![]() |
სოლიდარობა №16/17 '07 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ნიჟარაძე ნანა, კამინისი იორგოს, კვესიტაძე ეკა, საყვარელიძე ფრიდონ, ჩხეიძე ირაკლი, ცინცაძე ნინო, სონღულაშვილი მალხაზ (მთავარეპისკოპოსი), ბრაგანტინი გაბრიელე, აბაშიძე ლევან, ჯავახიშვილი ნინო, ბერეკაშვილი ნანა, კალანდაძე ნონა, რჩეულიშვილი ნინო |
თემატური კატალოგი სოლიდარობა |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი დავით ხუციშვილი გარეკანზე: გელა ჯინჭარაძის ნახატი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11 თელ: 96 63 27, 92 24 77 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა ნორვეგიის მთავრობა |
![]() |
1 საფრთხეშია სიცოცხლის უფლება |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი წრე
ნანა ნიჟარაძე
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, სახელმძღვანელო დოკუმენტი ყველა სახელმწიფოსთვის ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში, ოთხ ძირითად პრინციპს ეყრდნობა:
1 - სიცოცხლე: ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და გადარჩენის უფლება, სამედიცინო მომსახურებით, წყლითა და სანიტარიული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლება;
2 - განვითარება: ბავშვებს აქვთ განათლების, ინდივიდუალობის განვითარების, გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენის უფლება;
3 - დაცვა: ბავშვებს აქვთ უფლება დაცულნი იყვნენ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისა და ექსპლოატაციისაგან, ომისა და გაჭირვებისაგან;
4 - მონაწილეობა: ბავშვებს აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი აზრი, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებანი, მიიღონ სასურველი ინფორმაცია.
ამ პრინციპების გათვალისწინება სავალდებულოა ყველა ქვეყნისთვის, რომელმაც ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. საქართველო ამ ქვეყნებს შორის არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს ბავშვები, რომელთა სიცოცხლის უფლებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
საუბარი არ არის იმ ბავშვებზე, რომლებიც ქვეყანას ჯანმრთელობის პრობლემებით მოევლინენ, საუბარი იმაზეა, ვის სიცოცხლესაც საფრთხის ქვეშ მათივე მშობლების წარმოუდგენელი სისასტიკე და საზოგადოების გაუმართლებელი გულგრილობა აყენებს.
ამონაწერი სახალხო დამცველის ბოლო მოხსენებიდან:
მ. ნ.-ას საქმე
„დაიბადა 07.03.89, 18 წლის. მ. ტოქსიკომანია. იზრდებოდა სოფელ კაჭრეთის ბავშვთა სახლში, რომელიც ისე დატოვა, რომ სასწავლო პროცესი არ დაუსრულებია. მას შემდეგ, პრაქტიკულად, იყო ქუჩაში, სადაც მიეჩვია ქურდობას და მათხოვრობას. ჰყავს დედა, რომელიც ცხოვრობს ბაგების დასახლებაში და თავს ირჩენს მათხოვრობით. იგი ამათხოვრებს მას, მის 9 წლის დას, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია, მ-ს უფროსი ძმის შვილსაც - ერთი წლის ბავშვს. მ. ღამეს ბავშვთა ადაპტაციის ცენტრში ათევს, ქუჩიდან იქ ღამის პირველ-ორ საათზე ცხადდება. ტოქსიკომანიის ნიადაგზე მას დასცვივდა კბილები; უმძიმესი ინტოქსიკაციის გამო რამდენჯერმე მოხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში“.
მ. პ.-ს საქმე
„დაბადებული 09.04.92. ოჯახი ცხოვრობს ზაჰესის დასახლებაში, ბარაკის ტიპის ნანგრევებში. ჰყავს ძმა (12 წლის) და და (2 წლის). მამა სვამს და სცემს ცოლ-შვილს. მ.-ს აღენიშნება პედაგოგიური ჩამორჩენილობა და გონებრივი განვითარების შეფერხება. სკოლაში, პრაქტიკულად, არ უვლია. იგი ჩართულია კრიმინალურ ქმედებებში, რასაც ადასტურებს ზაჰესის პოლიციის განყოფილება. უმძიმეს მდგომარეობაშია ასევე მისი ძმა. ისინი საჭიროებენ სასწრაფოდ გადაყვანას დახურული ტიპის დაწესებულებაში - ბავშვები ფიზიკური საფრთხის წინაშე იმყოფებიან. საქმე შესასწავლად გადაგზავნილია გლდანი-ნაძალადევის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში და ამავე რაიონის შს სამმართველოში“.
სახალხო დამცველი მოითხოვს
მერი მაღლაკელიძე, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი:
„ბავშვები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, მათხოვრობენ, მაწანწალობენ, ამგვარ ცხოვრებას სხვადასხვა მიზეზის გამო ეწევიან. მათ შორის არიან: მზრუნველობამოკლებულები, ობლები, მაწანწალები, ძნელად აღსაზრდელები, ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი. მათი უმეტესობა კანონდამრღვევია, არიან ტოქსიკომანები, ალკოჰოლის მომხმარებლები. უმრავლესობას აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, შფოთვა, დაძაბულობა, ძილის რეჟიმის დარღვევა, პედაგოგიური ჩამორჩენა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება; მათთვის დამახასიათებელია ურთიერთობის კონფლიქტური სტილი, ასოციალური ქცევა და ა.შ. ქუჩაში ცხოვრების რაც უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, მით უფრო ძნელდება ამ ბავშვების ნორმალური ცხოვრებისკენ მობრუნება“.
ქუჩის ბავშვები დიდ ქალაქებს ეტანებიან, ადგილებს, სადაც ფულის მათხოვრობით შოვნაა შესაძლებელი. ბათუმი, ქუთაისი, თბილისი - აი, მათი მოქმედების არეალი. ყველაზე მიმზიდველი მათთვის ამ მხრივ, რა თქმა უნდა, დედაქალაქია, აქ ყველაზე მეტი ქუჩის ბავშვი იყრის თავს. მათი დიდი ნაწილი ჩამოსულია.
„ცალკეული შემთხვევების შესწავლის შედეგად ვლინდება, რომ ასეთი ბავშვების ოჯახები ვერ ან არ აცნობიერებენ შვილების წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას, - ამბობს მერი მაღლაკელიძე, - ასეთი მშობლები ბავშვებს განიხილავენ როგორც შემოსავლის წყაროს. რაც მეტია შვილი, მით მეტია შემოსავალი ოჯახში. ამგვარი ცხოვრების გამო ბავშვებს არ აქვთ ელემენტარული განათლება. ბევრმა წერა-კითხვა 14-15 წლის ასაკშიც კი არ იცის. ამ ასაკში მათი სასკოლო მუშაობაში ჩართვა ძალიან რთულია, ჭირს ნორმალურ ჩარჩოებში მათი მოქცევა, რადგან ბავშვობაში დამკვიდრებული ქცევითი ფორმები ყველაზე მკვიდრი სოციალური მოდელებია. საუკეთესო პრევენცია დროული რეაგირებაა, ჩვენთან კი ამგვარ ფაქტებს სათანადო ორგანოებიც კი უყურადღებოდ ტოვებენ. დღის ნებისმიერ მონაკვეთში ნებისმიერ ქუჩაზე შეიძლება წააწყდე მათხოვარ თუ უსაქმოდ მოხეტიალე ბავშვებს, საზოგადოება, სახელმწიფო სტრუქტურები კი ამაზე, ფაქტობრივად, არ რეაგირებენ. მსგავსი გულგრილობა წარმოუდგენელია განვითარებული ქვეყნებისთვის. არის სახელმწიფოები, სადაც მათხოვარი ბავშვებისთვის წყალობის გაცემა აკრძალულია, როგორც მათი ამგვარი ყოფის ხელშეწყობის საშუალება. აღარაფერს ვამბობ პროგრამებზე, რომელიც ამ ბავშვების საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიზნით ხორციელდება“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, «მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. არასრულწლოვანი შვილების უფლებებისა და ინტერესების დაცვა ეკისრება მათ მშობლებს. მშობლების უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ“.
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის თანახმად, „დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა“.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, „მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, აგრეთვე არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევათა ჩადენა (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, აგრეთვე მათ მიერ სპირტიანი სასმელების მიღება) გამოიწვევს მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“.
მერი მაღლაკელიძე:
„ერთი შეხედვით, მოქმედი კანონმდებლობა იძლევა ბავშვის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის აღკვეთის საშუალებას. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა შეიძლება მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველი გახდეს, მაგრამ რეალურად კანონით დაცული ცალკეული უფლებები დაუცველი რჩება, რადგან არ არსებობს მათი აღმასრულებელი შესაბამისი ინსტრუმენტები. ეს პრობლემა უსწრაფესადაა მოსაგვარებელი, თუმცა საკანონმდებლო ბაზა ახლაც იძლევა საშუალებას გარკვეული ზომები იქნას მიღებული იმ პირთა გამოსავლენად და დასასჯელად, ვინც არასრულწლოვანს მათხოვრობას ან სხვა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას აიძულებს. არასრულწლოვანის მდგომარეობას ნებისმიერი ასეთი რეაგირება გააუმჯობესებდა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ სახელმწიფო ამ ბერკეტს არ იყენებს. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის - „არასრულწლოვანის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში“ - საფუძველზე აღიძრა, დანაშაულის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და შემდგომში გახსნილი იქნა სისხლის სამართლის 36, 2006 წელს კი - 6 საქმე.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს, გამკაცრდეს ბავშვის უფლებათა კუთხით ქვეყნის კანონმდებლობით დაცული მოთხოვნების განხორციელებისთვის საჭირო მექანიზმები; შესაბამისი სამსახურების მიერ აღირიცხოს მოწყვლადი ოჯახები და შესწავლილ იქნას მათი მდგომარეობა; განისაზღვროს სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირების ვადები; კონკრეტულ სახელმწიფო ორგანოს დაევალოს ბავშვის სასწავლო პროცესზე დასწრების უზრუნველყოფა; შემუშავდეს სპეციალური პროგრამები, რომლებიც მოწყვლად ბავშვებს დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს; განისაზღვროს და კანონმდებლობით დამტკიცდეს დაწესებულებები, რომლებსაც შეუძლიათ ბავშვს ღამის გასათევი მისცეს მშობლებისა და სხვა მეურვეების ნებართვის გარეშე; განხილულ იქნას ბავშვთა მათხოვრობისგან დაცვის ეფექტური რეგულირების საჭიროების საკითხი, ვინაიდან კანონით გათვალისწინებული ნორმები არ არის საკმარისი მცირეწლოვანთა დასაცავად.
ამონაწერი სახალხო დამცველის ბოლო მოხსენებიდან:
„და-ძმა - ლ. ა. (12 წლის) და მ. ა. (15 წლის). ჰყავთ დედა, ს. ი., რომელმაც ისინი სკოლიდან გამოიყვანა. ლ. შემჩნეულია ქურდობასა და მათხოვრობაში, ქუჩაში გამვლელებს ჩანთებს გლეჯს, შედარებით სუსტებს ურტყამს, შეურაცხყოფას აყენებს. დედა არანაირ მზრუნველობას არ იჩენს შვილების მიმართ. იგი წინასაახალწლოდ გამოცხადდა სოციალური ადაპტაციის ცენტრში და ლ-ის დროებით წაყვანა ითხოვა, - სურდა ბავშვის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. მეორე დილიდან ლ. ქუჩაში, რესტორნების წინ მათხოვრობდა. შორიახლო ტრიალებდა დედა ჩვილით ხელში“.
„ლ. ს.-ის საქმე -
14 წლის. ჰყავს დედა, ლ. მ., რომელიც დაავადებულია ქრონიკული ალკოჰოლიზმით და მუდმივად ითხოვს შვილებისგან ფულს. ლ. და მისი და ნ., ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ გაიზარდნენ. მათ არ უვლიათ სკოლაში. ლ. ღამითაც კი იშვიათად მიდის სახლში, რადგან იქ, დედამისთან, საეჭვო ქცევის მამაკაცები იკრიბებიან. მათ სახლში იკრიბებიან სხვა მაწანწალა ბავშვები და მოზარდები, სუნთქავენ წებოს და ინაწილებენ „ნადავლს“. ლ-ს ხშირად ხედავენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ინფორმირებულია პოლიციის ადგილობრივი განყოფილება და საპატრულო პოლიცია“.
განათლების სამინისტრო გვპირდება
თამთა გოლუბიანი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს უფროსი:
„საქართველოში მიმდინარეობს ბავშვზე ზრუნვის რეფორმა, რომელიც ბევრ კომპონენტს მოიცავს და გულისხმობს, რომ საქართველოში ყველა ბავშვი უნდა ცხოვრობდეს ოჯახში ან ოჯახს მაქსიმალურად მიმსგავსებულ გარემოში. თავიდან ეს რეფორმა ქუჩაში მყოფ ბავშვებზე ზრუნვას არ ითვალისწინებდა, - მიგვაჩნდა, რომ ეს მსხვილი ქალაქების პრობლემაა და მისი ლოკალიზება საჭირო არ იყო. მაგრამ მთავრობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და 2007 წლის იანვრიდან ყველა თავშესაფარი, ყველა პროგრამა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობდა, სამინისტროს გადმოეცა. ჩვენ ნამდვილად ნაკლებად ვიცნობდით ამ პრობლემას, ეს ბავშვები ჩვენი ბენეფიციარები არ იყვნენ, ამიტომ უპირველესად კვლევა დავიწყეთ“.
ქუჩის ბავშვების კვლევას, რომელიც წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, განათლების სამინისტროსთვის გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით ორგანიზაცია „Save the Children“ ახორციელებს. კვლევა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს: აღმოაჩინოს პუნქტები, სადაც ქუჩის ბავშვები იყრიან თავს; დაადგინოს ქუჩის ბავშვების რაოდენობა და სქესობრივი კუთვნილება; შეისწავლოს მათი ქცევა; გაარკვიოს, იმართებიან თუ არა ისინი უფროსების მიერ.
„რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარია გავარკვიოთ ამ ბავშვების ქცევითი პატერნები და ის, აქვს თუ არა ადგილი უფროსების მხრივ ინტერვენციას, - ამბობს თამთა გოლუბიანი, - თუ ასეთი რამ შეინიშნება და იგი ბავშვების ქცევას განაპირობებს, შეგვეძლება ვთქვათ, რომ ქუჩაში ისინი უფროსებს ჰყავთ გამოყვანილი, ისინი ერევიან მათ ცხოვრებაში, მართავენ მათ. შეიძლება ამ კვლევამ სხვა კვლევების ჩატარებაც მოითხოვოს, მაგრამ უკვე 95%25-იანი სიზუსტით მაინც გვეცოდინება, ეს ბავშვები, უბრალოდ, ოჯახებიდან ქუჩაში გამოსული ბავშვები არიან, ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ღამითაც რჩებიან, თუ იმ ბავშვებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც უფროსები აიძულებენ ქუჩის ცხოვრებით იცხოვრონ. მას შემდეგ, რაც ამას გავარკვევთ, კონკრეტულ სტრატეგიასაც დავსახავთ“.
ამ მომენტისთვის დასრულებულია კვლევის პირველი ეტაპი. წინასწარი მონაცემებით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დაფიქსირებულია 900-მდე ბავშვი, რომლებიც ღამესაც ქუჩაში ატარებენ, დადგენილია მათი თავშეყრის ადგილებიც. მეორე ეტაპზე კვლევა ბავშვების ქცევისა და მათთან უფროსების ურთიერთობის შესწავლას ითვალისწინებს.
თამთა გოლუბიანი:
„ყველაზე მწვავედ დგას საკითხი - გვაქვს თუ არა საქმე ბავშვების შრომით ექსპლოატაციასთან. ერთი შეხედვით ვითარება სწორედ ასეთია. ამის გათვალისწინებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა კანონმდებლობის დახვეწაზე. ამ თვალსაზრისით ხარვეზი ბევრია. უკვე მომზადებულია მთელი რიგი მუხლებისა სამოქალაქო კოდექსისთვის, რომელიც მშობლის უფლების შეზღუდვას, ჩამორთმევას, გადაცემასა და შეჩერებას ეხება. ეს მსოფლიოში აპრობირებული ფორმებია, რომელთა ამოქმედება პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას უფრო მოქნილს გახდის. აქამდე სასამართლოში მისული საქმეები უფრო მშობლის სასარგებლოდ წყდებოდა და არა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ეს ცვლილებები ამ ვითარებას გამოასწორებს“.
მშობლის უფლების ჩამორთმევას, როგორც მეთოდს, სამმართველოში უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევენ. სახელმწიფომ უნდა განავითაროს ყველა სერვისი, რომ ბავშვს ოჯახი შეუნარჩუნდეს, ოჯახი საუკეთესო ადგილია მისი აღზრდისთვის და ამაზე აღარავინ დავობს, - განგვიმარტავენ სამმართველოში. ამ მიზნით დაგეგმილია იჯახების როგორც მატერიალური, ისე ფსიქო-სოციალური დახმარების სერვისების ამოქმედება. თუ ვითარება მშობლის უფლების ჩამორთმევას ითხოვს, პირველი რიგის ღონისძიებად ბავშვის გაშვილება დგას. თუკი ასაკის გამო ეს ვერ ხერხდება, დღის წესრიგში მისი გაშვილობილება ან ოჯახს მაქსიმალურად მიმსგავსებულ გარემოში გადაყვანა დგება.
„ჩვენ შევქმენით საკოორდინაციო საბჭო პარლამენტის წევრების, არასამთავრო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება და მსჯელობს ამ თემებზე, - ამბობს თამთა გოლუბიანი, - ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაზე პრიორიტეტული საკითხია ამ დროისთვის, - ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაწყებული, - მაგრამ იგი თანდათან იძენს პრიორიტეტულობას. რაც უფრო უღრმავდები საკითხს, ხვდები, რომ შეიძლება 1000 ბავშვზეც არ არის საუბარი, მაგრამ ეს ის 1000 ბავშვია, რომელიც კრიმინალური სამყაროს კარიბჭესთან დგას“.
ამონაწერი სახალხო დამცველის ბოლო მოხსენებიდან:
„გ. გ.-ს საქმე -
7 წლის გ., მისი 11 წლის და და 16 წლის ძმა, გ. მათ ჰყავთ ალკოჰოლიზმით დაავადებული მამა, რომელიც ბავშვებს სცემს და ქუჩაში სამათხოვროდ უშვებს. დედა ლ. ნ. არ იჩენს სათანადო მზრუნველობას შვილების მიმართ. ბავშვებს არასდროს უვლიათ სკოლაში. გ-ს და გ-ის აქვთ გონებრივი განვითარების შეფერხება. ეს ბავშვები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დღისა და ღამის საათებში ხშირად მიჰყავთ ცენტრში. პოლიციელების ინფორმაციით,ბავშვები ნაგავსაყრელზე იკვებებიან. მათ არც დაბადების მოწმობები აღმოაჩნდათ. დედას არ ახსოვს ბავშვების დაბადების თარიღები და სახელები, რადგან აღმოჩნდა, რომ გაჩენილი ჰყავს არა 5, არამედ 11 შვილი. ერთი 15 წლის ვაჟი ამჟამად სასჯელს იხდის. ქალიშვილი გათხოვილია, დანარჩენების ბედი კი უცნობია. გ. და გ. განთავსდნენ მე-200 საჯარო სკოლა-პანსიონში, ხოლო გ. - საგურამოს ბავშვთა სახლში. ამ კერძო შემთხვევაში, პრობლემად რჩება გ-სა და გ-ის დაბადების მოწმობები, რომელიც აუცილებლად დედამ უნდა აიღოს, მას კი თავად არ აქვს მოქალაქის პირადობის მოწმობა. საქმე სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრმა რეაგირებისთვის გადააგზავნა გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში“.
![]() |
2 გამოცდილების გაზიარება |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებები
ინტერვიუ საბერძნეთის ომბუდსმენთან იორგოს კამინისისთან.
საუბარს უძღვება ეკა კვესიტაძე
2007 წლის 29 ივლისიდან 3 აგვისტომდე საქართველოს სახალხო დამცველთან საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდა საბერძნეთის ომბუდსმენი, იორგოს კამინისი. „სოლიდარობის“ მკითხველებს იგი იმ მიღწევებსა და პრობლემებზე ესაუბრება, რაც საბერძნეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს. გარდა ამისა, საქართველოში ვიზიტის შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებს.
რა არის თქვენი ვიზიტის მიზანი საქართველოში?
ჩემი მიზანი იყო შევხვედროდი ჩემს კოლეგასა და მეგობარს სოზარ სუბარს. ის გასულ წელს იმყოფებოდა საბერძნეთში. ასე რომ, ახლა ჩემი ჯერი იდგა, საპასუხო ვიზიტით ჩამოვსულიყავი საქართველოში.
ჩვენ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. მოხიბლული ვარ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მუშაობით, არა მარტო ინდივიდუალური საჩივრების განხრით, არამედ ადამიანის უფლებათა პოპულარიზაციის მიმართულებითაც. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმეა.
რა არის საბერძნეთში, ევროკავშირის წევრ და საკმაოდ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში, ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ყველაზე დიდი პრობლემა?
ეს საბერძნეთის საზოგადოების არატოლერანტობაა, რომელიც ერთი შეხედვით არც თუ ისე თვალში საცემია.
საბერძნეთმა მე-20 საუკუნეში ბევრ ისტორიულ კატაკლიზმას გაუძლო. ეს არის ქვეყანა, რომელმაც გამოიარა სამოქალაქო ომი, დიქტატურა, 1967-74 წლებში კი სამხედრო მმართველობის ქვეშ ცხოვრობდა. ყოველივე ამას თან სდევდა ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები, განსაკუთრებით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სფეროში.
მაგრამ 1974 წლიდან ჩვენ უკვე გვაქვს სრულფასოვანი დემოკრატიული მმართველობა, სადაც არც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისა და არც გამოხატვის თავისუფლების პრობლემები აღარ არსებობს. თუმცა პრობლემად დღემდე რჩება ბერძნული საზოგადოების არატოლერანტული დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ. ბოლო 10-15 წელია საბერძნეთი მულტიკულტურული სახელმწიფოა და განსხვავებული ფერის, რასის, რელიგიის წარმომადგენელთა მიმართ არსებული დისკრიმინაცია საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა.
მე ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ გამოკვეთილ აგრესიასა და ძალადობას, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებას უჭირს მიიღოს და აღიაროს უმცირესობათა უფლებები.
რა არის ამის მიზეზი?
წლების განმავლობაში ბატონობდა მოსაზრება, რომ ბერძნული საზოგადოება ძალზე ჰომოგენურია. ეს განსაკუთრებით რელიგიას ეხება. რადგან ეკონომიკური მიგრანტების ჩამოსვლამდე საბერძნეთის მოსახლეობის 90 პროცენტი ორთოდოქსი ქრისტიანები იყვნენ. ჩვენ გვყავს მუსლიმი უმცირესობა, რომელთა მეტი ნაწილი თურქეთის საზღვართან ახლოს ცხოვრობს. ეს რელიგიური უმცირესობა აღიარებულია სახელმწიფოს მიერ 1922 წლიდან. მაგრამ ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებს საბერძნეთის სახელმწიფო დღემდე არ აღიარებს.
საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში ბალკანეთის ომამდე მოსახლეობის 30 პროცენტი ბერძნულენოვანი ორთოდოქსები იყვნენ, 30 პროცენტი - თურქები, დანარჩენები - სომხები და ებრაელები. ასე რომ, უმცირესობების თემა ყოველთვის იყო პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი. საბერძნეთის მოსახლეობა პოლიტიკურად დღემდე არ არის მზად, რომ უმცირესობათა ამ ჯგუფების მიმართ ტოლერანტული იყოს.
ანუ ეს ნაწილობრივ პოლიტიკური პრობლემაა, რომელიც, პირველ ყოვლისა, სახელმწიფომ უნდა გადაჭრას?
საბერძნეთში ხშირად ხდებოდა უმცირესობათა უფლებების უხეში დარღვევები და მათზე პოლიტიკური ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ასეთ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. ახლა პრობლემა საზოგადოების დამოკიდებულებაა - როგორ აღიქვამს და როგორ იღებს ის განსხვავებული კულტურის ადამიანებს.
ასეთ შემთხვევაში რა ფუნქცია აკისრია ხელისუფლებას? შეუძლია თუ არა მას საზოგადოების ცნობიერება ნაწილობრივ მაინც შეცვალოს?
1990-იან წლებში საბერძნეთის საზოგადოების კომპოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რადგან ჩვენ მილიონამდე ეკონომიკური მიგრანტი მივიღეთ. პირველ პერიოდში საზოგადოება ძალზე ნეგატიურად შეხვდა ამ ფაქტს. მაგრამ დღეს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია მიგრანტების ინტეგრაციის აუცილებლობაზე საუბრობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც პოლიტიკოსებმა გადადგეს. გარდა ამისა, ევროკავშირიდან ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ მითითებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ყველა ტიპის უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასთან ბრძოლას, იქნება ეს რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობა. ამიტომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით ძალზე ლიბერალურია, ომბუდსმენის ოფისი კი ამ კანონების იმპლემენტაციის მონიტორინგს ახორციელებს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით უკვე გადადგმულია ნაბიჯები.
მაგრამ დღეს პრობლემის პროფილი შეიცვალა. თუ აქამდე ემიგრანტები არალეგალურად ცხოვრობდნენ ქვეყანაში, ახლა მათი ლეგალიზაცია მოხდა ანუ ისინი საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში ლეგალურად მიიღებენ მონაწილეობას. ეს კი კარგი ინდიკატორი იქნება იმის დასადგენად, რამდენად ტოლერანტულია საზოგადოება მათ მიმართ.
როდესაც საზოგადოების მხრიდან არატოლერანტობაზე საუბრობთ, რა ტიპის ფაქტები გაქვთ მხედველობაში - უმცირესობათა უფლებების აშკარა შელახვა, ღია აგრესია მათ წინააღმდეგ, მათთვის იმის შესაძლებლობის შეზღუდვა, რომ თავი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში და წარმატებას მიაღწიონ თუ სხვა რამ?
ამ შემთხვევაში მე არ ვგულისხმობ მათი უფლებების აშკარა დარღვევას. მთავარი პრობლემა ამ ადამიანებთან მიმართებით საზოგადოებაში არსებული წინასწარგანწყობა და სტერეოტიპებით აზროვნებაა. მაგალითად, ჩვენი კანონმდებლობით აღლუმის დროს ბერძნული დროშა უმაღლესი სკოლის საუკეთესო სტუდენტმა უნდა ატაროს. იმის გამო, რომ ერთ-ერთ სასწავლებელში საუკეთესო სტუდენტი ალბანელი იყო, ეს დროშა მას უნდა სჭეროდა. ამ ფაქტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან ბევრი მიიჩნევდა, რომ საბერძნეთის დროშა ალბანელს არ უნდა ეტარებინა. განათლების მინისტრმა განცხადება გააკეთა და დაჟინებით მოითხოვა, რომ სწორედ ალბანელი გამოსულიყო დროშით ხელში. მაგრამ ყოველივე ამის შემდეგ თვით ბავშვმა აღარ მოინდომა პარადში მონაწილეობის მიღება. მოგვიანებით მან ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. მისი სახით საბერძნეთმა კარგი მოქალაქე და იმედისმომცემი მეცნიერი დაკარგა.
როგორია ბერძნული მედიის დამოკიდებულება უმცირესობათა პრობლემის მიმართ და, ზოგადად, როგორ უყურებთ მედიის, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების როლს, რა გავლენა შეუძლიათ მათ მოახდინონ საზოგადოების მენტალობაზე?
მედიის დღის წერიგში უმცირესობათა პრობლემა სერიოზულად არ დგას. ამ მიმართულებით ჟურნალისტები საკმაოდ პასიურები არიან. საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ უმცირესობათა დისკრიმინაცია გაზეთის ფურცლებიდან ან ტელევიზიიდან ღიად არ ხდება. ბერძნულ მედიაში, რა თქმა უნდა, არ იწერება, რომ, მაგალითად, ქვეყანა ალბანელებისაგან უნდა გავათავისუფლოთ. მაგრამ, როდესაც დანაშაული ხდება, ჟურნალისტები ამბობენ, რომ დამნაშავე ალბანელია. ასე რომ, მედიის მთავარი პრობლემაც სტერეოტიპებით აზროვნებაა. მათ არ აქვთ შუმუშავებული პოლიტიკა, როგორ უნდა გააშუქონ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები.
რაც შეეხება სხვა ინსტიტუტებს - საზოგადოებაში არსებული ატმოსფეროს შეცვლაზე მუშაობს ომბუდსმენის ოფისი. დიდი როლი ეკისრება სასამართლოსაც, რადგან მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტების შექმნა. ამ პროცესებზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებსაც.
რამდენად გავლენიანია სახალხო დამცველის ოფისი საბერძნეთში?
სახალხო დამცველის ოფისი მხოლოდ 1998 წელს შეიქმნა და ჯერ შეიძლება ისეთ დიდ გავლენას ვერ ახდენს მთლიანად საზოგადოებრივ აზრზე, როგორიც სასურველია. მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ამ ოფისის მუშაობას თვალს ადევნებს, სახალხო დამცველის ინსტიტუტი საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს. ის ფაქტი, რომ ათასობით საჩივარს ვიღებთ, ნიშნავს - ხალხს ჩვენ მიმართ ნდობა აქვს. ჩემი აზრით, ნდობა ამ ინსტიტუტმა პოლიტიკურ პარტიებს შორისაც მოიპოვა.
როგორ შეაფასებდით საქართევლოში ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილ სიტუაციას?
მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ ომბუდსმენის ოფისის მუშაობას საქართველოში. ამიტომ უახლოეს ხანში ვაპირებთ მოვაწყოთ კონფერენცია, სადაც დისკრიმინაციისა და ტოლერანტობის საკითხებს განვიხილავთ. კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს სახალხო დამცველის ოფისია და მასში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ქვეყნების ომბუდსმენები. ეს კონფერენცია „იუნომია“-ს პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელიც ბერძნული პროექტია, მაგრამ ევროსაბჭოს მფარველობით ხორცილდება. ამ პროექტის მიზანია ომბუდსმენის ტიპის ინსტიტუტების მშენებლობის ხელშეწყობა. საქართველოში კონფერენციის დაგეგმვით ჩვენ გავაფართოვეთ გეოგრაფიული არეალი და პროექტში კავკასიის რეგიონიც ჩავრთეთ. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რას ფიქრობს ბატონი სუბარი ამ საკითხებზე და გვაინტერესებს რა გამოცდილება აქვს მას ამ სფეროში. ამ გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის სასარგებლო იქნება, რადგან ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში საქართველო ჩვენზე წინ არის წასული. საბერძნეთისაგან განსხვავებით, ქართულ სახელმწიფო აღიარებს ეთნიკურ უმცირესობებს და, შესაბამისად, მათი ვალდებულებებიც გააზრებული აქვს.
რაც შეეხება პატიმართა მიმართ მოპყრობას და წამების ფაქტებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ ამ მხრივ ყველაფერი იდეალურად გვაქვს. მაგრამ შეგვიძლია გარკვეული გამოცდილება მაინც გავუზიაროთ ქართველ კოლეგებს.
ადამიანის უფლებები
არ აწამო
სახალხო დამცველი წამების წინააღმდეგ
ნანა ნიჟარაძე
წამება, სხვა სასტიკი, არაადამიანური თუ ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი - ეს არის ადამიანის უფლებათა დარღვევის ის კატეგორია, რომელსაც საერთაშორისო სამართალი აბსოლუტურად კრძალავს. ასეთი აკრძალვა უკვე საქართველოს კანონმდებლობაშიც მოქმედებს. ეს საქართველოს ხელისუფლებისა და სახალხო დამცველის თანამშრომლობის შედეგია, თუმცა ადამიანის წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა თუ სასჯელი ჯერაც საქართველოსთვის პრობლემატურ საკითხთა კატეგორიას განეკუთვნება.
„ამ პრობლემასთან ბრძოლა ადვილი არ არის, რადგან, კომუნისტების რეჟიმიდან მოყოლებული, საქართველოში წამებას ექვემდებარებოდა ყველა, ვისაც პოლიცია აკავებდა, მხოლოდ ფორმა იყო სხვადასხვა - ზოგს დენზე აერთებდნენ, ზოგს ხელებითა და ფეხებით კიდებდნენ (ამას „ლასტოჩკა“ ერქვა), ზოგს ფრჩხილებს აძრობდნენ. იყო შემთხვევები, როცა ადამიანი წამების დროს კვდებოდა, შემდეგ მას ფანჯრიდან აგდებდნენ და აცხადებდნენ, დაკითხვისას გადახტაო, - ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, - სწორედ ამიტომ 2004 წლის სექტემბერში, როცა საქართველოს პარლამენტი ამ პოსტზე მამტკიცებდა, ერთ-ერთ პრიორიტეტად წამების წინააღმდეგ ბრძოლა დავასახელე. მართლაც, ამ წლების განმავლობაში წამება, სხვა სასტიკი, არაადამიანური თუ ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი - როგორც პრობლემა, ჩემი სამსახურისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. წამება ადამიანის უფლებების ყველაზე დიდი დარღვევაა. იგი არცერთ შემთხვევაში არ არის დაშვებული, მაშინაც კი, როცა საპირწონეზე ისეთი ღირებულება დევს, როგორიც საყოველთაო უსაფრთხოებაა“.
ამ მიმართულებით საქმიანობას სამსახური ორი გზით ახორციელებდა: 1) წამებასთან, სხვა სასტიკ, არაადამიანურ თუ ღირსების შემლახავ მოპყრობასთან ან სასჯელთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო სრულყოფა; 2) მონიტორინგის განხორციელება დახურული ტიპის ყველა ინსტიტუციაში. 2005 წლიდან დახურულ ინსტიტუციებში ფართომასშტაბიანი მონიტორინგი დაიწყო.
წარმატებული შედეგები
„მარტო ერთ თვეში 130-მდე ვიზიტი გვქონდა პოლიციის განყოფილებებში, - იხსენებს სოზარ სუბარი, - ეს იყო მოულოდნელი ვიზიტები, არცერთ განყოფილებაში არ იცოდნენ, როდის დავატყდებოდით თავს. ჯერ ჩვენი ოთხი წარმომადგენელი მიდიოდა, კეტავდნენ გასასვლელებს, რომ ვინმე არ გაეპარებინათ, შემდეგ კი დანარჩენები შედიოდნენ შიგნით, ნახულობდნენ დაკავებულებს, არკვევდნენ, იყო თუ არა მათი წამების, სასტიკად მოპყრობის, მათზე ზეწოლის რაიმე ფაქტი, ამოწმებდნენ, რამდენად ზუსტად იყვნენ დაკავებულები გატარებული ჟურნალში და ა.შ. ყოფილა შემთხვევები, ერთსა და იმავე განყოფილებაში დღისა და ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მივსულვართ მოულოდნელად. ყველაფერმა ამან შედეგი გამოიღო. იყო პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან. აქტიურად ვთანამშრომლობდით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ნებისმიერ დარღვევაზე, რომელზეც მათ ინფორმაციას ვაწვდიდით, მათი მხრივ ხდებოდა ადეკვატური რეაგირება. ფაქტობრივად, მივაღწიეთ იმას, რომ წამებამ, როგორც მეთოდმა, არსებობა შეწყვიტა. მივაღწიეთ იმას, რომ ჟურნალებში დროულად ატარებენ დაკავებულებს. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აღრიცხვის ჟურნალებში მათი დაგვიანებით გატარება ჩვენების წამებით გამოძალვის კარგ საშუალებას აძლევდა პოლიციელებს“.
სახალხო დამცველის სპეციალური მოხსენებისა და რეკომენდაციების შედეგად ქვეყნის კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლებიც წამების წინააღმდეგ ბრძოლის რეალურ საფუძვლებს ქმნის.
„კანონმდებლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა უკვე შეესაბამება იმ საერთაშორისო ნორმებს, წამების წინააღმდეგ ბრძოლას რომ არეგულირებს, - აღნიშნავს იურისტი გიგა გიორგაძე, - გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით გაფართოვდა იმ ინსტიტუციების არეალი, სადაც შეიძლება წამების ფაქტები გამოვლინდეს. განხორციელდეს. იქამდე ითვლებოდა, რომ ეს მხოლოდ პოლიციაში შეიძლებოდა მომხდარიყო, გაეროს კონვენციის ფაკულტატურმა ოქმმა კი მოიცვა ფსიქიატრიული დაწესებულებები, ბავშვთა სახლები, ჰაუპტვახტები - მოკლედ, ყველა იმ ტიპის დაწესებულება, სადაც ადამიანთა ცხოვრების პირობები სხვა ადამიანზეა დამოკიდებული“.
საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ წამება საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა რიცხვში შევიდა, კანონმდებლობაში კი გაჩნდა მოთხოვნები, რომელთა განხორციელება წამების პრევენციისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.
გიგა გიორგაძე: „ახალი საკანონმდებლო რეგულირებებით, აუცილებელია ჩატარდეს დაკავებულის სამედიცინო შემოწმება დაკავების დაწესებულებაში მისი მიყვანისთანავე. მას ამოწმებს ექიმი, უღებენ ფოტოსურათს, დგება დათვალიერების ოქმი, რაც, მთლიანობაში, იძლევა დაკავების მომენტისთვის ადამიანის მდგომარეობის სურათს. ეს მოქნილი მექანიზმია იმის გასარკვევად, თუ სად აწამეს ადამიანი, თუკი ასეთი რამ მოხდა. ამასთან, აღირიცხება ყველა, ვინც კი დაკავებულს ხვდება. აქამდე არც ეს ხდებოდა, ამიტომ დაკავებულთან შესვლას და მის „დამუშავებას“ ისეთი პირებიც კი ახერხებდნენ, მასთან ურთიერთობის უფლება რომ არ ჰქონდათ.
უმნიშვნელო არც ისაა, რომ ყველა სამართალდამცავისთვის სავალდებულო გახდა თვალსაჩინო ადგილზე ჰქონდეს დამაგრებული საკუთარი ვინაობის დამადასტურებელი საბუთი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ადამიანს მეორე ადამიანზე ძალადობრივი ზემოქმედების სურვილს შეუმცირებს“.
წარმატებულ შედეგებად სახალხო დამცველი იმ საქმეებსაც მიიჩნევს, რომელთა გახსნა და დამნაშავის დასჯა მისი სამსახურის რეკომენდაციით გახდა შესაძლებელი:
„მაგალითად, აღმოვაჩინეთ ნაწამები ადამიანი გორში. იგი, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, რაიონის პროკურორმა ბაბაჯანაშვილმა და სამხარეო პროკურორმა წითურმა აწამეს. ჩვენი მოთხოვნით დაიწყო გამოძიება. წითური გათავისუფლდა სამსახურიდან, ბაბაჯანაშვილს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს გარღვევა გახლდათ. აქამდე წამების მუხლის მიყენება წარმოუდგენლად რთული იყო. ან კიდევ თემურ მიქიას საქმე. იგი წამებით მოკლეს ფოთის პოლიციაში. ამ ამბავს ჩემამდეც იკვლევდა სახალხო დამცველის სამსახური, მაგრამ პოლიცია საქმეს აჩუმათებდა. ჩვენ პარლამენტისგან სპეციალური კომისიის შექმნა მოვითხოვეთ. კომისია არ შექმნილა, მაგრამ გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული, გაფართოებული სხდომა, სადაც ეს საქმე განხილულ იქნა. დღეს დამნაშავეთა ნაწილი განსჯილია, ნაწილი -დასასჯელი, მათ შორის არიან: ყოფილი გენერალური პროკურორი, პროკურორი, მოსამართლე“.
სანახევრო სამართალი
აღმოჩენილი დარღვევების გამოძიების გაჭიანურება, დამნაშავეთა ნაწილის დასჯა - იმ პრობლემების შემადგენელია, რომლებსაც სახალხო დამცველის სამსახურში წამების წინააღმდეგ წარმატებულად ბრძოლის შემაფერხებელ ფაქტორებად ასახელებენ.
„არის შემთხვევები, როცა პოლიციელები, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ, ერთნაირ ჩვენებას იძლევიან. ხანდახან დაზარალებული ცვლის ჩვენებას, რაც შესაძლოა მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგი იყოს, თუმცა ზოგჯერ დაკავებული უმართებულოდ ჩივის - ჰგონია ამ გზით საპროცესო გარიგების მიღწევას შეძლებს. ზოგადად რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიციელი არ აღიქმება ჩვეულებრივ ეჭვმიტანილად“, - ამბობს გიგა გიორგაძე და შემდეგი მაგალითი მოჰყავს:
„გვქონდა შემთხვევა, როცა ოთხი პატიმარი ცემაში ადანაშაულებდა დაწესებულების დირექტორს. მორიგი მონიტორიგის დროს აღმოვაჩინეთ, რომ პროკურატურის წარმომადგენლები ამ პატიმრების დაკითხვას იმავე დირექტორის კაბინეტში, დირექტორისვე თანდასწრებით აწარმოებდნენ. რამდენად ეფექტურია ასეთი გამოძიება, ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ. როგორც ჩანს, ჩვენთვის გამოგზავნილ ყველა იმ პასუხს, რომელიც გვატყობინებდა, რომ პატიმარმა შეცვალა ან უარყო ადრე მიცემული ჩვენება, სწორედ ამგვარი გამოძიება ედო საფუძვლად. აღსანიშნავია ისიც, რომ მოკვლევა ამგვარ საკითხებზე კანონმდებლობით გაუქმებულია, უნდა ჩატარდეს გამოძიება, ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩართვით. ამ დროს არის არაერთი შემთხვევა, როცა გამოძიება არ იწყება, მხოლოდ გასაუბრება ხდება მომჩივანთან და დგება გასაუბრების ოქმი, სადაც იწერება, რომ მან უარყო საკუთარი საჩივრის შინაარსი და გამოძიების საფუძველიც აღარ არსებობს. ასეთ ოქმს ხშირად გვიგზავნიან პროკურატურიდან, თუმცა საპროცესო კანომდებლობა ამგვარ რამეს არ სცნობს“.
სახალხო დამცველის სამსახურში მიიჩნევენ, რომ ასეთი „გამოძიებებით“, დამნაშავეებზე „ხელის დაფარებით“ წაგებული სახელმწიფოა, რადგან დამნაშავე დაუსჯელი რჩება. წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა ისეთივე დანაშაულია, როგორიც ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა და დამოკიდებულება მათ მიმართ (წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის მიმართ) არ უნდა იყოს შერჩევითი, - ამბობენ იქ.
გიგა გიორგაძე: „ადამიანის უფლებების დარღვევისა და წამების წინააღმდეგაც ისეთივე სწორი პოლიტიკა უნდა ტარდებოდეს, როგორიც კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ ხორციელდება. არც ქრთამის აღებაა ადვილი დასადასტურებელი, მის დასადგენადაც სერიოზული მუშაობაა საჭირო, თუმცა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყანაში ეფექტიანადაა გაშლილი. შესაბამისად, წამების წინააღმდეგ ბრძოლაც შეიძლება ეფექტიანად წარიმართოს, თუკი სწორ პოლიტიკას განვახორციელებთ. როდესაც საჯარო მოხელეს ეცოდინება, რომ, სულ ცოტა, დისციპლინარულ პასუხისგებაში იქნება მიცემული, დამერწმუნეთ, წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები მინიმუმამდე დავა. ადამიანის უფლების დამრღვევებს ისევე უნდა ეშინოდეთ, როგორც კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ეშინიათ დღეს“.
სახალხო დამცველის სამსახურში ხაზს უსვამენ, რომ დამღუპველია შერჩევითი დამოკიდებულება არა მარტო წამების, როგორც დანაშაულის, მიმართ, არამედ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილთა მიმართაც. ამ კონტექსტში გიგა გიორგაძე გახმაურებულ „სვანეთის ოპერაციას“ იხსენებს:
„სამ ახალგაზრდას ჩაუდეს ნარკოტიკები, ხელყუმბარები, აქციეს „კარგად ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფად», რომელმაც, დაკავებისას, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას, საბოლოოდ კი, იმისთვის, რაც მინიმუმ 17 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, პირობითი ვადები შეუფარდეს. ეს საქმე იმდენად ცუდადაა „შეკერილი“, რომ ყველაფერი მისი გადახედვისთანავე ნათელი ხდება. მთელი ეს „ოპერაცია“ დაკავშირებული იყო სატელეფონო ზართან, რომლის შედეგადაც ერთ-ერთ ახალგაზრდას სოდის უფროსთან შელაპარაკება მოუვიდა. მიუხედავად ამისა, არავინ დასჯილა. ეს ძალიან დიდი დანაშაულია, რადგან ყველაზე საშიშია ჩინოვნიკი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის ბოროტად იყენებს თანამდებობას. ანდა გირგვლიანისა და რობაქიძის საქმეები გავიხსენოთ. როდესაც ასეთ დანაშაულში შემჩნეულნი დაისჯებიან, - ამისთვის კი საკმარისი მასალა არსებობს, - ჩვენ ვიტყვით, რომ წამება საქართველოში დამარცხებულია. მხოლოდ დაბალი რანგის ჩინოვნიკების დასჯა სხვათა დასანახად და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად, საქმეს არ უშველის“.
პლუსები, მინუსები
სახალხო დამცველის სპეციალურ მოხსენებაში „წამების პრევენციისთვის“ ყველა იმ დაწესებულებაზეა საუბარი, რომლის მონიტორინგიც სამსახურმა განახორციელა. ესენია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორები, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი მოთავსების იზოლატორი, სასჯელაღსრულების დაწესებულებები, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილები (ჰაუპტვახტები), ბავშვთა ინსტიტუციები, ფსიქიატრიული საავადმყოფოები, ხანდაზმულთა სახლები, პანსიონები. მოხსენებაში განხილულია როგორც წამების, ისე ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები, ამ დაშაულებრივ ქმედებათა ყველაზე ფართო გაგებით.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ ადამიანების ნაწილს, რომლებიც დღეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში იმყოფებიან, წამებისა და ღირსების შემლახველ პირობებში უხდებათ არსებობა, - აცხადებს სახალხო დამცველი, -ავიღოთ I, V საპყრობილეები, VII საპყრობილე, სადაც ბევრია საკანი, რომელშიც არ არის განათება, სუფთა ჰაერი, ერთ ადგილზე 5 ადამიანი მოდის, სივიწროვის გამო, ხალხს ფეხზე დგომაც უჭირს.
ჩვენ აღმოვაჩინეთ შიშველი პატიმრები კარცერებში და ეს გაშიშვლება დასჯის მეთოდი იყო. წამება და ღირსების შელახვაა, როცა ადამიანს 60 დღის განმავლობაში ამყოფებენ კარცერში, საწოლის, სუფთა ჰაერის გარეშე და ამას ისე აფორმებენ, თითქოს მაქსიმალური ვადის - 20 დღის გასვლის შემდეგ გათავისუფლებულმა კვლავ რაღაც დააშავა; და ასე - რამდენჯერმე. ეს გამოგონილი დანაშაულებია, სინამდვილეში კი საქმე დასჯის არაადამიანურ მეთოდთან გვაქვს.
ადამიანთა თანასწორობა ჩემთვის უმთავრესია, ამდენად, ასევე აუცილებელია მდგომარეობა გამოსწორდეს ფსიქიატრიულებში. იქ ადამიანების გამწესება არც თვითმიზანი უნდა იყოს და არც მათი თავიდან მოშორების მცდელობა. სულ ვფიქრობდი, რომ ამ სფეროსთვის ყურადღება უნდა მიგვექცია, მაგრამ საჭირო ცოდნა და გამოცდილება არ გვქონდა. შემდეგ გავაფორმეთ მემორანდუმი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, რითაც ჩვენ მიერ შექმნილი საბჭოს წევრებს ყველა დაწესებულებაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება მიეცათ. 2005 წელს განვახორციელეთ ფსიქიატრიული საავადმყოფოების მონიტორინგიც, რომლის დასკვნები შემზარავი იყო. პარლამენტმა, ჩვენი პირველივე რეკომენდაციით, დაიწყო ამ პრობლემაზე მუშაობა და 2006 წელს მიიღო შესაბამისი კანონი. თანდათან გაიზრდება ფსიქიატრიული საავადმყოფოების დაფინანსება და თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, შეიძლება თქმა, რომ ნაბიჯები მათ გადასაჭრელად უდავოდ გადაიდგა.
