The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

წლიური ანგარიში 2008


წლიური ანგარიში 2008


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წლიური ანგარიში
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: წლიური ანგარიშში მოცემულია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის 2008 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები და საქმიანობები.



1 მისიის დებულება

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა) არის არაკომერციული, არაპოლიტიკური, არა-სამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია საზოგადოების ეკონომიკური განათლება, დემოკრატიის ხელშეწყობა და პარტნიორ ორგანიზაციებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა.

საეა არ დაიშურებს პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ძალისხმევას დასახული მიზნების მისაღწევად.

0x01 graphic

MISSION

Association of young Economists of Georgia (AYEG) is non-profit, non-political, nongovernmental organization. Association of Young Economists of Georgia is dedicated to support the development of civil society, promote democracy and cooperate with partner organizations, institutions and private sector in order to contribute to the community advance.

We believe that the AYEG assists changes in sustainable economic development of the country. On this, the AYEG dedicates all it's passion and professionalism.

0x01 graphic

ჩვენი ხედვა

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის, კერძო სექტორის განვითარებისა და წარმატებული რეფორმების დანერგვის ხელშეწყობა.

ეკონომიკური განათლების ხარისხისა და ახალგაზრდა ეკონომისტების კვალიფიკაციის ამაღლება.

0x01 graphic

OUR VISION

Support of economic growth in Georgia, progress in private sector and successful reform promotion.

Enhancement of quality of economic education and professional skills of young economists.

0x01 graphic

ჩვენი ღირებულებები

პროფესიონალიზმი - მიუხედავად ჩვენი მდიდარი გამოცდილებისა, ჩვენ ვისწრაფვით ჩვენი პირადი და პროფესიონალური ზრდისკენ.

გუნდური მუშაობა - ჩვენ ვაღიარებთ გუნდური მუშაობის პრინციპს და ერთობლივი ძალისხმევით ვაღწევთ წარმატებას.

პასუხისმგებლობა - აღებულ ვალდებულებებს ვასრულებთ პროფესიონალიზმით და ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით.

კრეატიულობა - ყოველი ახალი კონცეფციის, მიდგომისა თუ მეთოდოლოგიის ფორმულირებას ვახდენთ ინოვაციურად და შემოქმედებითად.

მუშაობის პრინციპები

კონსტრუქციული თანამშრომლობა - ასოციაცია თანამშრომლობს ნებისმიერ დაინტერესებულ სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, კერძო სექტორსა და მასმედიასთან.

საზოგადოების ინფორმირებულობა - ასოციაციის საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე; საეა მუდმივად აწვდის ფართო საზოგადოებას ინფორმაციას მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, სიახლეებისა და განხორციელებული საქმიანობების შესახებ.

სისტემურობა - ასოციაცია ნებისმიერ სფეროზე მუშაობისას ითვალისწინებს ურთიერთკავშირსა და ზეგავლენას მთლიან ეკონომიკურ პროცესებზე, განიხილავს რა მას ერთიან კონტექსტში.

ჩვენი პრიორიტეტები 2007-2010 წლებისთვის

ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა:

  • მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება;

  • ტურიზმი;

  • საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირება;

  • ლიცენზირება.

ეკონომიკურ სექტორში სახელმწიფო მმართველობის ხელშეწყობა:

  • სახელმწიფო ფინანსები;

  • ადგილობრივი თვითმმართველობა;

  • პრივატიზაცია;

  • სოციალური სისტემა;

  • ათასწლეულის განვითარების მიზნები.

ახალგაზრდა ეკონომისტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა:

  • სემინარ-ტრენინგები ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით;

  • ეკონომიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;

  • ახალგაზრდების კვლევითი და ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარება;

  • ახალგაზრდა ეკონომისტების დასაქმების ხელშეწყობა.

OUR VALUES

Professionalism - Besides our wealthy experience, we are empowered to continue our personal and professional growth and effectiveness. We are committed to success.

Teamwork - We believe in the value of teamwork and spirit of cooperative effort within our organization.

Responsibility - The trust we hold will be fulfilled with professionalism and pride in our accomplishments. We do right things for the right reasons.

Creativity - We are free in formulation of new concepts, approaches and methodologies. We are continuously learning from the environment we exist in.

PRINCIPLES OF OPERATION

Structural interaction - association collaborates with any and all interested state, public and international organizations, scientific and education institutions, private sector and mass-media.

Public Awareness - association's activities are open and transparent, it constantly delivers to the society information and news about economic processes.

Systematic approach - while working on any sphere the association envisages interrelationship ps and interaction on the entire economic process, and considers it in the entire context.

AYEG PRIORITIES FOR THE 2007-2010

Business Environment Improvement:

  • SME Development;

  • Tourism;

  • Tax and Customs Administration;

  • Licensing.

Support to State Governance in Sector of Economy:

  • State Finances;

  • Local Governance;

  • Privatization;

  • Social System;

  • Millennium Development goals.

Supporting the professionalism development of young economists:

  • Training Sessions in economy and business;

  • Supporting the development of economic way of thinking;

  • Developing analytical and research skills of young people;

  • Supporting the employment of young economists.

გამგეობის თავმჯდომარისგან

ჩვენ ვართ მოტივირებული ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც ჩვენი ცოდნის, ძალისხმევისა და გამოცდილების გამოყენებით უკვე 19 წელია მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ღირსეულად იცავს საკუთარ პრინციპებსა და ძირეულ ფასეულობებს. დაარსების დღიდან თითეული წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ღირებული იყო ორგანიზაციისა-თვის. 1989 წლის 25 აპრილს, როდესაც ჩვენი ასოციაცია დაფუძნდა, არასამთავრობო სექტორი განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებოდა. იმ პერიოდისათვის ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სტუდენტების ეკონომიკური განათლების დონის ამაღლება იყო.

იცვლებოდა გარემო, ვითარდებოდა ეკონომიკა და ადეკვატურად ვიზრდებოდით ჩვენც. დღეს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას გააჩნია 4 რეგიონალური ოფისი. საქმიანობები დივერსიფიცირებულია მონიტორინგის, ანალიზის, ცნობიერების ამაღლების, ბიზნესის მხარდაჭერის, კანონშემოქმედებითი და სხვა მრავალი მიმართულებით. თუმცა, ალბათ, ჩვენი წევრებისათვის ეკონომიკური განათლების პროგრამა განსაკუთრებულად ძვირფასია.

ორგანიზაციის საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე ნებისმიერი ადამიანური რესურსი გამორჩეული და ღირებულია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, არსებული კადრებისა და მოხალისეებისათვის მუდმივად ტარდება ტრენინგ-კურსები სხვადასხვა მიმართულებით, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის თანამშრომლები პერიოდულად იგზავნებიან საზღვარგარეთ, ეწყობა შიდა ორგანიზაციული ღონისძიებები.

ასოციაციის საყრდენ ძალას წევრები წარმოადგენენ. მრავალი მათგანი დღეს უკვე წარმატებული ბიზნესმენი ან სახელმწიფო მოხელეა, რომლებიც კვლავაც აქტიურად უჭერენ მხარს ორგანიზაციის საქმიანობას.

ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია მჭიდრო კავშირები მასმედიასთან, არასამთავრობო, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს საზოგადოებისათვის პრიორიტეტულ და აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე.

2007 წელს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა სოციალურ მიმართულებასთან ერთად ორგანიზაციისათვის ერთერთი აქტუალური პრიორიტეტი იყო. გადაწყვეტილება პერიოდული ჟურნალი Georgian Business Today-ის გამოცემის შესახებ, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი ინოვაციაა. ჟურნალში მიმოხილულია დარგობრივი ბაზრები, ბიზნესგარემოს განვითარების ტენდენციები და სხვა აქტუალური თემები.

ჩვენი ორგანიზაცია არ იშურებს ძალისხმევას ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობის კუთხით. 2007 წელს გაანალიზდა მრვალი ბიზნესმარეგულირებელი კანონმდებლობა, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები გადაწყევტილების მიმღებ პირებთან და, რაც მთავარია, 1000-ზე მეტ მეწარმეს გაეწია კონსულტაციები და ჩაუტარდა ტრენინგები.

მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ბიზნესგარემოს გაუმჯობესება საზოგადოების ყველა სექტორის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, 2007 წლის დეკემბერში ჩვენმა ორგანიზაციამ გამართა დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგნელებს გადაეცათ ჯილდოები ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში წვლილის შეტანისათვის.

სამომავლოდ, ორგანიზაციული განვითარების მიზნით იგეგმება ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანეგრვა. ამასთან, გაგრძლედება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენი ორგანიზაციის ძირითად პრიორიტეტებად რჩება ქვეყანაში ბიზნესგარემოსა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ მიღწევებით და იმავდროულად ვიღებთ ახალ გამოწვევებს.

გამგეობის თავმჯდომარე
ანი ქათამიძე

FOREWORD BY CHAIRMAN OF BOARD

We are the group of motivated young economists, which offer their mite to the economic and social development of the country through their knowledge, efforts and experience for more than 19 years.

Association of Young Economists of Georgia worthily follows the own key values and philosophy. Since the very beginning, each year bore the great importance and value as to the Association. On April 25, 1989, by the time of incorporation of our Association, the non-governmental sector remained at the initial stage of development. In those days, our organization was focused on raise of the level of economic education of the youth.

We adequately grew along with change of the environment and development of the economy. Nowadays, the Association of Young Economists of Georgia runs 4 regional offices. The scope of activity is diversified as per various directions like monitoring, analysis, raise of awareness, business support, lawmaking, etc. However, the economic education program very likely retains the singular value for our members.

