The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ერთად ჩვენ შევძლებთ №7


ერთად ჩვენ შევძლებთ №7


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სექანია ნუგზარ, გვალია ეკა, გამახარია ალუ, კიკნაძე ქეთევან, პეტრიაშვილი გოჩა, პოსსმაიერი მაიკლ, სუხიტაშვილი ვახტანგ, კონჯარია ლევან, ახვლედიანი ვერიკო
თემატური კატალოგი ერთად ჩვენ შევძლებთ
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010, ნოემბერი წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიურ დიალოგში და გადაწყვეტილებების მიღებაში მათი ჩართვის გზით“ განმახორციელებელი პარტნიორები. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას.“ © გაზეთი მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ რედაქტორი: დოდო ჭუმბურიძე; ფოტო და დიზაინი :ნათია ზედელაშვილი; კორექტურა: თეა ჯალაღანია



1 აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის ინიციატივა დევნილთა დასაქმების ხელშეწყობისათვის საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს

▲back to top


0x01 graphic

აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა ნუგზარ სექანიამ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო ინიციატივა დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის თაობაზე.

საკონსულტაციო საბჭო იქნება ის სტრუქტურა, რომელიც დევნილთა პრობლემებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციას გააერთიანებს. საბჭო განახორციელებს, შუამავლობას გაუწევს და პოტენციურ დამფინანსებლებს წარუდგენს პროექტებს. ეს იქნება, როგორც სოციალური პროექტები ასევე ბიზნესგეგმები.

შეხვედრის მონაწილეები, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ერთობლივი საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბებასა და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებში თანამშრომლობაზე.

საკონსულტაციო საბჭო აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებით იქნება დაკომპლექტებული.

უახლოეს მომავალში აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა სადაც განისაზღვრება დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა.

დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთავაზობთ აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის ნუგზარ სექანიას ინტერვიუს.

ბატონო ნუგზარ საიდან წამოვიდა დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის იდეა?

- მე თვითონ დევნილი ვარ აფხაზეთიდან და მე არ გესაუბრებით, როგორც თანამდებობის პირი. კარგად ვიცნობ იმ პრობლემებს, რასაც ეს ადამიანები აწყდებიან ყოველდღიურობაში. მე ვსაუბრობ მხოლოდ პირადი გამოცდილებით, რაც მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ, მთელი 17 წლის მანძილზე.

სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ უკვე თაობა აღიზარდა ისეთ გარემოში, სადაც ოჯახი არათუ საკუთარი შემოსავლებით სულდგმულობს, არამედ მორიგი დახმარების მოლოდინში იმყოფება. მე ვიცი, რომ ეს არის ძალიან დამამცირებელია ნებისმიერი პიროვნებისათვის, თუნდაც ღვიძლი დედმამიშვილი, ძმა გიგზავნიდეს ფულს. არ შეიძლება გადმოგზავნილი ფულით იარსებო.

ოჯახები ნათესავისა თუ მეგობრის დახმარების ხარჯზე ახერხებდნენ არსებობას. სწორედ ეს არ მინდა, რომ მოხდეს და დარწმუნებული ვარ ყველანი ამაში დამეთანხმებიან.

მეორე მხრივ, თითქმის არ მეგულება მაღალი შემოსავლის მქონე დევნილი, რომლის პირად ბიუჯეტშიც არ არის განსაზღვრული, ასე ვთქვათ, ხარჯვითი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მისი ყოფილი, მეზობლის, მეგობრის ნათესავის და ა.შ. ფინანსურ მხარდაჭერას. მე ელემენტარულად ვთავაზობ აი ამ ბიზნესმენებს ამოვიღოთ ეს მუხლი მათი მიმდინარე ბიუჯეტის მთავარი ნაწილიდან.

საბჭოსთან შეთანხმებით და ერთობლივი მუშაობით წარმოდგენილი ბიზნესპროექტი იქნება მისთვის მისაღები და რეალური პოტენციალი, რაშიც ის ჩადებს ფინანსურ რესურსს და ჩადებს ფულს და წლის ბოლოსთვის მიიღებს კონკრეტულ შემოსავალს.

თავის ბიუჯეტსაც გაუფრთხილდება და ბიზნესის კუთხითაც აბსოლუტურად გამართლებული იქნება მისი ქმედება, ის თავის თავისუფალ ფინანსურ რესურსს დააბანდებს პოტენციურად მომგებიან ბიზნესწამოწყებაში და ზუსტად მისცემს დევნილებს იმ ანკესს, რომელზედაც ჩვენ საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ.

- ბატონო მინისტრო რას გულისხმობს დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო და რა იდეის გარშემო ერთიანდება?

როდესაც მინისტრის თანამდებობა შემომთავაზეს და სანამ წინადადებას დავთანხმდებოდი, იმთავითვე დარწმუნებული ვიყავი, რომ დასაქმების ხელშეწყობა იქნებოდა ჩემი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დევნილებს, თევზი კი არ უნდა ვაძლიოთ, ერთჯერადი ან მრავალჯერადი დახმარებების სახით, არამედ მივცეთ მათ ანკესი, საშუალება, რომ თვითონ შეძლონ თევზის ჭერა.

საქართველოს სინამდვილეში არაერთ სექტორში ამ ანკესის მიცემის სურვილი გაჩნდა აქამდეც და ზოგიერთმა ეს წარმატებით შეძლო კიდეც.

ეს შეუძლებელი არ არის, უბრალოდ ამას სჭირდება ორგანიზებული მუშაობა, რომ ეს იყოს კოორდინაციაში როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და დევნილ საზოგადოებასთან.

და, ზუსტად აი აქ ვხედავ ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას და მნიშვნელობას, რომ დაამყაროს კავშირი პოტენციურ დამფინანსებლებსა და დევნილთა ჯგუფებს შორის, პოტენციურ მხარდამჭერებსა და უშუალოდ ბენეფიციარებს შორის. ამისათვის მე ვისურვებდი, რომ იქნეს გამოყენებული ის დიდი გამოცდილება, რაც გააჩნია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ძალების გაერთიანებით და თანამშრომლობით შეუძლებელი არაფერია. მოსაზრებების მოსმენით, შენიშვნების გაზიარებით, რეკომენდაციების გათვალისწინებით, თითოეული ჩვენგანი მიიღებს იმ სასურველ შედეგს და მიაღწევს იმ დასახულ მიზანს, რასაც ემსახურება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა.

საბოლოო ჯამში, რაც შეეხება, მხარდაჭერას, საიდან შეიძლება მხარდაჭერის მოპოვება. არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიღმა ვხედავთ დასაქმების პრობლემის გადაჭრაში ბიზნესწრეების უპირატეს მნიშვნელობას. ასევე ვგეგმავ გარკვეულწილად ამ საკითხში აქტიურად ჩავრთო აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული მეწარმეები და ბიზნესმენები, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ მოვერიდები პირადი კავშირების გამოყენებას და დავუკავშირდე ამა თუ იმ პიროვნებას.

აქამდე ვისთანაც მისაუბრია და გამიზიარებია აღნიშნული გეგმები აბსოლუტურად ყველა აცხადებს მზაობას და ცალსახად მიფიქსირებენ მხარდაჭერას. თავად იდეა მათთვის ძალიან მისაღებია, ვინაიდან ჩვენ არ შევთავაზებთ ბიზნესებს კონკრეტული პირების დახმარებასა და გადარჩენას. ჩვენ შევთავაზებთ მეწარმეებს ბიზნესის განვითარებას ან საკუთარი კაპიტალის დაბანდებას შემოსავლის მომტან საქმეში. ერთადერთი პირობით, რომ დასაქმდება დევნილი. შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთი პირებიც, რომლებისთვისაც ხსენებული შემოსავალი შეიძლება ძალიან მწირი იყოს ან არ უღირდეს. ამ შემთხვევაშიც, მე მაინც კმაყოფილი დავრჩები თუ ეს მეწარმე უკან არ დაიხევს, იქნება ეს პირადად ჩემი ხათრით თუ სამინისტროს პატივისცემით.

მთელი ეს პერიოდი რაც ვიმყოფებით ჩვენ დევნილობაში მაინც მეტი წილი ორიენტირი და ვექტორი აღებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციებზე და იქიდან მოპოვებულ გრანტებზე თუ დახმარებებზე, მაშინ როდესაც ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ მე პირადად ბიზნესსექტორში.

მე არ მინდა ეს გაკეთდეს მხოლოდ ერთი დამატებითი ერთეულის საბჭოს შექმნისთვის და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში. დღესდღეობით საკმაოდ მაღალია მოსახლეობაში ნდობის ფაქტორი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, მაგრამ გაცილებით უფრო მეტია არასამთავრობო სტრუქტურების მიმართ. ზუსტად მაქსიმალური გამჭვირვალობისა და მინიმალური ბიუროკრატიის არსებობამ გამიჩინა მე სურვილი ამ პროცესში ჩამერთო ყველა დაინტერესებული მხარე, მომესმინა მათი მოსაზრებები და გამეზიარებინა რეკომენდაციები.

- გაქვთ თუ არა ამ ეტაპისთვის დაინტერესება მხარდამჭერებისგან და შეგიძლიათ თუ არა გაგვიზიაროთ რაიმე კონკრეტული ისტორია?

არის ასეთი პიროვნება, დიზაინერი და საკმაოდ წარმატებული მეწარმე ქალბატონი თამარ ვარდანაშვილი, იგივე თათა ვარდანაშვილი, რომელიც არის ჩემი ძალიან ახლობელი. თათა ვარდანაშვილს გააჩნია როგორც საკუთარი წარმოება, ასევე სასწავლებელი, სადაც აქვს ერთწლიანი და ორწლიანი სასწავლო პროგრამები. თათასთან მქონდა პირადი საუბარი და მან გამოთქვა დაინტერესება საკითხის მიმართ.

ჩვენ უკვე გვაქვს ის კონკრეტული შედეგი, რომ თათას სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა მიიღეს დევნილებმა, რომლებმაც შეიძინეს დამატებითი სპეციალობა ამ სფეროში. თათა გეგმავს გადამზადებულების ნაწილი შემდგომ დაასაქმოს წარმოებაში.

რაც შეეხება, უფრო ფართო არეალს ჩვენი პოტენციური მხარდამჭერებისა ამაში უპირობო მხარდაჭერას გვიცხადებს საქართველოს მდგრადი განვითარების და ეკონომიკის სამინისტრო ანუ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ქალბატონი ვერა ქობალიას ხელძღვანელობით. სამინისტროებს გვაქვს იდეალური კომუნიკაცია და ურთიერთობა აბსოლიტურად შეუზღუდავ ფორმატში. შესაბამისად, ქალბატონ ვერას და მის პირველ მოადგილეს გავაცანით ჩვენი ინიციატივა და სამომავლო გეგმები, რასაც მათი მხრიდან უკვე კონკრეტული პროექტების წარმოდგენის შემოთავაზება მოჰყვა. საქართველოს მდგრადი განვითარების და ეკონომიკის სამინისტრო გვთავაზობს პროექტების - მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესგეგმებისა თუ სოციალური პროექტების - საერთაშორისო ასპარეზზე გატანას და მხარდაჭერის მოპოვებაში ხელშეწყობას. შეთავაზებას იმ ინვესტორებისა იმ პოტენციურ დამფინანსებლებისთვის ვისთანაც მათ აქვთ ძალიან მჭიდრო და დიდი კავშირები.

თვითონ საქართველოს მდგრადი განვითარების და ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს უახლოეს პერიოდში მსგავსი ტიპის საბჭოს შექმნას, რომელიც იარსებებს აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში. ერთობლივი მუშაობით შესაძლებლობა იქმნება უფრო დროულად მოგვარდეს დევნილთათვის მნიშვნელოვანი საკითხები.

- რა შედეგებს ელით საბჭოსგან და რამდენად პროდუქტიული იქნება თანამშრომლობა?

- ამ საბჭოს ფუნქციონირება იქნება გამჭვირვალე და ყველა სტრუქტურის ჩართულობით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი სახელმწიფო ჩინოვნიკების მონაწილეობა საბჭოს მუშაობაში. მეტსაც გეტყვით, მე იმაშიც ვერ ვხედავ ტრაგედიას და პრობლემას, რომ საბჭოს ხელმძღვანელობა იტვირთოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა.

საბჭოს დებულება და მუშაობის მიმართულებები მუშავდშეთანხმებით და ყველა მოსაზრების გათვალისწინებით. ჩვენი მხრიდან, პირობას ვდებ, რომ სამინისტრო არ მოერიდება ყველა საჭირო რესურსის გამოყენებას ამ პროცესებისთვის.

ყველა ის საკითხი, რაც იქნება სამთავრობო დონეზე გადასაწყვეტი და შესაბამისი სტატუსის მქონე სტრუქტურის მიერ იქნება რაღაც მხარდაჭერა მოსაპოვებელი ამა თუ იმ კონკრეტული პროექტის განხორციელების პროცესში, სამინისტრო ასევე გამოიყენებს ყველა არსებულ კონტაქტს და სტატუსს. მე ვიცი, რომ ცუდი იდეა, ცუდი პროექტი, ის რაც სახელმწიფოს სტრატეგიაში არ ჯდება ამ საბჭოში არც კი განიხილება, მოღალატურ პროექტებზე საუბრები არ იქნება. სხვა დანარჩენ პროექტებში 100%25-იანი მხარდაჭერა გარანტირებული იქნება როგორც ხელმძღვანელობის მხრიდან, ისე ცენტრალური სტრუქტურებიდან.

2 საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ აფხაზეთის მთავრობის ინიციატივას იმედით ხვდება

▲back to top


0x01 graphic

დასაქმება დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. განსაკუთრებით მტკივნეული ეს დევნილებისათვისაა. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი დაარსების დღიდან ჩართულია და ემსახურება დევნილებისათვის სასურველი გარემოსა და პირობების შექმნის საქმეს. აფხაზეთის მთავრობის ახალ ინიციატივას ორგანიზაცია იმედიანად შეხვდა და აქტიურად ჩაერთო მუშაობაში. გვესაუბრება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გვალია.

-ქალბატონო ეკა როგორ შეაფასებდით აფხაზეთის მთავრობის ინიციატივას დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის შესახებ?

- საბჭოს შექმნის იდეა კარგია, რადგან იდეა მოდის მთავრობისაგან, განსაკუთრებით კი აფხაზეთის მთავრობისაგან. ჩვენი ორგანიზაცია 1995 წლიდან მუშაობს დევნილებთან. ჩვენ უკვე წლებია ვთანამშრომლობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სამწუხაროდ, აქამდე ნაკლებად ვთანამშრომლობდით აფხაზეთის სტრუქტურებთან. ვფიქრობ, აფხაზეთის მთავრობა დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში აქტიურად უნდა იყოს ჩართული. საბჭოს დაფუძნების იდეა მე ძალიან მომწონს. ინიციატივის ავტორები ამბობენ, რომ ღიანი არიან ურთიერთობისათვის და თანამშრომლობისათვის და, სწორედ, ეს გახლავთ მიზეზი ჩვენი (CHCA) ამ პროგრამაში ჩართულობისა.

0x01 graphic

- რას ფიქრობთ, საბჭოს წევრობა რამდენად დაგეხმარებათ თქვენი მიზნის მიღწევაში და დევნილების დასაქმების ხელშეწყობაში რა როლს შეასრულებს?

- საბჭოს წევრობა არის სარგებელი ყველა მონაწილე ორგანიზაციისათვის. ჩვენ ვმუშაობთ დევნილებთან და ვიცით მათი საწუხარი და ტკივილი. საბჭოს თითოეულ წევრ ორგანიზაციას აქვს გამოცდილება სხვადასხვა სფეროში და საბჭო, სწორედ, ჩვენი გამოცდილებების ურთიერთგაზიარებისა და სხვადასხვა რესურსების ურთიერთშერწყმის საშუალებას იძლევა. მაგ: ჩვენ გვყავს გადამზადებული მკერავი და არ გვაქვს საშუალება, რომ დავასაქმოთ ან შევუძინოთ მას საჭირო ხელსაწყო. საბჭოს შემადგენლობაში არიან ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ დასაქმების რესურსი ან აქვთ პროფესიული ინვენტარით აღჭურვის შესაძლებლობა. მოკლედ, საბჭოში ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხდება რესურსების ეფექტურად გამოყენება.

- თქვენი აზრით, რა განაპირობებს დევნილთა დასაქმების სირთულეს და რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად?

- დასაქმება ჩვენს ქვეყანაში უპირველესი პრობლემაა. ეს ყველაზე, დევნილსა თუ არადევნილზე მწვავედ აისახება. პრობლემა იმდენად ზოგადია, რომ მასში ყველას ჩართულობაც საკმარისი ვერ იქნება. საბჭო კი კარგი მექანიზმია დასაქმების ხელშესაწყობად. საბჭოს მთავრობის დახმარებით შეექმნება ინვესტორების მოზიდვის რესურსი. ამის შესაძლებლობა ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ცხადია, არა გვაქვს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ინდივიდების დონეზე ვებრძოლოთ უმუშევრობას. იქნება ეს გრანტი, პროფესიული გადამზადება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა თუ სხვა. უმუშევრობას საქართველოში მრავალი მიზეზი აქვს. ხშირად ადამიანების ცოდნა არ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. 18 წლის წინ განათლება მიღებული ადამიანი ნაკლებად კონკურენტუნარიანია. ამით იმის თქმა მინდა, რომ არასათანადო განათლებას თან ახლავს დაუსაქმებლობა. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მიმართავს პროფესიულ გადამზადებას. ჩვენი მიდგომა ასეთია - მოვახდინოთ დასაქმების ხელშეწყობა, შევუქმნათ ადამიანებს დასაქმების წინაპირობა და შევასრულოთ შუამავლის ფუნქცია ვაკანსიის მაძიებელ ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის.

პროფესიული სწავლებისა და მომსახურების ცენტრი

ზუგდიდის რეგიონში დაახლოებით 45 500 დევნილი ცხოვრობს. იძულებით გადაადგილებულ პირთა ასეთი მაღალი კონცენტრაცია უფრო ზრდის მოსახლეობის უმუშევრობას და იწვევს მათ სრულ უიმედობას. 2009 წლის 22 დეკემბერს ზუგდიდში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარის ფინანსური ხელშეწყობით „პროფესიული სწავლებისა და მომსახურების ცენტრი'“ გაიხსნა.

ამჟამად, დევნილთა დასაქმების ხელშესაწყობად ზუგდიდში ხორციელდება პროექტი - „პროფესიული სწავლებისა და მომსახურების ცენტრი“ პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 11 თვეს, 2010 წლის თებერვალი-დეკემბერი.

პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს შეჭირვებულ დევნილებს, რათა დაეუფლონ არჩეულ ხელობას და პრაქტიკაში გამოიყენონ შეძენილი პროფესიული უნარები. აგრეთვე, დევნილთა აქტიურობისა და სტაბილური დასაქმების გზით აქციონ ისინი საზოგადოების დამოუკიდებელ წევრებად. პროექტი მოიცავს სულ მცირე 720 უშუალო ბენეფიციარს.

პროფესიული სწავლება და დასაქმების ტრენინგები

18-30 წლის დევნილები შეჭირვებული ოჯახებიდან გადიან სამთვიანი მომზადების კურსს სხვადასხვა სასურველ სპეციალობებში: ავტო-მანქანის შეკეთება, თმის სტილისტი, კოსმეტოლოგია, მანიკური, ჭრა-კერვა და მოდელირება, კომპიუტერების შეკეთება, მობილური ტელეფონების შეკეთება.

ასევე, ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ პროფესიული პრაქტიკა დევნილი მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევის გზით. სწავლება მოიცავს კვირაში 2 დღიან თეორიულ და 4 დღიან პრაქტიკულ გაკვეთილებს. პრაქტიკული სწავლების დროს, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ დააკვირდნენ და დაეხმარონ ტრენერს სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას.

სამთვიანი პროფესიული სწავლების დასრულების შემდეგ დადებითი შედეგების უფრო გასაზრდელად დევნილებს უტარდებათ ტრენინგები თემაზე - „სამუშაოს მოძიება და ეფექტური თანამშრომლობა“. პროფესიული სწავლების ახალი კურსდამთავრებულები მონაწილეობენ 2 დღიან ტრენინგში და იღებენ ინფორმაციას დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შესახებ. ეს კომპონენტი პროფესიული სწავლების ბენეფიციარებს ეხმარებათ გამოიყენონ ახლად შეძენილი პროფესიული უნარჩვევები დასაქმებისთვის.

ამ დროისათვის დევნილთა პროფესიული სწავლებისა და მომსახურების ცენტრში 118 დევნილი დაეუფლა ახალ პროფესიას.

დასაქმების კონსულტანტი

„პროფესიული სწავლებისა და მომსახურების ცენტრში“ არის ახალი საინტერესო კომპონენტი - დასაქმების კონსულტანტი, რომელიც მსურველებს უწევს კონსულტაციას დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით.

დასაქმების კონსულტანტი აწარმოებს მონაცემთა ორ ბაზას ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სამუშაო ვაკანსიების ბაზა და სამუშაოს მაძიებელი დევნილი მოსახლეობის ბაზა. ამ გზით, კონსულტანტი ეფექტურად ასრულებს შუამავლის ფუნქციას სამუშაოს მაძიებელ დევნილებსა და პოტენციურ დამსაქმებელ ორგანიზაციებს შორის.

ამ დროისათვის დევნილთა პროფესიული სწავლებისა და მომსახურების ცენტრის დასაქმების კონსულტანტის ხელშეწყობით 64 დევნილი დასაქმდა.

ირაკლი კალპახჩევი, 20 წლის „დიდი ხანი უმუშევარი ვიყავი. მეგობრის რჩევით ცენტრი „აფხაზეთის“ დასაქმების კონსულტანტს მივმართე. მათ მალე დამაკავშირეს ერთ-ერთ საწყობს, რომელსაც ვაკანსია ჰქონდა მუშის პოზიციაზე. ამჟამად, დასაქმებული ვარ და მაქვს საკუთარი შემოსავალი. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.“

ცირა მელაია, 26 წლის „ცენტრი „აფხაზეთის“ დევნილთა პროფესიული სწავლების ცენტრში სამი თვის მანძილზე ვეუფლებოდი კოსმეტოლოგის სპეციალობას. მივიღე როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა. ერთ-ერთი ორგანიზაციის ფინანსური ხელშეწყობით გავხსენი საკუთარი სილამაზის სალონი. უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან დედ-მამით ობოლს სამსახური და შემოსავალი მაქვს.”

საკონტაქტო ინფორმაცია:
ქ. ზუგდიდი, თაბუკაშვილის ქ. №21 ტელ.: (+995 215) 5 19 21

0x01 graphic

3 დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო დევნილთა პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

▲back to top


0x01 graphic

აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრს ნუგზარ სექანიას დაგეგმილი აქვს საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ ბიზნესმენებთან შეხვედრა, რომლის მიზანი დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესება იქნება. დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო დევნილთა პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებულ პირთა უშუალო და აქტიური მონაწილეობა.

საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივას მხარი დაუჭირეს და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. წარმოგიდგენთ, რამდენიმე პროექტს, რომელიც დევნილთა დასაქმებას ითვალისწინებს.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია (CiDA)

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (CiDA) იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის (SIIMS) ფარგლებში მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად გრანტები გადასცა 84 დევნილ ქალბატონს, დევნილებისთვის შექმნა 35 ახალი სამუშაო ადგილი, ასევე დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისაგან შემდგარი 7 მექანიზატორთა ჯგუფს გადასცა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

CiDA-ს სტრატეგიული მიმართულებებია: ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა (გამჭვირვალობისა და სამოქალაქო მონაწილეობის წახალისებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში); სამოქალაქო საზოგადოების განვითარება (რეგიონული სამოქალაქო რგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერითა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდით); საზოგადოების ცნობიერების ამაღლება (ახალი და მიმდინარე მედია პროექტების განვითარების გზით) და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის წახალისება (ეროვნული უმცირესობებისა და დევნილთა შესაძლებლობების გაზრდით).

„იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების“ (SIIMS) პროექტს CiDA შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის დევნილთა 21 კომპაქტურ დასახლებასა და მათ მეზობელ თემებში ახორციელებს.

პროექტის მიზანია, 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

პროექტის სხვადასხვა კომპონენტებიდან, უშუალოდ დევნილთა დასაქმებაზე ორიენტირებულია არსებული ბიზნესების ხელშეწყობისა და დევნილ ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტები.

„პროექტის ფარგლებში ვახალისებთ არსებულ და დამწყებ, პერსპექტიულ ბიზნესებს, რათა ამ ბიზნესთა განვითარებით დევნილების სტაბილურ დასაქმებას შევუწყოთ ხელი“, აცხადებს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია (CiDA) დირექტორი ზვიად დევდარიანი.

საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია

საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასიის მიზანია საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებისთვის ხელშეწყობა.

კავკასიის მომსახურების ტიპები:

  • ბიზნესტრენინგები მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის;

  • ბიზნესკონსულტაციები და საინკუბაციო მომსახურება;

  • სტუდენტების, ლექტორებისა და ახალგაზრდა უმუშევრების დასაქმების ხელშეწყობა;

  • ღონისძიებების მენეჯმენტი და კამპანია მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

მიმდინარე და სამომავლო პროექტები

მიმდინარე ეტაპზე, კავკასია ახორციელებს პროექტს კავშირ „არტ-გენთან“ ერთად, რომელიც დაფინანსებულია ევროგაერთიანების მიერ. პროექტი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და დასაქმების შესაძლებლობების პოპულარიზაციას ტრადიციული კულტურის სფეროში. აღნიშნულ პროექტში ჩართულია ხუთი დევნილი ახალგზარდა.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესინკუბატორის შექმნა და ახალგაზრდების ინოვაციური იდეების ხელშეწყობა ბიზნესის დაწყებაში. პროექტი წარმოადგენს სბგც „კავკასიის“ მიერ ინიცირებული „სტუდენტური საკონსულტაციო პროგრამის“ და ქალაქ თბილისის მერიის ახალი ინიციატივის „ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესინკუბატორის“ ერთობლიობას. ინკუბატორი საშუალებას მისცემს ახალგაზრდა მეწარმეებს დაიწყონ ან გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი. ბიზნეს ინკუბატორი მომხმარებელს (ახალგაზრდა მეწარმეებს) შესთავაზებს რეზიდენტულ (ბიბლიოთეკის შენობის ტერიტორიაზე) ბიზნესინკუბირებაში ჩართვას. ასევე, სბგც „კავკასია“ აქტიურად თანამშრომლობს „მსოფლიო ბანკის“ ბიზნეს-საინკუბაციო ქსელთან, რომელიც ჩართული იქნება სბგც „კავკასიის“ ბაზაზე დაარსებულ ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესინკუბატორის საქმიანობაში და აქტიურად ითანამშრომლებს მასთან.

საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრ „კავკასიას“ დირექტორის სერგო ბარამიძის თქმით: „საბჭოს წევრობა საინტერესო და სასარგებლო იქნება ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე. ჩვენ მოვახდენთ პოტენციური ინვესტორების მოზიდვას საბჭოსთვის და მათ დაინტერესებას, რომ მოახდინონ ინვესტირება ახალგაზრდა დევნილების მიერ შედგენილი ბიზნესიდების განხორციელებისთვის. ინვესტორებთან დაკონტაქტება საშუალებას მისცემს სბგც „კავკასიას“ დააინტერესოს ბიზნესმენები და ინვესტორები, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული როგორც საბჭოს საქმიანობაში, ასევე სბგც „კავკასიის“ მიმდინარე და სამომავლო პროექტებში. დევნილთა გადამზადებისა და სტაჟირებასთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად დაკავშირებულია არასაკმარის ინფრასტრუქტურასთან. დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში არ არსებობს ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო ინვენტარი, არ აქვთ დევნილებს შესაძლებლობა, რომ მიიღონ მათთვის საჭირო განათლება და გაიარონპრაქტიკა ადგილზე.“

0x01 graphic

0x01 graphic

4 მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კონსულტაციისა და დასაქმების პერიოდი

▲back to top


0x01 graphic

ქვეყანაში დასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისათვის, ასევე მიგრაციის სტაბილიზაციისა და ემიგრაციის შემცირების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს სამუშაოს მაძიებელთა კონსულტაციისა და დასაქმების ხელშეწყობის პროექტს.

პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით.

თბილისში, ბათუმში, გორში, ახალციხეში, ფოთში, ქუთაისსა და თელავში ფუნქციონირებენ კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრები. ცენტრებში მუშაობს კვალიფიცირებული პერსონალი, რომელიც მომზადებულია შრომის ბაზრის, კარიერის დაგეგმვისა და დასაქმებაზე კონსულტაციის საკითხებში.

დასაქმების ცენტრები სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს:

  • ელექტრონული პროფესილი რეზიუმეს (CV) შექმნას და სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში დარეგისტრირებას;

  • სიღრმისეულ კონსულტაციას დასაქმებისა და კვალიფიკაციის/უნარ-ჩვევათა მიღება-განვითარების საკითხებზე;

  • ხელშეწყობას შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მიღება-განვითარებაში, საჭიროებისამებრ, არსებულ, კერძო და სახელმწიფო პროფესიულ კურსებზე გადამისამართებით;

  • აქტიურ ხელშეწყობას დასაქმებაში;

  • ხელშეწყობას მცირე ბიზნესის დაწყება-განვითარებაში მცირე საგრანტო თანხის, ბიზნესკონსულტაციებისა და ტრენინგების საშუალებით.

დასაქმების ცენტრები დამსაქმებლებს სთავაზობს:

  • მათი ვაკანსიების განთავსებას; ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ დაუყოვნებლივ დარეგისტრირდება მონაცემთა ბაზაში;

  • სამუშაოს მაძიებელთა დეტალურ პროფესიულ ბიოგრაფიას; დასაქმების ცენტრების მუდმივად განახლებადი ელექტრონული ბაზა შეიცავს ინფორმაციას ათასობით სამუშაოს მაძიებლის შესახებ;

  • შესაფერისი კადრების შერჩევასა და მიწოდებას; დასაქმების ცენტრები შეარჩევენ თქვენთვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც ვაკანსიის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ;

კვალიფიცირებული კადრების მომზადებასა და მიწოდებას; შრომის ბაზრისა და თქვენი მოთხოვნების გათვალისწინებით ჩვენი ცენტრები მოახდენენ სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებას შესაბამის პროფესიებში/ ხელობაში, კერძო და სახელმწიფო პროფესიულ პროგრამებში.

- ქალბატონო ნათია, როგორც კონსულტაციისა და დასაქმების პროექტის კოორდინატორი, რას ფიქრობთ საბჭოს წევრობა რამდენად დაგეხმარებათ თქვენი მიზნის მიღწევაში და დასაქმების ხელშეწყობაში რა როლს შეასრულებს?

0x01 graphic

- საბჭოს წევრობა გაზრდიდა დევნილთა თვითდასაქმების და დასაქმების პერსპექტივებს, რადგან ეს იქნებოდა ჩვენთვის კიდევ ერთი დამატებითი და ძალიან ეფექტური წყარო და საშუალება სამთავრობო სტრუქტურის ხელშეწყობით გვეთანამშრომლა კერძო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბიზნესის ერთობლივი ძალებით ხელშეწყობისა და მათი პროფესიული მომზადების და დასაქმების უფრო ფართო შესაძლებლობების შესაქმნელად.

- როგორ ეხმარება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) კონსულტაციისა და დასაქმების პროექტით დევნილებს დასაქმების პრობლემის დაძლევაში?

დევნილები კონსულტაციისა და დასაქმების პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს. მათთვის გათვალისწინებულია სხვა დანარჩენი სამუშაოს მაძიებლებისათვის განკუთვნილი ყველა მომსახურება. კერძოდ:

  • თვითრწმენისა და სამუშაოს ძიებაში წარმატებისთვის აუცილებელი ისეთი კომპეტენციების განვითარება, როგორიცაა, მაგალითად, საკუთარი თავის წარდგენა გასაუბრებაზე, საკუთარი ძლიერი მხარეების გამოვლენა, ასერტიულობა და ეფექტური კომუნიკაცია;

  • ინდივიდუალური და სიღრმისეული კონსულტაციები დასაქმების შესაძლებლობებზე, ხარისხიანი მომზადება-გადამზადების არსებულ კურსებზე, დამსაქმებლის მიერ წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე;

  • საჭიროებისამებრ პროფესიული ორიენტაცია - კარიერის დაგეგმვა;

  • სასწავლო კურსებზე გადამისამართება და ამ კურსების დაფინანსება; შესაბამისად, შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარი ანობის გაზრდაზე ზრუნვა;

  • დამსაქმებელთ აქტიური მუშაობა და დასაქმების პერსპექტივების შექმნა;

  • ბიზნესის დაწყებაში ხელშეწყობა და წარმართვაში ზედამხედველობა.

ცენტრების თანამშრომლები ახდენენ გასვლით შეხვედრებს და ადგილზე არეგისტრირებენ კომპაქტური ჩასახლების ადგილებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს. იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ პირადად მიმართონ კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრებს იმ რეგიონის მიხედვით, სადაც ცხოვრობენ.

მათ ასევე შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობებისა და არსებული ვაკანსიების შესახებ ვებგვერდზე: www.jcp.ge

ხაზი უნდა გაესვას, რომ დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთათვის ცენტრების მიერ გაწეული ყველა მომსახურება უფასოა.

პროექტის კორდინატორები:
ნათია კვიციანი natia@iom.ge
ნინო ჭყოიძე ninoc@iom.ge
ტელეფონი: (8 32) 25 22 16/17

5 ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“

▲back to top


ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია, სოხუმის დაცემის შემდგომ აფხაზეთიდან იძულებით წამოსულმა საწარმო ორგტექნიკის თანამშრომლებმა დაარსეს.

ასოციაციის მიზნებზე, განხორციელებულ საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებზე და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებასთან დაკავშირებულ ხედვაზე გვესაუბრება ასოციაციის „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ თავმჯდომარე ალუ გამახარია

- ბატონო ალუ რაში მდგომარეობს ასოციაციის მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია შექმნის ძირითადი მიზანი

ასოციაცია მიზანად ისახავს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას, ეკონომიკური ფაქტორების გაძლიერებისა და რაციონალურად გამოყენების გზით.

საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ინიცირება და სამუშაოს მაძიებელი დევნილების დასაქმება.

დევნილი მოსახლეობის შრომისუნარიანი აქტიური ნაწილის მიერ პროფესიულ სამყაროში თავისი ადგილის ძიების პროცესში, ასოციაციის აქტივობები ორიენტირებულია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საქმიანი პარტნიორობის აწყობისა და განვითარებისკენ, რადგანაც მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ გზით შევძლებთ ჩვენ, ქვეყნის გამთლიანების ეკონომიკური წინაპირობების შექმნას.

- აღნიშნეთ, რომ ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ინიცირება. მოგვიყევით დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის კუთხით თქვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე?

დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის კუთხით ასოციაციამ მუშაობა ჯერ კიდევ 1994 -1995 წლებიდან დაიწყო, როცა ქუთაისის „ორგტექნიკას“ სამუშაოს მოძიების მიზნით 300-ზე მეტი აფხაზეთიდან იძულებით წამოსული ორგტექნიკელი „ესტუმრა“. სწორედ მაშინ, აქტიურად შევუდექით თითოეული მათგანისათვის სამუშაო ადგილების შექმნა-ძიებას. ეს ძალიან რთული ამოცანა იყო. მართალია, ყველა ვერ დავაკმაყოფილეთ, მაგრამ ამ ადამიანების ნახევარზე მეტმა უშუალოდ ქუთაისში დროებით ფუნქციონირებად „ორგტექნიკაში“ ან მისი პირდაპირი დახმარებით, სხვა ქალაქებში - თბილისში, სენაკში, ფოთში, ზუგდიდში იშოვა სამუშაო ადგილები. ისინი 1997-1998 წლამდე სოხუმის „ორგტექნიკის“ პირდაპირი მმართველობის ქვეშ მუშაობდნენ, შემდეგ კი, როგორც საბაზრო ეკონომიკის პირობებში უკვე ადაპტირებულმა ადამიანებმა, დამოუკიდებლად ფუნქციონირებაზე გადასვლა დაიწყეს. ჩვენც ამ პროცესს, შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყვეთ. შედეგად ამისა, დღეს უკვე იურიდიული თუ ფიზიკური პირის სახით დამოუკიდებელ ბიზნესს ეწევა 100-ზე მეტი ორგტექნიკელი, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 700-მდე ადამიანი.

„ორგტექნიკის“ და მის პარალელურად ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ მეშვეობით შეიქმნა და ფუნქციონირებს 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ისე განვითარდნენ საკუთარი ძალებით და ამას სიამაყით აღვნიშნავთ, რომ უკვე ისინი ათასობით ადამიანს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში ეხმარებიან.

- რა პროექტებზე მუშაობს ამ ეტაპზე ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია?

ჩვენი ასოციაცია ამჟამად მუშაობს სამ პროექტზე, რომლებიც ნათლად ასახავენ სამოქალაქო სექტორში ორგანიზაციის დღევანდელ საქმიანობას. ესენია: „მცენარეთა მავნებელთან ე.წ. თეთრ ამერიკულ პეპელასთან ბრძოლოს პროექტი“ „კავკასიური ჩაის დაფასოებისა და რეალიზაციის მცირე პარტნიორულიპროექტი“ და „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საქმიანი პარტნიორობისკენ მიმართული შოპტურების პროექტი“.

მცენარეთა მავნებელ ე.წ. თეთრ ამერიკულ პეპელასთან ბრძოლის პროექტის ფარგლებში, 2010 წლის აპრილიდან სექტემბრამდე, ჩატარებული მუშაობის შედეგად, შეიქმნა ბიზნესის პრინციპებზე აწყობილი 2 სერვისცენტრი. ერთი, სოფ. ხურჩაში (ზუგდიდის რ-ნი) და მეორე, გალში (რაიონის ცენტრში). თითოეულ სერვისცენტრში 5-5 ადამიანი მუშაობს. აქედან ხურჩის ს/ცენტრში 4 დევნილი და 1 ადგილობრივია დასაქმებული, ხოლო გალში - 3 დაბრუნებული ქართველი დევნილი და 2 აფხაზი დასაქმდა.

2011 წლის აპრილამდე სერვისცენტრები, სწავლებითა და სეზონისათვის მზადებით იქნებიან დაკავებული. ამ ხნის განმავლობაში, მათ ასოციაციის გარკვეული ორგანიზაციული, მეთოდური და ფინანსური მხარდაჭერაც ექნება. შემდგომ, ისინი მხოლოდ საკუთარ შემოსავლებზე იქნებიან დამოკიდებული. ხურჩისა და გალის სერვისცენტრებს შორის არსებობს შეთანხმება თანამშრომლობაზე და საქმიან პარტნიორობაზე. სერვისცენტრების წარმომადგენლები ჩვენი მხარდაჭერით ერთად გაემგზავრნენ თურქეთში, ბურსის სასოფლო-სამეურნეო საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც თავიანთ სექტორში მუშაობისათვის საჭირო თანამედროვე ცოდნასა და გამოცდილებას ეზიარნენ.

„კავკასიური ჩაის დაფასოებისა და რეალიზაციის მცირე პარტნიორული პროექტი“ ხორციელდება ბიზნესისა და განვითარების კავკასიური ქსელის პროგრამის ფარგლებში. პროექტში ჩართული არიან აფხაზი და ოსი კოლეგები. ეს კავკასიური ქსელური პროექტია და მასში მონაწილეობენ სომხები და აზერბაიჯანლებიც...

შემუშავებულია ჩაის კოლოფის და ბუკლეტის საერთო, ყველასათვის მისაღები დიზაინი. მისი მცირე პარტიებით გამოშვება უკვე დაიწყო ასოციაციის წევრმა კომპანიამ, შპს „თერნალი-ჩაი“. ის ფუნქციონირებს წყალტუბოს რ-ნ, სოფ. თერნალში. ანალოგიური პროდუქციის გამოშვებისთვის, ემზადებიან ოჩამჩირესა და ჯავის რაიონებში, ასევე, ჩვენი წინასწარი მონაცემებით, გიუმრში (სომხეთი), ლენქორანში (აზერბაიჯანი). მარტო დაფასოების პროცესში, თითოეულ მხარეს დასაქმდებიან არანაკლებ 3-3 ადამიანი. გარდა ამისა, დასაქმებულთა შორისაა ნედლეულის და ნახევარფაბრიკატის დამამზადებლები, ასევე საბოლოო პროდუქციის რეალიზაციაში მონაწილე ადამიანები. წყალტუბოს მიკროფაბრიკაში და ამ პროექტის ყველა სხვა ეტაპზე ჩართული 8 კაციდან, 5 დევნილია. სამწუხაროდ, ეს სამუშაოც სეზონურია. ამიტომ ახლა მიმდინარეობს გზების ძიება, რათა პროექტში ჩართული ადამიანების საქმიანობა მთელი წლის განმავლობაში უწყვეტი გახდეს.

- ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საქმიანი პარტნიორობისკენ მიმართული პროექტის შედეგებს, როგორ შეაფასებდით?

პროექტი იყო პილოტური და განხორციელდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ბენეფიციარების აზრით, პროექტი ძალიან წარმატებული იყო. ჩვენც ამ აზრისა ვართ. პროექტის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. მარტო აფხაზეთიდან შოპტურებში მონაწილეობა 160-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის, 80- მდე ეთნიკური აფხაზი იყო. ვცდილობდით მკაცრად დაგვეცვა ეთნიკური პარიტეტი. უფრო მეტად ახალგაზრდობა, ძირითადად გოგონები მონაწილეობდნენ. გარდა სავაჭრო ბიზნესით დაინტერესებისა, შოპტურების მონაწილეებს შორის გამოიკვეთა სურვილი და მზაობა, ჩაერთონ ერთობლივ და პარალელურ პარტნიორულ ბიზნესპროექტებ ში. რა თქმა უნდა, ეს პროექტები, როგორც ქართულ, ისე აფხაზურ მხარეს, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებენ.

შოპტურების მონაწილეებმა წარმოადგინეს 50-ზე მეტი პარტნიორული ბიზნესიდეა და წინადადება, რომლებშიც ქართველები, აფხაზებთან და ოსებთან წინასწარი შეთანხმებით, გრძელვადიან საქმიან პარტნიორობას ითვალისწინებენ. შერჩეულია 15 ქართულ-აფხაზური და 7 ქართულ-ოსური ბიზნესიდეა. ისინი საქმიანი პარტნიორობის მოთხოვნებს ყველაზე მეტად პასუხობენ! მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პროექტის გაგრძელებისთვის საჭირო დაფინანსების მისაღებად. საჭიროა პარტნიორული პროექტების ავტორებს ჩაუტარდეთ კვალიფიციური ტრენინგები, გაუწიოთ კონსულტაციები, რომ ბიზნესიდეების საფუძველზე შემუშავდეს სრულყოფილი პროექტები. ამის შემდეგ, გაგრძელდება თანხების მოძიებისა და ამ პროექტების განხორციელებისკენ მიმართული ენერგიული მუშაობა. ამ ამოცანის გადაწყვეტის შემთხვევაში, დასაქმდება 60-მდე ქართველი, დაახლოებით 30 აფხაზი და 20- მდე ოსი! დასაქმებულ ქართველთა შორის 40-ზე მეტი დევნილი იქნება. -

როგორ შეაფასებდით აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივას, დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის თაობაზე?

ნუგზარ სექანიას მიერ ინიცირებული საბჭოს შექმნა და მის მუშაობაში მონაწილეობის მიღება, ჩემი აზრით, პოზიტიურ გავლენას იქონიებს დევნილთა დასაქმებაზე. სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პრობლემების გადასაწყვეტად სამოქალაქო და სახელისუფლებო რესურსების გაერთიანებაა საჭირო.

აღნიშნული ამოცანის სირთულე, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იმით, რომ დევნილთა დიდ უმრავლესობას არ გააჩნია თანაბარი სასტარტო პირობები ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომ მოცემულ კონკრეტულ გარემოში, მათ დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი ძალებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ბიზნესის აწყობა და წარმატებების მიღწევა. მოგეხსენებათ, სამუშაოს მაძიებელ, დაუსაქმებელ დევნილთა 70 %25-ზე მეტი დღეს ცხოვრობს დასავლეთ საქართველოში, სადაც ეკონომიკის განვითარების მასშტაბები და ტემპები, თბილისთან და ბათუმთან შედარებით, ძალიან დაბალია.

დევნილთა მასიური დასაქმების პროცესი ცუდად მიდის იმიტომაც, რომ ყველა ადგილობრივი მეწარმე, დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნის შემთხვევაში, ცდილობს დაასაქმოს პირველ რიგში მისი ნათესავი, როგორც წესი, ადგილობრივი და მას მისცეს შედარებით უფრო სტაბილური და მაღალ ხელფასიანი ადგილი. ჩვენი მონაცემებით, მოქმედი კომპანიები, ეკონომიური კრიზისის გამწვავების დროს, 2008—2009 წლებში, სამუშაოდან, პირველ რიგში დევნილებს უშვებდნენ. აქ რაიმე დისკრიმინაციაზე არ არის საუბარი. ადამიანურად ეს ყველაფერი გასაგებია. კომპანია კერძოა და თუ მას ფინანსური პრობლემები გაუჩნდა, რა თქმა უნდა, ის ეცდება შეინარჩუნოს ჯერ თავისი თავი, მერე კი, თავისი ახლობლები, მეგობრები და მერე დანარჩენი. კერძო კომპანიებში დევნილთა დასაქმების მოტივაციის ზრდის არანაირი მექანიზმები სახელმწიფოს არ გააჩნია.

და კიდევ ერთი. თანამედროვე ბიზნესი მოითხოვს, ჩვენს რეალობაში შემოსული ახალი სპეციალობების ზედმიწევნით ცოდნას. პირველ რიგში, ეს არის მენეჯმენტი, მარკეტინგი, ლოჯისტიკა, საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობა... მოქმედი ქართული კომპანიები სამუშაოს მაძიებლებისგან ითხოვენ ამ სფეროში სათანადო უნარ-ჩვევების და გამოცდილების ქონას. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება დევნილთა უმეტესობისათვის სათანადო მომზადების გარეშე, შეუძლებელია.

ბევრ ნიჭიერ და მიზანსწრაფულ დევნილს, რომელსაც გააჩნია უნარი, წამოიწყოს და წარმართოს დამოუკიდებელი ბიზნესი, ექმნება სესხების აღების პრობლემა, საკუთარი ქონების უქონლობისა და საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის უუნარობის გამო. ძალიან ბევრ ახალგაზრდა დევნილს, დასახელებული პრობლემების მოგვარების კვალობაზე, სჭირდება მაღალკვალიფიციური ტრენინგები, არა 3 ან 5 დღიანი, არამედ 2-3 თვიანი, მისი სამიზნე ბიზნესის მონათესავე, ქართულ ან უცხოურ კომპანიებში სტაჟირებით. მოგეხსენებათ, ყოველივე ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტას მოითხოვს.

ჩვენც ვცდილობთ, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში. ამასთან დაკავშირებით, შევიმუშავეთ საპროექტო წინადადება ქუთაისში ბიზნესინკუბატორის ჩამოყალიბების თაობაზე. გვჯერა, რომ ის დევნილთა დასაქმების საკითხების გადაწყვეტას, ძალიან შეუწყობდა ხელს.

6 სათემო ორგანიზაცია „იმედი“

▲back to top


0x01 graphic

პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ფარგლებში მიმდინარე წლის ზაფხულში შეიქმნა სათემო ორგანიზაცია „იმედი“. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა. „იმედის“ პრეზიდენტი ქეთევან კიკნაძე გვესაუბრა ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობებსა და სამომავლო გეგმებზე.

- სათემო ორგანიზაცია იმედის ძირითადი მიზანია დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა. ქალბატონო ქეთევან როგორ ახერხებთ მიზნის მიღწევას?

- ნებისმიერი მიზნის მიღწევა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, ჩვენი ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე ვცდილობთ დავეხმაროთ დევნილებს დამატებითი ცოდნის მიღებასა და საკუთარი ინტერესების დაცვაში. უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ხშირად ცვლის ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას და დევნილებს დამკვიდრებაში ეხმარება.

- სათემო ორგანიზაცია ამჟამად რა სასწავლო პროგრამებს სთავაზობს იძულებით გადადგილებულ პირებს?

- ამჟამად ორგანიზაციაში მიმდინარეობს კომპიუტერის, კერძოდ საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსები. დევნილები ასევე უსასყიდლოდ ღებულობენ იურიდიულ კონსულტაციას.

ინგლისური ენის შესწავლა მიმდინარეობს 3 თვის განმავლობაში. უკვე დაკომპლექტდა ორ ჯგუფი: დამწყებთათვის და მათვის ვისაც გარკვეული ცოდნა უკვე დაგროვილი აქვს ინგლისურ ენაში.

- რა გზით ხდება ინფორმაციის გავრცელება დევნილებში აღნიშნულ სასწავლო კურსებთან დაკავშირებით?

- ჩვენი ორგანიზაცია მდებარეობს ქალაქ ხაშურში და, გამომდინარე აქედან, ინფორმაციას ძირითადად, ვავრცელებთ ხაშურში მცხოვრებ დევნილებში.

- დაინტერესების შემდგომ რა ეტაპები უნდა განვლოს იძულებით გადაადგილებულმა პირმა, რომ მიიღოს მონაწილეობა უფასო სასწავლო კურსებში?

- დაინტერესების შემდგომ საჭიროა რეგისტრაციის გავლა ორგანიზაციის ოფისში. სათემო ორგანიზაცია „იმედი“ მდებარეობს ქალაქ ხაშურში ბორჯომის ქუჩა № 62 (ყოფილი ბიბლიოთეკის შენობა) ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 12-დან 18 საათამდე.

ნათია კახნიაშვილი სათემო ორგანიზაცია „იმედის“ კომპიუტერის კურსების მონაწილე: „კომპიუტერის კურსებზე რომ მოვედი არაფერი არ ვიცოდი. 2 თვის განმავლობაში შევისწავლე საოფისე პროგრამები და ძალიან კმაყოფილი ვარ სათემო ორგანიზაცია „იმედის“ პედაგოგების. ვთვლი, რომ აქ მიღებული ცოდნა დამეხმარება სამუშაოს მოძიებაში.

ამჟამად მშობლებთან და დასთან ერთად ხაშურის ე.წ. „საბავშო ბაღის“ დევნილთა დასახლებაში ვცხოვრობ. სკოლის დამთავრების შემდგომ ფინანსური მდგომარეობის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი. ძალიან მინდა ვიშოვო სამსახური, რათა შევძლო სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო თანხის დაგროვება.“

0x01 graphic

7 ვებპორტალი www.idpclub.ge

▲back to top


0x01 graphic

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია World Visionმა გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ვებპორტალი www.idpclub.ge გახსნა. ვებგვერდის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობისათვის სასარგებლო ინფორმაციისა და არსებული შესაძლებლობების გაცნობა. ვებგვერდის www.idpclub.ge ოფიციალური პრეზენტაცია 29 ოქტომბერს მოეწყო.

ახალი საინფორმაციო ვებპორტალის დახმარებით დევნილი და ლტოლვილი მოსახლეობა მარტივად შეძლებს გაეცნოს სიახლეებს, ასევე მოიპოვოს ინფორმაცია განათლებაზე, ბიზნესპროექტებზე, ვაკანსიებზე, სოფლის მეურნეობის ხელშემწყობ პროექტებზე, კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე. ბავშვებს ვებგვერდის ცალკე განყოფილება დაეთმობათ, სადაც განთავსდება სახალისო თამაშები და შემეცნებითი სახის ინფორმაცია.

„ჩვენ შევეცადეთ, რომ ვებგვერდი ყოფილიყო ყოვლისმომცველი და საინტერესო ბენეფიციარებისათვის, ადგილი სადაც მათ მიეცემოდათ ურთიერთობის საშუალება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვებგვერდი მალე გახდება ახალი სივრცე მეგობრობისა და წარმატებისათვის“ - აღნიშნავს პროექტის მენეჯერი ირინა სიგუა.

ვებგვერდი პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა სოფლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა” ფარგლებში შეიქმნა, რომელიც გაეროს უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და World Vision ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი დევნილებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და მათთვის სამომავლო პერსპექტივების შექმნას ემსახურება.

კომპიუტერული ცენტრები დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში 9 სათემო ცენტრში განთავსდა, რომლებიც 2009 წელს ვორლდ ვიჟენის მიერ გლუკის ფინანსური დახმარებით აშენდა და 3500 დევნილს ემსახურება. ამ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ საინფორმაციო პორტალით www.idpclub.ge ცენტრებში არსებული კომპიუტერების საშუალებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ორი კომპიუტერული ცენტრი პანკისის ხეობაშიც დაარსდა და იქ მცხოვრებ ლტოლვილებს ემსახურება. აღნიშნული ცენტრების მართვას კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი ახორციელებს.

„დევნილთა თავშესაფრით უზრუნველყოფა აუცილებელია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია საზოგადოებაში. ამისათვის აუცილებელია მათი დახმარება, რათა კვლავ შეძლონ შემოსავლის მიღების წყაროს მოპოვება. კომპიუტერული ცენტრები კი სწორედ ასეთი დახმარების ნაწილია“ - აცხადებს გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის (გლუკი) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში პიტერ ნიკოლაუსი.

ვებგვერდის პრეზენტაციის დაწყებამდე World Vision-ის ორგანიზებით მოეწყო შიდა ქართლიდან დევნილი და პანკისის ხეობიდან ლტოლვილი მოსახლეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თექის ნამუშევრები და სხვადასხვა ტიპის სამკაულები.

ვებგვერდის www.idpclub.ge პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს World Vision საქართველოს საგანგებო სიტუაციათა, ჰუმანიტარულ საქმეთა და საარსებო საშუალებათა განვითარების პროგრამის დირექტორი ვანო გრიგოლაშვილი მიესალმა. შემდეგ სიტყვა გადაეცა გლუკის პროექტის კოორდინატორს დანიელა იონიტასს. გამომსვლელებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე და მადლობა გადაუხადეს მოწვეულ სტუმრებს თანამშრომლობისათვის. პროექტის მენეჯერმა ირინა სიგუამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია სათემო ცენტრებისა და მათი საქმიანობების შესახებ, ასევე ისაუბრა ვებპორტალის მნიშვნელობაზე დევნილი მოსახლეობისთვის. ვებგვერდის www.idpclub.ge პრეზენტაცია სტუმრებს წარუდგინა ნინო ცხადადძემ.

საინფორმაციო პორტალი www. idpclub.ge დევნილთათვის ხელმისაწვდომს გახდის ისეთ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია მათთვის აქტუალურ სხვადასხვა სფეროსთან.

ვებპორტალი www.idpclub.ge დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს გაეცნონ:

  • ინფორმაციას დასაქმებაზე/ვაკანსიებზე;

  • CV-ის და სამოტივაციო წერილის ნიმუშებს;

  • საგანმანათლებლო პროგრამესა და გრანტებს;

  • რჩევებსა და რეკომენდაციებს სოფლის მეურნეობის კუთხით;

  • ბიზნესგეგმის ნიმუშებს;

  • ინფორმაციას დასაქმების სხვადასხვა წყაროებზე;

  • ინფორმაციას ახალ პროექტებსა და ინიციატივებზე;

  • სხვადასხვა საინტერესო და სასარგებლო ვებგვერდების ბმულებს.

ვებგვერდზე ასევე განთავსდება ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებზე, ისეთ საკითხებზე როგორიცაა ადამიანის უფლებები; დევნილთა უფლებები და შეღავათები.

გარდა ამისა, ვებგვერდზე არსებული ფორუმი უმასპინძლებს დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სააგენტოებს, სადაც ისინი შეძლებენ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები, ინფორმაცია და გამოცდილება

8 იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებები

▲back to top


საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ

2010 წლის 6 სექტემბერს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა სპეციალური ანგარიში „იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოში“.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ანგარიში მომზადებულია პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა მიმართებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ.

პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა მდგომარეობის მონიტორინგი განხორციელდა. მონიტორინგის განხორციელების მიზანს წარმოადგენდა როგორც 1990-იანი წლების დევნილების (ე.წ. „ძველი“ დევნილები), ასევე 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ იძულებით გადაადგილებული პირების („ახალი“ დევნილები) და ე.წ. „დაბრუნებულების“ მდგომარეობის კვლევა. მთელი რიგი სირთულეების გამო, პროექტის ფარგლებში არ განხორციელებულა კერძო სექტორში განსახლებულ დევნილთა მდგომარეობის მონიტორინგი.

მონიტორინგი 2010 წლის იანვარ-ივლისში განხორციელდა. ანგარიშში მოყვანილი მონაცემები საქართველოს მასშტაბით 538 ოჯახის გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება. აღნიშნული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კი სულ 256 კომპაქტური განსახლების ობიექტში განხორციელდა მონიტორინგი. ანგარიში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე დაყრდნობით და ზოგადი სიტუაციის ანალიზის შედეგად შემუშავდა. გარდა მონიტორინგის დროს აღმოჩენილი პრობლემებისა, მასში ასევე ასახულია ის სისტემური პრობლემები, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატში შესული განცხადება/ საჩივრებიდან გამოიკვეთა.

რაც შეეხება თავად ანგარიშის შინაარსს, მისი პირველი ნაწილი ეთმობა კანონმდებლობის ანალიზს. საუბარია როგორც დევნილთა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებზე, ასევე ეროვნულ კანონმდებლობაზე. კერძოდ, განხილულია იძულებით გადაადგილებულ პირთა სფეროში არსებული საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების საქართველოს შიდა კანონმდებლობასთან შესაბამისობა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა იძულებით გადაადგილებულ პირთა სფეროში არსებული საერთაშორისო ნორმებისა და სტრანდარტების საქართველოს შიდა კანონმდებლობასთან შესაბამისობა ძლება ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა იძულებით გადაადგილებულ პირთა სფეროში მეტნაკლებად სრულყოფილია. კანონსა და კანონქვემდებარე აქტებში ასახული ძირითადი პრინციპები და ნორმები არ მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

მიუხედავად ამისა, იქმნება გარკვეული პრობლემები კანონმდებლობის მოთხოვნების იმპლემენტაციის პროცესში, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული დაბრუნების უფლებაზე. ზოგადად, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა დარღვეული უფლების აღდგენის ყველაზე ეფექტურ საშუალებად აღნიშნული პირების თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილზე ნებაყოფლობითი რეპატრიაცია მიიჩნევა, რაც საერთაშორისო სამართალში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლების სახელით არის ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 9 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მოახდინა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლების დეკლარირება.

საქართველოს კანონმდებლობაც პირდაპირ აღიარებს აღნიშნულ უფლებას. კერძოდ, „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით აღიარებულია ყველა იძულებით გადაადგილებული პირის უფლება დაბრუნდეს თავის თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილზე.

იძულებით გადაადგილებულ პირთა თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლება ასევე განმტკიცებულია 2007 წლის 2 თებერვლის საქართველოს მთავრობის ¹47 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაში.“ კერძოდ, სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს შექმნას ყველა პირობა, რათა მოხდეს დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნება.

თუმცა, როგორც „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაში“ არის ასახული, დღეისათვის არ არსებობს დევნილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი დაბრუნებისათვის ხელსაყრელი პირობები. აღნიშნული თავის მხრივ ასახულია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვოლტერ კელინის მოხსენებაშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ არც რუსეთის, როგორც ოკუპანტი ძალის, და არც სეპარატისტული დე ფაქტო მთავრობების მიერ არ უნდა იქნეს ხელი შეშლილი ამ უფლების განხორციელებაში, რაც დაკმაყოფილებულ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც, იძულებით გადაადგილებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, სურვილისამებრ დაუბრუნდნენ თავის საცხოვრებელ ადგილებს.

რაც შეეხება დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საკითხს, საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს ერთიანი მიდგომა იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებით, რაც თავისთავად წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია, ასახავს სახელმწიფოს ერთიან ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრა. მიუხედავად სამინისტროს მცდელობისა გადადგას ქმედითი ნაბიჯები დევნილთა სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, პრობლემები კვლავ რჩება.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დევნილთა მიმართ არსებული პოლიტიკის იმპლემენტაციას ეხება, სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გაწერილ ვადებთან ჩამორჩენას უკავშირდება. 2009 წლის მაისის თვის, საქართველოს მთავრობის №403 განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა დევნილების საკუთრებაში გადასაცემი კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის დასრულებას და დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემას 2009-2010 წლების პერიოდში ითვალისწინებდა. თუ პროცესის მიმდინარეობის ტემპს გავითვალისწინებთ, სამოქმედო გეგმით დადგენილ ვადაში დასახული მიზნის განხორციელება არარეალური ხდება. სავარაუდოდ ზემოაღნიშნულმა პრობლემამ გამოიწვია განახლებულ სამოქმედო გეგმაში თარიღების გადაწევა (უმრავლეს შემთხვევა/ში სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის იმ ნაწილში სადაც ვადებია განსაზღვრული 2009-2010 წლის ნაცვლად გვხვდება ჩასწორება 2009- 2011/12 წლები).

სტრატეგიისა და პოლიტიკის განხილვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილებზეც, რომელთა მომართვიანობა სახალხო დამცველის აპარატისადმი უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა. კერძო სექტორში განსახლებული დევნილების უმრავლესობა უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი წლების განმავლობაში ცხოვრობს ქირით. პერიოდულად მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო დევნილთა ნაწილი დგება საცხოვრებლის გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშ. მსგავს შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობით შესაძლებლობის ფარგლებში აღნიშნული პირები დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართით, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ამ შუამდგომლობას შედეგი არ მოჰყვება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მხრიდან, როგორც წესი აპელირება სამოქმედო გეგმასა და მის ეტაპებზე ხდება.

როგორც სტრატეგიის, ისე სამოქმედო გეგმის თანახმად, 2010 წელს უნდა დაწყებულიყო ე.წ. კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების დაკმაყოფილება. №403 განკარგულებისგან განსხვავებით, №575 განკარგულებამ ე.წ. კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები დაყო რამდენიმე კატეგორიად და განსაზღვრა რა ტიპის ღონისძიებები უნდა გატარდეს თითოეულ ჯგუფთან მიმართებით. დიფერენციაცია დევნილების საჭიროებიდან გამომდინარე დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა, რაც დადებითი მოვლენაა. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რაც ამ ტიპის აღწერის ჩასატარებლად არის საჭირო, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. იმისთვის, რომ პროცესის მიმდინარეობისას თავიდან იქნეს აცილებული კონკრეტული პრობლემების წარმოშობა, აუცილებელია სპეციალური მექანიზმის/ჯგუფის შექმნა, რომელიც კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების რეგისტრაციაზე და ზუსტი მონაცემთა ბაზის შექმნაზე იქნება პასუხისმგებელი.

საყურადღებოა ასევე სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ტექსტის ცვლილება იმ დევნილებთან მიმართებით, რომლებიც მესამე ეტაპზე 2011-12 წლებში უნდა დაკმაყოფილდნენ. საუბარია იმ კატეგორიაზე, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას. თუ ძველ ვერსიაში ეწერა, რომ „დევნილთა ოჯახებს, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება“, განახლებულ ტექსტში განსაზღვრულია, რომ „დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, ფინანსური რესურსების არსებობის შესაბამისად შესაძლოა გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება.“ შესაბამისად შესაძლოა, ის დევნილები, რომელთა მიმართ სახელმწიფოს პირველადი ვალდებულება (რაც მათ განსახლებას გულისხმობდა) არ შეუსრულებია დახმარების გარეშე დარჩნენ.

0x01 graphic

აქვე წარმოგიდგენთ ცალკეულ სისტემურ პრობლემებს, რაც პროექტის მიმდინარეობის დროს ჩატარებული მონიტორინგისას გამოიკვეთა და რაც შესაბამისად ანგარიშში არის ასახული.

1. რაც შეეხება ინფორმირებულობასთან დაკავშირებულ მდგომარეობას: დევნილთა შორის ზოგადი ინფორმირებულობის დონე მათთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ძალიან დაბალია. უმეტეს შემთხვევაში დევნილები არასაკმარისად არიან ინფორმირებული პრივატიზაციის და რეაბილიტაციის საკითხების, სოციალური დახმარებების, ჯანდაცვის პოლისების შესახებ. არ ფლობენ ინფორმაციას საკუთარი უფლებების თაობაზე. (რაც ანგარიშში ასახულია სპეციალური დიაგრამების მეშვეობით.)

როგორც უკვე აღინიშნა, სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური დახმარებით შექმნა ცხელი ხაზი, ასევე შექმნილია მისაღები, რომელიც დევნილთათვის ინფორმაციის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, როგორც მონიტორინგმა აჩვენა, არსებული მექანიზმები ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემის გადასაჭრელად არასაკმარისია. შეიქმნა საინფორმაციო ბროშურები დევნილთა უფლებებისა და სოციალური დახმარებების შესახებ, პრივატიზაციისა და სარეაბილიტაციო სტანდარტების შესახებ. მიმაჩნია, რომ საჭიროა უფრო ეფექტური ღონისძიებების გატარება არსებული მდგომარეობის შესაცვლელად.

2. რაც შეეხება საცხოვრებელ პირობებს: - მიუხედავად სამინისტროს მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯებისა, დევნილთა დიდი ნაწილი კვლავ აგრძელებს რთულ პირობებში ცხოვრებას. განსაკუთრებით მძიმეა 1990-იანი წლების დევნილების მდგომარეობა. მათი უმრავლესობა წლებია მძიმე პირობებში ცხოვრობს. კოლექტიური ცენტრების დიდი ნაწილი ამორტიზებულია და არ აკმაყოფილებს ადეკვატური ცხოვრებისათვის საჭირო მინიმალურ მოთხოვნებს. მონიტორინგის დროს გამოკითხული ოჯახების 48%25-მა აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია საცხოვრებელი პირობების კუთხით მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია, მაინც შეინიშნება განსხვავებები რეგიონების მიხედვით. სიტუაცია დამაკმაყოფილებელია აჭარაში, სამეგრელოს რეგიონში კი განსაკუთრებით რთული ვითარებაა. ზოგადად კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობები განსხვავებულია. ცხადია უკეთესი მდგომარეობაა იმ ცენტრებში, რომელთაც რეაბილიტაციის პროცესი შეეხოთ, თუმცა რიგ შემთხვევაში ძალიან მძიმეა ვითარება იმ კოლექტიურ ცენტრებში, რომელთა ბედიც ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

რაც შეეხება კოტეჯური ტიპის ახალ ჩასახლებებს, არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, ვიზიტები განხორციელდა წეროვანში, კარალეთში, შავშვებში, ხურვალეთში, სკრაში, საქაშეთში, ბერბუკსა და მოხისში. კოტეჯების მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ იგი ხშირად არადამაკმაყოფილებელია. ბევრ კოტეჯში მზიდი კედლები ერთმანეთისგან თვალშისაცემადაა დაცილებული. პრობლემურია სველი წერტილებისა და გაყვანილობების ხარისხიც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ჩასახლებებში არ არის სადრენაჟო სისტემა, კოტეჯებში კედლებზე შეინიშნება ნესტი, იატაკი დაზიანებული და დახეთქილია, სახურავიდან ჩამოდის წყალი. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით აუცილებელია ახლად აშენებული კოტეჯების შემთხვევაში გასწორდეს ანგარიშში ნახსენები ყველა ხარვეზი.

3. პრივატიზაცია-რეაბილიტაციის პროცესი სტრატეგიის თანახმად, ნებაყოფლობითი პროცესია. დევნილებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია ყველა ალტერნატივის შესახებ, რომელსაც მთავრობა სთავაზობს. დევნილებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ სახელმწიფოს შეთავაზებაზე, რაც მათ არ უკარგავთ დაკავებულ ფართში ცხოვრების უფლებას.

სამწუხაროდ, პროექტის ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, დევნილთა არაინფორმირებულობის პრობლემა ამ კუთხითაც გამოიკვეთა. პროექტის მონიტორების მიერ დასმულ კითხვაზე, ფლობენ თუ არა დევნილები ინფორმაციას პრივატიზაციის ნებაყოფლობითობისა და მასზე უარის თქმის შემთხვევაში არსებული ალტერნატივების შესახებ, დევნილთა 43%25-მა უარყოფითი პასუხი გასცა. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დევნილთა უმეტესობისათვის ალტერნატივის შეთავაზება არ მომხდარა. როგორც წესი, დევნილები თანხმდებიან სამინისტროს მიერ გაკეთებულ პირველივე შეთავაზებაზე, იმის მიუხედავად აკმაყოფილებთ თუ არა ფართი. ამის მთავარი მიზეზი ალტერნატივების შესახებ ინფორმაციის არარსებობაა, ასევე, ხშირად დევნილებს ეშინიათ, რომ ის ალტერნატივები, რომლებზეც საუბარია სამოქმედო გეგმაში შეიძლება ვერ მიიღონ, ამიტომ მათ ურჩევნიათ თანხმობა განაცხადონ რეალურ შეთავაზებაზე და არ დაკარგონ საცხოვრებელი ადგილი. დევნილთა უმრავლესობისათვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი რა ელის მათ კომპაქტური განსახლების ობიექტს. ხშირ შემთხვევაში დევნილები სამინისტროსგან ვერ იღებენ ამომწურავ და ზუსტ პასუხს კითხვაზე, მოხდება თუ არა მათი კოლექტიური ცენტრის პრივატიზება და როდის. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს მიერ არაერთ შეხვედრასა თუ კონფერენციაზე გაკეთდა ზეპირი განცხადება საპრივატიზაციოდ განსაზღვრული კოლექტიური ცენტრების უახლესი სიების არსებობის შესახებ. ეს სიები საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტს ჯერ კიდევ არ წარმოადგენს.

პრივატიზაციის პროცესის მიმდინარეობისას ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ დევნილთა გარკვეული კატეგორიისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება არ ხდება იმ ადგილას სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ცხადია ეს სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს დევნილებში, მათი უმრავლესობის თქმით, ისინი უკვე ინტეგრირებული არიან გარემოში, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ, შესაბამისად მათ სხვა რეგიონში/ ქალაქში გადასვლის სურვილი არ აქვთ და ზოგ შემთხვევაში საერთოდ უარს აცხადებენ სამინისტროს მიერ შეთავაზებული ფართის დაკანონებაზე. მოსალოდნელია, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ იჩენს თავს მომდევნო თვეებში, როდესაც თბილისში მცხოვრებ დევნილთა უმრავლესობას თბილისის გარეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესთავაზებენ ალტერნატიულ ფართს. მიზანშეწონილია სამინისტრომ წინასწარ განუმარტოს დევნილებს არსებული გეგმების შესახებ, რათა მოსახლეობა იყოს ინფორმირებული და არ შეექმნათ არასწორი მოლოდინები.

ახლა მოგახსენებთ რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით: სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის თანახმად, კოლექტიური ცენტრებისრეაბილიტაცია და საკუთრებაში გადაცემა/პრივატიზაცია არის ერთიანი პროცესი, შესაბამისად კონკრეტული შენობის გარემონტების გადაწყვეტილების შემთხვევაში, კოლექტიური ცენტრი საკუთრებაში გადაცემამდე უნდა გარემონტდეს. „კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის და მშენებლობის სტანდარტები“ შემუშავებული და დამტკიცებულია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.

აღსანიშნავია, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები რეაბილიტაციის ხარისხთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში, რეაბილიტირებულ შენობებში შეინიშნება ბზარები, ნესტის ლაქები. კარებების სახელურები დაზიანებულია, ფანჯრებიდან შემოდის წყალი. მართალია, მუნიციპალურ განვითარების ფონდს უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემთხვევაში დეფექტების გასწორების მექანიზმი კონტრაქტორებთან დადებულ ხელშეკრულებაში ჩადებული აქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს დევნილებისათვის პრობლემის გადაწყვეტის საშუალება არ ხდება. დევნილების ნაწილს ერთწლიანი საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოქნილი მექანიზმი, რომელიც ხარვეზის მოკლე დროში გასწორების შესაძლებლობას მისცემს მათ.

4. ჯანდაცვის საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან სახელმწიფომ თავად იკისრა სამედიცინო დაზღვევის საფუძველზე 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. მათი უმრავლესობა ავტომატურად ჩაერთო სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პირთა სოციალური დახმარების პროგრამაში, რის საფუძველზეც მათ სამედიცინო დაზღვევა/სადაზღვევო ვაუჩერები გადაეცათ. თუმცა, აქაც არის გარკვეული პრობლემები. დევნილები, რომელთაც დაზღვევის პოლისები აქვთ, არასაკმარისად არიან ინფორმირებულები მათი გამოყენების წესების შესახებ. სხვა საკითხია მომსახურების სახეობები, რომლებიც გათვალისწინებულია ჯანდაცვის პოლისით. ხშირია დევნილთა უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო მომსახურება აღნიშნული პოლისით არ ფინანსდება. მაგალითად, წეროვანში მცხოვრები დევნილების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ პოლისებით რთულია მოსახლეობისათვის პრევენციული სამედიცინო დახმარების მიღება. იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა კრიტიკული არ არის დაზღვევაში გათვალისწინებული უფასო სამედიცინო პროცედურის ჩატარება იმდენად პრობლემური ხდება, რომ დევნილები იძულებულნი ხდებიან არ ისარგებლონ ვაუჩერით.

გარდა ამისა, ცხადია სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს დევნილთათვის ყველანაირი ტიპის მედიკამენტის უფასო მიწოდებას, მაგრამ ბევრი დევნილისათვის შეღავათიან ფასებში მედიკამენტების მიღება სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. პროექტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ის ფასდაკლებები მედიკამენტებზე, რითაც დევნილი მოსახლეობა სარგებლობს, უმნიშვნელოა და ძირითადი ხარჯების გადახდა დევნილებს თავად უწევთ. სპეციფიკური დანიშნულების მედიკამენტები, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე დევნილების შემთხვევაში, მაინც თავად დევნილების შესაძენი ხდება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სოციალური დახმარება, რომელსაც დევნილები იღებენ ხშირად მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მიზანმიმართული მკურნალობა. რთულია ასეთი მინიმალური თანხა გადანაწილდეს საკვების შეძენაზე, გადასახადების გადახდასა და სხვა ყოველდღიურ საჭიროებებზე.

5. კოტეჯის სანაცვლო თანხები/ კომპენსაციების საკითხთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება დევნილთათვის მიეცა საშუალება გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. კერძოდ, აერჩიათ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სახელწმიფომ მიიღო გადაწყვეტილება დევნილთათვის მიეცა საშუალება გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. კერძოდ, აერჩიათ დროებითი საცხოვრებელი - კოტეჯის სახით, ან აეღოთ მისი სანაცვლო კომპენსაცია (10,000 დოლარის ეკვივალენტი ლარებში) და თავად ეზრუნათ დროებით თავშესაფრის მოძიებაზე.

სამინისტროს მონაცემებით, რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთაგან 1,684 ოჯახმა (სულ 4,333 პირმა) დროებითი თავშესაფრის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან მიიღო კომპენსაცია 10,000 დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

თავისთავად ასეთი ალტერნატივის არსებობა მისასალმებელია, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიკვეთა სერიოზული პრობლემა. სახალხო დამცველის აპარატს არაერთი დევნილი მიმართავს, რომელსაც დღემდე არ მიუღია კოტეჯის სანაცვლო კომპენსაცია. შესაბამისად, ალტერნატივის არსებობა ფაქტობრივად აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც კონფლიქტიდან ორი წლის გასვლის შემდეგაც დევნილთა გარკვეული რაოდენობა კვლავ ელოდება კუთვნილ თანხას.

ეს საკითხი კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში, როდესაც ქ.თბილისში, 2010 წლის აგვისტოს თვეში რამდენიმე შენობიდან მოხდა დევნილთა გამოსახლება. შენობაში მცხოვრებ დევნილთა შორის იყვნენ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც დღემდე არ აუღიათ კოტეჯის სანაცვლო საკომპენსაციო თანხები.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ ნომერში

9 იმედის ჯვარი

▲back to top


0x01 graphic

ფრონეს ხეობის სოფელი ნულიდან დევნილი ბატონი გოჩა პეტრიაშვილი უკვე მესამეჯერ ხდება ჩვენი გაზეთის სტუმარი თავის დამსახურებების გამო. იგი საკუთარ წარმატებებზეც თავად არასდროს საუბრობს, მაგრამ მის მიერ გაკეთებული უამრავი კეთილი საქმე მეტყველებს მის ბუნებაზე. ბატონი გოჩას თვალწინ უმძიმესმა დღეებმა გაიარა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მუდამ ფიქრობს, რომ ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჩასახლებულ ყველა ოჯახს დაეხმაროს. მას არაერთხელ გაუკეთებია სოფლისთვის სასიკეთო საქმე. 23 ნოემბერს კი ახალსოფელში იმედის ჯვრის კურთხევა მისი ინიცირებით იყო.

- ბატონო გოჩა, საიდან წამოვიდა იდეა იმის შესახებ, რომ ახალსოფელში ჯვარი დაგედგათ?

ქართველები ძალიან მორწმუნე ერი ვართ და სოფელ ნულში ძალიან ბევრი სალოცავი გვქონდა, მაგრამ ჯვარი არ იდგა. ვაპირებდი ჯვრის დადგმას, მაგრამ მერე ჩვენმა მუნიციპალიტეტმა თავისი სახსრებით (მაშინ მეც იქ ვმუშაობდი) გააკეთა 2 ჯვარი: ერთი ნულში დადგეს, მეორე ავნევში. მე კი აქ მომეცა შანსი, რომ ჩემი სურვილი განმეხორციელებინა. ეს იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც მე მხარში მიდგანან თქვენი ორგანიზაციის თამადობით, რომლებიც გვასწავლიან, სწორ გზაზე გვაყენებენ. ჩვენ ისეთი სტრესით გამოვედით კონფლიქტის ზონიდან, რომ ხალხს დარიგება და სწორ გზაზე დაყენება უნდოდა. ასევე სხვა ორგანიზაციებიც გვეხმარებიან, მაგალითად, „ჩარე“, რომელმაც მე ჩემი ბიზნეს გეგმის საფუძველზე გადმომცა „ბელარუსის“ ტიპის ტრაქტორი თავისი რამდენიმე აგრეგატით. ამის წყალობით 7 ადამიანი დავსაქმდით, რომლებმაც ჩავიფიქრეთ და განვახორციელეთ ეს იდეა, რომ სოფლის ახლოს დაგვედგა ჯვარი, იმედის ჯვარი, რომელიც ჩვენ ფრონეს ხეობისკენ მივმართეთ. მამაომ კიდევაც მითხრა, ჯვარი აღმოსავლეთისკენ რატომ არ არის მიმართულიო და მე ვუთხარი, ეს ისე გავაკეთეთ, რომ ჩვენს ხეობას უყურებდეს, რომ ჩვენ წინ გაგვიძღვეს და ასე უნდა შევიდეთ ჩვენს ხეობაში-მეთქი. იმედითა და სიყვარულით ვეკიდებით ამ საქმეს.

ჩემ გვერდით მთელი სოფელი დადგა, ბიჭები ძალიან გვეხმარებოდნენ. ყველანაირი სამუშაო რაც გასაკეთებელი იყო გაკეთდა. მე რასაც გავაკეთებ ყველაფრის გაკეთებას ჩემი ორგანიზაციის სახელით ვაპირებ. ყველგან იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების კვალია დატოვებული, ვინც ჩემი ორგანიზაცია დააფინანსა, ესენი არიან „შიდა” და „ჩარე”. მათ ჩვენ გადმოგვცეს ტექნიკა, აქედან შემოსავლით ჩვენ ჩვენი ხელფასებიდან რაღაც თანხა დავდეთ და გავაკეთეთ ეს ჯვარი.

- თქვენ რა ორგანიზაცია ჩამოაყალიბეთ?

ჩვენი ორგანიზაცია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი „ფრონე“, ჩემი ლამაზი მდინარის სახელი დავარქვი ჩემს ორგანიზაციას. გაერთიანებული ვართ 7 ადამიანი ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფლიდან. 6 ვართ დევნილი, ერთი კი ახალსოფლის ადგილობრივი მოსახლეა.

- თქვენი ორგანიზაცია, ძირითადად, რა ტიპის საქმიანობას ეწევა?

ხვნა, თესვა, კულტივაცია. ჩემი ორგანიზაციის წესდება და ბიზნეს გეგმა არ განსაზღვრავს იმას, რომ მხოლოდ ახალსოფელში ვიმუშავოთ. სამუშაოები ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით იმის გათვალისწინებით, რომ დევნილები იყვნენ დაკმაყოფილებულები. დევნილებს ჩვენ საერთოდ უსასყიდლოდ ვემსახურებით, ისინი მხოლოდ საწვავის ფასს იხდიან, დანარჩენ მოსახლეობას კი ჩვეულებრივ, საბაზრო ფასად ვემსახურებით. მე მაქვს ჩემი შესასრულებელი გეგმა და ამ გეგმის მიხედვით მივდივარ. ეს ტრაქტორი, ჯერ-ჯერობით, ჩვენი არ არის. ის „შიდა -სა“ და „ჩარე -ს“ ბალანსზეა და 2012 წლის გაზაფხულზე მოხდება შეფასება როგორ ვიმუშავეთ, როგორი კმაყოფილია ხალხი, როგორი კმაყოფილები ვართ ჩვენ, თავად ორგანიზაციის წევრები და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება, დაგვრჩება თუ არა ტრაქტორი. ახლა კი, ჯერ-ჯერობით, ჩვენ ვამუშავებთ, ჩვენს განკარგულებაშია და ვეცდებით, რომ გავამართლოთ ის იმედები მოსახლეობის, ის იმედები იმ ორგანიზაციების, ვისი დახმარებითაც ჩვენი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა და, რომლებმაც ჩვენ გვანდეს ის ტექნიკა, რასაც დღესდღეობით ვამუშავებთ. არაფერს არ ვიშურებთ, ჩვენს ჯაფას, ჩვენს შრომას იმისთვის, რომ საქმე კარგად გავაკეთოთ.

- ეს ყველაფერი თქვენი ხელით არის გაკეთებული. თქვენგან კი წამოვიდა ჯვრის დადგმის იდეა, მაგრამ საინტერესოა თანასოფლელების განწყობა როგორი იყო ჯვრის დადგმასთან დაკავშირებით?

რამდენად მალე მოხერხდა ეს ყველაფერი? სხვათაშორის, ძალიან კარგი მოსახლეობაა ახალსოფელში, ძალიან გულიანი ხალხია. რამდენიმე სხვადასხვა სოფლიდან ვართ დასახლებულები ახალსოფელში და თავიდან ცოტა რთული იყო შეგუება, მაგრამ ახლა ერთმანეთში ძალიან ძმურად ვართ. ჩემი ეს იდეა ყველამ აიტაცა და სიტყვაც არ დამამთავრებინეს და მითხრეს ვაკეთებთო. მე იმას არ ვიტყვი, რომ მხოლოდ მე ვიყავი და სხვა არავინ, აქ ხალხი ძალიან მხარში დამდგომია. მე სიმართლეს გეტყვით, ეს ამბავი მოხდა 3 დღეში. პირველ დღეს შევიძინეთ მასალა, მეორე დღეს ავაწყეთ და მესამე დღეს უკვე დავაბეტონეთ ჯვარი და იმ ღამესვე ავანთეთ. ეს მოხდა 21 ნოემბრის საღამოს. ჯვრის კურთხევა კი წმიდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაულს დავამთხვიეთ, რადგან ჩვენს სოფელში ამ დღესასწაულს განსაკუთრებულად აღვნიშნავდით და მინდოდა, რომ ეს დღესასწაული უფრო გამელამაზებინა ჩემი სოფლელებისა და ჩემი ხალხისთვის.

