![]() |
სტატიები ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალ „Plants Science“-დან |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
წყარო: ISSN E1987-8028 |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სტატიები გამოქვეყნებულია ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალ „Plants Science“-ში, 2009 წელს. UDK 581. http://www.medgeo.net სტატიის ბიზნეს–პროექტებზე ადაპტირებული ვერსია შესულია წიგნში: ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. „სამკურნალო და თანამდევი მცენარეები. გამოყენება, წარმოება, მარკეტინგი“. მასალა წარმოადგენს ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. |
![]() |
1 ალოე |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია
ალოე ხისებრი Aloe arborescens MilL
ალოე ბარბადოსის Aloe barbadensis Mill.
ალოე ზოლებიანი Aloe striatula Kth.
ალოე სოკოტრის Aloe perryi Backer.
Sword Aloe, narrow, leaved aloe - ინგ.
Grosse Schwerdaloe - გერმ.
Aloe corne de belier - ფრანგ.
I ზოგადი ნაწილი
1.1. ზოგადი დახასიათება
ალოე მიეკუთვნება Liliaceae-ის, ასფოდელოსებრთა ოჯახს. იგი სუკულენტური* მცენარეა. თავის სამშობლოში - აფრიკაში იგი 4მ სიმაღლემდე იზრდება, ფოთლების სიგრძე კი 65 სმ-მდეა და ძირითადად ღეროს წვეროზეა. ფორმით წამახვილებული, ხორცოვანი, ხშირად ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული.
ალოე საქართველოში ველურად არ გვხვდება. ჩვენში ხშირად გვხვდება როგორც ოთახის კულტურა. დასავლეთ საქართველოში არსებობდა მეურნეობები კულტივირებული ალოე გაცილებით დაბალია. მისი ფოთლები მოგრძო მახვილისებურია, ეკლიანი კიდეებით. საყვავილე მტევანი მაღლა წითელი ან ყვითელი ყვავილებიანი დაბოლოებით. ყვავილები მარტივი გვირგვინიანია.
საყვავილე ღერო ცენტრალური, გრძელი, მთავრდება წითელი, ყვითელი ან თეთრი ფერის კენწერული მრავალყვავილიანი მტევნით. ყვავილები ლამაზია, აქვს მარტივი გვირგვინისებრი ყვავილსაფარი. ნაყოფი 3-წიბოიანი ცილინდრული ფორმის კოლოფია.
სულხან-საბა ალოეს საბრს და აზუას უწოდებდა.საბრს ზოგი ავტორი ალოეს სინონიმად იყენებს, ზოგი ამ ტერმინით უშუალოდ „ხისმაგვარ ალოეს“ აღნიშნავს, ზოგი კი - „საბრი“ ალოეს წვენის მნიშვნელობითაც იყენებს. ტერმიოლოგიური აღრევის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ამ ტერმინს თავს ვარიდებთ.
სუკულენტები [succulentus ლათ. - წვნიანი] - მრავალწლოვანი გვალვაგამძლე მცენარეები, რომელთაც ახასიათებს წყლით მდიდარი ხორციენი ფოთლები ან ღეროები.
1. 2. გავრცელება
ალოე აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის მცენარეა. წვნიანი ფოთოლი, ლორწოვანი რბილობით, უზრუნველყოფს მის არსებობას გვალვის პირობებში.ბუნებაში მოზარდი ალოე ირჩევს ქვიშიან და ღორღიან ადგილებს.
მრავალი ქვეყანა აწარმოებს ალოეს კულტურას. საბჭოთა პერიოდში მათ შორის იყო საქართველოც იწარმოებდა. თავისუფალი ეკონომიკური საზღვრების პირობებში, ადგილობრივ ნაშენი ალოე, ცხადია უცხოურს კონკურენციას ვერ უწევს.ჩვენთან იგი ფართოდაა გავრცელებული, როგორც ოთახის კულტურა.
1. 3.ქიმიური შემადგენლობა
ალოე შეიცავს ანტრაქინონურ გლიკოზიდებს. მათ შორისაა ალოინი, იზორბარბალოინი (ალოინის იზომერი), ჰომონატალოინი. ნედლეული შეიცავს თავისუფალ ანტრაქინონებსაც, ძირითადად ალოე-ემოდინს, ფისოვან ნივთიერებებს, პოლისაქარიდ ალოე-მანანს.
ალოეს ახალი წვენი შეიცავს ანტრაქინონიურ გლიკოზიდებს, ფისოვან ნივთიერებებს, და სხვა ნივთიერებებს.
ბიოგენური სტიმულაციის მქონე ალოეს პრეპარატების შემადგენლობაში შესწავლილია დიკარბონის და ოქსიდიკარბონის მჟავები, უჯერი არომატული და ოქსიმჟავები, მაღალმოლეკულური არომატული მჟავები.
ქვემოთ მოცემულია იმ ნივთიერებათა უბრალო ანბანური ჩამონათვალი, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში ფიგურირებს, როგორც ალოეს შემადგენელი. ჩამონათვალი სადემოსტრაციოა და კლასიფიცირებული არაა. ნახატ- ფორმულები აღებულია [9]-დან.6-ფენილ-პირან-2-ონის ნაწარმები, B, P, Al, Mg, Ca, K, Na, Si, Fe, Mn, Ba, Ag, Zn, Ni მიკროელემენტები, ალოე-ემოდინ-ანტრონი, ალოე-ემოდინი, ალოენინი A, ალოენინი B, ამინომაჟავები, ანტრაქინონიურ გლიკოზიდები, ანტრაცენნაწარმები, ასპარაგინის მჟავა, ბიოგენირ სტიმულატორები, გლუტამინის მჟავა, დიკარბონის მჟავა, ვიტამინები C, K, B12, თავისუფალი ქრიზოფანოლი, კოფეინის მჟავა, მონოსაქარიდები, მწარე გლიკოზიდები, ნიკოტინის მჟავა, ოქსიდიკარბონის მჟავა, ოქსიმეთილანტრაქინონები, პოლისაქარიდ ალოე-მანანი, სერინი, ფენოკარბონის მჟავა, ფერმენტები, ფისოვან ნივთიერებები, ფლავონოიდები. ფუროკუმარინები, ქლოროგენის მჟავა, ქრომონის ნაწარმი, შაქარ - არაბინოზა,
II კულტივირება
2.1 გამრავლება
საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში არსებობს ალოეს კულტივირების გამოცდილება. ამ შემთხვევაში იგი მიეკუთვნება დახურული გრუნტის გადასარგავ კულტურას. გამრავლების მიზნით შეარჩევენ მოზრდილ მცენარეს, აჭრიან გვერდით ყლორტებს და აფესვიანებენ. დაფესვიანება უნდა მოხდეს დახურულ კვალსათბურში, სადაც ტოვებენ გამოსაზამთრებლად. გაზაფხულზე ჩაფესვიანებული ყლორტები გადააქვთ სანერგეში. აქ დასრულდება მცენარის ზრდა. ზრდასრული მცენარე მომდევნო წლის გაზაფხულზე გადააქვთ ღია გრუნტში. იყენებენ ფესვებიდან ბუნებრივ ამონაყრებსაც.
ღია გრუნტში გადარგვამდე საჭიროა ნიადაგის მომზადება, უპირველესად კი მისი შერჩევა. ალოეს კულტურისათვის ხელსაყრელია მაღალნოყიერი სტრუქტურული ნიადაგი. ნიადაგი არ უნდა იყოს ნეიტრალური ან სუსტი მჟავე რეაქციის მქონე. მიუღებელია ალოეს კულტურისათვის მძიმე ნიადაგები, რომლებიც იტბორება და დატენი-ანებულია.
ალოეს კულტივირებისათვის საუკეთესო წინამორბედ კულტურად ითვლება სათოხნი კულტურები. შერჩეულ ნიადაგს მოხნავენ ადრე გაზაფხულზე, მოხვნის სიღრმე უნდა იყოს 20-22 სმ. დარგვამდე 15-20 დღით ადრე ნიადაგს გადახნავენ 12-15 სმ სიღრმეზე და იმავდროულად დაფარცხავენ.
ალოე მომთხოვნია ნიადაგის განოყიერებისადმი. ამის გათვალისწინებით სასუქები შეაქვთ ძირითადი მოხვნის წინ შემდეგი შეფარდებით: 1 ჰა-ზე 30-40 ტონა ნაკელი, ფოსფოროვანი სასუქი 150-200 კგ, კალიუმიანი 100-120 კგ. დარგვა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ შესაძლებელია აპრილ-მაისში.
2.2 მოვლა
კულტურის მოვლა გულისხმობს სეზონის განმავლობაში ნიადაგის გაფხვიერებას და გათოხვნას. ამის საჭიროება იქმნება ჩვეულებრივ, სეზონზე 2-3 ჯერ.
2.3. ნედლეულის დახასიათება
ალოეს სამკურნალო ნედლეული სამი სახისაა
მშრალი წვენი.
ახალი წვენი.
ბიოგენური სტიმულატორების პრეპარატები.
მშრალი წვენი მიიღება ალოეს ფოთლების წვენის შესქელების შედეგად. მის მისაღებად ალოეს ფოთლებს დაჭყლეტენ და მიღებულ წვენს აქროლებენ. თავის სამშობლოში ალოეს წვენის მიღება შესაძლებელია თვითდინებით. ამისათვის ფოთოლს აწყვეტენ ღეროსთან და გადატეხილი ქვედა ბოლოთი ჩაუშვებენ ჭურჭელში. მზა პროდუქტი წარმოადგენს სხვადასხვა ზომის მურა-შავი ფერის ნაჭრებს. გემო მწარეა, სუნი სუსტი, არასასიამოვნო.
ახალმიღებულ წვენს ღებულობენ ფოთლების გამოწურვით და შემდეგ კონსერვაციას უკეთებენ 20%25-იანი სპირტით. მიღებული წვენი მწარე გემოსი და სურნელოვანი სუნისაა.
ბიოგენური სტიმულატორების პრეპარატებს მიეკუთვნება საინექციო თხევადი ექსტრატი და რთული ემულსია. ამ პრეპერატებს ღებულობენ ფილატოვის გამოკვლევათა საფუძველზე. ნედლ ფოთლებს ინახავენ სიბნელეში, 2-60ჩ ტემპერატურაზე 12-15 დღე. ამ დროისთვის ნედლეულში გროვდება ბიოგენური სტიმულატორები. ასეთ ფოთლებს ფაფისებურ მასად გარდაქმნიან, შემდეგ ასხამენ 1:3 შეფარდებით ოთახის ტემპერატურის წყალს. გასუფთავების, კონტროლისა და სტერილიზაციის შემდეგ მიღებული ექსტრაქტი მზად არის ამპულირებისთვის.
2.4 ნედლეული და მისი შეგროვება
[9]-დან მოგვყავს ალოეს ნედლეულის ფარმაკოპეული მოთხოვნები: „ალოეს ნედლი ფოთლები უნდა იყოს 15-45 სმ სიგრძის, ფუძესთან - 2-5, 5 სმ სიგანის, ხმლისებრი ფორმის, წვნიანი, ღეროზე შემოხვეული თხელი ხალთით, ზევიდან - ჩაღრმავებული, ქვევიდან - ამოზნექილი, კიდეებზე აქვს ელკლისმაგვარი 2-5 მმ-იანი კბილაკები, რომლებიც ფოთლის ზედაპირისკენაა დახრილი. ხალთები (ვაგინები) 3 სმ-მდე სიგრძისაა, მშრალი, პარალელური დაძარღვით. ფოთლების ფერი მქრქალი-მწვანე, მოცისფრო ელფერით, კბილაკების - მომწვანო ყვითელი ან მოწითალო. სუნი სუსტი, თავისებური, გემო მწარე.
ალოეს ფოთლების შეგროვება წარმოებს შერჩევით. შესაგროვებლად არჩევენ ღეროს ქვედა და შუა ნაწილის ფოთლებს, რომლებიც კარგად არის განვითარებული და 12-15 სმ სიგრძისაა. ღეროზე ტოვებენ დაახლოებით 8-9 ფოთოლს. მოკრეფილ ფოთლებს აწყობენ 25-30 სმ სიმაღლის ყუთებში, რომლებიც დახვრეტილია და შიგ ჰაერი თავისუფლად მოძრაობს. ნედლეული დაუყოვნებლად გადააქვთ გადამუშავების ადგილას. ტრანსპორტირების ხანგრძლივობა ერთ დღე-ღამეს არ უნდა აღემატებოდეს.
ჩვენს პირობებში მოსავლიანობა შეადგენდა 0, 5-2 ტონას 1 ჰა-ზე.
მოსავლის აღებასთან ერთად იგივე პლანტაციიდან შესაძლებელია გასამრავლებელი მასალის მიღებაც. ამისათვის ალოეს გვერდის გამონაზარდებს აჭრიან და ახდენენ მათ ჩაფესვიანებას. 1 ჰა ფართზე გაშენებულ ალოეს პლანტაციიდან შესაძლებელია 200-400 ათასი ნერგის მიღება. თავისთავად ეს პროცედურა არათუ ასუსტებს მცენარეს, არამედ პირიქით ხელს უწყობს ძლიერი და სასაქონლო თვალსაზრისით მაღალი მაჩვენებლების მქონე ფოთლების განვითარებას.
თავი III გამოყენება
ალოე უძველესი სამკურნალო მცენარეა. მისდამი ინტერესი თანდათანობით სულ უფრო იზრდება. XIX საუკუნეში ალოე ცნობილი იყო როგორც საფაღარათო საშუალება. სადღეისოდ ალოეს მედიცინაში გამოყენების სფერო მრავალმხრივია. ალოეს პრეპარატები გამოიყენება ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ანემიების, სხივური დაზიანების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებების და სხვა დროს.
ალოე ცნობილია როგორც ბიოგენური მასტიმულირებელი, საფაღარათო და ქოლერეზული საშუალება.
ალოე აძლიერებს რეგენერაციის პროცესებს და აუმჯობესებს ორგანიზმის დაცვით ძალებს. იგი ფართოდ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში ბლეფარიტების, რქოვანას და თვალის ბადურას დაავადებების, მხედველობითი ნერვის ატროფიის და სხვათა დროს. მას იყენებენ ტრამვების, ძნელად შესახორცებელი ჭრილობების, ნაწოლების, ეგზემის, ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს, როგორც რეგენერაციული პროცესების დამაჩქარებელი.
ალოეში შემავალი ანტრაქინონური გლიკოზიდი ალოინი განაპირობებს მის საფაღარათო მოქმედებას. ორგანიზმში ამ გლიკოზიდის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ემოდინი აღიზიანებს რა ნაწლავური ტრაქტის რეცეპტორებს (უმეტესწილად მსხვილ ნაწლავში), იწვევს საფაღარათო ეფექტს.
ალოეს პრეპარატების გამოყენება უკუნაჩვენებია მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებებისას, ასევე ნეფრიტის, ორსულობის, მენსტრუაციის, ჰემოროის დროს.
ალოესგან ამზადებენ ექსტრატებს, გამონაცემს, გარეგან სახმარ ფორმებს (ლინიმენტი). თხევადი ექსტრაქტი გამოდის ინტრამუსკულარული საინექციო ფორმით.
ალოეს პრეპარატების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის რეკომენდაცით!
ალოეს გამოყენება ემპირიულ მედიცინაში (მანანა კიკნაძე)
დაავადებები, |
ნედლეული |
ემპირიული რეცეპტი
|
სუნთქვის ორგანოების |
|
|
ბრონქიტი |
ალოეს ფოთლები |
15 გ. ალოე, ღორის ან ბატის |
ტუბერკულოზი |
ალოეს ფოთლები |
ალოეს ახალი წვენი თაფლთან და კარაქთან ერთად |
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები |
|
|
გასტრიტი |
ალოეს ფოთლები |
დალიეთ 1-2 ჩაის კოვზი ალოეს წვენი 2-3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 1-2 თვე |
ყაბზობა |
ალოეს ფოთლები |
1. დიდი დოზებით საბრის მიღება (0, 5-1, 0 გ) იწვევს ძლიერ საფაღარათო მოქმედებას, რაც 6-8 სთ-ის შემდეგ ვლინდება. ამასთან, იწვევს სისხლის ჭარბად მიწოდებას მენჯ-ბარძაყის ორგანოებისაკენ, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს. მცირე დოზებით (0, 05-0, 2 გ); |
უმადობა |
ალოეს ფოთლები |
|
ინფექციური |
|
|
დიზენტერია |
ალოეს ფოთლები |
დალიეთ 1-2 ჩაის კოვზი ალოეს წვენი 2-3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 1-2 თვე |
კანისა და ვენერიული |
|
|
თმის ცვენა |
ალოეს ფოთლები |
ალოეს წვენი ღვინოსთან |
ქირურგიული დაავადებები |
|
|
ჭრილობები |
ალოეს ფოთლები |
ალოეს ახალი წვენი |
დამწვრობა |
ალოეს ფოთლები |
დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული დოლბანდი ან პირდაპირ დაიწვეთეთ წვენი დაზიანებულ ადგილას |
დაჩირქებული ჭრილობა |
ალოეს ფოთლები |
დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული დოლბანდი ან პირდაპირ დაიწვეთეთ წვენი დაზიანებულ ადგილას |
დაჟეჟილობა |
ალოეს ფოთლები |
ალოეს წვენი თაფლთან ერთად |
საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის დაავადებები |
|
|
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები |
|
|
ანგინა, ტონზილიტი |
ალოეს ფოთლები |
ალოეს ფოთლების ნაყენი |
თვალის დაავადებები |
|
|
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები |
ალოეს ფოთლები |
ალოეს ფოთლების ნაყენი პირის ღრუში გამოსავლებად |
ონკოლოგიური დაავადებები |
|
|
სწორი ნაწლავის |
ალოეს ფოთლები |
ალოეს წვენი |
მამაკაცის სასქესო ორგანოების სიმსივნე |
ალოეს ფოთლები |
ალოეს წვენი |
კოსმეტოლოგია
გარეცხეთ ალოეს ფოთოლი ცივ ანადუღარ წყალში, დააქუცმაცეთ ფაფისებრი მასის მიღებამდე (ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში), დაამატეთ 5 წილი წყალი და გააჩერეთ 1 სთ. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე, ადუღეთ 2-3 წთ, გაწურეთ 2-3 ფენა დოლბანდში (არ დაგავიწყდეთ ფოთლიდან ეკლისმაგვარი კიდეების მოცილება). ასეთი სახით დამზადებულ ალოეს ნაყენს ხმარობენ სახის გასაწმენდად, ფერისმჭამელების მოსაცილებლად, ზედმეტი ცხიმიანობის დროს.
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი.2000 წ.ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. ალოე. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. ალოე. „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Vasil Shengelia. Aloe . „Plants Science“, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
მასალა შეტანილია საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის ენციკლოპედიაში. საავტორო უფლებები დაცულია. მასალის კოპირება დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე.
![]() |
2 ბაღის პიტნა |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია
თავი I. ზოგადი ნაწილი
შესავალი
პიტნა (ლათ. Mentha), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. საქართველოში ველურად იზრდება მხოლოდ 4 სახეობა:
- ომბალო (Mentha pulegium),
- მინდვრის პიტნა (Mentha arvenis),
- წყლის პიტნა (Mentha aquatica),
- ტყის პიტნა (Mentha longifolia).
რაც შეეხება ბაღის პიტნას - Mentha piperita L. იგი ველური ფორმით არ არსებობს, მაგრამ საქართველოში ხშირად გვხვდება გაველურებული.
ბაღის პიტნას, რუსულის გავლენით (Мята перечная) პილპილა პიტნასაც უწოდებენ. ჩვენ ზოგჯერ ვიყენებთ ამ დასახელებას, რადგან „ბაღის პიტნას“ ხშირად ხალხი უწოდებს არა სახეობას, არამედ ბაღში ნაზარდ პიტნას, ველურისაგან განსხვავებით და ამან კონსულტაციებისას ტერმინთა აღრევა გამოიწვია.
გვხვდება კიდევ ერთი ტერმინი „ინგლისური პიტნა“. მას იყენებენ „ბაღის პიტნის“ სინონიმად, რადგან „ბაღის პიტნა“ ინგლისში შეიქმნა. ამავე დროს, „ინგლისური პიტნა“ ქვია „ბაღის პიტნის“ ერთ-ერთ ჯიშს.
ცალკე უნდა აღინიშნოს ომბალო - Mentha pulegium L. იგი ტუჩოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ოდნავ შებუსული, 50 სანტიმეტრამდე სიმაღლის, სწორმდგომი ღერო აქვს. ფოთლები მომრგვალო ან მომრგვალო-ელიფსური. ომბალოს სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები. კულტურაში ყველგან გვხვდება. საქართველოში კულტურაში საკმაოდ პოპულარულია, ველური ფორმები გვხვდება პრაქტიკულად ყველა რაიონში. შეიცავს ეთერზეთებს. კრეფენ ყვავილობისას, როცა მათი რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს. მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად. ამჯობინებს ჭარბტენიან ნიადაგებს. ყინვაგამძლეა; კულინარიაში იყენებენ ნედლად და გამხმარს. ომბალოს ეთეროვანს ზეთში ძირითადია კეტონი პულეგონის (60-70%25), რომელიც შესაბამისი რეაქციებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს მენთოლში. (იზოპროპილური ჯგუფის უჯერი კავშირის ჰიდრირებისა და კეტოჯგუფის აღდგენის შემდეგ [9]).
ჩვენ საუბარი ქვემოთ, მხოლოდ ბაღის პიტანაზე Mentha piperita L. გვაქვს. იგი ოფიცინალური და ბაზარზე ყველაზე მეტად კოტირებადი სახეობაა.
1.1.ბაღის პიტნის Metha piperita L. ზოგადი აღწერა
ბაღის პიტნა მიეკუთვნება ტუჩოსანთა ოჯახს (Lamiaceae). იგი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იზრდება 50-100 სმ-მდე. მისი მიწისქვეშა ნაწილი ფესურაა. ფესურა მსხვილია, ჰორიზონტალური, დატოტვილი. მისი კვანძებიდან გამოდის მრავალი წვრილი ფესვი. ღერო სწორმდგომი და ოთხწახნაგოვანი აქვს, რომელიც ფუძესთან დატოტვილია. უხვადაა შეფოთლილი, მცირებ შებუსული. ღეროზე ფოთლები ჯვარედინ-მოპირისპირედაა განლაგებული. ფოთლების ფორმა იცვლება კვერცხისებურიდან ლანცეტისებურამდე. მათი ქვედა ნაწილი უფრო ღია შეფერილობისაა, ვიდრე ზედა. ფოთლები და ღეროც დაფარულია ბუსუსებით. ბაღის პიტნის ყვავილები წვრილი, არათანაბრად ორტუჩა, ხუთწევრიანი, მოვადრისფრო-იისფერია, რომლებიც ყლორტების წვეროებზე თავთავისებრ ყვავილედშია განლაგებული. გვირგვინი ჯამშია ჩამალული, ხახასთან გაფართოებულია, მტვრიანა ოთხია, თანაბარი ზომის, თანაყვავილები ვიწროა, წვრილლანცეტა ფორმის. მცენარე ყვავილობს ივლის-აგვისტოში.
1.2 ჯიშები
ბაღის პიტნა ბუნებაში ველურად არ იზრდება, იგი ჰიბრიდია. ვარაუდებენ, რომ ს XVI ს-ში გამოიყვანეს ინგლისში წყლის პიტნისა - Mentha aquatica L. და მწვანე პიტნის - Mentha viridis L. შეჯვარებით. ინგლისიდან იგი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. საქართველოში მისიონერების შემოტანილი ჩანს, რადგან ხალხში ძველად ფრანგულა პიტნასაც ეძახდნენ.
დღეისათვის ბაღის პიტნის ასეულობით ჯიში არსებობს. ჯიშები გამოყვანილია ძალიან სპეციფიკური, ვიწრო ნიშებისათვის. მაგალითად, საღეჭი რეზინისათვის.
ჯიშების კლასიფიკაცია საკმაოდ რთულია. პირობითად ისინი შეიძლება დაიყოს ეთანოლის მაღალ შემცველობის და ანტოციანების მაღალი შემცველობის. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისაგან მცენარის ფერითაც განსხვავდება.
1.2. გავრცელება
პიტნა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამრეწველო კულტურაა. საერთაშორისო ბაზარზე ყოველთვის ფასობდა ინგლისური, ინდური, იტალიური, ფრანგული, იაპონური ნედლეული.
საქართველოში, ნედლი მოხამრებისათვის, ბაღის პიტნა მრავალი საუკუნეა ფართოდაა გავრცელებული. სამრეწველო პლანტაციები, ეთერზეთების წარმოებისათვის მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გაშენდა. ამჟამად ისინი აღარაა.
თანამედროვე ჯიშებითა და ტექნოლოგიებით პიტნის გაშენება საქართველოში პერსპექტიულია. იგი კარგად იხარებს ზღვისპირეთში, მაგრამ წარმატებული პლანტაციების გაშენება შეიძლება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ სოფელში (სარწყავ მიწებზე).
1.3. ქიმიური შედგენილობა
ოფიცინალური ნედლეულია ბაღის პიტნის ფოთოლი - Folium Menthae piperitae პიტნა შეიცავს ეთერზეთს; ყვავილებში ეთერზეთის შემცველობა 4-6%25, ფოთლებში 2,5%25-მდე. ღეროებში ეთერზეთი თითქმის არ არის. პიტნის ეთერზეთში 100-ზე მეტი კომპონენტია
გამოვლენილი. ძირითადი კომპონენტია: იზომენთოლაცეტატი, კეტონი მენთონი 910-30%25), მენთოლი (50-80%25), მენთოფურანი, ნეოიზომენთოლაცეტატი, პულეგონი. გამოვლენილია: l-ლიმონენი (ტერპენების ჯგუფი), α- და β-პინენი (ტერპენების ჯგუფი), α-ფელანდრენი (ტერპენების ჯგუფი), γ-ტერპინენი (ტერპენების ჯგუფი), აკაცეტინი (ფლავონოიდი), ანთოციანები, აპიგენინი (ფლავონოიდი), კაროტინოიდები, ლუტეოლინის 7-α-L-რამნოზიდ-β-D-გლუკოპირანოზიდი (ფლავონოიდი), ლუტეოლინის 7-რუტინოზიდი (ფლავონოიდი), მთრთილავი ნივთიერებები, ნახშირწყლები, ოლეანოლის მჟავა, პესპერიდინი (ფლავონოიდი), საბინენი (ტერპენების ჯგუფი), საპონინები, ურსოლის მჟავა ,,ფენოლკარბონის მჟავები, ქრომონები, ციმაროზიდი (ფლავონოიდი).
[9]-ს მოჰყავს საქართველოში მიღებული ზეთის მაჩვენებლები: „გამჭირვალე, ადვილადმოძრავი სითხეა, უფერული ან ოდნავმოყვითალო ფერის; ხვ. წონა 200C 0,9180 ბრუნვის კუთხე 15011/“ გარდატეხის მაჩვენებელი 1, 4650, მჟავობის რიცხვი 5,63; მენთოლის შემცველობა 41,20%25.“
თავი II. ბაღის პიტნის კულტივირება
საერთაშორისო ბაზარზე სარეალიზაციო მაჩვენებლების მქონე პიტნის მოყვანა მარტივი არაა. საქართველოში პიტნა ბევრგან ხარობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან მოხერხდება კეთილხარისხოვანი ნედლეულის მიღება.
2.1. ნიადაგის შერჩევა და დამუშავება
ნიადაგი და კლიმატი პირდაპირ გავლენას ახდენს მცენარის განვითარებაზე და ფოთლების მოსავლიანობაზე, ეთერზეთების გამოსავლიანობასა და ხარისხზე.
პიტნის საწარმოო მნიშვნელობით კულტივირებისათვის, სასურველია ისეთი რეგიონების შერჩევა, სადაც მცენარის ვეგეტაციის პერიოდის მანძილზე, მზიანი დღეების რაოდენობა სჭარბობს ღრუბლიანს. ამასთან, მაღალი უნდა იყოს ჰაერის საშუალო ტემპერატურა.
პიტნა სინათლის მოყვარული მცენარეა. იგი ინტენსიურად ვითარდება გრძელი დღის პერიოდში. საქართველოს უმეტეს რაიონებში პიტნისათვის ყინვები საშიში არ არის. იგი ყინვებს კარგად უძლებს (ნიადაგის გამყინვარება-80C; ჰაერის ტემპერატურა -200C).
ჭარბი ნესტი ცუდად აისახება მოსავლის ოდენობასა და ხარისხზე.
პიტნის კულტურისათვის საუკეთესო წინამორბედად ითვლება საშემოდგომო ხორბალი, აგრეთვე სხვა თავთავიანი კულტურები, რომლებიც ნიადაგს ტოვებენ სარეველებისაგან გაწმენდილ, ფხვიერ და ნესტიან მდგომარეობაში. გარდა საშემოდგომო ხორბლისა, წინამორბედ კულტურად დასაშვებია ბოსტნეული კულტურებიც.
წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ, ნიადაგი უნდა მოიხნას 25-28 სმ სიღრმეზე. თუ წინამორბედი სათოხნი კულტურა იყო, საკმარისია 22-25 სმ სიღრმეზე მოხვნაც.
საშემოდგომო დარგვისას მოხვნის შემდეგ ატარებენ ნიადაგის კულტივაციას 10 სმ სიღრმეზე, საჭიროებისას დაფარცხავენ.
საგაზაფხულო დარგვისას ნიადაგს მზრალად მოხვნის შემდეგ გაზაფხულზე ჩაუტარებენ კულტივაციას შემდგომი დაფარცხვით.
პიტნა განსაკუთრებით მომთხოვნია ნიადაგის ორგანული სასუქით განოყიერებისადმი, ამიტომ აუცილებელია ნაკელის შეტანა. ჯობია ნაკელი შეტანილ იქნეს წინამორბედი კულტურის დროს, ჰექტარზე 40 ტონის ოდენობით. პიტნის დარგვის წინ შეიძლება დამატებით შევიტანოთ 15-20 ტონა ნაკელი. თუკი წინამორბედი კულტურის დროს ნიადაგი ნაკელით განოყიერებული არ იყო, შეტანილ უნდა იქნეს 1 ჰა-ზე 40 ტონა ნაკელი.
2.2. გამრავლება
ბაღის პიტნა წარმოადგენს ორი სახეობის Mentha aquatica L. და M. viridis L. სახეობების ნაჯვარს. მისი ყვავილების უმეტესობა სტერილურია, ამიტომ გამრავლების ერთადერთი საწარმოო მეთოდი ვეგეტაციური, ფესურით გამრავლებაა. ფესურებს რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე.
გაზაფხულზე ფესურა რაც შეიძლება ადრე უნდა დაირგას, რათა ნესტიან ნიადაგში მოხვდეს. დასარგავად ვარგისია შემოდგომით შეგროვებული ფესურები.
უპირატესობა ენიჭება საშემოდგომო დარგვას. საშემოდგომო ნარგავის ვეგეტაციის პერიოდი უფრო ხანგრძლივია. მას ნიადაგისა და კლიმატის მხრივ განვითარების უკეთესი პირობები ექმნება. ეს საშუალებას იძლევა ნედლეული ორჯერ იქნეს აღებული და საშუალოდ 20%25-ით მეტი მოსავალი მივიღოთ. საშემოდგომო დარგვა მოხერხებულია იმითაც, რომ საჭირო აღარ ხდება სარგავი მასალის შენახვა.
შემოდგომით პიტნა უნდა დაირგას ყინვების დადგომამდე, მას შემდეგ, რაც მცენარე განვითარებას შეწყვეტს. საქართველოს უმეტესი რაიონებისათვის ასეთი პერიოდია ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის დასაწყისი.
პიტნის დასარგავად უმჯობესია ბუდეები წინასწარ მომზადდეს. ბედეებს ერთმანეთისაგან 60-70 სმ-ით აშორებენ. უფრო მჭიდროდ დარგვის შემთხვევაში მცენარეები ერთმანეთს ჩრდილავს, რაც ამცირებს მასში ეთერზეთების რაოდენობას. ბუდეების სიღრმე 8-10 სანტიმეტრი უნდა იყოს. ბუდის ძირში ჩაალაგებენ პიტნის ფესურას და დაამაგრებენ.
1 ჰექტარი პლანტაციის გასაშენებლად საჭიროა 1,5-2 ტონა ფესურა.
2.3. მოვლა
პიტნის პლანტაციის მოვლა ადრე გაზაფხულზე, ამონაყარის გამოჩენამდე იწყება. ნიადაგი მუდმივად ფხვიერი და სარეველებისაგან გაწმენდილი უნდა იყოს. ვეგეტაციის პერიოდში რიგთაშორისის დამუშავება 4-5-ჯერ, ხოლო რიგებში დამუშავება 3-4-ჯერ ტარდება. რიგთაშორისები მუშავდება 10-12 სმ-ის სიღრმეზე.
ნიადაგში დამატებითი მინერალური სასუქების შეტანა ზრდის პიტნის მოსავლიანობას. ყველაზე ეფექტურია აზოტოვანი - ამონიუმის გვარჯილის შეტანა. რიგი ავტორების მონაცემებით იგი ეთერზეთის ხარისხზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს. ზოგიერთი ავტორი გვირჩევს ამონიუმის გვარჯილა რამდენჯერმე შევიტანოთ პლანტაციაში:
ა) ვეგეტაციის დასაწყისში, ჰექტარზე 85 კგ;
ბ) მესამე-მეოთხე ტოტის წარმოქმნისას, ჰექტარზე 145 კგ;
გ) ბუტონიზაციის დასაწყისში, ჰექტარზე 115 კგ.
მინერალური სასუქების შეტანის მიზანშეწონილობა უნდა დაზუსტდეს შემსყიდველთან.
ნიადაგის სინესტის ოპტიმალური რეჟიმის დაცვით, პიტნის მოსავალი შეიძლება მნიშვნელოვნად გავზარდოთ. პიტნისათვის ნიადაგის გადაჭარბებული სინესტე დამთრგუნველია, ორგანული ნივთიერებებით ღარიბი ნიადაგები შედარებით ხშირად უნდა მოირწყას. პლანტაცია ნესტისადმი განსაკუთრებით მომთხოვნია ბუტონიზაციის დაწყებიდან ფოთლების შეგროვებამდე პერიოდში. ამ პერიოდის მცენარეს ფოთლების მაქსიმალური ზედაპირი აქვს და ყველაზე მეტ წყალს აორთქლებს, რასაც ხელს უწყობს მაღალი ტემპერატურა და იშვიათი ნალექები (ამ პერიოდში 1 ჰექტარიდან 40 ლ წყალი ორთქლდება). ეს პერიოდი კალენდარულად ივლისის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდს ემთხვევა. თუ აღნიშნულ პერიოდსა და საერთოდ, ვეგეტაციის პერიოდში ნალექები ზომიერად იყო, ვეგეტაციის პერიოდში პლანტაციის სამჯერ მორწყვა საკმარისია. ხანგრძლივი მშრალი ამინდის პირობებში მორწყვა 6-7-ჯერ ხდება საჭირო. გვალვიან პერიოდში მცენარეს ბუტონიზაციის პერიოდში ორჯერ, და ბუტონიზაციის დაწყებიდან მოსავლის აღებამდე პერიოდში ოთხჯერ რწყავენ. ზომიერად ნალექებიან წელს კი - ორჯერ ბუტონიზაციის პერიოდში, ორჯერ ბუტონიზაციიდან მოსავლის აღებამდე. სასურველია პლანტაცია ნედლეულის აღების შემდეგაც მოირწყას (1-2-ჯერ).
პლანტაციის მოსარწყავად სამ მეთოდს იყენებენ:
ა) შესხურებითი მორწყვა; ეს მეთოდი ნაკლებ ეფექტურად და ეკონომიკურად ძვირად ითვლება.
ბ) გრუნტის წყლების აწევით; ეს მეთოდი გამოიყენება იქ, სადაც დამშრობი არხებია. დამშრობი არხების გადაკეტვით ახდენენ გრუნტის წყლების დონის აწევას. ამ დროს გრუნტის წყლები ნიადაგს ასველებს. ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ საჭიროა გამოცდილება, რათა არ მოხდეს ნიადაგის ზედმეტად დანესტიანება.
გ) მორწყვა არხიდან; ამ დროს პლანტაციაში მიყვანილ არხიდან პატარა რუებს მიუშვებენ მთელ ნაკვეთზე. მორწყვის ეს მეთოდი ყველაზე გავრცელებული და მომგებიანია.
ნაკვეთები უნდა მოირწყას დილით ან საღამოს. მორწყვათა შორის პერიოდი თხუთმეტ დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს.
საქართველოს ბევრ რაიონში პიტნის მოსავლის მიღება მოურწყველადაც შეიძლება. მორწყვის მეთოდიკაზე დეტალურად იმიტომ შევჩერდით, რომ მორწყვის ოპტიმალური რეჟიმის დაცვით, მოსავლის ოდენობა 60%25-ით შეიძლება გავზარდოთ.
2.4. მავნებლებისა და დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა
ნიადაგის ჭარბი ნესტისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში მცენარეს აზიანებს პიტნის ჟანგა, რომლის გამომწვევია Puccinia menthae, აგრეთვე ვირუსი, რომელიც იწვევს ფოთლის დეფორმაციას. მავნებლებიდან პიტნას აზიანებენ ტკიპები (Eriophyes menthae) და ხოჭო პიტნის ხარაბუზა (Phytoecta virgula).
დაავადებათა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში წამყვანი ადგილი უჭირავს აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად და სწორად ჩატარებას. ეს ღონისძიებებია: თესლბრუნვაში პიტნის ადგილისა და პლანტაციის ასაკის ოპტიმალური განსაზღვრა, ნიადაგის სწორად შერჩევა და მომზადება, ჯანსაღი სარგავი მასალის შერჩევა, დარგვისას რიგთაშორის რეკომენდირებული მანძილის დაცვა. დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების შემთხვევაში, ერთი და იგივე ადგილზე პლანტაციის 2 წელზე მეტად გაჩერება რეკომენდებული არაა. იგივე ადგილს შეგვიძლია მივუბრუნდეთ 3 წლის შემდეგ.
დაავადებათა გამომწვევები და მავნებლები მნიშვნელოვნად აზიანებენ მცენარეს, რაც გარეგნულადაც იოლი შესამჩნევია - ფოთლები დეფორმირებულია, ზოგ შემთხვევაში ვეღარ ასწრებს ყვავილობას, მცენარე აჩერებს ნორმალურ განვითარებას. მცირდება მწვანე მასის მოსავალი, ზეთის გამოსავლიანობა და უარესდება ზეთის ხარისხი.
მავნებლებთან და დაავადებების გამომწვევებთან ბრძოლის ღონისძიებებიდან ზოგიერთ ავტორს რეკომენდებული აქვს თიოფოსფოროვანი პრეპარატების შესხურება და შეფრქვევა. შეწამლვა საჭიროა დაავადების ნიშნების შემჩნევისთანავე 8-10 დღის შუალედით 3-4-ჯერ.
დაავადებათა გამომწვევი მოზამთრე სპორების წინააღმდეგ მიმართავენ სარგავი მასალის წინასწარ დამუშავებას გოგირდის პრეპარატის 0,6-1%25-იანი ხსნარით 10 წთ-ის განმავლობაში. საგაზაფხულო დარგვისას შესაძლებელია სარგავი მასალის დამუშავება ბორდოს ხსნარით.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ დაავადებებთან ბრძოლის საკითხები დამუშავებას მოითხოვს. ჩვენ იმედი გვაქვს ახალ გამოცემაში მკითხველს უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მივაწვდით.
2.5. ნედლეულის შეგროვება
სამკურნალო ნედლეული
ნედლეულს აგროვებენ მცენარის ყვავილობის დროს. პიტნის ფოთლები მოგრძო უკუკვერცხისებრი ან ლანცეტა ფორმისაა, მოკლე ყუნწით, თანაბრად დაკბილული კიდეებით. ფოთლის დაძარღვის სიახლოვეს ფოთლები მეჩხერი ბუსუსებითაა მოფენილი. ნედლეული მძაფრი, სასიამოვნო სუნისაა, მშუშხავი, გამაგრილებელი გემოთი. კეთილხარისხოვან ნედლეულში ეთერზეთების შემცველობა 1%25-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ნედლეულის ფასი მით უფრო მაღალია, რაც მეტ ეთერზეთებს შეიცავს იგი
საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულად ითვლება პიტნის ზეთიც, რომელსაც პიტნის ფოთლებისაგან ამზადებენ. პიტნის ზეთი უფერო, მშუშხავი გამაგრილებელი გემოსი და პიტნის სუნის მქონე სითხეა. მასში თავისუფალი მენთოლის შემცველობა 46%25-მდეა.
პიტნის მოსავალს აგროვებენ ყვავილობის დროს - მას შემდეგ, რაც პლანტაციის 50%25 ყვავილობის ფაზაში შევა. ამ დროს პიტნის ფოთლები ყველაზე დიდი ზომისაა და შეგროვებული ნედლეულიდან მიღებული პიტნის ზეთიც ყველაზე მაღალხარისხიანია. ნედლეულის შეგროვების დაგვიანება ამცირებს მოსავლიანობასაც და ზეთის ხარისხსაც. ყვავილობის შემდგომ ფაზაში ფოთლები ზომით აღარ მატულობს, ფოთლებში იწყება ჟანგვითი პროცესები, რაც იწვევს პიტნის ზეთის გაფისიანებასა და აქროლებას, მცირდება თავისუფალი მენთოლის შემცველობა, ფოთლებიც თანდათან ჩამოცვენას იწყებენ.
თუ პლანტაციის სიახლოვეს პიტნის ზეთის გამოხდის საშუალება არსებობს, ნედლეულის აღების ოპტიმალური ვადის დადგენისათვის ატარებენ ცდას სინჯში მენთოლის შემცველობის განსასაზღვრავად: ასეთ დროს ნედლეულის შეგროვება შესაძლებელია თუ სხვადასხვა ადგილიდან აღებულ 50 კგ ნედლეულის გადამუშავების შედეგად მიღებულ ზეთში მენთოლის შემცველობა 45%25-ზე ნაკლები არ არის.
პიტნის ფოთლებში ეთერზეთის დაგროვების სადღეღამისო დინამიკის გათვალისწინებით შეგროვების ოპტიმალურ დროდ ითვლება 1000 - 1400 სთ-მდე პერიოდი. ნედლეულს იღებენ მშრალ-წყნარ, მზიან ამინდში.
მოსავლის აღების წინ ნიადაგის მორწყვა დაუშვებელია, ვინაიდან ნიადაგის ტენიანობა ზრდის ფოთლებში ტენის პროცენტს, რაც ამცირებს ზეთის გამოსავლიანობას. შესაძლებლობის შემთხვევაში, მოსავლის აღებამდე 12 საათით ადრე ნიადაგი უნდა გამოვაშროთ, მაგალითად საგუბრების გაშვებით დავწიოთ გრუნტის წყლების დონე.
პიტნის ნედლეულის შესაგროვებლად მცენარის მიწისზედა ნაწილს (ანუ როგორც უწოდებენ - ბალახს) მთლიანად ჭრიან. მოსავლის აღება შესაძლებელია როგორც ნამგლით, ასევე კომბაინით.
თუკი ნედლეული ახლომდებარე ქარხანაში ზეთის გამოსახდელადაა გათვალისწინებული, მისი გამოშრობა საჭირო არაა, ეთერზეთის გამოხდა შეიძლება მოსავლის აღებიდან 24-48 საათის შემდეგ. ამ ვადაში ნედლეული ქარხანას უნდა მიეწოდოს.
სხვა შემთხვევაში საჭიროა ნედლეულის გამოშრობა. ნედლეულს აშრობენ ფარდულში, თხელ ფენებად. შრობის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 350C. ზეთის მიღება შესაძლებელია გამხმარი ფოთლებიდანაც.
საბჭოთა კავშირის პერიოდში, მეურნეობების მოსავლის ოდენობის განსაზღვრისას ცხრილში მოტანილი ციფრებით
ბალახის ჰექტარზე |
ფოთლების მოსავლიანობა |
მშრალი ფოთლების |
||||||
საბჭ. |
დასავ. |
ცდა |
საბჭ. |
დასავ. |
ცდა |
საბჭ.. |
დასავ. |
ცდა |
5-10 |
15-20 |
20 |
30%25 |
40%25 |
35-40%25 |
30%25 |
30%25 |
45%25 |
მანიპულირებდნენ. დასავლური მონაცემები უფრო მაღალია (ცხრილში გრაფა „დასავლ“), ვიდრე საბჭოთა (ცხრილში გრაფა „საბჭ“). საცდელ მცირე ნაკვეთზე მიღებული შედეგები მოცემულია გრაფაში „ცდა“. საერთოდ, პიტნის მოსავალი დიდადაა დამოკიდებული გარემო პირობებსა და მოვლაზე. ჩვენ საცდელ ნაკვეთში პიტნისათვის მაინცდამაინც ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები არ იყო.
2.6. სარგავი მასალის შეგროვება
პიტნის სარგავ მასალად ითვლება ფესურა. სარგავ მასალას იღებენ ერთწლიანი პლანტაციიდან. ფესურას ამოთხრიან კარტოფილის ამოსაღებით ან მექანიზებულად ბოსტნეული ბოლქვის ამოსაღები ტრაქტორით. მექანიზებულად შეგროვებისას სარგავი მასალის დანაკარგი თითქმის 4-ჯერ ნაკლებია.
სარგავი მასალის სიგრძე 10-18 სმ სიგრძისაა. ნიადაგიდან ამოღებულ სარგავ მასალას უქარო ჩრდილიან ადგილას მოაგროვებენ, გადაარჩევენ და დაახარისხებენ. დაუშვებელია მავნებლებითა და დაავადების გამომწვევით დაზიანების ნიშნებიანი მცენარის დატოვება სარგავ მასალაში.
1 ჰექტარი ფართის პლანტაციიდან შესაძლებელია სულ ცოტა 4 ტონა სარგავი მასალის შეგროვება. სარეალიზაციოდ გამიზნული სარგავი მასალის რეალიზება სწრაფად უნდა მოხდეს.
თავი III.
პიტნას და მის ზეთს მედიცინის გარდა მრავალი დარგი იყენებს. ფართოდ გამოიყენება იგი კულინარიასა და კვების მრეწველობაში. ამიტომ, სწორი მარკეტინგის შემთხვევაში, პიტნის რეალიზაცია წარმატებით შეიძლება. განსაკუთრებით პერსპექტიულია პიტნის კულტივირება იქ, სადაც პიტნის ზეთის მიღების შესაძლებლობა არსებობს.
3.1 გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში
ოფიცინალური მედიცინა ცნობს „ბაღის პიტნის“ სპაზმოლიზური და ნაღვლისდამდენ, ასევე დამაშვიდებელ თვისებებს. იგი შედის მრავალი ნაკრებისა და პრეპარატის შემდგენლობაში. შედის ყველა ქვეყნის ფარმაკოპეაში.
3.2. პიტნის გამოყენება
ოფიცინალური სახეობის გარდა ემპირიული მედიცინა იყენებს ომბალოს, წყლის, მინდვრისა და ტყის პიტნებს.
პიტნა ხალხურ მედიცინაში ერთ-ერთი უძველესი სამკურნალო მცენარეა. დავით ბატონიშვილი „იადიგარ დაუდში“ არა ერთ ადგილას მოიხსენიებს მას. მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას: „ვინცა პიტნის წყალი გამოჰხადოს და ქაფურითა გააყენოს და შუბლზედა დაიდვას, მაშინვე ცხვირსა სისხლი დასწყუიტოს“.
„ვინც თბილ-თბილი პიტნისა ან კაპრის წვენი ყურშიგა ჩაიწუროს, თუ მატლი და ჭია უქლეს, მოკლას და ტკივილი უშველოს, და სისხლისა და ბალღამსა გამოსწმენდს“.
პიტნა და პიტნის ეთერზეთის შემადგენელი მენთოლისაგან დამზადებული პრეპარატები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში. მას უნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს. პიტნის მენთოლი და მისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება სტენოკარდიული ტკივილების, სპაზმების, მეტეორიზმის დროს. მენთოლი გამოიყენება კბილის საწმენდი პასტებისა და ფხვნილების წარმოებაში.
პიტნისაგან დამზადებულ პიტნის წყალს (Aqua Menthae) გააჩნია სადეზინფექციო თვისება. პიტნის ზეთი შედის პრეპარატ „ოლიმეტინის“ შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება ნაღვლკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. აგრეთვე იგივე დანიშნულების პრეპარატ „ენატინის“ შემადგენლობაში.
მენთოლისაგან ამზადებენ:
სპირტოვან ხსნარებს გარეგანი დანიშნულებისათვის, დერმატოზების, მიალგიების, ნევრალგიების დროს;
მალამო ეფკამონს, რომელიც იგივე დანიშნულებისაა;
ანესთეზოლის სანთლებს.
