![]() |
ბიზნესი და კანონმდებლობა №19-20 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: პაპასქუა იური, ჭიჭინაძე ბორის, ჭითანავა ნოდარ, აქუბარდია თამაზ, ბიწაძე კობა, შონია ნანა, კაკაშვილი ნატალია, ბიწაძე სალომე, ადამია ნინი, ქათამაძე მზია, ჩიკვილაძე გიორგი, კოღუაშვილი პაატა, მარგიანი თამარ, მაისურაძე მარინა, ხორავა ანჟელი, ბებიაშვილი ნატო, კბილაძე დავით, ხმალაძე მერაბ, პირტახია თამთა |
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა |
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ივლისი-აგვისტო 2010 სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი რეფერირებადია 2008 წლიდან ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 10-26-28; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00- ვებ გვერდი: www.b-k.ge e-mail: inovacia@caucasus.net კონსულტანტები: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი მარკეტინგის სამსახური: მაკა არახამია, მზია ნაჭყებია. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ჯამლეთ შათირიშვილი, ნოდარ ხადური, პაატა კოღუაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, ნატო კაკაშვილი, ნანა შონია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, ნაზირა კაკულია, კოტე აბულაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე, გიორგი ღავთაძე, ლავრენტი ჩიბურდანიძე, მერაბ ვანიშვილი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: ვაჟა შუბითიძე, ავთანდილ ბუცხრიკიძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი). მარკეტინგის სამსახური: მაკა არახამია, მზია ნაჭყებია. საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: #400467916 ; კოდი: 220101502 . რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის#06/4 -1521ა |
![]() |
1 ექსპერტის კომენტარი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 რევოლუციური კოდექსის მოლიპული ზიგზაგები |
▲ზევით დაბრუნება |
იური პაპასქუა,
ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
ადგილობრივი არჩევნების დასრულებისთანავე, ხელისუფლებამ მოქმედი საგადასახადო კოდექსის დაუყოვნებლივ შეცვლა გადაწყვიტა. ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ახალი აქტის კონტურები, რომ მას ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენლებმა რევოლუციური კოდექსი უწოდეს.
საგადასახადო გარიგების სანაცვლოდ, რომელსაც ზუსტად 30 ვერცხლის წონა აქვს, ამ მორიგ საეტაპო გადაწყვეტილებას ცნობილმა ოდიოზურმა სახეებმა ფონი შეუქმნეს: გვეშველა, ბიზნესი ამოისუნთქავს, ამიერიდან გადამხდელს ბუზიც არ აუფრინდებაო. ისინი ეკრანიდან, პრესის ფურცლებიდან, თუ იმპროვიზირებული შეხვედრების დროს დამაჯერებლად აფრქვევდნენ სარფიანად გაყიდულ აღფრთოვანებას ჯერ არ არსებულ, ზეპირ განაცხადებში ლაჟვარდფერებად წარმოდგენილ დოკუმენტზე. კანონპროექტმა ელვის სისწრაფით შემოირბინა პარლამენტის საკომიტეტო დერეფნები, თითქმის ცარიელ სხდომათა დარბაზში პრინციპულ პოზიციებსაც (პირველი განხილვა) უყარეს კენჭი და უკვე მეორე მოსმენითაც (მუხლობრივად) მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საშემოდგომო სესიაზე, ფაქტობრივად, არსებული სახით დაამტკიცებენ. ექსპერტთა ნაწილი თავიდანვე გულცივად შეხვდა ამ ფაქტს და დღემდე გამოხატავს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას.
ასეთი რეციდივი სულაც არ არის ჯერარნახული. სახელისუფლებო გუნდი ცდილობს გაიმყაროს თავისი „უპირატესობა“, ოპონენტმა კი, როგორც ყოველთვის, უნდა შენიშნოს შავი ლაქებიც. ამ „იდილიის“ ლოგიკური შედეგი კონსესუსამდე უნდა მიდიოდეს, თუმცა, ზოგადად აღიარებული პრაქტიკისგან განსხვავებით, აქ „ქარავანი მიდის“, არავისი მოსმენა არ სურს, შავზე - თეთრიაო, გაიძახის და დაიჯერეო - ძალადობს.
გასაკვირი ისაა, რომ აგვისტოს ნაცვლად, ახალი კოდექის მიღება სექტემბრამდე გადაიდო - ისეთი ტემპით იყო სტარტი აღებული, დაპირების თანახმად, ფინიში კვირიკობისთვეს არ უნდა გასცდენოდა. ერთის მხრივ, ეს კარგია, შემოდგომა ჯერ კიდევ შორს არის - აგვისტოს ცხელმა (ყველანაირი გაგებით) დღეებმა უნდა გადაიაროს, მანამდე კი შეიძლება, როგორც პროექტზე, ისე ვიმსჯელოთ, აღვნიშნოთ ამ აქტის ნაკლოვანი, თუ კატეგორიულად მიუღებელი მხარეები.
ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!
აქედან ის შვება შეიძლება მივიღოთ, რომ იქ, ზევით, ვინმე მაინც ჩაფიქრდება - ყველაფერი კარგად ვერ არის; სხვებმა შეიძლება საღათას ძილ-ბურანს თავი წაართვას, გამოფხიზლდეს, დაინახოს: როგორ აყრიან თვალებში ნაცარს; გადამხდელი კი, პირში წყალს თუ ჩაიგუბებს, მერე მიხვდება რა საკენკიც დაუყარეს, ყულფის რკალი სუნთქვას რომ გადაუკეტავს.
საქმე იმაშია, რომ ახალი კოდექსის პროექტი კონდიციური, დასრულებული სახით ფაქტობრივად არავის უნახავს: უკვე რევოლუციურად იყო მონათლული, როცა ავტორმა - ფინანსთა სამინისტრომ, პირველად სამუშაო ვარიანტი mof.ge-ზე განათავსა და გაიძახოდა: ეს ის არ არის!.. ბიზნესმენებთან და გადამხდელებთან შეხვედრებზე გამოთქმულ შენიშვნებს შევიტანთ, თქვენს წინადადებებსაც გავითვალისწინებთ და ორ-სამ კვირაში საბოლოო ვარიანტს გამოვაქვეყნებთო; მოგვიანებით, კანონპროექტის ინიციატორმა - საქართველოს მთავრობამ ახალი ინტერპრეტაცია განათავსა თავის ვებგვერდზე. აქ უკვე ჩანდა, რა სატყუარაც მიმოაბნია მთავარმა შემოქმედმა ამ დოკუმენტის მოლიპულ კლაკნილებში, მაგრამ ისიც აცხადებდა, პარლამენტს გადამუშავებულ, დახვეწილ ვარიანტს წარვუდგენთო; პარლამენტში ვინ რა განიხილა (თუ წაიკითხა ვინმემ საერთოდ), პირადად ჩემთვის უცნობია, ის კი დავინახე (და საგულისხმოა), რომ მეორე მოსმენაზე ოპონენტების (ოპოზიციას, გასაგები მიზეზების გამო, არ ვახსენებ) ცხარე წინააღმდეგობის მიუხედავად, მხოლოდ 5 ხმა არ დაეთანხმა უმრავლესობის ნებას. ეს კოდექსი ამოქმედდება 2011 წლის 1 იანვრიდან. ამავე სხდომაზე (უმრავლესობამ 6 ხმის წინააღმდეგ) ამ კოდექსიდან მნიშვნელოვანი სიახლეები მესამე მოსმენითაც მიიღო და ცალკეული მუხლები 1 აგვისტოდან უკვე ამოქმედდა, ზოგიერთი მუხლი კი 1 სექტემბრიდან შევა ძალაში.
ერთი კი ცხადია, განმარტებით ბარათში, რომელმაც კანონპროექტი შეაცილა პარლამენტში, სხვა რამ წერია (თუ აქვს ძალა ამ დოკუმენტს საერთოდ), დაანონსებულ განაცხადებს გამაბრუებელი დაპირებები მოჰქონდა მსმენელამდე, ფაქტობრივ შედეგებს კი ეშაპოტზე ავყავართ თვალებახვეულნი.
არაფერი ახალი და რაციონალური, ქვეყნის აღმშენებლობას რომ წარუძღვება და გადამხდელს მალამოდ მოეცხება, ამ პროექტში (ფაქტობრივად მიღებულ ახალ საგადასახადო კოდექსში) არ არის: დღეისთვის წარმოდგენილ ვარიანტში, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი ისეთი ხარვეზია, რომელიც ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკას უარესობისკენ მიაქანებს. ის ახლოსაც არ მიდის ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მცირე მეწარმეობის განვითარების, ინვესტიციების შემოსვლის წახალისების მიმართულებით გაცხადებულ პრიორიტეტებთან. ამ სფეროების მდგომარეობა ფაქტობრივად მძიმდება, მოსახლეობისა და სამეწარმეო სუბიექტების საგადასახადო ტვირთი იზრდება - ცალკეული მიმართულებით უარესდება საშემოსავლო გადასახადითა და აქციზით დაბეგვრის რეჟიმი, უფრო მკაცრი (ულმობელი) ხდება ადმინისტრირების მექანიზმი, გამარტივების ნაცვლად, კოდექსის დებულებები გართულდა და არც ორაზროვანი (ურთიერთგამომრიცხავი) მუხლებისგან განთავისუფლდა, მკვიდრდება ახალი ინსტიტუტები (თუ სტრუქტურები), რომლებიც ადმინისტრირების დანამატი უფროა, ვიდრე, გადამხდელის ინტერესების დაცვის მუხტის მატარებელი ნოვაცია.
ერთი სიტყვით, ცვლილებები შეეხო როგორც ფისკალურ სივრცეს, ასევე, გადასახადების ადმინისტრირების ინსტიტუციონალურ საკითხებს და საბოლოო შედეგებზე ექსპერტთა ვარაუდი ორივე მიმართულებით არაოპტიმისტურია. მათი ასეთი განწყობა არ გახლავთ ახირება, დაუნახაობა, დაპირისპირების ჟინი, თუ განჭვრეტის უუნარობა. ცხადია, არსებობს საკმარისი არგუმენტაციაც, თუმცა, შორს წასვლა არაა საჭირო, თავად დოკუმენტია ისეთი: თვითონ ყვირის რაცაა; ისეთ ფერებშია გადაწყვეტილი, წელიწადის არც ერთ დროს არ შეჰფერის; შეფუთულია ისე, შიგთავსიც კარგად ჩანს და ფართო ჭუჭრუტანიდან შუბის წვერიც იმზირება - ერთს გაიძახიან და მეორე კეთდება. ხელისუფლება თუ ვერ გრძნობს ამას, არ ნიშნავს: სხვას ლიბრი გადაეკრა თვალებზე; თუ იცის და მაინც დგამს ამ ნაბიჯს, შეგნებულ, მიზანმიმართულ ინტრიგასთან (სხვა სიტყვას არ ვიხმარ) გვაქვს საქმე და თუ ეს ასე არაა, მაშინ, მით უარესი...
ერთი გადაკითხვაც საკმარისია, რომ ახალ საგადასახადო კოდექსს რევოლუციურის იარლიყი ჩამოსცილდეს და თუ ოდნავ მაინც მიატან სიფხიზლეს, ვირტუალური სამყაროდან თავადვე დაეშვები დაბლა, სხვისგან შეშველება არ დაგჭირდება.
ზემოაღნიშნული ვინმეს რომ არ მოეჩვენოს გადამლაშებად, მოდით, ერთად მივადევნოთ თვალი (და ყურიც), რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში. დავიწყოთ იქიდან, თუ რამ განაპირობა ახალი კოდექსის მიღება.
განმარტებითი ბარათის შესავალში (ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ) მისი ავტორი და ინიციატორი აცხადებს: „დღეისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიღებიდან ჩამოყალიბდა გარკვეული ხარვეზები როგორც დაბეგვრის, ისე ადმინისტრირების კუთხით, ამასთან, აუცილებლობას წარმოადგენს დაბეგვრის ახალი რეჟიმის შემოღება მიკრო და მცირე ბიზნესისთვის. საგადასახადო და საბაჟო სამსახურების გაერთიანებამ კი განაპირობა საგადასახადო და საბაჟო ნორმების ერთ კანონში გაერთიანება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედი საგადასახადო კოდექსი საჭიროებდა მუხლების 95%25-ში ცვლილებების შეტანას, რამაც განაპირობა საგადასახადო კოდექსის ახალი ვერსიის მომზადება.
კანონის პროექტის მიზანია მოხდეს არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და არსებული რეალობის გათვალისწინებით არსებული სისტემის დახვეწა და ოპტიმიზაცია. ამასთან, იქმნება ერთიანი უნიფიცირებული დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია, საზღვრის გადაკვეთიდან დაწყებული ლიკვიდაციით დასრულებული, გადასახადის გადამხდელი საქმიანობის მარეგულირებელი ყველა საგადასახადო პროცედურა თუ ნორმა.“
თუ ტექსტის გამართულობას არ ჩაუჟინდებით, აქედან ფრიად საინტერესო (სასიკეთო, საყურადღებო) განზრახვას ამოიკითხავს ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ოპონენტიც კი. თუმცა, აქ პრობლემა სწორედ იმაში ვლინდება, რომ ასე მოწოდებული რაციონალური აზრიდან შემდგომ სულ სხვა, საპირისპირო მოქმედებები, გარკვეული წრის, ან პირთა ჯგუფის ინტერესების უზრუნველყოფის ღონისძიებები თუ გადაწყვეტილებები იხლართება.
მგონია, დამეთანხმებით, რომ მოქმედი საგადასახადო კოდექსი მართლაც საჭიროებს ხარვეზებისგან განთავისუფლებას, დახვეწასა და ოპტიმიზაციას. სავსებით მისაღებია ერთიან უნიფიცირებულ დოკუმენტში მოექცეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის მარეგულირებელი ყველა საგადასახადო პროცედურა თუ ნორმა. ამ მხრივ, ახალი კოდექსის მიღების განზრახვას ვერ დაიწუნებ. მაგრამ ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ საგადასახადო კოდექსი არ არის რიგითი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მხოლოდ საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. მის გამართულობაზე ბევრადაა დამოკიდებული სახელმწიფოს ფუნქციების უზრუნველყოფა, ქვეყნის მდგრადი, ეკონომიკური განვითარება, სოციალური კეთილდღეობის ამაღლება და მრავალი სხვა.
ზოგადად, საგადასახადო კოდექსს შემდეგი სამი ფუნქცია აკისრია: ფისკალური; ბაზრის დაცვა; მეწარმეობის ხელშეწყობა. საგადასახადო კოდექსი, როგორც ამ ფუნქციების აღმსრულებელი, არის სტრატეგიული, შორს გამიზნული დოკუმენტი. ის არ უნდა ემსახურებოდეს მიმდინარე პრობლემების გადაჭრას, საშუალო და მოკლევადიანი პერსპექტივის ამოცანების გადაწყვეტას. ამდენად, მის მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებულად ფაქიზი, პრაგმატული, რაც მთავარია, განვითარებაზე და სტაბილურობაზე ორიენტირებული უნდა იყოს!
ჩვენს შემთხვევაში, აგერ უკვე რიგით მესამე კოდექსი სადაცაა ამოქმედდება. მუდმივმა, დაუფიქრებელმა ექსპერიმენტებმა, ათასობით ცვლილებებმა და გაუმართლებელმა დამატებებმა მისი ორი წინამორბედი უფრო და უფრო დააშორა ძირითად დანიშნულებას, პოლიტიკური სპეკულაციის საგნად, სადამსჯელო და მორჩილების უზრუნველმყოფ ინსტრუმენტად გადააქცია, გააუბედურა და ბიზნესს ჩამოაშორა ათასობით მეწარმე. არა და, ყოველი მორიგი სახეცვლილების შემდეგ ცხადდებოდა, რომ ჩვენი საგადასახადო კანონმდებლობა არის უაღრესად რევოლუციური, ულტრალიბერალური, სწორუპოვარი მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში.
საგადასახადო კოდექსის ახალი ვერსია უფრო მეტ ხარვეზებს და პრინციპულად მიუღებელ დებულებებსაც შეიცავს. ამდენად, მალევე გახდება საჭირო მისი სრულყოფა და დახვეწა. წავა და წავა კვლავ ცვლილებების ნიაღვარი. ოქტომბერში თუ არა, წლის ბოლომდე მასშიც ვიხილავთ არაერთ „რევოლუციურ ნოვაციას“. მით უმეტეს, ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი რედაქციის მიღების შემდგომ ისედაც საჭირო გახდება მისგან გამომდინარე კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების გადახალისება.
საგადასახადო კანონმდებლობის არასტაბილურობა, მასში ყოველდღიურად ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ძვირად გვიჯდება, უარყოფითად აისახება ბიზნეს გარემოზე, გადამხდელის საქმიანობაზე, საერთოდ - ეკონომიკის განვითარებაზე, ამის ათასობით მაგალითიც გვაქვს და მწარე გამოცდილებაც (ცუდი ისაა, რომ სხვისი მოსმენა არ გვინდა და საკუთარ წაბორძიკებაზეც ვერ ვახერხებთ შესაბამისი დასკვნების გაკეთებას).
საგადასახადო კოდექსის ახალი ვერსიის შემუშავებაში თურმე (როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული), მონაწილეობდნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები და როგორც ირკვევა, მასში სხვა (ექსპერტები, არასამთავრობო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციები) არ ჩარეულა. საქმეც ამაშია... თავისთავად ეს ფაქტი, რომ კანონპროექტი ვიწრო უწყებრივი (მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს) მეცადინეობის შედეგია, მეტყველებს მის ცალმხრიობაზე. ფინანსთა სამინისტროს ნაკლებად აწუხებს რამდენად ცუდია საგადასახადო კოდექსი ბიზნესისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც ლოგიკურიცაა. მისი უმთავრესი მიზანი საშემოსავლო გეგმის შესრულებაა და რა გასაკვირია, ყველა ნაბიჯი, წინადადება თუ ბწკარედი ამ სულისკვეთებით იყოს გაჟღენთილი. ამიტომ, განეიტრალებისთვის, სულ ცოტა, ამ საქმეში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მაინც უნდა იყოს ჩართული.
ასეთი დოკუმენტი კულუარებში არ უნდა იქმნებოდეს!
დაუშვებელია ცალმხრივი, უდიერი, გაუაზრებელი, იმპულსური დამოკიდებულება საგადასახადო კოდექსის (და არა მარტო მის) მიმართ!
ვატყობ, გაგვიგრძელდა ზოგად-თეორიულ ასპექტებზე მსჯელობა, უფრო კონკრეტულზე შევჩერდეთ: ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მთავარ პრიორიტეტებად საგადასახადო სისტემის მიმართ ნდობის ამაღლება, გონივრული ადმინისტრირების განხორციელება, სტაბილური საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბება, ბიზნესის მაქსიმალურად ლეგალიზება, მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება და კანონის ორმაგი ინტერპრეტირების გამორიცხვა სახელდება. ვნახოთ, რა მივიღეთ ამ მიმართულებით.
საგადასახადო კოდექსის ახალი ვერსიაში, ერთი შეხედვით, მართლაც არის სიახლეები: საგადასახადო ომბუდსმენი (მუხლი 42), წინასწარი გადაწყვეტილება შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულების თაობაზე (მუხლი 47), პირადი საგადასახადო აგენტი (მუხლი 73), მიკრო და მცირე ბიზნესის ცნებები (მუხლები 83-95), იმპორტის გადასახადი საბაჟო გადასახადის ნაცვლად (მუხლი 194), საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება (თავი XXX), აუდიტორთა საბჭო (მუხლი 267), ცალკეული კატეგორიის გადამხდელების კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე გადასვლა (მუხლი 308/7) და სხვა, რაც მთლიანობაში საგადასახადო კოდექსის მცირე ნაწილია, დანარჩენი კი უცვლელად გადმოდის მოქმედი კოდექსიდან. ამ „სიახლეების“ ჩამონათვალი, უდავოდ, შთამბეჭდავია, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, ფაქტობრივად არც ერთი არ იმუშავებს გადამხდელის (სამეწარმეო სუბიექტის) სასიკეთოდ - მხოლოდ მოჩვენებითი ეფექტის მოსახდენადაა კოდექსის ნორმებში მიმობნეული.
ჩვენც მივყვეთ თანმიმდევრულად და ვნახოთ: „რა სიკეთე მოაქვს მამალს“?
კოდექსის პროექტით შემოდის ომბუდსმენის ინსტიტუტი - მუხლი 42, რომელშიც აღნიშნულია: „საგადასახადო ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. საგადასახადო ომბუდცმენის უფლებამოსილება, მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით“.
როგორც აქედან აშკარად ჩანს, ომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობის არსი ისაა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუპირისპირდეს მთავრობასაც კი და მისი გადაწყვეტილებები გააპროტესტოს. მაგრამ თუ კი ომბუდსმენს უფლებებს განუსაზღვრავს და დანიშნავს აღმასრულებელი ხელისუფლება, მაშინ, ის მის დაკრულზე იცეკვებს, რათქმაუნდა, ან რატომ უნდა დანიშნოს პრემიერმა ისეთი კადრი, ომბუდსმენის თანამდებობაზე, რომელიც მისი ნაბიჯების წინააღმდეგ წავა, ან რატომ მიანიჭებს მას ისეთ უფლებებს, რომ სერიოზულად შეუქმნას პრობლემები?! ამდენად, ეს მუხლი ფაქტობრივად ვერ იმუშავებს. ცხადია, შეიძლებოდა ამ მუხლის სხვა რედაქციით მიღება, ვთქვათ, უფლება-მოსილების და დანიშვნა-განთავისუფლების საკითხი გადაეწყვიტა პარლამენტს, კანდიდატურის წარდგენის კვოტა გადაცემოდა ოპოზიციას (რაც მორჩილი უმრავლესობის პირობებში ფაქტობრივად არარეალურია, მაგრამ მაინც...).
განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა შემოსავლების სამსახურისთვის წინასწარი გადაწყვეტილების მიღების უფლების მინიჭებამ (მუხლი 47). ადრე და ახალი ვერსიითაც, საგადასახადო ორგანოს წერილობით განმარტებას არ ჰქონდა ნორმატიული აქტის ძალა და წარმოადგენდა რეკომენდაციას (რაც სავსებით სწორია: ვის მიერაც არ უნდა იყოს განმარტება გაცემული, ის კანონზე მაღლა ვერ დადგება). ამდენად, ასეთი ჩანაწერი გადამხდელებს უქმნიდა პრობლემას. გამოსავალი მოიძებნა იმაში, რომ გადამხდელის წერილობით მიმართვაზე შემოსავლების სამსახურს შეუძლია გასცეს დასკვნა (წინასწარი გადაწყვეტილება) თუ როგორ უნდა დაიბეგროს დაგეგმილი, ან უკვე განხორციელებული ოპერაციები და თუ პირი იმოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ მის მიმართ საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა არ განხორციელდება. ამ გადაწყვეტილებას ზუსტად ასე (ან ამ შინაარსით) აანონსებდნენ და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას უზრუნია გადამხდელის ინტერესების უზრუნველსაყოფად.
ჩემის აზრით, ეს არის ერთერთი პრინციპულად მიუღებელი სატყუარა: ჯერ ერთი - საგადასახადო კოდექსი მარტივი, ყველასთვის გასაგები, ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს და არ საჭიროებდეს დამატებით განმარტებებს; მეორე - წინასწარი გადაწყვეტილების მოპოვება პროცედურულად დროში გაწელილი „ფუფუნებაა“ - უნდა გამოიცეს მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 60 დღისა. ის არ ვრცელდება პირის მიერ განხორციელებული იმ ოპერაციის მიმართ, რომლის მიხედვითაც, წარდგენილია დეკლარაცია, ან დარღვეულია დეკლარირების ვადები; წინასწარი გადაწყვეტილება საჭიროებს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებას. ამასთან, ამ გადაწყვეტილების გამოცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი. წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს: თუ პირის მიერ წარმოდგენილი ფაქტები არასრულია ან/და არასწორია; თუ ნორმა შეიცვალა და მესამე - წინასწარი გადაწყვეტილების მოპოვება ფასიანია და თანაც ის იაფი არ ღირს (ეს ბევრმა არ იცის). ეს ნორმა ჯერ კიდევ არ იყო ძალაში შესული, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 მაისის №149 დადგენილებით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისთვის საფასურებისა და მათი განაკვეთების შესახებ 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შევიდა ცვლილებები და საგადასახადო ორგანოს წინასწარი დასკვნა საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით, 10 დღეზე მეტ ვადაში, 1 000 000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისთვის ღირს 30 000 ლარი, ხოლო სხვა პირებისთვის კი - 15 000 ლარი.
ხომ ხედავთ, ამ ნორმის შემოღებას ფაქტობრივად შედეგი არ მოაქვს. ამ ნორმით ვერ ისარგებლებს მიკრო და მცირე მეწარმე, ვერც საშუალო ფენის ბიზნესი - უბრალოდ, ძვირია. გარდა ამისა, ორი თვე თუ უცადე პასუხს, შესრულებული ოპერაციის დეკლარირების დრო მოვა და ისედაც გაიჭყლიტები; რომც მიიღო სანატრელი პასუხი, შეიძლება შეგიცვალონ, ან, თუნდაც გაგიუქმონ. დააკვირდით, გაუქმების საფუძველს: რატომ უნდა მიიღონ წინასწარი გადაწყვეტილება ბრმად, არასრულ ან/და არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით? შემოსავლების სამსახურმა არ უნდა იცოდეს, შეიცვლება თუ არა ნორმა? გაიძახიან: ნორმის ინტერპრეტაციის საშუალება არ იქნებაო, ამაზე მეტი გინდა? ჯერ ფულს გადაგახდევინებენ, წინასწარ გადაწყვეტილებას მოგცემენ, მოგვიანებით გეტყვიან, რა ვქნათ ბატონო, ნორმა შეიცვალაო. მოკლედ - როგორც ნახეთ, წინასწარი გადაწყვეტილება გადამხდელის საამებლად არ არის მიღებული.