- ჯვრის კურთხევის დროს თქვენ ბრძანეთ, რომ მემორიალის დადგმასაც გეგმავთ.

მინდა, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დაღუპული გმირების მოსაგონებლად მემორიალი დავდგა ჯვრის გვერდით. ამისშესახებ მამაოს ვესაუბრე და თანხმობა მითხრა. არ მინდა, რომ მემორიალს სახელი და გვარები წავაწერო, რადგან არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. ეს მემორიალი მიეძღვნება ყველას, სამხედროსაც და მშვიდობიან მოსახლეობასაც, რომლებიც რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპნენ. მინდა, იმ ძეგლს რომ შევხედავთ ყოველთვის გვახსოვდეს ის გმირები, რომლებმაც ჩვენი სოფლებისთვის, ჩვენი საქართველოსთვის შესწირეს თავი. მინდა, რომ მათ ყოველთვის შენდობა ვუთხრათ. ამ ადგილს შემოვღობავთ და გავამწვანებთ. ღმერთმა ქნას, მალე დავუბრუნდეთ ჩვენს სახლებს, მაგრამ სანამ აქ ვიქნებით, ამ ახალ ადგილებში, არაფერი არ უნდა დავაკლოთ ჩვენს გმირებს, რომლებიც მუდამ უნდა მოვიგონოთ და მათი მოგონებით ჩვენი სახლ-კარიც მოგვაგონდება და უფრო მხნედ ვიქნებით, რომ ჩვენ დასაბრუნებელი გვაქვს ის მამულები, რომ ჩვენი ვაჟკაცების სისხლი ასაღები გვაქვს და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მამაპაპისეული მხარე დავიბრუნოთ და კვლავ ჩვენი იყოს.

- როგორც ბრძანეთ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები გეხმარებიან, სახელმწიფოს მხრიდან თუ არის დახმარების ინიციატივები?

ჩვენ მთავრობის მადლობლები ვართ, რომ 2008 წლის ომის შემგედ ღია ცის ქვეშ არ დაგვტოვეს. ყველა ის ადამიანი, რომლესაც გონება უჭრის უნდა მიხვდეს, რომ ერთდროულად ამდენი დევნილი საქართველოსთვის, ასეთი პატარა ქვეყნისთვის, ძალიან ძნელი დასასახლებელი იყო. ძალიან დიდი პატივისცემა იყო ის, რომ ბინები მოგვცეს და ამდენი დახმარება მოდის ჩვენთვის. მე როგორც ვიცი ეს ყველაფერი მთავრობის დახმარებით ხდება, რადგან თუ მთავრობა არ ვარგა, იქ არანაირი დახმარება არ იქნება. გარდა ამისა, ჩვენი ბინები ახლა ხელმეორედ კაპიტალურად რემონტდება. საკმარისია ერთი პატარა წუნი აღმოაჩინონ და სულ თავიდან აკეთებინებენ მუშებს. შეშაც შემოვიდა და, შეძლებისდაგვარად, ყველაფერში გვეხმარებიან.

ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა მადლობელი ვარ, რომლებიც ჩემი პროექტის განხორციელებაში დამეხმარნენ. ჩემი პროექტი ითვალისწინებდა სასმელი წყლის გამოყვანას. მათ 8 ტონიანი რეზერვუარი შეგვიძინეს და სოფელს დაგვეხმარნენ. ყურადრებითაც კმაყოფილი ვართ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ დახმარებით ჩამოყალიბებული გვაქვს კომისია ქარელის გამგეობაში, სადაც არიან დევნილები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ჩვენ უკვე 4 ერთობლივი სხდომა გვქონდა. ჩვენ იქ განვიხილავთ ჩვენი და ადგილობრივი მოსახლეების პრობლემებს. მუნიციპალიტეტს რისი საშუალებაც აქვს იმის ფარგლებში გვეხმარება. ამჟამად მდინარე მტკვარზე კეთდება ხიდი, რომელიც მოსახლეობას მგზავრობას ძალიან გაუადვილებს, რადგან რკინიგზის სადგურში ადვილად მივლენ და მატარებლით თბილისში მგზავრობა 1 ლარი დაუჯდებათ ნაცვლად იმისა, რომ სამარშუტო ტაქსიში 5 ლარი გადაიხადონ. მტკვრის მეორე მხარესაც კეთდება ჩვენი გზა, ხაშური და ქარელი ერთმანეთს უერთდება, რაც ჩვენს მდგომარეოას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

10 დანიის ლტოლვილთა საბჭო ( DRC)

▲back to top


0x01 graphic

დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC) საქართველოში მუშაობს უკვე დაახლოებით 13 წელია. მისი ოფისები განლაგებულია: თბილისში, გორში, ზუგდიდში, გალსა და სოხუმში. დანიის ლტოლვილთა საბჭო ასევე მუშაობს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

დანიის ლტოლვილთა საბჭოს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება დანიის ლტოლვილთა საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლის მოადგილე მაიკლ პოსსმაიერი.

- ბატონო მაიკლ, გთხოვთ მოგვითხროთ დანიის ლტოლვილთა საბჭო რა ძირითად მიმართულებებზე მუშაობს ამჟამად საქართველოში და როგორია ორგანიზაციის მოქმედების არეალი?

დანიის ლტოლვილთა საბჭო შიდა ქართლში ძირითადად მუშაობს 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დევნილ მოსახლეობასთან. მათთან, ვინც ერთხელ იყო დევნილი და დაუბრუნდა საკუთარ საცხოვრებელს. ნაკლებად ვმუშაობთ ახალ დასახლებებში მცხოვრებ დევნილებთან. დანიის ლტოლვილთა საბჭო ასევე მუშაობს სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონში, სადაც შედარებით მცირე რაოდენობის დევნილები არიან ჩასახლებულნი. მათ მოუწიათ საცხოვრებელი ადგილების დატოვება კოდორში, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამო. რაც შეეხება გალს, აქ ძირითადად კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზეა მუშაობა ორიენტირებული.

საქმიანობა რასაც ჩვენ ვაკეთებ არის სხვადასხვა სექტორზე მიმართული, კერძოდ: განსახლება, ეკონომიკური განვითარება, საინფორმაციო უზრუნველყოფა, იურიდიული დახმარება დევნილებისთვის და მიგრაცია. ასევე ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებაზე.

- რაც შეეხება განსახლების საკითხს, რა საქმიანობები განახორციელა დანიის ლტოლვილთა საბჭომ?

- განსახლების კუთხით დანიის ლტოლვილთა საბჭო მუშაობს როგორც სამეგრელოში, ასევე გალში. თუმცა ამ რეგიონებში მუშაობის სპეციფიკა არის განსხვავებული. სამეგრელოში დანიის ლტოლვილთა საბჭო მუშაობს ძირითადად კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციაზე, რაც თავის თავში აერთიანებს დევნილების პირველად დახმარებას, ფართის განაწილებას, საცხოვრებელი პირობების სტანდარტების დანერგვას. დანიის ლტოლვილთა საბჭოს ინიციატივით ხდება დევნილების ჩართვა რეაბილიტაციის გეგმების შემუშავებაში.

სამეგრელოს რეგიონში ორგანიზაცია მუშაობს იმ დევნილებთან, რომლებიც განსახლებული არიან პირად საცხოვრებელში და არ ცხოვრობენ კოლექტიურ ცენტრებში. დევნილთა ნაწილს აქვს მიწა და დანიის ლტოლვილთა საბჭო გარემოებების გათვალისწინებით ცდილობს მათ დახმარებას.

განსახლების საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ინვესტიციების გაკეთება პირდაპირ უკავშირდება დევნილების მიერ საკუთრების ფლობას.

რაც შეეხება კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს, მათთვის საკუთრების საკითხი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რადგან ისინი ცხოვრობენ კოლექტიურ ცენტრებში. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ საკუთრების მოთხოვნის უფლება, თუმცა შემდგომ სხვადასხვა სახის სირთულეები იჩენს თავს, მაგალითად სესხის აღებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ უკვე 4 წელია და მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ძირითადად 2009-2010 წლებში.

გალში ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ იმ საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციაზე, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს.

ბევრი მათგანი ცხოვრობს ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფ სახლებში და ჩვენ ხანდახან ვახერხებთ მათთვის ახალი სახლების აშენებას, ან არსებულის რეაბილიტაციას უმეტეს შემთხვევაში. ეს საქმიანობა კეთდება სხვა არასამთავრობოებთან კოორდინაციის პირობებში, რომლებიც მუშაობენ განსახლების კუთხით გალში. ზემოთ ნახსენები პროექტის ძირითადი დონორები იყვნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) და ასევე შვეიცარიის განვითარების სააგენტო.

შიდა ქართლში 2008-2009 წლებში დანიის ლტოლვილთა საბჭომ ააშენა კოტეჯები ახალი დევნილებისთვის ერთი ოთახის პრინციპით. ჩვენი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილების ნაწილს ურჩევნია ჰქონდეს საკუთარი, თუნდაც ერთი ოთახი დევნილთა ახალ ჩასახლებებში და არ ჩერდებოდეს თბილისში, კოლექტიურ ცენტრში ან ნათესავთან. ეს მნიშვნელოვანია მათთვის როგორც ემოციური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თან იმის გათვალისწინებით, რომ კოტეჯები ძირითადად მიტოვებული ტერიტორიების სიახლოვესაა. გარდა ამისა, ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით. იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც ბუნდოვანია მომავალი და გაურკვეველია საკუთრების საკითხი, რთულია გადაწყვეტილების მიღება რაიმე სახის ინვესტიციების გაკეთებაზე.

- რა ტიპის ეკონომიკურ მხარდაჭერას ახორციელებს ორგანიზაცია დევნილი მოსახლეობისათვის?

დანიის ლტოლვილთა საბჭო შიდა ქართლში, დასავლეთ საქართველოსა და გალში ახორციელებს ეკონომიკურ მხარდჭერას.

ეკონომიკური მხარდაჭერა გამოიხატება ორი ტიპის მიმართულებით. ინდივიდუალური ოჯახებისათვის მცირე ეკონომიკური დახმარება, რაც გამოიხატება სხვადასხვა სახის რესურსების გაცემაში, როგორიცაა, საოფლის მეურნეობის რესურსები, მაგალითისთვის თუნდაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაცემა. მთავარია, რომ მიეცეთ ეკონომიკურად გაძლიერების შესაძლებლობა და არა პირდაპირ ფული. ეკონომიკური მხარდაჭერის მეორე ტიპის მიმართულებაა ბიზნესის მხარდაჭერა, რასაც ჩვენ ძირითადად ვაკეთებთ აფხაზეთში და დასავლეთ საქართველოში. ჩვენ პირველ რიგში იდენტიფიცირებას ვუკეთებთ ბიზნესებს, რომელთაც აქვთ გაფართოების შესაძლებლობა, რაც თავისთავად გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დასაქმებისას ბიზნესის მფლობელმა უნდა აიყვანოს დევნილი ახლად შექმნილ სამუშაო ადგილზე. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ უკვე 3 წელია და უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთ-ერთი წარმატებული მიმართულებაა, რასაც ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს. გრანტების გაცემისას არ არის აუცილებელი მოთხოვნა, რომ ბიზნესის მფლობელი იყოს დევნილი. ბიზნესს შეიძლება ფლობდეს ადგილობრივი მოსახლე, მაგრამ ის უნდა იყოს დაინტერესებული დევნილების დასაქმებით. ამ პროცესს თან ახლავს ბევრი დადებითი მხარე. პირველ რიგში, ამ სახის მხარდაჭერით დადებითი გავლენა ხდება რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე. გარდა ამისა, იქმნება სამუშაო ადგილები დევნილებისთვის, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხდება დევნილების ინტეგრაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად 18 წლიანი თანაცხოვრებისა ჯერ კიდევ შეინიშნება ბარიერები დევნილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. შესაბამისად, მსგავსი პროექტები არის კარგი საშუალება მათი კომუნიკაციის ხელშეწყობისთვის. დასაქმების კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც იქმნება რაიმე ვაკანსია, როგორც წესი არ ხდება მისი ფართო მასებისთვის განცხადება. სამუშაო ადგილზე აჰყავთ ხოლმე ახლობლები. შესაბამისად დევნილებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დასაქმების შესაძლებლობაზე და მსგავსი სახის ხელშეწყობა მათთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

0x01 graphic

- თუ შეიძლება, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური მხარდაჭერის ინდივიდუალურ გრანტებს კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას დაინტერსებულმა დევნილმა? როგორ შეიძლება მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად? არის თუ არა საჭირო სპეციალური ტრენინგების გავლა ან რაიმე სხვა მოსამზადებელი ეტაპი?

ინდივიდუალური გრანტების პროგრამა გათვლილია როგორც ბიზნესის დაწყებაზე, ასევე მის გაფართოებაზე. ამ პროგრამის მთავარი მიზანია დევნილებს მისცეს შესაძლებლობა დაზოგონ მცირე თანხები და შეძლებისდაგვარად მოახდინონ ამ ფულის ეფექტიანად გამოყენება საკუთარი საქმისთვის.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს დანიის ლტოლვილთა საბჭოს ოფისს გორში, ზუგდიდში და ასევე გალში. შიდა ქართლში გრანტები არის ორიენტირებული უმეტესად დაბრუნებულ დევნილებზე, რომლებიც ცხოვრობენ სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს და ნაკლებად ეხება დევნილთა იმ ნაწილს, რომლებიც ამჟამად არიან ჩასახლებული ახალ დასახლებებში. ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით ეკონომიკურად გაჩანაგებულია, ხალხმა დაკარგა სოფლის მეურნეობის პროდუქტების გასაღების ბაზრები და ამჯამად მძიმე მდგომარეობაში არიან. საინტერესოა, რომ ამ ტერიტორიაზე არიან ისეთი მოსახლეებიც, რომელთაც ტერიტორია არასოდეს მიუტოვებიათ. ეს რაც შეეხება ე.წ. ბუფერულ ზონებს.

ზუგდიდში ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, როგორც წესი ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, სოციალური დახმარების სტრუქტურებთან, იმ ადამიანებთან, ვისაც პირდაპირი კავშირი აქვს დევნილებთან, რადგან მთავარი სამუშაო თემა რა თქმა უნდა დევნილებია და მათი პრობლემები. ამასთან, აქცენტი კეთდება კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებზე და ასევე იმ დევნილებზე, რომლებიც სამეგრელოს სხვადასხვა რაიონში არიან განსახლებულნი, მაგალითად სენაკში. მათ შეუძლიათ მიმართონ DRCის ზუგდიდის ოფისს.

ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობა, რადგან როგორც წესი დევნილები აფიქსქირებენ თავიანთ პრობლემებს მათთან და ჩვენ ვიღებთ მათგან ინფორმაციას, ჩვენი მიზანი არაა, რომ ჩავდგეთ დევნილებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ შორის კომუნიკაციას.

- რა ტიპის მხარდაჭერას ახორციელებს დანიის ლტოლვილთა საბჭო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის?

- რაც შეეხება უნარების გაძლიერებას, მიღებული 2 გრანტის დახმარებით ევროგაერთიანებიდან და კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან, დანიის ლტოლვილთა საბჭოს ჰყავს საკუთარი გუნდი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. ჩვენ ვეხმარებით სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებით, ერთი მხრივ ჩვენ ვეხამრებით სამინისტროს ტრენინგებით და მეორე მხრივ კონსულტაციას ვუწევთ სისტემის გამართვასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ სამინისტრომ წარმატებულად აღასრულოს დევნილებთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა. როგორც უკვე ვახსენე, დანიის ლტოლვილთა საბჭო ატარებს ტრენინგებს სამინისტროს გუნდისთვის ინგლისურში, კომპიუტერის შესწავლაში და ასევე კონფლიქტების მოგვარებაში. ტრენინგების დაწყებამდე სამინისტრო თავის მხრივ განსაზღვრავს საჭიროებებს. მაგალითად, ძალიან საჭიროა ინგლისურის სწავლება სამინისტროს გუნდის იმ ნაწილისთვის, რომელსაც მუდმივად უწევს ურთიერთობა საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე კომპიუტერის სწავლებაა აუცილებელი სისტემის გამართული მუშაობისთვის. ზოგადად, ასეთი მხარდაჭერის მიზანია, რომ სამინისტროს თანამშრომლებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, იმუშაონ ეფექტიანად და შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა უკეთ.

სწავლებასთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ სამინისტროს მისაღები ცენტრი. დაახლოებით ერთი წლის წინ თუ მოხვიდოდით სამინისტროში ნახავდით ხალხის დიდ რაოდენობას, რომელიც იცდიდა შესასვლელში, სადაც სიტუაცია იყო აბსოლუტურად მოუწესრიგებელი. ეს გარემო ძალიან გავდა მეტროს ტოკიოში. სიტუაცია იყო არარეგულირებადი და სამინისტროს არ ჰქონდა შემუშავებული არანაირი სისტემა ამ სიტუაციის მართვისთვის. ჩვენ შევძელით სამინისტროსთან ერთად მოგვეფიქრებინა გამოსავალი ამ სიტუაციიდან და აგვეწყო სისტემა.

ახლა, მოსული პირი იღებს საკუთარ ნომერს რიგში, როგორც ბანკში და მიდის ხუთიდან ერთერთ საინფორმაციო დახლთან. ამის შემდეგ ადის დაინტერესებული პირი ზემოთ და იღებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით. ამჯერად სისტემა ბევრად გამართულად მუშაობს. ძალიან გვიხარია, რომ ეს საქმე გაკეთდა და ჩვენ მივიღეთ აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში.

შემდეგი მიმართულება, რაზეც მუშაობს DRC არის მუნიციპალიტეტების დონეზე. ჩვენ ვიმუშავეთ 8 მუნიციპალიტეტში დასავლეთ საქართველოში, სადაც შევქმენით მუნიციპალური ჯგუფები დევნილთა საკითხების განსახილველად. ამ ჯგუფში ჩართული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლები, თავად დევნილები, რათა მომხდარიყო საკითხების განხილვა ადგილზე, მარტივად და სწრაფად. ადგილზე არ ხდებოდა სამინისტროს პოლიტიკის და სხვა ზოგადი საკითხების განხილვა, არამედ დრო ეთმობოდა ძალიან კონკრეტული საკითხების განხილვას. რვიდან ხუთმა მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საკუთარი დევნილების სამოქმედო გეგმა, დანარჩენი სამი კვლავ განაგრძობს მუშაობას.

- მუშაობთ თუ არა მსგავსი მიმართულებით აღმოსავლეთ საქართველოშიც?

სამწუხაროდ ამ მიმართულებით მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ვმუშაობთ. ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა იგივეს გაკეთება აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა არ გაგვაჩნია პროექტი, რომელიც გაითვალისწინებდა მსგავს აქტივობას.

- გასაგებია, გთხოვთ გავაგრძელოთ საუბარი სხვა მიმართულებებზე, რომელზეც მუშაობს DRC?

საინფორმაციო უზრუნველყოფა და იურიდიული დახმარება არის ასევე აქტუალური მიმართულებები, რომელზეც მუშაობს DRC, ძირითადად პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით 2009 წლის დასაწყისიდან.

იურიდიული დახმარების კუთხით ადგილობრივი პარტნიორი არასამთვრობო ორგანიზაციები გაწევენ იურიდიულ დახმარებას დევნილებისთვის, აგრეთვე ხდება მათი საინფორმაციო უზრუნველყოფა პრივატიზაციის პროცესთან და სხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებით. დევნილები იღებენ ინფორმაციას საკუთარი უფლებების შესახებ. ამასთან, შექმნილია ჯგუფები, რომლებიც განიხილავნ დევნილებისთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხს.

- რაც შეეხება იურიდიულ დახმარებას, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ეს პროგრამა?

დღეისთვის ჩვენი პარტნიორი არასამთოვრობო ორგანიზაციები განაგრძობენ კვლავ იურიდიული დახმარების გაწევას, თუმცა ამ ეტაპზე DRC არ არის დონორი ორგანიზაცია, ძირითადად ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო განაგრძობს მათ მხარდაჭერას. თუმცა თავად ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ფინანსურ დახმარებას უწევს როგორც DRC, ასევე კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

- გთხოვთ გვიამბოთ დანიის ლტოლვილთა საბჭოს სამომავლო გეგმების შესახებ საქართველო ში?

საქართველოში ჯერ კიდევ არის რიგი საკითხები, რაზეც საჭიროა კონცენტრირება, ჩვენ ნამდვილად გავაგრძელებთ მუშაობას იურიდიული დახმარების და საინფორმაციო უზრუნველყოფის კუთხით. რაც შეეხება განსახლებას, ნათელია, რომ ბოლო წლებში ხელისუფლებამ ამ კუთხით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ჩვენი მიზანი იქნება, რომ დევნილებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

- საინტერესო იქნება ჩვენთვის გაგვიზიაროთ DRC-ის ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან მუშაობის გამოცდილება. ასევე თუ შეიძლება, რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვით რა გსმენიათ ჩვენი პროექტისერთად ჩვენ შევძლებთშესახებ?

ჩვენ პროექტების ფარგლებში მუშაობა გვიწევს ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან საქართველოში, მათ შორის ახალგაზრდა იურისტებთან, ასევე საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან „აფხაზეთი“ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციასთან „თანხმობა“.

რაც შეეხება პროექტს „ერთად ჩვენ შევძლებთ“ მსმენია, რომ პროექტი ბევრი მიმართულებით მუშაობს დევნილებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით. მსმენია თქვენი პროექტის შესახებ ჩემი კოლეგებისგან, რომ პროექტის ფარგლებში გაკეთდა იძულებით გადაადგილებულ ხელოვან ქალთა გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც დაესწრო ჩემი კოლეგა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ფილმის ჩვენება, რომელიც მოეწყო თქვენი პროექტის ფარგლებში. ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია გაზეთი, რომელსაც თქვენ უშვებთ. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს.

0x01 graphic

11 ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრი - ეფექტური განათლების მიღების საშუალება

▲back to top


0x01 graphic

ძლიერი საქართველოს მშენებლობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებას. სწორედ ამ საქმეს ემსახურებიან ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრში, რომელიც გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მდებარეობს და შიდა ქართლის მოსახლეობას 12-მდე სხვადასხვა სახის სახელობო საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს. აღნიშნული ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორმა ბატონმა ვახტანგ სუხიტაშვილმა, რომელმაც 2007 წლის მიწურულს საკუთარ თავზე აიღო ცენტრის განვითარება და მისი დირექტორობის პერიოდში არა ერთ საჭირო და სასარგებლო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი.

- ბატონო ვახტანგ, თავდაპირველად, სკოლის შესახებ რომ გვიამბოთ, როდიდან დაიწყო სკოლამ ფუნქციონირება?

აღნიშნული პროფესიული სკოლა - ხიდისთავის პროფტექნიკუმი ძალიან დიდი ტრადიციების მატარებელია. ის შიდა ქართლში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროფესიული სკოლა იყო, რომელიც 1955 წელს დაფუძნდა, მაგრამ, 90-იანი წლებიდან, მეტ-ნაკლებად, შეწყვიტა ფუნქციონირება სხვადასხვა ტრაგიკული მოვლენის გამო, თუმცა პარალიზებული და ლიკვიდირებული არ ყოფილა. მოგვიანებით რეორგანიზაცია განიცადა და ხიდისთავის პროფესიული ლიცეუმი დაერქვა. 2007 წლის ოქტომბერში კვლავ განიცადა რეორგანიზაცია და დაერქვა ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრი და ამ ცენტრის დირექტორად 2007 წლის ბოლოს მე დავინიშნე. მას შემდეგ განხორციელებული გვაქვს არა ერთი საინტერესო პროგრამა და პროექტი, მათ შორის პროექტები დევნილებისთვისაც. მაგალითად, გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული პროექტი, რომელიც დააფინანსა ფრანგულმა საერთაშორისო ორგანიზაცია „Premiere Urgense“-მა. სასწავლო გრანტის ბიუჯეტი დაახლოებით 80 000 ლარი იყო, ამას ემატებოდა მსმენელთა ტრანსპორტირება შიდა ქართლის ყველა რაიონიდან: ხაშურიდან, ქარელიდან, გორიდან და კასპიდან სასწავლო ცენტრამდე. დევნილები დაახლოებით 6-7 პროფესიაში გადამზადდნენ და, მეტ-ნაკლებად, დასაქმებაშიც დავეხმარეთ.

გარდა ამისა, ჩვენ დევნილებისთვის ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი, რომელსაც ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო ახორციელებს. ჩვენ უკვე 2 წელია მათთან ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. ამ პერიოდში სხვადასხვა პროფესიებში გადავამზადეთ დევნილები. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს დაფინანსებით 2 ჯგუფს 9 აგვისტოს დაეწყო სწავლა, ეს არის სტილისტებისა და გამყიდველკონსულტანტების ჯგუფი. წინა სემესტრში სწავლა წარმატებით დაასრულა მზარეულების ჯგუფმა და მათგან დაახლოებით 8-9 კურსდამთავრებული დასაქმებულია სხვადასხვა რესტორნებსა თუ სასადილოებში მზარეულებად. ეს ძალიან კარგი ჯგუფი იყო.

ამასთანავე, ჩვენ წელს საბიუჯეტო დაფინანსებითაც გვეყოლება დევნილთა ერთი ჯგუფი ბანკის მოლარე-ოპერატორების ჯგუფი. შიდა ქართლის გუბერნატორმა, ბატონმა ზურაბ არსოშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ დევნილების გადამზადებისა და შემდგომი დასაქმების საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს, ასე რომ ჩვენ ალბათ კიდევ ერთი ჯგუფი გვეყოლება დევნილების, რომელზე მეურვეობასაც უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობა და ბატონი ზურაბ არსოშვილი აიღებს.

0x01 graphic

- რა არის საჭირო ამ კურსებზე მოსახვედრად მსურველების მხრიდან?

არსებობს სპეციალური წესი მიღების შესახებ, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის მიერ. მასში მითითებულია, რომ მსურველს მინიმუმ 9 კლასის განათლება უნდა ჰქონდეს, რათა მას უფლება ჰქონდეს მიიღოს პროფესიული განათლება. ხოლო განაცხადის შემოტანის დროს საჭიროა პირადობის მოწმობის ასლი, ავტობიოგრაფია და ფოტოსურათი. ამის შემდეგ ინიშნება ტესტირება და გასაუბრება. ტესტირება ტარდება ზოგად უნარებში, რომელიც საკმაოდ მარტივია. ანუ ეს ყველაფერი გათვლილია აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი მიიღონ სახელობო განათლება და დაიწყონ მუშაობა. ეს არის ის პერსონალი, რომელმაც უნდა ააშენოს ჩვენი ქვეყანა და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებაში, ამიტომ ჩვენ დიდ და სერიოზულ გამოცდებს, მით უმეტეს, დევნილებს, არ მოვუწყობთ. ჩვენ მიღების წესშიც გვიწერია, რომ მაქსიმალური დახმარება უნდა გავუწიოთ დევნილებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და ისინი ჩვენთვის პრიორიტეტულები არიან.

ჩვენ ვადგენთ პროგრამებს, გვაქვს ერთგვარი გეგმა, რომლის მიხედვითაც ვამზადებთ დევნილებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ პროფესიული განათლება. ხშირ შემთხვევაში, მსგავსი პროგრამები აბსოლუტურად უფასოა, მაგრამ ჩვენს ცენტრში არის ფასიანი პროგრამებიც, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

- როგორია მოსახლეობის დაინტერესება აღნიშნული პროგრამებით და დაახლოებით რამდენი ადამიანი გადაამზადეთ?

დაახლოებით 250 მსმენელი იყო “Premiere Urgense”-ის მიერ დაფინანსებული, ასევე ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ 99 დევნილი და სოციალურად დაუცველი ადამიანი არის გადამზადებული და ახლა კიდევ 20 ადამიანი ემატება ახალ ჯგუფში. გარდა ამისა, სხვადასხვა სპეციალობებზეც სწავლობენ ჩვენთან დევნილები. ჩვენ გვაქვს სხვა საბიუჯეტო პროგრამები, რომლებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს და მის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში ძალიან ბევრ დევნილს უსწავლია, რაც ეხმარება მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ურთიერთობების დალაგებასა და შემდგომ მოტივაციის ამაღლებაში.