3.3. გამოყენების სხვა სფეროები
გარდა სამედიცინო დანიშნულებისა, პიტნა გამოიყენებას პოულობს კვების, საპარფიუმერიო წარმოებაში. ყველასათვის ცნობილია პიტნის ადგილი ქართულ სამზარეულოში - ნადუღი პიტნით, პიტნაში გადაზელილი ყველი, პიტნის ლიქიორი. პიტნა არც ევროპული სამზარეულოსათვისაა უცხო. პიტნის ფოთლებისაგან მიღებული სანელებლები პოპულარობით სარგებლობს ინგლისურ, ამერიკულ, ფრანგულ, არაბულ, იტალიურ, ესპანურ სამზარეულოში. მას იყენებენ ცხვრის ხორცისაგან მომზადებულ სპეციალურ სოუსებში, ტომატის წვენებში. ზოგიერთი ქვეყნის კულინარიული ტრადიცია თვლის, რომ პიტნის არომატი განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის სალათებისა და შემწვარი ხორცის კერძებს. პიტნის ნედლი ყლორტები კარგ სანელებლად ითვლება სუპებისათვის. ბევრ ქვეყანაში ბაღის პიტნის სანელებლები სუფრაზე პირდაპირ მიაქვთ (Шедо. Крейча). ფრიად პოპულარულია მენთოლიანი საღეჭი რეზინა.
ბაღის პიტნის გამოყენების ფართო არეალი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ მისი მარკეტინგული პერსპექტივა.
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება: თბილისი.2000 წ. ვრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. ბაღის პიტნა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. ბაღის პიტნა. „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ქართული სამედიცინო ენციკლოპედია?. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Vasil Shengelia. Mentha piperita L. . ,,Plants Science”, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
![]() |
3 ცაცხვი |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
შესავალი
ცაცხვის 40-მდე სახეობა არსებობს. ევრაზიაში უფრო ცნობილი სახეობებია: Tilia americana; Tilia amurensis; Tilia begoniifolia; Tilia caroliniana; Tilia chinensis; Tilia chingiana; Tilia cordata; Tilia dasystyla; Tilia henryana; Tilia heterophylla; Tilia hupehensis; Tilia insularis; Tilia intonsa; Tilia japonica; Tilia mandshurica; Tilia maximowicziana; Tilia mexicana; Tilia miqueliana; Tilia mongolica; Tilia nasczokinii; Tilia nobilis; Tilia occidentalis; Tilia oliveri; Tilia paucicostata; Tilia platyphyllos; Tilia rubra; Tilia sibirica; Tilia tomentosa; Tilia tuan . არსებობს სელექციური კულტურული ფორმებიც. ემპირიული მედიცინა არ ანსხვავებს ცაცხვის სახეობებს. ადგილობრივი ტრადიციები ყველა სახეობას იყენებს და აიგივებს ოფიცინალურ სახეობებთან.
ოფიცინალური სახეობებია: წვრილფოთოლა (გულისებრი) ცაცხვი - Tilia cordata Mill. (Syn. T. parvifolia Ehrh.) და მსხვილფოთოლა ცაცხვი - T.platyphyllos Scop. (Syn. T. grandifolia EhrH)
ჩვენ ქვემოთ, ამ სახეობებთან ერთად ვიხილავთ კავკასიური ცაცხვს Tilia Caucasica rupr. იგი არაა ოფიცინალური სახეობა. პლანტაციის ან ცალკეული მცენარეების გაშენებისას, მარკეტინგულად მომგებიანია ოფიცინალური სახეობები გავაშენოთ.ცაცხვი ერთ - ერთი ყველაზე მომგებიანი მცენარეა, უაღრესად ფართე მარკეტინგული არეალით. ცაცხვის პლანტაციების გაშენება, საინვესტიციო თვალსაზრისით, გვიანი უკუგების გამო ნაკლებრეალურია, მაგრამ კომპლექსური ფარმაკობოტანიკურ მეურნეობაში მიზანშეწონილია ცაცხვის გარკვეული რაოდენობის გაშენება საქართველოში, დეკორატიული თუ სამეცნიერო მიზნით, პრაქტიკულად ყველა სახეობის ცაცხვია შემოტანილი.ნაწილი მათგანი ჰიბრიდია, სამედიცინო თვალსაზრისით შეუსწავლელი. ამიტომ ცაცხვის ნედლეულის დამზადებისას, უცნობ სახეობებსა და ჯიშებს ჯობს მოვერიდოთ.
ზოგადი აღწერა
ყველა სახეობის ცაცხვი ცაცხვისებრთა ოჯახს მიეკუთვნება.
სამივე სახეობის ცაცხვი საკმაოდ მაღალი 25-30 მეტრის სიმაღლის ხეა, სწორმდგომი ტანით, გაშლილი ვარჯითად და სურნელოვანი ყვავილებით.
წვრილფოთოლა (გულისებრი) ცაცხვი - Tilia cordata Mill. (Syn. T. parvifolia Ehrh.) 25-მდე სიმაღლის ხეა .ნორჩი ტოტები შიშველი აქვს, მომწვანო ფერის. ფოთლები სიგრძით 7 სანტიმეტრამდეა, ფორმით მომრგვალო ან კვერცხისებრი. ფოთლის ზედა მხარე შიშველია,მწვანე. ქვედა მხარე მქრქალია, ფოთლები დაკბილულია, ძარღვების კიდეებში ბეწვების კონა აქვს. ფოთოლი 3-4 სანტიმეტრის სიგრძის ყუნწზე ზის.
ნახევრად ქოლგებად შეკრებილი ყვავილები ფოთლების უბეებშია ყვავილედის საერთო ყუნწზე მიმაგრებული. ყვავილობს ივნის-ივლისში.
ნაყოფი ერთბუდიანი ზომის, ელექსური ფორმის კაკალია, ტყავისებრი კანით. მოწითალო ფერის, ბუსუსებით. ნაყოფს იღებს ივლის-აგვისტოში.
მსხვილფოთოლა ცაცხვი - T.platyphyllos Scop. (Syn. T. grandifolia EhrH) წვრილფოთოლასაგან განსხვავდება რამდენიმე ნიშნით :
ფოთლის ქვედა მხარე მთლიანადაა დაფარული თეთრი ბეწვების კონით;
ყვავილედი შედგება 2-5 - ყვავილისაგან;
ნაყოფები უფრო დიდია, ოდნავ განსხვავდება ფორმითაც;
ნაყოფის კანი ტყავისებური კი არა, მაგარია და დაფარულია ბეწვებით.
ყვავილობს 2 კვირით ადრე.
კავკასიური ცაცხვი Tilia Caucasica rupr. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. დატოტვილი ვარჯი და გრძივად დაღარული კანი აქვს. ახალგაზრდა ტოტები მუქი წითელია, ზედ წვრილი მეჭეჭები აზის. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული.
კავკასიური ცაცხვი ცოცხლობს 300-400 წელი და მეტს .ყვავილობს ივნის-ივლისში. ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში
გავრცელება
წვრილფოთოლა ცაცხვი იზრდება მთის ტყეებში. ამჯობინებს, მშრალ განათებულ ადგილებს. ადის ზღვის დონიდან 1200-2000 მ სიმაღლემდე. გვხვდება, როგორც წმინდა კორომების სახით, ასევე ტყის მასივის შემადგენლობაში. გავრცელებულია სამაჩაბლოში, მთიულეთში, თუშ-ფშავ-ხევსურეთში.
მსხვილფოთოლა ცაცხვი და მისი სახესხვაობები ველურად გვხვდება კარპატებში, დასავლეთ ევროპაში, უკრაინაში, ბელორუსიაში და მოლდავეთში. კავკასიური ცაცხვი გავრცელებულია საქართველოს ფოთლოვან ტყეებში. გვხვდება მუხასთან შერეული ან ცალკე კორომებად .ცაცხვს ფართოს იყენებენ პარკების გასამწვანებლად. იგი პერსპექტიული გზათა პირების გასამწვანებლადაც (გზათა პირების გამწვანება თანდათან სულ უფრო აქტუალური გახდება საქართველოში).
ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია ცაცხვის ყვავილები - Flores TiLiae .
ემპირიული მედიცინა იყენებს ცაცხვის ფოთლებსაც, ქერქსაც,, ნაყოფებსა და თესლებსაც. დადსტურებულია მათში ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა შემცველობაც, რომლებიც გამოყენებას ჰპოვებს ხალხურ მედიცინასა და სახალხო მეურნეობის მრავალ დარგში.
კრეფენ ყვავილედს თანაყვავილედით.საუკეთესო ნედლეულია უკვე გაშლილი ყვავილები, მაგრამ მთლიანად გაშვილი ყვავილების შეგროვება თუ არ ხერხდება, შეიძლება შეერიოს 30 პროცენტი ბუტონიზაციის ფაზაში მყოფი ყვავილები
აშრობენ ჩრდილში, კარგი ვენტილიაციის პირობებში. მზეზე გაშრობა არ შეიძლება შრობის სასურველი ტემპერატურაა 40-500C. არ უნდა გამოაშრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყვავილები ჩამოცვივდება.
ფარმაკოპეის მოთხოვნით მშრალი ნედლეული უნდა შედგებოდეს გაშლილი ყვავილებისაგან” მცირე რაოდენობით შეიძლება შერეული ქონდეს ყვავილის კოკრები და ერთეული უმწიფარი ნაყოფი. ვიზუალური მოთხოვნები ასეთია: გვირგვინის ფურცლები მოყვითალო უნდა იყოს” ჯამის ფოთლები- მომწვანო ან მოყვითალო-ნაცრისფერი, თანაყვავილის ფოთლები - ღია მოყვითალო, ან მოყვითალო მწვანე. უნდა ქონდეს სუნი არომატული სუნი, მოტკბო, ოდნავ ძელგი- გემო, შენარჩუნებული უნდა ქონდეს ლორწოვანობა.
ცაცხვის ყვავილობა დიდხანს არ გრძელდება (10-15 დღე), ამიტომ ნედლეულის შესაგროვებლად დამხმარე ძალისა და კიბეების ორგანიზებაა საჭირო. ძირს ჩამოყრილი ყვავილების შეგროვება მიზანშეწონილი არ არის.
მშრალი ნედლეულის შენახვის ვადა ორი წელია.
ქიმიური შედგენილობა
[9]: „ცაცხვის ყვავილი შეიცავს: პოლისაქარიდებს (10%25), მონო- და დი-საქარიდებს; ეთეროვან ზეთს 0.5%25, მასში ძირითადია ფარნეზოლი; ფლავონოიდებს: ტილიროზიდს, აფცელინს, აკაცეტინს, კემპფეროლს, ჰესპერიდინს, ქვერცეტინს, კემპფერიტრინს; ტრიტერპენოიდებს, ფენოლკარბონის მჟავებს, ვიტამინ C; პროანთოციანიდინებს “
გამოყენება მედიცინაში
ცაცხვი ოფიცინალურია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. გამონაცემი და მონახარში გამოიყენება ოფლდამდენად-გაციებისას, ბაქტერიოციდული მიზნით - პირში გამოსავლებად.
შედის მრავალ მცენარეულ ნაკრებში. ჰომეოპათია ცაცხვის ყვავილების ნაყენს იყენებს მეტეორიზმის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობისას. იყენებენ ხმარობენ დასამშვიდელად, სიცხის დამწევად, კატარის, პნევმონიის, ბრონქიტის დროს.
შედის სასმელი „მცენარეული“ ჩაების შემადგენლობაში.
გამოყენება ემპირიულ მედიცინაში (მანანა კიკნაძე)
დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები |
ნედლეული |
ემპირიული რეცეპტი |
სისხლის მიმოქცევის ორგანოების დაავადებები |
|
|
ჰიპერტონული დაავადება |
ცაცხვის ყვავილი |
ცაცხვის ჩაი უნდა მიიღოთ 3-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა |
რევმატიული დაავადებები, სახსრების დაავადებები |
|
|
რევმატიზმი |
ცაცხვის ფოთლები, ქერქი, კვირტები |
ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენები |
პოდაგრა (ნიკრისის ქარი) |
ცაცხვის ფოთლები, ქერქი, კვირტები |
ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენები |
სუნთქვის ორგანოების დაავადებები |
|
|
მწვავე რესპირატორული დაავადებები |
ცაცხვის ყვავილი |
1. ერთ სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილებს ასხამენ 1 ჭიქა წყალს და 20 წუთის შემდეგ სვამენ 100 - 100 გრამს, გაცივების დროს ოფლის მოსადენად; 2. გაცივების დროს 2 სუფრის კოვზ ყვავილს ამზადებენ როგორც ჩაის, ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 20 წუთი, რის შემდეგ ნაყენი მზადაა გამოსაყენებელად; ან 1-2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ადუღებენ 10 წუთი, გადაწურავენ და იღებენ 2-3 ჭიქას საღამოს. |
მწვავე ბრონქიტი |
ცაცხვის ყვავილი |
ერთ სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილებს ასხამენ 1 ჭიქა წყალს და 20 წუთის შემდეგ სვამენ 100 - 100 გრამს, გაცივების დროს ოფლის მოსადენად |
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები |
|
|
ღვიძლის დაავადებები |
ცაცხვის ყვავილი |
ცაცხვის ჩაი უნდა მიიღოთ 3-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა |
მეტეორიზმი |
ცაცხვის ყვავილი |
ცაცხვის ყვავილების ნაყენი |
ფაღარათი |
ცაცხვის ყვავილი |
ცაცხვის ყვავილების ნაყენი |
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები |
|
|
თირკმლების დაავადებები |
ცაცხვის ყვავილი |
ცაცხვის ჩაი უნდა მიიღოთ 3-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა |
სისხლის სისტემის დაავადებები |
|
|
მეანობა |
|
|
მასიტიტი |
ცაცხვის ფოთლები, ქერქი, კვირტები |
ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენები |
ნერვული დაავადებები |
|
|
ნევროზი, ნერვული აღგზნება, კრუნჩხვები, უძილობა |
ცაცხვის ყვავილი |
ცაცხვის 10%25-იან ნაყენს ურევენ თაფლს - ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს დამაწყნარებლად |
კანისა და ვენერიული დაავადებები |
|
|
ჩირქოვანი მუწუკები |
ცაცხვის ფოთლები და კვირტები |
ცაცხვის ფოთლებს და კვირტებს ნაყავენ და იდებენ მუწუკებზე |
ქირურგიული დაავადებები |
|
|
დამწვრობა, წყლულები, ბუასილი |
ცაცხვის ფოთლები, ქერქი, კვირტები |
ცაცხვის ფოთლების, ქერქისა და დაქუცმაცებული კვირტების ლორწოვანი ნახარშები ცხელი ან სველი საფენები |
ყელ-ყურ - ცხვირის დაავადებები |
|
|
ანგინა |
ცაცხვის ყვავილი |
ნახარში ყელში გამოსავლებად |
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები |
|
|
ნადები კბილებზე |
ცაცხვის ყვავილი |
ცაცხვის დაფქვილ ყვავილებს იყენებენ კბილების სახეხად |
გინგივიტი, პაროდონტოზი |
ცაცხვის ყვავილი |
ცაცხვის გამონაცემი და მონახარში პირის ღრუში გამოსავლებად |
პლანტაციის დაგეგმვა და გაშენება
ცაცხვს ნერგებით ამრავლებენ. გამრავლების და პლანტაციის გაშენების წესები სხვა დიდვარჯიან მცენარებეისაგან არ განსხვავდება.
ცაცხვის პლანტაციის გაშენების შემთხვევაში, სასურველია გაშენდეს სხვადასხვა ჯიშები. საქმე იმაშიუა, რომ სხვადასხვა ჯიშები სხვადასხვა დროს ყვავილობს და ჯიშთა შერევით შეიძლება მეფუტკრეობის საკვები ბაზის კონვეიერის მოწყობა.
ცაცხვის მარკეტინგული არეალი
როგორც ავღნიშნეთ, ცაცხვის მარკეტინგული არეალი ფართეა:
1. 1. ძირითად შემოსავალს ცაცხვი თაფლის სახით იძლევა. 1 ჰექტარზე დაახლოებით 1500 კილოგრამს. ცაცხვის თაფლი უმაღლესი ხარისხისაა.
1. 2. ცაცხვის მერქანი.
ცაცხვს ძვირფასი მერქანი აქვს, მაგრამ კომპლექსური მეურნეობის დაგეგმვისას შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, რომ მისი ლაფანისაგან მზადდება ჭილები და სხვადასხვა წნული ნაკეთობები. ამზადებენ თოკებს.
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები.“მეცნიერება:. თბილისი.2000 წ.ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. ცაცხვი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. ცაცხვი. „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Archil Shengelia. Tilia . ,,Plants Science”, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
![]() |
4 ცირცელი |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
Рябина обыкнавенная- რუს.
Rowan mountain ash - ინგ.
Sorbier des oiseaux - ფრანგ.
Vogelbeere - გერმ.
I ზოგადი ნაწილი
1.1 ზოგადი დახასიათება
ცირცელი - Sorbus aucuparia L. (=S. boissierii Sneid) მიეკუთვნება ვარდისებრთა - Rosaceaes-ს ოჯახს. იგი უეკლო ხეა, რომლის სიმაღლე 4-6 მ-ია, იშვიათად ბუჩქის სახით გვხვდება.
ღეროების ქერქი გლუვია, რუხი ფერის. ნორჩი ტოტები მურა-წითელია, თავიდან ბეწვებითაა შემოსილი, შემდეგ შიშვლდება.
ფოთლები მოგრძო ან მოგრძო-ლანცეტისებური. ფოთლის ზედაპირი მკრთალი-მწვანეა, ზემოდან რუხი-მწვანეა. ფოთლები 13-25 სმ სიგრძისაა, 11-15 ფოთოლაკით. ფოთოლაკები ზედა მხარეზე ღია მწვანეა, ქვედაზე კი მოთეთრო, ზემო ნაწილში დაკბილულია. ზოგი ფოთოლაკის ძირში ჯაგრებია წამოზრდილი. კენწრული ფოთოლაკი ასიმეტრიულ-ელიფსურია, ძირისკენ თანდათან ვიწროვდება და ყუნწში გადადის.
ყვავილები 10 სმ დიამეტრის ,შიშველია ან თითქმის შიშველი ფარისებური საგველაა. ყვავილები ნუშისმაგვარი სპეციპიკური სუნისაა. მათი დიამეტრი 8-15 მმ-ია. ჯამი 5 განყოფილებიანია; ბუსუსოვანი გვორგვინი თავისუფალფურცლიანია და შედგება 5 თეთრი ფერის მომრგვალებული ფურცლებისაგან. მტვრიანების რაოდენობა 20-ია, ბუტკო -1, ნაყოფი წვნიანია, ღია-ნარინჯისფერ-წითელია ან მოყვითალო-ნარინჯისფერი. კვირტები თითისტარისებრია, გლუვი ან ოდნავ წიბოვანი.
ნაყოფი კენკრისებრია, მომრგვალი-ოვალური, წვნიანი, ხორცოვანი. დიამეტრი 8-10 მმ-ია. შიგნით 2-7 თესლია. ნაყოფს თავში შერჩენილი აქვს ყვავილის ჯამი ვაშლისა და ვარდოსანთა ოჯახის სხვა სახეობების მსგავსად.
თესლი ვარდისფერია, ნახევარმტავარის ფორმის. 1000 ც თესლი დაახლოებით 4 გრამამდე იწონის. ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ცირცელის სხვადასხვა სახეობების სიცოცხლისუნარიანობა 60-100 წელია.
1.2 გავრცელება
ცირცელი გავრცელებულია ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში. დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ცირცელის 84 სახეობაა გავრცელებული. საქართველოში გავრცელებული სახეობებია: Sorbus caucasigena Kom, S. boissieri C. K. Schueid.
პირველი სახეობა გავრცელებულია სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, იმერეთში, ქართლში, მთიულეთში, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, კახეთში, თრიალეთში, ჯავახეთში, მესხეთში.
საქართველოში გავრცელებულია მეორე სახეობა. იგი ძირითადად გვხვდება აჭარასა და გურიაში, სამეგრელოში.
ამ სახეობათა განმასხვავებელი ნიშნები მოყვანილია ქვემოთ ცხრილში.
|
ფოთოლაკების რაოდენობა ფოთოლზე |
ფოთოლაკეის გარეგნობა |
ნაყოფის შეფერილობა |
გავრცელების არეალში წარმოდგენილი ვარიაციების რაოდენობა |
Sorbus caucasigena Kom |
9 წყვილი |
მოგრძო-ლანცეტისებური |
მკაფიო წითელი ან მკრთალი ყვითელი |
5 სახესხვაობა |
S. biossieri C. K. Schueid |
5-7 წყვილი |
უფრო ფართო და სქელია |
ნარინჯისფერი ან მოყვითალო წითელი |
2 სახესხვაობა |
ცირცელი ფართო ეკოლოგიური დიაპაზონის მცენარეა. ძირითადად გვხვდება 700-დან 1500-2300 მ.მდე ზღვის დონიდან.
1.3 ქიმიური შემადგენლობა
ცირცელის ნაყოფები მდიდარია ვიტამინებით C (40-200 mg%25), B2, E და P. იგი შეიცავს ბეტაკაროტინს, P, C ვიტამინებს, შაქრებს, ღვინის, ვაშლის, ლიმონის, სორბინის მჟავებს, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, სპირტ სორბიტს და კეტოშაქარ სორბოზას. მდიდარია მიკროელემენტებით.
თესლი შეიცავს გლუკოზიდ ამიგდალინს და ცხიმოვან ზეთს.
ფოთოლი შეიცავს ვიტამის C -ს
ბიოლოგიურად აქტიურ შენაერთთა რამდენიმე ჯგუფია დადგენილი ცირცელის ქერქში, მერქანში, ფოთლებში და ყვავილებში
[9] ხაზს უსვამს შემდეგ ელემენტებს : კაროტინოიდების კომპონენტებს :β-კაროტინს, მის ეპოქსიდის და კრიპტოქსანტინს. კატექინებს: (-) - ეპიკატექინგალატს, (-) - ეპიკატექინს, (-) - ეპიგალოკატექინგალატს; ფენოკარბონის მჟავებსა და მათ ნაწარმებს, მთრთილავი ნივთიერებებს, ანთოციანებსა და ლეიკოანთოციანიდინებს, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს: ქვერციტრინს, იზოქვერციტრინს, ქვერცეტინს, რუტინს, ჰიპეროზიდს, მერატინს; ჟანგბადშემცვლელ ჰეტეროციკლური ნაერთებს, ტრიტერპენული მჟავებს, ფოსფოლიპიდებს.
II კულტივირება
2.1 ადგილის შერჩევა
ცირცელი ვერ ეგუება ინდუსტრიული ცენტრების და საწარმოების მიერ დაბინძურებულ ეკოგარემოს. გარდა იმისა, რომ მსგავს პირობებში მოზარდი მცენარეები სამკურნალო ნედლეულად უვარგისია, ცირცელის შემთხვევაში თვითონ მცენარე ამბობს უარს არსებობაზე.
ცირცელი ვერ იტანს ნესტიან და დაჭაობებულ ადგილებს. იგი უპირატესად კარგად ვითარდება საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე.
2.2 გამრავლება
ცირცელის გამრავლება შესაძლებელია როგორც თესლებით, ასევე ვეგეტაციურადაც.
დათესვა შესაძლებელია გაზაფხულზე და შემოდგომაზე. საგაზაფხულო თესვისას საჭიროა თესლის წინასწარი სტრატიფიკაცია. სტრატიფიკაციამდე თესლს 3-4 სთ-ით წყალში შეასველებენ.
ადრე გაზაფხულზე ნიადაგს გაანოყიერებენ; გადარგვის ან გასხვლის საჭიროების შემთხვევაში მიზანშეწონილია იგი მოხდეს ადრე გაზაფხულზე და მოკლე ვადაში. გასხვლის ერთ-ერთი მიზანია ვარჯის ისეთი ფორმის შერჩევა, რომ ნაყოფი შესაგროვებლად იოლი იყოს და შეგროვებისას ტოტები არ დაზიანდეს. დარგვისთვის საუკეთესო პერიოდია შემოდგომა.
კულტურაში ცირცელი უფრო უხვმოსავლიანია, ვიდრე ბუნებაში.
2.3 ნედლეულის დამზადება
ოფიცინალური ნედლეულია ცირცელის ნაყოფი - Fructus Sorbi. ნაყოფი მომრგვალო ან ოვალურ-მომრგვალოა.ნაყოფის სუნი სუსტი თავისებურია, გემო მომჟავო-მწარე, ოდნავ ძელგი.
ცირცელის მწიფე ნაყოფებს აგროვებენ ჩვეულებრივ საქტემბერ-ოქტომბერში. შეგროვებისას საყურადღებოა მცენარის ტოტები არ დაზიანდეს. შეგროვებულ ნაყოფებს აწყობენ კალათებში, ვედროებში ან ტომრებში, 16-20 კგ ოდენობით. იგი გამოიყენება როგორც ნედლი, ასევე გამხმარი სახით. გაშრობამდე ნედლეულს დაახარისხებენ, გაასუფთავებენ ნაყოფებს სხვადასხვა მინარევებისაგან (ყუნწი, ფოთოლი, ტოტის ნაწილები) და გაფუჭებული ნაყოფებისაგან. შრობა შესაძლებელია ხელოვნურ საშრობებში, 60-800C ტემპერატურაზე. კარგ ამინდში შესაძლოა ჰაერზე გამოშრობა. ამისათვის ნაყოფებს გაშლიან თხელ ფენად ქაღალდზე ან ქსოვილზე და დროდადრო აურევენ.
კეთილხარისხოვან ნედლეულში არ უნდა ერიოს გაშავებული ნაყოფები, აგრეთვე ისეთი ნაყოფები, რომლებიც ზეწოლისას ნაფშვენებად იქცევა.
იგი ნარინჯისფერ-წითელი ან წითელი ფერისაა. ნაყოფი ყუნწმოცილებულია, მომრგვალო ან ოვალ-მომრგვალოა. მისი სიგანე 9 მმ-მდეა, მბზინავი, ძლიერდანაოჭებული. ნაყოფის წვერზე შეიმჩნევა ჯამის ნარჩენი. ნაყოფში 2-7 თესლია. ნაყოფს აქვს სუსტი დამახასიათებელი სუნი, გემო მომჟავო-მწარეა.
ცირცელის რიცხვითი მახასითებლები მოცემულია ცხრილში.
ყოვლად დაუშვებელია ნედლეულში შხამიანი კენკროვანი ნაყოფების, სიდამპლის, ობის შემცველობა.
გამზადებულ ნედლეულს ფუთავენ 30-40 კგ-ობით ტომრებში. მას ინახავენ მშრალ ადგილას, კარგი განიავების პირობებში. ნედლეულის შენახვის ვადაა 2 წელი.
III. გამოყენება
ცირცელის ნაყოფები თავისი შესანიშნავი შემადგენლობის გამო სასიამოვნო საჭმელია და მეტად სასარეგებლოა. ცირცელის ნაყოფების გამოყენება რეკომენდირებულია ავიტამინოზისა და გაცივების დროს. იგი შედის ვიტამინური ნაკრებების შემადგენლობაში.
ბულგარულ ხალხურ მედიცინაში ცირცელის ნაყოფებისაგან მომზადებულ სიროფს იყენებენ რევმატიული ტკივილების მოსახსნელად. პოლონელები კი თვლიან, რომ იგი არეგულირებს მარილოვან ცვლას ორგანიზმში. რუსულ ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, კუჭის დაბალი მჟავიანობის დროს. მშრალ ნაყოფებს და ნედლი ნაყოფების წვენს იყენებენ დიზენტერიის დროს, კენკრის ნახარშს იყენებენ ჰემოროის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, რევმატიზმის დროს. წყლიანი ნახარშები ცნობილია როგორც შარდმდენი და სისხლდენის შემაჩერებელი.
ჩვენში ცირცელის ნაყოფებს იყენებენ კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის დროს, გაციების პროფილაქტიკისათვის. ვეტერინარიაში ნაყოფების ნახარშს იყენებენ საქონლის ფილტვების დაავადებების დროს. ცირცელის ნაყოფი ფართო გამოყენებას პოულობს საკონდიტრო ნაწარმში. მისგან ამზადებენ მურაბებს, ხილფაფას, მარმელადს და სხვა.
სახეობრივი შეჯვარებით გამოყვანილია სპეციალური ჯიშები, რომლებსაც უფრო წვნიანი და დიდი ზომის ნაყოფები აქვს.
მეტად ეფექტურია ცირცელის ნაყოფების გამოყენება ასკილთან ერთად, როგორც ვიტამინების კომპლექსის მიღების წყარო. ამისათვის 1/2 სუფრის კოვზ ასკილისა და ცირცელის ნაყოფების ნარევს დაასხამენ ორ ჭიქა მდუღარე წყალს, დგამენ წყლის აბაზანაზე 30 წთ-ით, გააციებენ, გაწურავენ. მიღებულ სითხეს გემოვნების მიხედვით დაატკბობენ და ღებულობენ ნახევარი ჭიქის ოდენობით სამჯერ დღეში.
თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების დროს ეფექტურია შემდეგი წესით მომზადებული ვაჟინის გამოყენება: 500 გრამ ნაყოფებს დააყრიან 50 გრამ შაქარს და ნელ ცეცხლზე წამოადუღებენ. წარმოქმნილ მასას ღებულობენ კოვზით დღეში რამდენიმეჯერ.
მარკეტინგული ნიშები
ცირცელი განსაკუთრებით პერსპექტიულია ჯავახეთში და სტეფანწმინდაში, შემდეგი ნიშნების მიხედვით:
ხარობს 2400 მეტრ სიმაღლემდე ზღვის დონიდან
ადვილად იტანს სიცხესა და დიდ სიცივეს
მოსავალს 1 - 2 წლის შემდეგ იძლევა
სასურველია მისი გამოყენება მთიან პირობებში გამწვანებისა და გატყევებისათვის.
ცირცელი თაფლოვანი მცენარეა.
მერქანი გამოიყენება წვრილმანი ნაკეთობების დასამზადებლად.
ამ თვალსაზრისის გამო, ვვარაუდობთ, რომ ცირცელის გაშენება მომგებიანი იქნება ფოკაში. რაც შეეხება საბაზრო ნიშას ცირცელისათვის, იგი სავარაუდო პლანტაციის წარმადობის ფარდი, ფრიად სპეციფიკური და შეიძლება ვივარაუდოთ კონკურენციისაგან შედარებით დაცულია.
გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში
ცირცელის ნაყოფი ოფიცინალური პოლივიტამინური ნედლეულია:
შედის რამოდენიმე ნაკრებში
ამზადებენ გამონაცემს
ხდიან ზეთს.
ცირცელის ზეთს იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების საწინააღმდეგოდ, აჩქარებს წყლულის ეპითელიზაციას და ქსოვილების რეგენერაციას.
გამოყენება ემპირიულ მედიცინაში (მანანა კიკნაძე)
დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები |
ნედლეული |
ემპირიული რეცეპტი |
რევმატიული დაავადებები, სახსრების დაავადებები |
|
|
ართრალგია |
ცირცელის ნაყოფი |
1 კგ ახლად დაკრეფილი ნაყოფების წვენს 600 გ შაქართან ერთად ხარშავენ; სვამენ რევმატული ტკივილების დროს. |
სუნთქვის ორგანოების დაავადებები |
|
|
მწვავე რესპირატორული დაავადება |
ნაყოფი და ყვავილები |
1 კგ ახლად დაკრეფილი ნაყოფების წვენს 600 გ შაქართან ერთად ხარშავენ; სვამენ ოფლის მოსადენად |
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები |
|
|
ყაბზობა |
ნაყოფი და ყვავილები |
1 კგ ახლად დაკრეფილი ნაყოფების წვენს 600 გ შაქართან ერთად ხარშავენ; სვამენ შეკრულობის დროს |
კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობა |
ცირცელის ნაყოფი |
ცირცელის ნაყოფის წვენი: იღებენ თითო ჩაის კოვზს ჭამის წინ |
უმადობა |
ცირცელის ნაყოფი |
ნაყოფების არაყზე ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: ერთი ნაწილი ნაყოფი 10 ნაწილ არაყზე. იღებენ მადის მოსაგვრელად თითო ჩაის კოვზს დღეში სამჯერ. |
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები |
|
|
კენჭოვანი დაავადება |
ცირცელის ყვავილი |
|
ავიტამინოზები |
ცირცელის ნაყოფი |
1 კგ ახლად დაკრეფილი ნაყოფების წვენს 600 გ შაქართან ერთად ხარშავენ; სვამენ ავიტამინოზების დროს. |
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ვრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. ცირცელი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. ცირცელი „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი.USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Archil Shengelia. Sorbus aucuparia L. „Plants Science”, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I-XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
![]() |
5 ევკალიპტი |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია
Эвкалипт шариковый - რუს.
Bleu gum - ინგლ.
Blauergummibaum - გერმ.
Bois de gommier bleu - ფრანგ.
1.1. ზოგადი დახასიათება
ბურთულა ევკალიპტი - Eucalyptus globulus Labill, ნაცარა ევკალიპტი - Eucalyptus cinerea F. Muell. ex Benth, წნელისებრი ევკალიპტი - Eucalyptus viminalis Labill. ევკალიპტები მიეკუთვნება Myrtaceae მირტისებრთა - ს ოჯახს.
ჩვენ ქვემოთ, თუ საპირისპირო არაა ნათქვამი, აღვწერთ ბურთულა ევკალიპტს - Eucalyptus globulus Labill.
ბურთულა ევკალიპტი - Eucalyptus globulus Labill
ევკალიპტი მარადმწვანე ხეა. ჩვენში კულტივირებულია შავი ზღვის სანაპიროზე. ევკალიპტი სწრაფად მოზარდი მცენარეა. ჩვენში მისი სიმაღლე 50 მ - ს აღწევს. თავის სამშობლოში-150 მეტრს.
სიმაღლით მას კონკურენციას მხოლოდ მამონტის ხე უწევს. მარადმწვანე, სითბოსა და სინამის მოყვარული მცენარეა.
ქერქი გლუვია, ნაცრისფერი, დაღარული, თანდათან სკდება და ხეს გრძელი ფირფიტების სახით ჩამოეკიდება.
ახასიათებს ჰეტერფილია - ფოთლები სხვადასხვანაირია. არჩევენ ორი ტიპის ფოთლებს: ახალგაზრდა, რომელიც ცვილისებური ნაფიფქიანია, მჯდომარეა, მოპირდაპირე განლაგების, გულისებრი, ფართო ლანცეტისებრი ან კვერცხისებრი. მისი სიგრძე 7 - 16 სმ - ია, სიგანე 4 - 9 სმ. ძველი ფოთლები მუქი მწვანეა, ყუნწიანი, სპირალურად განლაგებული, ლანცეტისებური ან ნამგლისებრ - ლანცეტისებრი, წვეროსთან წაწვეტებულია. მისი სიგრძე 10 - 30 სმ - ია, სიგანე 3 - 4 სმ.
ყვავილები ერთეულია, მჯდომარე ან მოკლე ყუნწზე და განლაგებულია ფოთლის უბეებში. ნაყოფი ოთხწახნაგოვანი სფეროსებურია, რომლის დიამეტრი 1,5 - 3 სმ - ია. მცენარე უძლებს 9 - 100C -მდე ყინვებს.
ევკალიპტი ყვავილობს შემოდგომით 3-5 წლის ასაკში, ნაყოფი მწიფდება ყვავილობიდან 1,5-2 წლის შემდეგ.
ევკალიპტი ძლიერ სწრაფად იზრდება, დღე-ღამეში 1 მეტრამდე.
ნაცარა ევკალიპტი - Eucalyptus cinerea F. Muell. ex Benth.
Eucaluptus cinerea F. Muell ex Benth, რომლის სიმაღლე 25 მ - მდეა. მისი ღეროს ქერქი მოწითალო - დარიჩინისფერია, ახალგაზრდა ყლორტების ქერქი კი მოწითალო - მოთეთროა. ახალგაზრდა ფოთლები მჯდომარეა ან მოკლეყუნწიანი, კვერცხისებრი, მომრგვალო ან გულისებრ - ლანცეტისებრი. მათი სიგრძე 3,5 - 4,5 სმ - ია, სიგანე 3 - 5,5 სმ. ძველი ფოთლები მჯდომარეა ან მოკლეყუნწიანია, კვერცხისებრი, კვერცხისებრ - ლანცეტისებრი ან ლანცეტისებრი, რომლის სიგრძეა 10 - 13 სმ, სიგანე 5სმ; ისინი მოპირდაპირეა ან მორიგეობითი. ყვავილები უბეებში ქოლგა ყვავილედის სახითაა. ნაყოფები სფეროსებრი ან განიერი - მსხლისებურია, რომლის სიგრძე 6 - 7 მმ - ია, დიამეტრი 7 - 10 მმ. მცენარე ამტანია -11 - 120C -მდე ყინვების.
წნელისებრი ევკალიპტი - Eucalyptus viminalis Labill
Eucalyptus viminalis Labill. 50 მ სიმაღლემდე იზრდება. მისი ქერქი გლუვია, თეთრი, თითქმის სრულიად განშრევებული და ცვენადი, ღეროს ფუძესთან იგი უხეში და ქერცლისებურია. ახლგაზრდა ფოთლები განლაგებულია მოპირდაპირედ, მჯდომარეა. ისინი ვიწრო ან ფართო - ლანცეტისებურია, მბზინავი, ღია ან მუქი - მწვანე, რომელთა სიგრძე 5 - 10 სმ - ია, სიგანე 1,5 - 3 სმ. ძველი ფოთლები ყუნწიანია, ღია - მწვანე, ლანცეტისებური ან ნამგლისებური. მათი სიგრძე 11 - 18 სმ - ია, სიგანე 1,5 - 2 სმ. ყვავილები უბეებში ქოლგადაა. ნაყოფი სფეროსებურია, რომლის დიამეტრი 5 - 8 მ - ია, იგი ყველაზე უკეთ იტანს ყინვებს ( - 10 - 120C) ევკალიპტის სხვა სახეობებთან შედარებით.
1.2. გავრცელება
ევკალიპტი ჩვენში შემოტანილია ავსტრალიიდან. მას აშენებენ დეკორატიული და საწარმოო მიზნით. იგი კულტივირებულია საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში. Eucalyptus glubulus კულტივირებულია და გვხვდება აჭარასა და აფხაზეთში. E. cinerea და E. viminalis კულტივირებულია დასავლეთ საქართველოში;
მთლიანად საქართველოში მე-20 საუკუნის 80-ინა წლებში, ევკალიპტის 35 სახეობის 10 მილიონი ეგზემპლარი ხარობდა. ვფიქრობთ, მათი რაოდენობა არ შემცირებულა. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ოფიცინალური სახეობები მაშინაც ცოტა იყო. (მოსახლეობაც ვერ ანსხვავებს ოფიცინალურ სახეობებს)
1.3 ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია:
ბურთულა ევკალიპტის (Eucalyptus globulus Labill), ნაცარა ევკალიპტის (E. cinerea F. Muell. ex Benth.) და წნელისებრი ევკალიპტის (E. viminalis Labill) ფოთოლი - Folium Eucalypti
- ამავე სახეობების ფოთლები ყლორტებთან ერთად, ზეთის მისაღებად. ზეთი შეიძლება მიღებულ იქნეს ნედლი ან გამშრალი ნედლეულისაგან. გამოხდილ ზეთის რექტიფიკაციის შემდეგ, მას სცილდება ანდეჰიდებუ და ლორწოვან კანს აღარ აღიზიანებს.
ევკალიპტის ზეთი ღია მწავანე ფერის, ადვილად მოძრავი სითხეა. აქვს ადვილად გამოსაცნობი, ევკალიპტის სუნი . ჩვენი ფარმაკოპეის მოთხოვნით ზეთში ცინეოლის შემცველობა 60%25 დაბალი არ უნდა იყოს.
მაღალი ხარისხის ნედლეულში სახეობების აღრევა დაუშვებელია.
ოფიცინალურ, სამედიცინო დანიშნულების ნედლეულში დომინანტი ნივთიერებაა ცინეოლი.
ევკალიპტის ზოგიერთი, არაოფიცინალური სახეობა გამოიყენება პარფიუმერიაში და სახალხო მეორნეობაში. პარფიუმერიაში გამოიყენება ევკალიპტის სახეობები, რომლებშიც დომინირებს ერანილაცეტატი , გერანიოლი, d- და l- ციტრონელალი, l-ციტრონელილო და იზოპულეგონი. სახალხო მეურნეობაში გამოიყენება ევკალიპტები, სადაც დომინანტი ფელანდრენია.
1.4 ქიმიური შემადგენლობა
ევკალიპტის ფოთლები შეიცავს 0,5 - 3,5%25 ეთერზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ელაგის და გალუსის მჟავებს, მწარე ნივთიერებებს; ცინეოლს, კამფენს, ფენხენს, პინოკარვეოლს, ტერპინეოლს, სესკვიტერპენულ სპირტებს, ალდეჰიდებს, თავისუფალ და ეთერიფიცირებულ სპირტებს, კარბონილურ ნაერთებს, ტერპენული და სესკვირტერპენული რიგის ნახშირწყლებს.
[9]-ს მიხედვით, საქართველოს რესურსები საკმარისია 25 ტონა ზეთის გამომუშავებისათვის.
- ფორმულა აღებულია [9]- დან.
II ნედლეულის დამზადება
2.1 ევკალიპტის ნარგაობა
ევკალიპტი აქვს ნიადაგების დაშრობის უნარი, ამასთან პრაქტიკულად არ წარმოქმნის ჩრდილს. ზოგიერთი მონაცემებით ამცირებს (აფერხებს) მცენარეთა მავნებლების გავრცელებას. ამ თვისებების გამო, იგი დიდად ფასეულია დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიანი ნიადაგებისა და მავლებელმოძალებული სოფლებისათვის.
ცალკე, ევკალიპტის სპეციალური პლანტაციის გაშენება, მცირემიწიან საქართველოში არ გვგონია, ამ ეტაპზე, რენტაბელური იყოს, მაგრამ ევკალიპტის დიდი რაოდენობით გაშენება, საზოგადოებრივ საკუთრებაში მყოფ მიწებზე (მაგ. შიდა გზები, მოედნები), მოსახლეობაში მისი პროპაგანდა სახელმწიფო დონეზე უნდა იქნეს აყვანილი აუცილებელია სახელმწიფოს ხელშეწყობა ევკალიპტის სანერგე მეურნეობის გაშენების მსურველთათვის. ევკალიპტის სანერგე მეურნეობის ორგანიზება სოლიდურ ინვესტიციასა და ს/სასოფლო საქმიანობის განვითარებულ სადაზღვევო სისტემას მოითხოვს.
ეს ღონისძიებები, უზრუნველყოფს ევკალიპტის ზეთის წარმოების განახლებასაც. არსებობს მონაცემები, რომ გასულ საუკუნეში საქართველო 30 ტონამდე ევკალიპტის ზეთს აწარმოებდა. გასული საუკუნის პრესა აქტიურად წერდა ევკალიპტის როლზე კოლხეთის ჭაობების დაშრობასა და მალარიის მოსპობაში [3], [7].
2.2 ნედლეულის დამზადება
ევკალიპტის ფოთლებს ამზადებენ ნოემბერიდან აპრილამდე. ამ პერიოდში ეთერზეთის შემცველობა ყველაზე მაღალია. ფოთლებს აგროვებენ იმ ხეებიდან, რომლებიც დასახლებული ადგილიდან მოშორებულია, ადგილობრივი ორგანიზაციების ნებართვით. ფოთლების შესაგროვებლად ხეზე კიბის საშუალებით შედიან და შესარჩევად აჭრიან შეფოთლილ ტოტებს, რომელთა სიგრძე 70 - 80 - სმ - მდეა. დასაშვებია ხის ქვედა ფართის 50%25 - მდე ტოტების შეჭრა. შეგროვებული ტოტები გადააქვთ გასაშრობად.
გასაშრობად მიტანილ ნედლეულს გამოაცალკევენ ღეროსაგან და გაშლიან 10 სმ სისქის ფენად თაროებზე კარგი ვენტილაციის მქონე სათავსოში. ნედლეულს პერიოდულად გადააბრუნებენ. ხელოვნურ საშრობებში ევკალიპტის ფოთლების გაშრობა დასაშვებია 400C ტემპერატურაზე. ცალკეული სახეობების ფოთლებს აშრობენ განცალკევებულად. მზა ნედლეულს ფუთავენ 50 კგ - ობით ფუთებში ან 10 - 15 კგ ტომრებში და ინახავენ თაროებზე მშრალ, კარგი განიავების პირობებში.
სხვადასხვა სახეობის ნედლეული განსხვავებულია.
E. globulus ძველი ტოტების ფოთლები ყუნწიანია, წაგრძელებულ - ლანცეტისებრი, იშვიათად განიერ - ლანცეტისებრი, მეტწილად ნამგლისებურად მოღუნული, კანიანი, მსხვილი, რუხი - მწვანე, ზოგჯერ მტრედისფერ - მწვანე, სიგრძით 10 - 30 სმ, სიგანე 3 - 4 სმ - ია.
ახალგაზრდა ტოტების ფოთლები უყუნწოა ან მოკლე ყუნწიანია, კვერცხისებური ან მოგრძო - კვერცხისებურია, ფუძესთან გულისებურია, თხელი, მკვრივი, რუხი მწვანე, 7 - 16 სმ სიგრძისა და 1 - 9 სმ სიგანის.
E. cinerea - ს ძველი ტოტების ფოთლები ყუნწიანია, წაგრძელებული კვერცხისებური, 5 - 13 სმ სიგრძის და 5 სმ - მდე სიგანის. ახალგაზრდა ტოტების ფოთლები მეტწილად უყუნწოა, უპირატესად მომრგვალო ან განიერ - კვერცხისებური, 1,5 - 8 სმ სიგრძის და 1 - 7 სმ სიგანის. ფოთლები რუხი - მწვანეა, მტრედისფერი ელფერით.
სინათლის ქვეშ თხელ ფოთლებზე შესამჩნევია მრავალრიცხოვანი განათებული წერტილები ესენი ეთერზეთის სათავსოებია. ნედლეულს აქვს ძლიერი არომატული სუნი, გემო მომწარო - სურნელოვანია.
E. vimanalis ძველი ტოტების ფოთლები ყუნწიანია, ვიწრო ლანცეტისებური, ნამგლისებურად მომრგვალებული, მკვრივი, მორუხო - მწვანე, მათი სიგრძე 4 - 27 სმ - ია, სიგანე 0,5 - 5 სმ. ახალგაზრდა ტოტების ფოთლები ღია - მწვანეა, უყუნწო ან მოკლეყუნწიანი, მოგრძო - კვერცხისებური, ფუძესთან გულისებური. ფოთლების სიგრძე 3,5 - 11 სმ - ია, სიგანე 0,7 - 4 სმ. ევკალიპტის ყველა სახეობის ფოთოლი კიდემთლიანია, გლუვი.
ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლებია:
ევკალიპტის ნედლეულს ფუთავენ 15-20 კგ-იან ტომრებში. მას ინახავენ მშრალ, კარგი განიავების სათავსოში. ნედლეული ეთერზეთის შემცველია, ამიტომ იგი უნდა ინახებოდეს სხვა სამკურნალო ნედლეულისგან განცალკევებულად. ნედლეულში ეთერზეთის შემცველობას ამოწმებენ ყოველწლიურად.
III გამოყენება
ევკალიპტის ფოთოლს და მისგან მიღებული ევკალიპტის ზეთს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. როგორც საინჰალაციო საშუალებას, მას იყენებენ სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების, ჩირქოვანი ბრონქიტის, ფილტვის აბსცესის დროს, გაცივებისას. გამონაცემს ივლებენ ყელში, იკეთებენ თვალის აბaზანებს, იბანენ ჭრილობებს, წყლულებს. კარგ შედეგს იძლევა მისი გამოყენება სხვა ეთერზეთოვან სამკურნალო მცენარეებთან კომბინაციაში.