სიტყვამ მოიტანა და მომსახურების ანაზღაურების საკითხი ოდნავ უნდა განვავრცო: ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, რაც „საგადასახადო სისტემის დახვეწამ“ მოიტანა, ისაა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 2010 წლის აპრილიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა. იგი დაადგა „კომერციალიზაციის“ და თვითდაფინანსების გზას: საგადასახადოს ჩინოვნიკები საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, დამატებით ხელფასს მათ მიერ მეწარმეებზე დარიცხული და ამოღებული გადასახადებიდან პროცენტის სახით მიიღებენ. შემოსავლების სამსახურს, სხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და დანიშნულების ამოცანების შესრულების გარდა, სხვა „მომსახურების“ გაწევის ფუნქციაც მიენიჭა და არქივიდან ცნობების გაცემა, წლიური დეკლარაციის ასლის აღება, წარმოშობის სერთიფიკატის გაცემა და ა.შ. ამიერიდან უკვე უფულოდ არ ხდება - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისთვის დაწესებულია საფასურები და განაკვეთებიც სოლიდურია.
ის ნოვაციები, რომლებსაც აანონსებდნენ როგორც რევოლუციურს და გადამხდელის ხსნას, მათ შორის: პირადი აგენტის მომსახურება, გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარება, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის აქტის შედგენაში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მონაწილეობა, საგადასახადო ორგანოს წინასწარი დასკვნა საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, დღეს ფასიანია - ფულს იღებენ დღისით, მზისით... რა უბედურებაა?!..
ეს, ვფიქრობ, ყველაზე ცუდი, არაეფექტური და არარაციონალური გადაწყვეტილებაა. გადასახადების გადამხდელები გადასახადებს იმიტომ იხდიან, რომ სახელმწიფომ თავისი ფუნქციების შესრულება, სახელმწიფო აპარატის გამართული საქმიანობა უზრუნველყოს და არა დამატებითი შემოსავლების მისაღებად სავაჭრო ბუტიკი გახსნას. საგადასახადო ორგანოს თუნდაც ნაწილობრივ თვითდაფინანსებაზე გადაყვანა არალეგალური საკუთარი სარჩო-საბადებლის მოპოვების უფლების დაკანონებას, მოტივაციის გაჩენას, რეკეტის „თანამედროვე“ ფორმების აღმოცენებას და დამკვიდრებას უფრო ჰგავს, ვიდრე საგადასახადო სისტემის დახვეწას.
მიკრო და მცირე ბიზნესის ცნებებზეც (მუხლები 83-95) უნდა შევჩერდე.
არბებულია მოლოდინი იმისა, რომ ამ მხრივ გადამხდელებმა რაღაც ახალი და ხელშეწყობა მიიღეს. სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე (და არა სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო სუბიექტზე), რომლებიც მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებენ. იურიდიულ პირებს ამ კატეგორიაში მოხვედრის შესაძლებლობა არ ექნება. საქმიანობის სახეები ჯერ უცნობია და მას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ამასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებას ენიჭება უფლება აკრძალოს მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ ცალკეული საქმიანობის განხორციელება ან არ მიანიჭოს მათ შესაბამისი სტატუსი ასეთი საქმიანობის ფარგლებში. მეტიც, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს განსაზღვროს შემოსავლის სახეები ასეთი საქმიანობის ფარგლებში.
მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის მიხედვითაც მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს. ეს თანხა ძლიერ მცირეა - დღიური ერთობლივი შემოსავალი ასეთი პირებისა 80-82 ლარი შეიძლება იყოს გაწეული ხარჯების ჩათვლით. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან საქონლის ან მომსახუ მომსახურების მყიდველ მეწარმეს არ შეეძლება ამ თანხის ხარჯად გატარება, თუნდაც დანახარჯი დოკუმენტურად იყოს დადასტურებული. ამდენად, ბიზნესის ეს წრე (თუ კი ბიზნესი ქვია ლუკმაპურის შოვნას) ფაქტობრივად, გარიყულია, მცირე და მსხვილი ბიზნესმენები თავს შეიკავებენ მიკრო მეწარმეებთან ეკონომიკური ურთიერთობისგან.
მიკრო მეწარმეები არ იბეგრებიან და მათ არ ექნებათ სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება, მაგრამ ისინი ცალსახად არ არიან თავისუფალნი აღრიცხვისგან და კონტროლისგან. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას, ვალდებულია დოკუმენტებში მიუთითოს მისი სტატუსი და სტატუსის სერთიფიკატის ნომერი. მან, მისთვის, ან მის მიერ გამოწერილი დოკუმენტები, სავალდებულოა, რომ შეინახოს.
საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდებით ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით, ანუ, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ მიკრო მეწარმეთა ბრუნვა შესაძლებელია სუბიექტურად შეფასდეს.
ზოგადად, ასეთი მიდგომისას, ცუდი ისაა, რომ ამ რეჟიმიდან გამოსვლის მოტივაციაც ნაკლებად მიმზიდველია და კორუფციული გარიგების შესაძლებლობები მატულობს. სხვათა შორის, მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მართალია, მიკრო მეწარმის სტატუსი არ ჰქონდათ, მაგრამ სავარაუდოდ, ამ წრისთვის მისაკუთვნებელი კატეგორია (სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, რომელიც ხორციელდება ტრაქტორებით, ან კომბაინებით, მესაათე, მკერავი, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის რემონტი, სამდივნო და მთარგმნელობითი მომსახურების გაწევა, თმის დაბანა, შესწორება და კრეჭა, დაწყობა, შეღებვა, შეფერადება, დახვევა, გასწორება და ანალოგიური სამუშაოები მამაკაცებისთვის და ქალებისათვის, აგრეთვე გაპარსვა და წვერის შესწორება და სხვა (ჩამოთვლია 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ პუნქტში) ადრე უკეთეს დაბეგვრის რეჟიმში იყვნენ, არ იხდიდნენ გადასახადს და არც არავინ აწუხებდა.
ბევრად უფრო გაურკვეველი სიტუაციაა მცირე მეწარმეებთან დაკავშირებითაც: ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ჯამური ბრუნვა კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 200000 ლარს. ისინი გადასახადს იხდიან შემოსავლის 3-5 %25-ის ფარგლებში და თურმე ეს შემოსავალი, არც მეტი, არც ნაკლები, შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლებისგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა (იხ. მუხლი 90/3). სხვა რაიმე შეღავათი მათზე არ ვრცელდება. მცირე საწარმო ექვებდებარება განსაკუთრებულ კონტროლსა და საგადასახადო ვალდებულების ადმინისტრირების მკაცრ რეჟიმს.
კოდექსში 92.1-ე მუხლი გვეუბნება, რომ მცირე ბიზნესს უფლება აქვს, არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტში კი წერია, რომ მცირე ბიზნესმა უნდა აწარმოოს ხარჯების აღრიცხვის ჟურნალი, რომლის წარმოების წესს ადგენს ფინანსთა მინისტრი (ხომ არის ეს „ჭრელო პეპელა?!“..).
მცირე ბიზნესის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება, თუ არ ხდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლა. ამდენად, განსაკუთრებულ პრივილეგიებს მცირე მეწარმე ვერ იგრძნობს, პირიქით, მისი ამ სტატუსის გამო, მას მუდმივად დაყვედრებული ყურადღების ქვეშ მოუწევს თავისი პრობლემების დემონსტრირება და დაცვა.
ახალ საგადასახადო კოდექსში განსაკუთრებულად თვალშისაცემია მეწარმის და სახელმწიფოს ურთიერთობა. სახელმწიფოს მეწარმის მიმართ თითქმის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. მეწარმეს კი უმნიშვნელო წვრილმანიც, უნებლიე შეცდომა, მცირედი დაგვიანება არ ეპატიება. ვერც თავს დაიცავს, რამდენადაც დავის განხილვის მექანიზმი, აუდიტორული საბჭოს კომპეტენციის და უფლებამოსილების ჩათვლით, აღმასრულებელი ხელისუფლების სრულ კონტროლქვეშაა. მაგალითად, მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა განვიხილოთ: თუ სახელმწიფოს მეწარმის მიმართ რაიმე დავალიანება დაუდგინდა, მას თავისუფლად შეუძლია გაწერილ ვადაში ეს თანხა არ გადაიხადოს, თუნდაც ეს საკითხი სასამართლოს მიერ მეწარმის სასარგებლოდ იყოს გადაწყვეტილი. სახელმწიფოს მეწარმისთვის დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხის უზრუნველყოფის ვალდებულება არ აკისრია!
პროექტში დეტალურადაა აღწერილი, თუ რა შემთხვევაში, რა ვადებში უბრუნდებათ მეწარმეებს ზედმეტად გადახდილი თანხა სახელმწიფოსგან, მაგრამ არსად არ ჩანს - რითაა უზრუნველყოფილი სახელმწიფოს ვალი მეწარმის მიმართ. თუ სახელმწიფო არ ენდობა მეწარმეს და რისკების შემცირებისთვის მის გადასახადს სხვადასხვა ქონებით უზრუნველყოფს, მეწარმე სახელმწიფოს სიტყვაზე უნდა ენდოს.
სახელმწიფოსგან განსხვავებით, მეწარმის საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის პირობები მეტად მკაცრია და სასტიკი. სახელმწიფო გადასახადის გადახდის ვადის მიხედვითაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. თუ იგი მოვალეა მეწარმეს, ზედმეტად გადახდილი თანხა, 3 თვის განმავლობაში დაუბრუნოს, მეწარმეს ახალი საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედმიხედვით, ეკისრება ვალდებულება, რომ გადასახადი დეკლარაციის წარდგენისთვის დადგენილ, ან საგადასახადო მოთხოვნიდან 20 დღის ვადაში გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება და თუ ჯარიმასაც არ გადაიხდის, მისი დავალიანება უზრუნველყოფის სახით სახელმწიფოს ქონებაში გადავა.
კიდევ ერთი - საყურადღებო და მნიშვნელოვანი. საგადასახადო კოდექსის ახალი ვერსიიდან კარგად ჩანს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება მკვეთრად იზრდება. საკანონმდებლო და სასამართლოს ფუნქციებიც კი მის ხელში გადადის. ჭრის და კერავს კიდეც, სახელური უკუღმა რომ მიაკეროს პერანგს, მოდის მიმართულებად ჩაითვლება და პოდიუმზე წარმატებითაც ჩაატარებენ მკერდსავსე მოდელებს, ამიერიდან ყველა გადამხდელმა ასეთი სახელური უნდა ატარონო, იტყვიან და უნდა დავიჯეროთ (შევასრულოთ) კიდეც!
შენიშვნების ეს ნაწილი ძალიან მცირეა იმასთან, რაზეც შეიძლება შევჩერდეთ, თუმცა, საჟურნალო შეზღუდული ფორმატი ამ ჯერზე მეტის თქმის შესაძლებლობას არ იძლევა. ჩვენ კონკრეტულ დეტალებს კიდევ დაუბრუნდებით. ექსპერტებთან ერთად, დეტალურად განვიხილავთ პრობლემურ საკითხებს და შემდეგ ნომრებში მოგაწვდით.
ამ ჯერზე კი, ერთგვარი შეჯამების სახით, შეიძლება ვთქვათ, რომ აშკარაა ახალი ხედვა, ზემოაღნიშნული რევოლუციური ნოვაციების დამკვიდრება „გადამხდელის ბედნიერებისთვისაა“ მოგონილი. საგადასახადო კოდექსი გაჟღენთილია სეთურის სულისკვეთებით - გადამხდელს ერთი გოჭი უნდა დაუტოვო მარტო, არ გაზულუქდება მერე და მორჩილად იქნება!
არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ოდესმე ხელისუფლება იოტისოდენა დათმობაზე წავა და გადამხდელის მორჩილების აღვირს ზომაზე მეტად მიუშვებს.
![]() |
2 თვალსაზრისი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 ძველის ბუნდოვანება ახალსაც „გადაედო“ |
▲ზევით დაბრუნება |
ბორის ჭიჭინაძე,
სოხუმის აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის
ეკონომიკურ-ჰუმანიტარული
უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი
რამდენიმე მოსაზრება ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით
ყველა ქვეყნის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრობის ძირითადი სურვილია (მიზანია) რაც შეიძლება ბევრი მეწარმე იყოს ქვეყანაში, ჰქონდეთ მათ ბიზნესის დაუბრკოლებლად კეთების საშუალება და არ ხდებოდეს ხელოვნური ჩარევები სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან. მართალია, ბიზნესის კეთების პრიორიტეტებზე, ჩვენი მთავრობის მიერ გაცხადებულია, მიღებულია შესაბამისი კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ბიზნესის ხელშეწყობის თაობაზეც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო არ ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებსდა განსხვავებულ გადაწყვეტილებებს ღებულობს.ასეთი გადაწყვეტილებები კი ხშირად ლეგალური ბიზნესისწარმოების შეფერხებას იწვევს და ბიზნეს სჩრდილოვანი (აღურიცხავი)ეკონომიკისკენ უბიძგებს.
პირდაპირ ვიტყვი: 1997 წელს მიღებულმა საგადასახადო კოდექსმა ვერ უზრუნველყო საქართველოში კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნა და ქართული ეკონომიკის კლანური დაყოფა გამოიწვია. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება, რომელიც 2005 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. მართალია, დროთა განმავლობაში მათში რამდენიმე ათეული ცვლილება შევიდა, მაგრამ მთავარი, რაც მთავრობამ ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების შემდეგ ვერ გაითვალისწინა, ის იყო, რომ არ მოახდინა ძველი საგადასახადო კოდექსის მოქმედების შედეგად დაზარალებულ მეწარმეთა გათავისუფლება გადასახადებისგან, ანუ, არ გამოცხადდა ტოტალური საგადასახადო ამნისტიაა (რომელიც ყველა მეწარმეს თანაბრად შეეხებოდა). ამდენად, მეწარმეებს დღესაც უხდებათ 1997 წელს მიღებული კოდექსის შედეგად წარმოშობილი ვალების გადახდა (არადა, ხშირად ეს ვალები უიმედო ხასიათს ატარებს). საგადასახადო ორგანოები, მიუხედავად გადამხდელთა უმეტესობის გადახდისუუნარობისა, არ ახდენენ მათ ჩამოწერას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ხელოვნურ ზრდას იწვევს. აუცილებელია ახალ საგადასახადო კოდექსში გავითვალისწინოთ აღნიშნული კატეგორიის პირებზე რიცხული დავალიანებების ჩამოწერა. როგორც ახლახან გახდა ცნობილი, მთავრობამ გამოაცხადა საგადასახადო ამნისტია საქართველოში მოქმედი ტელევიზიების მიმართ. მათ ჩამოეწერათ დაახლოებით 20 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. ვფიქრობ, გადამხდელთა ასე დაყოფა (კატეგორიების მხრივ), ყოვლად დაუშვებელია, რაც საერთო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედებს. აქვე მინდა მკითხველის ყურადღება მივაპყრო ერთ გარემოებას: საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას სამართლიანად აღნიშნა, რომ ყოვლად დაუშვებელია ბიზნესის დალუქვა (სამეწარმეო საქმიანობის შეჩერება) ფინანსთა მინისტრის წერილობითი თანხმობის (ბრძანების) გარეშე. პრაქტიკაში კი საპირისპირო ქმედებები ბევრია. სავაჭრო ობიექტების დალუქვა ხშირ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრის ბრძანების გარეშე ხდება. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ თითქოსდა, პრეზიდენტმა 2 დღით დალუქვა ნებადართულად ჩათვალა. არადა, მას (პრეზიდენტს) 2009 წლის ოქტომბერში პარლამენტში გამოსვლისას, სავაჭრო ობიექტის დალუქვასთან დაკავშირებით არანაირ ვადებზე არ უსაუბრია. აქედან გამომდინარე, ასეთი ხშირი დალუქვები აფერხებს სამეწარმეო საქმიანობის წარმართვას და ბიზნესის წარმოების შეფერხებას იწვევს (ხშირ შემთხვევაში ობიექტის დალუქვები თვეობით გრძელდება).
სამეწარმეო საქმიანობის ერთერთი შემაფერხებელი ფაქტორია საჯარო რეესტრში დაწესებული მოსაკრებლები ბიზნესის დაწყებისას, კერძოდ, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისთვის 1 სამუშაო დღის ვადაში საჭიროა 20 ლარის გადახდა, ხოლო, განცხადების შეტანისთანავე დარეგისტრირების შემთხვევაში - 50 ლარი, იურიდიული პირების შემთხვევაში, 1 სამუშაო დღის ვადაში დარეგისტრირების შემთხვევაში - 100 ლარი, განცხადების შეტანისთანავე დარეგისტრირების შემთხვევაში - 200 ლარი. ფასიანია მეწარმე სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციაც: 1 სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი, განცხადების შეტანისთანავე რეგისტრაციის შემთხვევაში კი 200 ლარი. ასევე ფასიანია რეგისტრაციის გაუქმება, ინდივიდუალური მეწარმეების შემთხვევაში, პირის გარდაცვალების, ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად, ან ქმედუუნაროდ აღიარების შემთხვევაში 1 სამუშაო დღის ვადაში - საფასურის გარეშე, ხოლო სხვა შემთხვევაში - 100 ლარი, იურიდიული პირების შემთხვევაში 1 სამუშაო დღის ვადაში საფასური შეადგენს - 100 ლარს, განცხადების შეტანის დღესვე კი - 200 ლარს. როგორც ვხედავთ, სამეწარმეო საქმიანობის როგორც დაწყება, ასევე მისი შეწყვეტა ფასიანია და მეწარმის მხრიდან გარკვეული საფასურის გადახდას საჭიროებს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მოსაკრებლების ასეთი პრინციპი ევროპის ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს, მაგრამ არა ყველგან. ჩვენთან დაწესებული საზღაურები კი ამ მხრივ კრიტიკას ვერ უძლებს და საჭიროა მისი დახვეწა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციაზე მორგება, რადგანაც დაწესებული მოსაკრებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება საბიუჯეტო დაწესებულებებში არსებულ მინიმალური ხელფასისგან.
საჭიროა აღინიშნოს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილების თაობაზე. კერძოდ, საქმე ეხება კანონს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, აღნიშნულ დადგენილებაში 2010 წლის 23 ივნისს შევიდა ცვლილებები, რომლითაც გაიზარდა იმ მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც ფასიანია და გადამხდელის მიერ გარკვეული თანხების გადახდას მოითხოვს. საფასურისა და განაკვეთების ჩამონათვალი მეტად ფართოა და სულ 52 პუნქტით განისაზღვრება. საჭიროდ ვთვლი რამდენიმე პუნქტზე გავაკეთო კომენტარი. კერძოდ, ბუნდოვანია აღნიშნული დადგენილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის რაოდენობა. ამ პუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მოსთხოვს მისი საწარმოს საქმიანობის არაგეგმიურ შემოწმებას, იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელის წლიური ბრუნვა 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარამდეა, მაშინ, მან უნდა გადაიხადოს საფასური აღნიშნული მომსახურებისათვის - 10 000 (ათი ათასი) ლარი, ხოლო, თუ გადამხგადამხდელის წლიური ბრუნვა 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარზე მეტია, მაშინ, უნდა გადაიხადოს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი. გაურკვეველია, რა პრინციპითაა დაწესებული აღნიშნული რაოდენობის საფასური? ხომ შეიძლება მეწარმის წლიური ბრუნვა იყოს ერთი მილიონი ლარი, ხოლო მოგება 5 000 ათასი ლარი, ან, საერთოდ არ ჰქონდეს მოგება. ამ შემთხვევაში როგორ უნდა ისარგებლოს ასეთმა მეწარმემ მთავრობის მიერ შეთავაზებული მომსახურებით? ან, ხომ შეიძლება მეწარმის წლიური ბრუნვა იყოს 9 000 (ცხრაათასი) ლარი და მას სურდეს მისი საწარმოს არაგეგმიური შემოწმება - როგორ გადაიხდის ის 10 000 (ათიათასი) ლარს? ცხადია, აღნიშნული პუნქტი დახვეწას საჭიროებს, რათა მისმა მოქმედებამ არ გამოიწვიოს კეთილსინდისიერ მეწარმეთა უფლებების შელახვა. ასევე ბუნდოვანია აღნიშნული დადგენილების მე-18 პუნქტი. კერძოდ, ფასიანია საგადასახადო ორგანოს წინასწარი დასკვნა საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით. არ არსებობს არანაირი განმარტება, თუ რა იგულისხმება საგადასახადო ორგანოს წინასწარ დასკვნაში. უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულში იგულისხმება საგადასახადო ორგანოს წერილობითი პასუხი გადამხდელის კითხვაზე ამა თუ იმ საგადასახადო მუხლის მოთხოვნის განმარტებასთან დაკავშირებით. მოქმედი საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლი განმარტავს, რომ, თუ საგადასახადო ორგანო წერილობით პასუხს გაუგზავნის გადასახადის გადამხდელს კოდექსის ამა თუ იმ მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით, მაშინ, საგადასახადოს ამ პასუხს იურიდიული ძალა არ აქვს. ხოლო, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში აღნიშნულია, რომ საგადასახადოს წერილს გადამხდელის მიმართ იურიდიული ძალა ექნება. სანაცვლოდ აღნიშნული მომსახურება უკვე ფასიანია და გადასახადის გადამხდელს არც თუ ისე პატარა თანხის გადახდა მოუწევს. თუ მეწარმეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარზე მეტი კაპიტალი, ან 10 000 000 (ათი მილიონი) ლარზე მეტი წლიური ბრუნვა აქვს, მაშინ, ის ასეთი დასკვნის 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებისას გადაიხდის 10 000 (ათი ათასი) ლარს ხოლო სხვა დანარჩენი პირები კი 5 000 (ხუთიათასი) ლარს. ხოლო, თუ ზემოთ აღნიშნული კაპიტალისა და წლიური ბრუნვის მქონე პირებს დასკვნის მიღება უნდათ 10 სამუშაო დღის განმავლობაში, მაშინ, მეწარმეები გადაიხდიან 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო, სხვა დანარჩენი მეწარმეები 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს. საფასურის დაწესებისას არ არის გათვალისწინებული ე.წ. „მიკრო“და „მცირე მეწარმის“ ინტერესები. რა ქნან აღნიშნული კატეგორიის მეწარმეებმა, როცა მათ აინტერესებთ კოდექსის ამა თუ იმ მუხლის განმარტება. როგორ გადაიხადონ მათ დაწესებული საფასური? აღნიშნული დადგენილების 32-ე პუნქტში ნათქვამია, რომ გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღის მოხსნა ფასიანია და ის ერთი სამუშაო დღის განმავლობაში 20 ლარითაა განსაზღვრული. ეს ნიშნავს, თუ გადასახადის გადამხდელს აქვს საბიუჯეტო დავალიანება და მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია საინკასო დავალებები, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაფარავს ამ დავალიანებას, მას საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალება ექნება მანამ, სანამ არ გადაიხდის დაწესებულ საფასურს. ამასთან, ბუნდოვანია საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციისას დაწესებული მოსაკრებელიც. კერძოდ, თუ 1 სამუშაო დღეში სურს გადამხდელს აპარატის რეგისტრაცია (უმეტეს შემთხვევაში 1 სამუშაო დღეში უნდა მეწარმეს აპარატის რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დააჯარიმებენ აპარატის არქონისთვის - 500 ლარით) მაშინ, მან უნდა გადაიხადოს 20 ლარი, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 10 ლარი. ასევე ფასიანია ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რეგისტრაცია - იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანო მოახდენს მის რეგისტრაციას 1 სამუშაო დღეში, მაშინ, მეწარმემ უნდა გადაიხადოს 50 ლარი, 3 სამუშაო დღეში კი 20 ლარი. როგორც ვხედავთ, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ მიღებული დადგენილება ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციულია და ის აშკარად არღვევს მეწარმეთა უფლებებს. ამასთან, ის წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ეკონომიკური თავისუფლების აქტთან“.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, თუ რა ხდება ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში სამეწარმეო საქმიანობის გაუმჯობესების მხრივ. ახალი კოდექსით შემოდის „მიკრო“ და „მცირე მეწარმის“ კატეგორიები. ის მეწარმე, რომლის წლიური ბრუნვა 30 000 ლარს არ აჭარბებს, ითვლება მიკრო მეწარმედ და ის თავისუფლდება ყველანაირი გადასახადიდან. თუმცა, კანონის პროექტში არ არის განმარტებული, თუ როგორ ხდება მეწარმის ბრუნვის დაფიქსირება. გამოდის, რომ აღნიშნული კატეგორიის მეწარმეებმა კვლავ უნდა აწარმოონ საბუღალტრო აღრიცხვა (აბა ბრუნვას ისე როგორ დაადგენენ?). კანონპროექტის ავტორთა განმარტებით კი, მიკრო მეწარმეებს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება არ ევალებათ. ახალი საგადასახადო კოდექსით, დღგით იბეგრება მიღებული ავანსები, რაც უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ, არსებული კოდექსით ავანსი დღგ-ით არ იბეგრება, მიუხედავად იმისა, რომ მიკრო მეწარმე გადასახადებით არ იბეგრება, საგადასახადო სამსახურებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩაუტარონ აღნიშნული კატეგორიის მეწარმეებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და უზედდებულო საქონლის გამოვლენის შემთხვევაში დააჯარიმონ ისინი გამოვლენილი საქონლის 500 პროცენტით (დღეს არსებული კოდექსით მეწარმეები აღნიშნულ შემთხვევაში ჯარიმდებიან გამოვლენილი საქონლის 100 პროცენტით), გამოდის, რომ ამ შემთხვევაში საგადასახადო სამსახურები გადამხდელებიდან გადასახადებიდან მიუღებელ თანხებს ამოიღებენ ჯარიმების სახით. მიკრო მეწარმეების დაბეგვრასთან დაკავშირებით მისაღები კანონი დღეს არსებულ საგადასახადო კოდექსთან შედარებით უკან გადადგმულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ, რადგან, მოქმედი კანონით გარკვეული კატეგორიის მეწარმე პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს არ აჭარბებს, ისედაც გათავისუფლებულები არიან გადასახადისგან. (გარდა იმ პირებისა, რომლებსაც ჰყავთ დაქირავებული პირები). ახალი კოდექსის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ თუ მცირე მეწარმეს სამჯერ დააჯარიმებენ სალაროს ჩეკის გაუცემლობის გამო, მაშინ, მას მოუხსნიან მცირე ბიზნესის სტატუსს. ეს კიდევ ერთხელ უბიძგებს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, რაც შეიძლება ხშირად დააჯარიმონ მეწარმეები სალაროს ჩეკის გაუცემლობაზე. ახალი კანონპროექტი საერთოდ არ ითვალისწინებს საბაჟო და საგადასახადო კოდექსების გაერთიანებას, მაშინ, როცა მთავრობის მიერ ამ კოდექსების გაერთიანების შესახებ იყო განცხადებული. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში ხშირადაა ნახსენები სიტყვები - „შესაძლებელია“, „განსაკუთრებულ შემთხვევაში“, „ცალკეული გადამხდელების“ მიმართ და სხვა, რაც ძალიან ართულებს გადამხდელების მიმართ მიდგომას და მათ არათანაბარ პირობებში აყენებს. კანონპროექტით ძალიან დიდი უფლებები აქვს მთავრობას. ეს უფლებები ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებების შელახვასაც კი იწვევს (განსაკუთრებით მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დაწესების დროს). ხაზგასასმელია ისიც, რომ არაფერი ახალი არ არის ნათქვამი საგადასახადო დავებთან დაკავშირებით. პირიქით, გადამხდელებს ძალიან შეზღუდულ ვადებში უხდებათ შემოსავლების სამსახურში და სასამართლო ინსტანციებში დოკუმენტაციის წარდგენა. აქვე უნდა აღინიშნოს იმაზეც, რომ თუ საგადასახადო სამსახურმა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოუგო გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავა, მაშინ, მას შეუძლია მოახდინოს დაყადაღებული ქონების აუქციონზე გაყიდვა, მაშინ, როცა საგადასახადო დავა ისევ გრძელდება ზემდგომ სასამართლოში. ხომ შეიძლება, რომ გადასახადის გადამხდელმა გაიმარჯვოს ზემდგომ ინსტანციებში? (თუმცა, ჩვენს პრაქტიკაში ამის მხოლოდ თეორიულად დაშვება თუ შეიძლება) ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო როგორ უბრუნებს გადასახადის გადამხდელს გაყიდულ ქონებას? საკითხი მეტად ბუნდოვანია და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს, რათა არ შეილახოს გადამხდელების უფლებები.
