The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნესი და კანონმდებლობა №13-14


ბიზნესი და კანონმდებლობა №13-14


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნაჭყებია ზაურ, ჯიმშელაძე ეკა, გორელიშვილი ილნარ, მესხია იაკობ, მექვაბიშვილი ელგუჯა, საყევარიშვილი რევაზ, ბიწაძე კობა, აქუბარდია თამაზ, ელიავა ლია, ბოლქვაძე ბესიკ, მანჯგალაძე მარიამ, ასლანიშვილი ანდრო, ყორღანაშვილი ლარისა, კუჭავა კახა, აბულაძე კონსტანტინე, კუტუბიძე კოკა, კიკუტაძე ვასილ, ქოქიაური ლამარა, სისვაძე აზიკო, პაპაჩაშვილი ნინო, ცხრუკვეთელი კობა, რთველაძე გუჯა
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. ვებ გვერდი: www.inovacia.ge e-mail: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი მთავარი კონსულტანტი: ვლადიმერ ვახანია, იურიდიულ მეცნ. დოქტორი, აკადემიკოსი მთავარი რედაქტორის მოადგილე: ელგუჯა ლებანიძე რედაქტორი: კობა ბიწაძე სარედაქციო საბჭო: იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ანზორ აბრალავა, სოსო ცისკარიშვილი, ნოდარ ხადური, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი გვენეტაძე, ლარისა თაკალანძე, კოტე აბულაძე. კონსულტანტები: სულიკო ფუტკარაძე, ნუგზარ ქავთარაძე, ანზორ მესხიშვილი, ჯემალ დუმბაძე. მარკეტინგის სამსახური: მაკა არახამია (ხელმძღვანელი), გიორგი ნაჭყებია, ზანდა მშვილდაძე, ეკა სამხარაძე, მაკა ონაშვილი. ხელმომწერებთან ურთიერთობის კოორდინატორი: მზია ნაჭყებია კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ბოჭორიშვილი, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა. კორექტურა: ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: №400467916; კოდი: 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521ა



1 ვინ დაიცავს საზოგადოებას?!

▲back to top


0x01 graphic

ზაურ ნაჭყებია
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის
რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე

ამ ცოტა ხნის წინათ დაფუძნდა ჟურნალისტთა გაერთიანება ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის. საინფორმაციო კლიპი გვაუწყებს, რომ გაერთიანებაში გაწევრიანების უფლება აქვთ როგორც მოქმედ ჟურნალისტებს, ისე მედიაში მომუშავე ადამიანებსაც.

ასეთი ჟურნალისტური გაერთიანების აუცილებლობა ნამდვილად იგრძნობა საქართველოში. არ არის საკამათო, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე შეექმნა და იგი სწორედ გაერთიანებული ძალებით უნდა დავიცვათ. თუმცა, კითხვას ბადებს რამდენიმე გარემოება, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. კერძოდ, ანალოგიური ჟურნალისტური გაერთიანებები (ფედერაციები, ასოციაციები, კავშირები) ადრეც არსებობდა და ქაღალდზე დღესაც არსებობენ, მაგრამ... მათ ჟურნალისტთა უფლებების დაცვაზე არსებითად არ უზრუნიათ!

მეორეც, ახალი არასამთავრობო სტრუქტურის შექმნის აუცილებლობა მაინცდამაინც მაშინ გაგვახსენდა, როცა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ტელეკომპანია „კავკასია“ და საკაბელო მაუწყებლობა „მაესტრო“ (?!)

ვინ დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს?

ქართული მედია რომ ჩაწიხლულია, საკამათო ნამდვილად არ არის. არც ის არის საკამათო, რომ სხვადასხვა გარემოებათა გამო იგი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ფუნქციას, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს. პირიქით, ხშირად არასწორი, ტენდენციური საგაზეთო პუბლიკაციების თუ ელექტრონული პროდუქციის წყალობით აშკარად ხელს უშლის რეალობის ობიექტურად აღქმას. რაც ყველაზე საგანგაშოა, იმდენად შემოიჭრა ქართულ მედიასივრცეში .. შავი პიარი, რომ ლამისაა, საზოგადოება უზნეობის ჭაობში ჩაიხრჩოს. არაფერს ვამბობ იმ ადრესატებზე, ვისკენაც ჟურნალისტური მახვილია მიმართული...

ქვეყანაში თავისუფალი მედიის უფლებები აშკარად ირღვევა - ხელისუფლებამ თავის კონტროლქვეშ მოაქცია ელექტრონული მედია საშუალებები (რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, აქ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე), რითაც საფრთხე ექმნება დამოუკიდებელი აზრის არსებობას. სწორედ ეს გვაიძულებს, რომ ჟურნალისტები ერთ მუშტად შევიკრათ და თვითონვე დავიცვათ საკუთარი უფლებები. თუმცა, მხოლოდ ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე აპელირებით ჯეროვნად ვერც პროფესიულ მოვალეობას შევასრულებთ და ვერც სიტყვის თავისუფლებას შევინარჩუნებთ!

ჟურნალისტი რომ თავისუფალი იყოს, როგორც მინიმუმ, თავისუფალ მედია საშუალებებში უნდა მუშაობდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკას ყოველთვის მედიამფლობელები განსაზღვრავენ, ძნელია, ჟურნალისტს ობიექტურობა და ჟურნალისტური ეთიკის დაცვა მოვთხოვოთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხშირად ჩვენი კოლეგები საკუთარი მრწამსისა და სურვილის წინააღმდეგ მიდიან და სამსახურის შენარჩუნების მიზნით მედიამფლობელთა დავალებებს მორჩილად ასრულებენ.

აქედან გამომდინარე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახალი ჟურნალისტური გაერთიანების ინიციატორებმა პრობლემის ცალმხრივად გადაწყვეტა მოინდომეს. დიახ, მედიაში მომუშავე (თუ ცალკეულ შემთხვევას არ მივიღებთ მხედველობაში) სულაც არ ნიშნავს მედიამფლობელს, რაც მას თავისუფალი მოქმედების ხარისხს აშკარად უზღუდავს.

ეს აზრი კიდევ უფრო გამიმყარდა, როცა ამ ბოლო ხანებში ალია-ჰოლდინგზე ქართუ ჯგუფის პრესსამსახურის მასირებული შეტევის მოწმენი გავხდით. შეტევის ობიექტი („ალია-ჰოლდინგი“) კოლეგების მხრიდან სოლიდარობის მიღმა აღმოჩნდა. მეტიც, რამდენიმე ქართულმა გაზეთმა რეკლამის ნიღბით თავისი გვერდები სიამოვნებით დაუთმო კიდეც ქართუ ჯგუფის პრესსამსახურს. დუმს ახლად შექმნილი გაერთიანება ჟურნალისტები სიტყვისთავისუფლებისთვის, რაც ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალია-ჰოლდინგი კოლეგების მხარდაჭერას (სოლიდარობას) არ იმსახურებს (?!)

საკმაოდ დამაფიქრებლად მეჩვენა ცნობილი ბიზნესმენის ბ-ნ გოგი თოფაძის პუბლიკაცია კარგად დაფიქრდით! (გაზეთი „რეზონანსი“, 22 ივლისი, 2008 წ. № 147). ბნი გოგი გვიხსნის შეშფოთების მიზეზს და ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს გაზეთის მხრიდან ქართველი ქველმოქმედის ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის მტრადგამოქანდაკების მცდელობას. იგი, არც მეტი, არც ნაკლები, აღნიშნულს შანტაჟს უწოდებს. ცხადია, ეს იმდენად დაზარალებულის (ივანიშვილის) ადვოკატობა არ არის, რამდენადაც იმ საშიშ ტენდენციებზე ყურადღების გამახვილება, რაც ქართულ მედიასივრცეში შეინიშნება (შეიძლება ითქვას, დამკვიდრდა კიდეც). ბიზნესსტრუქტურებთან ურთიერთობის პირადი გამოცდილება საშუალებას მაძლევს ღიად დავაფიქსირო, რომ მედიისა და ბიზნესის ურთიერთობა საქართველოში არც თუ ისე ჰარმონიულია, რაშიც ორივე მხარეა დამნაშავე. თუმცა, ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ფართო გასაქანი მივცეთ ე.წ. „შავ პიარს“ და მედია საშუალებები შანტაჟისა და ქვენა გრძნობების დასაკმაყოფილებლად გამოვიყენოთ.

დიახ, ის, რომ ქართული ბიზნესი დღემდე ვერ გახდა ქართული მედიის ღირსეული პარტნიორი და პირიქით, სულაც არ ნიშნავს, რომ ხელი ავიღოთ პროფესიულ ეთიკაზე და ჟურნალისტური მახვილი ვიღაცის დასაშანტაჟებლად და ადამიანური ღირსების ტალახში ამოსასვრელად (ბოდიშს ვიხდი ასეთი გამოთქმისთვის) გამოვიყენოთ. ბნი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ქართველი ერის წინაშე ცხადია, ამას ისტორიაც არ დაუკარგავს, მაგრამ აქ არა იმდენად კონკრეტული პიროვნების შეურაცხყოფასთან გვაქვს საქმე, რამდენადაც ქართულ მედიასივრცეში დამკვიდრებულ ტენდენციასთან - მე ვიტყვი და შენ თავი იმართლე!

0x01 graphic

ცალ კარში თამაშს რომ არ დაემსგავსოს!

სტუდენტობისას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის იმჟამინდელმა დეკანმა, აწ განსვენებულმა დავით გამეზარდაშვილმა პირველი ლექცია ასე დაიწყო: ახალგაზრდებო, ჟურნალისტიკა - ეს პროსტიტუციაა! არ მახსოვს ამ სიტყვების ავტორად ვინ დაიმოწმა, მაგრამ იმ მომენტში გულგატეხილი და იმედგაცრუებული დავრჩი!

მერე და მერე, ნამდვილად დავრწმუნდი ამ სენტენციის ჭეშმარიტებაში: თუ ზოგადად ჟურნალისტიკა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და თვით საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედების მძლავრი იარაღია, ბუნებრივია, თეთრის შავად წარმოჩენა, რეალობის დამახინჯება, მითუმეტეს, ქვენა გრძნობების კარნახით ჟურნალისტური მახვილის ვიღაცის წინააღმდეგ აღმართვა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ნამდვილი პროსტიტუციაა.

სამწუხაროდ, საქართველო ვერ ასცდა ამ რეალობას - საზოგადოება ნაკლებადაა დაცული შეკვეთილი, ტენდენციური, პიროვნულად შეურაცხმყოფელი ბეჭდვითი თუ ელექტრონული მედიის თავდასხმებისაგან. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს დაკვეთა ხელისუფლებისგან მოდის, თუ კონკრეტული ჯგუფებისგან. ამასთან, არ არსებობს არანაირი ქმედითი მექანიზმი, რომელიც საზოგადოებას ამ მეტად საშიში ტენდენციისგან დაიცავდა!

არადა, რა განსხვავებაა, მედიასაშუალებათა დახურვის შემთხვევაში ინფორმაციულ ვაკუუმში ვამყოფებთ საზოგადოებას, თუ ზემოთ ჩამოთვლილი „მეთოდების“ წყალობით მის ცნობიერებას არასწორ კალაპოტში მოვაქცევთ?!

ჩემის აზრით, ჟურნალისტურმა გაერთიანებამ ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის აქცენტები სწორედ ამ პრობლემათა მოგვარებაზე უნდა აიღოს: მან უნდა შეძლოს ჟურნალისტებთან ერთად გააერთიანოს მედია-მფლობელებიც. ისინი, ვინც არსებითად განსაზღვრავენ მედია-პოლიტიკას. შეიმუშაოს პროფესიული ეთიკის კოდექსი, რომელიც დაავალდებულებს გაერთიანების სუბიექტებს - იყონ რეალობის ობიექტური მსაჯულნი, პატივი სცენ პროფესიულ ღირსებას და თავიანთი ქმედებით იტვირთონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. სხვანაირად, ყველაფერი ცარიელ კარში თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს.

2 ტურიზმი და საქართველო

▲back to top


0x01 graphic

ამ თემას მიეძღვნა სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გამართული კონფერენცია, რომელიც ჩვენმა ჟურნალმა კომპანია ელიტ ელექტრონიქსთან ერთად ჩაატარა. კონფერენციის მუშაობაში ექსპერტებთან ერთად ტუროპერატორები, ავიაკომპანიებისა და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც ხშირად ხდებახოლმე, მიუხედავად კონფერენციის ინიციატორთა სურვილისა, ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ, თუ არ დაესწრნენ. შეიძლება თამამად ითქვას, კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსია საინტერესოდ და შესაშური ენთუზიაზმით გაგრძელდა.

ვფიქრობთ, ჩვენი ჟურნალის მკითხველთათვის ინტერესმოკლებული არ იქნება კონფერენციის მონაწილეთა ზოგიერთი მოსაზრების გაცნობა.

0x01 graphic

ნიკა კვარაცხელია, ექსპერტი ტურიზმის საკითხებში, ისტორიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი:

- ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს. ჩვენს ქვეყანას ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისების შემთხვევაში სავარაუდოდ შეუძლია წელიწადში 56 მილიონი ტურისტის მიღება. ამის მიღწევა შესაძლებელია სახელმწიფოს ხელშემწყობი როლის გაზრდითა და არსებული უარყოფითი ტენდენციების აღმოფხვრით.

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტურიზმის სფეროზე. ეს გასაგებია, რადგან პოლიტიკოსები ირჩევენ როგორც პრიორიტეტებს და ორიენტირებს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ისე მათი განხორციელების გზებს. ზემოთქმულის ნათელი მაგალითია შვეცია, სადაც 1976-1994 წლებში ორჯერ მოვიდნენ ხელისუფლებაში სოციალისტები. მათ ჩაუყარეს საფუძველი ტურიზმის დარგში გაწეული ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წესს, რამაც გაზარდა შვეციაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა. თუმცა, როცა 1991-1994 წლებში, მთავრობა შეიცვალა, მასთან ერთად შეიცვალა პოლიტიკაც და შვეციის იმიჯისათვის პასუხისმგებელობა დაეკისრა არა სახელმწიფო ორგანოს, არამედ კერძო სექტორს, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, დაფინანსება შეამცირა და საზღვარგარეთ წარმომადგენლობები გააუქმა. შედეგად შვეციაში უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ იკლო, ხოლო 1995 წლიდან სოციალისტების ხელისუფლებაში ხელმეორედ მოსვლის შემდეგ კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ისევ მიღწეულ იქნა კომპრომისი და სახელმწიფომ ხელახლა დაიწყო ქვეყნის იმიჯის განმტკიცების მიზნით ტურიზმის პრომოუშენის დაფინანსება. შესაბამისად, შვეციის ტურიზმი ისევ წარმატებული გახდა. ცნობილი სენტენციის თანახმად, თუ ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, მაშინ ჩვენც შეძლებისდაგვარად უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ შვეციის მაგალითი და გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის უქონლობაა საქართველოს, ტურიზმში მოქმედი კანონები და კანონქვემდებარე აქტების ჩამოსათვლელად ორივე ხელი საკმარისი იქნება. ჩვენში არავინ არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: როგორ უნდა მოხდეს საგზურის გაყიდვა, რა არის ექსკურსია, რა ურთიერთობებში უნდა იყოს ტურისტული ფირმა კლიენტთან, ვინ უნდა იყოს გიდი და ..

შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ საქართველოს გააჩნია დიდი გეოგრაფიული წანამძღვრები იმისათვის, რომ ტურიზმი განვითარდეს. ვფიქრობ, საქართველომ ტურიზმის განვითარების მიმართულებებს შორის პრიორიტეტი კულტურულ ტურიზმს უნდა მიანიჭოს. თუ ჩვენ კულტურული ტურიზმის განვითარება გვინდა, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი კულტურის სხვისთვის გაცნობასა და პოპულარიზაციას, აქ, რა თქმა უნდა, ორმაგი გავლენა არსებობს. თუმცა, ეს „გათქვეფის“ საშიშროებას ნამდვილად არ ქმნის - როგორც ჩამოსულზე იმოქმედებს ქართული კულტურა, ისე დამხვდურზეც მოახდენს გავლენას ჩამოსულის კულტურული და საყოფაცხოვრებო ტრადიციები.

და ბოლოს: თუ ჩვენ გვინდა ტურიზმის განვითარება, ქვეყანაში ტურიზმზე პასუხისმგებელმა ორგანომ უნდა უთხრას ტურისტული ბიზნესით დაკავებულ ან პოტენციურად ამის მსურველ ადამიანებს, დაკავდით ტურიზმით, გააკეთეთ საქმე და გექნებათ წარმატება. ჩემი ეს მოსაზრება ეფუძნება 2006-2007 წლებში ქვეყანაში შემოსული ტურისტების იმ რაოდენობას, რომელიც კულტურული ტურიზმის მიმართულებით წავიდა. თუ გვექნება კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია, ტურიზმის რომელი ფორმით უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიდა ქვეყანაში, იქნება ეს სათავგადასავლო, თუ კულტურული ტურიზმი, მაშინ სწორედ იქით უნდა მივმართოთ სახელმწიფოს ძალისხმევა და სტიმული მივცეთ მის განვითარებას. სამწუხაროდ, ასეთი მარკეტინგული კვლევები, სოციოლოგიური დაკვირვებები, ანალიზი და მასზე დამყარებული რეკომენდაციები სახელმწიფოს მხრიდან ნაკლებია, ეს კი, გარკვეულწილად, დარგის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორია.

0x01 graphic

მარინა მეტრეველი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი:

- ვერ წარმომიდგენია, კონცეფციისა და საკანონმდებლო ბაზის არარსებობის პირობებში ტურიზმი როგორ უნდა განვითარდეს. მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ თუკი ეს მიმართულება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, თუკი მას ნამდვილად ეკონომიკური შემოსავლების შემოტანა შეუძლია, რეფორმის შედეგად ტურიზმის დეპარტამენტის საინვესტიციო სააგენტოსთან გაერთიანება დარგს კარგს არაფერს მოუტანს.

რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, იგი საკმაოდ დაუგეგმავად ვითარდება, რაც სასტუმროებისა და ატრაქციების ცენტრალურ ქალაქებში ან დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე კონცენტრაციაში გამოიხატება. ნუთუ მსოფლიოში ცნობილი ხუთი სახელგანთქმული სახელწოდების მქონე სასტუმრო თბილისის ერთ ქუჩაზე უნდა განთავსდეს? არც მხოლოდ ბათუმის ბულვარის უზომოდ გალამაზებაზე ფიქრია მისაღები, ნაცვლად მთლიანად აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე გლობალურად ფიქრისა.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ტურიზმის განვითარების ფუნდამენტური პრინციპებისა და არსის შესახებ საკმაოდ მწირ ინფორმაციას ფლობს. განსაკუთრებით გამოვყოფდი სამეცნიერო და აკადემიურ წრეებში არსებულ მდგომარეობას. არ არსებობს ტურიზმის შესახებ ქართულენოვანი სამეცნიერო და სპეციალური ლიტერატურა მცირე გამონაკლისის გარდა. ტურიზმის სპეციალობა სულ ახლახან შევიდა უმაღლესი სასწავლებლების სპეციალობათა კლასიფიკატორში. საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. აუცილებელია მენტალიტეტის შეცვლაც, ანუ ტურიზმის განვითარების პრიორიტეტისადმი საზოგადოების დამოკიდებულება. აღნიშნულ ნაკლოვანებათა საფუძველი სწორი, მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციის დეფიციტია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურპროდუქტის ფასისა და ხარისხის ისეთი შეფარდება, რომელიც კონკურენტუნარიანს გახდის მას როგორც ადგილობრივ, ასევე უახლოესი მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე. პრიორიტეტად უნდა იქცეს შიდა ტურიზმის განვითარება, რადგან ამ დროს შექმნილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მომსახურების შესაბამისი სტანდარტები უცხოელი ტურისტების ნაკადების რაოდენობის გაზრდაზეც დადებითად იმოქმედებდა.

სამწუხაროდ, შემოსული ტურისტების ოფიციალური სტატისტიკა რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან დათვლის სათანადო მეთოდოლოგიაც კი არ გაგვაჩნია.

0x01 graphic

გიორგი კოდუა, ავიაკომპანია ნაციონალური ავიახაზების პრეზიდენტი:

- უცნაურია, რომ ტურიზმის განვითარების პრობლემებზე საუბრისას ავიაციას არავინ ახსენებს... არადა, ევროპაში არის ასეთი ტენდენცია - ტურიზმის „პაკეტში გაყიდვა“. მე მზად ვარ, შევთავაზო დაბალი, კონფიდენციალური ტარიფები საქართველოს ტურიზმის მთელ სექტორს, რაც გაცილებით მეტი ტურისტის მოზიდვას შეუწყობდა ხელს.

რასაკვირველია, მხოლოდ იაფი ბილეთით საქმე არ მოგვარდება! საქართველოში თითქმის არ არის დაბალფასიანი სასტუმროები, რომლებიც პაკეტის შეკვრისას ჩვენთან ერთად შემოვლენ ალიანსში. უცხოური კომპანიების შემოსვლის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს, მაგრამ ნუ გვექნება ილუზიები, რომ ისინი ჩვენს ტურისტებს დაბალ ფასებს შესთავაზებენ. უცხოური კომპანიები თავიანთი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაზე მუშაობენ და მართლებიც არიან, ჩვენს ტურიზმს კი ჩვენ უნდა მივხედოთ.

სასიხარულოა, რომ თბილისში ასეთი ლამაზი აეროპორტი გაკეთდა, მაგრამ ავიაციასთან ალიანსის გარეშე საქმეს მხოლოდ ეს ვერ უშველის.

0x01 graphic

ანზორ ქოქოლაძე, ელიტ ელექტრონიქსის გენერალური დირექტორი, კონფერენციის თანაორგანიზატორი:

- ტურიზმის განვითარების საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს არაკოორდინირებულობის პრობლემა. მაქსიმალურად ოპტიმიზებული და შეჯერებული უნდა ვიყოთ! ამას მთავრობა უნდა ჩაუდგეს სათავეში. სხვა შემთხვევაში ეს ინიციატივა კერძო სექტორმა უნდა აიღოს თავის თავზე. ზოგადად ქვეყნის პრობლემა იმაშია, რომ ერთიანი ეკონომიკური განვითარების კონცეფცია არ გაგვაჩნია.

ჩვენი საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი შიშობს, რომ ტურიზმის განვითარება ქვეყანას მომსახურე ერად გადააქცევს, რაც არასწორად მიმაჩნია.

მართალია, მთავრობის მხრიდან ინფრასტრუქტურულ ნაწილში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ არაკოორდინირებულად, ბიზნესთან შეუჯერებლად. მიმაჩნია, რომ მთავრობის ფუნქცია ბიზნესის წარმოება კი არა, ისეთი მოედნის შექმნაა, სადაც ბიზნესსუბიექტები ითამაშებენ. ხშირად გვსაყვედურობენ, რომ კერძო სექტორის მხრიდან ინიციატივები არ მოდისო, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები რისკიანები არ არიან, სუსტები არიან და ა.შ. შეიძლება მართლაც არა ვართ ძლიერები, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა გავძლიერდეთ?! ვფიქრობ, თუ თავად ტურიზმის სექტორი არ იქნება აქტიური, ამ მიმართულების გასაძლიერებლად რაც არ უნდა გააკეთოს სხვა სექტორმა, არაფერი არ გამოვა.

0x01 graphic

კოტე აბულაძე, ტურიზმის ექსპერტი. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი:

- ტურიზმის ექსპერტმა ბნმა ნიკა კვარაცხელიამ კონფერენციაზე სწორად აღნიშნა, რომ საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შევსება. კანონების ჰარმონიზაცია ევროკავშირის მოთხოვნებთან ჩვენს სინამდვილესთან მათი ადაპტაცია. ამ მხრივ განსაკუთრებით ბევრია გასაკეთებელი, თანაც, დრო არ ითმენს.

უდავოდ კარგია სასტუმროებისა და ტურისტული ცენტრების მშენებლობა, მაგრამ რად გვინდა სპორტული მოედნები და ინვენტარი, თუ თამაშის წესები არ გვექნება?

ეს პრობლემა სხვა კუთხითაც მინდა წარმოვაჩინო. ჩვენ გვაქვს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომლის მე-7 მუხლში ნათქვამია, რომ საქონლისა და მომსახურების მწარმოებლების მიერ სარეკლამო მასალებში გაცხადებული ხარისხი რეალობას უნდა შეესაბამებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება მომსახურების მწარმოებლის პასუხისმგებლობის საკითხი. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს კანონი არ მუშაობს. არადა, როცა მოვინდომეთ, ხომ შევძელით ღვინის და ზოგიერთი სხვა პროდუქტის ფალსიფიკაციის შემცირება? უცხოელი ტურისტების მომსახურებაც ხომ ექსპორტია!.. მართალია საქართველოს კანონში ტურიზმისა და კურორტების შესახებ ტურისტული მომსახურება ექსპორტთანაა გათანაბრებული, მაგრამ საკანონმდებლო მოთხოვნა რჩება კიდევ ერთ ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. მომრავლდა თვითმარქვია სასტუმროები, რომლებიც ვარსკვლავების იმ რაოდენობით ამკობენ თავიანთ ფასადებსა თუ სარეკლამო მასალებს, რამდენითაც სურთ. ეს ხომ მომხმარებლის მოტყუებაა! ჩვენ არ გვაინტერესებს რა ფერის უნიფორმა ეცმევა მომსახურე პერსონალს, ან რა ფერის კედლები ექნება სასტუმროს სააბაზანოს, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობისა და ქონების დაცვა მიმღები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხია. ასე, მაგალითად, აზერბაიჯანი მომდევნო წლის იანვრიდან შეაჩერებს იმ სასტუმროთა საქმიანობას, რომლებსაც არ ექნებათ ლიცენზია. ასეთივე მოთხოვნებია უკრაინაში, მოლდოვაში, ესტონეთსა და სხვა ქვეყნებში. სასტუმრო მომსახურების თანამედროვე სტანდარტი ორი წლის წინათ საქართველომაც შეიმუშავა. იგი როგორც ხდება ხოლმე ბიუროკრატიულ მორევში გაეხვა და ორი წელია, იქ ტრიალებს.

დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია არც ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და არც ტურისტული ობიექტების განლაგების გენერალური სქემა. მთელი სიგრძესიგანით უნდა გავაცნობიეროთ დარგის ინფრასტრუქტურის უდიდესი მასშტაბი, რომელიც იწყება საზოგადოებრივი ტუალეტებიდან და საერთაშორისო აეროპორტებით მთავრდება. ტურიზმი ხომ მხოლოდ სასტუმროებით არ შემოიფარგლება, როგორც ზოგიერთს ჰგონია... ის ერთობლივად საბანკო სადაზღვევო და სამედიცინო მომსახურებასაც, გზებს, ენერგოდა წყალმომარაგებას მოიცავს, მაგრამ ყველაფერი აუცილებლად საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს! კადრების, განსაკუთრებით კი, მენეჯერთა მომზადების დარგში მდგომარეობა სავალალოა. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, ჩვენ ტურიზმის მენეჯერებს კი არა, ტურისტებს ვამზადებთ. ჩვენ არ ვაძლევთ კურსდამთავრებულებს ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ ცოდნას. საქართველოს სასტუმრო ბაზარზე შემოდიან ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებსაც უზარმაზარი პოტენციალი და თანამედროვე ტექნოლოგიები გააჩნიათ. ჩვენ კი ვერ ვიყენებთ ამას, იმიტომ, რომ კვალიფიკაცია არ გვყოფნის, თუმცა, ეს ტექნოლოგიები ძალიან გვჭირდება. სწორედ მათ საფუძველზე უნდა ვმართოთ არსებული საწარმოები და შევქმნათ ახლები.

ძალიან მომეწონა ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობაში გამოქვეყნებული რევაზ საყევარიშვილის სტატია სათაურით ტურიზმი - დიდი შანსი ბევრი საფრთხეებით. ვფიქრობ, ეს კარგი პასუხია დიდი სკეპტიკოსებისთვისაც და დიდი ოპტიმისტებისთვისაც. განსხვავებული აზრის არსებობა ძალიან კარგია - დროა ამას მივეჩვიოთ და პატივი ვცეთ განსხვავებულ მოსაზრებებს.

0x01 graphic

ნოდარ ჭითანავა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

- რაც შეეხება ტურიზმის გამოცდილებას, ჩემდა სამწუხაროდ, მხოლოდ 5 წლის წინათ გავიგე, რომ ტურიზმის პრობლემატიკა ჯერ კიდევ შოთა რუსთაველს ჰქონია განხილული „ვეფხისტყაოსნის“ 1054-ე სტროფში:

აქა მოსვითა განყმდების
კაციცა იყოს ბერები,
სმა, გახარება, თამაში,
ნიადაგ არს სიმღერები,
ზამთარ და ზაფხულ სწორად
გვაქვს ყვავილი ფერად ფერები,
ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან,
იგიცა, ვინ არ ფერები.

ვფიქრობ, ამისთვის სერიოზული ყურადღება დღემდე არავის არ მიუქცევია. ეს აფორიზმის დონეზე წარმოდგენილი მოსაზრება, დღევანდელი ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, ტურიზმის რეკლამის სანიმუშო მაგალითია. ამიტომ, ვინც რეკლამაზე მუშაობს, ეს უნდა იცოდეს.

საბჭოთა პერიოდში საქართველოს ტურიზმის განვითარების გამოცდილებაც ჰქონდა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ანუ დღევანდელი გაგებით, ინფრასტრუქტურაც ფუნქციონირებდა. მსოფლიო ტურიზმის დიდ ექსპერტს, უნახავს ყოველივე ეს, ამაყად წარმოუთქვამს: ეს პატარა ქვეყანა დიდი ტურიზმისთვის არის განწირულიო. გამოგიტყდებით, ჩემში ამ გამონათქვამს აღტაცება არ გამოუწვევია. არა იმიტომ, რომ სწორი არ იყო. ექსპერტმა

დიდ პოტენციალზე მიგვანიშნა. მე ჩვენი, ამ მოსაზრებების გამტარებელი მხარე მაღელვებს. ჩვენ ხომ ეიფორიის მდგომარეობაში ეროვნული ეკონომიკა დავანგრიეთ და მოვშალეთ. თუ ასეთი გატაცებით მივუდგებით საქმეს და მხოლოდ ტურიზმზე ჩამოვკიდებთ ჩვენი ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, საბედისწერო შეცდომას დავუშვებთ. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ტურიზმს ქვეყანაში თავისი ადგილი არ აქვს. ტურიზმის განვითარების პოტენციალის ასამოქმედებლად მიზნობრივ-პროგრამული მიდგომაა საჭირო - ხელის ცეცებით ქვეყნის განვითარების მწარე გამოცდილება უკანასკნელი 18 წლის მანძილზე საქართველომ უკვე დააგროვა, უხეში შეცდომებიც დაუშვა. ახლა კი ლიმიტი უკვე ამოწურულია. ასე რომ, ქვეყანას ტურიზმის და არამხოლოდ კომპლექსური განვითარების პროგრამა უნდა ჰქონდეს. კოორდინაციის მექანიზმებზე პროგრამის გარეშე ვერ ვილაპარაკებთ. ვინც პროგრამირების პრობლემებზე მუშაობს, მას უნდა ესმოდეს ამ პროგრამის განმასხვავებელი თვისება სხვა დოკუმენტებისაგან. ეს არის მიზანი, ამოცანები, ეტაპები, ფინანსური წყაროები, მათი მიღწევის საშუალებები და მექანიზმები, რომლებსაც ჩვენ მენეჯმენტის სახით წარმოვიდგენთ-ხოლმე.

რა არის საჭირო პროგრამის შედგენისათვის? უპირველესად, სწორი კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომა. ჯერ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: როგორი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა მიესადაგება ქვეყნის განვითარების სტრატეგიას? საბაზრო? საკამათო არ არის. 21-ე საუკუნის ეკონომიკა საბაზრო მექანიზმებზე დაყრდნობის გარეშე არ მოიაზრება. მაგრამ ეს არ არის საკმარისი პირობა-ფაქტორი ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლებისათვის. აქ სხვა საყრდენიც არის - ესაა ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება. ამოცანა იმაშია, რომ თვითრეგულირების მექანიზმები ჰარმონიულ მდგომარეობაში იყოს ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმებთან.

არც ტურიზმის როლი და მნიშვნელობაა გარკვეული. ამ დარგთან დაკავშირებით გამოკვეთილ ორივე ცნობილ მიდგომას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არც ერთი არაა სწორი: პირველი, აზვიადებს ტურიზმის როლს და ცალმხრივად განიხილავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მეორე კი ტურიზმის ცალმხრივ გაგებაზე აგებს თავის პოზიციას და აკნინებს მის როლს. რაშია გამოსავალი? ტურიზმი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთ სეგმენტად, დარგად, მიმართულებად და მისი განვითარება კი სხვა დარგებთან უშუალო კავშირში უნდა განვიხილოთ. მსოფლიო ეკონომიკა ნამდვილად ღრმა კრიზისშია, ყველაზე დიდ პრობლემად კი სიღარიბის დაძლევა დგას. ამიტომ, ტურიზმის განვითარება სწორედ სიღარიბის დაძლევას, როგორც დასაქმების მნიშვნელოვან ფაქტორს უნდა დავუკავშიროთ. დადგენილია, რომ ერთი სამუშაო ადგილი ტურიზმში 2-3 სამუშაო ადგილს ქმნის მომიჯნავე დარგებში.

ჩემის აზრით, ტურიზმის განვითარების ტემპებს აუცილებლად უნდა უსწრებდეს სურსათის წარმოების ტემპები საქართველოში. თუ არა და, ქვეყანაში შემოვა სუბსიდირებული, ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული პროდუქცია, რომელსაც 30 პროცენტით აფინანსებს სახელმწიფო, ამას კი საქართველოში წარმოებული პროდუქცია ვერ გაუძლებს და ჩვენი სოფლის მეურნეობა, სურსათის წარმოება, რომელიც სულს ღაფავს, მთლიანად ჩაკვდება.

შემომაქვს წინადადება, შეიქმნას საკანონმდებლო ბაზაზე, ინფრასტრუქტურაზე და ორგანიზაციული მართვის პრობლემებზე მომუშავე ჯგუფები. ჟურნალმა ბიზნესი და კანონმდებლობა კი ტურიზმის პოპულარიზაციის მენეჯერის ფუნქცია უნდა ითავოს. სასურველია, ამ მიმართულებით ჟურნალმა მონიტორინგიც დააწესოს და, სავარაუდოდ, იანვრისთვის სპეციალური ნომერიც გამოსცეს, სადაც ამ მონიტორინგის შედეგებს გავეცნობით.

მოამზადა
ეკა ჯიმშელაძემ

3 მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველო

▲back to top


0x01 graphic

იმ პირობებში, როდესაც სიღარიბის დაძლევა მსოფლიოს ნომერ პირველ პრობლემად იქცა და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები უკვე ღიად გამოხატავენ შეშფოთებას არსებულ კრიზისზე, საქართველო არაფერს იმჩნევს და ჯიუტად ამტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არნახული ტემპებით ვითარდება. როგორ ახერხებს იმპორტზე ორიენტირებული, აბსოლუტურად დაუცველი შიდა ბაზრის მქონე ქვეყანა მრეწველობის ფაქტობრივი არარსებობის პირობებში ეკონომიკაში წარმატებულის ნიღბის მორგებას და რამდენად რეალურია ის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის მიხედვით თვით ევროპის განვითარებული ქვეყნებიც კი უკან ჩამოიტოვა? ამ და სხვა, მათ შორის, გლობალური ეკონომიკური კრიზისის საქართველოს ეკონომიკაზე ასახვის შესაძლო მასშტაბებსა და მისი გაღრმავების ხელშემწყობ შიდა ფაქტორებზე ისაუბრეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ოფისში შეკრებილმა მრგვალი მაგიდის მონაწილე ექსპერტებმა, რომელიც ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ინიციატივით ჩატარდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.

მრგვალ მაგიდას უძღვებოდა ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის სარედაქციო საბჭოს წევრი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იაკობ მესხია.

რა რისკების წინაშე დგას საქართველო მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში და არსებობს თუ არა გლობალური კრიზისის საქართველოზე მოსალოდნელი ნეგატიური გავლენის შესუსტების გზები?

მსოფლიო ფინანსური სისტემის წინაშე მდგარი საფრთხეები საქართველოსთვისაც რეალურია

0x01 graphic

იაკობ მესხია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

- დამეთანხმებით, მსოფლიოში ფინანსური კრიზისი უკვე დაწყებულია. 20062007 წლებიდან აშშში თავი იჩინა იპოთეკურმა კრიზისმა, რისი მიზეზიც იყო ის, რომ მსესხებლებმა ვერ დააბრუნეს საბინაო მშენებლობისთვის აღებული სესხები. ამან ამერიკაში ორი დიდი ბანკის (Freddi Mac da Fanny May) გაკოტრება გამოიწვია. ამ ფაქტს თითქოს და ეკონომიკის სხვა სეგმენტებზე არ უნდა ემოქმედა, მაგრამ საბანკო სისტემა იქ იმდენად ინტეგრირებულია, რომ ამ ფაქტორებმა ასახვა მთლიან საფინანსო სისტემაზე ჰპოვა. შემდგომში ეს პროცესი მერე ევროპაზეც გადავიდა - პირველად ეს ესპანეთმა იგრძნო, შემდეგ სხვა ქვეყნებზეც გავრცელდა. აღნიშნულს მეორე უმძიმესი პრობლემაც დაემატა. მხედველობაში მაქვს - სასურსათო პროდუქტებზე, განსაკუთრებით კი ხორბალზე ფასების ზრდა. ხორბალზე ფასის მატებას ექსპერტები სხვადასხვაგვარ ახსნას უძებნიან - მათ შორისაა, წინა წლების მოუსავლიანობა, აზიის ქვეყნების მიერ პურპროდუქტების მოხმარების გაზრდა. მიუხედავად ვერსიათა მრავალფეროვნებისა, ერთი რამ ფაქტია - მსოფლიოს სურსათის სერიოზული პრობლემა შეექმნა. მესამე პრობლემა, რომელიც დიდი ხანია მწიფდებოდა და რომელმაც ახლა მკვეთრად იჩინა თავი, არის ნავთობპროდუქტებზე ფასების სწრაფი ზრდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზებით, ერთ ბარელ ნავთობზე ფასი 110 დოლარზე მაღლა არ უნდა აწეულიყო. სამწუხაროდ, სწორედ ამ პარამეტრებზეა ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები გათვლილი. არადა, რეალურად ნავთობზე ფასი 135-150 დოლარის ფარგლებში მერყეობს და ეს ციფრი ყოველდღიურად იცვლება. არის სხვა პრობლემებიც, კერძოდ: მეტალზე ფასების ზრდა, რაც სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის, მსოფლიოში ნათესი ფართობების რაოდენობის თანდათანობითი შემცირება, რაც გამოწვეულია მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში ბიოსაწვავის დამზადების დაწყებით (ეს კიდევ უფრო ართულებს სასურსათო პრობლემას). ასე რომ, წამყვანი განვითარებული ქვეყნები უკვე აშკარად აღიარებენ არსებულ ფინანსურ კრიზისს, სამყარო შეშფოთებულია, საქართველოს სტატისტიკის სამსახური კი გვამშვიდებს, რომ ჩვენთან ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება! მათი ინფორმაციით, საქართველოში თურმე ინფლაცია ყველა სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, რომ ყველაფერი კარგადაა. სამწუხაროდ, არავინ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში მოხმარებული პროდუქციის 70-75%25 იმპორტირებულია! საინტერესოა - თუ იმ ქვეყნებში, საიდანაც პროდუქცია შემოგვაქვს, მაღალია ინფლაცია, საქართველო როგორ ახერხებს ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებას? ხომ ფაქტია, რომ საქართველო ინტეგრირებულია მსოფლიოს ეკონომიკურ სისტემაში, ინტეგრირება კი ორმხრივი პროცესია. გამომდინარე აქედან, ის საფრთხეები, რაც მსოფლიო ეკონომიკის წინაშე დგას, გარკვეულწილად არსებობს ჩვენთანაც და ამდენად, მოლოდინის რისკი საკმაოდ მაღალია. რეალობაც ამაზე მეტყველებს - თუ ბოლო სტატისტიკურ მონაცემებს გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ იმ დარგებს, რომლებიც ადრე ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა, ეს არის ფინანსური შუამავლობა და სამშენებლო სექტორი, შეიძლება უახლოეს პერიოდში პრობლემები შეექმნას. ამაზე მიგვანიშნებს ის, რომ შენელდა მშენებლობის ტემპები და საფინანსო შუამავლობის ზრდის ტემპმაც დაიწია.

0x01 graphic

ნოდარ ჯავახიშვილი, ექსპერტი საბანკო საკითხებში:

- მე უფრო სხვაგვარად ვიტყოდი - ჩვენ უფრო დამოკიდებულები ვართ მსოფლიო ეკონომიკაზე, ვიდრე ინტეგრირებულნი. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დარტყმა საქართველოზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე იმ სხვა ქვეყნებზე, რომელთაც შეუძლიათ წინააღმდეგობა ამ კრიზისს მწარმოებლური შრომით გაუწიონ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ფასები ნავთობპროდუქტებზე კატასტროფულად იზრდება, მაგრამ, დააკვირდით, თურქმენეთში თუ არის ფასების ასეთი კატასტროფული ზრდა?! ამით იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს რესურსი, შეუძლია ბევრ ასპექტში წინ აღუდგეს კრიზისს. ზოგიერთი ქვეყანა ვერც გაიგებს, რომ მსოფლიოში ფინანსური კრიზისია, ეს განპირობებული იქნება ქვეყნის შესაძლებლობებითა და მისი ხელისუფლების დამოკიდებულებით ამ კრიზისისადმი. გეტყვით, რა არის ის ერთი აუცილებელი და სასწრაფოდ გადასადგმელი ნაბიჯი, რაც საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიო ფინანსური კრიზისის დარტყმას შეანელებს, ეს არის ეროვნული ბანკის აღდგენა თავის სტატუსში სრული დამოუკიდებლობით! რაც მთავარია, თავისი როლით საქართველოს ეკონომიკაში. ჩვენ საბანკო კრიზისზე ჯერჯერობით მინიშნებებით ვსაუბრობთ, მაგრამ ხვალ და ზეგ პრობლემა შეიძლება მწარე რეალობად იქცეს და ამას თითოეული ჩვენთაგანი იგრძნობს საკუთარ ჯიბეზე.

0x01 graphic

ელგუჯა მექვაბიშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

- მსოფლიო ფინანსური კრიზისი რომც შერბილდეს (თუმცა, შერბილების ნიშანწყალი ჯერჯერობით არ იკვეთება. პირიქით, საუბრობენ, რომ კრიზისი მეორე ფაზაში შედის, რომელიც არანაკლებ მწვავე იქნება, ვიდრე პირველი), ამ კრიზისის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე მაინც იქნება. ჩემი პროგნოზი კი, ჩემდა სამწუხაროდ, საკმაოდ არასასიამოვნოა - საქართველო რეალურად იმყოფება მძიმე ფინანსური კრიზისის წინაშე და ეს კრიზისი მოსალოდნელია არაუგვიანეს შემოდგომის ბოლოს - ზამთრის დასაწყისში. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს ყველაფერი? ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ვწერთ, არიან ადამიანები, რომლებიც ამაზე სისტემატურად მუშაობენ, განგაშის ზარს რეკენ, მაგრამ, მოდით, მეორე მხარეს შევხედოთ - ვის ესმის ეს?! როგორია მთავრობის დამოკიდებულება ყველაფერ ამის მიმართ, რაც ხდება? რეალობა სხვაა, ოფიციალური სტატისტიკა კი სხვა რამეს ღაღადებს. არადა, არ არის ისე როგორც გვეუბნებიან - საქართველოში არ ჰყვავის ეკონომიკა, ინფლაცია არ არის 11,2%25 (ის 20-30%25-ის ფარგლებში მერყეობს და კიდევ უფრო ძლიერდება), არ არის ამ მასშტაბის ეკონომიკური ზრდა როგორც გვიმტკიცებენ. მაპატიეთ და, თუ შენ სტატისტიკურ სამსახურს ჯიბეში ჩაიდებ და ერთჯერადი მოხმარების საგნად გადააქცევ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალობა იცვლება - რეალობა არსებობს და ამ რეალობას სტატისტიკის სამსახური მორცხვად მალავს! ეს იგივეა ავადმყოფს თერმომეტრი დაუმალო, აქაოდა სიცხე არ გაიზომოს და გული არ შეუწუხდეს!

- რა მოვიმოქმედოთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კრიზისი ავიცილოთ. ჩვენ ერთი რამ შეგვიძლია - სიფრთხილისაკენ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ რეალობას თვალი გაუსწოროს, თორემ კრიზისი შეიძლება შეუმჩნევლად დაგვატყდეს თავს!

სამწუხაროდ, კრიზისული მოვლენები საქართველოს ფინანსურ სექტორში დაწყების სტადიაშია. მე მქონდა საშუალება თქვენი ჟურნალის მეშვეობით ჯერ კიდევ აპრილში დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია, რომ გაძვირდება კრედიტი, ინფლაცია გაიზრდება და ა.შ. ეს მაშინ, როცა თი-ბი-სი ბანკი ამტკიცებდა, არავითარი პრობლემა არ იქნებაო! გასაგებია, ის კომერციული სტრუქტურაა და თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ მთავრობამ ხომ სახელმწიფოებრივად უნდა იაზროვნოს?

ისმის კითხვა, რაშია გამოსავალი? აპრიორი ამაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რა შეიძლება მოხდეს. მოხდება კი ის, რომ კრიზისი აუცილებლად გაღრმავდება (ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე), იგი ძალიან მწვავე იქნება თავისი ეკონომიკური და სოციალური შედეგებით, არ არის გამორიცხული, პოლიტიკურითაც. აქ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს - კრიზისი მარტო გაჭირვება არ არის, ეს სიღარიბიდან გამოსვლის, თვითგანწმენდის, ღირებულებათა გადაფასების, მოწინავე პოზიციებზე უარის თქმაა. ეს დიდ ხარჯებთან და დანაკარგებთანაა დაკავშირებული. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ჯოჯოხეთის გავლის გარეშე ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის წარმმართველი გუნდის მენტალობა არ შეიცვლება. სხვა საკითხია, რამდენად გაუძლებს ამას ქვეყანა, ხალხი, საზოგადოება?

0x01 graphic

ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჟურნალ საქართველოს ეკონომიკის მთავარი რედაქტორი:

- სამწუხაროდ, ჩვენთან სრულად არ არის გააზრებული, რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რამდენად შეუძლია პატარა ქვეყანას წინ აღუდგეს გარე ფაქტორებს, რამდენად მოახერხებს იგი მოქნილი, სწორი პოლიტიკის შემუშავებას, არის თუ არა საერთოდ ამგვარი პოლიტიკის შემუშავება საჭირო თუ სჯობს, ბრმა მოლოდინის რეჟიმში ვიყოთ? მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც, ვთქვათ, თუნდაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობს, მაინტერესებს რატომ იცვლება კატასტროფულად საგადამხდელო ბალანსი და როგორ ჩნდება სავალუტო რეზერვების თანაფარდობა და სხვა. ამაზე კომერციული ბანკები და, მათ შორის, ეროვნული ბანკიც, იტყვიან თავის სათქმელს. თუმცა ის, რატომ აღვრიცხავთ 180 მილიონი ღირებულების მანქანის ტრანზიტს ექსპორტად? არა მგონია, ვინმემ ახსნას. საბაჟო სტატისტიკას მეტნაკლებად ვიცნობ და არსად მსგავსი მითითება არ არის. მე ვნახე სავალუტო ფონდის ბოლო ინსტრუქციაც და არც მასშია ასეთი აღრიცხვის შესახებ მითითებული. ტრანზიტი რომ ექსპორტად ასახო, ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია!

0x01 graphic

გოჩა თუთბერიძე, ეკონომიკის დოქტორი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე:

- მე ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშნებს, რომ ჩვენ რაღაც კრიზისში ამოვყოფთ თავს. ბაზარი ყველაფერს ავტომატურად დაარეგულირებს. თუმცა, რამდენიმე პრობლემა გამოკვეთილია - პირველი ეს არის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხის თითქმის ნულამდე დაყვანა. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგანაც იმ ინფლაციის შესაჩერებლად, რომელიც ახლა სახეზეა, აუცილებელია, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდეს დამოუკიდებლობა, მან უნდა აკონტროლოს პროცესები და მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით უნდა უზრუნველყოს ინფლაციის გონივრულ ფარგლებში მოქცევა. თუ ეს დამოუკიდებლობა ეროვნულ ბანკს არ ექნება, ჩვენ აუცილებლად აღმოვჩნდებით უხერხულ მდგომარეობაში. მეორე პრობლემა, რაც ჩვენ, რბილად რომ ვთქვათ, გაგვაჩნია, ეს არის საკუთრების უფლების დაცვა და მესამე და ვფიქრობ, ერთერთი ყველაზე სერიოზული - დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა. თუ ეს სამი ელემენტი საქართველოში სათანადო დონეზე იქნება, მერწმუნეთ, ის ღრუბლები, რასაც ჩვენ ვხედავთ მსოფლიო ეკონომიკის თავზე, გაცილებით ნაკლებად შეეხება საქართველოს.

0x01 graphic

ნოდარ ხადური, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი:

- აქ ერთი მომენტია - ნებისმიერ ეკონომიკურ საკითხში პოლიტიკა უნდა იყოს ბოლომდე ჩამოყალიბებული. თუ ტაშის დაკვრა გვინდა, ორივე ხელით უნდა დავუკრათ, ანუ მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ურთიერთკავშირში კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული. უნდა გვქონდეს მიზანი. არ ვიცი, საქართველოში ტაშს რითი ვუკრავთ (ხშირ შემთხვევაში, შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავებით კედელზე), მაგრამ მთავარ პრობლემას სხვა რამეში ვხედავ - კერძოდ, თუ ერთი წლის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს არც ელაპარაკებოდნენ, დღეს უკვე საუბარს აზრი აღარ აქვს - რასაც იტყვის პრემიერ-მინისტრი, იმას გააკეთებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც! ქვეყანაში განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა არ არის ადექვატური იმ სიტუაციისა, რომელიც დღეს რეალურად გვაქვს. ისმება კითხვა, მივიღებთ თუ არა ეკონომიკურ კრიზისს. ღმერთმა ქნას, არ მივიდეთ კრიზისამდე, მაგრამ, თუნდაც ის, რომ ჩვენი მოხმარება ძირითადად იმპორტორიენტირებულია, ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას ნაკლებად იძლევა.

0x01 graphic

კოტე აბულაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი:

- ჩვენ უნდა დავინახოთ, რა იყო ადრე და რა არის დღეს. მე არავის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ყველაფერი ახლა დაიწყო. აქ, ჩვენ, სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ეკონომიკურ უმეცრებასთან ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის დონეზე, რომლებიც გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ თურმე ჩვენ რუსეთთან უნდა ვაწარმოოთ ეკონომიური მოლაპარაკება, ჩვენ უნდა შევქმნათ მთავრობის ეკონომიური გუნდი, შევიმუშაოთ ეკონომიური პოლიტიკა და ა.შ. სამწუხაროდ, ეკონომიკისა და ეკონომიის ტერმინების მართებული ხმარება არ იცის ადამიანმა, რომელიც ეკონომიკური ბლოკის ერთ-ერთ სამინისტროს ხელმძღვანელობდა წლების განმავლობაში.

ჩვენ იმპორტის ტყვეობაში ვიმყოფებით და შეუძლებელია, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ჩვენზე სერიოზული გავლენა არ იქონიოს. არადა, აღმოჩნდა, რომ არა მარტო სტრატეგიული რესურსი, ყვავილებიც კი თურქეთიდან შემოგვაქვს. ორისამი დღის განმავლობაში გმირთა მოედანზე სამუშაოები შეჩერებული იყო. მიზეზი რომ ვიკითხე, მითხრეს, ყვავილებს თურქეთიდან ველოდებითო. ესეც იმპორტია. აქ მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციაზე იყო საუბარი და ინტეგრაციის ერთ-ერთი მაჩვენებელი არის წმინდა უცხოური ინვესტიცია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ინვესტიციები შემცირდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან - აშშ-დან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, სამაგიეროდ სამჯერ გაიზარდა ვირჯინიის კუნძულებიდან. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენთან, საერთოდ, ინვესტორის ლეგიტიმურობის პრობლემაც დგას, ანუ დიდი ბიზნესის ლეგიტიმურობაა ეჭვქვეშ. გამომდინარე ზემოთქმულიდან, რასაკვირველია, იმ კრიზისს, რაზეც იყო საუბარი, სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვება საქართველოში. მეტიც, მას მწვავე სოციალური შედეგებიც მოჰყვება. ამ სოციალურ შედეგებს ამწვავებს ის მდგომარეობაც, რომ ჩვენი საზოგადოება გახლეჩილია ორ ნაწილად. არ არის ერთიანი ეკონომიკური ინტერესები, ერთიანი ეკონომიკური ფასეულობები, ეს კი არასწორი პრივატიზაციის შედეგია. პრივატიზაციის შედეგად საქართველოში საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო - ერთია გაუბედურებული და გაჭირვებული, რომელიც ფიქრობს, როგორ გაიტანოს თავი და როგორ შეინახოს ოჯახი, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, სად და როგორ დააბანდოს თავისი კაპიტალი და ამ კაპიტალის გაზრდის ახალი წყაროები მოძებნოს.

ამ ბოლო პერიოდში საქართველოში საბანკო და სამშენებლო სექტორების განვითარების ზრდის ტემპების დაცემა გამოიკვეთა. თქვენის აზრით, რა შეიძლება იყოს ამ ორი ყველაზე განვითარებული სექტორის შეფერხების შიდა ფაქტორები და რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი განვიხილოთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ქართულ გამოძახილად?

ნოდარ ჯავახიშვილი:

- როგორც ჩანს, ჩვენ ვეგუებით ეროვნული ბანკის პრაქტიკულად გაუქმებას. შეიძლება შენობას ეროვნული ბანკი გადააყოლო?! მოგეხსენებათ, რა ნორმატივები არსებობს გრძელვადიან და მოკლევადიან დაბანდებებს შორის და ეს ნორმატივები რომ არსებულიყო საქართველოში, გარწმუნებთ, მშენებლობის ასეთი გაუგებარი და უაზრო ბუმი არ იქნებოდა!

ბევრი ამბობს და ჟურნალისტებიც ამას იმეორებენ, რომ საქართველოს ეკონომიკაში თურმე დაბანდებულია ექვსი, თუ შვიდი მილიარდი საკრედიტო რესურსი. რას ნიშნავს, საქართველოს ეკონომიკაში აბანდებთ სამომხმარებლო კრედიტს, როცა ეს კრედიტი იაპონური ავტომანქანების საყიდლად გაიცემა? ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩვენ იაპონიის ეკონომიკაში ვაბანდებთ ფულს, ვყიდულობთ რა ამ კრედიტით „ტოშიბას“ თუ „სიმენსის“ მოწყობილობებს. ქართული პროდუქციის საყიდლად ვინ მოდის ბანკში, ან არსებობს კი საერთოდ ასეთი პროდუქცია? ქართულ ეკონომიკაში იმ 6 თუ 7 მილიარდიდან არაფერი არ არის დაბანდებული! ჩინეთს და იაპონიას თუ მივეხმარებით და გადავარჩენთ, მგონი დაგვიფასებს ის მადლიერი შთამომავლობა, რომელმაც ჯერჯერობით საქართველომდე ვერ ჩამოაღწია...

ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი დღევანდელი შეშფოთება და განგაშის ატეხვა ვინმეს ყურამდე მივა და რაიმე შედეგს გამოიღებს, მაგრამ გარწმუნებთ, თუ გვინდა, რომ მეტ-ნაკლებად დაცულები ვიყოთ გარე თუ შიდა ნეგატიური ფაქტორებისაგან, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ცენტრალური ბანკი! მე ჟურნალისტებთანაც მაქვს პრეტენზია - როგორ შეიძლება ჟურნალისტმა ბენდუქიძეს ათქმევინოს, რომ ინგლისს ეროვნული ბანკი არ აქვს? ნახეთ და დარწმუნდებით, რომ ლონდონის ცენტრალურ ბანკს აქვს ერთერთი ყველაზე ძლიერი საზედამხედველო ფუნქცია! ნუ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვიან, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეს მართლაც არ არის. ეს იმიტომ, რომ იქ აღარ აქვთ საკუთარი ფულადი ვალუტა და ეს აღარ სჭირდებათ. იმ ქვეყნებში უკვე ევროპის ცენტრალური ბანკი არეგულირებს ამ საკითხებს, ეს სხვადასხვა რამეა. 205 ქვეყნიდან რომელიმე ქვეყანაში შეიძლება მართლაც არის რაღაც არასწორად გაკეთებული და სწორედ ის რატომ მოჰყავთ მაგალითად?!

როცა ვლაპარაკობთ რაღაც ინსტიტუციონალურ საკითხებზე, აღვადგინოთ თუნდაც ანტიმონოპოლიური სამსახური, მერე რა, ის იქნება დამოუკიდებელი? ასე რომ, მარტო მე აბრის შენარჩუნების მომხრე კი არა ვარ, მე მინდა, რომ ეროვნული ბანკი არსებობდეს თავისი სრულყოფილი ფუნქციებით, რაც გაწერილია 1995 წლის კანონში „ეროვნული ბანკის შესახებ“. არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს ჩვენ აბრების შენარჩუნებისთვის ვიბრძვით. ეროვნულმა ბანკმა, რომ დაუბრუნონ კიდეც მას ზედამხედველობის, ფულადსაკრედიტო და სხვა ფუნქციები, იქცევა კი ის ავტომატურად იმ ბანკად, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება? - რა თქმა უნდა, არ იქცევა!

იაკობ მესხია:

- ახალი კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის ადრინდელი ფუნქციებიდან თითქმის ყველაფერი ამოღებულია და მხოლოდ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა დარჩენილი. ეს კი ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემაა. ფასების სტაბილურობა ეროვნულ ბანკს შეეძლება მხოლოდ და მხოლოდ მისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის პირობებში და არა ისეთ პირობებში, როცა მას ფინანსთა, თუ ნებისმიერი სხვა მინისტრი იოლად დაიყოლიებს, აღარაფერს ვამბობ მთავრობის თავმჯდომარეზე. როდესაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს არათუ მთავრობას, ნებისმიერ რიგით ჩინოვნიკსაც კი და ყველაფერს დუმილითა და უსიტყვოდ ეთანხმება, ასეთი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, ქვეყანას არ გამოადგება.

საბანკო სექტორს რომ საფრთხეები უახლოვდება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უბრალო ობივატელიც კი მიხვდება, რომ კრედიტის დაბრუნებადობის ხარისხი დაბალია. ის, რომ გაცემული 5 მილიარდიდან დაუბრუნებელი კრედიტი არის მხოლოდ 845 მილიონი, მტკნარი სიცრუეა. რას ნიშნავს ეს - მე ვარ მსესხებელი, ვისესხე 100 ლარი თი-ბი-სი-დან, ვერ გადავიხადე, წავედი „საქართველოს ბანკში”, 150 ვისესხე და ის წინა კრედიტი დავფარე, მერე წავედი „ქართუში“ და ა.შ. დაუსრულებლად, თითქმის ყველა ბანკის მოვლა მომიწევს. ძალიან კარგად იცით, წლის ბოლოს, 31-ში რა ოპერაციები მიდის ბანკებში ამ გადაუხდელობის გამო და როგორ ხდება ამ ციფრის გამოყვანა.

ორადორი სექტორია საქართველოში, რომელიც არის მაღალმომგებიანი. ეს საბანკო და მეორე - სამშენებლო სექტორი, სადაც მოგება თვითღირებულებასთან შედარებით 45 - ჯერ მეტია. ეს ორი სექტორი ერთმანეთთან მჭიდროდაა მიბმული, აქედან გამომდინარე, საკმარისია ერთერთი მცირედ შეფერხდეს, მეორესაც ზედ მიიყოლებს. ერთი სიტყვით, საქართველოში ორივე სექტორის რყევის ნიშნები ნელნელა იკვეთება. მე ძალიან კარგად ვხედავ იმ დადებითსაც, რაც კეთდება, მაგრამ ჩვენ ვტეხთ მინიგანგაშს იმის გამო, რომ საბანკო სექტორი შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეული საფრთხის წინაშე და გვინდა, რომ ამას ხელისუფლება მომზადებული დახვდეს. როგორც კი გამოიკვეთება საქართველოში დეპოზიტების ზრდის ტემპის შენელება, საბანკო კრიზისი გარდაუვალია!

ემზარ ჯგერენაია:

- მტკიცე და ქმედითი ბერკეტების უქონლობა ეროვნულ ბანკს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, იგივე ითქმის კომერციული ბანკების რეგულირებასთან მიმართებაში. მე პირადად ყველაზე მეტ პრობლემას ვხედავ ინსაიდერების ნაწილში. კი, გასაგებია, თი-ბი-სი ბანკი არის კომერციული ბანკი, მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას შეჩერდეს მშენებლობის ღირებულების ზრდის ტემპი, მე არ ვამბობ, გაიაფდეს, არამედ შეჩერდეს - მყისიერად, ერთი მეორის მიყოლებით შეიძლება გაჩერდეს ყველა ბანკი. ეს მოხდება ძალიან მოკლე დროში. სხვათა შორის, დაზღვევის მექანიზმიც ბანკებში ძალიან სასაცილოა, აბსოლუტურად მონოპოლისტური ბაზარი ჩამოყალიბდა, ორი სადაზღვევო კომპანია განაგებს სადაზღვევო ბაზრის 68%25-ს, ორივე კომპანიამ კარტელური შეთანხმებით ასწია თავის პროდუქციაზე ფასები, ყველაზე მიუღებელი კი ის არის, რომ ორივე ფირმა რისკებით სავსე ამ ქვეყანაში აზღვევს საკუთარ რისკს საკუთარი სადაზღვევო კომპანიით, საკუთარი კაპიტალით! „საქართველოს ბანკის“ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ 40/80 არის შესაბამისად სამშენებლო ბიზნესი და სავაჭრო ბიზნესი, თი-ბი-სი-ში 80/20 სამშენებლო ბიზნესი სავაჭრო ბიზნესთან, ანუ დღეს ჩვენ ყველაფერი ყირაზე გვაქვს დაყენებული. იყო დრო, ბანკს არ ჰქონდა უფლება, შვილობილის დონეზეც კი, კომერციული ფირმა ჩაედო აქტივებში! ასე რომ, ბანკებთან მიმართებაში სერიოზული ეჭვი ჩნდება, რამდენად სიღრმისეულადაა გააზრებული ინსაიდერული კაპიტალის პრობლემა, კაპიტალში არაადეკვატურობისა და ლიკვიდურობის მომენტი, რომელიც დღეს ბანკებს გაუჩნდათ.

ელგუჯა მექვაბიშვილი:

- აქ ითქვა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, მე არ მინდა პიროვნებების ხსენება, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით - დათო ამაღლობელი ჩემი სტუდენტი იყო ხუთი წლის მანძილზე. ამ ხნის მანძილზე ამ კაცს ხუთჯერ არ ამოუღია ხმა და ახლა თქვენ ელით, რომ ეს კაცი ადგება და ეროვნული ბანკის დასაცავად ხმალამოღებული იბრძოლებს?! მე მის პოზიციაზე ვსაუბრობ. არის ხალხი, რომელთაც აქტიური პოზიცია აქვთ, არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არა აქვთ პოზიცია. ის ჭკვიანი და განათლებულია, მაგრამ მისგან აქტიური პოზიციის გამოხატვა, ძალიან საეჭვოა, რაც ქვეყნის ინტერესებიდან მიუღებელია.

გოჩა თუთბერიძე:

- ჩვენ ვახსენეთ მშენებლობის ბუმი, რატომ ხდება ეს? რა არის საპროცენტო განაკვეთების აწევის მიზეზი? აქ ითქვა, რომ რაღაცა მოხდება და არავის არ გვინდა, რომ ეს „რაღაც“ მოხდეს. მშენებლობაში ფასების ზრდა იქნება მანამ, სანამ მშენებლობისთვის საჭირო ხარჯები იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე აშენებული ფართის კვადრატული მეტრის ფასი.

ემზარ ჯგერენაია:

- მოდით, დინამიკაში შევხედოთ საბანკო და სამშენებლო ბიზნესს და მოსახლეობის ბანკებთან ურთიერთობის ფორმებს. სხვათა შორის, დეპოზიტების ზრდის მაჩვენებელი ჯერჯერობით ძალიან დამაიმედებელია. რაც შეეხება ფართო ფულის (M2) მაჩვენებელს, ის მართალია ორჯერ ნაკლებია, ვიდრე არსებული აქტიური დაბანდებიდან მიღებული უნდა იყოს ქვეყანაში, მაგრამ ესეც საკმაოდ მაღალია. ეს არანაირად არ უტოლდება, მაგალითად, ჩეხეთის დონეს, სადაც ეს ციფრი GDD-ის მიმართ 120 %25, მაგრამ საქართველოსთვის რაც არის, ესეც მნიშვნელოვანია. აქ ერთ მოვლენასთან გვაქვს საქმე - ბანკებმა ხელოვნურად გაზარდეს მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა. მაგალითს გეტყვით. ამერიკაში მოსახლეობის შემოსავლებს 8-ჯერ აღემატება მათი საკრედიტო დავალიანება. ინგლისში ეს მაჩვენებელი 4-მდეა დაწეული, ევროპაში 1,8-მდე. საქართველოში უკვე მოსახლეობის შემოსავლებმა სამჯერ გადაუსწრო მათ საკრედიტო დავალიანებას. ეს ერთი ფაქტორი, რომელიც საგანგაშოა. მეორეა ბანკების მიერ ბიზნესისთვის გაცემული თანხები. მე ხუთი ბანკი გამოვკითხე - მათ შორის, სილქროუდი, საქართველოს ბანკი, თი-ბი-სი, ქართუ, ყველაზე მეტი ფული ბიზნესში საქართველოს ბანკიდან დევს. ახლა პროცენტული შემადგენლობა ვნახოთ: 12%25-დან იწყება იპოთეკური სესხები და 16-მდე ადის. ფანტასტიკურია! ბიზნესსექტორში არის 6თვიანი, 8თვიანი, მაქსიმალური 3 წლიანი კრედიტები და რეალური პროცენტი 18-დან 36%25-მდეა, მითხარით ის ბიზნესი საქართველოში, რომელიც მოგების ამ ნორმას აიტანს! რატომ იტანს ამხელა პროცენტს იპოთეკური კრედიტი? - იმიტომ, რომ ფინანსურ პირამიდას აკეთებენ! რატომ იქმნება ეს კრიზისი? ვთქვათ, აიღო ადამიანმა 20 ათასი დოლარი, 15 ათასი ბინის მშენებლობაში შეიტანა, 2 ათასი პროცენტის დასაფარად დადო, 3 დახარჯა. მერე აიღო 4 ათასი, წინას დასაფარად, მერე 60 და ასე მიდის ზემოთ. როგორც კი დღეს გააჩერებენ იპოთეკური კრედიტის გაცემას და იგი ვერ შეძლებს ახალი ნაკადებით ძველის დაფარვას, კრიზისი გარდაუვალია!.. რა არის თბილისში დღეს მოდაში? - გაქვთ საქართველოს ბანკში კრედიტი? დაგიფარავთ, ოღონდ ჩვენთან დაბრუნდით - სთავაზობენ ყველას. დღეს ძალიან საინტერესო სურათია კლიენტურასთან დაკავშირებით - ერთი კლიენტურაა ყველა ბანკში! ამას დავამატოთ ერთი რამ - მოტყუებითი მათემატიკური ალგორითმი, მაგალითად, ისეთი ტიპის ტყუილი, რასაც „აირზენა“ ეუბნებოდა ხალხს, 80 ევროდ წაგიყვანთ კიევში! - მე გეტყვით, ვერ წაგიყვანთ, იმიტომ რომ მგზავრობის რეალური ფასი 160 ევროა! ეს არის რეკლამა, რომელიც ფაქტობრივად დანაშაულია და ამისთვის ეს კომპანია უნდა დაისაჯოს! მეორე - შედიხართ ბანკში და იმისთვის, რომ სასესხო ანგარიში გაგიხსნან, ერთჯერად 500 დოლარს გახდევინებენ.. რას ნიშნავს ეს?! - მე ვიღებ 100 ათას დოლარ სესხს, თქვენი კლიენტი ვხდები, ანუ ფაქტობრივად თქვენთვის ვხდები მეწველი ძროხა და მიუხედავად ამისა, დამატებით კიდევ ერთჯერად 500 დოლარს მახდევინებ?! კიდევ ერთი: დამისვით სესხი ვალუტაში, მე ვმსჯელობ ბიზნესის და ბანკის ურთიერთობაზე, ბანკი კონვერტაციაზე კიდევ ცალკე ფულს ართმევს კლიენტს, რომელმაც, ვთქვათ, 2 წუთის წინ 100 ათასი ევრო გადარიცხა - ამ თანხის 0,5%25ს კიდევ დამატებით ახდევინებს. გადარიცხვის მომსახურებისთვის. ჩემი ინფორმაციით - ინვესტიციების მოცულობა რეალურად ვერ ასცდა 620 მილიონს. ჩვენ კი გავიძახით, გაიზარდაო!.. ასე მაგალითად: თი-ბი-სი-მ 120 მილიონი რომ შემოიტანა ამ ბოლო ხანებში, ეს ხომ ჯერ ინვესტიცია არ არის. ეს თანხა თი-ბი-სი-ში არავის ჩაუდია, მან რესურსი მოიზიდა მხოლოდ...

