The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ენერგეტიკა №1


ენერგეტიკა №1


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ხორბალაძე თამარ, კაკაბაძე დავით
თემატური კატალოგი ენერგეტიკა
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 1996
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საზოგადოების ვალდებულება ენერგეტიკის სექტორში რედკოლეგია: თამარ ხორბალაძე, ნინო ზურიაშვილი, გიორგი კალანდაძე, დათო კაკაბაძე, ნინო ამონაშვილი, ვეკო ჭკადუა პროექტი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით თავისუფლების ინსტიტუტი. თბილისი 0108, გრიბოედოვის 23, ტელ.: 93 66 15, ფაქსი: 93 67 84, ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge, www.liberty.ge ჩანართი №1 ივლისი



1 ჩვენი ენერგოდისკომფორტი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რა უფრო გვჭირდება - ელექტროენერგია თუ ინფორმაცია ენერგეტიკის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ? კაცმა რომ თქვას, პირველი მეორეს გარეშე გაცილებით კომფორტულია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩვენი ენერგოდისკომფორტის მიზეზი ხშირად სწორედ ის არის, რომ ნაკლებად ვიცით, თუ რა ხდება ენერგეტიკის სფეროში - რას ხმარდება ენერგოსექტორის რეაბილიტაციისთვის აღებული ის კრედიტები, რომლებიც თითოეული ჩვენთაგანის ჯიბიდან უნდა დაიფაროს; რატომ არ არის საკმარისი მილიონიანი კრედიტები საიმისოდ, რომ სინათლე ჩვენს ფანჯრებში უწყვეტად ენთოს; რატომ გვითიშავენ დენს ჩვენ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი მეზობელი მარო ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის და ა.შ.

სწორედ ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის, ენერგეტიკის სექტორის გამჭვირვალეობისა და მიმდინარე რეფორმის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად პროექტი „საზოგადოების ანგარიშვალდებულება ენერგეტიკის სექტორში“, რომელსაც „თავისუფლების ინსტიტუტი“ „ფონდ სამართლიან არჩევნებთან“, „კვლევისა და განვითარების ასოციაციასთან“ და რადიო „მწვანე ტალღასთან“ ერთად ახორციელებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევები, დებატები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საინიციატივო ჯგუფების შექმნა, რომლებიც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ენერგოკომპანიებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, რადიო „მწვანე ტალღასთან“ არსებული ცხელი ხაზი (ტელ: 42 10 75), რომელზეც შეგიძლიათ დარეკოთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია ენერგოსექტორში არსებული კორუფციული ფაქტების შესახებ, - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ აქტივობებისა, რომლის განხორცილებას ჩვენ ვგეგმავთ და რომელთა შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვება შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე www.liberty.ge. საზოგადოების ინფორმირებულების გაზრდის ერთგვარი მცდელობაა ჩანართი „ენერგეტიკა“, რომელსაც ამჟამად წარმოგიდგენთ და რომელიც იმედია, პასუხს გასცემს იმ შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებას პერმანენტული უდენობის პირობებში დაუგროვდა.

რედკოლეგია

2 საზოგადოებრივი აზრი ენერგეტიკაზე

▲ზევით დაბრუნება


თამარ ხორბალაძე

საზოგადოებამ არ იცის ტარიფი, არ აინტერესებს ინფორმაცია ენერგეტიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თვლის, რომ სისტემა უსაშველოდ კორუმპირებულია, ენერგომომარაგების შეწყვეტის და მაღალი ტარიფის გამო არ აპირებს პროტესტის გამოთქმას და ამბობს, რომ გაზრდილ ტარიფებს ვერ გადაიხდის...

ნებისმიერი რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოხერხდება ამ რეფორმისათის საზოგადოების მომზადება, რამდენად ადეკვატური იქნება საზოგადოების ქცევა და მისი აღქმა. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდია საზოგადოების როლი ენერგეტიკაში, რადგან ეს სფერო ქვეყნის აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს უშუალოდ ეხება, რადგან მისი რეფორმირება თუ განვითარება მთლიანად არის დამოკიდებული არა მხოლოდ სახელმწიფო ჩინოვნიკებისა და ენერგოკომპანიების პროფესიონალიზმზე, მათ მიერ წარმოებულ სწორ პოლიტიკასა და პატიოსნებაზე, არამედ ქვეყნის მოქალაქეების, ანუ მომხმარებლების ქცევის სტილზეც.

აქედან გამომდინარე, უდაოდ საინტერესოა, დამოუკიდებლობის ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, როგორ აფასებს საზოგადოება ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესებს, რა მოცულობით და რამდენად სრული ინფორმაცია აქვს მას სფეროში შექმნილ რეალურ ვითარებაზე, რამდენად ახერხებს საკუთარი როლისსწორად განსაზღვრას ამ პროცესში და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით საინტერესოა BCG Research-ის მიერ მომზადებული „ელექტრომომარაგებისა და გაზმომარაგების სამომხმარებლო კვლევის ანგარიში“1, რომელშიც საკმაოდ საგულისხმო აქცენტებია გაკეთებული და რომელიც საკმაოდ ბევრი დამატებითი დასკვნის გაკეთების საშუალებასაც იძლევა.

ენერგოპრობლემები

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყურადღებას იპყრობს პრობლემათა ის ნუსხა, რომელსაც რესპოდენტები როგორც ელექტროენერგეტიკულ სექტორში, ისე - გაზმომარაგების სექტორში გამოყოფენ.

რესპოდენტთა მიერ დასახელებულ საერთო ენერგეტიკული პრობლემების ათეული მთელი საქართველოსთვის იხილეთ ცხრილში N1.