ევკალიპტის გამოყენება ემპირიულ მედიცინაში (მანანა კიკნაძე)
დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები |
ნედლეული |
ემპირიული რეცეპტი |
სუნთქვის ორგანოების დაავადებები |
|
|
ზემო სასუნთქი გზების კატარი |
|
10 გ (2 სუფრის კოვზ) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. შემდეგ გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ დოლბანდზე, ხმარების წინ შეანჯღრიეთ. - ინჰალაციისათვის |
ლარინგიტი |
|
10 გ (2 სუფრის კოვზ) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. შემდეგ გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ დოლბანდზე, ხმარების წინ შეანჯღრიეთ. - ინჰალაციისათვის |
ბრონქიტი |
|
1 სუფრის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1/2 ლიტრი მდუღარე წყალი. მიღებული ცხელი ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 3-ჯერ დღეში თითო ღვინის ჭიქა ჭამის წინ |
ბრონქული ასთმა |
|
1 სუფრის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1/2 ლიტრი მდუღარე წყალი. მიღებული ცხელი ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 3-ჯერ დღეში თითო ღვინის ჭიქა ჭამის წინ. |
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები |
|
|
ჩირქოვანი გასტრიტი |
|
ფოთლებისაგან ნახარშის მოსამზადებლად 10 გ (2 სუფრის კოვზ) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. შემდეგ გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ დოლბანდზე, ხმარების წინ შეანჯღრიეთ. |
გინეკოლოგია |
|
|
სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები |
ევკალიპტის ფოთლები |
10 გ (2 სუფრის კოვზ) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. შემდეგ გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ დოლბანდზე, ხმარების წინ შეანჯღრიეთ. |
ქირურგიული დაავადებები |
|
|
ინფიცირებული ჭრილობები |
ევკალიპტის ფოთლები |
10 გ (2 სუფრის კოვზ) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. შემდეგ გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ დოლბანდზე, ხმარების წინ შეანჯღრიეთ. |
ფლეგმონა |
ევკალიპტის ფოთლები |
10 გ (2 სუფრის კოვზ) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. შემდეგ გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ დოლბანდზე, ხმარების წინ შეანჯღრიეთ. |
აბსცესი |
ევკალიპტის ფოთლები |
10 გ (2 სუფრის კოვზ) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. შემდეგ გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ დოლბანდზე, ხმარების წინ შეანჯღრიეთ. |
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები |
|
|
ანგინა |
|
|
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე .საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი. 2000 წ.ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. ევკალიპტი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. ევკალიპტი. „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Vasil Shengelia. Eucalyptus . „Plants Science“, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
![]() |
6 გლერძი |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
ქათირა - Tragacanthae
გლერძი ტკბილფოთოლა - Astragalus glycyphyllus
გლერძი შებუსვილ - დატოტვილი - Astragalus Piletocladus Fr.et Sint.
გლერძი ხაოიანი - Astragalus dasyanthus
გლერძი გაშიშვლებული - Astragalus Denudatus stev.
გლერძი წვრილთავიანი - Astragalus microcephalus Willd.
გლერძი ხშირფოთოლა - Astragalus Pycnophyllus Stev
შესავალი
გლერძი და ქათირას ჩვენ სინონიმებად გავიაზრებთ. გლერძი მცენარეთა გვარია. მიეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს.გლერძის ოჯახში 2000-მდე სახეობა შედის. საქართველოში გვხვდება 66 სახეობა, მათგან 13 საქართველოს ენდემია. სახეობათა უმეტესობა ბუჩქბალახებია, თუმცა არსებუჩქოვანი სახობებიც. იზრდება მშრალ, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, ზოგი სახეობა ეტანება ტენიან ადგილებს.
ემპირიული მედიცინა გკერძის მრავალ სახეობას მიაწერს სამკურნალო თვისებებს, მაგრამ ისინი შეუსწავლელი ან ნაკლებხარისხოვანია.
მედიცინაში გამოიყენება გლერძის 20-მდე სახეობა. მათგან გუმიზის დამზადების თვალსაზრისით ყველაზე მაღალი ღირებულება აქვთ:
- წვრილთავიან გლერძს - Astragalus microcephalus Willd
შებუსვილ-დატოტვილ გლერძს - A. Piletocladus Fr. et Sint.
ჩვენ, ქვემოთ სწორედ ამ მცენარეებს ვახასიათებთ.
ემპირიული მედიცინის მიერ სამკურნალო მიზნით გამოყენების თვალსაზრისით საინტერესო კიდევ ერთ სახეობას:
- გლერძი ხშირფოთოლა -Astragalus Pycnophyllus Stev
გლერძის ზოგიერთი სახეობა კულტურაშიც არის შეტანილი, მაგრამ საქართველოში კულტივირების პრეცენდენტის შესახებ ინფორმაცია ვერ მივიპოვეთ.
უნდა აღინიშნოს, რომ სახეობათა შორის განმასხვავებელი ნიშნები და მათი კლასიფიკაცია, წინამდებარე სტატიაში ზედაპირულია. საჭიროა საიდენტიფიკაციო ცხრილების მომზადება
ზოგადი აღწერა
წვრილთავიანი გლერძი - Astragalus microcephalus Willd
შებუსვილ-დატოტვილ გლერძი - A. Piletocladus Fr. et Sint.
გლერძის ეს სახეობები ტანმორჩილი, 1,5-2 მ სიმაღლის ეკლიანი ბუჩქებია. აქვს რამდენიმე ძლიერ დატოტვილი ღერო. წვერში ეკლიანი ფოთლები ., ფოთოლაკები განლაგებულია საერთო ყუნწზე. დასახელებულ სახეობატა ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია ყვაილების ფერი და ზომები . ორივე სახეობას ყვავილები განლაგებული აქვს ფოთლების უბეებში, ჯგუფურად. A. Piletocladus Fr. et Sint. ყვავილები უფრო წვრილია, ღია ყვითელი, იისფერი ძარღვებით
ორივე სახეობის ბუსუსებით დაფარული ერთთესლიანი პარკია. ყვავილობენ ივლის-ივლისში
გლერძი ხშირფოთოლა -Astragalus Pycnophyllus Stev. - საშუალოდ 50 სმ. სიმაღლის ხშირტოტებიანი, მოყვითალო გაფარჩხულეკლებიანი ბუჩქია. ყვავილები ღია ყვითელი აქვს.
გავრცელება
გლერძი გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მშრალ რაიონებში.
გლერძი ქსეროფიტია, ადის ზღვის დონიდან 2000 მ. სიმაღლემდე.
გომიზის საერთაშორისო ბაზარზე დომინირებს თურქეთი, ირანი, შუა აზიის ქვეყნები.
[9]-ის მიხედვით, საქართველოში მოიპოვება გომიზისათვის ვარგისი ორი სახეობა:
- გლერძი წვრილთავიანი Astragalus microcephalus Willd. იგი მთელ ამიერკავკასიაშია გავრცელებული
- გაშიშვლებული გლერძი - Astragalus Denudatus stev ჩვენში ნაპოვნია მხოლოდ სოფ. ყაზბეგთან და სოფ. შატილში.
[7]-ის მიხედვით, გლერძი ხშირფოთოლა -Astragalus Pycnophyllus Stev -საგან შეიძლება გუმისის მიღება, მაგრამ იგი არაა ოფიცინალური სახეობა, უცნობია გუმისის ხარისხი .
ნედლეული
სამედიცინო ნედლეულია ქათირას გომიზი. მცენარის ქერქის ბუნებრივი ან ხელოვნური დაზიანების შემთხვევაში გარეთ გამოედინება ბლანტი, დამცავი მასა. იგი 2-3 დღეში მყარდება და ვღებულობთ გომიზს.
გომიზის მისაღებად მცენარე უნდა დაისეროს. გომიზის დიდი რაოდენობა მიიღება ყვავილობის დაწყებამდე. რაც უფრო ხნიერია მცენარე, გომიზიც უფრო მეტი მიიღება. 20 წლიანი ხიდან საშუალოდ 10 გრამ გომიზს უნდა ველოდეთ.
ბაზარი განასხვავებს უმაღლესი ხარისხის და ტექნიკურ გომიზს. უმაღლესი ხარისხის გომიზი თეთრი ფერის, მყიფე, გამჭირვალე მასაა, მინარევების გარეშე. ტექნიკურ გომიზს კი მოყვითალოა-რუხია, შეიძლება შეიცავდეს მექანიკურ მინარევებს. 400C გაცხელებისას ქათირის გომიზი მუქდება და ხარისხს კარგავს.
ქიმიური შედგენილობა
სამეცნიერო და ბიზნეს-კატალოგებში მოყვანილია გომიზის მკვეთრად განსხვავებული შემადგენლობები. ფასებიც მკვეთრად განსხვავებულია. შემადგენლობა მკვეთრად იცვლება გარემო ფაქტორებისა და ჯიშების მიხედვით. საუკეთესო ხარისხის ქათირის გომიზად ითვლება არაბული
გომიზი რთული შემადგენლობისაა, მაგრამ მისი ხარისხი, ძირითადად ბასორინის შემადგენლობით განისაზღვრება.
[9]: „ქათირას გომიზი ეკუთვნის მჟავე პოლისაქარიდებს, რანოზა, D-გალაქტურონის მჟავა, D-გალაქტოპირანოზა, D-ფუკოზა, D-არაბოფურანოზა, D-ქსილოპირანოზა. ქათირა არაა ხსნადი პროდუქტი, მისთვის დამახასიათებელია მხოლოდ გაჯირჯვება. სიმაგრის მიმცემი და გაჯირჯვებადია ბასორინი, რომელიც გომიზის 60-70%25 შეადგენს. დანარჩენი ნაწილი გომიზისა მოდის ხსნად ნაწილზე - არაბინზე (8-10%25). გომიზში დადგენილია აგრეთვე წყალი (20%25), ნაცარი (1,75-4%25), სახამებელი (2-3%25), უჯრედისი (3%25). არაბინი შედგება ურონის მჟავის 3 მოლეკულისა და არაბინოზის 1 მოლეკულისაგან. გომიზში Ca და K მარილების დიდი რაოდენობაა (შეადგენს ნაცრის 70%25).“
გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში
ქათირას უმაღლესი ხარისხის გომიზს ფარმაცია იყენებს შეწებავად და შემომგარსველად. ტექნიკური გომიზი ტექნიკასა და ლაბორატორიულ ანალიზებში გამოიყენება.
გამოყენება ემპირიულ და კლინიკურ მედიცინაში
დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები |
ნედლეული |
ემპირიული რეცეპტი |
სისხლის მიმოქცევის ორგანოების დაავადებები |
|
|
შეშუპებები |
|
|
ტაქიკარდია |
|
|
მაღალი ვენური წნევა |
|
|
გულის ქრონიკული უკმარისობა |
|
|
ჰიპერტონია |
|
|
სისხლის მიმოქცევის უკმარისობა |
|
|
სუნთქვის ორგანოების დაავადებები |
|
|
მწვავე რესპირატორული დაავადებები |
გომიზი |
გაციებისას როგორც ოფლმდენი საშუალება |
ხველა |
გომიზი |
|
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები |
|
|
ყაბზობა |
გომიზი |
|
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები |
|
|
მწვავე ნეფრიტი |
გომიზი |
|
გლერძის მნიშვნელობის შესახებ საქართველოსათვის
გუმიზზე მოთხოვნილება მსოფლიოში იზრდება და ბუნებრივია გუმიზის მომცემი მცენარეებისადმი ინტერესი. საქართველოსათვის გლერძს შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდეს, რადგან ამ მცენარემ სოლიდური შემოსავალი შეიძლება მისცეს დავით-გარეჯის უდაბნოსა და ყაზბეგის რაიონს.
საზოგადოდ, წინამდებარე სტატია არაა სპეციალური კვლევის შედეგი. იგი სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზია, რომელიც ხშირად წინააღმდეგობრივი და არასრულია.
აუცილებელია ჩატარდეს სპეციალური კვლევა გომიზის მომცემი ქსეროფიტი მცენარეების საქართველოში კულტივირების პერსპექტივების შესასწავლად.
გამრავლება
ნიადაგისადმი მომთხოვნი არაა. საკმარისია რამდენიმე ეგზემპლიარის 1,5-2 მეტრის დაშორებით გადარგვა და იგი თვითონ შექმნის გლერძიანს. უმრავლესი სახეობები გვალვაგამძლეა,
გამოყენება
ზოგიერთი სახეობა შეიცავს გუმფისს . გუმფისს იყენებენ საფეიქრო, ქაღალდის და ზოგიერთ სხვა წარმოებაში.
არსებობს ემპირიული გამოცდილება გულსისხლძარღვთა დაავადებისა და ნეფრიტის დროს ზოგიერთი სახეობის გამოყენების შესახებ .(მოითხოვს კვლევას).
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი.2000 წ.ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. გლერძი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. გლერძი. „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა". N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის" დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Archil Shengelia. Amugdalus. „Plants Science“, 2009 წ.
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
სტატია გამოქვეყნებულია ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალ „Plants Science“- ში, 2009 წელს. ISSN E1987-8028 UDK 581. http://www.medgeo.net
![]() |
7 კაკალი |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
ზოგადი დახასიათება
განეკუთვნება კაკლისებრთა ოჯახს. საქართველოში კაკლისებრთა ოჯახის 2 გვარია გავრცელებული საკუთრივ კაკალი და ლაფანი.
კაკალი ფართოდ ვარჯგაშლილი, 30 მეტრამდე სიმაღლის ხეა. დიამეტრით 1,5 - 2 მეტრი.ღერო
ღია ნაცრისფერია, ღრმანაღარებიანი ქერქით. ახალგაზრდა ტოტები მომწვანო - ყავისფერია. მერქანი დაშაშრულია, რუხი ფერის.
უვითარდება მასიური, სიღრმესა და განივ განტოტვილი, ძლიერი ფესვთა სისტემა.
ფოთლები ზეთოვანია, პრიალა, გრძელყუნწიანი, კენტფრთართულია. ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ფოთოლაკები კიდემთლიანია, კვერცხისებრი ფორმის. ნორჩი ფოთლის ყუნწი დაფარულია ჯირკვლოვანი ბუსუსებით;
ყვავილები ერთსქესიანი და ერთსახლიანია. მამრობითი ყვავილები, მომწვანო ფერისაა,
თავდახრილ მჭადა ყვავილედადაა შეკრებილი. მდედრობითი ყვავილები შეკრებილია მწვანე ყლორტების კენწრულ ნაწილში, ერთეულია ან 2 - 3 ერთადაა შეკრებილი.
ნაყოფი კაკალია, ცრუ კურკანაა ერთი თესლით. (კაკალი (nux), ეწოდება ერთთესლიან, მშრალ, თვითუხსნელ ნაყოფებს მეტ - ნაკლებად გახევებული საფარით.); ფორმით ელიფსური ან მრგვალამდე, ნაყოფს გარს ხორციანი, მწვანე წენგო აკრავს, რომელიც მომწიფებისას შავდება და ტყვავისებრი ხდება
სინათლისა და სითბოს მოყვარულია. ადის 1500 მ - ზე ზევით, თუმცა სიცივე აზიანებს. 1200 მეტრამდე თავს კარგად გრძნობს. უძლებს 20 - 220C - მდე ყინვას; გვალვაგამძლეა.
ყვავილობს ფოთლის გაშლასთან ერთად აპრილ - მაისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო - სექტემბერში,. პირველ მოსავალს მე - 12 წელს იძლევა. კარგად მსხმოიარობს 200 წლამდე. ცოცხლობს 400 წელი.
გავრცელება
გავრცელებულია მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ირანში, ჩინეთში, კავკასიასა და შუა აზიაში. როგორც საკვები და დეკორატიული მცენარე, კულტივირებულია ბევრ ქვეყანაში.
კაკლის სამშობლოდ ავღანეთს თვლიან. ჩვენში მას ბერძნულ კაკალსაც უწოდებენ, რის გამოც თვლიან, რომ შემოტანილია საბერძნეთიდან. საქართველოში ველურად იზრდება თითქმის ყველგან. შერეულია მუხასთან, თელასთან და რცხილასთან. ზოგგან ბუნებრივ კორომებსაც ქმნის. დიდი კორომებია მდ. ალაზნის ნაპირებზე, პანკისის ხეობაში და ჯუმას ყურეში.
იზრდება მთის შუა სარტყელის ტყეებში, ადის ზღვის დონედან 1200 მ სიმაღლეზე იშვიათად 1500 მეტრამდეც.
ნედლეული
მედიცინაში ნედლეულად გამოიყენება: კაკლის ფოთოლი - Folium Juglandis; კაკლის უმწიფარი ნაყოფი - Fructus Juglandis immaturus
კაკლის ფოთლებს აგროვებენ ივნისში. ამ დროს მას სპეციფიკური არომატი აქვს. ცენტრალური ყუნწებიდან აცლიან ფოთოლაკებს. გამოიყენება ნედლად ან გამშრალი. გასაშრობად რაც შეიძლება თხელ ფენად უნდა გაიშალოს მზეზე. ფოთლები ძელგი გემოსია, ნედლი ოდნაც მწებავია. აღიზიანებს კანს, თვალს და სიფრთხილის დაცვაა საჭირო.
მწვანე უმწიფარ ნაყოფს აგროვებენ როდესაც მისი ბირთვი წარმოიქმნება, გარენაყოფი ხორცოვანი გახდება, ხოლო შიდა ნაწილი ჯერ კიდევ გაუმერქნებელია, ლაბისებრი კონსისტენციის ენდოკარპიუმით. მწავანე კაკალი ამ მდგომარეობაში დაახლოებით 15 დღით ადრეა, ვიდრე მისი სამურაბედ შეგროვება დაიწყება. იყენებენ ნედლად, სპეციფიკური სუნი და ძელგი გემო აქვს.
ქიმიური შედგენილობა
[9] - ის მიხედვით, „კაკლის ფოთოლი და უმწიფარი ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით C, B1, B2, PP, კაროტინებით. ვიტამინი C რაოდენობა მატულობს ნაყოფის განვითარების მიხედვით და მაქსიმუმს (2.5%25) აღწევს ვეგეტაციის შუა პერიოდში - როდესაც ნაყოფი მოუმწიფებელია; მასში მთრთილავი ნივთიერებები (14 - 35%25), წარმოდგენილია პიროგალოლის და პიროკატექინის ნაწარმებით. დამახასიათებელია ფლავონოიდ იუგლანინის, ავიკულარინის, ჰიპეროზიდის, ქვერცეტინის 3 - არაბინოზიდის არსებობა, ხოლო ქინონებიდან - იუგლონისა და ჰიდროიუგლონის გლიკოზიდი. ფოთლებში ეთეროვანი ზეთის რაოდენობა 0.3%25 - ია, მასში კი ძირითადი კომპონენტებია α - პინენი, β - პინენი, 1, 8 - ცინეოელი, ლიმონენი, კაპრინის ალდეფიდი, კამფენი α - ფელანდრენი, ბორნილაცეტატი, კარიოფილენი, კადინენი, ხამაზულენი. დადგენილია კუმარინები, ანთოციანები. მწიფე ნაყოფში 70 - 80%25 ცხიმოვანი ზეთია, ის კი მდიდარია პროვიტამინი A და ბიოლოგიურად აქტიური სხვა შენაერთებით“
მწიფე კაკლის გული შეიცავს ცხიმებს (45 - 77%25), ცილებს (8 - 21%25), B1 ვიტამინსა და A პროვიტამინს.
ზეთის გამოხდის შემდეგ დარჩენილი კოპტონი 40 პროცენტამდე ცილოვან ნივთიერებებს შეიცავს
ნიადაგის შერჩევა
კაკლის ხე ვერ ეგუება ჭარბტენიან და ეწერ ნიადაგს. კარგად ხარობს ნოყიერ ნიადაგზე, თიხნარ - კირნარზე. სინათლის და სითბოს მოყვარულია. ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს. საკმაოდ გვალვაგამძლეა.
გამრავლება
მრავლდება თესლით - კაკლებით. 1000 ცალი კაკლის წონა 6500 - 15000გრამია. როგორც წესი გამოყავთ ნერგი. თესლის წინასწარმა სტრატიფიცირებამ თვალნათლივი შედეგი არ მოგვცა. სათესლედ უნდა შეირჩეს რაც შეიძლება დიდი, თხელნაყოფა კაკლები. აღმონაცენის და ნერგის სიძლიერე ამ ფაქტორზე პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული. თესლი ღივდება 22-25 გრადუს ტემპერატურაზე, თუკი იმ პერიოდში ითესება როცა ეს ტემპერატურა უკვე სტაბილურადაა თესლის 72 საათით დასველება მნიშვნელოვნად აჩქარებს გაღივებას (უნდა დაითესოს კაკლები, რომლებმაც უკვე დაიწყეს სკდომა). კაკლები ითესება 5 სანტიმეტრის სიღრმეზე
ნერგის დარგვისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანერგე ორმოს მომზადება. იგი უნდა იყოს რაც შეიძლება ღრმა და შესაძლებლობის შემთხვევაში ნაკელით ან კომპოსტით სავსე. აუცილებელი არაა ორმო განიერი იყოს, უფრო მნიშვნელოვანის მისი სიღრმე.
ველურად მოზარდ კაკალს ვარჯი ფართოდ აქვს გაშლილი, კორომში კი ვიწროდ არის აზიდული. შესაბამისად, ამის გამო, პლანტაციაში ნერგები, თუკი პირობები კარგია და ხერხდება ნიადაგის (ორმოს) განოყიერება შეიძლება 8 - 10 მეტრის მეტრის დაშორებით დაირგოს. ვარჯაზიდულ და გუმბათოვან ვარჟიან მცენარეთა შორის მოსავლის რაოდენობის სხვაობა არ ფიქსირდება. ნერგის გადარგვა ჯობს შემოდგომაზე, თუმცა გაზაფხულზეც შეიძლება.
რამდენადაც კაკლის ბაღი სრულ სიმძლავრეზე გვიან გადის ნაკვეთის გამოყენება, ხეების მომძლავრებამდე შეიძლება სხვა ნარგაობებისთვისაც, მაგალითად კენკროვანებისათვის.ათწლიანი ნერგებით გაშენებული პლანტაცია მოსავლის მოცემას მეოთხე წლიდან დაიწყებს.
მოვლა
ხეების მომძლავრებამდე სასურველია შემოვუბაროთ და ორგანული სასუქები მივაწოდოთ. კარგია მიკროელემენტების მიწოდება. როგორც წესი, საკმარისია, შემოდგომაზე ხეების ვარჯის კირით შეწამვლა. ნაკელის შეტანამ თვალნათლივი ეფექტი მოგვცა, ჭინჭრისა და ლაშქარას ნაყენის შეტანამ არ მოგვცა მცენარის ზრდის თვალნათლივი ეფექტი, თუმცა მან წესით მოსავლის რაოდენობაზე უნდა იმოქმედოს.
გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში
[9]: „კაკლის ფოთოლი ოფიცინალური სამკურნალო საშუალებაა ევროპის მრავალ ქვეყანაში და შეტანილია მათ ფარმაკოპეებში. გამოიყენება ჰომეოპათიაში, ჩირქოვანი და მიკრობული დაზიანების დროს, როგორც ანტისეპტიკური. ნაჩვენებია ეკზემის, ბუასილის, ბლეფარიტის, ლიმფატური დიათეზის და რაქიტის საწინაღმდეგოდ. კაკლის ფოთლები და უმწიფარი ნაყოფი ეფექტურია C ვიტამინის ნაკლებობისას, ორივე ნედლეული შემკვრელი და ანთების საწინააღმდეგოა. შინაგანი და გარეგანი გამოყენებისათვის ამზადებენ მონახარშს და გამონაცემს.“
თანამდევი მარკეტინგული ნიშები
1. კაკლის ნაყოფი ძვირფასი საკვები და ზეთოვანი პროდუქტია.ნედლეულია. ზრდასრული ხე 100 - 200
კგ ნაყოფს იძლევა. კაკლის გულისაგან ხდიან ზეთს;
2. უმწიფარ კაკლებისაგან ელიტარულ მურაბას ამზადებენ. ამუშავებენ კირით, რითაც მაქსიმალურად ინარჩუნებენ C ვიტამინის შემცველობას;
3. მერქანი ძვირფასი საავეჯე მასალაა;
4. ქმნის კარგ ჩრდილს თუმცა ხალხური ტრადიციით კაკლის ჩრდილში ბავშვს არ აწვენენ;
5. წენგოსაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს. ამ მიზნით ალკოჰოლურ სამელებშიც გამოიყენება;
6. მერქანი გამოიყენება კონიაკის წარმოებაში;
7. კაკლის ნაჭუჭი გამოიყენება ავეჯის წარმოებასა და ტექნიკაში
8. წენგოს გამოყენება შეიძლება ტყავის გასათრიმლად, ფოთლებს, ქერქს და წენგოს იყენებენ ქსოვილების, მატყლის, ხალიჩების და თმის ქარვისფრად ან მოყავისფროდ შესაღებად.[2]
გამოყენება ემპირიულ მედიცინაში (მანანა კიკნაძე)
დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები |
ნედლეული |
ემპირიული რეცეპტი |
რევმატიული დაავადებები, სახსრების დაავადებები |
|
|
პოდაგრა |
კაკლის ფოთოლი და წენგო |
|
სუნთქვის ორგანოების დაავადებები |
|
|
ტუბერკულოზი |
კაკლის ფოთოლი და წენგო |
|
ჰემოფთიზი |
კაკლის ფოთოლი და წენგო |
|
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები |
|
|
კუჭ - ნაწლავის კატარი |
კაკლის ფოთოლი |
|
კუჭის დაავადებები |
კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში |
|
ფაღარათი |
კაკლის ჩვილი ნაყოფი; კაკლის ფოთოლი უყუნწოდ |
კაკლის ჩვილი ნაყოფის ნაყენი: იღებენ დაახლოებით 30 კაკალს 1 ლ სპირტზე. |
გასტრიტი |
კაკლის ფოთოლი და წენგო |
|
ენტერიტი |
კაკლის ფოთოლი და წენგო |
|
გასტროენტერიტი |
კაკლის ფოთოლი უყუნწოდ |
|
მონელების პროცესების გაუმჯობესება |
კაკლის ფოთოლი უყუნწოდ |
|
მადის მომგვრელი |
კაკლის ფოთოლი უყუნწოდ |
|
ბუასილი |
კაკლის ფოთოლი და წენგო |
მოხარშულ თბილ ფოთლებს იდებენ ბუასილიან ადგილზე. |
სიყვითლე |
კაკლის ფოთოლი და წენგო |
|
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები |
|
|
თირკმლების დაავადებები |
კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში |
|
შარდის ბუშტის დაავადებები |
კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში |
|
ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის დაავადებები |
|
|
შაქრიანი დიაბეტი (გლუკოზურია) |
კაკლის ფოთოლი |
|
ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება |
კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში |
|
ინფექციური დაავადებები |
|
|
ჰელმინთოზები |
კაკლის ფოთოლი; კაკლის ფოთოლი უყუნწოდ |
|
ავიტამინოზები |
კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში |
|
პედიატრიული დაავადებები |
|
|
რაქიტი |
კაკლის ფოთლების წყლიანი ნაყენი ან ნახარში |
აბაზანები |
მეანობა |
|
|
მეძუძურ ქალებში ძუძუს თავების ნახეთქები |
კაკლის ფოთოლი და წენგო |
კომპრესები |
გინეკოლოგია |
კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში |
|
თეთრად შლა |
კაკლის ფოთოლი უყუნწოდ |
|
დისმენორეა |
კაკლის ფოთოლი უყუნწოდ |
|
კანისა და ვენერიული დაავადებები |
კაკლის ფოთოლი; კაკლის ფოთოლი უყუნწოდ |
ფოთლების ჩაი: 50 გ. 1 ლ წყალზე; |
ეგზემა |
კაკლის წენგო და ჩვილი მწვანე ნაყოფები |
|
|
|
წენგოს და ჩვილ მწვანე ნაყოფებს გასჭრიან და უსვამენ ეგზემურ ადგილებზე |
გარეგანი საშუალება |
კაკლის ფოთოლი |
ნახარში: 3 - 5 სუფრის კოვზ ფოთოლს 0,5 ლ წყალს ასხამენ და 15 წუთს ხარშავენ |
ათაშანგი (სიფილისი) |
კაკლის ფოთოლი და წენგო |
|
ქირურგიული დაავადებები |
|
|
ლიმფადენიტი |
კაკლის ფოთოლი უყუნწოდ |
|
ჩირქოვანი ჭრილობები |
კაკლის ფოთოლი უყუნწოდ |
|
ფურუნკული |
კალის ფოთოლი და წენგო |
|
ჰემორაგია (სისხლდენა) |
კაკლის წენგოს ფხვნილი |
|
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები |
|
|
ოტიტი |
კაკლის ზეთი |
|
ანგინა |
კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში |
|
თვალის დაავადებები |
|
|
კონიუნქტივიტი |
კაკლის ზეთი |
|
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები |
|
|
სტომატიტი |
კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში |
|
გინგივიტი |
კაკლის ფოთოლი უყუნწოდ |
|
გამოყენება კოსმეტოლოგიაში
თმის შეღებვა |
კაკლის ფოთლის ნახარში |
|
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი.2000 წ.ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. კაკალი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. კაკალი. „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი.USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Vasil Shengelia. Iuglans regia L . ,,Plants Science”, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I-XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
![]() |
8 ქაცვი |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
I. ზოგადი ნაწილი
1.1. ზოგადი დახასიათება
ქაცვი მიეკუთვნება ფშატისებრთა, Elaeagnaceae - ს ოჯახს.
იგი ხშირტოტებიანი, ეკლიანი ბუჩქი ან მცირე ზომის ხეა. მისი სიმაღლე 1, 5 - 6 მ - ია. ქაცვისთვის დამახასიათებელია დატოტვილი გაშლილი ვარჯი.
ძველი ტოტებისა და ღეროების ქერქი შესაძლოა იყოს მურა - მწვანე, მურა - ყვითელი, მუქი - მურა ან კიდევ შავი. ახალგაზრდა ყლორტები ვერცხლისფერი შეფერილობისაა, დაფარულია ბუსუსებით. ტოტები ეკლებით ბოლოვდება.
ფოთლები მარტივია, მორიგეობითი, მოკლეყუნწიანი, სწორი ან სწორ - ლანცეტისებური. ფოთლები მოკლეყუნწიანია და კიდემთლიანი. მათი სიგრძე 9 სმ - მდეა, სიგანე 1 სმ - მდე. ფოთლის კიდეები ოდნავ შიგნითაა შექცეული, ზედაპირი კი რუხი - მუქ - მწვანეა, ქვემოდან - ოდნავ მოყვითალო ან მურა ვერცხლისფერი. მცენარე ორსქესიანია. მდედრობითი და მამრობითი ყვავილები განლაგებულია განსხვავებულ ბუჩქებზე.
ყვავილები წვრილია. მამრობითი ყვავილები (მტვრიანებიანი) ჭუჭყიანი ვერცხლისფერია და შეკრებილია მოკლე თავთავად. ყვავილსაფარი შედგება ორი მომრგვალო ელიფსური ფურცლისგან, რომელიც 4 მტვრიანაზეა შემოვლებული. მდედრობითი ყვავილები (ბუტკოიანი) მოყვითალოა, მილისებური ორფურცლიანი ყვავილსაფრით. მათი რაოდენობა 1 - 7 - ია ნასკვი ერთბუდიანია. ნაყოფი წვნიანი მოყვითალო ან ნარინჯისფერი კურკაა. იგი ოვალური ან მოკლე ელიფსური ფორმისაა. ნაყოფსაფარი წვნიანი და არომატულია. კურკა გლუვია, ორივე მხრიდან ლაპლაპებს. იგი ღია ან მუქი წაბლისფერი, ზოგჯერ კი შავი შეფერილობისაა. 1000 ცალი ნაყოფის მასაა 200 - 780 გ, 1000 ცალი თესლის მასა კი - 10, 0 - 20, 0 გ.
ქაცვი ყვავილობს აპრილ - მაისში, ფოთლების გამოსვლამდე, შესაძლოა ფოთლების გამოსვლასთან ერთდროულადაც. იგი უხვად, მაგრამ არარეგურალურად ისხამს ნაყოფს. ნაყოფი მწიფს აგვისტო - სექტემბერში. ზოგჯერ მწიფე ნაყოფი მცენარეზე რჩება მომდევნო წლის გაზაფხულამდე, თუკი ფრინველებს გადაურჩა.
ქაცვი პოლიმორფულია. მისი ფორმები განსხვავდებიან ვარჯით, ნაყოფის სიდიდით და ფორმით, ეკლიანობით.
სუსტი, ზედაპირული, ზონრისებური ფუნჯა ფესვთა სისტემა აქვს.
1.2 გავრცელება
ქაცვი გავრცელებულია, ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის მხარეში, აზიაში, ზღვის დონიდან 2100 მ - მდე. საქართველოში იგი გვხვდება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ნაწილში: ქართლში, კახეთში, რაჭაში, გურიაში.
იგი კარგად იტანს სიცხეს და სიცივესაც. გვხვდება როგორც მდინარეთა ჭალებში, ნესტიან ადგილებში, ასევე მშრალ ფერდობებზეც. ქაცვი შეგვხვედრია ივრის ნაპირებზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ სიონში, სართიჭალაში, ყაზბეგში, არღუნის ხეობაში, ხევსურეთში, შატილში, თრუსოს ჭალებში.
1.3 ეკოლოგიური მდგომარეობა
ბუნებაში ქაცვს შემცირების ტენდენცია ახასიათებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შემოტანილმა კულტურულმა სახეობებმა შესაძლოა გადააშენონ ადგილობრივი სახეობები.
ქაცვს ხშირად იყენებენ ჭიგოებად, სარებად, რაც საკმაო ზიანს აყენებს მის აღდგენასა და შენარჩუნებას. ქაცვის ნაყოფის შეგროვებისას ხშირად ადგილი აქვს მცენარის იმ ზომამდე დაზიანებას, რომ იგი კნინდება. სადღეისოდ ქაცვი წითელ წიგნშია შეტანილი.
დაქანებულ ნაკვეთებზე, რიგ შემთხვევებში, ქაცვის გაშენება კარგი საშუალებაა ნიადაგის ეროზიისგან დასაცავად. იგი ნაიდაგის სიღრმეში არ მიდის, მაგრამ კორომში, ზედაპირთან ახლოს ქმნის ფესვთა „ბადეს“, რომელიც ნიადაგს იცავს ეროზიისაგან, ამასთან მისი გამრავლება ძნელადმისაწვდომ ფერდებზე თესლის მოპნევითაც შეიძლება.
1.5. ქიმიური შემადგენლობა
ქაცვის ნაყოფის რბილობი შეიცავს 8%25 - მდე ცხიმოვან ზეთს. თესლებში მისი შემცველობა 12%25 - მდეა. ქაცვის ცხიმოვანი ზეთი წარმოადგენს ოლეინის, ლინოლის, ლინოლენის და პალმიტინის მჟავების ტრიგლიცერიდებს. ამის გარდა, ნაყოფი შეიცავს 1%25-მდე ფოსფოლიპიდებს და 2%25 - მდე სტერინებს. ქაცვის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით. ვიტამინურ კომპლექსში განსაკუთრებით ჭარბობს კაროტინოიდები. ქაცვის ზეთში კაროტინოიდების შემცველობა 250 მგ%25 - მდეა. ქაცვის ზეთი შეიცავს ასევე ლიკოპინსა და ზეაქსანტინს.
ქაცვის ნაყოფის რბილობის შემადგენლობაში შედის ასევე 3%25-მდე ვაშლის და ღვინოქვის მჟავები, 7%25 - მდე შაქრები.
[9] -ს მიხედვით, ქართველ მეცნიერთა მიერ, ქაცვში აღმოჩენილია: β- და γ-კაროტინი, გლუკოზა, ვაშლის მჟავა, ვიოლაქსანტინი, ვიტამინები K1, C, E, B1, B2, B6, P, ზეაქსანტინი, იზოკრიპტოქსანტინი, კატექინები, კრიპტოქსანტინი, ლიკოპინი, ლინოლენის მჟავა, ლინოლის მჟავა, ლუტეინი, მთრთილავი ნივთიერებები, მირისტინის მჟავა, მჟაუნის მჟავა, ნეოკაროტინი, ნეოქსანტინი, ოლეინის მჟავა, პალმიტინის მჟავა, პალმიტოლეინის მჟავა, პექტინი, პოლისაქარიდები, პოლი-ცის-ლიკოპინი-β, საქაროზა, სტეარინის მჟავა , ფიტოფლუინი, ფრუქტოზა, ღვინის მჟავა,
ბიოლოგიურად აქტიური შენაერთებით მდიდარია ქაცვის ყველა ნაწილი.
II კულტივირება
2.1 ნიადაგის შერჩევა და მომზადება
ქაცვი კარგად ეგუება ნებისმიერი ექსპოზიციიისა და ტიპის ნიადაგებს. თუმცა უპირატესობა ენიჭება მდინარისპირა ტერასებს, კარგად განათებულ ნოყიერ ნიადაგებს. ქაცვისკულტივირებისათვის ხელსაყრელია შეირჩეს ნიადაგი, რომელსაც ნეიტრალური რეაქცია აქვს (PH=6, 5 - 7, 0) შესაძლებელია დაქანებული ნაკვეთის შერჩევაც. კულტივირებისათვის უვარგისია ის ნაკვეთები, რომლის ზედაპირთანაც გრუნტის წყლებია ახლოს. შერჩეულ ნიადაგს ხნავენ 20 - 25 სმ სიღრმეზე და ანოყიერებენ ორგანული და მინერალური სასუქებით
2..2. გამრავლება
ბუნებაში ქაცვი მრავლდება როგორც თესლით ასევე ვეგეტაციურად. ასევეა შესაძლებელი მისი გამრავლება კულტურაშიც.
ქაცვს თესავენ სათბურში. დათესვა შესაძლებელია დაზამთრებამდე და ადრე გაზაფხულზე. დაზამთრებამდე დათესვისას ჩათესვის სიღრმე 2 სმ - ია, ადრე საგაზაფხულო დათესვისას 5 სმ.
საგაზაფხულო თესვისას საჭიროა თესლის 3 თვიანი სტრატიფიკაცია. დათესვა ხდება წინასწარ მომზადებულ ბუდეებში. ბუდეებს შორის მანძილი უნდა იყოს 25 - 30 სმ.
ერთწლიანი ნერგები უკვე ვარგისია ღია გრუნტში გადასატანად. გადასარგავად ვარგისია ნერგი, რომელსაც გააჩნია კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა; ამასთან ფესვების რაოდენობა ერთ ძირზე 4-5 ცალს არ უნდა აღემატებოდეს და მიწისზედა ნაწილი მოდგენილი უნდა იყოს ყლორტით. გადარგვა უმჯობესია შემოდგომით, შესაძლებელია გაზაფხულზეც. დარგვამდე ნიადაგს წინასწარ მოამზადებენ, წინასწარ ამზადებენ 40540 სმ ზომის ორმოებს; დარგვამდე ორმოს 1/3 ამოავსებენ მიწისა და სასუქის ნარევით. ქაცვის ნერგს ათავსებენ მომზადებულ ორმოში ვერტიკალურად. ნერგს გაასწორებენ ისე, რომ ნერგის ფესვის ყელი ნიადაგის ზედაპირის დონეზე იყოს. ამის შემდეგ ორმოს ამოავსებენ მიწით და ყურადღებას აქცევენ, რომ ფესვის ყველა ნაწილი მიწაში მოექცეს და დატკეპნისას ფესვები არ დაზიანდეს. ახალდარგული ძირები საჭიროა მოირწყას.
დარგვისას ყოველ 4 - 5 მდედრობით მცენარეს უნდა მოსდევდეს ერთი ძირი მამრობითი მცენარე. მცენარეთა შორის მანძილი უნდა იყოს 2-2, 5 მ. ქაცვის მდედრობითი და მამრობითი მცენარეების გამოცნობა შესაძლებელია გაზაფხულზე ყვავილობის დაწყებამდე ან შემოდგომით ფოთოლცვენის შემდეგ. მათი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ მამრობითი კვირტი 2-3-ჯერ მოზრდილია, ვიდრე მდედრობითი; მამრობით კვირტს გააჩნია 5-7 კვირტის მფარავი ქერცლი, მდედრობითს კი - 2.
2.3. მოვლა
ქაცვის ნარგავების მოვლა გულისხმობს ნიადაგის გაფხვიერებას. ჩვეულებრივ, ვეგეტაციის პერიოდში ამას მიმართავენ 3-4-ჯერ. ამის გარდა ნიადაგის გაფხვიერება საჭიროა მორწყვისა და ძლიერი წვიმების შემდეგ. ნიადაგის გაფხვიერება საჭიროა 5-6 სმ სიღრმეზე, რიგთაშორისებში კი 8-10სმ სიღრმეზე. ნარგავები სისტემატიურად უნდა გასუფთავდეს გვერდითი ამონაყრებისგან. მიზანშეწონილია 2-3 წელიწადში ერთხელ კულტურის განოყიერება. 1მ2-ზე საჭიროა 10 კგ ორგანული სასუქი. მჟავე ტიპის ნაკვეთებზე საჭიროა კირის შემცველი სასუქების შეტანა.
როდესაც ქაცვის კულტურას ვაშენებთ, უნდა ვიზრუნოთ მისი ვარჯის ფორმირებაზე, იმისათვის, რომ მოსავლელად და ნედლეულის შესაგროვებლად მოხერხებული იყოს. დარგვის მომდევნო წლიდანვე ყოველწლიურად საჭიროა ქაცვის ვარჯის გასხვლა და ფორმირება ირგვლივ მისი თანაბრად განვითარებისთვის. იგი ნაყოფს ისხამს დარგვიდან 3-4 წლის შემდეგ.
2.4 ექსპერიმენტალური მონაცემები
ჩვენს საცდელ ნაკვეთებზე ქაცვს ვაშენებდით ფერდობიან და შავმიწა კარბონატულ ნიადაგებზე ახმეტის რაიონში. აღსანიშნავია, რომ მოცემულ ნაკვეთზე ისინი ხშირად ავადდებოდნენ და ძალზე ნელა იზრდებოდნენ, ამასთან მსხმოიარობაც ცუდი ჰქონდათ.
ამის შემდეგ ნერგების ნაწილი გადმოვიტანეთ მდინარე ალაზნის ალუვიურ ნიადაგებზე. გადარგვისას ყოველ 7 მდედრობითი მცენარის შემდგომ ვრგავდით 1 მამრობით ძირს. აქ მცენარეებმა უკეთ გაიხარეს და უხვი მსხმოიარობაც აღინიშნა. საცდელად შერეული გვქონდა ველური ქაცვის ნერგები, შეგნებულად ავარიდეთ თავი სელექციურ ჯიშებს. ჩვენი დაკვირვებით, მსუბუქ, ქვიშნარ, ნეშომპალით მდიდარ ნიადაგებზე ქაცვი იძლევა საუკეთესო მოსავალს.
გამრავლება შესაძლებელია კალმების დაფესვიანებით; სასურველია მათი დამუშავება დაფესვიანების სტიმულატორებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოზარდ ქაცვის ჯიშებს ახასიათებთ ვიტამინების, განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინების მაღალშემცველობა (კურკაში).
2.5 დაავადებები და მავნებლები
ქაცვის მავნებლებიდან საქართველოში გავრცელებულია ქაცვის მწვანე მღილი და ჩრჩილი. ქაცვის მწვანე მღილი აზიანებს ფოთლებს. დაზიანებული ფოთლები შავდება და ხვეული ხდება. აღნიშნული მავნებლების წინააღმდეგ ეფექტურია ბაბუაწვერას, ხახვისა და თამბაქოს ექსტრაქტი. მის მოსამზადებლად საჭიროა თამბაქოს მტვერს დავასხათ 10 ლიტრა წყალი, დავუმატოთ 40 გრამი საყოფაცხოვრებო საპონი და გავაჩეროთ 48 სთ.
ხახვის გამოყენება ამ მიზნით შემდეგნაირად შეიძლება: 150 - 200 გ ხახვს დავასხათ 10 ლიტრა წყალი, გავაჩეროთ 5 დღის განმავლობაში და გავწუროთ.
ბაბუაწვერას გამოყენების შემთხვევაში 400 გ ფოთლებს ასხამენ 10 ლ თბილ წყალს და დააყენებენ 2 - 3 საათი.
მავნებლების წინააღმდეგ ვარგისია მხოლოდ ახლად დამზადებული ნაყენი. ჩრჩილის წინააღმდეგ მოწოდებულია ბიოლოგიური პრეპარატი ენდობაქტერინი. ამ პრეპარატის 50-100 გ-ს აზავებენ 10 ლიტრა წყალზე და წამლობენ კვირტების გაშლამდე.
ქაცვის ავადმყოფობებიდან საქართველოში გავრცელებულია ენდოლეიკოზი და ქაცვის ხმობა. ენდოლეიკოზით დაავადებულ ნაყოფს სიმწიფის დროს უჩნდება ღია ფერის ლაქები. ხმობისა და ენდოლეიკოზის წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიება არ არსებობს, გარდა მექანიკური მეთოდებისა (დაავადებული ნაყოფისა და ძირის მოშორება ნაკვეთებიდან).
მავნებლებისა და დაავადებათა გაჩენის ალბათობა ნაკლებია თუ კულტივირებისთვის ნაკვეთი სწორად იქნა შერჩეული და კარგად იქნა მოვლილი.
2.6. ნედლეული
ქაცვის ნაყოფებს აგროვებენ მისი მწიფობის დროს მანამ, სანამ ისინი დარბილდებოდეს. ნაყოფები უნდა მოიკრიფოს მშრალ ამინდში.
რეგიონებში, სადაც მშრალი შემოდგომა იცის და ყინვები ადრიანად იწყება, მოწოდებულია ქაცვის შეგროვება ტოტებზე ნაყოფის გაყინვის შემდეგ.რადგან ყინვების შედეგად ნაყოფი უფრო გამძლე ხდება, კარგავს ძელგ-მწარე გემოს და არომატული, სასიამოვნო მომჟავო ტკბილი ხდება. ჩვენს პირობებში შესაძლებელია ნედლი ნაყოფების შეგროვება
ნედლეულისათვის დამახასიათებელია წვნიანი ნაყოფები კურკით. მათი ფორმა სფეროსებური ან მოგრძო - ელიფსურია, სიგრძით 4-12მმ; ნაყოფის ყუნწი მოკლეა; ფერი ყვითელი ან მუქი - ნარინჯისფერი. გემო მოტკბო - მჟავეა, მოტკბო სუნით, წააგავს ანანასის სუნს. ნაყოფები ადვილად იჭყლიტება.
კეთილხარისხოვანი ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები მოცემულია ქვემოთ
ნედლეულში დასაშვებია ისეთი დაჭყლეტილი ნაყოფები, რომლებსაც შენარჩუნებული აქვს წვენი.
დაუშვებელია ნედლეულში მწვანე, დიდი ხნის ნადები, გაშავებული, დაობებული ნაყოფები.
ნედლ ნაყოფებს ფუთავენ 150ლ ტევადობის ხის კასრებში. კასრი უნდა იყოს სუფთა და უსუნო.
ნედლ ნაყოფებს ინახავენ გრილ, სინათლესთან დაცულ ადგილას. მიმღებ პუნქტში ამ სახით მათი შენახვა დასაშვებია 3 დღე.
დამზადებას აძვირებს ეკლები. კრეფის თვითთირებულების შემცირება უპირველეს ყოვლისა უეკლო ჯიშების გაშენებით უნდა მოხდეს. ეკლიანი ჯიშების ხეები შეიძლება შევარხიოთ და ქვემოთ დაფენილ ცელოფანზე დაყრილი ნაყოფი მოვაგროვოთ. რთულ რელიეფში პოტებს აჭრიან მიაქვთ სათავსში და ნაყოფს იქ ხელით აცლიან.
III გამოყენება
ქაცვის ნაყოფისგან ამზადებენ ქაცვის ზეთს. ქაცვის ზეთი თავის მხრივ წარმოადგენს ღია - ნარინჯისფერ გამჭირვალე სითხეს დამახასიათებელი სუნითა და გემოთი. ქაცვის ზეთი ხელს უწყობს ეპითელიზაციას და ჭრილობების შეხორცებას, აძლიერებს გრანულაციის ზრდას, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ამიტომაც ქაცვის ზეთი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დროს. მის სახვევებს იყენებენ დამწვრობისას, ნაწოლებზე, კანის სხივური დაზიანების დროს. ქაცვის ზეთი გამოიყენება პირის ღრუს დაზიანების, ნახეთქების, ეროზიების და фკანის ზედაპირის სხვა დაზიანებების დროს. ეფექტურია მისი გამოყენება ფლეგმონური აკნეს დროს.
გარდა გარეგანი ფორმებისა, ქაცვის ზეთი გამიყენება შიგნით მისაღებადაც წყლულოვანი დაავადებების დროს; იგი აუმჯობესებს ღვიძლში ლიპიდურ ცვლას, იცავს ბიოლოგიურ მემბრანებს ქიმიური აგენტების მავნე მოქმედებისგან.
ქაცვის ზეთს იყენებენ კოლპიტების, ენდოცერვიციტების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
ქაცვის ზეთი გამოიყენება შიგნით მისაღებად საყლაპავი მილის კიბოს დროს სხივიური თერაპიის შემთხვევაში, როგორც პროფილაქტიკური საშუალება საყლაპავის დეგენერაციული ცვლილებების შემცირებისათვის.