- როგორ მიმდინარეობს სწავლის პროცესი, საშუალო სკოლაში სწავლების პარალელურად თუ საღამოს საათებში?

არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს მოსწავლის მიღებას პროფესიულ სკოლაში, მაგრამ მე მაინც ვცდილობ, რომ ისეთი მოსწავლეები მოვიდნენ აქ, ვინც სკოლაში აღარ სწავლობს ან მე-9 კლასიდან არის გამოსული, ვინაიდან მსურს, რომ სტუდენტმა დიდი დრო დაუთმოს აქ სწავლას, ვინაიდან ცნობილია, რომ ზედმეტად გაფანტულ გონებას ნივთთა სრულფასოვანი წვდომის უნარი აღარ აქვს და ადამიანი, რომელიც სკოლაშიც სწავლობს, მაინც იღლება და სათანადო ყურადღებას ვერ უთმობს, ამიტომ აჯობებს, რომ ეს ადამიანები იყვნენ სრულიად თავისუფალნი, რათა უფრო სრულყოფილად დაეუფლონ ამ ცოდნას.

- ასაკობრივი შეზღუდვა თუ გაქვთ?

ზედა ზღვარი არ გვაქვს, მაგრამ ქვედა ზღვარი არის მინიმუმ საბაზო ანუ 9 კლასის განათლება.

- ახალი კონტიგენტის მიღება როდიდან იწყება?

ჩვენ სხვადასხვა ვადიანი ჯგუფები გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს რაღაც იდეაფიქსი, რომ მაინც და მაინც ერთი მიმართულებით უნდა მივდიოდეთ, ერთი პროგრამით სწავლობდნენ, ერთი ვადები ჰქონდეს ამ პროგრამებს. სხვადასხვა ვადიანი პროგრამები არის. არის მინიმუმ 5 თვიანი პროგრამები, სადაც სტუდენტს ენიჭება კვალიფიკაცია და არის 3 თვიანი ჯგუფებიც, რომლებიც, ძირითადად, ფასიანია.

საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო კვალიფიკაციას ანიჭებს მხოლოდ 5 თვის ზემოთ და ეს ზღვარი შეიძლება ერთ წლამდე გაიზარდოს, როგორც მინისტრმა ჩვენთან შეხვედრაზე განაცხადა და იყოს ერთიანი პროგრამები ჩამოყალიბებული, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს 5-6 თვიანი პროგრამები ფუნქციონირებს.

5 თვიან ჯგუფებში მსმენელთა მიღება წელიწადში 2-ჯერ ხდება. პირველ ნაკადს ვღებულობთ სექტემბრის პირველ ნახევარში, მეორე ნაკადის მიღება კი ხდება იანვრის ბოლოდან თებერვლის განმავლობაში. გვაქვს 3-4 ერთ წლიანი ჯგუფები. ასეთ ჯგუფებში მიღება წელიწადში ერთხელ, სექტემბრის პირველ ნახევარში ხდება.

0x01 graphic

- მსმენელებისთვის კვალიფიკაციის მინიჭება როგორ ხდება?

მსმენელები გადიან შუალედურ გამოცდებს, საბოლოო საკვალიფიკაციო გამოცდებს და ამ საფეხურების გადალახვის შედეგად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ენიჭებათ ორ ენოვანი სერტიფიკატი, რომელშიც მითითებულია, რომ კონკრეტულმა სტუდენტმა კონკრეტული პროგრამის ფარგლებში გაიარა გადამზადება და მიიღო შესაბამისი კვალიფიკაცია.

- სტატისტიკური მონაცემებით, თქვენ მიერ გადამზადებული სტუდენტების რა პროცენტი არის დასაქმებული?

სამწუხაროდ, მსგავსი სტატისტიკის მოძიება საკმაოდ რთულია, მაგრამ სავარაუდო სტატისტიკის თანახმად, შემიძლია ვთქვა, რომ როგორც მინიმუმ, კურსდამთავრებულთა დაახლოებით 30- 40%25 დასაქმებულია.

- თქვენს ცენტრში თუ არის მიღებული რეკომენდაციების გაცემა თქვენი კურსდამთავრებულებისთვის შემდგომში მათი დასაქმების მიზნით?

რეკომენდაცია გაგვიწევია, მაგრამ არა ხშირად. ეს არის ეთიკური მხარე, კეთილშობილური მიდგომა ჩვენი მხრიდან და ამის წინააღმდეგი ჩვენ არასდროს არ ვართ. ჩვენ სტუდენტების შესახებ შესაბამისი მონაცემები გვაქვს, ასე რომ რეკომენდაციაში თავისუფლად შეიძლება ჩაიწეროს ინსტრუქტორ-მასწავლებლების მიერ გაწეული დახასიათება.

- როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, არის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობებიც?

ეს არის პროფესიული სისტემის ერთგვარი სპეციფიკა, რითიც ხდება ამ მსმენელების გადამზადება. ჩვენ გვაქვს შესამაბისი პროგრამები, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ინსტტრუქტორ-მასწავლებლები არიან, ძირითადად, გამოცდილი პედაგოგები, თუმცა არიან ახალგაზრდა მასწავლებლებიც, რომლებიც აქ იძენენ ცოდნასა და გამოცდილებას. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად: არის ადგილობრივი თეორიული სწავლება სხვადასხვა საგანში. არის ძირითადი და ზოგადი მოდული, რომელშიც ისწავლება მაგალითად მეფილეებში მასალათმცოდნეობა, რომელიც ამ კურსის მსმენელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, ასევე ნახაზის კითხვა უნდა იცოდეს. ასევე არის ზოგადი მოდული, მაგალითად, ურთიერთობის ფსიქოლოგია, უცხო ენა, კომპიუტერის საოფისე პროგრამები. ჩვენ გვაქვს შესაბამისი კომპიუტერული ბაზაც, 30-მდე კომპიუტერია ჩვენს ბალანსზე, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადმოგვცა.

- რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, რა ტიპის სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს სწავლების პროცესი?

ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეხმარებიან ამ საქმეშიც. მაგალითად, USAID და UNDP ძალიან აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართულები. ცოტა ხნის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იყო მათი დახმარებით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია, სადაც გადმოგვცეს 60-70 ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებული და შექმნილი წიგნი. ეს ეხება, ძირითადად, სოფლის მეურნეობასა და მშენებლობას. ასევე ახალი ლიტერატურა გამოსცა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ, რომელმაც ჩვენ ათეულობით წიგნი საჩუქრად გადმოგვცა სოფლის მეურნეობის კუთხით.

- თქვენ ახსენეთ, რომ თქვენი ცენტრის ბიბლიოთეკა პერიოდულად ახლდება ახალი წიგნებით. ამ ახალი სახელმძღვანელოების ათვისება როგორ ხდება მასწავლებლების მხრიდან?

ახალი ლიტერატურის შემოსვლის შემდეგ ხდება მასწავლებელთა გადამზადება. მასწავლებლები ძალიან ხშირად მიდიან ხოლმე ტრენინგებზე. ამჟამად ჩვენ ხელახალ რეორგანიზაციას გავდივართ და სულ მალე ვიქნებით ხიდისთავის პროფესიული კოლეჯი. ეს მოიცავს შემდეგს: ჩვენ უკვე შეგვეძლება საფეხურებრივი სწავლა განვახორციელოთ. არსებობს პროფესიული კოლეჯები, რომლებსაც 3 საფეხურიან სწავლებას განახორციელებენ და არსებობს საზოგადოებრივი კოლეჯები, რომლებიც უთანაბრდება უმაღლეს პროფესიულ სასწავლებელს და მიახლოებით ბაკალავრის დიპლომის გაცემის უფლება ექნებათ. ესენი იქნება როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) და საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ). ჩვენ, ჯერჯერობით, 3 საფეხურიანი პროფესიული კოლეჯი ვიქნებით.

- ამ ეტაპზე რამდენი პროფესიული სასწავლო პროგრამა გაქვთ?

ახლა გვაქვს 12 პროფესია და ესენი ხორციელდება უშუალოდ უცხოელი დონორების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიუჯეტის დაფინანსებით. ასევე არის კომერციული ჯგუფებიც.

- ყველაზე მეტად რომელი პროფესიებია მოთხოვნადი?

ეს გამომდინარეობს ბაზრის მოთხოვნიდან. მაგალითად, სტილისტის, ბანკის მოლარე-ოპერატორის, ბუღალტერის, „BC“ კატეგორიის მძღოლის სპეციალობების შესწავლაზე არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა.

ახლა გთავაზობთ რამდენიმე იმ პროგრამის დაწვრილებით აღწერილობას, რომლებიც საკმაოდ რეიტინგულია ჩვენს ცენტრში. აღსანიშნავია, რომ სწავლის პერიოდში ჩვენი ცენტრის მსმენელებს ემსახურებათ ავტობუსი. მგზავრობის ხარჯებს მთლიანად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ფარავს.

სასწავლო პროცესი სახელობო საგანმანათლებლო პროგრამები

სპეციალობა: ჭრა-კერვა, მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მსუბუქი ტანსაცმლის მკერავი (სწავლების ხანგრძლივობა 1 წელი).

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამის გავლის მსურველს დასრულებული უნდა ჰქონდეს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური.

პროგრამის მიზანია მოამზადოს მსუბუქი ტანსაცმლის მკერავი, რომელსაც ექნება საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. სხვადასხვა ქსოვილისგან დაამზადოს ქალისა და ბავშვის მსუბუქი ტანსაცმელი (კაბა, ბოლოკაბა, კოფთა, ქალის შარვალი); შეასრულოს მარტივი, საშუალო და რთული ოპერაცები მანქანითა და ხელით; შეძლოს პროგრამით გათვალისწინებული ასორტიმენტის გამოჭრა და შეკერვა, შეასრულოს სამუშაოს ხარისხის შემოწმება, სამუშაო იარაღების, აღჭურვილობების, საკერავი და საქარგი მანქანადანადგარების გამოყენება, მოვლა და ტექნიკური ექსპლუატაცია.

სწავლება ითვლება დასრულებულად, როდესაც მიიღწევა პროგრამაში განსაზღვრული სწავლების შედეგები და სტუდენტი აბარებს სპეციალობის მიხედვით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო გამოცდას.

აღნიშნული პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულმა იცის: თანამედროვე ტანსაცმლისადმი წაყენებული მოთხოვნები (ასორტიმენტი), მარტივი და საშუალო სირთულის ოპერაციების შესრულების მეთოდები, მარტივი და რთული დეტალების ტექნოლოგიური პარამეტრები, სამკერვალო დანადგარების, მოწყობილობების, ხელსაწყოიარაღების და ინსტრუმენტების მართვა-გამოყენების და მოვლის წესები, წარმოების, კომპლექსური მექანიზაციისა და ავტომატიზაციის შესახებ ძირითადი ცნობები, სამკერვალო ნაწარმის ცალკეული კვანძების ტექნოლოგიური დამუშავება, მათი აკრეფა და ნაწარმისათვის სრულყოფილი სახის მიცემა, ნაკეთობაზე დეფექტების წარმოშობის მიზეზები და მათი აღმოფხვრის გზები, შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიმართ მოთხოვნები, ქსოვილის ასორტიმენტი, ფიზიკო-მექანიკური თვისებები, თარგის კითხვა, თარგის ნახაზის აგება, კონსტრუირების საფუძვლები, შრომის ჰიგიენა, საწარმოო სანიტარია და უსაფრთხოების წესები, სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები.

სპეციალობა: ქალისა და მამაკაცის სტილისტი (პარიკმახერი) მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ქალისა და მამაკაცის სტილისტი (პარიკმახერი) (სწავლების ხანგრძლივობა 6 თვე).

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე სწავლის მსურველს დასრულებული უნდა ჰქონდეს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური. პროგრამის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას სასწავლო გარემო და პირობები კვალიფიციური სტილისტისთვის საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების შესაძენად.

სწავლება ითვლება დასრულებულად, როდესაც მიიღწევა პროგრამაში განსაზღვრული სწავლების შედეგები და სტუდენტი აბარებს სპეციალობის მიხედვით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო გამოცდას.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულმა იცის: საპარიკმახერო მომსახურების სფერო და მისი ძირითადი ამოცანები, თმის ვარცხნილობის ტრადიციული და თანამედროვე ფორმები და ტექნოლოგია, კლიენტის გარეგნობის დახასიათება, ვარცხნილობის შერჩევის მეთოდები, ინსტრუმენტები და მათი გამოყენების წესები, სალონში გამოყენებული სპეციალური პრეპარატების; ხსნარების, თეთრეულის და სხვა მასალების დანიშნულება და სარგებლობის წესები, კანისა და თმის ფიზიოლოგიის საფუძვლები; თავის კანისა და თმის თვისებები, თმის ძირითადი დაავადებები, თმის ვარცხნილობის სახეები, თმის შეჭრის ტექნოლოგია, თმის დახვევის ტექნოლოგია, თმის შეღებვის ტექნოლოგია, თმის შრობის მეთოდები, უსაფრთხო მუშაობის წესები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობები, შესაბამისი ინსტრუმენტებისა და მასალების გამოყენება უსაფრთხოების ნორმებისა და ჰიგიენის წესების დაცვით, თმის დაბანა და მასაჟი, თმის ვარცხნილობის შერჩევა კლიენტის ინდივიდუალურ თავისებურებათა მიხედვით, თმის შეჭრა, თმის დავარცხნა; თმის გაშრობა, თმის გასწორება, თმის დახვევა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, თმის შეღებვა სხვადასხვა მეთოდებით; თმის გაუფერულება, მელირება და შერბილება, შინიონის, პარიკის რეცხვა, წმენდა, შეჭრა, დახვევა, შეღებვა, დავარცხნა, წვერ-ულვაშის შესწორება, კლინეტთან ურთიერთობისას მომსახურებისა და პროფესიული ეთიკის წესების დაცვა.

სპეციალობა: ფერმერი მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფერმერი (სწავლების ხანგრძლივობა 2 წელი).

0x01 graphic

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე სასწავლებლად დაიშვება პირი, რომელსაც დასრულებული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური. პროგრამის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას სასწავლო გარემო და პირობები ფერმერისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაძენად. მოამზადოს ფერმერი, რომელიც ახორციელებს ყველა იმ სამუშაოს, რომელიც წარმოიქმნება ერთ კონკრეტულ სასოფლო-სამეურნეო საწარმოში (მარცვლეული, სიმინდი, ზეთოვნები, კარტოფილი, ბოსტნეული, საკვებწარმოება, მესაქონლეობა, მეღორეობა, მეცხვარეობა, მეფრინველეობა და სხვა), ახდენს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, პირველად გადამუშავებას და გასაღებას, გეგმავს და ახორციელებს პატარა და საშუალო ზომის საწარმოებაში მიმდინარე პროცესებს ეკონომიკური, ეკოლოგიური ფაქტორების და შრომითი რესურსების გათვალისწინებით. საკუთარი წარმოების მოწყობას ახდენს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და ხარისხის შესაბამისად.

პროგრამა განსაზღვრავს ფერმერის მომზადებისთვის აუცილებელ პირობებსა და სწავლების შინაარსს. სწავლა ითვლება დასრულებულად, როდესაც მიიღწევა პროგრამაში განსაზღვრული შედეგები და სტუდენტი აბარებს სპეციალობის მიხედვით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო გამოცდას.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული უნდა ფლობდეს შემდეგ ცოდნას:

მემცენარეობა: მცენარეთა კვება, მცენარეთა სელექცია და გენეტიკა, კულტურული და სარეველა მცენარეების სისტემა, მცენარეთა დაავადებებისა და პარაზიტების ბიოლოგია, მოსავლის აღების, პროდუქციის პირველადი დამუშავების ტექნოლოგია. მეცხოველეობა: შინაური ცხოველებისა და ფრინველების ანატომია და ფიზიოლოგია, შინაური ცხოველებისა და ფრინველების დაავადებები და პარაზიტები, ცხოველური საკვების ნიშან-თვისებები და კვების ტექნოლოგია, მოსაშენებელი შინაური ცხოველებისა და ფრინველების სელექცია და რეპროდუქცია, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის პროდუქტების პირველადი დამუშავების ტექნოლოგია.

ტექნიკა და მექანიზაცია: გადაადგილების საშუალებების ჯგუფები, საკვებწარმოებისა და საწველი აპარატურა, სასოფლოსამეურნეო ტექნიკის მოვლისა და რემონტის ღონისძიებები.

კურსდამთავრებულმა ასევე უნდა იცოდეს: შრომითი ურთიერთობის, გარემოს დაცვის, სასოფლოსამეურნეო საქმიანობის, პროფესიული ეთიკისა და ზოგადიბიზნესეთიკის მარეგულირებელი სტანდარტები და ნორმები, საკვების უსაფრთხოება და ხარისხის მოთხოვნები, საწარმოო სანიტარიისა და შრომის ჰიგიენის საკითხები, ინდივიდუალური დამცავი საშუალებები და მათი გამოყენების წესები, პირველადი სამედიცინო დახმარების წესები, სამშენებლო მასალები, საწარმოო შენობა-ნაგებობების ფუნქცია, გეგმირება და მოწყობა, ფერმის აღჭურვილობა და ჰიგიენა.

სპეციალობა: ფართო პროფილის ტრაქტორისტ-მემანქანე, მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფართო პროფილის ტრაქტორისტ-მემანქანე (სწავლების ხანგრძლივობა 1 წელი).

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო, საშუალო, უმაღლესი განათლება.

პროგრამის მიზანია მოამზადოს ფართო პროფილის ტრაქტორისტ-მემანქანე, რომელსაც ეცოდინება ტრაქტორების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების აგებულება, რემონტი, ტექნიკური მომსახურება და მუშაობის პრინციპი.

პროგრამის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებული ფლობს შემდეგ ცოდნას და უნარებს: ტრაქტორის აგებულების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების აგებულების, სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების, მექანიზირებული სამუშაოების ორგანიზაცია ტექნოლოგიის, ტრაქტორების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების ტექნიკური მომსახურების და რემონტის, მოძრაობის წესების, ტრაქტორების უსაფრთხო მართვის საფუძვლების და მოძრაობის უსაფრთხოების.

სპეციალობა: ავტომობილის შემკეთებელი მექანიკოსი, მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ავტომობილების შემკეთებელი მექანიკოსი (სწავლების ხანგრძლივობა 1 წელი).

0x01 graphic

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: - საბაზო ან სრული საშუალო განათლება. პროგრამის მიზანია მოამზადოს ავტომობილების შემკეთებელი მექანიკოსი, რომელსაც შეეძლება საავტომობილო ტექნიკის დაზიანების დიაგნოსტიკა, დეტალების შეცვლა და სამაგრი სამუშაოების შესრულება.

0x01 graphic

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული უნდა ფლობდეს შემდეგ ცოდნას და უნარებს: ავტომობილების მოწყობილობა და ტექნიკური მომსახურება, კვანძებისა და აგრეგატების მონტაჟისა დადემონტაჟის თანმიმდევრობა, რემონტის მოწყობილობები, სარემონტო დანადგარების სქემატური ნახაზები, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა, უსაფრთხოების ნორმები შეკეთების პროცესის შესრულებისას, შრომის დაცვისა და ეკოლოგიური ცოდნის საფუძვლები.

პრაქტიკული უნარ-ჩვევები: დამოუკიდებლად მოახდინოს ტექნიკის დაზიანების დიაგნოსტიკა, ტექნიკური მომსახურების დროს გაცვეთილი დეტალების შეცვლისას ხრახნული შეერთებების სამაგრი სამუშაოების შესრულება, მარტივი საზეინკლო სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულება, აგრეგატების და ელექტრომოწყობილობების აწყობა, აგრეგატების, კვანძების და საშუალო სირთულის მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების, რემონტის, აწყობის, რეგულირებისა და გამოცდის შესრულება, ავტომობილის ტექნიკური მომსახურება და შეკეთება.

0x01 graphic

სპეციალობა: შენობა-ნაგებობების ელ. მემონტაჟე, მისანიჭებელი კვალიფიკაცია: შენობა-ნაგებობების ელ. მემონტაჟე (სწავლების ხანგრძლივობა 5 თვე).

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ზოგადი განათლების საბაზო ან სრული საშუალო განათლება. პროგრამის მიზანია მოამზადოს ელექტრიკოსი, რომელსაც შეეძლება პროექტისა და სამშენებლო წარმოების პროცესებით გათვალისწინებული წესების მიხედვით ელ. სამონტაჟო სამუშაოების შესრულება, ელ. ქსელების ელ. დანადგარების, ელ. მოწყობილობებისა და აპარატურის მონტაჟი, შესასრულებელი სამუშაოს მომზადება და კონტროლი.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული ფლობს შემდეგ ცოდნას და უნარებს: ელექტრული წრედისა და ქსელის ნახაზების წაკითხვა და სამუშაო გრაფიკის შემუშავების, ელ. სამონტაჟოს მასალების და ნაკეთობების შერჩევა, მათი სამუშაოდ მომზადების, ინსტრუმენტების და მოწყობილობების მომზადება და ექსპლუატაციის წესების, მასალების მომზადება ელ. სამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად. ელ. გამტარების შერჩევა-მომზადების, ელ. სამონტაჟო სამუშაოებში გამოყენებული მასალების სახეობის თვისებების და დანიშნულების, ტექნიკის მოწყობილობებისა და მასალების შეძენის წყაროების განსაზღვრის, გამშვები და მარეგულირებელი მოწყობილობების, მცველების, კონტრაქტორებისა და კონტროლერების კონსტრუქციის და დანიშნულების, მაღალი და დაბალი ძაბვის სადენების შეცვლის, გადაბმისა და რჩილვის ხერხების და საშუალებების, შენობებში მიწის ქვეშ და კიდურ გვარლებზე კაბელების გაყვანის წესების, უნივერსალური და სპეციალური სამარჯვების, მარტივი და საშუალო სირთულის საკონტროლო მზომი ინსტრუმენტების მოწყობილობის, ელ. მაგნიტური, მაგნიტოელექტრული და ელ. დინამიკური სისტემების და ხელსაწყოების სქემების, შრომის კანონმდებლობის, შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების.

პრაქტიკული უნარები: სამუშაო ადგილის მომზადება შენობაში და შენობის გარეთ, ყველა სახის ელ. სამონტაჟო სამუშაოების შესრულების, საწარმოო სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის გამოყენების, სამონტაჟო და ტექნიკური მომსახურების გაწევის, ელ. მანქანებისა და ელ. აპარატურის დაშლის, საშუალო რემონტის, აწყობის, დაყენების და დაცემენტების, ელ. ქსელების, ელ. დანადგარების, ელ. მოწყობილობებისა და აპარატურისმონტაჟის, შესასრულებელი სამუშაოს მომზადების და კონტროლის, დიდი ჯგუფური ფარებისა და ელ. მოწყობილობების და აგრეთვე ელ. ხელსაწყოებისათვის საჭირო რთული ლითონ კონსტრუქციების დამზადების, დამონტაჟების და დაყენების, ნახაზების მიხედვით ძალური და განათების ელ. გაყვანილობების მონიშვნის, ქსელისთვის ელ. მრიცხველების დაყენების და მიერთების, 5-ზე მეტი სანათებიანი ნათურების დაყენების.

მოკლევადიანი გადამზადების პროგრამები

სპეციალობა: პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელოპერატორი (სწავლების ხანგრძლივობა 3 თვე).

პროგრამაზე მიღების წინაპირობა: მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც გააჩნია დაკვირვებულობა, საკუთარი საქმიანობისა და დამახსოვრების უნარი, აქვს საბაზო ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორის კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს კომპიუტერის არქიტექტურა, ოპერაციული სისტემები და საოფისე პროგრამები (Microsoft word, excel, powerpoint, access, publisher) ინტერნეტ სერვისის გამოყენება. კურსი სტუდენტს აძლევს პროფესიულ საქმიანობაში პერსონალური კომპიუტერის გამოყენებისთვის საჭირო თეორიულ განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

0x01 graphic

პარალელურად, აღნიშნული კურსის მიზანია სტუდენტს ზოგადი მოდულის ფარგლებში, შეასწავლოს თანამედროვე სპეციალისტისათვის საჭირო ზოგადი უნარ-ჩვევები როგორიცაა: სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები, შრომის და უსაფრთხოების დაცვის საკითხები, ლოგიკური აზროვნება და ელემენტალური მათემატიკა, საქმიანი ურთიერთობის კულტურა და ინგლისური ენა.

შედეგი: კურსის დამთავრებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კურსდამთავრებული მიიღებს პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორის კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

კურსდამთავრებული არის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია: სწორად შეარჩიოს კომპიუტერის კონფიგურაცია და მოაწყოს სამუშაო გარსი, კვალიფიციურად და ეფექტურად იმუშაოს ზოგადი დანიშნულების საოფისე სისტემაში: ტექსტურ რედაქტორთან და ელექტრონულ ცხრილებთან, ინტერნეტის საშუალებით მოიპოვოს სასურველი ინფორმაცია და ისარგებლოს ელექტრონული ფოსტით, შექმნას სხვადასხვა სახის საპრეზენტაცო დოკუმენტები, აპროექტოს და შექმნას მარტივი სახის ვებგვერდები, ექნება შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დააპროექტოს და შექმნას მონაცემთა ბაზა, შეძლებს სამომხმარებლო პროგრამების ინსტალაციას.

სპეციალობა: „BC“ კატეგორიის მძღოლი, მისანიჭებელი კვალიფიკაცია: „BC“ კატეგორიის მძღოლი (სწავლების ხანგრძლივობა: 3 თვე).

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საშუალო, უმაღლესი განათლება. პროგრამის მიზანია მოამზადოს „BC“ კატეგორიის ავტომძღოლი. პროგრამის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებული უნდა ფლობდეს: მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მართვას.

საწარმოო პრაქტიკა

პრაქტიკის ძირითადი დანიშნულებაა პროფესიული ჩვევების გამომუშავებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით წარმოების პირობებში სწავლების გაგრძელება. პროფესიული სწავლების ცენტრი პროფესიულ სტუდენტს თეორიული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ უშვებს პრაქტიკაზე, რომლის ხანგრძლივობა 60 აკადემიური საათია. პრაქტიკის მსვლელობის დროს სტუდენტი პრაქტიკულად ახორციელებს თავის თეორიულ ცოდნას, ასევე მას უმუშავდება პროფესიული უნარ-ჩვევები.

საწარმოო პრაქტიკის გასავლელად სტუდენტი იგზავნება კერძო სტრუქტურებში, სახელმწიფო ორგანიზაციებში. საწარმოო პრაქტიკაზე შეიძლება გაგზავნილ იქნას სტუდენტთა ჯგუფი ან ცალკეული სტუდენტი. საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელებად ინიშნება გამოცდილი სპეციალისტი პრაქტიკის ობიექტიდან. პრაქტიკის მსვლელობის დროს პრაქტიკანტი აწარმოებს პრაქტიკის ანგარიშს, სადაც პრაქტიკის ხელმძღვანელი დეტალურად ასახავს პრაქტიკანტის პროფესიულ უნარ-ჩვევებს, პასუხისმგებლობას დავალებული სამუშაოების მიმართ. პრაქტიკის ხელმძღვანელისგან პრაქტიკანტი ღებულობს შეფასებას (ჩათვლა/არ ჩათვლა), რის შემდეგაც სტუდენტს აქვს უფლება გამოცხადდეს საკავლიფიკაციო გამოცდაზე.

12 საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლი“

▲back to top


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოამზადა საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლი”, რომლის მიზანია, საქართველოში ხელისუფლებისათვის დე ფაქტო უკონტროლო ტერიტორიებზე, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების და მასზე უფლებების აღრიცხვის განხორციელება. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მომზადდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელიც მოიწონა საქართველოს მთავრობამ და გამოქვეყნდა 14.02.06წ. №124 ბრძანებულების სახით.