მისასალმებელია ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური თუ ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გადადგა, თუმცა ჯერ კიდევ არ შექმნილა დამოუკიდებელი მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო, რასაც წამების საწინააღმდეგო კონვენციის ფაკულტატური ოქმი ითვალისწინებს. სამწუხაროდ, არანაირი კონკრეტული ნაბიჯები ოქმის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არ გადადგმულა. წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური თუ ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება კი სწორედ შესაბამისი ინსტიტუციების მუდმივი მონიტორინგია“.
ადამიანის უფლებები
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო წამების წინააღმდეგ
ფრიდონ საყვარელიძე
გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით წამებად ჩაითვლება „ნებისმიერი ქმედება, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ მიეყენება ძლიერი ტკივილი ან ფიზიკური ან მორალური ტანჯვა... სახელმწიფო თანამდებობის პირის, ან სხვა პირის მხრიდან, რომელიც ოფიციალურ რანგში გამოდის, ან როდესაც ადგილი აქვს წაქეზებას მათი მხრიდან, ან მდუმარე თანხმობას“.
წამებისაგან თავისუფლება ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, წამება დაუშვებელია ნებისმიერ ვითარებაში, ეს უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს დროის რომელიმე მონაკვეთით ან სხვა ღირებულებებით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის მე-3 მუხლი წამებასთან ერთად მოიხსენიებს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასა და სასჯელს, რითაც აახლოებს ამ ცნებების მნიშვნელობას და ხაზს უსვამს მათ დაუშვებლობას:
„არავინ შეიძლება გახდეს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი შინაარსობრივად თითქმის იდენტურია ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-3 მუხლისა:
„დაუშვებელია ადამიანის წამება, მის მიმართ არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის მეთოდების გამოყენება“.
საინტერესოა როგორ განმარტავს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო არაადამიანურ და ღირსების დამამცირებელ მოპყრობას.
„არაადამიანურია მოპყრობა, რომელიც იწვევს ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას და რომელსაც შეუძლია მწვავე ფსიქიკური აშლილობების გამოწვევა. ღირსების დამამცირებელ მოპყრობაში იგულისხმება მოპყრობა, რომელიც იწვევს შიშის, დათრგუნულობისა და არასრულფასოვნების შეგრძნებას, აგრეთვე მოპყრობა, რომელსაც შეუძლია შეურაცხყოს და დაამციროს ადამიანი, გატეხოს მისი ფიზიკური და მორალური წინააღმდეგობის უნარი1.“
ჩვენში ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-3 მუხლი ჯერ კიდევ არ ესმით სწორად და მისი ხსენებისას მხოლოდ ელექტროსადენთან მიერთებულ პატიმარს წარმოიდგენენ ხოლმე. არადა, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო ამ მუხლში გაცილებით ღრმა შინაარსს და ბევრ ისეთ ნიუანსს მოიაზრებს, რომელთა ცოდნა და, რაც მთავარია, გათვალისწინება სასარგებლო უნდა აღმოჩნდეს ხელისუფლებისათვის და განსაკუთრებით კი სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენელთათვის. ჩვენ შევეცდებით კონკრეტული მაგალითების მოშველიებით უფრო ნათელი გავხადოთ მე-3 მუხლში ჩადებული შინაარსი და მისი ინტერპრეტირება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიერ. კერძოდ, განვიხილავთ შემდეგი ხასიათის შემთხვევებს:
I. შემთხვევები, როდესაც დაკავებულს აღენიშნება დაზიანებები, რომელთა წარმომავლობის გარკვევა ვერ ხერხდება
აქ კლასიკადაა მიჩნეული საქმე რიბიჩი ავსტრიის წინააღმდეგ2 (სტრასბურგი, 1995 წლის 4 დეკემბერი), რომელიც ჩვენში არაერთხელაა გაანალიზებული, ამიტომ ამჯერად სხვა მაგალითს შემოგთავაზებთ:
აფანასიევი უკრაინის წინააღმდეგ,
სტრასბურგი, 2005 წლის 5 აპრილი
მოსარჩელე დაიბადა 1964 წელს და უკრაინის ქალაქ ხარკოვში ცხოვრობს. 2000 წლის 1 მარტს თაღლითობაში ეჭვმიტანილი მოსარჩელე დააპატიმრეს და კიევის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.
მოსარჩელეს განცხადებით, მას პოლიციაში ხელბორკილები დაადეს და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მან ამაზე უარი განაცხადა და იგი რამდენჯერმე სასტიკად სცემეს. ბოლოს, ერთ-ერთმა პოლიციელმა მარცხენა ყურში ისე დაარტყა, რომ მოსარჩელეს ყური გაუსივდა და ნაწილობრივ სმენა დაკარგა. შემდეგ პოლიციელებმა იგი გააფრთხილეს, რომ ღამის განმავლობაში „ყველაფერი კარგად აეწონ-დაეწონა“, თორემ მომდევნო დღეს იგივე ელოდა.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას მრავალი ნაკაწრი და სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაბეჟილობა აღენიშნებოდა.
2000 წლის 7 მარტიდან 7 აპრილამდე სასამართლო სამედიცინო კვლევის განყოფილებაში მოსარჩელემ სამედიცინო შემოწმება გაიარა. სასამართლო მედიცინის ექსპერტმა მის სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება დააფიქსირა. მოსარჩელეს აღენიშნებოდა მარცხენა ყურის დაზიანება, ნაკაწრები ტანზე, სახეზე, მარცხენა მკლავსა და ფეხზე.
2000 წლის 13 აპრილს მოსარჩელემ ხარკოვის რეგიონულ პროკურორს მოსთხოვა მისი წამებისათვის სისხლის სამართლის საქმე აღეძრა პოლიციელთა წინააღმდეგ.
2000 წლის 24 აპრილს ხარკოვის კიევის რაიონის პროკურორის თანაშემწის ბრძანებულების მიხედვით, საქმეს სისხლისსამართლებრივი დევნის სახე არ უნდა მისცემოდა, იმის საფუძველზე, რომ „მიუხედავად სასამართლო სამედიცინო ექსპერტის 2000 წლის 5 აპრილის No. 747/c განცხადებისა, რომ მოსარჩელეს აღენიშნებოდა სხეულის მცირე დაზიანება, რამაც მისი შრომისუნარიანობა მცირე ხნით დააქვეითა, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ეს ხარკოვის კიევის რაიონის პოლიციის განყოფილების პოლიციელებმა ჩაიდინეს. მოსარჩელეს მიერ წამოყენებული არგუმენტები მის მიერვე შეთხზულად შეიძლება ჩაითვალოს. მან კარგად უწყის, რომ ძიებამ მისი ბრალეულობის დამამტკიცებელი საკმარისი ფაქტები მოიპოვა და ამჟამად დამსახურებული სასჯელის თავიდან აცილებას ცდილობს“.
ქვეყნის სხვა ზემდგომმა ინსტანციებმაც არ გაიზიარეს მოსარჩელის მტკიცებები მისი წამების შესახებ და აფანასიევმა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში შეიტანა.
მთავრობის განცხადებით, არ არსებობდა რაიმე საბუთი იმის დასამტკიცებლად, რომ პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას მოსარჩელემ პოლიციის თანამშრომელთა მხრივ რაიმე დაზიანება მიიღო.
მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ გარდა განცხადებებისა მისი სხეულის დაზიანების ბუნებისა და მიღების დროის შესახებ, არსებობს სამედიცინო დასკვნა, რითაც მტკიცდება, რომ მან სხეულის ეს დაზიანება პოლიციის განყოფილებაში მიიღო.
სასამართლომ განაცხადა, რომ მუხლი მე-3 განამტკიცებს დემოკრატიული საზოგადოების ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას. იგი აბსოლუტურად კრძალავს წამებასა და შეურაცხმყოფელ მოპყრობას ან სასჯელს და სახელმწიფოსაგან მის იურისდიქციაში მყოფ პირთა დაცვას მოითხოვს.
სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ ცუდი მოპყრობა სისასტიკის მინიმალურ ზღვარს უნდა უთანაბრდებოდეს იმისათვის, რომ მე-3 მუხლის ფარგლებში მოთავსდეს. ამ მინიმუმის შეფასება კი ფარდობითია: ის საქმის სხვადასხვა ვითარებაზეა დამოკიდებული, როგორიცაა, მაგ., სასტიკად მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური თუ მენტალური შედეგები და ზოგჯერ მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც ამ საქმის მასალები ამტკიცებს, მოსარჩელე პატიმრობის პერიოდში ძალადობის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად ამისა, იგი ვერ უზრუნველყოფს საკმარის მტკიცებულებას, რომ მან სხეულის დაზიანება პოლიციის თანამშრომელთა ხელით მიიღო. არ არსებობენ მოწმეებიც. სასამართლო თვლის, რომ სავარაუდო ცემის დროს დამოუკიდებელი მოწმის არარსებობის გამო შეუძლებელია დადგინდეს, ვინ მიაყენა მოსარჩელეს სხეულის ეს დაზიანებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში სამედიცინო დასკვნა, მოსარჩელეს ჩვენება, პოლიციაში მისი სამი დღით დაკავების ფაქტი და მისი სხეულის დაზიანების სხვა რაიმე დამაჯერებელი მიზეზის არარსებობა, იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ იგი პოლიციის განყოფილებაში სცემეს.
სასამართლო აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია თავისუფლებააღკვეთილი ადამიანების კეთილდღეობაზე და უსაფრთხოებაზე იზრუნოს, ხოლო ოფიციალურმა პირებმა უნდა დაიცვან ისინი. სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხერხდა იმ ოფიციალური პირების დადგენა, რომლებმაც დაკავებულის მიმართ ძალადობა გამოიჩინეს, სახელმწიფო კონვენციით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან მაინც არ თავისუფლდება.
ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით და მთავრობის მხრიდან მოსარჩელეს სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებული რაიმე დამაჯერებელი ახსნა-განმარტების არარსებობის გამო, უნდა ჩაითვალოს, რომ მოსარჩელე არაჰუმანურ და შეურაცხმყოფელ მოპყრობას დაექვემდებარა, რაზედაც კონვენციის მიხედვით მთავრობამ უნდა აგოს პასუხი.
სასამართლო ადგენს, რომ აქ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის მიხედვით, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გამოძიება ზერელედ აწარმოეს და მხოლოდ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები დაკითხეს. მიუხედავად მოსარჩელეს განცხადებებისა და სხეულის აშკარა დაზიანებებისა, ისინი სიტყვაზე ენდნენ პოლიციელებს, რომლებიც ბრალდებას უარყოფდნენ, და მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ აღუძრავთ. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოძიება ერთი წლის შემდეგ დაიწყო.
სასამართლო ადგენს, რომ მოხდა აგრეთვე კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა; რომ მოპასუხე სახელმწიფომ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს 6.500 ევრო (ექვსი ათას ხუთასი ევრო) არამატერიალური ზარალისათვის და 610 ევრო (ექვსას ათი ევრო) სასამართლო ხარჯებისათვის.
ამ საქმიდან შემდეგი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ:
კონვენცია კატეგორიულად კრძალავს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.
გამოძიების ჩატარების სიმძიმე და დამნაშავეობასთან ბრძოლის უდავო სირთულე არ შეიძლება გახდეს ადამიანის წამების, მის მიმართ არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის საფუძველი.
სახელმწიფო პასუხისმგებელია ყოველ ადამიანზე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება. ის ვალდებულია თავისუფლებააღკვეთილი პირების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე იზრუნოს.
სხეულის დაზიანებების შემთხვევაში სწორედ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და არა დაზარალებულმა.
ნებისმიერი უკანონო ქმედება თავისუფლებააყრილი პირის მიმართ, ფიზიკური ძალის ნებისმიერი გამოყენება, რომელიც არ იყო სრულიად აუცილებელი ამ პირის საქციელის გამო, ლახავს მის ადამიანურ ღირსებას და კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.
ოფიციალური პირების მოვალეობაა პასუხი აგონ მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი თავისულებააღკვეთილი ადამიანებისათვის მიყენებულ ზიანზე.
სახელმწიფო არც მაშინ თავისუფლდება კონვენციით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან, როდესაც ვერ ხერხდება იმ ოფიციალური პირის დადგენა, ვინც დაკავებულის მიმართ ძალადობა გამოიჩინა.
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა სისასტიკის მინიმალურ ზღვარს უნდა უთანაბრდებოდეს.
II. შემთხვევები, როდესაც დაკავებულები უჩივიან პატიმრობის ადგილებში არსებულ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს.
კალაშნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ,
სტრასბურგი, 2002 წლის 15 ივლისი
განმცხადებელი, ჩრდილო-აღმოსავლეთის სააქციო ბანკის პრეზიდენტი, 1995 წელს დააპატიმრეს და 1999 წლის 3 აგვისტოს მაგადანის ქალაქის სასამართლოს განაჩენით ბრალი დასდეს ფულის მითვისებაში.
დაკავების დღიდან 1999 წლის 20 ოქტომბრამდე განმცხადებელი იმყოფებოდა ქალაქ მაგადანის №1 წინასწარი გამოძიების იზოლატორში.
განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ის მოათავსეს საკანში, რომლის ფართობი იყო 17 კვ. მ. და რომელშიც განთავსებული იყო რვა საძინებელი ადგილი ორ იარუსად. ამასთან, საკანში თითქმის ყოველთვის იმყოფებოდა 24 პატიმარი. რამდენადაც თითო საძინებელი ადგილი განკუთვნილი იყო სამი პატიმრისათვის, მათ ძილი რიგრიგობით უწევდათ. როცა ერთს ეძინა, სხვები საკუთარი რიგის მოლოდინში იატაკზე ან მუყაოს ყუთებზე იწვნენ ან ისხდნენ. საკანში სინათლე არასდროს ქრებოდა. უნიტაზი საკნის კუთხეში მდებარეობდა ყველასათვის დასანახ ადგილას. ტიხარი უნიტაზს გამოაცალკევებდა პირსაბანისგან, მაგრამ არა საკნის საცხოვრებელი ნაწილისა და სასადილო მაგიდისაგან. უნიტაზი შემაღლებაზე მდებარეობდა, იატაკიდან დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლეზე, ხოლო ტიხარის სიმაღლე კი 1,1 მეტრი იყო. ამგვარად, უნიტაზზე მჯდომარე ადამიანის დანახვა კარგად შეეძლოთ როგორც საკანში მყოფთ, ისე ზედამხედველსაც, რომელიც პატიმრებს კარის სათვალთვალოს მეშვეობით აკვირდებოდა.
საკანში არ იყო ვენტილაცია, ზაფხულში ჰაერი დახუთული იყო და ცხელოდა, ზამთარში კი ძალიან ციოდა. დახუთული ჰაერის გამო ფანჯარა საკანში მუდამ გაღებული იყო. რადგანაც საკანში მყოფნი ბევრს ეწეოდნენ, განმცხადებელი უნებურად პასიური მწეველი გახდა. განმცხადებელი ამტკიცებს, რომ მისთვის არასდროს მიუციათ ნორმალური საწოლის თეთრეული, თეფშები და სხვა აუცილებელი ნივთები. ადმინისტრაცია გასცემდა მხოლოდ ბამბის ლეიბს და თხელ ფლანელის საბანს, ხოლო კვებისათვის საჭირო ნივთებს ის თანასაკნელებისაგან ნათხოვრობდა, რომლებსაც ამ ნივთებს ნათესავები უგზავნიდნენ.
საკნებში ირეოდნენ ტარაკნები და ჭიანჭველები, მაგრამ მათი განადგურებისათვის ზომებს არავინ იღებდა. განმცხადებელს გაუჩნდა კანის სხვადასხვა დაავადება და სოკოვანი ინფექციები, მას ჩამოეცალა ფრჩხილები ფეხის თითებზე და ხელის ზოგიერთ თითზე. საკანში, რომელშიც განმცხადებელი იმყოფებოდა, ექვსჯერ მოათავსეს ტუბერკულოზითა და სიფილისით დაავადებული პატიმრები და მოსარჩელეს ანტიბიოტიკების პროფილაქტიკურ ინექციებს უკეთებდნენ.
განმცხადებელი ამტკიცებს, რომ ის საკნიდან სასეირნოდ დღეში მხოლოდ ერთი საათით გაჰყავდათ, ხოლო ცხელი შხაპის მიღება მას მხოლოდ თვეში ორჯერ შეეძლო.
რუსეთის ფედერაციის ხელისუფალნი ამტკიცებდნენ, რომ პატიმრობის პირობები არ შეიძლება გაუთანაბრდეს წამებას ან არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ სასჯელს. განმცხადებლის პატიმრობის პირობები არ განსხვავდებოდა რუსეთში პატიმრობაში მყოფი სხვა პირთა უმრავლესობის პირობებისაგან ან, უკიდურეს შემთხვევაში, არ იყო უარესი. ხელისუფალთ არ ჰქონიათ განმცხადებლისათვის ფიზიკური ტანჯვის ან მისი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების განზრახვა. საგამოძიებო იზოლატორის ადმინისტრაციამ ყველა შესაძლო ღონე იხმარა, რათა ავადმყოფები სამედიცინო დახმარებით უზრუნველეყო და არ დაეშვა სხვა პატიმართა ინფექციური დასნებოვნება.
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ აღიარა ის ფაქტი, რომ მწირი ეკონომიური შესაძლებლობების გამო პატიმრობის პირობები რუსეთში არადამაკმაყოფილებელია და არ პასუხობს ევროსაბჭოს სხვა წევრი სახელმწიფოების პენიტენციალური დაწესებულებებისათვის დადგენილ ნორმებს. რუსეთის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა გააუმჯობესოს პატიმრობის პირობები რუსეთში. ამასთან, სახელმწიფო ახორციელებს ახალი საგამოძიებო იზოლატორების აგებისა და არსებულების რეკონსტრუქციის მიზნობრივ პროგრამებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკნის ფართობი, რომელშიც იმყოფებოდა განმცხადებელი, მისივე მტკიცებით, იყო 17 კვ. მ., რუსეთის ფედერაციის ხელისუფალთა მონაცემების მიხედვით კი - 20,8 კვ.მ. საკანი აღჭურვილი იყო ორიარუსიანი საწოლებით და გათვლილი იყო 8 პატიმარზე, რაც არ შეესაბამება მისაღებ სტანდარტებს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო შეგვახსენებს, რომ წამების, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობის საწინააღმდეგო ევროპის კომიტეტმა ერთ პატიმარზე 7 კვ. მ. ფართობი განსაზღვრა, როგორც მისაღები, სასურველი სტანდარტი პატიმართა საკნების მოწყობისათვის, ანუ 56 კვ. მ. 8 პატიმრის შემთხვევაში.
სასამართლოს მისაღებად მიაჩნია მტკიცება ამ საქმეში განმცხადებლის ღირსების დამცირების წინასწარი განზრახვის ნიშნების არარსებობის შესახებ. თუმცა საკითხი იმის შესახებ, იყო თუ არა პირთან მოპყრობის მიზანი მისი ღირსების დამცირება, გასათვალისწინებელი ფაქტორია, მიუხედავად ამისა, ასეთი მიზნის არარსებობა არ შეიძლება გამორიცხავდეს დასკვნას მე-3 მუხლის დარღვევის შესახებ. სასამართლო თვლის, რომ პატიმრობის პირობები, რომელშიც განმცხადებელი 4 წლისა და 10 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, მას ფიზიკურ ტანჯვას აყენებდა, ამცირებდა მის ადამიანურ ღირსებას და ბადებდა მასში გრძნობას, რომელსაც პიროვნების დამცირებისა და ხელყოფისაკენ მივყავართ.
ზემოთქმულის გათვალისწინებით სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრის ყოფითი პირობები, კერძოდ, საკნის მეტისმეტი გადატვირთვა, ანტისანიტარიული გარემო და ამით გამოწვეული განმცხადებლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის საზიანო შედეგები, ასეთ პირობებში პატიმრობის ხანგრძლივობასთან ერთად, ღირსების დამამცირებელ მოპყრობას უთანაბრდება.
შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას და დააკისრა მოპასუხე მხარეს განმცხადებლისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ევროს გადახდა მორალური ზიანის, ხოლო და 3 000 (სამი ათასი) ევროს გადახდა ხარჯების ასანაზღაურებლად.
ამ საქმიდან შეიძლება შემდეგი დასკვნები გამოვიტანოთ:
წამების, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობის ევროპის კომიტეტის იმ მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც ერთ პატიმარზე აუცილებელი ფართობის - 7 კვ. მ-ის - გამოყოფას გულისხმობს, ხანგრძლივი დროით დაკავების შემთხვევაში, ანტისანიტარიულ მდგომარეობასთან ერთად, ღირსების შემლახველ მოპყრობას უთანაბრდება.
III. შემთხვევები, როდესაც მოპასუხესა და მოსარჩელეს განსხვავებული შეხედულებები აქვთ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის ცნების მიმართ
ენაფი საფრანგეთის წინააღმდეგ,
სტრასბურგი, 2003 წლის 27 ნოემბერი
განმცხადებელი, დაბადებული 1925 წელს, არაერთხელ იყო ცნობილი დამნაშავედ სისხლის სამართლის სხვადასხვა დანაშაულისთვის, კერძოდ, შეიარაღებული ძარცვისა და ციხიდან გაქცევისათვის.
განმცხადებელს ციხეში ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და აღმოაჩნდა ყელის არეში შესიებული გლანდები. გადაწყდა, რომ მას 2000 წლის 8 ნოემბერს გაუკეთდებოდა ოპერაცია.
2000 წლის 6 ნოემბერს ციხის უფროსმა პრეფექტს შეატყობინა, რომ საჭირო იყო პატიმრის გადაყვანა საავადმყოფოში და მოითხოვა პოლიციის ესკორტი პატიმრის ზედამხედველობისა და დაცვისათვის. 2000 წლის 7 ნოემბერს, ოპერაციის წინა დღეს, ხელბორკილდადებული განმცხადებელი ციხის მანქანით გადაიყვანეს ბორდოს ერთ-ერთ საავადმყოფოში. საავადმყოფოსთან მათ ელოდებოდათ ორი პოლიციელი, რომელთაც პატიმრის საავადმყოფოში ყოფნისას მისი ზედამხედველობა და დაცვა ჰქონდათ დავალებული.
ღამით განმცხადებლის მიმართ თავისუფლების შემზღუდავ საშუალებად გამოყენებული იქნა ჯაჭვი, რომლითაც პატიმარი ცალი ფეხით იყო მიბმული საწოლის ფეხზე. მთავრობა აცხადებს, რომ ჯაჭვი საკმარის თავისუფლებას უტოვებდა მას საწოლში სამოძრაოდ, ხოლო განმცხადებელი ამტკიცებს, რომ დაჭიმული ჯაჭვი ნებისმიერ მის მოძრაობას აძნელებდა ან მტკივნეულს ხდიდა და ძილის საშუალებას არ აძლევდა.
8 ნოემბერს, დილით მოსარჩელემ განაცხადა, რომ თუკი შეუძლებელი იყო მისთვის ადამიანური პირობების შექმნა საავადმყოფოში, ის ამჯობინებდა ოპერაცია პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გაეკეთებინა. საავადმყოფოს თანამშრომლებთან გასაუბრების მერე ის იმავე დღეს დაბრუნდა ციხეში.
2000 წლის 9 ნოემბერს განმცხადებელმა შეიტანა ოფიციალური საჩივარი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას საავადმყოფოში მისი ყოფნისას თავისუფლების შემზღუდავი საშუალებების გამოყენების გამო.
მთავრობამ აღნიშნა, რომ განმცხადებელს ხელბორკილები ედო მხოლოდ ბადრაგის თანხლებით საავადმყოფოში გადაყვანის დროს. ბადრაგის ამოცანა პატიმრის ზედამხედველობა და დაცვა იყო ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილებაში მისი ყოფნისას. განმცხადებლის ჯაჭვით დაბმის გადაწყვეტილების მიღება მოხდა ბადრაგის უფროსი ოფიცრის პასუხისმგებლობით, რომელმაც გადაწყვიტა ეს შემზღუდავი საშუალება მის მიმართ ღამე გამოეყენებინა, რასაც იგი უსაფრთხოების მოსაზრებით ამართლებდა, ვინაიდან ოთახი არ ყოფილა სათანადოდ დაცული და საჭირო იყო პატიმრის გაქცევის ან თვითმკვლელობის ჩადენის რისკის გამორიცხვა. ამიტომ განმცხადებლისთვის გარკვეული განმარტოების უზრუნველსაყოფად ღამით ბადრაგმა დატოვა ოთახი, მაგრამ სამაგიეროდ პატიმარი ჯაჭვით მიაბა საწოლს.
მთავრობის აზრით, პატიმრის მიმართ განხორციელებულ ქმედებებში არ იყო კონვენციით გათვალისწინებული სიმკაცრის მინიმალური ხარისხიც კი, რის გამოც მე-3 მუხლის გამოყენება მართებული არ იქნებოდა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი 1998 წელს ციხიდან გაიქცა, ხელბორკილების გამოყენება ყველა შემთხვევაში გამართლებული იყო.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ის არ უჩიოდა ხელბორკილების გამოყენებას მისი გადაყვანისას, რადგანაც ამ დროს ის მხოლოდ უხერხულობას განიცდიდა, რასაც წამებას ვერ დაარქმევდა. რაც შეეხება ჯაჭვით საწოლზე მის მიბმას, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ თექვსმეტნახევარი წლის განმავლობაში ზედიზედ მოხდილი სასჯელების შემდეგ მას ციხეში მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩენოდა გასატარებელი. შესაბამისად, არ იყო არანაირი საშიშროება იმისა, რომ ის გაიქცეოდა, განსაკუთრებით, თუ გაითვალისწინებდნენ მის ასაკსა და მოძრაობის შეზღუდულ უნარს.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ მას შემდეგ, რაც ხელბორკილდადებული გადაიყვანეს პელეგრინის საავადმყოფოში, საავადმყოფოს ტერიტორიაზე ყოფნის დროსაც, საზოგადოების დასანახად, ის მთელი დღე საწოლში იწვა შემზღუდავი საშუალებების გარეშე. საღამოს კი პოლიციამ ის ფეხით მიაბა საწოლზე მოკლე ჯაჭვით, რითაც შეუზღუდა ყოველგვარი მოძრაობისა და ძილის საშუალება. იგი ასეთ მოპყრობას იმით ხსნიდა, რომ ამის შედეგად პოლიციის თანამშრომლებს დაძინების საშუალება მიეცათ. უკიდურესად მოკლე ჯაჭვის გამოყენება საწოლზე ფეხით მისაბმელად, რომელიც ტკივილს აყენებდა ყოველი განძრევისას, უთუოდ ანომალიური ზომა იყო, რამაც გაუსაძლისი წამება გამოიწვია. ის იმეორებდა, რომ მან შემზღუდავი საშუალების გამოყენებისთანავე გამოთქვა პროტესტი და განაცხადა, რომ მას ეს ტკივილს აყენებდა.
სასამართლო განმეორებით აცხადებს, რომ ცუდად მოპყრობა დაყვანილი უნდა იქნეს სისასტიკის მინიმალურ დონემდე, რათა მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ ფარგლებში. ამგვარი დონის შეფასება პირობითია; ის დამოკიდებულია საქმის სხვადასხვა ვითარებაზე, როგორიცაა წამების ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და მენტალური შედეგები და, ზოგ შემთხვევაში, სქესი, ასაკი და მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
თუმცა საკითხი იმის შესახებ, იყო თუ არა პირთან მოპყრობის მიზანი მისი ღირსების დამცირება, გასათვალისწინებელი ფაქტორია, მიუხედავად ამისა, ასეთი მიზნის არარსებობა არ შეიძლება გამორიცხავდეს დასკვნას მე-3 მუხლის დარღვევის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლთან მიმართებაში ეხება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ საავადმყოფოში ის ჯაჭვით მიაბეს საწოლს, და არა იმას, თუ როგორ მოხდა მისი გადაყვანა ციხიდან საავადმყოფოში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი დღისით საწოლში იწვა შემზღუდავი საშუალებების გარეშე, რასაც არ წამოუჭრია უსაფრთხოების საკითხი.
ნებისმიერ შემთხვევაში საშიშროება, რომელიც თითქოსდა წარმოიშვა განმცხადებლის მიზეზით, ვერ გაამართლებს იმ ფაქტს, რომ იგი საწოლზე მიაბეს ოპერაციის წინა ღამეს, მით უფრო, რომ ორი პოლიციელი კვლავაც დარაჯობდა მას ოთახის გარეთ.
დასადგენი რჩება ექცევა თუ არა ამგვარი ქმედებები მე-3 მუხლის ფარგლებში და, თუ ეს ასეა, სიმკაცრის რა დონეს აღწევს ის.
საბოლოო შესწავლით სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლების მიერ განმცხადებლისადმი მოპყრობა არ იყო თავსებადი კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. მას გამოაქვს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ გარემოებებში შემზღუდავი საშუალებების გამოყენება უტოლდებოდა არაჰუმანურ მოპყრობას.
შესაბამისად სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
ამ საქმიდან შემდეგი მომენტებს გავუსვამთ ხაზს:
იმისათვის, რომ მე-3 მუხლის ფარგლებში მოთავსდეს, ცუდი მოპყრობა სისასტიკის მინიმალურ ზღვარს უნდა უთანაბრდებოდეს. ამ მინიმუმის შეფასება კი ფარდობითია: ის საქმის სხვადასხვა ვითარებაზეა დამოკიდებული, როგორიცაა, მაგ., სასტიკად მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური თუ მენტალური შედეგები და ზოგჯერ მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისახავდა თუ არა მიზნად ცუდი მოპყრობა მსხვერპლის დამცირებასა და სახელის გატეხას. თუმცა ამგვარი მიზნის არარსებობა გარდაუვალად არ მოასწავებს მე-3 მუხლის დარღვევის არარსებობას.
თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ გადაადგილების და მოძრაობის უნარის კიდევ უფრო მეტად შემზღუდავი საშუალებების გამოყენება (ამ შემთხვევაში მისი საწოლზე ჯაჭვით მიბმა), როცა ეს არ არის გამოწვეული აბსოლუტური აუცილებლობით პირის საქციელის გამო, ხელყოფს ადამიანის ღირსებას და არღვევს მე-3 მუხლით გარანტირებულ უფლებებს.
განხილვის ღირსია აგრეთვე საქმეები, რომლებიც იმ ქვეყნებში ექსტრადიციის შემთხვევებს შეეხება, სადაც პირი შესაძლოა წამების მსხვერპლი აღმოჩნდეს. (მაგალითად: კალანტარი გერმანიის წინააღმდეგ, სტრასბურგი, 2001 წლის 11 ოქტომბერი). ამჯერად ამ საკითხებს დაწვრილებით არ შევეხებით, ვიტყვით მხოლოდ, რომ:
სახელმწიფო პასუხს აგებს არა მარტო იმ პირებზე, რომლებიც მისი იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, არამედ ზოგ შემთხვევაში უცხოელ მოქალაქეებზეც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირის ექსტრადირებას ითხოვს სახელმწიფო, რომელშიც იქ არსებული რეჟიმის ბუნების ან განსაკუთრებული ვითარების გამო ექსტრადირებული პირის მიმართ შეიძლება უხეშად იქნას დარღვეული კონვენციით გარანტირებული უფლებები.
სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, როდესაც ახდენს უცხოელის ექსტრადირებას იმ ქვეყანაში, სადაც ის შეიძლება გახდეს წამების, არაადამიანური და ღირსების დამამცირებელი მოპყრობის და სასჯელის მსხვერპლი. რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ რისკი რეალური უნდა იყოს, მტკიცების მოტივები კი - სერიოზული და დადასტურებული. ამრიგად, წევრი სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა ექსტრადირებამ შეიძლება გამოიწვიოს მე-3 მუხლის დარღვევა და ამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევებში, როდესაც არის სერიოზული საფუძველი იმისა, რომ გასახლებული პირის მიმართ განხორციელდება მე-3 მუხლის საწინააღმდეგო ქმედებები.
____________________
შენიშვნები:
1. Микеле де Сальвиа, Преценденты Европейского суда по Правам человека, стр. 146 Санкт-Петербур, 2004г.
2. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს საქმეთა სრული ტექსტების გაცნობა შესაძლებელია ვებ გვერდზე: http://hudoc.echr.coe.int HUDOC-ის ძებნის სისტემის მეშვეობით. საკმარისია შესაბამის გრაფაში შევიტანოთ საქმის დასახელება, აპლიკაციის ნომერი, განაჩენის გამოტანის თარიღი ან ნებისმიერი სხვა მითითებული ინფორმაცია.
ადამიანის უფლებები
რუბრიკით „ადამიანის უფლებები“ ვიწყებთ საუბრებს პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებთან ანუ იმ ადამიანებთან, რომელთა პოზიცია, შესაძლოა, უფლებადამცველების ხედვისგან განსხვავდებოდეს. ადამიანის უფლებები და ხელისუფლების პოლიტიკა. როგორ ხედავენ ისინი მათ ურთიერთმიმართებას და, ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, როგორ აფასებენ ყველაზე მწვავე ინციდენტებს და ხელისუფლების მხრიდან მათზე რეაგირებას. მათი აზრით რა არის გასაკეთებელი არსებული პრობლემების მოსაგვარებლად? ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტოლოგ გია ნოდიასთან.
წონასწორობის შესანარჩუნებლად
საუბარს უძღვება ეკა კვესიტაძე
ბოლო დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ, თუ არ ჩავთვლით საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებულ მოვლენებს, მედიაც და პოლიტიკური ორგანიზაციებიც ნაკლებად საუბრობენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ასეთმა ფაქტებმა იკლო, ანუ ხელისუფლება უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სფეროს თუ უბრალოდ, ეს თემა ისე აქტუალური აღარ არის?
ცინიკურად რომ ვთქვათ, მუშტარი ასეთ დარღვევებს ყოველთვის ჰყავს. შეიძლება ამ მიმართულებით რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ან პოლიტიკური პარტიის აქტიურობა შემცირებულია, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული რომ მომხდარიყო ამ სფეროში, აუცილებლად გამოჩნდებოდა ვიღაც, ვინც ასეთ ფაქტს გაახმაურებდა. მათ შორის, რა თქმა უნდა, მედიაც.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამაც რაღაც ისწავლა. ის, შესაძლოა, ხშირად არ აღიარებს, რომ კრიტიკას იღებს, მაგრამ სინამდვილეში ამ კრიტიკას არ უგულებელყოფს, გარკვეული დასკვნები გამოაქვს და ცდილობს შეცდომები გამოასწოროს.
მაგალითად, ფაქტები, როდესაც დაკავების დროს ეჭვმიტანილები იღუპებოდნენ, აღარ ხდება ან ძალიან შემცირებულია. რასაკვირველია, ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ლეტალური შედეგი თავიდან ვერ იქნას აცილებული, მაგრამ როდესაც მოკლე ვადაში ბევრი ასეთი შემთხვევა ხდება, ცხადია, ეს უკვე ვითარებას საგანგაშოს ხდის.
სავარაუდოა, რომ, თავის დროზე, ხანმოკლე პერიოდში ბევრი ასეთი ფაქტის დაგროვება კრიმინალურ სამყაროზე ფართომასშტაბიანი შეტევის შედეგი იყო. თუმცა, თავისთავად, ასეთი შემთხვევების სიმრავლე პოლიციელთა არაპროფესიონალიზმზეც მიუთითებდა.
ეს ბუნებრივიც იყო, რადგან როდესაც ამდენი ახალი პოლიციელი მოგყავს სისტემაში, პროფესიული შეცდომების დაშვება, მათ შორის დაკავების დროს, მოსალოდნელია.
ანუ, თქვენ თვლით, რომ პოლიციელების პროფესიონალიზმი ამ სფეროში გაიზარდა?
ჩემი აზრით, ამჯერად რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს.
იყო დრო, როცა ორგანიზებულ დამნაშავეებსა და სახელმწიფოს შორის შეჯახებამ კულმინაციას მიაღწია. ორგანიზებული დანაშაული, შეიძლება ითქვას, ამოწმებდა, მართლაც ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას ძალა და პოლიტიკური ნება, რომ ამ ტიპის დანაშაულთან გადამწყვეტი ბრძოლა ეწარმოებინა. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის პრეზიდენტისა თუ შინაგან საქმეთა მინისტრის გახმაურებული გამონათქვამებიც. მაშინ ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ბრძოლაც იყო. ამ ეტაპზე ბრძოლა სახელმწიფომ მოიგო და ორგანიზებულმა დამნაშავეებმა აღიარეს, რომ სახელმწიფო არის ძლიერი ოპონენტი, უკან დაიხიეს და დანაშაულთან ბრძოლა უფრო რუტინულ რეჟიმში გადავიდა. ეს ერთი ფაქტორია ალბათ.
მეორე ფაქტორი ის არის, რომ პოლიციელებმა შეიძლება მართლაც ბევრი რამ ისწავლეს ამასობაში; მათი პროფესიული ზრდა მოხდა.
გარდა ამისა, მე ასევე მგონია, დღევანდელი ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, რომ ადამიანის უფლებათა რეგულარულ დარღვევას ადგილი არ ჰქონდეს, გულთან ახლოს მიაქვს კრიტიკა, განსაკუთრებით ის, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოდის და ცდილობს ვითარება გამოასწოროს.
ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო ადვილი და პოპულარული იყო ხელისუფლების კრიტიკა. ამიტომ ხომ არ მოხდა ამ პრობლემის ზედმეტად პოლიტიზება როგორც მედიის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, და ამან ხომ არ შეაფერხა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული რეალური, ობიექტური სურათის გამოკვეთა?
მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც პირველწყაროსთან აქვს საქმე. ანუ მე პირადად არ მივდივარ, მაგალითად, ციხეში და არ ვსწავლობ იქ არსებულ დარღვევებს. ამიტომ ჩემთვის სერიოზული პრობლემაა ის, თუ ვის დავუჯერო.
პერიოდულად საშუალება მაქვს ვესაუბრო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ბუნებრივია, თვალ-ყურს ვადევნებ მედიას და მაქვს აქტიური კონტაქტები როგორც სხვადასხვა არასამთავრობო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მაგრამ ძალიან მიჭირს ცალკეულ ინციდენტებზე ჩემი აზრის ჩამოყალიბება, რადგან პოლარულად განსხვავებული შეფასებები მესმის იმ ხალხისგან, ვინც, ჩემი აზრით, გულწრფელად ცდილობს ობიექტური სურათი შექმნას. იგივე გამიგია საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც.
როდესაც ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები ესაუბრებიან ხელისუფლებას, ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ნორმალურ, პროგრესულ ქვეყანასთან აქვთ საქმე; ხოლო როდესაც „ენჯეოებს“ ხვდებიან და მათ კრიტიკას ისმენენ, შთაბეჭდილება რჩებათ, რომ სულ სხვა ქვეყანაში მოხვდნენ. ამიტომ საბოლოოდ ძალიან უჭირთ ვითარებაში გარკვევა.
ანუ ქვეყნის სერიოზული პრობლემაა ის, რომ ადამიანის უფლებათა სფეროში არ არსებობს არასამთავრობოთა ჯგუფი, რომელსაც შეიძლება ენდო, - გჯეროდეს, რომ მათი შეფასებები არა სუბიექტურ ფაქტორებს, არამედ ობიექტურ კვლევას ეყრდნობა და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალია.
რა შეიძლება იყოს შეფასებების ასეთი პოლარიზების მიზეზი? რატომ ვერ მოახერხა არასამთავრობო სექტორმა, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში არ ჩართულიყო?
ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლება, განსაკუთრებით, სამართალდამცავი სისტემა, ყოველთვის ერთმანეთის ოპონენტები არიან. შევარდნაძის პერიოდში ეს დაძაბულობა ნორმალურ მოვლენად მიიჩნეოდა. რევოლუციის შემდეგ ისე მოხდა, რომ არასამთავრობო სექტორი პრაქტიკულად შუაზე გაიხლიჩა. ერთი ნაწილი ხელისუფლებაში წავიდა (სამართალდამცავი სისტემა ყველაზე მეტად „ენჯეოზირებულია“ საქართველოში), მეორე ნაწილი ისევ სამოქალაქო სექტორში დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ ერთი ოჯახი ორად გაიხლიჩა. ოჯახური კონფლიქტები კი ყოველთვის უფრო პიროვნული და უფრო მწვავეა. ანუ პიროვნული, სუბიექტური ურთიერთობები ამ შემთხვევაში ძალიან დიდ როლს თამაშობს.
გარდა ამისა, გარკვეული კომპლექსიც გაჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციებში. რევოლუციის შემდეგ გავრცელდა აზრი, რომ ესენი ყველანი მეგობრები არიან და ერთმანეთს ხომ არ გააკრიტიკებენო. ამ კომპლექსმა კიდევ უფრო გაამწვავა ენჯეოებისგან წამოსული კრიტიკა.
ამ ხელისუფლებასაც, ცხადია, არა აქვს ის ცინიზმი, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერებს აქვთ პრეტენზია, რომ ისევ ადამიანის უფლებათა მთავარ დამცველებად რჩებიან და ამ სფეროში სხვებისგან ჭკუის დარიგება არ სიამოვნებთ.
გარდა ამ სუბიექტური ფაქტორისა, ხელისუფლების მხრიდან ხშირად ის მის მწვავე ბრალდებები, რომ არასამთავრობო ორგანიზიციების კრიტიკა კრიმინალურ მენტალიტეტს ემყარება და არა სამოქალაქო ღირებულებებს. რამდენად გასაზიარებელია ეს მოსაზრება?
ბუნებრივია, არასწორია ამ ბრალდების განზოგადება და მთელ არასამთავრობო სექტორზე მისი გავრცელება. არიან ადამიანები, არიან ორგანიზაციები, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ სიახლოვე და კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან. ანუ ვიღაცის მიმართ ეს ბრალდება შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ ყველას მიმართ, რა თქმა უნდა, არ არის მართალი.
ასე რომ, მე მიმაჩნია, ამ შემთხვევაში, უფრო სუბიექტური ფაქტორების ზეგავლენასთან გვაქვს საქმე, ვიდრე კრიმინალურ აზროვნებასთან. გარდა ამისა, პრობლემა არასამთავრობო სექტორში პროფესიონალიზმის დეფიციტიცაა. დაიცვა ადამიანის უფლებები ისე, რომ პოლიტიზებას თავი დააღწიო, საკმაოდ რთული ამოცანაა და ძალიან მკაფიო კრიტერიუმებით მუშაობას მოითხოვს. ეს კი ჩვენი სტილი არ არის. საქართველოში ბევრს ჰგონია, რომ საკმარისია საქმე გულითა და ემოციებით აკეთო.
რაც შეეხება საზოგადოების ტოლერანტულ დამოკიდებულებას კრიმინალური სამყაროს მიმართ, რამდენად შესამჩნევია ამ მენტალობის ცვლილება ბოლო წლების განმავლობაში?
ძალიან ძნელია, რომ მსგავსი რადიკალური ცვლილებები ორ-სამ წელიწადში მოხდეს, მაგრამ ინტუიციურად მგონია, რომ ეს ცვლილებები ხდება და გაგრძელდება, თუ კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა შეუქცევად ხასიათს მიიღებს.
თუმცა, ჩემი აზრით, კრიმინალური მენტალიტეტი ზედმეტად ძლიერი გამოთქმაა, როცა საზოგადოებაზე, ფართო გაგებით, ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში უფრო ანტისამართლებრივ და ანტისახელმწიფოებრივ მენტალიტეტთან გვაქვს საქმე.
საზოგადოების „ცნობილ სახეებს“ ხშირად მოჰყავთ ასეთი არგუმენტი - „თუ მე დავინახავ, რომ ჩემმა მეგობარმა დანაშაული ჩაიდინა, რატომ უნდა ვუთხრა პოლიციას. კეთილი ინებოს მან (პოლიციამ) თვითონ, ჩემი დახმარების გარეშე, გამოიძიოს ეს საქმე“.
ეს არის ღირებულებათა ის სისტემა, რომელიც თავისი არსით დემოკრატიის იდეას ეწინააღმდეგება. კლასიკური ლიბერალური განმარტებით, დემოკრატია ნიშნავს, რომ შენ, საზოგადოება, სახელმწიფოს გადასცემ რაღაც ფუნქციებს (ძირითადად, ძალადობრივ კომპონენტს), მაგრამ პასუხისმგებლობას იტოვებ.
რასაც სახელმწიფო მოხელე აკეთებს, შენი დავალებით აკეთებს; შენთვისვე უმჯობესია, მან თავისი საქმე კარგად გააკეთოს. ეს კი ნიშნავს, რომ მას თავისი ფუნქციის შესრულებაში უნდა დაეხმარო.
ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ საზოგადოებაში სამოქალაქო აზროვნების სერიოზული დეფიციტია. რას აკეთებს ხელისუფლება, რა საინფორმაციო კამპანიას ეწევა, რომ ცნობიერება სამოქალაქო აზროვნების სასარგებლოდ შეიცვალოს. ხშირად ისმის კრიტიკა მთავრობის მისამართით, რომ მისი საინფორმაციო კამპანია ამ სფეროში იმდენად წარუმატებელია, საზოგადოებას კიდევ უფრო ლოიალურად განაწყობს კრიმინალური სამყაროს მიმართ.
ვერ ვიტყვით, რომ ეს პრობლემა ხელისუფლებას გააზრებული არა აქვს. ხანდახან ის რაღაცას აკეთებს, მაგალითად, სოციალურ რეკლამებს ქმნის. მაგრამ ეს კამპანია სპორადული ხასიათისაა და არ არის თანამიმდევრული. მე მგონი, ეს არა იმდენად გაუზრებლობის, რამდენადაც თავმოუბმელობისა და რესურსების არქონის შედეგია. ანუ მათ, ვინც ამ ღირებულებების მატარებელნი არიან და გადაწყვეტილების მიმღებ ვიწრო პოლიტიკურ წრეს განეკუთვნებიან, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პრიორიტეტები აქვთ. პრობლემა კი ის არის, რომ არ არის შექმნილი სისტემა, რომელიც დამოუკიდებლად იმუშავებდა ამ მიმართულებით.
მოსაზრებათა და შეფასებათა პოლარიზების ფონზე ასევე ძალიან გაჭირდა ობიექტური სურათის შექმნა იმის თაობაზე, თუ რა ხდება სასამართლოში. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ სისტემაში რეფორმების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეფასებით კი, სასამართლო დღეს საქართველოში ყველაზე დისკრედიტირებული ინსტიტუტია და ამ მოსაზრებას სოციოლოგიური გამოკვლევებიც ადასტურებს.
ხელისუფლება არ ამბობს, რომ რეფორმები ამ სისტემაში წარმატებულია. ის ამბობს, რომ სასამართლოში საქმე არც ისე ცუდად არის, როგორც ამას არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ამტკიცებს. დღეს სასამართლო სისტემაში, ისევე, როგორც ყველგან, პრობლემების კომპლექსია, რაშიც, ნაწილობრივ, ხელისუფლებაა დამნაშავე, ნაწილობრივ - ობიექტური ფაქტორები.
თუმცა კონკრეტული მტკიცებულებები არა გვაქვს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რევოლუციის შემდეგ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. შეიძლება ძალიან კეთილშობილური მოტივაციით, მაგრამ ასეთი პოლიტიკური ზეწოლა იყო და მოსამართლეებს გაუჩნდათ შიში, რომ თუ არ დაუჯერებდნენ ხელისუფლებას, პრობლემები შეექმნებოდათ. ეს ფაქტორი მართლაც არსებობდა და ამაში ხელისუფლების კრიტიკოსები მართალნი არიან.
იმისათვის, რომ სასამართლომ დამოუკიდებლად იფუნქციონიროს საჭიროა რამდენიმე ათასი ძალიან პრინციპული და კვალიფიციური მოსამართლის პოვნა. პრინციპულობისთვის კი არ არის საკმარისი მარტო პროკურორს ან, ზოგადად, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოუსმინო. ასევე აუცილებელია, არ მოუსმინო არც შენს მეგობარს, ნათესავს, ოჯახის წევრს და ა.შ.
ხელისუფლების არგუმენტი ის არის, რომ კრიტიკული მასა კარგი მოსამართლეებისა, რომელნიც პრინციპულნი არიან, აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული ღირსება, დღეს არა გვყავს, და მე ამ აზრს ვიზიარებ.