ცალკე საკითხია ბანკების სატარიფო პოლიტიკა - აქ საერთოდ ყაჩაღობასთან გვაქვს საქმე! მეორეა აბსოლუტურად ნიჰილისტური დამოკიდებულება ბიზნესის რეალური სექტორის მიმართ. არც ერთ ბანკს არ ჰყავს პროექტმენეჯერი, ბანკების თანამშრომელთა უმრავლესობა ბალანსს ვერ კითხულობს. ერთადერთი - მოიტანე გირაო ჩადებ გირაოს ვერ გადაიხდი დავადებ ყადაღას, სულ ეს არის. რეალურ სექტორთან ბანკები ფაქტობრივად ვერ მუშაობენ! ყველა ბანკი გაურბის ბიზნესდაფინანსებებს. - რეალურ სექტორშიც შემცირდა ინვესტიციები. მართალია, ჩვენ სერიოზული პროგრესი გვაქვს ინვესტიციების ნაწილში, რაც აბსოლუტურად მისასალმებელია. მთავრობის გარეშე არცერთ ბანკში არ ხდება თანხის მოზიდვა, არ ხდება ინვესტიციების ჩადება და რაც ყველაზე მთავარია - ბაზარი დირექტიულად იმართება.

0x01 graphic

გოჩა თუთბერიძე:

- ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება თქვენი ეს პესიმიზმი, მე უკვე ვთქვი - სამშენებლო სექტორი მანამ იქნება მიმზიდველი, სანამ არსებობს დიდი სხვაობა მშენებლობის ღირებულებასა და გასაყიდი კვადრატული ფართის ღირებულებას შორის. ეს გამოიარა უნგრეთმა, აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანამ, ამას გადის საქართველო. უფრო მეტსაც გეტყვით - რომ აიღოთ უნგრელები, რომლებიც გერმანიის საზღვართან ახლოს ცხოვრობენ, იცით, სად ყიდულობენ უძრავ ქონებას? - გერმანიაში, იმიტომ, რომ იქ უფრო იაფია. ერთადერთი ქვეყანა არის გერმანია, სადაც უძრავ ქონებაზე ფასები სტაბილურია. უნგრეთში სამშენებლო სექტორში ფასების ზრდამ გაზარდა ფასები საერთოდ უძრავ ქონებაზე. მანამ, სანამ აშენების ფასი გაცილებით ნაკლები იქნება გასაყიდ ფასზე, ეს სექტორი დარჩება მიმზიდველად. გარკვეული პერიოდის მერე მშენებლობები ქალაქგარეთ გადაინაცვლებს, თბილისის ცენტრი აღარ იქნება მიმზიდველი ამ თვალსაზრისით და ა.შ. და რაღაცა პერიოდში, შესაძლებელია, მართლაც გაჩნდეს პრობლემები სამშენებლო სექტორში, რაც გარკვეულწილად, ალბათ, ბანკებზეც აისახება, მაგრამ ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა! ასე რომ, უახლოეს პერიოდში არც ისე ცუდი პერსპექტივა გველის, როგორიც თქვენ დახატეთ, დღეს გაცილებით კარგად ზომავენ რისკებს, ვიდრე ეს 10 წლის წინ ხდებოდა!

ემზარ ჯგერენაია:

- პირიქით, ბანკები საერთოდ არ ზომავენ რისკებს და გეტყვით, რატომაც. ტრენდზე არიან შემომსხდარები, ტრენდი გრძელდება და, ღმერთმა ქნას, დიდხანს გაგრძელდეს, ამ ტრენდის ძირითადი საფუძველი კი არის ის, რომ მიიღეს შესაბამისი კანონი - ბანკს უფლება აქვს ნებისმიერი ქონება ჩამოგართვას, ისიც კი, რაც გირაოში არ გაქვს ჩადებული. ამით ბანკებმა თავი დაიზღვიეს - ვერ დააბრუნებ სესხს, მთელ ქონებას წაგართმევ!

გოჩა თუთბერიძე:

- ეს მექანიზმი რომ ყოფილიყო თავის დროზე, ბევრი კომერციული ბანკი არ გაკოტრდებოდა. მათ არ ჰქონდათ მათ მიერვე გაცემული სესხების ამოღების მოქნილი მექანიზმი, იმის გამო, რომ მაშინ აღსრულების სისტემა არ იყო იმ დონეზე, რა დონეზეც დღეს არის და არც სასამართლო იდგა სათანადო დონეზე.

ემზარ ჯგერენაია:

- აქ კიდევ ერთი ნიუანსია - ქონება აღებულია საბაზრო ღირებულებით. საბაზრო ღირებულებით ვაკეში დღეს ერთი კვადრატული მეტრი კომერციული ფართი ღირს 14 ათასი დოლარი. ბანკმა ქონება ჩაიდო გირაოში საბაზრო ღირებულებით, იყო 14 ათასი კვადრატული მეტრი, 40%25 მოაკლო, დანარჩენი გირაოში ჩაიდო, ეს იყო მისი გაანგარიშება. საშინელება დაიწყება მაშინ, როცა მთელი ამ გირაოს ღირებულების ზრდის შეჩერება მოხდება და უძრავ ქონებაზე ფასები საქართველოში დაიწყებს კლებას. ნიცაში, ბარსელონაში, კვიპროსში, ათენში კვადრატული მეტრი საუკეთესო კომერციული ფართის ფასი 2000 ევროს გაუტოლდა და ჭკუაზე არ არიან. თბილისში, ოპერის ქვემოთ შენდება ბიზნესცენტრი, 4 ათას ევროს აძლევენ კვადრატულ მეტრში და მეპატრონე არ ყიდის, ფასები კიდევ გაიზრდებაო... მშენებლობის ბუმს განიცდის თითქმის მთელი მსოფლიო, მაგრამ მსგავსი რამ არსად არ ხდება. აქ ითქვა, რომ ბანკებში ცუდი მენეჯმენტიაო. არა, ბატონო, საუკეთესო მენეჯერები არიან, მაგრამ ეს მენეჯმენტი ბიზნესს ცოტა მეტს ძარცვავს, მეტ მოგებას დაუმსახურებლად ღებულობს, აი, ეს არის ცუდი! მეორე - მათი მონოპოლიური სატარიფო სისტემა ხელს არ უწყობს იმას, რასაც ბიზნესის განვითარება ჰქვია. მესამე - ისინი ძირითადად ზუსტად იმაზე არიან ორიენტირებულნი, რომ ჩვენი ბაზარი ამ რესურსებით გაჯერებული არ არის. ამით ფანტასტიკურად სარგებლობენ და წარმოების ნაცვლად სულ იპოთეკას აფინანსებენ. რა თქმა უნდა, ესეც ბაზარმა უნდა დაარეგულიროს.

ნოდარ ჯავახიშვილი:

- როცა ლაპარაკია იმაზე, რომ მშენებლობის ფასი გაცილებით ნაკლები ყოფილა, ვიდრე აშენებული ობიექტის გასაყიდი ფასი, თუ გამოვალთ ეკონომიკური პოსტულატიდან, რომლის მიხედვითაც, ფასის განსაზღვრა ხდება მიწოდებასა და გადახდისუნარიან მოთხოვნას შორის თანაფარდობიდან, აბსოლუტურად ალოგიკურ პროცესებამდე მივდივართ. რაც მთავარია, ამ სიტუაციას დღეს თავად ბანკები ქმნიან იმიტომ, რომ დამფინანსებელიც და მყიდველიც ბანკია, უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის გაბერილი ბლეფი. მეტსაც გეტყვით: საქართველოს ეკონომიკის გადახდისუნარიანი მოსახლეობის მოთხოვნა აბსოლუტურად არ შეესაბამება იმას, რასაც ვაწვდით! ახლა ისევ ბანკების ავანტიურას დავუბრუნდები. ბანკი მეუბნება, მერე რა, რომ ძვირია, ფული ხომ უნდა იშოვნო და აგერ ვარ მე, მე ვაშენებ (როგორც წესი, მთლიანად ბანკი აშენებს) და მევე ვყიდულობ, იმიტომ, რომ მე გაძლევ შენ ფულს. რამდენს მოგცემ და რა ფასში უნდა გაყიდინო, ამასაც მე განვსაზღვრავ. ზუსტად ეს ბერავს ფასებს. დამითვალეთ მე მოსახლეობის შემოსავლები, მარჯვენა, მარცხენა, ყველასი, გადაიყვანეთ შესაბამის ერთეულში და დაინახავთ, რომ მარტო მშენებლობას არ ეყოფა! ამიტომ არის საშიში მშენებლობა ხალხისთვისაც და ბანკებისთვისაც.

0x01 graphic

პოლიტიკაზე არ მინდოდა საუბარი, მაგრამ ამას ვერ გავექცევით. ბანკების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით წამყვანი ბანკები, სახელისუფლებო დირიჟორის მითითებით მუშაობენ - კრედიტი ვის უნდა მისცენ და რა პირობებით, ასეთ შემთხვევაში საბანკო სისტემის მენეჯმენტზე საუბარი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მაგალითად, სრულიად საკმარისია ის (თუ არ უნდოდათ), საკმაოდ წარმატებული კომერციული ბანკების ხელმძღვანელები ხელისუფლებაში სხედან დღეს და იქიდან მართავენ პროცესებს. ინსაიდერებზე ვსაუბრობდით. სპეციალისტები ხართ და ყველამ იცით, რას ემყარება ფასწარმოქმნა. თუ აქედან ამოვალთ მივხვდებით, რასთან გვაქვს საქმე. მინდა შევეხო გზების საკითხს. რომელი გზების მშენებლობაზე ვსაუბრობთ, როცა აეროპორტის გზა, 3 წლის მანძილზე ექვსჯერ დააგეს უკვე? ერთ მაგალითს გეტყვით ბატონი ბორის სარალიძის დროს (საგზაო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შევარდნაძის ხელისუფლებაში) 100 ათასი ჯდებოდა ერთი კილომეტრი გზის დაგება 60 ათასი იხარჯებოდა გზაზე, 40 ათასი ჯიბეში მიდიოდა. ახლა ევროსტანდარტის გზები შემოვიღეთ და რა ჯდება ერთი კილომეტრი, თუ იცით? მილიონი! თქვენ გგონიათ უკეთესი გზა იგება?! ერთადერთი, ეს ბეტონის გზაა, ისიც ან არის ავტობანი და ან არა.

როგორ გავლენას ახდენს საბიუჯეტო ხარჯების ზრდა ინფლაციურ პროცესებზე, არის თუ არა საქართველო მზად იმისათვის, რომ შევებრძოლოთ ინფლაციის გარე, ეგზოგენურ ფაქტორებს და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ როგორმე მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ ეგზოგენური ფაქტორების ზემოქმედება. რამდენად არის ხელისუფლება მზად იმისთვის, რომ ეს პროცესები დაარეგულიროს?

იაკობ მესხია:

- ინფლაციური ბუმი მსოფლიოში დაწყებულია. აშშმ უკვე გადააცილა იმ ზღვარს (თარგეთს), რომელიც მას ჰქონდა დაგეგმილი. ევროზონაში, რომელსაც 2,5%25-იანი თარგეთი ჰქონდა, ბოლო მონაცემებით, უკვე 4%25-მდე ავიდა, რუსეთი ხომ მიდის და მიდის წინ. დსთს ქვეყნებში ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ტაჯიკეთში, მეორე ადგილზეა უკრაინა, სადაც ინფლაცია რუსეთთან შედარებით ორჯერ მეტია. მართალია, ოფიციალურად ინფლაცია სომხეთში დსთს ქვეყნებიდან ყველაზე დაბალია, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ იქაც ისეთივე სტატისტიკა აქვთ, როგორიც ჩვენთან, ანუ დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებენ. დღეს საქართველოში პირველი კვარტლის ოფიციალური მონაცემებით ინფლაცია მხოლოდ 12,5%25. ფაქტობრივად კი ყველა ექსპერტი ამტკიცებს, რომ საქართველოში მინიმუმ 20%25-იანი ინფლაციაა. ავიღოთ სხვა ქვეყნები. ჩინეთში და ინდოეთში ინფლაციის მაღალი ტემპებია. თქვენ წარმოიდგინეთ, ირანში ბოლო 18 წელი არ ყოფილა ისეთი მაღალი ინფლაციური პროცესები, როგორიც დღესაა, ასეთივე მდგომარეობაა იაპონიაში, სადაც ინფლაციური პროცესები ყველაზე სტაბილური იყო უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. არაფერს ვამბობ აფრიკაზე. ზიმბაბვეში ყოველსაათობრივად იზრდება ინფლაცია, ადამიანები ფულით სავსე ჩანთებით დადიან მაღაზიებში, რადგან ინფლაცია 160 ათასი პროცენტია!

ასეა თუ ისე, მსოფლიო ეკონომიკაში ფასების ზრდა რეალურია და ამას ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია აღიარებს. ისეთ პირობებში, როცა ჩვენ შემოგვაქვს სურსათი და არა მარტო იგი (სხვათა შორის, საქართველოს ყველა სტრატეგიული პროდუქტი შემოაქვს), ჩვენ ფაქტობრივად არანაირ პროდუქციას არ ვაწარმოებთ. ჯართი კი ისევ პირველ ადგილზეა საექსპორტო პროდუქციათა ჩამონათვალში. ამ სიტუაციაშიც საქართველოს ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ჩვენ 8%25იან ინფლაციურ თარგეთს დავიცავთ. არადა, ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ევროზონამაც კი გადასინჯა თავისი პირველი თარგეთი როცა ნახა, რომ მსოფლიოში ასეთი რთული პროცესებია. ასევე მოიქცა აშშ და ყველა განვითარებული ქვეყანა. საინტერესოა, რა ასეთი შორსმხედველები გვყავს ჩვენს ხელისუფლებაში, რომ არ უნდათ თვალი გაუსწორონ რეალობას - არანაირად არ უნდათ ირწმუნონ, რომ გარე ეგზოგენური ფაქტორების გავლენით საქართველოში ინფლაცია გაიზრდება.

0x01 graphic

გოჩა თუთბერიძე:

- მინდა ერთი რამ გითხრათ - ინფლაციის ზრდაც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკური ზრდა სახეზეა! სადაც მაღალია ეკონომიკური ზრდა, იქ მეტია ინფლაცია და ჩვენ ამას ვერ ავცდებით, ეს ჩვეულებრივი ეკონომიკური კანონია. ჩვენ რომ ვამბობთ, 3%25იანი ინფლაცია აშშ-ში, ან 2,5-იანი ევროპაში, შევადაროთ, რამდენ პროცენტიანი ზრდაა ეკონომიკისა ამ ქვეყნებში. იქ 2%25-იანი ზრდაც კი დიდი ოპტიმიზმის, დიდი სიხარულის საფუძველია. ეკონომიკური ზრდა ითხოვს დაფინანსებას, მაგრამ სადეპოზიტო ბაზა არ იძლევა ამის საფუძველს ქვეყნის შიგნით. მოთხოვნა კრედიტებზე არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ის თანხები, რაც ჩვენს მოსახლეობას შეუძლია მისცეს ბანკებს, ანუ შიდა მეურნეობებს, საწარმოებს შეუძლიათ უზრუნველყონ რესურსების ეს მოთხოვნა. სხვა გამოსავალი აქ არ იყო და ამდენად, ბუნებრივია, რომ საპროცენტო განაკვეთები მაღლა წავიდოდა. ეს არ არის კრიზისის ნიშანი, ამ შემთხვევაში ბაზარი აკეთებს ავტოკორექციას. სხვანაირად ვერ დაბალანსდება ვერცერთ შემთხვევაში. მე აქ პრობლემას ვერ ვხედავ!

ემზარ ჯგერენაია:

- ფაქტია, რომ ეროვნული ბანკი დღემდე არ შეშფოთებულა ინფლაციასთან მიმართებაში, მაგრამ აქ მეორე საკითხი დგება რა ბერკეტები აქვს დღეს ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ მართოს ინფლაცია? პასუხი სავალალოა - დღეს ჩვენს ეროვნულ ბანკს იმის გასაკეთებლად, რაც მას კანონში ჩაუწერეს, არცერთი რეალური ბერკეტი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირად რეფორმატორული ნაბიჯი იმდენად ნაჩქარევად და წარმოუდგენლად სწრაფი ტემპებით ინერგება ჩვენში, შეიძლება იდეაში კარგ ჩანაფიქრს არ მოჰყვეს რეალური ეფექტი. ფასიანი ქაღალდების და სხვა ბერკეტების გარეშე ეროვნული ბანკი ფაქტიურად უსუსურია და მიდის იქამდე, რაც ყველაზე ადვილია - სავალუტო კურსის რეგულირებამდე, რომელიც ფაქტობრივად არაფერი არ არის! ხანდახან არის ასეთი კითხვა დოლარი სუსტდება, ეს კარგია თუ ცუდი? კარგი, ბატონო, დოლარი გასაგებია, მაგრამ შეიძლება ევროსთან მიმართებაში ლარის კურსი ორ დღეში შეიცვალოს? სავაჭრო ბალანსის პრობლემა, ვთქვათ, გასაგებია, მაგრამ ევროსთან მიმართებაში რანაირად მყარდება ლარი? მეტს გეტყვით, დღევანდელი მონაცემებით, ფუნტთან მიმართებაშიც გამყარებულა ლარი და ვერავინ მიპასუხა, როგორ ვახერხებთ ამას. ხანდახან ანეგდოტურ სიტუაციებთან გვაქვს საქმე...

კიდევ ერთი მომენტი - კომერციული ბანკი ინფლაციის სერიოზული წყაროა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ მინდა განაწყენებულმა ვილაპარაკო, მაგრამ, ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - ჩვენდა სამწუხაროდ, ყველას სამწუხაროდ, სულ რამდენიმე ხანში, შესაძლოა ერთ საათში ვალუტის კურსის სერიოზული ვარდნა მოხდეს. შედეგი ქვეყნისთვის და ბუნებრივია საზოგადოებისთვისაც სავალალო იქნება!

მინდა ასეთი რამ შემოგთავაზოთ: იქნებ შევადგინოთ საერთო მემორანდუმი, გავუგზავნოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამით მაინც მივაქცევინოთ ხელისუფლებას ყურადღება არსებულ პრობლემაზე. დააკვირდით: ბოლო სამი თვის განმავლობაში 48 %25ით დაიკლო ინვესტიციების მოცულობამ. იმ ინვესტიციების ნაკადმა, რომელიც ძირითადად ებრაელების, რუსებისა და ყაზახების ე.წ. ცხელი კაპიტალი, გადამყიდველი კაპიტალი იყო.

იაკობ მესხია:

- როდესაც ინფლაციის შიდა ფაქტორებზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით რუსეთში ინფლაციის ყველაზე გამოკვეთილი შიდა ფაქტორი არის საბიუჯეტო სახსრების უყაირათოდ ხარჯვა. მე არაერთხელ მითქვამს (და არა მარტო მე), რომ საქართველოში საბიუჯეტო სახსრები უყაირათოდ იხარჯება, ამაზე და სხვა ინფლაციურ ფაქტორებზე არაერთხელ გამოუთქვამს თავისი შეშფოთება და არგუმენტირებული პროგნოზი პროფესორ პაპავას.

გაოცებული ვარ, საქართველოში მთელი მთავრობა დაცვის ქვეშ დადის. სად არის ის მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებს ასეთ არამწარმოებლურ ხარჯებს, იმ ხარჯებს, რომელიც ასე აზარალებს ბიუჯეტს და ინფლაციის ერთერთ წყაროდ იქცევა. ან ფულის ასე მუქთად, ქუჩა-ქუჩა დარიგება რას ნიშნავს? ერთი სიტყვით, ვისაც როგორ მოესურვება, ისე აბნევს საბიუჯეტო სახსრებს. უფრო მეტს გეტყვით - ამ ბოლო დროს მთავრობამ გააიოლა ერთ პირთან მოლაპარაკებით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ნუ დაგვავიწყდება, რომ კორუფციის საერთაშორისო რეიტინგში საქართველომ წინანდელთან უარესი შედეგი აჩვენა და 79 ადგილზე გადაინაცვლა. არავითარი ტენდერი, კონკურსი, ანტიმონოპოლიური სამსახური ხომ არ გვაქვს და გამკითხავიც არავინაა, მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქციები თანდათანობით კნინდება, რაც ყოვლად დაუშვებელია.

ნოდარ ხადური:

- ვფიქრობ, პრობლემა არ არის იმაში, რომ ფულს ვხარჯავთ, პრობლემა უფრო იმაშია, რაში და როგორ ვხარჯავთ. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, რაც ეროვნულ ბანკთან მიმართებაში - დღეს მონეტარული პოლიტიკა ქვეყანაში გვაქვს თუ არა გვაქვს, გაურკვეველია, რადგან სუსტი ეროვნული ბანკი ვერ ჩაატარებს ძლიერ მონეტარულ პოლიტიკას. რაც შეეხება ასეთ პირობებში ფისკალურ პოლიტიკას, ისიც ხდება ამორფული. ჩვენმა მთავრობამ გვამცნო და გაგვახარა, რომ ჩვენი ბიუჯეტი გახდა პროფიციტული. პროფიციტია, როცა შემოსავლები უფრო მეტი გაქვს, ვიდრე ხარჯი და მეტ ფულს არ ხარჯავ არსად, ახდენ მის ნეიტრალიზაციას, რათა ზედმეტმა ფულმა არ გამოიწვიოს გარკვეული ნეგატიური პროცესები, ანუ ის, რაც გააკეთა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა - ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები შეინახა, მერე ადგა და გაისტუმრა ვალი. ან კიდევ ის, რაც გააკეთა აზერბაიჯანმა - შექმნა ნავთობის ფონდი და ა.შ. ჩვენი მთავრობაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უნდა შეექმნა გარკვეული ტიპის ფონდი, რომელშიც უნდა შესულიყო ჭარბი ფული. მაგრამ რა გამოვიდა? - მთავრობამ გამოაცხადა, რომ მჭირდება 200 ლარი და მაქვს 300, წავიდა ევროპაში და 500 მილიონი დოლარი ისესხა. როცა ვკითხულობ, რატომ უნდა ვისესხოთ, თუ გვაქვს ზედმეტი ფული, მპასუხობ - იმიტომ რომ, ქვეყანა სწრაფად ვითარდება, უნდა ავაშენო გაზსაცავი მანავსა თუ ახალციხეში და გვექნება 3 დღის მარაგი. მთავარი აქ ადგილმდებარეობა არ არის, მთავარი არის ის, რომ არ არსებობს არათუ გრძელვადიანი, საშუალოვადიანი ხედვაც კი იმისა, როგორი უნდა იყოს ბიუჯეტი, რაში უნდა დაიხარჯოს ფული და რაში უნდა დავზოგოთ საბიუჯეტო სახსრები. ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვით: საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობამ შეიტანა კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტში ზედმეტად შესული თანხა პირდაპირ წავიდოდა მთავრობის და პრეზიდენტის ფონდში ყოველგვარი საპარლამენტო განხილვის გარეშე. ჯერ ერთი, გასარკვევია, რას ნიშნავს ზედმეტი ფული? თუ მაისში შემოსული ფული მაისშივე დახარჯე, რას იზამ სექტემბერში თუ საკმარისი ფული არ შემოგივიდა? ინფლაციას რომ ბიუჯეტი ხელს შეუწყობს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

ჩემის აზრით, პირველი პრობლემა არის ის, რომ არ არის შემუშავებული სათანადო პოლიტიკა, მეორე, როცა ვსაუბრობთ დაგეგმვაზე, იმ პერიოდში, როდესაც ხუთი წლის წინ ფინანსთა სამინისტროს პარლამენტში ბიუჯეტის შეტანა შემცირების მიზნით უწევდა, დღეს შეგვაქვს გაზრდის მიზნით. ვფიქრობ, რომ ეს ერთი და იგივე პრობლემაა, შეიძლება გაზრდა უარესიც არის, რადგან დღეს ვერ ჩამოყალიბდა დოკუმენტი, რომელიც მოგვცემს გარკვეული ტიპის სურათს, სად რა იხარჯება და რა შემოდის. ბიუჯეტი ბიზნესისთვისაც გარკვეული ორიენტირია, რომ მან უნდა იცოდეს, ვთქვათ, მთავრობა წელს 4 მილიარდის ამოღებას აპირებს ნაცვლად შარშანდელი 3 მილიარდისა

- ის ამით რაღაცას დაინახავს და შესაბამისად მოემზადება კიდეც. დღეს ამის არანაირი საშუალება არ არსებობს, რადგან არ არის სათანადო დოკუმენტი. რაც შეეხება სხვა პრობლემებს - ფინანსთა სამინისტროში არ არის კაცი, რომელსაც ახსოვს, რა იყო გუშინწინ. ასეთივე კაცი არ არის არც ეკონომიკის სამინისტროში. ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს (ჯერ ერთი მინისტრი ამბობს, რომ ის არის „ეკონომიური“ განვითარების მინისტრი და არა „ეკონომიკური“, სხვებიც ასე ამბობენ), მას დებულებაში არ უწერია, რომ ევალება ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება. მოკლევადიანი და საშუალოვადიანი გეგმის შემუშავება ევალება ფინანსთა სამინისტროს. რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი გაგებით ინტერესთა კონფლიქტი, ანუ კონკურენციის მექანიზმი, რომელიც მთავრობაში ამ ორ სამინისტროს შორის იყო, დღეს აღარ არსებობს. ფინანსთა სამინისტრო კიდეც ჭრის და კიდეც კერავს, ერთადერთი გამონაკლისი სტატისტიკაა, რომელსაც რასაც ეტყვიან, იმას დაწერს და გამოდის, რომ ქვეყანა შენდება და ყველა ბედნიერია.

გოჩა თუთბერიძე:

- შეხვედრა მქონდა გერმანიის ტექნიკური განვითარების სააგენტოს ახალ წარმომადგენელთან და საერთოდ გაოცებული იყო ეს ადამიანი, მან ვერსად, ვერცერთ სამინისტროში ვერ აღმოაჩინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების რაიმე სტრატეგიული გეგმა! რატომ არ არისო, იკითხა, ვუპასუხე, ჩვენთან მინისტრები ძალიან ხშირად იცვლებიან და ამ ცვლილებებთან ერთად დაბალი და საშუალო დონის ბიუროკრატიაც იცვლებამეთქი. ანუ სერიოზული პრობლემაა ის, რომ ჩვენთან ვერ ჩამოყალიბდა დაბალი და საშუალო დონის ბიუროკრატია, რომელიც არ უნდა იცვლებოდეს მინისტრების და დეპარტამენტების უფროსების წარამარა ცვლილებების პარალელურად. ასეთ პირობებში ჩვენ სტაბილურობას ვერ მივაღწევთ. ეკონომიკის სამინისტროს მოვალეობა არის ის, რომ მან ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა შეიმუშაოს. სხვა შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტრო არაფერში გვჭირდება. რაკიღა ასეთი გეგმა არა გვაქვს, გამოდის, რომ ეს სამინისტრო არაფერს არ აკეთებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური საერთოდ გაუქმებულია და კონკურენციის რეგულირების არავითარი მექანიზმი საქართველოს დღეს აღარ გააჩნია. ესეც ერთერთი მნიშვნელოვანი საფრთხეა იმასთან ერთად, რაზეც ჩვენ აქ გვქონდა საუბარი და თუ ეს პრობლემები მართლა რეალურად არ იქნა გააზრებული და რაღაცნაირად ამაში ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოება და პრაქტიკოსი ეკონომისტებიც არ ჩაერთვნენ, არაფერი გამოგვივა. ალბათ, ყველამ უფრო ხშირად უნდა ვისაუბროთ ამაზე და ეს საუბრები ხელისუფლების ყურამდე უნდა მივიდეს, სხვა შემთხვევაში პრობლემები გვექნება.

იაკობ მესხია:

- ქვეყანაში არ არსებობს სახელფასო პოლიტიკა. საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს მისცეს ხელფასზე 34-ჯერ მეტი პრემია. არავინ არ არის ამის გამკითხავი. სახელფასო პოლიტიკა ნულის ტოლფასია. ამით იმის თქმა მინდა, რომ საბიუჯეტო სექტორში გაჩნდა მაღალხელფასიანი და დაბალხელფასიანი ორგანიზაციები, ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები. მაგალითად, პროფესორის ხელფასი მაღალ სამთავრობო სტრუქტურებში დამლაგებლის ხელფასი თანაბარია. სად არის ლოგიკა? თუ ერთიანი სახელფასო ბადე არ შემუშავდა და არ გაანალიზდა შექმნილი მდგომარეობა, სოციალური სამართლიანობის პრინციპი ირღვევა, იკარგება შრომითი მოტივაცია.

ნოდარ ხადური:

- გეთანხმებით, მინისტრების ხელფასიც კი განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჩემი აზრით, არა აქვს მნიშვნელობა, კაცი კულტურის მინისტრია, თუ ეკონომიკის, მათ თანაბარი ხელფასები უნდა ჰქონდეთ. საუბარი არ არის თანამდებობებზე, რომლებიც არ შედიან მთავრობაში. მაგრამ მთავრობის შემადგენლობაში ერთი და იგივე რანგის თანამშრომლებს ერთნაირი ხელფასი უნდა ჰქონდეთ. განათლების სამინისტროში დეპარტამენტის უფროსის ხელფასი 1200 ლარია, სხვაგან კი იგივე თანამდებობაზე 2400 ლარია.

ნოდარ ჯავახიშვილი:

- როგორც შევიტყვე, ჩემი წამოსვლის შემდეგ ეროვნული ბანკის შენახვის ხარჯები 7-ჯერაა გაზრდილი. საშუალო ხელფასი ეროვნულ ბანკში, თვეში 2600 ლარია, საინტერესოა, როგორ შეიქმნა ეს ოაზისი ქვეყანაში, სადაც პენსია 100 ლარზე ნაკლებია?!.

დღეს მივდივართ პრინციპით - ვანგრიოთ და ვაშენოთ, მუშა არ გავაჩეროთ... ეს არის არამწარმოებლური ხარჯი, რომელიც იწვევს ინფლაციას. ე.ი. თქვენ გგონიათ, თუ თვეში ერთხელ გზა გაკეთდება, სამ მილიონად 3 კილომეტრ გზას შევაკეთებთ, ეს კარგია, რადგან მუშა მუშაობს, მაგრამ ეს ინვესტიციაა? - რა თქმა უნდა, არ არის ასე. ერთ საკითხს კიდევ შევეხები - ბატონმა გოჩა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მე-18 ადგილზე ვართ! მე ვიტყოდი, რომ 180-ე ადგილზეც კი არ ვართ ეკონომიკური თავისუფლებით და ზუსტად იმ მიზეზების გამო, რაც აქ აღინიშნა - სასამართლო სისტემა საერთოდ არა გვაქვს, არბიტრაჟი საერთოდ გავაუქმეთ, კერძო საკუთრების დაცვის თვალსაზრისით აბსოლუტურად დაუცველები ვართ. დღეს თუ რაიმე დაცულია, იმიტომ, რომ ყველგან პრაქტიკულად ხელისუფლება ზის.

გოჩა თუთბერიძე:

- მე ვისაუბრე რეალურად არსებულ პრობლემებზე, პერსონალიები ნაკლებად მაინტერესებს, ვინ სად და რა წილებში ზის. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ეკონომიკაზე ეკონომიკური მოვლენებიდან გამომდინარე. ავიღოთ ბაზარზე შეღწევადობა. ჩვენ რომ ავიღოთ მონაცემები, რამდენი საწარმო რეგისტრირდება, ვნახავთ, რომ ეს საკმაოდ სერიოზული ციფრებია. ჩვენ ვლაპარაკობთ ციფრებზე და გადავდივართ პოლიტიკაზე, ეკონომიკა და პოლიტიკა გვაქვს ერთმანეთში არეული, ამიტომ არაფერი არ გამოგვდის. 14 ათასი დოლარი ღირს კომერციული ფართი ვაკეში (კვადრატული), მისი აშენება კი 300 დოლარი ჯდება. ამ შემთხვევაში ეკონომიკისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ბანკის წილში ვინ ზის. ელემენტარულად ის, რომ ბაზარზე შეღწევადობა გაიოლდა, სამ დღეში შეგიძლია გაიარო რეგისტრაცია, ეს გარკვეულწილად არის დადებითი მოვლენა. ის, რომ საქართველოში ყველაზე ნაკლები საგადასახადო ტვირთია, ამაში ხომ დამეთანხმებით - იმას ხომ მაინც ვერავინ იტყვის, რომ ჩვენთან საგადასახადო ტვირთი გაცილებით დიდია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

იაკობ მესხია:

- ის რომ საქართველოში ეკონომიკურ ზრდას აქვს ადგილი, ის რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ფინანსური წესრიგის დამყარების მიმართულებით ძალიან სწრაფი და ენერგიული ნაბიჯები იქნა გადადგმული, ის რომ საგადასახადო ადმინისტრირება გაუმჯობესდა და აქ გარკვეული წარმატებები გვაქვს მიღწეული, ის რომ გზები კეთდება და ა.შ. ძალიან კარგია, მაგრამ რატომ გგონიათ, რომ ამით რაღაც სასწაული ხდება?! ჩვეულებრივი მოვლენაა ეს, ყველა განვითარებულ საზოგადოებაში. თქვენ რა, გგონიათ, მარტო საქართველოში გაკეთდა გზები?! ეს ჩვეულებრივი პროცესია, აბა, რისთვის არის ხელისუფლება. ჩვენ ვმუშაობთ, გადასახადებს ვიხდით, გადასახადები გროვდება, მთლიანად თუ არა მისი 80 პროცენტი ხომ ხმარდება საქმეს? როგორ ფიქრობთ, სხვა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, უფრო მეტი გზები არ გაკეთდებოდა, ან მეტი არ იქნებოდა ბიუჯეტი? რაზეა საუბარი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო მენეჯმენტს, სამთავრობო მენეჯემენტს. ამიტომ იმაში, თითქოსდა ჩვენ საუკეთესოები დავსვით ხელისუფლებაში და ამიტომ გზები დავაგეთ, ამაში ვერ დაგეთანხმებით, ეს არის ილუზია. რადგან ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკის ობიექტური გამოძახილი - საზოგადოება მუშაობს, გადასახადები ბიუჯეტში შედის და გზებიც იგება! ის, ვინც ობიექტურ ეკონომიკურ შედეგებს მთავრობის წარმატებულობასთან აიგივებს, ეკონომიკის ელემენტარულ ცოდნას მოკლებულია.

გოჩა თუთბერიძე:

- მე დარწმუნებული ვარ, რომ მე-18 ადგილი არ არის არავითარი ილუზია და საქართველომ ეს დამსახურებულად მიიღო. ამას ეკონომიკის ძვრებიც ასახავს საქართველოში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პრობლემები არ გვაქვს, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს საკუთრების უფლების დაცვის, სასამართლოს და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ნაწილში - ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანო. რაც შეეხება ინსტიტუციონალურ რეფორმას, ის რომ საზედამხედველო ფუნქცია გამოვიდა ეროვნული ბანკიდან, ეს არ არის უარყოფითი მოვლენა, უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა და ფინანსური სექტორი ავიდა გაცილებით მაღალ საფეხურზე, ამიტომ, ბუნებრივია, ინსტიტუციონალური რეფორმა უნდა მოჰყვეს ამას. სხვაგვარად არაფერი გამოგვივა, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის მეორადი ბაზრის ჩამოყალიბება საქართველოში, რომელიც გაცილებით სხვა ბიძგს მისცემს ქართული ეკონომიკის განვითარებას.

იაკობ მესხია:

- საქართველოში მეორადი ბაზრის შექმნა დიდი ხანია ჭიანურდება საბანკო სექტორის სასარგებლოდ. იმიტომ რომ, როდესაც მე მაქვს გარკვეული თანხა და მინდა დავაბანდო, ერთადერთი ალტერნატივის წინაშე ვდგავარ - უნდა წავიღო ბანკში. რატომ უნდა წავიღო ბანკში, როცა შეიძლება სადღაც აქცია ვიყიდო და იქ დავაბანდო, მაგრამ ფინანსური ბაზარი მონოპოლიზებულია ბანკების მიერ. მეორადი ბაზრის ამოქმედებაზე არავინ ზრუნავს. ამერიკა რომ ამერიკაა, ეს სუპერსახელმწიფო, იქაც კი განვითარდა იპოთეკური კრიზისი და მარტიდან მოყოლებული 400 ადამიანია ამ საქმეზე დაპატიმრებული, იმიტომ რომ დეველოპერებთან და ბანკებთან ღია ფინანსურ აფერას ჰქონდა ადგილი. ბანკები და დეველოპერები ყველა ქვეყანაში „მეგობრობენ“, რადგან ორივე მაღალმომგებიანი ბიზნესია. საქართველოში ბიზნესი არაა იმ დონის მორალური, რომ მის საბანკო სისტემასა და სამშენებლო სექტორს შორის ფინანსური შეთქმულება გამოვრიცხოთ?

რაც შეეხება მე-18 ადგილს, ამას საფუძვლად უდევს ის ოფიციალური სტატისტიკა, რომელსაც აგროვებენ აქ ჩამოსული, ე.წ. საერთაშორისო სარეიტინგო ცენტრების წარმომადგენლები. ვინ აწვდის მათ ამ ინფორმაციას - ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ესაა არაზუსტი და თავიდან ბოლომდე დამახინჯებული ინფორმაცია! სხვათაშორის, აშშ-მ ხმა აღიმაღლა ამ სარეიტინგო სამსახურების მიმართ და დაადანაშაულა ისინი კორუფციულ გარიგებებში. უცხოელებზე კარგად ჩვენ ვიცით რა ტკივა ქვეყანას და რა უჭირს.

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, ფინანსთა სამინისტრომ, რათა შევარბილოთ მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გარეგანი და შიდა საფრთხეები?

რეკომენდაციები და წინადადებები

0x01 graphic

იაკობ მესხია:

- ექსპერტების უმრავლესობა ვაფიქსირებთ, რომ ფინანსურ სექტორში მოსალოდნელია საფრთხე. კითხვა ლოგიკურად ისმება - როგორ უნდა ავარიდოთ თავი ან თავიდან ავიცილოთ ეს საფრთხე ან შევარბილოთ მისი ნეგატიური გავლენა. საფრთხეები არის საგარეო, რომელიც ობიექტურია და მას შიდა პოლიტიკით ვერაფერს მოვუხერხებთ (ნავთობპროდუქტების მზარდ ფასებზე ჩვენ ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ), თუმცა, მაინც არსებობს საბაჟო და სხვა ფისკალური ბერკეტები. საგარეოა ისიც, რომ ხორბალზე ფასები გაიზარდა, მაგრამ ჩვენ აქაც გვაქვს შიდა რეზერვები - სახელმწიფომ მარცვლეულის წარმოების ზრდის აგრარული პროგრამა უნდა შეიმუშაოს.

სიტყვამ მოიტანა და მე გავაკეთე საქართველოს აგროსექტორის ანალიზი, რომლის მიხედვითაც საგაზაფხულო ხორბალი 2001 წელს დათესილი იყო 5,1 ათას ჰა-ზე, 2007-ში ეს შემცირდა 2,4-მდე. საგაზაფხულო ქერი 24,4 ათასი ჰექტარი იყო, 2007 წელს ის დავიდა 11,7 ათასამდე. სიმინდი 202-დან შემცირდა 119მდე, ლობიო 9-დან შემცირდა 7-მდე, კარტოფილი 37-დან შემცირდა 25-მდე, ბოსტნეული - 40-დან შემცირდა 30-მდე, მზესუმზირა - 43-დან შემცირდა 22,5-მდე. ეს ჩაანაცვლა იმპორტმა. მე ვამბობ, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ეკონომიკური თავისუფლება სხვადასხვა კატეგორიებია, და ნუ ავურევთ მათ ერთმანეთში - ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქვეყანა ბუნებაში არ არსებობს. ამდენად, ჩვენს რეკომენდაციაში უნდა ჩაიწეროს:

რეკომენდაცია I: იმისათვის, რომ საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა უფრო არ გამწვავდეს და გაიზარდოს, საჭიროა სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის შემუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი წარმოების სტიმულირებასა და შესაბამისად სურსათის იმპორტის შემცირებაზე.

0x01 graphic

ელგუჯა მექვაბიშვილი:

- მე ჩემს მოსაზრებებს რამდენიმე პუნქტად ჩამოვაყალიბებ:

რეკომენდაცია II: მონეტარული პოლიტიკის ნაწილში - ეროვნული ბანკი უნდა იქნას აღდგენილი თავისი კლასიკური უფლებებით, ისე როგორც დასავლეთის წამყვან ცივილიზებულ ქვეყნებშია.

რეკომენდაცია III: საბიუჯეტო ნაწილში - მაქსიმალურად უნდა შემცირდეს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე მუნიციპალური ბიუჯეტიდან გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი საბიუჯეტო ხარჯები.

რეკომენდაცია IV: მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სტატისტიკის სამსახურის ინსტიტუციური უფლებამოსილების საკითხი. საბოლოო ჯამში ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც არ იქნება საქვეუწყებო ორგანო არც ეკონომიკის და არც ფინანსთა სამინისტროების.

ნოდარ ჯავახიშვილი:

- თუ გააცნობიერებს ხელისუფლება, რომ კრიზისის საფრთხე არსებობს და მას უნდა სერიოზული ღონისძიებების გატარება და დარტყმის შემცირება, ძალიან კარგი, მივესალმები, თუ ვერ გაიგებს, მაგით ეს ქვეყანა არ დაიღუპება, ძალიან გაგვიჭირდება გარკვეული პერიოდი, მაგრამ დროთა ვითარებაში კრიზისიც დაიძლევა, თუმცა ხალხი დაზარალდება, განსაკუთრებით ღარიბები და შედარებით დაბალშემოსავლიანები.

რეკომენდაცია V: საჭიროა პრიორიტეტების გამოკვეთა, მწვავე, მბრძანებლური საკითხების წინა პლანზე წამოწევა ძალიან კარგია ფანტანები, გამწვანება, მოედნები, მაგრამ დღეს ჩვენ ქვეყანას არ აქვს ამის შესაძლებლობა. ამიტომაც საჭიროა მომჭირნეობა ხარჯვით პოლიტიკაში, მონიტორინგის გამკაცრება იმაზედ, თუ რამდენად ეფექტიანად და მიზნობრივად იხარჯება თითოეული ლარი.

არათანაბარი ხელფასები ერთგვაროვან საქმიანობაზე არ არის მხოლოდ მომჭირნეობასთან დაკავშირებული, ეს პირდაპირ რომ ვთქვა, უსამართლობა და არადემოკრატიულობაა: გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელს და სხვადასხვა მარეგულირებელი კომისიების უფროსებს ათეული ათასობით ლარი ხელფასი?

ქვეყანა არ შეიძლება სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, სადაც ვიღაცას ხელფასი აქვს 20 ათასი, ვიღაცას კი 57 ლარი.

არ შეიძლება გონებრივი შესაძლებლობებით ერთი ადამიანი მეორეს ამდენით სჯობდეს. არ შეიძლება სამმართველოს უფროსს ჰქონდეს 1000 ლარი, ორგანიზაციის პრეზიდენტს - 20 ათასი (საქართველოს პრეზიდენტს 5-ჯერ ნაკლები ხელფასი აქვს - რედაქტორი). არ შეიძლება, ეს არის შრომის შეურაცხყოფა, აქ საუბარი ეკონომიაზე არ არის მარტო, შრომის მოტივაციაზეა. შენ თუ 20 ათასს იღებ და მე ათასს, მაშინ თვეში ერთხელ უნდა მოვიდე სამსახურში? იმასაც გეტყვით, სანამ ქვეყანას არ ექნება ობიექტური სტატისტიკა, მანამდე არ იარსებებს სახელმწიფო.

კრიზისის დროს ეროვნული ბანკი, ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. თუ ჩვენ კრიზისში შევდივართ (ფაქტია, რომ შევდივართ) და ცენტრალური ბანკი არ გვექნება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, იმიტომ რომ აღმასრულებელი ხელისუფლება კრიზისს ვერასოდეს ვერ ჩააქრობს. როგორც წესი, აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს ოჯახის მამის ფუნქცია, რომელმაც ყველას უნდა აჭამოს და ამისთვის შეიძლება ყველაფერზე წავიდეს, ოღონდ ოჯახი მეტნაკლებად დააპუროს. ნებისმიერ ქვეყანაში ეს პოზიცია აქვს ნორმალურ აღმასრულებელ ხელისუფლებას. თუ შემაკავებელი ფაქტორები არ არსებობს, არ შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში მთავრობამ ქვეყანას სტაბილურობა მოუტანოს.

რეკომენდაცია VI: ფინანსური ზედამხედველობის სამსახური უნდა დაბრუნდეს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში.

- ეროვნული ბანკი საქართველოში შეიძლება სრულად ვერ ჩამოყალიბდა (ეს სხვა საკითხია), მაგრამ მას ზედამხედველობის ფუნქცია რომ გააჩნია, უზარმაზარი პასუხისმგებლობას იღებს საბანკო სისტემის სტაბილურობაზე. ანუ ეს არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს ბანკი და არ დაღუპოს. უპასუხისმგებლო შემმოწმებელი ყოველთვის დამღუპველია. ახლა ჩვენ გვყავს შემმოწმებელი ზევიდან, რომელსაც კანონი არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს საბანკო საქმიანობაზე. ეს რას ნიშნავს, იცით? მე ვარ უკვე სახალხო კონტროლი (საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო), მე უნდა წავიდე, შევამოწმო, თუ აღმოვაჩინე დარღვევა, უნდა გავიხარო, იმიტომ რომ ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო, გნებავთ ოფიციალური, თუ ამაზე ჩემი ხელფასია დამოკიდებული, გნებავთ, არაოფიციალური. აბსოლუტურად დაუშვებელია, როცა უპასუხისმგებლო ორგანო ამოწმებს ბანკს, არსებული კანონმდებლობით შემმოწმებელი ორგანო არ აგებს პასუხს, დაიქცევა თუ არა საბანკო სისტემა ეს არის ყველაზე მთავარი!

0x01 graphic

კოტე აბულაძე:

რეკომენდაცია VII: ქვეყანაში ეკონომიკური წესრიგის დასამყარებლად და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ანტიმონოპოლიური სტრუქტურის (სამსახურის) აღდგენის.

რეკომენდაცია VIII: შესამუშავებელია საკადრო პოლიტიკის პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იქნება სახელმწიფო მმართველობით სტრუქტურებში განათლებული, გამოცდილი და პრინციპული კადრების მოზიდვაზე და არ იქნება ორიენტირებული პარტიულ, ასაკობრივ და სხვა სუბიექტურ კრიტერიუმებზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ განახორციელებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ აქ ვისაუბრეთ. მე არ მაქვს მხედველობაში სახელები და გვარები, მაგრამ ლაპარაკია კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე. ანუ იმაზე, რომ პური მეპურეებს გამოვაცხობინოთ, რომ დამთავრდეს ეს დილეტანტიზმი, რაც მეტწილად არის კიდეც დღეს აქ გამოთქმული უამრავი შეშფოთების მიზეზი.

0x01 graphic

რეზიუმე

ჩვენი დღევადელი შეხვედრა, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო და დროული იყო. ერთი რამ ფაქტია - თემა ძალიან აქტუალური და მრავალფეროვანია. მისასალმებელია, რომ ჟურნალმა ეს ინიციატივა გამოიჩინა. ბიზნესი და კანონმდებლობა დღევანდელ ცხოვრებისეულ ფერხულში ნამდვილად არის ჩაბმული. შესაძლოა, ბევრ რამეში ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა, ბევრი კიდევ სადისკუსიო იყოს და სხვადასხვა მიმართულება მივცეთ თითოეულ მათგანს, მაგრამ ერთ რამეში ყველა ვთანხმდებით - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პროგრესი შეინიშნება გადაუჭრელი პრობლემები უამრავია. დღევანდელ ფორმატში შეუძლებელი იყო დასმული თემატიკის ირგვლივ არსებული ყველა საკითხების სიღრმისეული განხილვა. დისკუსიის მიღმა დარჩა ისეთი მტკივნეული საკითხები, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიისა და პროგრამის არარსებობა, ფინანსური და ინვესტიციური უსაფრთხოების პრობლემა და ქვეყნის დაცვა გარე ფინანსური მუქარისაგან, მიღებული გადაწყვეტილებების უარყოფით შედეგებზე უპასუხისმგებლობა, ერთი ჩაკეტილი წრიდან თანამდებობის მონაცვლეობა და გუნდური „გადაადგილება“, სამინისტროდან - სამინისტროში, რომელმაც ქუჩაში დატოვა ათასობით მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მუშაკი, მთელს მსოფლიოში საფინანსო და მაკონტროლებელი ორგანოების კონსერვატიულობის პირობებში, რომელიც აუცილებლობითაა გამოწვეული, საქართველოში მათი პოლიტიკური და „ჩვენიანების“ ნიშნით გამოუცდელი და გაყოყოჩებული კადრებით ჩანაცვლება და ა.შ. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ იკვეთება თვითკმაყოფილების გრძნობა და მიღწეული შედეგებით ტრაბახი, რაც არათავსებადია დემოკრატიულობასთან და განვითარებასთან. სწორედ, თვითკრიტიკა და მიღწეულით დაუკმაყოფილებლობა, შეცდომებისა და ჩავარდნების აღიარება არის განვითარების და წინსვლის ყველაზე ეფექტიანი ინდიკატორი.

შეხვედრის მონაწილენი აღვნიშნავთ იმასაც, რომ სახელმწიფო სტატისტიკა არ გვაწვდის რეალურ და ზუსტ ინფორმაციას, რა დონითა და მასშტაბებით მიდის ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა. ამავე დროს, გამოვთქვამთ შეშფოთებას, რომ მსოფლიო კრიზისის დაწყებასთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული, საქართველოში გარე ეგზოგენურმა ფაქტორებმა გარკვეული ნეგატიური გავლენა მოახდინონ ჩვენს ეკონომიკაზე. გარდა ამისა, არის შიდა ფაქტორები, რომლის მენეჯმენტიც არ გვივარგა და ძალიან ბევრი რეზერვი არსებობს მის გასაუმჯობესებლად. გამომდინარე ზემოთქმულიდან, გარკვეულ რეკომენდაციებამდე მივედით როგორც მონეტარულ, ისე ფისკალურ დარგებში და საერთოდ, ეკონომიკურ პოლიტიკაში. მგონია, რომ ჟურნალის მეშვეობით ყველაფერ ამის მიტანა არა მხოლოდ საზოგადოებამდე, არამედ ხელისუფლებამდე, ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას და მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მოამზადა
ილნარ გორელიშვილმა

4 ინფლაციის გლობალიზაცია -მსოფლიო ეკონომიკის ახალი დაავადება

▲back to top


0x01 graphic

იაკობ მესხია

ეკონომიკის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი

თანამედროვე ეტაპზე მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების პროცესი ობიექტური მოვლენაა და მისგან განზე გადგომა და ავტონომიური რეჟიმში ფუნქციონირება პრაქტიკულად არ შეუძლია როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებს. შრომის საერთაშორისო დანაწილებაში განხორციელებული სპეციალიზაციის გამო ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფო ბუნებაში თითქმის არ არსებობს და გლობალიზაციის პროცესი შეუქცევად ხასიათს იძენს.

ამასთან, საზოგადოებრივი განვითარების დღევანდელ ეტაპზე მკაფიოდ იკვეთება გლობალიზაციის როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მხარეები. დადებით შედეგებს შორის სახელდება მეცნიერულტექნიკური მიღწევებისა და მართვის თანამედროვე ეფექტიანი მეთოდების დაჩქარებული ტემპებით დანერგვა, მოსახლეობის ცხოვრების დონის და ხარისხის ამაღლების უზრუნველყოფის შესაძლებლობა, ახალი ეკონომიკური პერსპექტივები სახელმწიფოებისა და ხალხებისთვის. რაც შეეხება გლობალიზაციის უარყოფით შედეგებს, ისინი საკმაოდ მრავალრიცხოვანია, რომელთაგან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს შემდეგი: გლობალიზაციის შედეგად მიღებული სარგებელის ქვეყნების ერთ ნაწილში კონცენტრირების გამო უთანაბრობის ზრდა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში; ცალკეულ სახელმწიფოთა მარგინალიზაციის გაღრმავება; ეროვნული კულტურების და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის საფრთხეების ზრდა, რაც ვლინდება ტრადიციების, კულტურის და ხალხების მრავალსაუკუნოვანი სპეციფიკის დაკარგვაში. ამ ბოლო პერიოდში კი თავი იჩინა გლობალიზაციის ახალმა ნეგატიურმა შედეგმა, რაც გამოიხატება ინფლაციური პროცესების მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებაში.

დღევანდელ ეტაპზე მსოფლიოში მიმდინარე ინფლაციური პროცესების შეფასებისას ფართოდ გამოიყენებენ ისეთ ეჰითეტებს, როგორიცაა: უპრეცედენტო, რეკორდული, მაქსიმალური, ნახტომისებრი, რასაც საფუძვლად უდევს თითქმის ყველა ქვეყანაში სამომხმარებლო საქონელზე ფასების მაღალი ტემპებით ზრდა, ანუ, ინფლაციის გაღრმავება. დღევანდელ პირობებში თითქმის ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს ავტონომიურ რეჟიმში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას. მსოფლიოს ინდუსტრიულად განვითარებულ და რესურსებით მდიდარ ქვეყნებში დაგროვდა ფულის უზარმაზარი მასა, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ერთიდან სხვა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ საპროცენტო პოლიტიკას ატარებს რეციპიენტი სახელმწიფო. დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარება განსაკუთრებით უჭირთ იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს და შესაბამისად, ისინი უძლურნი ხდებიან გლობალიზაცის შედეგად იმპორტირებული ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვიდრე შევუდგებით ინფლაციის გლობალიზაციის გამომწვევი ძირითადი ფაქტორების და პირობების კვლევის შედეგების განხილვას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოკლედ მიმოვიხილოთ იმ ქვეყნებში ინფლაციური პროცესების დინამიკა უახლოეს წარსულში და დღევანდელი მდგომარეობა, რომლებთანაც მეტნაკლებად საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებით კი იმპორტის პოზიციებიდან. დავიწყოთ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებით.

რუსეთი. ინფლაცია რუსეთში 2000 წლიდან მოყოლებული 45%25-ის ფარგლებში ფიქსირდებოდა, მის მკვეთრ ზრდას საფუძველი ჩაეყარა 2006 წელს. დღეისათვის რუსეთში ინფლაცია 3,6-ჯერ მეტია, ვიდრე ევროკავშირის 27 ქვეყანაში. 2007 წელს მან 11,9%25 შეადგინა, მიმდინარე წლის ნახევარში - 8,3%25, ხოლო დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, იგი წლის ბოლოსთვის 14-15%25-ს მიაღწევს. საყურადღებოა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ინფლაციის პროგნოზებთან დაკავშირებით. ქვეყნის ცენტრალური ბანკი აპროგნოზებს წლის ბოლოსთვის 14-15 პროცენტიან ინფლაციას, ხოლო ფინანსთა სამინისტრო -10,5 პროცენტის სიდიდით.

0x01 graphic

რუსეთის ხელისუფლების აზრით, ინფლაცია იმპორტირებულია უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი ევროზონიდან. სურსათის იმპორტირებამ, რომლის ფასები მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა, რუსეთს დიდი ინფლაციური ზიანი მიაყენა. ქვეყნის მთავრობა ინფლაციის მოთოკვას ცდილობს თურქეთის მოდელის გამოყენებით, რაც გულისხმობს ადგილობრივი ვალუტის (რუბლის) გამყარებას, თუმცა, ამგვარი მიდგომის შედეგიანობა საეჭვოა, რადგან 2008 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის საბიუჯეტო ხარჯები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, ხელისუფლება აღიარებს, რომ საბიუჯეტო სახსრები იხარჯება არაეფექტიანად, ზედმეტი ხელგაშლილობით და ღებულობს ზომებს მისი ოპტიმიზაციის მიმართულებით.

დღეისათვის ინფლაციის პრობლემა რუსეთში ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადასვლით 2009 წლისათვის გათვალისწინებულია ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებელზე დაყვანა, ხოლო, 2011 წლისათვის მისი დაწევა 6%25-მდე. რუსეთის მთავრობა ინფლაციის შემცირების ერთერთ მთავარ ბერკეტად მიიჩნევს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, რაც უნდა იქნას მიღწეული დაუსაბუთებელი, არაეფექტიანი ხარჯების ზრდის ტემპების შემცირებით, აგრეთვე, იმპორტირებული სურსათის ადგილზე წარმოებულით ჩანაცვლებით. აღსანიშნავია, რომ რუსეთი დიდი რვიანის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ინფლაციის სიდიდით და მშპს ზრდის ტემპებით.

თურქეთი. ინფლაციის დონე თურქეთში ბოლო წლებამდე საკმაოდ მაღალი იყო და მერყეობდა 2030%25-ის ფარგლებში, 2007 წელს კი მან შეადგინა 8,3%25, ხოლო 2008 წელს საცალო ფასების ინდექსმა 10,6%25ს მიაღწია, რაც ოფიციალურ პროგნოზს 4%25-ით აღემატება. ინფლაციის ზრდის საგარეო ფაქტორებთან (ენერგომატარებლები, სურსათი) ერთად სახელდება, აგრეთვე შიდა ფაქტორი გასულ წელს თურქეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. ქვეყნის მთავრობას ინფლაციის დონის შესამცირებლად განზრახული აქვს საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრება.

აზერბაიჯანი. ინფლაციის მხრივ რთული ვითარებაა აზერბაიჯანში და თუ არ იქნა მკვეთრი ზომები გატარებული, იგი შეიძლება უმართავი გახდეს. 2007 წელს ინფლაციამ შედგინა 17%25, ხოლო 2008 წლის იანვარმაისში-19,2%25, კვების პროდუქტები კი გაძვირდა 26 პროცენტით. მართალია, ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა გაზარდა რეფინანსირების განაკვეთები და ქვეყნის ვალუტა გაძვირდა, მაგრამ, ჯერჯერობით შედეგები არადამაკმაყოფილებელია. ეროვნული ბანკი ბანკთაშორის ბირჟაზე აგრძელებს ინტერვენციას, მანათი მყარდება, დოლარის კურსი ეცემა და შესაბამისად ადგილობრივ ბაზარზე ძვირდება საქონელი და მომსახურება, რაც აფერხებს ექსპორტს. მთავრობამ არაერთხელ მოუწოდა მეწარმეებს ფასების შემცირებისაკენ, თუმცა ამ დეპინგურ პოლიტიკას ბევრი არ დაემორჩილა და შედეგებიც არასახარბიელო აღმოჩნდა. ფასების ადმინისტრირებამ, ერთის მხრივ გამოიწვია მეწარმეთა უკმაყოფილება, ხოლო, მეორეს მხრივ, შეიქმნა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების საფრთხე, ამას დაამატა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან კრიტიკა. შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანში მყარად იკიდებს ფეხს .. ჰოლანდიური დაავადება, რაც გამოწვეულია ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებით. მისი ცენტრალური ბანკის მიერ სტერილიზება კი ხელს უშლის ინფლაციური პროცესების მართვას.

სომხეთი. უკანასკნელ წლებში სომხეთში ინფლაცია დსთს ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი იყო და არ აღემატებოდა წლიურად ერთ პროცენტს. 2007 წელს იგი 2,4%25-მდე გაიზარდა, სამომხმარებლო ფასები კი -5,1%25-მდე. მიმდინარე წელს ახალმა მთავრობამ შეწყვიტა გაზის ტარიფის სუბსიდირება, რამაც დააჩქარა ინფლაციური პროცესები. ეროვნული ვალუტა (დრამი) დღითიდღე მყარდება. უცხოური ვალუტის შემოდინების (ძირითადად გზავნილების სახით) ზრდისა და დოლარის გაუფასურების შედეგად საქონლისა და მომსახურების (განსაკუთრებით, სურსათის) ფასები მკვეთრად იზრდება. სომხეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2008 წელს ინფლაცია არ გადააჭარბებს 5,4%25-ს, იმ შემთხვევაში, თუ კიდევ არ გაიზრდება მსოფლიო ფასები ნავთობზე, ხორბალზე და დაპროგნოზებულ მაჩვენებელს არ გადააჭარბებს დაკრედიტება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაანგარიშებით კი ინფლაცია სომხეთში 7%25-ს მიაღწევს, ადგილობრივი ვალუტა კიდევ უფრო გამყარდება დოლართან მიმართებაში, გაიზრდება ფასები სურსათზე და საქონელზე, მაგრამ ინფლაცია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით კვლავაც დაბალი იქნება, რაც განპირობებულია მკაცრი ფისკალური და გონივრული საგადასახადო პოლიტიკის გატარებით.

საყურადღებოა, რომ 2008 წლის I კვარტალში აზერბაიჯანთან (17,0%25) და საქართველოსთან (12,9%25) შედარებით ინფლაცია სომხეთში მნიშვნელოვნად დაბალი იყო (6,8%25), რაც მიღწეულ იქნა სომხეთში ცენტრალური ბანკის მიერ მცოცავი სავალუტო კურსის პოლიტიკის გატარებით, რომლითაც შეიზღუდა ინფლაცია, თუმცა, იგი პროგნოზირებულზე მაღალი აღმოჩნდა, რადგან, ბანკირებმა ვერ გათვალეს იმპორტიდან ზემოგება, რომელიც მიღებულ იქნა მონოპოლიზაციის გზით. სომხეთში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, საწვავის ფასების ზრდის გამო ინფლაციის სფეროში სიურპრიზები არაა გამორიცხული.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები. გარდამავალი ეკონომიკის საწყის ეტაპზე ინფლაცია და ჰიპერინფლაცია ჩვეულებრივი მოვლენა იყო დსთს ყველა ქვეყნისათვის. მდგომარეობა მეტნაკლებად დარეგულირდა 2000-2001 წლებისათვის და საკმაოდ დიდხანს შენარჩუნდა გარკვეული წონასწორობა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში მდგომარეობა ნეგატიურად შეიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციამ 2007 წელს ტაჯიკეთში შედგინა 21,5%25, აზერბაიჯანში -16,7%25, უკრაინაში -12,8%25, მოლდოვაში -12,3%25, რუსეთში -11,9%25, ბელარუსში -8,4%25, ყაზახეთში -10,8%25, ყირგიზეთში -10,2%25, საქართველოში - 11,0%25, სომხეთში - 2,4%25.

ინფლაციის მაჩვენებელი 2008 წლის იანვარაპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგენდა: ტაჯიკეთში - 26,6%25-ს; უკრაინაში - 24,4%25-ს; ყირგიზეთში - 23,3%25-ს; ყაზახეთში -18,8%25-ს, აზერბაიჯანში - 17,8%25-ს; მოლდოვაში - 15,0%25-ს; ბელარუსში -13,4%25-ს; რუსეთში -13,2%25-ს; საქართველოში - 11,5%25-ს; სომხეთში - 8,6%25-ს. ამრიგად, დსთ-ს ქვეყნებს ყველაზე მაღალ ინფლაცია დაფიქსირდა ტაჯიკეთში და უკრაინაში, ხოლო ყველაზე დაბალი - საქართველოსა და სომხეთში.

საყურადღებოა, რომ დსთ- თითქმის ყველა ქვეყანაში კვების პროდუქტებზე უფრო მაღალი ტემპით იზრდება ფასები, ვიდრე, არასასურსათო საქონელზე. კერძოდ აზერბაიჯანში 2008 წლის პირველ კვარტალში სურსათზე ფასების ზრდის ინდექსმა შეადგინა 111,6%25, არასასურსათო საქონელზე კი - 103,0%25, სომხეთში შესაბამისად -106,5 და 101,1%25, ბელარუსიაში -103,3 და 101,5%25, ყაზახეთში -103,7 და 101,5%25, ყირგიზეთში -103,7 და 101,6%25, მოლდოვაში - 107,4%25 და 100,9%25, რუსეთში - 105,7%25 და 102,0%25, ტაჯიკეთში - 102,1%25 და 101,4%25, უკრაინაში -114,9 და 109,9%25. როგორც ჩანს, აგფლაციის ყველაზე მაღალი ტემპი დაფიქსირდა უკრაინაში, ხოლო ყველაზე დაბალი ბელარუსში.

საყურადღებოა, რომ საქართველოში ინფლაციის მაღალი ტემპის მიუხედავად, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მშპ- ზრდის ტემპით იგი დსთ- ყველა ქვეყანას წინ უსწრებს (12,4%25), ასევე იგი უმუშევრობის დონის მხრივ პირველ ადგილზეა (13,6%25), რაც არანაირ ეკონომიკურ კანონზომიერებას არ ექვემდებარება და აშკარად მიუთითებს სტატისტიკური აღრიცხვის არაობიექტურობასა და არაკეთილსინდისიერებაზე.

