The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნესი და კანონმდებლობა №12


ბიზნესი და კანონმდებლობა №12


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნაჭყებია ზაურ, შუბითიძე ვაჟა, მექვაბიშვილი ელგუჯა, პაპასქუა იური, იაშვილი თამაზ, აქუბარდია თამაზ, საკანდელიძე ანზორ, ვაშაკიძე თამაზ, გუგეშაშვილი თინათინ, შონია ნანა, კაკაშვილი ნატალია, ხორავა ანჟელი, რამიშვილი დავით, ფარცხალაძე თემურ, ხმალაძე კონსტანტინე, ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე აიდა, მახარაძე თამარ, შალამბერიძე მარიკა, ჭითანავა ნოდარ, გეჩბაია ბადრი, მამულაძე გელა
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: დეკემბერი 2009 სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი რეფერირებადია 2008 წლიდან ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი იური პაპასქუა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი სამეცნიერო საბჭო:: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ჯამლეტ შათირიშვილი, ნოდარ ხადური, პაატა კოღუაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, ნატო კაკაშვილი, ნანა შონია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, ნაზირა კაკულია, კოტე აბულაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე, გიორგი ღავთაძე, ლავრენტი ჩიბურდანიძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა შუბითიძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი) კონსულტანტები:: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი მარკეტინგის სამსახური:: მაკა არახამია, მზია ნაჭყებია.



1 რედაქტორის გვერდი

▲ზევით დაბრუნება


1.1 რას გვპირდება ვეფხვის წელიწადი?

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზაურ ნაჭყებია
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“
რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე

ურნალბიზნესი და კანონმდებლობის რედაქტორთა საბჭოს თავმდომარე როგორც წესი, წლის ბოლოს განვლილს და გაკეთებულს ამებენ ხოლმე - რა გავაკეთეთ, როგორ დავიხარეთ, რამდენად სწორად ვიარეთ და რა ბაზისი დავდეთ დამდეგი (ახალი) წლისათვის.

თუ ოფიციოზისგან განსხვავებით გულწრფელი ვიქნებით, სატრაბახო და თავმოსაწონებელი არაფერი გვქონია - არათუ წინ წავიწიეთ, არამედ, პირიქით, სულ უფრო და უფრო ვშორდებით უმთავრეს საწყისს. ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით გატანულები ნელნელა ვეშვებით უზნეობის წუმპეში - თუ აქტიურად არა, ყოველ შემთხვევაში თანამონაწილე მაინც ვხდებით (და მერე გვიკვირს, რატომ არაფერი იცვლება ჩვენდა სასიკეთოდ).

სიღრმისეული ჩაფიქრებაც არ არის საჭირო, ელვის სისწრაფით ამოტივტივდებიან ჩვენს მიერ ჩადენილი, თუ ჩვენივე უმოქმედობით (ხელშეწყობით) ჩვენსავე ყოფაში ამკვიდრებული მანკიერებები. წლის ღირსსახსოვარი ოვლენების ტენდენციების) შეფასებისას მრავალგზის ნებლიედ თავს შეგვახსენებს სიტყვაისევ. დიახ.

ისევ გვიჩიჩინებენ, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ფიქციაა და ათვლის წერტილი, 21-ე საუკუნიდან უნდა დავიწყოთ, რომ ღირსეული ტრადიციებისადმი ერთგულება ჩამორჩენის ნიშანია და ამდენად, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ყოველივე თვითმყოფადზე (ეროვნულზე), რაღაც უგემოვნო და უსახური ფასეულობების სასარგებლოდ!

ისევ გვარწმუნებენ, რომ ყავლი გაუვიდა ქართულ პატრიოტიზმსაც - დღევანდელი გაგებით, იგი არა საკუთარი ქვეყნის, არამედ, უცხოტომელთა მიერ თავსმოხვეული პრინციპების უსიტყვო ერთგულებას გულისხმობს (ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველებისთვის დამახასიათებელმა რადიკალიზმმა აქაც იჩინა თავი).

ისევ აქტიურად გრძელდება საზოგადოების ტვინის გამორეცხვის პროცესი. ყველაფერს ვეგუებით, ყველაფერს ვიტანთ, მათ შორის, სულში ჩაფურთხებასაც კი. რატომღაც არ ვფიქრობთ, რომ ყოველგვარი უწესრიგობის (უბედურების) მიზეზი ისევ და ისევ ჩვენშია. ამ ბოლო ხანებში ნამეტანი შემგუებლური ინსტინქტიც ჩამოგვიყალიბდა - ვერ ვამჩნევთ, ვერ ვგრძნობთ, რომ ლამისაა თავზე დაგვექცეს ქვეყანა. ნაკლებად გვაწუხებს, როცა უცხოტომელებზე ჩალის ფასად სხვისდება ჩვენი საგანძური - მადლიანი ქართული მიწა, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საცხოვრისი. გავყიდით ყველაფერს, რაც დღეს შემოსავალს მოგვიტანს - წარმატებულ ლოზუნგად ვაქციეთ. ნელ-ნელა გვაჩვევენ იმასაც, რომ დემოკრატია თავისუფალ ქმედებას ნიშნავს, სადაც დაკარგულია მისი უდიდებულესობა - პასუხისმგებლობა. სულიერი (ზნეობრივი) არტახების მყისიერმა აშვებამ თვით სულიერ დეგრადირებამდე მიგვიყვანა - ყოფითი პრობლემით გონებადაბინდული ძმა ძმას არ ინდობს, მოყვასი მოყვასს და ეს ჩვეულებრივ მოვლენად ვაქციეთ. ლამისაა პორნო და სექსინდუსტრიებმა წალეკოს საქართველო. ფორმულა მიზანი ამართლებს საშუალებას - ზუსტად ზედგამოჭრილია დღევანდელი რეალობისთვის. ოღონდ ფული ვიშოვოთ, ოღონდ ფიზიკურად გადავრჩეთ და ყველაფერზე ხელს ვაწერთ.

ისევ გვართობენ და გვანებივრებენ PR აქციებით. ქართველ PR ოსტატებს უნიჭობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. PR, ანუ სანახაობა, ისე ღრმად შემოიჭრა ჩვენს რეალობაში, ისე შევეზარდეთ და შევესისხლხორცეთ, შავზე თეთრს რომ გვიჩიჩინებენ, ადვილად ვიჯერებთ. წელსაც უხვად გვარწმუნებდნენ იმაში, რომ ბიზნესის კეთებისთვის იდეალური პირობებია საქართველოში. ბიზნესის დაწყების სიმარტივით კი თვით ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანასაც გავუსწარით. თუმცა, ბიზნესის დაწყება მის ზრდა-განვითარებას სულაც არ ნიშნავს. ჯანსაღ კონკურენციის არარსებობაზე რომ არაფერი ვთქვათ, თუ ვინმემ გაბედა და თუნდაც ერთი ნაბიჯ დამოუკიდებლად (მავანთან შეუთანხმებლად) გადადგა, ან ფეხს მოამტვრევენ, ან... უჩემოდ ვინ იმღერეთა- სინდრომიც საკმაოდ წარმატებულია საქართველოში - თუ ვინმეს არ შეეკვრები, ან, თუ ვინმეს ინტერესებს გადაკვეთავ - ბიზნესიც უკან დაგრჩება და შეიძლება საკუთარი თავიც დაგავიწყონ. ამ უსამართლო სოფელში ამართალს ვერ იპოვი - დაშინებული და პრივატიზებული სასამართლო სისტემა დაკვეთებს ისევ უსიტყვოდ და უმორჩილესად ასრულებს!

ისევ წარმატებით გრძელდება ქონების ჩუქება-გასხვისების პროცესი - გუშინდელი პავლეს ქონება ადვილად შესაძლებელია დღეს, ან ხვალ სავლეს საკუთრებად იქცეს და ეს ნორმალურ, ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ! დაშინებული ბიზნეს- ელიტა პირში წყალს იგუბებს (როდემდე?!), ხოლო, სხვადასხვა სახელისა და გვარის ბიზნეს- ასოციაციები, არათუ ბიზნესის ინტერესებს იცავენ, უბრალოდ, გაბრძოლების ელემენტარული ნიშანწყალიც არ ეტყობათ. ამ ფონზე ზოგიერთი გამოსავალს თავისი ბიზნესის საზღვარგარეთ გადატანაში ეძებს. ასე მაგალითად, ქართველი ბიზნესმენი ბ-ნი გოგი თოფაძე, რომელიც სხვებისგან განსხვავებით, თავის პოზიციებს აშკარად და ღიად აფიქსირებს, ბიზნესის გადარჩენის მიზნით (რომელსაც გაფართოებას ეძახის) თურმე სხვა ქვეყანაში აპირებს გადაბარგებას. ჩვენში მიმდინარე ტენდენციები გვაფიქრებინებს, რომ მავანს და მავანს არ აწყობს საქართველოში წარმოება განვითარდეს - მათი აზრით, ჩვენ სერვისული მომსახურების ქვეყანა უნდა გავხდეთ! ცხადია, მეწარმემ უნდა იბრძოლოს, რომ არსებული საგადასახადო და სხვა სახის წნეხი ცოტათი მაინც შერბილდეს, მაგრამ ამ ბრძოლაში ქართული მრავალხმიანობაა საჭირო - სხვანაირად, როგორც პრაქტიკაში ხდება ხოლმე - გათითოკაცებულ ბიზნესს ადვილად ერევიან და სრისავენ!

ისევ უმოწყალოდ იჩეხება და იყიდება საქართველოს ტყეები. არაოფიციალური ინფორმაციით, ტყეების ნახევარი ჩინელებმა იყიდეს, ხოლო ქართული, ნატურალური პროდუქტები გენურმა ინJინერიამ ჩაანაცვლა (ყოველ შემთხვევაში, უნდათ ჩაანაცვლოს). ყოველგვარი კონტროლი შესუსტებულია (პრაქტიკულად არც არსებობს!) - დიახ, შემოტანილი პროდუქციის ვარგისიანობასა და ხარისხს არავინ აკონტროლებს. უცხოური ინვესტიციები კი, რომლის მოცულობითაც ყოველდღიურად ყურს გვიჭედავენ, წარმოებაში არ იდება - იგი, ან მავანთა ჯიბეებში ჩაჩხრიალდება, ან კაზინოების, ძვირადღირებული სასტუმროებისა და რესტორნების მშენებლობას ხმარდება ხოლმე. ახლა საქართველოს უნიკალური რესურსებიდან მხოლოდ წყალიღა დაგვრჩა გასაყიდი და თუ ისიც გაგვიყიდეს, მაშინ (?!)...

ისევ გვატყუებს და ლამისაა სულში გვაფურთხებს ე.წ., მორალურად და ორგანიზაციულად გაკოტრებული ოპოზიცია. ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებაში დაგროვილი მუხტი სწორ კალაპოტში მოექცია, ურცხვად და უნამუსოდ მოისროლა იგი უახლესი ისტორიის სანაგვეში. კითხვა: ვის თამაშს თამაშობს ოპოზიცია - უკვე აქტუალური არ არის - იგი ისედაც დღესავით ნათელია. მე არ ჯერ, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით მას ნაკლები რესურსები გააჩნია. უბრალოდ, პოლიტიკური ნება არა აქვს კონცენტრაცია გაუკეთოს საზოგადოებაში არსებულ რესურსებს და რეალური მიმართულებით წარმართოს იგი. თუმცა, ეს უკვე იმ საზოგადოების პრობლემაა, რომლის წიაღშიც იშვა დღევანდელი მკვდრადშობილი ოპოზიცია. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 26 მაისის სამარცხვინო ლაქას (ეროვნულ სტადიონზე გამართულ ბალ-მასკარადს, რომელსაც ლამის მესიის მოთხოვნა გაუჩნდა, რასაც თან დაემატა კიდევ უფრო საშიში - დედაეკლესიის ბინძურ პოლიტიკურ ვაკხანალიაში ჩათრევის მცდელობა) დიდხანს ვერ ჩამოირეცხავს ქართული საზოგადოება.

ისევ გვატყუებენ, როცა 2010 წლის გაზაფხულისთვის დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებს სიტუაციის შეცვლის რეალურ ბერკეტად ასაღებენ. არ დაიჯეროთ („არ გათეთრდების ყორანი, რაგინდ რომ ხეხო ქვიშითა“). ჩვენ უფრო რადიკალური ღონისძიებების გატარება გვჭირდება და არა მკვდრადშობილი ოპოზიციის „არჩევანობანას თამაში. არც გაეროს და ევროკავშირის ქოლგის ქვეშ ჩატარებული არჩევნები მოგვიტანს სიკეთეს. თავისი ბედი ქართველმა საზოგადოებამ თავადვე უნდა გადაწყვიტოს და ვიდრე ეს აზრი ჩვენს თავში არ მომწიფდება, არაფერი გვეშველება!

ისევ ყელყელაობს ქართული მასმედია. იმდენი მარგალიტები იღვრება ელექტრონული, თუ ბეჭდური საშუალებებიდან, ლამისაა ჩაიხრჩოს საზოგადოება. არც მეტი, არც ნაკლები - მედია- საშუალებების უმეტესი ნაწილი სულგაყიდულია და მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოების ტვინის გამორეცხვის პროცესი. ჩემის აზრით, ამას ვერც „ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ასოციაციის დაფუძნება უშველის, რომლის მიზანი (როგორც გვპირდებიან) მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვისათვის ხელშეწყობა გახლავთ. ვერაფერს დავუწუნებთ: ფრიად კეთილშობილური მიზანი ამოძრავებთ ასოციაციის დამფუძნებლებს, ერთი საჩოთირო კითხვა რომ არ იჩენდეს თავს - გაუკეთებიათ კი ოდესმე რაიმე ღირებული ადრე შექმნილ მსგავს ასოციაციებს, თუ ფედერაციებს ურნალისტური ეთიკის დასაცავად და ქვეყანაში ობიექტური გარემოს შესაქმნელად? რა თქმა უნდა, არა. მითუმეტეს, ასოციაციაში მხოლოდ ჟურნალისტები არიან გაერთიანებული. რაც შეეხება მედია- მფლობელებს, რომელთა ნება-სურვილს გამოხატავენ ისინი, როგორც იტყვიან, ასოციაციაში ქუდიც არ შეუგდიათ. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული ასოციაციაც ვერც ჟურნალისტთა ინტერესებს დაიცავს და ვერც საზოგადოების ობიექტური მსახური გახდება!

ისევ უღმერთოდ ებრძვიან რწმენისა და სულიერების ციტადელს - დედაეკლესიას. ყველანაირად ცდილობენ ჩვენივე გულებიდან ამოშანთონ ის უფაქიზესი და უმთავრესი, რასაც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ჰქვია და რაც ჩვენმა ღირსეულმა წინაპრებმა მოწამებრივი ცხოვრებით საუკუნეებს სათუთად გამოატარეს. არც მაშინ დავარისხეთ განგაშის ზარები, როცა ერის სულიერ მწყემსმთავარს ვაიქართველებმა, გადამთიელთა სპეცზაკაზებით გონდაბინდულებმა, ტალახი ესროლეს. არადა, დუმილი ამ დროს დანაშაულის ტოლფასია! ერს, რომელსაც პრეტენზია აქვს სახელმწიფოებრიობაზე და ზოგადად მომავალზე, ერთ მუშტად უნდა შეკრულიყო და ჩანასახშივე ჩაეხშო ბოროტ სულთა უბოროტესი ჩანაფიქრი. ჩვენ კი... იმდენად გავთავხედდით, რომ უწმინდესსა და უნეტარესს ბინძურ პოლიტიკურ თამაშში აქტიური ჩარევაც მოვთხოვეთ. სწორად ბრძანა ბ-ნმა გიორგი ანდრიაძემ, რომ, ერის სულიერი ლიდერი მზადაა საერო პრობლემებიც იტვირთოს, მაგრამ არ ჩანს ძალა, რომელიც მის გარშემო დაირაზმება! ეს ძალა აუცილებლად უნდა გამოჩნდეს - რაც შეიძლება ჩქარა უნდა განვთავისუფლდეთ შიშისა და უმოქმედობის ბორკილებისგან და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - კეისარს კი კეისრისა მივუზღოთ!

და მაინც: რას გვიქადის ახალი 2010 - ვეფხვის წელიწადი? დიდად ვერაფრით გაგახარებ, ძვირფასო მკითხველო - ზოდიაქოს ნიშნის ცვლა ნამდვილად არ ნიშნავს ერის (საზოგადოების) ფერიცვალებას. განახლება საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ.

ვფიქრობ, სიტუაცია არსებითად მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როცა საზოგადოება საღათას ძილიდან გამოიღვიძებს, როცა მას ფოჩიანი კანფეტების ნაცვლად მოთხოვნილება უფრო ღირებულ ფასეულობებზე გაუჩნდება, როცა მასში ღირსების გრძნობა გაიღვიძებს და რაც მთავარია, არ იარსებებს ამდენი ისევ!

მიუხედავად ყველაფრისა, ახალი წელი მაინც ახალ იმედებს უკავშირდება. გულწრფელად გილოცავთ 2010 შობა- ახალ წელს და ღონიერ და სულიერად განწმენდილ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ.

ღმერთი იყოს თქვენი შემწე. ამინ!

2 SOS!

▲ზევით დაბრუნება


2.1 ინტელექტუალური ჰერმეტულობა, ანუ ახალი ადამი(ანი)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ვა შუბითიძე,
სტუ-ს სრული პროფესორი

ყოველმა ინტელექტუალმა კარგად იცის ბრწყინვალე ესპანელი მოაზროვნის ხოსე ორტეგა გასეტის ესსე მასების ამბოხი (1935 წელს დამთავრებული ეს თხზულება ქართულად თარგმნა ბატონმა ბაჩანა ბრეგვაძემ და გამოიცა 1993წელს) სადაც ავტორი გაბედულად ამხელს უკვე აღვირახსნილ და დეგრადირებულ მასის ადამიანს (ან ადამიან- მასას), აანალიზებს მისი წარმოშობის მიზეზებს და იძლევა მის მახასიათებლებს.

ამ არსებამ გლობალიზაციის (გაერთფეროვნების) უკანასკნელი საფეხურისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის (2007-2010) ფონზე კიდევ უფრო მეტი დეგრადირება განიცადა. ფაქტობრივად სახეზეა ახალი ადამი(ანი), რომლის უმთავრეს მახასიათებლად იქცა ინტელექტუალური ჰერმეტულობა, სიხარბე, უპასუხისმგებლობა და უზნეობა. ეს ყველაფერი ვლინდება როგორც მდიდრებში, ასევე ღარიბებში, ელიტაში თუ რიგით ადამიანებში, მმართველებში, თუ მართულებში, ქალში თუ კაცში.

ესაა ახალი ადამი, რომელმაც თვითშეფასების უნარი დაკარგა (როგორც კარგი, ისე უარყოფითი კუთხით), ვინც თავის თავს აღიქვამს ისეთად, როგორიცაა ყველა და ეს ოდნავადაც არ მიაჩნია სათაკილოდ. დღეს თვით ელიტარულ ჯგუფებშიც კი ასეთი ადამიანები ჭარბობენ. მაგალითად, ინტელექტუალთა წრეში, რომელნიც თავიანთი არსით მოწოდებულნი არიან მაღალი განვითარების დონის ადამიანებად გვევლინებოდნენ, ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტ ფსევდოინტელექტუალს - არაპროფესიონალებსა და ცრუკომპეტენტურ ხალხს ვხედავთ (ამაზე მე ჯერ კიდევ 1993 წელს გაზეთ „რუბიკონში“ მოთავსებულ ჩემს ესსეში - ცრუნი და ცრუთა ქვეყანა- ვწერდი - ვ.შ)

ახალმა ადამმა გადაწყვიტა წინა პლანზე გადანაცვლება და ყოველივე იმის დაუფლება, რაც ადრე რჩეული უმცირესობის (გინდათ ნამდვილი ელიტის) კუთვნილება იყო. ისინი მარტო განცხრომა - დროსტარებაში როდი ჯიბრებიან ელიტას, არამედ ცხოვრების ყველა სფეროში ცდილობენ დაწინაურებას.

რეალურად, პოლიტიკური ძალაუფლება, კარგა ხანია, მათ ხელშია. ილუზია, რომ ისინი დაიღალნენ და ხელისუფლებას მართლაც ღირსეულებს გადააბარებენ, უკვე გაქრა. სწორედ ახალმა ადამმა აქცია პოლიტიკა სარფიან ბიზნესად (დაუკვირდით, რა უფერული პიროვნებები მართავენ მსოფლიოს ქვეყნებს ბოლო ათწლეულებში).

ასეთივე სურათია ცხოვრების სხვა სფეროებშიც. ინტელექტუალური სფერო განსაკუთრებულ კრიზისსა და დეკადანსს განიცდის, მეცნიერების მეტესმა (განსაკუთრებით ჰუმანიტარულ-სოციალური) დარგებმა თითქოსდა ანიწურეს თავისი შესაძლებლობები. დაიკარგა ხელოვნებისა და კულტურის ნოვატორული სული და ახალი არაფრისშემქმნელი ადამიანი ამას ირონიულად და ცინიზმით უყურებს.

ახალი ადამი ამ სფეროშიც გამოჩნდა და თავის წონად სიტყვას ამბობს. ვინც ისეთი არაა, როგორც ყველა, ვინც ისე არ ფიქრობს, როგორც ყველა, თავს დიდ საფრთხეში იგდებს ფიზიკური თვალსაზრისითაც კი (აკი ამბობენ ამერიკელები, უხამსობაა სხვებისგან გამორჩეული იყოო. ამიტომ წერდა ორტეგა გასეტი, რომ ამერიკაში ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების ნიღაბქვეშ იმალება პირველყოფილი ხალხი).

ახალი ადამი - გუშინ ეს რიგითი ჯარისკაცი დღეს გენერლად იქცა. საზოგადოება ახლა მხოლოდ გენერლებისგან შედგება. თავისი აგრესიული ენერგიულობით, სიხისტით, სითამამით და უტიფრობით ახალი ადამი ნირშეუხრელად მიჯირითობს ცხოვრების ასპარეზზე, ცდილობს თავისი აზრი მოახვიოს სხვებს (მათ შორის მასზე მცოდნე და ზნეობრივ პიროვნებებს) და რაც შეიძლება მეტი წაჰგლიჯოს ცხოვრებას.

ტექნიკისა და კომუნიკაციის არნახულმა განვითარებამ ახალ ადამს დაკმაყოფილების ყველა შანსი მისცა და ამ თვითკმაყოფილებამ გააჩინა მასში შინაგანი ლპობის ბაცილა. სწორედ ამ სიუხვის ეპოქამ გადააგვარა ეს ჩვენი ადამი (ამიტომ წერდა ორტეგა გასეტი, რომ ადამიანები სწორედ . სიუხვის ეპოქაში გრძნობენ თავიანთი არსებობის განსაკუთრებულ სიმწირეს და სიცარიელეს).

ახალი ადამი მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს და საკუთარი თავისა და ოჯახის გარდა აღარაფერი და არავინ არ ადარდებს. იგი დანთქმულია დღევანდელობაში, ამიტომ მას აღარ იზიდავს წარსული (რომელსაც სპეციალურად ავიწყებენ), რომელმაც ინტერესი დაკარგა ადამის თვალში. იგი მისაბაძ ნიმუშად წარსულს კი აღარ მიიჩნევს, არამედ დღევანდელობას. წარსული და აწყმო მკვეთრად გაიმიჟნა. გაქრა ტრადიციულობის სული.

ახალ ადამს აღარ სჭირდება წინაპრების ნორმები, წესები და ნიმუშები, ისინი ხელს უშლიან თავაწყვეტილ ცხოვრებაში. ახალი ადამი დღეს კოსმოპოლიტიზმისა და მსოფლიო მოქალაქეობისკენ ისწრაფვის. სადაც ის ფულს და სიმდიდრეს იშოვის და თან იოლ ფორმებში, მისი ბაღდადიც იქ არის. მას სამშობლო მხოლოდ სუფრაზე თუ გაახსენდება, ისიც შექეიფიანებულს და კარგად მუცელამოყორილს. მას წიგნიც აღარ სჭირდება, რადგან კომპიუტერით და ინგლისურითაც იოლად გავა ფონს. ახალი ადამი ხანდახან ეკლესიაშიც წავა, ცოდვასაც მოინანიებს, ცოტაოდენ ქველმოქმედებასაც გასწევს, ცოტას ღვთისთვისაც გასცემს, ცოტას კეისარსაც უწილადებს. მოკლედ ტიპიური ფარისეველია. მის სულს კი ამით არაფერი ემატება - ყველა ცოდვას ისევ იმეორებს, ყველაფერი მოჩვენებითია.

ტექნიკის ფანტასტიკურ დონეზე განვითარებამ ახალ ადამს გაუჩინა ილუზია, რომ თითქოს ადამი (ანი) ყოვლისშემძლე იყოს. ამიტომ ეჩვენება წინა ეპოქები მას ჩამორჩენილად და უბადრუკად. ის ხარბად მიელტვის მოქმედებასა და მოღვაწეობას (ხშირად აკრძალული ფორმით), თუმცა არც იცის კარგად, რას მოახმაროს თავისი ძალა. მან დაიმორჩილა არა-ერთი და ორი მოვლენა, მთვარეზეც კი ავიდა, მაგრამ თავისი თავის პატრონი მაინც ვერ გახდა. ეს წყალწაღებული ადამი თანამედროვე ცივილიზაციის სიკეთეებს ხავსივით ებღაუჭება. აქედანაა გამოწვეული ახალი ადამის მახასიათებელი ქედმაღლობისა და დათრგუნვილობის ეს ნაზავი. ის ხშირად თავის ნიჭსა და უნარს საეჭვო ღირებულებებს ახმარს და ქონების მიუხედავად დაცარიელებულად გრძნობს თავს, იგონებს ახალ ცხოვრებისეულ გასართობებს და სიამოვნებებს და ამით დაცემის გზას ადგება-უკულტუროსა და ბარბაროსის ნიშნებს (ამაზე იუთითებს ნარკომანიის, ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის აყვავება).

დღეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალაუფლება სწორედ ახალი ადამი(ანების) ხელშია და ეს ძალაუფლება იმდენად სრულია, რომ ჩანასახშივე აშთობს ნამდვილ (და არა მართულ) ოპოზიციის ყოველნაირ გამოვლინებებს. მთავრობაც და საზოგადოებრივი ხელისუფლების ყველა ინსტიტუტიც მხოლოდ დღევანდელი დღით (.. სახანძრო რეიმით) ცხოვრობენ. მათ არ გააჩნიათ მომავლის ნათელი პროგრამა (თუ, მითუმეტეს, ინსტრუქციებს სხვისგან არ მიიღებენ). ისინი, როგორც ცხენს ისე მოაჯდნენ ხელისუფლებას და არც აპირებენ რეალურად გადაჭრან ის პრობლემები, რომლებიც აწუხებთ თანამედროვე ადამიანებს. მათი ხელისუფლება ყოვლისმომცველი და ეფემერულია. მიუხედავად დიდი ძალაუფლებისა და შესაძლებლობისა, ახალ ადამს ცხოვრების არც ერთ სფეროში შემოქმედებითი საქმიანობის უნარი უკვეარ შესწევს.

ახალ ადამს ცხოვრება, ყველა მის გამოვლენაში, წარმოუდგენია როგორც ყოველგვარი აკრძალვისა და აღკვეთისგან თავისუფალი. აღარ არსებობს არავითარი აკრძალვა (ტაბუ), არაფერი არ აიძულებს მას ლაგამი ამოსდოს თავის ვნებებს და პრეტენზიებს, ამბიციებს და სურვილებს. ანუ, ახალი ადამი ეს განებივრებული ბავშვია, რომელსაც ყველაფერი გასდის. მას დაკარგული აქვს საკუთარი თავისა და ძალის შეფასების უნარი, ითხოვს სულ უფრო და უფრო მეტ კეთილდღეობას. ის საკუთარი თავის გარდა არავის ავტორიტეტს არ ცნობს (ან მოჩვენებითად აღიარებს მას).

ახალმა ადამმა დაუმსახურებლად მიიღო ეს პრივილეგიები და განცხრომას მიეცა (არადა, როგორც გოეთე ამბობდა, განცხრომისთვის ცხოვრება პლებსსა სჩვევია. კეთილშობილი კაცი ცდილობს მაღალ მოთხოვნებსა და კანონებს დაუმორჩილოს თავისი სიცოცხლე). ასეთი ცხოვრებით ახალმა ადამმა თავი „დილეგში“ გამოიმწყვდია, თუმცა მაინც სამყაროს ბატონ- პატრონი ჰგონია. ის არა მარტო დაყრუვდა, არამედ დაბრმავდა კიდეც და რეალური განსჯის უნარი დაკარგა. ესაა ამბოხება საზოგადოების ინტელექტუალური და მორალური საწყისების წინააღმდეგ, რასაც უმძიმესი შედეგები მოაქვს და მოიტანს მომავლისთვის. ცივილიზაციის სიკეთეების გახსნამ და დაუფლებამ ახალი ადამის სული დახურა. სულის ჰერმეტული შეუღწევადობა, ინტელექტუალური ჰერმეტულობა მისი უდიდესი უბედურებაა. მას სრულყოფილი ჰგონია თავი, აზრადაც არ მოუვა, ეჭვი შეიტანოს საკუთარ ძალებში, აღმოაჩინოს თავისი ნაკლოვანებანი. ეს ბრიყვი ამაყად თავაწეული მიაბიჟებს ცხოვრების გზაზე და გადათქერავს უღირსსა თუ ღირსეულს. იგი ჯიუტი და სქელკანიანია (ანატოლი ფრანსი ამბობდა, რომ ბრიყვი უფრო საშიშია, ვიდრე ბოროტმოქმედი, რადგან მისგან განსხვავებით მოუღლელია და დაუცხრომელი, ამჩატებული და პარანოიდული). ახალმა ადამმა ვულგარულობა და ზედაპირულობა ცხოვრების წესად აქცია. რატომ უნდა უსმინოს ჭკვიანებს, მან ხომ ყველაფერი იცის?! (არადა, ვისაც სურს საკუთარი აზრი ჰქონდეს, ჭეშმარიტება უნდა უყვარდეს). მას არც სხვისი სიმართლის აღიარება ძალუძს და არც ის, რომ თავად იყოს მართალი. არსებობის უმაღლეს ფორმად დიალოგი გვევლინება, ახალ ადამს კი მაინც მონოლოგი ურჩევნია, რადგან დიალოგი აშინებს. მისი იდეები საკუთრივ აზრები კი არ არიან (განსაკუთრებით პოლიტიკაში), არამედ სიტყვებით გამოხატული სურვილები. ძალადობა მისი უმთავრესი და უკანასკნელი არგუმენტია. დღეს ცხოვრების ყველა სფერო ამ ახალ წესებს („მცნებებს“), ან უფრო სწორად, წესების უქონლობას, უწესობას ემორჩილება. აღარავის მოსწონს რაინდობა, აღარ ითხოვენ „კარგი ტონის“ წესების დაცვას. ქალისა და კაცის ურთიერთობაც ამ უწესობას დაემორჩილა, გაუხამსდა და რომანტიკული და იდუმალი ელფერი დაკარგა. (ამიტომაც წერდა ორტეგა გასეტი, რომ ადამიანი ცივილიზებული არსება აღარ არის, იმისდა კვალად, რაც უფრო ნაკლებ ანგარიშს უწევს მოყვასთა აზრს).

მართალია, ცივილიზებულია დღევანდელი სამყარო, მაგრამ არა მასში მცხოვრებიახალიადამი. ის ვერც კი ამჩნევს, რომ ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრობს და ისე სარგებლობს მისი ყველა სიკეთით, როგორც ბუნების ნაყოფით და საჩუქრით. მისი უმთავრესი საზრუნავია ფუფუნების საგნების ხელში ჩაგდება და ტკბობა. ის სარგებლობს ცივილიზაციის ყველა სიკეთით, მაგრამ არაფერს აკეთებს მის შესანარჩუნებლად, რაც ცივილიზაციის დასასრულის დასაწყისი შეიძლება გახდეს!

ახალ ადამს ცა ქუდად აღარ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, იგი ცდილობს ყველგან თავისი წესები, პრიმიტივიზმი და გარყვნილება დაამკვიდროს. მას მოსწონს ინტელექტუალებთან ურთიერთობა, მაგრამ გულის სიღრმეში ეზიზღება ისინი, ფარულად დასცინის მათ და თავის ხელქვეითებსაც ამას აიძულებს. მას ავტორიტარული რეიმი ურჩევნია დემოკრატიულ და სამართლიან წყობას. ის გატაცებულია სპორტით და აზარტული თამაშობებით, მოდით, საგანგებო ყურადღებას უთმობს თავისსხეულს - კვებას, ჰიგიენას, ამკვიდრებს ე.წ. „ვარსკვლავების კულტს“ სპორტში, კინოში, მუსიკაში, ათეულ მილიონებს უხდის სპორტის ვარსკვლავებს და ასჯერ ნაკლებს ნამდვილ ინტელექტუალებს. ახალი ადამი ყველაფერს მომხმარებლური თვალით უყურებს, აჩანაგებს და ანადგურებს ბუნებას, თავს არ გრძნობს ვინმესგან დავალებულად, ის ქუჩაშიც ისევე იქცევა, როგორც სახლში, არასოდეს დაითრგუნავს რაიმე ინს. მან იცის, რომ დაუშვებელია ბევრი რამ, მაგრამ თავს იკატუნებს, რომ არ იცის ეს. იგი ცინიკოსი და რიტორისტია. ახალ ადამს არ ესმის, რომ მტკიცე იქნება მხოლოდ ის ძალაუფლება, რომელიც ხალხის, საზოგადოების მხარდაჭერას ეფუძნება, რომ ხიშტებსა და ძალადობაზე ხელისუფლებას დიდხანს ვერ დაამყარებ და შეინარჩუნებ.

0x01 graphic

ახალი ადამის ზერელე ენთუზიაზმი, მისი „სიყვარული“ ჩაგრულებისა და გაჭირვებულებისადმი, სოციალური სამართლიანობის მისეული „ხედვა“, რეალურად სხვა არაფერია, თუ არა ნიღაბი, რისი წყალობითაც ის ცდილობს თავი დააღწიოს თავის მოვალეობებს.

ახალგაზრდობაზე მისი ზრუნვაც მოჩვენებითი და ყალბია. რეალურად ახალი ადამი ასაკოვნებსაც ჩაგრავს და ახალგაზრდებსაც, უსპობს მათ მომავლის პერსპექტივას:

მუტრუკი მიტომ მუტრუკობს
დედა ჰყოლია ვირიო,
კაცი ბეჩავის მჩაგვრელი
სად გაგონილა გმირიო...

(ვა-ფშაველა)

ახალი ადამი ყველა ასაკის ადამიანებში გვხვდება, განსაკუთრებით თანამედროვე ახალგაზრდებში. ასაკოვანი ადამებიც ცდილობენ თავიანთი ახალგაზრდობისწარმოჩენას, რადგან იციან, ახალგაზრდობას ყოველთვის მეტი უფლება აქვს, ვიდრე მოვალეობა. ამიტომაც ცდილობენ სამომავლოდ გადასდონ თავიანთი მოვალეობის ასრულება და მოწიფულობის ასაკს დაელოდნონ. ახალგაზრდობა ყოველთვის ვალებით ცხოვრობს. მოწიფულები ყოველთვის უყოყმანოდ უთმობენ ამ ფსევდოუფლებას ახალგაზრდებს. ამაში გამოიხატებოდა მათი ირონიული და გულისშემძვრელი დამოკიდებულება ახალგაზრდობის მიმართ. მაგრამ იმ თავდაჯერებულობამ, რომლითაც დღეს ამ ფსევდოუფლებას ნამდვილი უფლების მაგივრად იყენებს ახალგაზრდობა, შეუძლებელია სულის სიღრმემდე არ შეგვაძრწუნოს. ამით ხალგაზრდები მოწიფულების წისქვილზე ასხამენ წყალს, რომლებსაც ახლაშეუძლიათ თამამად თქვან, ჩვენ ხომ რაღაც მაინც გავაკეთეთო. ახალგაზრდობა თავისებურ შანტაჯად იქცა (ხოსე ორტეგა ი გასეტი).

მორალისა და მოვალეობისგან დაცლილი ახალი ადამი (ანის) პარპაში სამყაროში გრძელდება. როდემდე გასტანს ეს ყოველივე, ძნელი სათქმელია. ალბათ დიდხანს ვერა, რადგან ეს მოაახლოვებს სამყაროს დასასრულს!

რედაქციისაგან: ცნობილ მეცნიერს და პატრიოტს, ისტორიის და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ვა შუბითიძეს 50 წელი შეუსრულდა. ურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის რედაქცია გულწრფელად ულოცავს ბატონ ვაას ამ საიუბილეო თარიღს. უსურვებს დღეგრძელობას და შემოქმედებით წარმატებებს!

3 თვალსაზრისი

▲ზევით დაბრუნება


3.1 გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის პრაქტიკული „რეცეპტები“

▲ზევით დაბრუნება


(მიზეზები, ხასიათი და პერსპექტივები)

0x01 graphic

ელგუჯა მექვაბიშვილი,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი არსებით ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისა და მსოფლიო ეკონომიკაზე, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებზეც, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბით. სახეზეა ამ კრიზისის ფრიად უარყოფითი და საკმაოდ შორსმიმავალი შედეგები, რაც მის სიღრმისეულ შესწავლას, გამომწვევი მიზეზების დადგენასა და განვითარების ლოგიკის ანალიზს მოითხოვს, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს მსგავსი პროცესების თავიდან ასაცილებლად გარკვეული პრევენციული ღონისძიებების გატარება.

წინამდებარე ნაშრომში სწორედ აღნიშნული საკითხების ავტორისეული ხედვაა გადმოცემული.

კრიზისის ხასიათი და წარმოშობის მიზეზები

ზოგადთეორიული თვალსაზრისით, ეკონომიკური კრიზისის წარმოშობის ძირითადი მიზეზია ჭარბწარმოება, ანუ, მიწოდების გადაჭარბება მოთხოვნაზე. წინა ასწლეულებში უპირატესად ამ სახის კრიზისებს ჰქონდა ადგილი და ისინი, როგორც წესი, წარმოიშობოდა ეკონომიკის რეალურ სექტორში. XX საუკუნის 80-90- იანი წლებიდან ჭარბწარმოებას სულ უფრო მეტად აქვს ადგილი პოსტინდუსტრიული ეკონომიკის ყველაზე სწრაფად განვითარებად ფინანსურ სექტორში. გლობალიზაციის ეპოქაში ჩვენ უპირატესად საქმე გვაქვს კაპიტალის ჭარბწარმოებასთან, ანუ ფინანსურ კრიზისებთან.