Following to the organization's activity, any human resource is conspicuous and valuable to us. Right therefore, we permanently run variously targeted trainings and courses for our staff and volunteers; our collaborators are periodically sent to career development courses abroad and there are held intra-institutional events as well.

Our Association relies on members. At present, many of them either successfully run their businesses or serve senior public employees, however, keep actively supporting our activities.

The successful activity of our organization req uires the close links to the media, non-governmental organizations, public authorities and international institutions. Over recent years, the Association of Young Economists of Georgia keeps hammering at economic issues of the public priority and topicality.

In 2007, along with the social direction, support to improvement of the business environment remained one of the key priorities of our organization. It may be said that the decision on issue of the periodical journal Georgian Business Today was true innovation. The journal reviews the sectoral markets, development trends of the business environment and other topical subjects.

Our organization makes sincere effort in terms of improvement of the business environment. In 2007, there were analyzed the numerous business-regulating laws. The working meetings were held with the decisionmakers, and above all, more than 1,000 entrepreneurs were rendered the consulting services and trainings. However, we believe that improvement of the business environment may be attained only through the common efforts of all the public sectors. Right therefore, in December 2007, our organization held the rewarding ceremony and the representatives of various sectors were awarded due to their invaluable contributions to improvement of the business environment.

International Standards on Quality Management. At that, we will keep the close cooperation with the international partners. Our organization will maintain the key priorities on promotion of improvement of the business environments and social policy. We are proud of our achievements and at the same time, we meet new challenges.

Ann Katamidze
Chairman of Board

დონორები და პარტნიორები
DONORS AND PARTNERS

0x01 graphic

0x01 graphic

სტორია

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა) დაარსდა 1989 წლის 25 აპრილს. ეს იყო პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ახალი ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის პრინცი პების ფორმირებას.

ასოციაციაში ყოველთვის იყო ახალგაზრდების კატეგორია, რომელთაც შეეძლოთ საკუთარი ძალისხმევითა და ენთუზიაზმით ხელი შეეწყოთ პროფესიონალიზმის ამაღლებისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის.

ასოციაციის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, ხოლო რეგიონალური ოფისები - ბათუმში, ქუთაისში, საჩხერესა და გორში. პირველი ფილიალი დაარსდა აჭარის რეგიონში 1998 წელს. იგი ერთ-ერთი პირველი არასამთვრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქმიანობდა. 2001 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო იმერეთის ფილიალმა, რომლის სათაო ოფისი განთავსებულია . ქუთაისში, ხოლო მისი წარმომადგენლობა - . საჩხერეში. მეოთხე - შიდა ქართლის რეგიონალური ფილიალის შექმნის იდეა 2002 წელს გაჩნდა. საინიციატივო ჯგუფის აქტიური ძალისხმევისა და მუშაობის შედეგად 2004 წელს . გორში ფუნქციონირება დაიწყო შიდა ქართლის ფილიალმა.

თითქმის 19 წლიანი გამოცდილების შედეგად ასოციაციამ ჩამოაყალიბა წარმატებული კომუნიკაცია და კონსტრუქციული ურთიერთობები სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებთან.

საეა წარმოდგენილია სხვადასხვა კომისიებში, კოალიციებსა და სამეთვალყურეო საბჭოებში, მათ შორისაა: ალიანსი - მომავალი სიღარიბის გარეშე; კოალიცია - საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა; საგზაო დეპარტამენტის კომისია; საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო; რეფორმებისა და განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო; სამთავრობო რეფორმების სახელმწიფო კომისია; საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ეროვნული საბჭო; სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭო და ..

საეას მჭიდრო კავშირები აქვს სხვადასხვა არასამთვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მრავალი წლის მანძილზე საეა თანამშრომლობდა ისეთ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: ეუთოს მისია საქართველოში, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება, კანადის საელჩო, ევრაზიის ფონდი, Oxfam Novib, ოქსფამ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობა საქართველოში, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ურბანული ინსტიტუტი, აირის ცენტრი, კავკასიის კვლევებისა და რესურს-ცენტრი, საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის ცენტრი, საერთაშორისო ექპერტთა კორპუსი, მეწარმეობის მხარდაჭერის საერთაშორისო ცენტრი და ..

მრავალმა წარმატებულმა ეკონომისტმა პროფესიული კარიერა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში დაიწყო. ისინი დღემდე აქტიურად თანამშრომლობენ საეასთან და მზად არიან ორგანიზაციას მოახმარონ საკუთარი პროფესიონალიზმი და გამოცდილება.

უკვე 19 წელია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა ეკონომიკურ პროცესებში. საეა- მიერ განხორციელებულია მრავალი პროექტი და პროგრამა, გამოცემულია 50-ზე მეტი პუბლიკაცია, ჩატარებულია კვლევები და კონსულტაციები ბიზნესის მხარდაჭერისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას აქვს მნიშვნელოვანი ექსპერტული გამოცდილება შემდეგ საკითხებში: ლიცენზიები და ნებართვები, საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირება, მცირე და საშუალო ბიზნესი, საჯარო ფინანსები, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეკონომიკური განათლება და ..

ბოლო წლებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ და აქტუალურ საკითხებზე. Gანხორციელებულია მრავალი პროექტი მონიტორინგის, ანალიზის, ცნობიერების ამაღლების, ბიზნესის მხარდაჭერისა და კანონშემოქმედებითი კუთხით:

0x01 graphic

BACKGROUND

The Association of Young Economists of Georgia (AYEG) was established on April 25, 1989. That was the period, when introduction of the new economic philosophy and establishment of the market economy princi ples in the country bore the special importance.

The Association did always unite the youth group, which could support boost of the professional standard and the state welfare by means of their efforts and enthusiasm.

The Association headq uarters reside in Tbilisi and the regional offices are located in Batumi, Kutaisi, Sachkhere and Gori. The first branch was established in Adjara region in 1998. That was one of the first non-governmental organizations carrying their activity in Adjara Autonomous Republic. Since 2001, there was brought into operation the Imereti branch, the head office whereof is located in Kutaisi and the representative office is maintained in Sachkhere. The idea of establishing the fourth - Shida Kartli regional office came in 2002. As a result of the efforts and completed work of the action group, in 2004, there was brought into operation the Shida Kartli branch.

By means of and through the almost 19-year experience, the Association created the successful and constructive relationshi ps with various organizations and parties in interest.

AYEG is represented in various committees, coalitions and supervisory boards, including as follows: the alliance - Future Without Poverty, the coalition - For Transparency of Public Finance, the committee of Department of Highways, the supervisory board of Munici pal Development Fund of Georgia, the supervisory board of The Development And Reforms Foundation, the State Committee for Government Reform, the National Council of Youth Organization's of Georgia, the community board of Agency of Social Subsidies, etc.

AYEG maintains the close links with various non-governmental and international organizations. Over the years, AYEG collaborated with such donor and partner organizations like the OSCE Mission to Georgia, the German Society for Technical Cooperation, the Canadian Embassy, the Eurasia Foundation, Oxfam Novib, the Oxfam GB Representative Office in Georgia, Open Society Georgia Foundation, the Urban Institute, the IRIS centre, Caucasus Research Resource Center, the Center for International Legal Cooperation, International Experts Corps, CIPE, etc.

Many successful economists started building their careers at the Association of Young Economists of Georgia. They keep actively cooperating with the AYEG up to present and are willing to pay the tribute to our organization through their expertise and experience. For more than 18 years, the Association of Young Economists of Georgia is actively involved in various economic processes running in the country. The AYEG has implemented the numerous projects and programs; we issued more than 50 publications, conducted studies and provided consulting for the purposes of business support and in terms of the economic development.

Association of Young Economists of Georgia has collected the substantial experience with regards to the matters as follows: licenses and permits, customs and tax administration, small and medium business, public finance, local government, economic education, etc.

Right as of establishment and up to present, the Association of Young Economists of Georgia runs the economic education program. At the initial stage, there was offered only 3 training courses within the program scope. Later, the quality and quantity of offered training courses was substantially improved and increased. And the number of applicants grows from year to year as well. At present, more than 5,000 persons have attended the training sessions held within the economic education program. In 2007, up to 80 successful students of the educational program partici pated in voluntary cycle at the Association of Young Economists of Georgia and at present, more than 30 volunteers are involved in the activities carried on by our organization.

The last years, Association of Young Economists of Georgia keeps hammering at issues of the public priority and topicality. There were implemented numerous projects focused on monitoring, analysis, raise of awareness, business support and law-making:

?ლიცენზიებისა და ნებართვების დანერგვის პროექტი - 2004 - 2005 წლები; ფინანსური მხარდაჭერა - IRIS Centre (USAID). პროექტის განხორციელების შედეგად სახელმწიფო სტრუქტურებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია და უნარ-ჩვევები ლიცენზიის/ნებართვის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა მეწარმეთა ინფორმირებულობის დონე. პროექტის ფარგლებში გაიმართა 10 სამუშაო შეხვედრა და მოეწყო განხილვები ლიცენზიის/ნებართვის გამცემი უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით; 250-ზე მეტ მეწარმეს ჩაუტარდა ტრენინგები; 1000-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა მიიღო უფასო კონსულტაცია ლიცენზირების ცხელი ხაზის საშუალებით. Pროექტის ფარგლებში ლიცენზირების ახალ კანონთან დაკავშირებით მომზადდა შენიშვნები და რეკომენდაციები. ომზადებული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აისახა ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ ახალ კანონში.

