The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თავისუფლება № 1 (13), იანვარი, 2003


თავისუფლება № 1 (13), იანვარი, 2003


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სუბარი სოზარ, ბერტრანი კლოდ ჟან, ქადაგიშვილი თიკო, საყვარელიძე ფრიდონ, კიკნაძე ზურაბ, ღაჭავა ნინო
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ინსტალაცია თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge



1 ჟურნალისტური ეთიკა და პრესის ომბუდსმენი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სოზარ სუბარი

სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტიკის მისია

ქართველ ჟურნალისტებს ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი ზედმეტად არიან სენსაციას გამოდევნებული, რომ ქართულ პრესაში ძნელია ჭორისა და მართლის გარჩევა, ხოლო ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს კაცის შეურაცხყოფა „ჩირად არ უღირთ“...

ეს საყვედურები არ არის სიმართლეს მოკლებული, თუმცა, თავის მხრივ, თავდასაცავი არგუმენტები ჟურნალისტებსაც საკმაოდ აქვთ:

● ჯერ ერთი, სენსაცია ხშირად არის ჟურნალისტის „პური არსობისა“, რადგან საზოგადოებას სწორედ სენსაცია აინტერესებს, ჟურნალისტი კი საბაზრო ეკონომიკის კანონით მოქმედებს - მომხმარებელს იმ საქონელს აწვდის, რაზეც არსებობს მოთხოვნილება;

● საზოგადოებას ჭორიც აინტერესებს, თანაც, მოვლენის ოპერატიულად გაშუქების სურვილი ხშირად აძნელებს ფაქტების გადამოწმებასა და ჭორისა და მართლის ერთმანეთისგან გამიჯვნას;

● სიტყვის თავისუფლება ისეთი აზრების გავრცელებასაც გულისხმობს, რაც ბევრს არ ესიამოვნება და თავს შეურაცხყოფილად აგრძნობინებს. ერთი მხრივ, სავსებით ბუნებრივი ჩანს შეურაცხყოფილი ადამიანის აღშფოთება: თუ სიტყვის თავისუფლება ადამიანის ღირსების შელახვას გამოიწვევს, მაშინ ამგვარითავისუფლება სულაც არ არის საჭიროო! მაგრამ, მეორე მხრივ, არც ის უნდა დავივიწყოთ,რომ ნებისმიერი სხვა ღირებულების (მაგალითად, პიროვნების ღირსების) გადაჭარბებულმა დაცვამ შეიძლება სიტყვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა გამოიწვიოს, რაც გაცილებით მძიმე შედეგს მოუტანს იმავე საზოგადოებას, რომელსაც ხშირად აღიზიანებს ეს თავისუფლება. საქმე ისაა, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მთლიანად საზოგადოებასა და ამ საზოგადოების სხვა უფლებებს შეუქმნის საფრთხეს.

ამ კამათში სიმართლე არ არის მხოლოდ ერთ მხარეს. სიტყვის თავისუფლება თავისთავად გულისხმობს, რომ ჟურნალისტი ხან სენსაციას გამოეკიდება,ხან ჭორსა თუ გადაუმოწმებელ ინფორმაციას გაავრცელებს და ხან ვიღაცა დარჩება ნაწყენი. ესეც არ იყოს, შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული და გამონაკლისს, ცხადია, არც ჟურნალისტი წარმოადგენს.

მეორე მხრივ, საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს სანდო, მრავალმხრივი და გადამოწმებული ინფორმაცია და ეს მისია ჟურნალისტებმა უნდა აიღონ თავის თავზე. მრავალი ქვეყნის ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი სწორედ მოქალაქეთა ამ უფლების აღიარებით იწყება. მაგალითად, ჩეხეთის „ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის“ პირველ მუხლი ასე იკითხება:

,,მოქალაქეთა უფლებაა, ფლობდნენ დროულ, ზუსტ და დაუმახინჯებელ ინფორმაციას... თავიანთი მოღვაწეობით ჟურნალისტები ამ უფლებას რეალობად აქცევენ. ამიტომ, მათ უნდა აიღონ მთლიანი პასუხისმგებლობა საზოგადოებისთვის დროული, ამომწურავი, ზუსტი და დაუმახინჯებელი ინფორმაციის მიწოდებაზე. მოქალაქეს უფლება აქვს, იცოდესობიექტური რეალობა.

იმისათვის, რომ ჟურნალისტიკამ შეძლოს ამ მისიის შესრულება, მხოლოდ პრესის თავისუფლება არ არის საკმარისი, საჭიროა, მას ჟურნალისტური პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერებაც დაემატოს. ამის გარეშე გაქრება ნდობა ჟურნალისტების მიმართ და, შესაბამისად, ხელისუფლების მორიგი მოთხოვნის დროს - „აილაგმოს პრესის თავგასულობა“ - ხალხი ხმას აღარ ამოიღებს სიტყვის თავისუფლების დასაცავად. ამგვარი მოთხოვნები კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პერიოდულად გაისმის და ამ მოთხოვნებს ტონს თავად პრეზიდენტი შევარდნაძე აძლევს ხოლმე.

ეთიკური ჟურნალისტიკა - საზოგადოების ნდობის გარანტი

იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ნდობა ჟურნალისტიკის მიმართ, ჟურნალისტებმა გარკვეული პროფესიული სტანდარტები უნდა დაიცვან. მაიამის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის, პოლ სტეინლის აზრით, პროფესიული ჟურნალისტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტები ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:

● სიზუსტე უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ოპერატიულობა;

● სამართლიანობა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე სენსაცია;

● მოვლენების ყოველმხრივ გაწონასწორებული ასახვა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ეკრანზე ეფექტურად გამოჩენა.

ჟურნალისტიკაში უამრავი სხვა სტანდარტიც არსებობს, თუმცა, გარდა პროფესიული სტანდარტებისა, არის ეთიკური პრინციპები, რომელთა დაცვა არანაკლებ საჭიროა სანდო და კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკისთვის. იმ ქვეყნებში, სადაც არის სიტყვის თავისუფლება, შესაბამისად, ჩამოყალიბდა გარკვეული ეთიკური კრიტერიუმები, რომლითაც ჟურნალისტებმა უნდა იხელმძღვანელონ. ხშირად ეთიკის საკუთარი კოდექსები აქვთ ცალკეულ გაზეთებს, ტელე და რადიო არხებსა თუ მედიაკორპორაციებს, ხშირად კი ამა თუ იმ ქვეყნის ჟურნალისტები თანხმდებიან,რომ თავიანთ საქმიანობაში ერთიანი ეთიკური პრინციპებით იხელმძღვანელებენ. არსებობს ეთიკის საერთაშორისო კოდექსებიც, თუმცა,მხოლოდ კოდექსის მიღება, თუნდაც ეს იდეალური დოკუმენტი იყოს, საქმეს ვერ უშველის, თუ არ იარსებებს ამ კოდექსის დაცვის მექანიზმი.

0x01 graphic

იმ ქვეყნებში, სადაც სიტყვის თავისუფლების ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს ან სადაც ამგვარი ტრადიცია დღეს იქმნება, პრესის თვითრეგულირების სხვადასხვა მექანიზმები გამომუშავდა. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია პრესის ომბუდსმენი, რასაც ზოგიერთ ქვეყანაში პრესის საბჭოები ცვლის. მათი მიზანი ეთიკური და სანდო ჟურნალისტიკის დამკვიდრებაა, რასაც ისინი ერთიანიკრიტერიუმების გამომუშავებითა და ამ კრიტერიუმების დაცვაზე ზედამხედველობის დაწესებით ახერხებენ. ხოლო თუ ჟურნალისტები ვერ მოახერხებენ ეთიკური და სანდო მასმედიის ჩამოყალიბებას, მაშინ ხელისუფლებას ხელ-ფეხი ეხსნება, თავად „ალაგმოს პრესის თავგასულობა“ და იგი შეძლებს კიდეც ამის გაკეთებას.

მიუხედავად მრავალფეროვნებისა, სხვადასხვა ეთიკის კოდექსები ბევრ რამეში ჰგავს ერთმანეთს. ზოგადად, ნებისმიერი კოდექსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ორი პრინციპის დაცვა: ეს არის სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტის პროფესიონალიზმი. მაგალითად, ირლანდიის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ქცევის წესის პირველი მუხლის თანახმად,

,,ჟურნალისტი მოვალეა, შეინარჩუნოს მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტები,

ამავე კოდექსის მეორე მუხლი კი პრესის თავისუფლების დაცვას შეეხება. ბელგიის „ჟურნალისტური პრინციპების კოდექსი“, პირიქით, პირველი მუხლით პრესის თავისუფლებას იცავს:

,,პრესის თავისუფლება სიტყვის თავისუფლების მთავარი გარანტიაა, რომლის გარეშეც სხვა ძირითადი სამოქალაქო უფლებების დაცვა შეუძლებელია.

ამავე კოდექსის მომდევნო მუხლი კი პროფესიული ჟურნალისტიკის შემდეგ პრინციპს ეძღვნება:

,,ფაქტობრივი მასალის მოპოვება და მისი გავრცელება მიუკერძოებელი უნდა იყოს. ინფორმაციის გადმოცემა და კომენტარი მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს...

ზოგიერთი ქვეყნის ჟურნალისტებს თავიანთ ეთიკის კოდექსებში შემოაქვთ ერთი შეხედვით სრულიად აბსტრაქტული ტერმინები - „სინდისი“, „სამართლიანობა“, „პროფესიული სიწმინდე“, „ჟურნალისტური სული“ და სხვა - რომელთა ადგილი ამგვარ კოდექსებში, თითქოს, ნაკლებად მოიძებნება. მაგალითად, საფრანგეთის ჟურნალისტთა კოდექსის თანახმად, ფრანგი ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა,

,,პატივი სცეს სამართლიანობას და მიანიჭოს მას უმაღლესი პრიორიტეტი.

ავსტრიული „პრესის ღირსების კოდექსი“ კიდევ უფრო შორს მიდის:

,,ჟურნალისტიკა გულისხმობს პასუხისმგებლობას საჯაროობის, გამოყენებული საინფორმაციო საშუალებისა და საკუთარი სინდისის მიმართ

- ნათქვამია კოდექსის პირველივე მუხლში, მეოთხე მუხლის თანახმად კი, კერძო პირების ცილისწამება და მათ შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება

,,ჟურნალისტური სულის შებღალვაა.

ცხადია, ვერავინ გააკონტროლებს, რამდენად აგებს ჟურნალისტი პასუხს საკუთარი სინდისის წინაშე, ავსტრიელმა ჟურნალისტებმა მაინც საჭიროდ მიიჩნიეს, სულ რაღაც ერთგვერდიან კოდექსში ამგვარი მუხლიც შეეტანათ, რითაც ხაზი გაუსვეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტისთვის სინდისის კარნახით მოქმედება.

ჟურნალისტი მზად უნდა იყოს ისეთი შემთხვევისთვის, როცა სიტყვის თავისუფლება ადამიანის სხვა უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან მოდის კონფლიქტში. ბელგიის „ჟურნალისტური პრინციპების კოდექსი“ ასეთ შემთხვევებში ნდობას უცხადებს რედაქტორსა და მასალის ავტორს და მათ უტოვებს არჩევანის საშუალებას, თავად გადაწყვიტონ, რომელ უფლებას მიანიჭონ უპირატესობა. მრავალი ქვეყნის ეთიკის კოდექსი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ჟურნალისტური ეთიკა პირდაპირ კავშირშია ადამიანის სხვა ძირითად უფლებებთან:

,,ჟურნალისტის პროფესიული ეთიკა გულისხმობს ადამიანის ისეთი ძირითადი ღირებულებების პატივისცემას, როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მშვიდობა და საერთაშორისო ურთიერთგაგება (ფინეთის „სამართლიანი ჟურნალისტური პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები“).

საქართველოს ჟურნალისტიკადა ადამიანის უფლებები

ქართველი ჟურნალისტები თავიანთი რეპორტაჟით, ძალიან ხშირად, ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, მხარს უჭერენ და ამართლებენ ადამიანის უფლებების დარღვევას. მაგალითად, მიმდინარე წლის 24 იანვარს ბასილ მკალავიშვილის მიმდევრებმა და ექსტრემისტული დაჯგუფება „ჯვარის“ წევრებმა დაარბიეს თბილისის ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესია და ჩაშალეს სხვადასხვა კონფესიის ქრისტიანთა ერთობლივი ლოცვა, რომელიც ამ ეკლესიაში უნდა შემდგარიყო. თავდამსხმელებმა ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის რამდენიმე წევრი სასტიკად ცემეს და ქვებით ჩაამტვრიეს ეკლესიის ფანჯრები. ამ მოვლენის ამსახველი ბევრი რეპორტაჟი ღიად უჭერდა მხარს ბასილ მკალავიშვილს. მაგალითად, გაზეთი „ახალი თაობა“ წერდა:

,,გლდანის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა და ეპარქიის თავკაცმა ბასილ მკალავიშვილმა კიდევ ერთხელ დაიკაპიწეს ხელები მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად და ბაპტისტურ ეკლესიას მიადგნენ... როგორც ირკვევა, მთელი მსოფლიოს ბაპტისტური, იეღოვური და პროტესტანტული ეკლესიები აღნიშნავენ ამ დღეს, მაგრამ ბასილ მკალავიშვილმა საქართველოში მოღვაწე კონფესიებს არ მისცა შეკრების საშუალება და საკმაოდ ხმამაღლა უკითხავდა მორალს... მკალავიშვილმა იმ პირობით გადაწყვიტა აქციის დატოვება, თუკი პოლიცია არ მისცემდა სექტანტებსა და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს ამ .. ეკლესიაში შესვლის საშუალებას... მკალავიშვილის მოწინააღმდეგეთა შორის უმრავლესობას 60 წელს გადაცილებულები წარმოადგენდნენ, რომელთა სულების პროდუქტებით მოსყიდვა, რაზეც გლდანის ეპარქიის წინამძღვარი საუბრობს, იოლად შეიძლება ამ გაუსაძლის პირობებში...

ზემოთ მოყვანილი 4 წინადადება, გარდა იმისა, რომ მათში უამრავი ფაქტობრივი, ტერმინოლოგიური თუ ფილოლოგიური შეცდომაა დაშვებული, წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევის კლასიკურ ნიმუშს. სტატიის თანახმად, მარბიელი ჯგუფი და მისი ექსტრემისტი წინამძღოლი, ამჟამად განსასჯელი ბასილ მკალავიშვილი, „მართლმადიდებლური სარწმუნოების დამცველები არიან“, ეკლესიაში სალოცავად მისული მორწმუნეები „პროდუქტებითმოსყიდულები“, თავად ბაპტისტურევანგელური ეკლესია კი - „ე.წ. ეკლესია“. სტატია, რომელშიც ერთმანეთშია აზელილი დამახინჯებული ფაქტები, სიცრუე, ჟურნალისტის არაკომპეტენტურობა და მისივე კომენტარი, არა მხოლოდ იცავს ადამიანის უფლებების დამრღვევთ, არამედ თავადაც არღვევს ადამიანის უფლებებს.

მეორე ტიპის რეპორტაჟებში ჟურნალისტის პოზიცია ერთგვარად შენიღბულია სინამდვილის ე.წ. „ობიექტურ“ ასახვაში, როცა ჟურნალისტი არ აკეთებს კომენტარს, თუმცა, მის პოზიციას რეპორტაჟის სქემა და გამოყენებული ტერმინოლოგია ამხელს. მაგალითად, 2002 წლის 3 თებერვალს ბასილ მკალავიშვილმა და მისმა მარბიელმა ჯგუფმა თბილისში, ვაშლიჯვარში მდებარე „გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების” საწყობი დაარბია და 20 ათას ლარზე მეტი ღირებულების ლიტერატურა ცეცხლს მისცა. ეს იყო ქართულ, სომხურ, ოსურ და ჩრდილოკავკასიის ხალხთა ენებზე დაბეჭდილი ბიბლიები და სახარებები, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, მალხაზ სონღულაშვილის ,,ბიბლიური მოთხრობები” და სხვა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რეპორტაჟში აჩვენეს დარბევის ფაქტი და შედეგი - განადგურებული ლიტერატურა - რის შემდეგაც ჟურნალისტმა მომხდარი ფაქტის შესახებ ერთადერთი კომენტარი დარბევის ინიციატორსა და ხელმძღვანელს, ბასილ მკალავიშვილს გააკეთებინა.

ამგვარ რეპორტაჟებში, ტრადიციულად, ტერმინი „დარბევა“ შეცვლილია თითქოს ნეიტრალური ტერმინებით - „ინციდენტი“, „შეტაკება“, სიტყვა დასკვნითი კომენტარისთვის ეძლევა არა დაზარალებულს ან ნეიტრალურ ექსპერტს, არამედ - თავდამსხმელს, რომელიც ხმამაღლა იმუქრება „საქართველოს მტრების“ განადგურებით და ა.შ. საბოლოოდ, მსგავსი რეპორტაჟებიდან უკეთეს შემთხვევაში სრულიად შეუძლებელია იმის გაგება, რა მოხდა სინამდვილეში და ვინ იყო დამნაშავე, ხოლო ხშირად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ექსტრემიზმი არის სამშობლოსა და სარწმუნოების დაცვის ერთადერთი გზა.

ადამიანის უფლებები და ჟურნალისტური ეთიკა

მსგავს შემთხვევებში ჟურნალისტები, როგორც წესი, თავს იმართლებენ, რომ ჟურნალისტიკა, უბრალოდ, სარკეა, რომელიც ცდილობს შეულამაზებლად ასახოს მოვლენები. სინამდვილის რეალური ასახვა ნამდვილად არის ჟურნალისტიკის უმთავრესი პრინციპი, რასაც ეთიკის თითქმის ყველა კოდექსი აღნიშნავს.

,,სიმართლის პატივისცემა და საზოგადოების სწორი ინფორმირება პრესის უმნიშვნელოვანესი პრინციპია,

- ნათქვამია გერმანიის „პუბლიცისტიკის პრინციპების“ (ეთიკის კოდექსი) პირველ მუხლში, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს ჟურნალისტს არ უნდა ჰქონდეს მოქალაქეობრივი პოზიცია.