ფართო გაგებით, ფინანსური კრიზისი არის ფინანსური ურთიერთობების პროცესში წონასწორობის დარღვევა და შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: საბიუჯეტო, ფულის მიმოქცევის, სავალუტო და საბირჟ კრიზისებს. ზოგჯერ ცალკე კომპონენტად გამოჰყოფენ დავალიანების კრიზისს, რომელიც გამოიხატება როგორც საწარმეობის, ისე სახელმწიფოს საშინაო და საგარეო დავალიანების გიგანტურ ზრდაში, რაც საკუთარ თავში მოიცავს ამ ვალების გადაუხდელობის, ანუ საწარმოების გაკოტრებისა და სახელმწიფოს დეფოლტის მომენტებს. ფინანსური კრიზისის ფენომენს მონეტარისტები (მ. ფრიდმანი, ა. შვარცი და სხვ.) უკავშირებენ საბანკო პანიკას, რაც თავის მხრივ გულისხმობს ბანკების წამყვან როლს ფულის მიწოდებაში. საბანკო პანიკა მონეტარისტულ მოდელში ამცირებს ფულს და შესაბამისად - ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობას.

გლობალიზაციის ეპოქაში მიმდინარეობს ფინანსური ბაზრების უაღრესად სწრაფი და უკონტროლო ზრდა. ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის კაპიტალიზაცია წარმოუდგენელ თანხას - 100 ტრლნ დოლარს შეადგენს, ფინანსური ტრანსაქციების ბრუნვა კიდევ უფრო მეტი - ითქმის 500 ტრლნ დოლარია. ფინანსური ბაზრები ტრადიციულად ასრულებდნენ რეალური სექტორის მომსახურების ფუნქციას. მათი საშუალებით ხორციელდებოდა სხვადასხვა ანგარიშსწორებები, გადარიცხვები, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინვესტიციური კრედიტების მიწოდება. ამამად კი ფინანსური სექტორი არსებითად მოწყდა საკუთარ ბაზისს, ანუ, ეკონომიკის რეალურ სექტორს და დამოუკიდებელი არსებობა შეიძინა. ასეთ პირობებში კი ყალიბდება ფინანსური კრიზისების წარმოშობის შესაძლებლობა. კერძოდ: ) თვითკმარი ფინანსური სისტემის პირობებში ფასები განისაზღვრება ბაზრის მონაწილეთა მოლოდინის საფუძველზე, რასაც შემდეგი შინაარსი აქვს: ხვალ უკეთესად იქნება საქმე, ვიდრე იყო გუშინ. მოგების მიღების წყურვილი იმდენად მაღალია, რომ ხშირად ფარავს რაციონალურ წარმოდგენებს და ფინანსურ- ეკონომიკური დესტაბილიზაციის ფაქტორი ხდება; ) გლობალურ ბაზარზე ადგილი აქვს სპეკულაციური ოპერაციების გამალებულ ზრდას, უპირატესად მოკლევადიანი კრედიტები, ანუ .. ცხელი ფული მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით მთელ მსოფლიოში დაეხეტება - კონტინენტიდან კონტინენტზე, ქვეყნიდან ქვეყანაში და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ცალკეული სუვერენული ქვეყნებისა და მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობას(?!)

მიმდინარე კრიზისის კონკრეტულ მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია ე.წ. მეორადი, ანუ, „წარმოებული“ ფასიანი ქაღალდების ჭარბწარმოება აშშ-ში და მისგან გამომდინარე მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე. კერძოდ: დერივატივების ღირებულებამ აშშ-ში 2008 წელს ასტრონომიულ ციფრს - 65 ტრლნ დოლარს მიაღწია. მსოფლიო საფონდო ბაზარზე აშშ- ხვედრითმა წილმა საგრძნობლად გადააჭარბა მსოფლიო მშპ-ში აშშ- ხვედრით წილს. დერივატივები რისკის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ამერიკულმა ბანკებმა, უფრო სწორად კი მათ მიერ სპეციალურად შექმნილმა კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს დერივატივების გამოშვება, რომლებიც უზრუნველყოფილი იყო ბანკის კლიენტების მიერ იპოთეკური კრედიტებით შეძენილი და გირაოში ჩადებული ბინების ღირებულებით. ფაქტობრივად, განხორციელდა ბანკებიდან რისკების გადაბარება მათ მიერ შექმნილ კომპანიებზე და ამ უკანასკნელთა მიერ კი - დერივატივების მყიდველ კლიენტურაზე. ამან კი ბანკებს შესაძლებლობა მისცა შედარებით ნაკლებად საიმედო კლიენტებზედაც გაეცათ სესხები. მსგავსი არასტანდარტული იპოთეკური კრედიტები აშშ-ში შეადგენდა 1.3 ტრლნ დოლარს, ანუ ამ ქვეყნის მშპ-ს 10%25-ს. ამრიგად, აშშ-ს ეკონომიკაში ჩამოყალიბდა საკრედიტო დერივატივების პირამიდა, რომლის სიმყარის ხარისხი გარკვეულ დრომდე (კერძოდ, 2007 წლის ზაფხულამდე) ყველასათვის უცნობი იყო. ამას ხელს უწყობდა აშშ-ს ფინანსური სექტორის დერეგულირება, რომელიც ნეოლიბერალური ეკონომიკური თეორიის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდა. განგაშის სიგნალები ჯერ კიდევ მაშინ გაისმა, როცა ფინანსური აფიორების საფუძველზე ცნობილ კომპანია ენრონ- ში სკანდალი მოხდა; სადაც 2 მლრდ დოლარი დაიტაცეს. სხვადასხვა ფინანსური აფიორების გამო აშშ-ში 400 კაცი დააპატიმრეს. სამწუხაროდ, ეს ფაქტები ვერ იქცა აშშ- ფინანსურ სექტორში სისტემური ცვლილებების დაწყების მიზეზად. არსებითად არ გა უმჯობესებულა ფინანსური სფეროს რეგულირების მექანიზმები, არასაკმარისი იყო მისი გამჭვირვალობა.

კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი ტიპიური ამერიკელის ფსიქოლოგიაც გახდა. ამერიკელის ფსიქოლოგიის ისეთი ნიშნები, როგორიცაა: ენერგიულობა, ოპტიმიზმი, ექსპანსიურობა, დინამიზმი, რისკიანობა - ეკონომიკაში ტრანსფორმირდა დაზოგვისადმი ნაკლებ მიდრეკილებასა და მოთხოვნილებების ვალად აღებული სახსრებით დაკმაყოფილებით ზედმეტად გატაცებაში. ამერიკის სა ოჯახ მეურნეობის მხოლოდ იპოთეკური დავალიანება 2007 წელს თითქმის 10 ტრლნ დოლარს, ანუ ამ ქვეყნის მშპ- 75%25- შეადგენდა. აქედან 800 მლრდ დოლარი განეკუთვნებოდა .. სუბპრაიმ, ანუ დაბალი კატეგორიის სესხებს. მოქალაქეთა მიერ სესხების მასობრივად აღებას ხელს უწყობდა აშშში 90-იანი წლების დასაწყისიდან ჩამოყალიბებული ეკონომიკური აღმავლობის ტენდენცია, რაც ბადებდა მომხმარებლის იმედს, რომ მომავალში მისი შემოსავალი გაიზრდებოდა და ამიტომ იგი არ ერიდებოდა მიმდინარე პერიოდში ვალის აღებას. მაშასადამე, ამერიკელები უფრო მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე გამოიმუშავებდნენ და ამ სხვაობას იაფი კრედიტებით ფარავდნენ. აღებული ვალების 75%25 უძრავი ქონების შეძენაში ხარჯებოდა უპირატესად მისი შემდგომი გადაყიდვის მიზნით, 25%25-ს კი სამომხმარებლო კრედიტი შეადგენდა. საბინაო და სამომხმარებლო კრედიტების გიგანტური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო აშშ-ში მაღალი ტექნოლოგიების, განსაკუთრებით ინფორმაციულის და უფრო ზუსტად, ინტერნეტტექნოლოგიების საფონდო ბირJის 2001 წლის კრახი, რომლის დროსაც აქციების მფლობელთა ერთობლივმა დანაკარგებმა 7 ტრლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შედეგად განხორციელდა ფინანსური რესურსების მასობრივი გადადინება მაღალტექნოლოგიური კომპანიებიდან ბინათმშენებლობაში.

ამერიკული ბანკების ზემოაღნიშნული ექსპანსიონისტური პოლიტიკა წლების მანძილზე მხარდაჭერილი და წახალისებული იყო აშშ-ს მთავრობის მიერ, რომელიც 2004 წლამდე ფედერალურ დონეზე ახორციელებდა იპოთეკურ კრედიტებზე გარანტიების შეუზღუდავ გაცემას, რის გამოც 2002 წლიდან 2007 წლის დასაწყისამდე აშშ-ში სა ოჯახო მეურნეობების იპოთეკური დაკრედიტების მოცულობა 60%25-ით გაიზარდა. 2006 წლის შუა პერიოდიდან აშშ-ში საცხოვრებელი ბინების ბაზარმა გაგრილება დაიწყო. ინფლაციის მოლოდინით (როგორც ხანგრძლივი და მაღალი ტემპებით ეკონომიკური ზრდის კანონზომიერი შედეგით) შეშფოთებულმა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ სადისკონტო განაკვეთი 2004 წლის 1%25-დან 2006 წელს 5,2%25-მდე გაზარდა. ამან, ერთი მხრივ, გამოიწვია უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება განსაკუთრებით იმ პოტენციურ მყიდველთა მხრიდან, რომლებიც ამ ქონებას მისი შემდგომი გადაყიდვის მიზნით იძენდა. მეორეს მხრივ, მკვეთრად გადიდდა იპოთეკური კრედიტის დაუბრუნებლობა, ვინაიდან, ეს უკანასკნელი მყარად იყო მიბმული სესხების მიმდინარე განაკვეთზე. მასობრივად დაიწყო იპოთეკაში ჩადებული ბინებისა და საცხოვრებელი სახლების ბაზარზე გამოტანა, რამაც კიდევ უფრო დააგდო მათი ფასები. აშშ- საცხოვრებელი ბაზარი დეფოლტის მდგომარეობაში აღმოჩნდა. კომერციული ბანკებისა და სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების პორტფელების უმეტეს წილს აღნიშნული ტიპის კრედიტები შეადგენდა, რამაც 2007 წლის შუა პერიოდიდან განაპირობა საბანკო სისტემის კრიზისი. კერძოდ: 2007 წელს სამი ამერიკული ბანკი გაკოტრდა, 2008 წელს კი მათი რიცხვი 25-მდე გაიზარდა. 2009 წლის დასაწყისში გაკოტრდა 12 ამერიკული ბანკი.

კრიზისის უშუალო დაწყებას ექსპერტები უკავშირებენ 2007 წლის ივლისში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ფინანსური კორპორაციის Lehman Brothers- ის გაკოტრებას. საბაზრო ფუნდამენტალიზმის პრინციპების ერთგულმა აშშ-ს მთავრობამ ჩათვალა, რომ ამ კომპანიას, როგორც ბაზრის მოთამაშეს, არ უნდა მოხსნოდა ფინანსური პასუხისმგებლობა და მას გაკოტრების „ნება დართო“. სიტუაციის შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, რომ ასეთი მიდგომა მცდარი იყო. საფინანსო ბაზარზე გაჩნდა პანიკის ელემენტები, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება. მთელ რიგ შემთხვევებში რთული ფინანსური პრობლემები ცალკეულ პიროვნებათა ტრაგედიის პირდაპირი მიზეზი გახდა. 2008 წლის 22 აპრილს თავი მოიკლა ამერიკის მსხვილი იპოთეკური სააგენტოს reddie ac-ის ფინანსურმა დირექტორმა დევიდ კელერმანმა. პრესა თვითმკვლელობას კომპანიის ფინანსურ სირთულეებს უკავშირებდა. 2009 წლის 7 იანვარს შუბლში ტყვია დაიხალა უძრავი ქონების ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული ფირმის დირექტორმა სტივენ გუდმა, რომელმაც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სა ჯაროდ გამოხატა თავისი უკიდურესი შეშფოთება კრიზისის გამო. გუდის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მატარებელს ჩაუვარდა გერმანელი მილიარდელი ადოლფ მერკლე, რომელიც გერმანიის უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულში შედიოდა. მან ფინანსური კრიზისის გამო რამდენიმე დღეში 2 მლრდ ევროზე მეტი დაკარგა. 2008 წლის დეკემბერში, შობის წინა დღეებში, ვენები გადაიჭრა 65 წლის ფრანგმა ინვესტორმა რენე ტიერი დე ლა ვულუშემ. მიზეზი იყო 1,5 მლრდ დოლარის დაკარგვა, რომელიც მას ჩადებული ჰქონდა ერნარდ მეიდოფის ფრანგულ ფინანსურ პირამიდაში. საერთო ზარალმა, რომელიც მეიდოფმა თავის პარტნიორებს მიაყენა, 50 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე 2008 წლის დეკემბერში, ლონდონის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში თავი ჩამოიხრჩო HCSB-ს ტოპმენეჯერმა კრისტოფერ შნორმა. იმ დროისთვის ბანკს ბევრი სერიოზული პრობლემა დაუგროვდა. „ეკონომიკური სტრესის“ მსხვერპლთა სიაში კიდევ ბევრი ბანკირი და ბიზნესმენია. ფსიქოლოგიური დახმარების სააგენტო Crisislink- ში მიმართვების რაოდენობა უკანასკნელი წლის განმავლობაში 70%25-ით, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში კი - 150%25-ით გაიზარდა.

ამრიგად, 2007 წლის აგვისტოში დაწყებულ ფინანსურ კრიზისს სიმწვავითა და სიღრმით მხოლოდ გასული საუკუნის 30-იანი წლების „დიდი დეპრესია“ შეიძლება შევადაროთ.

კრიზისის განვითარება და ანტიკრიზისული ღონისძიებები

აშშ-ს ფინანსურ ბაზარზე სახსრების ლიკვიდურობის მკვეთრმა დაცემამ აიძულა ბანკები ნაკლები კრედიტი გაეცათ, რის საფუძველზეც წარმოიშვა ფინანსური თრომბი, რომლის გამო ფინანსური კრიზისი რეალურ სექტორს გადაეცა. 2008 წლის ზედიზედ ორ (მესამე და მეოთხე) კვარტალში ეკონომიკური ზრდის ტემპი შესაბამისად 0,5 და 6,2 %25-ით შემცირდა, რაც ეკონომიკური რეცესიის დაწყებას მოასწავებდა. გაიზარდა უმუშევრობა, რომლის დონემ 2009 წლის დასაწყისში 7,6%25-ს, ხოლო შუა პერიოდში - 9,4%25-ს მიაღწია (შედარებისათვის: წინა 10 წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 4-5%25- ის ფარგლებში მერყეობდა). დაეცა სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რაც ციკლური კრიზისისთვისაა დამახასიათებელი. ფინანსური კრიზისის ზემოქმედებით მნიშვნელოვნად გამწვავდა აშშ-ს ეკონომიკისთვის ისეთი ტრადიციულად დამახასიათებელი პრობლემები, როგორიც იყო სავაჭრო და საგადასახდელო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი. კერძოდ: 2008 წელს სავაჭრო დეფიციტი 700 მლრდ დოლარს, ხოლო საგადასახდელო დეფიციტი - 850 მლრდ დოლარს შეადგენდა. სახელმწიფო ვალი კი ასტრონომიულ ციფრს - 10,6 ტრლნ დოლარს აღწევდა. მათ შორის წმინდა საგარეო დავალიანება 1996 წლის 456 მლრდ დოლარიდან, ანუ ქვეყნის მშპ-ს 5,8%25-დან 2007 წელს 2 ტრლნ 442 მლრდ დოლარამდე, ანუ,მშპ-ს 18%25-მდე გაიზარდა. ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენდა 1 ტრლნ დოლარს და უპრეცედენტოდ მაღალი იყო ბოლო 60 წლის განმავლობაში. ეკონომიკის რეალური სექტორის შემცირება გამოიხატა აშშ-ში სამრეწველო წარმოების მოცულობის კლებით, რომელიც 2009 წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,5 %25-ით შემცირდა. ამერიკული წარმოშობის ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა მკვეთრად შეამცირეს პროდუქციის მიწოდება მსოფლიო ბაზარზე, რაც გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაწყებას ნიშნავდა.

XX საუკუნეში თითქმის ყველა ეკონომიკური კრიზისი ამერიკაში იწყებოდა და ბევრი მათგანი შემდგომში მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა. ამ თვალსაზრისით, არც მიმდინარე კრიზისი წარმოადგენს გამონაკლისს. ეს ფაქტი განპირობებულია აშშ-ს როლით მსოფლიო ეკონომიკაში. კერძოდ: აშშ-ში იწარმოება მსოფლიო მშპ-ს 20%25-ზე მეტი და მოიხმარება დაახლოებით 40%25. აშშ არის ევროგაერთიანების, იაპონიის, ჩინეთის და მთელი რიგი სხვა განვითარებადი, თუ პოსტკომუნისტური ქვეყნების ყველაზე დიდი სავაჭრო- ეკონომიკური პარტნიორი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ აშშ-ში წარმოშობილი ფინანსურ- ეკონომიკური კრიზისი სხვა ქვეყნებშიაც გავრცელდა. ასე მაგალითად: ევროკავშირის ქვეყნების სამრეწველო წარმოების მოცულობა 2009 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,6%25-ით შემცირდა. ევროპის სახელმწიფოებიდან გლობალური ფინანსურ- ეკონომიკური კრიზისის პირველი მსხვერპლი ისლანდიის საბანკო სისტემა გახდა. ისლანდიური ბანკები მასობრივად გაკოტრდნენ. მათი შესყიდვა მოხდა მსხვილი ევროპული ბანკების, განსაკუთრებით ბრიტანული ბანკების მიერ. ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანიის გამოკლებით) მნიშვნელოვნად გაიზარდა უმუშევრობის დონე, რომელმაც ბოლოს 25 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს - 9,2%25-ს მიაღწია.

გლობალურმა კრიზისმა განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე, ბალტიის ქვეყნებს. მათი დღევანდელი მდგომარეობა ხაზგასმით კონტრასტულია იმ ფონზე, რაც ამ ქვეყნებში ბოლო ათი წლის მანძილზე ყალიბდებოდა, კერძოდ, ამ რეგიონებში ადგილი ჰქონდა ეკონომიკის საშუალო წლიურ ზრდას 7-8%25-ის ფარგლებში. ამასთანავე, 2006 წლიდან შეიმჩნეოდა მათი ეკონომიკის ე.წ. „გადახურების“ პროცესი. ეროვნული ვალუტების ფიქსირებული კურსების შემოღებამ უზრუნველყო მათი სიმყარე და უპირატესად, ევროპული ბანკებიდან მოკლევადიანი კრედიტების მასობრივი შემოდინება. გაიზარდა მიმოქცევაში ფულის მასა და გაძლიერდა ინფლაციური პროცესები. ფაქტობრივად, ამ ქვეყნებში მოვლენები სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიის 1997- 1998 წლების ფინანსური კრიზისის მსგავსი სცენარით წარიმართა. ორივე შემთხვევაში პრობლემის წარმოშობის მიზეზი იყო ფიქსირებული კურსის დაწესებით პროვოცირებული მოკლევადიანი კრედიტების მოზღვავება და ამის შედეგად ეკონომიკის კერძო სექტორის დავალიანების გიგანტური ზრდა. ზოგიერთ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ფინანსურ- ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკური ხასიათის სირთულეებში გადაიზარდა. მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო გადადგნენ უნგრეთისა და ლატვიის პრემიერ- მინისტრები.

ექსპერტთა ვარაუდით, 2009 წლის ბოლოს და 2010 წლის დასაწყისში გლობალური ფინანსურ- ეკონომიკური კრიზისი აქტიურად გადაინაცვლებს აზიის რეგიონში. ეს იმით იქნება გამოწვეული, რომ აზიის წამყვან სახელმწიფოებს (ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი) მკვეთრად გამოხატული საექსპორტო მიმართულების ეკონომიკა გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, აშშ-სა და ევროგაერთიანების ქვეყნებში ერთობლივი მოთხოვნის მკვეთრი შემცირება უარყოფითად აისახება ამ ქვეყნის ეკონომიკაზე. ჩინეთი ცდილობდა ბიზნესისა და მოსახლეობის იაფი კრედიტებით უზრუნველყოფის გზით მოსალოდნელი კრიზისის პრევენციას, თუმცა, ექსპორტის სრულფასოვანი ჩანაცვლება შიდა მოხმარებით ურთულესი საქმეა და მისი მიღწევა დროის მოკლე მონაკვეთში პრაქტიკულად შეუძლებელია. არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ში იპოთეკური დავალიანების კრიზისით დაწყებული გლობალური ფინანსურ- ეკონომიკური კრიზისი 2009-2010 წლების მიჟნაზე აზიური ექსპორტის კრიზისის სახით მოგვევლინოს.

მიმდინარე კრიზისის სიმწვავე და ხასიათი, ბუნებრივია, ადეკვატური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს როგორც ეროვნული სახელმწიფოების მთავრობების, ისე, საერთაშორისო საფინანსოეკონომიკური ორგანიზაციების მხრიდან. აშშ-ში ნავარაუდევია შემდეგი ანტიკრიზისული პროექტების გატარება: ფინანსური სექტორის ლიკვიდურობის ამაღლება მისთვის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარების გაწევის გზით; ფინანსური ინსტიტუტების .. რბილი პრივატიზება, ანუ, არალიკვიდური საბანკო აქტივების მთავრობის მიერ გამოსყიდვა; ბანკებსა და ფინანსურ ფონდებში დეპოზიტების დაზღვევის საიმედოობის გაზრდა; სადისკონტო განაკვეთის შემცირება; შიდა მოთხოვნის სტიმულირება; გადასახადების შემცირება და .. საერთოდ, უპრეცედენტოა უკანასკნელ ხანებში ამ მიმართულებით აშშ-ს მიერ გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ: 2008 წლის ოქტომბერში აქ დაიწყო ფინანსთა მინისტრის პოლსონის გეგმის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებდა ფინანსური ინსტიტუტებისთვის 700 მლრდ დოლარის დახმარების გაწევას. 2008 წლის ნოემბერში კი ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (ფედ) იპოთეკის, მცირე ბიზნესისა და სამომხმარებლო კრედიტის მხარდაჭერის მიზნით გამოაცხადა დამატებით 800 მლრდ დოლარის გამოყოფა. 2009 წლის გაზაფხულ- ზაფხულში იპოთეკური ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვისთვის კიდევ გამოიყო 750 მლრდ დოლარი. ევროკავშირმა ანტიკირზისულ ღონისძიებებზე გამოყო ერთი ტრლნ დოლარზე მეტი, ჩინეთმა - 586 მლრდ დოლარი, იაპონიამ - 552,8 მლრდ დოლარი.

0x01 graphic

კრიზისის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავრობების, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების გაერთიანება და კოორდინირებული ანტიკრიზისული ღონისძიებების დასახვა. ამ მიზნით, 2009 წლის აპრილში ლონდონში შეიკრიბა დიდი ოცეულის სამიტი, რომელმაც შეიმუშავა კრიზისის დაძლევის ერთიანი გეგმა. გადაწყდა, რომ 2010 წლის ბოლომდე გამოიყოფა 5 ტრლნ დოლარი. უშუალოდ საერთაშორისო სავალუტი ფონდს დამატებით გამოეყოფა 1 ტრლნ დოლარი, რომელიც მან უნდა გამოიყენოს საკუთარი რეზერვების შესავსებად და ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად. 250 მლრდ დოლარი გამოიყოფა საერთაშორისო ვაჭრობის სტიმულირებისთვის. ლონდონის სამიტზე მიზანშეწონილად ჩათვალეს ფინანსური სექტორის გამჭირვალეობის ამაღლება, ე.წ. საგადასახადო ოაზისებზე, ოფშორებსადა ფულის გათეთრებაში შემჩნეულ ქვეყნებზე კონტროლის დაწესება. ნავარაუდევია სხვადასხვა ტიპის სპეკულაციური ოპერაციების წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებების გატარება. ასე მაგალითად, აშშ- ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საბითუმო ბაზარზე ფასების მანიპულირებაზე 2009 წლის ბოლოდან დაწესდება დღეში 1 მლნ დოლარიანი ჯარიმა. მზადდება ახალი წესები სანავთობო ფიუჩერსების ბაზრისათვის. თუ ამ მცდელობებმა შედეგი გამოიღო, სანავთობო ბაზარი ჰეჟ-ფონდებისთვის უინტერესო გახდება, სპეკულაციური გარიგებების რაოდენობა შემცირდება, ნავთობის ფასი დაიკლებს და შესაძლებელი გახდება სპეკულაციური ფინანსური ზედნაშენის დემონტაის დაწყება.

0x01 graphic

გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი და საქართველო

ქართველ ეკონომისტებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქართველოს ნაკლებად შეეხო და ამის მიზეზად მსოფლიო ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრირების დაბალ ხარისხს ასახელებენ. მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ის ფაქტი, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბალანსში იმპორტი 5-ჯერ სჭარბობს ექსპორტს, შიდა ბაზრის 85 %25-მდე (მათ შორის სურსათის სფეროში - 80%25) იმპორტულ პროდუქციას უკავია, ინტეგრირების მაღალ დონეზე მიუთითებს. სხვა საკითხია, რომ იგი ჩვენთვის უაღრესად არახელსაყრელია სხვადასხვა მიზეზთა გამო. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს ეკონომიკის რომელ სექტორებზე იქონია კრიზისმა ძლიერი ზემოქმედება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კრიზისამდე საქართველოში გარკვეული წარმატებები ჰქონდა საბანკო და სამშენებლო სექტორებს. მსოფლიო ბაზარზე ფულის გაძვირებამ და ლიკვიდურობის პრობლემის გაჩენამ გამოიწვია საქართველოს საბანკო სისტემაში ფულის შემოდინების მკვეთრი შემცირება. უკვე 2008 წლის ზაფხულის დასაწყისში საქართველოს ფულად-საკრედიტო და საბანკო სისტემა სერიოზულ სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა. კერძოდ, კომერციულმა ბანკებმა გააძვირეს კრედიტები, ზოგიერთმა კი საერთოდ შეწყვიტა სესხების გაცემა. გამკაცრდა მოთხოვნები სესხების უზრუნველყოფაზე. კრედიტის გაცემა ასევე შეწყვიტეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა. საბანკო სფეროში არსებული დაძაბულობის პირდაპირი გამოძახილი იყო ლონდონის ბირJაზე ქართული ბანკების აქციებზე ფასების შემცირება. 2008 წელი საქართველოს საბანკო სისტემამ პირველად ბოლო 10 წლის მანძილზე, 215 მლნ ლარის ზარალით დაამთავრა (8 მლრდ 875 მლნ ლარის საერთო აქტივების პირობებში), მაშინ როცა 2007 წელს მოგება 109 მლნ ლარს აღემატებოდა. 2009 წლიდან ეს უარყოფითი ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა და 2008 წლის აგვისტოდან დაწყებული ბანკებმა 550 მლნ ლარზე მეტი დაკარგეს. კრედიტ ინფოში მოხვედრილმა ურჩ გადამხდელთა რაოდენობამ მიმდინარე პერიოდისათვის 300 ათასს გადააჭარბა, ხოლო ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 2009 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით 196 მლნ ლარი შეადგინა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, განხორციელდა ე.წ. იაფი კრედიტის ამღები მეწარმეებისთვის ვალის ერთწლიანი სტრუქტურიზაცია, თუმცა, ეს შეღავათი არ გაწევიათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საბანკო კრედიტი აქვთ აღებული. ბანკებში გაჩენილმა სერიოზულმა ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვია თანამშორმელთა მასობრივი დათხოვნები. კერძოდ, 6 ათასი თანამშრომელი გათავისუფლდა ან უხელფასო შვებულებაში იქნა გაშვებული. ამრიგად, საქართველოს საბანკო სექტორი სერიოზულ კრიზისს განიცდის, რომლის დაძლევა დიდ დროს, ფინანსებს და ძალისხმევას მოითხოვს.

საბანკო სექტორთან უშუალოდაა დაკავშირებული სამშენებლო სექტორი. სამშენებლო კომპანიების უმეტესი ნაწილი საბანკო კრედიტების ხარჯზე ფუნქციონირებდა. ფულის გაძვირებამ, კრედიტების მიღების სერიოზულმა გართულებამ ამ კომპანიებს უმწვავესი პრობლემები შეუქმნა. ვერ ხერხდება დაწყებული მშენებლობების დამთავრება და აღარ იწყება ახალი მშენებლობები. მშენებლობის სფეროში დასაქმებულთა რიცხვი 50 ათასით შემცირდა. მშენებარე ფართების 10%25-იანი გაიაფების მიუხედავად, ბინები არ იყიდება და სერიოზული ფინანსური სიძნელეები შეექმნათ დეველოპელურ კომპანიებს. მშენებლობის შემცირებამ განაპირობა სამშენებლო მასალებზე მოთხოვნების დაცემა და ამ სფეროს საწარმოების ფინანსური პრობლემების გამწვავება. საბოლოოდ, სამშენებლო და დეველოპელური კომპანიების, ასევე სამშენებლო მასალების მწარმოებელი ფირმების კრიზისი უკუზემოქმედებას ახდენს საბანკო კრიზისზე მისი გამწვავების თვალსაზრისით. ასე ჩამოყალიბდა მოჯადოებული ეკონომიკური წრე, ანუ, კრიზისის შემდეგი ჟაჭვი საქართველოში:

ბანკების კრიზისი --> სამშენებლო კომპანიების კრიზისი --> დეველოპელური კომპანიების კრიზისი; სამშენებლო მასალების მწარმოებელი ფირმების კრიზისი --> ბანკების კრიზისი.

ყოველივე ზემოაღნიშნული, ვფიქრობთ, ადასტურებს დასკვნას, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისშია და ეს უკანასკნელი უპირატესად გამოწვეულია ისეთი ეგზოგენური ფაქტორით, როგორიცაა გლობალური ფინანსურ- ეკონომიკური კრიზისი. (მე აქ შეგნებულად არ ვეხები 2008 წლის აგვისტოს ომის ზემოქმედებას, რომელიც ცალკე განხილვის საგანია.)

პრობლემის ანალიზი სრული არ იქნება, თუკი მოკლედ მაინც არ შევეხებით კრიზისის ზოგიერთ ენდოგენურ ფაქტორს საქართველოში. უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში გაქვს ფინანსური პირამიდების შექმნა, რასაც საქართველოში აქვს ადგილი და ამაში სახელმწიფოც მონაწილეობს. განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი: საქართველომ გადაწყვიტა სახაზინო ვალდებულებების გამოშვება, .. კომერციული ბანკებიდან სესხის აღება. ნაცვლად იმისა, რომ ფინანსური რესურსები რეალურ ეკონომიკაში მიდიოდეს და წარმოების განვითარებას უწყობდეს ხელს, ეს რესურსები ბიუჯეტში მიდის. ეკონომიკას ფული აკლდება, ბანკები კი ზარმაცდებიან, ვინაიდან გარანტირებულ სარგებელს იღებენ. ფინანსური პირამიდების წარმოქმნა კიდევ ერთ საფრთხესთანაა დაკავშირებული. თუკი მთავრობა სესხს ვერ დაფარავს, რისი დიდი ალბათობაც არსებობს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი იძულებული გახდება უფრო მაღალი სარგებლის განაკვეთით აიღოს კრედიტი და ..

ამრიგად, საქართველოს ეკონომიკა მწვავე კრიზისს განიცდის, რომელიც ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორების ზემოქმედებითაა გამოწვეული. ეს განაპირობებს მოცემული პრობლემის კომპლექსური შესწავლის აუცილებლობას.

პოსტკრიზისული პერიოდის შესახებ

ნებისმიერი ეკონომიკური კრიზისი იწყება და მთავრდება. მიმდინარე კრიზისიც დამთავრდება და დღის წესრიგში დგება ცალკეული ეროვნული ეკონომიკებისა და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები პოსტკრიზისულ პერიოდში. მიმდინარე პროცესების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეკონომიკურმა მეცნიერებამ ვერ გააკეთა ამ კრიზისის დაწყების მეტნაკლებად ზუსტი პროგნოზი. ამის ძირითადი მიზეზი, ჩემის აზრით, იყო საბაზრო ლიბერალიზმის დოქტრინით ზედმეტი გატაცება, სტრატეგიული დაგეგმვისა და პროგნოზირების მეთოდოლოგიური და მეთოდიკის საკითხებისადმი არასაკმარისი ყურადღება. ვფიქრობ, სწორედ ამით იყო გამოწვეული (ყოველ შემთხვევაში კრიზისის საწყის ეტაპზე მაინც) განვითარებული ქვეყნების მთავრობების არათანმიმდევრული მოქმედებები. ეკონომიკური კრიზისის საერთოდ თავიდან აცილება, ალბათ შეუძლებელია, მისი პროგნოზირება და შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების დასახვა კი შესაძლებელი და აუცილებელიც, თუმცა ამისათვის საჭიროა რამდენიმე პირობა (წანამძღვარი).

პირველი, აუცილებელია ახალი პარადიგმა, რომელიც ნებისმიერ მსგავს კრიზისს სისტემურ რაკურსში წარმოგვიდგენს. ამ პარადიგმის ჩარჩოში უმნიშვნელოვანესია შემდეგი პრინციპები (პოსტულატები):

  • თანამედროვე ეკონომიკა სახელწმიფოს ჩარევას მოითხოვს. ეს ჩარევა კი უნდა იყოს მაქსიმალურად კვალიფიციური, მოზომილი და ბაზრის ეფეტქიანი ფუნქციონირების ამოცანას დაქვემდებარებული;

  • თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის თვით სანიმუშო ქვეყნებში კრიზისის პერიოდში ჩატარებული არატიპიური ღონისძიებები (სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გამოყენება, რბილი ნაციონალიზაცია და სხვ.) ეჭვის ქვეშ აყენებს ბაზრის ყოვლისშემძლეობის, ავტომატურ რეJიმში თვითრეგულირებისა და თვითგაწმენდისფუნდამენტურ იდეებს;

  • საფინანსო ეკონომიკური წესრიგის ახალი კონტურები ეროვნულ- სახელმწიფოებრივ და გლობალურ დონეებზე ობიექტურად მიანიშნებს ახალი ინსტიტუციებისა და სოციალური ურთიერთობების, ანუ ახალი საზოგადოებრივ- ეკონომიკური სისტემის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც არც კაპიტალიზმია, არც სოციალიზმი, არამედ რაღაც სხვა. აღნიშნულ სისტემას დანახვა, ანალიზი და განზოგადება სჭირდება, რომელიც სოციალური მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებების ძალისხმევის კონცენტრაციას მოითხოვს.

რა თქმა უნდა, აქ ჩამოყალიბებული პრინციპები არასაკმარისია ახალი სისტემური პარადიგმის შესაქმნელად. თუმცა, ისიც ნათელი უნდა იყოს, რომ მხოლოდ მის საფუძველზეა შესაძლებელი როგორც შექმნილი კრიზისიდან შედარებით უმტკივნეულო გამოსვლა, ისე, მომავალი კრიზისების პრევენციული „რეცეპტების“ შემუშავება.

3.2 როგორ დავბეგროთ საქართველოში გაწეული უცხოური საწარმოს ქონების სარემონტო მომსახურება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იური პაპასქუა
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“
მთავარი რედაქტორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

ჩვენ საოცრად დინამიურ ეპოქაში ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ. ამდენად, გასაკვირი არ უნდა იყოს შეხედულებებისა და ფასეულობების ცვლილებებიც. ეს ზოგადი კანონზომიერება დასაშვებია ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში. თუმცა ცალკეული დარგები განსაკუთრებულად მგძნობიარეა სიახლეთა (ცვლილებათა) მიმართ და უკუჩვენებებიც ახლავს. ნაჩქარევ ნოვაციებზე (თუ ცალკეულ პირთა ახირებებზე) საკმაოდ ცუდად რეაგირებს საერთოდ საკანონმდებლო სივრცე, განსაკუთრებით კი - ეკონომიკური ურთიერთობები.

საგადასახადო კოდექსში შესული ყველა ცვლილება მისი შემდგომი სრულყოფისა და გამარტივების მიზნებითაა მოტივირებული. თუმცა ამ რიგს ბოლო არ უჩანს და არც აქტი გახდა სადღესასწაულო - ახალმა ცვლილებებმა და დამატებებმა თავსატეხიც უხვად მოიტანა.

აღნიშნულის ილუსტრირება შეიძლება ერთი ასეთი საკითხის მაგალითზეც, რომელიც გადამხდელთა გარკვეულ წრეს ეხება:

ვთქვათ, კომპანია უცხოურ საწარმოსთან ხელშეკრულების შესაბამისად საქართველოში სისტემატურად ახორციელებს უცხოური საწარმოს კუთვნილი ტრანსპორტის სარემონტო მომსახურებას. აღნიშნული მოძრავი ქონება (მოძრავი შემადგენლობა) შემოაქვთ საქართველოს ტერიტორიაზე და აღდგენის, მუშა მდგომარეობაში მოყვანის შემდგომ უბრუნდება დამკვეთს, ანუ სახეზეა მომსახურების სპეციფიური ფორმა, როცა სხვა ქვეყნის საწარმოს აქტივებს საქართველოს სპეციალიზებული საწარმო უტარებს რემონტს (აღადგენს, მუშა მდგომარეობაში მოჰყავს, გადაღებავს, უახლოვებს პირვანდელ მდგომარეობას ან ა უმჯობესებს კიდეც) და უბრუნებს უკან. დამკვეთი შემსრულებელს უხდის მომსახურების ღირებულებას.

ერთი შეხედვით, ამოცანა მარტივია. თავსატეხი, რომელიც მას უკავშირდება, მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: როგორ დავბეგროთ (დღგ-ის 18 %25-იანი, თუ ნულოვანი განაკვეთით) საქართველოში უცხოური საწარმოს მიერ შესაკეთებლად (დროებით, უკან გატანის პირობით) შემოტანილი მოძრავი ქონების სარემონტო მომსახურება?

ამ, მართლაცდა მარტივ კითხვაზე, პასუხიც შესაბამისად მარტივი, არაორაზროვანი, ლაკონური, ყველასთვის გასაგები უნდა მივიღოთ, თუმცა, როგორც შენიშნეთ, ამოცანის გამოსაკვეთად, არაერთგზის დაგვჭირდა პირობის დაკონკრეტება - ვეხებით მხოლოდ მოძრავ ქონებას, რომელიც გადმოკვეთს საზღვარს და შეკეთების შემდგომ კვლავ გადის საქართველოდან. შეგნებულად არ ვიხილავთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოური საწარმოს უძრავ ქონებას საქართველოს ტერიტორიაზე რეზიდენტი საწარმო უტარებს რემონტს და გადასცემს მას, არც მომსახურების სხვა ფორმებს, რომელიც უცხოურ საწარმოს შეიძლება გაუწიოს საქართველოს საწარმომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ უშუალოდ ან მუდმივი წარმომადგენლის მეშვეობით. მოდით, ნუ ჩავღრმავდებით და ნუ გავარჩევთ საბაჟო პროცედურებს, თუ რეJიმების ფორმებს, რომლებიც მოძრავი ქონების საზღვრის გადაკვეთის მიმართულებებს, ვადებს, გაგზავნა- გამოგზავნაზე პასუხიმგებლობას, მოსაკრებლებს, გადასახდელებს შეიძლება დაუკავშირდეს, ნურც რემონტის ხარისხს - თვისობრივად შეცვლის ის აქტივის სარგებლიანობას, გაზრდის საექსპლოატაციო ვადებს, თუ აღუდგენს პირვანდელ მდგომარეობას. თავისთავად, ინფორმაციული თვალსაზრისით, ეს საკითხები მნიშვნელოვანია და გარკვეულ კონკრეტიკამდე მივყევართ, თუმცა ზემოთააღნიშნული ამოცანის გადაწყვეტასთან მათი მიბმა, ჩემი აზრით, არცაა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია სპეციფიურია, საქართველოს ბევრ საწარმოს უწევს უცხოეთში თავიანთი მოძრავი ქონების გატანა შესაკეთებლად (აღსადგენად), ანალოგიური მიზნით, საქართველოშიც შემოაქვთ უცხოურ საწარმოებს აქტივები და ამდენად, თავსატეხიც არც ისეთია, სხვასაც რომ ვერ მიექცია ყურადღება, მით უმეტეს, საგადასახადო კოდექსის შემუშავებისას არ ყოფილიყო გათვალისწინებული.