![]() |
2.2 უნდა ავირჩიოთ პრიორიტეტები |
▲ზევით დაბრუნება |
ნოდარ ჭითანავა,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჟურნალ „ბიზნესი და
კანონმდებლობის“ სამეცნიერო საბჭოს წევრი
საქართველოს რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური პოლიტიკის ფორმირების თავისებურებანი
დასასრული. დასაწყისი იხ. ჟურნალში „ბიზნესი და კანონმდებლობა“, ივნისი, 2010 წ.)
გლობალიზაციისა და ლოკალიზაციის რთულ და წინააღმდეგობრივ პროცესში ახლებურ გააზრებას მოითხოვს სახელმწიფოს რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური პოლიტიკის ფორმირების კონცეპტუალური და ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური საკითხები. უპირველეს ყოვლისა, ანალიზს საჭიროებს ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორების გავლენით ფორმირებადი ტენდენციები, ცენტრისა და ტერიტორიის ნაწილის (რეგიონის) მრავალმხრივი ურთიერთობების კანონზომიერებანი, რათა ობიექტურად განისაზღვროს სახელმწიფო (ცენტრი) - რეგიონის (ტერიტორიის ნაწილი) ინტერესების შეთანაწყობის პრინციპები, მეთოდები, მექანიზმები.
ჩემის აზრით, რეგიონის, როგორც ერთიანი ეროვნული ორგანიზმის შემადგენელი ნაწილის განვითარების სწორად განსაზღვრისთვის საჭიროა ინდივიდუალური და კომპლექსური მიდგომა. მით უმეტეს, საქართველოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მრავალფეროვნებას, როგორც განვითარების რესურსს. სწორედ რეგიონებშია განთავსებული ეროვნული ფენომენის მარგალიტები, მისხალმისხალ მათი აკრეფა და მიზნობრივად გამოყენება და ეროვნულ- სახელმწიფოებრივ ინტერესებში მათი ჩაყენება სახელმწიფოს სტრატეგიულ ამოცანად უნდა იქცეს.
რეგიონის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებები, სამეურნეო გამოცდილება, კულტურის, რელიგიის ეროვნული სპეციფიკა შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ ისეთი მექანიზმის შექმნისთვის, რომელიც გლობალიზაციით გამოწვეულ ტენდენციებს არამც თუ წინააღმდეგობებს გაუწევს, არამედ, მათ უპირატესობებს მოარგებს ქვეყნის განვითარების საკუთარ სტრატეგიას. ამ თვალსაზრისით, შიდა რეგიონული მრავალფეროვნება უნდა განვიხილოთ როგორც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული რესურსი. ამასთან, ქართული სოფელი, თემი, დაბა, რაიონი, ქალაქი, მხარე, ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც მთელის ნაწილი და თავადაც მთელი მათი შემადგენელი ნაწილების მიმართ ერთიანი გენეტიკური ფესვებით, ტრადიციებისა და მეურნეობრიობის მრავალფეროვნებით ის ნიშანსვეტია, რომელიც ქვეყნისთვის შეასრულებს ინდიკატორის ფუნქციას. სწორედ ამ თავისებურებაში უნდა ვეძებოთ ქართული რეგიონალიზმის ფუძემდებლური პრინციპების განსაზღვრის ფილოსოფიური, პოლიტიკური და ეკონომიკური საწყისი. ანგარიში უნდა გაეწიოს იმ რეალობას, რომ ქვეყანა, მისი ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილი არ შეიძლება წარმატებით განვითარდეს, თუ ყოველმხრივ გაანალიზებული და განსაზღვრული არ არის ქვეყნის განვითარების ერთიანი მიზანი, ამოცანები, ეტაპები, მატერიალური და ორგანიზაციული საფუძვლები, მექანიზმები. განვითარების ყველა ეტაპზე ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული სტრატეგია, იგი უნდა დაეფუძნოს შემდეგ კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიურ მიდგომებს:
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოს სტაბილურობა; ტერიტორიის შემადგენელი ნაწილების (რეგიონების) სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური განვითარების კომპლექსურობა; სახელმწიფო-ეგიონის მრავალმხრივი ურთიერთობები უნდა დაემყაროს ორმხრივი ინტერესების კომპრომისს. ცენტრი შეასრულებს ტრანსფორმაციული პროცესების წარმმართველის ფუნქციებს, მან უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი პირობებით ერთმანეთისგან განსხვავებული რეგიონების ერთიანი სტრატეგიით განვითარება. რეგიონი ასრულებს ე.წ. „ხიდის“ ფუნქციას, რომლითაც სახელმწიფოს პოლიტიკით განსაზღვრული მაკრო ეკონომიკური და სოციალური პროცესები გადადის მეზო და მიკრო დონეზე. ეს პროცესი ვითარდება ორმხრივი მოძრაობის პრინციპით მაკროდან მიკროზე, და პირიქით. ცენტრსა და რეგიონს აერთიანებს ეროვნულ- სახელმწიფოებრივი ინტერსები. სწორედ მათ გადაკვეთაზე ფორმირდება კომპლექსურობა. ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიზანი მაშინ მიიღწევა თუ ორივე მხარე - მთელი და მისი ნაწილი მოქმედებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიით და ქვეყანა ვითარდება ერთიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სამართლებრივ სივრცეში.
გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში ცხოვრების ბუნებრივი პირობები არათანაბრადაა განაწილებული. ამიტომაა, რომ რეგიონების სოციალურ- ეკონომიკური განვითარების დონის (პირობების) გამოთანაბრების ამოცანა ისტორიულიც არის და საგანგებოც.
სახელმწიფო მმართველობის ცენტრალიზაციისა და დეცენტრალიზაციის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით უზრუნველყოფილი უნდა იქნას რეგიონული, ადგილობრივი მმართველობის (თვითმმართველობის) წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მაღალი ადმინისტრაციული ავტონომია და მეორეს მხრივ, ადგილობრივი მმართველობა უნდა ფუნქციონირებდეს, როგორც სახელმწიფოს ერთიანი მმართველობითი სისტემის პოლიტიკური, ეკონომიკური, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძველი. ადგილობრივი მმართველობა უნდა ჩამოყალიბდეს მართვის რეალურ ინსტიტუტად. სოფელს განესაზღვროს სტატუსი. უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფოსა და ადგილობრივ მმართველობას შორის საკუთრება, შესაბამისად მათი კომპეტენციები, ადგილობრივ მმართველობას საკუთრებაში უნდა გადაეცეს მის ტერიტორიაზე არსებული ის სახელმწიფო საწარმოები (ორგანიზაციები), რომლებიც ძირითადად ადგილობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და მოსახლეობისთვის მომსახურების მოცულობის მიწოდებას უზრუნველყოფენ; მომავალში ადგილობრივი მმართველობისა და ცენტრალური მთავრობის ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს პარტნიორულ საფუძველზე, რომელიც მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ- მმართველობით საკითხებს. სახელმწიფოსგან ადგილობრივ ორგანოებზე უფლებამოსილებათა დელეგირება დაიშვება შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით;
ეფექტიანად უნდა იქნას გამოყენებული რეგიონთაშორისი კოოპერაციის განვითარების ქვეყანაში არსებული შესაძლებლობანი. ამ ფორმის უპირატესობა ისაა, რომ იგი აჩქარებს სტრუქტურულ გარდაქმნებს, ასტიმულირებს მეწარმეობით საქმიანობას შიდა და გარე ბაზრებზე. დიდი როლის შესრულება შეუძლია ფრანჩაიზინგის სისტემას (იგი სახელშეკრულებო ურთიერთობებს ეფუძნება, როცა მსხვილი სტრუქტურა თავის უფლებამოსილებას გადასცემს მცირე საწარმოს, რათა მან გამოიყენოს მისი სავაჭრო მარკებით სარგებლობის უფლება, ამასთან, აწვდის მას საქონელს, რეკლამას, ტექნოლოგიებს, აძლევს შეღავათიან კრედიტს, ან გამოდის თავდებად სესხის აღებისას). ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს რომელ ტერიტორიაზე ფრანჩაიზინგის რომელი ფორმა შეირჩეს (საწარმოო, სავაჭრო და სხვა).
დიდი მნიშვნელობა აქვს ერთობლივი საწარმოების შექმნას, როგორც უცხოეთის საბაზრო სუბიექტებთან, ასევე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის საწარმოებთან, ორგანიზაციებთან. ასეთი კოოპერაცია ხელს შეუწყობს სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური სიმტკიცის ჯანსაღი მატერიალური და ორგანიზაციული საფუძვლების მომზადებას, რეგიონს უნდა ჰქონდეს ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამა, რომლის შედგენაში მონაწილეობას იღებს ცენტრი (შესაბამისი სტრუქტურებით) და ამტკიცებს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო.
სამწუხაროდ, ქვეყანაში რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარების კომპლექსური პროგრამების შედგენა ამჟამად არ ხდება. არც ქვეყნის განვითარების პროგნოზები დგება. ინდიკატური დაგეგმვის შესახებ კანონი გაუქმებულია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ პროგრამული მიდგომა უნივერსალურია, მითუმეტეს, იგი ეფექტიანია რადიკალური რეფორმების განხორციელებისას. პროგრამა უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ქვეყნის (რეგიონის) განვითარების სტრატეგია, ორიენტირი (ინდიკატორი), რომელიც ისახავს პოლიტიკურ მიზანს, ემყარება საკუთარ სამართლებრივ ბაზას, ეყრდნობა კვლევის მეცნიერულ მეთოდებს რესურსულ პოტენციალს, კოორდინაციის მექანიზმს და სრულად გამოხატავს ეკონომიკის განვითარების ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. პროგრამა ცენტრისა და რეგიონის ინტერესების დაბალანსების ქმედითი ინსტრუმენტია.
რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარების დონის შეფასებისთვის საჭიროა გამოვიყენოთ ინდიკატორთა სისტემა. მაგალითად, მშპ რეგიონული მაჩვენებელი, მოსახლეობის ერთ სულზე მისი მოცულობა, ცხოვრების დონე, მრეწველობისა და სასურსათო პროდუქციის წარმოების მოცულობა, დასაქმების მაჩვენებელი, დემოგრაფიული ტენდენციები, გარემოს დაცვის, ინვესტიციების რეგიონთაშორისო ეკონომიკური კავშირების და სხვა მაჩვენებლები;
დიფერენცირებულ მიდგომას მოითხოვს ცალკეული ტერიტორიის (პირველ რიგში დეპრესიული რეგიონების) თავისებურებათა გათვალისწინებით ეკონომიკური პროტექციონიზმის გამოყენება. მეცნიერთა ერთი ნაწილი პროტექციონიზმს უგულებელყოფს, განსაკუთრებით ეს ეხება საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ სტრუქტურებს, რაც პრობლემების მიმართ მათი ცალმხრივი დამოკიდებულებითა და რეალობას მოწყვეტილი იდეოლოგიური დოგმებით უნდა აიხსნას. საქართველოს სოციალურ- ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პოლიტიკაში პროტექციონიზმი, როგორც ასეთი, დღეს ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. იგი მუდმივმოქმედი ინსტრუმენტი არ არის, არამედ მოცემულ კონკრეტულ სიტუაციასთან ეკონომიკის ადაპტირების აუცილებელი სტიმულატორია. გარედან (ამ შემთხვევაში ცენტრიდან) მრავალმხრივი მხარდაჭერის გარეშე ქვეყნის დეპრესიული რეგიონების (განსაკუთრებით მთის რეგიონების) სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარება, მით უფრო მდგრადი განვითარების პრინციპებზე მათი გადასვლა, შეუძლებელია.
ქვეყნის რეგიონები ინტენსიურად უნდა ჩაერთონ საგარეო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში. უპირატესობა უნდა მიენიჭოს სავაჭრო-ეკონომიკურ კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო- ტექნიკურ, ჰუმანიტარულ, ტერიტორიულ (სასაზღვრო) ურთიერთობებს.
სრულყოფას საჭიროებს საბიუჯეტო ფედერალიზმის მექანიზმი, კერძოდ, ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ფორმირების პროცესის მიზანმიმართულად რეგულირება, ცენტრალიზაციისა და დეცენტრალიზაციის პროცესების შეჯერება, ცენტრსა და რეგიონებს შორის ხარჯვითი უფლებამოსილებათა ობიექტურად გადანაწილება და სხვ.
ამრიგად, რეგიონული პოლიტიკისა და მისი რეალიზაციის ინსტიტუციური მექანიზმის ჩამოყალიბება დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული ამოცანაა.
მთიანეთის განვითარების ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმის ფორმირება
1999 წელს საქართველოში მიღებული კანონი „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ- ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“, ქვეყნის (განსაკუთრებით მთიანეთის) განვითარების სტრატეგიის განსაზღვრაში წინგადადგმული ნაბიჯი იყო. მან საფუძველი ჩაუყარა მთიანეთის განვითარების საკანონმდებლო ბაზას, აღიარებული იქნა მთის რეგიონების განვითარების პრობლემები და მათი გადაწყვეტის დაჩქარების აუცილებლობა, განისაზღვრა სტრატეგიული მიმართულებანი, რომლებიც შეესაბამება მეცნიერებისა და მსოფლიო გამოცდილებით აპრობირებულ მიდგომებს. კანონით განისაზღვრა მოქმედების არეალი (ქვეყნის შესაბამისი ტერიტორია), ეკონომიკის განვითარების, მიწათსარგებლობის, გარემოს დაცვის პრინციპები, სოციალური სფეროს ფუნქციონირების პირობები, ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული ამოცანები და სხვ.
ამრიგად, ზემოთ აღნიშნული კანონი დასმული ამოცანების მნიშვნელობით, მთიანეთის განვითარების მასშტაბური ხედვით, პრობლემების გადაწყვეტისადმი კომპლექსური მიდგომით ძირითადად პასუხობს თანამედროვე მსოფლიოში მთიანეთის განვითარების ზოგად კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ მოთხოვნებს. ამასთან, იგი შესრულების მექანიზმების გამოყენების თვალსაზრისით რიგი ხარვეზებით ხასიათდება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი კანონის მოქმედების შეჩერებისა იყო და არის რეალური ფინანსური წყაროების არ არსებობა. ამიტომ, კანონი ფაქტობრივად მოწყვეტილია რეალურ სინამდვილეს. იგი დეკლარაციულ ხასიათს ატარებს...
ასეთი სიტუაცია მხოლოდ სუბიექტური ფაქტორებით არ აიხსნება (მთიანეთის პრობლემების მასშტაბების გაუცნობიერებლობა და ფორმირებადი სახელმწიფოს დაბალი კომპეტენცია). დიდია ობიექტური ფაქტორების მნიშვნელობაც. ეროვნული ეკონომიკა კანონის მიღების პერიოდში და ამჟამადაც ტრანსფორმაციული პროცესების წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, სისტემურ კრიზისშია. გამწვავდა სოციალური პრობლემები, მსოფლიო ეკონომიკის კრიზისმა და რუსეთის აგრესიამ გამოიწვია ზრდის ტემპების ვარდნა. ჯერ კიდევ მიღწეული არ არის მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების რეფორმამდელი (1990 წ.) დონე (იგი 2008 წლის შედეგებით შეადგენს 68-70%25-ს).
გაიზარდა საგარეო ვალი (2010 წლის 1 ივნისის მდგომარეობით იგი შეადგენდა 8 მლრდ ლარზე მეტს). უმუშევრობის პრობლემა საშიშ მასშტაბებს იძენს. ასეთ სიტუაციაში ზემოთ აღნიშნული კანონის მოქმედება შეჩერდა. კანონმა მთავარი მიზნის - მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ხელშემწყობი მატერიალური, ორგანიზაციული, სამართლებრივი პირობებისა და მექანიზმების შექმნა-განხორციელება ვერ უზრუნველყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონი საერთოდ არ ვარგა და ამიტომ იგი უნდა შეიცვალოს ახალი კანონით. ჩვენი აზრით, აღნიშნული კანონის სრულყოფაა საჭირო, განსაკუთრებით რეალური ფინანსური წყაროების განსაზღვრისა და ორგანიზაციული და ეკონომიკური მექანიზმების ფორმირების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში მიზანშეწონილია განვიხილოთ მთიანეთის განვითარების ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმის ფორმირების საკითხები.
ამჟამად, ტრანსფორმაციული პროცესების შედეგად ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის რეალური სურათიც არა გვაქვს. შეუსწავლელია მთის რეგიონების ეკონომიკა, განსაზღვრული არ არის მთიანეთსა და ბარს შორის განვითარების თანაფარდობის მიღწევის შესაძლებლობები. მეტიც, გაანგარიშებული არ არის ეროვნული სიმდიდრე. ყოველივე ეს ართულებს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების რეალური ამოცანების სწორად განსაზღვრას. ამიტომ, საჭიროა რიგი წინმსწრები ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ:
პირველი. უნდა ჩატარდეს მთის რეგიონების ტერიტორიის ძირითადი და საწარმოო ფონდების სრული ინვენტარიზაცია, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის, მოსახლეობის განსახლებისა და ცხოვრების დონის ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზი და შეფასება. გასათვალისწინებელია, რომ ბოლო 20 წელიწადში თვისებრივად შეიცვალა არა მარტო არსებული რესურსების გამოყენების წესი, არამედ, საზოგადოებრივი ცნობიერებაც (მენტალიტეტი). გამოიკვეთა რესურსების (პოტენციალის) ათვისების მრავალვარიანტულობის შესაძლებლობები, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მიზნობრივად გამოყენების პირობები და სხვ.
აღნიშნული ღონისძიების პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მნიშვნელობის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას მუდმივმოქმედი (თუნდაც 10-15 წლით) სამთავრობო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული სტრუქტურებისა და მართვის რეგიონული ორგანოეის საქმიანობის კოორდინაციას.
მეორე. სამთავრობო კომისიის ინფორმაციისა და მთიანეთის განვითარების დონის შეფასების საფუძველზე უნდა შემუშავდეს მთიანეთის სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარების სახელმწიფო პროგრამა.
მისი მეცნიერული უზრუნველყოფისა და ქვეყნის განვითარებაში მთიანეთის განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით მიზანშეწონილია პროგრამა დაამუშავოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ. პროგრამის შესაბამისად სათანადო ცვლილებები უნდა შევიდეს მთის რეგიონების განვითარების შესახებ ამჟამად არსებულ კანონში. კანონისა და პროგრამის შესრულების მონიტორინგს განახორციელებს იგივე სამთავრობო კომისია ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა სტრუქტურა.
მესამე. პროგრამაში მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნას რიგი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა. მაგალითად, სოფელს (ან სოფლების ჯგუფს - თემს) უნდა განესაზღვროს სტატუსი. იგი აღიარებულ უნდა იქნას ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულად, რომელიც ირჩევს თავის წარმომადგენლობით ორგანოს (საკრებულოს). დაზუსტდეს მისი საზღვრები, წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნის პირობები; ცენტრსა და რეგიონებს შორის უნდა გაიმიჯნოს საკუთრება, მათ შორის მიწაზე. რეგიონებს უნდა გადაეცეთ ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო ქონება. ასევე სახელმწიფო საკუთრებაში ამჟამად არსებული მიწები (კატეგორიების მიხედვით) სარგებლობის უფლებით (და არა არენდით), რომელსაც იგი მიზნობრივად გამოიყენებს და მისგან მიღებულ შემოსავალს (როგორც წესი) მოახმარს მიწის დაცვისა და მისი ნაყოფიერების ამაღლებას. ადგილობრივი პირობების შესაბამისად გამოყენებულ იქნას საზაფხულო და საზამთრო საძოვრების სარგებლობის კოოპერაციული ფორმები. თითოეული თემის (სოფლის) რესურსების ათვისება მოხდეს, როგორც წესი, მიზნობრივი პროგრამებით ცენტრის, რეგიონისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შეჯერებით. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ტერიტორიის ათვისების მიმართულება (სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, რეკრეაციული და სხვ.) განისაზღვრება პროგრამით (კანონით) გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სასაზღვრო რეგიონებში მომიჯნავე ქვეყნების ტერიტორიებთან სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების გაფართოებას, ერთობლივი საწარმოების შექმნას, კონკრეტული პირობების მიხედვით ეკონომიკური (ინდუსტრიული ან სხვა ფორმის) ზონების შექმნა- ფუნქციონირების შესაძლებლობების შესწავლას.
მეოთხე. მთიანეთის განვითარებაში, როგორც დროებითი ღონისძიება, უნდა გამოვიყენოთ სახელმწიფოს პროტექციონისტული პოლიტიკა, რომელშიც განისაზღვრება კონკრეტული ტერიტორიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უცხოური ინვესტიციების, ცენტრალური ბიუჯეტის, მოსახლეობის სახსრების ერთობლივად გამოყენების პირობები, შეღავათიანი საფინანსო- საგადასახადო რეჟიმი, რათა ხელი შეეწყოს ბიზნესის საშუალო და მსხვილი სტრუქტურების დაინტერესებას ადგილობრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებისათვის (საოჯახო ბიზნესის მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება, დაკვეთით შინ მუშაობა, ლიზინგის, ფრანჩაიზინგის სხვადასხვა ფორმით გამოყენება და ა.შ.).
ამასთან ერთად, მთიანეთის განვითარების მატერიალური (ეკონომიკური) და ორგანიზაციული საფუძვლების განმტკიცებისა და მიზნობრივი (წერტილოვანი) ამოცანების გადაწყვეტისთვის მიზანშეწონილია შეიქმნას მთიანეთის განვითარების ფონდი (რომელშიც სხვადასხვა წყაროებიდან მოხდება სახსრების აკუმულირება, შემდგომში მათი მიზნობრივად გამოყენებისთვის. იგი განცალკევებულია რეგიონული ბიუჯეტებიდან და გამოიყენება კონკრეტული, პირველ რიგში საწარმოო დანიშნულების პროექტების დაფინანსების, ობიექტების მშენებლობაში (ვთქვათ, ენერგეტიკის ობიექტის) ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობის, გამომუშავებული პროდუქციის მოცულობაში მისი წილის განსაზღვრისათვის. მთის რეგიონების განვითარების სტიმულირების მიზნით საჭიროა ადგილზე წარმოებული პროდუქციის (მათი მნიშვნელობის მიხედვით) სუბსიდირება, საექსპორტო დანიშნულების პროდუქციის წარმოების სტიმულირება. დადგინდეს წესი, რომლის მიხედვით, მთის ზონაში არსებული საწარმოები განთავისუფლდებიან მოგების იმ ნაწილის გადახდისაგან, რომელიც გამოიყენება ადგილზე. ახლად შექმნილი საწარმოები გარკვეული პეროდით (3-5 წელი) განთავისუფლდნენ საერთოდ გადასახადებისაგან.
ეს და სხვა სახის სტიმულირების ფორმები განისაზღვრება შესაბამისი კანონით.
აქვე შევჩერდები ერთ რეზერვზე, რომლის კომპლექსურად გამოყენება მოამზადებს სათანადო წინამძღვრებს მთიანეთის პრობლემების გადაწყვეტის დაჩქარებისთვის. ესაა ჰიდრორესურსების დიდი პოტენციალი, რომელიც ძირითადად მთის რეგიონშია განთავსებული. ქართველ სპეციალისტთა გათვლით, ქვეყანაში აღრიცხულია 26 ათასი მდინარე. აქედან 319 გამოიყოფა ენერგეტიკული მნიშვნელობით. მათ შორის 208 საშუალო და დიდი მდინარეა. მათ შეუძლიათ წელიწადში საშუალოდ მოგვცენ 135,8 მლრდ კვსთ ელექტროენერგია. ამჟამად ამ რესურსების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (5-7%25) გამოიყენება [11. 43].
