The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ახალი აზრი № 4 (18), 2004


ახალი აზრი № 4 (18), 2004


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ტანგიაშვილი ნოდარ, ვაშაკიძე თამაზ, ოქროჯანაშვილი კახა, ფუტკარაძე რამაზ, ბახტაძე რევაზ, ჩიტაძე ნიკა, ღირსიაშვილი ლევან, გიორგიძე ლაშა
თემატური კატალოგი ახალი აზრი
წყარო: ISSN 1512-1844
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ჟურნალ ,,ახალი აზრი“-ს გამომცემელია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოლიტიკური კვლევების ცენტრი“ ჟურნალი ,,ახალი აზრი“ გამოდის ყოველთვიურად და მოიცავს პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების ანალიზს საქართველოსა და რეგიონში. ჟუნალში გამოქვეყნებული სტატიების შინაარსსა და მათში გამოთქმულ შეხედულებათა თაობაზე სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებს. სარედაქციო კოლეგია: ლევან გელაშვილი (მთავარი რედაქტორი/პროექტის ხელმთძვანელი) ნიკა თარაშვილი (რედაქტორი) კახა ოქროჯანაშვილი ლევან ღირსიაშვილი ვალერიან მეტრეველი (დიზაინერი) The Journal ,,Akhali Azri” (New Opinion) is being published by support of Friedrich Ebert Foundation პოლიტიკური კვლევების ცენტრი, ქ. თბილისი, შატბერაშვილის ქ. 4-43, ტელ: (99532) 988537, ფაქსი: (99532) 291209 ელ-ფოსტა: akhali-azri@cpr.org.ge ©2003 პოლიტიკური კვლევევბის ცენტრი



1 იდეალიზმი თუ რეალიზმი: საერთაშორისო სამართალი Realpolitik-ის ერაში?

▲ზევით დაბრუნება


საერთაშორისო ურთიერთობები

ნოდარ ტანგიაშვილი
საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ხშირად შევხვდებით ფუნდამენტურ დაპირისპირებას აზროვნების ორ ტიპს - იდეალიზმსა და რეალიზმს - შორის. მაგრამ ეს არა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარების, არამედ პრაქტიკოსი პოლიტიკოსების თავსატეხიც არაერთხელ გამხდარა. მრავალ მკვლევარსა თუ პოლიტიკოსს უცდია, პასუხი გაეცა კითხვაზე: ,,როგორი თვალით უნდა შევხედო სამყაროს? როგორია და როგორი უნდა იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობები?“ ვფიქრობ, ეს კითხვა საინტერესო უნდა იყოს როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ისე საერთაშორისო სამართლის შემსწავლელთათვის.

იდეალიზმ-რეალიზმის დილემაზე პასუხის გაცემა ნიშნავს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული დისციპლინის საბაზისო საკითხებში გარკვევას, არამედ პასუხს, ზოგადად, ადამიანისა და სამყაროს, მთელი ყოფიერების ბუნებისა და რაობის შესახებ, ამიტომ ამ ორი მიმართულების შეფასებისას თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები ძალაუნებურად საკუთარი ინტელექტუალური თავისებურებების, მორალისა და გამოცდილების ტყვეობაში ექცევიან, ხშირად ავიწყდებათ რა ისტორია, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრის სწავლება შეუძლია.

წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს იდეალიზმისა და რეალიზმის დაპირისპირებას პოლიტიკური რეალიზმისათვის ნაცნობი ინდუქციის მეთოდის გამოყენებით. რეალიზმის უპირატესობის დასადასტურებლად (რაც ემპირიულადაც შეიძლება) აქცენტი კეთდება იდეალისტური შეხედულებების ქვაკუთხედზე - საერთაშორისო სამართალზე, რომელიც, მათი აზრით, სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტია. ნაშრომში გაანალიზებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და, განსაკუთრებით, გაეროს წესდების იმ ხშირი დარღვევების ისტორია, რომლებიც ნაკარნახევი იყო საერთაშორისო პოლიტიკის რეალისტური აღქმის პრინციპებით. იგი შედგება ოთხი ნაწილისაგან, რომლებშიც გაშლილია ჩემს მიერ შემოთავაზებული მსჯელობის სხვადასხვა დონეები. პირველ ნაწილში საუბარია იდეალიზმისა და რეალიზმის, მათი მთავარი პოსტულატების შესახებ; მეორე ნაწილში აღწერილია სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების ხასიათი საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ხელშეკრულებებისა და გაეროს წესდების მიხედვით; მესამე ნაწილში გაანალიზებულია ის რამდენიმე თანამდეროვე საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის დროსაც განსაკუთრებით აშკარად დაირღვა საერთაშორისო სამართალი; ხოლო ბოლოს გთავაზობთ დასკვნას და ქვეყნების სამომავლო ურთიერთობებში საერთაშორისო სამართლის როლის ჩემეულ პროგონზს.

იდეალიზმი რეალიზმის წინააღმდეგ

იდეალიზმის მთავარი ამოსავალი წერტილია შეხედულება იმის შესახებ, რომ ადამიანის ბუნება კეთილი და არაკონფლიქტურია, ამიტომ ომი საერთაშორისო ურთიერთობებში პოლიტიკური გაუგებრობის შედეგია და არა ადამიანის ბუნებაში ფესვგადგმული ვნებების გამოვლინება. როდესაც პირველი მსოფლიოს ომის შემდეგ ამ მიმართულებამ დაიწყო გაბატონება, მის მიმდევრებს სწამდათ, რომ ომების თავიდან აცილება შეიძლებოდა ყველა ქვეყნის კეთილი სურვილით, საერთაშორისო თანამშრომლობითა და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნით. იდეალისტები მსოფლიო მთავრობის შექმნას ესწრაფოდნენ, რომელიც საერთაშორისო სამართალზე იქნებოდა დამყარებული და გააკონტროლებდა ყველა აქტორის ქცევას. სწორედ ამიტომ, მათ, ვუდრო ვილსონის მეთაურობით, შექმნეს ერთა ლიგა, რომელიც ჩაფიქრებული იყო კიდევ ერთი მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებალად. იდელიზმის საფუძველი იყო რწმენა, რომ მშვიდობა სახელმწიფოების საერთო ინტერესი და სურვილია და რომ ყველა პოტენციური კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლება სათანადო საერთაშორისო ინსტიტუტების შექმნითა და საგარეო პოლიტიკაში ზნეობრივი და სამართლებრივი ნორმების დამკვიდრებით. მაგრამ ვერსალ-ვაშინგტონის სისტემის კრახმა და ახალი დამანგრეველი მსოფლიო ომის დაწყებამ ასეთი შეხედულებების უტოპიზმი აშკარა გახადა

მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობებში გაბატონებას იწყებს რეალიზმის მიმართულება. ცნობილ რეალისტებს შორის არიან თუკიდიდე, მაკიაველი, ჰობსი, ქარი, კენანი, მორგენთაუ, კისინჯერი და სხვები, რომლებსაც სწამდათ, რომ პოლიტიკაში ზნეობრივი ნორმები ემორჩილება სახელმწიფოს ინტერსებს. რეალიზმიდან გამომდინარე, სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში და მათ ინტერესებში ჰარმონიის მიღწევა შეუძლებელია, რადგან საერთაშორისო სისტემა ანარქიულია, ხოლო სახელმწიფოების ეროვნული მიზნები და ინტერესები ხშირად კონფლიქტური ხასიათისაა და ომების გამომწვევიც. ამიტომ ამგვარ პირობებში, წინა პლანზე გამოდის არა ზნეობა და საერთაშორისო სამართალი, არამედ სახელმწიფოთა ძალის საკითხი. ასეთ ანარქიულ სისტემაში პატარა სახელმწიფოები განწირულნი არიან, ხოლო დიდი სახელმწიფოები მსოფლიოს საკუთარ ,,თამაშის წესებს“ კარნახობენ. რეალისტებისათვის უმთავრესია საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეროვნული უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ძალთა ბალანსის შენარჩუნება და უსაფრთხოების დილემის გამკლავება, რაც საკუთარ უსაფრთხოებაზე გამუდმებულ ზრუნვასა და სამხედრო არსენალის ზრდას გულისხმობს. რეალისტები სამყაროს გეოპოლიტიკის კუთხით უყურებენ და სწამთ დიპლომატიის აუცილებლობა, მაგრამ ასევე სჯერათ, რომ, როგორც კლაუზევიცი იტყოდა, ,,ომი არის პოლიტიკის გაგრძელება სხვა საშუალებებით“.

საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ხელშეკრულებები და გაეროს წესდება

სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საერთაშორისო სამართლის მრავალი პრინციპით, ხელშეკრულებითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით, რომელიც საერთაშორისო სამართლის ძირითადი წყაროს - საერთაშორისო ხელშეკრულების - ყველაზე უნივერსალურ ფორმას წარმოადგენს.

საერთაშორისო სამართლის პრინციპი არის ის უმნიშნელოვანესი და საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმა, რომელსაც ისევე უნდა შეესაბამებოდეს სხვა ჩვეულებრივი ნორმები, როგორც შიდასახელმწიფოებრივ სამართალში - კონსტიტუციურ კანონს ჩვეულებრივი კანონი. არსებობს საერთაშორისო სამართლის ათი ძირითადი პრინციპი: სახელმწოფოთა სუვერენული თანასწორობის, ძალის გამოყენებაზე ან ძალით დამუქრებაზე უარის თქმის, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის, საზღვრების ურღვევობის, სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის, ადამიანის უფებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის, გაეროს წესდების შესაბამისად სახელმიფოთა ერთმანეთთან თანამშრომლობის მოვალეობისა და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულების პრინციპები.

საერთაშორისო სამართლის მრავალი ნორმა ცდილობს დაარეგულიროს ქვეყნებს შორის ომის წამოების წესები და აუცილებლობის ფარგლები. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში შეიქმნა შეიარაღებული კონფლიქტების სამართლიანობისა და არასამართლიანობის (jus ad bellum) და უშუალოდ მათი წარმოების წესების განმსაზღვრელი ნორმები (jus in bello).

მნიშვნელოვანი პროგრესი მოხდა ამ თვალსაზრისით 1907 წელს ჰააგის ორი კონვენციის მიღებით, რომლებიც კრძალავდნენ ძალის გამოყენებას ვალების დაბრუნების მიზნით და ომის დასაწყებად აუცილებელ წინაპირობად ომის გამოცხადებას ან ულტიმატუმის წაყენებას ადგენდნენ.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მიღებული დიდი ტრამვის გამო ძალის გამოყენების აკრძალვა კიდევ უფრო სავალდებულო მოთხოვნად იქცა 1919 წლის ერთა ლიგის შეთანხმებით, რომელიც მაინც არ წარმოადგენდა ძალის გამოყენების სრულ აკრძალვას. მხოლოდ 1928 წელს ხელმოწერილ ,,ომზე უარის თქმის ზოგად ხელშეკრულებაში“, რომელიც ცნობილია ბრიან-კელოგის პაქტის სახელწოდებით, აღინიშნა, რომ ,,...მხარეები საზეიმოდ აცხადებენ, რომ გმობენ ომის გამოყენებას საერთაშორისო წინააღმდეგობების მოსაგვარებლად და უარს აცხადებენ მასზე, როგორც ერთმანეთთან ურთიერთობებში ეროვნული პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტზე.“

მიუხედავად აღნიშნულისა, ძალის გამოყენების აბსოლუტური მნიშვნელობა ეჭვს არ იწვევს მხოლოდ გაეროს წესდების მე-2 მუხლის მე-4 ნაწილში, რომელშიც აღნიშნულია:

 „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი თავის საერთაშორისო ურთიერთობებში თავს არიდებს ძალის მუქარას ან გამოყენებას როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ისე გაერთიანებული ერების მიზნებისათვის შეუფერებელი სხვა ნებისმიერი სახით“.

იმავე მუხლის მე-3 ნაწილში ნათქვამია, რომ ,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი თავის საერთაშორისო დავებს აგვარებს მშვიდობიანი საშუალებებით, ისე, რომ არ შეუქმნას საფრთხე საერთაშორისო მშვიდობას, უშიშროებას და სამართლიანობას“.

ეს მოთხოვნა სავალდებულოა ყველა ქვეყნისათვის, რადგან იგი გათვალისწინებულია ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლითაც.

არსებობს ორი პირობა, რომლებიც წარმოადგენს გამონაკლისს ამ პრინციპის მიმართ. ესენია სამხედრო მოქმედების ჩატარება გაეროს მიერ ან მისი სანქციით ან კომპეტენტური რეგიონული ორგანიზაციის მიერ.

კიდევ ერთი გამონაკლისია თავდაცვის პრინციპი, რომელიც ჩამოყალიბებულია წესდების 51-ე მუხლში:

,,წინამდებარე წესდება, თუკი მოხდება შეირაღებული თავდასხმა ორგანიზაციის წევრზე, არავითარ შემთხვევაში არ ეხება ინდივიდულური ან კოლექტიური თავდაცვის ხელშეუვალ უფლებას მანამდე, ვიდრე უშიშროების საბჭო არ მიიღებს საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების დასაცავად აუცილებელ ზომებს...“

როგორც ამ მუხლიდან ჩანს, თავდაცვის უფლება ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, როცა შეიარაღებული თავდასხმა უკვე მოხდა და ის არ გულისხმობს პრევენციული თავდაცვის უფლებას მოახლოებული საფრთხის წინააღმდეგ. ამასთანავე თავდაცვა უნდა იყოს აუცილებელი, დაუყოვნებელი და პროპორციული განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის მიმართ.

ამდენად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომლიც მიზანია, ,,დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა და უშიშროება“, თავად განსაზღვრავს მისი დარღვევის ფაქტებსა და საჭირო ზომების მიღების აუცილებლობას. მისი წესდება, რომელიც საერთაშირისო სამართლის იმპერატიულ პრინციპებს ემყარება, წარმოადგენს იუს ცოგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შესრულება სავალდებულოა და არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამ ნორმებისგან გადახვევის უფლება.

ცივი ომისშემდგომი საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტები

ახალი ამერიკული ეპოქა

21-ე საუკუნეს ამერიკის შეერთებული შტატები შეხვდა, როგორც ერთადერთი მსოფლიო სუპერსახელმწიფო, რომელსაც თავისი ძალით ადვილად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს წარსულის უდიდეს იმპერიებს - დაწყებული რომის იმპერიიდან, დამთავრებული ვიქტორიის ხანის ბრიტანეთით. მისი ეკონომიკა მსოფლიო პროდუქციის 22%-ს აწარმოებს; ის არის ლიდერი თითქმის ყველა სახის მოწინავე ტექნოლოგიებში; მისი სამხედრო ხარჯები აღემატება მსოფლიოს დანარჩენი 15 უძლიერესი სამხედრო სახელმწიფოს ხარჯებს, ერთად აღებულს. ასეთი წარმატება შედეგია იმ რეალისტური და პრაგმატული პოლიტიკისა, რომლებსაც ამერიკელი პოლიტიკოსები წლების მანძილზე ატარებდნენ; მაგრამ წინაპართა გეზი ყველაზე უფრო მეტად გასათვალისწინებელია დღეს, ცივი ომის დასრულების შემდეგ, როდესაც მსოფლიოში მრავალი ძველი და ახალი საფრთხე არსებობს, რომელთაც შეუძლიათ იმპერიების განვითარების კანონზომიერებანი ამჯერადაც სწორი მიმართულებით წარმართონ.

კოსოვო

კოსოვოში დაწყებული ეთნიკური დაპირისპირება სერბებსა და ალბანელებს შორის თავდაპირველად არ იპყრობდა განსაკუთრებულ საერთაშორისო ყურადღებას, რადგან იმავე რეალიზმიდან გამომდინარე, უნიტარული სახელმწიფოები არ ერევიან ერთმანეთის საშინაო საქმეებში. მაგრამ დაპირისპირებამ იმდენად საგანგაშო, ძლისმიერი ფორმები მიიღო 1997 წელს, რომ კოსოვოს საკითხი დაუყოვნებლივ დადგა უცხო ქვეყნების დღის წესრიგში. ვერც დაწყებულმა მოლაპარაკებებმა, ერთი მხრივ, იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან და, მეორე მხრივ, ალბანელ მებრძოლთა ,,კოსოვოს გათავისუფლების არმიასთან“, ვერც დაწესებულმა ემბარგომ და ვერც გაეროს რეზოლუციამ ვერ შეძლო კონფლიქტის დარეგულირება.

NATO-მ გამოიყენა გაეროს რეზოლუცია (რომელიც მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ძალების გაყვანისაკენ მოუწოდებდა მხარეებს) და 1999 წლის 24 მარტს დაიწყო სამხედრო-საჰაერო კამპანია იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომლის ჯარებმაც 11 კვირიანი წინააღმდეგობა გასწიეს. შედეგად მილიონმა ადამიანმა დატოვა სამშობლო და ათასობით დაიღუპა. საბოლოოდ, იუგოსლავიის ჯარების გაყვანის შესახებ შეთანხმების დადებისა და კოსოვოში ნატოს ჯარების დამკვიდრების შემდეგ ომი დამთავრდა.

კოსოვოს კონფლიქტი ,,ჰუმანიტარული ინტერვენციის“ შესახებ მრავალ კითხვას ბადებს. ადმიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა მართლაც იწვევს საერთაშორისო საზოგადეოების მიერ კონტრზომების მიღების საფუძველს (როგორც გაეროს ასამბლეის 1970 წლის დეკლარაციაში ,,მეგობრული ურთიერთობების შესახებ“ არის ნათქვამი), მაგრამ ეს ზომები არ უნდა მოიცავდნენ ძალის გამოყენებას ან ძალით დამუქრებას, რადგან ის ეწინააღმდეგება გაეროს წესდების მე-4 მუხლს.

ძალის აკრძალვა შეეხება როგორც გაეროს წევრებს, ისე ისეთ რეიგონალურ ორგანიზაციებს, როგორიცაა NATO. ვაშინგტონის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს NATO-ის სამართლებრივ საფუძველს, გამომდინარეობს გაეროს წესდების 51-ე მუხლში ჩამოყალიბებული კოლექტიური თავდაცვის უფლებისაგან, მაგრამ ასეთი თავდაცვა ნებადართულია მხოლოდ ,,შეიარაღებული თავდასხმის“ შემთხვევაში.

რაც შეეხება წევრი-სახელმწიფოების მიერ ძალის გამოყენების უფლებას, რომელიც, როგორც წესი, ხორცილდება სახელმწიფოთა კოალიციის ან საერთაშორისო თუ რეგიონული ორგანიზაციების მიერ, ასეთი ძალისმიერი ქმედებისათვის აუცილებელია გაეროს მანდატი ანუ ის დაკანონებული უნდა იყოს გაეროს უშიშრიების საბჭოს მიერ შესაბამისი რეზოლუციით.

მაშასადამე, NATO-ის მიერ კოსოვოში ძალის გამოყენება - რადგან ის არ წარმოადგენდა არც თავდაცვისაკენ მიმართულ და არც უშიშროების საბჭოს მიერ სანქცირებულ ქმედებას - არღვევს გაეროს წესდებას.

კოსოვოს კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით მოგვარება მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებით არ აიხსნება. ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირის არარსებობის პირობებში NATO-სათვის ახალი ფუნქციის მინიჭების დადასტურება. ამ ორგანიზაციის მიზანი გახდა ევროპაში სტაბილურობის შენარჩუნება, რასაც საფრთხეს უქმნიდა არსებული კონფლიქტის გაღრმავება. კოსოვოს კამპანიაში აშშ-ის აქტიური როლი იმაზე მეტყველებს, რომ ეს უკანასკნელი არ აპირებს წამყვანი პოზიციების დათმობას თუნდაც ევროპის უშიშროების საკითხებში. მაშინ როდესაც იუგოსლავიიდან დევნილი მილიონობით ლტოლვილი სერიოზულ ,,რბილ“ საფრთხეს უქმნიდა დასავლეთ ევროპის უსაფრთხოებას, ამ კონფლიქტში ჩარევა სახიფათო პრეცედენტის შექმნას ნიშნავდა ადამიანის უფლებათა მასობრივად დამრღვევი რუსეთისა და ჩინეთისათვის. სწორედ ამ რეალისტური მოტივებით აიხსნება, მოკლედ, თითოეული ამ ძლიერი სახელმწიფოს მოტივები.

ავღანეთი

2001 წლის 11 სექტემბერს, ნიუ-იორკში ,,ტყუპ“ ცათამბჯენებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, შეერთებული შტატების მთავრობამ განაცხადა, რომ ეს ტერორისტული აქტები მომზადებული და ორგანიზებული იყო ტერორისტული ქსელის ალ-კაიდას მიერ, რომელსაც მფარველობდნენ ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი თალიბები. ჯორჯ ბუშის თქმით, ის ,,სამსჯავროს წინაშე წარადგენდა“ 11 სექტემბრის თავდასხმებში დამნაშავეებს და წამოიწყო კიდეც ავღანეთის მასობრივი დაბომბვა 7 ოქტომბერს და მალე კონტროლი დაამყარა ავღანეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე. ეს იყო დასაწყისი ,,ომისა ტერორიზმის წინააღმდეგ“, რომლის მიზანი უნდა ყოფილიყო ,,თავისუფლების დაცვა“ და ,,ბოროტმოქმედების“ შეპყრობა.

ავღანეთის დაპყრობის სამართლიანობის შესახებ საერთაშორისო სამართლის მრავალმა სპეციალისტმა გამოთქვა მოსაზრება; ზოგიც ამართლებს მას, ზოგს კი უჭირს მისი გამართლება, მაგრამ სკეპტიკოსების არგუმენტები საკმაოდ მყარი და გასათვალისწინებელია.

მრავალი ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არ არსებობს ავღანეთის მთავრობასა და 11 სექტემბრის თავდასხმებს შორის კავშირის აშკარა დასტური, რადგან ასეთი ინფორმაცია, სათანადო დოზით, არ წარუდგენიათ უშიშროების საბჭოს წინაშე.

მეორე საკითხი შეეხება აშშ-ის მიერ გაეროს წესდების 51-ე მუხლით გათვალისწინებული თავდაცვის უფლებაზე აპელირების ვალიდურობას. ამ მუხლის მიხედვით, მართალია, შეიარაღებული თავდასხმა მართლაც განხორციელდა, მაგრამ, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნიკარაგუას საქმეში იქნა განმარტებული, შეარაღებული თავდასხმა გულისხმობს ,,სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით შეარაღებული ბანდების, ჯგუფების, არარაეგულარული ან დაქირავებული ნაწილების გაგზავნას“ და ,,მათში სახელმწიფოს მნიშვნელოვან მონაწილეობას“. მაგრამ ავღანეთის მთავრობის მიერ ალ-ქაიდას ტერორისტების გაგზავნა არ დასტურდება.

გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ 1368-ე რეზოლუციაში, სადაც დაგმობილი იყო 11 სექტემბრის თავდასხმები, საუბარი იყო ,,ტერორისტული თავდასხმებისა“ და არა ,,შეირაღებული თავდასხმების“ შესახებ. ამდენად, რეზოლუცია არ აკანონებდა 51-ე მუხლით ძალის გამოყენებას და, შესაბამისად, აშშ-ის მიერ ძალის გამოყენება არღვევს გაეროს წესდებას.

რაც შეეხება NATO-ს, მას აქვს დამხმარე როლი გაეროს წესდების მიმართ და მის მოქმედებას, როგორც აღინიშნა, მხარს უნდა უჭერდეს გაერო.

შეერთებული შტატების მიერ ავღანეთის წინააღმდეგ წარმოებული მასობრივი, ხანგრძლივი და მრავალმხრივი სამხედრო კამპანია ეწინააღმდეგება ჩვეულებითი სამართლის მოთხოვნებსაც. იმ საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლებრივი ნორმის მიხედვით, რომელიც გამოხატულებას პოულობს ქეროლაინის საქმეში, თავდაცვის მიზნით ძალის გამოყენების გასამართლებლად ის უნდა იყოს დაუყოვნებლივი, პროპორციული და აუცილებელი. გამომდინარე აქიდან, შეერთებული შტატების თავდასხმა, რომელიც იყო დაგვიანებული, კარგად გააზრებული (რაც არ ჯდება ,,აუცილებელი“ საპასუხო თავდასხმის განმარტებაში) და მიზნის მიღწევისათვის საჭირო ფარგლებს გადაცილებული, უფრო მეტად მიზნად ისახავდა პრევენციულ თავდაცვას სამომავლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რაც ასევე ეწინაღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ავღანეთის სრულმასშტაბიანი დაპყრობა და თალიბების რეჟიმის შეცვლა არ წარმოადგენს პროპორციულ საპასუხო დარტყმას და არც რომელიმე საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი იძლევა ინტერვენციის უფლებას სხვა ქვეყანაში დემოკრატიული მთავრობის დასამყარებლად.

ამასთანავე, ეს ოპერაცია გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, 11 სექტემბრის თავდასხმა ავღანეთის ,,მთავრობის მიერ უშუალოდ ან მისი ინსტრუქციით“ რომ მომხდარიყო. არსებულ ვითარებაში კი ავღანეთის სახელმწიფო პასუხისმგებლობა არ დგება, რადგან თალიბები ,,სრულ კონტროლს“ ვერ ახორციელებდნენ ალ-კაიდაზე და, შესაბამისად, ისინი მომხდარზე პასუხიმგებელნი არ იყვნენ.

ავღანეთში წამოწყებულ ომს სინამდვილეში უფრო ღრმად გააზრებული გათვლები ჰქონდა. ის ჯდება აშშ-ის გეოპოლიტიკური სტრატეგიის საერთო კონტექსტში და უფრო შორსმიმავალ მიზნებს ისახავდა, ვიდრე ეს ,,ტერორიზმის წინააღმდეგ ომია“.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ბევრი მკვლევარი ვარაუდობს, ოპერაცია ,,მუდმივი თავისუფლების“ მიზანი გახლდათ არა ზოგადად თავისუფლება, არამედ შეერთებული შტატების თავისუფლება, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ქვეყანაში გაატაროს თავისი ინტერესები.

შეერთებული შტატების მიერ ავღანეთის დაპყრობა მას საშუალებას მისცემდა ხელი შეეწყო რამდენიმე გრძელვადიანი გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევისათვის, რომელთაგან აღსანიშნავია: აზიაში ე.წ. ,,კონფლიქტის რკალში“ საკუთარი ძალის დაწინაურება, ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენის შესუსტება კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის რესურსების უფრო თავისუფლად დასაუფლებლად და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ჰეგემონიის გაძლიერება.

ცივი ომის შემდეგ აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთი ,,თანაბარი კონკურენტის“ გამოჩენის თავიდან აცილებას ან შენელებას, რომლის სამხედრო და ეკონომიკური ძალა პოტენციურად საფრთხეს შეუქმნიდა აშშ-ის ჰეგემონიას ევროპასა და აზიაში. შესაძლო ,,თანაბარ კონკურენტებს“ შორის მოიაზრებიან რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი.

აზიაში, რომელიც გამოირჩევა თავისის არასტაბილურობით, აშშ თავის საზღვაო და სახმელეთო პოტენციალს განალაგებს ისე, რომ რკალურად გარს ერტყმის ამ რეგიონს. ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და ფილიპინებზე განლაგებული ჯარების გარდა, უფრო საიმედო იქნებოდა საკუთარი შეიარაღებული ძალების გაზრდა მთელს აზიაში.