ვფიქრობ, არ უნდა იყოს საკამათო, რომ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობასა და შესრულებასთან დაკავშირებულ სამართებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს საგადასახადო კოდექსი (და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები). ამდენად, ზემოაღნიშნული საკითხის (პრობლემის) გადაწყვეტა შესაბამის დოკუმენტებში უნდა ვეძებოთ. მაგრამ, საქმე ისაა, რომ საგადასახადო კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ნორმატიულ აქტებში განსახილველი საკითხის შესახებ ცალსახა (არც ირიბი) პასუხი არ იძებნება. გასაღებს ვერც საბაჟო კოდექსში იპოვით, მით უმეტეს, ეს აქტი არეგულირებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის პროცედურებს და ამდენად, საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა საბაჟო კოდექსით არც უნდა წყდებოდეს!

საკითხი ადრეც არ იყო საფუძვლიანად მოგვარებული, მაგრამ მას, ასე თუ ისე (გარკვეულ პირთა წრის ინტერესების გათვალისწინებით, თუ ლობირების გზით) არეგულირებდა 2005 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსის 236-ე მუხლი (ძირითადი საშუალებების სარემონტო მომსახურების დაბეგვრა), რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „უცხოური საწარმოს, უცხოური ორგანიზაციის ან/და სხვა სახელმწიფო დაკვეთით, ხელშეკრულების საფუძველზე (გარემონტებული ძირითადი საშუალებების უკან დაბრუნების ვალდებულებით) საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადი საშუალებების სარემონტო მომსახურება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით“. თუმცა, ნორმის ამ რედაქციაშიც არის გაუმართავი და ბუნდოვანი ტექსტი: თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ აქ იგულისხმება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული უცხოური საწარმოს უძრავ- მოძრავი ქონება (ვთქვათ, შენობა, დანადგარი), რომელიც გადაეცა საქართველოს საწარმოს სარემონტოდ და მომსახურების გაწევის შემდგომ, დაუბრუნდა დამკვეთს - აი, ასეთი სარემონტო მომსახურება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით;

კი, ბატონო! არის ამაში ლოგიკა. მაგრამ, როგორც ცნობილია, დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება მარტო საქონლის ექსპორტი, საერთაშოროსო გადაზიდვისა და მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის მომსახურების მიწოდება.

ჩვენს შემთხვევაში, არც ერთთან გვაქვს საქმე და არც მეორესთან. მაშ, რა შუაშია აქ ნულოვანი განაკვეთი - მომსახურება ჩაატარა რეზიდენტმა საწარმომ და უცხოური საწარმოს საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონებაც ხომ ქვეყნის გარეთაც არ გასულა?

თამამად შეიძლება ისიც ვამტკიცოთ, რომ აღნიშნული ნორმა ეხება უცხოური საწარმოს მიერ შესაკეთებლად (სარემონტოდ) შემოტანილ მოძრავ ქონებას, რომელსაც საქართველოში რეზიდენტი საწარმოს მიერ გაეწევა სარემონტო მომსახურება და ეს ქონება დაუბრუნდება დამკვეთს (კვლავ გადაკვეთს საზღვარს) - აი, ასეთი სარემონტო მომსახურება იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. ამაშიც არის რაციონალური მარცვალი, ანუ როგორც ხედავთ, სსკ-ის ერთი ნორმა სხვადასხვანაირად იკითხება და თითოეული მათგანი ხელს აძლევს დაინტერესებულ მხარეს.

რომელი ვარიანტია სწორი? - პირველიც და მეორეც! ამ დროს, შეიძლება იმაშიც დავრწმუნდეთ, რომ ნორმის უხეშ დარღვევასთან გვაქვს საქმე.

მოკლედ, ვარაუდების თუ სხვადასხვა შეხედულებების მიუხედავად, საქართველოში უცხოური საწარმოს მიერ შესაკეთებლად (დროებით, უკან გატანის პირობით) შემოტანილი მოძრავი ქონების სარემონტო მომსახურება იბეგრებოდა ნულოვანი განაკვეთით და ამასთან დაკავშირებით, გადამხდელებს საგადასახადო ორგანოსთან საპრეცედენტო შემთხვევა არ შექმნია.

ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებიდან დროის მცირე მონაკვეთში ვითარება შეიცვალა: გაურკვევლობა წარმოშვა 2006 წლის 29 დეკემბერს და შემდგომ საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა.

2006 წლის 29 დეკემბრს სსკ-ში შესული ცვლილებით, 236-ე მუხლი, ამJამად უკვე ახალი სათაურით - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეJიმში მოქცეული საქონლის (გადამუშავების პროდუქტის ან გადაუმუშავებელი საქონლის) საქართველოს ტერიტორიიდან გატანის დაბეგვრა - ასე ჩამოყალიბდა: საქართველოს საბაჟ ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟ რეJიმში მოქცეული საქონლის (გადამუშავების პროდუქტის, ან გადაუმუშავებელი საქონლის) საქართველოს ტერიტორიიდან გატანა იბეგრება ნულოვანი განაკვეთით.

ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადრე მოქმედი ნორმის არეალი გაფართოვდა და ამიერიდან ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას დაექვემდებარა არა მარტო ძირითადი საშუალებების, არამედ საქონლის (მატერიალური, ან არამატერიალური ქონების, მათ შორის, ელექტრო და თბოენერგიის, გაზის და წყლის, როგორც ეს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილითაა განსაზღვრული) საქართველოს ტერიტორიიდან გატანა. სავსებით გასაგებია: ადგილი აქვს ამგვარი საქონლის (გადამუშავების პროდუქტის ან გადაუმუშავებელი საქონლის) ექსპორტს ან რეექსპორტს და ამდენად, ის დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაიბეგრება. საქონელი შეიძლება ძირითადი საშუალებაც იყოს, მაგრამ მოცემული ამოცანის პირობისგან მას ის განასხვავებს, რომ გასარემონტებლად შემოტანილი ექსპლუატაციაში მყოფი ძირითადი საშუალებები უცხოური საწარმოს აქტივია (მისგან მოელიან სარგებელს) და გასაყიდად (თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად) არაა განკუთვნილი. ამასთან, აქ უკვე არ ჩანს (და, ჩემი აზრით, არც იგულისხმება) საქართველოში უცხოური საწარმოს მიერ შესაკეთებლად შემოტანილი მოძრავი ქონების სარემონტო მომსახურება. განსაკუთრებული არგუმენტირების გარეშეც ნათელია, რომ არსებითად სხვადასხვაა მომსახურება და საქონელი.

(საქონლის განმარტება ფაქტობრივად იგივეა საბაჟო კოდექსის მიხედვითაც, თუმცა სსკ-ისგან განსხვავებით, ამ უკანასკნელის მიზნებისთვის საქონელს მიეკუთვნება ფულიც. იხ. საბაჟო კოდექსის მე-7 მუხლის მე-9 ნაწილი).

განსხვავებული მოსაზრებების და შინაარსის ნორმასთან საეჭვო შესაბამისობის მიუხედავად, ინერციით თუ ალტერნატივის არ არსებობის გამო, საქართველოში უცხოური საწარმოს მიერ შესაკეთებლად შემოტანილი მოძრავი ქონების სარემონტო მომსახურების დაბეგვრა კვლავ ნულოვანი განაკვეთით გაგრძელდა და გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო ორგანოსთან პრობლემები ჯერ არ შექმნიათ.

მაგრამ, 2009 წლის 17 ივლისს საგადასახადო კოდექსში კვლავ შევიდა ცვლილებები და ამჯერად უკვე 236-ე მუხლი, საერთოდ ამოღებულია. საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვამიღებისას წარმოდგენილ განმარტებით ბარათში ეს პოზიცია მოტივირებულია შემდეგნაირად:

პროექტი გულისხმობს 236- მუხლის (რომლის მიხედვითაც საბა ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების დროს გადამუშავების პროდუქტის ან გადაუმუშავებელი საქონლის ტერიტორიიდან გატანა იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით) ამოღებას, ვინაიდან გადამუშავების პროდუქტი საბაჟ ტერიტორიიდან გადის მხოლოდ ექსპორტით, რაც თავისთავად იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, ხოლო გადაუმუშავებელი საქონელი ტერიტორიიდან გაიტანება რეექსპორტით. შესაბამისად, საბაჟ კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იგი რეექსპორტირებულ უნდა იქნეს არა ნულოვანი განაკვეთით, არამედ საბაჟ გადასახდელებისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის დაბრუნებით ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლით. როგორც ჩანს, აქ ისევ საქონელზეა აქცენტი და არა მომსახურებაზე. ამასთან, საორჭოფო 236-ე მუხლიც (რომლის მიხედვითაც საბაჟ ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების დროს გადამუშავების პროდუქტის ან გადაუმუშავებელი საქონლის ტერიტორიიდან გატანა იბეგრებოდა დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით) გაუქმებულია. ვინ რას გულისხმობს და საბაჟო კოდექსის მუხლებში რა წერია, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის არ გამოდგება. ამდენად, საკითხი კვლავ ღიად რჩება.

საგულისხმოა, რომ საგადასახადო ორგანოშიც (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო შემოსავლების სამსახურის საცნობარო - საკონსულტაციო ცენტრში) გამართული, სარწმუნოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მათთან სატელეფონო დაკავშირებამ ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის მართებულობა დაამოწმა. მართლაც, დასაშვებია, რომ საგადასახადო ორგანო ამაში პრობლემას ვერ ხედავს და არც აპირებს სადამსჯელო ექსპედიციის მოწყობას. მაგრამ ვფიქრობ (თითქმის დარწმუნებული ვარ), პრობლემა თვლემს (ან იქნებ გარკვეულ დრომდე დაკონსერვებულია) და შეიძლება თავი იჩინოს მწვავე ფორმით. არ არის გამორიცხული, რომ იმ გადამხდელებს, რომლებსაც განსახილველად წარმოდგენილი საკითხის გამო, დღემდე საგადასახადო ორგანოსთან დაპირისპირება არ ჰქონია, კარებზე განსხვავებული პოზიციით მოუკაკუნონ და ერთად მოსთხოვონ აქამდე გადაუხდელი გადასახადის გადახდა.

ამიტომ, გონივრული იქნება, დროულად ჩამოვყალიბდეთ: რასთან გვაქვს საქმე და ვიმოქმედოთ, როგორც იტყვიან, ვითარების შესაბამისად.

ცხადია, მოიძებნება სხვა ახსნაც და მიდგომაც. განსჯისა და არგუმენტირებისთვის კი გთავაზობთ ჩემეულ ხედვას:

თუ ჩავუკვირდებით, ყველა ნიშნის მიხედვით, საქართველოში უცხოური საწარმოს მიერ შესაკეთებლად (დროებით, უკან გატანის პირობით) შემოტანილ მოძრავ ქონებაზე (მატერიალურ აქტივზე) ჩატარებული რემონტი (შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა) მიეკუთვნება მომსახურებას. ამ პოზიციას სარწმუნოდ ხდის სსკ-ის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტები, აგრეთვე, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლებშიც ხაზგასმით აღნიშნულია: მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას განეკუთვნება შემდეგი საქმიანობა: ) სარემონტო; ) სარესტავრაციო.

მომსახურების გაწევად ითვლება სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით, ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. მომსახურების მიწოდებას არ განეკუთვნება, ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც დღგ-ის მიზნებისათვის გულისხმობს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას.

უფრო საწრმუნო არგუმენტირებისა და განსახილველი ამოცანის გადაწყვეტისთვის საფუძველს ქმნის სსკ-ის 24-ე მუხლი - საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელშიც აღნიშნულია:

1. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:

1) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ: (26.12.2008 N 871 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან)

1.) მომსახურება ფაქტობრივად ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე;

1.) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების, დაქირავებულის მეშვეობით ან სხვაგვარად (მათ შორის, მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯ გაწეულია საქართველოში, მიუხედავად მისი ფაქტობრივად გადახდის ადგილისა), რაც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა საქართველოში გასწია მომსახურება (სიმარტივისთვის, აქ და შემდგომაც, ნორმიდან ვახდენთ მხოლოდ იმ ნაწილისა და პუნქტების ციტირებას, რაც მოცემულ კონკრეტულ საკითხს უკავშირდება).

მაშასადამე, უკვე ვნახეთ, რომ ზემოაღნიშნული ოპერაცია არის მომსახურება. მოდით, ახლა თვალი მივადევნოთ დღგ-ის დაბეგვრის პირობებსაც:

მოქმედი კოდექსის თანახმად, თუ ვიხელმძღვანელებთ იმ ნორმებით, რომლებიც მომსახურების დაბეგვრის ვალდებულებას წარმოშობს, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია: ) დასაბეგრი ოპერაცია (225- მუხლის 1-ლი ნაწილი); დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ამ კოდექსის 239- ან 240- მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებელი საქონლის, მომსახურების მიწოდება, მათ შორის უსასყიდლოდ (გარდა ამ კოდექსით განთავისუფლებული მიწოდებისა) - იხ. 225- მე-2 ნაწილის პუნქტი; მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება: ) მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი, თუ იგი დაკავშირებულია მოძრავ ქონებასთან; თუ მომსახურების გაწევის ადგილი აღწერილია ამ მუხლის პირველი ნაწილის ერთზე მეტ ქვეპუნქტში, მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება მომსახურების აღმწერი რიგით პირველი პუნქტის მიხედვით (240- მუხლის 1-ლი ნაწილის პუნქტი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილი).

ამგვარად, ვფიქრობ, საქმე გვაქვს საქართველოში განხორციელებულ მომსახურებასთან, რომელიც დაბეგვრის ობიექტია და, მიუხედავად სპეციფიციურობისა, უნდა აისახოს დღგ-ის 18 %25-იან დასაბეგრ ბრუნვაში.

სავსებით ბუნებრივია, ყველასთვის ხელსაყრელი იქნება წარმოდგენილ პრობლემასთან დაკავშირებით, უმოკლეს დროში, ჩამოყალიბდეს გამართული პოზიცია და აისახოს საგადასახადო კოდექსში.

ანოტაცია
ანოტაცია როგორ დავბეგროთ საქართველოში გაწეული უცხოური საწარმოს ქონების სარემონტო მომსახურება

იური პაპასქუა,
ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

ნაშრომში განხილულია საგადასახადო კოდექსის ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ნორმის, კერძოდ, 236-ე მუხლის სახეცვლილებების გამო, საქართველოში გაწეული უცხოური საწარმოს ქონების სარემონტო მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის პრაქტიკაში არსებული პრობლემა.

ავტორის მოსაზრებით, აღნიშნულ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ადგილი აქვს ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას, რომლის შედეგადაც დღგ-ის გადამხდელთა გარკვეულ ნაწილს შეიძლება წარმოექმნას გაუგებრობები. აქედან გამომდინარე, არგუმენტირებულია ნორმის განსხვავებულად წაკითხვის (აღქმის) შესაძლებლობა და შემოთავაზებულია კოლიზიის გასწორების პერსპექტივა. როგორ დავბეგროთ საქართველოში გაწეული უცხოური საწარმოს ქონების სარემონტო მომსახურება იური პაპასქუა, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

4 ექსპერტის კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


4.1 „აჯღა-ბაჯღა მარგალიტები“ და შეშინებული მეწარმე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თამაზ იაშვილი,
ექსპერტი სამეწარმეო და საგადასახადო საკითხებში

სტატიაზე მუშაობის პროცესში ზოგიერთ პოლიტიკოსს ვთხოვეთ გაეცათ პასუხი კითხვაზე:

რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად:

საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება, რომელიც გამოხატავს საგადასახადო ორგანოს პოზიციას პირის მიერ შესრულებული, ან შესასრულებელი სამეურნეო ოპერაციისას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. აღნიშნული განმარტება წარმოადგენს რეკომენდაციას და მას არა აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა

რამდენად კანონიერად და სამართლიანად მიგაჩნიათ ასეთი ცვლილება და დაუჭერდით თუ არა ასეთ ცვლილებას მხარს?

გამოკითხულთა დიდი ნაწილის პასუხები ცალსახად უარყოფითი აღმოჩნდა. ბევრმა მათგანმა საერთოდ არ დაიჯერა ასეთი ცვლილების შესაძლებლობა. განსაკუთრებით კატეგორიულები აღმოჩნდნენ ოპოზიციურად განწყობილი მოღვაწეები. ერთ-ერთმა მათგანმა განგვიცხადა, რომ იცის ასეთი ცვლილების შესახებ და ყველაფერს გააკეთებს, რათა არ მოხდეს მისი საგადასახადო კოდექსში შეტანა.

რა თქმა უნდა, გამოკითხვის რეპრეზენტატულობა არ იძლევა რაიმე მკაცრი და შორს მიმავალი დასკვნების გაკეთების საშუალებას, თუმცა პასუხები მაინც საინტერესო და საგულისხმოა.

ხელისუფლება გვპირდება მორიგ საგადასახადო ცვლილებებს. ეს უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. დაპირებული ცვლილებები ოდნავ უკეთესია დაუპირებელ და მოულოდნელ ცვლილებებზე ქვეყანაში, სადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა კარგა ხანია იქცა კანონმდებლის ინტელექტუალური გართობის გამორჩეულ ობიექტად. თვითონ განსაჟეთ, 1997 წლის 13 ივნისს მიღებულ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად, პარლამენტმა მიიღო 78 კანონი. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა საგადასახადო კოდექსის შესაცვლელად ერთ დღეში რამდენიმე კანონის მიღება.

2001 წლის 12 ნოემბერს პარლამენტი იღებს კანონს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შესახებ, ცვლილება შედის 273-ე მუხლში.

2001 წლის 21 დეკემბერს პარლამენტი ღებულობს 4 კანონს (№№1207, 1212, 1218 და 1232) საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ერთ დღეს მიღებული ოთხივე კანონით ცვლილება შედის 273-ე მუხლში.

2002 წლის 18 იანვრისა და 1 მარტის კანონებით კვლავ შედის ცვლილება 273-ე მუხლში.

2002 წლის 7 ივნისს პარლამენტი იღებს სამ კანონს №№1498, 1500 1504. ერთ დღეში მიღებული სამივე კანონით კვლავ ცვლილებები შედის 273-ე მუხლში.

2002 წლის 7 მაისს, №1393 კანონით ცვლილება შედის კოდექსის 101 მუხლში. 18 მაისს 101-ე მუხლში კვლავ შედის ცვლილება №1458 კანონით. 2003 წლის პირველ იანვარს №1965 კანონით ცვლილება შედის კოდექსის 273-ე მუხლში. იმავე დღეს №1967 კანონით კვლავ შედის ცვლილება ამ 273-ე მუხლში.

ორ კანონს იღებს პარლამენტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ 2003 წლის 6 ივნისს, 26 ივლისს, 18 აგვისტოს.

ცვლილებებია შეტანილი 500- მდე მუხლში. კოდექსის 274 მუხლიდან. შეცვლილი მუხლის ნაწილებისა და პუნქტების რაოდენობა იმდენია, რომ სულ ცოტა ერთი ნაწილი ან პუნქტი იცვლებოდა საშუალოდ დღეში ერთხელ. 50-ე ცვლილებაა შეტანილი 273-ე მუხლში. სისტემატურად იცვლება მე-6, მე- 8, 101-ე, 102-ე, 223-ე, 252-ე და სხვა მუხლები.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რა მიზნებს ისახავს ასეთი გაუთავებელი ცვლილებები? რაზე იხარჯება კანონმდებლების შრომა, დრო და გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადები. სავარაუდოა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს მისი სრულყოფა, ნორმალური საგადასახადო კანონმდებლობის შექმნა. ვფიქრობთ, ამასვე უნდა ემსახურებოდეს კანონის ხშირი ცვლილება. როდესაც ერთ დღეს მიღებული სამი და ოთხი კანონით ერთი და იმავე მუხლში შედის ცვლილებები. სამწუხაროდ, როგორც მოვლენების განვითარებამ გვიჩვენა, ასე არ მოხდა. პარლამენტარების კანონშემოქმედება და საგადასახადო კოდექსის შესაცვლელად მიღებული 78 კანონი, ამ კანონებით 274 მუხლიანი საგადასახადო კოდექსის 500 მუხლამდე შეცვლა იმით დასრულდა, რომ კოდექსი მთლიანად გახდა შესაცვლელი და შეიცვალა კიდეც. 2004 წლის 22 დეკემბერს პარლამენტმა ზარზეიმით მიიღო ახალ საგადასახადო კოდექსი.

მეწარმეებს იმედი უჩნდებათ, რომ ახლი კოდექსი მაინც იქნება სტაბილური. არ გაგრძელდება ძველებურად, როდესაც ახალი კოდექსის სახლში მიტანამდე მასში უკვე შესული იყო ცვლილებები.

მოლოდინი არ გამართლდა. იწყება ცვლილებები ახალ კოდექსში. უკვე მიღებული 42 კანონით შეცვლილია 300-ზე მეტი მუხლი, ათასზე მეტი მუხლის ნაწილი და პუნქტი.

2007 წლის 28 დეკემერს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის 2, 2006 წლის 25 მაისს 3, 2006 წლის 29 დეკემბერს 4 კანონით. 25.05.06. №3138 კანონით ცვლილებები შევიდა კოდექსის 60-მდე, 11.07.2006. №5280 კანონით 70-მდე მუხლში.

2009 წლის 17 ივლისს №1527 კანონით საგადასახადო კოდექსში იცვლება 60-მდე მუხლი და 200-ზე მეტი მუხლის ნაწილი და პუნქტი. ზოგიერთი ცვლილების გაგება კი არა წაკითხვაც ძნელია. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

) გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გამოქვითოს მისთვის საქონლის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდების შედეგად წარმოშობილი სარგებელი ერთობლივი შემოსავლიდან, ამ კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვების გათვალისწინებით.~ (მუხლი 177.2. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები).

თუ გავითვალისწინებთ „საქონლის“ კოდექსისეულ განმარტებას (მუხლი 17), საწარმოს შეუძლია ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს მისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების (ძირითადი საშუალებების, საქონლის, სხვა მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების) გამოყენებით მიღებული სარგებელი, ანუ შემოსავალი (ნუთუ მართლა ასეა?!).

) ამხანაგობის ზარალი მიეკუთვნება მის მფლობელებს წილის შესაბამისად. ამასთანავე ამხანაგობის ზარალი მის მფლობელებზე არ ნაწილდება და მფლობელების ერთობლივი შემოსავლიან არ გამოიქვითება. (მუხლი 206 თანამფლობელობა).

კოდექსი არ განმარტავს - როგორ უნდა მიეკუთვნოს ამხანაგობის ზარალი მის მფლობელებს მათი წილის შესაბამისად, როდესაც ზარალი მის მფლობელებზე არ ნაწილდება და როგორ უნდა შეასრულოს გადამხდელმა ამავე მუხლის მე-10 ნაწილი, რომელსაც მოვიყვან სრულად:

ამხანაგობა ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით ამ კოდექსის 217- მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში წარუდგინოს დეკლარაცია, რომელშიც მოცემული იქნება დასაბეგრი მოგების (ზარალის) ოდენობისა და მისი წევრებზე განაწილების თაობაზე ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით~ (მაშინაც, თუ ამხანაგობის ზარალი მის მფლობელებზე არ ნაწილდება?).

გ) 215-ე მუხლი განსაზღვრავს იურიდიული პირის რეორგანიზაციის საგადასახადო თავისებურებებს. მუხლის თანახმად რეორგანიზაციაში მონაწილეობენ რეორგანიზაციის მხარეები (ნაწილი 1, 2, 3) და რეორგანიზაციის დამტკიცებული მხარეები. ბუნდოვანია ვინ არის რეორგანიზაციის დამტკიცებული მხარე, რა განსხვავებაა რეორგანიზაციის მხარესა და რეორგანიზაციის დამტკიცებული მხარეს, მათ უფლებებსა და ვალდებულებებს შორის?!

ბუნებრივია კითხვები: რამ გამოიწვია საგადასახადო კოდექსის ასეთი ხშირი ცვლილება? რა შანსი აქვს მეწარმეს და მთლიანად ეკონომიკას ნორმალურად და ეფექტურად იმუშაოს ასეთი ცვლილებების პირობებში?

როდესაც ერთი კანონით, ან ერთ დღეს მიღებული 4 თუ 5 კანონით იცვლება საგადასახადო კოდექსის 50-ზე მეტი მუხლი და ასობით პუნქტი, ეს სხვა არაფერია თუ არა საგადასახადო რეფორმა, რომელიც, როგორც წესი, ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ან უკეთეს შემთხვევაში 15 დღის შემდეგ.

ასეთი კანონშემოქმედება გამორიცხავს ბიზნესის არა თუ გრძელვადიან, თუ სტრატეგიულ, არამედ ყველაზე მოკლევადიან დაგეგმვასაც კი, ყველა გამომდინარე შედეგებით.

გადასახადები ამახინჯებენ ქვეყნის შიგნით რესურსების განაწილების პროცესსა და წარმოების სტრუქტურას. სახელმწიფოს, ხელისუფლების ამოცანა და საზრუნავია მინიმუმამდე შეამციროს ასეთი დეფორმირების შედეგები.

გადასახადები უნდა ეფუძნებოდეს სამ პრინციპს. ესენია: თანასწორობა, სამართლიანობა და ეფექტურობა. გადასახადები არ არის დიდი და მცირე. გადასახადი შეიძლება იყოს სამართლიანი და ეფექტური, ან არასამართლიანი და არაეფექტური. საქართველო მიეკუთვნება ქვეყნებს, სადაც გამორჩეულად დაბალი გადასახადებია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობა, საგადასახადო და მთლიანად ეკონომიკური, თუ საინვესტიციო სივრცე რამდენადმე სამართლიანი, ეფექტური და მიმზიდველია შინაური და უცხოელი ინვესტორებისთვის.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იდეალური საგადასახადო სისტემა დღემდე არავის შეუქმნია. გადასახადები დღემდე რჩება მუდმივი ცვალებადობის ობიექტად უკლებლივ ყველა განვითარებულ, თუ მეტნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში, თუმცა ასეთი ცვალებადობის სიხშირეს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს რაიმე გონებრივი საზღვრები, თუ ფარგლები და პოზიტიური კანონზომიერება.

საგულისხმოა, რომ: -

ხელისუფლებამ, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას ქვეყნის ეკონომიკაზე, 6 წლის შემდეგ შეიყვანა ძალაში, კანონი ფულის გათეთრების წინააღმდე (რათა პრობლემები აეცილებია საბანკო სისტემისათვის).

- ამერიკელებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მხოლოდ 1986 წელს მოახერხეს საგადასახადო რეფორმის გატარება. თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, 1986 წლის ამერიკული საგადასახადო რეფორმა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყი 1913 წლის შემდეგ. რეფორმის მიზანი იყო:

0x01 graphic

  • ფედერალური საგადასახადო სისტემის გამარტივება თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების ბაზაზე;

  • ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარება.

  • სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდა.

  • დანაზოგების ზრდისა და საინვესტიცო ბაზის გაფართოვება.

  • ეკონომიკური ზრდის სტიმულირება.

ასეთი მიზნების მისაღწევად, ეფექტური საგადასახადო სისტემის შესაქმნელად საკმარისი არ არის გაუთავებელი ცლილებები წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების საგადასახადო კოდექსების ცაკეული ფრაგმენტების სადავო ღირებულების მქონე თარგმანებით. აუცილებელია მკაცრი თეორიული საფუძველი და ასეთ ბაზაზე, ქვეყნის რეალობების გათვალისწინებით შესრულებული ყოველმხრივ დასაბუთებული და საიმედო გათვლები.

დავუბრუნდეთ კითხვას: რამ გამოიწვია საგადასახადო კოდექსის ასეთი ხშირი ცვლა და ის რომ ცვლილებების ასეთ კორიანტელში უცვლელი რჩება კოდექსის დებულებები, რომლებიც უკვე დიდი ხანია საჭიროებს შეცვლას. ჩემი აზრით, ამ საკმაოდ საჭირბოროტო კითხვაზე მოკლე პასუხი არსებობს:

1. კოდექსსა და მის უთვალავ ცვლილებებს ამზადებენ და იღებენ ადამიანები, რომელთაც გადასახადი არ გადაუხდიათ, არ იხდიან და არც აპირებენ გადახდას.

2. ხელისუფლების ყველა შტოში და მთელს კონსტრუქციულ ოპოზიციაში მრავლადაა გავლენიანი ჯგუფები, რომლებსაც ძალზე აწყობთ დაბნეული, ქედმოხრილი, დაშინებული და ყველა ამ ღირსების გამო ძალზე მორჩილი და ადვილად სამართავი მეწარმეები.

სხვაგვარად ძნელი ასახსნელია, ის გარემოება, როდესაც საგადახადო კოდექსის პერმანენტული ცვლილებებისა და „სრულყოფის“ მიუხედავად, დღემდე რჩება დებულებები, რომელებიც რბილად რომ ვთქვათ, ვერ უძლებს კრიტიკას. მათ შორის:

179- მუხლი პროცენტის გამოქვითვა, რომლის თანახმად: კრედიტის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი გამოიქვითება წლიური 24%25-ს ფარგლებში.

1997 წლის საგადასახადო კოდექსის 50-მუხლი უფლებას აძლევდა გადასახადის გადამხდელს გამოექვითა ჩამოყალიბებული საპროცენტო განაკვეთის 150%25. 2004 წლის 4 დეკემბერს მიღებული კოდექსით, კრედიტის (სესხისთვის) გადახდილი პროცენტის გამოქვითვა შეიზღუდა 24%25-ით. 2004- 2008 წლებში მეწარმეს შეეძლო კრედიტის აღება წლიური 24%25-მდე განაკვეთით. დღეს მდგომარეობა შეცვლილია. გაძვირებული კრედიტები მძიმე ტვირთად აწვება მეწარმეს, რომელიც კრიზისის პირობებში აგრძელებს საქმიანობას. ვფიქრობთ, რომ მეწარმეს უნდა მიეცეს უფლება სრულად გამოქვითოს კრედიტით სარგებლობისთვის გადახდილი პროცენტი, რომელიც დღეს მომრავლებულ მიკროსაკრედიტო კომპანიების ნაწილში 24 %25-ზე ბევრად მეტია.

ძალაუნებურად გახსენდება საგადასახადო კოდექსისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნები იმის თაობაზე, რომ: -

0x01 graphic

დღგ- გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციისთვის საკმარისი იყო ბოლო 12 თვის განმავლობაში 24 000ლარის დასაბეგრი ბრუნვა.

- ნებისმიერი ინდმეწარმე, რომლის წლიური ამონაგები აღემატებოდა 40 000ლარს, ვალდებული იყო სამუშოა დღის ბოლოს, სალაროს დადგენილი ნაშთების ზევით ნაღდი ფულის ამონაგები შეეტანა მომსახურე საბანკო დაწესებულებაში.

მოყვანილი დებულებების თანახმად, ნებისმიერი სუბიექტი, რომლის საშუალო დღიური ამონაგები შეადგენდა 65 ლარსა და 75 თეთრს, ანუ ყველა მზესუმზირისა და სიგარეტის გამყიდველი უნდა გატრებულიყო რეგისტრაციაში დღგ-ს გადამხდელად, ეწარმოებია ბუღალტრული აღრიცხვა დარიცხვის მეთოდით წარედგინა ფინანსური ანგარიშგება და დეკლარაციები. როგორც კი ამ „ბიზნესმენების“ საშუალო დღიური ამონაგები გადააჭარბებდა 110 ლარს, ვალდებული ხდებოდნენ სამუშაო დღის ბოლოს, სალაროს დადგენილი ნაშთების ზევით ნაღდი ფულის (3, ან 10 ლარი) ამონაგები შეეტანათ მომსახურე საბანკო დაწესებულებაში.

47- მუხლი.

„საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება, რომელიც გამოხატავს საგადასახადო ორგანოს პოზიციას პირის მიერ შესრულებული, ან შესასრულებელი სამეურნეო ოპერაციისას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. აღნიშნული განმარტება წარმოადგენს რეკომენდაციას და მას არა აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა“.

მოცემულ მუხლთან მიმართებაში რა ფასი აქვს საგადასახადო კოდექსის 52-ე მუხლის (საგადასახადო ორგანოს ვალდებულებები) 1-ლი ნაწილის „ნ“ და „ო“ პუნქტებს, რომლებიც საგადასახადო ორგანოებს ავალდებულებენ, თავის კომპეტენციის ფარგლებში:

) დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესების შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.

) ჩაატარონ განმარტებითი მუშაობა საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით, გამოსცენ მეთოდური და ინსტრუქციული დოკუმენტები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოაქვეყნონ კონსულტაციები და განმარტებები.

დასასრულ, კიდევ ერთი კითხვა პატივცემულ კანონმდებელს:

განახორციელებდით რამდენადმე არსებით ინვესტიციას, გაბედავდით სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას ქვეყანაში, ხადაც საგადასახადო კოდექსში აღმოაჩენდით მუხლს, რომლის თანახმად თქვენთვის გაუგებარ, სადავო თუ ბუნდოვან საკითხზე, საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის განმარტებას არ ექნება სავალდებულო იურიდიული ძალა, როდესაც იმავე საგადასახადო ორგანოს რიგითი ინსპექტორის აქტი, ან სამართალდარღვევის ოქმი, სრულიად საკმარისია საწარმოს გასაკოტრებლად და მეწარმის საპატიმროში გამოსამწყვდევად?!

ცხადია, არა. თუმცა, ეს იმ კანონმდებლობის ბრალი კი არ არის, ვინც ეს უკუღმართი აჯღა-ბაჯღა „მარგალიტები“ აკინძა, არამედ იმ საზოგადოების (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართველი და საქართველოში მცხოვრებო სხვა არაქართველი მეწარმე) ვინც ამ კანონების ბუნებაში არსებობას დღემდე ეგუება.

5 დილემა

▲ზევით დაბრუნება


5.1 პოლიტიკური და ეკონომიკური კაზუსები და მათი სამართლებრივი მიმართება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

კაზუსი (casus) ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს სამართლის ენაზე შემთხვევას, შემთხვევით ქმედებას, რომელსაც გარეგნულად სამართალდარღვევის ნიშნები აქვს, მაგრამ რეალურად არ შეიცავს დანაშაულის ელემენტებს და ამდენად, არადასადია.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ კაზუსის ცნება გამოიყენება ისეთი პროცესების აღსაწერად, როდესაც, გარეგნულად მაინც, ერთი სამართლებლივი ნორმა წინააღმდეგობაში მოდის მეორე სამართლებლივ ნორმასთან და, თუ ნორმატიული აქტების შესახებ კანონის თანახმად, ეს ნორმები ერთი და იმავე დონის ნორმატიული აქტია, მაშინ, ისინი წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან და ამდენად, საქმე გვაქვს კაზუსთან.

ჩვენი წერილის მიზანს წარმოადგენს ისეთი სიტუაციების განხილვა, როდესაც სამართლებრივად წმინდა წყლის სამართალდარღვევასთან გვაქვს საქმე და, ამდენად, ასეთი ქმედება დასჯადი უნდა იყოს, მაგრამ ამის პარალელურად, არსებული სიტუაცია, ჯერ ერთი, ეკონომიკურად ამ პროცესში მონაწილე სუბიექტებისათვის იმდენად მომგებიანია, რომ მასზე უარის თქმა ცალკეული ქვეყნისთვის, თუნდაც ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არის გაუმართლებელი და, მეორეც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქვეყნების დონეზე არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე, პოლიტიკურად არის მიზანშეწონილი.

ალბათ, არ ვიქნებით ორიგინალური, თუ ვიტყვით, რომ ქვეყნის დონეზე პოლიტიკურად მიზანშეწონილია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს წაადგება, ხოლო, როგორი სასაქონლო სახე ექნება ამ ქმედებას, ეს უკვე დიპლომატების და პიარის საქმეა.

თუ უფრო კონკრეტულად ვიტყვით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების დონეზე ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს ისეთი შემთხვევა, რომელიც ვერანაირად ვერ ჟდება საერთაშორისო ურთიერთობებით დადგენილ ნორმებში, ვერც სმართლებრივად, ვერც ეთიკურად და ვერც მორალის თვალსაზრისით, მაგრამ ორივე მხარისათვის მომგებიანია, როგორც ეკონომიკურად, ასევე, (რაც ყველაზე მნიშვნელოვანია) - პოლიტიკურადაც.

ჩვენი შემდგომი ანალიზისათვის, ზემოთ მოყვანილი მსჯელობების საფუძველზე შემოვიღოთ ეკონომიკური და პოლიტიკური კაზუსის ცნებები.

პოლიტიკური კაზუსი ვუწოდოთ ისეთ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელსაც ადგილი აქვს ისეთი ეკონომიკური პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც სამართლებრივი კაზუსის ნიშნებს ატარებს, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ქვეყანა ასეთი პროცესის მიმდინარეობაზე უარს არ ამბობს.

ამის მსგავსად, ეკონომიკური კაზუსი ვუწოდოთ ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას წარმოქმნილ ისეთ სიტუაციას, რომელიც ასევე სამართლებრივი კაზუსის ნიშნებს ატარებს, მაგრამ ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ქვეყანა ასეთი ქმედების გატარებაზე უარს არ ამბობს.

ამ ცნებების შემოღების შემდეგ შევეცდებით მოვიყვანოთ, როგორც პოლიტიკური კაზუსების, ასევე ეკონომიკური კაზუსების შემთხვევები და განვიხილოთ მისი როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური შედეგები. და ბოლოს შევეცადოთ, პასუხი გავცეთ, ერთი შეხედვით რიტორიკულ შეკითხვას, - რამდენად მიზანშეწონილია პოლიტიკური და ეკონომიკური კაზუსების არსებობა საზოგადოებისათვის.

