The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები №5(14) (მაისი, 2008)


ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები №5(14) (მაისი, 2008)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: მარკოზაშვილი ნიკოლოზ, ჯაველიძე ეკა, შატბერაშვილი ლევან, გიორგობიანი ლელა, ხარატიანი ქეთი, გეჯაძე ირაკლი, კუპრავა თემურ
თემატური კატალოგი ბიზნესი: ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები
საავტორო უფლებები: © ამირან ბაბუნაშვილი
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 მოტივირების თეორიები და სტრატეგიები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: ნიკოლოზ მარკოზაშვილი

GMCG Ltd - პარტნიორი.
ESM-თბილისი - მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი

Anything goes
ყველაფერი გამოდგება
პაულ ფეიერაბენდი

ორგანიზაციის საქმიანობის ხარისხი დამოკიდებულია პერსონალის ქცევაზე. ამიტომ წარმოადგენს მართვის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანების ქცევის ისეთი დონის მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი შედეგების მიღებას. ამასთან იგულისხმევა, რომ ქცევა მართვადია, ანუ ექვემდებარება „გარე“ ზემოქმედებას. მაშასადამე, თუ კარგად მესმის ადამიანის ქცევის ბუნება და შესაბამისად ავაწყვე ზემოქმედება, მაშინ შემიძლია მივიღო სასურველი შედეგი. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რას ვგულისხმობთ ზემოქმედების ქვეშ. როცა ვსაუბრობთ მოტივირებაზე, ზემოქმედება სათანადო გარე სტიმულების შექმნის პროცესთანაა გაიგივებული. დღეს ამ მიმართულებით უამრავი გამოკვლევა არსებობს, რომლებიც ტრადიციულად ორ დიდ ოჯახად იყოფა: პირველ ოჯახში შედიან მოტივირების შინაარსობრივი, ხოლო მეორე ოჯახში - პროცესუალური თეორიები.

მოტივირების შინაარსობრივი თეორიები

ამ თეორიებს საფუძვლად უდევს დაშვება, რომ ადამიანთა ქცევას განაპირობებენ მათი მოთხოვნილებები.

(ეს ტერმინი ქართულ ენაში რუსული სიტყვის „потребности”- ეკვივალენტს წარმოადგენს, მაშინ, როდესაც ინგლისურ პირველწყაროებში გამოყენებულია ტერმინი needs, რომლის ზუსტი ქართული თარგმანიასაჭიროებები”).

მოტივირების შინაარსობრივი თეორიების განვითარება ძირითადად დაკავშირებულია აბრაჰამ მასლოუს, დუგლას მაკ-გრეგორის, ფრედერიკ ჰერცბერგის და კლეიტონ ალდერფერის სახელებთან.

მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია კარგადაა ცნობილი მენეჯმენტის თეორიაში. აქ ჩვენ დავკმაყოფილდებით რაინჰარდ შპრენგერის (ყველგან ქვემოთ, თუ არ არის მითითებული სხვა ავტორი, მოყვანილია ციტატები მისი წიგნიდან „მოტივაციის მითები“) შემდეგი კომენტარით:

მასლოუს სახელით ცნობილ პირამიდას, კარგა ხნის წინ დამტკიცებული უსაფუძვლობის მიუხედავად, მსოფლიოს კონსულტანტები, კვლავაც, დიდის ამბით, თანამშრომელთა მოტივირების ერთგვარ გასაღებად აღიარებენ. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ იგიძლიერ დამაჯერებლად გამოიყურებადა ორგანიზაციის იერარქიულ პირამიდას წააგავს. ამასთან დაკავშირებით, საინტერესო იქნებოდა გამოგვეკვლია - რამდენად განაპირობა ამ მოდელმა ამჟამად გაბატონებული აზრის წარმოქმნა კენწეროში მჯდომი, თვითგახსნადი და მოტივირებული ხელმძღვანელისა და მოდუნებული, უსიცოცხლო კოლექტივის შესახებ. კოლექტივისა, რომელიც მოთხოვნილებათა უმდაბლეს საფეხურზე უბადრუკი ცხოვრებით ცხოვრობს და, შესაბამისად, მოტივირება ესაჭიროება“.

მასლოუს მიდგომა ხშირად გაიგება სურვილად წარმოვიდგინოთ ადამიანი, როგორც იერარქიულად განლაგებული მოთხოვნილებათა კრებული, რომლის გასწვრივ დაკმაყოფილება „მოძრაობს“ ქვემოდან ზემოთ: ქვედა დონის მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ხდება ზემო დონის დაკმაყოფილება.

კლეიტონ ალდერფერს ეკუთვნის ERG-თეორია, რომელშიც შემდეგნაირად განაზოგადა მასლოუს მიდგომა (იხილეთ Филип Уайтли, Мотивация, 2005, стр. 117):

ალდერფერმა მოთხოვნილებები სამ კატეგორიად დაჰყო. ესენია: ეგზისტენციალური (Existence), სოციალური (Relatedness) და განვითარების (Growth) კატეგორიები. მასლოუსაგან განსხვავებით, ის უარყოფდა მოთხოვნილებათა იერარქიულ აგებულებას და მათი მკაცრად თანმიმდევრული დაკმაყოფილების აუცილებლობას. მაგალითად, ადამიანი, ეგზისტენციალური და სოციალური მოთხოვნლებების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც კი, შეიძლება მიილტვოდეს განვითარებისკენ. მეტიც, ალდერფერის აზრით, ადამიანს შეიძლება ერთდროულად რამდენიმე დომინანტი მოთხოვნილება ჰქონდეს. მასლოუ კი ამტკიცებდა, რომ დაუკმაყოფილებელი საჭიროება უმთავრესი მოტივატორია და მოთხოვნილებათა პირამიდაზე აღმასვლა მხოლოდ წინა დონის დაკმაყოფილების შემდეგ შეიძლება. ალდერფერის აზრით, თუკი უფრო მაღალი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ბლოკირებულია, მატულობს ქვემოთ მდებარე მოთხოვნილებათა მეტი სიხშირითა და სისრულით დაკმაყოფილებისკენ ლტოლვა, ანუ ბლოკირებული მოთხოვნილება აქტუალურობას მატებს უფრო დაბალ მოთხოვნილებას, რომლის დაკმაყოფილების უნარიც აქვს ინდივიდს“.

ამ მიდგომებთან დაკავშირებით შპრენგერი აკეთებს შემდეგ კომენტარს:

ამ კონცეფციის თანახმად, ადამიანი თავს მიიჩნევს სრულიად უაზრო არსებად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნილებებისგან შედგება. ამ მოთხოვნილებებისა და მათი დაკმაყოფილების შეთავაზების წყალობით მას ყველაფერს გააკეთებინებ, ოღონდ იმ პირობით, რომ არც ერთ მოთხოვნილებას ზიანი არ მიადგეს. ამის საოცრად ცინიკურ-პროვოკაციული ქვეტექსტი, რომელიც თავს ადამიანის საუკეთესო ნააზრევად მიიჩნევს, ამგვარად ჟღერს: „ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მთავარი - ფასია“. ეს თეორია შემდეგნაირ განტოლებამდე შეგვიძლია დავიყვანოთ: განსაზღვრულ მოთხოვნილებას + შესაბამისი სტიმული = სასურველ მოქმედებას (რეზულტატს)“.

იბადება კითხვა: როგორ განვსაზღვროთ თანამშრომლის მოთხოვნილება? არის კი ის ერთადერთი? ჯერ კიდევ სენეკა ამბობდა:

ყოველმა ადამიანმა იცის, რომ არსებობს რაღაც, რაც მას მოქმედებისკენ უბიძგებს; მაგრამ რა არის ეს, ვერც კი გაუგია. ისიც იცის, რომ მასში წამაქეზებელი შინაგანი ძალა ძევს, მაგრამ რა სახისაა და საიდან მოსული - მისთვის უცნობია“.

სირთულე აქ მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანში შეიძლება ერთდროულად არსებობდნენ ურთიერთსაწინააღმდეგო მოტივები. ადამიანისთვის საერთოდ დამახასიათებელია შინაგანი სამყაროს მრავალფეროვნება. ის ფაქტი, რომ კითხვაზე: „რა გაწუხებს დღეს?“, ადამიანი პასუხობს: „დაბალი ხელფასი“, არ ცვლის არაფერს. აქედან გამომდინარე, შპრენგერი აღნიშნავს:

ვერაფერს შეცვლის ვერც რეგულარულად გამოქვეყნებულ გამოკითხვათა შედეგები, რომლებიც დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ხელფასის გაზრდა მოტივირების საშუალებაა. ეს ხომ სინამდვილეს არ შეესაბამება. თუ სხვა სტატისტიკურ მასალას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მოსამსახურეთა უმეტესობა უეცრად, შინაგანად მოტივირებულაზრის მაძიებლად გადაქცეულა. მონაცემთა შორის ამგვარ განსხვავებას დიდწილად განაპირობებს ის, თუ როგორაა საკითხი დასმული“.

მაშ, რა არისდაკმაყოფილება“? საერთოდ, შესაძლებელია თუ არა მოთხოვნილებათადაკმაყოფილება“? არც ერთი კმაყოფილება არ არის იმდენად სრული, რომ იგი უფრო დიდმა, მომდევნო ან სხვა (ან ჯერ არარსებულმა) კმაყოფილებამ არ გადაწონოს. იგი გამუდმებით გაურბის მათ, ვინც შეძლებს მის მიღწევას. ცოტათი შევცვლით ფროიდის სიტყვებს და ვიტყვით, რომ ადამიანში ღმერთმა არ გაითვალისწინა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების უნარი. მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება წამიერი, ეპიზოდური ფენომენია“.

მაკ-გრეგორმა პირველმა მიაქცია ყურადღება შემდეგ პრობლემას: „ძალდატანების გარეშე ადამიანები არ აკეთებენ იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ“. ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორია ადამიანის დამოკიდებულება შრომის მიმართ? 1960 წლის გამოკვლევაში მან გამოაქვეყნა ორი შესაძლო პასუხი: ე.წ. X და Y თეორიები, რომლებსაც მოგვიანებით ოუჩმა დაუმატა პასუხის მესამე ვარიანტი - Z თეორია.

X-თეორია. ადამიანს შრომის მიმართ თანდაყოლილი ზიზღი ახასიათებს და სადაც ეს შესაძლებელია, ყველგან ცდილობს საქმისთვის თავის არიდებას. მას ყოველთვის ძალისხმევის გარეშე სურს სიამოვნების მიღება. ამიტომაც, საჭიროა ზეწოლით, იძულებით, დასჯის მუქარითა და კონტროლით ვაიძულოთ ადამიანი, წვლილი შეიტანოს ორგანიზაციული მიზნების მიღწევის საქმეში.

Y-თეორია. სამუშაოში ფიზიკური და გონებრივი ჩართულობა ისევე ბუნებრივია ადამიანისთვის, როგორც თამაში და დასვენება. თუკი ადამიანი საქმეში აზრს ხედავს, თუ მისი შრომის მიზანი მის საკუთარ მიზნებს ემთხვევა, იგი შეძლებს რეზულტატის მიღწევას და საკუთარი თავის გაკონტროლებას. ადამიანი ბუნებით გამომგონებელი და შემოქმედია. მთავარია, შექმნის საშუალება მისცე.

Z-თეორია. წარმოადგენს პერსონალის მოტივირების იაპონური გამოცდილების განზოგადებულ ვარიანტს, რომლის არსიც თანამშრომლის მიერ საკუთარი თავის ორგანიზაციასთან გაიგივებაში მდგომარეობს. გაცნობისას იაპონელი გვარზე ადრე თავის ფირმას ასახელებს. ამგვარ ვითარებას განაპირობებს სამუდამო დასაქმების გარანტია, კოლექტივიზმის ძლიერი სულისკვეთება, თანამშრომელთა თუ ხელმძღვანელთა შორის ნდობა და კერძო, პირდაპირი კავშირების წახალისება ისეთი საურთიერთო სისტემების საშუალებით, როგორიცაა ხარისხის წრეები, სპორტული შეხვედრები, პიკნიკები, კოლექტიური ტურისტული მოგზაურობები და .. იაპონელი მუშაკი დარწმუნებულია, რომ მნიშვნელოვანი და შეუცვლელია და რომ კომპანიის ბედი მასზე ჰკიდია.

მაკ-გრეგორის აზრით, მენეჯერმა არ უნდა აირჩიოს X-თეორია. მაგრამ საკითხავია: დგას კი მენეჯერი არჩევნის წინაშე? მაგალითად, ადამიანს არ შეუძლია აირჩიოს საკუთარი ხასიათი; და ხომ არ არის შრომის მიმართ დამოკიდებულება ხასიათის ერთ-ერთი თვისება? მაშინ მისი ფორმირება ხდება ხასიათის ჩამოყალიბების პროცესში და არ ექვემდებარება მნიშვნელოვან ცვლილებას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ მიმართულებით სერიოზული კვლევა არ ჩატარებულა. მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით - მენეჯერი ხშირად თვლის, რომ ხელქვეითები არ იყენებენ სრულად საკუთარ პოტენციალს გარე ზემოქმედების გარეშე, მაგრამ თვითონ არავითარ ზეგავლენას არ საჭიროებს. საკითხავია, რომელი თეორიის მიმდევარია ეს მენეჯერი? პრინციპიალურად განსხვავებულია ოუჩის მიდგომა: აქ მენეჯერის წინაშე დგას სპეციალური თვისებების მქონე სიტუაციის შექმნის ამოცანა (რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მახასიათებელია ნდობის ატმოსფერო ორგანიზაციაში). ამ სამი თეორიის ანალიზს მივყავართ შემდეგ დასკვნამდე:

ადამიანი ბუნებით შემოქმედია. ის ორიენტირებულია თვითგანვითარებაზე, რისი მიღწევა შრომის გარეშე შეუძლებელია (Y-თეორია). საზოგადოებაში არსებულმა ფასეულობებმა შეიძლება ხელი შეუწყონ ამ ორიენტაციას (იაპონური კულტურა - Z-თეორია), ან მოახდინონ ზეწოლა ბლოკირების მიმართულებით (დასავლური კულტურა - X -თეორია).

ფრედერიკ ჰერცბერგის მიხედვით შრომითი კონტრაქტის და შრომის ფიზიკური პირობები წარმოადგენენ ე.წ. ჰიგიენისფაქტორებს. ამ ფაქტორების არარსებობის ან არა საკმარისი დონით არსებობის შემთხვევა პერსონალში იწვევს დაუკმაყოფილების გრძნობას და შეიძლება ორგანიზაციაში შრომით კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. ამასთან, სიტუაციის გამოსწორება, ანუ ჰიგიენის ფაქტორების არსებობა, არ იწვევს თანამშრომელთა მოტივირებას. ამავე დროს, თანამშრომლის საქმიანობასთან და ადამიანურ ურთიერთობებთან დაკავშირებული მოტივაციის ფაქტორების არარსებობა არ იწვევს თანამშრომელში დაუკმაყოფილების შეგრძნებას; მაგრამ მათი არსებობა ახდენს პერსონალის მოტივირებას. ჰერცბერგი აღნიშნავდა:

ჩვენი კვლევის შედეგებს მივყავართ დასკვნამდე, რომ მუშაობის პროცესით გამოწვეული კმაყოფილების და ადეკვატური მოტივაციის წარმომქმნელი ფაქტორები არსებითად განსხვავდება იმ ფაქტორთაგან, რომლებიც შრომით დაუკმაყოფილებლობას განაპირობებს. მუშაობით გამოწვეული კმაყოფილების საპირისპირო გრძნობაა ამგვარი კმაყოფილების არარსებობა და არა - დაუკმაყოფილებლობა. ხოლო დაუკმაყოფილებლობის საპირისპირო გრძნობა კი დაუკმაყოფილებლობის არარსებობაა და არა - შრომით გამოწვეული კმაყოფილება“.

მოტივირების პროცესუალური თეორიები

მოტივირების პროცესუალურ თეორიებს საფუძვლად უდევს დაშვება, რომ ადამიანთა ქცევა განპირობებულია ადამიანის მიერ მოვლენების აღქმის მექანიზმის მოქმედებით. ჩვენ დავკმაყოფილდებით სამი თეორიის (ვრუმის მოლოდინის თეორია, ადამსის სამართლიანობის თეორია და პორტერ-ლოულელის კომპლექსური მოდელი) მოკლე განხილვით.

ვრუმის თანახმად მოტივაცია წარმოადგენს სამი მამრავლის ნამრავლს:

მოტივაცია = (F-R) * (R-C) * (C-V),

სადაც

  • (F-R) - იმის მოლოდინია, რომ თანამშრომლის F ძალისხმევა მიაRებინებს მას R შედეგს;

  • (R-C) - იმის მოლოდინია, რომ R შედეგის მიღება მოუტანს თანამშრომელს C ანაზღაურებას;

  • (C-V) - ანაზღაურების ვალენტობაა - თანამშრომლის თვალსაზრისით C ანაზღაურების მოსალოდნელი V ფასეულობა.

აქ აღსანიშნავია ორი ფაქტორი:

  • ვრუმის მიდგომა არ ქმნის მოტივირების საერთო ველს: თითოეული თანამშრომლის მოტივირება ხდება ინდივიდუალურად;

  • არ არის დაკონკრეტებული, თუ რა გვესმის ანაზღაურების ქვეშ. როგორ ფიქრობთ, წარმოადგენს თუ არა თვითგანვითარება „ანაზღაურებას“?

ადამსის აზრით, მუშაკი მიღებულ ანაზღაურებას ადარებს არა მარტო მის მიერ დახარჯულ ძალისხმევას, არამედ იმ ანაზღაურებას, რომელსაც ანალოგიურ სამუშაოში ორგანიზაციის სხვა თანამშრომლები იღებენ. ამიტომ, ერთი და იგივე ანაზღაურების ფასეულობა ფარდობითია და განისაზღვრება სამართლიანობის გრძნობით. ინდივიდს მიაCნია, რომ შრომის სამართლიანი ანაზღაურება ხელს უწყობს მისი შრომის ნაყოფიერების ზრდას, ხოლო სამართლიანობის დარღვევა წარმოადგენს დისკომფორტის წყაროს, რაც, საბოლოოდ, ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზაციის საქმიანობაზე. სამართლიანობის დარღვევის მიზეზებს წარმოადგენენ: უნდობლობა თანამშრომელს და მენეჯერს შორის, არასწორად გაგებული თანამშრომლის მოთხოვნილებათა არსი, რის შედეგად მატერიალურ ანაზღაურებას ეძლევა პრიორიტეტი. მაგალითად, ბევრ ფირმაში მიღებული პროცედურა, რომლის დროსაც ხელფასი „კონვერტში“ გაიცემა, ეწინააღმდეგება სამართლიანობის თეორიას და ხშირად წარმოადგენს თანამშრომელთა უკმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზს.

პორტერმა და ლოულერმა შეიმუშავეს საკმაოდ საინტერესო მიდგომა, რომელიც, გარკვეული აზრით, აერთიანებს მანამდე მიღებულ პროცესუალურ თეორიებს:

პორტერ-ლოულერის კომპლექსური მოდელი შინაგანი და გარეშე ჯილდოს საშუალებით ერთად კრავს (უნარების, ხასიათისა და შრომით პროცესში საკუთარი როლის გაცნობიერების ხარჯზე) გაღებულ ძალისხმევასა და მუშაობის რეზულტატებს. თანაც, ჯილდო ორი კუთხით განიხილება (ისევე, როგორც ვრუმის თეორიაში): მოცემული მუშაკისთვის ანაზღაურების ფასეულობისა და დახარჯულ ძალისხმევასთან მისი პირდაპირი კავშირის ალბათობის თვალსაზრისით. ჯილდოს სამართლიანობის განცდა ანაზღაურების ფასეულობის შეფასებასა და მისგან მიღებული დაკმაყოფილების ხარისხზე აისახება. შესაბამისად, წარმატებით მოტივაციაში იგულისხმება:

  • მიღწეული რეზულტატების დამოკიდებულება მუშაკის მიერ თავისი როლის გაცნობიერებაზე და, აგრეთვე, მის ძალისხმევაზე, უნარებსა და კომპეტენციაზე;

  • ჯილდოს დამსახურებულობისა და გაღებული ძალისხმევის პირდაპირი ურთიერთკავშირი;

  • თანამშრომლის მოთხოვნათა უფრო სრულად დასაკმაყოფილებლად და შრომითი მოტივაციის ქმედითუნარიანობის გასაზრდელად, შინაგანი და გარეშე ჯილდოს ურთიერთშეთავსების აუცილებლობა.

ამასთან, საგულისხმოა მიღებული დასკვნა: წარმატებული მოტივაციის ამოსავალი ის უნდა იყოს, რომ შრომის რეზულტატიურობა წარმოქმნის მოტივაციას და არა - პირიქით, როგორც ადრე მიიჩნევდნენ. ადამიანისთვის მიზნის დასახვიდან კონკრეტული ქმედების ეტაპზე გადასვლის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი წარმატების მიღწევის მოტივის ქონაა. აქედან შემდეგი ფორმულა გამომდინარეობს: მოტივაცია = წარმატების მიღწევის მოტივი * წარმატების შანსები * წარმატების ფასეულობა

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა შპრენგერის კომენტარი:

ამგვარად, მმართველ პერსონალს, რომელიც სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი სტიმულებზე მოსამსახურეთა არაერთგვაროვნი რეაქციის გამო, შეუძლია უკეთესობის იმედი იქონიოს. მასტიმულირებელ პროფილთა რადიკალური ინდივიდუალიზაცია სასურველ შედეგს გვპირდება. უფროსმამხოლოდ და მხოლოდთითოეული თანამშროლის სტილი, მიზნები და მოტივები უნდა გაიაზროს... წარმოიდგინეთ ხელმძღვანელები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სხედან და თანამშრომლებს ჭოგრიტით აკვირდებიან. ისინი მეტ-ნაკლებად შეუმჩნევლად უთვალთვალებენმოთხოვნილებათა რა დონეზეიმყოფება (ანუ, როგორია მისი წარმატების მიღწევის მოტივი) ესა თუ ის მუშაკი. ტიპის ტაქსონომიის სათანადოდ შესწავლის შემდეგ, მენეჯერმა ზუსტად იცის, როგორ დააწინაუროს მუშაკი. იგი იღებს მადისმომგვრელ ნაჭერს და დაუყოვნებლივ უკიდებს ცხვირწინ თანამშომელს... მაგრამ ასეთი ზედმიწევნითი დაკვირვებისთვის საკმარის დროს ვინ გამონახავს? ვინ მოისურვებს გამუდმებით ცვალებად მოთხოვნებზე მორგებას? ფასეულობათა ცვლის სისწრაფე ძლიერ გაიზარდა, განსაკუთრებით - ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა შორის. ამჟამად აღარ არსებობს მუდმივი ფასეულობები, რომლებსაც, როგორც ანალიზი გვიჩვენებს, შეეძლოთ ყოფილიყვნენ მოტივაციის სტაბილური საფუძველი.

რამდენად მისაღებია თქვენთვის შპრენგერის არგუმენტაცია? რა გამოსავალი შეიძლება მოინახოს შექმნილი სიტუაციიდან?

მინი ქეისი.

ბობ მაკკიური, რომელიც 1993 წლიდან Toyota-ს ამერიკულ განყოფილებას ხელმძღვანელობს, მენეჯმენტის უნიკალური სტილით გამოირჩევა. ეს სტილი თანამშრომელთა შორის მის პოპულარობას სულაც არ ზრდის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მის მიერ მართული განყოფილება წარმატებით მუშაობს.

იგი ოფისში დილის 6 საათისთვის მიდის და გზაში თავისთვის საინტერესო საკითხებზე, ფირმის რამდენიმე მენეჯერთან ტელეფონით გასაუბრებასაც ასწრებს. ოფისში მაკკიური, პირველ რიგში, გაყიდვების შესახებ მოხსენებებს ათვალიერებს და აანალიზებს. შემდეგ იძახებს იმ ქვეგანყოფილებათა მენეჯერებს, სადაც მაჩვენებლებმა დაიწია და უმკაცრესად არკვევს წარუმატებლობის მიზეზებს (ხშირად საქმე ადმინისტრაციული სანქციებითაც მთავრდება). მუშაობას იგი ღამით ამთავრებს. ყველასთვის გასაოცარია - როგორ შეიძლება ასეთი რიტმის ატანა.

რა აიძულებს ბობს ამგვარი დატვირთვით მუშაობას? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კონკურენტთა ჯობნის სურვილი. მისი აზრით, ბაზარზე დღესდღეობით, არსებული კონკურენციის პირობებში, მენეჯმენტისადმი მიდგომა საკმაოდ მკაცრი უნდა იყოს. ბობს იაპონელ კოლეგებთანაც ზუსტად ანალოგიური დამოკიდებულება აქვს, რითაც, ხშირად, აღშფოთებასაც იწვევს. თუმცა, მისი მუშაობის შედეგი გამაოგნებელია.