ამ ეტაპზე ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს შორის კონცეპტუალური დავა მიმდინარეობს. ოპონენტების კონცეფცია ის არის, რომ პროკურორმა არ უნდა დაურეკოს მოსამართლეს. ხელისუფლებას კი მიაჩნია, რომ მოსამართლე ისეთი უნდა იყოს, ვინც არ უნდა დაურეკოს, არ დაუჯეროს. პრინციპში, ორივე მიდგომა სწორია - არც პროკურორმა უნდა დაურეკოს მოსამართლეს და არც მის ზარს უნდა ჰქონდეს მოსამართლეზე გავლენა. მაგრამ თუ ამ პრობლემის გრძელვადიან გადაწყვეტაზე ვლაპარაკობთ, მე ხელისუფლების არგუმენტს უფრო ვემხრობი - სანამ ისეთი მოსამართლეები გვეყოლებიან, რომლებიც ზეწოლას ექვემდებარებიან, მათზე ყოველთვის მოახდენენ ზეწოლას, რადგანაც რომელიმე რიგით პროკურორს, რომელსაც პროცესის მოგება უნდა, ყოველთვის ექნება ცდუნება დაურეკოს მოსამართლეს და ამას პრეზიდენტი და გენერალური პროკურორი ვერ გააკონტროლებს. ამიტომ მთავარია მოსამართლის პრინციპულობა და ის, რომ მას ჰქონდეს ინსტიტუციური საფუძველი, რათა პრინციპულობა და პროფესიული ღირსება შეინარჩუნოს.
შექმნილია მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელშემწყობი ასეთი ინსტიტუციური საფუძვლები?
ასეთი მექანიზმები ან უკვე ჩადებულია კანონმდებლობაში, ან ხელისუფლება აპირებს ჩადოს ისინი მასში. მაგალითად, მოსამართლეს დიდი ხელფასი უნდა ჰქონდეს; მისი მოხსნა ძალიან რთული უნდა იყოს; დისციპლინარული დევნა უნდა განახორციელოს ინსტიტუტმა, სადაც მოსამართლეები შეადგენენ უმრავლესობას და ა.შ.
თუ ამის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ინსტიტუციურად დაცულია, ის ისევ მოექცა გავლენის ქვეშ, უკვე სუბიექტური ფაქტორი ხდება მთავარი პრობლემა, რადგან იმის გარანტია, რომ მოსამართლეს არავინ დაურეკავს და არ შეეცდება მასზე ზეწოლა განახორციელოს, არ არსებობს.
უფრო რომ დავაკონკრეტოთ - ვთქვათ, მე მოსამართლე ვარ, დამირეკა პროკურორმა და მე მის „თხოვნას“ არ დავემორჩილე, ვარ თუ არა დაცული იმისგან, რომ ჩემი პრინციპულობის გამო არ დავისჯები?
აქვს თუ არა ხელისუფლების სხვა შტოს ჩემი რეპრესირებისთვის საკმარისი ბერკეტები?
რა თქმა უნდა, შეიძლება ჰქონდეს. შეიძლება დისციპლინური დევნის საბჭოში იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლების გავლენას ექვემდებარებიან. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ბერკეტები საერთოდ არ აქვს ხელისუფლებას, მაგრამ, ჩემი აზრით, ტენდენცია არის, რომ რეფორმების შედეგად ეს ბერკეტები მინიმუმამდე შემცირდეს.
რაც შეეხება სატელევიზიო გადაღებების აკრძალვას სასამართლო პროცესებზე, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ კანონმდებლობაში შეტანილი ეს ცვლილება? ამით სასამართლო უარს ხომ არ ამბობს ერთ-ერთ მთავარ პრინციპზე - გამჭვირვალობაზე?
გამჭვირვალობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს, ბუნებრივია, საკამათო არ არის. მე არა მაქვს ძალიან კატეგორიული აზრი ამ საკითხზე, არ ვფიქრობ, რომ ქვეყანა დაიქცევა, თუ კამერებიანი ხალხი არ იქნება დაშვებული სასამართლო პროცესზე ან პირიქით. ეს არის დილემა ორ საზოგადოებრივ ინტერესს შორის. ერთი არის მასობრივი ინტერესი - რომ მე კი არ უნდა მივიდე სასამართლო პროცესზე, არამედ სახლიდან გაუსვლელად უნდა მივიღო სრული ინფორმაცია მასზე ტელევიზიის საშუალებით, რაც, თავისთავად, კარგია. მაგალითად, იმის ნახვა, როგორ დაარბიეს მოჭიდავეებმა სასამართლო დარბაზი, ჩემთვის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი იყო, რაც დასკვნების გამოტანაში ძალიან დამეხმარა. მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაოდ სერიოზულია ის არგუმენტი, რომ სასამართლო დარბაზში კამერების გამოჩენის შემდეგ იქ სხვა დინამიკა იქმნება, რომელიც ხელს უშლის სამართლის აღსრულებას. მე ამ პოზიციას კატეგორიულად ვერ დავიცავ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს აკრძალვა მოქმედებს, ნიშნავს, რომ ამ არგუმენტს საკმაოდ სერიოზული საფუძველი აქვს. გარდა ამისა, თავად ჟურნალისტების ყოფნა სასამართლო პროცესებზე იმის გარანტიას იძლევა, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება და არ დაიმალება. თუმცა ამით ჟურალისტებს ნამდვილად ურთულდებათ საქმე. უფრო ადვილი და მომგებიანია კადრების გაშვება სასამართლო სხდომის შესახებ, ვიდრე სასამართლო პროცესის ბოლომდე მოსმენა, გაანალიზება და ამის შედეგად საზოგადოების სწორად ინფორმირება.
ბოლო დროს ადამიანის სხვა უფლებათა დარღვევის ფაქტები საკუთრების უფლების მასობრივმა დარღვევებმა ჩაანაცვლა. ხელისუფლება ამბობს, რომ უკანონობას ებრძვის. შევარდნაძის დროს მომხდარი „დაკანონებული“ კანონდარღვევების გამო ადამიანების საკუთრების უფლების შელახვა რამდენად ამართლებს ხელისუფლების ქცევას?
ამ შემთხვევაში ჩემს თავს არ მივცემ არც ერთ კონკრეტულ საკითხზე კატეგორიულად საუბრის უფლებას. მაგრამ ნამდვილად არის პრობლემა ის, რომ ხელისუფლება მკაფიოდ ვერ უხსნის ადამიანებს, სად გადის ზღვარი კანონის დარღვევასა და საკუთრების უფლებას შორის. როდესაც ხელისუფლება ადამიანებს ეუბნება, რომ თავის დროზე მათ ქონება უკანონოდ მოიპოვეს, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სუსტი და შემაშფოთებელი არგუმენტი, რადგან უკანონობა შევარდნაძის დროს ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული. ამიტომ მეტად ძნელია, მე, რიგითი მოქალაქე, დარწმუნებული ვიყო, რომ მაშინ ჩემ მიერ ქონების შეძენა კანონის ნორმების სრული დაცვით მოხდა.
ამიტომ დღეს ხელისუფლების ეს არგუმენტი, ერთი მხრივ, ბადებს ძალიან სერიოზულ შიშს და მრავალ გაუგებრობას იწვევს, მეორე მხრივ, ხელისუფლებას სელექციურობის პრინციპის გამოყენების საშუალებას აძლევს, რაც კორუფციის სერიოზული წყაროა. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში ხელისუფლებამ ძალიან მკაფიო, ყველასათვის გასაგები ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს. თუმცა, ჩემი აზრით, ამ ვითარებაში საერთო ამნისტია ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა.
ეს საინვესტიციო კლიმატისთვისაც აუცილებელია. ოფიციალურად კი ვართ ნომერ პირველი რეფორმატორული ქვეყანა, მაგრამ ბევრისგან გამიგია ასეთი რამ - ფულის დაბანდება მინდა, მაგრამ მეშინია.
შეიძლება ის ადამიანი ცდება და სინამდვილეში მის ინვესტიციას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ აშკარაა, რომ ეს შიში მოსახლეობაში არსებობს. ეს კი, სულ ცოტა, იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობას მოსახლეობასთან ურთიერთობის პრობლემა აქვს, რადგან პიარი ერთია და პოლიტიკის ახსნა და განმარტება - მეორე.
ხელისუფლებამ სერიოზული საფუძველი შექმნა იმაში დასაეჭვებლად, რომ კერძო საკუთრება არ არის წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში. ეს კი უკვე ნიშნავს, რომ მოსახლეობაში მთლიანად მართლწესრიგისა და კანონიერების მიმართ არის შერყეული ნდობა, ვინაიდან საკუთრების უფლების რწმენა, ეს ის ფუნდამენტია, რომელსაც ბევრი სხვა - მეტად საჭირო - რწმენა ეფუძნება.
![]() |
3 Репатриация Месхетинцев - волны не будет |
▲ზევით დაბრუნება |
Rex et Rectum
Ираклий Чихладзе
11 июлия 2007 года грузинский парламент принял в третьем и окончательном чтении закон «Орепатриации лиц, насильственно переселённых из Грузии в 40-х годах XX века советскими властями». Законо предусмотривает возвращение в Грузию депортированного в 1944 году месхетинского населения или, как их называют по другому - «турков-месхетинцев».
В соответствии с законом желающие вернуться должны до 1 январия 2009 года представить документы в посольства Грузии в странах своего нынешнего проживания.
Еще во время рассмотрения законопроекта о репатриации в парламенте, заместитель председателья парламентского комитета по юридическим вопросам Гига Бокерия заявил:
«Грузии не только не грозит никакая опасность, а наоборот - это законопроект о долгосрочном урегулировании проблемы, стоящей перед Грузией. Я неоднократно говорил, и ещё раз повторяю, что этот законопроект установливает правила - как должны эти люди обрашаться за получением гражданства, чтобы их заявление было рассмотрено. Государство взяло на себя обязательство, что эти люди должны возвратиься, и мы говорим, что начинаем рассмотривать их желания. Но мы не возьмём на себя некаких объязательств. Мы сделаем то, что входит в наши интерессы. С одной стороны, это будет восстановление исторической справедливости, с другой стороны - это произайдёт так, чтобы ни в коем случае не создаласть какая бы то ни была угроза нашим национальным и государственным интересам».
Согласно исследованиям Европейского центра по вопросам меньшенств, в настояшее время число депортированных и их потомков состовляет до 400 тысяч человек. Считается что, большенство из них живёт в Казахстане, от 60 до 80 тысяч - в Азербайджане, 35-50 тысяч - в Турции, 15 тысяч на Украине, около 12.5 тысяч - в США, куда они эмигрировали из Краснодарского края, остальные - в других регионах Росии, Киргизии, Узбекистане. В Грузии на этом этапе проживает около одной тысячи репатриантов. Абсолютно точных данных по численности депортированных не существует.
Конечно, на этом этапе довольно сложно сказать, каково будет точное число желающих вернуться в Грузию. Наверное, и многие из месхетинцев сами пока ещё не определились до конца. Многие эксперты считают, что ждать массового возвращения не стоит. Так, представитель Европейского центра по вопросам меньшенств Андрей ханжин считает, что реально решается на возврашение немногие. Он объясняет это тем, что большенство депортированных живут в довольно хороших социальных условиях и вряд ли захотят начинать в Грузии жизнь с начала.
Старший советник Европейского центра при парламенте Грузии Тимур Ломсадзе приводит в качестве доказательства этому достаточно высокий уровень жизни в Казахстане, России, Азербайджане.
И всё-таки можно преположить, что наиболее вероятно было ожидать возврашения месхетинцев из Росии и Азербайджана. Какая-то часть может вереуться из стран Средней Азии. В России для месхетинцев, например, в Краснодарском крае были созданы очень сложные условия жизни со стороны властей края и местного казачества. По данным опросов ещё пару лет тому назад их там называли «врагом №1».
В случае Азербайджана может сыграть свою роль чисто географическая близость наших стран. То есть, месхетинцам проще будет приехать в Грузию и попробовать начать жизнь заново здесь.
Россия
Мы связались с исполнительным директором Новороссийского комитета по правам человека (НКПЧ) Тамарой Карастелёвой. Именно по инициативе этой организации и её активном участии была осушествлена программа переселения в США месхетинцев, проживавших в Краснодарском крае.
- Какова численность месхетинцев, переселённых в США?
- Нам точно известно, что в США выехало 11.250 человек (данные на июль 2007 года). До 1 октября 2007г., когда закроется офис международной организации по миграции (МОМ) в Краснодарском крае, может выехать ещё до 250 человек. По предварительным оценкам, в Краснодарском крае проживало около 15000 месхетинцев. Таким образом, к 1 октября этого года их останется всего около 2500 человек. Но эти оценки предварительные, точных цифр никто пока не знает.
- Какая часть из месхетинцев, оставшихся в Краснодарском крае, готова приехать в Грузию?
- Мы задавали этот вопрос всем туркам-месхетинцам, которых мы знаем и с кем работали и ни разу не услышали от них положительного ответа.
- Что они знают и как оценивают принятие в Грузии закона о репатриации?
- Те немногие, кто знает о законе, оценивают его крайне отрицательно. В связи с этим готовятся публичные заявления в адрес генерального секретаря Совета Европы.
- Реально ли чтобы месхетинцы, которые выехали в США, затем переселились бы в Грузию?
- Крайне нереально, особенно после того, когда люди, вырвавшиеся из Краснодарского ада, получили возможность почувствовать себя людьми и увидеть нормальное будущее для своих детей.
- Как вы считаите, возможно ли массовая репатрияция месхетицев из других регионов России?
- Необходимо учитывать, что сторонники репатриации - это, в оснавном, старшее поколение, которое ещё помнит Грузию. У них не прошла ностальгия по Грузии и есть желание вернуться. Но молодое поколение знает о грузии лишь по рассказам старших. Молодёжь оценивает ситуацию с экономических, социальных позиций и понимает, что в том состоянии, в котором находится сегодня Грузия, она не сможет дать им твёрдых социально-экономических гарантий.
- Ваша организация является инициатором и активным участником программы переселения месхетинцев в США. Вы считаете, что ваши рекомендации, консультации могут быть полезны Грузии?
- Мы готовы предоставить лубую информацию, давать рекомендации, наш анализ ситуации с тем, чтобы репатиация в Грузии стал успешной. Прежде чем начать нашу программу репатриации, необходимо, по аналогии с американской программой переселения, провести информационную кампанию, чтобы разъяснить населению всей Грузии, что это за программа, что она предполагает, каковы её плюсы для Грузии. Я привожу в пример американскую программу переселения турок-месхетинцев, так как американцы свою работу начали именно с информационной кампании, первым шагом которой стала разъяснительная работа среди турок-месхетинцев. Они объясняли, в чём заключается сама программа, каковы её критерии, кто может принимать участье в переселении, а кто нет, что за жизнь ожидает их в Америке. Мне кажется, это был очень правильный шаг. У вас ведь такая же ситуация - насколько мне известно, противников их репатрияции у вас хватает. Но отношение людей к репатриации во многом зависит от той пропаганды, которая велась в Грузии раньше. Даже в последние годы в Грузинских СМИ печаталось много материалов, где утверждалось, что репатриация принесёт с собой новые конфликты, что они чужие, что они не имеют право возврашаться, что в Грузиии их никто не ждёт. Это, конечно же, сыграло свою роль. Чтобы изменить такое отношение, необходимо работать. И это разъяснительная работа должна быть проделана до того, как начнётся репатриация. Турки-месхетинцы - очень трудолюбивый народ, он действительно в состоянии поднять даже самые запущенные, отсталые аграрные регионы вашей страны до высокого уровня.
- Наверное, нереально ожидать возврашение тех месхетинцев, кто переехал в США?
- Кто-то, возможно, приедет в качестве туриста, а кто-то, может быть, примет на месте решение остаться в Грузии, но уже с документами гражданина США. Однако нельзя говорить о большом числе возможных репатриантов. Тот уровень жизни, который они получили в США - сильный конкурент даже по исторической родине. Через три месяца после переезда в США люди могут позволить себе поупку машины, многое другое, имеют возможномть получить образование, пользуются всеми благами свободной страны. Турки-месхетинцы были очень удевлены отношением к ним в США. Один из них даже позвонил нам и рассказывал: «В Краснодарском крае нас называли «чёрными», а в США мы сразу стали белыми людьми!» Американцы просто были поражены тем, что турки-месхетинцы - действительно очень интересный и достойны уважения народ.
Наверное, стоит добавить, что месхетинцы, проживаюшие в Краснодарском крае, подвергались дискриминации по национальному признаку, не имели российского граждантва. То есть, вероятности массового переселения можно было ожидать именно из Кпраснодарского края. В других регионах России ситуация обстоит лучше. Поэтому, скорее всего, и процент желающих переселиться оттуда будет очень низким. В качестве примера можно привести Карачево-Черкесию, из которой, например, в США переселилось всего 12 человек. По мнению экспертов НКПЧ, число депортированных месхетинцев, реально желающих вернуться в Грузию, будет составлять максимум 15%25 от общего населения. А с учётом того, что проблема наиболее сложного для проживания месхетинцев российского региона - Краснодарского края снята, этот процент ещё более снизится.
Азербайджан
Летом этого года Грузию посетила группа месхетинцев из Азербайджана. По их словам, из Азербайджана уже к репатриации около трёх тысяч человек. Думается, что большенство желаюших вернуться в Грузию будет именно из Азербайджана. В первую очередь сыграет свою роль именно географический фактор - соседство Грузии и Азербайджана.
Можно отметить, что министр по беженцам и расселению Грузии Гиоргий Хевиашвили посоветовал депортированным месхетинцам не предпринимать несогласованных с центраральными властями шагов по посещению исторической родины. Как он заявил журналистам, это чревато опасными инцидентами и провокациями...
Председатель общества месхетинцев-мусульман Азербайджана «Ватан» Ибрагим Бурханов говорит о том что власти Азербайджана создали очень хорошие условия жизни для месхетинцев. В то же время, по его словам, когда проводился опрос месхетинцев Азербайджана, «ни один из представителей общины не выступил против возврашения».
В то же время Бурханов считает, что закон о репатриации по некоторым пунктам неприемлем. «80-летний турок-месхетинец не может сдать экзамены на знание грузинского языка и истории. Подобные требования несеррьёзны», - сказал он. Можно добавить, что большенство депортированных желает вернуться на свою историческую родину в Южных регионах Грузии, однако они согласны, на первом этапе поселиться и вдругих районах.
Можно предположить, что и наибольшее число заявок на репатриацию будет представлено именно из Азербайджана. То есть, месхетинцы попытаются восстановить свои права и вернуться. Однако, с учётом достаточно жёстких критериев, предусмотренных законом о репатриации, получить статус репатрианта удастся далеко не многим....
Мнение экспертов
По мнению президента Союза репатриантов Грузии Марата Бараташвили, проблема депортированных месхетинцев заключается в сделке между правительством Грузии и международным организациями. Он считает, что даже сейчас, после приниятия закона о репатриации, многие из депортированных не вернутся в Грузию: некоторые уже давно потеряли надежду на репатриацию, другие полностью интегрированны в тех странах, в которых живут.
Похожего мнения придерживается и известный правозащитник Эмиль Адельханов. Он считает, что многие не вернутся из-за страха конфликта с местным населением. «Негативное отношение к депортированным - следствие активной пропаганды со стороны националистических сил в начале 90-х годов. Отрицательное отношение к депортированным было сформировано именно в тот период. Необходима активизация, разъяснительная работа неправительственных организаций в регионах Грузии», - говорит он.
Эмиль Адельханов:
«Создаётся такое впечатление, что власти приняли закон о невозврашения депортированного месхетинского населения. Закон демонстрирует, что их в Грузии не ждут. Потому многие не захотят возврашаться в заведомо враждебно настроенную к ним страну. Закон предусмотривает, что в течение одного года желающие должны будут принять решение и подать заявку на возвращение. 1 января 2009 года заканчивается приём заявок. То есть, тот, кто по тем или иным причинам не сможет в указанный срок подать заявку, не сможет этого сделать потом.
Интересно и то, что действие «Общего административного кодекса» Грузии не распространяется на закон о репатриации, то есть, потенциальные репатрианты не имеют права жаловаться ни в административном, ни в судебном порядке. Оканчательное решение о репатриации будет приниматься на уровне чиновника, полностью зависеть от него, так как отказ чиновника не подлежит обжалованию. Таким образом, «приговор» по каждому из случаев будет окончательным и обжалованию не подлежит...
Удивляет количество документов, которые необходимо будет представить для репатриации - около 10. Сложно представить, как будут «добывать» необходимые документы те, кто, например, бежал из Узбекистана во время Ферганских событий. Для депортированных власти Грузии открыли маленькую форточку с ткм, чтобы побыстрее её захлопнуть.
Окончательное решение по репатриации будет приниматься на уровне силовых ведомств. То есть, министерство по беженцам будет пересылать документы в МВД или другое соответствующее ведомство, которое решит окончательную судьбу потенциального репатрианта.
Можно добавить, что когда заходит речь о репатриации месхетинцев, часто говорят об опасности изменения демографической ситуации. Об этом в одном из последних интервью сказал и экс-президент Грузии Шеварднадзе.
О мусульманском экстремизме месхетинцев нет и речи. Вспомнить хотя бы переселённых в США месхетинцев, а ведь каждого из них дотошно проверяли американские спецслужбы.
Можно предположить, что процент подавших заявку на возвращение-репатриацию будет выше, чем число реально желающих переселиться в Грузию. Многие будут подавать заявки «на всякий случай». Месхетинцы, проживающие в разных странах бывшего СССР разобщены, поэтому нельзя ожидать от них каких-то согласованных действий по репатриации».
Марат Бараташвили
«В первую очередь надо сказать о том, что со стороны властей Грузии нет политической оценки того, что произошло в 1944 году. В законе ничего не сказано о том, что депортированные месхетинцы будут признаны жертвами политических репресии.
В законе ничего не говорится о создании государственных центров по адаптпции репатриантов. Критерии получения статуса репатрианта достаточно жестки и туманны - непонятно, как будет решаться вопрос присвоения статуса будет приниматься чиновниками. Сам закон не отвечает принципу достойнства возврашения - люди должны доказывать, что они не виноваты в своей же депортации.
Что касается опасений изменения демографической ситуации в Грузии в случае репатриации, то она не изменится. Мы приблизимся к тому демографическому показателью, который сушествовал в Грузии во время первой республики 1918 года.
Восемь лет тому назад Грузия взяла на себя объязательство вернуть депортированных месхетинцев. Однако за это время практически ничего не было сделано, до сих пор не существует никакой базы данных. Это говорит об отношении Грузии к депортированному населению. Эти люди достойны того, чтобы их права были восстановлены.
Я не думаю, что Грузию ожидает большая волна репатриантов. Может случиться так, что месхетинцы, переселённые в США, приедут в Грузию уже не за получением статуса репатрианта, а в качестве граждан Америки. Не исключаю и того, что некоторые из них вернутся в Грузию уже в качестве инвесторов».
По словам Гиги Бокерия, правительство не создаст проблемы «легитимным репатриантам». «С политической и моральной точек зрения мы должны создать возможности для этих людей, чтобы они смогли обратиться к нам и чтобы их часть смогла получить гражданство и стать частью этой страны. Но у нас должны быть механизмы контроля, чтобы избежать угрозы», - заявил он.
Председатель Международной федерации организации турков-месхетинцев Юнис Зейкер в одном из интервью назвал закон о репатриации «неудовлетворительным» и что не оправдает надежд депортированного населения. «Турки-месхетинцы будут продолжать существование в мире в качестве общины, не имеющей своей родины»,- сказал он.
Кстати:
Фуад Искандер Пепинов, вицепрезидент организации «Ватан» вспоминает, что в 1992 году у него состоялась встреча с тогдашним лидером Абхазии Владиславом Ардзинба, который спросил его, хотят ли месхетинцы вернуться в Грузию. Пепинов ответил положительно. Тогда Ардзинба предложил ему поселить депортированных на территории Абхазии и принять участие в войне против Грузии. На это тот получил ответ: «Нельзя вернуться на родину с оружием в руках»...
![]() |
4 ეკუმენური მოძრაობა |
▲ზევით დაბრუნება |
მრგვალი მაგიდა
მესამე ათასწლეული ქრისტიანებს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ისევ ეკლესიების გაერთიანების საკითხს სთავაზობს. ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ ეკუმენური მოძრაობის მიმართ დამოკიდებულების გარკვევა ურთულესი აღმოჩნდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც. 1997 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დატოვა ეკუმენური ორგანიზაციები და ამ ეტაპზე ის ერთადერთი ორთოდოქსული ეკლესიაა, რომელიც არც ერთი ფორმატით არ მონაწილეობს ეკლესიათა შორის დიალოგში. შეიცვალა თუ არა ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია? როგორია პროტესტანტული და კათოლიკე ეკლესიების მიმართება გაერთიანებასთან დაკავშირებით? რა პერსპექტივა და მნიშვნელობა აქვს ეკუმენურ მოძრაობას თანამდროვე მსოფლიოში? ამ და სხვა თემებზე საუბრობენ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, კათოლიკე მღვდელი გაბრიელე ბრაგანტინი, თეოლოგი ლევან აბაშიძე და ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელი ბექა მინდიაშვილი.
ნინო ცინცაძე: 10 წელია, რაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დატოვა ეკუმენური მოძრაობა. ამ წლების განმავლობაში ეკუმენიზმი ბევრისათვის სალანძღავ სიტყვად იქცა. რა არის ამის მიზეზი? თუმცა სანამ მიზეზებზე გადავიდოდეთ, ჯერ ეკუმენიზმზე, მის თეოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ ასპექტებზე ვისაუბროთ.
მალხაზ სონღულაშვილი: მე ვფიქრობ, რომ ეკუმენური მოძრაობის სათავეები უნდა ვეძებოთ ადრე ქრისტიანულ ეკლესიაში და თავად ამ ეკლესიის დამაარსებელთან იესო ქრისტესთან, რომელიც მისი მიმდევრების ერთობის, თანაზიარების დიდი ქომაგი და მსურველი იყო. იესო ქრისტეს სამღვდელმთავრო ლოცვა, რომელიც იოანეს სახარებაშია, სწორედ ამას ამბობს: ყველანი ერთნი იყვნენ მისი მიმდევრები. და თუ ამას განვაზოგადებთ, არა მხოლოდ მიმდევრები, არამედ ადამიანები, ვინც ღმერთის სახედ და ხატად არიან შექმნილნი, ერთნი არიან.
მალხაზ სონღულაშვილი
ეკუმენური მოძრაობა დაიწყო მე-19 საუკუნის ბოლოს. უფრო სწორად, დაიწყო ამის შესახებ ფიქრი, მაგრამ მისი ფორმალიზება მოხდა 1910 წელს, ედინბურგის კონფერენციაზე. უკვე სამ წელიწადში ამ მოძრაობას 100 წელი შეუსრულდება. მან მოიცვა ქრისტიანული ეკლესიების ცხოვრება, განათლება, სოციალური მსახურება და რიგ შემთხვევაში პოლიტიკური ქმედებაც. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, გვევლინება ამ იდეების განმახორციელებლად მთელს მსოფლიოში და რეგიონული ორგანიზაცია - ევროპის ეკლესიათა კონფერენცია - წარმოადგენს მის ევროპულ ფრთას, რომელიც ყველაზე აქტიურია, მდიდარია ინტელექტუალური და სოციალური შესაძლებლობებით და ასევე გამოცდილებით ამ სფეროში. ეკუმენური მოძრაობა კარს უხსნის ყველა ეკლესიას მონაწილეობა მიიღოს როგორც სასულიერო, ასევე სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, არა მხოლოდ იმ კონტინენტზე, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, არამედ მთელს მსოფლიოში. ამდენად, ეს ქრისტიანული გამოვლინება გლობალიზმისა უნდა ჩაითვალოს ჩვენი დროის ერთ-ერთ მარჯვე საშუალებად იმისათვის, რომ, მაგალითად, ამ კონკრეტულ სფეროში, მოხდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან. საინტერესო ისაა, რომ 1742 წელს, როდესაც გამოიცა ქართული ბიბლია, მისი გამომცემელი ბაქარ ბატონიშვილი წერდა, რომ დღეიდან ჩვენ აღარ ვართ დამცირებული ხალხი, ჩვენ ისეთივე ხალხი ვართ, როგორიც სხვა ხალხები არიან, და მათთან ერთად შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ქრისტიანული მემკვიდრეობითო. ეს მესიჯი ძალიან საინტერესოა. ჩვენ ისეთები ვართ, როგორნიც სხვები არიან, და ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება იმის გააზრება, რომ ჩვენ ისეთები ვართ, როგორნიც სხვები არიან ჩვენს ქრისტიანულ ოჯახში, და ჩვენ გვჭირდება ჩვენნაირებთან, ჩვენი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, მეგობრობა და თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.
ეკუმენურ მოძრაობაში თავდაპირველად გაერთიანდნენ პროტესტანტული და მართლმადიდებელი ეკლესიები, ხოლო მას შემდეგ, რაც რომის კათოლიკე ეკლესიამ ფართომასშტაბიანი ცვლილებები განახორციელა ვატიკანის მეორე კრების შედეგად, ეკუმენურ მოძრაობაში სრულად ჩაერთო რომის კათოლიკე ეკლესიაც. მისი ინტელექტუალური ნაწილი „რწმენა და წესრიგი“ არის ორგანიზაცია, სადაც თეოლოგიური მსჯელობა მიმდინარეობს რომის კათოლიკე ეკლესიის, ევანგელური ეკლესიების, პროტესტანტული ეკლესიებისა და მართლმადიდებელი ეკლესიების მონაწილეობით.
გაბრიელე ბრაგანტინი: ეკუმენური სურვილი ყოველთვის იყო ეკლესიებში. ეკლესიაში იყო სხვადასხვა ეტაპები: იერუსალიმში ჩატარდა სამოციქულო კრება და მაშინაც გამოიხატა ერთიანობის სურვილი, განსაკუთრებით ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის. პირველი ათასწლეულის პერიოდში ყველაზე საჭირბოროტო იყო ქრისტოლოგიური პრობლემები. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვა, რომ ეკლესიები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ერთიანობის მომენტი რწმენისათვის და აგრეთვე ეკლესიების ერთიანობისათვის. მართალია, პირველი გაყოფები IV-VI საუკუნეებში მოხდა, მაგრამ ყოველთვის იყო მცდელობა, რომ ეკლესიებს შორის ერთიანობა ყოფილიყო. არასოდეს მომხდარა ისეთი განშორება ეკლესიებისა, რომ არ გვეღიარებინა ნათლობის საიდუმლო და არ მომხდარა ისე, რომ ერთი ეკლესიიდან მეორეში გადასულს ნათლობა თავიდან დასჭირვებოდა. უბრალოდ, ხდება ახალი დოქტრინის აღიარება. ათასწლეულების განმავლობაში გაყოფა ხშირად ხდებოდა, მაგრამ არასოდეს ყოფილა ისეთი მომენტი, რომ შეუძლებელი ყოფილიყო უკან დაბრუნება ან შერიგება. მართალია, პოლიტიკური მოტივის გამო აღმოსავლური და დასავლური ეკლესიები 1054 წელს ოფიციალურად გაემიჯნენ ერთმანეთს, მაგრამ მაინც ეს იყო იურიდიული, იურისდიქციული განცალკევება და არა რწმენის გახლეჩა. ფაქტია, 1965 წელს ვატიკანში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და რომის პაპს შორის ამ ანათემების გაუქმება მოხდა. ამის შემდეგ მართებული რწმენის განახლებაზე კი აღარ არის საუბარი, არამედ წაჩხუბებული და-ძმების შერიგებაზე.
შერიგების მცდელობები ადრეც შეინიშნებოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის მეთხუთმეტე საუკუნეში პრინც ფერარას მიერ მოწვეული ფლორენციის კრება იყო - ყველაზე დიდი კრება და ყველაზე დიდი მცდელობა, რომ ორ ეკლესიას შორის შერიგება მომხდარიყო. და ფაქტია, რომ ეს შერიგება მოხდა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოაწერა ხელი შერიგების დასტურს. მართალია, ამ კრებას, წინა მსოფლიო საეკლესიო კრებების მსგავსად, არ მოჰყოლია რეალური შედეგები, მაგრამ ფლორენციის კრებაზე იყო საკმარისი დრო საუბრისთვის (იგი სამ წელიწადს გაგრძელდა) და ნამდვილი დიალოგისთვის. არ არის მართალი, როდესაც ამბობენ, რომ ფლორენციის კრება იყო ძალადობა კათოლიკე ეკლესიის მხრიდან იმისათვის, რომ შერიგება მომხდარიყო, ვინაიდან არსებობდა მუსლიმური ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხე. ის, რაც ფლორენციის კრებაზე მოხდა, იყო თეოლოგიური შედარება ამ ორი ეკლესიისა, თეოლოგიური დიალოგი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა შერიგების აქტზე ხელმოწერა. ჩვენ არ ვიცით რატომ არ მოაწერა ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ აქტს ხელი და რატომ არ მიიღო საბუთი, რომელსაც ჰქვია „იხარე ცაო“.
გაბრიელე ბრაგანტინი
მართალია, როდესაც კრების მონაწილენი დაბრუნდნენ თავ-თავიანთ ქვეყნებსა და ეკლესიებში, ამ ქვეყნების უმრავლესობამ არ მიიღო ის, რაზეც ფლორენციაში შეთანხმდნენ, ვინაიდან ჯერ ხალხი ამისათვის მზად არ იყო, დიდი გავლენა ჰქონდათ მონასტრებს, აგრეთვე უცებ შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია, გარდა ამისა, რომის პაპმა არ შეასრულა დაპირება ოსმალური ინტერვენციის წინააღმდეგ თანადგომის საკითხში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო შერიგების ძალიან სერიოზული მცდელობა და, მგონია, რომ ჯერ თანამედროვე ეკუმენურ მოძრაობას არ გაუწევია ამხელა შრომა შერიგებისთვის.
ნინო ცინცაძე: როგორია კათოლიკე ეკლესიის ამჟამინდელი პოზიცია ეკუმენური მოძრაობის მიმართ და რა აქტივობები ხორციელდება თქვენი ეკლესიის მხრიდან ამ მოძრაობაში?
გაბრიელე ბრაგანტინი: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკლესიისთვის ვატიკანის მეორე კრებას. მანამდე კათოლიკე ეკლესიას სხვა ეკლესიებისთვის მიუღებელი პოზიცია ჰქონდა. ვინაიდან ჩვენ ვფიქრობდით, რომ რომაული ეკლესიებიდან პროტესტანტული ეკლესიების წასვლა დროებითი იყო და ისინი უნდა დაბრუნებულიყვნენ კათოლიკე ეკლესიის წიაღში. ვატიკანის მეორე კრების დროს გაჩნდა აზრი, რომ ყველა ეკლესია უნდა დაბრუნდეს ქრისტეში, ვინაიდან ეკლესია არ არის ეკლესიოლოგიური დოქტრინა, არამედ ქრისტოლოგიური დოქტრინაა, ეს კი ყველა ეკლესიას აერთიანებს. ჩვენი ეკლესიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პაპ იოანე XXIII -ის მოღვაწეობას. იგი სხვა ეკლესიების წარმომადგენლებს ესაუბრებოდა როგორც თანასწორი თანასწორს. მანამდეც იყო ურთიერთობა სხვა ეკლესიებთან, მაგრამ ამ ურთიერთობებს ყოველთვის გასდევდა ლაიტმოტივად, რომ კათოლიკე ეკლესია უფრო მაღალ საფეხურზე დგას და დანარჩენი ეკლესიები არიან ძმები, რომლებიც სახლში უნდა დაბრუნდნენ. ისეთი დიდი მოღვაწეების მეოხებით, როგორებიც არიან იოანე XXIII, პავლე VI და აგრეთვე იოანე პავლე II, კათოლიკე ეკლესიაში დამკვიდრდა სხვა მიმართება ამ მოძრაობისადმი. კათოლიკე ეკლესია დღესაც არ არის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრი და მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი მაინც აქტიურად თანამშრომლობს ამ საბჭოსთან სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით თეოლოგიის დარგში. თეოლოგიურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს ერთ-ერთ კომისიაში - „რწმენა და წესრიგი“ - კათოლიკე ეკლესიის 18 წევრია, კათოლიკე ეკლესიის საუკეთესო თეოლოგები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ეკლესია ძალიან დაინტერესებულია ამ თანამშრომლობით.
ნინო ცინცაძე: დავუბრუნდეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. 60-იან წლებში მოხდა საქართველოს ოფიციალური გაწევრიანება ეკუმენურ მოძრაობაში. ამ დროისათვის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საერთაშორისო ასპარეზზე თითქმის არავინ იცნობდა. ამ გაერთიანებამ ძალიან შეუწყო ხელი ქართული ეკლესიის საერთაშორისო აღიარებას.
ბექა მინდიაშვილი: სანამ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში საქართველოს ეკლესიის მონაწილეობაზე ვისაუბრებდეთ, უმჯობესი იქნება, მართლმადიდებლური მოტივების შესახებ ვთქვათ. ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რატომ იღებდნენ ისინი მონაწილეობას ეკუმენურ მოძრაობაში და რა საფუძვლები აქვს მართლმადიდებლურ სწავლებაში ეკუმენიზმს. თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგია შეიძლება სამ ნაწილად გაიყოს. ერთი ნაწილი საკმაოდ ძლიერი და გავლენიანია, პირობითად მას შეიძლება რეაქციული ნაწილი დავარქვათ - ფუნდამენტალისტები, რომლებიც მკვეთრად ავლებენ ზღვარს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა ეკლესიებს შორის. ესენი არ ცნობენ არანაირ მადლსა და ჭეშმარიტების ელემენტს სხვა ეკლესიებში და მათთან ურთიერთობას, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ადამიანურ საფუძვლებზე მიიჩნევენ შესაძლებლად, გამორიცხავენ ყოველგვარ რელიგიურ ურთიერთობას, ყოველგვარ რელიგიურ კავშირს სხვა ეკლესიებთან. სამწუხაროდ, ამ ფუნდამენტალისტურმა ძალამ გაიმარჯვა საქართველოს ეკლესიაში. მეორე ნაწილი არის შედარებით უფრო ლოიალური. იგი აცხადებს თანხმობას ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში და ევროპის ეკლესიათა კონფერენციაში მონაწილეობაზე და ამ მხრივ საკმაოდ აქტიურობს კიდეც. ამ ნაწილს შეგვიძლია დავარქვათ ცენტრისტები, რომლებიც ამ ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობენ ძირითადად იმიტომ - და ეს, განსაკუთრებით, რუსული ეკლესიის დამსახურებაა - რომ ასე სჭირდება პოლიტიკას, საერთაშორისო ვითარებას, რომელიც შექმნილია მსოფლიოში. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მათ აქვთ თავიანთი წრფელი თეოლოგია. ეს თეოლოგია ეფუძნება სხვა ეკლესიებში ჭეშმარიტების ელემენტების და მადლის ელემენტების აღიარებას. მათ შორისაც არიან განსხვავებულად მოზროვნენი. მაგალითად, პერგამოს ეპისკოპოსის, ზიზიულასის თეორიის მიხედვით, არამართლმადიდებელ ეკლესიებში ქრისტე არის, მაგრამ სულიწმიდის მადლი - არა. ქრისტეს მარტო ჩვენ ვერ მივითვისებთო. მეორე ნაწილი ამბობს, რომ ქრისტე არ არის სხვა ეკლესიებში, იქ მხოლოდ სულიწმიდის მადლი მოქმედებს. ამ ნაწილს საკმაოდ სერიოზული თეოლოგები განეკუთვნებიან, როგორიც არის, მაგალითად, კალისტე უერი, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მართლმადიდებელი ეკლესია, იგი ერთია და განუყოფელი, ჭეშმარიტების სისავსე არის მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ არსებობენ სხვა ეკლესიებიც, რომლებმაც შეინარჩუნეს რაღაც ელემენტები ამ ჭეშმარიტების სისავსისა. და არსებობს მესამე მცირე, მაგრამ საკმაოდ ავტორიტეტული ნაწილი თეოლოგებისა, რომლებსაც ძალიან ღია პოზიცია უკავიათ სხვა ეკლესიების მიმართ. ისინი არ ავლებენ არანაირ საზღვარს ეკლესიებს შორის. ამ თეოლოგიას, ჩემი აზრით, საფუძვლად უდევს არა მართლმადიდებლური თეოლოგიური, ანალიტიკური გამოცდილება, არამედ მართლმადიდებლური მისტიკის გამოცდილება, რომელიც ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ჭეშმარიტება არის ფარდობითი, ვინაიდან ადამიანის გონებას არ შეუძლია შეიმეცნოს ჭეშმარიტება ადეკვატურად. დიონისე არეოპაგელს მიაწერენ ამ მისტიკური თეოლოგიის შემუშავებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველაზე ღრმა რელიგიური გამოცდილებიდან არ შეგვიძლია იმის თქმა რომ არსებობს მამობა, ძეობა, სამება, ღმერთი. არც ღმერთმა იცის რაიმე ჩვენ შესახებ და არც ჩვენ ვიცით რაიმე ღმერთის შესახებ. არსებობს მხოლოდ შეხვედრა ღმერთთან და შეხვდრა ადამიანთან, რომელიც დუმილით არის მოცული. ეს არის, ჩემი აზრით, სახარებისეული სულისკვეთების ადეკვატური გადმოცემა. ამგვარად მოაზროვნე თეოლოგებს შორის ასევე ნაწილობრივ შეგვიძლია დავასახელოთ ალექსანდრე შმემანი, რომელიც გარკვევით ამბობდა, რომ მართლმადიდებლური გამოცდილებისთვის უცხოა ობიექტივირებული ჭეშმარიტება და ავტორიტეტი, ჭეშმარიტების წვდომა შესაძლებელია მხოლოდ შინაგანი გამოცდილებით. აი, ეს არის ის საფუძვლები, რომლებსაც მართლმადიდებელი ეკლესია ემყარება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობისას.
ლევან აბაშიძე: მე სხვანაირ კლასიფიკაციას შემოგთავაზებდით: ქრისტიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მცნება ეკლესია, ეკლესიოლოგია. ვიცით, რომ ეკლესიის საკითხი რწმენის საკითხია. ჩვენ ვამბობთ, რომ გვწამს ერთი წმნიდა ეკლესია. ეს პირდაპირ სახარებიდან გამომდინარეობს. ქრისტე ამბობს, რომ მე დავაარსებ ეკლესიას და ეკლესია არ შეიძლება იყოს რვა ან თუნდაც ორი. როგორც ქრისტე არის ერთი, ისე ეკლესია უნდა იყოს ერთი. ამიტომ ეს არის დილემა. პრობლემაა, რომ არსებობს მრავალი ერთობა, რომელიც საკუთარ თავს ეძახის ეკლესიას და რომელთა შორისაც, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, არ არის სრული ერთობა და სრული თანაზიარება, და მეორეს მხრივ, ყველას, ვისაც სწამს სახარება და ვინც არის ეკლესიაში, ასევე სწამს, რომ ეკლესია არის ერთი. როგორ უნდა მოვარიგოთ ეს ორი რამ? აქ მე გამოვყოფდი სამ მიმართულებას. ერთი მიმართულება არის მკაცრად ფუნდამენტალისტური, როგორც ბექამ აღნიშნა, ისინი სრულიად უარყოფენ მადლის არსებობას მათი ხილული ეკლესიის გარეთ; მეორე ექსტრემალური ანუ უკიდურესი პოზიცია არის ის, რომ ეს საზღვრები იმდენად ფარდობითია, რომ ჩვენ ყველანი, ვინც ვაღიარებთ ქრისტეს სიტყვით, ვართ ერთი ეკლესიის წევრი. მესამე პოზიცა არის შუალედური, რომელიც აღიარებს, რომ თავად არის მთელი სისრულით, აღიარებს, რომ არსებობს პრობლემა ერთიანობის და ამავე დროს არის გახსნილი დიალოგისთვის და გახსნილი იმისთვის, რომ ეძებოს ერთი ეკლესიის საკითხის გადაწყვეტა. ვფიქრობ, რომ ორივე უკიდურესი პოზიციისათვის ეკუმენური მოძრაობა უცხოა. არც ერთ მათგანს ეკუმენური მოძრაობა არ სჭირდება. პირველ პოზიციას ეკუმენური მოძრაობა არ სჭირდება იმიტომ, რომ მისთვის ეკლესია არის „ჩემი ეკლესია“ და მორჩა. კავშირი სხვებთან შესაძლებელია მხოლოდ მათი მოქცევის მიზნით. მეორე უკიდურესობას არ სჭირდება ეკუმენური მოძრაობა, რადგანაც მისთვის ეკლესია სრულიად ზედმეტია იმიტომ, რომ ეს ერთობა ისედაც აქვს. მე ხშირად მესმის არგუმენტები, რომ მოწოდება „ყველანი ერთ იქმნენ“ სახარებიდან და უფლისაგან მოდის, მაგრამ პირველ პოზიციას ეს არგუმენტები ვერ ძლევს, რადგან ისინი ამბობენ: კი, ბატონო, ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ სწორია ჩემი ეკლესიისთვის. ძალიან ძნელია დიალოგი, როდესაც ადამიანები უკიდურესად სხვადასხვა პოზიციებზე დგანან.
ვერ დავეთანხმები ბექას მოსაზრებას მართლმადიდებელი ეკლესიის სამი მიმართულების შესახებ. ჯერ ერთი, შემიძლია მოვიყვანო შმემანის სხვაგვარი მოსაზრებანიც. თანაც ის, რომ ღმერთი სრულიად ტრანსცენდენტურია ადამიანისთვის ან სრულიად მიღმიერია, სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ არსებობს დოქტრინა, დოგმატი - სწორი და არასწორი. იმის თქმა მინდა, რომ ძირითადი თეოლოგიური ნაკადი მართლმადიდებლობაში, ერთის მხრივ, აღიარებს, რომ მართლმადიდებლობას აქვს უპირატესობა, ვინაიდან მან სწავლება მთელი სისრულით შეინარჩუნა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს მართლმადიდებლური თეოლოგიური ნაკადი არ აღიარებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის იქით იწყება უმადლო უდაბნო და, რასაკვირველია, აღიარებს, რომ შეუძლებელია იმის თქმა, თითქოს ჩვენ გარდა არ არსებობდეს ეკლესია, არ არსებობდეს ქრისტიანობა და მადლი.…
ნინო ცინცაძე: ეკუმენურ მოძრაობაში რეალურად ეკლესიათა გაერთიანება არ ხდება. ამ მოძრაობის ფარგლებში იმართება ეკლესიათაშორისო თეოლოგიური დიალოგი. გარდა ამისა, რაც ძალზე მიშვნელოვანია, ეს ერთიანობა კარგი ბერკეტია სხვადასხვა სახის საერთაშორისო, პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების მოსაგვარებლად. თუ შეიძლება, რომ, ამ პოზიციიდან გამომდინარე, ვისაუბროთ, რა არის იქ ყოფნაში კარგი ან ცუდი.
ლევან აბაშიძე: ჩემი აზრით, ამაში არაფერი ცუდი არ არის. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა არის და რისთვის არის ეს მოძრაობა. ეკუმენური მოძრაობა არის სრულიად ბუნებრივი და საჭირო. ერთ-ერთი მისი ნაკადი წამოვიდა პროტესტანტული წიაღიდან. მოგეხსენებათ, რომ არსებობს ძალიან ბევრი პროტესტანტული მიმართულება, იმდენად ბევრი, რომ უბრალო ქრისტიანისთვის ხშირად გაუგებარია, რა განსხვავებაა მათ შორის. ჩვენს რეალობაში ვინმეს რომ ჰკითხო, რა განსხვავებაა მართლმადიდებელ და კათოლიკე ეკლესიას შორის, რაღაც სრულიად არაადეკვატურ პასუხს გაგცემთ. გარკვეული აზრით, ეკუმენური მოძრაობა ქვემოდან მოდის, მრევლიდან მოდის, მორწმუნე ხალხიდან მოდის, თუ ჩვენ ყველანი ქრისტიანები ვართ და ვერ ვხვდებით რა განსხვავებაა ჩვენ შორის, მაშინ, მოდით, ვეძიოთ დაახლოების გზები. მათ გარკვეულწილად უბიძგეს იერარქებსა და თეოლოგებს დაახლოების ეს გზები ეძებნათ. რასაკვირველია, ეს მუშაობა ქრისტიანობაში ყოველთვის მიმდინარეობდა, რათა გაეგოთ რაში მდგომარეობდა განსხვავება, და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, დაეძლიათ ეს განსხვავებულობა, ხოლო თუ ერთობა არსებობდა, ეს ერთობა ხილულადაც ყოფილიყო დემონსტრირებული. არაერთხელ თქმულა, რომ პოლიტიკისგან განსხვავებით, რწმენაში ჩვენ კომპრომისებს არ ვესწრაფით: შენ რაღაც დათმე და მეც რაღაცას დავთმობ - ასეთი რამ რწმენის სფეროში შეუძლებელია. დიახ, რწმენაში კომპრომისი შეუძლებელია, მაგრამ მე მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენ ერთი რწმენა გვაქვს, ერთი ქრისტე გვწამს. როდესაც მიუხედავად ისტორიული განსხვავებებისა, მიუხედავად გაუგებრობებისა, ამაში დავრწმუნდებით, მაშინ, უბრალოდ, იმის ანიფესტაციას ვახდენთ, რომ ერთნი ვართ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენი მღვდლები აუცილებლად გაიპარსავენ წვერს, ასეთი რამეები ტრადიციების და რიტუალის საკითხია. ეკუმენურ მოძრაობაში ძალიან სერიოზულად იმართება დიალოგი იმის დასადგენად, რომ ჩვენი რწმენა ერთია.
