![]() |
სოციალური პოლიტიკა საქართველოში № 7 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: დუმბაძე მანანა, თავაძე ვანო, ჰალასი ენდრიუ, ჩატვინი მერი ელენ |
თემატური კატალოგი სოციალური პოლიტიკა საქართველოში |
საავტორო უფლებები: © ჰორიზონტი, მესამე სექტორის ფონდი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ,,სოციალური პოლიტიკა საქართველოში“, ყოველკვარტალური ჟურნალი, გამოიცემა ფონდ ,,ჰორიზონტის“ მიერ ,,მერსი ქორის“ (Mercy Corps) და ,,ქეას“ Care International) ფინანსური მხარდაჭერით. აშშ -ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის“ ფარგლებში. ,,სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამიზნულია საქართველოში სოციალური პოლიტიკის განვითარებისათვის მოსახლეობის ძალისხმევის მხარდასაჭერად. ©,,ჰორიზონტი“, მესამე სექტორის ფონდი 2004 სტატიებისა და ინფორმაციის გადაბეჭდვა ნებადართულია ჟურნალის ,,სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ რედაქტორთან შეთანხმებით. რედაქტორი: მანანა დუმბაძე დიზაინი და დაკაბადონება: სანდრო ასათიანი ფოტო: ფონდ ,,ჰორიზონტის“ რეგიონული ოფისები, სპსჯ - ები, მერი ელენ ჩატვინი, ანზორ გოგოთიძე, დალი კორკომაშვილი, ,,ელკანა“, ქენეთ კუპერი. სარედაქციო კოლეგია: ნინო სააკაშვილი ფონდ ,,ჰორიზონტის“ დირექტორი მერი ელენ ჩატვინი მრჩეველი სოციალური პოლიტიკის საკითხებში ვანო თავაძე ფონდ ,,ჰორიზონტის“ სექტორთა შორის თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი სტივენ პაუერი EGCMI დირექტორი ნინო ჯუღელი კომუნიკაციის უფროსი თანამშრომელი, Care International მიხეილ მინდაძე ქალაქის საკრებულოსა და მთავრობის მთავარი მრჩეველი განათლებისა და ბავშვთა დაცვის საკითხებში მარინა თაბუკაშვილი ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს’’ ქალთა პროგრამების მენეჯერი მაია ქურციკიძე კომუნიკაციის განყოფილების და პროექტის ასისტენტი, ,,იუნისეფი“ მიხეილ ქანთარია სამეგრელოს რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი ირმა ქურდაძე ახალციხის რაიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი კახა ყავრელიშვილი ახალქალაქის რაიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი დავით ვასაძე იმერეთის რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი ომარ ბაკურაძე გურიის რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი საკონტაქტო მისამართი: თბილისი 0115, დოლიძის 2, მე - 6 სართული ტელ“ 334287, 330893, ტელ./ფაქსი:987504 ელ. ფოსტა: inform @ horizonti. org ჟურნალში სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდ ,,ჰორიზონტის“, ,,მერსი ქორის“, ,,ქეას“ ან USAID - ის თვალსაზრისს |
![]() |
1 სარედაქციო წერილი |
▲back to top |
მანანა დუმბაძე
ჩვენი ჟურნალის მეშვიდე ნომერში გვინდა გესაუბროთ იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და სასარგებლოა თანამშრომლობა ყოფილი კომუნისტური რეჟიმის გარემოში ძლიერი თემისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. ჟურნალში მოცემულ სტატიათა ერთი ნაწილი ეძღვნება შიდა სექტორალურ და სექტორთა შორის თანამშრომლობის მეთოდებს, მოდელებსა და ხერხებს, დანარჩენი - იმ პროექტთა აღწერას, რომლებიც ასეთი ურთიერთობების ნიადაგზეა განხორციელებული.
თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობა იწყება ვანო თავაძის სტატიაში ,,სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფები და სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიები“. ავტორი ეხება 2003 - 2004 წლებში Mercy Corps-ისა და Care International-ის მიერ მობილიზებული თემების აქტიური წევრებისა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან შემდგარი სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფების ძალისხმევით განხორციელებულ პროექტებს. ამ სტატიიდან ვიგებთ, რომ სამუშაო ჯგუფებს გარკვეული სიძნელეები ექმნებოდათ ხელისუფლებასთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისას, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჯგუფის წევრებს არ არ ამოძრავებდათ პოლიტიკური მიზნები, ბევრად უფრო გაიოლდა ორი სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა. ცხადია, ყველა ჯგუფმა თანამშრომლობის კუთხით წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ, რამდენიმე ზოგადი დასკვნის გამოტანა შესაძლებელი მაინც გახდა და სტატიაში ეს დასკვნებია მოცემული.
სტატიაში, რომლის სათაურია ,,სოციალური თანამშრომლობის მოდელი“ (ფილოსოფიის დოქტორი მერი ელენ ჩატვინი), ავტორი გვთავაზობს ტერმინის ,,სოციალური თანამშრომლობა“ თეორიულ განმარტებას, ანუ სამი სექტორის - სახელმწიფო, კომერციული და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის მოდელს და იქვე მიუთითებს, რომ ყოველ ამ სექტორს პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხერხი და შესაძლებლობა გააჩნია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის მათეული ახსნა ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამ სექტორებს შორის თანამშრომლობა აუცილებელია. ,,არცერთ მათგანს არ ძალუძს პრობლემების გადაჭრა მარტო.“
ამ ბოლო დროს თანამშრომლობა საქართველოში აუცილებელი გახდა, რადგან ორგანიზაციები პირდაპირი მომსახურებიდან გადადიან ადგილობრივი ორგანიზაციების განვითარებაზე ახალი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის სტრატეგიებით, სადაც ყველა პასუხისმგებელია უფლებების აღსრულებაზე. ასეთ მიდგომას უფლებებზე ორიენტირებული ჰქვია. ფუჭია პროექტი იმ ორგანიზაციათა წვლილის გარეშე, რომლებიც, შესაძლოა, უკეთ იცნობენ რეგიონს, მის კულტურას და იმ მახასიათებლებს, რომლებიც საჭიროა იქაური პრობლემების გადასაჭრელად“ - ეს არის ციტატა სტატიიდან `'დამოკიდებულებების ცვლილება სისტემებსა და პრაქტიკაში: თანამშრომლობა ახალი ვარდების რევოლუციისათვის“ (ენდრიუ ჰალასი).
წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია აღწერილი სტატიაში ,,თანამშრომლობა უკეთესი შედეგებისათვის“ (თამაზ დუნდუა და მანანა გიგაური) სტატიის ავტორები მოგვითხრობენ იმ ახალი ტიპის თანამშრომლობაზე, რომელიც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ ,,ელკანამ“ განავითარა მისი წევრი ფერმერებისთვის შეღავათიანი კრედიტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და მათი მეურნეობების შემდგომი განვითარებისათვის.
ჩვენი ჟურნალის ამ და წინა ნომრებში გამოქვეყნებული სხვა სტატიებიც სოციალური თანამშრომლობის, კოალიციური საქმიანობის, შიდა სექტორალური და სექტორთა შორის ურთიერთობების მაგალითებს ასახავენ.
![]() |
2 სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფები და სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიები |
▲back to top |
ვანო თავაძე
ფონდი ,,ჰორიზონტი“, სექტორთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი
2003-2004 წლებში სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფებმა, რომელიც შედგება Mercy Corps-ისა და Care International-ის მიერ მობილიზებული თემების აქტიური წევრებისა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, განახოეციელეს საზოგადოების ინტერესების დაცვაზე მიზანმიმართული პროექტები. პროექტებზე მუშაობისას სამუშაო ჯგუფებმა ყურადღება გაამახვილესიმ სოციალურ საკითხებსა და პრობლემებზე, რომლებიც გამოვლინდა მათ მიერ ჩატარებული საინფორმაციო კამპანიების დროს. ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება და ადგილობრივი თემები მეტ - ნაკლებად მზად არიან გნახორციელონ სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანიები, დაამყარონ გარკვეული ურთიერთობები ხელისუფლების ორგანოებთან, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე, თუმცა, ამ პროცესს თან მრავალი სუბიექტური ტუ ობიექტური დაბრკოლება ახლავს, კერძოდ, ამგვარი სამოქალაქო საქმიანობის წარმოების არასაკმარისი გამოცდილება, სუსტი მასმედია და კერძო სექტორი, ბიუროკრატია სახელმწიფო ორგანოებში და მათი არაკომპეტენტურობა, ფინანსური და საბიუჯეტო სისტემის გაუმჭვირვალობა და არასტაბილურობა, ადმინისტრაციულ სისტემაში არსებული კორუფცია, მოსახლეობის დიდი ნაწილის აპათია, ზოგადად, იმედგაცრუება ხელისუფლების მიმართ და ა. შ. მაგრამ, ქვეყანაში ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან დიდი ნაწილის დაძლევა შესაძლებელია. ამას ხელი მოსახლეობის აქტიურობამ უნდა შეუწყოს.
უფრო კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ, შეიძლება აღინიშნოს, რომ ყველა ჯგუფმა თავი შეიკავა ადვოკატირების (საზოგადოების ინტერესების დაცვის კამპანია) ისეთი ,,რადიკალური“ ზომებისაგან, როგორიცაა დემონსტრაცია, პიკეტი, სასამართლოში სარჩელის შეტანა და სხვ. ამის საპირისპიროდ, გამოიყენეს ისეთი მეთოდები, როგორიცაა საჯარო პეტიციები, თემის მობილიზება, დისკუსიება და შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ადგილობრივი არასამტავრობო ორგანიზაციებისა და თემების წევრებისათვის რთულად მისაწვდომი აღმოცნდა ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები. მათთან ურთიერთობა ძირითადად შემოიფარგლა ინფორმაციის გამოთხოვით. ფაქტობრივად, პარლამენტის წევრები ჩართულნი არ იყვნენ კამპანიებში, თუ არ ჩავთვლით, ისანი - სამგორის ჯგუფის გამოცდილებას. მეორე მხრივ, დეპუტატების ჩართვა ძალზედ ეფექტიანი იქნებოდა ადგილობრივი ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელების თვალსაზრისიტ. ამასთან ერთად, სამუშაო ჯგუფებმა არ მიმართეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ დასმული პრობლემების კანონმდებლობის გზით მოგვარებისათვის. კამპანიები ძირითადად რაიონისა და რეგიონის დონეზე განხორციელდა, სადაც ჯგუფის წევრებს ურთიერთობა უხდებოდათ ხელისუფლების როგორც წარმომადგენლობით, ასევე, აღმასრულებელ ორგანოებთან. მათ მიერ დასმული საკითხების დიდი ნაწილი უმეტესწილად აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში შედიოდა. სამუშაო ჯგუფებს საკრებულოებთან ურთიერთობა ძირითადად ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე უხდებოდა.
აღსანიშნავია, რომ მასმედიის, განსაკუთრებით, ადგილობრივი ტელევიზიის ჩართულობა საკმაოდ ეფექტიანი იყო მხარდამჭერი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით. ასევე, კარგად იქნა გამოყენებული ბეჭდვითი მედია და პლაკატები.
სამუშაო ჯგუფებს გარკვეული სიძნელეები ჰქონდათ ხელისუფლებასთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარების კუთხით, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთგვარი ეჭვის თვალით უყურებდნენ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც ცალკეული სოციალური საკითხებისა და პრობლემების წინ წამოწევით ცდილობდნენ მათი ყურადღების მიპყრობას. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჯგუფის წევრებს პოლიტიკური მიზნები არ ამოძრავებდათ, გაცილებით გაიოლდა ორი სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა. ცხადია, რომ ყველა ჯგუფმა ერთნაირ წარმატებას ვერ მიაღწია თანამშრომლობაში, თუმცა რამდენიმე ზოგადი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა მაინც მოგვცა. კრძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სათემო კავშირებმა უფრო აქტიური ურთიერთობა უნდა დაამყარონ თავიანთ სამიზნე ჯგუფებთან და მათი საჭიროებებისა და პრობლემების ირგვლივ უნდა ააგონ თავიანთი პროგრამები და პროექტები. მათ უნდა უზრუნველყონ სამიზნე ჯგუფებისა და თემების წარმომადგენელთა უშუალო ჩართვა პროექტის განხორციელებაში.
ხელისუფლებასთან ურთიერთობისას სათემო კავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გადასაჭრელი საკითხის ან საკითხების ტაობაზე ამომწურავი ინფორმაციით უნდა იყვნენ აღჭურვილნი და ცამოყალიბებული უნდა ჰქონდეთ მრავალმხრივი და მოქნილი სტრატეგია, რომელიც შეიცვლება ხელისუფლებასთან ურთიერთობის დინამიკისა და წარმოქმნილი სიძნელეების შესაბამისად. ამასთან ერთად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მეტი უნდა იფიქრონ სხვადასხვა ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებასა (მაგალითად, სასამართლოში სარჩელის შეტანა) და მასმედიასთან მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო კავშირის დამყარებაზე.