გარდა ამისა, ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია მის მთავარ ,,სტრატეგიულ მეტოქეს“, ჩინეთს, პოზიციებს შეუსუსტებს. აშშ-ის სამხედრო ნაწილები განლაგებულია იაპონიაში, კორეაში და ტაივანის სრუტეში ჩინეთის სამხრეთ კალთაზე, ასევე უკვე ცენტრალურ აზიაში ჩინეთის დასავლეთით.

აშშ-ს კარგად ესმის, რომ ,,სტაბილურობა“ სამხრეთ აზიაში დამოკიდებულია პაკისტანსა და ინდოეთს შორის ლავირების გზის გამონახვაზე. ავღანეთში ყოფნით აშშ უფრო შეძლებდა ინდოეთ-პაკისტანის ბირთვული დაპირისპირების - რეგიონის უსაფრთხოებისათვის უმთავრესი საშიშროების - გაკონტროლებას.

ამასთანავე, ავღანეთი მდებარეობს ნავთობით მდიდარი ტერიტორიების გზათა შესაყარზე. Mმისი დაუფლებით შეერთებული შტატები უზრუნყელყოფდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სხვა სამომავლო პროექტების სასურველი გზით წარმართვის უსაფრთხოებას.

ერაყი

ერაყში შეიარაღებული კონფლიქტის ახალი კერის შექმნა არ ყოფილა მოულოდნელი, თუ გავითვალისწინებთ აშშ-ის გადაწყვეტილებას, წამოეწყო ყოვლისმომცველი ,,ომი ტერორის“ წინააღმდეგ. ერაყის ომი, შეიძლება ითქვას, ავღანეთში დაწყებული ომის გაგრძელებაა და იმავე მიზნების გაფრთოებასა და რეალიზაციას ემსახურება. სწორედ ამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზნებით აიხსნება საერთაშორისო სამართლის კიდევ უფრო მეტი მასშტაბურობით დარღვევა, რაც ამ ომს ახლდა თან.

11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ერაყი დაასახელა შეირაღებული თავდასხმის კიდევ ერთ სამიზნედ მიუხედავად იმისა, რომ ბუშის ადმინისტრაციას არ გაუკეთებია რაიმე განცხადება იმის შესახებ, რომ ის ფლობს საიმედო მტკიცებულებას ამ ტერორისტულ აქტებზე ერაყის პასუხიმგებლობის დასადასტურებლად. აშშ გადავიდა აგრესიულ პოლიტიკაზე ერაყის მიმართ და დაიწყო ერაყის სრულმასშტაბიანი დაპყრობის სამართლებრივად გამართლება, რამაც სერიოზული გავლენა იქონია ძალის გამოყენების ზოგადი აკრძალვის სავალდებულოობაზე. ერაყისა და სხვა მტრული სახელმწიფოების მიმართ საკუთარი პოლიტიკის გასამართლებლად ბუშის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი სტრატეგიული დოქტრინა, რომელიც ,,ბუშის დოქტრინის“ სახელით არის ცნობილი და რომელიც მხარს უჭერს პრევენციულ დარტყმებს ტერორისტების, მათი მხარდამჭერი სახელმწიფოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის (მგი) მქონე მტრული სახელმწიფოების წინაღაამდეგ. შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა ცალმხრივი მოქმედების პროვოკაციული თეორიები მიუხედავად უშიშროების საბჭოს მიერ 1441-ე რეზოლუციის მიღებისა. შეერთებული შტატები პრეტენზიას აცხადებდა პრევენციული მოქმედების უფლებაზე იმ საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც მომდინარეობდა ერაყიდან, რომელსაც ჰქონდა აგრესიული ტენდენციები და ფლობდა მგი-ს, ასევე ერაყი მხარს უჭერდა ტერორისტებს, რომელთაც ერაყის მგი შეიძლება გამოეყენებინათ აშშ-ის წინააღმდეგ.

როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, აშშ-ის მოქმედება და სამართლებრივი არგუმენტები გაუმართლებელია შემდეგი სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევის გამო.

ძალის გამოყენების მარეგულირებელი მთავარი წყაროა გაეროს წესდება, რომელიც ემყარება სახელმწიოფოთა პრაქტიკას და opinio juris-ს ანუ სახელმწიფოს ამა თუ იმ პრაქტიკის სავალდებულობის შეგრძნებას. ძალის გამოყენება კი ორივე კომპონენტის მიხედვით უარყოფილია.

საყოველთაო აღიარებით, ძალის გამოყენებას აქვს jus cogens-ის ხასიათი, მაშასადამე, სახელმწიფოს არ შეუძლია ამ პრინციპიდან გადახვევა.

ერაყში წინათ განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციებს აშშ ამართლებდა ერაყის დაუმორჩილებლობით, ერთი მხრივ, 688-ე რეზოლუციისადმი, რომელიც მოითხოვდა ქურთი და შიიტი უმცირესობების რეპრესიების დასრულებას და, მეორე მხრივ, 687-ე რეზოლუციისადმი, რომელიც მოითხოვდა ერაყის მიერ მგი-ის განადგურებას.

მიუხედავად იმისა, რომ ერაყი აშკარად არღვევდა 688-ე რეზოლუციას, ეს უკანასკნელი მაინც არ გულისხმობდა წესედების მე-7 თავს და არ აწესებდა ძალის გამოყენებას თავისი მოთხოვნების შესასრულებლად. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა ეს რეზოლუცია გამოიყენეს ერაყის ტერიტორიაზე ე.წ. ,,უსაფრთხო სავანეებისა“ და ,,არასაფრენი ზონების“ დასაწესებლად.

რაც შეეხება 687-ე რეზოლუციას, მისი შესრულების შემთხვევაში ერაყს მოეხსნებოდა ეკონომიკური სანქციები, მაგრამ არც ის და არც მომდევნო 1154-ე და 1205-ე რეზოლუციები არ ადგენდნენ ძალის გამოყენებას. მიუხედავად ამისა, აშშ-მა ერაყის მიერ გაეროს სპეციალური კომისიის (UNSCOM) წევრების გაძევების საბაბით ერაყში წამოიწყო ოპერაცია ,,უდაბნოს მელა, რათა ხელი შეეწყო 687-ე რეზოლუციის შესრულებისათვის. უშიშროების საბჭოში, ბრიტანეთის გარდა, თითქმის ყველა სახელმწიფო უარყოფდა ამ ინტერვენციის კანონიერებას.

687-ე რეზოლუცია არ იძლეოდა ერაყის მიერ მის დარღვევაზე დაყრდნობით ცალმხრივი ინტერვენციის უფლებას. ნაცვლად ამისა, ის ცალსახად ადგენდა, რომ უშიშროების საბჭო თავად შეაფასებდა ,,რეზოლუციის შესრულებისა და რეგიონში მშვიდობისა და უშიშროების უზრუნველყოფის საუკეთესო გზებს“.

გაეროსადმი დაუმორჩილებლობის ყველაზე აშკარა მაგალითია 1441-ე რეზოლუციის შემთხვევა. გაეროს მიერ 2002 წლის შემოდგომაზე მიღებული 1441-ე რეზოლუცია არ ითვალისწინებდა ძალის გამოყენებას. მართალია, რეზოლუცია აღიარებდა, რომ ერაყის დაუმორჩილებლობა გაეროს მონიტორინგის, შემოწმებისა და ინსპექტირების კომისიისა (UNSCOM) და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAA) მიმართ და მის მიერ მგი-ის განვითარების სამუშაოები საფრთხეს უქმნიდა საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას და აცხადებდა, რომ ერაყი ,,მატერიალურად არღვევს“ წინა რეზოლუციებს, მაგრამ ის არ აძლევდა წევრ-სახელმწიფოებს ერაყის დასამორჩილებლად ,,ყველა საჭირო საშუალების“ გამოყენების უფლებას, განსხვავებით 678-ე რეზოლუციისგან, რომელიც გახდა ოპერაცია ,,უდაბნოს ქარიშხლის“ სამართლებრივი საფუძველი. ამასთანავე, 1441-ე რეზოლუცია მიღებული იყო ერთსულოვნად თხუთმეტივე წევრი-სახელმწიფოს მიერ.

შეერთებული შტატები ფაქტობრივად მოითხოვდა გაეროს ფუნქციის შეთვისებას - საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების საფრთხეების დადგენას და საჭირო ზომების მიღებას, რაც მსოფლიოში მეტად ნეგატიურ პრეცედენტს შექმნიდა. ამასთანავე ერაყში აშშ-ის სამხედრო მოქმედებები სცილდება თავდაცვისათვის აუცილებელი მოქმედებების ფარგლებს, რაზეც უკვე გვქონდა საუბარი, რომ არაფერი ვთქვათ პრევენციული თავდაცვის არაკანონიერებაზე.

შეერთებული შტატების პოლიტიკა ერაყის მიმართ აშკარა რეალისტურ მოსაზრებებს ეფუძნება. ერაყის ომის მიზნები შეიძლება ღრმა ქვეტექსტებითაც განვიხილოთ და - მათ გარეშეც. მაგალითად, სავსებით შესაძლებელია, რომ აშშ-ის მოქმედება, მართლაც, მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ პრევენციულ თავდაცვას ითვალისწინებდა, როგორც ეს მოხდა 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის დროს, 1967 წლის ,,ექვსდღიან ომში“ ისრაელს, ეგვიპტეს, იორდანიასა და სირიას შორის და 1981 წელს ისრაელის მიერ ოსირაკში ერაყის ბირთვული რეაქტორის დაბომბვისას. გარკვეული ტერორისტული საფრთხე ერაყის მხრიდან, მართლაც, მომდინარეობს. ერაყი კვლავ რჩება თავშესაფრად ისეთი ტერორისტული დაჯგუფებების წევრებისათვის, როგორიცაა აბუ-ნიდალის ორგანიზაცია, ,,ქურთისტანის მუშათა პარტია“, ,,მუჯაჰედინ-ე ხალქი“ და ,,პალესტინის გათავისუფლების ფრონტი“. ერაყი მონაწილეობს პალესტინურ ,,ინტიფადა“-ში, მხარს უჭერს ,,ჰამასს“ და სხვა პალესტინურ ტერორისტულ ჯგუფებს, ხოლო პალესტინელი კამიკაძეების ოჯახებს ასაჩუქრებს 25,000 დოლარით. ასევე დასტურდება ერაყის უშუალო მონაწილეობა 1993 წლის აპრილში პრეზიდენტ ბუშის მკვლელობის მცდელობაში.

ბუშის დოქტრინა აბსოლუტურად რეალისტურ საწყისებზეა აგებული იმდენად, რამდენადაც ის წარმოადგენს ძალთა ბალანსისა და მისი შენარჩუნების სტრატეგიის - ე.წ. შეკავების პოლიტიკის - რევიზიას შექმნილი ახალი უსაფრთხიოების გარემოს გათვალისწინებით. მისი მიზანია ახალი სამართლებრივი რეჟიმის შექმნა ცივი ომისშემდგომი ერისათვის. ბუშმა ,,ომი ტერორის წინააღმდეგ“ გამოაცხადა ომად არა მხოლოდ ტერორისტების, არამედ მათი მფარველი და მგი-ის მქონე აგრესიული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ეს არის პასუხი შექმნილი განუსაზღვრელი საფთხეების გარემოს მიმართ, სადაც ეროვნული სტრატეგია უნდა ემყარებოდეს პრევენციულ მოქმედებას.

11 სექტემბრამდე ძლიერ სახელმწიფოებს შეეძლოთ თავდაცვის ვიწრო უფლებას დასჯერებოდნენ, რადგან ბირთვული შეკავება ამცირებდა ისეთი კატაკლიზმური თავდასხმის ალბათობას, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა მათ არსებობას. ცივი ომის მანძილზე NATO და ვარშავის პაქტის ქვეყნები ერთმანეთს კი უპირისპირდებოდნენ, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ორივე მხარე შეკავებული იყო აგრესიისაგან. სწორედ ამ ძალთა წონასწორობამ უზრუნველყო ის, რომ გაეროს წესდებით გათვალისწინებული ძალის გამოყენების ვიწრო უფლება არ იქნა აშკარად უარყოფილი ძლიერი სახელმწიფოების მიერ, თუმცა, წესდების სამართლებრივ შეზღუდვებს ისედაც თითქმის არ მიუძღვოდა წვლილი დიდ სახელმწიფოებს შორის მთავარი ომების არარსებობაში. ცივი ომის ბიპოლარული კონფლიქტის გაუჩინარებამ და წინანდელისაგან ხარისხობრივად განსხვავებულმა თანამედროვე საფრთხეებმა აშშ-ს უფრო მწვავედ აგრძნობინა თავდაცვის აუცილებლობა მგი-ისაგან მომდინარე საფრთხისაგან. ამ საფრთხის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა აგრესიულ სახელმწიფოებში ბირთვული იარაღის გავრცელების შეჩერება დროდადრო ჩარევის გზით, რაც ვერაფრით ჯდება ძალის გამოყენების გაეროს წესდებისეულ სისტემაში.

ცივი ომისშემდგომი ცვლილება კარგად გამოხატა პრეზიდენტმა ბუშმა, როცა განაცხადა, რომ ,,შეკავება შეუძლებელია, როდესაც გაუწონასწორებელ დიქტატორებს შეუძლიათ მოათავსონ საკუთარი მგი რაკეტებში ან ფარულად გადასცენ ის ტერორისტებს... ასეთი პოტენციური თავდასხმის შეკავების უუნარობა, ახალი საფრთხეების დაუყოვნებლობა და იმ პოტენციური ზიანის მასშტაბურობა, რომელიც შეიძლება ჩვენმა მტრებმა მოგვაყენონ, არჩევანს არ გვიტოვებს“. განსხვავებით საბჭოთა კავშირისაგან, ,,შეკავება არაფრის მომტანია ბურუსით მოსილი ტერორიტული ქსელებისათვის, რომლებსაც არც ქვეყანა და არც მოქალაქეები ჰყავთ დასაცავი“. ამდენად, ლოდინის ფასი ძალიან ძვირია, როდესაც საქმე დიდი ქალაქების მოსახლეობას ეხება.

ბუშის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიიდან იკვეთება უსაფრთხოების დილემის გარკვეული ნაირსახეობა: ,,რაც უფრო დიდია საფრთხე, მით უფრო დიდია უმოქმედობის რისკი - და მით უფრო დაუძლეველია წინასწარი ქმედებით თავის დაცვის სურვილი“. უსაფრთხოების დილემის კლასიკური შემთხვევებისაგან განსხვავებით, მგი-ის საფრთხის სიცხადე რთულად დასადგენია და, შესაბამისად, პრევენციული მოქმედება პოლიტიკურად გამარათლებულია.

თუ ერაყის ომის მიზეზები ბუშის დოქტრინის პრინციპებს ბოლომდე ეხმიანება, მაშინ პასუხგაუცემელი რჩება ბევრი კითხვა: რატომ სეკულარული ერაყი და არა ფუნდამენტალისტური ირანი, რომლის კავშირი ტერორისტებთან უფრო დადასტურებულია და რომლის ატომური პროგრამა უფრო გამოაშკარავებული და აგრესიულია? რატომ არ აღმოჩნდა ერაყში მგი? რატომ იყო აშშ-ის სამხედრო სტრატეგია მის მიზნებთან შეუსაბამო? და სხვ.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძალზე რთულია, მაგრამ შეიძლება სხადასხვა მკვლევარის მიერ შემოთავაზებულ ღრმა ქვეტექსტების მქონე მოსაზრებების გათვალისწინება.

ერაყის ომის წამოწყებას ბევრი ,,შავი ოქროს“ ცდუნებას და საუდის არაბეთში დაწყებულ კრიზისს უკავშირებს. ახლო აღმოსავლეთზე ნავთობის, ამ უმთავრესი სტრატეგიული რესურსის, რეზერვის 66% მოდის და მისი როლი ნავთობის მოწოდებაში კიდევ გაიზრდება, 2025 წლისათვის ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა კი 40-50%-ით მეტი იქნება.

საუდის არაბეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მიერ ნავთობის მიწოდებას შეუძლია განსაზღვროს ნავთობის მსოფლიო ოდენობა და ფასი. მისი მთავარი იმპორტიორია აშშ, რომელიც შეშფოთებულია ბოლო დროს საუდის არაბეთში შექმნილი არასტაბილური სიტუაციით. საუდის არაბეთი იმყოფება ეკონომიკურ კრიზისში და მისი მმართველი ელიტის წინააღმდეგ რამდენიმე ამბოხებასაც კი ჰქონდა ადგილი. გარდა ამისა, საუდის არაბეთში გაძლიერდა ვაჰაბისტური ფუნდამენტალისტური ოპოზიცია, რომელმაც დაიწყო გამოსვლები აშშ-ისა და სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ.

შექმნილ ვითარებაში აშშ-ს ესაჭიროება საუდის არაბეთზე თავისი დამოკიდებულების შემცირება, რაც მიიღწევა ნავთობის მთავარ ალტერნატიულ წყაროზე სრული კონტროლის დაწესებით. საუდის არაბეთის შემდეგ ნავთობის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ახლო აღმოსავლეთში არის ერაყი, რომელიც მსოფლიოს მარაგების 10.8%-ს ფლობს. ამ ქვეყანაზე კონტროლის დაწესება აშშ-სათვის სხვა მხრივაც სასარგებლოა. ის ფიზიკურად დაუახლოვდება თავის ერთ-ერთ უმთავრეს მტერს, ,,ბოროტების ღერძის“ ქვეყანას, ირანს და შეძლებს მის მიმართ თავისი პოლიტიკის უფრო ეფექტურად გატარებას.

ერაყში დამკვიდრება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ შეერთებული შტატები მართლაც გეგმავს ირანში, საუდის არაბეთში, სირიაში, ლიბიაში, ეგვიპტესა და ლიბანში რეჟიმების შეცვლას.

გარდა აღნიშნულისა, შეერთებული შტატები მოახერხებს უპირატესობის შენარჩუნებას სხვა წამყვან სახემწიფოებზე. აშშ, რომელიც განიცდის სავაჭრო და ბიუჯეტის დეფიციტს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროს განეიტრალებას. ერაყის დაპყრობა აშშ-ის ნავთობის, სამხედრო, ფინანსურ, საინჟინრო და სხვა კორპორაციებს ევროპულ კომპანიებთან შედარებით უზარმაზარ მოგებას მოუტანს. ამასთანავე, ნავთობვაჭრობა წარიმართება აშშ დოლარებზე, რომელიც დაიბრუნებს გლობალური ვალუტის უპრეცედენტო როლს. შესაბამისად, ერაყის დაპყრობით შეერთებული შტატები თავიდან აიცილებს ევროკავშირის მეტისმეტად გაძლიერებას. ამას ემატება ისიც, რომ რეგიონის ნავთობრესურსების გაკონტროლებით აშშ თავისზე დამოკიდებულს გახდის ჩინეთს.

მაშასადამე, ერაყის ომის მიზეზები შეძლება ვეძებოთ ყველგან, სადაც კი გარკვეული სიმართლის რაციონალისტურ, რეალისტურ მარცვალს წავაწყდებით - დაწყებული ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიიდან დამთავრებული გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური თუ პოლიტიკურ-ეკონომიური მოსაზრებებით.

დასკვნა

განხილული საერთაშორისო კონფლიქტები მხოლოდ მცირედია ცივი ომის შემდეგ მომხდარ კონფლიქტებს შორის. როგორც ჩანს, საერთაშორისო ურთიერთობებში კონფლიქტები ინარჩუნებენ საკუთარ მნიშვნელობას, თუმცა იცვლება მათი ხასიათი. ისინი, ჩვეულებრივ, შიდასახელმწიფოებრივი დაპირისპირებებიდან საერთაშორისო კონფლიქტებში იზრდებიან ხოლმე. ხშირია ძლიერი სახელმწიფოების ,,ჰუმანიტარული ჩარევა“, მაგალითად, როგორიც იყო სომალიში, ჰაიტიზე, ბოსნია-ჰერცეგოვანიაში, რუანდაში. ეს და სხვა ისეთი არაპირდაპირი ინტერვენცია, როგორიცაა რუსეთის ჩარევა ყოფილ საბჭოთა სივრცეში, შერჩევითია და უმთავრესად პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ყველა კონფლიქტში, და მათგან უმთავრესად ისრაელი-პალესტინის კონფლიქტში, აშკარაა საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები. ნათელია, რომ არსებობენ სახელმწიფოები, რომელთაც ახასიათებთ საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რაც ისევ საერთაშორისო სამართლის დაცვის მოტივებით შეიძლება აიხსნას.

თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმათა აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნებს შორის ყოველდღიურ ურთიერთობებში სრულდება ოთხი მთავარი მოტივის გამო: 1. თვითსარგებელი; 2. ჩვევა; 3. პრესტიჟი და 4. რეპრესალიის შიში. მაგრამ სახელმწიფოები ხშირად ივიწყებენ ამ ფაქტორებს, რადგან, ვაჭრობისაგან განსხვავებით, საერთაშოპრისო პოლიტიკა არ არის ისეთი სფერო, სადაც პატიოსანი გარიგებებით ყველა მოგებულია და, შესაბამისად, აქ ხშირია ისეთი სუპერსახელმწიფოების მაგალითები, რომელთაც საკუთარი ძლევამოსილების გამო სასჯელი არ ემუქრებათ. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, სუსტის ხშირი დაჩაგვრა ცხადია ჩვევად იქცევა ხოლმე, თუმცა საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნებაზე მაინც ყველა ზრუნავს. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ, როგორც ქვინსი რაითი აღნიშნავს, ,,ახალი საერთაშორისო სამართლის მიხედვით ომი აღარ განიხილება დუელად ორ სამართლებრივად თანასწორ მხარეს შორის, რომელიც მხოლოდ მათ ეხებათ, არამედ - ყველა ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაულად, რომელიც თავიდან უნდა იქნას აცილებული“.

მიუხედავად საერთაშორისო სამართლის ამ პროგრესისა, კრიზისულ სიტუაციებში სამართლებრივ ნორმებს მთავრობები ხშირად იყენებენ თვითგამართლებისა და საკუთარი მიზნების მიღწევის გასაიოლებლად - ძირითადად, ქვეყნისშიდა და გარე მხარდაჭერის მობილიზებისათვის.

ნაშრომში განხილული არ არის ცივი ომის დროინდელი საერთაშორისო კონფლიქტები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ დარეგულირებაში საერთაშორისო სამართალზე მეტად ბირთვულ ძალთა წონასწორობას მიუძღვოდა წვლილი. მაგრამ დღეს, როდესაც აღარ არსებობს აშშ-ის მაშინდელი მთავარი საფრთხე, საბჭოთა კავშირი, ისტორია მაინც არ დასრულებულა, რადგან ასპარეზზე გამოვიდა ისეთი ახალი საფრთხეები, როგორიცაა ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღი, ისლამური ექსტრემიზმი, რაც კონფლიქტის თემას, როგორც ამას რეალიზმი ქადაგებს, სამომავლოდაც აქტუალობას შეუნარჩუნებს და, შესაბამისად, საერთაშორისო სამართალს გამოწვევას დიდხანს გაუკეთებს, ვინაიდან საერთაშორისო ურთიერთობების ეს სულ უფრო მზარდი ახალი ტრანსეროვნული აქტორები კონფლიქტში აღმოჩნდა საერთაშორისო სამართლის ძირითადი აქტორის - სახელმწიფოს - საერთაშორისო პასუხისმგებლობასთან.

,,ბუშის დოქტრინა“, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ათწლეულის მანძილზე მაინც იქნება საერთაშორისო პოლიტიკის განმსაზღვრელი, რაც გაეროს წესდების ფუნდამენტურ რეფორმირებას მოითხოვს. ურთულეს პრობლემად რჩება ,,საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების მიმართ საფრთხის“ ზუსტი განმარტება და უშიშროების საბჭოს სისტემის გადახალისება.

დღეს მსოფლიო წესრიგი და Pax Americana რეალურად ერთი და იგივე ცნებაა და უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები შეეცდება თავისი ჰეგემონობის შენარჩუნებას გაეროს დახმარებით ან მის გარეშე.

აუცილებელი რეფორმების მიუხედავად, ,,საერთაშორისო პოლიტიკა მეტისმეტად ელასტიური, რთული და სწრაფად ცვალებადია საიმისოდ, რომ ყველა შესაძლო მოვლენებსა და შემთხვევებს წინ უსწრებდეს სამართლებრივი ახსნა“ (რაიმონდ კოენი). ამიტომ საერთაშორისო სამართალი ყოველთვის იქნება სხვადსხვა სამარლებრივი ინტერპრეტაციის სფერო, რომ არაფერი ვთქვათ ინდუქციის მეთოდის უმტკიცეს კანონზომიერებაზე - კონკრეტული მაგალითები ზოგადი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. ეს დასკნა კი მომავალ საერთაშორისო ურთიერთობებში საერთაშორისო სამართლის ისეთივე სუსტ როლს შეეხება, როგორიც ეს იყო მისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე.

მაშასადამე, ყველა განხილულ საერთაშორისო კონფლიქტს ერთი საერთო მნიშვნელი აქვს. მათ დროს ხდება საერთაშორისო სამართლისა და რეალიზმის პრინციპების კოლიზია და ეროვნული ინტერესების, ეროვნული უსაფრთხოების და კეთილდღეობის ცნებები, როგორც წესი, უფრო მძლავრობენ, ვიდრე ძალის აკრძალვის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოთა თანასწორობის იდეალისტური პრინციპები.

მიუხედავად რეალიზმის სამართლიანი კრიტიკისა, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები ბევრად უფრო შორს არის იდელისტური მოდელისაგან, რომელთანაც მაქსიმალური დაახლოებისათვის აუცილებელია დიდი ყურადღება დავუთმოთ მისი მიღწევის მაინც ერთადერთ საშუალებას - საერთაშორისო სამართალს.

2 ჩრდილოვანი ეკონომიკა: საქართველო გამოსავლის ძიებაში

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

თამაზ ვაშაკიძე
ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ეკონომიკის სამინისტროს საინოვაციო სამმართველოს უფროსი

კახა ოქროჯანაშვილი
პოლიტიკური კვლევების ცენტრი ვ. მელქაძის სახელობის რეგიონული და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტეს მაძიებელი

ჩრდილოვენი ეკონომიკა ნაციონალური ეკონომიკის ნაწილია, რომელიც არაფორმალური, ფარული და აღურიცხავი სამართალსაწინააღმდეგო სამეურნეო საქმიანობის სახეების ერთობლიობას წარმოადგენს. მისი მასშტაბების კონტროლი და შემცირება ყველა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ერთმა ქვეყანამ მისი სრულებით აღმოფხვრა ვერ შეძლო. მსოფლიო სტანდარტების მიხედვით მისი დასაშვები ნორმა მშპ-ს 5-6% წარმოადგენს. ამ ფენომენის მხოლოდ ადმინისტრაციული ზომებით დამარცხება შეუძლებელია. აუცილებელია იმ მიზეზების ღრმა და ყოველმხრივი ანალიზი, რომელიც მას იწვევს და ისეთი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ჩრდილოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას ნოყიერ ნიადაგს გამოაცლის.

მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეკონომიკა კრიტიკულ ზღვარს აღწევს და კონტროლიდან გამოდის იმ შემთხვევაში, როდესაც ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ს აღემატება. აღნიშნულ ზღვარს მიღმა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე ჩრდილოვანი ფაქტორების გავლენა უმართავი ხდება.

