვნული და გრანდიოზული შოუ ნიჭიერი დასრულდა! გაიმარჯვა ხულოელმა მომღერალმა ლევან შავაძემ - ადამიანმა, რომელიც კარგად მღერის, მაგრამ, პროექტის რამდენიმე სხვა ფინალისტთან შედარებით, არცთუ ისე გამორჩეულია. მაპატიოს ბატონმა ლევანმა და მისმა გულშემატკივარმა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი გამარჯვება მხოლოდ კარგი გულშემატკივრის და აჭარის დამსახურებაა. მაყურებელი ალბათ არ იმსახურებს მარიამ კახელიშვილის, ანა ხანჩალიანის, დათო რობაქიძისა და ავთო ნაცარაშვილის მსგავს კონკურსანტებს. შედეგიდან ჩანს, რომ პუბლიკისთვის სულ ერთია, რას აჩვენებ და რას მოასმენინებ, რადგან მას უბრალოდ უარესი ურჩევნია, რუსთავი 2-ის კოლექტივი კი ამაოდ დაშვრა, როცა ცდილობდა, რომ ხარისხიანი შოუ ეჩვენებინა.
პოპულარულობიდან და იუთუბზე ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, გამარჯვების სამი რეალური კანდიდატი იყო: მარიამ კახელიშვილი, ანა ხანჩალიანი და გულნაზ გოლეთიანი. ყველაზე მეტად მარიამ კახელიშვილის გამარჯვება იყო მოსალოდნელი, რადგან მის მიერ ნამღერ ბიონსეს Listen-ს სრული ფურორი მოჰყვა. ვიდეოპორტალებზე კი კახელიშვილის საკონცერტო ნომერს ნახევარ მილიონამდე მნახველი დაუგროვდა. თუმცა მოვლენები არაკანონზომიერად განვითარდა.
Britain's Got Talant-ის ქართული ვერსია მეტ-ნაკლებად წარმატებულად შეიძლება ჩავთვალოთ. გაწაფული თვალი, რომელსაც ინგლისური შოუ უნახავს, რამდენიმე კონკურსანტის ქართველ ანალოგს ამოიცნობდა: შარშანდელი ბრიტანელი ფინალისტი - სიუზან ბოილი საქართველოში გულნაზ გოლეთიანად გარდაიქმნა; პატარა კონი ტალბოტი უსაყვარლეს მარიამ ფაჩულიად მოგვევლინა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრად ნაკლები რესურსია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, საბოლოოდ ნიჭიერი მაინც კარგი გამოვიდა: პროექტი შედგა, ჰქონდა კარგი რეიტინგი და რამდენიმე ტალანტი აღმოაჩინა. საქართველო ისევ იამაყებს, რომ არის ქვეყანა, სადაც ყველა მღერის.
პოპი და როკი
პირველ მაისს როკკლუბში პრომო ინდასტრის მიერ ორგანიზებული ფეიკ პაპსა საღამო გაიმართა.
ოთხი ქართული მეტალჯგუფი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში სხვადასხვა პოპჰიტის მეტალვერსიას ასრულებდა. ორგანიზატორების თქმით, ეს იყო ერთგვარი პროტესტი მუსიკალურ სცენაზე არსებული სიტუაციის მიმართ.
მთლიანობაში საღამომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. განსაკუთრებით ძლიერად გამოვიდნენ Defenders Of Tanelorn და Incarnate. ორივე ჯგუფმა გამოცდილების, შესრულების მაღალი ტექნიკისა და გემოვნების ხარჯზე შეძლო სრულყოფილთან მიახლოებული ქავერების მომზადება. რაც შეეხება დანარჩენ ორ ჯგუფს, Bohema-ს გამოსვლაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, Psychometria-მ კი, სავარაუდოდ, ბოლომდე ვერ გაიაზრა, რას ნიშნავს პოპჰიტების დაქავერება.
ამ კონცერტით დასრულდა პრომოინდასტრისა და როკკლუბის თანამშრომლობა. პრომოინდასტრის დამფუძნებლის, ლევან ბეითრიშვილის თქმით, კომპანია ივნისისთვის საკუთარი კლუბის პრეზენტაციას მოაწყობს.