ინფლაციის უპრეცედენტო ზრდას აქვს ადგილი აზიის წამყვან ქვეყნებში. ამ კუთხით საყურადღებოა ჩინეთში, ინდოეთში, ირანსა და იაპონიაში მიმდინარე ინფლაციური პროცესები.

ჩინეთში, რომლის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მეხუთედია, ინფლაციამ 11 წლიანი მაქსიმუმი შეადგინა და 2008 წლის თებერვალში 7,9%25-ს მიაღწია წლიური გაანგარიშებით. სურსათზე ფასები 20,7%25-ით გაიზარდა. ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთები 5-ჯერ გაზარდა და გადავიდა „ძვირი ფულის“პოლიტიკის გატარებაზე, თუმცა, ჯერჯერობით ინფლაციის დონის დაწევა შეუძლებელი ხდება. ექსპერტთა აზრით, ჩინეთში ფასების ზრდა ცნობილ გლობალურ ფაქტორებთან ერთად ბოლო წლების უამინდობამაც გამოიწვია. კერძოდ, დიდთოვლობამ და გრიგალმა შეაფერხა სურსათის და ენერგორესურსების მიწოდება. ინფლაციის ზრდის მიზეზად მიაჩნიათ აგრეთვე ინვესტიციებისა და დაკრედიტების ზრდის მეტისმეტად მაღალი ტემპები, აგრეთვე მაღალი ლიკვიდობა, რომელიც განპირობებულია დიდი მოცულობის სავალუტო რეზერვებით. ექსპერტთა ვარაუდით, ჩინეთში ინფლაციის მაღალი დონე საკმაოდ დიდხანს შენარჩუნდება, რაზედაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ გვექნება საუბარი.

ინდოეთში, რომლის ეკონომიკა აქტიურად ერთვება მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში, ინფლაციამ უკანასკნელ 13 წელიწადში მაქსიმუმს მიაღწია. 2008 წლის მაისში ფასების დონე გაიზარდა 11,1%25-ით. ანალიტიკოსთა ვარაუდით, თუ უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებული ინფლაციის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, იგი მიმდინარე წლის ბოლოსათვის ორნიშნა ციფრს გადააჭარბებს (12-14%25). ამის ძირითად მიზეზად ქვეყანაში ასახელებენ საწვავზე ფასების ზრდას, აგრეთვე, სურსათის გაძვირებას, ინდოეთის მთავრობამ ინფლაციის შეზღუდვის მიზნით აკრძალა სიმინდის და ბრინჯის გარკვეული ჯიშის ექსპორტი, გააუქმა საბაჟო გადასახადი მცენარეულ ზეთზე და გაატარა სხვა მრავალი ღონისძიება, მაგრამ მდგომარეობა უცვლელია. ქვეყანაში ბენზინზე, დიზელზე და გაზზე სამომხმარებლო ფასები გაიზარდა 1012%25-ით. ინდური რუპიის კურსი დოლართან მიმართებაში თანდათანობით ეცემა და იგი დღითიდღე იაფდება. ფასების ზრდამ პრობლემები შეუქმნა ინდოეთის მმართველ პარტიას და საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც დანიშნულია 2009 წლის მეორე ნახევარში.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 2008 წლის მაისისათვის ინფლაციამ 25%25-ს მიაღწია, რაც ბოლო ათ წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. (2006 წელს იგი შეადგენდა 8,9%25-ს, ხოლო 2007 წელს -17,1%25-ს.) ფულის მასა ყოველწლიურად 30-40%25-ით იზრდება, ხოლო, ეროვნული ვალუტა (რიალი) 19%25-ით უფასურდება. იზრდება ფასები პირველადი მოხმარების საგნებზე და მომსახურებაზე. მატულობს იმპორტის მოცულობა, ინფლაციის მაღალი ტემპის მიზეზად ექსპერტები ირანის პრეზიდენტის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ნავთობის გაყიდვიდან მიღებული მოგების არასწორ განაწილებას თვლიან. მართალია, ირანში 2007 წლიდან 1 ლ. ბენზინის ფასი ერთი ცენტია, მაგრამ მთავრობის მიერ ხარჯვის 3 ლიტრიანმა ნორმამ ეკონომიკის წინსვლა დაამუხრუჭა. ქვეყანაში ხორბლის დიდ დეფიციტია, ამას დაემატა უსასრულო გვალვები და ყინვები, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა სასურსათო პრობლემა. ქვეყანაში მძლავრობს კონტრაბანდა (დიზელის საწვავის კონტრაბანდა 6 მილიარდ დოლარს აღწევს), რაც კიდევ უფრო ზრდის ინფლაციას. საბიუჯეტო ხარჯები მკვეთრად მატულობს, რომლის ინფლაციის მიზეზად დასახელებამ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრს თანამდებობა დააკარგვინა. დღეისათვის ქვეყანას ინფლაციის დონის მიხედვით მსოფლიოში მე-5 ადგილი უკავია, რაც დიდი საფრთხეების შემცველია და უმძიმეს ამოცანებს აყენებს ხელისუფლების წინაშე.

იაპონია ინფლაციის დონის მიხედვით მსოფლიოში ერთერთ სტაბილურ ქვეყნად ითვლებოდა, თუმცა ბოლო წლებში ნავთობზე ფასების ზრდამ და სხვა გარე ნეგატიურმა ფაქტორებმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა მის ეკონომიკას და მონეტარულ სფეროს. დაწყებულია იენის კურსის დაცემა, უმუშევრობის დონე იზრდება, ფასები ნელნელა მატულობს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიუხედავად იმპორტირებული ინფლაციის საფრთხისა, იაპონიის ეკონომიკა ძლიერ არ უნდა დაზარალდეს. ჩვენი აზრით, იაპონიის ეკონომიკა იმდენად ძლიერადაა ინტეგრირებული აშშ- ეკონომიკასთან, თუ ამ უკანასკნელს შეექმნა სერიოზული პრობლემები, იგი უთუოდ პირდაპირპროპორციულ ასახვას ჰპოვებს მასში.

ევროზონა. ინფლაციამ ერთიანი ევროპული ვალუტის მიმოქცევის ზონაში, რომელშიც შედის ევროკავშირის 15 ქვეყანა, 2008 წლის ივნისისთვის შეადგინა 4 პროცენტი წლიური გაანგარიშებით. ეს მაჩვენებელი რეკორდულია 1999 წლიდან, როდესაც შემოღებულ იქნა ერთიანი ევროპული ვალუტა. ევროსაბჭოს 27 ქვეყანაში 2008 წლის მაისში წლიური გაანგარიშებით ინფლაციამ შეადგინა 3,9%25. შედარებით დაბალი დონე ინფლაციისა დაფიქსირდა ნიდერლანდებში (2,1%25), პორტუგალიაში (2,8%25), გერმანიაში (3,1%25), ყველაზე მაღალი ლატვიაში (17,7%25), ბულგარეთში (14%25), ლიტვაში (12,3%25). აღასანიშნავია, რომ ევროპული ცენტრალური ბანკი ინფლაციას ევროზონაში აპროგნოზებდა 2,6 პროცენტის სიდიდით (2008 წ.), თუმცა ნავთობზე და სურსათზე ფასების ზრდის გამო, ეს მაჩვენებელი შეიცვალა 3,2 პროცენტით. რამდენადაც მიმდინარე წლის შუა რიცხვებში ინფლაციამ ამ უკანასკნელ პროგნოზულ მაჩვენებელსაც გადააჭარბა, აშკარაა, რომ წლის ბოლოსათვის უფრო მაღალ მაჩვენებელთან გვექნება საქმე. მიუხედავად ევროზონაში ინფლაციის ზრდისა, იგი გაცილებით ნაკლებია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამასთან, ევრომ, როგორც ფულადმა ერთეულმა, საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი მოიპოვა მთელ მსოფლიოში.

ინფლაციის მაღალი ტემპი დაფიქსირდა საფრანგეთში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. დიდ ბრიტანეთში 18 წლის მანძილზე პირველად ინფლაციის ყველაზე მაღალი ტემპი (3,3%25) დაფიქსირდა ბოლო ერთ წელიწადში სურსათზე ფასი 10,0%25-ით გაიზარდა, თუმცა არასასურსათო საქონელზე (ტელევიზორი, კომპიუტერი, ტანსაცმელი და ა.შ.) შეიმჩნევა ფასების შემცირება 613%25-ით. ევროპის მეტწილ ქვეყნებში ადგილი აქვს საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ინფლაციის ზრდის მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ბელგიაში, 2008 წლის ივნისში იგი 5,8%25მდე გაიზარდა, რაც 1984 წლიდან რეკორდული მაჩვენებელია. ამჟამად ბელგიაში პროტესტების ტალღა შეწყდა, მთავრობა ახორციელებს ინფლაციის შესაბამისად ხელფასების ინდექსაციას. ცუდი მდგომარეობაა აგრეთვე სლოვენიაში, სადაც მაისში (2008 წ.) ინფლაციამ 6,2%25 - ს მიაღწია.

საფრანგეთში ინფლაციამ 2008 წლის პირველ ნახევარში მიაღწია ბოლო 17 წლის მაქსიმუმს. სამომხმარებლო ფასები გაიზარდა 3,2%25ით, ენერგომატარებლებზე 12,7%25-ით, სურსათზე -5,4%25-ით.

იტალიაში ინფლაციამ 2000 წელს შეადგინა 2,5%25-ი, 2008 წლის მარტში მან მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს - 3,6%25. გაიზარდა ფასები ელექტროენერგიაზე, საკვებ პროდუქტებზე და საბინაო მშენებლობაზე, ტურისტულ მომსახურებაზე.

აშშ. ყველაზე დიდ ინფლაცია აშშ-ში დაფიქსირდა გასული საუკუნის მიწურულს (1991წ.) 6,1%25-ის სიდიდით. 2007 წელს კი მან შეადგინა 4,1%25, ხოლო 2008 წლის მაისისათვის გაიზარდა 4,2%25-მდე.

აშშ აწარმოებს მსოფლიო მშპ-ს ერთ მეხუთედს. მასთან ინტეგრირებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა, რის გამოც ნებისმიერი ეკონომიკური რყევა აშშ-ს შიგნით შესაბამის რეაქციას იწვევს სხვა ქვეყნებში. ამის ნათელი მაგალითია 2006 წელს დაწყებული იპოთეკური კრიზისი, რომელმაც 2007 წლისათვის საერთაშორისო მასშტაბი მიიღო. არაკეთილსინდისიერი მსესხებლის მიერ საბინაო კრედიტების დაუბრუნებლობამ თავიდანვე ორიოდე ბანკი გააკოტრა, რაც შემდგომში გავრცელდა მსხვილი ფინანსური კომპანიების საინვესტიციო ფონდებზე და მრავალი ქვეყნის ბანკებზე. აშშ- იპოთეკურმა კრიზისმა სერიოზულად შეარყია მსოფლიო ეკონომიკა და სტიმული მისცა ინფლაციური პროცესების გაღრმავებას. სწორედ, იპოთეკური კრიზისით გამოწვეული საბანკო რყევების შესარბილებლად მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა თავიანთ ფინანსურ სისტემაში ჩადეს ათობით და ასობით მილიარდი დოლარი, შეზღუდეს იპოთეკური დაკრედიტების ტემპის ზრდა და გაზარდეს საპროცენტო განაკვეთები, რომელმაც გარკვეული ბიძგი მისცა ინფლაციის ზრდას (აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ცნობის თანახმად, აშშ- სპეცსამსახურებმა იპოთეკურ კრიზისთან დაკავშირებით გამოავლინა თაღლითური ქმედებანი და მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული 400-ზე მეტი კაცი დააპატიმრა).

აშშ-ში ბოლო 10 წლის განმავლობაში ინფლაციის დონე დაახლოებით 10%25-ით გაიზარდა, რაც ჩინეთის და სამხრეთ აზიის ქვეყნების დამსახურებაა. ფაქტობრივად ჩინეთი გახდა დეფლაციის ექსპორტიორი, არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ, მთელს მსოფლიო ეკონომიკაში. ჩინეთის იაფფასიანი საქონელი ახდენს იმ სექტორებში ინფლაციის ნიველირებას, სადაც იმპორტით ჩანაცვლება შეუძლია.

კანადა. უკანასკნელ წლებამდე კანადა ინფლაციის მხრივ ერთერთ სტაბილურ ქვეყანად ითვლებოდა. 2007 წლიდან გამოიკვეთა მისი ზრდის ტენდენცია და წლის ბოლოსთვის შეადგინა 2,7%25. ინფლაციის ზრდა ძირითადად გამოიწვია ბენზინზე და საცხოვრისზე ფასების ზრდამ. ცნობილია, რომ კანადის ეკონომიკური პოლიტიკა მთელ რიგ საკითხებში აშშს ანალოგიურია, მათ შორის ფინანსური პოლიტიკაც. 2008 წლის პირველ ნახევარში ინფლაციის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგინა 0,9%25, დაეცა კანადური დოლარის კურსი და გაიზარდა ფასები საქონელსა და მომსახურებაზე, 2,6%25 პროცენტით, რაც დაპროგნოზებულზე გაცილებით მაღალია.

ამრიგად, დღეისათვის მსოფლიო ეკონომიკა სერიოზულ რყევებს განიცდის. კრიზისი თანდათანობით საყოველთაო ხასიათს ღებულობს, ცალკეულ ქვეყნებში არის სტაგფლაციის გამოვლინებები, რასაც ემატება აგრარული კრიზისის მეტისმეტად გამწვავებაც. ინფლაციური პროცესები მწვავდება პლანეტის ყველა კონტინენტზე: აშშ-ში იგი დაგეგმილს დიდი ხანია გადასცდა, ევროზონაში თითქმის ორ-ჯერ მეტია პროგნოზულ მაჩვენებელზე; ავსტრალიაში დაგეგმილზე 2 პროცენტით მაღალია, რთული მდგომარეობაა დსთ- და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, აზიის უმსხვილეს სახელმწიფოებში, ასევე იაპონიაში. რაც შეეხება აფრიკის ქვეყნებს, ინფლაცია უკვე კონტროლს არ ექვემდებარება, მარტო ზიმბამბვეში ყოველ საათს იზრდება ფასები, ინფლაცია ათეული ათასობით პროცენტის ფარგლებშია.

უკანასკნელ პერიოდში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. მსხვილი სახელმწიფოები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და გაერთიანებები ეძებენ გზებს ამ მწვავე მდგომარეობიდან გამოსასვლელად. სიტუაცია არაორდინალურია, რადგან, არასოდეს მსოფლიო ეკონომიკაში ადგილი არ ჰქონია ინფლაციურ პროცესებს ერთდროულად ორი მხრიდან - კრედიტების გაძვირებას და ბუნებრივი რესურსების გაძვირებას, თანაც იმ პირობებში, რომ შრომის ნაყოფიერების ზრდის ტემპი არადამაკმაყოფილებელია.

და ბოლოს, მოკლედ ინფლაციის გლობალიზაციის გამომწვევ ფაქტორებზე და იმ წინადადებებზე, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შესუსტებას და თანდათანობით დაძლევას:

ინფლაციის ზრდის რეალურ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს არა იმდენად ფასების მატება ენერგომატარებლებზე და სურსათზე, არამედ, მსოფლიო საბანკო პოლიტიკის არასრულყოფილება, როდესაც თითოეული სახელმწიფოს ფინანსური სისტემა ცდილობს მაქსიმალური მოგების მიღებას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ, მეტწილად უცხო ქვეყნებიდან მოზიდული ფინანსური რესურსებით. მსოფლიოში დაგროვდა დიდძალი თავისუფალი ფული, რომელიც ადვილად გადაადგილდება სახელმწიფოებს შორის და მიმართულია მხოლოდ მოგების მიღებისაკენ, რაც აძვირებს ფულის ღირებულებას და იწვევს საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას. რბილ ფულადსაკრედიტო პოლიტიკაზე ჯერჯერობით მკაფიო რეაგირება მოახდინა სურსათზე და ენერგომატარებლებზე ფასებმა. მოსალოდნელია, რომ მომავალში სხვა საქონელი და მომსახურებაც ამ პროცესს ასევე მკაფიოდ გამოეხმაურება. ინფლაციის შესაჩერებლად, ჩვენი აზრით, საჭიროა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არა ცალკეულ ქვეყანათა ჯგუფებში, არამედ მთელს მსოფლიოში, რადგან ინფლაციამ უკვე აშკარად გამოკვეთილი გლობალური ხასიათი მიიღო.

ინფლაციის გლობალიზაციის გამაღრმავებელ ფაქტორებს შორის ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩინეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. მსოფლიო ფასების ზრდა საქონელზე და მომსახურებაზე (განსაკუთრებით, რესურსებზე) და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მსოფლიოს უმეტეს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელოვანწილად აიხსნება ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკით. ბოლო წლებამდე ჩინეთის ეკონომიკა ითვლებოდა ინფლაციის შემზღუდავ ფაქტორად მრავალ ქვეყანაში და მათ შორის აშში. ჩინეთის იმპორტი ჩაენაცვლა ადგილობრივ სამომხმარებლო პროდუქციას და ამიტომ დარჩა იგი იაფი. რაც შეეხება იმპორტჩაუნაცვლებად საქმიანობას (სასტუმროები, ადვოკატურა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება და სხვა) ფასები მკვეთრად გაიზარდა. ჩინეთი და აზიის სხვა ქვეყნები (ბანგლადეში, ინდოეთი, ინდონეზია) სამუშაო ძალის სიიაფის გამო გახდა ინფლაციის ექსპორტიორი. მაგრამ ამ ბოლო წლებში აზიის ქვეყნებში და განსაკუთრებით ჩინეთში რესურსებზე მოთხოვნილების ზრდამ, რომელმაც მკვეთრად გაზარდა მსოფლიო ფასები, უკვე გადაფარა ადრინდელი ანტიიფლაციური გავლენის ხარისხი. ამით, გლობალიზაციამ, რომელიც უკანასკნელი 15 წლის მანძილზე საქონელსა და რესურსებზე მსოფლიო ფასების შემცირების წყაროს წარმოადგენდა, უკანასკნელ პერიოდში საპირისპირო ნიშნით იცვალა სახე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გლობალიზაცია დღეისათვის ფასების ზრდის მიზეზი ხდება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ჩინეთის მიერ ნავთობისა და სურსათის მოხმარების ზრდამ გამოიწვია მათზე ფასების ზრდა. ამ მოსაზრებას აფიქსირებს აგრეთვე მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო.

ჩინეთის როლი ინფლაციის გლობალიზაციაში შიეძლება დანახული იქნას სხვა კუთხითაც. კერძოდ, ჩინეთის ვალუტის (იუანი) მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტი აშშ დოლართან მიმართებაში 45 - ჯერ შემცირებულია, რაც ექსპორტს უფრო აიაფებს. აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემა უკანასკნელ წლებში კოლოსალური რაოდენობის ამერიკულ ვალუტას უშვებს მიმოქცევაში, რასაც იმაზე მეტი ინფლაცია უნდა მოჰყოლოდა, რაც დღეისათვის ფიქსირდება, მაგრამ ახლადემისირებული ფული თავშესაფარს პოულობს იმპორტჩაუნაცვლებად სექტორში და შესაბამისად, ფასების ზრდის კომპენსირება ხდება უცხოეთიდან შემოტანილი იაფფასიანი პროდუქციით. აშშ-დან ინფლაციური პროცესების ექსპორტი ხდება მთელ მსოფლიო ეკონომიკაზე, სადაც კი მოძრაობს აშშ დოლარი. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა პოსტსაბჭოურ და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთშიც. ამასთან დაკავშირებით საყოველთად ცნობილია რუსეთის პრეზიდენტის მწვავე განცხადება, სადაც იგი ინფლაციური პროცესების პროვოცირებაზე აშშ- აკისრებს პასუხისმგებლობას.

0x01 graphic

ინფლაციის გლობალიზაციის ნეგატიური შედეგების ერთ-ერთ განპირობებელ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ ფინანსური სპეკულაციის მასშტაბების ზრდა. მისი როლი განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება ნავთობზე ფასების ფორმირებაში. მართალია, ამ მოსაზრებას მხარს არ უჭერენ ნავთობის მწარმოებლები და ბირჟები, მაგრამ ის ფაქტი, რომ G-8 ფინანსთა მინისტრების ბოლო შეკრებაზე (2008 წლის ივნისი) საერთაშორისო სავალუტო ფონდს დაევალა შეისწავლოს სპეკულაციის როლი ნავთობზე ფასწარმოქმნაში, აშკარად მეტყველებს ამ პრობლემის რეალობასა და აქტუალურობაზე.

განვითარებული ქვეყნების ფინანსურ სისტემაში საქონლის ღირებულებაში ჩადებულია გარკვეული ფინანსური რენტა. ეს ნიშნავს, რომ საკრედიტო ფინანსური ურთიერთობა დომინირებს წარმოებაზე, რასაც ადასტურებს ის, რომ ექსპერტული შეფასებით 80%25 მთელი ფულადი ტრანსაქციისა მსოფლიო ფინანსურ სისტემაში არის ვირტუალური და დაკავშირებულია სავალუტო ბირჟებზე თამაშთან და სხვა ტიპის სპეკულაციებთან. ტრანსაქციის მხოლოდ 20%25 არის დაკავშირებული საქონელთან, მომსახურებასთან და რეალურ ინვესტიციურ კაპიტალთან. ყოველდღიური სპეკულაციური სავალუტო ოპერაციების მოცულობა გლობალურ ეკონომიკაში შეადგენს ნახევარ ტრილიონზე მეტს.

ინფლაციური პროცესების გამწვავების ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ აშშ- დოლარის მოზღვავება მსოფლიო ფინანსურ სისტემაში. დოლარის მიერ მსოფლიო ფულის ფუნქციის შესრულებამ, უმეტეს სახელმწიფოებს უბიძგა ეროვნული ვალუტის კურსი მიებათ დოლართან, რამაც ამ ქვეყნებში გამოიწვია დოლარიზაციის კოეფიციენტის სწრაფი ზრდა. აშშ-, რომელიც არ მალავს მსოფლიო პოლიტიკურ ჰეგემონობას, თავისი გავლენის გაფართოების მიზნით, უზარმაზარი სახსრები დახარჯა განვითარებად და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, აგრეთვე ომების საწარმოებლად. შედეგად ყოველივე ამისა, აშშ-ს საგარეო ვალმა დღეისათვის სამ ათეულ ტრილიონს გადააჭარბა. ამავე დროს, აშშ, რომელიც აწარმოებს მსოფლიო მშპ-ს 20%25-ს, მოიხმარს მსოფლიო მოხმარების 40%25-ს და ამას იგი აღწევს დოლარის ემისიის საშუალებით. ყოველივე ამის შედეგად აშშ დოლარმა თანდათანობით დაკარგა მსყიდველობითი უნარი და მისი გაუფასურების პროცესი გრძელდება, რაც რა თქმა უნდა, ინფლაციის პროცესს ამწვავებს მთელს მსოფლიოში.

ინფლაციის გლობალიზაციის ერთ-ერთი ფაქტორი დღევანდელ ეტაპზე არის ადამიანური რესურსის, ანუ, შრომის გაძვირება. მსოფლიო შრომის ანაზღაურება ძალიან მოკლე დროში გაიზარდა 20-30-დან 500-1000 დოლარამდე, დაახლოებით 40-ჯერ. გლობალიზაციის პროცესმა, რომელშიც ჩართულ იქნა დიდ რესურსების მქონე განვითარებადი ქვეყნები, დღის წესრიგში დააყენა საქონლის ღირებულების გამოთანაბრების საკითხი განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში. ამასთან, დასავლეთის ინტერესებში არ შედიოდა შრომის ანაზღაურების გამოთანაბრება „მესამე სამყაროს“ ქვეყნებისათვის, რათა არ გაძვირებულიყო მათი იაფი რესურსები. მაგრამ საქონლის ღირებულების გლობალიზაციამ და მისი ექსპორტის ზრდამ განვითარებად ქვეყნებში, ავტომატურად დააყენა ხელფასების ზრდის აუცილებლობა და, შესაბამისად, გაძვირდა ამ ქვეყნებიდან ექსპორტირებადი ადრე იაფი რესურსები.

ინფლაციური გლობალიზაციის, მისი ექსპორტისა და იმპორტის მასშტაბების გაფართოების პირობებში, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მარტო იწყებს ბრძოლას ინფლაციის წინააღმდეგ, მხოლოდ გააღრმავებს დაძაბულობას და სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს. რამდენადაც ინფლაციური პროცესები იღებენ გლობალურ ხასიათს, მის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა წარიმართოს სახელმწიფოთა გაერთიანებული ძალებით, თანაც იმ პრინციპით, რომ თითოეულმა მათგანმა უარი თქვას ინფლაციური ეფექტის მიღებაზე და წინა პლანზე დააყენოს მსოფლიო საზოგადოების ინტერესები. რამდენადაც ამჟამინდელი ინფლაციური პროცესები სრულიად განსხვავებულია ადრე მომხდარი მსგავსი პროცესებისაგან (1987 წ; -1998 წ.), მისი რეგულირების ტრადიციული ფორმები და მეთოდები სასურველ შედეგს არ მოგვცემს. დღევანდელი ინფლაციურ გამოწვევასთან საბრძოლველი მზა ინსტრუმენტები არც ერთი სახელმწიფოს და არც საერთაშორისო სავალუტო ფონდს, არც ევროპის ცენტრალურ ბანკს და არც აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემას არ გააჩნია. ეს იქიდანაც ჩანს, რომ დღემდე მათ მიერ განხორციელებული მონეტარული ღონისძიებები სასურველ შედეგს არ იძლევიან. თუ არ იქნა შემუშავებული ერთიანი მსოფლიო სტრატეგია ინფლაციური ბუმის დასარეგულირებლად, შეიძლება კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდეს და დაიწყოს მსოფლიო ეკონომიკაში ძალთა გადანაწილების პროცესი, რომლის შედეგადაც მოსალოდნელია ახალი ეკონომიკური მოდელის აღმოცენება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისათვის.

გლობალური ინფლაციის რეგულირება რთული და ხანგრძლივი პროცესია. იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოები ამ პრობლემას პრიორიტეტულს არ გახდიან, მათ საშინაო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებთან მიმართებაში, არაა გამორიცხული მსოფლიო ინფლაციამ საყოველთაო, ქრონიკული ხასიათი მიიღოს.

РЕЗЮМЕ
ГЛОБАЛИЗАЦИЯ ИНФЛЯЦИИ - НОВАЯ БОЛЕЗНЬ МИРОВОЙ ЭКОНОМИКИ

Месхия Яков
Доктор экономических наук, профессор

Мировая финансовая система стоит на грани всеобщего кризиса. Хотя еще рано говорить о мировой экономической депрессии, но страны, на которые приходится больше половины мирового ВВП, переживают состояние спада. Финансовые трудности начались с ипотечного кризиса в США и пока затронули в основном банковский сектор и жилищное строительсво, но глобальный инфляционный вызов ожи­дается и в других секторах экономики многих стран.

Исследование показало, что инфляция поразила даже экономически развитые страны, долгие годы не знавшие этой беды. Она ежемесячно растет в зоне евро и уже в два раза превышает целевой ориентир Европейского Центрального Банка. В США индекс потребительских цен вырос до 5%25. В ряде развивающихся стран, включая Россию, Украину, Турцию, Азербайджан, Китай, Индию и др. инфляционное давление еще более значительное. В СНГ наибольший уровень инфляции был зафиксировань в Таджикистане, а наименьший - в Армении. Исследование показало, что резкий рост инфляции наблюдается почти во всех странах мира. В более чем 80%25 странах, где устанавливается определенный целевой ориентир инфляции, темпы роста цен превышают этот показатель.

Исследуя проблемы глобализации инфляции в работе сделаны следующие выводы: главной движущей силой инфляционной глобализации, вместе с высоким спросом на энергоносители и продукты питания, является также либеральная монетарная политика центральных банков развитых и развивающихся стран, особенно проводимая в США; удорожание человеческого ресурса, рост заработной платы и выравнивание стоимости товаров и услуг в развитых и развивающихся странах; высокие темпы роста развития экономики Китая, удорожания рабочей силы и, следовательно, снижение экспорта дефляции в других странах, особенно в США; рост темпов и масштабов финансовой спекуляции и недобросовестные игры на финансовых биржах; нестабильность доллара США; привязка курса национальных валют к доллару США и т.д.

На наш взгляд, решение проблем инфляции на глобальном уровне можно лишь путем совместного усилия центральных банков ведущих стран мира. Необходимо установить рамки инфляции, за пределы которых она не должна выходить. Для регулирования инфляционных процессов центральным банкам следует согласлванно поднять ставку рефинансирования. Любая страна, действуя автономно, только усугубит финансовую напряженность и не достигнет позитивных результатов.

5 ეკონომიკური კრიზისის საფრთხე:რამდენად რეალურია იგი?

▲back to top


0x01 graphic

ელგუჯა მექვაბიშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სრული პროფესორი

საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი საერთო სიტუაცია შეიძლება შეფასდეს როგორც არამდგრადი, რთული და ძნელად პროგნოზირებადი. დღეისათვის ყველაზე მწვავე პრობლემა ინფლაციის მაღალი დონე და მისი განუწყვეტელი ზრდაა.

ასე მაგალითად: მიმდინარე წლის აპრილში ოფიციალურად დაფიქსირდა 2006 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი ინფლაციის - 12.2%25-იანი მაჩვენებელი, მაისის თვეში კი ინფლაციის დონე 11.2%25-ს შეადგენდა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს - იგი შედის ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში და ვიწრო უწყებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შელამაზებულად ასახავს რეალობას. ამდენად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინფლაციის რეალური მაჩვენებელი ოფიციალურზე გაცილებით უფრო მაღალია. სერიოზულ სიძნელეებს განიცდის ფულად-საკრედიტო და საბანკო ინსტიტუტებიც. უკანასკნელ პერიოდში საქართველოს კომერციულმა ბანკებმა გააძვირეს კრედიტები, ზოგიერთმა მათგანმა კი საერთოდ შეწყვიტა სესხების გაცემა. სესხების გაცემა ასევე შეწყვიტეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმაც. საბანკო სფეროში არსებული სირთულეების პირდაპირი გამოძახილია ბანკების აქციების ფასების შემცირება, რაც მათი საქმიანობის ეფექტიანობის დაქვეითებაზე მიგვანიშნებს. კერძოდ, სახალხო ბანკის აქციის ფასი 12 თეთრიდან 8 თეთრამდე შემცირდა, საქართველოს ბანკის აქციები კი ლონდონის ბირჟაზე 7.5%25-ით გაუფასურდა. კრედიტების გაძვირების კონტექსტში ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენდა ახლადგახსნილი ბანკი HSBC - საქართველო (ჰონგკონგ შანხაის კომერციული ბანკი), რომელსაც სათაო ოფისიდან პრაქტიკულად შეუზღუდავი რესურსების მიღება შეუძლია და სესხებს გასცემს მაქსიმუმ წლიური 17%25-იანი განაკვეთით, მინიმალური განაკვეთი კი 9%25 იქნება. თუმცა ამ ბანკს საქართველოს კომერციული ბანკების სტრატეგიაზე რაიმე ზეგავლენა ჯერ არ მოუხდენია. მკითხველს მოკრძალებით მინდა შევახსენო, რომ ამგვარი სცენარით მოვლენების განვითარების შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილის თვეში მივანიშნე. იმ დროს, როცა საბანკო სფეროს წარმომადგენლები თითქმის ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ გლობალურ ფინანსურ ბაზარზე შექმნილი სიტუაცია ვერ მოახდენდა ზეგავლენას საქართველოს საბანკო სისტემაზე და არ იყო მოსალოდნელი საბანკო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთის მატება, მე მაშინ საპირისპიროს ვამტკიცებდი, კერძოდ ვწერდი: უკანასკნელ ხანებში განუხრელად მაღლდება ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებულობის დონე მსოფლიო ფინანსურ ბაზრებთან და, შესაბამისად, ნებისმიერი კრიზისული მოვლენა, რომელიც ამ ბაზარზე შეიძლება განვითარდეს, მეტნაკლები ზომით საქართველოს ფინანსურ სექტორსაც შეეხება. იმ ფაქტზე კი, რომ წამყვანმა ბანკებმა - საქართველოს ბანკმა და თიბისი ბანკმა მაშინ იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 14-დან 13%25-მდე დაწიეს, ასეთ კომენტარს ვაკეთებდი: ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი არატიპიურია და მომავალში საპროცენტო განაკვეთის ზრდას უნდა ველოდოთ. მოსალოდნელია დაკრედიტების პირობების გამკაცრება და სესხების გაძვირება. საკუთარი მოსაზრებების ციტირება იმიტომ დამჭირდა, რომ საბანკო სფეროში შექმნილი ამჟამინდელი სირთულეების მიუხედავად ზოგიერთ ექსპერტში დღესაც, ჩემი აზრით, უსაფუძვლო ოპტიმისტურ განწყობას ვხედავთ. კერძოდ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთერთი მაღალჩინოსანი . დეივი აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული საფინანსო კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე ნაკლებად აისახება, რადგანაც საქართველო საერთაშორისო რესურსებზე დიდად დამოკიდებული არ არის. მე ამ მოსაზრებას პრინციპულად ვერ გავიზიარებ. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარე რთულ და წინააღმდეგობრივ პროცესებზე ზედმეტად ზედაპირული წარმოდგენის შედეგი. სიტუაცია კი მოითხოვს სერიოზულ და სიღრმისეულ თეორიულ ანალიზს, რომლის საფუძველზეც უნდა ჩამოყალიბდეს პრევენციული ხასიათის მქონე პრაქტიკული რეკომენდაციები და წინადადებები, რათა მინიმუმამდე დავიდეს მოსალოდნელი საფინანსო ეკონომიკური კრიზისის სიმწვავე.

სპეციალურ ეკონომიკურ ლიტერატურასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არაერთხელ აღინიშნა იმაზე, რომ საქართველოს საბანკო სფეროში შექმნილ პრობლემებს გააჩნია როგორც გარე, ისე შიდა მიზეზები. გარე მიზეზებს შორის უმთავრესია გლობალურ ფინანსურ ბაზარზე შექმნილი სირთულეები, რაც განაპირობა აშშ-ში იპოთეკური დავალიანების კრიზისმა. 2007 წლის ზაფხულში მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე ფაქტობრივად დასრულდა ჭარბი ლიკვიდობისა და რისკებისადმი ინვესტორთა მშვიდი დამოკიდებულების ეპოქა. განხორციელდა რისკების პრინციპული და სიღრმისეული გადაფასება, რამაც განაპირობა ფულის ბაზარზე რესურსების დეფიციტი და მათი გადაადგილება შედარებით დაბალრისკიან ფინანსურ ინსტრუმენტებში. ამგვარი პრინციპული ცვლილებები, როგორც აღვნიშნეთ, წარმოადგენდა აშშ-ში იპოთეკური დაკრედიტების კრიზისის გამოძახილს. ამერიკის იპოთეკური ბაზარი 2001-2005 წლებში მაღალი ტემპით იზრდებოდა, რასაც განაპირობებდა ორი ფაქტორი: დაბალი საპროცენტო განაკვეთები და უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა. იმავდროულად ადგილი ჰქონდა მსესხებლის გადახდისუნარიანობის საიმედოობაზე კონტროლის შესუსტებას. ამის შედეგად მოხდა ის, რომ შედარებით ნაკლებად საიმედო კრედიტების გადამხდელებმა მასობრივად შეიძინეს საცხოვრებელი ფართები, მათ შორის დიდმა ნაწილმა მათი შემდგომი გადაყიდვის მიზნით. ამ კატეგორიის მოქალაქეთა რაოდენობა აშშ-ში 2001 წლის 63.8%25-დან 2006 წელს 68.9%25-მდე გაიზარდა. 2006 წლის შუა პერიოდიდან დაიწყო საცხოვრებელი ბინების ბაზრის „გაგრილება“ და მკვეთრად იკლო გაყიდვებმა. ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საკრედიტო ფულადი პოლიტიკის გამკაცრებამ, უპირველეს ყოვლისა, შეზღუდა იმ მყიდველთა მხრიდან იპოთეკურ კრედიტზე მოთხოვნა, ვინც ბინებს ინვესტირების მიზნით იძენდა. ამასთანავე, მკვეთრად გაიზარდა არგადახდების ხვედრითი წილი და საგრძნობლად მოიმატა „ცუდი კრედიტების“ რაოდენობამ. ფაქტობრივად, აშშ-ში უძრავი ქონების ბაზარზე დეფოლტის მდგომარეობა შეიქმნა, რომლის გამოც გადახდისუუნარო მსესხებელთა იპოთეკაში ჩადებული ბინები მასობრივად გამოიტანეს ბაზარზე და მათი ფასების მკვეთრი დაცემა მოხდა.

ამჟამად ფული მთელს მსოფლიოში ძვირდება, რაც პირველი ნიშანია იმისა, რომ მოკლე ხანში მსოფლიო ეკონომიკა ახალი სერიოზული ეკონომიკური კრიზისის დაწყებას უნდა ელოდოს. ვინაიდან, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ იპოთეკური დაკრედიტება ძირითადად ხდებოდა უცხოეთიდან მოზიდული შედარებით იაფი და გრძელვადიანი რესურსების ხარჯზე, მსოფლიო ბაზარზე ფულის გაძვირებამ, ბუნებრივია, ამ ტიპის კრედიტების გაძვირება გამოიწვია ადგილობრივ ბაზარზე. ვფიქრობ, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ანალიზს. კერძოდ, მსოფლიო ბაზარზე ფულის გაძვირება არ მომხდარა იმ ტემპით და მასშტაბით, როგორც ეს მოხდა საქართველოში. ეს ფაქტი კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ფულის გაძვირებაზე, ანუ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ზრდაზე ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ გარე, არამედ ისეთი უმნიშვნელოვანესი შიდა ფაქტორიც, როგორიცაა: ინფლაცია. ეკონომიკის აკადემიური დოქტორი . აქუბარდია სამართლიანად შენიშნავს, რომ ე.წ. ფიშერის ეფექტის თანახმად, როცა ქვეყანაში ინფლაციაა და რეალური საპროცენტო განაკვეთი არ გინდა რომ შეიცვალოს, მაშინ კრედიტის ღირებულებაც შესაბამისად უნდა გაზარდო. კრედიტის ღირებულების ზრდა არის ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესის კანონზომიერი შედეგი. საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი მომატება კი იმაზე მიუთითებს, რომ რეალური ინფლაცია არის ოფიციალური სტატისტიკის მიერ დაფიქსირებულზე გაცილებით მეტი. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, იგი 30%25-ის ფარგლებში მერყეობს. ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციურ პროცესებს ასევე განაპირობებს გარე და შიდა ფაქტორები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა. საქართველო, როგორც ცნობილია, თითქმის არ აწარმოებს საკუთარ ნავთობპროდუქტებს და მთლიანადაა დამოკიდებული იმპორტზე. სწორედ ამიტომაა, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა ჯაჭვური რეაქციის სახით იწვევს ფასების ზრდას როგორც წარმოების საშუალებებზე, ისე მოხმარების საგნებზეც. მეორე, საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია იმპორტული პროდუქციით, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, ინფლაციის ზრდა აშშ-ში და ევროპაში მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საქართველოში ანალოგიურ პროცესებზე. ევროპას კი ამჟამად მზარდი ინფლაცია აწუხებს. მაისის თვეში ევროზონის ქვეყნების სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ისტორიულ მაქსიმუმს - წლიურ 3.6 %25- გაუტოლდა. რეკორდული მაჩვენებელი - წლიური 5.2%25 ინფლაცია დაფიქსირდა ბელგიაში, მას მხოლოდ მცირედ ჩამორჩება ესპანეთი, სადაც წლიური ინფლაცია 4.7%25-ია. ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი ინფლაციაზე, მისი მოთოკვის გზებს ეძებს. ბანკის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ ტრიშემ ცოტა ხნის წინ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: არ არის გამორიცხული, რომ სიტუაციის დეტალური გადახედვის შემდეგ საპროცენტო განაკვეთის გაზრდის შესახებ ვიმსჯელოთ, რათა მოვთოკოთ მოსალოდნელი ინფლაცია. ამ ღონისძიების გატარება მიმდინარე წლის ივლისის თვეშია ნავარაუდევი. 2008 წლის 1 ივნისისათვის ეკონომიკის დაკრედიტება 5 მილიარდ ლარს აჭარბებდა. საქართველოსათვის ეს საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია, რასაც უნდა გამოეწვია მეწარმეობის გააქტიურება და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სწრაფი ზრდა. სამწუხაროდ, ასე არ მომხდარა. ამის ერთერთი მიზეზი გაცემული კრედიტების სტრუქტურაა, სადაც მეტი წილი სამომხმარებლო და იპოთეკურ კრედიტებზე მოდის. ამ შემთხვევაში კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის ზეგავლენა ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე არაერთგვაროვანია. სამომხმარებლო კრედიტი ინფლაციური ეფექტის მატარებელია და მასზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდამ შესაძლებელია გამოიწვიოს სამომხმარებლო ბაზარზე ინფლაციური დაწოლის გარკვეული შემსუბუქება. მეორე მხრივ, სამომხმარებლო კრედიტი უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება ხანგრძლივი მოხმარების საქონლის შესაძენად, რომელიც იმპორტირებულია უცხოეთის ქვეყნებიდან.

ამიტომ, როცა სამომხმარებლო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი იზრდება, იზღუდება იმპორტულ საქონელზე მოთხოვნა და მცირდება ჩვენი მომხმარებლის მიერ თურქეთის, რუსეთის, ირანის და სხვა ქვეყნების ეკონომიკის დაფინანსების მასშტაბები. ამავე დროს, გარკვეულად უარესდება საქართველოს მოქალაქის ცხოვრების დონე. გაცილებით უფრო რთულად დგას საკითხი იპოთეკურ კრედიტებთან მიმართებაში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის არსებული ზრდა გამოიწვევს 1 კვ. მეტრი ფართის მინიმუმ 300 აშშ დოლარით გაძვირებას. რასაკვირველია, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს საცხოვრებელი და კომერციული ფართის ბაზარზე მოთხოვნას და უარყოფითად იმოქმედებს სამშენებლო ინდუსტრიაზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ერთი და იგივე ბანკები აფინანსებენ როგორც სამშენებლო ბიზნესს, ასევე იპოთეკურ კრედიტებს გასცემენ ბინის შეძენის მსურველებზე. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად ამაღლებს რისკის ხარისხს, რაც თავის მხრივ ინიცირებას უკეთებს კრედიტების გაძვირების პროცესს. ასე იკვრება მოჯადოებული წრე, რომლის გარღვევაც ძალიან ძნელია.

მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის საფრთხის შეფასებისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის გარემოება, რომ საქართველოში ამჟამად ადგილი აქვს საბანკო სისტემის მდგრადობის შესუსტებას, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ გატარებული .. რეფორმების ლოგიკური შედეგია. ეგრეთ წოდებულს იმიტომ ვამბობ, რომ რეფორმა ზოგადი აზრით არის პოზიტიური და კონსტრუქციული შინაარსის მატარებელი ცნება, რომელიც გულისხმობს არსებულის სრულყოფაგანვითარებას და არა მის ტოტალურ ნგრევას. სამწუხაროდ, სწორედ ეს უკანასკნელი განხორციელდა ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რამაც ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი მთავრობის დანამატუუფლებო სტრუქტურად გადააქცია. მიუხედავად ამისა, ერთერთი რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის საფრთხის შემცირებას, ეხება სწორედ ეროვნული ბანკის საქმიანობას. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და არ შეამციროს სადეპოზიტო სერტიფიკატზე სადეპოზიტო განაკვეთი. ეს, რა თქმა უნდა, კომერციული ბანკების კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის საფუძველი იქნება, მაგრამ ინფლაციაზე ზემოქმედების სხვა ბერკეტი ეროვნულ ბანკს ფაქტობრივად არ გააჩნია.

  • ინფლაციის მოთოკვა უნდა მოხერხდეს რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში, რათა მაღალი ინფლაცია არ დაემთხვეს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაქვეითებას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი მატებით. თუ ასეთი თანხვედრა მოხდა, ეკონომიკაში დაიწყება სტაგფლაციის პროცესი, რომლისგანაც თავის დაღწევა დიდ რისკებთან და დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული. აქვე აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, რომლის კიდევ უფრო მეტად გაუარესება შეიძლება მოხდეს;

  • აუცილებელია საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ინსტიტუციურ-ორგანიზაციული და საკადრო პოტენციალის გაძლიერება. აღნიშნული სტრუქტურა, რომელიც სულ ახლახანს საქართველოს ეროვნულ ბანკს გამოეყო, ჩამოყალიბების პროცესშია და არ არის გამორიცხული, რომ ასეთ პირობებში მან სათანადო კონტროლი ვერ განახორციელოს კრიზისის წინა ეტაპზე მყოფ საბანკო სისტემაზე;

  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებულ მოქმედებას ანტიინფლაციური ღონისძიებების განხორციელების კონტექსტში. ის ფაქტი, რომ ინფლაციას არ განაპირობებს მხოლოდ მონეტარული მიზეზები და არანაკლები მნიშვნელობა აქვს მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკის ხასიათს, ზემოაღნიშნულ კოორდინაციას გადამწყვეტ როლს ანიჭებს.

დასასრულ შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნა: ჩემის აზრით, საქართველო ამჟამად იმყოფება ეკონომიკური კრიზისის წინა პერიოდში. მხოლოდ მეცნიერულად დასაბუთებული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებითა და პრაქტიკაში მისი გონივრულად განხორციელების გზით არის შესაძლებელი მოსალოდნელი კრიზისის თუ არა მთლიანად თავიდან აცილება, მისი უარყოფითი შედეგების მაქსიმალური შერბილება მაინც.

SUMMARY
DANGER OF ECONOMIC CRISIS: HOW REAL IS IT?

Elguja Mekvabishvili
Full Professor at Tbilisi State University

At present, Georgia's economy is facing quite serious difficulties, namely high rate of inflation and its rapid growth; also the problems existing in the monetary and credit sphere and banking area. Recently commercial banks have increased the prices of credits, and some of them have even stopped giving credits at all. The difficult condition of the banking area is illustrated by the fall in the prices of bank shares.

This article suggests two reasons of the difficulties existing within the banking sphere: the problems on the global financial market conditioned by the US mortgage debts crisis; and the high rate of inflation in Georgia. It contains some recommendations, which, as the author suggests, will help to prevent a severe economic and financial crisis if implemented. Such recommendations include carrying out a strict monetary and credit policy by the National Bank of Georgia and its maintaining a high interest rate on deposit certificates; speeding up anti-inflation measures; strengthening the institutional, organizational and personnel potential of the bank monitoring service; and close coordination of anti-inflation activities performed by the National Bank and the Government of Georgia.

6 საქართველო კრიზისის მიჯნაზე(?!)

▲back to top


0x01 graphic

რევაზ საყევარიშვილი
ჟურნალისტი, ეკონომიკური ანალიტიკოსი

საბანკო სექტორს ზედიზედ მესამე წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ლიდერი დარგის პოზიცია უკავია. 2005 წლიდან მოყოლებული საქართველოს კომერციულ ბანკებს ლოკომოტივის მისია აკისრიათ და ქვეყნის ეკონომიკის ყველა სხვა დარგის შეუქცევად წინსვლას უზრუნველყოფენ.

ლიდერის ტვირთი

ყველაზე ნათლად ამაზე სტატისტიკა მიუთითებს, რომელიც ყველანაირი შელამაზების გარეშე ადასტურებს, რომ საბანკო სექტორის აქტივების საშუალო ზრდის ტემპი ბოლო სამი წელია 60%25-ს აღემატება, ხოლო დეპოზიტების საშუალო ზრდის ტემპი ბოლო ორი წელია 55%25-ს შეადგენს. ასეთი მაღალი ზრდის შედეგად საბანკო აქტივების წილმა მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში 2007 წლის ბოლოს 43%25-ს მიაღწია და მოსალოდნელია, რომ 2009 წლის ბოლოს იგი 60%25ს გადააჭარბებს, რითაც საქართველო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს მიუახლოვდება.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2007 წლის ბოლოსათვის საბანკო სექტორის მთლიანმა აქტივებმა 7,2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც უპრეცედენტო მოცულობაა საქართველოს ისტორიაში. რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდასთან ერთად საბანკო სექტორი ხარისხობრივადაც საგრძნობლად განვითარდა და დღეს პრაქტიკულად ყველა სახის საბანკო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. იმ ბანკთა ნუსხა, რომელიც სულ უფრო მეტად უახლოვდება და საბოლოოდ ყალიბდება უნივერსალური ტიპის ბანკად, საქართველოში შეუქცევადად იზრდება. შესაბამისად, განუხრელად იზრდება მათ მიერ შეთავაზებულ რესურსებზე მოთხოვნაც, რაც სხვა და სხვა ტიპის საბანკო პროდუქტებად ყალიბდება.

კიდევ ცოტაოდენი სტატისტიკა: 2007 წელს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დასაკრედიტებლად გაცემული სესხები 76,2%25-ით გაიზარდა და 4,6 მილიარდი ლარი შეადგენდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 27%25-ია.

აღსანიშნავია, რომ ქართული საბანკო სექტორისთვის კვლავაც დამახასიათებელია მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები. მთლიანად დარგის მიერ მიღებულმა წმინდა მოგებამ 2007 წელს 126 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. წინა წლების მსგავსად, აქტივებზე და კაპიტალზე უკუგების მაჩვენებლები კვლავაც მაღალი რჩება, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ქართულ საბანკო სექტორს უცხოური ბანკებისათვის.

საბანკო სექტორის ასეთ სწ-რაფ განვითარებას უმთავრესად გაზრდილმა კონკურენციამ და უცხოური ინვესტიციების შემოსვლამ შეუწყო ხელი. მხოლოდ 2007 წლის განმავლობაში ხუთი ახალი ბანკი შემოვიდა ქართულ საბანკო სექტორში, რითაც ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების რიცხვი უკვე 22-მდე გაიზარდა. მათ შორის სულ უფრო მეტად მატულობს ისეთი საბანკო ინსტიტუტების რიცხვი, რომელთა ავტორიტეტულობა და კომპეტენტურობა მთელ მსოფლიოში ცნობილი და არათუ ათწლეულების, არამედ საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი და აღიარებულია.

ტენდენცია თუ ინერცია?

წინა წლების მიღწევები წლეულსაც გაგრძელდა: კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) წლის დასაწყისთან შედარებით, 1,13 მილიარდი ლარით (15,7%25-ით გაიზარდა) და 8,34 მილიარდი ლარი შეადგინა. წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 316 მილიონი ლარით (21,5%25-ით) გაიზარდა და 1,79 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 21,4%25-ია.

განაღდებული საწესდებო კაპიტალის ზრდამ 110 მილიონი ლარი, ანუ 24,3%25 შეადგინა. 2008 წლის იანვარმაისში მოქმედი ბანკების შემოსავლები 2-ჯერ გაიზარდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 638 მილიონი ლარს მიაღწია.

მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში კომერციული ბანკების წმინდა მოგების საერთო თანხამ 51,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 7,2 მლნ ლარით, ანუ 16,2%25-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების ზრდამ ხელი შეუწყო საპროცენტო შემოსავლების ზრდას. წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 65%25-ით გაიზარდა და მთელი შემოსავლების 61,7%25-ია.

იანვარმაისში კომერციული ბანკების ხარჯების მთლიანმა მოცულობამ 568,2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2,2-ჯერ მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (ხარჯების ზრდის უდიდესი ნაწილი, როგორც არარეზიდენტი ბანკებსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებულ სესხებზე გადახდილ პროცენტებზე, ასევე რეკლამის, კომუნალურ და საფოსტო ხარჯებზე მოდის). საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობამ მაისის ბოლოს 1,6%25, ხოლო კაპიტალის რენტაბელობამ 7,3%25 შეადგინა.

0x01 graphic

დაკრედიტების მატება

რაც შეეხება კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტებას, ეს მაჩვენებელი 2008 წლის მაისის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 მილიარდი ლარით (61,2%25-ით) გაიზარდა და 5,3 მილიარდ ლარს მიაღწია. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2,2-ჯერ გაიზარდა და 1,8 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდა 40,6%25-ით განისაზღვრა და 3,5 მილიარდს მიაღწია. ამასთან, სესხების სტრუქტურა ეროვნული და უცხოური ვალუტების მიხედვით, იმავე პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა (შესაბამისად, 35%25 და 65%25 პროცენტი შეადგინა, ნაცვლად 25%25 და 75%25-ისა, ანუ ლარში გაცემული სესხების ოდენობა მთელი 10%25-ით გაიზარდა).

უკანასკნელ ერთ წელიწადში წინმსწრები ტემპით იზრდებოდა გრძელვადიანი სესხების მოცულობა (61,7%25-ით, 60,3%25-თან შედარებით მოკლევადიანი სესხების მიხედვით) და ამ მაჩვენებელმა ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების საერთო მოცულობაში 69%25 შეადგინა.

რაც შეეხება სესხების სტრუქტურას ეკონომიკის დარგების მიხედვით, იურიდიული პირებისთვის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 944 მილიონი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 2,2 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი.

საანგარიშო პერიოდში დაკრედიტების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას ჰქონდა ადგილი სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორში, სადაც ეს მაჩვენებელი 2-ჯერ გაიზარდა. თუმცა, აბსოლუტურ განზომილებაში ის მხოლოდ 59,6 მილიონ ლარს გაუტოლდა. ასევე სოლიდურად - 1,5-ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა განათლების სექტორში. თუმცა, ჯამურად ამ მაჩვენებელმაც მხოლოდ 9 მილიონი ლარი შეადგინა. შედეგად, ამ დარგების წილი დაკრედიტების საერთო მოცულობაში კვლავ უმნიშვნელო - შესაბამისად, 1,9%25 და 0,3%25-ის დონეზეა დარჩენილი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი ვაჭრობის სფეროზე მოდის - 46,8%25. ბოლო ერთ წელიწადში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 39,7%25-ით გაიზარდა და 1,5 მილიარდ ლარს მიაღწია.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების საერთო მოცულობაში 19,8%25-ია, რაც პირველი ივნისისთვის 623,5 მილიონი ლარით განისაზღვრებოდა. 13,5%25 მოდის მშენებლობაზე, რაც 425 მილიონი ლარია. ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80,2%25 მხოლოდ სამ დარგზე მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

მნიშვნელოვნად 2,1-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2,1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

დეპოზიტების რეკონსტრუქცია

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშების და ვადიანი) ზრდის ტენდენციაც მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში კვლავ გაგრძელდა. მათმა მოცულობამ 2008 წლის პირველი ივნისისთვის 3 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამისი თარიღისათვის არსებულ მონაცემებს 38,5%25-ით აღემატება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტებისა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ლარით განთავსებული დეპოზიტები 58,2%25-ით, უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები კი 28,8%25-ით გაიზარდა.

აღნიშნული ტენდენცია დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტის დინამიკაზე აისახა, რომელიც, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4,7%25-ით შემცირდა და 2008 წლის პირველი ივნისისათვის 62,2%25 შეადგინა.

ამ პროცესის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ის, რომ კომერციული ბანკები ბოლო ერთი წლის მანძილზე ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებზე უფრო მაღალ სარგებელს იხდიდნენ, ვიდრე უცხოურ ვალუტაში. ამ პერიოდის განმავლობაში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8,7%25-ს შეადგენდა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10,4%25-ს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8,4%25-ს.

უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა ევროს სასარგებლოდ. კერძოდ, თუ ერთი წლის წინ უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საერთო მოცულობაში დოლარის წილი 87,4%25 იყო, ხოლო ევროს წილი 12,2%25, მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის დოლარის წილი 69,3%25-მდე შემცირდა, ევროს წილი კი 29,9%25-მდე გაიზარდა.

კვლავ მაღალი რჩება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების ხვედრითი წილი მოსახლეობის ანაბრების სტრუქტურაში, რამაც პირველი ივნისისთვის 79,2%25 შეადგინა, თუმცა, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 9,2%25-ითაა შემცირებული. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური პირების ანაბრები აბსოლუტურ მაჩვენებლებში 390 მილიონი ლარით (37,4%25-ით) გაიზარდა და 1,4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით, 325,6 ლარია.

საფრთხის აჩრდილი

მოკლედ, შიშველი ციფრები, რაც, თავისთავად, მნიშვნელოვანი ინდიკატორია, თითქოს ცუდს არაფერს იუწყება. მეტიც: ზრდა და, თანაც, სოლიდური ზრდა თვალსაჩინოა.

თუმცა, იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს, საუბრები საბანკო სფეროს მოსალოდნელ თუ უკვე გამოკვეთილ კრიზისულ ნიშნებზე შემთხვევითი მაინც არ უნდა იყოს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გამოკვეთილი ლიდერია. თუმცა, ამავდროულად, ის საკმაოდ მგრძნობიარეა იმ პოლიტიკური თუ ეკონომიკური რყევების მიმართ, რაც ქვეყნის შიგნით იკვეთება. ამავე დროს, მსოფლიო ფინანსურ სივრცეში ინტეგრაციის გაღრმავების კვალობაზე ქართული ბანკები სულ უფრო მტკივნეულად გრძნობენ იმ დარტყმებს, რაც მსოფლიოს საფინანსო ბაზრების გახანგრძლივებული არასტაბილურობითაა გამოწვეული.

რამდენად მოსალოდნელია სისტემური კრიზისი ქართულ საბანკო სისტემაში, რამდენად დიდხანს გაგრძელდება ძვირი საპროცენტო განაკვეთების ხანა, რომელიც უკვე დაიწყო და რა ცვლილებები შეიძლება ელოდეს საქართველოს საბანკო სისტემას? - ეს ის კითხვებია, რომლებიც დღეს ყველაზე სწრაფ და ზუსტ პასუხებს მოითხოვს.

აქ ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც არსებობს და გავლენას ახდენს სისტემაზე, საგარეო ფინანსური კრიზისი და .. ინდიკატურ პროდუქტებზე (ნავთობი, საკვები) ფასების განუხრელი და სწრაფი ზრდაა.

მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგია ის, რომ ძალიან გაძვირდა და გართულდა ფულის გარედან მოზიდვა ეს რესურსი, სულ მცირე, 34 პროცენტული პუნქტითაა გაძვირებული.

აქედან გამომდინარე, როცა გარე რესურსზე ფასი იზრდება, შესაბამისად, შიდა რესურსიც ძვირდება და განაკვეთებიც მაღლა იწევს. გარდა ამისა, იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად, გლობალურად ძვირდება ნავთობპროდუქტები და საკვები, მთელ მსოფლიოში არის მოუთოკავი ინფლაცია. ცხადია, ამას ვერც საქართველო ასცდა - ჩვენს ქვეყანაში უკვე რამდენიმე თვეა, ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებელზე ჩამოყვანა ვერაფრით ვერ ხერხდება. თვით ოფიციალურმა სტატისტიკამაც კი, რომელიც ყოველთვის ზედმეტი ოპტიმიზმით სცოდავს, მისი მაჩვენებელი 11,3%25-ის დონეზე დაადგინა.

ასე რომ, პრობლემურ გარემოებათა ჯამი საკმაოდ მძიმეა: გლობალურ ბაზრებზე არსებული კრიზისული ფაზა ფულს აძვირებს და ძნელდება მისი შოვნა. საქართველოს საბანკო სისტემისთვის კი ეს ჟანგბადის გადაკეტვის ტოლფასია, ვინაიდან ჩვენი ბანკების მდგრადობა და ფინანსური რესურსები არ არის იმდენად უხვი, რომ გარე დაფინანსების გარეშე დიდხანს მოახერხოს მოთხოვნის გამკლავება.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა თავის ბოლო დასკვნაში ცალსახად დააფიქსირა, რომ სისტემაში გამოიკვეთა ლიკვიდურობის პრობლემა და ამიტომაც გაზარდეს ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები. თან გაზრდა საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა - სესხები, ზოგიერთ შემთხვევაში, 40-45%25-მდე ავიდა. მოთხოვნის დაცემა მყისიერად არ გამოიკვეთა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს გარდაუვალია ამხელა საპროცენტო განაკვეთების პირობებში.

მოთხოვნა აუცილებლად შემცირდება. როცა პროდუქტზე ფასი იმატებს, მასზე მოთხოვნა, ცხადია, ყოველთვის მცირდება. სხვა და სხვა პროგნოზებით, იქნება შემცირება 20%25-დან 50%25-მდე ოდენობით. 40-45%25-მდე გაძვირებულ კრედიტს ბევრი, ცხადია, ვეღარ შესწვდება. ეს ეხებათ არა მხოლოდ ინდივიდუალურ მსესხებლებს, ასევე, სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც მშენებლობას უმეტესად სწორედ სასესხო რესურსებით აწარმოებენ. ცხადია, ისინი საკმაოდ მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. სულაც არ არის გამორიცხული, რომ მათი პრობლემები, საბოლოოდ, ისევ ბანკების პრობლემებში გადაიზარდოს.

ასე რომ, დღეს ჩვენს თვალწინ ხდება ძალიან დამაფიქრებელი რამ - პროდუქტი ძვირდება, შესაბამისად, მასზე მოთხოვნაც და ზრდის ტემპიც (როგორც საბანკო სისტემის, ასევე მთელი ეკონომიკის) საგრძნობლად ნელდება და კრიზისის სამართებლის პირზე გადის. და ეს, როგორც უკვე ითქვა, როგორც გლობალური, ასევე ენდემური ბაზრის მკვეთრად გამოხატული თავისებურებებითაა გამოწვეული.

რაც ხდება, ზოგადი ტენდენციაა. ბანკებს ყველგან უჭირთ. მათ შორის, განვითარებად ბაზრებზეც. უკრაინულ ბანკებში 30-50%25-ითაა დაცემული აქციის ფასი მხოლოდ ამ წლის დასაწყისიდან. ყაზახურ ბანკებს იმდენი პრობლემები ჰქონდათ შარშან წლის ბოლოს, რომ ძალიან ახლოს იყვნენ გაბანკროტებასთან. საგრძნობლად გაურთულდათ ცხოვრება რუსულ ბანკებსაც, ანუ დსთს სივრცის ყველა ლიდერ საბანკო ქვეყანაში სერიოზული სირთულეებია. მათ ამ მხრივ, სამწუხაროდ, არც საქართველო ჩამორჩებათ.

ხსნა, თუ ახალი რისკი?

ასეთ დროს საბანკო ბაზრის გახსნილობა, შესაძლოა, კარგი კონკურენტული უპირატესობა იყოს. საქართველოში ერთერთი ყველაზე გახსნილი საბანკო სივცრეა შემოსვლის და დამკვიდრების შესაძლებლობით. ტენდენცია ასეთია: შემოვიდა Societe Generale და მისი შვილობილი ბანკი რესპუბლიკა ლიდერებში გადავიდა, არაბული დაბი ჯგუფი თავისი სტანდარტ ბანკით აგრესიულ გააქტიურებას აპირებს, ბოლოს და ბოლოს, უკვე ბრიტანული HSBC ამოქმედდა - მსოფლიო საბანკო გიგანტი, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე არ აპირებს მაჩანჩალებში დარჩენას.

ცხადია, Societe Generale-ს, დაბი ჯგუფს ან HSBC-ს ბევრად მეტი რესურსი აქვთ, ვიდრე დღეს დამოუკიდებლად, ტრანსნაციონალური „ქოლგის“ გარეშე მოქმედ ქართულ ბანკებს. ნოუ-ჰაუშიც, ცხადია, მათი უპირატესობა აშკარაა. შესაბამისად, ქართულ ბანკებს მალე სულ სხვა რეალობაში მოუწევთ ბაზარზე ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა.

საბაზრო დინამიკიდან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთები, ალბათ, ნაწილობრივ დაიწევს, რადგან კონკურენცია არსებობს, მარჟები მაღალია და არის პროცენტების დაწევის ალბათობა. უბრალოდ შეუძლებელია, ისეთი მაღალი საკრედიტო განაკვეთის პირობებში, რაც ამჟამად არსებობს, ბანკებმა დიდხანს მოახერხონ წარმატებული საქმიანობა. ასეთ დროს შეიძლება მოხდეს ის, რაც ბევრ სხვა ქვეყანაში მოხდა: ფულის სესხების წყარო იქნება არა კომერციული ბანკი, არამედ სხვა - ინდივიდუალური ან სხვა სახის ინსტიტუციონალური მევახშე, რომელიც ფულს უფრო სარფიანი პირობებით გაასესხებს.

ასე რომ, ბანკებს საკმაოდ დიდი თავსატეხი ელით და, ტრადიციულად, საკმაოდ დიდი სიფრთხილით უნდა გააკეთონ ყველა შემდგომი მოძრაობა. დღეს ისინი პოტენციური კრიზისის წინა ფაზაში იმყოფებიან: ლიკვიდურობა დეფიციტურია, საპროცენტო განაკვეთები - მზარდი, სესხებზე მოთხოვნა და ზრდის ტემპები - კლებადი.

შემცირდება თუ არა განაკვეთები? ბანკების ინტერესებში ნამდვილად არ არის ძვირი კრედიტების შენარჩუნება, რადგან ამით ისინი ყველაზე დიდ აქტივს - კლიენტურას კარგავენ. მათი ინტერესი მოგებაა. შესაბამისად, რაც მეტ სესხს გასცემენ, მეტად იზრდებიან და მათი ინტერესიც, წესით, სწორედ ეს არის.

დაბოლოს, კიდევ ერთი სტატისტიკური წიაღსვლა: უმსხვილესი აქტივების მქონე ხუთი ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 80,4%25-დან 78,8%25-მდე შემცირდა. აი, ასეთია სურათი. 22 ბანკიდან 5- საბანკო სექტორის ოთხი მეხუთედი უკავია. თუმცა, თუ კიდევ უფრო ჩავეძიებით, დავინახავთ, რომ საბანკო სისტემის 60%25 მხოლოდ ორ ბანკზე მოდის. ესეც თქვენი ღია ბაზარი და კონკურენცია. სანამ საბანკო სისტემა და, შესაბამისად, მომხმარებელიც ამხელა დოზით იქნება დამოკიდებული ერთ-ორ საბანკო ინსტიტუტზე, სისტემის გამართული და რყევებისგან დაცული მუშაობა, ალბათ, საკმაოდ ძნელად წარმოსადგენი იქნება.

7 გვეშინოდეს თუ არა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის?

▲back to top


0x01 graphic

კობა ბიწაძე
ექსპერტი

ამერიკაში მძვინვარე იპოთეკურმა კრიზისმა საკმაოდ უარყოფითი მოლოდინი გამოიწვია მთელს მსოფლიოში. მთელ რიგ ქვეყნებში, ზოგი სტრუქტურულ კრიზისებს ელოდება, ზოგი გაჭენებულ თუ ჭენებად ინფლაციას ევროპაში თუ ამერიკაში, ზოგი კი ეკონომიკის გლობალურ კოლაფსს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მსოფლიო ეკონომიკა მაინც სწრაფი ტემპებით ვითარდება და თან განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე. საგულისხმოა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ერთობლივი ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5%25 აღემატება.