საქართველოში ბოლო წლებში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების მიმართულებით უამრავი სამთავრობო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 24 ივნისის, №282 ბრძანებულება, რომლის მიხედვით ყველა სამინოსტროს ევალება ქმედითი ზომების შემუშავება ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის მკვეთრი შემცირების მიზნით. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით 2003 წელს დაუკვირვებელი ეკონომიკის ხვედრითი წილი ქვეყნის მთლიან გამოშვებაში 31,8% შეადგენდა (2004წ. პირველ კვარტალში - 29,2%), ხოლო მსოფლიო ბანკისა და სხვა მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების (შნაიდერი, დე სოტო) შეფასებებით იგი 68%-საც აღწევს და მსოფლიოში ყველაზე მაღალია (შნაიდერი). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი სპეციფიურობის გამო ჩრდილოვანი ეკონომიკის ზუსტი მასშტაბების განსაზღვრა დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე და საკმაოდ რთულია. ცხრილში წარმოდგენილია ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკაში, რომელიც გაანგარიშებულია საგადასახადო პოტენციალის და საგადასახადო ტვირთის შეფარდებით.

ცხრილი 1

ქვეყნები

პროცენტებით მშპ-თან

საგადასახადო ტვირთი

საგადასახადო პოტენციალი

ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი

შვედეთი

53,0

60,0

13,2

ნიდერლანდები

47,0

44,4

5,6

ბელგია

42,6

47,8

12,1

დანია

42,0

37,0

11,8

უნგრეთი

41,2

-

-

გერმანია

39,8

35,8

10,0

პოლონეთი

37,5

-

-

დიდი ბრიტანეთი

34,7

31,8

8,5

იტალია

32,9

29,1

11,4

რუსეთი

32,9

-

-

უკრაინა

31,8

-

-

აშშ

31,1

29,1

6,4

შვეიცარია

31,0

30,5

1,5

კანადა

30,2

27,6

8,5

ბელორუსია

27,8

-

-

იაპონია

22,9

22,6

1,5

ყაზახეთი

16,2

-

-

საქართველო

14,0

25

78

ჩრდილოვანი ეკონომიკის გაანგარიშების აღნიშნული მეთოდოლოგიის გარდა მსოფლიოში გამოიყენება აგრეთვე მისი გამოანგარიშება მოხმარებული ელექტროენერგიის და ნაღდი ფულის მოთხოვნის დონის მეთოდის მიხედვით.

ზემოთ მოცემული სტატისტიკური მონაცემების ზოგიერთ ხარვეზებზე მიუთითებს მეორე ცხრილის მნიშვნელობები. მაგალითად, შეუძლებლად მიგვაჩნია 2003 წ. მშპ-ს მკვეთრი ზრდის პირობებში, ხელფასის და დღგ-ს მაჩვენებლების კლება. შესაბამისად შემცირებულად მიგვაჩნია ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მთლიან გამოშვებაში.

კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი დღევანდელი სამეწარმეო რეალობისათვის შეუსაბამო საგადასახადო სისტემაა და სწორედ ამ პრობლემაზე გვინდა გავამახვილოდ თქვენი ყურადღება.

საქართველომ, ამჟამად მოქმედი საგადასახდო კოდექსი 1997 წელს მიიღო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით. ადგილობრივი ექსპერტთა დიდი ნაწილი თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა აღნიშნულ დოკუმენტს და თვლიდა, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საწყის ეტაპზე საგადასახადო სისტემა მაქსიმალურად მარტივი უნდა ყოფილიყო. მიღებულ დოკუმენტს კი მარტივს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. მან დღემდე 700-ზე მეტი ცვლილება განიცადა და ისედაც საკმაოდ ,,რთული“ კოდექსი კიდევ უფრო ძნელი გასაგები და მით უმეტეს ძნელი შესასრულებელი გახდა. მეტი თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ 2003წ. აგვისტოში მიღებულ ,,მცირე ბიზნესის გადასახადის“ მიხედვით ჩვენს მიერ ინდმეწარმეების გადასახდელების გაანგარიშება:

ცხრილი 2

ერთეული

1999

2000

2001

2002

2003

1

2

3

4

5

6

7

8

1

მთლიანი შიდა პროდუქტი

მლნ. ლარი

5700

6200

6510

7284

8465,3

2

მ.შ.პ. პროცენტულ ზრდა

%

103,0

101,9

104,7

105,4

108,6

3

საგადასახად შემოსავალი

მლნ. ლარი

698,9

774,3

857,8

955,6

1080,9

4

საგადასახად შემოსავლის პროცენტული მაჩვენებელი

%

13,6

13,6

14,4

14,314,3

13,9

5

შრომის ანაზღაურება

მლნ. ლარი

-

-

-

1622

1674,6

6

შრომის ანაზღაურები პროცენტული მაჩვენებლები

%

-

-

-

21,7

19

7

ხელფასი

მლნ. ლარი

-

-

-

1493,7

1515,6

8

ხელფასის პროცენტული მაჩვენებელი

%

-

-

-

20

17

9

სოც. ანარიცხები

მლნ. ლარი

-

-

-

128,3

159,1

10

სოც. ანარიცხების პროცენტული მონაცემები

%

-

-

-

1,8

1,9

11

დ. ღ. გ.-ს და აქციზების გადასახადები

მლნ. ლარი

-

-

-

491,3

537,1

12

დ. ღ. გ.-ს და აქციზის გადასახადები პროცენტული მაჩვენებელი

%

-

-

-

6,5

6,3

13

სამეწარმეო სფეროში პროდუქციის მთლიანი მოცულობა

მლნ. ლარი

1983,9

2116,1

2346,7

2765,8

3590

14

სამეწარმეო სფეროში პროდუქციის მთლიანი მოცულობის პროცენტული მაჩვენელი

%

34

34

36

38

42

ინდივიდუალური საწარმოების საგადასახადო ტვირთი

100 ათას ლარიანი ლიმიტირებული ბრუნვის შემოღების შემთხვევაში ინდ.მეწარმეებიც ხდებიან დღგ-ს გადამხდელები. წლიური ბრუნვა - 100 ათასი ლარი, დღგ - მატერიალური წარმოება - (16,67%) - 16 670 ლარი. ბრუნვა, დღგ-ს გარეშე - 83 330 ლარი; საგზაო გადასახადი - 833 ლარი. მთლიანი საწარმოო ხარჯები ბრუნვის დაახლოებით 40%-ია ანუ  40 000 ლარია. დარჩა 42 497 ლარი.

დაქირავებულების თვიურ ხელფას საშუალოდ 100§ ვიღებთ, ანუ დაახლოებით 216 ლარს (5.11.2003). წლიური ხელფასის ფონდი - 15 528 ლარია, სადაც საშემოსავლო - 2592 ლარია. სოც.ანარიცხები - 4018 ლარის ტოლია, ამიტომ ხელფასის ჯამური დანახარჯები 19570,0 ლარს შეადგენს.

ხუთი დაქირავებული მუშაკის ხელფასის ფონდი თავისი სოციალური ანარიცხებით, ბრუნვის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.

აქედან გამომდინარე ინდივიდუალურ მეწარმეს დარჩა წლიური მოგება 22 927 ლარი,საიდანაც გადასახდელი აქვს: საშემოსავლო -4585 ლარი და სოც. ანარიცხები - 7107 ლარი. ინდ. მეწარმის წლიური მოგება - 11 235 ლარი ანუ თვეში - 936 ლარი.

ინდივიდუალური მეწარმეები გამოყენებული მასალების იმდე-ნად პატარა პარტიებით სარგებლობენ, რომ უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნიათ ამ მასალებზე დღგ-ს გადახდის ანგარიშ-ფაქტურები, რის გამოც დეკლარაციის წარდგენისას დღგ-ს ჩათვლები პრაქტიკულად არ ხორციელდება.

ინდივიდუალური მეწარმეების წლიური გადასახადების ჯამი: 833+2522+4018+4585+7107 = 19 065 ლარს, ანუ 100 ათასიანი ბრუნვის დაახლოებით 19%-ს. ამავე დროს, მეწარმემ 100 ათასიანი ბრუნვიდან მიიღო 11235 ლარი, ანუ ბრუნვის დაახლოებით 11,3%. ე. ი. თუ მეწარმემ თვეში სუფთა მოგების სახით მიიღო 936 ლარი, სახელმწიფომ, გადასახადების სახით თვეში 1600 ლარი მიიღო. ყველა გაუთვალისწინებული ხარჯების გათვალისწინებით (მხედველობაში გვაქვს დენის და წყლის საგადასახადო ტარიფების ზრდა და ა. შ.) მთლიანი საწარმოო ხარჯი სავარაუდოდ შეიძლება გაიზარდოს 15-20%-ით, რაც მეწარმის შემოსავლებს მკვეთრად შეამცირებს.

დღეისათვის საგადასახადო კოდექსში შეტანილია 400-ზე მეტი შესწორება, ე. ი. დღიდან კოდექსის შემოღებისა, მეწარმეს წელიწადში 60-ზე მეტი შესწორების გათვალისწინება უხდება. არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ მის მიერ ერთ დღეს არჩეული სამეწარმეო სამოქმედო პოლიტიკა, მეორე დღეს ძალაში იქნება. ასეთი ცვლილებების ხელში, რომელ საკანონმდებლო და სამეწარმეო სტაბილიზაციაზეა საუბარი, როდესაც ბიზნესის კეთებისას, თვითონ ცვლილებები ბარიერებათ გვევლინება.

 მთავარი კი ის არის, რომ მეწარმეს დაეკარგა ნდობის ფაქტორი. ასეთი მდგომარეობა არსებითად ზღუდავს ქართველი მეწარმის შესაძლებლობებს განავითაროს და განაახლოს წარმოება, რაც საბოლაო ანგარიშით პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ადაბლებს. კანონმდებლობით დამტკიცებული, მეტისმეტი და მიუღებელი საგადასახადო წნეხის არსებობა, სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასის საერთო დაბალი დონის ფონზე, კორუფციისათვის ძალზე ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის.

ცხრილი 3

ერთ.

წელიწადი

1998

1999

2000

2001

2002

1

საქართველოში რეგისტრ. საწარმ. საერთო რაოდ.

64629

65402

74605

81440

97229

2

მათ შორის ინდ. საწარმოები

28767

29152

33709

37067

49952

3

დასაქმებულთა რაოდენობა

კაცი

-

46102

53284

30205

-

4

საწარმოთა საერ. რაოდ. ინდ. საწარმ. წილი

%

44,5

44,6

45

45,5

51,4

5

აქტიური საქმიან. დაკავებული ინდ. საწარ. რაოდენ.

-

13234

18134

17927

17091

6

პროდუქციის გამოშვება ინდ. საწარმოებში

მლნ. ლარი

-

67,2

91,6

67,1

-

7

ინდ. საწარმ. წილი მთლიან მოშვებულ პროდუქციაში

%

-

3,2

-

2,6

-

2. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების ნახევარზე მეტს ინდივიდუალური საწარმოები წარმოადგენენ. 2002 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა თითქმის 50 ათასია, თუმცა აქტიურ საქმიანობას 17 ათასზე ცოტა მეტი ეწევა (ცხრილი№3). 2001 წელს მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოების მიერ ბრუნვის მოცულობაში (3975,2 მლნ. ლარი) ინდ. საწარმოების წილმა 7,5%-ი შეადგინა, ხოლო მცირე საწარმოების მიერ ბრუნვის მოცულობაში (1232,7 მლნ. ლარი) - 24%.

საქართველოში ინდივიდუალური საწარმოთა საქმიანობის ზოგიერთი მაჩვენებელი1

როგორც ცხრილიდან სჩანს, ინდ. მეწარმეები არ წარმოადგენენ სახელმწიფო ფისკალური პოლიტიკის რაიმე მნიშვნელოვან შემადგენელს. ალბათ რუსეთში ამ მოსაზრებით ისარგებლეს, როდესაც ჯერ კიდევ 1996 წელს ინდ. მეწარმეები საერთოდ გაანთავისუფლეს დღგ-ს გადასახადისაგან. სამწუხაროდ ჩვენმა კანონმდებლებმა ამ ფაქტს იგნორირება გაუკეთეს და ისეთივე სიმკვირცხლე ვერ გამოიჩინეს, როგორც დღგ-ს რუსული ვარიანტის გადმოტანისას, რის გამოც ბოლო წლეების მაჩვენებლების მიხედვით (იხ.ცხრილი №3) ინდ. მეწარმეები დაუკვირვებად სექტორში გადაბარგდნენ. წარმოუდგენელია, სხვა რითი უნდა ავხსნად ინდ. საწარმოებში დასაქმებულების და თვითონ ინდ. საწარმოების რაოდენობათა კლება. ზემოთ მოცემული გაანგარიშებიდან სჩანს, რომ ინდ. მეწარმეს მხრიდან გადასახადების კანონიერად გადახდისას, სახელმწიფოს თითქმის ორჯერ მეტი მიაქვს გადასახადების სახით ვიდრე ინდ. მეწარმეს წმინდა მოგებით, რაც უეჭველად იწვევს ბრუნვის ოდენობის დამალვას და არაკანონიერ გარიგებებს საგადასახადოს წარმომადგენელთან.

სტატისტიკური კრებულების ,,მეწარმეობა საქართველოში” მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ საქართველოში მეწარმეობის მდგომარეობის ძირითად მაჩვენებლებს:

ცხრილი 4

ერთ

1998

1999

2001

1

2

3

4

5

6

1

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)

მლნ. ლარი

6448

5700

6510

2

მშპ-ში მცირე საწარმოთა წილი (წარმოებული პროდუქციის მიხედვით)

%

6

7,4

8,2

3

სამეწარმეო სფეროში მოქმედ საწარმოთა საერთო რაოდენობა, მათ შორის მცირე საწარმოები:

11911

9990

24009

21267

28658

26498

4

სამეწარმეო სფეროში მოქმედი ინდ.საწარმოთა რაოდენობა:

-

13234

17297

5

სამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა, მათ შორის: მცირე საწარმოებში; ინდ. საწარმოები:

კაცი

376995

92490

-

379360

92202

27898

313370

90159

30205

6

სამეწარმეო სფეროს მთლიანი ბრუნვა, მათ შორის: მცირე საწამოები; ინდ. საწარმოები

მლნ. ლარი

1933

679,1

-

3111,3

1044,1

-

3675,6

933,5

299,6

7

სამეწარმეო სფეროში მოქმედი ერთი პირობ. საწარმოს საშუალო წლიური ბრუნვა, მათ შორის მცირე საწარმოებში:

ათასი ლარი

162290

68000

130000

49085

128560

35230

8

სამეწარმეო სფეროში საშუალო თვიური ანაზღაურება მათ შორის: მცირე საწარმოები ინდ. საწარმოები

ლარი

659

480

-

96

73

-

110

68

43

9

 ვაჭრობა-მომსახურებაში მოქმედი საწარმოთა რაოდენობა, სასტუმროების და რესტორნების გათვალისწინებით, მათ შორის: მცირე საწარმოები ინდ. საწარმოები

3708

3479

-

15885

15337

12149

20357

-

16579

10

ბრუნვა ვაჭრობა-მომსახურებაში სასტუმრ. და რესტორნ. გათვალისწინებით მათ შორის: მცირე საწარმოები ინდ. საწარმოები

მლნ. ლარი

974

488

-

1724

807

-

1981

625

279

ცხრილიდან ჩანს, რომ დეკლარირებული მონაცემებით მცირე მეწარმეობას მეტად მწირი წვლილი შეაქვს ქვეყნის მშპ-ში, თუმცა სახეზეა მოჩვენებითი ზრდის ტენდენცია. ამავე დროს, საწარმოთა რაოდენობის ზრდა გავლენას არ ახდენს მათი საშუალო ბრუნვის ზრდაზე. პირიქით, ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე კლებულობს, რაც პარადოქსულია და შეუძლებელი, განსაკუთრებით საწარმოთა ზრდის ფონზე. შექმნილი მდგომარეობა მეწარმეობაში ბრუნვის დიდი ოდენობით  დამალვაზე მეტყველებს. აღნიშნული ფაქტი აგრეთვე პირდაპირ კავშირშია ბრუნვიდან დღგ-ს გადახდის დაკანონებაში, მის მაღალ საპროცენტო განაკვეთზე, მეწარმის და საგადასახდო სამსახურის წარმომადგენლის შორის უკანონო გარიგებაზე, სუსტ საგადასახადო ადმინისტრირებაზე.

ნიშანდობლივია აგრეთვე სამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებლების მონაცემები წლების მიხედვით. ძნელად დასაჯერებელია, რომ 1998 წელს, როდესაც სამეწარმეო სფეროში მოქმედ საწარმოთა რაოდენობა 11911 იყო, მათში მომუშავეთა რაოდენობა შეადგენდა 376995-ს, ხოლო როცა საწარმოთა რაოდენობამ 2001 წელს 24009-ს მიაღწია, მათში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის იგივე დარჩა (379360 მუშაკი). დაუჯერებელია აგრეთვე, რომ საწარმოთა რაოდენობის შემდგომ ზრდას, 2001 წლისათვის იქ დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება გამოეწვია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მცირე საწარმოებში საყოველთაო ტექნიკური გადაიარაღება მოხდებოდა და ეს მოვლენა მუშაკთა დათხოვნას გამოიწვევდა.

მნიშვნელოვან კრიტიკას იმსახურებს შრომის ანაზღაურების მონაცემები, რომლებმაც 1999 წელს წინა წელთან შედარებით 6-ჯერ დაიკლო. ვფიქრობთ, რომ ეს მოვლენა პირდაპირ კავშირშია მოქმედ საგადასახადო კოდექსთან, განსაკუთრებით სოციალური გადასახადების სფეროში.

ექსპერტული შეფასებებით ვაჭრობა-მომსახურებაში საშუალო წლიური ბრუნვა 5 მლრდ. ლარს შეადგენს. ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტში ყოველწლიურად მარტო დღგ-ს სახით 1 მლრდ. ლარი უნდა შედიოდეს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით (იხ. ცხრილი №1), ვაჭრობის ჩრდილოვან სექტორში ბრუნვის 100%-ზე ბევრად მეტია გადასული. ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ ვაჭრობა-მომსახურებაში საწარმოთა რაოდენობის თითქმის 5-ჯერ გაზრდამ, ბრუნვა მხოლოდ 2-ჯერ გაზარდა.

ქვეყანაში წლების მიხედვით მრეწველობის მდგომარეობა განხილულია მეოთხე ცხრილში, სადაც მცირე მეწარმეობის ექსპერტულ მონაცემებზე დაყრდნობით გავითვალისწინეთ ფარული და არაფორმალური წარმოების პროცენტული მაჩვენებლები. ცხრილების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარების მხრივ მეწარმეობაში და განსაკუთრებით მცირე მეწარმეობაში შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა.

ცხრილი 5

ერთული

წელიწადი

1999

2000

2001

2002

2003

1

2

3

4

5

6

7

8

1

მრეწველობაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობა, მათ შორის მცირე საწარმოები:

მლნ.

ლარი

,,-„

-

963

124

-

1052

161

-

1080

201

-

1228

226

-

1430

-

2

იგივე, არაფორმალური და ფარული წარმოების ექსპერტული შეფასებებით,მათ შორის მცირე საწარმოები:

,,-„

,,-„

1753

224

1918

294

2100

390

2340

429

2534

-

3

ფარული და არაფორმალური წარმოების წილი მთლიან გამოშვებაში: მათ შორის მცირე საწარმოები:

%

,,-„

45

44,6

45

45,2

48,5

48,5

47,5

47,3

43,6

-

4

ფარული და არაფორმალური გამოშვება დეკლარირებულთან შედარებით

,,-„

82

82

94

90

77

გაანგარიშებული და ცხრილებში წარმოდგენილი მაჩვენებლები, მაგ. ცხრილი №3, მე-7 პუნქტი და მეოთხე ცხრილის, მე-3 პუნქტი, წარმოადგენენ ზღვრულ მაჩვენებლებს, რომელთა შემდგომი გაუარესება საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. ასეთი დასკვნა ეყრდნობა მსოფლიო გამოცდილებას, ვინაიდან ცნობილია, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ს 10-15% შეადგენს, ხოლო მისი დასაშვები ნორმა 5-6%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

გადავხედოთ ჩვენს გეოპოლიტიკურ არეალში მყოფ სხვადასხვა განვითარების დონის სახელმწიფოების დამოკიდებულებას მეწარმეობაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის შემცირებისადმი. ბერძნების აზრით, იმისათვის, რომ დავეხმაროთ მცირე ბიზნესის ლეგალიზაციას, საჭიროა მისი სფეროების მკაცრი გრადაცია. კერძოდ, მათ შემოიღეს ცნება ,,ძალზე მცირე საწარმო“ (Very Small Buziness), სადაც მუშაობს 1-10 კაცამდე და ასეთ საწარმოებს მახსიმალური პრივილეგიები მისცეს გადასახადების მხრივ.

მოლდავეთის რესპუბლიკაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის შემცირებისათვის განახორციელეს კონკრეტული ზომები, რაც გულისხმობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამების მიღებას. მაგალითად, კანონის დონეზე იქნა შეტანილი დამატება საგადასახადო კოდეხსში, რომლის თანახმად მცირე ბიზნესის სუბიექტები მატერიალური წარმოების სფეროში, რომლებიც იღებენ შემოსავალს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციიდან და რომლებშიც მომუშავეთა რიცხვი არ არემატება 18 ადამიანს, ხოლო ბრუნვა 3 მილიონ ლეემდეა, თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადიდან სამი წლის ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კიდევ ორი წლის განმავლობასი ისინი იხდიან საშემოსავლო გადასახადს 35%-ის დაკლებით.

უკრაინაში უფრო სხვა გზა აირჩიეს. ქვეყნის პრეზიდენტმა 2000 წლის იანვარში მოაწერა ხელი განკარგულებას მეწარმეობაში სახელმწიფოს ერთიანი რეგულატორული პოლიტიკის დანერგვის შესახებ. ამ განკარგულების დანერგვის შემდეგ უკრაინაში გაუქმდა მანამდე მირებული ნორმატიული აქტების 70%. წარმოებების რეგისტრაციის პროცედურის ღირებულება შემცირდა 3-ჯერ, ხოლო ვადა - 2-ჯერ. სამეწარმეო მოღვაწეობის ლიცენზირების ღირებულება შემცირდა 2,6-ჯერ, ვადა - 1,3 ჯერ, შემოწმების რაოდენობა - 1,4 ჯერ, ხოლო მათთან დაკავშირებული ხარჯები - 6,4 ჯერ.

სომხეთში მეწარმეებს გადასახადების რამდენიმე ალტერნატივის საშუალება გააჩნიათ. ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის შემთხვევაში მეწარმეები მოგების, საშემოსავლოს და დღგ-ს ნაცვლად იბეგრებიან ერთი გადასახადით, რომლის განაკვეთები: ვაჭრობაში 2-4%, მრეწვწლობაში 7-12%-ია.

ზემოთ განხილული მაგალითების და საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის ზოგადი ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოს საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციისათვის დაშესაბამისად ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის შესამცირებლად, შემდეგი ამოცანების დასმა და მათი გადაჭრის ღონისძიებების დასახვა.

ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის თანახმად უნდა გაირკვეს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სტატუსი, ჩამოყალიბდეს მათთვის შესაბამისი პრეფერენციები და ყზრუნველყოფილი იქნენ შესაბამისი საგადასახადო საკანონმდებლო ბაზით, რომელშიც გამოვყოფდით აუცილებლად განსალველ საკითხებს:

1 ზემოთ მოცემული ინდ. მეწარმეების საგადასახადო ტვირთის  გაანგარიშების შესაბამისად დღგ 20% განაკვეთის დიფერენცირება.

2. სოციალური დაზღვევის გადასახადის 31%-იანი განაკვეთის არსებობა, რომელიც მძიმე ტვირთად აწვება დამქირავებელს. ამ გადასახადთან მიმართებაში ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ დამქირავებელთა უმრავლესობა (რომლებიც საგადასახადო კოდექსით წარმოადგენენ გადასახადის გადამხდელებს) ცდილობს დამალოს მათ მიერ დადებული კონტრაქტები დაქირავებულებთან ან შეამციროს მათთვის გადახდილი ხელფასის ოდენობა;

3. პროგრესული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც კონფისკატორულ ხასიათს ატარებს და ადმინისტრირების თვალსაზრისით რთულია. სოციალური გადასახადის მსგავსად საქმე გვაქვს შემოსავლების დამალვასთან გადასახადის გადამხდელთა მიერ;  

4. საქართველოში დიდი მოცულობის არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების არსებობა, რომელთა ლეგალიზაცია გართულებულია ან შეუძლებელია არსებული კანონდებლობის პირობებში;

5. გადასახადები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების ჩუქებასთან, მემკვიდრეობით გადაცემასთან და უძრავი ქონების გადაცემასათან. პირველი ორი გადასახადი მიეკუთვნება ე. წ. კეთილი ნების გადასახადებს, რომელთა არსებობას ფისკალური ეფექტი არ გააჩნიათ და მოქალაქეთა კეთილი ნების გამოვლენას ზღუდავს. ასევე არ გამოირჩევა ფისკალური ეფექტის თვალსაზრისით გადასახდი უძრავი ქონების გადაცემისათვის, რომელიც კაპიტალის თავისუფალ მოძრაობასაც აფერხებს, ხოლო გარიგებები ძირითადად შემცირებული ღირებულებითაა ასახული.

იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს პატივი სცნონ ევროკავშირში შემსვლელ კანდიდატ ქვეყანად, ძალზე დიდი ძალისხმევა არის საჭირო. ქვეყანა თავისი საზოგადოებრივი და ეკონომიკური წყობით უნდა პასუხობდეს თანამედროვე ცივილიზირებული ქვეყნისადმი წამოყენებულ მოთხოვნებს. სხვადასხვა ძალზე მნიშვნელოვან საკითხთა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას ქვეყნის ეკონომიკის ,,ჩრდილოვან“ სექტორიდან გამოყვანა, რისი უმთავრესი საშუალებაა საგადასახადო პოლიტიკის ლიბერერალიზაცია და ისეთი საგადასახადო სისტემის შექმნა რომელიც ეკონომიკური განვითარების მასტიმულირებელ როლს ითამაშებს. აუცილებლად მიმაჩნია კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი დიდი ჰუმანისტის და გამოჩენილი ადამიანის ფრანკლინ რუზველტის სიტყვები მოვიყვანოთ:

,,გადასახადები გაჟღენთილია იმათი ოფლით, ვინც შრომობს. უზომოდ დიდი გადასახადების შედეგია უმოქმედო ქარხნები, გაკოტრებული, გაყიდული ფირმები და სამუშაოს ძებნაში მოხეტიალე მშიერი ხალხის ბრბო”.

საგადასახადო სისტემაში უამრავი პრობლემების სიმრავლიდან გამოვყავით ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც საქართველოში მეწარმეობის განვითარებაზე უდიდეს გავლენას ახდენენ

. . . ევროკავშირის დაარსების დღიდან დაბეგვრა მიჩნეული იქნა წევრი ქვეყნის სუვერენულ უფლებად, თუმცა ეროვნული მთავრობებისათვის არავის არ დაუშლია მინიმალური და რაც მთავარია, რეალური განაკვეთების შემოღება. მაგალითად, შვედეთმა და დანიამ ყველაზე მაღალი დაბეგვრის რეჟიმი აირჩია, ხოლო საბერძნეთმა და ირლანდიამ ყველაზე დაბალი.