პერსპექტივაში ამ რესურსების მიზნობრივი ათვისება ერთდროულად რამდენიმე ამოცანას გადაწყვეტს. ჯერ-ერთი, ადგილზე შეიქმნება განვითარების მყარი საფუძველი, საწარმოების, ტურიზმის, საკურორტო მეურნეობის, ტრანსპორტის (განსაკუთრებით საბაგირო გზების) განვითარებისათვის. მეორე, გააძლიერებს ქვეყნის სამრეწველო პოტენციალს (რაც დასაქმების პრობლემასთან უშუალოდ არის დაკავშირებული). მესამე, შიდა ბაზრის გაჯერების კვალობაზე შეიქმნება ელექტროენერგიის საგარეო ბაზარზე მიწოდების მნიშვნელოვნად გადიდების პირობები. მეოთხე, ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობასა და საქმიანობაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობის პრინციპი (მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული ფორმების შერჩევით). ქვეყანაში ჰიდრორესურსების კომპლექსურად ათვისების სტრატეგია ახლებურ გააზრებას მოითხოვს. ჩვენი აზრით, ელექტროენერგიის დღემდე გამოყენებული სტრატეგია უნდა შეიცვალოს. რამდენადაც ქვეყანას (სხვა რესურსები (ნავთობი, გაზი) შეზღუდული აქვს, ხოლო ჰიდრორესურსების დიდი პოტენციალი გააჩნია, მიზანშეწონილია გრძელვადიან პერსპექტივაში გათვალისწინებულ იქნას ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნა (საშინაო და საგარეო ბაზრების კონიუნქტურის შესაბამისად) ძირითადად დაკმაყოფილდეს ჰიდროენერგეტიკის უპირატესი განვითარებით. მაგალითად, გაზის, რომლის რესურსები იმპორტირებულია და მნიშვნელოვანწილად ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული, ელექტროენერგიით თანდათანობითი ჩანაცვლებით (გათბობის სისტემების უპირატესად ელექტროენერგიაზე გადაყვანით). ექსპერტთა გათვლით, საქართველოს ნორმალური განვითარებისთვის (მხედველობაში გვაქვს ეკონომიკაში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება, მომსახურების სფეროს საშუალო დონის სტანდარტები, განათლების, მეცნიერების განვითარების მასშტაბები და ა.შ.) სჭირდება 25-30 მლრდ. კვტ.სთ ენერგია, მოსახლეობის ერთ სულზე საშუალოდ 5-6 ათასი კვტ.სთ. (2008 წელს საქართველოში სულ წარმოებულ იქნა 8,3 მლრდ. კვტ.სთ).
ზოგადად ასეთი მიდგომა შეესაბამება ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ ინტერესებს. თუმცა, რესურსების ათვისება ხანგრძლივ პერიოდს და დიდ სახსრებს მოითხოვს. ამიტომ საჭიროა სახელმწიფოს ჰქონდეს ენერგეტიკის განვითარების (როგორც უალტერნატივო პრიორიტეტის) გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი კომპლექსური პროგრამა.
ამრიგად, ქვეყნის (რეგიონების) სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარების პრობლემების გადაწყვეტაში, განმსაზღვრელი (მამობილიზებელი) როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფომ. მან ქვეყნის განვითარების თავისებურებების, მეურნეობრიობის ეროვნული პრინციპებისა და თანამედროვე მსოფლიოში ტერიტორიების განვითარების უნიკალური გამოცდილების გათვალისწინებით უნდა განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებს ეროვნულ ინტერესებს დაუმორჩილებს. ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ტრანსფორმაციის პროცესში სახელმწიფო შეასრულებს წარმმართველის ფუნქციას. ამის აუცილებლობას ადასტურებს თუნდაც ის, რომ ახლად შექმნილი საბაზრო ინსტიტუტები ჯერ კიდევ სუსტები არიან, ამასთან, ბუნებრივია, მათ მყარი ტრადიციებიც არა აქვთ, ამიტომ, ინტეგრაციული პროცესების ინტენსივობის კვალობაზე ყოველთვის უკანა პლანზე იქნებიან, რაც ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. გარდა ამისა, საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებში სპეკულაციის გაძლიერების პირობებში სუსტი საბაზრო სუბიექტები არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზით, არამდგრადი სისტემებით, კონკურენციის დისკრიმინაციული პირობებით „ლიბერალური ეკონომიკის“ იდეოლოგიის პრესინგს ვერ გაუძლებენ და ეფექტიანი საბაზრო ურთიოერთობათა დამკვიდრების პროცესს ხელს შეუშლიან.
ანგარიში უნდა გაეწიოს იმ ტენდენციას, რომ თანამედროვე პირობებში აუცილებელია ქვეყნის განვითარების შესაძლებლობების ახლებურად დანახვა და გამოყენება არა მხოლოდ საკუთრივ, არამედ, მსოფლიო განვითარების ძირითადი ფაქტორების თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ გარემოებას, რომ საქართველოს (კავკასიის) როლი მომავალ მსოფლიო განვითარებაში მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისად, ყალიბდება არა მხოლოდ ხელსაყრელი შესაძლებლობები საქართველოს ეკონომიკის წარმატებული განვითარებისთვის, არამედ, იზრდება აგრეთვე მუქარები, რისკები უსაფრთხოებისთვის. საქართველომ უნდა შეძლოს ევროპისა და აზიის მრავალფეროვანი ინტერესების გატარების ხიდის ფუნქციის შესრულებასთან ერთად ეროვნული ეკონომიკის განვითარების ხელსაყრელი პირობების თანმიმდევრული გამოყენება. ამისათვის მნიშვნელოვანია მან საკუთარი როლი და, შესაბამისად, ობიექტურად ჩამოყალიბებული და ისტორიული განვითარების დღევანდელი ეტაპის თავისებურებებით განპირობებული ფუნქციები სწორად განსაზღვროს და, რაც მთავარია, უზრუნველყოს მათი განხორციელება. ამიტომ, აუცილებელია კავკასიის ეკონომიკურ სივრცეში მისი პოზიციების გაძლიერება (დემოგრაფიული სიტუაცია, ცხოვრების დონე, ეროვნული თვითმყოფადობა და სხვ.), საერთაშორისო ეკონომიკურ, ფინანსურ, ინფორმაციულ, ტექნოლოგიურ სივრცეში ინტეგრაციის გაღრმავება და ა.შ. ასეთი რთული ამოცანების გადაწყვეტას სჭირდება ძლიერი სახელმწიფო და სწორ კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიურ ბაზაზე ჩამოყალიბებული მდგრადი და უსაფრთხო განვითარების კომპლექსური პროგრამა (განვითარების სცენარი).
ქვეყანამ უნდა იცოდეს რა, როდის და როგორ უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე ამაღლდეს და მიაღწიოს მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებს (ხარისხს). ეს მხოლოდ ხელისუფლების ერთი თაობის ამოცანა არ არის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებზე ჩამოყალიბებული მდგრადი და უსაფრთხო განვითარების სტრატეგია. ამისთვის საჭიროა მეთოდოლოგიურად სწორად განისაზღვროს ქვეყნის განვითარების თვისებრივად ახალ ტრაექტორიაზე გადასვლის ჩარჩო- პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ტრიადის: გარემო (ბუნებრივი პირობები) - მოსახლეობა - ეკონომიკის დაბალანსებული განვითარების ერთიანობას.
განვითარების ახალ პრინციპზე გადასვლა მოითხოვს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში კოორდინირებულ მოქმედებას, რაც მხოლოდ სახელმწიფოებრივი რეგულირების დონის ამაღლებით იქნება შესაძლებელი. ამ საქმეში განსაკუთრებით იზრდება მეცნიერების როლი. ჩემის აზრით, საქართველოში ამჟამად მომზადებულია მატერიალური, ორგანიზაციული და სამეცნიერო პოტენციალი. ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პროგნოზირების, სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მონიტორინგის უზრუნველმყოფი ღონისძიებათა განსაზღვრის მიზნით სპეციალიზებული სამეცნიერო სტრუქტურის (ინსტიტუტი, ცენტრი) ჩამოყალიბებისთვის. მან უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს განვითარების (პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური) პოლიტიკის სამეცნიერო მომსახურება. საქართველოს ჯერ კიდევ გადარჩენილი ინტელექტუალური პოტენციალი ამის შესაძლებლობას იძლევა.
ქვეყანას დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმისათვის, რომ მსოფლიოში მიმდინარე სწაფად ცვალებად პირობებთან ადაპტირება უზრუნველყოს. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ თავად ფორმირებადი სახელმწიფო ეტაპობრივად, კომპლექსურად განახორციელებს ტრანსფორმაციული პროცესებისა და განვითარების სტრატეგიის ადეკვატურ სოციალურ- ეკონომიკურ პოლიტიკას.
![]() |
2.3 ეკონომიკური დანაშაული და სამართლებრივი დევნის სახელისუფლებო მიზანშეწონილობა |
▲ზევით დაბრუნება |
თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
დღეს, ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა სახის საქონელსა და მომსახურებაზე მსოფლიო ფასებია დაწესებული. უფრო მეტიც, საარჩევნო რეჟიმში პერმანენტულმა ყოფნამ, ეკონომიკის მთელი რიგი დარგების მიზანმიმართულმა მონოპოლიზაციამ, რაც პირველ რიგში, სახელისუფლებო ვერტიკალს „ჩახუტებული ბიზნესის“ ინტერესებში შედიოდა, მთელ რიგ საქონელზე ფასების მსოფლიო ფასებზე გადაჭარბება გამოიწვია.
ამ უკანასკნელის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ბენზინისა და დიზელის ფასები, სამომხმარებლო კრედიტების უზარმაზარი განაკვეთის სიდიდე, რომელიც მსოფლიოში არსებულ განაკვეთს 3-4- ჯერ აღემატება, ბინათმშენებლობის ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გადასული ფასები და ა.შ. ამ ფონზე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ხელფასების არსებული სიდიდე.
დღეს, არსებობისთვის პერმანენტულმა ბრძოლამ საზოგადოების უდიდეს ნაწილს ღირსების გრძნობა დააკარგვინა და აიძულა საზღვარგარეთ, არალეგალურად, ყოვლად დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პირობებში, ეძებნა ლუკმა-პური.
ყოვლად წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ დაახლოებით 50 ათასი ქართველი მანდილოსანი „უძველესი პროფესიით“ ნაშოვნი ფულით ინახავს საკუთარ თავს და ქმარ-შვილს საქართველოში;
სულ ცოტა 200 ათასი ქართველი მანდილოსანი, - მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, - მოხუცების, ინვალიდებისა, თუ ბავშვების მოვლით, მათი კაპრიზებისა, თუ მარაზმატიკული ახირებების დაკმაყოფილების ფასად ნაშოვნი, ცრემლითა და უძილო ღამეებით გაზავებული ფულით ინახავს საკუთარ თავსა და ოჯახებს საქართველოში; ბევრი უმშვენიერესი ქართველი ქალბატონი პითეკანტროპის გარეგნობის უცხოელს მიჰყვება ცოლად, რათა თავისი ოჯახი შეინახოს საქართველოში.
ამ საშინელი სურათის ფონზე, რომელსაც ძალზე სქემატურად შევეხე, ითვლება, რომ ამ ოჯახებს მაინც გაუმართლა. „გაუმართლათ“ იმიტომ, რომ ვინც აქ დარჩა და არავინ არ ჰყავს დამხმარე გარედან, მართლაც რომ გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. ამის უტყუარი მაგალითი სლოტ-კლუბების, სხვადასხვა სახის ტოტალიზატორების, ლატარეების, თუ ტოტო-ლოტოს ათასი „ჯანდაბისა და დოზანის“ წარმოუდგენელი სიმრავლეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოგებას გამოდევნებული „საქმოსნები“, რომელთა უკან, როგორც წესი, ეთნიკურად არაქართველები მოიაზრება, სხადასხვა ჯეკ-პოტების ფართო არჩევანით (რომელთა სიდიდე ჩვენი მასშტაბებით უკვე ასტრონომიულ რიცხვს აღწევს), უკანასკნელ იმედს ჩაჭიდებულების უკანასკნელი თეთრის წაგლეჯვის, სრულიად უსინდისო პოლიტიკას ატარებენ.
როგორც ჩანს, ამ ბიზნესის უკან იმდენად სერიოზული ლობი დგას, რომ ახალი, ე.წ. „რევოლუციური“ საგადასახადო კოდექსით, ეს (შეიძლება ითქვას, ქვეყნის დამაქცევარი) ბიზნესი, დამატებული ღირებულების გადასახადიდან თავისუფლდება.
გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ 20 წლის უკან მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ, რომელსაც თავიდან „მათრობელა სასმელის თავბრუდამხვევი სურნელი დაჰკრავდა“ და „მსუბუქ ნიავივით სასიამოვნოდ ელამუნებოდა სულსა და სხეულს“, ისეთი ცენტრიდანული ძალის თვისების მქონე აღმოჩნდა, რომ ქართველების გაერთიანების ნაცვლად, - ერი გათიშა, მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტს ქვეყანა დაატოვებინა, ტერიტორიების 20 პროცენტი დაგვაკარგვინა, და ქვეყანაში დარჩენილებს გადარჩენის პერსპექტივაც კი არ დაგვიტოვა.
და ამ ფონზე... სრულიად წარმოუდგენელია, რომ იმას, ვინც ქართველთათვის დამახასიათებელი ოპტიმიზმით ცდილობს ამ სიძნელეებს გაუმკლავდეს, თავისი თავიც გადაირჩინოს და ქვეყანაც გამოიყვანოს ამ უმძიმესი მდგომარეობიდან, როგორ ექცევა ზოგიერთი გაუკუღმართებული ფსიქიკის მქონე მაღალი, თუ საშუალო რანგის ჩინოვნიკი.
მინდა ამ თემაზე ვისაუბრო, ერთი კონკრეტული მაგალითის განზოგადოების საფუძველზე.
ცდუნება და ბიზნესი. პირველ რიგში, მოდით შევეცადოთ განვმარტოთ, ვინ არის ბიზნესმენი. ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ბიზნესმენი, გარკვეულწილად არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია, რომელსაც წარმოუდგენლად დიდი სურვილი აქვს, ზღაპრულად, ანუ, კარგად იცხოვროს. თუკი გავიზიარებთ არისტოტელეს შეხედულებას, რომ ბიზნესი ეს არის ფულის შოვნის ხელოვნება, მაშინ ბიზნესმენი გამოდის ადამიანი, რომელიც ფულის შოვნის განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოვებული. მაგრამ ამასთან ერთად შეუძლებელია მას მოვთხოვოთ, რომ ფული მხოლოდ და მხოლოდ იმ თამაშის წესების ფარგლებში აკეთოს, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დაწესებული. მისთვის მთავარია ფულის შოვნა და სულერთია, რა გზებით, რა საშუალებებით იშოვის მას. ეს ობიექტური რეალობაა და სწორედ ამიტომაც, ხელისუფლების მიზანია ბიზნესმენთა ეს უნარი იმ ჩარჩოებში მოაქციოს, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული. მაგრამ, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მაგრამ...
შეიძლება ითქვას, ჩვენთან ბიზნესი ჯერ კიდევ ახალი ხილია. ბიზნესმენთა უდიდესი ნაწილი დღესაც ვერ დგას ისე მყარად და მკვიდრად ფეხზე, რომ გაუძლოს, როგორც ხელისუფლების მხრიდან სრულიად უაპელაციო ჩარევას მათ საქმიანობაში, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე უზარმაზარ რყევებს. სწორედ ამიტომ, ამ მიმართებით ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის აბსოლუტურად ყველა ასპექტს ძალზე დიდი მნიშვნელობა ემიჭება. აქ რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ალბათ საკამათო არ უნდა იყოს.
ჩემის აზრით, ხელისუფლების მხრიდან საკითხისადმი არასახელმწიფოებრივი მიდგომის კლასიკური მაგალითია ბიუჯეტის შევსების ის გზა, რომელსაც ხელისუფლება რატომღაც დიდი მონდომებით კულტივირებს და რომელიც ჯერ კიდევ ავადსახსენებელი კომუნისტების დროის ე.წ. „ობხეესის“ მიერ წარმატებით გამოიყენებოდა. მკითხველს შევახსენებ, თუ როგორ ითარგმნებოდა ნორმები თავისი ფორმით თითქოსდა უკეთილშობილესი მიზნების მქონე, მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქვედანაყოფი, - სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება, რომელიც მაშინდელი მილიციის პრაქტიკულად ყველა განყოფილებაში ფუნქციონირებდა. მათი მუშაობის ერთი უმთავრესი მიზანი იყო ადამიანების ყველანაირი გზებითა და საშუალებებით ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისკენ ცდუნება და შემდეგ მათი ბოლო კაპიკამდე „გამოწველა“. როგორც დიდი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე თავის ერთ-ერთ გახმაურებულ რომანში, - „მარადისობის კანონი“, ამგვარ სიტუაციაზე ამბობდა, მათ „ადამიანი აცდუნეს“ ისევ, როგორც ადამი აცდუნა ეშმამ.
ცდუნების შედეგი. მოდით ეს ცდუნება ეკონომიკური პოზიციებიდან გავაანალიზოთ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს იმ სრულიად ცხად ჭეშმარიტებაზე, რომ ბიზნესი ეს ფულის კეთების ხელოვნებაა. ეს ნიჭი სრულიად უნიკალური ნიჭია, მაგრამ ამავე დროს ბიზნესი ამ ნიჭის რეალიზებისას სრულიად არ დაგიდევთ საზოგადოების მიერ დადგენილ წესებსა და სწორედ ამიტომ, ხელისუფლების მიზანს უნდა წარმოადგენდეს ამ ნიჭის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა. თუმცა, ეს ისე უნდა ხდებოდეს, რომ ამას თავად ამ ადამიანების იზოლაცია, ან, მისი ბიზნესის დანგრევა არ მოჰყვეს. არ შეიძლება ხელისუფლებამ თავად მოიჭრას ის ტოტი, რომელზედაც არამარტო იგი, არამედ მთელი საზოგადოება ზის. სწორედ ამიტომაც, ეკონომიკურ დანაშაულზე არამც და არამც არ უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ის ნორმები, რომელიც ბიზნესმენთა იზოლაციას, ან ბიზნესის ხელყოფასთანაა დაკავშირბული. არადა, ასეთი დამოკიდებულების არაერთი სამართლებრივი ნორმებია ჩადებული სისხლის სამართლის კოდექსში.
თუ ჩვენ ბიზნესის განვითარება გვინდა, ბიზნესმენებს უნდა მოვექცეთ, როგორც საზოგადოებისთვის ყველაზე ძვირფას, ყველაზე მნიშვნელოვან, და ამასთანავე, ყველაზე სათუთ სიკეთეს. ბიზნესის კეთების ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ნებისმიერი ეკონომიკის ოქროს ფონდია, მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა და ამიტომ მას ხელშეწყობა და გაფრთხილება სჭირდება. ხელისუფლება კი ამ საზოგადოების წინსვლის გენერატორს ისე უყურებს, როგორც არენდით აღებულ მეწველ ძროხას, რომელსაც როგორც უნდა, როდესაც უნდა და რამდენსაც უნდა ისე მოწველის. არადა, ასე საქმე წინ ვერ წავა!
ის, რომ ჩემი შეფასებები ამ მხრივ გადაჭარბებული არ არის, დაპირებისამებრ, ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, ცხადია, ფირმის რეკვიზიტებისა და დასახელების გარეშე.
უგუნური ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენს მიერ მაგალითად მოყვანილი ფირმა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. იგი დაფუძნდა ჩვენთან, ასე ვთქვათ, საბაზრო სისტემის ფორმირების გარიჟრაჟზე და, კომპიუტერული სერვისით იყო დასაქმებული.
ფირმის დამფუძნებელი, პიროვნულად ზედმიწევნით წესიერი და განათლებული ადამიანი, დღეს სამწუხაროდ უკვე ცოცხალი აღარ არის და ბოლო წელი „მზაკვრული ავადმყოფობის გამო“ პრაქტიკულად ვეღარ ერეოდა ფირმის საქმიანობაში. ამან ცხადია თავისი კვალი დაამჩნია ფირმის საქმიანობას და მოხდა ისე, რომ ე.წ. „კომპეტენტური ორგანოების“ საიდუმლო აგენტებმა ამ ფირმის ერთ-ერთი თანამშრომელი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, - აცდუნეს, რათა „ზედმეტი“ ფული ეშოვნა, ე.წ. ანგარიშ- ფაქტურებთან ათასგზის აპრობირებული „ოპერაციის“ მეშვეობით.
ამ სიტყვას - „აცდუნე“ - იმიტომ ვხმარობ ასე დაბეჯითებით, რომ როდესაც ადამიანი შემოგიჩნდება, ერთხელ მოვა და შემოგთავაზებს გარეგნულად სრულიად უწყინარ ოპერაციას და შენ, რომელსაც ხელფასი იმდენი გაქვს, რომ თვიდან თვემდე ძლივს გაგაქვს თავი, მაინც გაუძლებ ცდუნებას და უარს იტყვი, მეორედ კიდევ მოვა და შენ ისევ უარს ეტყვი, ამ დროს კი ბავშვის სწავლის ფული გაქვს გადასახდელი და თუ არ გადაიხდი, შვილს გამოგიგდებენ სასწავლებლიდან, გადასახდელის სიდიდე კი შენი ხელფასის ათმაგი ოდენობაა და შენ პრაქტიკულად მას შენი ხელფასით ვერ გადაიხდი, ძნელია გაუძლო ცდუნებას. არადა, ამას ცდუნებასაც ვერ დაარქმევ. ცდუნება ქვია იმას, როდესაც იცი, რომ, ვთქვათ, კონკრეტულ ქალს შიდსი აქვს, მაგრამ იმდენად აყოლილი ხარ საკუთარ გულისთქმას, რომ მაინც გინდა ეს ქალი შენი იყოს. ის კი, რასაც მე ცდუნება დავარქვი, უფრო თავგანწირვაა საკუთარი შვილებისთვის. ამის მერე, როცა შემოვლენ „კომპეტენტური ორგანოები“, რომლებიც ფირმას დახურავენ, ჩაატარებენ სრულ ინვენტარიზაციას, თანამშრომლებს დაიჭერენ და „ჰუმანურობის გამოვლინების ეტალონად“ მიჩნეული საპროცესო გარიგების მეშვეობით ცხრაპირ ტყავს გააძრობენ, ფირმას კი უზარმაზარ ჯარიმას დააკისრებენ, ძნელია ისაუბრო სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერაზე.
ცხადია, მავანი იტყვის, - „არ დაერღვია კანონი და არც არავინ დაიჭერდაო“ და იგი იმდენადვე იქნება მართალი, რამდენადაც მტყუანი, შესაძლოა უფრო ნაკლებადაც. და აი რატომ!
რატომ „გვაბოლებენ“ უსაფრთხოების ღვედებით. საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის დონის მხრივ, როგორც ევროპა, ასევე ამერიკა აღტაცებას იწვევს, თუმცა, მიუხედავად ამისა, იქაც ხდება ავტოავარიები ლეტალური შედეგებით - აღარაფერს ვამბობ სხეულის მძიმე, თუ მსუბუქ დაზიანებებზე. საქმის არსს ვერც უსაფრთხოების ღვედები და, ვერც ათასგვარი ბალიშები ვერ ცვლის.
უფრო მეტიც, როგორც ამერიკელ ექსპერტთა გამოკვლევებით დასტურდება, უსაფრთხოების ღვედებმა ავტოავარიების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა და თუკი სიკვდილიანობა შეამცირა მძღოლებში, მათი რიცხვი ფეხით მოსიარულეებში იმდენად დიდია, რომ საბოლოო ჯამში ავტოავარიების რიცხვიც და, რაც მთავარია, მთლიანობაში სიკვდილიანობის რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაზარდა. ამის მიუხედავად, არა თუ ამერიკის, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავრობებიც, ჯიუტად ცდილობენ უსაფრთხოების ღვედების სავალდებულო გამოყენების დაკანონებას (ალბათ მიზეზის გამოცნობა არ უნდა გაუჭირდეს მკითხველს). ჩვენთანაც მიმდინარეობს ამ მხრივ გამალებული „მუშაობა“, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ფონდების მხრიდან და რაც ყველაზე კურიოზულია, არგუმენტად ისევ ამერიკელების გამოცდილება მოჰყავთ.
ამგვარად, შეუძლებელია ავტომობილების მართვა წესების დარღვევის გარეშე. მითუმეტეს, შეუძლებელია ბიზნესის კეთება დარღვევების გარეშე. ეს, უბრალოდ ანბანური ჭეშმარიტებაა და ნებისმიერმა ხელისუფალმა ეს კარგად იცის. სწორედ აქ გადის ზღვარი გონიერ და უგუნურ ხელისუფალს შორის. გონიერი ხელისუფალი ისეთ პოლიტიკას გაატარებს, რომელიც ბიზნესის მხრიდან დარღვევის შემთხვევაშიც არ დაივიწყებს, რომ მას საქმე ქვეყნის ოქროს ფონდთან აქვს, არ დაავიწყდება, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისი კიდევ მძვინვარებს, არ დაავიწყდება, რომ ჩვენთან ბიზნესი არ დგას მყარად ფეხზე და ა.შ. რაც შეეხება არა გონიერებას, ცხადია, არც ერთი არასაღად მოაზროვნე ხელისუფალიც კი ამის მომხრე არ იქნება, მათი მხრიდან განსაკუთრებით გამძაფრებული თვითგადარჩენის ინსტინქტის გამო. მაგრამ მან შეიძლება თქვას ერთი უწყინარი ფრაზა, - „მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა ბიუჯეტი უნდა შეივსოს“. უფრო მეტიც, შესაძლოა მან ეს არც თქვას, მაგრამ „კომპეტენტური ორგანოები“ მას უთქმელადაც მიუხვდნენ. შედეგად კი რა გვაქვს? ისევ ჩვენ ფირმას მივუბრუნდეთ.