ბექა მინდიაშვილი
ბექა მინდიაშვილი: ჩემი აზრით, ეს ძიება ჩიხშია შესული, ვინაიდან, მაგალითად, მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს აღიაროს სხვა ეკლესია, როგორც… თანასწორი.
ლევან აბაშიძე: კათოლიკე ეკლესიაც არ უწოდებს პროტესტანტულ ეკლესიებს ეკლესიას. ჩიხს რას ვეძახით? თუ ჩვენ 1000 წელია განხეთქილებაში ვართ, რატომ ვიღებთ საზომად ერთ წელს და 10 წელს? შესაძლოა ეს არის პროცესი, რომელიც 100 წლის შემდეგ მიგვიყვანს ერთობამდე. ჩიხი ფარდობითი ცნებაა.
ბექა მინდიაშვილი: მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობს ამ პროცესში სხვა დროიდან, ის სხვა დროშია. მისი პოზიციები უფრო შუა საუკუნეების დროინდელ პოზიციებს ემთხვევა. შესაძლოა თავის დროზე კათოლიკე ეკლესიაც ამ დროიდან ლაპარაკობდა. მაგრამ დღეს უკვე ევროპული ეკლესიები სხვა დროში, თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობენ, ამ დროში არსებობენ და სხვა მასშტაბებით იაზრებენ საკითხებს. ეს იმდენად თეოლოგიური დიალოგი კი არ არის, რამდენადაც კულტურის, დროისა და ცივილიზაციისმიერი განწყობებისა.
ლევან აბაშიძე: რომის კათოლიკე ეკლესია და მართლმადიდებელი ეკლესია ცოტა სხვადასხვა რამ არის. ჩვენ შეგვიძლია რაღაც ვთქვათ კათოლიკე ეკლესიის დღევანდელ დოქტრინაზე ან მიმართულებებზე, მაგრამ რაც შეეხება მართლმადიდებელ ეკლესიას, კი ვამბობთ, რომ ერთნი ვართ, მაგრამ რეალურად ამგვარი ერთობა არ არსებობს. მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ძალიან ფუნდამენტალისტურია, შესაძლოა შუა საუკუნეების მიღმაც არის, ხოლო ელადის ან კონსტანტინოპოლის ეკლესია კი საკმაოდ თანამედროვეა იმიტომ, რომ მას აქვს თეოლოგიური ძალები; რუმინული ეკლესია, მაგალითად, არის ძალიან გახსნილი სხვათა მიმართ და ა.შ. ასე რომ, რეალური ერთობა არა გვაქვს. ამიტომ ამაზე საუბარი შეუძლებელია.
ახლა საქართველოს ეკლესიას დავუბრუნდეთ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმენურ მოძრაობაში 1961 წლიდან მონაწილეობს, რადგან მაშინ საბჭოთა სახელმწიფომ მას ამისათვის მწვანე შუქი აუნთო. მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოს ეკლესიაში მაშინ არ იყო ძალა, რომელსაც შეეძლო იმის უზრუნველყოფა, რომ ეს მონაწილეობა სრულყოფილი ყოფილიყო. მონაწილეობა არ არის მხოლოდ კონფერენციაზე ჩასვლა ან ჟურნალში რაღაცის დაბეჭდვა. საჭირო იყვნენ თეოლოგები, რომლებიც რეალურად მიიღებდნენ მონაწილეობას, ერთი მხრივ, თეოლოგიურ დისკუსიაში, მეორე მხრივ, აუხსნიდნენ საკუთარ მრევლს, რა არის ეკუმენური მოძრაობა. ჩვენს ეკლესიაში კი, ერთი მხრივ, იერარქები აქტიურობდნენ, იღებდნენ უცხოურ დელეგაციებს და მათ საკურთხეველში პატიჟებდნენ, მეორე მხრივ კი მრევლში იყო ანტიეკუმენური განწყობა და ანტიეკუმენური წიგნები იბეჭდებოდა. იერარქიასა და მრევლს შორის სრულიად არ არსებობდა დიალოგი, რამაც შესაძლებელი გახადა კიდეც 1997 წლის ამბოხება. ანტიეკუმენური მოძრაობა ახლაც არსებობს, მაგრამ თეოლოგიური ზურგი არც მას აქვს. არ არიან ისეთი თეოლოგიური ძალები, რომლებიც თუნდაც ამ ანტიეკუმენურ პათოსს რაღაც სერიოზულ თეოლოგიას შეუქმნიან. ეს ჩვენი ეკლესიის პრობლემაა, მე ასე მიმაჩნია. ჩვენს ეკლესიაში არ არიან სათანადოდ განათლებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ან ასე, ან ისე გადაწყვიტონ საკითხი.
ბექა მინდიაშვილი: ის, ვინც საქართველოში პირველად ძალიან მკაფიოდ გამოაცხადა თავისი ეკუმენური მრწამსი, წმინდა მოწამე გრიგოლ ფერაძე იყო, რომელიც ამბობდა, რომ აღმოსავლურ ეკლესიას სჭირდება დასავლური ეკლესია და დასავლურ ეკლესიას სჭირდება აღმოსავლური ეკლესია. ჩვენ გვჭირდება მათი ნათელი ხედვა საგნებისა და მოვლენებისა და მათ სჭირდებათ ჩვენი სულიერი გამოცდილება.
ეჭვგარეშეა, საქართველოს ეკლესიის გაწევრიანება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში იყო დადებითი მოვლენა. მაგრამ ეს მოხდა საბჭოთა ხელისუფლების ნებით, ეს იყო რუსეთის ეკლესიის პირდაპირი მოთხოვნა, ვინაიდან ხელისუფლება რუსეთის ეკლესიას განიხილავდა თავის საყრდენ ძალად საერთაშორისო ასპარეზზე. ამ კუთხით წარმატებით ახორციელებდნენ და ასრულებდნენ ისინი სპეციალურ დავალებებს. ამის შესახებ უკვე ძალიან ბევრი იწერება, განსაკუთრებით უცხოეთში მოღვაწე ეპისკოპოსების მიერ, რომლებიც ხშირად ხვდებოდნენ იმ საეკლესიო პირებს, რომლებიც მათთან ჩადიოდნენ ზუსტად ასეთი დავალებით. მაშინ ეკლესია აცხადებდა, რომ ჩვენ მხოლოდ რწმენით განვსხვავდებით კომუნისტებისგან და არა იდეოლოგიითო. ეს იყო მოსკოვის პატრიარქის, სერგის ოფიციალური პოზიცია საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკლესიამ ბევრი ტანჯვა-წვალების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალური კურსი გამოაცხადა, პრაქტიკულად რუსეთის ეკლესიისგან განსხვავებული პოზიცია, თუ ბოლოდროინდელ აფხაზეთის მოვლენებს არ ჩავთვლით, საქართველოს ეკლესიას არასოდეს გამოუხატავს. მისი პოზიცია ყოველთვის იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ რა პირობებს წაუყენებდა მას რუსეთის ეკლესია და ხელისუფლება. ეს არის სამწუხარო რეალობა და ამ რეალობის კონტექსტი არის გასათვალისწინებელი, როცა ვსაუბრობთ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ჩვენი ეკლესიის გაწევრიანებაზე და მის იქიდან გამოსვლაზეც. მართალია, გამოსვლასთან დაკავშირებით არ შემიძლია დაბეჯითებით ვამტკიცო, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირი მითითება იყო, მაგრამ თუ იმ პროცესს გავიხსენებთ, რომელსაც საქართველოს ეკლესიის გამოსვლა მოჰყვა შედეგად, ამაში იოლად დავრწმუნდებით. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან შესაძლო გასვლის შესახებ პირველად რუსეთმა და სერბეთმა წამოჭრეს საკითხი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც, ბუნებრივია, მათ კვალში ჩადგა. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის ხმათა უმრავლესობით ხდებოდა და მართლმადიდებლები იჩრდილებოდნენ, ვინაიდან იყო რამდენიმე მართლმადიდებელი და სამასამდე პროტესტანტული ეკლესია და ხშირად გადაწყვეტილება ისე მიიღებოდა, რომ ჩრდილში რჩებოდა მართლმადიდებლების აზრი. მეორე პრობლემა იყო თანალოცვის წესად ცნობის საკითხი. ეკუმენურ შეხვედრებზე ერთი საკითხიცა და მეორეც, მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ბულგარეთის ეკლესიამ დატოვა საბჭო, გადაწყვეტილია და პრობლემას აღარ წარმოადგენს. ერთი სიტყვით, რუსეთისა და სერბეთის ეკლესიებმა ლაპარაკი დაიწყეს გასვლაზე, ხოლო საქართველოს ეკლესია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან გამოვიდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ვექტორის შეცვლა დასავლეთის მიმართულებით და აშკარა გახდა მისი სწრაფვა ევროკავშირისკენ, ამ დროს ხდება ჩვენი ეკლესიის კურსის მკვეთრი შეცვლა.
ამავდროულად ანტიეკუმენური ძალა ძლიერდებოდა ქვემოდან და ეკლესიაში სრულიად ფუნდამენტალისტური განწყობები იყო გაბატონებული. ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობდნენ სწორედ ის მონასტრები, რომლებმაც დასვეს საკითხი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან ჩვენი ეკლესიის გამოსვლის შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ პატრიარქი საკმაოდ მკაცრად აცხადებდა, ადამიანები, რომლებიც ამას ითხოვენ, მტრები არიან და პოზიციას არასოდეს დავთმობო. ამ განხცადებიდან ერთი კვირის შემდეგ კი მტრებს იმ ადამიანებს უწოდებდა, ვინც ამბოხებული მონასტრების საპირისპირო პოზიციას გამოხატავდა. რაც ყველაზე საგანგაშოა, მაშინ ბერებმა დასვეს მოთხოვნა, საქართველოს ეკლესიას გაეწყვიტა კავშირი ყველა იმ ეკლესიასთან, რომელსაც ეკუმენურ მოძრაობასთან ჰქონდა ურთიერთობა. ანტიეკუმენისტური პოზიციის გამო დღეს ჩვენი ეკლესია მოკლებულია მართლმადიდებელ ეკლესიებთან ცოცხალ ურთიერთობებს. მას საკმაოდ ცივი დამოკიდებულება აქვს კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, ძველ საპატრიარქოებთან. ნამდვილად კარგი ურთიერთობებია გაბმული რუსეთთან. ასევე სერბეთის ეკლესიის მიმართ გამოხატავს სიმპათიას ჩვენი ეკლესია, ვინაიდან სერბეთის ეკლესია სწორედ ანტიდასავლურ პოზიციაზე დგას და ანტიდასავლურობა არის ერთ-ერთი წარმმართველი მუხტი საქართველოს ეკლესიის პოლიტიკისა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავსვათ საკითხი, რამდენად ემთხვევა საქრისტიანოს იდენტობას ჩვენი ეკლესიის იდენტობა. სულ უფრო ხშირად ვხედავთ ჩვენი ეკლესიის მესვეურებს მუსლიმებთან, იუდეველებთან ერთად და ეს ძალიან კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ საკუთარი ეკლესიის წარმომადგენლებთან გვაქვს საკმაოდ ცუდი ურთიერთობები. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც საქართველოს ეკლესიისთვის და არც სხვა ეკლესიებისთვის სხვა გზა არ არსებობს, გარდა ერთიანობისკენ სვლისა - იქნება ეს კონკრეტულ ეკუმენურ ორგანიზაციებში გაწევრიანება თუ სხვა ფორმით გახდება შესაძლებელი ერთიანობის მიღწევა. უბრალოდ, გარდაუვალად მიმაჩნია საქრისტიანოს გამთლიანება და გაერთიანება. ძალიან საინტერესოა ეგზეგეზა იმ ლოცვისა, რომელიც მაცხოვარმა ბოლოს წარმოთქვა - „რათა ყოველნი ერთ იქმნენ“. ალბათ ქრისტიანების უმრავლესობას სწამს, რომ შეუძლებელია მაცხოვრის ეს ლოცვა არ აღსრულდეს. ეკლესიათა გაერთიანება ამ საფუძველზეა გარდაუვალი.
ნინო ცინცაძე: ბატონო მალხაზ, თქვენ ხშირად ესწრებით ეკუმენურ შეხვედრებს. როგორ მიმდინარეობს ხოლმე ეს შეხვედრები და როგორია სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიცია და როლი ამ შეხვედრებზე?
ლევან აბაშიძე
მალხაზ სონღულაშვილი: ერთი რამ ცხადია: მართმადიდებელი ეკლესიები აქტიურ როლს თამაშობენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მუშაობაში, მის კონფერენციებში, შეხვედრებზე, საქმიანობაში. იქ მუდამ გამოირჩევა პოზიცია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელიც ყოველთვის განსხვავდება სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების პოზიციისაგან. აშკარაა, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს თავისი მკაფიო მიზნები, რომლის მისაღწევადაც იყენებს იგი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ასამბლეებსა თუ ევროპის ეკლესიათა კონფერენციებს. მე კარგად მახსოვს პრივატული საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთან, რომელმაც ჯერ კიდევ ზიმბაბვეში განაცხადა, რომ, თუკი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნები არ იქნებოდა გათვალისწინებული ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს კომიტეტის მიერ, მაშინ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიბაძავდა საქართველოს ეკლესიის მაგალითს. მოგვიანებით კერძო საუბარში ვიკითხეთ, მართლა აპირებდა თუ არა რუსეთი მსოფლო საბჭოს დატოვებას, რაზეც გვიპასუხეს, რომ ეს არასოდეს არ მოხდება და საქართველოს პრეცედენტს ყოველთვის გამოიყენებენ, როგორც ბერკეტს, რათა თავის მიზნებს მიაღწიონ. ასე რომ, საქართველოს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან გამოსვლა გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიის მიერ დანარჩენი ეკლესიების შანტაჟირებისთვის. ეს აშკარა იყო ზიმბაბვეში, აშკარა იყო ასევე ორი წლის წინ გამართულ ასამბლეაზე პორტო ალეგრეშიც, აშკარაა ევროპის ეკლესიათა კონფერენციებზე, სადაც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ყოველ თვის გამოდიან იდეებით, რომლებიც ეწინააღმდეგება დასავლური ეკლესიების ორიენტაციასა და სულისკვეთებას. ერთ-ერთ ბოლო თავყრილობაზე, რომელიც შარშან, შობის წინ გაიმართა, ევროპის ეკლესიათა კონფერენციამ ყველა ეკლესიათა მეთაური მიიწვია ბრიუსელში. ამ შეხვედრაზე დისონანსი შეიტანა სწორედ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებებმა იმის თაობაზე, რომ ადამიანის უფლებებზე საუბარიც კი ანტიქრისტიანული მოვლენაა, რომ ადამიანს აქვს არა უფლებები, არამედ მოვალეობები, და დროა, რომ ქრისტიანულმა ეკლესიებმა სწორედ ამაზე ილაპარაკონ. აქ მკაფოდ იყო გამოხატული, ერთი მხრივ, ანტიდასავლური, მეორე მხრივ, ანტიგანმანათლებლური დამოკიდებულება. მათ თქვეს, რომ ადამიანის უფლებებზე საუბარი არის განმანათლებლობის შედეგი და ამას საერთო არაფერი აქვს ქრისტიანობასთან. ეს არის რუსული ეკლესიის პოლიტიკა, რუსული ეკლესიის იდეოლოგია, რომელიც სახელმწიფო იდეოლოგიის რანგშია აყვანილი.
ახლა, რაც შეეხება ეკუმენური მოძრაობის საქმიანობას. ვერ ვიტყვით, რომ ეკუმენურმა მოძრაობამ უშედეგოდ ჩაიარა. ამ ასი წლის განმავლობაში თვალსაჩინოა მკაფიოდ გამოხატული ეკუმენური თანამშრომლობა ევროპის კონტინენტზეც და დედამიწის ყველა კუთხეში. ყველაზე თვალშისაცემი გამოვლენა ამ თანამშრომლობისა ალბათ ტეზეს მონასტერია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა, როგორც ევროპის კონტინენტის მოსახლეობის გაერთიანებისა და შერიგების სურვილის გამოხატულება. მოგვანებით იგი გასცდა ევროპის კონტინენტს და საერთოდ ქრისტიანთა შერიგებისა და სამშვიდობო მოძრაობის სიმბოლოდ მოგვევლინა. მისი დამაარსებელია შვეიცარიელი პასტორი, დაარსდა ბურგუნდიაში, რომელიც ყველაზე ათეისტური რეგიონია საფრანგეთში. იქ იყო საზღვარი, საიდანაც გადმოდიოდნენ ლტოლვილები, რომლებსაც ისინი იფარებდნენ. ძალიან საინტერესოა, რომ ლტოლვილებს შორის აღმოჩნდა ხუთბავშვიანი ქართული ოჯახი; ბავშვები ტეზეში გაიზარდნენ და საფრანგეთში ცხოვრობდნენ. მამას დიდი სურვილი ჰქონია შვილებს ქართული იდენტობა შეენარჩუნებინათ, ამიტომ წინააღმდეგი იყო, რომ ბავშვები სხვადასხვა ბავშვთა სახლებში დაენაწილებინათ. ტეზეს მონასტერმა შეიფარა ეს ბავშვები, ისინი ქართულად გაიზარდნენ იმიტომ, რომ ერთად იყვნენ და ერთმანეთს მშობლიურ ენაზე ესაუბრებოდნენ. ტეზეს მონასტერი ასევე იფარებდა ებრაელებს და სხვა ქვეყნების და ერების წარმომადგენლებს. ეს იყო ნაბიჯი, როცა ეკუმენური საზღვრები სცილდებოდა ქრისტიანულ სამყაროს და იგი საერთოდ ადამიანებს მოიცავდა, ყველა არსებას, რომელიც ღმერთის სახედ და ხატად არის შექმნილი. ტეზეს გამოცდილება ძალიან შთამბეჭდავია, იქ ჩადიან ახალგაზრდა ქრისტიანები დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან. ისინი თავს იყრიან იესო ქრისტეს გარშემო, აქ ცხადდება ვატიკანის მეორე კრების არსი, რომ მთავარია არა ეკლესიოლოგია, არამედ ქრისტოლოგია. სწორედ ქრისტეს გარშემო იკრიბება ეს ხალხი. იქ საინტერესოდაა გადაწყვეტილი ევქარისტიის საკითხიც, რაც სხვა ეკლესიების ცხოვრებაში სირთულეს წარმოადგენს. დილით აღევლინება ევქარისტიული ლოცვა, გამოაქვთ ევქარისტიის მსახურების ელემენტები და ყველამ იცის, ვინ რომელი ეკლესიის წარმომადგენელია და სად რიგდება მათთვის ევქარისტია. საკითხი, რომელიც თეოლოგებს ყოველთვის თითქმის გადაულახავ პრობლემად ეჩვენებოდათ, ამ კონკრეტული თემის წიაღში მოგვარებულია. თავად მაცხოვრის ტაბლაა ქრისტიანთა ერთობის სიმბოლო და პარადოქსია: ისე არაფერი აცალკევებს ქრისტიანებს, როგორც ეს ტაბლა. ეს პრობლემა ტეზეში მოგვარებულია. კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილების მქონე მონასტერია შევეტონი, სადაც აღმოსავლური და დასავლური ტრადიციები ერთმანეთს ხვდება და ხდება მოწიწებული სწავლა აღმოსავლური ტრადიციისა და ლიტურგიისა. ალბათ ასე შთამბეჭდავად არსად წირავენ აღმოსავლური ლიტურგიით, როგორც შევეტონში, სადაც იციან ყველა ტრადიცია - რუსული, ქართული, ხორვატიული. სანტერესოა, რომ დილით, როცა დგებიან, ზოგი აღმოსავლური წესით სალოცავად მიდის, ზოგი დასავლური წესით სალოცავად და მერე ხვდებიან ერთმანეთს ტრაპეზზე. ჩვენ შეიძლება განსხვავებულად ვლოცულობთ, მაგრამ ერთი ოჯახი გვაქვს, ერთი წარსული გვაქვს, ერთად ვტეხთ პურს, შეიძლება აწმყო ერთი არა გვაქვს, მაგრამ უსათუოდ მომავალი ერთი გვექნება.
ნინო ცინცაძე: რა შეიძლება ითქვას ეკუმენური მოძრაობის პერსპექტივებზე?
გაბრიელე ბრაგანტინი: პრობლემები არის. არის ერთი ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია დოგმატებით, და არის სხვა ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია მსოფლიო პრობლემებით. ამის გამო ეკუმენისტებს შორის წარმოიშობა გაუგებრობა და უთანხმოება. მგონია, რომ პერსპექტივა მაინც არსებობს, რადგან ქრისტიანებს შორის შეინიშნება უდიდესი სურვილი, რომ ერთად იყვნენ. ეკუმენიზმი არ არის მხოლოდ ელიტარული მოვლენა. ეს არის მოვლენა, რომელიც ხალხის განვითარებამ მოიტანა. ევროპაში ჩატარდა ორი დიდი ასამბლეა, ბრაზილიაში ჩატარდა, ახლა რუმინეთში ჩატარდება. ბევრი ფიქრობს, რომ ამ შეხვედრებზე ტყუილად იკარგება დრო, მაგრამ ეს ასე არ არის. ეკლესიის წარმომადგენელთა შეხვედრები მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, შარშან ბელგრადში შედგა შეხვედრა მართლმადიდებელ და კათოლიკე ეკლესიებს შორის. საქართველოდან ჩავიდა ეპისკოპოსი დანიელი. ეს იყო კარგი შეხვედრა. მომავალი შეხვედრა 2008 წელს გაიმართება იტალიაში. თითქოს ამ შეხვედრებს არ მოაქვს შედეგები. ასე ჩანს შორიდან, მაგრამ თანდათან შედეგიც გამოჩნდება. თუ ხალხი აგრძელებს ურთიერთობას, თუ ეკლესიის წარმომადგენლებს შორის გრძელდება დიალოგი, ვფიქრობ, ეს პერსპექტივის არსებობის მიმანიშნებელია.
რაც შეეხება კათოლიკე ეკლესიის პოზიციას, ისე ჩანს, რომ კათოლიკე ეკლესია დღეს უფრო მკაცრად არის განწყობილი ეკუმენური მოძრაობის მიმართ, მაგრამ ამ მოძრაობაში არის ჭეშმარიტების მომენტი და არის სიყვარულის მომენტი. ეს ორი რამ არ უნდა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, თუ ჩვენ სიყვარული გვინდა, ერთად უნდა ვიყოთ. დღეს ითქვა, რომ კათოლიკე ეკლესიას აქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე ანუ დოგმატებზე. თუ ჭეშმარიტება და სიყვარული ცალ-ცალკე მოიაზრება, ეს არ იქნება სწორი.
ლევან აბაშიძე: ორიოდე შენიშვნა საქართველოს ეკლესიის შესახებ. საქართველოს ეკლესიაში იყო რამდენიმე მტკივნეული მომენტი, მაგალითად, მეოცე საუკუნის დამდეგს საქართველოს ეკლესიის გამოსვლა რუსეთის ეკლესიის წიაღიდან. ჩვენ ვიცით და გვესმის ეკლესიისგან, რომ 1917 წელს აღდგა ავტოკეფალია, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს ავტოკეფალია არ აღიარეს სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, სანამ 1943 წელს არ აღიარა იგი რუსეთის ეკლესიამ. საქართველოს ეკლესიის რუსეთის ეკლესიიდან გამოყოფის, ავტონომიის მოპოვების პროცესი რუსეთის ეკლესიის სურვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, და ასევე, ჩემი აზრით, არც საქართველოს ეკლესიის ეკუმენურ მოძრაობაში შესვლა ყოფილია რუსეთის ეკლესიის მაინცდამაინც დიდი სურვილი, ვინაიდან ეკუმენურ მოძრაობაში შესვლამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი საქართველოს ეკლესიის ცნობას. საბოლოოდ 1988 წელს მსოფლიო პატრიარქმაც აღიარა, რომ საქართველოს უძველესი საპატრიარქო აქვს, რაც მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
მალხაზ სონღულაშვილი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმენურ მოძრაობაში თავისი ნებით არ შესულა, მაგრამ თავისი ნებით გამოვიდა. ეს იყო მისი გადაწყვეტილება, მაგრამ მე მჯერა, რომ ქვემოდან დაიწყება მოძრაობა, როდესაც ხალხი, ეკლესია იტყვის, რომ გვჭირდება სხვა ქრისტიანებთან თანაზიარება, მეგობრობა, თანამშრომლობა, ვინაიდან ამის გარეშე ეკლესიას მომავალი არ ექნება.
ბექა მინდიაშვილი: ეკლესიების რეალური გაერთიანების შეუძლებლობა შესაძლოა დავიყვანოთ ტრადიცებისა და სწავლებების შეუთანხმებლობის პრობლემებამდე. ერთ-ერთ ასამბლეაზე აფრიკელი პასტორი ქალი გამოვიდა და ასეთი იოლი გზა შემოგვთავაზა იმის გასაგებად, რომ ეკლესია რეალურად ერთია და სხვა ეკლესია არ არსებობს. მართალია, ჩვენ გვყოფს ზიარების ბარძიმი, ძალიან რთულია ზიარების ბარძიმთან ერთად მისვლა, მაგრამ გვაერთიანებს ადამიანების მსახურების ბარძიმი, ვინაიდან სწორედ ადამიანების მსახურებაში თანავეზიარებით ყოველდღიურად ქრისტესო. ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან მარტივი გზა, რომელზე დადგომითაც სამომავლოდ შესაძლებელი გახდება ეკლესიათა ერთიანობის გააზრება. როდესაც თანავმსახურებთ ადამიანთა საკეთილდღეოდ, ჩვენ ყოველთვის ერთნი ვართ და არა მარტო ადამიანს ვემსახურებით, არამედ ღმერთსაც.
![]() |
5 ...სადაც ვერავინ დაანთებს ინკვიზაციის კოცონს |
▲ზევით დაბრუნება |
Tolerance
ეს სიტყვა სენატორმა ტედ კენედიმ 1983 წლის 3 ოქტომბერს ვირჯინიის შტატის ქალაქ ლინჩბურგის „ლიბერტი ბაპტისტ კოლეჯში“ წარმოთქვა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბ-ნ კენედის შეცდომით გაეგზავნა მოწვევა, რომ შეერთებოდა ჯგუფს სახელად „მორალური უმრავლესობა1“ („Moral Majority“) (მემარჯვენე ფრაქცია, რომელსაც უძღვებოდა მისი უწმინდესობა ჯერი ფალუელი), ორგანიზაციამ გულთბილად სთხოვა მას სიტყვით გამოსვლა „ლიბერტი ბაპტისტ კოლეჯში“, რომელიც მემარჯვენეთა ფრთას მიეკუთვნებოდა.
„დიდად მადლობელი ვარ, პროფესორო კომბაი, ასეთი გულთბილი წარდგინებისათვის. ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, რომ მე არ მოველოდი ასეთი თბილი სიტყვების მოსმენას დოქტორ ფალუელისაგან. ამიტომ, ჩემის მხრივ, მეც გეპატიჟებით. იმედი მაქვს, რომ 1985 წლის 20 იანვარს დოქტორი ფალუელი აღავლენს ლოცვას ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი დემოკრატიული პრეზიდენტის ინაუგურაციისას. დოქტორო ფალუელ, მე არ ვიცი, რას ფიქრობთ თქვენ ამის თაობაზე. შესაძლოა თქვენ სათანადოდ არ აფასებთ პრეზიდენტს, მაგრამ დემოკრატები ნამდვილად დააფასებენ ლოცვას.
მართალი გითხრათ, ზოგიერთი ვაშინგტონში გაოცებული დარჩა იმით, რომ აქ მომიწვიეს, და მათმა გაოცებამ იმატა, როდესაც მე ეს წინადადება მივიღე. მათი აზრით, უფრო ადვილია აქლემისთვის ნემსის ყუნწში გაძრომა, ვიდრე კენედისთვის „ლიბერტი ბაპტისტ კოლეჯში“ მოსვლა. მე ვთხოვე დოქტორ ფალუელს, როგორც თქვენს საპატიო რექტორს, ჩვენი შეხვედრის აღსანიშნავად ნება დაერთო ყველა სტუდენტისთვის, ერთი საათით გვიან წასულიყვნენ დასაძინებლად მომავალ შაბათს. ამის ნაცვლად კი პირობა მივეცი, რომ მომავალ კვირას დილით ძველი აღთქმის საათს ვუყურებდი.
მესმის, რომ ჩემმა ვიზიტმა შეიძლება აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა გამოიწვიოს. როგორც ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, დოქტორმა ფალუელმა გამომიგზავნა მოსაწვევი როგორც „მორალური უმრავლესობის“ წევრს, თუმცა სინამდვილეში მე ამ ჯგუფის წევრი არ ვყოფილვარ. საინტერესოა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უკვე სრულუფლებიანი წევრი ვარ?
[ფალუელი: გარკვეულწილად]
ის ამბობს, გარკვეულწილადო.
ეს, რა თქმა უნდა, არაპოლიტიკური გამოსვლაა, რაც ალბათ საუკეთესოა მოცემულ ვითარებაში. ვინაიდან მე არ ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი, რასაკვირველია, არ იქნებოდა მართებული მეთხოვა თქვენთვის მხარდაჭერა ამ არჩევნებში და, ალბათ, ასევე არასწორი იქნებოდა, მადლობა გადამეხადა უკანასკნელ არჩევნებში თქვენი მხარდაჭერისათვის.
მე მოვედი აქ, რათა ვისაუბრო ჩემს შეხედულებებზე რწმენისა და ქვეყნის, ამერიკაში არსებული ტოლერანტულობისა და სიმართლის შესახებ. მე ვათვითცნობიერებ, რომ ჩვენ გარკვეული უთანმოებებით ვიწყებთ; საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ საღამოს ბოლოს ჩვენ შორის კვლავ დარჩება გარკვეული უთანხმოებები. მაგრამ ასევე ვიმედოვნებ, რომ დღესაც და მომავალ თვეებსა და წლებშიც ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით სხვა ადამიანის უფლებას, იყოს განსხვავებული, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდება საკუთარი შეცდომები, რომ საკუთარი თავის შეფასებისას არ დავკარგავთ ჭეშმარიტებისა და იუმორის გრძნობას. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ახალ აღთქმაში მოციქულებსაც კი ასწავლიდნენ, რომ პირველ ყოვლისა საკუთარ თვალებში ჩაეხედათ და მხოლოდ ამის შემდეგ დაენახათ სხვისი ნაკლოვანებები.
მე არ მავიწყდება ეს რჩევა. მე ვარ ამერიკელი და ვარ კათოლიკე; მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვუფრთხილდები ჩემს რწმენას. მაგრამ არ ვამტკიცებ, რომ პატრიოტიზმის ან სახელმწიფო კურსის ჩემებური ხედვა არის აუცილებლად სწორი ან რომ ჩემი შეხედულებები რელიგიის შესახებ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რწმენა ჩვენს მრავალეროვან საზოგადოებაში. მე მჯერა, რომ ნამდვილად არსებობს ისეთი რამ, როგორიც არის სიმართლე, მაგრამ ჩვენ შორის ვის აქვს უფლება მასზე მონოპოლია დაიჩემოს?
არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამას აკეთებენ, და მათ არატოლერანტულობას მათივე სიტყვები მოწმობს. მაგალითად, იმის გამო, რომ „მორალური უმრავლესობა“ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობს, ერთმა ფუნდამენტალისტურმა ჯგუფმა ბრალი დასდო დოქტორ ფალუელს, რომ ის ცდილობს, დაარღვიოს ეკლესიის მთლიანობა და „ერთი უღლის ქვეშ გაერთიანდეს კათოლიკეებთან, მორმონებსა და სხვებთან ერთად“. მოხარული ვარ, რომ დოქტორი ფალუელი არ თვლის ამას ცოდვად, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ის თავად გახდა ცრურწმენების სამიზნე. როდესაც ადამიანები სახელმწიფოებრივი პოლიტიკის საკითხებს წყვეტენ, მათ უნდა შეეძლოთ ერთად მუშაობა მაშინაც კი, როდესაც სხვადასხვა რელიგიას მიეკუთვნებიან, ვინაიდან სინამდვილეში ჩვენ ყველას გვაერთიანებს ის, რომ ამერიკელები ვართ და ეს უღელი არის ბედნიერი კავშირი ინდივიდუალური თავისუფლების და ურთიერთპატივისცემისა.
მაგრამ, როდესაც ამას ვამბობთ, არ უნდა დავივიწყოთ უფრო ღრმა და მწვავე საკითხი, ანუ ის, თუ რამდენად და რა საშუალებით უნდა ახდენდეს რელიგია ზემოქმედებას სახელმწიფოზე. ჩვენს წინა თაობაში პრეზიდენტობის კანდიდატს უნდა დაემტკიცებინა მისი დამოუკიდებლობა რელიგიური წნეხისაგან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, და ამის გაკეთებას მას ნაწილობრივ ევანგელისტი პროტესტანტების დაჟინებული მოთხოვნა აიძულებდა. ჯონ კენედიმ იმ დროს განაცხადა: „მე მჯერა იმ ამერიკის, სადაც არჩევნებში არ მონაწილეობენ რელიგიური ბლოკები.“ ოცი წლის შემდეგ სხვა კანდიდატმა რელიგიური ბლოკი ევანგელისტების შეხვედრას უწოდა. რონალდ რეიგანმა მრგვალ მაგიდასთან შეხვედრაზე დალასში 15 ათასი ევანგელისტის წინაშე განაცხადა: „მე ვიცი, რომ თქვენ არ მიჭერთ მხარს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მე გაფასებთ თქვენ და ვაფასებ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ.“
ბევრი ამერიკელისთვის ეს სიტყვები იყო ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფის სახიფათო ნიშანი და სიმბოლო. და მაინც, ეს პრინციპი, როგორი სასიცოცხლო მნიშვნელობისაც უნდა იყოს ის, არ არის უბრალოდ გამარტივებული და მკაცრი მითითება. ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევება არ შეიძლება ნიშნავდეს მორალური პრინციპებისა და პოლიტიკური ძალაუფლების აბსოლუტურ გაყოფას. დღეს ჩვენ წინაშე დგას ამოცანა, რომ გავიხსენოთ ამ პრინციპის წარმომავლობა, განვსაზღვროთ მისი მიზანი და მოვარგოთ ის დღევანდელ პოლიტიკურ მოთხოვნებს.
ჩვენი ერის ფუძემდებლებს სახელმწიფოსთან ურთიერთობის ხანგრძლივი და მწარე გამოცდილება ჰქონდათ. სახელმწიფოსთან, რომელიც წარმოადგენდა როგორც შუამავალს, ისე მოწინააღმდეგეს გარკვეული რელიგიური შეხედულებებისა. მერილენდის კოლონიაში კათოლიკეებისთვის დაწესებული იყო მიწის ორმაგი გადასახადი, ხოლო პენსილვანიაში მათ აიძულებდნენ ჩაეწერათ თავიანთი გვარები სახელმწიფო რეესტრში - რაც ებრაელთა წინააღმდეგ მუქარის გამომხატველი პირველი ნაცისტური კანონების წინამორბედი იყო. ებრაელებიც დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ ცამეტივე კოლონიაში. მასაჩუსეტსმა გააძევა როჯერ ვილიამსი და მისი რელიგიური გაერთიანება, რომელიც აცხადებდა, რომ სამოქალაქო ხელისუფლებას არ ჰქონდა უფლება იძულებით დაეკისრებინა ხალხისთვის ათი მცნების შესრულება. ვირჯინიაში ბაპტისტ მასწავლებლებს დევნიდნენ, დაწესდა რელიგიური კუთვნილება სახელმწიფო სამსახურისთვის: კანონში ჩაიწერა, რომ არც ერთ თანამდებობაზე არ დაინიშნებოდნენ „პაპის მიმდევრები“.
მაგრამ რევოლუციის დროს კათოლიკეები, ებრაელები და არატრადიციონალისტები ერთი მიზნით გაერთიანდნენ და გმირულად იბრძოდნენ ამერიკის თანამეგობრობისთვის - ჯონ ვინტროპის „გორაკზე აღმართული ქალაქისათვის“. შემდგომ, როდესაც კონსტიტუციის რატიფიცირება მოხდა და მერე შესწორება, კანონმდებლებმა თავისუფლება მისცეს ყველანაირ რელიგიას და აღიარეს ადამიანის უფლება, იყოს თავისუფალი ნებისმიერი დაწესებული რელიგიისგან, რაც პირველ ადგილზე ჩაიწერა უფლებათა ქარტიაში.
და მართლაც, თავად კანონმდებლები სხვადასხვა რწმენის ადამიანები იყვნენ: ვაშინგტონი ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენელი იყო, ჯეფერსონი - დეიზმის მიმდევარი, ხოლო ადამსი - კალვინისტი და, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ის ტოლერანტულობის წინააღმდეგ გამოდიოდა, მერე შემოწირულობა გაიღო კათოლიკური ეკლესიების მშენებლობისათვის, ისევე, როგორც ჯორჯ ვაშინგტონმა. ტომას ჯეფერსონი ამბობდა, რომ მისი ყველაზე საამაყო მიღწევა იყო არა პრეზიდენტობა ან დამოუკიდებლობის დეკლარაციის დაწერა, არამედ რელიგიური თავისუფლების შესახებ ვირჯინიის აქტის კანონპროექტის შედგენა. მან ძალიან მკაფიოდ გამოხატა პირველი ამერიკელების ხედვა და კონსტიტუციის პირველი შესწორების კონცეფცია: „ღმერთმა, რომელმაც გვაჩუქა სიცოცხლე, ამავე დროს მოგვანიჭა თავისუფლება.“
ეკლესიისა და სახელმწიფოს დაშორება შესაძლოა ზოგჯერ გამაღიზიანებელი იყოს რელიგიური რწმენის მქონე ადამიანებისათვის. შესაძლოა ისინი ცდილობენ, გამოიყენონ სახელწიფო იმისათვის, რომ დააკანონონ ფასეულობები, რომელთა მიღებასაც სხვებს ვერ აიძულებენ. მაგრამ თუ ამ ცდუნებას ავყვებით, ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როდესაც ყველა ადამიანის თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება. მათ, ვინც ცენზურის მომხრენი არიან, უნდა გაიხსენონ, რომ ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელიც დაწვეს, ბიბლიის პირველი ინგლისურენოვანი თარგმანი იყო. როგორც პრეზიდენტი ეიზენჰაუერი გვაფრთხილებდა 1953 წელს, „არ შეუერთდეთ მათ, ვინც წიგნებს წვავს, ... ადამიანის უფლება, გამოხატოს თავისი აზრები, უფლება, დააფიქსიროს ეს აზრები და უფლება, გაუზიაროს ისინი სხვა ადამიანებს, უპირობოა - თუ არა და ეს არ არის ამერიკა.“ ხოლო თუ ეს უფლება უარყოფილია, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ზურგი შევაქციოთ ნებისმიერ სხვა წიგნსა თუ ნებისმიერ სხვა შეხედულებას. მოდით, ყოველთვის გვახსოვდეს: დღევანდელი მორალური უმრავლესობა შეიძლება ხვალ დევნილ უმცირესობად იქცეს.
საფრთხე დღესაც ისეთივე დიდია, როგორიც სახელმწიფოს ფუძემდებლების დროს იყო. 1789 წელს მათ ეშინოდათ ათეულობით რელიგიურ მიმდინარეობას შორის უთანხმოებებისა. დღეს არსებობს ასობით - და შესაძლებელია ათასობით - სხვადასხვა რწმენა, და არის კიდევ მილიონობით ამერიკელი, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთის მრევლს. პლურალიზმი, ბუნებრივია, არ ნიშნავს და არც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ყველა მათგანი მართალია; მაგრამ ის ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ არის ისეთი სფეროები, სადაც სახელმწიფოს არ შეუძლია გადაწყვიტოს და არც უნდა წყვეტდეს რა უნდა გვწამდეს, რა უნდა ვიფიქროთ, რა ვიკითხოთ და რა ვაკეთოთ. როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი კონსტიტუციურ სფეროში პროფესორი ლარი ტრაიბი წერდა: „კანონს არათეოკრატიულ სახელმწიფოში არ შეუძლია იყოს რელიგიური სიმართლის საზომი და არც სახელმწიფოს შეუძლია მისი იძულებით დაწესება.“
ნამდვილად უმართებულო ვითარება მაშინ იქმნება, როდესაც რელიგიას სურს, რომ სახელმწიფომ უკარნახოს თავის მოქალაქეებს როგორ იცხოვრონ პირად ცხოვრებაში. „მშრალი კანონის“ წარუმატებლობა ამტკიცებს ასეთი მცდელობის ამაოებას, როდესაც უმრავლესობა ან უმცირესობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ ეთანხმება მას. ზოგიერთი საკითხი შეიძლება თავისი არსით ინდივიდუალურ გადაწყვეტას საჭიროებდეს ან შეიძლება ადამიანების აზრები ამასთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. ისეთ შემთხვევებში, როგორიც არის „მშრალი კანონი“ და აბორტი, რელიგიის მართებული პოზიცია არის ის, რომ აპელირება გააკეთოს ადამიანის სინდისზე და არა სახელმწიფოს მხრიდან ძალდატანების უფლებაზე.
მაგრამ ამავდროულად არსებობს საკითხები, რომლებიც თავისი არსით სწორედ საზოგადოებრივია, რომლებიც ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ, როგორც ნაციამ; და არის შემთხვევები, როდესაც რელიგიას და რელიგიურ ფასეულობებს შეუძლიათ მიმართონ ჩვენს საერთო ადამიანურ შეგნებას და ვალდებულნიც არიან გააკეთონ ეს. ამის საუკეთესო მაგალითია ატომური ომის საკითხი. ეს ზნეობის საკითხია; მასზე გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო და არა ცალკეული ადამიანები; ხოლო იმისათვის, რომ მორწმუნე ადამიანებმა ცხოვრებაში განახორციელონ თავიანთი სარწმუნოების ზნეობრივი იდეალები, მათ გულახდილად უნდა ილაპარაკონ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ. კათოლიკე ეპისკოპოსებსა და მის უწმინდესობა ბილი გრეჰემს სრული უფლება აქვთ მხარი დაუჭირონ ატომური იარაღის აკრძალვას, ასევე სრული უფლება აქვს დოქტორ ფალუელსაც, რომ ამის წინააღმდეგ გაილაშქროს.
უნდა არსებობდეს გარკვეული სტანდარტები ამგვარი ლიდერობის განხორციელებისათვის, რათა არ მოხდეს სარწმუნოებრივი ვალდებულებების გაუფასურება და, უბრალოდ, პოლიტიკური უპირატესობის შესაძლებლობად მათი გადაქცევა. მაგრამ ამა თუ იმ პოზიციის დაკავება, როდესაც საკითხი ნამდვილად საზოგადოებრივი და ზნეობრივია, ხანგრძლივი და პატივსაცემი ტრადიციების დაცვას ნიშნავს. 1800-იანი წლების გამოჩენილ ევანგელისტთა დიდი ნაწილი აბოლიციონისტთა მოძრაობის ავანგარდში იყო. ჩვენს დროში მისმა უწმინდესობამ უილიამ სლოან კოფინმა ეჭვქვეშ დააყენა ვიეტნამის ომის მორალური მხარე. პაპმა იოანე XXIII-მ კიდევ ერთხელ გაახმოვანა სახარების მოწოდება სოციალური სამართლიანობისაკენ. ხოლო დოქტორმა მარტინ ლუთერ კინგმა, რომელიც ამ საუკუნის უდიდესი მქადაგებელი იყო, გამოაღვიძა ჩვენი თვითშეგნება და თვალი აუხილა ჩვენს ერს რასობრივი სეგრეგაციის მანკიერებებზე.
მათმა სიტყვებმა დალოცეს ჩვენი სამყარო. და ვინ ისურვებდა დღეს, რომ მათ თავის დროზე ხმა არ ამოეღოთ? ვინ შეჰბედავდა პაპ იოანე პავლე II-ს, რომ არ აღემაღლებინა ხმა რეპრესიებზე აღმოსავლეთ ევროპაში, ძალადობაზე ცენტრალურ ამერიკაში ან უმიწაწყლოდ დარჩენილთა და მშიერთა გადაუდებელ საჭიროებებზე და იმ ადამიანთა პრობლემებზე, ვისაც ჩვენი დროის ბნელ პოლიტიკურ საპყრობილეებში აწამებენ?
პრეზიდენტი კენედი, რომელიც ამბობდა, რომ არც ერთი რელიგიური ძალა არ უნდა ეცადოს თავისი ნების იძულებით დაწესებას, ასევე სთხოვდა რელიგიურ ლიდერებს, გამოეხატათ თავიანთი შეხედულებები და ეკისრათ ვალდებულებები, როცა საჯარო დისკუსიები ეთიკის საკითხებს შეეხებოდა. როდესაც დაკანონებულ ნებასა და მნიშვნელოვან სამოქალაქო პრინციპებს შორის ზღვარს ვავლებთ, ჩვენ ერთმანეთისაგან ვაცალკევებთ ეკლესიასა და სახელმწიფოს, მაგრამ ამავე დროს ვაცნობიერებთ, რომ ღვთის სახლი ანუ ეკლესია უნდა მოუწოდებდეს ადამიანებს მოქალაქეობრივი ვალდებულებების შესრულებისაკენ.
არსებობს ოთხი კრიტერიუმი, რომელთა საშუალებითაც ხდება ამ ზღვარის გავლება და განსხვავებათა განსაზღვრა.
პირველი: პატივი უნდა ვცეთ თავად რელიგიის ხელშეუხებლობას.
სინდისიერი ადამიანები სიფრთხილით უნდა მოექცნენ თავიანთი ღვთის სიტყვას. ჩვენს საკუთარ ისტორიაშიც მომხდარა, რომ რელიგია მოუშველებიათ ცრურწმენის გასაღვივებლად - მონობის მხარდასაჭერადაც კი, იმისათვის, რომ დაეგმოთ პროფესიული კავშირები და სახელმწიფოებრივი ხარჯები უქონელთათვის. მე მჯერა, რომ მაცხოვრის სიტყვები „ღარიბნი მუდამ თქენთან არიან“
ბრალდებაა და არა ერთ-ერთი მცნება. მე ღრმა პატივისცემით ვივარაუდებდი, რომ ღმერთს არ გამოუხატავს თავისი პოზიცია განათლების დეპარტამენტთან დაკავშირებით და რომ დაბალანსებული ბიუჯეტის კონსტიტუციური შესწორება არის ეკონომიკური ანალიზის საკითხი და არა ზეციური მოწოდება.
რელიგიური ფასეულობების გამორიცხვა ყველა საზოგადოებრივი საკითხიდან შეუძლებელია; მაგრამ ყველა საზოგადოებრივი საკითხი არ შეიცავს რელიგიურ ფასეულობებს. და რაოდენ ირონიულია, როდესაც სწორედ ამ ფასეულობების უარყოფა ხდება რელიგიის სახელით. მაგალითად, ჩვენ ზოგჯერ გვეუბნებიან, რომ არასწორია მშიერთა დაპურება, მაგრამ ეს მისია არის პირდაპირი დავალება, რომელსაც გვაკისრებს მათეს სახარების 25-ე თავი.