სპეციალისტების მიერ ნებისმიერი მენეჯერის შეფასების ძირითადი კრიტერიუმი, თანამშრომელთაგან მაქსიმალური უკუგების მიღების უნარია. ამ კრიტერიუმის მიხედვით ბობი უაღრესად წარმატებული მენეჯერია. როგორც ერთმა თანამშრომელმა აღნიშნა - იგი შემსრულებელს აიძულებს საკუთარ მოლოდინს გადააჭარბოს და ბევრად აიმაღლოს საკუთარ თავზე წარმოდგენა.

არის თუ არა ეს ლიდერობა? როგორია ბობის მუშაობის სტილი; არის თუ არა იგი წარმატებული? დაასაბუთეთ თქვენი პოზიცია.

ისურვებდით თუ არა ბობის ხელმძღვანელობით მუშაობას? როგორია მისი თანამშრომელთა მოტივირების მექანიზმი?

მინი ქეისი

ამერიკელ ფსიქოლოგ რობერტ ჩალდინის ერთი კვლევის შედეგები მოჰყავს: ფსიქოლოგმა კოლეჯის ოთხ სხვადასხვა ჯგუფში ერთი და იგივე ადამიანი მიიყვანა და კემბრიჯიდან ჩამოსულ სტუმრად გაასაღა. ამასთან, პირველ ჯგუფში იგი სტუდენტად, მეორეში ასისტენტად, მესამეში მასწავლებლად და მეოთხეში პროფესორად წარადგინა. სტუმრის მიერ აუდიტორიის დატოვების შემდეგ, სტუდენტებს, მისი სიმაღლის ვარაუდით განსაზღვრას თხოვდნენ. შედეგმა უჩვენა, რომპროფესორისსიმაღლე ბევრად აღემატებოდასტუდენტისას“. ანუ, ტიტულის მატებასთან ერთად, სიმაღლეც იზრდებოდა. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

მოტივირების სტრატეგიები

მოტივირების ცენტრალური საკითხის ფორმულირება ასე შეიძლება: „როგორ უნდა გააკეთებინო მუშაკს ის, რისი გაკეთებაც არ უნდა?“. პასუხი ასეთია: მოტივირების სტრატეგიის საშუალებით. და, მართალია, ეს სტრატეგიები შეიძლება საშუალებების თვალსაზრისით განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ თითოეული მათგანის საფუძველში ერთი პრინციპი („იმის გაკეთების შემთხვევაში ამას მიიღებ“) დევს. მოტივირების სტრატეგიისთვის დამახასიათებელია ხუთი რამ: დაჯილდოება, შექება, მოსყიდვა, მუქარა და დასჯა.

იძულებისსტრატეგია

მენეჯერი ძალით იმორჩილებს თანამშრომლებს. მისი ძირითადი დევიზია: „გააკეთე, რასაც გეუბნები, თორემ დაისჯები!“. ან (უფრო რბილად) „იმუშავე და ხელს არ გახლებ!“. სტრატეგიის ქვაკუთხედებია მუქარა და დასჯა. შიშის ატმოსფერო სტაბილურობის ნიშნად აღიქმება. მთავარია შრომის გეგმით გათვალისწინებული პროდუქტის მიღება. ხელქვეითების შინაგანი განწყობა, მისი აზრები და გრძნობები მენეჯერს არ აღელვებს.

ასეთ პირობებში მუშაკი ცდილობს, რაც შეიძლება ცოტა იმუშაოს და თავს არიდებს (ზოგჯერგაურბისკიდეც) ძალდატანებით დავალებულ საქმეს“. ამიტომაც, ორგანიზაცია ნერგავს ვირტუალურ კონტროლსა და გაქცევის ხელისშემშლელ მექანიზმებს. იძულების სტრატეგია პრობლემებს აწყდება, როცა:

  • გაქცევას არ აფერხებს ხელისუფლება, კანონმდებლობა, შეთანხმებები და უკეთესი ალტერნატივების მოსპობა;

  • როცა შეუძლებელია კონკრეტული პირის მიერ შრომის პროდუქტის აღრიცხვა და/ან შეფარდება.

შეტყუებისსტრატეგია

მენეჯერი თანამშრომლებს პრემიების საშუალებით იმორჩილებს. ძირითადი დევიზია: „გააკეთე, რასაც გეუბნები, თორემ თავს ავნებ!“, ან „თავს ძალა დაატანე და კუთვნილს მიიღებ!“. თანაც, ასეთი მენეჯერი, როგორც წესი, კეთილგანწყობილია.

თუ მუშაკი თავგამოდებით შრომობს, იგი ავტომატურად იღებს წინასწარ გათვალისწინებულ ჯილდოს, ხოლო თუკი პასიურობს - ჯილდოს გარეშე რჩება. გამოიყენება რამდენიმე სახის ჯილდო. ესენია: შემოსავლის გარკვეული პროცენტი, რომელიც შედეგის მიღების შემდეგ გაიცემა, „ცვალებადი ხელფასი“ და „ბონუსები“.

ისევე, როგორც იძულების სტრატეგიაში, ხელქვეითთა შინაგანი განწყობა აქაც იგნორირებულია. მაგრამ შეტყუების სტრატეგიას ის უპირატესობა აქვს, რომ მუშაკი თავად განსაზღვრავს საკუთარ შრომით წვლილს და პასუხს აგებს თავის ქცევაზე.

სისტემა იმ შემთხვევაში აწყდება სირთულეებს (რასაც ზოგჯერ იძულების სტრატეგიამდე მივყავართ), როცა:

  • შესაძლებელია ბონუსების სისტემის გაუქმება ან გვერდის ავლა;

  • თანამშრომელთა უმეტესობა არაერთგვაროვნად რეაგირებს ყველასათვის ერთნაირ სტიმულებზე;

  • უსამართლობა თანამშრომელთა შორის შეშფოთებას იწვევს;

  • შრომითი წვლილი რაოდენობრივ აღრიცხვას არ ექვემდებარება.

ცდუნებისსტრატეგია

მენეჯერი თანამშრომელთა „სულს“ იმორჩილებს. ძირითადი დევიზია: „ხალისით გააკეთე, რასაც გეუბნები!“, ან „დამემორჩილე და თავს ბრწყინვალედ იგრძნობ!“. ამ შემთხვევაში მენეჯერის პირადი მიზნები ხელქვეითებში უნდა „დაინერგოს“. ოღონდ ეს შეუმჩნევლად უნდა მოხდეს. მოტივირების ამ სტრატეგიის ძირითადი ტექნოლოგიებია: მოსყიდვა, დაჯილდოება და შექება. შპრენგერს ბალინგის შემდეგი ციტატა მოჰყავს:

აქ ესაჭიროებათ მომხრეები, რომლებსაც საკუთარი ფასეულობის გაზრდა ამ სისტემაში ყოფნით ენდომებათ. ამის ფორმულირება, დაახლოებით ასე შეიძლება: „ჩვენ პირველი ადგილი გვიკავია ბაზარზე და შენც დაგედება ფასი, თუკი საკუთარ თავს ჩვენთან გააიგივებ“, ანჩვენი პროდუქცია სუპერია და თუკი მას გაყიდი, შენც სუპერი იქნები“.“

შპრენგერი დასძენს:

ამგვარი სისტემა სუსტ პიროვნებას საკუთარი თავის რაიმე დიადთან იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს. ფსიქოლოგიურ დონეზე წინადადება ასე ჟღერს: „გამომყევი და გამოგიყენებ. სამაგიეროდ, კაცადაც გაქცევ“.“

ზემოთ აღწერილ სტრატეგიათაგან განსხვავებით, ამ მიდგომაში გადამწყვეტ როლს ხელქვეითთა განწყობა თამაშობს: მათგან თაყვანისცემას მოითხოვენ. ცდუნების სტრატეგია არაფერს ასწავლის: ყოვლად დაუშვებელია შეცდომის აღიარება, რადგან ეს რაღაც გრანდიოზულთან თავის იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდის. ნებისმიერი კრიტიკა „ბუდის დანაგვიანებად“ მოიაზრება. ფირმების კრახთა ხანგრძლივი ისტორია გვიჩვენებს, რომ მათი უმეტესობა საკუთარ ხარვეზებს მანამ ვერ ამჩნევდა, სანამ შეუძლებელი არ ხდებოდა მათი არდანახვა.

ეთანხმებით თუ არა შპრენგერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თანამედროვე მენეჯერთა უმეტესობისათვის დამახასიათებელია ცინიზმი.

„განსაკუთრებით საინტერესოა ამგვარი სისტემის დამოკიდებულება იმ თანამშრომელთა მიმართ, ვინც მასარ ჰგუობს“. მას განსაკუთრებით იმის ატანა უჭირს, რომ ადამიანი ზოგჯერ თავს უფლებას აძლევს დამოუკიდებელი იყოს. ბუნტისთავსმოღალატისიარლიყს აკრავენ და ხშირად დაუნდობლადაც დევნიან. ამგვარ ტოტალიტარულ სისტემებს სძულსდეზერტირები“. „Rolling Stones-იდან კი არ მიდიან, არამედ, სამარცხვინოდ ვარდებიან“ - აღშფოთებული გაიძახოდა მიკ ჯაგერი, რომელიც ძლიერ შეურაცხყო ვირტუოზგიტარისტ მიკ ტეილორის თვითნებურმა წასვლამ. მაგრამ, ძნელია საუკეთესოობის განცდის დიდხანს შენარჩუნება. ამის ილუზორულობა ადრე თუ გვიან მაინც გამოაშკარავდება. და უმალვე დგება მუშაკისთვითიდენტიფიცირების კრიზისი“. ამ პირობებში ის უკვე ძველებური ბრმა აღტკინებით კი არა, არათავდაჯერებულად წალასლასდება საწარმოს დროშების კვალდაკვალ და კონფლიქტიც აღარ დააყოვნებს, როგორი გატაცებულიც გინდა იყოს იგი თავისი საქმით. ესმეოცნებე“, „ჯიუტიდაჭკუისკოლოფაადამიანი ჯერ ორგანიზაციული აპარატის უმოწყალო წნეხის ქვეშ მოექცევა. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში იგი სისტემის ქსელში გაებმება, გაიმიჯნება და საბოლოოდ, განიდევნება. ხსნის ერთადერთი გზა სამსახურიდან წასვლაა. მაგრამ თუკი მაინცერთგულებასშეინარჩუნებს - ცინიკოსად გადაიქცევა. ჩემი აზრით, სწორედ ასეთია თანამედროვე მენეჯერთა დიდი ნაწილი

ხედვისსტრატეგია

როცა მატერიალური სტიმულები სასურველ ეფექტს აღარ იძლევა, პირველ პლანზე „სრული იდენტიფიკაციის იდეა“ გამოდის: „ჩემთან თუ იქნები, ვერავინ შეგედრება!“. ანუ, თანამშრომელი „მიმდევარი“ ხდება. ასეთ მიდგომას „საწარმოს ძირითად ფასეულობათა ხედვა“ განაპირობებს.

სამსახურიდან დათხოვნის შიშით თანამშრომლები მადიანად ყლაპავენ ორგანიზაციის უმაღლესი ფასეულობების თაბაშირს და მზად არიან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ არა მხოლოდ ამგვარი საეჭვო სიამოვნების კრიტიკოსებს, არამედ მათაც კი, ვისაც, უბრალოდ, არ სურს ამ ნადიმში მონაწილეობის მიღება. ასე შესაძლებელი ხდება კრიტიკისგან მოსალოდნელი ზარალის თავიდან აცილება, მაგრამ, ამავდროულად, ორგანიზაცია სწავლის უნარსაც კარგავს. და თუკი მცირე ყოველდღიური გადაწყვეტილებები ხედვას არ შეესაბამება, ნდობაში ხარვეზები წარმოიქმნება, ჩნდება ეჭვები და დემოტივაციის საფრთხეც კი. ადამიანებს აღარ სჭირდებათ წინ გარეკვა - ისინი უნდა ჩაიბა და ისე წაიყვანო. როგორც ბენისი და ნანუსი წერენ, „ხალხს უნდა შევუქმნათ სოციალური მანქანის აქტიურ ცენტრში ყოფნის შეგრძნება“. აი, კვლავგულუხვი გამცემის პოზა, რომელიც (მახვილგონივრულად!) კმარობს მანიპულაციების საშუალებით გამოწვეულ თანამშრომელთაგრძნობებს“. ნაცვლად იმისა, რომ საწარმოს მუშაობაში აქტიური მონაწილეობის სათანადო პირობების შექმნას ცდილობდეს. იმდენად, რამდენადაც წინა მმართველობითი გენერატორები - წახალისება და დასჯა - კვლავაც ძალაში რჩება, თანამშრომელთა მოტივირება მთლიანობაში განწყობილების გადმომცემ ერთგვარ ნარევს წარმოადგენს, რომელიც ნათელი მომავლის შესახებ წინასწარმეტყველებისგან, მუქარისა და დაპირებებისგან შედგება. მას არ ადარდებს ცალკეული ადამიანი და მისი კონკრეტული სიმართლე. შემუშავების ნაცვლად ხდება ხედვის გამოცხადება. მას არ აინტერესებს, რამდენად სასარგებლოა პიროვნებისთვის სამუშაო, აძლევს თუ არა იგი მას შრომის პროცესში განვითარებისა და მუშაობის ინდივიდუალური აზრის პოვნის საშუალებას. მას უნივერსალური აზრის დამკვიდრება სურს. ესაა დიდი პროექტი, ნაცვლად ინდივიდუალური სიმართლისა...“

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერიმ თქვა:

თუ ხომალდის აშენება გინდა, ხე-ტყის მოსაზიდად დაფდაფების ცემით ნუ შეყრი ხალხს, ნურც დავალებების გაცემასა და სამუშაოს გადანაწილებას დაიწყებ; ნაცვლად ამისა, ადამიანებს უკიდეგანო ზღვის მონატრება ასწავლე“.

ამ შემთხვევაში მოტივირების რა სტრატეგიასთან გვაქვს საქმე? რატომ? თქვენი კომენტარები.

ანალიზი

შეგახსენებთ, რომ მოტივაციის ხარვეზში შპრენგერი თანამშრომელთა შრომის ფაქტობრივ და შესაძლო რეზულტატს შორის სხვაობას გულისხმობს. მოტივირება სხვადასხვაგვარად მოქმედებს ხელქვეთებზე. შპრენგერი თვლის, რომ ყველა ფირმაში ორი ტიპის თანამშრომელთა ჯგუფი არსებობს:

წარმატების მაძიებლები - თანამშრომლები, რომელთაც არ აქვთ მოტივაციის ხარვეზი და რომლებიც, პირიქით, სრულებით მოტივირებულად მიილტვიან წარმატებისკენ და საქმეში კმაყოფილების განცდის პოვნისკენ.

წარუმატებლობის არმსურველები - თანამშრომლები, რომლებსაც ფაქტობრივად, აქვთ მოტივაციის ხარვეზი, მეტ-ნაკლებად არამოტივირებულად ასრულებენ დავალებებს და, შეძლებისდაგვარად, ცდილობენ თავიანთი წარუმატებლობების დამალვას.

შპრენგერი აღნიშნავს:

მოტივირების მექანიკა ორივე ტიპის ადამიანებზე მოქმედებს: წარუმატებლობის არმსურველთათვის უფრო მუქარა და დასჯა გამოიყენება; მოსყიდვა, წახალისება და შექება კი - წარმატების მაძიებელთათვის. როგორც წესი, ყველაზე ხშირად ვაწყდებით მოტივირების შერეულ ფორმებს, რომლებიც ერთი დარტყმით ორივე ტიპის ადამიანებზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად. აუცილებელია წარმატების მაძიებელთა უფრო მეტად მოტივირება (ან, სულ მცირე, მათი განწყობის შენარჩუნებაზე მუშაობა) და წარუმატებლობის არმსურველთა წარმატების მაძიებლებად გადაქცევა. ჩემი თეზისი ასეთია: წარმატების მაძიებლები უმალ წარუმატებლობის არმსურველებად გადაიქცევიან, თუკი არასაკმარისი მოტივირების გამო ერთხელ მაინც აიცრუეს გული საქმეზე. მათ უჩნდებათ მოტივაციის ადრე არარსებული ხარვეზი. ხოლო წარუმატებლობის არმსურველები, ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო ჩაიფლობიან დემოტივაციაში. მოკლედ, ასეთი სისტემა ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიანია“.

მათთვის, ვისაც მათემატიკის არ ეშინია

„მოტივაცია-მოტივირების“ ანალიზისთვის შემდეგი მარტივი მათემატიკური მოდელის გამოყენება შეიძლება:

დავუშვათ, რომ თანამშრომლის საქმიანობის საჭირო რეზულტატი R დროთა განმავლობაში უცვლელია: R=const. პორტერ-ლოულერის მოდელის მსგავსად ჩვენც გამოვყოთ შინაგანი im(t) (თვითგანვითარება, რომელიც მოტივაციის საფუძველს წარმოადგენს) და გარეშე em(t) (ხელფასი და ბონუსები, რომლებიც მოტივირების საფუძველში დევს) ჯილდოები t დროის (დავუშვათ, ამა და ამ წლის) პერიოდში.

ჩვენ ვიცით, რომ თანამშრომელს მაქსიმალური სარგებელი კომპანიისთვის იმ შემთხვევაში მოაქვს, თუკი იგი თვითგანვითარებაზეა ორიენtირებული. ასეთი ადამიანისთვის R არის შინაგანი im(t) და გარეშე em(t) ჯილდოს მოქმედება, სადაც შინაგანი ჯილდო განმსაზღვრელ ხასიათს აtარებს: თუკი მას „მოვხსნით“, გარეშე ჯილდო თანამშრომლისთვის დაკარგავს თავის მნიშვნელობას. მაგრამ არა პირიქით: გარეშე ჯილდოს მოხსნის შემთხვევაში, ადამიანი (შინაგანი დაინტერესების ხარჯზე) არ დაკარგავს რეზულტატზე ორიენტაციას. ჩვენი აზრით, სწორედ ამაში მდგომარეობს Y-თეორიის არსი. ამის უმარტივესი მათემატიკური მოდელი ასე გამოიყურება:

R = im(t)*( 1 + em(t)), t =0, 1, … (1)

მართლაც, თუკი im(t)=0, მაშინ R = 0, მაგრამ თუ em(t) = 0, მაშინ R = im(t). აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანისთვის, რომელიც თვითგანვითარებაზე არ არის ორიენტირებული, im(t) = 0 თუკი em(t) = 0, და, ამიტომაც, მისთვის ყოველთვის R = 0, როცა არ არსებობს მოტივირება.

გარდა ამისა, ჩვენ გვესაჭიროება ინდივიდის გადასახედიდან გარეშე ჯილდოს ღირებულება - k(t). გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჯილდოს ღირებულება დროის მომდევდო მონაკვეთში k(t+1) პირდაპირპროპორციულია წინა ეტაპის ჯილდოს ღირებულებისა k(t) და ამ ეტაპის გარეშე ჯილდოს em(t) უკუპროპორციულია; თანაც, გარეშე ჯილდოს მოცილების შემთხვევაში ღირებულება არ შეიცვლება. მათემატიკურად, მოცემული თვისება შემდეგ ფორმულაში თავსდება:

k(t+1) = k(t) / (1 + em(t)). (2)

მართლაც, k(t+1) = k(t), თუკი em(t) =0. მოცულობის ზრდასთან ერთად ღირებულების ფასეულობის შემცირებას მოტივირებასთან შეჩვევის სინდრომი ეწოდება და მისი სათავეები ადამიანის ფსიქოლოგიის სიბრტყეში უნდა ვეძებოთ.

შპრენგერი წერს:

ნათელია, რომ ადამიანის მოტივირება მხოლოდ მოტივის მუდმივად განახლებით შეიძლება. მოულოდნელად - დამსახურებული მადლობის ნიშნად - ერთხელ მიღებული ჯილდო ნელ-ნელა მოსყიდვის ხასიათს იძენს, რადგან ნებისმიერი პრემია მუდმივი შემოსავლის წყაროდ იქცევა. იგი შეიცავს დაპირებას, რომ ანალოგიური საქმეებისთვის ჯილდო კვლავაც და კვლავაც განმეორდება; და თუკი ეს ჯილდო არ მიიღო, ან უწინდელზე მცირე აღმოჩნდა, სამუშაოს შემსრულებელს წყენა ეუფლება. ამიტომაც იზრდება წლიდან წლამდე მწარმოებლურობის გაზრდის პროგრამაში ჩადებული სტიმულები. მაგრამ მოსყიდვის ხიბლი ყოველ ჯერზე კლებულობს. სულ უფრო ნაკლები რეზულტატისთვის სულ უფრო მეტი საზღაური გაიცემა. ქცევის ბიოლოგიამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ადამინი სწრაფად ეჩვევა სტიმულთა ზრდადობას და დამატებითი სტიმულირების გარეშე აღარ სურს დიდი შრომითი მიღწევებისთვის ბრძოლა.

მომდევნო (2) ფორმულის მიხედვით გამოდის, რომ k(t) მონოტონურად კლებადი ფუნქციაა: k(t+1) ≤ k(t), რადგან em(t) ≥ 0. დროის პერიოდის საწყის ეტაპზე (t = 0) ითვლება, რომ em(0) = ß, სადაც ß - გარეშე ჯილდოა და გაიცემა ხელფასის სახით. თანაც ამ ჯილდოს ღირებულება k(0) = a. ბიზნესის მთავარი არსი ისაა, რომ მისთვის რეზულტატი R „უფრო მნიშვნელოვანია“, ვიდრე ამ რეზულტატისთვის მიღებული მინიმალური გარეშე ჯილდო - a:

R > a. (3)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფორმულა (1) თვითგანვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლის აღქმის მოდელს აღწერს. ამავდროულად, პერსონალის მოტივირებაზე ორიენტირებული მენეჯერი მიიჩნევს, რომ რეზულტატს მხოლოდ და მხოლოდ გარეშე ჯილდო განსაზღვრავს:

R = em(t) * k(t). (4)

ლემა 1. em(t) - მისი არგუმენტის მონოტონურად ზრდადი ფუნქციაა.

მართლაც, ასეთი მოსაზრება გამომდინარეობს ბოლო (4) ფორმულიდან, რადგან, როგორც შევთანხმდით, R = const, ხოლო k(t) - მონოტონურად კლებადი ფუნქციაა. ამგვარად, ერთი და იგივე რეზულტატის მისაღებად, დროთა გამავლობაში გარეშე ჯილდოს მუდმივი გაზრდაა აუცილებელი. ამ ეფექტს, შპრენგერის თანახმად, სიზიფეს დილემა ეწოდება:

ესაა მარადიული წყურვილისა და განუხორციელებადობის სურათი: ისევე, როგორც სიზიფე ვერასოდეს ააგორებს მთაზე ქვას, ასევე ერთხელ დატრიალებული ახალ სტიმულთა ხრახნიც გამუდმებით უნდა იხრახნებოდეს.

ლემა 2. im(t) - მონოტონურად კლებადი ფუნქციაა.

მართლაც, თავდაპირველ (1) ფორმულიდან გვექნება:

im(t) = R / (1+em(t)), im(t+1) = R / (1+em(t+1))

და

im(t+1) ≤ im(t), რადგან em(t+1) ≥ em(t), ხოლო R = const.

ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოტივირების გაზრდა ამცირებს მოტივაციას და ჩვენ ვღებულობთ შოპენგაუერის ძირითადი თეზისის ფორმალურ დამტკიცებას:

ნებისმიერი სახის მოტივირება სპობს მოტივაციას

2 ღუზა-სტიმულები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

საკუთარი მდგომარეობის მართვის მოდელი

ავტორები: ეკა ჯაველიძე, ლევან შატბერაშვილი

NGOჰუმანიტარული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი

ემოციური მდგომარეობა ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებასა და ქცევაზე. გარკვეულწილად, სწორედ ის განსაზღვრავს ჩვენს წარმატებასა და წარუმატებლობას, გამარჯვებასა და დამარცხებას. ზოგჯერ შესაფერისი განწყობის არარსებობა საშუალებას არ გვაძლევს, ამგვარად ან იმგვარად მოვიქცეთ. მეორე მხრივ, უარყოფითმა ემოციებმა შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას სამსახურსა თუ ოჯახში. ხოლო ხანგრძლივმა ნეგატიურმა განწყობებმა შეიძლება ავადმყოფობაც კი გამოიწვიოს.

გიჭირთ, დარჩეთ მხიარული წვიმიან ამინდში, ან შეინარჩუნოთ სიმშვიდე რომელიმე კოლეგასთან ურთიერთობისას? გიჭირთ, იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ან პრეზენტაციის დროს?

პოლიტიკაში, ხელოვნებასა თუ ბიზნესში საკუთარი საქმის ოსტატებმა ნებისმიერ დროს უნდა შეძლონ რესურსულ მდგომარეობაში შესვლა. მსახიობი როლში სპექტაკლის დაწყების წინ უნდა შევიდეს და არა ერთი კვირით ადრე ან მეორე მოქმედების დაწყებისას. ესაა პროფესიონალიზმის საფუძველი.