რეკომენდებულია ქაცვის ზეთის ინჰალაციების გამოყენება ზედა სასუნთქი გზების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. მწვავე და ქრონიკული ჰაიმორიტების დროს ზედაყბის ფოსოში შეყავთ 4 - 5 მლ სტერილური ზეთი, ქრონიკული და მწვავე ლარინგიტების და ფარინგიტების დროს ლორწოვან გარსს შეაზელენ ზეთს ბამბის ტამპონის მეშვეობით ან უნიშნავენ ზეთის 15 წუთიან ინჰალაციას ყოველდღიურად. მკურნალობის კურსი შედგება 10 პროცედურისგან.
ქაცვის ნედლი ნაყოფები და წვენი ხასიათდებიან ბაქტერიოციდული მოქმედებით; იგი ასტიმულირებს საჭმლის მონელებას. რეკომენდირებულია უმი ნაყოფისა და წვენის გამოყენება კუჭის წვენის დაქვეითებული მჟავიანობის დროს, ატონიური ყაბზობისას; გამოიყენება ასევე ტოქსიკური ჰეპატიტის კომპლექსურ მკურნალობაში, და როგორც ვიტამინების ბუნებრივი წყარო.
ქაცვის ნაყოფების წვენი კოსმეტიკაში გამოიყენება, როგორც სახის კანის დამარბილებელი, მატონიზირებული საშუალება.
საოჯახო პირობებში შესაძლებელია ქაცვის ზეთის დამზადება შემდეგნაირად: ნედლ ნაყოფებს გამოწურავენ წვენს. დარჩენილ მასას, რომელშიც შედის კურკები და ნაყოფის კანი, გამოაშრობენ, დააწვრილმანებენ და დაასხამენ თერმოსში მცენარეულ ზეთს 1:2 შეფარდებით. ზეთი 600C - მდე უნდა იყოს გაცხელებული. დაყოვნება საჭიროა 1 დღე - ღამე. შემდეგ თხევად მასას გადმოწურავენ. შესაძლებელია ზეთის მეორეჯერაც დასხმა. მეორედ მიღებული ზეთის გამოყენება სასურველია სალათებში, კოსმეტიკურ ნიღბებსა და კრემებში.
ქაცვის ნაყოფების გამოწურვით მიღებულ წვენს აყრიან შაქრის ფხვნილს 1:1, 5 ან შეფარდებით 1:2 და ინახავენ. იგი ვიტამინიზირებული საკვებია.
IV. ქაცვის ჯიშები და ახალი ჯიშების გამოყვანა
დღეისათვის ქაცვის რამდენიმე ასეული ჯიშია გამოყვანილი. ახალი ჯიშების გამოყვანისას დომინირებს ოთხი კრიტერიუმი:
მსხვილნაყოფა ჯიშების გამოყვანა
რუსეთში, მრავალი წელია ქტიურად მიმდინარეობს სამუსაოები მსხვილნაყოფა ჯიშების გამოსაყვანად. ამგვარი ჯიშებიდან პოპულარულია ჯიშები „Великан“, „Базельская“, „Ботаническая“, „Гибрид Перчика“, „Дар Казакову“, „Желтая ранняя“, „Подарок Саду“, „Галерит“.
2. მეორე მიმართულებაა მაღალმოსავლიანი ჯიშების გამოყვანა ამ ჯგუფიდან შეიძლება დასახელდეს ჯიშები: „Дар Казакову“, „Ботаническая“, „Ботаническая любительская“, „Дар МГУ“, „Желтая ранняя“, „Москвичка“, „Лисичка“, „Подарок саду“, „Солнышко“, „Янтарное ожерелье“.
3. მესამე მიმართულებაა უეკლო ჯიშების გამოყვანა .დღეისათვის რუსეთში არაერთი ამგვარი ჯიშია გამოყვანილი
- ეკლების მცირე რაოდენობა აქვს ჯიშებს „Базельская“, „Ботаническая“, „Ароматная“, „Дюймовочка“, „Отрадная“, „Московская Красавица“, „Великан“.
პრაქტიკულად არა აქვთ ეკლები შემდეგ ჯიშებს: „Зарево“, „Прелесть“, „Фантастика“.
4. თესლის მაღალზეთოვანი ჯიშების გამოყვანა
სელექციონერები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ ცდილობენ
გამოიყვანონ ჯიშები, რომელსაც ექნება დიდი და ზეთის მატღალშემცელი კურკა. ნაყოფის რბილობი, ასეთ ჯიშებს პატარა აქვთ.
რუსეთში ქაცვის მუმართულებით განსაკუთრებით წარმატებულად ითვლება მ.ა. ლივაშენკოს სახელობის ციმბირის მებაღეობის ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტში გამოყვანილი უეკლო ნერგები 1980-იან წლებში, ბარნაულიდან ჩამოიტანეს საქართველოში. სანერგე მეურნეობა ამჟამად განადგურებულია. ჩვენ მივაკვლიეთ მის ყოფილ დირექტორს და ჩვენდა გასაოცრად, არც ერთი ეგზემპლიარი გადარჩენილი არ აღმოჩნდა. ერთადერთი, რაც მან გაიხსენა 80-იან წლებსი სკრის მეურნეობის დირექტორმა 80 ძირი წაიღო თავისი ნაკვეთისთვისო. ჯერჯერობით იგი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ სავარუდოდ სკრაში უნდა იყოს გადარჩენილი უეკლო ჯიში
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქაცვის თვითღირებულება უეკლო ჯიშების შემთხვევაში დაახლოებით 30 პროცენტით მცირდება, რადგან მოკრეფა რთულია.
სანერგე მეურნეობა
საქართველოში ქაცვის დეფიციტი არაა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, ქარხნისათვის მისი ღირებულება მაღალია. მაღალ ღირებულებას განაპირობებს ქაცვნარების ტერიტორიული გაფანტულება და ძნელად მისაწვდომობა. ველურად მოზარდი ბუჩქედან მოსავალიც მცირეა საწარმოო მიზნებისათვის, აუცილებელია თანამედროვე ჯიშებით პლანტაციების გაშენება.
აუცილებლად მიგვაჩნია სანერგე მეურნეობის შექმნა. რომელიც შემოიტანს და გაამრავლებს უეკლო, მაღალმოსავლიან ჯიშებს, მოახდენს ადგილობრივი ჯიშების სელექციასაც.
გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში
ოფიცინალური პრეპარატია Oleum Hippophaes - ქაცვის ზეთი. ბაზარზე რამდენიმე ხარისხის ქაცვის ზეთია. უმაღლესი ხარისხი მიიღება ქაცვისთესლის ცივი დაწნეხვით. უფრო დაბალი ხარისხის - თბური დაწნეხვით. კიდევ უფრო დაბალი ხარისხი მიიღება წვენგაცლილი გარენაყოფის (შროტის) ექსტრაქციით მზესუმზირას ზეთთან და ა.შ.
ქაცვის ზეთი თავისებური სუნის და გემოს, ნარინჯისფერ - წითელი სითხეა. გამოიყენების არეალი ფართეა: ათეროსკლეროზის,ზემოსასუნთქი გზების ანთება (ინჰალაცია), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადები, ლიპიდური ცვლის დარღვევა, ნაადრევი დაბერება, საშვილოსნოს ყელის ეროზია, სხივური თერაპიის შედეგად კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებები; გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ქსოვილების ეპითელიზაციის დამაჩქარებელი, ჰიპოვიტამინოზისა და სხვ. დროს.
გამოყენება ემპირიულ მედიცინაში (მანანა კიკნაძე)
დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები |
ნედლეული |
ემპირიული რეცეპტი |
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები |
|
|
კუჭის დაავადებები |
ქაცვის ნაყოფი |
3 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი (ნატურალური) გემოვნებით და მიიღეთ როგორც ჩაი 2-3 ჭიქა დღეში (უმჯობესია უზმოზე) |
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება |
ქაცვის ნაყოფი |
სვამენ ქაცვის ზეთს (1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში). |
დიარეა (ფაღარათი) |
ქაცვის ტოტები და ფოთლები |
ტოტებისა და ფოთლების ნახარში: ტოტების და ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ ერთი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფოთლები და ტოტები, დაასხით ცივი წყალი 0,5 ლ, ადუღეთ 5 წთ-ის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გააცივეთ 30 წთ, გაწურეთ და მიიღეთ ერთ ჯერზე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ. |
ყაბზობა (შეკრულობა) |
ქაცვის თესლი |
ქაცვის თესლის ნახარში |
ავიტამინოზები |
ქაცვის ნაყოფი |
ქაცვის ნაყოფების გამოწურვით მიღებულ წვენს აყრიან შაქრის ფხვნილს 1:1,5 ან შეფარდებით 1:2 და ინახავენ. იგი ვიტამინიზირებული საკვებია. |
გინეკოლოგია |
|
|
საშვილოსნოს ყელის ეროზია |
ქაცვის ნაყოფი |
ქაცვის ზეთი |
კანისა და ვენერიული დაავადებები |
|
|
კანის სხივური დაზიანება |
|
|
თმის ცვენა |
|
2 სუფრის კოვზ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 2-4 სთ-ით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. დალიეთ 150 მლ 2-ჯერ დღეში ჭამის წინ, დილას და საღამოს. ასევე შეიზილეთ თავის კანში საღამოს ყოველდღიურად. |
ქირურგიული დაავადებები |
|
|
ტროფიკული წყლული |
ქაცვის ნაყოფი |
ქაცვის ზეთი |
ნაწოლი |
ქაცვის ნაყოფი |
ქაცვის ზეთი |
დამწვრობა |
ქაცვის ნაყოფი |
ქაცვის ზეთი |
ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტები, კატარალური და ატროფირებული პროქტიტები |
ქაცვის ნაყოფი |
ქაცვის ზეთი |
ანუსის ნახეთქები |
ქაცვის ნაყოფი |
ქაცვის ზეთი |
ბუასილი |
ქაცვის ნაყოფი |
ქაცვის ზეთი |
ჭრილობები |
ქაცვის ნაყოფი |
ქაცვის ზეთი |
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები |
|
|
პაროდონტიტი |
ქაცვის ნაყოფი |
ქაცვის ზეთი |
ონკოლოგიური დაავადებები |
|
|
საყლაპავის სიმსივნე |
ქაცვის ნაყოფი |
დასხივებისას ქაცვის ზეთს უნიშნავენ დასალევად - თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ მთელი კურსის მანძილზე და მისი დამთავრების შემდეგაც 2-3 კვირის განმავლობაში. |
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება“:. თბილისი.2000 წ.ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. ქაცვი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. ქაცვი. „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID-ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Archil Shengelia. Hippophae. „Plants Science”, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I-XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
![]() |
9 სალბი |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
Salvia officinalis L. ლათ.
Шалфей лекарственный რუს.
Garden sage ინგ.
Sauge officinale ფრანგ.
Echter Salbei, Edler Salbei გერმ.
Гродински чай, конски босилек ბულგ
I. ზოგადი ნაწილი
1.1. ზოგადი აღწერა
Salvia officinalis L. - სამკურნალო სალბი ტუჩოსანთა ოჯახის Lamiaceae (Labiatae) წარმომადგენელი ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა. საერთოდ, სალბის 700-მდე სახეობა არსებობს, უმეტესწილად ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში. კავკასიაში სალბის 40 სახეობაა, მათ შორის - საქართველოში - 13. სალბის ორი სახეობაა S. garedji და S. compar საქართველოს ლოკალური ენდემებია. ოფიცინალური სახეობა Salvia officinalis L., სამკურნალო სალბი საქართველოში ბუნებრივად არ ხარობს, თუმცა
გაველურებული აღმოსავლეთ საქართველოში შეგვხვედრია.
სამკურნალო სალბი 50 სმ-მდე სიმაღლის ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა. მრავალრიცხოვანი ღერო აქვს. ღერო ზედა ნაწილში მწვანე და ოთხწახნაგოვანია, უხვად არის დაფარული ბუსუსებით. ღეროს ქვედა ნაწილი გამერქნებულია და რუხი, ან მურა-რუხი შეფერილობისაა.
ფოთოლთა განლაგება მოპირისპირეა. ღეროს ქვედა ნაწილის ფოთლები ყუნწიანია, წვეროს ნაწილის ფოთლები კი - მჯდომარე. ფოთლის ფირფიტის ფორმა ღეროს ქვედა ნაწილიდან წვეროს მიმართულებით ცვალებადია. კერძოდ, ქვედა ნაწილში ფოთლები უფრო დიდი ზომისაა და მოგრძო-კვერცხისებრი ფორმა აქვთ. წვეროს მიმართულებით ფოთლის ზომა თანდათან მცირდება და მოგრძო ლანცეტისებურ სახეს იძენს. ფოთლის საშუალო სიგრძე 8 სმ-ია. მცენარის ნორჩი ფოთლები მოვერცხლისფრო შეფერილობისაა, რაც გამოწვეულია მათზე ბუსუსების სიჭარბით. ფოთლების შებუსვის ხარისხი ფოთლის ასაკთან უშუალოდ არის დაკავშირებული. რაც უფრო ნორჩია ფოთოლი, მით უფრო ინტენსიურია მისი შებუსვა და პირიქით. მოძველებული ფოთლები ბუსუსებს ინარჩუნებენ ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარის ძარღვების გარშემო, ზედა მხარე კი - თითქმის თავისუფალია ბუსუსებისაგან. ფოთლის ყუნწიც, ასევე დაფარულია ბუსუსებით.
სამკურნალო სალბის ყვავილები იისფერია, ორტუჩიანი, ტოტის წვეროზე თავაკისებრ ყვავილედებადაა შეკრებილი. ორსქესიანია. ჯამი ზარისებრია, ორტუჩა, შებუსული. გვირგვინიც ორ ტუჩიანია, თეთრი ან მოცისფრო. სვეტი ჩვეულებრივ ძალიან გრძელია, . ნაყოფი ჩამალულია ჯამში.
ნაყოფი ოთხნაწილიანი კაკლუჭაა. კაკლები კვერცხისებური ფორმისაა, მუქი-მურა ფერის. მცენარის მიწისქვეშა ნაწილი მძლავრად განვითარებული ფესვთა სისტემით გამოირჩევა.
სამკურნალო სალბი ყვავის ივნის-ივლისში, სიცოცხლის მეორე წლიდან,
1.2. გავრცელება
სალბის ოფიცინალური სახეობაა „სამკურნალო სალბი“. (იხ. ქვერმოთ პარაგრაფი ,,სალბის სხვა სახეობები“). იგი საქართველოში ველურად არ იზრდება. მისი ბუნებრივი გავრცელების რაიონია ხმელთაშუა ზღვის სანაპირო. ბუნებრივად გვხვდება დალმატის სანაპიროზე, იუგოსლავიაში, ადრიატიკის ზღვის ზოგიერთ კუნძულზე. ბუნებრივად იგი იზრდება კლდოვან, ბორცვიან, მშრალ ფერდობებზე. კულტურაშია ყოფილ სსრკ ტერიტორიაზე, ევროპაში, ინდოეთში, შრი-ლანკასა და აშშ-ში. ავტორიტეტით სარგებლობს ესპანური ნედლეული.
თბილისის ბაზრებში შეიძლება იშვიათად წააწყდეთ სამკურნალო სალბის ფოთლებს, რომლებიც უხვადაა „გაზავებული“ სხვა სახეობებში. ეს მცენარეები ოდესღაც შემოტანილი მცენარეების შთამომავლებია. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, მას დუხაბორები თუ მალაკნები აშენებდნენ თავიანთ ნაკვეთებში.
სამკურნალო სალბი შეგვხვდა დმანისის ერთ-ერთ სოფელში (ბაშკიჩეთი). ამ სოფელში გასულ საუკუნეებში სახლობდნენ გერმანელები. გადმოცემით მათ ჰქონდათ სამკურნალო მცენარეების მოზრდილი პლანტაციები. როგორც ჩანს, მათ შორის სამკურნალო სალბიც იყო.
ასეა თუ ისე, ამჟამად სამკურნალო სალბის სახეობა საქართველოში გავრცელებულია, მაგრამ მცირე რაოდენობით.
1.3. ქიმიური შემადგენლობა.
ფოთლები შეიცავენ 0, 5-2, 5%25 ეთერზეთებს. ეს ეთერზეთები შეიცავენ: ცინეოლს, ბორნეოლს, ტუიონს, პინენს, სალვენს, ქაფურს, ცედრენს. ეთერზეთების გარდა სალბის ფოთლების ქიმიურ შემადგენლობაში შედიან: ფლავონოიდები, მთრთილავი ნივთიერებები, ორგანული მჟავეები და სხვა.
ფოთლებში ეთერზეთების შემცველობა პროპორციულად არის დამოკიდებული შებუსვის ინტენსივობაზე. სალბის ნორჩი ფოთლები, რომლებიც ინტენსიურად არის შებუსვილი, დიდი რაოდენობით შეიცავენ ეთერზეთებს. უფრო ხნიერ ფოთლებში ეთერზეთების შემცველობა ნაკლებია. ყვავილებში ეთერზეთები მცირე რაოდენობითაა, კიდევ უფრო მცირეა ისინი ღეროში და სრულიად არ არის მცენარის მერქნიან ნაწილებში.
1.4. ეკოლოგიური მდგომარეობა.
სამკურნალო სალბი, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში ბუნებრივად არ ხარობს. სამკურნალოდ მოსახლეობა იყენებს ადგილობრივ სახეობებს. ისინი ოფიცინალური მედიცინისათვის ნაკლებადაა ცნობილი. ამიტომ, მათი რეალიზება ჭირს.
საერთოდ, საქართველოში გავრცელებულია სალბის 12 სახეობა. მათგან ორი სახეობა ენდემია. ქართულ ეკოლოგიურ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ბუნებაში მოზარდ სალბის სახეობებს რაოდენობრივი შემცირების ტენდენცია ახასიათებს. ამის მიზეზი, ბუნებრივი გავრცელების არეალების სავარგულებად გამოყენების გარდა, მისი სამკურნალო მიზნებისათვის მოპოვებაცაა.
ჩვენს ბუნებაში გავრცელებული სახეობები ფარმაკოგნოზიური თვალსაზრისით შესწავლილი არაა. როგორც ჩანს, არც ძველი ქართული სამედიცინო ლიტერატურა იცნობს მას.
მოსახლეობა უნდა მოერიდოს სალბის ადგილობრივად გავრცელებული სახეობების გამოყენებას. ხოლო ვინც მას იყენებს, ვურჩევთ მოაშენოს სამკურნალო სალბი. ამით ბუნებაც დაიზოგება და თქვენს ჯანმრთელობასაც ეჭვის ქვეშ არ დააყენებთ.
ადგილობრივი „დამამზადებლების“ მიერ ბუნებაში მოპოვებული სალბის შეძენა ყოვლად დაუშვებელია.
1.5. სამკურნალო ნედლეული
სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს სალბის ფოთლები Folium Salviae. იგი რუხი-მწვანე ფერისაა, არომატული სუნით და მწარე გემოთი. კეთილხარისხოვან ნედლეულში ეთერზეთების შემცველობა არანაკლებ 1%25-ია, ახალგაზრდა ფოთლებიანი ღეროს წვეროებში კი 10%25-ს აღწევს.
სამკურნალო სალბი სხვა სახეობებისაგან გამოირჩევა მრავალრიცხოვანი ბუსუსებით.ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა, დაახლოებით ასე გამოიყურება: [9]: ,,მთლიანი ფოთლები 35 მმ-მდე სიგრძის, მოგრძო-კვერცხისებრი ან ფართო-ლანცეტა ფორმის, ფუძესთან გულისებრი, წვერში მობლაგვო ან წამახვილებული, ფოთლის კიდე წვრილად დაკბილული, ფოთლის ფირფიტის ზედაპირი ერთნაირად - დანაოჭებული, სქელი ბადისებრი დაძარღვით, რომლებიც ფოთლის ზედა მხრიდან შეწეულია, ქვევიდან პირიქით ძლიერ გამობერილი. ფოთოლი მთლიანად დაფარულია გრძელი ბეწვებით, განსაკუთრებით ქვედა მხრიდან. ნედლეულში დასაშვებია 13%25-მდე მინარევები - მცენარის სხვა ნაწილები: ყვავილები, ღეროების ნაწილები. ღერო 4 - წახნაგაა, შებუსვილი. ფოთლის ფერი მწვანე, ნაცრისფერ-მწვანე ან ვერცხლისფერ-თეთრი. სუნი არომატული, გემო მომწარო-სანელებლის, ოდნავ ძელგი.“
1.6. ქიმიური შედგენილობა
სალბის ფოთლებში დადასტურებულია შემდეგი ნივთიერებები:α- და β- პინენი, ბორნეოლი, ბორნილაცეტატი.კამფენი, ლიმენონი, მირცენი, მწარე კარნოზოლი, ოლეანოლის მჟავა(ტრიტერპენოიდი), ოციმენი, საბინენი, საგენონი, ტუიონი (30-50%25), ურსოლის მჟავა (ტრიტერპენოიდი), ქაფურა, ცედრენი, ცინეოლი (15%25). ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს ფესვები, ყვავილები, თესლები.
1.7 სალბის ადგილობრივი სახეობები
ქართული ფარმაკოპეა ცნობს საქართველოში ველურად მოზარდ სახეობებს:
S. sclarea L. - ხარისვარდა
S. aethiopis L - ბამბისქულა, ეთიოპიის სალბი
სხვა ქვეყნების ფარმაკოპეები მათ არ იცნობენ. ამდენად, მათი პლანტაციის გაშენება უაზრობაა.
II სამკურნალო სალბის კულტივირება.
2.1. ნიადაგის შერჩევა და დამუშავება
სამკურნალო სალბისათვის ხელსაყრელია კარგად განათებული ადგილები, უპირატესად მსუბუქი სტრუქტურის, წყალშეღწევადი ნიადაგები. სალბისათვის შერჩეული ადგილი დაცული უნდა იყოს შემოდგომისა და ზამთრის ქარებისაგან.
სასურველია სამხრეთ-დასავლეთის ან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ნაკვეთები. რაც შეეხება სამხრეთულს, იგი ადრე თავისუფლდება თოვლისაგან და საფარის გარეშე მცენარე ხშირად ზიანდება.
სალბი ნესტის მიმართ მომთხოვნი არაა. უფრო მეტიც, ჭარბი ნესტის შემთხვევაში მასში ეთერზეთების რაოდენობა მკვეთრად იკლებს.
ნიადაგის მომზადება გულისხმობს უპირველეს ყოვლისა მის საფუძვლიან დამუშავებას. ეს სამუშაო სასურველია შესრულდეს შემოდგომაზე. ნიადაგი უნდა გადაიბაროს 25 სმ სიღრმეზე და გასუფთავდეს მავნებლებისაგან.
სალბისათვის საუკეთესო წინამორბედად მიჩნეულია სათოხნი და მოზამთრე კულტურები, რომელთათვისაც ნიადაგი წინასწარ იყო განოყიერებული. იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგი გაუნოყიერებელია, საჭიროა სასუქების შეტანა. შესაძლოა ერთდროულად მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენებაც.
ერთი კვადრატული მეტრი ნიადაგის გასანოყიერებლად საჭიროა 2-3 კგ ნაკელი. სრული შემადგენლობის (აზოტი, ფოსფორმჟავა, კალიუმის ოქსიდი) მინერალური სასუქების შეტანის შემთხვევაში ორგანული სასუქების ნორმას 2-ჯერ ამცირებენ. ამ შემთხვევაში მინერალური სასუქი შეაქვთ ერთ კვ. მეტრზე 3, 5-4 გრამამდე.
იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგს გავანოყიერებთ მხოლოდ ორგანული სასუქებით, სასურველია ერთ კვადრატულ მეტრზე 20-30 გრ სუპერფოსფატის შეტანა.
2.2. სამკურნალო სალბის გამოყენება ეროზიის წინააღმდეგ
სამკურნალო სალბი ფესვთა ღრმა განტოტვის სისტემას ივითარებს. ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მისი გამოყენება შეიძლება ეროზიის წინააღმდეგ, თუკი ნათესების ბუფერულ ზონებში გამოვრგავთ.
2.3. სამკურნალო სალბის გამრავლება
სამრეწველო მასშტაბით, სამკურნალო სალბს ამრავლებენ თესლებით. დათესვა შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ასევე სათბურებში, საიდანაც ჩითილებს გადარგავენ მუდმივ ადგილას. სათბურებში ჩითილების გამოყვანას ძირითადად თესლის სიმცირის შემთხვევაში მიმართავენ.
თესლის აღმოცენებას ხელს უწყობს სტრატიფიკაცია. ამ მიზნით, თესლის დათესვამდე 10-15 დღით ადრე, თესლს თანაბარი რაოდენობით შეურევენ ნოტიო ქვიშას და დააყოვნებენ 2-30С ტემპერატურაზე. სტრატიფიცირებულ თესლებს თესავენ ადრე გაზაფხულზე. შესაძლებელია მცენარის დათესვა სტრატიფიკაციის გარეშე დაზამთრებამდეც. ამ დროს თესლებს ბუნებრივად უტარებენ სტრატიფიკაციას. საერთოდ, აღმონაცენის გასაზრდელად აუცილებელია თბილი ამინდი. სათბურში მიღებულ ჩითილებს ღია გრუნტში გადარგავენ მას შემდეგ, რაც 4-5 წყვილი ფოთოლი გაუჩნდება. გადარგვის შემდეგ სალბი უნდა მოირწყას.
ღია გრუნტში მცენარეს თესავენ რიგებში. რიგთაშორისი მანძილი 50-60 სმ-ია. რიგებში მცენარეთა შორის მანძილი უნდა იყოს 25-35 სმ. დათესვის ნორმა 1 კვადრატულ მეტრ ფართზე 0, 5-0, 8 გ-ია.
მას შემდეგ, რაც აღმონაცენი შესამჩნევი გახდება, მას ამეჩხერებენ, იმგვარად, რომ აღნიშნული ინტერვალი დაცული იქნეს. ამასთან, გამოხშირვის შედეგად მიღებული სარგავი მასალა გადააქვთ იქ, სადაც მცენარის თესლი არ გაღივდა ან სუსტი აღმონაცენი მოგვცა.
თესლი ნიადაგში ითესება 2 სმ-ის სიღრმეზე. სტრატიფიცირებული თესლი, თუკი სითბოები დაიჭირა, ამოდის 18-20 დღეში. თესლის გაღივების ოპტიმალური ტემპერატურაა 20-300С.
2.4. სამკურნალო სალბის მოვლა
სალბის თესლის გასაღივებლად შედარებით მაღალი ტემპერატურაა საჭირო, ამიტომ სხვა მცენარეები („სარეველები“) ასწრებენ მას აღმოცენებას და ჩაგრავენ სალბს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სალბი აღმოცენებამდეც გაიმარგლოს. ამისათვის, აუცილებელი ხდება მცენარე-„შუქურების“ გამოყენება, რომლებიც სწრაფად ამოდიან და მიგვანიშნებენ სად გადის სალბის მწკრივი. ჩვენ ასეთად წიწმატს ვიყენებთ, მაგრამ სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია მდოგვი ან წიწიბურა.
როგორც კი მცენარე-„შუქურა“ აღმოცენდება და მიგვანიშნებს სად გადის სალბის მწკრივი, იგი უნდა გაიმარგლოს, მოცილდეს სარეველები. სარეველების მოცილებასთან ერთად, ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს, მწკრივიდან 8-10 სმ დაშორებით.
როდესაც ნათესებში გამოჩნდება სამკურნალო სალბის 2-3 წყვილი ფოთოლი, ნიადაგის დამუშავებას იმეორებენ. ამასთან, გამეჩხერებისას ნათესებს შორის მანძილს არეგულირებენ.
სიცოცხლის პირველ წელს ნათესების დამუშავება (გაფხვიერება, სარეველების მოშორება) სასურველია ჩატარდეს არანაკლებ 4-ჯერ, თუმცა დამუშავების რაოდენობა დამოკიდებულია წინამორბედ კულტურებზე და ნიადაგის წინასწარი დამუშავების ხარისხზე. სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ გვალვის დროს საჭიროა ნიადაგი მოირწყას, განსაკუთრებით პირველ წელს. მესხეთ-ჯავახეთში, აჭარაში, რაჭაში ვფიქრობთ სალბს მორწყვა არ დასჭირდება.
რუსეთში, ზამთრის პირას, გაყინვისაგან მცენარის დაცვის მიზნით მას მიწას შემოაყრიან ხოლმე.
სიცოცხლის მომდევნო წლებში, სალბის მოვლა ბევრად მარტივია. როგორც წესი, მას ორჯერ გამარგვლა-გათოხნა ჰყოფნის. მეორე და მომდევნო წლების გაზაფხულზე, ვიდრე მცენარეს გავმარგლავთ იგი უნდა „გავაახალგაზრდავოთ“. ამისათვის საჭიროა მცენარის ღერო გადავჭრათ 10-12 სანტიმეტრზე. შემოდგომაზე „გაახალგაზრდავების“ სამუშაოთა ჩატარება ასუსტებს მცენარის გამძლეობას ყინვისადმი, ამიტომ სასურველია მოვერიდოთ. გადანაჭრების გამოყენება ცხოველთა საკვებად არარეკომენდირებულია, განსაკუთრებით ბოცვრების საკვებად.
სათესლე ნაკვეთებზე „გაახალგაზრდავების“ სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება.
2.5. სათესლე ნაკვეთის მოვლა
სამკურნალო სალბის კარგი თესლი ჩვენში დეფიციტია (2000 წ.). ამიტომ, შეიძლება ზოგიერთმა ფერმერმა გადაწყვიტოს სათესლე ნაკვეთის შექმნა, რათა საკუთარი თესლი ჰქონდეს. სათესლე ნაკვეთის მოვლა პრინციპულად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ნაკვეთის მოვლისაგან, ოღონდ სათესლე ნაკვეთებზე გაახალგაზრდავების სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება.
სათესლე ნაკვეთის მოვლა მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს სხვა თვალსაზრისით. ასეთ ნაკვეთში არ უნდა დაუშვათ სალბის სხვა სახეობების შერევა. ეს კი მოითხოვს სალბის სახეობების პრაქტიკულ ცოდნას.
სამკურნალო სალბის ეგზემპლიარებს, რაც ჩვენ საქართველოში გვინახია, ჩვენის აზრით, ახასიათებთ გადაგვარების ტენდენცია. ამიტომ, სათესლე ნაკვეთებში განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქციოთ სათესლე ეგზემპლიარების სტანდარტებთან შესაბამისობას, უნდა აირჩეს საუკეთესო ეგზემპლიარები.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, თესლით გამრავლებისას სალბი პირველ წელს ყვავილს არ ივითარებს. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება მოხერხდეს სათბურში გამოყვანილი ნერგიდან პირველივე წელს თესლის მიღება. ეს შრომატევადი სამუშაოა და მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუკი თესლი ძალიან მცირე რაოდენობით გაქვთ.
2.6. ნედლეულის აღება
სამკურნალო ნედლეულად აგროვებენ სამკურნალო სალბის ფოთლებს. მათი შეგროვება შესაძლებელია პირველივე წლის პლანტაციიდან. პირველ წელს ნედლეული უნდა შეგროვდეს მხოლოდ ერთხელ, რათა მცენარე არ დავასუსტოთ. შეგროვებისათვის ოპტიმალური პერიოდია სექტემბრის მეორე ნახევარი. პირველ წელს ნედლეული ხელით უნდა შეგროვდეს. ამისათვის სალბის ღეროს შეეხებიან ქვედა ნაწილში და წვეროს მიმართულებით მოძრაობისას მოაწყვეტენ მასზე განლაგებულ ფოთოლს. ფრთხილად უნდა ვიყოთ შეგროვებისას ნედლეულში ღეროს წვეროები დიდი რაოდენობით არ მოხვდეს. საერთოდ, სალბის კულტივირებაზე ხელშეკრულების დადებისას, უნდა მოვითხოვოთ ხელშეკრულებაში ჩაიწეროს რა რაოდენობით ღეროს წვეროების შერევაა დასაშვები მასში. ეს მოქმედებს ნედლეულის ფასზე.
მეორე წლიდან სამკურნალო ნედლეულს წელიწადში 2-3ჯერ აგროვებენ. მას შემდეგ, რაც ფოთლების ზომა მიაღწევს 8 სმ-ს, შეიძლება მისი შეგროვება შემდეგში, ამ ზომების გახდება ღეროს შუა იარუსის ფოთლები და მეორე მოგროვებაზე მას შეაგროვებენ. მესამე შეგროვებისას ყველა დარჩენილ ფოთოლს აგროვებენ. პირველი შეგროვება, როგორც წესი, ხდება ყვავილობის დაწყებამდე.
სამკურნალო სალბის პლანტაციის წარმოება ერთსა და იმავე ადგილას ხელსაყრელია 6-8 წლის განმავლობაში. მომდევნო პერიოდში, იგი ნაკლებ მოსავალს იძლევა.
ბოლო წლის პლანტაცია შეგვიძლია ნამგლითაც ავიღოთ.
2.7. ნედლეულის შრობა
შეგროვებულ სამკურნალო ნედლეულს უნდა მოცილდეს არასასურველი მინარევები (ღეროები, გამერქნებული ნაწილები). გამოშრობა კარგი აერაციის პირობებში უნდა მოხდეს. თავდაპირველად აშრობენ 30-40 გრადუსზე, შემდგომ კი - 50-60 გრადუსზე. შრობა დამთავრებულად ითვლება, როცა ტენიანობა 13 პროცენტს მიაღწევს.
საოჯახო პირობებში, სათავსოში გაშრობისას ნედლეულს გაშლიან 3 სმ სისქის ფენაზე. შრობის დროს ფოთლებს დროდადრო ამოატრიალებენ. საჰაერო შრობას სჭირდება 10-15 დღე.
გამშრალ ნედლეულს ინახავენ მშრალ ადგილას. ტრანსპორტირება შესაძლებელია დაპრესილი სახით. როგორც წესი, ამზადებენ 50 ან 10 კილოგრამიან ფუთებს.
კულტურის პირველ წელს მშრალი ფოთლის მოსავლიანობა 0,1 - 0,5 ტონაა ჰექტარზე, მომდევნო წლებში ერთ ტონამდე.
2.8. თესლის აღება
თესლის აღება ხდება მშრალ ამინდში. ყვავილედს აჭრიან ნამგლით. აღება იწყება მაშინ, როცა ყვავილედის ქვედა ნაწილში ჯამი შეხმება და ნაყოფები მურა შეფერილობას მიიღებენ.
შეგროვილ ყვავილედებს ათავსებენ ფარდულში მოწყობილ საფენებზე. შრობის დროს თესლის ნაწილი თავისუფლად გადმოიყრება საფენზე. თესლების ნორმალურ ტენიანობად მიჩნეულია 13%25.
თესლები უნდა დახარისხდეს, მოცილდეს მინარევები. მშრალი თესლები შენახულ უნდა იქნეს კარგი აერაციის პირობებში. თესლის აღმოცენების ხარისხი დამოკიდებულია შენახვის ვადაზე. თესლის მოსავლიანობა ჰექტარზე საშუალოდ 100-150 კგ-ია.
თესლი უნდა ავიღოთ ძლიერი ძირებიდან, რომელთაც „სამკურნალო სალბის“ სახეობის მკვეთრად გამოხატული ნიშნები აქვს.
თესლები (კაკლურა) ბურთისებრია, შიგნითა მხრიდან იკვეთება ოთხწახნაგოვანი ფორმა. მიმაგრების ადგილი ჩაზნექილია, ძირითადად მრგვალი, კიდეებზე, წამოწეული ნაპირით, დაყვება ღია არშიებიანი, ზედაპირი წვრილწერტილოვანია, სხვადასხვა სიმძლავრის ყავისფერი. თესლების ზომაა 2, 8-3, 0 X2, 7-2, 8 X 2, 6. აბსოლუტური წონა 6,75 - 8,3გრ.
2.9. სამკურნალო სალბის მავნებლები
სამკურნალო სალბი შეიძლება დააზიანონ ტკიპებმა, ფოთოლმხვევების მუხლუხებმა, ხვატრებმა და სხვა. მათ საწინააღმდეგოდ, სპეციალურ ლიტერატურაში მოყვანილია გოგირდ-კირის ნარევი და სხვადასხვა ქიმიური საშუალებები.
მცირე მეურნეობებში, სადაც სპეციალისტები არა ჰყავთ და არა აქვთ ლაბორატორიები, ქიმიური საშუალებების გამოყენება ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ქიმიური საშუალებები აქვეითებენ ნედლეულის ეკოლოგიურ სისუფთავეს. ეკოლოგიური სისუფთავე, კი მთავარი ფაქტორია, რითაც თქვენს მიერ წარმოებულმა ნედლეულმა ბაზარზე გზა უნდა გაიკვალოს.
სამკურნალო მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მცენარეული საშუალებები.
ტკიპების საწინააღმდეგოდ კარგ შედეგს იძლევა გვირილას სახეობების: კავკასიური გვირილასა და დალმატური გვირილას გამოყენება. ამ მიზნით მცენარის ყვავილების დაწვრილმანებით მიღებულ 200 მლ ფხვნილს უმატებენ 10 ლ წყალს და ამზადებენ სუსპენზიას. შესაძლებელია ემულგო-სუსპენზიის დამზადებაც. ამისათვის 200 გ ფხვნილს უმატებენ 200 ლ მცენარეულ ზეთს და 40 გ საპონს, რომელსაც წინასწარ ადნობენ მცირე რაოდენობის წყალში. მიღებულ მასას განაზავებენ 10 ლ წყლით და კარგად აურევენ.
მუხლუხების საწინააღმდეგოდ ეფექტურია სარეპტის მდოგვის გამოყენება. ამ მიზნით თავდაპირველად ამზადებენ კონცენტრატს: 10 გ თესლის ფხვნილს დააყენებენ 1 ლ წყალზე და მჭიდროდ თავდახურულად გააჩერებენ ემალის ან მინის ჭურჭელში. შემდეგ გაფილტრავენ. სამუშაო ხსნარის მისაღებად 15-200 მლ კონცენტრატს ემატება 850-800 მლ წყალი.
Fფოთოლმხვევია მუხლუხის საწინააღმდეგოდ შეიძლება ძაღლყურძენას და აბზინდას გამოყენება. ამისათვის, ძაღლყურძენას 5-6 კგ ნედლ მცენარეს შეასველებენ 10 ლ წყლით, დააყოვნებენ 3-4 საათის განმავლობაში. შემდეგ, 4 საათის განმავლობაში ადუღებენ ნელ ცეცხლზე. გაწურვის შემდეგ, სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად, მას უმატებენ ორმაგი რაოდენობის ხსნარს.
მუხლუხების წინააღმდეგ გამოსაყენებლად 1 კგ აბზინდას ბალახს 10-15 წუთით ადუღებენ მცირე რაოდენობის წყალში, გააცივებენ, გაწურავენ და ხმარების წინ განაზავებენ 10 ლ-მდე.
საყურადღებოა, რომ მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა მოსავლის აღების ვადებს 3-4 კვირით უნდა უსწრებდეს. მცენარეული პრეპარატების გამოყენების დროს, ისევე როგორც ქიმიური პრეპარატების გამოყენებისას, მკაცრად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ზომები. აუცილებელია ინსტრუქციების მიღება მცენარეთა დაცვის სამსახურებში.
III. სამკურნალო სალბის გამოყენება
ოფიცინალური სალბის სამკურნალო ფესვები ცნობილი იყო უძველესი ექიმებისათვის. მას იყენებდნენ ჰიპოკრატე, ძველი ეგვიპტელი ექიმები. სახელწოდება ძველბერძნული თარგმანით „შალვია“ ჯანმრთელობას ნიშნავს. ბევრ ენაზე ეს სიტყვა მისასალმებელ სიტყვებშიც ჟღერს.
სალბში შემავალ ეთერზეთებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება. გარდა ეთერზეთებისა, სალბის ფოთლების ქიმიურ შემადგენლობაში შედის მჟავები, რაც განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციული აქტივობის გამაძლიერებელ მოქმედებას.
სალბის ფოთლები მედიცინაში გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს.
სალბისაგან წყლიანი ექსტრაქტი შემდეგნაირად მზადდება:
10 გ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, დააყენებენ 20 წუთით, გააცივებენ, გაწურავენ. მომზადებული გამონაცემი ვარგისია 2-3 დღის განმავლობაში. იგი უნდა ინახებოდეს გრილ ადგილას.
სალბს იყენებს მრავალი ქვეყნის ფარმაცევტული მრეწველობა. მისგან ამზადებენ მრავალ პრეპარატს, მათ შორის: სალბის ტაბლეტებს, ამოსახველებელ ჩაის, სალვინს და სხვა.
სამკურნალო მცენარეები უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ექიმის რჩევით.
მარკეტინგული ნიშები. გამოყენება ევროპულ კულინარიაში
სალბი, როგორც სანელებელი, ჩვენთვის უცხოა. ევროპის მრავალ ქვეყანაში თვლიან, რომ იგი კარგი სუნელია. ითვლება, რომ სალბი აძლევს დახვეწილ და სასიამოვნო გემოს საწებლებს, ერბოკვერცხს მწვანილთან და კვერცხთან ერთად, თევზს, „გრილზე“ დამზადებულ ხორცს, ღორისა და კურდღლის ხორცს, დაკეპილ ხორცს, გარეულ ფრინველს და ლორს. ქათმის ღვიძლი შეკმაზული ამ მცენარით წარმოადგენს დელიკატესს. ბევრნი უმატებენ სალბს სუპებში, ხორცის ფარშში, მწვადში, ფრინველის, ცხვრისა და ხორცის სხვა ნაწარმში.
სააფთიაქო სალბის გამოყენება ემპირიულ მედიცინაში (მანანა კიკნაძე)
დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები |
ნედლეული |
ემპირიული რეცეპტი |
სუნთქვის ორგანოების დაავადებები |
|
|
ზემო სასუნთქი გზების კატარი |
სალბის ფოთლები |
|
ბრონქიტი |
სალბის ფოთლები |
|
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები |
|
|
გასტრიტი |
სალბის ფოთლები |
|
კოლიტი |
სალბის ფოთლები |
|
მეტეორიზმი |
სალბის ფოთლები |
|
ნერვული დაავადებები |
|
|
კლიმაქსი |
სალბის ფოთლები |
სალბის ნაყენი - 10 გრ (2 სუფრის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) |
კანისა და ვენერიული დაავადებები |
|
|
ფერისმჭამელები |
სალბის ფოთლები |
1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ არაუმეტეს 5 წუთისა, ხმარობენ თბილი საფენების სახით. |
ქირურგიული დაავადებები |
|
|
ჭრილობა |
|
სალბის ნაყენში დასველებული დოლბანდის საფენები. 10 გრ (2 სუფრის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. |
დამწვრობა |
|
სალბის ნაყენში დასველებული დოლბანდის საფენები. 10 გრ (2 სუფრის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. |
მოყინვა |
|
სალბის ნაყენში დასველებული დოლბანდის საფენები. 10 გრ (2 სუფრის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. |
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები |
|
|
სტომატიტი |
სალბის ფოთლები |
10 გრ (2 სუფრის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. იყენებენ პირის ღრუში გამოსავლებად. |
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები |
|
|
ხმის იოგების დაზიანებისას |
სალბის ფოთლები |
0გრ (2 სუფრის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. იყენებენ ყელში გამოსავლებად. |
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი.2000 წ.ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. სალბი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. სალბი. „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Archil Shengelia. Salvia officinalis L. . ,,Plants Science”, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I-XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
![]() |
10 სამკურნალო გულყვითელა |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
ლათ. - Calendula officinialis L.
რუს.- Календула лекарственная, ноготки лекарственные
ინგ.- Pot-marigold
ფრანგ. - Souci de jardins, S. Officinal
გერმ. - Garten Ringelblume
ბულგ. - Невен.
ქართული სინონიმი. ნარგიზელა
I. ზოგადი ნაწილი
1.1.ზოგადი აღწერა
გულყვითელა - Calendula officinalis L, რთულყვავილოვანთა ოჯახის - Asteraceae (Compositae), ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.
გულყვითელას ღერო შებუსვილია ჯირკვლოვანი ბუსუსებით. ღეროს სიმაღლე 50 - 70სმ-ია. ღერო სწორადმდგომია, ზოგჯერ ფუძიდანვე დატოტვილი. მცენარე დაფარულია მოკლე, ხეშეში ბეწვებით.
ფოთლები ღეროზე მორიგეობით არიან განლაგებული. ფოთლის ფორმა ლანცეტისებრია, მოგრძო, წვერში მომრგვალებული და პატარა მახვილით. ზედა ფოთლები მჯდომარეა; ქვედა ფოთლები მოგრძო უკუკვერცხისებრია, ფუძისკენ ვიწროვდება და გადადის ფრთიან ყუნწში.
ყვავილები მოყვითალო-ოქროსფერი ან მოყვითალო-ნარინჯისფერია. ყვავილები დიდი ზომის, მსხვილ, ერთეულ, მრავალყვავილიან კალათა ყვავილედებად არიან შეკრებილი. კალათა, დიამეტრით 4-9სმ-ია, ყლორტის ბოლოზეა მოთავსებული.ნაყოფს იძლევა ყვავილედის განაპირა - ენისებრი ყვავილები, შუა - მილისებური ყვავილები უსქესოა. საბურველი 1-2 რიგიანი მოგრძო -ლანცეტა, წვერში წამახვილებული ფოთოლაკებია.
ნაყოფი თესლურაა. თესლები სხვადასხვა ფორმისა და სიდიდის თესლები განლაგებულია 3 რიგად, მოხრილია, ზურგზე დაკბილული. ყვითალო, ყავისფერი ან ნაცრისფერია.
ღერძული, დატოტვილი ფესვები აქვს, სიღრმეში 70 სანტიმეტრამდე მიდის.
ბუნებაში მცენარე ყვავის მთელი ზაფხული და შემოდგომის დასაწყისამდე. კულტივირებული გულყვითელას ყვავილობის პერიოდი დათესვის ვადებზეა დამოკიდებული.
გამოყვანილია გულყვითელას მრავალი სელექციური, დეკორატიული ფორმა. ისინი მედიცინაში არ გამოიყენება.
1.2 თესლები (თესლურა)
„Calendula officinalis L - ს თესლები არაერთგვაროვანი, ფორმითა და ზომით განსხვავებულია. ისინი ფორმა-ზომის მიხედვით შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:
- I ჯგუფი: თესლები მოგრძოა, ნამგალისებური, კავისებურად მომრგვალებული (74%25-მდე) ზედაპირი გარეთა, ამოზნექილი ზურგის მხრიდან, მთლიანად დაფარულია ბორცვებით, რომლებიც მჭიდროდ განლაგებულია 4-6 გრძივი მწკრივების სახით. მუცლის ჩაზნექილი მხრიდან
ზედაპირი გრძივად ღარისებურია. თესლების ზომაა 7,0-10.0 X 1,5-2,0 X X1,2-1,5 (მმ.)
- II ჯგუფი: თესლები რკალისებურად მოღუნულია, ფრთოვანი. ფრთები მეტ-ნაკლებად ფართეა, ხშირად მათი ნაპირები გადაკეცილია თესლის შიგნითა მხარეს და წარმოქმნიან ორ გრძივ ღარს არეების სახით, გარეგანი მხრიდან ფრთები გლუვი და მკრთალია. (24%25-მდე). თესლების ზომაა 14,0-18,0 X 5,0-8,0 X 1,0-1,2 X (მმ.). პირველი და მეორე ჯგუფის თესლების შეფერილობა წაბლისფერი, ნაცრისფერ-წაბლისფერი, ყავისფერია. ფრთოვან თესლებს ფრთები უფრო ღია ფერის აქვთ (ყვითელი)
- III ჯგუფი: თესლები მსხვილია, უფრო გრძელი, ფუძესთან დაგრეხილია რკალად, წვერისკენ გაჭიმულია ღერძის ან მახათის მსგავსად, საერთო მოხაზულობით - კავისებურია (2%25). ზედაპირი, გარეთა ამოზნექილი მხრიდან, თესლის ფუძიდან შუამდე, დაფარულია ეკლებით 4-5 გრძივი მწკრივის სახით. თესლების ზომაა X X X (მმ.). 22,0-30,0 მმ სიგრძეში, 3,0-4,0 მმ სიგანეში, და 2,0-2,5 მმ სისქეში. თესლების შეფერილობა ყვითელი, მოყვითალო-მომწვანო, წაბლისფერი, ღია ყავისფერი. აბსოლუტური წონა 9,0-10,0 გრ-ია.“
1.2.გავრცელება
გულყვითელას სამშობლოა ცენტრალური და სამხ. ევროპა,ევროპასა და აზიაში გულყვითელას 20-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული. საქართველოში მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, გულყვითელას ორი სახეობა გვხვდებოდა : Calendula arvensis და C. gracilis. დღეს, დეკორატიული მიზნით, მრავალი სახეობაა შემოტანილი
Calendula officinalis ველურად იზრდება ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში - ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, შუა აზიაში. ბევრ ქვეყანაში იგი კულტივირებულია როგორც დეკორატიული მცენარე. საქართველოში Calendula officinalis ველურად არ იზრდება. შემოტანილია კულტურის სახით, როგორც დეკორატიული მცენარე.