1) № 124 ბრძანებულების რეალიზაცია შესაძლებლობას აძლევს იძულებით გადაადგილებულ პირს-დევნილს და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის და ფორმის შესაბამისად მოახდინოს უკონტროლო ტერიტორიებზე კუთვნილი უძრავი ქონების დეკლარირება, მასზე უფლების აღრიცხვის მიზნით.

2) დეკლარაციაში მითითებული მონაცემები გამოყენებული იქნება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონის გეოინფორმაციული სისტემების შესაქმნელად, ამავე მიზნით განხორციელდება აღნიშნული ტერიტორიების თანამგზავრული ფოტო გადაღებები.

3) „დევნილთა“, პოტენციურ ინვესტორთა (აფხაზეთსა და ცხინვალში ტრანზაქციის განხორციელებით დაინტერესებულთა) და საზოგადოების დროულად ინფორმირების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ზემოაღნიშნული ინფორმაცია განთავსდება ინტერნეტში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ვებგვერდზე www. chemisaxli.gov.ge www.mra.gov. ge

4) ამ ამოცანის განსახორციელებლად სამინისტროში შექმნილია უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველო, რომელსაც უშუალოდ დაევალა ამ პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობა.

შედეგები

ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების და მასზე უფლებების აღწერა, შესაძლებლობას მოგვცემს დავაზუსტოთ უძრავ ქონებაზე საკუთრების მოთხოვნის უფლების მქონე „პირთა“ ვინაობა (პირები, რომლებიც ბინადრობის/სარგებლობის უფლებით ფლობდნენ უძრავ ქონებას) და დავიცვათ მათი სამოქალაქო უფლებები. დავადგენთ საქართველოს კანონის შესაბამისად მუდმივი საცხოვრებლი ადგილიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ვინაობას და ზუსტ რაოდენობას. არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქუჩების სახელებისა და სახლების ნომერაციის შეცვლა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების შესახლება. შემდგომში უძრავ ქონებაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან დაუსრულებელი სამოქალაქო დავების თავიდან ასაცილებლად, სამინისტრო თავის ვებგვერდზე გეოინფორმაციული სისტემის გამოყენებით განათავსებს და მიუთითებს იმ სახლებისა და ბინების ჩამონათვალს, რომლებიც ეკუთვნით „დევნილებს“ ან სხვა „პირებს” და გამოაცხადებს „ნაალაფარად“, „ტროფეინად“. გეოინფორმაციულ სისტემაში განთავსებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში, როგორც ზუსტი, საჭირო და ინფორმაციის მიღების დროული საშუალება. რაც უტყუარი დოკუმენტალური და თვალსაჩინო დადასტურება იქნება, რომ დევნილთა უძრავ ქონებას იტაცებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ამ ტერიტორიებზე სრულფასოვანი მოქალაქის სტატუსით სარგებლობენ. ამავე დროს აღნიშნულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების აღწერა შესაძლებლობას მოგვცემს „დევნილებს“, საქართველოს მოსახლეობის ყოველმხრივ მოწყვლად, დაუცველ ფენას აღმოვუჩინოთ სრულყოფილი სამართლებრივი და სხვა სახის საჭირო დახმარება თავიანთ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

პრიორიტეტი

საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტებია: თანამგზავრული ფოტო გადაღება, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონის სამეცნიერო-ტექნიკური არქივის შექმნა, სახელმწიფოს და სხვა უძრავი ქონების აღრიცხვა; უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოთხოვნის მქონე „პირების“ გამოკვეთა, შემდგომში პრივატიზაციის პროცესის მოსამზადებლად, ვინაიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე და ცხინვალის რეგიონში პრივატიზაცია არ ჩატარებულა და საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია ამ ეტაპზე შესაძლებლობა, რომ ადგილზე საინვენტარიზაციო კომისიის გასვლით მოახდინოს უძრავი ქონების პარამეტრების იდენტიფიცირება და მისი სრულფასოვანი რეგისტრაცია, ხოლო რუსეთის სამშვიდობო ძალები ვერ უზრუნველყოფენ ამ ქონების ხელშეუხებლობას. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გეოინფორმაციული სისტემის შექმნა.

მიმართულების დასაბუთება

სახელმწიფოს და სხვა „პირთა“ უძრავ ქონებას უკანონოდ ეუფლებიან სხვა „პირები“, ცდილობენ შეცვალონ შენობანაგებობების განლაგებები, ქუჩებს უცვლიან სახელს, სახლებს ნომერაციას და ექსტერიერს, რათა კანონიერ მეპატრონეს ან მის მემკვიდრეს გაუჭირდეს თავისი უფლების დამტკიცება თავის უძრავ ქონებაზე. მრავალი წლის განმავლობაში მიტოვებულ, მოუვლელ, გადამწვარ, დანგრეულ კარმიდამოს ნარ-ეკალმა გადაუარა და მტვერი დაედო, ასე რომ იქ გაზრდილ ადამიანსაც კი გაუჭირდება მისი ამოცნობა არა თუ მის შთამომავლებს, ამავე დროს დარჩენილი ქონება მიიტაცეს და დაეპატრონენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც მრავალჯერ გაასხვისეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანზე.

განხორციელების სავარაუდო ვადები

პრეზიდენტის 14.02.06წ. № 124 ბრძანებულების განსახორციელებლად გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოები (დეკლარირების პროცესი თანამგზავრული ფოტოსურათების გადაღება, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის რუკების დამზადება, საინფორმაციო ხასიათის სარეკლამო სამუშაოები, მოხელეთათვის და ჟურნალისტთათვის ტრენინგების ჩატარება და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება) ჩატარდება 1-1,5 წლის განმავლობაში. ხოლო ძირითადი სააღრიცხვო სამუშაოები ინტენსიურად განხორციელდება 2-2,5 წლის მანძილზე. ცხინვალის რეგიონში დასადგენი იქნება 5000-მდე საცხოვრებელი სახლის მეპატრონე, ვინც დატოვა თავისი უძრავი ქონება და 100- მდე სახელმწიფოს მსხვილი სამრეწველო და სხვა ობიექტები.

საბოლოო შედეგები

საქართველოს კანონმდებლობის ფაქტობრივი აღდგენისას აფხაზეთის ტერიტორიასა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ სამართლებრივად გამართული და უძრავი ქონების ტექნიკურად შეძლებისდაგვარად დაზუსტებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები ქართულ და აგრეთვე აფხაზურ ენებზე (აფხაზეთში), რის საფუძველზეც დარეგულირდება ქონებრივი საკითხები და განხორციელდება „დევნილთა“ განსახლება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში. განხორციელდება „დევნილთა“ მონაცემთა ბაზის სრულყოფა: რეაბილიტაციის, რეპატრიაციისა და ინტეგრაციის მრავალმხრივი პროგრამების საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად შედგენის მიზნით. აგრეთვე გამოიკვეთება სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება და მხარის აღორძინების პერსპექტიული გეგმა საკურორტო და სხვა საწარმოო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.

შეფასების კრიტერიუმები

აფხაზეთის ტერიტორიასა და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების საკუთრებაზე მოთხოვნის უფლების მქონე „პირები” მიიღებენ უძრავ ქონებაზე „სააღრიცხვო მოწმობას” და დანართს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გეგმას. პროგრამის ეფექტურობა შეიძლება შეფასდეს დევნილებზე და სხვა „პირებზე” გაცემული „სააღრიცხვო მოწმობის” სერტიფიკატების და თან-დართული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გეგმის რაოდენობით. სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტების აღწერის და აღრიცხვის რაოდენობით.

გასატარებელი ღონისძიებები

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავი ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა განხორციელების წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, 14.02.06.წ. N124 ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსთვის განისაზღვრა საჭირო ღონისძიებების გატარება და „წესის“ შემუშავება.

ბრძანებულებით გათვალისწინებული „წესის“ შესაბამისად, დევნილებმა და სხვა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალურ და რეგიონულ ორგანოებს, სადაც ისინი მიიღებენ უძრავი ქონების აღრიცხვის „დეკლარაციებს“ დეკლარაციას, ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან შეთანხმებით, ავსებს დევნილი, რომლის სახელზეც, ყველა პროცედურის გავლის შემდგომ, აღირიცხება და გაიცემა უძრავი ქონების „სააღრიცხვო მოწმობა.

დევნილი მიუთითებს: საცხოვრებელი სახლის/ბინის ზუსტ მისამართს და ტელეფონის ნომერს, დაბადების ადგილს და დროს, განთლებას, პროფესიას და სამუშაო ადგილს დევნილობამდე. უძრავი ქონების ზუსტ მისამართს და დანიშნულებას (საცხოვრებელი ბინა/სახლი, კომერციული ფართობი), რომელიც მას ჰქონდა დევნილობამდე. არაბული რიცხვებით აღნიშნავს ბინის ფართობს და სახლზე გაპიროვნებული მიწის ნაკვეთის ოდენობას, აგრეთვე სიტყვიერად აღნიშნავს შენობის და მიწის ნაკვეთის ფართობს.

ტოპოგრაფიულ რუკაზე საცხოვრებელი სახლის/ბინის ადგილმდებარეობის ზუსტად დადგენის და მიწის საკადასტრო რუკის დამზადების მიზნით, დევნილი, რამდენადაც მისთვის ცნობილია, აღწერს უძრავი ქონების მდგომარეობას (დამწვარია, დანგრეულია, სახურავი აქვს გადახდილი, ნაწილობრივ დანგრეულია და ა.შ.), აგრეთვე ასახელებს მისი სახლის ფაქტობრივ მფლობელს (თუ არის მისთვის ცნობილი). შემდგომ დევნილი ჩამოთვლის სახლის თანამობინადრეებს, საკუთარი ოჯახის წევრებს, ვინც ცხოვრობდა მასთან ერთად ან იცხოვრებს დაბრუნების შემდგომ (მეუღლე, შვილები და მათთან ერთად მუდმივად მცხოვრები სხვა პირები). დევნილმა ან დეკლარაციის შემვსებმა პირმა უნდა წარმოადგინოს უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტისა (ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც) და პირადობის მოწმობის ქსეროასლები.

  • ბინის ორდერი

  • მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმა

  • ანდერძი

  • არქიტექტურული პროექტი

  • ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება

  • სასამართლოს გადაწუვეტილება

  • სსრკ პასპორტში ჩაწერის გვერდი

  • საბინაო წიგნიდან ამონაწერი

  • სოფლის საკომლო წიგნიდან ამონაწერი

დევნილი, რომელსაც არ გააჩნია უძრავ ქონებაზე ბინადრობის/ სარგებლობის არანაირი დოკუმენტი, ან დევნილის მიერ უფლებამოსილი პირი, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელს შეიტანს უფლებამოსილ სასამართლოში. უძრავ ქონებაზე სარგებლობა/ ბინადრობის უფლების დადასტურების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს საფუძველს, უძრავი ქონების სარგებლობის/ბინადრობის დამადასტურებელი „სააღრიცხვო მოწმობის“ გასაცემად.

დევნილი ან სხვა მოქალაქე, რომელიც შეავსებს დეკლარაციას, წარმოადგენს ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ქსეროასლს და უძრავი ქონების სარგებლობის/ბინადრობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მიიღებს უძრავი ქონების „სააღრიცხვო მოწმობას“ (აფხაზეთიდან დევნილი აგრეთვე აფხაზურ ენაზე)., რომელსაც მობინადრე/მოსარგებლე, საქართველოს პრეზიდენტის N255 ბრძანებულების შესაბამისად, 2006 წლის 1 ნოემბრის შემდგომ წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში პირველადი რეგისტრაციისათვის. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონება საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნება მოქალაქის კერძო საკუთრებად.

ყველა ეს პროცედურა დევნილთათვის უფასოა, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დონორი ორგანიზაციებიდან.

გთხოვთ, იხილეთ თანდართული დეკლარაციის ნიმუში ფოტოს სახით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: 0177 თბილისი. თამარაშვილის ქუჩა 15ა.

ტელ.: (+995 32) 31 13 38 (+995 32) 37 48 98. e-mail: irakli@chemisakhli.gov.ge

13 ხელისუფლებისგან ყოველთვის მეტს მოითხოვენ და სავსებით სწორადაც

▲back to top


0x01 graphic

ინტერვიუ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიასთან.

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით მაღალია დევნილთა კონცენტრაცია. ეს, ბუნებრივია, ართულებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ამოცანებს. რა სირთულეებია ეს, თუ უფრო დავკონკრეტდებით?

- მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დევნილთა ხარჯზე ფაქტობრივად გაორმაგებულია. ეს წარმოშობს სხვადასხვა, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემებს. უფრო მწვავედ დგას განსახლების, დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური სერვისების, სასოფლოსამეურნეო მიწების სიმწირის საკითხები. ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობის დიდი წილი დევნილთა ინტეგრაციისათვის, მათი თვითრეალიზაციის პირობების შექმნისთვის, რაც დამატებით რესურსებს მოითხოვს. ყოველივე ამას ერთვის უშუალო სიახლოვე ოკუპირებულ ზონასთან, დევნილთა მიმოსვლის გაძნელება გალსა და ზუგდიდს შორის. პრობლემები, რომლებიც პერმანენტულად ექმნება ე.წ. გალის „დაბალ ზონაში“ თავისი რისკის ფასად გადასულ მოსახლეობას, ჩვენს რეაგირებას მოითხოვს. მიმოსვლის გაძნელებამ კიდევ უფრო დაამძიმა იმ ოჯახების მდგომარეობა, რომლებიც წლების მანძილზე საზრდოობდნენ გალში აღდგენილი შინამეურნეობიდან გადმოტანილი სურსათით. აგვისტოს ომის შემდეგ ამ საარსებო წყაროს გადაკეტვამ მკვეთრად გაზარდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ დევნილთა ოჯახების რაოდენობა ზუგდიდში. თავისი წილი პასუხისმგებლობა მათი ბედისთვის თავის თავზე უნდა აიღოს ადგილობრივმა თვითმმართველობამაც, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა ადგილზე, რაც არ არის იოლი.

ყველა ზუგდიდელის გულის ტკივილია, რომ ამდენი დევნილი გვყავს. ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს, მათ შორის მეც, თავისი სისხლი და ხორცი ჰყავდა იქ, თავისი სანათესაო, ჭირისა და ლხინის გამზიარებელი. მათი ასეთ დღეში ჩავარდნით ბევრ ჩვენგანს საყრდენი გამოეცალა. ისინი, ვინც ხელის შემშველებლად გვეგულებოდა ადრე, ახლა თავად გახდა საყრდენის მაძიებელი. ძნელია თუნდაც შორიდან უყურო მათ გაჭირვებას, ისინი კი ამდენი ხანია უძლებენ სტრესებს, შოკს, ტკივილს, იმყოფებიან გაუსაძლის გაჭირვებაში. რა უფლება გვაქვს ჩვენ ადამიანურადაც და თანამდებობრივადაც „შევწუხდეთ“ მათი მოსმენით, „დავიღალოთ“ მათი პრობლემებისაგან. საწუხარი ის არის, რომ არსებობს საკითხები, რომელთა გადაჭრა ჩვენს ძალებს აღემატება. მერწმუნეთ, ეს დიდი დისკომფორტია ხელისუფლებისთვისაც, ვისგანაც ყოველთვის მეტს მოელიან და მოითხოვენ და სავსებით სწორადაც.

- დღეს განსაკუთრებით აქტუალურია დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხი. სახელმწიფოს სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს დევნილთა მხრიდან უამრავი პრეტენზია მოჰყვა, შორს რომ არ წავიდეთ, ფოცხო - ეწერის მაგალითიც კმარა...

- მე კარგად ვიცნობ ამ პრობლემას, როგორც კი ეს ამბავი მოხდა, რამდენიმე დღეში 50 ახლად ჩასახლებული, მოხუციცა და ბავშვიც, ქალიცა და კაციც უთენია აქ დამხვდა, სამდივნოში. ეს იყო რამდენიმე ღამის უძინარი, გაღიზიანებული, გაურკვეველი მომავლის შიშით შეპყრობილიხალხი. ჩვენ ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა... ადამიანურად მესმის მათი, იოლი არ არის ყველაფრის თავიდან დაწყება, ავად თუ კარგად თავი გაჰქონდათ. დიდ ქალაქში სამუშაოს, თუნდაც შემთხვევითის, მოძიებაც უფრო რეალურია. ბავშვები მოსწყდნენ სკოლას, სტუდენტები - სასწავლებელს, არც ის არის სასაყვედურო, რომ ისინი სოფლურმა გარემომაც დააფრთხო. ახალი თაობა გაიზარდა, თბილისი მათთვის მშობლიური ქალაქი გახდა. არ არის იოლი, მოულოდნელად სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდე, რაც უნდა კეთილგანწყობილი იყოს ის შენს მიმართ.

- მაგრამ ფიქრისა და მზრუნველობის კვალი აქ მხოლოდ შეთეთრებულ და მოპირკეთებულ კედლებს აჩნდა, არავის უფიქრია, რით უნდა გაეტანა ამ ხალხს თავი თუნდაც მეორე - მესამე დღეს... იქნებ, ამიტომ გაჩნდა შეგრძნება, რომ ეს სახლები მათთვის კი არა, სხვების დასანახად გაალამაზეს...

- ვერ დაგეთანხმებით, დაბის განაშენიანების გეგმაში ჩადებულია საბავშვო ბაღების, სკოლის, ამბულატორიის, სავაჭრო ობიექტების გახსნაც და ტრანსპორტის საკითხის მოგვარებაც. სანამ მოსახლეობისგან დაიცლებოდა, ეს ყველაფერი ამ დაბაში იყო და იქნება კიდეც. ფოცხოში სამასზე მეტი ოჯახის ადგილია, როგორ ფიქრობთ, შეძლებს ვინმე ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე, ცარიელი კედლების ამარა დატოვოს ამდენი ხალხი, თუნდაც ბავშვები - სკოლის გარეშე?

- ოდესმე შეიძლება ასეც მოხდეს, ბოლოს და ბოლოს მათი რაღაც ნაწილიც შეძლებს ალღო აუღოს სიტუაციას და თავად მიხედოს თავის ცხოვრებას, მაგრამ ეს პერსპექტივაში. ეს ადამიანები კი ახლა, ამ კონკრეტულ დროში აღმოჩნდნენ აქ, მათ კი ელემენტარულად შუქი, წყალი და პური არ დაახვედრეს ექვს კილომეტს აქეთ.

- თქვენ, რა თქმა უნდა, უტრირებას ახდენთ, შუქიცა და წყალიც გაყვანილი იყო, ბინებში სადენების შეყვანას სულ რამდენიმე დღე სჭირდებოდა. თუმცა, ალბათ, სჯობდა, ხალხის გადმოყვანა თუნდაც ამ რამდენიმე დღით გადაგვედო, ცოტა მეტი გვემუშავა მათთან. რამდენიმემ მითხრა, რომ აქაურობა სხვაგვარი წარმოედგინა, ზოგს გაცილებით უკეთესი, ზოგს გაცილებით უარესი. რაკი სათანადოდ ვერ აუხსნეს, რას სთავაზობდნენ აქ ახლა და პერსპექტივაში, ბევრი წინასწარ განეწყო ცუდად, რასაც იძულებით გამოსახლების თანმხლები პრობლემებიც დაემატა, თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ. ახლა სიტუაცია რამდენადმე გამოსწორდა, თუმცა არის ობიექტური გარემოებები, რომელთა შეცვლა ამ ეტაპზე ჩვენ არ არ ძალგვიძს - სამუშაო ადგილები ასე უცებ არ ჩნდება არ ჩნდება ფოცხოში, მისი სპეციფიკური რელიეფის გამო. არც თავისუფალი მიწის ნაკვეთებია, ამიტომ ახალმოსახლეთა ერთი ნაწილი ისევ თბილისში დაბრუნდა, ალბათ ქირით იცხოვრებს და საარსებო წყაროსაც ისევ ჩვეულ ადგილებში მოიძიებს, თუმცა ბინებზე უარი არავის უთქვამს, ზოგმა ოჯახი დატოვა აქ, ზოგმა კარი ჩაკეტა, მაგრამ, როგორც ამბობს, დაბრუნებას აპირებს. სხვათა შორის, ფოცხო-ეწერის დასახლება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც კარგი მაგალითი იყო. მსგავსი პრობლემები შეიძლება შეიქმნას ზუგდიდის იმ კოლექტიურ ცენტრებში, რომელთა რეაბილიტაცია და დაკანონება გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება, - ზოგი კერძო მფლობელობაშია, ზოგი ავარიული. ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენი შეთავაზებები შესაძლებლობის ფარგლებში მისაღები იყოს დევნილებისთვის, თუმცა ეს ობიექტურად ძალზე რთულია და ისინიც უნდა დაფიქრდნენ, რა შესაძლებლობები არსებობს, სანამ კატეგორიულად გვიკარნახებდნენ პირობებს.

- ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადგილობრვი ხელისუფლება თავადაც არ არის სათანადოდ ინფორმირებული დევნილთა განსახლების პროცესის შესახებ. გაქვთ თუ არა და რამდენად გასცემთ ინფორმაციას იმ კოლექტიურ ცენტრებთან დაკავშირებით, რომელთა ბინადრები ხშირად სრულ გაურკვევლობაში არიან. რა მოელით, რჩებიან თუ გადადიან სხვა ადგილებში, თუ გადადიან, სად და . . იქნებ, პრობლემა იმაშია, რომ გეგმა დეტალურად არ არის გაწერილი და ყველაფერი სტიქიურად, სპონტანურად მიმდინარეობს.

- ადგილობრივ თვითმმართველობას ზოგჯერ მართლაც არა აქვს დაუყოვნებელი პასუხი ყველა კითხვაზე, რომელსაც დევნილები სვამენ. თავის დროზე პრივატიზებაც არ ჩატარებულა ხარვეზების გარეშე, ყველაფერს გარკვევა, გადამოწმება სჭირდება, კანონს ვერც კერძო მფლობელის მიმართ დაარღვევ, ყველაფერი შესწავლის, მოლაპარაკების საგანია. განსახლების საკითხები ცენტრში წყდება, ამ პროცესს ცენტრალური სტრუქტურები უდგანან სათავეში, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან და ვიცით, რომ სპონტანურობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ეს არის ძალიან დიდი სამუშაო, არაერთგვაროვანი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ობიექტურ, პროგნოზირებულ გარემოებებთან და ზოგჯერ გაუთვალისწინებელ დაბრკოლებებთანაც, რომელთა დაძლევა გარკვეულ დროს მოითხოვს. პასუხს ზოგჯერ ვაყოვნებთ იმიტომაც, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციის გაცემისგან თავს ვიკავებთ, ასეც ვუხსნით ხალხს, მაგრამ უკმაყოფილონი მაინც გვრჩებიან, ეს ბუნებრივია, გასაგებია ჩვენთვის.

- თქვენი გადმოსახედიდან, როგორ მიმდინარეობს დევნილთა განსახლების პროცესი ზუგდიდში, რა სტადიაში ვართ და რა იგეგმება უახლოეს პერიოდში?

0x01 graphic

- დასრულდა დევნილთა მსხვილი დასახლებების რეაბილიტაცია ჭკადუაშში, ზედა ეწერში, ოქტომბერში, ფაიფურის დასახლებაში. დასრულების სტადიაშია ინგირში, რუხში და ქალაქად თუ სოფლად მდებარე ბევრ სხვა კოლექტიურ ცენტრში, ეტაპობრივად გრძელდება სხვაგანაც. ამ მშენებლობის მასშტაბებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტში 220-ზე მეტი დიდ-პატარა ასეთი ცენტრია, ბუნებრივია, ყველა საკითხი ერთბაშად ვერ გადაწყდება, მაგრამ არც დრო იცდის და არც დევნილთა მოთმინებაა უსაზღვრო. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ერთ ძალზე მნიშვნელოვან პროექტზე - ზუგდიდში იგეგმება საცხოვრებელი კვარტლის აშენება, რომელიც ბევრ დევნილ ოჯახს მოუხსნის საბინაო პრობლემას. თუმცა არც ეს კვარტალი იქნება საკმარისი დევნილთა საბინაო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორც თავადაც აღნიშნეთ, ზუგდიდში მათი რაოდენობა ძალიან დიდია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ არანაკლებ ცუდ პირობებშია ხალხი, რომელიც ე. წ. კერძო სექტორში ცხოვრობს და რაოდენობით თითქმის ორჯერ აღმატება კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებთა რიცხვს.

- რას გვეტყვით . . სოციალურ სახლებზე, რომლებიც, ხალხში გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში შენდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. ეს ცნება მეტისმეტად ფართოა იმისათვის, რომ ხალხმა უფრო ზუსტად იცოდეს სოციალურად დაუცველთა რა კატეგორიას შეიძლება ჰქონდეს ამ სახლებში დაბინავების მოლოდინი და იმედი.

- დავიწყებ იმით, რომ ეს სახლები არ არის გამიზნული ექსკლუზიურად დევნილებისთვის და არც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამწუხაროდ, ჯერ არა გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი სახსრებით, ჩვენი ფონდებით ვაშენოთ და შევინახოთ მსგავსი სახლები ადამიანებისთვის, რომელთაც დღეს სხვაზე მეტად უჭირთ. სახლები, რომელზედაც თქვენ ლაპარაკობთ, შენდება შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით მარტოხელა და მზრუნველობამოკლებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მძიმე მატერიალური პრობლემების წინაშე მდგარი ოჯახებისთვის. ამ დროისათვის აშენებულია ორი სოციალური სახლი ქალაქის ცენტრის სიახლოვეს. ახლო მომავალში იგეგმება კიდევ რამდენიმე კორპუსის აშენება. ბინადართა შერჩევა თავად შვეიცარიელების მიერ მოხდა, მათ მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვართ, მაგრამ ჩვენი როლი ამ შემთხვევაში ტექნიკური ხასიათის დახმარებით შემოიფარგლება, თუმცა პრეტენზიების მოსმენა და უკმაყოფილოთა დაშოშმინება ბუნებრივია ჩვენ გვიხდება ერთი რამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, სოციალური სახლების მობინადრეთა შორის ვერ იპოვით ისეთს, ვისი განსაკუთრებით დუხჭირი მდგომარეობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

- სხვა რა საკითხებზე მოგმართავენ დევნილები და როგორია პასუხისმგებლობის წილი, რომელიც მათი პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობაში ეკისრება ადგილობრივ თვითმმართველობას?

- საკრებულოში სამი სამუშაო დღე მოქალაქეთა მიღებისათვის არის გამოყოფილი, აქედან ერთი დღე ექსკლუზიურად დევნილებისთვის. ჩემი და ჩემი კოლეგების უბის წიგნაკი და სამაგიდო კალენდარი სავსეა ჩანაწერებით, სადაც ჩანს კონკრეტული ადამიანების დარდი და სატკივარი, ძირითადად ჯანდაცვის, დასაქმების, სოციალური დახმარების, ნორმალური საცხოვრისის ხელმისაწვდომობის პრობლემები. სხვაზე ხშირად გვთხოვენ კარ-ფანჯრის გამოცვლას, სახლის გადახურვას, წყალგაყვანილობის მილების შეცვლას, ეზოს კეთილმოწყობას (ლაპარაკია კოლექტიურ ცენტრებზე), სტიქიის შედეგად განცდილი ზარალის შემსუბუქებას, ფინანსურ დახმარებას. რაც ჩვენს დონეზე და ჩვენი რესურსებითაა შესაძლებელი, ვაგვარებთ, თუ არადა, ვშუამდგომლობთ სხვადასხვა ინსტანციებში, უწყებებში. უფრო ხშირად თავად მივდივართ ხალხთან, კაბინეტში შეიძლება ვერც გაიგო, რას ელიან, რას ითხოვენ შენგან. არის კატეგორია, რომელსაც თრგუნავს ეს ატმოსფერო, დაცვა, სამდივნო, ოფიციალური ინტერიერი, „კაბინეტის კაცთან“ დაკავშირებული სტერეოტიპები, შეიძლება ამის გამო მოგვარებად პრობლემაზეც არ მოგმართოს, თავის თავში ჩაიკეტოს.