საქართველოს დეცენტრალიზაციის მოდელის შემუშავება - 2004 - 2005; ფინანსური მხარდაჭერა - ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, ევრაზიის ფონდი, GTZ. პროექტის განხორციელების შედეგად შემუშავდა კონცეპტუალური მოდელი, მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და მოხდა მისი დანერგვის ლობირება. დგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ჩატარდა 20-ზე მეტი სამუშაო შეხვედრა. შემუშავდა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ოპტიმიზაციის მოდელი, რის საფუძველზეც შეიქმნა საქართველოს გამსხვილებული თვითმმართველი ერთეულებისა და მხარეების დეტალური რუკა.

ვაჭრობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - 2004 - 2005; ფინანსური მხარდაჭერა - ევრაზიის ფონდი, სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პროგრამა. პარტნიორები: საერთაშორისო გამჭვირვალობა - სომხეთი, მეწარმეობისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარების ფონდი - აზერბაიჯანი. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კანონმდებლობისა და ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკური ანალიზი. გაიმართა სამი რეგიონალური შეხვედრა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ექსპერტების, ადგილობრივი ბიზნესმენებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში გამოიცა რეგიონალური ბიულეტენის ვაჭრობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში სამი ნომერი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საქართველოს საბაჟოზე - 2003 წელი, ფინანსური მხარდაჭერა - OSCE - საქართველოს მისია. პროექტის ფარგლებში მომზადდა გზამკვლევი როგორ გადავკვეთოთ საქართველოს საბაჟო საზღვარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. შეიქმნა მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას 800-ზე მეტი ექსპორტიორი და იმპორტიორი მეწარმის შესახებ.

გამჭვირვალობის ხელშეწყობა რეგიონალურ საბაჟოებზე - 2001 - 2002 წლები; ფინანსური მხარდაჭერა - სამხრეთ კავკასიის თანაშრომლობის პროგრამა, ევრაზიის ფონდი. პროექტის საწყის ეტაპზე მომზადდა დეტალური ანალიტიკური ანგარიში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბაჟო სისტემებში არსებულ მდგომარეობაზე. გამოიცა და გავრცელდა გზამკვლევები, რომელიც მოიცავდნენ ინფორმაციას სამივე ქვეყანაში მოქმედი საბაჟო რეჟიმებისა და პროცედურების შესახებ. საბაჟო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი წარმოშობის მიზეზების იდენტიფიკაციისათვის პროექტის ფარგლებში გამოკითხულ იქნა 1200 ფიზიკური პირი და მეწარმე.

ბიუჯეტის მონიტორინგი - 2002 - 2006 წლები; ფინანსური მხარდაჭერა - ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM - საქართველოს წარმომადგენლობა. პროექტის განხორციელების შედეგად ჩატარდა სახელმწიფო, ასევე ზუგდიდის, ქუთაისისა და ბათუმის ბიუჯეტების შესრულების მონიტორინგი. პროექტის ფარგლებში გამოიცემოდა ყოველკვარტალური ანალიტიკური ჟურნალი ეკონომიკა და ბიუჯეტი. პროექტი ორიენტირებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდაზე. მომზადდა და გავრცელდა ელექტრონული ბიულეტენის 127 ნომერი; საქართველოს საბიუჯეტო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები და განხილვები. ამოიცა გზამკვლევი სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი მონიტორინგის მეთოდები.

საგადასახადო კანონმდებლობის დანერგვა - 2006 წელი; ფინანსური მხარდაჭერა - საერთაშორისო იურიდიული თანამ-შრომლობის ცენტრი (ჰოლანდია). პროექტის განხორციელების შედეგად მომზადდა გზამკვლევი «გადასახადები და საგადასახადო სისტემა” (ორი გამოცემა). გზამკვლევის პირველი გამოცემის პროექტი განხილულ იქნა სამუშაო შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. მომზადდა კომენტარები საგადასახადო კოდექსზე ინგლისურ ენაზე. ჩატარდა ექვსი ტრენინგი მეწარმეებისთვის, საგადასახადო ინსპექტორებისა და მოსამართლეებისთვის თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა პირმა. საგადასახადო ცვლილებების გათვალისწინებით მომზადდა გზამკვლევის მეორე გამოცემა. უფასო გზამკვლევი მიიღო 9000-ზე მეტმა მსურველმა მთელი საქართველოს მასშტაბით.

“Implementation of new licensing laws” - August, 2004 - June, 2005; Financial support: IRIS Centre, USAID. As a result of implementation of the project the state structures received detailed information and acquired skills related with procedures of issuing of licenses/permits. Also, a level of awareness of businessmen significantly increased. Within the project 10 working meetings and considerations have been conducted with partici pation of representatives of the bodies issuing licenses/permits; trainings for more than 250 businessmen have been conducted; more than 1000 interested persons received free consultations by “licensing hot line”. Within the project notes and recommendations have been prepared in relation with the new law on licensing. The greater part of the prepared recommendations was reflected in the new “Law on licenses and permits”.

“Development of Model of Decentralization of Georgia” - September, 2004- September, 2005; Financial support: “Open Society - Georgia Foundation”, Eurasia Foundation, GTZ. As a result of implementation of the project a conceptual model has been developed, a package of appropriate legislative amendments has been prepared and their introduction has been lobbied. More than 20 working meetings have been conducted with local authorities and representatives of civil society. A model of optimization of administrative-territorial units of Georgia has been designed; based on it a detailed map of aggregative self-government units and provinces have been compiled.

“Trade facilitation in Countries of Southern Caucasus”- January, 2004 - September, 2005; Financial support: Eurasia Foundation, program of cooperation of Southern Caucasus. Partner organizations: International transparency - Armenia, Foundation of business and market economical development - Azerbaijan. On the first stage of implementation of the project an analysis of legislation and export-import statistics has been conducted. Three regional meetings have been conducted with partici pation of experts of Georgia, Armenia and Azerbaijan, local businessmen and representatives of state institutions. Within the project three issues of regional bulletin “Trade promotion in Southern Caucasus” in Georgian, English and Russian languages have been published.

“Promoting Transparency at Georgian Customs”, 2003. Financial support: OSCE Mission to Georgia. “How to Cross the State Border of Georgia” Guidebook was prepared in the Georgian, Russian and English languages. The Database with the information on over 800 business units (importers and exporters) was also created.

“Promoting Transparency at Regional Customs”, 2001-2002. Financial support: South Caucasus Cooperation Program, Eurasia Foundation. At the initial stage of this project, detailed analytical report on status of customs systems of Georgia, Armenia and Azerbaijan was elaborated. Guidebooks, with the information on customs regimes/treatments and procedures in all of these three countries were prepared, published and distributed. 1200 natural persons and businessmen were interviewed, within the framework of this project, for the identification and explanation of the problems related to crossing of customs boundaries.

“Budget Monitoring” - 2002-2006; Financial Support: OXFAM GB. As a result of implementation of the project, there was monitored implementation and formation of the state, Zugdidi, Kutaisi and Batumi budgets. There was q uarterly issued the analytic magazine Economics and Budget. The project was focused on raise of the public awareness level. 127 issues of the e-newsletter were produced and disseminated; the trainings, working sessions, discussions related to the budgetary system of Georgia were held. There was issued the guide State Budget and Monitoring Methods.

“Tax Code in Georgia” - 2006; Financial Support: the Center for International Legal Cooperation (the Netherlands). As a result of project implementation, the guide Taxes and Taxation System was issueds (two editions). The first draft edition was discussed at the working session with the representatives of the Ministry of Economic Development and the Taxation Department of the Ministry of Finance. There was produced the English version of commentaries to the Tax Code. Six trainings intended for entrepreneurs, tax inspectors and judges in Tbilisi, Batumi, Kutaisi and Telavi were conducted. More than 200 trainees participated in those trainings. The second edition of guide was produced in consideration of the amendments made to the taxation laws. The guide was delivered at the national level to more than 9,000 interested persons free of charge.

2 პროექტები და პროგრამები 2007

▲ზევით დაბრუნება


Projects and programs
2007

მომავალი სიღარიბის გარეშე

პროექტის განხორციელების პერიოდი: 1 ივნისი, 2007 - 31 მაისი, 2008.

ფინანსური მხარდაჭერა: დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM - საქართველოს წარმომადგენლობა, Oxfam NOVIB.

პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, Welfare Foundation.

პროექტის მიზანია: ზეგავლენის მოხდენა სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას ღარიბი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში განხორციელებულია შრომის ბაზრის კვლევა იმერეთის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა უმუშევრობის მაღალი დონით. კვლევის შედეგად შეფასდა მოთხოვნა პროფესიებისა და ხელობების მიხედვით, დადგინდა დამქირავებლის პოზიციები. 2007 წლის დეკემბერში ჩატარდა ტრენინგი უმუშევრებისათვის.

დასაქმების სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის შედეგების საფუძველზე 2008 წლის მაისში შემუშავდება დასაქმების პროგრამის მოდელი.

ათასწლეულის განვითარების მიზნების პერიოდის შუა წერტილთან დაკავშირებით (07.07.07) მოეწყო ბას ტური დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც უკიდურესად ღარიბ მოსახლეობას იმერეთისა და აჭარის რეგიონში მიეწოდათ ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

17 ოქტომბერს ჩატარდა აქცია-კონცერტი მომავალი სიღარიბის გარეშე. 2008 წლის 8 მარტსა და 1 მაისს ასევე ჩატარდება მობილიზაციის აქციები.

0x01 graphic

FUTURE WITHOUT POVERTY

Project implementation period: June 1, 2007 - May 31, 2008

Financial support: OXFAM - Georgian Representation, Oxfam NOVIB.

Partner organizations: Georgian Young Lawyers Association, Welfare Foundation.

The aim of the project is to contribute to changes in governmental policies and practices to ensure considerable improvement of social and health status of the population currently living in poverty.

In scopes of the project the labor market in Imereti region was surveyed. As a result of the survey the market demand on certain professions was measured, the viewpoints and attitudes of the employers were identified; In December, 2007 the training was delivered to the unemployed persons.