1.3. ეკოლოგიური მდგომარეობა
სამკურნალო გულყვითელა საქართველოში და არც ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე ველურად არ გვხვდება. საქართველოში მეტწილად აწარმოებენ მას დეკორატიულ მცენარედ. იგი კულტურის სახით შეგვხვედრია გაზონებში, ეკლესიის ეზოებში, საბაღე ნაკვეთებში. კულტივირებული სამკურნალო გულყვითელას შეხვდებით ყვავილების ბაზრებში.~
1.4. სამკურნალო ნედლეული
გულყვითელას სამკურნალო ნედლეულად ითვლება ყვავილები - Flores Calendulae (საყვავილე კალათები). მას აგროვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში. შეგროვება ხდება რამდენიმეჯერ, ტექნიკური სიმწიფის შესაბამისად. მშრალი საყვავილე კალათების დიამეტრი 4 მ-მდეა, ყვავილსაჯდომი ბრტყელია, შიშველი. ყვავილსაჯდომის საბურველი მწვანეა, წარმოდგენილია ვიწრო, ლანცეტისებურად წამახვილებული ფოთლების ერთი რიგით. ყვავილედის განაპირას ენისებური ყვავილებია. ენისებური ყვავილები ყვავილედში 2-3 რიგადაა. არსებობს ბუთხუზა ყვავილების ფორმებიც, რომლებშიც ენისებური ყვავილები 12 რიგად არის განწყობილი.
ხარისხიან ნედლეულში (საბჭოთა მოთხოვნები) 3-7 სმ სიგრძის საყვავილე ღეროების რაოდენობა 10%25-ზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო დაფშვნილი კალათები, რომლებიც ენისებრი ყვავილების გარეშეა, არაუმეტეს 20%25-სა, გამუქებული კალათები - არაუმეტეს 3%25-სა; სხვა მინარევები: ორგანული (სხვა მცენარის ნაწილები) - არაუმეტეს 0,5%25-სა, მინერალური (მიწა, ქვიშა) - არაუმეტეს 0,2%25-სა. ნედლეულის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 14%25 - ს.
1.5. ქიმიური შედგენილობა
გულყვითელას საყვავილე კალათები შეიცავენ კაროტიონიდებს: კაროტინს, ლიკოპინს, ვიოლოქსანტინს, ციტრაქსანტინს, რუბიქსანტინს, ფლავოხრომს. მცენარის მიწისზედა ნაწილები შეიცავენ 10%25-მდე მწარე ნივთიერებას - კალენდენს. ყვავილებში აღმოჩენილია ეთერზეთები, ფისები (3,4%25), ლორწო (2,5%25), აზოტოვანი ლორწოები (1,5%25), ვაშლის მჟავა (6-8%25), სალიცილმჟავას კვალი, მთრიმლავი ნივთიერებები (6%25), საპონინები. საყვავილე კალათები შეიცავენ ასევე ალკალოიდებს, რომლებიც ბოლომდე არ არიან შესწავლილი; თესლები შეიცავენ ცხიმოვან ზეთს. თესლშიაც აღმოჩენილია ალკალოიდები.
[9]: „კალათა ყვავილები შეიცავს კაროტინოიდებს, მათ ჯამში მთავარია α-კაროტინი (30გგ%25), ლიკოპინი, ვიოლაქსანტინი, ფლავოქსანტინი, ციტროქსანტინი, რუბიქსანტინი, ფლავოქრომი და სხვა. კაროტინოიდების რაოდენობა 3%25 აღწევს ბუთხუზა ყვავილებიან ფორმების მკვეთრად შეფერილ ენისებრ ფურცლებში. გარდა ამისა მოიპოვება ვიტამინი C, ეთეროვანი ზეთი, ფლავონოიდები (ქვერცეტინი, იზორამნეტინი, გლიკოზიდის ფორმით ნარცისინომი), საპონინები, ფისები, ორგანული მჟავები, პოლისაქარიდებიდან ლორწო (4%25), პექტინები, ინულინი; გულყვითელას მიწისზედა ნაწილი შეიცავს მწარე ნივთიერებებს, რომლებიც კალენდრის (C23H38O7) სახელითაა ცნობილი, აგრეთვე საპონინს, რომელიც ოლეანოლის და გლუკურონის მჟავების გლიკოზიდია. ტრიტერპენოიდებიდან დადგენილია არნიდიოლი და ფარადიოლი. გამოყოფილია კუმარინები-სკოპოლეტინი, უმბელიფერონი, ესკულეტინი. თესლებში მოიპოვება ცხიმოვანი ზეთი, რომელშიც დომინანტობს პალმიტინის და ლაურინის მჟავების გლიცერიდები“.
II
2.1. გულყვითელას კულტივირება
ნიადაგის შერჩევა და დამუშავება
სამკურნალო გულყვითელას კულტივირებისათვის ხელსაყრელია ნესტიანი ღია მზიანი ადგილები. იგი იტანს ჩრდილს, ჭაობიან და ქვიშიან ნიადაგებს. გულყვითელა სასურველია დაითესოს საგაზაფხულო ხორბლის ან რომელიმე სათოხნი კულტურის შემდეგ. გულყვითელას კულტივირება ზედიზედ ერთი და იგივე ადგილას არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან იგი მეტად მომთხოვნია საკვები ნივთიერებებისადმი და ძლიერ ფიტავს ნიადაგს. გამოფიტული ნიადაგი კი მომდევნო წლებში ამცირებს მოსავალს.
ეროზიასაშიშ და ეროზირებულ ნაკვეთებში გულყვითელა უნდა დაითესოს ზოლებრივად, იმ მცენარეებთან მონაცვლეობით, რომლებიც ეროზიის წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენება. იგივე პრინციპი უნდა იქნეს დაცული თესლბრუნვის დროს.
დათესვამდე ნიადაგს დაამუშავებენ, ნიადაგის დამუშავებას იწყებენ ადრე გაზაფხულზე, როგორც კი შესაძლებელი გახდება მინდორში გასვლა. პირველ რიგში ხნულ ნიადაგს დაფოცხავენ და მის ზედაპირს მოასწორებენ. ამგვარი სამუშაოს შესრულების მიზანია, შეძლებისდაგვარად შეუნარჩუნოს ნიადაგს სინესტე. თუ კი ნიადაგის ზედაპირი გამკვრივებულია, საჭიროა კულტივაციის ჩატარებაც ნიადაგის 4 - 5 სმ სიღრმეზე.
გულყვითელას ყვავილების მოსავლიანობა და ხარისხი მკვეთრად იზრდება ნიადაგში დამატებითი საკვების შეტანის შემთხვევაში. საკვები შეაქვთ შემოდგომით ხნულში შემდეგი გაანგარიშებით: 1 ჰა-ზე 30 - 40 ტ ნაკელი.
ჩვენ გირჩევთ თავი აარიდოთ მინერალური სასუქების გამოყენებას.
2.2. გამრავლება
გულყვითელა მრავლდება თესლებით. სათესლედ გამოიყენება კაუჭისებური ფორმის წვრილი თესლები, რომლებიც ბუთხუზა ფორმის ყვავილებისაგან მიიღება. ასეთი თესლების აღმოცენების უნარია 65-75%25. დათესვისათვის შესაძლებელია ბოსტნეულის ან მარცვლეულის სათესელას გამოყენება. თესლის აღმოცენებისათვის ოპტიმალურია 20 - 300С ტემპერატურა. თესლი აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 3 - 5 წლის განმავლობაში. ოპტიმალურ პირობებში დათესვიდან 6 - 12 დღის შემდეგ აღმონაცენი უკვე შესამჩნევი ხდება. დათესვის დროს გრანულირებული სუპერფოსფატის (40 კგ/ჰა) შეტანა მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.
გულყვითელას თესავენ გაზაფხულზე. ზამთარში დათესვა უშედეგოა. დათესვა ხდება 3 სმ სიღრმეზე. დასათესად ხმარობენ 2 მწკრივიან სათესელას. ამ შემთხვევაში რიგთაშორის მანძილი 15 სმ-ია, მწკრივებს შორის კი 60 სმ. უფრო ვიწრო ინტერვალით გულყვითელას დათესვა რეკომენდირებული არ არის. რადგანაც ზაფხულის მეორე ნახევარში იგი ივითარებს მასიურ მიწისზედა ნაწილს და პლანტაციაში შესვლისას შესაძლოა დაიჯეგოს. ნათესებს ჩვეულებრივ არ ამეჩხერებენ. 70%25 სამეურნეო ვარგისიანობის თესლებით დათესვისას დათესვის ნორმაა 1 ჰა-ზე 12 - 15 კგ თესლი. დათესვის წინ თესლის სპეციალური დამუშავება საჭირო არ არის.
2.3. მოვლა
გულყვითელას მოვლა ძირითადად გულისხმობს ნიადაგის ფხვიერად შენარჩუნებას და სარეველებისაგან გაწმენდას. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ნიადაგის კულტივაციაც, მისი გამკვრივების მიხედვით 2 - 3-ჯერ. I - II კულტივაციის დროს გაფხვიერების სიღრმე 4 - 5 სმ-ია, მომდევნო - 6-8 სმ.
ნიადაგის სუფთად შენარჩუნების მიზნით სარეველებს გამოასუფთავებენ გამოთოხნით. მცენარე აღმონაცენის გამოჩენიდან 20 - 25 დღის შემდეგ ბუტონიზაციის ფაზაში შედის, 38 - 50 დღის შემდეგ ყვავის, ხოლო ნაყოფს ისხამს 60 - 75-ე დღეზე.
2.4. ბრძოლა მავნებლების წინააღმდეგ
კულტურის მოვლის ღონისძიებებში უმთავრესია ბრძოლა მავნებლების წინააღმდეგ. გულყვითელას მიწისზედა ნაწილს, მეტწილად ფოთლებს, ხშირად აზიანებენ მავნებლები: გამა ხვატარის ჭუპრები, კომბოსტოს ხვატარი; ყვავილედს აზიანებს ჭარხლის ბაღლინჯო; ქორფა მცენარის მიწისქვეშა ნაწილს აზიანებენ სხვადასხვა მატლები.
ყვავილედის ცენტრალური ნაწილის ყვავილებს აზიანებენ ჯვაროსანი (Звездокрылая мушка) ქინქლას ჭუპრები.
კულტურის დაავადებებიდან ცნობილია ნაცარი, რომლის გამომწვევია ნაცროვანი სოკოები და პერონოსპოროზი, რომელთა გამომწვევია ცრუნაცროვანი სოკოები.
დაავადებებთან და მავნებლებთან საბრძოლველად საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება: წინა კულტურის ნარჩენების შეგროვება და განადგურება (განსაკუთრებით, თუ თესლბრუნვაში წინამორბედი კულტურა რთულყვავილოვანთა ოჯახისაა), ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ, ყვავილების დროული შეგროვება, აგროტექნიკური ღონისძიებების დაცვა და სხვა.
სამკურნალო მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ რეკომენდირებული არაა ქიმიური პრეპარატების გამოყენება. უპრიანია გამოვიყენოთ სექტიციდური მცენარეები. უნდა გვახსოვდეს, რომ სექტიციდური მცენარეების გამოყენებისას უსაფრთხოების ზომები ისევე უნდა დავიცვათ, როგორც ძლიერი ქიმიური საშუალებების გამოყენებისას.
გულყვითელას ნათესების დასაცავად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სარეპტის მდოგვის (Brassica juncea (L) Czern) კონცენტრატი. კონცენტრატის მოსამზადებლად 10 გრ. თესლის ფხვნილს დააყენებენ 1 ლიტრ წყალზე. დააყოვნებენ მჭიდროდ თავდახურულად 48 საათის განმავლობაში. გაფილტრავენ, 150-200 მლ. კონცენტრატს განზავებენ 850-800 მლ წყლით და მიღებულ სხნარს იყენებენ შესაწამლად.
კარგ შედეგს იძლევა წიწაკის მწარე ჯიშების (Copsicum annuum l) გამოყენებაც. 1 კგ. წიწაკის დაჭრილ ნაყოფებს ჩაყრიან 10 ლ. წყალში და თავდახურულ ჭურჭელში წამოადუღებენ. იგივე ჭურჭელში დააყოვნებენ 2 დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ გამოწურავენ. კონცენტრატს ხმარების წინ განაზავებენ შვიდმაგი რაოდენობის წყლით. გამოიყენება წიწაკის როგორც ნედლი, ასევე მშრალი ნაყოფები. მავნებლების წინააღმდეგ ეფექტურია შხამას (Veratrum album) გამოყენებაც. 1 კგ. ნედლი შხამას ბალახს ან 0,5 კგ. ნახევრადშრალს ან 0,1 - 0,25 კგ. მშრალ მცენარეს დააყენებენ 10 ლ. წყალზე, გააჩერებენ 1 - 2 დღე-ღამის განმავლობაში, წამოადუღებენ 30 წუთით. დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავენ გოგირდის ფხვნილის შეფრქვევასაც. გოგირდის წამლობისას შეარჩევენ ცხელ ამინდს (200С და უფრო მეტი ტემპერატურა) და 1 ჰა-ზე ხმარობენ 30 კგ გოგირდს.
სამკურნალო მცენარეთა შეწამლვა მოსავლის აღებას წინ უნდა უსწრებდეს 3-4 კვირით მაინც. შეწამლვის დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები, რომლებიც შხამ-ქიმიკატებთან მუშაობის დროს არის გათვალისწინებული.
შეწამლვა სასურველია განახორციელოს სპეციალურმა სამსახურმა, უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვით.
2.5. გულყვითელას ნედლეულის აღება
გულყვითელას ნედლეული მისი ყვავილებია. მცენარე ყვავილობას იწყებს აღმონაცენის გამოჩენიდან 38-50 დღის შემდეგ. ყვავილობა გრძელდება ზაფხულის დასაწყისიდან შემოდგომამდე, ხშირად გვიან შემოდგომამდეც. ნედლეულსაც მთელი ყვავილობის პერიოდის მანძილზე აგროვებენ. ნედლეულის შეგროვება ხდება შერჩევით. შეგროვებას იწყებენ როცა ენისებური ყვავილები ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია. პლანტაციის ყვავილობის პირველ პერიოდში საყვავილე კალათები სწრაფად და დიდი რაოდენობით იშლება. ამიტომ ნედლეულის შეგროვება ყოველ სამ დღეში ხდება. მოგვიანებით ნედლეულს აგროვებენ 4-5 დღის ინტერვალით. შემდეგში ეს ინტერვალები უფრო ხანგრძლივი ხდება. ერთ სეზონზე ნედლეულს 15-20-ჯერ იღებენ. ნედლეულად არჩევენ ბუთხუზა ფორმის ყვავილს, რომელსაც ენისებური ყვავილების ნახევარზე მეტი გაშლილი აქვს და არაბუთხუზა ფორმის ყვავილს, რომლის მილისებური ყვავილებიც გაშლილია 2-4 რიგად. ყვავილებს წყვეტენ ზედ ფუძესთან და აგროვებენ კალათაში. კალათაში ნედლეულის 2-3 საათზე მეტ ხანს დატოვება დაუშვებელია. ნედლეული შეიძლება ჩახურდეს და ხარისხი დაკარგოს.
შეგროვილი ყვავილები საშრობში თხლად უნდა გაიშალოს, ისე რომ გასაშრობ ფენაზე 1-2 ყვავილზე მეტი არ მოხვდეს. შრობის ტემპერატურაა 400-450 С. კარგად გამხმარი ყვავილები ხელის თითებში მოსრესვისას იფშვნებიან. გამშრალ ყვავილებს 15-25 კგ-იან ყუთებში ან ორმაგქსოვილიან ტომრებში ფუთავენ.
საქართველოში გულყვითელას საჰექტარო მოსავლიანობის შესახებ მონაცემები არა გვაქვს. მცირე საცდელი ნაკვეთების მონაცემებით, მუყაითმა მემამულემ, ვფიქრობთ, ჰექტარზე 3-4 ტონა მშრალ ნედლეულზე უნდა აიღოს ორიენტაცია. რუსეთში საბჭოთა მეურნეობებს საჰექტარო გეგმა 2 ტონამდე ჰქონდათ.
2.6. თესლის შეგროვება
სათესლე ნაკვეთში მაღალი კონდიციის თესლების მიღების მიზნით საჭიროა მცენარის განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნა. ამის მიღწევა შესაძლებელი ხდება აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად და მიზანმიმართულად ჩატარებისას. ნაკვეთზე, რომელიც თესლის წარმოებისათვის არის განკუთვნილი, ნედლეულს არ აგროვებენ. სათესლედ იყენებენ ბუთხუზა ფორმის ყვავილებს; დაუშვებელია სხვა ფორმისა და სახის მცენარის სათესლე ნაკვეთში განვითარება, რათა არ მოხდეს მათი დამტვერვა. თესლები თანდათანობით მწიფდებიან და მას რამდენიმეჯერ აგროვებენ. სათესლედ ვარგისია მურა შეფერილობის კაუჭისებური ფორმის თესლები. შეგროვებულ თესლებს გაუშლიან ბრეზენტზე და ჩრდილში აშრობენ. გაშრობისას დროდადრო აურევენ. მშრალი თესლების ტენიანობა 13%25-ს არ უნდა აღემატებოდეს.
თესლების მოსავლიანობაა 1 ჰა-ზე 0,4 ტ. თესლი. შუა სექტემბრამდე შეგროვებული თესლების აღმოცენების უნარი 65-78%25-ია, უფრო მოგვიანებით შეგროვებული - 25-30%25. თესლი აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 5 წელი.
გამოყენება მედიცინაში
გულყვითელას მედიცინაში ფართო გამოყენება აქვს. გულყვითელას ყვავილები გამოიყენება როგორც ანთებისსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება. შიგნით მიღებისას მას გააჩნია ნაღველმდენი მოქმედება.
მედიცინაში სამკურნალო გულყვითელას იყენებენ ჭრილობების, მათ შორის ჩირქოვანის, დამწვრობის, მოყინვის და სხვ. სამკურნალოდ. გულყვითელა წარმატებით გამოიყენება გინეკოლოგიაში - საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და კოლპიტების დროს (1 ჩაის კოვზ მცენარის სპირტოვან ნაყენს განაზავებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში და ხმარობენ გამოსარეცხად). სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების დროს ხმარობენ ოყნის სახით (ამისათვის 1 ჩაის კოვზ გულყვითელას სპირტოვან ნაყენს ¼ ჩაის ჭიქა წყალში განაზავებენ).
გულყვითელას ხმარობენ პირის ღრუში გამოსავლებლად ანთებითი პროცესის დროს (1 ჩაის ჭიქა სპირტოვან ნაყენს განაზავებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში და გამოივლებენ ყოველ 1 1/2 - 2 სთ-ში).
გულყვითელასაგან ამზადებენ წყლიან გამონაწვლილსაც. 10 გ. სამკურნალო ნედლეულს დაასხამენ 100 გ. მდუღარე წყალს, გააგრილებენ და გადაწურავენ. მიღებულ სითხეს განზავებული სახით (1-2 ჩაის ჭიქა წყალზე) გამოივლებენ პირის ღრუსა და ყელში ანთებითი პროცესების დროს, ან სვამენ 1 ჩაის კოვზით ჭამის წინ, როგორც ნაღვლმდენ საშუალებას.
გულყვითელას ყვავილების ფხვნილისაგან ამზადებენ მალამოს, რომელიც გამოიყენება ეგზემის დროს.
გულყვითელა გამოიყენება სამკურნალო კოსმეტიკაშიც. ცხიმოვანი სებორეის დროს კარგ შედეგს იძლევა განზავებული სპირტიანი ნაყენით სახის გაწმენდა. შესაძლებელია ნიღბის გაკეთებაც. ამ მიზნით გულყვითელას სპირტიან ნაყენს წყლით განაზავებენ (1:1). მიღებული სითხით შესველებულ მარლას დაიფენენ სახის კანზე 15-20 წთ-ის განმავლობაში. ნიღბის მოცილების შემდეგ სახეს მშრალი ტამპონით შეიშრობენ. ეს პროცედურა ხელს უწყობს სახის კანისაგან ჭარბი ცხიმის მოცილებას.
სახის კანზე ფერისმჭამელებიანი გამონაყარის დროს ხმარობენ გულყვითელას ზეთოვან გამონაწვლილს. მის დასამზადებლად 1 ნაწილ გულყვითელას ყვავილებს დაასხამენ 5 ნაწილ ზეითუნის ზეთს, დააყოვნებენ 2-3 კვირა; გადაწურავენ; მიღებულ ზეთს წაისვამენ ფერისმჭამელებიან კანზე.
გულყვითელას ყვავილები სხვა სამკურნალო მცენარეებთან კომბინაციაში რეკომენდირებულია ბუდობრივი სიქაჩლის დროს;
გულყვითელას ყვავილი - 10,0
ჭინჭრის ბალახი - 15,0
მრავალძარღვას ფოთოლი - 15,0
პიტნის ფესვი - 10,0
კრაზანას ბალახი - 15,0
სიმინდის ულვაში - 10,0
უკვდავას ყვავილი - 10,0
1 სუფრის კოვზ მცენარეულ ნაკრებს დაასხამენ 200,0 წყალს, ადუღებენ წყლის აბაზანაზე 10 წთ-ის განმავლობაში, გაცივების შემდეგ გაწურავენ. 1/3 - 1/2 ჩაის ჭიქა გამონაწვლილს დღეში 2-3-ჯერ ღებულობენ.
აღნიშნული საშუალება უზრუნველყოფს გამელოტებულ ადგილებში სისხლის მომარაგების გაუმჯობესებას.
გულყვითელას სპირტიანი ნაყენი რეკომენდირებულია ქატოსმაგვარი სირსველის დროს, რომლის გამომწვევია პარაზიტი სოკო ტრიქოფიტონი. ამ დროს იგი გამოიყენება დაზიანებულ ადგილებზე წასასმელად.
ვიტილიგოს დროს გულყვითელას ყვავილებს სხვა მცენარეებთან ნაკრებში გამოიყენებენ შიგნით მისაღებად.
გულყვითელას ყვავილი - 10,0
სალბის ბალახი - 20,0
კრაზანას ბალახი - 20,0
თავშავას ბალახი - 10,0
გვირილას ყვავილი - 10,0
მრავალძარღვას ფოთოლი - 15,0
ჭინჭრის ფოთოლი - 15,0
მცენარეული ნაკრებისაგან მომზადებულ წყლიან გამონაწვილს 1/3 - 1/2 ჩაის ჭიქით სვამენ დღეში 3-2-ჯერ.
ნებისმიერ მკურნალობა, მათ შორის სამკურნალო მცენარეებით, ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.
სამკურნალო გულყვითელას გამოყენება კლინიკურ და ემპირიულ მედიცინაში (მანანა კიკნაძე).
დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები |
ნედლეული |
ემპირიული რეცეპტი |
საჭმლის მომნელებელი სისტემა |
|
|
პროქტიტი |
გულყვითელას ყვავილები |
სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების დროს ხმარობენ ოყნის სახით (ამისათვის 1 ჩაის კოვზ გულყვითელას სპირტოვან ნაყენს ¼ ჩაის ჭიქა წყალში განაზავებენ). |
კოლიტი, ენტეროკოლიტი |
გულყვითელას ყვავილები |
20 გრ ყვავილი (2 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და ადუღეთ წყლიან აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში, ხშირად ურიეთ, შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით, საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი 1-2 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს |
წყლულოვანი დაავადება |
გულყვითელას ყვავილები |
20 გრ ყვავილი (2 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და ადუღეთ წყლიან აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში, ხშირად ურიეთ, შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით, საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი 1-2 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს |
სანაღვლე გზების დაავადებები |
გულყვითელას ყვავილები |
10 გ. სამკურნალო ნედლეულს დაასხამენ 100 გ. მდუღარე წყალს, გააგრილებენ და გადაწურავენ. მიღებულ სითხეს განზავებული სახით (1-2 ჩაის ჭიქა წყალზე); სვამენ 1 ჩაის კოვზით ჭამის წინ, როგორც ნაღვლმდენ საშუალებას. |
გინეკოლოგია |
|
|
საშვილოსნოს ყელის ეროზია |
გულყვითელას ყვავილები |
(1 ჩაის კოვზ მცენარის სპირტოვან ნაყენს განაზავებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში და ხმარობენ გამოსარეცხად). |
კოლპიტი |
გულყვითელას ყვავილები |
(1 ჩაის კოვზ მცენარის სპირტოვან ნაყენს განაზავებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში და ხმარობენ გამოსარეცხად). |
კანისა და ვენერიული დაავადებები |
|
|
ეგზემა |
გულყვითელას ყვავილები |
გულყვითელას ყვავილების ფხვნილისაგან ამზადებენ მალამოს, რომელიც გამოიყენება ეგზემის დროს. |
ცხიმოვანი სებორეა |
გულყვითელას ყვავილები |
გულყვითელას სპირტიან ნაყენს წყლით განაზავებენ (1:1). მიღებული სითხით შესველებულ მარლას დაიფენენ სახის კანზე 15-20 წთ-ის განმავლობაში. ნიღბის მოცილების შემდეგ სახეს მშრალი ტამპონით შეიშრობენ. |
ალოპეცია |
გულყვითელას ყვავილები |
ბუდობრივი სიქაჩლის დროს; |
ქატოსებრი სირსველი |
გულყვითელას ყვავილები |
გულყვითელას სპირტიანი ნაყენი დაზიანებულ ადგილებზე წასასმელად |
ფერისმჭამელებიანი კანი |
გულყვითელას ყვავილები |
მის დასამზადებლად 1 ნაწილ გულყვითელას ყვავილებს დაასხამენ 5 ნაწილ ზეითუნის ზეთს, დააყოვნებენ 2-3 კვირა; გადაწურავენ; მიღებულ ზეთს წაისვამენ ფერისმჭამელებიან კანზე. |
ვიტილიგო |
გულყვითელას ყვავილები |
გულყვითელას ყვავილი - 10,0 |
ქირურგიული დაავადებები |
|
|
ჭრილობები |
გულყვითელას ყვავილები |
|
დამწვრობა |
გულყვითელას ყვავილები |
|
მოყინვა |
გულყვითელას ყვავილები |
|
ფურუნკულები |
გულყვითელას ყვავილები |
|
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები |
|
|
ანგინა, ტონზილიტი |
გულყვითელას ყვავილები |
10 გ. სამკურნალო ნედლეულს დაასხამენ 100 გ. მდუღარე წყალს, გააგრილებენ და გადაწურავენ. მიღებულ სითხეს განზავებული სახით (1-2 ჩაის ჭიქა წყალზე) გამოივლებენ ყელში ანთებითი პროცესების დროს. |
სტომატოლოგია |
|
|
პაროდონტოზი |
გულყვითელას ყვავილები |
1. პირის ღრუში გამოსავლებლად ანთებითი პროცესის დროს (1 ჩაის ჭიქა სპირტოვან ნაყენს განაზავებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში და გამოივლებენ ყოველ 1 1/2 - 2 სთ-ში). |
გინგივიტი |
გულყვითელას ყვავილები |
1. პირის ღრუში გამოსავლებლად ანთებითი პროცესის დროს (1 ჩაის ჭიქა სპირტოვან ნაყენს განაზავებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში და გამოივლებენ ყოველ 1 1/2 - 2 სთ-ში). |
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე .საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. სამკურნალო გულყვითელა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. სამკურნალო გულყვითელა. „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი.USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Vasil Shengelia. Aloe . ,,Plants Science”, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I-XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
მასალა შეტანილია საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის ენციკლოპედიაში. საავტორო უფლებები დაცულია. მასალის კოპირება დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე.
![]() |
11 სამკურნალო კატაბალახა |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია
1. ზოგადი ნაწილი
1.1. ზოგადი აღწერა
სამკურნალო კატაბალახა Valeriana officinalis L. კატაბალახასებრთა ოჯახს Valerianaceae მიეკუთვნება. იგი მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა.
საქართველოში ხარობს კატაბალახას ათი სახეობა; მათგან ორი მხოლოდ კავკასიაში გვხვდება. სამედიცინო თვალსაზრისით საყურადღებო სახეობაა სამკურნალო კატაბალახა - Valeriana officinalis L., თუმცა ხალხური მედიცინა ოფიცინალური სახეობის გარდა სამკურნალოდ სხვა სახეობებსაც მიიჩნევს.
ორ- და მრავალწლიანი კატაბალახას მიწისქვეშა ნაწილი წარმოადგენს დაახლოებით 2-4 სმ-ის სიგრძის ფესურას, რომლიდანაც მრავალრიცხოვანი გრძელი, თასმისებრი ფესვები გამოდიან. მცენარის ძირები არომატულია, სპეციფიკური ვალერიანას სუნით, გემო მძაფრი, ოდნავ მწარეა.
მცენარის მიწისზედა ნაწილი 80-200 სმ სიმაღლისაა. ღერო ჩვეულებრივ მარტოულია. ქვედა ნაწილში ზოგჯერ შებუსულია, ელიტარული ჯიშები- ძალიან იშვიათად.
ფოთლები ფრთისებრ დანაკვთული და მოპირდაპირე განლაგებისაა. თითოეული ფოთოლი დაკბილული ან კიდემთლიანია. ღეროს ზედა ნაწილში ფოთლები მჯდომარეა, ქვედა ნაწილში კი - ყუნწიანი. ზრდასრული მცენარის ფოთლები, მათ შორის კენწერული, ფრთისებრ განკვეთილია, იშვიათად შებუსული, კიდეებზე წამწამიანი ფოთოლაკებით; ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, 3-10 წყვილი გვერდითი სეგმენტით, დანარჩენი ფოთლები უფრო მოკლე ყუნწიანი აქვს 4-11 წყვილი სეგმენტი.
ყვავილები ვარდისფერი ან თეთრი, ფარისებრ-საგველასებრი ყვავილედებია, ორსქესიანია, დიდი ზომის, გაფარჩხული.
კატაბალახა ყვავილობს ივნის-აგვისტოში.
1.2. გავრცელება
კატაბალახა დაჩრდილულ და ზომიერად ნესტიან ადგილებს ამჯობინებს. გავრცელების არეალი მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყელამდეა.
კატაბალახა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში იგი გვხვდება მთისწინა ზონებში. კატაბალახა გავრცელებულია ფოთლოვან ტყეებში, ტყის ნაპირას, ბუჩქნარებში, ზომიერად დაჩრდილულ და ნესტიან ადგილებში. იგი ზომიერი ნესტის მოყვარული მცენარეა. ირჩევს კარგად დრენაჟირებულ ნიადაგებს, რომლებიც გრუნტის წყლებიდან საკმაოდ არის დაშორებული; კარგად იზრდება ფხვიერ, წყალშეღწევად, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებში. კატაბალახა უპირატესობას ანიჭებს ნეიტრალურ და ტუტე რეაქციის მქონე შავმიწა ნიადაგებს.
კატაბალახა იოლად ქმნის სახესხვაობებს და ფორმებს, რომლებიც საკმაოდ დაცილებული არიან საწყის ფორმებს.
1.3. ეკოლოგიური მდგომარეობა
ჯერ კიდევ 1977 წელს [4] მიიჩნევდა, რომ ბუნებაში კატაბალახას გავრცელების სიხშირე მცირდება. ეს განპირობებულია იმით, რომ მოსახლეობა კარგად არის გათვითცნობიერებული კატაბალახას სამკურნალო ღირებულებაში და შედარებით მასიურად იყენებს მას. ამასთან, უმეტესად მიმართავენ სამკურნალო ნედლეულის ბუნებაში შეგროვებას. მოპოვების ეკოლოგიურ ნორმებს კი, შედარებით იშვიათად იცავენ. თბილისის შემოგარენში მომუშავე „დამამზადებლები“ აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში თბილისის მიდამოებში კატაბალახას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
განსაკუთრებით დაცვა ესაჭიროება კატაბალახას შემდეგ სახეობებს:
ნიორკბილა კატაბალახა Valeriana alliariifolia
საგულე კატაბალახა Valeriana cardamines Bieb.
კოლხეთის კატაბალახა Valeriana cochica Utk
სასტვირია Valeriana tilifolia Troitzky
ელენევსკის კატაბალახა Valeriana elenevsky Smirnov
კასარის კატაბალახა Valeriana kassarica
სამკურნალო კატაბალახა Valeriana officinalis L.
კლდის კატაბალახა Valeriana saxicola C. A. Mey
უნდა აღინიშნოს, ბოლო წლებში გაშენებულმა კატაბალახას პლანტაციებმა დაგეგმილი შვება ვერ მისცა ბუნებას [2,3], რადგან კატაბალახაზე საწარმოო მოთხოვნილებაც გაიზარდა.
ბიციკლური მონოტერპენების შემცველი მცენარეები და ნედლეული
კატაბალახას ფესურა ფესვებით - Rhizoma cum radicibus Valerianae
ნედლეული. ფესურასა და ფესვებს ამზადებენ შემოდგომაზე, ნაყოფების დაცვენის შემდეგ ან გაზაფხულზე. ამოთხრილ ნედლეულს აცილებენ მიწისზედა ნაწილს, მსხვილ ფესურებს ჭრიან 2-4 სიგრძივ ნაჭრად, აუცილებლობისას რეცხავენ ცივი გამდინარე წყლით და თხელ ფენად გაშლილი სახით ტოვებენ ჰაერზე დასაჭკნობად - 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ აშრობენ სხვენზე, ფარდულები ან საშრობში 40-450C-ზე. მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდება დამახასიათებელი სუნი. ნედლს სუნი არა აქვს.
ფესურა მოკლეა 1-1,5 სმ სიგრძის, გამსხვილებული დაუტოტავი, ფაშარი გულგულით, ზოგჯერ ღრუიანი; ფესვები ცილინდრულია 2-3 მმ სისქის, ზოგჯერ თასმისებური, გლუვი, მტვრევადი. კულტურული მცენარის მიწისზედა ნაწილები ბვერად დიდია, ვიდრე ველურადმოზარდის. ფერი - ღია-მურადან, მუქი-მურა, გადანატეხზე ღიაა, თითქმის თეთრი. სუნი - სპეციფიკური, ძლიერ არომატული.
ქიმიური შედგენილობა
სამკურნალო ნედლეულად ითვლება მცენარის მიწისქვეშა ნაწილი - ფესურა ფესვებით, რომელიც მურა ყავისფერი შეფერილობისაა. ნედლეულს სპეციფიკურ სუნს აძლევს მასში შემავალი ეთერზეთები. საერთოდ კატაბალახა გამოირჩევა მრავალფეროვანი შემადგენლობით, რის გამოც მას ძვირფას სამკურნალო ნედლეულად მიიჩნევენ. მცენარის მიწისქვეშა ნაწილი შეიცავს 0,5-2%25 ეთეროვან ზეთებს, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია ბორნილ-იზოვალერიანატის სახით, შეიცავს ასევე იზოვალერიანის მჟავას, ბორნეოლს, ვალერენალს, ალფა-პინენს, D-ტერპინეოლს, L-ლიმონენს, სესკვიტერპენს, ორგანულ მჟავებს, ბორნეოლოვან ეთერებს, აზოტშემცველ სპირტებსა და სპირტ-პროაზულენს. მცენარის მიწისქვეშა ნაწილში აღმოჩენილია ალკალოიდები ვალერინი, ხატინინი, მთრიმლავი ნივთიერებები, საპონინები, შაქრები, ორგანული მჟავები, გლიკოზიდები, კეტონები.
ფორმულა სურათები აღებულია [9]-დან.
2. კატაბალახას კულტივირება
2.1. ნიადაგის შერჩევა და დამუშავება
კატახალახასათვის ხელსაყრელია მზიანი და ნახევრადმზიანი რეგიონები. იგი ზომიერად ჩრდილის ამტანია, რაც სხვა კულტურების ქვეშ მისი მოყვანის საშუალებას იძლევა. საქართველო მცირე მიწიანი ქვეყანაა და ამ ფაქტორს თანდათან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. კატაბალახა კარგ მოსავალს იძლევა ხეხილის ბაღებში. ამიტომ, რიგ შემთხვევებში, მისი მოშენებისათვის შესაძლოა დამატებითი მიწის ფართის გამოყოფა საჭირო არც იყოს. მისი გაშენება შეიძლება ხეხილის ბაღებში, თხილის პლანტაციებში და ა.შ. ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ კატაბალახას დათესვა არ შეიძლება ხეხილის ბაღებში, რომლებიც ქიმიურად მუშავდება.
სხვა მცენარეების მსგავსად, რომელთა მიწისქვეშა ორგანოები გამოიყენება, კატაბალახაც ხელს უწყობს ნიადაგის ეროზიას. ეროზიის თავიდან ასაცილებლად სასურველია, კატაბალახა დაითესოს ზოლებად: ყოველი 2 მეტრ სიგანის ნათესს შორის გამოტოვებული იქნას იგივე სიგანის ზოლი და ყოველ სამ წელიწადში მოხდეს ზოლების მონაცვლეობა.
ნებისმიერი კულტურა, რომელიც ნიადაგს სარეველებისაგან გასუფთავებულს ტოვებს, კატაბალახასათვის საუკეთესო წინამორბედ კულტურად ითვლება. მცირე ფართობებზე ძალიან კარგი შედეგები აჩვენა ნაკარტოფილარმა ნაკვეთმა. ასევე კარგი შედეგები აჩვენა კატაბალახას მოყვანამ ჭარხლისა და შვრიის კულტურების შემდეგ. კატაბალახასათვის საუკეთესოდ აღიარებული წინამორბედი კულტურებია: პურეული, ფესვნაყოფებიანი და ბოსტნეული კულტურები.
ნიადაგის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ კატაბალახა კარგად ვითარდება ნესტიან, დრენაჟირებულ ნიადაგებზე. იგი ვერ იტანს გრუნტის წყლების სიახლოვეს, რის გამოც დასავლეთ საქართველოს დაბლობზე მისი მოშენება ნაკლებ პერსპექტიულია. იგი უპირატესობას ანიჭებს ნეიტრალურ და ტუტე ნიადაგებს, უმჯობესია შავმიწა ნიადაგები. მიუხედავად ერთ-ერთი ფარმაცევტული ფირმის ხანგძლივი მცდელობისა, კატაბალახას პლანტაცია რენტაბელური ვერ გახდა სამტრედიაში, როგორც ჩანს გრუნტის წყლების სიახლოვის გამო. ჯობს კატაბალახა მთისა და მთისწინა რეგიონებში მოშენდეს.
კულტურისათვის ადგილის შერჩევის შემდეგ საჭიროა ნიადაგის დამუშავება: 20-30 სმ სიღრმეზე გადაბარვა, წინა ნათესების ნარჩენებისაგან ნიადაგის გასუფთავება. ამ სამუშაოების შესრულება სასურველია ზაფხულის ბოლოს ან ადრე შემოდგომაზე.
ორგანული და მინერალური სასუქებით ნიადაგის განოყიერება დადებით გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე. აზოტოვანი სასუქების სიჭარბე იწვევს ნედლეულის ბიოლოგიური აქტიურობის დაქვეითებას, თუმცა მოსავლის რაოდენობა მატულობს. ამის გამო, ნიადაგის განოყიერებამდე შესწავლილი უნდა იქნეს მასში საკვები ნივთიერებების შემცველობა და განოყიერება (განსაკუთრებით მინერალური სასუქებით) უნდა მოხდეს აუცილებლობით განპირობებულ შემთხვევებში.
მცირე ფერმერებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მიწის სინჯისა და კონტროლის საშუალება, ვურჩევთ, თავი აარიდონ მინერალური სასუქების გამოყენებას. რაც შეეხება ორგანულ სასუქებს, ერთ კვადრატულ მიწის ფართზე საშუალო ნორმად მიჩნეულია 3-4 კგ გადამწვარი ნაკელი
კატაბალახა ერთსა და იმავე ადგილას სამი წლის შემდეგ ცუდად ხარობს.
2.2 გამრავლება
კატაბალახა მრავლდება თესლებით და ვეგეტატიურად. თესლით გამრავლებისათვის გამოიყენება ახალშეგროვებული თესლები. ყოფილი სამკურნალო მცენარეთა საკავშირო ინსტიტუტის (ВИЛР) გამოკვლევების თანახმად, ახალშეგროვებული თესლების აღმოცენების უნარი 99%25-ია, 5 თვის შემდეგ - 60%25, 10 თვის შემდეგ - 30%25, 2 წლის შემდეგ კი თესლი საერთოდ აღმოცენების უუნაროა.
მცირე მეურნეობებში უმჯობესია კატაბალახას გამრავლება თავდაპირველად ფესურებით (დაახლოებით 50-100 კვ მეტრზე). მომდევნო ეტაპზე შესაძლებელია ფესურების დაყოფითა და თესლებით გამრავლებით პლანტაციის გაფართოება.
კატაბალახას თესლის გაღივების ოპტიმალური ტემპერატურაა 20-30 გრადუსი. ამ დიაპაზონის ტემპერატურაზე თესლი გაღივებას იწყებს 2-4 დღის შემდეგ და მე-14 დღეს უკვე გაღივებულია. თესლების სწრაფად გაღივების მიზნით მიზანშეწონილია სტრატიფიკაცია. ამ მიზნით თესლებს წინასწარ შეატენიანებენ წყლის შეპკურებით და შეურევენ გაცრილ ქვიშას 1:5 შეფარდებით. წვიშაანარევ თესლებს გააჩერებენ 2 გრადუს ტემპერატურაზე 2-3 თვით. დათესვამდე თესლებს გამოაშრობენ. სტრატიფიკაცია აჩქარებს თესლის გაღივებას, რასაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთაში.
კატაბალახას დათესვისათვის საუკეთესო პერიოდია ოქტომბერ-ნოემბერი. თესვისათვის ხელსაყრელია მშრალი, წყნარი ამინდი. თუ ასეთ მომენტს ვერ შეარჩევთ, დათესვა შესაძლებელია ადრე გაზაფხულზეც, თუმცა ამ შემთხვევაში თესლის აღმოცენების შანსი უფრო დაბალია. ამის მიზეზია თესვის თესლის „ასაკის“ მატებასთან ერთად მისი აღმოცენების უნარის დაქვეითება. თანაც გაზაფხულის სიმშრალე უარყოფითად მოქმედებს აღმოცენების უნარის მქონე თესლების განვითარებაზეც.
კატაბალახას თესავენ ზედაპირულად; დათესვის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 2 სმ-ს. ნათესების რიგებს შორის მანძილი უნდა იყოს 45-60 სმ, ხოლო რიგებში ნათესებს შორის მანძილი 10-12 სმ. 1 კვ მეტრზე დასათესად საკმარისია 2-3 გრამი თესლი. შემოდგომით დათესილი თესლის აღმოცენება იწყება გაზაფხულზე.
მცენარის სიცოცხლის პირველ წელს ვითარდება როზეტი, მეორე წელს კი საყვავილე ღერო და ვეგეტაციური ორგანოები, შესაბამისად მცენარე ყვავილობს და იძლევა თესლს მეორე წელს.
კატაბალახას გასამრავლებლად დასაშვებია ჩითილების გამოყვანაც და შემდგომ მათი გადარგვა ღია გრუნტში. ჩითილების გამოყვანა აუცილებელიც კი ხდება, როცა ხელთა გაქვთ ძვირადღირებული თესლი. ჩითილის მისაღებად დათესვა შესაძლებელია სხვადასხვა დროს: ოქტომბერ-ნოემბერში, თებერვალ-მარტში და ივლისის ბოლოს. ამ მიზნით წინასწარ აკეთებენ 10-12 სმ სიგრძისა და 1-1,2 სმ სიგანის კვლებს. აღმოცენების უნარის მქონე თესლებს აურევენ 1:5 შეფარდებით სილას ან ნაცარს და თესავენ 1-2 სმ სიღრმეზე რიგებში 6-8 სმ-ის დაშორებით. სასურველია ნათესს ზემოდან მოეყაროს გადამწვარი ნაკელი.
მიღებული ჩითილების გადარგვა მუდმივ ადგილას რეკომენდებულია ოქტომბრის მეორე ნახევარში, მორწყულ ან ნაწვიმარ ნიადაგში. თუ გადარგვა ამ დროს ვერ მოხერხდა, მაშინ მარტის დასაწყისში. ჩითილების დარგვის დროს თითოეულ მცენარეს შორის მანძილი 12-15 სმ უნდა იყოს, მწკრივებს შორის მანძილი კი 50-60 სმ.
კატაბალახას ვეგეტატიური გამრავლების მიზნით მცენარეს ფრთხილად ამოიღებენ ნიადაგის სიღრმიდან იმგვარად, რომ თასმისებური ფესვები არ დაზიანდეს და დაყოფენ რამდენიმე ნაწილად.
ამგვარად, კატაბალახას გამრავლების სამი ხერხი არსებობს:
ა) გამრავლება თესლით ღია გრუნტში;
ბ) ჩითილების გამოყვანა და მათი შემდგომი გადარგვა;
გ) მრავალწლიანი ფესვების დაყოფა (ვეგეტატიური გამრავლება).
კატაბალახას დიდ ფართობებზე წარმოებისას უმჯობესია პირველი ხერხი. ამ დროს მაღალია მოსავლიანობა და მცირეა თვითღირებულება (ნაკლები მუშახელია საჭირო). ამასთან, კატაბალახას თესლი საკმაოდ ძვირია და იგი უნდა დაითესოს თესლის მიღებიდან უმოკლეს ვადაში. აქედან გამომდინარე, კატაბალახას თესლით გამრავლება მოსახერხებელი და გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შეძლებთ საკუთარი სათესლე ნაკვეთის შექმნას.
2.3 მოვლა
კატაბალახას კულტურის მოვლაზე დამოკიდებულია არა მარტო მოსავლის ოდენობა, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანი - ნედლეულში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობა.
მცენარის განვითარების ადრეულ პერიოდში საჭიროა ნიადაგის ზომიერად მორწყვა, რათა არ გამოშრეს. აუცილებელია სარეველების მოშორება, თუმცა გათოხვნამ შესაძლოა ზედაპირულად განლაგებული ფესვები დააზიანოს, რაც საშიშია მცენარის სიცოცხლისათვის. მიზანშეწონილია ფრთხილად გამარგლვა, რომელიც შესაძლოა კატაბალახას რიგების გამოკვეთამდე მოხდეს. ამ მიზნით, კატაბალახას თესლს აურევენ ე.წ. „შუქურა“ მცენარის თესლს, რომელიც კატაბალახას ასწრებს აღმოცენებას. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ნიადაგი სარეველებისაგან გაიწმინდოს კატაბალახას აღმონაცენების გამოკვეთამდე. მას შემდეგ, რაც კატაბალახას ფოთლები შესამჩნევი გახდება ნიადაგს ხელახლა ამუშავებენ. ამასთან, საჭიროებისამებრ ნათესებს გაამეჩხერებენ ისე, რომ ცალკეულ ძირებს შორის მანძილი 8-10 სმ დარჩეს. ნათესს სარეველები არ უნდა მოერიოს - იგი პერიოდულად უნდა გაიმარგლოს. გამარგვლის საჭიროებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დათესვამდე ნიადაგის მომზადების ხარისხი და წინამორბედი კულტურა.
სიცოცხლის მეორე წელს თოვლის გადნობისთანავე ნიადაგს დაფარცხავენ, გაასუფთავებენ და საჭიროების შემთხვევაში გაანოყიერებენ. მეორე წელსაც მოვლა ანალოგიურ სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს, რაც პირველ წელს არის რეკომენდებული (მორწყვა, სარეველების მოცილება, გაფხვიერება)
კატაბალახას ჩითილებით გამრავლებისას საყვავილე ღეროების განვითარება შესაძლებელია სიცოცხლის პირველსავე წელს.
მიზანშეუწონელია კატაბალახას მოყვანა ერთსა და იმავე ადგილას ზედიზედ 3 წელზე მეტი ხნით.