,,მასმედიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანის უფლებები,

- კატეგორიულად მოითხოვს ლატვიის ჟურნალისტთა „ეთიკის კოდექსი“. იგივე მოთხოვნა, ოღონდ სხვადასხვაგვარი ფორმულირებებით, თითქმის ნებისმიერ ჟურნალისტური ეთიკის კოდექსში მეორდება. მაგალითად:

ჟურნალისტმა და გამომცემელმა არ უნდა დაარღვიონ ადამიანის უფლებები და არ უნდა შეურაცხყონ მისი ღირსება („ლიტველ ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი“).

პრესის ამოცანაა, დაიცვას ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები უსამართლობისა და უგულვებელყოფისაგან როგორც ხელისუფლების, ისე კერძო პირების მხრიდან („ნორვეგიის პრესის ეთიკის კოდექსი“).

ჟურნალისტის უპირველესი ამოცანაა ადამიანის თავისუფლებისა და დემოკრატიული რეჟიმების დაცვა (საბერძნეთის ჟურნალისტთა „დეონტოლოგიის პრინციპები“).

ნებისმიერი ქვეყნის ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ სფეროს, სადაც ყველაზე ხშირად სცოდავენ ქართველი ჟურნალისტები. კერძოდ, ისეთი მასალების გამოქვეყნება, რომლებიც შეურაცხყოფს ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის რელიგიურ და ზნეობრივ გრძნობებს, მათ რასობრივ თუ ეთნიკურ კუთვნილებას:

ჟურნალისტმა თავისი საქმიანობით ხელი არ უნდა შეუწყოს კონფლიქტების გაღვივებას რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ კლასობრივი განსხვავებების საფუძველზე (ბულგარეთის „ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი“).

ისეთი ტექსტისა და ფოტოს გამოქვეყნება, რომლის ფორმა ან შინაარსი ღრმად შეურაცხყოფს ამა თუ იმ ჯგუფის ზნეობრივ და რელიგიურ გრძნობებს, შეუთავსებელია პრესის პასუხისმგებლობასთან (გერმანიის „პუბლიცისტიკის პრინციპები“ - პრესის კოდექსი).

ფინელი ჟურნალისტების „სამართლიანი ჟურნალისტური პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპების“ თანახმად,

,,კანის ფერი, ეროვნება, წარმოშობა, პოლიტიკური და რელიგიური მრწამსი, სქესი და სხვა პირადი მახასიათებლები არ უნდა გამოქვეყნდეს, თუ ეს არ არის დაკავშირებული მოცემულ საკითხთან.

ამ მოთხოვნის ლოგიკა ძალიან მარტივია: ჩვენ თუ ყოველ ჯერზე გავიმეორებთ, რომ, ვთქვათ, დანაშაული ჩაიდინა რომელიმე კუთხის (მაგალითად, „ლიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსტი“) ან რომელიმე რელიგიის წარმომადგენელმა, საზოგადოებაში ჩნდება მარტივი კლიშე, რომ ამ კუთხისა თუ ამ რელიგიის წარმომადგენელთა უმრავლესობა კრიმინალია.

მეორე მხრივ, ამგვარი მახასიათებლების გამოქვეყნება დასაშვებია, თუ ისინი უშუალო კავშირშია ჩადენილ დანაშაულთან. მაგალითად, თუ მუსლიმანი ტერორისტი ისლამის სახელით ჩადის ტერაქტს, ან თუ ბასკი ტერორისტი ბასკეთის გათავისუფლების სახელით ჩაიდენს დანაშაულს, მაშინ მისი ქმედება პირდაპირ არის დაკავშირებული დამნაშავის რწმენასთან ან ეთნიკურ წარმომავლობასთან. შესაბამისად, მისი რელიგიისა თუ ეთნიკური წარმომავლობის აღნიშვნა არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ აუცილებელიცაა იმისთვის, რომ მოსახლეობამ ზუსტი და ყოველმხრივი ინფორმაცია მიიღოს მომხდარის შესახებ.

საქართველოში ამ პრინციპის იგნორირებაც ჩვეულებრივ ამბად არის მიჩნეული. მაგალითად, ბოლო პერიოდის ქართულ მედიაში, როგორც წესი, ხაზგასმით აღინიშნება, რომ დანაშაული ჩაიდინა აფხაზეთიდან ლტოლვილმა, ქისტმა ან მუსულმანმა, თუმცა, არასდროს ითქმება, რომ დანაშაული ჩაიდინა კახელმა, იმერელმა ან მართლმადიდებელმა. შედეგად ჩნდება კლიშეები, რომ ყველა ქისტი დამნაშავეა, რომ ისლამი უფრო მეტად არის დანაშაულისკენ მიდრეკილი, ვიდრე რომელიმე სხვა რელიგია, ხოლო ლტოლვილები რომ არ იყვნენ, დანაშაულის რაოდენობა მკვეთრად შემცირდებოდა. ამგვარი კლიშეების შედეგად, როგორც წესი, უამრავი სრულიად უდანაშაულო ადამიანი ზარალდება. ამის მაგალითად თუნდაც მოსკოვი გამოდგება, სადაც კავკასიური წარმომავლობა საკმარისი საბაბია იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გაითელოს.

თანაც, ყოველივე ზემოთქმული არ არის მხოლოდ ეთიკისა და ადამიანის უფლებების საკითხი. რელიგიურ თუ ეთნიკურ კუთვნილებაზე ხაზგასმა პრაგმატულადაც, წმინდად სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე, საკმაო ხიფათს შეიცავს, რადგან ადამიანთა ჯგუფი, რომლის განსხვავებულობასაც მუდმივად უსვამენ ხაზს, უკვე თავადაც იწყებს იმ საზოგადოებისგან გაუცხოებას, რომლის წევრიც თვითონ არის. შედეგად კი მოცემულ საზოგადოებაში ღრმავდება დეზინტეგრაციული პროცესები, რაც ისეთი სუსტი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

ქრთამი და ჟურნალისტიკა

ჟურნალისტური ეთიკა მრავალ სხვადასხვა ასპექტს შეიცავს. ზოგიერთი ეთიკის კოდექსი დაწვრილებით ახდენს იმის რეგლამენტირებას, თუ როგორ უნდა გაშუქდეს სასამართლო პროცესი, როგორ უნდა გაკეთდეს რეპორტაჟი არასრულწლოვანი დამნაშავის შესახებ, როგორი უნდა იყოს ჟურნალისტის პოზიცია არჩევნების გაშუქების დროს, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს სახელმწიფო საიდუმლოსთან, როგორი უნდა იყოს ბალანსი საზოგადოებრივ და პირად ინტერესებს შორის და ა.შ. ავსტრიული კოდექსი ადამიანთა შიშით სპეკულირებას მიიჩნევს უღირს საქციელად, ბელგიური მოითხოვს, არ მოხდეს დანაშაულის, ტერორისა და სხვა სასტიკი და არაადამიანური ქმედებების განდიდება...

ზოგიერთი კოდექსი ამგვარ დაკონკრეტებას არ მიიჩნევს საჭიროდ, თუმცა, არის კიდევ ერთი შტრიხი, რომლის ხაზგასმაც ბევრი ქვეყნის ჟურნალისტებმა მიიჩნიეს საჭიროდ. კერძოდ, უნდა მიიღოს თუ არა ჟურნალისტმა საზღაური გარეშე პირებისგან თავისი საქმიანობისთვის:

ყველა, ვინც იღებს ქრთამს ამა თუ იმ ინფორმაციის გავრცელებისა თუ დაბლოკვისთვის, ჩადის უღირს და არაპროფესიულ საქციელს. ისეთი პრივილეგიების მინიჭება, რომელმაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საგამომცემლო თუ სარედაქციო მოქმედების თავისუფლებას, ეწინააღმდეგება პატივსაცემი, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლობის მქონე პრესის ყველა კონცეპტს (გერმანიის „პუბლიცისტიკის პრინციპები“).

ჟურნალისტი ვალდებულია: უარი თქვას ნებისმიერ ძვირადღირებულ საჩუქარსა თუ სარგებელზე, რომელსაც რაიმე საერთო აქვს მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან, განსაკუთრებით ინფორმაციის გამოქვეყნებასთან ან დაფარვასთან... ბოროტად არ გამოიყენოს ჟურნალისტური პროფესია სარეკლამო მიზნით, არ მიიღოს ფინანსური სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი საჩუქარი პიროვნებისგან, რომელიც დაინტერესებულია რეკლამირებაში და უარი თქვას ისეთი მასალის გამოქვეყნებაზე, რომელიც შეიცავს ფარულ რეკლამას (ჩეხეთის „ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი“).

გარეშეთა ჩარევა ინფორმაციის შინაარსსა თუ ფორმაში დაუშვებელია. ჩარევად ითვლება არა მარტო ზეწოლა, არამედ ქრთამი და სხვა სახის მოგება, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული ჟურნალისტის პროფესიასთან („ავსტრიული პრესის ღირსების კოდექსი“).

ქრთამისა თუ სხვა სარგებლის („ძღვენის“) მიღებაზე უარის თქმა მხოლოდ ეთიკური ნორმა არ არის, იგი საგამომცემლო ბიზნესზეც ახდენს უშუალო გავლენას. როცა იკარგება ნდობა ჟურნალისტიკის მიმართ, შესაბამისად იკლებს გაზეთების ტირაჟები, მცირდება რადიომსმენელებისა და ტელემაყურებელთა რიცხვი, რაც პირდაპირ აისახება რეკლამის მოცულობასა და მედიის შემოსავლებზე. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტებისა და მედიის მფლობელთა უშუალო ინტერესში შედის, რომ საზოგადოება მათ ენდობოდეს. თანაც, ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა ზოგჯერ ძალიან ძვირი უჯდებათ ჟურნალისტებსა და გამომცემლებს. მაგალითად, ამერიკაში ყველაზე მსხვილმა მედია-მაგნატმა, ფრენკ განეტმა მას შემდეგ გადაწყვიტა ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის შექმნა, როცა 10 მილიონი დოლარი წააგო სასამართლოში. განეტის მედიაკორპორაციას 98 გაზეთი ეკუთვნის, რომელთა შორის არის ამერიკაში ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთი „USA Today“ (1,8 მლნ. ტირაჟი).

განეტის მედია-კორპორაციის ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი1999 წელს შეიქმნა. მას შემდეგ, რაც 98-ვე გაზეთის ჟურნალისტებს ჩაუტარეს სპეციალური სწავლება და გააცნეს კოდექსი, ყველა მათგანს ხელი მოაწერინეს კონტრაქტზე, რომ ამ კოდექსის პირობებს დაიცავდნენ.

,,როცა ამას ვაკეთებდით, სხვა გაზეთის ზოგიერთი ჟურნალისტი დაგვცინოდა, მაგრამ, მე ვფიქრობ, ამის გაკეთება აუცილებელია. შეერთებულ შტატებში ძალიან დაეცა მედიისადმი ნდობა და ამ ნდობის აღდგენა სწორედ ჟურნალისტური ეთიკის აღდგენით უნდა მოხდეს,

- განაცხადა ჩვენთან საუბარში განეტის მედია-იმპერიის ერთ-ერთი პერიფერიული გაზეთის, „Florida Today“-ს საზოგადოებრივმა რედაქტორმა ჯონ გლიშმა ამ გაზეთში სტუმრად ყოფნის დროს.

საქართველოში ამ მხრივ ვითარება მთლად სახარბიელო არ არის. საქართველოში ჩვეულებრივ ამბად იქცა როგორც ცალკეული ჟურნალისტების მიერ თანამდებობის პირებთან ზედმეტი სიახლოვე და მათგან გარკვეული ფინანსური თუ სხვა სახის სარგებლის მიღება, ისე ცალკეული მედია ორგანიზაციებისა თუ საინფორმაციო პროგრამების „კომერციალიზაცია“, რის შედეგადაც ინფორმაციის სიზუსტე და სანდოობა მფლობელების ბიზნესინტერესებს ემორჩილება.

მართალია, ეთიკის კოდექსის ერთ-ერთი დანიშნულება საზოგადოების ნდობის მოპოვება და შენარჩუნებაცაა, მაგრამ მხოლოდ კოდექსი ვერაფერს უშველის, თუ არ გაკონტროლდება, რამდენად სრულდება ეს კოდექსი. ამისთვის სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებმა სხვადასხვა მექანიზმი მოიგონეს პრესის ომბუდსმენის, პრესის საბჭოსა თუ სხვა ანალოგიური ინსტიტუტების სახით.

მედია-ომბუდსმენი - ვინ არის იგი?

მედია-ომბუდსმენი ან პრესის ეთიკის საბჭო ბევრ ქვეყანაში იქცა ეფექტურ მექანიზმად, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის სადარაჯოზე დგას. ეს ინსტიტუტი, ჯერ ერთი, შესაძლებელს ხდის მკითხველის ინტერესების უკეთ გათვალისწინებას და იცავს ადამიანის უფლებებს; მეორეც, იგი ჟურნალისტებს იცავს ზედმეტი სასამართლო პროცესებიდან, რადგან მისი მეშვეობით გვარდება ბევრი ისეთი დავა, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასამართლოს განხილვის საგანი; მესამე - მედიაომბუდსმენი უზრუნველყოფს პრესის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებას, რაც აუცილებელია როგორც სიტყვის რეალური თავისუფლებისთვის, ისე მედიის ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის.

იმისათვის, რომ არ მოხდეს ჟურნალისტური ეთიკის სფეროში გარედან (მაგ. ხელისუფლების მხრიდან) უხეში ჩარევა, საჭიროა, თავად ჟურნალისტებს შორის მოხდეს შეთანხმება და მათ თავად აირჩიონ საკუთარი „მომრიგებელი მოსამართლე“:

ამ წოდების ღირსი ჟურნალისტი: აღიარებს თავისი კოლეგების იურისდიქციას, როგორც ერთადერთ სუვერენს პროფესიული ღირსების საკითხებში („ფრანგი ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობები“).

თითოეული ჟურნალისტი და ჟურნალისტთა ასოციაცია... მიისწრაფვის კორექტული, მეგობრული და სამართლიანი ურთიერთობებისა და პროფესიული სოლიდარობისკენ (ხორვატიის ჟურნალისტთა „ეთიკის კოდექსი“).

ამავე დროს, „პროფესიული სოლიდარობისკენ“ სწრაფვა გარკვეულ საფრთხესაც შეიცავს, რადგან ჟურნალისტებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მათი უპირველესი მოვალეობა საზოგადოების ზუსტი და დროული ინფორმირებაა და არა ერთმანეთის „ტყავის“ დაცვა. სწორედ ამიტომ, ბევრი ქვეყნის მედიის საბჭოში ჟურნალისტებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც შედიან. მაგალითად, სამხრეთ აფრიკის პრესის სააპელაციო კომიტეტის 12 წევრიდან 6 პრესის წარმომადგენელი უნდა იყოს, 6 - საზოგადოების. ორივე ჯგუფმა სპეციფიკური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, რათა მათ შეძლონ თავისი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულება. კერძოდ:

პრესის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ სარედაქციო და ჟურნალისტური გამოცდილება ბეჭდვით მედიაში. დასაშვებია მათი გაზეთში მუშაობა;

საზოგადოების წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ სერიოზული დაინტერესება, რომ ამაღლდეს მედიის საზოგადოებრივი როლი. მათ ეკრძალებათ მედიაში მუშაობა ან მედიაში ფინანსური ინტერესების ქონა;

არც ერთი წევრი არ უნდა მუშაობდეს ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების რომელიმე შტოში და არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან მსგავსი ორგანიზაციის წევრი.

ყველა წევრი უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანის უფლებათა დაცვაზე და ესმოდეს, რომ სააპელაციო კომისიის წევრობა მისგან მოითხოვს გადაწყვეტილებების მიღებისას მიუკერძოებლობას და ორგანული სამართლის კანონებისადმი მორჩილებას. ყველა წევრი უნდა აღიარებდეს აზრის გამოთქმის და ინფორმაციის თავისუფლებას.

კომისიის თავმჯდომარე კარგად უნდა იცნობდეს პრესის კანონს და სასამართლო პრაქტიკას. მას ეკრძალება მედიაში ფინანსური ინტერესების ქონა ან მედიაში მუშაობა.

სააპელაციაო კომისია და მედიაომბუდსმენი განიხილავენ მკითხველთა საჩივრებს. ისინი მოვალენი არიან, სარჩელები მაქსიმალურად სწრაფად განიხილონ და განაჩენიც სწრაფადვე გამოიტანონ. მათი გადაწყვეტილება იმ ფორმით უნდა გამოქვეყნდეს, როგორც ისინი დაადგენენ. ომბუდსმენმა და კომისიამ ყველაფერი უნდა იღონონ იმისათვის, რომ პრობლემა მეგობრული მოლაპარაკების გზით გადაწყდეს. ომბუდსმენმა არ უნდა მიიღოს ანონიმური საჩივრები, ანდა ისეთი საჩივრები, რომლებიც, მისი აზრით, თაღლითურია ან ბოროტი განზრახვითაა შემოტანილი. თუ მოსარჩელეს არ დააკმაყოფილებს ომბუდსმენის მიერ შეთავაზებული წინადადება, ამ უკანასკნელს უფლება აქვს, უარყოს სარჩელი. მსგავსი საბჭოები, თითქმის ანალოგიური ფუნქციებით, ბევრ ქვეყანაშია შექმნილი, მათ შორის, ინგლისში, გერმანიაში და სხვაგან. ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკა განსხვავებულია. იქ თითქმის ყველა სერიოზულ გაზეთს ჰყავს საკუთარი მედია-ომბუდსმენი, რომელიც რეაგირებას ახდენს მკითხველთა წერილებზე, მათ საჩივრებზე და დაუყოვნებლივ იძლევა გაზეთში შეცდომის გასწორებას, თუ ამის საჭიროება არსებობს, ან სხვაგვარ ზომებს მიმართავს.