ფირმის ორი თანამშრომელი დაიჭირეს და ოჯახებმა მარჩენალი წლების განმავლობაში დაკარგეს. ეს ერთი უბედურება. თუ საპროცესო გარიგება შედგება, ცხადია საქმე ათასებს შეეხება და მისი გადახდა მეორე უბედურებაა. საკამათო არ არის, რომ არც ერთი ამ უბედურებათაგანი ქვეყნის სიძლიერეს არ ზრდის. ფირმა დაკეტილი იყო მთელი ორი თვე და... კიდევ მთელი ერთი თვე გამოძიების დასრულებიდან, და იცით რატომ? „კომპეტენტურ ორგანოებში“ იმდენად ჯანსაღი ატმოსფეროა, რომ ვერცერთი თანამშრომელი ვერ უბედავდა უფროსს ეთქვა ამის შესახებ იმის შიშით, რომ უფროსი არ დაეჭვებულიყო მისი თანამშრომლის მხრიდან დამნაშავისადმი ლოიალობაში.
ახლა კი მოდით დავთვალოთ. თვეში გადასახადების სახით ფირმას ბიუჯეტში შეჰქონდა 50 ათასი ლარი, რაც სამ თვეზე გადაანგარიშებით ბიუჯეტს 150 ათასი დაუჯდება. ფირმა დააჯარიმეს 70 ათასით. მთელი სამი თვე ფირმა ვერ მუშაობდა და თანამშრომლები ხელფასებს ვერ იღებდნენ. საპროცესო გარიგების „წარმატებით განხორციელების“ შემთხვევაში ბიუჯეტმა შესაძლოა კიდეც ამოიღოს მიყენებული ზარალი, მაგრამ მთლიანად საზოგადოებისთვის შედეგი, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ნეგატიურია.
ამგვარად, თუ ასე გაგრძელდა, თუ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა არსებითად არ შეიცვალა, ქვეყნის წინსვლას ნამდვილად არ წაადგება!
![]() |
2.4 რა ელის დოლარს, ევროს, ლარს... |
▲ზევით დაბრუნება |
კობა ბიწაძე
ექსპერტი, ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ რედაქტორი
ლარის კურსის მიერ 1,8 ნიშნულის გადალახვამ არაჯანსაღი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოში. გავრცელდა ხმები, რომ თითქოს კურსის ასეთი სწრაფი ვარდნით სამთავრობო სპეკულანტებმა დიდი „კუში“ მოხსნეს და ამით საარჩევნო ხარჯები დაფარეს.
რა ხდება სავალუტო ბირჟის კულუარებში, ამის დადგენა ცოტა ძნელია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - დოლარი მთელი მსოფლიო მასშტაბით ძვირდება და საქართველო ვერ დარჩება გამონაკლისად. თუმცა, გარკვეულ ეჭვებს იწვევს ერთი ფაქტი - ლარის კურსი თანაბრად იცვლებოდა 2010 წლის 1 იანვრიდან 30 მაისამდე - ამ პერიოდში ლარი სულ რაღაც 10 თეთრით გაუფასურდა 1,6929 დან 1,7847-მდე.
ივნისის თვეში იგივე 10 თეთრით გაუფასურება უკვე 10 დღეში მოხდა - 1-დან 10 ივნისამდე კურსი 1,7848-დან 1,8875-მდე შეიცვალა.
თავისთავად ჩნდება კითხვა:
- თუ 5 თვის მანძილზე ეროვნული ბანკი საკმაოდ მშვიდად რეაგირებდა დოლარის კურსის „დრამატულ“ ცვლილებებზე, რატომ გაახსენდათ ეს „დრამატიზმი“ მაინცდამაინც არჩევნების შემდეგ?
ოფიციალურად ამ ფაქტს მარტივად ხსნიან - როგორც სახელისუფლებო ექსპერტებმა განაცხადეს, ლარი/დოლარის კურსი ისე დაშორდა რეალობას, რომ ქართულმა ბანკებმა სპეკულაციები დაიწყეს - დოლარს იაფად ყიდულობდნენ ლარებით და ძვირად ყიდდნენ ევროებზე. ამიტომაც ეროვნულმა ბანკმა ქართულ ბანკებს 120 მილიონი დოლარი კი არ მიჰყიდა დაბალი კურსით - არამედ ასესხა მაღალი პროცენტებით, ხოლო, ლარის კურსი ევრო/დოლარის დინამიკას შეუფარდა.
თუმცა, ეროვნულ ბანკს ევროს კურსის კორელაციაც შეეძლო ისე, რომ დოლარის კურსს არ შეხებოდა. ლარი ქართული ვალუტაა და მის თანაფარდობას სხვა ნებისმიერი ქვეყნის ვალუტასთან საქართველოს ეროვნული ბანკი უნდა განსაზღვრავდეს.
ლარის კურსზე ზემოქმედი ფაქტორების განხილვა საკმაოდ რთული თემაა. მაგრამ ერთი რამ ცხადია - ლარს არ გააჩნია „თვითნებობის“ დიდი შესაძლებლობები და მისი კურსიც მსოფლიო სავალუტო ბაზრის პირდაპირ ზეგავლენას განიცდის. თუმცა, ლარის პერსპექტივები მსოფლიო ბაზართან მჭიდრო კავშირში უნდა განვიხილოთ.
გლობალურ სავალუტო სფეროში კი „წიწილების დათვლის“ პერიოდია.
ეს „პროცედურა“, როგორც წესი, შემოდგომით ტარდება, მაგრამ სავალუტო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები ივლისის თვეში აჯამებენ შედეგებს და ფუნდამენტური პროგნოზებიც ამ პერიოდში კეთდება.
ექსპერტთა აზრით, სავალუტო ბაზარზე საკმაოდ არაორდინალური სიტუაციაა. არავინ ელოდა, რომ სახელმწიფო ვალი განმსაზღვრელი ფაქტორი გახდებოდა. საბერძნეთის ბიუჯეტის დეფიციტმა გამოავლინა, რომ ყველაზე სტაბილურ ქვეყნებსაც კი ჰიპერტროფირებული ვალები გააჩნიათ, რომლებიც მათ საბიუჯეტო დეფიციტების დაფინანსების დროს დააგროვეს. მაგალითად, გერმანიის საგარეო ვალი მშპ-ს 77%25-ს შეადგენს. ეკონომისტთა აზრით, კი ამ ციფრის მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი 30%25-ია.
ამიტომ G-20-ის ბოლო შეხვედრის ყველაზე აქტუალური თემა ზუსტად რომ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება იყო.
სავალუტო ბაზარი ელოდა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა უკვე მე-2 კვარტალში გაამკაცრებდა მონეტარულ პოლიტიკას, მაგრამ ამერიკის ეკონომიკის აღორძინების ტემპი ამის საშუალებას არ იძლეოდა.
მიუხედავად ამისა, ინვესტორები მაინც დიდი იმედით იყვნენ განწყობილი ამერიკის ეკონომიკის მიმართ და ზომაზე მეტად აშინებდათ ევროპის სავალო კრიზისი. ბაზარმა არაადეკვატური რეაქცია მოახდინა მიმდინარე მოვლენებზე - გაძლიერდა ევროაქტივების „გაქცევა“ დოლარში და ამერიკის სახაზინო ვალდებულებეში. ევრო/დოლარის კოტირებები 15%25-ით დაეცა და ევროს კურსმა 1,18 -მდეც კი დაიწია.
ამერიკის ეკონომიკის არც თუ დიდი ზრდის მიუხედავად, მოლოდინები ჯერ-ჯერობით არ იცვლება. ინვესტორთა აზრით, აშშ-ს უფრო მეტი პერსპექტივები აქვს. ევროპის ბევრი ქვეყანა იძულებულია შეამციროს ბიუჯეტი და არსებული რეზერვები საბერძნეთის პრობლემის გადაჭრაზე მიმართოს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროპის ეკონომიკის ზრდის ტემპებს.
აშშ-ს მთავრობა კი ისევ განაგრძობს ეკონომიკის სტიმულირებას სხვადასხვა მასშტაბური პროექტებით. მაგალითად, პრეზიდენტ ობამას „დაკვეთით“ არკანზასის და იუტას შტატებში აშენდება 2 მილიარდ დოლარად ღირებული მზის ელექტროსადგურები. ისევ მოქმედებს უძრავი, თუ მოძრავი ქონების ბაზრის სტიმულირების პროგრამა და ა.შ.
ამ ეტაპზე კი ინვესტორებისთვის მთავარი ფაქტორი რეალური ეკონომიკური ზრდაა და არა იმდენად ფიქტიური „თამაშები“. შესაბამისად, ძირითადი ტენდენცია შენარჩუნდება - ევროს კურსი იმერყევებს სავარაუდოდ 1,15-სა და 1,35-ს შორის. გრძელვადიან პერიოდში კი მისი კურსი შეიძლება 1,08-მდე დაეცეს.
თუმცა, ეს არ შეიძლება გახდეს ევროს დასასრულის მიზეზი, როგორც ამას ბევრი მკვლევარი წინასწარმეტყველებს, რადგან, ვალუტის დევალვაცია პირველ რიგში ექსპორტის სტიმულირების საუკეთესო საშუალებაა.
ზოგიერთი კვლევითი ცენტრი მაინც პესიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ ევრო 2015 წლამდე შეწყვეტს არსებობას. ანალიტიკური სამსახურის Policy Exchange-ს აზრით, გერმანია უარს იტყვის სხვა ქვეყნების საბიუჯეტო დეფიციტების დაფინანსებაზე, რის გამოც იგი ევროზონას დატოვებს. საბერძნეთიც იძულებული იქნება ევროზონიდან გავიდეს და დეფოლტი გამოაცხადოს.
კვლევითი ორგანიზაცია International Monetary Research კიდევ უფრო ამუქებს ფერებს და აცხადებს, რომ საბერძნეთთან ერთად ევროზონის დატოვება სხვა „ღარიბ ნათესავებსაც“ მოუწევთ - ესენია: პორტუგალია, ესპანეთი და ირლანდია.
მათი აზრით, ეს ბევრს არ აწყობს, მაგრამ საფრანგეთსა და გერმანიას შორის არსებული უთანხმოება ხელს შეუწყობს ევროზონის დაშლასო.
ევროზონის მთავარ პრობლემად მიიჩნევა საფინანსო პოლიტიკის ცალმხრივობა - ერთიანი ვალუტის ფონზე არ არსებობს ერთიანი საბიუჯეტო პოლიტიკა. ამიტომ, ქვეყნები იძულებული არიან მოახდინონ თავიანთი მაკროეკონომიკური პარამეტრების კორელაცია პოსტფაქტუმ - როდესაც პრობლემა უკვე აპოგეას აღწევს. ასე გააკეთა ესპანეთმა - ბიუჯეტის შემოსავლების კლების გამო სახელმწიფო მოხელეებს ხელფასი შეუმცირეს 5%25-ით, რაც ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ერთობლივ ეკონომიკურ ზრდას. საბიუჯეტო სახსრების შემცირების პოლიტიკას აწარმოებენ ასევე სხვა ქვეყნებიც.
ექსპერტთა მეორე ჯგუფი საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამტკიცებენ, რომ პირიქით - იაფი ევრო ძალზედ ხელსაყრელია ევროპისათვის.
არსებული საბიუჯეტო კრიზისები კი მხოლოდ გააძლიერებენ ინტეგრაციის პროცესს და კიდევ უფრო დახვეწავენ ევროზონის ერთობლივი მართვის სტრუქტურებს.
სახელმწიფო ვალის პრობლემა კი უფრო აქტუალურია აშშ-სთვის, ვიდრე ევროპისთვის. შედარებისთვის: აშშ-ს სახელმწიფო ვალი მშპ-ს 90%25-ს შეადგენს, ევროზონისთვის ეს მაჩვენებელი 79%25-ია, აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტი 10%25-ს აღწევს, ევროზონისა კი 6,7%25-ს. ამასთანავე, საბერძნეთის პრობლემა არსებით დარტყმას ვერ მიაყენებს მთელი ევროპის ეკონომიკას, რადგან, ამ ქვეყნის წილი სულ რაღაც 2,6%25-ია მთელი ევროზონის მშპ-ში.
საბერძნეთის პრობლემა შეიძლება ითქვას, რომ გადაჭრილია. სპეციალურად ამ ქვეყნისთვის შექმნილ დახმარების ფონდს თან დაემატა ევროს მხარდაჭერის ფონდი - ეს კი ევროზონის მართვის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
იაფი ევრო აწყობს პირველ რიგში საბერძნეთს, რადგან, ეს ხელს უწყობს ტურიზმის აქტივაციას. საბერძნეთში მოგზაურობა ხელმისაწვდომი ხდება იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ადრე არ შეეძლო ძველი ელადის დათვალიერება ევროს სიძვირის გამო.
იაფი ევრო - ეს საჩუქარია არა მხოლოდ საბერძნეთისთვის, არამედ, ევროზონის ყველა ქვეყნისთვის, რადგან, მათ პირველ რიგში საშუალება ეძლევათ კონკურენცია გაუწიონ ამერიკის შეერთებულ შტატებს.
მაგალითისთვის - გერმანიაში შეინიშნება სამრეწველო პროდუქციის ზრდის ბუმი - მხოლოდ აპრილში ეს სფერო 13,3%25- ით გაიზარდა. წინასწარი დაკვეთების მოცულობამ კი 30%25-ით მოიმატა. გერმანული ხარისხი ყველას იზიდავდა, მაგრამ ყველას როდი შეეძლო გერმანული წარმოების დაზგა-დანადგარების შესყიდვა მაღალი ფასის გამო. ევროს გაიაფებამ კი ეს ფასები დააგდო.
შეიძლება ითქვას, რომ ევროს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურადაა შექმნილი ზუსტად რომ ამ ევროს გაიაფების და დოლარის გაძვირების მიზნით, თორემ, დოლარის გრძელვადიანი პერსპექტივები უფრო ნაკლებადაა უზრუნველყოფილი.
მთელი მსოფლიო ისე გაიტაცა საბერძნეთის პრობლემებმა, რომ აშშ-ს კოლოსალური საგარეო ვალის პრობლემა სულ მიივიწყეს.
ამერიკამ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ პრობლემატური ქვეყნებისთვის კრედიტები ნაკლები მოცულობით გამოეყოთ. ამ დროს კი თვით აშშ-ს საგარეო ვალმა 13 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა - ეს კი ახალი რეკორდია, რადგან, ეს მაჩვენებელი ზრდაზეა „დაპროგრამებული“.
თუ ეს „პროგრამა“ არ შეიცვალა, უკვე 2014 წელს აშშ-ს საგარეო ვალი მთელი მსოფლიო ეკონომიკის (!!!) 40%25-ს მიაღწევს, თვით ამერიკის მშპ-ს კი გადააჭარბებს.
ასეთი ჰიპერ- პროგნოზის საშუალებას იძლევა ამ ვალის ზრდის ტემპები. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში იგი გაიზარდა 2,4 ტრილიონით, მანამდე კი ჯორჯ ბუშ-უმცროსის 8 წლიანი მმართველობის პერიოდში 4,9 ტრილიონი დოლარით. ე.ი. ბოლო 10 წლის განმავლობაში აშშ-ს საგარეო ვალი პრაქტიკულად გაორმაგდა.
ასეთ ფონზე ამერიკის სახაზინო ვალდებულებებისადმი ნდობის აღდგენა მხოლოდ ევროს რეპუტაციას შელახვას შეეძლო. ასე რომ, ევროს წინააღმდეგ აგორებული ისტერიკა აშშსაც ძალიან აწყობდა.
როგორც ჩანს, ამერიკელები კარგად მოეწყვნენ - თავიანთი სახაზინო ვალდებულებები რეალურ ფულზე გადაცვალეს, ახლა კი მათ მომსახურებას უკვე გაძვირებული დოლარით ახდენენ. ამასთანავე, არ ავიწყდებათ ზედმეტი ფულის ბეჭდვაც, რომლებსაც შემდეგ განვითარებად ქვეყნებს აძლევენ შეღავათიანი კრედიტების სახით. რომელი ქვეყანა იტყვის უარს დოლარულ კრედიტებზე? - ეს ხომ მსოფლიო ვალუტაა! ამრიგად, აშშ-ს საგარეო ვალთან ერთად საკმაო მოცულობის კრედიტებიც აქვს განთავსებული.
ასე რომ, საუბარი იმის შესახებ, რომ ევრო, ან დოლარი „მოკვდებიან“, მხოლოდ სავალუტო სპეკულაციების ნაწილია. ვერც „მოკვდებიან“ და ვერც ვერსად „გაიქცევიან“ - ისინი უბრალოდ განაგრძობენ ურთიერთმერყეობას და გაუფასურებას.
ეს გაუფასურება აუცილებელია, რადგან ჩინეთის სამრეწველო სიმძლავრეების ზრდა იუანის სიიაფის ფონზე აიძულებს ძველ მონსტრებს კონკურენციის ახალი ფაქტორები ეძებონ.
ერთი სიტყვით, კურსების მერყეობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ვალუტების მსყიდველობითუნარიანობა. ახლო მომავალში ევრო შეიძლება ღირდეს - 1,1 ან 1,25 დოლარი - ასეთი საკურსო სხვაობა სავალუტო ბაზრისთვის უზარმაზარია. მდიდარი ქვეყნების მდიდარი მომხმარებლებისთვის კი არც ისე კატასტროფული.
თვით ამერიკელთა გამოთვლებით, 1913 წლიდან დოლარის მსყიდველობითუნარიანობა 20- ჯერ შემცირდა. მაგრამ ფასები განსხვავებულია რეგიონებს და ქვეყნებს შორის. მაგალითად, ჩინეთში 50 დოლარად ერთი თვე (!!!) შეიძლება იარსებოს ადამიანმა, აშშ-ში კი იგივე თანხით ერთი დღის ხარჯებს თუ დაფარავ. ასე რომ, სავალუტო კურსების ცვლილებაზე არ არის დამოკიდებული აბსოლუტურად ყველაფერი, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ სხვადასხვა „ჯურის“ პანიკიორები თუ სპეკულანტები.
შესაბამისად, საბერძნეთის (ან სხვა ქვეყნების) ბიუჯეტის პრობლემის ერთადერთი პანაცეა სრულიადაც არ არის ახალი ეროვნული ვალუტა, ან დეფოლტი.
ყველაზე მთავარია ამ ბიუჯეტების შეუსრულებლობის მიზეზების გარკვევა და აღმოფხვრა. მთავარი მიზეზი კი რა თქმა უნდა, გლობალური კრიზისია: შემცირდა ეკონომიკა - ე.ი. შემცირდა საგადასახადო შემოსავლებიც. ამ მიზეზით საბიუჯეტო პრობლემები შეექმნათ მდიდარ ქვეყნებსაც. მაგრამ ჯერ ერთი გასარკვევია - უკავშირდება კი ბიუჯეტის დეფიციტი მხოლოდ კრიზისს? - იქნებ და კრიზისის მომიზეზებით საგადასახადო ინსპექტორებმა შემოსავლების დამალვა და თავიანთ ჯიბეში „მოყუჩება“ ისწავლეს? - ვინმემ შეამოწმა კორუფციის დონე ამ ქვეყნებში? ასეთი გამოცდილება ხომ აქვს საქართველოს და ნუთუ ბერძნებს ან ესპანელებს გაუჭირდებოდათ ქართველებისგან ასეთი მაქინაციების შესწავლა?
დავუშვათ, რომ მიზეზები მხოლოდ „ობიექტურია“, მაგრამ არის კი რეაგირების მექანიზმები ადეკვატური?
ყოველ პირველკურსელ სტუდენტს ასწავლიან, რომ დაღმავლობის და დაცემის პერიოდში სახელმწიფომ ბიუჯეტის დეფიციტი უნდა შეავსოს დამატებითი ემისიით, რომ ამით მოახდინოს დაკონსერვებული შესაძლებლობების სტიმულაცია. მაგრამ ეს დამატებითი ემისია არ უნდა იყოს 3%25-ზე მეტი. აღმავლობის დროს კი პირიქით - სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკა იმ მიზნით, რომ ზედმეტად „გადახურებული“ ეკონომიკა სულ არ „გადაიწვას“. ევროპის ქვეყნები კი სრულიად საპირისპირო პოლიტიკას აწარმოებენ.
ალბათ, მთავარი პრობლემაა ის, რომ ერთიანი ევროპა ჯერ ვერ ფლობს ამერიკულ მეთოდებს, რადგან, მისი ბიუჯეტი არ არის გაერთიანებული და თან ფედერალურ საწყისებზე.
სხვადასხვა ფონდების შექმნა - ზუსტად ამ „ფედერალური“ ევროპული სისტემის შექმნის მცდელობაა.
ასეთ ფონზე ევროზონის დაშლის მოწოდება შეიძლება შეფასდეს როგორც პოლიტ-ეკონომიკური სიბეცე, ან სპეკულანტთა დაკვეთა.
არადა, ასეთ მოსაზრებას ნობელის პრემიის ლაურეატებიც კი გამოთქვამენ.
მაგალითად, ცნობილი ნობელიანტი პოლ კრუგმანი აცხადებს, რომ საბერძნეთი იძულებული იქნება დატოვოს ევროს ზონა. მას ეთანხმებიან ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტებიც. მათი აზრით, საბერძნეთმა უნდა შემოიღოს საკუთარი ვალუტა, რომელიც ევროზე 15%25-ით იაფი იქნება, რაც მოახდენს ბერძნული ექსპორტის სტიმულირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში საბერძნეთი ვერ მოემსახურება თავის საგარეო ვალებს და იძულებული იქნება დეფოლტი გამოაცხადოს. მაგრამ ვთქვათ და აღიარა საბერძნეთმა დეფოლტი - საკუთარი ვალუტის შემოღება ამ მდგომარეობას როგორ გამოასწორებს? ეროვნული ვალუტის მიერ 15%25-ით გაიაფებული ბერძნული პროდუქციის გაყიდვები შეიძლება არც გაიზარდოს ... ბერძნულ ფორთოხალს თუ ზეითუნის ზეთს საკმაოდ ბევრი კონკურენტი ჰყავს.
ამასთანავე, თუ საბერძნეთი ევროებით ვერ ემსახურება საგარეო ვალებს, მაშინ დევალვირებული ეროვნული „კუპონებით“ მოემსახურება? უცხოელი ინვესტორები ნამდვილად არ არიან ისე მიამიტები, რომ ევროებში გაცემული კრედიტები „გაკუპონებული“ ბერძნული დრამებით დაიბრუნონ, როგორც ამას თავის დროზე საქართველოს ეროვნული ბანკი აკეთებდა.. დეფოლტი არც ისე საშინელია როგორც აჟღერებენ. ეს არის უბრალოდ სახელმწიფოს უუნარობა ფინანსურად მოემსახუროს თავის ობლიგაციებს და სხვადასხვა ვალებს. მაგრამ სახელმწიფოს ფინანსების გარდა გააჩნია მატერიალური აქტივები - ოქროს რეზერვი, წიაღისეული, ავტოსტრადები, რკინიგზები და ა.შ. ზუსტად ეს რეალური აქტივები უნდა გადავიდეს კრედიტორთა საკუთრებაში. თუ ასეთი რამ მოხდა, მაშინ ბერძნებს მხოლოდ ის ემუქრებათ, რომ უფასო ავტობანები ფასიანი გახდება... სხვა ტარიფების აწევა წამგებიანი იქნება ახალი მესაკუთრეებისათვის. ეს კი არც ისე დიდი კატასტროფაა. სხვათა შორის, საბერძნეთმა უკვე დაიწყო კუნძულების გაყიდვა საგარეო ვალის მომსახურებისათვის.
ამ ჰიპოთეტიკური დეფოლტის აცილების მიზნით საბერძნეთმა მიიღო საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მკაცრი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო მოხელეთა ხელფასების შემცირებას, საპენსიო ასაკის აწევას და გადასახადების გაზრდას.
არადა, კრიზისის დროს სახელმწიფო ხარჯების შემცირება ამ კრიზისს კიდევ უფრო აძლიერებს აქსელერაციის ეფექტის გამო.
შევადაროთ როგორ ებრძვის კრიზისს ამერიკა: - აშშ-ში ახალი ავტომობილის მყიდველი სახელმწიფოსგან ღებულობს 5000 დოლარს საჩუქრად, ახალი ბინის მყიდველი კი 8000 დოლარს. ამასთანავე, ამოქმედდა ახალი სადაზღვევო სისტემა სამედიცინო სფეროში, რომელიც აფინანსებს ხელმოკლე ამერიკელებს და შემოსავლებს უზრდის სამედიცინო პერსონალს. სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება გიგანტური პროექტები ალტერნატიული ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სფეროებში...
ამრიგად, ამერიკელებს კარგად ახსოვთ პირველ კურსზე ნასწავლი ელემენტარული კანონები, რომელთა მიხედვით, კრიზისის პირობებში უნდა მოხდეს ღარიბი ფენების შემოსავლების სტიმულაცია და იმავდროულად მდიდარ სპეკულანტთა შეზღუდვა. აშშ-ში უკვე მიიღეს კიდეც კანონი, რომელიც კრძალავს ორმაგ ფინანსურ ოპერაციებს ერთი და იგივე რეალურ აქტივებზე. სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს საბანკო, თუ საფონდო მაქინაციებს.
ძველ, სამართლიან ევროპაში კი იერიში რატომღაც პენსიონერებზე და საჯარო მოსამსახურეებზე მიაქვთ და არა მდიდარ სპეკულანტებზე, ან კორუმპირებულ სახელმწიფო მოხელეებზე (?!)