2.4 ნედლეულის აღება
კატაბალახას სამკურნალო ნედლეულად ითვლება ორწლიანი ძირები; ვარგისია ასევე 2-4 წლიანი ფესვებიც. ფესვების ბიოლოგიური აქტიურობა მაქსიმალურია სექტემბერში. ამიტომ ნედლეულის აღება უმჯობესია ამ პერიოდში. ნედლეულის
მისაღებად მცენარეს ნიადაგის სიღრმიდან ამოიღებენ, მოაჭრიან მიწისზედა ნაწილს, დაფერთხავენ და გარეცხავენ გამდინარე წყალში. დაუშვებელია ფესვების 15 წთ-ზე მეტი ხნით წყალში გაჩერება. ამ დროს იკარგება მასში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რაც უარყოფითად აისახება ნედლეულის ღირებულებაზე. კატაბალახას გარეცხილ ფესვებს გაშლიან თხელ ფენად ჰაერზე და აყოვნებენ 2-3 დღით, რათა განიავდეს. ნედლეულის შრობის ტემპერატურა არ უნდა სჭარბობდეს 35-40 გრადუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში მასში შემავალი ეთერზეთები აქროლდება და მივიღებთ უვარგის ნედლეულს.
გაშრობისას ნედლეული ნესტის სახით კარგავს წონის 70-75%25-ს. გამშრალი ნედლეული მოღუნვისას იმსხვრევა.
კატაბალახას გამშრალ ძირებს ინახავენ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭულში, მშრალ ადგილას. შენახვის ვადაა 2 წელი.
კატაბალახას ძირების გაშრობისა და შენახვისას ნედლეული მოარიდეთ კატებს, ვინაიდან მის სპეციფიკურ სუნს ეტანებიან. სწორედ ამას უკავშირდება საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (რაჭაში) დამკვიდრებული სახელი - კატაპარია.
6-8-ჯერ ყვავილობის შემდეგ, ზოგჯერ უფრო ადრეც, კატაბალახა ბერდება და იფიტება.
2.5. თესლის აღება
კატაბალაბას მოშენება ნედლეულის მიღების გარდა თესლის წარმოებასაც შეიძლება ისახავდეს. სათესლედ ირჩევენ კარგად განვითარებულ, მძლავრი ვეგეტაციური მასის მქონე მცენარეს. კატაბალახას თესლების შეგროვება ერთობ რთულია. სირთულეს ქმნის ის, რომ მცენარის ერთ ძირზე თესლები სხვადასხვა დროს მწიფდება. ერთსა და იმავე დროს დროს ერთ ძირზე ერთდროულად შესაძლოა იყოს ბუტონებიც და მომწიფებული თესლებიც. ამ მიზეზის გამო თესლს აგროვებენ რამდენიმეჯერ. საშუალოდ ერთ ჰექტარზე სავარაუდოა 80-100 კგ თესლის მიღება.
იმ შემთხვევაში, თუ პლანტაცია თესლის წარმოებას ისახავს მიზნად, მაშინ მცენარის საყვავილე ღეროს არ ეხებიან. თუ წარმოების მიზანი მცენარის ძირების მიღებაა, მაშინ ღეროს სრულად განვითარება შეამცირებს მოსავლიანობას. ამიტომ, 20-30 სმ სიმაღლეს მიღწეულ ღეროს შეაკვეცენ. ღეროს შეკვეცა ზრდის ძირების მოსავალს. ექსპერიმენტული მონაცემები ადასტურებენ ამ გზით მოსავლიანობის გაზრდას 30%25-ით.
(7) მონაცემებით მაქსიმალური მოსავლიანობა აღინიშნება ღეროს ზედა ნაწილის შეკვეცისას ბუტონიზაციის ფაზაში. მისივე მონაცემებით ამგვარი შეკვეცა ერთი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში შეიძლება სამჯერაც მოესწროს.
2.6. კატაბალახას მავნებლები
სამკურნალო მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა კულტურის წარმოების აგროტექნიკური რეკომენდაციების დროულად და ზუსტად შესრულება. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი საქართველოში კატაბალახას დაავადებები არ არის დაფიქსირებული.
ლიტერატურაში კატაბალახას არაერთი დაავადებაა აღწერილი. მათ შეუძლიათ მთლიანად გაანადგურონ ნათესები. ჩვენ შევჩერდებით ორ მათგანზე.
კატაბალახას აზიანებენ სოკოები Sclerotina minor J ag და S. sclerotiorum (Liber) Masse. დაავადების ნიშანია ღეროს ქვედა ნაწილში თეთრი რგოლების წარმოქმნა. დაავადებული მცენარის ღეროები ყვითლდება, ფოთლები ჭკნება; მოგვიანებით ფესვებიც კარგავს სიცოცხლის უნარს და ლპება. ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობის სიჭარბე საუკეთესო პირობაა აღნიშნული დაავადების გამომწვევთა განვითარებისათვის.
Uromyces valeriana Winter-ით დაავადების შემთხვევაში ღეროს მწვანე ფოთლების ქვედა მხარე ჟანგისფერი ხდება. ამ დაავადების გამომწვევთა წინააღმდეგ რეკომენდებულია ბორდოს ხსნარის შესხურება დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე. წამლობიდან ორი კვირის შემდეგ ამ პროცედურას კვლავ იმეორებენ მანამ, სანამ მცენარე არ გამოჯანმრთელდება (იგივე პერიოდის შუალედის დაცვით).
პარაზიტ Erysiphe cichoracearum valerianae-ით დაავადების შემთხვევაში თეთრი ლაქები ჩნდება უშუალოდ ფოთლებზე. მის წინააღმდეგ შედეგიანია გოგირდის ფხვნილის შეფრქვევა. წამლობის შემთხვევაში ნედლეულის აღება უნდა მოხდეს წამლობიდან არანაკლებ 1-1,5 თვიანი ვადის შემდეგ.
3. გამოყენება
გაფრთხილებთ. თვითმკურნალობა საშიშია ჯანმრთელობისათვის. ეს მასალა მხოლოდ მიმოხილვითი ხასიათიაა
კატაბალახას ძირები ჩვენში ოდითგანვე პოპულარულია საგულე და დამამშვიდებელი მოქმედების გამო. რაჭასა და იმერეთში ხალხური ექიმები მას
იყენებდნენ „საყმაწვილოს“ წამლის შემადგენლობაში.
კატაბალახას ძირებში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებს გააჩნიათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტრანკვილიზური მოქმედება. იგი ავლენს სედატიურ ეფექტს. წარმატებით გამოიყენება ნევრასთენიული და ფსიქასთენიური მდგომარეობების დროს, ვეგეტონევროზების, კლიმაქსის, ნევროზების, ადრეული ეტაპის სტენოკარდიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, ჰიპერტონიის დროს. რიგ ავტორთა მონაცემებით, კატაბალახას ძირებს გააჩნია ნაღვლმდენი და სპაზმოლიზური თვისებებიც, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეციას.
კატაბალახას ძირების თერაპიული ეფექტი ვლინდება მისი ხანგრძლივად გამოყენების შემდეგ. ამიტომ კატაბალახას გამოყენება მიზანშეწონილია კურსობრივად, ცხადია მხოლოდ სპეციალისტის რეკომენდაციით.
საყურადღებოა, რომ კატაბალახასა და მისგან დამზადებული პრეპარატების არაზომიერი ხმარებისას აღინიშნება რიგი უარყოფითი მოვლენები, როგორიცაა საერთო მოდუნება, შრომისუნარიანობის დაქვეითება და სხვა.
საოჯახო პირობებში, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლებელია კატაბალახას ძირებისაგან წყლიანი ექსტრაქტის მომზადება. ამისათვის იღებენ 2-3 სუფრის კოვზ დაწვრილმანებულ ნედლეულს, ჩაყრიან მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს; ჭურჭელს თავს მჭიდროდ დაახურავენ და დადგამენ მდუღარე წყლის აბაზანაზე; გააჩერებენ 15 წთ, გადმოდგამენ და გააგრილებენ 45 წთ-ის განმავლობაში; გადაწურავენ; საწურზე დარჩენილ მასას ხელით გამოწურავენ; სითხის მოცულობა შეავსებენ გადადუღებული წყლით 200 მლ-მდე. მომზადებულ ექსტრაქტს ღებულობენ ჭამიდან 30 წთ-ის შემდეგ. დოზირება შემდეგნაირია:
6 წლამდე ბავშვები - 1 ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში;
6 წლის ზემოთ ბავშვები - 1 დესერტის კოვზით 2-3-ჯერ დღეში;
მოზრდილები - 2-3 სუფრის კოვზით 2-3-ჯერ დღეში.
კატაბალახას წყლიანი ექსტრაქტი ვარგისია დამზადებიდან 2-3 დღის განმავლობაში. იგი უნდა ინახებოდეს ბნელ, გრილ ადგილას.
სპირტიან ექსტრაქტს შენახვის უფრო ხანგრძლივი ვადა აქვს. მისი დოზირება ცალკეულ შემთხვევებში ინდივიდუალურია (12)
კატაბალახას ძირები შედის სხვადასხვა შემადგენლობის მცენარეულ ნაკრებში. მისი, როგორც დამამშვიდებელი საშუალების უპირატესობაა, რომ მასზე მიჩვევა არ ვითარდება. თუმცა ხანგრძლივი ხმარებისას შესაძლოა სამკურნალო ეფექტი შემცირდეს.
ნედლ კატაბალახას ძირებს უფრო სასიამოვნო სუნი აქვს, ვიდრე გამშრალს. ზოგიერთ ქვეყანაში მას იყენებენ პარფიუმერიაშიც.
გარდა დამამშვიდებელი მოქმედებისა, უცხოურ ლიტერატურაში აღნიშნულია მისი გამოყენება ჭრილობების შეხორცების მიზნით, ასევე ანტიბიოტური დანიშნულებითა და გარეგანი საშუალების სახით, ასევე კუნთების სპაზმის მოსახსნელად. ამის გარდა, იგი როგორც ექსპექტორანტი გამოიყენება ხშირი ხველისას.
ლიტერატურაში მითითებულია ასეთი რჩევები:
დაძაბულობის მოსახსნელად დააქუცმაცეთ ნედლი ძირები, 2 ჩაის კოვზს დაასხით 240 მლ ცივი წყალი, დააყენეთ 8-10 საათი. პიტნის ზეთის ჩაწვეთება სასიამოვნო სურნელებას მიანიჭებს ექსტრაქტს. ეს ექსტრაქტი შეიძლება დალიოთ დღის განმავლობაში, ან ერთი საათით ადრე დაძინებამდე.
მშრალი ძირების შემთხვევაში 1 ჩაის კოვზ ძირებს დაასხით 240 მლ წყალი და ნელ ცეცხლზე წამოადუღეთ 20 წთ-ით. სურნელებისათვის შესაძლოა დაუმატოთ პიტნის ზეთი, რომელსაც დაუმატებთ დუღილისა და გამოწურვის შემდეგ. ექსტრაქტის გამოყენება შეიძლება გარეგანადაც კანის წყლულები ჩამოსაბანად და კუნთების სპაზმის დროს კომპრესების სახით. კატაბალახა შესაძლოა გამოყენებული იქნეს ხველის საწინააღმდეგოდ ექსპექტორანტ მცენარეებთან კომბინაციაში, ან მცენარეებთან კომბინაციაში მაღალი წნევის სამკურნალოდ. (12,13).
კატაბალახა მიჩნეულია როგორც უსაფრთხო მცენარე, თუმცა მისი გამოყენება შეუსვენებლად 2-3 კვირაზე ხანგრძლივად არ შეიძლება.
4. კატაბალახას მარკეტინგისათვის
3.1 პლანტაციის მიზნის განსაზღვრა
კატაბალახას, ისევე როგორც ნებისმიერი სამკურნალო მცენარის მოშენების დაწყებამდე, სწორად უნდა იქნეს გააზრებული - რა მიზნით შენდება პლანტაცია.
თუკი კატაბალახას მოშენებას პირადი მოხმარების მიზნით ვიწყებთ, შეიძლება გაშენდეს ადგილობრივი ჯიშები. მცენარეთა რამდენიმე ეგზემპლიარის მოპოვება მომავალი პლანტაციის რეგიონში ჯობს.
თუკი პლანტაცია იგეგმება კატაბალახას საწარმოო მიზნით საწარმოებლად, აუცილებელია დავიცავათ საერთაშორისო მარკეტინგული მოთხოვნები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფარმაცევტული ნედლეულის წარმოება მკაცრად რეგულირებადი დარგია.
ჩვენ ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე ასპექტზე შევჩერდებით, რომელთა გააზრება პლანტაციის გაშენების პირველივე ეტაპზევეა აუცილებელი.
3. 2 მოთხოვნები კატაბალახას ჯიშების მიმართ
არსებობს მოსაზრება, რომ კატაბალახას რიგი სახეობებს, რომლებიც ჩვენთან ხარობს კარგი შემადგენლობა და პერსპექტივა აქვთ. ეს დასტურდება მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით. ჩვენც ვიზიარებთ ამ აზრს და მიგვაჩნია, რომ საჭიროა ადგილობრივი სახეობების სელექცია, მოშენება და ახალი ჯიშების გატანა საერთაშორისო ბაზარზე. მაგრამ, ეს სხვა, ძვირადღირებული და ხანგრძლივი სამეცნიერო ამოცანაა და არ ძევს მწარმოებლის სივრცეში.
მწარმოებელს უნდა ესმოდეს, რომ:
საერთაშორისო ბაზარზე შესაძლებელია მხოლოდ იმ ჯიშების გატანა, რომელსაც ბაზარი იცნობს და რომელთათვისაც შემუშავებულია სტანდარტები. მწარმოებლისათვის ნაკლებ პერსპექტიულია ნებისმიერი ჯიში, რომელიც უცნობია ბაზრისათვის, მიუხედავად იმისა, რამდენად უკეთესიც არ უნდა იყოს იგი სტანდარტულზე.
ამდენად, თუკი საბაზრო ურთიერთობებში ჩართვა გსურთ, უნდა გააშენოთ მხოლოდ სტანდარტული, ბაზრისათვის ნაცნობი ჯიშები; რომელი ნაკვეთისათვის რა ჯიში უნდა შეირჩეს ცალკე საკითხია.
ამდენადაც თესლები ძვირია და არც მათი შერჩევის ამოცანის გადაჭრაა იაფი, მცირე ფერმერისათვის ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალია გააშენოს ჯიში „მაუნი“. იგი საერთაშორისო ბაზარზე არ ითვლება საუკეთესო ჯიშად, მაგრამ მას გარკვეულად იცნობს და ცნობს საერთაშორისო ბაზარი.
საქართველოში არსებობს ექსპერიმენტული სასელექციო და ადაპტაციის ნაკვეთიც.
3.3. ეკოლოგიური მოთხოვნები
ეკოლოგიური მოთხოვნები იმდენად მკაცრია, მათი შესრულება, თუკი არა გაქვთ თანამედროვე ლაბორატორია შეუძლებელია. ამიტომ, ყველაზე მარტივი გზაა: არ გამოიყენოთ არავითარი ქიმია. მცირე პლანტაციებში ეს შესაძლებელია განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამგვარი ნედლეულის ფასი ბევრად მაღალია.
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე .საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. სამკურნალო კატაბალახა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. სამკურნალო კატაბალახა. „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Vasil Shengelia. Valeriana officinalis L. . ,,Plants Science”, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I-XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
![]() |
12 სამკურნალო ტუხტი |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
Althaea officinalis L ლათ
Алтей лекарственный რუს
Marsch mallow ინგლ
guimauve officinale ფრანგ
Ichter Eibisch გერმ
მასალაში მოყვანილია Althaea officinalis L-ის სურათები
შესავალი
სამკურნალო ტუხტი, როგორც სამკურნალო საშუალება უძველესი დროიდანაა ცნობილი.მას იხსენიებდნენ სხვადასხვა დროის ავტორები: თეოფრასტი, დიოსკორიდი. პლინიუსი, ტრალიანუსი .ტუხტს აშენებდნენ სამონასტრო ბაღებში და სახალხო ექიმებიც.პროფ. ზურაბ შენგელიას მიერ ჩატარებული საექსპედიციო მასალების მიხედვით ტუხტს სახალხო ექიმები სპეციალურად აშენებდნენ რაჭაში, თელავში, წითელწყაროში, ქარელში, გორში, ხაშურში.ტუხტზე მოთხოვნილება იზრდება და ჯერ კიდევ ბუნებაში ამზადებენ. სამკურნალო ტუხტი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. მისი ბუნებაში მოპოვება დანაშაულია. აუცილებელია შეიქმნას ტუხტის სპეციალური ნაკრძალი და ხელი შეეწყოს მის კულტივირებას, რათა კულტივირებულმა ნედლეულმა ბაზრიდან გამოაძევოს ბუნებაში მოპოვებული ნედლეული. ასევე, აუცილებლად მიგვაჩნია, ფარმაცევტულ ქარხნებს, თუკი მათ არა აქვთ პლანტაცია, აეკრძალოთ ტუხტის პრეპარატების წარმოება.
Althaea officinalis L - სამკურნალო ტუხტი ხომეჭი - Althaea armeniaca Ten. არ უნდა აგვერიოს ბაღის ტუხტში (Althaea rosea). ბაღის ტუხტი ლამაზად მოყვავილე დეკორატიული მცენარეა. იზრდება 2,5 მ-მდე. აქვს მთლიანი ან თათიებრ დანაკვთული ფოთოლი, ყვავილი - მარტივი ან ბუთხუზა. ყვავილობს უხვად და ნაირფერად (თეთრი, ვარდისფერი, იისფერი ან მოშავო-მოწითალო). იყენებენ ყვავილნარებსა და გაზონებში მასობრივ ნარგაობად, ყვავილწნულებში. მისგანაა მიღებული ტუხტის დეკორატიული ფორმები. ხალხური ტრადიაცია, მასაც მიაწერს სამკურნალო თვისებებს, მაგრამ ოფიცინალური
მედიცინა მას არ იცნობს.
I.ზოგადი ნაწილი
1.1.ზოგადი აღწერა სამკურნალო ტუხტი
სამკურნალო ტუხტი ბალბასებრთა ოჯახის (Malvaceae) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო საერთოდ რამდენიმე აქვს, სწორმდგომი, ქვევით გახევებული, 100-150 სმ სიმაღლის, მარტივი ან დატოტვილი, დაფარულია ხშირი, თეთრი ბუსუსებით
ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ფოთლის ყუნწი მოკლეა, კვერცხისებრ-რომბული ფორმის, დაკბილული კიდეებით. ფოთლის ზედა და ქვედა მხარე დაფარულია ვარსკვლავა ბუსუსებით; ზედა ფოთლები მთლიანი, კვერცხისებრია; შუა და ქვედა - სამ ან ხუთნაკვთიანი, წვერი წაგრძელებული აქვს, ფორმით გულისებრია, დაძარღვული და დაკბილული.
ყვავილები განთავსებულია ზედა და შუა წვრილი ფოთლების უბეებში, ყუნწიანია. ღერო და ტოტების კენწრულ ნაწილში ქმნიან თავთავისებრ ყვავილედს.ყვავილები სწორია, ღია-ვარდისფერი, ხუთფურცლიანი. ჯამის ფოთლები მომრგალო-კვერცხისებრია, წაწვეტებული, ჯამქვეშა 6-9 ფოთოლაკით. გვირგვინის ფურცლები მკრთალი ვარდისფერია, ზომით დაახლოებით 5სმ, მტვრიანა წითელ-მელნისფერია,. ყვავის ივლისიდან სექტემბრამდე.
ნაყოფი რთულია, ჩაჭყლეტილ-მომრგვალებული, გარშემორტყმული ჯამით. იშლება ცალკეულ თესლურებად. ნაყოფი 3-3,5მმ სიმაღლის პერიკარპიუმისაგან შედგება, რომელიც ასევე ბუსუსებითაა დაფარული.ზურგზე სუსტად გამოხატული სიგრძივი ძარღვი და ხშირი ვარსკვლავისებრი ბუსუსები აქვს.
თესლი შიშველია, მუქი მურა ფერის, თირკმლისებრი მოყვანილობის. (იხ.ქვემოთ)
მიწისქვეშა ნაწილი სქელი ფესურა და დატოტვილი ფესვებითაა წარმოდგენილი.მთავარი ფესვი გახევებულია, ხოლო მრავალრიცხოვანი გვერდით-ხორციანი
მცენარეს ყველა ორგანოში აქვს ლორწოვანი უჯრედები, რომლებიც მას ზედმეტი აორთქლებისაგან იცავენ
ხომეჭი
ხომეჭი ტუხტის მონათესავე სახეობაა. მისი ფესვების გამოყენებაც დაშვებულია ოფიცინალურ მედიცინაში. ხომეჭი ძალიან ჰგავს სამკურნალო ტუხტს.
ხომეჭიც მრავალწლოვანი, 60-150 სმ სიმაღლის მცენარეა. ღერო დატოტვილია, ნაცრისფერ-ხავერდისებრი ბუსუსებით. ფოთლები ხერხისებრ-დაკბილული ღრმად დანაკვთული აქვს. ზედა ფოთლები კიდეებზე ღრმად დაკბილულია, სამად გაყოფილი. ქვედა ფოთლები თათისებრ-დანაკვთულია.
ყვავილები მტევნისებრ საგველადაა შეკრებილი,ზის 5 სანტიმეტრამდე სიგრძის ყუნწებზე. ჯამქვეშას ფოთლები ვიწრო ლანცეტა, ან ხაზურია, ძირთან შეზრდილი.ჯამის ფოთლები მოგრძო-კვერცხისებრი ფორმისაა, 8012 მმ სიგრძის, ნაყოფიანობისას ნაყოფზეა გადაფარებული. გვირგვინის ფურცლები მოგრძო-უკუკვერცხისებრია, ფერად ვარდისფერი.
ნაყოფი 6-9 მმ სიგანისაა. შედგება 14-20 პერიკარპიუმისაგან. თესლი თირკმლისებრი ფორმისა, სიგრძით 2-2,5 მმ, მურა ფერის, შიშველი.
1.2. გავრცელება
სამკურნალო ტუხტის და ხომეჭის საერთო გავრცელების არეალია შუა ევროპა, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, მცირე აზია.
ტუხტი იზრდება ბუჩქნარებსა და მდინარეთა სანაპიროებთან, დამლაშებულ მინდვრებზე. იგი მეტწილად გვხვდება ნესტიან ადგილებზე, უპირატესად დაბლობ, ვაკე ადგილებში, გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
ხომეჭს უყვარს ტენიანი ადგილები, მდინარეთა ნაპირები. იზრდება აჭარაში, აფხაზეთში, იმერეთში, ქართლში, გარე კახეთში, მესხეთში.
1.3. ეკოლოგიური მდგომარეობა
უკანასკნელი წლების განმავლობაში ტუხტის ძირებზე მოთხოვნილება ინტენსიურად იზრდება. სამწუხაროდ, თბილისის ბაზრებში ნახავთ გასაყიდად გამოტანილ ტუხტის ფესვებს, რომელიც ბუნებაშია მოპოვებული. ტუხტი წითელ წიგნშია შეტანილი და მისი ბუნებაში მოპოვება ყოვლად დაუშვებელია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ველურად მოზარდი მცენარეების შედგენილობითი მონაცემები ხშირად ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, ტუხტს ბუნებაში ხშირად აზიანებენ მავნებლები და დაავადებები, რომელთა თავიდან აცილება მხოლოდ კულტივირებისას შეიძლება.
ვფიქრობთ ცხადია, რომ ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილია ტუხტის კულტივირება.
1.4. სამკურნალო ნედლეული
ტუხტისა და ხომეჭის ოფიცინალურ სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს სქელი, ხორცოვანი ფესვები. ემპირიული მედიცინა იყენებს ყვავილსა და ფოთოლსაც. ფარმაცევტული მრეწველობა იშვიათად, მაგრამ მაინც იყენებს ტუხტის ყვავილებსა და ფოთლებს. მათი დამზადება ყოველთვის შეიძლება, როგორც თანაპროდუქტისა.
ფესვებს პლანტაციის გაშენებიდან მეორე წლის გაზაფხულზე აგროვებენ. შესაძლებელია შემოდგომაზე შეგროვებაც. ტუხტის ფესვები მოტკბო და ლორწოვანია.
მიწიდან ამოღებულ ფესვებს მიწას მოაცლიან და ასუფთავებენ დაფერთხვით .შრობა ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე ფესვებს უფენენ თხელ ფენად ჰაერზე 2-3 დღით, სასურველია ჩრდილში და აჭკნობენ. ამის შემდეგ ,ფესურის გასქელებულ ნაწილს აჭრიან, გამერქნებულ და წვრილ ფესვებს,ჭრიან 10-15 სმ. სიგრძის ნაჭრებად მეორე ეტაპზე, ამ ნაჭრებს აშრობენ 45-500C -ზე. სახამებლისა და ლორწოს დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, ცუდ ამინდში, ნედლეული შეიძლება დაობდეს. რისკის შემცირების მიზნით, სასურველია მარტივი საშრობი შენობის მოწყობა, სადაც აუცილებლობის შემთხვევაში მიღწეულ იქნება 45 გრადუსი ტემპერატურა.
უმჯობესია მიწაგაცლილი და დაფერთხილის ფესვები გაირეცხოს, მაგრამ გარეცხვა გარკვეულ გამოცდილებასა და სისწრაფეს მოითხოვს. რეცხვის შეყოვნების შემთხვევაში ფესვები ლორწოს გამოყოფს. გამდინარე წყალში სწრაფად რეცხავენ. გარეცხილი ფესვები დანით უნდა დაიფხიკოს და დაიჭრას 10-15 სმ სიგრძის ნაჭრებად.
ადგილობრივ ბაზარზე, წინასწარი შეთანხმებით შეიძლება გაურეცხავი, გაუფხეკავი ფესვების რეალიზაციაც. თუკი წინასწარ არაა ცნობილი შემსყიდველის მოთხოვნები, ჯობია შეინახოთ კორპგაცლილი, გაფხეკილი ფესვები.
ფარმაცევტული ბაზარზე ფესვები გააქვთ „გაუსუფთავებელი ფესვი“ ან „გასუფთავებული ფესვის“ სახით.
[9]: „უკანასკნელ შემთხვევაში ფესვს მოცილებული აქვს კორპის ფენა. იგი ცილინდრული ფორმისაა,
ან სიგრძივად 2-3 ნაწილად დაჭრილი, ბოლოსკენ შევიწროებული. ფესვის ზედაპირი სიგრძივ დაკაწრულია, მას სცილდება გრძელი რბილი ლაფნის ბოჭკოები. ცენტრში გადანატეხზე მარცვლოვან - ხორკლიანია, შიგნით ბოჭკოვანი. ფესვის ფერი გარედან და გადანატეხებზე თეთრია ან მოყვითალო-თეთრი (სამკურნალო-ტუხტი), ამ ნაცრისფერი (ხომეჭი). გემო მოტკბო - ლორწოს შეგრძნებით“
დაჭრილი ნედლეულის ფარმაკოგნოსტულ ანალიზში დიაგნოსტიკურ ნიშანს წარმოადგენს ფესვის მთელ განივ ჭრილში ლორწოს დიდი ოვალური უჯრედების არსებობა. ლორწოს შემცველობის დადგენა შეიძლება მიკრორეაქციებით“
რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ფარმაცევტული მრეწველობა კეთილხარისხოვან ნედლეულად თვლის ტუხტის ფესვებს, თუკი:
მისი ტენიანობა არ აღემატებოდა 5%25;
მცენარის სხვა ნაწილები (ფოთლები, ღეროები) ნედლეულზე 5%25-ზე მეტი აარაა
დაზიანებული და გაშავებული ნაწილები ნედლეულზე 3%25-ს არ აღემატება;
ინერტული მინარევები არ აღემატება 3%25-ს.
1.5. ქიმიური შედგენილობა
ტუხტისა და ხომეჭის მშრალი ფესვები „მდიდარია ნახშირწყლებით: ლორწო (25-35%25), სახამებელი (35-37%25), გლუკოზა, საქაროზა, პექტინი (10%25). ლორწოს ძირითადი შემადგენელი ნივთიერებებია პენტოზები, ურონის მჟავები, პენტოზანები, ჰექსოზანები, მეთილპენტოზანები. ლორწო შეიცავს ნეიტრალურ პოლისაქარიდებს - გლუკანი და არაბინოგალაქტანი, მჟავა - გალაქტურონორამნანი. მოიპოვება ორგანული მჟავები, ეთერზეთები, კაუჩუკის მსგავსი ნივთიერება, სტეროიდებიდან - ფიტოსტერინი. ვიტამინი C, მთრთილავი ნივთიერებები, ცხიმები“. [9] ორივე სახეობის ფოთლები და ყვავილები შეიცავს ფლავონოიდებს, კუმარინებს, ფენოლკარბონის მჟავებს, ცხიმებს,აღმოჩენილია ეთერზეთების კვალი.
ლორწოს შემცველობა ფოთლებში დაახლოებით ორჯერ ნაკლებია, ვიდრე მცენარის ფესვებში.
1.6 ტუხტის თესლები და ნაყოფები
ნაყოფი წარმოადგენს თირკმლისებური ფორმის თესლურას. დაფარულია მოკლე ბუსუსებით.
თესლურას გვერდით მხარეები მომრგვალებულია,ნახევრად გამჭვირვალე გარსითა დაფარული. ფერად მოყვითალო-ნაცრისფერი. თესლის შუა გულში მუქი ლაქა იკვეთება. თესლურას ზომებია X3,0 მ X 3,0 X1,5 მმ .
თესლები თირკმლისებური ფორმისაა.
თესლების ზედაპირზე მიკროსკოპში ჩანს წერტილები, გლუვია, მქრქალი. თესლები ყავისფეროა ამოღრმავებასთან მოყვითალო-ნაცრისფერში გადადის. თესლების ზომაა 2,7X2,2X1,0 მმ .აბსოლუტური წონა 2,0-2,7 გრ-ია.
თავი II სამკურნალო ტუხტის კულტივირება
2.1. ნიადაგის შერჩევა და დამუშავება
სამკურნალო ტუხტის კულტივირებისათვის რეკომენდებულია ფხვიერი, წყალშეღწევადი, დაუტბორავი, სტრუქტურული და სარეველებისაგან გაწმენდილი
ნიადაგი.
გამოუსადეგარია ჭარბი ტენიანობის ნიადაგები.
საუკეთესო წინამორბედ კულტურად ითვლება საშემოდგომო ხორბალი და სათოხნი კულტურები. ამ შემთხვევაში ტუხტს ნაკლებად აზიანებენ მავნებლებებიც. ტუხტის ფესვთა სისტემა ნიადაგში ღრმად ვრცელდება. ეს საშუალებას იძლევა ჩავრთოთ იგი ეროზიასაწინააღმდეგო თესლბრუნვაში. კარგად განთავსებული ფესვთა სისტემის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ნიადაგის ღრმა და გულმოდგინე დამუშავება. ადრეული მზრალად მოხვნა მნიშვნელოვნად ამაღლებს მოსავლიანობას.
თუ წინამორბედი კულტურა იყო საშემოდგომო მარცვლეული, მათი აღებისთანავე ნიადაგს ამუშავებენ ჯერ 4-5 სმ სიმაღლეზე, ხოლო მოგვიანებით, ტუხტის დათესვის წინ 25 სმ სიღრმეზე.
იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს თესავენ ადრე გაზაფხულზე, მაშინ მინდორში გასვლის პირველი შესაძლებლობისთანავე ხნულს დაფოცხავენ და თუ საჭიროა, ატარებენ კულტივაციას 6-8 სმ სიღრმეზე. დათესვამდე ნიადაგს მოასწორებენ. ნიადაგის მოსწორება ხელს უწყობს თესლების თანაბარ აღმოცენებას.
ტუხტის მოსავლიანობაზე კარგ გავლენას ახდენს ნიადაგის განოყიერება სასუქოვანი საკვებით. რეკომენდირებულია 1 ჰა-ზე 30-40 ტ ნაკელი, რომელიც შეაქვთ ძირითად მოხვნამდე. შესაძლებელია მინერალური სასუქების გამოყენებაც 1 ჰა-ზე 60 კგ ფოსფოროვანი და 45 კგ კალიუმიანი სასუქები. აზოტოვანი სასუქების შეტანა შეიძლება დამატებითი საკვების სახით სიცოცხლის მეორე წელს 1 ჰა-ზე შეაქვთ 60 კგ აზოტოვანი სასუქი. ამასთან გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ გირჩევთ ქიმიური სასუქების გამოყენებას.
2.2. გამრავლება
სამკურნალო ტუხტი შეგვიძლია გავამრავლოთ:
ღია გრუნტში დათესვით;
ჩითილების დარგვით;
მრავალწლიანი ფესურების დაყოფით.
საწარმოო თვალსაზრისით ეკონომიკურად ხელსაყრელია ღია გრუნტში თესვა. ტუხტს თესავენ ადრე გაზაფხულზე.
უნდა ვიცოდეთ, რომ ტუხტის თესლის აღმოცენების უნარი თესლის მიღების პირველ წელს 30-35%25-ია, თანდათან იზრდება და მაქსიმუმს აღწევს მეოთხე-მეხუთე წელს - 80-85%25. შემდეგ წლებში აღმოცენების უნარი ქვეითდება
ტუხტის თესლს გააჩნია მკვრივი გარსი, რომელიც ძნელი შეღწევადობით ხასიათდება. ამიტომ, თესლები საკმაოდ ნელა აღმოცენდებიან. თესლის აღმოცენების დაჩქარებისათვის სასურველია თესლები შევასველოთ. შესველება უნდა მოხდეს 20-25 გრადუს ცელსისზე ემპერატურის წყალში 4-5 საათით. შემდეგ თესლებს ბრეზენტზე ან ტომრის ნაჭეზე გაშლიან და აშრობენ. თესლები უნდა გამოშრეს ჰაერზე. დროდადრო უნდა ავურიოთ. შესველება ამცირებს აღმოცენების პერიოდს და თესლის აღმოცენების უნარს 2-3-ჯერ ზრდის.
უშუალოდ ღია გრუნტში დათესვის დროს რიგთაშორის მანძილი 70 სმ-ია. მშრალ ამინდში მსუბუქ ნიადაგებში ჩათესვისას ჩათესვის სიღრმე 3-4 სმ-ია, სხვა შემთხვევაში - 1,5-2 სმ. დათესვის ნორმაა 8-10 კგ ჰექტარზე. ადრეული გათოხვნის გასაიოლებლად რეკომენდირებულია ტუხტის თესლებს, დათესვის წინ, შეერიოს შუქურა მცენარის თესლი, 1 ჰა-ზე 2-3 კგ-ის ოდენობით. ეს შეიძლება იყოს წიწმატი ან სალათა.
სასურველია ნათესების რიგებს, 1-1,5 სისქეზე მოეყაროს ნეშომპალა. ნეშომპალა იცავს ნიადაგს გამოშრობისა და ქერქის გაჩენისაგან. ტუხტის ფესვების აღმოცენების პერიოდი (იგულისხმება პერიოდი თესვიდან აღმონაცენს გამოჩენამდე) ნორმალურ პირობებში 8-დან 11 დღემდეა, არახელსაყრელ პირობებში ის შეიძლება 18-დან 20 დღემდე გაიწელოს.
როგორც აღვნიშნეთ, ტუხტს ჩითილებითაც ამრავლებენ, თესლის ნაკლებობის დროს, ჩითილებით გამრავლება უბრალოდ აუცილებელიც ხდება. სანერგესათვის უნდა შეირჩეს ნოყიერი, სუფთა, საკმაო სინესტის მქონე ნიადაგი და კარგად უნდა დამუშავდეს.
სანერგეში დათესვაც ადრე გაზაფხულზეა რეკომენდებული. სანერგეში რიგებს შორის მანძილი 30 სმ-ია, დათესვის ნორმა 20-22 კგ/ჰა, ჩათესვის სიღრმე 1 სმ-მდე. დათესვის შემდეგ რიგებს 1-1,5 სმ სისქეზე მოაყრიან ნეშომპალას. 1 ჰა ფართის სანერგედან შესაძლებელია 12-15 ჰა ფართის პლანტაციის გაშენებისათვის საკმარისი სარგავი მასალის მიღება.
ტუხტის მრავალწლიანი ფესურის დაყოფით გამრავლების მეთოდი გამოიყენება პირველი მოსავლის აღების შემდგომ. ნედლეულის აღებისას გადაარჩევენ ფესვებს, რომლებიც ნედლეულად უვარგისია და იყენებენ სარგავ მასალად. დასათესად ვარგისია ფესურის მხოლოდ სიცოცხლისუნარიანი ნაწილები, რომლებსაც ზედა ნაწილში შენარჩუნებული აქვთ კვირტები. ჩვეულებრივ მათ აგროვებენ შემოდგომაზე, მოსავლის აღებასთან ერთად. სარგავ მასალას ინახავენ გაზაფხულამდე. დასარგავად შერჩეულ ფესვებს დააყრიან სუფთა, მშრალ ქვიშას და ინახავენ სარდაფში 1 - 30 C ტემპერატურაზე. სარდაფი კარგად უნდა ნიავდებოდეს, დროდადრო სარგავი მასალა უნდა გადაირჩეს და ყურადღება მიექცეს არ დაობდეს. ობის გაჩენის შემთხვევაში გაფუჭებული ნაწილები დაუყოვნებლივ უნდა მოშორდეს და მოისპოს. სარგავ მასალას გადაარჩევენ და ადრე გაზაფხულზე რგავენ მინდორში, რიგთაშორის 70 სმ ინტერვალით, ხოლო რიგებში ნარგავებს შორის 30-40 სმ ინტერვალით. ფესვები მიწაში კარგად უნდა ჩამაგრდეს. ზემოდან 2-3 სმ სიმაღლეზე მიწით უნდა დაიფაროს.
2.3. მოვლა
მოვლითი ღონისძიებების მიზანია ტუხტის ვეგეტაციის პერიოდის მანძილზე ნიადაგი იყოს ფხვიერ და სარეველებისაგან გაწმენდილ მდგომარეობაში. ამაზე ზრუნვა მანამაა საჭირო, ვიდრე მცენარე კარგად ამოიწვერება.
ნიადაგის ზედაპირზე ქერქის გაჩენის ან ფესვების გაშიშვლების შემთხვევაში აუცილებელია გათოხვნა. ნიადაგზე ქერქის გაჩენის შემთხვევაში უნდა გაითოხნოს რიგთაშორისები. თავდაპირველი გათოხვნა იოლია, თუ ტუხტთან ერთად დათესილი იყო შუქურა მცენარე. იგი შესამჩნევს ხდის რიგებს, ნაკლებია ტუხტის აღმონაცენის დაზიანების ალბათობა. გათოხვნის დროს გაშიშვლებულ ფესვებს მიწა უნდა შემოეყაროს.
მას შემდეგ, რაც მცენარეს განუვითარდება 3-4 ფოთოლი, იწყებენ ნათესის გამეჩხერებას, იმ ანგარიშით, რომ ერთ გრძივ მეტრზე 4-5 მცენარე დარჩეს. პირველ და მომდევნო წლებშიაც ყოველწლიურად რიგთაშორისებს საშუალოდ 3-4-ჯერ აფხვიერებენ და ასუფთავებენ სარეველებისაგან.
თუ ტუხტთან ერთად დათესილი იყო შუქურა მცენარეც, ტუხტს აღმონაცენის გამოჩენისთანავე პირველი გამოთოხვნისთანავე მას მოაცილებენ.
მეორე წლის გაზაფხულზე პლანტაციას ასუფთავებენ, აშორებენ წინა წლის ღეროს ნარჩენებს, უსიცოცხლო ფესვებს, გააქვთ პლანტაციის ფარგლებს გარეთ და წვავენ. მას შემდეგ, რაც დაეტყობა მცენარეს გამოცოცხლება, ატარებენ რიგთაშორისების გაფხვიერებას 8-10 სმ სიღრმეზე, სარეველებისაგან ნაკვეთის გასუფთავებას. დანარჩენი ღონისძიებები ისეთივე წესით სრულდება, როგორც პირველ წელს.
2.4. ტუხტის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა
ტუხტს მრავალი მავნებელი ეტანება (იონჯის ბაღლინჯო, კანაფის რწყილი და სხვა). მავნებლებთან ბრძოლის სწორად წარმართვით მოსავლის ხარისხი და რაოდენობა შეიძლება მნიშვნელოვნად გავზარდოთ.
იონჯას ბაღლინჯოს წინააღმდეგ საჭიროა ჩავატაროთ პროფილაქტიკური ღონისძიებები. ტუხტის დასათესად უნდა შეირჩეს იონჯას ბაღლინჯოსაგან დაუსნებოვანებელი ნაკვეთი. დათესვის მეორე წლიდან ნაკვეთი ადრე გაზაფხულზე უნდა გასუფთავდეს ნარჩენებისა და სარეველებისაგან. ნარჩენები მოშორებით უნდა დაიწვას.
იონჯის ბაღლინჯოს წინააღმდეგ წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ სამედიცინო მცენარეებისაგან მიღებული ინსექტიციდური პრეპარატები. მათი დამზადება საკუთარი ძალებითაც შეიძლება.
ამ მიზნით შესაძლებელია ლენცოფას (Hyoscyamus niger L.) გამოყენება. ლენცოფას მიწისზედა ნაწილს ამზადებენ ყვავილობის დაწყებამდე, როზეტის ფოთლებს და ფესვებს - შემოდგომით ან გაზაფხულზე.
უნდა გვახსოვდეს, რომ ლენცოფა შხამიანი მცენარეა!
განსაკუთრებით ტოქსიკურია ვეგეტაციის პირველ წელს. 1 კგ წვრილად დაჭრილ მშრალ ნედლეულს ან 3 კგ ნედლ მასას მცირე რაოდენობის წყალში წამოადუღებენ ორი ან სამი საათით, გააცივებენ, გაწურავენ. გაწურვის შემდეგ მიღებულ წყლიან გამონაწვლილს 10 ლ-მდე წყლით შეავსებენ.
იონჯას ბაღლინჯოს წინააღმდეგ ლენცოფას გარდა შეიძლება სარეპტის მდოგვის გამოყენებაც B Brassica juncea (L.) Czern.
მცენარის თესლის ფხვნილს 10 გ/ლ შეფარდებით დააყენებენ თავდახურულ მინის ან ემალის ჭურჭელში 48 სთ-ის განმავლობაში. შემდეგ გაფილტრავენ. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად 150-200 მლ მიღებულ კონცენტრატს უმატებენ 850-800 მლ წყალს.
აღნიშნული მავნებლის წინააღმდეგ შეიძლება გამოვიყენოთ ლემაც (Datura stramonium L.). ლემას გამოყენების მიზნით მის მიწისზედა ნაწილს ამზადებენ ყვავილობის დროს. 1 ლ წყალზე იღებენ 100 გ ნედლ მცენარეს, ან 50 გ მცენარის ფხვნილს, ან 50 გ მცენარის ფოთლებს ფესვებთან ერთად. წყალში დააყოვნებენ 12 სთ-ით, შემდეგ გაწურავენ. შესაძლოა მომზადდეს მონახარში შემდეგნაირად: 1 კგ მშრალი მცენარის მწვანე ნაწილს ან 3 კგ ნედლ მცენარეს ადუღებენ მცირე რაოდენობის წყალში, გააცივებენ, მონახარშს გააცივებენ და შეავსებენ 10 ლ-მდე წყლით.
სამკურნალო ტუხტის მავნებლებთან ბრძოლაში ეფექტურია პირეთრუმის გამოყენება. იგი მზადდება გვირილის სახეობებისაგან Pyrethrum carneum Bieb, P. cinerarifolium Trev. ინსექტიციდური მიზნებისათვის იყენებენ აღნიშნული მცენარის ყვავილედს. გამშრალ ყვავილედს დაფშვნიან, მიღებულ ფხვნილს ხმარობენ ტუხტის პლანტაციაში შესაფრქვევად. შეფრქვევის წინ უმატებენ შემავსებელს 1:1 შეფარდებით, თუ ხმარობენ P. carneum-1, P. cinerarifolium -ის ყვავილების ხმარებისას კი შემავსებლის 1:2 შეფარდებით ნარევს გამოიყენებენ.
კანაფის რწყილი ძირითადად აზიანებს მცენარის ნორჩ ფოთლებს. გარდა ზემოთ აღნიშნული საშუალებებისა, რომლებიც გამოიყენება ბაღლინჯოს წინააღმდეგ და ეფექტურია კანაფის რწყილებთან ბრძოლაშიც, შესაძლებელია მექანიკური მეთოდების შეთავსებაც. ასეთ ღონისძიებად ითვლება მწერების საჭერით მათი ამოკრეფა.
მცენარეთა შეწამვლის დროს საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა
2.5. ნედლეულის აღება
იხ. აგრეთვე ზევით, პარაგრაფი „ნედლეული“. სამკურნალო ტუხტის მოსავალს იღებენ დათესვიდან მეორე წლის შემოდგომაზე ან მესამე წლის გაზაფხულზე. მეორე წლის გაზაფხულზე ნედლეულის შეგროვება შეიძლება, მაგრამ შედარებით არარენტაბელურია. ამ დროს ნედლეული ჯერ კიდევ ნაკლებხარისხოვანი და რაოდენობრივადაც მცირეა.
ფესვების მექანიკური საშუალებებით აღების წინ ტუხტს ცელავენ. ამოთხრილი ნედლეული მიწისაგან უნდა გასუფთავდეს. შესაძლებელია ფესვების 2-3 დღე გაურეცხავად შენახვა. გარეცხვამდე ფესვებს უნდა მოეჭრას ღეროს ნარჩენი და უვარგისი მიწისქვეშა ნაწილები.
გასარეცხად ტუხტის ფესვებს ჩაალაგებენ შესაფერის ჭურჭელში, ეს შეიძლება იყოს კალათი, სპეციალური ნახვრეტებიანი ფესვსარეცხელები. ტუხტის ფესვები უნდა გაირეცხოს სწრაფად, ჩვეულებრივ 20-25 წთ-ში, რათა არ მოხდეს ფესვების გალორწოვნება და ნედლეულმა არ დაკარგოს ხარისხობრივი მონაცემები. გარეცხილ ფესვებს ჭრიან 15-25 სმ სიგრძის ნაჭრებად და ზედაპირს ჩვეულებრივი დანით ფხეკენ. შესაძლებელია მსხვილი ფესვების გრძივად დაყოფა 2-4 ნაწილად. შრობისათვის რეკომენდირებულია 60-700 C ტემპერატურული რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნედლეულის ჰიგროსკოპიული თვისებების გამო ისინი ჰაერიდან ადვილად შთანთქავენ ნესტს და ლპებიან. ნედლეულს ინახავენ ხის ყუთებში ან ფუთებში, მშრალ ადგილას.
ერთი ჰექტარი პლანტაციიდან საშუალოდ 2-4 ტონა მშრალი ფესვები მიიღება.
როგორც აღვნიშნეთ, ძირითადად აგროვებენ ტუხტის ფესვებს. მაგრამ რიგ შემთხვევაში შეიძლება დამზადდეს ტუხტის ფოთლები, ყვავილები, თესლები და ღეროებიც კი. ისინი ფესვებთან შედარებით მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც შეიცავენ მოქმედ ნივთიერებებს.
ფოთლებსა და ყვავილებს აგროვებენ მშრალ ამინდში, მცენარის ყვავილობის დროს. 1 ჰექტარი პლანტაციიდან საშუალოდ 1 ტონა მშრალი ფოთოლი და 200 კილოგრამი ყვავილი მიიღება.
2.6. თესლის აღება
სამკურნალო ტუხტის თესლის შეგროვება შესაძლებელია სიცოცხლის პირველივე წლიდანვე. თესლებს აგროვებენ იმ მცენარეებიდან, რომელთა მიწისზედა ნაწილის შეგროვება არ მოხერხდა. თესლების შეგროვებას იწყებენ მაშინ, როცა თესლების 50%25 მურა შეფერილობის გახდება. იმ შემთხვევაში, როცა თესლს იღებენ პირველი წლის პლანტაციიდან, ღეროს 15 სანტიმეტრამდე გადაჭრიან, მომდევნო წლებში კი უშუალოდ ფესვის ზედა ნაწილის სიახლოვეს. პირველი წლის ნათესები შედარებით იოლად ზიანდებიან ზამთრის სიცივეებით.
მოჭრილ მიწისზედა ნაწილს 40-50 ცალად კრავენ და ძნების სახით მშრალ ამინდში გარეთ ტოვებენ. თესლებს გამოშრობის შემდეგ გამოფშვნიან. გასაყიდად გათვალისწინებული თესლები უნდა დავამუშაოთ და დავახარისხოთ სანიავებელ მანქანაზე.
1 ჰა პლანტაციიდან I წელს შესაძლებელია 0,2-0,3 ტ თესლის მიღება, II წელს 0,4-0,5 ტ თესლისა.
ტუხტის თესლის წარმოებისათვის აუცილებელი არაა განსაკუთრებული სათესლე პლანტაციის მოწყობა; თესლის წარმოება ჩვეულებრივ იმ ნაკვეთიდან შეიძლება, რომელი სამკურნალო ნედლეულის მისაღებადაა გაშენებული.
