The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ერთად ჩვენ შევძლებთ №4


ერთად ჩვენ შევძლებთ №4


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სუბელიანი კობა, კობალაძე შორენა
თემატური კატალოგი ერთად ჩვენ შევძლებთ
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: „წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიურ დიალოგში და გადაწყვეტილებების მიღებაში მათი ჩართვის გზით“ განმახორციელებელი პარტნიორები. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას.“ რედაქტორი დოდო ჭუმბურიძე ფოტო და დიზაინი: ნათია ზედელაშვილი კორექტურა ნათია დაღელიშვილი 2010, ივნისი © გაზეთი მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ მისამართი: თბილისი, 0105 ორბელიანის ქ. 35 ტელ (+995 32) 92 28 39; 99 04 43; 93 64 75; ფაქსი: (+995 32) 92 24 61 E-mail: together@economists.ge www.economists.ge



1 „სიმინდის ახალ ჯიშებს მე აფხაზი თანამემამულეებისათვისაც ვქმნი...“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ჩვენი სტუმარია პროფესორი გივი ტურავა, რომელმაც, მიუხედავად დევნილობაში ყოფნისა, გააგრძელა მუშაობა გენეტიკის დარგში და სელექციის შედეგად სიმინდის ახალი ჯიშები მიიღო. მისი განმარტებით, ეს ის ჯიშებია, რომლითაც გლეხს, მეურნეს შეუძლია უფრო მაღალი ხარისხის და მეტი მოსავალი მიიღოს, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ეს არის ნაშრომი გენეტიკაში, რომელსაც შეუძლია საქართველოში და, მათ შორის, კოლხეთში აგრარული მეურნეობის ფეხზე დაყენება. მეცნიერი გვიამბობს, თუ რა შრომის ფასად მიაღწია ამ უნიკალურ შედეგს გენეტიკაში, ყოველგვარი ტექნიკური საშუალებების გარეშე, ბუნების, მცირე საცდელი ნაკვეთის, გამოცდილებისა და ცნობისწადილის ამარა.

გივი ტურავა დაიბადა 1942 წელს ხობის რაიონის სოფელ ხეთაში. 4 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, რის გამოც იზრდებოდა გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში ბებიასთან, იქვე წარჩინებით დაამთავრა სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1967 წელს, აგრონომის სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა მოსკოვში და სწავლა გააგრძელა ასპირანტურაზე რუსეთის აკადემიაში შემავალი ზოგადი გენეტიკის ინსტიტუტში, სადაც სწავლობდა სამი წლის განმავლობაში. რესპონდენტის თქმით, მისი ხელმძღვანელი იყო საბჭოთა კავშირის წამყვანი სპეციალისტი - აკადემიკოსი დუბინი, რომელსაც თვალსაჩინო მიღწევები ჰქონდა გენეტიკაში.

1972 წელს ჩამოვიდა სოხუმში და მუშაობა დაიწყო სოხუმის გორკის სახელობის ინსტიტუტში, რომელიც 1978 წელს გადაკეთდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტად. 1978 წელს იმავე ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „ციტრუსოვანთა მყნობითი ჰიბრიდებისა და ქიმერების თესლის თაობის გენეტიკური თავისებურებანი“ და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. სახელმწიფო ჯიშთა გამოცდის კომისიამ 1987 წელს მიანიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ხოლო უკვე დევნილობაში, 1995 წელს - პროფესორის წოდება. 1995 წლიდან არჩეულ იქნა საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

1993 წლამდე სოხუმის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა, ასწავლიდა სხვადასხვა ფაკულტეტზე. 1993 წლიდან, სოხუმის დატოვების შემდეგ, დღემდე მუშაობს ზუგდიდის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში - ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში, კიევის ინსტიტუტის ფილიალში და სხვ.

ჰყავს მეუღლე - მერი ცაცუა, პროფესიით ბიოლოგი და შვილები: მარინა ტურავა, ფილოლოგი; კახაბერ ტურავა, დოქტორანტი სამართალმცოდნეობაში; ნინო ტურავა - პედაგოგი. ჰყავს სამი შვილიშვილი.

ჰობი: უყვარს სპორტის ყველა სახეობა, იყო სპორტსმენი - მოკრივე; უყვარს მუსიკა, განსაკუთრებით ქართული ხალხური სიმღერები; ნადირობა და თევზაობა.

- ბატონო გივი, წლების განმავლობაში მუშაობდით ციტრუსების ჯიშებზე. დევნილობაში სამეცნიერო მუშაობა განაგრძეთ, რა სიახლეს სთავაზობთ სელექციონერებსა და პრაქტიკოს მეურნეებს?

- სოხუმიდან ზუგდიდში გადმოსვლისთანავე, მიუხედავად უმძიმესი სოციალური პირობებისა, მუშაობა დავიწყე სიმინდის სელექციაზე და მართლაც დიდი შრომა ჩავდე, რომ შემექმნა ამ რეგიონში სიმინდის ჯიშების კოლექცია სათესი მასალის მისაღებად.

აღმოჩნდა, რომ ჩვენში გავრცელებული აბორიგენული ჯიშები შეიცავენ სიმინდის დასახელებისათვის დამახასიათებელ ყველა გენს. გენთა რეკომბინაციის თვალსაზრისით, ჯიშებს შორის ვაწარმოებდი შეჯვარებასა და სხვადასხვა ჯიშების ფორმების გამორჩევას თაობაში ჩვენთვის ხელსაყრელი თვისებების გასავითარებლად. ვატარებდი სიმინდის იძულებით თვითდამტვერვას, რომელიც მიმართული იყო რეცესიული გენების ჰომოზიგოტაციაზე, რათა მიმეღო წმინდა სახეები, რასაც 5-6 თაობის თანმიმდევრული შესწავლა დასჭირდა. გზადაგზა ვიყენებდი კოლხიცინს. მისი სხვადასხვა დოზები საშუალებას მაძლევდა, მიმეღო როგორც დომინანტური, ისე რეცესიული ფორმები. ვარჩევდი პერსპექტიულ ფორმებს - ასეთი მეთოდით მუშაობამ შესაძლებლობა მომცა, მიმეღო სიმინდის მდიდარი გენოფონდი, რომელთა შორის 50-ზე მეტი აღმოჩნდა სრულიად ახალი ფორმა ტკბილი და შაქრიანი სიმინდისა, რომლის ანალოგი არა მარტო კავკასიაში, ევროპაშიც არ არის.

ყველა ეს მეცნიერული პრობლემა მიმართული იყო კოლხეთის ეკოლოგიური სიმინდის ჯიშების მისაღებად. კოლხეთში დღესაც დარაიონებულია ძველი ჯიშები, როგორიცაა „აბაშის ყვითელი“, „აჯამეთის თეთრი“, „მცხეთის საადრეო“, „ენგური“ და სხვ. ეს ჯიშები ხასიათდებიან ნაირგვარი პოპულაციით, რომლებიც ანაგვიანებენ სიმინდის პლანტაციებს, რის გამოც მათი მოსავლიანობა ჰექტარზე 3, 5 ტონას არ აღემატება; ამას ემატება ისიც, რომ მათი სავეგეტაციო პერიოდი 140-150 დღე-ღამეს აღწევს. ჩვენ მიერ მიღებული ფორმები, რომელთაგანაც სამი - „ოდიში“, „კოლხეთი“ და „კოლხური ჰიბრიდი“ - უკვე წოდებულია სიმინდის სრულიად ახალ ჯიშად და ხასიათდება ერთგვაროვნობით გამოთანაბრებული თვისებებით. მათი საჰექტარო მოსავლიანობა 8-12 ტონამდეა, სავეგეტაციო პერიოდი 90-120 დღეს მოიცავს, შედარებით სწრაფმზარდია, ტენგამძლე და წყალს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იღებს. სიმინდის მარცვალი გრძელია და, ადგილობრივი ჯიშებისაგან განსხვავებით, მეტი რაოდენობით შეიცავს ცილებს (13-14%25), ზეთს (9-10%25), შაქარსა (70%25) და სხვადასხვა სახის ვიტამინებს; რაც მთავარია, ადამიანისათვის აუცილებელ ამინომჟავა - ლიზინს. აღნიშნული ახალი ფორმები მოითხოვენ განსხვავებულ აგროტექნიკას.

- რა მნიშვნელობა აქვს სიმინდის ახალ ჯიშებს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის?

- როგორც აღვნიშნე, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ჩამოთვლილი ჯიშები ეკოლოგიურად სუფთა, მაღალკონკურენტუნარიანი და მაღალმოსავლიანია; ამ ჯიშის თესლებიდან შეიძლება მივიღოთ ჰექტარიდან 5-ჯერ მეტი მოსავალი, გამოვიყენოთ როგორც სამარცვლედ, ისე ცხოველთა მაღალკალორიული კვებისათვის.

გვაქვს ფორმები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მაღლობ, ისე დაბლობ ადგილებში, აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონსა და ევროპის სამხრეთ რაიონებში. ასევე არის საადრეო ფორმა, რომლისგანაც შეიძლება წელიწადში ორი მოსავლის მიღება. ამ ფორმების გავრცელება საქართველოში ხელს შეუწყობს მარცვლეულის დამოუკიდებლად წარმოებასა და მეცხოველეობის განვითარებას.

ყველაზე პროგრესულ ფორმად მიგვაჩნია ჩვენ მიერ მიღებული სიმინდის ტკბილი და შაქრიანი ჯიშები. მათი მოყვანა შედარებით ადვილია მშრალ რაიონებშიც კი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილი ბავშვების კვებისათვის, რადგან შეიცავს რძეში შემავალ ყველა საკვებ ნივთიერებას ვიტამინებთან ერთად; შაქრიანი სიმინდი საუკეთესო დიეტური საშუალებაა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის, ის ასევე შეიძლება დაინერგოს მსუბუქ მრეწველობაშიც, ეკოლოგიურად სუფთა შაქრის ცილების მისაღებად.

0x01 graphic

- რა განსხვავებაა ამერიკულმექსიკურ ჯიშის სიმინდსა და თქვენ მიერ გამოყვანილ სიმინდის ჯიშებს შორის?

- მეცნიერებაში ცნობილია, რომ ამერიკასა და მექსიკაში ფერმერთა დაკვეთით მიღებულია გენმოდიფიცირებული სიმინდის ჯიშები. სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებთან (კარტოფილი, კიტრი, პომიდორი) ერთად, აღნიშნული ფორმები ხასიათდებიან მაღალმოსავლიანობით, მაგრამ ჯერჯერობით მეცნიერებაში არ არის ცნობილი კლონირებული გენების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ორგანიზმში ხელოვნურად შეყვანილი ასეთი გენები ცვლის ევოლუციურად ჩამოყალიბებული გენების მოქმედებას და შესაძლებელია, ორგანიზმში წარმოიქმნას სრულიად განსხვავებული ცილები ანტისხეულების სახით, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. საქართველოში პირველად გენმოდიფიცირებული კარტოფილი იქნა მიღებული, მაგრამ პირველსავე წელს კახეთის მოსახლეობამ აღნიშნულ კულტურაზე უარი განაცხადა. სამეგრელოში ჯერ კიდევ შარშან შემოტანილ იქნა გენმოდიფიცირებული სიმინდი, რაზეც, რატომღაც, ყურადღება არავინ გაამახვილა. ჩვენ მიერ მიღებული ფორმები სუფთა ეკოლოგიური თვისებებით ხასიათდებიან, მოსავლიანობითა და ბიოქიმიური შემცველობით.

„ოდიში“ და „კოლხეთი“ შედარებით დაბალი მოზარდი ღეროთი გამოირჩევიან, რომელთა სიმაღლე 1.8 დან 2.8 მეტრომდეა. ეს დამოკიდებულია თვით ნიადაგის ტენიანობასა და აგროტექნიკაზე. „ოდიშის“ ტაროზე 18-20 მწკრივიანი მარცვალია, „კოლხეთის“ ტარო 20-24 მწკრივიანია, მწკრივში მარცვლების რაოდენობა 60-მდეა; „ოდიშის“ ათასი მარცვლის მასა 300-350 გრამია, ხოლო „კოლხეთის“ ტაროს მარცვლის ფორმა 400-500 გრამია. ორივე ჯიშის ტაროზე ათასზე მეტი მარცვალია. მისი საშუალო მასა 0,4-0,5 კილოგრამია. თუ ეს ჯიშები რეგიონში დაინერგება, დასავლეთ საქართველოში ის ბაზართან კონკურენციის შედეგად გამოდევნის დღესდღეობით არსებულ სიმინდის ფორმებს.

- რა პირობებში გიწევთ სამეცნიერო მუშაობის წარმართვა?

- სოხუმიდან გადმოსვლის შემდეგ ხელი მოვკიდე სიმინდის საწყისი მასალების მიღება-დამუშავებას. ყველა სამუშაოს ვატარებდი ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში ნაცნობებისა და მეგობრების საკარმიდამო ნაკვეთებში, მათივე სახსრებით. მიწის შეძენაში დახმარების თხოვნით მივმართე უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციასა და შესაბამის კათედრებს, სადაც ვმუშაობ. სიტყვით შემპირდნენ, მაგრამ ამას საქმე არ მოჰყოლია. მას შემდეგ, რაც მივიღე სიმინდის გენოფონდის ფორმები, განცხადებით მივმართე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. განცხადება განსახილველად გადაეცა მინისტრის მოადგილეებს, რომლებმაც ენერგია არ დაიშურეს, რომ დამხმარებოდნენ ფინანსურად, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა... ყველა აღფრთოვანებული და დაინტერესებული იყო, თუ როგორ და რა გზით მიიღეს ეს ფორმები, პარალელურად მივმართე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ბატონ ზაზა გოროზიას, განცხადებით 2007-2008 წელს. აღნიშნული განცხადება განსახილველად გადაეცა ალექსანდრე ახვლედიანს, განხილვას მოჰყვა სამეგრელოს რეგიონის სოფლის მეურნეობის სპეციალისტების შეფასება, სადაც წარმოდგენილ იქნა ჩემ მიერ მიღებული ფორმები, მათი სამეურნეო დახასიათებით. ზოგ მათგანს 2009 წელს სამეურნეო პერიოდში გავატანეთ სასურველი თესლები, პროპაგანდისა და შესწავლის თვალსაზრისით. ყველაზე მეტი ხელშეწყობა მივიღე სოფელ დიდინეძის რწმუნებულის - ბატონ ავთანდილ ჩახაიასაგან, რომელმაც სამი წლის განმავლობაში ყველაფერი იღონა, რომ მიმეღო „ოდიშისა“ და „კოლხეთის“ რაც შეიძლება მეტი თესლი; მან არა მარტო მიწის ფართობი დაგვითმო, არამედ მთელი ოჯახით მეხმარებოდა აგროტექნიკური ღონისძიების ჩატარებაში. შემიძლია განვაცხადო, რომ ბატონმა ავთანდილმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემი მეცნიერული აზრის რეალიზაციაში.

- როგორ ახერხებთ ამ ჯიშების გამოყვანას ლაბორატორიის გარეშე?

- ყველა სამუშაოს ვატარებდი საველე პირობებში: გამორჩევა მიმდინარეობდა ფენოტიპური დაკვირვების შედეგად, ვიზუალურად; თესლის ბიოქიმიური შემცველობის დასადგენად იძულებულები ვიყავით, კვლევისათვის მარცვლები გადაგვეცა მცხეთის ლომოურის სახელობის ინსტიტუტისათვის, რომელსაც თანხას ვურიცხავდით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიმინდის 40-ზე მეტი ფორმა გვაქვს მიღებული, რომლებიც მოითხოვენ დახვეწა-დამუშავებასა და ერთგვაროვანი გამოთანაბრებული ჯიშებიდან ჩამოყალიბებას, ამიტომ აუცილებელია გარკვეული მიწის ფართობი მათი მოვლამოშენებისათვის. უკეთესად და მიზანშეწონილად მიმაჩნია, თუ ეს მიწის ფართობი იქნება სხვადასხვა რეგიონში. ჯერ კიდევ გასულ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი შეგვპირდა მიმდინარე სამეურნეო წლისათვის მიწის ფართობს, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს.

მორალური და პრაქტიკული მხარდაჭერის თვალსაზრისით, აღსანიშნავია ზუგდიდის მაჟორიტარის დეპუტატ ფრიდონ თოდუას თანადგომა.

- გაქვთ თუ არა იმედი, რომ თქვენ მიერ გამოყვანილ ახალ ჯიშებს აფხაზეთშიც დათესავთ?

- აფხაზეთი ჩემი გულისტკივილია, მით უმეტეს, რომ იქ არა მარტო სახლი, ბინა და მეგობრები დავკარგე, არამედ ჩემი 20-წლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგები, რომელთაგან მნიშვნელოვანი იყო მანდარინის, ლიმონისა და ფორთოხლის სხვადასხვა ჯიშები. რატომღაც დიდად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესება მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენს მიწა-წყალს დავუბრუნდეთ. უნდა ვეცადოთ, რომ არ იქნეს გამოყენებული ძალისმიერი მეთოდები. მხარი უნდა დავუჭიროთ სახალხო დიპლომატიას, რადგან აფხაზებისა და ქართველების 50%25 ურთიერთნათესავები არიან და არავის გვქონია აზრად, რომ ამდენ ხანს დევნილებად დავრჩებოდით. ვიცი, რომ ჩვენი და მათი დიდი ნაწილი რუსეთში ერთმანეთს ხვდებიან და იმ დღეებს ნატრობენ, როცა ერთად ვცხოვრობდით... იმედია, ჩვენი თაობა დაუბრუნდება აფხაზეთს. სხვათა შორის, სიმინდის ახალ ჯიშებს მე აფხაზი თანამემამულეებისათვისაც ვქმნი!…

2 როგორ ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილები

▲ზევით დაბრუნება


მიმდინარე წლის თებერვლიდან ზუგდიდში აქტიურად მუშაობს პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ მხარდამჭერთა ქსელი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან მუნიცი პალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებისა და აფხაზეთის ლეგიტიმური სახელისუფლებო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლები.


ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეას ორგანიზებით ადგილობრივი და რეგიონული მასმედიის წარმომადგენლები სოფელ ანაკლიასა და ქალაქ ზუგდიდში, მანჯგალაძის ქუჩაზე, მეთორმეტე ტრესტის ადმინისტრაციულ შენობაში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდენენ.


ანაკლიაში დევნილები აფხაზეთიდან გადმოსვლის პირველივე დღიდან ზღვის სანაპიროზე გაშენებულ ხის სახლებში ცხოვრობენ. როგორც აფხაზეთიდან დევნილებმა აღნიშნეს: „ჩვენ, ფაქტობრივად, სტიქიური უბედურებების ზონაში ვიმყოფებოდით, რადგან ზღვა სახლებში გვივარდებოდა“. 2003 წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ მიწებზე, ზღვიდან საკმაოდ მოშორებით გააშენა კოტეჯები. გამოიყო 1000 კვადრატული მეტრი თითო ოჯახზე და ჩაასახლეს ჯერ 25 ოჯახი, ხოლო მოგვიანებით მათ დაემატათ კიდევ 45 ოჯახი.


დევნილები წუხან, რომ ისინი შეასახლეს უხარისხოდ აშენებულ სახლებში. ამ სახლების უმრავლესობა საცხოვრებელ სტანდარტებს არ შეესაბამება, რადგან ჩასახლებიდან ორ წელიწადში ჩამოცვივდა კარები, ფანჯრები, იშლება კედლები, ქარმა სახლების უმრავლესობას სახურავი გადახადა და დააზიანა, რის გამოც ოთახებში ჩამოსდით წვიმის წყალი.


აფხაზეთიდან დევნილი ინვისტერ ცატავა: „იქნებ ვინმე დამეხმაროს და სახურავი შემიკეთოს, თორემ ავადმყოფს, ფაქტობრივად, წვიმასა და თოვლში მიწევს ცხოვრება“.


„ჩვენ უკიდურესად გაჭირვებულები ვართ - ცოტა ფრინველი და საქონელი გვყავს, ბოსტნეულიც მოგვყვავს და ზაფხულში ამით ვირჩენთ თავს, მაგრამ სხვა დროს თავი ძლივს გაგვაქვს, სოფლის მაღაზიაში პროდუქტს ნისიად ვყიდულობთ და მერე ვალს ძლივს ვისტუმრებთ. ადგილობრივების ოჯახებში ვმუშაობთ, ხან თხილს ვაგროვებთ, ხან სიმინდს ვიღებთ, ხან ვთოხნით და ხანაც ვბარავთ. ზამთარში შეშა არ გვაქვს, ვერც ვყიდულობთ და იძულებულები ვართ, ტყეში მოვი პაროთ. გვაჯარიმებენ, მაგრამ მაინც ვი პარავთ, რადგან საყიდელი ფული არ გვაქვს და სიცივით დავიხოცებით, ხან ფიჩხს ვაგროვებთ და ამით ვთბებით. გზა არ გვაქვს და ზამთარ-ზაფხულ, დიდი და პატარა, რეზინის ჩექმებით დავდივართ; წყალი უვარგისია და გვეშინია, არ მოვიწამლოთ; მიწა ისეთი უსარგებლოა, ბალახსაც უჭირს ამოსვლა; ახლო-მახლო სულ ჭაობებია და კოღოებმა შეგვჭამეს. არანაირი სოციალური დახმარება ჩვენ არ გვაქვს. სადაზღვევო პოლისები ვერ გამოვიყენეთ, ექიმის მომსახურების გარდა ყველაფერი ფასიანია, სოფლის ექიმი ვერ გვემსახურება, ქალაქში ვერ მივდივართ, ბავშვებისა და მოხუცების წამლებს ვერ ვყიდულობთ, ძალიან ძვირია“, - აღნიშნეს დევნილმა ქალბატონებმა.


ანაკლიაში მცხოვრები დევნილები ასევე ითხოვენ ჭაობიანი ადგილების დაშრობასა და გზის შეკეთებას, როგორც ისინი აღნიშნავენ: „განცხადებას განცხადებაზე ვწერთ შესაბამის ორგანოებში, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებთ“.


მსგავსი სიტუაციაა ქალაქ ზუგდიდში, მაჯგალაძის ქუჩაზე ჩასახლებულ დევნილებთან. მე-12 ტრესტის შენობაში 16 ოჯახი დევნილობის პირველი დღიდან ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობენ, ეს შენობა დამწვარი, გაპარტახებული იყო. საქველმოქმედო ორგანიზაციამ - „ოქსფამ დიდი ბრიტანეთი“ (Oxfam GB) - აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შენობა გაურემონტა, ოთახები გადაუტიხრა, იატაკი დაუგო და ფანჯრები ჩაუსვა. დევნილები ერთი საერთო აბანოთი და ონკანით სარგებლობენ, რომელსაც ხელ-პირის დასაბანადაც იყენებენ და პროდუქტისა და ჭურჭლის გასარეცხადაც. საპირფარეშო ეზოში აქვთ, ჭაში წყალი უვარგისია, რადგან წვიმით ივსება.


სოციალური დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, არანაირ შეღავათს არ იღებენ შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან. ვერ ყიდულობენ წამლებს ბავშვებისა და მოხუცებისათვის, რადგან ძალიან ძვირია. ელექტროენერგიის სადენები მთლიანად დამწვარი, დაუცველია და საშიშროებას წარმოადგენს, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. დევნილების თქმით: „ენერგოკომპანია ელექტროსადენების აღდგენას არ ახორციელებს იმ მიზეზით, რომ შენობა კერძო მფლობელობაშია. 16 წლის მანძილზე გამწარებულ და გულგატეხილ ადამიანებს არავისი იმედი არ აქვთ. ისინი ელემენტარული სოციალური პირობების შექმნასა და დასაქმებას მოითხოვენ“.

109 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართრბი დაუკანონდება

2010 წლის 7 მაისს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. დევნილთა ერთადერთი მოთხოვნა ფართების საკუთრებაში გადაცემა იყო. მათ მინისტრისაგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 4 საცხოვრებელი კორპუსი მაქსიმუმ 2 თვეში მათი საკუთრება გახდება.

კობა სუბელაინი: „პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ეს ფართები აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს დაუკანონდებათ. დაკანონების პროცესი მთელ საქართველოში გრძელდება. დღემდე საკუთრება 16 000-მდე ოჯახს გადავეცით. პროცესი მუდმივია. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ამას ქაღალდზე 1 ბეჭდის დარტყმა სჭირდება, მაგრამ ეს ასე არ არის“.

ბელიაშვილის №40-ში, ყოფილი პედაგოგიური უნივერსიტეტის სამ კორპუსსა და მიონის ყოფილ საბავშვო ბაღში აფხაზეთიდან დევნილი 109 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნულ ობიექტებში შეიცვალა შიდა კომუნიკაცია, დამონტაჟდა ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველები და იწყება ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცედურა. დევნილები აცხადებენ, რომ შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილები არიან, თუმცა სანამ ფართები მათი საკუთრება არ იქნება, ვერ დაწყნარდებიან.

ნანა სურამელი, აფხაზეთიდან დევნილი: „მინისტრი ჩვენს უბანში არაერთხელ ყოფილა, ხშირად გვკითხულობს. არადა, 17 წელი არავის გავხსენებივართ. გაგვიკეთეს სახურავი, გამრიცხველიანება და რაც შეუძლიათ, ყველაფრით გვეხმარებიან. ერთადერთი, რასაც ამჯერად ველოდებით, არის ამ ბინების დაკანონება. მინისტრს ვთხოვთ, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადმოგვცეს. დანარჩენზე კმაყოფილები ვართ. სამინისტროში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ მინისტრი თავად მობრძანდა. ჩვენ მისი სიტყვის გვჯერა“.

ბათუმში დევნილებს ფართები საკუთრებაში გადაეცემათ

0x01 graphic

დევნილი მოსახლეობისათვის ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება. მიმდინარე წლის 3 მაისს ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი და აჭარის მთავრობის მეთაური, ლევან ვარშალომიძე ესტუმრნენ და რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერეს.

0x01 graphic

ბათუმში, ხახულის ქ. №5-ში, ყოფილი ტექნიკური სკოლის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობს. ისინი სრულად რეაბილიტირებულ ბინებში კერძო სექტორიდან და სასტუმროებიდან გადაიყვანეს.

როგორც დევნილები აცხადებენ, ამჯერად მხოლოდ ერთადერთის მოლოდინში არიან - აღნიშნული ბინები მათი საკუთრება გახდეს.

მზია გადელია, აფხაზეთიდან დევნილი: „სანამ აქ გადმოვიდოდით, საშინელ პირობებში ვცხოვრობდით. ხუთი სული ერთ ოთახში ვიყავით და არანაირი პირობები არ გვქონდა. ვინც აქ შემოგვასახლა, მადლობის მეტი რა გვეთქმის. 3-ოთახიანი გარემონტებული ბინა გვაქვს. 17 წელია ამას არ ვღირსებივართ. ძალიან კმაყოფილები ვართ და მადლობა ყველას, ვინც ჩვენზე ზრუნავს. წყალიც გვაქვს, დენიც, ელექტორენერგიის ინდივიდუალური მრიცხველებიც და ველოდებით ამ ბინის საკუთრებაში გადაცემას“.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დევნილებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ნაბიჯნაბიჯ ანალოგიურ პირობებში ყველა დევნილი იცხოვრებს: „ამ ობიექტში სოხუმიდან დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობს, ყველას კარგად გახსოვთ, ადრე რა პირობებში იყვნენ. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, თვენახევარში დევნილებს ეს ფართები დაუკანონდებათ და მათი საკუთრება იქნება. აფხაზეთში დაბრუნებამდე მშვიდად და ღირსეულად იცხოვრებენ. რაც მთავარია, პროცესი გრძელდება. კიდევ ბევრი ოჯახი გვყავს დასაკმაყოფილებელი. ნაბიჯ-ნაბიჯ, ფეხდაფეხ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“.

კობასუბელიანმა დევნილები მოინახულა

2010 წლის 1-ლ მაისს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გურამიშვილის გამზირზე, საქენერგოს ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და როგორც პრივატიზაციის, ისე მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ესაუბრა. გურამიშვილის გამზირზე დევნილებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდებათ. აღნიშნული ინფორმაცია აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ლტოლვილთა და განსახლეობის მინისტრმა, კობა სუბელიანმა, თავად მიაწოდა.

აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 129 ოჯახი, სულ 352 ადამიანი ცხოვრობს. 7-სართულიან შენობას გაუკეთდა გადახურვა, მოწესრიგდა კომუნიკაცია და პრივატიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ფართები მათი საკუთრება იქნება და ისინი აქ შიშის გარეშე იცხოვრებენ: „აქ ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 129 ოჯახი. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, მათ ეს ფართები დაუკანონდებათ და აქ უკვე შიშის გარეშე იცხოვრებენ“.

დევნილებმა მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მათი მთავარი თხოვნა ფართების საკუთრებაში გადაცემა იყო. ლია ზარანდია, აფხაზეთიდან დევნილი: „17 წლის განმავლობაში გაურკვევლობაში ვიყავით, თუმცა დღეს გადაწყდა, რომ ამ ფართებს გვიკანონებენ და ძალიან მოხარულები ვართ. მადლობელი ვართ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, პრეზიდენტის, რომ გვაქცევენ ყურადღებას და გვიკანონებენ ამ ფართებს. ახლა ჩვენი საკუთრება გვაქვს და იმედით ვცხოვრობთ.“

კობა სუბელიანმა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახები მოინახულა

მიმდინარე წლის 13 მაისს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ყოფილ ელმავალმშენებელი ქარხნის შენობაში მხცოვრებ დევნილებს შეხვდა. დევნილები ითხოვდნენ, დაკავებული ფართები მათთვის საკუთრებაში გადაეცათ. მათ თავად მინისტრისაგან მოისმინეს, რომ ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

კობა სუბელიანი: „ამ ობიექტში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახები ერთად ცხოვრობენ. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, მათ ეს ფართები დაუკანონდებათ. ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც ექნებათ და ეს ყველაფერი ზაფხულის ბოლოს დასრულდება. ზამთარს კი შიშის გარეშე შეხვდებიან. რაც ყველაზე მთავარია, დაკანონების მოლოდინი ყველა ოჯახს აქვს. კიდევ ბვერი გვაქვს დასაკანონებელი და ასე ოჯახ-ოჯახ, ობიექტ-ობიექტ ვივლით და ყველას გავახარებთ“.

აღნიშნულ ობიექტში სულ 52 ოჯახი ცხოვრობს, აქედან 30 ოჯახი სამაჩაბლოდან, ხოლო 22 - აფხაზეთიდან დევნილია. დევნილებმა მინისტრთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათი მთავარი პრობლემა ამ ფართების საკუთრებაში გადაცემაა.

ინდიკო ტაბაღუა, აფხაზეთიდან დევნილი: „20 წელი სხვის სახლში ვხოვრობდით. ასეთი ღონისძიების გაკეთება დევნილებისათვის დიდი პრივილეგია, სამამულო საქმეა. კერძო საკუთრება რომ გვექნება, საკუთარ თავს უკეთესად მივხედავთ. ამ დღეს მოუთმენლად ველოდით. მადლობის მეტი რა გვეთქმის“.

კობა სუბელიანი ბაზალეთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

მიმდინარე წლის 19 მაისს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ბაზალეთში, ყოფილ მოხუცთა პანსიონატში მცხოვრები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა მოინახულა.

აღნიშნულ ობიექტში 40-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მათი ძირითადი მოთხოვნა ფართების დაკანონება იყო. მანამდე კი, აღნიშნულ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შეიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკი, ცენტრალური კანალიზაცია და წყალგაყვანილობა. მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მალე ამ ობიექტს ბუნებრივი აირიც ექნება.