![]() |
37 ძველით ახალი Tbilisi Fashion Week |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|FASHION
Atelier ten'a
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი
საქართველოში გვაქვს ორი ახალი წელი, ორი შობა, ორი გიორგობა, ორი ბებია და ბაბუა და მოდის ორი კვირეული! ერთს ჯორჯიან ფეშენ ვიქი ჰქვია, მეორეს კი ტოპონიმი უფრო დაკონკრეტებული აქვს და თბილისი ფეშენ ვიქად იწოდება.
მეორე ფეშენ ვიქის გახსნა პირველ გიორგობას დაემთხვა. კვირეული გახსნა სიმონ მაჩაბელმა, რომელმაც მოდის წინა კვირეულზე ტანსაცმელი დალოოდის სახლთან ერთად წარმოადგინა. ცუდად განათებულმა პოდიუმმა რედისონის ბოდრუმში შეკრებილ საზოგადოებას დიზაინერის ნაშრომის სრულყოფილ აღქმაში ხელი ვერ შეუშალა და ჩვენების ბოლოს კულისებიდან წამიერად გამომხტარმა სიმონ მაჩაბელმა გულიანი აპლოდისმენტები მიიღო. საერთო ჯამში კვირეულში 25 ქართველი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას და ის 11 მაისს დასრულდება. საპატიო სტუმრის სტატუსით კვირეულს მოდის სამყაროს მეტრი - რობერტო კავალი ესწრება.
სიმონ მაჩაბელის კოლექციიდან
Atelier ten'a
![]() |
38 კაფე-რესტორანი ევრორემონტით |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რესტო
ტარტინი
თბილისი 0179
უბანი: ვაკე გეგეშიძის ბაღთან
ტელ: 22 66 69
სამზარეულო: ფრანგული
საათები: ყოველ დღე 08:00 - 24:00
ბარათები: მიიღება ყველა ბარათი, ამერიკან ექსპრესის გარდა
ფასი: 55 ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინითა და სერვისის ჩათვლით. უალკოჰოლო ლანჩი ამ თანხის ნახევარი)
პარკინგი: აბაშიძის ქუჩაზე
კაფე-ბარი და რესტორანი ტარტინი, რომელზეც აქ გიამბობთ, ერთ-ერთი წარუმატებელი რესტორნის შენობაში აღმოცენდა არც თუ დიდი ხნის წინ. აღმოცენდა ერთი შეხედვით უბრალოდ, ყოველგვარი გადაპრანჭული თაბაშირის ფილების, პრეტენზიული მჭახე განათების ანუ ე.წ. ძვირად ღირებული ევრო რემონტისა და მნიშვნელოვანი ფულადი ინვესტიციის გარეშე. აქ ინვესტიცია სხვაგან დევს. ამით იმის თქმა მსურს, რომ, ეს, რისი გაკეთებაც ტარტინის მფლობელებმა აქ მოახერხეს, არის ევრო რემონტი მინიმალური დანახარჯებით ატმოსფეროსა და განწყობის შექმნა. ერთი შეხედვით სახელდახელოდ შეგროვებული ძველმა ნების ხარჯზე აქაური ატმოსფერო უფრო ევროპულია, ვიდრე თბილისის სხვა კაფეში შეხვდებით. თავად განსაჯეთ, 1940-იანი წლების რადიო, რომელზეც HIFI დგას, ჭერში შემოწყობილი ცარიელი ღვინის ბოთლები, პარიზის ქუჩების აბრები, კი ნოპლაკატები და ბრწყინვალე ქართულით მოლაპარაკე დაუზარელი ფრანგი ბარმენ მიმტანი არის თუ არა ევრო რემონტი, თანაც კარგი გაგებით. აქ განწყობა თითქმის ისეთივეა, როგორსაც ჩვეულებრივ, რიგით პარიზულ ბრა სერიაში იპოვით. ქაღალდის მენიუს ძებნას ნუ და უწყებთ, მენიუ მხოლოდ ყოველდღიურად ცვალებადი კერძებისგან შედგება; ყველაფერი დაფაზე გახლავთ ცარცით ჩამოწერილი. ესეც, ნამდვილი ბრა სერიის ტრადიციების კარგი დაცვით.