საქართველოში ამერიკული გამოცდილება გაზეთმა „24 საათმა“ გადმონერგა, თუმცა, რაც ამ გაზეთის ორშაბათის „პრეს-ომბუდსმენურ“ მიმოხილვებში წერია, ხშირად სცილდება „პრეს-ომბუდსმენის“ საქმიანობის ტრადიციულ სფეროს. ნოდარ ლადარია - „24 საათის“ პრეს-ომბუდსმენი - ხშირად იჭრება ლიტერატურულ კრიტიკის სფეროში, ან გაზეთის მიერ წამოწეულ თემებზე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ანალიზს აკეთებს. სამაგიეროდ, მისი შემოქმედების „ომბუდსმენური“ ნაწილის - ანუ ამ გაზეთის ჟურნალისტების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისა თუ მათივე ნაკლებად ეთიკური (მოდური ტერმინოლოგიით „არაპოლიტკორექტული“) გამონათქვამების მიმოხილვის - გათვალისწინება სერიოზულად ასწევს მთელი ქართული ჟურნალისტური ეთიკის დონეს.

არსებობს უამრავი სხვა საშუალება, რაც ხელს უწყობს სერიოზული, პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეთიკური მედიის არსებობას. ეს შეიძლება იყოს საჩივრების ბიურო, როგორიც აქვს „ბი-ბი-სი“-ს დიდ ბრიტანეთში, ან მკითხველთა თუ მსმენელ-მაყურებელთა ჯგუფები, რომლებთანაც საინფორმაციო საშუალება სისტემატურ კონსულტაციებს აწარმოებს, მკითხველ/მსმენელ/მაყურებელთა კლუბი, რომელიც ატარებს პერიოდულ დიალოგს მედიის თაობაზე, აქტივისტთა ასოციაცია, რომელიც მხარს უჭერს მედიის რეფორმას (აშშ) ან ეხმარება მოქალაქეებს მედიის წინააღმდეგ საჩივრებში (დიდი ბრიტანეთი) და მრავალი სხვა.

შესაბამისად, მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევაში არსებობს შეცდომის გასწორების არაერთი ხერხი: ყოველდღიური ან ყოველკვირეული შეცდომების გასწორება, პრესომბუდსმენის კრიტიკული წერილი, მკითხველის გვერდი (ან სვეტი), ჟურნალისტური მიმოხილვა, რომელშიც მთელი პრესა იქნება მიმოხილული კრიტიკული თვალსაზრისით და სხვა. მთლიანობაში, პრესის მიმართ ნდობის ამაღლება დიდწილად არის დამოკიდებული თავად ჟურნალისტებზე და მედიის მფლობელებზე, ხოლო ნდობის აღდგენის ყველაზე ეფექტური საშუალება თვითრეგულირებისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების შემუშავებაა.

2 განკურნავს თუ არა მედია-ომბუდსმენი მედიის ავადმყოფობას?

▲ზევით დაბრუნება


რა არის მედია-ომბუდსმენი?

ამერიკულ ვარიანტს ვგულისხმობთ, თუ შვედურს?

კლოდ ან ბერტრანი
პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი
მოამზადა თიკო ქადაგიშვილმა

საბოლოოდ ყველა მოდელი ერთ მიზანს ემსახურება - აღდგეს ხალხის რწმენა მედიის მიმართ. არსებობს თუ არა სხვა საშუალებები, რომლებიც გაცილებით შესაფერისი იქნება საქართველოსთვის? ან თუ საჭიროა დღესდღეისობით მედიაომბუდსმენი, იქნება კი ეს საკმარისი? ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რომ ამ ინსტიტუტს ანგარიშვალდებულების სხვა სისტემებიც დამატებოდა, მაგალითად პრეს-საბჭოს სახით. ეს ლექცია მედიის ანგარიშვალდებულების საფუძვლებს შეეხება. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ კონტექსტში თვითრეგულირების ცნება საკმარისი არ არის, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ ეს სიტყვა გამოიყენება.

დემოკრატია აუცილებელია კაცობრიობის კეთილდღეობისათვის ჩვენი პლანეტის ნებისმიერ წერტილში. დემოკრატიას ესაჭიროება თავისუფალიახალი ამბების მედია, რომელიც კარგად ემსახურება საზოგადოებას. მედია არ უნდა იყოს პროპაგანდის საშუალება პოლიტიკოსისთვის, არც სალაროს აპარატი აქციონერებისათვის, არამედ - მხოლოდ თავისუფალი მედია.

თავისუფლება მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არ არის. ის მხოლოდ კარგი მომსახურების საშუალებაა. თავისუფლების შენარჩუნება კარგი მომსახურებით არის შესაძლებელი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ თავისუფლება საკმარისი არ არის. ქვეყნისთვის საჭიროა ხარისხის კონტროლი, რასაც შეიძლება მედიის ანგარიშვალდებულება, ან სოციალური პასუხისმგებლობა, ან ეთიკის მწარმოებელი (ethic generator) ვუწოდოთ.

ვინ უნდა აკონტროლოს ხარისხი? - ერთი შეხედვით, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. საჭიროა კანონები და სხვა მარეგულირებელი მექანიზმები, რათა ვუზრუნველვყოთ თავისუფლება და დავრწმუნდეთ, რომ მედია ემსახურება საზოგადოებას და მოითხოვს თუნდაც იმას, რომ რადიოსადგურებით ახალი ამბები გადაეცეს იმ ქვეყნებსაც, რომელთაც ეს ინფორმაცია არ მიეწოდება. მაგრამ სახელმწიფოს ჩარევა ამ საკითხში ყველგან საშიშია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია ახალი აღმოცენებულია და სახელმწიფოს მედიის კონტროლის ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ამიტომ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ჩარევის მინიმუმამდე დაყვანა.

ხარისხის კონტროლი თვით მედიასაც შეუძლია. თვითრეგულირება საჭიროა, მაგრამ - არასაკმარისი. მედიის მეპატრონენი და ჟურნალისტები თავს არიდებენ თვითკრიტიკას და ხშირად შეიძლება, სხვისი კრიტიკაც უსამართლოდ მიიჩნიონ. ამიტომ საზოგადოებას ყოველთვის გაუჩნდება ეჭვი. ხარისხის კონტროლი უნდა განხორციელდეს რამდენიმე მონაწილის: ინდუსტრიის, პროფესიის და საზოგადოების მიერ. ხარისხის კონტროლი საჭიროებს შეთანხმებას ზოგიერთ პრინციპზე, ძირითად კანონებზე. საზოგადოებრივი კომუნიკაციების ყველა მონაწილე მფლობელების, ჟურნალისტების და საზოგადოების ჩათვლით უნდა შეთანხმდნენ თავისუფლების აუცილებლობაზე (როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური). როდესაც ზოგიერთ ქვეყანაში ლაპარაკობენ თავისუფლებაზე, გულისხმობენ მხოლოდ პოლიტიკურ თავისუფლებას, ამ დროს კი ეკონომიკური თავისუფლებაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური. საზოგადოებრივ კომუნიკაციებში მონაწილენი აგრეთვე უნდა შეთანხმდნენ იმაზე, თუ რას ნიშნავს კარგი საზოგადოებრივი მომსახურება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ უნდა შეიმუშაონ ქცევის წესები. ხარისხის კონტროლი ასევე მოითხოვს არასამთავრობო სტრუქტურათა ძალისხმევას წესების შექმნის, ამოქმედებისა და დამორჩილებისათვის.

ახლა რამდენიმე სიტყვა ვთქვათ ქცევის წესებზე, ანუ ეთიკის ნორმებზე. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ აკრძალვათა სია, არამედ - ჩამონათვალი ყოველივე იმისა, რისი გაკეთებაც ჟურნალისტს თავისი პროფესიული მისიის შესასრულებლად ევალება. პრობლემა ის არის (ახლა მე ვიტყვი იმას, რაც არც ისე ხშირად გესმით), რომ მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, ყველაზე დემოკრატიულ რეჟიმებშიც კი, ხარისხის პრობლემის მიზეზი თვით ჟურნალისტურ ტენდენციაშია. შემიძლია ამის საილუსტრაციოდ სამი მაგალითი მოვიყვანო:

პირველ მაგალითს მე აისბერგულ ურნალისტიკას ვუწოდებ. აისბერგული ჟურნალისტიკა აშუქებს მხოლოდ მოვლენის მცირე, ადვილად შესამჩნევ ნაწილს, (განსაკუთრებით პოლიტიკას) შედგენილ ამბებს და ამავე დროს იგნორირებას უკეთებს რეალობის უფრო მნიშვნელოვან ნაწილს,პროცესებს, რომლებიც ზედაპირს ქვემოთაა. ისინი ნელ-ნელა გარდაქმნიან საზოგადოებას და საშიშროებას უქმნიან მას. მეორე მაგალითი, რომელიც ჟურნალისტურ ტრადიციას უკავშირდება, არის შეუსაბამობა ინფორმაციასა და გართობას შორის, ანუ საინტერესოსა და მნიშვნელოვანს შორის. ხშირად იბეჭდება ამბები, რომლებიც გვართობს, გვაღელვებს, შოკს გვგვრის, მაგრამ არავითარ გავლენას არ ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე ან მსოფლმხედველობაზე. ბოლო, მესამე მაგალითია ნეგატივიზმი, რომლის თანახმად, დადებითი ინფორმაციის დიდი ნაწილი არ არის საინტერესო. ეს უკანასკნელი ყველაზე უარყოფითი ელემენტია ტრადიციაში. წარმოვიდგინოთ ბოლო ასწლეულის მანძილზე მომხდარი უდიდესი მოვლენები: მეორე მსოფლიო ომის დასასრული, ადამიანის დაშვება მთვარეზე, ბერლინის კედლის დანგერვა... ყველა დადებითი და ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ, სამწუხაროდ, უარყოფითი ინფორმაცია უფრო იაფი და ადვილად გასაშუქებელია, ვიდრე დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა. ჩამოთვლილის გარდა, სხვა მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ერთი რამ ცხადია, ტრადიცია უნდა შეიცვალოს. კარგი იქნებოდა, თუ ცვლილებებს შევიტანდით ეთიკის წესებში ანუ ეთიკის ნორმებში. ასეც რომ მოხდეს, სამუშაოს კარგად შესრულება საკმარისი არ იქნება ჟურნალისტისათვის. ჟურნალისტი საზოგადოების აზრსაც უნდა ითვალისწინებდეს და მას ანგარიშს აბარებდეს. ასეთი ორმაგი ანგარიშვალდებულება აუცილებელი პირობაა, იმისათვის, რომ აღდგეს ხალხის ნდობა და პატივისცემა მედიის მიმართ. თითქმის არც ერთ ქვეყანაში საზოგადოება ჟურნალისტებისადმი ნდობით განმსჭვალული არ არის: არც ამერიკაში, არც დიდ ბრიტანეთში ან საფრანგეთში, არც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არ შეიმჩნევა ჟურნალისტების მიმართ დიდი ნდობა და პატივისცემა.

0x01 graphic

რისთვის არის საჭირო ნდობა და პატივისცემა?

- იმისათვის, რომ ჟურნალისტი კარგად ემსახუროს საზოგადოებას. ის უნდა იყოს არა მხოლოდ სანდო, არამედ დამოუკიდებელი. დღესდღეისობით ჟურნალისტს არ შეუძლია მარტო იბრძოლოს პოლიტიკური ან ეკონომიკური ზეწოლის წინააღმდეგ. საზოგადოებას უდიდესი პოტენციური ძალა გააჩნია, რადგან ის ხმებისა და მომხმარებლებისაგან შედგება. ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების ინტერესები და რეგულარულად მიაწოდოს მას ინფორმაცია. ამისათვის კი საჭიროა დამხმარე ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ეს მოხერხდება. მე მათ მედიის ანგარიშვალდებულების სისტემებს ვუწოდებ. სულ 60 ასეთი ინსტრუმენტი დავთვალე და ყოველ კვირა მათ თითო-თითოს ვუმატებ. ცოტა უჩვეულოა ამ ინსტრუმენტების ერთი იდეის ქვეშ გაერთიანება, მაგრამ სამაგიეროდ - გამართლებული. ყველა მათგანს საერთო დამახასიათებელი თვისება გააჩნია: ყველა ძველია და არასამთავრობო სტრუქტურაა. მათი მიზანია მედია იყოს დემოკრატიული და აკმაყოფილებდეს საზოგადოებას. მედიის ანგარიშვალდებულების სისტემებს შორისაა ისეთი ინდივიდები, როგორიცაა გაზეთის ომბუდსმენი; ისეთი სტრუქტურული ჯგუფები, როგორიცაა სატელევიზიო მიმომხილველთა ასოციაციები; ასევე ვგულისხმობ ისეთ დოკუმენტებს, როგორიცაა კრიტიკული წერილი ან ეთიკის ნორმების კრებული. აგრეთვე მოკლე პროცესებს, მაგალითად სესიები და ხანგრძლივ პროცესებს, როგორიცაა საუნივერსიტეტო განათლება. რა თვისებებს ატარებენ ეს ინსტრუმენტები? - მედიის ანგარიშვალდებულების ყველა სისტემა ყველა სიტუაციაში ეფექტური არ არის, მაგრამ, რაც მთავარია, ყველა მათგანი უვნებელია ანუ არ მოაქვს ზიანი. მედიის ანგარიშვალდებულების სისტემები დემოკრატიულია. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა მათგანის ამოქმედებას განაპირობებს ან პროფესია, ან საზოგადოება, ან ორივე ერთად არ არის დამოკიდებული სახელმწიფო ბიუროკრატიაზე. მეორე დადებითი თვისება მათი მრავალგვარობაა. ეს სისტემები იყენებენ კრიტიკას, მონიტორინგს, წვრთნას ან მათ ნებისმიერ კომბინაციას. ზოგიერთი უშუალოდ მედიასთან იქმნება, ზოგი მისგან დამოუკიდებლად. მედიაზე პასუხისმგებლობის სისტემები ფუნქციონირებენ ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულ, საერთაშორისო ან ოთხივე დონეზე, როგორც პრესის საბჭოები. მედიის პასუხისმგებლობის სისტემები ელასტიურია: ადვილად ეგუებიან ამა თუ იმ გარემოებას და ერთად ფუნქციონირების უნარიც აქვთ. დაიმახსოვრეთ, ყოველი მათგანი მეტად საჭიროა, მაგრამ საკმარისი არ არის, ისინი უნდა გაერთიანდნენ როგორც ერთი ფართე ქსელი.

არ უნდა გვეგონოს, რომ მედიაომბუდსმენი ან პრესის საბჭო თვითონ განკურნავს ახალი ამბების მედიის ავადმყოფობას. მათი თავისებურებების მიუხედავად, დემოკრატიულ ქვეყნებში ძალიან ცოტაა მედიის ანგრიშვალდებულების სისტემები. რატომ? - იმიტომ, რომ მათ შესახებ არაფერი იციან. მე მთელ ჩემს დროს მათზე საუბარს ვუთმობ და ერთ-ერთი ვარ იმ ადამიანთა შორის, ვინც ამას აკეთებს. ვფიქრობ, თვით ჟურნალისტებმა უნდა გააცნონ საზოგადოებას ეს სისტემები და აუხსნან მას, თუ როგორ და რატომ მოქმედებენ ისინი. საერთოდ, როცა ჟურნალისტები ამგვარი სისტემების შესახებ იგებენ, ხშირად ამჟღავნებენ უარყოფით დამოკიდებულებას იმ მიზეზით, რომ მათთვის ეს ახალია. მედიის წარმომადგენლები კონსერვატიულები არიან და არ უყვართ ძველი ჩვევების შეცვლა. როგორც აღვნიშნე, სპეციალიზაციაზე აქცენტირება კარს უკეტავს გარედან მომდინარე კრიტიკას და თვითკრიტიკასაც არიდებს თავს.

ახლა ვნახოთ, თუ როგორია მედიის ანგარიშვალდებულების სისტემების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები: ჯერ ერთი, მათ მოჩვენებითად სახავენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათზე ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მედიის მფლობელთა თამაშია. მათ სურთ მოახდინონ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ემსახურებიან საზოგადოებას და ამავე დროს თავს არიდებენ შემზღუდველ კანონმდებლობას. ამ სისტემებს რადიკალურადაც მიიჩნევენ. ულტრალიბერალები თვლიან, რომ თვითკონტროლის მექანიზმები სახელმწიფოს შეთქმულებაა თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი წარმოების წინააღმდეგ. სისტემებს არარეალურადაც მიიჩნევენ, რასაც იმით ხსნიან, რომ კარგ მედიას კონტროლი არ ესაჭიროება, ცუდ მედიას კი არასოდეს შეეგუებიან, თუ კანონი არ დააძალებს ამას. ზოგიერთი ამბობს, რომ ჟურნალისტმა ეთიკის გამო სამსახური არ უნდა დატოვოს. რა თქმა უნდა, არა!

მედიის ანგარიშვალდებულების სისტემები ძვირი ჯდება. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ სახელმწიფოსათვის რაიმე სახსრების თხოვნა სასურველი არ არის. ჟურნალისტებს არ გააჩნიათ იმდენი სახსრები, რომ ამ სისტემებზე დახარჯონ, თუმცა, მედიის ანგარიშვალდებულების სისტემები კარგი დაბანდების საშუალებაა არა მხოლოდ მედიის ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არამდე მისი იმიჯის ამაღლებისათვის სახელმწიფოს, სასამართლოს და საზოგადოების თვალში. ძნელია, დაარწმუნო მედიის მეპატრონენი იმაში, რომ კარგი საზოგადოებრივი მომსახურების შემთხვევაში, ყველა სახის ყოველდღიური გაზეთი თუ ჟურნალი აყვავდება და წარმატებული იქნება. ამერიკული ,,New York Times-ი, ინგლისური ,,Gardian-ი, ფრანგული ,,La mond-ი ხარისხიანი და წარმატებული გაზეთებია.