კობა სუბელიანი: „ამ ობიექტში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი 40-მდე ოჯახი ცხოვრობს. ფართები გავურემონტეთ და ვუკანონებთ. გაზიფიცირების სამუშაოებიც მალე დამთავრდება. რაც მთავარია, სხვა დასაკანონებელ ობიექტებსაც უახლოეს მომავალში დავაკანონებთ. 1600 ობიექტიდან, სადაც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, დიდი ნაწილი დაკანონებულია და პროცესი გრძელდება. ოპონენტები ამბობენ, რომ დაკანონების პროცესი შეჩერებულია. არაფერი შეჩერებულა, პროცესი მიმდინარეობს, ამ ეტაპისათვის 15 000-მდე მესაკუთრე გვყავს“.

დევნილებმა მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ფართების დაკანონების საკითხზე სამინისტროში აპირებდნენ მისვლას, თუმცა კმაყოფილები დარჩნენ, რომ მინისტრი მათ პირადად ესტუმრა.

გენადი მოგელაძე, აფხაზეთიდან დევნილი: „ჩვენი სურვილი იყო, რომ მინისტრს შევხვედროდით და საკუთრების პრობლემა გადაგვეწყვიტა. გაგვახარა, რომ თავად ჩამოვიდა ჩვენთან. ეს ფართები ჩვენ საკუთრებაში გადმოგვეცემა, რასაც ამდენი ხნის მანძილზე ვნატრობდით. გაკეთდა ბევრი რამ - მეტალომლასტმასის კარ-ფანჯრები, საკანილიზაციო სისტემა, რემონტი. მინისტრი დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში ბუნებრივი აირიც გვექნება. რაც მთავარია, საკუთრ ჭერშქვეშ ვიცხოვრებთ“.

აფხაზეთიდან დევნილებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ

2010 წლის 20 მაისს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი თბილისში, გახოკიძის 6 და 8 ნომერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ესტუმრა და ფართების დაკანონების შესახებ თავად აცნობა. მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი საკუთრების მოწმობას მაქსიმუმ თვენახევარში მიიღებენ.

კობა სუბელიანი: „აქ ცხოვრობენ სოხუმელები, ოჩამჩირლები, სულ 24 ოჯახი. დაკანონებული ფართები მათი საკუთრება იქნება. ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც გაკეთდება და ისინი უკეთესად იცხოვრებენ. დაკანონებას კიდევ ბევრი ოჯახი ელოდება. პრეზიდენტის განკარგულების შესრულება გრძელდება და მიმდინარე წელს არ გადავაცილებთ“.

დევნილებმა კი აღნიშნეს, რომ მინისტრის სტუმრობის შემდეგ უფრო იმედიანად იქნებიან.

ნანა კანჯარაძე, აფხაზეთიდან დევნილი: „ჩვენ ამ კორპუსში უკვე 14 წელია ვცხოვრობთ. მინისტრმა სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ ეს ფართები საკუთრებაში გადმოგვეცემა. ამის თაობაზე ჩვენ სამინისტროში გვინდოდა მისვლა, მაგრამ დღეს მინისტრი თავად მობრძანდა ჩვენთან და გვითხრა, რომ ეს ფართი ჩვენი საკუთრება იქნება, რაც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია“.

ფართების დაკანონების გარდა, კობა სუბელიანი დევნილებს კორპუსის ამხანაგობების შექმნაზე, მიშენებებზე, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასა და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

3 რუბრიკა: თვითმმართველობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გორის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის ანალიზი

სტატიის მიზანია, ერთი მხრივ, მუნიციპალური საბიუჯეტო პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობა, მმართველობის გაუმჯობესება, ადმინისტრაციული ანგარიშვალდებულებისა და, მეორე მხრივ, მოქალაქეთა გააქტიურება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სტატიაში საუბარია გორის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესსა და 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ანალიზზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი არის ადგილობრივი პოლიტიკის განმსაზღვრელი ფინანსური დოკუმენტი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მოსახლეობის წინაშე არსებული პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრას. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დასახულ აქტივობებსა და ღონისძიებებს.

ბიუჯეტის მიმართ არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა მისი გამჭვირვალობა. ამ მოთხოვნის შესასრულებლად მოსახლეობას საბიუჯეტო პროცესებში გარკვევის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ბიუჯეტების გამჭვირვალობას ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპად აღიარებს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა დაიცვან გამჭვირვალობის პრინციპი. ამასვე ადასტურებს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, სადაც ნათქვამია, რომ მოქალაქეებს უფლება აქვთ: „მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან“... წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილების პროექტს, მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში, მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და მათი საჯარო განხილვა». ამასთან, ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისას აუცილებელია მოსახლეობაში არსებული პრობლემების მოკვლევა და მათი გადაჭრის გზების დადგენა.

გორის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შემოსულობები

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 2009 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა და მისი შემოსულობების პროგნოზი 10 მილიონ 389,7 ათასი ლარით განისაზღვრა. თუმცა მოგვიანებით, მიმდინარე წლის 28 იანვარს დამტკიცებულ ბიუჯეტში შეტანილი იქნა ცვლილებები, რის შედეგადაც გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა 2 მილიონ 508,9 ათასი ლარით გაიზარდა და საბოლოო ჯამში 12 მილიონ 898,6 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია ცენტრალური ბიუჯეტიდან გორის მუნიციპალიტეტისათვის სპეციალური ტრანსფერის დამატებით.

დეტალურად განვიხილოთ გორის მუნციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის შემოსულობების დაგეგმვა:

არაფინანსური აქტივების კლება (ქონების გაყიდვა)

2009 წლიდან ადგილობრივ თვითმმართველობებში დაინერგა სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის (აღრიცხვის) 2001 წლის მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც ძირითადი კაპიტალის (ქონების) გაყიდვა განიხილება, როგორც ხარჯი. ზოგადად, ქონების გაყიდვა უარყოფით ტენდენციად განიხილება, თუ შემდგომში არ ხდება ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით ხელშესახები საზოგადოებრივი პროდუქტის შექმნა ან სხვა ქონების შეძენა, რომელიც ისევ საზოგადოებრივი შეკვეთების შესრულებისათვის იქნება გამოყენებული.

ამ შემოსავლებში იგულისხმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონებიდან (მიწა, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები და სხვა აქტივების) და ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები. მიმდინარე წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების კლებიდან დაგეგმილია 300 ათასი ლარის მიღება.

ადგილობრივი გადასახადები

როგორც მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ქონების გადასახადი ადგილობრივი მნიშვნელობისაა და მისი შემოღება და გაუქმება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებაა. შესაბამისად, აღნიშნული გადასახადიდან შემოსავლების დაგეგმვასაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ახდენენ და იგი მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტში ირიცხება.

ქონების გადასახადი შეიცავს რამდენიმე გადასახადს, ესენია: საწარმოთა ქონების გადასახადი, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ქონების გადასახადი და არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადი.

2010 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით დაგეგმილია მილიონ 400 ათასი ლარის მიღება - მათ შორის, საწარმოთა ქონების გადასახადის სახით 590 ათასი ლარის, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის სახით 70 ათასი ლარის, ხოლო სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადიდან, შესაბამისად, 220 და 520 ათასი ლარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის შემოსავლებში ქონების გადასახადს საკმაოდ მოკრძალებული ადგილი - 11 პროცენტი უჭირავს.

გრანტები

საანგარიშო პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზით, ყველაზე დიდი წილი - 78 პროცენტი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემ გრანტებს (ტრანსფერებს) უჭირავს. საერთო ჯამში გრანტების კუთხით ბიუჯეტში პოგნოზირებულია 10 მილიონ 98,6 ათასი ლარი.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვითმმართველობებზე გასაცემი გრანტები დიფერენცირებულია მათი მიზნობრიობის მიხედვით: გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური. აქედან მხოლოდ გამოთანაბრებითი ტრანსფერია ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსულობა და საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია მისი განკარგვა. ამ კუთხით გორის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს გამოყოფილი აქვს 7 მილიონ 349,7 ათასი ლარი. რაც შეეხება მიზნობრივ და სპეციალური ტრანსფერებს, ამ შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლება თავად საზღვრავს და აფასებს თვითმმართველობებში განსახორციელებელ საქმიანობას. მართალია კარგია, რომ მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერის საშუალებით თვითმმართველობებში დამატებით გადაიჭრება პრობლემები, თუმცა ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების გავლენა მიზერულია და ის მხოლოდ შემსრულებლის როლში გამოდის.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი თვითმმართველობისათვის უფლებამოსილების დელეგირებას (გადმოცემას) თან უნდა მოჰყვეს უფლებამოსილების განხორციელებისათვის შესაბამისი ფინანსური რესურსების გადმოცემაც. სწორედ ამ მიზნით გამოიყოფა მიზნობრივი ტრანსფერი, რომლის მოცულობა გორის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს 240 ათას ლარს. რაც შეეხება სპეციალურ ტრანსფერს, ამ კუთხით მიმდინარე წელს ბიუჯეტში დაგეგმილია 2 მილიონ 500 ათასი ლარის მიღება.

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ მიმდინარე წელს შესძლო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან გრანტების მოზიდვაც. აღნიშნული თანხა მიზერულია და შეადგენს მხოლოდ 8,9 ათას ლარს, მაგრამ ასეთი ფაქტი მისასალმებელია. კარგი იქნება, თუ ადგილობრივი ხელისუფლება უფრო აქტიურად დაიწყებს მუშაობას, რათა მსგავსი წყაროებიდან მოიზიდოს უფრო მეტი სახსრები.

სხვა შემოსავლები

ადგილობრივი ბიუჯეტის „სხვა შემოსავლების“ მუხლში გაერთიანებულია მოსაკრებლებიდან, პროცენტებიდან, ჯარიმებიდან და იჯარიდან დაგეგმილი შემოსავლები. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული შემოსავლებიდან სულ პროგნოზირებულა მილიონ 400 ათასი ლარის აკუმლირება.

როგორც ჩანს, საანგარიშო წელს „სხვა შემოსავლებს“ შორის ყველაზე დიდი წილი, 44 პროცენტი, უჭირავს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. აღნიშნული კუთხით პროგნოზირებულია 610 ათასი ლარის მიღება. 10 პროცენტითაა წარმოდგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი (დაგეგმილია 146 ათასი ლარი). რაც შეეხება ჯარიმებიდან და სანქციებიდან მისაღებ შემოსავლებს, მას „სხვა შემოსავლებში“ 28 პროცენტი უჭირავს და, შესაბამისად, დაგეგმილია 400 ათასი ლარის მიღება.

გორის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის ხარჯები

გორის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის ხარჯები 13 მილიონ 291 ათასი ლარით დაიგეგმა, მათ შორის ყველაზე დიდი წილი, 30 პროცენტი, მოდის ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაზე. ამ კუთხით ბიუჯეტში დაგეგმილია 4 მილიონ 59,9 ათასი ლარი. სწორედ აღნიშნული მუხლით ფინანსდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის ხარჯები და ის ძირითადი კაპიტალური პროექტები, რაც მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზეა მიმართული. კერძოდ, ამ მუხლით დაგეგმილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობის, შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯების დაფინანსება 3 მილიონ 574,9 ათასი ლარით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ხარჯების - 82,5 ათასი ლარით, ხოლო სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ეკნომიკის სფეროში დაფინანსდება 402,5 ათასი ლარით.

ბიუჯეტის ხარჯებში მნიშვნელოვანი წილი (15 პროცენტი) უჭირავს ასევე საერთო დანიშნულების სახელმწოფო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს (ადმინისტრაციული ხარჯები). ადგილობრივ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები 2 მილიონი 15,9 ათასი ლარით დაიგეგმა; აქედან წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უზრუნველყოფის ხარჯების მოცულობა შეადგენს მილიონ 694,7 ათას ლარს, ვალის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების მოცულობა - 145,3 ათას ლარს, ხოლო საერთო დანიშნულების სხვა მომსახურება და სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებში კი შესაბამისად დაფინანსებული იქნება 63,4 ათასი და 22,5 ათასი ლარით.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებში 12 პროცენტითაა წარმოდგენილი საბინაო კომუნალური მეურნეობის ხარჯები. საანგარიშო პერიოდში ამ კუთხით გამოყოფილი იქნება მილიონ 580 ათასი ლარი: 950 ათასი ლარი მიმართული იქნება ბინათმშენებლობის ხარჯების დასაფინანსებლად, კომუნალური მეურნეობის განვითარებისათვის დაიხარჯება 40 ათასი ლარი, ხოლო 590 ათასი ლარი ათვისებული იქნება გარე განათების ხარჯების დასაფინანსებლად.

მიმდინარე წელს გარემოს დაცვის კუთხით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 960,5 ათასი ლარი. აღნიშნული სახსრები მოხმარდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებასა და მის განადგურებას.

2010 წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიზერული თანხაა გამოყოფილი ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს დაფირუბრიკა: ნანსებისათვის, მათი წილი ბიუჯეტის ხარჯების მხოლოდ 4 პროცენტს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს დაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობების უშუალო კომპეტენციას არ წარმოადგენს, ამ კუთხით მათ მიერ სახსრების გამოყოფა მისასალმებელია, ვინაიდან საბიუჯეტო სახსრები გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხმარდება. გორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება შემდეგი სოციალური პროგრამების დაფინანსება: ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა, ოჯახებისა და ბავშვების სოციალიური დაცვის პროგრამები, საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამები. ამასთან, როგორც ანალიზი გვიჩვენებს, ამ კუთხით მაინც მცირე თანხებია გამოყოფილი. ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებისათვის გამოყოფილი იქნა სულ 157,3 ათასი ლარი, ხოლო სოციალური სფეროს დაფინანსებისათვის კი - 358,3 ათასი ლარი.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელებში 4 პროცენტითაა წარმოდგენილი საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ხარჯები. მიმდინარე წელს აღნიშნული სფეროს დასაფინანსებლად გამოყოფილია 536,8 ათასი ლარი - ადგილობრივი თვითმმართველობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ხარჯები დაფინანსდება 336,8 ათასი ლარით, ხოლო პოლიციის საქმიანობასა და მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები - 200 ათასი ლარით. ამ უკანასკნელი მუხლის დაფინანსება წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების უხეშ ჩარევას ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებში, ვინაიდან ის უნდა ფინანსდებოდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ და არა ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების საკუთარი სახსრებიდან, თუმცა, როგორც ცნობილია, 2009 წლის დასაწყისში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აღნიშნული ხარჯების გაწევა გამართლებულია, როგორც ნებაყოფლობითი უფლებამოსილების განხორციელება. ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების უფლებამოსილებების აღრევა მოხდა, რის შედეგადაც ადგილობრივ საბიუჯეტო პროცესებზე ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები შეიზღუდა და ცენტრალური ხელისუფლების გავლენა გაძლიერდა, რაც ადგილობრივი ბიუჯეტის დამოუკიდებლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

შენიშვნის სახით უნდა ითქვას, რომ გორის მუნიციპალიტეტის 2010 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი წარმოდგენილია მხოლოდ მწირი დოკუმენტაციის სახით. როგორც ტენდენციებიდან ჩანს, აღნიშნული დოკუმენტაცია მზადდება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად. აღნიშნული დოკუმენტით რთულია, რომ უბრალო მოქალაქემ მიიღოს სასურველი ინფორმაცია ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების მიმართულებებსა და პრიორიტეტებში. ამავე დროს, ბიუჯეტის ანალიზისას ჩანს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ნაკლებად რთავენ მოსახლეობას საბიუჯეტო პროცესებში.

კარგი იქნება, თუ ხშირად მოეწყობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შუალედური (ყოველკვარტალური) განხილვები, რაც კანონმდებლობის მოთხოვნაცაა. საბიუჯეტო პროცესების მიმდინარეობაში შუალედური შეფასებების დანერგვა და მათში სამოქალაქო საზოგადოების აზრის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ასეთი მიდგომები საშუალებას მისცემს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაშვებული ხარვეზები დროულად გამოასწოროს.

4 სოციალური დახმარების პროგრამა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სოციალური დახმარების პროგრამა ადგენს:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების ოდენობას;

  • ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს;

  • სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს;

  • რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობას.

სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში - საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით გამოვლენილი ღატაკი ოჯახების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.

საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსი პ - სოციალური სუბსიდიების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.

საოჯახო დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისათვის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2009 წლის 15 აგვისტომდე, ხოლო 2009 წლის 15 აგვისტოდან - სააგენტო, რომლებიც, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფენ საოჯახო დახმარების შეწყვეტას, გადაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.

საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1-ლი იანვრიდან ორი წლის ვადით ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარსებო შემწეობას; 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში; დადგენილი წესით აღრიცხულნი არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და განსახლებულნი არიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახალაშენებულ საცხოვრებელ ფართობებში; მათი დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო) და, ამავდროულად, ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.

საარსებო შემწეობის ოდენობა

საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.

საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 30 ლარი.

ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 24 ლარი.

საარსებო შემწეობის ოდენობის გაანგარიშებისას ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრები, რომლებიც, მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად, საარსებო შემწეობის დანიშვნის მომენტისათვის არიან:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები, რომელთაც, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა;

ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირები;

გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირები;

დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირები;

ე) ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირები.

ოჯახში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში საარსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური შეფასების გარეშე), ოჯახში არსებულ წევრთა რაოდენობის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული ოჯახის შემადგენლობაში მოხვდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები პირი, გაერთიანებული ოჯახის საარსებო შემწეობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ყოველი არამიმღები წევრისათვის დაემატოს 24 ლარი.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს ოჯახების სიის სააგენტოსათვის მიწოდებას. პირველადი ვარიანტი მიწოდებულ იქნა არა უგვიანეს 2009 წლის 10 იანვრისა, ხოლო შემდეგ თვეებში განახლებული სიების მიწოდება ხდება არა უგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა.

საარსებო შემწეობა გაიცემა წარმოდგენილი სიის მდგომარეობით დანიშნული ოდენობით, 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2009 წლის 10 იანვრიდან დამატებით შერჩეულ ოჯახებს საარსებო შემწეობა დაენიშნათ დამატებითი სიის სააგენტოში წარდგენის მომდევნო თვიდან და გაიცემა 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

დევნილი ოჯახების (შესაბამისი უფლებამოსილი პირის) მიერ საარსებო შემწეობის დანიშვნის თაობაზე წერილობითი თანხმობის (სადაც აგრეთვე აღინიშნება ოჯახის რომელიმე წევრი ეწევა თუ არა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა) მოპოვება და სააგენტოსათვის მიწოდება უნდა უზრუნველყოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ.

ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის/საოჯახო დახმარების დაქვითვა (უკან დაბრუნება) შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან/საოჯახო დახმარებიდან.

სოციალური დახმარების მიღების შეზღუდვა:

  1. საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს საოჯახო დახმარების მიღებას.

  1. ოჯახს, რომელსაც 2007 წლის 1-ლ იანვრამდე დანიშნული აქვს საოჯახო დახმარება, უფლება აქვს, აირჩიოს რომელიმე ზემოაღნიშნული სოციალური დახმარებიდან ერთ-ერთი, გახდეს საარსებო შემწეობის მიმღები ან დაიტოვოს საოჯახო დახმარება.

  1. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი აირჩევს საარსებო შემწეობის მიღებას, რის საფუძველზეც შეუწყდა საოჯახო დახმარების მიღება, 2007 წლის 1-ლი იანვრიდან საოჯახო დახმარების ხელახალი დანიშვნა არ განხორციელდება.

  1. ღატაკ ოჯახს, რომელსაც საარსებო შემწეობის მიღების უფლება წარმოეშვა ამ წესის შესაბამისად, მაგრამ შემწეობის დანიშვნა და გაცემა არ განხორციელდა, საარსებო შემწეობა გაიცემა უფლების წარმოშობის პერიოდიდან, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა.

„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საოჯახო დახმარება ყოველთვიურად მიეცემათ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა (მათ შორის, დევნილთა ოჯახების) კატეგორიებს შემდეგი ოდენობით:

ა) მარტოხელა არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიან ოჯახზე - 22 ლარი, არამომუშავე პენსიონერთა ორ და მეტსულიან ოჯახზე - 35 ლარი;

ბ) დედ-მამით ობოლ, 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ ბავშვზე - 22 ლარი;

გ) არამომუშავე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოებზე, ერთ პირზე - 22 ლარი;

დ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, ერთ ბავშვზე - 22 ლარი;

ე) მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 7 ან 7-ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი - 35 ლარი.

საოჯახო დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა უზრუნველყოფა:

სააგენტო უზრუნველყოფს 2006 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ იმ ვალდებულებათა დაფარვას (გაცემას), რომლებიც დაკავშირებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების გაცემასთან.

სააგენტო აგრეთვე უზრუნველყოფს სოციალური დახმარების დაქვითვას იმ ოჯახებისათვის, რომელთაც საარსებო შემწეობასთან ერთად მიღებული აქვთ საოჯახო დახმარება.

საარსებო შემწეობის გაცემა

საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

საარსებო შემწეობა მიეცემა ღატაკი ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან წევრს.

ზედმეტად მიღებული საოჯახო დახმარების ლეგალიზაცია

2009 წლის 1-ლ ივლისამდე პირის (ოჯახის) მიერ არასწორად მიღებული საოჯახო დახმარების თანხები ითვლება კანონიერად. ამავდროულად, სააგენტოს მიერ პირისათვის (ოჯახისათვის) 2009 წლის 1-ლ ივლისამდე დაკავებული თანხები არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

ზემოთ აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირს (ოჯახს) საოჯახო დახმარებასთან ერთად მიღებული აქვს საარსებო შემწეობა.

ჯანდაცვის საჭიროებების შეფასება პოსტკონფლიქტურ მოსახლეობაში

საქართველოს პიჰერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების მიერ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „ჯანდაცვის საჭიროებების შეფასება პოსტკონფლიქტურ პოპულაციაში“. კვლევის არეალი მოიცავს კარალეთისა და წეროვნის დევნილთა კომპაქტურ დასახლებებს. აღნიშნულ კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი. კვლევა ჩატარდა წეროვნისა და კარალეთის დასახლებებში. ორივე დასახლებაში ფიქსირდება სუფთა სასმელი წყლის პრობლემა - აქ წყალს აქვს სპეციფიკური გემო, სიმღვრიე, ფერი და სუნი.

ჯანმრთელობის საჭიროების შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობის საკითხების მიმოხილვის მეთოდია, რომელსაც მივყავართ შეთანხმებულ პრიორიტეტებამდე, რათა მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და უთანასწორობის შემცირება. ყველას აქვს უმაღლესი სტანდარტების მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის უფლება. აღნიშნული მოიცავს არა მარტო დროულ და შესაფერის ჯანდაცვას, არამედ შესაბამისი საკვების, წყლის, თავშესაფრის, მუდმივი საცხოვრებლისა და სანიტარიის ხელმისაწვდომობას. ადამიანის უფლებათა დარღვევას ან არასათანადო ყურადღებას, ამ მხრივ, შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გავლენა ჯანმრთელობაზე.

დევნილები პირისპირ ეჯახებიან ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკებს როგორც ადგილნაცვლობის პერიოდში, ისე საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებისას. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფაქტორები, როგორებიცაა: ავადმყოფობა, ინვალიდობა, ხშირად უფრო მეტ სასიცოცხლო რისკს შეიცავს, ვიდრე თავად კონფლიქტი.

როდესაც საუბარია დევნილებში ჯანდაცვის მისაწვდომობაზე, იგულისხმება არა მხოლოდ ფინანსური ბარიერები (განსაკუთრებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისას), არამედ საფრთხის შემცველი პირობები: შორი მანძილი, ტრანსპორტის ნაკლებობა, მგზავრობის უუნარობა, როგორიცაა: ხანდაზმულობა, მარტო მგზავრობის შიში და ა.შ.

ზოგადად, ჯანმრთელობის საჭიროების შეფასება მოიცავს:

  • ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას (ავადმყოფობა და ა.შ.);

  • ინდივიდებისა და ადამიანთა ჯგუფების გონებრივ და სოციალურ პრობლემებს;

  • გარემო ფაქტორებს, რომლებიც პრობლემურია თემის ჯანმრთელობის ან სოციალური კეთილდღეობისათვის;

  • ჯანმრთელობის სისტემის ორიენტაციას ზემოთ აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად.

დევნილ მოსახლეობაში, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი პრობლემაა. მათი ინფორმაციის ძირითადი წყარო არის ტელევიზორი. მათ, ფაქტობრივად, არ მიუწვდებათ ხელი ბეჭდვით მედიაზე. დევნილი რესპონდენტები ინფორმაციის მისაღებად, უმეტესწილად, იყენებენ ტელევიზიას - 96,9%25, ბეჭდვით პრესას - 2,5%25, რადიოს - 0,6%25. კვლევამ აჩვენა, რომ მათ ინტერნეტთან კავშირი არ აქვთ.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველაზე მეტი პრობლემა დევნილთა ამჟამინდელ საცხოვრებელ ბინებში არის:

  1. ჭერის დაზიანება (კარალეთი - 25,5%25, წეროვანი - 29,8%25);

  1. კედლების დეფექტი (კარალეთი - 15,9%25, წეროვანი - 24,4%25);

  1. აბაზანაში კანალიზაციის დეფექტი (კარალეთი - 13,8%25, წეროვანი - 22,3%25);

  1. კედლების დანესტიანება (კარალეთი - 0,8%25, წეროვანი - 9,3%25);

  1. აყრილი იატაკი (კარალეთი - 18%25, წეროვანი - 2,5%25);

  1. კარ-ფანჯრების დეფექტი (კარალეთი - 3%25, წეროვანი - 4,3%25);

  1. სხვა დეფექტები (კარალეთი - 18,4%25, წეროვანი - 7,4%25).

ელექტროგაყვანილობის დეფექტებსა (1,6%25) და სათავსოს არქონას (3%25) აღნიშნავს მხოლოდ კარალეთში მცხოვრები კონტინგენტი. რესპონდენტები განიცდიან განსაკუთრებულ დისკომფორტს აღნიშნული დეფექტების გამო. მათ, ხშირ შემთხვევაში, თავად მოაგვარეს პრობლემა ან აპირებენ გამოსწორებას საკუთარი რესურსებით.

კვლევის შედეგებზე მოხსენება გააკეთა აღნიშნული პროექტის დირექტორმა - ქალბატონმა დალი ტრაპაიძემ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პროექტმა მხარდაჭერა მიიღო ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს პროექტი, ფაქტობრივად, ეხმაურება ამ მიმართულებას და ძალიან მჭიდრო ასოციაცია არსებობს ადამიანის უფლებებსა და ჯანმრთელობის უფლებას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვრება, რომ ჯანმრთელობა არის ფიზიკური, მენტალური, სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ უძლურების არარსებობა. ზუსტად ამ სოციალურ კეთილდღეობაში მოიაზრება ის ჯანმრთელობის დეტერმინანტები, რომლებიც განაპირობებს ამა თუ იმ დაავადების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას ან პირიქით, განწყობას დაავადების მიმართ.

რაც შეეხება დევნილთა პოპულაციის სპეციფიკურობას, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ იზოლაციას, მარგინალიზაციას, დეტერმინანტების მიმართ დეფიციტს, რაც არის ავადობის, სიკვდილიანობისა და ტრავმატობის მიზეზი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ავადმყოფობა; ინვალიდობა, რაც ზუსტად და მჭიდროდ ასოცირდება ადგილნაცვლობასთან და შეიცავს უფრო მეტ და უფრო ღრმა რისკებს, ვიდრე თვით კონფლიქტი. მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს სპეციფიკას და განსაკუთრებულობას ამ პოპულაციისა, ანუ საგანგებო რეჟიმში განხილვის აუცილებლობას. ეს გახლავთ ძალადობის ზეგავლენა, სეპარაცია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ოჯახის წევრებთან სეპარაცია, საცხოვრებელი სახლების დაკარგვა, სოციალური მოშლილობები, სტრესული დარღვევები და ა.შ. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ასოცირდება პიროვნების ცხოვრების ხარისხის გაუარესებაზე, დაავადების მიმართ რეზისტენტობის შემცირებაზე. ამ კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ქცევითი მოდელის დარღვევა, როდესაც პაციენტი ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებას მართავს გარკვეული დანიშნულების საფუძველზე, ამიტომ ამ ქცევის დარღვევა დევნილთა პოპულაციაში და ქცევის დეფექტები ქრონიკული დაავადებების მართვის მიმართ თვითონ მაღალი რისკის შემცველია.

რაც შეეხება სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას, დევნილები გარკვეული სახის პოპულაციაა, რომელიც განსაკუთრებული რისკის მატარებელია და დიდ ყურადღებას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. მათ ასევე აქვთ უფლება უმაღლესი სტანდარტის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა, რომელიც მოიცავს პროგრესულ და აქტიურ ნაბიჯებს აბსოლუტურად ყველა რესურსის გამოყენებით. აქ არის საუბარი არასამთავრობო სექტორის რესურსზე, თვით ამ საზოგადოების გააქტიურებასა და მონაწილეობითი ჩართულობის გაძლიერებაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პოპულაციის ჩართულობას საკუთარი ჯანმრთელობის საჭიროებების განსაზღვრაში და ეს აქტივობები, მონაწილეობითი ჩართულობის გაძლიერების თვალსაზრისით, ეხმარება ამ პოპულაციას სოციალური მარგინალიზაციის დაძლევაში.

ამ პროექტის მიმდინარეობისას ჩვენ დავიწყეთ ადვოკატირების პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. ეს არის პროფესიული ასოციაციის მიერ ჯანდაცვის საჭიროებების კვლევის შედეგად მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე რეკომენდაციების ადვოკატირება.

რაც შეეხება ამ პოპულაციის დემოგრაფიულ დახასიათებას, თვითდასაქმებული არის 13%25; გამოკითხულთა უმეტესობის საშუალო შემოსავალი თვეში მერყეობს 100 ლარის ფარგლებში. 4-ბავშვიანი ოჯახები არის ყველაზე მცირე, ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია 2-ბავშვიანი ოჯახებით. კვლევის დროს მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, თუ რაზე ეხარჯებათ მათ თავიანთი შემოსავლის დიდი ნაწილი. მიუხედავად შემოსავლის რაოდენობისა, დახარჯული თანხების პრიორიტეტულობის მიხედვით პირველ ადგილზე დგას საკვები პროდუქტები, შემდეგ მოდის დანახარჯები მედიკამენტებზე. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ქართულ პოპულაციაში სამედიცინო დანახარჯების 48-49%25 მედიკამენტებზე მოდის. კვლევის პროცესში ჩვენ გვყავდა არაერთი რესპონდენტი, ვინც ამბობდა, რომ ქრონიკული დაავადებების დროს საჭირო წამლების სათანადო დოზას ვერ ღებულობენ, წამალს იზოგავენ, რათა ხანგრძლივად მიიღონ.

ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო შეღავათები სამედიცინო მომსახურების დროს. დევნილები ჩართულები არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამაში. გაირკვა, რომ ინფორმაცია დევნილთა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესახებ, ბევრ დევნილს არ ჰქონდა. მოსახლეობაში საინფორმაციო ლიფლეტები და სადაზღვევო ვაუჩერები დარიგდა, რაც არის ფინანსური ინსტრუმენტი - რომლებიც შემდგომ უნდა გადაეცვალათ სადაზღვევო პოლისში, ამის შემდეგ კი მიეღოთ სამედიცინო დახმარება. სამწუხაროდ, გამოკითხული რესპონდენტების 58%25-მა არ იცოდა, რომ მათ აქვთ სარგებელი სამედიცინო მომსახურებისას. ეს არც არის გასაკვირი იმიტომ, რომ ამ ტრავმირებულ პოპულაციასთან განსაკუთრებული მუშაობაა საჭირო. კომუნიკაციის დეფექტი დევნილთა პოპულაციის მახასიათებელია. მათში ხშირია მყარი სოციალური და ფსიქოსოციალური დარღვევები. მხოლოდ ლიფლეტების დარიგება არაა საკმარისი მათი ინფორმირებისათვის. აღნიშნული ლიფლეტები საკმაოდ მძიმედ აღსაქმელ ტექსტს შეიცავს, სადაც არის საუბარი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე, გადაუდებელ სტაციონარულ დახმარებაზე, თუმცა არ არის მითითებული, თუ რას ნიშნავს მსგავსი ტიპის დახმარებები.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღინიშნება ქრონიკული დაავადებების სიჭარბე. მათგან პირველ ადგილზე არის არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია; მეორე ადგილზეა ბრონხული ასთმა, რომლის მკურნალობას ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტები. ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვა, რომ ავადმყოფებმა მიიღონ შესაბამისი პრეპარატები წყვეტილობის გარეშე, ხანგრძლივად, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრების მანძილზე.