III. სამკურნალო ტუხტის გამოყენება
სამკურნალო ტუხტი მრავალმხრივი დანიშნულებით გამოიყენება, რაც ამცირებს მისი წარმოების მარკეტინგულ რისკს. მას იყენებენ მედიცინაში, ვეტერინარიაში. გარდა ამისა, ტუხტის ფესვების გასუფთავებისაგან მიღებული მეორეული პროდუქტი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვებად.
3.1 გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში
ოფიცინალური მედიცინა იცნობს ტუხტის ფესვი ამოსახველებელ, შემომგარსველ, ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. ქარხნული წესით მზადდება ტუხტის მშრალ ექსტრატი, სიროფი, გამონაცემი. იგი შედის მრავალი მცენარეული ნაკრების შემადგენლობაში. ტუხტის ბალახიდან მზადდება პრეპარატი (ტაბლეტები) - მუკალტინი, რომელიც გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების, პნევმონიის, ბრონქოექტაზიის დროს.
3.2. გამოყენება ემპირიულ მედიცინაში (მანანა კიკნაძე)
დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები |
ნედლეული |
ემპირიული რეცეპტი |
რევმატიული დაავადებები, სახსრების დაავადებები |
|
|
ართრალგია |
ტუხტი |
ტუხტი ბატის ქონთან ერთად |
სუნთქვის ორგანოების დაავადებები |
|
|
ფილტვებისა და ზედა სასუნთქი გზების ფუნქციების დარღვევები |
ტუხტის ფესვი |
|
ხველა (ნახველით) |
ტუხტის ფესვები |
1. ტუხტის წყლიანი გამონაწვლილი: 6,5 გ მცენარის წვრილადდაჭრილ გამშრალ ფესვებს დაასხამენ 100 მლ ოთახის ტემპერატურის წყალს, გააჩერებენ 1 საათს, გაწურავენ და 15 გრამს ღებულობენ ყოველ 2 საათში. |
სასუნთქი გზების დაავადებები |
ტუხტის ფესვები |
1. ტუხტის ფესვები - 6,0 ვირისტერფას ფოთოლი 6,0 თავშავას ბალახი 3,0 15,0 მცენარეულ ნარევს დაასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, წამოადუღებენ, დააყოვნებენ 20 წთ, გაწურავენ. ნახევარ ჭიქა მიღებულ სითხეს თბილი სახით დალევენ 3-4-ჯერ დღეში. |
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები |
|
|
საჭმლის ორგანოების ფუნქციების ფუნქციების დარღვევები |
ტუხტის ფესვი; ტუხტის ფოთლები |
ფოთლებისაგან მომზადებული წყლიანი გამონაწვლილის ოყნა |
კოლიტი, ენტეროკოლიტი |
ტუხტის ფესვი |
სამკურნალო ტუხტის ნაყენი: 1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესვი (იშვიათად გამოიყენება ფოთლები და ყვავილები) დაასხით 500 მლ ცივი წყალი და გააჩერეთ 1 დღე. გაწურეთ და დაუმატეთ შაქრის ფხვნილი დასატკბობად. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველი ორი საათის შემდეგ. |
კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადება |
ტუხტის ფესვი |
სამკურნალო ტუხტის ნაყენი: 1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესვი (იშვიათად გამოიყენება ფოთლები და ყვავილები) დაასხით 500 მლ ცივი წყალი და გააჩერეთ 1 დღე. გაწურეთ და დაუმატეთ შაქრის ფხვნილი დასატკბობად. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველი ორი საათის შემდეგ. |
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები |
|
|
თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებები |
ტუხტის ყვავილები |
|
ინფექციური დაავადებები |
|
|
ყივანახველა |
ტუხტის ფესვები |
სამკურნალო ტუხტის ნაყენი: 1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესვი (იშვიათად გამოიყენება ფოთლები და ყვავილები) დაასხით 500 მლ ცივი წყალი და გააჩერეთ 1 დღე. გაწურეთ და დაუმატეთ შაქრის ფხვნილი დასატკბობად. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველი ორი საათის შემდეგ. |
დიზენტერია |
ტუხტის ფესვები |
სამკურნალო ტუხტის ნაყენი: 1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესვი (იშვიათად გამოიყენება ფოთლები და ყვავილები) დაასხით 500 მლ ცივი წყალი და გააჩერეთ 1 დღე. გაწურეთ და დაუმატეთ შაქრის ფხვნილი დასატკბობად. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველი ორი საათის შემდეგ. |
მეანობა |
|
|
საშვილოსნოს გამკვრივება და შეკუმშვა |
ტუხტის თესლი |
ტუხტის თესლი გუმფისთან ერთად |
მშობიარობის შემდგომი გამონადენი |
|
ტუხტის თესლის ნახარში |
ნერვული დაავადებები |
|
|
იშიასი (საჯდომის ნერვის ანთება) |
ტუხტი |
ტუხტი ბატის ქონთან ერთად |
კანისა და ვენერიული დაავადებები |
ტუხტის ფოთლები |
წყლიანი გამონაწვლილით გაჟღენთილი საფენები |
სებორეა |
ტუხტის ფოთლები |
ნედლი მცენარის ფოთლების წვენის საფენები |
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები |
|
|
ანგინა |
ტუხტის ფოთლები |
წყლიანი გამონაწვლილი ყელში გამოსავლებად |
ტონზილიტი |
ტუხტის ფესვები |
ფესვის ნაყენი |
ყბაყურა ჯირკვლის ჰიპერტროფია |
|
ტუხტის საფენები |
თვალის დაავადებები |
|
|
კონიუნქტივიტი |
ტუხტის ფესვები |
ფესვის ნაყენი |
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები |
|
|
გინგივიტი |
ტუხტის ფესვები |
ფესვის ნაყენი |
3. 3. გამოყენება კოსმეტოლოგიაში
კანის სიმშრალე |
ტუხტის ფესვი; ტუხტის ფოთლები |
|
სებორეული ცვლილებები |
ტუხტის ნედლი ფოთლები |
ნედლი მცენარის ფოთლების წვენის საფენები სახის კანზე |
სახის კანის ჭარბცხიმიანობა |
ტუხტის ფესვები |
2 სუფრის კოვზ ტუხტის დაწვრილმანებულ ფესვებს ასხამენ 300 მლ ცივ წყალს, დააყოვნებენ 1 საათით. გაწურავენ. მიღებული სითხე გამოიყენება ცივი საფენების სახით |
3. 4. გამოყენება ფარმაციაში
სამკურნალო ტუხტის ბალახისაგან ამზადებენ ცნობილ პრეპარატ „მუკალტინს“, რომელიც გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება
ტუხტის ძირების ფხვნილი გამოიყენება პილულების წარმოებაში როგორც შემავსებელი საშუალება
3.5 გამოყენების სხვა არეალები
დეკორატიული მცენარეა
თაფლოვანი მცენარეა
ტუხტის ღეროსაგან მზადდება ბოჭკო, რომელიც გამოიყენება თოკებისა და ტომრების დასამზადებლად, ასევე როგორც ჩასაფენი და საიზოლაციო მასალა.1 ჰა ფართობი პირველი წლის პლანტაციიდან შესაძლებელია 0,25-0,35 ტ ბოჭკოს მიღება, მეორე და მომდევნო წლებში 0,4-0,6 ტ ბოჭკოს მიღება.
თუ გავითვალისწინებთ ტუხტის ყველა ორგანოს ღირებულებით მნიშვნელობას, მისი კულტივირება მიზანმიმართული უნდა იყოს კომპლექსური გამოყენებისაკენ.
4. სამკურნალო ტუხტის ყვავილში შედის პიგმენტი მალდვინი, რომლის გამოყენება შეიძლება შალის შესაღებად.
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. ტუხტი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. ტუხტი. „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Archil Shengelia. Althaea officinalis L. ,,Plants Science”, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I-XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
მასალა შეტანილია საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის ენციკლოპედიაში. საავტორო უფლებები დაცულია. მასალის კოპირება დაუშვებელია ავტორის ნებართვის გარეშე.
![]() |
13 სელი |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია
Лен обыкновенный - რუს.
Cultivated flax - ინგლ.
Echter Lein - გერმ.
Lin cultive - ფრანგ.
1. ზოგადი ნაწილი
სელის ოფიცინალური სახეობაა მხოლოდ ჩვეულებრივი სელი - Linum usitatissimum L., მაგრამ ჰომეოპათიაში არაოფიცინალურ სახეობას - Linum catharticum L. საფაღარათო სელსაც იყენებენ.
1.1.ზოგადი დახასიათება
ჩვეულებრივი სელი - Linum usitatissimum L. მიეკუთვნება Linaceae - ს ოჯახს. იგი
ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორმდგომია ხშირფოთლიანი, 60-120 სმ , იშვიათად 150 სმ სიმაღლის. ფოთლები ხაზურ-ლანცეტა ფორმის, შიშველი, წაწვეტებული.
ფოთლები ხაზურაა ან ხაზურა-ლანცეტისებურია, წაწვეტებული, 3 ძარღვიანი,მჯდომარე, მთლიანი, 2-3 სმ სიგრძის და 2-4 მმ სიგანის,დაფარულია ცვილის ნაფიფქით.
ყვავილები ღეროს წვეროზე შეკრებილია საგველად.ყვავილი წვრილსა და გრძელ ყვავილის ყუნწებზეა განლაგებული. ყვავილის ფურცელი 5-ია, უკუკვერცხისებური, ლურჯი ან მოცისფრო-ლურჯი; იგი ჯამზე უფრო გრძელია.
ნაყოფი მრავალთესლიანი სფეროსებრი კოლოფია, იხსნება ხუთ ადგილას. თესლები ღიადარიჩისფერია, მბზინავი, შესველებისას ლორწოიანდება. თითოეულ კოლოფში 10-მდე თესლია.
ყვავილობს ივნის-აგვისტოში.მწიფდება სექტემბერში.
გავრცელება
ჩვეულებრივ სელი კულტურული მცენარეა .მის მოშენებას აწარმოებს მრავალი ქვეყანა. სელის კულტურული სახეობა უძველესი ბოჭკოვანი მცენარეა, რომელსაც აწარმოებენ ევროპის ქვეყნებში, ხმელთაშუაზღვის და სამხრეთ-დასავლეთ აზიის რაიონებში.
საქართველოს ფლორაში აღწერილია ველურადმოზარდი სელის 5 სახეობა. ოფიცინალური სახეობა ბუნებრივად კი არ გვხვდება. სელის სხვადასხვა სახეობები გვხვდება ნათესებსა და ნაგავზე როგორც სარეველა.
1.3 ნედლეული
ნედლეულია სელის თესლი - Semen Lini. სელის თესლები კვერცხისებრი ფორმისაა, ერთი მხრიდან წაწვეტებული, მეორედან - მომრგვალებული.სიგრძით 6 მმ-მდე, სისქით 3 მმ. თესლის ზედაპირი გლუვია, პრიალა, ღია ყავისფერი . უსუნოა, ლორწოვან-ზეთოვანი გემოთი.
ზეთის მისაღებად თესლს წინასწარ ამტვრევენ სპეციალური მანქანით. სელის ზეთს იღებენ დამტვრეული თესლების ცხელი დაწნეხვით. იგი ქარვისფერი, ადვილად შრობადი, გამჭირვალე სითხეა; აქვს სპეციფიკური სუნი და გემო. სამხრეთის რეგიონების, მათ შორის სამცხის ზეთი, ნაკლებ შრობადია და სამედიცინო და საკვები მოიზნით იყენებენ. ჩრდილოეთის ქვეყნებში მოწეული სელის ზეთი სწრაფად შრება. მათ თექნიკაში იყენებენ. სელის ზეთის მჟავური რიცხვი 5-ს არ უნდა აღემატებოდეს.
1.4 ქიმიური შემადგენლობა
სელის ყველა სახესხვაობის თესლი შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს (10%25), შრობად ცხიმოვან ზეთებს (30-40%25), ცილოვან ნივთიერებებს (18-33%25), ენზიმებს, სტერინებს, ციანოგენურ გლიკოზიდ ლინამარინს (1,5%25) და მინერალურ ნივთიერებებს.ლორწოს ჰიდროლიზისას მიიღება არაბინოზა, ქსილოზა, გალაქტოზა, რამნოზა, გალაქტურონის მჟავა. საერთოდ, შემადგენლობა მკვეთრად იცვლება
ჯიშების და განსაკუთრებით მოშენების რეგიონების მიხედვით .მაგ., მცენარის ჩრდილოეთისაკენ გადაადგილების თესლის შემადგენლობაში პირდაპიროპორციულად მატულობს ლინოლისა და ლინოლენის მჟავების ტრიგლიცერიდების, აგრეთვე იოდის რაოდენობა.
[9]: „ცხიმი შედგება ოლეინის, ლინოლის, ლინოლენის მჟავების ტრიგლიცერიდებისაგან, მცირე რაოდენობით არის ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები (არაქიდინის და სხვა.) თესლებში ზეთის შემცველობა მერყეობს 24-44 %25 ფარგლებში, რაც დამოკიდებულია სელის სახესხვაობაზე, ზრდის კლიმატურ-გეოგრაფიულ პირობებზე, ნიადაგზე. კიდევ უფრო დიდი განსხვავება შეიმჩნევა ზეთის თვისობრივ შემცველობაშიც“.
II. კულტივირება
2.1. ნიადაგის შერჩევა და მომზადება
სელი ნესტის მოყვარული მცენარეა, რომელიც კარგად ვითარდება ზომიერი კლიმატის
პირობებში, შერჩეული ნაკვეთი დაცული უნდა იყოს ქარებისაგან. გამოუსადეგარია ბორცვიანი ადგილები, აგრეთვე ჩაღრმავებული ადგილები. მოსავლიანობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანია ნოყიერი ნიადაგების შერჩევა ან მათი განაყიერება. ერთი და იგივე ადგილას სელის მოშენება რეკომენდირებულია 6-7 წელს.
სელის კულტურისათვის გამოუსადეგარია ქვიშიანი, მსუბუქი ნიადაგები, ასევე თიხნარი და კირიანი, ტორფიანი ნიადაგები.
შერჩეულ ნიადაგს ღრმად დაამუშავებენ და გაწმინდავენ სარეველებისგან. გაზაფხულზე ნიადაგს გააფხვიერებენ და ზედაპირს მოასწორებენ. ნიადაგის განოყიერება უმჯობესია წინამორბედი კულტურის ქვეშ მოხდეს. განოყიერება მიზანშეწონილია ნაკელით და მინერალური სასუქებით. მინერალური სასუქებიდან რეკომენდირებულია სუპერფოსფატის გამოყენება. მიზანშეუწონელია აზოტოვანი სასუქების გამოყენება.
ძალზე სასარგებლოა ხის ნაცარის გამოყენება, რომელიც შეიცავს კალიუმს, ფოსფორმჟავას და კირს.
სელი მიეკუთვნება ისეთ კულტურას, რომელიც ვეგეტაციის შემდეგ ნიადაგს სტოვებს საკვები ნივთიერებებისაგან გამოფიტულ. ამიტომ, სელის ნაკვეთი მოსავლის აღების შემდეგ უნდა განოყიერდეს, რათა მეორე წელს მოსავლიანობა მაღალი იყოს.
2.2. გამრავლება
სელის გამრავლება შესაძლებელია თესლით. თესლი უნდა იყოს წინაწარ კარგად გასუფთავებული, მასში არ უნდა ერიოს სხვა მცენარეთა და სარეველების თესლები. თესლის ხარისხს განსაზღვრავს თესლის სისუფთავის ხარისხი და აღმოცენების უნარი.
დათესვის ნორმაა 36-46 კგ/ჰა-ზე. დათესვა ხდება თესლის მობნევით. ჩათესვის სიღრმეა 1-2 სმ. დათესვა შესაძლებელია ადრე გაზაფხულზე, ჰაერის დათბობის შემდეგ. დათესვის შემდეგ ნიადაგის ზედაპირს მოასწორებენ, რაც ხელს უწყობს აღმოცენების თანაზომიერ განვითარებას.
აღმონაცენი შესამჩნევი გახდება 4-10 დღეში. წვიმების შემთხვევაში ნიადაგის ზედაპირზე ქერქის წარმოქმნისას საწიროა მისი ზედაპირის მოსწორება, რათა აღმონაცენის განვითარება არ შეფერხდეს.
2.3. მოვლა
მოვლის ღონისძიებებიდან აღსანიშნავია გამრგვლა. გამარგვლა საჭიროა ფრთხილად, რათა ახალგაზრდა აღმონაცენი არ დაზიანდეს. პირველ გამარგვლას აწარმოებენ, როდესაც მცენარის სიმაღლე 9-13 სმ-ია.
თესლის მომწიფებამდე პერიოდი 14-15 კვირას გრძელდება.
2.4. ნედლეულის შეგროვება
სელის მოსავლის აღებას იწყებენ ნაყოფების ტექნიკური სიმწიფისას. იღებენ კომბაინებით, აშრობენ და ასუფთავებენ გადამამუშავებელ სპეციალურ პუნქტებში, სადაც არის მაშრობი აგრეგატები და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა. თესლებს გამოცეხვავენ და მიჰყავთ სათანადო კონდიციამდე.
სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს თესლი. მას აგროვებენ ყვითელი სიმწიფის ფაზაში. სელის შეგროვება შესაძლებელია მექანიზებულად, რომლის დროსაც ძირიანად თხრიან მას, შეკრავენ ძნებად და აშრობენ. გამშრალ ნაყოფებს გალეწავენ.
ნედლეულს გააჩნია შემდეგი სახე: იგი კვერცხისებური ფორმისაა, ერთი ბოლო წამახვილებულია, მეორე მხარე მომრგვალებული. თესლის სიგრძე 4-6 მმ-ია, სიგანე 2-3მმ. თესლის ზედაპირი მბზინავია, ლუპით შეიმჩნევა წვრილი ამოზნექილობა, თითქმის გლუვია, მოყვითალო-მურა, ღია ყვითლად გამოხატული თესლის ნაწიბურით. შესველებისას თესლები ლორწოიანდება. სუნი არა აქვს, გემო ლორწოვან-ზეთოვანია.
2.5 გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში
ამზადებენ Mucilago seminis Lini, რომელიც გამოიყენება როგორც შემომგარსველი საშუალება. ოფიცინალური მედიცინა იყენებს თესლის ქატოს (Farina Lini). ქატოს ასველებენ ცხელი წყლით და ცხელ საფენებს იდებენ დამწვარ კანზე, როგორც დამარბილებელს. იყენებენ ლინიმენტების სახითაც. სელის ზეთებიდან ამზადებენ პრეპარატ ლინეთოლს.
[9]: „სელის ზეთისაგან მზადდება პრეპარატი ლინეთოლი. ის წარმოადგენს უჯერი ცხიმოვანი მჟავების ეთილის ეთერების ჯამურ პრეპარატს, ნაჯერი მჟავების მცირე მინარევით (9-11%25). ადრე ლინეთოლს უნიშნავდნენ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის - შიგნით მისაღებად და დამწვრობისა და კანის სხივური დაზიანებისას - გარედან. ამჟამად დადგენილია, რომ მცენარეული ესენციალური - შეუცვლელი უჯერი ცხიმოვანი მჟავები - ოლეინის, პალმიტინის, ლინოლის, ლინონელის, რომელიც მცირეა ცხოველურ ზეთებში, მათშივე არსებულ ფიტოსტერინებთან ტოკოფეროლთან (ვიტამინი F) ერთად თრგუნავენ ათეროსკლეროზის განვითარებას. ისინი ამავდროულად ადამიანის ორგანიზმში წარმოადგენენ პროსტაგლანდინების სინთეზის ბუნებრივ წინამორბედებს. პროსტაგლანდინები კი მოქმედებენ ცხიმოვან ცვლაზე, აგანიერებენ ბრონქებს და საშვილოსნოს, ამცირებენ ინფარქტის რისკს. ლინეთოლი შედის რამდენიმე აეროზოლურ პრეპარატში, ამზადებენ ლინეთოლის 5%25 საცხსაც.“
6. გამოყენება ემპირიულ მედიცინაში (მანანა კიკნაძე)
დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები |
ნედლეული |
ემპირიული რეცეპტი |
სისხლის მიმოქცევის ორგანოების დაავადებები |
|
|
ათეროსკლეროზი |
სელის თესლი |
შიგნით მისაღებად რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება, ცოტაოდენი წყლის დამატებით |
რევმატიული დაავადებები |
|
|
ართრალგია |
სელის თესლი |
|
სუნთქვის ორგანოების დაავადებები |
|
|
სუნთქვის ორგანოთა ანთებითი დაავადებები |
სელის თესლი |
შიგნით მისაღებად რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება, ცოტაოდენი წყლის დამატებით |
საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები |
|
|
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა ანთებითი დაავადებები |
სელის თესლი |
შიგნით მისაღებად რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება, ცოტაოდენი წყლის დამატებით |
ყაბზობა |
სელის თესლი |
2 სუფრის კოვზ თესლ დაასხამენ 1 ჭიქა წყალს, შემდეგ შეანჯღრევენ ნარევს და გაწურავენ მარლაში. სვამენ ნახევარი ჭიქის ოდენობით ერთხელ დღეში |
წყლულოვანი დაავადება |
სელის თესლი |
შიგნით მისაღებად რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება, ცოტაოდენი წყლის დამატებით |
გასტრიტი |
სელის თესლი |
შიგნით მისაღებად რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება, ცოტაოდენი წყლის დამატებით |
ნაღვლგამომყოფი გზების კოლიკა |
სელის თესლი |
შიგნით მისაღებად რეკომენდირებულია 1-2 სუფრის კოვზი სელის თესლების მიღება, ცოტაოდენი წყლის დამატებით |
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები |
|
|
შარდგამომყოფი გზების ანთებითი დაავადებები |
სელის თესლი |
2-3 სუფრის კოვზ მცენარის თესლებს დაასხამენ 1 ლიტრ ცივ წყალს, გააჩერებენ 5 საათი, გაწურავენ. |
კანისა და ვენერიული დაავადებები |
|
|
იმპეტიგო |
სელის თესლი |
|
ფურუნკულები |
სელის თესლი |
|
ქირურგიული დაავადებები |
|
|
ჭრილობები |
სელის თესლი |
|
დამწვრობა |
სელის თესლი |
სელის თესლისგან მიღებული ზეთის საფენები |
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები |
|
|
ანგინა |
სელის თესლი |
|
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. სელი თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. სელი „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Vasil Shengelia. Linium . ,,Plants Science”, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
![]() |
14 შხამა ლობელის |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, ლევან შენგელია
Чемерица Лобеля - რუს.
False hellebore - ინგ.
Germer - გერმ.
Hellébre blanc, Vératre - ფრანგ.
Veratrum album L. - შხამა თეთრი
Veratrum viride Ait. - შხამა მწვანე
შხამიანი მცენარეა!
I. ზოგადი ნაწილი
1.1. ზოგადი დახასიათება
ლობელის შხამა - Veratrum lobelianum Bernh. მიეკუთვნება შროშანასებრთა - Liliaceae ოჯახს. . იგი მრავალწლოვანი, ერთლებნიანი, ბალახოვანი მცენარეა.
ღერო მსხვილია, მრავალფოთლიანი, ზედა ნაწილში შებუსული, 70 - 170 სმ სიმაღლის.
ფესურა მსხვილია, ვერტიკალური, მრავალრიცხოვანი თასმისებური, გრძელი ფესვებით, საშუალოდ 8 სმ სიგრძის; ფოთლები მორიგეობითია, მსხვილი, გლუვი,ღერომხვევი, მჯდომარე. სიგრძით 20-25 სანტიმეტრი. ფართო - ელიფსურია, კიდემთლიანი, ვაგინა გრძელი მილისებრია, ერთმანეთზე მიმყოლი.ფოთლის ფირფიტა გოფრირებულია, ქვედა მხრიდან მოკლე ბეწვით შებუსვილი.
ყვავილედი წვეროზეა. იგი საგველაა, რომლის სიგრძე 20-60 სმ-ია. ყვავილები შეუხედავია, მომწვანო, მარტივი, ფუძესთან 6 განყოფილებიანი, ფართოდ გადაშლილი ყვავილსაფრით. ყვავილსაფრის ფურცლები ბლაგვია, მტვრიანა 6, ნასკვი ზედაა.
ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია, რომელშიც მრავალი თესლია. თესლები ოვალურია, ერთი მხრიდან წამახვილებული. არშიად გარს აკრავს განიერი გარსიანი თესლების ზედაპირი წვრილწერტილოვანია, ხორკლიანი, ფერად წაბლისფერი - ყვითელია. თესლების ზომა 6,0 - 10,0X 2,5 - 3,5მმ
ყვავილობს ივნის - აგვისტოში. ნაყოფი მწიფდება აგვისტო - სექტემბერში.
1.2. გავრცელება
შხამა იზრდება ტყისა და ტყესტეპის ზონაში. იგი გავრცელებულია მთელ ევროპასა და აზიაში, უკიდურესი ჩრდილოეთისა და უკიდურესი სამხრეთის გარდა. მისი გავრცელების არეალი ზღვის დონიდან 1000 მ - სა და 2300 მ - ს შორისაა.
იზრდება უპირატესად ნესტიან ადგილებში, ტყეებში, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, ჭაობების სიახლოვეს, მდინარეების ნაპირებთან, ბუჩქოვანთა შორის.
საქართველოში შხამა გავრცელებულია მთელ ქვეყანაში. მთის საძოვრებზე საშიში სარეველაა-შხამიანია. ხშირად გვხვდება აჭარა-გორიის მთებში, ყაზბეგის, ბორჯომ-ბაკურიანის, ბახმაროს, დუშეთის და სხვ. რაიონებში, განსაკუთრებით კარგ ნედლეულად ითვლებოდა ბახმაროს შხამა.. მისი რესურსები ჩვენში საკმაოდ მაღალი იყო. ამიტომ წლების განმავლობაში, საბჭოთა წყობილების ადრეული წლებიდანვე წარმოებდა მისი დამზადება. აჭარაში შხამას ყოველწლიურად ამზადებდნენ 10 ტ - ის მოცულობით ამზადებდნენ.
1.3 ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია შხამას ფესურა ფესვებით - Rhizoma cum radicibus Veratri. ნედლეულის ფარმაკოპეული აღწერა [9] - ს მიხევით: ,,გამშრალი ფესურა გარედან ნაცრისფერ-მურაა, გადანატეხზე ნაცრისფერ-თეთრი. ფესვები ცილინდრულია, წვრილი 10-20 სმ სიგრძის, დანაოჭებული. ნედლს ნიორის სუნი აქვს, რომელიც გაშრობისას ქრება. გემოს გასინჯვა დაუშვებელია, შხამიანია!”
1.3 ქიმიური შედგენილობა
შხამას ფესურა და ფესვები შეიცავენ 0,5 - 1,5%25 ალკალოიდებს. (ფესვებში - 2,4%25, ფესურებში - 1,3%25, ბალახში - 0,55%25). ეს ალკალოიდები სტეროიდული ტიპისაა და შეიცავენ ჰიდროქსილურ ჯგუფებს, რომლებიც შესაძლოა იყვნენ თავისუფალი - ამინოალკოჰოლები (ალკამინები), ეთერიფიცირებული _ ეთეროვანი ალკალოიდები და გლიკოზიდებთან შეკავშირებული - გლიკოალკალოიდები. ალკამინებიდან აღსანიშნავია: ვერატრამინი, იერვინი, რუბიიერვინი, გერმინი, A, B, C ალკამინები და სხვა. გლიკოალკალოიდებიდან აღსანიშნავია: ვერატროზინი, პსევდოიერვინი; ეთეროვანი ალკალოიდებიდან - ცევადინი, გერმერინი, გერმიდინი, პროტოვერატრინ A, პროტოვერატრინ B.
მცენარის მიწისზედა ნაწილიც შეიცავს ალკალოიდებს: გლიკოალკალოიდებს - სოლანინს, გერმინალინს, დეზაცეტილ - ვერულოზიდს; ეთეროვან ალკალოიდებს - ვერალოზინინს, გერმინალინს; ალკალოიდების გარდა ფესურაში აღმოჩენილია მთრიმლავი ნივთიერებები, ფისები, შაქრები, მღებავი ნივთიერებები.
[9] - ს თანახმად, “ნედლეულში სტეროიდული ალკალოიდების რაოდენობა პროტოვერატრინზე გადაანგარიშებით უნდა იყოს არანაკლებ 1%25 “. უნდა აღვნიშნოთ, ასეთი ნედლეული საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვერ იქნება
„საქართველოში მოზარდ შხამას მიწისქვედა ნაწილებში იერვინის რაოდენობა 0,5%25-ია. მცენარეში ალკალოიდები არის თავისუფალი პერჰიდრიბენზფლუორელ ალკალოიდების, C27- ამინოსპირტების და ალკალოიდ-ეთერების სახით." [9]
ნახატი-ფორმულა აღებულია [9]-დან.
შხამა შხამიანი მცენარეა
საძოვრებზე შხამასაგან საქონელი ხშირად იწამლება, ამიტომ, მეჯოგეები მას ყოველთვის ანადგურებდნენ, მოწამვლა ძირითადად გაზაფხულზე ხდება. ზაფხულში მომწამვლელი ნივთიერებები თანდათან ფესვებისკენ ინაცვლებენ, მცენარის ნაყოფიანობის პერიოდში კი- მთლიანად ფესვებში არიან ლოკალიზებული. ამიტომ საქონლისთვის იმდენად საშიში არაა.
შხამა წამლავს ღორსაც, მთელი წლის მანძილზე.
შხამა კლავს ფუტკარსაც. პლანტაციიდან მინიმუმ 5 კილომეტრიან რადიუსში საფუტკრე არ უნდა იყოს.
II. ნედლეულის დამზადება
შხამას პლანტაცია
შხამას ბუნებაში დამზადება, სათანადო წესების დაცვით, სასურველიცაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწოდებაზე კონტრაქტები ხარისხისა და რაოდენობის გარანტიას ითხოვენ. ასეთი გარანტია, თუ საბაზო პლანტაცია არ გაშენდა ვერ იარსებებს.შხამას საკონტრაქტო დამზადების რეგიონში, ვფიქრობთ, აუცილებელი გახდება პლანტაციის გაშენება.
შხამას კულტივირების შესახებ მონაცემები ვერ მოვიპოვეთ. ჩვენს ხელთ არსებობს მხოლოდ ორი ფაქტი:
შხამას „პლანტაციის“ რამდენიმე შემთხვევა, 1980-იან წლებში აღვწერეთ ბახმაროს საძოვრებზე (ლევან შენგელია). აქ მეჯოგეებს შემორაგული ქონდათ დაახლოებით 2 ჰექტარი შხამა ჩასაბარებლად და უვლიდნენ მას. შემორაგული იყო ბუნებრივად გავრცელების არეალი .
შხამა თესლით გავამრავლეთ სოფელ ჩიბათში, მცირე ნაკვეთზე. მცენარემ ვერ იგუა ეს პირობები, დაკნინდა და გადაშენდა. ანალიზები არ ჩატარებულა, მაგრამ დიდი ალბათობით შმცირდა შხამიანობაც (ე.ი შემადგენლობა შეიცვალა). რთული მეტეოროლოგიური პირობები, როგორც ჩამს, მისთვის აუცილებელია.
შხამას პლანტაციის არსი, მისი ბუნებრივი გავრცელების ტერიტორიის შემორაგვა და ნიადაგის გაფხვირებააა. გამრავლება შეიძლება თესლითაც, მაგრამ ჯობს იმავე რეგიონიდან ეგზემპლიარების გადმორგვა. ნიადაგის განოყიერება საჭიროა არაა.
მცენარე ნელა იზრდება. ყვავილობას საშუალოდ 20 წლის ასაკში იწყებს. სიცოცხლის ხანგძლივობა 50-70 წელია.
2.2 ნედლეულის აღება
შხამას სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს ფესურა ფესვებით, რომელსაც აგროვებენ ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომით. ნიადაგიდან ამოთხრილ ფესურასა და ფესვებს მიწისაგან გაასუფთავებენ, გარეცხავენ და აშრობენ. მსხვილ ფესურას სიგრძივად ჩაჭრიან.
შხამა შეგროვებისა და გასუფთავების შემდეგ დაუყოვნებლად უნდა გაშრეს. ნედლეულს აშრობენ ხელოვნურ საშრობებში 600C ტემპერატურაზე. დასაშვებია მზეზე გაშრობაც.
შხამას სამკურნალო ნედლეული წარმოადგენს მსხვილ მთლიან ან გრძივად ჩაჭრილ ფესურას მრავალრიცხოვანი ფესვებით. ფესურა ერთთავიანია ან მრავალთავიანი, ქვემოდან მომრგვალო - კონუსური, 2-8სმ სიგრძის, 1,5-3სმ დიამეტრის. გარედან ფესურა რუხი ან მუქი - მურაა; ჭრილში - რუხი - თეთრი. სუნი არა აქვს, გემო არ ისინჯება, მცენარე შხამიანია!
ფესვები თასმისებრია, სიგრძეზე დანაოჭებული, 10-20სმ სიგრძის, 2-4 მ სისქის, გარედან თივისფერ - ყვითელია ან მოყვითალო მურაა, ჭრილში რუხი - თეთრია.
ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები შემდეგია:
ნესტია |
საერთო |
მცენარის |
ფერშე |
ორგანუ |
მინე |
ალკა |
არაუმე |
არაუმე |
არაუმეტეს |
არაუმეტეს |
არაუმე |
არაუმეტეს |
არანაკლებ |
შხამას მზა ნედლეულს ინახავენ 25 კგ - ობით ტომრებში ან 50 კგ - ობით ფუთებში. იგი ინახება მშრალ, კარგი განიავების პირობებში შხამიან ნივთიერებათა შენახვის წესების დაცვით. შხამას ნედლეული მიეკუთვნება Б სიას.
იმის გამო, რომ შხამა ძლიერ შხამიანი მცენარეა, მისი დამზადებისას საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა. მცენარესთან მუშაობისას რეკომენდირებულია ცხვირსა და პირზე ორმაგი სველი მარლის ნიღბის გამოყენება. შხამას ნედლეული უნდა ინახებოდეს სხვა ნედლეულისაგან განცალკევებით, განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ იგი კვების პროდუქტებთან სიახლოვეს.
ნედლეული ვარგისია 3 წლის განმავლობაში.
გამოყენება
შხამა ძლიერ შხამიანი მცენარეა და მისი საოჯახო პირობებში გამოყენება დაუშვებელია.
შხამას პრეპარატები გამოიყენება როგორც გარეგანი საშუალება კანის პრეპარატებისა და მუნის დროს. ამის გარდა შხამა გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ნევრალგიის, ართრიტების და რევმატიზმების დროს; ამ შემთხვევაში იგი გამოიყენება სპირტიანი ნაყენის, მონახარშის ან მალამოს სახით. შხამასგან გამოყოფილ პროტოვერატრინს ახასიათებს ხანგრძლივი ჰიპოტენზიური მოქმედება, ეფექტურია ეკლამპსიის და მწვავე პრეეკლამპსიური მდგომარეობების
სამკურნალოდ. შხამას პრეპარატების ფართოდ გამოყენებას აფერხებს მისი ტოქსიკურობა.
შხამა გამოიყენება ვეტერინარიაში მცოხნავი ცხოველების კუჭის მოქმედების სტიმულაციისათვის, ხოლო მალამოს სახით მუნის, კანის ბორების, ტილების საჭინააღმდეგოდ; ფესურას ფხვნილს ხმარობენ პირუტყვის ჭრილობებზე მოსაყრელად. ღორებს აძლევენ პირღებინების გამოსაწვევად და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებად.
[9]: „ამზადებდნენ გალენურ პრეპარატებს, შემდეგ ცნობილი გახდა მისი ფუნგიციდური აქტივობა. ამჟამად დადგენილია, რომ შხამას ალკალოიდებს ახასითებსთ ჰიპოტენზიური მოქმედება, განსაკუთერბით ჰიპერტონიის მძიმე ფორმების - ეკლამფსიის და ჰიპერტონული კრიზის დროს. ამ მიმართულებით უპირატესად ხმარობენ ევროპაში მოზარდ თეთრი შხამას - Veratrum album L. და ჩრდ. ამერიკული სახეობის მწვანე შხამას - V. viride Ait. ფესურის პრეპარატებს. ალკალოიდ იერვინს იყენებენ ბიოლოგიურ ექსპერიმენტში სიმსივნის უჯრედების ზრდის აქტივიზაციისათვის. შხამას პრეპარატები ინახება A-
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. შხამა ლობელის. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. შხამა ლობელის. „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა". N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Levan Shengelia. Veratrum lobelianum. ,,Plants Science”, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
![]() |
15 ვირისტერფა |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია
Мать - и - мачеха обекновенная - რუს.
Coffe Colt,s foot - ინგ.
Gewonluncher Huflattich - გერმ.
Pas d,ane, tussilage - ფრანგ.
I. ზოგადი ნაწილი
ვირისტერფა საქართველოში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი. მას ქართლში ჯორისქუსლას ეძახიან, ხევსურეთში - ცხენისტერფას, თუშეთში - დათვთბუერას, ხოლო აჭარაში გულბამბას.
[9] აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ვირისტერფას ფოთლების ნაცვლად შეცდომით ამზადებენ ოროვანდი - Arctium tomentosum Mill, ბუერა - Petasites georgicus J. Manden.- ფოთლებს.
ზოგადი დახასიათება
ვირისტერფა მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა Asteraceae-ს ოჯახს. იგი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა გრძელი, მცოცავი დატოტვილი ფესურით.
ღერო 10-15 სმ. სიმაღლისაა, სწორმდგომი, უხვადაა შებუსვილი, მოფენილია ქერქლისებრი, მოწითალო, კვერცხისებრ-ლანცეტისებრი ფოთლებით.
მისი ფესურა გრძელია, მხოხავი, დატოტიანებული, წვრილი ფესვებიანი, ადრე გაზაფხულზე დაფარულია ქერცლისებური ფოთლებით.
მცენარე თავდაპირველად პირველად მარტივ კალათებიან საყვავილე ღეროებს ივითარებს, შემდეგ ვითარდება ფესვთანური ფოთლები .
ღეროს წვეროზე ერთეული კალთა ყვავილედია, რომლის დიამეტრი 1-2 სმ - ია. ყველა ყვავილი ოქროსფერ - ყვითელია, განაპირა ყვავილები ენისებურია, შუა - მილისებური, ორსქესიანი. ნაყოფი თესლაკია, რომელიც ბუსუსოვანი ჩაჩითაა დაფარული. ყვავილობის დამთავრების შემდეგ მცენარეს უყალიბდება ფესვთანური ფოთლების როზეტი.
ფესვთანური ფოთლები მომრგვალო-კვერცხისებრია, კიდედაკბილული .კალათა 20-25 მმ დიამეტრისაა, განაპირა ყვავილები ვიწრო-ენისებრია, მრავალრიგად გაწყობილი, ბუტკოიანი. აქვს ორ-ნაკვეთიანი დინგი; შიგნითა ყვავილები მილისებრია, ორსქესიანი. საბურველის ფოთოლაკები ლანცეტა ან ხაზურია;ფოთლები გრძელყუნწიანია და დაფარულია თეთრი ფერის რბილი ბუსუსებით.
ფოთლის ფირფიტის სიგანეა 8-15 სმ, იშვიათად 25 სმ - მდეა. ფოთოლი მკვრივია, მოხაზულობით მომრგვალო ან ფართო - კვერცხისებრია, არათანაბრადგამოწეულია, კიდეებზე დაკბილული, ზემოდან მუქი - მწვანეა, თითქმის შიშველია, ქვემოდან მოთეთრო - ქეჩისებურია.
ვირისტერფა ყვავილობს მარტ-აპრილში . ნაყოფი მწიფდება აპრილ-მაისში.
1.2 ვირისტერფას თესლები
თესლები (თესლურა) მოხაზულობით მოგრძოა, ოდნავ ჩაჭყლეტილი, ოთხწახნაგოვანი, წვერში წაკვეთილი. აქვს დაკბილული გარსით და ცვენადი საფრენი .შებუსულია. თესლები ფუძესთან ოდნავ შევიწროებულია, შეიმჩნევა სათესლე ნაწიბურით. ზედაპირი გრძივად-წიბოვანია. ფერად სხვადასხვა იერის ყვითელია, თესლების ზომაა 4,0X 0,5 X 0,25 მმ. აბსოლუტური წონა 0,3 გრ.
გავრცელება
ვირისტურფა გავრცელებულია შუა ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, მცირე აზიაში, ირანში. დასავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკის მთებში.
საქართველოში ვირსიტურფა გავრცელებულია როგორც დაბლობ ისე მთიან ადგილებში, კლდიან, ღორღიან და თიხიან ნიადაგზე: ხარობს მიწაყრილსა და ჩამოშლილ ადგილებზე, მდინარეთა ნაპირებთან.ხეობებში ზოგჯერ მთლიან რაყას ქმნის. საქართველოში იგი გვხვდება რაჭა - ლეჩხუმში, იმერეთში, აჭარაში, ქართლში, გარე კახეთში, თრიალეთში.
ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია ვირისტერფას ფოთოლი - Folium Farfarae .იშვიათად-საყვავილე კალათა. ემპირიული მედიცინა ორივეს იყენებს.
1.5. ქიმიური შედგენილება
ვირისტერფას საყვავილე კალთა შეიცავს ფარადიოლს, არნიდიოლს, ტრაქსანტინს, სტიგმასტერინს, სიტოსტერინს, ჰეპტაკოზანს და მთრიმლავ ნივთიერებებს.
ვირსტერფას ფოთლები შეიცავენ მწარე ნივთიერებებს, სიტოსტერინს, გალის, ვაშლის და ღვინის მჟავებს, საპონინებს, კაროტინოიდებს, ასკორბინის მჟავას და დექსტრინს,ნახშირწყლებს და მონათესავე ნივთიერებებს: პოლისაქარიდებს, ლორწოს, ინულინს, პექტინს, ეთეროვან ზეთს, სტეროიდებს: სტიგმასტერინს, სიტოსტერინს; ვიტამის C, ალკალოიდ ტუსილაგინს, მთრთილავ ნივთიერებებს, კაუჩუკს, ფლავონოიდებს - კემპფეროლს, ქვერცეტინს; 20-ზე მეტ უმაღლეს ცხიმოვან მჟავას, ლიპიდებს.[9]
2. პლანტაცია და ნედლეულის აღება
2.1 გაშენება
ვირისტერფას ძირითადად ბუნებაში ამზადებენ-იგი საკმაო რაოდენობით მოიპოვება. ბუნებაში მოპოვებული ნედლეულის თვითღირებულება ხშირ შემთხვევაში მაღალია და მიზანშეწონილია პლანტაციის გაშენებაც.
ვისტერფასთვის უნდა შეირჩეს ნესტიანი, თიხნარი ნიადაგი. მრავლდება თესლით. თესლი ითესება შემოდგომაზე 70 სანტიმეტრით დაცილებულ კვლებში. თესლის შეძენა შეიძლება სპეციალურ მეურნეობებში ან შეიძლება მოგროვებულ იქნეს ბუნებაში. სელექციური ჯიშების შესახებ
ინფორმაცია არ არსებობს.
მოვლის ღონისძიებები ძირითადად მოიცავს სარეველებთან ბრძოლას.
2. 2. ნედლეულის დამზადება
სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს ვირისტერფას ფოთლები, რომელსაც აგროვებენ ზაფხულის პირველ ნახევარში; ამ დროს ფოთლის ზომა მცირეა და ზემოდან თითქმის შიშველია. ფოთოლი შესაძლოა შეგროვდეს ყუნწიანად. ყუნწის სიგრძე 5 სმ - ს არ უნდა აღემატებოდეს. შეგროვებას არ ექვემდებარება ნორჩი ფოთლები, რომლებიც ორივე მხრიდან ბუსუსოვანია, ასევე ჟანგათი დაზიანებული და გაყვითლებული ფოთლები. შეგროვებულ ნედლეულს ფაშარად ჩაალაგებენ ჭურჭელში და დაუყოვნებლივ გადააქვთ გასაშრობად.
გაშრობა შესაძლებელია თუნუქის ან კრამიტის სახურავიან სხვენზე. ღია ადგილას ჰაერზე. ვირისტერფას ფოთლებს გაფენენ ჯვალოს ნაჭერზე ან ფანერის ფირფიტაზე თხელ ფენად. შესველება და ნესტი ნედლეუულს ძლიერ აზიანებს. შრობისას პირველ დღეებში ნედლეულს 1 - 2 - ჯერ ფრთხილად გადააბრუნებენ. ხელოვნურ საშრობებში დასაშვებია ვირისტერფას ფოთლების შრობა 50 - 600C ტემპერატურაზე.
მზა ნედლეული შედგება მომრგვალო - გულისებური, არათანაბრად დაკბილული ყუნწიანი ფოთლებისაგან, რომელთა სიგრძე 8 - 15 სმ - ია, ხოლო სიგანე 10 სმ. ფოთლები არ უნდა იყოს ძლიერ ახალგაზრდა (არ უნდა ჰქონდეს ხშირი შებუსვა ზედა მხარეზე). მათი ყუნწი წვრილია, 5 სმ - მდე სიგრძის. ზემოდან ღარისებურია და დაფარულია რბილი გრძელი ბუსუსებით. ფოთლის ზედა მხარე მწვანეა, შიშველი, ქვედა - მოთეთრო - რუხი. ნედლეული უსუნოა. გემო მომწაროა, ლორწოვნის შეგრძნებით.
ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები შემდეგია:
მზა ნედლეულს ფუთავენ 20 კგ - ობით ტომრებში ან 50 კგ - ობით ფუთებში. მას ინახავენ მშრალ, კარგი განიავების პირობებში.
ნედლეული ვარგისია 3 წლის განმავლობაში.
III გამოყენება
3.1 გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში
შეტანილია მრავალი ქვეყნის ფარმაკოპეაში. ოფიცინალური მედიცინა იცნობს მას, როგორც დამარბილებელს, ანთების საწინააღმდეგოს, ანტისეპტიკურს, ტრაქეიტის. ლარინგიტის, ბრონქოპნევმონიის, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოექტაზის, აბსცესის დროს. გამოიყენება გარედან - ინფიცირებული ჭრილობების და კანის სხვა პათოლოგიისას. იყენებენ ჰომეპათიაში, კოსმეტოლოგიაში, ვეტერინარიაში. ფარმაცევტული მრეწველობა უშვებს ვირისტერფას გამონაცემს და დრაჟეს. შედის რამდენიმე ოფიცინალური ნაკრების შედგენილობაში.
3. 2 გამოყენება ემპირიულ მედიცინაში (მანანა კიკნაძე
დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები |
ნედლეული |
ემპირიული რეცეპტი |
სისხლის მიმოქცევის ორგანოების დაავადებები |
|
|
ფლებიტი |
ვირისტერფას ფოთლები |
|
რევმატიული დაავადებები, სახსრების დაავადებები |
|
|
რევმატიზმი |
ვირისტერფას ფოთლები |
|
სუნთქვის ორგანოების დაავადებები |
|
|
სასუნთქი სისტემის ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადები |
ვირისტერფას ფოთლები |
|
ხველა |
ვირისტერფას ფოთლები |
1. 1 სუფრის კოვზ მშრალ ნედლეულს დაასხამენ 400 მლ მდუღარეს და 1 საათით აჩერებენ, შემდეგ გაწურავენ და სვამენ სუფრის კოვზით 4 - 6 - ჯერ დღეში; 2. 4 ჩაის კოვზს დაფშვნილ ვირისტერფას ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა (200 მლ) მდუღარე, დადგით 30 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ. 3. 1 სუფრის კოვზ მშრალ ფოთლებს დაასხით 400 მლ მდუღარე და გააჩერეთ 1 სთ-ის განმავლობაში, მიღებული ნაყენი გაწურეთ, დალიეთ 1 სუფრის კოვზი 4-6-ჯერ დღეში, როგორც ამოსახველებელი საშუალება. |
მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი |
ვირისტერფას ფოთლები |
1 სუფრის კოვზ მშრალ ნედლეულს დაასხამენ 400 მლ მდუღარეს და 1 საათით აჩერებენ, შემდეგ გაწურავენ და სვამენ სუფრის კოვზით 4 - 6 - ჯერ დღეში, |
ლარინგიტი |
ვირისტერფას ფოთლები |
1 სუფრის კოვზ მშრალ ნედლეულს დაასხამენ 400 მლ მდუღარეს და 1 საათით აჩერებენ, შემდეგ გაწურავენ და სვამენ სუფრის კოვზით 4 - 6 - ჯერ დღეში, |
ფილტვის ემფიზემა |
ვირისტერფას ფოთლები |
ფოთლების ნაყენი |
ბრონქული ასთმა |
ვირისტერფას ფოთლები |
ფოთლების ნაყენი |
პნევმონია |
ვირისტერფას ფოთლები |
ფოთლების ნაყენი |
ფილტვის აბსცესი |
ვირისტერფას ფოთლები |
ფოთლების ნაყენი |
თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები |
|
|
ნეფრიტი |
ვირისტერფას ფოთლები |
ფოთლების ნაყენი |
ცისტიტი |
ვირისტერფას ფოთლები |
ფოთლების ნაყენი |
ინფექციური დაავადებები |
|
|
წითურა |
ვირისტერფას ფოთლები |
|
გინეკოლოგია |
|
|
ალგოდისმენორეა |
ვირისტერფას ფოთლები |
|
კანისა და ვენერიული დაავადებები |
|
|
თმის ცვენა |
|
ვირისტერფასა და ჭინჭრის მაგარ ნახარში |
ქერტლი |
|
ვირისტერფასა და ჭინჭრის მაგარ ნახარში |
ქირურგიული დაავადებები |
|
|
ჭრილობები |
ვირისტერფას ფოთლები |
ნედლი მცენარის ფოთლიდან გამონაწური წვენის საფენები |
წყლულები |
ვირისტერფას ფოთლები |
ნედლი მცენარის ფოთლიდან გამონაწური წვენის საფენები |
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება“: თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. ვირისტერფა თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. ვირისტერფა „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის" დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Vasil Shengelia. Tussilago farfara L. . ,,Plants Science”, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა.I-XIტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
![]() |
16 ჭინჭარი |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
Крапива двудомная - რუს
Great nettle, common nettl - ინგ.