ასე რომ, არსებული ვითარება უფრო მეტად მოლოდინების კრიზისია, ვიდრე ტრადიციული ეკონომიკური დაცემა. ერთმა ავტორიტეტულმა ტელეწამყვანმა გადაცემაში მოწვეული ექსპერტების კომენტარების მოსმენის შემდეგ გულწრფელად წამოიძახა: უკვე აღარ ვიცი რას უნდა მოველოდე და რისი უნდა მეშინოდეს!!!

არსებული რეალობა კი არც ისე საგანგაშოა - დოლარის დაცემა პირველ რიგში, იმ ქვეყნებს არ აწყობთ, რომლებიც ამერიკულ ბაზარს ექსპორტით ამარაგებენ. აშშ კი მონოფსონიური ქვეყანაა და მას ის ქვეყნები ავსებენ თავისი პროდუქციით, რომლებსაც დოლარის გაუფასურება შეუძლიათ. ასე, რომ ამერიკულ დოლარს პირველ რიგში იაპონელები და ჩინელები უნდა უფრთხილდებოდნენ.

ჯერჯერობით ნავთობის ფასის ზრდაც ვერ აფერხებს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას.

მიმდინარე წელს მილიონერთა რაოდენობა მსოფლიოში 6%25ით გაიზარდა და საერთო ჯამში 10,1 მილიონს მიაღწია. მათი ქონების მოცულობა საშუალოდ ერთ პერსონაზე 4 მილიონ დოლარს აჭარბებს.

ყველაზე დიდი ტემპებით მილიონერთა რაოდენობა იზრდება ინდოეთში, ჩინეთში, ბრაზილიასა და რუსეთში. ასეთი ქვეყნების განვითარება იცავს მსოფლიო ეკონომიკას მასობრივი სამრეწველო კრიზისებისგან, თორემ ძველი მსოფლიო წესრიგი ნამდვილად ვერ გაუძლებდა ასეთ გამწვავებულ კონკურენციას და ზღვარგადასულ „ჭარბწარმოებას“.

მოხმარება-მიწოდების ერთობლივ ბალანსზე იპოთეკური კრიზისი არსებით გავლენას ნამდვილად ვერ მოახდენს, რადგან ბანკებმა დანაკარგები უკვე ჩამოწერეს (ამასთან, ეს კრიზისი უფრო მეტად ვირტუალური იყო, ვიდრე რეალური).

როგორც გამოძიების ფედერალური ბიურო ამტკიცებს, იპოთეკური კრიზისი თავისი არსით ნამდვილი კრიზისი არ ყოფილა. მათი აზრით, ეს იყო კარგად ორგანიზებული მასობრივი მაქინაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მკვდარი საბანკო რეზერვების გაცოცხლებას და ამ გაცოცხლებული ფულის მენეჯერთა ჯიბეში გადაბარგებას. ასეთი ბრალდებით ათეულობით ამერიკული ბანკის პასუხისმგებელი მენეჯერების მთელი პლეადა უკვე დააპატიმრეს.

ამ მაქინაციების დეტალებს ჯერ კიდევ არკვევენ, მაგრამ ჩვენთვის უფრო არსებითია, თუ რატომ და რა დოზით უნდა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკამ რეაგირება სადღაც ამერიკაში მომხდარ მაქინაციებზე.

როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, აღნიშნული კრიზისის შედეგად საბანკო კრედიტები გაძვირდა მთელს მსოფლიოში, რაც თითქოს უარყოფითად იმოქმედებს ქართულ სამშენებლო ბიზნესზე. თუმცა, საქართველოში კრედიტები ისედაც ძვირი იყო და თან ორ-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოში თითქმის ყველა მშენებლობა მიმდინარეობს ქართველი მილიონრების „ზედმეტი“ ფულის ხარჯზე.

საცხოვრებელ, თუ საოფისე ფართებზე მოთხოვნა კიდევაც რომ შემცირდეს, მშენებლობები მაინც გაგრძელდება, რადგან უძრავი ქონება ინვესტირების ყველაზე მყარი და ხელშესახები ფორმაა. ქართული მენტალობისთვის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ნიძლავზე თამაში, ამიტომ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მილიონრები ფასიანი ქაღალდების ნაცვლად მშენებლობაში აბანდებენ ფულს.

ქართულ საბანკო სფეროს სულ სხვა მხრიდან ემუქრება საფრთხე: ბოლო დროს ბანკები ისეთ საქმიანობაზე გასცემდნენ კრედიტებს, რომელთა რეალური მომგებიანობა მხოლოდ აჟურული ოცნებების საფუძველზე იყო პროგნოზირებული. მაგალითად, გაიცემოდა კრედიტები საოფისე ფართის შესყიდვაზე, როდესაც ამ ფართის არენდა გაცილებით იაფი დაუჯდებოდათ მეწარმეებს. ასევე, მასობრივად გაიცემოდა კრედიტები არასამეწარმეო ხარჯებზე, როგორებიცაა: ოფისის რემონტი, საოფისე ავეჯის შეძენა და ..

გარდა ამისა, ბანკები ერთმანეთისგან „დაუკითხავად“ აკრედიტებდნენ ერთი და იგივე პროდუქციის შემომტან კონკურენტებს. სავარაუდოა, რომ მიმდინარე წელსაც მნიშვნელოვნად გაიზრდოს ანალოგიური პროდუქციის იმპორტი ასეთივე კრედიტების ხარჯზე.

ასეთი ტენდენციების შედეგად, შეიძლება მივიღოთ იგივე „ჭარბიმპორტირების“ პრობლემა, რასაც 90-იან წლებში ჰქონდა ადგილი, როდესაც საქმის ჩავარდნა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა, მით უმეტეს, გაცემული კრედიტების უმეტესობა - დაახლოებით 63%25 (ზოგი მონაცემით 57%25) ზუსტად იმპორტზეა მიმართული და ამ 63%25-ის აბსოლუტური მოცულობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა წლებთან შედარებით.

ამდენი არასამეწარმეო კრედიტის გადახარშვას საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მოხდება მრეწველობის სწრაფი, ნახტომისებური ზრდა, ან, თუ გაიზრდება ფულადი გზავნილების მოცულობა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისგან. ასევე ძლიერი სტიმული იქნება ტურიზმის განვითარებაც.

0x01 graphic

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდას ხელს უშლის მთავარი გლობალური პრობლემა - ნავთობის ფასების სპეკულაციური ზრდა.

პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ნავთობის გაძვირება მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვისაა კატასტროფული პრობლემა. ევროამერიკელთა 58%25-ს ბენზინის გაძვირება უსაშველო პრობლემად არ მიაჩნიათ. ზოგიერთ მდიდარ ქვეყანაში გამოკითხულთა 70%25 მიიჩნევს, რომ თუ ფიზიკურად ბენზინის პრობლემა არ იქნება, მზად არიან ორმაგი ფასიც გადაიხადონ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ევროამერიკელისთვის, რომლის მინიმალური ხელფასიც 1500 ევროა, დანახარჯი ბენზინზე მისი შემოსავლის მცირე ნაწილია. საქართველოში კი საწვავზე შემოსავლების ლამის ნახევარი იხარჯება.

როგორც ჩანს, საქართველოს გამოცდილება გაითვალისწინეს ნავთობის ბაზრის სპეკულანტებმა და საწვავის ფასიც იმ დონემდე მიჰყავთ, რომ ევროამერიკელებმაც ქართველებივით ხელფასის ნახევარი საწვავზე დახარჯონ.

ქართული გამოცდილების ანალოგიურია ის ფაქტიც, რომ დიზელის ფასი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ბენზინის. ადრე მენავთობეები „პატიოსნად“ იქცეოდნენ: დიზელის საწვავს უფრო დაბალ ფასად ჰყიდნენ, ვიდრე ბენზინს, რადგან დიზელის გამოხდა უფრო იაფი ჯდება. ეხლა კი გააძვირეს, რადგან დიზელი უფრო ეკონომიურია.

ევროამერიკისგან განსხვავებით, საქართველოსთვის ძნელი გადასატანი იქნება ნავთობის ფასის გაორმაგება. „მენავთობე“ ქვეყნებმა უკვე იმდენი რეზერვები დააგროვეს, რომ მათთვის თუნდაც მსოფლიო გლობალური კოლაფსი პრობლემა აღარ იქნება. როგორც ცნობილია, ევროამერიკამ 70-იან წლებშიც ძალიან ადვილად გადაიტანა სანავთობო ბოიკოტი, რომელიც თვითონვე მოაწყო.

ნავთობის გაძვირების ალტერნატივა მხოლოდ ალტერნატიული საწვავია. საქართველოში უკვე არის გამოგონებული რამდენიმე სახის პერპეტუმ მობილე, მაგრამ მათ გამოყენებას რატომღაც თვით დაზარალებული ბიზნემენებიც არ ჩქარობენ. (ალბათ იმიტომ, რომ გაევროპელების მიუხედავად, საქართველოში მაინც ძლიერია გუდარას ძროხის სინდრომი).

მთელს მსოფლიოში, უმეტესად, ნავთობის გაძვირება ინფლაციას იწვევს, თუმცა ფასების ზრდას ძირითადად მოსახლეობის შემოსავლებს აბრალებენ და ყოველგვარი მეთოდებით ცდილობენ შეამცირონ ფული მიმოქცევაში. მაგალითად, ევროპის ცენტრალურმა ბანკებმა ინფლაციის შეჩერების მიზნით განაკვეთები გაზარდეს.

როგორც პრაქტიკამ ცხადყო, ეს მარტივი მიდგომა არც ევროპისთვის აღმოჩნდა მომგებიანი. ინფლაციას მხოლოდ საკრედიტო რესურსების გაძვირებით ვერ შეებრძოლები, რადგან თანამედროვე ინფლაცია უფრო მრავალგანზომილებიანი მოვლენაა, ვიდრე ეს ჯონ კეინსის, ან თუნდაც მილტონ ფრიდმანის დროს იყო.

კრედიტები საქართველოშიც გაძვირდა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა ძალიან განსხვავდება ევროპულისგან და ამდენად, ინფლაციის გამომწვევი მიზეზებიც განსხვავებულია.

ევროპის სამრეწველო და სამომხმარებლო პოტენციალი უკვე ბოლომდეა ათვისებული - მათი ეკონომიკა უმეტესად ექსპანსიურია. ამიტომ იქ, ასე თუ ისე, მოქმედებენ კლასიკური ეკონომიკური კანონები და რეგულირების კლასიკურ მეთოდებსაც იყენებენ.

საქართველო კი თვითონ არის დამოკიდებული საგარეო ინვესტიციებზე და უცხოეთში მცხოვრები ქართველების ფულად გადმორიცხვებზე.

საქართველოში შემოსული ინვესტიციები, რა თქმა უნდა, ზრდის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის შემოსავლებს. საქართველოს მთავრობა კი ინფლაციის აღსაკვეთად ამ შემოსავლებს ამცირებს ლარის კურსის ხელოვნური გამყარებით.

ასეთ ვითარებაში, სავსებით ბუნებრივად იბადება კითხვა: მაინც ვისთვისაა საშიში ინფლაცია და რა იწვევს ამ მოვლენას?

როგორც ცნობილია, ინფლაციას იწვევს ზედმეტი ფულის მასა. თუმცა არსებობს ე.წ. მიწოდების ინფლაციაც. ეს ხდება მაშინ, როდესაც სპეკულაციურად ძვირდება ენერგომატარებლები, ნედლეული და ნახევარფაბრიკატები. ამის გამო, მეწარმეც იძულებულია გაზარდოს სამომხმარებლო პროდუქციის ფასი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მას არ აწყობს.

ისმება კითხვა: ასეთ შემთხვევაში ფულის მასის შემცირება ეკონომიკას გააჯანსაღებს?

სულ სხვა საქმეა, როდესაც ინფლაციის გამომწვევი მიზეზი შემოსავლების ზრდაა. შემოსავლების ზრდის წყარო კი, როგორც წესი, სახელმწიფო დანახარჯები და ფულის ემისიაა, რადგან კერძო სექტორს თვითონ არ შეუძლია ფულის ბეჭდვა თავისივე პროდუქციის გასაღების მიზნით.

ეკონომისტები დიდი ხანია შეთანხმდნენ იმაზე, რომ ფულის მასის დამატებითი ემისია აუცილებელია თუ რეალურ სამრეწველო სექტორს ზრდის პოტენციალი გააჩნია. მაგრამ ერთი პირობით, რომ დამატებითი ემისიის და ინფლაციის დონე უნდა შეესაბამებოდეს არსებული ზრდის პოტენციალს.

რაც მეტია სახელმწიფოს ემისიური ინვესტირება რეალურ სექტორში, მით უფრო იზრდება ერთობლივი ეროვნული პროდუქტი. მაგრამ თუ სახელმწიფო დანახარჯები ძალიან აღემატება წარმოების შესაძლებლობებს, მაშინ ფასები იწევს ამ „აღმატების“ პროპორციულად.

ფასების ასეთი მატება აზარალებს მოსახლეობის მხოლოდ იმ ფენებს, რომლებსაც ფიქსირებული დაბალი ხელფასები აქვთ. ჰონორარზე მომუშავე მენეჯერებს თუ დილერებს, ასევე, სახელმწიფო დაკვეთებით განებივრებულ სუბიექტებს, ფასების ზრდა ნაკლებად ადარდებთ, რადგან ფასები მათი შემოსავლების ზრდის პროპორციულად იზრდება.

ცხადია, ასეთ შემთხვევაშიც პრობლემა სახეზეა და თუ კი ინფლაციას თვითონ მდიდართა მზარდი შემოსავლებიც იწვევს, მაშინ, როგორ უნდა დავიცვათ ინფლაციისაგან დაბალი რანგის ფენები?

აღიარებულია, რომ ინფლაციას უნდა ებრძოლო ზოგადად, მიუხედავად იმისა, თუ ვინ და რა დოზით ზარალდება ამ მოვლენით. დამკვიდრებული სქემის თანახმად, ამისთვის ცენტრალური ბანკები ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს, შესაბამისად, ძვირდება კრედიტი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მეწარმეებისთვისაც იზრდება წარმოების დანახარჯები. მომხმარებლების მხრიდან კი მცირდება მოთხოვნა ისეთ გრძელვადიანი მოხმარების საგნებზე, რომლებსაც უმეტესად კრედიტით ყიდულობენ. ე.ი. ერთდროულად იზღუდება როგორც მიწოდება, ასევე, მოთხოვნაც. ამის შედეგად ფასების ზრდის ტემპიც ეცემა.

მეტწილად, ასეთი ჩარევის შედეგი მიზერულია, ვთქვათ, ფასები გაიზრდება 2 %25-ით, 3%25-ის ნაცვლად. რა დიდი შეღავათია ეს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის?

თუ პრობლემას უფრო მასშტაბურად შევხედავთ, ასეთი სქემით არც კრედიტის ამღები მომხმარებელია მოგებული, არც ის მეწარმე, რომელსაც პროდუქციის თვითღირებულება გაუძვირდა და არც „დაბალი ფენა“ იგრძნობს შვებას.

ამრიგად, როგორც ჩანს, ინფლაციასთან ბრძოლის ევრო-ამერიკული პარადიგმა არც ისე ეფექტურია.

უფრო წარმატებული გამოდგა ინფლაციის გამოყენების ჩინური პარადიგმა, რის შედეგადაც ჩინეთი უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა.

უფრო მეტი პოტენციალი გააჩნდა ინდოეთს. მაგრამ ინდოეთი ევროამერიკული პარადიგმებით ხელმძღვანელობდა, რის გამოც, იგი დღესაც ძალიან ჩამორჩება ჩინეთს.

ჩემის აზრით, ჩინური პარადიგმის გადმოღება საქართველოს ეკონომიკისთვისაც სავსებით მისაღები და შედეგიანი იქნება.

საქართველოში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე ევროამერიკაში: როგორც ვთქვი, ჩვენს ქვეყანაში შემოსავლების ზრდას იწვევენ უცხოური ინვესტიციები და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების გადმორიცხვები. მაგრამ ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი მაინც ნავთობის გაძვირებაა. დიახ, ნავთობის გაძვირებამდე საქართველოს სახელმწიფო ხარჯების გაორმაგებულმა ზრდამაც თითქმის ვერ მოახდინა ზემოქმედება ფასების დონეზე.

მართალია, ინფლაციის ტემპი საქართველოში არც ისე შემაშფოთებელია, მაგრამ საქართველოს მთავრობა მაინც გამალებული ებრძვის მას საკმაოდ არაეფექტური სქემით: ეროვნული ბანკი დაბალ ფასად ყიდულობს უცხოეთიდან შემოსულ დოლარებს, რომ საქართველოს ეკონომიკაში რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის ლარი გაუშვას. ეს სიმდიდრე კი ეროვნული ბანკის საცავებში რჩება გაყინული.

რა თქმა უნდა, ინფლაცია აზარალებს მოსახლეობის იმ ფენებს, ვისაც უცხოური ინვესტიციები და საგარეო გადარიცხვები არ „სწვდება“, მაგრამ გამდიდრებულთა ხელოვნურ გაღატაკებას, ალბათ, მათი სიმდიდრის გადანაწილება სჯობს.

შემოსავლებისადმი დღევანდელი ხელისუფლების მიდგომა ძალიან ჰგავს რევოლუციამდელ სახელფასო პოლიტიკას: როდესაც საერთაშორისო ნავთობკომპანიამ გადაწყვიტა ქართველი შემდუღებლებისათვის 2500 დოლარიანი ხელფასი დაენიშნა, საქართველოს მთავრობამ ეს ხელფასი 500 დოლარამდე დააწევინა იმ მოტივით, რომ სვარშიკებმა თუ ამდენი ფული იშოვეს სოციალური ბალანსი დაირღვევაო.

მე ვფიქრობ, ასეთ მოტივაციას შემდუღებლების მაღალი ხელფასი რომ დაებეგრათ და ზედმეტი 2000 დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაერიცხათ, უთუოდ, უკეთესი იქნებოდა.

შემოსავლების ხელოვნურ გაყინვას სჯობს დაკანონდეს სოციალური სოლიდარობის გადასახადი, რომლითაც დაიბეგრებიან ის პირები, ვისი ხელფასიც, ვთქვათ, 500 ლარს აღემატება. 500 ან 800 ლარს ზემოთ „აღმატებული ყოველი 100 ლარიდან დაწესდეს 2-დან 5%25-მდე გადასახადი სპეციალურ ფონდში”. ამ ფონდის სახსრები კი გადანაწილდეს პენსიონრების, ინვალიდების და სხვა სოციალურად დაუცველი ადამიანების შემწეობებზე.

ფაქტობრივად, დღეს ურთიერთგამომრიცხავ მიდგომასთან გვაქვს საქმე: ერთის მხრივ, ხელისუფლება ამცირებს საშემოსავლო გადასახადს მოხმარების სტიმულირების მიზნით, ხოლო მეორეს მხრივ - ინფლაციის გასანეიტრალებლად ებრძვის ამ შემოსავლებს საბანკო-სავალუტო მეთოდებით. ამასთან, უბედურება ისაა, რომ ამ უაზრო სავალუტო ბრძოლის შედეგად, მოსახლეობის ყველა ფენა თანაბრად ზარალდება.

ჩინეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ შემოსავლებს კი არ უნდა „ებრძოლო“, არამედ საჭიროა მათი უფრო მეტად სტიმულირება და გადანაწილება ყველა ფენაში ისეთი პროპორციით, როგორც ეს ეკონომიკის განვითარებას სჭირდება.

არ იქნება გაზვიადებული თუ ვიტყვით, რომ სწორედ შემოსავლების კოლექტიურმა სტიმულირებამ და კომუნისტურმა გადანაწილებამ მიიყვანა ჩინეთი ეკონომიკურ სასწაულამდე.

შემოსავლების იგივე „ჩინურკოლექტიური“ სტიმულირება და გადანაწილება დაიწყო ინდოეთმაც, რის შედეგადაც განვითარების ტემპები მნიშვნელოვნად გაზარდა.

შემოსავლების ზრდის და დაბალანსებული გადანაწილების შემთხვევაში ინფლაციის ტემპი დაბალი და ბუნებრივია, რადგან მცირდება მოთხოვნა მდიდართა მხრიდან, ხოლო მასობრივად „გამდიდრებულ“ ღარიბებს არ შეუძლიათ იმ დონის საფასო წნეხის შექმნა, როგორც ეს მდიდართა მცირერიცხოვან ჯგუფს შეეძლო. კიდევაც რომ შეიქმნას მასობრივი საფასო წნეხი, ეს მოვლენა მოსახლეობის „დაბალ ფენებს“ ნაკლებად დააზარალებს.

უპრიანია ვირწმუნოთ და დავუჯეროთ გამოცდილებას: ღატაკთა იგნორირების ფონზე, მდიდრების შემოსავლების ხელოვნური შემცირება, მხოლოდ ეკონომიკურ რეგრესს იწვევს. სჯობს ერთობლივი სიმდიდრე პროპორციულად გადაანაწილო, ვიდრე ამ სიმდიდრის ნამეტი სავალუტო რეზერვების სახით გაყინო. მით უმეტეს, რომ ამ ნამეტს უცხოელი ინვესტორები და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები გვჩუქნიან.

რა თქმა უნდა, სავალუტო რეზერვები ქვეყნისთვის აუცილებელია, მაგრამ ეს თვითმიზანი არ უნდა გახდეს.

არსებობს ამ რეზერვების გამოცოცხლების კიდევ ერთი საშუალება: ღარიბი ფენების დახმარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს დამატებითი ემისია. დოლარზე მოთხოვნა ისედაც ძალიან მცირეა და პენსიების თუ შემწეობების ზომიერი გაზრდა სავალუტო რეზერვებს ვერ დააცარიელებს.

გაყინვის ნაცვლად შემოსავლების პროპორციული გადანაწილების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა ნავთობის ფასის გაორმაგებასაც შედარებით ადვილად გადაიტანს.

ბანკებსაც ნაკლებად დაემუქრებათ გადაუხდელობის პრობლემა, რადგან მოთხოვნის ერთობლივი ზრდის შედეგად იმ მდიდართა შემოსავლებიც გაიზრდება, ვისაც სოციალურ გადასახადს ჩამოაჭრიან.

გაყინული ფულის გაცოცხლების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჰენრი ფორდმა დაგვიტოვა. ფორდამდე კი, დიდი ხნით ადრე, შოთა რუსთაველი ბრძანებდა: მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები

8 ფინანსური არმაგედონი, თუ უკვე აპრობირებული ფინანსური აფერა

▲back to top


0x01 graphic

თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

ინფლაციის ქიმიური ფორმულის 50 პროცენტზე მეტი ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე მოდის, ამ შესანიშნავი მეტაფორის მთელი გენიალობა იმაში მდგომარეობს, რომ თავისთავად ურთულესი ფულადსაკრედიტო და საფინანსო სისტემის ერთ-ერთი უმძიმესი შედეგი ინფლაცია, ახსნილია უმარტივესი და ამასთან, ძალზე გასაგები ენით.

დანამდვილებით ვერ გეტყვით, ვის ეკუთვნის ეს, რამდენადაც შესანიშნავი ფორმით, ამდენადვე საშიში თავისი შედეგებით, სიტყვები: - ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრს - დიზრაელის, ინგლისის პრემიერმინისტრს უინსტონ ჩერჩილს, თუ „გერმანული ეკონომიკური სასწაულის მამას“ ლუდვიგ ერჰარდს, რომელიც წარმატებით განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შემდეგ გერმანიის კანცლერიც გახდა. ალბათ, ლოგიკით, რამდენადაც ეკონომიკურ პროცესებთან უფრო ახლოს ბატონი ერჰარდი იდგა და, ამასთან, იგი ეკონომიკის დოქტორიც გახლდათ, უფრო სავარაუდოა, რომ ეს მეტაფორა მას ეკუთვნოდეს. მითუმეტეს, რომ ჩემმა ყოფილმა კოლეგამ პარლამენტიდან, რომელიც იმ პერიოდში საკმაოდ ცნობილი ბანკირიც იყო, ეს დამიდასტურა.

ამ მეტაფორის წარმომავლობას ამდენი ადგილი შემთხვევით არ დავუთმე. მისი დახმარებით საკმაოდ დამაჯერებლად შეგვიძლია დავინახოთ არა მარტო ის საგანგაშო პროცესები, რომელიც დღეს მსოფლიო საფინანსო და საბანკო სფეროში მიმდინარეობს, არამედ მან შეიძლება გარკვეული დახმარებაც გაგვიწიოს მომავლის პროგნოზირებაშიც.

როგორც ცნობილია, უკვე თითქმის ერთი წელიწადია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ სერიოზული ე.წ. იპოთეკური კრიზისია, რომლის მასშტაბებმა არა მარტო ამერიკის კონტინენტი მოიცვა, არამედ ევროპაშიც შეაბიჯა და პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს მოედო.

ძალზე რელიეფურად თუ ვიტყვით, კრიზისის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დღეს ამერიკაში არგადახდების კრიზისია, რადგანაც დაახლოებით 7,5 მილიონი ამერიკელიდან, რომელთაც ბანკებიდან გამოტანილი კრედიტებით შეიძინეს ბინები, თითქმის მესამედს, ანუ 2,5 მილიონს, არ შეუძლია კრედიტების გადახდა და თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ამან, თავის მხრივ, ბანკები დააყენა გაკოტრების საფრთხის წინაშე, რის გამოც ინვესტორებმა თავისი აქტივების გატანა დაიწყეს ქვეყნის გარეთ და, თუმცა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ სამჯერ მოახდინა საპროცენტო განაკვეთის სიდიდის დაწევა (რათა ინვესტორებისათვის საბანკო სისტემა უფრო მიმზიდველი გამხდარიყო), ხოლო თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გაკოტრებულ ბინათმფლობელებს უფრო შეღავათიანი კრედიტების მიცემას დაჰპირდა (რათა დავალიანება დაეფარათ), საქმე მაინც არ დაიძრა მკვდარი წერტილიდან, ანუ მუშაობს იმ მეტაფორის შედეგები, რითაც ჩვენი წერილი დავიწყე.

ცხადია, აქ არ შევუდგები იმ მიზეზების განხილვას, თუ რატომ მოახერხეს ფინანსურმა შუამავლებმა ამდენი არდაბრუნების პერსპექტივის მქონე სესხების გაცემა, მაგრამ მაინც უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ოპერაციებში საკმაოდ დიდი ფული გაიჭრა.

მოკლედ, ნუ ვიმარჩიელებთ!

ერთი რამ კი ცხადია, - ფედერალურ სარეზერვო სისტემას, ანუ აშშ-ს ეროვნულ ბანკს, აშკარად დაეტყო გენიალური ალენ გრინსპენის არყოფნა, რომელიც მთელი 18 წლის მანძილზე იყო ფედის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, - მამა ჯორჯ ბუშიდან დაწყებული და შვილი ჯორჯ ბუშით დამთავრებული, და, რომელიც სულ რაღაც ორი წლის უკან საკუთარი განცხადებით პენსიაზე გავიდა საკმაოდ სოლიდური ასაკის გამო. სამწუხაროდ, ფედის ახალი თავმჯდომარის, ბენ ბერნანკეს დიდი ძალისხმევის მიუხედავად, პროცესები ნაკლებად ექვემდებარება კონტროლს.

დღეს უკვე ფაქტია, რომ ამერიკის ხელისუფლება ფინანსური კრიზისის შედეგების ლოკალიზებას ვერ ახერხებს.

სწორედ ამიტომ, სრულიად ბუნებრივია ჩვენი ინტერესი დღეს მსოფლიოში მიმდინარე საფინანსო კრიზისისადმი. ამ ინტერესს ისიც აღვივებს, რომ გვინდა გავერკვეთ, თუ რამდენად ეხება (ან რა ზომით შეეხება) იგი ჩვენს საფინანსო და საბანკო სფეროს.

ფულს სუნი არ ასდის, - რომის იმპერატორის ტიტუს ფლავიუსის ამ სიტყვებს დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. უფრო მეტიც, იგი შესაშურ კონკურენციას უწევს დიდი რუსთველის სიტყვებს: სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა, რადგანაც, კაცობრიობის განვითარების ისტორია თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ეს უკანასკნელი ადამიანთა ძალზე მცირე რაოდენობას ეხება. ამ შედარებაში კიდევ უფრო შორს შეგვიძლია წავიდეთ და განვაცხადოთ, რომ ის, ვისაც ეს სიტყვები ეხება, კარგად იცის, რომ სახელის მოხვეჭა დღეს ძალიან ძნელია საკმაოდ მძლავრი ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე.

ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სულ ოდნავი ამბიცია მაინც გააჩნია, მისთვის უმნიშვნელოვანესი თუ არა, ძალზე მნიშვნელოვანია ფულის მოხვეჭა და, თუ ადამიანთა ერთი ნაწილისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ რა გზებით ხდება ფულის მოხვეჭა, სამწუხაროდ, ადამიანთა უდიდესი უმრავლესობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

ის, ვინც ამას უკანონო გზებით აკეთებს, როგორც წესი, ჩინოვნიკები არიან - უმაღლესი სახელისუფლებო ვერტიკალიდან დაწყებული და ყველაზე დაბალი რანგის ჩინოვნიკით დამთავრებული. ფულის მოხვეჭის დაუნდობელ ბრძოლაში ისინი არც ერთმანეთს ინდობენ და არც საკუთარ თავს; მათთვის არ არსებობს სამშობლო; მათთვის არ არსებობს ქვეყნის ინტერესები. მათი სამშობლო და მათი ღმერთი ფულია, 100 დოლარიან კუპიურაზე გამოხატული დიდი ამერიკელის, ბენჯამინ ფრანკლინის სურათით.

რამდენადაც ეკონომისტები, ისევე როგორც ფინანსისტები, ბანკირები და ა.შ. საზოგადოების ორგანული შემადგენელი ნაწილია, ამიტომ, როგორც კი ისინი ჩინოვნიკების არმიას შეუერთდებიან, მათ აბსოლუტურ უმრავლესობაზე მომენტალურად ვრცელდება ის, რაც ზემოთ ითქვა, თუ მეტი არა. მეტი იმიტომ, რომ რამდენადაც მათ ელიტარულ ნაწილს უზარმაზარ ფულად ნაკადებთან აქვს საქმე, აქ ცდუნებაც განუზომლად დიდია. სწორედ ამიტომ, არ იქნება გასაკვირი, ბევრი ჩინოვნიკის თავში დაიბადოს იდეა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიოში მიმდინარე საფინანსო კრიზისი მათთვის მაქსიმალური სარგებლით.

ეს რომ ლიტონი სიტყვები არ არის, ამის დასტურად უკანასკნელ პერიოდში მასმედიით გავრცელებული ინფორმაციაც გამოდგება. შესაძლოა ამერიკამ ფულის ნიშნები შეცვალოს და სულ ცოტა 200 წლიანი ისტორიის მქონე „დოლარი“ ჩაანაცვლოს ამეროთი. დიახ, დიახ! ახალი ფულის ნიშნისთვის საკმაოდ რომანტიკული სახელიც შეურჩევიათ. მოდით გავაანალიზოთ ეს ინფორმაცია.

პირველი სცენარი, - ინფორმაციული სატყუარა. ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე დიდი ხანია ცდილობს შექმნას გაერთიანებული ჩრდილოამერიკული სახელმწიფო, რომელშიც შევლენ კანადა, მექსიკა და შეერთებული შტატები, საიდუმლოებას არ წარმოადგენს. ამერიკაში მიმდინარე ფინანსური კრიზისი კი, მისი შემდგომი გაღრმავების ფონზე, შესანიშნავი მომენტია იმისათვის, რომ მოსახლეობა დაარწმუნო კრიზისის შემდგომი გაღრმავების თავიდან ასაცილებლად გაერთიანების აუცილებლობაში. კანადისა და მექსიკის ხელისუფლების დათანხმება ასეთ გაერთიანებაზე, ალბათ ძნელი არ უნდა იყოს, რადგანაც მათი ეკონომიკა ამერიკის ეკონომიკასთან უსასრულო რაოდენობის ტრანსაქციებითაა გადახლართული. როგორც მედიით გავრცელდა ინფორმაცია, საფინანსო კრიზისის პიკი, ანუ ფინანსური არმაგედონი სექტემბრის თვეზე უნდა მოვიდეს. მკითხველი ალბათ დაგვეთანხმება, რომ ძალზე შემაშფოთებელი ინფორმაციაა.

თუ წერილის დასაწყისში მოყვანილ მეტაფორას მივუბრუნდებით, მივხვდებით, რომ უკვე აღარავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, ტყუილია იგი, თუ მართალი. მთავარია, რომ ფსიქოლოგიური დატვირთვა ამ სიტყვებმა უკვე შეიძინა და თუკი დოლარის „ამეროთი“ ჩანაცვლების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სატყუარაა და სხვა არაფერი, მაშინ ამ ინფორმაციის მასმედიის საშუალებით „გაჟონვის“ დამკვეთმა კარგად იცის, რაც უნდა გააკეთოს ამის შემდეგ. ამ სატყუარის მეოხებით, ერთის მხრივ, კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელდება დოლარის ვარდნა და ევროს გამყარება, ამასთან, კიდევ უფრო გაიზრდება სპეკულაციური ფასები ნავთობზე (საერთოდ ნავთობპროდუქტებზე). ხოლო მეორეს მხრივ, ამ იდეის ავტორები აკუმულირებას გაუკეთებენ მთელ ფინანსურ რესურსებს, რათა მოხდეს ამ კიდევ უფრო „შელახული“ დოლარის შესყიდვა. საქმე იმაშია, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა იცის, - ძალიან მალე შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები იწყება, რასაც აუცილებლად მოყვება (თუნდაც ხელოვნური გზით და ნებისმიერ ფასად), დოლარის გამყარება. ამის შედეგად ძალიან დიდი ფინანსური რესურსების მითვისების ლეგალური საშუალებები გაჩნდება. აი ასეთი სცენარით განვითარდება სიტუაცია, თუ ის, რაც ზემოთ ითქვა ინფორმაციული სატყუარაა და მეტი არაფერი.

მეორე სცენარი - ფინანსური არმაგედონი. ალბათობა იმისა, რომ დოლარის ჩანაცვლება მოხდეს ახალი ფულის ნიშნით - „ამეროთი“, ცხადია არსებობს, მაგრამ ჩვენის აზრით, ის საკმაოდ მცირე უნდა იყოს. თუ ასეთი ჩანაფიქრი არსებობს, მაშინ კრიზისი კიდევ უფრო უნდა გამწვავდეს, რათა ამერიკელი ხალხი არჩევანის წინაშე დააყენონ, - თუ გვინდა კრიზისი დავძლიოთ, მაშინ უნდა შეიქმნას ჩრდილო ამერიკული გაერთიანებული სახელმწიფო, რომლის ფულადი ნიშანი იქნება უკვე ზემოთ ნახსენები ამერო. თუ ეს ასე იქნება, რისიც ძალიან მცირე ალბათობა არსებობს, მაშინ ეს იქნება მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი ფინანსური აფერა, რომელიც როდისმე მომხდარა კაცობრიობის განვითარების ისტორიის მანძილზე.

მართლაც, როგორც ცნობილია, ამერიკის საგარეო ვალი ყოველდღიურად 1,5 მილიარდი დოლარით იზრდება და დღეისათვის იგი კატასტროფულად მაღალ ნიშნულს, 10 ტრილიონ დოლარს აღწევს (რაც ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტზე მეტია). საგულისხმოა, რომ ამერიკა ამ ვალების უდიდეს ნაწილს დოლარებში იღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ამერიკის ხელისუფლება დოლარებს, როგორც ფულის ნიშანს, ჩაანაცვლებს „ამეროთი“ და გაცვლის კურსს დააწესებს 1 „ამერო“, თუნდაც 10 დოლარი, მაშინ მისი საგარეო ვალი უკვე 1 ტრილიონი „ამერო“ იქნება. მართალია, ფულადი ნიშნებით ტოლობა დაცულია, მაგრამ სინამდვილეში ეს ვალი ათჯერ შემცირდება, ანუ ეს იქნება წარმოუდგენელი ფინანსური აფერა და სწორედ იმიტომ, რომ სცენარის ასეთი განვითარება თითქმის წარმოუდგენელია, იგი მით უფრო შესაძლოა იყოს დამაჯერებელი.

0x01 graphic

საქართველო და მსოფლიო ფინანსური კრიზისი

მსოფლიო პროცესების შესაძლო განვითარების სხვადასხვა „სცენარის“ მიუხედავად ჩვენთვის, ცხადია, პირველ რიგში, საინტერესოა, როგორ აისახება ეს მოვლენები საქართველოს საბანკოსაფინანსო პროცესებზე და აქედან უკვე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპებზე.

ამ მიმართებით ძალზე ნიშანდობლივია, რომ დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს ქვეყნის საბანკო სისტემაზე ზედამხედველობის ფუნქცია უკვე ჩამოერთვა. ამ იდეის ავტორების და ცხოვრებაში მათი გამტარებლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იდეის რეალიზაციის პროცესის დროში გაწელვისა, თუ ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოყალიბებული მსჯელობები რეალობას მოკლებული არ არის, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ - ეს იმიტომ მოხდა, რომ ვიღაცამ (რომლის გვარსაც აქ შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან იგი, კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, ყველასათვის ცნობილია), უკვე იგრძნო დიდი ფინანსური ნაკადების ხელში ჩაგდების შესაძლებლობა. გაითვალისწინა ისიც, რომ დღესდღეობით ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი არ ჰყავს და, პრაქტიკულად, ერთის გამოკლებით, არც არასოდეს ჰყოლია, თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა.

სხვათაშორის, მას აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების 36 პროცენტამდე გაზრდა მსოფლიო საფინანსო კრიზისს დააბრალოს, რასაც ხელისუფლება სიამოვნებით აუბამს მხარს ზედიზედ ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ფონზე.

თუ მსოფლიო საფინანსო კრიზისი საქართველოს შეეხო, მითუმეტეს მაშინ, უფრო ადვილია ჩანაფიქრის განხორციელება მდგომარეობის კიდევ უფრო დრამატიზირების ფონზე.

8 ფრაზა, რომელიც ნებისმიერ გასაუბრებას ჩაშლის!

გასაუბრება სამსახურში მიღების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ავტობიოგრაფიით მოხიბლულ შეფს ყველაზე მეტად მომავალი თანამშრომლის ხასიათი აინტერესებს.

ხასიათების იდეალური ურთიერთშეთანხმება იშვიათად ხდება, ამიტომ აუცილებელია გამოიმუშაოთ თავდაჭერის ისეთი სტილი, რომელიც უმრავლესობას არ გააღიზიანებს.

ამისათვის გასაუბრებაზე არ უნდა წარმოთქვათ შემდეგი ფრაზები:

1. წინა სამსახურში აუტანელი შეფი მყავდა.

ყოფილი შეფის უაპელაციო ლანძღვა-გინება ისეთ შთაბეჭდილებას დატოვებს, რომ თქვენ თვითონ ხართ აუტანელი და ჭირვეული. საერთოდ მოერიდეთ უარყოფითი ემოციების დემონსტრირებას, რადგან შეიძლება თქვენ თვითონ წარმოჩინდეთ უარყოფით პიროვნებად.

2. მე არაფერი ვიცი თქვენი კომპანიის შესახებ.

კიდევაც რომ მცირე და უცნობი კომპანია იყოს, მაინც არ გაამხილოთ, რომ მის შესახებ არაფერი გსმენიათ. ეს, პირველ რიგში, შეფის თავმოყვარეობას შელახავს. ამასთან, სანამ CV-ს გააგზავნიდით ცოტა რამ მაინც უნდა გცოდნოდათ კომპანიის შესახებ. თუ კომპანია არ გაინტერესებთ, მაშინ მის მუშაობაშიც ვერ ჩაერთვებით და მხოლოდ ხელფასზე იზრუნებთასეთი თანამშრომელი კი არცერთ შეფს არ სურს.

3. შეკითხვები არ მაქვს...

თუ შეფმა მოკლედ აგიხსნათ თქვენი მოვალეობების ნიუანსები, არავითარ შემთხვევაში არ უპასუხოთ - ყველაფერი გასაგებია, რადგან, თუ ორი სიტყვით გებულობთ ყველაფერს, მაშინ აზროვნების დონეც „ორსიტყვიანი“ გქონიათ. სჯობს უპასუხოდ: ძირითად გასაგებია, დეტალებს საქმის გაცნობის შემდეგ გავარკვევ. ეს ფრაზა მიანიშნებს, რომ თქვენ ფუნდამენტური აზროვნების ხართ და კომპანიის პრობლემებსაც ფუნდამენტურად გადაჭრით.

4.როგორია თქვენს კომპანიაში შვებულების პირობები?

ჯერ სამსახურშიც არ მიუღიხართ და უკვე დასვენებაზე ფიქრობთ? - ეს განწყობა ზოგ შეფს გააღიზიანებს, ზოგში კი ირონიულ ღიმილს გამოიწვევს.

5. რამდენად სწრაფად შეიძლება ველოდო დაწინაურებას?

გახსოვდეთ, რომ დაწინაურება დამოკიდებულია არა კომპანიის ადათწესებზე, არამედ თქვენს შესაძლებლობებზეც. ჯერ არსებულ ვაკანსიაზე არ დაგიმტკიცებიათ თქვენი ნიჭი და პროფესიონალიზმი და დაწინაურებას რატომ ელოდებით?

6. თქვენ თვითონ დაოჯახებული ხართ? რამდენი შვილი გყავთ?

სამუშაოზე მიღებისას ყველა შეფს აინტერესებს თანამშრომლის ოჯახური მდგომარეობა იმ მიზნით, რომ ეს გაითვალისწინოს სახელფასო ან საკადრო პოლიტიკაში. როდესაც შეფი ოჯახურ მდგომარეობას გეკითხებათ - ეს არ ნიშნავს რომ თქვენთან დამეგობრებას ცდილობს. ამიტომ, ასეთ კითხვებზე ისეთივე მეგობრული კითხვებით არ უპასუხოთ.

7. როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ...

„ენამოსწრებული“ ციტირება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ მუდმივად სხვების ფრაზების გამეორება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თქვენი აზრები არ გაგაჩნიათ. ამიტომ სჯობს, რომ სენტეკზიუპერის ან გოეთეს ციტირებაც კი საკუთარი პოზიციებიდან გამომდინარე მოახდინოთ.

8. ყველაზე მეტად ვერ ვიტან...

კორპორაცია საჯარო ორგანიზაციაა. კომპანიაში, სადაც თქვენ მუშაობის დაწყებას აპირებთ, თქვენი პირადი გემოვნება ნაკლებად აინტერესებთ. ამდენად, თქვენ თვითონ უნდა შეეთვისოთ კომპანიის კულტურას იმის ნაცვლად, რომ პირადი ემოციები თავს მოახვიოთ.

9 „ლევონ თრეველი “ მომსახურება უმაღლესი სტანდარტებით

▲back to top


0x01 graphic

თინა ზალდასტანიშვილი
ომპანია ლევონ თრეველის დირექტორი

ომპანია ლევონ თრეველსქართული საზოგადოება ჩინებულად იცნობს. ენდობა, მაგრამ, მაინც გადავწყვიტეთ, რომ მის შესახებ მკითხველს რამდენიმე ცნობა კიდევ მივაწოდოთ. გი 1997 წელს დაფუძნდა, როგორც ამერიკული კომპანიის ფილიალი, რომელიც თავის მხრივ 45 წლიანი გამოცდილებისაა. ისი სათაო ოფისი კალიფორნიაშია განთავსებული.

ლევონ თრეველმა ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ბაზრის ლიდერთა შორის. იგი, უმთავრესად კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობს - მათი ავიაბილეთებით მომსახურებას და თანმხლებ სერვისს - სხვადასხვა ქვეყნებში სასტუმროების დაჯავშნასა თუ კონფერენციების მოწყობას სთავაზობს. მუდმივ კლიენტთა შორის არიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კომპანიის სოლიდურიბაზე წარმოდგენისათვის რამდენიმე მათგანის დასახელებაც კმარა: საქართველოს პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაერო, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ფონდი - „ღია საზოგადოება - საქართველო”, რამდენიმე მსხვილი ბანკი, „მადნეული”, „თელასი” „მედიქლაბი”, „კურაციო” თითოეულ მათგანთან კომპანიას სპეციფიკური, კლიენტის საქმიანობაზე მორგებული კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

გარდა ამისა ლევონ თრეველში მოქმედებს გამავალ და შემომავალ ტურიზმზე მომუშავე განყოფილებებიც. ამ ეტაპზე სწორედ ამ სეგმენტების კიდევ უფრო განვითარება გახდა პრიორიტეტული.

წლეულს ლევონ თრეველმა კიდევ უფრო შორს მიმავალი გეგმები აირჩია და საქართველოში მოქმედ ორ ტუროპერატორთან გაერთიანდა. ინტერკონტინენტალანდა მოგზაურთა კლუბთან ერთად შექმნილმა ალიანსმა წამყვანი წამყვანი ტურისტული კომპანიების გამოცდილება პროფესიონალიზმმა შეაჯერა და მომახმარებელა ასე ნაცნობი მიმართულების - თურქეთის სრულიად ახალი ტიპის ტურისტული პროდუქტი შესთავაზა. ალიანსმა ეს მზარდი მოთხოვნის გამო შეარჩია, სამომავლოდ იგი მსგავსი ტიპის მომსახურებას სხვადასხვა სეზონური მიმართულებებითაც აპირებს.

თინა ზალდასტანიშვილი , კომპანიის დირექტორი: როდესაც ბიზნესის სფეროში კონკურენტები ერთი იდეის ან პროდუქტის გამო ერთიანდებიან, ყველა დეტალზე შეთანხმება ძალიან რთულია. ჩვენ ეს მაინც შევძელით და ძალისხმევამაც შესაბამისი ნაყოფი გამოიღო. გაერთიანებას თავისი დადებითი მხარეები აქვს: ჩვენ ერთობლივად, თანაბრად ვიზიარებთ რისკს და რეისების დატვირთვაზეც ერთობლივად ვმუშაობთ. მომხმარებელი კი მოგებული და კმაყოფილი რჩება. ოგზაურობის მსურველი, როგორც წესი, ყველაზე უფრო მოსახერხებელ ვარიანტს ეძებს. გაერთიანებით ჩვენ მას საქმე გავუმარტივეთ: ერთ-ერთ ჩვენგანთან მოსვლით ის სამი ტურისტული კომპანიის შეთავაზებებს ეცნობა. ალიანსის პრიორიტეტია, მომხმარებელი კმაყოფილი და დაცული იყოს: იგი ჩვენთან სწორედ იმ მომსახურებას მიიღებს, რასაც ვთავაზობთ. სამწუხაროდ, ბაზარზე ყოველთვის ასე არ ხდება.

მაინც, რა შეიცვალა მომხმარებლისთვის? ალიანსმა გააფორმა ხელშეკრულება ნაციონალურ ავიახაზებთან, რასაც ანტალიის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ ჩარტერული რეისების დანიშვნა მოჰყვა. პირველი რეისი 13 ივლისს შესრულდა. განსაკუთრებული კომფორტისათვის ალიანსი მოგზაურებს დილის რეისებს სთავაზობს. მინდა, განვმარტო, რამდენად უფრო მომგებიანია დილით გაფრენა: ყველა სასტუმროში შესვლა, ანუ CHEK-IN შუადღისას ხდება. ამ დროისთვის ჩვენი მგზავრი უკვე მისულია სასტუმროში, მთელი დღე წინ აქვს და შეუძლია მშვიდად დაისვენოს: ის არც დღეს კარგავს და, შესაბამისად, არც ფულს. დილის 10 საათზე გამგზავრების წყალობით ტურისტი შუადღისთვის სანაპიროზე მზის სხივებით დატკბება, შეძენილ საგზურს კი არც ერთი საათი არ მოაკლდება. სამშობლოში დაბრუნებისას რეისის მოლოდინში ჩემოდნებზე ჯდომის ნაცვლად დროს მეგობრების წრეში გაატარებს.

მგზავრებს ფრენა მოუწევთ ნაციონალური ავიახაზების კომფორტული თვითმფრინავით, რომლის სალონშიც ავიაკომპანიამ სავარძლების რაოდენობაც კი შეამცირა, რათა ეკონომკლასის მგზავრებსაც კი თავი თავისუფლად ეგრძნოთ.

0x01 graphic

ნებისმიერ კომპანიაში გეტყვიან, რომ კლიენტების კმაყოფილება მათთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია, თუმცა... ზოგიერთ შემთხვევაში ეს მხოლოდ სარეკლამო სლოგანად რჩება. ლევონ თრეველში პირველივე დღეებიდანვე იზრუნეს იმაზე, რომ მომსახურება ნამდვილად მაღალი დონის ყოფილიყო. ახლა კომპანიის 15 კაციანი გუნდის მაღალ პროფესიონალიზმს კონკურენტებიც კი აღიარებენ. თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის მომსახურების უმაღლესი ხარისხი, ერთი დეტალი მიგანიშნებთ: მომსახურებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ და ინტერესმა ლევონ თრეველის ხელმძღვანელობა ფილიალების გახსნაზე დააფიქრა. ამერიკულმა მხარემ კონსულტაციებისას აღნიშნა, რომ ეს მისაღები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ფილიალებშიც უმაღლეს სტანდარტს დაიცავდნენ.

ასეთი მონდომება უკვალოდ არ იკარგება და შედეგს ყოველთვის შესაბამისს იღებს: ავიაკომპანიების მიერ შედგენილ ყოველწლიურ სტატისტიკურ ნუსხაში ლევონ თრეველი პირველი სამეულის გარეთ არასოდეს დარჩენილა...

კომპანია ტურისტებს, თურქეთის გარდა, ეგვიპტეში, ტაილანდში, კუბასა თუ მალდივის კუნძულებზე დაუვიწყარ მოგზაურობას სთავაზობს. ბოლო პერიოდში ქართველ ტურისტებს გულმა ჩეხეთისა და ბალტიისპირეთისკენაც გაუწია. არაჩვეულებრივი სანახაობების გარდა, ამ მიმართულებათა პოპულარობა პირდაპირმა ავიარეისებმაც განაპირობა. თინა ზალდასტანიშვილი გულდაწყვეტით აღნიშნავს, რომ არაერთი საინტერესო ქვეყანა, თუნდაც ხორვატია, ჯერჯერობით ქართველი ტურისტებისათვის დახურულია, ვინაიდან ჩვენთან ამ ქვეყნის საკონსულო გახსნილი არ არის.

ყველაფერი მომავლის საქმეა. ლევონ თრეველი თავის საქმეს მომავალშიც ჩვეული პროფესიონალიზმით, უმაღლეს დონეზე შეასრულებს.

10 შექმენით ჯანსაღი და ლამაზი გარემო!

▲back to top


0x01 graphic

სახლისა თუ ოფისის მშენებლობასა და რემონტთან დაკავშირებული ციებ-ცხელება, მეტ-ნაკლებად, ყველას გამოუცდია. საბოლოო შედეგი, მნიშვნელოვანწილად, ამ საქმეში ჩართული მუშახელის ოსტატობაზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ მაღალკვალიფიციურ ხელოსანს მაღალხარისხოვანმა მასალამაც არ შეუწყო ხელი, შედეგი, შესაძლოა, სავალალოც კი აღმოჩნდეს.

0x01 graphic

სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ბაზარი დღეს მომხმარებელს იმდენად მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, რომ არჩევანის გაკეთება არც ისეთი ადვილია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ჩვენი ჟურნალის მკითხველებს ამჯერად მოვუთხრობთ საღებავებისა და ლაქების მწარმოებელ უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია ICI Paints-Dulux-ზე, რომელსაც ნდობა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მაც კი გამოუცხადა - თავისი სათაო ოფისიც და კოსმოსური ხომალდებიც სწორედ მის მიერ წარმოებული საღებავებით დაფარა. მათი მუდმივი კონტრაქტორია „თეთრი სახლი“.

კომპანია ICI Paints-Dulux-ის სამშენებლო და ინდუსტრიულ საღებავებსა და ლაქებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით იყენებენ როგორც ქიმიურ მრეწველობაში, რაკეტების, თვითმფრინავების, გემებისა თუ ტანკების შესაღებად, ასევე საცხოვრებელი ბინებისა და სხვადასხვა დანიშნულების ოფისების ინტერიერისა თუ ექსტერიერის ხანგრძლივი პერიოდით გასალამაზებლად - 15-25 წლის მანძილზე მათ გახუნება არ ემუქრება. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იქ, სადაც მზის აქტივობა საკმაოდ მაღალია... საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვში შედის.

თანამედროვე ტექნოლოგიებით წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავები და ლაქები ეკოლოგიური სისუფთავით გამოირჩევა. მინიჭებული აქვს ISO ხარისხის სერთიფიკატი. ინტერიერის საღებავები გათბობაკონდიცირების სისტემაზეა გათვლილი: კედლები ზაფხულში შედარებით ადვილად გრილდება, ზამთარში - ადვილად თბება. ფასადის საღებავები კი ძლიერ ყინვასაც ისევე უძლებს, როგორც მაღალ ტემპერატურას. ნესტიანი ადგილების შესაღებად ICI Paints-Dulux-მა სპეციალური გრუნტი შექმნა, ლითონის ზედაპირის დასაფარი საშუალება ძლიერი ანტიკოროზიული თვისებებით გამოირჩევა. საგანგებო საღებავებია შექმნილი საავადმყოფოების, სკოლებისა თუ ლაბორატორიების შესაღებად. ისინი შესანიშნავად უძლებენ დეზინფექციას, ამიტომ მათი გამოყენება სველ წერტილებში - აბაზანასა და სამზარეულოშიც შეიძლება. ICI Paints-Dulux-ის ლაქი ხის ნაკეთობებს ჭიისგანაც იცავს. ძველ, გაშავებულ ხეს სპეციალური ლაქი „უმკურნალებს“ და განაახლებს. ICI Paints-Dulux-ის ლაქი ნახევარ საათში შრება, გარანტია კი 10-დან 20 წლამდეა, უფრო მეტიც: 100 წლიანი გარანტია აქვს ექსტერიერის ებოქსიდური ტიპის ლაქს, რომლითაც თბილისში, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის მონუმენტის კვარცხლბეკია დაფარული.

ამ სახელგანთქმული კომპანიის პროდუქციას თბილისში, ყაზბეგის გამზირის №36-სა და ელიავას ბაზრობაზე მდებარე საფირმო მაღაზიებში შემოგთავაზებენ. საღებავების პალიტრა 3 მილიონამდე ფერს მოიცავს. სასურველ ფერს კორპორაციისა და 250-მდე საერთაშორისო კატალოგის დახმარებით შეგირჩევენ და კომპიუტერის მეშვეობით ცდომილების გარეშე დაგისვამენ.

ICI-ს ოფიციალური წარმომადგენლობა ამიერკავკასიაში ჯეოიუეს მარკეტი 2005 წლის აგვისტოში დაარსდა, პროდუქციას უკვე ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებელი. უმთავრესად, ეს მოსახლეობის ის კატეგორიაა, რომელიც ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, ჯანსაღი გარემოს შექმნას ცდილობს. კომპანიაში სიამოვნებით აღნიშნავენ, რომ ეკოლოგიური გარემოს კულტურა ჩვენში თანდათანობით წარმატებით იკიდებს ფეხს.

11 რა უშლის ხელს საბანკო კრიზისის მდგრადობას

▲back to top


0x01 graphic

ლია ელიავა
ფინანსისტი, ექსპერტი

საბანკო კრიზისი საბაზრო ეკონომიკის თანმდევი პროცესია. ძნელია დასახელდეს ქვეყანა, რომელმაც ამა თუ იმ სიმწვავით არ განიცადა კრიზისული პროცესები საბანკო სფეროში. ამ სექტორში წარმოქმნილი ნებისმიერი სახის შოკი განსაკუთრებით სახიფათოა განვითარებადი საბაზრო ეკონომიკისათვის, რადგან მას შეუძლია მოახდინოს საგადასახდელო სისტემის პარალიზება, ნეგატიურად იმოქმედოს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. ამასთან, გამოიწვიოს პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებაც.

საბანკო კრიზისი შეიძლება წარმოიშვას როგორც ეკონომიკაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის, ასევე მისი ჰარმონიული განვითარების პირობებშიც, ჰქონდეს მყისიერი ან იყოს თანდათანობითი, პროგნოზირებადი ხასიათის. პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია საბანკო კრიზისების უეცარი გამოვლინებები წინასწარი შესამჩნევი სიგნალების გარეშე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მაქსიმალურად სარწმუნო დასკვნა საბანკო კრიზისის დადგომის შესახებ შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ მისი გამომწვევი ყველა მიკროდა მაკროეკონომიკური, ინსტიტუციონალური ფაქტორების კომპლექსური ანალიზის შედეგად. მიუხედავად ამისა, არსებობს რიგი ფაქტორები, რომლებიც საერთოა მსოფლიოში მომხდარი მეტი წილი საბანკო კრიზისებისათვის: ადგილობრივი საფინანსო სისტემის მეტისმეტი ლიბერალიზაცია; სპეკულაციური კაპიტალის კონცენტრაცია სუსტად განვითარებულ საფინანსო ბაზრებზე; საბანკო სისტემის დაბალი კაპიტალიზაცია და როგორც შედეგი, მისი სისუსტე; შიდა სესხების კონცენტრაცია საგარეო ბაზრებზე დამოკიდებულ სფეროებში; დაუბრუნებელი კრედიტების წილის ზრდა; საფინანსო ინსტიტუტების განუვითარებლობა და სხვა.

მსოფლიოში მომხდარი და მიმდინარე საბანკო კრიზისების ანალიზიდან ჩანს, რომ მათი მასშტაბებისა და ეკონომიკაზე მადესტაბილიზებელი გავლენის ხარისხის მიხედვით შეიძლება გამოიყოს საბანკო კრიზისები, რომლებიც მოქმედებენ მიკროეკონომიკურ დონეზე, მაკროეკონომიკურ დონეზე და კრიზისები, რომლებიც იწვევენ სრულმასშტაბიან საფინანსოსაბიუჯეტო დესტაბილიზაციას, რაც თავის მხრივ განაპირობებს მაღალ ინფლაციასა და ეკონომიკის დემონეტარიზაციას.

საქართველოში საბანკო კრიზისი მიკროეკონომიკურ დონეზე შეიძლება განპირობებული იყოს მრავალი ფაქტორით, რომელთა შორის, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ცალკეულ ბანკების მიერ ბიზნესის არასწორი წარმართვა, როდესაც საბანკო ბიზნეს-საქმიანობაში ჩაერთნენ გამოუცდელი მენეჯერები. შედეგად ვღებულობთ მაღალრისკიან საბანკო საქმიანობას, რაც მოიცავს გაუაზრებელ და არაფრთხილ საკრედიტო პოლიტიკას, გადაჭარბებული რისკების აღებას, სუსტ საორგანიზაციო მართვას, არასაკმარის შიდა კონტროლს ან მისი საერთოდ არარსებობას, პრიორიტეტის გადატანას ბანკის საბაზრო წილის გაფართოებაზე და არა მოგების ამაღლებაზე, აქტივებისა და პასივების არაეფექტურ მართვას და საბანკო ბიზნესის წარმართვის სხვა სახის ნაკლოვანებებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გავლენა საბანკო კრიზისის წარმოქმნაზე კიდევ უფრო ღრმავდება სრულყოფილი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის, განსაკუთრებით საფინანსო და საბანკო კანონმდებლობის, ასევე საბაზრო დისციპლინის არარსებობის, სუსტი საბანკო ზედამხედველობისა და კონტროლის პირობებში.

საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო სისტემის ინსტიტუციონალური და სტრუქტურული მოწყობის სისუსტე მოითხოვს საბანკო სისტემის ფუნქციონირებაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გაძლიერებას. რა თქმა უნდა, ფინანსურ ლიბერალიზაციას გააჩნია მნიშვნელოვანი უპირატესობები გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ, როგორც განვითარებადი ეკონომიკების საბანკო კრიზისების მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, ყოველთვის არსებობს კომპრომისი კონკურენციის გაფართოებისა და საბანკო სექტორის გადახდისუნარიანობის შენარჩუნებას შორის. საბანკო ზედამხედველობა და რეგულირება აუცილებელია იმისათვის, რომ შემცირდეს სისტემური რისკი და უზრუნველყოფილ იქნას საბანკო სისტემის სტაბილურობა. გამომდინარე აქედან, სწორედ საბანკო ზედამხედველობის სისუსტე არის ძირითადი ფაქტორი, რომელიც არამდგრად მაკროეკონომიკურ პირობებში აღრმავებს საბანკო კრიზისის წარმოშობის შესაძლებლობებს. საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების ორგანოებს უნდა შესწევდეთ უნარი განახორციელონ სისტემური დაკვირვება და ანალიზი საბანკო სექტორის ფუნქციონირებაზე მთლიანობაში, აკონტროლონ მაკროეკონომიკური გარემოს გავლენა ფულადსაკრედიტო სფეროზე და ამ უკანასკნელის ზემოქმედების ხარისხი წარმოების განვითარებაზე, ყველაზე ადრეულ სტადიაზე გამოავლინონ საბანკო სექტორში წარმოქმნილი პრობლემები და შეაფასონ ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგები, ჩამოაყალიბონ პოზიცია საბანკო რეგულირების ინსტრუმენტების გამოყენების მიზანშეწონილობასა და დროულობზე.

საბანკო კრიზისის გამომწვევ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს შორის პირველ რიგში უნდა დასახელდეს საქართველოში დღეისათვის მიმდინარე დაკრედიტების ბუმი. უკანასკნელი თითქმის ორი წლის განმავლობაში საბანკო სისტემის საკრედიტო დაბანდება გაიზარდა დაახლოებით ორჯერ და 5 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა. ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ჭრილი და ზრდის ტემპები მეტწილ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი მწარმოებლურობისა და შემოსავლების ზრდის ისეთ პარამეტრებს, რომლის შედეგადაც შესაძლებელია შიდა კრედიტებზე მოთხოვნის ასეთი გაორმაგებული ზრდა. შეიძლება ითქვას, რომ საკრედიტო ბუმი ძირითადად პროვოცირებულია საბანკო სისტემის ხელთ არსებული სასესხო რესურსების მიწოდებით, რომლებიც მეტწილად ფორმირებულია დეპოზიტებზე მოთხოვნის ზრდისა ან/და საბანკო სისტემაში უცხოური კაპიტალის შემოდინების შედეგად.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საკრედიტო ბუმის პროვოცირების ერთერთი მთავარი მიზეზია არათანმიმდევრულად გატარებული საბანკო სექტორის ლიბერალიზაციის შედეგად პირდაპირი და პორტფელური უცხოური ინვესტიციების შემოდინება. დადებით მოვლენად შეიძლება შეფასდეს ბოლო წლების მანძილზე საქართველოში მოქმედი 23 კომერციული ბანკიდან 16-ში მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების კაპიტალის შემოდინება ნაკლებად ლიკვიდური პირდაპირი ინვესტიციების სახით, რის შედეგადაც საქართველოს საბანკო სექტორში მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოური სააქციო კაპიტალის მოცულობა, დაინერგა ამ ქვეყნების საბანკო საქმიანობის მოწინავე გამოცდილება, დაიწყო კორპორატიული, საბუღალტრო და საკანონმდებლო სტანდარტების საყოველთაოდ მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებთან ინტეგრირების პროცესი. ამასთან ერთად, საქართველოს ჯერ კიდევ სუსტად განვითარებულ საფინანსოსაბანკო ბაზარზე შემოვიდა უფრო მეტად ლიკვიდური პორტფელის (სპეკულაციური) ინვესტიციები საერთაშორისო სესხების სახით. ეს გარემოება გარკვეულწილად შეიძლება შეფასდეს როგორც საბანკო სისტემისათვის არასასურველი მოვლენა, ვინაიდან ასეთი სახის ინვესტიციები შემოდის არა გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესების, არამედ ძირითადად მაღალი ადგილობრივი საპროცენტო (დეპოზიტებზე 10%25-ზე და კრედიტებზე 30%25-ზე მეტი) განაკვეთების და ხელსაყრელი სავალუტო გაცვლითი კურსის ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყნის გარედან მოზიდული ასეთი სახის უცხოური კაპიტალი ყველაზე ლიკვიდურია და პირველი დატოვებს საფინანსო ბაზარს საფრთხის მოახლოების შემთხვევაში. სპეკულაციური კაპიტალის ასეთი თავისუფალი გადაადგილება საბანკო სისტემის სუსტი კაპიტალიზაციის, საკრედიტო პორტფელის მაღალი კონცენტრაციის, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და ძლიერი საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების ორგანოს არარსებობის პირობებში დიდი ალბათობით განაპირობებს ქვეყნის საფინანსო სისტემის მოუმზადებლობას შოკური სიტუაციებისთვის, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას დღეისათვის მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე კრიზისული პროცესების შედეგად.

საქართველოში შიდა საკრედიტო დაბანდებების ზრდამ რეალურ გამოხატულებაში (კორექტირებულ ინფლაციაზე) 2006 წელს შეადგინა 51 პროცენტი, ხოლო 2007 წელს - 66 პროცენტი, რაც სამჯერ აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. კრედიტების მოცულობის ასეთი სწრაფი ზრდა აუარესებს აქტივების ხარისხს. მიუხედავად ამისა, ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიან საკრედიტო პორტფელში გამოიყურება საკმაოდ ოპტიმისტურად. 2006 წელს ამ მაჩვენებელმა საკრედიტო დაბანდების 1.3 პროცენტი, 2007 წელს - 1.7 პროცენტი, ხოლო უმოქმედო სესხებმა შესაბამისად 2.5 და 2.6 პროცენტი შეადგინა, რაც, სავარაუდოდ, შეიძლება დაკავშირებული იყოს საზედამხედველო სამსახურში შემოსული ინფორმაციის სიზუსტის დაბალ ხარისხთან. ამ უკანასკნელს გააჩნია თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. კერძოდ, ობიექტურ მიზეზებს შორის შეიძლება დასახელდეს საკრედიტო ბუმის პირობებში ბანკების მიერ მსესხებელზე ობიექტური, საიმედო ინფორმაციის მოპოვებისა და გაცემული კრედიტის რეალური ხარისხის განსაზღვრის სირთულე, ვინაიდან, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ კრედიტების საყოველთაოდ ადვილად ხელმისაწვდომობის პირობებში მსესხებელმა ერთი ბანკის კრედიტი დაფაროს მეორე ბანკიდან აღებული კრედიტით და ცალცალკე თითოეული ბანკისათვის გამოიყურებოდეს როგორც გადახდისუნარიანი და ლიკვიდური. სუბიექტურ მიზეზებს შორის შეიძლება დასახელდეს ბანკების მცდელობა - არ გაზარდონ გაცემული სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი ლიკვიდური სახსრების მაქსიმალურად შენარჩუნების მიზნით.