ახლა კი ბოლო და სერიოზული კრიტიკული თვალსაზრისი, რომელიც გვიხსნის, თუ რატომ უცხადებს მტრობას წრფელი, კომპეტენტური ჟურნალისტი მედიის ანგარიშვალდებულების სისტემებს. მიზეზი ისაა, რომ ეს სისტემები თავად ჟურნალისტს აკისრებენ პასუხისმგებლობას ყოველივე უარყოფითზე, რაც მედიას ახასიათებს. ბევრი ჟურნალისტი ამბობს, რომ პროფესიონალები დამოუკიდებლები და დაქირავებული მუშაკები არიან და ამიტომაც თვითონ არ არიან პასუხისმგებელნი. ჟურნალისტები პატარა ცოდვებს ჩადიან, მედია კი დიდ ცოდვებს უშვებს. მედიის ანგარიშვალდებულების სისტემების მთავარი მიზანია არა მხოლოდ მედიის ,,გაჯანსაღება”, არამედ საზოგადოებისათვის მისი რწმენის დაბრუნებაც. მედიის წარმომადგენლებს სჭირდებათ ეს ნდობა იმისათვის, რომ იბრძოლონ პოლიტიკური და ეკონომიკური ჩაგვრის წინააღმდეგ და საზოგადოების ნდობა ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობაა.

ახლა, რაც შეეხება მედიის ანგარიშვალდებულების სისტემებს საქართველოში. პრობლემა ის არის, რომ ყველა ერმა, რომელმაც ახლახან დააღწია თავი ტოტალიტარულ რეჟიმს, უნდა ჩამოაყალიბოს მედია, რომელიც შეზღუდვის თვალსაზრისით იქნება შუალედური ვარიანტი იმისა, რაც არის, ერთის მხრივ, ბელორუსიასა და უკრაინაში, და მეორეს მხრივ, ესტონეთსა და რუსეთში. სახელმწიფო მოხელეები, გამომცემლები და ჟურნალისტები, მედიის მომხმარებლები მიჩვეულნი არ არიან ობიექტურობას ინფორმაციის მიწოდებისას; მიჩვეულნი არ არიან თვითრეგულირებას, რითაც დიდ ცოდვებს ჩადიან. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჟურნალისტები უარყოფენ სოციალურ პასუხისმგებლობას. ისინი ჩვეულებისამებრ უარყოფენ ეთიკის ნორმებს. როგორც თავად ამბობენ, მათ სურთ იყვნენ შემოქმედები, თავი წარმოუდგენიათ აქტიორებად, მსახიობებად პოლიტიკურ არენაზე და არა ინფორმაციის მომპოვებლებად. შედეგად ვიღებთ კონფლიქტს. როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში იქმნება კონფლიქტი ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს შორის, ეს უკანასკნელნი საუბარს იწყებენ თავისუფალი პრესის წინააღმდეგ გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე. ბევრი ერისათვის მრავალი წლის განმავლობაში მედია სახელმწიფო მექანიზმის ნაწილს წარმოადგენდა.ყველგან, სადაც მთავრობა ლაპარაკს იწყებს პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, მედიის წარმომადგენლები თვითრეგულირებაზე იწყებენ საუბარს, რასაც მანამდე არც კი ახსენებდნენ. მაშინ ,,თვითრეგულირება“ ჟღერს, როგორც ეშმაკური საშუალება ლეგალური კონტროლის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს სჭირდება სოციალური პასუხისმგებლობის დადებითი პოლიტიკა, ანუ როგორც აღვნიშნე, მედიის პასუხისმგებლობა ხარისხზე. როგორც ჩანს, ჟურნალისტთა, პოლიტიკოსთა და მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს შეგნებული, რომ საჭიროა ხარისხიანი ჟურნალისტიკა და რომ ეს შესაძლებელია... ჩემი რჩევა შემდეგია: საწყის ეტაპზე თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ მედიის ანგარიშვალდებულების რაც შეიძლება ბევრი სისტემა, რომელიც არც სადაო იქნება და არც ძვირი. მაგალითად, სასურველია, გაზეთებში არსებობდეს შესწორებათა გრაფა, სადაც ღიად და ყველასთვის დასანახად დაიბეჭდება წინა ნომრებში დაშვებულ შეცდომათა შესწორებები და კორექტურები (ეს ტრადიცია დასავლეთევროპულ ჟურნალისტიკაში ბოლო 20 წლის მანილზე დამკვიდრდა). ,,The Gardian-ი რომელიც ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო გაზეთია, ყოველდღე აქვეყნებს შესწორებათა სიას. ამან მისი რეპუტაცია კიდევ უფრო აამაღლა. შესწორებათა გრაფას არავითარი ხარჯი არ სჭირდება და ეს უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ. ასევე საჭიროა მაღალი დონის ჟურნალისტური სკოლების დაარსება, რომლებიც მოამზადებენ გამოცდილ, კომპეტენტურ კადრებს. ამ კადრებს შეეძლებათ მომავალში ძველი ჟურნალისტური ტრადიციის შეცვლა. კანონები და მარეგულირებელი მექანიზმები ვერ შეცვლიან მედიას უკეთესობისაკენ და ამიტომ ისინი მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ. სასურველი გარემო სწორედ ჟურნალისტებმა უნდა შეუქმნან მედიას. მე მჯერა, რომ საზოგადოებას და პროფესიონალ ჟურნალიტებს შეუძლიათ, შექმნან თავისუფალი მედია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

3 პრაივესი, ანუ განმარტოების სიკეთის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ფრიდონ საყვარელიძე

,,მარტოობაში ადამიანი ხშირად თავს ნაკლებად მარტოსულად გრძნობს.

ორ ბაირონი

ადამიანები ძლიერ ცნობისმოყვარენი ვართ. მეტნაკლებად ყველა. ძველი სენტენცია მის შესახებ, რომ თითოეულს სურს ამოიცნოს სხვა, თავად კი ამოუცნობი დარჩეს - დღესაც აქტუალურია. ჩვენ ხშირად ვცდილობთ, სხვა ადამიანების შესახებ სწორედ იმგვარი ინფორმაციის მოპოვებას, რისი გამჟღავნებაც არ სურს თავად ამ ადამიანს. რა ხშირად ვცდილობთ სულში ჩავუძვრეთ სხვას და მისი პირადი ცხოვრების დეტალები გავიგოთ. მაგრამ როგორც კი ის სხვა გაბედავს ჩვენს ამ წმიდათა წმიდაში შემოჭრას - აღშფოთებას ვერ ვმალავთ. ტელეფონში დასმული, ერთი შეხედვით თითქოს სრულიად უწყინარი კითხვა - ვისი ბინაა? - უმალ საოცარი პროტესტის გრძნობას ბადებს და ზრდილობიანი, მაგრამ ცივი პასუხისკენ გვიბიძგებს: - თქვენ სად რეკავთ? გულში კი ვფიქრობთ - რა შენი საქმეა? მართლაც და რა მაგის საქმეა? ან რატომ უნდა ვუთხრა, ვინ იცის - ვინ ოხერია? აი, ჯერ თვითონ მითხრას, სად რეკავს და მერე კი ვნახოთ. არანაკლებ გავღიზიანდებოდით, თუ სხვა, ასევე ,,უწყინარ” კითხვას - რომელი ბრძანდებით? - დაგვისვამდნენ. ამ ,,თავხედობისთვისაც” (ბრჭყალების მოშლა ან მისი დატოვება მკითხველისათვის მიმინდია) შეიძლებოდა ზრდილობიანად გვეპასუხა - ჯერ თქვენი სახელი მითხარით, ბატონო! - მაგრამ გაღიზიანება უკვე აშკარად დაგვეტყობა და შემდეგ კითხვას თუ აღარ დაგვისვამენ, მათთვის აჯობებს.

ეს რაც შეეხება უწყინარ კითხვებს. აი, ჩვენი ცხოვრების სხვა ინტიმურ კითხვებზე პასუხი კი, არა მგონია, ასეთივე ზრდილობიანი აღმოჩნდეს. ადამიანებს დიდი სურვილი აქვთ მაქსიმალურად შეინარჩუნონ პირადად მათთვის მგრძნობიარე ინფორმაციის კონფიდენციალობა. ასე იყო უძველესი დროიდან, რის შედეგადაც ადამიანთა მსგავსი სურვილები არაერთი სამართლებრივი და მორალურ-ეთიკური ნორმის საფუძველი გამხდარა. ამის საუკეთესო მაგალითია აღსარების საიდუმლო; ჯერ კიდევ გავრცელებული შვილად აყვანის საიდუმლოს გახსენებაც შეიძლება.

ყველაფერი ეს პირადი ცხოვრების ნაწილია, პირადი ცხოვრებისა, რომელსაც განსაკუთრებულად ფაქიზი მოპყრობა და საკმაოდ მკაცრი დაცვა სჭირდება. ანგლოსაქსური სამართლებრივი ცნება პრაივესი (Privacy) სწორედ პირადი ცხოვრების თავისუფლებას, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას ნიშნავს. ამ ტერმინმა ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი ქართულ ენაში. არადა, პრაივესი, გარდა იმისა, რომ მთელს მსოფლიოში მიღებული და დამკვიდრებული ტერმინია, მკაფიოდ და სხარტადაც გამოხატავს მის შინაარსს. პრაივესის საყოველთაოდ მიღებული განმარტება არ არსებობს; მეტიც, ადამიანის არც ერთ სხვა უფლებას აქვს იმდენი განმარტება, რამდენიც პრაივესის. თუმცა, ეს არ აკნინებს მის მნიშვნელობას, მით უმეტეს, რომ

,,გარკვეული აზრით ადამიანის ყველა უფლება პრაივესის ფორმაა.1

0x01 graphic

აშშ-ის სასამართლოს მომავალმა წევრმა, იმხანად კი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბოსტონელმა ადვოკატმა ლუი ბრანდეისმა (Lous Brandeis) 1890 წელს სემუელ უორენთან (Samuel Warren) ერთად გამოაქვეყნა სტატია - ,,პრაივესის უფლება” (,,Right of Privacy”), რომელშიც წარმოადგინა პრაივესის, როგორც სამოქალაქო უფლების ხედვის საკუთარი პოზიცია და განმარტა ის, როგორც ყოველი ადამიანის უფლება - თავი გაანებონ, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, განმარტოების უფლება (,,The right to be left alone”).2 დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ სხვა საჟურნალო სტატიას არ მოუხდენია ისეთი გავლენა ამერიკის, შემდგომში კი სხვა ქვეყნების იურიდიული საზოგადოების ცნობიერებაზე, როგორც ზემოთ აღნიშნულს, ვინაიდან მასში ჩამოყალიბებული დოქტრინა მრავალი სასამართლო საქმის გადახედვის ან სარჩელის მიზეზი გახდა.

ლუი ბრანდეისი
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი (1919-1939 წწ.)

პრაივესის ცნობილი სპეციალისტის ალენ უესტინის (Alan Westin) აზრით,

პრაივესი არის ადამიანის სურვილი თავისუფლად აირჩიოს, თუ რა ვითარებაში და რა ხარისხით არის ის მზად, გახსნას საკუთარი თავი, საკუთარი ჩვევები და საქციელი სხვა ადამიანებისათვის.3

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის სამართლის პროფესორ რუთ გეივისონის (Ruth Gavison) აზრით, პრაივესი 3 ელემენტისაგან შედგება: საიდუმლოება, ანონიმურობა და განმარტოება. ეს არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაიკარგოს როგორც ადამინის სურვილით, ასევე გარედან ჩარევით.4

ბრიტანეთის კალკუტის კომიტეტი პრაივესის განსაზღვრავდა, როგორც - პირდაპირი იზიკური ქმედების ან ინფორმაციის გამოქვეყნების მეშვეობით პირად ცხოვრებაში, ან ქმედებაში, ან ოჯახის ცხოვრებასა და ქმედებაში შეჭრისაგან დაცვის უფლებას.5

უფრო ზოგადად, პრაივესი ნიშნავს პირადი ცხოვრების მოწყობას საკუთარი მოსაზრებების მიხედვით, როდესაც უცხოთა ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი. ის ეხება პირად, საოჯახო და შინაურ ცხოვრებას, ფიზიკურ და სულიერ ხელშეუხებლობას, პატივსა და ღირსებას. დაუშვებელია, ადამიანის არასწორად წარმოჩენა, იმ არასასურველი ფაქტების გამჟღავნება, რომელიც არ არის საქმესთან დაკავშირებული, პირადი ფოტოების არასანქციონირებული გამოქვეყნება. ადამიანი დაცული უნდა იყოს შპიონაჟისაგან და გაუმართლებელი, ან დაუშვებელი უტაქტო ქმედებებისაგან, პირადი მიმოწერის მასალების არასწორი გამოყენებისაგან, იმ ინფორმაციის გამჟღავნებისაგან, რომელიც პიროვნებამ კონფიდენციალურად გაანდო ან მიიღო სხვისგან.

პრაივესი პიროვნების ინფორმაციულ სუვერენიტეტსაც ნიშნავს. ყოველ ადამიანს უფლება აქვს, აკონტროლოს საკუთარი და მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. არავის აქვს ინფორმაციული სუვერენიტეტის შელახვის უფლება. პრაივესის დარღვევა განიხილება როგორც ძალადობა, ისევე, როგორც ფიზიკური ძალადობა თუ ქონების ქურდობა (თუ ქონებას ტრადიციულად განვიხილავთ როგორც ინდივიდის სხეულის გაგრძელებას, მაშინ ინფორმაცია ადამიანის შესახებ მისი სულის გაგრძელებაა). ამიტომ, პრაივესის დარღვევა შესაძლებელია ძალადობის გამოყენების კანონით დადგენილ პირობებში და მხოლოდ როგორც პასუხი ძალადობაზე. პრაივესის კონცეფცია ეყრდნობა ინდივიდუალური ინტერესების პრიმატს საზოგადოებრივ ინტერესებზე (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის არსებობენ ე.წ. ,,გამორჩეული ინდივიდები”, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესებს გამოხატავენ. სხვადასხვა ინდივიდი საზოგადოების სხვადასხვა ინტერესს გამოხატავს, საზოგადოება კი არაანტროპომორფულია, მას არა აქვს ,,საინფორმაციო ღრუ”, რათა საკუთარი ინტერესები გაახმოვანოს). საზოგადოებას არა აქვს უფლება ცხვირი ჩაყოს პირად საქმეებში, თუ ინდივიდი აშკარად არ გამოთქვამს ან გამოხატავს ამგვარ სურვილს.

პრაივესის შესახებ მრავალრიცხოვანი მინიშნებაა ბიბლიაში;6 დიდი ყურადღება ეთმობა პრაივესის დაცვას ასევე ძველებრაულ კულტურაში, ძველ საბერძნეთში და ძველ ჩინეთში. პრაივესთან დაკავშირებული კანონმდებლობა სათავეს 1361 წლიდან იღებს, როდესაც ინგლისელმა მოსამართლეებმა გამოსცეს ,,მშვიდობის აქტი“ (Peace Act), რომელიც გახდა ჯაშუშობის საწინააღმდეგო სამართლებრივისაფუძველი.

ინგლისის პარლამენტის წევრი უილიამ პიტი (William Pitt) წერდა:

,,სამეფოს მთელი ძალები უძლურნი არიან გლახაკის წინაშე, როდესაც ის საკუთარ ქოხში იმყოფება. ქოხი შეიძლება იყოს ძველი, მისი სახურავი შეიძლება ჭრიალებდეს, გამჭოლი ქარი თავისუფლად დანავარდობდეს, თავსხმა და ნიაღვარი შეიძლება შიგნითაც შემოვიდეს, მაგრამ ამ ნახევრად დანგრეული საცხოვრისის ზღურბლს ინგლისის მეფეც კი ვერ გადააბიებს საკუთარ ამალასთან ერთად.

შემდგომ საუკუნეებში სხვადასხვა ქვეყნები ახორციელებდნენ პრაივესის დაცვის ღონისძიებებს. 1776 წელს შვეციის პარლამენტმა მიიღო აქტი ,,საზოგადოებრივი არქივების ხელმისაწვდომობის შესახებ”, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს შეეძლო შეგროვილი ინფორმაციის გამოყენება მხოლოდ კანონიერი მიზნებისათვის. 1792 წელს საფრანგეთში მიღებულმა ადამიანის და მოქალაქის დეკლარაციამ დაადგინა კერძო საკუთრების ხელშეუხებელობა (კერძო საკუთრება კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარკვეული აზრით პრაივესის ფორმაა).

აშშ-ში პრაივესი დაცულია კონსტიტუციის მეოთხე შესწორებით, რომელიც რატიფიცირებულია 1791 წლის 15 დეკემბერს და რომელშიც ნათქვამია:

,,ხალხის უფლება პიროვნების, საცხოვრებელი ადგილის, ქაღალდების და ქონების ხელშეუხებლობაზე არ უნდა ირღვეოდეს დაუსაბუთებელი ჩხრეკებით და დაპატიმრებებით. არც ერთი ორდერი არ უნდა გაიცეს საკმარისი საფუძვლის არსებობის გარეშე, რომელიც დადასტურებულია ფიცით ან საზეიმო განცხადებით; ამასთან ორდერი უნდა შეიცავდეს გასაჩხრეკი ადგილის, დასაპატიმრებელი პირებისა და ნივთების დაწვრილებით აღწერას.