ასევე მნიშვნელოვანია როლიდან დროულად გამოსვლა. ბიზნესში ბევრი ადამიანი ხდება ძალიან აქტიური, მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს, მაგრამ, ამავე დროს, იფიტება და უბედურდება, კარგავს ოჯახს ან ჯანმრთელობას. საკუთარი მდგომარეობის მართვა ადამიანისგან დიდ სიბრძნეს მოითხოვს.

თითოეულ ჩვენგანს აქვს პირადი ისტორია, რომელიც მრავალფეროვანი ემოციური მდგომარეობებითაა მდიდარი. ჩვენი გონება ამ განცდებს ერთმანეთთან აკავშირებს - ამით აზრს ვანიჭებთ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. ზოგჯერ ეს ასოციაცია შეიძლება ძალიან სასიამოვნო იყოს. საყვარელი მუსიკალური პიესა ჩვენში სასიამოვნო მოგონებებს იწვევს. ყოველთვის, როცა ამ „განსაკუთრებულ“ მუსიკას ვისმენთ, სასიამოვნო გრძნობა გვიჩნდება. და ყოველ ჯერზე, როცა ასე ხდება, საყვარელ მუსიკალურ პიესასა და სასიამოვნო განცდას შორის ასოციაცია ძლიერდება.

სტიმულს, რომელიც იწვევს განსაზღვრულ ქცევას, ფიზიოლოგიურ ან ემოციურ მდგომარეობას ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში ღუზა ეწოდება. ეს სტიმული შეიძლება იყოს ვიზუალური ხატი, ხმა, შეგრძნება, გემო ან სუნი.

მაღვიძარა რეკავს და ადგომის დროა. სკოლის ზარი გვაუწყებს, რომ შესვენება დამთავრდა. ეს აუდიალური ღუზებია. შუქნიშანის წითელი ფერი გვეუბნება - „სდექ“, თავის დაქნევა თანხმობას ნიშნავს. ეს ვიზუალური ღუზებია. რეკლამის შემქმნელები ცდილობენ, საკუთარი ფირმის მარკა „განსაკუთრებული საქონლის“ ღუზად აქციონ.

ღუზა - ეს არის ნებისმიერ რამ, რაც ჩვენში გარკვეულ ემოციურ მდგომარეობას იწვევს. და პროცესი იმდენად ბუნებრივად ხორციელდება, რომ ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ.

ნაცნობმა მელოდიამ შეიძლება თქვენში დიდი ხნის წინანდელი მოგონებები აღძრას და მასთან დაკავშირებული სასიამოვნო გრძნობები გაგახსენოთ. მსგავსი ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს სახეებმა, სახელებმა, ქალაქის სახელებმა, ტანსაცმლის დეტალებმა, ოთახმა ან შენობამ, ფერების შეხამებამაც კი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნებლიედ, თავისთავად ხდება. ერთ სტიმულს სასიამოვნო შეგრძნებები მოაქვს, მეორეს კი - უსიამოვნო.

ბუნებრივად მოქმედი დადებითი ღუზებია - საყვარელი ფოტოები, სუნი, რომელიც გარკვეულ მოგონებას იწვევს, საყვარელი ადამიანების სიტყვები, ხმის ტონი, და ა.შ.

სხვა ღუზები შეიძლება ნაკლებად სასიამოვნო აღმოჩნდეს. ბევრი ადამიანი საჯარო გამოსვლას ან გამოცდას აღგზებულ მდგომარეობასა და შფოთვას უკავშირებს. სიტყვებმა შეიძლება იმოქმედოს, როგორც ღუზამ. მაგალითად, სიტყვა „ტესტი“ ბევრში აღელვებასა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობას იწვევს. ზოგიერთი ადამიანისთვის უარყოფით ღუზას წარმოადგენს „შავი კატა“, „რიცხვი 13“, „ადამიანი, რომელიც გვთარსავს“ და ა.შ.

სამწუხაროდ, არასასიამოვნო განცდები ახალ არასასურველ ღუზებს გვიყალიბებს. ცხოვრების დიდ ნაწილს მათდამი მონურ დამოკიდებულებაში ვატარებთ და ამით საკუთარ თავს ვზღუდავთ.

ღუზა ჩვენი ბევრი ჩვევისა თუ ჩვეულების საწყისია. მათგან ზოგიერთი სასარგებლოა, ზოგი კი - არა. ნეიროლონგვისტური პროგრამირება საშუალებას გაძლევთ, ღუზები მიზანდასახულად და გაცნობიერებულად გამოიყენოთ. დაგეგმილი ღუზების საშუალებით შეძლებთ, საჭირო დროს სასურველ განწყობილებაზე დადგეთ, თავიდან აიცილოთ გაუაზრებელი რეაქციები. ღუზების დიდ ნაწილს არაცნობიერ დონეზე ვითვისებთ, მაგრამ შესაძლებელია მათი გაცნობიერებულად შეცვლა ან სასარგებლო ღუზების დამატება.

0x01 graphic

მიზანმიმართული (დაგეგმილი) ღუზის მაგალითია შეკრული მუშტი ან გადაჯვარედინებული თითები. ეს მარტივი კინესთეტიკური (ტაქტილური) მოქმედება ზოგიერთ ადამიანში იმედის და ოპტიმიზმის გრძნობას იწვევს. სხვებისათვის ამ „გაცვეთილმა“ ღუზებმა უკვე დიდი ხანია მნიშვნელობა დაკარგა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მსგავსი პროცესები განწყობილების მომენტალურ, უჩვეულო ცვლილებებს იწვევს.

როგორ წარმოიქმნება ღუზები? ორი გზით.

პირველი - გამეორების შედეგად. თუ განმეორებად შემთხვევებს ხვდებით - მაგალითად, წითელი ასოცირდება საშიშროებასთან - ეს ასოციაცია მყარდება. ეს არის დასწავლა - წითელი ნიშნავს საშიშროებას. მეორე - და ეს გაცილებით მნიშვნელოვანია - თუ ემოცია ძლიერია და დრო სწორად არის შერჩეული, ღუზა შეიძლება პირველივე ჯერზე დამყარდეს. გამეორება მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როცა არ არის ემოციური ჩართულობა. რაც ნაკლებად ხართ ემოციურად ჩართული, მით მეტი გამეორება გესაჭიროებათ.

გაიხსენეთ ის დრო, როცა სკოლაში სწავლობდით, გაიხსენეთ რაიმე საინტერესო და ამაღელვებელი, რაც ადვილად ისწავლეთ და, ალბათ, დღემდე კარგად გახსოვთ. რა ადვილია, ისწავლო რაღაც საინტერესო და ამაღელვებელი! გამეორებას საჭიროებდა ის საგნები, რომლებიც ნაკლებად გაინტერესებდათ.

ღუზის გამოყენება საშუალებას მოგცემთ, მომენტალურად გადახვიდეთ სასურველ ემოციურ მდგომარეობაში.

შეგიძლიათ, თქვენი ცხოვრებიდან აიღოთ რაიმე მოვლენა ან ქცევა, რომელიც ყველაზე რთულად ან პრობლემურად გეჩვენებათ და წინასწარ განსაზღვროთ, თუ როგორ ფიზიოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ისურვებდით მისი განხორციელების დროს. ღუზის საშუალებით, ნებისმიერი არასასიამოვნო სიტუაციისათვის შეგიძლიათ შექმნათ ახალი ასოციაცია და, შესაბამისად, ახალი რეაქცია.

ეს ორ ეტაპად ხორციელდება. ჯერ სასურველ ემოციურ მდგომარეობას ირჩევთ და შემდეგ აბამთ მას სტიმულს (ღუზას) ისე, რომ ნებისმიერ მომენტში შეძლოთ მისი „გამოძახება“. ხშირად შეგვიძლია ვნახოთ, რომ ასპარეზობის დაწყების წინ სპორტსმენები გარკვეულ რიტუალებს ასრულებენ, რათა საკუთარი ოსტატობა ჩართონ.

ღუზების მეშვეობით რესურსის მდგომარეობის გაზრდა ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა იმისათვის, რომ შევცვალოთ საკუთარი და სხვისი ქცევა. ამა თუ იმ სიტუაციაში უფრო მეტი რესურსის მდგომარეობაში თუ მოხვდებით, ვიდრე ეს წარსულში იყო, მაშინ თქვენი ქცევა უკეთესობისაკენ შეიცვლება. წარმოიდგინეთ, როგორ ჩაივლის დღე, თუ დილიდან საკუთარ თავში დარწმუნებული, ენერგიული და ოპტიმიზმით აღსავსე ხართ. რესურსის მდგომარეობა უმაღლესი ოსტატობის გასაღებია. როცა თქვენს ქცევას შეცვლით, სხვა ადამიანების ქცევაც შეიცვლება და სიტუაციაც მთლიანობაში სხვა იქნება.

შეგიძლიათ, ისარგებლოთ ვიზუალური, აუდიალური ან კინესთეტიკური ღუზებით. ნებისმიერი სენსორული წარმოდგენა შეიძლება იყოს შინაგანი ან გარეგანი.

ვიზუალური ღუზა. ვიზუალური ღუზის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ არჩეული სტიმული ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ. ამიტომ, გარე ვიზუალური ღუზების გამოყენების საშუალება იშვიათად მოგეცემათ. სამწუხაროდ, ვერ მოახერხებთ, ყოველთვის თან ატაროთ საყვარელი კატა ან მცენარე. ამ მხრივ, უპირატესობა შინაგან ვიზუალურ ღუზას აქვს. შეგიძლიათ, წარმოსახვაში დაინახოთ საყვარელი ადამიანის სახე, რაიმე საგანი ან სიმბოლო, ან სცენა წარსულიდან. ასეთი ხატი დაგეხმარებათ, სასურველ მდგომარეობაში ნებისმიერ დროს გადახვიდეთ. მაგალითად, მშვიდი მდგომარეობის ღუზა შეიძლება იყოს მშვენიერი პეიზაჟი, რომელიც შვებულების დროს ნახეთ.

აუდიალური ღუზა. ეს შეიძლება იყოს სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც თქვენთვის ჩუმად იტყვით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სიტყვასა თუ ფრაზას აირჩევთ, მთავარია, ის თქვენი შეგრძნების შესაფერისი იყოს. ეცადეთ, სიტყვები განსაკუთრებული ტონით წარმოთქვათ - ეს ღუზას გააძლიერებს. ზოგისათვის უფრო მოსახერხებელია, წარმოიდგინოს ნაცნობი ადამიანის ხმა, რომლის თანდასწრებითაც თავს დაჯერებულად და მშვიდად გრძნობს. აუდიალური ღუზა ასევე შეიძლება იყოს რაიმე უნიკალური ჟღერადობა ან განსაკუთრებული მუსიკალური პასაჟი, რომელიც თქვენში სასურველი მდგომარეობის ასოციაციას იწვევს.

კინესთეტიკური ღუზა. ადამიანთა უმრავლესობაზე ყველაზე ძლიერად გარეგანი კინესთეტიკური ღუზები მოქმედებს. მაგრამ ის არ გვთავაზობს ისეთ მრავალფეროვან არჩევანს, როგორსაც - ვიზუალური და აუდიალური ღუზები. კინესთეტიკური ღუზა შეიძლება იყოს ცერა და საჩვენებელი თითის ერთმანეთთან მიდება, მუშტის შეკვრა, ხელის საფეთქელზე მიდება თუ სხვა რამ; რა თქმა უნდა, თუ აღნიშნული ქცევა თქვენს ჩვევას არ წარმოადგენს და სხვა ასოციაციებს არ იწვევს.

მას შემდეგ, რაც ღუზას შეარჩევთ, შეგიძლიათ, ის სასურველ ემოციურ მდგომარეობას მიაბათ. ეს შემდეგნაირად ხორციელდება:

  • იპოვეთ წყნარი ადგილი, სადაც ხელს არავინ შეგიშლით. დარწმუნდით, რომ თქვენს განკარგულებაში საკმარისი დროა იმისათვის, რომ მოეშვათ და მოგონებებში ჩაეფლოთ.

  • განსაზღვრეთ მდგომარეობა, რომელზეც გინდათ ღუზის მიბმა. მაგალითად, „სიმშვიდე“, „საკუთარ თავში დარწმუნებულობა“, „სიტუაციის კონტროლიდა .. დარწმუნდით, რომ კარგად გესმით, რას გულისხმობს აღნიშნული მდგომარეობა. შეგიძლიათ, ამ მდგომარეობას სახელი დაარქვათ (მაგალითად - „გაზაფხულის დილა“).

  • შეარჩიეთ ღუზა, რომლითაც ნებისმიერ მდგომარეობაში ისარგებლებთ. ღუზა უნდა იყოს უნიკალური, ნაკლებად შესამჩნევი და პრაქტიკული.

  • გაიხსენეთ შემთხვევა, როცა მძაფრად განიცდიდით აღნიშნულ მდგომარეობას. რაც უფრო მძაფრი იყო განცდები, რაც უფრო მკვეთრია მის შესახებ მოგონება, მით უფრო მოქმედია ღუზა. ადამიანებს უადვილდებათ, აღადგინონ უახლოესი წარსული, მაგრამ ზოგჯერ ადრინდელი მოგონებაც შეიძლება ძალიან მკვეთრი იყოს. ზოგჯერ შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ საერთოდ არ გაგაჩნიათსასიამოვნო მოგონებები“. გაიაზრეთ სასურველი მდგომარეობა სხვადასხვა სიტუაციაში. თუ ის არ აღმოგაჩნდათ ერთ სფეროში, აუცილებლად აღმოჩნდება სხვა კონტექსტში, იმ სფეროში, სადაც გაქვთ ნიჭი და თავდაჯერებულობა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვან რესურსს თავად მდგომარეობა წარმოადგენს და არა მოგონების შინაარსი. ზოგიერთი ადამიანი სულიერად ეცემა სამსახურში, მაგრამ სახლში, მეგობრებში, თავის ვიწრო სოციალურ წრეში ადვილად გადადის სასიამოვნო მდგომარეობაში. თუ ვერაფერი გაიხსენეთ საკუთარი წარსულიდან, ეს ხელს არ შეგიშლით, საკუთარ თავში გამოიწვიოთ სასურველი მდგომარეობა. ყველა ჩვენგანს აქვს წარმოდგენის უნარი. ამით ვსარგებლობთ ყოველთვის, როცა სხვებს თანავუგრძნობთ („წარმომიდგენია, ახლა რას განიცდი“). ასე რომ, შეგიძლიათ საკუთარ თავს ჰკითხოთ, რას იგრძნობდითსაკუთარ თავში დარწმუნებულობაანსიმშვიდერომ განგეცადათ. შეგიძლიათ, ისარგებლოთ თქვენი კარგი ნაცნობის, ისტორიული, წიგნის ან კინოფილმის გმირის მაგალითით, რომელიც, თქვენი აზრით, თქვენთვის სასურველ მდგომარეობას განიცდიდა. კარგი წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, ემოციური მდგომარეობის მნიშვნელოვან გარდატეხას მიაღწიონ, მიუხედავად იმისა, რომ მათი პირადი ცხოვრება არ არის მდიდარი შესაბამისი მოვლენებით. ბავშვობაში ყველა ჩვენგანი ვსარგებლობდით წარმოსახვით. ეს რესურსი სადღაც მიძინებულია, საკმარისია, მას ბიძგი მივცეთ.

  • გახადეთ ემოცია რაც შეიძლება ძლიერი, გაზარდეთ შეგრძნების ინტენსივობა.

  • როცა განცდის ინტენივობა პიკს მიაღწევს, აამუშავეთ წინასწარ შერჩეული ღუზა. შეწყვიტეთ ღუზის მოქმედება მანამდე, სანამ განცდის ინტენსივობა კლებას დაიწყებს.

  • ნელ-ნელა დაბრუნდით აწმყოში. „შეცვალეთთქვენი მდგომარეობა, დაკავდით სხვა საქმით ან აზრით. შემდეგ ისევჩართეთღუზა. დარწმუნდით, რომ ის იწვევს სასურველ მდგომარეობას.

  • ეს პროცესი რამდენჯერმე გაიმეორეთ, ეცადეთ, გაზარდოთ და გაამდიდროთ თქვენი მოგონებები დამატებითი სენსორული წვრილმანებით. ყოველი სეანსის შემდეგ შეამოწმეთ შედეგი. მალე შეამჩნევთ, რომ ღუზა შესაბამის მდგომარეობას იწვევს. თუ სასურველი მდგომარეობა ყოველთვის არ მყარდება, პროცესი თავიდან გაიმეორეთ. თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ, შეცვალოთ ღუზა ან მდგომარეობა.

0x01 graphic

  • პირველივე ხელსაყრელ მომენტში ისარგებლეთ ღუზით რეალურ სიტუაციაში. მორიგი წარმატებები განამტკიცებს ღუზას და მასთან დაკავშირებულ ასოციაციებს.

იმისათვის, რომ ღუზამ ეფექტიანად იმუშაოს, ის უნდა იყოს:

  • უნიკალური. მნიშვნელოვანია, რომ ღუზა იყოს უნიკალური და არ შეადგენდეს მიმდინარე ქცევის ნაწილს. თქვენ გესაჭიროებათ განსაკუთრებული ღუზა, რომელიც მუდმივად არ აღმოცენდება და არ ასოცირდება სხვა ქცევასთან თუ მდგომარეობასთან. მაგალითად, ხელის ჩამორთმევა ღუზად არ გამოდგება, რადგან ამ ქცევას სხვადასხვა ადამიანთან ხშირად ახორციელებთ და ის არ შეიძლება იყოს უნიკალური. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კინესთეტიკური ღუზა არის გადაჯვარედინებული თითები, რომელიც დაკავშირებულია უკეთესი მომავლის იმედთან და ოპტიმიზმთან. მაგრამ აღნიშნულ ღუზას ვერ დააკავშირებთ კონკრეტულ დროსთან და ადგილთან, რადგან ის განსაზღვრულია კულტურით და თქვენს პირად გამოცდილებას არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, მსგავსი, მაგრამ არა ასეთი „გაცვეთილი“ კინესთეტიკური ღუზა, მაგალითად - ცერა თითის საჩვენებელ ან შუა თითთან მიდება, შეიძლება უფრო ქმედითი აღმოჩნდეს. შეგიძლიათ, ღუზა ნებისმიერ ხელზე დააყენოთ, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ ღუზა მხოლოდ არჩეულ ხელზე იხმაროთ. ეს გაზრდის მის უნიკალურობას.

  • პრაქტიკული. მეგობრებმა და კოლეგებმა არ უნდა შეამჩნიონ, რომ თქვენ მას იყენებთ. ღუზის როლში არჩეული გრიმასები და უცნაური ჟესტები შეიძლება კარიერის დასასრული გახდეს, თუ მას სხვათა თანდასწრებით გამოიყენებთ! თქვენი მიზანია, ნებისმიერ სიტუაციაში გარემო პირობებისაგან დამოუკიდებლად მომენტალურად აღადგინოთ სასურველი მდგომარეობა. ამ მოთხოვნას ყველა შინაგანი ღუზა აკმაყოფილებს.

  • შთამაგონებელი. ღუზას თქვენთვის დამოუკიდებელი ღირებულება უნდა ჰქონდეს. ასეთ ღუზებს მიეკუთვნება ადამიანები, საგნები და სიმბოლოები, რომლებიც თქვენში სასიამოვნო გრძნობებს იწვევენ.

  • ადვილად გამეორებადი. ღუზა ადვილად უნდა დაგამახსოვრდეთ და გაიმეოროთ. გახსოვდეთ, რომ ღუზა უნიკალური უნდა იყოს. და როცა მას იყენებთ, ზუსტად უნდა გაიმეოროთ ის, რასაც მისი დაყენებისას აკეთებდით.

  • დროსთან მიბმა. მდგომარეობის ინტენსივობა იცვლება, აღწევს პიკს და შემდეგ მცირდება. ზოგჯერ გაზრდა და ვარდნა ისე სწრაფად ხდება, რომ შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ. ღუზა პიკის დაწყების წინ უნდა დააყენოთ. დროს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ დააგვიანებთ, მაშინ ღუზა შეიძლება მიებას არა სასურველ მდგომარეობას, არამედ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, რაც ნამდვილად არ შედის თქვენს ინტერესებში. ნუ მიაბამთ ღუზას სუსტი ინტენსიურობის მდგომარეობას, რადგან ამით სასურველ ეფექტს ვერ მიიღებთ.

  • ღუზების გამოყენება საშუალებას მოგცემთ, სასურველ მდგომარეობაში სწორედ მაშინ გადახვიდეთ, როცა ეს საჭიროა. არა მხოლოდ გააძლიერებთ თქვენ მიერ საკუთარი მდგომარეობის კონტროლს, არამედ შეძლებთ, ყველაზე სასურველი განწყობა განსაზღვროთ ნებისმიერი მომავალი ქმედებისათვის ან დასახული მიზნის მიღწევისათვის. შეგიძლიათ, ღუზა დაამყაროთ მომავალი კონკრეტული მოვლენისათვის - გასაუბრება, საჯარო მოხსენება და ა.შ. ყველა შემთხვევაში შესაფერისი მდგომარეობა და შესაფერისი ღუზა უნდა შეარჩიოთ.

  • თუ შეძლებთ ღუზების დაყენებას თქვენთვის, მაშინ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლებთ, ის სხვა ადამიანზეც ან ადამიანთა ჯგუფზეც დააყენოთ. თქვენ შეგიძლიათ, მეგობარს ან კოლეგას დაეხმაროთ, რესურსის მდგომარეობაში გადავიდეს. ეს პროცესი განსაკუთრებით ეფექტიანია ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მიმართებაში. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ისინი ადვილად რეაგირებენ გარედან დაყენებულ ღუზებზე. შეგიძლიათ, ღუზა მიაბათ მათი თანხმობის, სიხარულის, შემოქმედებითობის, ყურადღების, სწავლის მდგომარეობებს. ამ დროს უნდა განსაზღვროთ შესაფერისი მომენტი (გამოიყენოთ კალიბრირება), როცა სასურველია, მოქმედებაში მოიყვანოთ სხვისი ღუზა.

  • თუ ღუზას სხვა ადამიანზე ან აუდიტორიაზე აყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში კარგად მუშაობს ხმის ტონი, ჟესტი და ვიზუალური ღუზა - ერთად აღებული. ძლიერად მოქმედებს კინესთეტიკური ღუზებიც, მაგალითად - მხარზე ხელის დადება ადამიანში ნდობისა და დარწმუნებულობის გრძნობას იწვევს.

  • თუ ვინმეს ნახავთ დათანხმების ინტენსიურ მდგომარეობაში, შეგიძლიათ ამ მდგომარეობაზე მიაბათ ღუზა. მაგალითად ასე: დადექით სწორად, ოდნავ აუწიეთ ხმის ტონს, ხელით მაღლა მიუთითეთ და თქვით: „სასიამოვნოა, როცა მოლაპარაკება შესაძლებელია“. რომელიმე შემდგომ ეტაპზე, როცა კვლავ დაგჭირდებათ მისი დათანხმება, იმ დროს, როცა წინადადებას სთავაზობთ, ზუსტად იგივე სტიმული გამოიყენეთ, რათა თანხმობა მიიღოთ.

  • ღუზის მოქმედება შესაძლებელია ადამიანთა ჯგუფზეც გავრცელდეს. მაგალითად - კონფერენციის დროს ყავის სუნი და ჭურჭლის ხმა საქმიანობის დამთავრებაზე მიუთითებს, რადგან ამ დროს მონაწილეთა აზრები შესვენების თემაზე გადაერთვება. 2-3 ტაშის შემოკვრა მთელ აუდიტორიას აიძულებს, ტაში დაცხოს. ნებისმიერი სარეკლამო კლიპი ან აბრა არის ღუზა, რომლის დანიშნულებაც თქვენში ამა თუ იმ პროდუქტის სურვილის აღძვრაა.

  • მიეცით გასაქანი თქვენს შემოქმედებითობას, იაზროვნეთ ამ ტექნიკის განსხვავებულ სფეროებში გამოყენების მიმართულებით.

ლექსიკონი

აუდიალური

სმენითი

ვიზუალური

მხედველობითი

კინესთეტიკური

სხეულის ან მისი
ცალკეული ნაწილის შეგრძნება.

კალიბრირება

ადამიანის შინაგანი მდგომარეობის
გამომხატველი არავერბალური სიგნალების (ხმა, სუნთქვა, სახის კანის
ფერი, კუნთის ტონუსი, ქვედა ტუჩის
ფორმა) ამოცნობა და შეფასება.

რესურსი

ნებისმიერი საშუალება, რომელიც მიზნის მისაღწევად შეგიძლიათ გამოიყენოთ: ფიზიოლოგია, მდგომარეობა, აზრები, სტრატეგიები, განცდები, ადამიანები, მოვლენები ან მატერიალური ღირებულებები.