საქართველოში 2005 წელს ეკონომიკის საბანკო დაკრედიტების მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 14 პროცენტს შეადგენდა, 2006 წელს - 18.7 პროცენტს, ხოლო 2007 წელს 26 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წელსაც განაგრძობს მაღალი ტემპებით ზრდას. რაც შეეხება პორტფელის ინვესტიციებს საბანკო სექტორში, 2006 წლის ბოლოს მათი მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში შეადგენდა 18.4 პროცენტს, ხოლო 2007 წელს - 22.2 პროცენტს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში ამ მაჩვენებლის თანაფარდობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწიოს, რაც დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის საბანკო სისტემას, თუ მანამდე სათანადო საბანკო მარეგულირებელმა სამსახურებმა არ მიიღეს ქმედითი ზომები საკრედიტო ბუმის შეზღუდვის მიმართულებით.

0x01 graphic

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საბანკო სისტემის მდგრადობას, არის საბანკო სექტორის ლიკვიდურობის უკმარისობის პრობლემა, რომლის წარმოქმნის და გაღრმავების ტენდენციები უკანასკნელ პერიოდში თანდათანობით შესამჩნევი ხდება. დღეისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში აკუმულირებული კომერციული ბანკების ფულადი სახსრების მოცულობამ 470 მლნ. ლარს მიაღწია, თუმცა ეს არის ძალზედ უმნიშვნელო თანხა ბანკების მყისიერი ვალდებულებების დასაფარავად. ხოლო მთელ საბანკო სისტემაზე გადათვლილი საშუალო ლიკვიდურობის კოეფიციენტი მიმდინარე წლის მაისის თვეში 27 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. მიმდინარე წელს საბანკო სექტორის მიერ მოზიდულია 3.4 მილიარდ ლარამდე არასაფინანსო სექტორის სახსრები. ამ თანხის თითქმის ნახევარი მოთხოვნამდე დეპოზიტებზე მოდის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არასაფინანსო სექტორის საბანკო დეპოზიტების ზრდის ტემპი 2007 და 2008 წლის განმავლობაში შესამჩნევად ჩამოუვარდება წინა წლების ამავე მაჩვენებელს და 3-დან 6 პროცენტამდე ფარგლებში მერყეობს, ანუ აშკარად იკვეთება დეპოზიტების ზრდის ტემპის ვარდნა უარყოფით ნიშნულამდეც. ბუნებრივია, ინფლაციური მოლოდინი ამცირებს დეპოზიტების მიწოდებას და ზრდის მათზე საპროცენტო განაკვეთს. ასეთ პირობებში, როდესაც დეპოზიტების ზრდის ტემპი საპროცენტო განაკვეთზე დაბალია, თუ ამას დაერთო ბანკების მიერ უცხოური დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობის შემცირება, რომელიც ასევე გამოიკვეთა ბოლო თვეების განმავლობაში, ბანკები იძულებულნი გახდნენ მეანაბრეებზე წმინდა ტრანსფერტი, ანუ სახსრების გადარიცხვა (გაცემა), განახორციელონ ან მსესხებლებისგან სახსრების გამოწვევის, ან საკუთარი ლიკვიდობის მარაგის შემცირების გზით. საბანკო სექტორში სერიოზული პრობლემები შეიქმნება მაშინ, როდესაც გაიზრდება საჭირო ტრანსფერტის მოცულობა (მაღალი საპროცენტო განაკვეთების ან დეპოზიტების ზრდის შენელების/შემცირების შედეგად) და ბანკები ვერ უზრუნველყოფენ საჭირო რესურსების მიღებას როგორც მსესხებლებისგან, ასევე ლიკვიდობის საკუთარი მარაგიდან.

საბანკო სექტორში არასაკმარისი ლიკვიდობის პრობლემის წარმოქმნას ხელს უწყობს აქტივებისა და პასივების არაეფექტური მართვა, როდესაც ბანკები ახორციელებენ ვალდებულებების ვადების აშკარა ტრანსფორმაციას, რაც გამოიხატება შედარებით მოკლევადიანი ვალდებულებების უფრო გრძელვადიანი საკრედიტო აქტივებად გარდაქმნაში. საბანკო სისტემა ვერ იქნება ლიკვიდური, ვინაიდან მიუხედავად მოკლევადიანი დაკრედიტების ზრდის ტენდენციისა, კრედიტები ფაქტობრივად უფრო გრძელვადიან სახეს ღებულობს დეპოზიტებთან შედარებით. ეს გარემოება განპირობებულია იმით, რომ მსესხებლები ორიენტირებულნი არიან სესხების განახლებაზე თავიანთი ბიზნეს-საქმიანობის უწყვეტობის შესანარჩუნებლად. დაკრედიტების განუახლებლობის შემთხვევაში მსესხებლები იძულებული შეიქმნებიან გაატარონ ისეთი ღონისძიებები, რომლებმაც, შესაძლოა, შეარყიოს მათი და მათი ბიზნეს-პარტნიორების ფინანსური მდგომარეობა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს საბანკო კრედიტების ხარისხის გაუარესებას. ამგვარად, მიუხედავად იმისა, თუ როგორია საკრედიტო პორტფელის ვადები, საბანკო სისტემა დაბალლიკვიდურია იმ გაგებით, რომ მისი მცდელობა მყისიერად მოახდინოს საკრედიტო პორტფელის მოცულობის შემცირება შესაბამისად იწვევს აქტივების ღირებულების შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ ლიკვიდობის გახარჯვის პრობლემას თან ახლავს მისი აღდგენის აუცილებლობის პრობლემა, რომლის გადასაწყვეტად ბანკები იძულებული იქნებიან შესაძლებლობის შემთხვევაში გაყიდონ აქტივები, ან რაც უფრო რეალურია, შეამცირონ თავიანთ საკრედიტო პორტფელები კრედიტების განახლებაზე უარის თქმის გზით. ეს კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, არის სერიოზული მადესტაბილიზებელი ფაქტორი არასაფინანსო სექტორისთვის და გამოიწვევს სამეწარმეო აქტივობის შემცირებას და, შესაბამისად, საბანკო საკრედიტო პორტფელის ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებას. სავარაუდოდ, თუ მეანაბრეებზე წმინდა ტრანსფერტის სიდიდემ შეადგინა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 810 პროცენტი, მოსალოდნელია შეიქმნას საბანკო კრიზისის საფრთხე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ერთ ბანკში წარმოქმნილი ლიკვიდობის უკმარისობის პრობლემა შეიძლება სწრაფად გავრცელდეს სხვა საბანკო დაწესებულებებზეც, რადგანაც ბანკის ან საგადასახდელო სისტემის არასტაბილური მდგომარეობა ძალზედ ნეგატიურად მოქმედებს მთელ საბანკო სისტემის მიმართ ნდობაზე და შედეგად, კრედიტორები ან/და მეანაბრეები შეეცდებიან დაიბრუნონ თავიანთი სახსრები მიუხედავად სხვა ბანკების სტაბილური მდგომარეობისა, რაც ხელს შეუწყობს სისტემური საბანკო კრიზისის წარმოშობას.

საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურაზე, კერძოდ კი, ენერგორესურსებზე და კვების პროდუქტებზე, რომლებზეც უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო ფასები მნიშვნელოვნად იზრდება, საფრთხეს უქმნის საბანკო სექტორის სტაბილურობას, მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ძირითადად ორიენტირებულია საგარეო სავაჭრო სექტორზე. ბანკების საკრედიტო დაბანდებები უმეტესწილად კონცენტრირებულია ვაჭრობის (იმპორტის) სექტორზე, რომელზეც 2006 წელს გაცემული სესხების წილმა მთლიან საკრედიტო დაბანდებაში საშუალოდ შეადგენდა 52.5 პროცენტი, ხოლო 2007 წელს - 55.6 პროცენტი, და მიმდინარე წელსაც ამ მაჩვენებელს ზრდის ტენდენცია ახასიათებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საკრედიტო ბუმის ფონზე საკმაოდ დაბალია ეკონომიკის მონეტარიზაციის დონე (М2-ის ფარდობა მშპ-თან), რომელმაც 2008 წლის I კვარტალში შეადგინა 13%25. ფინანსურად მდგრად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი არ არის 30 პროცენტზე ნაკლები. მიუხედავად იმისა, რომ ეს კოეფიციენტი ხასიათდება ნელი, მაგრამ მაინც ზრდის ტენდენციით, იგი იმყოფება კრიტიკულ დონეზე, რაც მეტყველებს ეკონომიკის ფულის მასით გაჯერების უკმარისობაზე. ამის მიუხედავად ქვეყანაში ტარდება ინფლაციის შემცირების ღონისძიებები, რომელთა შედეგად ლარის ხელოვნურმა გამყარებამ შეამცირა მსესხებლების გადახდისუნარიანობა და გაზარდა სესხებზე მოთხოვნა, რასაც თან მოჰყვა მათზე საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვანი ზრდა. ასეთი სახის მაკროეკონომიკური შოკის ზეგავლენის შესუსტების ერთ-ერთი ქმედითი ბერკეტია სესხის ფასის შემცირება რეალისტურ განაკვეთამდე, რასაც ბანკები ვერ განახორციელებენ თავიანთი გადახდისუნარიანობის შესუსტების გარეშე. ცხადია, რომ ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება საბანკო აქტივებისა და ვალდებულებების გარკვეული რესტრუქტურიზაცია. საბანკო აქტივების რეალური ღირებულების ვარდნისას კი დაზარალდებიან ან ბანკის კრედიტორები (ძირითადად მეანაბრეები), ან გადასახადების გადამხდელები (რეკაპიტალიზაციის გადასახადის გადამხდელები).

გარდა ზემოთ განხილულისა, არსებობს სხვა მრავალი ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს საბანკო სისტემის მდგრადობაზე. ამ ფაქტორების კომპლექსური ანალიზი და შეფასება საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის პირველი რიგის ამოცანებს უნდა წარმოადგენდეს. მხოლოდ მათი შეფასებისა და დასკვნების საფუძველზე შესაძლებელი გახდება ადექვატური ღონისძიებების გატარება როგორც საბანკო სექტორის, ასევე მთლიანობაში საფინანსო სექტორის გაჯანსაღებისა და მდგრადობის ამაღლების მიმართულებით. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს საფინანსო სექტორის თვისობრივად ახალი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზა, რომელიც უპასუხებს პრუდენციულური ზედამხედველობის მსოფლიოს მოწინავე გამოცდილებას, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ბაზელი II კრიტერიუმების დანერგვას, რომელიც მიმართულია საბანკო სისტემების მდგრადობის გამყარებასა და მათი ფუნქციონირების უსაფრთხოების ამაღლებაზე. ამასთან ერთად, საჭიროა განმტკიცდეს პოლიტიკური და საფინანსო ინსტიტუტების პოტენციალი, სრულვყოთ საფინანსო ბაზრის სტრუქტურა და უზრუნველყოფით ანგარიშგებისა და მიღებული საფინანსოსაბანკო პოლიტიკის და მათი რეალიზაციის მექანიზმების სრული გამჭვირვალობა.

РЕЗЮМЕ
НАСКОЛЬКО УСТОЙЧИВА БАНКОВСКАЯ СИСТЕМА ГРУЗИИ

Элиава Лиа
Финансист, эксперт

На устойчивое функционирование банковской системы Грузии воздействует ряд микро- и макроэкономических факторов, которые не только определяют сегодняшнее состояние банковского сектора, но и предопределяют ее будущее развитие. Ключевыми среди них являются: слабость банковского менеджмента, неосторожная кредитная политика, перенос приоритета с повышения доходности банков на расширение их рыночной доли, неэффективное управление активами и пассивами; проводимые в стране меры по уменьшению уровня инфляции и высокий приток портфельных инвестиций, которые спровоцировали резкий рост внутреннего кредитования, уменьшения ликвидности банковской системы, снижение качества кредитного портфеля и рост его концентрированности на импортоориентированные сферы экономики; несовершенное финансовое и банковское законодательсво; слабый банковский надзор и контроль. Как показало исследование, банковская система Грузии со стороны Национального Банка, надзорных органов и правительства требует безотлагательного проведения необходимых научно обо­снованных мер по предотвращению развития возможного банковского кризиса или уменьшения его дестабилизирующего воздействия на экономику страны.

12 საქართველოს საბანკო კანონმდებლობა და გადასახადები

▲back to top


0x01 graphic

ბესიკ ბოლქვაძე
თსუ დოქტორანტი

საბანკო სისტემისგან განსხვავებით, საგადასახადო სისტემის სტრუქტურას და ელემენტებს მკაფიოდ განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, კერძოდ, საგადასახადო სისტემა აერთიანებს საგადასახადო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს; გადასახადების დაწესების, შემოღების, შეცვლისა და გაუქმების წესებს; საგადასახადო კონტროლის, საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებისა და საგადასახადო დავათა გადაწყვეტის მექანიზმებს.

აღნიშნულისგან განსხვავებით, საქართველოს საბანკო კანონმდებლობა არ აკონკრეტებს საბანკო სისტემის არსსა და ელემენტებს. როგორც წესი, საბანკო სისტემის სტრუქტურა აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო საფინანსოსაკრედიტო ინსტიტუტებს, მასში არ შედის არასაბანკო დაწესებულებები. იქედან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის პრუდენციული (საზედამხედველო) ფუნქცია ვრცელდება კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო ინსტიტუტებზეც, ინსტიტუციურად საქართველოს საბანკო სისტემა აერთიანებს ეროვნულ ბანკს, კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო დაწესებულებათაგან მისი კონტროლის არეალში მყოფ ინსტიტუტებს - საკრედიტო კავშირებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ეხება (საგადასახადო კონტროლის, ვალდებულებისა და სამართალდარღვევის ნაწილში) ბანკების პასუხისმგებლობის საკითხებს. კერძოდ, საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილია ცალკე ნორმა: ბანკები და ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი სხვა ორგანიზაციები. ცხადია, ამ შემთხვევაში ბანკების ცნებაში უნდა გავიგოთ, კომერციული ბანკები, რადგან საბოლოო მომხმარებელთან ურთიერთობა არ წარმოადგენს ერონული ბანკის ფუნქციას (აქედან გამომდინარე, უფრო მართებულია საგადასახადო კოდექსში ცნება „ბანკები“ ჩაანაცვლოს „კომერციულმა ბანკებმა“). რაც შეეხება ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელ სხვა ორგანიზაციებს, აქ იგულისხმება კომერციული ბანკების ოპერაციათა არასრული სპექტრით შემსრულებელი ინსტიტუტები, კერძოდ, საკრედიტო კავშირები (რომლებსაც კანონმდებლობა ანიჭებს ანაბრების მოზიდვის, სესხების გაცემისა და ეროვნული ბანკით ნებადართული ინვესტიციების განხორციელების უფლებას) და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (რომლებიც ასრულებენ საბანკო მომსახურებათა ფართო სპექტრს, გარდა დეპოზიტების მოზიდვისა).

საბანკო სისტემისა და საგადასახადო სისტემის ურთიერთობის ანალიზისას, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გამოვყოთ ბანკების საგადასახადო ორგანოებთან კავშირის ორი ფუნდამენტური ასპექტი: 1. ბანკი, როგორც დაბეგვრის თვალსაზრისით საგადასახადო ურთიერთობათა სუბიექტი; 2. ბანკი, როგორც საგადასახადო სისტემის პარტნიორი სუბიექტი, რომელიც ეხმარება მას (თუნდაც თავისი საოპერაციო საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე) საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებაში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ასპექტებს არ ექვემდებარება ეროვნული ბანკი თავისი სპეციფიკური სტატუსიდან გამომდინარე, რაც ასევე ასახულია ორგანულ კანონში საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კერძოდ, ეროვნული ბანკი, მისი აქტივები, ქონება და შემოსავლები, აგრეთვე მისი საქმიანობა და ოპერაციები თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადის, გადასახდელისა და მოსაკრებლისაგან (მუხლი 3.3). რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, საკრედიტო კავშირებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აკისრიათ საგადასახადო დაბეგვრისა და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სტატუსის თვალსაზრისით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებსა და საწარმოებს. ამასთან, საწარმოდ კოდექსი განიხილავს ყველა იმ ეკონომიკურ წარმონაქმნს (მიუხედავად საკუთრებითი და დარგობრივი კუთვნილებისა), რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილია მის განსახორციელებლად. ეკონომიკურ საქმიანობად კი მიიჩნევა მოგების, შემოსავლების ან კომპენსაციის მისაღებად გამიზნული ნებისმიერი საქმიანობა. საგადასახადო იურისდიქციის პრინციპებიდან გამომდინარე, კოდექსი მიჯნავს ერთმანეთისგან საქართველოს საწარმოსა და უცხოური საწარმოს ცნებებს, რომელთა ძირითად კრიტერიუმებად აღებულია საწარმოს საქმიანობისა და მართვის ადგილი, კერძოდ, საქართველოს საწარმოდ ითვლება საწარმო, რომლის საქმიანობის ან/და მართვის ადგილი საქართველოშია. საწარმოდ ითვლება სამი ძირითადი კატეგორია: ა) საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირები; ბ) უცხოური კანონმდებლობით შექმნილი ფირმები, კომპანიები და კორპორაციები, ასევე მუდმივი დაწესებულებები; გ) ამხანაგობები და გაერთიანებები. ამდენად, საგადასახადო დაბეგვრის თვალსაზრისით, კომერციული ბანკები და არასაბანკო ინსტიტუტები (ისევე როგორც ეკონომიკის სხვა დარგებსა და სექტორებში ფუნქციონირებადი იურიდიული პირის სტატუსის მქონე კომპანიები) იმყოფებიან ერთსა და იმავე საგადასახადო რეჟიმში, განსხვავება აისახება მხოლოდ მათ ორგანიზაციულსამართლებრივ ფორმებში, კერძოდ, შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით, კომერციული ბანკები ფუნქციონირებენ მხოლოდ სააქციო საზოგადოებების, საკრედიტო კავშირები - კოოპერატივების, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციები - სააქციო საზოგადოებებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების ფორმით.

უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო კოდექსით დაწესებული და ქვეყანაში მოქმედი გადასახადებიდან ბანკები, თავიანთი საგადასახადო სტატუსიდან, საქმიანობის სპეციფიკიდან და კოდექსით დაწესებული პრეფერენციებიდან გამომდინარე, გვევლინებიან როგორც, ძირითადად პირდაპირი გადასახადების გადამხდელები და როგორც საგადასახადო აგენტები - დივიდენდებისა და პროცენტების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის შემთხვევაში. ბანკებს იშვიათად შეიძლება დაუდგეთ აქციზის (მაგალითად, ბანკის საჭიროებისათვის მსუბუქი ავტომობილების შემოტანისას) ან კიდევ საბაჟო გადასახადის გადახდის აუცილებლობა (ბანკისათვის საჭირო ტექნოლოგიების ან სხვა დასაბეგრი საქონლის იმპორტისას). რაც შეეხება დღგს, საბანკო ოპერაციები არ ექვემდებარება აღნიშნული გადასახადით დაბეგვრას, რადგან ისინი მიეკუთვნება ფინანსური მომსახურების სახეობებს (დეპოზიტების მოზიდვა, კრედიტების გაცემა, ანგარიშსწორებათა განხორციელება და ა.შ.), ფინანსური მომსახურება კი გათავისუფლებულია დღგით დაბეგვრისაგან. აქვე უპრიანია აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებაც. კერძოდ, ბანკი შეიძლება გახდეს დღგ-თი დასაბეგრი სუბიექტი მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი განახორციელებს გაცემულ კრედიტზე იპოთეკით დასაკუთრებული ქონების რეალიზაციას და ამასთან დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკები სხვა ეკონომიკური სუბიექტების (იურიდიული პირების) მსგავს საგადასახადო რეჟიმში იმყოფებიან, მათი მოგების გადასახადით დაბეგვრა გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება. აღნიშნული სპეციფიკა ვლინდება ორ მთავარ ასპექტში: 1. ბანკების ფინანსური შედეგების ფორმირების მექანიზმი (საქმიანობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე), კერძოდ, აქ იმიჯნება საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლები და ხარჯები; 2. კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და საკრედიტო კავშირებისათვის საგადასახადო კოდექსი ავრცელებს გარკვეულ ,,სელექციურ'' შეღავათს სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვასთან დაკავშირებით. კერძოდ, ბანკებისათვის ეს არის სესხების (სტანდარტული, საეჭვო, უიმედო და ა.შ.) შესაძლო დანაკარგების რეზერვის შექმნის წინსწრება დასაბეგრი მოგების ფორმირებამდე, რაც ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

კომერციული ბანკის ფინანსური შედეგების ფორმირება და მოგების გადასახადით მისი დაბეგვრის თავისებურება შეიძლება გამოვსახოთ შემდეგი სქემის სახით (იხ. სქემა).

საპროცენტო შემოსავლები - საპროცენტო ხარჯები = საპროცენტო მარჟა

საპროცენტო მარჟა + არასაპროცენტო შემოსავლები = მიმდინარე შემოსავლები

მიმდინარე შემოსავლები - არასაპროცენტო ხარჯები = მიმდინარე შედეგი რეზერვების შექმნამდე

მიმდინარე შედეგი - სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი = მოგება დაბეგვრამდე

მოგება დაბეგვრამდე X მოგების გადასახადის განაკვეთი = მოგების გადასახადის თანხა

მოგება დაბეგვრამდე - მოგების გადასახადის თანხა + (-)

+ (-) გაუთვალისწინებელი შემოსავლები (ხარჯები) = მიმდინარე პერიოდის წმინდა მოგება

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ბანკებს საგადასახადო აგენტის ფუნქციების შესრულება უხდებათ ოთხ ძირითად შემთხვევაში:

  1. როდესაც ბანკი გადახდის წყაროსთან აკავებს მასში დასაქმებული პერსონალისთვის გასაცემი ხელფასებიდან და ბონუსებიდან საშემოსავლო გადასახადს;

  1. როდესაც ბანკი ახდენს გადახდის წყაროსთან არარეზიდენტთა შემოსავლების დაბეგვრას საქართველოში მუდმივი დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში. ეს უკანასკნელი შეიძლება დაკავშირებული იყოს სადაზღვევო, სალიზინგო, საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაკავებასთან (4%25-იანი განაკვეთით), ასევე არარეზიდენტებზე ხელფასის სახით გაცემული თანხების, დივიდენდების და პროცენტების და სხვა თანხების დაბეგვრასთან;

  1. როდესაც ბანკი ახდენს გადახდის წყაროსთან დივიდენდების დაბეგვრას;

  1. როდესაც ბანკი ახდენს გადახდის წყაროსთან პროცენტების დაბეგვრას.

ზემოთ აღნიშნულთაგან გარკვეულწილად გამორჩეულია ბოლო ორი შემთხვევა: ერთის მხრივ, კომერციულ ბანკს შეიძლება ჰყავდეს აქციონერები, რომლებსაც უხდიდეს დივიდენდებს წლიური ფინანსური შედეგებიდან და სადამფუძნებლო დოკუმენტების ან აქციონერთა კრების მოთხოვნებიდან გამომდინარე, და მეორე მხრივ, თავად იყოს სხვა ეკონომიკური სუბიექტის აქციონერი და ღებულობდეს აქედან დივიდენდებს. როგორც ცნობილია, საქართველოს საბანკო კანონმდებლობის მიხედვით კომერციული ბანკის აქციონერები შეიძლება იყვნენ როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირები, საგადასახადო დაბეგვრის მიზნებისთვის კი აქციონერებზე გადასახდელი დივიდენდების დაკავება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებსა და უცხოურ საწარმოზე, ე.ი. თუ ბანკს პირობითად ჰყავს სამი აქციონერი - რეზიდენტი ფიზიკური პირი, რეზიდენტი იურიდიული პირი (მაგალითად, შპს-ის ფორმით) და არარეზიდენტი საწარმო, მათზე დარიცხული დივიდენდებიდან დაბეგვრას არ დაექვემდებარება მხოლოდ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ მისაღები დივიდენდები, რაც გარკვეული სტიმულია ეროვნული სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობისათვის. ამასთან საპირისპირო შემთხვევაში ბანკის მიერ მიღებული დივიდენდები არ იბეგრება გადახდის წყაროსთან და არც ჩაირთვება მის ერთობლივ შემოსავლებში.

დივიდენდების პარალელურად ბანკი გამოდის მის მიერ კლიენტების ანაბრებსა და დეპოზიტებზე დარიცხული პროცენტების გადახდის წყაროსთან დაკავებისათვის ვალდებულ საგადასახადო აგენტად. თავისი რესურსების ფორმირების დროს კლიენტთან ურთიერთობაში იგი ვალდებულია კლიენტს აუხსნას მის მიერ მისაღები პროცენტების მოსალოდნელი დაბეგვრის თაობაზე და ასახოს იგი შესაბამის ხელშეკრულებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა ბანკების მიერ გადახდის წყაროსთან პროცენტების დაბეგვრასთან დაკავშირებით, იყენებს რეზიდენტობის პრინციპს, რაც გამოიხატება იმაში, რომ რეზიდენტი ბანკებისათვის გადახდილი პროცენტები, არარეზიდენტი ბანკებისათვის გადახდილი პროცენტებისგან განსხვავებით, არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, რაც განპირობებულია ბანკების სპეციფიკური საქმიანობით. კერძოდ, ბანკი მის მიერ მიღებულ საპროცენტო შემოსავლებს (როგორც საოპერაციო შემოსავლების ძირითად წყაროს) ჩართავს თავის ერთობლივ შემოსავლებში და როგორც საწარმო დაიბეგრება მოგების გადასახადით. არარეზიდენტების დაბეგვრას გადახდის წყაროსთან კი განაპირობებს ის, რომ ისინი არ არიან რეგისტრირებულნი გადასახადის გადამხდელებად ქვეყანაში და, აქედან გამომდინარე, მათ მიერ მისაღები საპროცენტო შემოსავლები ექვემდებარება აუცილებელ დაკავებას. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ საგადასახადო აგენტი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება გათავისუფლდეს არარეზიდენტი ბანკებისათვის გადახდილი პროცენტების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულებისაგან. სახელდობრ, თუკი არსებობს რატიფიცირებული შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველოსა და იმ სახელმწიფოს შორის, რომლის ბანკსაც წარმოადგენს დასაბეგრი სუბიექტი. აღნიშნულ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტს ევალება შეავსოს შესაბამისი ფორმები და მიაწოდოს უცხოური სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს ანუ უნდა მოხდეს ინფორმაციათა ურთიერთგაცვლა, რათა თავიდან ავიცილოთ ორმაგი დაბეგვრის უარყოფითი ეფექტი. შევნიშნავთ, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმებანი საქართველოს დადებული აქვს 20ზე მეტ სახელმწიფოსთან.

საგადასახადო სისტემასთან ბანკების ურთიერთკავშირი ვლინდება არა მხოლოდ ბანკების მხრიდან ფისკალური ფუნქციის შესრულებაში, არამედ ბანკების პასუხისმგებლობაში, ხელი შეუწყონ საგადასახადო ორგანოებს სახელმწიფოს საგადასახადო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებაში. ამ თვალსაზრისით, კომერციული ბანკების პასუხისმგებლობა ვლინდება სამ ასპექტში: 1. საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების ნაწილში; 2. საგადასახადო კონტროლის მექანიზმის ქმედით მუშაობაში; 3. საგადასახადო სამართალდარღვევათა მინიმიზებაში.

საგადასახადო კოდექსი საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას ითვალისწინებს ბანკების რეორგანიზაციის შემთხვევაშიც. რეორგანიზაციის ფორმებიდან (გარდაქმნა, შერწყმა, მიერთება, გაყოფა და გამოყოფა), საბანკო პრაქტიკაში ყველაზე უფრო მეტად ადგილი აქვს მიერთებისა და გამოყოფის შემთხვევებს, შედარებით ნაკლებად შერწყმისა და გაყოფის შემთხვევებს. გარდაქმნა კი საქართველოს საბანკო საქმიანობაში არ გულისხმობს ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის შეცვლას, რადგან ბანკების ფუნქციონირება ნებადართულია მხოლოდ სააქციო საზოგადოების ფორმით. პრაქტიკაში გვხვდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბანკებად გარდაქმნის ერთეული შემთხვევები. რეორგანიზაციისას ბანკების საგადასახადო ვალდებულებები ხორციელდება უფლებამონაცვლეობის პრინციპის შესაბამისად.

საგადასახადო ვალდებულებათა ნაწილში ბანკების ვალდებულება ვლინდება იმაშიც, რომ ისინი ვალდებულნი არიან უპირობოდ და უაქცეპტოდ შეასრულონ, ერთი მხრივ, გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალებები და მეორე მხრივ, საგადასახადო ორგანოების საინკასო დავალებები. ამასთან, ფულადი სახსრების არსებობისას ბანკს უფლება არა აქვს შეაფერხოს აღნიშნული დავალიანებების შესრულება. საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის ერთერთ მეთოდად საგადასახადო კოდექსი აღიარებს გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადებისა და სანქციების თანხების უპირობო წესით ჩამოწერას. საბანკო ანგარიშები კი აერთიანებს როგორც მიმდინარე ანგარიშსწორების, ასევე ვადიან საანაბრე ანგარიშებს. ამ ანგარიშიდან საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების შესრულებამ კი შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას ბანკს რესურსების ფორმირების თვალსაზრისით, ამიტომ დაზუსტებას მოითხოვს აღნიშნულ კონტექსტში საბანკო ანგარიშის სახეობა.

საგადასახადო კონტროლის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით ბანკები ვალდებულნი არიან გაუხსნან ეკონომიკურ სუბიექტებს საბანკო ანგარიშები საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. ამასთან, უცხოური საწარმოსათვის საბანკო ანგარიშის გახსნისას აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საგადასახადო ორგანოს და არ განახორციელოს ანგარიშიდან გასავლი ოპერაციები მის თანხმობამდე.

საგადასახადო სისტემის მიმართ ბანკების ვალდებულება განსაკუთრებით გაიზარდა გადასახადების ადმინისტრირების გამკაცრების კვალობაზე. კერძოდ, საგადასახადო სამართალდარღვევის მრავალ სახეობას შორის, კოდექსი ითვალისწინებს ბანკების საჯარიმო ვალდებულებებს საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების და გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალების შესრულების ვადის დარღვევისა და ბანკების მიერ გადასახადის გადამხდელთათვის ანგარიშის წესის დარღვევისა და გადასახადის გადამხდელის ანგარიშებზე ოპერაციების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის (სსკი, მუხლი 141, 142).

ამრიგად, როგორც საბანკო და საგადასახადო სისტემების ურთიერთკავშირის ძირითადი ასპექტების განხილვამ გვაჩვენა, კომერციული ბანკები და საბანკო სექტორის სხვა ინსტიტუტები, ერთის მხრივ, ექვემდებარებიან ეროვნული ბანკის მარეგულირებელი წესების დაცვას, ხოლო მეორეს მხრივ, ატარებენ გარკვეულ პასუხისმგებლობას საგადასახადო სისტემის მიმართ როგორც ფისკალური, ასევე საგადასახადო ვალდებულებათა, კონტროლისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით.

РЕЗЮМЕ
ОСНОВНЫЕ АСПЕКТЫ ВЗАИМОСВЯЗИ БАНКОВСКЫХ
И НАЛОГОВЫХ СИСТЕМ ГРУЗИИ

Б.Болквадзе, ТГУ докторант

При анализе отношений банковскых и налоговых систем значимо выделит два функциональных аспекта взаимосвязи банков с налоговыми органами: 1. Банк, как субъект налоговых отношений, 2. Банк, как субъект-партнер налоговой системы, который помогает ее в деле выполнения налоговых обязательств. Рассмотрение основных аспектов взаимосвязи банковскых и налоговых систем показала, что коммерческие банки и другие институты банковского сектора, с одной стороны, под­чиняются защите правил регулирования Национального Банка и с другой стороны, проводят некоторую ответственность налоговой системы как фискальных так и на­логовых обязательств и контроля, с целью выполнений требований во избежания налоговых правонарушении.

13 კორპორაციული მართვის თავისებურებანი კომერციულ ბანკებში

▲back to top


0x01 graphic

მარიამ მანჯგალაძე
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის
ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში

მეცნიერები და სპეციალისტები სხვადასხვაგვარად განმარტავენ კორპორაციული მართვის ცნებას, მის როლს და მნიშვნელობას საბაზრო ეკონომიკის პირობებში. მიუხედავად კორპორაციული მართვის განმარტებათა სიმრავლისა, არსებობს ელემენტები, რომლებიც საერთოა მათი უმეტესობისთვის.

კორპორაციული მართვა კომპანიის მართვისა და კონტროლის სისტემაა, რომელიც:

  • ხელს უწყობს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას;

  • არეგულირებს ურთიერთობას აქციონერებს, სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორთა საბჭოს, სხვა დაინტერესებულ მხარეებსა და ფართო საზოგადოებას შორის;

  • უზრუნველყოფს შესაბამისობას ადგილობრივ კანონმდებლობასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან.

კორპორაციული მართვის სტანდარტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი იურიდიული პირის მიერ, მიუხედავად მისი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმისა, თუმცა, უფრო მეტად ისინი მნიშვნელოვანია და განკუთვნილია სააქციო საზოგადოებებისათვის, განსაკუთრებით კი იმ სააქციო საზოგადოებებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სწორედ სააქციო საზოგადოებებშია უფრო მეტად გამიჯნული საკუთრება და მართვა, რაც პოტენციურად კონფლიქტების წარმოშობის წყაროა კარგი კორპორაციული მართვის არარსებობის შემთხვევაში.

კომერციული ბანკები, გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში ისინი სააქციო საზოგადოებებს წარმოადგენენ (საქართველოში მათი საქმიანობა რეგულირდება კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით), არსებობს რიგი ფაქტორებისა, რის გამოც კომერციულ ბანკებს, სხვა არაფინანსური კომპანიებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მიდგომა და ანალიზი ესაჭიროება.

ბანკების როლი ქვეყნის ეკონომიკაში

ბანკები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებში, რაც შეიძლება შემდეგი ფაქტორებით ავხსნათ:

  • ბანკების ფინანსური შუამავლის ფუნქცია, რომლის დროსაც ბანკები გამოდიან შუამავლად თავისუფალი ფულადი სახსრების მქონე პირებსა და იმ პირებს შორის, ვისაც სახსრების საჭიროება გააჩნიათ და ამით ახდენენ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების დაფინანსებას;

  • ბანკებში განთავსებული დიდი მოცულობის დეპოზიტების გამო, რაც ფულის მასის შემადგენელი ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც გავლენას ახდენს ინფლაციაზე, ბანკები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ფულადსაკრედიტო პოლიტიკაში, რომელსაც ადგენენ და წარმართავენ ცენტრალური ბანკები;

  • ბანკები წარმოადგენენ საგადამხდელო სისტემის მთავარ მონაწილეებს, ახორციელებენ რა საანგარიშსწორებო მომსახურებას და ამით სარგებლობა მოაქვთ ქვეყნის ეკონომიკისთვის, ხოლო ნებისმიერ შეფერხებას საგადამხდელო სისტემებში შეუძლია სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს იგი.

ბანკები დამოკიდებულნი არიან დეპოზიტორთა ნდობაზე

ბანკები ფინანსური შუამავლის ფუნქციის შესრულების გამო, სხვა არასაფინანსო კომპანიებთან შედარებით, ხასიათდებიან საკუთარი კაპიტალის დაბალი დონით, ანუ, ბანკის აქტივების დაფინანსება ხდება ვალდებულებების, უმეტესწილად კი დეპოზიტების ხარჯზე და ამდენად, ბანკები მნიშვნელოვნად დამოკიდებულნი არიან დეპოზიტორთა ნდობაზე.

კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი

ქვეყანა

კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი

საქართველო

20.6

ჩეხეთი

11.41

პოლონეთი

13.2

ლატვია

10.2

ლიტვა

10.8

ესტონეთი

14.1

რუსეთი

14.9

თურქეთი

20.5

ბანკებს, განსხვავებით არასაფინანსო კომპანიებისაგან, აქციონერთა წინაშე პასუხისმგებლობის გარდა, აგრეთვე აკისრიათ ფინანსური და სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარი მრავალრიცხოვანი დეპოზიტორების წინაშეც.

ბანკები ახორციელებენ რთულ ოპერაციებს

ბანკები სხვა არაფინანსური კომპანიებისგან განსხვავებით არატიპურ და რთულ ოპერაციებს ახორციელებენ, რომლებიც ნაკლებად გამჭვირვალეა ბანკის აქციონერებისა (განსაკუთრებით, მცირე წილის მფლობელი აქციონერებისთვის) და კრედიტორებისთვის, რაც გამოწვეულია ინფორმაციის ასიმეტრიულობით, რომელიც არსებობს მათ და ბანკის მენეჯერებს შორის. ვინაიდან ბანკები უფრო მგრძნობიარე არიან სხვადასხვა რისკების მიმართ, მათი აქტივების ხარისხი არასაფინანსო კომპანიებთან შედარებით შეიძლება უფრო სწრაფად შეიცვალოს, რაც შესაძლოა ბანკის მენეჯერებმა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გაამხილონ. წვრილ აქციონერებსა და კრედიტორებს არ შესწევთ უნარი აკონტროლონ ბანკის მდგომარეობა და მენეჯერთა ქმედებები, ვინაიდან ბანკის მონიტორინგი, ინფორმაციის შეძენა და მისი ანალიზი დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, სახელმწიფოებმა უნდა დახვეწონ ბუღალტრული და აუდიტორული სტანდარტები და ყურადღება გაამახვილონ მათი დაცვის, აგრეთვე ინფორმაციის გამჭვირვალობისა და გამჟღავნების საკითხებზე.

ბანკების როლი კომპანიების კორპორპორაციული მართვის დონის ამაღლებაში

როგორც ცნობილია, კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ურთიერთობა მრავალრიცხოვან კლიენტურასთან და ბანკის რეპუტაცია დიდწილად დამოკიდებულია იმ პირებზე, რომელთაც იგი ემსახურება. იმისათვის, რომ ბანკს არ ჰქონდეს ურთიერთობა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ყოფილან გახვეული ან შეიძლება გაეხვნენ რაიმე სკანდალში, დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ თავიანთი კლიენტების კორპორაციული მართვის დონეს. ბანკის მიერ კომპანიის გადახდისუნარიანობის შეფასებისას ყურადღება უნდა დაეთმოს არა მარტო ფინანსურ მაჩვენებლებს, არამედ პოტენციური მსესხებლის კორპორაციული მართვის დონესაც. რა თქმა უნდა, ასეთ ქცევას არ უნდა ველოდოთ ისეთი ბანკისგან, რომელიც თავად არ ფიქრობს საკუთარი კორპორაციული მართვის გაუმჯობესებაზე. იმ ბანკებს, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ საკუთარი კორპორაციული მართვის სისტემის გაუმჯობესებას, შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ სხვა კომპანიებში მისი გავრცელების მიმართულებით, რითაც ხელს შეუწყობენ როგორც საკუთარი ფინანსური მდგომარეობის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას.

0x01 graphic

აღნიშნული ფაქტორების გამო, ეფექტური კორპორაციული მართვა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს კომერციულ ბანკებში, როგორც საბანკო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისა და მათი სათანადო ფუნქციონირებისათვის, ისე, მთლიანად ეკონომიკის განვითარებაში ბანკების როლის გაუმჯობესებისათვის. სუსტმა კორპორაციულმა მართვამ შეიძლება განაპირობოს ბანკის წარუმატებლობა, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ნდობის შემცირება და დაკარგვა, ასევე ისეთი გაცილებით ფართო სისტემური გართულებების შესაძლებლობა, როგორიცაა: აღნიშნული პრობლემების სხვა საბანკო ინსტიტუტებზე გავრცელების რისკის გაზრდა და ნეგატიური გავლენა საგადამხდელო სისტემების ფუნქციონირებაზე.

საბანკო სექტორის გადმოსახედიდან, კორპორაციული მართვა წარმოადგენს გზას, რომლის საშუალებითაც ბანკების საქმიანობის მართვა ხორციელდება სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოების მიერ და რომელიც გავლენას ახდენს:

  • კორპორაციული მიზნების დადგენაზე;

  • ბანკის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურად მართვაზე;

  • აქციონერების წინაშე ანგარიშვალდებულებასა და სხვა დაინტერესებული მხარეების (ზედამხედველები, მთავრობა, თანამშრომლები, დეპოზიტორები და სხვა) ინტერესების ოპტიმალურ გათვალისწინებაზე;

  • კორპორაციული საქმიანობის განხორციელებაზე იმგვარად, რომ ბანკები ოპერაციებს წარმართავდნენ საიმედოდ და უსაფრთხოდ, მოქმედი სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად;

  • დეპოზიტორთა ინტერესების დაცვაზე.

კომერციული ბანკების თავისებურებებმა და მათმა მნიშვნელობამ ეკონომიკისთვის განაპირობა სპეციფიკა, რომელიც კომერციული ბანკების კორპორაციულ მართვაში არსებობს. სწორედ ამ მიზეზების გამო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ეთგო) მიერ 1999 წელს „კორპორაციული მართვის პრინციპების“ გამოცემისთანავე, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტმა შეიმუშავა დოკუმენტი - საბანკო ორგანიზაციების კორპორაციული მართვის გაუმჯობესება, რომლებიც აკონკრეტებს კორპორაციული მართვის პრინციპებს ბანკებისთვის და მას საფუძვლად სწორედ ეთგოს პრინციპები დაედო.

ბაზელის კომიტეტის ამ დოკუმენტის მიხედვით, კორპორაციული მართვის სისტემის ეფექტურობას საფუძვლად უდევს პრინციპები, რომელიც მდგომარებს შემდეგში:

  • სამეთვალყურეო საბჭოს წევრები უნდა იყვნენ სათანადოდ კვალიფიციური, მკაფიოდ ესმოდეთ საკუთარი როლის მნიშვნელობა კორპორაციულ მართვაში და უნდა შეეძლოთ ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღება;

  • სამეთვალყურეო საბჭომ უნდა დაამტკიცოს და აკონტროლოს ბანკის სტრატეგიული ამოცანები და კორპორაციული ფასეულობები, რომლებსაც იზიარებს საბანკო ორგანიზაცია;

  • სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განსაზღვროს და დანერგოს პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებები ორგანიზაციის შიგნით;

  • სამეთვალყურეო საბჭომ უნდა უზრუნველყოს მენეჯმენტის ზედა რგოლის მიერ სათანადო კონტროლის განხორციელება საბჭოს პოლიტიკის შესაბამისად;

  • სამეთვალყურეო საბჭომ და მენეჯმენტის ზედა რგოლმა ეფექტურად უნდა გამოიყენოს შიდა აუდიტის, გარე აუდიტის და შიდა კონტროლის ფუნქციების მიერ შესრულებული სამუშაო;

  • სამეთვალყურეო საბჭომ უნდა უზრუნველყოს ანაზღაურების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობა ბანკის კორპორაციულ კულტურასთან, გრძელვადიან მიზნებთან, სტრატეგიასა და კონტროლის გარემოსთან;

  • ბანკის მართვა უნდა იყოს გამჭვირვალე;

  • სამეთვალყურეო საბჭოს და მენეჯმენტის ზედა რგოლს უნდა ესმოდეს ბანკის საქმიანობის სტრუქტურა მაშინაც კი, როდესაც ბანკი ფუნქციონირებს სხვადასხვა იურისდიქციაში ან რთული სტრუქტურების მეშვეობით, რომლებიც აფერხებს გამჭვირვალობას (.. იცნობდეთ თქვენს სტრუქტურას”).

ბანკების სპეციფიკისა და ქვეყნის ეკონომიკაში მათი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ბანკებზე სახელმწიფოების მხრიდან ხორციელდება მკაცრი ზედამხედველობა. ზედამხედველები დაინტერესებული არიან ჯანსაღი კორპორაციული მართვის არსებობაში, რადგან ეს უკანასკნელი აუცილებელი ელემენტია ბანკის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის და შეიძლება გავლენა იქონიოს ბანკის რისკის დონეზე. ჯანსაღი კორპორაციული მართვა ასევე ხელს უწყობს ბანკის დეპოზიტორების დაცვას და საშუალებას აძლევს ზედამხედველს უფრო მეტი ნდობა გამოუცხადოს ბანკს. ზედამხედველები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ანგარიშვალდებულებისა და დაბალანსების პოლიტიკის (checks and balances) არსებობას თითოეულ ბანკში. უფრო მეტიც, ჯანსაღი კორპორაციული მართვის პრაქტიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ბანკს გააჩნია პრობლემები, ან როდესაც მნიშვნელოვანი მაკორექტირებელი ღონისძიებებია მის მიმართ გასატარებელი, რადგან, ზედამხედველმა სამეთვალყურეო საბჭოსგან შეიძლება მოითხოვოს გადაწყვეტილებების მიღებასა და მაკორექტირებელი ღონისძიების განხორციელების კონტროლში მონაწილეობა.

ბანკებში კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული პრობლემები იქმნება მაშინ, როდესაც ბანკის მფლობელთა სტრუქტურა არ არის გამჭვირვალე, ან არასაკმარისია ანგარიშვალდებულებისა და დაბალანსების პოლიტიკა (checks and balances) ინსაიდერების, ან საკონტროლო წილის მფლობელი აქციონერების არასათანადო ქმედებებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ზედამხედველებმა გადადგან ნაბიჯები ისეთი მფლობელობის სტრუქტურის უზრუნველსაყოფად, რომელიც არ შეაფერხებს ჯანსაღ კორპორაციულ მართვას. კერძოდ, ზედამხედველებს უნდა გააჩნდეთ ბანკის მფლობელების შესაფერისობის კრიტერიუმები.

ზედამხედველების გადამწყვეტი როლი მდგომარეობს ბანკების მიერ ძლიერი კორპორაციული მართვის სისტემის ხელშეწყობაში, რისთვისაც:

  • ზედამხედველებმა ბანკებს უნდა მიაწოდონ მითითებები ჯანსაღი კორპორაციული მართვის და აუცილებელი, აქტიური პრაქტიკის შესახებ;

  • ზედამხედველებმა კორპორაციული მართვა უნდა განიხილონ როგორც დეპოზიტორების დაცვის ერთერთი ელემენტი;

  • ზედამხედველებმა უნდა განსაზღვრონ, აქვს თუ არა ბანკს მიღებული და ეფექტურად დანერგილი ჯანსაღი კორპორაციული მართვის პოლიტიკა და პრაქტიკა;

  • ზედამხედველებმა უნდა შეაფასონ ბანკის აუდიტისა და კონტროლის ფუნქციების ხარისხი;

  • ზედამხედველებმა უნდა შეაფასონ ბანკის ჯგუფური სტრუქტურის გავლენა;

  • ზედამხედველებმა სამეთვალყურეო საბჭოს და მენეჯმენტის ყურადღება უნდა გაამახვილონ ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილ პრობლემებზე.

სხვადასხვა ქვეყნების კორპორაციული მართვის მექანიზმები, ისევე როგორც სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემები, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. მიუხედავად ამისა, ჯანსაღი კორპორაციული მართვა შეიძლება მიღწეულ იქნეს თუ ბანკში ფუნქციონირებს ანგარიშვალდებულებისა და დაბალანსების (checks and balances) ოთხი პრინციპი: 1) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ კონტროლი; 2) კონტროლი იმ უფლებამოსილ პირთა მიერ, რომლებიც არ არიან ჩართული ბანკის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვაში; 3) ზედამხედველობა იმ ქვედანაყოფების მიერ, რომელთაც უშუალოდ აკისრიათ პასუხისმგებლობა ბანკის სხვადასხვა საქმიანობის წარმართვაში; 4) დამოუკიდებელი რისკის მართვის, სამართლებრივ და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და აუდიტის ფუნქციები.

გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში არსებობს მრავალი პრობლემა, რომელიც შეიძლება კორპორაციული მართვის პრინციპების დანერგვაში შემაფერხებელ ფაქტორად ჩაითვალოს. აღნიშნული პრობლემები ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა: საკანონმდებლო ბაზა, საზედამხედველო სისტემა, სასამართლო სისტემა, კაპიტალის ბაზრები. თუმცა, როგორც განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, კორპორაციული მართვის პრინციპების დანერგვისა და გაუმჯობესების მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს არა საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნები, არამედ, ამ პრინციპების მიმართ ბანკის მმართველი ორგანოების ერთგულება და ის სარგებელი, რომელიც თან სდევს ეფექტურ კორპორაციულ მართვას - კომპანიის ეფექტიანობის ამაღლება, იაფ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და რეპუტაციის გაუმჯობესება.

14 ელექტრონული ციფრული ხელმოწერები და მათი სამართლებრივი რეგულირება

▲back to top


0x01 graphic

2008 წლის 14 მარტს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ელექტრონული ხელმოწერების შესახებ. თუმცა, აღნიშნული კანონის დებულებების უკეთ აღსაქმელად, საჭიროა მიმოვიხილოთ ის ტექნიკური და სამართლებრივი ასპექტები, რომლებიც უკვე საკმაო ხანია მოქმედებენ საერთაშორისო დონეზე და რომელთა დეტალური ანალიზი დაგვეხმარება შევაფასოთ, თუ როგორ გამოიყურება პრაქტიკაში ელექტრონული ხელმოწერების გამოყენება და რა სამართლებრივი ხასიათის პრობლემები და საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას მათი გამოყენების დროს.

ელექტრონული ვაჭრობა ყოველდღიურად სულ უფრო ფართო მასშტაბებს იკრებს. მისი შემდგომი განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ელექტრონულ გარიგებებთან. ბუნებრივია, ელექტრონული გარიგებების დადება გულისხმობს ელექტრონული გარიგებების ხელმოწერის შესაძლებლობას. ელექტრონული დოკუმენტის ხელმოწერა, ჩვეულებრივი ქაღალდის დოკუმენტისაგან განსხვავებით ელექტრონული ხელმოწერების (ელექტრონული ხელმოწერა) საშუალებით ხორციელდება. ელექტრონული ხელმოწერების ტექნიკური ასპექტების სამართლებრივი რეგულირება წარმოადგენს ზოგადად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სამართლებრივი რეგულირების მაგალითს. ბუნებრივია, ელექტრონული ხელმოწერების გამოყენება საჭიროებს შესაბამის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებას. დღეისათვის, მსოფლიოს მრავალი განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობა ფიზიკურ და ელექტრონულ ხელმოწერებს თანაბარ იურიდიულ მნიშვნელობას ანიჭებს. საერთაშორისო მასშტაბით დაგროვილი გამოცდილება ელექტრონული ხელმოწერების სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებით საინტერესოა საქართველოსთვისაც. ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული ვაჭრობის, მათ შორის ელექტრონული ხელმოწერების გამოყენების ხელშემწყობი, თანამედროვე სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბება ქვეყნისათვის უდაოდ ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინება მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ქართველ მეწარმეებს ელექტრონულ ვაჭრობაში აქტიური მონაწილეობის მიღებას.

დღეისათვის გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერები ეფუძნება მსოფლიოში უკვე ფართოდ გავრცელებულ კრიპტოგრაფიულ მეთოდს, რომელიც აღიარებულია ერთერთ ყველაზე უფრო საიმედო და უსაფრთხო ტექნოლოგიად.

კრიპტოგრაფია გულისხმობს მონაცემთა გადაცემის დროს ინფორმაციის დაშიფრვის შესაძლებლობას. კრიპტოგრაფია წარმოადგენს ტექნიკური მეთოდების ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციის დაცვას ფარული გრაფიკული კოდის მეშვეობით. კრიპტოგრაფიის გამოყენებით შესაძლებელია ამა თუ იმ დოკუმენტის ტექსტის დაშიფრვა, ანუ მისი გარდაქმნა წასაკითხად ხელმიუწვდომელ ფორმად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კვლავ თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება. უფრო ზუსტად ელექტრონული ხელმოწერების შესრულება ელექტრონულ დოკუმენტზე გულისხმობს კრიპტოგრაფიის გამოყენებით შექმნილი ორმაგი კოდის არსებობას. მათ შორის კავშირს განაპირობებს მათემატიკური ალგორითმი, რომელიც ორი განსხვავებული, მაგრამ მათემატიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული კოდის მეშვეობით უზრუნველყოფს ელექტრონული ხელმოწერების ტექნიკურ უსაფრთხოებას. აღნიშნული ორი კოდიდან, ერთი დახურული ანუ პირადი კოდია, ხოლო მეორე ღია. კოდი, ღია იქნება იგი თუ დახურული, ორივე შემთხვევაში გულისხმობს გარკვეული ციფრების კომბინაციას. დახურული კოდი გამოიყენება მხოლოდ ხელმომწერი პირის მიერ, ელექტრონული ციფრული ხელმოწერის შესრულების დროს. ღია კოდის დახმარებით კი გვეძლევა შესაძლებლობა დავრწმუნდეთ ელექტრონული ციფრული ხელმოწერის ნამდვილობაში, რომელიც შესრულებული იქნა პირადი კოდის გამოყენებით. პირადი კოდი ცნობილია მხოლოდ ხელმომწერი პირისათვის და იგი საიდუმლოდ უნდა ინახებოდეს, ხოლო ღია კოდი შეიძლება ცნობილი გახდეს ნებისმიერი კონტრაჰენტისათვის, რომელთანაც უნდა შედგეს ელექტრონული გარიგება და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ელექტრონული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება. კრიპტოგრაფიული მეთოდის მთავარი ღირსება მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად ღია და საიდუმლო კოდებს შორის არსებული მათემატიკური კავშირისა, შეუძლებელია ღია კოდის მეშვეობით გაიშიფროს ფარული კოდი. აქედან გამომდინარე, ღია კოდი შესაძლებელია ცნობილი გახდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ფარული კოდის გამჟღავნების ყოველგვარი რისკის გარეშე.

ზოგადად, კრიპტოგრაფიის გამოყენებას ბევრად უფრო ფართო მასშტაბები გააჩნია, ვიდრე მხოლოდ ელექტრონული ხელმოწერების განხორციელება და იგი მჭიდროდ უკავშირდება ისეთ ცნებას, როგორიცაა კონფიდენციალურობა. სწორედ ამ კუთხითაა საინტერესო კრიპტოგრაფია, ვინაიდან ტექსტის წაკითხვა მხოლოდ მხარეებისთვისაა შესაძლებელი. ცხადია, ელექტრონული დოკუმენტები ინტერნეტის ქსელში მოგზაურობის დროს საჭიროებენ უსაფრთხოების მაღალ დონეს და გარანტიებს იმისას, რომ გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტი არ გახდება ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის. კრიპტოგრაფიის საიმედოობაზე ნათლად მიუთითებს ის ფაქტი, რომ კრიპტოგრაფია არ წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების მოზღვავების შედეგს და რომ იგი მრავალი ათეული წლის მანძილზე გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაციების გადაცემისათვის სამხედრო პირების, თუ დიპლომატიური აგენტებისათვის. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში კრიპტოგრაფიის გამოყენება კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით დღესაც შეზღუდულია ეროვნული კანონმდებლობით. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა, კერძოდ კი რუსეთის ფედერაციის 2001 წლის 8 აგვისტოს ფედერალური კანონი ლიცენზირების შესახებ აწესებს სავალდებულო ლიცენზირების პროცედურებს იმ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი განახორციელონ კრიპტოგრაფიული მომსახურება. გარკვეული შეზღუდვებია ასევე დაწესებული საფრანგეთის კანონმდებლობაში. კერძოდ, საფრანგეთის კანონი ციფრულ ეკონომიკაში ნდობისათვის აწესებს ნებართვის არსებობის ვალდებულებას იმ შემთხვევაში თუ კრიპტოგრაფიული მომსახურება არ არის ექსკლუზიურად დაკავშირებული ელექტრონული დოკუმენტაციის კონფიდენციალურობის ან ელექტრონული დოკუმენტების იდენტიფიკაციის უზრუნველყოფასთან. ამის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ სახელმწიფოს პოლიტიკა დაკავშირებული ეროვნული უშიშროების საკითხებთან. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოგრაფიის გამოყენება იდენტიფიკაციის ან ელექტრონული ციფრული ხელმოწერების შექმნისათვის არ გულისხმობს მის გამოყენებას საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისათვის და ამიტომ იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს რაიმე შეზღუდვის ობიექტს კანონმდებლის მხრიდან. ინტერნეტ ქსელში მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემუშავებული იქნა ასევე პროგრამა Pretty Good Privacy, რომელიც გამოგონებულ იქნა ამერიკელი მეცნიერის, ფილ ციმერმანის მიერ. თუმცა, კრიპტოგრაფიულ მეთოდთან შედარებით იგი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში ელექტრონული ხელმოწერების საფუძვლად მიღებულია კრიპტოგრაფიული მეთოდის გამოყენება, რაც ასევე მიუთითებს კრიპტოგრაფიის მზარდ პოპულარობას. სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება აგრეთვე გამოყენებული იქნეს პირადი საიდენტიფიკაციო ციფრების კომბინაცია, ე.წ. PIN კოდი. ასეთ შემთხვევაში, პირის იდენტიფიკაციის მიზნით ხელმოწერის ნაცვლად გვევლინება სიმბოლოების გარკვეული რაოდენობისაგან შემდგარი კოდი, ანუ ციფრების კომბინაცია, რომელიც ცნობილია ექსკლუზიურად მისი მფლობელისთვის. აღნიშნული კოდის შეყვანით შესაძლებელი ხდება ამა თუ იმ პირის იდენტიფიკაცია, რაც ასევე წარმოადგენს ფიზიკური ხელმოწერის მიზანს.

ელექტრონული ციფრული ხელმოწერის შემოწმების პროცესი კი შემდეგნაირად გამოიყურება: კონტრაჰენტი, რომლისთვისაც წინასწარ ცნობილია ღია კოდის შესახებ და რომელსაც მიუვიდა ტექსტი ელექტრონული გარიგებისა, განსაზღვრავს, რომ ელექტრონული ციფრული ხელმოწერა შექმნილია იმ კონკრეტული პირის მიერ, რომლის ექსკლუზიური კონტროლის ქვეშ იმყოფება ფარული კოდი.

სამოქალაქო ბრუნვაში დღემდე ფართოდ გავრცელებულ ტრადიციულ ხელმოწერებთან ერთად ელექტრონული ხელმოწერების სულ უფრო ხშირმა გამოყენებამ, დასაბამი დაუდო ერთის მხრივ, ამ მიმართულებით შესაბამისი სამართლებრივი ნორმების შემუშავების იდეას და მეორეს მხრივ, წინა პლანზე წამოსწია ასეთი რეგულირების აუცილებლობა.

0x01 graphic

მაღალი ალბათობა იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნები ელექტრონული ხელმოწერების სამართლებრივი რეგულირების მიზნით განსხვავებულ საკანონმდებლო მიდგომებს იყენებენ, წარმოშობს აუცილებლობას შემუშავებულ იქნას უნიფიცირებული საკანონმდებლო დებულებები და ფუძემდებლური პრინციპები. სწორედ ამ მიზნით, ელექტრონული ვაჭრობის სფეროს მსგავსად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიამ (UNCITRAL) 2001 წელს შეიმუშავა მოდალური კანონი ელექტრონული ხელმოწერების შესახებ. მისი მიზანი ელექტრონულ ხელმოწერებთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტების ეფექტური მოწესრიგებისათვის თანამედროვე, ჰარმონიზებული კანონმდებლობის ჩამოყალიბება. მასში ასევე მოცემულია კონკრეტული პირობები, რომლებიც საშუალებას იძლევიან განისაზღვროს ელექტრონული ხელმოწერების საიმედოობა ტექნიკური თვალსაზრისით.

ზოგადად, მოდალური კანონმდებლობის პოზიტიური მხარეა ის, რომ ამა თუ იმ ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში მისი ინკორპორირებისას შესაძლებელია ცალკეული დებულებების გარკვეულ დონეზე შეცვლა, გამოტოვება ან დამატება. მოდალური კანონმდებლობა, მისთვის დამახასიათებელი მოქნილობის წყალობით, განსაკუთრებით სასურველი და მიმზიდველი სამართლებრივი ინსტრუმენტია საერთაშორისო ჰარმონიზაციის რაც შეიძლება მაღალი დონის მისაღწევად. მისი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოებს სურთ მოდალური სამართლის ნორმების მოდიფიცირება ნაციონალურ სამართლებრივ სისტემაში მოდალური კანონების იმპლემენტაციის მიზნით. როდესაც საუბარია მოდიფიკაციაზე, აქ პირველ რიგში, იგულისხმება ისეთი დებულებანი, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნების შიდა სასამართლო, საპროცესო საკითხებთან.

მოდალური კანონი ელექტრონული ხელმოწერების შესახებ სტრუქტურული თვალსაზრისით 12 მუხლისაგან შედგება. იგი ამკვიდრებს ისეთ პრინციპებს, რომელთა საფუძველზე შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერების გამოყენება სხვადასხვა სახის გარიგებების დადებისას. მოდალური კანონის მოქმედების სფეროსთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული კანონმდებლობისაგან განსხვავებით იგი არ აკეთებს აქცენტს კრიპტოგრაფიულ მეთოდზე. ცხადია, ელექტრონული ხელმოწერის ამა თუ იმ საშუალების გამორიცხვა, მოდალური კანონის მოქმედების საზღვრების შეზღუდვას გამოიწვევდა და პრაქტიკულ პრობლემებსაც წარმოქმნიდა. ეს კი კანონის მთავარ პრინციპთან ტექნოლოგიურ ნეიტრალიტეტთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა. ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპთან ერთად მოდალური კანონი ამკვიდრებს ელექტრონული ხელმოწერების დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს ფიზიკურ ხელმოწერებთან მიმართებაში. ამასთან, ელექტრონული ხელმოწერის არც ერთი მეთოდი არ უნდა გამოირიცხოს და იურიდიული ძალის არმქონედ არ უნდა მივიჩნიოთ, თუკი იგი აკმაყოფილებს ყველა სათანადო მოთხოვნას. კერძოდ, მოდალური კანონის მე6 მუხლის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ხელმოწერა უნდა უზრუნველყოფდეს საიმედოობის სათანადო ხარისხს იმ მიზანთან მიმართებაში, რომლისთვისაც გაგზავნილი ან მიღებული ელექტრონული დოკუმენტი.

მოდალური კანონი ელექტრონულ ხელმოწერას განსაზღვრავს როგორც ელექტრონული ფორმით წარმოდგენილ მონაცემს, რომელიც დაკავშირებულია მონაცემთა შეტყობინებასთან - უზრუნველყოფს ხელმომწერი პირის იდენტიფიკაციას და ადასტურებს მის თანხმობას მონაცემთა შეტყობინებაში მოცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. როგორც მოცემული განმარტებიდან ჩანს, ელექტრონული ხელმოწერა განისაზღვრება, როგორც ცოცხალი ხელმოწერის ფუნქციონალური ექვივალენტი. ელექტრონული ხელმოწერა მოიცავს ყველა იმ ფუნქციას, რასაც ტრადიციული ხელის მოწერა და მოდალური კანონი ცნობს მათ იურიდიულ ძალას. ელექტრონული ხელმოწერა შეიძლება ჩაითვალოს საიმედოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ტექნიკური მონაცემების, ტექნოლოგიის გათვალისწინებით პასუხობს ტრადიციული ხელმოწერისათვის დადგენილ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც დაკავშირებულია პირის იდენტიფიკაციას, დოკუმენტის შინაარსის კონკრეტულ პირთან დაკავშირებასთან. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მონაცემები, რომლებსაც შეიცავს ელექტრონული ხელმოწერა, უშუალოდ იყოს დაკავშირებული დოკუმენტზე ხელის მომწერ პირთან, ანუ უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი ხელმოწერის ავტორის პიროვნების მიმართ და ხელმოწერა მისი შესრულების მომენტისათვის უნდა იყოს მხოლოდ ხელის მომწერი პირის კონტროლის ქვეშ.

იმავე მუხლის თანახმად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასევე არსებული გარემოებები და მხარეთა შეთანხმებები. ელექტრონული ხელმოწერების მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ელექტრონულ ხელმოწერები არ შეიძლება ჩაითვალონ იურიდიული ძალის არ მქონედ, თუკი ისინი ასრულებენ ფიზიკური ხელმოწერების ექვივალენტურ ფუნქციებს. რაც შეეხება ტრადიციულ ხელმოწერებს, ისინი შემდეგი ფუნქციებით არიან დატვირთული:

- ხელის მომწერი პირის იდენტიფიკაცია; პირის ხელმოწერის ფაქტის დადასტურება; კონკრეტული პირის კონკრეტული დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირება; დოკუმენტში ცვლილების შეტანის ფაქტის გამოვლენა; დოკუმენტის დაცვა ფალსიფიკაციისგან.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი ფუნქციებისა, ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტის სპეციფიური ბუნებიდან გამომდინარე, ელექტრონული ხელმოწერა შეიძლება სხვა ფუნქციებსაც ასრულებდეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელექტრონული ხელმოწერები ერთდროულად ატარებენ როგორც ტექნიკურ, ასევე სამართლებრივ ხასიათს. მოდალური კანონი „ელექტრონული ხელმოწერების შესახებ” სამართლის და ტექნოლოგიის ურთიერთშეთავსებადობის პრობლემის გადაჭრის ეფექტური ინსტრუმენტია. ამიტომ, თუ ტრადიციული ქაღალდის დოკუმენტბრუნვაზე დაფუძნებული სამართალურთიერთობის დროს, როგორც წესი, ძირითადად ორი მხარე იღებდა მონაწილეობას, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების დროს, გამომდინარე მათი ტექნიკური ხასიათიდან, აუცილებელი ხდება მესამე მხარის ჩართვა.

ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი და მხარეთა ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ერთერთი ან ორივე მხარის მოთხოვნის საფუძველზე დაადასტურებს, რომ ელექტრონული ხელმოწერა გაკეთებულია ნამდვილად იმ პირის მიერ, რომელიც დოკუმენტში აღნიშნულია ხელმომწერ პირად. მოდალური კანონი ასეთ მესამე პირად სერტიფიკაციის ორგანოს მოიხსენიებს. ამასთან, სამართალურთიერთობის მონაწილე პირთა რაოდენობა შეიძლება იყოს სამზე მეტი, თუ შემოწმების ფუნქცია განაწილებულია რამდენიმე პირს შორის. საკითხი იმის შესახებ, სერტიფიკაციის ორგანო უნდა იყოს კერძო პირი თუ სახელმწიფო ორგანო, ანდა უნდა იყოს ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობა თუ არა, კონკრეტული სახელმწიფოს გადასაწყვეტია.

სერტიფიკაციის პროცედურის ძირითადი არსი მდგომარეობს ელექტრონული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებასა და ელექტრონული ხელმოწერის მეთოდის საიმედოობის დადგენაში. იმისათვის, რომ დადასტურდეს კონკრეტული კოდის კუთვნილება ხელმომწერი პირისადმი, სერტიფიკაციის ორგანო გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, სადაც აღნიშნულია ღია კოდი მისი მფლობელი პირის სახელთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ სერტიფიკატის მეშვეობით წინასწარ იდენტიფიცირებული ხელმომწერი ფლობს სათანადო ფარულ კოდს. მაშასადამე, სერტიფიკატი ადასტურებს ელექტრონული შეტყობინების ან სხვა მონაცემების (ინფორმაციის) კავშირს ხელის მომწერ პირსა და ელექტრონულ ხელმოწერასთან. სერტიფიკატის მიმღები კონტრაჰენტი, რომელსაც სურს დარწმუნდეს ელექტრონული ხელმოწერის საიმედოობაში, რომელიც შესრულებულია სერტიფიკატში აღნიშნული პირის მიერ, იყენებს სერტიფიკატში მითითებულ ღია კოდს და ამოწმებს, რომ ელექტრონული ციფრული ხელმოწერა შექმნილია შესაბამისი პირადი კოდის მეშვეობით. სერტიფიკატი დაკარგავს ძალას თუ პირადი კოდის მფლობელი დაკარგავს მასზე ექსკლუზიურ კონტროლს.