1928 წელს აშშ-ს უმაღლესი სასამართლო იხილავდა საქმეს ოლმსტედი (Olmsted) აშშ-ს წინააღმდეგ.7 ოლმსტედი გასამართლებული იყო ,,მშრალი კანონის“ მოქმედების დროს

ალკოჰოლით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით. სამხილები მის წინააღმდეგ ტელეფონის არასანქცირებულიმოსმენის გზით მოიპოვეს. სასამართლომ უარყო ოლმსტედის პრეტენზიები იმის საფუძველზე, რომ მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ფიზიკურად არ დარღვეულა: არავინ შეჭრილა მის სახლში და არავის წაურთმევია მისთვის რაიმე დოკუმენტი (საინტერესო ფაქტია: მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ სატელეფონო კომუნიკაციების საიდუმლოება არ არის დაცული კანონის მხრიდან იმ ხარისხით, როგორც საფოსტო მიმოწერა). სწორედ ამ საქმეში, ჩვენს მიერ ზემოთ უკვე ნახსენებმა მოსამართლე ლუი ბრანდეისმა, რომელიც არ იზიარებდა კოლეგების მოსაზრებებს, წარმოთქვა თავისი სახელგანთქმული სიტყვა პრაივესის დასაცავად. ბრანდეისის კონცეფციამ ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვა და 1934 წელს კონგრესმა მიიღო ფედერალური კანონი, რომელიც ,,სრული მოცულობით“ აღიარებდა მოქალაქეების უფლებას კომუნიკაციების საიდუმლოებაზე. ამ კონცეფციის წარმატებულობის ბრწყინვალე მაგალითია 1967 წლის პროცესი ,,კაცი (Kats) აშშ-ის წინააღმდეგ“. კაცი დაადანაშაულეს აზარტული თამაშების უკანონო ორგანიზებაში. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს სანქციის გარეშე დაამონტაჟა მოსასმენი აპარატურა იმ ტელეფონ-ავტომატის ჯიხურის გარეთ, რომლითაც ჩვეულებრივ სარგებლობდა კაცი. სამართალდამცავი ორგანოები ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო, ვინაიდან: პირველი - სატელეფონო ჯიხური არ წარმოადგენს სათავსოს, რომელიც დაცულია აშშ-ის კონსტიტუციის მეოთხე შესწორებით; და მეორე - ე.წ. ,,ჟუჩოკი“ არ ყოფილა დამონტაჟებული თავად ტელეფონ-ავტომატის ჯიხურში, არამედ მის გარეთ. მიუხედავად ამისა, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფალთა მოქმედება ელექტრონული მოსმენის და მოსარჩლის სიტყვების ჩაწერის განხორციელებისას წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების თავისუფლების დარღვევას, რომლის დაცვის საფუძვლიანი ვარაუდი ჰქონდა მოსარჩლეს, როდესაც ის ტელეფონ-ავტომატის ჯიხურით სარგებლობდა. კაცმა სრულიად მკაფიოდ გამოხატა განმარტოების და კონფიდენციალობის სურვილი, როდესაც ტელეფონ-ავტომატის ჯიხურის კარი მიიხურა და ავტომატში ფული ჩააგდო. კაცმა მოიგო საქმე. ამასთან ერთად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია ოლმსტედის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და თითქმის 40 წლის შემდეგ აღადგინა სამართლიანობა.

თანამედროვე შეხედულებები პრაივესის შესახებ დაფიქსირებულია ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში, რომლის მე-12 მუხლში ნათქვამია:

,,დაუშვებელია თვითნებური ჩარევა ადამიანის პირადსა და ახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივისა და ღირსებისა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.

პრაივესი, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება დაფიქსირებულია, აგრეთვე, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში, გაეროს კონვენციაში მიგრანტებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ, სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ დოკუმენტებში. ის იმთავითვე იგულისხმება ადამიანის ღირსების საფუძველში და სხვა ძირითად ღირებულებებში.

0x01 graphic

,,სცენები პირადი ცხოვრებიდან, შუა საუკუნეების უცნობი ავტორის გრავიურა

ეხება, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი:

1. ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს თავისი პირადი და საოჯახო ცხოვრების, საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების პატივისცემა.

2. საჯარო ხელისუფლება არ ჩაერევა ამ უფლების განხორციელებაში იმ შემთხვევის გარდა, როცა კანონის შესაბამისად ეს დასაშვებია და როცა ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობის ან სისხლის სამართლის დანაშაულის აღკვეთისათვის, ჯანმრთელობისა და მორალის ან სხვების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

ამ მუხლზე დაყრდნობით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო ახორციელებს კონტროლს ამ უფლებისრეალიზაციაზე. სასამართლო ფართოდ განმარტავს მე-8 მუხლს, როდესაც საქმე ეხება პრაივესის დაცვის გარანტიებს და ვიწროდ, როდესაც საქმე ეხება შეზღუდვებს.

აი, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიერ 1992 წლის 16 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების მაგალითი საქმეზე ნიმიცი (Niemietz) გერმანიის წინააღმდეგ:8

პროფესიით ადვოკატი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ფრაიბურგში მცხოვრები მ. ნიმიცი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ადგილობრივი პოლიტიკური პარტიის ,,Bunte Liste თავმჯდომარე, რომლის შემადგენლობაში მოქმედებდა ანტიკლერიკალური ჯგუფი.

1985 წლის 9 დეკემბერს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნული ანტიკლერიკალური ჯგუფისაგან მიიღო მუქარის წერილი, რომელიც ამ სასამართლოს ქვემდებარე საქმეს ეხებოდა. წერილს ხელს აწერდა ვინმე ,,კლაუს ვაგნერი”, როგორც შემდგომ გაირკვა - გამოგონილი პირი.

ვინაიდან პარტიული ფოსტა ნიმიცის ოფისის მისამართზე იგზავნებოდა, 1986 წლის 8 აგვისტოს ,,კლაუს ვაგნერის“ პიროვნების დადგენის მიზნით გაიცა ორდერი განმცხადებლის ოფისის ჩხრეკის შესახებ. ჩხრეკამ შედეგი არ გამოიღო და საქმეც შეწყდა.

ნიმიცი ამტკიცებდა, რომ მისი ოფისის ჩხრეკისას დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი, რის საპასუხოდაც გერმანიის მთავრობა აცხადებდა, რომ მე-8 მუხლი არ იცავს საადვოკატო კანტორას ჩხრეკისაგან.

სასამართლომ დაადგინა, რომ მე-8 მუხლის დარღვევას ჰქონდა ადგილი, ვინაიდან: პირველი - პირადი ცხოვრების ცნება არ შეიძლება მხოლოდ ინტიმური სფეროთი შემოიფარგლოს და მთლიანად გამოვრიცხოთ გარე სამყარო პირადი ცხოვრებისგან. ბევრი ადამიანისათვის, ეს განსაკუთრებით ჰუმანიტარული პროფესიების წარმომადგენლებს ეხებათ, ძალიან ძნელია ზღვარის გავლება, თუ სად მთავრდება მისი პირადი ცხოვრება და იწყება საქმიანი, პროფესიული. ამას გარდა, პროფესიული საქმიანობა შეიძლება საკუთარ სახლშიც განხორციელდეს, ისევე როგორც, ხშირად, სამსახურში პირადი საქმეებით არიან დაკავებულნი. მეორე - საცხოვრებლის ცნება (ინგლისურად - home) საფრანგეთში (ფრანგულად - domicile) დაგერმანიაში სამსახურეობრივ ოფისებსაც ეხება. საცხოვრებლის, ისევე როგორც პირადი ცხოვრების ვიწრო განმარტებამ შეიძლება, უთანასწორობის საფრთხე წარმოშვას.

0x01 graphic

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პრაივესი კონსტიტუციურადაა აღიარებული. ეს კონსტიტუციური ნორმები სულ ცოტა საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობას და კომუნიკაციების საიდუმლოებას მოიცავს. ზოგიერთ, შედარებით ახალ კონსტიტუციაში, მაგალითად - სამხრეთაფრიკულ ან უნგრულში - ნახსენებია პირადი მონაცემების ხელმისაწვდომობის უფლება. ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციაში პრაივესი პირდაპირ არაა ნახსენები (ირლანდია, ინდოეთი). ამიტომ სასამართლოები სხვა საკანონმდებლო აქტებს ეყრდნობიან, როდესაც პრაივესთან დაკავშირებულ საკითხებს იხილავენ. ჩატარებას. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ ,,სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. მაშასადამე, მფლობელის ნებართვის გარეშე მის ბინაში შესვლა, გაჩხრეკა, ზოგ ქვეყანაში ეროვნულ კანონმდებლობას ემატება საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

საქართველოს კონსტიტუცია ხელშეუხებლად აცხადებს ადამიანის პირად ცხოვრებას, მის ჩანაწერებს, მიმოწერას, სატელეფონო საუბარს და სხვას. კრძალავს მფლობელის ნებართვის გარეშე მის ბინასა და სხვა მფლობელობაში შესვლას და ჩხრეკის ჩატარებას. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ ,,სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. მაშასადამე, მფლობელის ნებართვის გარეშე მის ბინაში შესვლა, გაჩხრეკა, მისი წერილების გახსნა, სატელეფონო საუბრის მიყურადება, კომპიუტერში შენახული ინფორმაციის წაკითხვა და სხვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო მის გარეშე - მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, რომლებიც კანონით განსაზღვრულია, როგორც ,,გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევები“ (მუხლი 20). თანამედროვე კონცეფცია გამოყოფს პრაივესის ოთხ სახეს:

1. საინფორმაციო - პერსონალური მონაცემების შეკრება და დამუშავება, როგორიცაა საბანკო და სამედიცინო ინფორმაცია;

2. ფიზიკური - ადამიანის სხეულის დაცვა უცხო ჩარევისაგან, როგორიცაა: ნარკოტიკების გამოცდა და შინაგან ორგანოთა გამოკვლევა;.

3. კომუნიკაციური - საფოსტო შეტყობინებების, სატელეფონო საუბრების, ელექტრონული ფოსტის და კავშირის სხვა საშუალებების დაცულობა;

4. ტერიტორიული - საცხოვრებელ, სამუშაო და საზოგადოებრივ ადგილებში შეჭრის შეზღუდვა.

თითოეული ადამიანი კანონით უნდა იყოს დაცული ამგვარი ჩარევისაგან. პრაივესი ჩვენი ეპოქის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა მისი არაერთგვაროვნებისა და სირთულის გამო, ვინაიდან ტექნიკური პროგრესი (იდენტიფიცირების მეთოდები, ბიომეტრია, კომუნიკაციების კონტროლი, ინტერნეტისა და ელექტრონული ფოსტის კონტროლის შესაძლებლობის ჩათვლით, ვიდეოდაკვირვება და სხვა მრავალი) მრავალრიცხოვან პრობლემას უქმნის ამ უფლების სრულფასოვან განხორციელებას, ბევრი ქვეყნის კანონმდებლები კი (ეს ჩვენს კანონმდებლებსაც ეხებათ) ხშირად ჩამორჩებიან ტექნიკურ პროგრესს, მაგრამ ამაზე შემდგომში.

და ბოლოს, პრაივესის ლუი ბრანდეისისეულ განმარტებას - პრაივესი განმარტოების უფლებაა - საოცრად ეხმიანება და ერთგვარად ავსებს არტურ შოპენჰაუერის გამონათქვამი -

,,მხოლოდ მარტოობისას განასახიერებს სრულად საკუთარ თავს ყოველი ადამიანი.

________________________

1. Volio, Fernando. ,,Legal personality, privacy and the family” in Henkin (ed) The nternational Bill of Rights, New York : Columbia University Press, 1981.

2. Samuel Warren and Louis Brandeis, ,,The right to privacy”, Harvard Law Review 4, 1890 pp 193 - 220.

3. Alan F Westin, Privacy and Freedom, Atheneum, New York p. 7.

4. Privacy and the Limits of Law, [1980] 89 Yale L.J. 421, at 428.

5. Report of the Committee on Privacy and Related Matters, Chairman David Calcutt QC, 1990, Cmnd. 1102, London: HMSO, page 7.

6. Richard Hixson, Privacy in a Public Society: Human Rights in Conflict 3 (1987). See Barrington Moore, Privacy: Studies in Social and Cultural History (1984).

7. აშშ-ის უზანესი სასამართლოს საქმეების სრული ტექსტები ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: Supreme Court of the United States, რომლის მისამართია - http://www.supremecourtus.gov/

8. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს საქმეთა სრული ტექსტების გაცნობა შესაძლებელია ვებ გვერდზე: http://hudoc.echr.coe.int HUDOC-ის ძებნის სისტემის მეშვეობით. საკმარისია შესაბამის გრაფაში შევიტანოთ საქმის დასახელება, აპლიკაციის ნომერი, განაჩენის გამოტანის თარიღი, ან ნებისმიერი სხვა მითითებული ინფორმაცია.

4 ეკლესია და კანონი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზურაბ კიკნაძე

დღეს, ახალი ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის, სამი ათასი წლის მანძილზე (თუ ეს ხანგრძლივობა რეალობას შეესატყვისება) განუცდელი სახელმწიფოებრიობის დაფუძნების პერიოდში, მეტისმეტად აქტუალური გახდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის პრობლემა. ეს ხდება საკანონმდებლო ბუმის პერიოდში, როცა მთელი ჩვენი კეთილდღეობა, ქვეყნის მომავალი კანონთა იმ ,,პაკეტებზეა” დამოკიდებული, რომლებიც წინ უდევს პარლამენტს განსახილველად და დასამტკიცებლად. მართლაც, რომელ ქვეყანას გაუძლია კანონების გარეშე? ვლ. სოლოვიოვის თქმისა არ იყოს, სახელმწიფო თავისი კანონებით იმისთვის არის მოწოდებული, რომ ქვეყანა ჯოჯოხეთად არ იქცეს, სამოთხის დამყარება ამ ქვეყნად კი მას არ უნდა მოეთხოვოს. თუმცა, სამოთხეს ვერც ეკლესია ამყარებს წუთისოფლის საზღვრებში, მაგრამ ის ამზადებს ადამიანებს, უფრო სწორად, ადამიანთა სულებს მეორე მოსვლისთვის ღვთის სასუფევლის დასამკვიდრებლად, რომლის პროექცია ამქვეყნად ქრისტიანულ საწყისებზე დამყარებული ცხოვრებაა, მაინც არასრულყოფილი, ხარვეზიანი, ცოდვილი, ტანჯული, მაგრამ გასაძლები, გადასატანი, როგორც მოუწოდებს, ამხნევებს მაცხოვარი:

,,სოფელსა ამას ჭირი გაქვს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა (იოან. 16:33).

0x01 graphic

ამ ძლევაში ყოველგვარი კანონი უძლურია. ძლევა შინაგანი აქტია და ის არავითარ კანონმდებლობას არ ექვემდებარება. ასე იყო წარსულში დაასე უნდა იყოს დღეს, თუ კი გვსურს, ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ პოზიციებზე დავრჩეთ, სადაც უპირატესად მადლშია სასოება და არა სამართალში (კათოლიკური სამყაროსგან განსხვავებით). საკანონმდებლო ციებ-ცხელებამ, რომლითაც ატანილია პარლამენტი (და ეს ბუნებრივია საკანონმდებლო ორგანოსთვის), საეკლესიო წრეებშიც შეაღწია, რაც სეკულარიზაციის აშკარა, არცთუ სასიამოვნო ნიშანია. ფიქრობენ, რომ კანონმდებლობა აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტისა და პოზიციების განსამტკიცებლად. ისინი ფიქრობენ, რომ უნდა აღდგეს ეკლესიის სახელმწიფო სტატუსი, ანუ მართლმადიდებლობა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად. და ეს მისი სტატუსი კონსტიტუციით უნდა განმტკიცდეს. მათი ფიქრით, ეკლესიის წინაშე მდგარი სიძნელეების დასაძლევად ეს აქტი აუცილებელია: სახელმწიფო სტატუსი მას გაუხსნის გზას ქვეყნის ფართო მასებისაკენ ან, პირუკუ, მასებს გაუხსნის გზას ეკლესიისკენ. მათ შეიძლება დაიმოწმონ კონსტანტინე დიდის ხანა, როცა საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთკავშირს. მართლაც, სწორედ გაქრისტიანებული იმპერატორის ავტორიტეტით და ძალაუფლებით იყო, რომ ნიკეის კრებაზე მარცხი განიცადა არიანულმა მწვალებლობამ, რომელიც შიგნიდან ღრღნიდა ეკლესიას. და შემდეგაც, მომდევნო კრებებზე, იმპერატორთა მხარდაჭერამ უზრუნველყო დოგმატების სიმრთელე და საყოველთაობა მთელი იმპერიის ფარგლებში და მის გარეთარსებულ ეკლესიებში. შეიქმნა მსოფლიოში პირველი და ერთადერთი მართლმადიდებელი სახელმწიფო, სადაც ეროვნება აღმსარებლობამ შეცვალა. სახელმწიფომ თავისი მფარველობის ქვეშ მოაქცია ეკლესია, მან იკისრა მისი მთლიანობის დაცვა. ცნობილია, რომ მწვალებლობათა დათრგუნვა იმპერატორის ხელით ხდებოდა, თუმცა, ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ხშირად იმპერატორი თავად მოვლენია ეკლესიას მწვალებლობის მეურვედ. საკმარისია გავიხსენოთ თავად კონსტანტინე დიდი, რომელმაც ჯერ მხარი დაუჭირა მართლმადიდებლობას, ნიკეის კრების შემდეგ კი გადააყენა და ექსორია უყო მის მესვეურებს (ათანასე ალექსანდრიელს, ევსტათი ანტიოქიელს და სხვათა), დააბრუნა რა ეპარქიებში არიანელი ეპისკოპოსები და მღვდლები, და საბოლოოდ თავადაც არიანელის ხელით მოინათლა. ორივე შემთხვევაში იმპერატორი ეკლესიაში მშვიდობის დასამკვიდრებლად იღვწოდა: მისთვის განურჩეველი იყო - მართლმადიდებელი სარწმუნოების ნიშნით დამკვიდრდებოდა მშვიდობა თუ არიანული ცდომილების ნიშნით. იმპერატორების ხელში ხშირად საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას ეწირებოდა ეკლესიის ინტერესები. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ისინი, როგორც საერო ხელისუფალნი, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესების დამცველნი იყვნენ. კონსტანტინეს მოქცევაც ხომ გარკვეულწილად ამ ინტერესმა განსაზღვრა. სახელმწიფო ყოველთვის ასეთი იყო და არის: ის ყველაფერს თავის ინტერესებს უმორჩილებს. დღეს, როდესაც სახელმწიფოს სათავეში დგას არა იმპერატორი, რომელიც ძველი რომაული ტრადიციით ღვთისმსახურიც იყო (უზენაესი პონტიფექსი), არამედ სახელმწიფოს მეთაური (პრეზიდენტი), რომლის ხელისუფლება სრულიად საპირისპირო წარმოშობისაა, კარდინალურად არის შეცვლილი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება. შეცვლილია არა მხოლოდ ხელისუფლების ტიპი, არამედ საზოგადოების სტრუქტურა და თავად ადამიანი. და ეს ცვლილება ისევ და ისევ ქრისტიანული ეპოქის მონაპოვარია. თანამედროვე ტენდენცია, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა გაცნობიერებაში მდგომარეობს, არა წარმართობიდან, არა ისლამიდან, არა ათეიზმიდან, არამედ ქრისტიანობიდან იღებს სათავეს. ვიკითხოთ, რა სიახლე მოიტანა ქრისტიანობამ? ბევრ სხვასთან ერთად ერთი მნიშვნელოვანი რამ: ადამიანის თავისუფალი არჩევანი აღმსარებლობის საკითხში. ამით განსხვავდება ძველი აღთქმის ხანა ახალი აღთქმის ხანისგან და ძველი აღთქმის ადამიანი ახალი აღთქმის ადამიანისგან, რომლის კონფესია ბიოლოგიური შობით განისაზღვრებოდა. ახალი აღთქმის ხანიდან კი რწმენა ადამიანის სინდისის საქმე გახდა და, მაშასადამე, სულიერი. პირველად მსოფლიო რელიგიების ისტორიაში ქრისტიანობამ მოხსნახორციელი და, თუნდაც, ეთნიური წარმოშობის ფაქტორი სარწმუნოების საკითხში, თუმცა, ჯერ კიდევ იერემია წინასწარმეტყველი ლაპარაკობდა ახალ აღთქმაზე, რომლის ძალითაც რჯული გულებში ჩაებეჭდებოდათ ადამიანებს (იერემ. 31:30-32). პავლე მოციქულის მთელი მოძღვრება ამ მომენტზეა აგებული. იგი ამოდის იოანე ნათლისმცემლის სიტყვებიდან ფარისევლებისადმი, რომლებიც იკვეხნიდნენ აბრაამისგან ხორციელ წარმოშობას:

,,და ნუ ჰგონებთ და იტყვით თავით თვისით: მამა გვივის ჩვენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყვი თქვენ, ვითარმედ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა (მათ. 3:9).