0x01 graphic

რაც შეეხება კვლევის შედეგად მიღებულ სურათს, შემდეგნაირად აღიწერება: ფიქსირდება დევნილთა ავადობისა და სიკვდილიანობის მონაცემთა ხელმისაწვდომობის დეფიციტი. ჩვენ 2003-2004 წლებში წყალტუბოს დევნილთა პოპულაციაში ჩავატარეთ კლვევა სიკვდილიანობის მონაცემთა და მიზეზთა დასადგენად. პოპულაციაში სიკვდილიანობის 2 მიზეზი აღინიშნა: უბედური შემთხვევები, ძირითადად, სუიციდები და თავის ტვინის ინსულტი.

შფოთვისა და დეპრესიის შესასწავლი კითხვარი წეროვნისა და კარალეთის დასახლებებში შეავსო 458-მა დევნილმა, მათ შორის, წეროვანში 271- მა დევნილმა, კარალეთში კი - 187-მა. კვლევის შედეგად საგანგაშო შედეგი მივიღეთ - კლინიკური ფორმები არის გამოკითხულთა 94.54%25-ში. როდესაც ცალკე შფოთვის სკალისა და ცალკე დეპრესიის სუბსკალის ანალიზი მოვახდინეთ, აქაც საკმაოდ მაღალი იყო მაჩვენებელი. შფოთვაში კლინიკური ფორმები იყო დაახლოებით 57.5%25-ში, ხოლო დეპრესიის სუბსკალის ანალიზის დროს კლინიკური ფორმა იყო დაახლოებით 48.3%25-ში. ამ სკალით კვლევა ჩავატარეთ 2004 წელს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაშიც, მაშინ შფოთვისა და დეპრესიის კლინიკური გამოხატულება 55.8%25-ში გამოვლინდა, მათ შორის, 41.7%25-ში იყო შფოთვის კლინიკური და 28.6%25-ში იყო დეპრესიის კლინიკური სიმპტომატიკის სიჭარბე. ჩვენ როდესაც ეს გამოკვლევა ჩავატარეთ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაში, თითქმის 10 წელი იყო გასული მათი იძულებითი მიგრაციიდან. მაშინაც ძალიან მაღალი იყო შფოთვისა და დეპრესიის კლინიკური სიმპტომატიკის გავრცელება, მაგრამ, წლევანდელ კვლევასთან შედარებით, ისეთი საგანგაშო არ ყოფილა. მაშინ გამოკითხულთა რაოდენობა დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც ბოლო კვლევის დროს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი სურათი:

  1. დევნილთა ავადმყოფობის, სიკვდილიანობის მონაცემთა ხელმისაწვდომობის დეფიციტი;

  1. დევნილთა სამედიცინო მომსახურების სისტემაში სამედიცინო დაწესებულებათა ხშირი ცვლილებები;

  1. დაავადებათა აქტიური გამოვლენის კრიტიკული დეფიციტი დევნილთა შორის;

  1. ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეფიციტი არა მარტო პოპულაციასა და სამედიცინო სერვისების უზრუნველმყოფ რგოლებს შორის, არამედ ინფორმაციის უწყვეტობის მნიშვნელოვანი დეფიციტი სახელმწიფო სტრუქტურებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის;

  1. ჰუმანიტარული აქციების დაგეგმვის, განხორციელებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;

  1. ჰუმანიტარული აქციებითა და სხვადასხვა მოკლევადიანი სამედიცინო პროგრამებით პოპულაციის მომსახურების დეფიციტი, დაავადებათა სპექტრის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და დაავადებულ პირთა სრულყოფილი აღრიცხვიანობის არარსებობა;

  1. სხვადასხვა აქციებსა თუ პროგრამების მეშვეობით ამ კონტინგენტის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროცესში სამკურნალო საშუალებების მიღების წყვეტილობისა და ხანგრძლივად სამკურნალო დაავადებების შემთხვევაში პრეპარატების ხშირი შეცვლის რისკები;

  1. დევნილთა სამედიცინო მომსახურებაში შეღავათების შესახებ დაბალი ინფორმატიულობა;

  1. პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მიმართვის სიმცირე;

  1. საშუალო სამედიცინო პერსონალის, ანუ ექთნის რგოლის სისუსტე სამედიცინო სერვისებში.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის აქტიური გამოვლენის კომპონენტს. ამ დეფექტების გამოსწორება ჩვენი მაგალითით გვინდა: პირველ რიგში, ჩვენი სამიზნე პოპულაციისათვის ვაპირებთ სამახსოვროების დარიგებას, ამასთანავე, ამ დევნილების სამედიცინო სამსახურთან ასოცირებულ ყველა სტრუქტურას მივაწვდით ჩვენი პროექტის შედეგებს, რათა შეიქმნას ამ უკუკავშირის მოდელი ინფორმაციის მიწოდებაზე.

კვლევის შედეგად ჩვენი რეკომენდაციები მიმართულია იმისაკენ, რომ სამედიცინო სამსახურები ორიენტირებული იყვნენ მოსახლეობის გამოვლენილ საჭიროებებზე და სისტემა - ეფექტურ რეაგირებაზე.

კვლევის შედეგად მიღებული რეკომენდაციები შემდეგია:

1. კონფლიქტით დაზარალებულ პირთა კვალიფიციური და ხელმისაწვდომი ფსიქოსოციალური დახმარება ფსიქოდიაგნოსტიკის მონაცემების საფუძველზე;

2. კონფლიქტურ რეგიონში მომუშავე სამედიცინო პერსონალის გადამზადება საომარი მოქმედებებით ტრავმირებულ კონტინგენტთან სამუშაოდ;

3. დევნილთა პოპულაციის განსაკუთრებული რისკის გათვალისწინება ჯანმრთელობის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების დროს;

4. ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებისას (განსაკუთრებით, შეღავათების შესახებ) დევნილებში მარტივი ენისა და სტილის გამოყენება ამ სფეროში კვალიფიციური პერსონალის მიერ; . დევნილთა სამედიცინო მომსახურების სრული პაკეტის უზრუნველყოფა რეგიონული სამედიცინო სამსახურის ერთი სტრუქტურის მიერ;

6. საზოგადოების მობილიზაცია, განსაკუთრებით, დევნილთა ჯანდაცვის პრიორიტეტების შეფასების, დაგეგმვისა და დანერგვის პროცესში;

7. ავადობასთან მჭიდროდ ასოცირებული ჯანმრთელობის დეტერმინანტების შეფასება და თანმიმდევრული ინტერვენციის გეგმის შემუშავება დევნილთა კონტინგენტში;

8. ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესების უზრუნველყოფა როგორც სისტემის დონეზე რეაგირების, ისე დაავადებათა მართვის მხრივ (პაციენტთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია).

ყველასათვის ცნობილია, რომ იძულებითი მიგრაცია ძალიან დიდი ტრავმაა, რადგან ადამიანი კარგავს თითქმის ყველაფერს, რაც მას შეუქმნია თავისი ცხოვრების მანძილზე. ხშირად ეს მიგრაცია უკავშირდება სიცოცხლის დაკარგვის საშიშროებას, შესაბამისად, ადამიანი ხვდება გაურკვევლობაში, მწვავდება მისი პიროვნული კონფლიქტები, - ის დეზორიენტირებულია. ადამიანები განიცდიან ტრავმულ შოკს. იძულებითი მიგრაციის დროს ირღვევა საზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის. დევნილთა ფსიქოლოგიური პრობლემები მოიცავს პიროვნების თითქმის ყველა სფეროს - იქნება ეს ემოციური, კომუნიკაციური, მოტივაციურ-მოთხოვნილებითი თუ ქცევითი. ის, თუ როგორ შეეგუება ადამიანი ახალ გარემოს, სადაც ის ხვდება იძულებითი მიგრაციის შემდეგ, მისი ადაპტაციის წარმატება მნიშვნელოვნად აღიქმება ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობითა და განწყობით. დევნილთა ფსიქოლოგიური შედეგების შესწავლა ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა არ მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის, არამედ მედიკოსებისათვისაც. მათ ერღვევათ სოციალური კავშირები, რაც ხშირად სოციალურ იზოლაციას იწვევს. კვლევებით დასტურდება, რომ ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც დევნილები ფსიქიატრიულ კლინიკებს აკითხავენ - ეს არის დეპრესია. ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საჭიროება - ეს ის შემთხვევაა, რასაც უნდა მიეცეს განსაკუთრებული შეფასება საგანგებო სიტუაციის რანგში.

5 რუბრიკა: ადამიანები ისტორიით

▲ზევით დაბრუნება


თავიდან დავიწყებ ყველაფერს...

0x01 graphic

აფხაზეთიდან ვარ დევნილი, ზუგდიდთან ახლომდებარე სოფლიდან, იქ კარგი სახლ-კარი მქონდა, წელში გამართული ოჯახი მყავდა და მომავლის არ მეშინოდა. დედაჩემი ადრე დაქვრივდა, 29 წლის ასაკში, მაგრამ ისე დაგვზარდა ობლები - მე და ჩემი ორი და, რომ მატერიალური სიდუხჭირე არ გვიგრძვნია, ეს მას დიდი შრომის ფასად უჯდებოდა და ჩვენც შრომის სიყვარული ჩაგვინერგა, ჩვენი შრომით შევქმენით ყველაფერი. დღეს აღარაფერი გაგვაჩნია, სახლკარი ეთნოწმენდის დღეებში გადაგვიწვეს, მაგრამ მთავარია, რომ ყველანი გადავურჩით იმ სასაკლაოს.

ამჟამად ვცხოვრობ ზუგდიდში, სადაც ნათესავმა შემიკედლა ოჯახთან ერთად პატარა ნაგებობაში, რომელსაც ძველმანების, სამეურნეო იარაღების შესანახად ხმარობდა. მე მისი მადლიერი ვარ, რადგან ჭერი, როგორიც არ უნდა იყოს ის, ჭერია; ამ ჭერქვეშ ვცხოვრობ მეუღლესთან, ორ ვაჟთან და დედასთან ერთად და ვცდილობ, ნაკლებად ვიფიქრო ჩემს დაფერფლილ სახლ-კარზე. შეიძლება, გაგიჟდე კაცი...

1993 წელი იდგა, ჩვენი სოფელი უკვე გადამწვარი იყო, მე ზუგდიდში ვიყავი დაბინავებული, მაგრამ ვიფიქრე, შევი პარები, ვნახავ, იქნებ რამე გადარჩა-მეთქი ჩემს ნაეზოვარში. ველოსი პედზე ვიჯექი და ნაღმს გადავუარე თაგილონის გზაზე. ინციდენტი რომ შემემთხვა, შვილიც ახლოს მყავდა. მან საზღვარზე გადამაცილა და თავად ზუგდიდისკენ გაბრუნდა, რომ აფეთქებაც გაისმა. უფიქრია, ეს მამაჩემი ხომ არ არისო და დაუფიქრებლად გადმოულახავს მდინარე (ჰესიდან წყალი იყო გაშვებული), მე, თურმე სისხლში ვცურავდი... ეს უმძიმესი შოკი იყო მისთვის, ნანახს ვერ ივიწყებდა და მე იქით მიხდებოდა მისი გამხნევება, ბავშვი ფაქიზი ბუნებისაა, თუმცა ეს არც მოზრდილებისათვის არის იოლი სანახავი. ყველა მხარში ამომიდგა, დედა, დები, მათი ოჯახები, მაგრამ მეუღლის თანადგომა მაინც სულ სხვაა. ოჯახი სტიმულია, მე რომ არ მქონოდა ოჯახის წინაშე მოვალეობის გრძნობა, ალბათ, დიდხანს ვერ ავიყვანდი თავს ხელში, ძალიან ძნელია ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა კაცი რამდენიმე წუთში საპყრად გადაიქცე... მივდექი-მოვდექი, რაღაც გამომივიდა, რაღაც არა, მაგრამ ბავშვები გავზარდე, ახლა აქეთ მეხმარებიან. ოჯახი მხარდაჭერაა, სიყვარული, ურთიერთგაგება. მის გარეშე სიძნელეების დაძლევა წარმოუდგენელია.

ინვალიდობამ საგრძნობლად შეცვალა ჩემი ცხოვრება, განსაკუთრებით მძიმედ გადამქონდა ეს ამბავი პირველ წლებში, როცა მოულოდნელად ოჯახის მარჩენალი ოჯახის ტვირთად მაქცია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინციდენტი მოხდა 1993 წელს, ანუ დევნილობის პირველ წელს, როცა გამოსული არ ვიყავით უსახლკაროდ დარჩენის შოკისგან და დევნილებს გვჭირდებოდა გაორკეცებული ძალა ფიზიკური არსებობისათვის, ინვალიდობამ და მისგან გამომდინარე უმწეობის განცდამ შემირყია ფსიქოლოგიური წონასწორობა. დიდ ძალისხმევად დამიჯდა თავის ხელში აყვანა, გასაზრდელი მყავდა შვილები, მოსავლელი - დედა, ინვალიდობა რომ არა, ალბათ, უფრო მეტი შანსი მექნებოდა ისეთი სამუშაო მეშოვა, რომელიც მეტ შემოსავალს მომიტანდა, ვიმუშავებდი მშენებლობაზე ან ვაჭრობას მივყოფდი ხელს.

ლუკმა-პურის საშოვრად მეგობართან ერთად „ჯართისაგან“ ავაწყვე ავტომანქანა და დავიწყე მოსახლეობის გადაყვანა ენგურსგაღმა და პირიქით. ვინაიდან პროთეზი არ მაძლევს დიდ გასაქანს, მანქანას უპირატესად ჩემი მეგობარი მართავს, თუმცა მეც დავყვები, როგორც საფასურის ამკრები, მანქანის შემკეთებელი. ეს რომ გახმაურდა, პენსია მომიხსნეს, მუშაობსო. ოთხი თვის ბრძოლა დამჭირდა, რომ მიმეღწია მისი ხელახალი დანიშვნისათვის.

ლუკმა-პურს აღარ ვჩივი, შვილები მომესწრნენ და როგორმე გავიტანთ თავს, მაგრამ გამუდმებით საკუთარ ჭერზე ვფიქრობ, ახლა გამუდმებით იმაზეა ლაპარაკი, რომ დევნილების დაბინავების დრო დადგა. ეს ერთადერთი შანსია ჩემი ოჯახისათვის, ჩემი იყოს და არ ვჩივი, კარგი ცხოვრება მეც მინახავს და ვიცი, როგორია, მაგრამ ახლა არაფერს ვწუნობ, ამისთვის ის ნუ დამძრახავს, ვისაც სხვის ჭერქვეშ, სამადლოდ ცხოვრების სიმწარე არ განუცდია. ოდესმე, ვიცი, დავბრუნდებით, ჩემი სადარდელი ის არის, დედა ისე არ მომიკვდეს, რომ თავის ეზოში არ გაიაროს. მეც მინდა დაბრუნებისას ძალა მერჩოდეს, ახლიდან დავიბადები, თავიდან დავიწყებ ყველაფერს...

ტყიდან გამოვარდნილი კაცი

სოხუმის თეატრი მიყვარდა, დიდი სივრცე იყო, ლამაზი ფოიე, მაშინ ასე არ იყო ადამიანი ტელეეკრანს მიჯაჭვული, თეატრს სხვა ძალა ჰქონდა და სპექტაკლზე არანაკლებ ერთმანეთთან შეხვედრას მივესწრაფოდით, ის დრო მენატრება, ის ხალხი, ახლა რომ დათითოვებულნი სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში ვასრულებთ სიცოცხლეს.

ომზე ბევრი ფილმი მინახავს, სპექტაკლიც, რას ვიფიქრებდი, რომ ის, რაზეც დარბაზში ცხელი ცრემლით მიტირია და ქმრის დასაცინი გავმხდარვარ, თავად გადამხდებოდა

მახსოვს, ბოლო სეზონში დუმბაძის „ჰელადოსი“ დადგა გოგი ქავთარაძემ, ავი წინათრგძნობა იყო თუ სხვა რამ, ასე არც ერთი სპექტაკლი არ განმიცდია, მაშინ მეგონა, სოხუმიდან აყრილი ბერძნები მებრალებოდნენ, თურმე საკუთარ მომავალს დავტიროდი.

ამას წინათ გაზეთში წავიკითხე, ოსები დაგვცინოდნენ, ცოცხლები გაიქცნენ, მკვდრები ბრუნდებიანო. ცოცხლები არ დაგვაყენეს, მაგრამ ასე მკვდრებად დაბრუნება ჯობია, ჩვენს სახლებში გაფოფრილი მოძალადეების ყოფას, ცოდვის სიმძიმე ადრე თუ გვიან მათაც არ დააყენებთ იქ, თუმცა დღეს შეიძლება ვერ გრძნობდნენ ამას.

„ვიემში“ (ასე ვეძახდით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიმდებარე უბანს სოხუმში), რუსული გვარის გამოისობით „წმენდას“ გადაურჩა და საკუთარ სახლში კიდევ რამდენიმე წელი იცხოვრა ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, რომელიც ბოლოს მაინც საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველ წლებში რამდენჯერმე გადმოვიდა საზღვარზე და მისი ნაამბობიდან ვიცი, რა ხდებოდა ქალაქში ჩვენი წამოსვლის შემდეგ. იმ ტაციაობასა და შეხლა-შემოხლაში ღამე არ გავიდოდა თურმე, რომ ქართველის სადაო სახლი არ გადამწვარიყო, საქმე ხშირად სისხლის ღვრამდეც მისულა და ერთმანეთსაც უფრთხოდნენ. წარწერა „მოკავებულია“ იშვიათად თუ აბრკოლებდა ვინმეს, ამიტომ ცდილობდნენ, დღე და ღამე ედარაჯათ უკვე სათავისოდ დაგულვებული სახლისათვის, რომ სხვა არ შეჭრილიყო.

0x01 graphic

ჩვენს მეზობელ სახლში ოჩამჩირის მთიანი სოფლიდან ჩამოსული შუახნის აფხაზი დაბინავებულა, ქუჩის აყალმაყალში არ ერეოდა, ახალ სამეზობლოს არ ეკარებოდა, გამომლაპარაკებელს გაურბოდა, მოკლედ, დიდი უჟმური და პირქუში კაცი ჩანდა და გულში მივაწყევლიდი ხოლმე, რამდენი ქართველის ცოდვა ექნება დადებული-მეთქი - მიყვებოდა მეგობარი...

ერთ დღეს მხარზე შეზლონგით დაუნახავს ქუჩაში, იმ დროს ავეჯის გაზიდვა-გადმოზიდვით ვერავის გააკვირვებდი, მაგრამ გარედან ამ უმნიშვნელო „ქონების“ შეტანა შეძლებული ქართველის ყველაფრით სავსე სახლში, როცა ქუჩებშიც უამრავი ძვირფასი ავეჯი იყო გამოყრილი, „შოვნისა და ხვეჭის“ საერთო ისტერიის ფონზეც კი ყოვლად გაუგებარი ჩანდა. რაკი ჩემი მეგობარი რუსი ეგონა, ჩუმად უთქვამს, რა ვქნა, ვერც ერთ საწოლში ვერ დავიძინე, სულ პატრონები მელანდება, ეს სახლიდან წამოვიღე, იქნებ ამაღამ მაინც მოვხუჭო თვალიო.

რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ იმ შეზლონგით გამოსულა სახლიდან, მე ჩემს სოფელში წავედი, აქ არაფერი დამრჩენია და, ვისაც სინდისი ეყოფა, იცხოვროს, ქვეყანას მე ვერ გავასწორებ, ჩემი ცოლ-შვილი ვერ დამიმორჩილებია და იმიტომაც ჩავვარდი ამ დღეშიო.

ხომ ამდენი წელი გავიდა, ხომ ამდენი არაკაცური და დაუნდობელი ამბავი დაგვათიეს მათაც კი, ვინც უახლოეს ადამიანებად მიგვაჩნდა, ამ უცნობი აფხაზის ამბავი არ მავიწყდება, ომი ყველაფერს თავის სახელებს არქმევს, რომელ ინტელიგენტს არ აჯობა სინდისით ამ უბრალო გლეხმა, გინდ ტყიდან გამოვარდნილი კაცი უძახონ, გინდ უფხო და ჩამორჩენილი.

6 „გული მიწუხს და ხშირად ცრემლი მომდის თვალებზე სოხუმის დაცემის გამო“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სამშობლოს სიყვარულითა და ერთგულებით, ჰუმანიზმითა და ადამიანური დიდბუნებოვნებით გამთბარი პოეტური სტრიქონები, კრიალოსანივით ერთ მთავარ ძაფად აკინძულნი, თანმიმდევრულად იზიდავენ მკითხველის ყურადღებას. მის ლექსებში საკუთარი მსოფლმხედველობა, სამყაროს არსის ინდივიდუალური, ფილოსოფიური აღქმა ისეა შეკავშირებული ზოგადთან, საყოველთაოსთან, რომ ღრმად ჩახედული მკითხველი თავის თავს პოულობს, ითავსებს და ერთიანდება მათში. ეს არის პოეზიის უპირველესი ამოცანაც, რომელსაც ავტორი შესანიშნავად ართმევს თავს, - ასე წერდნენ გაზეთებში პოეტ თამაზ ახალაიაზე. დღეს ის ჩვენი რუბრიკის სტუმარია.

- როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი მოღვაწეობა?

- ბავშვობიდან ვწერდი, შემოქმედების გზაც ასე იწყება. ბანალურად, პირველმა სიყვარულმა დამაწყებინა ლექსების წერა. დღემდე მხოლოდ სამი მცირე კრებული მაქვს გამოცემული. ლექსები არასდროს დამითვლია. ერთი კვირის წინ რამდენიმე ლექსი დავხიე. უკვე ასაკში ვარ და საკუთარი თავისადმი მოთხოვნები იზრდება. არაფერი მაქვს სატრაბახო, ან რა უნდა მქონდეს გალაკტიონის, მუხრან მაჭავარიანის, ჯარჯი ფხოველისა და სხვა გენიოსი მოღვაწეების მერე.

- რას ეძღვნება თქვენი პოეზია?

- ჩემი შემოქმედება სიკეთისა და სამართლიანობისათვის ბრძოლაა. სიყვარულისა და სხვისი ჭირ-ვარამისადმი თანალმობა არის მასაზრდოებელი ძალა ჩემი ლექსებისა. ვთვლი, რომ ლექსმა უნდა ილაპარაკოს პოეტზე და არა პოეტმა - ლექსზე. „მე ვარ პოეტი მეფე“, - ეს მხოლოდ გალაკტიონს შეეძლო ეთქვა, ამის თქმის უფლება სხვას არ შეიძლება ჰქონდეს. მე ყოველთვის ერთ პოზიციას ვიცავდი ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც და მას სამშობლოს სიყვარული ჰქვია.

- რა არის ის, რასაც ყველაზე მეტად განიცდით?

- უსამართლობაზე ყოველთვის ვრეაგირებ ცხოვრებაშიც და პოეზიაშიც. უსამართლობა არის ის, რისი დათმენაც არ შემიძლია. ძალზე მწვავედ მოქმედებს ჩემზე ის ფუჭი ღონისძიებები, რაც გატარდა აფხაზეთის მიმართ. გარსია ლორკამ თქვა: „ერთი ცრემლით ვარ სხვაზე მეტი“. გული მიწუხს და ხშირად ცრემლი მომდის თვალებზე სოხუმის დაცემის გამო, დაღუპულებზე, გარდაცვლილი მეგობრების გახსენებაზე.

- პოეტობა თქვენთვის რეალობიდან გაქცევის საშუალება ხომ არ არის?

- ჩემი ლექსების ყოველი სტრიქონი რეალობის ამსახველია. მოვლენები, რაც ჩემში და ჩემს გარეთ ხდება, ლექსებში აისახება. რაც უნდა თვალი დავხუჭო, გასაცოდავებულ და დუხჭირ ცხოვრებას ვერსად გავექცევი - ეს რეალობაა, რომელშიც მიწევს ყოფნა. რომ გავიხსენოთ, ვაჟა-ფშაველა ქოხმახში ცხოვრობდა, ტერენტი გრანელი სარდაფში აფარებდა თავს, დიოგენე კასრში ცხოვრებას დასჯერდა, მაგრამ ამით მათ სახელს არაფერი დაჰკლებია. არ მიყვარს ჩივილი, მაგრამ სიდუხჭირე თვითონ ჩივის სიდუხჭირეზე.

- თქვენი ლექსების მიღმა ვინ დგას - მედგარი, მეოცნებე თუ განდეგილი ადამიანი?

- ცაში ფრენა არ მიყვარს, მაგრამ მეოცნებე თუ არ არის კაცი, ვერაფერს შექმნის. მჯერა, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ლექსები დარჩება და მე მათში ვიცოცხლებ, როგორც პოეტი. მე არ მწყურია დიდება, ტაში, მხოლოდ ნათელი უნდა დავტოვო.

- ომის შემაძრწუნებელი შედეგები რამდენად მწვავედ აისახა თვენს ცხოვრებასა და შემოქმედებაზე?

- აფხაზეთი ჩემი მოურჩენელი იარაა. ჩემს ლექსებში აფხაზეთის ტკივილი გამოკვეთილადაა ასახული, ცხოვრებაზე კი ხედავთ, როგორ აისახა. ომმა გაგვანადგურა სოციალურად და მორალურადაც, მაგრამ იმედი არ უნდა დაკარგოს ადამიანმა. ამისთანა მდგომარეობას დიდხანს ვერ დაითმენს ადამიანი და, ღვთის წყალობით, გამოჩნდება ვინმე, ვინც გამოიყვანს საქართველოს ამ მდგომარეობიდან. მჯერა, რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც გვიხსნის ჩვენი ნიჭი და გენი. საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა და არც შეიძლება სხვანაირად მოხდეს.

- ბუნებრივია, გქონდათ გაუთავებელი მერყეობა იმედსა და სასოწარკვეთას შორის, ნუგეშს რაში პოულობდით, სად არის ნუგეში ასეთ დროს?

- მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, მე ყოველთვის იმედიანად ვარ. ნუგეში მხოლოდ იმედსა და უფლის მფარველობაშია.

- ყველაზე მძაფრად გაუსაძლისი ყოფის პრობლემა თქვენ წინაშე როდის დადგა?

- ომის შემდეგ, უკვე 18 წელია ვიტანჯებით. ამ ხნის მანძილზე ბევრ გასაჭირს გავუძელი: ომს, დევნილობას, სამი ოპერაცია გადავიტანე, გულის პრობლემებიც მაქვს, ბოლო დროს ძალიან ხშირად ვხდები ცუდად. 64 წლის ვარ. 18 წელია ნათესავის სახლში ვცხოვრობ. მდგომარეობა გაუსაძლისია, ცხოვრებისათვის ელემენტარული პირობები არ მაქვს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში საცხოვრებელი ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით ერთი წელია განცხადება შევიტანე და პასუხი არ მიმიღია. დევნილობამ ყველაფერი შეცვალა: უზრუნველი წლების მონაცვლეობაც, ჯანმრთელობაცა და ბევრი სხვა რამ.

- დღეს ყველაზე მეტად რაზე ფიქრობთ, რა არის თქვენი ყველაზე დიდი საწუხარი და სიხარული?

- 60 წელს რომ გადასცილდება კაცი, ფიზიკურად დაღმართზე ეშვება, სულიერად კი აღმართზე, მაღლა იწევს. როგორც პოეტი ერთ რამეზე ვწუხვარ, რომ წიგნის გამოცემის საშუალება არ მაქვს. სულ სამი კრებული მაქვს გამოცემული სოხუმში, მას მერე წიგნი არ გამომიცია. 15 წლის განმავლობაში კი ბევრი ლექსი დამიგროვდა. რაც შეეხება ყველაზე დიდ საწუხარსა და სიხარულს, ისევ ძველ ნათქვამს დავუბრუნდები - ჩემი საწუხარი და სიხარულიც აფხაზეთია. ჟამი ცვალებადია და მჯერა, რომ ადრე თუ გვიან საქართველო გამთლიანდება.

0x01 graphic

7 გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP)

▲ზევით დაბრუნება


გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP ) საქართველოში პროგრამების განხორციელება 1993 წლიდან დაიწყო. 1993-1999 წლებში WFP-ის დახმარებას, ძირითადად, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და მოსახლეობის სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველი სხვა ფენები იღებდნენ. 1999 წლიდან, WFP ის რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნა სურსათი სამუშაოსათვის პროექტების განხორციელებაზე, რომელთა მიზანია სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად თბილისში დევნილთა პირველი ნაკადის გამოჩენიდან 24 საათის განმავლობაში WFP-მ შესძლო მათი სურსათით უზრუნველყოფა. იმის გამო, რომ დევნილთა განსახლების დროებით ცენტრებში არ არსებობდა საჭმლის მომზადებისათვის საჭირო პირობები, WFP-მ მიზნად დაისახა ამ ცენტრების მზა საჭმლით უზრუნველყოფა - მიწოდებული იქნა მაღალკალორიული ნამცხვარი და პური. ამასთანავე, WFP-მ საკუთარ თავზე აიღო იმ საველე სასადილოების სურსათით მომარაგება, რომლებიც ხელისუფლებამ და საქველმოქმედო ორგანიზაციებმა აამუშავეს დევნილთათვის ცხელი საკვების უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულება გაფორმდა პურის საცხობებთან და უკვე აგვისტოს თვეში 10 საცხობი აწვდიდა დევნილებს WFP-ის ფქვილით გამომცხვარ პურს.

აგვისტოს ბოლოსათვის WFP-მ სასურსათო დახმარება აღმოუჩინა 138,000 ადამიანს, მათ შორის, დევნილებსა და კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას. მოსახლეობას დაურიგდა პურის ფქვილი, მაკარონი, ზეთი, შაქარი, მარილი, ლობიო, ბრინჯი და ორცხობილა.

მდგომარეობის შედარებით დარეგულირებისა და დევნილთა ნაწილის საკუთარ სახლებში დაბრუნების შემდეგ WFP-მ განაგრძო სურსათის დარიგება ბუფერული ზონის სოფლებში (მათ შორის, პერევში). ამასთანავე, AWFP-ი ყოველთვიურად სურსათით ამარაგებს კომუნალურ ცენტრებსა და ახალ ჩასახლებებში განთავსებულ დევნილებს.

2009 წლის თებერვალში WFP-მ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (UNHCR) და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად დაიწყო ფულადი დახმარების ერთობლივი პროგრამა დევნილი მოსახლეობისათვის. სამი თვის განმავლობაში ფულადი დახმარება გადაეცა 30 000-მდე დევნილს დამატებითი სურსათის, ზამთრის ტანსაცმლის, ჰიგიენური საშუალებებისა და ბავშვთა კვების შესაძენად.

2009 წლის აპრილიდან WFP-მ დაიწყო „სურსათი სამუშაოსათვის“ და „ფული-სამუშაოსათვის“ პროექტების განხორციელება. პროექტები ითვალისწინებდა კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებსა და დევნილთა ჩასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ პროექტის მონაწილეთათვის თანხისა და სასურსათო პროდუქტების დარიგებას.