საზოგადოების განვითარების ისტორია უამრავ შემთხვევას იცნობს, როდესაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ირღვეოდა როგორც სამართლებრივი ნორმები, ასევე ეკონომიკურად მიზანშეწონილი საქმიანობის სრულიად საპირისპირო ნაბიჯები იდგმებოდა. მას, როგორც წესი, სახელმწიფო ინტერესებით ხსნიდნენ, რისთვისაც, ჩემი აზრით, მუშაობდა დროის ერთსა და იმავე მომენტისთვის ურთიერთ გამომრიცხავი, მაგრამ დროის სხვადასხვა პერიოდისთვის ურთიერთშემავსებელი ორი თეზა: - ეკონომიკა, ეს არის კონცენტრირებული პოლიტიკა და პოლიტიკა, ეს არის კონცენტრირებული ეკონომიკა.

რომელი თეზაც არ უნდა იყოს სწორი (ჩემის აზრით კი ორივე თეზა სამართლიანია თავ თავის დროზე,) საქმე გვაქვს ან პოლიტიკურ კაზუსთან, ან ეკონომიკურ კაზუსთან, ან ორივესთან ერთად. მართლაც, პოლიტიკური კაზუსი გვექნება, როდესაც პოლიტიკა მთლიანად არის დაქვემდებარებული ეკონომიკას, ხოლო მეორე შემთხვევა, ანუ ეკონომიკური კაზუსი გვაქვს, როდესაც ეკონომიკა არის მთლიანად დაქვემდებარებული პოლიტიკას (ანუ პოლიტიზირებულია). რაც შეეხება ორივეს არსებობას, იგი შეიძლება გვქონდეს დროის რაღაც გარკვეულ ინტერვალში, მაგრამ არა დროის ერთსა და იმავე ინტერვალში.

გარკვეული პირობითობით შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობის ისტორია პირველის მეორისადმი და მეორის პირველისადმი დაქვემდებარების დაუსრულებელი ისტორიაა და სხვა არაფერი.

მოდით, განვიხილოთ პოლიტიკური კაზუსი, როგორც ეკონომიკური პროცესის პოლიტიკური ინტერპრეტაციის შედეგი.

პირველი მაგალითი, რომელიც გვინდა მკითხველს შევთავაზოთ, ეს გახლავთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შრომის მსოფლიო ბაზარზე იაფი და ამასთან საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მუშახელის სიჭარბით წარმოქმნილი პრობლემა.

როგორც გვახსოვს, სამუშაო ძალა მიაწყდა ევროპისა და ამერიკის ბაზარს და ბაზარმაც დაიწყო მისი „ათვისება“. ეს ე.წ. „ათვისება“ პირველ რიგში მიმდინარეობდა, როგორც, ე.წ. არალეგალების მომრავლება ამერიკისა და სხვა ქვეყნების შრომის ბაზარზე.

სახელმწიფოები თვალს ხუჭავდნენ არაალეგალებზე ძირითადად ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს ეხება სამუშაოთა იმ ჩამონათვალს, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა გაურბოდა, ხოლო, მათი შესრულება კი საზოგადოებისთვის აუცილებელი იყო. ასეთი არაპრესტიJული სამუშაოების რანგს განეკუთვნებოდა მშენებლობა, გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა, ჰიპერ, თუ სუპერ მარკეტების, სხვა შენობა- ნაგებობებისა და საერთოდ, მთელი ქალაქის დასუფთავება, .. ბეიბი სითერობა და ა.შ.

მიუხედავად ტექნიკის განვითარების არნახულად მაღალი დონისა, ქვეყნის ადგილობრივი მოსახლეობა გაურბოდა ამ სამუშაოებს და ამიტომ ქვეყნები იძულებულნი აღმოჩნდნენ მიეღოთ არალეგალები. მეორე მიზეზი, ცხადია, უკვე მომზადებული, ძალზე მაღალკვალიფიციური კადრებით საკუთარი სამეცნიერო ბაზის განახლება- გა უმჯობესება გახლდათ. ამასთან, ეს კადრები თანახმა იყვნენ გაცილებით დაბალ ანაზღაურებაზე ემუშავათ, რაც, საბოლოო ჯამში, ორივე მხარისთვის მომგებიანი გარიგება იყო.

სახეზე გვაქვს აშკარა სამართლებრივი კაზუსი - ქვეყანაში შემოდიან არალეგალები, რისი აღკვეთაც ხელისუფლებას ევალება და შეუძლია კიდეც, მაგრამ იგივე ხელისუფლება, ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, იღებს, შეიძლება ითქვას, პოლტიკურ გადაწყვეტილებას და თვალს ხუჭავს ამაზე.

მიზეზი მარტივია, - არალეგალების უდიდესი ნაწილი მზად არის შეასრულოს ნებისმიერი სამუშაო, ოღონდაც კი თავი გამოიკვებოს და, თუ შესაძლებლობა იქნა, ოჯახსაც გაუგზავნოს.

მიგრანტების პრობლემა ამერიკაში ადრეც არსებობდა, მაგრამ ისინი უმთავრესად მექსიკისა და აზიის ქვეყნებიდან წამოსული, როგორც წესი, დაბალი კვალიფიკაციის მუშაკებისგან შედგებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სურათი კარდინალურად შეიცვალა, - მსოფლიო შრომის ბაზარმა მიიღო მაღალკვალიფიციური, განათლებული და სასიამოვნო გარეგნობის მუშაკთა უზარმაზარი არმია.

ახლა კი განვიხილოთ მსყიდველობითი უნარის პარიტეტი, როგორც ეკონომიკური კაზუსი.

იმის საჩვენებლად, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, შესაძლოა ეკონომიკური კაზუსი გვქონდეს, ანუ, ეკონომიკა მთლიანად იქნეს დაქვემდებარებული პოლიტიკისადმი, შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითი, რომელიც ეკონომიკურ ლიტერატურაში ცნობილია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის სახელით.

თავისთავად მსყიდველობითი უნარის პარიტეტის იდეა მისაღებია და მისი საწინააღმდეგო თეორიის დონეზე არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიის დონეზე.

ამ თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნებს შორის ვალუტების გაცვლითი კურსი ისეთი უნდა იყოს, რომ ერთი და იმავე საქონლის შეძენა სხვადასხვა ვალუტების გაცვლითი კურსის ექვივალენტური რაოდენობით უნდა შეიძლებოდეს. მაგალითად, თუ ერთი ბოთლი კოკა- კოლა ამერიკაში ღირს ერთი დოლარი და გაცვლითი კურსი დოლარსა და ლარს შორის არის 1 დოლარი= 1,67 ლარს, მაშინ ერთი ბოთლი კოკა საქართველოში უნდა ღირდეს 1,67 ლარი.

თავი რომ დავანებოთ ტრანსპორტირების ხარჯებს, საგადასახადო კოდექსებს შორის განსხვავებიდან გამომდინარე დაბეგვრის თავისებირებებს, და საერთოდ, განსხვავებულ საგადასახადო წნეხს, წარმოების ფაქტორების ფასები ქვეყნებიდან ქვეყნებამდე იმდენად განსხვავებულია, რომ მისი ასახვა გაცვლით კურსში პრაქტიკულად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, როგორც წესი, ერთ-ერთი ქვეყანა აუცილებლად ზარალდება.

0x01 graphic

მაგალითისთვის იგივე კოკა ავიღოთ. მასთან მიმართებაში მსყიდველობითი უნარის პარიტეტი გაცვლით კურსთან მეტნაკლებად შესაბამისობაშია. ამის შემდეგ მოდით, გავაანალიზოთ ვინ ხეირობს აქედან და ვის ხარჯზე? რამდენადაც წარმოების ფაქტორებიდან, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში პროდუქციის ღირებულების ყოველ 100 ერთეულზე, შრომაზე, როგორც წარმოების ფაქტორზე, დაახლოებით 70 ერთეული მოდის, ხოლო დაბალგანვითარებულ ქვეყნებში კი მხოლოდ 15-20 ერთეული, ცხადია, რომ საქართველოში კოკა სულ ცოტა 30 პროცენტით იაფი უნდა ღირდეს! (თუ ვიქნებით ბოლომდე ობიექტურები).

ამდენად, მსყიდველობითი უნარის თითქოსდა თეორიულად სავსებით გამართულ მოდელს, პრაქტიკაში უსამართლობის მკვეთრად გამოხატული სურნელება დაჰკრავს, რასაც აშკარად ეკონომიკური კაზუსის სუნი ასდის.

ამგვარად, როგორც ვხედავთ, პოლიტიკური და ეკონომიკური კაზუსების ცნების შემოტანა საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შედეგად რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და როგორი დათმობის ხარჯზე, რადგანაც, როგორც წესი, ეს თანამშრომლობა პოზიტივთან ერთად ყოველთვის, გარკვეული დოზით ნეგატივსაც შეიცავს. თუ პოზიტივი ქვეყნისთვის უფრო მეტი და ფასეულია ვიდრე ნეგატივი, ქვეყნები, როგორც წესი ასეთ ურთიერთობებზე მიდიან. ანუ, პოლიტიკური და ეკონომიკური კაზუსების არსებობა გარდაუალია.

ახლა მოვიყვანოთ ორი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესებისთვის სწორად გათვლილი ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კაზუსის ცხოვრებაში გატარება, თუ არგატარება.

ჯერ კიდევ 1996 წელს, საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტში სავალუტო ფონდმა მორიგი საკრედიტო ტრანშის ერთ-ერთ პირობად წამოყენა ფიზიკური პირების მიერ საზღვრის გადაკვეთისას 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის საბაჟო გადასახადით აუცილებელი დაბეგვრის შესახებ. დადგა შესაბამის კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობა. თავისთავად მოთხოვნა სამართლებრივად გამართული და ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის სრულიად მისაღები იყო, მაგრამ რამდენად გამართლებული იყო ამ კანონის მიღება ჩვენთვის და თანაც ამ დროს?! ჩემი აზრით, ეს საკამათოა.

პარლამენტმა ეს კანონი მიიღო და მიუხედავად ჩვენი საბაჟოს წარმოუდგენლად მაღალი კორუმპირებულობისა, ქვეყანამ, შეიძლება ითქვას, ასეულობით მილიონი ლარი დაკარგა. საქმე ისაა, რომ ე.წ. ხელჩანთის ბიზნესი თურქეთიდან და დუბაიდან თვითმფრინავებით, ამიერკავკასიის მასშტაბით თბილისში მოემართებოდა და შემდეგ ნაწილდებოდა სომხეთსა და აზერბაიჟანში, რაც პირველ რიგში გეოგრაფიული ფაქტორით და, მეორე, ამ ქვეყნებს შორის არსებული ვითარებით აიხსნებოდა. კანონის მიღებამ ეს ბიზნესი იმდენად სარფიანი გახადა ამ ქვეყნებისთვის, რომ მათთვის უფრო მიზანშეწონილი პირდაპირი მარშრუტებით მოძრაობა გახდა.

ამგვარად, ასეთი ქმედება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ, არ უნდა იყოს გამართლებული და მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღებამდე არსებული სიტუაცია ეკონომიკური კაზუსის ტიპიური მაგალითი იყო, ქვეყანას მასზე უარი არ უნდა ეთქვა.

რაც შეეხება მეორე მაგალითს, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია და იგი ე.წ. ერგნეთის ბაზრობას შეეხება. ძნელია იმ ეკონომიკური და პოლიტიკური დანაკარგების შეფასება, რაც ქვეყანას მისმა გაუქმებამ მოუტანა. იგი, პოლიტიკურად, ქვეყნის გამთლიანებისკენ მიმავალ გზაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ხოლო ეკონომიკურად, - ორივე მხარისთვის იმდენად მომგებიანი, რომ შეიძლება ითქვას, ურთიერთობებში უმთავრესი სტაბილიზატორის როლს ასრულებდა და მიუხედავად აშკარად გამოხატული ეკონომიკური კაზუსის არატიპიური მაგალითისა, ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის გარანტის რანგში ადიოდა.

6 კომპეტენტური აზრი

▲ზევით დაბრუნება


6.1 როგორ ვუშველოთ მცირე მწარმეობას

▲ზევით დაბრუნება


2006 წლის 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 116 ხმით 3-ის წინააღმდეგ ძალადაკარგულად ჩათვალა კანონი მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ, სადაც მოცემული იყო საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების სტატუსის კრიტერიუმები და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარადაჭერის ცენტრის დებულება. საქართველოში ეს იყო უკანასკნელი ოფიციალური სტრუქტურა, რომლის საქმიანობის ჩამონათვალში აქცენტირებული იყო მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან.

წინამდებარე სტატიაში შევეცადეთ წარმოგვედგინა ამ გადაწყვეტილების შემდგომ პერიოდში საქართველოში მცირე მეწარმეობის პრობლემები და მათი გადაჭრის ორიგინალური გზები.

ცნობილია, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობა მსოფლიოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 90 პროცენტს ასაქმებს. მცირე მეწარმეობაში მატერიალური წარმოების სექტორს განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭება, ვინაიდან სტატისტიკური მონაცემებით ამ სექტორში ერთი დასაქმებული მცირე მეწარმეობის სხვა სექტორებში (ვაჭრობა, მომსახურება და ა.შ.) ავტომატურად ასაქმებს დამატებით 3 ადამიანს.

საქართველოში, ეს გამოცდილება აბსოლუტურად იგნორირებულია მაშინაც კი, როცა საუბარი ზოგადად მოსახლეობის დასაქმებას ეხება ან როდესაც დასაქმებაზე გამიზნული გრანტების განაწილება ხდება.

აქედან გამომდინარე, ქართული მცირე მეწარმეობა თავიდანვე ასცდა მსოფლიო მცირე მეწარმეობის განვითარების აპრობირებულ გზას. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების დაარსების ძირითადი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ეს ნაკლი გამოგვესწორებინა. ამ მიზნით, 10 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ დამუშავებული, სა ჯარო განხილვისთვის პრესაში გამოქვეყნებული, პარლამენტსა და მთავრობაში განსახილველად ოფიციალურად წარდგენილი ყველა კონცეფცია, კანონპროექტი და ნორმატიული აქტი ძირითადად ეხებოდა მცირე მეწარმეობის მატერიალური წარმოების სექტორისათვის იმ პრიორიტეტების მინიჭებას, რომელიც მას დღეს აქვს მთელ მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ შემუშავებულ დოკუმენტებზე უარყოფითი რეცენზია არ არსებობს, არაოფიციალურ საუბრებში ხელისუფლების ორივე შტოს წარმომადგენლები აღიარებენ ჩვენს მიერ წამოწეული საკითხების აქტუალობას, რეალური შედეგი ჯერ არ ჩანს. ასეთი მდგომარეობის ერთერთ ძირითად მიზეზად, ჩვენს მიერ მცირე საწარმოების მატერიალური წარმოების სექტორისთვის ფიქსირებული გადასახადების შემოღების მოთხოვნა მიგვაჩნია.

აქვე გვინდა გავიხსენოთ ერთი კურიოზული სიტუაცია: - ჩვენი მოთხოვნის მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ექს ფინანსთა და პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ სანამ იქნებოდა მთავრობაში, ფიქსირებულ გადასახადებს არ შემოიღებდა, მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაციის - საერთაშორისო კერძო საწარმოების ცენტრის (CIPE) აღმასრულებელმა დირექტორმა, ბ-მა . დონოვანმა, რომელიც თბილისში, კონფერენციაზე, საქართველოში ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის აპოლოგეტებმა დაპატიჟეს, თავისი ოც გვერდიანი გამოსვლის დასაწყისშივე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლებას სურს ქვეყანა გამოიყვანოს ეკონომიკური კრიზისიდან, აუცილებლად უნდა იყოს შემოღებული ფიქსირებული გადასახადები. დღეს ბატონი ზურაბი მთავრობაში აღარ არის, მაგრამ მის მიერ მცირე მეწარმეობის მიმართ გატარებული დამღუპველი პოლიტიკა გრძელდება, რის შედეგადაც საქართველო გახდა გინესის წიგნშიშესატანი მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ მოქმედებს მცირე მეწარმეობის არც ერთი კანონი და არ არსებობს მცირე მეწარმეების პრობლემებზე მომუშავე არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა. ეს საქართველოს უდიდესი ეროვნული ტრაგედიაა ვფიქრობთ, ასეთი ქვეყანა განწირულია პერმანენტული უმუშევრობის, სიღარიბის, ეკონომიკური და პოლოტიკური დესტაბილიზაციისთვის. ფიქსირებული გადასახადების შემოღების თავგადადებულ მოწინააღმდეგეთა გასაგონად კი, რომლებიც დღესაც ჯერ კიდევ არიან მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, ვიტყვით, რომ გადასახადების ამ ფორმამ სხვადასხვა შინაარსით თითქმის მთლიანად დაიპყრო მთელი მსოფლიოს საგადასახადო სივრცე, მსხვილი მეწარმეების ჩათვლით.

სტატიის ავტორები დგანან იმ პოზიციაზე, რომ სალარო აპარატები ერთდროულად სახელმწიფოს და მეწარმეების ინტერესებს იცავენ. ამიტომ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ, როდესაც ხელისუფლება აიძულებს მცირე მეწარმეებს შეიძინონ სალარო აპარატები, ფიქსირებული გადასახადის შემოღება რეალიზაციის მაჩვენებლიდან, გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ეკონომიკური და პოლიტიკური უამრავი ბარიერი იქნება გადასალახავი.

საქართველოს მე-11 ადგილზე გასვლა ბიზნესის დაწყების სიმარტივის მხრივ, ერთ-ერთი გადალახური ბარიერია.

მაგრამ სულ ეხლახან გამოქვეყნებულ Paying Taxes 2009. The Global Picture-ში საქართველო, გადასახადების გადახდის სიმარტივის მხრივ - 110 ადგილზეა, გადასახადების რაოდენობით ერთ წელიწადში - 92-ე, ხოლო გადასახადების გადასახდელად დოკუმენტაციის მომზადებისთვის დროს ხარჯით - 145. ამ სიაში პირველ ადგილზე მალდივის კუნძულებია ერთი გადასახადით, ხოლო ყბადაღებული სინგაპური - მეხუთეზე, ხუთი გადასახადით.

ზოგადად მცირე მეწარმეობისთვის და განსაკუთრებით მატერიალური წარმოების სექტორისთვის მეორე დიდი პრობლემაა შეღავათიანი კრედიტების ხელმისაწვდომობა. ხელისუფლების მიერ წამოწყებული პროგრამა „იაფი კრედიტი“ ძალიან კარგ და დროულ ინიციატივად მიგვაჩნია, ხოლო განხორციელება?... ამ პროგრამის რამოდენიმე დეტალზე გვინდა შევჩერდეთ.

ჯერ კიდევ 2007 წლის დეკემბერში პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი დაპირდა ამომრჩევლებს, რომ დაარსდებოდა ახალი ბანკი - იაფი კრედიტის ბანკი. ეს ბანკი მიმართული უნდა ყოფილიყო დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემაზე. უახლოეს წლებში გაცემული კრედიტების რაოდენობას 3 მლრდ ლარამდე უნდა მიეღწია. პირველი ტრანში 300 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო. კრედიტის ხანგძლივობა 5-25 წელი, ხოლო საპროცენტო განაკვეთები 4-10%25.

განსაკუთრებული აქცენტირებით ეს კრედიტები უნდა გაცემულიყო მაღალმთიანი რაიონების განვითარებისთვის და მოსახლეობის დაუცველი ფენების (მაგ. პენსიონერების) დასაქმებისთვის.

2008 წლის 26 მარტს მიღებულ სახელმწიფო პროგრამაში: 50 დღე: ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე ქვეპროგრამათ იაფი კრედიტების პროგრამა მოიაზრებოდა, რომელიც ხუთ მიმართულებად დაიყო: „საგადასახადო კრედიტი“- 120 მლნ ლარი. კრედიტის მაქსიმალური თანხა 2000 ლარი, უნდა გაცემულიყო 10 წლით, 4%25 განაკვეთით და 2 წლიანი ე.წ. „ლაუნ-პერიოდით“. ამ კრედიტის აღება შეიძლება მხოლოდ ერთხელ; „ექსპორტის ხელსეწყობა“- 40 მლნ ლარი; 100 საუკეთესო ქართული ბიზნეს- პროექტი (სპეციალური სატელევიზიო გადაცემა - თანხის რაოდენობაზე ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ); რეგიონალური ტურიზმის და სახალხო რეწვის განვითარება - 5 მლნ ლარი და „ცოდნის კარი“ (თანხის რაოდენობაზე ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ).

ამ პროგრამაში 14 ათასმა კომპანიამ შეიტანა განაცხადი, გამოყოფილი თანხა კი 27 მლნ ლარს შეადგენდა...

მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის ცენტრის წინამორბედს, მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ფონდს მცირე საწარმოებისთვის შეღავათიანი კრედიტების გაცემის საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნდა, რომელიც წლების განმავლობაში თანდათანობით შეამცირეს, ხოლო 2006 წელს ეს ცენტრიც საბოლოოდ გააუქმეს.

ასე დარჩა ქართული მცირე მეწარმეობა პასუხისმგებელი და პასუხის გამცემი სტრუქტურისა და საკრედიტი რესურსების გარეშე.

ჩვენ თავიდანვე ვიყავით ამ ცენტრის გაუქმების სასტიკი წინააღმდეგი, რის შესახებაც თავის დროზე ვაცნობეთ ქვეყნის პრეზიდენტი და ოფიციალურადაც განვაცხადეთ პრესაში. მიმდინარე წლის აგვისტოში ჩვენ კვლავ მივმართეთ ამ საკითხზე თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს (ეს წერილი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ჯერჯერობით განხილვის ფაზაშია). სამწუხაროდ, ყველაფერი დასაწყებია ნულიდან, უნდა დავბრუნდეთ 10 წლით უკან და კვლავ გავხსნათ, უფრო სწორად, აღვადგინოთ 1999 წელს დაარსებული და 2006 წელს გაუქმებული მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის ცენტრი. ამ ცენტრს უნდა დავუბრუნოთ მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი კრედიტების გამოყოფის რეკომენდაციის გაცემის ფუნქცია და უნდა მოვიძიოთ ამისათვის საჭირო ფულადი რესურსები.

ერთ-ერთ რესურსად კი ხელისუფლებას კვლავ გვინდა შევთავაზოთ მცირე საწარმოების მატერიალური წარმოების სექტორისათვის ემისიური კრედიტების გამოყოფა, რაც 2002 და 2005 წლებში გავაჟღერეთ.

ამ ნაშრომში ბატონი ივერი მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის მთავრობას, რომელიც წავიდა ქვეყნის ეროვნული ფულადი მასის მკვეთრ შემცირებაზე და მშპ-სთან მიმართებაში მისი მოცულობა 12-13%25 გახადა. ევროპის ქვეყნებში ეს პროცენტი საშუალოდ იყო 90-100, ხოლო აშშ-ში კი - 120. გარდა ამისა, რუსეთში ნაღდი ანგარიშსწორებით მოძრაობდა მთელი ეროვნული ფულადი მასის 50%25 მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ ეს მაჩვენებელი იყო 10-ჯერ უფრო ნაკლები. მშპ-სთან შედარებით ეროვნული ფულადი მასის ასეთმა შეფარდებამ გამოიწვია საბრუნავი სახსრების კატასტროფული უკმარისობა და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის მკვეთრი დაცემა, რამაც საბოლოო ჯამში რუსეთის მთელი მეწარმეობა მიიყვანა გაჩერების ზღვარზე.

აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ საბრუნავი სახსრების შევსებისა და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანობის ამაღლების გადაუდებელი პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნებოდა მიზანმიმართული ფულადი ემისიის განხორციელების გზით. ეს ემისიური ფული დაბალპროცენტიანი, ან უპროცენტო კრედიტების სახით გადაეცემა სწრაფადრეალიზებადი სამრეწველო პროდუქციის დამამზადებელ საწარმოებს ინფლაციისაგან დაცვის შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ემისიური კრედიტები გამოყენებული იქნება ძირითადად უნაღდო ანგარიშსწორებით, ემისიური კრედიტებით დამზადებული პროდუქციის რეალიზაცია მოხდება კრედიტების მიღებიდან 3-6 თვის განმავლობაში, ემისიური კრედიტების მიღება იწარმოებს ეტაპობრივად პროდუქციის რეალიზაციის მოცულობების შესაბამისად და, საბოლოო ჯამში, ემისიური კრედიტებით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციის ფულადი მასა მეტი იქნება ამ პროდუქციის დასამზადებლად აღებული ემისიური კრედიტების ფულად მასაზე.

2005 წლის დეკემბერშუ ეს პრობლემა განხილვისთვის ჩვენმა ასოციაციამ დააყენა საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წინაშე. აკადემიის პრეზიდენტის აკადემიკოს ლეო ჩიქავას თავმჯდომარეობით შეიქმნა სამუშაო კომისია, სადაც შევიდნენ აკადემიკოსები გივი გამსახურდია, რევაზ კაკულია, ჯემალ შათირიშვილი, გედეონ ხელაია, ნუგზარ სანთელაძე და საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი ანზორ ბაბუხადია. ამ უაღრესად კომპეტენტური კომისიის დასკვნა იყო დადებითი და ამის შემდეგ ჩვენ ეს საკითხი კვლავ დავსვით მთავრობის წინაშე, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.

მონეტარული პოლიტიკის რეფორმის ამოქმედების მექანიზმებს მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვი. ანტიკრიზისულ პროგრამასთან დაკავშირებით თავის ერთ-ერთი გამოსვლის დროს

0x01 graphic

გაკეთებულ საინტერესო მოხსენებაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის გადაუდებელი პირველადი ამოცანები და ღონისძიებები 2009-2010 წლებისთვის მას მოჰყავს საოცარი ფაქტები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, უკრაინის მაგალითი, სადაც 2005 წელს ფულადი მასის 54%25-ით გაზრდამ ინფლაცია გაზარდა მხოლოდ 0,3%25-ით. გარდა ამისა, უკრაინაში უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში ფულადი მასა ყოველწლიურად იზრდებოდა საშუალოდ 40,3%25-ით, მშპ კი მხოლოდ 19,2%25-ით და, მიუხედავად ამისა, ინფლაციამ 9 წლის შემდეგ შეადგინა მხოლოდ 12,4%25!

ბატონი ურუზმაგის აზრით, ეს თვალსაჩინო მაგალითია საქართველოსათვის, სადაც არის ფულის შიმშილი და ფულადი მასა შეადგენს მშპ-ის მხოლოდ 23%25-ს (2008 წლის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს მშპ იყო 10 მილიარდი აშშ დოლარი და ფულადი მასა მხოლოდ 2,3 აშშ დოლარი). ამ დროს კი აშშ-ში მშპ იყო 13 ტრილიონი აშშ დოლარი და ფულადი მასა 12 ტრილიონი აშშ დოლარი, ევროკავშირში მშპ იყო 9 ტრილიონი აშშ დოლარი და ფულადი მასა 10 ტრილიონი აშშ დოლარი, იაპონიაში კი იყო მშპ 5 ტრილიონი აშშ დოლარი და ფულადი მასა 7 ტრილიონი აშშ დოლარი.

ამ კონკრეტული მაგალითებიდან ცხადია, რომ საჭიროა სპეციალური მიზნობრივი ეკონომიკური პროგრამის შემუშავება. საცდელ ექსპერიმენტულ პოლიგონად შეიძლება გამოვიყენოთ ახლადგახსნილი მცირე საწარმოების, მატერიალური წარმოების სექტორი, სადაც აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით დამუშავებული და ზემოთ განხილული მეთოდოლოგიაა გამოსაყენებელი (გარკვეული წინასწარი ანტიინფლაციური ღონისძიებების გათვალისწინებით). ამ ახლადგახსნილი მცირე საწარმოებისთვის აგრეთვე უნდა ამოქმედდეს ჩვენი ასოციაციის მიერ დამუშავებული კანონპროექტი (2), რომელიც 2006 წლის 28 ნოემბერს განსახილველად ოფიციალურად იქნა შეტანილი პარლამენტში. ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს ამ ახლადგახსნილი მცირე სამრეწველო საწარმოების მომავალ რენტაბელურ საქმიანობას.

ამრიგად, თუ ხელისუფლება დაინტერესებულია მცირე მეწარმეობის და განსაკუთრებით მატერიალური წარმოების სექტორის განვითარებით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ახლადგახსნილი საწარმოებისთვის საბრუნავ სასუალებად ემისიური უპროცენტო კრედიტების გამოყოფით, რაც ფეხზე დააყენებს მთელ ქართულ მცირე მეწარმეობას. თანდათანობით მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად გადაიჭრება ხალხის დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის უმწვავესი სოციალური პრობლემები, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილიზაციას.

ჩვენი ორგანიზაციები მზადაა, თავისი უმდიდრესი გამოცდილებით და კომპეტენტური კადრებით, გვერდში დაუდგეს ხელისუფლებას მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განსახორციელებლად.

ანზორ საკანდელიძე
აკადემიური დოქტორი,
საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;

თამაზ ვაშაკიძე,
აკადემიური დოქტორი,
საწარმოთა ინოვაციური განვითარების
ცენტრის დირექტორი.

7 მსოფლიო ბზარი

▲ზევით დაბრუნება


7.1 კაპიტალის საერთაშორისო მობილურობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თინათინ გუგეშაშვილი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

თანამედროვე მსოფლიო მეურნეობის დამახასიათებელი თავისებურება არა მარტო საქონლითა და მომსახურებით თავისუფალი ვაჭრობა, არამედ, კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებაა. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში აქციების კოტირება, საპროცენტო განაკვეთები და სავალუტო კურსები მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს. მსოფლიო ინვესტიციური ბაზრები მნიშვნელოვანწილად ზემოქმედებენ ფინანსურ- ეკონომიკურ პირობებზე.

უფრო მეტიც, საერთაშორისო ინვესტიციური კაპიტალი განსაკუთრებულ როლს ასრულებს, როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე მთლიანად მსოფლიოს ფინანსური რეგიონების განვითარებაში. აღნიშნული გარემოება ხელს უწყობს ინვესტიციური კაპიტალის, მაღალი მოგების ქვეყანაში „გადადინებას“, რის შედეგადაც იზრდება მსოფლიო ფინანსური და ინვესტიციური ბაზრები.

მსოფლიო ფინანსური სისტემის განვითარებისთვის აუცილებელია წარმოების ფაქტორების მაქსიმალური ურთიერთშემცველობა, რასაც თავის მხრივ, ინვესტიციური კაპიტალის მსოფლიო მობილურობა განაპირობებს. მსოფლიო ფინანსურ სისტემაში კაპიტალმა, ფიზიკურ ინვესტიციებთან შედარებით, თავისი მობილურობით, წამყვანი ადგილი დაიკავა, რადგანაც მას მკაცრი სავალუტო და საგადასახადო რეგულირების ქვეყნებისთვის თავის არიდების მეტი საშუალება აქვს. ქვეყნების უმეტესობა ისწრაფვის მოიზიდოს და შეინარჩუნოს კაპიტალი. ინვესტიციური კაპიტალისთვის მიმზიდველი ეკონომიკური პირობების შექმნის ამოცანა სულ უფრო აქტუალური ხდება.

განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მსოფლიო კაპიტალის ბაზრებიდან მნიშვნელოვანი ნაკადების იმპორტიორები 1982-89 წლების მსოფლიო სავალო კრიზისის დასრულების შემდეგ გახდნენ. ინვესტიციური ნაკადების განსხვავებული სტრუქტურისა და მასშტაბების პირობებში კაპიტალის მოდინება ყველა შემთხვევაში ობიექტურად განპირობებულია, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი ფაქტორებით.

პირველ მათგანს მიეკუთვნება გა უმჯობესებული მაკროეკონომიკური სიტუაცია, ასევე გატარებული სტრუქტურული რეფორმები ინვესტიციების იმპორტიორ ქვეყნებში. მეორეს მიეკუთვნება ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთების ცალკეული ცვლილებები, აგრეთვე, საბანკო ინსტიტუტების გაზრდილი ინტერესები განვითარებადი ბაზრების მიმართ ნიშანდობლივია ისიც, რომ აგრეთვე მნიშვნელოვნად იზრდება საკრედიტო ორგანიზაციების შესაბამისი წილი ინვესტიციურ დაბანდებებში.

ინვესტიციების, კერძოდ საბანკო ინსტიტუტების გაზრდილი ინტერესი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებისადმი განაპირობებდა ფინანსური ინტეგრაციის და გლობალიზაციის პროცესის გაძლიერებას, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ცალკეული ქვეყნების ეკონომიკასა და გლობალურ ეკონომიკაზე მთლიანად.

1981-2005 წლებIი კაპიტალის გატანა მთლიანად მსოფლიოში 7.7-ჯერ გაიზარდა. ხოლო, ინვესტიციების საექსპორტო საერთაშორისო ნაკადები ამ პერიოდში მშპ-ში 4,6%25-დან 1,2%25-მდე გაიზარდა. მკაცრი კონკურენცია კაპიტალის ნაციონალურ და მსოფლიო ბაზრებზე და მისი ფორმების გართულება, ასევე კაპიტალდაბანდებების ექსპორტისა და იმპორტის სხვადასხვა ფორმები განაპირობებს ინვესტიციების მოცულობათა ასეთ მასშტაბურ ზრდას.

კაპიტალი შეიძლება ინვესტირებული იქნას უცხოეთში და მოზიდულ იქნას უცხოეთიდან შემდეგი ფორმებით:

სამეწარმეო და სასესხო; კაპიტალი კერძო, სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან; ფულადი და სასაქონლო; გრძელვადიანი და მოკლავადიანი ინვესტიციები; ლეგალური და არალეგალური.

ამა თუ იმ ფირმის შერჩევას განსაზღვრავს ანალიზის კონკთინათინ რეტული მიზანი. საერთაშორისო ანალიზის დროს განიხილება ყველა ზემოთჩამოთვლილი ფორმა.

იმისთვის, რომ გლობალურად შეფასდეს, რამდენად მოქმედებს კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობის ფენომენის გავლენა ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის ექსპორტიორებისა და იმპორტიორების განვითარებაზე, ანალიზს ჩვეულებრივ აწარმოებენ კაპიტალის დაყოფით სამეწარმეო და სასესხო კაპიტალად. ჩვეულებრივ სამეწარმეო კაპიტალს მიეკუთვნება პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციები, თუმცა ამ უკანასკნელის მნიშვნელოვანი ნაწილი ფაქტიურად სასესხო ინვესტიციებია (ობლიგაციები, დერივატივები და სხვ.), სასესხო კაპიტალი აყალიბებს ქვეჯგუფს - სხვა ინვესტიციები.

კაპიტალის ეფექტიან განვითარებაზე მოქმედებს შიდა და გარე ფაქტორები. განვითარებადი ქვეყნების ფინანსურ ბაზრებზე ინვესტორის შემოსვლის ძირითადი მოტივები და შესაბამისად ამ უკანასკნელთა მსოფლიო ფინანსურ ბაზრებში ინვესტორთა მზარდი ხარისხი არის კაპიტალის ეკონომიკურად ეფექტიანად განვითარების ძიება და ფინანსური ბაზრების დივერსიფიკაცია.

კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობის კვლევების შესახებ ლიტერატურაში ნათქვამია, რომ კაპიტალის იმპორტიორმა ქვეყნებმა გაა უმჯობესეს დაბანდებული ინვესტიციების უკანდაბრუნებადობის რისკის მახასიათებლები უცხოური ინვესტიციებისათვის. ამისათვის გამოიყენეს ორი ძირითადი მეთოდი: პირველი, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის ამაღლება, რაც მიიღწევა საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციით მთელ რიგ ქვეყნებში. მაგალითად, რუმინეთში, გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებში, ბულგარეთსა და პოლონეთში 1990-იან წლებში მოხდა საგარეო ვალის რესტრუქტურიზაცია უფრო მეტიც, სავალო ვალდებულებებით დამძიმებულ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: არგენტინა, მექსიკა, ვენესუელა, ასევე ნიგერია და ფილიპინები. შიდა ეკონომიკური სიტუაცია გა უმჯობესდა კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობაში მათი ოფიციალური მონაწილეობით.

მეორეც, ოპტიმალური პირობების შექმნა ახალი წარმოების განთავსებისათვის, როგორც სტრუქტურული რეფორმების შედეგი, ეროვნული მაკროეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობის განმტკიცება, რომლის შემდეგაც წარმატებით განხორციელდა სტაბილიზაციის პროგრამები აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში და ლათინურ ამერიკაში.

ზოგიერთი ავტორი ეჭვქვეშ აყენებს ეროვნულ ეკონომიკურ პოლიტიკაში კერძო კაპიტალის ნაკადების მოზიდვის გადამწყვეტ როლს. აღსანიშნავია, რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში მსოფლიო კაპიტალთა ბაზრებიდან ინვესტიციური ნაკადების მიმართულებაზე, არის ამ ქვეყნებში ეკონომიკის ციკლურობა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული მკვეთრად გაიზარდა ინვესტორთა დაინტერესება განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისადმი ორი მიმართულებით: ეს დაკავშირებულია მსოფლიო საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან, ჯერ ერთი, მსოფლიო კაპიტალთა ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება დაემთხვა აშშ, იაპონიაში და ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეკონომიკურ დაცემას, რამაც განაპირობა ის, რომ შესაძლებელი გახდა განვითარებადი ქვეყნების ბაზრებიდან დამატებითი მოგების მიღება. მეორეც, ამ ფაქტორმა გამოიწვია კრედიტუნარიანობის ამაღლება, შემცირდა მოვალე ქვეყნები, დეფოლტის აღმოცენებასთან დაკავშირებული რისკი. ასევე მნიშვნელოვანია, გაირკვეს, რატომ იქმნება კაპიტალის მსოფლიო ბაზრებიდან ინვესტიციების ძირითადი ნაკადები. არ არის გამორიცხული, რომ გარე ფაქტორების გავლენით აღნიშნულმა ინვესტიციურმა ნაკადებმა მიმართულება შეიცვალოს საპირისპირო მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის განვითარებადი ქვეყნების ბაზრების მაკროეკონომიკურ არასტაბილურობას.

0x01 graphic

ასე რომ, ციკლურობის მოვლენა ეს ძირითადი გარეგანი ფაქტორია, ოღონდ, მსოფლიო საპროცენტო განაკვეთის გადიდების შემდეგ და ფინანსურ კრიზისთან ერთად ადგილი აქვს ისეთ ეკონომიკურ მოვლენას, როგორიცაა: მყარი კერძო ინვესტიციური ნაკადები, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიო კაპიტალის ბაზრებზე თავის გავლენას მოახდენს გარეგანი ფაქტორები სტრუქტურულ ცვლილებებში.

რა გარემოება განაპირობებს კერძო კაპიტალზე მოთხოვნა?

0x01 graphic

ჯერ ერთი, ძლიერი კონკურენცია და მზარდი დანახარჯები, რაც ასე დამახასიათებელია ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებისთვის, აიძულებს კომპანიებს განათავსოს თავიანთი საწარმოები საზღვარგარეთ, რითაც ზრდიან მოგებას და ეკონომიკური ზრდის ტემპებს. ამ ფაქტორის შემოქმედების შედეგი არის არა მარტო კაპიტალის ექსპორტის აქტივიზაცია პირდაპირი ინვესტიციების სახით, არამედ თვითონ პირდაპირი უცხოური ბუნებისა და არსის ცვლილება 1970-იან წლებთან შედარებით. ამ პერიოდის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი იყოს ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარიმართებოდა ძირითადად სანედლეულო და მომპოვებელ მრეწველობაში, ასევე იმპორტის ჩამნაცვლებელ დარგებში. ფინანსური ბაზრების გლობალიზაციამ გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაში იმ კაპიტალის წილის ზრდა, რომელიც ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაედინებოდა უფრო ეფექტიანად გამოყენების ძიების მოტივით.