რესურსის მდგომარეობა

ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როცა ადამიანი თავს რესურსების მქონედ გრძნობს.

რეპრეზენტაციული სისტემა

ადამიანის 5 გრძნობის ორგანო (მხედველობა, სმენა, კინესთეტიკა, ყნოსვა და გემო), რომელთა საშუალებითაც ხდება ინფორმაციის მიღება, შენახვა და ქცევის განხორციელებისას შესაბამისი მოგონების აქტივირება.

რეპრეზენტაცია

იდეა, აზრი, სენსორული ან შეფასებითი ინფორმაციის წარმოდგენა.

3 პერსონალის შერჩევის სიტუაციური მეთოდები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: ლელა გიორგობიანი

PARTNERS-GEORGIA Ltd - პარტნიორი, მთავარი ტრენერ-კონსულტანტი
ESM-თბილისი - ბიჰევიორისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი
პრესტონის უნივერსიტეტის MBA (HRM)

ჟურნალის 2007 წლის № 9, 2008 წლის № 1 და № 2 ნომრებში დეტალურად შევეხეთ პერსონალის შერჩევას სტრუქტურირებული ინტერვიუს მეშვეობით. ბუნებრივია, ეს არ არის ერთადერთი შესაძლებელი ვარიანტი შერჩევის პროცედურის ეფექტიანად განხორციელებისათვის. ინტერვიუს გარდა, შერჩევის ე. წ. სიტუაციური მეთოდებიც არსებობს.

სიტუაციური მეთოდები, როგორც წესი, კომპანიისა და ვაკანტური პოზიციის შესატყვისად, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში თავიდან უნდა შეიქმნას. ამ სტატიაში მოცემული იქნება რამდენიმე სიტუაციური მეთოდის მოკლე, მაგრამ მათ შესაქმნელად პრაქტიკულად გამოყენებადი აღწერა. თითოეული მეთოდი აღწერილი იქნება შემდეგი სქემით: მეთოდის მიზანი; კანდიდატის მახასიათებლები, რომლებზე დაკვირვებაც შესაძლებელია კონკრეტული მეთოდის მეშვეობით; საკვანძო რჩევები მეთოდის შექმნისათვის; მეთოდის განხორციელების თავისებურებები და მეთოდის გამოყენების შედეგად მიღებული მასალის შეფასება.

საცდელი სამუშაო

მიზანი

საცდელი სამუშაოს მიზანია დროის შემოსაზღვრულ მონაკვეთში კანდიდატის ერთ ან რამდენიმე უნარზე პირდაპირი დაკვირვება და მათი შეფასება. ეს მეთოდი, უპირველეს ყოვლისა, ფართოდ იყო გავრცელებული სამდივნო საქმეში. საცდელი სამუშაო საჭირო ცოდნისა და უნარების გამორკვევის ყველაზე კონკრეტული საშუალებაა.

დაკვირვებადი მახასიათებლები

საცდელი სამუშაო მაშინ არის გამოყენებადი, როდესაც შესაფასებელია მკვეთრად გამიჯნული ცოდნა ან პრაქტიკული უნარები. მაგალითად - ენის ან კომპიუტერის ცოდნა.

შექმნა

თუ შერჩევის პროცედურისათვის საცდელი სამუშაო იგეგმება, მაშინ ამ ინსტრუმენტის ოპტიმალურად გამოსაყენებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი.

ამასთან, წინასწარ, უმჯობესია - წერილობით, უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რას უნდა მოიცავდეს და როგორი ფორმა უნდა ჰქონდეს საცდელ სამუშაოს, რათა ცოდნისა და უნარების დამაკმაყოფილებელი შეფასება გახდეს შესაძლებელი. გასააზრებელია, წინასწარ უნდა მოხდეს თუ არა კანდიდატის ინფორმირება იმის შესახებ, რომ მას საცდელი სამუშაოს განხორციელება მოუწევს. წინასწარ ინფორმირებას თავისი უპირატესობა აქვს - კანდიდატის უნარების შესახებ სანდო ინფორმაცია მიიღება და მოულოდნელობისა და ნერვიულობის ფაქტორი ნაკლებ ამახინჯებს საცდელი სამუშაოს შედეგებს. ნაკლი კი ის არის, რომ კანდიდატი დავალებისათვის მომზადებას შეძლებს. ამიტომ, საცდელი სამუშაო ისე უნდა შემუშავდეს, რომ მხოლოდ ზედაპირულ ცოდნას არ მოიცავდეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საცდელი სამუშაოს წინასწარ გამოცხადება უფრო მისაღებია კანდიდატისათვის. თუმცა, თუ საკვანძო კვალიფიკაციის - გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი) გარკვევა გვსურს, ამის მიღწევა წინასწარ გამოცხადებული საცდელი სამუშაოს მეშვეობით მხოლოდ შეზღუდულად იქნება შესაძლებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, განსაზღვრული უნდა იყოს, რა დროა საჭირო საცდელი სამუშაოსათვის და რა სამუშაო მასალები უნდა იყოს წარმოდგენილი კანდიდატის განკარგულებაში.

შეფასება

იმის მიხედვით, განსაზღვრული ძირითადი ცოდნის არსებობის შემოწმებაა საჭირო, თუ - შესატყვისი უნარების სიდიდის, შეფასება სხვადასხვანაირად უნდა აიგოს. რაც უფრო დეტალურად უნდა გაირკვეს ძლიერი და სუსტი მხარეები, მით ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული შეფასების სახე. ამასთან, სასურველია, რომ წარმატების ზუსტი ინდიკატორები განისაზღვროს და რამდენიმე დამკვირვებელი ჩაერთოს.

კრიტიკული ინციდენტი

მიზანი

„კრიტიკული ინციდენტის“ მეთოდი ვაკანტური პოზიციისათვის ტიპური რთული სიტუაციის აღწერაა. კანდიდატმა ჯერ წარდგენილი სიტუაცია უნდა შეაფასოს და, აქედან გამომდინარე, აღწეროს, თუ როგორ მოახდენდა მასზე რეაგირებას. მოწმდება, რომ კანდიდატი არა მხოლოდ საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას ფლობს, არამედ, ქცევაში მათი განხორციელებაც შეუძლია.

დაკვირვებადი მახასიათებლები

„კრიტიკული ინციდენტის“ ფორმის მიხედვით, შესაძლებელია, ძალზე განსხვავებული საკვანძო კვალიფიკაციები შეფასდეს (მაგალითად - მართვის კომპეტენციების, სოციალური კომპეტენციების, ინტერკულტურალური კომპეტენციების სფეროდან). ასევე, განსხვავებულად შეიძლება აიგოს განხორციელების პროცესი. შესაძლებელია, კანდიდატს საშუალება მიეცეს, მხოლოდ თეორიულად აღწეროს თავისი მოქმედება, ან სიტუაცია წარმოდგენილი იყოს როლური თამაშის სახით. პირველ შემთხვევაში კანდიდატის ცოდნისა და ინტელექტუალური კომპეტენციების გარკვევა ხდება. მეორე შემთხვევაში, შესა- ძლებელია, უფრო ძლიერად გადამოწმდეს, შეუძლია თუ არა კანდიდატს, აგრეთვე, ამ ცოდნის ადეკვატურად გამოყენება კომპლექსურ სამუშაო სიტუაციაში.

შექმნა

„კრიტიკული ინციდენტის“ ფორმულირების დროს ყურადღება უნდა მიქცეს, რომ შერჩეული კრიტიკული სიტუაციის მოგვარება შესამოწმებელ საკვანძო კვალიფიკაციას მოითხოვდეს. რამდენადაც შესაძლებელია, სიტუაცია ვაკანტური პოზიციის სამუშაო გარემოს უნდა განეკუთვნებოდეს. აღწერილი სიტუაცია ძალზე კომპლექსური არ უნდა იყოს და ერთი ან ორი კრიტიკული პუნქტით უნდა შემოიფარგლებოდეს. სიტუაცია ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ კანდიდატმა ადვილად შეძლოს მასში საკუთარი თავის წარმოდგენა. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, „კრიტიკული ინციდენტი“ თეორიულად ხორციელდება თუ როლური თამაშის სახით, წინასწარ ან დამატებითი გამაღრმავებელი შეკითხვები შეირჩევა, ან მოხდება როლების განაწილების შეთანხმება. კანდიდატის პასუხების შეფასებისათვის საჭიროა წინასწარ წერილობითი ფორმით კრიტერიუმების დადგენა, რითიც კარგი ან ცუდი პასუხები განისაზღვრება.

განხორციელება

„კრიტიკული ინციდენტის“ განხორციელებისას წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, კანდიდატს სიტუაცია ზეპირად თუ (უმჯობესია) წერილობით წარედგინება. გარდა ამისა, ასევე განსაზღვრული უნდა იყოს, გადაჭრის ვარიანტი ზეპირად იქნება წარმოდგენილი თუ როლური თამაშის მეშვეობით.

კანდიდატს ეძლევა რამდენიმე წუთი მოსამზადებელი დრო, რათა სიტუაციის გააზრება შეძლოს.

შეფასება

კანდიდატის პასუხები შედარდება პასუხების წინასწარ განსაზღვრულ სასურველ ან არასასურველ ვარიანტებს. ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ კანდიდატმა პასუხები რაც შეიძლება ბევრ სწორ ვარიანტს უნდა დაამთხვიოს, ანუ რეაგირებდეს ისე, როგორც პოზიტიურ მაგალითებშია წარმოდგენილი. ამის ნაცვლად, ქცევა მთლიანობაში უნდა იქნას დანახული.

კონკრეტული შემთხვევის ანალიზი

მიზანი

კანდიდატის მიერ კონკრეტული შემთხვევის გაანალიზება, საცდელი სამუშაოს მსგავსად, ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ შეფასებას ემსახურება. პრაქტიკულ და კონკრეტულ საცდელ სამუშაოსთან შედარებით, კონკრეტული შემთხვევის ანალიზი უფრო კომპლექსურია და დამუშავებისას მეტ კონცეპტუალურ მოქმედებას მოითხოვს.

დაკვირვებადი მახასიათებლები

პროფესიული ცოდნის შემოწმების გარდა, კონკრეტული შემთხვევის ანალიზი სხვადასხვა ფორმით შეიძლება იქნას გამოყენებული: ინტელექტუალური, ქცევითი, კომუნიკაციური და ორგანიზაციული კომპეტენციების, ან სხვადასხვა სამუშაო ტექნიკის გამოსარკვევად.

შექმნა

კონკრეტული შემთხვევის შექმნა რთული საქმეა. იგი იწყება თემის ამორჩევით (მაგალითად - ბაზარზე ახალი პროდუქტის შემოტანა), რომელიც ვაკანტური პოზიციის სამუშაო გარემოს უნდა განეკუთვნებოდეს (მაგალითად - მარკეტინგი). კონკრეტული შემთხვევის ანალიზის მიზანი ზუსტად უნდა იყოს ფორმულირებული. მასალა, ერთი მხრივ, ფართოდ უნდა წარმოადგენდეს სიტუაციას (მაგალითად - ბაზრის ანალიზი, ხარჯების კალკულაცია), მეორე მხრივ კი, შემოსაზღვრულ დროით ჩარჩოებში უნდა იყოს დაძლევადი. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი მასალები მართლაც შეიცავდეს პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას.

თავად შედგენილი კონკრეტული შემთხვევის ანალიზი აუცილებლად უნდა გამოიცადოს წინასწარ, მანამ გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის პროცესში! ამით, ასევე, რეალისტურად შეფასდება მისი დამუშავებისათვის საჭირო დროც.

განხორციელება

კანდიდატებს შეგროვებული მასალა და წერილობით შემუშავებული დავალება გადაეცემათ. გარდა ამისა, მიეწოდებათ ინფორმაცია მათ განკარგულებაში არსებული დროისა და საბოლოო პრეზენტაციის სახისა და ფორმის შესახებ. კანდიდატებს, ასევე, გადაეცემათ საპრეზენტაციო საშუალებები (Flipchart-ი, პროექტორი და სხვა).

შეფასება

კონკრეტული შემთხვევის ანალიზის შედეგების შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხედველობაში მივიღოთ ის, რომ შესაძლებელია არსებობდეს სიტუაციის ძალზე განსხვავებული ამოხსნის ვარიანტები. აქედან გამომდინარე, მხოლოდ პირობითადაა შესაძლებელი წინასწარ ამოხსნის ოპტიმალური და ნაკლებად ოპტიმალური ვარიანტების ფორმულირება. აზრი აქვს ამოხსნის სხვადასხვა ვარიანტის შემუშავებას და, ამასთანავე, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას. კონკრეტული შემთხვევის ანალიზის შედეგების შეფასება გაადვილდება, თუ წინასწარ შეგროვდება „კლასიკური“ შეცდომების ნუსხა.

თუ პრეზენტაციის ხარისხიც უნდა შეფასდეს, ამისთვისაც შესატყვისი ინდიკატორების ფორმულირება უნდა მოხდეს.

ჯგუფური დისკუსია

მიზანი

ჯგუფური დისკუსია საშუალებას იძლევა, შეფასდეს კანდიდატთა უნარები სხვებთან ინტერაქციისას, ურთიერთობისას. ამასთან, კანდიდატთა ჯგუფს ეძლევა რაიმე საკითხი, რომლის მიმართაც ისინი საერთო მოსაზრებამდე ან გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდნენ. დისკუსიის დროს ხდება კანდიდატებზე დაკვირვება განსაზღვრული მახასიათებლების მიმართულებით.

დაკვირვებადი მახასიათებლები

ჯგუფური დისკუსიის დროს, უმეტესად, ხდება სოციალური, კომუნიკაციური და მართვის კომპეტენციების შეფასება. საკითხის ფორმულირების მიხედვით ასევე შესაძლებელია მოტივაცია - გაკეთდეს დასკვნები პასუხისმგებლობის ან ორგანიზაციული კომპეტენციების შესახებ.

0x01 graphic

შექმნა რაც უფრო ზუსტადაა დამუშავებული სადისკუსიო საკითხი, მით მეტ მინიშნებას შეიძლება დავაკვირდეთ საკვანძო კვალიფიკაციის შეფასებისათვის. ამასთან, შესაძლებელია, ფორმის მიხედვით ჯგუფური დისკუსიის სრულიად განსხვავებული ვარიანტები არსებობდეს:

  • ჯგუფი იღებს მოკლედ აღწერილ საკითხს, რომლის მიმართაც ერთობლივი კონცეფცია უნდა შეიმუშაოს. რაც უფრო ღია და შეუზღუდავია დავალება, მით მეტია ისეთ მახასიათებლებზე დაკვირვების შესაძლებლობა, როგორებიცაა: ინიციატივიანობა, რისკის მიმართ მზაობა, გადაწყვეტილების მიღების უნარი და სხვა.

  • ჯგუფი იღებს ერთობლივ დავალებას, რომლის მიზანია საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა. ცალკეული კანდიდატები ამ თემაზე განსხვავებულ საინფორმაციო მასალებს იღებენ. ამგვარი საწყისი მდგომარეობის დროს ნათელი ხდება კანდიდატების ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები. ამასთან, აქ მნიშვნელოვანია თითოეული კანდიდატისათვის საინფორმაციო მასალების აზრიანად და სკურპულოზურად მომზადება.

  • კანდიდატებს სთხოვენ, მიიღონ გადაწყვეტილება წინასწარ კარგად აწონილ-დაწონილ და გააზრებულ დილემურ სიტუაციაში (მაგალითად - განაწილების პრობლემატიკა). ჯგუფური დისკუსიის ამგვარი სახე განსაკუთრებით კარგად გამოდგება, როდესაც სოციალური აღქმის, განხორციელების უნარის ან მსგავსი უნარების გარკვევა სურთ. კანდიდატებს შეიძლება ამ დროს მიეცეთ როლები, რათა მათ ქცევაზე სრულიად განსაზღვრული პირობების ფარგლებში შეიძლებოდეს დაკვირვება.

0x01 graphic

განხორციელება

კანდიდატებს წერილობით ეძლევათ დავალება დროითი ვადებით და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი საინფორმაციო მასალაც. ყველაფერი დანარჩენი ჯგუფმა თვითონ უნდა გაარკვიოს. მათი ქცევის შეფასება რამდენიმე დამკვირვებლის მიერ უნდა ხორციელდებოდეს.

შეფასება

შეფასების ხარისხი დამოკიდებულია დაკვირვების ოსტატობაზე. იმისთვის, რომ ოპტიმალურ შედეგს მივა- ღწიოთ, საჭიროა გავარჯიშებული დამკვირვებლების გამოყენება, დაკვირვების ფურცლის შექმნა სამიზნე კვალიფიკაციებითა და ინდიკატორებით, აგრეთვე, თითოეულ კანდიდატზე ორი ან მეტი დამკვირვებლის გამოყოფა. ერთი დამკვირვებელი შესაძლებლია რამდენიმე კანდიდატს აკვირდებოდეს. ოპტიმალურ შემთხვევაში, ერთი დამკვირვებელი ორ კანდიდატს უნდა აკვირდებოდეს.

საფოსტო ყუთი

მიზანი

საფოსტო ყუთის სავარჯიშო, როგორც წესი, წერილობითი საქმეების, დოკუმენტების რიგს შეიცავს, ისე, როგორც ხდება ხოლმე მენეჯერის ან სპეციალისტის კორესპონდენციის ანალიზის დროს. კანდიდატები ამ წერილებთან და ცნობებთან ერთად იღებენ მასალებს (მაგალითად - ორგანიგრამას, შეხვედრების კალენდარს და სხვა), რათა საფოსტო ყუთში არსებულ ინფორმაციებსა და მოთხოვნებზე ადეკვატურად რეაგირება შეძლონ. ისევე, როგორც საცდელი სამუშაოს შემთხვევაში, ამ დავალების დროსაც მიზანი კანდიდატის სამსახურებრივ სიტუაციაში ქცევის გარკვევაა.

დაკვირვებადი მახასიათებლები

საფოსტო ყუთის სავარჯიშოს მეშვეობით ირკვევა ინტელექტუალური, ქცევითი და მართვის (მაგალითად, - დელეგირების) უნარი და კომპეტენციები.

შექმნა

საფოსტო ყუთის სავარჯიშოს შექმნა მიეკუთვნება პრეტენზიულ დავალებათა რიცხვს შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სფეროში. რაც უფრო სერიოზულია ვაკანტური პოზიცია, მით უფრო კომპლექსურია მოსაგვარებელი საკითხები. ეს დავალებები, უმეტეს შემთხვევაში, მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

იმისათვის, რომ საფოსტო ყუთში შესაძლებელი გახდეს სამუშაო მოთხოვნების შესატყვისი სტრუქტურის შექმნა, საჭიროა ცალკეული საქმე/დოკუმენტი ერთმანეთთან ზედმიწევნით იყოს დაკავშირებული. თუ საჭიროა კანდიდატის სისტემურ-ანალიტიკური აზროვნების გამორკვევა, მაშინ ეს კავშირები თვალში საცემი არ უნდა იყოს. ასევე, დამხმარე მასალები, რომლებიც განკარგულებაში უნდა მიეცეს კანდიდატს (მაგალითად - ორგანიგრამა ან შეხვედრების კალენდარი), უნდა შეესატყვისებოდეს დოკუმენტებს საფოსტო ყუთიდან.

საბოლოო ჯამში, საფოსტო ყუთის ახალი სავარჯიშოს შექმნა ძალზე შრომატევადი საქმეა. უმჯობესია, რომ ასეთი სავარჯიშო გამოცდილი კონსტრუქტორების მიერ შეიქმნას. ოპტიმალურია, როდესაც საფოსტო ყუთის სავარჯიშო ვაკანტური პოზიციის მსგავს სფეროს ასახავს.

განხორციელება

კანდიდატებს გადაეცემათ დავალება, შესატყვისი დოკუმენტები და დამხმარე მასალები. შესაძლებელია, საფოსტო ყუთის სავარჯიშოს დამუშავებისათვის დროითი ლიმიტი განისაზღვროს. დავალების ჩვეული მიმდინარეობა გულისხმობს, რომ კანდიდატებმა საფოსტო ყუთში არსებულ ცალკეულ დუკუმენტთან მიმართებაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებები, თავისი დასაბუთებებით, კანდიდატებმა სპეციალურ ფურცელზე უნდა ჩაინიშნონ.

შეფასება

საფოსტო ყუთის სავარჯიშოს შეფასებისათვის, როგორც წესი, გადაწყვეტის შაბლონური სანიმუშო ვარიანტი არსებობს. ყურადღება ამ ვარიანტიდან არსებით გადახრებს ექცევა. შეფასების უფრო ზუსტი რეკომენდაციები შესაძლებელს ხდის ცალკეული გადაწყვეტის დაკავშირებას შესატყვის საკვანძო კვალიფიკაციასთან.

პრეზენტაცია/პროფესიული გამოსვლა

მიზანი

ისევე, როგორც კონკრეტული შემთხვევის ანალიზი, კანდიდატის მიერ განხორციელებული პრეზენტაცია ან საქმიანი გამოსვლა ცოდნისა და მისი პრაქტიკულად გამოყენების უნარების შეფასებას ემსახურება. კონკრეტული შემთხვევის ანალიზისგან განსხვავებით, აქ ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება პროფესიული ცოდნის სიღრმეს და კონცეპტუალურ მოქმედებას.

დაკვირვებადი მახასიათებლები

პრეზენტაციისა და საქმიანი გამოსვლის დროს შესაძლებელია შემოწმდეს კანდიდატის პრეზენტაციის ტექნიკა, თავის დაჭერის მანერა, კომუნიკაციური კომპეტენციები და, ასევე, მისი პროფესიული ცოდნა.

შექმნა

თემა, კონკრეტული შემთხვევის ანალიზთან შედარებით, პრეზენტაციის დავალებისათვის (საქმიანი გამოსვლისთვის) გაცილებით მარტივია. იმის მიხედვით, თუ რა საკვანძო კვალიფიკაციები უნდა იქნას გარკვეული, შესაძლებელია შერჩეული თემა იყოს ფართო და თითქმის არ იყოს მოცემული შინაარსობრივი მასალები. იმ მასალების მოცულობა (მასშტაბი), რომლითაც კანდიდატი უნდა იქნას მომარაგებული, დამოკიდებულია გამოსავლენ პროფესიულ ასპექტებზე. რაც უფრო ღრმად უნდა იყოს შემოწმებული პროფესიული ცოდნა, მით მეტად გააზრებულად უნდა იქნას შერჩეული საინფორმაციო წყარო, რომელიც კანდიდატმა თავის პრეზენტაციაში/საქმიან გამოსვლაში უნდა ჩართოს. ნებისმიერ შემთხვევაში პრეზენტაცია/საქმიანი გამოსვლა ზუსტად უნდა იყოს ფორმულირებული და კანდიდატს წერილობით უნდა წარედგინოს. ამასთანავე, დადგენილი უნდა იყოს საქმიანი გამოსვლის ხანგრძლივობა.

განხორციელება

კანდიდატს გადაეცემა წერილობით შემუშავებული დავალება და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მასალები. კანდიდატს აუწყებენ მის განკარგულებაში არსებული დროის შესახებ. კანდიდატს ეძლევა თავისუფლება, თუ როგორ მოახდინოს თავისი გადაწყვეტის პრეზენტაცია. საჭიროა, კანდიდატს გადაეცეს პრეზენტაციის საშუალებები (Flipchart-ი, პროექტორი და სხვა).

შეფასება

პრეზენტაციის დავალებისა და პროფესიული გამოსვლის შეფასებისას წინასწარ ზუსტად უნდა იყოს გარკვეული, შესრულებისას რა საკვანძო კვალიფიკაციაზე უნდა მოხდეს დაკვირვება. ნებისმიერი მიზნის შემთხვევაში, ფორმულირებული უნდა იყოს ნათელი ინდიკატორები. ისინი, უპირველეს ყოვლისა, შესრულების ხარისხს უნდა ასახავდნენ.

როლური თამაში

მიზანი

სიტუაციური მეთოდების გამოყენების უპირატესობა ისაა, რომ კანდიდატი არა მხოლოდ ვერბალურად წარმოადგენს და განმარტავს, თუ როგორ მოიქცეოდა გარკვეულ სიტუაციაში. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, აჩვენონ საკუთარი ქცევა. ამასთან, რაც უფრო რეალისტურია სიტუაცია, ანუ - რაც უფრო მეტად შეესატყვისება ის ვაკანტური პოზიციის პირობებსა და მოცემულობას, მით სანდოა შეფასების შედეგები.

დაკვირვებადი მახასიათებლები

როლური თამაშის ფორმისა და აგების მიხედვით შესაძლებელია სხვადასხვა საკვანძო კვალიფიკაციის შეფასება, როგორებიცაა, მაგალითად, განხორციელების უნარი ან კოოპერაციის უნარი.