გაერთიანების ქვეყნებში 1967 წ. დ. ღ. გ.-ს შემოღება დაკავშირებული იყო სხვადასხვა არაპირდაპირი გადასახადის სიმრავლის გამო, ხოლო წევრმა ქვეყნებმა ეს გადასახადი მიიღეს მონიტორინგის შემდეგ, იგივე შვედეთმა და ფინეთმა 1995 წ. 1972 წელს კავშირის წევრმა ქვეყნებმა დადეს ხელშეკრულება დ. ღ. გ.-ს გამოთვლის ერთიან ბაზისზე, თუმცა შემდეგ მრავალი გამონაკლისი გაკეთდა. ყოველ შემთხვევაში ამ ბაზისზე დაყრდნობით ევროგაერთიანებამ გამოყო თავდაპირველად მაქსიმალური განაკვეთი 1%, ხოლო 1986 წლიდან 1.4%.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მეწარმეობის ,,დამაქცევარი“ კოდექსი 1997 წლის 14 სექტემბერს მიიღეს და სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით მასში 700-ზე მეტი ცვლილება შევიდა, რაც თავისთავად ნონსენსია და სამეწარმეო გარემოს დესტაბილიზაციის ერთერთი უმთავრესი მიზეზია. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ დ. ღ. გ.-ს განაკვეთი უცვლელი დარჩა და ისეთი სტაბილური და ჩამოყალიბებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების დონეზე გავიდა, როგორიც არის ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი და ა. შ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მთავრობას რამოდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარებაში კონსულტაციებს უწევდა პროფესორი ლ. ბალცეროვიჩი და რამდენადაც პარადოქსალურად არ უნდა ჟღერდეს, თავის წიგნში წერს, რომ: ,,...ღარიბ ქვეყნებში გადასახადების მშპ-სთან 10 პროცენტული პუნქტით ზრდამ შეიძლება ეკონომიკის განვითარების ტემპებს 4 პროცენტით შენელება გამოიწვიოს...“ იქვე ,,საგადასახადო სისტემის გართულება განსაკუთრებით სახიფათოა წვრილი მწარმოებლებისათვის, რომლებიც ,,ლოკომოტივის“ როლს თამაშობენ მრავალი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.“ ძალზე სამწუხაროა, რომ ეს წიგნი არ მოხვდა საქართველოში საგადასახადო კოდექსის დამწერთა ხედვის არეალში.

ისევ ევროკავშირს დავუბრუნდეთ. 1993 წლის 1 იანვრიდან გაერთიანებამ დაამტკიცა, რომ ყველა მცირე წევრ სახელმწიფოში დ. ღ. გ.-ს სტანდარტული განაკვეთი უნდა ყოფილიყო 15%. თუმცა დაშვებული იყო მინიმუმიც - 5%. რატომ იქნა საქართველოში 20% განაკვეთი მიღებული? იმიტომ რომ ბრმად, რუსეთის მაგალითის ანალიზის გაუთვალისწინებლად იქნა გადმოღებული საგადასახადო კოდექსის შინაარსი თავისი პროცენტებით.

გზა. რუსეთს ეყო ჭკუა და ჯერ კიდევ 1996 წ. აპრილში დ. ღ. გ. მოუხსნა ინდ. მეწარმეებს, ხოლო შემდგომი ნაბიჯებით საგადასახადო სისტემის სრულყოფაში ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც გაასწრო. ზემოთ მოყვანილი ანგარიში ცხადყობს, თანახმად ქვეყანაში მიღებული ეკონომიკის განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამისა, საქართველოში უნდა შემოვიღოთ ევროპაში გავრცელებული საწარმოების სტატუსი - მიკრო საწარმო (1-10 კაცისა), სადაც სტატისტიკური მონაცემების მიხედვით შედიან ინდ. მეწარმეები (თბილისში - 7 ადამიანი, საშუალოდ საქართველოში -4) და პირველ ეტაპზე მხოლოდ მათ მოუხსნათ დღგ-ს გადახდა, დანარჩენებს კი 5%-დე შეუმციროთ.

საშემოსავლო გადასახადი. იმ საგადასახადო კოდექსში, რომელიც ეხლა მუშავდება ფინანსთა სამინისტროში უკვე არასწორად არის აღებული მიმართულებები, ანუ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების გადასინჯვაც კი არ იგულისხმება. ვშიშობთ, რომ ამ კოდექსს, არსებული კოდექსის ბედი შეიძლება ეწიოს და კორუფციის და არაკანონიერ მოლაპარაკებებთან ერთად მუდმივი შესწორების ობიექტად შეიძლება გახდეს. ცნობისათვის აღვნიშნავთ, რომ ისეთმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორიც GEGI (Georgian Enterprise Growth Iniciative, მაკა გურეშიძე, დენ ბერქშაერი) და ,,ჰორიზონტი” (ნინო სააკაშვილი, ლანს ფლეტჩერი) იკისრეს ხიდის როლი მეწარმერმეებს, ბიზნეს-ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახელმწიფოს შორის. შედგა შეხვედრები და მომზადდა წერილი მთავრობის სახელზე, სადაც გმობენ კოდექსის მომზადების გაუმჟირვალობას, მუშა ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციების და მეწარმეების არყოფნას, საქართველოში ადრე შექმნილი პროექტების გაუთვალისწინებლობას და ა. შ.

1993 წელს მსოფლიომ იხილა ცნობილი ეკონომიკისტების რიჩარდ სტროუპის და ჯეიმს კვორტნის ნაშრომი ,,What Everyuone Should Know About Ekonomics and Prosperty,“ რომელიც შემდეგ 1996 წ. ითარგმნა რუსულად, სათაურით “Азбука экономики”. ამ ნაშრომში შავით თეთრზე, პუნქტობრივად, ცხრილების საშუალებით (ცხრილი №6) არის ნაჩვენები თუ რა ზიანი მოაქვთ მაღალ გადასახადებს და რა უარყოფით გავლენას ახდენს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის საშუალო ტემპზე. სამწუხაროდ ალბათ ეს წიგნიც არ მოექცა ახალი კოდექსის დამწერთა თვალთახედვით არეალში, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე გაუანგარიშებლად არ იქნებოდა შემოთავაზებული (იგივე ვარიანტი იქნა შემოსული ეკონომიკის სამინისტროშიც) საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, თანაც დაუბეგრავი ცხრალარიანი მინიმუმის გაუქმებით.

ცხრილი 6

დაბეგვრის ზღვრული განაკვე %

ერთ სულ მოსახლეზე
მშპ-ს ზრდის
საშუალო ტემპი
1980-1990 წწ.

1984

1989

ქვეყნები გადასახადების მაღალი განაკვეთით

ირანი

90

75

-1.2

მაროკო

87

87

1.4

ზამბია

80

75

-2.9

დომინიკის რესპუბლიკა

73

73

-0.1

ტანზანია

95

50

-0.3

ზიმბაბვე

63

60

-0.5

ზაირი

60

60

-1.4

კამერუნი

60

60

-0.7

განა

60

60

55

ზრდის საშუალო ტემპი

0,7

ქვეყნები გადასახადების დაბალი განაკვეთით

ჰონგ-კონგი

25

25

5.7

ინდონეზია

35

35

3.7

მავრიკი

30

35

5.0

სინგაპური

40

33

4.2

მალაიზია

45

45

2.6

ზრდის საშუალო ტემპი

4.2

ცხრილში მოყვანილია არსებული საგადასახადო კოდექსით, ე.წ. მრეწველების მიერ შემოთავაზებული კოდექსით, კოდექსით რომელიც ეხლა მუშავდება და ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტი საშემოსავლო გადახდის რეჟიმისა, რომელიც იყენებს ამ რამოდენიმე კოდექსის ელემენტებს.

ცხრილი 7

დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა

საგადასახადო განაკვეთი

1

არსებული კოდექსის მიხედვით

ახალი კოდექსის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის ინდივიდუალური 10%-ანი რეჟიმით დაბეგვრის შემთხვევაში

11.03 2004 წლის კოდექსის ვარიანტი, საშემოსავლო გადასახადის 18%-ანი დაბეგვრის შემთხვევაში

ჩვენი პროექტით, საარსებო მინიმუმის გამოქვითვის და შემდგომი 10%-ანი და 18% -ანი საშემავლოს დაბეგვრის

2

200 ლარი

დაბეგვრის თანხა - 24 ლარი, ხელზე -176 ლარი

დაბეგვრის თანხა - 20 ლარი, ხელზე- 180 ლარი

დაბეგვრის თანხა - 36 ლარი, ხელზე-164 ლარი

დაბეგვრის თანხა

10%

18%

6,4 ხელზე -193,6 ლარი

11,5 ხელზე - 188,5 ლარი

3

201-დან 350 ლარამდე, 350 ლარის შემთხვევაში

დაბეგვრის თანხა-46.5, ხელზე-303,5 ლარი

დაბეგვრის თანხა - 35 ლარი, ხელზე - 315 ლარი

დაბეგვრის თანხა - 63 ლარი, ხელზე - 287 ლარი

21,4 ხელზე -328,6 ლარი

38,5 ხელზე

311,5 ლარი

4

351-600 ლარი, 600 ლარის შემთხვევაში

დაბეგვრის თანხა-89 ლარი, ხელზე-511 ლარი

დაბეგვრის თანხა - 60 ლარი, ხელზე - 540 ლარი

დაბეგვრის თანხა - 108 ლარი, ხელზე - 492 ლარი

46,4 ხელზე -553,6 ლარი

83,5 ხელზე

516,5ლარი

5

601 და მეტი, 3000 ლარის შემთხვევაში

დაბეგვრის თანხა -569 ლარი, ხელზე -2431 ლარი

დაბეგვრის თანხა-300 ლარი, ხელზე - 2700 ლარი

დაბეგვრის თანხა - 540 ლარი, ხელზე-2460 ლარი

286,4 ხელზე -2713,6 ლარი

515,5 ხელზე

2484,5 ლარი

აქვე აღვნიშნავთ, რომ ასეთი პირდაპირი (direct tax) 10% საშემოსავლო გადასახადი მიღებულია ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში და 13% - რუსეთში, რამაც ამ უზარმაზარ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სუბიექტზე გაანგარიშებით გადასახადის საშუალო ზომამ 1,5 დაიკლო და თუ 2002 წელს მცირე ბიზნესიდან შემოსული თანხა 7,9 მილიარდი რუბლი იყო, 2003 წელს ეს თანხა 17 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო ექსპერტთა აზრით მცირე საწარმოების კიდევ 70% ჩრდილშია.

სოციალური გადასახადები. ჩრდილოვანი ეკონომიკის გავრცელებაზე საგადასახადო პოლიტიკა დიდ გავლენას ახდენს, რაზეც კიდევ ერთი სერიოზული ნაშრომი მეტყველებს, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოსცა 2002 წელს. რუსულ ვარიანტში ნაშრომი ითარგმნა სათაურით ,,Skr,va;s] v teni. Rost podpol]no[ /konomiki“ ფრიდრიხ შნაიდერის ავტორობით და დომინიკ ერნსტის მონაწილეობით. ავტორები ადასტურებენ, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის მაშტაბების და ზრდის ტემპების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს სოციალურ უზრუნველყოფაზე გამიზნული გადასახადების და საგადასახადო ტვირთის ზრდა, ასეთი გადასახადები ზრდიან დანახარჯებს სამუშაო ძალაზე, რის გამოც ჩრდილოვანი ეკონომიკის საკვანძო ფაქტორებს წარმოადგენენ. ზუსტად ამ დანახარჯების გამო საქართველოში კატასტროფიული მდგომარეობა შეიქმნა სოცანარიცხების ამოღებასთან დაკავშირებით. ამაზე გვიჩვენებს მეოთხე ცხრილის მონაცემები, სადაც ჩანს, რომ 1998 წელთან შედარებით 2001 წელს ხელფასმა თითქმის 7-ჯერ დაიკლო. არსად მსოფლიოში არ არის შემოღებული სოციალური ანარიცხების იძულებითი ფიქსირებული გადახდა, ჩვენს შემთხვევაში 16 ლარი. ელემენტარული გაანგარიშება გვიჩვენებს, რომ არსებული 27%-იანი განაკვეთის მიხედვით მინიმალური ხელფასი გამოდის სამოცი ლარი, თუმცა კანონის მიხედვით მინიმალური ხელფასი საქართველოში 20 ლარს შეადგენს. ამავე დროს კანონპროექტის დონეზე განსახილველია ის ფაქტიც, რომ ერთი ფიზიკური პირი (მაგ.: ინდ.მეწარმე) ვალდებულია მეორე ფიზიკურ პირს (მაგ. დაქირავებულ მუშაკს) გადაუხადოს სახელმწიფოსთან არსებული მისი სოციალური დავალიანება, რის გამოც ხდება ხელფასის ჭეშმარიტი ოდენობის დამალვა და კორუფციული გარიგება. ამ მიზეზით აგრეთვე ინდ. მეწარმეს არ აქვს საშუალება საწარმოო ხარჯებში გაატაროს დაქირავებული მუშაკის ხელფასი. აღნიშნულის თაობაზე მომზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დაქირავებული მუშაკი დგება აღრიცხვაზე ადგილობრივ სოციალურ სამსახურში და თვითონვე იხდის შესაბამის სოც. გადასახადებს, რომლებიც ჩვენი აზრით ხელფასის განაკვეთის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ისევ რუსეთის მაგალითს დავუბრუნდეთ. აპრილის დასაწყისში იმ საწარმოებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების ფონდი არ აღემატება 300 000 რუბლს (≈10 000§), ერთიანი სოციალური გადასახადი შეამცირეს 35,6%-დან 26%-მდე. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების გაანგარიშებით, ამ ღონისძიების საშუალებით მცირე საწარმოები 280 მილიარდი რუბლის ეკონომიას გააკეთებენ და ეს თანხა ხელფასის გაზრდას, ინვესტიციებს და საბრუნავი საშუალებების მატებას მოხმარდება.

_____________________

1. ცხრილი შემუშავებულია სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების ანალიზის საფუძველზე.

 

3 საქართველო-გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

რამაზ ფუტკარაძე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოშობილი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის, მათ შორის საქართველოსათვის აუცილებელი გახდა ძირეული ეკონომიკური რეფორმების გატარება. აგრეთვე, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება მეზობელ (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი), და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან. საქართველოში რეფორმების განხორციელება წარმოუდგენელი იყო დასავლეთის ენერგიული მხარდაჭერის გარეშე. საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში ყოველთვის შესამჩნევი იყო და არის გერმანიის როლი და ადგილი, რომელიც სულ უფრო იზრდება.

საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ნებისმიერ ქვეყანასთან, მით უფრო ისეთი მაღალი განვითარების ქვეყანასთან თანამშრომლობას, როგორიცაა გერმანია. ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესებში, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

გერმანია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერესი სახელმწიფოა თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალით. გერმანია მსოფლიოში მრავალი ეკონომიკური მაჩვენებლით დგას მესამე, საერთაშორისო ვაჭრობაში კი მეორე ადგილზე და არის ევროკავშირის, დიდი შვიდეულისა და სხვა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. გერმანიასთან, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან და საერთოდ ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რასაც არაერთი ნაშრომი მიეძღვნა.1

საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობა საუკუნეებს ითვლის. აღსანიშნავია, რომ მეტად დიდი იყო გერმანიის როლი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში (1918 წლის 26 მაისი). საქართველოსადმი მხარდაჭერა თვით გერმანიის ინტერესებში შედიოდა. გერმანელები სათანადოდ აცნობიერებდნენ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და ცდილობდნენ, რომ რუსეთისათვის სერიოზული პრობლემა შეექმნათ კავკასიაში მძლავრი, გერმანიაზე ორიენტირებული ქართული სახელმწიფოს წარმოქმნით. სამწუხაროდ, საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, რაც ფრიად საიმედო პერსპექტივებს უსახავდა დამოუკიდებელ საქართველოს, დიდხანს არ გაგრძელებულა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1989 წ.) დაიწყო გერმანიასთან თანამშრომლობის სრულიად ახალი ეტაპი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გერმანიამ დაამყარა საქართველოსთან დიპლომატიური კავშირი, ამით გერმანიამ არა მხოლოდ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ საჯაროდ დაუჭირა მხარი ქართველთა სწრაფვას დამოუკიდებლობისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ.

გერმანიის საქართველოთი დაინტერესების მიზეზები ჩვენი აზრით ძირითადად შემდეგია:

1 საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა;

2. ინტეგრაციული ინტერესები (ევროკავშირის გაფართოების შემთხვევაში);

3. საქართველოს რესურსები;

4. ტრანზიტული ინტერესები;

5. სავაჭრო ინტერესები;

6. პოლიტიკური ინტერესები.

საქართველო-გერმანიის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ასევე მრავალი დადებითი და უარყოფითი ფაქტორი მოქმედებს. დადებითი ფაქტორებიდან აღსანიშნავია: ა) საქართველოსა და გერმანიის ტერიტორიული სიახლოვე, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ქვეყნებიდან გერმანია ტერიტორიულად ყველაზე ახლოს არის საქართველოსთან; ბ) განსხვავება ქვეყნებს შორის; გ) ენის ფაქტორი, საქართველოში გერმანული ენა წარმოადგენს ინგლისური ენის შემდეგ მეორე უცხო ენას; დ) ედუარდ შევარდნაძის ფაქტორი; ე) საზოგადოების დადებითი დამოკიდებულება გერმანიისადმი; ვ) ქვეყნების ისტორიული მეგობრობა.

 საქართველო მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების ინტერესების სფეროში მოექცა. დამოუკიდებელ საქართველოს მიეცა შესაძლებლობა იყოს დამაკავშირებელი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. გერმანიას აქვს ინტერესები საქართველოსა და საერთოდ კავკასიისადმი, ასე იყო ისტორიულად ყოველთვის. ბუნებრივია თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი საქართველო უფრო დიდ დახმარებას გაუწევს გერმანიას, რომ გამოიყენოს საქართველოს გეოპოლოტიკური მდებარეობა და რესურსები. თუ საქართველო იქნება ჩამორჩენილი, დაშლილი, მაშინ საქართველო გერმანიას გზას ვერ გაუხსნის სხვა ქვეყნებისაკენ და გერმანია კავკასიაში ვერც ფეხს მოიკიდებს.

ბუნებრივია, რომ გერმანიის ეკონომიკური ინტერესები ძირითადად დაკავშირებულია საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასთან. საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით გერმანიას ეძლევა გაზარდოს სავაჭრო კავშირების დამყარების შესაძლებლობა ყოფილი საბჭოთა კავშირის, სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებთან. გერმანიისათვის საქართველო, როგორც დამაკავშირებელი პუნქტი, საინტერესოა ორი მიმართულებით: პირველი, რომ ამ გზით შეიძლება გერმანიაში წარმოებულ პროდუქციას მოეძებნოს ბაზარი და მეორე, ამ გზით შეიძლება გერმანიისათვის საჭირო ნედლეულისა და საქონლის ექსპორტი იმავე ქვეყნებიდან.

ჩვენი აზრით, საგარეო ვაჭრობის სამი ძირითადი ფორმიდან გერმანიას საქართველო აინტერესებს ტრანზიტული ვაჭრობის, შემდეგ ექსპორტის და ბოლოს - იმპორტის კუთხით.

საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ის მსოფლიოს გზაჯვარედინზე მდებარეობს და აკავშირებს ევროპას აზიასთან. საქართველოს საკმარისი პოტენციალი გააჩნია, რომ ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ეკონომიკაში და ასევე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაზარდოს გერმანიასთან. ამასთან, ჩვენი აზრით, ევროპა-კავკასია-ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) ამოქმედებით ყველაზე მეტად გერმანია მოიგებს.

საქართველო-გერმანიის ეკონომიკურ თანამშრომლობაში ჩვენ პრიორიტეტულ მიმართულებებად მივიჩნევთ თანამშრომლობას: სავაჭრო, საბანკო, მცირე და საშუალო ბიზნესის, საფინანსო, ტექნიკურ სფეროებში და აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროგრამების ჩარჩოებში.

გერმანია წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას და 1998 წლიდან ფიგურირებს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნათა რიცხვში. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით 1998 წელს გერმანია იყო მე-3, 1999 წელს მე-4, 2000 წელს მე-3 და 2001 წელს მე-4 ადგილზე სავაჭრო პარტნიორ ქვეყანათა შორის. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს უკავია გერმანიის ექსპორტიორ ქვეყანათა შორისა 113 (2002 წელი), ხოლო იმპორტიორ ქვეყანათა შორის - 126 ადგილი.

2000 წელს გერმანიასთან სავაჭრო ბრუნვამ 84446,9 ათასი აშშ დოლარი შეადგინა (აქედან ექსპორტი 34289,7 ათასი აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი - 50157,1 ათასი აშშ დოლარი), რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22,9 პროცენტით მეტია, ხოლო ამ ქვეყანასთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვის წილი 0,44 პროცენტული პუნქტით  - 8,17 პროცენტიდან 8,61 პროცენტამდე - გაიზარდა.

საქართველოს ექსპორტს გერმანიაში, ისევე როგორც საქართველოს ექსპორტს საერთოდ სანედლეულო მიმართულება აქვს. საქართველოდან გერმანიაში ძირითადად გადის: ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები,  ხილისა და ბოსტნეულის წვენები, აზოტის სასუქები, შავი და სხვა ლითონების ჯართი, კაკალი, თხილი, ჩაი და სხვა პროდუქტები.

საქართველოში გერმანიიდან იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში უდიდესი ნაწილი მანქანებზე, მოწყობილობებზე, სხვადასხვა სახის სამრეწველო საქონელზე და სამკურნალო საშუალებებზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოფიციალური მონაცემები სიზუსტით ვერ გამოირჩევა. სარკისებრი ანალიზი სულ სხვა მონაცემებს იძლევა. საქართველოს მხარემ 1997-2000 წლებში აღრიცხა 100 მლნ აშშ დოლარით ნაკლები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სტატისტიკის ფედერალურ სამსახურთან შედარებით.

გერმანულ კომპანიებზე მოდის საქართველოს კომერციული ბანკების განაღდებულ საწესდებო კაპიტალში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მეხუთედი. არც ერთ სხვა ქვეყანასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას არა აქვს გერმანიაზე მაღალი წილი.

საქართველოს ხუთი უმსხვილესი კომერციული ბანკიდან წმინდა აქტივების მიხედვით, ოთხი ბანკის (სს „საქართველოს ბანკი”, სს „თი-ბი-სი ბანკი”, სს „გაერთიანებული ქართული ბანკი”, და სს „საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკი”) საწესდებო კაპიტალში გერმანული კაპიტალი მონაწილეობს. საქართველოს კომერციული ბანკების აქციონერებად უკვე გვევლინებიან გერმანიაში ცნობილი კომპანიები: გერმანიის განვითარების სახელმწიფო ბანკი (KFW), კომერცბანკი (Commerzbank AG), გერმანული ინვესტიციებისა და განვითარების საზოგადოება (DEG), მარტინ ბაუერი (Martin Bauer GmbH) და საერთაშორისო მიკრო-საინვესტიციო კომპანია - გერმანიის საინვესტიციო ფონდი (IMI). აქციონერის ფინანსური სიძლიერე უშუალო კავშირშია ბანკის საიმედოობასთან, მას შეუძლია შესაძლო სირთულეების შემთხვევაში კომერციულ ბანკს აღმოუჩინოს ფინანსური თუ მმართველობითი მხარდაჭერა.

სს ,,საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკს” (MBG-ემ-ბი-ჯი) ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ გერმანული ბანკი, სააქციო კაპიტალის (64%) გერმანული, მენეჯმენტი გერმანული, ბანკის მართვას ახორციელებს გერმანული საკონსულტაციო კომპანია IPC. 2003 წლის 15 სექტემბრიდან ემ-ბი-ჯი ბანკმა შეიცვალა სახელი და გახდა სს „პროკრედიტ ბანკი”. ბანკის სახელის შეცვლით, რაიმე იურდიულ ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია, „პროკრედიტ ბანკს“ გადაეცა ემ-ბი-ჯი ბანკის ყველა სამართლებრივი უფლებები და მოვალეობები.

უნდა აღინიშნოს, რომ კომერცბანკი გერმანიის და საერთოდ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, 2001 წელს ემ-ბი-ჯი ბანკის აქციონერი გახდა. ემ-ბი-ჯი ბანკის ახალ აქციონერებად გახდომის გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში კომერცბანკის საქმიანობის დასაწყისად. კომერცბანკის ეს ინვესტიცია მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს საბანკო სექტორისათვის, ვინაიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა გერმანიის უმსხვილესი ბანკი ქართული ბანკის აქციონერი ხდება.

საქართველო-გერმანიის ეკონომიკურ თანამშრომლობაში ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მივიჩნევთ მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროს. მცირე და საშუალო ბიზნესი გერმანიის ეკონომიკის ღერძია, რომელიც თავისი განსაკუთრებული ადგილის გამო, არსებით როლს ასრულებს ამ ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალულმა სამინისტრომ 1999 წლის 13 მაისს საქართველოში პირველი მცირე და საშუალო კრედიტების გამცემი საფინანსო ინსტიტუტი სს ,,საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკი” (MBG-ემ-ბი-ჯი) დაარსა. ემ-ბი-ჯი ბანკი თავისი არსებობის მცირე დროის განმავლობაში სწრაფად განვითარდა და საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი გახდა.

გერმანულმა ორგანიზაციებმა საქართველოს კომერციულ ბანკებს გამოუყეს რამდენიმე გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობისათვის.

საქართველო-გერმანიის ეკონომიკურ თანამშრომლობაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა თანამშრომლობა საფინანსო და ტექნიკურ სფეროებში. დღეისათვის ერთ სულ მოსახლეზე გერმანიის სამთავრობო დახმარების სიაში საქართველოს პირველ ხუთეულში უკავია ადგილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გერმანია ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს განიხილავს როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტის მქონე ქვეყანას. გერმანია საქართველოსათვის მეორე უმსხვილესი დონორი ქვეყანაა, აშშ-ის შემდეგ.

საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის პირველი ქვეყანაა, რომელთანაც გერმანიამ ფინანსური თანამშრომლობა 1993 წელს და ტექნიკური თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო.2 გერმანიის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი კრედიტები შეღავათიანია (მოქმედების ვადა 40 წელი, გადახდის დაწყება 10 წლის შემდეგ, 0.75% წლიური საპროცენტო განაკვეთით), მაშინ როცა ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოს მიღებული აქვს კრედიტები გაცილებით მაღალი საპროცენტო განაკვეთით. საქართველოს კრედიტორ ქვეყნებს შორის გერმანია ერთადერთია, რომლის ვალების რესტრუქტურიზაციის პრობლემაც არ დამდგარა საქართველოს წინაშე.      საქართველოს მიერ გერმანიიდან მიღებული კრედიტები საკმაოდ დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანია, გერმანიას სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოსათვის განსაზღვრული აქვს დახმარების სფეროები კონკრეტული პროგრამების დონეზე, რაც ფულადი სახსრების უფრო ეფექტური გამოყენებისა და კორუფციის შემცირების საშუალებას იძლევა.

გერმანიასთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორი პრიორიტეტული სფეროდაა მიჩნეული. საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეაბილიტაციაში მონაწილეობა მიიღეს თვით გერმანულმა ფირმებმა. მაგალითად, პროექტით  ,,ენერგეტიკა I'' გათვალისწინებული მართვისა და ავტომატიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა გერმანულმა ფირმა ,,SIEMENS''-მა, რომელსაც 1997 წლიდან აქვს საქართველოში წარმომადგენლობა. გერმანიისაგან საქართველომ ენერგეტიკის სექტორში ყველაზე მეტი ფინანსური დახმარება მიიღო, სხვა ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ხელშემწყობ ქვეყნებს შორის.