0x01 graphic

თუ სისხლითა და ხორცით აბრაამიანი არ ხარ, მაგრამ აღიარებ მას რწმენის მამად, შეგიძლია თავისუფალი ნებით აირჩიო იგი შენს წინაპრად, რადგან ღმერთს ქვაც კი შეუძლია აქციოს აბრაამის შვილად. აქედან გამომდინარე, ქრისტიანობა თავისუფლების რელიგიაა არა მხოლოდ იმ აზრით, რომ რწმენა ათავისუფლებს ადამიანს (იხ. პავლე მოციქულის ეპისტოლეები, სადაც ძირითადად ამაზეა საუბარი), არამედ იმ აზრითაც, რომ ადამიანი, როგორც თავისუფალი არსება, თავად ირჩევს თავისუფალი ნებით აღმსარებლობას. ყოველნაირი იძულება ადამიანის ნებასა და სინდისზე, რა სასიკეთო მიზნითაც არ უნდა ხდებოდეს ეს, საფუძველშივე ეწინააღმდეგება ქრისტიანული რელიგიის სულს. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ვერც ღმერთი, ვერც ეშმაკი იძულებით ვერ დაიყოლიებს ადამიანს სიკეთისკენ ან ბოროტებისკენ, თუ თავად მისმა თავისუფალმა ნებამ არ გადაწყვიტა, თუ თავად თავისი ნებით არ გადადგა ნაბიჯი ან სიკეთისკენ, ან ბოროტებისკენ. წმ. ეფრემ ასური წერს, რომ ადამიანის ნებაზე იძულება შეურაცხყოფაა ერ ღვთისა და მერე - ადამიანისა, რომელიც ღვთის ხატად არის გაჩენილი. ეს არის ქრისტიანული სარწმუნოების სიბრძნე, ეს იყო და არის მართლმადიდებელი ეკლესიის პრინციპი. ქრისტიანობის დასაბამშივე წარმოუდგენელი იყო იძულება - ადამიანი (იუდეველი თუ ელინი) თავისი ნებით უერთდებოდა ქრისტეს ეკლესიას და, ახლა, მით უფრო, გამორიცხულია იძულება. თავისუფლება არის ღვთაებრივი პრინციპის გამოხატულება, ღვთის ხატობა დადასტურება ადამიანში. ახალი აღთქმის ღმერთი თავისუფალი ადამიანების ღმერთია, არა ქვეყანათა, ხალხთა, თუნდაც ეროვნებათა, არამედ ადამიანთა,რომელთაც თავიანთი თავისუფალი ნება პიროვნულად თანაშეუწყვეს ღვთის აბსოლუტურ ნებას. მხოლოდ ისინი შეადგენენ ქრისტეს ეკლესიას. რწმენით არჩევითობა მკაფიოდ გამოჩნდა მოციქულთა მაგალითზე, რომლებმაც თავად აირჩიეს ქრისტე:

,,და ესმა მისი [იოანე ნათლისმცემლის] ორთა მათ მოწაფეთა, იტყოდა რაი ამას, და მისდევდა იესოს (იოან. 1:37).

სამოქალაქო კანონი გარედან განსაზღვრავს ადამიანის ქმედებას - ის მაიძულებელია. რჯულის კანონი შიგნიდან განსაზღვრავს ადამიანის ქმედებას - ის თავისუფალი მორჩილების ნაყოფია. თავად ეს ცნება თავისუფალი მორჩილება და ის, რაც მის უკან დგას, როდესაც ადამიანი ემორჩილება იმ კანონს, რომელიც მის „მეორე ბუნებად“ არის ქცეული, უცხოდ შეიქმნა თანამედროვე ადამიანისთვის, იმისთვისაც კი, ვისაც მორწმუნედ მიაჩნია თავი.

ძველ აღთქმაში ღმერთი ირჩევს ისრაელს მის მთლიანობაში და მოწოდებაც ასეთია: ,,ისმინე ისრაელო! (,,ისრაელო“, როგორც კრებულო), ახალში კი პიროვნებებს, რადგან ამიერიდან პიროვნება მომზადებულია რწმენით არჩევანისთვის. ღმერთს სურს მისი არჩევანი, ელოდება მისგან რწმენის თავისუფალ აქტს, რადგან თავისუფლება ქრისტიანული რწმენის განუშორებელი შინაარსია. იძულება ადამიანის ნებაზე თუნდაც მისი ხსნისათვის (შესაძლებელიც რომ იყოს ამგვარი გზით ხსნა) საფუძველშივე ეწინააღმდეგება ქრისტეს ეკლესიას, სადაც სულიწმიდა იღვწის და რომლის წევრი მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი ადამიანი შეიძლება იყოს და არა დათრგუნული მონა. უნდა ითქვას, რომ ედემის ბაღის ,,სტრუქტურა“ დღესაც შენარჩუნებულია ამ წუთისოფელში. არსებობს ხე ცნობადისა თავის ტკბილ-მწარე ნაყოფით და დღესაც ეს ხე ცუდად არ ხარობს ადამიანთა მეოხებით. მაგრამ არსებობს ხე ცხოვრებისა - ქრისტესეკლესია. და კვლავ ადამიანის არჩევანზეა, საითკენ გადაიხრება მისი ნება, და დღემდე მიშვებულია ადამიანი.ღმერთი არ ერევა მის არჩევანში, რადგან ერთადერთი, რამაც შეიძლება შეზღუდოს ღვთის ყოვლისშემძლეობა, აბსოლუტურ ნებაში გამოხატული, ეს ისევ და ისევ ადამიანის თავისუფლებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნებოდა ღვთის ხატის ხელყოფა ღვთის მიერვე და, საბოლოოდ, თავის თავის წინააღმდეგ წასვლა, რაც აბსურდია. ადამიანი კვლავ და კვლავ, როგორც იმ ხის წინ მდგარი ადამი და ევა, არჩევანის წინაშეა - ამ არჩევანს, თუნდაც ის დაღუპვას უქადდეს მას, ვერავითარი ძალა და კანონი ვერ წაართმევს, რადგან თავად ღმერთს არ წაურთმევია მისთვის თავისუფლება, რასაც ღმერთი ყოველ ადამიანში, თვით ავაზაკშიც აფასებს და თმენით ელის მისგან დამოუკიდებელ, თავისუფალ აქტს სიკეთისკენ. რა არის რწმენა? სამწუხაროდ, ადამიანები რწმენას, რომელიც თავისი ბუნებით შინაგანი ნებელობითი აქტია, არაფრით განარჩევენ იმგვარი აქტებისგან, რომლებიც ობიექტური გარემოებებით არის განპირობებულ-ნაკარნახევი. ჩვეულებრივ ასე მსჯელობენ: მორწმუნე ადამიანს მისი რწმენა უკრძალავს ამა თუ იმ ქმედებას, ზუსტად ისე, როგორც კანონი უკრძალავს მოქალაქეს რაიმე ქმედებას. მაგრამ არის განსხვავება სამოქალაქო კანონსა და რჯულის კანონს შორის. შორს რომ არ წავიდეთ, ერთი ფუნდამენტური განსხვავება ეს არის: სამოქალაქო კანონი გარედან განსაზღვრავს ადამიანის ქმედებას - ის მაიძულებელია. რჯულის კანონი შიგნიდან განსაზღვრავს ადამიანის ქმედებას - ის თავისუფალი მორჩილების ნაყოფია. თავად ეს ცნება - თავისუფალი მორჩილება - და ის, რაც მის უკან დგას, როდესაც ადამიანი ემორჩილება იმ კანონს, რომელიც მის ,,მეორე ბუნებად“ არის ქცეული, უცხო შეიქნა თანამედროვე ადამიანისთვის, იმისთვისაც კი, ვისაც მორწმუნედ მიაჩნია თავი. სხვადასხვა საზოგადოებები და დაჯგუფებები თუ პოლიტიკური პარტიები პარლამენტს სთავაზობენ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პროექტებს, იძლევიან კიდეც ,,სახელმწიფო რელიგიის“ განმარტებას. მაგალითად: ეს ის რელიგიაა, ,,რომელსაც ერი კანონით მთავარ სარწმუნოებრივ მიმართულებად აღიარებს“ (,,თბილისი“, 19 ივლისი, 1997). ,,კანონით აღიარებს!“ თუ პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ იმ ქვეყანაში, რომელიც წმიდა გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის წილხვედრილია, სადაც წმ. ანდრია პირველწოდებულმა მოციქულმა იქადაგა და, ბოლოს, სადაც ღვთისმშობლისავე შთაგონებით წმ. ნინომ აღასრულა თავისი სამისიონერო ღვაწლი, მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად უცილობლად საჭიროა სახელმწიფოს მიერ გამოცემული კანონი, ცუდად ყოფილა რწმენის საქმე. ,,ცუდად არს სარწმუნოება ეგე თქუენი“ (1კორ. 15:15). ამგვარი მოთხოვნის საფუძველი (უფრო სწორად: უსაფუძვლობა) რწმენის სისუსტეა ან, თუ არსებითად ვიტყვით, ეკლესიოლიგიური ერესი. მათ ამ გულშემატკივრობის დროს ავიწყდებათ, რომ ეკლესია, სადაც ან რა გარემოებაშიც არ უნდა არსებობდეს, ქრისტეს სხეულია, რომ ის სულიწმიდის მოფენით არის შექმნილი, და მას ვერავითარი გარეშე ძალა ვერ შეარყევს. ის შიგნიდან, საკუთარი უნივერსალური არსიდან ამოსვლით და მასზე დაყრდნობით განაგებს იერარქიას და მრევლს, და რაც უნდა მცირე იყოს იგი, მას აქვს თავისი მომავლის იმედი.

0x01 graphic

,,ნუ გეშინის მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქვენმან ზეცათამან მოცემად თქვენდა სასუფეველი (ლ. 12:32).

მაცხოვარი ლაპარაკობს სამწყსოზე, რომელიც იძულებით, კანონის ძალით, არ შეყრილა ფარეხში. ოფიციალური სტატუსი არის პირდაპირი გზა ეკლესიის ინტეგრაციისა სახელმწიფოსთან, რაც საბოლოოდ ეკლესიას სახელმწიფოს ერთ-ერთ დეპარტამენტად, მის ორგანოდ, გადააქცევს. ჩვენ ვიცით, რა მოიტანა ეკლესიის თანდათანობითმა გასახელმწიფოებრივობამ რუსეთის ,,მართლმადიდებელ იმპერიაში“, როგორ დააკნინა ეკლესიის ავტორიტეტი, როცა ჭეშმარიტი ქრისტიანული სულიერებისა და ცხოვრების დანერგვა სანახევროდ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა იკისრეს. თუ რა შედეგი გამოიღო რწმენის დანერგვამ და კონტროლმა იძულებითი და დამაშინებელი მეთოდებით, ყველასათვის ცნობილია - ჩვენ თითქმისმომსწრენი ვართ ამისა. მებრძოლი ათეიზმი საბჭოთა წყობილების დროს არ წარმოშობილა, საბჭოთა წყობილებამ მხოლოდ მოიმკო ნათესი. ისმის მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს სექტების საქმიანობა. ცხადია, ყოველი საქმიანობა, თუ ის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიზნეობრივია, უნდა აღიკვეთოს და ეს სახელმწიფოს მოვალეობაა. მაგრამ თუ ეკლესია თავისი პოზიციების განსამტკიცებლად მიმართავს სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურებს, ამით ის არა მხოლოდ აკნინებს საკუთარ შესაძლებლობებს, არამედ უპირისპირდება საკუთარ თავს. ოდიოზურია მოთხოვნა, რომელიც გაისმა უნივერსიტეტის დარბაზში (1997 წლის 26 მარტს) და დოკუმენტურადაც დაფიქსირდა, რომ ,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კონცეფციას საფუძვლად დაედოს მართლმადიდებლობა. რუსეთის ეკლესია სწორედ ამ კონცეფციამდე მივიდა სინოდალურ ხანაში, ხოლო რა მოხდა ამ ხანის დასასრულს, ყველასთვის ცნობილია. მცირე ექსკურსი მართლმადიდებლობის ისტორიაში. რამდენადაც სასარგებლო იყო კონსტანტინე დიდის ედიქტი ქრისტიანული ეკლესიის გათავისუფლებისა და სრულუფლებიანად გამოცხადების შესახებ, იმდენად დამაზარალებელი აღმოჩნდა თავად ეკლესიისთვის. თუ ადრე ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებამდე ქრისტეს აღიარება სიცოცხლისთვის არცთუ უხიფათო იყო და ეკლესიაში მხოლოდ საუკეთესონი - ჭეშმარიტი რწმენით სავსე და მისთვის თავგანწირული ადამიანები მიდიოდნენ, პრივილეგირებული სტატუსის პირობებში მასები მიაწყდნენ ეკლესიას არა რწმენით, არამედ ანგარებით. ოფიციალურმა სტატუსმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა იუსტინიანეს დროს წარმართობა კანონით აიკრძალა და ქრისტიანობის აღიარება სავალდებულო შეიქნა, გზა გაუხსნა ანგარებიან კარიერას - ამას გვემოწმება ბიზანტიის მთელი ისტორია, და არაფერი უშლის ხელს იმას, რომ ჩვენს პირობებში, სადაც მონოპარტიულმა კარიერიზმმა წარუშლელი კვალი დატოვა ადამიანთა ცნობიერებაში, იგივე განმეორდეს.

როგორც თავის დროზე ქრისტიანობის მოჩვენებით და ფარისევლურად აღმსარებელთა ახალი, მანამდე წარმოუდგენელი ტიპი გაჩნდა, ასევე უნდა ველოდოთ ჩვენშიც. საამისო ნიადაგი საკმაოდ პოხიერია. არც სახელმწიფო, არც საზოგადოება, არც ეკლესიის მესვეურნი არ არიან მომზადებული ეკლესიის პრივილეგირებული სტატუსის მისაღებად. სახელმწოფოს შეუვალი პრინციპი იყო და იქნება: do, ut des (,,გაძლევ, რათა მომცე”). ამ გაცემის სანაცვლოდ ეკლესია სახელმწიფოს სრული უფლება ექნება ეკლესია ჩააყენოს სახელმწიფო სამსახურში, აქციოს იგი, როგორც ეს სკანდინავიის ქვეყნებში მოხდა, სახელმწიფო სტრუქტურად, რომლის კანონებსაც ამ ქვეყნების პარლამენტები (რიგსდაგი, სტორტინგი თუ ფოლკეტინგი) ადგენენ. ეკლესიის გასახელმწიფოებრივობა თუ გაეროვნულება (სეკულარიზაცია), რაც ეკლესიის სახელწოდებაშიც მჟღავნდება (,,შვედური ეკლესია“, ,,დანიური სახალხო ეკლესია“, ,,ისლანდიური სახალხო ეკლესია“) ამ ქვეყნებში პროტესტანტიზმის შედეგია და თავისი სეკულარულ-გაეროვნულებული ხასიათით ძალზე დაშორებულია ჭეშმარიტი ეკლესიის იდეალებს. დღეს ამ ქვეყნების ეკლესიები ცდილობენ, მოიშორონ სახელმწიფო სტატუსი, როგორც უღელი. ჩვენში კი მართლმადიდებლობის გულშემატკივარნი მოითხოვენ სახელმწიფომ კონსტიტუციურად დაუდგინოს სტატუსი ეკლესიას, ანუ სახელმწიფომ ეკლესიას მისცეს კანონი, გააეროვნულოს უნივერსალური (,,კათოლიკე და სამოციქულო“) ეკლესია, როგორც საოპერო თეატრი ან საფეხბურთო სტადიონი. ამ ერთ აქტს, რომელიც პანაცეად წარმოუდგენიათ მის მოსურნეთ, ეკლესიის დამანგრეველი ორი ,,ერესი“ მოჰყვება: სეკულარიზაცია და ფილეტიზაცია. ნ. ბერდიაევი წერდა (ამ სიტყვებს ხელს მოაწერდა წარსულის ყველა ეკლესიის მამა და დღესაც ვერავინ უარყოფს მათ), რომ ღმერთი არასოდეს აჩენს თავს მდიდრად ამ წუთისოფელში, არამედ მხოლოდ ღარიბად; ღმერთი არ ცხადდება, როგორც ძალა ამა სოფლისა, არამედ ყოველთვის როგორც ვარცმული სიმართლე... ღმერთი არის ძალა და არა ძალაუფლება. ძალაუფლება ადამიანურია, არა ღვთიური. ძალაუფლება ეკუთვნის არა სულიერ ცხოვრებას, არამედ ადამიანთა შორის სოციალურ ურთიერთობას... სულიერი ძალა არის თავისუფლება და ის არ საჭიროებს ამა სოფლის ძალებს... როდესაც ეკლესიას სურდა მოეხვეჭა ძალაუფლება ამ წუთისოფელში, ის იყენებდა ძალადობის იარაღს, რომელიც სახელმწიფოსგან იყო ნასესხები... მაგრამ ეკლესია არ შეიძლება ებრძოდეს ბოროტებას ძალისმიერი გზით. როგორც ა. კარტაშევი წერს,

,,ეკლესია ებრძვის ბოროტებას მხოლოდ აღმსარებლობით და დევნილების დათმენით...