გაზმომარაგებასთან დაკავშირებით კი გამოკითხულთათვის საერთო პრობლემები ძირითადად ხუთია:

გაზმომარაგების სისტემის კორუმპირებულობა - 59 პროცენტი;

სისტემის ტექნიკური მდგომარეობა - 40 პროცენტი;

ბუნებრივი აირის ტარიფის სიძვირე - 35 პროცენტი;

სახელმწიფო სფეროზე კონტროლის დაკარგვა - 28 პროცენტი;

დაბალი გადახდისუნარიანობა - 26 პროცენტი;

ბუნებრივი აირის დეფიციტი - 26 პროცენტი;

კორუფცია

საგულისხმოა, რომ როგორც ელექტროენერგეტიკულ, ისე გაზმომარაგების სისტემაში მთავარ პრობლემად რესპოდენტები სისტემის კორუმპირებულობას ასახელებენ. მათი აზრით, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია როგორც ტარიფების სიდიდის, ისე - არასტაბილური ენერგომომარაგების და ასე შემდეგ.

0x01 graphic

0x01 graphic

თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის თანახმად, საზოგადოების დამთრგუნველი უმრავლესობა არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას არც ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობის, არც ცალკეული სტრუქტურების ზუსტი ფუნქციების შესახებ. ასე მაგალითად, გამოკითხვის შედეგად შედგენილ ენერგოტარიფების განმსაზღვრელთა ნუსხაში ვის არ იპოვით - პრეზიდენტით, ენერგეტიკის სამინისტროთი და პარლამენტით დაწყებული და ლეიბორისტული პარტიით დამთავრებული. შედარებით განსხვავებული სიტუაციაა ინფორმირებულობის თვალსაზრისით ზუგდიდში, თუმცა ამაზე ქვემოთ.

ერთის თქმა კი ამთავითვე შეიძლება - კვლევის შედეგების გადახედვისას აშკარა ხდება, რომ საზოგადოება ამ კორუფციულ წრედში საკუთარ როლს ვერ აცნობიერებს. მეტიც - გამოკითხულ რესპოდენტთა უმრავლესობა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დატაცებას ენერგოსისტემების კორუმპირებლობით ამართლებს.

ელექტროენერგიის მიტაცება

ამ მოსაზრების ფონზე მეტად საინტერესოა რესპოდენტთა პოზიცია ელექტროენერგიის მიტაცებასთან დაკავშირებით. პასუხები იძლევა საკმაოდ ნათელ სურათს ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული მავნე ტრადიციის თაობაზე - ეძებო მტერი შენს მიღმა, რაც გამოსავლის პოვნას ყოველთვის ართულებს.

საზოგადოება, რომელიც ხმამაღლა საუბრობს კორუფციაზე, ტაშისკვრით ეგებება დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის იდეას და ხშირად დამნაშავეებისათვის საკმაოდ მკაცრი ზომების მისჯის მომხრეცაა, ელექტროენერგიის მიტაცებასთან დაკავშირებით კვლევის მიხედვით ასეთ პოზიციას აფიქსირებს:

გამოკითხულთა 68,6 პროცენტს მიაჩნია, რომ ელექტროენერგიის მიტაცებისთვის უნდა იყოს დაწესებული ფულადი ჯარიმა, 31,3 პროცენტი კი ასეთი სადამსჯელო ზომის კატეგორიული წინააღმდეგია.

თუმცა ეს არ არის საბოლოო მონაცემი:

გამოკითხულთა 58,3 პროცენტს „იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო არ ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, ელექტროენერგიის მიტაცება არ მიაჩნია დანაშაულად“ და მხოლოდ 41,7 პროცენტი თვლის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მიტაცება დანაშაულია.

დაახლოებით იგივე თანაფარდობით (57,8 პროცენტი 42,1 პროცენტის წინააღმდეგ) იზიარებენ გამოკითხულები პოზიციას, რომ ელექტროენერგიის მიტაცება ჩვენს ქვეყანაში არ არის დანაშაული, ვინაიდან მაინც კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის თანხა.

0x01 graphic

კიდევ უფრო მეტი ადამიანია მზად წავიდეს მორალურ დანაშაულზე: გამოკითხულთა 66 პროცენტი თვლის, რომ „ელექტროენერგის მიტაცება მორალური თვალსაზრისით არ არის გამართლებული, მაგრამ არ უნდა ისჯებოდეს, ვინაიდან ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა“.

ამ პასუხების პარალელურად იმედისმომგვრელად ჩანს ის ფაქტი, რომ მხოლოდ 37 პროცენტი თვლის, რომ მის მიერ „ელექტროენერგიის მიტაცება დიდს ვერაფერს შეცვლის, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი იპარავს“.

და ზემოთ მოწოდებული პასუხების ფონზე საკმაოდ უცნაურია ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 81,2 პროცენტი აცხადებს, რომ „ელექტროენერგიის მიტაცება იგივე ქურდობაა და იგი უნდა ისჯებოდეს კანონით“.

საბოლოო ჯამში, ელექტროენერგიის მიტაცებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხები ცხადყოფს, რომ საქართველოს საზოგადოება ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული ამ საკითხთან დაკავშირებით - იგი, ერთის მხრივ, ამართლებს მიტაცებას სოციალური მდგომარეობით და ჩინოვნიკთა კორუმპირებულობით, მეორეს მხრივ კი, თვლის, რომ ეს ქურდობაა, მაგრამ ამავე დროს ფიქრობს, რომ სასჯელი მხოლოდ ფულადი უნდა იყოს და ასე შემდეგ.

ანუ ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად ითამაშოს „თვითმაკონტროლებელის“ როლი ამ პროცესში, შემწყნარეა ენერგოდანაშაულისადმი და ამ დანაშაულზე რეაგირებას თუ მოითხოვს, მოითხოვს მხოლოდ ოფიციალური უწყებების მხრიდან და ისიც, სავარაუდოდ, არა საკუთარი თავის მიმართ.

