The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

როგორ მოვამზადოთ ადამიანის უფლებების მიმოხილვა (რეკომენდაციები შემდგენელთათვის)


როგორ მოვამზადოთ ადამიანის უფლებების მიმოხილვა (რეკომენდაციები შემდგენელთათვის)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებების მიმოხილვა
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 ადამიანის უფლებების მიმოხილვის არსი

▲back to top


სახელმწიფოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, დარღვევათა აღწერა და მათზე რეაგირება არ არის მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისა და, მით უმეტეს, მთავრობების პრეროგატივა. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაოდ დეკლარირებული პრინციპების ერთგულება ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია.

ამ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა დემოკრატიული სახელმწიფოების მთავრობათა უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს,თუმცა, დარღვევათა აღმოჩენა, აღწერა და საზოგადოების ინფორმირება სამოქალაქო საზოგადოების ყოველი წევრის მოვალეობაა.

ამ სფეროში არსებული ვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამა თუ იმ სახელმწიფოს საერთაშორისო სახეს და მის მიმართ მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობის თანადგომის ხარისხს.

მონიტორინგი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის რეალური მდგომარეობის დადგენის მიზნით ხორციელდება, მოქმედი პრაქტიკაა ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებშიც და ასეთ საქმიანობას უდიდესი მისია ეკისრება იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიულ ტრადიციას საფუძველი მხოლოდ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ეყრება.

ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დარღვევების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის როგორც სიზუსტეს, ისე ყოვლის მომცველობას დროსა და სივრცეში.

ამ ამოცანის გადაწყვეტა შეუძლებელია, თუ ამ პროცესში აქტიურად არ ჩაებმებიან არასამთავრობო და უფლებადაცვითი ორგანიზაციები, არაფორმალური გაერთიანებები და ცალკეული მოქალაქეები.

დარღვევების ფაქტების აღმოჩენა, ამ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება და, რაც მთავარია, ტენდენციების გამოკვეთა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია რეგულარულად იკრიბება და მეთოდურად ჯგუფდება.

წინამდებარე რეკომენდაციებში მითითებულია ადამიანის ის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომელთა ხელყოფა დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუშვებელია და რომელთა უზრუნველყოფაც უნდა ედოს საფუძვლად უფლებადაცვით საქმიანობას.

2 როგორ მოვამზადოთ ადამიანის უფლებების მიმოხილვა

▲back to top


ადამიანის უფლებათა მიმოხილვის მომზადებისას დიდი მნიშვნელობა აქვს დარღვევების ფაქტების აღნუსხვის ფორმალიზებულ მეთოდოლოგიას, აგრეთვე, ამ ინფორმაციის ჩამოყალიბებისათვის სტანდარტიზებული და უნიფიცირებული ენის დამკვიდრებას.

ამგვარი მიდგომა გაპირობებულია ადამიანის უფლებათა მიმოხილვის უწყვეტობის აუცილებლობით და ეფუძნება ფორმულას: აწმყო, შობილი წარსულისაგან.

ადამიანის უფლებათა გასული წლის მიმოხილვა გამოიყენება მიმდინარე წლის მიმოხილვის ფორმატისა და სტრუქტურის ჩამოსაყალიბებელ მოდელად.

მიმოხილვის იმ ნაწილში, სადაც ადამიანის უფლებათა პრაქტიკაში ცვლილებები არ აღინიშნება, ტექსტის შეცვლა საჭირო არ არის. ყოველი მიმოხილვა საჭიროების მიხედვით უნდა ივსებოდეს მიმდინარე წლის მაგალითებით და სტატისტიკით. მიმოხილვის შესაბამისი ნაწილის ძირეული შეცვლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც თავს იჩენს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება ან სერიოზული დარღვევები.

იმის გამო, რომ ხშირად ადამიანის უფლებათა დარღვევისფაქტი მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის, მისი აღწერა მიმოხილვაში,შესაძლოა, გარკვეულ ორაზროვნებას უკავშირდებოდეს. ზოგჯერ რთულია ფაქტის ხასიათის გამოკვეთაც (მაგალითად, არის თუარა რომელიმე მკვლელობა „პოლიტიკური“ და ცალსახად ცნობილია თუ არა მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირი; თუ დანაშაული ჩადენილია ადგილობრივი ჯგუფის მიერ, ვთქვათ, ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით).

მიუხედავად ამისა, მიმოხილვის შედგენის დროს აუცილებელია გულმოდგინე ძალისხმევა, რათა მკაფიოდ ჩამოყალიბდეს ის, რაზეც ფაქტი/ფაქტები მეტყველებენ; საჭიროა, მიეთითოს, თუ სად არის ორაზროვნება. დაცული უნდა იყოს მტკიცებულებათა შეუვალობის სტანდარტი. ამა თუ იმ დარღვევის დაფიქსირებისას მითითებული უნდა იყოს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი დარღვევის ამ ფაქტზე.

3 წარდგინებითი ნაწილი

▲back to top


3.1 მიმოხილვის რედაქტირების ზოგადი პრინციპები

▲back to top


მიმოხილვის შესაბამის თემატურ სექციაში მიმომხილველებმა უნდა მიუთითონ არა მხოლოდ ის ნორმები, რომლებიც კონსტიტუციაში ან კანონმდებლობაშია დეკლარირებული, არამედ ისიც, თუ რახდება არსებულ სინამდვილეში.

  • თითოეული თემის მიმოხილვა უნდა იწყებოდეს კონსტიტუციითან კანონით გათვალისწინებული ნორმების შესახებ ინფორმაციით. ამის შემდეგ უნდა აღინიშნოს, თუ რამდენად ხელმძღვანელობს ხელისუფლება აღნიშნული ნორმებით ყოველდღიურ ცხოვრებაში და რამდენად სცემს პატივს მთავრობაამ ნორმებს: ხომ არ ხდება ნორმების ნაწილობრივი ანსრული იგნორირება.

(მაგალითად, საკმარისი არ არის იმის მითითება, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს ნებაყოფლობით გაერთიანებებს, ასოციაციებს, პროფესიული კავშირების ფორმირების უფლების ჩათვლით; აუცილებელია იმის აღნიშვნაც, თუ პრაქტიკულად რა დონემდე ვრცელდება აღნიშნული თავისუფლებები რეალურ ცხოვრებაში).

  • ცნობილია, რომ სიტუაცია ყველა შემთხვევაში არ არისმკაფიოდ გამოკვეთილი და შესაძლოა, დარღვევა არატიპიური იყოს. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია ისეთი განსაზღვრებების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად: ზოგიერთი, ხშირი, იშვიათი და სხვა.

შეფასების პრაქტიკა და დარღვევათა ილუსტრირება

  • მიმომხილველმა უნდა შეაფასოს ადამიანის უფლებათადარღვევების მხრივ არსებული მდგომარეობა, სპეციფიკურდარღვევათა ჩათვლით; აგრეთვე, მთავრობის იმ ძალისხმევისხარისხი, რომელიც მიმართულია დარღვევათა აღსაკვეთად.

  • ან ასეთის არარსებობა.

  • მიმომხილველმა მაქსიმალური სიზუსტით, ყოველმხრივ უნდა შეისწავლოს ფაქტი და, იმავდროულად, დაიცვას აღწერის კონსპექტური ფორმა. მიმოხილვაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს მკაფიო დასკვნადა პასუხისმგებლობის ადრესატი. მიმოხილვა არ უნდა გადაიქცეს სპეციფიკურ დარღვევათა უსასრულო ნუსხად.

  • მისასალმებელია წარმოდგენილი მიმოხილვის ვიზუალური მასალით ილუსტრირება, თუ ეს მასალა შეესაბამება მიმოხილვაში აღწერილ ფაქტებს და გადმოსცემს მათ არსს. ილუსტრირებამ არ უნდა ჩაანაცვლოს ფაქტის აღწერის სიზუსტე, რადგან ვიზუალური მასალის დანიშნულება ფაქტის აღწერის დოკუმენტური ღირებულების გაძლიერებაა.

  • იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს ერთი ტიპის დარღვევის მრავალ ფაქტთან, მიმომხილველმა უნდა შეიმუშაოს აღწერის უნიფიცირებული სტილი და დააჯგუფოს ფაქტები თარიღების, დაზარალებულთა რაოდენობის, დარღვევის ადგილების მიხედვით.

დამრღვევთა/სასჯელის იდენტიფიცირება

ადამიანის უფლებების დარღვევათა ფაქტებზე მიმოხილვის მომზადებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმის განსაზღვრას, არის თუ არა დამრღვევი სახელმწიფო სტრუქტურა (მაგალითად, პოლიტიკური მკვლელობა, ადამიანთა წამება ანუგზო-უკვლოდ დაკარგვა) და მიმდინარეობს თუ არა გამოძიებაამ ფაქტებზე; თუ ხელისუფლება ხელს უწყობს განუკითხაობის დამკვიდრებას.

საკმარისი არ არის იმის აღნიშვნა, რომ ეს არ არის ხელისუფლებისპოლიტიკის შედეგი ან ხელისუფლება გმობსამგვარ აქტებს.

მიმოხილვაში უნდა აღინიშნოს შემთხვევები, როცა თანამდებობის პირთა მინიმალური რაოდენობა დაისაჯა ამგვარი დარღვევების გამო, ან სასჯელი არაადეკვატურად მსუბუქი იყო, რადგან ესიმაზე მეტყველებს, რომ: ა) მთავრობა ფარულად უბიძგებსმოხელეებს ასეთი ქმედებებისკენ; ბ) მიმტევებლური პოზიცი ააქვს; გ) არ შესწევს უნარი, განახორციელოს ვალდებულებები; დ) ადგილი აქვს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების კომბინირებას ერთ ფაქტში.

უაღრესად მნიშვნელოვანია დამნაშავე ოფიციალურ პირთა დასახელება მიმოხილვაში, რათა გაირკვეს, დაისაჯნენ თუ არაისინი; თუ ხელისუფლებას მათ მიმართ შემწყნარებლური პოზიცია აქვს.

თანმიმდევრობა: სახელისუფლებო, პარამილიტარული ფორმირებები, მეამბოხეები

დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მიმოხილვაში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისა ღწერა პრიორიტეტულია და მათი დაფიქსირება პირველ რიგში ხდება.

მიმოხილვაში, აგრეთვე, უნდა დაფიქსირდეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული სამხედრო ფორმირებების, პარტიზანების, ტერორისტების, საოკუპაციო ძალების ან საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები.

მიმოხილვაში დარღვევები უნდა დაფიქსირდეს შემდეგითანმიმდევრობით:

  • შესაბამის სექციაში უნდა აღიწეროს დარღვევა, რომელზეცპასუხისმგებელია ხელისუფლება.

  • შემდეგ დაფიქსირდეს პარამილიტარული ფორმირებების (ხელისუფლებასთან ამა თუ იმ სახით დაკავშირებული სამხედრო ფორმირებების) მიერ ჩადენილი დარღვევები.

  • საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მიერ ჩადენილიდარღვევები.

  • დარღვევათა რაოდენობის მიუხედავად, ამბოხებულთა, პარტიზანების ან ოკუპანტი ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ფიქსირდება ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტების შემდეგ.

შენიშვნა: ქვეყნებში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები ხდება, მიმომხილველმა უნდა დააფიქსიროს სამოქალაქო პირებთან მიმართებაში ჰუმანიტარული კანონების დარღვევის ფაქტები, მათშორის, ის ფაქტიც, თუკი სამთავრობო ან ოპოზიციური ძალები სამხედრო სამსახურში იწვევენ არასრულწლოვანებს.

  • ბოლოს უნდა აღიწეროს, თუ რამდენად ყურადღებით ეკიდებიან შესაბამისი სტრუქტურები, მაგალითად, თვითნებური ანგარიშსწორების ან ლინჩის წესით გასამართლების ფაქტებს.

ქალთა, ბავშვთა და უმცირესობათა უფლებები

მიმომხილველმა რეგულარული მონიტორინგი უნდა აწარმოოს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ქალთა, ბავშვთა და უმცირესობათა უფლებები.

ისეთი დარღვევები - მკვლელობები, გატაცებები თუ ფიზიკური შეურაცხყოფები - რომლებიც განხორციელდა ქალების, ბავშვების ან სხვა ნებისმიერ სპეციფიკურ უმცირესობათა მიმართ; აგრეთვე, დარღვევები, რომელთაც ეთნიკური, რელიგიური ორიენტაციისან პროფკავშირული გაერთიანების შეზღუდვა უდევს საფუძვლად, შესაბამის სექციაში უნდა აღიწეროს.

მიმომხილველმა თანმიმდევრულად უნდა აღწეროს სიტუაციები, რომლებიც საპატიმრო ადგილებში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის, აგრეთვე, ტრეფიკინგის, კულტურული და ეკონომიკური შეზღუდვის ფაქტებს უკავშირდება. უნდა აღინიშნოს ის ქმედებები, რომელთაც ხელისუფლება ამგვარი დარღვევების აღსაკვეთად ახორციელებს, ან ასეთ ქმედებათა არარსებობა.

შენიშვნა: მიმომხილველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მიმოხილვაში არ უნდა იყოს მსელობა ისეთ საკანონმდებლო აქტებზე, რომლებიც კანონიერ ძალაში ერ არ შესულა დამხოლოდ განხილვის სტადიაზეა.

სამწლიანი ლიმიტის სტატუსი

მიმომხილველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უმეტეს შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების აღრიცხვა და მონიტორინგი ხორციელდება სამწლიან მონაკვეთზე, ხოლო მიმდინარე წლის საქმიანობა იგეგმება იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით. ამდენად, მიმომხილველის საქმიანობის დინამიკა ამ გრაფიკთან უნდა იყოს ადაპტირებული.

ყოველ სექციაში მიმომხილველმა ფაქტები უნდა აღწეროს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ხელისუფლების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული დარღვევები - გასული წლის იანვრიდან მიმდინარე წლის დეკემბრამდე.

ბ) ხელისუფლების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული დარღვევები და მათი მიმდინარეობა (ან ასეთის არარსებობა).

ზოგადი მიმოხილვა

ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობისა და სახელისუფლებო სტრუქტურების საქმიანობის ობიექტურ დახასიათებას.

მიმოხილვის შედგენისათვის აუცილებელია რეგიონებში ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის ფლობა. ისეთი საკითხების შეფასებისას, როგორიცაა-ხელისუფლების ლეგიტიმურობის ხარისხი, რეალური ძალაუფლების განხორციელება, პოლიციის, პროკურატურის საქმიანობა და ეკონომიკური ვითარება - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა რეგიონიდან დროული, ზუსტი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინფორმაციის მიღებას.

ზემო თქმულიდან გამომდინარე, მიმომხილველმა ყურადღებაუნდა გაამახვილოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების საქმიანობა.

  • პოლიციის, პროკურატურის, უშიშროების სტრუქტურებში, სამხედრო დანაყოფებში (იქ, სადაც არსებობს) ადამიანის უფლებების დარღვევათა (ან ამ უფლებათა დაცვის ხარისხის)აღწერა და ლაკონურად ჩამოყალიბება.

  • ეკონომიკური ვითარების მოკლე მიმოხილვა.

სასურველია, მიმომხილველმა მაქსიმალურად კონკრეტულიპასუხები ჩამოაყალიბოს კითხვებზე:

  • დაცულია თუ არა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპი?