ჩვენ მივიჩვევთ, რომ სასურველია გერმანელი ინვესტორების აქტიური ჩართვა საქართველოს მანქანათმშებლობის დარგში. ასევე საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა ექნება გერმანელი ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს ქიმიური და კვების მრეწველობით.

გერმანიასთან ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი სახსრების მოზიდვაა შესაძლებელი საერთაშორისო პროექტის ,,კავკასიის ინიციატივის“ რეალიზაციის შემთხვევაში, რომელიც საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში სამხრეთ კავკასიის რეგიონის სრულფასოვანი ჩართვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე გარდაქმნებს, როგორც ორმხრივი წესით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროექტების დონეზე. საქართველო-გერმანიის თანამშრომლობაში პრიორიტეტულ მიმართულებად მივიჩნევთ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროგრამების (ერგბ, ეკ, მბ, სსფ, და სხვ.) ფარგლებში. შესაძლებელია, რომ საქართველო გახდეს გერმანიის ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი კავკასიის რეგიონში.

საქართველო-გერმანიის  ეკონომიკურ თანამშრომლობაში ჩვენ  მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გერმანული ფირმების დაინტერესებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას შემდეგი მიმართულებით: გერმანული გრძელვადიანი კრედიტების გამოყოფა; გრძელვადიანი საკრედიტო ხაზების გახსნა საქართველოს კომერციული ბანკებისათვის; საქართველოს კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალში მონაწილეობის მიღება, გერმანული მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გადაცემა ქართულ საწარმოებისათვის; ქართულ-გერმანული ერთობლივი საწარმოების შექმნა; ქართული საწარმოებისათვის გერმანული პარტნიორების მოძიება;  საკონსულტაციო საქმიანობა; სალიზინგო კომპანიების შექმნაში მონაწილეობა და გერმანული ფირმების ან მათი ფილიალების დაარსება საქართველოში.

გერმანიასთან ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი სახსრების მოზიდვაა შესაძლებელი საერთაშორისო პროექტის ,,კავკასიის ინიციატივის,, რეალიზაციის შემთხვევაში, რომელიც საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში სამხრეთ კავკასიის რეგიონის სრულფასოვანი ჩართვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კავკასიის რეგიონის საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში სრულფასოვანი ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, გერმანულმა მხარემ ქართულ მხარეს შესთავაზა ახალი ინიციატივა ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც სამხრეთ კავკასიის მთელი რეგიონის განვითარებასა და აქ არსებული კონფლიქტების დარეგულირების ხელშეწყობას ისახავს მიზნად ე.წ. ,,კავკასიის ინიციატივის“ სახით. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ ახალი ,,კავკასიის ინიციატივის“ რეალიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კავკასიის რეგიონის საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში სრულფასოვან წარმოჩენასა და ჩართვას.რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში გერმანული მხარის მიერ პრიორიტეტულ სფეროებად მიჩნეულია: მხარდაჭერა სამართლებრივი სექტორის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა საგარანტიო-საკრედიტო ფონდის ჩამოყალიბების გზით (ადგილობრივი ბანკების მონაწილეობით); ხელშეწყობა ენერგეტიკის სექტორში და დახმარება ჯანმრთელობის დაცვის ერთობლივი, რეგიონული პროგრამების განხორციელებაში. კავკასიის ქვეყნების რეგიონალურ თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია. ამ მხრივ მართლა მნიშვნელოვანია გერმანული ,,კავკასიის ინიციატივა“, რომელიც რეგიონის სპეციფიკასა და პრობლემებს ითავალისწინებს. ფაქტია, რომ გერმანიას რეგიონულ პროცესებში საკუთარი ინტერესები ამოძრავებს, მაგრამ ეს ინტერესები ემთხვევა: პირველი, კავკასიის ქვეყნების მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას და მეორე, გერმანიასა და კავკასიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სრულყოფა-განვითარებას. აღნიშნული ინიციატივა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობისა და ურთიერთდამოკიდებულების გაღრმავებას.

ამრიგად, გერმანიასთან თანამშრომლობას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია საქართველოს გარდამავალ პერიოდში და პერსპექტივაში მოსალოდნელია საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერტობებში გერმანიის ადგილისა და როლის გაზრდა. საქართველო-გერმანიის თანამშრომლობას აქვს მომავალი, მაგრამ თანამშრომლობის თანამედროვე დონე ბევრად ჩამორჩება მის პოტენციურ შესაძლებლობებს.3 თანამედროვე პერიოდში სულ უფრო შესამჩნევი ხდება საქართველოთი გერმანიის ეკონომიკური დაინტერესების ზრდა. საქართველო-გერმანიას შორის ჩამოყალიბდა ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო, საფინანსო, საბანკო, ტექნიკური და სხვა სახის თანამშრომლობა. საქართველოს დასავლური ორიენტაცია, აღებული კურსი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და ამ მხრივ კონკრეტულად გადადგმული ნაბიჯები, გეოპოლიტიკური მდებარეობა ქმნის იმის საფუძველს, რომ გერმანიისათვის საქართველო ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი გახდეს კავკასიის რეგიონში XXI საუკუნეში.

_____________________

1. იხ. პაპავა ვ., პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა. თბ., „პდპ“, 2002. პაპავა ვ., საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური ფუნქცია. ჟურნ. ,,სოციალური ეკონომიკა'' 2001. №5. ბასილია თ., სილაგაძე ა., ჩიკვაიძე თ., პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია: საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე. თბ., 2001. გრიშიკაშვილი ა., გზა ევროკავშირისაკენ. თბ., 2003. გოცირიძე რ., ეკონომიკა, პოლიტიკა, ცხოვრება. თბ., 1999. დოღონაძე შ., ევროპის საბჭო და საქართველო. თბ., ,,მეცნიერება'', 2000. თვალჭრელიძე ა., (რედ.) საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები. თბ., „სანი“, 2002. თოდუა გ., ვეშაპიძე შ., (რედ.) მსოფლიო ეკონომიკა. თბ., 2001. ღვამიჩავა ა., ევროკავშირი XXI საუკუნის მიჯნაზე. თბ., თსუ გამომცემლობა, 1998. ჯიბუტი ა., ღლონტი ი., საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი. თბ., 2003. ყორღანაშვილი ლ., საერთაშორისო ინტეგრაციული პროცესები და საქართველო. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომები, ტომი I, თბ., 2001. ჩიკვაიძე თ., გლობალური ცივილიზაციის ფორმირება და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება XXI საუკუნისათვის. ჟურნ. ,,პოლიტიკა“ 1997. 1-3. ჭითანავა ნ., გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები (ეკონომიკური გლობალიზაცია და ეროვნულ-ეკონომიკური უსაფრთხოება).   ნაწ. III, თბ., 2001. ჯიბუტი მ., მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციის უახლესი ისტორია და პერსპექტივები. ეკონომიკის აქტუალური საკითხები, (სამეცნიერო ნაშრომთა კრებული), თბ., თსუ გამომცემლობა, XVI გამოშვება, 2001. ბეჟუაშვილი გ., საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირების საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტები. თბ., 2003. Weidenfeld, Werner (Hrsg.): Europa Handbuch. 2. Aufl. Gütersloh 2002.  Feyerabend, Friedrisch-Karl (Hrsg.): Europa auf dem Weg in das 21. Jahrhundert, Gießen 1998. Kowalsky, Wolfgang: Proekt Europa, Olpaden 1997. Klemmer, P. (Hrsg.): Handbuch der Europäischen Union, Luxemburg 1994. Weidenfeld, Werner/Wessels, Wolfgang: Europa von A-Z: Taschenbuch der europäischen Integration / Institut für  Europäische Politik 6. Aufl. Bonn: Europa Union Verlag 1997. და სხვა ავტორები.

 2. წყარო: Finanzielle Zusammenarbeit mit Georgien. Eine Partnerschaft mit Perspektiven. Herausgeber: Kreditanstalt für Wiederaufbau. 2001. S. 8.

3. იხ. ფუტკარაძე რ., გერმანიის ადგილი და როლი საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში. სამეცნიერო კრებული: ,,საერთაშორისო ბიზნესი“, თბ., თსუ გამომცემლობა, 2003. №1-2, გვ. 244

4 მიხაკების არშემდგარი რევოლუცია

▲ზევით დაბრუნება


რეგიონი

რევაზ ბახტაძე
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი

საქართველოში მომხდარი ,,ვარდების რევოლუციის შემდეგ, მიმომხილველები ვარაუდობდნენ, რომ დსთ- სივრცეში, შესაძლოა, დემოკრატიული ცვლილებები დაჩქარებულიყო. თუმცა, ჩვენს მეზობელ სომხეთში მარტის ბოლოს დაწყებული საპროტესტო მოძრაობა რევოლუციაში ვერ გადაიზარდა, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

სომხეთში რევოლუციური მოთხოვნებით ოპოზიციის მოძრაობა, რომელმაც პიკს გასულ თვეს მიაღწია, რეალურად, გაცილებით ადრე დაიწყო. 2003 წლის თებერვალ-მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც რობერტ კოჩარიანი, დაახლოებით, 60 პროცენტით გამარჯვებულად გამოცხადდა, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ბლოკმა ,,ართარუთიუნმა“ (სამართლიანობამ) და მისმა ლიდერმა სტეფან დემირჭიანმა საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს.

თუმცა, დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ მიტინგების ჩატარება შეწყდა, რის მიზეზადაც ოპოზიციამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა და იმავე წლის მაისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების აუცილებლობა დაასახელა.

2004 წელს ოპოზციის გამოსვლების ფორმალური მიზეზი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წელს მიღებული დადგენილება გახდა, რომლის თანახმად, არჩევნების შედეგები არ გაუქმებულა, მაგრამ საბოლოო ვერდიქტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ნდობის რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია.

სწორედ პრეზიდენტის ნდობის რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით განახლდა მცირემასშტაბიანი გამოსვლა 2003 წლის 15 დეკემბერს. 2 თებერვალს პარლამენტმა, რომელსაც კოჩარიანის მომხრე სამი პოლიტიკური პარტია აკონტროლებს, ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანაზეც კი უარი განაცხდა.

წელს საპროტესტო აქციების სერია გიუმრიში 28 მარტს დაიწყო და 9 აპრილიდან ერევანში გაგრძელდა. აღსანიშნავი, რომ ამჯერად, ოპოზიციამ გაერთიანება მოახერხა და ეროვნული ერთიანობის პარტიამ არტაშეს გეღამინის მეთაურობით ბლოკ ,,ართარუთიუნთან“ ერთად გამოსვლა გადაწყვიტა. გამოსვლებმა პიკს 12-13 აპრილს მიაღწია, როდესაც კოჩარიანის რეზიდენციასთან მდგომი ადამიანები გამთენიისას დაარბიეს, ხოლო ოპოზიციის მომხრეები და თვით დეპუტატებიც  დააპატიმრეს.

ამის შემდეგ, გამოსვლები ისევ იყო, მაგრამ შედარებით მცირე მასშტაბიანი. ხოლო 4 მაისს ოპოზიციის მიტინგზე ლიდერებმა განაცხადეს, რომ ათი დღით წყვეტენ მიტინგებს და ხელისუფლებას დროს აძლევენ დასკვნების გამოსატანად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

ერევანში გამოსვლების დაწყებისთანავე, სომხეთშიც და მის გარეთ პარალელების გავლება საქართველოს ,,ვარდების რევოლუციასთან“ დაიწყეს. თვალსაჩინო ანალოგია 10 აპრილის მიტინგზე გამოჩნდა: სომეხ ,,რევოლუციონერებს“ ხელში ყვავილები, თეთრი მიხაკები ეჭირათ. თუმცა, არსებული მოლოდინების მიუხედავად, შედეგად არშემდგარი რევოლუცია მივიღეთ. 

პრეზიდენტმა კოჩარიანმა 8 აპრილს ერევანში მიტინგების დაწყების წინა დღეს საზოგადოებრივი ტელევიზიით გამოსვლისას საგანგებოდ განაცხადა, რომ ,,საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა სომხეთში არსებულ ვითარებაზე გავლენა მოახდინა“. თუმცა, მას [ოპოზიციას] ავიწყდება, რომ სომხეთსა და საქართველოში ვითარება განსხვავებულია, ისევე როგორც განსხვავებულია [საქართველოსა და სომხეთის] ხელისუფლებების ძალა“.

კოჩარიანის აღნიშნული მოსაზრება თითქმის ყველა ანალიტიკოსმა და მიმომხილველმა გაიზიარა. ისინი რევოლუციის ჩავარდნის ერთ-ერთ მიზეზად სომხეთის ხელისუფლების ლეგიტიმურობის შედარებით მაღალ ხარისხს ასახელებენ. ფაქტობრივად, საქართველოში რევოლუცია აღმასრულებელი ხელისუფლების კოლაფსმა გამოიწვია. შევარდნაძე და მისი ხელისუფლება აბსოლუტურად დისკრედიტირებული იყო, თვით უახლოესი გარემოცვის თვალშიც კი. 

განსხვავებით საქართველოს წინა პრეზიდენტისაგან, რომელსაც შეიარაღებულ ძალებში ლეგიტიმურობა და კონტროლი ჰქონდა დაკარგული, რობერტ კოჩარიანი და მისი უახლოესი მოკავშირე თავდაცვის მინისტრი სერჟ სარგსიანი ოფიცრებისა და უბრალო ჯარისკაცებისათვის დიდ ავტორიტეტებს წარმოადგენენ, ისინი ყარაბაღის ომის გმირები არიან და არმიის მიმართ გაცილებით მეტ ყურადღებას იჩენენ, რასაც სამხედრო ბიუჯეტიც ცხადყოფს. ამას გარდა, სამხედროები არალეგალური ბიზნესითაც არიან დაკავებულები, რასაც ისევ და ისევ პრეზიდენტს ,,უმადლიან“.

სომხეთის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყარაბაღის არმიაც, რომელიც ყველა კრიტიკულ მომენტში ჩამოäყავთ სარგსიანს და კოჩარიანს ერევანში, რადგან ისინი ნებისმიერი ბრძანების უყოყმანოდ შემსრულებლები არიან. ყარაბაღის არმიაზე აქცენტის გაკეთება გასაგებია, რადგან კოჩარიანიცა და სარგსიანიც მთიანი ყარაბაღელები არიან. სომხეთში ჟურნალისტები და უბრალო ხალხი ამბობს, რომ 13 აპრილს მიტინგი სწორედ ყარაბაღიდან ჩამოყვანილმა ნაწილებმა დაარბიეს.

ძალის გადაჭარბებული გამოყენება და ოპოზიციონერთა მასობრივი დაპატიმრებები ცხადყოფს, რომ საქართველოს მაგალითმა ერევნის ხელისუფლება ზედმეტად შეაშინა და ისინი ვითარებას მომზადებულები შეხვდნენ, მეორე მხრივ, ამგვარმა რეაქციამ თავად კოჩარიანის ხელისუფლების სისუსტეც გამოავლინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ და სახელისუფლო კოალიციაში შემავალი პარტიის ,,ორინაც იერკირის“ (სამართლის ქვეყანა) ლიდერმა არტურ ბაღდასარიანმა ღიად დაგმო ხელისუფლების ქმედებები, ხოლო ,,დაშნაკციუტუნმა“ ოპოზიციასთან დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე არაერთხელ განაცხადა. მათ ოპოზიციას, ქუჩის აქციებზე უარის თქმის სანაცვლოდ, სამთავრობო კოალიციაში თავიანთი კვოტიდან ადგილებიც კი შესთავაზეს, მაგრამ ამას შედეგი არ გამოუღია. სომეხი ექსპერტების აზრით, კოჩარიანის მოკავშირეებმა ორმაგი თამაშის დაწყება სცადეს. პრეზიდენტი საკუთარი მოკავშირეების ამ ,,გულჩვილობამ“ აშკარად გააღიზიანა და ისინი სასწრაფოდ გააჩუმა.

რევოლუციის არშედგომის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი არის ოპოზიციის დაქსაქსულობა და გამოკვეთილი ლიდერის არარსებობა. 2003 წელს, ეროვნული ერთიანობის პარტიის ლიდერი არტაშეს გეღამიანი და ბლოკ ,,ართარუთიუნის“ (სამართლიანობა) ლიდერი სტეფან დემირჭიანი გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც ვერ გაერთიანდნენ. მართალია, ახლა ისინი ერთად არიან, მაგრამ არცერთ მათგანს საქართველოს პრეზიდენტის მსგავსი ქარიზმა არ აქვს. დიდი ქარიზმის მქონე ლიდერის გარეშე კი რევოლუიციის მოხდენა შეუძლებელია. დემირჭიანის მთელი საარჩევნო კამპანია და ამჟამინდელი გამოსვლები მამამისის - კარენ დემირჭიანის სახელთან არის დაკავშირებული და ახალს იგი ბევრს ვერაფერს ეუბნებოდა ამომრჩეველს. თანაც, ის კარგი ორატორი არ არის. რაც შეეხება, გეღამიანს ის შალვა ნათელაშვილის ტიპის პოლიტიკოსია: იგი გამოცდილი დემაგოგია და მას გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერები მუდმივად äყავს, მაგრამ სხვადასხვა ფენების მობილიზებისა და გაერთიანების უნარი მას აშკარად არ შესწევს.

ამას გარდა, ოპოზიციამ მთავარი მომენტი ხელიდან გაუშვა - საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მთელს ქვეყანაში დაგროვილი დიდი საპროტესტო მუხტი. არჩევნებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მოსახლოების ნაწილი აპათიამ მოიცვა, ნაწილი შეეგუა და ახლა გაცილებით ძნელია ისევ არჩევნების გაყალბების გამო, ხალხის დიდი რაოდენობით მობილიზება. 

მესამე, ეს არის მედიის, არასამთავრობო სექტორისა და პარტიების სისუსტე. საქართველოს მოვლენებმა დაადასტურა, რაოდენ დიდ როლს ასრულებს თავისუფალი მედია ხალხის მობილიზების თვალსაზრისით. სომხეთში კი 2002 წელს ერთადერთი ოპოზიციური არხი ,,ა1+“ დახურეს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, აღარ გახსნილა. ფაქტობრივად, სომხეთში არ არსებობს არცერთი ტელევიზია, რომელიც ოპოზიციის საქმიანობას მეტ-ნაკლებად დაბალანსებულად გააშუქებს. არსებობს რამდენიმე ოპოზიციური გაზეთი, მაგრამ მცირე ტირაჟის გამო, მათი გავლენა ელექტორატზე მცირეა.

ისევ და ისევ მედიის შეზღუდული თავისუფლების გამო, სამოქალაქო სექტორის გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დიდი არაა. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებს, საქართველოს მსგავსად, ძალზე სუსტი ორგანიზაციული სტრუქტურა და რეგიონული ქსელი აქვთ და, შესაბამისად, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ხალხის მობილიზაციის ამ მექანიზმსაც არ ფლობენ.

მეოთხე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელზეც, თითქმის, არაფერს ამბობენ, არის დემოგრაფიული ფაქტორი. სამხრეთი კავკასიის არცერთი სახელმწიფოდან არ მომხდარა ისეთი მასობრივი ემიგრაცია, როგორც სომხეთიდან. სომხეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს უცხოეთში ნათესავ-მეგობრები ან უბრალოდ კარგად ორგანიზებული სომხური თემი ეგულებოდა და ამდენად მათთვის გაცილებით იოლი იყო ქვეყნიდან წასვლა. სხვადსხვა მონაცემებით, დღეს სომხეთიდან 1-1.5 მილიონი კაცია გასული. 1989 წლის აღწერით, სომხეთში სამ მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობდა. თანაც, ემიგრანტების უმრავლესობას ახალგაზრდა, განათლებული და უნარიანი ადამიანები შეადგენს. რევოლუციურ მუხტს კი, ძირითადად, ამგვარი ხალხი ატარებს. საქართველოში ემიგრაციას სომხეთის მასშტაბებისთვის არ მიუღწევია.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არსებობდა უნიკალური ვითარება, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება იყო ძალიან სუსტი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება - ძლიერი. ამ ეტაპზე სომხეთში საქართველოს ტიპის რევოლუციის ჩავარდნა, პირველყოვლისა, ამგვარი ნაზავის არარსებობამ განაპირობა.

 

5 კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსი

▲ზევით დაბრუნება


რეგიონი

ნიკა ჩიტაძე
პოლიტიკური კვლევების ცენტრი

კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა გარკვეულწილად გლობალური ხასიათის პრობლემას წარმოადგენს, რადგან მასზე დიდად არის დაკავშირებული კასპიის რეგიონში მდებარე სანავთობო რესურსების ექსპლუატაციის საკითხი.

კასპიის ზღვა, საბჭოთა რუსეთსა და შემდგომში სსრკ-სა და ირანს შორის შესაბამისად 1921 და 1940 წლებში დადებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების თანახმად ითვლებოდა ორი ქვეყნის მოხმარების საერთო ობიექტად და კასპიის ზღვის არამონაპირე მესამე ქვეყნების საქმიანობა აკრძალული იყო. ოფიციალური საზღვარი კასპიის ზღვაზე არ არსებობდა. სსრკ-სა და ირანს ნაოსნობისა და თევზჭერის თანასწორი უფლებები ჰქონდათ მთელს აკვატორიაში, თუმცა პრაქტიკულად იგი მათ შორის გაყოფილი იყო. 1934 წლიდან სსრკ-მა ცალმხრივად დაადგინა კასპიის ზღვაზე არაოფიციალური საზღვარი ასტარა-ჰასან-ყულის ხაზზე. ეს გაყოფა ორივე მხარის მიერ დაცული იყო, თუმცა ირანის ხელისუფლებას აღნიშნული სახელმწიფო საზღვარი ოფიციალურად არ უღიარებია. თითოეული სახელმწიფო თავის სექტორში ახორციელებდა სამეურნეო საქმიანობას.

ირანის სექტორი კასპიის ზღვაში შეადგენდა 12%-ს, ხოლო საბჭოთა კავშირისა - შესაბამისად 88%-ს. რადგანაც სსრკ აკონტროლებდა საზღვაო აკვატორიის უმეტეს ნაწილს, ირანის სატვირთო, სამგზავრო და თევზსაჭერი ფლოტი კასპიის ზღვაზე განუვითარებელი დარჩა. იმის გამო, რომ ხსენებული ხელშეკრულების თანახმად კასპიის ზღვა წარმოადგენდა მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და ირანის საკუთრებას, საბჭოთა ხელისუფლება პროტესტს აცხადებდა იმის წინააღმდეგ, რომ ირანს ეთანამშრომლა მესამე ქვეყნებთან კასპიის ზღვის ფსკერზე არსებული ნავთობის ძებნა-ძიებისა და ამოღების სფეროში. ამის შედეგად, ირანი ფაქტიურად მოკლებული იყო თავის სექტორში არსებული ნავთობის რესურსების სრულყოფილი დამუშავების შესაძლებლობას.

სოციალისტური სისტემის კრახმა და სსრკ-ს დაშლამ ძირფესვიანად შეცვალა სიტუაცია მთელს მსოფლიოში, მათ შორის კასპიის რეგიონში. როგორც ცნობილია, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების გამოჩენაზე მრავალმა ქვეყანამ მოახდინა რეაგირება, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს კასპიის რეგიონს ირანი და თურქეთი. ამ რეგიონის მიმართ ინტერესი გაუღრმავდათ აგრეთვე ევროპის ქვეყნებს, აშშ-ის, იაპონიას, პაკისტანს, ინდოეთს, ჩინეთს. შუა აზიისა და კავკასიის ბუნებრივი სიმდიდრეები სხვადასხვა ორიენტაციის მქონე სახელმწიფოებს იზიდავენ, რომლებიც ამ რეგიონში თავიანთი საქონლის გასაღების პერსპექტიულ ბაზრებსაც ხედავენ.

1992 თებერვალში ირანის პრეზიდენტმა ალი აკბარ რაფსანჯანიმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შესთავაზა შეექმნათ კასპიისპირა სახელმწიფოების რეგიონალური თანამშრომლობის ორგანიზაცია. ირანი იმედოვნებდა, რომ თანასწორუფლებიანობის პრინციპზე აგებული ორგანიზაციის შექმნა საშუალებას მისცემდა მას გამოესწორებინა ის უთანასწორობა, რომელშიც იგი იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის არსებობის დროს. ამ დროს კი აზერბაიჯანმა გამოაცხადა კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორზე თავისი საკუთრების უფლება. 1993 წელს თურქმენეთმა მიიღო კანონი საზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც თავის ტერიტორიულ წყლებად გამოცხადებულ იქნა 12-მილიანი ზონა. ყაზახეთმა კი კასპიის ზღვის მონაპირე ქვეყნებს შესთავაზა გაეყოთ კასპიის ზღვა გაეროს 1982 წლის კონვენციის მიხედვით, რომელიც ეხება საზღვაო სამართალს და რომელშიც განსაზღვრულია ტერიტორიალური წყლის ცნება.

1994 წლის აპრილსა და სექტემბერში რუსეთმა დიდი ბრიტანეთის მთავრობას გაუგზავნა ნოტები, სადაც აღნიშნავდა, რომ აზერბაიჯანთან სანავთობო კონტრაქტების დასადებად არ არსებობს სამართლებრივი ბაზა, რადგანაც კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსი ჯერ განსაზღვრული არ არის და შესაბამისად აზერბაიჯანს არ გააჩნია საკუთარი სექტორი კასპიის ზღვაში. იმავე წლის იანვარში, ივნისსა და ივლისში რუსეთმა საპროტესტო ნოტები გაუგზავნა აზერბაიჯანს მისი პრეტენზიის საპასუხოდ.

ამის მიუხედავად, 1994 წლის 20 სექტემბერს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის 8 სანავთობო კომპანიამ, რომლებსაც მხარს უჭერდნენ მათი ქვეყნების მთავრობები, აზერბაიჯანთან ხელი მოაწერეს ,,საუკუნის კონტრაქტს“. კონტრაქტი ეხებოდა ნავთობის საბადოების დამუშავებას, რომლებიც, როგორც კონტრაქტის ტექსტშია მითითებული, განლაგებულია კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში. კონტრაქტს მოგვიანებით შეუერთდნენ თურქეთი და რუსეთის სანავთობო კომპანია ,,ლუკოილი“, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. კონსორციუმის პრეზიდენტის ტერი ადამსის განცხადებით, პროექტში რუსეთის ნავთობკომპანიის მონაწილეობის ფაქტი წარმოადგენს ამ ნავთობრესურსების ათვისების კანონიერ გარანტიას და აზერბაიჯანის უფლების დე-იურე ცნობას, დაამუშაოს კონტრაქტით გათვალისწინებული ნავთობსაბადოები.