მეორეც, ინდუსტრიული ქვეყნების ფინანსური სტრუქტურის ცვლილებამ განაპირობა მსოფლიო ფინანსური ბაზრებიდან ინვესტიციური კაპიტალის მოძრაობის გადიდება განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისკენ, შედეგად გაიზარდა ინსტიტუციონალური ინვესტიციების მნიშვნელობა. გრძელვადიან ინვესტიციებზე შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი და რისკის დივერსიფიკაციის ფართო შესაძლებლობები გახდა ინსტიტუციონალური ინვესტიციების მოზიდვის ფაქტორი, რაც განაპირობებს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში კაპიტალის ინტენსიურ დაბანადებას. დასაზუსტებელია, რომ გრძელვადიანი ინვესტიციების მიხედვით განაკვეთის ზრდა იმ ქვეყნების კრედიტუნარიანობის დონის ამაღლების შედეგია, რომლებმაც განახორციელეს თავიანთ ეროვნულ ეკონომიკებში ფინანსური სექტორის და მთლიანად ეკონომიკის სტაბილიზაციის პროგრამები.

„ამდენად, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა შეუქცევადი პროცესია და იგი მსოფლიო მასშტაბით ცვლის ქვეყნების ნაციონალურ საზღვრებს და გადაყავს იგი ე.წ. „ეკონომიკურ საზღვრებში“.

ANNOTATION
International movement of capital

Tinatin Gugeshashvili.
Doctor of economics, Associated professor
of Kutaisi A. Tsereteli State University

Not only is free trade with goods and services but free migration of capital typical characteristic feature of world economy.

Share- lists, interest rates and courses of exchanges are closely related things. Countries with developing and transition economics became as significant importers of capital from world markets after crisis in 1982-1989 years.

International capital flows in the conditions of different structure and scale of investment capital is objectively defined by internal and external causes. Some authors are in doubt about decision function of private capital formation in national economic politics. It is notable, that State's economic cycles are main factors, what determine directions of investments from world capital markets to economics of developing countries.

So, we can conclude that international capital movement is irreversible process and it is changing countries' national borders and transforming them into economic borders.

?

?

8 საკრედიტო ურთიერთობები

▲ზევით დაბრუნება


8.1 მევახშეობა საქართველოში - წარსული და დღევანდელობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნანა შონია,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა
სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული
პროფესორი

მართალია, კრედიტი ორპირი მახვილია. ვინც კრედიტით მოპოვებულ ფულს საქმეს მოახმარს და მით საქმეს შემოსავლისათვის გაიძლიერებს, მისთვის კრედიტი მისწრაფებაა, და ვინც გაჰფლანგავს და ჭერში ქუდის სროლით ლხინს მოინდომებს, მისთვის ყელის გამოსაჭრელია და საფლავის მთხრელი - ასე აღწერს ილია ჭავჭავაძე კრედიტს. პროფესორ გედევან ხელაიას სახელმძღვანელოში კი ფული, კრედიტი და ბანკები ვკითხულობთ: „კაპიტალიზმამდე ყველა საზოგადოებრივ- ეკონომიკურ ფორმაციაში კრედიტი სავახშო ფორმით არსებობდა“.

ბუნებრივად ისმის კითხვა - რა არის სავახშო კრედიტი?

სავახშო კრედიტი არის დროებით თავისუფალი ფულის ან საქონლის სესხად გაცემა სარგებლის მიღების მიზნით, რომელსაც შემდეგი თავისებურებები ახასიათებდა:

  • სავახშო კრედიტს სარგებელი მოჰქონდა მხოლოდ მევახშისთვის, რადგანაც მსესხებელი ფულს, თუ საქონელს სესხულობდა საარსებო საშუალებების შესაძენად, ან გადასახადების გადასახდელად;

  • სავახშო კრედიტი ხასიათდებოდა ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთებით.

0x01 graphic

ამ თავისებურებებიდან გამომდინარე, სავახშო კრედიტი ხშირად აწყდებოდა დიდ წინააღმდეგობას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მაგალითად: ძველ საბერძნეთში ცნობილია კანონმდებელ სოლონის რეფორმა მევახშეებისა და მსესხებლების სერიოზული დაპირისპირების აღმოსაფხვრელად. რეფორმის საფუძველზე სოლონმა საერთოდ გააუქმა არსებული სავალო ვალდებულებები და ამით გაავებული მსესხებლების დაშოშმინება შეძლო.

მაგრამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 451-450 წლებში გამოცემული რომის სამართალი მევახშეების ინტერესებს იცავდა და შემზარავი გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული: თუ მევალეები თავის დროზე არ გადაიხდიან ვალს, კრედიტორს შეუძლია იგი, ბაზრობის დღეებში, დაჭრას ნაწილებად, თუ ზოგიერთი დიდი ზომის და ზოგიერთი პატარა ზომის აღმოჩნდება, არაფერი უშავს, ამისთვის კრედიტორები პასუხს არ აგებენ.

წინასწარმეტყველი იეზეკელი მევახშეობას მომაკვდინებელ საქმიანობას უწოდებს და სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს მევახშეებისთვის: სარგებელში გასცემდეს და ვახშს იღებდეს, და ცოცხლობდეს? არ უნდა ცოცხლობდეს! ყველა ამ სისაძაგლის ჩამდენი სიკვდილით უნდა მოკვდეს: მის თავზე უნდა იყოს მისი სისხლი [იეზეკ.18:13].

სავახშო კრედიტი საქართველოში ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის ამა თუ იმ თანამდებობის პირის განსჯის საგანს წარმოადგენდა. სავახშო კრედიტზე საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვახტანგ VI-მ, რაც განაპირობა სესხებზე საკმაოდ მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა, კერძოდ: პურის გასესხება ხდებოდა 100%25-ით, ღვინის - 200%25-ით და ფულის - 120%25- ით - ვალისა, ქართლში კითხვა აგრე რიგად არ ყოფილა. ამ ახლო ხანებშიაც თუმანი თვეში ხუთ აბაზათაც მისცემია, ოთხ აბაზათაც, სამ აბაზათაც, ათ შაურათაც, ორ აბაზადაც, ხუთ შაურადაც, აბაზადაც, სამ შაურადაც, ორ შაურადაც, ამაში დიაღ ბევრი გვარიც ქმნილა. ასე რიგად, მიცემაზე სარგებლის სარგებელიც აღებულა; რამდენი წელიწადიც დაგვიანებია, იმდენი სარგებელიც გამორთმევიათ [ვახტანგ VI სამართლის წიგნი, თბილისი, 1955, გვ. 81].

ვახტანგ VI-მ საქართველოში არსებული ვითარების გამოსასწორებლად სპეციალური სამართალი შეიმუშავა, რომელიც ქრისტიანობასთან დააკავშირა: თეთრი რომ გასცეს კაცმან, თუ ძალა ქნა და სული სძულს, თუმანი თვეში ხუთშაურად; თუ სული ცოტად უყვარს - აბაზად: თუ უკეთ უყვარს - სამ შაურად; და თუ მართლა უყვარს - ორ შაურად. სულისთვის უკეთესი ეს არის, რომ სარგებელი სულ არ აიღონ [ვახტანგ VI სამართლის წიგნი, თბილისი, 1955, გვ. 81].

0x01 graphic

აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ვახტანგ მეექვსემ მევახშეების წინააღმდეგ გამოიყენა ქრისტიანობა და სამართალი შეადგინა შემდეგი სიტყვებით: სული სძულს; სული ცოტად უყვარს; სული უკეთ უყვარს; სული მართლა უყვარს და სულის ცხონებისთვის უმჯობესია სარგებელი სულ არ აიღონ.

ამასთან, სამართლის 132-ე მუხლში წერია, რომ თუ კაცი გაღარიბებულიყოს და ვალის მიცემა აღარ შეეძლოს, დიაღ დაცემულიყოს, თავნზედაც დაიკლება; და თუ ცოტაც არის, რომ შეუძლია, თავნი უნდა მისცეს და სარგებელი ჩაივლის.

გამომდინარე აქედან, ვახტანგ მეექვსის მიზანი იყო მსესხებლებისთვის შეემცირებინა ის უმძიმესი ტვირთი, რაც სავახშო კრედიტით იყო განპირობებული.

როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში მრავალ ადგილას გვხვდება ვახშის გაცემის მიმართ აშკარად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება და მასთან ბრძოლის ფაქტები, რომელიც ძირითადად ქრისტიანობას უკავშირდება.

უფრო მეტიც, დღეს საქართველოში, XXI- საუკუნეში, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, არანაკლები მდგომარეობაა როგორც კერძო მევახშეების მხრიდან, ასევე თვით კომერციული ბანკების დაკრედიტების პრინციპებიდან გამოდინარე. საქართველოში ფუნქციონირებადი ბანკებიდან არც ერთს არ გააჩნია ნაღდი ფულის დეფიციტი, მაგრამ დაკრედიტების საკმაოდ მკაცრი პრინციპების გამო მსესხებლების უმეტესობისთვის კრედიტი მიუწვდომელი გახდა, რის გამოც დაკრედიტების მოცულობა სისტემატურად მცირდება საქართველოს საბანკო სისტემის მიერ. მაგალითად: 2009 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, 26.9 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) შემცირდა და 1 აგვისტოსთვის 5.3 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 16.4 მლნ.ლარით (1.3 პროცენტით) შემცირდა და 1.2 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხები 10.5 მლნ.ლარით (0.3 პროცენტით) შემცირდა და 4.1 მლრდ ლარი შეადგინა [http://www. nbg.gov.ge/index. php?m=339&newsid= 1031].

1 ოქტომბრისთვის, 1 სექტემბერთან შედარებით ისევ შემცირდა და 5.2 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 19.2 მლნ. ლარით (1.6 პროცენტით) შემცირდა და 1.2 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხები 33.8 მლნ. ლარით (0.8 პროცენტით) შემცირდა და 4.0 მლრდ ლარი შეადგინა [http://www.nbg.gov.ge/index. php?m=339&newsid= 1086].

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 78.5 პროცენტი სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის, აგრარული მეურნეობა კი არსად არ არის ნახსენები, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ არანაირი ლიბერალური მიდგომა არ არსებობს მსესხებლების არცერთი კატეგორიის მიმართ.

საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის შეხედულებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გა უმჯობესების მიზნით ,აუცილებელია აგრარული მეურნეობის განვითარება, რაც საკრედიტო ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ აღნიშნული ურთიერთობა უნდა იყოს ლიბერალური.

უწმინდესი და უნეტარესი, როგორც ერის სულიერი მამა და უდიდესი მოღვაწე, საკუთარ ეპისტოლეებში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე და აღნიშნავს, რომ: სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საარსებო მინიმუმზე და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, არადა, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ეკონომიკის და, მით უმეტეს, მცირე და საშუალო ბიზნესის აღორძინებისთვის. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის ნაწარმი, თუ მათი გადამუშავების შედეგად მიღებული კვების პროდუქტები, სერიოზულ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, ოღონდ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სუბსიდიებისა და გრძელვადიანი კრედიტების სახით [საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, 2009 წ].

დღეისათვის საქართველოში, საკრედიტო ბაზარი საკმაოდ ძვირია, რაზეც ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის ზრდა მეტყველებს. რეკორდი ამ მიმართულებით 2009 წლის იანვარში დამყარდა, როცა საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 17 მილიონ 829 ათასი ლარით გაიზარდა და 177 მილიონ ლარამდე ავიდა. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი 2008 წლის აგვისტოში მხოლოდ 100 მილიონი ლარი იყო. სამწუხაროდ, მატება ისევ გრძელდება და 2009 წლის 3 ნოემბრის ინფორმაციით, საქართველოში კრიზისის დაძლევის თაობაზე განცხადებების პარალელურად ცნობილი ხდება, რომ „კრედიტინფოში“ ვადაგადაცილებული სესხების ჩანაწერების რაოდენობა კვლავ იზრდება. 16 ოქტომბრის შემდეგ ჩანაწერები 81 055-ით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 286 900 შეადგინა (რაც შეეხება პოზიტიურ ჩანაწერებს, კრედიტინფოში ოქტომბრის თვეში 881 ათასი ასეთი ჩანაწერი დაფიქსირდა [http://www.commersant. ge/index. php?pg=nt&id=12784&ct=3]).

უკანასკნელი ინფორმაციით, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2009 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ქართულ კომერციულ ბანკებს 5 მილიარდ 209 მილიონი ლარის სესხი აქვთ გაცემული. სექტემბერში გაცემული სესხების მოცულობა თითქმის 53 მილიონი ლარით შემცირდა. მთლიან სესხებში პრობლემური სესხების წილი 18-19 პროცენტია, ხოლო ვადაგადაცილებული სესხები 4-13 პროცენტი.

ნიშანდობლივია ისიც, რომ მიმდინარე წლის სააღდგომო ეპისტოლეში ილია მეორემ ხელისუფლებას საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება შესთავაზა, რომელიც საქართველოში მოქმედ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს სანქცია- საურავებისგან გაათავისუფლებს.

პატრიარქის აზრით, გადასახადების შემცირება დადებითი ნაბიჯ იქნება, საგადასახადო ამნისტია კი კიდევ უფრო შეამსუბუქებს როგორც მეწარმეების, ასევე მოქალაქეების საგადასახადო ტვირთს და მათ ეკონომიკურ აქტივობას წაახალისებს.

უწმინდესი და უნეტარესი შეეხო ვადაგადაცილებული სესხების ამნისტიასაც, მაგრამ აუცილებელია თვით საბანკო სისტემამ გადადგას კონკრეტული ნაბიჯი საკრედიტო ბაზრის ლიბერალობისკენ. 2009 წლის 26-27 ივნისს ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UCAID) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მასპინძლობდა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ საკითხზე გამახვილდა. კონფერენციის თემა იყო ცენტრალური ბანკების თანამედროვე როლი მცირე ზომის ღია ეკონომიკის ქვეყნებში.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ნობელის პრემიის ლაურეატი რობერტ მანდელი და მან ვრცლად მიმოიხილა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, ისაუბრა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და, კრიზისიდან გამოსვლის მიზნით კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებაზე, ადგილობრივი წარმოების და ვაჭრობის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით , საგადასახადო ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და საქართველოს ურჩია, რომ დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები არა მარტო საგადასახადო, არამედ საკრედიტო ბაზრის ლიბერალიზაციისაკენ.

მევახშეობა დღეს! სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში კრედიტის გარეშე შეუძლებელია სამეურნეო საქმიანობის წარმართვა, რადგანაც საკმარისი ფული ყველას არა აქვს და გზა ამ კრედიტით სარგებლობის, თითქმის მოჭრილია, რადგანაც დღევანდელი კრედიტიც სავახშო ხასიათს ატარებს, მაგალითად: ბანკი რესპუბლიკა სამომხმარებლო სესხებს 26-28%25-იანი სარგებლით იძლევა და მას ემატება საკომისიო მომსახურება, რომელშიც სავალდებულოა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გათვალისწინება, მხოლოდ იმ ორი წლით, რა ვადითაც ეს სესხი გაიცემა. გამომდინარე იქედან, რომ სესხს 60 წლის ასაკს გადაცილებულ პიროვნებას არ აძლევენ, მსესხებლის სიკვდილიანობის შანსი თითქმის ნულის ტოლია. დასკვნა - ეს საბანკო კაპრიზი სადაზღვევო კომპანიის გამდიდრების ერთ-ერთი გზაა, რადგანაც სადაზღვევო კომპანია იმედი ბანკი რესპუბლიკის შვილობილი კომპანიაა.

შეიძლება ვინმე შემომედავოს იმაში, რომ კომერციული ბანკები ამ ნაბიჯით ხელს უწყობენ ქვეყნის სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, თუმცა, ოპონენტმა გაითვალისწინოს ის, რომ საქართველოში ფუნქციონირებადი 13 სადაზღვევო კომპანიიდან ცამეტივე საკმაო დ მაღალ მოგებაზეა ორიენტირებული. მსესხებელი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მას ფული რომ არა აქვს იმიტომ მიდის ბანკში საკრედიტო ხელშეკრულების გასაფორმებლად და საბანკო სისტემის კაპრიზების გამო მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა გა უმჯობესების ნაცვლად უფრო უარესდება.

მაშასადამე, საქართველოში კრედიტი დამძიმებულია სადაზღვევო პრემიებით, რაც ყოვლად მიუღებელია ისეთ ქვეყანაში, სადაც საშუალო ფენა არ არსებობს - ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს ქვეყანა ძირითადად ორი ნაწილისგან შედგება - უკიდურესად ღარიბთა და მდიდართა ფენისგან, რომელთა შორის უფსკრული სულ უფრო ღრმავდება. საშუალო ფენა არის სახელმწიფოს დასაყრდენი, ამიტომ ხელი შეუწყოთ მის ჩამოყალიბებას მცირე და საშუალო ბიზნესის ჩამოყალიბებით, რასაც შევძლებთ, დროებით მაინც, მძიმე გადასახადებისგან განთავისუფლებით [საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია II - ის 1999 წლის საშობაო ეპისტოლე].

ვხედავთ, რომ უწმინდესი და უნეტარესი წლების განმავლობაში ცდილობს მევახშეობის აღმოფხვრას საქართველოში, მაგრამ ეს დღესაც გრძელდება. საგადასახადო პოლიტიკის უმნიშვნელო ლიბერალობას ადგილი ჰქონდა სახვადასხვა წლებში, მაგრამ საბანკო სისტემა დაკრედიტების პრინციპებს სისტემატიურად ამკაცრებს.

გამომდინარე იქედან, რომ საბაზრო ეკონომიკა საკრედიტო ურთიერთობის გარეშე ვერ იფუნქციონირებს და მითუმეტეს, კომერციული ბანკებისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს კრედიტი წარმოადგენს, ამიტომ ბანკს ვერ დავავალდებულებთ „სულის ცხონებისთვის“ სარგებლი არ აიღოს, მაგრამ ვალდებული არიან სავახშო თავისებურებებისგან გაანთავისუფლონ მსესხებლები. ამაში სახელმწიფომაც უნდა შეიტანოს გარკვეული წვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა კომერციულმა ბანკმა ნოემბრის მეორე ნახევრიდან საპროცენტო განაკვეთების უმნიშვნელო შემცირება დაიწყო, ჩვენს ქვეყანაში მევახშეობას მაინც აქვს ადგილი.

ANNOTATION
Usur y in Georg ia - the Past and the Present

Nana Shonia.
Tbilisi State University of Economic Relations, Full professor;

Akaki Tsereteli
State University, Associated Professor;

In terms of strict characteristics usurious credit has always attracted controversy in all over the world and in Georgia as well.

In different epochs it was opposed by various official figures, for example Vakhtang VI, Ilia Chavchavadze, His Holiness and Beatitude Ilia II. In his epistles the Patriarch of All Georgia emphasizes the economic problems of the state and remarks that these problems can be solved through the development of small and middle businesses that can be attained by high tax release at the starting point. The concern of His Holiness and Beatitude is conditioned by the fact that in the country usury still takes place from the private individuals as well as from the commercial banks due to the principles of credit.

Judging from the fact, that market economy can not function without credit relations and the main source of income of commercial banks is credit, we can not oblige the banks to stop making profit at the expense of `spirit salvation'. But they have to free the debtors from usurious characteristics and the state should make its own contribution in this direction. Credit should not be burdened by insurance premium in the country where there is no middle layer. The society has a great wish to make use of insurance products but the level of income excludes the possibility to make one.

9 სადაზღვეო საქმე

▲ზევით დაბრუნება


9.1 დაუზღვევადი და დაზღვევადი რისკები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რისკი არის ბუნებრივი მოვლენებისა და ადამიანთა ქმედების კვალობაზე წინასწარ გათვლილი და დაგეგმილი შესაძლებლის შეუძლებლად გადაქცევის, შესასრულებლის მთლიანად, ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის მოსალოდნელობა.

რისკი, თავისი არსით, შესაძლებლობისა და სინამდვილის ფილოსოფიური კატეგორიის შინაარსის გამომხატველია (სინონიმია), ანუ შესაძლებლობის სინამდვილედ გადაქცევის ალბათობის, მიღწევადის მიუღწევლობის მაჩვენებელია.

ადამიანთა სამეურნეო-ეკონომიკურ საქმიანობაში რისკი არსებობს ყველგან (და ყოველთვის), სადაც ხორციელდება საქმიანობა, არსებობს ბაზარი და საბაზრო ურთიერთობა.

ადამიანების მიერ რისკი, ჩვეულებრივად, ასოცირდება შემთხვევით მოვლენებთან, რომლებსაც შედეგად მოყვება სხვადასხვა სახის და სიდიდის ზარალი. არსებობს რისკების კლასიფიკაციის მრავალფეროვნება, რაც განპირობებულია რისკებისთვის დამახასიათებელი ნიშნებით და სხვადასხვა მიდგომებით, რომლებიც გამოიყენება მათ დასაჯგუფებლად. კერძოდ, რისკები, მათი წარმოშობის ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება დავყოთ რამდენიმე მსხვილ ჯგუფად:

  • ბუნებრივი მოვლენებით (წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, შტორმი, გვალვა) განპირობებული რისკები;

  • სამეურნეო- საწარმოო და საყოფაცხოვრებო სფეროებთან (ავარია, კატასტროფა, ხანძარი, უბედური შემთხვევა, ეპიდემია, გარემოს დაბინძურება, ეკოლოგიური პირობები და სხვ.) დაკავშირებული რისკები.

  • სახელმწიფო ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, კერძოდ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით გაპირობებული რისკები, რასაც შედეგად შეიძლება მოყვეს საკუთრების ნაციონალიზაცია, ქონების კონფისკაცია და შემოსავლებისა და მოგების მკვეთრი დაცემა.

ბიზნესში რისკის რამდენიმე სახეობა არსებობს, რომლებიც, ზოგადად, ორი კომპლექსური ჯგუფის სახით შეიძლება წარმოვადგინოთ: სპეკულაციური რისკები და წმინდა რისკები.

სპეკულაციური რისკი - ეს რისკის ისეთი ტიპია, რომელიც ითვალისწინებს როგორც მოგების, ასევე ზარალის შესაძლებლობას.

სპეკულაციურ რისკს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც განსახორციელებელ ღონისძიებას თან ახლავს როგორც გამართლების (შესრულების), ასევე გაუმართლებლობის (არშესრულების) ალბათობა. სპეკულაციურ რისკს მიეკუთვნება სუბიექტის ქმედება, როდესაც ის მიისწრაფვის მოგების გაზრდისაკენ, ახალი მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების დანერგვის, დამატებითი სასაქონლო- მატერიალური რესურსების შეძენის და მსგავსი სხვა ქმედებების ხარჯზე, რომელთა შესრულების დროს გაითვალისწინება, რომ ზარალის ალბათობა მცირეა. სპეკულაციურ რისკზე მიდიან იმის გამო, რომ ამ დროს არსებობს მოგების მიღების შანსი. მაგალითად, ახალი ქარხნის მშენებლობა მიეკუთვნება სპეკულაციურ რისკს, რადგან შესაძლებელია როგორც ზარალი, ასევე მოგება. სპეკულაციური რისკის ტიპიური მაგალითია ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე და სხვა ინოვაციურ ღონისძიებებზე დანახარჯების გაწევა.

სუფთა (წმინდა) რისკი - განისაზღვრება, როგორც ზარალის წარმოქმნის საშიშროება მოგების მიღების რაიმე შანსის არსებობის გარეშე.

სუფთა რისკს ადგილი აქვს, მაგალითად, ხანძრის დროს, უბედური შემთხვევის, ანდა სხვადასხვა დაზიანების დროს. საქმე იმაშია, რომ თუ ანალოგიური მოვლენები ხდება, მაშინ კომპანია კარგავს ფულს (ეწევა ხარჯებს), ხოლო თუ არ ხდება, მაშინ ხარჯებს არ ეწევა, მაგრამ არც არაფერს არ იღებს.

ბიზნესში განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს სუფთა რისკი, რამდენადაც ასეთი რისკები საფრთხეს უქმნის თვით კომპანიის არსებობასაც კი.

რისკების არასასურველი და უარყოფითი (ზიანის მომტანი) ხასიათის გამო კომპანიას შეუძლია და მოვალეა განახორციელოს რისკების მართვასთან დაკავშირებული ადეკვატური ქმედებები, როგორიცაა: რისკების შემცირება და თავიდან აცილება; რისკების დაზღვევა და თვითდაზღვევა.

რისკების მართვა დღითიდღე სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ვინაიდან, ბუნებასა და საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საგრძნობლად გახშირდა როგორც ბუნებრივი (საოკეანო და სახმელეთო შტორმები, ტაიფუნები, მიწისძვრები, წყალდიდობები, ხანძრები), ისე სამოქალაქო სამგზავრო და საწარმოო- ყოფითი მოვლენები, როგორიცაა: ავიაკატასტროფები, საგზაო შემთხვევები, საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევები, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი უხარისხო პროდუქციის გამოშვება- რეალიზაცია და სხვ.

რისკების მართვის ყველაზე უფრო გავრცელებული და საიმედო ფორმაა დაზღვევა, რომლის მასშტაბები და ღირებულება ყოველწლიურად მატულობს. დაზღვევის ღირებულების მნიშვნელოვნად გაძვირების გამო, ბევრი კომპანია (განსაკუთრებით მცირეშემოსავლიანი) იძულებულია, უარი განაცხადოს მისით სარგებლობაზე. დაზღვევის გაძვირება და დამზღვევთა რიცხვობრივი შემცირება კი თავისთავად აჩენს კრიზისის წინაპირობას. ასეთ პირობებში სადაზღვევო კომპანიები, ბიზნესის სხვა სფეროს წარმომადგენლების მსგავსად, იმისათვის, რომ შეინარჩუნონ მოგების გარკვეული დონე, თავს იკავებენ და უარს ამბობენ რისკიანობის მაღალი ხარისხის მქონე პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების დაზღვევაზე.

რისკის მართვის ერთ-ერთი პრიორიტეტი და წარმატების გასაღები წინასწარ გათვლილ და გააზრებულ პროგრამებში დევს, რომელზე დაყრდნობითაც კომპანიას შეუძლია თავიდან აიცილოს მოსალოდნელი საფრთხე და მისით გამოწვეული ზარალი.

მიუხედავად სადაზღვევო სისტემის არსებობისა და ფუნქციონირებისა, ზოგჯერ ამა თუ იმ პროექტის განხორციელება ვერ ხერხდება. იმის გამო, რომ ან ძნელია მზღვეველის პოვნა, ანდა სადაზღვევო შენატანები იმდენად მაღალია, რომ საბოლოოდ საქონლის ფასი მომხმარებელთა უმრავლესობისთვის ხდება მიუწვდომელი. ამიტომ, კომპანიებს უხდებათ ფიქრი თვითდაზღვევაზე.

თვითდაზღვევა არის ქმედება, როდესაც კომპანია დამოუკიდებლად ცდილობს განსაკუთრებულ სიტუაციებში თვითონ დაფაროს ზარალი. ამისათვის ის წინასწარ ქმნის სპეციალურ სადაზღვევო ფონდს და უარს ამბობს სადაზღვევო პოლისის შეძენაზე.

როგორც წესი, თვითდაზღვევას კომპანიები მიმართავენ ჩვეულებრივი სარჩელების დასაკმაყოფილებლად, ხოლო კატასტროფის შემთხვევებისთვის იძენს სადაზღვევო პოლისებს.

დაუზღვევადი რისკი - ეს ისეთი რისკია, რომელსაც საერთოდ არ აზღვევს სადაზღვევო კომპანია იმის გამო, რომ ამგვარ რისკებთან დაკავშირებული ზარალის სიდიდის ალბათობის განსაზღვრა (წინასწარ განჭვრეტა) თითქმის შეუძლებელია.

დაუზღვევად რისკებს მიეკუთვნება:

საბაზრო რისკები - როდესაც, მაგალითად, ფირმამ შეიძლება ზარალი განიცადოს საქონელზე ფასების, მოდის, მოთხოვნის და სხვათა ცვლილებების გამო.

პოლიტიკური რისკები - როდესაც ზარალი შეიძლება გამოწვეული იყოს საომარი მოქმედებით ანდა მთავრობის მიერ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვებით და სხვ.

ზოგიერთი პირადი რისკი - კერძოდ ისეთი რისკი, რომელიც დაკავშირებულია პიროვნების მიერ სამუშაოს დაკარგვასთან.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი დაუზღვევადი რისკისგან თავის დაზღვევა მაინც შეიძლება, თუმცა ამის განხორციელება მოითხოვს უზარმაზარ (ასტრონომიულ) და ძლიერ სადაზღვევო ორგანიზაციას. მაგალითად, ისეთი ტიპის სადაზღვევო სინდიკატებში, როგორიცაა „Lloyd's of London“, პასუხისმგებლობის განაწილება ხდება მასში შემავალ მრავალ კომპანიასა და ინდივიდუალურ დამზღვევს შორის. იგი უძლიერეს სადაზღვევო კომპანიებს შორის ლიდერად ითვლება და, ფაქტობრივად, არის არა ერთი კომპანია, არამედ უზარმაზარი სადაზღვევო გაერთიანება - დაახლოებით 20000 წევრისგან შემდგარი ასოციაცია, რომლის წევრებიც ერთობლივად ყიდულობენ და ყიდიან რისკებს. ამიტომ ეს სადაზღვევო ასოციაცია და მისი მსგავსი კომპანიები მზად არიან, დაფარონ ნებისმიერი რისკი, თუ დამზღვევს შეუძლია იხადოს მათ მიერ დადგენილი ფასი (სადაზღვევო პრემია).

დაზღვევადი რისკი - ისეთი რისკია, რომელსაც, როგორც წესი, სადაზღვევო კომპანიები აზღვევენ, ვინაიდან ასეთი რისკებისთვის მოსალოდნელი (დასაშვები) ზარალის ნორმა ადვილად პროგნოზირებადი და გასათვლელია.

იმისათვის, რომ დაადგინონ ამა თუ იმ რისკის დაზღვევადობის ხარისხი, სადაზღვევო კომპანიები ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპებით:

1. პოლისის მფლობელს უნდა გააჩნდეს დაზღვევის ინტერესი

მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია ხანძრისგან დავაზღვიოთ მეზობლის სახლი და მივიღოთ გარკვეული ანაზღაურება მისი დაწვის შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავაზღვიოთ ჩვენი შვილები, ასევე საწარმოს შეუძლია შეიძინოს სადაზღვევო პოლისი, რომელიც უზრუნველყოფს იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს წამყვანი სპეციალისტების დაღუპვამ.

2. ზიანი (ზარალი) უნდა იყოს გაზომვადი

დაზღვეული ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში გადასახდელი თანხა წინასწარ არის მითითებული სიცოცხლის დაზღვევის პოლისებში, ვინაიდან სიცოცხლის ფასის (ღირებულების) სხვაგვარი დადგენა შეუძლებელია, მაგრამ რაც შეეხება სამედიცინო დაზღვევას, აქ ყველა შემთხვევისთვის უნდა არსებობდეს ზარალის დადგენის შესაძლებლობა. ზარალის დადგენა შედის დისპაშერების ფუნქციაში. სწორედ ისინი ადგენენ ზარალის მოცულობას ხანძრის, წყალდიდობის და სხვა მსგავსი შემთხვევების დროსაც.

3. ზიანის (ზარალის) ალბათობა უნდა იყოს გაზომვადი

სადაზღვევო კომპანიებს ჰყავთ აქტუარები, რათა მათი საშუალებით მოხდეს რისკების ალბათობის ხარისხის შეფასება. აქტუარები აფასებენ, მაგალითად, მოცემულ რაიონში ხანძარსაშიშროების ხარისხს, დატბორვის, ქარიშხლის, ან სხვა სტიქიური უბედურების ალბათობას. თუ მოცემულ რაიონში სავარაუდო ზიანის (ზარალის) მასშტაბები საკმაოდ მაღალია, ასეთ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება ზარალის ანაზღაურების ვალდებულება თავის თავზე არ აიღოს.

4. დაზიანება (ზარალი) დაკავშირებული უნდა იყოს უბედურ შემთხვევასთან

სადაზღვევო კომპანია არავითარ შემთხვევაში არ აანაზღაურებს ხანძრისგან მიყენებულ ზარალს, თუ ეს ხანძარი მოწყობილია საკუთრივ დაზარალებულის (დაზღვეულის) მიერ. ასევე კომპანია არ დააკმაყოფილებს სამედიცინო დაზღვევის სარჩელს, თუ ადგილი აქვს დაზღვეულის მიერ თვითმკვლელობის მცდელობას. ხშირ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები ატარებენ საკუთარ გამოძიებას, რათა დარწმუნდნენ, რომ ზიანი (ზარალი) გამოწვეულია უბედური შემთხვევით და არ იყო სტიმულირებული დაზარალებულის წინასწარ დაგეგმილი ქმედებით.

5. რისკი უნდა იყოს გაშუალედებული (გადანაწილებული)

სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ ის რისკები, რომლებზეც მათ აქვთ აღებული პასუხისმგებლობა, გადაანაწილონ სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონებზე. ე.ი. მიზანშეწონილია, რომ დაზღვევის ობიექტები განლაგებული იყოს სხვადასხვა ადგილებში, რათა წყალდიდობამ, ანდა სხვა სტიქიურმა უბედურებამ არ გამოიწვიოს სადაზღვევო კომპანიის გაკოტრება. საერთოდ, დაზღვევის იდეის პრინციპი მდგომარეობს რისკების ისეთ გადანაწილებაში, რომ ერთ ადგილას მომხდარი სადაზღვევო შემთხვევა და მისით გამოწვეული ზარალი (ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა) სადაზღვევო კომპანიისთვის იყოს კომპენსირებადი სხვა ადგილებიდან შემოსული თანხებით.

6. დაზღვევის სუბიექტი უნდა პასუხობდეს გარკვეულ სტანდარტებს და მოთხოვნებს

ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებს იმ ადამიანთა დაზღვევაზე, რომლებიც დაავადებულნი არიან შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით. ანალოგიურად, არ შეუძლიათ მიიღონ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი გარკვეული სენით დაავადებულმა ადამიანებმა. ძნელია თავიანთი თავები დაიზღვიონ იმ პიროვნებებმა, რომლებიც მუშაობენ ისეთ სფეროებში, რომლებიც გამოირჩევა რისკის მაღალი ხარისხით. ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან, მაგალითად, ადამიანები, რომელთა შრომა დაკავშირებულია მომწამლავ და დაავადებათა ადვილად გამომწვევ სხვა ნივთიერებებთან, ანდა მფრინავები, რომლებიც ახორციელებენ ახალი მოდელების გამოცდას და ა.შ.

ნატო კაკაშვილი,
თსუ ასოცირებული პროფესორი

АНОТАЦИЯ

Страховые и не страховые риски

Нато какашвили

Самая расространеное и надежная форма управления рисками это страхование, стоимость которого с каждым годом увеличиваетя. Из-за роста стоимости страхования наблюдается тенденция, что малые предприятия (особенно малодоходные) вынуждены отказатся от стра- хования. Уменьшение числа страхующихся и увелеченые стоимости страхования со своей стороны является предпосылкой кризиса. В таких условиях, страховые компаний для со- храненя надежного уровня риска отказываются страховать высокорысковые производственные компаний. Один из приоритетов управления рисками является зарнее осознанные програм- мы с помощью которых компания может избе- жать неопридиленность. Нестраховыми явля- ються такие риски, вероятность наступления которых зарание нельзя прогнозировать.

10 აღიცხვა-ანგარიშგება

▲ზევით დაბრუნება


10.1 პირობითი ვალდებულებების აღიარება, შეფასება და აღრიცხვა. პირობითი აქტივები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ანელი ხორავა,
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის აღრიცხვისა
და აუდიტის კათედრის მასწავლებელი

ვალდებულებების განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს პირობითი ვალდებულებები.

ბასს 37-ის ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები, თანახმად, პირობითი ვალდებულება წარმოადგენს:

  • შესაძლო მოვალეობას, რომელიც წარმოიქმნება წარსული მოვლენების შედეგად და რომლის განხორციელება დადასტურდება მომავალში განუსაზღვრელი მოვლენების მოხდენით ან არ მოხდენით, ან

  • მიმდინარე მოვალეობას, რომელიც წარსული მოვლენების შედეგად წარმოიქმნა, მაგრამ არ არის ასახული ბუღალტრულ აღრიცხვაში, რადგანაც ნაკლებად სავარაუდოა მისი დაფარვა ან შეუძლებელია ამ ვალდებულების სიდიდის განსაზღვრა.

ამრიგად, პირობითი ვალდებულებები არ არის აღიარებული ვალდებულებებად, რადგანაც პოტენციური ვალდებულებებია და, ჯერჯერობით, გაურკვეველია აქვს თუ არა საწარმოს მიმდინარე მოვალეობა, რომელმაც შესაძლოა საწარმოდან ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლა გამოიწვიოს, ან მიმდინარე ვალდებულებებია, რომლებიც არ აკმაყოფილებს აღიარების კრიტერიუმებს.

მაგალითი

საწარმომ კლიენტს მისცა თავისი აგენტის მიერ წლის განმავლობაში მომსახურების გაწევის გარანტია. საწარმო ვარაუდობს, რომ მას პრეტენზია არ წარედგინება, თუმცა არსებობს აგენტის მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის რისკი.

მდგომარეობა ან მაშინ გაირკვევა, როცა პრეტენზია წარედგინება, ან წლის ბოლოს. ამიტომ წარმოიქმნება რისკის შეფასებაზე დაფუძნებული პირობითი ვალდებულება, რომელიც აისახება ფინანსური ანგარიშგების განმარტებებში.

მაგალითი

2010 წლის 3 მარტს საწარმოს წინააღმდეგ აღიძრა სარჩელი 5.000 ლარის ზარალის თანხაზე, რომელიც მის მიერ წარმოებული პროდუქტის გამოყენებამ მიაყენა საავტომობილო ქარხანას. სარჩელი განიხილება სასამართლოს მიერ. 2010 წლის 31 მარტისთვის საწარმოს ბრალეულობა ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი. მაგრამ მაშინაც კი, თუ საწარმოს ბრალეულობა დადასტურდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საწარმოს სარჩელის მთლიანი თანხის გადახდა მოუხდეს.

არსებული განუსაზღვრელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება მისი ანარიცხად აღიარება და სარჩელი განიხილება, როგორც პირობითი ვალდებულება, რომელიც აისახება განმარტებებში.

ბასს 37 -ის თანახმად, საწარმომ არ უნდა აღიაროს პირობითი ვალდებულება. პირობითი ვალდებულება აისახება ფინანსური ანგარიშგების განმარტებით ნაწილში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შორეულ მომავალში საწარმოდან ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლაა მოსალოდნელი.