მოდალური კანონის მე-9 მუხლის თანახმად, სერტიფიკაციის ორგანომ უნდა უზრუნველყოს გასაცემ სერტიფიკატში ისეთი ინფორმაციის ასახვა, როგორიცაა:

- სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება; დასტური იმისა, რომ ხელის მომწერი პირი სერტიფიკატის გაცემის მომენტში ფლობს მონაცემებს (ფარული კოდი) ელექტრონული ხელმოწერის შესაქმნელად; ელექტრონული ხელმოწერის მონაცემები ძალაშია სერტიფიკატის გაცემის მომენტში, მაშასადამე, ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი ერთმანეთთან აკავშირებს ელექტრონული ხელმოწერის ფარულ კოდს და ხელმომწერ პირს. შესაბამისი სერტიფიკაციის ორგანოს წყალობით, კონტრაჰენტს ყოველთვის შეუძლია დარწმუნდეს, რომ კონკრეტული ელექტრონული ხელმოწერა ეკუთვნის კონკრეტულ პირს. რაც შეეხება სერტიფიკაციის ორგანოებს, ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. მოდალური კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით არავითარ შეზღუდვებს არ ითვალისწინებს.

მოდალური კანონი ასევე ადგენს მხარეთა უფლებებს და მოვალეობებს. ხელის მომწერი პირის ძირითადი ვალდებულებაა იმ კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვა, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონულ ხელმოწერასთან (ელექტრონული ხელმოწერის საიდუმლო კოდი). აღნიშნულ ინფორმაციაზე ექსკლუზიური კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სერტიფიკაციის ორგანოს. რაც შეეხება ელექტრონულ დოკუმენტის ადრესატის ვალდებულებებს, მოდალური კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, მან დროულად უნდა განახორციელოს ელექტრონული ხელმოწერის საიმედოობის და ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის შემოწმება.

0x01 graphic

ელექტრონული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების მიზნით გაცემული სერტიფიკატის ჩართვა ელექტრონული ვაჭრობის სფეროში გარკვეულ სირთულეებს წარმოშობს. ასეთი სირთულეები გამომდინარეობენ კომპიუტერული ქსელების მკვეთრი ტრანსნაციონალური ხასიათიდან. როგორც ვთქვი, პრობლემატურია საკითხი იმასთან დაკავშირებით, ექნება თუ არა ერთ ქვეყანაში განხორციელებულ ელექტრონულ ხელმოწერას იგივე იურიდიული ძალა სხვა ქვეყანაში. მართალია მოდალური კანონი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნაციონალურ კანონმდებლობათა უნიფიკაციას, მაგრამ, ერთგვაროვანი კანონმდებლობა არ ნიშნავს ერთგვაროვან საკანონმდებლო პრაქტიკას.

ერთი შეხედვით, უცხო ქვეყანაში განხორციელებულ ელექტრონული ხელმოწერას უნდა ჰქონდეს იგივე იურიდიული ძალა სხვა რომელიმე ქვეყანაში, იმ პირობით, თუკი ელექტრონულ ხელმოწერის ტექნოლოგიები თავისი არსით, ანუ ფუნქციონალური თვალსაზრისით ექვივალენტურია. თუმცა, ამ თვალსაზრისით განსხვავებული საკანონმდებლო მიდგომები არსებობს. მოდალური კანონი ადგენს ზოგადი ხასიათის კრიტერიუმებს ელექტრონული ხელმოწერის ტექნოლოგიების მსგავსების დადასტურების მიზნით. ელექტრონული ხელმოწერების საერთაშორისო მასშტაბით ცნობის საკითხი გადამწყვეტია ელექტრონულ ვაჭრობის განვითარებისათვის. ბუნებრივია, სხვადასხვა ქვეყნებში რეზიდენტ კონტრაჰენტებს შორის ელექტრონული გარიგების ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების დროს ნდობის ფაქტორის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი გახდება ელექტრონულ ხელმოწერაზე თანდართული სერტიფიკატის არსებობა.

„ელექტრონული ხელმოწერის შესახებ“ მოდალური კანონის მე-12 მუხლი ეხება სწორედ უცხოური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის აღიარების საკითხებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ უცხოურ სერტიფიკატს ჰქონდეს იგივე იურიდიული ძალა, რომელიც მას აქვს სერტიფიკატის გამცემ ქვეყანაში, უცხოური სერტიფიკატი უნდა უზრუნველყოფდეს საიმედოობას, რომელიც იქნება არსებითად ექვივალენტური იმ ქვეყანაში გაცემულ სერტიფიკატებთან მიმართებში, სადაც უნდა მოხდეს უცხოური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის აღიარება. რაც შეეხება თვით ელექტრონული ხელმოწერის აღიარებას საზღვარგარეთ, სერტიფიკატის აღიარების მსგავსად, უცხოური ელექტრონული ხელმოწერა უნდა უზრუნველყოფდეს საიმედოობას, რომელიც ასევე არსებითად ექვივალენტური იქნება მოცემულ ქვეყანაში გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერებისა. მიუხედავად არსებული კანონმდებლობისა ელექტრონული ხელმოწერებთან დაკავშირებით, დღეისათვის ჯერ კიდევ ჭარბობს ტრადიციული ხელმოწერებით დადასტურებული გარიგებების რიცხვი. უნდა ვივარაუდოთ, რომ სულ უფრო მზარდი კონკურენციის პირობებში ელექტრონული გარიგებები და ელექტრონული ხელმოწერები მომავალში უფრო ფართო გავრცელებას პოვებენ, რადგან ელექტრონული ხელმოწერებით დადასტურებული ელექტრონული გარიგებების დადების პროცესი ბევრად უფრო ნაკლებ დროსა და ხარჯებს მოითხოვს. ბუნებრივია, ასეთი პერსპექტივა განსაკუთრებით საინტერესოა განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

ელექტრონული ხელმოწერების დადებით მხარეებთან ერთად ხაზი უნდა გაესვას ასევე იმ შესაძლო საფრთხეებსაც, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეულწილად დაჩრდილონ და დააბრკოლონ ელექტრონული ხელმოწერების ეფექტური ჩართვა სამოქალაქო სამართლებრივ ბრუნვაში. აქ, უპირველეს ყოვლისა შეიძლება მოიაზრებოდეს ისეთი ტრანსნაციონალური დანაშაულები, როგორიცაა, მაგალითად, შავი ფულის გათეთრება. მითუმეტეს, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ინფორმაცია დაიშიფროს და გასაიდუმლოვდეს ისეთ დონეზე, რომ ვერავინ შეძლოს უკანონო და დანაშაულის ნიშნების შემცველი გარიგების შინაარსის გაგება.

ანდრო ასლანიშვილი
იურისტი

15 კლარტერები - ქართული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის საშუალება

▲back to top


0x01 graphic

ლარისა ყორღანაშვილი
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
თსუ პროფესორი

ეკონომიკის გლობალიზაციისა და ლიბერალიზაციის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას ენიჭება, აქედან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად აანალიზებს და აქვეყნებს ქვეყნების ეკონომიკების და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის რეიტინგებს.

ეროვნული ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას დასახასიათებლად გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (Global Competitiveness Index - GCI, ხოლო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად -ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ინდექსი (Business Competitiveness Index - BCI) გამოიყენება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2007-2008 წლებში გაანგარიშებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით 131 ქვეყანას შორის ლიდერობს აშშ (5.67 ქულა), მეორე ადგილზეა შვეიცარია (5.62 ქულა), მესამეზე - დანია (5.55 ქულა), ხოლო საქართველო 90ე ადგილზეა (3.83 ქულა).

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი კონკურენტუნარიანობით აზერბაიჯანი გამოირჩევა, რომელსაც რეიტინგში 66- ადგილი უკავია. მას უკეთესი მაჩვენებლები გააჩნია მაკროეკო-ნომიკური სტაბილურობის (5.69 ქულა), შრომის ბაზრის ეფექტიანობის (4.48 ქულა), ბიზნესის სოფისტიკაციის (3.84 ქულა) და ინოვაციების (3.36 ქულა) მაჩვენებლებით. საქართველოს დაბალი მაჩვენებლები აქვს ინფრასტრუქტურის (2,92 ქულა), ტექნოლოგიური მზადყოფნის (2,56 ქულა), ბაზრის ზომისა (2.49 ქულა) და ინოვაციების (2,65 ქულა) მხრივ.

ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ინდექსი - BCI სინთეზური მაჩვენებელია, რომელიც მოიცავს ბიზნესის გარემოს ხარისხს, კომპანიების ოპერაციებისა და სტრატეგიების შეფასებას. ბიზნესის კონკურენტუნარიანობის 2007 წლის რეიტინგში წარმოდგენილია 127 ქვეყანა. ამ რეიტინგში ლიდერობს აშშ, რომელიც პირველ ადგილს 3 წლის განმავლობაში ინარჩუნებს. პოსტსოციალისტურ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე კონკურენტუნარიანია ესტონეთის ეკონომიკა. მას რეიტინგში 27-ე ადგილი უკავია - 4.75 ქულა. რუსეთი 58-ე ადგილზეა, ხოლო საქართველო - მე-100 ადგილზე. ბიზნესის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა აქვს აზერბაიჯანს (78-ე ადგილი), უარესი - სომხეთს (108-ე ადგილი). რეიტინგში ბოლო 131-ე ადგილზეა ჩადი. საქართველოსათვის განსხვავება GCI-სა და BCI- შორის 10 ერთეულია ანუ ბიზნესის კონკურენტუნარიანობა ჩამორჩება ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას.

ქვეყნებისა და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის რეიტინგებში ქვეყნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ინდექსების გაანგარიშება 2005 წლიდან დაიწყო. 2007 წელს 2005 წელთან შედარებით, საქართველოს ბიზნესის კონკურენტუნარიანობის რეიტინგი გაუარესდა: ქვეყანამ 86- ადგილიდან მე-100 ადგილზე გადაინაცვლა და ეს მოხდა ბიზნეს-გარემოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესების პირობებში. ეროვნული ბიზნესგარემოს ხარისხით საქართველო მე-100 ადგილზეა, ხოლო კომპანიების ოპერაციებისა და სტრატეგიების ხარისხის რეიტინგში მას 93ე ადგილი უკავია.

საქართველოს ბიზნეს-გარემომ უკანასკნელ პერიოდში არსებითი ცვლილებები განიცადა, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანა ბიზნესის წარმოების სიმარტივით მე-18 ადგილზეა მსოფლიოში. ამ პირობით იგი უსწრებს არამარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, არამედ ისეთ ქვეყნებსაც, როგორებიცაა: ბელგია, გერმანია, ნიდერლანდები, ავსტრია, საფრანგეთი, ესტონეთი პორტუგალია და სხვა. კიდევ უფრო მაღალია საქართველოს რეიტინგი კომპანიების დაფუძნების, ლიცენზირების, მუშა-მოსამსახურეთა დაქირავების, საკუთრების რეგისტრაციის პირობების მხრივ. გარდა ამისა, მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს საერთაშორისო ვაჭრობის წარმოების პირობების მიხედვით.

საქართველოს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, ეროვნული ბიზნესის კონკურენტუნარიანობას სერიოზული პრობლემები გააჩნია, რაც შემდეგი ფაქტორებით შეიძლება აიხსნას:

1. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე. მსოფლიო ეკონომიკის ლიბერალიზაცია იძლევა საბაზრო მეურნეობისა და ღია საზოგადოების უპირატესობათა სრული გამოყენების შესაძლებლობას და ფორმალურად ყველა ქვეყანას აძლევს თანაბარ უფლებას იყოს მსოფლიო ბაზრის სუბიექტი, მაგრამ ქვეყანათა განვითარების ასიმეტრიულობის გამო, რეალური სურათი სულ სხვანაირად გამოიყურება. პოლიტიკურად გავლენიანი და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები, თავიანთი მდგომარეობის გამო, იღებენ .. განვითარების რენტასდა მაღალ კონკურენტუნარიანობას აღწევენ სტრატეგიული ლიდერობის ხარჯზე. ისინი აყალიბებენ დღის წესრიგს მთელი მსოფლიოსათვის, ზემოქმედებენ სხვა ქვეყნების პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, განსაზღვრავენ მათი განვითარების მიმართულებებს, თანხებს ახდევინებენ სტანდარტების, ინფორმაციის, იდეებისა და . . გამოყენებაზე და სხვა. ამის საპასუხოდ ნაკლებად განვითარებული ქვეყნები და რეგიონები იხდიან ჩამორჩენილობის რენტას თავიანთი ბუნებრივი რესურსებით, ადამიანისეული კაპიტალით, ეკოლოგიური კვოტებით და . . ამ ფაქტორის გათვალისწინებით ეროვნულ ბიზნესს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლების ნაკლები შანსი გააჩნია.

2. მსოფლიო ბაზრების მონოპოლიზაცია და მათი მართვა ზენაციონალურ დონეზე. საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციის მიუხედავად, თანამედროვე მსოფლიო ბაზრები ხასიათდება მონოპოლიზაციის მაღალი დონით და ოლიგოპოლიური სტრუქტურით. ასეთ ბაზრებზე შეღწევა განვითარებადი ქვეყნებისათვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია. როგორც Oxfam Internationalis მოხსენებაშია აღნიშნული, განვითარებული ქვეყნები მხარს უჭერენ საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციას განვითარებად ქვეყნებში, თავიანთ საზღვრებზე კი ინარჩუნებენ სავაჭრო ბარიერებს. Oxfam-ის კვლევით დადგენილია, რომ ფართოდ რეკლამირებული აქციები (მაგალითად, ევროკავშირის პროგრამა EBAY, რომელიც თითქოსდა ხსნის ევროპულ ბაზრებს მსოფლიოს ყველაზე ღარიბი 48 ქვეყნის საქონლისათვის), სინამდვილეში უმნიშვნელო ეფექტისაა. მათ არ შეუძლიათ ვაჭრობის არათანაბარი პირობების კომპენსირება. შესაბამისად, განვითარებული ქვეყნები კონკურენტულ უპირატესობას იღებენ ბაზრების მონოპოლიზაციისაგან. გარდა ამისა, თანამედროვე ეტაპზე ადგილი აქვს ბაზრების მართვას ზენაციონალურ დონეზე. სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინსტიტუციონალიზაციის ქსელური ფორმის ზენაციონალური სტრუქტურები. ინსტიტუციური ნორმები კონკურენტუნარიანობის მძლავრი იარაღია, რომელსაც იყენებენ ქვეყნები, ქვეყანათა ჯგუფები და ფირმები გლობალურ ეკონომიკაში. საერთაშორისო ორგანიზაციები უმსხვილეს სახელმწიფოებთან და ტნკ-ებთან ერთად ამყარებენ ბაზარზე თამაშის წესებს. ამასთან, ეს წესები არაერთგვაროვანია ბაზრის ყველა სუბიექტისთვის, რადგან არაერთგვაროვანია როგორც მათი პოზიციები მსოფლიო ბაზარზე, ასევე დარგებისა და ფირმების განვითარების პირობები.

0x01 graphic

3. ცვლილებები კორპორაციათა და შიდაკორპორაციულ ურთიერთობათა სისტემაში. გლობალიზაციამ შეცვალა ურთიერთობათა სისტემა კორპორაციათაშორის და შიგაკორპორაციულ დონეებზე. მართალია, ბაზრის კანონი გულისხმობს ინტენსიურ კონკურენტულ ბრძოლას, მაგრამ ცივილიზებული ბაზრების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ფირმათა მცირე ნაწილი ცდილობს ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის მიღწევას თავისი კონკურენტების ლიკვიდაციის ხარჯზე. თანამედროვე ეტაპზე ფირმის კონკურენტუნარიანობის განმტკიცებაში მთავარ ხელოვნებად ითვლება მძაფრი და უაზრო კონკურენციის თავიდან აცილების უნარი. ბაზრის კონიუნქტურის სწრაფი ცვლილებების პირობებში არც ერთ ფირმას არ შეუძლია ლიდერობის შენარჩუნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამიტომ უაზრო მეტოქეობასთან დაკავშირებული ხარჯების აცილების მიზნით, ფირმები იყენებენ სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმას. ეს, თავის მხრივ, აძლიერებს მათ პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე და თვით ბაზრების მონოპოლიზაციის დონეს. მონოპოლიზაციის პროცესებს, ასევე, აღრმავებს საწარმოოსასაქონლო კავშირების ინტერნაციონალიზაციას. ამ კავშირების ფირმისშიდა ბრუნვაში მოქცევის შედეგად მსოფლიო ეკონომიკის მხოლოდ მცირე ნაწილს (დაახლოებით 1/4-ს) შეუძლია თავისუფალი კონკურენციის რეჟიმში ფუნქციონირება. ამასთან, საერთაშორისო კონკურენცია, ფაქტობრივად, ლოკალიზებულია მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი ქვეყნების ჩარჩოებში. კონკურენცია მძაფრდება ამ ქვეყანათა ჯგუფების ჰორიზონტალურ დონეებზე, რომელთა შორის ზღვარი სულ უფრო მეტად ღრმავდება და ერთი დონიდან მეორეზე გადასვლა, ანუ ვერტიკალური მოძრაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება.

4. საერთაშორისო მიგრაცია. მიგრაციული პროცესების ზრდა თანამედროვე მსოფლიოს ერთერთი ძირითადი ტენდენციაა. საერთაშორისო სტატისტიკის თანახმად, თუ 1965 წელს საერთაშორისო მიგრანტების რიცხვმა 75 მლნ ადამიანი შეადგინა, XXI საუკუნის დასაწყისში იგი 140-150 მლნ ადამიანით განისაზღვრება. ამასთან, ნაკლებადგანვითარებული ქვეყნები აღმოჩნდნენ ტვინების გადინების სერიოზული პრობლემის წინაშე, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყანათა ტექნოლოგიურ უთანასწორობას და ხელს უწყობს განვითარებული ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნული პრომლემების გადაჭრა სერიოზულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ უნდა გაითავისოს, რომ მისი მომავალი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობაზეა დამოკიდებული. საქართველოს სჭირდება განვითარების ინოვაციური მოდელი, რომელიც ცოდნის ეკონომიკასა და მეცნიერების უკანასკნელ მიღწევებზეა დაფუძნებული და ახალი საწარმოო სისტემების დანერგვას საჭიროებს.

თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკური განვითარების მართვის დარგობრივმა მიდგომამ, რომელიც განკერძოებულობას, საბაზრო მეურნეობის სხვადასხვა სექტორისა და სეგმენტის ინტერესთა წინააღმდეგობას იწვევს, აქტუალურობა დაკარგა. სამეურნეო ობიექტის მართვამ ქსელური ხასიათი მიიღო. შესაბამისად, თანამედროვე ეტაპზე ეროვნული ბიზნესის განვითარების ეფექტიანობა კლასტერებისა და სხვა ქსელური საწარმოო სისტემების გამოყენებასთანაა დაკავშირებული.

კლასტერი, როგორც ფირმათაშორისი ურთიერთობის ქსელური ორგანიზაციის ფორმა, იძლევა გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას. იგი ითვალისწინებს შემოქმედებითი, ტექნოლოგიური და ფინანსური რესურსების გაერთიანებას ტერიტორიულად ლოკალიზებული, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული საწარმოებისა და დაწესებულებების დაჯგუფებით, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობისა და კონკურენციის საფუძველზე აძლიერებენ როგორც საკუთარ, ისე მთელი კლასტერის კონკურენტულ უპირატესობებს. კლასტერის მთავარი თავისებურებაა ერთიანი დინამიკური სისტემის (უნიფიკაციის გარეშე) შექმნა, მაქსიმალური ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის მისაღწევად.

კლასტერის ტერიტორიული მასშტაბი საკმაოდ გასხვავებულია - ლოკალურიდან დაწყებული და მთელი ქვეყნის ან რამდენიმე გეოგრაფიულად ახლომდებარე ქვეყნით დამთავრებული. აგრეთვე, განსხვავებულია კლასტერის შემადგენლობაში მყოფი საწარმოების რაოდენობა, მცირე და მსხვილი ფირმების თანაფარდობა, ფირმების, ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ურთიერთობის დონეები.

მეცნიერულ ლიტერატურაში კლასტერის ცნება . პორტერმა შემოიტანა. როგორც იგი აღნიშნავს, რომ კლასტერის ფორმირებისას მასში არსებული ყველა წარმოება ურთიერთმხარდაჭერას განიცდის. სარგებელი ვრცელდება კავშირების ყველა მიმართულებით. აქტიური კონკურენცია ერთ დარგში ვრცელდება კლასტერის ყველა სხვა დარგზე. აღნიშნულის შედეგად კლასტერული სტრატეგია მსოფლიოში კონკურენტუნარიანობის ამაღლების სახელმწიფო პოლიტიკის ერთერთი ყველაზე პოპულარულ ინსტრუმენტად იქცა. ჰარვარდის ბიზნესსკოლის მონაცემებით, აშშ-ს ეკონომიკაში დასაქმებულთა 32 %25-ზე მეტს (საბიუჯეტო სექტორის გარდა) კლასტერები უზრუნველყოფენ, შვედეთში 39%25-ს. შრომის მწარმოებლურობა ასეთ სექტორებში ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 44 %25-ით მეტია. უფრო მეტიც, კლასტერული სექტორი ლოკალური ბაზრის მომსახურე სექტორების განვითარების მამოძრავებელი ძალაა. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ რაც უფრო განვითარებულია კლასტერები ცალკეულ ქვეყანაში, მით უფრო მაღალია ამ ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე და კომპანიების კონკურენტუნარიანობა.

კლასტერული პოლიტიკა, ჩვეულებრივ, ლიბერალური და დირიჟისტული მოდელების ჩარჩოში ხორციელდება. ამ ორ მოდელს შემდეგი პრინციპული თავისებურებები ახასიათებს:

0x01 graphic

1. პრიორიტეტების შერჩევა. ლიბერალური კლასტერული პოლიტიკა ითვალისწინებს ბაზრის ზემოქმედებით ჩამოყალიბებული კლასტერების შექმნას, ხოლო დირიჟისტულ მოდელში კლასტერების შერჩევა დარგობრივი და რეგიონული პრიორიტეტების გათვალისწინებით, სახელმწიფოს დონეზე ხდება.

2. ინფრასტრუქტურისადმი მიდგომა. ლიბერალურ პოლიტიკაში სახელმწიფო იშვიათად მონაწილეობს კლასტერების ინფრასტრუქტურის შექმნაში, დირიჟისტული პოლიტიკა კი პრიორიტეტული კლასტერების ინფრასტრუქტურის შექმნას დიდ ყურადღებას უთმობს.

3. რეგიონის როლი, რომელშიც იქმნება კლასტერი. ლიბერალური პოლიტიკა შესაქმნელი კლასტერის რეგიონული ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა სახის სტიმულებს ითვალისწინებს, დირიჟისტული პოლიტიკა კი კლასტერისთვის რეგიონსა და მისი დაფინანსების მოცულობას განსაზღვრავს.

ლიბერალური კლასტერული პოლიტიკის ძირითადი მიმდევრები არიან: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი; დირიჟისტულის - საფრანგეთი, ფინეთი, იაპონია, კორეა, შვედეთი.

ჩვენი აზრით, თანამედროვე ეტაპზე საქართველოში მიზანშეწონილია დირიჟისტული კლასტერული პოლიტიკის გამოყენება. ამასთან, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს საქართველოსა და მისი რეგიონების განვითარებისათვის პერსპექტიული კლასტერების შერჩევასა და ჩამოყალიბებას. მათი ადექვატური რეგიონული განვითარების სტრატეგიების შემუშავებას. გარდა ამისა, კარგად უნდა გავითავისოთ, რომ კლასტერი ქვეყნისა და ბიზნესის განვითარების საშუალებაა და არა მიზანი. უკანასკნელზე აქცენტის გადატანამ შეიძლება უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანოს.

კლასტერული პოლიტიკის რეალიზაცია, უპირველესად, ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის დარგებში უნდა მოხდეს. ერთ-ერთი ასეთი დარგია სოფლის მეურნეობა, რომელიც დიდ როლს თამაშობს როგორც ქვეყნის, ისე მისი ცალკეული რეგიონების მდგრად განვითარებასა და სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, აქ არსებობს კლასტერული პოლიტიკის რეალიზაციის განსაკუთრებული წინაპირობები: აგროსამრეწველო კომპლექსისთვის დამახასიათებელია კლასტერის ზოგიერთი ნიშანი და მისი ტრანსფორმაცია საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და ახლებური ხედვის განვითარებას საჭიროებს.

კლასტერების ჩამოყალიბების დადებით მხარეებს მიეკუთვნება:

კლასტერის სუბიექტების მჭიდრო თანამშრომლობა; წარმოების მასშტაბისა და აგლომერაციის ეფექტები; ტრანსაქციური ხარჯების მინიმიზაცია; ერთიანი ინფორმაციული და ეკონომიკური სივრცის, წარმოების დახშული ციკლის ჩამოყალიბება; ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობების გაუმჯობესება და საქმიანობის არეალის გაფართოება; კლასტერის მუშაობის სტრატეგიული დაგეგმვის შესაძლებლობა; მთავრობის ახალი როლის ჩამოყალიბება, ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგის ეფექტიანობის ამაღლება; მენეჯმენტის ახალი ფორმებისა და მეთოდების დანერგვის შესაძლებლობა, განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე გადასვლა; ქვეყნისა და რეგიონების მდგრადი ეკონომიკური განვითარება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესისთვის კლასტერები განვითარების რეალური და ეფექტიანი საშუალებაა, ამიტომ მათ ფორმირებასა და განვითარებას სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს. ამასთან, უნდა განმტკიცდეს თანამშრომლობა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. ბიზნესის სტიმულირება, სტრუქტურული რეფორმები, მაღალი ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნის განვითარების ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც ეროვნული ბიზნესის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში გამოიხატება.

16 ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმაციის გაცხადება

▲back to top


0x01 graphic

კახა კუჭავა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის
იურიდიული მრჩეველი

მიუხედავად იმისა, რომ ყველა განვითარებულ და უამრავ განვითარებად ქვეყანაში ინტერესთა კონფლიქტისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ დებულებები საკორპორაციო სამართლის განუყოფელი ნაწილია, საქართველოში მხოლოდ 2007 წლის მარტის ბოლოს მოხდა მსგავსი ნორმების ასახვა კანონმდებლობაში. თუმცა, ეს ცვლილებები შეეხო მხოლოდ ანგარიშვალდებულ სააქციო საზოგადოებებს, რადგანაც ცვლილებები შევიდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში და არა მეწარმეთა შესახებ კანონში.

ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ ზემოაღნიშნული დებულებების დანერგვა ნოვაციას წარმოადგენს ქართული სამართლის სისტემაში და პრაქტიკაში მისი წარმატებით ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება მსგავსი დებულებების უფრო თამამად გამოყენება „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირების მიმართაც.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 პრიმა მუხლი ითვალისწინებს ყველა ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ გარიგების დადებას ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ამავე მუხლით განსაზღვრული დაინტერესებული პირი გარიგებაში მონაწილე ანგარიშვალდებული საწარმოს, ან მმართველი ორგანოს წევრია, ან ამ საწარმოს საწესდებო კაპიტალის 20 ან მეტი პროცენტის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელი აქციონერია.

სხვა ქვეყნების მაგალითებს თუ გადავხედავთ, დაინტერესებული პირის ცნების განმარტებისათვის ანგარიშვალდებულ საწარმოში აქციების ფლობის პროცენტული მაჩვენებელი სხვადასხვაა. საქართველოში 20 პროცენტიანი ზღვარი დადგენილ იქნა გამომდინარე იქიდან, რომ მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით, 20 პროცენტის აქციათა ფლობა სააქციო საზოგადოებაში განიჭებს უფლებას სამეთვალყურეო საბჭოში გყავდეს ერთი წარმომადგენელი მაინც. შესაბამისად, გაძლევს საშუალებას მეტნაკლებად გავლენა იქონიო სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე.

მე-16 პრიმა მუხლის მეორე პუნქტი განმარტავს, თუ ვინ ჩაითვლება დაინტერესებულ პირად. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ან საწესდებო კაპიტალის 20 ან მეტი პროცენტის მფლობელი აქციონერი, ან მასთან დაკავშირებული პირი ჩაითვლება დაინტერესებულ პირად, თუ:

) არის გარიგების მეორე მხარე (მაგალითად, თუ ანგარიშვალდებულ A კომპანიაში პირი ფლობს აქციათა 60 პროცენტს და სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილია 2 წევრით და ეს საწარმო დებს გარიგებას B კომპანიასთან, რომელიც სულაც შეიძლება იყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და ამ საწარმოს ერთადერთი პარტნიორი იყოს იგივე ზემოთ ხსენებული პირი, ან სულაც პირადად წარმოადგენდეს მეორე მხარეს);

) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ იურიდიული პირის 20 ან მეტ პროცენტს, რომელიც გარიგების მეორე მხარეა (თუ ანგარიშვალდებულ A კომპანიაში პირი ფლობს აქციათა 60 პროცენტს და სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილია 2 წევრით და ეს საწარმო დებს გარიგებას B კომპანიასთან, რომელშიც იგივე პირი ასევე ფლობს 20 ან მეტ პროცენტს);

) არის გარიგების მეორე მხარის მმართველი ორგანოს წევრი (თუ ანგარიშვალდებულ A კომპანიაში პირი ფლობს აქციათა 20 ან მეტ პროცენტს და ეს საწარმო დებს გარიგებას B კომპანიასთან, სადაც იგივე პირი არის, მაგალითად, დირექტორი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი);

) დანიშნულია/არჩეულია ამ ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრად გარიგების მეორე მხარის ან გარიგების მეორე მხარის 20 ან მეტი პროცენტის მფლობელ(ებ)ის წარდგინებით (მაგალითად, თუ ანგარიშვალდებულ A კომპანიაში პირი დანიშნულია დირექტორად ან არჩეულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრად იმ B კომპანიის ერთადერთი აქციონერის მიერ ან იგივე B კომპანიის 20 ან მეტი პროცენტი აქციების მფლობელ(ებ)ის წარდგინებით, რომელიც წარმოადგენს გარიგების მეორე მხარეს);

) გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ ანგარიშვალდებული საწარმოს წილის ფლობასთან ან მმართველი ორგანოს წევრობასთან (ეს პირობა გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა პირი წარმოადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთან ან საწესდებო კაპიტალის 20 ან მეტი პროცენტის მფლობელ აქციონერთან დაკავშირებულ პირს და ამ კავშირის საფუძველზე მიიღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს);

) ასეთად განისაზღვრება ამ ანგარიშვალდებული საწარმოს წესდებით (ეს ქვეპუნქტი უფლებას აძლევს ნებისმიერ ანგარიშვალდებულ საწარმოს თვითონ განსაზღვორს დაინტერესების განსხვავებული პირობა, თუ მე-16 პრიმა მუხლის მეორე პუნქტის ჩამონათვალი არ აკმაყოფილებს მას).

ყველა ის გარიგება, რომელშიც მონაწილეობს დაინტერესებული პირი ან თუ გარიგების ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10 ან მეტ პროცენტს (ან წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას) შეიძლება დამტკიცდეს როგორც სამეთვალყურეო საბჭოს ისე საერთო კრების მიერაც. ეს უკანასკნელი საწარმოს ნებაზეა დამოკიდებული წესდებაშივე განსაზღვროს თუ ვის მიანიჭებს მსგავსი საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსილებას: სამეთვალყურეო საბჭოს თუ საერთო კრებას. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ გარიგება აღემატება ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 50%25-ს უნდა დამტკიცდეს მხოლოდ საერთო კრების მიერ. 50%25იანი ზღვარი გამოყენებულია მეწარმეთა შესახებ კანონის 54.6 (კ) მუხლის მოთხოვნებს შესაბამისად.

0x01 graphic

აქვე გავამახვილებდი ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ამ კუთხით საუკეთესო პრაქტიკის მქონე ყველა ქვეყანაში სავალდებულოა, რომ მნიშვნელოვანი გარიგებები, რომელთა ღირებულება შეიძლება აღემატებოდეს საწარმოს აქტივების ღირებულების 10%25-ს (თუმცა, არსებობს ნაკლები ზღვრული მაჩვენებლებიც, მაგ. რუსეთში ეს წარმოადგენს 2%25-ს), აუცილებლად დამტკიცდეს საერთო კრების მიერ. ამ მუხლის მიხედვით ეს ნებაყოფლობითია და მარტო სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებაც კი შეიძლება საკმარისი იყოს. საქართველოსთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია მსგავს შემთხვევებში საერთო კრების მონაწილეობა, თუ გავითვალისწინებთ კორპორაციული მართვის საკმაოდ დაბალ დონეს ქართულ კომპანიებში. სამეთვალყურეო საბჭოსათვის მსგავსი პრივილეგიების მინიჭება არ არის გამართლებული, რადგან ქართული რეალობის სამეთვალყურეო საბჭოები წარმოადგენენ ოჯახის ტიპის მმართველობით ორგანოებს, სადაც დამოუკიდებელი წევრები თითქმის არ არსებობენ და ყველა წევრი თავის მხრივ დაკავშირებულია ერთმანეთთან. ასეთ შემთხვევაში რთულია კომპანიისათვის ობიექტურად სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება, ისე რომ არ იქნეს დარღვეული მინორიტარ აქციონერთა უფლებები.

საკმარისი არ არის ნორმები მხოლოდ ითვალისწინებდნენ ინტერესთა კონფლიქტისა და დაინტერესების ძირითად დებულებებს თუ აგრეთვე არ იქნება წარმოდგენილი ინფორმაციის სავალდებულო გამჟღავნების მექანიზმი. მე-16 პრიმა მუხლის მე3 და მე-4 პუნქტების მიხედვით დაინტერსებული პირი ვალდებულია დასადებ თუ უკვე დადებულ გარიგებაში თავისი დაინტერესების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარიგების დამტკიცებისათვის მოთხოვნების მიხედვით საერთო კრების ნებაცაა საჭირო, მაშინ ეს ინფორმაცია განაცხადოს საერთო კრებაზეც. დაინტერესებული პირის მიერ სავალდებულო გაცხადება მოიცავს დაინტერესების ფაქტს, გარიგების ხასიათისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ მუხლის მეშვეობით პირველად საქართველოს სამართლებრივ სისტემაში ინერგება მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილი Majority of Minorityis (უმცირესობის უმრავლესობა) პრინციპი, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილებას მიიღებენ მხოლოდ ის აქციონერები, ან სამეთვალყურეო საბჭოს ის წევრები, რომელთაც არ გააჩნიათ დაინტერესება გარიგებაში. დაინტერესებულ პირს ეკრძალება ხმის უფლების გამოყენება საზოგადოების ყველა შესაბამის ორგანოში იმ გარიგებებთან დაკავშირებით, რომლებშიც მათ გააჩნიათ დაინტერესება.

მაგალითისათვის, თუ ანგარიშვალდებულ საწარმოში პირი ფლობს 85 პროცენტს და ამავე დროს წარმოადგენს დასადები გარიგების მეორე მხარეს, ის (ისევე როგორც მისი წარმომადგენლები სამეთვალყურეო საბჭოში) არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში და დარჩენილი 15 პროცენტის გადასაწყვეტი იქნება თუ რამდენად კეთილსინდისიერი და საწარმოსათვის მომგებიანია გარიგება.

მას შემდეგ, რაც მოხდება ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ინტერესთა კონფლიქტის შემცველი გარიგების დამტკიცება, საწარმო ვალდებული ხდება დაუყოვნებლივ შეატყობინოს ფასიანი ქაღალდების კომისიას ასეთი გადაწყვეტილების შესახებ. ამ შეტყობინებაშიც თავის მხრივ უნდა მიეთითოს დაინტერესების ფაქტის, გარიგების ხასიათისა და მოცულობის შესახებ. ამავე დროს, კომისიისათვის ასეთი შეტყობინების გაგზავნიდან 5 დღის ვადაში საწარმო ვალდებულია ეს ინფორმაცია საჯაროდ გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე (თუ ასეთი გააჩნია), ან საფონდო ბირჟის ვებგვერდზე (რომელიც წარმოადგენს ყოველდღიურად განახლებად ვებგვერდს), ან კომისიის მიერ კანონით განსაზღვრული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (პრესა, ტელევიზია და ა.შ.).

მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეთა შესახებ კანონი ითვალისწინებს მმართველ ორგანოთა წევრების პასუხისმგებლობას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ეს ნორმები წარმოადგენენ მკვდარ ნორმებს და მათი პრაქტიკაში გამოყენება რეალურად არ ხდება. გამომდინარე აქედან, მოხდა დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის დადგომის უფრო დეტალურად გაწერა. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულმა პირმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა და არ განაცხადა თავისი დაინტერესების შესახებ ან/და გამოიყენა ხმის უფლება ამავე მუხლით გათვალისწინებული აკრძალვის მიუხედავად, კისრულობს ვალდებულებას აანაზღაუროს საზოგადოებისათვის ამ გარიგების დადებით მიყენებული ზიანი და დააბრუნოს გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი, თუ დამტკიცდება, რომ გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობის შემთხვევაში გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა. ხანდაზმულობის ვადა დაინტერესებული პირისათვის ასეთი მოთხოვნის წარსადგენად განისაზღვრება 18 თვით.

და ბოლოს, ჩვენს მიერ განხილული მე-16 პრიმა მუხლის მიხედვით კეთდება ერთი გამონაკლისი. ამ მუხლის მოთხოვნები, გარდა მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა (რომელიც ეხება ინტერესთან კონფლიქტის შემცველი გარიგების დამტკიცების ფაქტის კომისიისათვის შეტყობინებასა და საჯაროდ გამოქვეყნებას), არ ვრცელდება გარიგებებზე, რომლებიც იდება ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%25-იან შვილობილ ან 100%25-იან აქციონერს შორის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ანგარიშვალდებული საწარმო დებს გარიგებას, მაგალითად, თავის შვილობილ კომპანიასთან, სადაც ფლობს აქციათა 100 პროცენტს ან თავისივე ერთადერთ აქციონერთან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობა ავტომატურად გამოირიცხება, რადგანაც კომპანია ფაქტიურად თავის თავთან დებს გარიგებას და არ შეიძლება გარიგება დაიდოს თავის საზიანოდ, კანონმდებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს პირდაპირ გაწერილიყო კანონში გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით.

შეიძლება ითქვას, რომ მე-16 პრიმა მუხლი ითვალისწინებს საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილებას, დეტალურად აღწერს იმ ურთიერთობათა დარეგულირების მექანიზმებს და მოიცავს მათთან დაკავშირებულ ყველა საჭირო კომპონენტს, რომელიც ეხება ინტერესთა კონფლიქტსა და ინფორმაციის გამჟღავნებას. იმედს ვიტოვებთ, რომ პრაქტიკაში ეს მუხლი ჰპოვებს რეალურ გამოყენებას, რაც საბაბი გახდება მსგავსი დებულებები არა მხოლოდ ანგარიშვალდებული საწარმოებების მიმართ, არამედ, ყველა სააქციო და სხვა სამართლებრივი ფორმის საზოგადოების მიმართაც იქნეს გამოყენებული.

17 ინფრასტრუქტურა, როგორც ტურიზმის განვითარების ფაქტორი

▲back to top


0x01 graphic

კონსტანტინე აბულაძე
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

ტერმინი ინფრასტრუქტურა სამხედრო ლექსიკიდანაა გადმოღებული. ასე უწოდებდნენ ზურგის ნაგებობების კომპლექსს, რომელიც შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას განაპირობებს.

ინფრასტრუქტურა ლათინური სიტყვაა (infra - ქვე, struqtura - განლაგება, აგებულება). ეს არის ურთიერთდაკავშირებული მომსახურე სტრუქტურების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი ეკონომიკური და საზოგადოებრივი მექანიზმების ფუნქციონირებას.

განხილვის დონის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს ცალკეული ობიექტები, შენობები, ნაგებობები (პორტები, ელექტროსადგურები, საწყობები, სკოლები, საავადმყოფოები, თეატრები, სტადიონები ან ეკონომიკის მთელი დარგები (ტრანსპორტი, განათლება, მეცნიერება და სხვა).

ერთობლიობაში ინფრასტრუქტურის ელემენტები ასახავენ კონკრეტული ტერიტორიის ათვისების ხარისხს, მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს. თავისი დანიშნულებით ისინი ორ ჯგუფად იყოფა:

პირველი - საწარმოო ინფრასტრუქტურა, მოიცავს ძირითადად წარმოებასთან დაკავშირებულ ელემენტებს, რომლებიც აგრეთვე ნაწილობრივ მოსახლეობასაც ემსახურება (შენობების, ნაგებობების, ენერგო, წყალმომარაგების ქსელების, კავშირგაბმულობის, საბითუმო ვაჭრობის, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მეცნიერების კომპლექსი);

მეორე - სოციალური ინფრასტრუქტურა, მოიცავს მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებულ ელემენტებს, რომლებიც წარმოადგენენ ისეთი სფეროების მატერიალურ-ტექნიკურ საფუძველს, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, დასვენება, სპორტი, საცალო ვაჭრობა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურება.

ძნელია ამ ორ ჯგუფს შორის ისევე, როგორც ზოგადი ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურას შორის მკაფიო ზღვარის გატარება, მაგრამ მათი თეორიული განცალკევება არ არის აზრს მოკლებული. თუ პირველი ჯგუფის ელემენტებს უნდა ახასიათებდეს კორელაცია მატერიალური წარმოების დარგების განლაგებასა და განვითარებასთან, მეორე ჯგუფის ელემენტები მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად უნდა ვითარდებოდეს.

საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარების დონე შესადარია ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ პოტენციალთან, ხოლო სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება - მოსახლეობის კეთილდღეობასთან.

სამწუხაროდ, ზოგჯერ ინფრასტრუქტურას, როგორც ცნებასა და ეროვნული მეურნეობის უმნიშვნელოვანეს კომპლექსს, არასწორად, ფრაგმენტარულად უდგებიან.

ინფრასტრუქტურა სისტემურ ხედვასა და მიდგომას მოითხოვს ვინაიდან იგი ერთიანი, მთლიანი, მრავლისაგან შემდგარი კომპლექსია, რომლიდანაც ერთერთი ელემენტის გამორიცხვა სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას შეუძლებელს გახდის. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სახეობა ელექტრომომარაგებასთან და ტრანსპორტთანაა დაკავშირებული, არ შეიძლება ითქვას, რომ ცალკე აღებული ელექტროგადამცემი ხაზები ისევე, როგორც ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურაა, ვინაიდან იგი ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ელემენტია.

მხოლოდ ყველა ზემოხსენებული ელემენტი, როგორც საწარმოო, ასევე სოციალური ერთად აღებული არის ის, რასაც შეიძლება ინფრასტრუქტურა ვუწოდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ტერმინი ისევე, როგორც მთელი კომპლექსი, რომელსაც იგი გულისხმობს აზრს კარგავს.

ინფრასტრუქტურას სამი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გააჩნია.

პირველი: მისი შემადგენელი დარგები უშუალოდ არ აწარმოებენ საგნობრივ, მატერიალურ ფასეულობებს და აქედან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის შექმნაზე გაწეული დანახარჯების ამოგება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მასთან დაკავშირებული დარგები დაიწყებენ პროდუქციის წარმოებას.

მეორე: ინფრასტრუქტურის შექმნა წინ უნდა უსწრებდეს ტერიტორიის სამეურნეო ათვისებას.

მესამე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საწარმოო ძალთა განლაგებისთვის -ინფრასტრუქტურის განვითარების დონე განსაზღვრავს რაიონის, რეგიონის ან ქვეყნის ყოველმხრივი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.

ინფრასტრუქტურა ტურიზმის, ისევე როგორც სხვა დარგების განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ტურისტულ ინფრასტრუქტურას თავისი სპეციფიკა გააჩნია. მან უნდა უზრუნველყოს ტურისტულ საწარმოთა ეფექტიანი ფუნქციონირება, ხელი შეუწყოს ტურისტული პროდუქტის წარმოების პროცესს.

ამიტომ ტურისტული ინფრასტრუქტურა აგრეთვე გულისხმობს ქვეყნის ზოგადი ინფრასტრუქტურის ელემენტებს - საწარმოო ინფრასტრუქტურას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას (აეროპორტები, ტურისტული გადაზიდვებით დასაქმებული სატრანსპორტო ორგანიზაციები); სავაჭრო ინფრასტრუქტურას (ტურისტული მოთხოვნის საქონლის საცალო ვაჭრობის ორგანიზაციები) და სხვა.

ამასთან, ტურიზმის ინფრასტრუქტურას გააჩნია სპეციფიკური შემადგენელი ნაწილებიც: ტურიზმის მართვის ორგანოები (სახელმწიფო დაწესებულებები, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტურიზმის განვითარების ხელის შეწყობა ქვეყანასა და რეგიონებში); ტუროპერეიტინგის ინფრასტრუქტურა: (ტურისტული მოგზაურობის რეალიზაციით დასაქმებული ფირმები); სასწავლო ინფრასტრუქტურა (დარგისთვის სპეციალისტების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დაწესებულებები); სამეცნიერო ინფრასტრუქტურა (ტურიზმის დარგში სამეცნიერო კვლევებით დასაქმებული სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები) საინფორმაციო ინფრასტრუქტურა (დაჯავშნისა და ადგილების რეზერვირების სისტემები).

XX საუკუნის 90იან წლებში ტურისტულ ინდუსტრიაში აქტიურად დაიწყო და სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს დაჯავშნის ელექტრონული ქსელების დანერგვა.

ამჟამად, როდესაც მსოფლიოში ტურისტული პროდუქტის მიწოდებამ გადააჭარბა მოთხოვნას, ტურისტული ბაზრები და მათი სუბიექტები უკვე სხვა პრინციპებით მუშაობენ,áტურიზმის მარკეტინგი კონსტრუქციულ ცვლილებებს განიცდის.

თანამედროვე მარკეტინგი ბრძოლაა, რომელშიც უპირობოდ იმარჯვებს ინფორმაციის მფლობელი. დიდი ბიზნესის მხრიდან სწორედ ასეთ დამოკიდებულებაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ სხვადასხვა კომპანიების მიერ მხოლოდ ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნის გლობალური ქსელის შექმნის პროექტების დაფინანსებაზე 3 მლრდ. დოლარი დაიხარჯა.

პროექტის მხოლოდ პირველი ფაზა 250 მლნ. ამერიკულ დოლარზე მეტი დაუჯდა კონსორციუმ AMADEUS-ს. ამ თანხის დაახლოებით ნახევარი შეადგინა GALILEO-ს დანახარჯებმა. კომპანია COVIA-მ (APOLLO) მთლიანობაში 1,3 მლრდ. დოლარი დააბანდა.

დაჯავშნის ყველაზე დიდ სისტემას წარმოადგენს ცნობილი კომპანია ჰოლიდეი ინის კუთვნილი ქსელი „ჰოლიდექს 2000“. აღნიშნულ სისტემაში შედის კომპიუტერული ცენტრი ატლანტაში (აშშ), ჩართული 20-ზე მეტ საერთაშორისო კომპიუტერულ ქსელში და შეერთებული 56 ქვეყანაში განლაგებულ 1770 სასტუმროსთან, რომელთა სანომრე ფონდში 338 ათასამდე ნომერია. მას გააჩნია მრავალი შეპირისპირება ზემოაღნიშნულ გლობალურ სისტემებთან AMADEUS, GALILEO, SABRE. გამოყენებულია თანამგზავრული კავშირი. სისტემა წელიწადში დაჯავშნის 30 მილიონზე მეტ ოპერაციას აწარმოებს.

სასტუმროს კლიენტების მონაცემთა ბაზის შექმნა - სიახლე, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30იან წლებში პირველმა შემოიღო სასტუმრო მარკეტინგის გენიოსმა ამერიკელმა რალფ ჰიტცმა, უკვე სასტუმრო ინდუსტრიის ნორმად იქცა.

ამჟამად სასტუმროების საერთაშორისო კომპანიები ეფექტიანად იყენებენ აღნიშნულ პრინციპზე აგებულ სისტემებსა და ტექნოლოგიებს.

ტურისტულ ბიზნესში ახალი წესების შემოღებასა და ტურიზმის ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას ბევრად შეუწყო ხელი მართვისა და ადგილების რეზერვირების ერთერთმა უდიდესმა ავტომატიზებულმა სისტემამ - SITEL-America Space Bank, რომელსაც გააჩნია პუნქტების განშტოებული ქსელი ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში.

უდიდესი ტურისტული ფირმები, სასტუმროთა საერთაშორისო ქსელები, აქტიურად იყენებენ მართვისა და ნომრების რეზერვირების ავტომატიზებულ სისტემებს.

მსოფლიოს თითქმის 500 ათას ტურისტულ სააგენტოში და კორპორაციულ კლიენტებთან დაყენებულია აშშ-ისა და ევროპის ავიაკომპანიების კუთვნილი, დაჯავშნის გლობალური სისტემების ტერმინალები, 1500-ზე მეტი სასტუმრო სარგებლობს დაჯავშნის სისტემა Hotel Bank-ით, რაც საშუალებას აძლევს 400 ათას ტურაგენტს, დღეღამის ნებისმიერ დროს ავტომატურად დაჯავშნოს სისტემაში ჩართული სასტუმროს ნომრები.

0x01 graphic

კომპანია American Express აქვს 1700 ოფისზე მეტი მსოფლიოს 130 ქვეყანაში, მათ შორისაა კორპორაციული მომსახურების მსხვილი ტურისტული ცენტრები, წარმომადგენლობები კორპორაციებში, ტურისტული კომპანიები სკანდინავიის ქვეყნებში, საფრანგეთსა და ბელგიაში.

American Express-ის კლიენტებია Coca-Cola, AT&T, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა.

0x01 graphic

მსოფლიოს 141 ქვეყანაში განლაგებული კომპანია Carlson Vagonlit-ის სამი ათასი ოფისიდან შესაძლებელია პროგრამაში Carlson Vagonlit თრაველ მონაწილე სასტუმროების დაჯავშნა, მათი ინფორმაციის განთავსება კომპანიის სპეციალიზებულ ინტერნეტ-სერვერზე.

Carlson Vagonlit-ის მომსახურებით სარგებლობს: Nestle, General Electric, Fiat, IBM, Canon და მრავალი სხვა ცნობილი კომპანია.

Business Travel International (BTI) პროგრამის ფარგლებში სასტუმროების დაჯავშნა შესაძლებელია 70 ქვეყნის, BTI-ს სამი ათასი ოფისიდან, შესაბამისი ინფორმაციის განთავსება - კომპანიის სპეციალიზებულ ინტერნეტ-სერვერზე და კორპორაციული კლიენტების ინტერნეტ-საიტებზე.

Woodside Travel Trust აერთიანებს 150-მდე ტურისტულ კომპანიას, მას აქვს 5 ათასზე მეტი წარმომადგენლობა 76 ქვეყანაში.

აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე სასტუმრო მომსახურების დაჯავშნას უზრუნველყოფს Key System. აღნიშნული სისტემის მომხმარებლებია კერძო პირები, ათასზე მეტი ტურისტული სააგენტო და კორპორაციული კლიენტი.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შექმნილი ტურისტული მომსახურების დაჯავშნის სისტემა „Galaxy“, ამჟამად უკვე მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. მას 150 ათასზე მეტი მომხმარებელი - მსხვილი ტუროპერატორი და ტურაგენტი იყენებს.

გაერთიანებულ არაბულ ემირატებში კომპანია Destinations of the World-ის მიერ შექმნილი იგივე დასახელების მქონე კომპანიის ტურისტული მომსახურების დაჯავშნის სისტემა მსოფლიოს 82 ქვყნის ტურისტულ ფირმას ემსახურება.

XX საუკუნეში ტურიზმის განვითარება ძირითადად უკავშირდებოდა სატრანსპორტო ტექნოლოგიებს, XXI საუკუნეში კი მას განაპირობებს გლობალური საინფორმაციო სივრცე, უახლესი ტექნოლოგიები, მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.

საერთაშორისო ტურისტული ბაზრის ცვლილებების, ტურიზმის განვითარების დინამიკის, ტენდენციების გათვალისწინებით დარგში შექმნილი ვითარება მოითხოვს ადეკვატურ რეაგირებას, მაგრამ ტურიზმის სასწავლო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ჩამორჩება აღნიშნულ პროცესებს.

მხედველობაში მაქვს არა მარტო დარგისათვის კადრების მომზადების დაწესებულებათა რიცხვი, არამედ ამისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების ფუნქციონალური მოდულები, მართვის ავტომატიზებული სისტემები, სხვა სპეციალური მოწყობილობა და აღჭურვილობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.

მიუხედავად ამისა, ტურიზმისა და ტურისტული ბიზნესისადმი მზარდი ინტერესი, რომელიც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საქართველოში, ბევრად განაპირობებს ტურისტული განათლების ახალახალი სტრუქტურების შექმნას.

ამჟამად ტურიზმის სპეციალობებს ეუფლება ოცამდე სახელმწიფო და კომერციული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, მაგრამ არსებული სასწავლო ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს დარგს მაღალკვალიფიციური კადრებით.

ჩვენს ქვეყანაში არ არის ტურისტული პროფილის სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებლები. ზოგადი პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში კი რთულია აუცილებელი სასწავლო ინფრასტრუქტურის შექმნა.

ამის კომპენსაცია ნაწილობრივ შესაძლებელია სწავლების პროცესის დაკავშირებით პროფესიულ სამყაროსთან, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა ტურისტული სპეციალობების შემსწავლელ სტუდენტთა ეფექტიანი სტაჟირების ორგანიზაცია, აქცენტის გადატანა თეორიის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის ერთობლიობის საკითხებზე.

სპეციალისტების მომზადების ძირითადი წინააღმდეგობა იმაშია, რომ ხშირად დარგისა და მისი მაკროგარემოს ახალი რეალიები აღიქმება მოძველებული შეხედულებებისა და ცოდნის, მოძველებული საგანმანათლებლო სტანდარტების პოზიციებიდან.

ტურიზმის სასწავლო ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემები განაპირობა უმაღლესი განათლების სისტემის მრავალწლიანმა კრიზისმა, რომელიც არსებითად ხარისხის კრიზისია.

სწორედ ამიტომ საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ, სწავლების ხარისხი განხილულია როგორც თანამედროვე მოთხოვნებისადმი ადაპტირებული განათლების სისტემის, სასწავლო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა.

РЕЗЮМЕ
ИНФРАСТРУКТУРА, КАК ФАКТОР РАЗВИТИЯ ТУРИЗМА

Константин Абуладзе
Доктор экономики, профессор

Инфраструктура - это сложный и весьма важный по значимости комплекс взаимосвязанных обслуживающих структур, который обеспечивает функционирование основного общественного и экономического механизма.

И зависимости от уровня рассмотрения это могут быть как отдельные объекты - здания, сооружения (аэропорты, коммуникации, складские хозяйства, образовательные учреждения, театры, стадионы) так и целые отрасли экономики (транспорт, наука, образование и др.)

В совокупности элементы инфраструктуры отражают степень освоения конкретной территории, уровень её социально-экономического развития. Они делятся на две группы: первая - производственная инфраструктура. Она в основном охватывает элементы, связанные с производством. Часть из них также обслуживает и население (энерго и водоснабжение, транспорт, связь).

Вторая группа - социальная инфраструктура. Она охва­тывает элемены, связанные с обслуживанием населения, которые представляют материально-техническую основу здравоохранения, образования, культуры, спорта, отдыха, розничной торговли и бытового обслуживания.

Между этими двумя группами, таже как и между общей инфраструктурой и инфраструктурой туризма, трудно провести четкую грань, однако их теоретическое разделение не лишено смысла. Если для элементов первой группы отраслей характерна корелляция между расположением и развитием отраслей материального производства, то элементы второй группы должны развиваться пропорционально количеству населения.

Таким образом, уровень развития производственной инфраструктуры сопоставим с общеэкономическим потенциалом страны, а развития социальной инфраструктуры - с благосостоянием населения.

Следут непременно отметить, что инфраструктура обладает тремя существенными характеристиками.

Первая - отрасли её составляющие, непосредственно не производят вещественных, материальных благ и поэтому покрытие расходов на создание инфраструктуры возможно лишь после того, как связанные с ней отрасли или предприятия начнут производство продукции.

Вторая - создание инфраструктуры должно опережать хозяйственное освоение територии.

Третья, самая существенная для производственных сил - зависимость экономического развития страны или её региона от уровня развития инфраструктуры.

Таким образом, инфраструктура является одним из самых значительных факторов развития отраслей экономики.

Инфраструктура туризма имеет свою специфику. Она должна обеспечивать эффективное функционирование туристских предприятий, способствовать процессу производства и реализации туристского продукта.

Поэтому в инфраструктуре туризма подразумеваются также элементы общей инфраструктуры страны - производственной, транспортной (аэропорты, транспортные организации, занятые туристскими перевозками); инфраструктуры торговли (организации розничной торговли туристскими товарами) и др.

Наряду с этим, инфраструктура туризма включает и специфичные составляющие части: отраслевые органы управления (государственные учреждения, в функции которых входит содействие развитию туризма в стране и её регионах); инфраструктура туроперейтинга (фирмы, занятые реализацией туристских путешествий); учебная инфраструктура (учреждения подготовки и повышения квалификации специалистов отрасли); научная инфраструктура (научно-исследовательские организации, занятые исследованиями в области туризма); информационная инфраструктура (глобальные, региональные и национальные системы бронирования и резервирования гостиниц и авиабилетов). Необходимо отметить, что эффективную национальную систему бронирования и резервирования гостиниц нам еще предстоит создать.

В общем контексте инфраструктуры отрасли информационная инфраструктура остается вне поля зрения, отношение к ней, как к чему-то нечто само собой разумеющемуся, хотя она и является определяющей в создании спроса на туристский продукт.

Часто недооцениваются учебная и научная инфраструк­тура, что несомненно отрицательно сказывается на развитии туризма в Грузии.

Указанным вопросам следует уделить самое пристальное внимание, используя при этом богатейший ресурс - большие возможности транснациональных гостиничных корпораций, предприятия которых расположены на территории Грузии.

18 გლობალიზაცია და ეროვნული პრობლემები

▲back to top


0x01 graphic

კოკა კუტუბიძე
ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

თანამედროვე ეპოქისთვის დამახასიათებელია მსოფლიო ბაზრებისა და რეგიონული ეკონომიკური სტრუქტურების ინტეგრაცია, რის შედეგად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები შეიმჩნევა. მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები მჭიდროდ უკავშირდება გლობალიზაციას, რომელსაც ადრე მიმდინარე ინტეგრაციული პროცესებისგან რიგი განსხვავებული ნიშნები გააჩნია.

პირველი, ადრე მსოფლიოს უმეტესი ნაწილი არ მონაწილეობდა გლობალურ ეკონომიკაში. დღეს ქვეყნების დიდმა ნაწილმა გახსნა საზღვრები ვაჭრობის, ფინანსების, ინვესტიციებისა და ინფორმაციისთვის. არა მხოლოდ განვითარებული, არამედ განვითარებადი ქვეყნებიც ახორციელებენ თავიანთი ეროვნული მეურნეობის რეფორმირებას ზოგადი, საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად.

0x01 graphic

მეორე, თუკი გასული საუკუნის დასაწყისში გლობალიზაცია ძირითადად გამოწვეული იყო სატრანსპორტო ხარჯების შემცირებით, ამჟამად იგი განპირობებულია კომუნიკაციის საშუალებების ღირებულების შემცირებით.

რევოლუციური ცვლილებები მოხდა კომუნიკაციების გლობალური საშუალებების და ე.წ. საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების სფეროში: ინტერნეტი იქცა კომუნიკაციის ყველაზე სწრაფ საშუალებად. დღეისთვის მისი ქსელით დაახლოებით 400 მლნზე მეტი ადამიანი სარგებლობს. მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

გლობალიზაციის პროცესს ერთიანი მსოფლიო თანამეგობრობის ჩამოყალიბებამდე მივყავართ, რომელშიც ერთიანი ნორმების, ინსტიტუტებისა და კულტურული ღირებულებების ფორმირების ტენდენცია შეიმჩნევა. იგი ჩვენი ცხოვრების რეალობაა, რომელსაც ადრე მიმდინარე ინტეგრაციული პროცესებისგან განსხვავებით, მთელი რიგი არსებითი ნიშნები და სპეციფიკური თავისებურებანი გააჩნია. აქვე აღვნიშნავთ, რომ გლობალიზაციის მომხრეები, მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქის პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთ ეფექტურ საშუალებებს ამ პროცესის შემდგომი გაღრმავება წარმოადგენს. ცალკეულ სახელმწიფო ეკონომიკების ერთიან ბაზარში მოქცევას თითოეული ქვეყნისათვის სარგებლობა მოაქვს. ასეთ პირობებში პატარა ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებლობა აქტიური მონაწილეობა მიიღონ მსხვილ ბაზარზე, თანაც დამოუკიდებლობა, პოლიტიკური და ეკონომიკური ინდივიდუალობა შეინარჩუნონ.

ანტიგლობალისტები ეწინააღმდეგებიან მოსაზრებას, რომ გლობალიზაცია მთელი მსოფლიოსათვის ხელსაყრელია. მათი აზრით, მოწინავე განვითარებული ქვეყნები პირველ რიგში, დაინტერესებულნი არიან შეინარჩუნონ თავიანთი მადომინირებელი პოზიციები საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში და რომ ისინი არ მისცემენ თავიანთ პოტენციურ მოწინააღმდეგეებს, არა მარტო მათთვის თანაბარ ეკონომიკურ პირობებს, არამედ უფლებასაც კი - გააძლიერონ თავიანთი საფინანსო რესურსები. საეჭვოა, რომ სახელმწიფოებმა მოახერხონ და შეიმუშაონ მოქმედების ერთიანი, კოორდინირებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა მათი ეკონომიკური ინტერესები, მოქმედი ტრადიციები, კულტურა, ფასეულობები და სხვ.

გლობალიზაციის პროცესი უნდა ჩადგეს სახელმწიფოთა მიერ წინასწარ შეთანხმებულ ჩარჩოებში, რათა მან არ წაშალოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვილი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ტრადიციები, ღირებულებები, ეროვნული კულტურა და ა. შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი მიიღებს ერთგვაროვან სახეს, სადაც გაბატონდება ცალკეული ეკონომიკურად სამხედრო პოტენციალით მდიდარი ქვეყნის ან ქვეყანათა ჯგუფის ცხოვრების წესი და საზოგადოება დაკარგავს მის ყველაზე მთავარ ნიშანს -მრავალფეროვნებებს.

თანამედროვე მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ერთმანეთისაგან იზოლირებულად არსებობა. გლობალიზაცია ქმნის ახალ პერსპექტივებს სხვადასხვა ქვეყნების, ერების ცივილიზაციათა და კულტურათა ურთიერთობისათვის და ეს პროცესი შეუქცევადია. ამასთანავე, დასავლეთის გლობალისტთა მცდელობა, გაავრცელონ თავიანთი ფასეულობანი მთელი მსოფლიო მასშტაბით, საყოველთაოდ დაამკვიდრონ აზრი, რომ თითქოს და დასავლური ცივილიზაცია და კულტურა უნივერსალურია და ყველასათვის მისაღები, შეინარჩუნონ სამხედრო უპირატესობა და დაამკვიდრონ საკუთარი ეკონომიკური ინტერესები, აწყდება სავსებით სამართლიან წინააღმდეგობებს სხვა ქვეყნებისა თუ ცივილიზაციების მხრიდან.

ამდენად, გლობალიზაცია არის არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიები, მეცნიერებისა და ტექნიკის მონაპოვართა დანერგვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არამედ ახალი მწვავე პრობლემები სულიერი კულტურის სფეროში, რაც ახლებურად აყენებს დღის წესრიგში კაცობრიობის მომავალი ბედის საკითხს - ადამიანის, ინდივიდის, პიროვნების და საბოლოო ჯამში, ეროვნული ცნობიერების, კულტურებისა და საერთოდ, ერების თვითმყოფადობის პრობლემას.

ადრე მიმდინარე ინტეგრაციული პროცესებისგან განსხვავებით, თანამედროვე გლობალიზაციისათვის დამახასიათებელია მთელი რიგი ნიშნები, რომელთაგან უმთავრესია ის, რომ ამჟამად გლობალიზაციის გავლენით მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები უფრო სიღრმისეული ხასიათისაა.

დასავლეთის გლობალისტთა მცდელობა - გაავრცელონ თავიანთი ფასეულობანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და, შესაბამისად, დაამკვიდრონ საკუთარი ეკონომიკური ინტერესები, წარმოქმნის ერთერთ მწვავე - სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნების პრობლემას. ვინაიდან, მათი აზრით, უკვე დადგა დრო ახალი საყოველთაო მსოფლიო წესრიგის დამყარებისა და მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბებისა. . ბჟეზინსკისა და სხვა გლობალისტთა აზრით, ასეთი მთავრობა მსოფლიო მასშტაბით შეასრულებს იმავე ფუნქციებს, რასაც ეროვნული, სუვერენული სახელმწიფოების მთავრობები საკუთარ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, გლობალიზაციის პროცესს მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს სახელმწიფო ცნების განსაზღვრის საკითხშიც. კლასიკური გაგებით სახელმწიფოს ენიჭება მარეგულირებელი ფუნქცია სოციალურეკონომიკურ სფეროში. ამასთან, იგი სახელმწიფოს შემქმნელი ერის ფიზიკური და პოლიტიკური დაცვის მექანიზმია. სახელმწიფოს ფუნქციები გულისხმობს ეროვნული კულტურის, სულიერი ფასეულობების, ტრადიციების დაცვასა და განვითარებას. ამ ფუნქციებში გარკვეული დისონანსი შეაქვს ეკონომიკის ინტერნაციონალიზაციას. ასე მაგალითად, ეროვნული პოლიტიკის კლასიკური ინსტრუმენტები, რომლებიც მოწოდებულნი არიან გააქტიურონ ეკონომიკური ზრდა, ან შეაკავონ იგი, მნიშვნელოვნად კარგავს თავის ქმედითუნარიანობას. ფინანსური დეცენტრალიზაცია სახელმწიფოს დამოკიდებულს ხდის მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე. ბოლოს, საწარმოთა გადაქცევა მრავალეროვნულ კომპანიებად, სულ უფრო მეტად აშორებს ადმინისტრაციულ აპარატს სამუშაო ადგილებისგან.