0x01 graphic

შექმნა

როლური თამაშისთვის უნდა დამზადდეს ორი მოკლე სცენარი - კანდიდატისათვის და მეორე როლის შემსრულებლისათვის. პირველი სცენარის შედგენისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ კანდიდატი ინფორმირებული იყოს რელევანტური სიტუაციისა და ზოგადი პირობების შესახებ, მაგრამ არ უნდა იყოს მითითებები, რომლებიც, შესაძლოა მას უბიძგებდეს „გარკვეული როლი ითამაშოს“. საინტერესო ისაა, თუ თავად კანდიდატი როგორ მოიქცევა ამ კონკრეტულ სიტუაციაში. უფრო მეტიც, აღწერა ისე უნდა იყოს მოფიქრებული, რომ კანდიდატმა საკუთარი თავის მთავარ პერსონაჟად განცდა შეძლოს.

მეორე სცენარი უფრო მკაცრად უნდა იყოს რეგულირებული. ის უნდა მოიცავდეს ტიპურ რეაქციებს, რომლებიც კანდიდატმა შესატყვის მომენტში შეიძლება აჩვენოს. განსახორციელებელი რეაქციების მკაცრი განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რათა კანდიდატის რეაქციებს შედარდეს. თუმცა, ყოველთვის გააზრებული უნდა იყოს, რომ თითოეული როლური თამაში თავისი საკუთარი დინამიკით ვითარდება.

განხორციელება

განხორციელების დროს მთავარი კითხვაა, ვინ „შეისწავლის“ მეორე როლს და, ესე იგი, შერჩევის პროცედურაში ჩაერთვება. ამისათვის, ხშირად, გარე ძალების მოწვევაა აუცილებელი. კანდიდატებს ეძლევათ სიტუაციის წერილობითი აღწერა და გარკვეული დრო, რათა თავი ამ სიტუაციაში წარმოიდგინონ. შემდეგ მათ, მიღებული აღწერილობის შესატყვისად, აქვთ ფიქტიური შეხვედრა თავის მოწინააღმდეგესთან (მეორე როლის შემსრულებელთან). მეორე პირი იქცევა მიცემული დავალების მიხედვით, თუმცა, ყოველთვის სხვადასხვაგვარად, სიტუაციური მოცემულობების მიხედვით.

მთლიანი მიმდინარეობა მინიმუმ ერთი დამკვირვებლის მიერ უნდა იყოს პროტოკოლირებული (აღნუსხული). პროცესი დროშიც შეზღუდული უნდა იყოს.

შეფასება

ფასდება ისევე, როგორც ჯგუფური დისკუსია.

4 მარკეტინგული კვლევები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ბიზნესის და კვლევითი კომპანიის ურთიერთობის თავისებურებები

ავტორი: ქეთი ხარატიანი

გამოყენებითი კვლევების კომპანიის (ARC) რაოდენობრივი
კვლევების დეპარატამენტის ხელმძღვანელი

ინტენსიური კონკურენციის პირობებში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად მარკეტინგის მენეჯერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სრულყოფილი და სანდო ინფორმაცია მარკეტინგული გარემოს შესახებ. იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს ბაზარზე ორიენტირებული, იგი კარგად უნდა იცნობდეს როგორც მომხმარებლებს, ასევე - კონკურენტებს.

ამ სახის ინფორმაციის მიღება მხოლოდ მარკეტინგული კვლევების საშუალებითაა შესაძლებელი. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიზნესკომპანია, როგორც კვლევის დამკვეთი, მიიჩნევს, რომ კვლევამ არ გაამართლა - კვლევის შედეგებმა მას პრობლემის გადაჭრის გზები ვერ უჩვენა, ან არ გაუადვილა მარკეტინგული გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

მარკეტინგული კვლევის კომპანიასა და დამკვეთს შორის წარუმატებელი თანამშრომლობა, ძირითადად, სამი ტიპის შეცდომითაა განპირობებული:

  • შეცდომები დაკვეთის ეტაპზე - კვლევის წინა პერიოდი;

  • შეცდომები კვლევის პროცესში;

  • შეცდომები კვლევის შედეგების გამოყენების ეტაპზე.

კვლევის დაკვეთის ეტაპზე დაშვებული შეცდომები

ამ ტიპის შეცდომები, როგორც წესი, ყველაზე გავრცელებულია. კვლევის წარუმატებლობების 80%25 კვლევის დაწყებამდეა განპირობებული.

პირველი დიდი შეცდომა, რომელიც კვლევის დაკვეთის ეტაპზე გვხვდება, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, კვლევის რეალური საჭიროების არარსებობაა. ეს, თავისთავად, მარკეტინგული ბიუჯეტის უყაირათოდ ხარჯვას იწვევს. არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც უსარგებლო კვლევები ტარდება.

მაგალითად: კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ინიციატივით შეიძლება კვლევა დაუკვეთონ მარკეტინგული კვლევის კომპანიას იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომლებზე პასუხი საღი გონების დონეზეც ადვილი გასაცემია. ამ კვლევით, უბრალოდ, უნდათ, ხელმძღვანელობას აუხსნან თავიანთი ქმედებების აუცილებლობა. ან, შესაძლოა, ეს ქმედებები არ იყო აუცილებელი და ამით უნდათ საკუთარი არაკომპეტენტურობის დაფარვა.

კომპანიებში, სადაც მართვის სტილი ავტორიტარულია, როგორც წესი, ხელმძღვანელი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას კვლევის შედეგების მიღებამდე. თუ ხელმძღვანელის გადაწყვეტილება კვლევის შედეგებს შეესაბამება, მაშინ, მისი აზრით, კვლევა კარგად იყო ჩატარებული, ხოლო თუ არა - კვლევა იყო არასწორი და კვლევითი ორგანიზაციაა ამაში დამნაშავე. ამ შემთხვევაში, კვლევას ძირითადად იმიტომ უკვეთავენ, რომ კვლევის აუცილებლობაზე წიგნებშია საუბარი, ამაზე უცხოელი პარტნიორები ლაპარაკობენ, ან იმიტომ, რომ კვლევებს კონკურენტებიც ატარებენ.

კვლევას უკვეთავენ იმიტომ, რომ კვლევითმა კომპანიამ დაარწმუნა ამის საჭიროებაში. ასეთ შემთხვევებში კვლევები სრულიად უსარგებლო ხდება, რადგან არავინ იცის, რაში გამოიყენოს მისი შედეგები.

იმის გამო, რომ კლიენტს არ აქვს წინასწარი წარმოდგენა, თუ რა შედეგების საფუძველზე უნდა მოხდეს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, მეორე ტიპის შეცდომების მიზეზი კვლევის საფუძველზე სამოქმედო სტანდარტის („action standard”) არარსებობითაა განპირობებული. სამოქმედო სტანდარტის მიხედვით, კვლევაზე არ დაიხარჯება არც ერთი თეთრი, თუ დამკვეთმა წინასწარ არ იცის, რა ბედი ეწევა კვლევის შედეგებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მაგალითად: თუმისტიკური მყიდველისმეთოდით კლიენტთა მომსახურების დონის შეფასებისას გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილმა საშუალოზე დაბალი შეფასება მიიღო, მაშინ ამ თანამშრომლებს დაითხოვენ, ან კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგებზე დასწრებას შესთავაზებენ.

0x01 graphic

კვლევის შედეგების ინტერპრეტაციის ეტაპზე სამოქმედო სტანდარტის არარსებობა ხანგრძლივ დისკუსიას იწვევს. შედეგად, ხელმძღვანელი მიიღებს ან არასწორ გადაწყვეტილებას, ან გადაწყვეტილებას, რომლის მიღება ყოველგვარი კვლევის გარეშეც შეიძლებოდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ინფორმაციის გადინების შიშია, რომელსაც დამკვეთის მიერ პროექტის ნამდვილი მიზნის დამალვამდე მივყავართ. ასეთ შემთხვევაში, მკვლევარმა არ იცის, სინამდვილეში, რა პრობლემები უნდა გადაიჭრას. თუ ბიზნესკომპანიას არ ჰყავს მარკეტინგული კვლევების პროფესიონალი სპეციალისტი, რომელსაც ზუსტად შეუძლია არსებული ამოცანების გადაჭრის შესაძლო გზების დასახვა, მაშინ არსებობს იმის ალბათობა, რომ კვლევითი კომპანია თავისი შეხედულებისამებრ შეიმუშავებს კვლევის სქემას, რომელსაც საერთო არაფერი ექნება კლიენტის რეალურ პრობლემასთან.

მაგალითად: ბიზნესკომპანიამ მიმართა 4 კვლევით კომპანიას და სთხოვა მათ, პროდუქტის ტესტირებისთვის საქმიანი შეთავაზება მოემზადებინათ. კითხვაზე, თუ რა არის კვლევის მიზანი, კვლევით კომპანიებს უპასუხეს, რომ კვლევის მიზანი მხოლოდ ტენდერის გამარჯვებულს ეცნობება. შედეგად მიიღეს 4 სხვადასხვა შინაარსისა და ფასის წინადადება, რომელთა ერთმანეთთან შედარება რთული გახდა. ასეთ სიტუაციაში, რაციონალურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება შეუ- ძლებელია - არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ დამკვეთმა ამოცანისთვის კვლევის არაადეკვატური მეთოდიკა აირჩიოს

ხშირად დამკვეთი არასწორად აგებს პრობლემათა იერარქიას, რის შედეგადაც მეორეხარისხოვანი ამოცანები პირველ რიგში დგება და კვლევას მათ გადასაჭრელად უკვეთავენ.

მაგალითად: დამკვეთი ატარებს პროდუქტის შეფუთვის და მისი რეკლამის დეტალურ ტესტირებას, მაშინ, როცა ბაზრისთვის პრინციპულად ახალი პროდუქტის წარმოებისთვის ძვირად ღირებული ტექნოლოგიის შეძენის გადაწყვეტილებას ყოველგვარი კვლევის გარეშე იღებს. ტესტირების დროს კი ირკვევა, რომ პროდუქტს წარმატების შანსი არ გააჩნია. შედეგად, ძვირად ღირებული ტექნოლოგიის შეძენისთვის დახარჯული თანხა გადაყრილია.

შესაძლოასაწინააღმდეგოშეცდომის დაშვებაც: ტარდება ფუნდამენტური კვლევა ბაზრის გრძელვადიანი განვითარების ტენდენციებისა და მომხმარებელთა სიღრმისეული მოტივაციების შესახებ. კვლევა რამდენიმე თვეს გრძელდება, მასზე კვლევის ბიუჯეტის დიდი ნაწილი იხარჯება, ხოლო ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიის დაწყების გადაწყვეტილება კვლევის გარეშე მიიღება.

კიდევ ერთი იერარქიული შეცდომა - გადაწყვეტილების სისწორის შემოწმება ხდება არა მის მიღებამდე, არამედ მიღების შემდეგ.

მაგალითად, სარეკლამო კამპანიის ჩატარების შემდეგ ხდება რეკლამის ეფექტიანობის ტესტირება, მაგრამ სარეკლამო მესიჯის იმ პარამეტრების მიხედვით, რომლებიც კამპანიის დაწყებამდე უნდა შემოწმებულიყო. რეკლამის პოსტ-ტესტინგი, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ მისი შედეგები სასარგებლოა იმ შემთხვევაში, როცა შესაძლებელია მისი განზოგადება და იმის განსაზღვრა, მომავალში როგორ დაიგეგმოს სარეკლამო კამპანია.

ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც შეცდომებს განაპირობებს, ისაა, რომ დამკვეთებს წინასწარ აქვთ ჩამოყალიბებული გარკვეული მოსაზრებები კვლევის მეთოდების შესახებ.

ერთ-ერთი მცდარი მოსაზრება, განსაკუთრებით - სარეკლამო სფეროში, ფოკუს ჯგუფის მეთოდის გამოკვლევის იმ უნივერსალურ მეთოდად შერაცხვაა, რომელსაც ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ამას ზოგჯერ ისეთ კურიოზულ შედეგამდე მივყავართ, როცა სარეკლამო რგოლის არჩევა 20 ან 40 ადამიანის ხმის დათვლით ხდება.

სარეკლამო განცხადების ან შეფუთვის ვარიანტის არჩევა რაოდენობრივი ტესტების მეშვეობით შედარებით ადვილად ხდება.

პროდუქტის, შეფუთვის, სარეკლამო მასალის გაუმჯობესების, სამომხმარებლო მოტივაციის შესწავლის ამოცანები მართლაც უკეთესად იჭრება თვისებრივი მეთოდების საშუალებით. თუმცა, ამისთვისაც წარმატებით შეიძლება არამარტო ფუკუს ჯგუფების, არამედ, ინდივიდუალური სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდის გამოყენება.

ზოგი ბიზნესკომპანია მხოლოდ რაოდენობრივ კვლევებს ენდობა, მაშინაც კი, როცა მომხმარებელთა მოტივაციის შესწავლა ან სამომხმარებლო ქცევის ძირითადი მოდელების გამოვლენაა საჭირო. თუ არ არსებობს წინასწარ დადგენილი სანდო პარამეტრები (პასუხების ალტერნატივები), რაოდენობრივი კვლევა იაფფასიან ფსიქოლოგიურ ტესტს ემსგავსება, სადაც კითხვის არც ერთი შესაძლო პასუხი არ შეესაბამება რესპონდენტის რეალურ პასუხს. ამ შემთხვევაში, რესპონდენტი ან ღიზიანდება, ან იტყუება. არც ერთი შედეგი კომპანიისთვის დადებითი არ არის.

მაშინაც კი, თუ შემკვეთი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შეცდომას აირიდებს თავიდან, კვლევითი კომპანიის არასწორმა არჩევამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.

ხშირად კვლევითი კომპანიის არჩევის მთავარი კრიტერიუმი ხდება ფასი. ამასთან, ინფორმაციის ხარისხი შესაძლოა გადახდილი ფასის შესაბამისი იყოს. კარგი კვლევითი კომპანია ყოველთვის შესთავაზებს კლიენტს კვლევის ისეთ სქემას, რომელიც გადაუწყვეტს პრობლემებს იმ თანხაში, რაც კლიენტს აქვს, ამასთან, ხარისხი არ დაზარალდება.

კვლევის ჩატარების ეტაპზე დაშვებული შეცდომები

კვლევის ჩატარების ეტაპზე დამკვეთის მთავარი შეცდომა კომუნიკაციის სფეროშია. კლიენტების უმრავლესობა, იმის გამო, რომ დამკვეთი კომპანიის მენეჯერს ხშირად დროის დეფიციტი აქვს, კვლევის შეკვეთის შემდეგ, კვლევით კომპანიასთან აღარ ურ- თიერთობს. მკვლევართან კომუნიკაციის არარსებობა ნეგატიურ შედეგებს იწვევს.

კვლევის პროცესში დამკვეთი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მკვლევარს, რომელიც უშუალოდ მუშაობს მის პროექტზე, კარგად ესმის კვლევის მიზნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მკველვარმა გადაჭრას სხვა ამოცანები, რომლებიც რეალურად არ დგას კლიენტის წინაშე. თავისთავად, არასაკმარისი კომუნიკაციის მიზეზი კვლევით კომპანიაში ცუდად აწყობილი ინფორმაციული ნაკადები შეიძლება აღმოჩნდეს.

დამკვეთი, სასურველია, ჩართული იყოს კვლევის ეტაპზე. დღეს გავრცელებული პრაქტიკაა, როცა დამკვეთი ამტკიცებს კითხვარის საბოლოო ვარიანტს, ესწრება ფოკუს ჯგუფს, ინტერვიუერების ტრენინგს, მონაწილეობს შემოწმების პროცესში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დამკვეთმა კვლევითი კომპანიის ყოველი ნაბიჯი უნდა აკონტროლოს და ზარებით ატეროროს იგი. პარტნიორი კომპანიის არჩევა უკვე ნიშნავს მისი პროფესიონალიზმისადმი ნდობას.

ხშირად პრობლემა ისაა, რომ ამოცანის კვლევის პროცესში შეცვლა დამკვეთის მიერ მიღებული ინფორმაციის ხარისხისა და მოცულობის შემცირებას იწვევს. თუმცა, ამ ინფორმაციის სრულად მიღება შეიძლებოდა, თუ ამოცანები წინასწარ ზუსტად და ნათლად იქნებოდა ჩამოყალიბებული. კვლევის პროცესში ამოცანის ტრანსფორმაციამ შეიძლება არჩეული მეთოდის ხელახლა დასახული ამოცანებისადმი შეუსაბამობა გამოიწვიოს.

ზოგიერთი კომპანია კვლევითი ამოცანების ნუსხას კვლევის პროცესში ზრდის. გაზრდილი ანკეტა კი შედეგებს ამახინჯებს. მაგალითად, იზრდება ინტერვიუზე უარების რაოდენობა, რადგან რესპონდენტებს, როგორც წესი, გრძელი კითხვარები არ უყვართ. ამავე მიზეზით, პასუხების გაცემა უყურადღებოდ ხდება. ამასთან ერთად, ერთ კითხვარში მრავალი პროფილის კითხვები რესპონდენტს აბნევს და იგი ხშირად არარეალურ პასუხებს იძლევა.

კვლევის ჩატარების შემდეგ დაშვებული შეცდომები

მაშინაც კი, როცა კვლევა დასრულებულია, შეცდომის დაშვების საშიშროება მაინც არსებობს.

დამკვეთები, როგორც წესი, შემდეგი ტიპის შეცდომებს უშვებენ:

პირველი შეცდომაა კვლევის შედეგების გამოუყენებლობა გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც, თავის მხრივ, კვლევის დაგეგმვის დროს დაშვებული შეცდომების შედეგია.

მეორე შეცდომა კვლევის ანგარიშის მიმართ გადა- ჭარბებული ყურადღებაა, როცა მასში ბაზრის შესახებ ყველა კითხვაზე პასუხს ეძებენ. ამ შეცდომის ნაირსახეობაა შემთხვევითი დასკვნები. მაგალითად, ფოკუს ჯგუფის ერთი-ორი მონაწილის მოსაზრება სახელმძღვანელო პრინციპად აღიქმება.

მესამე შეცდომა მკვლევართან კომუნიკაციის არარსებობაა. გადაწყვეტილებების მისაღებად ძალზედ მნიშვნელოვანია კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა მიიღოს.

თუ შეცდომები მაინც დავუშვით

ამა თუ იმ ეტაპზე დაშვებულმა შეცდომებმა არ უნდა გამოიწვიოს დამკვეთის ნეგატიური დამოკიდებულება ზოგადად მარკეტინგული კვლევებისადმი. განსაკუ- თრებით, თუ წარუმატებელი პირველი გამოცდილებაა. ნეგატიური დამოკიდებულება ყალიბდება:

  • როცა დამკვეთი მაღალბიუჯეტიანი კვლევის შედეგად იღებს აშკარად დაბალხარისხიან პროდუქტს, ამ გამოცდილებას ყველა კვლევით კომპანიაზე ავრცელებს და საერთოდ უარს ამბობს მომავალში კვლევის ჩატარებაზე;

  • როცა დამკვეთი იღებს დიდი მოცულობის, „ლამაზ და ჭკვიანანგარიშს, რომელიც ვერ ეხმარება ამოცანის გადა- ჭრაში. ასეთი ანგარიში თაროზე იდება. დამკვეთს უჩნდება მარკეტინგული კვლევების უსარგებლობის განცდა და წყვეტს კვლევის ჩატარებას.

როგორ მოვიქცეთ?

იმისათვის, რომ მარკეტინგულ კვლევაზე გაწეული ხარჯები ეფექტიანი და რეალურად სასარგებლო იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია კვლევის პროცესის მიმართ კომპლექსური მიდგომა. ასეთი მიდგომის საკვანძო საკითხებია:

  1. კვლევის გეგმა

აუცილებელია, არსებობდეს გარკვეულ დროით პერიოდზე გაწერილი კვლევის გეგმა (წელი, კვარტალი...). კვლევის გეგმა უნდა მოიცავდეს მიმდინარე კვლევებს, რომლებიც ეხება ისეთი სიტუაციის მონიტორინგს, როგორიცაა, მაგალითად, retail audit-ი, დისტრიბუციის და ფასების კვლევა, სამომხმარებლო პანელები და ა.შ.; ასევე, ისეთ კვლევებს, რომლებიც აუცილებელია სიახლეების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად (ახალი პროდუქტის, შეფუთვის, რეკლამის ტესტირება და ა.შ.). კვლევის პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს კომპანიის მარკეტინგის გეგმას და მხოლოდ ის კვლევები უნდა ჩატარდეს, რომელთა გარეშეც მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია. ყველა კვლევა ერთ სისტემაში უნდა ჯდებოდეს, რაც დამატებითი ინფორმაციის ამოღების საშუალებაა.

  1. კვლევის ბიუჯეტი

აუცილებელია კვლევის ბიუჯეტის შემუშავება კვლევის პროგრამის საფუძველზე.

გონივრულია, თუ კვლევის ბიუჯეტი მარკეტინგზე დახარჯული თანხის 4-5%25-ს შეადგენს. მეტი მარკეტინგული დანახარჯებისას შეიძლება იმაზე მეტი ინფორმაცია მივიღოთ, ვიდრე გადამუშავებაა შესაძლებელი. მცირე დანახარჯების დროს კი, პირიქით, არასაკმარისი ინფორმაციის გამო, არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკი არსებობს.

  1. წერილობითი განაცხადი კვლევის ჩატარებაზე (RESEARCH BRIEF)

მნიშვნელოვანია, ყურადღება დაეთმოს წერილობი- თი განაცხადის მომზადებას, რომლის საფუძველზეც მკვლევარი კვლევის ჩატარების თაობაზე შეთავაზებას (research proposal) მოამზადებს. ასეთი განაცხადი შემდეგი ძირითადი ნაწილებისგან შედგება:

  • დამკვეთი მხარის ის პრობლემა, რომელმაც კვლევის საჭიროება გამოიწვია;

  • კვლევის მიზანი;

  • პრობლემის ისტორია;

  • როგორ იქნება გამოყენებული კვლევის შედეგები, ვის მიერ, როდის, სად და რა სახით მოხდება შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება;

  • სამოქმედო სტანდარტის ფორმულირება;

  • წინა კვლევების შედეგები, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს კვლევის მეთოდის და ფასის განსაზღვრისას (მიზნობრივი ჯგუფის მახასიათებლები და ზომა, გარკვეული მეთოდის გამოყენების წარმატებული ან წარუმატებელი გამოცდილება და სხვა);

  • შედეგების წარდგენის ფორმა და ვადები.

ასეთი დოკუმენტის არსებობა დამკვეთს იმის გარანტიას მისცემს, რომ კვლევა შეძლებს, ადეკვატური პასუხები გასცეს მის კითხვებს და, ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, რაციონალური არჩევნის გაკეთების საფუძველს შექმნის.

  1. კვლევების საკუთარი სპეციალისტი თუ პარტნიორი კვლევითი კომპანია?

მარკეტინგული კვლევის ეფექტიანი შედეგებისთვის აუცილებელია დამკვეთის პრობლემების კვლევების ენაზე ადეკვატური გადაყვანა.

ამ ამოცანის გადაჭრა შეუძლია კომპანიის მარკეტინგული კვლევების შიდა სპეციალისტს. თუმცა, შესაბამისი კადრის არსებობა გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციას საკმაოდ დიდი კვლევითი ბიუჯეტი აქვს.

ასეთი სპეციალისტი ამზადებს კვლევების პროგრამას, ახორციელებს კომუნიკაციას კვლევით კომპანიებთან, ირჩევს კვლევით კომპანიას კონკრეტული კვლევისთვის, მონაწილეობს მეთოდიკის შემუშავებაში, შედეგების ანალიზის პროცესსა და მარკეტინგული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებაში.

მარკეტინგული კვლევების სპეციალისტის არსებობა არ ნიშნავს კვლევითი კომპანიის მომსახურებაზე უარის თქმას. შიდა რესურსებით კვლევების ჩატარებაზე ორიენტაციას მივყავართ კვლევების სპეციალისტის დროის არარაციონალურ გამოყენებამდე. იგი იძულებული ხდება, მთელი დრო საორგანიზაციო საკითხებს დაუთმოს და არა - ანალიტიკურ საქმიანობას. გარდა ამისა, შეუძლებელია კვლევის მეთოდების მთელი მრავალფეროვნების გამოყენება ხარისხზე გავლენის მოხდენის გარეშე.

თუ კომპანიას არ ჰყავს კვლევების შიდა სპეციალისტი, მაშინ სასურველია, მუდმივი პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს ერთ ან ორ კვლევით კომპანიასთან, რომლებიც კლიენტთან ხანგრძლივი ურთიერთობის და მისი ბაზრის შესწავლის შედეგად საკმაოდ კარგად გაერკვევიან კლიენტის პრობლემების სპეციფიკაში.