მეორე: პატივი უნდა ვცეთ ზნეობრივი პრინციპების სხვადასხვაობას.
მათ, ვინც განადიდებს ზნეობრივ და რელიგიურ ფასეულობებს, შეუძლიათ მოგვცენ რჩევები, მაგრამ საჯარო საკითხთან დაკავშირებულ პოზიციას არ უნდა მოეკიდნონ როგორც, უბრალოდ, რწმენის სიმტკიცის გამოცდას. ისევე, როგორც მე არ ვეთანხმები კათოლიკე ეპისკოპოსებს სწავლის გადასახადების გადავადებასთან დაკავშირებით, ასევე, სხვა კათოლიკეებს, ჭეშმარიტი რწმენიდან გამომდინარე, შეუძლიათ არ დაეთანხმონ და არც ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომელიც არსებობს ატომური იარაღის გამოყენების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით.
ამრიგად, აზრთა სხვადასხვაობა „მორალურ უმრავლესობასთან“ მიმართებაში წარმოიშობა არა მხოლოდ ამ ჯგუფის შეხედულებების, არამედ მისი სახელწოდების გამოც, რომელიც, ბევრი ადამიანის აზრით, იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მხოლოდ ერთი მიმართულება არის მორალურად გამართლებული და მხოლოდ ერთ უმრავლესობას შეუძლია ჰქონდეს სწორი პოზიცია. ანალოგიურად, ხალხი დაბნეულია, და ეს ასეც უნდა იყოს, როდესაც რელიგიური ლობი სახელწოდებით „ქრისტიანთა ხმა“ აქვეყნებს კონგრესის არჩევნების მონაცემების მორალურ ინდექსს, რომელიც იმის მიხედვით განსაზღვრავს სენატორების ზნეობრიობას, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ ზიმბაბვეს ან ტაივანის მიმართ.
კიდევ ერთ მაგალითს შემოგთავაზებთ. დოქტორმა ფალუელმა დაწერა - და მე მის ციტირებას ვახდენ: „ისრაელისგან განდგომა ღვთისგან განდგომას ნიშნავს“. დღეს არავინ არის სენატში, ვინც ჩემზე მტკიცედ დაიცავდა ისრაელს. და მაინც, მე ეჭვქვეშ არ ვაყენებ მეორე მხარეს მყოფთა რწმენას. მათი შეცდომა პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და არა რელიგიასთან. და მე იმედი მაქვს შევძლებ მათ დარწმუნებას, რომ ისინი ცდებიან როგორც ამერიკის ინტერესების, ისე ისრაელის პოზიციის სამართლიანობასთან მიმართებაში.
როდესაც ჩვენ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რელიგიურ გამოცდას ვუწესებთ სახელმწიფო სამსახურებს, მორალური პრინციპების პატივისცემა საფრთხის წინაშე დგება, ისევე, როგორც საფრთხის წინაშე დგება ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების ჰარმონიული თანაცხოვრება. კოლონიური ეპოქის ამ გადმონაშთმა, რომელიც განსაკუთრებულად არის აკრძალული კონსტიტუციით, კვლავ იჩინა თავი ბოლო წლებში. უკანასკნელი არჩევნების შემდეგ მისმა უწმინდესობამ ჯეიმს რობისონმა გააფრთხილა პრეზიდენტი რეიგანი არ შემოეკრიბა თავის გარშემო „ურჯულოთა საბჭო“, როგორც ეს მისმა წინამორბედმა გააკეთა. მე ძალიან წინააღმდეგი ვარ ამა თუ იმ თანამდებობისთვის სახელმწიფო სამსახურში რაიმე ასეთი სტანდარტის დაწესებისა. ორი საუკუნის წინ მსხვერპლნი კათოლიკეები და ებრაელები იყვნენ, 1980-იან წლებში - შეიძლება ათეისტები ყოფილიყვნენ, ერთ მშვენიერ დღეს კი მსხვერპლი შესაძლოა „ტომას როუდის ბაპტისტური ეკლესიის“ წევრები გახდნენ. მართლაც, 1976 წელს მე უღირს და ამერიკელისთვის შეუფერებელ საქციელად მიმაჩნდა, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ამბობდა ან მიანიშნებდა, რომ ჯიმი კარტერი არ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, რადგანაც ის ქრისტიანულ სარწმუნოებაში განმტკიცებული იყო. ჩვენ არასოდეს არ უნდა განვსაჯოთ ადამიანების მმართველობის უნარი იმის მიხედვით, თუ რომელ სარწმუნოებას მისდევენ ისინი, ქრისტესი სწამთ თუ მოსესი, „რწმენაში განმტკიცებულს“ უწოდებენ მათ თუ „ურჯულოს“. თუკი საჭიროა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მორალური ფასეულობების დანერგვა, მოდით, ვეცადოთ თავი ავარიდოთ იმ ცდუნებას, რომ ვიყოთ თვითკმაყოფილნი და საკუთარ თავში აბსოლუტურად დაჯერებულნი. ხოლო თუ ასეთი ცდუნების წინაშე ოდესმე დავდგებით, გავიხსენოთ, რა გამანადგურებლად დაახასიათა უინსტონ ჩერჩილმა მისი შეუწყნარებელი და ხისტი კოლეგა: „ღმერთმა დაიფაროს ღმერთი მსგავს სიტუაციაში მოხვედრისგან“.
მესამე: რელიგიურ ფასეულობებზე აპელირებისას პატივი უნდა ვცეთ საჯარო განხილვების ხელშეუხებლობას.
ამ დებატებში რწმენა ვერ შეცვლის ფაქტებს. კრიტიკოსები შეიძლება წინ აღუდგნენ ატომური იარაღის წარმოების აკრძალვას ზნეობრივი მოსაზრებებიდან გამომდინარე. მათ სრული უფლება აქვთ ამტკიცონ, რომ არავითარი მოლაპარაკება საბჭოთა კავშირთან არ იქნება მართებული ან რომ ნებისმიერი შეთანხმება მასთან გაამართლებდა მის დანაშაულებს, ანდა რომ არც ერთი შეთანხმება არ იქნება საკმარისი და ამიტომ ყველანაირი შეთანხმება მხოლოდ გაზრდის ომის შესაძლებლობას. მე არ მჯერა, რომ ეს ასეა, მაგრამ ამის თქმა ნამდვილად არ არღვევს სამართლიანი საჯარო განხილვების ნორმებს. ამ ნორმებს არღვევს ის, რომ ატომურ იარაღზე მორატორიუმის ოპონენტები თვლიან, შეუცდომლები ვართო (რისი უფლებაც მათ არა აქვთ), და ამიტომ, მათი აზრით, ამ აკრძალვის საწინააღმდეგო ნებისმიერი არგუმენტი გამართლებულია, მიუხედავად იმისა, მართალია ის თუ არა.
მორატორიუმი ატომური იარაღის წარმოებაზე არ არის ცალმხრივი, ის ორმხრივია - და გულისხმობს თანაბარ აკრძალვებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე საბჭოთა კავშირისთვისაც. ატომური იარაღის აკრძალვა იმას კი არ მოითხოვს, რომ ჩვენ ვენდოთ რუსებს, არამედ სრული და ეფექტური კონტროლის განხორციელებას მოითხოვს. ატომური იარაღის აკრძალვა ატომურ იარაღზე საბჭოთა მონოპოლიას კი არ ამართლებს, არამედ აღიარებს იმას, რომ ადამიანებს ყველა ძლევამოსილ სახელმწიფოში უკვე აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ რადიოაქტიური ნარჩენების გროვად აქციონ ღმერთის შექმნილი სამყარო.
არ არსებობს ზნეობრიობა სოკოსებრ ღრუბელში (რომელიც წარმოიშობა ატომური აფეთქების შედეგად). ატომური ფერფლის შავი წვიმა ერთნაირად მოუღებს ბოლოს სამართლიანებსაც და უსამართლოებსაც. და მაშინ უკვე ძალიან დაგვიანებული იქნება სინანული, რომ ნეტა უფრო რეალური სამუშაო გვეკეთებინა ამ ატომურ ხანაში - ანუ ჩვენი ძალისხმევა იმისკენ მიგვემართა, რომ შეგვექმნა სამყარო, რომელიც არც წითელია და არც მკვდარი.
მე სრულიად მზად ვარ ჩავერთო ატომური იარაღის წარმოების აკრძალვის შესახებ დებატებში პოლიტიკური და მორალური პრინციპების საფუძველზე. მაგრამ ჩვენ არ უნდა გვაიძულონ ვიმსჯელოთ მოჩვენებით პრობლემებზე ან ყალბ ბრალდებებზე. ეს მხოლოდ ხელს შეგვიშლის გადაუდებელი გადაწყვეტილების მიღებაში იმის თაობაზე, თუ როგორ მოვახერხოთ დაყოფილი პლანეტის დაცვა ნგრევისაგან.
ამ დებატებს არ წაადგება, თუ ჩავთვლით, რომ გამალებული შეიარაღება ღვთიური სასჯელია და არა ადამიანების პრობლემა, ან თუ ვიფიქრებთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო ჟამი ახლოვდება. როგორც პაპმა იოანემ ორი ათწლეულის წინ ვატიკანის მეორე საბჭოს გახსნაზე განაცხადა, „ჩვენ უნდა ვუფრთხოდეთ მათ, ვინც ენთუზიაზმით არის შეპყრობილი, მაგრამ არ არის დაჯილდოებული გონიერებით... ჩვენ არ უნდა დავეთანხმოთ უბედურების წინასწარმეტყველებს, რომლებიც მუდმივად გვპირდებიან კატასტროფებს, თითქოს სამყაროს დასასრული სულ მალე იყოს მოსალოდნელი“. გზავნილი, რომლის ექოც ხმიანობს წლების განმავლობაში, ძალზე ნათელია: დედამიწა კვლავაც თავის ადგილზეა, ხოლო თუ ჩვენ მისი შენარჩუნება გვინდა, ამისათვის უბედურების წინასწარმეტყველება არ არის შეიარაღებულ ძალთა კონტროლის ალტერნატივა.
მეოთხე და საბოლოო არის ის, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ ადამიანების აზრს, ვინც იყენებს თავის უფლებას, ჰქონდეს განსხვავებული აზრი.
ჩვენ დიდ საფრთხეს შევუქმნით თანაარსებობის ჩვენს შესაძლებლობას, თუ წინასწარ ეჭვქვეშ დავაყენებთ ერთმანეთის კეთილსინდისიერებას. შეიძლება უფრო ძნელი იყოს გრძნობების დამალვა, როდესაც საფრთხე ემუქრება ჩვენს მორალურ პრინციპებს, რადგანაც მათ ჩვენი სულის სიღრმეში აქვთ ფესვი გადგმული. მაგრამ რაც უფრო მეტად განსხვავდება ჩვენი გრძნობები, რაც უფრო მწვავედ შევიგრძნობთ მათ, მით უფრო დიდია ჩვენი ვალდებულება, რომ განსხვავებული აზრის მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს გულწრფელად და ღირსეულად მოვექცეთ.
ისინი, ვინც მხარს უჭერს „E.R.A.“-ს [შესწორებას ამერიკის კონსტიტუციაში, რომელიც თანასწორ უფლებებს ითვალისწინებს], არ არიან ოჯახის მოწინააღმდეგენი ან ღვთის მგმობელნი და მათი მიზანი არ არის ბიბლიაზე შეტევა. პირიქით, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის საუკეთესო გზა, ჩვენს ეროვნულ ცის კამარაზე დავამკვიდროთ იდეალი, რომ არა მხოლოდ ყველა ადამიანი, არამედ ყველა ეროვნების ხალხები შექმნილნი არიან თანასწორუფლებიანებად. დედაჩემი, რომელიც „E.R.A.“-ს მგზნებარე მხარდამჭერია, ნამდვილად გაკვირვებული დარჩებოდა, თუ გაიგებდა, რომ ის ოჯახის მოწინააღმდეგედ ითვლება. ჩემის მხრივ, ამ შესწორების მოწინააღმდეგეებზე მე იმას ვფიქრობ, რომ ისინი ცდებიან ამ საკითხში, და არა იმას, რომ მათ აკლიათ ზნეობრიობა.
შემიძლია მოვიყვანო უამრავი მაგალითი იმისა, როდესაც ორივე მხრიდან ხდებოდა ერთმანეთის შეურაცხყოფა. დოქტორი ფალუელი არ არის „მილიტარისტი“, ხოლო იყო „ლიბერალური სასულიერო პირი“, არ ნიშნავს იყო „საბჭოთა წყობის მომხრე“, როგორც ამას „მორალური უმრავლესობა“ ვარაუდობდა ერთ-ერთ უკანასკნელ წერილში. ისინი, ვინც აკრიტიკებენ საჯარო სკოლებში ოფიციალურ ლოცვას, არ არიან „ფარისევლები“; ბევრი მათგანი იბრძვის სამოქალაქო უფლებებისათვის და სჯერა, რომ ოჯახებმა უფრო მეტად უნდა ილოცონ სახლში თავიანთ შვილებთან ერთად და უფრო ერთგულად იარონ ეკლესიასა და სინაგოგაში. ადამიანები არ არიან ქალთმოძულეები იმიტომ, რომ ეწინააღმდეგებიან აბორტს, და არ არიან მკვლელები, რადგანაც თავისუფალი არჩევანისა სჯერათ. არავის საქმეს არ არგებს, თუ ხმამაღლა წარმოთქვამენ ასეთ ეპითეტებს ან შეეცდებიან ჩაახშონ სიტყვით გამომსვლელის ხმა, რაც მოხდა გასულ აპრილს ჰარვარდში, როდესაც დოქტორ ფალუელს უსტვენდნენ და კრიტიკულ შენიშვნებს აყრიდნენ. ამიტომ მე ორმაგად მადლიერი ვარ თქვენ მიერ გამოჩენილი თავაზიანობისათვის ამ საღამოს. ეს არ იყო საუკეთესო მომენტი ჰარვარდში, მაგრამ მე მიხარია იმის აღნიშვნა, რომ ჰარვარდის აუდიტორიის ყველაზე მხურვალე აპლოდისმენტები დოქტორ ფალუელის სიტყვის თავისუფლების დასაცავად გაისმა.
მოკლედ რომ მოვჭრათ, მე იმედი მაქვს, რომ ამერიკა ის ქვეყანა გახდება, სადაც „ფუნდამენტალისტი“ და „ჰუმანისტი“ შეურაცხმყოფელი სიტყვები კი არ იქნება, არამედ - სამართლიანი გამოხატულება იმ განსხვავებული შეხედულებებისა, რომლებიც კეთილი ნების ადამიანებს აქვთ ცხოვრებისა და საკუთარი სულიერი სამყაროს მიმართ.
მე იმედი მაქვს, რომ ამერიკა ის ქვეყანა გახდება, სადაც არც პრეზიდენტი, არც სახელმწიფო მოხელე და არც ჩვეულებრივი მოქალაქე მათი რელიგიური ეჭვების ან რელიგიური მრწამსის გამო არასოდეს იქნება შერაცხული არც უკეთეს და არც უარეს ამერიკელად.
მე იმედი მაქვს, რომ ამერიკა ის ქვეყანა გახდება, სადაც რწმენის ძალა ყოველთვის გამორჩეულ ადგილს დაიკავებს, მაგრამ სადაც ვერავითარი თანამედროვე ინკვიზიცია ვერასოდეს დაანთებს შიშის, იძულებისა თუ რისხვით აღვსილი დაშორიშორების კოცონებს.
მე იმედი მაქვს, რომ ამერიკა ის ქვეყანა გახდება, სადაც თავისუფლად და ენერგიულად ვიკამათებთ, მაგრამ სადაც როგორც საგანძურს, ისე გავუფრთხილდებით და დავიცავთ თავაზიანობის ნორმებს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას აქცევს უსაფრთხო ადგილად როგორც დემოკრატიის, ისე მრავალფეროვნების განვითარებისთვის.
ამ შემოდგომაზე შესრულდება ოცი წელი მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში პრეზიდენტი კენედი უკანასკნელად დაესწრო პროტესტანტთა ასამბლეას. ატმოსფერო შეიცვალა ჰიუსტონის სამთავრობო ასოციაციის წინაშე მისი წინა გამოსვლის შემდეგ, რომელიც 1960 წლის კამპანიის დროს შედგა. მაშინ ის სიტყვით გამოვიდა, რათა შეერბილებინა კათოლიციზმის მიმართ გაჩენილი ეჭვები და პასუხი გაეცა მათთვის, ვინც აცხადებდა, რომ მისი ნათლობის დღეს იგი გარკვეულწილად დისკვალიფიცირებული იქნა როგორც მომავალი პრეზიდენტი. მისი გამოსვლა ჰიუსტონში და შემდეგ არჩევნები გახდა საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებიდან განდევნილიყო ეს ცრურწმენა. და აი, სამი წლის შემდეგ, 1963 წლის ნოემბერში ის გამოვიდა ქალაქ ნიუ-იორკის პროტესტანტული საბჭოს წინაშე, რათა ხელახლა დაემტკიცებინა ის, რასაც იგი ფუნდამენტურ ჭეშმარიტებად მიიჩნევდა. ამასთან დაკავშირებით ჯონ კენედიმ თქვა: „ადამიანის ოჯახი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი რასით ან რელიგიით, ერთი ქალაქით ან ქვეყნით... ადამიანის ოჯახი თითქმის 3 მილიარდი წევრისაგან შედგება. მისი წევრების უმრავლესობა არ არის თეთრკანიანი და არ არის ქრისტიანი.“ და როდესაც პრეზიდენტი კენედი მსჯელობდა ამ რეალობაზე, მან კვლავ გაახმოვანა ის იდეალი, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება იღვწოდა - რომ „ამ ოჯახის წევრები ერთმანეთთან მშვიდობიანად უნდა ცხოვრობდნენ“.
ეს იდეალი დაჰნათის ყველა თაობას ჩვენს ისტორიაში, ჩვენი რწმენის ყველა პერიოდს და თან ატარებს უძველეს ოცნებას. ვინაიდან, როგორც პავლე მოციქული წერდა დიდი ხნის წინ, „მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთს შორის“.
მე მწამს, რომ ეს შესაძლებელია; არჩევანი ჩვენზეა; როგორც თანამოქალაქეებმა, მოდით, ვიცხოვროთ მშვიდობიანად ერთმანეთის გვერდით; როგორც ადამიანებმა, მოდით, ვცადოთ, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიანად ყველა ადამიანთან ერთად მთელ მსოფლიოში. დაე, ეს იყოს ჩვენი მიზანი და ჩვენი ლოცვა, თქვენი და ჩემი - ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი სამყაროსთვის.
თარგმნა
ანუკი გეგეჭკორმა
_________________
1. „მორალური უმრავლესობა“ - ევანგელისტურ-ქრისტიანული ორიენტაციის მქონე გავლენიანი პოლიტიკური ორგანიზაცია ამერიკაში - დაარსდა 1978 წელს. იგი მილიონობით ადამიანს აერთიანებდა და ერთ-ერთი უძლიერესი კონსერვატიული იდეოლოგიის გამტარებელი იყო აშშ-ში. ორგანიზაცია, ოფიციალურად 1989 წელს გაუქმდა, მაგრამ არსებობას განაგრძობს „ქრისტიანული კოალიციის“ სახელით.
![]() |
6 ფანატიზმის ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური საფუძვლები |
▲ზევით დაბრუნება |
Tolerance
მღვდელი გიორგი ჩისტიაკოვი
მღვდელი გიორგი ჩისტიაკოვი
2007 წლის 22 ივნისს გარდაიცვალა ცნობილი ღვთისმეტყველი და საეკლესიო პუბლიცისტი, მღვდელი გიორგი ჩისტიაკოვი.
გიორგი ჩისტიაკოვი დაიბადა 1953 წლის 4 აგვისტოს მოსკოვში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძველი მსოფლიოს ისტორიისა და კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით; იყო ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი (თემა: „პავსანიუსი, როგორც ისტორიული წყარო“), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი.
1975 წლიდან ასწავლიდა ძველბერძნულსა და ლათინურ ენებს მოსკოვის ლინგვისტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1985-1997 წლებში მოსკოვის ფიზიკურ-ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა კულტურის ისტორიის კათედრას და კითხულობდა ლექციებს ბიბლიოლოგიაში, ქრისტიანობის ისტორიასა და საღვთისმეტყველო აზროვნების ისტორიაში. მამა გიორგი ასევე კითხულობდა ლექციებს საფრანგეთში - სტრასბურგის უნივერსიტეტსა და პარიზის წმინდა გიორგის ცენტრში და დიდ ბრიტანეთში. იგი არის ავტორი ლექციების კურსისა „წმინდა წერილი და ლიტურგიკული ლიტერატურა“. გამოქვეყნებული აქვს ანტიკური ავტორების: პლუტარქეს, პოლემონის, ტიტუს ლივიუსის და პავსანიუსის თარგმანები.
1994 წელს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ გიორგი ჩისტიაკოვი მღვდლად აკურთხა. მამა გიორგი სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდა მოსკოვის წმიდა უვეცხლოთა მკურნალთა კოზმან და დამიანეს სახელობის ტაძარში. გარდა ამისა, 10 წლის განმავლობაში მამა გიორგი იყო ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი, სადაც იგი ზრუნავდა ლეიკემიითა და სხვა უმძიმესი სნეულებებით დაავადებულ ბავშვებზე.
მღვდელი გიორგი ჩისტიაკოვი XX საუკუნის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწის დეკანოზ ალექსანდრე მენის სულიერი შვილი და მოწაფე იყო და მისი სახელობის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობდა. მამა გიორგის გამოქვეყნებული აქვს მრავალი საღვთისმეტყველო ნაშრომი: „ნათელი უკუნეთში“, „განაზრებანი“, „სახარებით ხელში“, „რომაული ჩანაწერები“, „მარადიული ქალაქის ძიებაში“ და სხვ.
მამა გიორგი ჩისტიაკოვი იყო ნამდვილი მართლმადიდებელი ინტელექტუალი და ქრისტიანი პიროვნება, რომლის მოღვაწეობაც იყო სახარებისეული მცნებების რეალური განხორციელება მიწიერ ცხოვრებაში.
|
ფანატიზმის გამოვლინებას ყველა რელიგიაში შეიძლება შევხვდეთ. ჩნდება კითხვა: რა არის ფანატიზმი? სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ ფანატიზმი რაღაც უცხო მოვლენას წარმოადგენს და არავითარი კავშირი არ აქვს რელიგიასთან. ძნელი დასაჯერებელია, რადგან ყველა საუკუნეში რელიგიის ისტორია დაკავშირებულია ფანატიზმის ისტორიასთან. ვოლტერი ფანატიზმს რელიგიის გაუკუღმართებულ პირმშოს უწოდებდა. შეიძლება ამ განსაზღვრებაზე შევჩერდეთ, თუმცა ისიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ გამოთქმა შვარცის1 პიესიდან და ფანატიზმს რელიგიის ჩრდილი ვუწოდოთ. შესაძლოა ფანატიზმი სხვადასხვა პოლიტიკური მიზნით მასების ცნობიერებაზე მანიპულირების შედეგი იყოს. მაგალითად, იან ჰუსმა, რომელსაც შუა საუკუნეებში კოცონზე წვავდნენ, გარშემო მყოფი ბრბოს ფანატიზმი ამ ბრბოს ცნობიერებაზე მანიპულაციის შედეგად მიიჩნია. დედაბერს, რომელმაც კოცონს ფიჩხი მიუმატა, იან ჰუსმა ცნობილი სიტყვებით მიმართა: „წმინდა გულუბრყვილობა“, რადგან დედაბერი ფიქრობდა, რომ კეთილ საქმეს აკეთებდა.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ფანატიზმის ზემოდან თავსმოხვევა არ ხდება, იგი ხალხში ჩნდება და ამით არის საშიში. ბართლომეს ღამის იდეა იმდროინდელი პარიზის ხელოსანთა კორპორაციებში დაიბადა. ჩვეულებრივ, ხელოსნები საეკლესიო ბაირაღებს ატარებდნენ რელიგიური პროცესიების დროს. მათი კორპორაციები კი ის ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა, სადაც დაიბადა და განხორციელდა ჰუგენოტების ხოცვა-ჟლეტის იდეა. ამიტომაც შეიძლება ვისაუბროთ ფანატიზმის კორპორაციულ ბუნებაზე.
ჩვენ ჯერ არ ჩამოგვიყალიბებია ფანატიზმის განსაზღვრება.
ბელა2 თვლის, რომ პირველყოფილი რელიგიების ნებისმიერი ფორმა ფანატიზმს წარმოადგენს. პირველყოფილი ადამიანები, რომლებიც ტყეებში მსხვერპლშეწირვის რიტუალებს აღასრულებდნენ, ფანატიკოსები იყვნენ. სულ სხვაგვარ განსაზღვრებას იძლევა „ფილოსოფიურ ლექსიკონში“ ვოლტერი: ფანატიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფანატიკოსი, იცავს რა იმ მართლმორწმუნეობას, რომლის მცველადაც მიიჩნევს საკუთარ თავს, მზადაა დასაჯოს და მოკლას [ის ვინც მის აზრს არ იზიარებს]. ეს ალბათ ყველაზე მძაფრი განსაზღვრებაა. მართლმორწმუნეობის ყოველი დამცველი, ყოველი ფუნდამენტალისტი ფანატიკოსი როდია. ფანატიზმი მაშინ იწყება, როდესაც ადამიანს უჩნდება სურვილი დევნოს, დასაჯოს და დახოცოს სხვაგვარად მოაზროვნეები. ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საბჭოთა პერიოდში ფანატიკოსებს უწოდებდნენ ისეთ მშვიდობისმოყვარე ადამიანებს, როგორებიც იყვნენ სერგი რადონეჟელი და სერაფიმე საროველი.
მეორე მხრივ, სიტყვები „ფანატიკოსი“, „ფანატიზმი“ სხვისთვის მისაკერებელ იარლიყებს წარმოადგენს - ადამიანი საკუთარ თავზე არასოდეს იტყვის, მე ფანატიკოსი ვარო. ეს ტერმინები მხოლოდ სხვის მიმართ იხმარება. არ იხმარება იმათ მიმართ, რომლებისაც გვესმის. ფანატიზმის ნამდვილი, სერიოზული განსაზღვრების ჩამოყალიბება რთულია. საერთოდ ვინ არის ფანატიკოსი? იქნებ ეს ანტიკური ყაიდის ნიღაბია? ფანატიზმზე საუბრისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და განურჩევლად ყველას არ უნდა ვუწოდოთ ფანატიკოსი.
იმდენად, რამდენადაც ფანატიკოსის თვითიდენტიფიკაცია გამორიცხულია, მისი განსაზღვრება გარედან უნდა მოხდეს. დავუშვათ, რომ ძველი ბერძნები არ იყვნენ ფანატიკოსები, რადგან სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას უცხო ღმერთებში თავიანთ ღმერთებს ხედავდნენ. ძველ ბერძნებს არ ჰქონდათ წმინდა წერილი. ისინი, როგორც მოგვიანებით რომაელები, იღებდნენ სხვა ერებისა და რელიგიების საკრალურ კულტებს. ანტიკურ რომში ყველა რელიგიის ტაძარს იხილავდით და ეს სავსებით მართებულად ითვლებოდა.
ქრისტიანობა თავიდანვე აღიქმება როგორც ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება და ამიტომაც მისი მუდმივი თანამდევი ჩრდილი ხდება ფანატიზმი. ის ფანატიზმი, რომელიც გამოვლინდა ინკვიზიციის პროცესებსა და ანტიკური ავტორების წიგნების აუტოდაფეებში. რატომ მოაღწია ჩვენამდე ძველი ბერძენი პოეტების თხზულებებმა მხოლოდ გვიანდელი ავტორების ნაწარმოებში არსებული ციტატების სახით? იმიტომ, რომ მათი წიგნები დაწვეს. ამით იწყება ქრისტიანობის, როგორც სახელმწიფო რელიგიის ისტორია. აღსანიშნავია, რომ პირველ პერიოდში, როდესაც იმპერატორები წარმართები იყვნენ, ფანატიზმი არ არსებობდა. ეს წარმოადგენს ფანატიზმის კიდევ ერთ მახასიათებელს - ჩნდება რა მასის შიგნით, იმას უცილობლად ეძლევა მხარდაჭერა ზემოდან.
ვოლტერი ერთმანეთისგან განარჩევდა ცნებებს - „ფანატიკოსი“ და „ენთუზიასტი“. კერძოდ, ეგნატე ლოიოლას ენთუზიასტებს აკუთვნებდა. წმინდა ეგნატე არ იჭრიდა თმებს და ფრჩხილებს, თვეობით არ ეძინა, მაგრამ არავის კლავდა და არც ხოცვა-ჟლეტისკენ მოუწოდებდა ვინმეს. ლოიოლა კათოლიკური იდეების გამომხატველი იყო და ამიტომ ვოლტერს იგი ძალიანაც არ უყვარდა, მაგრამ აღნიშნავდა, რომ ეგნატე ლოიოლა ენთუზიასტი იყო და არა ფანატიკოსი.
ფანატიკოსი ის მოსკოველი მღვდელია, რომელმაც თავისი შვილის მასწავლებელს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სწერდა, რომ აუკრძალა თავის პატარა გოგონას ინგლისური ტექსტის სწავლა წმინდა ვალენტინის დღესასწაულის შესახებ, რადგან ეს დღესასწაული ამკვიდრებს პროსტიტუციას, არაქრისტიანულია და ა.შ. ჩვეულებრივ ფანატიკოსი ამგვარი შეხედულებების გავრცელებით კმაყოფილდება, მაგრამ როდესაც ისინი ავადმყოფურ გონებაში მკვიდრდებიან, მაშინ ხდება უბედურება.
ფანატიკური მასა ძალიან ადვილად შობს თავისი რიგებიდან ბელადს და ადვილად მიჰყვება მას. ამის დასამტკიცებლად მარტო გერმანიისა და ჰიტლერის მაგალითიც კმარა. თუმცა არსებობენ ეული ფანატიკოსებიც, რომელთაც არ ჰყავთ აქტიური მომხრეები.
ფანატიკოსი კონცენტრირდება მტრის ხატზე და მისი აზროვნების მანერაც შესაბამისად იცვლება, ამიტომაც ფანატიზმის გაღვივება ძალიან საშიშია.
ბოლო საშობაო კონფერენციაზე მიტროპოლიტმა კირილემ3 რუსეთის მართლმადიდებელსა და რომის კათოლიკურ ეკლესიებს შორის ურთიერთობის გამწვავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში არსებულ სირთულეებს მის ტერიტორიაზე დასამკვიდრებლად იყენებენ, ეს სულიერი აგრესიაა. მიტროპოლიტ კირილეს სიტყვებით, ეპარქიის შექმნის შემდეგ კათოლიკეები ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის დაარსებას ცდილობენ. ეს ნიშნავს, რომ მთელი რუსეთი „მათი“ ტერიტორია გახდება. ცხადია, ერუდირებული და მოაზროვნე მიტროპოლიტი კირილე, რომელიც რომში სწავლობდა, ამგვარად არ ფიქრობს. მან კარგად იცის, რომ რუსეთში მცხოვრებ მცირერიცხოვან კათოლიკეებს არავითარი გავლენა არა აქვთ ქვეყანაში არსებულ რელიგიურ სიტუაციაზე. ანალიტიკოსები ერთხმად ამტკიცებენ - არავითარი კათოლიკური საფრთხე არ არსებობს. მაშინ რატომ საუბრობს ამაზე მიტროპოლიტი კირილე? საეკლესიო წრეებში მიტროპოლიტი ცნობილია როგორც დასავლური ორიენტაციის მომხრე და ლიბერალი, სწორედ ამიტომ არ უყვართ იგი. დღეს კი, როდესაც დადგა საკითხი, თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, მიტროპოლიტს უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდა. ამიტომ ცდილობს იგი ანტიკათოლიკური კარტი გაათამაშოს: ხვდება იმ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს, რომლებიც კათოლიკეთა წინააღმდეგნი არიან და კათოლიკეებს ქრისტიანობის მტრებად მიიჩნევენ. ეს კი ვერ უთავსდება იმას, რომ პატრიარქი რეგულარულად ხვდება კათოლიკე ეპისკოპოსებს, რომელთაც იგი ძმებს უწოდებს. ნათელია, რომ საქმე გვაქვს მოსკოვის საპატრიარქოს ცივილიზებულ პოლიტიკასთან, ბნელი მასის არაცივილიზებულ იდეოლოგიასთან და ფანატიზმის წახალისებასთან. ვფიქრობ, მიტროპოლიტი კირილე ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს, რადგან სიძულვილის ნაპერწკალი ვეებერთელა ხანძარს გამოიწვევს, რაც ვნახეთ სინაგოგებისა და პროტესატანტული ტაძრების დარბევის მაგალითზე.
ბნელი განწყობების მქონე მართლმადიდებლის თვალთახედვით, კათოლიკეები საშიში და სახიფათო მტრები არიან. ეს კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორაა მიდრეკილი ფანატიზმი იმისკენ, რომ მტრის დემონიზაცია მოახდინოს, მტერში ისეთი საფრთხე დაინახოს, რომლის წინაშე მხოლოდ ირაციონალური შიში შეიძლება განიცადოს კაცმა და რომელსაც ამის გამო მთელი ძალით უნდა ებრძოლო. ალბათ სწორედ ამიტომაც ფანატიკოსი თითქმის ყოველთვის ხდება ნეკროფილი (ამ ტერმინის ფრომისეული გაგებით) და სურს ცოცხალი უსიცოცხლო გახადოს, მოკლას, აკრძალოს, გათელოს, გააუქმოს და ა.შ. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს, სასულიერო პირთა შორის და მრევლშიც ძალიან პოპულარულია გრიგორი რასპუტინის წმინდანად შერაცხვის იდეა.
ფანატიკოსისათვის ძალიან მომ ხიბვლელია ადამიანის გვამად გადაქცევის იდეა, ამიტომაც - დევნე, აკრძალე, დასაჯე! თუ ფიზიკურად დასჯა შეუძლებელია, მორალურ სასჯელს რაღა უდგას წინ! ფანატიკოსს ძალიან უყვარს სიტყვებით მოკვდინება - ნამდვილად, რეალურად მოკვდინება. ისევ ფრომი რომ მოვიშველიოთ, ფანატიკოსის ცნობიერებაში „ფლობის“, „ბატონობის“ იდეა დომინირებს „ყოფნის“ იდეაზე. ფრომი წერს, რომ ფანატიკოსისთვის წარსულის იდეალიზაცია და წარსულით ცხოვრება არის დამახასიათებელი. ეს სავსებით მიესადაგება ჩვენს ფანატიკოსებს. ფანატიკოსში გიზგიზებს სიძულვილის კოცონი, ხდება ამ სიძულვილის პოეტიზება და წმინდა გრძნობის რანგში აყვანა. ფანატიკოსის იდეოლოგიაში არ არის არც სიცოცხლისადმი სიყვარული, არც სიხარული და არც რეფლექსია.
რა შეგვიძლია ვუთხრათ ამგვარი შეხედულებების მქონე ადამიანებს? შეუძლებელია არ დავინახოთ, რომ რუსეთში ფანატიკოსები არიან მართლმადიდებლებშიც, მუსლიმებშიც და სხვა კონფესიების წარმომადგენლებს შორისაც. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მარგინალები არიან, მაგრამ დღევანდელი მარგინალები ხვალ შეიძლება საკმაოდ კონსოლიდირებული ძალა გახდნენ. მე მყავს გერმანელი მეგობარი, ისტორიკოსი და ფილოლოგი ალბრეხტ დილე, იგი ანტიკურ პერიოდს იკვლევს. მისი მამა ლუთერანი პასტორი იყო, რომელიც 1930-იანი წლების ბოლოს გარდაიცვალა. ალბრეხტი მიყვებოდა, რომ მისი მშობლები უბრალოდ დასცინოდნენ ჰიტლერს, მაგრამ იგი ხელისუფლებაში მოვიდა. ყველამ ვიცით, შემდგომ რაც მოხდა. ამიტომაც ფანატიკური მარგინალიტეტი ის მოვლენაა, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ, გავაანალიზოთ და ამის შესახებ ვიმსჯელოთ.
როდესაც რელიგია გარედან გრძნობს მხარდაჭერას, მასში ადვილად ვრცელდება ფანატიზმის ვირუსი. დამოუკიდებელ რელიგიურობაში ფანატიზმი პრაქტიკულად არ არსებობს.
რა გავაკეთოთ? უპირველეს ყოვლისა აუცილებელია განათლება. დაახლოებით ათი წლის წინ მოსკოვში შეიქმნა წმინდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლური ინსტიტუტი. მისი სტუდენტები მტრებს კი არ ეძებენ, არამედ შეისწავლიან ბიბლიურ და ბიბლიური არეალის სხვა ძველაღმოსავლურ ენებს: არამეულს, ძველეგვიპტურს და ა.შ. ისინი სერიოზულად და კარგად მუშაობენ. განათლება ფანატიზმის გადალახვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
მეორე, საჭიროა, ფრომის ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ, ბიოლოგიური ქრისტიანობის ქადაგება, როდესაც ადამიანი ღმერთთან შეხვედრის განზომილებაში იწყებს ცხოვრებას, და მაშინ ის ბალასტი, რომელიც რელიგიას იდეოლოგიად, ხოლო მორწმუნეს ამ იდეოლოგიის მატარებლად და ხშირად ფანატიკოსად ხდის, თავისთავად, უმტკივნეულოდ ჩამოშორდება მას.
დიასპორაში ცხოვრება უდიდესი გამოცდილებაა მართლმადიდებლობისათვის. ის მართლმადიდებლობა დამოუკიდებელი იყო და არის ხელისუფლებისგან: ხელისუფლება მას არ დევნიდა, არ ანადგურებდა, არ იყენებდა, როგორც საბჭოთა პერიოდში ხელისუფლება არ ცდილობდა მართლმადიდებლობის გამოყენებას და მისთვის პრივილეგიების მინიჭებას, რაც ხშირად ხდება ამჟამად -მართლმადიდებლობა აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვითარდებოდა და მასში სრულიად არ არის ფანატიკური მომენტი.
ბოლოს განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ხელისუფლების მარწუხებისაგან თავისუფალ რელიგიებში, როგორც წესი, არ არსებობს ფანატიზმი. ეს კიდევ ერთი არსებითი კომპონენტია. ფანატიზმს, იზრდება რა გაუნათლებელი მოსახლეობის რომელიღაც ბნელ ნაწილში, ყოველთვის იმედი აქვს ხელისუფლების მხარდაჭერისა.
თარგმნა და შენიშვნები დაურთო
ბასილ კობახიძემ
________________
შენიშვნები
1. ევგენი შვარცი - რუსი საბჭოთა დრამატურგი.
2. რობერტ ბელა - ამერიკელი სოციოლოგი.
3. სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილე (გინდიაევი) - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მუდმივი წევრი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე.
![]() |
7 ღმერთმა გაიარა სალვადორში |
▲ზევით დაბრუნება |
Tolerance
ოსკარ რომერო - სალვადორის მთავარეპისკოპოსი
მღვდელი გაბრიელე ბრაგანტინი
„ეს წმინდა წირვა, ეს ევქარისტია რწმენის აქტია: ქრისტიანული რწმენით, თითქოს დიატრიბას ხმა უფლის სხეულად გარდაიქმნება, რომელიც ქვეყნის ხსნას შეეწირა, ბარძიმის ღვინო კი - სისხლად. ეს მსხვერპლშეწირული სხეული და კაცთათვის დაღვრილი სისხლი თითქოს გვიბიძგებს, იესოსთან ერთად ჩვენც გავიღოთ ჩვენი სხეული და სისხლი, მაგრამ არა ჩვენივე თავისთვის, არამედ ჩვენი ხალხის მშვიდობისა და სამართლისთვის“. ამ დროს „საღვთო განგების“ საავადმყოფოს სამლოცველოს დასავლეთი მხრიდან სროლის ხმა გაისმა. აქ, ღარიბთა და უმწეოთა გვერდით, სან სალვადორის მთავარეპისკოპოსი იმ დღიდან იჯდა, რაც ახალი საეპისკოპოსო რეზიდეენციის აშენებაზე მთავრობას უარი განუცხადა. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები.
მოხმობა
ოსკარ არნულფო რომერო ი გალდამესი 1917 წელს დაიბადა; სწავლისადმი მიდრეკილებისა და საუკეთესო დისციპლინის გამო განათლების მისაღებად რომში გაგზავნეს. 1970 წელს სამშობლოში დაბრუნებული უკვე სალვადორის მთავარეპისკოპოს ლუის ჩავესის თანაშემწეა. მისი გადადგომის შემდეგ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამო, ეჭვობს, რომ სალვადორის ეკლესიის მართვას შეძლებს. ეს პირდაპირი და გულმოდგინე ადამიანის სიფრთხილეა; თავის თავს ღვთის წინაშე ცდის, სირთულეებს ზომავს და კარიერას არაფრად აგდებს.
სამღვდელოება გულგრილად შეხვდა 1977 წლის 22 თებერვალს მის ჩამოსვლას სალვადორში. რეაქციონერად, მემარჯვენედ მიიჩნევდნენ. მოკრძალებული იყო მისი საეპისკოპოსო გამოცდილებაც.
ამ წლებში სალვადორში ძალადობა მძვინვარებდა. ქვეყანა სამოქალაქო ომის პირას იდგა. ეკლესია და ქრისტიანები იდევნებოდნენ - იყო უამრავი დაპატიმრებული, ნაწამები, გადასახლებული და დაშინებული; დახვრიტეს თერთმეტი მღვდელი. იყენებდნენ განადგურების შემდეგ ფორმას: არა მხოლოდ სიკვდილს, არამედ დაშინებას - ძალადობდნენ დასახიჩრებულ, ნაწამებ სხეულებზე. სახარების კითხვაც კი სახიფათო გახდა. ამას დაემატა ეკლესიის პროფანაცია. საშინელი დრო იდგა. მოგვიანებით რომერო თავის თავზე იტყვის, რომ მას წილად ხვდა „ცხედრების შემგროვებელი“ ეპისკოპოსი ყოფილიყო.
ხელისუფლებაში ოლიგარქები იყვნენ მოკალათებული, მაგრამ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს სამხედრო რეჟიმს წარმაოდგენდა. კონსტიტუციით გარანტირებულ დემოკრატიას მთავრობა აბუჩად იგდებდა - ყალბი არჩევნები, მინიმალური და გაუცემელი ხელფასები; თუკი ვინმე შეეცდებოდა სადავო გაეხადა პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება, მმართველი კლანი უმალვე ტერორით პასუხობდა. ამ ფონზე გაძლიერდა სახალხო „მემარცხენე“ მოძრაობა, რომელიც პარტიზანულ ბრძოლასაც არ ერიდებოდა. არსებულ დაპირისპირებაში ყველა ეკლესიისკენ იშვერდა თითს. ამიტომ, ყველაზე მეტად სწორედ ეკლესია განიცდიდა შევიწროებას. „სიკვდილის ბრიგადების“ წევრები კედლებზე წერდნენ: „იყავი პატრიოტი, მოკალი მღვდელი“. სწორედ ამ ვითარებაში მოუწოდეს რომეროს ყოფილიყო „მწყემსი კეთილი“.
ეპისკოპოსი სან სალვადორის მრავალმხრივი და ურთულესი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა მან მაშინვე ფართოდ გაშალა სამღვდელმთავრო საქმიანობა. რომეროს სათანადო კულტურული მზაობა და ადამიანური გამოცდილება შესაძლებლობას აძლევდა თავისი ეპარქიის ყველა სოციალურ ფენასთან წარემართა დიალოგი. ამასთან, გაუბედავი, მერყევი, მორცხვი და ფრთხილი ჩანდა. ხასიათის ეს მხარეები კარგად იცოდა, მაგრამ სამარცხვინოდ არ მიაჩნდა. როგორც ქრისტიანი, ფიქრობდა, რომ შინაგანი ძალა ხასიათიდან კი არა, რწმენიდან უნდა მოეპოვებინა. მისი სიმორცხვე არ იყო პროვინციალიზმი ან მოუმზადებლობა. სან სალვადორის არქიეპისკოპოსობა რომეროსგან ადაპტაციის, პასუხისმგებლობისა და შინაგანი გარდაქმნის დიდ ძალისხმევას ითხოვდა.
ეკლესია და პოლიტიკა - წონასწორობის მოპოვების მცდელობა
რომერო აცნობიერებდა, რომ პაპთან და ეპისკოპოსთა უმრავლესობასთან ერთად, საეკლესიო ნოვატორთა რიგს მიეკუთვნებოდა. მის მრევლში, როგორც კათოლიკური სამყაროს ბევრ სხვა ადგილას, ჩნდება განხეთქილება პროგრესისტებსა და ტრადიციონალისტებს შორის. რომერო თავს არ ზოგავს ამ განხეთქილების დასაძლევად. იცის, რომ არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ფრთის ეპისკოპოსი. მას სურს ყველასი იყოს.
მაგრამ ყველაზე მეტად რომეროს სამრევლო ეკლესიას, ისევე როგორც 70-იანი წლების სხვა მრავალ ქრისტიანულ თემს, რწმენასა და პოლიტიკას შორის წონასწორობის დადგენის ტვირთი დააწვა. მთელს ქვეყანაში იდეოლოგიური ქარიშხალი ტრიალებდა. უმთავრესი გამოწვევა - ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობა - ყოველი შეკრების დღის წესრიგში იდგა. მაშინ ეს თემა იმდენად უარყოფითად აისახებოდა პიროვნებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ურთიერთობაზე, რომ უმნიშვნელოვანეს სულიერ და ადამიანურ ფასეულობებსაც კი არყევდა.
ეპისკოპოსს, ერთი მხრივ, პოლიტიზაციის ეშინოდა, მეორე მხრივ, მოქმედი, ცოცხალი რწმენა სჭირდებოდა. მისი აზრით, ქვეყნის პრობლემები სოციალური უსამართლობიდანაა აღმოცენებული: სიმდიდრე მცირე ჯგუფის ხელშია, ხალხი კი - უკიდურესად გაღატაკებული. საერთო სიკეთისთვის ამ უსამართლობის დაძლევა, აუცილებელი საქმე იყო. მაგრამ, როცა ქრისტიანები მემარცხენე იდეოლოგიის მქონე საბრძოლო რაზმებს უერთდებოდნენ, მოუწოდებდა არ დაეკარგათ თავიანთი ქრისტიანული ფესვები და პოლიტიკურ საქმიანობაში გამოეყენებინათ.
რომერო გრძნობდა, რომ პოლიტიკურ ექსპერტად არ გამოდგებოდა. ამის თაობაზე ირონიულიც იყო: „ამ ორს (არქიეპისკოპოსი რომეროს და სახელმწიფოს პრეზიდენტ გენერალ რომეროს) მხოლოდ სახელი კი არა, ის ფაქტიც აერთიანებს, რომ „პოლიტიკოსი“ არც ერთი არ არის“.
მისი ხედვით, ეკლესია საზოგადოების ზნეობრივი წინამძღოლი, ხოლო პოლიტიკისთვის შთაგონების წყარო უნდა ყოფილიყო, როგორც ეთიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. თუმცა ეკლესიის პოლიტიკურ, მით უფრო, პარტიულ ბრძოლაში ჩაბმას ეწინააღმდეგებოდა. საჯარო გამოსვლებისას მისი „პოლიტიკური დისკურსი“ სიცოცხლისა და ადამიანის უფლებების ხელყოფის მხილებით, სოციალური სამართლიანობისა და ღარიბების მიმართ ყურადღების გამოჩენის მოთხოვნით იყო გაჯერებული. იგი ხშირად იგონებდა პიუს XI-ის სიტყვებს: „ეკლესია პოლიტიკის მიღმა დგას, მაგრამ როდესაც პოლიტიკა საკურთხეველს ეხლება, ეკლესია იცავს საკურთხეველს“.