0x01 graphic

Considering the results of the state employment program monitoring, the model scheme of employment program will be elaborated in May 2008. Due to midpoint of MDG period (07.07.07) the coalition arranged Bus Tour in west Georgia. The extremely poor people were delivered information over the state social programs they can benefit.

On October 17, 2007 concert Future Without Poverty was held. The mobilization actions will take place on March 8 and May 1 of 2008 as well.

სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი

პროექტის განხორციელების პერიოდი: მაისი, 2007 - აპრილი, 2008.

ფინანსური მხარდაჭერა - დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM - საქართველოს წარმომადგენლობა.

პროექტის მიზანია მდგრადი მონიტორინგის სქემის შემუშავება სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მონაწილეობითი მონიტორინგის ფასილიტაციის გზით.

პროექტი ხორციელდება სახელმწიფო სუბსიდიების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

პროექტის ფარგლებში აჭარის რეგიონში ჩატარდა სოციალური შემწეობის პროგრამაში მონაწილე 1100 ოჯახის (600 ბენეფიციარი და 500 არაბენეფიციარი) რაოდენობრივი კვლევის პირველი ფაზა. კვლევის შედეგად გამოვლინდა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურული და თვისობრივი პრობლემები. რაოდენობრივი კვლევის დროს ოჯახებმა დაასახელეს მათ თემში მყოფი ყველაზე ღარიბი ოჯახები. დასახელებული 697 ოჯახიდან კვლევისთვის შეირჩა 300 ოჯახი.

0x01 graphic

აჭარის რეგიონში სოციალური აგენტებისთვის ჩატარდა სპეციალური ტრენინგი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენლები.

2008 წლის პირველ კვარტალში განხორციელდება რაოდენობრივი კვლევის მეორე ფაზა და ასევე გამოვლენილი 300 შეჭირვებული ოჯახის კვლევა.

PARTICIPATORY MONITORING OF THE STATE SOCIAL ASSISTANCE PROGRAM

Project implementation period: May, 2007 - April, 2008.

Financial support: OXFAM - Georgian Representation?/.

Project Aim: To develop a sustainable monitoring scheme through facilitating joint state-civil society participatory monitoring of the State Social Assistance Program; To develop the capacity of government and civil society to work jointly on issues of poverty and vulnerability to foster a better dialogue between different sections of the society for the benefit of poor people.

Project is implemented with cooperation with The Social Subsidy Agency (SSA).

In scopes of the project. 1100 (600 program beneficiaries; 500 non-beneficiaries) families were researched in Adjara (first phase). This q uantitative survey revealed the problems related to the social assistance program implementation. During this q uantitative survey the families also named other poorest HHs. 300 HHs were sampled for further research.

The training for Social Agents of Adjara region was conducted. The representatives of the SSA take part in this training as well.

The second phase of the survey also study of the 300 poorest HHs will be conducted in first q uarter, 2008.

0x01 graphic

ბიზნესგარემოს გაუმჯობესება საქართველოში

პროექტის განხორციელების პერიოდი: სექტემბერი, 2007 - აგვისტო, 2008.

ფინანსური მხარდაჭერა: მეწარმეობის მხარდაჭერის საერთაშორისო ცენტრი.

პროექტის მიზანია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს შეფასება, ბიზნესისთვის აქტუალური 10 პრობლემის გამოვლენა და ადვოკატირება.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა 3 ფოკუს-ჯგუფი, სადაც მეწარმეებმა ისაუბრეს მათთვის აქტუალურ პრობლემებზე; დაიწყო პერიოდული ჟურნალის Georgian Business Today გამოცემა; დასრულდა რაოდენობრივი კვლევა საქართველოს მასშტაბით (შერჩევის ზომა: 1000 მეწარმე).

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: სამაგიდო კვლევა ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ;

ჩაღრმავებული ინტერვიუები ექსპერტებთან ბიზნესგარემოს შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;

კვლევების შედეგებისა და მიგნებების პრეზენტაცია და სხვა აქტივობები ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ადვოკატირებისათვის.

0x01 graphic

IROVING THE BUSINESS CLIMATE AND INFORMATION FLOW

Project implementation period: September 1, 2007 - August 31, 2008

Financial support: Center of International Private Enterprise (CIPE).

Project objectives: Raise awareness of the key problems facing the business community by fostering a dialogue among the private sector, the public sector and the media; Foster the development of an open, inclusive and transparent process for preparation of progressive pro-reform policy.

In scopes of the project: 3 focus groups were conducted, where the entrepreneurs shared their viewpoints on actual business problems and key directions; the q uantitative survey of 1000 entrepreneurs is also accomplished. The most crucial aim of the survey was to identify the 10 problems of the business climate. The periodical journal Georgian Business Today is published.

The following events and activities will be implemented during the project: desk research of business regulatory legislation; in-depth interviews with the experts; presentation of the surveys' findings; workshops, roundtables and other activities for advocating business climate improvement.

0x01 graphic

Georgian BUSINESS Today

0x01 graphic

ჟურნალი Georgian Business Today gaმოიცემა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ, საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრი - CIPE-ის ფინანსური მხარდაჭერით. ჟურნალის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბიზნესის აქტუალური თემების განხილვა, სიახლეების გაცნობა, წამყვანი ბიზნესმენების მოსაზრებების გაზიარება, სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული ანალოგების მოძიება და დამწყები ბიზნესმენებისათვის პრაქტიკული რჩევების შეთავაზება.

წამყვანი ბიზნესების წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ დროულად ვუპასუხებთ კითხვას - როგორია ქართული ბიზნესი დღეს?ოპტიმალური პასუხი ნებისმიერ დანტერესებულ მსურველს ბიზნესგარემოში სწორი ორიენტირის განსაზღვრასა და არსებული სიტუაციის ადეკვატურად შეფასებაში დაეხმარება.

ჟურნალის ძირითადი აუდიტორია წამყვანი ბიზნესმენებით, ბიზნესის საკითხებში სხვადასხვა მიმართულებით ჩართული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით განისაზღვრა.

ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი - საქართველო

პროექტის განხორციელების პერიოდი: მარტი, 2007 - დეკემბერი, 2007.

ფინანსური მხარდაჭერა: საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი; USAID.

პროექტის მიზანია: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობა კონსულტაციებისა და ტრენინგების გზით.

პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნა ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი - საქართველო (BCNG), რომლიც აერთიანებს 6 ოფისს საქართველოს მასშტაბით - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდსა და თელავში. თბილისისა და ქუთაისის საკონსულაციო ცენტრები შეიქმნა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ბაზაზე. ქსელი განსაკუთრებულად ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე; კლიენტებთან ურთიერთობა ემყარება კვალიფიციურ სერვისს, მჭიდრო კავშირებსა და ნდობას.

ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი - საქართველო (BCNG) მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს მომსახურებას სამი ძირითადი მიმართულებით: ბიზნესკონსალტინგი, ტრენინგები და მარკეტინგული კვლევები. მეწარმეებს შეუძლიათ მიიღონ მომსახურება სხვადასხვა კუთხით - საგადასახადო და საბაჟო საკითხები, მარკეტინგული დაგეგმვა, ბუღალტრული აღრიცხვა, ბიზნესის დაგეგმვა და მართვა, 2საწარმოთა რეგისტრაცია, ბიზნესპარტნიორების მოძიება და სხვ.

0x01 graphic

პროეტის განხორცილების პერიოდში შეიქმნა ვებ-გვერდი www.bcng.ge, რომელიც მოიცავს მეწარმისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას, ასევე სიახლეებს მიმდინარე ტრენინგებისა და სხვადასხვა საგრანტო პროგრამისა თუ ბიზნესწინადადებების შესახებ. როექტის ფარგლებში 534 კონსულტაცია გაეწია 310 მეწარმეს, ჩატარდა 29 ტრენინგი კერძო სექტორისათვის აქტუალურ სხვადასხვა მიმართულებაზე. ტრენინგის მონაწილეთა სრული რაოდენობა შეადგენდა 597 პირს. ასევე მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო მასალები, ბუკლეტები, პოსტერები და სხვ.

Georgian BUSINESS Today

Georgian Business Today magazine is issued by the Association of Young Economists of Georgia upon the financial support by the Centre of International Private Entrepreneurshi p - CIPE. The magazine is focused on discussing actual business topics, informing on recent related news, sharing opinions of successful businessmen, hunting out analogies implemented in other countries and offering practical advice to businessmen.

0x01 graphic

By means of the active cooperation with representatives of leading businesses, we timely response to the question: What is Georgian business today? The optimal response shall assist any person interested in proper understanding of the business environment and adequate assessment of the situation.

The magazine readershi p covers representatives of the public and nongovernmental sectors involved in various business activities in different ways, also businessmen, journalists, etc.

BUSINESS CONSULTING NETWORK - GEORGIA

Project implementation period: March, 2007 - December, 2007

Financial support: International Executive Service Corps, USAID

Project aim: Support to the SME development through consulting and training.

In scopes of the project the Business Consulting Network - Georgia (BCNG) was established, which unites 6 offices throughout Georgia - Tbilisi, Kutaisi, Zugdidi, Batumi, Gori, Telavi. Tbilisi and Kutasi consulting offices are created at Young economists association.

BCNG is a tool for SME development in Georgia; The relationshi p with the clients is based on professionalism, close business links and trustworthiness

BCNG offers a wide range of services on following key directions: business consulting, training sessions, marketing researches. The entrepreneurs are rendered the consultations on tax and customs administration, marketing planning, financial accounting, business planning and management, company registration, etc.