5 საბპრაიმ იპოთეკური სესხებიდან გლობალურ საკრედიტო კრიზისამდე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: ირაკლი გეჯაძე

CFS Investment Bank-ის საბროკეროს და აქტივების
მართვის ბიზნესხაზის ხელმძღვანელი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს სი ეფ ეს საინვესტიციო ბანკის, მისი დირექტორების, თანამშრომლების ან მასთან ასოცირებული ორგანიზაციების ოფიციალურ პოზიციას. ეს მოსაზრებები სტატიის ავტორის პირად შეხედულებებს ემყარება და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს რაიმე საინვესტიციო რჩევას ზოგადად ან რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ან მეთოდიკის მიმართ.

Subprime Mortgage - საბპრაიმ იპოთეკური სესხი, მაღალი საკრედიტო რისკის მატარებელ ადამიანზე გაცემული სესხი. შესაბამისად, საბპრაიმ იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, ვიდრე „სტანდარტული“ იპოთეკური სესხისა.

(იმის გამო, რომ Subprime - ის ზუსტი ქართულ შესატყვისი არ არსებობს, სტატიაშისაბპრაიმსგამოვიყენებთ.)

Subprime Crisis - ფინანსური კრიზისი, რომელიც საბპრაიმ იპოთეკური სესხების გახშირებული დაუბრუნებლობის (დეფოლტის) შედეგად წარმოიშვა, შემდეგ გლობალურ საკრედიტო კრიზისში გადაიზარდა და რამდენიმე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის კოლაფსი გამოიწვია; ხოლო აშშ-ს ეკონომიკა რეცესიის პირას მიიყვანა.

ფინანსური ბაზრების კრიზისი, რომელიც 2007 წლის აგვისტოში დაიწყო, ისეთ მასშტაბებში გადაიზარდა, რომ მას შეიძლება ყველაზე დიდი ფინანსური შოკი ვუწოდოთ 1929 წლისდიდი დეპრესიისშემდეგ“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვის ანგარიში (2008 წლის აპრილი).

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2008-2009 წლებში 3.7%25-მდე შემცირდება, მაშინ როცა 2007 წელს ამ მაჩვენებელმა 4.9%25 შეადგინა. ფონდის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეს შეფასება რეცესიის პირას მდგარი აშშ-ის, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლებითაა განპირობებული.

ზოგი ექსპერტის შედარებით რბილი შეფასებით, აშშის ეკონომიკა რეცესიის პირასაა, ზოგიერთის განცხადებით კი რეცესია უკვე დაწყებულია. თუმცა, ერთი რამ ფაქტია - აშშ-ის ეკონომიკა თავისი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდს განიცდის.

რეცესია, განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ისეთი ვარდნაა, რომელიც ექვს თვეზე მეტხანს გრძელდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი ის შედეგებია, რაც თავად რეცესიას მოაქვს ქვეყნისთვის და მისი მოსახლეობისთვის: უმუშევრობის ზრდა, შემოსავლების (ინფლაციით შეწონილი) კლება, ინვესტიციების, წარმოებისა და საცალო-საბითუმო გაყიდვების შემცირება. მსოფლიო შეშფოთებულია, რადგან სხვა ქვეყნებისთვის აშშ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაყიდვების ბაზარია: აშშ-ის ეკონომიკური ვარდნა მათთვისაც შემოსავლების შემცირებას და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის კლებას ნიშნავს.

დღევანდელი გლობალური კრიზისი ე.წ. საბპრაიმ იპოთეკური სესხების გახშირებული დაუბრუნებლობის (დეფოლტის) და აშშ-ის უძრავი ქონების, კერძოდ - საცხოვრებელი სახლების, ფასების შემცირების გამო დაიწყო. კრიზისი არ მიიღებდა გლობალურ ხასიათს, რომ არა ამ სესხებთან და, შესაბამისად, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კაპიტალის ძალზედ დიდი მასშტაბები.

კრიზისის შედეგად, ბევრი ადამიანის კეთილდღეობას და რამდენიმე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის წარმატებულ ისტორიას დაესვა წერტილი, ხოლო მსოფლიოს ისეთმა ფინანსურმა გიგანტებმა, როგორებიცაა Lehman Brothers, JP Morgan, Citigroup, Bank of America, UBS და სხვა, ათეულ მილიარდობით დოლარის ზარალი განიცადეს. აშშ-ის სიდიდით მეოთხე საინვესტიციო ბანკი Bear Stearns კი გაკოტრების პირას მივიდა: კომპანიის ერთ დროს 170 დოლარად კოტირებული აქციები 2 დოლარამდე დაეცა. კრიზისის მასშტაბმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ მთელი მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე მოახდინა ზემოქმედება.

კრიზისის შედეგების ჩამოთვლა და აღწერა შორს წაგვიყვანს. მით უმეტეს, კრიზისი ბოლომდე დაძლეული არაა და საბოლოო შეფასებას ყველაზე ცნობილი ანალიტიკოსებიც კი ერიდებიან. თუმცა, ერთი რამ ცხადია: მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე ისტორიის ერთერთი ყველაზე დიდი საკრედიტო კრიზისი სუფევს.

საბპრაიმ კრიზისის დასაწყისმა, მისმა განვითარებამ და პიკურმა პერიოდმა ისე განვლო, რომ საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის იგი არც განსაკუთრებული ინტერესის და, მით უმეტეს, არც რაიმე შეშფოთების მიზეზი გამხდარა. ეს კრიზისიც, ისევე, როგორც წარსულში მომხდარი სხვა კრიზისები, ისე გამოვიარეთ, როგორც ერთგვარი ბუნებრივი, თავისთავად მიმდინარე გლობალური პროცესი.

საბპრაიმ კრიზისმა, შესაძლოა, საქართველოზე ძალზედ უმნიშვნელოდ იმოქმედოს, მაგრამ თვითონ ამ მოვლენის არსში, მის გამომწვევ პროცესებში, ხელშემწყობ ფაქტორებში და მონაწილე მხარეებში გარკვევა ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა შეცდომები არ გავიმეოროთ და სწორი კუთხით შევაფასოთ ესა თუ ის მოვლენა.

ყველა კრიზისს, მიუხედავად მათი მნიშვნელოვანი განსხვავებულობისა, ერთი საერთო რამ ახასიათებს: აქტივების ღირებულების და ამ აქტივებით მისაღებ შემოსავლებთან დაკავშირებული რისკების არასწორი შეფასება. ვისაც კორპორაციულ ფინანსებთან მეტ-ნაკლებად აქტიური შეხება ჰქონია, კარგად მოეხსენება, რომ ნებისმიერი კომპანიის (შესაბამისად - მისი აქციების), ისევე, როგორც ნებისმიერი შემოსავლის მომტანი აქტივის (აქტივი, რომელიც პროგნოზირებად ფულად ნაკადებს წარმოშობს) ღირებულება განისაზღვრება მომავალში მისაღები ფულადი ნაკადების კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების მაჩვენებლით დისკონტირებით. კაპიტალის ღირებულების მაჩვენებელს კი, ძირითადად, ამ ფულადი ნაკადების მიღების რისკის სიდიდე განსაზღვრავს: რაც უფრო დიდია პროგნოზირებული ფულადი ნაკადების მიღების ალბათობა, მით ნაკლებია რისკი. მაგალითად, თუ A და B კომპანიას ერთნაირი ფულადი ნაკადების გენერირება შეუძლია, მაგრამ A-ს ფულადი ნაკადები უფრო რისკიანია, მაშინ A კომპანიის აქცია უფრო ნაკლები უნდა ღირდეს, ვიდრე B-სი. იმავე პრინციპით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ სხვა (შემოსავლის მომტან) აქტივთან დაკავშირებითაც. თუ რა პროცენტული უკუგება უნდა მოითხოვოს ინვესტორმა ამა თუ იმ რისკის საფასურად - ამას ისტორიული მონაცემები და ინვესტორის რისკი/უკუგების მიმართ პირადი დამოკიდებულება განსაზღვრავს. მაგრამ, თუ რისკებს არასწორად, კერძოდ კი - რეალურზე ნაკლებად შევაფასებთ და ასეთი შეფასებები მასობრივად გაჩნდება, შედეგად მივიღებთ „უაზროდ“ გაზრდილ ფასს.

დავიწყებული წარსული შეცდომა

გავიხსენოთ, რამ გამოიწვია 2000 წელს ინტერნეტკომპანიების მასობრივი კოლაფსი. ეს კომპანიები მაშინ განიხილებოდა, როგორც ერთგვარი ოქროს საბადოები, რომლებიც, ჯერჯერობით, იაფი იყო, მაგრამ მათი ფასი მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. ინვესტორების მოლოდინები, რომ მომავალში მაღალ შემოსავლებს მიიღებდნენ, იმდენად დიდი იყო, რომ ინტერნეტკომპანიების აქციების ფასი თვიდან თვემდე ორ და სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდებოდა. ბანკებიც მათ სესხებს უპრობლემოდ აძლევდნენ. შეიქმნა ილუზია, თითქოს ეს „ბედნიერება“ მუდმივად გაგრძელდებოდა, კომპანიები იმავე ტემპებით შეძლებდნენ შემოსავლების გაზრდას, ბანკების სესხებსაც უპრობლემოდ დაფარავდნენ, ხოლო ინვესტორებს დიდ მოგებას მოუტანდნენ. მაგრამ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, როდესაც რამდენიმე კომპანიამ ვერ აჩვენა ის ფინანსური შედეგები, რასაც მათგან მოელოდნენ. შემდეგ მათ სხვა კომპანიებიც დაემატა და აღმოჩნდა, რომ რეალობა რადიკალურად განსხვავდებოდა ილუზიებით შექმნილი სამყაროსგან. თურმე, რისკი იმისა, რომ მოსალოდნელი მოგება ვერ მიიღო, ბევრად დიდი ყოფილა და, შესაბამისად, ეს აქტივი (ამ შემთხვევაში - ინტერნეტკომპანიების აქციები) ბევრად ნაკლები უნდა ღირდეს. შედეგი ყველასთვის ცნობილია: „ყალბი“ მოლოდინების და რისკების არასწორად შეფასების შედეგად ინტერნეტკომპანიების ბუმით გაბერილი „საპნის ბუშტი“ გასკდა.

0x01 graphic

კრიზისის ისტორია

დღევანდელი საბპრაიმ კრიზისის საწყისები უძრავი ქონების, კერძოდ კი - საცხოვებელი სახლების - ბუმს და ეიფორიას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, რამდენადაც უცნაურად უნდა ჟღერდეს, ყველაზე აქტიურად 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ განვითარდა. ტერორისტულმა აქტებმა აშშ-ს მძიმე ეკონომიკური დარტყმა მიაყენა. ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელობამ, ეკონომიკის სტიმულირების და საკრედიტო ბაზარზე ლიკვიდობის გაზრდის მიზნით, საბაზისო საპროცენტო განაკვეთი (Fed Fund Rate) 1%25-მდე დასწია. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო საცხოვრებელი სახლების ბუმი (Housing Boom). გაიაფებულმა კრედიტმა ზედმეტად შეუწყო ხელი უძრავი ქონების ბაზარზე როგორც მოთხოვნის, ასევე - მიწოდების სიდიდის ზრდას. მშენებლობის მაღალმომგებიან ბიზნესში სულ უფრო და უფრო მეტი ინვესტორი მიისწრაფოდა, იზრდებოდა მომხმარებელთა შემოსავლებიც და, შესაბამისად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სიდიდეც იზრდებოდა. მოთხოვნის „დაკმაყოფილებას“ კი უკვე იპოთეკური საკრედიტო კომპანიები და ბანკები უზრუნველყოფდნენ.

უძრავი ქონების ბიზნესის აყვავება, რა თქმა უნდა, ძალზედ კარგი და ნებისმიერი ქვეყნისთვის მისასალმებელია: იზრდება ეკონომიკა, სახელმწიფო ბიუჯეტი, მოსახლეობის კეთილდღეობა... უძრავი ქონების ფასებს კი ეკონომიკური თეორიის ფუნდამენტური პრინციპი - მოთხოვნა-მიწოდება - არეგულირებს. დღევანდელ სიტუაციაშიც ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა საბპრაიმ იპოთეკური მსესხებლების გახშირებული დეფოლტი, შედეგად - მათი გამოსახლებები და უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის მიწოდებასთან მიმართებაში მყისიერი შემცირება, რის შედეგადაც ამ ქონების ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. 2007 წლის ბოლოს საცხოვრებელი სახლების ფასები აშშ-ში იმდენად დაეცა, რომ 2003 წლის ნიშნულს გაუტოლდა. ექსპერტების გათვლებით, 2009 წლისთვის ფასები კიდევ 20%25-ით შემცირდება.

0x01 graphic

მოთხოვნის მყისიერი შემცირების უკან განსაკუთრებული მოვლენები და რადიკალური ცვლილებები იდგა. მაგრამ მთავარი ის არის, თუ რამ გამოიწვია ასეთი რადიკალური ცვლილებები: რატომ გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე განვითარებული ქვეყნისთვის ძალზედ უჩვეულო ტემპებით და შემდეგ, პირიქით, რატომ შემცირდა ასე მყისიერად? რატომ იქონია უძრავი ქონების გაუფასურებამ და საბპრაიმ კრიზისმა ასეთი ზეგავლენა აშშ-ის და მსოფლიო ეკონომიკაზე? ნუთუ, ისეთ ფინანსურ გიგანტებს, როგორებიცაა Bear Stearns, Bank of America, Citigroup, Lehman Brothers და ა.შ., არ შეეძლოთ რისკების სწორად შეფასება, რათა თავიდან აეცილებინათ მილიარდობით ზარალი? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაა ყველაზე საინტერესო საბპრაიმ კრიზისის ანალიზისას.

მონაწილე მხარეები და მათი ურთიერთკავშირი

კრიზისის დაწყებასა და მის წარმოუდგენელ მასშტაბებში გადაზრდაში კონკრეტული დამნაშავის გამოვლენა რთულია - დანაშაულში წვლილი არაერთ მხარეს მიუძღვის. ესენია: საბპრაიმ მსესხებლები (ადამიანები, რომლებიც საბპრაიმ იპოთეკური სესხით ყიდულობდნენ საცხოვრებელ სახლებს), იპოთეკური სესხის გამცემი კომპანიები (ბანკები, იპოთეკური გამსესხებლები), საინვესტიციო ბანკები, სარეიტინგო სააგენტოები, ინვესტორები (მსხვილი ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საპენსიო ფონდები, ჰეჯ ფონდები...).

0x01 graphic

სანამ თითოეულ მონაწილეს, მათ როლს კრიზისში და სხვა მონაწილეებთან მათ ურთიერთკავშირს განვიხილავდეთ, საინტერესოა, გავეცნოთ იმ ფინანსურ პროდუქტს, რომელიც ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული კრიზისის შექმნაში - იპოთეკური სესხით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს (Mortgage Backed Securiteis). გამოითქვა მოსაზრება, რომ თუ არა ეს ფინანსური ინსტრუმენტი, კრიზისი არ მოხდებოდა. მაგრამ ეს აზრი, რბილად რომ ვთქვათ, ძალზედ გადაჭარბებულია. მითითებული ფინანსური პროდუქტი ე.წ. ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდის სახეობას წარმოადგენს, რომელიც იპოთეკური სესხებით არის უზრუნველყოფილი. ამ ფასიანი ქაღალდის მფლობელისთვის გარანტია იმისა, რომ მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო შემოსავალს, იპოთეკურ სესხზე გადახდილი საპროცენტო სარგებელია, ხოლო გარანტია იმისა, რომ არ დაკარგავს ობლიგაციაში ინვესტირებულ თანხასის უძრავი ქონებაა, რაც იპოთეკური სესხის გაცემისას გირაოში ჩაიდო. რაც უფრო მეტად აღემატება დაგირავებული უძრავი ქონების ღირებულება გაცემულ სესხს, მით მეტად არის დაცული ინვესტორი დანაკარგებისგან და, შესაბამისად, ასეთი ფასიანი ქაღალდი ნაკლებად რისკიანია. თუ რამდენად რისკიანია ფასიანი ქაღალდები, ამას სარეიტინგო სააგენტოები რეიტინგის მინიჭების გზით ადგენენ. თუმცა, ყოველი ინვესტორი თვითონაც უნდა აანალიზებდეს ფასიანი ქაღალდების რისკიანობას. საბპრაიმ კრიზისის განვითარების პერიოდში სწორედ ეს მნიშვნელოვანი პრინციპი იქნა მასობრივად უგულებელყოფილი. საბპრაიმ იპოთეკური სესხების გირაო იმდენად ძვირად იყო შეფასებული, რომ ამ უძრავი ქონების ფასის მცირედი შემცირებაც კი ინვესტორებისთვის საგრძნობ დანაკარგებს გამოიწვევდა. სწორედ ასეთი რისკების მასობრივად არასწორად შეფასება გახლავთ კრიზისის გლობალური მასშტაბის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

საბპრაიმ მსესხებლები

საბპრაიმ მსესხებლების წვლილი კრიზისის განვითარებაში, რა თქმა უნდა, გაცილებით მცირეა, ვიდრე სხვა მონაწილეებისა, მაგრამ მათ შესახებაც აუცილებელია ითქვას რამდენიმე სიტყვა. ალბათ, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სესხი აუღია ბანკიდან, ისეთი რამ აღმოუჩენია მოგვიანებით სასესხო ხელშეკრულებაში, რაზეც მანამდე ყურადღება არ გაუმახვილებია. საბპრაიმ მსესხებლები ხშირად ისე იღებდნენ იპოთეკურ სესხებს, რომ არ აანალიზებდნენ, შეძლებდნენ თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათი სურვილი - გამხდარიყვნენ სახლის მეპატრონეები - იმდენად დიდი იყო, რომ სესხის პირობების დეტალებზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებდნენ. მით უმეტეს - სახლების ფასები არნახული ტემპით იზრდებოდა და სახლის მოცემულ მომენტში არყიდვა მათთვის უნიკალური შანსის ხელიდან გაშვებას ნიშნავდა.

საბპრაიმ იპოთეკური სესხი, ხშირ შემთხვევაში, პირველი ორი წლის განმავლობაში შედარებით დაბალ ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს გულისხმობს, მაგრამ უკვე შემდეგ საპროცენტო განაკვეთი ასე იანგარიშება: ცვლად ინდექსს (Fed Fund Rate an LIBOR) პლუს წინასწარ დადგენილი ფიქსირებული მარჟა. მსესხებლები ხშირად არ აცნობიერებდნენ იმას, თუ რამდენის გადახდა მოუწევდათ მომავალში იმ შემთხვევაში, თუ ცვლადი ინდექსი გაიზრდებოდა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ სახლების ფასების ზრდა მუდმივი პროცესია და ყოველთვის შეძლებდნენ რეფინანსირებას (მიმდინარე სესხის დაფარვას და ახლის აღებას). თუმცა, გამსესხებლებს ეს ფაქტორიც გათვალისწინებული ჰქონდათ და მსესხებლებს სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში ჯარიმას ახდევინებდნენ.

საბპრაიმ კრიზისის საწყისი რგოლი საბპრაიმ მსესხებლებია, მაგრამ კრიზისი იმ მასშტაბებს არ მიაღწევდა, თუ არა გამსესხებლების მხრიდან საბპრაიმ იპოთეკური სესხების გაცემის გამარტივება და მათი გაცემა მაღალი საკრედიტო რისკის მატარებელ ადამიანებზე.

საბპრაიმ მსესხებლები

საბპრაიმ იპოთეკურ სესხებს აშშ-ში უამრავი კომპანია გასცემდა: მცირე და საშუალო ზომის ფირმები, იპოთეკური დაწესებულებები, ბანკები. მძაფრი კონკურენციის კვალობაზე, მცირდებოდა მოთხოვნები საბპრაიმ მსესხებლების მიმართ.

ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ამა თუ იმ სესხზე საპროცენტო განაკვეთს მსესხებლის რისკიანობის შესაბამისად აწესებს: რაც უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ მსესხებელი ვერ შეძლებს კრედიტის დაბრუნებას, მით მაღალია ასეთი კლიენტისთვის დაწესებული საპროცენტო განაკვეთი. მაგრამ აშშ-ის იპოთეკურ ბაზარზე ისეთი ეიფორია სუფევდა, იმდენი კომპანია ჩაერთო ამ ბიზნესში და კონკურენციაც იმდენად გამძაფრდა, რომ ბაზრის წილის მოსაპოვებლად და ბიზნესის გაფართოების ერთადერთ საშუალებად კრედიტის გაცემის გამარტივება და სესხის პირობების ლიბერალიზაცია რჩებოდა. ზოგიერთი გამსესხებელი აღარც კი ამოწმებდა საბპრაიმ მსესხებლების კრედიტუნარიანობას. გამსესხებლები იქამდე მივიდნენ, რომ საბპრაიმ მსესხებლებს გირაოში ჩადებული უძრავი ქონების ტოლფას თანხასაც კი აძლევდნენ იმ იმედით, რომ ამ უძრავი ქონების ფასი კიდევ მოიმატებდა და, სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, გასესხებულ თანხას ქონების რეალიზაციით ყოველთვის სრული მოცულობით დაიბრუნებდნენ. გამსესხებლებმა, ფაქტობრივად, უგულებელყვეს რისკი იმისა, რომ საცხოვრებელი სახლების ფასებმა შეიძლება შეწყვიტოს ზრდა, მათი გაიაფების ალბათობაზე კი, საერთოდ, საუბარიც არ იყო.

როგორც საბპრაიმ მსესხებლების განხილვისას აღინიშნა, საბპრაიმ იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი ხშირად ასე იანგარიშებოდა: ცვლად ინდექსს, კერძოდ - ფედერალური რეზერვის საბაზისო საპროცენტო განაკვეთს (Fed Fund Rate) პლუს წინასწარ დადგენილი ფიქსირებული მარჟა. ფედერალური რეზერვის საპროცენტო განაკვეთის ზრდა საბპრაიმ მსესხებლებს ძალზედ მძიმე ტვირთად დააწვებოდათ სესხზე გადასახდელების სახით.

2004 წლიდან ფედერალურმა რეზერვმა, მიმდინარე მონეტარული პოლიტიკის მიხედვით, დაიწყო საბაზისო საპროცენტო განაკვეთის (რაც 2004 წელს 1%25 -ს შეადგენდა) პერმანენტულად გაზრდა და მისმა მნიშვნელობამ 2006 წლისათვის 5.25%25 -ს მიაღწია. შედეგად, იპოთეკური სესხების ბაზარზე მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: საბპრაიმ მსესხებლები ვეღარ იხდიდნენ გაზრდილ გადასახდელებს, მაღალი ტემპებით გაიზარდა საბპრაიმ სესხების დაუბრუნებლობის რაოდენობა, გამსესხებლები იძულებული გახდნენ, გირაოში ჩადებული უძრავი ქონება გაეყიდათ, ხოლო ამ უძრავი ქონების მასობრივმა მიწოდებამ ბაზარზე მისი მყისიერი და მნიშვნელოვანი გაუფასურება გამოიწვია. საცხოვრებელი სახლები 2007 წლის ბოლოს საშუალოდ იმდენივე ღირდა, რაც 2003 წელს. მთელი ის ზრდა, რაც უძრავმა ქონებამ ამ პერიოდის განმავლობაში განიცადა, ერთბაშად გაქრა.

ლოგიკურია კითხვა: როგორ მოიზიდეს საბპრაიმ გამსესხებლებმა ისეთი მოცულობის კაპიტალი, რამაც არა მხოლოდ აშშ-ის იპოთეკური, არამედ, მსოფლიო მასშტაბის საკრედიტო კრიზისი გამოიწვია.

საბპრაიმ გამსესხებლებს გვერდში ედგათ ის საინვესტიციო ბანკები, რომლებიც უპრობლემოდ ყიდულობდნენ მათგან საბპრაიმ იპოთეკური სესხების პორტფელებს, სტრუქტურირებას უკეთებდნენ მათ, უშვებდნენ ამ სესხებით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს, რომელსაც უკვე მსხვილ ინვესტორებზე ყიდდნენ. რა თქმა უნდა, რომ არა მაღალი მოთხოვნა ასეთ ფასიან ქაღალდებზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან, კრიზისი არ მოხდებოდა.

მიღებული თანხებით საბპრაიმ გამსესხებლები უკვე ახალ საბპრაიმ სესხებს გასცემდნენ და შემდეგ ისევ საინვესტიციო ბანკებზე ყიდდნენ. და ეს პროცესები მეორდებოდა და მეორდებოდა.

საინვესტიციო ბანკები

საინვესტიციო ბანკები იპოთეკური სესხების ერთგვარ მეორად ბაზარს უზრუნველყოფდნენ, ისინი შუამავალი რგოლის როლს ასრულებდნენ საბპრაიმ სესხებსა და მსხვილ ინვესტორებს შორის. საინვესტიციო ბანკები საბპრაიმ სესხებით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს სხვადასხვა კლასად ყოფდნენ, რომლებსაც სარეიტინგო კომპანიები, შესაბამისად, სხვადასხვა რეიტინგს ანიჭებდნენ. ყველაზე მაღალი კლასისას AAA რეიტინგს (რაც თითქმის ურისკოს ნიშნავს) ანიჭებდნენ, უფრო დაბალი კლასისას - ნაკლებ რეიტინგს და ა.შ..