იქ, სადაც საწარმოს გააჩნია მოვალეობის შესრულების სოლიდარული პასუხისმგებლობა, მოვალეობის ნაწილი, რომლის დაფარვა მოსალოდნელია სხვა მხარეების მიერ, განიხილება, როგორც პირობითი ვალდებულება. ვალდებულების იმ ნაწილისთვის, რომელთა დასაფარავად მოსალოდნელია ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლა, საწარმომ უნდა აღიაროს ანარიცხი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც შეუძლებელია საიმედო შეფასება.

მაგალითი

2010 წლის 20 დეკემბერს საწარმო „სხივი“- ს წინააღმდეგ აღიძრა სარჩელი საავტორო უფლებების დარღვევის გამო. სარჩელის თანხა 8.000 ლარია, ხოლო მისი იურიდიული მომსახურების ხარჯები - 10%25. საანგარიშგებო თარიღისთვის სასამართლო დავის ექსპერტების აზრით მოსალოდნელია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს საწარმოს სასარგებლოდ და მას არ მოუწევს სარჩელის თანხის გადახდა.

ამ შემთხვევაში ადგილი აქვს პირობითი ვალდებულების წარმოქმნას, რადგანაც ნაკლებად სავარაუდოა ვალდებულების დასაფარავად ეკონომიკურ სარგებელში განივთებული ფულადი რესურსების გადინება საწარმოდან. ინფორმაცია ამ პირობითი ვალდებულების შესახებ განმარტებებში ასეთი სახით უნდა აისახოს:

ამონარიდი განმარტებითი შენიშვნებიდან

საწარმო „სხივი“ წარმოადგენს მოპასუხე მხარეს საავტორო უფლებების დარღვევის გამო აღძრულ დავაში. იგი არ თვლის თავს დამნაშავედ. საწარმოს მიერ სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში მას მოუწევს ზარალის თანხის 8.000 ლარის და იურიდიული ხარჯების 800 ლარის გადახდა.

სასამართლო დავის წაგების დაბალი ალბათობის შესახებ, ექსპერტთა მოსაზრებიდან გამომდინარე, საწარმოს ხელმძღვანელობა თვლის, რომ აღძრული სარჩელის ოდენობა ვერ მოახდენს გავლენას საწარმოს ფინანსურ შედეგებზე.

პირობითი ვალდებულების შეფასება ხდება მუდმივად, რადგანაც შეიძლება ისინი ისე არ განვითარდეს, როგორც თავიდან იყო მოსალოდნელი. ამიტომ საჭიროა ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლის ალბათობის განსაზღვრა.

თუ ადრე პირობითი ვალდებულების სახით არსებული მოვალეობის შესასრულებლად საჭირო გახდება ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლა, უნდა აღიარდეს ანარიცხი იმ პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში, როდესაც შეიცვალა ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლის ალბათობა.

მაგალითი

2010 წლის 20 დეკემბერს გაიმართა საზეიმო წვეულება იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმო ალმასმაგაიმარჯვა საიუველირო ნაწარმის გამოფენაზე და მისი ნაწარმი აღიარდა მაღალი ხარისხის და გემოვნების ნიმუშად.

საზეიმო წვეულების შემდეგ 15 ადამიანი ავად გახდა და მოთავსდა ინფექციურ საავადმყოფოში. სავარაუდოდ მიზეზი გახდა საკვებით მოწამლვა. წვეულებისთვის საკვები პროდუქტები დაამზადა საწარმო „გემო“ - მ.

საწარმო გემო- მიმართ აღიძრა სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით 10.000 ლარის ოდენობით, მაგრამ მან უარყო თავისი ვალდებულება. 2010 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, ანუ 2010 წლის ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებამდე, საწარმოს არ დაეკისრა ვალდებულება. ადვოკატები საქმის მიმდინარეობიდან გამომდინარე, თვლიან, რომ მოსალოდნელია საწარმოსთვის ვალდებულების დაკისრება, რომელიც ექსპერტთა მოსაზრებით 8.500 ლარს შეადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ მოვლენასთან დაკავშირებით შეიძლება დადგინდეს:

2010 წლის 31 დეკემბერი

ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებისას არსებული დასაბუთების მიხედვით, წარსული მოვლენის შედეგად მოვალეობა არ წარმოქმნილა. ანარიცხის აღიარება არ ხდება და აღნიშნული მოვლენა აისახება პირობითი ვალდებულების სახით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საწარმოდან ნებისმიერი გასვლა მიჩნეული არ არის შორეულ მოსალოდნელ მოვლენად.

2011 წლის 31 დეკემბერი

არსებული დასაბუთების მიხედვით მიმდინარე მოვალეობა არსებობს;

ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლა ვალდებულების დასაფარავად მოსალოდნელია;

უნდა აღიარდეს ანარიცხი ვალდებულების დასაფარავად საჭირო თანხის საუკეთესო შეფასების ოდენობით. ექსპერტთა შეფასებით ამ თანხამ 8.500 ლარი შეადგინა.

როდესაც საწარმოს აქვს ერთობლივი ვალდებულება, ან მოვალეთა განცალკევებული პასუხისმგებლობის ვალდებულება, მაშინ ვალდებულების ის ნაწილი, რომელსაც სხვა მხარეები აანაზღაურებენ, აისახება როგორც პირობითი ვალდებულება. საწარმო ითვალისწინებს ანარიცხებს იმ ვალდებულებებისთვის, რომელთა გადახდა ეჭვგარეშეა სხვა მხარეთა მონაწილეობის გარეშე.

მაგალითი

საწარმო აზოტი-2-ის და მისი საქმიანი პარტნიორების წინააღმდეგ აღიძრა სარჩელი ეკოლოგიური ზარალის მიყენების გამო, რომელიც შეფასდა 50.000 ლარად. პარტნიორები თანახმა არიან გაინაწილონ პასუხისმგებლობა 20.000 ლარის თანხაზე.

რადგან საწარმოს წარმოექმნა მავალდებულებელი მოვლენა, ის აღიარებს ანარიცხებს თავის წილ ვალდებულებაზე 30.000 ლარის ოდენობით, ხოლო განმარტებებში ასახავს 20.000 ლარის პირობით ვალდებულებას.

პირობითი ვალდებულება ასახავს იმ ფაქტის აღიარებას, რომ პარტნიორებმა შეიძლება არ დაფარონ ვალის თავიანთი წილი. შესაბამისად, საწარმომ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა სარჩელის მთლიან თანხაზე.

ხშირ შემთხვევაში, საწარმომ პასუხი უნდა აგოს მთელ ვალდებულებებზე მესამე მხარის ფინანსური უუნარობისას. მოსალოდნელი ანაზღაურების აღიარება მოხდება ცალკე აქტივად მაშინ, როცა ეჭვგარეშეა მესამე მხრიდან მისი მიღება. ზოგჯერ, საწარმო არ არის ვალდებული დაფაროს მოცემული დანახარჯები, მესამე მხარის მიერ მათი გადაუხდელობის დროს. ასეთ შემთხვევაში საწარმოს არა აქვს აღნიშნული ხარჯების დაფარვის ვალდებულება და ისინი ანარიცხებში არ აისახება.

ბასს 37-ის შესაბამისად, წარსული მოვლენების შედეგად მომავალში ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლა:

  • მიმდინარე მოვალეობის, ან

  • შესაძლო მოვალეობის დაფარვის მიზნით, რომელთა არსებობა საწარმოს კონტროლს დაუქვემდებარებელი ერთი, ან მეტი განუსაზღვრელი მოვლენის მოხდენით, ან არ მოხდენით დასტურდება, შეიძლება განვაზოგადოთ ქვემოთ მოტანილი ცხრილის სახით.

ცხრილი1. ანარიცხების აღიარება და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვა

აღიარების პირობები

ასახვის წესი

არსებობს მიმდინარე მოვალეობა,
რომლის დასაფარავად
მოსალოდნელია რესურსების გასვლა.

  • ხდება ანარიცხის ღიარება

  • აისახება განმარტებებში

არსებობს შესაძლო მოვალეობა
ან მიმდინარე მოვალეობა, რომლის
დასაფარავად შესაძლოა მოხდეს ან
უფრო არ მოხდეს რესურსების გასვლა.

  • არ ხდება ანარიცხის ღიარება

  • აისახება განმარტებებში

არსებობს შესაძლო მოვალეობა,
ან მიმდინარე მოვალეობა,
როდესაც რესურსების გასვლა
შორეულ მომავალშია მოსალოდნელი.

  • არ ხდება ანარიცხის აღიარება

  • არ აისახება განმარტებებში

გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა ვალდებულებების დაფარვა ნაკლებად სავარაუდოა, საწარმომ პირობითი ვალდებულებების ყოველი ჯგუფისთვის უნდა ასახოს:

  • ამ ვალდებულებათა ხასიათი საანგარიშგებო თარიღისთვის;

  • მიეთითოს ის განუსაზღვრელობები, რომლებიც უკავშირდება დაფარვის სიდიდეს და ვადებს;

  • რაიმე ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა.

პირობითი ვალდებულებებისა და ანარიცხების ერთ ჯგუფში გაერთიანებისას აუცილებელია დადგინდეს ამ მუხლების ერთგვაროვნების ხარისხი. შესაძლებელია ერთ ჯგუფში გაერთიანდეს ანარიცხები საქონლის სხვადასხვა სახეების მიხედვით გაცემული საგარანტო ვალდებულებებისთვის. ასევე მიზანშეწონილია ერთ ჯგუფში გაერთიანდეს ანარიცხები საგარანტიო ვალდებულებებისა და სასამართლო სარჩელის ანაზღაურებაზე.

მაშინ, როდესაც ერთი და იგივე გარემოებების გამო ერთდროულად წარმოიქმნება ანარიცხი და პირობითი ვალდებულება, საწარმომ ინფორმაცია ისეთი სახით უნდა წარადგინოს, რომ ჩანდეს პირობითი ვალდებულებისა და ანარიცხის ურთიერთკავშირი.

პირობითი აქტივები

პირობითი აქტივი შესაძლო აქტივია, რომელიც წარმოიქმნა წარსული მოვლენების შედეგად და მისი არსებობა დადასტურდება მომავალში საწარმოს კონტროლს დაუქვემდებარებელი ერთი, ან მეტი განუსაზღვრელი მოვლენის მოხდენით, ან არ მოხდენით. ასეთია საწარმოს მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომლის შედეგი გაურკვეველია.

პირობითი აქტივების ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარება არ ხდება, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს იმ შემოსავლის აღიარება, რომელიც შესაძლოა ვერასოდეს იქნას მიღებული. ამავე დროს, თუ შემოსავლის მიღება ფაქტობრივად ეჭვს არ იწვევს, მოცემული აქტივი არ წარმოადგენს პირობით აქტივს და ის უნდა აღიარდეს აქტივად ფინანსურ ანგარიშგებაში. როდესაც მოსალოდნელია ეკონომიკური სარგებლის შემოსვლა, მაშინ, პირობითი აქტივი უნდა აისახოს განმარტებით შენიშვნებში.

მაგალითი საწარმო თავადურმა 2010 წლის 15 დეკემბერს აღძრა სარჩელი მომწოდებლის - მწვანე ველის მიმართ, უხარისხო პროდუქტების მოწოდების გამო მიღებული ზარალის ანაზღაურებაზე. 2010 წლის 31 დეკემბრისთვის სასამართლო პროცესი ჯერ არ იყო შემდგარი. სარჩელის თანხა 28.000 ლარი, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯები- 850 ლარია. ექსპერტთა ვარაუდით, საწარმოს მიერ ამ პროცესის მოგების ალბათობის ხარისხი მაღალია.

ამ მოვლენის შედეგად აღიარდება პირობითი აქტივი. რესურსების შესაძლო შემოდინება შეიძლება განისაზღვროს საიმედობის მაღალი ხარისხით და იმ ფაქტის დადგომის ალბათობა, რომელზედაც დამოკიდებულია რესურსების შემოსვლა, მაღალია.

როგორ უნდა აისახოს ინფორმაცია მოცემულ პირობით აქტივთან დაკავშირებით? ეს ინფორმაცია უნდა აისახოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ასეთი სახით:

ამონარიდი განმარტებებიდან:

მიმდინარე წელს საწარმომ სასამართლოში აღძრა სარჩელი მომწოდებლის - საწარმო მწვანე ველის“ მიმართ უხარისხო პროდუქტების მოწოდების გამო. მიყენებული ზარალის ოდენობამ 28.000 ლარი შეადგინა. ექსპერტთა აზრით, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საწარმოს სასარგებლოდ და ის მიიღებს კომპენსაციას მიღებულ ზარალზე 28.000 ლარის ოდენობით, ასევე ანაზღაურებას სასამართლო ხარჯებზე 850 ლარის ოდენობით.

პირობითი აქტივების შეფასება ხდება განუწყვეტლივ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოვლენების განვითარების სათანადოდ ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში.

თუ ეკონომიკური სარგებლის შემოსვლა ფაქტობრივად უეჭველია, მოცემული აქტივი და მასთან დაკავშირებული შემოსავალი აღიარდება იმ პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში, როდესაც მოხდა აღნიშნული ცვლილება.

თუ ეკონომიკური სარგებლის შემოსვლა მოსალოდნელია და არა უეჭველი, საწარმო მოცემულ პირობით აქტივს განმარტებებში ასახავს. განმარტებით შენიშვნებში უნდა აისახოს ბალანსის შედგენის თარიღისთვის არსებული პირობითი აქტივის მოკლე აღწერა და როცა პრაქტიკულად შესაძლებელია, უნდა დადგინდეს ფინანსური ეფექტიც.

მაგალითი

2010 წლის 15 დეკემბერს საწარმო ,,სერვისმა” წარუდგინა პრეტენზია თავის სადაზღვევო კომპანიას 200.000 ლარზე. სასამართლოში ამ საკითხთან დაკავშირებით აღიძრა სარჩელი. ანალოგიური სარჩელი ამ კომპანიის წინააღმდეგ ადრეც აღძრულა და ძიების შედეგად მოხდა მისი დაკმაყოფილება.

როგორ უნდა აისახოს აღნიშნული მოვლენა?

ამ სარჩელის დაკმაყოფილება მოსალოდნელია, ამიტომ ბასს 37-ის მოთხოვნების თანახმად, განმარტებებში უნდა აისახოს, როგორც პირობითი აქტივი.

როდესაც დავის დასაკმაყოფილებლად შემოსავლის მიღების განსაკუთრებით მაღალი ალბათობა არსებობს, შესაბამისი აქტივი არ არის პირობითი და შემოსავალი უნდა აღირიცხოს.

მაგალითი

2010 წლის 20 მარტს ზემოთ განხილული სარჩელის მიხედვით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სადაზღვევო კომპანიიდან საწარმოს სასარგებლოდ საპრეტენზიო თანხის მიღებაზე 200.000 ლარის ოდენობით. სადაზღვევო კომპანიამ ითხოვა გადახდის გადავადება 3 თვით. ამავე დროს, საწარმო დარწმუნებულია, რომ გადავადება არსებით რისკთან არ არის დაკავშირებული (უიმედო ვალის წარმოქმნის თვალსაზრისით).

რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საწარმომ?

მან აღნიშნული თანხა შემოსავლად უნდა აღიაროს და წარმოქმნას მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიის მიმართ 200.000 ლარის ოდენობით.

წარსული ეკონომიკური მოვლენების შედეგად შესაძლოა აქტივის წარმოქმნა, რომლის არსებობას დაადასტურებს საწარმოს კონტროლს დაუქვემდებარებელი ერთი, ან მეტი განუსაზღვრელი მოვლენის მომავალში მოხდენა, ან არ მოხდენა.

პირობითი აქტივების ასახვა შეიძლება განვაზოგადოთ ქვემოთ მოტანილი ცხრილის სახით:

ცხრილი 2. პირობითი აქტივების ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვა

აღიარების პირობები

ასახვის წესი

ეკონომიკური სარგებლის
შემოსვლა ფაქტობრივად ეჭვს არ
იწვევს.

ხდება აქტივის აღიარება, იგი არ არის
პირობითი და აისახება ბალანსში.

ეკონომიკური სარგებლის
შემოსვლა მოსალოდნელია, მაგრამ
არ არის ნამდვილად
განსაზღვრული.

  • არ ხდება აქტივის აღიარება;

  • მოითხოვება ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ასახვა.

ეკონომიკური სარგებლის
შემოსვლა არ არის მოსალოდნელი.

  • არ ხდება აქტივის აღიარება; არ მოითხოვება ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში ასახვა.

11 კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


11.1 როგორ გავიგოთ მეთოდური მითითებები და ინსტრუქციები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დავით რამიშვილი, თემურ ფარცხალაძე
საქართველოს აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია A Crowe Horwath Business Alliance Associate

ამ ბოლო ხანებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მეთოდური მითითებები და ინსტრუქციები საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ ზოგიერთ მათგანზე.

უპირველესად შევეხებით ძირითად საშუალებებს. ძველი და ახალი საგადასახადო კოდექსის შესაბამისი დებულებების რედაქცია ყოველთვის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვას ითვალისწინებდა. პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც საწარმოს დაფუძნებისას პარტნიორები საწესდებო კაპიტალში შენატანს პირადი საყოფაცხოვრებო ნივთებით (მაცივარი, საძინებელი გარნიტური, ტელევიზორი და ა.შ.) ახორციელებდნენ, ისე რომ ის ჩვეულებრივ რჩებოდა დამფუძნებელთა საცხოვრებელ და არა სამეწარმეო საქმიანობის/ მართვის ადგილზე. საკითხი შეიძლება დაისვას ასე - ექვემდებარება თუ არა საგადასახადო გამოქვითვას პარტნიორის მიერ კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ცვეთის და ასევე რემონტის ხარჯები? საილუსტრაციოდ ერთის მხრივ, საწესდებო კაპიტალის არსებობა გათვალისწინებულია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით, თუმცა ,რეგისტრაციის მიზნებისთვის არც წესდების და არც კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება. მეორე მხრივ, დგება საკითხი, მონაწილეობდა თუ არა კაპიტალში შენატანი აქტივები საწარმოს შემოსავლების გენერირებაში ანუ გამოყენებულ იქნა თუ არა ისინი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში. სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციის ლიბერალიზაციამდე, განცხადება რეგისტრაციაზე უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში სავალდებულო წესით შეიცავდა ხაზგასმულ დოკუმენტაციას, ხოლო მათი წარუდგენლობა სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლად ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, კაპიტალში თუნდაც საყოფაცხოვრებო ნივთების შენატანი ეკონომიკურ საქმიანობაში ანუ მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად ჩართვის სავალდებულო პირობად წარმოდგებოდა. ამის გამო, საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის დათქმა, რომ მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვაა დაშვებული, ერთი შეხედვით, საკამათო არ უნდა იყოს. 10/12/09-ის № 656, ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ, კოდექსის 183-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გაანგარიშების დადგენილი ნორმა „დამატებული ძირითადი საშუალებები“ მოიცავს, „...უსასყიდლოდ მიღებულ და პარტნიორის მიერ კაპიტალში შეტანილ (ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ) ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს.“ ინსტრუქციის დებულებების კონტექსტის მიხედვით, ფრაზა ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულია მიბმულია ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციაში გადაცემის ფაქტზე (საგადახადო კანონმდებლობის მოქმედი დებულებებით 2009 წლის 1 იანვრიდან იგივე ეხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას) და მხოლოდ ამგვარად ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის განსაზღვრაზე. ამავე ინსტრუქციით ჯგუფის ღირებულებით ბალანსში შეტანილი (ექსპლუატაციაში გადაცემული) ძირითად საშუალებებზე ცვეთის დარიცხვა (გამოქვითვა) შესაძლებელია განხორციელდეს მაშინაც, როდესაც ამ ძირითად საშუალებას საანგარიშო წლის განმავლობაში ფიზიკური ცვეთა არ განუცდია, საერთოდ არ უმუშავია. შესაძლოა კაპიტალში შენატანი ძირითადი საშუალება, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით- ინსტრუქციით, გამომდინარე მისი ბუნებიდან არ დაექვემდებაროს საგადასახადო ცვეთას იმ მოტივით, რომ საილუსტრაციოდ საძინებელი გარნიტურის თავისი დანიშნულებით გამოყენება, არ მონაწილეობდა საწარმოს მიერ საკონსულტაციო მომსახურების გაწევაში, თუმცა ის ფაქტი რომ თავის დროზე სწორედ მან განაპირობა საწარმოს რეგისტრაცია და ამ საწარმოს მეშვეობით ეკონომიკური საქმიანობის დაწყება, საგადასახადო ცვეთის დარიცხვის საფუძველს უნდა იძლეოდეს, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში უშუალოდ მომსახურების გაწევაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. მეტი საფუძველია, რომ ამ ტიპის ქონების სარემონტო ხარჯების გამოქვითვა შეიზღუდოს იმ მოტივით, რომ დაუშვებელია ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა. ამ დროს შესაძლოა ასევე ამოქმედდეს კოდექსის 104-ე მუხლის დებულებები, რომლის მე-6 ნაწილმა მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში ე.წ. შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინიციპი შემოიტანა, რაც თავის მხრივ, იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ ცალკე განხილვას საჭიროებს.

ამასთან, მიმდინარე პერიოდში რეგისტრაციისთვის სავალდებულო კაპიტალის სიმცირის,ან ჯგუფის ღირებულებაში შეტანილი ძირითადი საშუალებების მიხედვით დარიცხული ცვეთის თანხა შესაძლოა არსებითი არც იყოს, უბრალოდ ზემოთმოყვანილი შემთხვევა იმ ტენდენციის მაჩვენებელია, რაც საკანონმდებლო ცვლილებების ზოგიერთ საკითხს უკავშირდება.

საინტერესოა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს №2348 08/05/09 შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაში გამოკვეთილი მიდგომები, რაც გამოსაქვით ხარჯებს უნდა ეხებოდეს. მასში მოყვანილია მაგალითები, რის მიხედვითაც ,ერთში მშენებელმა 20 000 ცალი აგური ზედმეტად აჩვენა საამქროს მშენებლობაში, რაც განხილულია როგორც აგურის მიწოდება და შესაბამისად გაზრდილია ერთობლივი შემოსავალი და გადასახდელი დღგ. სხვა მაგალითში პურის მცხობელის მიერ 3 000 ცალი პურის გამოსაცხობად ტექნოლოგიურად საჭირო ფქვილთან დაკავშირებული თითქმის ანალოგიური შემთხვევა, მოტივაციით რომ მეწარმე პურის რეალიზაციას ახორციელებდა საკონტროლო საკასო აპარატის გამოყენების გარეშე, განხილულია არა ფქვილის, არამედ პურის რეალიზაციად უფრო მეტი გადასახადების დარიცხვით. აქედან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს თავისი მიდგომის თანამიმდევრულად გამოყენების შემთხვევაში

შეუძლია მშენებელს დააკისროს არა აგურის, არამედ ამ აგურით ასაშენებელი ნაგებობის ღირებულების მიხედვით დარიცხული გადასახადები. საგადასახადო ორგანოს უფლებაა გადასახადის ოდენობის დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების მ.შ. ხარჯების გათვალისწინებით. შესაძლოა პურის მცხობელის მაგალითის მაქსიმალურად გამარტივების გამო ყურადღების მიღმა რჩება ისეთი გარემოება, რომ პურის დამზადების მასში ნახსენები ტექნოლოგია ფქვილის გარდა სხვა სახის ხარჯებთანაცაა დაკავშირებული. ჩვეულებრივ მეთოდური მითითება სარეკომენდაციო ხასიათისაა და გადამხდელებისთვის სავალდებულო ძალას არ ატარებს, მაგრამ, რადგან სახელმძღვანელოა საგადასახადო ორგანოებისთვის ზოგიერთ შემთხვევაში, ის გადასახადის გადამხდელების საწინააღმდეგო პრაქტიკაში შეიძლება აისახოს. აპელირება პურის მცხობელის მაგალითში ხდება ფქვილის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯვაზე და აქედან გამომდინარე, მისგან წარმოებული მზა პროდუქციის მიწოდებაზე. 104-ე მუხლის რედაქციით, რომელსაც ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტის, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა ეწოდება, სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგული ან/და განადგურებულიც რომ იყოს, ისეთი ელემენტარული გარემოებების გათვალისწინება, რომ ძირითადი ნედლეულის გარდა, მზა პროდუქციის დამზადება დამატებით სხვა სახის საქონელსა და მომსახურებაზე ხარჯების გაწევას ითხოვს მკაფიოდ არის მოცემული. კერძოდ ...შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე).

12 თვალსაზრისი

▲ზევით დაბრუნება


12.1 როგორ განვავითაროთ მცირე მეწარმეობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კონსტანტინე ხმალაძე,
საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

საბაზრო სისტემის ძირითად შინაარსს მცირე მეწარმოება წარმოადგენს. განსაკუთრებით გადამწყვეტია მისი როლი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. მცირე საწარმოების ჩამოყალიბებითაა შესაძლებელი დიდი ზომის საწარმოების რესტრუქტუირება, ბაზართან ადაპტირება და კონკურენტუნარიანობის ზრდა, ეკონომიკური ტრანსფორმაციის შედეგად წარმოქმნილი ჭარბი სამუშაო ძალის დასაქმება, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური წონასწორობა.

მცირე მეწარმეობის განვითარების დონით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს, სადაც მცირე ბიზნესზე მშპ-ს ნახევარზე მეტი მოდის (იგი შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების ძირითადი წყაროა).

საქართველოში მცირე საწარმოთა წილად მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ მეოთხედი მოდის. სამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში ჯერ კიდევ დაბალია მცირე საწარმოთა ხვედრითი წილი. დისპროპორციები არსებობს მცირე მეწარმეობის დარგობრივ და რეგიონულ სტრუქტურებშიც.

აღნიშნულ პირობებში მცირე მეწარმეობის განვითარება შეუძლებელია სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებათა მძლავრი სისტემის შექმნისა და განხორციელების გარეშე.

მცირე მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის მიზნით, აუცილებელია ჩამოყალიბდეს სათანადო ინსტიტუციონალური ბაზა. საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ძირითადი პრინციპები, მოცემული სფეროს ეკონომიკური და სამართლებრივი რეგულირების მეთოდები და ფორმები. შესაქმნელია სპეციალური სამთავრობო ორგანო, რომელსაც დაეკისრება ქვეყანაში მცირე საწარმოთა მხარდაჭერის საქმიანობათა კოორდინაცია, საწარმოთა ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელების ორგანიზება.

საქართველოში მცირე ბიზნესის განვითრების ინსტიტუციონალური პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს შემდეგ პრინციპებსა და რეკომენდაციებს:

1. სამეწარმეო საქმიანობის ხელშემწყობი პოლიტიკური გარემოს შექმნა, რაც მოითხოვს მაკროეკონომიკური პოლიტიკის და მცირე საწარმოთა საქმიანობის რეგულირების რეფორმების გატარებას. უზრუნველყოფილი უნდა იქნას შესაბამისი მარეგლამენტირებელი კანონებისა და წესების სტაბილურობა, აგრეთვე მემკვიდრეობითობა და შეთანხმებულობა მოცემული სფეროს განვითარებაზე პასუხისმგებელ უწყებათა საქმიანობაში.

მცირე საწარმოთა მხარდაჭერის სტრატეგიის რეალიზაცია მოითხოვს ერთიანი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რაც განახორციელებს საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა სტიმულირებასა და კოორდინაციას ქვეყნის მასშტაბით. აქ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და კონსულტაციები სამინისტროებსა და უწყებებს შორის, რათა გამოირიცხოს ვიწრო უწყებრივი მიდგომები მცირე ბიზნესის განვითარების საქმეში. უნდა შეიქმნას მოცემული სექტორის განვითარების პოლიტიკასა და გეგმებში მცირე საწარმოების წარმომადგენელთა წინადადებების გათვალისწინების ქმედითი მექანიზმი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სარწმუნო სტატისტიკის წარმოებას და კვლევების ჩატარებას მცირე საწარმოთა მხარდაჭერის პოლიტიკის სრულყოფის მიმართულებით.

2. ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიაში მცირე მეწარმეობის, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის წამყვანი რგოლის, ადგილის ზუსტი განსაზღვრა.

3. მცირე საწარმოთა მხარდაჭერის ძირითადი მიმართულების და ამ სექტორში სამთავრობო ორგანოების ჩარევის ზომის განსაზღვრა. უაღრესად მნიშვნელოვანია, დადგინდეს სამთავრობო ჩარევის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით დახმარება ძირითადად უნდა წარიმართოს საბაზრო საქმიანობაში არსებული წინაღობების დასაძლევად.

4. უფლებამოსილების მინიჭება სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, რათა თავიანთი მოთხოვნილების შესაბამისად განახორციელონ მცირე საწარმოებისთვის მხადაჭერა.

5. მჭიდრო და რეგულარული კონტაქტების დამყარება მცირე საწარმოებთან მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შესწავლისა და დახმარების გაწევის მიზნით. უნდა შეიქმნას ეფექტიანი პარტნიორობის სისტემა მეწარმეთა კავშირებს, სავაჭრო და სამრეწველო ასოციაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, სასწავლო და საკონსულტაციო დაწესებულებებს და სხვ. დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის.

6. მცირე ბიზნესის სექტორის მდგომარეობის და მეწარმეობის განვითარების პროგრამების რეგულარული ანალიზი და კონტროლი მათ შესრულებაზე. ეს მოითხოვს სათანადო მექანიზმის შემუშავებას, რის მეშვეობითაც შეგვეძლება განვსაზღვროთ, რამდენად ვაღწევთ დასახულ მიზანს.

ჩვენს მიერ შემოთავაზებულია საქართველოში მცირე მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის შემდეგი ორგანიზაციული სისტემა (იხ. სქემა 1).

ნიშანდობლივია, რომ მცირე მეწარმეობის განვითარების სტიმულირების საქმეში განსაკუთრებული როლი განეკუთვნება საგადასახადო სისტემას.

მცირე და საშუალო მეწარმეებს სჭირდებათ გამჭვირვალე და სტაბილური დაბეგვრის სისტემა, რამეთუ მათ უწევთ მსხვილ საწარმოებთან შედარებით მეტი ხარჯების გაღება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესასრულებლად.

გაცნობიერებული და აღიარებული უნდა იქნას საგადასახადო პოლიტიკის გადამწყვეტი როლი მცირე საწარმოთა საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებაში. მისი მეშვეობით უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, როდესაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმეთა მოთხოვნები და საჭიროებები, წახალისდება ახლის შექმნა და მოქმედ საწარმოთა საქმიანობის გაფართოება.

აუცილებელია გაანგარიშდეს მცირე საწარმოთა საგადასახადო ტვირთის ფინანსური ექვივალენტი. ზოგადი შეფასებებით რეკომენდირებულია, რომ თუ ეს მაჩვენებელი აღემატება მოცემული კატეგორიის საწარმოზე საშუალოდ წლიური შემოსავლის 50%25-, მაშინ უნდა ვიფიქროთ გადასახადების განაკვეთების შემცირებაზე, ან ზოგიერთი მათგანის გაუქმებაზეც კი. პირველ რიგში, გასაუქმებელია ის წვრილი გადასახადები, რომელთა ამოღებაზე გაწეული დანახარჯები ხშირად აჭარბებს მათი დაწესებით მიღებულ შემოსავლებს.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შეღავათების მიცემა რთული მექანიზმია და ნოყიერ ნიადაგს ქმნის არაობიექტური მიდგომებისთვის. ამასთან, შეღავათები ამახინჯებს რეალურ სურათს და მუდმივად წარმოშობს მოთხოვნას ახალი სტიმულების შემოღებაზე, ხოლო, დაწესებული შეღავათის გაუქმება შემდგომში, სერიოზულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

სქემა 1. მცირე მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის ორგანიზაციული სისტემა

0x01 graphic

ამრიგად, მცირე საწარმოთა მიმართ გონივრული საგადასახადო განაკვეთების შემუშავებასთან ერთად, მიზანშეწონილია, ძალისხმევა წარიმართოს, ძირითადად, იმ წინააღმდეგობების დასაძლევად, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადების ადმინისტრირებასთან.

ქვეყანაში მიმდინარე მაკროეკონომიკური რეფორმების პრიორიტეტად უნდა მივიჩნიოთ იმ ურთიერთობათა სისტემის, ინსტრუმენტებისა და ფინანსური მექანიზმების დამკვიდრება, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოების რეალურ ფინანსურ მომსახურებას.

პირველ რიგში, გასატარებელია პოლიტიკური ზომები ფინანსური მომსახურების სექტორის ჩამოყალიბებისა და საფინანსო წყაროების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

არასრულყოფილი ფინანსური ბაზრების პირობებში გამოყენებული უნდა იქნას მცირე საწარმოთა სახელმწიფო დაფინანსების მექანიზმები. ამასთან, სახელმწიფო დაფინანსების დროს ზუსტად უნდა განისაზღვროს პროექტების შეფასებისა და შერჩევის საიმედო კრიტერიუმები. საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღების დროს უპირველესი პრობლემაა სწორად იქნას გათვალისწინებული რისკის ფაქტორი.

მცირე მეწარმეობის ფინანსური ხელშეწყობის სრულყოფის მნიშვნელოვანი პრობლემაა მისი ინფრასტრუქტურის ძირითადი კომპონენტების ჩამოყალიბება და განვითარება. ესენია: კრედიტუნარიანობა, სარისკო (ვენჩურული) კაპიტალი, ლიზინგი, კონსალტინგი და სხვ.

უნდა აღინიშნოს, რომ მცირე მეწარმეობის დაკრედიტების დროს რისკის, და შესაბამისად, საგარანტიო მოთხოვნის შემცირება შეუძლებელია საკრედიტო- საინფორმაციო მომსახურების დონის ამაღლების გარეშე. ამისთვის ყოველმხრივ უნდა წავახალისოთ საწარმოთა კრედიტუნარიანობის შემსწავლელი და სხვა საკრედიტო ინფორმაციის მომწოდებელი სააგენტოების შექმნა და განვითარება.

ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი სალიზინგო ოპერაციების დანერგვას. აღსანიშნავია, რომ წარმოადგენს რა სასტარტო კაპიტალის, შეიძლება ითქვას, ერთადერთ წყაროს, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ბევრ ქვეყანაში ლიზინგმა გადამწყვეტი როლი შეასრულა მცირე მეწარმეობის განვითარებაში.

პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და პროგრამებში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს ფინანსური ინსტრუმენტების ჩამოყალიბებამ ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე. უნდა დამუშავდეს ხელშეწყობის ადგილობრივი პროგრამები, მაგალითად, კრედიტის გარანტირების სქემები, რომლებიც ხელმისაწვდომს გახდიან მას მეწარმეებისათვის. ყურადღებას გავამახვილებთ საწარმოთა ფინანსური ხელშეწყობის შემდეგ ფორმებზე:

  • პირდაპირი დაკრედიტება კომერციული ბანკების მეშვეობით;

  • გარანტირებული კრედიტები, ანუ საბანკო კრედიტის გარანტირებული დაზღვევა;

  • გრანტების გამოყოფა განსაზღვრულ პროექტებზე;

  • საბანკო პროცენტის სუბსიდირება (დროებითი, ან მუდმივი);

  • წილობრივი მონაწილეობა საინვესტიციო პროგრამებში;

  • ექსპორტის დაზღვევა და სხვ.

სასურველია გადაწყდეს მცირე საწარმოთა ფინანსური მხარდაჭერისთვის საგარანტიო ფონდის დაფუძნებაც. ამავე დროს, იგი პასუხისმგებელი იქნება კრედიტებით ხელი შეუწყოს ინდუსტრიულ ზონებში მცირე სამრეწველო საწარმოებისა და ორგანიზაციების ჩამოყალიბებას.

საყურადღებოა მცირე საწარმოთა საკრედიტო - საგარანტიო კოოპერატივების ჩამოყალიბების აუცილებლობაც. მათი ამოცანაა: გამოვიდნენ გარანტის როლში წევრების მიერ აღებული კრედიტების მიმართ; მცირე საწარმოთა სახელით საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად აწარმოოს მოლაპარაკება საკრედიტო დაწესებულებებთან; დაეხმაროს მის წევრებს საფინანსო - საკრედიტო პრობლემის მოგვარებაში.

აუცილებელია ჩამოყალიბდეს ექსპორტის სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებათა სისტემა. ამ პროგრამულ ღონისძიებათა ძირითად ამოცანას უნდა შეადგენდეს ექსპორტის განვითარებისა და მისი ეფექტიანობის ამაღლების ეკონომიკური, ორგანიზაციული და სამართლებრივი პირობების შექმნა, სამამულო ექსპორტიორებისთვის სახელმწიფოს მიერ ფინანსური, საგადასახადო, საინფორმაციოსაკონსულტაციო, მარკეტინგული, დიპლომატიური და სხვა მხარდაჭერის მექანიზმების დადგენა და განხორციელება. ამისათვის საჭიროა:

  • საკანონმდებლო დონეზე გადაწყდეს საკითხი (სპეციალური კანონის მიღებით ექსპორტის რეგულირების შესახებ), რათა ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს წარმოდგენილ იქნეს ექსპორტის სტიმულირების ღონისძიებათა პროგრამის პროექტი;

  • სისტემატურად იქნეს შესწავლილი და გაანალიზებული ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და კონკურენტული უპირატესობანი, აგრეთვე, მსოფლიო ბაზრის სავაჭრო- პოლიტიკური სიტუაცია და კონიუნქტურის დინამიკა, რათა სწორად განისაზღვროს ექსპორტისადმი ხელშეწყობის დარგობრივი პრიორიტეტები;

  • სამამულო საწარმოთა საექსპორტო საქმიანობის მუდმივი კონტროლი და ანალიზი არსებული პრობლემებისა და ხელისშემშლელი ფაქტორების თავისდროულად გამოსავლენად და მხარდაჭერის ეფექტიანი ღონისძიებების განსახორციელებლად;

  • ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებათა ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნორმატიული ბაზის პერიოდული ექსპერტიზა სამამულო ექსპორტზე ზემოქმედების შეფასების კუთხით;

  • ექსპორტის ხელშეწყობის დარგობრივი და რეგიონული პროგრამების ღონისძიებათა შეთანხმება და კოორდინაცია;

ექსპორტის სტიმულირების ეკონომიკური ბერკეტები: მოცემული ღონისძიებების ძირითად შინაარსს შეადგენს საწარმოთა ხელშეწყობა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მოზიდვითა და გამოყენებით სამი ძირითადი მიმართულებით: ექსპორტის დაკრედიტება, საექსპორტო კრედიტების დაზღვევა და გარანტიების გაცემა.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ხელშეწყობა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის მობილიზაციის ყველაზე მძლავრი საშუალებაა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ექსპორტის სტიმულირების შემოთავაზებული ღინისძიებები სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმებთან და მოთხოვნებთან, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება ექსპორტისადმი სახელმწიფო ხელშეწყობის მსოფლიო პრაქტიკაში მიღებული წესი.

ექსპორტისადმი ფინანსური ხელშეწყობა უნდა განხორციელდეს ექსპორტის ხელშემწყობი ორგანიზაციების მიერ საგარანტიო ვალდებულებათა გაცემით შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ბანკებზე, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებს უზრუნველყოფენ საკრედიტო რესურსებით.