  • განიცდის თუ არა სასამართლო ზეწოლას აღმასრულებელი ხელისუფლების, პროკურატურის, პოლიციის, უშიშროების, სამხედრო ან სხვა სტრუქტურების მხრიდან?

  • არის თუ არა სასამართლოში კორუფცია?

შენიშვნა: დემოკრატიული პროცესების დამკვიდრება და შემდგომი განვითარება უშუალოდ უკავშირდება ნებისმიერი დონის არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხს. ამდენად, ამ პროცესში მიმომხილველის საქმიანობა და მის მიერ დასაბუთებული ინფორმაციის ფლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

სამართალდამცავი სტრუქტურები

მიმოხილვაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მონიტორინგს პოლიციის, პროკურატურის, უშიშროების სტრუქტურათა საქმიანობაზე. მიმოხილვაში უნდა აისახოს ამ სტრუქტურათა მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ან დაცვის ხარისხი. შესაბამისად, პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, თუ ვინ ახორციელებს საზოგადოებრივ და სახელმწიფო უსაფრთხოებას, რამდენად კონტროლირებადია ეს სტრუქტურები და რამდენად კანონიერია მათი ქმედებები.

მიმომხილველმა უნდა აღწეროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები:

  • პოლიციაში;

  • პროკურატურაში;

  • უშიშროების სტრუქტურებში;

ან ასეთის არარსებობა.

შენიშვნა: მიმოხილვაში აღწერილი ფაქტების შეამებისასმნიშვნელოვანია მთავარი პრობლემის სტანდარტიზებული, უნიფიცირებული ფორმით ჩამოყალიბება. მაგალითად, მაშინ, როდესაც სამთავრობო სტრუქტურები ძირითადად აკონტროლებენ ვითარებას ქვეყანაში სამართალწარმოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სამართალდამცავი სტრუქტურების ზოგიერთმა/რამდენიმე წარმომადგენელმა დაარღვია კანონით განსაზღვრული ნორმები; ან სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა სერიოზულად დაარღვიეს ადამიანის უფლებებიდა ასე შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს სამართალდამცავთა მხრიდან დარღვევების ერთეულ ფაქტებთან, მიმოხილვის შემაამებელ ნაწილში უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ (სერიოზულ) დარღვევებს.

ეკონომიკა

ეკონომიკური ვითარების აღწერის დროს მიმომხილველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მიმოხილვის ადრესატები მოელიან მიმდინარე წლის პრობლემებზე ორიენტირებულ ინფორმაციას და არა ექსკურსს ქვეყნის ეკონომიკურ ისტორიაში.

მიმომხილველმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • არის თუ არა დაცული თავისუფალი ბაზრის პრინციპები, თუ ეკონომიკა ცენტრალიზებული მეთოდებით იმართება?

  • ეკონომიკა ინდუსტრიულია, აგრარული თუ კომბინირებული?

  • თუ აგრარული სეგმენტი სჭარბობს, არის თუ არა ეს მონოკულტურა, რომელსაც ალტერნატიული სახეობა არ გააჩნია?

  • თუ ეკონომიკა უპირატესად ინდუსტრიულია, რა არისმისი ძირითადი პროფილი?

  • როგორია მუშახელის შემოსავლის წყარო?

  • რა სახის საექსპორტო პროდუქცია იქმნება?

  • ცხოვრების როგორ სტანდარტს უზრუნველყოფს ადგილობრივი ეკონომიკის დონე?

  • საერთო ეროვნული პროდუქტის (GNP) რა წილი მოდის ღარიბ ფენებზე?

  • არის თუ არა შიმშილობა და აფერხებს თუ არა ხელისუფლება ჰუმანიტარული დახმარების მიღებას?

  • მოქმედებს თუ არა ეკონომიკური უთანასწორობის ისეთი გამოვლინებები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს?

  • არის თუ არა დარღვევები შემოსავლების განაწილების თვალსაზრისით და როგორია ხელისუფლების ქმედება?

ადამიანის უფლებების დაცვა

ადამიანის უფლებები და ამ სახის დარღვევათა აღნუსხვა უაღრესად ფაქიზი სფეროა და გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, მიმოხილვაში მოყვანილი ყველა ფაქტი მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი და ზუსტად აღწერილი.

მიმომხილველმა უნდა მიუთითოს დარღვევების ხასიათი და ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები (ან ასეთის არარსებობა).

  • წარმოდგენილი მიმოხილვა უნდა იწყებოდეს ვითარების მოკლე აღწერით და მოიცავდეს მიმდინარე წლის მდგომარეობას.გასულ წელთან მიმართებაში პარალელის გავლება დასაშვებიამხოლოდ საგანგებო მნიშვნელობის ფაქტებთან და პროცესებთან დაკავშირებით.

შენიშვნა: რეგიონებში, სადაც, მიმომხილველის შეფასებით, ვითარება სტაბილურია პოზიტიური ნიშნით, მიმოხილვის პირველივე პარაგრაფში უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლება, ძირითადად,პატივს სცემს მოქალაქეთა უფლებებს და ახორციელებს ზომებსდარღვევის ფაქტების აღსაკვეთად.

თუ, ცალკეული გამონაკლისების ფონზე, საერთო ვითარება დადებითია, უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლება პატივს სცემს მოქალაქეთა უფლებებს, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს დარღვევებს.

თუ მიმომხილველი ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს უარყოფით მდგომარეობას, ამ შემთხვევაში, აღწერის ძირითადი მახასიათებელი, შესაძლოა, შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს - ადამიანის უფლებები სერიოზულად ირღვევა და ამ მიმართულებით ხელისუფლების ძალისხმევა სუსტია.

  • მიმომხილველმა მოკლედ უნდა აღნუსხოს მიმდინარე წლის მოვლენები და მიუთითოს ის სფეროები, სადაც, ხელისუფლებისან მისი წარმომადგენლების მიზეზით, ადამიანის უფლებები სერიოზულად ირღვევა.

ცალკე უნდა აღინიშნოს დარღვევათა აღკვეთის ფაქტებიც.

  • წინამდებარე გზამკვლევში არაერთხელ აღინიშნა, რომ მიმოხილვის შედგენისას მიმომხილველმა პირველ რიგში უნდა აღწეროს ის დარღვევები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდანან მისი უმოქმედობის მიზეზით ხდება. შემდგომ უნდა დაფიქსირდეს სამხედრო ფორმირებების (პარამილიტარული ძალების), პარტიზანების, აჯანყებულების, ტერორისტული ჯგუფების ან ბრბოს მიერ ჩადენილი დარღვევები (მიუხედავად იმისა, აღემატებათუ არა მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების რაოდენობა ხელისუფლების უპასუხისმგებლობით მომხდარ დარღვევევებს).

  • შესაბამის სექციაში დარღვევები უნდა დაფიქსირდეს იმ ქრონოლოგიით, რა ქრონოლოგიითაც ვითარდებოდა მოვლენებიკალენდარული წლის განმავლობაში.

შენიშვნა: ადამიანის ისეთი უფლებების შეზღუდვა, როგორიცაა ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობა ან ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნის უფლება, - ის სპეციფიკური დარღვევაა, რომელსაც მიმოხილვაში ერთ-ერთი უპირატესი ადგილი ენიჭება.

მიმოხილვის წარდგენითი ნაწილი უნდა შეესაბამებოდეს და გამომდინარეობდეს იმ ფაქტებიდან, რომლებიც ძირითად (სექციურ) ნაწილშია დაფიქსირებული.

მაგალითად, თუ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა, რომელიც სამართლებრივი გზით ხელისუფლების შეცვლას აფერხებს და ამის დამადასტურებელი ფაქტები მოყვანილია მიმოხილვის სექციურ ნაწილში, წარდგენით ნაწილში ეს გარკვევით უნდა იყოს მითითებული.