0x01 graphic

საინვესტიციო ბანკები ის შემადგენელი რგოლი აღმოჩნდა, რომელმაც ყველაზე დიდი ზარალი განიცადა კრიზისის შედეგად. მაგალითისთვის საკმარისია აშშ -ის სიდიდით მეოთხე, 85 წლის წარმატებული ისტორიის მქონე საინვესტიციო ბანკის, Bear Stearns -ის, პრაქტიკულად გაკოტრება.

Bear Stearns-ი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე იყო საბპრაიმ იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. მსხვილი ინვესტორებისგან მაღალი მოთხოვნის საფუძველზე კომპანია ძალას არ იშურებდა, რომ მათთვის მეტი ასეთი ფასიანი ქაღალდი მიეწოდებინა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც გახშირდა საბპრაიმ მსესხებლების დეფოლტი, მყისიერად შემცირდა მსხვილი ინვესტორებისგან ასეთ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა და, შედეგად, მათი ღირებულება კატასტროფულად დაეცა. საინვესტიციო ბანკებს, ყველაზე მეტად კი Bear Stearns-ს, ხელთ შერჩათ გასაყიდად გამზადებული, მაგრამ უკვე გაუფასურებული და ერთ დროს რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარად შეფასებული საბპრაიმ იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები.

რამდენიმე გლობალურმა ფინანსურმა გიგანტმა არანაკლები ზარალი განიცადა საბპრაიმ იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების საკუთრებაში ფლობის გამო. მათ შორის: Lehman Brothers, Citigroup, UBS, Bank of America, JP Morgan, Wells Fargo...

აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ საინვესტიციო ბანკები, რა თქმა უნდა, არ იყვნენ ერთადერთი „დამნაშავენი“ კრიზისში. რომ არა მსხვილი ინვესტორების მხრიდან დიდი მოთხოვნა საბპრაიმ იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებზე, კრიზისის მასშტაბები გაცილებით მცირე იქნებოდა. მაგრამ ინვესტორები ვერ უძლებდნენ ცდუნებას, მიეღოთ იმაზე მეტი შემოსავალი, ვიდრე იმავე საკრედიტო რეიტინგის მქონე ფასიანი ქაღალდები იძლეოდა საშუალებას.

ინვესტორები და სარეიტინგო სააგენტოები

ნებისმიერი ინვესტორი ამა თუ იმ ფასიან ქაღალდში ინვესტირებამდე ჯერ ანალიტიკოსების ან საინვესტიციო მენეჯერების მოსაზრებებს უნდა ისმენდეს, შემდეგ თვითონ აანალიზებდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებდეს გადაწყვეტილებას.

გასათვალისწინებელია აგრეთვე სარეიტინგო სააგენტოების მიერ ფასიანი ქაღალდებისთვის მინიჭებული რეიტინგების სანდოობა (რეიტინგი ფასიანი ქაღალდების რისკს განსაზღვრავს).

სარეიტინგო სააგენტოებს, მათი არსიდან გამომდინარე, ხშირად ახასიათებს ინტერესთა კონფლიქტი. მათი საქმიანობა სამართლიანი რეიტინგის დადგენა და მინიჭებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი ორგანიზაციული სუბიექტის, მათ შორის - სარეიტინგო სააგენტოების, უკან ჩვეულებრივი ადამიანები დგანან, რომლებიც ხშირად, ნებით თუ უნებლიეთ, „ადამიანური“ ფასეულობებით ხელმძღვანელობენ.

ასე რომ, კრიზისის განვითარებაში, სხვა მონაწილეებთან ერთად, ინვესტორებსაც და სარეიტინგო სააგენტოებსაც არცთუ უმნიშვნელო წვლილი მიუძღვით.

დასკვნა

საბპრაიმ კრიზისი მართლაც მოულოდნელ მასშტაბებში გადაიზარდა და ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის დაიძლევა იგი საბოლოოდ, დაშვებულ შეცდომებს, მათი მომავალში თავიდან აცილების მიზნით, ანალიზი და დაფიქრება სჭირდება.

მაინც, რომელი სუბიექტი და რა ქმედება გახდა კრიზისის მთავარი მიზეზი? ეს ჯერ კიდევ განსჯის საკითხია. თუმცა, მთავარი დამნაშავე, ალბათ, ზოგადად ადამიანი და მისი ფსიქოლოგიაა, რომლითაც იგი ბუნებით არის „დაჯილდოებული“: სწრაფვა გამდიდრებისკენ, რაც ზოგჯერ ძალზედ დაუფიქრებლად, რისკების არასწორი შეფასების კვალობაზე ხდება. კრიზისი კი მაშინ ჩნდება, როდესაც ასეთი სწრაფვა განსაკუთრებულად მასობრივ ხასიათს იძენს, „ყალბი“ მოლოდინები იქმნება და იწყება რისკების მასობრივად არასწორად შეფასება ან უგულებელყოფა.

ასე იყო 2000 წლის ინტერნეტკომპანიების კრახით გამოწვეული კრიზისის დროს. ასეა დღევანდელი საბპრაიმ კრიზისის შემთხვევაშიც.

6 ეკონომიკური აზროვნება: გარემოს დაბინძურების პრობლემების მაგალითი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: თემურ კუპრავა

ESM - თბილისი - ეკონომიკის და ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი,
პრესტონის უნივერსიტეტის MBA

გარემოს დაბინძურების პრობლემების გამწვავების გამო ფიქრობენ, რომ ეკონომიკური მიდგომა ამ საკითხისადმი არ არის საკმარისი. ჩვენ შევეცდებით, ვაჩვენოთ, რომ ეს ასე არ არის.

რა არის დაბინძურება? როგორ შეიძლება მისი აღმოფხვრა? რა კავშირია საკუთრების უფლებებსა და დაბინძურებას შორის? რას გვეუბნება ამ პრობლემების ეკონომიკური ანალიზი?

ეკონომიკური აზროვნების საფუძვლები

ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ნებისმიერი ეკონომიკური თეორია იმ დაშვებას ეფუძნება, რომ ადამიანები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ისეთ მოქმედებებს ირჩევენ, რომლებიც უფრო მეტი სარგებლიანობის მომტანია მათთვის, ვიდრე ამ ქმედებებთან დაკავშირებული დანახარჯები. ნებისმიერი ადამიანი - მომჭირნე თუ მფლანგველი, წმინდანი თუ ცოდვილი, მყიდველი თუ გამყიდველი - ასე მოქმედებს. ეკონომიკური თეორია სულაც არ ამტკიცებს, რომ ადამიანები ეგოისტურები არიან და სხვების მიმართ გულისხმიერებას არ იჩენენ. უბრალოდ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ესმით ადამიანებს საკუთარი ინტერესები. ზოგს ის სიამოვნებს, როდესაც სხვას ეხმარება, ზოგი კი - პირიქით, სხვებისთვის ზიანის მიყენებით იღებს სიამოვნებას. ზოგი აყვავებული ბაღით ტკბება, ზოგი კი მთელი არსებითაა ჩართული უძრავი ქონებით ვაჭრობაში.

თუ ადამიანები ასე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაშინ, როგორღა ახერხებს ეკონომიკური თეორია - იმ დაშვებიდან გამომდინარე, რომ ყოველი ადამიანი საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისაკენ ისწრაფვის - ახსნას ან იწინასწარმეტყველოს რაიმე მათ ქცევაში?

თუ დავუკვირდებით, ადამიანებს მაინც ბევრი რამ აქვთ საერთო და ჩვენ, უმეტეს შემთხვევაში, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, თუ როგორ მოიქცევიან ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანებიც კი. გარდა ამისა, ნებისმიერ საზოგადოებაში ფართოდ გამოიყენება ფული და, ყოველი ადამიანი, საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობების გასაფართოებლად, ცდილობს, მეტი ფული იშოვოს. სწორედ ეს გარემოება გვეხმარება, ადამიანთა ქცევა ვიწინასწარმეტყველოთ.

საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების გზაზე ადამიანები სხვებისთვის ქმნიან არჩევანის შესაძლებლობებს. საერთო საზოგადოებრივი კოორდინაცია წმინდა სარგებლიანობებში წარმოქმნილი ცვლილებებისადმი ურთიერთმორგების უწყვეტი პროცესია. ამ საკმაოდ აბსტრაქტული მსჯელობის დაზუსტებაში ამერიკელი ეკონომისტის - პოლ ჰეინეს - მიერ მოხმობილი საგზაო მოძრაობის მაგალითი დაგვეხმარება (პოლ ჰეინე, „ზროვნების ეკონომიკური სტილი“).

ყოველი მძღოლი, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს, ყურადღებით ადევნებს თვალყურს თითოეული ზოლიდან მოტანილ მოსალოდნელ წმინდა სარგებელს და ცდილობს, იმ ზოლზე გადავიდეს, რომელზეც უფრო სწრაფი მოძრაობაა. შედეგად, იმ ზოლებზე, სადაც მოძრაობის სიჩქარე დაბალია, სიჩქარე მოიმატებს, ხოლო იმ ზოლებზე, სადაც მაღალია - დაიკლებს. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ სიჩქარე არ გათანაბრდება. უფრო ზუსტად - ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ვერც ერთი მძღოლი ვეღარ შეძლებს, დაინახოს წმინდა სარგებლის არსებობა ერთი ზოლიდან მეორეზე გადასვლისას. მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს სწრაფად, უწყვეტად და გაცილებით უფრო ეფექტიანად, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ავტომაგისტრალზე შესვლისათვის სპეციალურ საშვს გამოწერს, სადაც აღნიშნული იქნება, ვინ რომელ ზოლზე იმოძრაოს.

0x01 graphic

ეკონომისტის თვალსაზრისით, დაახლოებით ამდაგვარად ფუნქციონირებს საზოგადოებრივი მექანიზმიც. ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს მოსალოდნელი წმინდა სარგებლის (სარგებელს დაკლებული დანახარჯები) მიღების საფუძველზე. ეს მოქმედებები, გარკვეული პერიოდით მაინც, ცვლიან სხვებისთვის წარმოქმნილ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ სარგებელს და დანახარჯებს. ადამიანები იმ მოქმედებას უფრო ხშირად ირჩევენ, რომლისთვისაც მოსალოდნელ სარგებელსა და მოსალოდნელ დანახარჯებს შორის პროპორცია იზრდება, და ნაკლებად ხშირად - სადაც ეს პროპორცია მცირდება. შეიძლება ვთქვათ, რომ ფული იმ ტექნიკური ზეთის როლს ასრულებს, რომელიც ასე მნიშნელოვანია საზოგადოებრივი თანამშრომლობის მექანიზმის ფუნქციონირებისთვის.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მათი თვალსაზრისი საზოგადოების თაობაზე ყველაფერს ახსნის. ამ მხრივ ისინი იმპერიალისტები არიან. ბოლო წლებში ისინი ისეთ სფეროებსაც გადასწვდნენ, რომლებიც ტრადიციულად დაკავებული იყო სოციოლოგების, პოლიტოლოგების, ისტორიკოსების და სხვათა მიერ. მაგრამ, ამ იმპერიალისტური ამბიციების წარმოჩენასთან ერთად, ისინი იმასაც აღიარებენ, რომ აზროვნების ეკონომიკური ტიპი მიკერძოებულია. ეკონომიკური თეორია არ გვთავაზობს ისეთ თვალსაზრისს საზოგადოებაზე, რომელიც თანაბრად ითვალისწინებს ყველა არსებულ ფაქტს. პირიქით, ეკონომიკური აზროვნება შესაძლებლობათა ფართო სპექტრიდან მხოლოდ ზოგიერთს იღებს.

უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური თეორია არჩევანზე ფოკუსირდება. არჩევანის პრობლემასთან კი მჭიდროდ არის დაკავშირებული ის აქცენტი, რომელსაც თეორია აკეთებს ინდივიდზე. ეკონომიკურ თეორიას ზოგჯერ აკრიტიკებენ მისთვის დამახასიათებელი აქცენტისთვის რაციონალურობაზე. მაგრამ ყველაზე ხშირად ეკონომიკური აზროვნების კრიტიკა მისი საბაზრო მიდრეკილების გამო ისმის. სწორედ ეს საკითხი იქნება ჩვენთვის ყველაზე საინტერესო. სინამდვილეში, არავინ ამტკიცებს, რომ ბაზარი უკეთ მუშაობს, ვიდრე ალტერნატიული (განსაკუთრებით - სახელმწიფო) ინსტიტუტები. ეკონომიკური აზროვნება უშვებს, რომ ნებისმიერი ინსტიტუტის მუშაობა (როგორ ცუდადაც უნდა ფუნქციონირებდეს იგი), უფრო მარტივად აიხსნება, როგორც საბაზრო ტიპის პროცესის შედეგი. უფრო მეტიც, ეკონომიკური თეორია არ მიიჩნევს, რომ საბაზრო გადაწყვეტილებები უკეთესი ან უარესია სამთავრობო გადაწყვეტილებებზე - სამთავრობო გადაწყვეტილებები სწორედ რომ საბაზრო გადაწყვეტილებებია. მთავრობის მოქმედება საბაზრო პროცესების შედეგია: ინდივიდები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და ურთიერთქმედებებს ერგებიან, თუმცა, ამავე დროს, განსაკუთრებულ „თამაშის წესებს“ იცავენ.

ვერც ერთ „თამაშს“ - ბიზნესს, კალათბურთს თუ ჭადრაკს - ვერ ითამაშებ, თუ მონაწილეებმა თამაშის წესები არ იციან და არ შეთანხმდებიან, დაიცვან ისინი. საზოგადოებრივ ურთიერთობათა უმეტესობა კოორდინირებს გარკვეული წესებით, რომლებიც მისი მონაწილეებისათვის ცნობილია. საკუთრების უფლებები წესების იმ მნიშვნელოვან ნაწილს ქმნიან, რომლებიც საზოგადოებრივ ურთიერთობათა უმეტეს წილს არეგულირებს. ის საკითხი კი, თუ ვის რა ეკუთვნის, უმთავრესი მნიშვნელობისაა დაბინძურების პრობლემების გადაწყვეტისთვის.

დაბინძურების განმარტება

ძალიან ზოგადი და ზერელე იქნებოდა, დაბინძურება გაგვეგო, როგორც გარემოსთვის ზიანის მიყენება. ნებისმიერი ჩვენი ქმედება - სუნთქვაც კი - ზიანს აყენებს გარემოს გარკვეულ ნაწილს. ვერც ის გადაარჩენს ამ განმარტებას, თუ „ზიანის“ ნაცვლად „აუნაზღაურებელ ზიანს“ ვიტყვით - ამით მხოლოდ დავამძიმებთ პრობლემას, მაგრამ ნათელს ვერ მოვფენთ მას. ჩვენ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის დიდი ნაწილი, სინამდვილეში, ვერასდროს ანაზღაურდება.

იმის აღიარებით უნდა დავიწყოთ, რომ დაბინძურება არის დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ღირებული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას- თან. მაგრამ ამ დანახარჯებს ერთი განმასხვავებელი ნიშანი აქვს: ისინი იმ ადამიანების მხრებს აწვება, რომლებსაც ამაზე თანხმობა არ მიუციათ. დაბინძურება არის დანახარჯები, რომლებიც თავს მოგვახვიეს სხვებმა ჩვენი თანხმობის გარეშე.

უთანხმოებები და საკუთრების უფლებები

დაბინძურების პრობლემის არსი ისაა, რასაც ეკონომისტები ექსტერნალებს ან გარე ეფექტებს (externalities, spillovers) უწოდებენ. ექსტერნალები მოქმედებათა ის შედეგებია, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მათი განმხორციელებლის მიერ და, ამიტომ, არ მოქმედებს მის გადაწყვეტილებებზე.

ადამიანები მოქმედებენ წმინდა სარგებლის მიღების მიზნით. საჭირო „სიკეთეების“ შესაძენად ისინი გარკვეულ საფასურს უხდიან მათ, ვინც საკუთარ თავზე იღებს დანახარჯებს ამ „სიკეთეების“ მიწოდებისთვის. ფასი კი ადამიანებს ერთობლივი საქმიანობისკენ უბიძგებს. მაგრამ ადამიანები ხეირობენ იმ ფართომასშტაბიანი ერთობლივი საქმიანობით, რომლისთვისაც არაფერს იხდიან. ეს შეიძლება მოხდეს იმიტომ, რომ: ჩვენი პარტნიორები კეთილი ადამიანები არიან და სიამოვნებით გვეხმარებიან; ან, შესაძლოა, ისინი ვერც ამჩნევენ, როგორ გვეხმარებიან და, საჭიროების შემთხვევაში, რა სიდიდის დანახარჯზე ვიქნებოდით თანახმა; ან მათი დანახარჯები ამ ერთობლივ საქმიანობაში იმდენად უმნიშვნელოა მათთვის, რომ არც კი ითვლისწინებენ მათ; ან, შესაძლოა, მათ იციან, რომ გვთავაზობენ ღირებულ დახმარებას, რომელიც დაკავშირებულია მნიშვნელოვან დანახარჯებთან, მაგრამ ისიც ესმით, რომ ამ დანახარჯებს თავიდან ვერაფრით აიცილებენ. სწორედ ეს ბოლო შემთხვევაა ექსტერნალიების, ანუ დაბინძურების პრობლემა.

დაბინძურება მატერიალური მოვლენა არ არის. იგი უფრო შემდეგი სახის მოსაზრებაა: „თქვენ იღებთ იმ „სიკეთეს”, რომლის მიღებაც გსურთ ისე, რომ მე (ან ჩვენ) გვაკისრებთ მასთან დაკავშირებულ დანახარჯებს. ამის გაკეთების უფლება კი თქვენ არ გაქვთ“. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაბინძურება წარმოადგენს წინააღმდეგობას საკუთრების უფლებებში. დაბინძურება აღმოიფხვრება არა მიყენებული ზარალის დაფარვით (რაც, პრინციპში, შეუძლებელია), არამედ საკუთრების უფლებების მიმართ წინააღმდეგობების დაძლევის გზით.

შევეცადოთ, გავერკვეთ ამ საკითხში. რატომ არის მიჩნეული, რომ ქარხნის კვამლსადენი მილიდან გავრცელებული მური, რომელიც ფანჯრის რაფას ედება - დაბინძურებაა? იმიტომ, რომ ყველა შეთანხმებულია - ქარხნის მფლობელებს არ აქვთ უფლება, მიმდებარე სახლების მობინადრეებს დააკისრონ დანახარჯები საწარმოო ნარჩენების აღმოფხვრაზე. რატომ ეთანხმება ყველა იმ მოსაზრებას, რომ სანაპიროზე დაღვრილი ნავთობი - დაბინძურებაა? იმიტომ, რომ, ვისი ბრალიც უნდა იყოს ეს, ითვლება, რომ მას არ ჰქონდა უფლება, ნავთობის გაჟონვა დაეშვა. ვიღაცამ აირჩია ნავთობის მოპოვების, ან ტანკერის დატვირთვის, ან კიდევ სხვა რამის ისეთი მეთოდი, რამაც დანახარჯების დიდი ნაწილი დააკისრა სანაპიროზე მყოფ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამაზე თანხმობა არ მიუციათ.

როგორც ვხედავთ, ეს არცთუ ისე მარტივი საკითხია. დავუშვათ, ქარხნის გამონაბოლქვი გარემოს 500 მეტრის რადიუსში აბინძურებს. დავუშვათ ისიც, რომ მიწის ფართობი, რომელიც ამ მურით იფარება, ქარხნის მფლობელ კომპანიას ეკუთვნის. კომპანიამ გააქირავა ამ ტერიტორიაზე მის მიერ აშენებული სახლები და წინასწარ გააფრთხილა მომავალი მობინადრეები, რომ მათ მოუწევთ, გამურულ ფანჯრის რაფებს შეეგუონ. თუ პოტენციური მობინადრეები დასთანხმდებიან ასეთ პირობებში ცხოვრებას, ეს ნიშნავს, რომ, მათი აზრით, დაბალი ქირა ან ამ სახლების სხვა უპირატესობები ახდენს ქარხნის გამონაბოლქვთან დაკავშირებული მოსალოდნელი დანახარჯების კომპენსაციას. ისინი დასთანხმდნენ, ეცხოვრათ გამურული რაფებით, ამიტომ - ეს უკვე არ არის დაბინძურება. მური ძველებურად შავი და ბინძურია, მაგრამ ის უკვე არ წარმოადგენს იმ უხერხულობას და დანახარჯებს, რომლებიც სხვებმა მოგვახვიეს თავს. თუ ყველა თანხმაა, რომ ყოველი ადამიანი მოქმედებს თავისი უფლებების ფარგლებში, დაბინძურება არ შეიძლება არსებობდეს.

ნავთობით დაბინძურებული სანაპირო

დავუშვათ, რომ პორტის მახლობლად საზოგადოებრივი სანაპიროა. ტანკერების კანონიერი ექსპლუატაციის შედეგად, გარკვეული დროის მანძილზე, სანაპიროზე ნავთობი დაგროვდა. თუ რომელიმე კომპანია თავის თავზე აიღებდა დანახარჯებს, მაშინ პორტის ექსპლუატაცია, შესაძლებელია, ისეთივე სტერილური ყოფილიყო, როგორც ქირურგიული ოპერაცია. მაგრამ გაამართლებდა მიღებული სარგებელი ამ დანახარჯებს?

მათთვის, ვისაც უბრალოდ უყვარს ზღვაზე დასვენება, მაგრამ სრულიად არ აინტერესებს საზღვაო გადაზიდვები და ის უპირატესობები, რომლებიც საგარეო ვაჭრობას მოაქვს მათთვის ან სხვებისთვის, დასვენებიდან მიღებული სარგებელი მეტი იქნება ამ დანახარჯებზე იმიტომ, რომ ასეთი დანახარჯები მსგავსი პოზიციის მქონე ადამიანებისთვის ნულის ტოლია. ალტერნატიული შესაძლებლობები, რომლებზეც უარის თქმა მოგვიწევდა პორტის გაუქმების შემთხვევაში (ვერავინ შეძლებს პორტის ექსპლუატაციას დაბინძურების გარეშე) - ის შესაძლებლობებია, რომლებსაც ზღვაზე დასვენების მოყვარულები არ აფასებენ. აქედან გამომდინარე, მათთვის ბუნებრივი და ლოგიკურია, სანაპიროზე დაგროვილ ნავთობს დაბინძურება დაარქვან. ამით ისინი აცხადებენ, რომ საკუთრების არსებული უფლებები არასწორად არის განაწილებული: მათ გარანტირებული უნდა ჰქონდეთ სარგებლის მიღება ნავთობისაგან გასუფთავებული სანაპიროთი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს არღვევს იმათი საკუთრების უფლებებს, ვინც სარგებელს პორტის ექსპლუატაციის შედეგად იღებს. მაგრამ მათთვის, ვინც ეთანხმება საკუთრების უფლებების არსებულ განაწილებას, შეცდომა იქნებოდა, ამ ნავთობისთვის დაბინძურება ეწოდებინათ. ეს კი იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ზღვის სანაპიროს ფანატიკურ მოყვარულს პორტის ექსპლუატაციის შეჩერების უფლება უნდა ჰქონდეს, რადგან მის ექსპლუატაციაზე თანხმობა არ მიუცია. სწორედ ესაა პრობლემის არსი. სანაპიროზე დაგროვილი ნავთობი დაბინძურება მხოლოდ იმათთვისაა, ვინც აცხადებს, რომ მას, ვინც ნავთობს ღვრის, ამის უფლება არ გააჩნია.

0x01 graphic

ხმაური, როგორც დაბინძურება

შევეცადოთ, ანალოგიურად ვიმსჯელოთ ხმაურით გამოწვეული „დაბინძურების“ მიმართაც. სამოქალაქო რეაქტიული თვითმფრინავები ბევრ ხმაურს იწვევს. წარმოადგენს თუ არა ხმაური „დაბინძურებას“?

ხმაური დაბინძურებას არ წარმოადგენს აეროპორტში მომუშავე მტვირთავი მუშებისთვის იმიტომ, რომ ისინი თანახმანი არიან, ასეთ პირობებში იმუშაონ. მათი თანხმობა ანაზღაურებულია ხელფასით. წარმოადგენს თუ არა ხმაური დაბინძურებას იმ ოჯახებისათვის, რომლებიც აეროპორტის მახლობლად ცხოვრობენ? წარმოადგენს, თუ მათ სახლი აეროპორტის აშენებამდე იყიდეს. თვითმფრინავების ხმაური არღვევს მათ სიმყუდროვეს მათი თანხმობის გარეშე.