ასევე, ადვილად შეიძლება საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია ისევ ამერიკული მეთოდებით. როგორც წესი, აშშ თავიანთ ობლიგაციებს კი არ ანაღდებს, არამედ, ახლებზე ცვლის, ან კიდევ ბრუნვის ვადას უხანგრძლივებს.
საბერძნეთსაც ადვილად შეუძლია გაზარდოს თავისი სახელმწიფო ობლიგაციების ბრუნვის ვადა კიდევ 10-15 წლით და შეამციროს მასზე დასარიცხი მარჟა - ეს აიძულებს ინვესტორებს, რომ ობლიგაციები კი არ გაანაღდონ, არამედ, კარგად შეინახონ მომავალში სიტუაციის გამოსწორების იმედით. ვინც ობლიგაციებს დაბალ ფასად გამოყრის - იგი ამით ისევ საბერძნეთის წისქვილზე დაასხამს წყალს - რეალურ ფასზე ნაკლებად ამ ობლიგაციებს ისევ საბერძნეთის მთავრობა იყიდის საკუთარი რეზერვების, ან დახმარების ფონდის ხარჯზე.
საბერძნეთი, ევროზონიდან გასვლის შემთხვევაში, კი არ გადაარჩენს თავის ეკონომიკას, არამედ, მთელი ევროპის ეკონომიკას დაანგრევს, რაც გლობალურ რეცესიას გამოიწვევს. პირველ რიგში დაზარალდებიან გერმანული და ფრანგული ბანკები, რომელთა კრედიტებიც საბერძნეთს მილიარდობით ევრო აქვს. ახალი ბერძნული ვალუტის შემოღება და მისი დევალვაცია ევროს მიმართ 15%25-ით კიდევ უფრო გაზრდის საგარეო ვალს არა მარტო ნომინალურად, არამედ რეალურადაც, რადგან ახლანდელი ვალები ევროშია ფიქსირებული.
ასე რომ, ევროპას მხოლოდ ის დარჩენია, რომ უარი თქვას პოლიტ-ეკონომიკურ სიბეცეზე და ეკონომიკის მართვაში ის „ამერიკული“ მეთოდები გამოიყენოს, რომლებსაც ყველა პირველკურსელი ეკონომისტი იცნობს.
ეს არის დეფიციტის დაფარვა დამატებითი ემისიით და არა საგარეო ვალების აღებით, ღარიბი ფენების შემოსავლების სტიმულირება და მდიდარი ფენების მადის მოთოკვა ინფლაციის შესუსტების მიზნით, საბიუჯეტო ხარჯების ფედერალიზაცია, სოციალიზაცია და ა.შ.
ევროპა იძულებული იქნება გამოიყენოს ეს მეთოდები - და შესაბამისად მსოფლიო ეკონომიკაც სტაბილურად განვითრდება. არც ევრო „დაიკრახება“ არც დოლარი „მოკვდება“ და მათი „შვილობილი“ ლარიც სტაბილური იქნება!
![]() |
3 ფასიანი ქაღალდების ბაზარი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ფასიანი ქაღალდების საერთაშორისობაზრის განვითარების ძირითადი ტენდენციები |
▲ზევით დაბრუნება |
ნანა შონია,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
გლობალური საფინანსო ბაზრის განვითარება პირდაპირ კავშირშია ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირება-ფუნქციონირებასთან, რადგანაც ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარი ფინანსური ბაზრის ერთ-ერთი სექტორია. იგი, ერთის მხრივ, მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული რეალური კვლავწარმოებითი პროცესის ასახვაა, მეორეს მხრივ კი - შედარებით დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს და თავის განსაკუთრებულ კანონზომიერებებს ემორჩილება. ფასიანი ქაღალდების ბაზარი უზარმაზარ უკუზემოქმედებას ახდენს წარმოების პროცესებზე როგორც ეროვნულ, ისე მსოფლიო დონეზე.
ფასიანი ქაღალდების საერთაშორისობაზრებიშემდეგ ძირითადიფუნქციებს ასრულებენ:
კაპიტალის გადანაწილება და გადადინება;
მიმოქცევის ხარჯების ეკონომია;
კაპიტალის კონცენტრაციისადა ცენტრალიზაციის დაჩქარება;
დროთაშორისი ვაჭრობა, რომელიც ამცირებს ეკონომიკური ციკლების დანახარჯებს;
უწყვეტი კვლავწარმოებისპროცესისთვის ხელშეწყობა.
გლობალური ეკონომიკური კრიზისი ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე, ჯერ კიდევ, XXI საუკუნის დასაწყისში აისახა, როცა ადგილი ჰქონდა აქციების კურსის დაცემას, საფონდო ინდექსების დაწევას, ინვესტორთა ნდობის დაქვეითებას ბაზრის ძირითადი ინსტრუმენტების, კორპორაციების ფინანსური ანგარიშგების, საკონსულტაციო ფირმებისა და სარეიტინგო სააგენტოების საპროგნოზო შეფასებების მიმართ და ა.შ. კერძოდ:
1. აქციებსა და ობლიგაციებზე შესრულებული ოპერაციების მოცულობის შემცირება საფონდო ბირჟებზე. საბირჟო საფონდო ბაზარზე 2000 წლის მარტიდან 2003 წლის შუა პერიოდამდე კორპორაციების ფასიან ქაღალდებზე ოპერაციების მთლიანმა მოცულობამ პრაქტიკულად ერთი მესამედით იკლო.
2. გაიზარდა წარმოებული ინსტრუმენტების ბაზრის როლი ნაღდი ინსტრუმენტების ბაზართან შედარებით, რაც გამოიწვია ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების კურსების შემცირებამ და არასტაბილურობამ, აგრეთვე, გაზრდილმა რისკებმა. ვადიან ბაზარზე 2002 წელს დადებული კონტრაქტების ღირებულებამ სარეკორდო მოცულობას მიაღწია. გაიზარდა წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების მონაწილეთა რაოდენობა. საბირჟო ოპერაციებში ინსტიტუციური ინვესტორების გარდა კომპანიისა და კორპორაციის მმართველებიც იღებდნენ მონაწილეობას.
3. დაიწყო ოპერაციების მოცულობათა კლება მაღალტექნოლოგიური კომპანიების ბაზარზე.
2000-2003 წლეში ამ ბაზარზე ოპერაციების რაოდენობა გერმანიაში 3-ჯერ შემცირდა, საფრანგეთში - 6-ჯერ, იტალიაში - 20-ჯერ, ლონდონში - 4-ჯერ.
გერმანიის საფონდო ბირჟის გადაწყვეტილებით, გერმანიაში 2003 წლიდან დახურულია მაღალტექნოლოგიური კომპანიების ბაზარი (Nener Market). აშშ-ში NA SDAQ-ის ბაზარმა ფაქტიურად შეწყვიტა ოპერაციების განხორციელება ახალი კომპანიების აქციებზე. ამ ბაზრის კაპიტალიზაცია 2000-2002 წლებში 6-დან 1,9 მლრდ. დოლარამდე დაეცა, ვაჭრობის მოცულობამ კი 2002 წლის პირველ ნახევარში 35 პროცენტით იკლო. შემცირდა NA SDAQ-ის ბაზარზე კოდირებული აქციების რაოდენობა. 2002 წლის შუა პერიოდის მონაცემების მიხედვით, 3675 კომპანიიდან 700-ის აქციების კოტირება 1 დოლარზე ნაკლები ფასით ხდებოდა და ბირჟის წესების მიხედვით ისინი ვაჭრობიდან უნდა ამოეღოთ.
4. გამკაცრდა სალისტინგო მოთხოვნები იმ კომპანიების მიმართ, რომელთა ფასიანი ქაღალდების კოტირებაც ბირჟაზე ხდება. კორპორაციების ფინანსური მდგომარეობის გაუარესების და ლისტინგის მოთხოვნების გამკაცრების შედეგად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 2000 წელს ლისტინგიდან ამოიღეს 286 კომპანია, 2001 წელს - 214; Turonext-ის ბაზარზე - 80 და 118; ლონდონის საფონდო ბირჟაზე - 299 და 287; NA SDAQ-ის სავაჭრო სისტემაში - 700 და 815 კომპანია.
5. შემცირდა საერთაშორისო სავაჭრო მოედნები. 2002 წელს დაიხურა ელექტრონული სავაჭრო მოედანი Jigway, რომელიც შვედურმა ოპერატორმა OM Group-მა შექმნა აქციებით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისთვის. კოტირებადი აქციების რაოდენობა შეამცირა შვეიცარიის საფონდო ბირჟის მიერ კონტროლირებადმა პანევროპულმა სავაჭრო მოედანმა Virt-X-მა. აშშ-ში შემცირდა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისათვის საინვესტიციო ბანკების მიერ შექმნილი ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების რაოდენობა. თუ 2000 წელს აშშ-ში 70 ელექტრონული სავაჭრო მოედანი ვაჭრობდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით, 2001 წლის ბოლოს მათი რაოდენობა დაახლოებით 40 იყო.
სწორედ ამ ფონზე, საქართველოში ჩამოყალიბდა და ფუნქციონირება დაიწყო სს „საქარათველოს საფონდო ბირჟამ“. ბირჟის საქმიანობის ძირითადი მიზანია საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამჭვირვალე და ლიკვიდური ორგანიზებული ბაზრის ჩამოყალიბება. თუმცა, მისი საქმიანობა დღემდე დაბალი აქტივობით ხასიათდება, რომლის მიზეზიც შემდეგია:
საქართველო განიცდის მიმზიდველი ფასიანიქაღალდების დეფიციტს;
თავდაპირველად აქციებისდიდი რაოდენობა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და მათი რეალიზება ყოველგვარი ბაზრის გარეშე ხდებოდა;
1997 წლიდან დღემდესაქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერემიტირებული სახაზინო ვალდებულებების ეროვნული ბანკის მიერ აუქციონის წესით რეალიზაცია.
საქართველოს საფონდო ბირჟამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია 2004 წელს, რაც გამოიხატა წინა წლებთან შედარებით ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების უპრეცედენტო ზრდაში. შედგა მემორანდუმი თესალონიკის საბირჟო ცენტრსა და საქართველოს საფონდო ბირჟას შორის, რითაც ის გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე.
ნაკლებად თვალში საცემია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვნია ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე სტრუქტურული და ინსტიტუციური ცვლილებები:
1. შეიცვალა რეალური საფინანსო ინსტრუმენტების ბაზარზე აქციებსა და ობლიგაციებს შორის ოპერაციების მოცულობათა თანაფარდობა. ერთის მხრივ, მზარდი არასტაბილურობის პირობებში გაიზარდა მოთხოვნა სახელმწიფო ობლიგაციებზე, როგორც ბაზრის უფრო საიმედო ინსტრუმენტებზე, ხოლო, მეორე მხრივ, მოიმატა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნილი კერძო კომპანიების მხრიდან ობლიგაციების მოწოდებამ.
2. შეიცვალა საბირჟო და არასაბირჟო ბაზრებს შორის არსებული თანაფარდობა. არასაბირჟო ვაჭრობა არსებითად ასუსტებდა ბირჟების პოზიციებს. ფინანსურ ინსტრუმენტებზე ოპერაციებს აქტიურად ატარებდნენ საინვესტიციო ბანკებისა და საბროკერო კომპანიების არასაბირჟო სავაჭრო სისტემები, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები და ალტერნატიული საბირჟო სავაჭრო მოედნები. მაგრამ 2000 წლიდან მოყოლებული ვითარება შეიცვალა. აქციათა კურსების ვარდნამ და ინვესტორთა და ემიტენტთა აქტივობის შესუსტებამ სერიოზული ზარალი მიაყენა არასაბირჟო ბაზრის ინსტიტუტებს და მათ აქციების ბაზარზე საქმიანობის შეზღუდვა აიძულა.
შემცირდა არასაბირჟო ვაჭრობისადმი ნდობა და იმატა საფონდო ბირჟებისადმი ნდობამ.
ეს განაპირობა: ბირჟების კონტროლის გამკაცრებამ, რომელთა აქციების კოტირებაც ბირჟაზე ხდება; შეფარდებითი ლიკვიდურობის მატებამ; აქციების კურსების ჩამოყალიბების გამჭვირვალობამ; ანგარიშსწორებათა საიმედოობამ და გარანტირებულობამ.
3. შემცირდა საერთაშორისო ოპერაციების მოცულობა და შედარებით გაიზარდა ეროვნულ ბაზრებზე ეროვნულ ინსტრუმენტებზე განხორციელებული ოპერაციების ხვედრითი წილი. გერმანიის საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, თუკი დასავლეთ ევროპის საბირჟო ვაჭრობაში უცხოური კომპანიების ფინანსური ინსტრუმენტების ხვედრითი წილი საშუალოდ 40 პროცენტს აღწევდა, გერმანიის საფონდო ბირჟაზე მან სულ 10 პროცენტი შეადგინა (2002 წ.).
აქციების ბაზარზე ეს გამოვლინდა ამერიკის საფონდო ბირჟაზე უცხოელთა მიერ აშშ-ის კომპანიების აქციების ყიდვათა შემცირებით, რაც ამ ქვეყანაში კაპიტალების შემოსავლის შეკვეცის და დოლარის კურსის დაწევის ერთ-ერთ მიზეზად იქცა. ინსტიტუციურმა და სტრუქტურულმა ცვლილებებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ფინანსური არასტაბილურობის პერიოდში მატულობს ბირჟების როგორც ვაჭრობის ორგანიზატორების როლი. ბოლო ხანს მათ საგრძნობლად გააქტიურეს საფონდო ბაზარზე თავიანთი პოზიციების განმტკიცებისაკენ მიმართული პოლიტიკა. ხსენებულ პერიოდში მომხდარი ცვლილებები მთლიანობაში ეკონომიკური და ფინანსური ვითარების გაუარესებაზე გამოვლენილი ბუნებრივი რეაქციაა. ამგვარი ცვლილებები შესაძლებელს ხდის ბაზრების კონსოლიდირებას, ბაზრის ლიკვიდურობის კონცენტრირებას, ხოლო მოთხოვნის უქონლობის შემთხვევაში გვათავისუფლებს:
ფასიანი ქაღალდებისაგან;
იმ კომპანიებისგან, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ფინანსური საიმედოობის დაწესებულ კრიტერიუმებს;
იმ სავაჭრო მოედნებისაგან,რომლებზეც პრაქტიკულად არ ხორციელდება გარიგებები.
ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარს განვითარების შემდეგი ძირითადი ტენდენციები ახასიათებს:
ბაზრის ინტერნაციონალიზაცია და გლობალიზაცია;
ორგანიზებულობის დონის ამაღლება და სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება;
ფასიანი ქაღალდების ბაზრის კომპიუტერიზაცია;
დეზინტერმედიაცია;
საბაზრო ინოვაციები;
სეკიურიტიზაცია.
I. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინტერნაციონალიზაცია იმას ნიშნავს, რომ ეროვნული კაპიტალი სცდება ქვეყნის საზღვრებს, ყალიბდება ფასიანი ქაღალდების მსოფლიო ბაზარი, რომლის მიმართაც ეროვნული ბაზრები მეორეხარისხოვანი ხდებიან. ნებისმიერი ქვეყნის ინვესტორს შესაძლებლობა ეძლევა სხვა ქვეყნებში მიმოქცევაში მყოფ ფასიან ქაღალდებში დააბანდოს თავისი თავისუფალი ფულადი სახსრები. ეროვნული ბაზრები იქცევა ფასიანი ქაღალდების გლობალური მსოფლიო ბაზრის შემადგენელნაწილებად.ასეთ გლობალუ ბაზარზეყველგან და შეუსვენებლად ვაჭრობენ
ტრანსეროვნული კომპანიების ფასიანი ქაღალდებით.
გლობალიზაციის პროცესს განაპირობებს მსოფლიოს განვითარების ობიექტური ფაქტორები, შრომის საერთაშორისო დანაწილების გაღრმავება, სამეცნიეროტექნიკური პროგრესი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგში, ქვეყნებს შორის ე.წ. ეკონომიკური სიშორის შემცირება.
ტერმინი „გლობალიზაცია“ 1980-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა და ამას ამერიკელისოციოლოგის რ. რობეტსონის სახელს უკავშირებენ.
გერმანელი ეკონომისტების ჰ. ზიბერტისა და ჰ. კლოდტის განმარტებით, „გლობალიზაცია არის გათიშული ეროვნული მეურნეობების ინტეგრირებულ გლობალურ ეკონომიკურად ტრანსფორმირების პროცესი“. ამ ტრანსფორმაციის პროცესში ხდება სახელმწიფოს ინსტიტუტის „დევალვაცია“, რომელიც მრავალი ათწლეულის მანძილზე სისტემაწარმომქმნელ ორგანიზაციულ სტრუქტურად გვევლინებოდა.
სხვაგვარად განმარტავენ „გლობალიზაციის“ ცნებას რუსი მეცნიერები. მაგალითად, პროფესორ ვ. კუვალდინის აზრით, გლობალიზაცია არის „ობიექტური ზოგად ცივილიზაციური პროცესი, ყოფის ახალი ფორმა, რომელიც XXI საუკუნის რეალობას შეესაბამება“; პროფესორი ვ. მირონოვი მიიჩნევს, რომ გლობალიზაცია არის „უახლესი ნფორმაციულ ცივილიზაციაზე გადასვლის მეტად წინააღმდეგობრივი ფორმა“.
თანამედროვე გაგებით, არსებულგლობალიზაციასმთელი რიგი მიმართულებები აქვს:
გლობალური ტრანსეროვნული კორპორაციების დამკვიდრება;
ეკონომიკის რეგიონიზაცია;
მსოფლიო ვაჭრობის ინტენსიფიკაცია;
კონვერგენციის ტენდენციები;
ფინანსური გლობალიზაცია.
გლობალიზაციის მამოძრავებელ ძალებად გვევლინებიან ტრანსეროვნული კომპანიები და ბანკები. ტრანსეროვნული კომპანიების ფარგლებში ყალიბდება საწარმო, სამეცნიერო-ტექნიკური, სავაჭრო და სხვა საქმიანი კავშირები, რომლებიც კონტრაქტულ სისტემას ეყრდნობა.
1990-იან წლებში გადავლილმა შერწყმისა და შთანთქმის მძლავრმა ტალღამ კიდევ უფრო გააძლიერა მსოფლიოში მათი გავლენა. ეროვნულ სახელმწიფოებს უფრო მეტი ანგარიშის გაწევა უხდებათ ტრანსეროვნული ბანკებისთვის, როგორც ძლევამოსილი პარტნიორებისთვის, ზოგჯერ კი - მეტოქეებისთვის ეროვნულ ეკონომიკაზე გავლენისთვის ბრძოლაში.
გლობალიზაციის განვითარების საფუძველია: საერთაშორისო ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის ლიბერალიზაცია, სამუშაო ძალის უფრო თავისუფლად გადაადგილება.
ამასთან, მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია უკიდურესად წინააღმდეგობრივი პროცესია და არაერთმნიშვნელოვნად მიმდინარეობს. იგი შეიცავს როგორც ეროვნულ ეკონომიკათა აყვავების შესაძლებლობებს, ისე, საფრთხეებს განვითარებადი ქვეყნებისთვის. გლობალიზაციის პოზიტიური მხარეა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის ეკონომიკური განვითარების დონეებში არსებული დიდი განსხვავების ერთგვარად შემცირების ტენდენცია, რომელიც ბოლო 20-25 წლის მანძილზე გამოვლინდა. მთელმა რიგმა განვითარებადმა ქვეყნებმა შთამბეჭდავ ეკონომიკურ წარმატებებს მიაღწია. თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ გლობალიზაციის პროცესი ერთნაირად ეფექტიანი არაა ცალკეული ქვეყნებისთვის, ძირითად უპირატესობებს იღებენ ყველაზე უფრო განვითარებული ის ქვეყნები, რომლებსაც გლობალიზაცია სამეურნეო საქმიანობის წარმართვის ერთიანი სტანდარტების მქონე ეკონომიკურ სივრცეს უფართოებს.
გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირების პროცესში ადაპტაციის ყველაზე უფრო სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან განვითარების უფრო ნაკლები დონის მქონე ქვეყნები.
მათთვის ძირითადი საფრთხეა ის, რომ მცირდება სახელმწიფოს როლი სამეურნეო კავშირურთიერთობების რეგულირებაში და კლებულობს მსოფლიო ბაზრების ნეგატიური გავლენისგან - უფრო ძლიერი კონკურენტების ექსპანსიისგან, უცხოური კაპიტალის მასობრივად გადინებისგან, დამანგრეველი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისებისგან - თავის დაცვის შესაძლებლობები.
გლობალიზაციის ერთ-ერთ გამოხატულებად გვევლინება ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურების ინტეგრაცია. აქციების ბაზარზე სადღეღამისო ვაჭრობის ორგანიზაციამ საბირჟო კორპორაციების (ალიანსების) ფორმა შეიძინა. 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს წამყვანი საფონდო ბირჟების აქციების კოპირება მსოფლიო ბირჟებზე. 2001 წლის თებერვალში საფონდო ბაზარზე აქციების ლისტინგი გაიარა გერმანიის საფონდო ბირჟამ, 2001 წლის ივლისში - Eeuronext-ში, რომელიც პარიზის, ბრიუსელის, ამსტერდამისა და ლისაბონის საფონდო ბირჟებს აერთიანებს, აგრეთვე ლონდონის საფონდო ბირჟამ.
ღია სააქციო კომპანიებად გარდაქმნის შემდეგ საფონდო ბირჟები იმ ბიზნეს- კორპორაციებად გადაიქცნენ, რომლებიც მაქსიმალური მოგების მიღებაზე არიან ორიენტირებული.
მათ აქვთ საკუთარი ბიზნესსტრატეგია, ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვის მოდელი. მათი დადებითი მხარეებია მაღალპროფესიული მართვა, ბირჟების საქმიანობის ყველა ასპექტის მზარდი კონტროლი, მოთხოვნილების გადიდება ფინანსური ანგარიშგებისა და მისი გამჭვირვალობის მიმართ.
ყოველივე ამან შესაძლებლობა შეუქმნა ბირჟების ჰოლდინგური ჯგუფების შექმნას მათი შერწყმის გზით, სადაც ჰოლდინგ- კომპანიის როლში, როგორც წესი, თვითონ საფონდო ბირჟები გამოდიან.
საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფების ჩამოყალიბება იწყება ეროვნული ბაზრის კონსოლიდაციით, როდესაც ბირჟები იძენენ საანგარიშსწორებო-კლირინგული კომპანიების, სარეგისტრაციო კომპანიების აქციების საკონტროლო ან 100%25-იან პაკეტებს, რომლებიც საბირჟო ბაზარზე უახლესი ტექნოლოგიების განვითარებასა და დანერგვას ემსახურებიან. ისეთნაირად ჩამოყალიბდა გერმანიის, შვედეთის, ფინეთის ჰოლდინგური ჯგუფები. ამით იწყებენ თავიანთ საქმიანობას ესპანეთის, იტალიისა და სხვა ქვეყნების ის ჰოლდინგური ჯგუფები, რომლებიც ეროვნულ დონეზე ყალიბდებიან.
თანამედროვე ჰოლდინგური ჯგუფების დახასიათება. ევროპის საფონდო ბირჟაზე ამჟამად უმსხვილესი საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფია Deutsche Boerse Group (გერმანიის საფონდო ბირჟის ჯგუფი). გერმანიის საფონდო ბირჟას მთლიანად ეკუთვნის ტექნოლოგიური კომპანია Deutsche Boerse შესტემს, აგრეთვე საანგარიშსწორებო-კლირინგული კომპანია Clearstream. გარდა ამისა, გერმანიის საფონდო ბირჟის ჯგუფში შედიან: წარმოებული ინსტრუმენტების ბირჟა EUREX-ი, (შვეიცარიის საფონდო ბირჟასთან ერთობლივი მფლობელობა), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საფონდო ბირჟა.
2003 წლის მაისში შვედეთის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფის - OM Croup- ის მიერ მის შეძენამდე დამოუკიდებელი იყო ჰელსინკის საფონდო ბირჟის ჯგუფი (HEX Group), რომელიც აერთიანებდა ტალინის საფონდო ბირჟის და ესტონეთის ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარიუმს, აგრეთვე, ლატვიის საფონდო ბირჟასა და ლატვიის ცენტრალურ დეპოზიტარიუმს.
საერთაშორისოა OM Croup-ი (შვედეთი), რომელიც სპეციალიზდება ფინანსურ ბაზარზე კომპანიებისთვის სისტემური ტექნოლოგიური გადაწყვეტების დამუშავებაზე. 1998 წელს მან შეიძინა სტოკჰოლმის საფონდო ბირჟა. OM ჯგუფის ასოცირებული კომპანიები და პარტნიორებია Ore Software, ჰელსინკის საფონდო ბირჟა. ლონდონის საფონდო ბირჟასთან ერთად OM ჯგუფი ქმნის წარმოებული ინსტრუმენტების ბირჟას - EDX London-ს.
ბირჟების ჰოლდინგური ჯგუფების ჩამოყალიბებამ ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე გამოიწვია ბირჟების შიდა საორგანიზაციო მუშაობის და ამ მუშაობის მართვის გადასინჯვის აუცილებლობა, რეორგანიზების საფუძვლად აღებული ერთ-ერთი პრინციპია ის, რომ სტრუქტურული თვალსაზრისით კორპორაცია უნდა მოქმედებდეს როგორც შედარებით მომცრო სპეციალიზებული კომპანიების ერთობლიობა. ეს სტრუქტურული ერთეულები ატარებენ დამოუკიდებელ პოლიტიკას, აღწევენ კონკრეტულ უპირატესობებს, თავიანთი ოპერაციების ეფექტიანობასა და მომგებიანობას. ამასთან, მათ აერთიანებს საერთო სტრატეგია და მოქმედებათა ერთიანი გეგმა, რომელსაც კორპორაციის ხელმძღვანელობა შეიმუშავებს.