იყო ასეთი ეპოქები, როცა ეკლესია სახელმწიფოსგან სესხულობდა იარაღს და რას ეკუთვნის ასეთი ეპოქა - ეკლესიის ისტორიას თუ სახელმწიფოს ისტორიას? თუ ეკლესიის ისტორიას - რამდენად კეთილისმყოფელი იყო მისთვის ეს ეპოქა? წმიდა წერილი არსად არ ლაპარაკობს სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტეგრაციაზე. ახალი აღთქმის თანახმად, ყოველი ხელისუფლება ღვთისგან არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ღვთაებრივია ან ოდესმე შეიძლება გახდეს ღვთაებრივი. ესქატოლოგიურ ჯამში სახელმწიფო ვერ მონაწილეობს, ეს ჟამი ეკლესიისაა (იხ. ,,გამოცხადება“). განსხვავებით ეკლესიისა, რომელიც ზედროულ-ზეისტორიულია, სახელმწიფო წუთისოფლის მოვლენაა და მხოლოდ მის დროჟამულ საზღვრებში მოქმედებს. ეკლესიისა და სახელმწიფო ხელისუფლების ურთიერთობას არაორაზროვნად განმარტავს თავად ქრისტე ორმხრიანი დინარის იგავზე. ამ იგავს ყავლი არ გასვლია. ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტეგრაციის მოსურნეთ შეიძლება დაიმოწმონ იმპერატორ იუსტინიანეს კოდექსის ცნობილიVI ნოველა:

ღმერთი არასოდეს აჩენს თავს მდიდრად ამ წუთისოფელში, არამედ მხოლოდ ღარიბად; ღმერთი არ ცხადდება, როგორც ძალა ამა სოფლისა, არამედ ყოველთვის როგორც ჯვარცმული სიმართლე... ღმერთი არის ძალა და არა ძალაუფლება. ძალაუფლება ადამიანურია, არა ღვთიური. ძალაუფლება ეკუთვნის არა სულიერ ცხოვრებას, არამედ ადამიანთა შორის სოციალურ ურთიერთობას... სულიერი ძალა არის თავისუფლება და ის არ საჭიროებს ამა სოფლისნ ძალებს...

,,ორი უდიდესი მადლი გარდმოავლინა ღმერთმა ადამიანთა სიყვარულისათვის: მღვდლობა და მეფობა. მღვდლობა ემსახურება ღვთიურ საქმეთ, სამეფო ხელისუფლება სუფევს ადამიანურზე და მასზე ზრუნავს. მაგრამ ორთავენი ერთი და იმავე საწყისიდან გამოდიან და ორთავენი ამკობენ ადამიანის ცხოვრებას. ამიტომაც მეფენი ყველაზე მეტად სამღვდელოების ღირსებაზე ზრუნავენ, სამღვდელოება კი მუდამ ლოცულობს მათთვის ღვთის წინაშე. როცა სამღვდელოება უმწიკვლოა და ფლობს ღმერთთან მისასვლელს, მეფენი კი კანონიერად განაგებენ, მათ შორის კეთილი თანხმობა (სიმფონია) იქნება დამკვიდრებული კაცთა მოდგმის საკეთილდღეოდ.

0x01 graphic

შესანიშნავი დებულებაა, მაგრამ შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ ეს თეზისი, რომელიც ქრისტოლოგიურ (ქრისტეს ორბუნებოვნების) დოგმატზეა დაფუძნებული, წარმოადგენდა მიღწეული ურთიერთობის ასახვას. არამც და არამც. იგი იყო პროგრამა, მოწოდება, რომლის განუხორციელებლობა ბიზანტიის ისტორიამ მრავალი ფაქტით აჩვენა. სიმფონიის ცნება მეტაფიზიკურ იდეალში ეგო, მაგრამ რეალურად ყოველთვის არსებობდა დაძაბულობა ბეწვის ხიდამდე და სამკვდროსასიცოცხლო შეხლა საეკლესიო და სახელმწიფო ხელისუფლებას შორის. ბიზანტიაში, მართლმადიდებლურ იმპერიაში, არავის უკვირდა იმპერატორთა მხრიდან საეკლესიო პრეროგატივების უზურპაციის (ხელყოფის) ფაქტები. მაგრამ იყვნენ იერარქები, რომლებიც ექსორიისა და სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, უკომპრომისო წინააღმდეგობას უწევდნენ მათ მცდელობებს, იცავდნენ რა წმიდა დოგმატების შეუბღალველობას და ეკლესიის დამოუკიდებლობის პრინციპს. ეკლესიის მნათობნი, როგორიც იყვნენ ევსტათი ანტიოქიელი, ათანასე დიდი, იოანე ოქროპირი, მაქსიმე აღმსარებელი, იოანე დამასკელი, თეოდორე სტუდიელი და სხვანი მრავალნი, მეტ-ნაკლებად ცნობილი საეკლესიო მოღვაწენი, რეპრესირებულნი იყვნენ. ბიზანტიის არსებობის მანძილზე (379-1591) კონსტანტინოპოლის პატრიარქთა ერთი მესამედი სახელმწიფო ხელისუფლებამ აიძულა, გადამდგარიყო. ბევრი მათგანი მოგვიანებით წმიდანად გამოაცხადეს. ბევრი იმპერატორი, მათ შორის კონსტანციუსი, კონსტანტინე დიდის მემკვიდრე, ლეონ III (717-741), ცნობილი ხატილეწია და მონასტრების დამარბეველი, კონსტანტინე V (741-775), მიხაელ VIII (1250-1282) სიკვდილის შემდეგ მწვალებლურ მოძღვრებათა მხარდაჭერისა და მართლმადიდებელთა დევნისათვის შეაჩვენეს. ასევე ახსოვს ბიზანტიის ისტორიას საერო ხელისუფლების წინაშე პირმოთნე პატრიარქები, რომლებიც სათამაშო პაიკები იყვნენ იმპერატორთა ხელში პოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად. და ეს პერიოდები არ ჩანან გამონაკლისებად. ასეთი იყო ფონი მთელი ისტორიის მანძილზე და სწორედ ამ ფონზე ბრწყინავდნენ ეკლესიის ის მოძღვარნი, რომლებიც თუმცა პატივს მიაგებდნენ დინარის საკეისრო მხარეს, მაგრამ ღვთის მხარე თავიანთი უღრუბლო კარიერისთვის არ გაუწირავთ. მაქსიმე აღმსარებლისთვის დიდებად და იმპერატორთა სირცხვილად დარჩება დაკითხვის ეპიზოდი, როცა კითხვაზე, არის თუ არა ბასილევსი მღვდელთმსახური, ღვთისმეტყველის უარყოფით პასუხს ჯერ სილის გატკაცუნება და შემდეგ დასახიჩრება მოჰყვა. ამრიგად, კაცთა მოდგმის საკეთილდღეოდ მოწოდებული ,,სიმფონია“ მოწოდებად რჩებოდა ბიზანტიის იმპერიის არსებობის მთელს მანძილზე. ეკლესიამ, მართალია, შეუბღალავად შეინახა დოგმატები, მოძღვრება, მაგრამ მისდამი რწმუნებული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა წარმართობაში განაგრძობდა ცხოვრებას. ხალხის ყოფა ისეთივე წარმართული დარჩა, როგორიც ქრისტიანობის მიღებამდე იყო. ეკლესია ვერ გასწვდა ხალხის ზნეობრივი განწმედა-ამაღლების ამოცანებს. ამისათვის მან ვერ მოიცალა ათასგვარ მწვალებლობათაგან გამუდმებული შემოტევების პირობებში. მათ ხვედრს, ვისაც შეეძლო ამისათვის მოეცალა, რომ თვით იმპერატორის კარს დაპირისპირებოდა, იოანე ოქროპირის აღსასრული ნათლად გვისურათხატებს. შეიძლება პარადოქსად ჩანდეს, მაგრამ კონსტანტინე დიდის განმათავისუფლებელი აქტის შემდეგ თვით იმპერიის დაცემამდე ეკლესიის დევნა არ შემწყდარა. იდევნებოდნენ ეკლესიის მნათობნი, ისინი, ვინც არ ემორჩილებოდნენ მწვალებელ იმპერატორთა თუ იერარქთა გადაწყვეტილებებს. ისინი აისბერგებივით არიან აღმართულნი ეკლესიის ისტორიაში, მათ შორის სიცარიელეს, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფალთა მორჩილი იერარქები ავსებდნენ. ამ მორჩილებმა გადმონერგეს ეკლესიის ცხოვრებაში იმპერატორის გაფუფუნებული კარის ცხოვრების ნირი, ლტოლვა ამქვეყნიური კეთილდღეობისკენ, რასაც ეკლესიის ინტერესები ეწირებოდა. ნანატრი ჰარმონია მხოლოდ მაშინ შეიძლება განხორციელდეს, როცა კანონი დაკარგავს მაიძულებელ ბუნებას, რაც დღეს აქვს მას უმეტესობისათვის, და იმოქმედებს, როგორც ,,შინაგანი ული, როგორც მორწმუნისათვის მოქმედებს ღვთიური კანონი, რომელსაც ემორჩილება არა იძულებით და აუცილებლობით, არამედ შინაგანი თავისუფლებით. ეს მოხდება მაშინ, როცა ყოველი მოქალაქე ეკლესიის შვილი გახდება - ეს არის ეკლესიის, როგორც ადამიანთა ხსნისათვის მოწოდებული ორგანიზაციის, იდეალი. თუ საზოგადოებას ესაჭიროება ხსნა, ხსნა ესაჭიროება სახელმწიფოსაც. მისი ხსნა კი ის იქნება, რომ იგი, როგორც იძულების მანქანა, შეწყვეტს არსებობას, და ეს მოხდება მხოლოდ ისეთ საზოგადოებაში, სადაც კანონს დაკარგული ექნება მაიძულებელი ძალა. ეკლესია სახელმწიფოშია, მაგრამ ის არ ეკუთვნის სახელმწიფოს; ის წუთისოფელშია, მაგრამ არ ეკუთვნის წუთისოფელს - ის უნდა ინარჩუნებდეს სიმაღლეს და ტრანსცენდენტულობას, როგორც უხილავი ეკლესიის ტვიფარს მის ხილულ სხეულზე. მისი ავტორიტეტი მიღმურია და ის არ საჭიროებს ისეთ ავტორიტეტს, რომლის წყარო თუნდაც დამხმარე და დამატებითი საერო ინსტიტუტია. იმპერატორის რუსეთში ეკლესიის ავტორიტეტი უმეტესწილად სახელმწიფო მანქანის ავტორიტეტით იყო შემაგრებული, რამაც ორივე ხელისუფლებას შეუყენა წყალი. ამ იმპერიის მართლმადიდებელი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მხოლოდ ფორმალურად (ჯერ თავისი დაბადებით და მერე კანონის ძალით) ეკუთვნოდა ეკლესიას. როცა გაბატონებული რელიგიის ინტერესებს სახელმწიფო იცავს თავისი კანონებით და პოლიციით (ე.წ. ძალოვანი სტრუქტურებით), ყველაფერი მოსალოდნელია და, კერძოდ, ის დიდი განდგომა ეკლესიისგან არ იყო მოულოდნელი, რაც რუსეთში მოხდა ამ საუკუნის დამდეგს. მართლმადიდებელი ეკლესია არ შეიძლება ამყარებდეს იმედებს სახელმწიფო ხელისუფლებაზე. არსებობს სულიერი პრობლემები, რომელთაც ვერ გადაწყვეტს კანონი. მართლმადიდებელი ეკლესია სულიერი ავტორიტეტის აღსადგენად ქვეყანაში მხოლოდ თავის სულიერ უპირატესობას და მადლმოსილებას უნდა ეყრდნობოდეს. რწმენითი აღმსარებლობა ღრმად პიროვნული საქმეა, ის სულიერ სფეროს განეკუთვნება, სულიერი კი მხოლოდ სულიერით შეიძლება ძლიერდებოდეს და იკვებებოდეს. იმ ჭეშმარიტებამ, რომელიც შეინახა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და დღემდე შეუბღალავად მოიტანა, კონკრეტული განხორციელება უნდა ჰპოვოს ადამიანური ყოფის ყოველ სფეროში. ძნელია, წარმოუდგენელიც არის ამ მოძღვრების, ამ დოგმატების სრულყოფილი ათვისება ადამიანთა მიერ, რომელთაგან ზოგი ეკლესიის შვილია, ზოგს მიაჩნია, რომ არის, უმრავლესობა კი სრულ უმეცრებაში იმყოფება, მაგრამ ის კი შესაძლებელია, რომ ადამიანმა იცხოვროს მოძღვრების თანახმად, აჩვენოს, რომ ცხოვრების მართლმადიდებლური წესი უმჯობესია სხვა კონფესიათა წესზე, რომ ის ნამდვილად შეესატყვისება ადამიანის, როგორც ღვთის ხატის, ბუნებას. რაც შეეხება გასაჭირს, რომელიც ახლავს ეკლესიას, ეს გასაჭირი არ არის უცხო ეკლესიისათვის. გასაჭირი ქრისტეს სიტყვებით არის ნაწინასწარმეტყველები, რომლებიც იოანეს სახარებამ შემოინახა (იხ. ზემოთ: იოან. 16:33). ეს სოფელი კი დღემდე გრძელდება, არ დასრულებულა. ეს სიტყვები კვლავ გვამხნევებს ამ ჭირში, რადგან ისინი ქრისტეს პირით არის წარმოთქმული. თავის დასაბამიდანვე (სულთმოფენიდან) IV საუკუნის

ადამიანი, რა რწმენის მიმდევარიც არ უნდა იყოს იგი, უნდა იწყნარებდეს სხვა ადამიანს მისი კონფესიითურთ, რომელსაც შეიძლება არ იზიარებდეს, უპირისპირდებოდეს, მეტიც, ძირშივე უარყოფდეს. თუ სხვა რწმენის შემწყნარებლობა ადამიანის პირადი საქმეა, სხვა რწმენის ადამიანის შეწყნარება საზოგადოებრივი საქმეა.