პრობლემები მსგავსია, მათ უკან მდგარი ადამიანები - განსხვავებულნი. არის კატეგორია, რომელიც ლაპარაკობს იმისათვის, რომ ილაპარაკოს. უსმენ, უყურებ და გრძნობ, რომ თავის პრობლემას აზვიადებს, ხმას უწევს, რომ სხვას არ მისცეს ლაპარაკის საშუალება, ბავშვი მშიერი მყავსო, გეუბნება, თავად კი ოქროს სამკაულები აქვს ასხმული. ამ დროს კი შუაგულ ზამთარში, ფლანელის იაფფასიან ხალათში ჩაცმული მოხუცი ქალი კუთხეშია მიყუჟული, თვალები დამწვარი აქვს ცრემლისგან და არაფერს თუ ვერაფერს გეუბნება. პატარა ტკივილი კივის და დიდი დუმსო ნათქვამია, შეიძლება ეს ყოველთვის არ იყოს ასე, მაგრამ ჩემს მოვალეობად პირველ რიგში მაინც ასეთ ადამიანებთან ახლოს მისვლა და მოსმენა მიმაჩნია, სხვა საქმეა, რამდენად შეგვიძლია დავეხმაროთ ყველას და დავეხმაროთ უმოკლეს დროში.

- ფინანსური დახმარება ახსენეთ - ბოლო ორი წელია ზუგდიდში, ისევე როგორც საქართველოს არაერთ სხვა მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი დახმარების ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის გარკვეულწილად შეიზღუდა. დევნილები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უარს იღებენ ასეთ მომსახურებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თუ არ ჩავთვლით დაკრძალვის ხარჯებს, როცა ადგილობრივი ხელისუფლება უფრო ხელგაშლილია.

- მიმაჩნია, რომ ამგვარი დიფერენციაცია არ არის სწორი - ადგილობრივ თვითმმართველობას ირჩევს მთელი მოსახლეობა დევნილიცა და ადგილობრივიც, და ის, რომ ზუგდიდში მუშაობს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობა, არ გვათავისუფლებს დევნილი მოსახლეობის მომსახურებისაგან, მით უმეტეს, რომ აფხაზეთის სტრუქტურების მსგავსი ფონდები გაცილებით მცირეა და სიმბოლური თუნდაც მუნიციპალიტეტის მწირ ბიუჯეტთან შედარებით. თავისთავად ცხადია, რომ დევნილობა აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დევნილი ადგილობრივ მოსახლეზე მეტად საჭიროებს დახმარებას. გადამწყვეტი კრიტერიუმი არის საჭიროება და არა სტატუსი, ამიტომ არც ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დარჩეს იგნორირებული, მაგრამ უარის თქმა იმ მოტივით, რომ დევნილს დახმარების სხვა წყაროც აქვს, არ არის სწორი. გამგეობას თავადაც აწუხებს შექმნილი ვითარება. ამაზეგვქონდა საუბარი გამგებელთან, ბატონ ალექსანდრე ქობალიასთან, რომელსაც ბევრი გაუკეთებია და აკეთებს დევნილებისთვის და ახლა ერთობლივად ვფიქრობთ იმაზე, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში უფრო ფართოდ აისახოს დევნილთა საჭიროებები სოციალური დახმარების სფეროში.

- თანამშრომლობთ თუ არა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურებთან და უშუალოდ დევნილთა პრობლემებზე ორიენტირებულ იმ უწყებებთან, რომელნიც ზუგდიდში ფუნქციონირებენ და რა პრინციპით ხდება ფუნქციების გადანაწილება თქვენს შორის დევნილებთან მიმართებაში?

ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს პირადად ბატონ თორნიკე კილანავასთან - აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელთან ზუგდიდში - და მის გუნდთან. არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც შეთანხმებულ მუშაობას საჭიროებს, რათა თავიდან ავიცილოთ პარალელიზმი და არ მოხდეს ისეც, რომ ერთმანეთის მოიმედეობით, პრობლემა - გადაუჭრელი, კითხვა - პასუხგაუცემელი დარჩეს.

აქვე ვიტყოდი, რომ ჩვენ მზადა ვართ თანამშრომლობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვაღიარებთ, რომ მათგან შეიძლება ბევრი რამ ისწავლო, თუნდაც დევნილებთან ეფექტური კომუნიკაციის სფეროში. ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს ასოციაცია დეას. მე ვიცნობ თქვენი ორგანიზაციის მრავალწლიან შრომას თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის, სამოქალაქო მონიტორინგის კულტურის ამაღლების სფეროში. მეც და ჩვენი საკრებულოს, გამგეობის წევრები მუდამ დიდი ინტერესით ვმონაწილეობთ თქვენს მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მოსახლეობის სხვადასხვა ფენებთან, განსაკუთრებით გამოვყოფდი შეხვედრებს ახალგაზრდებთან. ასეთი შეხვედრები ურთიერთსასარგებლოა და მნიშვნელოვანი, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების გააქტიურებისათვის, მეორე მხრივ, მათ მიმართ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების პოლიტიკის გაუმჯობესებისათვის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დევნილთა ინტერესების დაცვისა და მათი ინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის კარგი შესაძლებლობა ხალხთან ახლოს მისვლისთვის, მათი პრობლემებისა და ინტერესების შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიღებისათვის, საერთო ენის გამონახვისა და ძალისხმევის გაერთიანებისთვის.

ხშირად გვსაყვედურობენ, რომ ნაკლებად ვზრუნავთ დევნილთა მიერ სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის პირობების შექმნაზე. მოსახლეობის ნახევარი მეტისმეტად დიდია იმისათვის, რომ არ ვიფიქროთ ამ ადამიანების ჩართვაზე, მათ თანამონაწილეობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, საბიუჯეტო პროცესში, მაგრამ თუ ამ სფეროში ხარვეზები გვაქვს, ეს თანაბრად ეხება დევნილსაც და ადგილობრივსაც, და ამ საკითხზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ.

14 ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი“

▲back to top


0x01 graphic

არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი“ შეიქმნა 1997 წელს ქალაქ თბილისში. 2000 წლიდან „სახლი“ ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლის მიზანი არის ოჯახური ძალადობის პრობლემების დაძლევა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარება.

2009 წლიდან ორგანიზაცია UNHCR-ის მხარდაჭერით ქ. გორში ფუნქციონირება დაიწყო ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ ოფისმა, ხოლო 2010 წლიდან კრიზისულმა ცენტრმა.

გორის ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შიდა ქართლში იძულებით გადაადგილებული და საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობა - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები.

ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უშუალოდ ოჯახური ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობა, მათი უფასო მომსახურებით უზრუნველყოფა. ასევე ოჯახური ძალადობის დაძლევის მიზნით ცენტრი სისტემატურად ახორციელებს საინფორმაციო გასვლებს გორის გენდერულ რესურს-ცენტრთან ერთად დევნილთა ჩასახლებებსა და საზღვრისპირა სოფლებში - მოსახლეობის ოჯახური ძალადობის საკითხებში მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ასევე ტარდება ტრენინგ-სემინარები, ხდება ადგილზე იურისტის, ფსიქოლოგისა და ექიმის კონსულტაციები.

ქალთა სოკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ სერვისები: ცენტრი უზრუნველყოფს ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს შემდეგი მომსახურებით:

  • ფსიქო-სოციალური კონსულტაცია და რეაბილიტაცია (ინდივიდუალური და ჯგუფური)

  • იურიდიული კონსულტაცია

  • ცხელი ხაზი

  • კრიზისული ცენტრით უზრუნველყოფა

  • არტ-თერაპიის შემსწავლელი კურსები

ცენტრში არსებობს კრიზისული ცენტრი, სადაც ხდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა განთავსება 3-დან 10-დღის განმავლობაში, როდესაც მსხვერპლს მოძალადისგან საფრთხე ემუქრება ან დროებით საჭიროებს ოჯახისგან იზოლაციას. კრიზისული ცენტრი აღჭურვილია ყველა პირობით, რაც საჭიროა მსხვერპლის სრული რეაბილიტაციისათვის. მსხვერპლთან მუშაობს ფსიქოლოგი, სოც. მუშაკი, ექიმი.

რა არის ოჯახური ძალადობა

სიტყვა „ოჯახი“ ჩვეულებრივ უსაფრთხო ნავსაყუდელის ცნებასთან ასოცირდება, რომელიც გარე სამყაროს ზეწოლისაგან გვიცავს, მაგრამ უკანასკნელ გამოკვლევებს იმ აზრთან მივყავართ, რომ ეს „აღზრდის აკვანი“ შეიძლება „ძალადობის აკვანიც“ იყოს. ოჯახი ძალადობის მთავარი უბანია.

ოჯახური ძალადობა საზოგადოების ყველა ფენებში გვხვდება.

ოჯახური ძალადობა არის განმეორებადი და მას ხშირად ციკლური ხასიათი აქვს:

პირველი ფაზა: მზარდი დაძაბულობა

ამ პერიოდის განმავლობაში პარტნიორებს შორის სრული თანხმობაა. თუ ერთ-ერთი აღმოჩნდა მოძალადე, შესაძლებელია გაძლიერდეს სტრესი და აგრესიული ქმედება. მწვავდება შეურაცხმყოფელის ქცევა. იგი შეიძლება შეეცადოს პარტნიორის იზოლირებას ოჯახის სხვა წევრებისგან და მეგობრებისგან. დაძაბულობის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე ან კვირა.

მეორე ფაზა: აფეთქების ეტაპი

ამ ეტაპზე მოძალადე შეურაცხყოფას აყენებს მსხვერპლს. აქ შეძლება ჩაერთოს მესამე პირი.

მესამე ეტაპი: სიმშვიდის ეტაპი

მოძალადე ითხოვს პატიებას, ასაჩუქრებს მსხვერპლს, ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა, იგი გრძნობს დანაშაულს და ეშინია, რომ მას პარტნიორი მიატოვებს. მსხვერპლი ცდილობს დაიჯეროს მოძალადის დაპირებები. თუ ამ ფაზაში არ შეწყდა მათი ურთიერთობა, დიდი შანსია, რომ ძალადობა გამწვავდება და მისი სიმკაცრე გაიზრდება.

ოჯახში მსვერპლი შეიძლება იყოს ოჯახის ნებისმიერი წევრი; ქალი, ბავშვი, ასაკოვანი მშობლები. მაგრამ როგორც მსოფლიოს სტატისტიკა უჩვენებს, ქალები და ბავშვები მაინც მსხვერპლთა უმრავლესობას - 95%25-ს შეადგენენ.

ძალადობა ოჯახში სხვადასხვა სახით ვლინდება. ხშირად ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ძალადობრივ სიტუაციაში, ვერც კი ხვდება, რომ ის რაც მის თავს ხდება არის ძალადობა.

ძალადობის სხვადასხვა ტიპები არსებობს:

აშკარა ფიზიკური შეურაცხყოფა (ცემა, წამება, სხეულის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, სქესობრივი შეურაცხყოფა).

ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა: (სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა, შანტაჟი, დამცირება, ქალის მუდმივი დადანაშაულება და კრიტიკა).

ეკონომიური: (უკრძალავს მუშაობას, მხოლოდ მოძალადე განკარგავს ოჯახურ ფინანსებს, უკრძალავს საარსებო საშუალებებს).

სექსუალური (აიძულებს ქალს ფიზიკურ სიახლოვეს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ).

რას განიცდის მსხვერპლი: ნაცემი ქალი ყოველთვის სხვაზეა (ძირითადად მოძალადეზე) დამოკიდებული, თავისუფლების გრძნობასა და თვითრწმენას მოკლებულია, თავისი მდგომარეობა ემოციურად და ფინანსურად ბოჭავს მას. უმწეობა, უსუსურობის განცდა ნაცემ ქალთა საერთო დამახასიათებელი თვისებაა, ყველაფერში ადანაშაულებს მხოლოდ საკუთარ თავს, ხელი აქვს ჩაქნეული და ცხოვრობს მხოლოდ მოვალეობის გრძნობის გამო. ასევე რეაქციები აქვთ მოულოდნელ ხმაურსა და ჩქამზე. თუკი უცებ რაიმე დავარდება ან ვინმე მაღალ ხმაზე ლაპარაკობს, მსხვერპლი ავტომატურად სახეზე ხელს იფარებს.

ნებისმიერი სახის ძალადობა ზეგავლენას ახენს და აზიანებს ადამიანისშის ქვეშ ცხოვრების შედეგად ადამიანებს აღენიშნებათ: შიშები, შფოთვა, კანკალი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა, კუნთური სპაზმები, სირცხვილის განცდა, უსუსურობისა და უძლურობის განცდა, უიმედობა, დანაშაულის განცდა, ისინი კარგავენ საკუთარ თავში დარწმუნებულობას, მათ აღენიშნებათ აკვიატებული მოგონებები, დეპრესია, თვითმკვლელობის აზრები, ეჭვები, შერისძიების სურვილი, საზოგადოებრივი თუ ოჯახური ცხოვრებისგან მოწყვეტა.

ხშირად ოჯახური თუ სხვა სახის ძალადობის მსხვერპლებს რცხვენიათ ხმამაღლა ილაპარაკონ თავიანთ პრობლემებზე. მიიჩნევენ, რომ ოჯახური პრობლემების ოჯახის გარეთ გატანა უზნეობაა, თანაც ჩვენი საზოგადოება აქეთკენაა მიმართული. ამას ემატება ისიც, რომ მას არ აქვს არსად წასასვლელი, ჰყავს შვილები და ეკონომიურად მოძალადეზეა დამოკიდებული.

ხშირად მსხვერპლი ქალები თავიანთ ამ „დათმენას“ შვილების გამო აკეთებენ, მაგრამ იმას ვერ ითვალისწინებენ თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ყოველივე ამან მომავალში. ოჯახი სადაც ხშირია კონფლიქტები, ჩხუბი, ცემა ცოლ-ქმარს შორის და ყოველივე ამას შვილები საკუთარი თვალით უყურებენ, მომავალში ისინი სწორედ მშობლის ქცევის ამ მოდელს აირჩევენ, რადგან მართალია მათ არ მოსწონთ მამის ამგვარი საქციელი, მაგრამ მათ არ იციან რა არის კარგი. არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ასეთ არაჯანსაღ ატმოსფეროში აღზრდილი ბავშვები მომავალში ქალიშვილი - მსხვერპლი, ხოლო ვაჟი - მოძალადე გამოვიდეს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოძალადეები თავად ბავშვობაში იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი ოჯახის სხვადასხვა წევრის მხრიდან. მაგალითად ერთერთმა ქალბატონმა, რომელიც მეუღლის მხრიდან მუდმივად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ბავშვობაში უფროსი ძმის ძალადობის მსხვერპლი იყო. მეუღლის მშობლები ადრეულ ეტაპზე დაშორდნენ ერთმანეთს, დედა არ აქცევდა ყურადღებას შვილებს, და მოძალადეზე (ის ყველაზე უმცროსი იყო ძმებს შორის) „ზრუნავდა“ უფროსი ძმა, რომელიც მას სისტემატურად სცემდა და ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი გაიხსენა: უფროსი ძმა ამ თავის პატარა ძმას და მეუღლეს ერთად აყენებდა, გაჰკრავდა ასანთის ღერს და ორივეს უნდა მოესწროთ სანამ ასანთი ჩაიწვებოდა ბოლომდე გახდა და ჩაცმა, ვინც ვერ მოასწრებდა, მას საშინელი დღე მოელოდა - სასტიკად დაისჯებოდა.

0x01 graphic

იმისათვის, რომ არ გახდეთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მოგვმართეთ დახმარებისთვის, რათა შეინარჩუნოთ საკუთარი ღირსება, მიიღოთ ფსიქოლოგიური, იურიდიული, სამედიცინო კონსულტაციები, თავშესაფარი და დასაქმდეთ, რომ შექმნათ ნორმალური და ბედნიერი ცხოვრების პირობები.

ეს თქვენი უფლებაა.

მოგვმართეთ, თქვენ გიცავთ კანონი. თქვენ გაქვთ უფლება იცხოვროთ მშვიდი ცხოვრებით. აღნიშნული მომსახურების მიღება თქვენ შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: გორი თარხნიშვილის ქ.29 (კომბინატის დასახლება „ინვალიდთა კლუბში“) ტელ.: (+995 22) 18 36 03 ან (+995 270)2 66 45 ელ. ფოსტა: saxligori@gmail.com

15 იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტი

▲back to top


0x01 graphic

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) არის ქვემო ქართლის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წლის 13 აგვისტოდან დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პრინციპებს ავითარებს.

CiDA „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტს“ ნორვეგიის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: „ქეა ნორვეგია“, „ქეა საერთაშორისო“ კავკასიაში, დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და „ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი“ (CTC). პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 19 მილიონ ნორვეგიულ კრონს (2.9 მილიონი აშშ დოლარი). პროექტი დაიწყო 2009 წლის ივლისში და 2012 წლის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

პროექტი „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება (SIIM)“ მიზნად ისახავს შიდა და ქვემო ქართლის დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირის ინტეგრაციას მეზობელ თემებთან და ადგილობრივ მთავრობასთან. პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ღონისძიებას, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტების თავიდან აცილებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

0x01 graphic

დევნილებისათვის სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის გადაცემა

პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება (SIIM)“ ფარგლებში, 2010 წლის ოქტომბერში განხორციელდა დევნილი მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის II ეტაპი. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში ტექნიკა გადაეცათ შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის სამი დასახლების - კოდის, შაუმიანისა და ხურვალეთს ხურვალეთის დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისაგან შემდგარ მექანიზატორთა ჯგუფებს.

ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი ქალაქ მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. CiDA და ქეა საერთაშორისოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე შიდა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

„მეორე ეტაპზე სასოფლოსამეურნეო ტექნიკის გადაცემისთვის კიდევ სამი ჯგუფი შევარჩიეთ. არჩევანი ბიზნესზე ორიენტირებულ ჯგუფებზე გავაკეთეთ. ესენი არიან მცირემიწიანი ჯგუფები, რომლებსაც მოტივაცია აქვთ, არა მარტო თავიანთი მიწა დაამუშაონ, არამედ გარე ბაზარზეც გავიდნენ“, გაგანაცხადა ქეა საერთაშორისო კავკასიაში დირექტორმა ჯონათან პადიფუტმა.

თითოეული ჯგუფისთვის გადაცემული ტექნიკის კომპლექტი შემდეგი აგრეგატებისაგან შედგება: ტრაქტორი, გუთანი, ფრეზი, დისკებიანი ფარცხი, სასუქის შემტანი და კულტივატორი. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა კონკრეტული სოფლების სავარგული სპეციფიკიდან გამომდინარე და უშუალოდ მექანიზატორთა ჯგუფებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა.

„ამ ტრაქტორებისა და დანადგარების გადაცემა დევნილებისათვის დიდი შეღავათია. ჩვენ ყველას ნახევარი ჰექტარი მიწის ფართობი გვაქვს, რომელსაც, ახლა უკვე შეღავათიან ფასებში დავამუშავებთ“, აღნიშნა ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა, კოდის მექანიზატორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა სოსო მიდოდაშვილმა.

გადაცემული ტექნიკის გამოყენების მთავარი პირობა შემდეგში მდგომარეობს: მექანიზატორთა ჯგუფები, პირველ რიგში, დევნილს უნდა მოემსახურონ, თანაც მხოლოდ საწვავის ფასად. ტექნიკა, სამი წლის განმავლობაში, ქეას საკუთრებაში იქნება, მაგრამ ფერმერები ისარგებლებენ.

„მექანიზატორთა ჯგუფებს ექნებათ კონკრეტული ბიზნესგეგმა, რომლის მიხედვითაც ისინი გარკვეული რაოდენობის ხალხს უნდა მოემსახურონ და გარკვეული შემოსავალი მიიღონ. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროექტის დასრულებისას, ტექნიკა მათ საკუთრებაში გადაეცემათ” განაცხადა პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება (SIIM)“ დირექტორმა ვახო ფირანიშვილმა.

ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტი

პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება (SIIM)“ ფარგლებში, ოქტომბერში დევნილი ქალბატონებისათვის მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტის მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო. ამ დროისათვის კანდიდატების შერჩევის პირველი ტური უკვე დასრულებულია. ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შემოიტანა 322 მსურველმა, რომელთაგან პირველ ტურში შეირჩა 85 ბიზნესიდეა.

0x01 graphic

„შერჩეულ აპლიკანტებს ბიზნესგეგმის წერის საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდებათ. საბოლოოდ, გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა სწორედ მათ მიერ წარმოდგენილი ბიზნესგეგმების საფუძველზე მოხდება“ - განაცხადა პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება (SIIM)“ ქალთა ბიზნესის განვითარების ოფიცერმა შორენა კოჭლამაზაშვილმა.

ქალთა მცირე ბიზნესის განვი-თარების პროგრამა, რომლისპირველი ეტაპი უკვე განხორციელდა, სულ 150 დევნილი ქალის გადამზადებას და მათი ბიზნეს საქმიანობისათვის 84 მცირე გრანტის გაცემას ითვალისწინებს. თითოეული გრანტის ოდენობა 950 აშშ დოლარით განისაზღვრება.

ტრენინგები დევნილთა კომიტეტებში

იძულებით გადაადგილებულ პირთა თემის განვითარების პროექტს ახორციელებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა თემის განვითარების ცენტრი. პროექტს აფინანსებს სახელმწიფო სამშვიდობო ფონდი, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს მსოფლიო ბანკი. პროექტის კონსულტანტია სამოქალაქო განვითარების სააგენტო CiDA.

პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განვითარების სააგენტო CiDA. -ს ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში დევნილთა ცხრა დასახლებაში. დევნილთა აღნიშნულ დასახლებებში შექმნილია კომიტეტები, რომელთა წევრებისთვისაც ჩატარდა სპეციალური ტრენინგები პროექტის წერასა და თემის განვითარების საკითხებზე.

„ტრენინგები დაახლოებით ოთხმოცმა ადამიანმა გაირა. ამ ეტაპზე, უკვე პროექტების წერის პროცესი მიმდინარეობს, CiDA-ს მობილიზატორების დახმარებით, კომიტეტები კონკურენტულ სათემო პროექტებზე მუშაობენ“,განაცხადა პროექტის მობილიზატორმა დავით თარიმანიშვილმა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა თემის განვითარების პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს დევნილთა და მასპინძელ თემებს, გაიუმჯობესონ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. აღნიშნული ხორციელდება თემის აქტიური მონაწილეობით, პრობლემებისა და პრიორიტეტების გამოკვეთისა და ამ პრობლემების გადაჭრისათვის მიკროპროექტების განხორციელების გზით.

ტრენინგი პრობაციონერებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს CiDA. ოფისში, ამა წლის ოქტომბერში ტრენინგი ჩაუტარდა პრობაციონერებსა და ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის წევრ დევნილ მოზარდებს. ტრენინგის თემა იყო პიროვნული განვითარება, და მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორიცაა: პიროვნების მისია, მისი მიზნები და ამოცანები, პიროვნული განვითარების სტრატეგია, სწორი ინფორმაციის მიღება, ეთიკისა და ესთეტიკის საკითხები და ცხოვრების დაგეგმვის წესი. ტრენინგის მონაწილეები იყვნენ 14-22 ასაკის ახალგაზრდები. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრის საქმიანობის ფარგლებში.

რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრი დაფუძნებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს CiDA. -ს მიერ პროექტის „იძულებით გადაადგილებული პირების სოციალეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ. პროექტს ახორციელებენ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF), „სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი“ (DVV International) და „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA).

„ახალგაზრდებს შევთავაზეთ მეთოდები: როგორ მოიძიონ კარიერის თვალსაზრისით მათთვის საინტერესო ინფორმაცია; როგორ დაწერონ და გააგზავნონ სამოტივაციო წერილები და სხვა პირადი მონაცემები; როგორ გაიარონ გასაუბრება. ასევე მივუთითეთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ფუნქციის მატარებელი ინტერნეტგვერდები და ბმულები, საიდანაც ახალგაზრდამ ბევრი საინტერესო ინფორმაცია შეიძლება მიიღოს“ - განაცხადა რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა თინიკო დეკანოსიძემ.

16 ასოციაცია „ათინათი“

▲back to top


0x01 graphic

ასოციაცია „ათინათი“ დაარსდა 1995 წელს, ქალაქ ზუგდიდში. ორგანიზაციის მისიას დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს. დასახული მისიის მისაღწევად ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს ისეთი ტიპის პროგრამებს, როგორიცაა სამოქალაქო განათლების, ახალგაზრდების კომპეტენტურობის ამაღლების, მესამე სექტორის განვითარებისა და დაუცველი ფენების დახმარების პროგრამები. დაფუძნების დღიდან დღემდე ასოციაცია „ათინათს“ საკუთარი ძალებითა და დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით 70-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. ასოციაცია „ათინათი” მუშაობს ოთხი სხვადასხვა მიმართულებით, ესენია: განათლება (ფორმალური და არაფორმალური), მესამე სექტორის განვითარების ხელშეწყობა, მასმედია, სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება.

განათლება (ფორმალური და არაფორმალური)

უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი. ცენტრში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მსმენელები ეუფლებიან ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებს. ასოციაცია „ათინათის” ბიბლიოთეკაში 4000-ზე მეტი უახლესი სახელმძღვანელო, ვიდეო და აუდიო სასწავლო პროგრამებია თავმოყრილი.

ინტერნეტ-ცენტრი. აღნიშნული ცენტრი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლებს მუდმივად ისარგებლონ ინტერნეტით, თუმცა ცენტრის სერვისში ასევე შედის ბიზნესინფორმაციის მოპოვება, თარგმნა და ამობეჭდვა, ლამინირება ანდა გამრავლება. ცენტრში ფუნქციონირებს კომპიუტერის შემსწავლელი კურსები.

პროექტი ახალგაზრდები მოქმედებაში. ასოციაცია „ათინათი“ჩართულია პროექტში „ახალგაზრდები მოქმედებაში“, რომელიც ხორციელდება ევროკომისიის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ხდება ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამებისა და ევროპის მოხალისეთა სერვისპროექტების განხორციელება. ასოციაცია „ათინათი“ მუდმივად მასპინძლობს ევროპელ მოხალისეებს და ზუგდიდელი მოხალისეები კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციებს სტუმრობენ მოხალისეების სტატუსით.

თბილისის მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმის ზუგდიდის განყოფილება - ეს არის გაძლიერებული სწავლების, ეკონომიკური პროფილის სასწავლებელი, სადაც VII კლასიდან ხდება მოსწავლეთა მიღება.

მესამე სექტორის განივათარების ხელშეწყობა

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური (სსს) მოქალაქეებს უფასოდ უწევს იურიდიულ კონსულტაციებს და აწვდის ინფორმაციებს მესამე სექტორთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეხმარება მათ წესდებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში. ასოციაცია „ათინათში“ მოქმედი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური გამოსცემს სამეგრელოს არასამთავრობო ორგანიზაციათა ცნობარს. აღნიშნულ სამსახურში მუშაობს სპეციალურად შექმნილი ტრენინგ-ჯგუფი.

რადიოსადგური ათინათი”. ასოციაცია „ათინათის“ საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა სამეგრელოს რეგიონში რადიოსადგური „ათინათის“ ფუნქციონირება. საინფორმაციო-მუსიკალური ფორმატის 24 საათიანი რადიომაუწყებლობა სიხშირეზე -105,9. რადიო „ათინათის“ დაფარვის არეალში 800000 ადამიანი ცხოვრობს. რადიოს მისიაა ნდობის გაღრმავება საზოგადოებებს შორის. აღნიშნული მისიის მისაღწევად რადიო აქტიურად მუშაობს კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით.

სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება

სოციალურად დაუცველი ფენების დახმარების მიმართულებით ასოციაცია „ათინათი” მრავალი წელია მუშაობს. აღნიშნული მიზნით დროის სხვადასხვა პერიოდში „ათინათის“ მიერ განხორციელებულია სხვადასხვა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო, დასაქმების, შემოსავლების მოძიების პროექტები დევნილი და ადგილობრივი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის.