რომერო ძალას არ იშურებდა, პოლიტიკას რელიგია არ ჩაეთრია. იყვნენ სასულიერო პირები და მორწმუნეებიც, ღვთის სასუფეველს რევოლუციასთან რომ აიგივებდნენ. მის არქივში შემონახულია წერილი ერთ-ერთი მღვდლისადმი, რომელიც სახალხო ორგანიზაციებსა და პარტიზანულ ბრძოლაში იყო ჩაბმული: „თუნდაც საქები იყოს თქვენი გულწრფელი სულისკვეთება, რომ მუშათა კლასის ნაწილად მოიაზროთ თავი, მინდა შემთხვევით ვისარგებლო, არ დავმალო ჩემი შეშფოთება და თანამშრომლობისკენ მოგიწოდოთ, რათა არ განმეორდეს ის, რაც 24 რიცხვში, შაბათს, „ფაბრიკა ლეონში“ თქვენი მსახურებისას მოხდა: არც სტიქარი, არც ლოცვანი, არც სანთლები. ვეკითხები თავს: შესაძლებელია კი რწმენის გაზიარება ხალხთან ერთად, რომელსაც მოღერებული მუშტის სიმბოლო ჯვარზე მეტად ხიბლავს?“.
სხვაგვარია მისი პოზიცია სამოქალაქო პირების მიმართ. რომერო არ არის მათი პოლიტიკური საქმიანობის წინააღმდეგი, პირიქით, უფასებს იმას, რასაც „სინდისით შემსჭვალვა“ ჰქვია. მხარს უჭერს პოლიტიკურ აქტივობას როგორც კეთილშობილების გამოვლინებას, საერთო სიკეთის მსახურებას და არა კარიერის, ძალაუფლებისა და გამდიდრების საშუალებას. ამავდროულად, ქრისტიანებს არაძალადობრივი ბრძოლისკენ მოუწოდებს, მოუწოდებს არ დააყენონ პოლიტიკა რელიგიაზე მაღლა, რაც სალვადორში, სისხლიან და დასახიჩრებულ ქვეყანაში, ადვილი არ იყო. „ჩემი მთავარი სატკივარი და ამოცანა ისაა, რომ ქრისტიანი მრევლი, რომელშიც რწმენა და სიკეთე უნდა დაითესოს, განვასხვავოთ პოლიტიკური ორგანიზაციისგან... ქრისტიანს შეუძლია შევიდეს პარტიაში, დაკავდეს პოლიტიკით, მაგრამ მან იქ ქრისტიანობის ჩანასახი უნდა მიიტანოს... თუკი ქრისტიანია, თავისი რწმენის პრინციპი უნდა დაიცვას, შეძლოს თქვას „არა“, არ გაყვეს დინებას გზააბნეული ცხვარივით. ადამიანი პასუხისმგებელია თავისი არჩევანის გამო; თუ ქრისტიანია, საკუთარი რწმენა უნდა გადაარჩინოს, საფუარი უნდა გახდეს მასისთვის. ქრისტიანს არ შეუძლია იცხოვროს თავისი პოლიტიკური არჩევანით და, იმავდროულად, ეკლესია პოლიტიკური პარტიისთვის მომხრეების შესაძენად გამოიყენოს. ეს ორი რამ მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს“.
რომერო არ იყო რევოლუციონერი, მას სძულდა ძალადობა. ხშირად მოჰყავდა პავლე VI-ის გამონათქვამი „სიყვარულის ცივილიზაციის“ შესახებ. საზოგადოებრივი ცხოვრება სიყვარულმა უნდა ასაზრდოოს - ამბობდა იგი. ეს ღვთისმოშიში ადამიანის გულუბრყვილობა კი არა, იმის რწმენა იყო, რომ ქვეყნის ხსნა უფრო გულის მოქცევაშია, ვიდრე პოლიტიკაში და არ ემყარება ძალადობას.
1978 წლის დიდ ხუთშაბათს რომერომ საგანგებოდ მიმართა ახალგაზრდებს: „ძვირფასო ახალგაზრდებო, რომელნიც ძალადობასა და მანკიერებას მისცემიხართ, რომელთაც უკვე დაკარგეთ სიყვარულის რწმენა და გგონიათ, რომ მას არაფერი ძალუძს, აი, თქვენ ნიშანი, რომ სიყვარული იხსნის ყოველივეს: ქრისტეს ჩვენი გადარჩენა ძალადობით, ცეცხლითა და მახვილით რომ მოენდომებინა, ვერაფერს გახდებოდა..., მაგრამ, რაკი ხსნა მან ჯვარცმას დაუკავშირა, ამ ღამით გვეუბნება კიდეც: „ესაა ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ფუყე სიტყვები არ არის, მოიცადეთ ამ ღამეს, ამ ღამეს, როცა მოვალ, რათა კაცთა უკეთურების გამო სისხლი დავათხიო; ხვალ კი, როდესაც მიხილავთ უტყვ კრავს, რომელიც მხრებზე გადებული ჯვრით აივლის გოლგოთაზე და მოკვდება, შეიმეცნეთ, რომ არავისთვის მომაქვს ღვარძლი, რომ სულის სიღრმიდან ამოვთქვამ: მიუტევე, მამაო, რამეთუ არ უწყიან რასა იქმან!“.
რომეროს ორი სხვა მემარცხენე მღვდელმთავარი რომ შევადაროთ: ბატისტას დიქტატურასთან მებრძოლი კუბის ეპისკოპოსი პერეზ სერანტესი, 1953 წელს ფიდელ კასტრო რომ გადაარჩინა, და დიქტატორ სომოსას მოწინააღმდეგე ნიკარაგუას ეპისკოპოსი ობანდო ი ბრავო დი მანაგუა, უკეთ გავიგებთ მის პოზიციას. მათ ფონზე კარგად ჩანს სალვადორელის ზომიერება. ამაში ის „“თავის თავს კი არ ენდობა, ღვთაებრივი სიგიჟის მაგივრად“ (ლათინური ამერიკის კიდევ ერთი დიდი ეპისკოპოსის, ჰელდერ კამარას სიტყვები რომ მოვიშველიოთ), არამედ ღვთისმსახურის სულიერ საიდუმლოს, იმ შინაგან პასუხისმგებლობას, ღირსებითა და პირდაპირობით რომ რეაგირებს დაღვრილ სისხლზე, ტკივილზე, ცოდვაზე, სიღატაკეზე; ამისათვის არ არის საჭირო იყო მემარცხენე ან მემარჯვენე, უბრალოდ, უნდა გქონდეს გული; რომერო არის მისტიკოსი, რომელსაც ისტორია და ყოველდღიურობა გააზრებული აქვს, როგორც ღვთისკენ სავალი ბილიკი. მისი ცხოვრება უფრო გულის, თანაგრძნობის, თანალმობისა და სიყვარულის კატეგორიებით საზრსოობს, ვიდრე პოლიტიკური კრიტერიუმებით.
მღვდელმთავრის მოქცევა
უმძიმესი იყო რომეროს მთავარეპისკოპოსობის სამი წელი: დევნიდნენ და კლავდნენ მღვდლებს, კატეხიზატორებს, ადამიანებს, რომლებიც სახარებით ხელში სამართლიანობისთვის იბრძოდნენ. რომერო ბოლომდე იცავდა მათ სიცოცხლესა და ხსოვნას. ეპარქიაში შესვლიდან სულ რაღაც 18 დღის შემდეგ მის ერთ-ერთი მღვდელს, რუტილიო გრანდესს, მოხუცთან და ბავშვთან ერთად კლავენ. რომერო ყველა ეკლესიაში წირვის შეწყვეტას ბრძანებს, დროებით ხურავს კათოლიკურ სკოლებსა და სემინარიებს, ეკლესიიდან განკვეთს დანაშაულში ეჭვმიტანილებს, დანაშაულზე მკაცრ რეაგირებას მოითხოვს ხელისუფლებისგან. მთელს ქვეყანაში წყვეტს ყველა საკვირაო წირვას. სამი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი წირვა ტარდება კათედრალურ ტაძარში, რომლის წინაც 80 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. ამ ფაქტს ზოგი მის შემობრუნებად, მოქცევად მიიჩნევს, რადგან მისი მოთხოვნის პასუხად, მკვლელებსა და დამკვეთებს მხოლოდ ხელი დააფარეს. მაგრამ თუ „მოქცვაზე“ უნდა ვისაუბროთ, ეს მარადიული მოქცევაა ქრისტიანისა და ეპისკოპოსისა, რომელიც ბოლომდე აცნობიერებს თავის სამღვდელმთავრო მოწოდებას: პირველი ქრისტიანი საეკლესიო მამებივით, „მოქალაქეების დამცველი“ ხდება. მხარში უდგას დევნილ მღვდლებსა და ღარიბების თანაგრძნობით ცხოვრობს. ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა: „ნუთუ მართლა მოექეცით?“, უპასუხა: „ნეტავ მართლა ასე იყოს! მოქცევა მუდამ ღვთისკენაა მიმართული, ღარიბი კი სწორედ ღმერთის ჩარევის აუცილებლობას მოწმობს. მასთან საუბრით ხვდები, რომ ეს ის ადამიანია, ვინც თავის ნდობას სხვისკენ მიმართავს. თუ ეს „სხვა“ - ღმერთია, მაშინ, მართლაც, მოქცევასთან გვქონია საქმე“. სიკვდილამდე ოთხი თვით ადრე რომერო ვენესუელელ ჟურნალისტს ეტყვის: „ჩემი ერთადერთი მოქცევა ქრისტესკენაა, და მთელი ცხოვრება გრძელდება“.
რომეროს, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალად დასდეს პოლიტიკაში ჩაბმულ სოციალისტურად, ე.ი. იმ დროისთვის რევოლუციურად განწყობილ მღვდლებთან და საეკლესიო პირებთან გარიგება; სინამდვილეში მას არასოდეს უფიქრია დაკავშირებოდა ან ეკლესია დაეკავშირებინა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. მას სამღვდელოებისა და მრევლის პოლიტიზაციის ეშინოდა. მაგრამ საჯაროდ მათ, „პოლიტიზებულებს“ არასდროს გმობდა, რადგან ამას, მთავრობის მხრიდან, უმალვე რეპრესიები მოყვებოდა; ეს რომელიმე მხარეს დგომა კი არა, ეპისკოპოსის წინდახედულება და პასუხისმგებლობა იყო. ამ მხრივ სამაგალითოა მღვდელი ნეტოს დაკრძალვაზე ეპისკოპოსის მისვლის ისტორია: რომერო ყველანაირად ცდილობდა გაექარწყლებინა წარმოდგენა, ვითომდა რევოლუციონერებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ დაკრძალვაზე მისვლის გამო ყოყმანობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა „პარტიზან“ მღვდლთან დასამშვიდობებლად მისულიყო - თუ ნეტოს დედა იქ არის, თავადაც იქ უნდა ყოფილიყო.
რომერო მხოლოდ იმას ცდილობდა, მოსახლეობა ძალადობისგან დაეცვა, საიდანაც არ უნდა წამოსულიყო იგი. მას შემდეგ, რაც მან სიმართლის გარკვევა მრავალჯერ მოითხოვა, მაგრამ უშედეგოდ, ახალი სტრატეგია შეიმუშავა. დაიწყო ცილისწამებისა და ჩადენილი ძალადობის საჯაროდ მხილება. იგი ქვეყანაში ერთადერთი ხმა გახდა, რომელსაც შეეძლო ელაპარაკა მათ მაგიერ, ვისაც ხმა წართმეული ჰქონდა. კვირაობით, წირვისას, გადაჭედილ ტაძარში, სახარების განმარტების შემდეგ, იმ უსამართლობისა და სისასტიკის საჯაროდ მხილება დაიწყო, რასაც „სიკვდილის ბრიგადები“ და სამხედროები იქმოდნენ. ამ ქადაგებებს, რადიოს საშუალებით, მთელი ქვეყანა უგდებდა ყურს. მანამდე, სანამ ხელისუფლების დავალებით რადიო არ ააფეთქეს (ამის შემდეგ ქადაგებები ტელეფონით ვრცელდებოდა).
რომერო „კაბინეტში“ გამოკეტილი ეპისკოპოსი არ იყო. პირდაპირი ქადაგების, ღარიბი და შორეული დასახლებების შემოვლისას ყველაზე უკეთ გრძნობდა თავს. მისი ცხოვრების ამსახველი ფილმები, თეატრალური წარმოდგენები თუ პუბლიკაციები მას წარმოაჩენენ ზეადამიანად, რომელსაც „სიკვდილის ბრიგადების“, პოლიტიკოსებისა და მდიდრების არ ეშინია. თუმცა, რაც უნდა უცნაურად გვეჩვენოს, იგი უფრო შინაგანი, მისტიკური ცხოვრებისკენ მიდრეკილი პიროვნება იყო; ის იყო სახარებისა და ეკლესიის სამსახურში მდგომი ეპისკოპოსი, რასაც მისი საეპისკოპოსო დევიზი მოწმობს: „sentire cum Ecclesia“ (განიცადო ეკლესიასთან ერთად).
რომერომ მოკლე ხანში საერთაშორისო სახელი მოიხვეჭა. იგი თავისი ქვეყნის სიმბოლო და სინდისი გახდა. ინგლისელმა ლორდებმა ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ეს, შესაძლოა, მედიის დამსახურებადაც ჩავთვალოთ, მაგრამ მედიისათვის იგი ვერაფრით გახდებოდა საინტერესო, ხალხის ფართო მხარდაჭერა და სიყვარული რომ არ მოეპოვებინა - გაბედული ქადაგების, ცოცხალი რწმენის, თავისი ხალხის ერთგულების შედეგად.
მკვლელობა
„1980 წლის 24 მარტი. ნაშუადღევის 6 საათი და 20 წუთი. მონსინიორი ტაძარში მსახურებდა. ტყვია მას გულში მაშინ მოხვდა, როცა კვეთას იწყებდა. მკვლელობისას იქ, სამლოცველოში, საკურთხევლიდან დაახლოებით ოთხ მეტრში ვიდექი... გულში დაჭრილი, ინსტიქტურად საკურთხეველს მოეჭიდა, სეფისკვერები ზედ დაეყარა. ჯვარცმის წინ სისხლის გუბეში დაეცა. ამ დროს მას თითქოს ღმერთმა უთხრა: ოსკარ, ახლა შენ ხარ მსხვერპლი“. ასე აღწერს რომეროს მკვლელობას ერთ-ერთი მონაზონი. წირვამდე, ჩვეულებისამებრ, აღსარება თქვა. წინა დღით კი თავისი, ალბათ, ყველაზე ცნობილი ქადაგება წარმოთქვა: „მინდა განსაკუთრებით მოვუწოდო სამხედროებს, კონკრეტულად კი, ეროვნულ გვარდიასა და პოლიციას. ძმებო, ჩვენივე ხალხის ნაწილი ხართ და თქვენსავე ძმებს, გლეხებს ხოცავთ მავანისგან წამოსული ბრძანებით, რაც გარდასვლაა ღვთის კანონისა: „არა კაც კლა“... არცერთი ჯარისკაცი არ არის ვალდებული დაემორჩილოს ბრძანებას, რომელიც ღვთის კანონს ეწინააღმდეგება... უზნეო კანონი არ უნდა შეასრულოთ!...
და ახლა უკვე დროა აღიდგინოთ სინდისი და, უპირველესყოვლისა, მას დაემორჩილოთ, ვიდრე ცოდვის ბრძანებას...; …ეკლესია, რომელიც ღმერთის, ღვთის კანონის, ადამიანური ღირსების, პიროვნების უფლებების დამცველია, შეუძლებელია უსაზღვრო საძაგლობის წინაშე დუმდეს. გვსურს მთავრობამ სერიოზულად გააცნობიეროს, რომ რეფორმა უსარგებლოა, თუ სისხლშია მოსვრილი... ღვთის სახელითა, და ამდენად, ამ ტანჯული ხალხის სახელით, რომელთა გოდებაც ცას სწვდება, გევედრებით, გთხოვთ, ღვთის სახელით გიბრძანებთ: შეწყვიტეთ რეპრესია!...“
საკათედრო ტაძრის მოედანზე რომეროს დაკრძალვის ცერემონიალი, რომელსაც კარდინალები, ეპისკოპოსები და ასობით მღვდელი უძღვებოდნენ, ახალმა სისხლისღვრამ შეწყვიტა: ჯარმა ხალხს ყუმბარები და ტყვიები დაუშინა. უცნობი დარჩა იმ დღეს დაღუპულთა რიცხვი, ისევე, როგორც არავინ იცის, იმ წლების რეპრესიების ათიათასობით მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა. პაპის წარმომადგენელმა, კარდინალმა კორიპიომ, ქადაგებისას განაცხადა: „დღეს მსოფლიო ეკლესია იერუსალიმში იესოს შესვლას აღნიშნავს. ერთნი მოსასხამებს გზად აფენდნენ და პალმის რტოებს არწევდნენ, მეორენი დაბნეულნი კითხულობდნენ: - ინ არის იგი? ახლა სან სალვადორი იმავე კითხვას სვამს მონსინიორ რომეროს შესახებ: - ვინ არის ის? ჩვენ ვიცნობთ მას და ვპასუხობთ: ის არის მოძღვარი, ბოლომდე დამორჩილებული სინდისს“.
მისი მკვლელობის დღე ყველა იმ ადამიანის გასახსენებლად დაწესდა, ვინც მთელ მსოფლიოში სახარების ქადაგებასა და ჩაგრულთა დაცვას შეეწირა.
ახალგაზრდა იტალიელმა ეპისკოპოსმა, ტონინო ბელომ ასე მიმართა რომეროს:
„ილოცე, ეპისკოპოსო რომერო, რათა ღატაკთა სიყვარულისთვის არ დადუმდეს ქრისტეს ეკლესია; შესთხოვე სულიწმინდას, რომ უხვად მომადლოს მეტყველების ნიჭი, რათა ბოლოს და ბოლოს შეძლოს მიატოვოს მოზომილი ენით ლაპარაკი და დაუფარავად ათქმევინე, რომ უზნეოა ეს გამალებული შეიარაღება, დანაშაულია სიკვდილის იარაღის შექმნა, რომ კოსმოსის კვლევა შიმშილის ზღვარზე მყოფ ხალხთა სიღატაკის აბუჩად აგდებაა, რომ ტერიტორიის მზარდი მილიტარიზაცია არის გარემოს ბუნებრივი მიდრეკილების ყველაზე ბარბაროსული დამახინჯება“.
„რომერო ჩვენია“ ბევრჯერ, მტკიცედ და რაღაც განსაკუთრებული სიჯიუტით იტყვის იოანე-პავლე II
1983 წელს სალვადორში ვიზიტისას, მაშინ, როცა მკვეთრად შეცვლის ვიზიტის ოფიციალურ პროტოკოლს, რომელმაც სამარცხვინოდ უგულებელყო საკურთხეველთან მოკლული რომეროს ხსოვნისთვის პატივის მიგება.
ეპისკოპოსის სიკვდილი მოწამეობაა, თუ პოლიტიკური ძალადობა? ღატაკებს ეს არ ეეჭვებათ; მათ ვისაც ახსოვს, ვატიკანის II კრების დადგენილება: ეკლესია ღატაკებსა და ტანჯულთა შორის თავისი მხსნელის სახეს ხედავს; მაგრამ არის გარემოებები, როდესაც ღატაკებთან ერთად ყოფნა პოლიტიკასაც ნიშნავს.
იოანე-პავლე II -ემ, როცა მონსინიორ რომეროს ლოცვის შედეგად მომხდარი სასწაულის შესახებ მოახსენეს, უპასუხა: არავითარი სასწაული არ არის საჭირო, რადგან „მონსინიორი მოწამეა“.
ვინ და რატომ გადაწყვიტა მოეკლათ მღვდელმთავარი? „ამ საქმეს სრული სინათლე ჯერაც არ მოჰფენია“, დაიწერა საგაზეთო სტატიაში მისი მკვლელობიდან 25 წლის შემდეგ, „ელ სალვადორში სამშვიდობო შეთანხმებას 1980 და 1992 წლებში ჩადენილ ყველა დანაშაულს ამნისტია მოჰყვა. საერთაშორისო მოკვლევების შედეგად ორგანიზატორად მაიორი რობერტო დ'ობისონი გამოიკვეთა - უკიდურეს მემარჯვენეთა ლიდერი და „სიკვდილის ბრიგადების“ დამაარსებელი. ის 1991 წელს გარდაიცვალა. რომეროს მკვლელობაში უფრო დიდი თანამდებობის პირების მონაწილეობა დღემდე გაურკვეველია“.
რომეროს მეგობარმა, იგნაციო ელაკურიამ, რომელიც ცხრა წლის შემდეგ ხუთ თანამოძმე იეზუიტთან და სალვადორის უნივერსიტეტის ორ თანამშრომელ ქალთან ერთად, დახვრიტეს, თქვა: „მონსინიორ რომეროსთან ერთად ღმერთმა გაიარა სალვადორში!“.
![]() |
8 კვაკერები საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგიები საქართველოში
მოამზადა ეკა კვესიტაძემ
სერგეი გრუშკო
პიტერ დაისონი
რუსეთში ერთადერთი რელიგიური ორგანიზაცია, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთში დაწყებული ქართველთა დისკრიმინაცია გააპროტესტა, „მეგობართა რუსეთის რელიგიური საზოგადოება - კვაკერები“ იყო.
„როდესაც რუსეთის ავტორიტარულმა ხელისუფლებამ და თვით პრეზიდენტმა რუსეთში მცხოვრები ქართველების წინააღმდეგ დისკრიმინაციული პოლიტიკა შეიმუშავა და მათი გამოძევება დაიწყო რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან, მოსკოველი კვაკერები ამის წინააღმდეგ გავერთიანდით. ჩვენი მიზანი იყო გაგვეპროტესტებინა რუსეთის ხელისუფლების ეს დისკრიმინაციული და აღმაშფოთებელი ნაბიჯი. ყველა ადამიანი თანასწორია, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ამიტომ ეროვნების გამო ადამიანების დისკრიმინაცია, საშინელი უსამართლობაა“, - ამბობს სერგეი გრუშკო, მოსკოვის კვაკერთა საზოგადოების წევრი.
რამდენიმე კვირის წინ სერგეი კიდევ ორ კვაკერთან, მოსკოვის ოფისის მენეჯერ, ინგლისელ პიტერ დაისონთან და ამერიკელ ჯულია რაიბერგთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. მათი მიზანი ქართველ კვაკერთა დახმარება იყო, რათა „მეგობართა საქართველოს რელიგიური საზოგადოება“, რომელიც 21 კაცს აერთიანებს, „მეგობართა მსოფლიო საზოგადოების“ წევრი ოფიციალურად გამხდარიყო.
კვაკერების მოძრაობა ინგლისში მე-17 საუკუნის შუა ხანებიდან იღებს სათავეს. მისი მიმდევრები თავს ჭეშმარიტების მეგობრებს უწოდებენ, რადგან თავი ქრისტეს მეგობრად მიაჩნიათ. დღეს მათ უფრო მეტად „მეგობრების“ სახელით იცნობენ. „კვაკერებად“ ისინი პირველად ერთმა მოსამართლემ დაცინვით მოიხსენია, როგორც ადამიანები, რომლებიც ღვთის წინაშე კანკალებდნენ და თრდოდნენ (Quake ინგლისური სიტყვაა და ქართულად კანკალს ნიშნავს).
დღეს კვაკერები და „მეგობრები“ ერთსა და იმავე რელიგიურ მიმდინარეობას ჰქვია, რომლის ოფიციალური სახელი „კვაკერების (მეგობრების) რელიგიური საზოგადოებაა“.
მე-17 საუკუნის ინგლისში ქრისტიანული ჭეშმარიტების რადიკალურ რედეფინიციას ჯორჯ ფოქსი ჩაუდგა სათავეში. ის 1624 წელს დაიბადა და 19 წლის ასაკში დატოვა მშობლიური სახლი, რათა საკუთარ რელიგიურ კითხვებზე პასუხები ეპოვა. ის ამ შეკითხვებს ყველგან უსვამდა რელიგიურ ლიდერებს და ეკამათებოდა მათ. მოგზაურობის განმავლობაში, რომელიც ოთხი წელი გაგრძელდა, მან თანდათანობით გააცნობიერა, რომ მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს თავად ღმერთი იძლეოდა და ეს პასუხები ადამიანს საკუთარ თავში უნდა მოეძიებინა.
ჯორჯ ფოქსმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ თავისი ხედვა და ქრისტიანობის ახლებური გააზრება სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ახალი რელიგიური რწმენის გავრცელებისთვის ის რვაჯერ იჯდა ციხეში, სადაც მას გამუდმებით სცემდნენ და აწამებდნენ. მისი ნაშრომები „მეგობრების რელიგიური საზოგადოების“ მთავარ საყრდენს წარმოადგენს.
დღეს „კვაკერების რელიგიურ საზოგადოებას“ მიმდევრები მთელ მსოფლიოში ჰყავს. ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მათი რაოდენობა ერთნიშნა რიცხვიდან რამდენიმე ათასამდე მერყეობს. მათ აქვთ შეხვედრის ადგილი, სადაც ღვთისმსახურებას ეწევიან. როგორც წესი, კვაკერები თვეში ერთხელ ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა შეხვედრების ინტენსივობა უკვე სხვადასხვაგვარია სხვადასხვა ქვეყანაში. იწვევენ ყოველწლიურ შეკრებებსაც, რომლებზეც კონკრეტული გეოგრაფიული არეალის „მეგობართა“ ხელმძღვანელობას ირჩევენ.
ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში კვაკერების ზოგიერთი ჯგუფის ისტორია სათავეს კვაკერიზმის დასაწყისიდანვე იღებს, ზოგი კი ახალი დაარსებულია. ახალი ჯგუფებიდან ბევრი აღიარებულია და მათზე „მეგობრების მსოფლიო საზოგადოება“ ზრუნავს, სადაც როგორც ევროპის, ისე ახლო აღმოსავლეთის სექტორები არსებობს.
კვაკერები თავიდანვე უჭერდნენ მხარს რწმენის თავისუფლებას, ღმერთის გულმოწყალების უნივერსალობას, გენდერულ თანასწორობას და უმცირესობების უფლებების დაცვას. ისინი ყოველთვის ებრძოდნენ სიღარიბის გამომწვევ მიზეზებს, უარს ამბობდნენ ომში წასვლაზე.
დღეს მსოფლიო კვაკერების ორ მესამედზე მეტი თავს თეოლოგიურად „ევანგელიკებს“ უწოდებს, ერთი მეექვსედი კი - „ლიბერალებს“, ორივე განშტოება სათავეს ადრინდელი კვაკერიზმიდან იღებს და ერთმანეთს ავსებს, თუმცა „მეგობართა“ უმრავლესობა ლიბერალურ ტრადიციებს მისდევს.
ჯულია ვაიბერგი
კვაკერების მთავარი რიტუალი ღვთისმსახურებისათვის შეკრებაა. ამ შეხვედრების მიზანი სიჩუმეში ლოცვაა. შეხვედრის ადგილი არ არის მნიშვნელოვანი, ის შეიძლება იყოს ახალი ან ძველი შენობა, ოთახი, შეხვედრები შეიძლება ღია ცის ქვეშაც გაიმართოს. შეხვედრის ადგილას განსაკუთრებული სიმბოლოები საჭირო არ არის, თუმცა ოთახში შეიძლება იყოს სასულიერო წიგნები, ყვავილები და სანთლები. დაუგეგმავ შეხვედრებს არ ჰყავს პასტორი და ღვითმსახურება იწყება მაშინ, როდესაც პირველი მლოცველი შედის ოთახში. ლოცვა, როგორც წესი, ერთ საათს გრძელდება, თუმცა ლოცვის ხანგრძლივობაზე მკაცრი შეზღუდვები დაწესებული არ არის. ამ „ჩუმი შეხვედრების“ დროს თუ ვინმე საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია, თავისი აზრი მოკლედ სხვებსაც გაუზიაროს. მაგრამ ხშირად შეხვედრები სრულ სიჩუმეში მიმდინარეობს.
კვაკერების ამოსავალი, უნივერსალური პრინციპებია: ერთიანობა, პაციფიზმი, სისადავე, სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა, თანასწორობა, სიკვდილის დასჯის გაუქმების მოთხოვნა.
ამ პრინციპებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მშვიდობისთვის ბრძოლაა. „მეგობრები“ ამბობენ, რომ ომი ეწინააღმდეგება მეექვსე მცნებას - „არა კაც კლა“ - და იესოს სწავლებას - „გიყვარდეს მტერი შენი“ (ლუკა 6:27).
„კვაკერიზმი ინგლისში სამოქალაქო ომის დროს, კრომველის ხანაში წარმოიშვა, როდესაც საზოგადოება ქაოსით, გაურკვევლობითა და მომავლის შიშით იყო მოცული. ყველა სამყაროს დასასრულისა და მეორედ მოსვლის მოლოდინში იყო. ჩასახვისთანავე კვაკერიზმი გულისხმობდა ბრძოლას ნებისმიერი სახის ომის წინააღმდეგ, რადგან კვაკერებს თავიდანვე მიაჩნდათ, რომ თავარია არა ომის მოგება, არამედ იმ მიზეზების აღმოფხვრა, რაც ომს იწვევს. ამისათვის კი ძალადობის მოთხოვნილება ადამიანებს უპირველეს ყოვლისა თავიანთ თავში უნდა დაეთრგუნათ, უნდა ეღიარებინათ, რომ ადამიანები ღმერთის წინაშე თანასწორნი არიან, ისევე, როგორც ერთმანეთთან ურთიერთობაში, მიუხედავად სქესისა, ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობებისა, სექსუალური მისწრაფებებისა, განათლებისა და ასე შემდეგ“, - ამბობს პიტერ დაისონი.
„იმის გამო, რომ კვაკერები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ თავიანთ საქმეს, ისინი მე-18 და მე-19 საუკუნეებში ძალიან წარმატებული ბიზნესმენები გახდნენ, განსაკუთრებით საბანკო სფეროში გამოიჩინეს თავი, ვინაიდან ფულს არ იპარავდნენ და პატიოსან კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ. გარდა ამისა, განსხვავებული რწმენის გამო, კვაკერებს საზოგადოებრივი აქტიურობები ეკრძალებოდათ, ამიტომ მათ მთელი თავიანთი ენერგია და ნიჭი ბიზნესისკენ მიმართეს. საინტერესოა, რომ იგივე მოხდა ებრაელების შემთხვევაშიც“, - ჰყვება ჯულია ვაიბერგი, კვაკერთა მსოფლიო ოფისის ევროპის სექტორის წარმომადგენელი, - „სხვათა შორის, კვაკერების სახელთან არის დაკავშირებული ცხელი შოკოლადის ბიზნესის გავცელება ინგლისში: კვაკერები ლიქიორის სმის წინააღმდეგნი იყვნენ, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ალკოჰოლი ბევრი ცუდი საქციელის ჩადენისკენ უბიძგებდა ადამიანებს. ამიტომ, მათ საზოგადოებას ცხელი შოკოლადი შესთავაზეს, როგორც ალკოჰოლის ალტერნატივა.
კვაკერებს დიდი წვლილი მიუძღვით ქალთა უფლებებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის საარჩევნო ხმის მიცემის უფლებისათვის ბრძოლაში, რადგანაც „მეგობრებისთვის“ გენდერული უთანასწორობა მიუღებელი იყო და კვაკერი ქალები თავიდანვე ისეთივე განათლებას იღებდნენ, როგორსაც მამაკაცები.
გარდა ამისა, იმის გამო, რომ კვაკერებს არამარტო ციხეში, არამედ ფსიქიატრიულ დაწესებულებებშიც ხშირად ამწყვდევდნენ, ისინი მოწმენი ხდებოდნენ ზედამხედველთა არაადამიანური დამოკიდებულებისა იქ მოხვედრილთა მიმართ. ამიტომ ისინი სხვადასხვა გზებით ყოველთვის იბრძოდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გამეფებული სისასტიკისა და უსამართლობის წინააღმდეგ“.
დღეს „მეგობარები“ სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში მონაწილეობენ. კვაკერებს ბრიუსელში, ჟენევასა და ნიუ-იორკში აქვთ ოფისები, რაც მათ საშუალებას აძლევს საერთაშორისო დონეზე იყვნენ ჩართულები ადამიანის უფლებების დაცვაში, განიარაღების პროგრამებში და ა.შ. ისინი წელიწადში ერთხელ იკრიბებიან. ასეთი შეხვედრის ერთ-ერთი ადგილი ლონდონია, სადაც იმ საერთო პრობლემებზე საუბრობენ, ყველა მათგანს რომ აწუხებს.
ლონდონშია „კვაკერების მსოფლიო ორგანიზაციის“ ოფისიც, რომელიც არ მიეკუთვნება იერარქიული ორგანიზაციების რიცხვს. მისი სამდივნოს თანამშრომლები შეხვედრათა ორგანიზების საკითხებსა და სხვადასხვა ჯგუფებს შორის კოორდინაციას აგვარებენ.
სერგეი გრუშკო:
„რუსეთში ჩვენი მთავარი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაა. ვაწყობთ სემინარებს, მაგალითად, ძალადობის თემაზე, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის სტუდენტები. ამ შეხვედრების მიზანია ხელი შევუწყოთ ყოველდღიურობაში ძალადობის შემცირებას და მეტი ტოლერანტობისკენ მოვუწოდოთ საზოგადოებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა შეხედულებები და პრინციპები ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს ემთხვევა. ვეხმარებით ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ინვალიდებთან, მიუსაფარ ბავშვებთან, ლტოლვილებთან და ა.შ.“
საქართველოში კვაკერები დიაბეტით დაავადებულთა დახმარების სოციალურ პროგრამაში არიან ჩართულნი. პირველი ქართველი კვაკერი ბაგრატ მამასახლისი გახდა, რომელიც ამ რელიგიურ მიმდინარეობას ინგლისში გაეცნო ათი წლის წინ.
„კონტაქტი ქვაკრებთან 3 წლის წინ აღვადგინე და თბილისში 21-კაციანი ჯგუფი ჩამოვაყალიბე. ამ მიმდინარეობით თავდაპირველად ჩემი მეგობრები და ახლობლები დაინტერესდნენ. კვაკერიზმი თავისუფალია ფუყე ფორმალიზმისგან და ქრისტიანულ პირველწყაროსთან უფრო ახლოს დგას. ამ მიმდინარეობამ, პირველ ყოვლისა, მშვიდობისა და თანასწორობის იდეებითა და პრინციპებით მიმიზიდა“.
„მეგობართა საქართველოს რელიგიური საზოგადოება“ ჯერ მხოლოდ ორი წელია, რაც არსებობს, ამიტომ, ბასილ მკლავიშვილისაგან შევიწროებასა და თავდასხმებს არ მოსწრებია. ქართველ კვაკერებს ამ ხნის განმავლობაში არავისთან მოსვლიათ აშკარა კონფლიქტი, „თუმცა ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობ ანტიპათიას და უნდობლობას, რადგან ტრადიციულ რელიგიას არ მისდევ. იმის გამო, რომ მართლმადიდებლები არიან, ფიქრობენ, ჭეშმარიტება მხოლოდ მათ იციან, და ამიტომ ზემოდან გიყურებენ. ამგვარი დამოკიდებულება არა მგონია მალე შეიცვალოს, რადგან აგრესია უფრო მეტად ახალგაზრდებში იგრძნობა. ეს ტენდენცია სასკოლო აღზრდამ შეიძლება შეცვალოს, მაგრამ ამას ალბათ 15-20 წელი მაინც დასჭირდება“, - ამბობს ბაგრატ მამასახლისი.
პირველი ქართველი კვაკერი ფიქრობს, რომ „მეგობრების მსოფლიო საზოგადოებაში“ გაწევრიანება მათ მეტი და უფრო აქტიური კონტაქტების დამყარებაში დაეხმარება და მეტ ლიტერატურასაც მიიღებენ. რაც შეეხება 21 კაციანი ჯგუფის გაფართოებას, ბაგრატ მამასახლისი ამბობს, რომ მათ ჯერ კარგად უნდა შეისწავლონ ადამიანი, უნდა გაერკვნენ მის მისწრაფებებსა და პრინციპებში,
„მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზებთ ჩვენს ლიტერატურას და ის თავად გადაწყვეტს, უნდა თუ არა ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანება. სხვათა შორის, კვაკერიზმი ერთადერთი რელიგიური დენომინაციაა, რომლის წევრებსაც შეუძლიათ სხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებიც იყვნენ“.
![]() |
9 Полиэтничность - Преимущество Грузии |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნოსები საქართველოში
С марта 2007 г. Кавказский Институт мира, демократии и развития начал работать над осуществлением финансируемого Евросоюзом проекта «Независимы СМИ в поддержку гражданской интеграции». Партнёрами Института по работе над проектом являются «Фонд гражданской интеграции» (Грузия), «Исследовательский центр Регион Ассоциации журналистов- расследователей» (Армения) «Комитет защиты журналистов Азербайджана RUH» (Азербайджан).
Проект направлен на содействие развитию независимых СМИ в регионах Самцхе-Джавахети и Квемо Картли, где компактно проживают грузинские граждане армянской и азербайджанской национальности.
Для достижения этой цели в проекте планируется работа с группами местных независимых журналистов для повышения их профессиональных навыков, чтобы они могли, с одной стороны доносить до центральных медиа важные проблемы своих регионов, с другой обеспечить местное население более полной и достоверной информацией о процессах, происходящих в стране и мире.
Улучшение информированности будет способствовать большей включенности местного населения в общественно- политическую жизнь, как на уровне регионов, так и в масштабах своей страны.
«Сеть журналистов Кавказа/www.cauacasusjournalists.net/, в котором опубликовано данное интервью - это один из ресурсов, пользование которым даст региональным журналистом возможность брать Интернет-интервью у экспертов и общественных деятелей южнокавказских стран, принимать участие в Интернет-дисскусиях, размещать свои статьи в Интернет-журнале «Южный Кавказ».
Вопрос №1 [time:25.07.2007 23:59:15 (MSK) [от Багдасарян Л.С. (Армения)]
Здравсвтуйте господин Миндиашвили, Лаура Багдасарян, представителю Интернет-газеты «Hetq online» («www.hetq.am»). У меня несколько взаимосвязанных вопросов. а) каковы, по данным ваших исследований, главные проблемы армянского и азербайджанского этнических меньшинств в Грузии?б) какие исследования проводил ваш центр (соцопросы населений, опросы политических деятелей и т.д.)? и) с какими рекомендациями для установления действительной толерантности между представителями разных национальностей в Грузии выступал ваш центр, какова степень действенности этих рекомендаций?
Ответ [time:26.07.2007 12:56:05 (MSK)]
Приветствую вас, Госпожа Лаура. На наш взгляд, основная проблема для упомянутых этнических меньшинств - это языковой барьер, т.е. незнание или недостаточное знание грузинского языка. Это мешает многим представителям этих групп делать карьере в государственных учреждениях и серьёзно препятствует их полноценной интеграции в грузинское общество. Представители азербайджанской и армянской общин Грузии постоянно сталкиваются с проблемой плохого знания грузинского языка, и главным образом, это проявляется при поступлении в высшие учебные заведения страны. Несмотря на усилия государственных структур Грузии, и в первую очередь Министерства просвещения, проблема освоения грузинского языка для названных этнических групп всё ещё не решена. Главную причину такого положения надо искать в прошлом, когда основным языком общения и обучения для представителей меньшинств был русский, и грузинскому не уделялось должного внимания. И нельзя винить в незнании государственного языка этнические меньшинства. В первую очередь это проблема государства. Оно обязано предоставить всем гражданам адекватные возможности для изучения государственного языка. С другой стороны, нельзя забывать, что насильственное навязывание грузинского языка тоже недопустимо - его изучение должно происходить только на добровольной основе. Наш центр координирует деятельность двух советов - Совета Религий и Совета этнических меньшинств. В работе последнего принимаю участие около 80 организаций, занимающихся проблематикой этнических меньшинств. Совет провёл очень важную работу. К примеру, он выработал пакет рекомендаций по для выполнения Грузией рамочной конвенции по защите прав этнических меньшинств. Упомянутые рекомендации адресованы разным госучреждениям. Уникальность этого факта состоит в том, что впервые в Грузии представители этнических меньшинств обратились к государству и медиа представители им своё видение решения своих проблем. В процессе выработки этих рекомендаций, который длился 5 месяцев, Совет провёл до 60 встреч с представителями госструктур (среди них Министерство просвещения и парламент) и медиа, и можно сказать, что в основном эти рекомендации были приняты и одобрены. Кроме того, недавно наш центр провёл мониторинг медиа-средств выявления негативных стереотипов по отношению этнических и религиозных меньшинств. Мы работаем над проектами отчёта Народного защитника Грузии по этническим и религиозным меньшинствам, который два раза в год предоставляется парламенту. Мы также издаём ежемесячный журнал «Солидарность», который освещает жизнь и деятельность проживающих в Грузии этнических меньшинств. Мы ежемесячно проводим мониторинг в регионах компактного проживания меньшинств. Недавно мы провели в школах анкетирование родителей детей - представителей меньшинств - с целью выявления случаев дискриминации на религиозной и этнической основе.
Вопрос №2 [time:26.07.2007 11:14:49 (MSK)] [от Барткулашвили А.Г. (Азербайджан)]
Анна Барткулашвили - Азербайджан, Совет Прессы.
Здравствуйте, Господин Миндиашвили! Представитель партии «новые правые» Давид Гамкрелидзе заявил, что его партия не поддерживает идею о полном переводе обучения в республике на грузинский язык. Можно ли сделать вывод о том, что закон об Образовании принятый в апреле 2005 года, вследствие возникших тех или иных несогласий со стороны различных государственных деятелей или организаций может быть пересмотрен? Заранее благодарю.
Ответ [time:26.07.2007 12:51:49 (MSK)]
Я не знаю такого заявления Гамкрелидзе, мне оно незнакомо, Что касается закона об образовании, то там вовсе не сказано, что обучение в школах Грузии должно проводиться исключительно на грузинском языке. Исходя из этого, пересмотр данного закона, не сегодняшнем этапе представляется маловероятным.
Вопрос №3 [time:26.07.2007 12:51:49 (MSK)] [time:26.07.2007 11:16:58 (MSK)] [от Барткулашвили А.Г. (Азербайджан)]
Севиндж Гараева - Азербайджан, «525-я газета». Александр Ломая - министр образования и науки Грузии - заявил на брифинге, что именно со стороны нацменьшинств поступили требования о помощи им в обучении грузинского языка. Насколько это соответствует действительности?
Ответ [time:26.07.2007 12:55:48 (MSK)]
Я лично не слышал такого заявления от Ломая, но могу сказать, что такие требования со стороны представителей нацменьшинств - реальность. Потребность в изучении грузинского языка в последнее время сильно возросла, и власти в полной мере осознают это.
Вопрос №4 [time:26.07.2007 11:20:27 (MSK)] [от Барткулашвили А.Г. (Азербайджан)]
Агиль Аслан - Азербайджан, газета «экспресс» - Здравствуйте! Насколько нам известно, в Грузи осуществляется программа «Тавтави» (колос) для негрузинских регионов. В рамках этой программы выпущено 2 учебника и ведётся переподготовка учителей. Хотелось бы узнать, кто принимал участие в составлении учебников, то есть участвовали ли в этом специалисты с азербайджанской стороны и каким образом ведётся переподготовка учителей? Спасибо.
Ответ [time:26.07.2007 12:59:17 (MSK)]
Могу подтвердить, что действительно 2 новых учебника, и что в их составлении участвовали специалисты. Хорошо знакомые со спецификой регионов. Часть из этих специалистов в разное время занимались в регионах преподавательской деятельность.
Вопрос №5 [time:26.07.2007 11:20:27 (MSK)] [от Барткулашвили А.Г. (Азербайджан)]
Абульфат Мадам - газета «Адалят». Здравствуйте! Что вы можете сказать по поводу заявления министра образования Мисира Марданова о том, что Азербайджан заинтересован в том, чтобы азербайджанцы Грузии не покидали эту страну и продолжали там жить? Спасибо!
Ответ [time:26.07.2007 13:02:21 (MSK)]
Такое заявление можно только приветствовать. С нашей стороны можем добавить, что такое же заявление сделал недавно и президент Армении, который призвал проживающих в Грузии армян не покидать страну и начать активно изучать грузинский язык для ускорения процесса их интеграции.
Вопрос №6 [time:26.07.2007 11:37:02 (MSK)] [от Барткулашвили А.Г. (Азербайджан)]
Турал Алиев - Азербайджан, редактор сайта «ZMM.AZ». Здравствуйте, господин миндиашвили! Известный у нас в Азербайджане политолог Вафа гулузаде сказал, что даже если азербайджанцы Грузии будут владеть грузинским языком, они не будут внедрены в должностные структуры; чтобы вы ему ответили на это заявление?
Ответ [time:26.07.2007 13:10:46 (MSK)]
Я могу сказать, что это не так. В регионе Квемо Картли азербайджанцы представлены во всех властных структурах. Однако на центральном уровне проблема остаётся. И это опять таки связано с незнанием грузинского языка. Два года тому назад, в городе Кутаиси началось осуществление проекта «Школа Администрирования им. Зураба Жвания», в основной целью которого является подготовка молодых кадров из числа этнических меньшинств из регионов их компактного проживания. Здесь они интенсивно изучают грузинский язык и администрирование. На данном этапе это даёт нам возможность говорить, что власти заинтересованы в подготовке и в увеличении количества госслужащих из числа этнических меньшинств.
Вопрос №7 [time:26.07.2007 12:44:17 (MSK)] [от Барткулашвили А.Г. (Азербайджан)]
Анна Барткулашвили. Господин Миндиашвили! Не боится ли Грузия повторения Карабахского конфликта в связи с участившимися сепаратическими выходками армян и с учётом того, что после изучения ими грузинского языка и успешного внедрения в общество, они могут быть опасны?
Ответ [time:26.07.2007 13:17:31 (MSK)]
Всякие такого рода опасения безосновательны. Можно с уверенностью сказать, что слухи о серьёзных сепаратических настроениях в регионе самцхе-Джавахети сильно преувеличены. Причём негативную роль в тиражировании таких стереотипов играют наши газеты таблоиды. Если мы осмыслим этот вопрос в историческом ракурсе, такая проблема не возникала даже в начале 90-ых годов, когда у власти Грузии было националистическое правительство Звиада Гамсахурдия.
Вопрос №8 [time:26.07.2007 12:44:17 (MSK)] [от Барткулашвили А.Г. (Азербайджан)]
День добрый, Господин Миндиашвили! В грузинской прессе довольно часто можно встретить статьи резко антиармянского содержания. Каковы причины этого явления. По вашему мнению?
Ответ [time:26.07.2007 13:31:35 (MSK)]
Я с вами полностью согласен. Грузинские медиа никак не могут осмыслить свою роль в деле культивирования толерантности и поддержания процесса гражданской интеграции. Что касается причин, то можно сказать такие импульсы большей частью исходят от церковных кругов, которые имеют немалое влияние на определённый сегмент грузинского общества, в том числе и журналистов. Такие настроения поддерживаются и некоторым оппозиционными партиями, которые пытаются использовать их в своих политических интересах, можно сказать, что не только в отношении армян, но и в отношении других этнических и религиозных меньшинств, грузинские медиа зачастую изобилуют негативными стереотипами. Народный защитник Грузии неоднократно резко критиковал за это нашу медиа и могу привести пример, когда он отказал в интервью газете, которая до этого опубликовала статью фашистского характера. Офис Народного Защитника планирует в ближайшее время начать широкую кампанию по определению ксенофобских настроений в грузинских медиа.
Вопрос №9 [time:26.07.2007 13:21:03 (MSK)] [от Ширинян А.А. (Армения)]
Господин Миндиашвили! Как вы думайте, наличие национальных меньшинств в Грузии является проблемой или преимуществом для Грузии! Спасибо.
Ответ [time:26.07.2007 13:38:43 (MSK)]
Можно сказать, что полиэтничность Грузии и полирелигиозность Грузии особенно, в сравнении в этом плане с нашими соседями - Арменией и Азербайджаном - безусловно, является большим преимуществом моей страны. Как на международном, так и на региональном уровне, это преимущество делает Грузию более привлекательной и в экономическом, и в политическом, и в культурном отношении. Я надеюсь, что мирное сосуществование разных этносов и религий в Грузии, станет моделью будущего мирного, стабильного Кавказа.
Вопрос №10 [time:26.07.2007 13:44:48 (MSK)] [от Назарян Л.Р. (Армения)]
Вы сказали, что офис Народного Защитника планирует в ближайшее время начать широкую кампанию по преодолению ксенофобных настроений в грузинских медиа. Какими способами планируется это сделать?
Ответ [time:26.07.2007 14:02:48 (MSK)]
В первую очередь мы планируем создать рабочую группу, которая будет заниматься отслеживанием публикаций, содержащих элементы ксенофобии. Мы собираемся встретиться с авторами этих статей и провести с ними, а также и с другими представителями наших медиа, встречи и дискуссии на данную тему. Не исключено, что будут приниматься и более жёсткие меры, как например, обращение в Медиа-совет с жалобой на авторов таких статей.