II. ბაზრის ორგანიზებულობის ამაღლების და მისი სახელმწიფოებრივი კონტროლის გაძლიერების მიზანია ფასიანი ქაღალდების ბაზრის საიმედოობისა და მასობრივი ინვესტორების მხრიდან მისი ნდობის უზრუნველყოფა. ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზრის მასშტაბები და მნიშვნელობა ისეთია, რომ მისი მოშლა პირდაპირ არღვევს ეკონომიკურ პროცესს, საერთოდ - კვლავწარმოების პროცესს. არცერთი სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ რაიმე კატაკლიზმების, ან თაღლითობის შედეგად ინვესტორებმა დაკარგონ საკუთარი, თუ სხვა ქვეყნის ფასიან ქაღალდებში დაბანდებული თავიანთი ფულადი სახსრები.
ამ ტენდენციის მეორე მიზეზი ფისკალურია. ბაზრის ორგანიზებულობისა და მისი კონტროლის გაძლიერება საშუალებას აძლევს ყოველ სახელმწიფოს, გაადიდოს თავისი დასაბეგრი ბაზა და ბაზრის მონაწილეებისგან ბიუჯეტში საგადასახადო შემოსულობათა სიდიდე.
იმის მიუხედავად, ბაზრების მონაწილეა სახელმწიფო თუ გარეშე არბიტრად გვევლინება, იგი ყოველთვის იმყოფება ბაზარზე. სახელმწიფო ეკონომიკურ ურთიერთობათა ცენტრშია - იგი იმ გარანტის როლს თამაშობს, რომელიც ეროვნული საფინანსო სისტემის სტაბილურობას უზრუნველყოფს. თუმცა, გლობალიზაციის პროცესი ცვლის ამ წარმოდგენებს.
ერთის მხრივ, გლობალიზაციამ შესაძლებლობა მისცა სახელმწიფოს, ხელი მიუწვდებოდეს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე. ეს, უეჭველია, ამ პროცესის დადებითი ასპექტია, მაგრამ, მეორეს მხრივ, გლობალური ბაზრის პირობებში სახელმწიფოს უკვე არ შეუძლია ეფექტიანად შეასრულოს გარანტის ფუნქციები, რადგან, მას შეუძლია არეგულიროს მხოლოდ ბაზების ეროვნული მონაწილეების საქმიანობა. სახელმწიფო ფაქტიურად იქცა გლობალური ბაზრის იმ რიგით მონაწილედ, რომლის ვალდებულებათა (მათ ეკუთვნის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და ვალუტა) კოტირება ბაზარზე კერძო სექტორის ვალდებულებათა გვერდით ხდება. გლობალური ბაზარი თვალს ადევნებს მთავრობის ქცევას ისევე, როგორც იგი აკვირდება უმსხვილესი კორპორაციების ბუღალტრულ ანგარიშებს. ფასიანი ქაღალდების თანამედროვე საერთაშორისო ბაზრის მესამე დამახასიათებელი ნიშანია ბაზრის კომპიუტერიზაცია.
III. ფასიანი ქაღალდების ბაზრის კომპიუტერიზაციამ შესაძლებელი გახადა რევოლუცია როგორც ბაზრის მომსახურებაში (უპირველეს ყოვლისა, ბაზრის მონაწილეებისთვის და მათ შორის სწრაფმოქმედი და ყოვლისმომცველი ანგარიშსწორებების თანამედროვე სისტემების მეშვეობით), ისე, ვაჭრობის მეთოდებში. კომპიუტერიზაცია საფუძველს უმზადებს ყოველგვარი სიახლის შემოღებას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.
ინფორმაციული და კომპიუტერული ტექნოლოგიების დაჩქარებულად განვითარებამ უფრო კონკურენტული, კარგახსნილი და მობილური გახადა ბაზარი. ალტერნატიული სავაჭრო სისტემებისა და ელექტრონული კომუნიკაციის ქსელების წარმოქმნამ ძირეულად შეცვალა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. ალტერნატიული სავაჭრო სისტემები თავდაპირველად გამიზნული იყო საფონდო ბაზრის პროფესიონალებისთვის, მაგრამ ახლა ისინი ინდივიდუალური ინვესტორებისთვისაცაა ხელმისაწვდომი. ტექნიკურმა ინოვაციებმა შეკვეცა ბაზარზე შესვლისა და სავაჭრო სისტემის შემდგომი განვითარების ხარჯები.
მიმდინარე წლის 31 მაისს სს „საქართველოს საფონდო ბირჟამ“ მიიღო ოფიციალური წერილი NA SDAQ OMX-გან, რომლის თანახმად, NA SDAQ OMX-მა დაასრულა საქართველოს საფონდო ბირჟის წინადადების განხილვის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. წერილში ხაზგასმულია თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ის სულისკვეთება, რომელსაც NA SDAQ OMX წლების განმავლობაში გრძნობდა საქართველოს საფონდო ბირჟის გუნდისა და საფონდო ბაზრის განვითარებით დაინტერესებული სხვა მხარეების მხრიდან.
მიღებული ინფორმაციისა და უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, NA SDAQ OMX-მა ამ ეტაპზე საქართველოს საფონდო ბირჟას შესთავაზა თანამშრომლობის ორი მიმართულება:
პირველი - ტექნიკური დახმარების განხორციელება,
მეორე - ყველაზე მნიშვნელოვანი - თამანშრომლობა ტექნოლოგიურ სფეროში.
ამჟამად, NA SDAQ OMX ასრულებს საბირჟო და ცენტრალური დეპოზიტარის სისტემების რეგიონული პლატფორმების ტექნოლოგიური განვითარების გეგმას და, მათი რწმენით, ამგვარი სისტემების დანერგვა ურთიერთსასარგებლო იქნება.
„რეგიონული საბირჟო პლატფორმების შექმნა ძველი OMX-ის უკანასკნელი წლების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იყო. იმ პერიოდში აქცენტი კეთდებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე და მიზნად ისახავდა სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის წარმატებული რეგიონული ინტეგრაციული მოდელის რეპლიკაციას. ეს კვლავ აქტუალური რჩება კავკასიის რეგიონში. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას გავაგრძელოთ ჩვენი კარგი ურთიერთობები და ღია ვართ მომავალში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, აღნიშნა თავის წერილში NA SDAQ OMX Nordic-ის პრეზიდენტმა ჰანსოლე იოჰუმსენმა.
XXI საუკუნეში გაჩენილი ელექტრონული კომუნიკაციების ქსელები სრული სპექტრის მომსახურებას უწევენ ინვესტორებს სავალო ვალდებულებებზე ოპერაციებისთვის. უნიფიკაციამდე ჯერ კიდევ შორსაა და ყოველ ახალ სისტემას გარკვეული თავისებურებები გააჩნია. მაგალითად, Euro MTS-ს, Broker Tes-სა და Trade Web-ს ახასიათებს ინფორმაციული ჩაკეტილობა კონტრაჰენტების იდენტიფიკაციის თვალსაზრისით. MTS Naly-სა და Garban Interkapital-ზე კი, პირიქით, გარიგების პარტნიორზე ცნობებს იძლევიან ოპერაციის ჩატარებამდეც და მის შემდეგაც. დიდი მრავ ალფეროვნების მიუხედავად, სისტემები სამ დიდ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ:
სასაქონლო სისტემები: ფასიანი ქაღალდების პირველადი განთავსება პირდაპირ ემიტენტიდან ინვესტორისკენ;
საბალანსო სისტემები:ანონიმურად ვაჭრობა მეორად ბაზარზე, რომელზეც მრავალი კონტრაგენტია;
სადილერო სისტემები: ერთდილერიანი სისტემებიერთი ფინანსური შუამავლის კლიენტებისთვის;
არსებობს მულტიდილერული სისტემები ამერიკისა და ევროპის ობლიგაციების ბაზრის მოთამაშეთა დახურული ჯგუფისთვის, რომელთა ხელმისაწვდომობა სადილერო საზოგადოების წევრებს ანონიმურად გააჩნიათ ბროკერის მეშვეობით.
IV. ფასიანი ქაღალდების თანამედროვე საერთაშორისო ბაზრის მეოთხე თავისებურებაა დეზინტერმედიაცია. დეზინტერმედიაცია ფინანსური შუამავლობის შემცირების პროცესია. პირდაპირიდაფინანსების შესაძლებლობებმა და ე.წ. სტრუქტურულმა ფინანსებმა განაპირობა ფინანსური შუამავლობის შემცირება და ახალისაწარმოების დამოუკიდებლად გასვლა ბაზარზე.
V. ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზრის შემდეგი დამახასიათებელი ნიშანია სიახლეთა დანერგვა, ანუ, ინოვაციები საფონდო ბაზარზე. დღეს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზრის სიახლეებს წარმოადგენს:
მოცემული ბაზრის ახალი ინსტრუმენტები;
ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ახალი სისტემები;
ბაზრის ახალი ინფრასტრუქტურა.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის ახალი ინსტრუმენტებია, უპირველეს ყოვლისა, მრავალრიცხოვანი წარმოებული ფასიანი ქაღალდები და მათი სახესხვაობები. ვაჭრობის ახალი სისტემებია კომპიუტერებსა და კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებების გამოყენებაზე დაფუძნებული სისტემები, რომელთა მეშვეობით ვაჭრობა მიმდინარეობს მთლიანად ავტომატურ რეჟიმში, შუამავლების გარეშე, გამყიდველებსა და მყიდველებს შორის უშუალო კონტრაქტების უქონლად.
„საკუთარი“ ელექტრონული სავაჭრო სისტემებისთვის ბაზის გაკვლევა საზღვარგარეთის ბაზრებზე - ამ ამოცანის გადაჭრა შესაძლებლობას უქმნის ბირჟებს, გააფართოონ მონაწილეთა წრე, გაზარდონ თავიანთი ბაზრის ლიკვიდურობა, გაადიდონ იმ ფასიანი ქაღალდების სპექტრი, რომლებსაც ბაზრის მონაწილეებს სთავაზობენ და რომლებიც ერთი სავაჭრო სისტემითაა გაერთიანებული და ა.შ. დასავლეთ ევროპის მთელმა რიგმა ბირჟებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ამ მიმართულებით.
ამჟამად გერმანიის საფონდო ბირჟის ელექტრონულ სავაჭრო სისტემას Xetra-ს იყენებს დუბლინის საფონდო ბირჟა (ირლანდია), ვენის საფონდო ბირჟა, აგრეთვე გერმანიისა და ვენის საფონდო ბირჟების ერთობლივი საწარმო NEWE X-ი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისათვის. ამის შედეგად გერმანიის საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემა 10 000 მოშორებულ ტერმინალს ითვლის 18 სხვადასხვა ქვეყანაში.
მსხვილი საერთაშორისო საბროკერო კომპანიების სავაჭრო სისტემების დამკვიდრება - ელექტრონულ საბირჟო სავაჭრო სისტემასთან ელექტრონული საბროკერო სისტემების მიერთება არსებითად აფართოებს ბირჟების კლიენტურ ბაზას. 2002 წლის აპრილში, მაგალითად, ჰელსინკის საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემამ და ელექტრონულმა საბროკერო სავაჭრო სისტემა CLNET-მა, რომელსაც აქციებისა და ობლიგაციების საბროკერო ბაზარზე იყენებენ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას „შლუზის“ შექმნაზე, რომელიც ორ სავაჭრო სისტემას გააერთიანებს.
თავისი სავაჭრო სისტემების დანერგვის გვერდით ბირჟას შეუძლია დანერგოს კლირინგისა და ანგარიშსწორების ტექნოლოგიებიც. ეს აუცილებელია, რადგან ელექტრონული სავაჭრო სისტემების გამოყენების ეფექტიანობას დიდად განსაზღვრავს მისი შეთავსებადობა კლირინგისა და ანგარიშსწორებათა ტექნოლოგიასთან. იგი გულისხმობს დადებულ გარიგებებზე ანგარიშსწორებათა ავტომატიზაციას (straight through processing), შესაძლებელს ხდის უწყვეტად ჩატარებას რეალური დროის რეჟიმში, მნიშვნელოვნად ამცირებს დროს გარიგების დადების მომენტსა და მის შესრულებას შორის, ამის ხარჯზე კი - რისკებს.
2002 წლის დასაწყისში ჰელსინკის საფონდო ბირჟამ შემოიღო ახალი კლირინგული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კლირინგისა და ანგარიშსწორებათა ერთიან სისტემას სავაჭრო მოედნებზე შესრულებულ იმ ოპერაციებზე, რომლებსაც ჰელსინკის საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემა ემსახურება, ესენია ესტონეთისა და ლიტვის საფონდო ბირჟები.
ტექნოლოგიური ფაქტორი და, კერძოდ, ბირჟების გადასვლა ანგარიშსწორებათა ავტომატიზაციაზე, არსებით გავლენას ახდენს ბირჟის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, განსაზღვრავს მათი როგორც ვერტიკალურად ინტეგრირებული კორპორაციების განვითარებას. ბაზრის ახალი ინფრასტრუქუტრა - ესაა თანამედროვე საინფორმაციო სისტემები, კლირინგისა და ანგარიშსწორებათა სისტემები, ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპოზიტარული მომსახურების სისტემები.
VI. სეკიურიტიზაცია არის ფულადი სახსრების ტრადიციული ფორმების (დანაზოგები, ნაღდი ფული, დეპოზიტები და ა.შ.), ფასიანი ქაღალდების ფორმაში გადასვლის ტენდენცია;
ფასიან ქაღალდებად კაპიტალის სულ უფრო მეტი მასის გადაქცევის ტენდენცია;
ერთი ფორმის მქონე ფასიანი ქაღალდების სხვა, ინვესტორთა ფართო წრისთვის ხელმისაწვდომ ფორმებად გადაქცევის ტენდენცია. ამ პროცესის მოტივაციური მიზეზია ის, რომ ფასიან ქაღალდებად ქცეული აქტივები ხშირად მომგებიანად შეიძლება გაიყიდოს. ამ მოგებას ის განაპირობებს, რომ შესაძლებელია ფულადი ნაკადების რესტრუქტურიზაცია ისეთ ფორმებად, რომლებისთვისაც ადამიანები მზად არიან ყველა შესაძლო გარემოებათა გათვალისწინებით მომატებული ფასი გადაიხადონ. აღნიშნულს ისინი აკეთებენ იმგვარი რესტრუქტირებული ტრანშებისთვის, რომლებიც რისკის ნაკლები დონითა და მეტი ლიკვიდურობით გამოირჩევიან.
ამგვარად, ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზრის განვითარებაზე სერიოზული ზეგავლენა იქონია გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რაც საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს უმნიშვნელოდ შეეხო, რადგანაც საქართველო არის საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ქვეყანა, სადაც ფინანსური ბაზრები განვითარების ჩანასახოვან მდგომარეობაშია.
annotation
Global Economi c Crisis and Main Tendencies
Of the Developm ent of Internati onal Securities Market
Nana Shonia, Akaki Tsereteli
State University Associated Professor
The development of global financialmarkets is directly connected to the formationand functioning of securities market, sinceinternational securities market is one of the components of the financial market.On theone hand, it is the reflection of a true reproductiveprocess takingplaceon a world scale while on the other hand it has its independent life and follows particular regularities. Securities market brings huge counter- influence on the production process on national as well as on global levels.
In securities market global economic crisis started in the beginning of XXI century and it was exposed whenthe rate of stocks fell down, fund indexes decreased and investors lost their trust towards the mainmarkettools, corporation financial accountancy, forecasting evaluations of consulting firms and rating agencies and etc.
Against the background of global economic crisis in 2000 JSC `Georgian Stock Exchange' startedfunctioning in Georgia. At a low speed but it still managed to become involved in the rhythm of functioning of international securities market.Cooperation with NA SDAQ OMX speaks about it. The agreement was reached on 31st of May, 2010.
![]() |
4 სადაზღვევო ბიზნესი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 სადაზღვევო ბიზნესის ფინანსური ასპექტები |
▲ზევით დაბრუნება |
2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 14 სადაზღვევო კომპანია მოქმედებდა. 2009 წელს ლიცენზია მიიღო ორმა ახალმა სადაზღვევო კომპანიამ, თუმცა, იმავე დროს მოხდა ორი კომპანიის შერწყმა.მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან 11 ახორციელებს როგორც არასიცოცხლის, ისე სიცოცხლის დაზღვევას, ხოლო დანარჩენი 3, მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევას.
მოქმედი სადაზღვევო კომპანიებიდან 6 კომპანიას გააჩნია რეგისტრირებული საპენსიო სქემები, საიდანაც 3 სქემაა აქტიური, ამასთან, სადაზღვევო კომპანიებიდან ერთი უცხო ქვეყნის სადაზღვევო კომპანიის ფილიალია, 2 სადაზღვევო კომპანიას 100%25-ით ფლობს არარეზიდენტი დამფუძნებელი, 4 სადაზღვევო კომპანიაში ნაწილობრივ მონაწილეობს არარეზიდენტი დამფუძნებელი, ხოლო 7 სადაზღვევო კომპანია დაფუძნებულია რეზიდენტი დამფუძნებლების მიერ.
მზღვეველთა მიერ მოწოდებული მონაცემებიდან გამომდინარე, მოზიდული პრემიის მიხედვით, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ჯამურ სადაზღვევო პრემიას წარმოადგენს, სადაზღვევო ბაზრის კონცენტრაცია 83.6%25-ით ხუთ სადაზღვევო კომპანიაზე მოდის. უნდა აღინიშნოს, რომ იგივე მაჩვენებელი 2008 წლის მდგომარეობით 80%25-ს შეადგენდა, ამ კოეფიციენტის ზრდა გარკვეულწილად 2 მსხვილი კომპანიის შერწყმითაა გამოწვეული.
სადაზღვევო კომპანიის შემოსავლად ითვლება ფულადი შემოსავლების ერთობლიობა, რომლის წყაროა სადაზღვევო, ან სხვა კანონით დაშვებული მოღვაწეობა.
სადაზღვევო კომპანიის შემოსავლები 3 ჯგუფად იყოფა:
შემოსავლები სადაზღვევო ოპერაციებიდან;
შემოსავლები საინვესტიციო საქმიანობიდან;
სხვა შემოსავლები (რომელსაც მიეკუთვნებიან შემოსავლები, რომლებიც პირდაპირ არ არიან დაკავშირებული სადაზღვევო ოპერაციებთან).
შემოსავლები სადაზღვევო ოპერაციებიდან მზღვეველის საშემოსავლო ბაზის შევსების ძირითადი წყარო და სადაზღვევო ბიზნესის არსებობის ძირითადი პირობაა, რომლის ძირითად ელემენტს წარმოადგენს დაზღვეულთა შენატანები, ანუ, სადაზღვევო პრემიები, რომლებიც მიღებულია პირდაპირი დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე.
სადაზღვევო კომპანიაში შემოსავლების მოცულობა დამოკიდებულია სადაზღვევო პორტფელის შემადგენლობაზე და სტრუქტურაზე, მარკეტინგულ სტრატეგიაზე და სხვა ფაქტორებზე. ამ ფაქტორთა მოქმედება ურთიერთდამოკიდებულია. მაგალითად, შემუშავებული მარკეტინგული სტრატეგიის რეალიზება შეუძლებელია შესაბამისი სატარიფო პოლიტიკის გატარების გარეშე, ხოლო, მომგებიანი მარკეტინგული სტრატეგია უზრუნველყოფს სადაზღვევო პორტფელის დაბალანსებას.
სადაზღვევო კომპანიას აქვს საშუალება განახორციელოს სადაზღვევო ოპერაციები თანადაზღვევის მექანიზმის მეშვეობით (სადაზღვევო კომპანია ღებულობს თავის თავზე გარკვეულ წილს საერთო რისკისა და ამის საფუძველზე იღებს ერთობლივი სადაზღვევო პრემიის ადეკვატურ ნაწილს).
თუ სადაზღვევო კომპანია ჩაბმულია გადაზღვევის სისტემაში, იგი ღებულობს ასევე გადაზღვევის პრემიას. გადაზღვევის პრემიის სიდიდე და არსებობა დამოკიდებულია გადაზღვევის განვითარებაზე რეგიონში. სადაზღვევო კომპანია, რომელიც მოქმედებს გადაზღვევის სისტემაში როგორც გადამზღვევი, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ღებულობს ზარალების გარკვეული წილით ანაზღაურებას.
სადაზღვევო კომპანია ასრულებს ასევე საშუამავლო ფუნქციებს. მაგალითად, რისკის გადაცემის სქემაში პირველადი მზღვეველი ღებულობს საკომისიოს გადამზღვეველისთვის რაფინირებული რისკის გადაცემისთვის. ასევე არსებობს შესაძლებლობა საკომისიოს, ან საბროკერო ანაზღაურების მიღებისა სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ რისკის მიუღებლად, მაგალითად, გარკვეული რისკის დათმობის შედეგად სხვა ორგანიზაციებისთვის.
სადაზღვევო კომპანიის საინვესტიციო საქმიანობა პირდაპირ არ არის დაკავშირებული დაზღვევასთან. ამ შემთხვევაში კაპიტალდაბანდების წყაროს წარმოადგენს დაზღვეულების შენატანები. მზღვეველის განკარგულებაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მყოფი სადაზღვევო პრემიები დადგენილი წესის მიხედვით ინვესტირდება შემოსავლიან აქტივებში და მოაქვთ სადაზღვევო კომპანიისთვის საინვესტიციო შემოსავალი.
საინვესტიციო შესაძლებლობების თვალსაზრისით, სიცოცხლის გრძელვადიანი დაზღვევის რეზერვები გამოირჩევიან უფრო დიდი მიმზიდველობით, რადგანაც იმყოფებიან მზღვეველის განკარგულებაში დიდი დროის განმავლობაში. საინვესტიციო შემოსავლები კომპანიისთვის შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ. ამ სახით მიღებული შემოსავლებით მზღვეველი გასცემს ბონუსებს თავიანთი კლიენტებისთვის. ქვეყნებში, სადაც არსებობს განვითარებული საფონდო ბაზარი, საინვესტიციო შემოსავალი ხელს უწყობს სადაზღვევო ოპერაციებიდან დაზღვევის ზოგიერთ სახეობაში მიღებული უარყოფითი რეზულტატების გადაფარვას.
ზემოთჩამოთვლილი შემოსავლების გარდა, მზღვეველს ასევე აქვს საშუალება მიიღოს სხვა შემოსავლები. მაგალითად:
„დეპო პრემიებზე“ დარიცხული პროცენტები;
რეგრესის წესით მიღებული თანხები;
ძირითადი ფონდების, მატერიალური ფასეულობების და სხვა აქტივების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;
იჯარაში გადაცემით მიღებული შემოსავლები;
სადაზღვევო რეზერვებიდან თანხების დაბრუნებით მიღებული შემოსავლები;
საკონსულტაციო მომსახურებიდან, ან სწავლებიდან მიღებული შემოსავალი;
სადაზღვევო კომპანიის ხარჯები:
მზღვეველის ხარჯების კლასიფიკაცია ხდება სხვადასხვა ნიშნების მიხედვით:
განხორციელების დროის მიხედვით (დაფინანსების მიმდევრობით);
ძირითად საქმიანობასთან მიმართებით (სადაზღვევო ოპერაციებთან დაკავშირებულების მიხედვით) განხორციელების დროის მიხედვით სადაზღვევო კომპანიის ხარჯები იყოფიან:
ხარჯებზე, რომლებიც წინ უსწრებენ სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებას;
ხარჯებზე, რომლებიც გაიწევიან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, ან მსვლელობაში;
მზღვეველის ხარჯებზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას;
ხარჯებზე, რომლებსაც არ გააჩნია მჭიდრო კავშირი სადაზღვევო საქმიანობასთან.
მიმდინარე ხარჯებზე ძირითად საქმიანობასთან მიმართებით ხარჯები 2 დიდ ჯგუფად იყოფა:
ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სადაზღვევო საქმიანობასთან;
ხარჯები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სადაზღვევო საქმიანობასთან.
სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის სირთულე და მის მიერ შემოთავაზებული მომსახურების ნაირსახეობა მნიშვნელოვნად ართულებს ფინანსური შედეგის განსაზღვრას. ფინანსური შედეგი მთელი საფინანსო-სამეურნეო მოღვაწეობის შედეგია და ასახავს კომპანიის წარმატებას, ან წარუმატებლობას.
დაზღვევაში ფინანსური შედეგი განისაზღვრება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შემოსავლებისა და ხარჯების შეფარდების საფუძველზე. ზემოთაღნიშნული მეთოდი გამოიყენება ფინანსური შედეგის გამოსაანგარიშებლად, რომლებიც გამოიყენება მზღვეველის მოგების დასაბეგრად. ფინანსური შედეგი, როგორც დასაბეგრი ბაზა, გამოითვლება როგორც სხვაობა სადაზღვევო მომსახურების ამონაგებისა და სხვა საქმიანობიდან შემოსავლისა და იმ ხარჯების, რომლებიც აისახება პროდუქციის თვითღირებულებაში.
ფინანსური კუთხით კომპანიის შეფასებისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას კონკრეტული ფირმის საქმიანობის სახე და ადგილი. ისინი უნდა შეფასდეს იმ დარგის საერთო მაჩვენებელით, რომელშიც ეს ფირმა საქმიანობს და შემდეგ მოხდეს ამ ფირმის კოეფიციენტების გაანალიზება საერთო დარგობრივი მაჩვენებლის, ან სხვა მსგავსი ფირმების კოეფიციენტების ფონზე.
კომპანიის შეფასების შედეგად მიღებული მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ფირმის მენეჯმენტის, ასევე, გარეშე ინვესტორების, ბანკების და სახელმწიფო მოხელეების მიერ. ზოგადი ფინანსური კოეფიციენტები, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ყველა ფირმის, მათ შორის სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის შესაფასებლად შემდეგია:
ლიკვიდურობის კოეფიციენტები;
აქტივების მენეჯმენტის კოეფიციენტი;
ვალის მენეჯმენტის კოეფიციენტები;
მომგებიანობის კოეფიციენტები;
საბაზრო ღირებულების (ინვესტორთა უკუგების) კოეფიციენტები.