0x01 graphic

During the project implementation a web page www.bcng.ge was launched. This page covers the primary information, that is crucial for any business, also news on current trainings, various grant programs. 534 consultations were rendered to 310 entrepreneurs; 29 trainings were delivered to 597 business representatives. Informational materials, booklets, flyers were published and disseminated among the target audience.

დაჯილდოვების ცერემონიალი

23 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით, ჩატარდა ნომინანტების დაჯილდოვება ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობისათვის. დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა თბილისი მერიოტის წვეულებათა დარბაზში.

წლის განმავლობაში მიმდინარეობდა BCNG-ის მომხმარებლების გამოკითხვა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა გამოსავლენად

ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობაში წვლილის შეტანისთვის და წარმატებული პარტნიორობისთვის ნომინაციებზე წარდგენილნი იყვნენ: კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

0x01 graphic

ჯილდო ბიზნესგარემოს განვითარებაში წვლილის შეტანისათვის გადაეცათ: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრიეს მოადგილეს - ვახტანგ ლეჟავას; ამერიკის სავაჭრო პალატას; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას; ტელეგადაცემა ბიზნესკურიერის ავტორსა და წამყვანს - აკაკი გოგიჩაიშვილს; გადაცემა კაპიტალის წამყვანსა და სახეს ეკა მიშველაძეს; ჟურნალ ჯორჯიან ჯორნალის ჟურნალისტს - ნინო ფაცურიას; საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტს - მაკა ღამბაშიძეს; სააგენტო GBC- წარმომადგენელს - ეკა ბაშარულს.

სპეციალური ჯილდო წარმატებული პარტნიორობისათვის გადაეცათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს - კომპანია ბრილი XXI; ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა; კომპანია ცეპტერი და გამომცემლობა ფაბლისითი. ასევე, რეგიონებში ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობის ჯილდო გადაეცათ ქსელის რეგიონალურ ოფისებს.

AWARDING CEREMONY

On December 23, Association of Young Economists of Georgia, in cooperation with the Small and Medium Business Support Project implemented by the U.S. Agency for International Development, held the Business Development Supporters Awarding Ceremony. The ceremony was held in the ballroom of Tbilisi Marriott Hotel.

Throughout the 2007 year, the BCNG clients were subject to poll in order to pick out the winners of the different nominations. Due to their efforts related to support of the business environment development and successful partnershi p, there were nominated the representatives of the private sector, international institutions and media.

Due to their efforts related to support of the business environment development, there were awarded the Deputy Minister of Economic Development of Georgia Vakhtang Lezhava, the U.S. Chamber of Commerce, the Georgian Chamber of Commerce and Industry, the author and anchor of the telecast Business-Courier Akaki Gogichaishvili, the anchor and identity of the telecast Capital Eka Mishveladze, the journalist of Georgian Journal magazine Nino Patsuria, the reporter of Public Radio Maka Gambashidze and the representative of GBC Agency Eka Basharuli.

0x01 graphic

Due to the successful partnershi p, the special awards went to the private sector representatives as follows: the company Brili XXI, the Kutaisi Auto Mechanical Plant, the company Zepter and the publishing house Publicity. Further, due to their efforts related to support of the business environment development in the regions, the regional offices of BCNG earned the honorary mention.

კამპანია: მომავალი სიღარიბის გარეშე

პროექტის განხორციელების პერიოდი: ივნისი, 2006 - მაისი, 2007.

ფინანსური მხარდაჭერა: ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM - საქართველოს წარმომადგენლობა, Oxfam NOVIB.

პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, Welfare Foundation.

პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობაზე ზეგავლენით უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის რაოდენობისა და დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის დონის შემცირება, ასევე ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში სისტემატურად ეწყობოდა სამუშაო შეხვედრები კოალიციის წარმომადგენლებთან. ჩატარდა რეგიონული შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბათუმში, ქუთაისში, გორსა და ზუგდიდში. შეხვედრებს დაესწრო 80-ზე მეტი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ლიანსის მოხალისეებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგი. 2006 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო პეტიციებზე ხელმოწერების შეგროვება და მოეწყო stand up აქცია. 2007 წლის 3 მარტს გაიმართა აქცია, რომლის ფარგლებშიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ლადო ჭიპაშვილს და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს გიგი წერეთელს გადაეცათ 20 654 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია.

0x01 graphic

ალიანსი მომავალი სიღარიბის გარეშე წარმოადგენს საერთაშორისო მოძრაობის - გლობალური მოწოდება ქმედებისაკენ სიღარიბის წინააღმდეგ (GCAP) ეროვნულ პლატფორმას.

FUTURE WITHOUT POVERTY (Georgia MDG/GCAP Campaign)

Project implementation period: June, 2006 - May, 2007

Financial support: British Charity Organization OXFAM - Georgian Representation, Oxfam NOVIB

Partner organizations: Georgian Young Lawyers Association, Welfare Foundation.

Project aim: to contribute to reducing number of people living in extreme poverty and the level of maternal and child mortality through influencing the GoG to apply and implement MDG oriented policy and practice.

In scopes of the project workshops with the coalition representatives were held systematically. Regional meetings with non governmental organizations were held in Batumi, Kutaisi, Gori and Zugdidi. These meetings were attended by more than 80 partici pants. The volunteers of the alliance were delivered with special training sessions. On October 17 2006 -International Day against Poverty - was held a mobilization day in The Vake Park. On the same day collecting signatures of campaign supporters started. 20 654 signed petitions were collected by the 3rd of March 2007, when they were handed to the representative of the government - the minister of labour, health and social care - Lado Chi pashvili and Gigi Tsereteli - the head of the committee of healthcare of parliament.In scopes of the campaign CD Musicians Against Poverty was recorded and disseminated, also internet and SMS mobilization actions (registration on the web-site www.whiteband. ge) took place.

Alliance Future Without Poverty represents international movement's - Global Call To Action Against Poverty (GCAP) national platform.

ყველაფერი კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის

პროექტის განხორციელების პერიოდი: იანვარი, 2006 - იანვარი, 2007.

ფინანსური მხარდაჭერა: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ახლადმიღებული და პერიოდულად ცვალებადი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დანერგვაში.

პროექტის განხორციელების შედეგად მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის მარეგულირებელი კანონმდებლობის სისტემატიზაცია-კოდიფიკაცია და ანალიზი, რომლის საფუძველზეც მომზადდა გამარტივებულ ენაზე შედგენილი ელექტრონული სახელმძღვანელო ყველაფერი კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ ადგილობრივი თვით-მმართველობებისათვის.

სახელმძღვანელოსთან ერთად შეიქმნა საქართველოს ელექტრონული რუკა, სადაც მოცემულია ყველა თვითმმართველი ქალაქი და მუნიციპალიტეტი, მათი ადმინისტრაციული საზღვრები, მსხვილი დასახლებული პუნქტები, მდინარეები, გზები, მოსახლეობის რაოდენობა, ფართობი და სხვა სტატისტიკური და პრაქტიკული ინფორმაცია.

მომზადებული სახელმძღვანელო და ელექტრონული რუკა ჩაიწერა კომპაქტ-დიკებზე და გადაეგზავნა ყველა თვითმმართველ ერთეულს. ამასთან მოხდა მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით სახელმძღვანელოს 2-ჯერ განახლება და აღნიშნული მასალით თვითმმართველობების ოპერატიული უზრუნველყოფა.

სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი

პროექტის განხორციელების პერიოდი: ივნისი, 2006 - აპრილი, 2007

ფინანსური მხარდაჭერა: დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM - საქართველოს წარმომადგენლობა.

პროექტის მიზანია მდგრადი მონიტორინგის სქემის შემუშავება სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მონაწილეობითი მონიტორინგის ფასილიტაციის გზით.

პროექტი განხორციელდა სოციალური სუბსიდიების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა პანელური კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა ფულადი სოციალური დახმარების მიმღები 25 ოჯახი. კვლევის შედეგად შეფასდა სოციალური შემწეობის ზეგავლენა ოჯახების ცხოვრების დონეზე. ასევე ჩატარდა სოციალური შემწეობის პროგრამაში მონაწილე 1100 ოჯახის (600 ბენეფიციარი და 500 არაბენეფიციარი) რაოდენობრივი კვლევა სამეგრელოს რეგიონში, რომლის შედეგადაც შეფასდა მონაცემთა ბაზების ფორმიების პროცესი, გამოვლინდა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურული და თვისობრივი პრობლემა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სამუშაო შეხვედრები სოციალური სუბსიდიების სააგენტოსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

ასევე შესწავლილ იქნა თემების მიერ დასახელებული 700 შეჭირვებული ოჯახი. ჩატარებული კვლევების მიგნებები გამოიცა ანგარიშის სახით. ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ მედიის, არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.

LAWS AND PROCEDURES FOR LOCAL GOVERNANCES

Project implementation period: January, 2006 - January, 2007

Financial support: Open Society foundation - Georgia

Project aim is to support the local governances in raising the awareness on permanently changing legislation and procedures, also contribute to proper law implementation.

In scopes of the project the electronic handbook “Laws and procedures for local governance” was elaborated. Along to the handbook eceltronic map of Georgia was also developed.

0x01 graphic

The Map covers the information on every self governed City and munici pality, their administrative borders, populated points, rivers, roads, the number of population and many other statistic data. The Handbook and the Map were delivered to every self government unit.

During the project implementation the handbook was updated twice considering the legislative changes.

PARTICIPATORY MONITORING OF THE STATE SOCIAL ASSISTANCE PROGRAM

Project implementation period: June, 2006 - April, 2007.

Financial support: OXFAM - Georgian Representation.

Project is implemented with cooperation with The Social Assistance and Employment State Agency.