მიმოხილვაში უნდა აღიწეროს ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა:

  • პოლიტიკური მკვლელობებითა და განუკითხაობით გაპირობებული სხვა სერიოზული დანაშაულებები;

  • ადამიანის წამების ფაქტები;

  • საპატიმრო ადგილებში არაადამიანური პირობები;

  • სასამართლო გზით საკუთარი უფლებების დაცვის საშუალების შეუძლებლობა;

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევის ფაქტები;

  • საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევის ფაქტები;

  • პოლიციის, პროკურატურის, უშიშროების ან, ზოგადად, ხელისუფლების მიერ დარღვევათა გამოძიებისაგან თავის არიდება.

შენიშვნა: სასურველია, ხოლო რიგ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მიმომხილველმა მიუთითოს ამა თუ იმ დარღვევაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა. მაგალითად XXXX სამინისტროს/დეპარტამენტს (თუ სტრუქტურის დასახელება რთულია, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას) ეკისრება პასუხისმგებლობა მკვლელობებისა და ადამიანთა გაუჩინარების ფაქტებზე, ანხელისუფლებამ შეგნებულად აარიდა თავი პოლიტიკური მკვლელობების გამოძიებას.

მიმომხილველმა უნდა მიუთითოს ის ჯგუფები, რომელთა უფლებები გამიზნულად ირღვევა.

იმ შემთხვევაში, როცა აღინიშნება დარღვევების შემცირების ტენდენცია, ან ხელისუფლება აქტიურდება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, უნდა შეიქმნას ცალკე პარაგრაფი, რომელშიც ასეთი დასკვნა კონკრეტულ ფაქტებს დაეყრდნობა.

შენიშვნა: ასეთი დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს უკვე გამოძიებულან აღკვეთილ დანაშაულებებს და არა ზეპირ განცხადებებს სამომავლო ქმედებებზე.

შენიშვნა: მიმოხილვაში ამა თუ იმ დარღვევის ფაქტის შეტანისას, მიმომხილველმა უნდა აღნიშნოს სექციური და ქვესექციური ნომრები და ანბანური ინდექსი.

4 სექციური ნაწილი

▲back to top


4.1 I სექცია პიროვნების ხელშეუხებლობა

▲back to top


განუკითხაობისა და უკანონობის შედეგად ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა

1. პოლიტიკური და არამართლზომიერი მკვლელობები:

  • პოლიტიკური და არამართლზომიერი მკვლელობის რამდენ ფაქტს ჰქონდა ადგილი მიმდინარე წლის განმავლობაში?

ა) ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ პოლიტიკური მოტივით ჩადენილი მკვლელობები.

ბ) ხელისუფლების წარმომადგენელთა მიზეზით მომხდარი არამართლზომიერი მკვლელობები.

შენიშვნა: მართლზომიერ მკვლელობად, იურიდიული თეორიის თვალსაზრისით, შეიძლება მოვიაზროთ: ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელების დროს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან საზოგადოებისათვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედების აღკვეთისას ჩადენილი მკვლელობა. რეგიონებში, სადაც არამართლზომიერი მკვლელობების რაოდენობა დიდია, ყოველი ფაქტის დეტალური აღწერა რთულდება. მიუხედავად ამისა, მიმომხილველმა მაქსიმალური სიზუსტით უნდა აღწეროს მომხდარი ფაქტი და ამგვარი ფაქტების სიხშირე. მიმომხილველმა პრობლემის არსი კომპლექსურად უნდა გადმოსცეს. მიმოხილვაში უნდა დაფიქსირდეს ის ფაქტებიც, რომლებიც, აქტუალობიდან გამომდინარე, მედიის ყურადღების ობიექტი იყო.

მიმომხილველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მიმოხილვაში ილუსტრაციული მასალის ჩართვისას არ უნდა დაირღვეს ფაქტის აღწერის ამ ინსტრუქციით შემოთავაზებული სტრუქტურა.

გ) რა სახის მკვლელობებს ჰქონდა ადგილი:

  • პოლიტიკური მოტივით;

  • დაკავების პროცესში;

  • ე.წ. „ჯგუფური შეტაკებების“ დროს მომხდარი მკვლელობები;

  • დემონსტრანტთა მკვლელობა;

  • სნაიპერის მიერ არასწორი დამიზნებით გამოწვეული მსხვერპლი.

შენიშვნა: მიმომხილველმა უნდა დააჯგუფოს ფაქტები დამიუთითოს, მიიღო თუ არა ხელისუფლებამ ადეკვატური ზომებიამ ფაქტების გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის მიმართულებით.

2. ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებული მკვლელობები

მიმომხილველმა უნდა მიუთითოს ძალოვან სტრუქტურებზე სამოქალაქო კონტროლის ხარისხი და კანონთან მიმართებაში მოქალაქეთა თანაბარ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით არსებულიპრაქტიკა.

მიმომხილველმა უნდა აღწეროს ფაქტები და, მათზე დაყრდნობით, უპასუხოს კითხვებს:

1) ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიტიკური აქტივისტების, დემონსტრანტების, გაფიცულების, უმცირესობათა ჯგუფების ან ეჭვმიტანილთა მიმართ გაუმართლებლად მკაცრ ქმედებებს, რომლებიც სასიკვდილო შედეგით დასრულდა და რომელთაც ძალოვანი სტრუქტურები მეთოდურად იყენებდნენ:

  • დაკავების პროცესში?

  • თავისუფლების აღკვეთის ადგილებში?

შენიშვნა: მნიშვნელოვანია იმ გარემოების მითითებაც, თუ რამდენად მართლზომიერი იყო ამა თუ იმ ძალოვანი სტრუქტურის გამოყენება ცალკეული ინციდენტის დროს. მაგალითად, რამდენად ადეკვატური იყო დემონსტრანტთა წინააღმდეგ პოლიციის ან სხვა სპეციალური დანიშნულების რაზმების და მათი შეიარაღების სახეობის გამოყენება.

2) მკვლელობები საპატიმრო ადგილებში: გარდაიცვალა თუ არა პატიმარი/დაკავებული ან ეჭვმიტანილი წამების შედეგად (მაგალითად, პოლიციელების, საპატიმროს ხელმძღვანელების მიერ ცემის შედეგად)?

  • პატიმარი/დაკავებული ან ეჭვმიტანილი გარდაიცვალა საპატიმროს ხელმძღვანელობის გულგრილობის (მაგალითად, საპატიმროში არსებული ცუდი პირობების, სამედიცინო დახმარების არარსებობის) გამო.

  • საპატიმრო ადგილების ხელმძღვანელობამ თავი აარიდაპატიმრის/დაკავებულის ან ეჭვმიტანილის ფიზიკურ დაცვას.

3) სამხედრო ძალადობა: ჰქონდა თუ არა ადგილი სამხედროპირთა მხრიდან მიზანმიმართულ ან გაუფრთხილებელ მკვლელობებს?

4) კონფლიქტების დროს სამოქალაქო პირების მკვლელობა:

ჰქონდა თუ არა ადგილი სამოქალაქო, მეზობელ ქვეყნებთან სამხედრო კონფლიქტის ან მშვიდობის დამცველთა საქმიანობის პროცესში სამოქალაქო პირთა მკვლელობის ისეთ ფაქტებს, რომლებზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება?

შენიშვნა: მნიშვნელოვანია იმის მითითება, თუ რა კონკრეტულმა მიზეზმა განაპირობა მოქალაქის/მოქალაქეების სიკვდილი: პოზიციურმა, არტილერიულმა თუ საჰაერო დაბომბვებმა.

შენიშვნა: ხელისუფლების უპასუხისმგებლობით განვითარებული ნეგატიური მოვლენების ან იმ პოლიტიკური მკვლელობების აღწერისას, რომლებზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, გამოკვეთილად უნდა აღინიშნოს ის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც წლების განმავლობაში გამოუძიებელი რჩება და მოკლედ აღიწეროს, თუ რა პროცესები ვითარდება მათ ირგვლივ (მაგალითად, როგორ წარიმართა გამოძიება? შედგა თუ არა სასამართლო პროცესი?).