![]() |
3 სოციალური თანამშრომლობის მოდელი |
▲back to top |
მერი ელენ ჩატვინი
მრჩეველი სოციალური პოლიტიკის საკითხებში
კავკასიაში და სხვაგანაც, არასამთავრობო ორგანიზაციები მიხვდნენ, რომ თუ ქვეყანაში საჭიროა სოციალური უზრუნველყოფის, განათლების და ჯანდაცვის კუთხით რეგიონული მართვის სტრატეგიის სისტემის განვითარება, ამას მთავრობასთან თანამშრომლობის გარეშე ვერ მოახერხებენ. დღეს შეუძლებელია ,,რენეგატული“ პროგრამების განხორციელება სამთავრობო მართვის სისტემის ან ეროვნული მოთხოვნების და ნორმების ფარგლებს გარეთ თუ, რა თქმა უნდა, ქვეყანა დაადგება სამართლებრივ ქვეყანად გარდაქმნის გზას, სადაც ყველასათვის თანაბარი სოციალური შეღავათები შეიქმნება.
ეროვნული და ადგილობრივი სამთავრობო დაწესებულებების, ასევე, კომერციული/ბიზნესის საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეთა საინიციატივო ორგანიზაციების ლიდერებმა და თანამშრომლებმა, ასევე, პოლიტიკის მწარმოებლებმა უნდა შეიმუშაონ ერთიანი მიზნები და ამოცანები მოსახლეობის ყველა ჯგუფის რესურსებისა და შესაძლებლობების მაქსიმალიზაციისათვის. ასეთი ამოცანები ასახულია ეროვნულ სამოქმედო გეგმებსა და ეროვნული რეფორმების პროგრამებში.
სოციალური თანამშრომლობა არის სამი სექტორის თანამშრომლობის მოდელი: სახელმწიფო, კომერციული და არასამ პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხერხი და შესაძლებლობა აქვს. ხშირად, პრობლემის მათეული ახსნა და განმარტება ერთობ განსხვავდება ერთმანეთისგან და მაინც, განსხვავებათა მიუხედავად, ამ სექტორებს შორის თანამშრომლობა აუცილებელია, ვინაიდან არცერთ მათგანს არ ძალუძს პრობლემების გადაჭრა მარტო.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს საქართველოში: მათ გაწვრთნეს ის ადამიანები, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიან და წამყვან თანამდებობებს იკავებენ; ადგილობრივ მოსახლეობას ასწავლეს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის კამპანიების გამართვა (ადვოკატირება), სიღრმისეულად გააცნობიერეს სოციალური საკითხები. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის გამოცდილება საქართველოში სხვადასხვაა. ზოგი ახლა იწყებს საქმიანობას რაიონებში. ის, თუ რაოდენ ეფექტიანად ითანამშრომლებენ ერთმანეთთან სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული ეს ორგანიზაციები, დსმოკიდებულია მათი განვითარების დონეზე.
გთავაზობთ სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული არასამტავრობო ორგანიზაციების ორგანიზაციული განვითარების საფეხურების მოკლე მიმოხილვას:
საფეხური პირველი: ორგანიზაცია ახალი შექმნილია. სამუშაო ჯგუფი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას, აყალიბებს მისიის განცხადებას, მუშაობს პროექტების მოძიებაზე. მტავრობასთან თანამშრომლობით მას საშუალება ეძლევა საჯარო შენობაში სამუშაო სივრცე მოიპოვოს შეღავათიანი პირობებით. ორგანიზაციული განვითარებისთვის, ამ ეტაპზე, როგორც წესი, ეს ჯგუფები ეძებენ პირველ მცირე გრანტს საერთაშორისო ორგანიზაციისაგან. მთავრობა ასეთი ტიპის ორგანიზაციას სერიოზულ პარტნიორად არ მიიჩნევს და, შესაძლოა, ეჭვის, ეჭვის თვალითაც უყურებს მის საქმიანობას. ზოგიერთი მკვლევარი ამ საფეხურს ,,მოზარდობის“ ხანას უწოდებს, ვინაიდან ამ საფეხურზე არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარების პირველ ნაბიჯებს აკეთებს
საფეხური მეორე: ამ საფეხურზე მდგომი არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი მომსახურების კუთხით, ცნობილია გარკვეულ წრეებში (ქსელში). მას შემუშავებული აქვს ძირითადი საბუღალტრო და ფინანსური სისტემები და ახორციელებს გრანტებს. შტატი შედარებიტ კვალიფიციურია, თანამშრომლებს გავლილი აქვს ტრენინგები და აქვთ ბენეფიციარებთან ურთიერთობის გარკვეული სისტემა. გრანტების ,,მონაცვლეობიდან“ გამომდინარე, ორგანიზაციას უჩნდება უფრო სოლიდური გრანტის მოპოვების საჭიროება. ბენეფიციართა კატეგორია არ იცვლება და ამიტომ, მოსახლეობა მას იცნობს, როგორც სოციალური მომსახურების სისტემაში მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციას, რომმელიც, ხშირად, ერთადერთია მათ რაიონში. მათ მოძებნილი აქვთ თავიანთი ,,ნიშა“, მოსახლეობაში მოხვეჭილი აქვთ სახელი და რეპუტაცია და შეუძლიათ მთავრობას ისე გაუსწორონ თვალი, როგორც თანაფარდ პარტნიორს. მკვლევარები ამ საფეხურს ,,სიყმაწვილის“ საფეხურს უწოდებენ, რადგან ამ საფეხურზე ორგანიზაციები მეტად ენერგიულნი არიან და ხმამაღლა აცხადებენ, რისი სწამთ.
საფეხური მესამე: ამ საფეხურზე მდგომი ორგანიზაცია გაცილებით სტაბილურია, რადგან ბენეფიციარებთან რეგულარულმა მუშაობამ მას საშუალება მისცა, შეაფასოს და გააანალიზოს საკუთარი გამოცდილება, მეტი შეიმეცნოს და გაიღრმაოს პრაქტიკა. ორგანიზაცია არა მარტო მომსახურებით არის დაკავებული, არამედ შემოაქვს სამართლებრივი ინიციატივები, მართავს საზოგადოების ინტერესების დაცვის კამპანიას კონკრეტული სოციალური პრობლემების გადასაჭრელად და თანამშრომლობს ხელისუფლებასთან.
საფეხური მეოთხე: ამ საფეხურზე მდგომი არასამთავრობო ორგანიზაცია ზრდასრულ ასაკს შეიძლება შევადაროთ. განვითარების ამ საფეხურზე პროცესი შეიძლება ორი სცენარით განვითარდეს: ორგანიზაცია შეიძლება ისე გაძლიერდეს და ისეთ პროფესიულ სიმაღლეს მიაღწიოს, რომ თანამშრომლობის ან ადვოკატირების გზით გადაწყვეტილების მიღების დროს ხელისუფლებაზე გავლენაც მოახდინოს. სხვა შემთხვევაში, არასამტავრობო ორგანიზაციები შეიძლება ისე ჩაებნენ სოციალური ცვლილებების პროცესში, რომ მთლიანად ,,აითქვიფონ“ მთავრობაში ან მოხდეს ისიც, რომ ორგანიზაციის წამყვანი წევრები (ხშირად სტრატეგიული წევრები) ხელისუფლების წამყვან თანამდებობებზეც გადავიდნენ სამუშაოდ. საბოლოოდ არასამთავრობო ორაგნიზაცია შეიძლება ისე დაუახლოვდეს მთავრობას, რომ იძულებული გახდეს მის ყველა სურვილს დაემორჩილოს, მთლიანად დამოკიდებული გახდეს მასზე და ვეღარ დაიცვას საკუთარი ბენეფიციარების ინტერესები.
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მთავრობასთან თანამშრომლობისას ვერ ახერხებს თანამშრომლობის კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედებას, ორმხრივი სიძნელეების შექმნის მიზეზი ხდება. ეს უარყოფითად აისახება თანამშრომლობაზე, ხოლო უარყოფითი თანამშრომლობის მსხვერპლნი კი, საბოლოო ჯამში, ბენეფიციარები არიან. მთავრობამ შეიძლება, უბრალოდ, ,,ჩაყლაპოს“ არასამთავრობო ორგანიზაცია. ნაყოფიერი თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ პარტნიორებს მუდამ უნდა ახსოვდეთ თავიანთი მიზნობრივი ჯგუფები და მათ მიმართ უნდა აყალიბებდეს მკაფიო სამართლებრივ ბაზას.
მთავრობა
თუ მთავრობას არ შეუძლია სოციალური სექტორისთვის საკმარისი თანხების გარება, ისე, როგორც ამას იგი საბჭოთა ხანაში აკეთებდა - ,,მთელი ყურადღება სოციალურ მომსახურებას!'' - მაშინ სოციალურ პოლიტიკაში რეფორმა სამი მიმართულებით უნდა განხორციელდეს:
- არასამთავრობო სექტორს საშუალება მიეცეს საქმე საკუთარი რესურსების გამოყენებით აკეთოს (საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით);
- მოხდეს პრივატიზაცია და განვითარდეს ბაზარზე ორიენტირებული მომსახურება, რაც კონკურენციის პირობებს შექმნის და აამაღლებს მომსახურების ხარისხს (დამახასიათებელია ჯანდაცვის სექტორისათვის) ისე, რომ მწირი სამთავრობო რესურსები სრულად და ეფექტიანად იქნას გამოყენებული. მთავარი მიზანია, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც კერძო და არასამტავრობო ორგანიზაციებს სოციალური სექტორის ინვესტირების საშუალებას მისცემს. ინვესტიციებში იგულისხმება მატერიალური, ფიზიკური, ინტელექტუალური და სხვა რესურსები.
- სოციალური თანამშრომლობის სისტემა: უმეტეს განვითარებულ ქვეყნებში სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე, კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობისათვის შემუშავებულია მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპები. ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალური თანამშრომლობა დღეს არასამთავრობოორგანიზაციების კერძო ეკონომიკური საქმიანობის შემდეგ მეორე ადგილზეა. უდავოა, რომ ქვეყნის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა ხელს უწყობს ასეთ ურთიერთობას (არასამთავრობო ორგანიზაციების საბრუნავი ფონდების 30%25 -ს მთავრობა გამოყოფს, ევროპაში - მეტსაც; გერმანიაში - 70%25 -ს, საფრანგეთში - 80%25-ს.) მთავრობიდან არასამთავრობო ორგანიზაციებში სახსრები ორი გზით ხვდება: ორგანიზაციისთვის სახსრების გამოყოფა კონკრეტული მიზნის მისაღწევად და თავად ორგანიზაციის მიზანმიმართულად დაფინანსება, ისე, რომ რაიმე კონკრეტული მიზანი მხედველობაში არ არის მიღებული.
სოციალური უზრუნველყოფის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაცია ორ როლს ასრულებს:
1. შუამავლობს კერძო პირებს/ჯგუფებსა და ეროვნულ მთავრობას შორის
2. ქომაგობს სამოქალაქო საზოგადოებას და ხელს უწყობს მისი გავლენის სფეროს გაფართოებას სახელმწიფოს მასშტაბით.
დემოკრატიული მთავრობები არასამთავრობოების ამ ორ ფუნქციას არ უფრთხიან, პირიქი - მიესალმებიან. დემოკრატიული რეფორმებისა და ანგარიშვალდებულებების მისაღწევად ისინი ცდილობენ სოციალური თანამშრომლობის დანერგვას.
სოციალური თანამშრომლობის წამოწყებებმა უკრაინაში, რუსეთში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში მაგალითი მოგვცეს იმისა, თუ როგორ გარდაიქმნებოდნენ ნაბიჯ - ნაბიჯ ყოფილი საბჭოური ქვეყნები დემოკრატიაზე ორიენტირებულ საზოგადოებებად. ამ მაგალითების საშუალებით შეიძლება გავიაზროთ არასამთავრობო სექტორის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დინამიკა პოსტსაბჭოურ სივრცეში. ,,ადგილობრივი სამთავრობო და არასამტავრობო ორგანიზაციების სოციალური თანამსრომლობის ქარტიის“ განვითარებამ მოდელების შექმნას შეუწყო ხელი. სოციალური თანამშრომლობის პირველი ცდები ადგილობრივ დონეზე დამაიმედებელია. ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა USAID და ევროკავშირის დელეგაციები გვთავაზობენ დოკუმენტურ მასალებს და რჩევებს, ასევე, მოსამზადებელ კურსებს. სისტემა შედგენილია სამართლებრივი კონცეფციის მიხედვით.