აღნიშნული პროგრამით სოფლებსა და დევნილთა ჩასახლებებში ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრა, თუმცა გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი დიდია: საირიგაციო და სადრენაჟე არხების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის გაყვანა, ჭების მოწყობა, სასოფლო მიწების რეკულტივაცია, ნაპირდამცავი გაბიონების მოწყობა, სამოსახლო და სასოფლო-სანეურნეო მიწების შემოღობვა და ა.შ. ამჟამად შემოღობვის პროექტები მიმდინარეობს დევნილთა ჩასახლებეში - შავშვებში, სკრაში, ხურვალეთში, მეტეხსა და თელიანში.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) პარტნიორობით WFP-ი დევნილთა ჩასახლებებში ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანია დევნილი ოჯახებისათვის შემოსავლის წყაროს შექმნა. დევნილებისათვის აშენდა გომურები და ოჯახებს დაურიგდა წვრილფეხა საქონელი (ცხვრები და თხები). მიმდინარეობს საქათმეების მოწყობა და უახლოეს მომავალში დევნილებს დაურიგდებათ შინაური ფრინველი.

WFP-ი მომავალშიც გეგმავს დევნილთა ჩასახლებებსა და ბუფერულ სოფლებში მსგავსი პროექტების განხორციელებას, მათ შორის, FAO-სთან პარტნიორობით საირიგაციო სისტემებისა და სასმელი წყლის ჭების მოწყობას.

საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების სააგენტო (IRD)

საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების სააგენტოს (IRD ) მიზანია მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ჯგუფების სიდუხჭირის შემცირება და მათი თვითკმარობის ამაღლების მიზნით მექანიზმებითა და რესურსებით უზრუნველყოფა.

IRD წლიურად 500 მილიონი დოლარით ეხმარება აფრიკას, აზიას, აღმოსავლეთ ევროპას, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთს. 1998 წლიდან საერთაშორისო

დახმარებისა და განვითარების სააგენტომ 1.75 მილიარდი მოახმარა მთელი მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მისიას.

ამჟამად IRD აყალიბებს და ახორციელებს დახმარების პროგრამებს 40 ქვეყანაში ექვს ძირითად სექტორში:

  • დემოკრატია, მმართველობა და საზოგადოების განვითარება;

  • საზოგადოების სტაბილიზაცია;

  • ჰუმანიტარული დახმარება;

  • მდგრადი სასოფლო-სამეურნეო დახმარება;

  • ჯანმრთელობა და ჰიგიენა;

  • ინფრასტრუქტურა.

IRD-საქართველო 1998 წლიდან მოღვაწეობს. 12 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შემდეგი პროექტები განახორციელა:

  • 1998-დღემდე - DOS-ის დაფინანსებული პროექტი „პირველადი სამედიცინო ნივთების გავრცელების პროექტი იძულებით გადაადგილებულთათვის და სხვა დაუცველი პირებისათვის საქართველოში“ დასავლეთ საქართველოს რეგიონებისათვის.

  • 2008-2009 - OFD-ს მიერ დაფინანსებული პროექტი: „გარდამავალი თავშესაფარი იძულებით გადაადგილებულთათვის“.

  • 2006-2009 - USDA-ს მიერ დაფინანსებული პროექტი „სასოფლო-სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა“, ქვემო ქართლსა და ჯავახეთის რეგიონებში.

  • 2008-2010 - DOS/BPRM-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოციალური საცხოვრისის მოდელი საქართველოში“, სამეგრელოს რეგიონში.

  • 2008-2010 - UNHCR-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „გარდამავალი თავშესაფარი იძულებით გადაადგილებულთათვის; გრძელვადიანი თავშესაფარი და ცხოვრების საშუალებებით უზრუნველყოფა აფხაზეთის დევნილებისათვის; ცხოვრების საშუალებებით უზრუნველყოფა შიდა ქართლის დევნილებისათვის“ თბილისში, რუსთავსა და შიდა ქართლის რეგიონში.

  • 2010-მიმდინარე - UNHCR-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „შემოსავლის გენერირება კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში და დახმარება გამოზამთრებაში იძულებით გადაადგილებულთათვის“ თბილისსა და შიდა ქართლში.

„UNHCR-ის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „იძულებით გადაადგილებულთა და შიდა ქართლში დაბრუნებულთა ცხოვრების საშუალებებით უზრუნველყოფა“ პირდაპირი გავლენა მოახდინა 15 000 ადამიანზე, რომლებიც ახალ დასახლებებსა და ბუფერული ზონის სოფლებში ცხოვრობენ შიდა ქართლის რეგიონში. მებაღეობის, საოჯახო და სათემო პროექტებმა საშუალება მისცა ყველა სამიზნე ბენეფიციარს, ჰქონოდა საშუალება მათი მომავლის უზრუნველსაყოფად. გაუმჯობესებულმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ, სათესლე მასალამ და პირუტყვმა, რომელიც პროექტის ფარგლებში იქნა გადაცემული ბენეფიციარებისათვის, საშუალება მისცა ომისშემდგომი პერიოდის შეჭირვებულ მოსახლეობას, უფრო დაცულად ეგრძნო თავი“, - განაცხადა IRD-ის შიდა ქართლის პროექტის ხელმძღვანელმა, ბექა მიქაუტაძემ.


Mercycorps

Mercycorps-ი არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია ადამიანების დახმარება, შეიქმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი საზოგადოება გაჭირვების, სიღარიბისა და ჩაგვრის დაძლევის მეშვეობით. 1979 წლიდან MERCYCORPS-მა 100-ზე მეტ ერს გაუწია 1.3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში არსებული სათაო ოფისების მხარდაჭერით. ორგანიზაციის ჰუმანიტარულ პროგრამებში მსოფლიოში დასაქმებულია 3700-ზე მეტი ადამიანი, ამჟამად დაახლოებით 40 ქვეყანაში ეხმარება 16.7 მილიონ ადამიანს.

საკუთარი მისიის განხორციელებას MERCYCORPS -ი შემდეგი ღონისძიებების მეშვეობით ცდილობს:

  • გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა, რაც გულისხმობს კონფლიქტებით ან კატასტროფებით დაზარალებული ადამიანების შველას.

  • მდგრადი ეკონომიკური განვითარება. იგი მოიცავს სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, საცხოვრებელი გარემოსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ განვითარებას, განათლების სფეროსა და გარემოს დაცვის, აგრეთვე ადგილობრივი მმართველობის გაძლიერებას.

  • სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივები. იგი ავითარებს და ხელს უწყობს მოქალაქეების მონაწილეობას, ანგარიშვალდებულებას, კონფლიქტების მოგვარებასა და კანონის უზენაესობას.

საქართველოში MERCYCORPS-ის საქმიანობის ძირითადი მიზანია მდგრადი და უსაფრთხო საზოგადოების შექმნის ხელშეწყობა ახალი სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელებით ღარიბ და/ან კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში.

პროექტები

MERCYCORPS-მა 2008 წლის სექტემბრიდან 2009 წლინ მარტის ჩათვლით განახორციელა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/OFDA მიერ დაფინანსებული პროექტი: „იძულებით გადაადგილებულთა და დაბრუნებულთა დახმარება გორის რაიონში“. პროექტს ჰქონდა ორი ძირითადი მიმართულება:

1. სათემო მობილიზაციის მეშვეობით ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოებისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა. იგი მოიცავდა გორის რაიონის 19 სოფელს 4 ტერიტორიული ერთეულიდან - ვარიანი, კარალეთი, შავშვები და მეჯვრისხევი. პროექტის შედეგად სარგებლობა მიიღო 25000-ზე მეტმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

განხორციელდა შემდეგი საქმიანობები:

  • სადრენაჟო არხის აღდგენა სოფელ ახალდაბაში;

  • სასმელი წყლის სათავის აღდგენა სოფელ არაშენდაში;

  • სასმელი წყლით მომარაგება ვარიანის მეურნეობისათვის;

  • მდინარე ჭარიბულას ფსკერის გაწმენდა წყალდიდობების თავიდან ასაცილებლად სოფელ კარალეთში;

  • საირიგაციო სისტემების შეკეთება სოფელ დიდ გარეჯვარსა და კარალეთის საკრებულოში;

  • წისქვილის გაკეთება შავშვების საკრებულოში;

  • სასოფლო-სამეურნეო მინდვრებისაკენ მიმავალი გზის შეკეთება სოფელ ზერტში;

  • სასოფლო-სამეურნეო ბაზრის შეკეთება მეჯვრისხევის საკრებულოში;

  • მცირე სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის დარიგება შემდეგ სოფლებში: ვარიანში, საქაშეთში, პატარა გარეჯვარში, დიდ და პატარა მეჯვრისხევში, კვარხეთსა და მუმლაანთკარში;

2. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან იძულებით გადაადგილებული პირების მოსახლეობის პირდაპირი დახმარება. განხორციელდა შემდეგი საქმიანობები:

  • იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ზამთრის ტანსაცმლითა და საოჯახო თეთრეულით უზრუნველყოფა (მოსარგებლეთა რაოდენობა - 4618 ადამიანი);

  • განსაკუთრებით გაჭირვებულ დევნილთა დახმარება საოჯახო და სხვა ნივთებით (მოსარგებლეთა რაოდენობა - 293 ადამიანი);

  • პურის საცხობი თონეების დაპროექტება და აშენება იძულებით გადაადგილებულ პირთა შემდეგ ჩასახლებებში - შავშვები, ბერბუკი, ხურვალეთი და სკრა (მოსარგებლეთა რაოდენობა - 1700-ზე მეტი ადამიანი).

„პროექტის „იძულებით გადაადგილებულთა და დაბრუნებულთა დახმარება გორის რაიონში“ მთავარი მიზანი იყო დროულად დავხმარებოდით იმ ადამიანებს, რომელთაც ომის შედეგად ყველაფერი დაკარგეს და ბედნიერი ვარ, რომ წვლილი შევიტანე მათი ცხოვრების პირობების გაადვილებაში“, - მიხეილ სარალიშვილი, შესყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი, MERCYCORPS -ი.

8 რუბრიკა: ერთი გმირის ისტორია

▲ზევით დაბრუნება


ჩემი დიდი საგანძური

0x01 graphic

-ნი ნინო რაზმაძე დამსახურებული პედაგოგი, შემოქმედი და ამასთანავე სამაგალითო მეოჯახეა. ენით აუწერელია ის სითბო, რომელიც სანზონაში, ბაგა-ბაღის ერთ-ერთ ოთახში ტრიალებდა... ვერაფრით დაივიწყა მშობლიური აჩაბეთი და ახლა მოგონებებითა და დაბრუნების იმედით ცხოვრობს. ყველაფერი უყვარს, რაც მშობლიურ კუთხეს ახსენებს - შესასვლელში გამხმარი სამკურნალო მცენარეები უკიდია, ოთახის ყვავილები მოაშენა და იქვე, საბავშვო ბაღში პედაგოგებსაც კი ეხმარება.

უფროსი მასწავლებლის წოდება და ნაყოფიერი მუშაობით განვლილი 51 წელი

- თქვენ, ქალბატონო ნინო, პედაგოგობა აირჩიეთ, მხოლოდ ცხრამეტი წლისამ შეაღეთ მშობლიური აჩაბეთის რვაწლიანი სკოლის საკლასო ოთახის კარები და აბა თქვენზე უკეთ ვინ უწყის, რა ძნელია იყო ცეროდენების მასწავლებელი?! თქვენ ეს შესძელით. ადამიანის სამოღვაწეო ასპარეზი იმდენად ფართოა, რომ თითქმის ბუნების მრავალფეროვნებას უტოლდება, მაგრამ ამ მზის ქვეშ მასწავლებლობაზე მადლიანი პროფესია არ არსებობს, ცხოვრების გზას ადამიანი კი თვითონ ირჩევს და მისი ნაღვაწი, მისი ნაკეთები საქმე, როგორც წესი, მისივე პიროვნების ხატი ხდება. ეს გზა ასეთი იყო:

აჩაბეთის რვაწლიანი სკოლის პიორენთხელმძღვანელი 1957-1961 წლებში;

ამავე სკოლის დაწყებითი კლასების რუსული ენის მასწავლებელი 1962-1976 წლებში, ამავდროულად, ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი კლასების პედაგოგიკისა და მექანიკის ფაკულტეტის სტუდენტი;

1962 წლის 24 ნოემბერი - დაოჯახება, მეუღლე - ნიკოლოზ ზაქარიას-ძე კახნიაშვილი;

1964 წლის 19 თებერვალი - პირველი შვილის დედობრივი სითბო;

1965 წლის 17 ნოემბერი - მეორე შვილი;

1967 წლის 27 ოქტომბერს მესამე შვილი, პარალელურად ინსტიტუტის დამთავრება;

1975-1976 სასწავლო წლებში დაწყებითი მეორე კლასის ნამდვილ მასაწავლებლად იგრძენით თავი;

წლების მანძილზე მეთოდური წრის ხელმძღვანელი, რესპუბლიკური სამეცნიერო პედაგოგიური კონფერენციების მუშობაში აქტიური მონაწილე;

1982 წლის 6 ივლისი - განათლების სამინისტროს ნომერ 563-ე ბრძანებით მოგენიჭათ უფროსი მასწავლებლის წოდება და დღემდე უმწიკვლო და ნაყოფიერი მუშაობით განვლო 51-მა წელმა.

... შემდეგ იყო 2008 წლის 7 აგვისტოს ომის ქარცეცხლიანი დღეები, რუსული აგრესიის შედეგად, საჰაერო დაბომბვით, საქართველოს ძირძველ და ტკივილიან მხარეში, ქართველი, ქართულ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში გახდა ეთნიკური წმენდის მსხვერპლი, განადგურდა მოსახლეობა და განათლების კერები, ჩაკვდა სიცოცხლე სამაჩაბლოში და შეწყდა პედაგოგიური მოღვაწეობა...

მდუმარებს ჩემი ხეობა,
სოფლად არ ყივის მამალი.

- ქალბატონო ნინო, თქვენი ბავშვობის შესახებ რომ გვიამბოთ?

- დავიბადე 1938 წლის 2 სექტემბერს, ცხინვალის რაიონის სოფელ აჩაბეთში, გლეხის ოჯახში; ძმა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა ცხინვალის პედაგოგიურ ინსიტიტუტში; მოხალისედ წავიდა სამამულო ომში 1959 წელს და სასიკვდილოდ დაჭრილი ჩამოგვიყვანეს უკან, სადღაც 3 თვეღა აკლდა ოჯახში დაბრუნებამდე, მაგრამ... ჩამოყვანიდან რვა დღე იცოცხლა. 21 წლის რა დღესაც გაგვიხდა, 22 ივნისს სული დაგვილია, გარდაგვეცვალა და დავრჩით სამი და. ყველა გათხოვდა და მე მამას კერაზე ვიყავი დარჩენილი. კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ჩავდიოდი საფლავზე და ვნახულობდი სურათს მაინც. ამჟამად ვეძებ ჩემი ძმის სურათს და ვერც ერთ ნათესავთან ვერ მოვიძიე. მე ის ალბომი, რომელშიც ყველა სურათი იყო, სახლში დამრჩა, ვერაფერი წამოვიღეთ.

იმედმოკლებული მასწავლებელიც რომ იყოს, დაიღუპება, ამიტომ ყველას ამით ვაიმედებდი

- თქვენი ყოფილი მოსწავლეები თუ გაკითხავენ?

- ძალიან ბევრი. გასულ კვირას ჩასული ვიყავი გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა წყლის დასახლებაში. დისშვილი ცხოვრობს იქ და რომ გაიგეს ბავშვებმა ამის შესახებ, ვინც კი იყო იქ, აბსოლუტურად ყველა მშობლებიანად, ბავშვებიანად გამოვიდნენ, ჩემთან წამობრძანდით, გეპატიჟებითო. იმ დასახლებას რომ შევხედე, გული ამიტირდა (სხვათა შორის, დასარჩენად წავედი, მაგრამ ვეღარ გავძელი): აი რა დაკარგეს და სად შევიდნენ?! ვინც ვერ მნახა, ძალიან განიცადეს. ძალიან გვენატრება ერთმანეთი. სატელეფონო კავშირით თუ ვუკავშირდებით ერთმანეთს, მე ხომ ყველგან ვერ ვივლი. წეროვანში არიან, საქაშეთში, წმინდა წყალზე გორში, ბერბუკში, ხევთუბანში, ხურვალეთში, რა ვიცი სად არ არიან მიმოფანტულები. ჩემი დაბადების დღე არ გამორჩებათ, იმათი დაბადების დღეები, სასწავლო წლის მილოცვა, ახალი წელი მე არ გამომრჩება და აი, ესეთ ურთიერთკავშირში ვართ.

ჩემი მოსწავლეები ძალიან განიცდიან იმ ფაქტს, რომ თავიანთ მშობლიურ სკოლაში ვეღარ დადიან. ბოლო კლასში მყავდა ერთერთი მოსწავლე ზემო აჩაბეთიდან, ლანა ჭულუხაძე, რომელიც ვერაფრით მიიყვანეს სკოლაში 2008 წლის სექტემბერში. დედა ეკითხება: „რატომ არ მიდიხარ, ყველა მიდის სკოლაში?“ - არა, მე ჩემი ნინო მასწავლებელი და ჩემი კლასი მინდაო, უპასუხა ლანამ. ორი კვირა ისე გავიდა, ბავშვმა სკოლაში არ იარა. იძულებული გავხდი, მეკითხა სად ცხოვრობმეთქი. მივედი და ვუთხარი: „შვილო, ამ წელს ასე ისწავლე, მერმის დავბრუნდებით აუცილებლად“. იმედმოკლებული მასწავლებელიც რომ იყოს, დაიღუპება, ამიტომ ყველას ამით ვაიმედებდი და აი ეს, პესიმისტური ხასიათი მაქვს. ძალიან დიდი სიამოვნებით შემიძლია თითოეული ბავშვი გავიხსენო...

ჩემი ყოფილი მოსწავლეებიც ძალიან განიციდიან დევნილობას და ჩვენს ულამაზეს მხარეზე ლექსებს წერენ. ჯემალ ჭულუხაძე ჩემი ყოფილი მოსწავლეა, ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის დრამატულ თეატრში, ქართულ დასში მუშაობდა მსახიობად. მან ასეთი ლექსი შემომთავაზა:

„განსაცდელშია სამშობლო,
დიდი ლიახვის ხეობა
ყველასგან მიტოვებულებს
ღმერთო, შეგვმატე მხნეობა.

ერედვის ტყეზე გადმოველ
მალგზით მრავალჯერ მავალი,
მდუმარებს ჩვენი ხეობა
სუფლად არ ყივის მამალი.

ლიახვიც გარინდებულა,
მიიპარება მალულად
ოსურ სოფლებზე გამოვლით
რა მთები გამოპარულა!
უცებ მომაწვა ნაღველი,
და გული ხტოდა, როკავდა
გადაგვიკეტეს გზაკვალი,
გამოგვიცხადეს ბლოკადა.

ცხრა სოფელს გზები შეეკრა,
ფეხებს ბორკილი დაედო
თითქოს ლეში ვართ ყველანი,
მტერთა საჯიჯგნად დავეგდოთ.
ცხრამეტი წელი სრულდება
ხვნეშით, ოხვრით და გოდებით,
ასეთ ყოფაში ჩაცვენილთ,
ქართველნო, არ გაგონდებით?
თქვენ მოგწონთ ლაღი ცხოვრება,
ღეჭავთ და ბერავთ რეზინას,
განა წინაპართ თქვენსავით, ლოგინში
მშვიდად ეძინათ?!

ქუდზე კაციო იტყოდნენ, მტერს
უხვდებოდნენ კაცურად,
ქართლი იყო თუ კახეთი,
ერთიან ძალით გასულან.

თქვენ, ლაღო ჩემო კარგებო,
და აღარ ფიქობთ იმაზე
მტერი ამაღამ ჩვენ გვიტევს,
თქვენც მოგადგებათ დილაზე.

ასე თუ ისე ვცხოვრობდით და
გვქონა მშვიდი ცხოვრება,
მაგრამ მხედავდით ოსისგან
ქართველთა შევიწროებას,
თუ მიხვდით, ქალაქს მოსდექით
სამაჩაბლოოს ძახილით
რატომ ჩააგეთ უკანვე ზეაწეული
მახვილი?

მტერთან პირისპირ დაგვტოვეთ
ძალი ვერ შეჭამს ქადილსა,
არ დავეცემით მუხლებზე, თავს
არ მოვიხვევთ მანდილსა,
ბევრი ვაჟკაცი მოგვიკლეს,
ცოცხლად კოცონზე დაგვიწვეს,
მაიც გულით ვერ გაგვტეხეს
ლომნი სამშობლოს იცავდნენ.

თამარაშენი გმირია, მტერთან
პირისპირ დამდგარა,
გაღმიდან შფოთავს რეიგი, განზე
არავინ გამდგარა,
აჩაბეთელი ქურთები, ძარწემ,
ქემერთელ, კეხველნი,
ისეთი ძმები გამხდარან,ბოღმით
სკდებიან მკრეხელნი.

ღამე დავძახებ შავლეგოს
კეხვის გადაღმა ზვერიდან,
და ნიქოზს შეუერთდება ხმა
ჩამოსული ზევიდან.

ჩემი გარჯით თუკი მოძმეს
ჭირი შეუმცირება,
ღმერთმა მეტი ძალა მომცეს,
მადლობა არ მჭირდება.

ბავშვები რომ შემოდიოდნენ, პირველივე კლასიდან ვიწყებდით სწავლას მეგობრობის ასაგებად. როცა ჩხუბობდნენ პატარები, ვაჟა-ფშაველას ლექსს ვიხსენებდი:

0x01 graphic

„ის არ გეგონოს ბიჭობა
ვისაც ერევი, ახრჩობდე,
ბიჭობა მხოლოდ ის არის,
სხვის დამხრჩვალს შენ რომ
სწამლობდე“.

აი ამით ვაგებდით, შვილო, მეგობრობას, სიყვარულსა და პატრიოტიზმს ერთმანეთში.

„ჩემო პატარა გიყვარდეს წიგნი
იცოდე მისი ყადრი და მოვლა,
გზას ცხოვრებისა გაგიკვლევს იგი
და შეიქმნები სწავლული ყოვლად“.

ამით ვიწყებდი ბავშვების მიღებას და ვამთავრებდი შემდეგით:

„სულ იხარეთ პატარებმა, სულ
ილხინეთ ბავშვებმა,
წყარო თქვენი ნეტარების, ნურც
ნურასდროს დაშრება,
სულ იხარეთ პატარებმა, სულ
იხარეთ ბავშვებმა“.

17 გამოშვება, 51 წელი, ამ ლექსით ვიღებდი და ვისტუმრებდი ბავშვებს. ყველაზე მეტად მწყდება გული ჩემს დიდ საგანძურზე - თითოეული გამოშვების ბავშვების დაწყებისა და დამთავრების მომენტებს ფირზე ვიღებდი. ყველაფერი ჩემს სახლთან ერთად დაიწვა...

- ქალბატონო ნინო, თქვენს კლასში თუ სწავლობდნენ ოსები?

- დიახ, სწავლობდნენ.

- როგორი თანაცხოვრება გქონდათ?

- ძალიან კარგი. ჩემს კლასში ნინო თედეევა სწავლობდა, თუმცა ისე ყავდათ მიღებული, როგორც ეთნიკური ოსი კი არა, ჩვენი თანამემამულე. არავითარი ოსქართველობა ჩვენში არ იყო, არ არსებობდა. ისედაც, ჩემს ოჯახში ოსი უფრო ხშირად მოდიოდა, ვიდრე ქართველი, ვინაიდან ჩემს მეუღლეს არქიტექტურაში ჰქონდა საქმე და სასწრაფო დახმარებაში. ოსს უფრო მეტს ვისტუმრებით სტუმარს, ვიდრე ქართველს. ურთიერთდამოკიდებულება როგორი გვქონდა? - ნათელმირონობა, ბავშვებს ვნათლავდით, რძალი გვყავდა ოსი, სიძე გვყავდა ოსი. სხვათა შორის, აგვისტოს დასაწყისში რა ვთქვი იცით? ყველგან აირია ქვეყანა და ჩვენ წესიერად და კარგად ვცხოვრობთ-მეთქი. თვალი ეცა, შვილო, აგვისტო გაგვითენდა და შავი დღე დაგვადგა. არა, ძალიან კარგ დამოკიდებულებაში ვიყავით. თუმცა, იყვნენ ისეთი ოსებიც, რომლებიც რიგში დგომისასაც გვანსხვავებდნენ, ზიზღით იტყოდნენ, ეს ქართველიაო. გამოგვიყვანდნენ და თვითონ მიიწევდნენ წინ. ამას კულტურის დაბალ დონეს მივაწერდით ხოლმე ჩვენ. მეც ადამიანი ვარ და ისიც, მაგრამ არსებობდნენ ისეთი ტიპის ადამიანებიც, იმ განათლებულ ხალხთან ერთად ეგეთებიც იყვნენ. ასეთი შემთხვევები ჩემთვის მაინცდამაინც პრობლემა არ იყო. იცით როგორი ორგანიზაციები გვქონდა იქ? რომ შეხვიდოდი, მილიონ საქმეს ერთ საათში გაგიკეთებდნენ, იქ ქართველი იყო თუ ოსი, არ ჰქონდა მნიშვნელობა. არავითარი განსხვავება განათლებულ კერებზე არ გვქნოდა.

მიუხედავად მრავალი ტანჯვისა, ნინო მასწავლებელი ოპტიმიზმით არის განწყობილი მომავლის მიმართ. მშვიდად გვიყურებს და გვაიმედებს: „უფალს გადასაშენებლად არ ვემეტებით - მისი სხივი მაშინაც კი ანთია, როცა იმედი ჩამქრალია“.

ეს ლექსი ჩვენს თანამემამულეზე დავწერე, რომელიც ამ ომს შეეწირა:

„აქ მშვიდად სძინავს გმირთაგმირს,
ვინაც ჯერ სულ მთლად ყმაწვილმა,
სამშობლოს გადასარჩენად მტერს თავზე ტყვია აწვიმა,
მაგრამ მუხთალმა სიკვდილმა ამ გმირთა-გმირსაც უწია,
ახლა აქ წევს და ჭადრები, ტოტებს ვით მკლავებს უწვდიან,
სამშობლოს შეწირულები არასდროს არა კვდებიან,
მოდიან ახალგაზრდები გმირის საფლავთან დგებიან
ფიცს დებენ დედა სამშობლოს ერთგული გაეზრდებიან“.

- -ნო ნინო, დიდი ხანია წერთ ლექსებს?

- როგორც კი იდეაში რაღაც დამესახებოდა, მაშინვე მომდიოდა მუზა და ვწერდი ლექსებს. ღამით ბევრს ვფიქრობ ხოლმე, როდესაც თვალებს ვხუჭავ, მიჩნდება სურვილი - დავწერო. რამოდენიმე დღის წინ ესეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი - წავედი საქაშეთში ჩემი ყოფილი მოსწავლის გასვენებაზე; ჩემდა უნებურად, ჩვენი ხეობა ამ ხეობას შევადარე. რომ დავბრუნდი გამიჩნდა სურვილი, დამეწერა. რასაკვირველია, ნაღვლიანი გულით...

ბოლოს კი იმედიანად გვემშვიდობება: „დიდი და ძლევამოსილი ერები გამქრალან; ღვთის მადლით, საქართველოს ძირძველ, ტკივილიან, ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე მომავალშიც გადავრჩებით. უფალს გადასაშენებლლად არ ვემეტებით. მისი სხივი მაშინაც კი ანთია, როცა იმედი ჩამქრალია“...

9 ქალთა უფლებების დაცვის სწრაფი რეაგირების ფონდი Urgent Action Fund

▲ზევით დაბრუნება


სწრაფი რეაგირების ფონდი (UAF) იძლევა მცირე ფულად გრანტებს გადამწყვეტ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან მომენტებში ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში.

სწრაფი რეაგირების გრანტების გამოყოფა

სწრაფი რეაგირების ფონდი (UAF) უზრუნველყოფს დროულ მცირე გრანტებს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ღონისძიებების მხარდასაჭერად მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე, რათა გამოყენებულ იქნას ხელსაყრელი შემთხვევები ქალთა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად. ასეთი შემთხვევები ხდება, როდესაც რამე მოულოდნელი მოვლენა - პოზიტიური ან ნეგატიური - ქმნის სიტუაციას, რომელშიც სწრაფ ჩარევასაც შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვეს.

სწრაფი რეაგირების ფონდი სხვადასხვა სახის საქმიანობას უჭერს მხარს, თუმცა ყველაზე მთავარი მიზანი მაინც ქალთა უფლებების დაცვის განვითარებაა.

სწრაფი რეაგირების ფონდი ძალადობრივი მეთოდების გამოუყენებლობის პრინცი პით ხელმძღვანელობს. არ ფინანსდება ჯგუფები ან ადამიანები, რომლებიც უწყობენ ხელს ძალადობას ან მასში მონაწილეობენ.

სწრაფი რეაგირების ფონდი 72 საათში რეაგირებს ყველა მოთხოვნაზე.

სწრაფი რეაგირების ფონდს არ შეუძლია გრანტების გაცემა ჰუმანიტარული ღონისძიებებისათვის, ზოგადი პროგრამული საქმიანობისათვის, გრძელვადიანი პროექტებისათვის ან კონფერენციებში ინდივიდუალი მონაწილებისათვის.

სწრაფი რეაგირების ფონდის გრანტები სამი კატეგორიის შემთხვევისთვისაა განკუთვნილი:

  • რეაგირება შეიარაღებულ კონფლიქტზე, ძალადობის ესკალაციაზე ან პოლიტიკურად არამდგრად გარემოზე;

  • პოტენციურად პრეცედენტის შემქმნელი სამართლებრივი ან საკანონმდებლო ქმედებები, ასევე ქმედებები, რომლის მიზანიც არის უკვე შექმნილი პრეცედენტის დაცვა;

  • ქალთა უფლებათა დამცველების დაცვა და უსაფრთხოება.

კატეგორიის მიუხედავად, საგრანტო შემოთავაზება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

სტრატეგიული - ქმედება უკავშირდება წინასწარ განსაზღვრულ გეგმას ისეთი სტრუქტურული ცვლილების განსახორციელებლად, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა უფლებების დაცვის წინსვლას.

მოულოდნელი და დროში გადაუდებელი - სიტუაცია ან შემთხვევა წინასწარ გაუთვალისწინებელია და რეაგირება სწრაფად უნდა მოხდეს, რომ ეფექტიანი იყოს.

მდგრადი - ჯგუფს შეუძლია ეფექტიანად განახორციელოს გათვალისწინებული ქმედება და ძალუძს ამ სტრატეგიასთან დაკავშირებული შემდგომი მუშაობის დაფინანსების უზრუნველყოფა.

მხარდაჭერის მქონე - ჯგუფს გააჩნია ადგილობრივად თუ გლობალურად ქალთა უფლებების დაცვის საქმეში ან მონათესავე სფეროში ჩართულ სხვა მონაწილეთა მხარდაჭერა.

როგორ მოვითხოვოთ გრანტები?

სწრაფი რეაგირების ფონდი უზრუნველყოფს დამატებით დაფინანსებას ჯგუფებისათვის, რომელთაც უკვე აქვთ ფინანსურად მდგრადი განხორციელების პროცესში მყოფი სტრატეგია და ჯგუფების გაერთიანებისათვის, რომლებიც ერთად რეაგირებენ კრიზისზე ან ახალი შესაძლებლობის გამოყენებაზე.

გრანტის მოთხოვნები სწრაფი რეაგირების ფონდს შეიძლება წარუდგინოთ პირადად ან ფონდისათვის ნაცნობ პირთა ან ორგანიზაციათა მეშვეობით.

ფონდს შეუძლია უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინოს მოთხოვნებზე, რომლებიც შეიცავს ფონდის ერთ-ერთი მრჩევლის ან მართვის საბჭოს წევრის, სხვა დამფინანსებლის ან ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციების რომელიმე ცნობილი წევრის რეკომენდაციას.