დასავლეთის კომპანიებმა უარი განაცხადეს კონსორციუმში ჩაერთოთ ირანიც, მიუხედავად აზერბაიჯანის მიერ ადრე ხელმოწერილი შეთანხმებისა, რომლის თანახმადაც ირანს უნდა გადასცემოდა აზერბაიჯანის წილის 25%. აზერბაიჯანი ერთობ დაინტერესებული იყო ირანთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით, რადგან სწორედ ირანში მიემართებოდა აზერბაიჯანული ექსპორტის დიდი ნაწილი, მათ შორის ნავთობპროდუქტები. თავის მხრივ, ირანი აზერბაიჯანს ამარაგებდა ელექტროენერგიით და მრავალი აუცილებელი საქონლით. ირანის დაინტერესება აზერბაიჯანთან თანამშრომლობის განვითარებით იმითაც იყო განპირობებული, რომ აზერბაიჯანს გააჩნდა დიდი გამოცდილება ნავთობის საზღვაო საბადოების დამუშავების საკითხებში და შეეძლო დახმარების აღმოჩენა კასპიის ზღვის დაზვერვასა და ნავთობმომპოვებელი კომპლექსის დამუშავების სფეროში. დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისა და კომპანიების გადაწყვეტილებამ, რომელსაც აზერბაიჯანი იძულებული იყო შერიგებოდა, გაამწვავა ირანსა და აზერბაიჯანს შორის დამოკიდებულება. ირანმა მკვეთრად შეამცირა (120-დან 30 ათას ტონამდე თვეში) აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების შესყიდვა, რამაც შეამცირა აზერბაიჯანის სავალუტო შემოსავლები და საგრძნობი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას.

ამის შემდეგ ირანმა საგარეო ორიენტაცია რუსეთთან დაახლოებისაკენ აიღო. ირანელი სახელმწიფო მოღვაწეები თავიანთ განცხადებაში ხაზს უსვამდნენ, რომ რუსეთთან ინტეგრაციული პროცესების განვითარებას სტრატეგიული ხასიათი ჰქონდა. თავის მხრივ, ირანთან დაახლოება რუსეთის ინტერესებშიც შედიოდა, რადგან რუსეთმა ირანში დაინახა სტრატეგიული პარტნიორი ახლო და შუა აღმოსავლეში. აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია, რომ მოსკოვმა და თეირანმა კასპიის ზღვის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით იდენტური პოზიცია დაიკავეს.

იმ პერიოდისათვის შესამჩნევი ევოლუცია განიცადა თურქმენეთის მიდგომამ კასპიის ზღვის სამართლებრივი რეჟიმის პრობლემის მიმართ. მოსკოვში ვიზიტის დროს (მაისი 1995 წელი) თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურად ნიაზოვმა განაცხადა, რომ კასპიის ზღვის სტატუსის თაობაზე იგი მხარს უჭერდა რუსეთის პოზიციას. ამ ვიზიტის დროს ხელი მოეწერა 23 ხელშეკრულებასა და შეთანხმებას ორმხრივი თანამშრომლობის თაობაზე სხვადასხვა სფეროში.

ამასთან, თურქმენეთი დაინტერესებული იყო ირანთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებით, რადგან სწორედ მისი ტერიტორიის გავლით შეიძლებოდა განხორციელებულიყო თურქმენეთში მოპოვებული ბუნებრივი აირის მიწოდება პოტენციური მყიდველებისათვის, კერძოდ, ინდოეთისათვის, თურქეთისა და პაკისტანისათვის, აგრეთვე ევროპის ქვეყნებისათვის. განხვავებით ყაზახეთისა და აზერბაიჯანისაგან, რომლებიც მოითხოვდნენ კასპიის ზღვის სექტორებად დაყოფას, იმედოვნებდნენ რა, რომ მიიღებდნენ დასავლეთის ინვესტიციებს ნავთობსაბადოების დასამუშავებლად, თურქმენეთისათვის ეს პრობლემა არც თუ ისე აქტუალური იყო, რადგან მისი ძირითადი საექსპორტო საქონელი იყო და არის ბუნებრივი აირი. ამ თვალსაზრისით იგი უფრო ირანზე იყო დამოკიდებული, რომლის ტერიტორიაზეც საექსპორტო გაზსადენები უნდა გასულიყო. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის გამოცდილებამ თურქმენეთი დაარწმუნა, რომ დასავლეთის სანავთობო კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება გარდაუვლად გამოიწვევდა ირანთან ურთიერთობების გაუარესებას, რაც თურქმენეთის ინტერესებში არ შედიოდა, მისთვის იმდენად საჭირო არ იყო მსხვილი ინვესტიციები, რათა კვლავ გაეზარდა გაზის მოპოვება 95-100 მილიარდ კუბურ მეტრამდე, რამდენადაც მოეპოვებინა გასაღების ახალი ბაზრები ირანის ტერიტორიის გავლით. ამიტომაც სავსებით ლოგიკური იყო, რომ იგი მოითხოვდა კასპიის ზღვის ერთობლივად მოხმარებას და იზიარებდა რუსეთ-ირანის შეთანხმებულ პოზიციას. თურქმენეთი მიიჩნევდა, რომ ,,აზერის“ ნავთობსაბადო მას ეკუთვნოდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურად ნიაზოვმა (20. 01. 97.) რუკაზე გადახაზა კასპიის ზღვაში მდებარე ნავთობსაბადოს ოფიციალური სახელწოდება ,,აზერი“ და მას ,,თურქმენბაში“ უწოდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ხსენებული საბადოს კუთვნილების საკითხი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

1995 წლისათვის სავსებით განისაზღვრა კასპიისპირა ქვეყნების დაყოფა ორ ბანაკად: კასპიის ზღვის გაყოფის მომხრენი (აზერბაიჯანი, ყაზახეთი) და ერთობლივად მოხმარების მომხრენი (რუსეთი, ირანი და ნაწილობრივ თურქმენეთი).

მოგვიანებით რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, სადაც აღიარებულია მათი ორმხრივი უფლება გამოიყენონ კასპიის ზღვის რესურსები. ეს დეკლარაცია ბევრ გაუგებარ საკითხს მოიცავს, განსხვავებით აზერბაიჯან-ყაზახეთის ერთობლივი განცხადებისა კასპიის სტატუსის შესახებ, სადაც მათი პოზიციები აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს, და ისინი უფრო კონკრეტული და ერთსულოვანია.

საბოლოო ჯამში ვითარება შემდეგია:

წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, კასპიის ზღვა არის ტბა, რომლის მიმართაც ღია ზღვის მარეგულირებელი ნორმები არ გამოიყენება.

რუსეთისა და ირანის პოზიციის მიხედვით კასპიის ზღვა უნდა იყოს ზღვისპირა სახელმწიფოთა საერთო სარგებლობის ობიექტი. რუსეთს მიაჩნია, რომ კასპიისპირა სახელმწიფოებმა თავიანთი ურთიერთობები უნდა შეუსაბამონ რუსეთ-ირანის 1921 წლის და სსრკ-ირანის 1940 წლის ხელშეკრულებებს კასპიის ზღვის შესახებ. ამასთანავე ეს ხელშეკრულებები ეხება მხოლოდ ნაოსნობას და მეთევზეობას და არ არეგულირებს მინერალური რესურსების ათვისების საკითხებს. ამასთანავე ყაზახეთი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი არ მონაწილეობენ ამ ხელშეკრულებების დადებაში, სწორედ ამით ამართლებენ დღეს ყაზახეთი და აზერბაიჯანი თავიანთ პოზიციას. მათი შეხედულებით ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად.

რუსეთი და ირანი, ასევე მიიჩნევენ, რომ ზღვისპირა სახელმწიფოების მფლობელობაში უნდა იქნეს 20-მილიანი ტერიტორიული წყლები; მათ უნდა მოჰყვებოდეს ასევე 20-მილიანი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, რომლის ფარგლებში ზღვისპირა სახელმწიფო გააკონტროლებდა ზღვის ცოცხალ და არაცოცხალ რესურსებს. კასპიის ზღვის დანარჩენი ნაწილი კი უნდა ყოფილიყო ზღვისპირა სახელმწიფოთა საერთო მონაპოვარი, რომლის ათვისებაც მოხდება ზღვისპირა სახელმწიფოთა შეთანხმებით.

აქ ნათლად ჩანდა რუსეთის მისწრაფებები, რომელსაც იგი არც მალავდა: რუსეთს უნდა შეძლებოდა მოეხდინა ნებისმიერი ღონისძიების ბლოკირება კასპიის ზღვაზე, რომელსაც იგი თავის ინტერესებთან შეუსაბამად მიიჩნევდა. რუსეთის ინტერესებში კი ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე სხვა ზღვისპირა სახელმწიფოთა კონკურენციის თავიდან აცილება წარმოადგენდა.

მოგვიანებით რუსეთის პოზიციამ გარკვეული ევოლუცია განიცადა: რუსეთი არ გამორიცხავდა შესაძლებლობას დათანხმებოდა კასპიის ზღვის (მაქსიმუმ 45-მილიან) სექტორებად დაყოფას, თუკი ზღვის ცენტრალური ნაწილი საერთო სარგებლობის ობიექტი იქნებოდა. რუსეთის პოზიციის შერბილება შემდგომშიც მოსალოდნელი იყო, რადგან იგი განაპირობებდა რუსეთში არსებული საქმიანი წრეების ინტერესებს, დასავლეთის საქმიან წრეებთან კონფლიქტის შესაძლებლობას და ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან ურთიერთობების გაუარესების საშიშროებას. ეს სახელმწიფოები აუცილებელ პირობად მიიჩნევდნენ თავიანთი სუვერენული უფლებების შენარჩუნებას.

ირანის პოზიციის თანახმად, კასპიის ზღვის რესურსები საერთო სარგებლობის ობიექტი იყო. რეჟიმის დასარეგულირებლად უნდა დადებულიყო კონვენცია კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ. ნავთობის მოპოვება უნდა გაეკონტროლებინა გარემოს დაცვის კომიტეტს, რომელიც უნდა შემდგარიყო კასპიისპირა სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან. კომიტეტს უნდა შეძლებოდა ნავთობმომპოვებელთა საქმიანობის შეჩერება, თუ იგი ეკოგარემოს საფრთხეს შეუქმნიდა. ირანის განცხადების თანახმად, გარემოს უსაფრთხოება კასპიის ზღვასთან დაკავშირებული უმთავრესი პრიორიტეტია.

ირანის შიდა კანონმდებლობის მიხედვით, მისი სუვერენიტეტი ვრცელდებოდა მის ნაპირთან მომიჯნავე ზღვის ფსკერზე და ნედლეულზე.

აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პოზიციის მიხედვით, კასპიის ზღვა მონაპირე სახელმწიფოებს შორის უნდა დაყოფილიყო სექტორებად. სექტორი უნდა წარმოადგენდეს მონაპირე სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. მონაპირე სახელმწიფოს ექნებოდა ექსკლუზიური უფლებები მისი სექტორის ყველა სახის რესურსებზე. ამ მოდელის რეალიზაციის შემთხვევაში ნავთობის ყველაზე მდიდარ საბადოებს და აკვატორიის პერსპექტიულ უბნებს მიიღებდნენ აზერბაიჯანი და ყაზახეთი.

აზერბაიჯანის და ყაზახეთის პოზიცია უახლოვდება სასაზღვრო ტბებთან (ანუ ტბების, რომლის მონაპირე რამდენიმე სახელმწიფოა) დაკავშირებულ საერთაშორისო პრაქტიკას. ამ პოზიციას ხელს ისიც უწყობდა, რომ ოთხ მონაპირე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის კასპიის ზღვა სსრკ მრეწველობის სამინისტროს მიერ გაყოფილი იყო სექტორებად (ეს მოხდა 1970 წელს). დღეს მოკავშირე რესპუბლიკების ადმინისტრაციული საზღვრები აღიარებულია სახელმწიფო საზღვრებად.

აზერბაიჯანის მიერ აგრეთვე წარმოდგენილი იყო პროექტი, რომლის მიხედვითაც კასპიის ზღვა ღია ზღვად განიხილებოდა (გაერო-ს 1982 წლის კონვენციის საფუძველზე). ამ მოდელის მიხედვითაც აზერბაიჯანი და ყაზახეთი ყველაზე ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ზღვისპირა სახელმწიფოების მფლობელობაში იქნებოდა 12-მილიანი ტერიტორიული წყლები და 200-მილიანი ეკონომიკური ზონა ექსკლუზიური სარესურსო პოლიტიკის უფლებით. ყაზახეთიც აცხადებდა, რომ მონაპირე სახელმწიფოებმა თავიანთ სექტორებში დამოუკიდებლად უნდა აწარმოონ რესურსების მოპოვება.

თურქმენეთის პოზიცია ჯერ მთლად გარკვეული არ იყო: მისი პოზიციის მიხედვით, კასპიის ზღვის აკვატორია უნდა იყოს საერთო სარგებლობაში, ხოლო ფსკერი თავისი ნედლეულით უნდა დაიყოს ნაციონალურ სექტორებად. საერთოდ, თურქმენეთს თავისი პოზიცია იმ პერიოდისათვის ჯერ გაშლილად არ ჰქონდა წარმოდგენილი. მანამდე მიიჩნეოდა, რომ თურქმენეთი იზიარებდა რუსეთისა და ირანის პოზიციას. სახეზე იყო დაპირისპირება თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამ დაპირისპირებას საფუძვლად ედო ნავთობის საბადოები ,,აზერი“ და ,,ჩირაგი“. ეს საბადოები თურქმენეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა თურქმენეთის საკუთრებად. აღნიშნული ტერიტორიული დავის ოპტიმალურ ვადებში ვერ გადაწყვეტა დასავლური კაპიტალის მოზიდვის გზაზე წინააღმდეგობად შეიძლება ქცეულიყო. სწორედ ამ დაპირისპირებამ გადაიყვანა თურქმენეთი აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პოზიციაზე, ანუ მოგვიანებით იგი უკვე მხარს უჭერდა კასპიის ზღვის სექტორებად დაყოფას.

რუსეთი დაუშვებლად მიიჩნევდა ცალმხრივ მოქმედებებს კასპიის ზღვაზე. გაერო-სადმი მიმართვაში რუსეთმა აღნიშნა, რომ იგი მზად იყო ნებისმიერ ღონისძიებისათვის მიემართა იმ შედეგების აღსაკვეთად, რომლებიც გამოწვეული იქნებოდა კასპიის ზღვაზე ცალმხრივი მოქმედებებით.

თურქმენეთი მიიჩნევდა, რომ კასპიის ზღვის საბოლოო სტატუსის განსაზღვრამდე პრაქტიკული საქმიანობა ნავთობის ასათვისებლად არ უნდა ყოფილიყო დაწყებული.

აშშ, როგორც ნავთობის უდიდესი მომხმარებელი, რომელსაც მოხმარებული ნავთობის ნახევარზე მეტი შემოაქვს, დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს კასპიის ზღვის სტატუსის ირგვლივ მიმდინარე კამათს.

აშშ ემხრობოდა და ემხრობა კასპიის ზღვის სექტორებად დაყოფას, რადგანაც სურვილი ჰქონდა დადებული კონტრაქტების განხორციელების გარანტიები ჰქონოდა. აშშ-ის აზრით, საერთო მფლობელობის პრინციპის განხორციელება, საფრთხის ქვეშ დააყენებდა ნავთობსაბადოების ,,აზერის“, ,,გიუნეშლის“, და ,,ჩირაგის“ ათვისების პროექტებს. ამასთან, საერთო საკუთრების პრინციპის განხორცილება ნიშნავდა ირანის ჩართვას კასპიის ზღვის ნავთობის ათვისების პროცესში, რაზედაც შეერთებული შტატების შესაძლო რეაქცია ნათელი იყო.

1997 წლის აგვისტოში საბადოების ათვისებაზე აზერბაიჯანის მთავრობამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, მათ შორის ,,ქიაფაზის“, ,,აზერისა“ და ,,ჩირაგის“ სტრუქტურებზე, რომლებიც როგორც ვიცით საბჭოური დაყოფით აზერბაიჯანის სექტორში მდებარეობენ.

იმავდროულად, კასპიის ზღვის ყაზახეთის სექტორში განლაგებულ სტრუქტურათა ათვისებაზე, რუსეთის მთავრობამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

1998 წლის იანვარში აზერბაიჯანისა და თურქმენეთის პრეზიდენტების ინტენსიური კონტაქტების შედეგად, შეიქმნა აზერბაიჯან-თურქმენეთის კარტოგრაფთა და იურისტთა ერთობლივი კომისია. კომისიის მუშაობის შედეგად, თებერვალში თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ე. ვაზპანოვმა განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ,,შუა ხაზის“ დადგენის პრინციპებზე, მაგრამ არსებობს უთანხმოება ამ ხაზის დასადგენად გამოსაყენებელი მეთოდების საკითხში.

1998 წლის 30 მარტს, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის შაჰმურადოვის ბაქოში ვიზიტისას, ხელი მოეწერა კომუნიკეს ,,კასპიის ზღვაზე აზერბაიჯანისა და თურქმენეთის იურისდიქციის საზღვრებზე მოლაპარაკებათა შედეგების შესახებ“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეებმა დაადასტურეს ზღვის მშვიდობიანი გამოყენების უპირობო პრინციპი და ამ დებულებას კასპიის სამართლებრივ სტატუსში შეტანას აუცილებლად მიიჩნევენ. მხარეებმა დაადასტურეს, რომ კასპიის ზღვა, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის ნაწილში, იყოფა შუა ხაზის პრინციპით საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზღვისპირა სახელმწიფოები კასპიის ზღვის საკუთარი ეროვნული სექტორის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების გამოყენების საკითხში უპირობო უფლებებით სარგებლობენ.

კასპიის ზღვაზე რუსეთ-ყაზახეთის ტერიტორიული დავა შედარებით ადვილად გადაწყდა. აშხაბადის შეთანხმების დებულებების არაპერსპექტიულობაში დარწმუნებულმა რუსეთმა კასპიის ზღვის სტატუსის განსაზღვრის ახალი ვარიანტი წამოაყენა, რომელიც ასტრახანში 1998 წლის თებერვლის რუსეთ-ყაზახეთის სამთავრობო დონის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ახალი ვარიანტი კასპიის ზღვის ფსკერისა და მისი რესურსების სექტორულ დაყოფაზეა დამყარებული, მაგრამ შენარჩუნებულია ზღვის ზედაპირისა და მისი სისქის ერთობლივი სარგებლობის სტატუსი.

1998 წლის 3 მარტს პრეზიდენტებმა ელცინმა და ნაზარბაევმა, დაადასტურეს ზემოაღნიშნული პრინციპები, როგორც კასპიის ზღვის სტატუსის განსაზღვრის ერთ-ერთი გზა და დავალება მისცეს საკუთარ მთავრობებს მოემზადებინათ კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის კონვენციის პროექტი. აღნიშნული პროექტი უნდა გადასცემოდა სხვა დაინტერესებულ მთავრობებს განსახილველად.

1998 წლის მარტში კასპიის სტატუსის საკითხზე კონსულტაციისათვის, აზერბაიჯანს ეწვია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბორის პასტუხოვი, რის შემდეგაც ჰ. ალიევმა განაცხადა: ,,კასპიის სამართლებრივი სტატუსის საკითხში არსებობს წინსვლა. იმედია მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდება.“ პასტუხოვის აზრით, წყლის ზედაპირი და სისქე თავისუფალი ნაოსნობისა და ბიორესურსების ერთობლივი გამოყენების რეჟიმში უნდა დარჩენილიყო, ხოლო რაც შეეხება ზღვის ფსკერს, რუსეთი თანახმა იყო მის დაყოფაზე შუა ხაზის პრინციპით. პასტუხოვის თქმით, კასპიის ზღვის სექტორული დაყოფა გაართულებდა ნაოსნობის, ეკოლოგიური კონტროლისა და ბიორესურსების გამოყენების საკითხს.

1998 წლის 28 აპრილს ხელი მოეწერა რუსეთსა და ყაზახეთს შორის კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილის გაყოფის შესახებ შეთანხმებას. ფსკერის ეროვნულ სუვერენიტეტში გადასვლის პარალელურად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კასპიის ზღვა თავისუფალი დარჩეს მონაპირე სახელმწიფოთა გემების ნაოსნობისათვის, ბიორესურსები გამოიყენონ ერთობლივად კვოტირების საფუძველზე და ითანამშრომლონ ზღვის ეკოლოგიის დაცვაში. ეს მოვლენა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა, მაგრამ ისიც დასძინა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს შეუერთდეს ზემოაღნიშნულ შეთანხმებას. აზერბაიჯანის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია და მდგომარეობს კასპიის ზღვის არა მხოლოს ფსკერის, არამედ ზედაპირისა და სისქის გაყოფაში, რადგანაც სხვაგვარად შეუძლებელია ეროვნულ სექტორებში სრულყოფილი სუვერენული უფლებებისა და საქმიანობის განხორციელება. აზერბაიჯანი დაინტერესებულია, რომ ტრანსკასპიური მაგისტრალები (თუ ასეთი განხორციელდა) კონკრეტული სუვერენიტეტის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გადიოდეს და არა ,,საერთო მფლობელობაში“ იყოს. ერთობლივი სუვერენიტეტი რუსეთსა და ირანს გარკვეული ზემოქმედების ბერკეტებს შეუქმნიდა.

კასპიის ზღვის მოვლენების შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომელშიც მან უარყოფითად შეაფასა კასპიის ზღვის იურიდიული სტატუსის შესახებ მიღებული ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც არ მიიღება კასპიისპირა ხუთივე სახელმწიფოს მიერ. ყველანაირი ორმხრივი შეთანხმება ირანმა სეპარატიულად, და შესაბამისად უკანონოდ მიიჩნია. თეირანის ახალი იდეა მდგომარეობს კასპიის ზღვის ,,ძმურ განაწილებაში“, რაც თითოეული ქვეყნისათვის ზღვის 20%-ის მინიჭებას გულისხმობს. ამ იდეას არც ერთი მონაპირე ქვეყანა არ იზიარებს.

რუსეთის მთავარი ინტერესი კასპიის ზღვისათვის ისეთი სტატუსის მინიჭებაა, რომელიც რესურსების ტრანსპორტირებაზე ეფექტურ კონტროლს შეუწყობდა ხელს ან საერთოდ მათ გატანას შეაჩერებდა. ანალოგიური ინტერესები ამოძრავებს ირანსაც.

რუსეთ-ირანის 1998 წლის 25 თებერვლის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მილსადენების მშენებლობა კასპიის ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობას კატასტროფულ ზარალს მიაყენებს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რუსეთისა და ირანის ხელისუფალთა დასარწმუნებლად, კასპიის ზღვის რესურსების მოპოვება-დამუშავებაში მონაწილე ნავთობკომპანიებმა ერთობლივად შეიმუშავეს კვლევითი პროგრამა. კომპანია ,,ამოკომ“ რეგიონში სრული ეკოლოგიური და ბიოლოგიური კვლევა ჩაატარა. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ არ არსებობს განგაშის რეალური საბაბი. შემუშავებულია სპეციალური პროგრამა კასპიის ზღვის აუზში ეკოლოგიური სისუფთავის დასაცავად.

ამგვარად უახლოეს მომავალში დაინტერესებულ მხარეთათვის მისაღები კონვენციის მიღება, ალბათ ვერ მოხერხდება.

6 ერაყის ომის ერთი თვის ქრონიკა

▲ზევით დაბრუნება


ახლო აღმოსავლეთი

ლევან ღირსიაშვილი
პოლიტიკური კვლევების ცენტრი

ერაყში აშშ-ს სამხედრო კამპანიის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. გასული წლის პირველ მაისს საომარი ოპერაციების დასრულება ამერიკელ ხალხს და მთელ მსოფლიოს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მიულოცა. თუმცა, მთელმა წელმა დაადასტურა, რომ ერაყში ომი არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება. ა.წ. აპრილის დასაწყისში კი ერაყის მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო ამბოხმა იფეთქა.

მართალია ამერიკელებმა ამ დროისათვის რამდენიმე ამბოხებულ ქალაქზე კონტროლის აღდგენა შეძლეს, მაგრამ ამას უფრო მოჩვენებითი ხასიათი აქვს ვიდრე რეალური სტაბილირბის. ყველაფერი კი მარტის თვეში აშურას დღესასწაულით დაიწყო, რამაც უკვე ცხადი გახადა, რომ სულ მალე ერაყის მთელი ტერიტორია მასშტაბური სისხლისღვრის არენად გადაიქცეოდა. ამ სტატიის მიზანი კი მკითხველისათვის იმის ასახვაა, რაც ერაყში რეალურად ხდება.

სისხლიანი აშურა ერაყში

ერაყში ომის დაწყებიდან, აშურას დღესასწაული ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული იყო. ბაღდადიდან 90 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ქერბელაში ერთდროულად ექვსი აფეთქება მოხდა. პარალელურად, სამი აფეთქება განხორციელდა თავად ერაყის დედაქალაქშიც. ორივე ქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად, სულ ცოტა 140 ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა ერაყელი შიიტები არიან. აფეთქება შიიტების რელიგიურ სამგლოვიარო ცერემონიას - აშურას დაემთხვა.

აშურა, შიიტებისათვის გამორჩეული დღეა და ის ალაჰის მოციქულ მოჰამედის შვილიშვილის იმამ ჰუსეინის ხსოვნას ეძღვნება. წლევანდელ აშურას ერაყელი შიიტებისათვის განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ქონდა, რადგანაც უკანასკნელი რამდენიმე ათწლელის განმავლობაში ის პირველად ჩატარდა ერაყში. აშურა სადამ ჰუსეინის მიერ აკრძალული ცერემონია იყო.

იმამ ჰუსეინი ისლამის შიიტურ რელიგიაში უდიდეს წამებულად არის მიჩნეული. ამ დღეს, შიიტები ქუჩებსა და მოედნებზე აწყობენ სპექტაკლებს და წარმოდგენებს, რომლებშიც მე-7 საუკუნის პერიოდია ასახული.

რადგანაც, იმამ ჰუსეინი ქერბელასთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა, აშურას ჩატარების ცენტრადაც სწორედ ქერბელა იყო დასახელებული. დილიდანვე, მორწმუნე შიიტებმა განსაკუთრებული სამზადისი დაიწყეს. დილის ნამაზის შესრულების შემდეგ, მათ თვითგვემის რიტუალიც ჩაატარეს. ამ დროს, შიიტები ხმლებს და მძიმე მეტალის საგნებს ტანზე ირტყამდნენ, რითაც იმამ ჰუსეინის ტრაგიკული სიკვდილის სიმბოლიზირებას ახდენდნენ.

შიიტებმა იმამ ჰუსეინისათვის ბოლომდე პატივის მიგება ვეღარ შეძლეს. ქალაქის სხვადასხვა ადგილებში ერთდროულად ექვსი აფეთქება მოხდა. ქერბელაში მომხდარ ტერორისტულ აქტებს სულ ცოტა 85 შიიტი შეეწირა, ხოლო 300-ზე მეტი დაიჭრა.

პარალელურად, შიიტური ცერემონია იმართებოდა ბაღდადშიც. ერაყის დედაქალაქში მომხდარმა სამმა აფეთქებამ კი 56 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ორასზე მეტი დაიჭრა.

,,ჩვენ ზუსტად არ ვიცით თუ რა მოხდა. შესაძლოა ეს კამიკაძეთა ნამოქმედარიც იყოს, მაგრამ ზუსტად არაფრის თქმა არ შეგვიძლია“, განაცხადა აშშ-ის არმიის ბრიგადის გენერალმა მარკ ჰერლინგმა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები ნაგვის ყუთებში იყო ჩამონტაჟებული.

ბაღდადსა და ქერბელაში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა ორივე ქალაქის მოსახლეობა სრულ შოკში ჩააგდო. საინფორმაციო საშაულებები საყოველთაო ქაოსის და პანიკის შესახებ იუწყებოდნენ. ,,კოალიციური ჯარები ერაყის უშიშროების ძალებთან ერთად საშინელი შედეგების ლიკვიდაცის მიზნით აქტიურად მუშაობენ“, განაცხადა აშშ-ის არმიის პირველი ჯავშანდივიზიის მაიორმა დევიდ გერკენმა. ,,ვინც ეს განახორციელა, ტერორისტი და მკვლელია“, დასძინა მან.