უპირატესობანი
ეკონომიკის თვალსაზრისით უპირატესობები ორივე პარტნიორისათვის თვალსაჩინოა. არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი მიუწვდებადამატებით რესურსებზე, მაშინ, როცა სახელმწიფო ბიუჯეი ,,მსუბუქია“ და მთავრობა კვეცს სოციალური სექტორისათვის გამიზნულ არასაბიუჯეტო რესურსებს. სოციალური თანამშრომლობის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი ტენდერია.. ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაცია შეერჩეული იქნა ოფიციალური და გამჭვირვალე კონკურსის პირობებში, ყველა სახელმძღვანელო პრინციპის დაცვით, მოსახლეობა რწმუნდება, რომ თანხები არაპროფესიული მიზნით არ გაიცემა, მითუმეტეს, თუ არასამთავრობო ორგანიზაციას ამ სფეროში ადრეც უმუშავია. ტენდერში მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, ჩამოყალიბებული დასკვნები და მოლოდინი შეფასებული უნდა იქნას გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით საჯაროდ.
ორგანიზაციული და ტექნიკური უპირატესობები.
სისტემის დაცვა ხელს უწყობს პრობლემების მოგვარებას:
1. იგი საჯაროობის გარანტია. ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაცია და მთავრობა ერთმანეთს ინფორმაციას საჯარო არხების საშუალებებით აწვდიან, მოსახლეობას საშუალება ეძლევა პროგრამების განხორციელების მთელ პროცესს თვალყური ადევნოს.
2. სოციალური თანამშრომლობის მოდელი ადგენს საქმიანობის შეფასებისა და სოციალური მომსახურების ხარისხის კრიტერიუმებსა და ნორმებს. ეს მნიშვნელოვანი საკითხი უგულებელყოფილია სრული თავისუფლების ,,რენეგატულ“ სისტემაში, რომლის მიხედვითაც განვითარების პროგრამები ხორციელდება მთავრობის მონაწილეობის გარეშე და თითოეული ორგანიზაცია თვითშეფასებას აკეთებს.
3. ხელშეკრულებაზე ურთიერთდამოკიდებულება გამონდინარეობს ორმხრივი ფინანსურ - სამართლებრივი ხელშეკრულებითა და უფლება - მოვალეობებით. ვერც ერთი მხარე ვერ დაადანაშაულებს მეორეს სოციალური თანამშრომლობის ხელშეკრულების მიზნების განუხორციელებაში.
კიდევ უფრო მეტია უპირატესობანი სოციალურ - პოლიტიკური კუთხით
1. სოციალური თანამშრომლობა ხელს უწყობს მოსახლეობის ყველაზე მტკივნეული პრობლემების გამოვლენას და მის აღმოფხვრისთვის ბრძოლას. მედია ამ სისტემაში ერთ - ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, დაწყებული, ტენდერის/კონკურსის შესახებ ინფორმაციის გამოცხადებიდან, დამთავრებული, პროგრამის განხორციელების შედეგების და პროგრამის მიმართ მოსახლეობის გამოხმაურების გაშუქებამდე.
2. სოციალური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად აფართოებს ადგილობრივიმოსახლეობის ჩართულობას, რადგან იგი ადგილობრივი ტენდერის შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მოსახლეობა იწყებს ადგილობრივი თემების მობილიზებას.
3. სოციალური თანამშრომლობა აფართოებს საზოგადოებრივ კონტროლს სახელმწიფო ჩინოვნიკების საქმიანობაზე.
4. ვიდრე მთავრობასთან თანამშრომლობენ, არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალურ პრობლემებზე ზრუნვის საკითხებში კანონიერ ,,თანამოსაუბრეებად“ მიიჩნევენ, ვინაიდან ისინი ამ საქმეში მთავრობის პარტნიორს წარმოადგენენ.
5. სოციალური პრობლემის გადაჭრის პასუხისმგებლობები სახელმწიფოსა და მოქალაქეთა შორის განაწილებულია და პოლიტიკური სტაბილურობაც უკეთაა დაცული, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ყველაფერს სახელმწიფოს ვეღარ აბრალებენ.
ამ კუთხით მომუშავე კომპეტენტურმა ორგანიზაციებმა და მთავრობამ სოციალური თანამშრომლობის ქარტია ზემოთჩამოთვლილი ნებისმიერი შემთხვევიდან შეიძლება ჩამოაყალიბოს. ქარტია უნდა შეიცავდეს:
- მისიის განცხადებას (სიღარიბის დაძლევისათვის ბრძოლა, ხანდაზმულთა, ახალგაზრდების, ბავშვების და სხვათა სოციალური დახმარება, განათლება, კულტურა, მეცნიერება, სპორტი და ა. ს);
- სოციალური თანამშრომლობის მიზეზის,მ წესებისა და ნორმების, ორივე მხრიდან მონაწილეთა რაოდენობების განსაზღვრას;
- მიზნობრივ სოციალურ ჯგუფებს;
- გამოვლენილ სოციალურ საჭიროებებს;
- მოსაგვარებელ, კონკრეტულ სოციალურ პრობლემას;
- სოციალური თანამშრომლობის მიზნობრივ პროგრამას (ქსელი და მისი თანხვედრა პროექტთან);
- სოციალური თანამშრომლობის ერთწლიან პროგრამას კონკრეტული პარტნიორების მონაწილეობით;
- პროგრამის დაფინანსების საშუალებებს (ადგილობრივი ბიუჯეტი, მოსახლეობის მიერ შეკრებილი თანხები, არასამთავრობო ორგანიზაციის სახსრები, განვითარების ორგანიზაციები და სხვა);
- პროგრამის განხორციელების სურათს (არასამთავრობო ორგანიზაცია);
- პროგრამის სპონსორის დასახელებას (ზოგჯერ საერთაშორისო სააგენტოები ან სხვა ფონდები);
- ადგილობრივ მთავრობასა და შემსრულებელ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის არსებულ სოციალურ კონტრაქტს, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა ეკონომიკურ, სამართლებრივ პასუხისმგებლობებს და შიდა ურთიერთობებს.
- შეფასების დადგენილ პროცესს.
ასეთი ტიპის „ანთროპოლოგიური“ მიდგომა საშუალებას გვაძლევს ღრმად ჩავწვდეთ კულტურული განვითარების პროცესს და დავაკვირდეთ თითოეული ორგანიზაციის ქცევის წესებს, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. ჩავწვდეთ იმ დეტალებს, რომლებიც აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან, მაგალითად, სამთავრობო ან ბიზნესის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გასაანალიზებლად.
![]() |
4 დამოკიდებულების ცვლილება სისტემებსა და პრაქტიკაში: თანამშრომლობა ახალი ვარდების რევოლუციისათვის |
▲back to top |
ენდრიუ ჰალასი
CARE Intenational, თემის მობილიზების ინიციატივა საქართველოში
ტერმინი ,,თანამშრომლობა“ დღეს ხშირად იხმარება საქართველოში, რადგან ბევრმა ადგილობრივმა არასამთავრობო, სათემო და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა პროექტიების ერთობლივად განხორციელებაზე. მიუხედავად ამისა არაიშვიათად შეხვდებით მათ, ვინც კმაყოფილი არ არის პარტნიორთან თანამშრომლობით. ისინი ამბობენ: ,,წარმატებას ჩვენთან არ ინაწილებენ“ ან „ისე გვამოწმებენ, თითქოს არ გვნდობიან“ ან კიდევ - „არ არის გამჭვირვალობა და არასდროს გვრთავენ გადაწყვეტილებებისა და ახალი სტრატეგიების შემუშავების პროცესში“, ისინი არ ზრუნავენ ჩვენი ორგანიზაციის შესაძლებლობების განვითარებაზე, არამედ გვიყენებენ იმისთვის, რისი გაკეთებაც თავად სურთ''*. გეცნობათ ალბათ ეს საყვედურები!
საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტოვებით მუშაობს ან ეჯიბრება სხვას... იმის მაგივრად, რომ ითანამშრომლოს მის მსგავს, საერთო ინტერესების, აზროვნების და ღირებულებების მქონე ორგანიზაციათან. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა სამუშაო ადგილების მოსაპოვებლად. ზოგ ორგანიზაციაში აყირავებული ურთიერთობებია: გადაწყვეტილებები არ მიიღება ერთობლივად, არ სწავლობენ და, შესაბამისად, რჩებიან დრომოჭმულ ცენტრალიზებულ სტრუქტურად. ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ისეთ პარტნიორებთან, რომლებიც თავიანთი შინაარსით არ შეესაბამებიან მათ ძირითად ღირებულებებსა და მისიას, ისეთებთან, რომლებიც ,,მიუყრიან ფულს“ ორგანიზაციებს იმის გაუთვალისწინებლად, აქვთ თუ არა ამ უკანასკნელთ ორგანიზაციის ფონდების მართვის თუ პროექტის განხორციელების ინსტიტუციური სისტემები.
მარტო ვერცერთი ორგანიზაცია შეძლებს საზოგადოებაში სიღარიბის დაძლევის პირობების შექმნას. საკითხის ასეთი წვდომა ნიშნავს, რომ თანამშრომლობის მთავრი მიზეზი ვერ თავსდება მიდგომაში - ,,რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პარტნიორს თქვენი ორგანიზაციის მუშაობაში“. ამას ჯობია იმაზე იფიქროთ, თუ ,,რა წვლილის შეტანა შეუძლია თქვენს ორგანიზაციას სხვების მიერ საზოგადოების საკეთილდრეოდ წამოწყებულ საქმეში, რადგან ერთობლივი შრომის ნაყოფი ყოველთვის საკუთარი მისიის აღსრულების საწინდარია.
ამასთან ერთად, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ პროექტის განხორციელებაზე და არა პარტნიორის შესაძლებლობების განვითარებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ერთმანეთში ურევენ შესაძლებლობების განვითარებასა და პროექტის განხორციელებას. პროექტის ანგარიშები სავსეა პროექტის წარმატებიტ განხორციელების ამსახველი მასალით და თითქმის არაფერია ხოლმე შიგ ნათქვამი ორგანიზაციის შესაძლებლობათა ზრდის თაობაზე. უპირველეს ყოვლისა, გაისმის ტერმინი ,,მდგრადობა“. ხშირად, პროექტის განხორციელებასთან ერთად მთავრდება ორგანიზაციისა და მისი მომხმარებლის მოღვაწეობა. მაშ, არის ეს ორგანიზაცია? ან არის ეს სამოქალაქო განვითარება? შეფასებები გვიჩვენებს, რომ საქართველოში 4000 - ზე მეტი არასამტავრობო ორგანიზაციაა, რომელთა უმეტესობა პასიურია. რაზე მიგვანიშნებს ეს?
თანამშრომლებმა არაერთხელ აღმოაჩინეს, რომ უმთავრესია არა პროექტი და მასში ჩადებული შრომის შედეგი, არამედ პარტნიორი და მასთან თანამშრომლობის ხარისხი. ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ ორგანიზაციის თანამშრომლებმა არ იფიქრეს მომხმარებელის უკეთესად მომსახურებაზე, იმიტომ, რომ დაინახეს: თუ ადგილობრივ ორგანიზაციას შეეძლო ხარისხიანი მომსახურების დაუფლება, საკუთარი ორგანიზაციის წარმატებით მართვა, საჭირო რესურსების მოპოვება, მაშინ გაჩნდებოდა იმის შესაძლებლობაც, რომ გაჭირვებული მოსახლეობისთვის შექმნილიყო დაწესებულება, რომელიც გაცილებიტ დიდხანს მოემსახურებოდა მას. ასე რომ, მდგრადობამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ვიდრე ქვე - ხელშეკრულება სასარგებლო ვარიანტია პროექტის თანხების დასაფარავად და მრავალრიცხოვანი შედეგების მისაღწევად, მომწოდებლის გავლენა და მდგრადობა უფრო მეტად არის დამოკიდებული თანამშრომლობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების იმ პრინციპებზე, რომელიც ააშენებს მას, მოაგვარებს პრობლემას და არ წავა სახლში. ამიტომ მხარდამჭერი პარტნიორების ინსტიტუციური განვითარების პროცესი მნიშვნელოვნად ზრდის მდგრადობის შესაძლებლობას დაფარვასთან, გავლენასთან და მომსახურებასთან მიმართებაში.
ამ ბოლო დროს თანამშრომლობა საქართველოსი აუცილებელი გახდა, რადგანაც ორგანიზაციები პირდაპირი მომსახურებიდან გადადიან ადგილობრივი ორგანიზაციების განვითარებაზე ახალი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის სტრატეგიებით, სადაც ყველა პასუხისმგებელია უფლებების აღსრულებაზე - ასეთ მიდგომას უფლებებზე ორიენტირებულს უწოდებენ. ფუჭია პროექტი იმ ორგანიზაციების წვლილის გარეშე, რომლების შესაძლოა უკეთ იცნობენ რეგიონს, მის კულტურას და იმ მახასიათებელებს, რომლებიც საჭიროა იქაური პრობლემების გადასაჭრელად.
თუმცა, თანამშრომლობა მხოლოდ ამოცანა და შედეგი როდია, ეს არის პროცესი, ადამიანთა მიმართებათა და ურთიერთობათა ძირითადი წესები, ის ჭანჭიკები და ხრახნები, რომლებიც მექანიზმს ამუშავებენ.