საგრანტო მოთხოვნები მიიღება ნებისმიერ ენაზე, თუმცა, ინგლიური, ესპანური და რუსული ენების გარდა, სხვა ენაზე შედგენილი მოთხოვნის სათარგმნად შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი დრო.

შეთავაზების ტექსტში შემავალი ინფორმაცია შეიძლება კონფიდენციალური დარჩეს, თუ ასეთი მოთხოვნა იქნება. წინადადებები სწრაფი რეაგირების ფონდს უნდა გაეგზავნოს ელ-ფოსტით, ფაქსით ან საფოსტო სამსახურის მეშვეობით.

საგრანტო წინანადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1. მოთხოვნის წარსადგენი პირის საკონტაქტო ინფორმაცია (გვარი, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ-ფოსტის მისამართი);

2. გრანტზე პასუხისმგებელი ჯგუფის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);

3. ორგანიზაციის მისიის აღწერა;

4. ჯგუფში მომუშავე ქალების რაოდენობა და მათი თანამდებობები (თუ არსებობს);

5. რეაგირებაში მონაწილე სხვა ჯგუფების სახელები და მათი პასუხისმგებლობა საერთო საქმეში (თუ ასეთები არსებობს);

6. რეკომენდატორი ორგანიზაციების ან პიროვნებების სახელები და მათი საკონტაქტო ინფორმაცია;

7. თქვენი ორგანიზაციის მიმდინარე ან წინა დამფინანსებლების ჩამონათვალი და მათი საკონტაქტო ინფორმაცია;

8. მიუთითეთ წყარო, საიდან შეიტყვეთ სწრაფი რეაგირების ფონდის შესახებ.

სიტუაცია

9. გთხოვთ, აღწერეთ მოვლენა, რომელმაც გამოიწვია თქვენ მიერ შემოთავაზებული რეაგირება. როდის მოხდა ეს მოვლენა?

10. იყო თუ არა სიტუაცია მოსალოდნელი?

11. როგორ იძლევა ეს სიტუაცია ქალთა უფლებების დაცვის საქმის წინ წაწევის საშუალებას?

სწრაფი რეაგირება

12. გთხოვთ, აღწერეთ რა რეაგირებას გვთავაზობთ ამ სიტუაციისათვის;

13. რატომ არის შემოთავაზებული რეაგირება დროში გადაუდებელი (რისთვის არის საჭირო დაფინანსება მოცემულ დროს)?

14. როგორ დაეხმარება ეს გრანტი ქალთა უფლებების დაცვის საქმის ხელშეწყობის უფრო ფართო სტრატეგიის მხარდაჭერას ამ რეგიონში ან გლობალური მასშტაბით?

15. როგორ შეგიძლიათ დაგვისაბუთოთ, რომ მონაწილე ჯგუფებს შესწევთ შემოთავაზებული რეაგირების განხორციელებისა და მომავალი მუშაობის დროს ამ შემთხვევაზე დაყრდნობის უნარი?

16. როდის მოელით, რომ თქვენი რეაგირება მოხდეს?

17. რა რაოდენობის თანხას მოითხოვთ? გთხოვთ, დააკონკრეტოთ ვალუტა;

18. როგორ იქნება ფული გამოყენებული? გთხოვთ, მოგვაწოდოთ ბიუჯეტი;

19. ამ საქმის მხარდასაჭერად კიდევ რა სახის წყაროებია ხელმისაწვდომი?

20. საჭიროა თუ არა, რომ ამ მოთხოვნის შესახებ იფორმაცია კონფიდენციალურად იქნეს შენახული? თუ ასეა, გთხოვთ, აგვიხსნათ რატომ.

სწრაფი რეაგირების ფონდთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ მიმართოთ ქალთა ფონდს საქართველოში შემდეგ მისამართზე:

თბილისი, ლადო ასათიანის ქუჩა №52;
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 32) 93 50 94;
ელ. ფოსტა: urgentact@urgentactionfund.org.

0x01 graphic

10 ქალთა უფლებების დამცველი - ფონდი „ტასო“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ქალთა პროგრამა ფონდშიღია საზოგადოება - საქართველო 1998 წლიდან მუშაობდა. ამ ხნის მანძილზე პროგრამა განვითარდა, შეიძინა მრავალი თანამოაზრე და საქმიანი პარტნიორი, 2007 წლის იანვარში კი, სამწლიანი თანმიმდევრული მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, გარდაიქმნა დამოუკიდებელ ქალთა ფონდად, სახელით - ფონდი ტასო. ფონდი პროგრამის მემკვიდრე და მისი მისიის გამგრძელებელია. ფონდის ამოცანაა თანმიმდევრული, შედეგზე ორიენტირებული მუშაობა ქალთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოში. ფონდ ტასოს ძირითადი მიზნებია: საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობა; ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესებში; გენდერულ ძალადობასთან ბრძოლა.

ფონდ ტასოს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ გვესაუბრა ფონდის გენერალური დირექტორი, ქალბატონი მარინა თაბუკაშვილი.

- ქალბატონო მარინა, თქვენმა ფონდმა როდიდან დაიწყო დევნილთა საკითხებზე მუშაობა?

- ფონდი „ტასო“ 2008 წლის აგვისტოს ომის პირველივე დღეებიდან საკუთარი ხარჯებით მუშაობდა გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად დევნილ მოსახლეობასთან. ჩვენ ქართველი და უცხოელი მეგობრების დახმარებით ვმოქმედებდით, საქმეში ჩავრთეთ ჩვენი ფონდის პარტნიორები, გრანტის ყოფილი მიმღებები - კახეთის სოფლებში მცხოვრები ქალები. კახელებმა არაჩვეულებრივი გულისხმიერება გამოიჩინეს: ერთ მანქანას რომ ნაყიდი საკვებით დაგვიტვირთავდნენ, მეორეს ოჯახებიდან გამოტანილი, შემოწირული პროდუქტით გვატანდნენ. ხალხში დევნილთა დახმარების გულწრფელი სურვილი აღიძრა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაშინ ბევრი ადამიანი აკეთებდა ამას - მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ შესანიშნავად ააწყო ჰუმანიტარული დახმარების დარიგების საქმე, რესურსიც მეტი ჰქონდა: თანამშრომლები, ფული, მანქანები, ოთახები და დარბაზი პროდუქტის, საბან-ლეიბების, ჭურჭლის, ჰიგიენის პროდუქტებისა და სხვათა შემოსატანად, გადასაწყობად და მისატანად დევნილთა განსახლების ადგილებში; ცალკე მუშაობდნენ მისამართების სიების შესადგენად, გადაუდებელი საჭიროებების გასარკვევად. მრავალი ადამიანი სწორედ იქ მიდიოდა, თავის სამსახურს სთავაზობდა და ფონდის თანამშრომლებთან ერთად მუშაობდა დევნილების დასახმარებლად.

2008 წლის სექტემბრის ბოლოს დავწერეთ პირველი პროექტი დაზარალებული მოსახლეობისათვის. პროექტი სს „საქართველოს ბანკის“ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ფონდმა დააფინანსა. ეს ეროვნული ფონდია და დიდი გულისყურით მოეკიდა ჩვენ მიერ წამოწყებულ საქმეს. ვიმუშავეთ შიდა ქართლში, კონფლიქტით დაზარალებულთა 8 სოფელში და იძულებით გადაადგილებულთა დასახლებებში: ტყვიავში, ტირძნისში, გუგუტიანთკარში, ქვემო ნიქოზში, ვარიანში, კარალეთის თემის დევნილთა დასახლებაში, ასევე ფრონეს ხეობაში - არადეთში, დირბსა და დვანში.

- ძირითადად, რას ეხებოდა თქვენი პროექტი?

- ეს იყო კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა მხარდაჭერა შემოსავლის მომტანი საქმიანობის განსახორციელებლად. მუშაობა 2009 წლის 12 მარტიდან დავიწყეთ. სოფლებში მაცხოვრებელ ქალბატონებთან უშუალო თანამშრომლობა ყოველთვის უაღრესად საინტერესოა. წარმოიდგინეთ, რამდენად განსაკუთრებული იყო მუშაობა იმ სოფლებში, სადაც ხალხმა სულ რამდენიმე თვის წინ გამოსცადა ოჯახის წევრების დაღუპვა, წამება, სახლ-კარის, საქონლის განადგურება; სადაც გიჩვენებდნენ, რომ გარშემორტყმული მთების რომელი წერტილებიდან აქვს მათ სოფელს ოკუპანტების ლულები მოშვერილი და გიამბობდნენ, რომ სახლი აქეთ მხარეს აქვთ, ბაღი კი - „იქით“ დარჩათ, ზოგგან კი „იქით“ სოფლის სასაფლაო დარჩა. აქ ყველა მსხვერპლია, თავს ჰუმანიტარული დარიგებების სიის ნაწილად მიიჩნევდნენ. ზოგ სოფელში, როდესაც ჩვენი პროექტი წარვადგინეთ ქალთა პირველივე ხალხმრავალ კრებაზე, გვითხრეს, თუ ფული გაქვთ, ამდენი და ამდენი სული ცხოვრობს ჩვენს სოფელში, გაგვინაწილეთ, დაგვირიგეთ და წადითო. ჩვენ კი ვუხსნიდით, რომ მათ შორის ნდობით აღჭურვილი ქალები უნდა აერჩიათ ჩვენთვის ადგილობრივ კონსულტანტებად, პროექტები უნდა დაეწერათ, ბიუჯეტები უნდა შეედგინათ, ბანკში პირადი ანგარიშები გაეხსნათ...

ვუსმენდით მათი უბედურებისა და გაჭირვების ამბებს, ჩვენსას ვუყვებოდით, ვეურთიერთებოდით სასულიერო პირებს, რომელნიც ქალებს კრებებზე მოჰყავდათ, ვარიგებდით წიგნებსა და ინფორმაციას სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციების პროექტების/შესაძლებლობების შესახებ და ამასობაში, თითქმის 3 თვის განმავლობაში, ნდობაც მოვიპოვეთ და პროექტების წერაც ვასწავლეთ 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულ ქალებს. კონკურსის ფარგლებში 122 პროექტი შემოვიდა და შეფასების/შერჩევისა და წინასწარშერჩეული პროექტების ბიუჯეტების მოდიფიკაციის რთული პერიოდის შემდეგ, ადგილობრივ კონსულტანტებთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება 53 პროექტის დაფინანსების შესახებ. გრანტების ხელშეკრულებებს საზეიმოდ მოეწერა ხელი ქ. გორში, გენდერულ რესურსცენტრში, რომელიც გაეროს სააგენტოების მხარდაჭერით გაიხსნა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ, გაეროს ქალთა ფონდის (Unifem) ინიციატივითა და მხარდაჭერით, ჩვენი კონკურსის ყველა აპლიკანტი ჩართო მცირე ბიზნესის განვითარების ერთთვიან სასწავლო პროგრამაში. შემოდგომაზე, პროექტების მონიტორინგმა ცხადყო, რომ ჩვენგან მხარდაჭერილი საქმიანობები - საქონლის, ღორების, კურდღლების, ქათმების ფერმები და ა.შ., სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრანტებისმიმღებთა ოჯახებისათვის, რადგან აქ, მებაღეობის რეგიონში, ხალხს ძალიან უჭირს მოსავლის გაყიდვა და ბაღებიდან მიღებული ძალიან მცირე შემოსავალი ვერაფრით უზრუნველყოფს გრძელი და ცივი ზამთრის გატარებას. მაგრამ ეს სხვა საკითხია, საკითხი ქვეყნის აგრალური პოლიტიკის გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ.

- ამ პროექტის გარდა, სხვა პროექტიც თუ გაქვთ განხორციელებული დევნილი მოსახლეობისათვის?

- ამ პროექტის პარალელურად ჩვენ დავიწყეთ მეორე პროექტი - „კარალეთის ქალთა ცენტრი ძალადობასთან საბრძოლველად და სათემო განვითარებისათვის“, რომელიც ეხება ადგილობრივ თემებში ქალთა განვითარებასა და სათემო მობილიზაციას, რაც მოიცავს ძალიან მძლავრ სასწავლო პროგრამას. ამ პროექტში ჩვენი დონორები იყვნენ: ნორვეგიის ლტოლვითა საბჭო და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. პროექტის ფარგლებში სოფელ კარალეთის ადმინისტრაციულ შენობაში ნორვეგიელების დახმარებით 2 ოთახი გავარემონტეთ. მათ შორის ერთი - დარბაზი, მეორე კი პირველ სართულზე, საოფისედ. ეზოში ამოვიყვანეთ წყალი, ავაშენეთ ტუალეტი და შევიყვანეთ გაზი. ახლა იქ არის ნორმალური ოფისი, 2 კომპიუტერით, ინტერნეტითა და ბიბლიოთეკით აღჭურვილი. მოსახლეობას უფასო მომსახურებას ვუწევთ ისეთ საქმეებში, როგორებიცაა: განცხადებების დაწერა, ამობეჭვდა, დოკუმენტების ასლების გადაღება, ასევე უფასო სატელეფონო მომსახურება, ინფორმაციის მიწოდება და დაკავშირება სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ომით დაზარალებულთა სასარგებლოდ მუშაობენ.

კარალეთის თემისათვის ჩვენს ოფისში შევადგინეთ ორი ბიბლიოთეკა - მოზრდილთათვის ლიტერატურით ადამიანის, ქალის უფლებების შესახებ; მეორე კი არის საბავშვო ბიბლიოთეკა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ძალზე მიმზიდველი და აუცილებელი. აქ მოდიან სკოლის მასწავლებლები, დედები და ბებიები და წიგნები ბავშვებისათვის მიაქვთ. ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ჩართვით განხორციელდა მძლავრი საგანმანათლებლო პროგრამა ადამიანის უფლებების, ქალთა უფლებების სფეროში: ქალი და მშვიდობა, გენდერი და ეკონომიკა, ოჯახური ძალადობა, შრომითი მიგრაცია და ტრეფიკინფი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა. ეს პროგრამა განვავრცეთ სახსრების დამატებით ღია საზოგადოების ინსტიტუტის გრანტიდან, დავამატეთ ე.წ. „მოლაპარაკე სტუმრების“ საგანმანათლებლო პროგრამაც. პროექტის მონაწილეებისათვის ჩატარდა 3-დღიანი ტრენინგი თემაზე „ქალი და პოლიტიკა“; თემს სტუმრობდნენ და ესაუბრებოდნენ ექსპერტები; ჩატარდა სემინარები თემებზე „სათემო მობილიზაცია“, „მკერდის კიბოს პრევენცია“, ეკოლოგია და სხვ. ყველაზე მნიშვნლოვანი კი ისაა, რომ ღია საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით დიდი წარმატებით ტარდება მუშაობა ახალგაზრდულ ჯგუფთან. ახალგაზრდებმა, გოგოებმაც და ბიჭებმაც, მიიღეს სერიოზული სწავლება ადამიანის უფლებების, უკანონო მიგრაციისა და ტრეფიკინგის, ბუნების დაცვის სფეროებში და დღეს უკვე თავიანთი თემისათვის სასარგებლო, სერიოზული ინიციატივებით გამოდიან.

ჩვენთან, ძირითადად, კარალეთის თემში შემავალი სოფლებიდან მოდიოდა ხალხი, მაგრამ ასევე მოდიოდნენ მიმდებარე 8 სხვადასხვა სოფლიდან, ფრონეს ხეობიდანაც. 3 ქალი კი ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე თბილისში განთავსებული დევნილთა დასახლებიდან დადიოდა. ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა 139 ადამიანმა. პროექტმა სხვა ორგანიზაციების საგანმანათლებლო თუ უფლებისდამცავ პროექტებსაც უმასპინძლა, ასევე - ცალკეულ ღონისძიებებს. მაგალითად, გაეროს მოსახლეობის ფონდმა, რომელიც წელს ხელძღვანელობდა გენდერული ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ჩატარებას, ერთ-ერთი ღონისძიება კარალეთის ცენტრში გამართა; გაეროს ქალთა ფონდის გენდერულმა კონსულტანტმა, ქალბატონმა თამარ საბედაშვილმა კარალეთის ცენტრში ჩაატარა ქალთა კონვენციის 30-წლიანი იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება; ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ კარალეთში ჩაატარა მარგარეტ მიდის სახელობის 3-დღიანი კინოფესტივალი. ჩვენ ასევე ვუმასპინძლეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წევრებს, რომლებმაც მისიის მიზანი აუხსნეს მოსახლეობას, ასევე ჩატარდა სხვა ღონისძიებებიც.

პროექტი 2010 წლის მაისის ბოლოს დასრულდება, შედეგთა შორის ერთი უმთავრესთაგანი ისაა, რომ რამდენიმე სოფლის წარმომადგენლობით, ჩამოყალიბდა მოტივირებულ ქალთა ჯგუფი, რომელიც უკვე თავად ახორციელებს ჰუმანიტარულ საქმიანობებს იძულებით ადგილნაცვალთათვის და სოფლის დაუცველი მოსახლეობისათვის; ჩვენთან, სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობს ქალთა უფლებების დაცვის საქმეში; ავლენს პრობლემებს და გეგმავს მომავალ საქმიანობებს; მასპინძლობს სხვა ორგანიზაციების მიერ მათი, მეზობელი სოფლების მოსახლეობისათვის გამართულ ჰუმანიტარულ აქციებს. ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ ამ ჯგუფს გრანტის სახით გადაეცემა ქონება, რომელიც ჩვენი პროექტის განსახორციელებლადაა შესყიდული და ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას კიდევ ერთი ორგანიზაცია შეემატება.

0x01 graphic

- როგორია თქვენი ორგანიზაციის სამომავლო გეგმები?

0x01 graphic

- ძალიან სერიოზული. 2010 წლის დეკემბრიდან ჩვენ ჩავერთეთ პროექტში „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“, რომელსაც გაეროს ქალთა ფონდი (Unifem) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (ქალთა საინფორმაციო ცენტრი) ახორციელებს ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერით. პროექტი სამწლიანია. ფონდი „ტასო“ იმუშავებს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა სოციალური მობილიზაციისათვის შერჩეულ თემებში - შიდა ქართლში, ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისსა და თბილისში.

უკვე მოვიარეთ შერჩეული სოფლები და დევნილთა ჩასახლების ადგილები, კრებები ჩავატარეთ ჩვენი პროექტის თანამშრომლებთან, ადგილობრივ სათემო მუშაკებთან ერთად. ბევრი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლეთ ხალხისაგან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანები, და ქალები განსაკუთრებით, დაინტერესდნენ ჩვენი პროექტით. აქედან გამომდინარე, წინ საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმეები გველის.

- რა არის ამ პროექტის განხორციელების მიზანი?

- ამ პროექტის ერთი მიზანი არის ის, რომ მოსახლეობა აქტიური გავხადოთ, რათა მათ შესძლონ თავიანთი ინტერესებისა და უფლებების დაცვა. ეს არის დემოკრატიული მშენებლობის არსებითი საფუძველი. გარდა ამისა, ადამიანებს ეკონომიკური საქმიანობის საშუალება უნდა მიეცეთ. დემოკრატიის განვითარება ეკონომიკურ განვითარებასთანაა გადაჯაჭვული, საშუალო კლასის ფორმირების გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება.

პროექტის ფარგლებში განვახორციელებთ შემდეგ საქმიანობებს: დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა სოციალური მობილიზაცია მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობისათვის; ქალთა უფლებების სფეროში განათლების ხელშეწყობა, რათა გაიზარდოს საზოგადოების მოთხოვნა სოციალური სამართლიანობის მისაღწევად; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა; თემის მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივი ბიუჯეტების შედგენისას გენდერული თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დასაცავად.

0x01 graphic

11 ქალთა ფონდი საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ქალთა ფონდი საქართველოში (WFG) არის გრანტის გამცემი პირველი ადგილობრივი ფონდი, რომელიც დაარსდა ქალთა გაძლიერებისა და საზოგადოებაში აქტიურად ჩართვის მიზნით.

ქალთა ფონდი საქართველოში დაარსდა საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის (ECDC) მიერ. ზემოთ აღნიშნული ცენტრი მუშაობს ადგილობრივი ფილანთროპიის განვითარებაზე, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქალთა საკითხებზე 1998 წლიდან, ევრაზიის ფონდის, ეუთოს მისიის, მსოფლიო ბანკის, „ღია საზოგადეობა - საქართველოსა“ და „გლობალური ფონდი ქალთათვის“ მხარდაჭერით.

საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის მთავარი მიზანი იყო ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსების თავმოყრა ქალთა უფლებების მხარდაჭერისათვის, ფილანთროპიის ადგილობრივი განვითარება სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით, როგორიცაა პუბლიკაციები და კვლევები. საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი თავდაპირველ ეტაპზე ასრულებდა საინფორმაციო ბანკის ფუნქციას ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი დონორებისათვის, რომელბიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ. მოგვიანებით, კერძოდ 2005 წლიდან, საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი მუშაობის ახალ ეტაპზე გადავიდა და დაარსდა ქალთა ფონდი საქართველოში.

მისია და პრიორიტეტები

ქალთა ფონდის მისიაა მთელი საქართველოს მასშტაბით ქალთა მხარდაჭერა და წახალისება თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში აქტიური, თანაბარი მონაწილეობისათვის.

ქალთა ფონდის პრიორიტეტებია: ქალთა ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც მუშაობენ ქალთა უფლებებზე; ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება; საზოგადოების ცნობიერების გაზრდა ქალთა საკითხებთან დაკავშირებით; ქალთა დახმარება კონფლიქტურ ზონებში; საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერა და დაწინაურება საზოგადოებაში ქალთა თანამშრომლობის ინიციატივების მხარდაჭერის გზით. ზემოთ აღწერილი მიზნების მისაღწევად ფონდი აქტიურად უჭერს მხარს თავისი საქმიანობით ქალების საზოგადოებაში ჩართულობას.

დაარსების დღიდან ქალთა ფონდის მუშაობას საქართველოში მხარს უჭერენ და ეხმარებიან სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. ფონდი არის ქალთა ფონდების საერთაშორისო ქსელების წევრი და აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა შეხვედრებში.

საგრანტო კომპონენტი

ქალთა ფონდი საქართველოში ეხმარება ქალთა ჯგუფებს, რათა გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაციების როლი რეგიონში, მოხდეს რესურსების მიმართვა ქალთა უფლებებზე და, ამასთან, დამყარდეს კავშირი კონფლიქტის ზონის ქალებთან საქართველოში.

დაარსებიდან ქალთა ფონდი წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, აცხადებს საპროექტო წინადადებების მიღებას. კონკურსის შინაარსი და პრიორიტეტები განისაზღვრება ქალთა საჭიროებებისა და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით. 2009 წლიდან ქალთა ფონდმა დაიწყო ე.წ. ღია კარის საგრანტო პროგრამა ქალთა ჯგუფებისა და ორგანიზაციებისათვის, ქალების მიმდინარე და სამომავლო საჭიროებებიდან გამომდინარე.

დღემდე ქალთა ფონდმა საქართველოში განახორციელა 10 საგრანტო კონკურსი და გასცა 76 გრანტი. საერთო ჯამში, გაცემული თანხის რაოდნება აღწევს 144 172 აშშ დოლარს.

ქალთა ფონდის არასაგრანტო კომპონენტი:

  • ტექნიკური დახმარება - ქალთა ფონდი საქართველოში ტექნიკურ დახმარებას უწევს ქალთა ჯგუფებს სოფლისა და ძნელად მისასვლელ ადგილებში მაცხოვრებელ ქალებს, რათა გაზარდოს მათი დამოუკიდებლობის, აქტივობის დონე სოფლისა და კონფლიქტის ზონებში.

  • ცნობადობის ზრდა - ქალთა ფონდი მუშაობს ქალთა ჯგუფებთან მათი ლიდერობის უნარისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების გაზრდის მიმართულებით. ფონდმა მოამზადა ტრენინგ-მოდული - „გენდერი, ქალთა უფლებები და ორგანიზაციული განვითარება“. გარდა ამისა, ქალთა ფონდი ახორციელებს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ქალთა პრობლემების მიმართ საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად, ამასთანავე ფონდის არსებობისა და საქმიანობის გასაშუქებლად.

  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერება - ეს მიმართულება ორიენტირებულია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, რაც გამოიხატება მათთვის საბაზისო ბიზნესუნარების სწავლებასა და შემდგომში მათ დაკავშირებაზე სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების ესკალაციისა და საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქალთა ფონდის აქტივობები (როგორც საგრანტო, ისე არასაგრანტო მიმართულება) ორიენტირებულია კონფლიქტით დაზარალებულ ქალებზე, მათ ინიციატივებზე უკეთესი ცხოვრებისათვის. ქალთა ფონდი ეხმარება მათ საკუთარი უფლებების ადვოკატირებასა და სამშვიდობო თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობისათვის.

მიმდინარე ეტაპზე ქალთა ფონდი ახორციელებს ორ ძირითად პროექტს, რაც უკავშირდება დევნილთა ეკონომიკურ გაძლიერებას.

პროექტი „საქართველოში მცხოვრებ დევნილთა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ხორციელდება ქალთა ფონდის მიერ სლოვაკურ ორგანიზაციასთან „ადამიანები გაჭირვებაში“ თანამშრომლობით და ფინანსდება სლოვაკეთის მთავრობის მიერ. პროექტის ხანგრძლივობა არის 18 თვე და განხორციელდება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დევნილ მოსახლეობასთან ორ ჩასახლებულ თემში - წეროვანსა და შავშვებში - და ერთ ურბანულ თემში - გარდაბანში. პროექტი ფუკუსირებულია დევნილთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე, მოქალაქეობრივ ჩართულობასა და სოციალური კაპიტალის გაზრდაზე ახალ ჩასახლებებში.

პროექტის მიზნებია:

  • ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა;

  • დევნილთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება;

  • დევნილთა დასახლებებში თემის მუშაობის განვითარება;

  • დევნილთა სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა;

  • დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება.

პროექტი გამიზნულია აღნიშნულ თემებში მცხოვრები ყველაზე მოწყვლადი დევნილებისათვის (მარტოხელა დედები; ხანშიშესული ადამიანები; ახალგაზრდები, რომლებსაც პროფესიული გამოცდილება არ გააჩნიათ; განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები; უმუშევრები და ა.შ.) და მოიცავს შემდეგ საქმიანობებს:

  • ბიზნესტრენინგების ჩატარება;

  • დახმარება მცირე ბიზნესების წამოწყებაში;

  • პრაქტიკული უნარებისა და ხელობების სწავლება;

  • მცირე ინფრასტრუქტურული სახის სამუშაოების ჩატარება;

  • სათემო კომიტეტის ჩამოყალიბება;

  • საჯარო შეხვედრების მოწყობა დევნილთა და ადგილობრივ მოსახლეობასთან;

  • სათემო პროექტების განხორციელება.

მეორე პროექტი „ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა საქართველოს პოსტკონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში“ მიმართულია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე. პროგრამის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ისეთ მოწყვლად, ღარიბ და ძნელად მისადგომ რეგიონებში, როგორიცაა შიდა ქართლის პოსტკონფლიქტური ზონა, ჩრდილო კახეთი, ზემო იმერეთი და რაჭა. პროგრამის ფარგლებში ქალთა ეკონომიკური ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის მიღწევა შესაძლებელი გახდება მათთვის ახალი რესურსების შეთავაზებით მათივე ინიციატივების განსახორციელებლად, რაც ქალებს მეტ გამბედაობასა და შინაგან ძალას მისცემს, ნაყოფიერ შრომაში სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი.

პროგრამა განხორციელების პირველ, 2010 წელს შიდა ქართლის მცხოვრებ ქალებს დაეხმარება თავიანთი იდეების რეალიზაციაში მცირე ბიზნესის წამოწყების გზით: ბიზნესუნარების განვითარებისა და მომგებიანი ბიზნესგეგმების შედგენით; საუკეთესო გამოცდილების გაზიარებითა და კომპლექსური ცოდნის მიღებით, გაიუმჯობესონ პირადი და თავიანთი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა. პროგრამა ფინანსური რესურსებით წაახალისებს და ხელს შეუწყობს ქალებს, რათა შემუშავებულ ბიზნესიდეებს ხორცი შეასხან და ამით გავლენა მოახდინონ თავინთ სოციალურ და ეკონომიკურ გარემოზე.

პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობები კომპლექსურია და გულისხმობს შემდეგ უმთავრეს კომპონენტებს:

1. პროგრამის მონაწილე ქალების შერჩევა რეგიონებში ტესტირების გზით;

2. შერჩეული ქალების ტრენინგი თემაზე: „როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი“;

3. საგრანტო კონკურსი ტრენინგის მონაწილე ქალებისთვის მცირე გრანტების მოსაპოვებლად.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალებს შემდეგი სოფლებიდან და დევნილთა დასახლებებიდან:

  • გორის რაიონის სოფლები: ფხვენისი, ნიქოზი, ტირძნისი, ბროწლეთი, ქვემო ხვითი, ერგნეთი, მეღვრეკისი;

  • გორთან ახლოს მდებარე დასახლებები: ვერხვები, საქაშეთი;

  • კარალეთთან ახლოს მდებარე სოფლები: კარალეთი, კიწნისი, შერთული, არბო, მერეთი;

  • ქარელი და მიმდებარე სოფლები: დვანი, რუისი, გოგეთი, ფლევი;

  • ქარელთან ახლოს მდებარე დასახლებები: ახალსოფელი და მოხისი.

პროგრამაში მონაწილეობისათვის ქალების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ, უმუშევარ ან დაბალხელფასიან, იძულებით ადგილნაცვალ, მარტოხელა დედებსა და ოჯახის მარჩენალ ქალებს.

პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით.

სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა

ქალთა ფონდი საქართველოში სწრაფი რეაგირების ფონდთან (UAF) თანამშორმლობით აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მცირე გრანტების სწრაფად და დროულად გაცემას ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად.

სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა უზრუნველყოფს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ღონისძიებების მხარდასაჭერად მცირე გრანტების გაცემას ისეთ შემთხვევებში, როდესაც რაიმე მოულოდნელი მოვლენა - პოზიტიური ან ნეგატიური - ქმნის სიტუაციას, რომელშიც სწრაფ ჩარევას შეუძლია მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა.

სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს ან ინდივიდუალურ აქტივისტებს, რომლებიც ასოცირებულნი არიან რომელიმე ქალთა ორგანიზაციასთან.

სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა მხოლოდ შემდეგი სამი კატეგორიის შემთხვევისთვისაა გამიზნული:

  • შეიარაღებულ კონფლიქტზე, ძალადობის ესკალაციაზე ან პოლიტიკურად არამდგრად გარემოზე რეაგირება;

  • პოტენციურად პრეცედენტის შემქმნელი სამართლებრივი ან საკანონმდებლო ქმედებების (ან სხვა ქმედების, რომლის მიზანია უკვე შექმნილი პრეცედენტის დაცვა) განხორციელება;

  • ქალთა უფლებათა დამცველების დაცვა და უსაფრთხოება.

კატეგორიის მიუხედავად, საგრანტო განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

სტრატეგიული - როცა ქმედება უკავშირდება წინასწარ განსაზღვრულ გეგმას ისეთი სრტუქტურული ცვლილების განსახორციელებლად,მ რომელიც ხელს შეუწყობსმ ქალთა უფლებების დაცვას.

მოულოდნელი და დროში გადაუდებელი - როცა სიტუაცია ან შემთხვევა გაუთვალისწინებელია, ხოლო რეაგირება უნდა მოხდეს სწრაფად, რათა ეფექტური იყოს.

მდგრადი - როცა ჯგუფს შეუძლია გათვალისწინებული ქმედება ეფექტურად განახორციელოს და ამ სტრატეგიასთან დაკავშირებული შემდგომი მუშაობის დაფინანსება უზრუნველყოს.