პირველ ნახევრამდე ქრისტეს ეკლესია დევნილებაში იმყოფებოდა, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში გაძლიერდა იგი - მისი სულიერი ძლიერება და ერთიანობა ნიკეის კრებაზე დადასტურდა. და ის დოგმატები, რომლებიც ნიკეის კრებამ მრწამის სიმბოლოსთან ერთად მყარ ფორმულებში ჩამოაყალიბა, ამ ისტორიულ კრებამდე იყო გააზრებული. თუმცა, დღეს ვერავინ ისურვებს დევნილების იმ პერიოდის აღდგენას, როცა წუთისოფლისგან ჩაგრული, მისი გერი ეკლესია ,,ქვეყნის მარილი იყო, და ეს შეადგენდა მის პრივილეგიას წუთისოფელში, მაინც, რაკი ამ წუთისოფლის ეონი არ დასრულებულა, ყველაფერი მოსალოდნელია და ეკლესიაც თავისი ისტორიული გამოცდილებით (მისთვის, როგორც ზედროულ-ზეისტორიული ინსტიტუტისთვის, წარსული აქტუალური აწმყოა) მზად არის შეხვდეს დევნილებათა ახალ, თუნდაც სხვა რიგის ტალღებს, და ისინი ახლაც ვერ შეარყევენ მას, როგორც წარსულში ვერ შეარყიეს. მაგრამ თუ რამე შეარყევს მას, თუკი შესაძლებელია მისი სხეულის შერყევა, შეარყევს არა დევნილება, რომელიც მისი თანამდევია ამ წუთისოფელში, არა ჭირი, რაზეც ქრისტე ეუბნებოდა მოციქულებს, არა მსოფლიოში გავრცელებული სექტები და კონფესიები, არამედ ისევ და ისევ ურწმუნობა თავის სულიერ ძალაში, ამ ჭირის წინაშე თავის ,,გადასარჩენად“ სახელმწიფო სტრუქტურებზე ჩაბღაუჭება, რითაც ის ნამდვილად შეიცვლის ბუნებას და მდევნელად მოევლინება სოფელს. აი, მაშინ ძლევენ მას ,,ბჭენი ოხეთისანი, რადგან მას, გარეშე ძალის მოიმედეს, დასტოვებს სულიწმიდა და ის შეუმჩნევლად უმადლო მიწიერ დაწესებულებად გადაიქცევა. აჰა, დადებულია საკონსტიტუციო ხელშეკრულება სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელეკლესიას შორის. Alia jacta est, წილი ნაყარია! ქრისტეს ეკლესია, რომელიც ქადაგებს უვერცხლოებას და ამქვეყნიური სიმდიდრის წარმავლობას, ადგილობრივი, საქართველოში არსებული ეკლესიის პირით მატერიალურ ჯილდოს ითხოვს თავისი ორიათასწლოვანი დამსახურებისთვის. დამსახურება ნამდვილად არის, მაგრამ სულიერების წილ ნივთიერ საზღაურს როგორ იგუებს ეკლესიის ბუნება? ეს ხელშეკრულება თავისთავად და, კერძოდ, მისი მუხლები პრივილეგიურია, პრივილეგია კი არსებითად სეკულარული მოვლენაა. თუ საერო სფეროში იგი სასიკეთოა, საეკლესიო სფეროში მას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. არსებობს კიდეც ცნება privilegium odiosum (არასასურველი, საძულველი პრივილეგია), რაც განსაკუთრებით ,,მუშაობს” ეკლესიის მიმართ. ოდიოზურია (მის შეუსრულებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ), მაგალითად, ის მუხლი, სადაც საპატრიარქო მოითხოვს იმ მატერიალური ზარალის ანაზღაურებას, რომელიც ეკლესიამ განიცადა გასაბჭოების წლებში, თითქოს გასაბჭოება, განკულაკება, კოლექტივიზაცია, კონფისკაციები, ომამდელი და ომისშემდგომი რეპრესიები საქართველოს მთელ მოსახლეობას, განურჩევლად ეთნიკური, სარწმუნოებრივი თუ წოდებრივი კუთვნილებისა, არ დატეხოდეს თავს. ვის შეუძლია დღეს მშენებარე გაძვალტყავებულ სახელმწიფოს მოსთხოვოს დაკარგული პრივილეგიების დაბრუნება და ქონების ანაზღაურება? არის იმედიანი მოლოდინი კანონისა რელიგიის შესახებ. ერთნი მოელიან კანონს იმ იმედით, რომ იგი დაიცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (თუ მის მრევლს) მის ,,დასაღუპავად“ შემოგზავნილი სექტებისგან, ხოლო მეორენი იმ იმედით, რომ დაცულნი იქნებიან მკალავიშვილის ტიპის ექსტრემისტული შემოსევებისგან. მართლმადიდებელთა ერთი ფრთა მოელის ისეთ კანონს, რომელიც შეზღუდავს განსხვავებული კონფესიების მოღვაწეობას; განსხვავებული კონფესიები ელიან, რომ კანონი მათ მიანიჭებს თავისუფალი მოქმედების უფლებას და პასუხს აგებინებს აგრესორებს. კეთილი და პატიოსანი. მაგრამ ჩვენი კონსტიტუცია ხომ აღიარებს რჯულშემწყნარებლობას? ერთნი ფიქრობენ, რომ ზოგიერთი კონფესია არ არის შესაწყნარებელი. მაგრამ რომელი და ვისი პოზიციით? როგორ უნდა განსაზღვროს კანონმა, რომელი კონფესიაა შეუწყნარებელი? კონფესიების მცდარობა-ჭეშმარიტებას მხოლოდ ერთი ღმერთი განსაზღვრავს. კანონმა კი კონსტიტუცია უნდა დაიცვას, კონფესიის, როგორც რელიგიის, კანონიერება და არა მისი ჭეშმარიტება, რაც მის კომპეტენციას ნამდვილად აღემატება. არადა, ამგვარი მცდელობის მაგალითები მრავლად გვაქვს დღევანდელ საქართველოში, როცა საქმე ისეთ აბსურდამდეც კი მიდის, რომ სასამართლო თავის თავზე იღებს თეოლოგიური საკითხების განხილვას.

აქ უნდა ითქვას, რომ ეს ყბადაღებული შემწყნარებლობა არ არის ერთგვაროვანი. შეუძლებელია, ერთი რწმენის მიმდევარი იწყნარებდეს სხვა სარწმუნოების არსს, დოგმატებს. შინაგანი არსობრივი შემწყნარებლობა წაშლიდა ზღვარს კონფესიათა შორის. არ შეიძლება ქრისტიანი იწყნარებდეს ისლამს, მუსლიმი - ქრისტიანს, იუდეველი - მუსლიმს და ა.შ. მაგრამ ადამიანი, რა რწმენის მიმდევარიც არ უნდა იყოს იგი, უნდა იწყნარებდეს სხვა ადამიანს მისი კონფესიითურთ, რომელსაც შეიძლება არ იზიარებდეს, უპირისპირდებოდეს, მეტიც, ძირშივე უარყოფდეს. თუ სხვა რწმენის შეუწყნარებლობა ადამიანის პირადი საქმეა, სხვა რწმენის ადამიანის შეწყნარება საზოგადოებრივი საქმეა. ამას მხარს უჭერს ქვეყნის კონსტიტუცია. თუ ადამიანს არ სურს გაიგოს ელემენტარული რამ - ანუ შეიწყნაროს (მოითმინოს) განსხვავებული რწმენის ადამიანი მისი რწმენის შეუწყნარებლად (ანუ არ აურიოს ერთმანეთში ეს ორი მომენტი), იგი დაარღვევს კონსტიტუციასაც (როგორც არღვევს დღემდე) და კანონსაც, რომელიც გამოქვეყნების დღიდანვე ფარატინა ქაღალდად გადაიქცევა.

5 ერაგია - ციხეში, შარაძე - სასამართლოში

▲ზევით დაბრუნება


რეგიონი

0x01 graphic

ნინო ღაჭავა

,,თავისუფლების ინსტიტუტი აგრძელებს თავის რეგიონალურ აქტივობებს პროექტის ,,კანონის უზენაესობის ფარგლებში, რაც უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათზე რეაგირებას გულისხმობს. რუბრიკით ,,რეგიონი წარმოგიდგენთ პუბლიკაციებს, რომლებიც სწორედ გორსა და ქუთაისში გამოვლენილ ასეთ ინციდენტებს შეეხება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით... გარანტირებული სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის და სასამართლო დარბაზი ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია, სადაც ეს თავისუფლება შესაძლოა, შეიზღუდოს (აქ ნამდვილად ვგულისხმობთ, მოსამართლეთა და მათ აგრესიულ, თუნდაც შეურაცხმყოფელ კრიტიკას), სამთვიანი წინასწარი პატიმრობის გამოყენება აშკარად გადაჭარბებული ზომაა და ჩვენის აზრით, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, ევროკონვენციის სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც, სიტყვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს . . პროპორციულობის ტექსტს.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მოსამართლეები არათუ სასამართლო დარბაზში ძალადობის აღკვეთას, უბრალო შენიშვნის მიცემას ვერ ახერხებენ ისეთ ,,ავტორიტეტებთანმიმართებაში, როგორიც ვასილ მკალავიშვილი და გურამ შარაძეა. ეს უკანასკნელი, ყველაფერს რომ თავი დავამებოთ, თავად მართავს სასამართლოში პროცესებს და მოსამართლეებს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდებს. შეუძლებელია მოქალაქეებს მოვთხოვოთ სასამართლოს პატივისცემა მაშინ, როდესაც მოსამართლეები ყოველდღიურად უგულვებელყოფენ პროცედურებს და ვერ - არ იცავენ საკუთარ ღირსებას ხსენებული ,,ავტორიტეტებისაგან“.

ნუგზარ ერაგია პროტესტს უცხადებს იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებმაც ის პატიმრად აქციეს. ერაგიას სასამართლოს უპატივცემულობის, ქუთისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დურმიშხან ჟორჟოლიანის სიტყვიერი შეურაცხყოფის, სიცოცხლის ხელყოფისა და ქონების განადგურების მუქარისათვის სამი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

თვეზე მეტია, ,,მუქარისათვის ბრალდებული“ სასჯელაღსრულების დაწესებულების №2 იზოლატორში შიმშილობს. პატიმარი თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით გარანტირებული მისი უფლებები და თავისუფლება დაირღვა. ადვოკატების აზრით, ერაგია ათობით სარჩელისა და საჩივრის გამო იდევნება. თბილისის საოლქო სასამართლოში მისი ერთ-ერთი მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტია.

ნუგზარ ერაგიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე მოსამართლე ჟორჟოლიანის განცხადების საფუძველზე აღძრეს. მის მიმართ წაყენებული ბრალდება ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მიხედვით, ერაგიამ დანაშაულებრივი ქმედება გასული წლის 8 ნოემბერს იმ სასამართლო სხდომაზე ჩაიდინა, სადაც ის, რწმუნების საფუძველზე, მოქალაქე ერმალო ლანჩავას იცავდა. ლანჩავას ქონებრივი დავა აქვს ს-ს ,,ელექტრომექანიკოსთან“. იმავე საწარმოსთან წლების მანძილზე დაობს ნუგზარ ერაგიაც. მას ათობით სარჩელი და საჩივარი აქვს დაწერილი საწარმოს ხელმძღვანელობის მიმართ. გასული წლის 16 აგვისტოს თბილისის საოლქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ერაგიასა და ლანჩავას სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 ოქტომბრის განკარგულების გაუქმების მოთხოვნით. ამ დოკუმენტის საფუძველზე ს-ს ,,ელექტრომექანიკოსის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტი სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა საწარმოს სპეციალისტთა და ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს. ნუგზარ ერაგია თვლის, რომ პრეზიდენტის ეს განკარგულება უკანონოა. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 21 იანვარს, ანუ მაშინ დაინიშნა, როცა ერაგია საპყრობილეში იმყოფებოდა.

აღნიშნული სარჩელების გარდა, მას საჩივრები დაწერილი აქვს ქუთაისის საქალაქო და საოლქო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ, დისციპლინარული დევნის აღძვრის მოთხოვნით.

ერაგიას ადვოკატის თენგიზ ასლანიკაშვილის თქმით, არის მცდელობა, ნუგზარ ერაგიას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარონ. ადვოკატის თქმით, ,,მას მარტო, ადვოკატების გარეშე შეხვდა პროკურატურის წარმომადგენელი და შესთავაზა, ეღიარებინა დანაშაული, უარი ეთქვა მოსამართლეებთან დაპირისპირებაზე, რომლებიც მოწმეები არიან (ნუგზარ ერაგიამ შუამდგომლობით მოითხოვა ყველა მოწმესთან დაპირისპირება, რომლებიც მას დანაშაულში ამხელენ. გამოძიებამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მაგრამ დაპირისპირება არ ხდება), ასევე ჩაუტარებდნენ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას და ყოველივე ამის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ. ერაგიამ უარი თქვა პროკურატურასთან ამგვარ გარიგებაზე: მე დანაშაული არ ჩამიდენია და ამიტომ ვერ ვაღიარებო. აღნიშნული შეთავაზების გამო მან პროკურატურას საჩივრით მიმართა. ჩვენც ვაპირებთ, მივმართოთ გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვოთ საქმის ქუთაისის პროკურატურისთვის აცილება.“

ადვოკატის განმარტებით, ნუგზარ ერაგია იდევნება, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-19, 24-ე მუხლები და ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-9 და მე-10 მუხლები, რომელთა თანახმად, ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია, ყველას აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და გამოხატვის თავისუფლება. ნუგზარ ერაგია თავს დამნაშავედ არ ცნობს და კატეგორიულად უარყოფს მისი მხრიდან მოსამართლისა და სამართალწარმოების მონაწილეთა შეურაცხყოფას. ერაგიას უდანაშაულობას ადასტურებენ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები: მაია იმედაძე და მანანა ლომიძე. ისინი იმ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ, რომლის ჩაშლასაც პატიმარს ედავებიან.

ერაგია 12 დეკემბრის შემდეგ შიმშილობს და აქციის შეწყვეტას არც აპირებს. მას სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების იმედი აქვს.

6 გორელ პოლიციელებს დრო უდანაშაულო ახალგაზრდების ცემით გაჰყავთ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გაზეთი ,,24 საათი,
23 იანვარი, 2003

თამარ კაციტაძე

გუშინ თავისუფლების ინსტიტუტის გორის რეგიონულმა კოორდინატორმა ია მეფარიშვილმა გორის რაიონიდან თბილისში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად ჩამოიყვანა პოლიციის მიერ ნაცემი სამი ახალგაზრდა. გიორგი ქარელის, ლევან სომხიშვილის და ქართლოს ედიშერაშვილის მტკიცებით, ორი დღის წინ ისინი გორის რაიონის პოლიციის სამმართველოში სცემეს. მეფარიშვილის ინფორმაციით, სამივე ,,დაზარალებულს“ სხეულის სხვადასხვა ადგილას ბლაგვი საგნით მიყენებული დაჟეჟილობები და დაზიანებები აღენიშნება: სომხიშვილს დალურჯებული აქვს თვალი, ედიშერაშვილს თავი აქვს გატეხილი, ხოლო პოლიციის შენობიდან გამოსულ ქარელს, თურმე, ყურიდან სისხლი მოსდიოდა. პოლიციის მხრიდან ამგვარი ანგარიშსწორების მიზეზი უცნობი მძღოლისადმი მიცემული სიტყვიერი შენიშვნა გახდა.

როგორც მეგობრები ამბობენ, ისინი გორში, 20 იანვარს, საღამოს გაჩერებაზე იდგნენ და სოფელ ტყვიავში აპირებდნენ წასვლას. ამ დროს გამვლელ მანქანას ისე ახლოს ჩაუვლია, რომ კინაღამ მათ დაჯახებია. გაბრაზებულ ბიჭებს მძღოლისთვის შენიშვნა ხმამაღლა მიუციათ. მოულოდნელად მანქანა გაჩერებულა. მძღოლს ბიჭებისთვის ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია, შემდეგ კი მანქანიდან ხელჯოხი გადმოუღია და სამივე უცემია. პოლიციის ხელკეტით შეიარაღებული უცნობი ისევ მანქანაში ჩამჯდარა და გზა გაუგრძელებია. დაბნეული და ნაცემი მეგობრები კი ისევ გაჩერებაზე დარჩენილან. რამდენიმე წუთში ,,ნაცნობი“ მძღოლი ოთხი პოლიციელის თანხლებით დაბრუნებულა, ბიჭები მანქანაში ჩაუსვამს და პოლიციის განყოფილებაში წაუყვანია. როგორც გზაში გაირკვა, მეგობრები დაცვის პოლიციის თანამშრომლის - ვინმე ბეჟანის ,,მახეში გაბმულან“.

პოლიციის შენობაში ბიჭებზე ,,ზრუნვა“ გაუგრძელებია გორის პოლიციის სამმართველოს სამძებროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ავთანდილ ლომიტაშვილს. დაზარალებულთა განცხადებით, რაიონის მაღალჩინოსანი სამართალდამცველის კაბინეტში მათ უკვე ხუთი კაცი ურტყამდა - ლომიტაშვილი და ის ოთხი პოლიციელი, რომელიც თავდაპირველად ბეჟანმა დაიხმარა.

გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილ ქარელს ბიძასთან - გორის ,,ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერთან - მიშა ქარელთან დარეკვა მოუთხოვია, რასაც ლომიტაშვილი კიდევ უფრო აღუშფოთებია და ბიჭების ცემაც უფრო მონდომებით გაუგრძელებია.

კანონდამცველებმა ,,დამნაშავეების“ ცემით გული რომ იჯერეს, ბიჭებს ხელწერილი დააწერინეს და სახლში იმ პირობით გაუშვეს, რომ მეორე დილით პოლიციაში მშობლების თანხლებით მივიდოდნენ.

სრულწლოვანი ქარელი, სომხიშვილი და ედიშერაშვილი დანიშნულ დროს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდნენ, მაგრამ მშობლების ნაცვლად მიიყვანეს ერთ-ერთის ბიძა. ,,დავალების ცუდად შესრულებისთვის“სამძებროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს სამივე მეგობრის დაკავების ბრძანება გაუცია, ბიძა კი შენობაშიც არ შეუშვია. ბიჭების გასაჭირის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციას სწორედ ბიძამ შეატყობინა.

ია მეფარიშვილი, რომელიც გორის რაიონში პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს თავმჯდომარეც გახლავთ, პოლიციის შენობაში საღამოს რვა საათზე მისულა. მაგრამ მისთვის ბიჭების ნახვის უფლება არ მიუციათ. ამასობაში პოლიციის უფროსი თბილისიდან დაბრუნებულა. მეფარიშვილის თქმით, იგი საქმის შესახებ ინფორმირებული არ იყო. სამძებროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს კი უფროსის წინაშე თავი უმართლებია - ქურდები არიან, ქუჩაში გამვლელს ყელსაბამი ჩამოწყვიტესო.

მეფარიშვილს ნაცემი ბიჭების ნახვა განმეორებით მოუთხოვია, მაგრამ ლომიტაშვილს უთქვამს - ,,წუხელ დავაკავეთ და მაშინვე გავათავისუფლეთ. როგორც ჩანს, ღამე სახლებში არ მივიდნენ და მშობლებს ჰგონიათ, რომ ჩვენთან არიან“.

პოლიციის შენობიდან გამოსულ ადამიანის უფლებების დამცველს სამივე მეგობარი (ისინი რამდენიმე წუთით ადრე გაუთავისუფლებიათ) მძღოლმა მისსავე მანქანაში დაახვედრა. როგორც ქარელს უთქვამს, ლომიტაშვილს რომ გაუგია მეფარიშვილი მოვიდაო, იგი კვლავ კაბინეტში ჩაუყვანია, წიხლით უცემია და ამის შემდეგ სამივე მეგობარი გაუთავისუფლებია.

როგორც თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია რაიონის პოლიციის ხელმძღვანელობა. პოლიციის უფროსი კი დაჰპირებია - ლომიტაშვილს თანამდებობას დავატოვებინებო.

როგორ დასრულდება ტყვიაველი ბიჭების ისტორია, წინასწარ ძნელი სათქმელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სამძებროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი დაუმტკიცდება, ვფიქრობთ, მხოლოდ თანამდებობის დატოვება მისთვის საკმაოდ მცირე სასჯელი იქნება. არადა, სამწუხაროდ, ანალოგიური შემთხვევები სწორედ ამგვარად სრულდება.

სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ავთანდილ ლომიტაშვილს ამ ინციდენტის გამო თანამდებობა დაატოვებინეს. ამამად მომხდარზე მოკვლევას გორში საგანგებოდ მივლენილი გენერალური ინსპექცია აწარმოებს.