ის, თუ როგორ ვმუშაობთ სხვებთან, ინდივიდუალურად თუ დაწესებულებების დონეზე, ვისთან ვთანამშრომლობთ, ვინ ავირჩიეთ პარტნიორად, განსაზღვრავს ჩვენი წარმატების ხარისხს თანამშრომლობის პროცესში.
„პარტნიორობა არის იმ პრინციპთა კრებულიდან გამომდინარე ურთიერთობა, რომელიც წარმოშობს ნდობას, ურთიერთ მიმართ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას. პარტნიორობა ეფუძნება: საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებს, მიზნებს, ამოცანებს, მოგებას და კონტროლს. იგივე ითქმის ერთობლივი რესურსების გაზიარებაზეც.
სურ. 1 თუ დააკვირდებით პროექტის იერარქიულ სტრუქტურას (დონეებს), დაინახავთ რომელ დონეზეა განთავსებული თანამშრომლობა. ქვე კონტრაქტის პირობები უფრო ხშირად გულისხმობს პროექტის სამუშაოებსა და შედეგებზე პასუხისმგებლობას და ნაკლებ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ეფექტიანობისა და გავლენის დონეზე. თუმცა, სტრატეგიული ალიანსი და სრული თანამშრომლობა გულისხმობს პასუხისმგებლობებს როგორც მაღალ, ისე დაბალ დონეებზე. ურთიერთობები უნდა იყოს დამყარებული მეტ პასუხისმგებლობასა და ნდობაზე.
თანამშრომლობის დონეები ერთმანეთისგან განსხვავდება ურთიერთობათა ინტენსიურობით და აქედან გამომდინარე - განვითარების ტემპით. თანამშრომლობის დროს ინტენსივობის საზღვარი უნდა იდოს იქ, სადამდეც თითოეული პარტნიორი თავს მოხერხებულად გრძნობს. პარტნიორები ერთმანეთზე ზეწოლას არ უნდა ახდენდნენ“.
ერთ შემთხვევაში სახეზეა საფეხურებრივი პროცესი (როგორც ეს ზემოთ არის მოცემული), რომელსაც დრო სჭირდება და ხშირად პროექტის განხორციელების დროს იჩენს ხოლმე თავს. ნამდვილი თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად ზოგჯერ დროც არ რჩება, თუ ურთიერთობა მხოლოდ ქვე - კონტრაქტულდონეზეა. თანამშრომლობის პროცესი ერთობ ნაყოფიერია, როცა თანამშრომლობის დროს ორგანიზაციები ერთად იზრდებიან და ვითარდებიან. ზემოთ მოხმობილი პროცესი საშუალებას გვაძლევს, გავიცნოთ ერთმანეთი და ამოვარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ორგანიზაცია მსგავსი დამოკიდებულებებით, სისტემებითა და უნარ - ჩვევებით.
ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციები პარტნიორს ირჩევენ ნაჩქარევად, მხოლოდ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად და დასახული მიზნის მისაღწევად. ამას ხშირად უსიტყვოდაც გრძნობთ, ვინაიდან წამყვანი ორგანიზაცია არ გთავაზობთ შესაძლებლობათა განვითარების პირობებს, მონიტორინგი ძალზე მკაცრი და შეზღუდულია, და მოგწონთ ეს თქვენ თუ არა, გადაწყვეტილებები ადგილობრივი პარტნიორის მონაწილეობის გარეშე მიიღება.
თანამშრომლობის ცუდ პირობებში თუ აღმოჩნდით, ეს იმის ბრალია ხოლმე, რომ პარტნიორს თქვენი ორგანიზაციის სისტემები, უნარ - ჩვევები და დამოკიდებულებები მეორე ხარისხოვნად მიაჩნია, ანდა, პარტნიორები ვერ ავსებთ ერთმანეთს. საუკეთესო შემთხვევაში ორი ორგანიზაცია ურთიერთშეთანხმებულად მუშაობს და განათლება და სტრატეგია დროსა და კონტექტში ფეხაწყობით ვითარდება.
ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის გასათვალისწინებელი რამდენიმე საკითხი
დამოკიდებულებები: როგორ იყენებთ თქვენს ორგანიზაციულ კულტურას, რათა პარტნიორთან თქვენი დამოკიდებულება იყოს მაქსიმალურად ნაყოფიერი? დაფასდება ის წესები და დამოკიდებულებანი, რომელიც შემდგომაც გრძელდება; რომელი წამახალისებელი სტრუქტურა ახდენს სასურველ ცვლილებას? ხშირად ორგანიზაციის პერსონალი თანამშრომლობაში საკუთარი სამუშაო ადგილისთვის საფრთხეს ხედავს - როგორ უმკლავდებით ამ შეგრძნებას?
უნარ - ჩვევები: როგორ სწავლობთ, იწვრთნებით საჭირო უნარ - ჩვევების შესაძენად? როგორ ინარჩუნებთ გამოცდილ თანამშრომლებს და რას აკეთებთ იმისთვის, რომ მათი გამოცდილება სხვამაც გაიზიაროს? როგორ ხდება თქვენი საკადრო პროფილების ადაპტირება, როცა თქვენი ორგანიზაციის თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთან და საზოგადოების ფართო ფენებთან დღითი დღე იზრდება?
სისტემები: რაოდენ თავისუფალი და მოქნილია თქვენი პოლიტიკა პარტნიორების საჭიროებებთან მიმართებაში, დონორი ორგანიზაციის მკაცრი მოთხოვნებისა და შეზღუდვების პირობებში?
მეორე გზა იმის გასაგებად და განსასაზღვრად, თუ თანამშრომლობის პროცესისი რომელ სტადიაზეა თქვენი ორგანიზაცია, მოცემულია ქვემოთ მოყვანილ იერარქიულ მოდელში. ეს მოდელი გვთავაზობს შემდეგს: როდესაც ვსარგებლობთ ტერმინით ,,პარტნიორი“, შესაძლოა რამდენიმე საფეხურით ავცდეთ მიზანს; ეს მოდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობისა და სამუშაოს სირთულის დონის ზრდას ვერტიკალური მიმართულებით და თანამშრომლობის დონის ზრდას ჰორიზონტალური მიმართულებით.
თანამშრომლობა მოითხოვს ხელმძღვანელობას, წვრთნას, შუამავლობას, მოლაპარაკებას, კონფლიქტის დარეგულირებას, კომუნიკაციებსა და კონტექსტურ ანალზს... თანამშრომელთა ნაწილი, რომელიც მომზადებას გადის სხვა ტექნიკურ სფეროში, შინაგანად ფლობს ამ უნარ ჩვევებს. სხვებს ჭირდებათ მომზადება ან უნდა დავიქირაოთ თანამშრომელი, რომელიც ფლობს ამ უნარ - ჩვევებს.
საწყის დონეზე არიან ასოციაციები და კლუბები. თუმცა, ამ დონეზე, როგორც წესი, ასევე, არიან მცირე ორგანიზაციები, რომელთაც არა აქვთ დაწერილი წესდება ან მისია და აქვთ სუსტი ორგანიზაციული სტრუქტურა და სისტემები. ასეთი ორგანიზაციები ერთმანეთს იშვიათად ხვდებიან. საქართველოს სოფლის თემებში ასეთი კლუბები თუ ორგანიზაციები ან ძალზე სუსტია ან თემის დონეს ვერ პასუხობენ. ჩვეულებრივ, ჩამოყალიბებულია სათემო ორგანიზაციები (CBO).
აქედან გამომდინარე, შემდეგ საფეხურზე შეხვდებით ადგილობრივ არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, რომლებსაც აყალიბებენ უფრო ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექვემდებარებიან მათ, რათა მათი პროექტის ნაწილს წარმოადგენენ და დახმარებასაც მათგან ელიან. დონორ ან წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს არის არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციების ორგანიზაციული განვითარების პროცესში პროგრამის ჩარჩოების გაფართოების გზა. თუმცა, ეს უკანასკნელი ყოველთვის როდი სრულდება ქვე - კონტრაქტის დონეზე. მთავარი განსხვავება ,,მომსახურებისა“ და ,,კლიენტის“ ქვე - კონტრაქტების დონეებს შორის იზომება დროითა და წარმოქმნილი ურთიერთობით. ,,კლიენტზე“ ორიენტირებული ურთიერთობები ვითარდება მაშინ, როცა იგი ხანგრძლივად მხოლოდ მომსახურებისკენაა მიმართული, თუმცა ,,მომსახურება“ ხშირად ერთჯერადი საქმიანობაა, რომელიც პროგრამის საჭიროებიდან და შინაარსიდან მომდინარეობს. მომსახურებით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელთ შეუძლიათ გადავიდნენ ,,კლიენტზე“ ორიენტირებულ ურთიერთობაზე, რომელიც პროექტის მიმდინარეობის მთელ პერიოდში ემყარება ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას, როდესაც სისტემები, დამოკიდებულებები და უნარ - ჩვევები ერთმანეთს ერწყმიან და როდესაც ურთიერთნდობა მაღალ დონეს აღწევს.
სტრატეგიული ალიანსი/თანამშრომლობა ქვე - კონტრაქტის ზედა საფეხურზეა. ურთიერთობების ამ დონეზე ორგანიზაციები გაცილებით დამოუკიდებელნი არიან და საკუთარი მისიითა და ძირითადი საქმით ხელმძღვანელობენ. მიუხედავად ამისა, ორივე ორგანიზაცია ერთადაა და სრულად ავსებს ერთმანეთს. თითოეული მათგანი პროექტის ამოცანის ერთ ნაწილს ასრულებს, რათა საბოლოოდ პროექტის მიზანი იქნეს მიღწეული. ამ შემთხვევაში, ერთი ორგანიზაცია შეიძლება უკეთ ერკვეოდეს მიკრო კრედიტებში, ხოლო მეორეს ეხერხებოდეს თემის მობილიზება კონფლიქტის მოგვარება. ასეთი ურთიერთობა ბევრად უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ურთიერთობა ქვეკონტრაქტის დონეზე და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის გარდა მის ეფექტიანობასა და შედეგებსაც მოიცავს.
თანამშრომლობის არსი
საქმიანობა |
დამოკიდებულება |
შედეგები |
ერთობლივი დაგეგმვა;
რეგულარული შეხვედრები;
ხარისხიანი კომუნიკაცია;
საერთო რესურსები;
აქტიური გუნდის ჩამოყალიბება თანამშრომლობის. დროს წარმოქმნილი სირთულეების დაძლევის ღონისძიებები |
ნდობა/პატივისცემა/გამჭვირვალობა;
განსხვავებულობის პატივისცემა;
როლების სპეციალიზაცია;
ურთიერთანგარიშვალდებულება (როლის, ვალდებულებების, ამოცანების მიხედვით) წარმატებისთვის, დამარცხების შემთხვევაში;
საერთო ხედვა, ამოცანები, ღირებულებები და ინტერესები.
|
ურთიერთსწავლების უწყვეტი პროცესი;
ერთმანეთზე დამოკიდებულება;
,,შემოქმედებითი მოღვაწობა;“
სარგებელი, რომელიც ორგანიზაციამ თანამშრომლობის შედეგად იქონია. |
სრული თანამშრომლობის უმაღლესი დონე ხშირად განისაზღვრება იმით, რომ ორ სააგენტოს აქვს საერთო ხედვა, ამოცანები, ინტერესები და მეტად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულები. ესეც ის დონეა, როცა ხანგრძლივი ურთიერთობა ყალიბდება, როცა ერთმანეთისგან სწავლობენ, საერთო ძალისხმევით მუშაობენ, დამოკიდებულებეი/უნარ - ჩვევები და სისტემები განვითარებულია და ორგანიზაციები ერთმანეთს უზიარებენ. ამასთან ერთად, მაღალია კომუნიკაციის დონე ორგანიზაციებს შორის, ტარდება რეგულარული შეხვედრები, საერთო რესურსები და მიმდინარეობს აქტიური გუნდის ჩამოყალიბების პროცესი. მეტიც, ორგანიზაციის ინსტიტუციური შესაძლებლობები პროექტის განხორციელების პროცესში იქმნება. რწმენა და ნდობა იზრდება. რწმენა და ვარაუდი იმისა, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს აღებული გეზით წინსვლას დიდია, რადგანაც სხვა ორგანიზაციები აშკარად ცდილობენ მათი გამოცდილებისა და დახმარების გამოყენებას.
მაშ ასე, რა დონეზეა თქვენი ორგანიზაცია თანამშრომლობის კუთხით? იმედია, ჩვენი სტატია დაეხმარა მკითხველს უკეთ გაერკვეს პარტნიორობის არსში. ვიმეორებ: მუშაობისას სშირად გვესმის ტერმინი ,,პარტნიორი“, მაგრამ ასევე ხშირად ვიგებთ, რომ თანამშრომლობის პერიოდში ორგანიზაციები ერთმანეთს პატივს არ ცემენ. მართალია, ზოგი აქებს თავის ურთიერთობას და თანამშრომლობას მეორე ორგანიზაციასთან, მაგრამ ეს ,,ქებანიც“ იმათ ეკუთვნის, ვინც არც თუ ისე კმაყოფილი დარჩა პარტნიორთან თანამშრომლობით და რომელთა კომენტარებმაც იმისკენ მიბიძგა, რომ გადავწყვიტე ,,პარტნიორობის“ არსი რაღაც სტრუქტურაში ამესახა. ვიმედოვნებ, ამ სტატიის მკითხველი დაინტერესდება ამ სტრუქტურით და გამოიყენებს თავისი ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისათვის.