ენერგოტარიფები

რომ გამოკითხულ რესპოდენტთა უმრავლესობამ არ იცის მოწოდებული ელექტროენერგიის (80 პროცენტზე მეტი) და ბუნებრივი აირის (75,9 პროცენტი) თვითღირებულება. მეტიც - არა მხოლოდ თვითღირებულების, არამედ თავად ტარიფის შესახებაც ზუსტი ინფორმაცია არ აქვს გამოკითხულთა 2/3-ს. გამონაკლისია მხოლოდ ქალაქი ზუგდიდი, სადაც გამოკითხულთა 80 პროცენტზე მეტმა ელექტროენერგიის ტარიფიც იცის და ბუნებრივი აირისაც, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირი ქალაქს არ მიეწოდება. თუმცა ზუგდიდში რესპონდენტებმა ბევრ სხვა კითხვაზეც საქართველოს დანარჩენი ქალაქებისაგან განსხვავებული პასუხები გასცეს, რაც უდაოდ ცალკე განხილვის საგანია.

კვლევის თანახმად, ენერგომომარაგების მხრივ ყველაზე ცუდი სურათია ზუგდიდში, ქალაქს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. კვლევის ავტორთა აზრით, შესაძლოა, აქედან გამომდინარეობდეს ენერგომომარაგებისა და გაზმომარაგების სისტემებისადმი გამორჩეული დამოკიდებულება - რესპონდენტებისათვის არასასურველი მდგომარეობის გამო გაზრდილია მათი ინტერესი და შესაბამისად, სისტემების მუშაობის შესახებ ცოდნის დონე მაღალია. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: მიუხედავად იმისა, სწორია თუ არა რესპონდენტების მიერ მოპოვებული ცნობები, რესპონდენტები თვლიან, რომ მათ აქვთ ზუსტი ინფორმაცია ენერგომომარაგებისა და გაზმომარაგების სისტემების მუშაობის შესახებ. ამასთან, ზუგდიდელი რესპონდენტების პასუხებში შეიმჩნევა რადიკალიზმი: მათი უმრავლესობა დასმულ შეკითხვას ყოველთვის ერთნაირად, ან დადებითად, ან უარყოფითად უდგება. საკითხისადმი შუალედური მიდგომა ზუგდიდის რესპონდენტთა პასუხებში იშვიათად შეიმჩნევა. გამოკითხვის საფუძველზე, ზამთრისა და ზაფხულის თვეებში ელექტროენერგიის სიხშირეების შედარება კი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ახალციხეში, ქუთაისში, გორში, რუსთავსა და თბილისში ვხვდებით ისეთ გამორჩეულ უბნებს, რომელთაც ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდებათ. ასეთი უბნების გამორჩევა უბრალოდ შეუძლებელია ფოთსა და ზუგდიდში.

საქართველოს მასშტაბით მიღებულ შედეგებზე თუ ვიმსჯელებთ, კვლევის ავტორთა აზრით, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ მომხმარებლებს უბრალოდ არ აინტერესებთ თვითღირებულება, მათ აინტერესებთ მხოლოდ ტარიფი, ანუ საკითხი, რომელიც უშუალოდ მათ ეხება და პირდაპირ უკავშირდება მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. რაც შეეხება თავად ტარიფთან დაკავშირებული ინფორმაციის სიმწირეს, კვლევის ავტორთა აზრით, ეს, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ორი მიზეზით:

  • გადამხდელებს აქვთ მაღალი შემოსავალი, რაც საშუალებას იძლევა, არ გასწიონ ეკონომია (რაც ალბათ ძალიან მცირედ ფენას თუ ეხება);

  • და რაც უფრო ახლოს უნდა იყოს რეალობასთან - გარკვეული გზებით მომხმარებელი არ იხდის გადასახადს ტარიფის მიხედვით: იხდის საცხოვრებელი ფართის ან სულადობის მიხედვით, ან არალეგალური გზით იღებს ელექტროენერგიას, ანუ იპარავს.

გადახდისუნარიანობა

გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების მიერ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარება ამჟამად მრიცხველის ჩვენების მიხედვით ხდება. გამონაკლისია რესპონდენტების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა.

გამოკითხულთა 90 პროცენტზე მეტი ყველა ქალაქში პასუხობს, რომ მათთვის სასურველი გადახდის ფორმაა მრიცხველის ჩვენება, რასაც შემდეგი მოტივით ასაბუთებენ: „რათა გაუმჯობესდეს ელექტრომომარაგება და გაზმომარაგება“. რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ თუ მოხდება ბუნებრივი აირის ზუსტი აღრიცხვა და შესაბამისად საფასურის სრული გადახდა, ამით შესაძლებელი შეიქმნება ენერგოკრიზისისა და გაზმომარაგების კრიზისის დაძლევა.

ამ თვალსაზრისს ამყარებს რესპონდენტთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ელექტროენერგია ძვირია, რადგან კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები არ იხდიან მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს.

ამასთან საინტერესოა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გაიაფების შემთხვევაში დახარჯავს იგივე რაოდენობას, თუმცა - გადაიხდის ნაკლებს. ესპასუხი სოციოლოგიური კვლევების ავტორებს აძლევს საშუალებას დაასკვნან, რომ რესპონდენტების მიერ დღეს მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის რაოდენობა თითქმის შეესაბამება მათ მოთხოვნილებებს და არ ხდება განსაკუთრებული ეკონომია. მოსახლეობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თანხის ეკონომია და მეორეხარისხოვანი - ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარების რაოდენობის გაზრდა.