დღეისათვის რეალური ძალაუფლების ცენტრები უკვე აღარ არის იქ, სადაც იმყოფება პოლიტიკური ხელისუფლება. ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება იმათ ხელში, ვინც აკონტროლებს საფინანსო ბაზარს, ვისაც ეკუთვნის მასობრივი ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებები.

გლობალიზაციის პროცესის განვითარების კვალდაკვალ ძლიერდება დაპირისპირება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, მსოფლიო მასშტაბით მწვავდება სოციალური პრობლემები. მიმდინარე პრობლემების ფონზე, სულ უფრო მასობრივ ხასიათს იღებს ანტიგლობალისტური მოძრაობა, რომელსაც ახლავს სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-რელიგიური, ეროვნული ასპექტები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა ღრმად იქნეს გაანალიზებული გლობალიზაციის ფენომენი და მისი ძირითადი ნიშნები.

მეორეც, გლობალიზაციისათვის ნიშანდობლივი გახდა საინვესტიციო პროცესების უნივერსალიზაცია, ურთიერთქმედების ერთიანი პრინციპების შემუშავება და მიღება, საინვესტიციო ბაზრების სუბიექტების მომსახურების ერთიანი ნორმების დანერგვა. მთლიანობაში მისთვის დამახასიათებელია სწრაფვა - მოახდინოს ყველაფრის უნივერსალიზაცია და ინტეგრირება. ასეთი სახით გლობალიზაციის განვითარების ტენდენციები ჩამოყალიბდა მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში.

მესამეც, მსოფლიო კაპიტალის, საერთაშორისო კორპორაციების, საინვესტიციო ინსტიტუტების, ტრანსნაციონალური მმართველობითი სტრუქტურების ზეგავლენით, საინვესტიციო პროცესები სულ უფრო ურთიერთდამოკიდებული გახდა, რომლის მთავარ შედეგსაც წარმოადგენს ეროვნული სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის თანდათანობითი რღვევა. გლობალიზაციის ეს ასპექტი განსაკუთრებით დამახასიათებელია ამ პროცესის თანამედროვე ეტაპისათვის.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესების იგნორირება შეუძლებელია და აუცილებელი ხდება სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება, რომელიც განსაზღვრავს როგორც სოციალურეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებებს, ასევე უზრუნველყოფს ეროვნული ფასეულობების დაცვისა და ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდა სოციალურეკონომიკურისა, გლობალიზაციას აქვს ეროვნულკულტურული ასპექტიც, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, გლობალიზაციის თანმხლებმა უარყოფითმა ტენდენციებმა საფრთხე შეუქმნას ერებისა და მათი კულტურების თვითმყოფადობას, მათ შემდგომ არსებობასა და განვითარებას. ცხადია, ამ მხრივ, არც საქართველო იქნება გამონაკლისი, ვინაიდან, მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესი ჩვენს ქვეყანასაც გარდაუვალად შეეხება. საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ თანამედროვე ინტეგრაციული პროცესების გააზრებისთვის სათანადო დრო და გამოცდილება არ არსებობს, მოვლენები კი ძალზე სწრაფად ვითარდება.

20 წლის წინათაც კი ძნელი წარმოსადგენი იყო ინტეგრაციული პროცესების ისეთი სწრაფი განვითარება, როგორსაც დღეს აქვს ადგილი. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები მიმართულია კაცობრიობის გაერთიანებისაკენ. თანდათანობით ხდება საზღვრების წაშლა და ეროვნული თავისებურებების ნიველირება. დარჩა რა ძველ ფიზიკურ პარამეტრებში, მსოფლიო დაპატარავდა სიჩქარეების ზრდის (გადაადგილების, ინფორმაციის გადაცემის და ა.შ.) შედეგად. გლობალიზაცია - მომხდარი ფაქტია, პროცესი, როგორც იტყვიან, დაიწყო და სრული სვლით ვითარდება. ამიტომ საკმარისი არ არის განვიხილოთ მხოლოდ გლობალიზაციის მიზეზები, საჭიროა ვიფიქროთ მის შედეგებზეც.

ნიშანდობლივია, რომ გლობალიზაციას მოჰყვება კაცობრიობის კოსმოპოლიტიზაცია. ლოგიკურად, ეკონომიკური საზღვრების გახსნას თან სდევს სახელმწიფო საზღვრების გახსნაც. ამ პროცესის თვალსაჩინო დადასტურებაა ევროკავშირი. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საუბარი არაა ეროვნული მთავრობების გაუქმებაზე, უკვე იქმნება (უფრო სწორად, შეიქმნა) ზეევროპული სტრუქტურები და მოხდა კანონმდებლობათა ჰარმონიზაცია. შემოღებულ იქნა ერთიანი ვალუტა (არადა, ეროვნული ვალუტა სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი ნიშანია). შეიძლება ითქვას, რომ გადადგმულია პირველი ნაბიჯები მსოფლიოს გაერთიანების გზაზე. უკვე ჩანს ერთიანი მსოფლიო ხელისუფლების, ერთიანი ხალხის (ერის), კულტურის, ენის სილუეტები. მეორეს მხრივ, მწვავდება დაპირისპირება კონფესიური ნიშნითაც. ცნობილი პოლიტიკოსების ლექსიკონში სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრებები ცივილიზაციათა კონფლიქტის შესაძლებლობის შესახებ. შეიძლება ითქვას კაცობრიობა უზარმაზარი გარდატეხის მოლოდინშია თანამედროვე ადამიანის ფსიქიკაზე სულ უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული წინასწარმეტყველებები, რელიგიური თეორიები, აპოკალიფსისა და მეორედ მოსვლის წინათგრძნობა.

როგორც ვთქვი, გლობალიზაცია ეხება ადამიანის ცხოვრების სულიერ სფეროსაც. კერძოდ, არის მცდელობა დაინერგოს ერთიანი მიდგომები რელიგიური აზროვნების სფეროშიც. იქმნება იდეოლოგია, რომლის გამომხატველი, გარკვეულად, ეკუმენური მოძრაობაა. ამ მოძრაობის მიხედვით, რელიგიის ყველა ფორმაში არის ჭეშმარიტება და, შესაბამისად, ყველა რელიგიურ რწმენას მივყავართ ერთ ღმერთთან. ამას მივყავართ ადოგმატიზმისკენ, ვინაიდან, ეკლესიის დოგმატების უარყოფით საფუძველი ეცლება თვითონ რელიგიას.

გაურკვეველი ხდება საზოგადოების ცხოვრების მორალურზნეობრივი პრინციპები, რომელიც, სწორედ, რელიგიის საფუძველზეა (უნდა იყოს) ჩამოყალიბებული. ასეთი მდგომარეობა იწვევს ადამიანის დაშორებას ღმერთისგან, მორალისა და სულიერების დაცემას, ათეისტური იდეოლოგიისა და შეგნების ფორმირებას. რელიგიისგან მოწყვეტა ადამიანს „ათავისუფლებს“ ზნეობრივი პასუხისმგებლობისაგან. ვინაიდან, თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი დაშვებულია.

რა შეიძლება ვთქვათ დღევანდელი ქართული საზოგადოების რწმენაზე? ხალხი უფრო რელიგიური გახდა, გაცილებით ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, იცავს ქრისტიანულ წესებსა და ჩვეულებებს, მაგრამ საზოგადოების მორალი კვლავ არასასურველ დონეზეა. რითაა ეს განპირობებული? ჩვენი აზრით, რელიგიურობა ჯერჯერობით მხოლოდ გარეგნულ ხასიათს ატარებს (თუმცა, ეს დადებითად უნდა აღვიქვათ ათეისტური ტრადიციების მქონე საზოგადოებისათვის, ვინაიდან, აქ ჩანს ჭეშმარიტი რწმენის სურვილი) და ქართველი ადამიანის შინაგანი ცხოვრების წესად ვერ იქცა. მხედველობაში გვაქვს საზოგადოების უმრავლესობა და არა ადამიანთა ჭეშმარიტად მორწმუნე ნაწილი, რომელთა რიცხვიც, თანდათანობით იზრდება.

გარდამავალ პერიოდში წარმოქმნილმა სირთულეებმა, განსაკუთრებით სოციალურეკონომიკური პირობების გაუარესებამ, ხელი შეუწყო მოსახლეობაში ნიჰილისტური განწყობილებების წარმოშობას, შეირყა რწმენა საკუთარი თავისადმი და შეილახა ეროვნული თავმოყვარეობა. ასეთი განწყობილებების ფონზე საზოგადოებაში გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ეროვნულ-კულტურული ტრადიციების გაუთვალისწინებლად, დასავლური გამოცდილების მექანიკურ გადმოღებას ცდილობენ. ამ ადამიანებისთვის არაფრისმთქმელია ეროვნული კულტურა, მრავალ საუკუნეებს გამოვლილი და გამობრძმედილი ქართული ხასიათი, ფასეულობები, ისტორია, მათთვის მთავარია სწორება დასავლეთზე. დასავლური ცივილიზაციის, კულტურის უკრიტიკო თაყვანისცემა და მისაბაძ მაგალითად დასახვა.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ უნდა გადმოვიღოთ და შევითვისოთ იმ სამყაროსგან, რასაც დასავლეთის ცივილიზაცია ჰქვია და რომელსაც ხელოვნურად ვიყავით მოწყვეტილი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ბუნებრივი გზით, ჩვენი ეროვნული ხასიათის, ინდივიდუალობის გათვალისწინებით. ფასეულობათა სისტემის შეფასებისას და ქვეყნის ორიენტაციის განსაზღვრისას, აუცილებელია, გაიმიჯნოს ისეთი ცნებები როგორიცაა: კულტურა და ცივილიზაცია. არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ცივილიზაციის თვალსაზრისით, საქართველო უნდა წავიდეს დასავლეთისკენ, მაგრამ კულტურის მიხედვით, ეროვნული ფესვები უაღრესად ღრმადაა გამჯდარი აღმოსავლეთში (აქ უპირატესად ქრისტიანულ აღმოსავლეთს ვგულისხმობ). ამიტომ მასზე უარის თქმა, ერთგვარად, საკუთარი თავის უარყოფაა.

სხვათაშორის, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჩინეთში არნახული წარმატებების ერთერთ განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნევენ ქვეყნის განვითარების ეკონომიკური სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებისას ხალხის ხასიათს, მათი ნაციონალური სპეციფიკური ნიშნების და სულიერი ტრადიციების გათვალისწინებას.

ყველა „ახლებურად მოაზროვნემ“ და დასავლელმა მრჩევლებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ საქმე ეხება უძველესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანას, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე ბევრი რამ შეითვისა, როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური კულტურიდან და რაც მთავარია, შექმნა უნიკალური, ღრმა ინდივიდუალობით აღბეჭდილი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურა.

მთლიანობაში გლობალიზაციის პროცესი შეიძლება დახასიათდეს, როგორც პროგრესული მოვლენა ცივილიზაციის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ როგორც უნიფიცირებული, ერთიანი ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, მისი შეფასება არ შეიძლება იყოს ერთგვაროვანი. მხედველობაში მაქვს მატერიალური მხარე გლობალიზაციისა, რომელიც გამოიხატება ხელსაყრელი პირობების შექმნით მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებისათვის და შესაბამისად მოსახლეობის ცხოვრების პირობებისა და ცხოვრების დონის ამაღლებისათვის (თუმცა, გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე ღრმავდება განსხვავება ქვეყნებს შორის ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით და იზრდება სოციალური უთანასწორობა) და სულიერი მხარე, რომელიც ეხება ისეთ მცნებებს, როგორიცაა: რელიგია, ეროვნული ტრადიციები და ფასეულობები, ისტორია, სამშობლოს სიყვარული და ა. შ. მათი უნიფიკაცია და არსებული თავისებურებების გაქრობა მოასწავებს მრავალფეროვნების შეცვლას ერთფეროვნებით, რაც ჩემის აზრით, მხოლოდ ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს. ტექნიკური პროგრესი და ზუსტი მეცნიერების განვითარება, თუკი იგი მიმართულია ადამიანის საკეთილდღეოდ, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მთელი კაცობრიობისათვის. ტექნიკური მიღწევა, როგორი დიდიც არ უნდა იყოს იგი, არ არის ეროვნული, რადგან რიცხვებსა და ფორმულებში გამოხატული ეს მიღწევა მოქმედების თანაბარი ძალით ვლინდება ყველა ქვეყანაში. ამ მოვლენისაგან განსხვავებით, ხელოვნება, კულტურა, განსაკუთრებით კი ლიტერატურა, მით უფრო მაღალი და ღირსეულია, რაც უფრო ეროვნულია.

როდესაც ვსაუბრობთ დამოკიდებულებაზე გლობალიზაციის პროცესის მიმართ აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ეკონომიკური და ეროვნული ასპექტი. ეკონომიკური გლობალიზაცია მომხდარი ფაქტია და მისგან თავის არიდებას არავითარი აზრი არა აქვს - ეს პროცესი სულ უფრო ღრმავდება და ვითარდება. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, შ ანსი აქვს მოწინავე ადგილი დაიკავოს თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების მიხედვით (უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს ხელსაყრელი საგარეოეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები). მთავარია ახალ პირობებში, სახელმწიფომ არ დაკარგოს რეგულირების მექანიზმები.

ცხადია, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ისეთი ცნებებია, რომელიც არ შეიძლება მოექცნენ ქართულ სინამდვილესთან წინააღმდეგობაში. ამ მხრივ ქართულ საზოგადოებას არავითარი კომპრომისების ძიება არ სჭირდება. მთავარია წინ აღვუდგეთ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ნიღბით შემოსულ ფსევდოღირებულებებს, რომლებიც ეროვნული ინდივიდუალობის მოსპობისკენაა მიმართული და დამღუპველია თვითონ კაცობრიობისთვის, ვინაიდან, როგორც დიდი ვაჟა ამბობს: ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა თვითონ კაცობრიობის განვითარებისა.

0x01 graphic

და ბოლოს: გლობალიზაციის პროცესში ქვეყნის ჩართვა გარდაუვალია, თუმცა, დროის თვალსაზრისით, იგი შედარებით უფრო დაშორებულია. მიუხედავად ამისა, დღესვე უნდა შევიმუშაოთ ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის ჩართვის მექანიზმები და პირობები. რაც მთავარია, უნდა შეიქმნას სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ეროვნული კულტურის, ენის და ტრადიციების დაცვის ქმედით სისტემას შეიმუშავებს.

SUMMARY
GLOBALIZATION AND NATIONAL PROBLEMS

Koka Kutubidze

None of the states in the modern world can exist in isolation from others. Globalization is providing new prospects for different countries, particularly for mutual relations between national civilizations and cultures, which is an irreversible process. Moreover, western globalists' efforts to spread their values all over the world and establish the opinion that the western civilization is universal and acceptable for all; to maintain their military privileges; and to assert their economic interests are meeting due confrontation from other countries and civilizations.

Apart from social and economic aspects, globalization has national and cultural aspects as well, and in case of ignoring those aspects, the negative tendencies accompanying globalization might expose particular nations, their cultural identity, and their further existence and development to danger.

Hence, globalization is not only new technologies and implementation of remarkable scientific and technical achievements worldwide, but also new, acute probelms in the sphere of spiritual culture, which brings the fate awaiting the human race into focus, as it questions the irrefutability of human, individual and personal identity, i.e. the identity of national mentality, national culture and generally, the identity of different nations.

19 სახელშეკრულებო ურთიერთობათა რეგულირება სამშენებლო ბიზნესში

▲back to top


0x01 graphic

ნებისმიერი ბიზნესის წარმატება დიდადაა დამოკიდებული სახელშეკრულებო ურთიერთობების მოქნილი მექანიზმის არსებობაზე, რაც სამშენებლო ბიზნესის შემთხვევაში პირდაპირ გავლენას ახდენს შემკვეთსა და სამშენებლო კომპანიას შორის ეკონომიკურ-სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სამშენებლო კომპანიის მიერ შესრულებული სამშენებლო სამუშაოსთვის ანგარიშსწორების საკითხი, როგორც ამ ურთიერთობათა მთავარი ობიექტი, განსაკუთრებული სიმწვავით ვლინდება მაშინ, როდესაც ის შესაბამისი კანონმდებლობით საკმარისი სიზუსტით არ არის დარეგულირებული. ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ანგარიშსწორების საკითხის რეგულირება ადვილად მისაღწევია სახელშეკრულებო დონეზეც, კერძოდ, ავანსისა (ბეს), თუ საბოლოო ანგარიშსწორების პირობების დადგენით. მაგრამ გაცილებით რთული სურათია სამშენებლო ბიზნესში, რადგანაც ამ სფეროში სახელშეკრულებო დონეზე აღნიშნული საკითხი საბოლოოდ ვერ გადაწყდება და იგი საკანონმდებლო დონეზეა დასარეგულირებელი.

0x01 graphic

შემკვეთსა და მშენებელს შორის საბოლოო ანგარიშსწორების საკითხი ქართული კანონმდებლობით საკმარისი სიზუსტითაა დარეგულირებული, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629- მუხლი გვეუბნება, რომ შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. შეთანხმებულ საზღაურში კი იგულისხმება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური. ამავე კოდექსის 631-ე მუხლის თანახმად, შეთანხმებული საზღაურის ფარგლებში შესრულებული სამშენებლო სამუშაოებიც დასაშვებია შეფასდეს მიახლოებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. აქვეა განსაზღვრული, რომ ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში სამშენებლო კომპანიას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვის წინასწარი გათვალისწინება შეუძლებელი იყო და ყოველი ასეთი გადახარჯვის შესახებ სამშენებლო კომპანია პარალელურ რეჟიმში წერილობით აცნობებს დამკვეთს მოსალოდნელი გადახარჯვის შესახებ. .. კანონით საბოლოო ანგარიშსწორების საკითხი დარეგულირებულია, მაგრამ კანონი ცალსახად არ გვეუბნება, თუ მიახლოებულ ხარჯთაღრიცხვაში როგორ უნდა შეფასდეს (შეთანხმებული საზღაურით გათვალისწინებული განფასებით, თუ მიმდინარე საბაზრო ფასებით) შესრულებული სამშენებლო სამუშაო, რომელიც ხელშეკრულების დადებისას ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, რამაც გადახარჯვა გამოიწვია. როცა კანონმდებლობა ადგენს შეთანხმებული საზღაურის ცნებას, მაშინ ასევე კანონმდებლობითვეა დასადგენი შეთანხმებული საზღაურის ფარგლებში ანგარიშსწორებისას სავალდებულოდ გამოსაყენებელი განფასება.

მშენებლობა ისეთი ტექნოლოგიური პროცესია, რომელიც დაუმთავრებელ სამუშაოთა მნიშვნელოვან მოცულობას მოიცავს. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა მოცულობების, გამოყენებული ტექნიკა-ტექნოლოგიების, სამუშაოთა ორგანიზაციისა და ბუნებრივ კლიმატური პირობების კვალობაზე, მშენებლობა ისეა დროში გაწელილი, რომ ზოგჯერ რამდენიმე თვეს და წელიწადსაც კი შეიძლება გაგრძელდეს. შესაბამისად, მშენებლობის ხანგრძლივი დროის მანძილზე საჭირო ხდება შუალედური ანგარიშსწორება შემკვეთსა და მშენებელს შორის. სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველოში დამკვიდრებულია აზრი, რომ შემკვეთს და მშენებელს შორის ეტაპობრივი ანაზღაურების წესი თითქოს შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ჩემის აზრით, საკითხის ამგვარი გამარტივება დაუშვებელია, რადგან სწორედ ხელშეკრულებით განსაზღვრული მშენებლობის რომელიმე კონკრეტული ეტაპის ღირებულებითი შეფასებაა პრობლემური საკითხი და არა მშენებლობის ეტაპობრივი ანაზღაურების გათვალისწინება ხელშეკრულებაში, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ იურიდიული ტექნიკის საქმეა.

დღეისათვის საქართველოში მშენებლობის რომელიმე ეტაპის შუალედური შეფასება რეალურად ხორციელდება ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რაც ასახვას ჰპოვებს მბრძანებლურადმინისტრაციული ეკონომიკის დროიდან შემორჩენილ ე.წ. ფ. №2-სა და ფ. №3-ში. ეს კი ყველა შემთხვევაში ნიშნავს მშენებლობის ბიუჯეტის ხარჯვის პროცესში ხელოვნურად შემცირებულ ან გადაჭარბებულ ანაზღაურებას, რაც ეკონომიკის საბაზრო მექანიზმის ფუნქციონირებაში უხეში ჩარევაა. ამით ზარალდება როგორც მშენებელი და შემკვეთი, ასევე მთლიანად მშენებლობის დარგი და შესაბამისად, სახელმწიფოც.

მშენებლობის ეტაპის ღირებულებითი მოცულობის დასადგენად ჩემი წინადადებაა გამოვიყენოთ ექსპერტული შეფასების მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენება, მშენებლობის პროცესის ობიექტურ სურათს იძლევა და ეფექტურია მენეჯმენტის თვალსაზრისითაც. ექსპერტული შეფასების მეთოდი ფართოდაა გავრცელებული მსოფლიო ცივილიზებულ პრაქტიკაში და პრაქტიკულად მინიმუმამდე ამცირებს მშენებლობის ეტაპების შეფასებისას სხვადასხვა მაქინაციების შესაძლებლობას, რასაც ვერ ვიტყვით .. . 2-სა და . 3-ის გამოყენებით შეფასებაზე. ექსპერტული შეფასების მეთოდის უპირატესობა კარგად ჩანს იქედანაც, რომ ექსპერტულად შესაძლებელია შეფასდეს მშენებლობის ეტაპზე დაწყებული, მაგრამ დაუმთავრებელი სამუშაოებიც კი, ხოლო ხარჯთაღრიცხვის მიხედვით შეფასებისას ასეთი შესაძლებლობა ნულის ტოლია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ექსპერტული შეფასების მეთოდის უპირატესობა სიზუსტის თვალსაზრისით, რადგან ამ მეთოდის გამოყენებისას იკვეთება შემდეგი ტენდენცია - შესრულებული სამუშაოს შეფასების სიზუსტე მატულობს მშენებლობის მოცულობის ზრდის კვალობაზე. ეს ფაქტორი აადვილებს მშენებლობის მართვის პროცესს, ზრდის ხარჯთეფექტურობას, დროულად ხდება ექსპერტთა პასუხისმგებლობის დაყენება, რადგან არაობიექტურობა, თუ ამას წინა შეფასებისას ადგილი ჰქონდა, მომდევნო შეფასებისას მჟღავნდება. გარდა ამისა, მომდევნო შეფასებისას თვით ექსპერტებს ძალუძთ გაასწორონ წინა შეფასების უზუსტობები, თუმცა, ესეც რომ არ მოხერხდეს, შემკვეთის მიერ გადახდილი თანხა მაინც ავანსის სახით გვევლინება ანუ შემკვეთი ზედმეტი ხარჯისგან დაცულია.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხების დარეგულირება საქართველოში ხელს შეუწყობს, როგორც შემკვეთსა და სამშენებლო კომპანიას შორის ურთიერთობების მოწესრიგებას, ასევე მთლიანად ქვეყნის აღმშენებლობას.

ვასილ კიკუტაძე,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,
თსუ- ასისტენტ-პროფესორი;
საქართველოს მშენებელთა ფედერაციის
აღმასრულებელი მდივანი

20 პრივატიზაციის აქსიომები: მისაღებია თუ არა საქართველოსთვის?

▲back to top


0x01 graphic

ლამარა ქოქიაური
ეკონომიკის მეცნიერებათა
დოქტორი, თსუ პროფესორი

პრივატიზაციის კორექტირება და საბრუნავი
კაპიტალის კომპენსაცია საწარმოებისთვის

საინვესტიციო პროცესის ანალიზმა გვიჩვენა, რომ კერძო ინვესტიციები ყოველთვის არ არის სახელმწიფო ინვესტიციებზე უფრო ეფექტიანი და, შესაბამისად, არც კერძო წყაროებიდან განხორციელებული ინვესტირებაა ყოველთვის უფრო ეფექტიანი, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული.

სახელმწიფო საკუთრებას კერძოსთან შედარებით უპირატესობებიც აქვს და ნაკლოვანებებიც, ისინი მეურნეობრიობის კონკრეტულ სიტუაციებში ვლინდება. ერთ შემთხვევაში უფრო ეფექტიანია კერძო საკუთრება, სხვა შემთხვევაში კი - სახელმწიფო.

სახელმწიფო საკუთრებას უპირატესობა აქვს მატერიალური და ფინანსური რესურსების მეტი კონცენტრირების შესაძლებლობის გამო. მისი სხვა თვისება - საბაზრო რენტაბელობაზე და, მნიშვნელოვანწილად, ფინანსურ ანაზღაურებაზე დამოუკიდებლობა საწარმოო და არასაწარმოო სფეროების ცალკე აღებული ობიექტების ფარგლებში - ერთდროულად ნაკლიცაა და ღირსებაც. სახელმწიფო საკუთრების გამოვლენა დადებითი თუ უარყოფითი სახით იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის ობიექტების მიმართ ვიყენებთ მას.

მეცნიერებისა და განათლების დონე - ყველაზე წამყვანი ძლიერი პოტენციალი. სრულიად აშკარაა, რომ XXI საუკუნეში ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალის, შესაბამისად კი - ხალხის კეთილდღეობის - განმსაზღვრელი იქნება მისი მეცნიერებისა და განათლების განვითარების დონე, საწარმოოტექნიკური დამუშავების გენერირებისა და წარმოებაში მათი სწრაფად დანერგვის უნარი. XX საუკუნის ბოლოსთვის მეცნიერებისა და განათლების თვალსაზრისით ყველაზე წინ გავიდნენ - იაპონია, აშშ, ინგლისი. ცივილიზაციის წამყვან მიმართულებებში სამეცნიეროტექნიკური და საგანმანათლებლო პოტენციალი უმთავრესად სამხედროსამრეწველო კომპლექსში აღმოჩნდა თავმოყრილი. ჩვენს ქვეყანაში 90-იან წლებში სამეცნიერო - საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური პოტენციალის განიავების მიუხედავად (რაც რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებს მოჰყვა შედეგად), იგი არსებითად ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. იგი, როგორც ცნობილია, იქმნებოდა სწორედ სახელმწიფო საკუთრების ბაზაზე და სახელმწიფო დაფინანსებით. მეცნიერების, განათლების, ფუნდამენტურ სამეცნიერო-ტექნიკური და საცდელსაკონსტრუქტორო დამუშავებათა მასშტაბურად დაფინანსებას მოგება, როგორც წესი, არ მოაქვს ცალკე აღებული სამეცნიერო, საგანმანათლებლო თუ ტექნიკური პროექტების ჭრილში. პროექტის დაფინანსებიდან საგრძნობი მოგების მიღებამდე შეიძლება ათწლეულები გავიდეს. ამის გამო ფუნდამენტურ საგანმანათლებლო და ტექნიკურ პროგრესთან დაკავშირებული სფეროები ნაკლებად მიმზიდველია კერძო დაფინანსებისა და კერძო საკუთრებისთვის. მაგრამ სწორედ ამგვარი პროგრესია დანახარჯების ანაზღაურებისა და მაღალი რენტაბელობის საფუძველი.

როგორი ძნელიც არ უნდა იყოს აღიარება, ფაქტია, რომ ყოფილი სსრკის განვითარების ისტორიამ დამაჯერებლად დაამტკიცა (საბჭოთა პერიოდის სამეურნეო მექანიზმის მთელი კარდინალურ ნაკლოვანებათა გვერდით) საკუთრების სახელმწიფო ფორმისა და ფუნდამენტური სამეცნიეროსაგანმანათლებლო და ტექნიკური პროგრესის სახელმწიფოსაბიუჯეტო დაფინანსების უპირატესობა. დასავლეთის განვითარებული სამრეწველო ქვეყნებიდან ამ პროგრესში სსრკს მხოლოდ აშშ უწევდა მეტოქეობას. შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, თუ რომელში პირველობდა სსრკ და რომელში - აშშ, შეიძლება ვცადოთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ:

) აშშ თავისკენ ეწეოდა და მასზე დაქვემდებარებული მსოფლიო სავალუტო სისტემის მეშვეობით დღესაც ყველა ქვეყნიდან ექაჩება რეალურ რესურსებს (საგარეო სავაჭრო ბალანსის ყოველწლიური უარყოფითი ბალანსი დაახლოებით 150 მლრდ. დოლარია) და მთელი მსოფლიო საუკეთესო ინტელექტუალების გადმობირებით უზრუნველყოფს უახლეს დამუშავებათა ტექნიკურად აღჭურვას;

) ბიუჯეტის მეშვეობით აშშ ანაწილებს ეროვნული შემოსავლის დაახლოებით ნახევარს, ახორციელებს მეცნიერების, განათლებისა და მსხვილი სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების მასირებულ სახელმწიფო დაფინანსებას. პროექტებს აშშ-ში კერძო კორპორაციებიც ახორციელებენ, მაგრამ უმსხვილესი მეცნიერებატევადი პროექტების რეალიზაცია, არსებითად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფინანსდებოდა სახელმწიფო შეკვეთის ფორმით.

აშშ-სავით მდიდარ ქვეყანაში მოსახლეობას თვითონ შეუძლია საკუთარი განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების გადახდა, ადამიანისეულ კაპიტალში ინვესტიციების მეტი წილის დაფინანსების განხორციელება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ბევრად უფრო ღარიბია. ამ პირობებში ადამიანისეულ კაპიტალში ინვესტიციების ორიენტაციის შეცვლა სახელმწიფო დაფინანსებიდან კერძოთი არა მარტო მთელი საუკუნით უკან გადატყორცნის ქვეყანას, არამედ საბოლოოდ ჩამოაცილებს მას მსოფლიო სამეცნიეროტექნიკური პროგრესის მაგისტრალს.

საწარმოს მართვის ეფექტიანობის განმსაზღვრელი ფაქტორები. საკუთრების განსხვავებული ფორმების დროს მეურნეობრიობის ეფექტიანობა საკუთრების განკარგვის დონეზე მჟღავნდება. მესაკუთრეს შეუძლია თვითონ მართოს საკუთრების ობიექტები, თუკი მათი მასშტაბები ძალიან დიდი არაა. საკუთრების მფლობელისა და მისი განმკარგავის ინტერესების დამთხვევა მხოლოდ მცირე და საშუალო საწარმოს დონეზეა შესაძლებელი. მსხვილი და ზემსხვილი საწარმოების შემთხვევაში გარდაუვალია მესაკუთრისა და მმართველ-განმკარგავის გამიჯვნა, აუცილებელი ხდება დაქირავებული ადმინისტრაციის გამოყენება. ერთ შემთხვევაში მათ დაიქირავებს სახელმწიფო, სხვა შემთხვევებში - კერძო მფლობელები. ამასთან, საწარმოს მართვის ეფექტიანობა დამოკიდებული არ არის იმაზე, ვინ დაიქირავა ადმინისტრაცია - სახელმწიფომ თუ კერძო პირების ჯგუფმა. ამ ეფექტიანობას განსაზღვრავს: მმართველური კადრების შერჩევა; საწარმოს მართვის სისტემის ორგანიზაცია ადმინისტრაციულ-მმართველური პერსონალის შიგნით ფუნქციების განაწილება; მმართველური კადრების მატერიალური სტიმულირების დონე და სისტემა მმართველური შრომის შედეგებზე მატერიალური პასუხისმგებლობის დონესთან და წესთან ერთად; საწარმოს როგორც იურიდიული პირისთვის მინიჭებული უფლებები; საწარმოო და არასაწარმოო სფეროს საწარმოსა და სხვა ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა მარეგულირებელი სამეურნეო მექანიზმი; ფინანსური სისტემა, დაბეგვრის დონე და წესი; საბაჟოს წესები და მოსაკრებლები; სახელმწიფოს ფულადი სისტემა და უცხოურ ვალუტებთან ეროვნული ფულის კორესპონდირების ხასიათი; საზოგადოების საბანკო სისტემა და კრედიტის ხასიათი, საბანკო პროცენტის დონე; ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების მეთოდები და ფორმები.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ერთნაირად შეიძლება იყოს ორგანიზებული როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საწარმოს მიერ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდეს მეურნეობრიობის ობიექტებზე საკუთრების ფორმას. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ სწორედ საკუთრების ურთიერთობათა სტრუქტურის ერთერთ ელემენტში, კერძოდ, მისი ობიექტების გამგებლობაში, ფორმა არსებით როლს არ ასრულებს. რაც შეეხება მითვისებისა და ფლობის დონეს, აქ საკუთრების ფორმას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი მოსაზრებით, სახელმწიფო საკუთრების ფაქტიური პრივატიზების მართვა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ადმინისტრაციის მიერ, და კიდევ ერთი, საჭიროა სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებდეს კერძო საკუთრების მართვას სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით, კერძოდ, პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლს, ეკოლოგიური ნორმების შრომის დაცვის ნორმატივებისა და მინიმალური სოციალური გარანტიების დაცვას, საბუღალტრო აღრიცხვის წესებს, ამორტიზაციის ნორმებისა და დაბეგვრის წესის დადგენას. მეტისმეტი გადასახადებით სახელმწიფოს შეუძლია გააღატაკოს ნებისმიერი კერძო საწარმო, შემდეგ კი ვალების გამო მოახდინოს მისი ექსპროპრიაცია, თუკი საჭიროების შემთხვევაში მას არ შეუძლია ან არ სურს მისი ნაციონალიზება გამოსყიდვით.

ეფექტიანი მართვის (საწარმოს ქმედითი მმართველური გუნდის) ძიება რთული, მრავალდონიანი და მრავალწახნაგოვანი პრობლემაა. მისი გადაწყვეტა მხოლოდ თანდათანობით, ნაბიჯნაბიჯ არის შესაძლებელი, როცა აუცილებელია საქმეში ახალახალი მმართველების გამოცდა, მით უფრო, თუკი მათ სახელმწიფო საწარმოს პრივატიზების პრეტენზია აქვთ. ამგვარ მიდგომას არაფერი აქვს საერთო გამალებული პრივატიზაციის კამპანიასთან, როდესაც საწარმოებს შემთხვევით ადამიანებზე ყიდიან ჩალის ფასად.

ჩატარებული პრივატიზაციის მომხრეები ამჟამად იყენებენ იმ არგუმენტს, რომ ქვეყნის თანამედროვე ეკონომიკაში პრივატიზებული საწარმოების რენტაბელობა სახელმწიფო საწარმოთა რენტაბელობზე უფრო მაღალია. ამას შემდეგნაირად შეგვიძლია ვუპასუხოთ: დიახ, პრივატიზებული საწარმოთა რენტაბელობა ბევრად აჭარბებს სახელმწიფო საწარმოთა რენტაბელობას. და ეს მაშინ, როდესაც პირველ რიგში, ხდებოდა ყველაზე უფრო რენტაბელური და კერძო მფლობელების პოზიციებიდან მომგებიანი საწარმოების პრივატიზება. სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა არსებითად სახელმწიფო შეკვეთაზე მომუშავე საწარმოები (უპირველეს ყოვლისა, თავდაცვის სფეროს საწარმოები). სახელმწიფო საწარმოები იძულებული ხდებიან მაღალი პროცენტებით აიღონ კომერციული ბანკების სესხები, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს მათი რენტაბელობის დონეს. თუ ერთმანეთს შევადარებთ ერთი და იმავე საწარმოების რეალურ (დეფლირებულ) რენტაბელობას, ისევე, როგორც მათი საქმიანობის სხვა ფინანსურსა თუ ნატურალურ (ფიზიკურ) მაჩვენებლებს პრივატიზებამდე და პრივატიზების შემდეგ, უმრავლეს შემთხვევებში თვალში საცემია, რომ ვითარება პრივატიზებული საწარმოების სასარგებლოდ არ მეტყველებს.

პრივატიზირების აქსიომები არ ნიშნავს საკუთრების კერძო ფორმისა და პრივატიზაციის პროცესის მიზანშეწონილობის უარყოფას. მაგრამ პრივატიზება ცოტა სხვაგვარად იყო საჭირო და არც ასე სწრაფი ტემპებით. ჩვენი აზრით, აუცილებელი იყო შემდეგი პირობების დაცვა:

1. საპრივატიზებო საწარმოს ფასი მის საბალანსო ღირებულებაზე (ცვეთის გათვალისწინებით) ნაკლები არ უნდა იყოს და ინფლაციასაც სრულად ასახავდეს (ინდექსაციის გზით). თუკი ვერ ხერხდება ამგვარი ფასით მყიდველის პოვნა, ეს იმას ნიშნავს, რომ საწარმო საკმარისად მიმზიდველი არ არის, ამიტომ ის წინასწარ უნდა გაჯანსაღდეს ეკონომიკურად, რასაც სახელმწიფო ყოველმხრივ უნდა უჭერდეს მხარს;

2. მასირებული პრივატიზაციის და ფულის მასის ხელოვნურად შეკუმშვის დროს (მშპ-ის 10-13%25-მდე, როცა მისი ნორმალური დონე დაახლოებით 80%25-ია), არნახულად დეფორმირდება მოთხოვნისა და მოწოდების თანაფარდობის განმსაზღვრელი საწყისი პირობები. ამის გამო საწარმოს საბაზრო ფასი მეტისმეტად შორსაა მისი რეალური სიდიდისგან. წარმოვიდგინოთ ამგვარი ჰიპოთეზური ვითარება: აშშ-ში ყველა საწარმო სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება და სახელმწიფომ გადაწყვიტა მათი პრივატიზება დაახლოებით 5 წლის განმავლობაში. ამავე დროს, მან წინასწარ, მარტო ერთი წლის მანძილზე, 26-ჯერ გაზარდა სამომხმარებლო ფასები და ამით გააუფასურა დოლარი. შემდეგ, ინფლაციასთან ბრძოლის პროცესში, სახელმწიფო მშპ-ის 10%25-მდე შეკვეცავდა ფულის მასას, რის შემდეგაც აუქციონზე დაიწყებოდა ყველა საწარმოს გაყიდვა. რა დონის ფასები ჩამოყალიბდებოდა ასეთ საწარმოებში? საფიქრებელია, რომ ეს იქნებოდა ნორმალურ პირობებში არსებული ფასების 1/100 ან 1/1000. ასეთ ჰიპოთეზურ ვითარებაში საწარმოები გაიყიდებოდა მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე. მაგრამ ასეთნაირად მიღებული ფასები არ შეიძლება საწარმოს ნორმალურ ფასად მივიჩნიოთ იმის მიუხედავად, რომ იგი მოთხოვნის გავლენითაა ჩამოყალიბებული. სწორედ ასე მოხდა რუსეთში. ამის გამეორება ჩვენთან არაფრით არ უნდა დავუშვათ. ამიტომ ქვეყნის ეკონომიკის თანამედროვე პირობებში დასაშვებად არ გვესახება საწარმოთა გაყიდვა მოთხოვნისა და მიწოდების საფუძველზე, მათ შორის - აუქციონის ფორმითაც. ამგვარი შეზღუდვა მანამდე უნდა მოქმედებდეს, ვიდრე ეკონომიკა მთლიანად არ დაძლევს ღრმა და გაჭიანურებულ კრიზისს;

3. პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებაზე ფასების ხელოვნურად დაწევის აღკვეთის მიზნით მიზანშეწონილია კანონმდებლობით დავაწესოთ ნორმატივი, საორიენტაციოდ - მშპ-ის 2%25, რომლის ფარგლებშიც ნებადართული უნდა იყოს პრივატიზაცია (ამავე დროს, ფასები საბალანსო შეფასებაზე ნაკლები არ უნდა იყოს და ითვალისწინებდეს ინფლაციის სრულად ინდექსირებას);

4. პრივატიზაციას, როგორც წესი, წინ უნდა უძღოდეს იჯარა და საიჯარო გადასახადების ჩარიცხვა საწარმოს საკუთრებაში გამოსყიდვის ანგარიშზე. იჯარის დროის განმავლობაში საწარმოს მომავალმა მფლობელმა სამეურნეო საქმიანობის შედეგებით უნდა დაამტკიცოს, რომ იგი ეფექტიანი მესაკუთრე იქნება;

5. საკუთრების ზემოაღნიშნული ფორმების ურთიერთმიმართების პრინციპებიდან გამომდინარე აუცილებელია საკანონმდებლო წესით გაფართოვდეს როგორც არასაპრივატიზებო საწარმოების, ისე იმ საწარმოთა ნუსხა, რომლებშიც ნებისმიერ სამეურნეო გადაწყვეტილებაზე სახელმწიფოს ვეტოს უფლება ექნება;

6. წინათ პრივატიზებული საწარმოებისათვის აუცილებელია სპეციალური საპრივატიზებო გადასახადის შემოღება. მათი ოდენობა საწარმოს ქონების საბალანსო შეფასებასა და სახელმწიფოსთვის საწარმოში გადახდილი თანხის სიდიდეს შორის სხვაობის ტოლი უნდა იყოს (ინფლაციის სრული ინდექსირებით). ამ დროს წლიურად გადასახდელ თანხას განსაზღვრავენ მიღებული სხვაობის 5-ზე გაყოფით (ე.ი. იმ წლების რაოდენობას, რომელთა მანძილზე დაჩქარებული პრივატიზება ხდებოდა);

7. იმ პრივატიზებულმა საწარმოებმა, რომლებიც მეურნეობრიობის მაღალ ეფექტიანობას უზრუნველყოფენ, შეღავათები უნდა მიიღონ საპრივატიზებო გადასახადის გადახდაში:

) გადასახადი საწარმოს იმ მოგების 50%25-ის ფარგლებშია, რომლებიც სხვა გადასახდელებისა და ვალდებულებების გადახდის შემდეგ რჩება;

) საწარმოში რეალური ინვესტირებისათვის მოგების გამოყენების შემთხვევაში მოგების შესაბამისი ნაწილი თავისუფლდება დაბეგვრისგან;

) ყველა იმ გადასახადს, რომლებიც ბიუჯეტში შეაქვთ და რომელთა სიდიდეც აჭარბებს საწარმოს დაბეგვრის საშუალო დონეს, რიცხავენ სახელმწიფოსგან საწარმოს გამოსყიდვის ანგარიშში;

) სპეციალურ საპრივატიზებო გადასახადში შეღავათების მისაღებად საკმარისი მეურნეობრიობის ეფექტიანი დონე მიზანშეწონილია განისაზღვროს წლის განმავლობაში წარმოების რეალური მოცულობის მატების დონის სახით, საორიენტაციოდ - 10%25 წელიწადში (ვარდნის შემდეგ წარმოების წინანდელ მოცულობათა აღდგენის გათვალისწინებით; 1990 წლის წარმოების დონის მიღწევის შემდეგ შესაძლებელია მისი დაწევა წლიურ 3-5%25-მდე);

) ის საწარმოები, რომლებიც 2 წლის განმავლობაში მოახერხებენ 1990 წლის წარმოების დონის მიღწევას, მიზანშეწონილია გავათავისუფლოთ საპრივატიზებო გადასახადისგან, 3 წლის შემთხვევაში კი ეს გადასახადი გავანახევროთ;

8. თუკი პრივატიზებულ საწარმოებს უგროვდებათ მნიშვნელოვანი ოდენობის დავალიანება სპეციალური საპრივატიზებო გადასახადის გადახდაში, მაშინ უნდა მოხდეს მათი ნაციონალიზება გამოსყიდვით, რომლის საფუძველსაც განსაზღვრავს:

) იმ პირის მიერ გადახდილი ფასი (თუ შემდგომში გადაყიდვას არ ითვალისწინებენ), რომელმაც პირველმა განახორციელა პრივატიზება. ეს ფასი მთლიანად უნდა იყოს ინდექსირებული ინფლაციაზე;

) საწარმოში დაბანდებული კაპიტალის თანხა ინფლაციაზე მთლიანად ინდექსირების გათვალისწინებით;

) ძირითადი ფონდების ამორტიზაციის მთელ სიდიდეზე საკომპენსაციო გადასახადის თანხის შემცირება ინფლაციაზე მთლიანად ინდექსირების გათვალისწინებით.

თუკი სახელმწიფო გადაწყვეტდა ადრე პრივატიზებულ ყველა საწარმოს პრივატიზებას ამ სქემით, იგი შეძლებდა ერთი წლის განმავლობაში მთელი კომპენსაცია გაესტუმრებინა ბიუჯეტიდან, თანაც განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე (რამდენადაც იყო დაწეული პრივატიზაციის ფასი და ძირითადი ფონდების რეალური ცვეთის თანხა მთელი რამდენიმე წლის განმავლობაში იმდენად აჭარბებს საშუალოდ პრივატიზაციის ფასს);

9. საწარმოების პრივატიზაციაში დაშვებულია მხოლოდ იმ ფულადი სახსრების გამოყენება, რომელთა კანონიერ წარმომავლობასაც ადასტურებს მათზე დაწესებული გადასახადების გადახდა. ამ შეზღუდვის შემოღება აღკვეთს საწარმოთა პრივატიზებას გამოგონილი პირების მიერ;

10. საზღვარგარეთ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს არ უნდა მიეცეთ იმ საწარმოებისა და დარგების ხმის უფლების მქონე აქციების შეძენის ნება, რომლებიც სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ;

11. საწარმოს პრივატიზება შესაძლებელია წინასწარ მისი იჯარის გარეშეც, ოღონდ ამგვარი გამონაკლისი მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული კანონმდებლობით და ვრცელდებოდეს იმ შემთხვევებზე, როცა ახალი მესაკუთრე პრივატიზებიდან განვლილი ერთი წლის განმავლობაში საწარმოში დააბანკებს მისი ქონების საბალანსო შეფასების არანაკლებ 25%25-ს (ინფლაციაზე სრულად ინდექსირებით);

12. თუკი პრივატიზებულმა საწარმომ მკვეთრად შეიცვალა პროფილი და ამით უკიდურესად მძიმე ვითარებაში ჩააგდო რეგიონის ეკონომიკა, მაშინ რეგიონის ხელმძღვანელობას უფლება უნდა ჰქონდეს, რომ საწარმოს დაუწესოს პროფილის შეცვლის გადასახადი. მისი სიდიდის განსაზღვრა უნდა მოხდეს რეგიონში იმ ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნის ღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც წინათ წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვისაა საჭირო.

ე.წ. „ირიბი წესით“ პრივატიზაციის კორექცია. აქ წარმოდგენილი წინადადებებიდან გამომდინარეობს ირიბი წესით პრივატიზაციის კორექციის საჭიროება, კერძოდ კი:

  • უკლებლივ ყველა საწარმოსათვის (სახელმწიფო საკუთრებაშია ისინი თუ უკვე პრივატიზებულია), მიმდინარეობს საბრუნავი სახსრების, ამორტიზაციის, წარმოების განვითარების ფონდში დაგროვილი მოგების სრული ინდექსაცია და მათი აღდგენა სპეციალური მიზნობრივი ფულადი ემისიის ხარჯზე. საწარმოს გაუფასურებული ფულადი კაპიტალის კომპენსაციისთვის საჭირო ემისიის მთელ თანხაზე აუცილებლად უნდა განხორციელდეს ხმის უფლების მქონე აქციების პარალელური, იძულებითი ემისია. ამას სახელმწიფო აკეთებს და ემიტირებული აქციები სახელმწიფო საკუთრებაში რჩება იმ აქციების გამოკლებით, რომლებიც სოფლად არსებული კოლექტიური მეურნეობების და სამომხმარებლო კოოპერაციის საწამოებისა და ორგანიზაციების დანაკარგების კომპენსირებას ახდენენ. სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ასეთი საწამოებისა და ორგანიზაციების აქციები საწარმოს კოლექტიური (კოოპერაციული) ხასიათის შენარჩუნების შემთხვევაში (მისი პრივატიზების არსებობისას) უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს ამ საწარმოთა კოლექტივებს;

  • ხმის მქონე აქციების სახელმწიფოს მიერ ძალდატანებით ემისიის დროს უმრავლეს შემთხვევებში (პრივატიზაციის ფასის ასე მკვეთრად დაწევის გათვალისწინებით ფულადი კაპიტალის გაუფასურების კომპენსაციის თანხა მრავალჯერ გადააჭარბებს პრივატიზებულ საწარმოში გადახდილ თანხას ინფლაციაზე მისი სრული ინდექსირებისას) მოხდება პრივატიზებულ საწარმოთა უმრავლესობის ფაქტობრივი ნაციონალიზაცია, თუკი არ მივიღებთ ამ პროცესის გაწონასწორების ზომებს;

  • იმ პრივატიზებულ საწარმოთა კოლექტივებს ან ადმინისტრაციას, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად ფუნქციონირებენ და სახელმწიფო აკმაყოფილებს მათ მართვას ადმინისტრაციის მხრიდან, სახელმწიფოს მიერ ემიტირებული ხმის უფლების მქონე აქციები სატრასტო მართვაში სახელმწიფოსგან გამოსყიდვის უფლებით გადაეცემა იმ გადასახადების გამოსასყიდი გადასახდელების სახით ჩათვლის გზით, რომლებიც დაბეგვრის საშუალო დონეს აჭარბებენ.

პრივატიზაციის კორექცია (მათ შორის - სრული კომპენსაციით განხორციელებული ნაციონალიზაციის ფორმითაც), ეკონომიკური პოლიტიკის ისეთი სტანდარტული ელემენტია, რომელსაც განვითარების გარკვეულ პერიოდებში ხშირად იყენებენ საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნები, მაგალითად, საფრანგეთი და ინგლისი. ინგლისში მ. ტეტჩერის მმართველობის დროს კომუნალური მომსახურების დარგების პრივატიზების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა კომუნალური მომსახურებისთვის მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადები. ამის შედეგად არა მარტო ლეიბორისტები, არამედ კონსერვატორებიც დათანხმდნენ სულ ცოტა ხნის წინ პრივატიზებული დარგების ნაციონალიზაციას.

РЕЗЮМЕ
АКСЕМЫ ПРИВАТИЗАЦИИ: ПРИЕМЛИМЫ ЛИ ДЛЯ ГРУЗИИ?!

Л. КОКИАУРИ,
Доктор экономических наук, профессор,
Тбилисского государственного университета
им. Ив. Джавахишвили

Общеизвестно, что государство предопределяет всякий вид присвоения. Государство может быть подлинным, достаточно мощным институтом, а не фикцией, прикрывающей всевластие частных стркутур, приватизирующих все богатства страны, если в экономическом отношении опирается на государственную собственность, занимающую ключевые позиции вотраслях хозяйства, обеспечивающих экономическую безопасность страны.

По нашему мнению, в процессе приватизации должны соблюдаться следующие условия:

  • Цена приватизируемого предприятия должна быть не ниже его балансовой оценки с полной индексацией на инфляцию;

  • В целях предотвращения искусственного сниже­ния цен на приватизируемое госимущество целесообразно законодательно установить норматив, ориентировочно 2%25 ВВП, в рамках которого должно быть разрешено проводить приватизацию;

  • Приватизации, как правило, должна предшествовать аренда, с возможным зачетом арендных платежей в счет выкупа предприятия в собственность.

  • Перечень предприятий, не подлежащих привати­зации, как и перечень предприятий, в которых у государства должно быть право вето на любые хозяйственные решения, необходимо расширить в законодательном порядке исходя из принципов взаимоотношения форм собственности, изложенных выше;

  • Для ранее приватизированных предприятий необходимо ввести специальный приватизационный налог, определяемый в общей сумме разницы между балансовой оценкой имущества предприятия с полной индексацией на инфляцию и суммой, уплаченной государству за предприятие, точно также полностью индексированной на инфлацию;

  • Приватизированные предприятия, обеспечиваюшие высокий уровень эффективности хозяиствования, должны получать льготы по приватизационному налогу;

  • Приватизированные предприятия, допускающие значительную задолженность по уплате специального приватизационного налога, подлежат национализации с выкупом;

  • В приватизации предприятий допустимо исполь­зование только тех денежных средств, законное проис­хождение которых подтверждается уплатой с них положенных налогов;

  • Иностранные юридические и физические лица не должны допускаться к приобретению голосующих акций предприятий и отраслей, обеспечивающих экономическую безопасность государства;

  • Предприятие может быть приватизировано и без его предварительной аренды, но такие исключения должны строго оговариваться законодательно, распространяясь на случаи, когда новый собственник в течение первого года, прошедщего после приватизации, инвестирует в предприятие сумму, составляющую не менее 25%25 балансовой оценки имущества предприятия с полной индексацией на инфляцию;

  • Если приватизированное предприятие резко изменило свой профиль и тем поставило в крайне затруднительную ситуацию экономику региона, то региональные власти должны быть вправе ввести на такое предприятие налог за перепрофилирование приватизированного предприятия.

По мнению автора, из представленных предложений по назревшей кардинальной коррекции приватизации государственных предприятий прямого порядка и по оздоровлению финансовой сферы вытекает необходимость коррекции приватизации косвенного порядка.

21 ეფექტიანობის კრიტერიუმი წარმატებული ბიზნესის საპირწონე

▲back to top


0x01 graphic

აზიკო სისვაძე
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,
სრული პროფესორი

ეფექტიანობის თეორიის ერთერთი ცენტრალური პრობლემა წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ისეთი კრიტერიული მაჩვენებლის დამუშავებაა, რომელიც წარმოების დაჯამებულ შედეგიანობას ასახავს. ასეთი მაჩვენებლის არსებობის აუცილებლობა იმითაა გამოწვეული, რომ ეფექტიანობის კერძო მაჩვენებელთა სისტემა არ იძლევა წარმოების ეფექტიანობის სრულად ასახვის საშუალებას.

სამეურნეო პრაქტიკაში არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ეფექტიანობის მაჩვენებელთა ერთი ჯგუფი უმჯობესდება, ხოლო მეორე ჯგუფი უარესდება. უფრო მეტიც, ეკონომიკის პროგრესული განვითარების პირობებშიც კი ეფექტიანობის ზოგიერთი მაჩვენებლის, მაგალითად, კაპიტალუკუგების შემცირება კანონზომიერი მოვლენაა. ამ შემთხვევაში პასუხს კითხვაზე, თუ როგორია მთლიანად ეროვნული წარმოებისა თუ ფირმის ეკონომიკური ეფექტიანობის მოძრაობის ძირითადი ტენდენცია, მხოლოდ ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმი იძლევა.

უპირველესი პრობლემა, რომელიც ეფექტიანობის კრიტერიუმის კვლევის პროცესში ავტორთა ნაწილი სვამს, იმაში გამოიხატება, რომ შესაძლებელია თუ არა ამ მაჩვენებლის რაოდენობრივი გამოსახვა. სწავლულ ეკონომისტთა ნაწილი ამ კითხვაზე უარყოფითად პასუხობს და მიიჩნევს, რომ ეფექტიანობის კრიტერიუმი წმინდა აბსტრაქტული ცნებაა რაოდენობრივი განზომილებების გარეშე. ჩემის აზრით, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ერთი მოვლენის თვისებრივი და რაოდენობრივი მხარეეების დაუსაბუთებელ გამიჯვნასთან. ისევე როგორც ეფექტიანობის კატეგორიას, ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმსაც თვისებრივი და რაოდენობრივი განსაზღვრულობა გაააჩნია.

თვისებრივი თვალსაზრისით, ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმი აფასებს წარმოების ფუნქციონირების ისეთ ხარისხობრივ მდგომარეობას, რომლის დროსაც უახლესი ტექნიკისა, ტექნოლოგიისა და წარმოების ორგანიზაციის ბაზაზე მიიღწევა წარმოების ფაქტორების სრული დატვირთვა, მათი მაქსიმალური შემოსავლიანობა და ბაზარზე სამეწარმეო სუბიექტების მყარი წონასწორობა, იმ პირობით, რომ შელახული არ იქნება თუნდაც ერთი ინდივიდის ეკონომიკური ინტერესები სამეწარმეო სუბიექტის შიგნით თუ გარეთ.

რაოდენობრივი თვალსაზრისით, წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმის ცნების ქვეშ იგულისხმება ეფექტიანობის ისეთი შემაჯამებელი რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელიც ასახავს ეკონომიკური სისტემის ძირითადი მიზნის მიღწევის ზომას შემოსაზღვრული წარმოების ფაქტორებისა და ტექნიკურ შესაძლებლობათა პირობებში.

ზოგადი სახით ეფექტიანობის კრიტერიული მაჩვენებელი გამოითვლება წარმოების ძირითადი მიზნის ამსახველი შედეგობრივი მაჩვენებლის შეფარდებით ამ შედეგის გამომწვევ დანახარჯებთან. მაგრამ, რამდენადაც სამეურნეო საქმიანობის მიზნები მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის დონეებზე საკმაოდ განსხვავებულია, არაერთგვაროვანი იქნება ეფექტიანობის შესაბამისი კრიტერიუმებიც. ამდენად, მიუღებლად უნდა მივიჩნიოთ ეფექტიანობის ერთიანი გამჭოლი კრიტერიუმის არსებობა, რომელიც სამართლიანი იქნება როგორც მიკროეკონომიკის სამეწარმეო სუბიექტებისათვის, ისე ეროვნული ეკონომიკისთვისაც, როგორც ამას ცალკეული ავტორები გვთავაზობენ.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფირმის საქმიანობის უზენაესი მიზანი და ძირითადი შედეგობრივი მაჩვენებელი მოგებაა, მაგრამ ეკონომიკის მეცნიერებაში ჯერ კიდევ არ არსებობს აზრთა ერთიანობა იმის შესახებ, თუ რომელი მაჩვენებლით გამოისახოს წარმოების დანახარჯები. ზოგიერთი თვლის, რომ არსებობს დანახარჯობრივი და რესურსობრივი ეფექტიანობის კრიტერიუმები. პირველ შემთხვევაში წარმოების კრიტერიული ეფექტიანობა განისაზღვრება მოგების შეფარდებით წარმოების ფაქტორების მიმდინარე დანახარჯებთან, ხოლო მეორე შემთხვევაში მთელ ინვესტირებულ რესურსებთან. ეს მოსაზრება სერიოზულ დაზუსტებას მოითხოვს, რადგან ეფექტიანობის კატეგორიის თვისობრივი განსაზღვრულობიდან გამომდინარე წარმოების მიზნის ერთიანობა ეკონომიკური ეფექტიანობის ერთი კრიტერიუმის არსებობას განაპირობებს.

ირითადი მოთხოვნა, რომელიც ფირმის მასშტაბით წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმს წაეყენება, იმაში გამოიხატება, რომ მან უნდა ასახოს წარმოების ნივთობრივი და პიროვნული ფაქტორების როგორც ინვესტირებული რესურსების, ისე მათი მიმდინარე დანახარჯების ეფექტიანობის ამსახველ კერძო მაჩვენებელთა მთელი სისტემა და მათი გამოყენებისა თუ კვლავწარმოების შედეგიანობა. ეს ფაქტორები წარმოების პროცესში მოცემულია ძირითადი კაპიტალის, საბრუნავი საშუალებების, მიწის და სამუშაო ძალის სახით, რომელთა ერთობლივი ფუნქციონირების შედეგი ფირმის მთლიანი მოგებაა.

სამეურნეო პრაქტიკაში წარმოების კრიტერიული ეფექტიანობის დახასიათებისთვის გამოიყენება რენტაბელობის ორი მაჩვენებელი: დანახარჯების რენტაბელობა და წარმოების რენტაბელობა.

დანახარჯების რენტაბელობა გაიანგარიშება მთლიანი მოგების შეფარდებით ფირმის ბუღალტრულ ხარჯებთან, ანუ თვითღირებულებასთან:

0x01 graphic

სადაც R1 - დანახარჯების რენტაბელობის მაჩვენებელია; CM - მატერიალური რესურსების დანახარჯები; AC - ძირითადი კაპიტალის ცვეთის ღირებულება, ანუ ამორტიზაციაა; W - შრომის ანაზრაურების ხარჯები - ხელფასი.

წარმოების რენტაბელობა განისაზღვრება მთლიანი მოგების შეფარდებით ძირითადი კაპიტალის და ნორმირებულ საბრუნავ საშუალებათა ჯამთან, სადაც ნორმირებულ საბრუნავ საშუალებებს მიეკუთვნება საწარმოო მარაგი, დაუმთავრებელი წარმოება და მზა პროდუქციის ნაშთი:

0x01 graphic

სადაც R2-წარმოების რენტაბელობაა; KA- ძირითადი კაპიტალი; NK-ნორმირებული საბრუნავი საშუალებებია.

დანახარჯების რენტაბელობის გაანგარიშების წესიდან გამომდინარეობს, რომ იგი წარმოების ფაქტორთა მიმდინარე დანახარჯების ეფექტიანობას ახასიათებს და ვერ ასახავს მათი, როგორც ინვენსტირებული რესურსების ფუნქციონირების შედეგიანობას. ამ თვალსაზრისით უფრო სრულყოფილია წარმოების რენტაბელობის მაჩვენებელი, რომელშიც აისახება როგორც ინვესტირებული რესურსების, ისე მათი მიმდინარე დანახარჯების ეფექტიანობა, რადგან მოგების სიდიდე მიმდინარე დანახარჯების ეკონომიაზე უშუალოდაა დამოკიდებული.

წარმოების რენტაბელობის არსებული მაჩვენებლის საფუძვლიანი ანალიზი გვაჩვენებს, რომ ღირსებებთან ერთად მისთვის არსებითი ნაკლოვანებებია დამახასიათებელი, რაც შემდეგში გამოიხატება:

პირველი, ნორმირებულ საბრუნავ საშუალებებში არ შედის ბანკში ფირმის ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები, სადაც მიმდინარე თანხების სახით, აგრეთვე ამორტიზაციისა და წარმოების განვითარების ფონდებში წლების მანძილზე საკმაოდ დიდი თანხები გროვდება. ფირმას მათი ალტერნატიული გამოყენების გზით დამატებითი მოგების მიღების საკმაოდ დიდი შანსი გააჩნია;

მეორე, წარმოების რენტაბელობის მაჩვენებელში არ ჩანს სამუშაო ძალის დაქირავებაზე გაწეული ინვესტირებული სახსრების ეფექტიანობა.

ზოგიერთი სწავლული ეკონომისტი თვლის, რომ წარმოების კრიტერიული ეფექტიანობა შეიძლება დაბანდებული კაპიტალისა და ხელფასის წლიური ფონდების დაჯამების გზით განისაზღვროს. ეს მოსაზრება სერიოზულ დაზუსტებას მოითხოვს, რადგან კაპიტალი ინვესტირებული რესურსია, ხოლო გაცემული ხელფასი მიმდინარე დანახარჯი და შესაბამისად მათ სხვადასხვა განზომილებები გააჩნია. ამიტომ დაბანდებული კაპიტალის ღირებულებას უნდა დავუმატოთ არა მთლიანად ხელფასის წლიური ფონდი, არამედ მისი ის ნაწილი, რომელიც კაპიტალის მსგავსად ინვესტირებულია წარმოების პროცესში. ამასთან, ინვესტირებულ რესურსებში, ძირითად კაპიტალთან ერთად აისახება წმინდა საბრუნავი საშუალებები ფირმის ფულად სახსრებთან ერთად. ამ გარემოებათა გათვალისწინებით სამრეწველო ფირმის ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმი შემდეგი სახით ჩაიწერება:

0x01 graphic

სადაც Э - წარმოების კრიტერიული ეკონომიკური ეფექტურობაა; RK - წმინდა საბრუნავი საშუალებები; WJ - ინვესტირებული ხელფასი.

თვითონ მოგება, როგორც წარმოების მიზნის ამსახველი შედეგობრივი მაჩვენებელი, ამ ფაქტორთა მიმდინარე დანახარჯების ეკონომიაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, წარმოების ინტეგრალური ეფექტიანობის ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მაჩვენებელში აისახება წარმოების ნივთობრივი და პიროვნული ფაქტორების, აგრეთვე ფირმის ფულადი სახსრების, როგორც ერთდროული, ისე მიმდინარე დანახარჯების ყაირათიანობა და ამდენად, უფრო სრულად გამოხატავს წარმოების ჯამურ ეკონომიკურ ეფექტიანობას, ვიდრე რენტაბელობის არსებული მაჩვენებლები.

ეფექტიანობის წარმოდგენილ კრიტერიულ მაჩვენებელში გასარკვევია ჩვენს მიერ ახლად შემოტანილი ინვესტირებული ხელფასისა და წმინდა მატერიალური საბრუნავი საშუალებების ცნებები და მათი გამოთვლის მეთოდები.

ტრადიციული შეხედულების საპირისპიროდ, ჩემის აზრით, წარმოების ნივთობრივი ფაქტორების მსგავსად სამუშაო ძალისთვისაც შეიძლება განხილული იქნას ერთდროული და მიმდინარე დანახარჯების მაჩვენებლები. სამუშაო ძალის, როგორც ინვესტირებული რესურსის ფორმას წარმოებაში გამოყენებული ერთობლივი სამუშაო ძალის ღირებულება, ანუ ხელფასის წლიური ფონდის ის ნაწილი ღებულობს, რომელიც საბრუნავი საშუალებების წრებრუნვაში მონაწილეობს და შესაბამისად თავისი ბუნებით ინვესტირებულ ხელფასს წარმოადგენს.

სამუშაო ძალის, როგორც ინვესტირებული რესურსის კატეგორიის განხილვის საფუძველს შემდეგი არგუმენტები იძლევიან:

პირველი, ძირითადი კაპიტალის ამოქმედების მსგავსად კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებისათვის საჭიროა განსაზღვრული რაოდენობის ინვესტიციები -მატერიალური რესურსები, სასწავლო ტექნიკა, ფულადი სახსრები და სხვა;

მეორე, სამუშაო ძალა ძირითადი კაპიტალის მსგავსად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფუნქციონირებს წარმოების პროცესში და განიცდის როგორც ფიზიკურ, ისე მორალურ ცვეთას. სამუშაო ძალის ფიზიკური ცვეთა უნდა გავიგოთ როგორც მისი მფლობელის ფიზიკური და ინტელექტუალური უნარის დაქვეითება ფიზიოლოგიური დაბერების კვალობაზე, ხოლო მორალური ცვეთა უფრო მაღალკვალიფიციურ მუშაკთა ახალი თაობის მომზადებას გულისხმობს;

მესამე, როგორც ძირითადი კაპიტალი, ისე სამუშაო ძალა კვლავწარმოების პროცესს ექვემდებარება. ფიზიკურად გაცვეთილი ძირითადი კაპიტალი აღდგება ამორტიზაციის ფონდის, ხოლო ფიზიკურად გაცვეთილი სამუშაო ძალა, ხელფასის საფუძველზე.

ამრიგად, წარმოების პროცესში ფუნქციონირებადი სამუშაო ძალის ღირებულების დახასიათებისთვის დახარჯული და ინვესტირებული ხელფასის ცნებების გამოყენების რეალური თეორიული საფუძველი არსებობს.

ინვესტირებული ხელფასი ხელფასის წლიური ფონდის ის ნაწილია, რომლის დიდი ნაწილი განივთებულია ფირმის საბრუნავ საშუალებებში და მასთან ერთად ასრულებს წრებრუნვით მოძრაობას.