ვინაიდან საქართველოში გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესი, თანამშრომლობა მისი აშენების მოდელი იქნება. ორგანიზაციებმა უნდა ისწავლონ ერთად მუშაობა და ერთმანეთს არ უნდა უყურონ კონკურენტის თვალით. ,,ვარდების რევოლუციამ“ დაგვანახა.
![]() |
5 ,,გურიის მთები“ თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე |
▲back to top |
დავით კუტუბიძე
კავშირ ,,გურიის მთების“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი
დღეს, როდესაც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა განვითარების მაღალ დონეს მიაღწიეს, დღის წესრიგში დადგა სხვადასხვა სექტორთა შორის პარტნიორობის საკითხი, რადგანაც სექტორთა თანამშრომლობის გარეშე თითქმის შეუძლებელი გახდა ნებისმიერი სოციალურ - პოლიტიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სხვა პრობლემის მოგვარებაეს თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით ხოეციელდება:
- თავად არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის;
- არასამთავრობო ორგანიზაციათა თანამშრომლობა სახელმწიფო და მმართველობით სტრუქტურებთან;
- თანამშრომლობა ბიზნესის სექტორთან;
- მედიასთან თანამშრომლობა.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
ასეთი პარტნიორობის ერთ - ერთ მაგალითს წარმოადგენს გარემოსდაცვითი და ტურიზმის განვითარების კავშირ ,,გურიის მთების“ (ქ. ოზურგეთი) მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომელთა შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ.
1999 წელს ,,გურიის მთები“ ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა აზერბაიჯანის (ქ. ბაქოს) ეკოტურისტულ ახალგაზრდულ ასოციაცია ,,პილიგრიმს“. ჩვენი თავდაპირველი მიზანი ფონდ ევრაზიის პროგრამის - ,,თანამშრომლობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში ერთობლივი პროექტის მომზადება იყო. ხუთთვიანი მუშაობის შედეგად მომზადდა და ფონდ ,,ევრაზიაში“ წარდგენილი იქნა ქართულ - სომხურ - აზერბაიჯანული (მესამე მხარედ წარმოდგენილი იყო სომხეთის ქ. ვანაძორის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი“) ერთობლივი პროექტი ,,ძველი მეგობრები - ახალი კონტაქტები“, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ცალკეულ რეგიონში (საქართველო - გურიის მხარე, აზერბაიჯანი - კავკასიის მთავარი ქედის მიმდებარე მთიანი რაიონები, სომხეთი - ლორის მხარე) ტურისტული, ისტორიულ - კულტურული რესურსების შესწავლა და კვლევა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა ერთობლივი წვრთნების ორგანიზება მცირე ტურისტული მეურნეობების მენეჯმენტსა და მარკეტინგში.
პროექტით გათვალისწინებული იყო ამერიკის განათლებისა და განვითარების აკადემიის, შვეიცარიის ტურისტული კომპანიის სპეციალისტების მოწვევა, აგრეთვე სამივე ქვეყნის სამიზნე რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის, ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ბიზნესმენთა და არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგაციების გაცვლა ცალკეული მხარის ტურისტული რესურსების გაცნობის, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი კონკურსში ვერ გავიდა, შევიძინეთ პარტნიორული ურთიერთობის დიდი გამოცდილება, რაც მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელების ერთ - ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდა.
მართლაც, 2002 წელს აზერბაიჯანულ ,,პილიგრიმთან“ ერთად ,,გურიის მთებმა“ პროექტისათვის ,,კავკასია ჩვენი სახლია“, კავკასიის რეგიონული ეკოლოგიური ცენტრისა და შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტრანსსასაზღვრო ეკოლოგიური პროგრამის გრანტი დაიმსახურა. პროექტის მიზანია ორი მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა ბაქო - სუფსის ნავთობსადენის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, საზოგადოების აქტიურობისა და მონაწილეობის ხარისხის გაზრდა კონკრეტული სოციალურ - ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.
პროექტის ფარგლებში 2004 წლის ივნისში ორი ქვეყნის 27 რაიონის ტერიტორიაზე დაგეგმილია ეკოლოგიური ექსპედიციის ორგანიზება და მოწყობა ნავთობსადენის გასწვრივ და მიმდებარე ტერიტორიების, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუფერული ზონების ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლის, მასზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის ქსელის შექმნის მიზნით. გათვალისწინებულია ნავთობსადენის მიმდებარე დაცული ტერიტორიების, ნაკრძალების, ისტორიულ - კულტურული ცენტრებისა და მემკვიდრეობის შესწავლა საერთაშორისო ეკოტურისტული მარშრუტის ,,კავკასიის მწვანე გზა“ დაგეგმარებისათვის საჭიროებებისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით. პროექტი დასკვნით სტადიაშია.
,,გურიის მთები“ თანამშრომლობს შავი ზღვის ეკოლოგიურ პროგრამასთან, სანაპიროს ინტეგრირებული მართვის პროექტთან ადგილობრივი სოციალურ - ეკოლოგიური, მდგრადი განვითარების საკითხებისა და პრობლემატიკის გამოვლენასა და შესწავლაში, მონაწილეობას იღებს ადგილობრივი ორგანიზაცია ,,ჯგუფი 21-ე“ ეფექტური მუშაობისთვის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრასა და რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავებაში. ამ მიზნით ორგანიზაციის სპეციალისტები ჩართული არიან პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ სხვადასხვა დონის საერთაშორისო სემინარებისა და კონფერენციების მუშაობაში და, არც თუ იშვიათად, თვითონ გამოდიან ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა სახის საინფორმაციო თუ სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორებად, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკოლოგიური და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლობების ჩამოყალიბებას, თანამშრომლობის განვითარებას სამთავრობო, სამეცნიერო - კვლევით და კერძო სექტორებს შორის. ასეთი თანამშრომლობის შედეგია გურიის მხარეში ტურიზმის ალტერნატიული განვითარებისათვის საინვესტიციო - საპროექტო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, რაც დაფუძნებულია მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის ძირითად პრინციპებზე ადგილობრივ გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით.
წარმატებული აღმოჩნდა ,,გურიის მთების“ თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთანაც - ყოფილი საბჭოთა კავშირის ექვს ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) ევროკავშირის დაფინანსებით ამჟამად მიმდინარეობს პროექტი ,,გარემოსდაცვითი ინფორმაცია, განათლება და ცნობიერების ამაღლება“. პროექტს ახორციელებს ჰოლანდიური საკონსულტაციო ფირმა ROYAL HASKONING ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გარემოსდაცვით ცენტრთან (CEE REC) ერთად.
პროექტმა თითოეულ ქვეყანაში გამოაცხადა კონკურსი თანამშრომლობისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ერთი ორგანოს (არასამტავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის აუცილებელი პირობით) შესარჩევად. 2004 წლის იანვარში კონკურსში გაიმარჯვა ოზურგეთის რაიონის ასოცირებული საკრებულოსა და საზოგადოებრივი კავშირის ,,გურიის მთების“ ერთობლივმა პროექტმა ,,ორჰუსის კონვენციის ძირითადი პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა ოზურგეთის რაიონის მაგალითზე“, რომლის მიზანია ოზურგეთის ასოცირებული საკრებულოს ბაზაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციის ბიუროს და იურიდიული ბიბლიოთეკის ჩამოყალიბება. პილოტპროექტის წარმატებით განხორციელებისა და დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში, მისი გამოცდილება საქართველოს ყველა რაიონში დაინერგება.
პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
გამოიცა ოზურგეთის რაიონის ასოცირებული საკრებულოსა და ,,გურიის მთების“ ერთობლივი გაზეთი (პოპულარიზაციას უწევს ორჰუსის კონვენციას, ქვეყნდება ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების სამეცნიერო - პოპულარული წერილები);
ადგილობრივი ტელეკომპანია გადასცემს ყოველდღიურ სოციალურ რეკლამას და ყოველდღიურ ტოქ -შოუებს.
მზადდება ორჰუსის კონვენციის პოპულარიზაციის ხელშემწყობი სარეკლამო პლაკატი, რომელიც გავრცელდება რაიონის მასშტაბით.
პირველად საქართველოში მომზადდა და გამოცემაშია ოთხასგვერდიანი წიგნი ,,საქართველოს ძირითადი გარემოსდაცვითი კანონების კრებული“, რომელიც მოიცავს ყველა გარემოსდაცვით კანონს მთლიანად და მუხლებს სხვა ზოგადი კანონებიდან. (წიგნში შემოსულია 46 კანონი, ტირაჟი 150 ცალი). კანონთა კრებული უფასოდ ურიგდება საჯარო მოხელეებს და საზოგადოების წარმომადგენლებს.
15 - 17 აპრილს ოზურგეთის რაიონს სტუმრობდნენ პროექტის ,,გარემოსდაცვითი ინფორმაცია, განათლება და ცნობიერების ამაღლება“ გუნდის ლიდერი და საქართველოს ეროვნული გუნდის წევრები, რომლებმაც ტრენინგი ჩაუტარეს ოზურგეთის 29 საკრებულოს წარმომადგენლებს და საჯარო მოხელეებს. ტრენინგში მონაწილეობდა 50 ადამიანი.
26 - 27 მაისს ჩატარდა მორიგი ტრენინგი რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა. ხორციელდება პროექტის I ეტაპი.
აღსანიშნავია, რომ კიევში, მაისში გამართულ პროექტის მონაწილე ექვსი ქვეყნის შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა საუკეთესო შეფასება მისცა საქართველოში, კერძოდ, ოზურგეთში მიმდინარე პროექტს.
2002 - 2003 წლებში კავშირმა ,,გურიის მთები“ ადგილობრივ ტელეკომპანია ,,გურიასთან“, საქართველოს კულტურის ფონდის გურიის ფილიალთან და ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და ცალკეულ მოქალაქეთა ფინანსურ - მატერიალური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტის ,,გურია კულტურული ტურიზმის ორბიტაზე“ პირველი ეტაპი, რომლის მიზანია მხარის ისტორიულ - კულტურული და საეკლესიო ძეგლების გურიის ფარგლებგარეთ არსებულ ასეთივე ცენტრებთან და ისტორიული და კულტურული კავშირურთიერთობების კვლევა და შესწავლა. ამ მიზნით განხორციელდა ტურისტული ექსპედიციები სამცხეში, იმერეთსა და აჭარაში. მომზადდა და ადგილობრივი ტელევიზიებით გავიდა ექსპედიციის ამსახველი გადაცემები და დოკუმენტური ფილმი. წელს დაგეგმილია ექსპედიცია ჯავახეთის რიგ რაიონებში.
,,გურიის მთებს“ გააჩნია საკუთარი სტრატეგია მასმედიის მიმართ, აქტიურად თანამშრომლობს რეგიონში და ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებთან, მათთან ერთად თავადაც პერიოდულად ამზადებს სხვადასხვა სახის ბეჭდვით და ტელეინფორმაციებს, ამიტომ მედია ყოველთვის მზად არის ჩვენთან პროდუქტიული თანამშრომლობისათვის.
ვფიქრობ, აქ მოყვანილი რამდენიმე მაგალითი კარგ წარმოდგენას იძლევა სხვადასხვა სექტორს შორის პარტნიორობის დადებით შედეგებზე. რაც შეეხება პარტნიორთა შერჩევას, მათტან დაკავშირებასა და თანამშრომლობის პრინციპებზე შეთანხმებას, ეს საერთო მიზნებიდან გამომდინარე და კეთილი ნების გამოხატვით უნდა ხდებოდეს.
![]() |
6 პარტნიორობა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად |
▲back to top |
ანზორ გოგოთიძე
სათემო კავშირის ,,ალვანი 2000“ თავმჯდომარე
კოალიცია, რომლის შესახებაც მინდა მოგითხროთ, გასული წლის ზაფხულში შეიქმნა თუშეთის თემში, მის შექმნას გარკვეული წინაპირობები უძღოდა.
ყველაფერი დაიწყო 2002 წლიდან, როდესაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია სათემო კავშირი ,,ალვანი 2000“ სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო - კვლევითმა ცენტრმა (NACRES) სათანამშრომლოდ მიიწვია გარემოს გლობალური ფონდის/გაეროს განვითარების სააგენტოს (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტში ,,არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების კონსერვაცია ამიერკავკასიაში”.