ბაღდადში სამივე აფეთქება ალ-ყადამიას მეჩეთში მოხდა, როდესაც იქ მრავალი ქალი და ბავშვი იმყოფებოდა. მეჩეთის იმამის თქმით, ეს უცხოელი ტერორისტების ნახელავია, რადგანაც ერაყელი ამას არასდროს გააკეთებს.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა, არცერთ ორგანიზაციას არ აუღია თავის თავზე. თუმცა, ამის გარეშეც შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს ტერაქტი ერაყელი პარტიზანების ნამოქმედარი იყო. აფეთქებამდე რამდენიმე კვირის წინ, პენტაგონი სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ერაყელმა პარტიზანებმა ტაქტიკა შეცვალეს და მიზანში შიიტები ამოიღეს. ამით ისინი ერაყში ქაოსის და განუკითხაობის დათესვას აპირებდნენ. 2004 წლის ორი მარტი ერაყში კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.

ტერაქტების სერია გრძელდება

აშურას აფეთქებიდან რამდენიმე დღეში ერაყში კიდევ ერთი მასშტაბური ტერაქტი მოხდა. ბაღდადის ცენტრში ძლიერმა აფეთქებამ, რომელმაც მთლიანად დაანგრია სასტუმრო ,,მირბად ოტელი“, 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 45 კი მძიმედ დაიჭრა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც იყვნენ. ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერაქტი ნაღმტყორცნების საშუალებით განხორციელდა, რომელიც დაუდგენელმა პირებმა სასტუმროს მიმართულებით ისროლეს. თუმცა, ამ ვერსიას არ ეთანხმებოდნენ ამერიკელი სამხედროები. ისინი აცხადებდნენ, რომ სასტუმროს მახლობლად მდგომ მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩამონტაჟებული. აფეთქების სიძლიერე 450 კგ ტროტილის ექვივალენტური იყო. აცხადებენ ამერიკელები.

ერაყის მმართველი საბჭოს წარმომადგენელმა ჰამიდ კეფაიმ ტერაქტზე მთელი პასუხისმგებლობა საერთაშორისო ტერორისტულ ქსელს ,,ალ-ქაიდას“ დააკისრა.

თეთრი სახლი კი აცხადებდა, რომ ეს თავდასხმა ვერ შეაჩერებს ერაყში ,,დემოკრატიის, თავისუფლებისა და სტაბილურობის მოძრაობას.“

ბაღდადის პარალელურად, ერაყელ პარტიზანთა სამიზნე გახდა სამხრეთში მდებარე ქალაქი ბასრაც. დაუდგენელმა პირებმა იერიშიი აქაც სასტუმროზე მიიტანეს. ამჯერად, მანქანაში ჩამონტაჟებულმა ბომბმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ერაყის ომის ერთი წელი

2003 წლის 20 მარტს გამთენიისას ამერიკულმა ავიაციამ პირველი დარტყმები მიიტანა ერაყის დედაქალქზე. ბრიტანელები კი სამხრეთის ქალაქ ბასრას მიადგნენ. ასე დაიწყო ომი, რომლის სამართლიანობაში დღესაც ძალიან ბევრს ეპარება ეჭვი. აქტიური საომარი მოქმედებები ზუსტად ოც დღეში, ბაღდადში სადამის ძეგლის ჩამოგდებით დასრულდა. 1 მაისს კი, ავიამზიდ აბრაამ ლინკოლნიდან აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მთელ მსოფლიოს და ამერიკელ ხალხს ერაყში ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება მიულოცა.

მაგრამ ერაყში თითქმის ყოველდღე იღუპებიან ადამიანები. თითქმის ყოველთვიურად ხდება საკმაოდ სერიოზული მასშტაბის ტერაქტები. კოალიციის ჯარებში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. გაღრმავებულია დაპირისპირება ერაყის სუნიტურ და შიიტურ მოსახლეობას შორის. სისხლისღვრის შეჩერება ვერც სადამ ჰუსეინის დაპატიმრებამ და მისი შვილების განადგურებამ შეძლო. აქ თითქოს მოვლენები თვითდინებაზეა მიშვებული და არავითარ კონტროლს არ ექვემდებარება.

უფრო და უფრო იზრდება ომის მოწინააღმდეგე ქვეყნების და მოსახლეობის რაოდენობა. ერაყის ომში მონაწილეობა ძვირად დაუჯდა ესპანეთსაც. 11 მარტს, მადრიდში მომხდარმა ტერაქტმა ამ ქვეყნის უახლოესი პოლიტიკური მომავალი კარდინალურად შეცვალა. მოსახლეობამ ომის მომხრე სახალხო პარტიას უარი უთხრა და თავის ბედი ერაყის ომის მოწინააღმდეგე სოციალისტებს ანდო. ახალი პრემეირ-მინისტრი საპატერო კი, უახლოეს მომავალში ერაყიდან ჯარების გამოყვანას აპირებს.

ომის მოწინააღმდგეთა რიცხვი იზრდება დიდ ბრიტანეთსა დაა აშშ-იც. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონმა და ლონდონმა სამხედრო კამპანია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიწყეს. ბუშის მთავარი ბრალდება, რომ სადამ ჰუსენს მასობრივი განადგურების იარაღი ქონდა, არ დადასტურდა. ერაყში ასეთი იარაღი დღემდე არ არის აღმოჩენილი. ასევე გაირკვა, რომ ტონი ბლერმა რბილად, რომ ვთქვათ იცრუა, როდესაც განაცხადა: ,,სადამ ჰუსეინს 45 წუთში შეუძლია მასობრივი განადგურების იარაღის ამოქმედება.“ ეს განცხადება მოგვიანებით თავად ბლერმა უარყო. ,,მე შევცდი“, იტყვის სექტემბერში ტონი ბლერი. მოგვიანებით კი, თავად ჯორჯ ბუში განაცხადებს: ,,სადამ ჰუსეინი 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული არ ყოფილა.“ ასევე არ დასტურდება კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც ერაყის მიერ ნიგერიაში ურანის შესყიდვას შეეხებოდა.

მაგრამ მიუხედავად ამისა, ბლერიც და ბუშიც ჯიუტად იმეორებენ, რომ სადამი მსოფლიოს მშვიდობას ემუქრებოდა და ადრე თუ გვიან ეს საფრთხე რეალური გახდებოდა. არავინ იცის, რა იქნებოდა, ომი რომ არ დაწყებულიყო. დღესდღეობით კი სახეზე მხოლოდ ერაყში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებია, რასაც დასარული არ უჩანს. ერთადერთი, რისი მიღწევაც კოალიციამ შეძლო, ეს ერაყის კონსტიტუციის მიღებაა. ახლა მთავარია, მასში ჩადებული პრინციპების და მუხლების შესრულება, რაც დღევანდელი გადასახედიდან ჯერჯერობით საეჭვო და ბუნდოვანია.

სადამი და მისი ადვოკატი. ვინ არის ჟაკ ვერჟესი?

ერაყში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები სადამის გარეშე ხდება. ის ამერიკელთა ტყვეობაში იმყოფება და თავის გამართლებისათვის ემზადება. ერაყის ყოფილ დიქტატორს სადამ ჰუსეინს გამოჩენილი ფრანგი ადვოკატი ჟაკ ვერჟესი დაიცავს. ეს მისი ბოლო საქმე იქნება, რის შემდეგაც 79 წლის ვერჟესი კარიერის დასრულებას აპირებს. ის არაორდინალური ადვოკატია და სახელი ისეთი ხმაურიანი პიროვნებების დაცვით გაითქვა, როგორებიც იყვნენ ყოფილი ნაცისტი კლაუს ბარბე, ლეგენდარული ტერორისტი კარლოსი, იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი. ამდენად, ის ფაქტი, რომ ვერჟესის კლიენტურის სიაში სადამ ჰუესინიც აღმოჩნდა, გაკვირვებას სულაც არ უნდა იწვევდეს.

ფრანგ ადვოკატს ერაყელი დიქტატორის დაცვა თავად სადამის ძმიშვილმა ალი ბარზან თიქრითმა სთხოვა. ჟაკსაც ბევრი არ უფიქრია და თანხმობა განაცხადა. ,,როგორც პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ძმიშვილი, ოფიციალურად გთხოვთ ბიძაჩემის დაცვას“, ნათქვამია თიქრითის წერილში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბრალდებებს წაუყენებენ სადამ ჰუსეინს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი სასამართლო ერაყში ჩატარდება. ერაყის მმართველი საბჭო უკვე მუშაობს სამხედრო დანაშაულებათა ტრიბუნალის შექმნის პროექტზე, რომლის პირველის საქმეც სწორედ სადამის გასამართლება იქნება. უმთავრესი ბრალდებები, რასაც ერაყელ დიქტატორს წაუყენებენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და საკუთარი ხალხის გენოციდი იქნება.

სადამის ადგილსამყოფელი კვლავ გასაიდუმლოებულია. არავითარი ინფორმაცია არ არსებობს იმის თაობაზე, თუ სად ყავთ გამომწყვდეული ერაყის დიქტატორი. გასული წლის თებერვალში, ის წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ მისი პატიმრობის პირობები აბსოლუტურად შეესაბამება ჟენევის კონვენციის მუხლებს. წითელი ჯვრის მისიის თანამშრომლების საშუალებით სადამმა თავის შვილებისათვის წერილის გაგზავნაც მოახერხა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერაყელი დიქტატორი მათ ამშვიდებდა და აუწყებდა, რომ ის დიდი ღალატის მსხვერპლი გახდა. ახლა კი, ამერიკელთა ტყვეობაში მყოფი სადამი ფრანგი ადვოკატის იმედად რჩება.

ჟაკ ვერჟესი ტაილანდში დაიბადა. მამა ფრანგი, ხოლო დედა ვიეტნამელი ყავდა. ბავშვობა ინდოეთის ოკეანის კუნძულ რეუნიონზე გაატარა, რომელიც საფრანგეთის კოლონია იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს გენერალ შარლ დე გოლის არმიაში დაიწყო სამსახური, ხოლო მოგვიანებით, პოლიტიკური შეხედულებები შეიცვალა და კომუნისტებს დაუჭირა მხარი.

პირველი საქმე, რომელსაც ხელი მოკიდა, ალჟირელი ტერორისტების დაცვა იყო. მათ შორის იყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ალჟირის დედაქალქში ტერაქტის განხორციელებაში ედებოდა ბრალი. ის ჟაკ ვერჟესის ცოლი გახდა.

1970-იან წლებში ვერჟესი უკვე საყოველთაოდ აღიარებული ადვოკატი გახდა. ის იცავდა პალესტინელებს, ნეონაცისტებს, ტერორისტებს. 1994 წელს მისი კლიენტურის სკანდალურ სიას მსოფლიოს ლეგენდარული ტერორისტი ილიჩ რამირეს სანჩესი იგივე კარლოსი შეემატა. მართალია, ,,შაკალად“ ცნობილი ტერორისტი სამუდამო პატიმრობისგან ვერ გადაარჩინა, მაგრამ სამაგიეროდ, ის ძლიერი პიარ-კამპანია, რომელიც ამ თემაზე საზოგადოებაში აგორდა, სწორედ ჟაკ ვერჟესის მიერ იყო დაგეგმილი და წარმოებული. დაიბეჭდა უამრავი წიგნი, სტატია თუ პუბლიკაცია. ერთ დროს საშინელ და ყველასათვის საძულველ ტერორისტს, ბევრი ავტორი უკვე იდეალებისათვის მებრძოლ ადამიანად მოიხსენიებდა, რომელიც მსოფლიოს გავლენიანი სპეცსამსახურების თამაშის მსხვერპლი გახდა.

,,შაკალამდე“ ვერჟესი ნაცისტური რეჟიმის წარმომადგენელს კლაუს ბარბეს იცავდა. დიდი მცდელობის მიუხედავად ვერჟესმა ბარბეს ვერ უშველა. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა და 1991 წელს ციხეში ავადმყოფობით გარდაიცვალა.

ამჟამად ვერჟესი სლობოდან მილოშევიჩის საქმით არის დაკავებული. ჰააგის ტრიბუნალი მილოშევიჩსაც ალბათ სამუდამო პატიმრობას მიუსჯის, თუმცა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი თავის ადვოკატთა ერთად იმედს არ კარგავს და თავისი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს.

სავარაუდოა, რომ სადამ ჰუსეინსაც სამუდამო პატიმრობა დაემუქრება. საეჭვოა, რომ 79 წლის ვერჟესმა თავსი ახალი კლიენტის გადარჩენა მოახერხოს. როგორც ჩანს ეს თავად სადამმაც იცის. მაგრამ ის ფაქტი, რომ ერაყელ დიქტატორს ჟაკ ვერჟესი დაიცავს, უკვე იძლევა იმის განცხადების საშუალება, რომ სადამის საქმე დროში გაწელილი, საკმაოდ ხმაურიანი და სკანდალური იქნება.

ფალუჯა - პარტიზანების საყდრენი ქალაქი

აპრილის დასაწყისში, ქალაქ ფალუჯაში ერაყელთა გამხეცებულმა ბრბომ ოთხი ამერიკელი სამოქალაქო კონტარქტორი მოკლა, მათი გვამები მანქანებთან ერთად დაწვეს, შემდეგ ქუჩებში ათრიეს და ბოლოს ორი ამერიკელის ცხედარი ხიდზე ჩამოკიდეს. იმავე დღეს პატარა ქალაქ ჰაბანიაში ბომბის აფეთქების შედეგად ხუთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ გააკეთა შესაბამისი განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ თეთრი სახლი შოკირებულია ერაყელთა ასეთი სისასტიკით და უდანაშუალო ხალხის მკვლელობით. პოლ ბრემერის თქმით, ეს ფაქტი ხელს ვერ შეუშლის ერაყში დემოკრატიის დამყარების შეუქცევად პროცესს. ,,დამნაშავეები დაისჯებიან. ერაყში კი სტაბილურობა და დემოკრატია დამყარდება“, განაცხადა ბრემერმა.

თუმცა, ფალუჯაში მომხდარი საშინელი ფაქტი ამერიკელთა მეხსიერებაში კიდევ დიდხანს დარჩება.

ქალაქი ფალუჯა იმ სუნიტურ სამკუთხედშია მოქცეული, სადაც ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია ანტიამერიკული და პროჰუსეინური განწყობები. ფალუჯა ერაყელი პარტიზანების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი პუქტია.

ამბოხება ერაყში საყოველთაო ქაოსის ზღვართან

აპრილის თვეში, ერაყში განვითარებულმა მოვლენებმა, უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა. ნეჯეფში შიიტური დემონსტრაციის დახვრეტამ ერაყელი შიიტების საყოველთაო ამბოხი გამოიწვია და ლოგიკური გაგრძელება უკვე სამხრეთის ქალაქ ბასრაში ჰპოვა. შიიტური რადიკალური დაჯგუფების ლიდერის მოქთად სადრის მომხრეები ბასრას ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და თავიანთი მოთხოვნები წამოაყენეს. ,,არა - ამერიკას“, ,,ჩვენ სადრის გულისთვის თავს გავწირავთ“, ყვიროდნენ ქალაქის ადმინისტრაციის შენობის სახურავიდან ერაყელი შიიტები. აღსანიშნავია, რომ მათ რიგებს შენობის დამცველი ერაყელი პოლიციელებიც შეუერთდნენ. ყველა ერთხმად კი აცხადებდა, რომ მათი აქცია მშვიდობიანი იყო და ისინი მხოლოდ მოქთად სადრის მოადგილის შეიხ იაქუბის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ვინ არის მოქთარ ალ-სადრი?

ახალგაზრდა შიიტი სასულიერო პირი - სადრი, თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ერაყელებისა და შეერთებული შტატების თანამშრომლობას. ის ოკუპაციის დღიდანვე მოითხოვს კოალიციის ნაწილების მიერ ერაყის ტერიტორიის დატოვებას. სადრის მომხრეთა რიცხვი საკმაოდ დიდია. მისი პოპულარობა კი, ერაყელ შიიტებში დღითიდღე იზრდება. ამას მეტწილად მისი ახალგაზრდული ასაკი განაპირობებს.

სადრი 30 წლისაა. ის ცნობილი შიიტი კლერიკანის მოჰამედ სადრის შვილია, რომელიც 1999 წელს სადამის რეჟიმის მსხვერპლი გახდა. მოჰამედ სადრმა ერაყში შიიტური საქველმოქმედო ორგანიზაციების საკმაოდ ეფექტური ქსელი შექმნა, რომელსაც ამჟამად უკვე მის შვილი ხელმძღვანელობს.

2003 წლის ივნისში მოქთარ სადრმა გასამხედროებული დაჯგუფება ,,მეჰდის არმია“ ჩამოაყალიბა. მან თავის მომხრეებს პირობა მისცა, რომ უახლოეს მომავალში შიიტურ წმინდა ქალაქ ნეჯეფში, არა ამერიკული არამედ მათი მმართველობა დამყარდებოდა. გარდა ამისა, მან ამერიკელების მიერ ჩამოყალიბებული დროებითი ერაყული მმართველობის პარალელურად, შიიტური ალტერნატიული სტრუქტურის შექმნის შესახებაც გამოაცხადა. თუმცა, ამ ალტერნატიულ სტრუქტურას არავითარი რელაური ძალაუფლება არ გააჩნია.

2003 წლის აპრილში ბაღდადის დაცემიდან ორი დღის შემდეგ, სადრის მომხრეებს ბრალად დასდეს ქალქ ნეჯეფში ზომიერი შიიტი ლიდერის აბდულ მაჯიდ ელ-ხოზეის მკვლელობა. თავად სადრი ელ-ხოზეის სიკვდილთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

სადამის რეჟიმის დამხობის შემდეგ, მოქთად სადრმა აქტიურად დაიწყო გავლენის გაფართოების მცდელობა. ამ მიზნით ის ირანში ჩავიდა, სადაც თეირანის მაღალი დონის წარმომადგენლებს შეხვდა. სავარაუდოა, რომ მათგან მან პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის გარანტიები მიიღო. მისი პოპულარობა უკვე იმდენად გაიზარდა, რომ ერაყელმა შიიტებმა ბაღდადის შიიტურ უბანს, რომელსაც ადრე ,,სადამ სიტის“ უწოდებდნენ, ,,სადრი-სიტი“ დაარქვეს.

შიიტური ამბოხი

აპრილის ტრაგიკულმა მოვლენებს, რომელმაც თითქის მთელი ერაყის ტერიტორია მოიცვა, თამამად შევიძლება შიიტური ამბოხის კლვალიფიკაცია მიეცეს. შიიტური გამოსვლების საბაბი მოქთარ სადრის მოადგილის და თანამებრძოლის დაპატიმრება გახდა. ის ამერიკელებმა მარტის ბოლოს დააკავეს და იმავე დღეს შიიტური გაზეთიც დახურეს.

ამბოხის დაწყების ეპიცენტრი კი ბაღდადის შიიტური უბანი - ,,სადრი-სიტი“ იყო, სადაც ერაყელ შიიტებსა და ამერიკელ სამხედროებს შორის შეტაკების შედეგად ოცდაოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა.

იმავე დღეს შიიტებმა ბაღდადის სხვა ნაწილში შვიდი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც მოკლეს.

ბაღდადში დაწყებული ტრაგედია შიიტების წმინდა ქალაქ ნეჯეფში გაგრძელდა. აქ მრავალათასიანმა დემონტრაციამ გეზი ესპანური სამხედრო ბაზისაკენ აიღო. საპასუხოდ ესპანელებმა მასირებული ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 20 შიიტი დემონსტრანტი დაიღუპა, ხოლო ასზე მეტი დაიჭრა. შიიტური ამბოხის მთავარ ძალას სადრის მიერ დაარსებული შეირაღებული დაჯგუფება ,,მაჰდის არმია“ წარმოადგენს.

სულ, ბაღდადსა და ნეჯეფში მომხდარ შეტაკებებს 40-მდე შიიტი ერაყელი ემსხვერპლა, ხოლო 160-ზე მეტი დაიჭრა.

მასშტაბური ქაოსი

შიიტური ამბოხი, საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველეს ყოვლისა კი აშშ-ს ხელისუფლების განსჯის საგანი გახდა. ვაშინგტონი უკვე სერიოზულად ფიქრობდა, რომ გადაედო ერაყელებისათვის ხელისუფლების გადაცემის პროცესი, რომელიც 30 ივნისისათვის არის დაგეგმილი. თუმცა, ეჭვები ამის თაოაბზე სულ მალე ჯორჯ ბუშმა გაფანტა. მან განაცხადა, რომ ერაყელებისათვის ხელისუფლების გადაცემის პროცესი არ გადაიდება. თეთრი სახლი ერაყში ვითარების სტაბილიზაციას ყველა მის ხელთ არსებული მეთოდით ცდილობდა. თუმცა, ამერიკელი პოლიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ 30 ივნისს თუკი ერაყელები საკუთარი ქვეყნის მართვას თავად აიღებენ ხელში, ქვეყანაში უსასტიკესი და ხანგრძლივი სამოქალაქო ომი გაჩაღდება.

შიიტები, რომლებიც ერაყის მოსახლეობის 60%-ს წარმოადგენენ, სადამის მმართველობის წლებში პოლიტიკურ უმცირესობაში იმყოფებოდნენ. ქვეყნის ხელისუფლების ყველა სადავე სუნიტების ხელში იყო თავმოყრილი. ამჯერად, კი შიიტებს ერაყის მართვის საკმაოდ სერიოზული და ერთის მხრივ სამართლიანი ამბიცია გაუჩნდათ. მათი იმედები თავდაპირველად აშშ-ის ინტერვენციას ემყარებოდა, მაგრამ ისინი მალევე მიხვდენენ, რომ იმ კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც უკვე დამტკიცებულია, ისინი ქვეყნის ექსკლუზიური მმართველები ვერ გახდებოდნენ. მათი ბოლო დროინდელი აქტივობა, რომელიც უკვე ამბოხში გადაიზარდა, სწოერდ ამ ამბიციური მიზნებით არის ნაკარნახევი. აქვე გასათვალისწინებელია ირანის ფაქტორიც, რომელსაც ერაყში მზარდი ინტერესბიი გააჩნია და მათი რეალიზებისათვის პირველ რიგში იმ კოზირის გათამაშებას აპირებს, რასაც მოსახლოების შიიტური უმრავლესობა ეწოდება. ეს კი, რასაკვირველია, ვაშინგტონის გეგმებში არანიარდ არ შედის. სადამი ვაშინგტონმა დაამხო და არა თეირანმა. შესაბამისად ერაყის ბატონ-პატრონიც თეთრი სახლი უნდა იყოს და არა კლერიკანული ირანი.

ამბოხებული შიიტების გარდა, ერაყის სტაბილიზაციას პროსადამური დაჯგუფებებიც უშლიან ხელს. ეს რაზმები კვლავ აქტიურად აგრძელებენ პარტიზანულ ომს, როგორც კოალიციის ნაწილების, ასევე შიიტების წინააღმდეგაც. ,,სუნიტური სამკუთხედი ერაყში იქცა ბაზად, სადაც აშშ-ის წინააღმდგე მოქმედ ისლამისტებს წვრთნების ჩატარება და კადრების მომზადება შეუძლიათ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები“, წერს ბრიტანული გაზეთი ,,გარდიანი.“

განაწყენებულ შიიტებსა და განრისხებულ სუნიტებს, რომლებიც უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ,,ალ-ქაიდას“ ერთგულ მოკავშირეებს წარმოადგენენ, ერაყელი ქურთებიც ემატებათ. ისინი ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის გავლენის ზრდის საშიშროებით არიან შეშფუთებულები. თურქეთი კი, როგორც რეგიონში აშშ-ის ტრადიციული სტრატეგიული მოკავშურე თავისი ამბიციების დაკმაყოფილებას ცდილობს. არჩევანის შემთხვევაში კი ვაშინგტონი ალბათ პირველ რიგში თურქეთის ინტერესების სასარგებლოდ გადადგამს ნაბიჯს და ერაყელი ქურთების იგნორირებას გაცილებით ადვილად მოახდენს, ვიდრე ანკარის განაწყენებას.

ამდენად, ერაყში სამოქალაქო ომის ნიადაგი უკვე კარგა ხანია მზად არის. 30 ივნისს ერაყელებისათვის ხელისუფლების სადავეების გადაცემაა დაგეგმილი. ამ თარიღამდე სამ თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ამ დროში კი ერაყში ვითარების ნორმალიზაცია დღევანდელი გადასახედიდან ყოვლად წარმოუდგენელია. ასეთ შემთხვევაში, ვაშინგტონი ერაყის მართვას გაურკვეველი დროით გააგრძელებს. თუმცა, სცენარის ასეთი სახით განვითარებაც არ არის უსაფრთხო აშშ-ის ინტერესებისათვის. ერთის მხრივ, კვლავ წარმოიქმნება ევროპასთან ურთიერთობის გამწვავების პრობლემა. ვაშინგტონმა საფრანგეთთან და გერმანიასთან თანამშრომლობის ჩვეულ კალაპოტში ჩაყენება ხომ, სწორედ იმის ხარჯზე შესძლო, რომ ერაყელებისათვის მმართველობის სადავეების ვადაზე ადრე გადაცემას დათანხმდა. გარდა ამისა, არსებობს მეორე - ნაკლებად რეალური, მაგრამ მაინც საგანგაში საფრთხე. კერძოდ, თუკი, ადრე შიიტები აშშ-ს მოკავშირეებად მოიაზრებოდნენ, დღეს ისინი უკვე ხმამაღლა ითხოვენ ამერიკელების გასვლას ქვეყნიდან. არ არის გამორიცხული, რომ შიიტებმა და სუნიტებმა ვაშინგტონის წინააღმდეგ საერთო ენის გამონახვა მოახერხონ, თუნდაც დროებით. ეს კი აშშ-ს რეგიონული ინტერესებისათვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. მართალია, მოვლენების ამ გზით განვითარების ალბათობა, სუნიტების და შიიტების ტრადიციული მტრობიდან გამომდინარე ნაკლება საეჭვოა, მაგრამ გამორიცხული რასაკვირველია არაფერი არ არის. ამიტომ ბუშის ადმინისტრაცია სერიოზული დილემის წინაშე დგას, რომლის გადაჭრაც აშშ-ს პრეზიდეტმა უმოკლეს დროში უნდა მოახერხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერაყის კრიზისი მისთვის იმ აქილევსის ქუსლად გადაიქცევა, რომელიც ტეხასელ პრეზიდენტს კვლავ მშობლიურ რანჩოში დააბრუნებს.

ერაყი: ბუშის ვიეტნამი თუ რეგიონის ავღანეთი?