მხარდაჭერის მქონე - როცა ჯგუფს გააჩნია ადგილობრივად თუ გლობალურად ქალთა უფლებების დაცვის საქმეში ან მონათესავე სფეროებში ჩართულ სხვა მონაწილეთა მხარდაჭერა.

სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა მხარს არ უჭერს:

  • ინდივიდუალურ აქტივისტებს, რომლებიც არ არიან ასოცირებული რომელიმე ქალთა ორგანიზაციასთან;

  • მიმდინარე საპროექტო აქტივობებს;

  • ჰუმანიტარულ დახმარებასა და განვითარების პროექტებს;

  • ორგანიზაციებს, რომლებსაც მართავენ კაცები;

  • ორგანიზაციებს, რომლებიც ეძებენ მხარდაჭერას დაფინანსებებს შორის (ე.წ. bridge funding).

სწრაფი რეაგირების პროგრამის საგრანტო თანხა განსაზღვრულია 500-დან 1500 აშშ დოლარამდე, პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

ქალთა ფონდი საქართველოში ყველა შემოსულ საპროექტო განაცხადს გამოეხმაურება არა უგვიანეს 72 საათისა, ხოლო გადაწყვეტილებას მიიღებს 1 კვირის განმავლობაში.

აპლიკანტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადის ტექსტში შემავალი ინფორმაცია დარჩება კონფიდენციალური.

საპროექტო განაცხადები მიიღება შეუზღუდავად მთელი წლის (2010 .) განმავლობაში. საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ, წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ (ფოსტით, ელ. ფოსტით, ფაქსით) შემდეგ მისამართზე:

0105 თბილისი, ლადო ასათიანის ქ. 52,
II სართული
ელ/ფაქსი: (+995 32) 93 50 94
ელ.ფოსტა: info@womenfundgeorgia.org

12 რუბრიკა: საქმე, რომელიც მიყვარს

▲ზევით დაბრუნება


არ მაქვს სასოწარკვეთილების უფლება

0x01 graphic

ნანა კახნიაშვილი: მე ვარ ჟურნალისტი და ვიმუშავე ქართულ ჯარში. მე არ მაქვს სასოწარკვეთილების უფლება.

ჩვენი რუბრიკის სტუმარია მშვენიერი ჟურნალისტი ქალბატონი, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქურთიდან დევნილი - ნანა კახნიაშვილი, რომელმაც დიდი ტკივილი გამოიარა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და დღესაც თავის საქმეს ერთგულად ემსახურება. ეს ადამიანი არის მაგალითის მიმცემი ყველასათვის, რადგან როდესაც უსმენ მის ტკივილიან ისტორიას, პესიმიზმი გეუფლება, თუმცა მისი ოპტიმისტური განწყობა აქარვებს პესიმისტურ აზრებს. თავის ხეობასა და პროფესიაზე შეყვარებული ადამიანის უპირველესი ოცნებაა საკუთარ მშობლიურ კუთხეში დაბრუნება. ეს არის ადამიანი, რომელსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სამსახურში მოუწია მუშაობა, თუმცა ერთ დღესაც ყველაფერი დათმო და იმ პროფესიას დაუბრუნდა, რომელზეც შეყვარებულია და, რომლის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენია. საოცარია მისი სიტყვების მოსმენა: „მე ახლა განსაკუთრებულად ვჭირდები ჩემს ხალხს. მინდა, რომ მათ მძიმე მდგომარეობა ოდნავ მაინც შევუმსუბუქო“.

- ქალბატონო ნანა, თქვენ შესახებ რომ გვიამბოთ?

- გახლავართ დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქურთიდან დევნილი, პროფესიით - ჟურნალისტი, ჩემი მეორე პროფესია კი არის ფსიქოლოგია. ამჟამად ვმუშაობ გაზეთ „ხეობის მაცნეში“, რომელიც გამოდის ჩვენი გამგეობის დაფინანსებით და გადაეცემათ დევნილებს. დროებით ვცხოვრობ წეროვანში დედასთან ერთად, იქ, სადაც ცხოვრობს უამრავი დევნილი.

- მანამ, სანამ დევნილი გახდებოდით, რას საქმიანობდით თქვენს ხეობაში?

- ჩვენი ხეობა გარდა იმისა, რომ ულამაზესი იყო, უმდიდრესიც იყო. დასაქმებული ვიყავით სახელმწიფო სექტორსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, ხალხს ჰქონდა საკუთარი მეურნეობა. ხალხი, ძირითადად, მეხილეობას მისდევდა. მე ვმუშაობდი გორში სხვადასხვა ადგილას - 4 წელი ვიმუშავე გორში „თრიალეთის“ ტელევიზიაში ჟურნალისტად, რაც ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო; შემდეგ ვმუშაობდი გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრში სარეკლამო სამსახურის უფროსად; რასაც ასევე ყოველთვის დიდი სიამოვნებით აღვნიშნავ, ვმუშაობდი კურიერად, ფელდეგერად ქართულ ჯარში. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა სურათი ქურთაში დამრჩა. ნეტა ჯარის ფორმაში გადაღებული ერთი სურათი მაინც დამრჩენოდა სამახსოვროდ?! შემდეგ ვმუშაობდი გაზეთ „ლიახვის მაცნეში“; შემდეგ იყო ხეობის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორობა; მას შემდეგ კი კვლავ გაზეთში დავბრუნდი. 2008 წლის აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე დავწერე განცხადება, ძველი სამსახურიდან წამოვედი და ისევ გავაგრძელე ჟურნალისტური მოღვაწეობა ჩემს ხეობაში, რადგანაც ჩავთვალე საჭიროდ, რომ ხეობაში უნდა დავბრუნებულიყავი.

ჩვენი გაზეთი დაახლოებით 4 წლის წინ ჩამოყალიბდა და ვრცელდებოდა დიდი და პატარ ლიახვის ხეობის სოფლებში, ანუ ერედვისა და ქურთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ეს გაზეთი თვეში ერთხელ გამოდიოდა მაშინაც და ახლაც. ჩემთვის ძალიან სასიხარული იყო ის ფაქტი, როდესაც ხალხი მირეკავდა, ქუჩაში მხვდებოდნენ ნაცნობებიცა და უცნობებიც და მეკითხებოდნენ, შემდეგი ნომერი როდის გამოვიდოდა. დღეს ჩვენი გაზეთი ჩვენთან ერთად დევნილია და ამჯერად ვეხებით ძალიან მტკივნეულ თემებს: დევნილთა ტკივილსა და პრობლემებს.

- ომის დღეებში სად იმყოფებოდით?

- მაშინ ქურთის მუნიციპალიტეტში ვმუშაობდი და ძალიან მოულოდნელი იყო ეს ომი. ამას არავინ მოელოდა. პერიოდულად კი იყო ხოლმე რაღაც ინცინდენტები - ცხინვალის გზების გადაკეტვა ოსების მხრიდან, ასევე იყო აფეთქებებიც, მაგრამ ხეობის დატოვებას ვერც კი წარმოვიდგენდით. კარგად მახსოვს, გამგეობაში ვიყავი ჩემს თანამშრომლებთან ერთად, ერთ-ერთი მათგანი შემოვიდა და თქვა, რომ, ხალხო, რაღაც ხდება და ხომ არ წავსულიყავით სახლებშიო. ჩვენ მაშინ გულთან ახლოსაც კი არ მივიტანეთ ეს ნათქვამი იმიტომ, რომ რაღაც ინცინდენტები ხდებოდა მთელი 18 წლის მანძილზე. ვიფიქრეთ, რომ ახლაც მსგავსი რამ იყო, მაგრამ მერე ცენტრალურ მაგისტრალზე დავინახეთ ხალხი მანქანებით მიდიოდა, მივხვდით, რომ ცუდი ამბავი ტრიალებდა ჩვენს თავს. სახლში რომ მივედი, ჩემს ძმას ვუთხარი, ხალხი აფორიაქებულია და მგონი რაღაც ხდებამეთქი, მაგრამ ჩემმა ძმამ ყურადღება არ მომაქცია და ტელევიზორის ყურება გააგრძელა. ეს ხდებოდა 6 აგვისტოს. მეორე დღეს გორში 10 დღით მივდიოდი ჯგუფის ლიდერად. ბავშვები გორის რაიონის მაღალმთიან სოფელ ბოშურში, ბანაკში მიგვყავდა. ჩემს ძმას ვუთხარი, რომ იქნებ დღეს ტყე ისევ გადაიკეტოს, მოდი მანქანით გამიყვანე, რომ ხვალ პრობლემა არ შემექმნას წასვლასთან დაკავშირებით მეთქი. ჩემი ძმა დიდი ხვეწნის შედეგად დავითანხმე და წამოვედით გორში. აი ასე აღმოვჩნდი გორის რაიონის სოფელ შინდისში დეიდასთან. არაფერი წამოგვიღია, სრულიად დაუგეგმავად წამოვედით. ჩემმა ძმამ ტყის გზაზე რომ გამომიყვანა, მითხრა, შენ დეიდასთან შინდისში მიგიყვან, მეც ვნახავ დეიდასა და დეიდაშვილებს და ისევ სახლში დავბრუნდებიო. იმ საღამოს ჩემი ძმა ხეობაში ვეღარ დაბრუნდა, რადგან საშინელი სროლები დაიწყო. 8 აგვისტოს კი ჩვენი ხეობა დაიბომბა რუსების მიერ. მას შემდეგ მთელი ხეობა ხალხისაგან დაიცალა და მე ამის მერე სახლში აღარ ვყოფილვარ. სატელეფონო კავშირი გაწყდა, ერთმანეთს ვეღარ ვუკავშირდებოდით. ჩვენ 6 დღის განმავლობაში დედაჩემის ამბავი არ ვიცოდით. გვესმოდა ის, რომ ხეობა აღიგავა პირისაგან მიწისა. ვინც თავის ცოცხალ ახლობელს ვერ ნახულობდა, მკვდარს ეძებდა, იქნებ ძვლები მაინც ეპოვათ. ეს იყო საშინელება... ყველაზე დიდი საშინელება და ტრაგედია იყო არა მატერიალური განადგურება, არამედ ის, რომ სატელეფონო კავშირის შეწყვეტის გამო ვეღარ ვპოულობდით ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს. არავინ არაფერი იცოდა, ხეობაში ვეღარავინ შებრუნდა. დედაჩემი მხოლოდ 6 დღის შემდეგ ვი პოვეთ, ტელეფონით როგორღაც დაგვიკავშირდა.

ხეობიდან არავის არაფერი წამოუღია. ხალხი წამოვიდა მხოლოდ ისე, რაც ეცვა. არავის ჰქონია იმისი საშუალება, სახლში შესულიყო და რამე წამოეღო. ბაღში ვინც მუშაობდა, ბაღის ფორმით წამოვიდა. არავინ არაფერზე აღარ ფიქრობდა სიცოცხლის გადარჩენის გარდა. მე ვმუშაობდი ქურთის გამგეობაში, ყველა სამსახურში ვიყავით და არავინ იცოდა ეს თუ მოხდებოდა. ეს ჩვენში მუდამ საშინელებად დარჩება.

- მას შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

- მე მაშინ დავრწმუნდი ერთ რამეში, რომ მთავარი ყოფილა სიცოცხლე. მთავარია ცოცხლობდეს ადამიანი. ტრაგედიაა, როდესაც ომის საშინელებას ეწირებიან ახლობელი ადამიანები. ბევრი ჩემი ახლობელი შეეწირა ამ ომს. ჩვენ გადავრჩით ცოცხლები და მთავარი ეს არის. ადამიანმა ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს. ნულიდან დაიწყო ჩემმა ხალხმა ცხოვრება. ქუჩაში ხშირად ვაკვირდები ადამიანებს და ხშირად მიჩნდება კითხვა, ნეტა, დევნილია თუ ვინ არის ეს ადამიანი?! იმდენად მოვმრავლით, სამწუხაროდ, დევნილები ამ ქვეყანაში. ხშირად ვუყურებ ადამიანებს და თუ ვინმეს ტკივილიანი თვალები აქვს, ვფიქრობ, ვაიმე, იქნებ ესეც დევნილია?! ძალიან დიდი დარდი გვაქვს, რომელსაც ენა ვერ გადმოსცემს. შეუძლებელია იმ დარდისა და ემოციის გამოხატვა, რასაც შენი სახლ-კარისა და შენი საკუთარი მიწის მონატრება ჰქვია. ახლა ვაგრძელებთ ცხოვრებას. ძალიან დიდი ტკივილია, როდესაც მივდივარ და გადავხედავ წეროვნის დასახლებას, რომელიც ყველაზე დიდი კომპაქტური ჩასახლებაა საქართველში. იცით რა მტკივნეულია, იცით რა საშინელებაა?! როცა ვიცი, რომ იქ ყველაზე საცოდავი ადამიანები ცხოვრობენ, ყველას თითქმის ერთი და იგივე პრობლემა აქვს და ყველაზე დიდი ტკივილი არის შენი სოფლის მონატრება, საკუთარი მიწის დაკარგვა და ასე მოულოდნელად იქიდან გამოქცევა. მონატრებაა ყველაზე დიდი ტკივილი, რომელსაც ვერაფერი ცვლის.

ახლა დევნილები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ - პრობლემები აქვთ სადაზღვევო კომპანიებთან; გულის დაავადებებმა ძალიან იმატა დევნილ მოსახლეობაში; სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ; ძალიან ბევრი უმუშევარი დევნილია, რომლებსაც ელემენტარულად წამლის ფული არ გააჩნიათ. მე მყავდა ერთი რესპონდენტი, რომელმაც ინტერვიუს დროს მითხრა, რომ ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო ახალი წლის ღამე, 12 საათს ელექტროენერგიის გარეშე შევხვდით, საახალწლო ნუგბარის შესაძენი თანხაც არ გვქონდაო. ბევრმა ოჯახმა მხოლოდ მოციმციმე ფეიერვერკს შეახვედრა თავისი შვილები.

- თქვენთვის რას ნიშნავს ის საქმე, რომელსაც ემსახურებით? თქვენ არაერთ ადგილას მუშაობდით, თუმცა დიდი ხნით ვერ გაძელით და კვლავ ჟურნალისტიკას დაუბრუნდით.

- მე ვარ ჟურნალისტი და ვიმუშავე ქართულ ჯარში. მე არ მაქვს სასოწარკვეთილების უფლება. ადამიანური სისუსტეები ყველას გვაქვს, ვცდილობ, რომ დარდი გულში ჩავიკლა, ვიბრძოლო. ხშირად ვცდილობ, რომ ადამიანებს არ დავანახო ის დარდი, რასაც განვიცდი. მინდა, ეს დავმალო. მინდა, ჩემ გარშემო მყოფებს სიმხნევე შევმატო. არა უშავს, ახლიდან დავიწყოთ ცხოვრება. მოდი, ნულიდან დავიწყოთ ისე, როგორც ჩვენმა წინაპარმა დაიწყო და რაღაც გვექნება თუკი მშრომელები ვიქნებით. ხშირად ვიმეორებ ხოლმე ამ ფრაზას: „შეიძლება სასახლეებში ვერ ვიცხოვროთ, მაგრამ სასოწარკვეთილების უფლება მაინც არ გვაქვს“. მე მყავს ძალიან პატარა შვილი და როდესაც ძალიან დათრგუნული ვარ, ვფიქრობ ხოლმე: „არა, მე მაგრად უნდა ვიყო, მე ჩემს შვილს ვჭირდები!“ მე გაზეთში ხშირად ვაშუქებ იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც ძალიან დიდი სტრესი მიიღეს ომის დროს. ეს ძალიან საშინელი მოსასმენია. მაგალითად, როგორ მოხვდა სრულიად უდანაშაულო ხალხი ცხინვალის ციხეში. საშინელებაა, როდესაც ჩემი კარის მეზობელი, ჩემი გვარისა და სახელის მქონე ადამიანი მიყვებოდა, როგორ აღმოჩნდა ცხინვალის ციხეში; როგორ წამოვიდა დილით უთენია კეხვიდან, ფეხით მოიპარებოდა ქალების ჯგუფი, მერე ცხინვალში დაიჭირეს და ერთმა ოსმა შესთავაზა, რომ ის გაიყვანდა სამშვიდობოს, ანუგეშა და დაამშვიდა. სინამდვილეში კი ფეხით ატარა და მიიყვანა ცხინვალის ციხეში, სადაც ქართველი ტყვეები ჰყავდათ, სადაც ჭერის მაგივრად იყო მავთულხლართი. ეს ქართველები გალიაში აღმოჩნდნენ, სადაც თბილ წყალს ზემოდან ასხმდნენ, რომ აგვისტოს პაპანაქება სიცხეში თბილი წყალი დაელიათ. სიგარეტის ფერფლით დაღავდნენ ქართველ ტყვეებს. მხოლოდ გამხმარი პურის ნამცეცებს უყრიდნენ და იმასაც აყვედრებდნენ. მაგრამ, უნდა ნახოთ ეს ქალი ახლა რა ომახიანადაა და როგორ აგრძელებს წეროვანში შრომასა და ცხოვრებას. აი ესეთი ხალხი დათრგუნული და დაჩაგრული ადამიანების სტიმული არიან.

მიუხედავად ამხელა ტრაგედიისა, იმედი მაქვს, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენს ხეობაში. მე ღმერთის იმედი მაქვს. მას შემდეგ, რაც ხეობიდან წამოვედით, რამდენადაც ჩვენამდე მოდის ინფორმაცია, რუსებს ეკლესიები არ დაუბომბავთ. ტანში ჟრუანტელი გვივლის, როდესაც გვესმის იქ რა საოცრებები ხდება. მობილური ტელეფონით გადაღებული სურათები ვნახე, როდესაც კეხვის ეკლესიის თავზე რაღაც ამოდის, რაღაც საოცრად ნათდება. ამას მოჰყვა ბევრი საოცარი ამბავი ხეობაში. ხეობაში იყო ქარიშხალი, ისმის საოცარი ხმები, რომლებიც საიდან ან ვისგან მოდის არავინ იცის. ამას ჩვენი ახლობელი, ჩვენი ნათესავი ოსები გვიყვებიან. იმ ქართულ სოფლებში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, შებინდდება თუ არა, ვერავინ, ვერც ოსი და ვერც რუსი ვეღარ ბედავს მიახლოებას. დიდი ლიახვის ხეობის 9 სოფელში, რომელიც ცხინვალსა და ჯავას აკავშირებს, როგორც ხელისგული აი ასე ჩანდა. როგორც კი შებინდდება, ვერავინ ეკარება ამ ადგილს, ისეთი საშინელი ხმაურია, იქ ხდება საოცრებები. ეს იმედს მაძლევს ვიფიქრო, რომ ჩვენ იმ მხარეში აუცილებლად დავბრუნდებით. მე მჯერა, რომ ღმერთი ქართველ ერსა და გენს იქ დააბრუნებს.

13 „თუ მკითხველი ვერ მიდის წიგნთან, წიგნი თავადმიდის მკითხველთან“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია იძულებით გადაადგილებულ და სხვა სოციალურად დაუცველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისაკენ, შესაძლებლობათა განვითარებისა და თავდაჯერებულობის ხარისხის ამაღლების გზით.

ორგანიზაცია დაარსდა 1995 წელს აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად საქართველოს ათასობით იძულებით გადაადგილებული მოქალაქის მხარდასაჭერად. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ცენტრმა „აფხაზეთმა“ განახორციელა მთელი რიგი პროგრამებისა - დაწყებული საგანმანათლებლო და მიკროსაფინანსო, დამთავრებული გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარებითა და განსახლების მხარდამჭერი პროგრამებით.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გვალიას, თქმით: „დღესდღეობით ცენტრი „აფხაზეთი“ ახორციელებს პროექტების უფრო ფართო სპექტრს, ცდილობს რა ხელი შეუწყოს როგორც „ახალი“, ისე „ძველი“ დევნილებისა და ასევე კონფლიქტის ზონაში დაბრუნებული მოსახლეობის განვითარებას. „აფხაზეთის“ მიერ განხორციელებული პროექტები უშუალოდ მოიცავს დაახლოებით 5000 ბენეფიციარს წელიწადში, ყველა სამიზნე ქალაქში. ორგანიზაციის მისია კვლავაც უცვლელი რჩება: იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ პირთა განვითარებისა და მათთვის და მათი ოჯახებისათვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის ხელშეწყობა“.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ იტალიის საელჩოს ფინანსური ხელშეწყობით რვა თვეა საქართველოში მოზარდებს სრულიად ახალ, ინოვაციურ პროექტს სთავაზობს. ეს არის მიკროავტობუსში განთავსებული ბიბლიოთეკა, აღჭურვილი 700-ზე მეტი წიგნითა და გასართობი სათამაშოებით. მსგავსი სახის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოში მაშინ, როცა არსებობს დევნილთა უამრავი ახალი დასახლება ნაკლებად განვითარებული ინფრასტრუქტურით, როცა არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, როცა მოზარდების განათლება სახელმწიფოსათვის უპირველესი პრიორიტეტია, უდაოდ, წარმატებისაკენ წინ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია. მარტივად რომ ვთქვათ, „მობილურმა ბიბლიოთეკამ“ წარმატებით დაიცვა ცნობილი არაბული პრინციპი - „თუ მკითხველი ვერ მიდის წიგნთან, წიგნი თავად მიდის მკითხველთან“. დაარსების დღიდან ცენტრი „აფხაზეთის“ ერთ-ერთი უპირველესი მისია საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა და მისი ხელშეწყობაა.

მობილური ბიბლიოთეკა - ინოვაცია ქართულ სივრცეში

- ქალბატონო ეკა, საიდან დაგებადათ ამგვარი ბიბლიოთეკის შექმნის იდეა?

- „რამდენიმე წლის წინ Euronews-ის არხზე ვნახე ერთი ძალიან საინტერესო სიუჟეტი. ეს იყო სიუჟეტი აფრიკის შესახებ, აფრიკელების განვითარების, განათლების შესახებ. კომპიუტერებით აღჭურვილი მიკროავტობუსი დადიოდა ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში და მსურველებს კომპიუტერთან ურთიერთობას, ინტერნეტის მოხმარებასა და გამოყენებას ასწავლიდა. ეს იდეა იმთავითვე ძალიან მომეწონა და გამიჩნდა სურვილი, მსგავსი პროექტის საქართველოში განხორციელებისა. ჩემი აზრით, როცა საქართველოში ყველა დევნილ ოჯახს კომპიუტერი არ აქვს, კვირაში მხოლოდ 2 საათი გაკვეთილების დასწრება აზრს მოკლებული იქნებოდა. ამიტომ ჩემს წარმოდგენაში გაჩნდა წიგნებით აღჭურვილი მიკროავტობუსის იდეა. წარმოვიდგინე, როგორ ივლიდა ასეთი მობილური ბიბლიოთეკა დასახლებებში, როგორ შესთავაზებდა მოზარდებს ახალ, საინტერესო, მათთვის უცხო წიგნებს. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესოსთან ერთად, აუცილებელიც კი იყო“.

ყველაფერი ესე დაიწყო...

2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ გაჩნდა მოზარდებისათვის განათლების მიღების სერიოზული პრობლემა. ადგილები, სადაც ხელისუფლებამ დევნილები ჩაასახლა, უამრავი წინაღობისა და პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: საჯარო სკოლები დასახლებებიდან შორს იყო განთავსებული, ბავშვების ნაწილს არ ჰქონდა სასკოლო წიგნები და ინვენტარი, ოჯახებში შეინიშნებოდა მძიმე ფსიქოლოგიური ფონი. მსგავს სიტუაციებში, როცა ადამიანებს აქვთ ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემა, განათლების საკითხი ნაკლებ პრიორიტეტულია. ადამიანებისათვის ასეთ დროს მთავარი ყოფით პრობლემებზე ზრუნვაა. ცხოვრებისადმი კი ასეთი მიდგომა - სასკოლო რეჟიმიდან ჩამორჩენა, მოწყვეტა, გამოიწვევდა მოზარდების იზოლაციას საზოგადოებისაგან და სხვა მრავალ, შემდგომში გამოუსწორებელ პრობლემას.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში შემოვიდა დიდი ინვესტიცია და პრიორიტეტი, დევნილთა მრავალ სხვა საკითხთან ერთად, განათლების სფეროსაც მიენიჭა.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ინიციატივით მომზადდა სრულიად ახალი პროექტი ქართული სივრცისათვის - „მობილური ბიბლიოთეკა დევნილი ბავშვებისათვის». პროექტი დააფინანსა იტალიის საელჩომ საქართველოში. ცენტრ „აფხაზეთს“ იტალიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვს. 2009 წლის ივლისში ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის დევნილთა 6 ახალ დასახლებაში დაიწყო მოძრაობა ახალმა, მხიარული ფერებით მოხატულმა მიკროავტობუსმა წარწერით - „მობილური ბიბლიოთეკა“.

პატარა ბიბლიოთეკა დიდი მასშტაბებით

მიკროავტობუსი აღჭურვილია 4-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის საჭირო საგანმანათლებლო 700-მდე წიგნითა და სააზროვნო სამაგიდო სათამაშოებით. ბიბლიოთეკა ერთდროულად 12 მკითხველს იტევს. გარდა წიგნებით სარგებლობისა, მსურველებს შეუძლიათ კომპიუტერისა და პროექტორის საშუალებით სხვადასხვა დოკუმენტური ფილმების ნახვა, იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი საზოგადოებრივი მოღვაწეების, ისტორიული ფაქტების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა საინტერესო თემების შესახებ. ასევე, ბიბლიოთეკაში ბავშვების განსაკუთრებული ინტერესებიდან გამომდინარე, შექმნილია ინგლისურისა და რუსული ენების საათი და ხატვის კურსები. გამოცდილი და პროფესიონალი ფასილიტატორების დახმარებთ კი მოსწავლეები სასკოლო საგნების მომზადებაშიც ღებულობენ დახმარებას.

„მობილური ბიბლიოთეკის“ სამიზნე დასახლებები გახლავთ - გარდაბანი, კოდა, შაუმიანი, წეროვანი, საგურამო და წილკანი. ბავშვებისა და მოზარდების გარდა, ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები გახდნენ მშობლები და უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ბიბლიოთეკიდან წიგნების ორი კვირით გატანის უფლებით სარგებლობდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროექტის მეოხებით ასობით ადამიანმა გაიცნო და შეიყვარა მანამდე უცნობი დიდი კლასიკოსების ნაწარმოებები.

ღონისძიებები

პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო და ლამაზი საღამო გაიმართა. მოზარდებმა დიდი მონდომებით აღნიშნეს მეცნიერების საერთაშორისო დღე ინტელექტუალური თამაშით - „რა? სად? როდის?“. ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით მოეწყო „ტოლერანტობის კვირეული“. დევნილთა ექვსივე დასახლებაში მოზარდებისათვის გაიმართა თემატური ანიმაციური ფილმების ჩვენება-დისკუსია. პროექტის მანძილზე ეტაპობრივად ტარდებოდა კონკურსები სხვადასხვა თემატიკის თემების წერაში. თითოეული ღონისძიების დროს ბავშვები აქტიურობისა და მიღებული წარმატებებისათვის ღებულობდნენ სერთიფიკატებსა და წამახალისებელ საჩუქრებს. განსაკუთრებით საინტერესო იყო „მობილური ბიბლიოთეკის“ ინიციატივით გამართული საღამო თანამედროვეობის ორ თვალსაჩინო წარმომადგენელთან - ლაშა ბუღაძესა და რატი ამაღლობელთან შეხვედრა წეროვნის საშუალო სკოლაში. შეხვედრას ბავშვებთან ერთად ესწრებოდნენ პედაგოგები და მშობლები. შეხვედრა უაღრესად საინტერესო და პროდუქტიული იყო.

მუზეუმი სტუმრად თქვენთან

თებერვალში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, პატარა მკითხველებისათვის განხორციელდა აქცია - „მუზეუმი სტუმრად თქვენთან“. ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა ბავშვებისათვის სხვადასხვა საინტერესო თემებზე ლექციები წაიკითხეს. თემები მრავალფეროვანი გახლდათ და მოიცავდა როგორც ფოტოპრეზენტაციებს, ისე მუზეუმში დაცული ექსპონატების ისტორიის გაცნობას. შეხვედრის ბოლოს ბავშვებს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა ევროპული სკოლის ბავშვების მიერ მომზადებული საჩუქრები და თბილი წერილები გადასცეს.

0x01 graphic

სათემო ცენტრები კონფლიქტით დაზარალებული თემებისათვის საქართველოში

0x01 graphic

ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები - საქართველოს“ ოფისი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ხუთ კუთხეში ახორციელებს პროექტს „სათემო ცენტრები კონფლიქტით დაზარალებული თემებისათვის საქართველოში“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორცილდება ქვემო ქართლის (გარდაბანი), სამეგრელოს (ზუგდიდი და ფოთი), აფხაზეთისა (გალი) და იმერეთის (წყალტუბო) რეგიონებში.

პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი თემების ინტეგრაციასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას საქართველოში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობისა და თანამონაწილეობის გზით.

პროექტის სამიზნე ჯგუფები არიან ბავშვები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა: ქალები, ბავშვები და ახალგაზრდები.

პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო დიალოგს იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და არასახელმწიფო დაინტერესებული პირების შესაძლებლობის განვითარებას; იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გაიზრდება ინფორმაციაზე, მომსახურებებსა და დახმარებაზე ხელმისაწვდომობა.

პროექტის მიზანია ასევე ორგანიზაციული და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება; ადვოკატირებისა და პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.

მიზნების განსახორცილებლად ჩამოყალიბდება სათემო ცენტრები. პროექტის ფარგლებში სულ ჩამოყალიბდება 5 სათემო ცენტრი: 2 სამეგრელოში (ზუგდიდი და ფოთი), 1 ქვემო ქართლში (გარდაბანი), 1 იმერეთში (წყალტუბო) და 1 აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - გალში. სათემო ცენტრები მოემსახურება კოლექტიურ ცენტრებსა და კერძო სექტორში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე სათემო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ თემებს. თითოეული სათემო ცენტრი მოემსახურება დაახლოებით 3,400 დევნილ და არადევნილ მოსახლეს.

შეიქმნება თემის განვითარების (თგჯ) ჯგუფები, რომლებიც შედგება იძულებით გადაადგილებული პირების, ადგილობრივი თემებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან. თემის განვითარების ჯგუფები პასუხისმგებელნი იქნებიან სათემო ცენტრების აქტივობების დაგეგმარებაზე, მართვასა და განხორციელებაზე. სათემო ცენტრები ტრენინგს გამართავენ ყველა შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, ასევე დაწესებულებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისათვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია იძულებით გადაადგილებული პირების დაცვასთან. პარტნიორი ორგანიზაციები („ათინათი“, „აფხაზეთი“ და „ალერტი“) მოაწყობენ ტრენინგ-სემინარებს სათემო ცენტრებში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, მასპინძელი თემებისა და ადგილობრივი მომსახურების მომწოდებლებისათვის (დაინტერესების შემთხვევაში). ტრენინგები ახალგაზრდების მონაწილეობით გააძლიერებს თემის ეფექტიან მობილიზაციას. თემის მობილიზაციისა და მონაწილეობითი გზით გამოვლინდება და დაფინანსდება 3-5 სათემო პროექტი, რომლებიც მიმართული იქნება თემებში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისაკენ (განსაკუთრებით ბავშვებში, ახალგაზრდებსა და ოჯახებში). ჩატარდება ტრენინგები ადგილობრივი მუნიცი პალიტეტის წარმომადგენლების, სოციალური მომსახურების მიმწოდებლებისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლებისათვის. თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშესაწყობად შეიქმნება ასევე ახალგაზრდული კლუბები ადგილობრივ და დევნილ ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის. თითოეულ სათემო ცენტრში ჩამოყალიბდება კომპიუტერული ცენტრი, რათა გაუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მასპინძელ თემებში. სათემო ცენტრებში ჩატარდება უფასო კომპიუტერული გაკვეთილები, ასევე შეიქმნება ცეკვისა და ხელოვნების უფასო ჯგუფები ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისათვის.

პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის მანძილზე, თემის განვითარების ჯგუფის წევრებისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ყოველ ორ თვეში ერთხელ გაიმართება შეხვედრები სათემო ცენტრებში. აღნიშნული შეხვედრების მიზანი იქნება ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური პირების მონაწილეობის უზრუნველყოფა სათემო ცენტრების მიერ განხორციელებულ საქმიანობებში და სამომავლო ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვა.

საზოგადოების ინფორმირებულობა აქტივობებისა და სარგებლის შესახებ მოხდება სხვადასხვა ბეჭდვითი მედიისა და ტელევიზიის საშუალებით, გამოქვეყნდება სტატიები ადგილობრივ გაზეთებში, გადაიცემა სატელევიზიო პროგრამები რეგიონულ სატელევიზიო არხებზე და დაიბეჭდება პროექტის საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებიც დაურიგდება დევნილ და არადევნილ ბენეფიციარებს სათემო ცენტრებში. პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების წარმატებით დასრულების შემდეგ სათემო ცენტრები არასამთავრობო ორგანიზაციებად გარდაიქმნება, რომლის ბაზასაც განახლებული შენობები, კომპიუტერული აღჭურვილობა, კვალიფიციური პერსონალი, მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობიდან და კარგი ქსელური კავშირები წარმოადგენს. ყოველივე ამან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმატებული მუშაობა უნდა განაპირობოს მომავალში. ამ ორგანიზაციების გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად თემის განვითარების თითოეული ჯგუფი ორგანიზაციული განვითარების გეგმაზე იმუშავებს. ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები - საქართველოს“ ოფისი მომავალშიც განაგრძობს ამ ორგანიზაციების დახმარებას და მათთვის რჩევების მიწოდებას სამომავლო დაფინანსებების მოძიებასთან დაკავშირებით. არსებული რესურსების გამოყენებით სათემო ცენტრები პროექტის დასრულების შემდეგ შეუდგებიან თანხების მოზიდვას

14 რუბრიკა: ჩემი ტკივილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ძალიან მინდა ჩემს სახლში დაბრუნება

2008 წლის აგვისტოს ომის დღეებს ახალგორისა და დიდი ლიახვის ხეობის ახალგაზრდები დიდი გულისტკივილითა და მონატრებით იხსენებენ და ნატრობენ თავიანთ სახლებში დაბრუნებას.

მე რომ ჩემს სახლში მივსულიყავი, ჯერ რუსებისათვის უნდა მეკითხა და მერე - ოსებისათვის

მარიამ გვრიტიშვილი, ახალგორიდან დევნილი: „ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჟურნალისტიკის სპეციალობით. ჩემი მშობლები და ძმა ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში ცხოვრობდნენ. ჩემს ძმას ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, „ნატახტრის“ პროდუქციის დისტრიბუციას ეწეოდა ქარხნიდან და საბითუმო ვაჭრობა ჰქონდა, ძირითადად, მაღაზიებს ამარაგებდა. დედაჩემი სკოლაში მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა. მამაჩემი ასევე „ნატახტრის“ ქარხანაში მუშაობდა“.

- როდის და რა სიტუაციაში დატოვე ახალგორი?

- ახალგორი დავტოვე მაშინ, როდესაც ახალგორის რაიონში რუსები ტანკებით შემოვიდნენ და იძულებულები გავხდით, წამოვსულიყავით, რადგან შიშის სინდრომი ძალიან დიდი იყო. ამ დროს გორი უკვე იბომბებოდა. 16 აგვისტოს შემოვიდნენ ახალგორის რაიონში და იმ დღესვე დავტოვე ჩემი სახლი.

- რა გენატრება ყველაზე მეტად?

- ყველაზე მეტად ჩემი მდინარე, ქსანი მენატრება. დიდ დროს ვატარებდი მდინარის პირას, რადგან იკოთში ძალიან ახლოს ვცხოვრობ მდინარესთან. ბებია მენატრება ძალიან, იქ არის ჯერჯერობით. ბებიამ უარი თქვა წამოსვლაზე, რადგან იქ გაატარა მთელი ცხოვრება და ძალიან გაუძნელდა და ვერც ვაიძულეთ წამოსვლა, ხანდახან ჩავდივართ ხოლმე მის სანახავად. თუმცა, ახლა ახალგორში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს. რაც ჩემი სოფელი დავტოვე, მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვიყავი და აღარ მაქვს იქ ჩასვლის სურვილი, რადგან რაიონი აღარ დამხვდა ისეთი, როგორც იყო და მე რომ ჩემს სახლში მივსულიყავი, ჯერ რუსებისათვის უნდა მეკითხა და მერე - ოსებისათვის. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მომენტია და სურვილი აღარ მაქვს, ეს ტკივილი მეორედ განვიცადო.

ამჟამად ვცხოვრობ წეროვნის ახალ დასახლებაში. ახლა ჩვენი ფირმა გვაქვს „გვრიტო“, რომელიც ემსახურება „ნატახტრის“ ქარხანას. ეს ფირმა შარშან ჩამოყალიბდა. წეროვანში ნორმალურად ვცხოვრობთ, მაგრამ ძალიან მინდა ჩემს სახლში დაბრუნება.

„მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად აუცილებლად შევძლებთ, ჩვენ აუცილებლად ჩავალთ ჩვენს სახლებში“

ეკა კასრაძე, დიდი ლიახვის ხეობიდან დევილი: „ვარ დევნილი დიდი ლიახვის ხეობიდან, სოფელ ქემერტიდან. ამჟამად ვცხოვრობ წეროვნის ახალ დასახლებაში. ძალიან ლამაზი იყო დიდი ლიახვის ხეობა, ულამაზესი სოფელი მქონდა, თუმცა, დღესდღეობით, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“.

- თუ შეიძლება გაიხსენო, როგორ ცხოვრობდი შენს სოფელში?

- ჩემს სოფელში 21 წელი გავატარე და ეს 21 წელი იყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი ხანა. დღესაც ვერ გამოვსულვარ იმ შოკიდან, რაც მე ომის დღებში გამოვიარე. შეუძლებელია გადმოვცე ის ტკივილი, რასაც იქიდან წამოსვლის შემდეგ განვიცდი. ეს იყო შემზარავი სანახაობა, როდესაც იქიდან მოვდიოდით, თვითმფრინავები გვბომბავდა, ხალხი ჩვენ წინ იხოცებოდა. ვინც ხეობაში დარჩა და ვინც კიდევ ერთხელ შეეცადა საკუთარი სახლის დაცვას, ის ადამიანები სახლებში დაწვეს, ჩამოახრჩვეს მოხუცები. ეს იყო ნამდვილი ტრაგედია...

იქ იყო პატარა სამოთხე, ძალიან ლამაზი ხეობა გვქონდა, ძალიან კარგად ვცხოვრობდით, მატერიალური მდგომარეობაც ძალიან კარგი გვქონდა. ალბათ, არ არსებობდა ისეთი მხარე სხვაგან, შრომისუნარიანი მოსახლეობის 95%25 დასაქმებული იყო, ხელფასი 600 ლარზე მაღალი ჰქონდა თითქმის ყველას. ხალხი დასაქმებული იყო სახელმწიფო სექტორში, ახალი ადმინისტრაცია გვქონდა. ასევე შექმნილი იყო სპეციალური დანიშნილების რაზმი, რომელიც გვიცავდა. ჩვენ ვიყავით 9 სოფლის მოსახლეობა ცხინვალის იქით და ამ სოფლებს მუდმივად სჭირდებოდა დაცვა. იყვნენ პოლიციაში დასაქმებულები, საბავშვო ბაღებში, სკოლებში - ვცხოვრობდით პატარა სამოთხეში. ვცხოვრობდით ასე კარგად, თუმცა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეს იდილია ხანმოკლე იყო და დღეს გვიწევს დევნილის ტვირთის ტარება, თუმცა იმედია, რომ მალე დავბრუნდებით.

ჩემი სოფელი დავტოვე 8 აგვისტოს ღამეს, როდესაც 3-საათიანი მორატორიუმი გამოცხადდა ხალხის გამოსასვლელად. ჩვენ კიდევ გვქონდა ქართველების გამარჯვებისა და შემოსვლის იმედი, ამიტომ ამ პერიოდში ისევ იქ ვიყავით, თუმცა, სხვანაირად მოხდა... როდესაც იქიდან გამოვიქეცით, უკვე რუსები იყვნენ შემოსულები და ჩვენი სოფლები დაიკავეს. ჩვენ რომ მოვდიოდით, ვხედავდით რუსები როგორ შემოდიოდნენ ტანკებით ჩვენს სოფლებში. ეს იყო შემზარავი და შოკისმომგვრელი. მას შემდეგ უამრავი პრობლემა იყო, მე ჯანმრთელობის პრობლემაც შემექმნა. ამ ყველაფერმა ძალიან ცუდად იმოქმედა ჩვენზე. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა დღეს დევნილებში. ისე, კარგი იქნება, რამე პროექტი გაკეთდეს ამ ადამიანებისათვის ფსიქოლოგიური დახმარების გასაწევად.

...წამოვედით მეზობლის სარდაფიდან. ისეთი სიტუაცია იყო, რომ არანაირი გაფრთხილება ხეობის დაცლის შესახებ არ ყოფილა. ხალხი თავისით მიხვდა, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა, რადგან თვითმფრინავებიც გამოჩნდნენ და ხეობას ბომბავდნენ. ისიც ვერ მოვასწარით, რომ სახლში შევსულიყავით და რამე, თუნდაც პირადი ნივთები წამოგვეღო, საერთოდ ვერაფერი წამოვიღეთ. ერთადერთი, რაზეც მაგ დროს ფიქრობ, არის ის, რომ როგორმე იქიდან წამოხვიდე და გამოასწრო. ჩავსხედით მანქანებში და გამოვიქეცით. გამოქცევის პროცესი იყო საშინელება - შემოვლით გზაზე, რომელიც მთებზე იყო გადმოსასვლელი, გვხვდებოდნენ ხალხი, ვინც ფეხით გამორბოდნენ. როდესაც მთავარ გადმოსასვლელზე ამოვედით, წვერიახოს მთაზე, იქ უკვე ჩეჩნები იდგნენ, თუმცა, საბედნიეროდ, ისე გამოგვიშვეს, რომ ხალხი არ დაუხოცავთ. როდესაც ქვემოთ ჩამოვედით, პატარა ლიახვის ხეობაში, იქ უკვე თვითმფრინავებმა დაიწყეს დაბომბა, ჩვენ წინ მანქანაში ხალხი დაიხოცა, დედაჩემს ჭურვის ნამსხვრევებმა ხელები დაუჭრა. უკვე მასიურად დაიწყო დაბომბვა, ბომბები სახლებს ეცემოდა, საშინელება იყო. ის ღამე გორში გავათენეთ, მეორე დილით იქიდანაც წამოვედით, რადგან გორიც იბომბებოდა. 9 აგვისტოს დილით უკვე თბილისში ჩამოვედით. როდესაც თბილისში მოვდიოდით, გზაში ვხედავდი, ტანკები როგორ მიდიოდა...

კიდევ კარგი, რომ სახელმწიფომ მოახდინა რეაგირება და, წინა დევნილებისაგან განსხვავებით, მოგვცა დაბინავების საშუალება. ოთახები მოგვცეს (მართალია, ჩვენ დავასუფთავეთ), მაგრამ დროულად მოგვაწოდეს საწოლებიც, ლეიბებიც, პირველადი მოხმარების საგნები - ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა. დღეს, მართალია, ჩემს სახლში მინდა, მაგრამ წეროვანში არის იმის საშუალება, იცხოვრო ნორმალურ პირობეში. ყველანაირი საშუალება გაქვს იმისათვის, რომ თავიდან დაიწყო ცხოვრება.

- ყველაზე მეტად რა გენატრება?

- ჩემში ყველაზე დიდ ტკივილს ის იწვევს, რომ მე იქ დამრჩა მამაჩემის საფლავი, მაგრამ მე მჯერა და მაქვს იმისი იმედი, რომ აუცილებლად დავბრუნდებით, იმიტომ, რომ ის არის ჩვენი ტერიტორია, იქ ვცხოვრობდით ამდენი ხნის განმავლობაში. იქაურობას უკავშირდება ყველაფერი, მთელი ჩემი ცხოვრება. მე ამის გარეშე მართლა არ შემიძლია. არ ვიცი, მომავალში რანაირად უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ჩემთვის ეს წელიწადნახევარი გაუსაძლისია. ადგილს ვერ ვპოულობ, არ მჯერა და არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო წეროვანში. ის არ მიმაჩნია ჩემს სახლად. განა არ მიყვარს საქართველო, მაგრამ „ის“ ჩემი მხარე იყო და მე იქ დაბრუნდება მინდა.

როდესაც სხვადასხვა პროექტები კეთდება დევნილებისათვის და მაქვს ჩემს მეგობრებთან ურთიერთობის საშუალება, უფრო ვხალისდები. აქ არიან ახალგორელები, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ, ამ ადამიანებთან უფრო დაახლოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წეროვანში დაპირისპირებაა დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობასა და ახალგორის მოსახლეობას შორის. მე როგორც გავიცანი და დავინახე, ძალიან კარგი ადამიანები არიან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი და მათი გაცნობის საშუალება მომეცა. ალბათ, მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან დიდ იმედს ჩაუნერგავს ჩვენს ხალხს და ფსიქოლოგიურად მართლა მოქმედებს, რაღაც უფრო სხვანაირ გარემოში ხარ.

ჩვენ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ვიცით, რომ ჩვენს სახლებში დავბრუნდებით, მაგრამ არ ვიცით როდის ჩავალთ. უნდა შევეცადოთ, რომ უფრო მეგობრულები და ერთმანეთის გამტანები ვიყოთ. დაპირისპირება დიდი ლიახვის ხეობისა და ახალგორის მოსახლეობას შორის დაიწყო აგვისტოს ომის შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჩაგვაყენეს სხვადასხვა პირობებში, ანუ ახალგორელებს აქვთ სახლები, შეუძლიათ ახალგორში შესვლა (ამას თავადვე აღიარებენ), ჩვენ კი ეს ყველაფერი დავკარგეთ. დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობამ 18 წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ ძალიან რთულ მდგომარეობაში, აქეთ წამოსვლისას არც კი ვიცოდით, სახლში დავბრუნდებოდით თუ ვერა, ჩვენს სოფელში შესვლამდე უნდა გაგვევლო ცხინვალი. მუდმივად იდგა რუსული ჯარი, ასევე იდგნენ ოსებიც. მართალია, ახლა ახალგორშიც ავიწროებენ, მაგრამ მაინც მიგვაჩნია, რომ ჯობია ისევ იქ იყვნენ და როგორმე დაიცვან თავიანთი კუთხე, იქნებ ამითი უფრო შევძლოთ, ისევ დავიბრუნოთ ჩვენი მხარე. ჩვენ მართლა ბოლო წუთამდე ვიდექით დიდი ლიახვის ხეობაში და ვცდილობდით, დაგვეცვა და ისევ შეგვენარჩუნებინა იქაურობა. ჩვენ გვეგონა, რომ იგივე მოხდებოდა, რაც იყო 2004 წელს. მაშინაც არავის დაუტოვებია ხეობა, თუმცა ახლა სხვა გზა აღარ იყო. ვინც იქ დარჩა და შეეცადა დაცვას, სასტიკად გაუსწორდნენ. ამიტომ იყო, რომ ყველაზე მკაცრად მოექცნენ ჩვენს ხეობას. ყველაფერი გაანადგურეს - საფლავები გადათხარეს, საფლავის ქვები მოიპარეს, სახლები დაწვეს, გაძარცვეს, მოხუცები სახლებში ამოხოცეს. ეს ყველაფერი ბარბაროსების გაკეთებულია და ამას აკეთებდნენ ოსები იმის გამო, რომ იცოდნენ იქ რა ხალხი ცხოვრობდა. ვისაც იქ ოსი ნათესავები ჰყავს, პირად საუბრებში ამბობენ, ჩვენ ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთეთ, რომ თქვენ აქ საცხოვრებლად აღარასდროს დაბრუნდეთო.

1991 წლიდან მოყოლებული, როდესაც დაპირისპირება დაიწყო, ხალხმა ხეობა არ დატოვა და შეინარჩუნა დღემდე და მოდიან ამ სროლებში, გატაცებებში. დიდი ლიახვის ხეობის 9 სოფელი: თამარაშენი, რომელიც ცხინვალთან ახლოს მდებარეობს, ზემო აჩაბეთი; ქვემო აჩაბეთი; ქურთა; კეხვი; ქემერტი; ძარწემი; სვერი და ხეითი იყო დამაკავშირებელი ცხინვალსა და ჯავას შორის. მე რაც მახსოვს, ძალიან ხშირად იტაცებდნენ ოსები ქართველებს, ხოცავდნენ, თუმცა მაინც არავის უფიქრია იქიდან წამოსვლა.

მიუხედავად ასეთი ტკივილისა, მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად აუცილებლად შევძლებთ, ჩვენ აუცილებლად ჩავალთ ჩვენს სახლებში, აუცილებლად დავიბრუნებთ არა მარტო სამაჩაბლოს, არამედ აფხაზეთსაც, ახალგორსაც...

15 ძნელია!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ვიცი, ბევრი რამეა ამ ქვეყნად ძნელი, მაგრამ ყველა სიძნელიდან შეიძლება გამოსავალი იპოვოს კაცმა, თუმცა არსებობს ჩემში და მხოლოდ უფლის რწმენაში ვხედავ ხსნას, რომელიც რატომღაც არ ჩანს...

იცით, ომის შემდეგ უძილობა დამჩემდა, თითქოს ღამეც დღედ მექცა. ჩემი საფიქრალი მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაა. ვცდილობ, ახსნა ვუპოვო მომხდრას, თუმცა უშედეგოდ. რატომ?! ღმერთო! რატომ?? მხოლოდ ამ კითხვის პასუხს ვეძებ ყველგან, მაგრამ ამაოდ... აღარ შემიძლია ამ ყველაფერზე ფიქრი. აღარ შემიძლია იმ სახეების ყურება... ძნელია, რომლებმაც წლები მოანდომეს სახლ-კარის აშენებას, დამშვენებას, დაუტოვეს მათ. ძნელია! ჩვენ, ახალგაზრდები ვართ და კიდევაა იმედი, რომ ისევ შევქმნათ ჩვენი მომავალი, მაგრამ რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრების ფინალში სასტიკი ბედისწერის მსხვერპლნი არიან. ისინი ფიქრობდნენ, რომ თავიანთი ნაწვალებითა და შვილებით დატკბებოდნენ, მერე კი სულმართალნი წარსდგებოდნენ უფლის წინაშე, მაგრამ ახლა იმასღა ჩივიან, რომ ისიც არ იციან რამე თუ დაემართათ (ყველა ხომ სიკვდილის შვილები ვართ), ვის სადაური მიწა დაეყრება. სწორედ ამიტომ, ღმერთო, იზრუნე ყველა მოხუცზე, გაუხანგრძლივე სიცოცხლე შენი ძალით, რათა ასი წლის შემდეგ ყველა მშვიდად წავიდეს იმ ქვეყანაში, სადაც ყველა წავალთ ადრე თუ გვიან. არ მინდა, ის ადამიანები დაიტანჯონ, ვინც ყველაზე მეტადა არიან დაფასების ღირსნი ჩვენგან, რადგან ყველა სიკარგე მათგან გადმოვიდა ჩვენში; მინდა, ყველა მოხუცი ვნახო დაბრუნებული თავის, თუნდაც ნასახლარზე, მთავარია დავბრუნდეთ და ის დავიბრუნოთ, რაც ჩვენია, ჩვენ გვეკუთვნის, იმ ხალხს ეკუთვნის, ვისზეც ვწუხვარ ამ წერილში. არავის აქვს უფლება, წაგვართვას ის, რაც ჩვენია და მჯერა, ჩვენ დავბრუნდებით ძალიან მალე და ჩვენი მოხუცები იქაურ მზეს ისევ მიეფიცხებიან, ისევ მხოლოდ კარგს გაიხსენებენ და მშვიდად წავლენ იმ ქვეყანაში საუკუნის ბოლოს.

ჩვენც იქ დავბერდებით და შვილთაშვილს მითიური ზღაპარივით მოვუყვებით ამ ყველაფერს... ყველაფერს, რაც ძალიან ძნელია.…

შორენა კობალაძე

ჩვენი ტკივილი ავნევია

ჩვენი სოფელი ძალიან ლამაზი იყო თავისი თვალწარმტაცი ბუნებით. მნახველი საოცრებაში მოჰყავდა ფერდობზე შეფენილ ნაძვნარს, რომლის ახლოსაც მოედინებოდა მდინარე ფრონე. გაზაფხულობით, როდესაც ბუნება იღვიძებდა, არაფერი სჯობდა აქ ჩიტუნების ჭიკჭიკის სმენას. ჰაერი და წყალი იქ მართლაც უჩვეულო იყო, რომლის მსგავსი დღემდე არსად მინახავს... და ვცხოვრობდით ასე, ბედნიერად... ვიდრე ეს ავბედითი ომი დაიწყებოდა. მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია. ომი, მინდა ყველამ იცოდეს, ჩვენთან უცებ არ დაწყებულა, იგი ყოველ ზაფხულს გვახსენებდა ხოლმე თავს. თუმცა, ბოლო ძალიან სასტიკი აღმოჩნდა, რასაც მართლა არავინ ელოდა. 11 წელი იყო, რაც სოფლის რძალი ვიყავი და სულ შიშის კანკალით ვცხოვრობდით. ყოველ ზაფხულს ბავშვები გამომყავდა ხოლმე სოფლიდან. სროლები მართლა დიდხანს გრძელდებოდა, საღამო ხანს კი მე ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ იბომბებოდა სოფლები. ჩვენ სარდაფებში ვიყავით. ბავშვები შიშისგან ვეღარ სუნთქავდნენ, ომს კარგი პირი არ უჩანდა, იგი კვლავ გრძელდებოდა, მტერი თავისას არ იშლიდა. დილა რომ გათენდა, გამოვედით ქალები და ბავშვები. გზაში რაკეტა გვესროლეს, ალბათ, ღმერთმა გადაგვარჩინა დღესდღეობით ცოცხლები რომ ვართ. მოვდიოდი, მაგრამ ჩემი ხალხი იქ რჩებოდა; არ ვიცოდი, ისინი მკვდრები იყვნენ თუ ცოცხლები. ეს სიმწარე არასდროს დამავიწყდება, 2 ბავშვით გზაზე ვიდექი, თვითმფრინავი რომ ბომბავდა, სადღაც რაღაცას ვეფარებოდით.

ჩვენ კი მართლა გადავრჩით, მაგრამ სოფელი სამუდამოდ დავტოვეთ... სიტყვები მართლაც არ მყოფნის ამ ტკივილის გადმოსაცემად, ბავშვები ვერ გამოთქვამენ. თითქოს შევეჩვიეთ ახალ გარემოებას. ყურადღებაც კარგი გვქონდა და გავქვს, მაგრამ ჩემი ბავშვობის მშობლიურ სოფელს არაფერი შეედრება. მომავალი თაობა ხომ სოფელში უნდა დაიბადოს და გაიზარდოს. იქ ხომ სულ სხვა ჰაერი და წყალია. სულ მეტირება ასე რომ დავიფანტეთ, ბავშვებს სულ დაავიწყდათ ერთმანეთი... აღარ არიან ჩემს ახლოს ჩემი კარგი და ძვირფასი მეზობლები, მხოლოდ სტუმრად თუ მივალ ახლა მათთან. ერთმანეთის სტუმრები გავხდით. ჭირსა იყო თუ ლხინს ერთად ვიზიარებდით ხოლმე, მაგრამ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.

ძალიან მენატრება ჩვენი ციხის უბანი, სოფელში მართლა რომ განთქმული იყო თავის ციხეები. მენანება, რომ ჩემი პატარა მარი და ხათოს გიო ერთად, ჩვენს უბანში აღარ დაცანცალებენ და, რომ სულ დაავიწყდათ ერთმანეთი... გული მტკივა, რომ მეკითხება: „დედა, ავნევში როდის უნდა წვიდეთ?“ ბავშვისათვის პასუხი არ მაქვს. რა ვუთხრა? აღარასოდეს მივალთ-მეთქი? ვერ ვეტყვი და გულს არც მას გავუტეხავ! იხსენებენ მდინარეს, რომელიც ძალიან უყვარდათ. აქ კი ყველაფერი აკლიათ. ოცნებობენ, რომ ავნევში მალე დაბრუნდნენ. ის ხომ ჩვენი მიწაა, ნოყიერი და კარგი. ღმერთმა აუსრულოს ამ ბავშვებს ვედრება და თხოვნა. მე მათი გულის ნადები ასე, რუბრიკად დავწერე და ჩემი ტკივილიც მოვათავსე. ეს ხომ ყველას ტკივილია. მინდა ყველა ავნეველს ხმამაღლა ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ. ჩვენ მალე დავბრუნდებით! და ერთად ვიქნებით! მიყვარხართ ავნეველებო!

თამრიკო ბაქრაძე
ხაშური. მე-2 საბავშვო ბაღი.

ნეტავ მალე დავბრუნდე ჩემს საყვარელ სოფელში

ომი დაიწყო 6 აგვისტოს, მე მაშინ სტადიონზე ვიყავი სათამაშოდ. დაიწყო ინტენსიური სროლა და გულგახეთქილები გამოვიქეცით მე და ჩემი ძმა, მან ტირილი დაიწყო, რადგან ძალიან შეეშინდა. მამაჩემი ჩვენს საძებნელად გამოქცეულა სახლიდან და ერთმანეთს გზაში შევხვდით. სახლში რომ მივედი, დედა და ბებო პურს აცხობდნენ ტირილით. ჩვენ სწრაფად შევჭამეთ საჭმელი და მეზობელთან გავიქეცით სარდაფში დასამალად. ის ღამე იქ გავატარეთ და მეორე დღეს, 7 აგვისტოს დედამ დეიდასთან წაგვიყვანა. როცა „მარშუტკით“ მინდორზე შემოვლითი გზით მოვდიოდით, რაკეტა ესროლეს „მარშუტკას“, ასცდა, მძღოლი არ დაიბნა, არ გააჩერა და დიდი სისწრაფით წამოვიდა, ჩემთვის ეს ძალიან ძნელი იყო, რადგან დავინახე მანქანაში ყველა - ბავშვი, ქალი... - ტიროდა, ყვიროდა. გზაში უამრავი ტანკი მოდიოდა, ადგილამდე მშვიდობით მივედი, მაგრამ სოფელში დავტოვე მამა, ბებო და პაპა. დედა მათზე ძალიან ნერვიულობდა და, რომ ვუყურებდი, ეს ჩემზე ძალიან მოქმედებდა. მერე თბილისში თავშესაფარს დავეძებდით სამი დღე. ძალიან ცხელოდა და ეს ძალიან დამქანცველი იყო ჩემთვის. დედას ვუთხარი, როდემდე უნდა ვიაროთ, ჯობდა იქ მოვმკვდარიყავით-მეთქი. ოთხი თვე ვარკეთილის 109-ე საჯარო სკოლაში ვიცხოვრეთ, შემდგომ დაგვასახლეს ხაშურში, სადაც შევიძინე ბევრი მეგობარი და კარგი მასწავლებლები.

...მაგრამ ხშირად ვიხსენებ იმ დღეს, რომელიც ძალიან მტკივნეულია და, როგორც ყველას, მეც მენატრება ჩემი ლამაზი სოფელი ავნევი. არავის, მტერსაც კი არ ვუსურვებ იმას, რაც პირადად გამოვიარე, ნეტავ მალე დადგებოდეს ის დღე, რომ მალე დავბრუნდე ჩემს საყვარელ და ნანატრ სოფელში.

გურამ კაპანაძე
10 წლის.

ზოგიერთი რამ ალექსანდრე სადღობელაშვილის ოჯახის შესახებ

გორბაჩოვის „პერესტროიკით“ გამოწვეული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე სულ მცირე ხნით ადრე ოჯახთან ერთად დავბრუნდი საქართველოში რუსეთიდან. ოჯახი ეკონომიკურად ძლიერი მქონდა, მაგრამ მდიდრები არ ვყოფილვართ. მალე მეუღლე დასნეულდა და გავამგზავრე თავის სამშობლოში. ამ დროს დაიწყო ოსების აჯანყებაც. ყაჩაღების თავდასხმებს ვეღარ გავუძელი და მშობლებთან და შვილებთან ერთად, რომლებიც მაშინ პატარები იყვნენ, მივატოვეთ სახლ-კარი, საქონელი, საკუთარ მფლობელობაში არსებული მანქანა-ტრაქტორი, ღორების ფერმა და გავიქეცით ქარელის რაიონის სოფელ ბრეთის მეურნეობაში.

მოხუცი მშობლები მალე გარდამეცვალნენ და ამის შემდეგ აღმოვჩნდი გასაჭირში პატარა ბავშვებით. ამ დროს ჩემი უფროსი შვილი 14 წლის იყო, უმცროსი კი - ოთხის. შეუძლებელი აღმოჩნდა ასეთ პირობებში რაიმე სერიოზულის გაკეთება, მით უმეტეს, რომ მიხდებოდა ყოველდღიურად ლუკმა-პურის ძებნა.

1993-1994 წლებში მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა ზნაურის რაიონში და მეც არ დავაყოვნე და დავბრუნდი სოფელში. ნელ-ნელა ავაღორძინე ოჯახის ეკონომიკა: გაეროს დახმარებით ავაშენე და გავმართე გაძარცვული სახლი, კვლავ მოვამრავლე საქონელი, თხა-ცხვარი და ღორები, კვლავ ვიყიდე ავტოტრანსპორტი.

ამ ხნის განმავლობაში მუდმივად განვიცდიდით ზეწოლას. ეს ნაციონალური ჩაგვრა იყო. ეს იყო ჩვენდამი სიძულვილი და ეს სიძულვილი მოდიოდა სამაჩაბლოს ისეთი კუთხეებიდან, როგორიცაა: ჯავა, კვაისა, ცხინვალის რაიონს დამორჩილებული სოფლები: დამპალეთი, ზარი, ყორნისი, რუსთავი, წუნარი და წორბისი. ანუ ამ სოფლებში მცხოვრებ ოსებს ქართველებთან არაფერი აკავშირებთ: არც ნათესაობა, არც ნაცნობობა, არც სამსახური და ა.შ. არეულობის ჟამს ეს ხალხი იყო საყრდენი „ადამონ ნიხასისა“ და ძალიან ცოტა ვინმე უჭერდა მხარს მათ ქართველებთან მჭიდრო კავშირში მყოფი ოსებიდან.

ისეთი გამოხდომები ჰქონდათ, რომ ძალაუნებურად განვიცდიდით ფსიქიკურ სტრესს. ასეთი რამ ბავშვებზე ძალიან მოქმედებდა. იყო შემთხვევა, როდესაც ნარკოტიკებით გაბრუებულმა რუსთაველმა ოსებმა სოფელში გამოიჭირეს ერთი ჩვენი მეზობელი, მოხუცი კაცი და ჩემი უფროსი შვილი, ორივეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს; იყო შემთხვევა, როდესაც ჩემი შვილი საფლავზე დასაკლავად წაიყვანეს და სწორედ მაშინ გამოჩნდა ვინმე გრიშა შიუკაევი, რომელმაც ჩემი შვილი სიკვდილს გადაარჩინა.

პატარაობაში გადატანილმა სტრესებმა, შიშმა, შიმშილმა, სიცივემ და მორალურმა ჩაგვრამ არ დააყოვნა და ახლა უკვე დიდებს, დავაჟკაცებულებს აღმოაჩნდათ უამარავი დაავადება. უფროსს ნევროზის მწვავე ფორმები და მისგან გამომდინარე დეპრესია, ბრონხიალური ასთმა და თირკმელებში კენჭები აღმოაჩნდა. უმცროსი შვილი, რომელიც 23 წლისაა, სოფელ ოქონის პოსტზე დაიჭირეს კვაისელმა ოსებმა და ავტომატის კონდახებით ისე ჩაუბეგვეს გულ-მკერდის არე, რომ წელს თებერვლის თვეში უკვე მეხუთე ოპერაცია გაუკეთეს ქირურგებმა. ამოაჭრეს დაბეგვილი ნეკნები.