პროექტის განხორციელებაში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო და ბიზნესის სტრუქტურები მონაწილეობდნენ. სწორედ ამ ორგანიზაციებმა, რომლებმაც დაინახეს ძალისხმევითა და რესურსების გაერთიანებათა სიკეთე, დასახული მიზნის მისაღწევად დააფუძნეს კოალიცია და სტრატეგიულ მიზნად სამოქმედო რეგიონის (სამხრეთ - აღმოსავლეთი საქართველო) მდგრადი განვითარება დაისახეს.
ფონდ ,,ჰორიზონტის“ ფინანსური მხარდაჭერით სტრატეგიის ფარგლებში მომზადდა კოალიციური პროექტი ,,კახეთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“. პროექტის მიზანი იყო ბუნებათსარგებლობის პროცესის ოპტიმიზაცია ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების საშუალებით და კახეთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ერთწლიანი პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ფერმერები, აგრეთვე, ადგილობრივი თემების არაფორმალური ლიდერები.
მნიშვნელოვან ბიძგად იქცა ის გარემოება, რომ Mercy Corps-მა აღმოსავლეთი საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის ფარგლებში თუშეთის თემის სოფლებში (ქვემო, ზემო ალვანი, კასრისწყალი, მთათუშეთის სოფლები) დაიწყო სამუშაოები, რომელთა მიზანიც იყო თემის გააქტიურებისა და მობილიზაციის გზით რთული სოციალური ფონის შემცირება და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. Mercy Corps-მა თემში სულ ექვსი პროექტი განახოეციელა, ორი ამჟამად მიმდინარეობს. პროექტების განსახორციელებლად ყველა სოფელსი შეიქმნა თემის საინიციატივო ჯგუფები (თსჯ). ამ ჯგუფებსი გაერთიანებულმა ადამიანებმა პროექტების მიმდინარეობის პროცესში მიღებული გამოცდილების და Mercy Corps - ის ტრენინგ - პროგრამების საშუალებით არა მარტო განივითარეს და განიმტკიცეს მობილიზების უნარ - ჩვევები, არამედ ნათლად დაინახეს, რომ რეალური შედეგის მიღწევა სწორედ ძალისხმევათა გაერთიანებითა და თანადგომით არის შესაძლებელი.
ყოველივე ზემოთქმულმა განსაზღვრა ის, რომ თემი მზად იყო, საკუთარი ძალებით მის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემები გამოევლინა და საკუთარი ინტერესების დაცვის კამპანიები განეხორციელებინა.
ამ პროცესებს თემში გამოცდილი და ავტორიტეტული ორგანიზაცია, სათემო კავშირი ,,ალვანი 2000“ ჩაუდგა სათავეში. მისი თაოსნობით შეიქმნა კოალიცია, რომელმაც გადაწყვიტა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის კამპანიის ინიცირების გზით მოეგვარებინა თემის სასიცოცხლო არტერიის - პირუტყვის გადასარეკი ტრასის პრობლემა.
ხსენებული პრობლემა თემისათვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თემის მოსახლეობის 75 პროცენტის შემოსავლებიმომთაბარე მესაქონლეობაზეა დამოკიდებული.
კოალიციაში გაერთიანდნენ თემის საინიციატივო ჯგუფები: თუშეთის სათემო საზოგადოება და ზემო ალვანის საინიციატივო ჯგუფი, ქვემო ალვანისა და ზემო ალვანის საკრებულოების გამგებლები, აგრეთვე, ანალიტიკური განვითარების, სოციალური და ეკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრი (თბილისი). პროექტის საერთო კოორდინაცია ითავა სათემო კავშირმა ,,ალვანი 2000“. შემდგომში კოალიციის ერთ - ერთი აქტიური წევრი გახდა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია. კოალიციას აგრეთვე დიდ დახმარებას უწევს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი (NACRES). მნიშვნელოვანია ცალკეული მსხვილი მესაქონლე - ფერმერების მონაწილეობაც.
კოალიციის წარმატებულ საქმიანობას განაპირობებდა წევრებს შორის საქმიანობათა სწორი განაწილება და კარგი კოორდინაცია.პროექტის განხორციელებაში უპირველესი მიზანი პროექტში თემის აქტიური ჩართვა იყო. ამ მიზნით გაიმართა შეხვედრები ფერმერების და საზოგადოების მონაწილეობით და დაიგეგმა მათთან ერთად განსახორციელებელი საქმიანობები. მათ, ასევე, მოინდომეს გადასარეკი ტრასების პრობლემის მოგვარების პარალელურად გადაეწყვიტათ სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ვეტერინარული მომსახურების და მწყემსებისა და პირუტყვის უსაფრთხო მიგრაციის საკითხიც.
პირუტყვის გაადასარეკი ტრასების საკითხი იმდენად მივიწყებული იყო, რომ ინფორმაციების მოძიება მოგვიწია არა სახელმწიფო სტრუქტურებიდან, არამედ არქივებიდან. ,,მტვერი გადავაცალეთ“ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს პირუტყვის გადასარეკი ტრასების მომსახურე რაზმსაც, თუმცა, ეს ბიუჯეტზე ჩამოკიდებული სტრუქტურა დღემდე თავის ფუნქციასა და მიზანს ვერ აცნობიერებს და, შესაბამისად, ვერც ახორციელებს.
შეიქმნა მონაცემთა ბაზა პირუტყვის გადასარეკ ტრასებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და წარედგინა სამხარეო ხელისუფლებას. კოალიციის ინიციატივით კახეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა გამოსცა სპეციალური განკარგულება ,,ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებზე პირუტყვის ორგანიზებული გადარეკვის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“. სამხარეო კომისია, რომელსაც დაევალა დარღვევების კონკრეტული ფაქტების შესწავლა და გამოსწორების მიზნით მუშაობა.
ასევე, მომზადდა ცვლილებების პროექტი შესაბამის საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებში შესატანად, რომელთა საშუალებითაც კანონმდებლობის დონეზე დაცული უნდა იყოს პირუტყვის გადასარეკი ტრასები და დასასვენებელი მოედნები მიტაცებისა და გასხვისებისაგან.
აგრეთვე, თემში მოეწყო მომავალში გადასარეკი ტრასების მართვის საკითხის საჯარო განხილვა. შემუშავებულია მართვის კონკრეტული მექანიზმი, რომელიც მომთაბარე მესაქონლეთა უმეტესობისთვის მისაღებია.
საბოლოო ჯამში, როგორც მწყემსები აღნიშნავენ, მათ ასეთი უსაფრთხო მგზავრობა კომუნისტური მმართველობის ხანაშიც არ ახსოვთ.
შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა სხვადასხვა პროფილის და მიზნის მქონე ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების ძალისხმევათა და რესურსების გაერთიანებით. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხელისუფლებასთან სტრატეგიულ თანამშრომლობას და თემის წევრების აქტიურ ჩართულობას.
საზოგადოების ინტერესების დაცვის კამპანიების განხორციელებამ ყველა მონაწილე მხარეს ნათლად დაგვანახა პრობლემის გადაჭრისადმი კოალიციური მიდგომის უპირატესობანი.
![]() |
7 სუფთა ქალაქს უკეთესი მომავალი აქვს |
▲back to top |
დალი კორკომაშვილი
კოალიციის ,,ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში“ წევრი
ამ ერთი ათეული წლის წინ საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა და კონომიკურმა პროცესებმა მთელი ქვეყანა არაერთი პრობლემის წინაშე დააყენა. კასპის რაიონი, ამ მხრივ, გაამონაკლისი არ ყოფილა. ყველაფერთან ერთად, რაიონში განსაკუთრებით მწვავე ქალაქ კასპის დასუფთავების პრობლემა გახდა. ადგილობრივი თემის საინიციატივო ჯგუფებმა ,,ჰარმონიამ“ და ,,შიოს წყარომ“ ასოციაცია ,,ფიქრის გორასთან“ ერთად შევქმენით კოალიცია ,,ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში“ და კასპის დასუფთავებისთვის გზების ძიება დავიწყეთ.
2003 წლის მაისში საერთაშორისოორგანიზაცია Mercy Corps-მა თემის მობილიზების ინიციატივით ფარგლებში გამოაცხადა ადვოკატირების (საზოგადოების ინტერესების დაცვის) საგრანტო პროგრამა. კოალიციის სახელით კონკურსზე წარვადგინეთ პროექტი იმავე სახელწოდებით - ,,ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში''. პროექტი დაფინანსდა (4 070 აშშ დოლარი).
კოალიციის წევრებმა წინასწარ შევისწავლეთ ქალაქის ყოველი კუთხე - კუნჭული, ამ პრობლემასთან დაკავშირებულიყველა წვრილმანი დააღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ქალაქი კასპი იმაზე ბევრად უღიმღამო და სანახავად არასასიამოვნო ყოფილა, ვიდრე წარმოგვედგინა:
ქალაქის 85 ქუჩიდან რამდენიმე სუფთავდებოდა და ისიც ცენტრში. იდგა თითო - ოროლა ნაგვის ურნა, მათ გარშემო შექმნილი იყო ხელოვნული ნაგავსაყრელები, სადაც დათარეშობდნენ ათასი სახეობის მღრღნელები, ლაღად დასეირნობდნენ შინაური ცხოველები და საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეთა ჯანმრთელობას. ქარიან დღეებში უგზოუკვლოდ დაფრინავდნენ ცელოფნიდ ნახმარი პარკები, მდინარე ლეხურში კი, რომელიც ქალაქს შუაზე ჰყოფს, უხვად დაცურავდნენ უპასუხისმგებლო და უსულგულო ადამიანების მიერ ჩაყრილი საოჯახო და სხვა ნარჩენები. ასეთი ყოფილა ჩვენი ქალაქი და რაც მთავარია, ამ უბედურების მიზეზი და ,,ავტორები'' თავად ვყოფილვართ - მისი მცხოვრებნი.
ქალაქის დასუფთავების უზრუნველყოფა შ.პ.ს. ,,კომუნის“ მოვალეობაა, ამიტომ კოალიცია ზემოქმედებას თავდაპირველად მასზე ახდენს, რათა გარდაქმნას მუშაობის სისტემა, მიზნობრივი და გამჭვირვალე გახადოს ფინანსები, ეძიოს მისი მოპოვების დამატებიტი გზები, აღადგინოს სახელშეკრულებო ურთიერთობები, გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი.
,,კომუნას გამართული მუშაობისთვის, ქალაქის გამგეობამ სწორად უნდა დაგეგმოს ბიუჯეტი, განახორციელოს თანხების მიზნობრივი ხარჯვა და შეუძინოს მას ახალი სატრანსპორტო საშუალებები.
პრობლემის მოწესრიგებაში განსაკუთრებული როლი ეკისრება თემს, რომელმაც გადასახადების გადახდის კუთხით ხელი უნდა შეუწყოს ,,კომუნას“ ფინანსურ გაძლიერებას და თავადაც აიმაღლოს მოქალაქეობრივი კულტურა და პასუხისმგებლობა.
კოალიციამ პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოაწყო 16 შეხვედრა მოსახლეობასთან, შ.პ.ს. ,,კომუნასთან“, სანუიტარული ზედამხედველობის სამსახურთან, რაიონის და ქალაქის გამგეობის ხელმძღვანელებთან და ქალაქის საშუალო სკოლების პედაგოგებთან. ამ უკანასკნელებთან შეხვედრა იყომიზნობრივი, რადგან ისინი მომავალ თაობას საგნის სიყვარულთან ერთად ასწავლიან ქვეყნის, ქალაქის, სკოლის, საკუთარიქუჩის და ეზოს სიყვარულს. სიყვარული კი, ზრუნვასაც ნიშნავს.
რაიონის გამგეობის განკარგულებით 2003 წლის 15 თებერვლიდან კასპის რაიონში ჩატარდა გამწვანების კვირეული და დასუფთავების ერთთვიური. დაირგო 800 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ნერგი, გაიწმინდა ქალაქის ქუჩები და მდინარე ლეხურის დაბინძურებული ნაპირები. ნარჩენები ქალაქიდან მოშორებით დაიმარხა. სახელშეკრულებო ურთიერთობები აღდგა 65 ჯიხურის და სავაჭრო ობიექტთან, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს დაუწესდათ გასაჩერებელი ადგილის დღიური გადასახადი, რამაც გასულ წელტან შედარებიტ უკვე 18%25 - ით გაზარდა მოსახლეობიდან შემოსული თანხა. გაზრდილმა შემოსავლებმა უზრუნველყო დამატებით 150 ლ. საწვავის შეძენა და მოხმარება. ნარჩენების გატანა ახლა დამატებით ექვსი ქუჩიდან ხდება, გაუმჯობესდა შ.პ.ს ,,კომუნას“მომსახურების ხარისხი.
ქალაქის ბიუჯეტში 20 ქუჩაზე ნაგვის ურნების დამზადების და დადგმისათვის, ასევე, ახალი სატრანსპორტო ერთეულის შესაძენად გათვალისწინებულია 2 600 ლარი, გააქტიურდა სანიტარული ზედამხედველობის სამსახური, ამოქმედდა საჯარიმო ბერკეტი და სარჩელები შეტანილია რაიონულ სასამართლოში.