საექსპორტო კრედიტების დაზღვევისა და სახელმწიფო გარანტიების გასაცემად წინადადება შემოგვაქვს შეიქმნას საქართველოს ექსპორტ - იმპორტის სადაზღვევო საზოგადოება. ვფიქრობ, ეს საზოგადოება სადაზღვევო კომპანიებს შორის რისკების გადანაწილების მექანიზმის გამოყენებით შეძლებს გაზარდოს საექსპორტო კრედიტების დაბრუნების მაჩვენებელი, აგრეთვე, უზრუნველყოს საკუთარი სახსრების შევსება და შემდგომ მათი გამოყენება ექსპორტის დაზღვევისთვის მწირი სახელმწიფო დახმარების პირობებში და მის გარეშე.

13 მენეჯმენტი

▲ზევით დაბრუნება


13.1 სტრატეგიული მარკეტინგის მენეჯმენტი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

აიდა ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე,
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა
სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,

ეკონომიკის დოქტორი

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკისა და განსაკუთრებით მარკეტინგული მსოფლმხედველობისთვის უცხო არ არის კითხვები: რა გავყიდოთ?, ვის მივყიდოთ?, როგორ გავყიდოთ? და სად გავყიდოთ?, რადგან ისინი სტრატეგიული მარკეტინგის ძირითადი პრინციპული საკითხებია, ხოლო ყველა დანარჩენი, წარმოების ორგანიზაციის, ინოვაციის, მართვის სისტემის ფორმირების და სხვა საკითხთა ფართო სპექტრი უშუალოდ მათგან გამომდინარეობს.

იმისათვის, რომ საწარმომ განსაზღვროს ადგილი, რომელიც უნდა დაიკავოს ბაზარზე, საჭიროა ზუსტად შეაფასოს თავისი სტრატეგიული პოზიცია კონკურენტებთან მიმართებით, კერძოდ, თუ ვისთან მართებს კონკურენტული ბრძოლა. ამოცანა ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში ადგილობრივ საწარმოთა უმრავლესობას შეიძლება ჰყავდეს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კონკურენტები. პასუხიდან გამომდინარე, სტრატეგია შეიძლება სრულიად განსხვავებულად შევიმუშაოთ.

სტრატეგიული მარკეტინგი საწარმოს არსებული რესურსების ეფექტიანი და დაბალანსებული გამოყენების საშუალებაა გარეგანი გარემო ცვლილებების ფონზე. სტრატეგიული მარკეტინგის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია მომხმარებლის მოთხოვნილება, რადგან, მომხმარებელი იშვიათად ყიდულობს იმას, რაც მწარმოებლის პოზიციიდან არის გათვლილი. ის საქონელს საჭიროების მიზნით იძენს. ამიტომ, სტრატეგიის ეფექტიანობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია საქონლის მოხმარებით გამოწვეული მომხმარებლის კმაყოფილების დონე.

ეფექტიანი მარკეტინგული სტრატეგია გამოკვლევებით იწყება. განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების საინფორმაციო წყაროებით ცნობილია, რომ მარკეტინგული კვლევების ბიუჯეტი უკანასკნელი მონაცემებით, 3-4- ჯერ გაიზარდა. ეს ერთადერთი გამოსავალია, გამომდინარე იქიდან, რომ მწვავე კონკურენციის ფონზე საწარმომ სწორად შეაფასოს რეალური სიტუაცია, გაარკვიოს, თუ ვის და როგორ მოემსახუროს და რა მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.

0x01 graphic

რა უნდა შეისწავლოს საწარმომ? უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელი.

აუცილებელია გარკვევა იმისა, თუ რა უნდა მომხმარებელს, რა მიზნით, რამდენად ხშირად მოიხმარს და რა ვითარებაში.

საწარმომ აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს: ) კონკურენტები, რათა საჭიროების შემთხვევაში რეაგირება მოახდინოს მათზე არსებული საბაზრო წილის გასაზრდელად, ან უკანასკნელ შემთხვევაში შესანარჩუნებლად. ) მომწოდებლები, რათა შესაძლებელი იყოს უფრო იაფი და ხარისხიანი პროდუქციის დროული მიწოდება;) მარკეტინგული შუამავლები, რათა საბაზრო მარჯის უფრო დიდი წილი დარჩეს საწარმოს მოგების ანგარიშზე.

უდავოდ აღსანიშნავია იმ გლობალური ფაქტორების გაანალიზებაც, როგორიცაა: პოლიტიკურ-სამართლებრივი, ტექნოლოგიური თუ სოციალურ - ეკონომიკური ფაქტორები, რომელთა შესწავლა, გაანალიზება და გათვალისწინება აუცილებელია განსაკუთრებით თუ საქმე გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმებს ეხება, რათა საწარმომ ადეკვატური საპასუხო ნაბიჯები გადადგას ცვლილებების ფონზე.

გამოკვლევების საფუძველზე დაგროვილი ინფორმაცია საჭიროებს შემდგომ ანალიზს და შეფასებას, შესაბამისი დასკვნების გამოტანას, რაც კვლევის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი. ამ მხრივ აღსანიშნავია:

) სამეურნეო და ბიზნეს პორტფელის ანალიზი;) სიტუაციური ანალიზი;) სტრატეგიულ ალტერნატივათა ანალიზი.

ასეთი მრავალმხრივი ანალიზის შედეგად საწარმოს შეუძლია განსაზღვროს ბაზარზე არსებული შესაძლებლობები და რისკი, საკუთარი ბიზნეს - სტრატეგიული ერთეულების ძლიერი და სუსტი მხარეები. სტრატეგიული ანალიზი შესაძლებლობას აძლევს საწარმოს დაინახოს, თუ რატომ იცვლის ზოგჯერ პოზიციას პირდაპირი კონკურენტი, რომელმაც მაგალითად ძალთა ფოკუსირება მოულოდნელად ბიზნესის სრულიად სხვა სფეროში გადაიტანა. კონკურენციის დაბალი დონე მეტ მიმზიდველობას აძლევს ბაზარს. უშუალო კონკურენტის წასვლა ბაზრიდან ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს საწარმოს. როცა ეფექტიან მარკეტინგულ სტრატეგიებზე ვსაუბრობთ, ამოსავალი ცნებებია მიზნობრივი მომხმარებელი, სეგმენტაცია და პოზიციონირება. პრობლემა იმაშია, რომ თანამედროვე, სოლიდურ საწარმოებშიც კი ზოგჯერ ხარვეზებით ხდება მარკეტინგულ ღონისძიებათა პრაქტიკული რეალიზაცია, რაც დიდ ფინანსურ ზარალში აისახება, განსაკუთრებით ახალ საქონელთან მიმართებით.

ეფექტიანი სეგმენტაცია საშუალებას აძლევს საწარმოს შეაფასოს, ბაზრის რომელი ნაწილი (სეგმენტი) აძლევს მას საშუალებას, რომ უფრო რაციონალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.

გამოვავლინოთ მიზნობრივი მომხმარებელი - მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. უფრო მნიშვნელოვანია, რა განასხვავებს თქვენს შეთავაზებას კონკურენტის შეთავაზებისგან, რა უპირატესობით უნდა დავაინტერესოთ და მოვიზიდოთ მომხმარებელი, როგორც მიზნობრივი სეგმენტი. პასუხს ამ კითხვებზე გვაძლევს პოზიციონირება, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს მარკეტინგის მენეჯმენტის შემადგენელ ფუნქციას. თუ საწარმო ვერ შეძლებს ისეთი საქონლის შეთავაზებას თავისი კლიენტურისთვის, რომელიც გამოარჩევს მას კონკურენტთა საქონლისგან, შედეგად შეიძლება გახდეს აუტსაიდერი, ე.ი. ბაზრიდან წასვლის კანდიდატი. ამიტომ, დროული თადარიგი კორპორაციული მენეჯმენტის დონეზე, მარკეტინგული გამოკვლევებისა და სტრატეგიული ანალიზის ჩასატარებლად, რომელიც ხელს უწყობს ბაზრის სეგმენტაციის და საქონლის პოზიციონირების სწორად წარმართვას წინგადადგმული ნაბიჯია.

სწორი პოზიციონირება მომავალში ახდენს დროის, ფინანსური სახსრებისა და რესურსების ეკონომიას და რაც ყველაზე მთავარია ახდენს საწარმოს ეფექტიანი მარკეტინგული კომპლექსის ჩამოყალიბებას.

მარკეტინგული კომპლექსი მარკეტინგულ ინსტრუმენტთა ერთობლიობაა, რომელიც გამოიყენება კომპანიის მიერ მიზნობრივ ბაზრებზე მარკეტინგული ამოცანების გადასაჭრელად. ჩვეულებისამებრ მარკეტინგული კომპლექსის შემადგენელი ინსტრუმენტები კლასიფიცირდება ოთხი მიმართულებით: საქონელი, ფასი, ადგილი, სტიმული (4P). რომელიც უცვლელი კატეგორია არ არის. საწარმოსთვის მარკეტინგული კომპლექსის შემუშავება დიდ ყურადღებას, პროფესიონალიზმს, დროს და საშუალებებს მოითხოვს. საწარმოს შიდა და გარე არეში მუდმივად მიმდინარეობს ცვლილებები, რაც მოითხოვს სხვა ასორტიმენტს, ახალ ფასებს, ახალ რეკლამას, შუამავალთა და მომწოდებელთა შეცვლას და ა.შ., ყოველივე ეს კი განაპირობებს მარკეტინგული კომპლექსის დიფერენცირებას.

0x01 graphic

ასორტიმენტული პოლიტიკის ნაწილს მიეკუთვნება საწარმოს სამარკო პოლიტიკა, რომელიც ეხმარება ფირმებს გაზარდონ თავიანთი სასაქონლო პროდუქციის ცნობადობა, სარეკლამო დანახარჯების ოპტიმალურობა და გააქტიურონ სავაჭრო შუამავლების საქმიანობა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სავაჭრო მარკა რეკომენდირებულია მხოლოდ ბაზარზე საწარმოს საქონლისა და მომსახურების პოზიციონირების ანალიზის შემდგომ.

საწარმოს სასაქონლო - საბაზრო სტრატეგიების შემუშავების მიზნით, პირველ რიგში აღსანიშნავია საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შეფასება. პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - რა ვაწარმოოთ?, რომელი საქონელი გამოირჩევა საუკეთესო სამომხმარებლო თვისებებით კონკურენტულ პროდუქციასთან შედარებით და რომელი შეიძლება გახდეს დანახარჯების რაციონა ლიზაციისა და მოგების გაზრდის წყარო? აქ მთავარია საწარმოს მენეჯმენტმა სწორად გათვალოს რომელია არაპერსპექტიული, არაეფექტიანი და კონკურენტუუნარო ბიზნესი და თამამად თქვას უარი მათზე.

ბაზრის ცალკეული სეგმენტის გაჯერების ხარისხზე დიდადაა დამოკიდებული ის, თუ რა რაოდენობის საქონელს წარვადგენთ ბაზარზე, ე.ი. მივმართავთ არადიფერენცირებულ თუ საქონელ - დიფერენცირებულ მარკეტინგს. მაგალითად, ამერიკაში სამომხმარებლო ნომენკლატურის 100 მილიონამდე სასაქონლო პოზიციაა. საშუალოდ სუპერმარკეტში წარმოდგენილია 40000-მდე სასაქონლო პოზიცია, ამავე დროს საშუალო ამერიკული ოჯახი იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს 150-მდე სასაქონლო პოზიციის ხარჯზე. ასეთ სიტუაციაში ახალი მარკების შემოტანა და მარკის გაფართოების სტრატეგიები არის ადგილის დამკვიდრების სურვილი მუდმივად გაფართოებულ ბაზრებზე.

ვინ არის საწარმოს მიზნობრივი მომხმარებელი?, ადამიანთა ფართო წრე, თუ კორპორაციული კლიენტები. გამომდინარე იქიდან, თუ რა შეუძლია გააკეთოს კომპანიამ კონკურენტებზე უკეთესად, ის ირჩევს ერთ-ერთ საბაზო სტრატეგიას - დანახარჯებით ლიდერობის, დიფერენცირების!, ან ფოკუსირების სტრატეგიას.

თუ კომპანიას აქვს შესაძლებლობა კონკურენტებზე იაფად აწარმოოს პროდუქცია, უპირველეს ყოვლისა, ის ირჩევს „დანახარჯებით ლიდერობის“ სტრატეგიას. ეს არის მსგავსი პროდუქციის გაყიდვა მომხმარებელთა ფართო მასებზე, რაც მასშტაბის ეფექტით დანახარჯების ეკონომიისა და დაბალი ფასების შედეგად საწარმოსათვის კონკურენტუნარიან პოზიციას ქმნის ბაზარზე. თუ მწარმოებელი აბანდებს საშუალებებს უნიკალური მარკის, ან მარკათა ოჯახის შექმნაზე, ირჩევს დიფერენცირების სტრატეგიას, როდესაც იქმნება ცალკეული მომხმარებლისთვის ცალკეული ტიპის პროდუქცია, ანუ კონკრეტული ბრენდი.

პოზიციონირება ბაზრის ერთ სეგმენტზე, ან რამდენიმე სეგმენტზე, საშუალებას აძლევს კომპანიას მიიღოს მეტი მოგება პროდუქციის უნიკალურობიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში მიმართავენ სანიშო დიფერენცირების“, ანუ, ფოკუსირების სტრატეგიას. ამ სტრატეგიის რეალიზაცია ნაკლებ საინვესტიციო დანახარჯებს საჭიროებს, ვიდრე სხვა დანარჩენი, ეს მისი დადებითი მხარეა. თუმცა, ფოკუსირებული სტრატეგიის არჩევისას შიდა ბაზრის ტევადობა არ არის საკმარისი. გაყიდვების მოცულობის გაზრდა შესაძლებელია საგარეო ბაზარზე გასვლის გზით, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის დანახარჯებს საქონლის პოზიციონირებაზე.

ლოგიკური და ნორმალურია სიტუაცია, როდესაც საწარმოს განვითარება ხდება ეროვნულ საზღვრებში და შემდგომ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ხდება სტრატეგიული არჩევანი საერთაშორისო ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ საგარეო ბაზარი გადარჩენის ერთ-ერთი გზა ხდება. ეს სიტუაცია ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.

თითოეული საწარმო დამოუკიდებლად განსაზღვრავს მარკეტინგულ სტრატეგიებს გასაღების და გავრცელების არხების შერჩევის მართვის სფეროში. ეს ნაკარნახევია ბიზნესის ლოგიკიდან, პროდუქციისა და სარესურსო პოტენციალის მახასიათებლებიდან და რაც მთავარია, მიზნობრივ მომხმარებელთა მოთხოვნილებებიდან. სწორად შერჩეული და ორგანიზებული საქონლის გავრცელების არხი და სტიმულირების ღონისძიებები არის საწარმოს დამატებითი კონკურენტული უპირატესობა.

სტრატეგიულ მარკეტინგში უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონკურენტთა საქმიანობის ანალიზს და შეფასებას. საწარმომ სასაქონლო- საბაზრო სტრატეგიების შემუშავებისას უნდა შეხედოს თავის ბიზნესს მაქსიმალური სიშორიდან, ანუ, სტრატეგიული ხედვით. ამ ოპერაციისთვის საჭიროა:

საკუთარი საბაზრო წილის განსაზღვრა და პოზიციის დაფიქსირება; საკუთარი კონკურენტების შეცნობა; სწორი სეგმენტაცია და პოზიციონირება; საინვესტიციო შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების შესაბამისობის განსაზღვრა; მარკეტინგული პოლიტიკის და სტრატეგიების განსაზღვრა; გამოინახოს საქონლის გავრცელების რაციონალური გზების გამონახვა მწარმოებლიდან მომხმარებლამდე.

Анотация
менеджмент стратегического маркетинга

Аида китиашвили-Квачантирадзе, Д.е.н

Эффективность стратегии маркетинга во многом зависит от того, как построена служба маркетинга на фирме, какие задачи, на каком уровне и как решаются. Задачи решаются специалистами, уровень подготовки специалистов-маркетологов очень важен. Иногда можно услышать такое определение марке- тинга, что это наполовину искусство, наполовину реальность. Эффективность маркетинга зависит от информационного обеспечения: качество информа- ции определяет во многом качество маркетинга. Функции маркетинга должны быть интегрированы с функциями других блоков и систем на фирме.

13.2 დელეგირების ხელოვნება კომპანიაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თამარ მახარაძე,
შპს მედჯგუფი საქართველოს
მენეჯერი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

არც ერთი მენეჯერი არ საქმიანობს განმარტოებულ კუნძულზე. კომპანიაში საერთო სასურველი მიზნის მიღწევისთვის შრომობს ადამიანების გუნდი. თითოეულს აქვს განსაზღვრული კომპეტენცია და დაკისრებული აქვს კონკრეტული ამოცანა. წარმატებულმა მენეჯერმა იცის, რომ სასურველ მიზანს ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად მიაღწევს, თუ იგი ხელქვეითებს შორის უფლებამოსილებებს გაანაწილებს.

მაგრამ იცის კი ქართველი მენეჯერების უმრავლესობამ დელეგირების უპირატესობის შესახებ? სამწუხაროდ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ამას ვერ ვიტყვით. თანამედროვე ბიზნეს გარემოში ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებულია არაეფექტური დელეგირების პრობლემა. ბევრ მენეჯერს ურჩევნია არ გამოიყენოს ხელქვეითების დახმარება და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ისინი ხელქვეითებს არ ენდობიან ან მიაჩნიათ, რომ თვით უფრო კარგად შეუძლიათ პრობლემების გადაწყვეტა. თუმცა, ასეთი მიდგომის არაეფექტურობაში ისინი ადრე თუ გვიან დარწმუნდებიან. თუ შესასრულებელი ამოცანა არ იქნა დელეგირებული რომელიმე თანამშრომელზე და მენეჯერი შეეცდება მხოლოდ თვითონ მიიღოს ყველა გადაწყვეტილება, ამის შედეგი იქნება ის, რომ იგი ბევრს იწვალებს ამ გადაწყვეტილებების ხელქვეითებისთვის ასახსნელად და შეიძლება განხორციელების ტვირთიც მხოლოდ მას დაეკისროს. მაგრამ მენეჯერი ყველა დავალების თავად შესრულებას ვერაფრით შეძლებს, თუნდაც დროის ფაქტორის გამო, რომ არაფერი ვთქვათ პირადი რესურსების შეზღუდულობაზე. აქედან გამომდინარე, საჭირო ხელქვეითებზე უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება. საბოლოოდ გადაწყვეტილების განხორციელების ტვირთი თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იკისროს, ეს არა მარტო სასურველი, არამედ აუცილებელიცაა და გაცილებით გააუმჯობესებს სასურველ შედეგს.

დელეგირების პროცესი მოიცავს შემდეგს: მენეჯერი თავისი გუნდის წევრს გადასცემს შესასრულებელი სამუშაოს ნაწილს, ამით იგი აკისრებს მას გარკვეულ პასუხისმგებლობას და ასევე ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ გამოიყენოს საჭირო რესურსები საქმის წარმატებით დასრულებისთვის, მაგრამ მენეჯერი იტოვებს უფლებას აკონტროლოს ხელქვეითთა საქმიანობა, რადგან ის საბოლოო შედეგზეა ანგარიშვალდებული.

პასუხისმგებლობა, უფლებამოსილება, კონტროლი და ანგარიშვალდებულება ეფექტური დელეგირების განხორციელების ცენტრალური ელემენტებია.

პასუხისმგებლობა დაკისრებული ამოცანების დროულად და ხარისხიანად შესრულების ვალდებულებაა. გუნდის თითოეულმა წევრმა უნდ იცოდეს რას მოითხოვენ მისგან და კონტრაქტით გათვალისწინებულ რა საქმიანობის შესრულებაზე აგებს პასუხს.

უფლებამოსილება წარმოადგენს მუშაკის ნათლად განსაზღვრულ უფლებას, გამოიყენოს ორგანიზაციის რესურსები, კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. უფლებამოსილების თავის თავზე აღების დროს ხელქვეითი გადაწყვეტილებების მიღებაში თავისუფლი უნდა იყოს.

ანგარიშვალდებულება დელეგირების პროცესის ყველაზე მთავარი ელემენტია. მენეჯერი დავალებებს ხელქვეითებს შორის ანაწილებს და ამით მათ გარკვეულ პასუხისმგებლობას და უფლებამოსილებას ანიჭებს მათ, თუმცა, საბოლოოდ შესრულების ხარისხზე თვითონ არის ანგარიშვალდებული. იგი თავიდან ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმ მოტივით, რომ ხელქვეითს გადასცა იგი. მაგალითად, თუ შესყიდვების განყოფილების თანამშრომელმა კონკრეტული სახეობის პროდუქცია ზედმეტი რაოდენობით შეისყიდა და ამის გამო ვერ მოხერხდა ბაზარზე მისი რეალიზება, კომპანიის მმართველის წინაშე შესყიდვების განყოფილების მენეჯერია ანგარიშვალდებული და არა მისი ხელქვეითი.

აქედან გამომდინარე, მენეჯერის მიერ თანამშრომლების კონტროლი აუცილებელია, რადგან იგი პასუხისმგებელია მის მიერ დელეგირებული დავალებების სწორ და დროულ შესრულებაზე. თუმცა აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო. ხელქვეითს არ უნდა გაუჩნდეს გრძნობა, რომ ხელმძღვანელი მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს, რაც თავისთავად გამორიცხავს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას. კონტროლი გულისხმობს გარკვეული მექანიზმის ჩამოყალიბებას (პერიოდული შემოწმებები, მოხსენებები,) რითაც მენეჯერს მუშაობის პროცესის მიმდინარეობაზე ექმნება წარმოდგენა.

იმისათვის, რომ მენეჯერმა დელეგირების პროცესი წარმატებით განახორციელოს, შემდეგი ექვსი ეტაპის გავლაა საჭირო:

ნაბიჯი 1: აუხსენით ხელქვეითს ზუსტად რა არის გასაკეთებელი, როდის და რა საბოლოო რეზულტატს ელოდებით ამ სამუშაოს შესრულების შემდეგ.

ნაბიჯი 2: ახსენით თუ რატომ არის საჭირო ამის გაკეთება, გამოყავით საერთო საქმეში ამ კონკრეტული დავალების მნიშვნელობა და წინასწარ განსაზღვრეთ სავარაუდო სიძნელეები, რომელიც შეიძლება შესრულების პროცესში წარმოიშვას.

ნაბიჯი 3: დაუსახეთ თქვენს მუშაკს ისეთი მიზნები, რომლის შესრულებაც მისთვის რეალური და მიღწევადია. ერიდეთ ნაკლებად შესრულებადი გეგმების დასახვას.

ნაბიჯი 4: აღჭურვეთ ხელქვეითი დავალების შესრულებისათვის საჭირო ყველა უფლებამოსილებით.

ნაბიჯი 5: განსაზღვრეთ ის რესურსები, რომელიც საჭიროა სამუშაოს შესასრულებლად (მატერიალური რესურსები, ტრეინინგები, ფულადი თანხა და სხვ.) და გადაეცით ის ხელქვეითს. ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ და დაგეგმეთ წინასწარ და არა დელეგირების შემდეგ.

ნაბიჯი 6: მხოლოდ იმით დაკმაყოფილება, რომ სამუშაო დელეგირებულია, საკმარისი არ არის. უნდა დარწმუნდეთ, რომ ხელქვეითმა სწორად გაიგო დავალება და თავის თავზე იღებს მისი შესრულების ვალდებულებას.

სამუშაო, რომელიც სასურველია დელეგირებულ იქნეს:

  • სპეციალიზირებული, ტექნიკური სამუშაო. მას შემდეგ რაც ორგანიზაციულ იერარქიაში ერთი საფეხურით მაღლა აიწევით, თქვენი ძველი სამუშაოს ტექნიკური ნაწილის შესრულებისგან თავის შეკავება მოგიწევთ. შესაბამისად, მეტად იქნებით ორიენტირებული უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე, როგორიცაა ადამიანებისა და სხვადასხვა რესურსების მართვა. გახსოვდეთ: ამჯერად თქვენ იმისათვის გიხდიან, რომ უდირიJოროთ მუშაკთა გარკვეულ ნაწილს დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებისათვის.

  • ინფორმაციის მოძიება. გჭირდებათ ინფორმციის შეკრება სხვადასხვა წყაროებიდან (ტელევიზია, ჟურნალ- გაზეთები, ინტერნეტი). უკეთესი იქნება თუ სხვას მიანდობთ ინფორმაციის მოპოვებას, თქვენ კი მეტი დრო დაიტოვეთ მიღებული ინფორმაციის გაანალიზებისათვის. თქვენ მეტად კონცენტრირებული უნდა იყოთ პრობლემების მოგვარებასა და სტრატეგიების დასახვაზე.

  • ყოველდღიური, რუტინული სამუშაო. ნებისმიერმა მენეჯერმა უნდა იცოდეს დაწვრილებით თუ რა ხდება მის განყოფილებაში და ვინ როგორ მუშაობს, კრიზისის დროს იგი მზად უნდა იყოს ჩასარევად. მაგრამ, თუ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ დროა სხვა რამეზე იზრუნოთ. გადაეცით რუტინული საქმეები თქვენს ხელქვეითებს. ერიდეთ მათ თავად გაკეთებას.

  • ბონუს დავალებები. თქვენი ხელქვეითების მოტივირების მიზნით, ნება დართეთ მათ თქვენი განყოფილების სახელით წარადგნენ პრეზენტაციებზე, კონფერენციეზე, მნიშვნელოვან კლიენტთან ვიზიტისას და შეხვედრებზე. თუ ასეთი ღონისძიებები უშუალოდ არ მოითხოვს თქვენს დასწრებას და წარმატებით შეიძლება შეგენაცვლოთ თქვენი რომელიმე თანამშრომელი. ასეთი დავალებების დელეგირება მათზე გაამყარებს თქვენი, როგორც ლიდერის პოზიციას ხელქვეითებს შორის.

  • ზოგიერთი სამუშაო აუცილებელია შესრულებული იქნეს მხოლოდ მენეჯერის მიერ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაეცეს დაქვემდებარებულ პირს:

  • გრძელვადიანი ხედვები და მიზნები: ორგანიზაციაში მენეჯერის როლი შეუცვლელია. რაც უფრო მაღალია მენეჯერის თანამდებობა, მით უფრო ფართოვდება და იზრდება მისი ფუნქციები და მისი საქმიანობა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ორგანიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის გრძელვადიანი გეგმებისა და მიზნების ჩამოყალიბება მხოლოდ მენეჯერის საქმიანობაში შეიძლება შედიოდეს.

  • შესრულების შეფასება. ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანიზაციულ პროცედურას წარმოადგენს ე.წ. „შესრულების შეფასება“. თანამშრომლების მიერ ჩატარებული სამუშაოს გაანალიზება, შესაბამისად მათი და ჯილდოება და წარმატებების აღიარება მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხელქვეითების მოტივაციაზე.

  • დისციპლინარული მოქმედებების ჩატარება. თანამშრომლების მიმართ რაიმე სახის დისციპლინარული ქმედებების ჩატარება მხოლოდ და მხოლოდ მენეჯერის საქმიანობაში შედის აუცილებელია ასეთი სახის ქმედება სამართლიანი იყოს, რათა არ დაიკარგოს ნდობა ხელმძღვანელსა და ხელქვეითს შორის.

  • კონფიდენციალური საკითხები. ორგანიზაციაში ყოველთვის არის ისეთი საკითხები, რომლის ცოდნაც დაუშვებელია თანამშრომლების უმრავლესობისთვის და მასზე ხელი მხოლოდ ორგანიზაციის მაღალი რანგის თანამშრომლებს მიუწვდებათ. სხვადასხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაციის ხელქვეითებსა თუ სხვა პიროვნებებზე გავრცელების შემთხვევაში (ორგნიზაციის შიგნით თუ მის გარეთ), შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მთლიანად ორგანიზაციას.

თითოეული ორგანიზაციის თანამშრომელი უნიკალური თვისებების მატარებელია. მკაცრი კონტროლის სტილი შეიძლება სჭირდებოდეს ერთ ხელქვეითს, მაშინ როცა სხვასთნ საჭიროა უფრო ნაკლები კონტროლი. ახალ და გამოუცდელ თანამშრომელს სჭირდება უფრო მეტი ყურადღება, ვიდრე იმათ, ვისაც მრავალჯერ შეუსრულებია ასეთი სამუშაო და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მენეჯერმა მონიტორინგის დროს. გამოცდილ თანამშრომლებს, რომელთაც უკვე აქვთ მაღალი ნდობის ფაქტორი უბრალოდ არ ჭირდებათ ყოველდღიური ყურადღება, რაც შეიძლება ნაკლებად გამოცდილ ხელქვეითს დასჭირდეს.

ხელქვეითებს მუშაობის პროცესში შეიძლება პრობლემები შეექმნათ. არსებობს რამდენიმე გზა, რომ მათ დავალება გაუმარტივდეთ:

  • უფრო მეტი დრო დაახარჯეთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ამა თუ იმ დავალების შესრულების პრობლემები აქვთ.

  • ღიად და გულწრფელად განიხილეთ თქვენს თანამშრომლებთან პრობლემების შესახებ და შეთანხმდით გამოსასწორებელ შედეგებზე.

  • თუ პრობლემა ვერ გადაიჭრება სასურველ დროში, თქვენ ყოველთვის გაქვთ არჩევანი, რომ აიღოთ თქვენს თავზე შეუსრულებელი დავალება და დაასრულოთ იგი დამოუკიდებლად.

  • როდესაც დელეგირება არ გაამართლებს და შეხედავთ, რომ თქვენს ხელქვეითს უბრალოდ არ შეუძლია დავალების შესრულება, გადაანაწილეთ ეს დავალება მათზე, ვისაც უკეთესად შეუძლია დავალების წარმატებით დაგვირგვინება.

  • თუ თქვენი ხელქვეითი დამოუკიდებლად მუშაობს და თავისი საქმე შეუძლია შეასრულოს მენეჯერის მინიმალური მეთვალყურეობით, ჩამოაყალიბეთ მონიტორინგის სისტემა გზადაგზა ძალიან ცოტა კრიტიკული შემოწმებების საშუალებით. ხოლო თუ ხელქვეითს ესაჭიროება მეტი ყურადღება, შექმენით სისტემა, რომელიც მიზნის მისაღწევად სხვადასხვა სახის დახმარებებს გაითვალისწინებს.

  • ყოველთვის გქონდეთ დრო თქვენი ხელქვეითისთვის, როდესაც ის მოვა დახმარების სათხოვნელად. მოერიდეთ თანამშრომლის დასჯას, როდესაც რაიმე ვერ გამოუვა არასწორი საქციელის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომელმა შეიძლება დამალოს პრობლემები მანამ, სანამ უკვე გვიანი იქნება პრობლემის გამოსწორება.

  • დელეგირება მენეჯერის მხრიდან მოითხოვს ნდობას რომ ხელქვეითი შეასრულებს მოცემულ დავალებას შეთანხმებისამებრ და ნდობა ხელვეითის მხრიდან, რომ მენეჯერი მისცემს საჭირო უფლებამოსილებას და მხარდაჭერას. როგორც მენეჯერი ელოდება თანამშრომლის მიერ შეთანხმების დაცვას, ისე თანამშრომელმაც უნდა დაიცვას შეთანხმება. მაღალშემსრულებადი გუნდის ჩამოყალიბების დროს ნდობა ყველაზე მნიშვნელოვნი ფაქტორია.

  • აღნიშნე და დაუფასე თანამშრომელს შესრულებული საქმიანობა, რომელიც შენს მოლოდინს გაამართლებს და ასევე მიუთითე მას, რომელიც შენს მოლოდინს ვერ გაამართლებს და დასაჟე ის ვინც ვერ დაიმსახურებს თქვენს ნდობას, როდესაც ხელქვეითი ისე აკეთებს საქმეს როგორც საჭიროა, მაშინ დაა ჯილდოვე იგი ამისთვის. და თუ კი ხელქვეითს არ დაანახებთ, რომ მათ ვერ შეასრულეს დაკისრებული საქმიანობა, ისინი ისევ ისე არაეფექტურ გააგრძელებენ მუშაობას. დაიმახსოვრეთ ძველები ამბობენ: შეაქე სა ჯაროდ და აკრიტიკე კერძოდ.

ANNOTATION
Th e Ar t of Delegation

Summary. No manager is an island; it takes the work of a team of people - all working toward common goals - for an organization to achieve great things. So, despite the urge to try to do everything in an organization, effective managers know they can achieve far more - faster and more efficiently - by assigning specific tasks to their employees. Managers assign the responsibility for completing tasks through delegation.

Delegation is primarily about entrusting your authority to others. This means that they can act and initiate independently; and that they assume responsibility with you for certain tasks. If something goes wrong, you remain responsible since you are the manager; the trick is to delegate in such a way that things get done but do not go (badly) wrong.

Delegation skills can make or break a manager's career. Effective delegation produces managers who, rather than being overloaded, are able to take on larger jobs in the organization and are more satisfied and better paid than those managers who don't delegate effectively.

14 სარეკლამო ბიზნესი

▲ზევით დაბრუნება


14.1 რეკლამა და სარეკლამო ბიზნესი საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მარიკა შალამბერიძე,
თბილისის ეკონომიკურურთიერთობათა
სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი

დღეს ადამიანს, თითქმის ყოველ ნაბიჯზე, თან სდევს რეკლამა. ჩვენ გამუდმებით რეკლამის სამყაროში ვიმყოფებით. იგი მტკიცედ დამკვიდრდა საზოგადოებაში და ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენა გახდა.

ლოგიკურად ისმება კითხვა: რა არის რეკლამა, ვინ როგორ აღიქვამს რეკლამას და საერთოდ რას ემსახურება იგი?

თუ მარტივად ვიტყვით, რეკლამა პროდუქტის საზოგადოებამდე მიტანის ერთ-ერთი ფორმაა - მწარმოებელი ყოველთვის დაინტერესებულია თავისი პროდუქტი მიიტანოს მომხმარებლამდე, რაც საკმაოდ რთულია. რადგან მომხმარებელი როგორც წესი, ახალს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს. 1000 პიროვნებიდან რაღაც პროდუქტი მხოლოდ 10%25-ს შეიძლება აინტერესებდეს, თუმცა ამ შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება იცვლებოდეს იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის პროდუქტზეა საუბარი.

ამერიკელმა პუბლიცისტმა ვენს პაკარდმა რეკლამის არსი ასე ჩამოაყალიბა: - „რეკლამა ეს არის ხელოვნება, დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში“.

არანაკლებ საინტერესოა ფრანკლინ რუზველტის მოსაზრება: მე რომ ჩემი ცხოვრება ხელახლა დამეწყო, ჩემს ცხოვრებას ყველაზე მეტად რეკლამას მივუძღვნიდი.

რეკლამა მიზანმიმართული ინფორმაციული ზემოქმედებაა მომხმარებელზე. ეს არის კომუნიკაციის ფასიანი ფორმა. იგი უპირველეს ყოვლისა, საშუალებაა, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს მომხმარებელს შეექმნას საკუთარი აზრი, შეხედულებები და ამის საფუძველზე გააკეთოს არჩევანი.

დღეს რეკლამა განიხილება, როგორც მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. იგი ბაზრის კონკურენციის ინსტრუმენტია. თანამედროვე საზოგადოებაში რეკლამა განიხილება, როგორც ,,გაყიდვების სტიმულატორი.

ზოგი მიიჩნევს, რომ რეკლამა არაფორმალურად არის ტყუილი, რადგან მასში არაა სავალდებულო სრული სიმართლის თქმა, ანუ როგორც წესი, ამბობ მხოლოდ დადებით მხარეს და არაფერს ამბობ უარყოფითზე. ეს ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური თამაშია. ამ შემთხვევაში რეკლამის მთავარი არსია - გავყიდოთ ჩვენი პროდუქტი ადამიანის ტვინზე ზემოქმედების შედეგად! ამ მიმართულებით როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას. თუმცა, სადაც კონკურენციაა, იქ კონკურენტები ერთმანეთს ამოწმებენ და ასეთი არასწორი რეკლამის შემთხვევაში სასამართლოს ძალითაც კი ააკრძალვინებენ მას. არსებობს სარეკლამო ინფორმაციის რეგულირებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცნება. შეგიძლია თქვა სიმართლე ოღონდ ცალმხრივად, ანუ თქვა მხოლოდ დადებითი მხარე. თუმცა არსებობს სპეციფიკური რეკლამები, სადაც ვალდებული ხარ განაცხადო შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებაც, ასეთია რეცეპტიანი წამლის რეკლამა.

რეკლამის მიზანია ორგანიზაციის, პროდუქციის, ან იდეის პოპულარიზება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა. იგი ხელს უწყობს გაყიდვების გაზრდას, ახდენს მომხმარებელთა ინფორმირებას პროდუქტის პარამეტრების, ფასის, გამოყენების წესებისა და გაყიდვის ადგილების შესახებ. რაც შეეხება ფაბლისითს, მას აიგივებენ უფასო რეკლამასთან. ეს არის პრესაში დაბეჭდილი, ან ტელევიზიით გაშუქებული სიახლე. პრომოუშენისა და რეკლამისგან განსახვავებით, ამ სიახლის მფლობელი არ იხდის ფულს ინფორმაციის გამოქვეყნებაში. გამოჩენილი პიარ სპეციალისტის, სკოტ კატლიპის მიხედვით, ფაბლისითი, ეს არის გარე წყაროდან მომდინარე ღირებული ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება მედიის მიერ. ეს ღირებულება კი განისაზღვრება ინფორმაციის სიახლით. ფაბლისითი არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში შეტყობინების განთავსების არაკონტროლირებადი მეთოდი, რადგან წყარო არ იხდის ფულს ინფორმაციის გავრცელებისთვის და მისი შემდგომი განთავსებისთვის.

ისმის კითხვა - რამ განაპირობა რეკლამის წარმოშობა და განვითარება?

რეკლამის დოკუმენტური ისტორია 500 წელს ითვლის. იგი თავის წარმოშობის საწყის ეტაპზე მოუქნელი და მარტივი იყო. რეკლამის გამოყენების აუცილებლობას მაშინაც იგივე განაპირობებდა, რაც დღეს განსაზღვრავს მის საჭიროებას. ერთ-ერთი პირველი სარეკლამო მასალა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ეგვიპტური პაპირუსია - მასში მონის გაყიდვის შესახებ იუწყებიან. ჯერ კიდევ ადრეულ ფეოდალურ საზოგადოებაში ფართოდ იყო გავრცელებული ნაკეთობაზე ხელოსნის მიერ ინიციალების ამოტვიფრა (დამღა) თავისი ოსტატობის წარმოსაჩენად. საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს აბრებს, როგორც გარე რეკლამის სახეს. ბეჭდვითი პრესის წარმოშობამ ფართოდ გაუღო კარი თანამედროვე მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებების განვითარებას. 1473 წელს გაჩნდა პირველი ბეჭდვითი რეკლამა. ეს იყო საინფორმაციო ფოსტა, რომელიც კომუნიკაციურ წინადადებას მოიცავდა. 1923 წელს რაიმონდ რუბიკენმა, ონ ორ იანგთან ერთად, შექმნა სარეკლამო კომპანია Young&Rubicam. ისინი უნიკალურ რეკლამას ქმნიდნენ დამაინტრიგებელი სურათებით.