ასოციაცია „ათინათი“ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთავრობასთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან. „ათინათის” პარტნიორი ორგანიზაციები არიან: ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები” (Save The Children); გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF); გაეროს მოხალისეები (UNV); ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო (NRC); გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR); საერთაშორისო მაშველთა კომიტეტი (IRC); შერიგების რესურსები (Conciliation Resources); ნაციონალური შემოწირულობები დემოკრატიისათვის (NED); ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF); სამოქალაქო აქტიურობის ფონდი (FAO); ფონდიგანათლება დემოკრატიისათვის (FED); Counterpart International; UMCOR; WAR CHILD; CARE; IREX; UNIFEM; UNDP; AED; PRI; „ლვოვის სამეგობრო“; ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები; ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

0x01 graphic

სათემო ცენტრები ზუგდიდსა და ფოთში კონფლიქტით დაზარალებული თემებისათვის

ასოციაცია „ათინათი“, ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვებთან“ (Save The Children) ერთად, ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სათემო ცენტრები კონფლიქტით დაზარალებული თემებისათვის საქართველოში“. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობით, ინტეგრირებული, სოციალ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა საქართველოს სხვადასხვა რეგიონულ ცენტრებში, როგორიცაა: ქვემო ქართლი (გარდაბანი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი), აფხაზეთი (გალი), იმერეთი (წყალტუბო).

ასოციაცია „ათინათი“ პროექტს ახორციელებს სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ზუგდიდსა და ფოთში. პროექტის კონკრეტული ამოცანაა, დიალოგის ხალშეწყობა და ფსიქო-სოციალური ინტეგრაცია იძულებით გადაადგილებულ პირებსა და არაადგილნაცვალ მონაწილე მხარეებს შორის. პროექტის ამოცანაა ასევე თანამშრომლურ მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროექტის „სათემო ცენტრები კონფლიქტით დაზარალებული თემებისათვის საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი სათემო ცენტრები ზუგდიდსა და ფოთში წარმატებით ფუნქციონირებს და ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს. უკანასკნელ პერიოდში სათემო ცენტრების მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები.

ზუგდიდის სათემო ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტები:

  • ქალაქ ზუგდიდში ორი საბავშვო სკვერის მოწყობა;

  • საბავშვო ბაღის გარემონტება და აღჭურვა საჭირო ავეჯითა და ნივთებით.

  • ზუგდიდის № 7 საჯარო სკოლაში არტ-კლუბის მოწყობა.

ფოთის სათემო ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტები:

  • სათამაშო მოედანის მოწყობა ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე;

  • სკვერის მწოყობა ნაბადას უბანსა და მალთაყვაში;

  • მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა ბერდიანსკის დასახლებაში.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდისა და ფოთის სათემო ცენტრების მიერ პროექტების განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის ზუგდიდის გამგეობისა და ქალაქ ფოთის მერიის წარმომადგენლებს. მათი დახმარებით სათემო ცენტრებმა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში შეასრულეს დაგეგმილი საქმიანობები. სათემო ცენტრების მიერ განხორციელებული პროექტები ეხმაურებოდა მთავარ მიზანს, როგორიცაა დევნილი და ადგილობრივი თემების ინტეგრაცია.

როგორც ზუგდიდის, ასევე ფოთის სათემო ცენტრებში, დევნილი და ადგილობრივი ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით შექმნილია „ახალგაზრდა მომოქალაქეების კლუბები“. კლუბებში მუდმივად იმართება ყოველკვირეული თემატური ღონისძიებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, ეწყობა ხელოვნების, პოეზიის, ესეებისა და ნოველების კონკურსები. კლუბებში ასევე ტარდება დებატ-კლუბები და კონკურსები პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად. ზუგდიდისა და ფოთის „ახალგაზრდა მოქალაქეების კლუბები“ ხელს უწყობენ დევნილი და მასპინძელი თემის სოციალურ ინტეგრაციას.

სათემო ცენტრებში ფუნქციონირებს უფასო ცეკვის წრეები. კლასები ღიაა იძულებით გადაადგილებული პირებისა და მასპინძელი თემის წევრებისათვის. პროფესიონალი მასწავლებლები დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას ასწავლიან დასავლურ და ქართულ ტრადიციულ ცეკვებს. მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ. აღნიშნული მიმართულება ინტეგრაციის ერთერთი კარგი საშუალებაა. ცეკვის კურსები დაყოფილია სექციებიად და პროექტის განმავლობაში იმართება კონკურსები სექციების მონაწილეებს შორის. პროექტის ბოლოს კი დაგეგმილია დიდი კონცერტი, სადაც ბენეფიციარები საკუთარი მიღწევების დემონსტრირებას მოახდენენ.

როგორც ზუგდიდის, ასევე ფოთის სათემო ცენტრებში კვირაში ორჯერ ეწყობა საღამოს კინო-ჩვენებები, სადაც ყველა ჟანრის ფილმის ნახვაა შესაძლებელი. მოწვეულ ექსპერტთან ერთად იმართება დისკუსიები ნაჩვენები ფილმების ირგვლივ. ჩვენებები განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანისათვის.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით სათემო ცენტრებში გახსნილია უფასო კომპიუტერული ცენტრები, რათა გაუმჯობესდეს თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა ხელმისაწვდომობის დონე და ხარისხი. კომპიუტერული ცენტრების მომსახურებით სარგებლობენ 15 წელს ზევით მყოფი ახალგაზრდები, რომლებიც შეისწავლიან ძირითად კომპიუტერულ პროგრამებს და იყენებენ ინტერნეტს.

ზუგდიდისა და ფოთის სათემო ცენტრებში შექმნილია ხელოვნების ჯგუფები, სადაც ახალგაზრდები ეუფლებიან ხატვას და თექაზე მუშაობას. სათემო ცენტრებში ეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენა-ბაზრობები, რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებს.

ზუგდიდისა და ფოთის სათემო ცენტრების მუშაობისა და საქმიანობების შესახებ პერიოდულად მზადდება საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც იბეჭდება და ვრცელდება პროექტით გათვალისწინებულ საინფორმაციო შეხვედრებზე. პროექტის საქმიანობებს ხშირად ადგილობრივი მედიაც აშუქებს, რაც სათემო ცენტრების პოპულარიზაციას და ბენეფიციარების რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს.

ზუგდიდისა და ფოთის სათემო ცენტრების ოფისები არის ადგილი, სადაც დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნავენ. პროექტის დასასრულს, სათემო ცენტრები დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებად გარდაიქმნება და კვლავაც განაგრძობს თემისთვის საჭირო საქმიანობას.

17 დევნილთა დასახლებაში ელექტროენერგიის საფასურის გადახდის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოება

▲back to top


წინამდებარე სტატია მომზადებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მასალებზე დაყრდნობით.

2010 წლის დასაწყისიდან მოყოლებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ბევრი განცხა-დება მოისმინა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მედია ორგანიზაციების მხრიდან იმის შესახებ, რომ ახალ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, 2010 წლის იანვარში უსამართლოდ მოსთხოვეს ელექტროენერგიისა და გაზის საკმაოდ დიდი საფასურის გადახდა და საკმაოდ ბევრ მათგანს, თანხის გადაუხდელობის გამო, შეუწყდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლები შეხვდნენ რამდენიმე დევნილ ოჯახს, რომელთაც საკმაოდ დიდი თანხის გადახდა დაეკისრათ. ზოგიერთმა მათგანმა შეძლო დავალიანების დაფარვა, ზოგმა კი - ვერა. სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრებმა სამმა ოჯახმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლებთან საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის მოულოდნელი იყო, როდესაც მათ 2010 წლის იანვარში 2009 წლის ოქტომბრის თვიდან მოყოლებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა მოსთხოვეს. ამ ოჯახების ელექტროენერგიის გადასახადი 3 თვის განმავლობაში სახელმწიფო სუბსიდირების გამოკლებით 170 ლარიდან 500 და 850 ლარამდე მერყეობდა.

ახალ საცხოვრებელ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა საკითხებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო დახმარების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში მუშაობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხაზს უსვამს პოლიტიკური გადაწყვეტილებების დროს უკეთესი კომუნიკაციისა და ბენეფიციართა მიმართ მეტი ანგარიშვალდებულების საჭიროებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დაინტერესდა იმ ფაქტით, თუ რა ხდებოდა კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით დევნილთა საცხოვრებელ ადგილებში. დროულად აცნობეს თუ არა დევნილებს იმის შესახებ, რომ მოუწევდათ დახარჯული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა? რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა? გაზვიადებული ხომ არ არის ეს საკითხი?

რა ხდება სინამდვილეში?

2009 წლის ოქტომბრამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალ ნაკადს დევნილობის პერიოდში ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაში არც ერთი თეთრი არ გადაუხდია (ცნობილია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც ხდებოდა მათთვის ცხინვალიდან მიწოდებული ელექტროენერგიის სუბსიდირება). ომის შემდეგ ხდებოდა მათ მიერ დახარჯული ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასურის სრული ანაზღაურება სახელმწიფო ფონდების სახსრებისა და USAID-ის მიერ გამოყოფილი გრანტების მეშვეობით (შესაძლებელია სხვა დონორების მიერაც, რომლებიც საბიუჯეტო დახმარებას ახორციელებდნენ), მაგრამ გადახდის ასეთი სქემა არ იყო მუდმივი. ცნობები იმის შესახებ, რომ დევნილებს რაღაც ეტაპიდან მაინც მოუწევდათ დახარჯული ენერგიის საფასურის გადახდა, 2009 წლის გაზაფხულზე გავრცელდა, როდესაც ყველა კოტეჯში ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველები დაამონტაჟეს, თუმცა მრიცხველების დამონტაჟებიდან 6 თვის განმავლობაში დევნილებს არანაირი ქვითარი არ მისვლიათ და ელექტროენერგიაც და ბუნებრივი აირიც შეფერხების გარეშე მიეწოდებოდათ.

2009 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ წარმოადგინა ახალი პროგრამა, რომელიც შემუშავებული იქნა ენერგოსუბსიდირების იმ მოდელზე, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა 1990-იან წლებში დევნილთა პირველი ნაკადის შეღავათებით უზრუნველყოფა: ახალ საცხოვრებელ კოტეჯებში მცხოვრები ოჯახები ყოველთვიურად იღებენ 100 ლარის ოდენობის უფასო ბუნებრივ აირს და ოჯახის თითოეულ წევრზე გამოყოფილ 100 კილოვატ საათ უფასო ელექტროენერგიას, რომელიც ერთ პიროვნებაზე დაახლოებით 12,98 ლარის ეკვივალენტია.

ყოველ დევნილს, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლები ესაუბრნენ, მომხდარის საკუთარი ვერსია აქვს. წეროვანის დასახლებაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მის ოჯახს მოხმარებული ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასურის ქვითრები პირველად 2009 წლის დეკემბერში მიუვიდა. იმ დროისთვის მათ უკვე საგრძნობი რაოდენობის დავალიანება ჰქონდათ და გროვილი, რადგან ოქტომბერსა და ნოემბერში ისინი თავისუფლად მოიხმარდნენ მოწოდებულ ენერგიას, რომელიც მათ უფასო ეგონათ.

0x01 graphic

ხმები ენერგოსუბსიდირების პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებების შესახებ წეროვანის დასახლებაში 2010 წლის დეკემბრამდე გავრცელდა. თავდაპირველად, არავის უნდოდა ამ ინფორმაციის დაჯერება და მას შემდეგ, რაც გადასახადების ქვითრები მიუვიდათ, უმრავლესობამ უარი განაცხადა გადახდაზე. გადაუხდელობის შედეგად დევნილებს შეუწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება, რის შემდეგაც დევნილ ოჯახთა უმეტესობამ დავალიანების დაფარვა ამჯობინა. დღემდე წეროვანისა და ხურვალეთის დასახლებებში მცხოვრები რამდენიმე ოჯახია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე ხურვალეთის დასახლების კოტეჯში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლები შეხვდნენ, 2010 წლის იანვრის პირველ რიცხვებში, გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა (დასახლება გაზიფიცირებული არ არის და, შესაბამისად, არ არსებობს სუბსიდიები ბუნებრივ აირზე). ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მათ აწვდის უფასო შეშას და ასე მაინც ხერხდება კოტეჯების გათბობა. ხსენებული ოჯახის ნათესავებს, რომლებიც გორთან ახლოს მდებარე კარალეთის დასახლებაში ცხოვრობენ, ასევე შეუწყდათ ელექტროენერგიის მიწოდება დიდი დავალიანების გამო. თითო ოჯახის დავალიანება დაახლოებით 500 ლარს შეადგენდა. იმის გამო, რომ გათბობა კარალეთში, ძირითადად, ელექტროენერგიის საშუალებით ხდება, რაც ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ბუნებრივი აირით გათბობა, კარალეთელმა ოჯახმა ამჯობინა ზამთარში საცხოვრებლად ხურვალეთში, ნათესავებთან გადასვლა. ზოგმა შეიძლება ეს დევნილთა მეორედ გადაადგილებადაც კი მონათლოს. „რომ გვცოდნოდა, რომ გადახდა მოგვიწევდა, ყველა საძინებელ ოთახში გამათბობელს არ ვამუშავებდით” - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლებს ხურვალეთში მცხოვრებმა კიდევ ერთმა დევნილმა განუცხადა, რომელსაც ასევე მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების გადახდის პრობლემა შეექმნა.

კარალეთის გვერდით მდებარე წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრები კიდევ ერთი ოჯახის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის დავალიანებამ, სამთავრობო სუბსიდიების გამოკლებით, 850 ლარს მიაღწია.

დევნილთა ენერგიით მომარაგების საკითხმა მზარდი პოლიტიკური ყურადღება მიიქცია. ხურვალეთში, კარალეთსა და წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა საკუთარი პროტესტი 2010 წლის იანვრის პირველ რიცხვებში აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვით გამოხატეს, თუმცა ამ მოვლენას მედიის დიდი ყურადღება არ დაუმსახურებია.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ცდილობდა კომპრომისული მოლაპარაკებების წარმოებას ენერგოკომპანიებსა და დევნილებს შორის, მაგრამ ეს იოლი ამოცანა არ გამოდგა. როგორც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აღნიშნეს: „ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს კერძო კომპანიასა და თბილისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილთა შორის, რათა დევნილებს შესძლებოდათ დავალიანების ეტაპობრივად, სამი თვის მანძილზე დაფარვა, მაგრამ შემდეგ აღნიშნულმა დევნილებმა სატელევიზიო ახალ ამბებში ნახეს, რომ ე.წ. „ახალი დევნილები“ აპროტესტებდნენ და უარს ამბობდნენ გადახდაზე. ამგვარად, კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა არც ერთი თეთრი არ გადაიხადეს და კერძო კომპანიამ კვლავ შეუწყვიტა მათ ელექტროენერგიის მიწოდება”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის წინაშე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ 2010 წლის გაზაფხულზე გაკეთებული პრეზენტაცი ის დროს, არც ერთ დამსწრეს ელექტრო ენერგიის გადასახადების შესახებ კითხვა არ დაუსვამს. ყველაზე დიდი კითხვა, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებაში ჩნდება არის ის, თუ რამდენად დროულად მოხდა დევნილთა ინფორმირება მოხმარე ბული ენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულების შესახებ. „საერთაშო რისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახ ლების სამინისტროს, რომ განემარტათ, თუ როდის და როგორ მოხდა იძულებით გადაადგილებულ პირთა გაფრთხილება. სამინისტროს ოფიციალური პასუხის თანახმად, დევნილებმა ენერგოსუბსიდი რების ახალი მოდელის შესახებ ინფორმაცია 2010 წლის ოქტომბერში მიიღეს. თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები სთვის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან უცნობი დარჩა პასუხი კითხვაზე, თუ რა გზებით მოახდინა სამინისტრომ დევნილთათვის ინფორმაციის მიწოდება.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ ნომერში

18 გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა

▲back to top


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აცხადებს 2011-2012 გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამას.

გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას სტუდენტური პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ერთი აკადემიურ წლის განმავლობაში ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში. პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას. მონაწილეებ შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.

წარსულში ცნობილი როგორც ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა, გლობალური UGRADAD პროგრამა აძლევს გამორჩეულ სტუდენტებს ისწავლონ აშშის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. გასული თორმეტი წლის განმავლობაში ამ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა სტუდენტმა ევრზიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. 2011-2012 წლის პროგრამაში მონაწილობას მიიღებს 135-ზე მეტი სტუდენტი ევრაზიის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ აზიის, წყნარი ოკეანის აუზისა და ლათინო ამერიკული ქვეყნებიდან.

პროგრამის ყველა მონაწილე დაესწრება ლექციებს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში. პროგრამის მონაწილე ვალდებულია შეასრულოს მინიმუმ 20 საათის მოცულობის საზოგადოებრივი საქმიანობა განთავსების ქალაქში სწავლების პირველ სემესტრში, ხოლო მეორე სემესტრში გაიაროს ნახევარ-განაკვეთიანი სტაჟირება. სტუდენტები, რომლებიც ანკეტის ჩაბარების მომენტში სწავლობენ პირველ კურსზე, ისწავლიან ორწლიან საზოგადოებრივ კოლეჯებში და იცხოვრებენ ოჯახებში ან უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლებში, ხოლო მეორე, მესამე და მომდევნო კურსის სტუდენტები განთავსდებიან ოთხწლიან კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში და იცხოვრებენ უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში.

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს შემდგომს: მხარდაჭერას J1 vizis მისაღებად, მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ ინსტიტუტებამდე აშშ-ში და უკან, სამედიცინო დაზღვევას, უნივერსიტეტის სწავლების საფასურს და სხვა სავალდებულო საუნივერსიტეტო ხარჯებს, ბინის ქირასა და კვებას აშშ-ში ყოფნის დროს, თანხას წიგნების შესაძენად, ყოველთვიურ სტი პენდიასა და ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსებს (საჭიროების შემთხვევაში). მოგვიანებით კი სხვა კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და ტრენინგების შესაძლებლობას.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ სასწავლო დისცი პლინებს: ფინანსები, სოფლის მეურნეობა, ანთროპოლოგია, ბიოლოგია, ბიზნესი, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, სისხლის სამართალი, ეკონომიკა, განათლება, ინჟინერია, გარემოს დაცვის მენეჯმენტი, გეოლოგია, სასტუმროს მენეჯმენტი, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა, სამართალი, ფიზიკა, პოლიტიკური მეცნიერება, ფსიქოლოგოა, სოციოლოგია, ურბანული დაგეგმარება, ამერიკანისტიკა.

გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ანკეტის მიღება და ჩაბარება შესაძლებელია IREX საქართველოს ოფისში:

19 დევნილობაში ცხოვრებამ ბევრი კარგი თვისებაც შემძინა

▲back to top


0x01 graphic

წარმატებული ადამიანები დიდ დროს უთმობენ საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. წარმატების ფორმულას ზოგიერთები მარტივად ხსნიან „საჭირო დროს აღმოვჩნდი საჭირო ადგილას“ ზოგიც აღიარებს, რომ მიღებულმა ინფორმაციამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. დღეისათვის საჭირო ინფორმაციის დროულად მოპოვება ის კომფორტია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას გვიადვილებს.

როგორც მოგეხსენებათ გაზეთი „ერთად ჩვენ შევძლებთ“ უწყვეტად აშუქებს თემებს დევნილთათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენი გუნდი აქცენტებს აკეთებს იმ თემებზე, რომლებიც დევნილებს პრობლემების დაძლევასა და საკუთარი ინტერესების დაცვაში ეხმარება.

გაზეთში „ერთად ჩვენ შევძლებთ“ მოპოვებული ინფორმაცია მკითხველს თუ კონკრეტული მიზნის მიღწევისკენ უბიძგებს ეს უბრალოდ წარმატებაა. გაზეთში „ერთად ჩვენ შევძლებთ“ წავიკითხე ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია სწავლებასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ დროულად მოპოვებული ინფორმაცია დამეხმარა საკუთარი მიზნების განხორციელებაში“ - ვერიკო ახვლედიანი.

ჩვენი რუბრიკის სტუმარია სოხუმიდან დევნილი ვერიკო ახვლედიანი. თუ როგორ გამოადგა 14 წლის გოგონას გაზეთში „ერთად ჩვენ შევძლებთ“ მოპოვებული ინფორმაცია, ამის შესახებ თავად მოგვიყვება.

0x01 graphic

- ვერიკო მოგვიყევი შენი ცხოვრებისა და ინტერესების შესახებ?

- ამჟამად ვსწავლობ თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში, მე-9 კლასში. ძირითად დროს სწავლას ვუთმობ. ჩემი საყვარელი საგნებია რუსული და ინგლისური. ასევე დაკავებული ვარ ცურვით. დიღმის საცურაო აუზზე ინტენსიურად ვვარჯიშობ, ვარ სპორტულ ჯგუფში. დიდ დროს ვუთმობ საჭირო ცოდნის მიღებას და უნარ-ჩვევების დახვეწას. სურვილი მაქვს ჩავაბარო „ბიზნეს მართვაზე“. მჯერა, რომ ბევრი შრომით და მიზანსწრაფულობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მინდა საქმიანი ქალი გამოვიდე და მზად ვარ ამისთვის ბევრი ვიშრომო.

- როგორ ფიქრობ თანატოლებისგან გამოირჩევი შენი მიზანსწრაფულობით?

- ზუსტი პასუხი გამიჭირდება თუმცა, ვფიქრობ ძალიან განსხვავებული არ ვარ. ჩემს მეგობრებს, ვინც ცხოვრებაში რაიმეს მიღწევას აპირებს, ყველას აქვს თავისი გეგმა, არჩეული აქვთ პროფესია.

- როგორ ატარებ თავისუფალ დროს?

- თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ. თუ შეხვედრას ვერ ვახერხებთ, მაშინ სოციალური ქსელების მეშვეობით ვვურთიერთობთ. მოკლედ ინტერნეტ-კომუნიკაცია ჩემს თანატოლებში პოპულარობით სარგებლობს. მეგობრებთან ერთ-ერთი აქტუალური საუბრის თემა მოდა, ჩაცმის სტილია. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ის, რაც ხაზს უსვამს პიროვნების ხასიათს.

- სწავლასთან დაკავშირებულ კონკრეტულ გეგმებზე ვისაუბრეთ, ასევე საინტერესოა თუ რაზე ოცნებობ?

- ვოცნებობ სოხუმში დაბრუნებაზე, ჩემი მშობლებიდან ხშირად მომისმენია თუ რამდენად ზღაპრულად ლამაზია აფხაზეთი. მშობლებს ესეთი ახსოვთ და ბუნებრივია მათი განცდები და ემოციები. ძველ მეგობრებთან ურთიერთობა აღდგენილი აქვთ და ხშირად უზიარებენ ერთმანეთს მონატრებას, რომელსაც „აფხაზეთი“ ჰქვია. მე კი ვფიქრობ, რომ დღეს უფრო ბეჩავად გამოიყურება საქართველოსგან მოწყვეტილი აფხაზეთი. იმედია, რომ ეს განშორება დროებითია. ვოცნებობ, გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს და დაგვებრუნებინოს წართმეული ტერიტორიები.

- როგორ შეიტყვე გაზეთის ერთად ჩვენ შევძლებთ შესახებ?

- გაზეთის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ შესახებ ჩემი ძმისგან ლევან ახვლედიანისგან გავიგე. მირჩია, რომ რუბრიკის „როგორ ვისწავლოთ უფასოდ“ ქვეშ მოცემულ მასალებს ყურადღებით გავცნობოდი. აღნიშნულ რუბრიკაში წავიკითხე, რომ „მშვიდობისა და განვითარების აკადემია“ აცხადებდა მსურველთა მიღებას უფასო სწავლების კურსებზე, სადაც ასწავლიდნენ ლიდერობას, კონფლიქტების მართვასა და ინგლისურს. გავიარე შესარჩევი კონკურსი და მოვიპოვე ტრენინგებში მონაწილეობის უფლება. „მშვიდობისა და განვითარების აკადემიის“ ტრენინგებში მონაწილეობა ბევრს ნიშნავს ჩემთვის, კერძოდ ტრენინგები მეხმარება ინგლისურის გაუმჯობესებაში, ასევე ვსწავლობ ლიდერობასა და კონფლიქტების მართვას.

- „ვერიკოს აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობა ძალიან დაეხმარება და ზოგადადაც მინდა აღვნიშნო, რომ გაზეთში „ერთად ჩვენ შევძლებთ“ დევნილთათვის აქტუალური თემები ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი.“ საუბარში გვერთვება ვერიკოს ძმა ლევან ახვლედიანი, რომელიცამჟამად პარლამენტში „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში“ მუშაობს.

- ლევან მოგვიყევით იმ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, რომელიც დევნილობაში გამოიარე?

- ჩემი მიზნებისათვის რომ მიმეღწია ცხოვრებაში ბევრის გადატანა მომიწია. სოხუმის დატოვების შემდგომ ჩემს ოჯახს რთული პერიოდი დაუდგა. დევნილობაში ძალიან ბევრი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა მოგვიწია. მიუხედავად ყველაფრისა მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის მხოლოდ ნეგატიური გამოცდილება. დევნილობაში ცხოვრებამ ბევრი კარგი თვისებაც შემძინა, ვისწავლე სიძნელეების დაძლევა და უფრო მიზანსწრაფული გავხდი.

დავინტერესდი პროექტებით, რომლებიც მიმართული იყო დევნილი ახალგაზრდებისათვის. აქტიურად ვმონაწილეობდი შესარჩევ კონკურსებში, გასაუბრებებსა და სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში.

ამჟამად თვითონ ვეხმარები დევნილ ახალგაზრდებს ჩემთვის კარგად ნაცნობი სირთულეების დაძლევაში. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდგომ „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა“ „მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ჯგუფის“ მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „ახალგაზრდები მშვიდობისათვის“. მე ვიყავი აღნიშნული პროექტის კოორდინატორი. დევნილ ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები სხვადასხვა თემებზე, რაც სამომავლოდ მათ კონფლიქტების და ემოციების მართვას გაუადვილებთ. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილმა 150-მა ახალგაზრდამ. პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის“ ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა: მარნეულში, გორში, ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში.

- რა პრობლემები ჭარბობს დევნილ ახალგაზრდებში?

- უნდა აღინიშნოს, რომ სამაჩაბლოდან დევნილები მტკივნეულად აღიქვამდნენ რეალობას და ეხლა გადიან იმ მტკივნეულ ეტაპებს, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილება უკვე გაიარეს. ყველაზე კარგად აფხაზეთიდან დევნილებს შეუძლიათ დაეხმარონ თავიანთი გამოცდილების გაზიარებით 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. ჩვენ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადეთ და პირველ პირში შეგვიძლია საუბარი.

- რას ფიქრობთ პროექტის ერთად ჩვენ შევძლებთ შესახებ?

- ძალიან კარგი პროექტია „ერთად ჩვენ შევძლებთ“ დევნილთათვის მნიშვნელოვან კომპონენტებს ითვალისწინებს, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის პროექტები დევნილთა რეაბილიტაციის პროცესს დააჩქარებს. მიზნობრივი აუდიტორიის გათვალისწინებით გაზეთი ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა. შეიძლება ითქვას, რომ გაზეთის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ აქტიური მკითხველი ვარ.

- რას ურჩევდით დევნილ ახალგაზრდებს?

დევნილ ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ იყვნენ მოტივირებულები და მიზანსწრაფულები. აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს დევნილთა რეაბილიტაციას და ინტეგრაციას. ყველაზე მთავრია, რომ იზრუნონ დაგეგმონ თავიანთი მომავალი.

მიუხედავად ყველაფრისა მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის მხოლოდ ნეგატიური გამოცდილება. დევნილობაში ცხოვრებამ ბევრი კარგი თვისებაც შემძინა ვისწავლე სიძნელეების დაძლევა და უფრო მიზანსწრაფული გავხდი. ვცდილობ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო და დავეხმარო მათ ვისაც ეს დახმარება სჭირდება, მოხალისეობრივი საქმიანობით თუ ადამიანური მხარდაჭერით. ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი მოვლენები აღარ განმეორდეს და თავიდან ავიცილოთ ტრაგედიები.

0x01 graphic