კოალიციამ ჩაატარა სატელეფონო და ანკეტური გამოკითხვა. შ.პ.ს. ,,კომუნასთან“ და მოსახლეობასთან ურთიერთობების დასარეგულირებლად შექმნა რამდენიმე ქუჩის კომიტეტი, გამოსცა ბუკლეტი ,,ვიცხოვროთსუფთა ქალაქში“. კოალიცია აქტიურად თანამშრომლობს კასპის #2 საშუალო სკოლის ხატვის წრის მოსწავლეებთან. სპეციალურად მათთვის ჩატარდა კონკურსი თემაზე ,,სუფთა ქალაქი შენს წარმოდგენაში“. გამარჯვებულთა ნახატების ფონზე დამზადდა 2004 წლის კალენდარი, რომელიც ბუკლეტებთან ერთად დაურიგდა მოსახლეობას, არასამტავრობო და სამტავრობო ორგანიზაციებს და სკოლებს. ამასთან ერთად, ქალაქში დაიდგა საინფორმაციო დაფები.
კოალიციას ყავს ,,კარის მხატვარი“ - კასპის მე -2 საშუალო სკოლის მოსწავლე ნიკა ჯოხაძე. იგი ბევრს გვეხმარება, გვიხატავს, გვიძერწავს, არ გვზარდება, მაგრამ იმდენად უყვარს მურაბა, რომ ხანდახან, საქმის გასაკეთებლად მისი მურაბით ,,მოქრთამვა“ გვიწევს. სამაგიეროდ, მერე უფრო ხალისიანად და ხარისხიანად ირჯება.
კოალიციამ რაიონული გაზეთის მეშვეობით მოსახლეობას თხოვნით მიმართა, კოალიციისთვის მხარი აება გამოუყენებელი ,,გაზის ბალონების“ შეგროვებაში (ამ ბალონებისგან მზადდება ნაგვის ურნები). ინიციატივა აიტაცა ქალაქის გამგეობამ და მისი დახმარებით შეგროვება დაიწყო.
ასე ვმუშაობთ ყველანი ერტად. სხვანაირად, თანამშრომლობის გარეშე, საქმე არც გაკეთებულა და ვერც გაკეთდება.კოალიცია მყარად ადგას არჩეულ გზას, გადახვევას არ აპირებს და სწამს, არც პარტნიორები დააღალატებენ, ხოლო, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გადაწყვეტილი აქვს მონიტორინგის ჯგუფებთან ერთად გააგრძელოს მუშაობა ქალაქის ბიუჯეტის შედგენაში, ქალაქის საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე პროექტის განხილვაში, თვალყური ადევნოს ბიუჯეტის თანხების ეფექტურ და მიზნობრივ ხარჯვას (შ.პ.ს. ,,კომუნასთან“ მიმართებაში) და ხელი შეუწყოს ამ პროცესის გამჭვირვალობას.
![]() |
8 თანამშრომლობა უკეთესი შედეგებისათვის |
▲back to top |
თამაზ დუნდუა
მანანა გიგაური, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა“
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა“ 1994 წელს დაფუძნდა როგორც კავშირის ტიპის ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში იმ პირებს აერთიანებს, რომლებიც ბიო, ანუ ორგანული/ეკოლოგიური აგროწარმოებით არიან დაინტერესებულნი. ორგანიზაციის წევრების ძირითად ნაწილს (90%25) მისი მთავარი მიზნობრივი ჯგუფი, ბიომეურნეობები წარმოადგენენ.
- რჩევები სოფლის მეურნეობის დარგში,
- მეურნეობის ბიზნეს - დაგეგმვა/ოპტიმიზაცია,
- წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა,
- წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა,
- სამარკეტინგო რჩევები,
- ტექნოლოგიური რჩევები მცირე გადასამუშავებელ საწარმოთათვის და სხვა.
მაგრამ ყოველივე ეს საკმარისი არ იქნება დასახული მიზნის მისაღწევად, თუ ქვეყანაში სატანადო გარემო არ შეიქმნა და საჭირო პარტნიორები არ მოიძებნენ.
სამწუხაროდ, საქართველოში, სოფლის მეურნეობის სფეროში დღემდე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს არ მოჰყოლია აგრარული პოლიტიკის შემუშავება და არ შექმნილა ისეთი საინვესტიციო და საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც დარგს ინვესტირებას გაუწევდნენ. ამ ფონზე, ფერმერების მდგომარეობა არასახარბიელოა, ვინაიდან დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი კრედიტების გარეშე გერმერული მეურნეობების განვითარება გაძნელებულია. გლეხისათვის სერიოზული პრობლემაა ბაზარზე გასვლაც - პროდუქციის რეალიზაცია, ძირითადად, სტიქიური და ნაკლებმომგებიანია და ამიტომ ხშირად გლეხი იძულებულია, უარი თქვას მეურნეობის გაფართოებაზე - მიწა მისთვის შემოსავლის მომტან საშუალებად ვერ გადაიქცა.
დღეს საქართველოში მილიონზე მეტი მცირემიწიანი გლეხი გვყავს და მათი მეურნეობების მომგებიან, მდგრად ფერმერულ მეურნეობებად გადაქცევა რთულია. ეს მოითხოვს ახალი მიდგომისა და სტრატეგიის შემუშავებას. ერთ - ერთი გზა შეიძლება იყოს გლეხთა გაერთიანებების ჩამოყალიბებისა და მცირე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა.
ამ მიმართულებით მუშაობა, ანუ ბიომეურნეთა ხელშეწყობა იმისათვის, რომ ამ უკანასკნელთ მოწვეული ბიოპროდუქციის გადამუშავებისა და რეალიზაციის გზით დამატებითი შემოსავლის შექმნა შეეძლოთ, ,,ელკანამ'' 2003 წლიდან დაიწყო. ეს საკითხი ორგანიზაციის ერთ - ერთი სტრატეგიული მიზანი გახდა. აქვე უნდა აღინიოშნოს, რომ ბიომეურნეთა ასეტი ტიპის ხელშეწყობის იდეა დიდხანს მზადდებოდა, ვინაიდან პროდუქციის გადამუშავება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს: ერთის მხრივ, გასათვალისწიენბელია გლეხის ფინანსური და საწარმოო პოტენციალი, მეორე მხრივ, აუცილებელია ბაზრის ტენდენციების შესწავლადა კონკრეტული პროდუქციის გასაღების სქემის შემუშავება. ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ბიოპროდუქციის წარმოებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხაროსხსა და საბაზრო სტანდარტების დაცვას. ყოველივე ამას თუ დავუმატებთ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ბაზა, გასაგები გახდება, რომ ბიომეურნეობების სფეროსი მუსაობის ათწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ჩვენი ორგანიზაციის წინაშე მხოლოდ ორიოდე წლის წინ დაისვა წევრი ფერმერებისათვის ამგვარი მომსახურების გაწევის საკითხი.
ცალკე მსჯელობის საგანი გახდა დახმარების ფორმა. ცხადია, ცალკე ,,ელკანა“, როგორც მრჩეველი ორგანიზაცია, ამ საკითხის გადაწყვეტას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა. სწორედ აქ გამოჩნდა ახალი ტიპის თანამშრომლობის აუცილებლობა ბიომეურნეთა დახმარების ფონდ ,,ზიართან“. ეს ორგანიზაცია ,,ელკანამ“ ჯერ კიდევ 1997 წელს დააფუძნა. ფონდ ,,ზიარის“, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის შექმნის უპირველესი მიზანი იყო შეღავათიანი კრედიტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წევრ ფერმერთა მეურნეობების განვითარებისათვის. მისი დახმარებით მრავალმა ბიომეურნემ შეძლო მეურნეობის გაფართოება და ახალი მიმართულებების დანერგვა. ამ საქმიანობას ,,ზიარი“ დღესაც დამოუკიდებლად აგრძელებს ჩვეულებრივი საკრედიტო სქემის ფარგლებში.
,,ელკანასა“ და ,,ზიარის“ თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ფერმერთა სამეწარმეო პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებას გულისხმობს, სულ 6 თვეა რაც დაიწყო. პროგრამას დონორთა კონსორციუმი აფინანსებს (EED და MISEREOR (გერმანია), CORDAID (ჰოლანდია). პროგრამის მიზანია სოფლად მცირე გადასამუშავებელი საწარმოების ჩამოყალიბება და ამ საერთო მიზნის მისაღწევად ორგანიზაციები საკუთარ წილ პასუხისმგებლობას იღებენ. კერძოდ, ,,ელკანა“ საპროექტო იდეების გამოვლენასა და პირველადი განცხადების გაცხრილვას ახორციელებს. შერჩეული ბიზნეს - გეგმების დახვეწა და თანხის დაბრუნების სქემის შემუშავება კი, ,,ზიართან“ ერთად ხდება. დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ექსპერტებისაგან შემდგარი სპეციალურად მოწვეული დამოუკიდებელი საბჭო იღებს.
მოცემული სქემის უპირატესობა ისაა, რომ დამატებითი ექსპერტიზა და ,,ელკანას“ უშუალო მონაწილეობა ,,ზიარს“ საშუალებას აძლევს, შეამციროს მოსალოდნელი რისკები და ჩვეულებრივ საკრედიტო განაკვეთთან შედარებით ბევრად დიდი კრედიტები გასცეს ეტაპობრივად.თანხის მიზნობრივ გამოყენებაზე მონიტორინგს ორივე ორგანიზაცია შეთანხმებულად ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ,,ელკანასა“ და ,,ზიარის“ თანამშრომლობის პროექტი ყოველთვის გულისხმობს მესამე სრულფასოვანი პარტნიორის ყოლას - ცალკეული ფერმერის, თუ ფერმერთა გაერთიანების საპროექტო განაცხადის დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საწარმო ოფიციალურად რეგისტრირებულ ბიზნეს - ერთეულს წარმოადგენს.
თანამსრომლობის ეს პროგრამა სამწლიანია და, სავარაუდოდ, ხუთ საწარმოო ერთეულის ფინანსირებას გულისხმობს. ამჟამად უკვე დაწყებულია ორი პროექტის დაფინანსება - რძის გადამამუშავებელი საწარმო ასპინძის რაიონში და ღვინის ჩამოსასხმელი ხაზი გურჯაანში. ორივე საწარმო ამ წლის ბოლომდე უნდა ჩადგეს მწყობრში.
იმედს გამოვთქვამთ, რომ თანამშრომლობის ეს პროგრამა წარმატებული იქნება და საბაზრო სტანდარტების შესაბამისი სასაქონლო ფორმის ქონე, ხარისხიანი ბიოპროდუქცია თავის ადგილს დაიმკვიდრებს ადგილობრივ, და შემდგომში, გარე ბაზარზეც. ამასთან, გაიზრდება ჩვენი წევრი მეურნეების შემოსავალი და მოთხოვნა მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე. დაბოლოს, რაც მთავარია, იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობის პროგრამა სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდება წარმატებული საწარმოების მიერ ფონდში დაბრუნებული თანხების ხარჯზე.
![]() |
9 მოუარე და გაუფრთხილდი! ეს ხომ შენი და ჩემი ქალაქია?! |
▲back to top |
ერთი კოალიციური პროექტის მოგონება
მანანა დუმბაძე
ფონდ ,,ჰორიზონტის“ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამის მენეჯერი
2002 წლის წლის ოქტომბერში თელავში ჩასულები, ერთ მშვენიერ კერძო სასტუმროში მოვთავსდით. მასპინძელმა ეზოშივე კახური პირდაპირობით მოგვახალა, ეს თქვენ ხართ, ჩვენი ქუჩიდან ნაგავი რომ გაგაქვთო?
რამდენადაც საპატიო უნდა იყოს ჩვენთვის ეს მისია, მაინც ვერ დავიჩემებდით, რომ უშუალოდ ჩვენ გაგვქონდა ჩვენი ქუჩიდან ნაგავუ. ჩვენ ,,ფონდი ჰორიზონტის“ თანამშრომლები ვიყავით, რომელმაც საგრანტო პროგრამით თელავის არასამთავრობო ორაგნიზაციების პროექტი ,,კოალიცია სუფთა გარემოსათვის“ დააფინანსა. პროექტი თელავის არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიციის, ქალაქის სამთავრობო და ბიზნესის სტრუქტურების თანამშრომლობით თელავსა და მის შემოგარენში ანტისანიტარიისა და ცოფის პრობლემების ლიკვიდაციისათვის სანიტარული სამსახურის შექმნას ითვალისწინებდა. საქმე დაწყებული იყო და ფონდი ,,ჰორიზონტის“ თანამსრომლები თელავში კოალიციის მონიტორინგისათვის ვიყავით მივლინებული.
დამეთანხმებით, შესამოწმებლად მოსულები ამაზე უკეთეს შესავალს ვერ ვინატრებდით: ქალაქი მართლა სუფთავდებოდა, ხალხს უხაროდა და აინტერესებდა, ვინ სჩადიოდა ამ ,,უცნაურ“ საქმეს. კოალიციამ პროექტის განხორციელება თელავის ცენტრალური ნაგავსაყრელის ,,გატეხით“ დაიწყო.