შევცვალოთ სიტუაცია. დავუშვათ, რომ აეროპორტის ადმინისტრაცია მიმდებარე ტერიტორიას იმ ფასში ყიდულობს, რომელიც ასახავს მის ღირებულებას აეროპორტის მშენებლობის გეგმის დამტკიცებამდე. შემდეგ, მშენებლობის დასრულებისას, ადმინისტრაცია ყიდის მიწის ნაკვეთებს იმ ფასებში, რასაც გადაიხდიან მყიდველები. იმათთვის, ვინც ააშენებს, ან იყიდის სახლს მიწის ამ ნაკვეთებზე, თვითმფრინავების ფრენით გამოწვეული ხმაური აღარ წარმოადგენს დაბინძურებას, რადგან ისინი დასთანხმდნენ, ასეთ პირობებში იცხოვრონ. როგორც ჩანს, მათ მიიჩნიეს, რომ დაბალი ფასი მიწის ნაკვეთზე ხმაურის საკმაო კომპენსაციაა.

ისევ შევცვალოთ სიტუაცია. მათ, ვინც სახლები აეროპორტის აშენების შემდეგ იყიდა - იმის გამო, რომ იცოდნენ ხმაურის შესახებ - შეუძლიათ, ლობირება გაუწიონ მოთხოვნას, რომ ქალაქის ადმინისტრაციამ შეზღუდვები შემოიღოს ხმაურის დასაშვებ დონეზე. თუ ისინი მიაღწევენ, რომ ავიაკომპანიებმა შეწყვიტონ ფრენები საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე, მაშინ ავიაკომპანიები აღმოჩნდებიან დაბინძურების მსხვერპლნი. შეზღუდვებმა, შესაძლებელია, ავიაკომპანიებს დააკისროს დანახარჯები მათი თანხმობის გარეშე. მობინადრეები კი სარგებელს მიიღებენ და დანახარჯებს სხვებზე გადაიტანენ.

კონფლიქტური უფლებები

რამდენად სწორია, ასეთ დანახარჯებს დაბინძურება დავარქვათ? თვითმფრინავის ფრენით გამოწვეული ხმაურის დამახასიათებელი თავისებურებაა მისი კავშირი ფასეულ შესაძლებლობებთან. ხმაური წარმოიქმნება არა იმიტომ, რომ „გააწამოს“ აეროპორტის ახლოს მცხოვრები ადამიანები, არამედ იმიტომ, რომ ის სწრაფი გადაადგილების, როგორც ფასეული მომსახურების, თანმხლები მოვლენაა. ცხადია, ხმაურის პრობლემას მოვხსნიდით, თუ საერთოდ ავკრძალავდით რეაქტიული თვითმფრინავების ფრენას. მაგრამ ასეთი „სიწყნარე“ გადაწონის კი იმათ დანაკარგებს, ვისაც დიდ მანძილებზე სწრაფად გადაადგილება სურს? პრობლემაც სწორედ ესაა.

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, „რამდენი“ სუფთა ჰაერი, სიჩუმე ან სიმშვიდე გვსურს იმის გათვალისწინებით, რომ რაც უფრო მეტი გვინდა ესა თუ ის „სიკეთე“, მით უფრო მეტ სხვა სასურველ „სიკეთეზე“ უნდა ვთქვათ უარი. პრობლემა რთულდება მაშინ, როდესაც ის, ვინც სარგებელს იღებს და ის, ვინც დანახარჯს სწევს, სხვადასხვა ადამიანია.

უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ გავართულეთ პრობლემა იმით, რომ დაბინძურება და გარემოსთვის მიყენებული ზიანი გავაიგივეთ. ამ გაიგივების ნაკლი ისაა, რომ არ არის მითითებული, რომელ შემთხვევებში და რატომ არის დაბინძურება პრობლემა. ის ქმედებები, რომლებიც ცვლის გარემოს, პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ზოგიერთი ადამიანის უფლებებს არ არღვევს. დაბინძურების უტყუარი ნიშანი შემდეგი განცხადებაა: „თქვენ არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება იმიტომ, რომ ეს ხელს მიშლის, გამოვიყენო ჩემი უფლება, გავაკეთო სხვა რამ“. დაბინძურება მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანთა შეხედულებები იმის თაობაზე, თუ რა უფლებები აქვთ და რისი გაკეთება შეუძლიათ, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. დაბინძურება მაშინ აღმოიფხვრება, როდესაც საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული უთანხმოებები გადაწყდება და ისინი, ვინც პროტესტს გამოთქვამდნენ სხვების მოქმედებების გამო, ამ მოქმედებებს დაეთანხმებიან.

0x01 graphic

მიუღწევადი მიზანი

ადამიანთა მოლოდინები, გარკვეული აზრით, ყოველთვის ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ადამიანები ყოველთვის წინააღმდეგობაში აღმოჩნდებიან იმასთან დაკავშირებით, თუ ვის რა უფლებები აქვს. ჩვენ არ მოველით, რომ ყოველი ადამიანი დაეთანხმება ყველაფერს, რისი გაკეთებაც სხვებს სურთ. თუ დაბინძურების ჩვენეულ განმარტებას შევინარჩუნებთ, მაშინ დაბინძურებისგან თავის დახსნა შეუძლებელი იქნება.

ეს მართალც ასეა. ყველაზე მთავარი, რისი გარკვევაც შესაძლებელია დაბინძურებასთან დაკავშირებით - ისაა, რომ დაბინძურება ღრმად შემოიჭრა ჩვენს საზოგადოებაში და მისი აღმოფხვრის იმედი არ უნდა გვქონდეს. დაბინძურება ჩნდება მაშინ, როდესაც ახალგაზრდები ხმამაღლა უსმენენ მაგნიტოფონს და ამით სხვათა სიმშვიდეს არღვევენ ავტობუსით მგზავრობის დროს; ან, პირიქით, ავტობუსის მგზავრები არღვევენ ახალგაზრდების უფლებას, მოუსმინონ მუსიკას და ამით იცავენ საკუთარ უფლებას, მშვიდ გარემოში იმგზავრონ. დაბინძურება არსებობს, როდესაც ვარდების მოყვარული მოაშენებს ვარდებს და ამით დაარღვევს იმათ უფლებებს, ვინც ვარდებს ვერ იტანს; დაბინძურება ვერ აღმოიფხვრება და ის მხოლოდ ფორმას იცვლის, როდესაც ვარდზე ალერგიის მქონე ადამიანები არღვევენ ვარდის მოყვარულთა უფლებებს და ვარდის ამოძირკვას ცდილობენ.

დაბინძურება ნიშნავს, რომ ადამიანთა უფლებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ეს კი ბადებს კითხვას: ვის უფლებებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა?

დაბინძურების შემცირება

იმ პროცედურებს შორის, რომლებიც დაბინძურების შემცირებას და მათ მისაღებ ფარგლებში შენარჩუნებას ემსახურება, ერთ-ერთი პირველი ისეთი კეთილშობილური თვისებების განვითარებაა, როგორებიცაა ურთიერთგაგება, თავაზიანობა, მოთმინება.

ცივილიზაცია ვერ იარსებებს ისეთ საზოგადოებაში, სადაც ეს თვისებები არ არსებობს. ადამიანებმა დაჟინებით რომ მოითხოვონ, ფლობდნენ იმას, რისი ფლობის უფლებაც, მათი აზრით, აქვთ - მაშინ ცივილიზაციას საომარი მოქმედებები შეცვლიდა. დაბინძურების გაკონტროლებისათვის არსებული ისეთი პროცედურები, როგორებიცაა მოლაპარაკებები, სასამართლო გადაწყვეტილებების გამოტანა და საკანონმდებლო შემოქმედება, ამ თვისებების არსებობას გულისხმობს.

დაბინძურების შემცირების გავრცელებული და ყოველდღიური პროცედურა მოლაპარაკებებია.

ადამიანებს შეუძლიათ, მოილაპარაკონ და გაცვალონ დანახარჯები ყოველი მათგანის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. უფრო მეტიც, საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც შესანიშნავად იციან ყველა შესაძლო ალტერნატივა, თანამშრომლობის სტიმულებს აჩენს.

მაგრამ, თუ მათგან მოლაპარაკებები არ მოითხოვება, შესაძლოა, ერთნი ისეთ პოზიციაზე დადგნენ, რომელიც სხვებს დიდ დანახარჯებს დააკისრებს. მაგალითად, ისინი მოითხოვენ, მიღებულ იქნას კანონი, რომელიც აკრძალავს რესტორნებში სიგარეტის მოწევას იმის ნაცვლად, რომ მოითხოვონ მაგიდა, სადაც სიგარეტის კვამლი ვერ მიაღწევს. ისინი აღშფოთებულნი მიუთითებენ ჰაერში სიგარეტის კვამლის მცირედ კვალზე მაშინაც კი, როდესაც ავიწყდებათ საკუთარი ავტომანქანის გამონაბოლქვი - იმ ავტომანქანის, რომლითაც რესტორანში მობრძანდნენ.

მოლაპარაკებები არ შეიძლება იყოს ეფექტიანი, თუ მკაფიოდ არ არის განსაზღვრული საკუთრების უფლებები. ნებისმიერი ნებაყოფლობითი გაცვლა კარგად მუშაობს მაშინ, როდესაც მოლაპარაკების მონაწილეებს არ გააჩნიათ უთანხმოებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის რა ეკუთვნის. უმეტეს შემთხვევაში, საკუთრების უფლებების დაზუსტება აუცილებელი წინაპირობაა შეთანხმების მიღწევის გზაზე.

დავუშვათ, რომ A და B კამათობენ ორი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის თაობაზე, რომელიც მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ემიჯნება. ამ ფართზე ორივე მათგანს ყვავილების მოშენება სურს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ A ვარდების, ხოლო B ტიტების მოშენებას აპირებს. სანამ არ გადაწყდება საკითხი იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის მიწის ეს ნაკვეთი, ვერც ერთი მათგანი ვერაფერს მოიმოქმედებს. თუ ისინი დაიქირავებენ მიწის ექსპერტ-მზომელს, რომელიც დაასაბუთებს, რომ საკამათო მიწის ნაკვეთი A- ეკუთვნის, მაშინ იგი შეძლებს საყვარელი ვარდების გაშენებას. მაგრამ არ არის აუცილებელი, ვარდები გაშენდეს. თუ მკაფიოდ განისაზღვრა, რომ A ამ მიწის ნაკვეთის მფლობელია, მაშინ B- შეუძლია, მისგან ტიტების მოშენების უფლება იყიდოს.

მიწის მზომელის შემოყვანით ერთ ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროცედურას შევეხეთ: სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას, ანუ გადაწყვეტილების მიღებას იმის თაობაზე, თუ სინამდვილეში ვის ეკუთვნის მიწის ნაკვეთი.

ჩვენ გამოვიყენებთ ტერმინს სასამართლო განჩინების გამოტანა პრობლემის სწორედ ისეთი გადაწყვეტის განსაზღვრისათვის, რომელიც მიწის მზომელმა უზრუნველყო: გადაწყვეტილება, რომელიც გამოარკვევს, ვის რა ეკუთვნის. მიწის მზომელმა კითხვას უპასუხა არა არჩევანის გაკეთების გზით, არამედ - საკუთრების შესახებ საკითხში გარკვევით. თუ A და B მონეტის საშუალებით დაადგენენ (გაათამაშებენ) იმას, თუ ვის რა ეკუთვნის, მაშინ ისინი დაეთანხმებიან პროცედურას, რომელიც ვერაფერს გამოარკვევს, მაგრამ შექმნის საკუთრების უფლებას. ეს განსხვავება საკუთრების უფლებების გარკვევასა და შექმნას შორის მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ გარკვევა ან სასამართლო გარჩევა მიმართულია მოლოდინების უწყვეტობის შენარჩუნებისკენ.

როდესაც მოლოდინები რადიკალურად იცვლება, ასევე რადიკალურად იცვლება გადაწყვეტილებები მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ. თუ არავინ იცის, რა მოელის, მაშინ, ასევე, არავინ იცის, რა აკეთოს, ან სხვები რას გააკეთებენ. შედეგი - ქაოსია. სტაბილური მოლოდინები კიდევ ერთი იმ მოვლენათაგანია, რომლის მნიშვნელოვნების აღიარებას არ ვართ მიჩვეულები იმიტომ, რომ ვერ ვამჩნევთ, როგორ მუშაობს საზოგადოება, როდესაც ის კარგად მუშაობს.

მომჩივანი მობინადრეები კომპენსაციას ითხოვენ

თუ დილით აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სახლში რეაქტიული თვითმფრინავის ხმაურმა მობინადრე გაააღვიძა, მან, შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ მას ეკუთვნის გარკვეული კომპენსაცია, რომელიც ავიაკომპანიამ ან აეროპორტმა უნდა გადაუხადოს იმისათვის, რომ ძილი დაუფრთხეს. იგი აღმოჩნდა დაბინძურების მსხვერპლი, ანუ ისეთი დანახარჯებისა, რომლებიც მისი თანხმობის გარეშე დააკისრეს. ამიტომ, იგი სასამართლოში სარჩელს შეიტანს კომპენსაციის მოთხოვნით.

უნდა მიიღოს კი მან კომპენსაცია? და, მიიღებს იგი ამ კომპენსაციას? დავუშვათ, მან იყიდა სახლი მაშინ, როცა აეროპორტი გეგმაშიც არ არსებობდა. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ მან იცოდა, თუ რა სიტუაციაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. აქედან გამომდინარე, იგი დაბინძურების მსხვერპლია.

ხმაურით გამოწვეული დაბინძურება შესაძლებელია აღმოფხვრილიყო, თუ მას გადაუხდიდნენ იმ თანხას, რამდენითაც შემცირდა მისი სახლის ღირებულება აეროპორტთან სიახლოვის გამო. მაგრამ, ამ სიტუაციაში, კომპენსაცია უნდა იქნას თუ არა გადახდილი?

პრობლემა ისაა, რომ ანალოგიური მოთხოვნების მქონე ათასობით მობინადრე არსებობს. და თუ ყველა მათგანი მიიღებს კომპენსაციას, მაშინ აეროპორტს და ავიაკომპანიებს მაღალი დანახარჯები დაეკისრება. ისინი კი, თავის მხრივ, ამ დანახარჯებს მგზავრებზე გადაიტანენ ავიაბილეთების გაძვირების სახით.

ეს, შესაძლოა, სამართლიანიც კი იყოს. უფრო მაღალი ფასები აიძულებს ავიამგზავრებს, დაფარონ ის დანახარჯები, რომლებიც შექმნა ხმაურმა, რომელიც, თავის მხრივ, მათი მგზავრობის თანმხლებია. მაგრამ მაშინ მობინადრეებმა კომპენსაცია უნდა მიიღონ ავტომანქანების მოძრაობის გამო, მეზობლების მიერ მოშენებული ყვავილების გამო, ძაღლების მიერ დატოვებული „სუვენირის“ გამო, მეზობლის ბავშვების ხმაურის გამო... ეს ლოგიკა იქამდე შეიძლება მივიდეს, რომ, სრულყოფილი მსოფლიოს შექმნის გადამწყვეტ ეტაპზე, ჩვენ შევძლებდით, დაგვეთანხმებინა მოღუშული ადამიანები, კომპენსაცია გადაეხადათ მათთვის, ვისაც ისინი გააღიზიანებდნენ.

პრეცედენტების მნიშვნელოვნება

კითხვაზეც - მიიღებენ თუ არა მობინადრეები კომპენსაციას ზემოთ მოყვანილ სიტუაციებში - პასუხი უარყოფითია. სასამართლოში ამ პრობლემის გადაწყვეტას იმის გარკვევით შეეცდებოდნენ, თუ რა უფლებები აქვთ მოდავე მხარეებს და, საბოლოო ჯამში, მობინადრეებს ძალიან ცოტა არგუმენტები დარჩებოდათ. ეჭვს თითქმის არ იწვევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება იქნებოდა შემდეგი: ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მობინადრეები და ისინი, ვინც დაკავებული იყო საავიაციო ტრანსპორტის მომსახურებით, მოქმედებდნენ იმ მოლოდინების საფუძველზე, რომ მსგავსი კომპენსაცია არ უნდა იქნას გადახდილი. ეს მოლოდინები მობინადრეების და ავიაკომპანიების საკუთრების შესაბამისი უფლებების ნიშან-თვისებაა.

თუ სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ეს მოულოდნელი პრეცედენტი იქნება. სასამარ- თლო გადაწყვეტილებების გამოტანა, ან არსებული უფლებების გარკვევის მცდელობა და კონფლიქტის გადაწყვეტა სხვადასხვა პრეტენზიას შორის, ყოველთვის მიმართულია მოულოდნელი გადაწყვეტილებების ან მოვლენების თავიდან აცილებისკენ. მიზანია, გადაწყდეს საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული უთანხმოებები და, ამასთან, შენარჩუნდეს და გაძლიერდეს ის მოლოდინები, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული. მაშასადამე, სასამართლო განჩინების გამოტანა მცდელობაა, შენარჩუნებულ იქნას მოლოდინების უწყვეტობა ცვალებადი გარემოებების პირობებში. სტაბილური მოლოდინები ერთობლივი მოქმედებების საფუძველია ნებისმიერ დიდ და რთულ საზოგადოებაში.

0x01 graphic

დაბინძურების შემცირება კანონშემოქმედებით

სასამართლო განჩინებები პრობლემისადმი ევოლუციური მიდგომაა. მაგრამ, თუ ცვლილებები რადიკალური და მკვეთრია, არსებული პრინციპები და მეთოდები აღარაა საკმარისი და სასამართლო გარჩევა პრობლემას ვერ გადაწყვეტს.

ტექნიკურ პროგრესს ხშირად ძალიან სწრაფ ცვლილებებამდე მივყავართ. როდესაც ტექნიკური პროგრესი მნიშვნელოვნად აფართოებს ჩვენს უნარს, სხვებს დავაკისროთ დანახარჯების ნაწილი მათი თანხმობის გარეშე, მაშინ დაბინძურების მისაღებ ფარგლებში შესანარჩუნებლად ახალი წესების შემოღებაა საჭირო.

საკუთრების უფლებების ახალი განმარტებების საჭიროება შემოსავლების გაზრდამაც შექმნა. არცთუ ისე შორეულ წარსულში ატმოსფეროს, როგორც საწარმოო ნარჩენების ნაგავსაყრელის, გამოყენების უპირატესობა უფრო მეტი იყო, ვიდრე მიყენებული ზიანი. ატმოსფერო ყველას ეკუთვნის, ანუ - არავის. ამიტომ საწარმოების მფლობელები თავისუფლად იყენებდნენ მას საწამოო ნარჩენების გადასაყრელად. საწარმოო ნარჩენების ატმოსფეროში გაშვებით ისინი დანახარჯებს დაბალ დონეზე ინარჩუნებდნენ. შედეგად კი წარმოებული პროდუქცია უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდებოდა. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. დღეისათვის საწარმოების მიერ შემქნილი უამრავი „სიკეთეა“ ხელმისაწვდომი და ადამიანები მათ უკვე შედარებით დაბალ ღირებულებას ანიჭებენ. თუ უფრო მეტ ღირებულებას ცისფერ ცას და სუფთა ჰაერს ვანიჭებთ, მაშინ ვიწყებთ ფიქრს, რომ ჩვენი უფლებაა, გვქონდეს ცისფერი ცა და სუფთა ჰაერი. წამოვაყენებთ საკუთრების უფლებებს ამ „სიკეთეებზე“ და მოვითხოვთ, რომ სხვებმა შეწყვიტონ მათი ისეთი მეთოდებით გამოყენება, რომლებიც ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას, სარგებელი მივიღოთ. სწორედ ასეთი გარემოებები იწვევს ახალი წესების შექმნის აუცილებლობას.

ახალი წესების შემუშავება კანონშემოქმედებაა. პრაქტიკაში ზღვარი სასამართლო განჩინების გამოტანასა და კანონშემოქმედებას შორის არცთუ ისე მკაფიოა. მაგრამ მნიშვნელოვანია პრინციპული განსხვავება: კანონშემოქმედება ცვლის საკუთრების არსებულ უფლებებს, თამაშის წესების ცვლილება კი ყოველთვის დაკავშირებულია სამართლიანობის პრობლემასთან. საზოგადოება, რომელსაც დაბინძურების შემცირება სურს, რთული ამოცანის წინაშე დგას - შექმნას ისეთი კანონები, რომლებიც მას თავიდან ააცილებს უხეშ უსამართლობას და მიზნის მიღწევასთან დაკავშირებულ დანახარჯებს შესაძლებლობის ფარგლებში შეამცირებს. ყურადღებას გავამახვილებთ მეორე კრიტერიუმზე. არა იმიტომ, რომ იგი უფრო მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომ, რომ ეკონომიკურ თეორიას უფრო მეტის თქმა შეუძლია დანახარჯების შემცირების შესახებ, ვიდრე - სამართლიანობის გაზრდის შესახებ.

0x01 graphic

დამბინძურებლების ფიზიკური შეზღუდვები და დაბეგვრა

ფიზიკური შეზღუდვების საკანონმდებლო დადგენა დაბინძურების პრობლემის გადაწყვეტის გავრცელებული მეთოდია. მას ასე უწოდებენ - „მიბრძანე და აკონტროლე“. აკრძალულია ჰაერის დაბინძურება ამა თუ იმ ნივთიერების ამა თუ იმ ოდენობის ნაწილაკებით. ამ მიდგომას არ მივყავართ დანახარჯების მინიმიზირებისაკენ დაბინძურების ერთი ერთეულით შემცირების შემთხვევაში. იგი უგულებელყოფს სხვადასხვა საშუალებას, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია მოცემული მიზნის მიღწევა და, ამიტომ, ადამიანებისათვის სუსტი სტიმულატორია, მოიძიონ და დანერგონ ყველაზე იაფი ალტერნატიული შესაძლებლობები.

ეკონომისტები მიესალმებიან მთავრობას, თუ იგი დააწესებს გადასახადს დაბინძურების ერთეულზე და შემდეგ ყოველ „დამბინძურებელს“ საშუალებას მისცემს, საჭიროებისამებრ მოახდინოს რეაგირება. თუ ვეთანხმებით იმ თვალსაზრისს, რომ დაბინძურება გარე დანახარჯებია, რომლებსაც მისი წარმომქმნელი არ ეწევა, მაშინ დაბინძურების მომტანი საქმიანობის დაბეგვრა ძალიან გონივრულია. თუ დადგინდა ბეგარა ნარჩენი ნივთიერების ერთეულზე, რომელიც გარე დანახარჯების ერთეულის ტოლია, მაშინ დანახარჯებს „დამბინძურებელი“ გაიღებს, რომელმაც, სავარაუდოდ, სარგებელი მიიღო მისი წარმოქმნისას.

თუ ასეთ პირობებში დაბინძურების გამომწვევი საქმიანობის გაგრძელება ძალიან ძვირი აღმოჩნდება, მაშინ ეს საქმიანობა, უბრალოდ, შეწყდება. ასეც უნდა იყოს, როცა დანახარჯები სარგებელს აღემატება. თუ დაბეგვრის შემდეგაც სარგებლიანობა ჯერ კიდევ აღემატება დანახარჯებს, მაშინ საქმიანობა გაგრძელდება, მაგრამ ნაკლები მასშტაბებით (რადგან უფრო ძვირი ჯდება). მაგრამ, ამ სიტუაციაში, დაბეგვრის შედეგად მიღებული შემოსავალი, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას კომპენსაციის გადასახდელად (თანხმობის ყიდვა) იმათთვის, ვის მხრებზეც გადავიდა გარე დანახარჯები.

რას იტყვით? მზის შუქი ცვლის გარემოს. და ეს ცვლილებები ზოგჯერ მავნეა, ზოგჯერ სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმისთვის (მათ შორის - ადამიანისთვის) მომაკვდინებელიც კი. წარმოადგენს თუ არა მზის შუქი დაბინძურებას?

რას იტყვით? 1985 წელს, აშშ-ის ერთ-ერთი შტატის კანონმდებელმა წამოაყენა წინადადება, აკრძალულიყო ბრინჯის მობნევა ქორწილების დროს იმ მოტივით, რომ ბრინჯი მავნეა ფრინველებისათვის. მიმართულია თუ არა ეს წინადადება დაბინძურების წინააღმდეგ?

რას იტყვით? აბინძურებენ თუ არა სიგარეტის მწეველები გარემოს? აბინძურებენ თუ არა ისინი გარემოს მაშინაც კი, როცა საკუთარ სახლში ეწევიან?

რას იტყვით? აზიანებს თუ არა გარემოს ტყეების გაჩეხვა? თუ აზიანებს, მაშინ რატომ ჩეხავენ ტყეს ხის დამამზადებელი კომპანიები მათ კუთვნილ მიწის ფართობებზე? თუ ტყის გაჩეხვის პრაქტიკა იწვევს სამშენებლო ხე-ტყის ფასის შემცირებას, ვისიგარემოგაუმჯობესდა ტყის გაჩეხვის შედეგად?