Grosse Brennessel - გერმ.
Grande ortie, ortie dioique - ფრანგ.
1. ზოგადი ნაწილი
1.1. ზოგადი დახასიათება
ორსახლიანი ჭინჭარი - Urtica dioica L., მიეკუთვნება ჭინჭრისებრთა - Urticaceae. Urticaceae-ს ოჯახს.
იგი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.ცნობილია მრავალრიცხოვანი მსუშხავი ბუსუსებით
ღერო სწორმდგომია ან აღმავალი ,ჩვეულებრივ სუსტად დატოტვილი. მისი სიმაღლე 150 სმ-მდეა, ზოგჯერ კი 2 მ-საც კი აღწევს. ღერო ოთხკუთხაა, მარტივი, ზედა ნაწილში ზოგჯერ დატოტიანებულია. უხვადაა შემოსილი ხეშეში მარტივი, ჯირკვლოვანი ბეწვებით.
ფოთლები მოპირდაპირეა, დიდი ზომის, უნწიანი, მუქი-მწვანე, კვერცხისებრი ან ლანცეტისებრი, მსხვილად დაკბილულია. ფოთოლი ფუძესთან გულისებურია ან მომრგვალოა, გრძლად წაწვეტებული წვეროთი. ფოთლის ფირფიტა 10-17სმ სიგრძისა და 5-7 სმ სიგანისაა. ფოთოლაკები თავისუფალია, ხაზურა-ლანცეტისებური, 1 სმ სიგრძისაა და ადრეულად ცვივა. ასევე მალევე სცვივა ღეროს ქვედა ფოთლები. ღეროს და ფოთლების ზედაპირი უხვადაა შებუსუსებული. ყველაზე მსხვილი ბუსუსები მოთავსებულია ფოთლის ქვედა მხარეზე ძარღვების გაყოლებაზე.
ყვავილედი თავთავისებურია. ისინი შეკრებილია ფოთლის უბეებში. მცენარე ორსახლიანია. მამრობით ძირზე ყვავილედი სწორია ან ოდნავ დახრილი, მდედრობითზე კი - დაკიდებული. ყვავილები წვრილია, მომწვანო. მდედრობითი ყვავილების ყვავილსაფრის შიგნითა ზურგისეული ნაკვეთები ნაყოფიანობისას ზრდას აგრძელებენ და მჭიდროდ ეკვრიან გარშემო კაკალს.
ნაყოფი კვერცხისებრი კაკლუჭაა, რომლის სიგრძე 1-1,5 მმ-ია. მასზე მოთავსებულია სვეტის ნაშთი.
თესლები (თესლურა) მოხაზულობით კვერცხისებურია, წაწვეტებული წვერით, ხშირად დინგის ნარჩენებით. თესლები ოდნავ ორმაგად ამოზნექილია, ჩაჭყლეტილი., თესლების ზედაპირი გლუვია, სუსტად ხორკლიანი. თესლების შეფერილობა მოყვითალო-ნაცრისფერია. ზომა 1,0-1,2 X 0,7-1,0 X 0,2-0,5 მმ .აბსოლუტური წონა 0,18-0,26 გრ.
ჭინჭარი ყვავილობს ივნის-აგვისტოში. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ბალახის ადრეული შეგროვების შემდეგ მცენარე მეორედ ყვავილობს.
ტოტებსა და ფოთლებზე, მოთავსებულია მსუსხავი ბუსუსები. ბუსუსები წამახვილებულია-ფუძესთან განიერი, წვეროსკენ თანდათან წვრილდება. ბუსუსების წვეროს კედლები გაჟღენთილია კაჟმიწით. ისინი შეხებისას ადვილად იმსხვრევიან და ნემსა ბოლოთი კანს აზიანებენ. დაზიანებულ კანში ხვდება ბუსუსში მოთავსებული მჟავა, რასაც ,,დასუსხვას“ ეძახიან. მოჭრიდან 4-5 საათის შემდეგ ჭინჭარის მჟავა ქრება, ჭინჭარი თითქმის აღარ ისუსხება, თუმცა ბუსუსები კანს მაინც ჩხვლეტენ.
ჭინჭრის ფესურა ჰორიზონტალურია, თასმისებრი, მოთავსებულია მიწაში, იშვიათად ზედაპირულია. ფესურა ყვითელი ფერისაა, დაფესვიანებულია წვრილი ფესვებით.
1.2 გავრცელება
ჭინჭარი მთელ ევროპაშია გავრცელებული. გვხვდება ზღვის დონიდან 1500 მ ზოგჯერ 2000 მ სიმაღლემდე
საქართველოში ყველგან გვხვდება. იზრდება ტყეებში, ნესტიან ადგილებში, გზისპირებზე, ბაღებში, ეზოების შემოგარენში. იგი გვხვდება ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე. ხშირად ქმნის დიდ ნაზარდებს.
1.3 ქიმიური შედგენილობა
ჭინჭრის ფოთლები წარმოადგენს ბუნებრივ პოლივიტამინურ ნედლეულს. ჭინჭრის ფოთოლი შეიცავს ასკორბინის მჟავას, კაროტინს და სხვა კაროტინოიდებს, B ჯგუფის ვიტამინებს, K ვიტამინს, ჭიანჭველის, პანთოტენის და სხვა ორგანულ მჟავებს. ფოთლებში აღმოჩენილია ქლოროფილი, მთრიმლავი ნივთიერებები, გომიზი, პროტოპორფირინი, კოპროპორფირინი, სიტოსტერინი, გლიკოზიდი ურტიცინი, რკინა, ფიტონციდები, კვერცეტინი, კოფეინის, კუმარის, ფერულის მჟავები, აცეტილქოლინი, ჰისტამინი და 5 ჰიდროქსიტრიფტამინი.
ფოთლების ბუსუსები შეიცავს ჰისტამინს. საერთო ნაცრის რაოდენობა 20%25-მდეა. ნაცარში გამოვლენილია K,Ca, Fe, S, Si, Mg და სხვ.
1.4 სხვა სახეობები
ჭინჭრის ნედლეულში მცირე რაოდენობით, მინარევის სახით შეიძლება ერიოს მსუსხავი ჭინჭარი - Urtica urens L და ჭინჭრის დედა -Lamium album L,
მსუსხავი ჭინჭარი ერთწლოვანი, ორსახლიან ჭინჭართან შედარებით ტანმორჩილი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლებიც უფრო პატარა , 5 სმ-მდე სიგრძის აქვს, ელიფსური ფორმის, წაწვეტებული. ორსახლიან ჭინჭართან შედარებით ფოთლის კიდეები უფრო ბლაგვია, სწორ კბილანებიანი.
ჭინჭრის დედის ფოთლები გულისებრ-კვერცხისებურია, ხერხკბილა კიდით. ზის გრძელ ყუნჭებზე . ღერო ოთხწახნაგაა. მრავალწლოვანი მცენარეა. იხ. ჭინჭრის დედა
2.2 ნედლეულის დამზადება
ჭინჭარის ნედლეულს წარმოადგენს ჭინჭრის ფოთოლი - Folium Urticae. ნედლეულად იყენებენ მხოლოდ ფოთლებს, ღეროებისა და ყვავილების გარეშე. ყვავილობის შემდეგ ჭინჭარი კარგავს სამკურნალო თვისებებს.
მას ამზადებენ მაის-ივლისში. ჭინჭრის ღეროებს მოჭრიან მჭრელი იარაღით. რამდენიმე საათის შემდეგ როცა ფოთლები მშუშხავი აღარ იქნება, მათ ხელით მოაცლიან ღეროს. ზოგჯერ თუკი ღეროები წმინდა ბარდიდან არის მოცელილი მას ჯერ მსუბუქად აშრობენ, შემდეგ კი მოაშორებენ ფოთლებს. ჭინჭრის ფოთლების შეგროვებისას დასაშვებია ტყავის, ან ბრეზენტის ხელთათმანების გამოყენება.
ჭინჭრის ფოთლებს აშრობენ სხვენზე, კარგი ვენტილაციის პირობებში, სადაც მას გაფენენ ქაღალდზე ან ქსოვილზე 3-5 სმ-იან ფენად. ნედლეულის მზეზე გაშრობა დაუშვებელია. ხელოვნური შრობისათვის დასაშვები ტემპერატურაა 40-500C. მშრალი ნედლეულის გამოსავლიანობა შეადგენს 20%25-ს ნედლ მასაზე გადაანგარიშებით. გამშრალ ნედლეულს მოაშორებენ გაყვითლებულ, მურა ფერის და გაშავებულ ფოთლებს, ასევე ცალკეულ ღეროებს, ყვავილებს და სხვა მინარევებს. ჭინჭარის ნედლეული შედგება მოგრძო, წაწვეტებული, თხელი 17 სმ სიგრძისა და 7 სმ სიგანის ფოთლებისაგან, რომლებიც კიდეებზე მსხვილად დაკბილულია, მუქი-მწვანე შეფერილობისაა. ფოთლები ყუნწიანია და ბუსუსოვანი. ნედლეულს აქვს მუქი-მწვანე ფერი. დასაშვებია ნედლეულში გაშავებული და მურა ფერის ფოთლები 5%25-მდე.სუნი თავისებურია, გემო მომწარო, ბალახოვანი.
ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები შემდეგია:
ნესტიანობა |
მცენარის სხვა ორგანოები |
3 მმ დიამეტრიან საცერში გამავალი ნაწილაკები |
ორგანული მინარევები |
მინერალური მინარევები |
არაუმეტეს 14%25 |
არაუმეტეს 5%25 |
არაუმეტეს 10%25 |
არაუმეტეს 2%25 |
არაუმეტეს 1%25 |
ჭინჭრის მზა ნედლეულს ინახავენ 50 კგ-ობით ფუთებში. ინახავენ თაროებზე მშრალ, კარგი განიავების მქონე სათავსოში, სიბნელეში.
ნედლეული ვარგისია 2 წლის განმავლობაში.
მოგვყავს ნედლეულის პირობით- ფარმაკოპეული აღწერა [9]-დან: ,,ფოთლები მთელია ან ნაწილობრივ დაწვრილმანებული, მარტივი, 20 სმ-მდე სიგრძის, ფუძესთან გულისებრი, 9 სმ-მდე სიგანის. ფოთლის ზედაპირი მქისე ბეწვებიანი, განსაკუთრებით ძარღვებთან. ფოთლის ყუნწი ფირფიტაზე მოკლეა. (7-8სმ) და ისიც ბეწვებითაა დაფარული. ფოთლები მუქი-მწვანეა. ნედლეულის სუნი სუსტია, გემო მომწარო.
II წარმოება
2.1 მოშენება
ჭინჭარი კარგად ვითარდება ზომიერად ნესტიან ადგილებზე. უხვ მოსავალს იძლევა ნოყიერ ნიადაგებზე მოყვანილი მცენარე.
ჭინჭრის გამრავლება შესაძლებელია ვეგეტატიურად და თესლებით. უპირატესობა ენიჭება ვეგეტატიურ გამრავლებას. ამისათვის გამოიყენება ფესურის განშტოებებზე წარმოქმნილი ყლორტები. ფესურა წელიწადში იზრდება 30-50 სმ სიგრძეზე. ვეგეტატიური გამრავლებისას მცენარე წარმოქმნის ხშირ, წმინდა ბარდებს.
თესლებით გამრავლება ნაკლებ ეფექტურია.
III გამოყენება
ჭინჭარი გამოიყენება როგორც სისხლდენის შემაჩერებელი. იგი აძლიერებს საშვილოსნოს კუმშვით აქტივობას. ეფექტურია მისი გამოყენება კლიმაქტერიული, ჰემოროიდული და სხვა სახის სისხლდენების დროს. ჭინჭრის ექსტრაქტი აწესრიგებს ოვარიულ, მენსტრუალურ ციკლს. მის პრეპარატებს გააჩნია შინაგანი ორგანოების სისხლძარღვებზე პრესორული ზემოქმედება.
გარეგანი ფორმით ჭინჭრის გამხმარი ფოთლები გამოიყენება ფხვნილის სახით, ჩირქოვანი ჭრილობებისა და ვარიკოზული ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ.
ჭინჭარი შეიცავს ბევრ ვიტამინს და ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების მომატებას. ამის გამო მას იყენებენ სისხლნაკლებობის სამკურნალოდ. ჭინჭარის ფოთლები შედის ვიტამინური ნაკრებების შემადგენლობაში, აგრეთვე ჩაების შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ.
ევროპის ქვეყნებში ჭინჭრის პრეპარატებს ხმარობენ ანემიის, ათეროსკლეროზის, რევმატიზმის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებების, ღვიძლის დაავადებების, ჰემოროის, კანის დაავადებების, პირველი ხარისხის დამწვრობის, თმის ცვენის დროს.
ჭინჭარი უძველესი დროიდან ცნობილია როგორც კვებითი ღირებულების მქონე მცენარე. მისი ნორჩი ფოთლებისაგან ამზადებენ მხალეულს.
ჭინჭარის ბალახი გამოიყენება ფრინველების საკვებად, როგორც ვიტამინიზირებული საკვები. ჭინჭრის ღეროები გამოიყენება უხეში ბოჭკოს დასამზადებლად. მისი ფოთლებისაგან გამოწვლილვით მიიღება ქლოროფილი, რომელსაც იყენებენ მწვანე საღებავების წარმოებაში, ასევე როგორც ფერის მიმცემ საშუალებას ფარმაცევტულ და პარფიუმერულ მრეწველობაში.
ჭინჭრის გამოყენების კრებსითი ცხრილი (მანანა კიკნაძე).
დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები |
ნედლეული |
ემპირიული რეცეპტი |
სასუნთქი სისტემა |
|
|
ჰემოფთიზი |
ჭინჭრის ფოთლები |
ფოთლების სითხოვან ექსტრაქტი და გამონაცემი, როგორც ანტიჰემორაგიული საშუალება |
საჭმლის მომნელებელი სისტემა |
|
|
სისხლდენა ნაწლავებიდან |
ჭინჭრის ფოთლები |
ფოთლების სითხოვან ექსტრაქტი და გამონაცემი, როგორც ანტიჰემორაგიული საშუალება |
შარდგამომყოფი სისტემა |
|
|
თირკმელკენჭოვანი დაავადება |
|
თირკმელკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ ჭინჭრის წვენს |
ჰემატურია |
ჭინჭრის ფოთლები |
ფოთლების სითხოვან ექსტრაქტი და გამონაცემი, როგორც ანტიჰემორაგიული საშუალება |
საშარდე გზების ინფექციური დაავადებები |
ჭინჭრის ფოთლები |
ჭინჭრის წვენი |
სისხლის სისტემა |
|
|
ანემია |
ჭინჭრის ფოთლები |
|
გინეკოლოგია |
|
|
მეტრორაგია (სისხლდენა საშვილოსნოდან ((არამენსტრუალური)) |
ჭინჭრის ფოთლები |
ანტიჰემორაგიული |
კანისა და ვენერიული დაავადებები |
|
|
თმის ცვენა |
ჭინჭრის ფოთლები |
აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1,5 სთ, გაწურეთ შეიზილეთ ნაყენი ახალადდაბანილ და გამშრალ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში |
სისხლდენა დაწყლულებული კანიდან |
ჭინჭრის ფოთლები |
ანტიჰემორაგიული |
ქირურგიული დაავადებები |
|
|
ვარიკოზული წყლულები |
ჭინჭრის ფოთლები |
|
თანამდევი მარკეტინგული ნიშები (ლევან შენგელია)
სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ ნედლი ჭინჭარი კომპლექსური კომპოსტის მნიშვნელოვანი ელემენტია. (ზ. კარბელაშვილი, შ. მანჯავიძე „ბიოინტენსიური მებოსტნეობა”; ელკანა).
კომპოსტის წარმოების ბიზნესი საქართველოში ეხლა იწყებს განვითარებას (შენიშვნა დაწერილია 2002 წ.) და უპრიანია ვიცოდეთ ჭინჭრის ამ თანამდევი ნიშის შესახებაც.
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი.2000 წ.ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის ცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. ჭინჭარი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. ჭინჭარი. „ამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“ თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ართული სამედიცინო ენციკლოპედია“ მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ქსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“ N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ართული სამედიცინო ენციკლოპედია“ თბილისი, 2005. „ექინფორმის“დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Archil Shengelia. Urtica. ,,Plants Science”, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
![]() |
17 ხოროსანი |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია
Полынь цитварная - რუს.
See wormwood - ინგ.
Strand Beifuss - გერმ.
Armoise maritime - frang.
შხამიანი მცენარეა
I. ზოგადი ნაწილი
1.1. ზოგადი დახასიათება
ხოროსანი Artemisia cina Berg ex Poljak, მიეკუთვნება Asteraceae (Compositae)-ს ოჯახს. ამ ოჯახიდან ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტულ პორტალზე აღწერილი გვაქვს:
Artemisia absinthium L აბზინდა მწარე
Artemisia annua L. უჯანგარი
Artemisia caucasica Willd. გიეში
Artemisia fragrans Willd. ავშანი
Artemisia maritima var. ავშანი ასტრახანული
Artemisia scoparia Wald. et Kit. სამწვანე
Artemisia dracunculus L. ტარხუნა
Artemisia vulgaris L. მამულა
ხოროსანი Artemisia cina Berg ex Poljak, ნახევრად ბუჩქოვანი მცენარეა. ვეგეტაციის პირველ პერიოდში მცენარე ბუსუსოვანია. მისი სიმაღლე 30-45სმ-ია. კულტივირებული ეგზემპლარების სიმაღლე 70 სანტიმეტრს აღწევს.
ღეროები მრავალრიცხოვანი და ფუძესთან გამერქნიანებულია. ყვავილობისა და ნაყოფის დასხმის შემდეგ ფოთლები და ღეროები კარგავს ბუსუსიანობას. ერთ მცენარეზე 10-20 ღეროა. ისინი მოყვითალო ან მოწითალო-მურაა, სწორმდგომი ან აღმავალი. ღერო ზედა ნაწილში ძლიერ დატოტიანებულია, ქვედა ნაწილში არ არის დატოტვილი, მერქნიანია, გლუვი. ტოტები წვრილი და გრძელია, ღეროზე თითქმის მიკრული.
ფოთლები წვრილია, ორმაგფრთაგანკვეთილი. ფოთლის ნაწილები ბლაგვია ან ოდნავ მობლაგვებული, ვიწრო ხაზურაა. ღეროს ფოთლები ღია მწვანეა, ფესვთანური ფოთლები - რუხი მწვანე. ქვედა ფოთლები ადრე სცვივდება. ქვედა ფოთლები მცენარის ყვავილობის და ნაყოფიანობის პერიოდში მთლიანად სცვივა.
საყვავილე კალათები მრავლადაა, მოგრძო-კვერცხისებური ფორმისაა და შეკრებილია რთულ საგველად. ყვავილები ორსქესიანია. მათი რაოდენობა კალათაში 3-5-ია. გვირგვინი ყვითელი ან მეწამულია, ყვავილობისას არ იხსნებიან..
ყვავილობს აგვისტ-სექტემბერში. თესლები მწიფდება ოქტომბერში.
თესლები (თესლურა) წვრილია. თესლები წვერში შევიწროებულია, ფუძესთან ბლაგვია. მუცლის მხრიდან გრძივად ღარისებურია, ემჩნევა რგოლური ნაწიბური. ზედაპირი წერტილოვანია. თესლები ფერად წაბლისფერია, ზოგჯერ დაჰკრავს ნაცრისფერი. თესლების ზომაა 1,2-1,5 X 0,5-0,.8 X0,5-0,.8.
აბსოლუტური წონა- 0,3 გრ.
შხამიანი მცენარეა.
1.2. გავრცელება
ხოროსანი იზრდება ქვიშიან ნიადაგზე. იგი გავრცელებულია შუა აზიის ველებზე. ხოროსანი ძირითადი გავრცელების რაიონში გაფანტული სახითაა და წარმოქმნის ბარდებს ეფემერული საფარველით - მდინარეების ხეობებში, ტერასებზე, სწორ ნაკვეთებზე. უპირატესად იგი ირჩევს ნოყიერ განათებულ უდაბნო ადგილებს, რომლებიც კარგი წყალშეღწევადობით და აერაციით გამოირჩევა. ცხელ ქვეყნებში კულტურაშია.
1.3 ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია ხოროსანის ყვავილები - Flores Cinae. მზა ნედლეული შედგება 2-4X1-1,5 მმილიმეტრიან ყვავილისაგან, კვერცხის ფორმის, მწვანე კალათებისაგან. შეიძლებ დაჰკრავდეს მოყვითალო ფერი. სუნი თავისებური აქვს. გემოს გასინჯვა არ შეიძლება.
იშვიათად ამზადებენ მცენარის ბალახს (მიწისზედა ნაწილს).
1.4 ქიმიური შემადგენლობა
ხოროსანის საყვავილე კალათები, ფოთლები და ღეროები შეიცავს ეთერზეთს, სანტონინს. შემადგენლობა რთულია, მაგრამ ნედლეულის ფასს განსაზღვრავს სანტონინის შემცველობა.ფასს მწვანე მასაში სანტონინის შემცველობა 1,75%25 ნაკლები არ უნდა იყოს..გაუშლელ ყვავილებში სანტონინის შემცველობა 7%25 აღწევს. გაუშლელი ყვავილები სანტონინს არ შეიცავს.
სანტონინის ფორმულა-ნახატი აღებულია [9]-დან.
II. კულტივირება
ხოროსანი უდაბნოს მცენარეა. მას მოსვენების ორი პერიოდი აქვს: ზამთრის, როცა სითბო არ ყოფნის და ზაფხულის, გვალვის პერიოდში, როცა ნესტი არ ყოფნის.
2.1. ნიადაგის შერჩევა და მომზადება
ხოროსანის კულტივირებისათვის უნდა შეირჩეს ნიადაგები, რომელიც წყლისა და ჰაერის კარგი გამტარიანობით ხასიათდება.
ნიადაგის წინასწარ მომზადებამ უნდა უზრუნველყოს მასში ნესტიანობის შექმნა და შენარჩუნება, ასევე სარეველებისგან გაწმენდა. შერჩეულ ნაკვეთს თავდაპირველად გაასუფთავებენ სარეველებისაგან ხნავენ. შესაძლებელია მოხვნა შემოდგომით ან გაზაფხულზე. მოხვნის სიღრმე უნდა იყოს 25-28 სმ. მოხვნის შემდეგ ნაკვეთს დაფარცხავენ. კულტივაცია საჭიროა 10-12 სმ სიღრმეზე.
2.2. გამრავლება
ხოროსანის გამრავლება შესაძლებელია თესლით. თესლი საკმაოდ კარგი აღმოცენების უნარიანია. თესლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ იგი აღმოცენდება მხოლოდ სინათლის გავლენით. ამიტომ თანაზომიერი აღმონაცენების მისაღებად საჭიროა ზედაპირული დათესვა ან ჩასათესი ბუდეების ფსკერის გამკვრივება. დათესვა უმჯობესია ზამთრამდე. თესავენ რიგებში. რიგთაშორის მანძილი უნდა იყოს 60 სმ. თესლის უმნიშვნელო ჩამაგრებაც კი უარყოფითად აისახება მის აღმოცენებაზე. ზამთრის წინ დათესვისას თესლი ნიადაგში გადის ბუნებრივ სტრატიფიკაციას.
1 ჰა-ზე დასათესად საჭიროა 1,5-2 კგ თესლი. ოპტიმალურია ჰექტარზე 35-40 ათასი ბუჩქის განთავსება.
2.3. მოვლა
სიცოცხლის პირველ წელს ნათესი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ნიადაგის ნესტის შენარჩუნების მიზნით. ადრე გაზაფხულზე, აღმონაცენის გამოჩენამდე ატარებენ კულტივაციას. შემდეგ დამუშავებას ატარებენ სარეველების განვითარებისთანავე. ნიადაგის დამუშავების სიგრძე მოვლის ეტაპის დროს უნდა იყოს 10-16სმ. ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში მცენარე პირველ წელს ივითარებს ერთ, ზოგჯერ 2-5 საყვავილე ღეროს, რომლებიც ყვავილობენ და თესლის იძლევიან.
მომდევნო წლებში მოვლა იწყება ადრე გაზაფხულზე. მცენარის ზრდის დაწყებამდე აწარმოებენ დაფარცხვას, შემდეგ კი კულტივაციას რიგების სიგანეზე და რიგთაშორის, რათა ხელი შეეშალოს სარეველების განვითარებას. ზაფხულის განმავლობაში საჭიროა 3-4 კულტივაცია. მორწყვის შემდეგ საჭიროა რიგთაშორისების გაფხვიერება.
ხოროსანის მოსავლიანობაზე დიდ გავლენას ახდენს მორწყვა. რეკომენდირებულია მორწყვა შემდეგი თანმიმდევრობით:
I. ზამთრის წინ მორწყვა (ნოემბერი-დეკემბერი)
II. ადრე საგაზაფხულო მორწყვა (მარტის ბოლო)
III. საგაზაფხულო მორწყვა (აპრილ-მაისი)
მორწყვისას მხედველობაში უნდა იქონიოთ, რომ ხოროსანი ითრგუნება ნიადაგზე წყლის დაყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით ეს დამღუპველია, თუ წყალი დადგა ფესვის ყელთან.
საჭიროების მიხედვით აწარმოებენ პლანტაციის გამეჩხერებას შემდგომი კულტივაციით და დაფარცხვით. ნორმალურად ითვლება 1 ჰა-ზე 35-40 ათასი ძირი მცენარის განთავსება.
ვეგეტაციის მეორე წლიდან ერთ მცენარეზე ღეროების რაოდენობა საგრძნობლად მატულობს და აღწევს 25-30, კარგ პირობებში კი 50-70. ბუტონების წარმოქმნასთან ერთად ღეროს ფოთლები ყვითლდება და ცვივა, გაშიშვლებული ღერო მერქნიანდება და იძენს წითელ-მურა შეფერილობას. ღეროს ზედა ნაწილში წვრილი ფოთლები ინარჩუნებს მწვანე ფერს. მომწიფების შემდეგ საყვავილე ღეროები ხმება. ვეგეტაციის ბოლოს ფესვის ყელთან წარმოიქმნება რამდენიმე შებუსული მწვანე ფოთოლი, რომელიც ზამთრის განმავლობაში არ იცვლება. იგი გაზაფხულზე დათბობისთანავე ჩამოყალიბდება ღეროდ.
ხოროსანის ყვავილობა გრძელდება 5-10 დღე.თაფლოვანობის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ.
პლანტაციის გაშენებამდე საჭიროა ინფორმაციის მიღება- ხომ არ გამოიწვევს შხამიანი თაფლის მიღებას. ასეთ შემთხვევაში პლანტაციის ირგვლივ გამაფრთხილებელი ფირნიშები უნდა დაიდგას.
2.4. მავნებლები და დაავადებები
ხოროსანს აზიანებს ხვატრის ჭუპრები, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს ადრე გაზაფხულზე, აგრეთვე ბუზის ზოგიერთი სახეობა, რომელიც ადრე გაზაფხულზე ყლორტების ბოლოებზე კვერცხებს დებს. დაზიანებული მცენარე ზრდას წყვეტს. მავნებლები მეტწილად აზიანებენ ასაკოვან ძირებს.
მავნებლებთან ბრძოლის ეფექტური მეთოდია აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად და მართებულად ჩატარება.
2.5 ნედლეულის შეგროვება
ხოროსანის ნედლეულში არ დაიშვება არავითარი მინარევი. ეს ფარმაკიპეის მკაცრი მოთხოვნაა. განპირობებულია იმით, რომ ხოროსანის ბუნებრივ არეალებში იზრდება მრავალი სხვა შხამიანი მცენარე. ლიტერატურაში განსაკუთრებით მითითებულია უფოთლო ანაბაზისი - Anabasis aphylla L. რომელიც ხშირად ხოროსანთან ერთად იზრდება.
ნედლეულის შეგროვების ორი ხერხი არსებობს:
ა) მზადდება მზადდება ბუტონიზაციის პერიოდში ყვავილების გაშლამდე (ჩიმკენტში ეს დაახლოებით 5 აგვისტომდეა. ჩვენმა საცდელმა ეგზემპლიარებისათვის სოფელ გლდანსი ეს პერიოდი დამტავრდა 10 ივლისისათვის, როგორც ჩანს მცენარემ არ გაიარა მოსვენების მეორე პერიოდი) . ასეთ ნედლეულში სანტონინის შემცველობა მაღალია, მაგრამ მოსავალი მცირე. შეგროვება ხდება ხელით, მუშახელს მიოთხოვს.
ბ) მასიური დამზადება ხდება საყვავილე კალათების მაქსიმალურად განვითარების პერიოდში (ივლის-აგვისტო).მაგრამ ისე, რომ აყვავება ვერ მოასწროს პლანტაციაში შეგროვებისათვის მოსახერხებელია კომბაინის ტიპის მანქანების გამოყენება. მცირე ზომის ნაკვეთებში იგი შესაძლოა შეგროვდეს ხელით. ამისათვის მცენარეს გადაჭრიან ნიადაგის ზედაპირიდან 5-7სმ-ის ზემოთ.
მოჭრილ ბალახს აგროვებენ ერთ ადგილას და აქვე ატარებენ პირველად შრობას. ნედლეულის ზედმეტად გამოშრობა აუარესებს მის ხარისხს, რადგანაც ყველაზე მეტად ღირებული - ბუტონები და ფოთლები ამ შემთხვევაში იკარგება. პირველადი გამოშრობის შემდეგ ნედლეულს ზვინად აწყობენ და ამგვარად დაასრულებენ მის გაშრობას. გაშრობის შემდეგ მას გალეწავენ, მოაშორებენ ღეროს ნაწილებს.
ხოროსნის მზა ნედლეული წარმოადგენს საყვავილე კალათების ნარევს. იგი შეიცავს 2-4 მმ სიგრძის წვრილ კალათებს, რომელთა სიგანე 1,5მმ-ია.
კალათები კვერცხისებურია, ბოლოებზე წაწვეტებული, მოყვითალო მწვანე ან მურა-მწვანე. საბურველის ფოთლები ნავისებურია, გარეთ გამოწეული, ფუძესთან შევიწროებული, შუა ნაწილში მოყვითალო-მწვანეა და შესქელებული. გვირგვინი მილისებურია, მტვრიანა 5. დინგი ქვედა ნასკვითაა. ნედლეულს აქვს დამახასიათებელი სუნი, გემო მწარეა, სურნელოვანი.
ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები შემდეგია:
სანტონინის შემცველობა |
ნესტიანობა |
საერთო ნაცარი |
მარილმჟავაში უხსნადი ნაცარი |
მცენარის სხვა ორგანოების მინარევები |
მინერალური მინარევები |
არანაკლებ |
არაუმეტეს |
არაუმეტეს |
არაუმეტეს |
არაუმეტეს |
არაუმეტეს |
ხოროსნის შემთხვევაში დაუშვებელია ნედლეულში ორგანული მინარევების (სხვა არაშხამიანი მცენარეების) შემცველობა.ხოროსნის ყვავილებს ფუთავენ ფუთებში 25 კგ-ის ოდენობით. ნედლეული ინახება მშრალ, კარგი განიავების პირობებში.
მოჭრის შემდეგ მცენარე სწრაფად იზრდება. პლანტაციის ექსპლოატაცია დაახლოებით 10-12 წელი შეიძლება.
III. გამოყენება
მედიცინაში გამოყენება. ხოროსანის ყვავილები Flores Cinae (Flosculi cinae, „Semen Cinae”) უძველესი დროიდან გამოიყენება ჭიისდამდენ საშუალებად (მრგვალი ჭიების - ასკარიდების, ანკილოსტომების), ამავე მიზნით იხმარება პრეპარატი სანტონინიც. მაგრამ ამ უკანაკნელის დიდი შხამიანობის გამო მას ამჟამად ძირითადად ვეტერინარიაში იყენებენ. ეთეროვანი ზეთი - „დარმინოლი“ გამაღიზიანებელი მოქმედებისაა რევმატიზმისა და ნევრალგიის დროს. საზღვარგარეთის ქვეყნებში სანტონინის მიღება დაიწყეს პაკისტანში მოზარდი სხვა სახეობებისაგან, ამიტომ ჩიმკენტიდან მისი ექსპორტი ფაქტიურად შეწყდა.
ხოროსნის ყვავილებს გააჩნია ჭიისსაწინააღმდეგო მოქმედება. სხვადასხვა ექსპერიმენტალური და კლინიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ხოროსანში შემავალი სანტონინი ეფექტური ჭიისსაწინააღმდეგო საშუალებაა, ძირითადად ასკარიდების წინააღმდეგ.
საყურადღებოა, რომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია არასასურველი ეფექტების განვითარება, როგორიცაა პირღებინება, ფაღარათი, სუნთქვისა და გულის მოქმედების დათრგუნვა, კრუნჩხვები. სანტონინის მიღება უკუნაჩვენებია ნეფრიტების, კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების, ღვიძლის დაავადებების, ფებრილური მდგომარეობების, სპონტანური აბორტებისადმი მიდრეკილობის დროს.
სანტონინის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ჭიისსაწინააღმდეგო მკურნალობისას სანტონინთან ერთად უნიშნავენ საფაღარათო საშუალებებსაც, გარდა ზეთებისა.
სანტონინი შედის პრეპარატ სანტამონის შემადგენლობაში, რომელიც წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს. სანტამონს თავისი შემადგენლობის წყალობით გააჩნია ის ღირსებები, რაც არ აქვს თავისთავად სანტონინს. იგი გამოიყენება 4 ტიპის ჭიის სამკურნალოდ (ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი, ნეკატოროზი). სანტამონი მაღალეფექტურია და მისი მიღებისას საჭირო არ არის საფაღარათო საშუალებების მიღება. ეს პრეპარატიც ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
ხოროსნის ყვავილები გამოიყენება ვეტერინარიაშიც, როგორც ჭიის საწინააღმდეგო საშუალება.
მზადდება პრეპარატი „სანტონინი“. მას ძლიერი შხამიანობის გამო მხოლოდ ვეტერინარიაში იყენებენ.
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. ხოროსანი. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. ხოროსანი. „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის" დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Archil Shengelia. Artemisia cina. ,,Plants Science”, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა.I-XIტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net
![]() |
18 ყვითელი ცხვირისატეხელა |
▲ზევით დაბრუნება |
ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია
Адонис весенний, горицвет весенний - რუს.
Pheasants eye - ინგ.
Fruhlings-Teufelsauge - გერმ.
Adonis de printemps - ფრანგ.
I. ზოგადი ნაწილი
1.0 მცენარეთა გვარი - ცხვირისატეხელა (Adonis)
ცხვირისატეხელა - Adonis ბაიასებრთა ოჯახის ბალახოვან მცენარეთა გვარია. ერთ- ან მრავალ-წლოვანი ბალახებია. ცნობილია 20-მდე სახეობა. ველურად იზრდებიან შუა და სამხრეთ ევროპაში, ციმბირსა და აღმოსავლეთ აზიაში. საქართველოში 4 სახეობაა (მ. შ. ერთი სარეველა - Adonis flammeus). გაზაფხულის ცხვირისატეხელა (Adonis vernalis) თავისი დიდი ყვითელი ყვავილებით დამახასიათებელი მცენარეა ტყე-ველისა და ველის ზონისთვის. გამხმარი ბალახი გულის გლიკოზიდებს შეიცავს და მედიცინაში იყენებენ.
1.1 ზოგადი დახასიათება
ყვითელი ცხვირსატეხელა, (სამკურნალო ადონისი, დევსურა) - Adonis vernalis L. მიეკუთვნება ბაიასებრნი - Ranunculaceae ოჯახს.
იგი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.
ფესურა მოკლეა, მრავალმუხლიანი. მუქი-დარიჩინისფერი ან თითქმის შავი, დაფარულია შავი მბზინავი ბეწვებით . მასზე იზრდება რამდენიმე მარტივი ღერო.
ღერო 20-50 სმ-მდე სიმაღლისაა, დატოტვილი, იშვიათად მარტივი, ხშირფოთლიანი, შებუსული, მაგრამ ქვედა ნაწილში შიშველი. გვერდითი ტოტები მთავარ ღეროზე უფრო გრძელია. ღეროს ქვედა ნაწილში დარიჩინისფერი, ზოგჯერ მოლურჯო ელფერის ქერცლებია, რომელთა უბეებში ვითარდება კვირტები. ღეროს ზედა ნაწილში მჯდომარე ფოთლებია.
ფოთლის ფირფიტა განკვეთილია ვიწრო ნაწილებად. ღეროს წვეროზე მარტოული მსხვილი ყვავილია, რომლის დიამეტრი 2-7 სმ-ია. ჯამის ფურცლები 5-ია, მწვანე, ზოგჯერ იისფერი ან დარიჩინისფერი ელფერით, ოდნავ შებუსულია. ფურცლები 15-20 ცალია. მტვრიანა და ბუტკო მრავალია. ნაყოფი რთულია, შედგება მრავალრიცხოვანი ერთთესლიანი მერიკარპიუმისაგან. მერიკარპიუმები კვერცხისებურ ან კონუსური მოყვანილობისაა, ზედაპირი კი ბადისებურია. მწიფე ნაყოფები რუხი ან მოყვითალო-მწვანეა და ადვილად სცვივა.
ცხვირისატეხელა ყვავილობას იწყებს ადრე გაზაფხულზე. ყვავილობის დროს ღერო და ფოთლები, ასევე გვერდითი ტოტები აგრძელებენ ზრდას და განვითარებას. ნაყოფის დასხმის შემდეგ ღერო და ფოთლები ამთავრებენ ზრდა-განვითარებას, ყვითლდებიან და ჭკნებიან. მომდევნო წელს ახალი ყლორტები ვითარდებიან ქერცლის უბეში მოთავსებული კვირტებისაგან. ეს ქერცლები მოთავსებულია ძველი ღეროების ფუძეებზე. გაღივებამდე კვირტი 2-3 წელი მიწაში ვითარდება. კვირტში ყვავილი ფორმირდება ყვავილობამდე 1 წლით ადრე.
მცენარე მრავლდება თესლებით. თესლის აღმოცენების უნარი საკმაოდ დაბალია. ამასთან აღმოცენების პერიოდი ხანგრძლივი. თესლის აღმოცენებიდან მსხვილი ბუჩქის ჩამოყალიბებამდე ათეული წლებია საჭირო.
თესლები (თესლურა) ფართეა, უკუღმა კვერცხისებური, ადვილად გამოსარჩევი „წიკლაურის“ ცხვირით. ლუპაში თესლების ზედაპირის ქვედა ნაწილი ძლიერ დანაოჭებული ჩანს, ზედა ნაწილი წერტილოვან-ამოზნექილია და თეთრი ბუსუსებით დაფარული. თესლების შეფერილობა წვეროდან ფუძისაკენ იცვლება, ზოგიერთში დომინანტია მწვანე, ზოგიერთში ყვითელი (ყავისფერი). თესლების ზომაა 4, 0-4, 5 X 2, 8-3, 5 X 2, 0-2, 5 მმ. აბსოლუტური წონა 1, 0-1, 2 გრამია.
ყვავილობს აპრილი-მაისში.
1.2. გავრცელება
ყვითელი ცხვირისატეხელა Adonis vernalis L. იზრდება ევროპაში, რუსეთში, ჩრდილოეთ. ყაზახეთში, ჩრდ. კავკასიაში. საქართველოში არ გვხვდება. გავრცელებულია კირიან ნიადაგებზე, საძოვრებზე, ბუჩქოვანთა შორის, მშრალ ღორღიან ადგილებში. გვხვდება, ზღვის დონიდან 1100 მ სიმაღლემდე.
1.3. ნედლეული
ოფიცინალური ნედლეულია ყვითელი ცხვირისატეხელას ბალახი - Herba Adonidis vernalis, ანუ მცენარის მიწისზედა ნაწილი.
1.4 ქიმიური შედგენილობა
ცხვირისატეხელას ბალახში აღმოჩენილია 25-მდე კარდენოლიდი, (რომელთაგან 10 ინდოვიდუალურადაა გამოყოფილი), ფლავონოიდი ადონივერნინი. ფესვებსა და ფესურაში აღმოჩენილია კარდენოლიდები და კუმარინი.
ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში ყვითელ ცხრივისსატეხელაზე გაწერილია შემდეგი საბაზო ელემენტები:
K-სტროფანტინი-β, K-სტროფანტინ-β, K-სტროფანტოზიდი, ადონივერტინი, ადონიტოქსიგენოლი, ადონიტოქსინი, ადონიტოქსოლის.აცეტილადონიტოქსინი, ვერნალოზიდი.ვიტამინი C, ვიტექსინი, იზოორიენტინი, კარდენოლიდები, მთრთილავი ნივთიერებები, ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, ორიენტინი, სტროფანტიდინი, სტროფანტოგენინი, ფიტოსტერინი, ფლავონოიდები, ციმარინი, ჰომოადონივერნიტი.
ნედლეულის დამზადება
სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს ბალახი, რომელსაც აგროვებენ ყვავილობის დამთავრებიდან ნაყოფების ჩამოცვენამდე პერიოდში. ამ დროისათვის მცენარე აღწევს უმაღლეს ზომებს და მასში აქტიური ნივთიერებები მაქსიმალურადაა დაგროვილი. ცხვირისატეხელას ღეროს ჭრიან ღერძის დარიჩინისფერი ქერცლების ზემოთ, ნიადაგის ზედაპირიდან 5-10 სმ მანძილის დაცილებით. შესაძლოა მოცელვაც, შემდეგ კი მას გამოარჩევენ სხვა მცენარეებს.
ბუნებაში შეგროვებისას დაუშვებელია ცხვირისატეხელას ყლორტების ნიადაგიდან ამოთხრა, რადგანაც ამ დროს ზიანდება ვეგეტაციური კვირტები და მცენარე იღუპება. ყოველ 10 მ2 ნიადაგის ფართობზე საჭიროა ერთი კარგად განვითარებული ეგზემპლიარის ხელუხლებლად დატოვება. ერთი და იგივე ადგილას ნედლეულის შეგროვება დასაშვებია 4 წელიწადში ერთხელ. შეგროვებულ ნედლეულს ხალვათად ჩაალაგებენ ყუთებში ან დაწნულ კალათებში. მათი გროვად დატოვება შეგროვებისა და ტრანსპორტირების დროს დაუშვებელია. შეგროვებული ნედლეული დაუყოვნებლივ უნდა გამოშრეს, გაშრობა რეკომენდირებულია 40-50 ტემპერატურაზე. კარგ ამინდში შესაძლებელია ბუნებრივი შრობა ღია ადგილას ან სხვენზე. სადაც კარგი ვენტილაცია იქნება უზრუნველყოფილი. გასაშრობ ნედლეულს გაშლიან ბადეზე, მარლაზე ან თაროზე. პირველ დღეებში ნედლეულს პერიოდულად აბრუნებენ. დაუშვებელია ნედლეულის გროვად გამოშრობა. შრობა დასრულებულია, როდესაც მსხვილი ღეროები მოღუნვისას იმსხვრევიან. გაშრობის შემდეგ ნედლეულს საწყობში 2-3 დღე აყოვნებენ შეფუთვამდე.
ცხვირისატეხელას სამკურნალო ნედლეული შედგება 10-35 სმ სიგრძის ყლორტებისაგან. ნედლეულში შესაძლებელია ყვავილები, ბუტონები ან სხვადასხვა სიმწიფის ნაყოფებიც ერიოს. დაუშვებელია ნედლეულში მურა-ქერცლისებური ფოთლების არსებობა. ფოთლები გლუვია, მწვანე, მორიგეობითი, მჯდომარე, მომრგვალო ან ფართო ოვალური, თითისებრ განკვეთილია 5 ნაწილად, რომელთაგან 2 ქვედა-ფრთაგანკვეთილია, სამი ზედა კი-ორმაგად ფრთაგანკვეთილია. ფოთლების ნაწილები ხაზურაა, წვეროსთან სადგისისებურად წაწვეტებულია, კიდემთლიანია, 0, 5-2 სმ სიგრძის და 0, 5-1 მმ სიგანისაა. მარტოული ყვავილები ღეროს და ტოტების წვეროებზეა. ისინი ოქროსფერ-ყვითელია, სწორი, თავისუფალფურცლებიანია, 5-8 ჯამის ფურცლით მრავალრიცხოვანი მტვრიანათი და ბუტკოთი. ჯამის ფურცლები კვერცხისებრია, ზემოთ მობლაგვებულია, მომწვანო, შებუსული, 12-20 მმ სიგრძის და 12 მმ სიგანისაა, ადვილად სცვივა. ფირფიტები მოგრძო-ელიფსური ფორმისაა. ისინი 15-20-ია, წვეროსთან შევიწროებული, დაკბილული. ნედლეულს აქვს სუსტი სუნი, გემოს გაშინჯვა არ შეიძლება, რადგანაც მცენარე შხამიანია.
ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლებია:
მზა ნედლეულს ინახავენ ტომრებში ან ფუთებში 25-50 კგ-ის ოდენობით. ნედლეული მიეკუთვნება B სიას. ამიტომ უნდა ინახებოდეს სხვა სამკურნალო ნედლეულისაგან განცალკევებით, შესაბამისი პირობების დაცვით. ნედლეულის აქტივობას ამოწმებენ ყოველწლიურად.
ინახავენ B-სიით, ძლიერ ფრთხილად, სხვა ნედლეულისაგან განცალკევებით.
პლანტაცია
ყვითელი ცხვირისსატეხელას პლანტაციის გაშენება რთულია, რადგან იგი ნელა იზრდება. მძლავრი პლანტაციის შესაქმენლად 30 წელია საჭირო. მცენარე ყვავილობას იწყებს დათესვიდან მეშვიდე წელს.
ცხადია ყვითელი ცხვირისსატერელას პლანტაციას აქვს თავისი მარკეტინგული პლიუსები.
III. გამოყენება
ცხვირისატეხელასაგან ღებულობენ პრეპარატ ადონიზიდს და სხვა პრეპარატებს, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობისას, გულის ნევროზის, უძილობის, ეპილეფსიის დროს. ცხვირისატეხელას ბალახის პრეპარატებს უპირატესად გააჩნიათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელი მოქმედება, ვიდრე გლიკოზიდების შემცველ სხვა მცენარეებს. ამასთან ცხვირისატეხელას პრეპარატებს კუმულაციის უნარი ნაკლებად აქვთ გამოხატული.ყვითელის ცხვირისატეხელას კარდენოლიდები თავისი მოქმედებით ახლოსაა სტროფანთუსის და ფუტკარას პრეპარატებთან.
ლიტერატურა:
ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება:. თბილისი. 2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)
Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
ლალი დათეშიძე. ყვითელი ცხვირისატეხელა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით
ლალი დათეშიძე. ყვითელი ცხვირისატეხელა. „სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი“. თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით, მხარდაჭერა: ACDI - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom).
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N:28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N:1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
Lali Dateshidze, Archil Shengelia. Adonis vernalis L . „Plants Science“, 2009 წ. .
ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005
ქსე
შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.
დამატებითი ინფორმაციები, სტატიის შემდგომი განვითარება და განხილვები საიტებზე: http://www.medgeo.net, http://gps.iatp.org.ge, http://ecopharm.sangu.ge, http://caumed.net