0x01 graphic

რაც შეეხება ტარიფის შესაძლო დიფერენციაციას - რესპონდენტების უმრავლესობა (57 პროცენტი) ამბობს, რომ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ყველასათვის ერთი და იგივე ტარიფი უნდა არსებობდეს. ტარიფის დიფერენციაციის მომხრე მხოლოდ რესპონდენტების მცირე ნაწილია და ისინი თვლიან, რომ მაღალი გადასახადი უნდა დაწესდეს ფაბრიკა-ქარხნებისა და საწარმოებისთვის.

სხვათა შორის, ეს პასუხი საკმაოდ სიმპტომატურიაპოსტ-საბჭოთა ქვეყნების მოსახლეობისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ საწარმოებისთვის ტარიფის გაზრდა ირიბად საბოლოო ჯამში სწორედ მას - წარმოებული პროდუქციის მომხმარებელს ურტყამს და ზოგადად აძვირებს ცხოვრებას.

საინტერესოა ისიც, რომ რესპონდენტების უმრავლესობის განცხადებით (62 პროცენტზე მეტი), თუ ისინი აღმოჩნდებიან მაღალ ტარიფსა და 24 საათიანი ენერგომომარაგების არჩევანის წინაშე, 24 საათიან ელექტრომომარაგებას ამჯობინებენ. ეს შედეგი იძლევა ერთგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იმასთან დაკავშირებით, რომ მომხმარებელთა 62 პროცენტს გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი, რათა გაზრდილი ტარიფი დაფაროს. თუმცა ამავდროულად საინტერესოა ისიც, რომ თავად რესპონდენტები 24 საათიანი ენერგომომარაგების შემთხვევაში, მათ მიერ გადახდილი თანხის მაქსიმალურ ზღვრად რეალურ ფასებთან შედარებით საკმაოდ მიზერულ თანხებს ასახელებენ:

გამოკითხულ რესპონდენტთა 4,8 პროცენტი ამბობს, რომ 24 საათიანი ენერგომომარაგების შემთხვევაში, იმ თანხის მაქსიმუმი, რომლის გადახდასაც მისი ოჯახი შესძლებდა, 5 ლარამდეა. რესპონდენტთა 24,1 პროცენტის აზრით კი, ასეთი თანხის მაქსიმუმი 10 ლარია.

15,7 პროცენტი ასახელებს - 15 ლარს, 17,6 პროცენტი - 20 ლარს და მხოლოდ 5,5 პროცენტი ასახელებს მაქსიმალურად თანხას - 30 ლარის ოდენობით.

კიდევ უფრო მიზერულია რესპონდენტთა უმრავლესობის მიერ დღემდე გადახდილი თანხები, მაგალითად ზამთრის სეზონისათვის. ეს განსაკუთრებით ეხება თბილისის მიღმა „დარჩენილ“ საქართველოს: თბილისში ზამთარში 5 ლარამდე გადასახადს ელექტროენერგიისთვის იხდის მომხმარებელთა 9,1 პროცენტი, 10 ლარამდე გადასახადს - 18 პროცენტი, 15 ლარამდე - 38,5 პროცენტი, 20 ლარამდე - 14,3 პროცენტი.

გორში 5 ლარს იხდის - 21,3 პროცენტი, 10 ლარამდე - 35 პროცენტი, 15 ლარამდე - 19,3 პროცენტი, 20 ლარამდე . 15 პროცენტი. დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა რუსთავში.

სამაგიეროდ, ფოთში 5 ლარამდე იხდის 64 პროცენტი, 10-მდე - 21 პროცენტი და მეტის გადამხდელი კი საერთოდ არ დაფიქსირებულა ისევე, როგორცახალციხეში. ქუთაისში 30 პროცენტი 15 ლარამდეგადასახადს „სწვდება“, ზუგდიდში კი გამოკითხულთა სრული უმრავლესობის - 84 პროცენტზე მეტის გადახდილითანხა 5 ლარს არ აჭარბებს.

ცოტა განსხვავებული სიტუაციაა წყლის გამაცხელებლებთან და ოთახის გამათბობლებთან დაკავშირებით: წყლის გაცხელებასა და გათბობაზე ოჯახის მიერ საშუალოდ გაწეული ხარჯი ქალაქების მიხედვით ასე განაწილდა: თბილისი - 59,9 ლარი, გორი - 34,8 ლარი, რუსთავი - 35.9 ლარი, ფოთი - 44,8 ლარი, ზუგდიდი - 38,7 ლარი, ახალციხე - 186,3 ლარი, ქუთაისი - 72 ლარი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა 64 პროცენტს არ აქვს წყლის გამაცხელებელი მოწყობილობა, 30 პროცენტს კი არა აქვს ოთახის გამათბობელი.

პოსტ-საბჭოური მოტივები

კვლევის შედეგები ზოგადად ცხადყოფს, რომ საზოგადოება ახალი საბაზრო ურთიერთობების წესზე ჯერ კიდევ ვერ არის გადაწყობილი, მაგალითად ისიც შეიძლება მოვიყვანოთ, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველ ფენაზე უნდა იზრუნოს მხოლოდ სახელმწიფომ და კერძო სექტორი არ არის ვალდებული, ამაზე თავი იმტვრიოს. ასეთი ხედვის ლოგიკური შედეგი უნდა იყოს ის, რომ დღეს კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა უმრავლესობის სოციალური უფლებები აბსოლუტურად დაუცველია. საქართველოში დაქირავებული ვერ აცნობიერებს, რომ მისი დამქირავებლის მიერ სოციალური გადასახადების გადახდა მისივე სოციალურ დაცვას უნდა მოემსახუროს. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი მიდგომაა ქვეყანაში საპენსიო ფონდების განუვითარებლობის ერთ-ერთი მიზეზი და სწორედ ამის შედეგია, რომ ქართული კერძო კომპანიების უმრავლესობას პრაქტიკულად არ აქვს სოციალური ან ჯანდაცვის პროექტები, რითიც ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე წარმატებული უცხოური კომპანიები.