Project Aim: To develop a sustainable monitoring scheme through facilitating joint state-civil society partici patory monitoring of the State Social Assistance Program; To develop the capacity of government and civil society to work jointly on issues of poverty and vulnerability to foster a better dialogue between different sections of the society for the benefit of poor people.

In scopes of the project panel survey was conducted with partici pation of 25 families receiving social assistance. As a result of this survey the impact of the program on the levels of the selected families was evaluated. Also, 1100 (600 program beneficiaries; 500 non-beneficiaries) families were researched in Samegrelo Region. This q uantitative survey revealed the problems related to the social assistance program implementation. Also, the date base formation process was assessed. In scopes of the project the working meetings with the representatives of the social assistance and employment agency; Ministry of labor, healthcare and social security were conducted.

Additionally, identified poorest 700 HHs were studied. The report on major findings of the conducted surveys was developed and published. The representatives of the State, NGO and media sectors attended the report presentation.

ქობალიების ოჯახი გაუგებრობის მსხვერპლი აღმოჩნდა...

სოფელ ფახულანში აფხაზეთიდან დევნილი ათკაციანი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ოჯახში ორი სტუდენტია. ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღებულობენ უმაღლეს განათლებას, რაც ქობალიების დანახარჯებს თითქმის აორმაგებს. ოჯახში ასევე ორი მოხუცებულია, რომლებიც ინტენსიურად საჭიროებენ ექიმის ზედამხედველობას. მათ სერიოზულ დახმარებას გაუწევდა ჯანმრთელობის დაცვის პაკეტით სარგებლობა.

სოციალური დახმარების პროგრამის გამოცხადების შემდგომ, ქობალიების ოჯახმა პროგრამაში მონაწილეობის სურვილი ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა და შეიტანა განაცხადი. სააგენტომ შეისწავლა და გამოიკვლია დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი პირობები და დაადგინა, რომ ოჯახი მართლაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა. შედეგად, ქობალიებს მიენიჭა სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი და დაენიშნა ფულადი სოციალური დახმარება. გარდა ფულადი დახმარებისა, პროგრამა ითვალისწინებდა ასევე ჯანდაცვის პოლისითა და ელექტროენერგიის ვაუჩერით ოჯახის უზრუნველყოფას.

რამდენადაც პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ქობალიების ოჯახმა დასაქმებისა და სოციალური დახმარების სახელმწიფო სააგენტოსგან თანხმობის მიღების შემდეგ, სოციალური დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინტერვიუერი (რომელმაც მანამდე გაიარა ტრენინგი აღნიშნული პროგრამის შესახებ) ესტუმრა ოჯახს და მანვე გაარკვია უარის მიზეზი. ქობალიებს შეეშინდათ, რომ სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში მათ ჩამოერთმეოდათ დევნილის სტატუსი. არასწორი ინფორმაციის საფუძველზე ოჯახმა ჯანმრთელობის დაზღვევასა და ელექტროეენერგიის ვაუჩერთან ერთად ყოველთვიურად 138 ლარის მიღებაზე თქვა უარი.

ინტერვიუერთან საუბრისას მათ გულწრფელად ახსნეს შიშის მიზეზი. ნანი ქობალიას თქმით - ლტოლვილები ევროკავშირის დახმარებას ელოდებიან და ვისაც სახელმწიფო ეხმარება, ევროკავშირიდან ვერაფერს ვერ მიიღებსო.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინტერვიუერმა ოჯახი დაარწმუნა, რომ რეალურად სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამაში მონაწილე ოჯახებს დევნილის სტატუსი არ ერთმევათ, მათ მხოლოდ ლტოლვილის შემწეობა უჩერდებათ, იღებენ ფულად სოციალურ დახმრებას და სარგებლობენ სხვა სოციალური შეღავათებით.

ამჟამად, ოჯახს ისევ აქვს სახელმწიფო სოციალური დახმარების მიღების სურვილი და ინტერვიუერის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად დაიწყო ბენეფიციარის სტატუსის აღდგენის პროცედურა.

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება

პროექტის განხორციელების პერიოდი: აგვისტო, 2007 - ნოემბერი, 2007.

ფინანსური მხარდაჭერა: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადეობა - GTZ.

პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ახლადარჩეული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ინფორმირების დონის გაზრდა ადგილობრივ ფინანსებთან მიმართებაში.

პროექტის განხორციელების შედეგად ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მარეგულირებელი ფინანსური კანონმდებლობისა და წესების სისტემატიზაცია-ანალიზი, ასევე ახალი გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის დამუშავება, რომლის საფუძველზეც მომზადდა და გამოიცა გზამკვლევი მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში. მოხდა გზამკვლევის პრეზენტირება და დაგზავნა ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის.

KOBALIA FAMILY FELL VICTIM TO THE MISUNDERSTANDING

The family of ten IDPs from Abkhazia faces the beggary in Pakhulani village. There are two students in that family, who study at the Tbilisi State University and that almost doubles their expenses. There are also two seniors in the family, which req uire intensive medical care; assignment of the healthcare insurance package could substantially support them.

After announcement of the Social Asisstance Program, the Kobalia family was one of the first that expressed their willingness for partici pation in it and filled the application with. The Agency studied the social and living conditions of refugees' family and established that indeed, the family was under the poverty line. As a result, Kobalias were assigned the beneficiary status under the State Social Assistance Program and granted the money allowance. Further to the said aid, the Program also implied delivery of the healthcare policy and electricity voucher to the family.

Incredible as it may seem, but after obtaining the consent of the State Social Assistance and Employment Agency, the Kobalia family denied the social aid.

The interviewer of the Association of Young Economists of Georgia (who was trained on the Program) visited the family and clarified the reason of such denial. Kobalias were afraid that should they partici pate in the State Social Assistance Program, they would be deprived of the refugee's status. Due to the false information, the family, along with the health insurance and electricity voucher, denied the monthly allowance of GEL 138.

In the course of conversation with the interviewer, they frankly explained the reason of their fears. Following to Nani Kobalia, “Refugees keep expecting an aid from the EU and those being subject to the state aid may get nothing”.

The interviewer of the Association of Young Economists of Georgia assured the family that actually, partici pation in the State Social Assistance Program may not deprive any family of the refugee's status; they would stop receiving only the refugee's allowance, however, start getting the social money aid and enjoy other social benefits.

At present, the family got back to their willingness for receiving the social aid and according to the information provided by the interviewer, they commenced with the procedure of reinstatement of the program beneficiary's status.

SUPPORT TO THE DEVELOPMENT OF LOCAL GOVERNANCE

Project implementation period: August, 2007 - November, 2007.

Financial support: GTZ.

Project aim is to raise the awareness of the newly elected representatives of the local governance in regard of financial issues.

In scopes of the project systematization and analysis of the legislation regulating the financial activities of the local governance was conducted. Also, the new transfer formula was elaborated. Based on findings and worked out materials the Guide Managing the munici pal finances was published. The guide was presented and disseminated among the local self governances.

ეკონომიკური განათლების პროგრამა

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში დაარსების დღიდან ფუნქციონირებს ეკონომიკური განათლების პროგრამა. უფასო სემინარ-ტრენინგები წლების მანძილზე ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო საქმიანობაა და, რიგ შემთხვევებში, სავიზიტო ბარათადაც მოიაზრება მიზნობრივ ჯგუფებში.

პროგრამის მიზანი - ეკონომიკური განათლების დონის ამაღლება საქართველოში, თამამად შეიძლება ითქვას, წარმატებით ხორციელდება, რასაც მოწმობს ტრენინგებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა. აპლიკანტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და 2007 წელს 1500- გადააჭარბა. ამას განაპირობებს შეთავაზებული ტრენინგ-კურსების სისტემატური განახლება და დახვეწა. 2007 წელს ჩატარდა სემინარ-ტრენინგები შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკის საფუძვლები, მარკეტინგის საფუძვლები, მენეჯმენტის საფუძვლები, სადაზღვევო საქმე და ფინანსური აღრიცხვა.

2007 წლის ორივე სემესტრში ტესტირების შედეგად დაკომპლექტდა უფასო ჯგუფები, ხოლო მენეჯმენტსა და მარკეტინგზე დიდი მოთხოვნის საფუძველზე დამატებით შეიქმნა ნაწილობრივ ფასიანი ჯგუფები. კურსის ღირებულება განისაზღვრა რანჟირებულად ტესტირებაში მიღებული ქულების მიხედვით. 2007 წლის I სემესტრისათვის ტრენინგებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 893-მა დაინტერესებულმა პირმა. ტესტირების შედეგად ტრენინგ-კურსები გაიარა 162-მა მსურველმა.

2007 წლის II სემესტრისათვის კი მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 617-მდე დაინტერესებულმა პირმა, ხოლო ტრენინგ-კურსები გაიარა 142-მა მსურველმა. ეკონომიკური განათლების პროგრამის კურსდამთავრებულები ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკადრო რესურსია. წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საეა- მოხალისეობრივ პროგრამებში. 2007 წელს განათლების პროგრამის 37-მა წარმატებულმა სტუდენტმა გაიარა სტაჟირება ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში.

ტრენინგებზე დასწრების მსურველთა დინამიკა
The Dinamics of the EEP Applicants quantity
2000-2007

0x01 graphic

ECONOMIC EDUCATION PROGRAM

Right as of establishment and up to present, the Association of Young Economists of Georgia runs the economic education program. We are proud of our trainings over the years and the target groups even deem them as our carte-de-visite.

The Program is focused on raise of the level of economic education in Georgia and based on the number of those willing to partici pate, we feel emboldened to say that it is run successfully. The number of applicants keeps growing every year and it reached 1500 in 2007. That results from systematic renewal and perfection of the offered syllabus of trainings. In 2007, there were held the trainings devoted to the basics of economics, basic marketing, management, insurance business and financial accounting.