ბაღდადი, ბასრა, ფალუჯა, ნასირია, კუტი, ქერბელა, ამარა, რამადი - ეს არის იმ ერაყული ქალაქების სია, სადაც სუნიტი და შიიტი ერაყელები კოალიციის საოკუპაციო ჯარებს აპრილსი თვეში სისხლისმღვრელ ბრძოლებს უმართავდნენ. პარტიზანული ომი, რომელიც ფრაგმენტულობით და არაკოორდინირებული ხასიათით გამოირჩეოდა, საყოველთაო ერაყულ ამბოხებაში გადაიზარდა. თუკი აქამდე, კოალიციის ნაწილებზე თავდასხმებს და აფეთქებებს, მხოლოდ ერაყელი სუნიტები ახორციელებდნენ, მათ მხარი შიიტებმაც აუბეს. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, საყოველთაო ამბოხი სწორედ შიიტებმა დაიწყეს, რამაც სუნიტების აქამადე არნახული გააქტიურება გამოიწვია. მართალია, მათი მოქმედება კოორდინირებული არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკელებს ორ ფრონტზე უწევდათ ბრძოლების წარმოება. მათ თავიდან მოუხდათ ერაყის ქალაქებსა და ბაღდადის უბნებზე კონტროლის დამყარება, რაც საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა. თუკი, ერთი წლის წინ ბაღდადში აშშ-ის არმია უბრძოლველად შევიდა, აპრილში საქმე სხვაგვარად წარიმართა. ბრძოლებში ჩაერთნენ ელიტარული საზღვაო ქვეითის ნაწილები. ერაყელების კონტროლის ქვეშ სამი კვირის განმავლობაში რჩებოდა ბაღდადის შიიტური უბანი - ,,სადრი სიტი.“ გააფთრებული ბრძოლები ერაყის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობდა.

რამადა და ფალუჯა - ერაყელების დაგეგმილი სპეცოპერაცია

ერთი წლის განმავლობაში ერაყელი პარტიზანების ტაქტიკა - დარტყმა და გაქცევა, დაგეგმილმა და კოორდინირებულმა ოპერაციამ შეცვალა. ეს პირველად ქალაქ რამადაში გამოჩნდა, სადაც ერაყელებმა მასშტაბური შეტევა მიიტანეს ამერიკელთა საზღვაო ქვეითის ნაწილებზე. შედეგად - 12 საზღვაო ქვეითი დაიღუპა და მრავალი დაიჭრა. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რამადაზე შეტევა რამდენიმე ათეულმა ერაყელმა განახორციელა. ამერიკელები აცხადებენ, რომ ეს იყო სისხლისმღვრელი შეტაკება, სადაც ასევე მრავალი ერაყელი დაიღუპა. რამადა ე.წ. ,,სუნიტურ სამკუთხედში“ მდებაროებს, რომელიც ანტიამერიკული წინააღმდეგობის ცენტრად ითვლება.

ამ არეალშია მოქცეული ქალაქი ფალუჯაც, რომელიც 6 აპრილს ამერიკელთა კონტროლიდან თითქმის მთლიანად გამოვიდა. კოალიციამ პოზიციების გარკვეული ნაწილის დაბრუნება, მხოლოდ მასირებული საჰაერო დარტყმების შემდეგ მოახერხა. მსხვერპლი აქაც დიდი იყო. ფალუჯაში ერაყელ პარტიზანებთან ბრძოლის დროს 30 ამერიკელი სამხედრო განადგურდა. გაცილებით დიდია მსხვერპლი მოწინააღმდეგე მხარეს - 130 ერაყელი, მათ შორის არიან მშვიდობიანი მაცხოვრებლებიც.

შიიტები და სუნიტები - ამერიკელების ორი ფრონტი

ერაყელების ამბოხის მთავარ ბიძგად შიიტების და მათი ლიდერის მოქთარ ალ-სადრის გამოსვლა იქცა. შიიტებით დასახლებულ რაიონებში სწორედ სადრის შეიარაღებული დაჯგუფება ,,მეჰდის არმია“ მოქმედებს. ამერიკელებმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს სადრის დაპატიმრება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასეთი ბრძანება უკვე მიცემული აქვთ. როგორც ცნობილია, შიიტები ერაყის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ - 60%. სუნიტური მოსახლეობა მხოლოდ 30 %-ს აღწევს. დანარჩენები კი ქურთები არიან, რომლებიც ჯერჯერობით ამერიკელების მოკავშირეებად ითვლებიან. თუმცა, შიიტებიც თავიდან კოალიციას უჭერდნენ მხარს და ჯორჯ ბუშის დიდი იმედი ქონდათ. დღეს კი ვითარება კარდინალურად შეიცვალა.

ერაყული წინააღმდეგობა მხოლოდ სუნიტი ერაყელების ქაოტურ და ფრაგმენტულ თავდასხმებში გამოიხატებოდა. რასაც საყოველთაო ხაისათი ვერანაირად ვერ მიეცემოდა შიიტების პასიური მდგომარეობის გამო. შაბათ-კვირას განვითარებულმა მოვლენებმა კი ერაყულ წინააღმდეგობას ყოვლისმომცველი და მასშაბური სახე შესძინა. მართალია, არ არსებობს არავითარი ცნობები იმის თაობაზე, რომ სუნიტები და შიიტები შეთანხმდნენ და კოორდინირებულად მოქმედებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკელებს უკვე ორ ფრონტზე უწევთ ბრძლა, რაც კოალიცაის საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშე აყენებს.

ვაშინგტონი უკან დახევას არ აპირებს

მართალია, ჯორჯ ბუში და მისი ადმინისტრაცია იხტიბარს არ იტეხდნენ, მაგრამ შეერთებულ შტატებში უკვე საკმაოდ სერიოზულად გაისმოდა პრეზიდენტის პოლიტიკის კრიტიკა. ,,ჯორჯ ბუშის ვიეტნამი“, ასე შეაფასა ერაყში არსებული ვითარება დემოკრატმა სენატორმა ედვარდ კენედიმ. ამ აზრს არ ეთანხმება ერაყში აშშ-ს დროებითი ადმინისტრაციის შეფი პოლ ბრემერი: ,,არავითარი საერთო ვიეტნამთან არ არსებობს.“ თუმცა, რესპუბლიკელებშიც უკვე გაჩნდა გარკვეული შიში, რომ ერაყი შესაძლოა ბუშის ადმინისტრაციისათვის გამოუვალ ჩიხად გადაიქცეს. პრეზიდენტის თანაპარტიელები ფრთხილი განცხადებებით კმაყოფილდებიან. ,,ჩვენ უნდა ვუთხრათ ამერიკელ ხალხს, რომ ჩვენ გრძელ გვირაბში შევედით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, ისე როგორც ამას ვამბობდით ვიეტნამის დროს, რომ სინათლე გვირაბის ბოლოს გამოჩნდება“, განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინიმ. მის თქმით, ბუშმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შეცდომები არ დაუშვას.

რა მოხდება ერაყში?

ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, ვითარება უკვე სერიოზულად არის გართულებული. თუმცა, როგორც კოსოვოში ნატოს ჯარების სარდალი და ბაღდადში კოალიციის ყოფილი სამხედრო მრჩეველი კარლო კაბიჯოზუ აცხადებს, ჯერჯერობით ერაყული წინააღმდეგობის მასშტაბი მაინც მცირეა. მის თქმით, ეს მხოლოდ წინააღმდეგობის ერთი ეპიზოდია, რომლის გართულების რისკი საკმაოდ დიდია. ექსპერტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ვიეტნამთან ერაყის შედარება სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით არასწორია. რადგან ვიეტნამში არსებობდა კარგად ორგანიზებული არმია, რომელსაც ჩინეთის და ყოფილი სსრკ-ს მხრიდან დიდი მხარდაჭერა ქონდა. ერაყის ვიეტნამთან შედარება მხოლოდ პირობითი შეიძლება იყოს. სხვა მხრივ კი ერაყს სრული ქაოსის და ავღანიზაციის საფრთხე ემუქრება.

ერაყის მოსახლეობის პროამერიკულობის მითიც უკვე ისტორიას ჩაბარდა. როგორც სუნიტი პარტიზანები, ასევე შიიტი ამბოხებულებიც მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობენ. შიიტ მოსახლეობას უკვე თავიანთი გმირიც ჰყავთ. ეს არის მოქთად ალ-სადრი. ,,ამერიკამ თავის ბოროტ ზრახვებს ფარდა ახადა. ამაყ ერაყელ ხალხს ამის მოთმენა აღარ შეუძლია. ჩვენ ჩვენი უფლებები ყველანაირი საშუალებით უნდა დავიცვათ“, აცხადებს ალ-სადრი. მისი თქმით, მას ახლო და მჭიდრო ურთიერთობა აქვს ერაყელი შიიტების დიდ აიათოლასთან ალი ალ-სისტანისთან. ,,მე მისი სამხედრო ფრთა ვარ“, ამბობს სადრი.

ალი სისტანის ერაყში მომდინარე მოვლენებზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ ცხადია, რომ ამერიკელების მიმართ ის კეთილგანწყობილი აღარ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავის ავტორიტეტს გამოიყენებდა სულიერი მიმდევრების დასაწყნარებლად. მაგრამ ის ამას არ აკეთებს. სდუმს თეირანიც, რომელიც ერაყელი შიიტების მხარდაჭერით არის ცნობილი. რამდენიმე თვის წინ ირანის დედაქალაქმა ალ-სადრისაც უმასპინძლა. არ არის გამორიცხული, რომ შიიტების ამბოხი რეგიონიდან ამერიკელების გაძევების მიზნით, სწორედ ირანის გავლენიან წრეებში დაიგეგმა.

ბაღდადის დაცემის წლისთავი და ერაყელთა გაერთიანება

2004 წლის 9 აპრილი, ბაღდადის დაცემის დღე ერაყელმა ამბოხებულებმა აქამდე არნახული ბრძოლებით და თავდასხმებით აღნიშნეს. დღეს ერაყის თითქმის ყველა ქალაქში უკვე ფრონტის ხაზი გადის. პროგნოზი, რომ ბაღდადის დაცემის ერთი წლისთავი კოალიციის ჯარებისათვის უმწვავესი და ტრაგიკული იქნებოდა, ახდა. პირველი და მოულოდნელი შეტევა ამბოხებულებმა ბაღდადის სიახლოვეს პატარა ქალაქ აბუ ღრაიბთან ამერიკელი სამხედროების კოლონაზე მიიტანეს. ჯერჯერობით დაუზუსტებელი მონაცემებით, ამ თავდასხმას ათი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

ამბოხების ცენტრად რჩებოდა ქალაქი ფალუჯა, სადაც სადამ ჰუსეინის მომხრეები სამი კვირის მანძილზე კოალიციის წინააღმდეგ სისხლისმღვრელ ბრძოლებს აწარმოებენ.

თუკი სადამის ეპოქაში შიიტებისა და სუნიტების ერთობაზე ვერავინ იფიქრებდა. დღეს ეს რეალობად იქცა. სუნიტების და შიიტების ერთიანობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება აშშ-ის უპირველეს მიზანსაც წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზანი უკვე ასრულებულია, ოღონდ ვაშინგტონის წინააღმდეგ. სუნიტების და შიიტების ერთობა უკვე ჩამოყალიბების პროცესშია. მათ ამ ეტაპზე ერთადერთი საერთო მიზანი ამოძრავებთ - ამერიკელების განდევნა ქვეყნიდან.

,,ჩვენ ჩვენი ლიდერებისგან მიღებული გვაქვს ბრძანება, რომ ბრძოლა ვაწარმოოთ როგორც ერთმა განუყოფელმა ორგანიზმმა და ყველანაირად დავეხმაროთ სუნიტებს“, განაცხადა ნიმაა ფაკირმა, 27 წლის პედაგოგმა და ,,მეჰდის არმიის“ ჯარისკაცმა. ,,ჩვენ გვსურს ბრძოლების მასშტაბის გაზრდა, ამრიკელების განადგურება და მათი ქვეყნიდან გაძევება. ამის მისაღწევად ჩვენ ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ“, უთხრა მან ,,ნიუ-იორკ ტაიმსს“

გაერთიანების სიმბოლური პროცესი ხუთშაბათს დაიწყო, როდესაც ბაღდადში შიიტების ავტოკოლონამ საიდანაც შავი ფერის დროშები ფრიალებდა, ხორბლის, ფქვილის, შაქრის და ბრინჯის დიდ მარაგი დაარიგა სუნიტურ მეჩეთებში. სავარაუდოდ, რომ ამ ერთობას ოთხშაბათს აშშ-ის ავიაციის მიერ ფალუჯაში სუნიტური მეჩეთის განადგურებამ შეუწყო ხელი. ,,სუნიტი, შიიტი, ამას უკვე არავითტარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ხელოვნური დაყოფაა. ფალუჯას მოსახლეობა ალყაშია და შიმშილობს. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ“, აცხადებს 32 წლის შიიტი მეამბოხე საბაჰ სადამი.

დასკვნა

აპრილის ბოლოს ამერიკელები ქალაქ ფალუჯაში შევიდნენ. ამბოხებულთა ხელში რჩება ქალაქი ნეჯეფი და კუტი. აქ მოქთად ალ-სადრის მომხრები არიან გამაგრებულები და უკან დახევას არ აპირებენ. გამომდინარე იქიდან, რომ შიიტები ერაყის უმრავლესობას წარმოადგენენ, ამერიკელები ბუნებრივია ერიდებიან ამ ქალაქების შტურმით აღებას, რაც დიდ მსხვერპს გამოიწვევს და შესაბამისად დიდ რისკთან არის დაკავშირებული. რა მოხდება და როგორ ფორმით დაიბრუნებენ კოალიციის ნაწილები კონტრლს ამ ქალაქებზე, ძნელი სავარაუდოა. ამის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას: აპრილის თვემ ცხადყო, რომ ერაყში ომი არ დასრულებლა და ასევე აპრილის თვემ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ ომში მომავალი გამარჯვებულის ვინაობა.

 

7 ტაივანური თავისუფლების ,,ოქროს შუალედი“

▲ზევით დაბრუნება


ახლო აღმოსავლეთი

ლაშა გიორგიძე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიის ისტორიის III კურსის სტუდენტი

არც ჩინეთის პროვინცია და არც დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ცნობილია ტაივანის საზღვრები, მაგრამ უცნობია სტატუსი.

ტაივანის საკითხთან დაკავშირებით დღემდე შეუთანხმებლობა არსებობს. ჩინეთის სამოქალაქო ომიდან მოყოლებული, ოფიციალური პეკინი მას თავის პროვინციად მოიხსენიებს, რომელიც დროებით ჩამოცილებულია მისგან და მზადყოფნას აცხადებს, სამხედრო ძალის ჩარევითაც დაიბრუნოს. თუმცა, ტაივანის ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ ტაივანი სუვერენული სახელმწიფოა, მას აქვს საკუთარი კონსტიტუცია, ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და 385 ათასი ჯარისკაცი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ამ ორი პოზიციის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ტაივანს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა მახასიათებელი გააჩნია. მისი სამართლებრივი სტატუსი კი დღემდე გაურკვეველია.

ჩინეთი და ტაივანი

ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული მტრული დამოკიდებულება ჩინეთსა და ტაივანს შორის 1980 წლიდან იწყებს გამოსწორებას. ჩინეთმა წინა პლანზე წამოსწია ფორმულა, ,,ერთი სახელმწიფო, ორი სისტემა“, რის მიხედვითაც, ტაივანს ჩინეთთან გაერთიანების პირობებში, ექნებოდა ფართო ავტონომია. თუმცა ამ მიზნის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა ჯერ პრეზიდენტი ლი თენგ-ჰუი, რომელსაც, ფაქტობრივად, დამოუკიდებლობისაკენ მიჰყავდა ტაივანი, ხოლო მოგვიანებით ჩენ შუი-ბინი, რომელიც აგრძელებდა სრული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ამ პერიოდში განაცხადეს, რომ ისინი მზად იყვნენ, უფრო აქტიური მოლაპარაკებები ეწარმოებინათ ტაივანის პრეზიდენტთან, თუკი იგი აღიარებდა ,,ერთიანი ჩინეთის“ პრინციპს.

დიპლომატიური მოლაპარაკებებისაგან განსხვავებით, ეკონომიკურმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო ორივე მხარისათვის. ტაივანის კომპანიებმა ჩინეთში 50 მილიარდი დოლარი დააბანდეს, გაიზარდა ტაივანელი მოსახლეობის რიცხვი ჩინეთის ტერიტორიაზეც და 1 მილიონს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური კავშირები უფრო ამცირებს სამხედრო შეტაკების რისკს. ეს კავშირები კი, უკვე როგორც ტაივანის, ასევე ჩინეთის ეკონომიკაზეც აისახება.

მაშინ, როდესაც ტაივანს განაგებდა რესპუბლიკელი ჩან კაი-შის პარტია, კუნძულის დამოუკიდებლობა დღის წესრიგში არ იდგა, რადგან ამ პარტიის მიზანს ჩინეთის ხელისუფლების სათავეში მოსვლა წარმოადგენდა. 1980-იანი წლებიდან კი, რაც ოპოზიციურმა ,,დემოკრატიულმა პროგრესულმა პარტიამ“ (DPP) მიზნად ტაივანის დამოუკიდებლობა დაისახა, პეკინის მიერ აღიარებული ,,ერთიანი ჩინეთის პოლიტიკა“ ეჭვქვეშ დადგა. თუმცა, ამ ოპოზიციური პარტიის გაძლიერებამ პეკინი არ დააბნია და პირდაპირი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ,,ტაივანის მიერ მიღებული ნებისმიერი დეკლარაცია დამოუკიდებლობის შესახებ ჩინეთის მხრიდან აღიქმება, როგორც ომის ოფიციალურად გამოცხადება“.

2000 წელს ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ჩენ შუი-ბინი ჩინეთთან ურთიერთობების გამოსწორებას შეეცადა. მან განაცხადა, რომ არ აპირებდა ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამის მიზეზად კი ამ ხნის მანძილზე ჩინეთის ლიბერალურ პოლიტიკას ასახელებდა. თუმცა, ოფიციალურმა პეკინმა უარი თქვა ტაივანის პრეზიდენტთან საქმის დაჭერაზე, მით უმეტეს, რომ ბატონმა ჩენმა ინიციატივა გამოთქვა, მიეღოთ ,,კანონი რეფერენდუმის შესახებ“.

ტაივანის სტატუსის შესახებ განსხვავებული დამიკიდებულება გააჩნიათ კუნძულზე არსებულ ,,დემოკრატიულ პროგრესულ პარტიას“ (DPP) და ,,კუომინტანის“ (KMT) პარტიას. თუკი პირველი უპირატესობას დამოუკიდებელი ტაივანის სახელმწიფოს შექმნას ანიჭებს, უკანასკნელი კუნძულის ჩინეთთან შეერთების მომხრეა. საინტერესოა გამოკითხვის შედეგები ტაივანის მოსახლეობას შორის, რომლის უმრავლესობაც არსებულ მდგომარეობას არჩევს. მათ არ სურთ, იყვნენ ჩინეთის პროვინცია და არ სურთ სრული დამოუკიდებლობა. იმავე გამოკითხვით, კუნძულზე მცხოვრები უფრო მეტი ადამიანი თავს ტაივანელად უფრო მიიჩნევს, ვიდრე ჩინელად.

ამ ხნის მანძილზე ტაივანის ერთადერთი პარტნიორი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე აშშ-ია. მათი ურთიერთობა მეორე მსოფლიო ომიდან დაიწყო და ცივი ომის დროსაც გაგრძელდა. პრეზიდენტ კარტერის დროს, ჩინეთთან კავშირების გამყარების მიზნით, ტაივანთან დამოკიდებულება შეიცვალა. სამაგიეროდ, იმავე 1979 წელს ტაივანის კონგრესმა მიიღო ,,ტაივანთან ურთიერთობის აქტი“, რის მიხედვითაც აშშ-მა ვალდებულება აიღო, თავდაცვითი იარაღით მოემერაგებინა ტაივანი. იქვე აღნიშნული იყო, რომ ჩინეთის მხრიდან ნებისმიერი შეტევა ტაივანზე ,,სერიოზული ფიქრის“ საგანი გახდებოდა ამერიკისათვის. ამ დროიდან მოყოლებული, აშშ-ის პოლიტიკა ტაივანის მიმართ შეიძლება შეფასდეს, როგორც შორსგამიზნული სტრატეგიის შედეგი, რის მიზანსაც ჩინეთის, როგორც რეგიონული ძალის, დაბალანსება წარმოადგენს, თუნდაც დემოკრატიული ტაივანის ეკონომიკური წარმატებებით.

რა როლი აქვთ შეერთებულ შტატებს?

აშშ-ის მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, წამყვანი როლი ჩინეთ-ტაივანის ურთიერთობებში კარგად გამოიხატა ჯერ კიდევ 1996 წელს: ჩინეთმა ტაივანის არჩევნების წინ, თავისი სარაკეტო სისტემების შემოწმება კუნძულის ხელმძღვანელობის დასანახად მოაწყო, ამის საპასუხოდ კი, ამერიკის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა აშშ-ის სამხედრო ძალების აზიაში გადასროლის ბრძანება გასცა. პეკინის გაფრთხილება უფრო ,,შთამბეჭდავი“ რომ ყოფილიყო, ტაივანის ყურეში ამერიკული სამხედრო გემები შევიდნენ. ეს აზიაში გადასხმული ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი იყო ვიეტნამის ომის შემდეგ. აშშ-ის ასეთი მოქმედების მიუხედავად, არავინ იცის, რა უფრო აახლოვებს ქვეყნებს ერთმანეთთან, მსგავსი მმართველობის სისტემა და დემოკრატიული პრინციპები, რაც არსებობს აშშ-სა და ტაივანს შორის, თუ სტრატეგიული კონკურენცია. ამ უკანასკნელი ვერსიის დასაცავად შემდგომ განვითარებული მოვლენებიც გამოდგება. პრეზიდენტ კლინტონის ასეთ გადაწყვეტილებას შესაძლოა, ამერიკელების ომში ჩართვა გამოეწვია სხვისი ინტერესების დასაცავად, მაგრამ პოლიტიკურ (თუ სამხედრო) მანევრს უკვე ორი წლის შემდეგ დიპლომატიური სვლა მოჰყვა: პრეზიდენტმა კლინტონმა ,,სამი უარი“ განაცხადა: უარი ტაივანის დამოუკიდებლობის საკითხზე, უარი ,,ორი ჩინეთის“ არსებობაზე და უარი ტაივანს, რათა იგი ვერ გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ვერ გახდეს საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.

მოგვიანებით, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ უფრო ხისტი პოლიტიკა აირჩია და ჩინეთი ,,სტრატეგიულ კონკურენტად“ გამოაცხადა, თუმცა არც პრეზიდენტ ჩენისათვის გაუწევია დახმარება. ასეთმა პოლიტიკით კი სტატუს-კვო იქნა შენარჩუნებული.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები შიშით ადევნებენ თვალყურს ჩინეთის გაძლიერებას და ყველაფერს აკეთებენ ამის შესაჩერებლად, ბევრ რამეში კომუნისტურ პეკინს მაინც ეთანხმებიან. სწორედ ამიტომ, აშშ-ს, საფრანგეთის, იაპონიისა და სამხრეთ აზიის ერების ასოციაციის წარმომადგენლებმა ტაივანში 2004 წლის 20 მარტის არჩევნებთან ერთად რეფერენდუმის გამართვის ფაქტი  არ მოიწონეს. მათ განაცხადეს, რომ ეს არის საფრთხე არსებული მდგომარეობის დასარღვევად. როგორც ჩანს, გაურკვეველი სტატუსის მიუხედავად, ამ ქვეყნებს მაინც ურჩევნიათ ამ გაურკვევლობაში ყოფნა. ამით მათ მხარი დაუჭირეს ოფიციალური პეკინის განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ ჩენის ხელისუფლება ,,წარმოადგენს საფრთხეს რეგიონული სტაბილურობისათვის“. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლიენ ჩენი ჩინეთისათვის უფრო მისაღებია, ვიდრე ჩენ შუი-ბინი, რადგან იგი ქვეყანას სრული დამოუკიდებლობისაკენ უბიძგებს, რასაც ანალიტიკოსთა განცხადებით, პეკინი მშვიდად არ შეხვდება და ,,ერთიანი ჩინეთის ძირძველი ნაწილის“ საბოლოოდ ჩამოცილებას სამხედრო ძალის ჩარევითაც შეეწინააღმდეგება. თვით ლიენ ჩანის განცხადებით, ჩინეთმა ,,არანაირი დახმარება“ არ უნდა გაუწიოს მის კონკურენტს. ბატონი ჩანის პერსონა აშკარად პრო-ჩინურია და მისი მოღვაწეობა ორი მხარის დაახლოებისაკენ არის მიმართული.

ერთი სახელმწიფო - ორი სისტემა

მიუხედავად იმისა, რომ ტაივანის მოსახლეობის უმრავლესობა აშშ-ს პარტნიორად და მეგობრად მიიჩნევს, დანამდვილებით არავინ იცის, ჩაერევა თუ არა ვაშინგტონი ტაივანის საკითხის მოსაგვარებლად სამხედრო ძალის გამოყენებით. მართალია, ამერიკელები დიდი მონდომებით ვაჭრობენ ტაივანთან იარაღით, თუმცა, ამავე დროს, ჩინეთი უახლესი საჰაერო გამანადგურებლებითა და წყალქვეშა ნავებით მდიდრდება, შეიარაღებაზე ბიუჯეტის 12 პროცენტს ხარჯავს და აღმოსავლეთ სანაპიროზე 500-მდე რაკეტა აქვს განლაგებული, რომელთა უმრავლესობაც კუნძულისკენაა მიმართული. გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ აშშ ასეთივე თანამედროვე თავდაცვითი იარაღით მოამარაგებს ტაივანის ხელისუფლებას.

ჩინეთის დამოკიდებულება ტაივანის საკითხისადმი ერთმნიშვნელოვანია. ქვეყნის პრემიერმა ვენ ჯიაბაომ განაცხადა, რომ ,,მსოფლიოში ერთი ჩინეთია, კონტინენტური ჩინეთი და ტაივანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკუთვნის“. ამის დასამტკიცებლად პრემიერს კაიროს დეკლარაცია მოჰყავს, სადაც აღნიშნულია, „1943 წლის დეკემბერში მიღებულია ერთობლივი დეკლარაცია ჩინეთის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ. ყველა ტერიტორია, რაც კი იაპონიამ წაართვა ჩინეთს, მათ შორის ტაივანის კუნძული, ისევ ჩინეთს უბრუნდება“. იგივე განმეორდა 1945 წელს პოტსდამის დეკლარაციის მიღების დროს, სადაც, მერვე მუხლით, საკითხი კვლავ ჩინეთის სასარგებლოდ გადაწყდა. ეს გადაწყვეტილება არც ჩინეთის ისტორიულ მეტოქეს, იაპონიას, გაუპროტესტებია. უფრო მეტიც, ორმხრივ ხელშეკრულებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა კაიროსა და პოტსდამის კონფერენციების ,,მონაპოვარი“.

ჩინეთის მთავრობას ზუსტად აქვს ჩამოყალიბებული სამომავლო ურთიერთობის ფორმა ტაივანთან. მიუხედავად ხელისუფლების მართვის ფორმებისა, ჩინეთი შესაძლოა, ,,გახდეს ერთი სახელმწიფო, ორი სისტემით“. ისინი ტაივანსაც ისეთივე ავტონომიურ უფლებებს ჰპირდებიან, როგორიც აქვს თუნდაც ჰონგ-კონგს, რომელთან ურთიერთობაც სპეციალური კანონითაა მოწესრიგებული. ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჩინეთის სუპერსახელწმიფოდ და ჰეგემონად ჩამოყალიბებას შესაძლოა, თაობები დასჭირდეს, მაგრამ ,,ჩინეთი არასოდეს შეუქმნის საფრთხეს სხვა ქვეყნებს, არასოდეს დაარღვევს უცხო ქვეყნების საზღვრებს“. აქვე ისიც იგულისხმება, რომ პეკინი ვერასოდეს შეეგუება საკუთარი საზღვრების და ტერიტორიის სხვასთან გაყოფას. ტაივანი კი ამის ნათელი მაგალითია.