Вопрос №11 [time:26.07.2007 14:02:48 (MSK)] [от Клеменс В.Х. (Другие)
Клеменс Витте, студент, практикант из Германии в Кавказском Институте, Тбилиси. Господин Миндиашвили. Здравствуйте! Как вы считаете, какими способами может грузинское правительство усилить процесс внедрения нацменьшинств в грузинское общество? Как можно преодолеть стереотипы, которые есть у разных представителей нацменьшинств в отношении других этносов на территории Грузии?
Ответ [time:26.07.2007 14:18:59 (MSK)]
На первый вопрос я практически уже ответил. Это, в первую очередь улучшение преподавания грузинского языка, преодоление социальных проблем, улучшение ифнормированности компактно проживающих этнических групп. Что касается преодоления стереотипов - это долгий процесс, и он связан с изменением менталитета. Как грузинского общества в целом, так и этнических групп. Способствовать этому процессу можно пропагандой идей мультикультурализма, повышением уровня образования, гражданского самосознания. Предстоит долгая работа и с медиа, которая может и должна сыграть в этом процессе позитивную роль.
«Данный материал опубликован при поддержке Увропейского Союза. Содержание публикации является предметом ответственности <кавказского института мира. Демократии и развития> и не отражает точку зрения Европейского Союза.»
![]() |
10 საქართველოს ეთნიკური რუკის ფორმირება |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნოსები საქართველოში
მამუკა კომახია
პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გამო საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ერთგვაროვანი არ იყო. აღნიშნული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ყალიბდებოდა გარე მიგრაციული პროცესების გარკვეული მიმართულებები, რაც ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის რიცხოვნობის შეცვლასთან იყო დაკავშირებული. ვახტანგ ჯაოშვილი საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში ცვლილებებს სამ ძირითადად ეტაპად ყოფდა: შუა საუკუნეებიდან XVIII საუკუნის ბოლომდე, XIX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს გასაბჭოებამდე, 1921 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, და უკვე შეგვიძლია მეოთხე ეტაპიც გამოვყოთ, 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე.
შუა საუკუნეებიდან XVIII საუკუნის ბოლომდე
შუა საუკუნეებში საქართველო მეზობელი იმპერიული სახელმწიფოების მხრიდან განუწყვეტელი აგრესიის მსხვერპლი იყო. გამუდმებული შემოსევები მოსახლეობაში დიდ მსხვერპლს და ქვეყნის შიდა რაიონებისაკენ მიგრაციას იწვევდა. ქვეყნის გაუკაცრიელებულ ადგილებზე, არაქართველი მოსახლეობა სახლდებოდა. თურქმანული ტომების დასახლება ქვემო ქართლის ტერიტორიაზე XV საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. XVII საუკუნის დასაწყისში კი, შაჰ-აბასმა დებედის ხეობაში თურქმანული ტომი ბორჩალუ ჩაასახლა. ფეოდალურ ეპოქაში ჩრდილოეთ კავკასიიდან აღმოსავლეთ საქართველოში ოსების ჩამოსახლება მიმდინარეობდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ სოფელში ბერძნებიც გამოჩდნენ. ფეოდალური კარჩაკეტილობის ვითარებაში არაქართველი მოსახლეობის გარედან მოსვლა მაინც შეზღუდულ მასშტაბებში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც XIX საუკუნის დამდეგს საქართველოს თითქმის ყველა პროვინციაში ქართული მოსახლეობა უმრავლესობაში იყო.
XIX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს გასაბჭოებამდე
დიდი ცვლილებები განიცადა საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურმა შემადგენლობამ XIX საუკუნეში და XX საუკუნის პირველი ორი ათეული წლის პერიოდში, როდესაც სამხედრო-პოლიტიკური მიზნებით განპირობებულ იძულებით ჩასახლებასთან ერთად ეკონომიკური პირობებით გამოწვეული ჩასახლება მიმდინარეობდა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში მიმდინარეობდა არაქართველი მოსახლეობის თითქმის მთლიანად ორგანიზებული, ჯგუფური ჩასახლება, 60-იანი წლებიდან კი თანდათან ფართოვდება მიგრანტთა სტიქიური გადაადგილება. განსაკუთრებით გაძლიერდა ასეთი ჩამოსახლება XIX საუკუნის მიწურულში და XX საუკუნის დასაწყისში, როცა უკვე ძირითადად ეკონომიკური პირობები აიძულებდა მიგრანტებს გამოეცვალათ საცხოვრებელი ადგილი. მოსახლეობის მიგრაციის სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორი კვლავ მთავარ როლს ასრულებდა პირველი მსოფლიო ომისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში, როცა საქართველო არაქართველთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა. მთლიანად ამ პერიოდში მიმდინარეობდა ქართველი მოსახლეობის ხვედრითი წონის თანდათან შემცირება. ბოლშევიკური რევოლუციის წინა პერიოდში ქართველების ხვედრითი წონა უკვე აღარ აღემატებოდა მთელი მოსახლეობის 2/3-ს.
საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა XIX საუკუნის პირველ მესამედში, როდესაც საზღვარგარეთის ქვეყნებისა და რუსეთის იმპერიის შიდა პროვინციებიდან ჩამოსახლდნენ სომხები, რუსები, ბერძნები და გერმანელები. ამის შედეგად ქართველების ხვედრითი წონა 1800 წლის 79.4%25-დან 1832 წლისათვის შემცირდა 75.9%25-მდე.
საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური ჯგუფების კომპაქტური ჩასახლება რუსეთის იმპერიის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობის შემდეგ იწყება. რუსეთის იმპერიის პოლიტიკა სასაზღვრო რაიონებიდან ქართული მოსახლეობის გასახლებასა და იმპერიის ხელმძღვანელების შეხედულებით, მათდამი უფრო ლოიალური ეთნიკური ჯგუფების ჩასახლებას ისახავდა მიზნად.
რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგ, იმპერიის მესვეურებმა სამცხე ჯავახეთში მცხოვრები მუსლიმი ქართველები აიძულეს ოსმალეთის იმპერიაში გადასახლებულიყვნენ. მათ მაგივრად, ცარიზმის ხელშეწყობით, 1829-1831 წლებში სამცხე-ჯავახეთში თურქეთიდან ათასობით სომეხი გადმოვიდა მუდმივ საცხოვრებლად. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში თურქეთი დამარცხდა. 1829 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების მეცამეტე მუხლის მიხედვით, მოსახლეობის გადასახლების პერიოდად 18 თვე განსაზღვრეს. ამ ხნის განმავლობაში მუსლიმური მოსახლეობა ერთმორწმუნე თურქეთში უნდა გადასახლებულიყო. ჯავახეთში თითქმის საერთოდ აღარ დარჩა ქართული მოსახლეობა. ახალმა ადმინისტრაციამ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და 1830 წელს არზრუმიდან დევნილი 35 ათასი სომეხი ლტოლვილი დაასახლა.
ადრიანოპოლის ზავის თანახმად, რუსეთის იმპერიის გენერლის პასკევიჩის მიერ აღძრული შუამდგომლობის საფუძველზე, ნიკოლოზ I-მა აღმოსავლეთ ანატოლიის ვილაიეთებში მცხოვრებ ბერძნებს საქართველოში დასახლების უფლება მისცა. ბერძნები ძირითადად ბორჩალოს მაზრის მიწებზე დასახლდნენ, რომელიც თურქ და ლეკ ფეოდალთა განუწყვეტელი შემოსევების შედეგად თითქმის გაუკაცრიელებული იყო. 1830 წლისათვის წალკის მიდამოებში უკვე 18 ბერძნული სოფელი არსებობდა. ქართველები მიმდებარე მიდამოებიდან უკვე დიდი ხნის გახიზნულები იყვნენ. ამავე პერიოდში დასახლდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთის თურქეთის ვილაიეთებიდან გადმოსული ბერძნები დმანისის რაიონში.
1817-1818 წლებში საქართველოში ცარიზმის ხელშეწყობით ჩამოსახლდნენ ვიურტემბერგელი გერმანელები, რომლებმაც აღმოსავლეთ საქართველოში შექმნეს რამდენიმე კოლონია. გერმანელი სექტანტების დასახლების მიზანი დაუსახლებელი ადგილების ათვისება და ეკონომიკის გამოცოცხლება იყო და, ასევე, საიმედო დასაყრდენის შექმნა რუსეთის იმპერიისათვის.
XIX საუკუნის მეორე მესამედში საქართველოში ძირითადად სახლდებოდნენ რუსი სექტანტები და დემობილიზებული რუსი ჯარისკაცები. 1865 წლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 25 900 რუსი ახალმოსახლე ცხოვრობდა, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის 2.0%25-ს უდრიდა, 1886 წელს 42 500 (2.6%25), 1897 წელს კი მათი რაოდენობა 92 813 კაცამდე გაიზარდა (5.3%25). საქართველოში მცხოვრები სლავური წარმოშობის მოსახლეობიდან 21 113 კაცი ანუ მთელი სლავური წარმოშობის მოსახლეობის 22.7%25 სამხედრო მოსამსახურე იყო. სლავური წარმოშობის მოსახლეობა დიდი რაოდენობით გადმოასახლეს, როგორც თბილისსა და ზღვისპირა ქალაქებში, ისე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში, აგრეთვე 21 სოფელში.
საქართველოში ჩამოსახლებული რუსული მოსახლეობის გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენდა ე.წ. სექტანტები, ძირითადად დუხობორები და მალაკნები. XIX საუკუნეში ჯავახეთში დასახლდა დუხობორები, უკიდურესად პროტესტანტული სექტა. ცარიზმი დუხობორებში სახელმწიფოსა და რელიგიისადმი საფრთხეს ხედავდა და 1837 წელს იმპერატორმა დუხობორების კავკასიაში გადასახლების განკარგულება გასცა. 1841 წელს ისინი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში, ახალქალაქის მაზრაში გადაასახლეს. სამხრეთ კავკასიაში რუსული მოსახლეობის ჩასახლებით, ცარისტული მთავრობა სამხედრო-სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემების გადაწყვეტას ფიქრობდა, რადგან სექტანტები მთავრობის საიმედო დასაყრდენად მიიჩნეოდა. საქართველოში სექტანტური მოსახლეობა ძირითადად დასახლებული იყო ორ გეოგრაფიულ არეალში: სამხრეთ-დასავლეთში, ნინოწმინდის (ადრე ბოგდანოვკა) რაიონის რვა სოფელში და აღმოსავლეთში, საგარეჯოს, სიღნაღისა და ლაგოდეხის რაიონებში.
საქართველოში ასურელებისა და ქურთების მასობრივი დასახლება I მსოფლიო ომისა და მის შემდგომ პერიოდში ხდება. ოსმალეთის იმპერიაში დევნის შედეგად საქართველოსა და სომხეთს ასურელებთან ერთად თავი ეზიდური რელიგიის მიმდევარმა ქურთებმაც შეაფარეს. ეზიდი ქურთები იძულებულნი იყვნენ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები მიეტოვებინათ, რადგან მათ რელიგიურ ნიადაგზე სდევნიდა ოსმალთა იმპერიის მუსლიმი მოსახლეობა, მათ შორის მუსლიმი ქურთებიც.
1921 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე
საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაზე არსებითი ცვლილება მოახდინა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საქართველოში ასეულ ათასობით მიგრანტის ჩამოსახლებამ, რასაც თან მოჰყვა ქართველი მოსახლეობის ხვედრითი ოდენობის შესამჩნევი შემცირება. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია რუსებისა და უკრაინელების დაჩქარებული ზრდა, რაც გამოწვეული იყო მათი დიდი ჩამოსახლებით XX-ე საუკუნის 30-იან წლებში. აღნიშნულ პერიოდში საკმაოდ ინტენსიური ხასიათი ჰქონდა აგრეთვე სომხებისა და ოსების ჩამოსახლებას. ბერძნების, ებრაელებისა და აზერბაიჯანელების დაჩქარებული ზრდა აიხსნება ამ ეროვნებების მცხოვრებთა მაღალი ბუნებრივი მატებით. პირველად თავისი ისტორიის მანძილზე ქართველები აღმოჩდნენ 1939 წლისათვის თავის რესპუბლიკაში მთელი მოსახლეობის 2/3-ზე ნაკლები. ეს განაპირობა მძლავრმა მიგრაციულმა პროცესებმა, რომელთა დადებითი სალდო თავისი მასშტაბებით ბევრად აღემატებოდა მანამდე ან მის შემდეგ საქართველოში ჩამოსახლებულ მიგრანტთა ნაკადს. 1926 წელს ქალაქის მოსახლეობაში არაქართველები შეადგენდნენ 51.7%25-ს, სოფლის მოსახლეობაში კი 27.9%25-ს.
გარედან მოსული მოსახლეობის დამკვიდრება რესპუბლიკაში ბევრად შემცირდა II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, ხოლო 1957 წლიდან წასულთა რაოდენობა სჭარბობდა მოსულების რიცხვს. შედეგად დაიწყო ქართველების ხვედრითი წონის თანდათან ამაღლება, რადგან წასულთა შორის ბევრად ჭარბობდა არაქართველების რაოდენობა.
აღებულ პერიოდში, საბჭოთა საქართველოს ეთნიკურ შემადგენლობაზე არსებითი გავლენა მოახდინა რუსული და სომხური მოსახლეობის უპირატესად მექანიკურმა მატებამ. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის თვით ბუნებრივი გამრავლების ტემპებშიც დიდი განსხვავებაა. ამ მხრივ ავტოქტონური მოსახლეობის გამრავლების ინტენსივობა თითქმის ყველაზე უფრო დაბალია. 1959 და 1970 წწ. მოსახლეობის საერთო რაოდენობაში ქართველთა ხვედრიწონის გადიდება უნდა აიხსნას არაქართველი მოსახლეობის მექანიკური ძვრებით. ასე, მაგალითად, 1959 წლის აღწერით სომხები შეადგენდნენ მთელი მოსახლეობის 11%25-ს, ხოლო 1970 წ. - 9.7%25; შესაბამისად, რუსები შეადგენდნენ 10.1 და 8.5%25.
იმის გამო, რომ არაქართველი მოსახლეობა ძირითადად ქალაქებში დამკვიდრდა, აქ მეტია ეროვნული სიჭრელე, ვიდრე სოფლის მცხოვრებლებში. 1979 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობაში ქართველების ხვედრითი წონა შეადგენდა 62.1%25-ს, სოფლად კი 75.7%25-ს.
მიგრაციული პროცესები 1990-იანი წლებიდან დღემდე
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები მოხდა. თუ 1989 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობები ქვეყნის მოსახლეობის 30%25-ს შეადგენდნენ, 2002 წლის აღწერის შედეგებით, საქართველოში (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების გამოკლებით) მათი ხვედრითი წონა 16%25-მდე დაეცა.
ეთნიკური უმცირესობების რაოდენობის შემცირების უმთავრესი მიზეზი ემიგრაციაა. ემიგრაციის პირველ ტალღას ბიძგი მისცა 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და პოლიტიკური ვითარების მკვეთრმა გაუარესებამ. ემიგრაცია მოსახლეობის გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია გახდა და ამიტომაც მან მასობრივი ხასიათი მიიღო ქვეყნის მთელ მოსახლეობაში, როგორც ქართველებში, ისე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორისაც.
1990-იანი წლების დასაწყისში ეთნიკური უმცირესობების ემიგრაციის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ჯგუფების დისკრიმინაციული პოლიტიკა იყო. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ნაციონალისტური რიტორიკა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების შევიწროებაში აისახა. ქართულ საზოგადოებაში პოპულარული გახდა ლოზუნგი „საქართველო ქართველებისათვის“, არაქართველმა მოსახლეობამ კი „სტუმრის“ სტატუსი შეიძინა. შევიწროებას მასობრივი ხასიათი არ მიუღია, თუმცა ნაციონალისტურმა ორგანიზაციებმა, სხვადასხვა რაიონებში (დმანისი, ბორჯომი, თეთრიწყარო, გორი, ახალგორი, ლაგოდეხი, მცხეთა), ძირითადად, აზერბაიჯანელები და ოსები აიძულეს დაეტოვებინათ/გაეყიდათ სახლები და ემიგრაციაში წასულიყვნენ.
განსაკუთრებით ინტენსიური ფორმები მიიღო სლავების ემიგრაციამ. მათ შორის ბევრი იყო საბჭოთა არმიის სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც 1990-იანი წლების დამდეგიდან მიმდინარე ზოგიერთი სამხედრო შენაერთის დისლოკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, მასობრივად ტოვებდნენ საქართველოს. ემიგრანტებს შორის სლავები 60%25-ს აჭარბებდნენ. მათი უმეტესობა ქალაქის მკვიდრი იყო და ისინი თითქმის მთლიანად რუსეთის ფედერაციის ქალაქებში მიდიოდნენ საცხოვრებლად. ამის საპირისპიროდ, ემიგრანტთა შორის მეორე ადგილზე მყოფი აზერბაიჯანელების ძირითადი ნაწილი (60%25) სოფლის მოსახლეობა იყო, მაგრამ ისინიც უპირატესად სხვა ქვეყნების ქალაქებში გეგმავდნენ ცხოვრებას. საქართველოდან 1992 წელს გასული აზერბაჯანელების მეოთხედზე მეტი რუსეთის ფედერაციაში მიდიოდა საცხოვრებლად, ხოლო დანარჩენი - აზერბაიჯანში. ემიგრანტი სომხები რაოდენობრივად მესამე ადგილზე იყვნენ და მათი 71%25 ქალაქის მკვიდრი იყო.
სომხების 56.2%25 რუსეთის ფედერაციაში გადასახლების მიზნით ამოეწერა საქართველოდან. საკუთრივ სომხეთში მხოლოდ მეოთხედი გეგმავდა ჩასახლებას.
1992 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა ლიდერმა, ედუარდ შევარდნაძემ უარი თქვა ნაციონალისტურ პოლიტიკაზე, თუმცა ამას ეთნიკურ უმცირესობებს შორის ემიგრაციული აქტიურობის შემცირება არ გამოუწვევია. ამის შემდეგ ემიგრაციის მთავარ ფაქტორად უმუშევრობა, ცხოვრების დონის გაუარესება და საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაციის შეუძლებლობა იქცა. ამ ფაქტორის გამო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში ქართველებიც წავიდნენ.
ეთნიკური უმცირესობებისათვის მიგრაციისათვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა რუსეთის ფედერაციაა, რომელიც ლინგვისტური (საბჭოთა პერიოდში ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობაში ძირითადი ენა რუსული იყო) და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე ახლობელია მათთვის. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ეთნიკური უმცირესობა უპირატესობას ანიჭებს ისტორიულ სამშობლოში ემიგრაციას. ამას ხელს უწყობს საქართველოში ცხოვრების უპერსპექტივობის განცდა და ისტორიული სამშობლოს მიზიდულობის ძალა: რუსები მიდიან რუსეთში, ბერძნები - საბერძნეთში, ებრაელები - ისრაელში, უკრაინელები - უკრაინაში, სომხების ნაწილი - სომხეთში, აზერბაიჯანელების ნაწილი - აზერბაიჯანში. საყურადღებოა, რომ საქართველოს ორი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობებიდან, სომხებიდან და აზერბაიჯანელებიდან, ეთნიკურად ორიენტირებული ემიგრაცია უფრო აზერბაიჯანელებისათვის არის დამახასიათებელი, თუმცა რუსეთი კვლავ კონკურენციის გარეშეა. რუსეთის შემდეგ მიგრაციული თვალსაზრისით ეთნიკური უმცირესობებისათვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნები აშშ, საბერძნეთია.
ბოლო წლებში ემიგრაციის უმთავრეს მიზეზებად ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური სახის ფაქტორები სახელდება. მათ შორის უმნიშვნელოვანესია უმუშევრობა, ცხოვრების დონის დაცემა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების დაბალი ხარისხი, ხვალინდელი დღისადმი რწმენის დაკარგვა, პოლიტიკური არასტაბილურობის განცდა. ემიგრაციულ განწყობებზე ნაკლებ გავლენას ახდენს ე.წ. დისკრიმინაციული ხასიათის ფაქტორები: ხელისუფლებისა და მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება მათი ეთნიკური წარმოშობისადმი, მშობლიური ენისა და კულტურის განვითარების შეუძლებლობა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობისათვის რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილების დაბალი ხარისხი.
ეთნიკური უმცირესობების ემიგრაციის შემაფერხებელი ფაქტორია მათი ინტეგრაციის მაღალი ხარისხი ქართულ საზოგადოებაში, მიგრაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების არარსებობა, ან შერეულ ოჯახებში ყოფნა. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ემიგრაციისაგან თავის შეკავების უმთავრესი მიზეზებია მატერიალური რესურსების არარსებობა და სურვილი არ დატოვონ ნათესავები. შედარებით ნაკლები შემაფერხებელი ფაქტორია ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა და საკონსულო სამსხურების მიერ შექმნილი პრობლემები. საყურადღებოა, რომ აზერბაიჯანელებისათვის ასევე შემაკავებელ ფაქტორებს წარმოადგენს სურვილი არ მიატოვონ წლების განმავლობაში შექმნილი მეურნეობა, პატრიოტული გრძნობები და არსებული ვითარებით კმაყოფილება.
2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობა აზერბაიჯანელები არიან. აზერბაიჯანელები საქართველოში ძირითადად კომპაქტურად არიან დასახლებულნი ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლში. ქალაქებიდან ისინი ძირითადად თბილისსა და რუსთავში ცხოვრობენ. დანარჩენი არაქართველი მოსახლეობისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანელებს შორის XIX-XX საუკუნეებში არ ჰქონია ადგილი მნიშვნელოვან მიგრაციას. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან კი აზერბაიჯანელების რაოდენობა ძალზედ დაჩქარებულად იზრდება, უსწრებს რა მატების ტემპით საქართველოს მოსახლეობის ყველა დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები საბჭოთა კავშირის პერიოდში შობადობის მაღალი მაჩვენებელით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, თუ 1989 წელს ყოველ ათას ქართველზე 16 ბავშვი დაიბადა, ყოველ ათას აზერბაიჯანელზე -28.6 ბავშვი. აზერბაიჯანელების მაღალი შობადობა 90-იანი წლების დასაწყისში ნაციონალისტურად განწყობილი ძალების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ქართულ პრესაში იწერებოდა სტატიები, სადაც შეშფოთებას გამოთქვამდნენ აზერბაიჯანელთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო.
აზერბაიჯანელების შევიწროების ფაქტები ძირითადად ქვემო ქართლში დაფიქსირდა. ნაციონალისტური სენტიმენტების ზრდის ფონზე ბოლნისსა და მარნეულში აზერბაიჯანულ და ქართულ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაც მოხდა. ქვემო ქართლში გაიჟღერა „ბორჩალოს ავტონომიის“ შექმნის მოთხოვნამაც. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ავტონომიურ ერთეულებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაწყებული ეთნოკონფლიქტების გამო ხელისუფლება მოერიდა საქართველოს კიდევ ერთ რაიონში დაძაბული კერის შექმნას და ქვემო ქართლში ვითარების დამშვიდებას შეუწყო ხელი. ამის შემდეგ მსგავსი მოთხოვნები ღიად არ გაჟღერებულა. 1992 წელს ხელისუფლებაში მოსულმა ედუარდ შევარდნაძემ უარი თქვა ნაციონალისტურ პოლიტიკაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევთან მისი მეგობრობის ფონზე კი საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობის ხელისუფლებისადმი ნდობა კიდევ უფრო გაიზარდა.
2002 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანელთა რაოდენობა შემცირდა და ამჟამად საქართველოში 284.761 აზერბაიჯანელი ცხოვრობს, თუმცა მათმა პროცენტულმა მაჩვენებელმა, სხვა ეთნიკური ჯგუფების აქტიური ემიგრაციის ფონზე, საქართველოს მთელ მოსახლეობაში 6.5%25-მდე მოიმატა. თუკი 1989 წლის აღწერის მიხედვით, აზერბაიჯანელები საქართველოში რაოდენობის მიხედვით ეთნიკურ უმცირესობებს შორის სომხებისა და რუსების შემდეგ მესამე ადგილზე იყვნენ (307.556, რაც მთელი მოსახლეობის 5.7%25-ია), ამჟამად ისინი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობაა.
აზერბაიჯანელები უმრავლესობას შეადგენენ ქვემო ქართლის სამ რაიონში. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მარნეულის რაიონი, სადაც მოსახლეობის 83%25 აზერბაიჯანელები არიან, შემდეგ მოდის დმანისი - 67%25, ბოლნისი - 66%25, ხოლო გარდაბანში - 44%25. კახეთში საგარეჯოს რაიონში მოსახლეობის 32%25 აზერბაიჯანელია, ლაგოდეხის რაიონში კი 22%25.
2002 წლის აღწერის მიხედვით, 248 929 ადამიანამდე შემცირდა სომხური მოსახლეობის რაოდენობაც, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 5.7%25-ს შეადგენს. 1989 წლის აღწერით, საქართველოში 437 211 სომეხი ცხოვრობდა, რაც მთელი მოსახლეობის 8.1%25-ს შეადგენდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ხელისუფლების ნაციონალისტური რიტორიკის პირობებში სომხებმა რუსეთსა და სომხეთს მიაშურეს. სომხური მოსახლეობის ნაწილმა კი შევიწროების თავიდან ასაცილებლად სომხური გვარები შეიცვალა და ძირითადად ქართული გვარები მიიღო. მსგავსი შემთხვევები 90-იან წლებამდეც ხდებოდა, მაგრამ 90-იან წლების დასაწყისში გვარების შეცვლამ მასობრივი ხასიათი შეიძინა. ამგვარი ტენდენცია ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აღარ შეიმჩნევა.
სომხები უმრავლესობას შეადგენენ სამცხე-ჯავახეთის ორ რაიონში: ახალქალაქისა (94%25) და ნინოწმინდის რაიონებში (96%25), ქვემო ქართლში წალკის რაიონში (55%25). ასევე მათი დიდი განსახლებაა ახალციხის რაიონში (36%25), ქ. თბილისში კი ქართველების შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანია ეთნიკური ჯგუფია (8%25). სომხები აზერბაიჯანელებისაგან განსხვავებით, საქართველოს უფრო მეტ რაიონში არიან განსახლებულნი, თუმცა მათი რაოდენობა აღნიშნულ რაიონებში პროცენტული შეფარდებით შედარებით მცირეა. მაგალითად, ასპინძის რაიონში (17%25), თეთრიწყაროს რაიონში (10%25), ბორჯომის რაიონში (10%25), მარნეულის რაიონში (8%25).
1989 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა სლავების, მათ შორის რუსებისა და უკრაინელების რაოდენობა. 1989 წელს საქართველოში 341.2 ათასი რუსი ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილი კატაკლიზმები სლავური მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ახალ, სრულიად უცხო, ზოგიერთ შემთხვევაში ანტირუსული განწყობილებების გარემოში, ადაპტაცია რუსულმა მოსახლეობამ ვერ შეძლო. მათთვის ერთადერთი გამოსავალი ისტორიულ სამშობლოში ემიგრაცია იყო. 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, რუსების რაოდენობამ მკვეთრად იკლო და 68 ათასი შეადგინა, მათგან ნახევარი თბილისშია განსახლებული. სხვა ეთნიკური უმცირესობისაგან განსხვავებით, რუსები თავიდანვე ძირითადად ქალაქებში იყვნენ განსახლებულნი, ნაკლებად სოფლებში. ისინი ქალაქებშიც ძირითადად უფრო დისპერსულად ცხოვრობენ და საქართველოში მათი კომპაქტური დასახლებები არ გხვდება, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ამჟამად რუსული მოსახლეობის დიდ ნაწილს ხანდაზმულები შეადგენენ. ასევე შემცირდა უკრაინელთა რაოდენობაც. თუ 1989 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში ცხოვრობდა 52,4 ათასი უკრაინელი, მათი რაოდენობა 2002 წლის აღწერის მიხედვით 7039-მდე შემცირდა. მათგან ნახევარი განსახლებულია ქ. თბილისში, ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობაა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
მასობრივად შემცირდა ბერძნების რაოდენობა. 1989 წელს საქართველოში 100 ათასი ბერძენი ცხოვრობდა, რაც მთელი მოსახლეობის 1.9%25-ს შეადგენდა. ისინი უმრავლესობას შეადგენდნენ წალკის რაიონში - 27 ათასი (61.0%25). 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით კი, 1989 წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა ბერძნების რაოდენობა. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე ბერძენია, რაც მთელი მოსახლეობის 0.3%25-ს შეადგენს.
1989 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოში 6.2 ათასი ასურელი ცხოვრობდა (0.1%25). 2002 წლის აღწერის მიხედვით კი, საქართველოში 3.299 ასურელი ცხოვრობს, რაც მთელი მოსახლეობის 0.1%25-ს შეადგენს. საქართველოში ასურელები ძირითადად ცხოვრობენ თბილისში (მათი კომპაქტური დასახლებებია დედაქალაქის ორ რაიონში: ვაკესა და კუკიაზე), ქუთაისში, გარდაბანში, სოფ. ძველ ქანდაში, ბათუმში, სენაკში, ზუგდიდსა და ქუთაისში.
1989 წლის აღწერის მიხედვით, ქვეყანაში 33.3 ათასი (0.6) ქურთი ცხოვრობდა. 2002 წლის მონაცემების მიხედვით კი, ქურთების რაოდენობა შემცირებულია - 20.8 (0.4%25). ამჟამად ქურთები ძირითადად თბილისში (ქალაქის რამდენიმე უბანში ისინი კომპაქტურად არიან დასახლებულნი: ისანი-სამგორი, გლდანი-ნაძალადევი, ლოტკინი), რუსთავსა და თელავში ცხოვრობენ. მცირე რაოდენობით დარჩნენ ქურთები ქუთაისში, მცხეთის, გარდაბნის, ოზურგეთის რაიონებსა და აჭარის ტერიტორიაზე.
დასკვნა
საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში ცვლილებები შეიძლება ოთხ ძირითადად ეტაპად დაიყოს: პირველი, შუა საუკუნეებიდან XVIII საუკუნის ბოლომდე, როდესაც საქართველოში ქართველი მეფე/მთავრების მოწვევითა თუ ისტორიული კატაკლიზმების გამო, საქართველოში არაქართველი მოსახლეობა სახლდებოდა. ამ პერიოდში ქართველებისაგან გაუკაცრიელებელ ტერიტორიებს არაქართველი მოსახლეობა იკავებდა. მეორე, XIX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს გასაბჭოებამდე, როდესაც უპირატესად იძულებითი ხასიათის მიგრაციები იწვევდა სხვადასხვა ეროვნებათა მოსახლეობის რიცხოვნობის შეცვლას.
საქართველოს ტერიტორიაზე არაქართველი მოსახლეობის ჯგუფური ჩასახლება ძირითადად რუსეთის იმპერიის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარეობდა. მესამე, 1921 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, როდესაც საბჭოთა საქართველოში ინდუსტრიალიზაციისა და სამრეწველო ბუმის პერიოდში საბჭოთა რესპუბლიკებიდან ასიათასობით მიგრანტი დასახლდა საქართველოში. მეოთხე, 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კატაკლიზმების შედეგად, საქართველოს ტერიტორია ქართველებთან ერთად არაქართველებმაც დატოვეს. ბოლო წლებში არაქართველების ემიგრაციის ძირითადი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით არის განპირობებული.
გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:
1. გაჩეჩილაძე რ. მოსახლეობის მიგრაცია საქართველოში და მისი სოციალური-ეკონომიკური შედეგები, სადისკუსიო წერილების სერია, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა-საქართველო, თბილისი, 1997.
2. გუგუშვილი თ. საქართველოს გარე მიგრაციულ-დემოგრაფიული პრობლემები, თბილისი, 1998.
3. გუგუშვილი პ. საქართველოს სსრ მოსახლეობის აღწარმოების საკითხები, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1973.
4. ზაქარიაძე ნ. ცარიზმის კოლონიური პოლიტიკა და სლავური წარმოშობის მოსახლეობა საქართველოში, დემოგრაფია, 1 (2), 2000.
5. თოთაძე ა. საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა, გაზეთი ერი, №22, 22 მაისი 1991.
6. ლორთქიფანიძე ვ. ისტორიული მესხეთი-დემოგრაფიული განვითარების პრობლემები, „მეცნიერება“, თბილისი, 1998.
7. სონღულაშვილი ა. გერმანელები საქართველოში, თბილისი, „მეცნიერება“, 1995.
8. ჯაოშვილი ვ. საქართველოს მოსახლეობა XVIII-XX საუკუნეებში, (დემოგრაფიულ-გეოგრაფიული კვლევა), გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1984.
9. ბერძნები საქართველოში, „ლოგოსი“, თბილისი, 2000.
10. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები, ტომი I, თბილისი, 2003, 116.
11. Пирбари Д. Курды на Южном Кавказе. Восток и Кавказ. Тбилиси, 2004, №2
12. Сванидзе Г., Кокоев К. Эммиграция из Грузии и её причины, центральная Азия и Кавказ. №4 (22) 2002.
13.Русские сторожилы Закавказья:Молокане и Духоборцы, отв. Ред. В. Козлов, Москва - 1995.
![]() |
11 ფემინიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა და იდეოლოგია
ნინო ჯავახიშვილი
ნანა ბერეკაშვილი
ტერმინ „ფემინიზმის“ ავტორად XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე ფრანგი ფილოსოფოსი შარლ ფურიე ითვლება. თავად ტერმინი ფართოდ გავრცელდა მე-18 საუკუნის ოთხმოციან წლებში, თუმცა მისი ფესვები შეიძლება აღორძინების ეპოქაში ვეძებოთ. ფემინიზმი მნიშვნელოვნადაა დავალებული განმანათლებლობისგან. მას შემდეგ ფემინიზმის მრავალი მიმართულება გაჩნდა, რომლებიც განსხვავებულ და ხშირად ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს ემყარება. მათთვის საერთო არის ქალების დაქვემდებარებული პოზიციის წინააღმდეგ გამოსვლა და სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული წყობის შეცვლის მოთხოვნა ამ დისკრიმინაციის საბოლოოდ დაძლევის მიზნით.
ფემინიზმის, როგორც მასობრივი მოძრაობის, ჩამოყალიბება მე-19 საუკუნის მოვლენაა და აერთიანებს მათ, ვისაც სწამს ქალთა მზარდი სოციალური როლისა და ვინც ქალს დამოუკიდებელ სუბიექტად მიიჩნევს.
ამრიგად, ფემინიზმი თავის თავში აერთიანებს ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ კომპონენტს - ქალების მოძრაობას და ფემინისტურ იდეოლოგიას.
ამ მოკლე მიმოხილვაში „ფემინიზმების“ აღწერას დიაქრონულ ჭრილში შემოგთავაზებთ. ფემინისტური იდეოლოგიის განვითარების სამ ძირითად ეტაპს, ანუ ტალღას გამოყოფენ. პირველი (ლიბერალური) ტალღა - მეცხრამეტე საუკუნის დამლევისა და მეოცე საუკუნის დამდეგის მოძრაობაა, როდესაც მთავარი საზრუნავი ქალებისთვის მამაკაცთა თანაბარი სამოქალაქო უფლებების, მეტადრე არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოპოვება იყო. მეორე ტალღა (მარქსიზმი/სოციალიზმი) ემთხვევა დასავლურ კულტურაში 1960-70-იან წლებში მიმდინარე ახალ სოციალურ ძვრებს; აქ პროტესტი ისევ სქესობრივი უთანასწორობისკენაა მიმართული, მაგრამ აქცენტი უკვე არა მხოლოდ პოლიტიკურ უფლებებზე კეთდება, არამედ ისეთ ასპექტებზეც, როგორიცაა ოჯახი, სექსუალობა და შრომა. მესამე ტალღას, ან მესამე თაობას ხშირად მოიაზრებენ, როგორც რადიკალურ, განსხვავების და აგრეთვე პოსტმოდერნისტული ფემინიზმის ერთობას (პოსტსტრუქტურალიზმი, დეკონსტრუქტივიზმი).
ფემინიზმის პირველი ტალღა მთლიანად ლიბერალიზმის პრინციპებს ემყარებოდა და ქალების თანასწორუფლებიანობას მოითხოვდა. ამ პერიოდის ფემინისტები ლიბერალიზმის იდეებს - ჰუმანიზმს, ინდივიდუალურ თავისუფლებას, თანასწორ უფლებებსა და შესაძლებლობებს, რაციონალური არჩევანის უფლებას და ამის შედეგად მიღწეულ საზოგადოებრივ პროგრესს - ეყრდნობოდნენ და კარგად ხედავდნენ, რომ ეს ახალი მონაპოვრები მხოლოდ მამაკაცთა კუთვნილება იყო. ლიბერალური ფილოსოფია მნიშვნელოვანწილად ცხოვრების საზოგადო და კერძო სფეროებად დაყოფას ეფუძნება. საზოგადო სფერო მოიცავს პოლიტიკურ ცხოვრებას, კერძო - პირადსა და ოჯახურს. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საბაზრო სტრუქტურები და გამომუშავებითი შრომა, ზოგჯერ საზოგადო სფეროში მოიაზრება (და უპირისპირდება ოჯახურ სფეროს), ზოგჯერ კერძოში (და უპირისპირდება სახელმწიფო/სახელისუფლებო სფეროს). ასეთი დაყოფის მთავარი მიზანი ინდივიდუალური თავისუფლებისა და უსაფრთხოების დამკვიდრება და ხელისუფლების ძალაუფლების შესუსტებაა.
ლიბერალი ფემინისტების მიხედვით, ცხოვრების ორივე სფეროში მამაკაცები ბატონობენ, ხოლო ქალებისათვის მიუწვდომელია ის პოლიტიკური და ლეგალური უფლებები, რასაც ლიბერალიზმი ქადაგებს.
მერი უოლსტონკრაფტი თავის ნაშრომში „ქალის უფლებების დაცვა“, მოგვიანებით ჰარიეტ ტეილორ მილი და ჯონ სტიუარტ მილი „ქალთა დაქვემდებარებაში“ პირველად ბედავენ და აკრიტიკებენ ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ოჯახი, განათლება და ქალის ტრადიციული შრომა, როგორც ქალთა დაქვემდებარებისა და არჩევანის თავისუფლების შემზღუდავი ინსტიტუტები. მკაფიოდ და დასაბუთებულად გაიჟღერა აზრმა, რომ ქალიც გონიერი ადამიანია და მასაც ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეს, როგორიც კაცს აქვს. იმ დროისთვის ქალი ძირითადად სექსუალურ ობიექტად მიიჩნეოდა და მისი აღზრდისას აქცენტი კეთდებოდა დამყოლობაზე, სინაზეზე და თავშეკავებაზე. ფემინიზმის, როგორც მოძრაობის გაჩენამდე საუკუნით ადრე ამ ავტორებმა პირველებმა ჩამოაყალიბეს ფემინიზმის ისეთი მიზნები, როგორებიცაა ქალების განთავისუფლება მამაკაცების სამართლებრივი, ეკონომიური და სოციალური დამოკიდებულებისგან და თავისუფალი არჩევანის პირობების შექმნა.
ჯერ კიდევ 1787 წელს კონდორსე წერდა, რომ ქალს, როგორც გონიერ, ზნეობრივ და მგრძნობიარე არსებას, ისეთივე უფლებები უნდა ჰქონდეს, როგორც მამაკაცს, მაგრამ საფრანგეთის რევოლუციის მოღვაწეები თავს არიდებენ ამ თემას. უფრო მეტიც, ოლიმპია დე გუჟს, რომელმაც „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში“ ვერ ამოიკითხა ქალის უფლებები (რადგან ისინი იქ არც იყო) და შექმნა „ქალის და ქალი მოქალაქის უფლებების დეკლარაცია“, აეკრძალა „ერისათვის საზიანო“ მოღვაწეობა და საბოლოოდ იგი გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს. ამდენად, რევოლუცია განთავისუფლდა პოლიტიკური პატრიარქატისგან, მაგრამ შეინარჩუნა ოჯახური პატრიარქატი. ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსმა კი საბოლოოდ დააკანონა ქალის დაბალი სოციალური სტატუსი და ქალის როლი დედის, მეუღლისა და დიასახლისის ფუნქციებით შემოფარგლა.
ლიბერალი ფემინისტები მნიშვნელოვანწილად ემყარებიან ფემინიზმის ცნობილ მოწოდებას - „პირადი პოლიტიკურია“ - და მოითხოვენ თანასწორობისა და სამართლის პრინციპების შეტანას როგორც კერძო, ასევე პირად სფეროში. მათი მოთხოვნები ითვალისწინებს ოჯახის, როგორც ფუნდამენტური პოლიტიკური ინსტიტუტის, აღიარებას, სადაც ლიბერალური სამართალი ისევე უნდა ფუნქციონირებდეს, როგორც გარეთ, საზოგადო სფეროში (ამ მოთხოვნას ლიბერალი ფემინისტები ხშირად სახელმწიფოს მიერ კერძო სფეროში ჩარევის სურვილამდეც მიჰყავს). ლიბერალური სახელმწიფოს მოქალაქეები საშინაო, ოჯახურ სფეროშიც იმავე სამართლით უნდა ხელმძღვანელობდნენ, როგორითაც გარეთ ხელმძღვანელობენ. ოჯახის წევრებმა უნდა გაინაწილონ საშინაო, ანუ უფასო, და საზოგადო, ანუ შემოსავლიანი შრომა და ყველა წევრს, სქესის განურჩევლად, შრომის და პოლიტიკის სფეროებში მოღვაწეობის თანასწორი უფლება და საშუალება უნდა მიეცეს.
XX საუკუნის დამდეგისთვის ქალთა მოძრაობა ძალიან ფართოდ გაიშალა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთამდე გახშირდა ქალთა ჯგუფების გამოსვლები, იწერებოდა მიმართვები, იქმნებოდა ქალთა პროფკავშირები. საბოლოო ჯამში, დრამატიზმით სავსე მომენტების გავლით, თანმიმდევრული დიპლომატიით, გარკვეული ეპატაჟით, მოთმინებით და ერთობის ძალით მოპოვებულ იქნა საარჩევნო უფლებები ქალთათვის. ფემინიზმის პირველმა ტალღამ, სუფრაჟისტულმა მოძრაობამ, (სიტყვიდან suffrage - ხმის უფლება არჩევნებში) იმას მიაღწია, რომ ქალი აღიარებულ იქნა მოქალაქედ, რომლის ნება და აზრი გათვალისწინებული იქნებოდა პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისას. ამ „გადარეულმა დედაკაცებმა“, როგორც მათ იმ დროს ობივატელი მოიხსენიებდა, მოგვიტანეს დღეს ასე ბუნებრივად მიჩნეული ეს უფლება და უზარმაზარი ნაბიჯი გადადგეს ქალთა ნამდვილი ემანსიპაციისკენ. რომ წარმოვიდგინოთ, როგორი ეკლიანი გზის გავლა მოუხდათ ქალებს ამ უფლებისთვის ბრძოლაში, საკმარისია ითქვას, რომ ინგლისში 1866 წელს დაწყებული ბრძოლა მხოლოდ 1927 წელს დამთავრდა, როცა ქალებს მამაკაცების თანასწორი პოლიტიკური უფლება მიენიჭათ.
ეს იყო ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა, რომელიც მიზნად ისახავდა ქალების მიერ პოლიტიკური უფლებების მოპოვებას, თუმცა დღის წესრიგში კვლავ იდგა უფლება განათლებაზე (უმაღლესი განათლების კერები ქალებისთვის ჯერ კიდევ დაკეტილი იყო), უფლება ეკონომიურ დამოუკიდებლობაზე, პროფესიონალიზმზე. აქტუალური იყო ბრძოლა დისკრიმინაციული კანონმდებლობის წინააღმდეგ (მაგალითად, ინგლისშიც და ამერიკაშიც ქმარს კანონის ძალით ცოლის ცემის უფლება ენიჭებოდა, თუკი ის მეუღლეს არ დაემორჩილებოდა). გაუთხოვარი ქალი კი საერთოდ კანონგარეშე სივრცეში რჩებოდა და ა.შ.
ფემინიზმის სხვა ფორმები ლიბერალურ ფემინიზმს მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება, მაგრამ მაინც თანასწორობისა და რაციონალიზმის იდეალებს ემყარება. მაგალითად, ასეთად შეგვიძლია მოვიაზროთ სოციალისტური/მარქსისტული ფემინიზმი, რომლისთვისაც კაპიტალისტური სისტემა პატრიარქალურ ორგანიზაციასთან იგივდება. მარქსისტული ფემინიზმისთვის მთავარია არა კანონის წინაშე თანასწორობა ან პოლიტიკური თანასწორობა, არამედ მატერიალური თანასწორობა. მარქსისტული ფემინიზმი გენდერულ უთანასწორობას და ქალების ჩაგვრას პირდაპირ უკავშირებს წარმოების კაპიტალისტურ სისტემას და ამ სისტემაში შრომის სქესობრივ დანაწილებას (პროდუქციის სფერო მამაკაცებს და რე-პროდუქციის ქალებს).
მეორე ტალღის ფემინიზმის სათქმელს ყველაზე კარგად რადიკალური ფემინიზმი ამბობს. ეს ის მიმართულებაა, რომელიც ყველაზე მეტ რეაქციას, მითქმა-მოთქმას იწვევდა, მაგრამ სწორედ რადიკალურმა ფემინიზმმა მოიტანა ძირეული ცვლილებები კაცობრიობის აზროვნებაში.
რადიკალური ფემინიზმის მთავარი სამიზნეა პატრიარქატი, როგორც ქალთა ჩაგვრის და მამაკაცთა პრივილეგირების ძალაუფლებრივი სისტემა. ამ მიმართულების ფემინისტთა აზრით, უნდა გავთავისუფლდეთ ყველა იმ სტრუქტურისგან, რომლებიც პატრიარქატის ეპოქაში შეიქმნა. ერთ-ერთი სტრატეგიაა ქალების მთლიანი გამოცალკევება (სეპარატიზმი) მამაკაცებისა და იმ ინსტიტუტებისგან, რომლებიც ჩაგრავენ ქალს. მეორე სტრატეგიად შეიძლება მოგვევლინოს კულტურული სეპარატიზმი, ანუ სოციალური ურთიერთობების ხელახალი გადააზრება და ალტერნატიული კულტურული მოდელების შექმნა, რომლებიც, თავის მხრივ, ქალებზე და მათი პოტენციალის გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული.
რადიკალური ან განსხვავების ფემინიზმი ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავებას იკვლევს. ამ ფემინიზმის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებულ რეალობაში ქალის მამაკაცთან გათანაბრების მოთხოვნა სწორედ ქალური საწყისის და ბუნების საბოლოოდ მოშლის და ქალების გამამაკაცურების, მათი მასკულინიზაციის ტოლფასია. დასავლური კულტურის რაციონალური ინდივიდის იდეა მხოლოდ მამაკაცის მოდელზეა შექმნილი, რაც ქალის მარგინალიზაციას გულისხმობს. ის, რაც ბუნებრივად, რაც რაციონალურად და უნივერსალურად მიიჩნევა, სინამდვილეში მასკულინური აზროვნების და პარტიარქალური კულტურის შედეგია. თვით კაცობრიობის მოდელიც კი, როგორც ფემინიზმის ამ მიმართულების არაერთმა წარმომადგენელმა წარმოაჩინა, იყო და რჩება მასკულინურ მოდელად, რომელიც მამრობითი სუბიექტის პრიმატზეა აგებული. ეს მოძრაობა 1960-იანი წლების სტუდენტური პროტესტის ფეხდაფეხ წარმოიშვა.
თუ კაცობრიობა „მამრია“, მაშინ მამაკაცი ნორმას, ათვლის წერტილს უტოლდება, ქალი კი მხოლოდ მამაკაცთან შეფარდებით არის წარმოდგენილი და აღქმული. მოდერნიზაციის დომინანტურმა დასავლურმა პარადიგმამ (თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი) მამაკაცი გონებასთან გააიგივა და მეტისმეტად დააშორა ბუნებას, სხეულს. ამდენად, თუ მამაკაცი, თავისი სიმბოლური და სოციო-კულტურული მნიშვნელობით, გონებასთან იგივდება, ქალი, რომელიც მშობიარობს, ძუძუს აწოვებს, მენსტრუაცია აქვს, სხეულს უტოლდება. მამაკაცი რაციონალიზმი და კულტურაა და შეუძლია საზოგადოებრივი/პოლიტიკური როლების გათავისება, ქალი კი, თავისი ფიზიოლოგიით, ფსიქიკითა და სოციალური როლით, ბუნებაა და ირაციონალურ საწყისს ატარებს.