6. მიმომხილველმა უნდა აღწეროს და დააჯგუფოს ისეთი დანაშაულის ფაქტები, როგორიცაა:

ა) უცნობი პირების მიერ განხორციელებული გახმაურებული მკვლელობები;

ბ) სამხედრო ფორმირებების (პარამილიტარული ძალების) მიერ პოლიტიკურ ნიადაგზე განხორციელებული მკვლელობები;

გ) ოპოზიციური ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების, ამბოხებულთა ან ტერორისტების მიერ პოლიტიკურ ნიადაგზე განხორციელებული მკვლელობები;

დ) პირთა ჯგუფის ან ბრბოს მხრიდან ანგარიშსწორებისმიზნით, ლინჩის წესით განხორციელებული მკვლელობები.

გენოციდი: მიმომხილველებმა მხედველობაში უნდა იქონიონ,რომ გენოციდი ადამიანის უფლებების დარღვევათა მიმოხილვის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა და, ამდენად, ამ სახის დარღვევათა ნებისმიერი გამოვლინება განსაკუთრებული ყურადღების საგანია.

3. უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტები

განსაზღვრება: ტერმინი უგზო-უკვლოდ დაკარგული მოიცავსისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებობს ეჭვი პიროვნების გარდაცვალების შესახებ და იმ შემთხვევებსაც, როდესაც გვამი მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი; ასევე, ისეთ შემთხვევებს, როცა არაფრით დასტურდება, რომ ადამიანი ცოცხალია. ხელისუფლების პასუხისმგებლობა პოლიტიკური მოტივით გატაცების ფაქტებზე (იმ შემთხვევებშიც, როცა ასეთი მოტივი არ არის გამოკვეთილიან ირიბად იკვეთება), პრიორიტეტულია; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს რაიმე სახის მინიშნება იმაზე, რომ ხელისუფლებათავად არის ჩართული ამ პროცესში, დამნაშავეეებსმფარველობს და ფაქტებს შეგნებულად არ იძიებს.

მიმომხილველმა, პირველ რიგში, უნდა აღწეროს ისეთი ფაქტები, რომლებიც ხელისუფლების პასუხისმგებლობას უკავშირდება -შემდეგი თანმიმდევრობით:

  • სახელისუფლო სტრუქტურათა პასუხისმგებლობა უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტზე;

  • ოპოზიციური ძალების პასუხისმგებლობა ან კავშირი ფაქტთან;

  • ამბოხებულთა კავშირი ფაქტთან;

  • ტერორისტული დაჯგუფებების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ფაქტები.

მიმომხილველმა უნდა უპასუხოს კითხვებს:

  • მფარველობს თუ არა ხელისუფლება გამტაცებლებს?

  • თუ ხელისუფლება უარყოფს კავშირს მომხდხარ დანაშაულთან, მიმდინარეობს თუ არა ეფექტური გამოძიება?

  • დაისაჯა თუ არა სახელმწიფო მოხელე ამგვარი ფაქტების გამო?

  • მოქალაქეთა უგზო-უკვლოდ დაკარგვის რამდენი ფაქტი დაფიქსირდა (სამწლიანი ლიმიტის სტატუსის გათვალისწინებით) დროის გარკვეულ მონაკვეთში და არსებობს თუ არა ისეთი ფაქტები, რომლებიც ათი წლის განმავლობაში გამოუძიებელია?

  • არსებობს თუ არა შესამჩნევი პროგრესი საქმეთა გამოძიების თვალსაზრისით?

შენიშვნა: თუ ეს თემა საერთო ნაციონალური განსის საგანია,მიმომხილველმა მაქსიმალური სიზუსტით უნდა აღწეროს ვითარების არსი.

4. წამება, სასტიკი/არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა ან დას

წამება გულისხმობს ოფიციალური ან სხვა პირის მიერ განხორციელებულ ისეთ გამიზნულ ქმედებას, რომელიც, ფიზიკური ან მენტალური ტკივილის მიყენების გზით, ადამიანზე რაიმე სახის ზემოქმედებას ისახავს მიზნად.

მიმომხილველმა უნდა მიუთითოს:

ა) არის თუ არა წამება ხელისუფლების, ძალისმიერი სტრუქტურების მიერ პრაქტიკაში დანერგილი ქმედება?

ბ) წამების რა სახე გამოიყენებოდა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში?

გ) არსებობს თუ არა სპეციფიკური ჯგუფები, რომელთა მიმართ წამება ყველაზე ხშირ, მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს.

დ) იყენებს თუ არა ხელისუფლება ან ოპოზიციური ძალა ისეთ არაჰუმანურ, სასტიკ და დამამცირებელ მეთოდებს, რომელთაც წამების კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს?

ე) არის თუ არა ისეთი დარღვევები, როდესაც მედიცინა არაჰუმანური მიზნებისათვის გამოიყენება?

მაგალითად, ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკურად დაავადებულად გამოცხადება და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი მოთავსება.

ვ) არსებობს თუ არა გაუპატიურების ან სხვა სახის სექსუალური დანაშაულის ფაქტები, რომლებიც სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ადამიანის დაკავების პროცესში ან საპატიმრო ადგილებში ჩაიდინეს; არსებობს თუ არა შემთხვევები, როცაასეთ დანაშაულს სამხედრო ძალების წარმომადგენლები საველე პირობებში მოქმედების დროს ჩადიოდნენ?

შენიშვნა: ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ განხორციელებული სქესობრივი ძალადობის ის ფაქტები, რომლებზეც პასუხისმგებლობა კერძო პირებს ეკისრებათ, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების (თუ ასეთები არსებობს) აღწერის შემდეგ უნდა დაფიქსირდეს.

  • დემონსტრაციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალისმიერი სტრუქტურების მიერ გამოყენებული (თუ ასეთი ფაქტები არსებობს) მეთოდებისა და ტაქტიკის აღწერა.

მიმომხილველმა უნდა აღწეროს შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა:

  • საბრძოლო ვაზნები, რის შედეგადაც დემონსტრანტები დაიღუპნენ ან დაიჭრნენ;

  • ხელკეტები;

  • ცრემლსადენი გაზი;

  • წყლის ჭავლი.

შენიშვნა: მიმომხილველმა მკაფიოდ უნდა გამოკვეთოს ფაქტი და არგუმენტირებულად დაასაბუთოს, რომ ძალოვან სტრუქტურათა ქმედება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი (ან გამართლებული).

ძარცვა, რომელსაც აწარმოებდნენ სამთავრობო ჯარები, ძალოვანი სტრუქტურები.

  • მიმართა თუ არა ხელისუფლებამ ქმედით ზომებს აღნიშნული სახის ფაქტების აღკვეთის ან გამოძიების მიზნით?

ტრეფიკინგის ფაქტების აღწერისას მნიშვნელოვანია, მიეთითოს,თუ მეტწილად ვინ არის ტრეფიკინგის მსხვერპლი (ბავშვები/ქალები) და რა ზომებს მიმართავს ხელისუფლება ამ მიმართულებით.

შენიშვნა: ზემოთ აღწერილი დარღვევის ფაქტების დაფიქსირების დროს მიმომხილველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სასურველია პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურის დასახელება. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა ჯგუფური ხასიათისაა, მიმომხილველმა უნდა გამოკვეთოს დარღვევის სოციალური ასპექტი და მიანიშნოს ჯგუფები.