0x01 graphic

ერთი დეტალი - ყველა ქალაქში გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ენერგეტიკისა და გაზმომარაგების სექტორი უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში. მათი აზრით, საქართველოში ელექტროენერგია ძვირია, რადგანაც ენერგოსისტემა კერძო სტრუქტურების ხელშია, სახელმწიფოს ხელში კი ის იაფი იქნებოდა.

თუმცა აქ საინტერესოა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რესპონდენტთა 50 პროცენტზე მეტის აზრით, უნდა არსებობდეს რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანია და ეს ფაქტი თავისთავად გამოიწვევს კონკურენციას: ყველა მათგანი ეცდება მომხმარებელს შესთავაზოს უკეთესი პირობები. მათი აზრით, რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიის არსებობა თავისთავად გამოიწვევს კონკურენციას და ყველა მათგანი ეცდება თავის მომხმარებელს შესთავაზოს უკეთესი პირობები, რაც საბოლოოდ ხალხისთვის მომგებიანი აღმოჩნდება.

პროტესტის გრძნობა

საგულისხმო დეტალი - მიუხედავად იმისა, რომ ენერგომომარაგება საქართველოს მასშტაბით 2004 წლისთვის კარდინალურად არ გაუმჯობესებულა, რევოლუციის შემდგომ საქართველოში საზოგადოების პროტესტის გრძნობა აშკარად შესუსტებულია. გამოკითხვის თანახმად, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის ან ტარიფის მომატების შემთხვევაში, აქტიურ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებას გამოკითხულთა სერიოზული უმრავლესობა (60 პროცენტზე მეტი) არ გეგმავს. გამონაკლისია პროტესტის გამოხატვის მსუბუქი ფორმები - „ჩემს აღშფოთებას გავუზიარებ ახლობლებს“ (60 პროცენტამდე), „ხელს მოვაწერ საპროტესტო წერილს-მიმართვას“ 54 პროცენტამდე.

პროტესტის გამოთქმის შედარებით მწვავე ფორმებზე, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მესამედზე ნაკლები ფიქრობს. მეტიც, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი არა თუ არ აპირებს პროტესტის გამოთქმას, მას საერთოდ არ აინტერესებს ენერგოსექტროში მიმდინარე რეფორმებსა და მოვლენებზე ინფორმაცია (გამონაკლისია ზუგდიდი, რომელზეც ჩვენ ცალკე უკვე ვისაუბრეთ). კერძოდ, საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 51 პროცენტს არ სურს რაომე სახის ინფორმციის მიღება ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე მოვლენების შესახებ, 61 პროცენტს კი - გაზმომარაგებაში შექმნილი ვითარების შესახებ.

__________________

1. კვლევა ჩატარებულია თბილისში, გორში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ქუთაისში. 2004 წლის მარტში. გამოკითხულია 1200 რესპოდენტი პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით.

3 სრული კრედიტები „უხილავი ელექტროენერგიისათვის“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

უწოდებენ. ასე მაგალითად, არ არსებობს კონტრაქტი 1991-1995 წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის მიწოდებული 29 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგიაზე. პირველი კონტრაქტი, რომელიც რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდებას შეეხება, 1996 წელს გაფორმდა და მასაც ხელს ყოფილი „საქენერგოს“ ხელმძღვანელები აწერენ. ამ კონტრაქტით, საქართველომ რუსეთიდან 7 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია მიიღო. დღეს „საქენერგო“, რომელიც 1996 წელს სახაზინო საწარმო იყო, აღარ არსებობს. მისი სამარ- თალმემკვიდრეა კომპანია „საქენერგო-2000“. სადავო თანხის დარჩენილი დაახლოებით 8 მილიონი დოლარი 1997-1999 წლებში „რუსეთის ერთიან ენერგოსისტემებსა“ და საქართველოში რეგისტირირებულ კომპანია „ენერგოკონტრაქტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დაგროვდა. „ენერგოკონტრაქტის“ დამფუძნებელთა შორის არიან: „საქრუსენერგო“ (ამ კომპანიაში „რუსეთის ერთიან ენერგოსისტემები“ წილის 50 პროცენტს ფლობს) - 25 პროცენტი, შვეიცარიაში დაფუძნებული კომპანია „ასტრომ ენერჯი ფაინანსი“ - 20 პროცენტი, თბილისის მთავრობა - 10 პროცენტი, „საქგაზტრანსმრეწვი“ - 15 პროცენტი, ბრიტანული კომპანია „უორლდ ენერჯი ბიზნესი“ - 15 პროცენტი და ფიზიკური პირი, ვინმე გრიგოლ გოგავა - 15 პროცენტი. ამ ვალის თაობაზე საუბარია ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ერთ-ერთ განკარგულებაში, რომლის თანახმადაც აღნიშნული 8 მილიონი დოლარი - კერძო კომპანია „ენერგოკონტრაქტის“ ვალი . შესაძლებელია საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა დაფაროს.

ენერგოვალებით საქართველოს სამართალდამცველი სამსახურები არაერთხელ დაინტერესებულან, რის გამოც ქვეყნის სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები არაერთმა ენერგეტიკოსმა მოიარა. ერთ-ერთი ასეთი ხმაურიანი დაჭერა სომხეთის ვალს მოჰყვა. ამ ქვეყნიდან 1998-1999 წლებში განხორციელდა ელექტროენერგიის იმპორტი, რომლის ღირებულებაც საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა „არმენენერგოს“ შუამავალი კომპანიის „ენერგომაშკორპორაციის“ მეშვეობით გადაუხადეს. შუამავალმა ანგარიში სომხურ მხარეს არ გაუსწორა, რის გამოც „არმენენერგოს“ პრეტენზია ქართველი პარტნიორის მიმართ აქვს.