0x01 graphic

გამომდინარე იქედან, რომ რეკლამა არის ვიღაცის ინფორმირება რაღაცის შესახებ, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ რეკლამას ადგილი ჰქონდა პირველყოფილ საზოგადოებაშიც. მიუხედავად რეკლამის საშუალებათა შეზღუდულობისა, ადამიანებს მაინც ესაჭიროებოდა ერთმანეთის ინფორმირება. თუ უფრო ჩავუღრმავდებით პირველყოფილთა ცხოვრებას რეკლამა იწყება არა ვაჭრობის განვითარებიდან, არამედ უფრო ადრე. უბრალოდ, პირველყოფილ ეტაპზე რეკლამირება ხდებოდა ძირითადად არაშეგნებულად, თუმცა ხორციელდებოდა იმავე ქმედებებით, რომლითაც დღეს ხელმძღვანელობენ პროფესიონალები. ავიღოთ მაგალითად, ტომის წინამძღოლი. ტომის ლიდერი სანამ ლიდერი გახდება, მას უწევს ხანგრძლივი გზის გავლა, რათა მოიპოვოს თანატომელების სიმპატია. თანამედროვე დეპუტატისაგან ის განსხვავდება მხოლოდ სააგიტაციო ფურცლისა და ჰალსტუხის უქონლობით.

მაგრამ შუა საუკუნეებში ინფორმაციის გავრცელებისა და რეკლამის მთავარი საშუალება იყო, ეგრეთწოდებული, მაუწყებელთა ინსტიტუტი, რომელიც ხელისუფლების მიერ იყო დაწესებული. სხვადასხვა სანახაობასა და კრებაზე მაყურებლის მოზიდვის აუცილებლობა იწვევდა რეკლამის ახალი ფორმების წარმოშობას. მაგალითად, გლადიატორთა ბრძოლის თარიღი ვრცელდებოდა აფიშის მეშვეობით. არსებობდნენ ე.წ. მაუწყებლები, რომლებიც პირველად ძველ საბერძნეთში გამოჩნდნენ. მაუწყებლები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დადიოდნენ და მეფის ახალ-ახალ ბრძანებულებებს თუ სხვა (მათ შორის კომერციულ) ინფორმაციას გაჰყვიროდნენ, სწორედ აქედან გაჩნდა სიტყვა „რეკლამა“, ანუ წამოძახილი.

როგორია რეკლამა თანამედროვე სამყაროში? - რეკლამის განვითარება განაპირობა ბაზრებისა და მაქსიმალური მოგებისთვის ბრძოლამ, რომლის შედეგადაც დღეს რეკლამა ხორციელდება გეგმაზომიერად - იგი ხელს უწყობს ახალგაზრდა საზოგადოების მოთხოვნილებების ფორმირებას. უნდა აღინიშნოს, რომ რეკლამა ხაზს უსვამს ამა თუ იმ საქონლის მაღალ ხარისხს, აქცენტს აკეთებს მის უნიკალურობასა და ნიშნებზე, იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას და სთავაზობს წინასწარ, საქონლის შეძენამდე, თუნდაც წარმოდგენა გვქონდეს მასზე, ამიტომ ხშირად იყენებენ განმეორებად რეკლამას ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენად.

როგორ ხდება რეკლამის რეალიზება? როგორც წესი, სარეკლამო საქმეს ეწევიან სპეციალური ფირმები და სააგენტოები, საწარმოებისა და სავაჭრო კომპანიების, მსხვილი დაწესებულებების გამომცემლობებისა და სხვ. სარეკლამო განყოფილებები. საგულისხმოა ის, რომ სარეკლამო საშუალებები იზრდებოდა, ფართოვდებოდა და სრულყოფილი ხდებოდა ტექნიკის განვითარებასთან ერთად. სარეკლამო სააგენტოები არის დამოუკიდებელი საწარმოები, რომლებიც სარგებლობენ იურიდიული პირის უფლებებით. მათი საქმიანობის ძირითად სფეროს შეადგენს: რეკლამის კონცეფციის დამუშავება, რეკლამის გავრცელების პროცესის მართვა. ისინი მიზნად ისახავენ კლიენტთა სრულ მომსახურებას, ესე იგი რეკლამის დაგეგმვას, დამზადებას და გავრცელების სამუშაოთა მთელი კომპლექსის ჩატარებას. სარეკლამო სააგენტო განსაზღვრავს მუშა წინადადებებს და წარუდგენს შემკვეთს დახარჯულთა ნუსხას, რაც არის საფუძველი მათ შორის დადებული ხელშეკრულებისა. თანამედროვე საზოგადოებაში სარეკლამო ბიზნესი ყველაზე კარგად აშშ-შია განვითარებული. სარეკლამო ბიზნესის მხრივ წამყვან ქვეყნად სწორედ ამერიკა ითვლება.

სარეკლამო შეზღუდვები: მსოფლიოს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სპეციალური კომისია აკონტროლებს რეკლამის შინაარსსა და სისწორეს. საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, რეკლამა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათში 12 საათს, ზოგიერთ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტადაა შეზღუდული სარეკლამო ბლოკის ხანგრძლივობა. სარეკლამო ბაზარი საქართველოში უკვე კარგა ხანია დამკვიდრდა და დინამიურადაც ვითარდება. ზოგადად მსოფლიოში ითვლება, რომ დღის ეთერის დროს რაც უფრო ხანგრძლივია სარეკლამო ბლოკი, მით უფრო მეტი მაყურებელი რთავს საკუთარ ტელევიზორს სხვა არხზე.

რეკლამების განთავსებისა და ეთერში გაშვების მხრივ სხვადასხვა ქვეყნის არხებზე სხვადასხვაგვარი „გრაფიკია“ შედგენილი. ზოგან ერთსა და იმავე სატელევიზიო ეთერში გამავალ რეიტინგულ გადაცემებში სარეკლამო ბლოკები ერთმანეთს ენაცვლება. ასე რომ, აუდიტორიას შეუძლია, რეკლამის დროს გადართოს და კონკურენტი ტელევიზიის გადაცემას უყუროს, ხოლო როცა იქ არის რეკლამა, უკან გადმორთოს და ა.შ. ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით აზიურ ქვეყნებში, მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, სარეკლამო ბლოკები ყველა არხზე ერთსა და იმავე დროს უნდა გადიოდეს. ზოგან თვით არხები თანხმდებიან, რომ სარეკლამო ბლოკები ერთდროულად გავიდეს ეთერში და რეკლამის დროს მაყურებელმა არხიდან არხზე გადართვის სურვილი დაკარგოს, რადგან იქაც რეკლამა დახვდება.

0x01 graphic

საქართველოში პირველი სარეკლამო კომპანია 1991 წელს დაარსდა გაა ჰოლდინგი, (1991 წელს მისი დამფუძნებლები ერთი პატარა სარეკლამო კომპანია ქედი TV სტუდიის მფლობელები იყვნენ). იმ პერიოდში სარეკლამო ბაზარზე არც მოთხოვნა არსებობდა და არც კონკურენტები იყვნენ, თუმცა მიიჩნიეს, რომ ეს ბიზნესი საქართველოში გაამართლებდა. იმ პერიოდში ძალიან ბევრი კერძო ორგანიზაცია იქმნებოდა, თუმცა სარეკლამო მომსახურებაზე მოთხოვნა თითქმის არ იყო. ახალი კომპანიისთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია.

კომპანიის ხელმძღვანელთა თქმით, თავდაპირველად ბევრი კლიენტისთვის იმის ახსნაც კი უწევდათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისათვის კარგი რეკლამა, რომ რეკლამაში გადახდილი ფული მის გაფლანგვას სულაც არ ნიშნავდა და რომ ეს არის ინვესტიცია, რომელიც შემოსავალს მოგიტანს. თუმცა შემდეგ კლიენტთა მოთხოვნა ნელ-ნელა გაიზარდა და, შესაბამისად, კომპანიამაც სარეკლამო მომსახურების სერვისი გააფართოვა.

ბიზნესის დაწყების მხრივ დღევანდელი და 90-იანი წლების ვითარების შედარებისას გია ალიხანაშვილი, გაა ჰოლდინგის პრეზიდენტი ამბობს: თუ დღევანდელ პირობებს 1991 წლის ვითარებას შევადარებთ, მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ დროშია სხვაობა... ახლაც ბევრი პროექტის ნულიდან დაწყება გვიწევს... საქართველოში რამდენჯერმე მოხდა ისეთი ფინანსური კრიზისი, როგორიც დღეს არის. 1991-1992 წლებში იყო თბილისის ომის შემდგომი პერიოდი, 1993-1994 წლებში - აფხაზეთის ომის შემდგომი პერიოდი. 1996, 1997, 1998 წლები ბიზნესისთვის კარგი წლები იყო, მაგრამ 1998 წლის ფინანსური კრიზისის გამო ისევ თავიდან მოხდა ყველაფრის დაწყება და მას შემდეგ, რამდენჯერაც შეიცვალა ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია, ზოგადად ბიზნესზე და განსაკუთრებით სარეკლამო ბიზნესზე ეს პირველ რიგში აისახება. იგივე მოხდა ამჯერადაც - მთავარი განსხვავება კი იმ პერიოდთან შედარებით არის ის, რომ დღევანდელ საქართველოში გაცილებით იოლია ბიზნესის დაწყება და მისი წარმოება, ამაში თანამედროვე კანონმდებლობა და სახელმწიფო მიდგომა აშკარაა. ამასვე აღნიშნავენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები.“

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოში სარეკლამო ბიზნესში მოქმედ კომპანიებს აწუხებს, მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, ვინაიდან საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები ამ კუთხით განათლებას არ იძლეოდნენ. აქედან გამომდინარე ქართული რეკლამის ხარისხი პირდაპირდამოკიდებულებაშია მაღალკვალიფიციურ კადრებთან. ის ხარვეზები, რაც ქართულ რეკლამას ახასიათებს დღეისათვის, გამომდინარეობს სწორედ ამ საკითხისადმი არაპროფესიონალური მიდგომიდან. გია ალიხანაშვილის აზრით წარმატებული ბიზნესი რომ შექმნა, საჭიროა, პროფესიონალი კადრები გყავდეს... სარეკლამო ბიზნესის დაწყება საქართველოში დღეს უფრო რთულია, ვიდრე ეს 90-იანი წლების შემდეგ იყო, რადგან უკვე დიდი კონკურენციაა.

ახლა კი შევეხები რეკლამის ერთ-ერთ ფორმას - ონლაინ-რეკლამას. ონლაინ-რეკლამა მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია და მისი ბაზარი დღითიდღე იზრდება. საკმაოდ შთამბეჭდავია ის სტატისტიკური და სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება. რამდენადაა განვითარებული ეს დარგი საქართველოში და რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ქართული კომპანიები რეკლამას ინტერნეტით? რასაკვირველია, ქართული ონლაინ რეკლამა ჯერჯერობით ძალიან შორსაა მსოფლიო მასშტაბებისგან, იგი პირველი ნაბიჯების გადადგმას მხოლოდ ახლა იწყებს, თუმცაღა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მას განვითარების საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს და რამდენიმე წელში იგი რეკლამის სხვა სახეების მსგავს პოპულარობას მოიპოვებს, მითუმეტეს, რომ ინტერნეტ-რეკლამას სხვა მედია საშუალებებთან შედარებით უნიკალური ეფექტურობა ახასიათებს. ამ მხრივ გამოღვიძება ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ახლა იწყება და ბუმს უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ: ამის წინაპირობა საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ტემპია.

რატომაა ინტერნეტ-რეკლამა ასეთი მიმზიდველი და პერსპექტიული? საშუალო სტატისტიკური ინტერნეტ მომხმარებელი საქართველოში 18-25 წლის ასაკის ადამიანია, მისთვის კი ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს არა ტელევიზია და სხვა მედია საშუალებები, არამედ ინტერნეტი წარმოადგენს. აქ რეკლამის ღირებულება საგრძნობლად დაბალია სხვა მედია საშუალებებთან შედარებით და თანაც ინტერნეტ-რეკლამა სტატისტიკის მეშვეობით წარმოებული სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის სურათის მიღების საშუალებასაც იძლევა. თუმცა, ეფექტურობის თვალსაზრისით ჯერჯერობით ძალიან შორსაა სატელევიზიო რეკლამისგან. ეჭვს არ იწვევს ის, რომ სულ მალე ინტერნეტი ყველაზე მძლავრ მედია სარეკლამო გარემოდ ჩამოყალიბდება და სატელევიზიო რეკლამას სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

ასე მაგალითად, ლონდონში დიდი პოპულარობით სარგებლობს რესტორანი, რომლის პატრონი აბსოლუტურად მელოტია. მეტიც, რესტორნის ყველა სხვა თანამშრომელიც აბსოლუტურად მელოტია. რესტორნის აბრაზე კი წერია: „ჩვენთან ვერასოდეს აღმოაჩენთ თმას წვნიანში“. საუკეთესო სლოგანია არა?!

0x01 graphic

ამრიგად, დღევანდელ განვითარებულ და ცივილიზებულ კაცობრიობას რეკლამა რომ აუცილებლად სჭირდება, ამაზე აღარავინ დავობს. ოღონდ მხოლოდ მომხმარებლის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს!

15 რეცენზია

▲ზევით დაბრუნება


15.1 სამაგიდო წიგნი მეცნიერებისა და ბიზნესმენებისთვის

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნოდარ ჭითანავა
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მიმდინარე წელს სტოკჰოლმში რუსულ ენაზე გამოიცა მონოგრაფია „შერეული საბაზრო ეკონომიკის რეალობათა თვისებების შეცნობის მეთოდოლოგია და პარალოგიზმები“.1

წიგნის ავტორია ცნობილი მეცნიერ- ნოვატორი, ეკონომიკის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გიორგი პაპავა.

ამ თავითვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი წიგნი (მონოგრაფია) ფაქტობრივად აჯამებს ბატონ გიორგის 50 წლის მანძილზე ნაყოფიერი სამეცნიერო- კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის შედეგებს და გამოირჩევა ორიგინალური მიდგომებით (მეთოდოლოგია), პრობლემების ხედვის ფართო დიაპაზონით და გაქანებით (სხვადასხვა მეცნიერული თეორიებისა და მოდელების თავისებურებათა ღრმა ცოდნა), არაორდინალური დასკვნებით, თეორიასა და პრაქტიკაში დღემდე გაუცნობიერებელი მოვლენების შეფასების მეცნიერული ლოგიკით და საქართველოს ეკონომიკის (როგორც გარდაქმნების ობიექტის) თავისებურებებისა და ტენდენციების ღრმა ანალიზით.

ავტორი წინამდებარე ნაშრომით გვთავაზობს შერეული საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების წინააღმდეგობრივი პროცესის შეცნობის მისეულ მეთოდოლოგიას, რომელიც დღემდე არსებულისგან თვისებრივად განსხვავდება.

იგი იძლევა პასუხს კითხვაზე: როგორ, და როგორი მექანიზმებით ყალიბდება და ფუნქციონირებს საბაზრო ეკონომიკის სისტემა დროის პერიოდების მიხედვით. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ეს ახლებური მიდგომაა მეცნიერებასა და პრაქტიკაში.

ავტორი არგუმენტირებულად ასაბუთებს, რომ დღეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ეკონომიკის ფუნქციონირების პროცესში წინასწარ არ დგინდება, როგორ უნდა იქნას დაცული (დროის მონაკვეთების მიხედვით) სოციალური და ეკონომიკური განვითარების უწყვეტი წონასწორობა (გვ. 7). ამ უკანასკნელს იგი სამართლიანად მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოებისა და საერთოდ, ჰუმანიზაციის ყოველმხრივი განვითარების საფუძვლად. სოციალურ- ეკონომიკური განვითარების უწყვეტი წონასწორობის (ამოსავალი საწყისი) აუცილებლობიდან გამომდინარე, ავტორი სწორად აყენებს სტრატეგიულ ამოცანას - ყოველმხრივ შევეცადოთ შერეული (იგულისხმება თანამედროვე) ეკონომიკის ფუნქციონირებასა და განვითარებაში თავიდან ავიცდინოთ ეკონომიკური პარალოგიზმები. მისი განსაზღვრით, ტერმინი ეკონომიკური პარალოგიზმი ნიშნავს წინასწარ განუსაზღვრელ (უნებლიე) შეცდომას, რომელიც შეიძლება დაშვებულ იქნას სოციალურეკონომიკური განვითარების წინააღმდეგობრივი პროცესის (როგორც ფორმით, ასევე შინაარსით) სრულიად გაუცნობიერებლობის (გააზრების) გამო, რაც შემდგომში, სამწუხაროდ, ეკონომიკურ პოლიტიკაში იწვევს არაადეკვატურ დასკვნებს და ცრუმმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება-განხორციელებას. ამასთან, სწორია ავტორის მოსაზრება იმის შესახებაც, რომ დღევანდელ პირობებში (ეს განსაკუთრებით ეხება პოსტსოციალისტურ სივრცეში ეკონომიკის განვითარებას) პარალოგიზმი დამახასიათებელია არა მარტო ეკონომიკური სუბიექტებისთვის, არამედ ეკონომისტ- პროფესიონალთა საქმიანობისთვისაც. ავტორის აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ არ არსებობს თანამედროვე ეკონომიკური რეალიების (სინამდვილის) სირთულეების გამო, მისი ობიექტურად შეცნობის მეტნაკლებად ადეკვატური მეთოდოლოგია.

ასეთი დასკვნის სისწორეს ადასტურებს პოსტსაბჭოთა პერიოდში ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირების სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, საერთო ტენდენციები. მაგალითად, საქართველოში საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლას საფუძვლად დაედო არა ეკონომიკური მიზანშეწონილობა, არა რეალური სოციალურ- ეკონომიკური სინამდვილის ობიეტურად შეფასება, არა არსებული პოტენციალის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოყენება, არამედ, საბაზრო მექანიზმების ყოვლისშემძლეობაზე შექმნილი ილუზიები, სახელმწიფოს როგორც ასეთის განდევნა ეკონომიკის განვითარების პროცესებიდან (რაც არაბუნებრივი იყო), ეკონომიკური პოტენციალის გაჩანაგება, მეცნიერულ- ტექნიკური პროგრესის იგნორირება. ყოველივე ამას მოჰყვა ბუნებრივი შედეგებიც: წარმოების და მომსახურების პროდუქციის მოცულობის მკვეთრი დაცემა, მასობრივი უმუშევრობა, სიღარიბე, სოციალური პოლარიზაცია და სხვა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც დღეს ხელს უშლიან ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას. ასეთი მდგომარეობა მეტნაკლებად დამახასიათებელია საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების, ამჯამად სუვერენული სახელმწიფოების ეკონომიკებისთვის.

ავტორი ემპირიულ ინფორმაციებსა და ანალიზზე დაყრდნობით აკეთებს ფრიად მნიშვნელოვან დასკვნებს და გვთავაზობს შერეული ეკონომიკის რეალიების ხარისხის (თვისებრიობის) შეცნობის საკუთარ მეთოდოლოგიას, რომელიც ეყრდნობა პერიოდანტულ- გენეტიკურ და „პოლიფონიურ“ ეკონომიკურ აზროვნებას, მეთოდური წესებისა და ლოგიკური ხერხების ერთობლიობას (ევრისტიკა).

ავტორი დროის ნებისმიერ პერიოდს ეკონომიკაში განიხილავს, როგორც დროის ნაწილს, რომელიც ბუნებრივად მიმდინარეობს, იგი ადგილზე არ დგას. ამიტომ, დროის თითოეულ პერიოდში, ბუნებრივია, ეკონომიკა ნორმალურად უნდა ფუნქციონირებდეს. ასეთი თვისებების გამო დროის პერიოდი წარმოადგენს რესურსის თავისებურ სახეობას - ვადისეულ რესურსს. ვადისეული რესურსი კი მოიცავს საქმიანობის ეკონომიკურ უკუგებას. რაც შეეხება ეკონომიკაში პერიოდანტულ- გენეტიკურ აზროვნებას, ავტორის მიხედვით, იგი წარმოადგენს ეკონომიკური სინამდვილის ბუნებრივი გენეტიკური თვისებების ძირფესვიან შეცნობას. ავტორი გვთავაზობს ტერმინს პერიოდანტულ- გენეტიკური მიდგომა, რომელიც გულისხმობს ერთი ეკონომიკური რეალიების ზემოქმედებას სხვა რეალიებზე, რომლის შედეგად დროის მოცემულ პერიოდში (ვადისეული რესურსი), გენეტიკურად იქმნება თვისებრივად ახალი ეკონომიკური რეალიები. რაც შეეხება საბაზრო ეკონომიკის პოლიფონიურ საფუძველს, იგი წარმოდგენილია მრავალი სხვადასხვანაირად ფუნქციონირებადი (როგორც კონკურენტი, ასევე ერთმანეთთან თანამშრომლობით დაკავშირებული) ეკონომიკური სუბიექტებით. მკაცრი კონკურენციის პირობებში ცალკეული სუბიექტები კოტრდებიან, საკუთრება გადადის კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვებულზე. ასე ხდება მესაკუთრეთა ბუნებრივი შეცვლა, მაგრამ შენარჩუნებულია თვით ეკონომიკის ფუნქციონირების უწყვეტობის პირობა. ავტორის აზრით, ყოველივე ამის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს ეკონომიკური რეალიების (სინამდვილის) შიდა ფაქტორების (თვისებები, მახასიათებლები) და გარემოსთან (გარე ფაქტორების ერთობლიობა) ურთიერთმოქმედების პროცესის (მასზე მოქმედი ფაქტორების) ობიექტურად შეცნობა და ახსნა. ავტორის აზრით, შემოთავაზებული მეთოდოლოგიური მიდგომა ის პირობაა, რომ თავიდან ავიცდინოთ (ან მინიმუმამდე დავიყვანოთ) ეკონომიკური პარალოგიზმები.

ავტორი თვლის, რომ მეწარმეები, მენეჯერები, სახელმწიფო მოღვაწეები უნდა მოქმედებდნენ პროფესიონალების მიერ შემოთავაზებული ზემოთაღნიშნული მეთოდოლოგიით, რაც იძლევა საფუძველს ნებისმიერ პროცესში სწორად განისაზღვროს მისი შემადგენელი ნაწილების (ელემენტების) ფუნქციები და გაკეთდეს ობიექტური დასკვნები შესაბამისი მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად. თუ ასე არ გაკეთდა, ავტორის აზრით, მივიღებთ რეალიების ზედაპირულ (არაარსებით) აღქმას, რაც საფუძვლად დაედება ეკონომიკურ პარალოგიზმებს.

აქვე უნდა ითქვას ავტორის პრინციპული პოზიციის შესახებ სხვადასხვა თეორიების (სხვადასხვა ავტორების შეხედულებების) გამოყენების მიმართ. იგი სწორად მიუთითებს, რომ საჭიროა სიფრთხილე ამა თუ იმ ქვეყნის გამოცდილების (პრინციპების, მეთოდების) გამოყენებისას. ამოსავალი უნდა იყოს არსებული რეალიების სწორად შეცნობა და არა ის, რომ სხვაგან პროგრესულად აღიარებული გამოცდილება ადგილობრივი სინამდვილის თავისებურებათა გაუთვალისწინებლად ავტომატურად დანერგოს. სამწუხაროდ, ასეთი გამოცდილება დამახასიათებელია საქართველოს ეკონომიკისთვის. მაგალითად, XX საუკუნეში საქართველოში გამოიცადა 5 ეკონომიკური დოქტრინა: წმინდა კაპიტალიზმის თეორიით ნასაზრდოები, მაგრამ რუსეთის იმპერიის ინტერესებს მორგებული კაპიტალიზმის განვითარების დოქტრინა (ამიტომ კაპიტალიზმი საქართველოში ევროპული მოდელით არ განვითარებულა), სოციალდემოკრატიული პრინციპები (1918- 1921), ნეპი(1921-1929), ცენტრალიზებული დაგეგმვა და მართვა (1929-1990), შოკური თერაპია. ნიშანდობლივია, რომ ყოველი მომდევნო დოქტრინა (რევოლუციების შედეგად აღიარებული) წინას ანტიპოდი იყო. ამიტომ შეუძლებელი გახდა ეკონომიკაში მემკვიდრეობითობის პრინციპების დაცვა, ევოლუციური განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა.

ავტორის მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლოგიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ეკონომიკური ცხოვრების (სისტემის) რეგულირების პრობლემებს. კარგად არის არგუმენტირებული შერეულ ეკონომიკურ სისტემაში ინდიკატური დაგეგმვის როლი, როგორც დირექტიული იძულების გარეშე ეკონომიკის ერთმთლიან სისტემად გარდაქმნის ფაქტორისა. ფრიად საყურადღებოა და ყოველმხრივ გასათვალისწინებელი ავტორის მოსაზრება იმის შესახებაც, რომ თანამედროვე პირობებში ეკონომიკურ აზროვნებაში გაბატონდა მიდგომა, რომლის მიხედვით შერეულ ეკონომიკურ სისტემაში სახელმწიფოს როლი განისაზღვრება ეკონომიკის, არა ძირეული (საფუძვლიანი) გაჯანსაღებით, არამედ საბაზრო მექანიზმების ხარვეზების „კოსმეტიკური“ გამოსწორების სუბიექტური როლით. ავტორის ეს შეხედულება დადასტურდა თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისითაც. ავტორის აზრით, სახელმწიფოს პოზიტიურ იურიდიულ- ეკონომიკური ფუნქცია უნდა გახდეს საბაზრო ეკონომიკის საფუძვლების მართვა (გვ.226).

დიდი მნიშვნელობა აქვს ავტორის დასკვნებს დირექტიულ- ინდიკატური დაგეგმვისა და სინერგიული მექანიზმის შესახებ. მისი აზრით, დირექტიულ-ინდიკატიური რეგულირება უფრო შეესაბამება დღევანდელობას, ვიდრე მხოლოდ ინდიკატური. ეს თვალსაზრისი პრაქტიკულად დასტურდება ჩინეთის ეკონომიკის ტრანსფორმაციის სოციალურ- ეკონომიკური შედეგებითაც.

ავტორი უარყოფს იმათ შეხედულებებს (განსაკუთრებით, საქართველოში), ვინც თვლის, რომ იძულებითი ზემოქმედება დამახასიათებელია მხოლოდ დირექტიული ეკონომიკისთვის და თითქოს საბაზრო ეკონომიკაში ამას ადგილი არ ჰქონდეს. ავტორი ამტკიცებს, რომ შერეული ეკონომიკა არ არის დაზღვეული ისეთი იძულებითი ბიძგებისგან, რომლებიც ბუნებრივად წარმოიქმნება იძულების სახით და მათზე რეაგირებაა საჭირო. ამიტომ, იგი საბაზრო გარემოს ბუნებრივ იმპერატივს უწოდებს და ასაბუთებს, რომ პროგნოზირებისას ყურადღება უნდა მიექცეს იძულებითი ფაქტორების შესაძლო ფორმირებას. ამით ხაზს უსვამს სახელმწიფო მართვის დირექტიულ- ინდიკატური და სინერგიული მექანიზმის ერთიანობის მნიშვნელობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას.

ორიგინალურია ავტორის პოზიცია ეკონომიკური ეფექტიანობისა და სოციალური ეფექტურობის ურთიერთმოქმედების და ურთიერთგანპირობებულობის შესახებ. მისი აზრით, ორივე სახეობის ეფექტი ერთმთლიანობითი სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს. ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ შერეული საბაზრო ეკონომიკური სისტემა შედგება „პოლიფონიურად“ (მრავალფეროვნად შეთანაწყობილი) ფუნქციონირებადი დამოუკიდებელი ეკონომიკური სუბიექტებისგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება განისაზღვრება საკუთარი და საერთო ინტერესების დაცვის სტრატეგიით.

მართებულად მიგვაჩნია ავტორის განაცხადი იმის შესახებ, რომ ეკონომიკური აზროვნების პერიოდანტულ- გენეტიკური და „პოლიფონიური“ წყობა უზრუნველყოფს ნორმალიზებული შერეული საბაზრო ეკონომიკის მართებულ ორგანიზებულობას (გვ. 53).

საყურადღებოა ავტორის მოსაზრება იმის შესახებაც, რომ კონკურენცია მაშინ შეიძლება განვითარების რეალურ მექანიზმად მივიჩნიოთ, თუ დაცულია ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების პოლიფონიური წყობა. სხვა შემთხვევაში კონკურენციამ (მითუმეტეს თანამედროვე პირობებში) შეიძლება რეალური საფუძველი გამოაცალოს ეროვნული ეკონომიკების განვითარებას. ეს თავისებურება ყოველმხრივ უნდა იქნას გათვალისწინებული პოსტსოციალისტურ ქვეყნებში საბაზრო ურთიერთობათა პრინციპების დამკვიდრების პროცესში.

ამრიგად, პროფესორ გიორგი პაპავას წიგნი, შერეული საბაზრო ეკონომიკის რეალობათა თვისებების შეცნობის მეთოდოლოგია და პარალოგიზმები წარმოადგენს სამეცნიერო ფუნდამენტურ გამოკვლევას. მასში მოცემული რეკომენდაციებისა და დასკვნების გათვალისწინება ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარების გლობალური, ასევე ლოკალური პროცესების სწორად გაანალიზებას, შეფასებას და შესაბამისად ეკონომიკური პარალოგიზმების თავიდან აცილებას. ეს კი სოციალურად ჯანსაღი (სტაბილური) საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისა და საერთოდ, საზოგადოების დემოკრატიზაციის გაღრმავების პირობა- ფაქტორია.

დიდი კმაყოფილებითა და სიმაყითაც აღვნიშნავ, რომ ჩვენმა უფროსმა მეგობარმა და კოლეგამ მრავალმხრივი ნიჭითა და სიღრმისეული კვლევის უნარით გამორჩეულმა მეცნიერმა ბ-ნმა გიორგი პაპავამ საერთოდ ეკონომიკურ მეცნიერებას შემატა გამოკვლევა, რომელიც თანამედროვე პირობებში სოციალურეკონომიკურ განვითარებაში ახალი ეკონომიკური აზროვნებისა და გლობალური მოქმედების მყარ კონცეპტუალურ- მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს.

_______________

1. პარალოგიზმი - უნებლიედ დაშვებული ლოგიკური შეცდომის შედეგად მცდარად გაკეთებული დასკვნა. (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი. მეცნიერება. 1960 (რვა ტომეულის მე-6 ტ. გვ. 125.

15.2 მონოგრაფია აქტუალურ თემაზე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნიკო ჩიხლაძის მონოგრაფია, ეკონომიკა და მართლმადიდებლური სწავლება, (გამომცემელი საგამომცემლო სახლი ინოვაცია თბ., 2009 წელი 143 გვ.,).

ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეძღვნება. მართლმადიდებლური სარწმუნოების მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის საბოლოო მიზანი ადამიანის ამქვეყნიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისთვის საჭირო ნივთიერი და არანივთიერი დოვლათის შექმნაა. ეს უნდა მოხდეს ღვთივდადგენილ იმ ზნეობრივ საფუძველზე, რომელიც გამუდმებული სულიერი სრულყოფის მეშვეობით ცათა სასუფეველში ადამიანის შესვლას უზრუნველყოფს.

მონოგრაფიაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს ჭეშმარიტი პროგრესისთვის აუცილებელია ქრისტიანული ეკონომიკური აზროვნებისკენ შემობრუნება. აუცილებელია ეკონომიკის ფინქციონირების ამქვეყნიურად აუცილებელი, მართლმადიდებლური ზნეობით დასაშვები ფორმების, მიმართულებისა და მასშტაბების განსაზღვრა, ამ სფეროში ცოდვა- დანაშაულთა აღკვეთის გზების დადგენა და ამით ადამიანთა და ერის სულიერი გადარჩენის პერსპექტივების გააზრება.

ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოება ვალდებულია აღმოფხვრას სიღარიბე და მასთან დაკავშირებული სხვა მწვავე პრობლემები, რისთვისაც აუცილებელია ეკონომიკის, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის დაჩქარებული განვითარება. მხოლოდ თანამედროვეობასთან ჰარმონიულად შეხამებული ტრადიციული სამეურნეო სიბრძნისა და გამოცდილების გამოყენებით შეძლებს ქართული სახელმწიფო ჭეშმარიტი სულიერ- მატერიალური პროგრესის მიღწევას და საერთაშორისო არენაზე ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. სწორედ ამ და სხვა მრავალი მსგავსი საკითხების კვლევას ეხება პროფესორ ნიკო ჩიხლაძის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი.

ნაშრომში ავტორი ძირითად ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკის მართლმადიდებლური კუთხით შესწავლაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ პროფესორი ნიკო ჩიხლაძე აქცენტს აკეთებს საზოგადოებაში ქრისტიანულ დოგმატებზე დამყარებული ურთიერთობების აუცილებლობაზე.

ნაშრომში თანმიმდევრულად და გასაგებადაა გადმოცემული ეკონომიკურ ურთიერთობებში მართლმადიდებლობის ფასეულობები, ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ელემენტები, გადასახადები და დაბეგვრის მართლმადიდებლური საწყისები, შრომისა და სამეწარმეო უნარის მართლმადიდებლური გააზრება, საპროცენტო განაკვეთისა და მევახშეობის მართლმადიდებლური გაგება, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზოგიერთი საკითხის გააზრება მართლმადიდებლური მრწამსის მიხედვით, ქრისტიანული და ეკონომიკური სწავლებები მოხმარების შესახებ, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისა და საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ეკონომიკური შეხედულებები.

ვფიქრობთ, ბატონი ნიკო კვლავაც გააგრძელებს ამ მიმართულებით მეცნიერულ გამოკვლევებს და ბევრ საინტერესო მასალებს შესთავაზებს მკითხველს.

ბატონო ნიკო უფალს შევთხოვთ შეიწიროს თქვენი შრომა და გახაროთ ორსავ სოფელსა შინა. ამინ!

ბადრი გეჩბაია,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,
პროფესორი შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

გელა მამულაძე,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,
პროფესორი

16 ქართული ბრენდი

▲ზევით დაბრუნება


16.1 სააგენტო „პროფილის“ პროექტი ისევ PR ლიდერია

▲ზევით დაბრუნება


23 დეკემბერს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასმა ნაციონალური ბრენდების და ჯილდოების რიგით მეშვიდე ცერემონიალს - ქართული ბრენდის დღეს უმასპინძლა. საღამომ, რომელზეც საზოგადოებისთვის ცნობილი უამრავი სახე და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული, გამორჩეული პომპეზურობით ჩაიარა. ქართული ბრენდის დღე ერთ-ერთი წარმატებული და გახმაურებული პროექტია, რასაც მონაწილე კომპანიების, პარტნიორების, საინფორმაციო მხარდაჭერებისა და საზოგადოების აშკარა ინტერესი ადასტურებს.

ქართული ბრენდის დღის დამფუძნებელი, ავტორი და ორგანიზატორი საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ გახლავთ (დამფუძნებლები: მანანა გეგიძე, ელგუჟა მარღია). პროექტის პარტნიორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროა.

0x01 graphic

ქართული ბრენდის დღის ავტორები მიზნად ქართული ბრენდების განვითარების ეტაპების წარმოჩენას, შიდა და გარე ბაზარზე მათ პოპულარიზაციას, კომპანიებს შორის არსებული კონკურენციის ჯანსაღი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრებას, ეთიკური ბიზნეს- გარემოს არსებობის ხელშეწყობას, ასევე, ბრენდების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავენ.

ბრენდების და ჯილდოების ყოველწლიური კონკურსები მრავალ ქვეყანაში ტარდება, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს, მასში გამარჯვება კი პრესტიჟულად მიიჩნევა. სწორედ ამ ფაქტმა უბიძგა პროექტის ავტორებს, რომ ეროვნული ბრენდების დღესასწაული საქართველოშიც დაემკვიდრებინათ.

ქართული ბრენდის დღეს საფუძველი 2003 წელს - საქართველოსთვის უმძიმეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ პერიოდში ჩაეყარა. პირველი ღონისძიება სალონური ხასიათის გახლდათ და მასში მხოლოდ ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ. მას შემდეგ ქართული ბრენდის დღე ყოველწლიურად ვითარდება და ფართო მასშტაბებს იძენს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო პროფილის გენერალური დირექტორი მანანა გეგიძე მიიჩნევს, რომ პროექტის წარმატება, უპირველესად, მისმა შინაარსმა განაპირობა. მისი თქმით, კვლევა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, ბრენდების საფეხურებრივი განვითარების ეტაპები კი დასკვნით ნაწილშია წარმოჩენილი.

0x01 graphic

პროფილის საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუა მარღია სიამაყით აცხადებს, რომ, პროექტის ავტორთა და ორგანიზატორთა დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად, ქართული ბრენდის დღე ჩამოყალიბდა წარმატებულ პროექტად, რომელიც ფეხდაფეხ მიყვება ბიზნესის განვითარებას საქართველოში.

მაშ ასე, პროფილი კვლევამ 2009 წლის გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა. ლიდერის წოდება მიენიჭა 18 კომპანიას: ნიკორას, გომის სპირტისა და არყის კომპანიას, სს წყალ მარგებელს ბრენდისათვის ნაბეღლავი, ფარმაცევტულ კომპანია პეესპე ჯგუფს, პოულტრი ორიას ბრენდისთვის კოდა, საკონდიტრო ფაბრიკა ტკბილ ქვეყანას, კომპანია დემასს, ტურისტულ კომპანია ენ-ტურს, ბათოილს ბრენდისთვის მზიური, გურჯაანის ნაყინს, ახალ ნათებას, გია გვარამიას კლინიკა ესთელაინს“, გაზეთ კვირის პალიტრას, ჟურნალ სარკე, რადიო ფორტუნას“, თიბისი TV -ს, კავკასუს ონლაინს და მაგთის“.

ნომინაციაში წარმატებული ახალი სახელი საუკეთესოდ მიიჩნიეს სამოდელო სააგენტო „მარიგოლდი, ლუდსახარში მირზაანი, გაზეთი პრაიმთაიმი და ჯგუფი ეგარი.

0x01 graphic

ღვინის კომპანია თელავის ღვინის მარანი, კარდიოლოგიური კლინიკა გული, საერთაშორისო კორპორაცია აი-სი-არი ბრენდისთვის ჩემი სახლი, ზარაფხანა და ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის აკადემიური დასი მკვლევარებმა გამარჯვებულებად მიიჩნიეს ნომინაციაში რეპუტაცია და ნდობა.

2009 წლის ბრენდ პერსონა მომღერალი ნანი ბრეგვაძე გახდა. წარმატებულ ტელეპროექტად გადაცემა P.S” დასახელდა, რადიო კომერსანტი კი წარმატებული ბიზნეს რადიო გახდა. წარმატებულ პროექტად „პროფილი კვლევამ“ „არტ-გენი“ აღიარა.

ეკა იმშელაძე