In the both terms of 2007, following to the tests, there were formed the free-of-charge groups; and due to the substantial demand for management and marketing courses, there were formed the semi-paid groups as well. The tuition costs were established as per points earned in the course of ranged tests.

By the first term of 2007, 893 interested persons expressed their willingness for partici pating in the trainings. As a result of tests, 162 interested persons passed the training courses.

And by the second term of 2007, 617 applicants expressed their willingness for partici pating in the trainings. And 142 of them were delivered the training courses. The graduates of the Economic Education Program constitute one of the key human resources of the Association of Young Economists of Georgia. The successful graduates are allowed partici pating in the AYEG's voluntary programs. In 2007, 37 successful students of the Educational Program articled with the Association of Young Economists.

ანალიტიკური კვლევების განყოფილება

ანალიტიკური კვლევების განყოფილება არის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ერთ-ერთი დანაყოფი, რომელიც შედის რესურსცენტრის დეპარტამენტში. იგი ფუნქციონირებს 2005 წლიდან. განყოფილებაში ხდება აქტუალური ეკონომიკური სფეროების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, მზადდება ტრენინგ- კურსები. კვლევის შედეგებისა და მიგნებების შესახებ მზადდება ანგარიში და ხდება მისი პრეზენტირება.

ანალიტიკური კვლევების განყოფილებაში სამუშაო ჯგუფები ძირითადად დაკომპლექტებულია მოხალისეებით, რომლებიც ირჩევიან ტრენინგის გავლის შემდეგ მიღების სტანდარტული პროცედურების შესაბამისად.

ანალიტიკური კვლევების განყოფილებაში მოხვედრა შესაძლებლობებს აძლევს მოხალისეებს, განავითარონ როგორც პროფესიული ასევე სხვადასხვა სამუშაო უნარ-ჩვევები და მიაღწიონ წარმატებებს ორგანიზაციაში კარიერის დაწყების კუთხით. მიღებულ მოხალისეებს მუდმივად უტარდებათ ტრენინგები.

ანალიტიკური კვლევების განყოფილება ყოველწლიურად განსაზღვრავს შემდეგი წლის საკვლევ სფეროებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. 2007 წელს ანალიტიკური კვლევების განყოფილებაში განხორციელდა 10 კვლევა:

  • ეკონომიკური განმარტებითი ლექსიკონი;

  • სადაზღვეო სისტემა საქართველოში;

  • ბიზნესის დაგეგმარება;

  • ბიზნესსაკანონმდებლო რეგულირება;

  • საბაჟო კოდექსის მიმოხილვა და გზამკვლევის შემუშავება;

  • ბიზნესზე მარეგულირებელი კანონმდებლობის გავლენის შეფასება;

  • მარკეტინგული ომები;

  • სახელმწიფო დასაქმების პროგრამა;

  • ბრენდინგი;

  • მარკეტინგული კვლევები.

0x01 graphic

ANALITICAL RESEARCH SECTION

The Section of Analytical researches is one of the units of the Association of Young Economists of Georgia; it is the part of the Resource Center Department. The Section is operated since 2005.

It is in charge of research, processing and analysis of the information related to various sectors of the economy. The section also elaborates the training courses for economic education program. It drafts the reports on study outcomes and findings and is in charge of presentation thereof.

The workgroup of the Section of Analytical Studies are mainly staffed by volunteers, who are selected after trainings following to the established appointment procedures.

Appointment to the Section of Analytical Studies allows volunteers to develop both the professional and other work skills and to advance in terms of starting with their careers. The appointed volunteers permanently get trainings.

The Section identifies research areas for each subsequent year and ensures study thereof. In 2007, the Section of Analytical Studies completed 10 studies and projects as follows:

  • the explanatory economic dictionary;

  • the insurance system in Georgia;

  • the business planning;

  • legal regulation of the business;

  • review of the Customs Code and elaboration of the guideline;

  • evaluation of the effect of business regulatory laws;

  • the marketing warfare;

  • the state employment program;

  • the branding;

  • the marketing research methodologies.

ადამიანური რესურსები

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისათვის ადამიანური რესურები მთავარი საყრდენი ძალაა. ღესურსების სწორი მოტივაცია და გუნდური მუშაობის პრინციპების უზრუნველყოფა ყოველთვის პრიორიტეული ამოცანა იყო. პროფესიონალიზმი და მაღალი კვალიფიკაცია ის ფუძემდებელი პრინციპებია, რომლებზეც ეყრდობა ასოციაციის წარმატებული საქმიანობა.

2007 წლისათვის ასოციაციის მიმდინარე პროექტებისა თუ პროგრამების განხორციელებაში ჩართული იყო 37 თანამშრომელი და 60-მდე მოხალისე.

მოხალისეთა განვითარების მიზნით ყოველი ახალი ნაკადისათვის ტარდებოდა ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით: საეა- შესახებ, პრეზენტაციული უნარები, ეკონომიკური კანონმდებლობა, ოფიციალური კორესპოდენცია, გუნდური მუშაობის პრინციპები, დროის მენეჯმენტი, გადაწყვეტილების მიღება და სხვ.

ორგანიზაციის კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მუდმივად ტარდება სპეციალიზირებული ტრენინგები.

შედეგებისა და ანალიზისათვის გამოიყენება თანამედროვე სტანდარტები და მეთოდოლოგია. კვლევების ანალიზის ხარისხისა და ეფეტიანობის გაზრდის მიზნით ორგანიზაციის ათმა თანამშრომელმა გაიარა სტატისტიკური დამუშავების პროგრამის (SPSS) კურსი.

ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით კანადური ფონდის CESO-SACO- მხარდაჭერით მოწვეულ იქნა კანადელი ექსპერტი ლორნ დუქეტი, რომელმაც თანამშრომელთათვის ჩაატარა 2 კვირიანი ინტენსიური კურსი ISO 9001 : 2000 ინგლისურ ენაზე.

აღნიშნული კურსის საფუძველზე მომზადდა ტრენინგი ქართულ ენაზე, რომლიც ჩაუტარდა ყველა თანამშრომელსა და მოხალისეს.

ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიწყო შიდა პრეცედურებისა და ინსტრუქციების, ასევე სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება. თანამშრომლებისა და მოხალისეების მოტივაციის მიზნით ყოველთვიურად ხდება საუკეთესო თანამშრომლისა და მოხალისის გამოვლენა, წლის ბოლოს კი ვლინდება წლის საუკეთესო მოხალისე და თანამშრომელი. 2007 წლის საუკეთესო მოხალისე გახდა დავით მერაბიშვილი, ხოლო წლის საუკეთესო თანამშრომელი - მადონა კოტია.

თანამშრომლები განვითარების მიზნით მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა კონფერენციებში, ტრენინგებში, პრეზენტაციებსა თუ მრგვალ მაგიდებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ასოციაციას სჯერა, რომ მნიშვნელოვანია ადამიანმა იგრძნოს თავისი როლი და მნიშვნელობა ორგანიზაციაში; ერკვეოდეს იმ საქმიანობაში, რასაც აკეთებს. მხრივ საეა აკმაყოფილებს პერსონალის მოთხოვნილებებს და მათ უქმნის ისეთ გარემოს, სადაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.

ასოციაციის ყველა რგოლს შორის არსებობს მჭიდრო კავშირი. უზრუნველყოფილია გამართული შიდა კომუნიკაცია. ყველა თანამშრომელი თუ მოხალისე ფლობს ინფორმაციას მიმდინარე საქმიანობებისა თუ ინიციატივების შესახებ.

0x01 graphic

მადონა კოტია
Madona Kotia

HUMAN RESOURCES

0x01 graphic

დავით მერაბიშვილი
David Merabishvili

The Association of Young Economists of Georgia truly relies on human resources thereof. Proper motivation of the human resources and provision of teamwork princi ples always represented the priority to us. The expertise and high proficiency remain the fundamental princi ples, which the Association's successful activity is based on.

By 2007, 37 collaborators and up to 60 volunteers were involved in the projects and programs implemented by the Association.

For the purposes of development of the volunteers, each stream was offered the trainings focused on topics as follows: AYEG background, the presentation skills, economic laws, formal correspondence, teamwork princi ples, time management, decision-making, etc.

For the purposes of growth of the staff proficiency level, there were permanently held the specific trainings. The q uantitative studies play really major role within the scope of Association's activity. The contemporary standards and methodology are applied for the purposes of analysis of findings of such studies. In order to raise the quality and efficiency of studies, ten members of the organization completed the course of Statistical Package for Social Sciences (SPSS).

For the purposes of introduction of the International Standards on Quality Control, upon assistance by the Canadian foundation CESO-SACO, there was invited the Canadian expert Lorne Duq uette who delivered the intensive course on ISO 9001:2000 to the senior staff memebers.

Following to the course above, each member and volunteer was delivered the training as well by the trained coordinator.

In accordance with the International Standards on Quality Control, we started with drafting the internal procedures and guidelines, as well as other required documentation.

In order to encourage the staff and volunteers, we award the titles of best collaborator and best volunteer each month; and by the end of year, we award the annual titles as well. Last year, Davit Merabishvili and Madona Kotia were declared the Volunteer - 2007 and the Collaborator - 2007 respectively.

For the purposes of self-development, the staff partici pates in various conferences, trainings, resentations and round tables held both in Georgia and abroad.

We believe that everyone shall realize their roles and importance as to the organization; each shall well understand his/her business insight. So, the AYEG meets the staff's needs and supports the environment, where they could express themselves and hit stride.

All the Association units maintain the close links. There is ensured the well designed internal communication system there. Each collaborator or volunteer possesses the information both on ongoing activities and initiatives.