5. საპატიმრო ადგილები

საპატიმრო ადგილებში არსებული ვითარების აღწერისას, მიმომხილველმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა:

  • ყოფითი პირობები;

  • ფიზიკური მოპყრობა;

პერსონალის ან სხვა ოფიციალურ წარმომადგენელთა მხრიდან უფლებათა გადაჭარბების ფაქტები;

პატიმართა/დაკავებულთა რაოდენობის ნორმასთან შესაბამისობა;

ა) კვება;
ბ) სანიტარული პირობები;
გ) სამედიცინო მომსახურება;
დ) მნახველთა შეშვების წესი ან ამ წესების უგულებელყოფა;
ე) სიკვდილიანობა;
ვ) პატიმართა/დაკავებულთა გამიჯვნა სქესის, ასაკის, ბრალეულობის მიხედვით;
ზ) მონიტორინგის ხელმისაწვდომობა.

შენიშვნა: მიმომხილველის მიერ მომზადებულ მასალას განსაკუთრებულ იმნიშვნელობა ენიჭება იმ შემთხვევებშიც, როდესაც ამა თუ იმ საპატიმრო ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ან მისიების წარმომადგენლები, რადგან ასეთი ინფორმაცია უზრუნველყოფს კონტროლის პერმანენტულ ხასიათს.

1. თვითნებური/უკანონო დაპატიმრება, დაკავება ან გასახლება

თვითნებური/უკანონო დაპატიმრების, დაკავების ან გასახლების ფაქტების აღწერისას, მიმომხილველმა უნდა წარმოადგინოს ადამიანის მიმართ ოფიციალური სტრუქტურების მიერ განხორციელებული ქმედებები ბრალის ოფიციალურად წაყენებამდე ან სასამართლო პროცესის დასრულებამდე.

მიმომხილველმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ განხორციელდა თვითნებური/უკანონო დაკავება:

ა) დასაბუთებული მტკიცებულებების საფუძველზე: გააცნესთუ არა დაკავებულს შესაბამისი უფლებამოსილების მქონეპირის (მოსამართლის) მიერ ოფიციალურად გაცემული ნებართვა.

ბ) ფალსიფიცირებული ბრალდების საფუძველზე; რათა დაესაჯათ პიროვნება აზრის გამოხატვის თავისუფლების, ხელისუფლების საწინააღმდეგო კრიტიკული გამოთქმების გამო - კრიმინალურ ქმედებაში, სახელმწიფო ღალატსა თუ შპიონაჟში ბრალდებით?

გ) ისე, რომ დაკავებულს არ ეცნობა, თუ რაში ედება ბრალი.

შინაპატიმრობა: მიმართავს თუ არა ხელისუფლება შინაპატიმრობას, როგორც სანქციას - სათანადო პროცედურების დარღვევით.

2. პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირი

განსაზღვრება: პოლიტიკური მოტივით დაკავებულ პირად მოიაზრება მოქალაქე, რომელსაც არა აქვს წარდგენილი ბრალდებადა საპატიმრო ადგილზე იმყოფება იმის გამო, რომ გამოიყენა მისთვის მინიჭებული ისეთი უფლებები, როგორიცაა სიტყვის და აზრის გამოთქმის თავისუფლება, თავისუფალი გაერთიანების უფლება; ამგვარ პირად მოიაზრება, აგრეთვე, მოქალაქე, რომელიც დაკავებულია მისი პოლიტიკური, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, სოციალური წარმოშობის ან ქონებრივი ცენზის გამო.

3. გასახლება

მიმომხილველმა უნდა აღნიშნოს, არსებობს თუ არახელისუფლების მხრიდან ქვეყნის საზღვრებს გარეთ ან ქვეყნისსაზღვრებს შიგნით იძულებით გასახლების ფაქტები.

4. სამართლიანი/საჯარო სასამართლო პროცესის უარყოფა

მიმოხილვაში უნდა დაფიქსირდეს ისეთი ფაქტები, როდესაც ხელისუფლებამ მოქალაქეს ხელი შეუშალა ან უარი უთხრა სასამართლო პროცესზე და სამართლებრივი გზით საკუთარი უფლებების დაცვის განხორციელებაზე.

5. პოლიტიკური პატიმრები

პოლიტიკური პატიმრების თემა ნებისმიერი მიმომხილველისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ასეთად მოიაზრება ყველა ის პირი, ვინც სასჯელს იხდის იმის გამო, რომ განახორციელა ისეთი უფლებები და თავისუფლებები, როგორიცაა: პოლიტიკური მრწამსის და აზრის გამოთქმის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის წევრობის ნებაყოფლობითობა, აღმსარებლობის თავისუფლება.

შენიშვნა: ის პირები, რომლებმაც თუნდაც პოლიტიკური მოტივითგანახორციელეს ძალადობის აქტი ან კრიმინალური ქმედება,პოლიტიკურ პატიმრებად არ მიიჩნევიან.

მიმომხილველმა უნდა აღნიშნოს:

  • ეძლევათ თუ არა საერთაშორისო ან ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებს ან ჰუმანიტარულ მისიებს მათთანშეხვედრის საშუალება?

6. პირადი ცხოვრების, ახის, საცხოვრებლის ან პირადი მიმოწერის ხელშეუხებლობა

მიმოხილვაში უნდა დაფიქსირდეს შემდეგი სახის დარღვევები:

ა) სათანადო კანონმდებლობის დარღვევით, საცხოვრებელადგილებში ხელისუფლების წარმომადგენელთა ძალისმიერი შეჭრა;

ბ) კერძო საკომუნიკაციო საშუალებებზე (წერილები, სატელეფონო საუბრები, ელექტრონული ფოსტა), პიროვნების გადაადგილებაზე თვალთვალი;

გ) საცხოვრებელი ადგილის იძულებითი შეცვლა;

დ) ოჯახის წევრთა იძულებითი აღწერა;

ე) იძულებითი, რაიმე ნიშნით გამოკვეთილი, მიზნობრივი აღწერა;

ვ) საკუთარ შეხედულებებზე დაფუძნებული, ნებაყოფლობითი გაერთიანების შეზღუდვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში;

ზ) ოჯახის რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებაში სახელისუფლო ჩარევა.

4.2 II სექცია სამოქალაქო თავისუფლებები

▲back to top


1. სიტყვისა და პრესის თავისუფლება

მოცემულ სექციაში მიმომხილველმა უნდა აღწეროს ისპროცესები, რომლებიც რეალურად ვითარდება მის სამოქმედო არეალში სიტყვის და პრესის (ბეჭდური და ელექტრონული მედია), აგრეთვე, სხვა აკადემიურ თავისუფლებათა თვალსაზრისით და აღწეროს შემთხვევები, როდესაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით:

  • ხელისუფლებამ განახორციელა ზეწოლა მოქალაქეზე მისი მხრიდან ცენტრალური/ადგილობრივი ხელისუფლების ან მისი ცალკეული წარმომადგენლის მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო;

  • ხელისუფლებამ განახორციელა პოლიტიკური შეკრებების ფარული ან დემონსტრაციული თვალთვალი მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

) პრესის თავისუფლება

ამ ქვეთავში მიმომხილველმა უნდა აღწეროს და დაასახელოს კონკრეტული აქტები:

  • არის თუ არა დამოუკიდებელი მედიის საშუალებებში სახელმწიფოს მონაწილეობის ფაქტები (წილობრივი მონაწილეობა,სპონსორობის ხარისხი და ფორმა).

  • იყენებს თუ არა ხელისუფლება საგადასახადო კანონმდებლობას, სტამბის ადგილმდებარეობას ან სხვა ამგვარ საშუალებებს მედიაზე ზემოქმედების მიზნით.იყენებს თუ არა ხელისუფლება ცილისწამების ბრალდებას ოპოზიციური აზრის დასათრგუნად ან პრესაზე ზეგავლენის მიზნით.

  • არის თუ არა პირდაპირი ან ირიბი ცენზურის ფაქტები.