დღის მენიუშია ორნაირი სუპი, ტარტინების უხვი არჩევანი, სალათები და ორი-სამი ძირითადი კერძი. ტარტინზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტრადიცი ულად ნიშნავს ჩვენებურ კარაქიან პურს, რომელიც დროთა განმავლობაში ისე განვითარდა, რომ დღეს ათასგვარი მოსასხამით, გნებავთ, საკაზმით გამოდის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არის ერთმაგი, გახსნილი სენდვიჩი, რომელსაც ლორით, ყველით, კვერცხით ან სულაც ხილითა და ბოსტნეულით გააწყობ. ტარტინის ცნობილი ნაირსახეობაა კროკ მუსიე (Croque Monsieur) დამდნარი ემენტალის ან გრიერის ყველითა და ლორით ან კროკმადამ (Croque Madam) იგივე ყველით, ოღონდ ბეშამელის სოუსით შემაგრებული, ზევიდან ცოცხლად მოხარშული კვერცხით. პარიზის კაფე-რესტორნებში კარაქიანი პურის ასეთივერ სიების მომზადება უკვე მიღებული წესი იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ათწლეულში. კროკ მუსიეს არსებობას მარსელ პრუსტი მოწმობს თავის „დაკარგული დროის ძიებაში“.
აქ ტარტინები სოფლურ გლეხურად მოაქვთ, სქელ დაფაზე, სალათას თან ერთად. ტარტინების საშუალო ფასი 1012 ლარი. ძალიან კარგი გამოდგა ხახვის სუპი (6.00) შავი ღვინით სქლად კონცენტრირებული, ქონდრის ზომიერი არომატით. ძირითად კერძად ავირჩიეთ ქათამი ძმრის სოუსში (16.00). შეკვეთის მიღების შემდეგ სამზარეულოდან გამოსულმა ოფიციანტმა დაფაზე ამ კერძს ცარცის ხაზი გადაუსვა, იმის საჩვენებლად, რომ ქათმის ბოლო შეკვეთა გაყიდეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ ახალ პროდუქტს ყოველდღიურად იღებენ, რაც, თუ ნამდვილად ასეა, მხოლოდ მისასალმებელია. ღვინო Cuvйe Tartine (ჭიქით 3 ლ. ბოთლი 20) აღმოჩნდა, რომ არის ჩვენებური ჩამოსასხმელი საფერავი, ოღონდ კარგად შერჩეული და აქაურობაზე მშვენივრად მორგებული, საფერავისთვის ოდნავ თხელი, უფრო ევროპული, მაგრამ ხილის საამური, მსუბუქი ტონებით. ტარტინში სადილი სასიამოვნოა, მაგრამ ალბათ უფრო ლანჩი სჯობს. ეს უკვე თავად განსაჯეთ.
ჰო, მართლა, ყავაც კარგი აქვთ, თანაც იაფი.
![]() |
39 ლუდში მოხარშული ღორის კანჭი მდოგვის სოუსით |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
თეკუნა გაჩეჩილაძე,
შეფ მზარეული
4 ულუფა |
კანჭისთვის წამოადუღეთ ლუდი და 2 ლიტრი წყალი, დაამატეთ ნიორი, ხახვი, სტაფილო, დაფნის ფოთოლი და პილპილი. კანჭი მოათავსეთ ქვაბში და ხარშეთ ხორცის დარბილებამდე, დაახლოებით 3 საათი. სოუსისთვის მოთუშეთ ხახვი, დაამატეთ ბულიონი და წამოადუღეთ. შეურიეთ სამივე სახის მდოგვი. დუღილისას გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ ნაღები, პილპილი და მარილი. მოხარშული კანჭი გაანაწილეთ ოთხ თეფშზე და მოასხით მდოგვის სოუსი. კერძი მიირთვით მოთუშულ კომბოსტოსთან და ახალ კარტოფილთან ერთად.
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ
სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) ,
გუდვილი ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. (24 33 02 / 03 ).