ეს ვალი საქართველოს ენერგოსისტემამ საბითუმო ბაზრის სპეციალური ანგარიშიდან დაფარა, სადაც აკუმულირდება ელექტროენერგიის ტარიფში შემავალი 0,1 თეთრის ოდენობის თანხა.

რაც შეეხება სხვა მეზობელ სახელმწიფოებს, საქართველოს აზერბაიჯანისა და თურქეთისაც მართებს. სავალო მოლაპარაკება მათთანაც მიმდინარეობს.

საქართველოს ენერგოსექტორში განხორციელებული კრედიტები

1. საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტირება არ განუხორციელებია;

2. მსოფლიო ბანკი - ელექტროენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტი, რაოდენობა - 52 300 000 დოლარი, 1997-2000 წლები. კრედიტის ხანგრძლივობა 35 წელი. შეღავათიანი პერიოდი 10 წელი. ამ პროექტის მიზანი იყო ენერგეტიკის დარგში სიმძლავრეებისა და ელექტროენერგიის გენერაციის ზრდა, ენერგოდეფიციტის შემცირება, ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესება. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 12 ივნისის განკარგულების შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულებას მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას და საპროექტო ხელშეკრულებას მსოფლიო ბანკსა და სააქციო საზოგადოება „თბილსრესს“ შორის ხელი მოაწერა იმ დროს საქართველოს ელჩმა აშშ-ში თედო ჯაფარიძემ(1997 წლის 19 ივნისს). იმავე წლის 11 სექტემბერს ხელშეკრულებას რატიფიკაცია გაუკეთა საქართველოს პარლამენტმა. მსოფლიო ბანკთან ერთად პროექტის დამფინანსებლები არიან გერმანიის რეკონტრუქციის საკრედიტო ბანკი

0x01 graphic

(KFW) და საქართველოს მხარე. კრედიტი ითვალისწინებდა „თბილსრესის“ მეათე ბლოკის მართვისა და ავტომატიკის სისტემის, ასევე ძალოვანი და დამხმარე მოწყობილობების სრულ რეაბილიტაციას, სათბობის შეძენას „თბილსრესისათვის“ და საკონსულტაციო მომსახურებას. 1996 წლის 13 დეკემბრიდან 1997 წლის თებერვლის ბოლომდე მსოფლიო ბანკის დასტურით „თბილსრესმა“ შეიძინა 172.413 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, რომლის ღირებულების თანხაც მსოფლიო ბანკმა აუნაზღაურა ამერიკულ კომპანიას Business DAV International. 1998 წლის თებერვლიდან მარტამდე კი „თბილსრესი“ ბუნებრივ აირს (44.285 მილიონი კუბური მეტრი ღებულობდა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ITERA Georgia-ს მეშვეობით;

3. ენერგეტიკის სტრუქტურული გარდაქმნის კრედიტი, რაოდენობა - 25 მილიონი დოლარი. 1999-2002 წლები. კრედიტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტრუქტურული გარდაქმნის გაფართოებული მექანიზმის პროგრამითა და მსოფლიო ბანკის სტრუქტურული გარდაქმნის მესამე კრედიტით გათვალისწინებული სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმების პარალელურად შემუშავდა. მისი მიზანი იყო სახსრების გამოყოფა ენერგეტიკის სფეროს რეფორმირებისას გამოწვეული სოციალური შედეგების შესამსუბუქებლად. შესაბამისად, ეს თანხა ენერგეტიკის რეაბილიტაციას არ მოხმარებია, რადგან სოციალური დახმარებებისათვის იყო განკუთვნილი. იგი პირდაპირ ბიუჯეტში ჩაირიცხა.

4. მსოფლიო ბანკის ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტი, რაოდენობა 27,2 მილიონი დოლარი. 2001-2007 წლები. კრედიტის ხანგრძლივობა 40 წელი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სესხის ნაწილი (12,5 მილიონი დოლარი) გადაასესხა სააქციო საზოგადოება „ელექტროგადაცემაზე“, ხოლო 14,7 მილიონი დოლარი „ელექტროდისპეტჩერიზაციაზე“. ამ ორი ენერგოკომპანიის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, სადაც მართვის კონტრაქტით შესულია ირლანდიური კომპანია ESBI. პროექტი ახლაც მიმდინარეობს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ურთიერთდამაკავშირებელი კომპლექსური საკითხების მოგვარებას. მათ შორისაა, გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, განაწილება და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე გამავალი ნაკადების მართვის გაუმჯობესება.

5. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტი, რომლის მიმღებიც იყო „საქენერგო“. კრედიტი გაფორმდა 1994 წლის 19 დეკემბერს. მისი ოდენობაა 18,1 მილიონი დოლარი. კრედიტის ხანგრძლივობაა 15 წელი. იგი აღებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გარანტიით. თანხა მთლიანადაა ათვისებულია. შესრულდა შემდეგისამუშაოები: შეიცვალა „თბილსრესის“ მეცხრე ენერგობლოკის თბოიზოლაცია (შეასრულა „სიმენსმა“), დამონტაჟდა მეცხრე და მეათე ენერგობლოკების სარეზერვო აღმგზნები სისტემა (შეასრულა SKODA-მ), დამონტაჟდა ორივე ენერგობლოკზე კონდენსატორის მილების გამწმენდი მოწყობილობა (შეასრულა კომპანიამ GEA), დასრულდა ახალი ქიმიური საამქრო (შემსრულებელი ფირმა KAB), რომელიც სუფთა წყლით უზრუნველყოფდა მეცხრე და მეათე ენერგობლოკებს. ამავე პროექტით რიონჰესზე დამონტაჟდა ორი ახალი ტურბინა (თანხა - 1,01 მილიონი დოლარი, შემსრულებელი რუსული LMZ). დასრულდა ამავე სადგურის ოთხივე აგრეგატზე აღმგზნები სისტემების შეცვლა (შემსრულებელი CEGELEC). ეს იყო პირველი კრედიტი, რომელიც საქართველომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისაგან მიიღო.

6. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტი -

38,75 მილიონი დოლარი, რომელიც ენგურის კაშხლისა და ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა. კრედიტის ხანგრძლივობა 15 წელი.

7. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი კრედიტი ენერგეტიკა - 1. კრედიტის ორ ნაწილად გამოიყო. პირველად - 20 მილიონი გერმანული მარკა, შემდეგ დამატებით 10 მილიონი გერმანული მარკა. პროგრამა „ენერგეტიკა-1“ ითვალისწინებდა

0x01 graphic

„თბილსრესის“ მეცხრე ენერგობლოკის მართვასა და ავტომატიზაციის სისტემის რეაბილიტაციას. კრედიტის ათვისება მოხდა 1995-1996 წლებში. აღდგენითი სამუშაოები შეასრულა გერმანულმაკონცერნმა SIEMENS.

8. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი კრედიტი ენერგეტიკა-2. კრედიტის გაფორმების თარიღი 1996 წლის 16 იანვარი. თანხის ოდენობა 13 მილიონი გერმანული მარკა. მიღებული თანხა დაიხარჯა თბილისის მიმდებარე ელექტრული ქსელებისა და ქვესადგურების რეაბილიტაციაზე. ასეთ ობიექტებს შორისაა, მაღალი ძაბვის თბილისის დირექცია (220 კვ. ქ/ს ლისი, გლდანი, ნავთლუღი, რუსთავი); მაღალი ძაბვის ქსნის დირექცია (ქ/ს ქსანი); ელექტროენერგიის გადაცემის თბილისის საწარმო; ჟინვალჰესი; „თბილსრესის“ ქვესადგური. ასევე თანხა დაიხარჯა მარაგნაწილების შესაძენად და ტრენინგებისათვის. სამუშაოები შეასრულა გერმანულმა კომპანიამ AEG. კრედიტი დაიხარჯა 1996 წლის განმავლობაში.

9. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი კრედიტი ენერგეტიკა-3. კრედიტის გაფორმების თარიღი 1996 წლის 26 ივლისი. კრედიტის თანხა 40 მილიონი გერმანული მარკა. თანხის ნაწილი - 30 მილიონი გერმანული მარკა - გათვალისწინებული იყო მეათე ენერგობლოკის მართვისა და ავტომატიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, დარჩენილი 10 მილიონი მარკა კი - ქსელებისა და ქვესადგურების აღდგენას.

10. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი კრედიტი,

რომელსაც ხელი 1998 წლის 28 აპრილს მოეწერა. კრედიტის თანხაა 14,5 მილიონი გერმანული მარკა. ეს თანხა უნდა დახარჯულიყო ელექტროგადამცემი ხაზებისა („აჯამეთი“) და ქვესადგურების („ზესტაფონი“ და „დიდი ქუთაისი“) აღსადგენად. სამუშაების ჩასატარებლად გაფორმდა კონტრაქტი გერმანულ SIEMENS-თან.

11. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი კრედიტი. კრედიტის მიმღები „საქენერგოგენერაცია“. მას ხელი მოეწერა 1998 წლის 3 დეკემბერს. კრედიტის თანხა 63,5 მილიონი გერმანული მარკა. თანხა გამოიყო ვარციხის ჰესების კასკადის რეაბილიტაციისათვის. გათვალისწინებულია, რომ პროექტის განხორციელებას უხელმძღვანელებს „რეაბილიტაციისა და ოპერირების მენეჯერი“ (ROM). თანხების ათვისება ჯერ არ დაწყებულა. 2002 წლის 25 ოქტომბერს კომპანია „ტერნა ეს ეი“-მ გააფორმა შეთანხმება ელექტროენერგიის შესყიდვაზე (PPA) სს „ელექტროგადაცემასთან“. აღნიშნული შეთანხმება გერმანიის ბანკისათვის წარმოადგენდა პროექტის განხორციელების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას. ხელშეკრულება არ ყოფილა შეთანხმებული საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიასთან და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან. გერმანიის ბანკისათვის აღნიშნული ხელშეკრულების პირობები აღმოჩნდა მიუღებელი და 2002 წლის ნოემბრის ბოლოს გერმანულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება ვარციხეჰესების კასკადის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი საკრედიტო რესურსების რეპროგრამირების თაობაზე. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ ბანკს შეეძლო აღნიშნული საკრედიტო პორტფელი გამოეყენებინა სხვა ქვეყნებში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად. გერმანულ მხარესთან დამატებითი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას - გამოყოფილი სახსრებიდან (63,5 გერმანული მარკა დაახლოებით 32,4 მლნ ევრო) 6,5 მლნ ევრო მოხმარდება ვარციხეჰესების კასკადზე პირველი რიგის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას, ხოლო დანარჩენი რესურსებით დაფინანსებულიყო ენერგეტიკულ სექტორში დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტები.

12. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი კრედიტი.

თანხის ოდენობა 25 მილიონი გერმანული მარკა. კრედიტის გაფორმების თარიღი 2001 წლის 18 ივნისი. კრედიტი გამოყოფილია ელექტროენერგიის ბაზრის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში. აღნიშნული კრედიტით გათვალისწინებულია მაღალი ძაბვის ხაზებისა და ქვესადგურების რეაბილიტაცია.