  • არის თუ არა ჟურნალისტებში ხელისუფლების მიმართ შიშით გაპირობებული თვითცენზურა.

  • იყენებს თუ არა ხელისუფლება „ეროვნული უსაფრთხოების“ და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების“ გრიფებს პუბლიკაციის/ინფორმაციის შეზღუდვის მიზნით.

  • ახორციელებენ თუ არა ჟურნალისტებზე ძალადობას პოლიცია ან სხვა ძალოვანი სტრუქტურები (აგრეთვე, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების არაკანონიერი შეიარაღებული და ჯგუფებები, ტერორისტები).

  • ახორციელებს თუ არა ხელისუფლება წიგნების, კინოფილმების, თეატრალური წარმოდგენების, გამოფენების და სხვა კულტურული ღონისძიებების ცენზურას?

  • ზღუდავს თუ არა ხელისუფლება ინტერნეტის ხელმისაწვდომობას.

) აკადემიური თავისუფლებები

  • ერევა თუ არა ხელისუფლება სამეცნიერო საქმიანობაში.

  • ახორციელებს თუ არა ხელისუფლება ზედამხედველობას მეცნიერებზე მათი სასწავლო კურსის, სამეცნიერო გამოკვლევებისა და შრომების შეზღუდვის მიზნით.

  • გამოხატავენ თუ არა სტუდენტები პროტესტს ისეთ საკითხებზე, რომლებიც განათლების ან სასწავლო დაწესებულების პოლიტიკის (მაგალითად, ბიუჯეტის განკარგვა ან კორუფცია) კრიტიკას უკავშირდება?

შენიშვნა: მიმომხილველმა უნდა აღწეროს ის დარღვევებიც, რომლებზეც პასუხისმგებლობა ოპოზიციურ ძალებს ეკისრებათ.

2. მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლება

შეკრებების თავისუფლება

განსაზღვრება: პოლიტიკურ-სამოქალაქო, საზოგადოებრივი მნიშვნელობის სპეციფიკურ პრობლემებზე მსჯელობისა და საერთო პოზიციის ჩამოყალიბების, აგრეთვე, შემდგომი ნაბიჯების შეჯერების მიზნით მოქალაქეების ისეთი შეკრება, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, საზოგადოებრივი მორალის ნორმებს და საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

მიმომხილველმა უნდა აღწეროს ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ (ან სხვა ძალებმა):

  • დაარბია მშვიდობიანი შეკრება;

  • უარი განაცხადა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე;

გაერთიანების თავისუფლება

განსაზღვრება: მოქალაქეთა უფლება, გაერთიანდნენ ასოციაციებში, პროფესიულ, რელიგიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ან სპორტულ გაერთიანებებში/კავშირებში ერთიანი მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად.

მიმომხილველმა უნდა აღწეროს ფაქტები, როდესაც ხელისუფლებამ ბიუროკრატიული მექანიზმების გამოყენებით:

  • შეაფერხა გაერთიანების/კავშირის/ასოციაციის რეგისტრაცია;

  • შეზღუდა მისი საქმიანობა.

3. რელიგიის თავისუფლება

მიმომხილველმა ყურადღება უნდა გაამახვილოს სახელმწიფოში რელიგიურ კონფესიათა უფლებების თანასწორობაზე და იმაზეც, ახორციელებს თუ არა სახელმწიფო რომელიმე რელიგიის სუბსიდირებას; ხელს უწყობს თუ არა სხვა რელიგიურ გაერთიანებებზე რომელიმე რელიგიის დომინირებას. მიმომხილველმა უნდა აღწეროს ფაქტები, როდესაც:

ა) ხელისუფლებამ უარი განუცხადა რომელიმე რელიგიურ გაერთიანებას კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცედურაზე/რეგისტრაციაზე.

ბ) ხელისუფლებამ უკანონოდ აკრძალა სალოცავების მშენებლობა;

გ) ხელისუფლებამ შეზღუდა რელიგიური ლიტერატურის ბეჭდვა და გავრცელება;

დ) ხელისუფლებამ შეაფერხა რელიგიური ხასიათის მოგზაურობა;

ე) ხელისუფლებამ შეზღუდა მორწმუნეთა კორელიგიური კავშირები უცხოეთთან (მაგალითად, ვატიკანთან);

ვ) ხელისუფლებამ შეზღუდა ან აკრძალა რელიგიური რიტუალის აღსრულება ან მრწამსზე დაფუძნებული ყოფა;

ზ) ახორციელებს თუ არა ხელისუფლება რომელიმე რელიგიური კონფესიის მიმართ მიზანდასახულ, სპეციფიკურ პოლიტიკას;

თ) ახორციელებს თუ არა ხელისუფლება რომელიმე რელიგიური კონფესიის მიმართ მიზანდასახულ, სპეციფიკურ პოლიტიკას ქვეყნის რომელიმე რეგიონში;

ი) იყენებს თუ არა ხელისუფლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს რელიგიური პროპაგანდისათვის.

1. ალტერნატიული სამხედრო სამსახური

  • არსებობს თუ არა ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შესაძლებლობა.

2. მიმოსვლის თავისუფლება ქვეყის შიგნით/საზღვრებს გარეთ, ემიგრაცია და რეპატრიაცია

მიმომხილველმა უნდა აღწეროს ფაქტები, როდესაც ხელისუფლებამ:

ა) შეზღუდა მოქალაქის მიერ საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის არჩევის თავისუფლება;

ბ) ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას მოითხოვა პასპორტიან სხვა ამდაგვარი დოკუმენტი;

გ) მოქალაქეს იძულებით განუსაზღვრა საცხოვრებელი ადგილი;

დ) შეზღუდა მოქალაქის უფლება, ემოგზაურა ქვეყნის საზღვრებს გარეთ;

ე) შეზღუდა ემიგრაცია;

ვ) მოქალაქეს აუკრძალა სამშობლოში დაბრუნება;

ზ) პოლიტიკური მოტივით ჩამოართვა მოქალაქეობა;

თ) არ განახორციელა აღებული ვალდებულებები იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ;

ი) ხელი შეუშალა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას და მათმიმართ გამოიყენა ძალისმიერი მეთოდები საცხოვრებელ ადგილებში დასაბრუნებლად;

კ) არ აღასრულა ლტოლვილთა მიმართ საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

4.3 III სექცია პოლიტიკური უფლებები: მოქალაქეთა უფლება, შეცვალონ ხელისუფლება

▲back to top


ხელისუფლების თავისუფალი არჩევის, შეცვლის, ასევე, კანონებისა და ოფიციალური პირების შეცვლის უფლება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით მინიჭებული ფუნდამენტური უფლებებია.

სექციის დასაწყისში მიმომხილველმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს:

  • აქვთ თუ არა მოქალაქეებს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის საშუალება?

  • არის თუ არა ხელისუფლება მოსული თავისუფალი არჩევნების გზით?

  • გაყოფილია თუ არა ერთმანეთისგან საკანონმდებლო დააღმასრულებელი ხელისუფლებები?

  • რეალურად არსებობს თუ არა მრავალპარტიული სისტემა; თუ ადგილი აქვს მართვის ერთპარტიულ სისტემას?

მიმომხილველმა მაქსიმალური სიზუსტით და კომპეტენციით უნდა აღწეროს შემდეგი გარემოებები:

ა) ვინ ახორციელებს რეალურ ძალაუფლებას: ერთი პიროვნება, ვიწრო ოლიგარქიული/ელიტარული ჯგუფი თუ დემოკრატიულად არჩეული მმართველობითი ორგანო?

ბ) სახელისუფლო შტოთა გამიჯვნის რეალური ხარისხი;

ბ) არჩევნებსა და მმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის რეალური ხარისხი;

გ) არჩევნებთან დაკავშირებული ინციდენტები (კონკრეტული მონაწილეებისა და პასუხისმგებელ პირთა მითითებით);

დ) აქვს თუ არა მოქალაქეს საშუალება, თავისუფლად წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა არჩევნებზე; თუ ეს მხოლოდ ცალკეული სოციალური ჯგუფების პრეროგატივაა?