ასეთ კონტექსტში ქალის მამაკაცთან თანასწორობის იდეა აბსურდში გადადის. რასთან/ვისთან უნდა გათანაბრდნენ ქალები? მამაკაცებთან? ხელფასთან? საზოგადოებრივ პოზიციასთან? გადაჭრის კი ეს იმ უდიდეს პრობლემებს, რომელთა წყალობითაც ქალის რაობა მხოლოდ მამაკაცთან შეფარდებით და არა თავისთავად ყალიბდება და მისი სიმბოლური და სოციოკულტურული გააზრება ბიოლოგიური რეპროდუქციის, დედობის უნარის, როგორც ერთადერთი მნიშვნელოვანი ფუნქციის აღიარებამდე დაიყვანება?
მესამე ტალღისთვის, პოსტმოდერნისტული ფემინიზმისთვის, მიუღებელია ფემინიზმის მიერ ქალების, როგორც განსხვავებული და მამაკაცებთან დაპირისპირებული ჯგუფის, დეფინიცია და სქესთაშორის განსხვავებაზე ფოკუსირება. პოსტმოდერნისტული ფემინიზმის მთავარ მიზანს სწორედ ისეთი დაპირისპირებების დეკონსტრუქცია წარმოადგენს, როგორიცაა მამაკაცი/ქალი (ან მამაკაცური/ქალური) ან თანასწორობა/განსხვავება. ამის ნაცვლად, პოსტმოდერნისტული ფემინიზმი გენდერული/სქესობრივი იდენტიფიკაციების არასტაბილურობაზე, მერყეობასა და ცვალებადობაზე აკეთებს აქცენტს.
მეოცე საუკუნის ბოლოს ფემინიზმი გენდერში გადაიზარდა. თუ თავდაპირველად ფემინისტები იმაზე მსჯელობდნენ, რომ ქალი დაჩაგრულია, შემდეგ იმ აზრამდე მივიდნენ, რომ საერთოდ სქესთა შორის ურთიერთობაზე მსჯელობაა საჭირო. გენდერული მიდგომა ფემინისტური იდეოლოგიის და სოციოლოგიის საფუძველზე გაჩნდა. გედნერული პოზიციის წარმომადგენლებს საზოგადოება ესმით, როგორც ორი ჯგუფის - ქალების და მამაკაცების ერთობა, ეს არის ადამიანთა ორი, განსხვავებული კატეგორია, მათ შორის ურთიერთობა გამოიხატება დაპირისპირებაში, ძალაუფლების და ინტერესების კონფლიქტში. პატრიარქატი კი მამაკაცების ბატონობის სისტემაა, რომელიც ყველა საზოგადოებაში არსებობს. ტერმინი გენდერული სისტემა 1975 წელს შემოიტანა ანთროპოლოგმა გეილ რუბინმა ტრეფიკინგისადმი მიძღვნილ სტატიაში. მის ნაშრომში „საჩუქარი“, ლაპარაკია იმაზე, რომ საჩუქრის ჩუქება სოციალური შეთანხმების მთავარი მექანიზმია, და განხილულია ის რიტუალები, როდესაც ქალს საჩუქარს უძღვნიან, როგორც ყველაზე ძვირფას არსებას, მაგრამ მაინც ობიექტს. მას შემდეგ უამრავი გენდერული კვლევა გაჩნდა და გენდერი სათანადოდ ინსტიტუციონალიზებულ სრულფასოვან სოციალურ მეცნიერებად გადაიქცა. პარალელურად განვითარდა გენდერული მოძრაობა, ასე რომ, ფემინიზმის მსგავსად, განმეორდა ორი ურთიერთდამოკიდებული კომპონენტის ერთიანობა: მოძრაობა, რომელიც იდეოლოგიით არის შეიარაღებული.
ფემინიზმი პრაქტიკულად ძალაუფლების დინამიკის ცვლილების სინონიმად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო სხვადასხვა ფემინისტური მიმართულება ამ ცვლილების განხორციელებისა და შედეგების მიღწევის გზებს განსხვავებულად სახავს. მიზანი კი ყოველგვარი ფემინიზმისა ერთია: ქალსა და მამაკაცს შორის რეალური თანასწორობის დამყარება.
![]() |
12 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება |
▲ზევით დაბრუნება |
სამართალი
„მოლდავეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია“ მოლდავეთის წინააღმდეგ
მასალა მოამზადა ნონა კალანდაძემ
მოლდავეთის რამდენიმე მოქალაქემ გადაწყვიტა „მოლდავეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის“ დაფუძნება. მათ მიმართეს მოლდავეთის მთავრობას და „რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ“ აქტის საფუძველზე ეკლესიის რეგისტრაცია მოითხოვეს.
2000 წლის ნოემბერში მათ უარი ეთქვათ ეკლესიის რეგისტრაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ სასამართლოს გზით გაასაჩივრეს.
2002 წლის მაისში, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განმცხადებლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოლდავეთის მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც ეკლესია ზიანს მიაყენებდა საზოგადოებრივ წესრიგს, ჯანმრთელობასა თუ მორალს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
განმცხადებლებმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვეს. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებათა სააღსრულებო დეპარტამენტმა მოლდავეთის მთავრობას აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულება მოსთხოვა.
2002 წლის ნოემბერში „რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ“ აქტში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, რელიგიურ გაერთიანებათა რეგისტრაცია გამარტივდა.
2002 წლის აგვისტოში განმცხადებლებმა სახელმწიფო ორგანოებისგან მოთხოვეს, მოეხდინათ მათი ეკლესიის რეგისტრაცია და დაეცვათ რელიგიური გაერთიანების ინტერესები. მათ ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისი ცვლილება და საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება მოიშველიეს.
რელიგიურ გაერთიანებათა სახელმწიფო სამსახურმა უარყო ეს მოთხოვნა იმ მოტივით, რომ მათ რაიმე განცხადება რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის თაობაზე არ მიუღიათ. სახელმწიფო სამსახურის მტკიცებით, რელიგიურ გაერთიანებათა რეგისტრაცია ვერ მოხდებოდა სახელმწიფო რეესტრის შექმნამდე და შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვებამდე.
2002 წლის ნოემბერში განმცხადებლებმა სახელმწიფო ორგანოში რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა საბუთი წარადგინეს.
2004 წელს სააღსრულებო დეპარტამენტმა რელიგიურ გაერთიანებათა სახელმწიფო სამსახურში გააგზავნა სააღსრულებო ბრძანება, რომლითაც დეპარტამენტი შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვდა. აქ წარმოდგენილი იყო 2002 წლის ნოემბრისა და 2003 წლის მარტის მიმოწერა დეპარტამენტსა და სახელმწიფო სამსახურს შორის. 2003 წლის მარტში რელიგიურ გაერთიანებათა სახელმწიფო სამსახურმა ზემოაღნიშნულ დეპარტამენტს აცნობა, რომ განმცხადებლებმა უარი თქვეს სათანადო საბუთების ხელახლა წარმოდგენასა და ეკლესიის სტატუსის ზოგიერთი დებულების განმარტებაზე, რომელიც საზღვარგარეთის ეკლესიებისადმი მათი ეკლესიის დაქვემდებარებას შეეხებოდა.
ამის შედეგად ზემოაღნიშნულ დეპარტამენტში ამ საკითხზე მომუშავე მოხელემ დაადგინა, რომ 2001 წლის სასამართლო გადაწყვეტილება არ იყო აღსრულებული და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა.
მთავრობამ სამჯერ მიმართა სასამართლოს ხელახლა შეესწავლა საქმე და ახალი გარემოებები დაედგინა. ეს მოთხოვნები სასამართლომ უარყო 2003 და 2004 წლებში.
2004 წელს განმცხადებლებმა კვლავ მიმართეს სახელმწიფო ორგანოს ეკლესიის რეგისტრაციისთვის და წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტები. მათ პასუხი არ მიუღიათ.
ქვეყნის შიდა სამართალი
„რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ“ აქტის მე-14 მუხლის თანახმად, რელიგიური გაერთიანება ვალდებულია რელიგიურ გაერთიანებათა სახელმწიფო სამსახურს წარუდგინოს დეკლარაცია თავისი ორგანიზაციისა და მისი ფუნქციონირების შესახებ; ასევე, დებულება მათი ადმინისტრაციის სისტემისა და ამ სისტემის მოქმედების თაობაზე; აგრეთვე საქმიანობის ძირითადი პრინციპები.
თუ ამ თვალსაზრისით ყველაფერი რიგზე იქნებოდა, რელიგიურ გაერთიანებათა რეგისტრაცია რელიგიურ გაერთიანებათა რეესტრში განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში უნდა მომხდარიყო.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება
განმცხადებელთა განმარტებით, სახელმწიფო სამსახურის უარი რეგისტრაციაზე წარმოადგენდა მათი რელიგიის თავისუფლების დარღვევას.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად:
„1. ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება; ეს უფლება მოიცავს რელიგიის და რწმენის გამოცვლის თავისუფლებას მარტო თუ სხვებთან კავშირში და საჯაროდ თუ კერძოდ, თავისუფლებას გამოამჟღავნოს მისი რელიგია ან რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, რიტუალების შესრულებითა და დაცვით.
2. ადამიანის რწმენისა და რელიგიის გამომჟღავნების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც განსაზღვრულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.
განმცხადებელთა განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც მათ გარანტირებული აქვთ შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად:
„1. ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება, რაც მოიცავს ადამიანის უფლებას შექმნას და გაერთიანდეს პროფკავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.
2. შეზღუდვები არ დაწესდება ამ უფლებათა განხორციელებაზე იმათ გარდა, რომლებიც განსაზღვრულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, დანაშაულისა და უწესრიგობის აღკვეთისთვის, ჯანმრთელობის ან მორალის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის. ეს მუხლი არ შეუშლის ხელს შეიარაღებული ძალების, პოლიციისა და სამხედრო ადმინისტრაციის წევრების მიერ ამ უფლების განხორციელებაზე კანონიერი შეზღუდვების დაწესებას“.
განმცხადებელთა განმარტებით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობამ დაარღვია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად:
„სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების ან ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი ბრალდების განსაზღვრისას ყველას აქვს უფლება მისი საქმის სამართლიან და ღია მოსმენაზე კანონის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის მიერ დროის განსაზღვრულ ვადაში“.
განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ დაირღვა კონვენციის მე-13 და მე-14 მუხლები, რომლითაც გარანტირებული აქვთ ეფექტური ზომების მიღების უფლება და დაცულნი არიან დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმისგან.
ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად:
„ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, ექნება ეფექტური ზომების მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების მხრივ, თუნდაც ეს დარღვევა ჩადენილ იქნეს იმ პირების მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ოფიციალური უფლებამოსილებით“.
ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას:
„ამ კონვენციაში მოცემული უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენება უზრუნველყოფილი იქნება ყველასათვის ნებისმიერ საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე, მიუხედავად სქესისა, რასისა, კანის ფერისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან განსხვავებული აზრისა, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობისა, გაერთიანებისა ეროვნულ უმცირესობებთან, ქონებისა, დაბადებისა ან სხვაგვარი სტატუსისა“.
განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან უარი ეკლესიის რეგისტრაციაზე წარმოადგენდა რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას.
თუმცა მოლდავეთის სახელმწიფო არ დაეთანხმა აღნიშნულ განცხადებას.
ევროპული სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული კონვენცია შეიქმნა მასში მოცემულ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სასამართლოებმა მიიღეს განმცხადებლებისთვის სასურველი გადაწყვეტილება, სახელმწიფო ორგანოების მიერ არ მომხდარა მათი აღსრულება. შესაბამისად, განმცხადებელთა რელიგიური გაერთიანება არ დარეგისტრირებულა სახელმწიფო რეესტრში. აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით დაცულ რელიგიის თავისუფლებას.
განმცხადებელთა განმარტებით, აღნიშნული ჩარევა მათი რელიგიის თავისუფლებაში არ იყო გათვალისწინებული კანონით. პირიქით, რეგისტრაციის აუცილებლობა მტკიცდებოდა ქვეყნის შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
ევროპული სასამართლოს შეფასებით, თუკი რელიგიური გაერთიანება არსებობდა ტრადიციული ფორმითა და ორგანიზებული სტრუქტურის სახით, მასზე გავრცელდებოდა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი მე-11 მუხლის ჭრილში, რომელიც იცავს გაერთიანებას სახელმწიფოს მხრიდან დაუსაბუთებელი ჩარევისგან. ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებლებმა 2002 და 2004 წლებში ორჯერ წარადგინეს რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი, სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ არ გააჩნდა რელიგიური გაერთიანების დასარეგისტრირებლად საჭირო საბუთები. მოლდავეთის კანონმდებლობის შესაბამისად, არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი და რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა არ ემსახურებოდა კანონიერ მიზანს.
ევროპულმა სასამართლომ, დაადგინა რა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა, აღარ მიიჩნია საჭიროდ კონვენციის მე-11 მუხლის ცალკე განხილვა.
განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც შეეხებოდა სამართლიან სასამართლო განხილვას.
მოლდავეთის სახელმწიფო არ დაეთანხმა აღნიშნულ მოსაზრებას. მოპასუხის სიტყვით, ეკლესიის რეგისტრაციისთვის საჭირო იყო სათანადო დოკუმენტები, რომლებიც მოსთხოვეს განმცხადებლებს, მათ კი ისინი არ წარადგინეს.
განმცხადებლებმა განმარტეს, რომ დაირღვა მათი შეკრებისა და გაერთიანების უფლება, რასაც მოპასუხე სახელმწიფო კვლავ არ დაეთანხმა და მოიყვანა იმის მსგავსი არგუმენტები, რაც მანამდე გამოიყენა.
ევროპული სასამართლოს შეფასებით, განმცხადებლებს ოთხი წელი დასჭირდათ იმ თანხის მისაღებად, რაც მათ ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით მიაკუთვნეს. ამასთან, მათ არაერთხელ მიმართეს სახელმწიფო ორგანოებს, რათა მათი რელიგიური გაერთიანება დაერეგისტრირებინათ. თვით ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა სააღსრულებო დეპარტამენტმა დააყენა საკითხი, რომ დასჯილიყვნენ რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირები, რაც ქვეყნის შესაბამისი ორგანოების მხრიდან უყურადღებოდ დარჩა. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს აზრით, განმცხადებლებს არ მიეცათ ეფექტური ზომების მიღების უფლება, რითაც დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი.
ევროპულმა სასამართლომ, დაადგინა რა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა, აღარ ჩათვალა საჭიროდ კონვენციის მე-14 მუხლის - დისკრიმინაციის აკრძალვის - ცალკე განხილვა.
განმცხადებლები ითხოვდნენ მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას; ასევე იმ თანხის ანაზღაურებას, რაც მათ სასამართლოში დაეხარჯათ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 და მე-13 მუხლების, კონვენციის პირველი დამატებით ოქმის პირველი მუხლის დარღვევა. განმცხადებელთა მორალური და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად მოპასუხე სახელმწიფოს 10 000 ევროს, ხოლო განმცხადებლების მიერ გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ 2000 ევროს გადახდა დაევალა.
![]() |
13 ლეიკემია |
▲ზევით დაბრუნება |
Stigma-free
ნინო რჩეულიშვილი
სასწორზე დევს გულები, სხეულები და სულები ჩვენი მეგობრებისა, მათი, ვინც გვიყვარს... და შესაძლოა, ჩვენი საკუთარიც კი.
ლეიკემიით დაავადებულის სიტყვები
ლეიკემია სისხლის სისტემური დაავადებაა. საქართველოში მას სისხლის გათეთრებადაც მოიხსენიებენ. ის სიმსივნური დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება. დაავადებულ ორგანიზმში მკვეთრად მატულობს სისხლის უმწიფარი თეთრი უჯრედების რაოდენობა. ამის შედეგად მცირდება სისხლის ნორმალური თეთრი უჯრედებისა (ლეიკოციტების) და სხვა ნაწილაკების რაოდენობა, რაც ხელს უშლის ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას: არ ხდება ორგანიზმის ნორმალურად მომარაგება ჟანგბადით, ქვეითდება იმუნიტეტი, რთულდება სისხლდენის შეჩერება.
მიუხედავად მრავალრიცხოვანი კვლევებისა, დღეისთვის ლეიკემიის გამომწვევი ერთი რომელიმე მიზეზი არ არის დადგენილი. შეიძლება ითქვას, რომ ცალსახა მიზეზი არც არსებობს. ლეიკემია მრავალმიზეზიან დაავადებად ითვლება, რომელთა შორისაა გენეტიკური განწყობა და გარემო ფაქტორები (გამოსხივება, ქიმიკატები და ა.შ.). ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში წლიურად ყოველ 100 000 მოსახლეზე ლეიკემიის 4 შემთხვევა მოდის, ანუ დაახლოებით 70 ადამიანი ავადდება.
ლეიკემიის ორი ფორმა არსებობს: მწვავე და ქრონიკული. აღსანიშნავია, რომ მწვავე ლეიკემიით ძირითადად ბავშვები და მოზარდები ავადდებიან. ზოგადად, სიმსივნური დაავადება ბავშვებში ძალიან სწრაფად ვითარდება და ბევრი გართულება ახლავს თან. რაც შეეხება მწვავე ლეიკემიას, სპეციალისტების შეფასებით, ის ყველაზე ხშირი სიმსივნური დაავადებაა, რომელიც ბავშვთა ასაკში გვხვდება. საქართველოში ლეიკემიის გავრცელებისა და მკურნალობის თემაზე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელს, ქალბატონ თამარ ჯავახაძეს ვესაუბრეთ.
„დაავადების პიკი 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის, თუმცა არის შემთხვევები როცა 6 თვემდეც ავადდებიან“, - გვითხრა მან. მწვავე ლეიკემიასთან ერთად ბავშვებში ასევე ხშირია ე.წ. ჰოჯკინის დაავადება და არაჰოჯკინის დაავადება (სარკომის სახელით ცნობილი), რომლებიც ლიმფოიდური ქსოვილის ავთვისებიან სიმსივნეებს წარმოადგენს. მკურნალობის პროცესი ძალზე ხანგრძლივი, კომპლექსური და მრავალმხრივ პრობლემურია. მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და დიდ დარტყმას აყენებს ბავშვის ოჯახს. თანხის ნაწილს სახელმწიფო ფარავს, ნაწილს - საერთაშორისო ფონდები, თუმცა, მშობლების უმრავლესობას დარჩენილი ნაწილის გადახდაც მეტისმეტად უჭირს.
ძალზე განსხვავებულია განკურნების შანსები, - ეს ლეიკემიის ფორმასა და სამედიცინო ჩარევის დროულობაზეა დამოკიდებული. „90-იან წლებამდე ლეიკემიით დაავადებულთა უმრავლესობისთვის სიცოცხლის შენარჩუნება თითქმის ვერ ხერხდებოდა“. დღესდღეობით ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა. 1994 წლიდან დღემდე მწვავე ლეიკემიით და ლიმფომებით დაავადებულ 600 ბავშვს ჩაუტარდა მკურნალობა მოდიფიცირებული პროგრამით და მათ 70%25-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
თუმცა მკურნალობის ამ რთულ კურსს ერთი თავისებურება აქვს: ბავშვები ხშირად რამდენიმე წლით ვარდებიან ნორმალური ცხოვრების რიტმიდან. პირველ 6 თვეს ისინი თითქმის მთლიანად საავადმყოფოში ატარებენ, რადგან, ერთი მხრივ, ოპერაციას, მეორე მხრივ კი, ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის კურსებს საჭიროებენ. მომდევნო ორი წლის განმავლობაში მათი მკურნალობა და მეთვალყურეობა ბინაზე გრძელდება. ეს უკვე ე.წ. დაცვითი პერიოდია, როცა დაავადების სიმპტომები გამქრალია და ექიმები ამ მდგომარეობის შენარჩუნებას ცდილობენ. ამას მოსდევს სხვა ეტაპი, რომელიც 5 წელიწადს გრძელდება... „საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, ათი წელია საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ რეციდივი პრაქტიკულად გამორიცხულია“.
როგორც თავად დაავადება, ისე მისი მკურნალობა დიდ და ხანგრძლივ სტრესს უკავშირდება. ამ პროცესში მთლიანად არიან ჩართული მშობლებიც. სწორედ ისინი იღებენ პირველ დარტყმას და ასევე პასუხისმგებლობას ბავშვის შემდგომი ცხოვრების წარმართვასთან დაკავშირებით. „როცა დედას ეუბნები, რომ მის შვილს ლეიკემია აქვს, ეს ნიშნავს, რომ მის ირგვლივ ყველაფერი დაინგრა...“. მართალია, საფრთხე პოტენციურად ათი წლის მანძილზე არსებობს, მაგრამ ექიმები პირველი ექვსი თვის შემდეგ ბავშვის იზოლაციას საჭიროდ აღარ მიიჩნევენ. „მას შემდეგ, რაც ის სტაციონარიდან გადის, აქვს უფლება ჩვუელებრივი, ბავშვური ცხოვრებით იცხოვროს, იაროს სკოლაში, ჰქონდეს კონტაქტები... მაგრამ ჩვენი სინამდვილე უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ამერიკასა და ევროპის ქვეყნებშია. მშობელი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ მისი შვილისთვის სკოლაში სიარული უსაფრთხო იქნება; ანუ ამ ბავშვების დიდი ნაწილი რაღაც პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ექიმისგან ეს აკრძალული არ აქვთ, მშობლის შიშის გამო სკოლაში არ დადიან, ანუ ორი-სამი წლით ნორმალური ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილნი არიან. ის, რომ 6 თვის განმავლობაში სტაციონარში წვანან და აქ კი სწავლის შესაძლებლობა არა აქვთ, იმას იწვევს, რომ იმ წელს ეს ბავშვები სკოლის გარეშე რჩებიან. მომდევნო წელს მშობელი ასე ფიქრობს: რაკი ეს ორი წელი დაცვითი წლებია, ბარემ წელსაც არ მივიყვან სკოლაშიო. რაც უფრო რეალურად აფასებს მშობელი სიტუაციას, მით უფრო ადეკვატურია მისი ქცევაც. სოფლებში უფრო ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვს ასეთ დროს სკოლაში არ უშვებენ. „ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის განათლებულობა. მის მეორე, ჯანმრთელ ბავშვს იმავე ალბათობით შეიძლება რამე ვირუსი შეხვდეს, რა ალბათობითაც დაავადებულს. მაგრამ ამის ახსნას, მათ დარწმუნებას ამაში, დიდი დრო უნდა“. არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვები გაუნათლებლობის გამო ფაქტობრივად პროფესიის გარეშე დარჩებიან. მშობელი ფრთხილობს, ცდილობს თავი დაიზღვიოს, როცა ამის აუცილებლობა რეალურად არ არსებობს. „ჩვენ ხომ გამოჯანმრთელებულ, სრულფასოვან ადამიანებზე ვლაპარაკობთ, რომლებმაც ათი, თხუთმეტი წლის შემდეგ ოჯახები უნდა შექმნან?“
თავდაპირველ შოკს ბევრი „დეტალი“ მოსდევს თან, რასთან შეგუებაც ყველას უჭირს. ექიმები ცდილობენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს ყურადღება არ გაამახვილებინონ ვიზუალურ პრობლემებზე, რომელთაგან ყველაზე თვალშისაცემი თმის ცვენა და წონის მკვეთრი ცვლილებაა. მათ შეახსენებენ, რომ ბავშვს ლეიკემიის შედარებით კეთილსაიმედო ფორმა აქვს და მკურნალობას ექვემდებარება, და რომ, ბოლოს და ბოლოს, გარეგნულ ცვლილებებსაც ეშველება რამე. როგორც ექიმები აღნიშნავენ, პაციენტებიდან ყველაზე პატარები უფრო ადვილად ეგუებიან თავიანთ მდგომარეობას. „3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში ფსიქოლოგიური მხარე გაცილებით მარტივი მოსაგვარებელია. მათთან არგუმენტებით ლაპარაკი ჭრის“. გარდა ამისა, პატარებს ყველაფერი უფრო ადვილად ავიწყდებათ, ვიდრე მოზრდილებს. „მოზრდილებისთვის ეს ძალიან დიდი სტრესია.... ისეთი ლამაზი გოგონები შემოდიან, რომ გული გაგიჩერდებათ. და ცოტა ხანში შეიძლება თმა აღარ ჰქონდეთ თავზე, წონაში ძალიან მოიმატონ ან, პირიქით, ძალიან დაიკლონ. დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმის დასასაბუთებლად, რომ ეს ყოველივე გაივლის, ყველაფერი აღდგება...“
ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მოზარდების უმრავლესობა ამ ცვლილებებს ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი ზოგიერთი უცხოელი თანატოლი თავის პრობლემას შემოქმედებითად უდგება და თავად ახერხებს გამოსავლის პოვნას. ამის ერთი მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ საიტზე www.youtube.com, სადაც სხვადასხვა თემატიკის ვიდეოჩანაწერებთან ერთად ორი პატარა დის „პროექტსაც“ იხილავთ. ერთ-ერთი მათგანი ლეიკემიით იყო დაავადებული და მკურნალობისას იგივე დაემართა, რაც მის ქართველ თანატოლებს, და, ზოგადად, ყველას ემართება, ვინც ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს: მას თმა გასცვივდა. „კლასში ერთმა ბიჭმა თქვა, აბი ბიჭს ჰგავსო. აბიმ ყვირილი დაიწყო: მე გოგო ვარ, გოგო ვარ!“ პატარა გოგონა ძალიან განიცდიდა ამას, მაგრამ შემდეგ თავისებური გამოსავალი იპოვა, რაც ჩვენს საზოგადოებას შეიძლება ძალიან უცნაურად მოეჩვენოს: თავისი გაშიშვლებული თავი მან ფერადი სურათებით მოიხატა. მისი იდეა სხვა ბავშვებმაც აიტაცეს, რომლებიც ასევე ქიმიოთერაპიას გადიოდნენ.
თუკი მოვინდომებთ, ამ თითქოსდა უმნიშვნელო შემთხვევაში ძალიან ბევრ რამეს დავინახავთ. დაავადებულ ბავშვს არა მარტო მშობლების, არამედ და-ძმის და თანატოლების თანადგომა - ქმედითი თანადგომა და არა შებრალება - სჭირდება. ბევრი რამ თავად ბავშვზეცაა დამოკიდებული, მის ოპტიმიზმსა და სურვილზე, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს - არ იგრძნოს თავი დაჩაგრულად, არც სხვებისგან დათმობას და შეღავათებს მიეჩვიოს. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენში ამ მოვლენების მიმართ ზემოთქმულის საპირისპირო დამოკიდებულებას ძლიერად აქვს ფეხი მოკიდებული და ბავშვებიც ტენდენციას მიჰყვებიან.
სიცოცხლე, რომელსაც ეჭვის თვალით უყურებენ
ავადმყოფობა ცალსახად განსაზღვრავს ბავშვის ცხოვრებას მკურნალობის პირველ პერიოდში, მაგრამ დამატებითი მიზეზების გამო ამ სენის აჩრდილი შეიძლება მის მთელ ცხოვრებას გაჰყვეს.
„საზოგადოებაში ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს ის, რომ ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში ლეიკემიის დიაგნოზი ჰქონდა, გადარჩა და რომ შეუძლია საზოგადოების სრულყოფილი, სრულფასოვანი წევრი იყოს“. ხედავენ ჯანმრთელ ადამიანს და არ სჯერათ, რომ ის ცოცხალია და იცოცხლებს. უარესი ისაა, რომ თავად ბავშვებსაც არ სჯერათ, რომ იცოცხლებენ. ეს შიში მათ ზრდასრულობაშიც მიჰყვებათ. რა უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ლეიკემიისგან განკურნებულები „შიშს“ სამედიცინო პერსონალშიც ბადებენ. „უბნის ექიმი ეუბნება, შენს ექიმთან წადი, ვინც გიმკურნალა, და იმან მოგხედოსო“. პოლიკლინიკებში ექიმები ხშირად თავს არიდებენ ასეთ პაციენტებზე პაუხისმგებლობის აღებას, რაც მათი არაინფორმირებულობით შეიძლება აიხსნას. „ვინც ეს დაავადება გადაიტანა და გამოჯანმრთელდა, ის უკვე ჩვეულებრივი ადამიანია და შეუძლია გააჩინოს შვილი. მაგრამ ექიმის შიში უფრო დიდია, ვიდრე საზოგადოების სხვა წევრებისა, რადგან მას პასუხისმგებლობა აკისრია... ამ ადამიანს სიცოცხლის ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასჭირდეს სამედიცინო დახმარება - იქნებ ანგინა დაემართოს ან ალერგია... თუ სამედიცინო პერსონალი - უბნის ან ოჯახის ექიმი - არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ახლა ის უკვე ჩვეულებრივი ადამიანია, მასში ეს უდიდეს შიშს იწვევს“. ამის გამო, „ყოფილი პაციენტები“ იძულებულნი ხდებიან, ისევ „თავიანთ“ საავადმყოფოს მოაკითხონ, ამ ადამიანებს კი აქ მობრუნება აღარ უნდათ, რადგან აქაურობა მათში უსიამონვო მოგონებებს აღვიძებს. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ყოფილ პაციენტებს სპეციფიკური დახმარება სჭირდებათ, რომელსაც ონტო-ჰემატოლოგიური ცენტრი, უბრალოდ, ვერ გაუწევს. საუბარია მომავალ დედებზე.
„ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა ჩვენს პაციენტებს, რომლებსაც ბავშვობაში ლეიკემია აქვთ გადატანილი, პრობლემები ექმნებათ სამშობიაროში. როცა მათ ანამნეზს გადახედავენ, მეანებს ხშირად შიში იპყრობთ...“. სპეციალისტებს ამ ფაქტორებთან არანაკლები ბრძოლის გადატანა უწევთ, ვიდრე თვით დაავადებასთან.
დასკვნის სახით
„ჩვენთან ამას წინათ ერთ-ერთი ყოფილი პაციენტი გოგონა მოვიდა და რჩევა გვკითხა, ვუთხრა თუ არა შეყვარებულს, ლეიკემია რომ მაქვს გადატანილიო“. ქალბატონი თამარი თავისი გამოცდილების საფუძველზე გვარწმუნებს, რომ, საბედნიეროდ, სიმართლის გამჟღავნებას მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში მოსდევს წყვილის დაშორება. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, რომელიც მან გაიხსენა, ყოფილი პაციენტის შეყვარებულის მიზეზით კი არა, მისი მშობლების ჩარევის შედეგად მოხდა.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ასეთი კითხვა აღარ გაუჩნდეთ? მედიცინამ შეიძლება უზრუნველყოს სწრაფი გამოჯანმრთელება, მაგრამ ვინ გაგვათავისუფლებს ცრურწმენებისგან? როგორ შეიძლება აღდგეს ჰარმონია სამყაროსთან, რომელიც აღარ გენდობა და არ სურს მიგიღოს, დაგიბრუნოს მაშინაც კი, როცა თავდებად თავად მედიცინა გიდგას?
![]() |
14 ზრდასრულთა განათლების ცენტრები სამცხე-ჯავახეთში - უმცირესობათა ინტეგრაციის შანსი |
▲ზევით დაბრუნება |
Pro-აქცია
პროექტის აღწერა
პროექტი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალეროვან რეგიონში - სამცხე-ჯავახეთში კომპაქტურად მცხოვრებ უმცირესობათა განათლების უფლების, კერძოდ კი არაფორმალური განათლების მიღების უფლებას ითვალისწინებს.
პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის რეინტეგრაციას ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში.
პროექტის დასახული მიზნების მისაღწევად ახალქალაქსა და ახალციხეში - ზრდასრულთა განათლების ცენტრები შეიქმნა.
პროექტის ბენეფიციარების ძირითად ჯგუფს შეადგენენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები (უმეტესად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები).
პროექტის გრძელვადიანი მიზანია საქართველოს სამხრეთ რეგიონში - სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები უმცირესობების უფლებების დაცვა და ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებაში მათი რეინტეგრაცია.
კონკრეტულ მიზნად პროექტი ისახავს სამცხე-ჯავახეთის ადამიანური რესურესბის პოტენციალის განვითარების ხელშეწყობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეგიონის მოსახლეობის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა.
ეს მიზანი მიღწეულ იქნება მოსახლეობის ზრდასრულთა განათლების ცენტრების საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში ჩართვით.
ზრდასრულთა განათლების ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობა იმაღლებს ზოგად განათლებას, ერთვება სამოქალაქო განათლების პროგრამაში, ღებულობს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს.
ქართული ენის შემსწავლელი და პროფესიული მომზადების კურსები, მცირე ბიზნესის საფუძვლების შესწავლა ხელს შეუწყობს უფრო აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებას, რომლის მიღწევაც შეუძლებელია ე.წ. პროფესიული თავდაჯერებულობისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გარეშე.
კურსების მსვლელობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსმენელებში ისეთი ძირითადი უნარ-ჩვევების ფორმირებას, როგორებიცაა: კომუნიკაცია, ინფორმაციის მოძიება, კრიტიკული აზროვნება, პოლემიკის წარმართვა, მზადყოფნა და უნარი თანამშრომლობისათვის, გონივრული კომპრომისის საფუძველზე შეთანხმების მიღწევა და სხვ.
სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებები, როგორებიცაა სადისკუსიო კლუბები, ლექციები, სემინარები, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, მრგვალი მაგიდები, გამოფენები, ფესტივალები და სხვ. ხელს შეუწყობს კონფლიქტის პოტენციალის შემცირებას, კულტურათაშორის და ეროვნებათაშორის ურთიერთგაგებას, გაამრავალფეროვნებს გეოგრაფიულად გამიჯნული და ნაწილობრივ იზოლირებული მთიანი რეგიონის მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებას.
მთლიანობაში ნავარაუდევია, რომ პროექტის უფასო საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავს 6300-მდე ადამიანს. რაც შეეხება მასობრივი ხასიათის ერთჯერად კულტურულ ღონისძიებებს, როგორებიცაა ფესტივალები და კონკურსები, მათში მონაწილეობას მიიღებს რაიონებში მცხოვრები მთელი მოსახლეობის 1/3-დან 1/2-მდე ნაწილი. სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან სახალხო უნივერსიტეტების ტრენერები და ადმინისტრაციული პერსონალი (20 ადამიანი).
პროექტის დასრულების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში მოსახლეობაში ყველაზე მეტად პოპულარული კურსების ფასიან სისტემაზე გადაყვანა ზრდასრულთა განათლების ცენტრების დამოუკიდებლად ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.
პროექტის მსვლელობისას:
თითოეულ ქალაქში პროფესიულ მომზადებას გაივლის მინიმუმ 160 ადამინი (უკვე ამჟამად თითო ქალაქში 80-ზე მეტმა ადმიანმა გაიარა სხვადასხვა პროფესიული მომზადების კურსები);
პროფესიული მომზადების კურსების საშუალო ხანგრძლივობა იქნება 2-4 თვე;
ცენტრების გახნის შემდეგ თვეში ერთხელ გამოიცემა საინფორმაციო ბიულეტენი - უკვე გამოდის ადგილობრივ, ბილინგუალურ (სომხურ-ქართულ) გაზეთში „სამხრეთის კარიბჭე“, ყოველთვიური ჩანართის სახით - უკვე გამოიცა 4 ნომერი;
წელიწადში ერთხელ ჩატარდება კულტურული ფესტივალები (პირველი ფესტივალის ჩატარება იგეგმება 2007 წლის მაისში);
თითოეულ ცენტრში დასაქმდება მინიმუმ 10 ადამიანი (ორივე ცენტრში უკვე დასაქმებულია 36 ადამიანი: - 23 ახალციხეში, 13 ახალქალაქში);
თითოეული ცენტრის შეძენა/რეაბილიტაცია/აღჭურვაზე უკვე დაიხარჯა 60.000 აშშ დოლარამდე;
საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზებაზე 24 თვის განმავლობაში, ორივე ცენტრში ჯამში დაიხარჯება დაახლოებით 200.000 აშშ დოლარი;
საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად ზრდასრულთა განათლების თითოეული ცენტრის განკარგულებაში იქნება დაახლოებით 6.000 აშშ დოლარი;
ევროკომისია |
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი |
|
განხორციელების ადგილი |
საქართველო: სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე და ახალქალაქი) |
|
დამფინანსებლები
|
ევროკომისია dvv international (გერმანია)
ჯამი |
400.000 ევრო
100.000 ევრო
500. 000 ევრო |
პარტნიორები
|
დემოკრატ მესხთა კავშირი საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია
|
|
პროექტის ხანგრძლივობა
|
იანვარი 2006 - აგვისტო 2008
|
|
საკონტაქტო პირი
|
ლევან კვაჭაძე, dvv international
|
|
საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელინაფარეულის ქ. 4, ბინა 5 0179 თბილისი, ტელ./ფაქსი: (+995 32) 22 37 60; 92 14 97
ელ-ფოსტა: kvatchadze@dvv-international.ge ან info@dvv-international.ge; www.dvv-international.ge
|
![]() |
15 მესხების დაბრუნება - შეხვედრა და პრეზენტაცია სახალხო დამცველის ოფისში |
▲ზევით დაბრუნება |
ახალი ამბები
სახალხო დამცველის ოფისში 2007 წლის 13 ივლისს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „მე-20 საუკუნის 40-იან წლებში სამხრეთ საქართველოდან იძულებით გადასახლებული მოსახლეობა - სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივები და პრობლემები“.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა წაიკითხეს მოხსენებები - ვანო ხუხუნაიშვილმა, პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ - „მე-20 საუკუნის 40-იან წლებში სამხრეთ საქართველოდან იძულებით გასახლებული მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნების მექანიზმები“;
ანდრეი ხანჟინმა (უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი) - „მე-20 საუკუნის 40-იან წლებში სამხრეთ საქართველოდან იძუ-ლებით გასახლებული მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ მსოფლიოს 9 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგები“;
ისო მოლიძემ (დეპორტირებული მესხების საერთაშორისო კავშირი „მესხეთი“) - „მე-20 საუკუნის 40-იან წლებში სამხრეთ საქართველოდან იძულებით გასახლებული მოსახლეობის დამოკიდებულება საქართველოში დაბრუნების მიმართ“.
გაიმართა აგრეთვე ქალბატონ მანანა ლომაძის დოკუმენტური ფილმის „მესხების კუნძულის“ პრეზენტაცია.
ვანო ხუხუნაიშვილი: ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა არ დავკარგოთ ეს ადამიანები და მივცეთ მათ დაბრუნების საშუალება. კანონში „ყოფილი სსრკ-ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“, რომელიც მიღებულ იქნა, მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ ამ ადამიანებს უფლება ეძლევათ მიიღონ რეპატრიანტის სტატუსი და ამ სტატუსის მიღების შემდეგ - საქართველოს მოქალაქეობა. ამ კანონმა აღადგინა სამართლიანობა, თუმცა ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საკითხი მის მიღმა რჩება. ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც ძირეულად დაარეგულირებს რეპატრიანტთა დაბრუნების პროცედურებს, ვადებს, პირობებს, მათ უფლებებსა თუ შესაძლებლობებს, აღმასრულებელი ხელისუფლების განსასაზღვრია და ჩვენ, ყველას ერთად, გვექნება უამრავი სამუშაო. ყველა ჩვენგანს მოგვიწევს მუშაობა იმისათვის, რომ ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად მივიღოთ და, ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი.
ანდრეი ხანჟინი: მადლობა ორგანიზატორებს, რომელთაც მოგვიწვიეს და ამით შესაძლებლობა მოგვცეს, რომ თქვენთვის ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოგვედგინა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი მესხების დაბრუნების პროცესს, გარკვეულწილად, წაადგება.
ეს იყო ორწლიანი პროექტი, რომელიც შესრულდა „უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის“ მიერ ფონდ „ფოლკსვაგენის“ მხარდაჭერით. მისი განხორციელება 2004 წელს დაიწყო და მასში 35 ექსპერტი მონაწილეობდა. კვლევა ყველა იმ 9 ქვეყანაში მიმდინარეობდა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ მესხები. ჩვენი მიზანი იყო შეგვესწავლა ამ ადამიანების საცხოვრებელი პირობები, მათი ინტეგრირებულობის ხარისხი. ჩვენი წარმომადგენლები ცხოვრობდნენ მესხების ოჯახებში, იკვლევდნენ მათ კულტურას, ჩვევებს, ტრადიციებს. გვინდოდა გაგვეგო - სურს თუ არა ამ ხალხს საქართველოში დაბრუნება, რა იციან საქართველოს შესახებ და რა პირობებით ისურვებდნენ დაბრუნებას. ამ კვლევის შედეგები აგვისტოში გამოქვეყნდება და მის პრეზენტაციას თავდაპირველად თბილისში მოვაწყობთ.
ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მესხების რაოდენობა 400 ათასზე მეტია. ვერ ვიტყვი, რომ ეს ციფრი ზუსტია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიახლოებულია რეალობასთან.
ხშირად ისმის კითხვა - ეს ხალხი თავს თურქებად მიიჩნევს თუ ქართველებად? ვიცი, რომ ეს კითხვა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან აღელვებს. ფაქტი ერთია - ეს ხალხი ვერ საუბრობს ქართულად და მათ უმრავლესობას ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს საქართველოზე, თუმცა, მეორე მხრივ, ახალგაზრდა თაობამაც კი იცის, თუ რომელ სოფელში ცხოვრობდნენ მათი წინაპრები და რომელი სოფლიდან იყვნენ დეპორტირებულები. მათთვის მთავარი რეგიონალური იდენტობაა. რამდენს სურს დაბრუნება და რამდენი მათგანი დაბრუნდება? შეუძლებელია ამ კითხვას უპასუხო. ყველა მათგანის სურვილი იყო მიეღოთ დაბრუნების უფლება. სოციოლოგიური გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, 85%25 გეტყვით, რომ დაბრუნება უნდათ. ყველა ამ 9 ქვეყანაში ცხოვრობენ ისეთები, რომელთაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ მშობლიურ მიწაზე დაბრუნდნენ, თუმცა ამ შემთხვევაშიც რაოდენობაზე საუბარი შეუძლებელია.
ისო მოლიძე: 1944 წელს გასახლებულთაგან 86 ათასი ეთნიკურად ქართველი, მესხი იყო. კითხვაზე - ვის სურს დაბრუნება? პასუხს ერთი წლის შემდეგ მივიღებთ, როდესაც საელჩოებში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განცხადებები შემოვა. არა მგონია, ყველა ის ოჯახი დაბრუნდეს, ვისაც ამის სურვილი აქვს, რადგან ძალიან ძნელია საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. დღეს საქართველომ უსამართლობას დაუსვა წერტილი და თქვა - მობრძანდით და თქვენს სამშობლოში იცხოვრეთ. მესხებს უხარიათ, მესხები დღესასწაულობენ, რადგან იციან, რომ კანონი არსებობს და მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაბრუნება, ხვალვე იქნება ეს, ზეგ, ერთი წლის თუ ათი წლის შემდეგ.
მერაბ ბასილაია, ფონდი ალპე: ჩვენ არ შეგვიძლია ამ ხალხს საქართველოში დაბრუნებაზე უარი ვუთხრათ, რადგან ეს ისეთივე უზნეობა და უსამართლობა იქნება, როგორიც იყო მათი გასახლება. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ადამიანის უფლებასა და სახელმწიფოს ვალდებულებაზე - გაასახლეს კომუნისტებმა? მე ვაბრუნებ უკან, რადგან არ ვარ კომუნისტების საქმეების გამგრძელებელი.
ლევან თარხნიშვილი: აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, თუ ვინ რომელ ეროვნებას აკუთვნებს თავს, ან აპირებს თუ არ აპირებს დაბრუნებას. ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ, დემოკრატიული საქართველოს მთავრობას და ხალხს, გვაქვს მოვალეობები, და ამ მოვალეობებში შედის მესხებისთვის დაბრუნების საშუალების მიცემა. ამის შემდეგ ის ადამიანები თვითონ გადაწყვეტენ დაბრუნდნენ თუ არა. შეიძლება საერთოდ არავინ არ დაბრუნდეს ან 400 ათასივე დაბრუნდეს, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ მათი რიცხვი ამდენს აღწევს. მიღებული კანონი პირველი ეტაპია, მეორე ეტაპი ტექნიკური მხარის მოგვარებაა. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ეს ადამიანები თურქებად თვლიან თავს, ქურთებად თუ ქართველებად, რადგან როდესაც ისინი საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოექცევიან, მათ მოუწევთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ცხოვრება, სადაც წერია, რომ სეპარატიზმი, რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივება არის დასჯადი და ვინც ამ კანონს დაარღვევს, რა თქმა უნდა, დაისჯება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქე.
ნუგზარ პაპუაშვილი: თუ საზოგადოება გათავისუფლდება შუა საუკუნეების მენტალიტეტისგან და არამართლმადიდებელი ქართველი არაქართველად არ გამოცხადდება, თუ საქართველოში ღია საზოგადოება შეიქმნება, მესხების ინტეგრაცია ასეთ საზოგადოებაში და ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა პრობლემა იოლად მოგვარდება. ამიტომ მთავარია მოხერხდეს საზოგადოების ცნობიერების გაჯანსაღება. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს ახსნა-განმარტებითი მუშაობა, უნდა აწარმოოს პროპაგანდა და საზოგადოებას განუმარტოს, რომ მესხების დაბრუნება საქართველოსთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და საერთოდ უმეცრებაა რომელიმე ერს მიაწერო რაიმე შეუცვლელი თვისება. მაგალითად, რომ ის არის ბუნებით ყაჩაღი, აგრესორი, მოძალადე და ა.შ. ან პირიქით, რომ ის არის ბუნებითად ტოლერანტი, სტუმართმოყვარე, შრომისმოყვარე და სხვ. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მსოფლმხედველობას და ანთროპოლოგიას. ყველა ხალხი და ყველა საზოგადოება ამა თუ იმ თვისებას სხვადასხვა ფაქტორის გავლენით შეიმუშავებს და გამოავლენს.
ლავრენტი ჯანიაშვილი (ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): საზოგადოება უკვე წინასწარ ნეგატიურადაა განწყობილი რეპატრიანტთა შესაძლო დაბრუნების მიმართ. ჩვენი საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს სტერეოტიპული აზროვნებისგან და ეს მაშინ მოხდება, როდესაც მათ უშუალო კონტაქტი ექნებათ დაბრუნებულ მესხებთან. ადამიანი ქვეყნის უპირველესი სიმდიდრეა იმისგან დამოუკიდებლად, თუ რომელ ეთნიკურ ჯგუფს აკუთვნებს თავს. სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ უკრაინელებს, როდესაც მათ ყირიმში ჩამოასახლეს ადამიანების დიდი ჯგუფი, და კარგი იქნება, თუ ჩვენ ასეთ პრეცედენტებს, რომლებიც მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს, შევისწავლით და გავითვალისწინებთ.
მანანა ლომაძე (ტელეჟურნალისტი. ფონდ „გეორგია-ელადასთან“ არსებული სტუდია „გეორგიას“ ხელმძრვანელი): ეს მესამე ფილმია, რომელიც ადამიანის უფლებებს, ინტეგრაციის საკითხებსა და ეთნიკური უმცირესობების თემებს ეხება. წინა ორი ფილმი - „აქტუალური მინიატურები“ და „ცარიელი ბუდეები“ - წალკას და ბერძნულ დიასპორას ეძღვნებოდა. მესხების თემაზე ქალბატონ ლია მელიქიშვილის დაჟინებული თხოვნით დავიწყე მუშაობა, ძალიან დამეხმარა ანდრეი ხანჟინის, ლავრენტი ჯანიაშვილისა და ნათია ჯალაბაძის მიერ მოპოვებული მასალების გაცნობა. ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა დასავლეთ საქართველოში, იანეთსა და ნასაკირალში, ასევე ახალციხეში დასახლებული მესხების ყოფა, მათი ღირებულებები და ის, თუ როგორ მიმდინარეობს ინტეგრაციის პროცესი.