ინვესტირებული ხელფასის წრებრუნვის დრო საბრუნავ საშუალებათა ერთი ბრუნვის დროს ემთხვევა. დროის ეს მონაკვეთი სამ ნაწილად იყოფა: დროის პირველ მონაკვეთში ინვესტირებული ხელფასი წარმოდგენილია შრომის ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების მარაგის ფორმით, რომელიც ბანკში ფირმის ანგარიშზე იმყოფება. დროის მეორე მონაკვეთში იგი უშუალოდ მონაწილეობს წარმოების პროცესში, თანდათანობით შედის დაუმთავრებელი წარმოების ღირებულებაში და მაქსიმალურ მნიშვნელობას საწარმოო ციკლის დასასრულს აღწევს, როდესაც საქონელი მზა სახეს იღებს. დროის მესამე მონაკვეთში ინვესტირებული ხელფასი მზა საქონლის მარაგის ღირებულებაში აისახება.

ინვესტირებული ხელფასის სიდიდე შეიძლება გავიანგარიშოთ ხელფასის წლიური ფონდის შეფარდებით ერთ წელიწადში საბრუნავი საშუალებების ბრუნვათა რიცხვთან ანუ ბრუნვის სიჩქარესთან:

Wj=Wt/n

სადაც, Wj - ინვესტირებული ხელფასია; Wt - ხელფასის წლიური ფონდია; n - საბრუნავ საშუალებათა ბრუნვის რიცხვი.

თავის მხრივ, საბრუნავი საშუალებების ბრუნვათა რიცხვი გაიანგარიშება ფირმის მთლიანი შემოსავლის გაყოფით საბრუნავ საშუალებათა საშუალო წლიურ ნაშთზე:

n=TR/Ko

სადაც TR - ფირმის მთლიანი ფულადი შემოსავალია; KO- საბრუნავ საშუალებათა საშუალო წლიური ნაშთი.

ამ პირობებში ინვესტირებული ხელფასი შემდეგი ფორმულით განისაზღვრება.

Wj=Wt:(TR/Ko)=(Wt*Ko)/TR

ინვესტირებული ხელფასის ცნების შემოღება შესაძლებლობას ქმნის ერთიან განზომილებაში მოვიყვაოთ კაპიტალი და სამუშაო ძალა და ამ ასფუძველზე უფრო ღრმად გამოვიკვლიოთ წარმოების ფაქტორული შედგენილობა, ეკონომიკური სისტემის განვითარების ტენდენციები, წარმოების ეფექტიანობის ცვლილებების კანონზომიერებანი და სხვა.

საბრუნავი საშუალებებიდან ინვესტირებული ხელფასის გამოყოფის მიუხედავად, წარმოების ფაქტორთა ღირებულებითი შედგენილობის შესწავლას ის გარემოება ართულებს, რომ საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებული ხელფასი თავისთავად რჩება.ამიტომ საკითხი ისმის შრომის დანახარჯებისაგან მისი გასუფთავსბის შესახებ, რაც შესაძლებელია საბრუნავ საშუალებათა ღირებულებიდან ინვესტირებული ხელფასის ოდენობის გამოკლებით. საბრუნავ საშუალებათა ახალ მაჩვენებელს შეუძლია წმინდა მატერიალური საბრუნავი საშუალებები ვუწოდოთ.

22 ISO და ხარისხის ტოტალური მართვა

▲back to top


0x01 graphic

ნინო პაპაჩაშვილი
ეკონომიკის დოქტორი, თსუ პროფესორი

მაღალი ფასი მომხმარებელთა თვალში მაღალ ხარისხთან ასოცირდება და ხშირად ფირმები, დანახარჯების შემცირების მიუხედავად, არ ამცირებენ ფასებს, რითაც მიანიშნებენ: ჩვენ კონკურენტებზე უკეთესები ვართ. ასეთ სტრატეგიას დიფერენცირების სტრატეგიას უწოდებენ. მიუხედავად აღნიშნულისა, გამოკვლევები ადასტურებს, რომ მომხმარებლები მაღალხარისხიან და დაბალფასიან პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას. ანუ თუ ვიყიდით სასურველ პროდუქტს ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით იაფად, შინაგანი კმაყოფილების გრძნობა გვეუფლება, თუმცა ის, რაც ერთს მიაჩნია ხარისხიანად, მეორისთვის სრულიად უვარგისია, მესამეს მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს და . .

დავობენ თუ არა ხარისხზე? მაინც რა არის ხარისხი და ვინ აიძულებს მწარმოებლებს ხარისხიანი პროდუქცია მიაწოდონ ბაზარს?

უკანასკნელ პერიოდში, პროდუქციის სიჭარბემ ხარისხზე განსაკუთრებული ზრუნვა განაპირობა და იგი კონკურენციული ბრძოლის უმნიშვნელოვანეს სტიმულატორად გადაიქცა. ამიტომაც, საწარმოთა შიგნით ხარისხის კონტროლი გაძლიერდა. ჯერ ერთი, მომხმარებლები მაღალხარისხიან პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას და მეორეც, გაზრდილი რეპუტაცია ფირმას აძლევს შესაძლებლობას იქცეს ბრენდად და მეტი მოგება მიიღოს.

ხარისხის კონტროლის ამერიკული საზოგადოების მიხედვით, ხარისხი საქონლის (მომსახურების) თვისებებისა და მახასიათებლების ერთობლიობაა, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მის უნარზე - დააკმაყოფილოს მომხმარებლის არსებული და პოტენციური (სავარაუდო) მოთხოვნები. ამდენად, ხარისხზე ზრუნვის დროს მთავარია მომხმარებელი, მისი მოთხოვნილებები და სურვილები. თუმცა, ამ კომპონენტების წინასწარ სრულად განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ისინი ყოველი მოცემული სფეროსთვის განსხვავებულია. მიუხედავად ამისა, მომხმარებელთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს: დაბალ და არა მაღალ ფასს; მაღალი და არა დაბალი ხარისხის პროდუქციას; სწრაფ და არა ნელ მომსახურებას; ბევრ და არა ცოტა ფუნქციის მქონე პროდუქციას; პროდუქციას, რომელიც მაქსიმალურადაა მისადაგებული მათ პირად საჭიროებებზე. ეს ყველაფერი კი ზრდის ხარჯებს და შესაბამისად, ფასებს. მაგრამ იმის გამო, რომ მომხმარებელთა დაკმაყოფილება უპირველესი რიგის ამოცანაა, მენეჯერები ცდილობენ შექმნან წარმოების ისეთი სისტემა, რომელიც მომხმარებელთა და მწარმოებელთა ინტერესებს ერთდროულად დააკმაყოფილებს. აქ კი ხარისხს და მის უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ხარისხი ფირმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, სწორედ ხარისხის ბაზაზე უწევენ კონკურენციას ფირმები ერთმანეთს. ფირმებმა, რომელთა საქონელსა და მომსახურებას ამ თვალსაზრისით არ გააჩნიათ კარგი რეპუტაცია, რთულია, მიაღწიონ წარმატებას. მაგალითად, კორეულ ფირმებს Daewoo, Samsung, LG Group ძალიან დიდი სირთულეები შეხვდათ ევროპულ ბაზარზე შესვლისას, რადგან მათი პროდუქცია ევროპელების მიერ არ აღიქმებოდა ისეთივე ხარისხიანად, როგორც ადგილობრივი ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია.

მეორე, ხარისხი საჭიროა იმიტომ, რომ იგი პირდაპირ უკავშირდება ეფექტიანობას. ხარისხის ზრდის კვალობაზე მცირდება დეფექტების რიცხვი, აგრეთვე, რესურსების მოცულობაც, რომელიც წუნდებულ პროდუქციას ხმარდება. ამასთან, კლებულობს ის დანახარჯები, რომელიც თვით ხარისხის კონტროლს სჭირდება.

მესამე, ხარისხის ამაღლება ეხმარება ფირმას განვითარდეს და შეინარჩუნოს მომხმარებელი. როცა საქონლისა და მომსახურების ხარისხი შეესაბამება მყიდველთა მოლოდინს, უფრო დიდი შესაძლებლობაა, რომ მყიდველი მას განმეორებით იყიდის იმავე ფირმიდან. ისიც ცნობილია, რომ ყველაზე კარგ რეკლამას მომხმარებელი აკეთებს და სულ მცირე, 10 ადამიანს მაინც უზიარებს შთაბეჭდილებას მოხმარებული პროდუქტის ავკარგიანობაზე.

ხარისხის სფეროში საერთაშორისო სტანდატების შედგენასა და პერიოდულ გადახედვას აწარმოებს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO). მის მიერ შემუშავებული სტანდარტები, რომლებსაც ერთად „ISO 9000:2000“-ს უწოდებენ, ერთერთი ყველაზე ფართოდ აღიარებულია და ემსახურება სერტიფიკაციის საფუძვლების შექმნას. მისი მნიშვნელობა საერთაშორისო ბიზნესში განუხრელად იზრდება. დღეისათვის ბევრი მწარმოებელი, როგორიცაა: General Electric, DuPont, Eastman Kodak, British Telecom, Philips Electronics რეკომენდაციას იძლევიან, ზოგჯერ კი მოითხოვენ კიდევაც, რომ მათ მომწოდებლებს ჰქონდეთ „ISO 9000“-ის სერტიფიკატი. ამასთან, მსოფლიოში მოქმედებს სტანდარტიზაციის რეგიონული ორგანიზაციები ევროკავშირში, სკანდინავიაში, ლათინურ ამერიკაში, არაბეთის რეგიონსა და აფრიკაში.

საერთაშორისო სტანდარტიზაციის პრაქტიკა მუშაობის პროცესში ეყრდნობა ისეთი სტანდარტების შემუშავებას, როგორიცაა: პროდუქციის გამოცდის ერთიანი მეთოდები, მოთხოვნები მარკირებისადმი, ტერმინოლოგიისადმი და ა. შ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ასპექტებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია ურთიერთგაგება მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის, მიუხედავად იმისა, თუ სად იწარმოება და მოიხმარება პროდუქცია.

„ISO 9000:2000“ მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: საქონლის შემოწმება და ტესტირება, პერსონალის სწავლება, აღრიცხვის წარმოება, მომწოდებლებთან ურთიერთობა, რემონტის პროცედურა და სხვა. საიდან უნდა დაიწყოს ფირმამ, რომელსაც პრეტენზია აქვს „ISO 9000:2000“-ის სტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატის მიღებაზე? როგორც წესი, ISO-ში ხდება განცხადების წარდგენა სერტიფიკაციის პროცედურის გავლაზე, შემდეგ ტარდება აუდიტი ISO-ს ადგილობრივი უფლებამოსილი ფილიალის სპეციალისტთა მიერ. აუდიტორები ფირმის საქმიანობის ყველა ასპექტს მკაცრად ამოწმებენ ISO-ს სტანდარტების შესაბამისად. შეიძლება ხშირად გაიგოთ, რომ ფირმის მიერ მხოლოდ განაცხადის გაკეთებასაც კი ასეთი სერტიფიკატის მიღებაზე უკვე მოაქვს შედეგი, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული გზაა გასავლელი: საჭიროა თვით ორგანიზაციის (ISO) შესახებ ინფორმაციის გაცნობა; საპროცედურო დოკუმენტაციის და ხარისხის ტოტალური მართვის ტერმინების შესწავლა; გუნდის ჩამოყალიბება; პროექტის შედგენა; ტრენინგები; დოკუმენტაციის შედგენა სისტემის მუშაობის შესახებ; შიდა აუდიტი; სარეგისტრაციო აუდიტი.

ამჟამად „ISO 9000:2000“ ეროვნული სტანდარტების რანგში მიღებულია მსოფლიოს 140 ქვეყანაში, ამ სტანდარტების შესაბამისად გაცემული სერტიფიკატები კი 400 000-ზე მეტია.

„ISO 9000:2000“-თან ერთად არსებობს „ISO 14000“, რომელიც მოიცავს საწარმოთა საქმიანობის ეკოლოგიურ ასპექტებს. კერძოდ, ის ფირმისგან მოითხოვს მასალების ეფექტიანი გამოყენების დოკუმენტურ დადასტურებას, კონტროლს მავნე ნარჩენებზე და გარემოზე საერთო ზემოქმედების შემცირებას.

ხარისხის მნიშვნელობის ამაღლებასთან ერთად, წარმატების მიღწევის მსურველი ფირმები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მისი ზრდის საკითხებს. ამ ფირმათა უმრავლესობა ორგანიზაციის პროდუქციის ხარისხის სისტემატური და უწყვეტი ამაღლებისთვის იყენებს კომპლექსურ მიდგომას, რასაც ხარისხის ტოტალურ მართვას უწოდებენ (total quality management - TQM). „ISO 9001“-ით (ეს არის დოკუმენტების ნუსხა) განსაზღვრულია TQM მოთხოვნები.

ხარისხის ტოტალური მართვის - TQM პროგრამები ცვალებადია ფირმების მიხედვით და საჭიროებს ადაპტაციას კონკრეტული სიტუაციის მიხედვით. მიუხედავად ამისა, არის კომპონენტები, რაც ყველასთვის საერთოა.

TQM უნდა დაიწყოს სტრატეგიული დაინტერესებიდან. ინიციატივა უნდა მოდიოდეს ტოპმენეჯერებიდან. მათ უნდა გამოყონ შესაბამისი რესურსები, რაც უწყვეტი გაუმჯობესებისთვის იქნება საჭირო. ფირმები, რომლებიც ხარისხის გაუმჯობესებისთვის მხოლოდ ილუზიას ქმნიან, თითქმის ყოველთვის კრახს განიცდიან.

ხარისხის ტოტალური მართვის სტრატეგიული დაინტერესების მყარი ფუნდამენტის ასაგებად ოთხი კომპონენტია საჭირო.

ხარისხის ტოტალური მართვის ძირითადი კომპონენტები

0x01 graphic

მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია პერსონალის მონაწილეობა TQM-ში. ყველა მუშაკი უნდა იყოს ჩართული ფირმის მიზნების მიღწევაში. გარდა ამისა, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მასალებზე. ხშირად მზა პროდუქციის ხარისხი შეიძლება ამაღლდეს, თუ მომწოდებლებისგან უფრო ხარისხიან კომპონენტებს და მასალებს მიიღებენ და რესურსებს შეიძენენ მხოლოდ იმ კომპანიებიდან, რომელთა დაინტერესება ხარისხში დაემთხვევა ფირმის ინტერესებს. გარდა ამისა, ფირმა მზად უნდა იყოს ახალ ტექნოლოგიებში ფულის დასაბანდებლად, რათა აამაღლოს ოპერაციების ეფექტიანობა და გამოიყენოს მაღალხარისხიანი საწარმოო პროცესები. დაბოლოს, ფირმა მზად უნდა იყოს შრომის ორგანიზაციის ახალი და სრულყოფილი მეთოდების დასანერგად.

ფირმები, რომლებიც ხელმძღვანელობენ TQM პროგრამებით, ფლობენ სხვადასხვა მეთოდიკასა და საშუალებებს, მათ შორის, პროცესების სტატისტიკურ კონტროლს და ბენჩმარკინგს.

პროცესების სტატისტიკური კონტროლი ხარისხის კონტროლის და მონიტორინგის მათემატიკური მეთოდების ერთობლიობაა. ბენჩმარკინგი ლეგალური და ეთიკური შესწავლაა იმისა, თუ სხვა ფირმები როგორ ასრულებენ რაიმე სამუშაოს მაღალი ხარისხით, რათა შემდგომში გამოიყენონ და სრულყონ ეს მეთოდები. აშშ-ში ბენჩმარკინგის პიონერი იყო კომპანია Xerox, რომელმაც ამ მეთოდს უცხოური ფირმების მხრიდან კონკურენტული ზეწოლის გამო მიმართა. ცნობილია ფაქტი, როცა იაპონურმა ფირმა ჩანონმა მიაწოდა ბაზარს საშუალო ზომის ასლგადამღები აპარატი 10 000 დოლარზე ნაკლებ ფასად. ფირმა Xerox-ში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ Canon პროდუქტს ყიდიდა თვითღირებულებაზე ნაკლებად ბაზრის ხელში ჩაგდების მიზნით. კომპანიის წარმომადგენლები იაპონიაში გაემგზავრნენ სიტუაციაში გასარკვევად, რათა Fuji-Xerox-თან ერთად, რომელიც აზიაში ასლგადამღები აპარატების საწარმოებლად იყო შექმნილი, შეესწავლათ მდგომარეობა. მენეჯერებმა შეიძინეს Canon-ის აპარატი და დაშალეს ნაწილებად. მათდა გასაკვირად, აპარატი აღმოჩნდა Xerox-ის ტექნიკასთან შედარებით ხარისხიანი და იაფი. იმავე მასალებისა და მეთოდების გამოყენებით Xerox-მა შეძლო ხარისხის ამაღლება და თვითღირებულების შემცირება.

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? როგორც ცნობილია, ჩვენთან მოქმედებდა გოსსტანდარტი. მისი გაუქმების შემდეგ შეიქმნა სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო და აკრედიტაციის ცენტრი. ამჟამად საქართველოში სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (World Trade Organization - WTO) წევრი. მასთან თანამშრომლობაც ითვალისწინებს სერტიფიცირების ნებაყოფლობითობას. თუმცა, ფირმათა დაინტერესება ISO 9000:2000“-ის მისაღებად იზრდება, რადგან ეს, ერთის მხრივ, უცხოურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას ამაღლებს და მეორეს მხრივ, უცხოელ პარტნიორებთან ადგილობრივი თანამშრომლობის შესაძლებლობას ზრდის.

დღეისათვის „ISO 9000:2000“-ის ეროვნულ დონეზე აკრედიტებული ორგანიზაცია საქართველოში არ არის. საქართველოში 2000 წლიდან ფუნქციონირებს გერმანული კომპანია TUV-SUD, რომელიც 2000 წლიდან ქართული ფირმების სერტიფიკაციას ეწევა და პარტნიორობს კომპანია მენეჯმენტის სისტემებთან. ეს უკანასკნელი საკონსულტაციო სამუშაოებს ეწევა „ISO 9000:2000“-ის სტანდარტების დასანერგად და მის მიერ მომზადებული კომპანიებიდან 19 ქართულ კომპანიას აქვს სათანადო სერტიფიკატი. ცხადია, ეს კარგი პროდუქციის წარმოებისათვის და საექსპორტო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, უდიდეს პრობლემად რჩება ლაბორატორიული ქსელის განვითარება და აკრედიტაცია. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ საქართველოში იქნება ლაბორატორიები, სადაც სხვადასხვა ფართოდ აღიარებული სტანდარტებით განხორციელდება სერტიფიცირება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის უსაფრთხოების ამაღლებასა და მსოფლიო ბაზარზე გატანის შესაძლებლობების ზრდას. მაგრამ არანაკლები სირთულეებია მოსალოდნელი ლაბორატორიების შექმნის პროცესში. პირველ რიგში გამოვყოფდით ადამიანური რესურსების პრობლემას, ჯერჯერობით სტანდარტებისა და ტერმინების საკითხებიც კი შემუშავების პროცესშია. საჭიროა მეწარმეებს მიეწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა სტანდარტების მოქმედებისა და იმ სიახლეების შესახებ, რაც ამ სფეროში ხდება. ამ თვალსაზრისით ალბათ უმჯობესია, იმ ლაბორატორიებთან თანამშრომლობა, რომელთა რეპუტაცია საკმაოდ მაღალია საერთაშორისო მასშტაბით. მეორე, საჭიროა ქართული კომპანიების მიერ უკვე აპრობირებული სტანდარტების დანერგვა და ამ სტანდარტებით მოქმედება.

P.S ამასთან, საჭიროა იმ კანონების სრულყოფა, რომლებიც სტანდარტიზაციის, სერტიფიცირების და ხარისხის სფეროებს არეგულირებს საქართველოში. მხედველობაში მაქვს საქართველოს კანონი პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ; საქართველოს კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ; საქართველოს კანონი სტანდარტიზაციის შესახებ.

23 ექსპერტის კომენტარი

▲back to top


0x01 graphic

რედაქციაში შემოსულ შეკითხვებს პასუხობს ექსპერტი სამეწარმეო საკითხებში, იურიდიული ფირმა ალპ- ინტერნეიშენალ გრუპის დამფუძნებელ-პარტნიორი ანდრო ასლანიშვილი.

კითხვა:

- გთხოვთ განმიმარტოთ, რა გზითაა შესაძლებელი საქართველოში მოქმედი სააქციო საზოგადოების აქციების შეძენა და რა საკანონმდებლო გარანტიები და დაცვის მექანიზმები არსებობს უმცირესობაში მყოფი აქციონერების უფლებების დასაცავად?

პასუხი:

- საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ კი, საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ ითვალისწინებს ამა თუ იმ სააქციო საზოგადოებაში აქციების უშუალოდ ან/და საბროკერო კომპანიის მეშვეობით შეძენის შესაძლებლობას (მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი). ამასთან, თუ გარიგება დადებულია საბროკერო კომპანიის მონაწილეობის გარეშე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (მე-18 მუხლის მე6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).

ამ მიზნისთვის, საბროკერო კომპანია არის პირი, რომელიც ჩაბმულია ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებში (მე-2 მუხლის 26-ე პუნქტი), ხოლო ბროკერი არის ფიზიკური პირი, რომელიც დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ანდა ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას (მუხლი 2, პუნქტი 6).

ამჟამად საქართველოში სულ რამდენიმე საფონდო ბირჟა ფუნქციონირებს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე გაუმჯობესდა, ჯერ კიდევ ქვეყანაში აქციათა ყიდვაგაყიდვისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი ინფრასტრუქტურა არაა შექმნილი.

სააქციო საზოგადოების აქციონერთა უფლებების დაცვის ძირითადი დებულებები თავმოყრილია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის თანახმად, აქციონერს უფლება აქვს, საერთო კრებაზე დღის წესრიგის თითოეული პუნქტის გამო მოსთხოვოს განმარტებები დირექტორებს, სამეთვალყურეო საბჭოს და გამოთქვას თავისი აზრი. თუ მოთხოვნა წერილობით იქნა წარდგენილი საერთო კრებამდე 10 დღით ადრე, მაშინ იგი უნდა შესრულდეს ან განხილულ იქნეს დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ საწარმოს არსებითი ინტერესების საფუძველზე, რაც წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული.

აქციათა ოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება, აგრეთვე აქციონერთა უფლებების არეალი. აქციების 5%25-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს (იხ. 53-ე მუხლი).

ასევე, აქციების 5%25-ის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ, სამეთვალყურეო საბჭოს ანდა დირექტორის მეშვეობით მოითხოვონ სააქციო საზოგადოების რიგგარეშე კრების ჩატარება, შესაბამისი მმართველობის ორგანოსაგან მოითხოვოს საზოგადოების სახელით დადებული გარიგებების ასლები ან/და ინფორმაცია დასადები გარიგებების შესახებ.

აქციონერებს შეუძლიათ თავიანთი ხმის უფლება გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოსალოდნელი გადაწყვეტილება ეხება მათთან გარიგების დადებას ან მათი ანგარიშის დამტკიცებას. თუ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სააქციო საზოგადოების დომინანტმა აქციონერმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა სააქციო საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ აქციონერებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება აქციონერი ან ერთად მოქმედ აქციონერთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინონ სააქციო საზოგადოების საერთო კრების კენჭისყრის შედეგზე.(იხ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-მუხლი).

აქციონერთა უფლებების კატეგორიას მიეკუთვნება, აგრეთვე აქციათა შეფასებისა და გამოსყიდვის მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა სააქციო საზოგადოების წინაშე.

ალბათ დამეთანხმებით, ზემოაღნიშნული უფლებები უმცირესობაში მყოფ აქციონერებს აძლევს საზოგადოების მართვის პროცესში მონაწილეობის, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისა და საწარმოს ფუნქციონირების სხვა ასპექტებზე კონტროლის ფართო შესაძლებლობებს, ყოველ შემთხვევაში, მეწარმეთა შესახებ კანონი ამის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. თუმცა, პრაქტიკაში ამ უფლებების რეალიზაცია ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

კითხვა:

- გთხოვთ განმიმარტოთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ როგორც ფიზიკურმა პირმა გავიარო შესაბამისი საგადასახადო რეგისტრაცია და რა განსხვავება არსებობს ფიზიკურ პირად საგადასახადო რეგისტრაციასა და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას შორის. ანუ ხომ არ ნიშნავს ფიზიკური პირის საგადასახადო რეგისტრაცია ავტომატურად მის იმავდროულად ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას?

პასუხი:

- დასაწყისშივე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ სამართლებრივ აქტებში ერთმანეთისაგან გამიჯნულია ფიზიკურ პირთა საგადასახადო რეგისტრაცია ფიზიკური პირების ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისგან. კერძოდ, საგადასახადო კოდექსში (მუხლი 36ე) - 1. მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:

) ინდივიდუალური საწარმო - ფიზიკური პირი, თუ ის მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე;

) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას.

ანუ, საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის სხვადასხვაა ინდივიდუალური მეწარმე (ინდივიდუალური საწარმო ფიზიკური პირი, თუ ის მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე) და მოქალაქე (ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას). შესაბამისად, განსხვავებულია მათი გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნები.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონითა და საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში. ხოლო მოქალაქის (ანუ ფიზიკური პირის, რომელიც ახორციელებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას და წარმოექმნება საგადასახადო ვალდებულებები) გადამხდელად რეგისტრაცია ხორციელდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსში სახელმწიფო რეგისტრაციის, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების პროცედურებს არეგულირებენ მე-100 და 101-ე მუხლები.

სსკ-ის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი ვალდებულია საიდენტიფიკაციო ნომრის მისაღებად მიმართოს საგადასახადო ორგანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადამდე არანაკლებ 10 დღით ადრე. ამასთან, სსკის 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერია ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. ფიზიკური პირი უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გარეშეც პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი მიუთითოს წარმოშობილი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას. აქედან გამომდინარე, ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება ასევე მის მიერ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ანდა ბანკში წარდგენილი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების მონაცემების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ იმავე მუხლის მე4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი მუდმივია და მისი შეცვლა ან განმეორება აკრძალულია. მაშასადამე, ფიზიკური პირის საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება როგორც ამ უკანასკნელის მიერ შესაბამისი საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის, ისე მის მიერ საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების საფუძველზე. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფიზიკურ პირს, შეუძლია საგადასახადო აღრიცხვაზე დადგეს სათანადო მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენის შედეგად. ამ შემთხვევაშიც, ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო აღრიცხვაზე დადგომის შესახებ განცხადების წარდგენის დროს მას საიდენტიფიკაციო ნომრად ავტომატურად ენიჭება აღნიშნული ფიზიკური პირის პირადობის მოწმობაში მითითებული ნომერი.

ფიზიკურ პირებად სახელმწიფო საგადასახადო რეგისტრაციისთვის, შესაბამის საგადასახადო სამსახურში ფიზიკურმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დამატებითი დოკუმენტაცია:

  • განცხადება (დადგენილი ფორმის ბლანკზე);

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

თავის მხრივ, განცხადებაში უნდა მიეთითოს განმცხადებლის სახელი და გვარი, მისამართი, განმცხადებლის პირადი ნომერი, ხელმოწერა და თარიღი. აქვე შეიძლება ვთქვათ, რომ ფიზიკური პირის საგადასახადო რეგისტრაციისათვის რაიმე სახის მოსაკრებელი ან ბაჟი არ გადაიხდება.

ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, ინდივიდუალურ მეწარმეთა სახელმწიფო და საგადა-სახადო რეგისტრაცია ხორციელდება არა საგადასახადო კოდექსის, არამედ, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით. კერძოდ, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54 მუხლი არეგულირებს ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის წესს და პირობებს. ამისათვის კი ფიზიკურმა პირებმა მარეგისტრირებელ ორგანოში უნდა წარადგინონ განცხადება და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. თუმცა, ამ შემთხვევაში ასევე სავალდებულოა საგადასახადო კოდექსის მე-100-ე და 101-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურები. ფიზიკური პირების საგადასახადო რეგისტრაციის მსგავსად, ფიზიკური პირების ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისას არანაირი გადასახადი (სახელმწიფო ბაჟი ანდა მოსაკრებელი) არ გადაიხდება.

უნდა შევნიშნოთ, რომ საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლში (2008 წლის 21 მარტის 5984-რს საქართველოს კანონით) შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი-მე-5 ნაწილები მოქმედებაში შედის 2009 წლის 1 იანვრიდან.

მე-100 მუხლის ახალი რედაქცია ითვალისწინებს:

  • პირი ან პირთა ჯგუფი ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-6 ნაწილის , , ქვეპუნქტებით ან/და მე-7 ნაწილით განსაზღვრული საქმიანობისა) დაწყებამდე ინდივიდუალური მეწარმის/საწარმოს/ორგანიზაციის სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის (აღრიცხვის) შესახებ განცხადებით მიმართოს ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური მეწარმის/საწარმოს/ორგანიზაციის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - საცხოვრებელი ადგილის) მიხედვით.

  • საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, გარდა ამ კოდექსის 36- მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირისა, უფლებამოსილია საგადასახადო რეგისტრაციის (აღრიცხვის) შესახებ განცხადებით მიმართოს ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

  • მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში.

  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, მისი ფილიალებისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში.

  • ფიზიკურმა პირმა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური პირისა) ან საწარმომ (გარდა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოსი და უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისა) ან ორგანიზაციამ (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

  • თუ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით აქვს სირთულეები, მის მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო.

  • თუ საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციის ან/და საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი ნებაყოფლობით, ამ კოდექსის 130- მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოჩენიდან 10 დღის ვადაში, დადგენილი წესით, განცხადებით არ მიმართავს შესაბამის საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის თაობაზე, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით უზრუნველყოს მისი საგადასახადო რეგისტრაცია.

ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოყვანილი გამონაკლისები ეხება:

- დაქირავებით მუშაობას (მე-13 მუხლის მე-6 ნაწილის ა) ქვეპუნქტი);

- ფულადი სახსრების განთავსებას ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში (მე-13 მუხლის მე-6 ნაწილის ბ) ქვეპუნქტი);

- ქონების მართვას მინდობილობით (მე-13 მუხლის მე-6 ნაწილის დ) ქვეპუნქტი);

- საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილის ან ფასიანი ქაღალდების შეძენა/რეალიზაციას (მე13 მუხლის მე-7 ნაწილი);

- ობლიგაციებისა და სხვა სავალო ვალდებულებათა შეძენა/რეალიზაციას (მე-13 მუხლის მე-7 ნაწილი);

- საპაიო საინვესტიციო ფონდში პაის შეძენა/რეალიზაციას (მე13 მუხლის მე7 ნაწილი);

- საავტორო ან სხვა ანალოგიური უფლებების რეალიზაციას (მე-13 მუხლის მე-7 ნაწილი).

მე-2 პუნქტში დაშვებულ გამონაკლისებში იგულისხმება მეწარმე ფიზიკური პირი. კერძოდ: ინდივიდუალური მეწარმე (36-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტი); და ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (36-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტი).

მთავარი განსხვავება ზემოთ წარმოდგენილ შემთხვევებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ ინდივიდუალური მეწარმე ეწევა სამეწარმეო, ანუ ეკონომიკურ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, მისი საგადასახადო ტვირთი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ფიზიკური პირებისა. მსგავსება კი მდგომარეობს იმაში, რომ ფიზიკური პირების მსგავსად, ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაცია ხორციელდება შესაბამისი რეგიონალური საგადასახადო ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მიერ. ისევე, როგორც ფიზიკური პირები, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სსკის 130-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციის ანდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე დადგომის წესის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

კითხვა:

- მინდა დავაფუძნო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელი პარტნიორი იქნება უცხო ქვეყნის, კერძოდ კი ლატვიის მოქალაქე. გთხოვთ ამიხსნათ, რა დამატებითი დოკუმენტებია იმისთვის საჭირო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებელ-პარტნიორად?

პასუხი:

- ამ მხრივ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა მეტად ლიბერალურია: არანაირი შეზღუდვა არ არსებობს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ერთპიროვნულად ანდა მისი თანამონაწილებით სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნებაში.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ საწარმოს პარტნიორი, ხელმძღვანელობაზე ანდა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ საქართველოს მოქალაქისთვის დადგენილ შესაბამის მონაცემებს. საქართველოს მოქალაქეები კი სამეწარმეო სუბიექტის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისთვის ვალდებული არიან წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სწორედ ამიტომ, ერთადერთი პროცედურა, რაც საჭიროებს განხორციელებას, არის ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის თარგმანი და ამ თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებული ეგზემპლარი. ხოლო, რაც შეეხება თვითონ რეგისტრაციის პროცედურებს, ისინი უკვე გამარტივებული წესით ხორციელდება და სხვა შესაბამისი დოკუმენტების (განცხადება; ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელმოწერა სრულდება უშუალოდ მარეგისტრირებელ ორგანოში და საზოგადოების სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში შეადგენს 160 ლარს და გადაიხდება სახაზინო კოდზე - 300773131) წარდგენისთანავე მოხდება საზოგადოების რეგისტრაცია და შესაბამისი სერტიფიკატის გადაცემა.

კითხვა:

- მე და ჩემი მეუღლე ვაპირებთ კომერციული ფართის იჯარით აღებას ფიზიკური პირისაგან შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების გზით. აქედან გამომდინარე, გთხოვთ განმიმარტოთ, ვის ეკისრება ქონების გადასახადის გადახდა, მეიჯარეს თუ მოიჯარეს, ანუ პირადად ჩვენ?

პასუხი:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (სსკ) 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

საიჯარო ურთიერთობების საგადასახადო სამართლებრივ მხარეებს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილი. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის საკუთრებაში არსებული ანდა ლიზინგით აღებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი), გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული, აგრეთვე იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ქონებისა. მაშასადამე, ჩვენს შემთხვევაში ქონების გადასახადის გადახდა სახელმწიფოს წინაშე ეკისრება მოიჯარეს, რომელიც კომერციული მიზნებისთვის იყენებს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ ქონებას, ხოლო მეიჯარე საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში განთავისუფლებულია ქონების გადასახადების გადახდისაგან. მაგრამ თავის მხრივ, მეიჯარეს, რამდენადაც სსკის მე-13 მუხლის მე6 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების იჯარით გადაცემა განეკუთვნება არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას, იჯარიდან მიღებული შემოსავლები ეთვლება ერთობლივ შემოსავალში და ეკისრება საშემოსავლო გადასახადის გადახდა დადგენილი მოცულობით. თუ ის გადამხდელად არა რეგისტრირებული პირია, მოიჯარეს (მეწარმე სუბიექტს) მოუწევს აგენტის ფუნქციის შესრულება.

კითხვა:

- შეზღუდული პასუხისმგებლობის სა-ზოგადოება სხვა საქმიანობასთან ერ-თად ახორციელებს ელექტრო შემდუღებელთა, აგრეთვე სხვა სახის სპეციალობების მსურველთა სწავლება-ატესტაციას. აღნიშნულისათვის საწარმოში ფუნქციონირებს სასწავლო-საატესტაციო ცენტრი. გთხოვთ განმიმარტოთ, ჩაითვლება თუ არა აღნიშნული სწავლება-ატესტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230- მუხლით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეულ განათლების მომსახურებაში და თუ ჩაითვლება, ამისათვის რა აუცილებელი დოკუმენტების მიღებაა საჭირო?

პასუხი:

- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაწეული განათლების მომსახურება, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის გამოთვლითი ტექნიკის, ხელსაწყო-დანადგარებისა და ქიმიური რეაქტივების იმპორტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსი უფრო დეტალურად არ განმარტავს და არ იძლევა იმის ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას, თუ საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის რომელი დაწესებულებები ითვლება საგანმანათლებლო დაწესებულებებად. მათ შესახებ პასუხს იძლევა საქართველოს კანონები განათლების შესახებ, ზოგადი განათლების შესახებ, უმაღლესი განათლების შესახებ და რაც ჩვენს შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კანონების ზოგადი ანალიზი საშუალებას იძლევა ტერმინ საგანმანათლებლო დაწესებულების ქვეშ მოვიაზროთ და ერთმანეთისგან განვასხვავოთ: სკოლამდელი სააღმზრდელო ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებები. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულება ექვემდებარება დადგენილი წესით ლიცენზირებას. იმავე კანონის მე3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაზე ლიცენზიების გამცემი ორგანოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მაშასადამე, საქართველოს საგადასახადო კოდექსი 230-ე მუხლით დადგენილ დებულებებში სწორედ ასეთი ტიპის დაწესებულებებს მოიაზრებს, ვინაიდან საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლებიან ის დაწესებულებები, რომლებსაც მიღებული აქვთ სათანადო ლიცენზია საგანმანათლებლო დაწესებულების ტიტულის მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შპს პასუხობს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მიღებული გაქვთ შესაბამისი ლიცენზია, მაშინ თქვენზე გავრცელდება სსკის 230ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილი შეღავათი: გაწეული განათლების მომსახურება განთავისუფლებული დღგ-სგან

24 გვეკითხებიან - ვპასუხობთ

▲back to top


0x01 graphic

ჟურნალის რედაქციაში უწყვეტად შემოდის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში შვებულების ანაზღაურების წესსა და პირობებთან დაკავშირებული შეკითხვები. ჩანს, ამ სფეროში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა გაუგებრობებიც წარმოშვა.

გთავაზობთ შრომისა და სოციალურ საკითხებში ცნობილი ექსპერტის, იურისტისა და ჟურნალისტის, - ირინე ღლონტის კონსულტაცია-კომენტარს მკითხველთა ფართო წრისათვის საინტერესო თემატიკაზე.

ითხვა:

- გთხოვთ განგვიმარტოთ, რამდენი დღის ხანგრძლივობის შვებულება ეკუთვნის მომუშავე ქალს დღეს მოქმედი კანონის შესაბამისად ორსულობისა და მშობიარობის გამო?

პასუხი:

- 2007 წლის 4 ივლისიდან ძალაში შესული საქართველოს შრომის კოდექსის 27ე მუხლის შესაბამისად, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, საერთო ჯამში 477 კალენდარული დღის ოდენობით.

კითხვა:

- გთხოვთ აგვიხსნათ, რამდენი დღით განისაზღვრება ორსულობისა და მშობიარობის გამო გასაცემი ანაზღაურებადი შვებულების ოდენობა და აქვს თუ არა მნიშვნელობა მისი ხანგრძლივობის განსაზღვრისთვის შრომის სტაჟის ოდენობას?

პასუხი:

- ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების შეძენის შემთხვევაში - 140 კალენდარული დღე.

ამ შემთხვევაში ქალის შრომის სტაჟის ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს.

კითხვა:

- აქვს თუ არა უფლება ქალს ორსულობისა და მშობიარობის გამო კანონით გათვალისწინებული შვებულება გადაანაწილოს მშობიარობის შემდგომ პერიოდზე?

პასუხი:

- დიახ, კანონის თანახმად, მას აქვს ასეთი უფლება. დასაქმებული ქალს, თავისი შეხედულებებისამებრ შვებულება შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

კითხვა:

- აქვს თუ არა უფლება შვებულებით ისარგებლოს დასაქმებულმა, რომელმაც იშვილა ახალშობილი ბავშვი?

პასუხი:

- რა თქმა უნდა, აქვს ასეთი უფლება. უფრო კონკრეტულად, დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო - ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე.

კითხვა:

- საიდან (რომელი წყაროდან) ხდება დღეს მოქმედი კანონით ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ახალშობილის, შვილად აყვანის გამო კუთვნილი შვებულების ანაზღაურება? რამდენადაც მახსოვს, ადრე იგი სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან ფინანსდებოდა, რასაც დიდი რაოდენობით თანხის უკანონოდ გაცემაც მოჰყვა.

პასუხი:

- დღეს ასე აღარ არის. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო, შვებულებები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ დამსაქმებელი და დასაქმებული შრომის კოდექსის 29ე მუხლის შესაბამისად, შეიძლება შეთანხმდნენ დამატებითი ანაზღაურების შესახებაც.

კითხვა:

- გთხოვთ განგვიმარტოთ, მოქმედი კანონის თანახმად, როგორ არის გადაწყვეტილი დასაქმებული ქალისთვის ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების მოცემის საკითხი?

პასუხი:

- დასაქმებულს თავისი თხოვნით, უწყვეტად ან ნა წილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.

კითხვა:

- შეიძლება თუ არა ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება მიეცეს ბავშვის ბებიას ან მამას, რომლებიც დედის ნაცვლად უვლიან ბავშვს?

პასუხი:

- 2006 წლის 4 ივლისიდან მოქმედი შრომის კოდექსის თანახმად, ბავშვის მოვლის გამო დამატებითი ანაზღაურების გარეშე შვებულება შეიძლება მიეცეს არა მხოლოდ ბავშვის მამას, ან ბებიას, არამედ ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.

კითხვა:

- საქართველოს შრომის კოდექსის გარდა, აწესრიგებს თუ არა სხვა კანონი ან ნორმატიული აქტი ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობის საკითხებს?

პასუხი:

- „საქართველოს შრომის კოდექსის“ 54ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობისთვის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებულია „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესი“, რომელიც არეგულირებს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ზემოაღნიშნული შვებულებით სარგებლობასთან არის დაკავშირებული.

კითხვა:

- თუ შეიძლება დეტალურად აგვიხსნათ, რა განსხვავებაა დასაქმებულსა და საჯა-რო მოსამსახურეს შორის და აწესრიგებს თუ არა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესი თითოეული მათგანის უფლებრივ საკითხებს ორსულობისა და მშობიარობის შემთხვევაში?

პასუხი:

- დასაქმებული საქართველოს შრომის კოდექსის განსაზღვრული ფიზიკური პირია, რომელიც შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ახორციელებს გარკვეულ სამუშაოს, მოსამსახურე კი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე.

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესი არეგულირებს წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე, როგორც დასაქმებულის, ისე საჯარო მოსამსახურეთათვის დახმარების დანიშვნას, გაანგარიშების სისწორესა და გაცემას.

კითხვა:

- ვინ ახორციელებს დახმარების და კომპენსაციის დანიშვნას, გაანგარიშების სისწორეს და გაცემას?

პასუხი:

- წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე დახმარების დანიშვნას, ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამისად, გაანგარიშების სისწორეს და გაცემას უზრუნველყოფს სოციალური სუბსიდიების სააგენტო (37.96.2007, №191/ნ), ხოლო კომპენსაციების დანიშვნას, გაანგარიშებასა და გაცემას - შესაბამისი დაწესებულება.

კითხვა:

- რა ოდენობით დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ ორსულობისა და მშობია-რობის გამო?

პასუხი:

- სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ დახმარება გაიცემა ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების მთელ პერიოდზე კანონმდებლობის შესაბამისად, - არაუმეტეს 600 ლარისა, ხოლო კომპენსაცია შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებიდან.

კითხვა:

- რა იგულისხმება ორსულობისა და მშობიარობის გამო გასაცემ კომპენსაციაში?

პასუხი:

- კომპენსაციაში ამ შემთხვევაში იგულისხმება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 411 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარება, რომელიც მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა მის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად.

კითხვა:

- რა წარმოადგენს დახმარებისა და კომ-პენსაციის ანაზღაურების საფუძველს?

პასუხი:

- ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.

კითხვა:

- სად და რა სახის დოკუმენტები უნდა იქნეს წარმოდგენილი დასაქმებულისათვის/მოსამსახურისათვის დახმარების ან კომპენსაციის მიღების უზრუნველსაყოფად?

პასუხი:

- მსგავს შემთხვევებში დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის დროს, შვილების შესაბამისი დოკუმენტი, ასლთან ერთად (დედნების შემთხვევაში მისი დუბლიკატი და მათი ასლები); დასაქმებულის/მომსახურის პირადობის მოწმობის ასლი; დაფინანსების განაცხადი (დანართი №3) 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების, ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტერის ხელმოწერებით; საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებული/მომსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კითხვა:

- როგორია დახმარებისა და კომპენსაცი-ის დანიშვნის პირობები?

ასუხი:

- როგორც დასაქმებულს, ისე მომსახურეს დახმარება ენიშნება: ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო. რაც შეეხება კომპენსაციას, იგი ენიშნება მხოლოდ საჯარო მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო.

კითხვა:

- მიეცემა თუ არა ქალს დახმარება და კომპენსაცია, თუ ბავშვის მოვლის გამო უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერი-ოდში იგი კვლავ ფეხმძიმედაა ან იშვილა ახალშობილი?

პასუხი:

- დიახ, მიეცემა: ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანისა და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის შემთხვევაში, ასევე მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დახმარება და კომპენსაცია გაიცემა მორიგი ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე.

კითხვა:

- იმ დროს, როცა დასაქმებულზე ან მომსახურეზე გახსნილი იყო საავადმყოფო ფურცელი, საწარმო ან დაწესებულება, სადაც იგი მუშაობდა ლიკვიდირებულ იქნა. აუნაზღაურდება თუ არა მას დახმარება ან კომპენსაცია?

პასუხი:

- ორგანიზაციის/დაწესებულების ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ გახნილია საავადმყოფო ფურცელი, დახმარება, კომპენსაცია ანაზღაურდება სრული ოდენობით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

კითხვა:

- ვარ მასწავლებელი. მიმდინარე წლის ანაზღაურებად შვებულების პერიოდს დაემთხვა საავადმყოფო ფურცლის გახსნა ორსულობისა და მშობიარობის გამო. მომეცემა თუ არა ორივე შვებულების ანაზღაურება?

პასუხი:

- დიახ, მოგეცემათ. კანონის თანახმად, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელს ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიურ კუთვნილ შვებულების თანხასთან ერთად, მიეცემა დახმარება სრული ოდენობით.

კითხვა:

- რომელი პერიოდის ანაზღაურება წარმოადგენს მოსამსახურესათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას? ვარ საჯარო მოსამსახურე და მიმდინარე წლის სექტემბრიდან მიწევს დეკრეტულ შვებულებაში გასვლა, ჩემს მეგობარს კი, რომელიც შპს-ში მუშაობს ბავშვის შვილად აყვანა უნდა. გთხოვთ ისე გვიპასუხოთ, რომ ორივე გავერკვეთ ჩვენს უფლებებში.

პასუხი:

- მოსამსახურისათვის გასაცემი დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში გასვლის წინა თვის თანამდებობრივი სარგო. აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენი მეგობრისთვის (რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე) ერთ წლამდე ასაკის ბავშვის შვილად აყვანის

შემთხვევაში, გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზა იქნება შრომითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული მისი შრომის ანაზღაურება, მაგრამ, თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

კითხვა:

- ვმუშაობ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ვარ გამომუშავებაზე. მიმდინარე წლის ოქტომბერში მიწევს დეკრეტულ შვებულებაში გასვლა. რომელი პერიოდის ხელფასიდან მოხდება ჩემთვის შვებულების პერიოდში გასაცემი დახმარების ოდენობის განსაზღვრა?

პასუხი:

- თქვენთვის გასაცემი დახმარება გამოიანგარიშება, შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.

კითხვა:

- როგორ გადაწყდება შვებულების ანაზღაურების საკითხი იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულს დეკრეტულ შვებულებაში გასვლამდე ბოლო დამსაქმებელთან მხოლოდ 1 თვე და 10 დღე აქვს ნამუშევარი?

პასუხი:

- მსგავს შემთხვევაში საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.

კითხვა:

- რა თანხები არ მიიღება მხედველობაში დახმარების ოდენობის გაანგარიშებისას?

პასუხი:

- ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების დროს მხედველობაში არ მიიღება: ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები; ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები; ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.

კითხვა:

- როგორ გადაწყდება დახმარების გაცე-მის საკითხი თუ ქალი, რომელიც დეკრეტულ შვებულებაში გადის, ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობს?

პასუხი:

- მსგავს შემთხვევაში კუთვნილი დახმარება სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინანსების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში (ე.ი. არაუმეტეს 600 ლარისა).

კითხვა:

- ვიმყოფები შვებულებაში 1 წლამდე ასაკის ბავშვის მოსავლელად ამ პერიოდში, რაც შვებულებაში ვარ, ჩვენს სამსახურში გაიზარდა, ხელფასები, მყავს 9 თვის ბავშვი და მალე მეორეს ველოდები. სამსახურში ვერ შევძლებ გასვლას, ისე მომიწევს მეორე შვილზე შვებულების გაფორმება.

გთხოვთ განმიმარტოთ, რომელი ხელფასიდან გაიანგარიშება კუთვნილი დახმარება?

პასუხი:

- ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის ან მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში (თუ გაიზარდა თანამდებობრივი სარგო და შესაბამისად შვებულებაში მყოფი ქალისათვის არ მომხდარა ხელფასის დარიცხვა, დახმარების ოდენობა გაანგარიშებულ უნდა იქნეს ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით. ასე, რომ საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება, ე.ი. შვებულების თანხას მომატებული ხელფასის გათვალისწინებით მიიღებთ.

კითხვა:

- შეიძლება თუ არა ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება და შესაბამისი ანაზღაურება მიეცეთ ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს?

პასუხი:

- არა, არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალი გარდაიცვალა. ამ დროს თუ ბავშვი ცოცხალი გადარჩა დახმარებას მიიღებს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.

კითხვა:

- არის თუ არა კანონით დადგენილი საავადმყოფო ფურცლის წარდგენის ვადა?

პასუხი:

- დიახ, არის. საყურადღებოა, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის გასულია 6 თვე.

25 მოზაიკა

▲back to top


როგორ გავიადვილოთ სამუშაო?

საინტერესო სამუშაოც კი ხანდახან მომაბეზრებელი ხდება. მით უფრო მომაბეზრებელია ისეთი შრომა, რომელიც იძულებით მიმდინარეობს მხოლოდ ხელფასის მოპოვების მიზნით. თუმცა, არსებობს მეთოდები, რომლებიც შრომის პროცესს აადვილებენ.

პირველი მათგანი - ეს არის დავალებათა სიის შედგენა და მათი რანგირება. პირველად შეასრულეთ ის დავალებები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ უპირველესად ამოარჩიეთ ის დავალება, რომლის ხასიათზეც ხართ იმ მომენტში.

მეორე მეთოდი - ეს არის მუშაობა საკუთარი ბიოლოგიური საათის მიხედვით.

ბევრ კომპანიაში არსებობს მკაცრი რეგლამენტი - თანამშრომელი მთელი დღე ოფისში უნდა იყოს დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე, შესვენების გამოკლებით. ხელმძღვანელების დავალებები უნდა შესრულდეს დაუყოვნებლივ მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის აუცილებლობა.

პირველ რიგში დაარწმუნეთ თქვენი შეფი, რომ ასეთი ფსიქოლოგიური პრესი კარგ შედეგებს არ მოიტანს. კომპანიათა უმეტესობაში უკვე მიხვდნენ ამას და თანამშრომელს დავალებას წინდაწინ უსაზღვრავენ და მის შესასრულებლად რამდენიმე დღეს აძლევენ.

0x01 graphic

ამ რამდენიმე დღეში სამუშაო უნდა შეასრულოთ დროის იმ მონაკვეთებში, როდესაც თქვენი ბიოლოგიური საათი აქტივობას გკარნახობთ. ზოგისთვის აქტივობის პერიოდი დილაა, ზოგისთვის ნაშუადღევი.

დღის დანარჩენ მონაკვეთებში მხოლოდ ის, სამუშაოები შეასრულეთ, რომლებიც ძალების დიდი კონცენტრაციას არ მოითხოვს.

თუმცა, ბოლო ვადა მაინც დიდი სტრესია. ხანდახან გგონიათ რომ ვერ მოასწრებთ და ამიტომ ჩქარობთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ თვითონ დაადგინეთ ბოლო ვადა სამუშაოს ცალკეული ეტაპებისთვის. შეპირდით თქვენ თავს, რომ სამუშაოს პირველ ეტაპს მაგალითად ნაშუადღევს მორჩებით, მეორე ეტაპს საღამოს და მთელ სამუშაოს უფრო ადრე შეასრულებთ, ვიდრე ეს ხელმძღვანელობამ დაგავალათ. საკუთარი ბოლო ვადებისადმი დამორჩილება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სხვის ჭკუაზე სიარული.

სამუშაოს შესრულებაში ძალიან დაგეხმარებათ კითხვების კონკრეტიზაციის მეთოდი.

მაგალითად შეკითხვა: რას მიირთმევთ სადილზე? - ადამიანში უსაზღვრო ფანტაზიებს იწვევს. მაგრამ თუ ჰკითხავთ: მწვადი თუ ხინკალი? - პასუხი ერთმნიშვნელოვანი იქნება.

ამიტომ, ყველაზე რთული კითხვაც კი მარტივ ქვეკითხვებად დაჰყავით. იგივე სტილში დაუსვით შეკითხვები თანამშრომლებსაც.

0x01 graphic

ამრიგად, მთავარი რჩევა შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: ისწავლეთ მოვალეობების დანაწილება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც არსებულ სიტუაციაში საქმის კეთებას აადვილებენ.

კობა ცხრუკვეთელი

პირველი საბირჟო კრიზისი

0x01 graphic

სიტყვა კრიზისის ხსენებაც კი ბევრ ადამიანს შოკში აგდებს. მნიშვნელობა არა აქვს, დიდი საქმოსანი იქნება იგი თუ რიგითი: სხვადასხვა დოზით ყველას ჯიბეს აზარალებს... გარდა სპეკულანტებისა. თუმცა, ამ უკანასკნელთაგანაც უამრავს მოუტეხავს კისერი.

უწყინარი ტიტას ოინები

მაინც, როდიდან იღებს სათავეს კრიზისი, რომელიც დღეს არც თუ იშვიათი მოვლენაა არა მარტო ცალკეული ქვეყნების, არამედ მთელი მსოფლიოსათვის? წარმოიდგინეთ, საბირჟო ხელმოცარვათა ისტორია უკავშირდება არა ყბადაღებულ ოქროს, არამედ სრულიად უწყინარ და მშვენიერ ტიტას, უფრო სწორად - მის ფესვურას! ტიტა ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან XVI საუკუნეში მოხვდა. თავდაპირველად მოვლენები ჩვეულებრივ ვითარდებოდა - ადამიანები ამ ლამაზი ყვავილით თავიანთ ეზოებს ახალისებდნენ. მაგრამ XVII საუკუნის ოცდაათიან წლებში მათზე მოთხოვნილება მკვეთრად გაიზარდა და ჰოლანდიელებმაც, რომლებიც ისის იყო, დაემშვიდობნენ შუასაუკუნეობრივ კარჩაკეტილობას, სულმოუთქმელად გადაეშვნენ ტიტასთან დაკავშირებულ საბირჟო სპეკულაციებში.

ტიტებით ვაჭრობამ მასობრივი ხასიათი მიიღო, თუმცა ფესვურაზე ფასები დიდხანს ნორმალურ დონეს ინარჩუნებდა. ისტერია, რომელიც ისტორიაში ტიტების ციებცხელებით შევიდა, 1634 წელს დაიწყო, როცა ჩვეულებრივი ვაჭრობა საყოველთაო - სახალხო თამაშობებში გადაიზარდა. კარტიც დაივიწყეს და კამათელიც! თამაშობებისთვის პროფესიული ხასიათი რომ მიეცათ, ტიტას ფესვურები აუქციონზე გაიტანეს. გაიხსნა საგანგებო დარბაზები. იქ იკრიბებოდნენ გამყიდველები და მყიდველები, თანხმდებოდნენ ფასებზე. თითქოს არაფერი, მაგრამ... ტიტაზე ფასები სულ უფრო მაღლა და მაღლა მიიწევდა. მიზეზი ძალზე უბრალო გახლდათ: პროცესებში მოსახლეობის თითქმის ყველა ფენა ჩაება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ღარიბები ვალებში ეფლობოდნენ, რათა სანატრელი ფესვურები ეყიდათ და მერე ორჯერ მეტ ფასად გაეყიდათ.

0x01 graphic

გამოჩნდნენ მოხერხებული იურისტებიც - მათ ჯერ ვაჭრობის წესები ჩამოაყალიბეს, მერე კი შეთანხმებათა გაფორმების პროპაგანდა გააჩაღეს. საბირჟო აჟიოტაჟი მათთვის იდეალური ბაქანი იყო - მოკლე ჭკუის მოქალაქეები სწორედ აქ აბანდებდნენ უძრავმოძრავ ქონებას და თავითფეხებამდე ეფლობოდნენ აზარტულ ციებცხელებაში. თავდაპირველად ტიტას ერთ ფესვურაში ცხვარს იხდიდნენ, მერე - ძროხას ან ცხენს. ამის კვალობაზე დაიწყო ნამდვილი სიგიჟე: 1634 წელს ამსტერდამში სამი ფესვურის საფასურად გაიყიდა მთელი სახლი! შესაბამისად იზრდებოდა მოგებაც. როცა ნამდვილი საქონელი საკმარისი აღარ იყო, დაიწყეს ხელწერილების გაცემა... ფესვურას შეძენის უფლებაზე. ბირჟები შეუსვენებლივ მუშაობდნენ მთელი წლის მანძილზე. ეს ხელწერილები სხვა არა იყორა, თუ არა დღევანდელი ფიუჩერსები. მათმა რაოდენობამ მილიონებს მიაღწია! ამდენი ტიტას მოყვანა მთელს ნიდერლანდებშიც კი არ შეიძლებოდა. ყველა სიგიჟეს აქვს თავისი ბოლო, არც ფასების ზრდაა დაუსრულებელი. 1636 წელს ხელისუფლება გამოფხიზლდა. აღმოჩნდა, რომ ბირჟებზე ნამდვილ ტიტას და ფესვურებს კი არა, ქაღალდისას ყიდდნენ! საჭირო იყო სპეკულაციისათვის ლაგამის ამოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნებოდა მთელს ეკონომიკას. 1637 წელს ნიდერლანდების მთავრობამ თანდათან შეზღუდა ვაჭრობა. ბირჟები პანიკამ მოიცვა - შეთავაზებამ მოთხოვნილებას გადააჭარბა. ფესვურებს კი აღარ ყიდულობდნენ, არამედ ყიდდნენ. სპეკულაციის მექანიზმი საპირისპირო მხარეს დატრიალდა.

2 თებერვალს შესყიდვები შეწყდა. ეს დღე კრახის აპოთეოზი იყო: თამაშში ჩაბმული მოსახლეობის ყველა ფენა ერთბაშად გაჩანაგდა. ყველაზე მტკივნეული დარტყმა იგემეს იმ თავზეხელაღებულმა სპეკულანტებმა, ვინც კრედიტით ვაჭრობდა. მათ არა მარტო ფული და ქონება დაკარგეს, არამედ მევალის მარწუხებშიც აღმოჩნდნენ. 1637 წლის 27 აპრილს ჰარლემში შეკრებილმა მთავრობამ ტიტის ფესვურებით სპეკულაციას ზღვარი დაუდო - მათზე ფიქსირებული ფასები დააწესა.

საბირჟო ციებცხელება ჰოლანდიელებს ძვირი დაუჯდათ. მთავარი კონკურენტი - „ბრიტანეთის ლომი“ კი სიამოვნებით იფშვნეტდა ხელებს: ერთიმეორის მიყოლებით იპყრობდა ზღვისიქითა ბაზრებსა და კოლონიებს. ამაში დამნაშავე კი გახლდათ ტიტას ყავისფერი ფესვურა...

0x01 graphic

ჭკვიანები შეცდომებზე სწავლობენ

რა დასკვნები გამოიტანა კაცობრიობამ ამ მწარე ისტორიიდან?

არასოდეს არ უნდა შეუერთდე ფარას, რომელიც ხრამისაკენ მიექანება. თუ ბირჟაზე არაჯანსაღი აჟიოტაჟი იწყება და სპეკულაცია საქონლის რეალურ ფასებს გადააჭარბებს, უმჯობესია, განზე გადგეთ. დაჯერდეთ თუნდაც მცირეს, მაგრამ საკუთარს. დაელოდეთ თქვენს ჯერს, როცა ადიდებული მდინარე თავის კალაპოტს დაუბრუნდება.

არ იჟონგლიოროთ კრედიტით და არ დაახურდაოთ რეალური აქტივები - ავტომანქანა, ბინა, ოქრო. ერიდეთ საეჭვო ხელწერილებს, ქაღალდებს, აქციებს. ნუ მიბაძავთ იმათ, ვინც რაღაც წარმატებებს მიაღწია. ჯერ ერთი, ბევრს სჩვევია ქადილი, მეორეც - წარმატება კაპრიზულია. თუ მაინც აპირებთ ზემოგების მიღებას, აკეთეთ ეს მხოლოდ საკუთარი ფულით. კრახის შემთხვევაში დამარცხების განცდა ნაკლებ მტკივნეული იქნება, გამოცდილებასაც შეიძენთ.

აი, ამ შემთხვევის შემდეგ მოექცნენ ბირჟები მთავრობათა ყურადღების ცენტრში. ახლა საბირჟო ვაჭრობები ყველა ქვეყანაში რეგულირდება ამა თუ იმ მაკონტროლებელი ორგანოების მიერ.

ამჟამად ნიდერლანდებში მსოფლიოში უმსხვილესი ყვავილის ბირჟები მუშაობენ. თავში აღარავის მოსდის აზრად სპეკულაციით ხელის მოთბობა. ჯანსაღი აზრი ყველაზე უზენაესია. ტყუილად კი არ ქადაგებდა ჯონ როკფელერი, თქვენი წარმატება თქვენსავე გადაწყვეტილებებზე არისო დამოკიდებული...

მოამზადა
გუჯა რთველაძემ

როგორ გავხდეთ წარმატებული

0x01 graphic

ფსიქოლოგები დიდი ხანია იკვლევენ წარმატებული ადამიანების იმ თვისებებს, რომლებიც მათ საზოგადოებრივ წინსვლას განაპირობებენ. ამ თვისებების მთელი სიებიც შეადგინეს - მიზანმიმართულობა, კომუნიკაბელურობა, კომპეტენტურობა და ..

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მთავარია არა პიროვნული თვისებები, არამედ პიროვნების განწყობა გარესამყაროს მიმართ.

თუ გინდათ წარმატებას მიაღწიოთ უნდა გამოიმუშაოთ შემდეგი განწყობები:

1. ყველაზე ცუდშიც კი არის რაღაც კარგი.

სიკეთე ბოროტების გარეშე არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ბოროტება სიკეთის შეფასების კრიტერიუმია. ამიტომ არასოდეს დაყაროთ ფარხმალი. ბნელი ღამის შემდეგ აუცილებლად დადგება ნათელი დღე. ადამიანის სიკვდილიც კი საშუალებას აძლევს მესაფლავეს და მეკუბოვეს რომ თავი ირჩინონ.

2. არ არსებობს წარმატება მტრების გარეშე.

ბევრს ჰგონია, რომ წარმატებული ადამიანებით ყველა აღფრთოვანებულია, რომ იგი კერპია და ათასობით რიგითი ადამიანი მზად არის მათ გენიალურ იდეებს დაემორჩილონ. უმეტესად ასეა, მაგრამ მოშურნეები წმინდანებსაც კი ჰყოლიათ არათუ პოპულარულ ადამიანებს. ამიტომ გახსოვდეთ - მტერს არ სძინავს - მასობრივი აღფრთოვანების მიუხედავად, ყოველთვის მზად იყავით თავდაცვისათვის.

3. თავი აარიდეთ საცოდავ ადამიანებს.

ასეთები სულ მუდამ წუწუნებენ, ცდილობენ თავისი პრობლემები სხვას გადააბრალონ, არაეფექტურად მუშაობენ და მათ წრეში ყოფნა არც ისე სასიამოვნოა. ასეთმა თანამშრომელმა ან პარტნიორმა თავისი უნიათობით შეიძლება ძალიან კარგი წამოწყება ჩაგიშალოთ.

4. ისწავლეთ უთხრათ სიტყვა არა მათაც კი, ვისთან ურთიერთობასაც ძალიან უფრთხილდებით.

თუ თქვენ გიძნელდებათ უარი უთხრათ თქვენთვის პატივსაცემ ადამიანს, მაშინ მასაც უნდა ჰქონდეს იმდენი სინდისი, რომ თქვენთვის საზიანო რამ არ გთხოვოთ.

5. იმუშავეთ მუდმივად.

არასოდეს არ დაკარგოთ თქვენი საქმით გატაცების გრძნობა. მაგრამ არც იძულებითი შრომაა ეფექტური. ხშირ შემთხვევაში სიზარმაცე - ეს არის ქვეცნობიერი სწრაფვა უმოქმედობისადმი იმ მიზნით, რომ მშვიდად და ფუნდამენტურად გაიაზრო პრობლემები ზედმეტი ფაცი-ფუცის გარეშე.

6. შური - თქვენი უპირველესი მტერია.

თუ თქვენ ვერ მოთოკეთ შურის გრძნობა და ვერ დამალეთ - ეს ძალიან უარყოფითად იმოქმედებს თქვენს რენომეზე. შურიანი ადამიანი არავის უყვარს, თვით ყველაზე შურიანებსაც კი. და საერთოდ, ეს აბსოლუტურად ზედმეტი გრძნობაა...

7. კარგი ბიზნეს-პარტნიორი სჯობს ცუდ მეგობარს.

ბიზნესში მთავარია ინტერესთა და არა იმდენად ხასიათების ერთობა. მეგობრობა ხშირად ხელს უშლის ინტერესების ობიექტურად შეთანხმებას - მით უმეტეს თუ ჭირვეული და პრეტენზიული მეგობრები გყავთ.

8. თქვენი საყრდენი - თქვენი ოჯახია.

ეცადეთ შექმნათ თბილი და მოსიყვარულე ოჯახი. შვილებზე ზრუნვა ყველაზე დიდი სტიმულია ბიზნესის განვითარებაში. მარტოხელა ადამიანს ადრე თუ გვიან ბეზრდება წარმატებები და მარტოობის განცდაც ეუფლება, თუნდაც რომ მოსამსახურეების მთელი დივიზია ემსახურებოდეს.

9. ნამდვილ წარმატებას გუნდის იმედით ვერ მიაღწევ.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ბიზნესში გუნდურ მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ მხოლოდ გუნდის იმედით წარმატებას ვერ მიაღწევთ. გუნდს აუცილებლად სჭირდება ლიდერი, რომელიც მოახდენს გადაწყვეტილებების კოორდინაციას და შეჯერებას. თუ თქვენ არ იკისრეთ ლიდერის როლი - თვითონ გუნდი ბევრს ვერაფერს მიაღწევს.

10. ენდეთ ადამიანის მიერ გაკეთებულ საქმეებს და არა მათ პათოსს, ან სიტყვებს.

ყურადღება მიაქციეთ არა ადამიანის გარეგნობას, არამედ მის ხასიათს. ბევრი ადამიანი ცდილობს ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, რაც სინამდვილეში არ არის. ამიტომ უნდა შეგეძლოთ იმ თვისებების ამოცნობა, რაც დახვეწილი მანერების ან საუბრის ტონალობის მიღმა იმალება.

11. არ მოიტყუოთ.

ეცადეთ თქვათ სიმართლე და თუ ეს არ გაწყობთ მაშინ საერთოდ ნურაფერს ნუ იტყვით.

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და არანაკლებ ამცირებს ავტორიტეტს, ვიდრე შურიანობა.

12. მუდმივათ არწმუნეთ ადამიანები, რომ მათ ყველაფერი გამოუვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

შეიძლება ასე არც მოხდეს, მაგრამ წუწუნს და პესიმისტურ განწყობებს მაინც ოპტიმიზმი და იმედი სჯობს.