ე) ზღუდავს თუ არა ხელისუფლება საარჩევნო პროცესში ოპოზიციური ძალების უფლებებს?

ვ) არსებობს თუ არა ნაციონალურ, რეგიონულ ან ადგილობრივ დონეზე ისეთი ინოვაციები, რომელთაც შეუძლიათ, შეზღუდონ ან რაიმე სახით ხელყონ საარჩევნო სისტემის გამართული ფუნქციონირება?

ზ) ახდენს თუ არა არჩევნების შედეგებზე გავლენას ამათუ იმ (მაგალითად, მმართველი) პარტიის წევრობის ფაქტი?

თ) შემთხვევები, როცა არჩევნებზე წარმოდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატურა.

ი) არსებობს თუ არა ისეთი სოციალური ან ეთნიკური (ან სხვა) ჯგუფები, რომელთა უფლებები მიზანმიმართულად ილახება გადაწყვეტილების მიღების ან საარჩევნო პროცესში?

კ) აქვს თუ არა ადგილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ან ეთნიკურ/სოციალურ/რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების უფლებების შეზღუდვას?

4.4 IV სექცია ხელისუფლების დამოკიდებულება: ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების საერთაშორისო ან არასამთავრობო დონეზე გამოძიების მიმართ

▲back to top


ამ სექციის მიზანია, განისაზღვროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული გამოძიების საკითხებზე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის ხელისუფლების მზადყოფნის რეალური ხარისხი.

მიმომხილველმა უნდა აღწეროს შემდეგი გარემოებები:

ა) თანამშრომლობს თუ არა ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან მონიტორინგის განმახორციელებელ სხვა მისიებთან?

ბ) ახდენს თუ არა რეაგირებას მიწოდებულ ინფორმაციაზე?

გ) აფერხებს თუ არა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ან მისიების საქმიანობას?

საერთაშორისო/გაეროს მისიები

დ) ზღუდავს თუ არა ხელისუფლება საერთაშორისო/გაეროს მისიების გადაადგილებას ტერიტორიაზე და აფერხებს თუ არამათ საქმიანობას? (როგორ და რის საფუძველზე ?)

შენიშვნა: ამ სექციაში მიმომხილველმა უნდა აღწეროს ის სპეციფიკური პრობლემები, რომლებიც სამთავრობო და მესამე სექტორებს შორის შეიძლება არსებობდეს. თუმცა, პრობლემის ჩამოყალიბებისას უნდა დაეყრდნოს დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს და იყოს ლაკონური მათი აღწერისას.

მიმომხილველმა უნდა აღწეროს შემთხვევები, როდესაც ომბუდსმენს ან ნდობით აღჭურვილ პირს, საერთაშორისო ორგანიზაციების ან მისიების წარმომადგენლებს, პარლამენტისა და საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლებს, სახელისუფლო სტრუქტურების მეცადინეობით, პრობლემები შეექმნათ დაკისრებული მისიის აღსრულების დროს. ასეთ შემთხვევებში სასურველია, დასახელდნენ კონკრეტული პასუხისმგებელი პირები.

4.5 V სექცია დისკრიმინაცია ეთნიკურ, რელიგიურ, სქესობრივ, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ენის ან სოციალური სტატუსის ნიადაგზე

▲back to top


სექციის დასაწყისში მიმომხილველმა უნდა მიუთითოს ისკონსტიტუციური და საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა, რომელიცაღნიშნულ საკითხებს არეგულირებს.

1. დისკრიმინაცია ეთნიკურ, რელიგიურ, სქესობრივ, ანმრთელობის მდგომარეობის, ენის ან სოციალური სტატუსის ნიადაგზე.

„სამოქალაქო უფლებების“ ეს ნაწილი მიმომხილველმა უნდა ჩამოაყალიბოს შემდეგი თანმიმდევრობით:

ქალთა უფლებები;
ბავშვთა უფლებები;
ინვალიდთა უფლებები;
რელიგიურ უმცირესობათა უფლებები;
ეროვნულ /რასობრივ/ ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები.

შენიშვნა: თუ მიმომხილველი აფიქსირებს ისეთ დარღვევას, რომელიც ჩამონათვალში არ არის, მაგრამ აღნიშნულ პრობლემატიკასთან რაიმე კავშირშია, ეს გარემოება სექციის საწყის პარაგრაფში უნდა მიუთითოს.

2. ქალთა უფლებები

დარღვევის ფაქტები უნდა დაფიქსირდეს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ძალადობა ოჯახში;

ბ) გაუპატიურება;

გ) სოციალური ძალადობის სხვა გამოვლინებები.

მიმოხილვაში უნდა გამოიკვეთოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა:

  • პროსტიტუცია;

  • ტრეფიკინგი;

  • იძულებითი აბორტი ან სტერილიზაცია;

  • სქესობრივი ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება;

  • ქალთა დისკრიმინაცია;

3. ბავშვთა უფლებები

მიმომხილველმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დაირღვა ბავშვთა განათლებისა და სამედიცინო დაცვის ნორმები, აგრეთვე, ბავშვთა პროსტიტუციის (თუ ასეთს აქვს ადგილი), შრომის და ტრეფიკინგის (თუასეთი არსებობს) საკითხებზე.

მიმოხილვის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტებია:

4. ინვალიდთა უფლებები
5. რელიგიური უმცირესობები
6. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობები

4.6 VI სექცია მშრომელთა უფლებები

▲back to top


1. ასოცირების უფლება

განსაზღვრება: ერთიანი მიზნების, ამოცანების გადასაწყვეტად ნებისმიერ იდეოლოგიურ, რელიგიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, პროფესიულ, კულტურულ ან სხვა ნიადაგზე ასოცირების/გაერთიანების უფლება. უფლება ასევე შეეხება პროფესიული კავშირების ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრულ უფლებას და გამორიცხავს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი სახის შეზღუდვას.

ამ სექციაში მიმომხილველმა უნდა აღწეროს ის შემთხვევები,როდესაც ხელისუფლებამ შეზღუდა მშრომელთა თავისუფალპროფესიულ კავშირებში გაერთიანებისა და გაფიცვის უფლებები.

მიმომხილველმა უნდა აღწეროს ფაქტები, როდესაც:

  • გარკვეული პროფესიის წარმომადგენლებს აეკრძალათთავისუფალ პროფესიულ კავშირებში გაწევრიანება;

  • შეიზღუდა კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების უფლება;

  • მიმომხილველმა უნდა აღნიშნოს, აქვთ თუ არა შრომით კოლექტივებს დამოუკიდებელი (სახელმწიფოს ჩარევის გარეშე) შრომითი ხელშეკრულების დადების უფლება და საარბიტრაჟო მორიგებების საშუალება;

  • არსებობს თუ არა საგანგებო რეჟიმის ეკონომიკური ზონები, სადაც კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების უფლება იზღუდება ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან.

ძალდატანებითი/იძულებითი შრომა

ა) ბავშვთა შრომის გამოყენების ფაქტები

2. შრომის პირობები

შენიშვნა: მიმომხილველმა ყურადღება უნდა გაამახვილოს დამაქსიმალური სიზუსტით აღწეროს შრომის ის პირობები, რომლებშიც ბავშვებს უწევთ მუშაობა (თუ ასეთი ფაქტები არსებობს), მიუთითოს შრომის საათების რაოდენობა დღეში, დასაქმებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მათი თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. ფაქტების აღწერისას, სასურველია, დასახელდეს კონკრეტული ადგილები და ამ ქმედებაზე პასუხისმგებელი პირები.