13. იაპონიის საზღვარგარეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (OECF) მიერ გამოყოფილი კრედიტი. კრედიტს ხელი მოეწერა 1998 წლის 19 იანვარს. კრედიტის თანხაა 5,332 მილიარდი იაპონური იენი (45 მილიონი აშშ დოლარი). კრედიტის ფარგლებში უნდა შესრულდეს შემდეგი სამუშაები: ლაჯანურისა და ხრამ-2 ჰესების რეაბილიტაცია; თბილისისა და ქუთაისის სადისპეტჩერო ცენტრებისა და ზემოთაღნიშნულ ჰესებთან დამაკავშირებელი ტელეკომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობის რეაბილიტაცია.

„ლაჯანურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელია ფრანგული ჯგუფი

ALSTOM. სამუშაოები ჯერ ისევ მიმდინარეობს. მათი დასრულება 2005 წლისათვის იგეგმება. რაც შეეხება „ხრამ-2“-ს, ამ სადგურში აღდგენით სამუშაოებს იტალიური ANSALDO ახორციელებს.

4 ადვოკატი გვირჩევს

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მოქალაქეების შეკითხვებს პასუხს სცემს პროექტის საზოგადოების ანგარიშვალდებულება ენერგეტიკის სექტორში დირექტორი დავით კაკაბაძე:

როცა აბონენტს არა აქვს დენის მრიცხველი, რა მეთოდით უნდა ხდებოდეს მის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა?

იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს მრიცხველი არა აქვს, ელექტროენერგიის აღრიცხვა და შესაბამისად, თანხის გადახდა რამოდენიმე მეთოდითაა შესაძლებელი:

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ფიქსირებული გადახდის მეთოდი გააუქმა, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) შეთანხმებით გადაწყდა, რომ ასეთ შემთხვევაში ენერგოკომპანიასა და მომხმარებელს შორის უნდა მოხდეს ნებაყოფლობითი შეთანხმება იმ თანხაზე, რომლის შესაბამისს ელექტროენერგიას აბონენტი საშუალოდ გახარჯავს. ხოლო შემდგომში, როცა აბონენტს მრიცხველს დაუყენებენ, მასზე განახორციელებენ დაკვირვებას. თუ დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ აბონენტის მიერ საშუალოდ გახარჯული ელექტროენერგიის თანხა მეტიაადრე შეთანხმებულ საშუალო თანხაზე, მაშინ მოხდება მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის გადაანგარიშება და მომხმარებელი ძველი პერიოდის დავალიანებას ნაწილ-ნაწილ დაფარავს. ხოლო თუ დანახარჯი ნაკლები მოქალაქეების შეკითხვებს პასუხს სცემს პროექტის „საზოგადოების ანგარიშვალდებულება ენერგეტიკის სექტორში“ დირექტორი დავით კაკაბაძე: მოჩნდება, გადახდილი თანხა მომხმარებელს კრედიტში ანუ მეტობაში ჩაერიცხება.

მეორეა დადგმული სიმძლავრის დაანგარიშების მეთოდი, რაც ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების შესაბამისად ხორციელდება. ამ დროს ხდება ბინაში ან რაიმე ფართში არსებული ყველა ელექტრომოწყობილობის აღრიცხვა, ხარჯვის დადგენა მათი სიმძლავრისა და მუშაობის საათების საფუძველზე ანუ იმისდა მიხედვით, სავარაუდოდ თუ რამდენად შესაძლოა დაიტვირთოს ესა თუ ის მოწყობილობა. აქედან გამომდინარე დგინდება დღიური, კვირის და შემდგომ თვის ხარჯი. შესაბამისად, ტარიფის გადამრავლებით ვღებულობთ იმ თანხას, რაც მომხმარებელმა მოხმარებულ ელექტროენერგიაში უნდა გადაიხადოს.

ეს არის ის ძირითადი მეთოდები, რომელთაც ასეთ შემთხვევაში ენერგოკომპანიები იყენებენ. თუ მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან შეუთანხმებლად სხვა რაიმე მეთოდის გამოყენება მოხდა, ეს უკვე დანაშაულია და მომხმარებელს შეუძლია საჩივრით მიმართოს როგორც სემეკს, ასევე სასამართლოს.

რატომ ხდება ელექტროენერგიის დავალიანების გამო გარკვეულიუბნების ან სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფების მიხედვით გათიშვა და არა აბონენტის ინდივიდუალურიგათიშვა?

ენერგეტიკაში დღეს მოქმედი წესების შესაბამისად, თუ არ არის გაფორმებული ჯგუფური მოხმარების შესახებ ხელშეკრულება ანუ მომხმარებლები ჯგუფურად არ არიან ვალდებულნი გადაიხადონ ელექტროენერგიის საფასური, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში, გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის შეწყვეტა ინდივიდუალურად უნდა ხდებოდეს, მიუხედავად იმისა, გააჩნია აბონენტს მრიცხველი, თუ არა.

სამწუხაროდ, მრავალი ტექნიკური მიზეზის გამო ენერგოკომპანიებისათვის უფრო ადვილია უბნის ან მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის გათიშვა, ვიდრე ინდივიდუალური გამორთვა. ამშემთხვევაში, ცხადია, სახეზეა მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, რაზეც შესაძლებელია რეაგირების მოხდენა. კანონის თანახმად, ამ უფლების დაცვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც ვალდებულია განიხილოს მომხმარებლის მიერ შეტანილი ნებისმიერი დავა ან საჩივარი, ასევე სასამართლოში.

თავის მხრივ, მომხმარებლები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ აღრიცხვიანობის კვანძის და ქსელის მოწესრიგებით, რაც მათივე უფლებების დაცვას და ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს.

ჩაიწერა თამარ ტაბატაძემ

0x01 graphic

მხატვარი მამუკა ტყეშელაშვილი