წლების განმავლობაში, თურმე, თელავისა და მისი შემოგარენის დიდ ნაწილს ნაგავსაყრელ მანქანებტან მოლაპარაკება აქვთ: ნაგავს ცენტრალურ ორმოში კი არ ყრიან, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შემდეგ კერძო პირებს საქონელი მიჰყავთ და იქვე ნაგავსა და ნარჩენებში ,,აბალახებენ“. ნაგავმა გადაფარა სანაგვე ორმოსთან მიმავალი გზა, იქაურობა, აჭრელებულ უდაბნოდ გადაიქცა, სადაც გზადაგზა ღორების და სხვა მსხვილფეხა თუ წვრილფეხა ცხიოველტა ქარავანს გადააწყდებით შავებში შემოსილ და კომბლმომარჯვებულ მათ მექარავნეებითურთ. ტიტლიკანა ბავშვებიც არ არიან ამ ,,ოაზისის“ იშვიატი სტუმრები. ისინი ვიღაცა ,,ბიძიებისთვის“ აქ სპილენძის მავთულებსა და სხვა ,,სასარგებლო“ ნედლეულზე თევზაობენ. მოკლედ, თელავის ცენტრალური ნაგავსაყრელი მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის ,,სარფიან ბიზნესად“ და მეორე ნაწილისთვის - დასაქმების წყაროდ გადაქცეულა. კოალიციის წევრები წუხდნენ. ქვემოთ გთავაზობთ კოალიციის წევრებტან საუბრის ჩანაწერებს;
საზოგადოებრივი კავშირი ,,ევრიკას“ პრეზიდენტი დავით ზურაბიშვილი:
- ბოლო წლებში საგრძნობლად მოიშალა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევატა აღკვეთის საქმესი, განსაკუთრებით საზოგადოებისათვის თითქოს არცთუ ისეთი საშიში დარღვევებისა, როგორიცაა კომუნალური და სანიტარული სამსახურების მიერ თავიანთი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება, მოსახლეობის მიერ სანიტარული ნორმების უგულებელყოფა, საზოგადო ადგილების საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება, სანაგვეებზე ამ ნარჩენებით საკვების ეკონომიის მიზნით საქონლის გამოკვება და ა. შ.
მხოლოდ კოალიციის ძალებიტ, რასაკვირველია, ვერ მოხერხდება ყველა ამ პრობლემის მოგვარება. მჭიდროდ უნდა ვიმუშაოთ მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უზრუნველყოფენ კანონების შესრულებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივ წესრიგს, მოქალაქეთა უფლებების დაცვას, კოორდინაციას უწევენ ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოს მუშაობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად. ჩვენ უკვე მოვამზადეთ ამონაკრები კანონებიდან, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სამართალდარღვევებს სეეხება და თელავის გამგეობას გადავეცით. ვამზადებთ ტელეგადაცემას, რომელშიც თელავის გამგეობის წარმომადგენლები მოსახლეობას მოახსენებენ ამ კანონდარღვევებსა და მათი შესაბამისი სანქციების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიცოცხლის ფონდის“ პრეზიდენტი სვიმონ ოხანაშვილი:
- მოსახლეობა აშკარად დადებიტად შეხვდა ჩვენს წამოწყებას. ამას წინათ თელავის მრავალსარტულიანი კორპუსის მაცხოვრებლებმა დაგვირეკეს, გავიგეთ ქალაქს ასუფთავებტ, ჩვენ კორუსის მიმდებარე ტერიტორია დავალაგეთ, ნაგავი ერთ ადგილას მოვაქუჩეთ და ხომ არ წაიღებდითო. მართალია, ჩვენ იმ ტერიტორიაზე არ ვმუშაობთ, მაგრამ იმდენად გაგვახარა მოსახლეობის ასეთმა აქტიურობამ, რომ მაშინათვე გავაგზავნეთ ჩვენი მანქანები და ტერიტორიიდან ნაგავი გავიტანეთ. წერილი, რომელიც დღეს მოვიდა ასეთი შინაარსისაა: ,,თქვენ სხვა უბანში მუშაობთ. იქ, სადაც მე ვცხოვრობ ისეთი სიბინძურეა, ენა ვერ აღწერს. გთხოვთ, ჩვენც მოგვაქციოთ ყურადღება?'' საყვედურებსაც გვწერენ - ნაგავსაყრელზე რომ ღორებს მწყემსავენ, იმათ რატომ ვერაფერს უბედავთო. ამას წინათ ხმა გავავრცელე, ნაგავსაყრელზე ისეთი შხამი დავყარე, საქონელს ეგრევე ხოცავ - მეთქი. ამ ოინმა ერთხანს იმუშავა, ღორები აღარ გამოუყვანიათ, მერე ნელ - ნელა ნიადაგი მოსინჯეს და საფრთხე ვერა ნახეს, ისევ მოედვნენ იქაურობას. ახლა ვიდეო კამერითაც რომ დამინახავენ, აღარც მასინ მერიდებიან. თავიდან ეს ნაგავსაყრელი ერთი ორი ვიგინდარას პატარა ბიზნესი იყო., ახლა მაფიად გადაიქცა. სწორედ აქ გვჭირდება მმართველობასთან თანამშრომლობა, ჩვენ მათ მასალებს დაფაქტებს მივაწვდით, იმათ კანონი უნდა აამოქმედონ.
კოალიციის საქმიანობის სიით შემდეგი ღონისძიება ძაღლების იზოლატორის მშენებლობა და მაწანწალა ძაღლების სტერილიზაცია იყო., რომელსაც ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია“ ახორციელებდა. მისმა პრეზიდენტმა ნანა პაატაშვილმა გვითხრა, რომ შ. პ. ს. ,,თელავის მრავალდარგოვანი საბინაო კომუნალური მეურნეობის გაერთიანებამ“ კოალიციასთან ხელშეკრულების თანახმად მათ მაწანწალა ძაღლებისთვის ვოლიერის მოსაწყობად ათწლიანი იჯარით ერთი ძველი, ნახევრად დანგრეული შენობა გადასცა, სადაც სარემონტო სამუშაოები ჩაატარეს და საჭირო დანადგარებიც დაამონტაჟეს. იქ მიმდინარეობდა ძაღლების სტერილიზაცია, ვაქცინაცია და საჭირო დამუშავება. ნინოს კოალიციური საქმიანობა იმიტომ მოსწონს, რომ იგი მისი მთავრი მიზნის განხორციელებას უწყობს ხელს. ,,იმისათვის, რომ ქალაქში მაწანწალა ძაღლების რაოდენობა შემცირდეს, საჭიროა ქალაქი ნაგვისაგან გაიწმინდოს. ეს თანდათანობითი პროცესია, ძაღლებს დამუშავების შემდეგ ისევ ქალაქში გავუშვებთ, თუ ქალაქში ნაგავი არ იქნება ძაღლი თავად დატოვებს ამ გარემოს“ - თქვა ნინომ.
თელავის სახელმწიფო თეატრის აღორძინების ფონდი ,,ალალეს“ წევრია ფიქრია ყუშიტაშვილი:
- ნაგავსაყრელის პრობლემა მარტო მაწანწალა ძაღლების პრობლემას არ უკავშირდება. იგი ელემენტარული ჰიგიენის და ჯანმრთელობის პრობლემებს ეხმიანება. მომზადებულია რამდენიმე საერთო სიუჟეტი, სადაც აშკარადაა მინიშნებული, რომ ნაგავსაყრელის საძოვრებად გადაქცევა მოსახლეობის დაბალ შეგნებასა და კულტურაზე მეტყველებს, რომ ხალხი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს იმას, რომ ნაგავსაყრელზე გამოკვებილი საქონლის პროდუქტი ჩვენს ბაზრებზე იყიდება და ჩვენა ვართ ამ პროდუქტის მომხმარებელი. როცა ვიდეო კამერით ქუჩებში მიმობნეული ნაგვის გადარება დავიწყეთ, ხალხმა შემოგვიტია, ამ ლამაზ გარემოში უკეთესი გადასაღები ვერაფერი ნახეთო? ისინი თავიანთი სუფთა ეზოების და მილიონი სხვა ,,უფრო მნიშვნელოვანი“ პრობლემის გადმოსახედიდან ნაგავს ქალაქში ნაკლებსერიოზულ პრობლემად აღიქვამენ. ჩვენი მიზანია, რომ ყოველმა მაცხოვრებელმა მტელი ქალაქის სისუფთავე საკუთარი ეზო - კარის და ბინის სისუფთავის კონტექსტში დაინახოს.
კოალიციამ თელავის სანაგვეებს განათლების განყოფილებიდანაც შეუტია. ასოციაცია ,,თანანომ“ თელავის 9 საშუალო სკოლაში მოზარდებს გარემოსდაცვის საკითხებზე გაკვეთილები ჩაუტარა და ანტისანიტარიის თემაზე საუკეთესო პლაკატისთვის კონკურსიც გამოაცხადა. ამ სკოლების წარჩინებული მოსწავლეებისათვის კოალიციაში გაერთიანებული ,,კომპიუტერული ცენტრი“ მათ კომპიუტერულ განათლებაზე, ინტერნეტში მუშაობის წესების დახვეწაზე და გარემოს დაცვის სფეროში მსოფლიო მიღწევების მოძიებაზე ზრუნავს.
კოალიციაში გაერთიანებულმა ყველა ორგანიზაციამ ზუსტად ის მიზნები განახორციელა, რომელიც მათი ორგანიზაციული შესაძლებლობებითა და წესდებებით იყო გათვალისწინებული. ეჭვგარეშეა, რომ ასეთ პროექტს ვერ განახორციელებდა ვერც ერთი და ვერც ხუთი ცალკე არებული ორგანიზაცია, რადგან თითოეული მათგანის მუშაობა პარტნიორის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. კოალიცია მიზანმიმართულ ღონისძიებათა ერთობლივი კომპლექსია.
- პროექტის განხოეციელების პროცესში ჩნდება უამრავი პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით ვეხმარებით ერთმანეთს. თუ მწყობრიდან გამოვიდა რომელიმე მანქამნა, მას ცვლის სხვა უბანზე მომსახურე მეორე მანქანა (დამატებითი დროის ხარჯზე, რათა არ დაირღვეს უბნების მომსახურეობის გრაფიკი). ბიულეტენის მასალების შეგროვებაში მონაწილეობს ყველა ორგანიზაცია: ვეხმარებიტ ,,სიცოცხლის ფონდს“, ტელეგადაცემების სცენარების შედგენაში მონაწილეობს ყველა ორგანიზაცია: ვეხმარებით ფონდ ,,ალალეს“, პლაკატების კონკურსში ჩართუალია ყველა ორგანიზაცია. დავდივართ სკოლებში და ვუხსნით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კონკურსის დანიშნულებას და მნიშვნელობას, ვეხმარებით ასოციაცია ,,თანანოს“, კომპიუტერულ ცენტრს ვეხმარებით მოსწავლეთა მოძიებაში, ვეხმარებით ,,საგანმანათლებლო სისტემების კახეთის რეგიონალურ ცენტრა“, საზოგადოებრივი კავშირი ,,ევრიკას“ ყველა ორგანიზაცია აწვდის ინფორმაციას ქალაქში არსებული სხვადასხვა სტიქიური ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობის შესახებ და ასე შემდეგ - ამბობდა თანამშრომლობის ამ აწყობილი ჯაჭვის თაობაზე კოალიციის კოორდინატორი.
კოალიცია შორს მიმავალი გეგმით მუშაობდა და ამ ერთი პროექტით არ აპირებდა თელავის სუფთა გარემოზე ზრუნვის ამოწურვას. მისი მიზანი იყო ქალაქის მოსახლეობა ქალაქზე ზრუნვას, ამ კერძო შემთხვევაში, ნაგვის გატანის სისტემატურობას შეჩვეოდა და ნდობის თვალით შეეხედა თელავის ლაბირინთივით დატოტვილ ქუჩებში კოალიციის ლოგოთი დამშვენებული მანქანებისთვის, რომლებიც, იმის გარდა რომ ქუჩებს უფასოდ ასუფთავებდნენ, გზადაგზა პროექტის ფარგლებში გამოცემულ სააგიტაციო ფურცელს ,,კრისტალსაც“ ავრცელებდნენ. კოალიციის მიზანი იყო, მოსახლეობას კარგად დამახსოვრებოდა ჯანმრთელი და სუფთა ქალაქის პეწი და სიამაყე, შეჩვეოდა ასეთ გარემოს და როცა ერთ ,,მშვენიერ“ დღეს გარედან შემოწირული გრანტის ფული გათავდებოდა, მონდომებოდა თავად მოევლო და გაფრთხილებოდა საკუთარ ქალაქს. დამეთანხმებით, ალბათ, ეს ერთი პროექტის წარმატებით განხორციელებაზე გაცილებით მეტია.