საზოგადოებასთან ურთიერთობა

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ერთ-ერთ მთავარ აუდიტორიას მასმედია წარმოადგენს. შწორედ ჟურნალისტებთან აქტიური თანამშრომლობით მიეწოდება ფართო საზოგადოებას დროული ინფორმაცია ჩვენს მიერ გან-ხორციელებული საქმიანობების შესახებ.

საეა- წევრებს ყოველთვიურად ეგზავნებათ ელექტრონული ბიულეტენი, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი ასოციაციაში მიმდინარე პროექტების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები, სიახლეები და სამომავლო გეგმები. ელ. ბიულეტენი ასევე მოიცავს ამონარიდებს პრესიდან და საინტერესო ეკონომიკური ვებ-გვერდების მიმოხილვას. საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახური აქტიურად ეხმაურება ორგანიზაციის წევრების მხრიდან მოწოდებულ საინტერესო იდეებს და რეკომენდაციებს.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ყოველთვიურად აქვეყნებს ელექტრონულ ეკონომიკურ ბიულეტენს. ეკონომიკური ბიულეტენი არის ანალიტიკური ხასიათის ელექტრონული ჟურნალი, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა საკითხის ეკონომიკური ანალიზი, ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ და .. ეკონომიკური ელექტრონული ბიულეტენი განკუთვნილია ფართო საზოგადოებისათვის. მიმდინარე ეტაპზე ბიულეტენს იღებს 1000-ზე მეტი დაინტერესებული პირი.

2007 წელს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ჩაატარა ასოციაციის ექსპერტების მიერ მომზადებული პუბლიკაციების პრეზენტაციები: გადასახადები და საგადასახადო სისტემა, გზამკვლევი თვითმართველობებისათვის ადგილობრივი ფინანსების სფეროში და სახელმწიფოს სოციალური დახმარების პროგრამების მონაწილეობითი მონიტორინგი სამეგრელოს რეგიონში.

2007 წელს ასოციაციამ ფართო საზოგადოებას წარუდგინა ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი - საქართველო. წლის ბოლოს აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართა ნომინანტების დაჯილდოვება ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობისათვის.

0x01 graphic

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ 2007 წელს დაიწყო ჟურნალ Georgian Business Today- გამოცემა საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრი - CIPEის ფინანსური მხარდაჭერით.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა წლის განმავლობაში ჩაატარა 5 ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, 9 ტრენინგი - ბიზნესაკონკულტაციო ქსელი - საქართველოს თანამშრომლებისა და მოხალისეებისათვის.

გაიმართა სამუშაო შეხვედრა ფოკუს-ჯგუფის ფორმატით მასმედიის წარმომადგენლებთან. ჟურნალისტებთან განიხილებოდა ასოციაციასთან მათთვის მისაღები თანამშრომლობის ფორმები.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ეთიკის კოდექსის ვერცხლის 5 პრინციპის კავალერი ორგანიზაცია გახდა

2007 წლის 4-5 მაისს სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით საზოგადოებრივი ორგანიზაციების მე-2 გამოფენა-ფორუმი შედგა. ფორუმის ორგანიზებაში საეა- 10-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. გამოფენა ფორუმზე წარმოდგენილი იყო 70-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ წარმოადგინა პუბლიკაციები, ანგარიშები, ანალიტიკური კვლევები, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო და სარეკლამო მასალები.

გამოფენა-ფორუმის დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია დაჯილდოვდა როგორც ეთიკის კოდექსის ვერცხლის 5 პრინცი პის კავალერი.

PUBLIC RELATIONS

The media is one of the key audiences as to the Association of Young Economists of Georgia. Right through the active cooperation with journalists, the general society is delivered the timely information concerning the activity transacted by us.

The AYEG members are delivered the monthly e-newsletter, which provides detailed stories regarding activities carried on under projects implemented by the Association, news and prospects. The e-newsletters also cover extracts from the printed media, as well as the digest of interesting web sites. Our PR unit actively reacts to all interesting ideas and recommendations expressed by members of the organization.

0x01 graphic

The Association of Young Economists always publishes the monthly economic enewsletter. The economic newsletter is the analytical e-journal, which delivers various economic analyses, information on processes developed all over the world, etc. The economic e-ewsletter is intended for the broad socity. At present, more than 1000 people are subscribed to the e-newsletter.

In 2007, the Association of Young Economists of Georgia held the following presentations of publications worked out by the Association experts: Taxes and Fiscal System, Local Governments Guide to Financial Sector and Partici patory Monitoring of State Social Aid Programs in Samegrelo Region.

In 2007, the Association presented to the general public the Business Consulting Network - Georgia. By the end of year, within the scope of the project above, the nominees were awarded for their efforts in terms of improvement of the business environment.

In 2007, the Association of Young Economists of Georgia commenced with publishing Georgian Business Today magazine upon the financial support by the Centre of International Private Entrepreneurshi p - CIPE.

Last year, our PR unit held 5 trainings intended for representatives of the small and medium business and 9 trainings for collaborators and volunteers of the Business Consulting Network - Georgia.

There was held the working session with the representatives of media within the focus-group scope. The acceptable forms of cooperation with the Association were subject to discussion with the journalists at the said session.

Association of Young Economists of Georgia was awarded the honorary title of compliant to the Five Silver Principles of the Code of Ethics

On May 4-5, 2007, there was held the 2nd Fair-Forum of civil society organizations organized by Civic Initiative Center. More than 10 volunteers from the AYEG partici pated in organization of the Forum. And more than 70 NGOs were presented at the Fair-Forum.

0x01 graphic

The Association of Young Economists of Georgia presented the publications, reports and analytical studies, as well as various informational and promotional materials.

At the Closing Ceremony of the Fair-Forum, the Association of Young Economists of Georgia was awarded as the compliant to the Five Silver Princi ples of the Code of Ethics.

ფინანსური ანგარიში
ბალანსი, 2007

(GEL)

აქტივები
Assets

პასივები
Liabilities

ფულადი სახსრები
Cash

48560

სხვა რეზერვები და მიზნობრივი დაფინანსება
Other reserves and target financing

204740
204740

საგადასახადო აქტივები
Tax assets

61083

შენობა - ნაგებობები
Buildings

44478

ოფისის ღჭურვილობა Office equipment

49026

არამატერიალური აქტივები
Non-Material assets

1593

სულ აქტივები
Total Assets

204740

სულ ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი
Total liabilities and own eq uity

204740

საქმიანობის ფინანსური ანგარიშგება - 2007

USD

შემოსავალი
Revenues and other Income

ხარჯები
Expenses

შემოსავლის წყარო
Income Source

თანხა
Amount

შინაარსი
Descri ption

თანხა
Amount

საწყისი ნაშთი
Beginning Cash

21200

შრომის ანაზღაურება
Salaries

117887

„ოქსფამი“ საქართველოს წარმომადგენლობა
Oxfam GB

66556

მარკეტინგული
კამპანია
Marketing Campaign

21918

„ოქსფამ ნოვიბი“
Oxfam Novib

25145

ადმინისტრაციული ხარჯები
Administrative Costs

23668

„გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება“
GTZ

20562

გამოცემა
Publications

10390

კომერციული შემოსავლები
Commercial Income

15941

მივლინება
Business Tri ps

13733

„საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრი“
Center of International Private Enterprise (CIPE)

13605

პროგრამული
Target Program Expences

26560

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“
OSGF

53294

კვლევები
Researches

19660

„საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი“
International Executive Service Corps (IESC)

80538

სასტუმრო
Acoomodation

8947

„ეუთო - მისია საქართველოში“
OSCE

1860

ტექნიკა
Techniq ue

5579

საბოლოო ნაშთი
Ending Cash

50359

სულ:
Total

298701

სულ:
Total

298701

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის შემოსავლები 2003-2007 წლები

USD

შემოსავლის წყარო
Income source

2003

2004

2005

2006

2007

„ოქსფამი“ საქართველოს წარმომადგენლობა
Oxfam GB

47761

56773

53493

72500

77980

„საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი“
International Executive Service Corps (IESC)

89319

„საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრი“
Center of International Private Enterprise (CIPE)

70738

„აირის - ცენტრი“
IRIS Center

76679

154049

28435

ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“
Save the Children

20080

13507

5660

ფონდი „ევრაზია“
Eurasia Foundation

47448

34102

„ნოტარიუსთა პალატა“
Chamber of Notaries

1440

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“
OSGF

5720

21223

55247

„გაეროს განვითარების პროგრამა“
UNDP

3444

„ურბანული ინსტიტუტი“
Urban institute

1650

8411

„კათოლიკური დახმარების ცენტრი“
CRS

25920

„სახელმწიფო სოციალური ფონდი“
State social Fund

2667

„ეუთო - მისია საქართველოში“
OSCE mission to Georgia

31822

3325

13700

„სერმა“
CERMA

1555

„თიბისი“ ბანკი
TBC Bank

1800

18000

„გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება“
GTZ

5500

19958

„საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის ცენტრი (ჰოლანდია)“
CILC

82500

„ეგვენთიჯი“
Agvantage

900

„ოქსფამ ნოვიბი“
Oxfam Novib

29773

23509

სხვა შემოსავლები
Other Incomes

1552

15941

სულ
Total

179792

295497

195175

256172

297445

გრანტები და კონტრაქტები
Grants and contracts
2007

0x01 graphic

ჩვენი პუბლიკაციები
OUR PUBLICATIONS

0x01 graphic

© საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
საქართველო, თბილისი, 0105, ვ. ორბელიანის 35
ტელ: 92-28-39; 99-04-43; 93-64-75; 92-31-22;
ფაქსი: 92-24-61;
www.economists.ge
E-mail: iffice@ economists.ge