ჩვენ კვლავ, როგორც იქნა, ვუშველეთ თავს და გამოვიქეცით. ასე აღმოვჩნდით ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ვცხოვრობთ კოტეჯში №82. მადლობა ღმერთს, რომ ცოტცოტა პროდუქტებით გვეხმარებიან. გვეხმარებიან 22 ლარითაც, მაგრამ ეს დახმარებები მარტო სამარშრუტო ტაქსში არ გვყოფნის მგზავრობისათვის. გამუდმებით გზას ვარ გაკრული და დამყავს ექიმებთან დასაქორწინებელი ბიჭები, ხან ერთი და ხან მეორე. რა იქნება ბოლოს ნამდვილად არ ვიცი...

16 სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (dvv international)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

უკვე 40 წელიწადია, რაც სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (dvv international) ხელს უწყობს ზრდასრულთა და არაფორმალური განათლების სფეროში პროგრამების ჩამოყალიბებას, მათ განხორციელებასა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მრავალრიცხოვან პარტნიორ ქვეყნებში.

2002 წელს დაარსდა dvv internationalis საქართველოს ფილიალი. საქართველოში dvv internationalis მოღვაწეობას აფინანსებენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) და ევროკომისია (EC).

dvv international-ის საქართველოს ფილიალის საქმიანობის მიზანია ზრდასრულთა და არაფორმალური განათლების ეროვნული სისტემის მხარდაჭერის უზრუნველყოფა და ამ გზით სიღარიბის დაძლევაში წვლილის შეტანა. საქართველოს ფილიალის მთავარი ამოცანაა საგანმანათლებლო საქმიანობისა და შესაბამისი სტრუქტურების წახალისება. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება პროფესიულ მომზადებაგადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები ორიენტირებული იყოს შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნილებებზე. გარდა ამისა, ფილიალი შეისწავლის და აანალიზებს ზრდასრულთა განათლების სექტორს და გამოსცემს სპეციალურ ლიტერატურას. უმნიშვნელოვანესი ადგილი ფილიალის მოღვაწეობაში უჭირავს PR და ლობისტურ საქმიანობას ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის პოპულარიზაციისათვის როგორც ფართო საზოგადოებაში, ისე სახელისუფლებო და ბიზნესწრეებში. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ დავით ჯიქიას, პროექტის კოორდინატორს:

- ბატონო დავით, dvv international- ახორციელებს პროექტს:იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო-ქართლის რეგიონში. რა არის პროექტის ძირითად მიზანი და რა შედეგები იქნა მიღწეული?

- 2009 წლის აგვისტოდან dvv international-ი ევროკომისიის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: „იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“, ხოლო 2009 წლის სექტემბრიდან პროექტს - „იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“.

პროექტების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში 90-იან წლებში მიმდინარე კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას ახალ თემებში. ამ მიზნის მისაღწევად მათი ახალი კოლექტიური განსახლების ადგილებში (ჯვარი, სენაკის სამხედრო დასახლება, სენაკი-მენჯი, კოდა, შაუმიანი, ქვემო ბოლნისი, ხიხანი) განხორციელებული იქნება თემის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე, მმართველობის გაუმჯობესებაზე, თემის წევრების დამატებით განათლებასა და მათ ქმედითუნარიანობის ზრდაზე ორიენტირებული ღონისძიებები.

პროექტის მთავარ სამიზნე ჯგუფს შეადგენენ აღნიშნულ სოფლებში ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. პროექტის ბენეფიციართა შორის იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.

- თუ შეიძლება, ორიოდ სიტყვით განვიხილოთ პროექტის განხორციელების ეტაპები?

- dvv international-ი პროექტს - „იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ - ახორციელებს ესპანური არასამთავრობო ორგანიზაცია ACF-თან პარტნიორობით, ხოლო პროექტს „იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ ახორციელებს ესპანური არასამთავრობო ორგანიზაცია ACF-ი. პროექტში მისი პარტნიორი ორგანიზაციები არიან: dvv international-ი და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA).

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი ღონისძიების ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს დაბა ჯვარში, სენაკში, აგრეთვე კოდაში, რუსთავსა და შაუმიანში როგორც ინფრასტრუქტურის, ისე, ზოგადად, ეკონომიკურ განვითარებას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ასევე მოხდება იძულებით გადაადგილებული პირების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. პროექტში წამყვან როლს საგანმანათლებლო კომპონენტი ასრულებს, რადგან უკვე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საზოგადოების კეთილდღეობა და ცხოვრების მაღალი დონე მხოლოდ განათლებული ადამიანური რესურსებით მიიღწევა. dvv international-ი სრულიად იზიარებს ამ მოსაზრებას და, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ განათლება ამ შემთხვევაში არის საფუძველი, რომელიც შექმნის იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის წინაპირობას ადგილობრივ თემებში.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება და ნაწილობრივ უკვე ჩატარდა შემდეგი სახის ღონისძიებები:

განხორციელებული ღონისძიებები:

  • პროექტების ფარგლებში ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარდა ორი კვლევა: „დევნილთა საგანმანათლებლო საჭიროებათა და მუნიციპალიტეტების საჭიროებების“ თვისებრივი და „იძულებით გადაადგილებულ და ადგილნაცვალ პირთა საგანმანათლებლო და სხვა საჭიროებათა“ რაოდენობრივი კვლევა. სწორედ ამ კვლევების შედეგების გათვალისწინებით შემუშავდა სათემო განათლების ცენტრების საგანმანათლებლო პროგრამები. ამასთან ერთად, წარმოჩენილ პრობლემებზე ადეკვატური პასუხის გასაცემად მუნიციპალიტეტებისათვის შეთავაზებული იქნა ტრენინგებისა და კონსულტაციების ინტენსიური პროგრამა.

  • ჯვარში, სენაკის სამხედრო დასახლებასა და სენაკი-მენჯში შეიქმნა თემის განვითარების 3 ჯგუფი.

  • ჯვარში, სენაკში, კოდაში, რუსთავსა და შაუმიანში გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს სათემო განათლების ცენტრები, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის სასწავლო კურსებს.

  • ჯვრისა და სენაკის სათემო განათლების ორივე ცენტრში ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და საგანმანათლებლო თანამდებობებზე დასაქმდა 33 ადამიანი - 15 მუშაკი სენაკის სათემო განათლების ცენტრში და 18 ადამიანი - ჯვრის სათემო განათლების ცენტრში, ხოლო კოდისა და შაუმიანის სათემო განათლების ცენტრებში ადმინისტრაციულ და ტექნიკურ თანამდებობებზე დასაქმდა 23 ადამიანი - 11 კოდაში და 12 შაუმიანის სათემო განათლების ცენტრში. საჰონორარო პრინციპით, ადგილობრივებ მოსახლეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს საშუალება ექნებათ, გაუძღვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებს. გარდა ამისა, 30 ადგილობრივი მოსახლე და იძულებით გადაადგილებული პირი ჩართული იყო ცენტრების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებში.

- თუ შეიძლება, გაგვაცანით მიმდინარე პროექტები:

  • უკვე ამჟამად მიმდინარეობს პროგრამა, რომელშიც ჩართული არის 40 ადგილობრივი თემის ლიდერი და ადგილობრივი ხელისუფლების 30 წარმომადგენელი დაბა ჯვრიდან და სენაკიდან, ხოლო კოდიდან და შაუმიანიდან - თემის 40 ადგილობრივი ლიდერი და ადგილობრივი ხელისუფლების 40 წარმომადგენელი. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს აღნიშნული პირების ქმედითუნარიანობის ზრდას; ტრენინგები ხორციელდება CTC-სა დაCSRDG-თან პარტნიორობით.

  • სენაკის, ჯვრის, კოდისა და შაუმიანის სათემო განათლების ცენტრებში 2010 წლის 8 თებერვლიდან ნებისმიერი ასაკის ადგილობრივ და იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიიღონ შემდეგი სახის უფასო მომსახურება:

  • კომპიუტერის შემსწავლელი კურსები;

  • უცხო ენების შემსწავლელი კურსები;

  • ახალგაზრდული პროგრამები;

  • სახელობო და პიროვნული განვითარების კურსები;

  • პროფესიული გადამზადების კურსები;

  • ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამები;

  • უფასო კონსულტაციები სამართლებრივ და სოციალურ საკითხებზე.

- როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

  • სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელდება სულ მცირე 3 პროექტი, რომელიც ინიცირებული იქნება ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებიდან.

  • კვარტალში ორჯერ გაიმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის ორ მუნიციპალიტეტში, ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში პროექტის მსვლელობის მანძილზე ყოველთვიურად თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მოეწყობა სამუშაო ჯგუფების შეხვედრა სამ მუნიციპალიტეტში. სულ გაიმართება 18 შეხვედრა.

  • ჯვარში, სენაკის სამხედრო დასახლებასა და სენაკი-მენჯში განხორციელდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ორიენტირებული მინიმუმ 3 სათემო პროექტი, ხოლო კოდაში, შაუმიანში, ქვემო ბოლნისსა და ხიხანში შეიქმნება თემის განვითარების 4 ჯგუფი და განხორციელდება ადგილობრივ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ორიენტირებული 6 სათემო პროექტი.

  • სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის 6 პროექტი, ხოლო ქვემო ქართლში - სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის 3 პროექტი.

სათემო განათლების ცენტრების მისამართები:

ქვემო ქართლი

კოდის სათემო განათლების ცენტრი კოდა (ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორია) შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი შაუმიანი (ყოფილი სამხედრო დასახლება)

სამეგრელო-ზემო სვანეთი

სენაკის სათემო განათლების ცენტრი სენაკი (ყოფილი სამხედრო დასახლება) ჯვრის სათემო განათლების ცენტრი ჯვარი (ჭიჭინაძის 5ა, II სართული)

17 ინვალიდთა სოციალური დახმარების ფონდი „ახალი სიცოცხლე“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ფონდი ახალი სიცოცხლე - ღია და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, მართვის დემოკრატიული, გუნდური მუშაობისა და მუდმივი სწავლის პრინციპები.

ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მივმართეთ ფონდის თავმჯდომარეს, ნატალია როსტომაშვილს, რომელიც იმავდროულად არის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძვნებელი და გამგეობის წევრი.

- ქალბატონო ნატალია, როდის შეიქმნა ფონდიახალი სიცოცხლედა რა მიზნებს ემსახურება იგი?

- 1996 წელს ქ. თელავში შეიქმნა პირველი არასამთავრობო, საქველმოქმედო, ინტეგრირებული დღის რესურსცენტრი - შეზღუდული, ჯანმრთელი ბავშვებისა და მოზარდებისათვის. უპირველესი დახმარება გამიზნული იყო საზოგადოებისაგან იზოლირებაში მყოფი შეზღუდული ბავშვების, მოზარდების ინტეგრირებისათვის საზოგადოებაში. 1998 წლის 25 სექტემბერს ქ. თელავში შეიქმნა ორგანიზაცია - ინვალიდთა სოციალური დახმარების ფონდი „ახალი სიცოცხლე“, რომელმაც აღნიშნული დღის რესურსცენტრი დაიქვემდებარა და მიზანიც გაფართოვდა.

ფონდი „ახალი სიცოცხლე“ იღწვის ახალი სისტემების შექმნისა და დანერგვისათვის, სადაც გარანტირებული იქნება ადამიანების უფლებების დაცვა თავად ამ ადამიანების აქტიური მონაწილეობით.

1998 წლიდან დღემდე ფონდი „ახალი სიცოცხლე“ ახორცილებს სოციალურ, საგანმანათლებლო პროგრამებს.

იგი არის ჰუმანიტარული, არაკომერციული, აპოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დახმარებას უწევს ღარიბ, ღატაკ, შეზღუდულ, ჯანმრთელ, ნიჭიერ ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს.

ფონდის ოფისები ფუნქციონირებს აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთის რეგიონში - თელავსა და ახმეტის რაიონის სოფელ ოდლისში.

- რა გაკავშირებთ ჩვენს ორგანიზაციასთან და პროექტთან ერთად ჩვენ შევძლებთ?

- ფონდი 2010 წლის იანვარში გაწევრიანდა პროქტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში შექმნილ მხარდამჭერთა ქსელში.

ფონდი კახეთში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაში მხარდაჭერას დაჰპირდა. ფონდმა „ახალმა სიცოცხლემ“ შესთავაზა დევნილებს ბავშვების გადაყვანა თავიანთ დაარსებული სკოლაში, სადაც გაცილებით უკეთესი და მისაღები პირობებია.

- რას საქმიანობს ზოგადად ფონდი, რა არის მისი პრიორიტეტები?

- ფონდ „ახალი სიცოცხლის“ საქმიანობის სფეროებია:

  • განათლება;

  • სოციალური დაცვა;

  • სოფლის მეურნეობა.

ფონდთან ქ. თელავში ფუნქციონირებს ხელოვნების სკოლა, საშაულო სკოლა და ინტერნატი საბავშვო ბაღი. 2009-2010 სასწავლო წელს მოსწავლეთა კონტინგენტს შეადგენს 116 შეზღუდული, ჯანმრთელი, სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ბავშვი და მოზარდი. მოსწავლეები იღებენ განათლებას, იძენენ კონკრეტულ პროფესიებს, როგორიცაა: ხალხური რეწვა (ქარგვა, ქსოვა, ნაჭრის თოჯინების შექმნა), კერამიკული ჭურჭლის დამზადება, მეთუნეობა და კომპიუტერული სწავლება.

ხელოვნების სკოლაში ფუნქციონირებს ცეკვის, მუსიკის, ხატვისა და სასცენო ხელოვნების კლასები. დადგმულია 7 სპექტაკლი, რომლებიც ფართო აუდიტორიის წინაშე იყო წარმოდგენილი 1998 წლიდან 2006 წლის ჩათვლით - ქ. თბილისში თეატრალურ სარდაფში, ჩინეთის საელჩოში, თელავის სახელმწიფო აკადემიურ თეატრსა და კულტურის სახლში.

სხვადასხვა დროს გამოფენები მოეწყო თელავის სამხატვრო გალერეაში, ფონდ „ჰორიზონტ-ში“, თბილისის თანამედროვე ხელოვნების სალონში, თბილისში - პარლამენტის შენობაში, „შერატონ მეტეხი პალასში“, გერმანიაში - ქ. ბიბერახის მერიის საგამოფენო დარბაზში, ქ. ფრანქფურტის სკოლა-ინტერნატში. 2009 წლის 12 ოქტომბერს გვქონდა ორგანიზაციის საქმიანობის 11 წლის იუბილე, პრეზენტაცია.

მოსწავლეთა ტრანსპორტირება ხდება მინიავტობუსით. დღის ხანგრძლივობა 9.00 - 14.30, სწავლება ხუთდღიანია, ერთჯერადი კვებით.

ხელოვნების ცენტრში, სკოლაში, საბავშვო ბაღში აღსაზრდელებსა და მოსწავლეებს ემსახურება ექიმი, მეტყველების კორექტორი, მათთვის ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი.

რაც შეეხება სოციალური დაცვის კომპონენტს, ფონდ „ახალი სიცოცხლის“ მზრუნველობის ქვეშ არიან არა მხოლოდ გაჭირვებული ოჯახის ბავშვები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც. ჰუმანიტარული დახმარება (თუ კი ორგანიზაციას გააჩნია) უნაწილდება ოჯახის ყოველ წევრს. ვიღწვით მათი დასაქმებისა და სამუშაო ადგილების შექმნისათვის. ვაწყობთ საზაფხულო ბანაკებს, სადაც ისვენებენ მოსწავლეები და მათი ოჯახის წევრები.

ფონდის მეურვეობის ქვეშ იმყოფება 9 ადამიანი (უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ოთახით, კვებით). ასევე დახმარებას უწევთ აფხაზეთიდან დევნილების ბავშვებს, მოზარდებს, რომლებიც წლების მანძილზე სწავლობენ ფონდთან არსებულ სკოლაში „ახალი სიცოცხლე“ და მათ ოჯახებს შეძლებისადაგვარად ვეხმარებით.

სოფლის მეურნეობის დარგში ფონდ „ახალი სიცოცხლის» მეორე ოფისი ფუნქციონირებსB ახმეტის რაიონის სოფელ ოდლისში. იგი კოორდინაციას უწევს სოფლის მეურნეობის ბიოდინამიური წარმოებას ადგილზე. ორგანიზაციის მიზანია, განავითაროს ბიოდინამიური სოფლის მეურნეობა - მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და დაასაქმოს ორგანიზაციის მეურვეობის ქვეშ მყოფი ბენეფიციარები.

ფონდი „ახალი სიცოცხლე“ მიზნების მისაღწევად იყენებს შესაბამის რესურსებს:

  • შენობა (საკუთრებაში) - ქ. თელავში 1300კვ/მ, სადაც ამჟამად განთავსებულია სახელოსნოები, კომპიუტერული ცენტრი, დაწყებითი საბაზო სკოლა, საბავშვო ბაღი, თეატრალური სტუდია. ასევე ფონდ „ახალი სიცოცხლის“ მე-2 ოფისი სოფელ ოდლისში.

  • მიწა - საკუთრებაში აქვს სასოფლო- სამეურნეო სავარგული 2ჰა ფართობი.

  • საქონელი - 10 მსხვილფეხა საქონელი.

  • საკვები ზეთის სახდელის ტექნიკური აღჭურვილობა;

  • სამი მინიავტობუსი.

ზემოთ ხსენებული რესურსების ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს კვალიფიციური და პროფესიული კადრი.

- რა ტიპის სწავლებას ითვალისწინებს თქვენი მეთოდიკა?

- ბავშვის მომავალზე ორიენტირებულ სასწავლო, აღმზრდელობით პროცესს, მშვიდ საქმიან გარემოს და შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას.

სწავლების სპეციფიკამ, ინტეგრირების პროცესებმა ჯანმრთელი და პრობლემის მქონე ბავშვების გაერთიანებამ სპექტაკლებში, ქორეოგრაფიაში, მოგვცა არაჩვეულებრივი შედეგი: გააუმჯობესა მოსწავლეთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები, წარმოაჩინა მათი შემოქმედებითი პოტენციალი, განუვითარა ბავშვებს შრომითი ჩვევები და ერთმანეთთან უშუალი ურთიერთობების უნარი - „არ არსებობს შეზღუდულობა, რადგან ეს ცნება პირობითია. ნებისმიერ ადამიანში არსებობს სამყარო, რომელთანაც მიახლოვებაა საჭირო, ეს გზა მეტად ფაქიზი და სათუთია“.

- აქ, ალბათ, ყველას თავისი ისტორია აქვთ ხომ არ მოგვიყვებოდით უფრო ვრცლად მათ შესახებ?

- სკოლაში მოსვლამდე თამრიკო თავის დედასთან ერთად ქუჩაში მათხოვრობდა, მათ გვერდით კიდევ ერთი პატარა ბავშვი, თამრიკოს და იჯდა, რომელსაც ზამთარმა ფეხი მოუყინა და გარდაიცვალა. სკოლაში შემოსვლამდე თამრიკო ვერ ლაპარაკობდა, სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდა, იყო საოცრად მორჩილი, მაგრამ პირქუში. დღეს თამრიკო იღებს მონაწილეობას სპექტაკლებში, მას აქვს წარმატებები სწავლაში, იგი ძალზე თბილია და კონტაქტური.

...თამრიკოს სახლის წინ დიდი გრძელი სკამი დგას, მზე ამოვა თუ არა, დედას აიძულებს, სიცივისა თუ სითბოს მიუხედავად, ამ სკამზე დასვას. სუფთად გამოწყობილი თამრიკო სკოლის ავტობუსს ელოდება და ვინ იცის, იქნებ ამ მოლოდინში იგი თავის მომავალსაც ხატავს.

„ჩვენ აღარ ვმათხოვრობთ, არ ვსხედვართ ქუჩაში. ინტეგრირებულმა სკოლამ მოგვცა საკვები და ჩემი თამრიკოს მომავლის დიდი იმედი“, - ამბობს თამრიკოს მშობელი.

დღეს თამრიკო გათხოვილია და არის აქტიური საზოგადოების წევრი.

...ალეკოს სკოლაში მოსვლამდე არასოდეს დაუხატავს, ახლა ქმნის ძალიან ლამაზ ნახატებს თბილი ფერებით. 2003 წლის ივნისში ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ თაოსნობით მოეწყო გამოფენა თბილისის თანამედროვე ხელოვნების სალონში, სადაც ალეკოს ნახატებიც იყო გამოფენილი.

ალეკომ თავის თავში რწმენა იპოვა, მან იცის, რომ ამ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია.

„მე შემიძლია უკვე მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდან, ალეკო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ხდება, იგი სწავლობს „ახალ სიცოცხლესთან“ არსებულ სკოლაში, რომელმაც მთელ ოჯახს სიცოცხლის ხალისი და მომავლის რწმენა გვაჩუქა“, - ამბობს ალეკო დომელიშვილის ბებია, ქალბატონი ელენე.

ალეკო დომელიშვილმა დაამთავრა საბაზო სკოლა „ახალი სიცოცხლე“, დღეს პროფესიული ორიენტაციის ჯგუფშია და იღებს პრაქტიკულ სამუშაო უნარ-ჩვევების გამოცდილებას, მომავალში დასაქამების მიზნით.

ფონდ „ახალ სიცოცხლეში“ ყოველდღე იბადება ახალი სიცოცხლე, ახლა გვიჭირს, მაგრამ მოვა დრო და ვფიქრობთ, აღარ გაგვიჭირდება, ვინაიდან ჩვენ ხომ ყველანი ერთად ვხატავთ მზეს...

აღმოსავლეთ საქართველო, კახეთის რეგიონი,
. თელავი 2200, ჩოლოყაშვილის 37
ტელ: (+995 250) 7 61 03
მობ: (+995 99) 56 74 26,
ელ. ფოსტა: nrostomashvili@yahoo.com
ვებ-გვერდი: http://sites.google.com/site/fundnewlife

0x01 graphic

18 იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტი

▲ზევით დაბრუნება


სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) არის ქვემო ქართლის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წლის 13 აგვისტოდან დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პრინციპებს ავითარებს.

თავისი ეფექტური განვითარების გზაზე, CiDA-ს საქმიანობა მიზნად ისახავს ეროვნული ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ორგანიზაციული სტრუქტურის გაძლიერების მიზნით CiDA სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისაკენ იღწვის, ყველაფერ ამას კი, დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა განვითარების გზით ახორციელებს.

CiDA-ს საქმიანობას სამი ძირითადი მიმართულება გააჩნია:

  • ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობა და სამოქალაქო მონაწილეობა;

  • დამოუკიდებელი მედიის განვითარების ხელშეწყობა;

  • ახალგაზრდული პოლიტიკის განვითრების ხელშეწყობა.

CiDA „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტს“ ნორვეგიის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: „ქეა ნორვეგია“, „ქეა საერთაშორისო“ კავკასიაში, დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და „ტრეინინგებისა და კონსულტაციების ცენტრი“ (CTC). პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 19 მილიონ ნორვეგიულ კრონს (2.9 მილიონი აშშ დოლარი). პროექტი დაიწყო 2009 წლის ივლისში და 2012 წლის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

პროექტი „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება“ მიზნად ისახავს შიდა ქართლსა და ქვემო ქართლის დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციას მეზობელ თემებსა და ადგილობრივ მთავრობასთან. პროექტი განახორციელებს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ღონისძიებას, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტების თავიდან აცილებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

2009 წლის ივლისიდან დღემდე პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • შემოსავლების გენერირების კომპონენტი

- გამოცხადდა საგრანტო კონკურსი საკუთარი მცირე ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული დევნილი ქალებისათვის, რომელთაც საშუალება ჰქონდათ, შემოეტანათ ბიზნესიდეა და მიეღოთ დაფინანსება. სულ შეირჩა 24 ქალი, რომლებმაც გაიარეს ბიზნესის მართვის ტრენინგები. გრანტების გაცემა მოხდა თებერვლის ბოლოს;

- გამოცხადაა საგრანტო კონკურსი არსებული ბიზნესის განვითარებისთვის, რომლის მიზანი იყო დევნილებისათვის სამუშაო ადგილების შექმნა. ამ ეტაპზე დასაფინანსებლად სულ 7 ბიზნესპროექტია შერჩეული, 3 ქვემო ქართლში, ხოლო 4 - შიდა ქართლში; გრანტის ოდენობა არსებული ბიზნესის განვითარებისთვის 10 000 აშშ დოლარს შეადგენს.

- სკრის, ბერბუკისა და ახალსოფლის დევნილთა დასახლებებში შეირჩა მექანიზატორთა ჯგუფები, რომელთაც გადაეცათ სასოფლო-სამუერნეო ტექნიკა.

  • სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება

- დაიწყო მობილიზაციის პროცესი დევნილთა ჩასახლებებსა და მასპინძელ თემებში, გამოვლინდა ერთობლივი პრიორიტეტები და ამჟამად დასაფინანსებლად შერჩეულია სულ 13 პროექტი.

  • სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება

- შეირჩა 6 პარტნიორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც განახორციელებენ დევნილთა ინტეგრირებაზე ორიენტირებულ სხვადასხვა ტი პის პროექტებს.

  • ფსიქოსოციალური დახმარება და ცნობიერების ამაღლება

- ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში შეირჩა 15 სამიზნე სკოლა, რომლებშიც უკვე დაიწყო დევნილი და ადგილობრივი მოზარდების ტრენინგი.

ქალთა ბიზნესის კომპონენტზე ვესაუბრეთ CiDA-ს ქალთა ბიზნესის განვითარების ოფიცერს - სოფიო კაჭახიძეს:

- ქალბატონო სოფიო, რა კრიტერიუმებით ხდებოდა დევნილი ქალბატონების შერჩევა პროექტის პირველ ეტაპზე?

- შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა, კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ ქალბატონებს 18 წლის ზემოთ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებად (მაგალითად, დაფინანსდა 8 ქალბატონისაგან შემდგარი ჯგუფი და დღესდღეობით წარმატებულად ხორციელდება ეს ბიზნესპროექტი, მათ 2 გრანტის ოდენობა გადაეცათ). განაცხადების წარდგენა შეეძლოთ დევნილ ქალბატონებს ქვემო და შიდა ქართლის 21 ჩასახლებიდან. პრიორიტეტული იყო ის ბიზნესიდეები, სადაც ერთად ფიგურირებდნენ იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი ქალბატონები.

- რა ოდენობის გრანტს გასცემთ თითოეულ ბიზნესიდეაზე?

- გრანტის ოდენობა შეადგენს 950 აშშ დოლარს.

- რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ინიციატივას იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის?

- სულ მივიღეთ 431 განაცხადი: აქედან 231 განაცხადი - ქვემო ქართლიდან, ხოლო 200 განაცხადი - შიდა ქართლიდან. ქვემო ქართლის რეგიონში ყველაზე დიდი აქტივობით კოდას კომპაქტური დასახლება გამოირჩეოდა - 166 განაცხადი (დაახლოებით 40%25), ხოლო შიდა ქართლში ყველაზე მეტი განაცხადი კარალეთის წმინდა წყლის დასახლებიდან შემოვიდა - 94 განაცხადი (დაახლოებით 25%25). განვიხილეთ დეტალურად თითოეული განაცხადი და ავარჩიეთ 75 ქალბატონი, რომლებიც გადავიდნენ მეორე ეტაპზე. რაც შეეხება იმ ბიზნესიდეებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ შემდეგ ეტაპზე, ჩვენ დავწერეთ დეტალური შეფასებები და ქალბატონებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია თუ კონსულტაცია ჩვენი ორგანიზაციისაგან.

- გთხოვთ, აღწეროთ დევნილი ქალბატონების გზა ბიზნესიდეიდან ბიზნესის მენეჯერობამდე.

- მეორე ეტაპზე გადასულ 75 ქალბატონს ჩაუტარდა ტრენინგები ბიზნესგეგმის მომზადების შესახებ, ხოლო შემდგომ 24 გამარჯვებულ პროექტის ავტორს - ტრენინგი საკუთარი ბიზნესის სამართავად საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად. მათ მიეცათ 2-კვირიანი ვადა ბიზნესგეგმების დასაწერად. საბოლოოდ, დაფინანსდა 24 ბიზნესპროექტი და დღეს თითოეული წარმატებით ფუნქციონირებს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს პერმანენტული მონიტორინგის ღონისძიებები, რომელთა გატარებასაც ჩვენი ორგანიზაცია ყოველკვირეულად უზრუნველყოფს.

- სამომავლოდ თუ იგეგმება ქალთა მცირე ბიზნესისათვის გრანტების გაცემა?

- დიახ, ქალთა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად სულ უნდა გაიცეს 84 გრანტი (როგორც აღვნიშნეთ, 24 პროექტი უკვე დაფინანსებულია). შესაბამისად, გაგრძელდება ამ კუთხით მუშაობა. ახალი ბიზნესიდეების მიღება დაიწყება ივნისის ბოლოდან და დევნილ ქალბატონებს მეტი აქტიურობისა და ჩართულობისაკენ მოვუწოდებთ

19 გორის საინფორმაციო ცენტრი

▲ზევით დაბრუნება


„გორის საინფორმაციო ცენტრის“ შესახებ გვესაუბრა პროექტის კოორდინატორი - მიხეილ ჩიტაძე:

„გორის საინფორმაციო ცენტრი“ არსებობს 1997 წლიდან. მისი დაარსების მთავარი მიზანი არის თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა და თვითმმართველობის ურთიერთობა საზოგადოებასა და მედიასთან. გასულ წელს ხორციელდებოდა პროექტი „გორის ანტიკრიზისული საინფორმაციო ცენტრი“, რომელიც ურბანული ინსტიტუტის დაკვეთითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განხორციელდა. ეს პროექტი ითვალისწინებდა საომარი მოქმედებების შედეგების ლიკვიდაციის პროცესების საინფორმაციო მხარდაჭერას, ანუ მომზადდა საინფორმაციო ბაზა იმის შესახებ, თუ რომელი ორგანიზაცია რა პროექტს ახორციელებდა. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც საერთაშორისო, ისე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. აღნიშნული პროექტი დასრულდა 2009 წლის სექტემბრის ბოლოს გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ურბანულმა ინსტიტუტმა საქართველოში მუშაობა შეწყვიტა. არსებული საინფორმაციო ბაზა გადაეცა გორის მუნიციპალიტეტს. ამჟამად ამ ცენტრს კოორდინაციას უწევს გორის მუნიციპალიტეტი.

- მატონო მიხეილ, ამჯერად რა არის „გორის საინფორმაციო ცენტრის“ მუშაობის მიმართულება?

- ახლა მიმდინარეობს პროექტი სახელწოდებით „ჩაერთე მართვაში“. ეს პროექტი ხორციელდება შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში. მისი მიზანია გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების გააქტიურებისა და მართვის პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.

- რა ტიპის ღონისძიებები ტარდება ამ პროექტის ფარგლებში?

- პროექტის ფარგლებში ტარდება საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, სატელევიზიო და რადიოგადაცემები; განხორციელდა მოქალაქეთა ინიციატივების რეალიზება; გორის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით მოხდა მცენარეთა დაცვის აგროვადების შესახებ ინფორმაციის შეძენა, რომელიც უფასოდ მიეწოდება სოფლის მოსახლეობას.

ანკეტა დევნილი მოსახლეობისათვის

რა თემაზე გაინტერესებთ ინფორმაციის მიღება?






რეგიონი: ------------------------

დასახლების სახელი: --------------------------

ასაკი: ----------------------