ეს არის ის ძირითადი და ზოგადი კოეფიციენტები, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერ დარგში მომუშავე ფირმისთვის. თუმცა, ხშირად გვიწევს სპეციფიკის გათვალისწინებაც და შეფასების კოეფიციენტებიც უფრო მრავალფეროვანი და დეტალური ხდება. სადაზღვევო კომპანიების შეფასებისას ერთგვაროვანი და ობიექტური აზრის გამოსახატავად შემოღებულია სარეიტინგო სისტემა. რეიტინგი - ეს არის შეხედულება სადაზღვევო კომპანიის საიმედოობაზე და ფინანსურ სიმყარეზე, რომელსაც შეუძლია შეასრულოს სადაზღვევო ვალდებულებები დროის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში. მსოფლიოში დაზღვევის სფეროში წამყვანი სარეიტინგო სააგენტოებია: Standard & Poor's Corp., Moody's Investor Service Inc., A.M.Best Company, Duff & Phelps Credit Rating Co., Fitch IBCA.
2009 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მიღებული სადაზღვევო შემოსავალი (გამომუშავებული პრემია ნეტო) 269.9 მლნ ლარი იყო, რაც 80,26%25-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. შემოსავლების ასეთი ზრდა განპირობებულია ბოლო წლებში სადაზღვევო ბაზრის მკვეთრი ზრდით. საანგარიშო წელს კომპანიებმა გამოიმუშავეს და შემოსავალი მიიღეს როგორც მიმდინარე წლის, ისე წინა წლების მოზიდული პრემიებიდან. დამდგარმა სადაზღვევო ზარალებმა საანგარიშო პერიოდში 173.2 მლნ ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 54,59%25-ით. როგორც ჩანს, საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო შემოსავლის ზრდამ გადააჭარბა სადაზღვევო ზარალების ზრდას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ზარალიანობის კოეფიციენტის გაუმჯობესებას და კომპანიის მომგებიანობის ზრდას. მომგებიანობის ზრდასთან ერთად გაუმჯობესდა სხვა ფინანსური კოეფიციენტები: საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების უკუგებამ შეადგინა: უკუგება კაპიტალზე (Return on equity) 44,19%25-ი, უკუგება აქტივებზე (return on assets) 6,35%25-ი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების საერთო მოცულობა 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 331.5 მლნ ლარი იყო, რაც 32,28%25 - ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სადაზღვევო საქმიანობა მზღვეველისთვის მომგებიანია, დამზღვევებისთვის დაზღვევა ფინანსურად საშუალოდ წამგებიანია, მაგრამ მთლიანობაში მაინც ხელსაყრელია, ვინაიდან:
ათავისუფლებს მას განუსაზღვრელობისგან და აძლევს ფინანსური დაგეგმარების საშუალებას.
ანიჭებს მას „სულიერ სიმშვიდეს“, უნერგავს მშვიდი მომავლის რწმენას.
იცავს მას ფინანსური კატასტროფებისგან, უქმნის სტაბილურ ფინანსურ მომავალს.
სადაზღვევო საქმიანობა ფინანსური და სოციალური სტაბილურობის ერთ - ერთი საფუძველია, წარმოუდგენელია განვითარებული, სტაბილური ქვეყანა, რომელშიც არ არის განვითარებული სადაზღვევო ბაზარი.
ნატო კაკაშვილი,
თსუ ასოცირებული პროფესორი
Аннотоция
Финансовые аспекты страхового бизнеса
Нато Какашвили,
ассоцированный профессор ТГУ
Доходы страховых компании условно подразделяются на три группы:
доходов от страховых операции;
доходы от инвестиционных операции;
другие доходы (т е доходы которые не от- носятся к страховым операциям.)
Затраты страховщика можно классификация по разным признакам:
исходя от времени осуществления (после-довательность финансирования);
по отношению к основной деятельности;
Сложность деятельности страховых компании и придлогаемая ею обслуживание осложняет определение финансовых последствии. Финансовые последствия представляют последствия всей финансово-хозяйственную деятельности и показы- ваюет успех или неудачу компании.
Данные полученные от оценки компании могут использовать менеджеры компании, также инвесторы банки и государственные служащие. Страховая деятельность является основой финансовой и социальной стабильности.
![]() |
5 კორპორაციული მართვა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 კორპორაციული მართვა და საქართველო |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში დღეს არსებული ბიზნესგარემოს ყველაზე პოპულარული ტენდენციაა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და IPO-ზე (პირველადი საჯარო შეთავაზება) გასვლის პერსპექტივების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმ საკითხების დარეგულირება, რომლებიც განსაკუთრებით საყურადღებოა ინვესტორებისთვის.
მართალია, ინვესტორს აინტერესებს, თუ რამდენად გამართული ფინანსური მდგომარეობა აქვს კომპანიას, მაგრამ, აგრეთვე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად გამჭვირვალეა ინფორმაცია. მაგალითად, თუ კომპანია ვერ ახერხებს დაუდასტუროს ინვესტორს კომპანიის ბენეფიციარი მეწილეების ვინაობა, რამდენად დაცულია თითოეული აქციონერის უფლება და რამდენად ეფექტურად იმართება კომპანია, რთული იქნება პოტენციურ ინვესტორთან გარიგების წარმატებით განხორციელება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არ არსებობს კორპორაციული მართვის ერთი საუკეთესო მოდელი. კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული პრობლემატიკა განსხვავებულია დასავლეთის ქვეყნებსა და საქართველოში. დასავლეთ ქვეყნებში კორპორაციული მართვის ძირითადი პრობლემებია: აქციონერთა დაქსაქსულობისა და ინერტულობის გამო მენეჯმენტის გაკონტროლების პრობლემა; აქციონერებს, ძირითადად, სააქციო საზოგადოების კაპიტალის მხოლოდ მცირე ნაწილი ეკუთვნით, ამიტომ ძნელია მათი მხრიდან მენეჯმენტის გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენა. ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს მენეჯერთა მრავალმილიონიანი კონტრაქტები, პასუხისგებაში მიცემის სიძნელე და ინსაიდერული ინფორმაციის დარღვევით გამოყენება.
საქართველოში კორპორაციული მართვის ამაღლების დონეს აფერხებს ინფორმაციის, ფინანსების, კვალიფიციურ სპეციალისტთა და მმართველი ორგანოების მხრიდან ინტერესის ნაკლებობა. ასევე მნიშვნელოვანია კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების არასრულფასოვნება და ხარვეზები კანონმდებლობაში. არ არის საკმარისი კომპანიაში საკითხების მხოლოდ შიდა დებულებით დარეგულირება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აუცილებელია არსებობდეს კანონმდებლობით დარეგულირებული მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მოუწოდებს კომპანიას შეასრულოს კორპორაციული მართვის მინიმალური მოთხოვნები.
და მაინც, რა არის მთავარი პრობლემა კორპორაციულ მართვაში?
აქციონერთა მიერ თავიანთი უფლებების არცოდნა და მათი დარღვევა;
კანონმდებლობითა და შიდა დებულებებით დადგენილი წესების უგულვებელყოფა;
არაეფექტური მმართველობის ორგანოები და ფორმალური გაკონტროლება;
გარიგებები დაკავშირებულ მხარეებთან;
ინფორმაციის არასაჯაროობა;
ხარვეზები კანონმდებლობაში;
კანონის მოთხოვნათა აღსრულების პრობლემა.
90-იანი წლებში განხორციელებული მასშტაბური პრივატიზაციის შედეგად შეიქმნა საწარმოები, სადაც თანამშრომლები იმავე საწარმოს აქციონერები გახდნენ. ბუნებრივია, მათ არ ჰქონდათ საწარმოს მართვის გამოცდილება და არც შესაბამისი ცოდნა თავიანთი უფლებების დასაცავად. არ იწვევდნენ მათ აქციონერთა საერთო კრებებზე და არც აქციონერებს გააჩნდათ იმის პრობლემა, რომ ირღვეოდა მათი უფლებები. ხშირია შემთხვევები, როცა ირღვევა აქციონერთა უფლება - მიიღონ ინფორმაცია კომპანიის მმართველობის ორგანოებისაგან. მიზეზი სხვადასხვაა: მათ არ იციან თავიანთი უფლებების შესახებ, რომ მიწვეულნი უნდა ყოფილიყვნენ საერთო კრებაზე პროცედურების დაცვით, ან უიმედობა, რომ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ისინი შეძლებენ ამ უფლებების დაცვას. გამონაკლისია ის აქციონერები, რომლებმაც მიზანმიმართულად შეისყიდეს აქციები და კარგად აქვთ გათვითცნობიერებული თავიანთი უფლება-მოვალეობების არსი.
როგორც წესი, საერთო კრების მოწვევის შეტყობინება უნდა შეიცავდეს:
საერთო კრების მოწვევის ადგილს, თარიღსა და დროს;
სააღრიცხვო დღის თარიღს;
საერთო კრების სახეობას;
დღის წესრიგს;
დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციებს გადაწყვეტილების მისაღებად;
საწარმოს წესდებაში შესაძლო ცვლილებებს.
იმ შემთვევაში, როდესაც ხდება მოწვევა საერთო კრებაზე, ხშირია პროცედურული საკითხების დარღვევის შემთხვევები. მოწვევის შეტყობინება არ შეიცავს კანონით მოთხოვნილ სავალდებულო ინფორმაციას. საერთო კრების ოქმები ისევე, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს ოქმები, არ მოიცავს სრულ ინფორმაციას და არ არის შედგენილი სათანადოდ. ინფორმაცია მწირია და რეალურად არ ასახავს სხდომის მიმდინარეობას, დისკუსიებსა და გადაწყვეტილებების მიღების დასაბუთებას. აუცილებელია, რომ სხდომის ოქმი ფარავდეს მინიმუმ შემდეგ საკითხებს:
სრულ ინფორმაციას განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით;
წევრთა შორის გამართული დისკუსიების ჩანაწერებს;
გადაწყვეტილების მიღების დასაბუთებას;
წევრთა პოზიციებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;
დეტალურად გაწერილ მითითებებს კონკრეტულ საკითხებზე სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით.
სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით თავს იჩენს სამი ძირითადი პრობლემა:
ფორმალური არსებობა;
ნათესავები და მეგობრები;
არაკვალიფიციური წევრები.
კორპორაციული მართვის თითქმის ყველა კოდექსი მოითხოვს, რომ მუშაობის ეფექტურობის ასამაღლებლად სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა და დირექტორთა საქმიანობა ყოველწლიურად შეფასდეს. სამეთვალყურეო საბჭოს შეფასება არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც კომპანია აფასებს მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ხარისხსა და საქმიანობას.
წარმოუდგენელია სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებდეს დაკისრებულ მოვალეობებს მიუკერძოებლად, როდესაც წევრები ძირითადად ინიშნებიან მსხვილი აქციონერების მიერ, რომლებიც ხშირ შემთხვევებში კომპანიის დირექტორებიც არიან. ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრების დანიშვნა, სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის შეფასების განხორციელება და კომიტეტების შექმნა. საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, ხშირია მოთხოვნა, რომ გარკვეული კომიტეტები მხოლოდ დამოუკიდებელი წევრებისგან შედგებოდეს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მათი უმრავლესობის თანხმობით მიიღებოდეს. საბჭოში დამოუკიდებელი წევრის არსებობა ინვესტორს მატებს რწმენას, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს კომპანიის ერთმანეთთან შეხმატკბილებული მმართველები საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებებისამებრ არ გამოიყენებენ.
კომიტეტი საბჭოს დამხმარე ორგანოა, რომელიც იქმნება საბჭოს მიერ, რათა წინასწარ განიხილოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები მისცეს საბჭოს.
კომიტეტს არ შეიძლება გადაეცეს საბჭოს უფლებამოსილებები;
კომიტეტი, როგორც წესი, შედგება 2-3 ან, მეტი წევრისაგან;
კომიტეტი შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
კომიტეტი საჭიროა იმდენად, რამდენადაც მობილური და ოპერატიულია იგი, გააჩნია ვიწრო სპეციალიზაცია, ამცირებს სამეურნეო ხარჯებს, ზრდის საბჭოში გადაწყვეტილებათა მიღების ოპერატიულობას.
პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ინტერესთა კონფლიქტსა და დაკავშირებულ მხარესთან დადებულ გარიგებებთან, არ წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს რეალობას. იგი პრობლემატურია როგორც დასავლეთის ქვეყნებში, ასევე განვითარებადი სამყაროსთვის. ინტერესთა კონფლიქტი არის სიტუაცია, როდესაც პირს, ან კორპორაციას უკავია ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია პირადი, ან კორპორაციული სარგებელის მიღება. შეიძლება იყოს ინტერესთა კონფლიქტის სხვადასხვა შემთხვევები. ესენია მაგალითად, პირადი და საზოგადოების ინტერესების შეჯახება, ერთი პირის ორ სხვადასხვა სამსახურთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტი, ოჯახური ინტერესები და ა.შ. დაინტერესებულ პირებად შეიძლება ჩაითვალონ: დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მსხვილი აქციონერი, ერთმანეთთან დაკავშირებულ პირთა წრე. საქართველოში გავრცელებულია პრაქტიკა, რომ გარიგებები დაიდოს იმ კომპანიებთან, სადაც ხელმძღვანელები, ან აქციონერები, მათი ნათესავები, მეგობრები, ან ბიზნესპარტნიორები არიან. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ასეთი გარიგება კომპანიისთვის, აუცილებელია, რომ ასეთი ინფორმაცია გამჟღავნდეს კომპანიის წინაშე. ამავე დროს, დაცული უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცედურაც. კომპანიის დაინტერესებული ხელმძღვანელი, თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ინფორმაცია დაკავშირებულ მხარესთან დადებული გარიგების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს, რათა ყველა აქციონერმა თუ მესამე მხარემ იცოდეს ასეთის არსებობა.
ასევე გავრცელებული პრობლემაა ინფორმაციის არასაჯაროობა. ძირითადად კომპანიები არ ახდენენ წლიური ანგარიშების გამოქვეყნებას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არ არის ხელმისაწვდომი მცირე აქციონერებისთვისაც.
ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა ძალიან მწირია იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალით, რომლებიც არეგულირებს კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო, ის დებულებები, რომლებიც არსებობს, არ არის საკმარისი და ვერ ასახავს დღევანდელ მდგომარეობას. საქართველოში არ არსებობს კორპორაციული მართვის კოდექსი1. რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ასეთი კოდექსი უკვე არსებობს და საკმაო წარმატებითაც მოქმედებს კიდეც. საგულისხმოა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი კოდექსები სავალდებულოა, ხოლო, ზოგან ამ კოდექსის ნორმები რეკომენდაციის სახითაა წარმოდგენილი და მათი შესრულება კომპანიების ნებასურვილზეა დამოკიდებული. საქართველოში კორპორაციული მართვის პრინციპების წყაროებია: ნორმატიული აქტები (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის შესახებ“), საერთაშორისო სტანდარტები (OECD - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კორპორაციული მართვის პრინციპები, თვითრეგულირებადი ორგანიზაციების წესები), კორპორაციული კულტურა (სააქციო საზოგადოების შიდა დოკუმენტები, საქმიანი ურთიერთობების პრაქტიკა, კორპორაციული პრეცენდენტები).
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის დეტალურად დარეგულირებული ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი და ამდენად, არსებული დებულებები ბუნდოვანია. ასევე, საგულისხმოა იმის აღნიშვნაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მუხლი სავალდებულო გამოსყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ კანონმდებელმა მიიღო იგივე მუხლი განსხვავებული ნუმერაციით და უმნიშვნელო ცვლილებით, რაც ვერ აგვარებს სავალდებულო მიყიდვასთან დაკავშირებულ რეალურ პრობლემას. ასევე, გარკვეული მნიშვნელოვანი დებულებები გათვალისწინებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონშიც, თუმცა ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ანგარიშვალდებულ საწარმოებზე. სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის საკითხს, თუმცა ძნელია დასახელდეს შემთხვევა, როცა ამ მუხლების გამოყენებით პასუხი ეგოს კომპანიის ხელმძღვანელობას.
იმისათვის, რომ საქართველოში გაუმჯობესდეს კორპორაციული მართვის პრაქტიკა და პრობლემები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი, სასურველია, გადაიჭრას შემდეგი საკითხები: გაუმჯობესდეს მმართველი ორგანოების ფუნქციონირება, კერძოდ: ერთი პირის მიერ სამეთვალყურეო საბჭოში წარდგენილი წევრების რაოდენობის შეზღუდვა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად. დამოუკიდებელი წევრების წარდგენა. სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრების არსებობა ინვესტორისთვის, გარკვეულწილად, გარანტიას წარმოადგენს, რომ მის მიერ განხორციელებული ინვესტიციები მიზანმიმართულად იქნება გამოყენებული და ამასთან, პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენებს რომელიმე მსხვილი აქციონერი თუ კომპანიის დირექტორი. კომპანიის მმართველობის ორგანოებს შორის უფლება-მოვალეობათა გადანაწილება შიდა დებულების მეშვეობით, რათა ყველა სტრუქტურული დანაყოფისთვის ნათელი იყოს მათთვის დაკისრებული მოვალეობები, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. კომპანიის რთული შიდა სტრუქტურული მექანიზმის გამო შეიძლება ამ ყოველივეს კანონით დარეგულირება არაეფექტური აღმოჩნდეს, ამიტომ კომპანიამ თავად უნდა იზრუნოს კომპანიის წესდებაში ასეთი დებულებების გათვალისწინებაზე, ან გაითვალისწინონ დამხმარე დებულებები.
აუცილებელია გაძლიერდეს კომპანიის შიდა კონტროლი, რაც უკავშირდება ძლიერი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას (შიდა კონტროლი არის პროცესი, რომელსაც ახორციელებს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორატი და სხვა პერსონალი. მისი დანიშნულებაა ოპერაციების ეფექტურობის, ფინანსური ანგარიშგების საიმედოობის, კანონების და წესების სათანადო შესაბამისობის უზრუნველყოფა). მარტო დებულებების, წესებისა და ინსტრუქციების მიღება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კომპანია მუშაობდეს გამართულად, თუ არ ხორციელდება ეფექტური კონტროლი მის დაცვაზე. ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კომპანიებმა ისეთი დამხმარე ორგანოები ან ინსტიტუტები დააარსონ, როგორებიცაა: კომიტეტები და კორპორაციული მდივანი.
დასავლეთში კორპორაციული მდივნის ინსტიტუტს ხანგრძლივი ისტორია აქვს. კორპორაციული მდივნები ორგანულად შეერწყნენ კორპორაციული მართვის სისტემას, მყარად მოიკიდეს ფეხი და ასრულებენ რიგ უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს. ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად ინგლისში, კორპორაციული მდივნის თანამდებობა სავალდებულოც კი არის ყველა სააქციო საზოგადოებისათვის. კორპორაციული მდივანი არის თანამდებობა, რომლის მეშვეობითაც ერთი ადამიანი კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ მრავალ ფუნქციას ითავსებს. ის, როგორც წესი, არ არის მხოლოდ მდივანი, რომელიც ოქმების შედგენით შემოიფარგლება - პირიქით, იგი კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობის პირია, რომელიც პასუხს აგებს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების შედგენაზე. კორპორაციული მდივანი უზრუნველყოფს კომპანიის სამი მთავარი მმართველი რგოლის ინფორმაციულ ურთიერთქმედებას. იგი პასუხისმგებელია კომპანიის წინაშე ძლიერი კორპორაციული მართვის შენარჩუნებაზე. კორპორაციული მდივნის ეს უკანასკნელი ფუნქცია უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. მას უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, თუმცა ეს მოთხოვნა აუცილებელია მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში. იმისათვის, რომ პიროვნება კორპორაციული მდივანი გახდეს, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
მან უნდა იცოდეს კორპორაციული და ფასიანი ქაღალდების სამართლის საფუძვლები და ერკვეოდეს კომპანიის ბიზნესში;
უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის უნარი და განვითარებული ინტუიცია;
უნდა შეეძლოს კონფლიქტების მედიაცია და კონსენსუსის მიღწევა;
იყოს დეტალებზე ორიენტირებული, მაგრამ ამავე დროს, მოქნილი;
კორპორაციული მდივანი უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი და მოქმედებდეს კომპანიის ინტერესებში.
კორპორაციული მდივნის ფუნქციებია: სამეთვალყურეო საბჭოსა და საერთო კრების სხდომების პროცედურული უზრუნველყოფა, პასუხისმგებელია კორპორაციულ დოკუმენტაციაზე, თუ კომპანიას 50-ზე ნაკლები აქციონერი ჰყავს, კორპორაციულ მდივანს რეგისტრატორის ფუნქციაც ეკისრება. მას ასევე ევალება ბირჟის ყველა მოთხოვნის დაცვაზე ზედამხედველობა. ერთი სიტყვით, იგი ცენტრალური ფიგურაა, რომელსაც დახმარებისთვის მიმართავს ყველა აქციონერი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დირექტორი. მდივანი პასუხისმგებელია კორპორაციული ნორმების დაცვასა და ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოსთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის დროულ და სრულყოფილ მიწოდებაზე. კორპორაციული მდივანი ინიშნება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და არც ერთ წევრს არა აქვს უფლება დამოუკიდებლად გაანთავისუფლოს იგი. ის პასუხისმგებელია მთლიანად საბჭოსა და ზოგადად კომპანიის წინაშე.
ამასთან, შეფასების მექანიზმის დანერგვა საკმაოდ ეფექტური მეთოდია დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკაში, რათა კომპანიებმა განსაზღვრონ, თუ რამდენად ნაყოფიერია მმართველობის ორგანოების მუშაობა და რა ხარვეზები გააჩნია მათ. კორპორაციული მართვის თითქმის ყველა კოდექსი მოითხოვს, რომ მუშაობის ეფექტურობის ასამაღლებლად სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა და დირექტორთა საქმიანობა ყოველწლიურად შეფასდეს. სამეთვალყურეო საბჭოს შეფასება არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც კომპანია აფასებს მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების საქმიანობის ხარისხსა და საქმიანობას. მმართველობის ორგანოთა შეფასება საჭიროა, რადგან, იგი ზრდის ამ ორგანოთა საქმიანობის ეფექტურობას, უკეთ განსაზღვრავს მოვალეობებს, აუმჯობესებს შიდა პროცედურებს, აუმჯობესებს ანგარიშვალდებულებას, უფრო მიმზიდველს ხდის კომპანიას ინვესტორებისთვის. ასევე მმართველობის ორგანოთა შეფასებისას შეიძლება წავაწყდეთ უარყოფით შედეგებს. მაგალითად, წევრები ამბობენ უარს და გარიყულად გრძნობენ თავს. შეიძლება წარმოიქმნას შიდა გათიშულობა, რის შემდეგაც ძნელია ახალი წევრების მოძებნა.
ასევე უნდა მოხდეს ინტერესთა კონფლიქტის დარეგულირება შიდა დებულებების მეშვეობით. უნდა მოხდეს საზოგადოებისათვის წლიური ანგარიშის წარდგენა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა საჭიროებს დახვეწას კორპორაციული მართვის კუთხით, კერძოდ, უნდა მოხდეს მარეგულირებელი ნორმების გაძლიერება, კორპორაციული მართვის კოდექს (ებ) ის მიღების წახალისება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა ხდებოდეს დადგენილი ნორმების აღსრულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სასურველია სახელმწიფომაც დააფიქსიროს თავისი ნება კორპორაციული პრაქტიკის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და დანერგოს უფრო მოქნილი, ეფექტური მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც შეიძლება კომპანიებისათვის კორპორაციული მართვის მინიმალურ სტანდარტებს მაინც განსაზღვრავდეს.
სალომე ბიწაძე,
საერთაშორისო-საფინანსო კორპორაცია
__________________
1. ამ სტატიის მომზადების მომენტისთვის კორპორაციული მართვის კოდექსი საქართველოში არ არსებობდა. 2009 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ და საქართველოს ბანკების ასოციაციამ ერთობლივად შეიმუშავეს კორპორაციული მართვის კოდექსი საქართველოს კომერციული ბანკებისთვის.
![]() |
5.2 სამეთვალყურეო საბჭოს სტრუქტურა |
▲ზევით დაბრუნება |
ერთ და ორდონიანი სამეთვალყურეო საბჭო
ტერმინი „კორპორაციული მართვა“ ბოლო დროს ფართოდ გამოიყენება თანამედროვე კორპორაციულ პრაქტიკაში. ტერმინის პოპულარული გამოყენება უკავშირდება დირექტორთა და მენეჯერთა ფუნქციების აღნიშვნას, განსაკუთრებით დიდ კორპორაციებში (მათ შორის, მენეჯმენტის სტრუქტურაში).
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კორპორაციული მართვის მთავარი ამოცანა ნებისმიერ თანამედროვე კომპანიაში არის ხარჯების შემცირება ისე, რომ ამაღლდეს ნაყოფიერება და მართვის ეფექტიანობა. შესაბამისად, კორპორაციებმა უნდა მოახდინონ კორპორაციული ძალაუფლების დაყოფა და დაბალანსება აქციონერთა კრებას, დირექტორთა საბჭოს და მენეჯერებს შორის. ამგვარად კორპორაციული მართვა უნდა შეეხოს კორპორაციულ დაინტერესებულ მხარეებს შორის ძალაუფლებისა და ინტერესების დაბალანსებას. ფაქტობრივად კორპორაციული მართვის ძირითადი ამოცანაა კორპორაციული ეფექტიანობის ამაღლება.1
როგორც წესი, კორპორაციული მართვა ეხება ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობებს სამეთვალყურეო საბჭოს, მენეჯმენტს, აქციონერებსა და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შორის სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემის ფარგლებში.
ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ქვეყნებს შორის კორპორაციული მართვის კუთხით არის საბჭოს სტრუქტურა. ძირითადად საბჭოს სტრუქტურის ორი ტიპი არსებობს: ერთდონიანი და ორდონიანი.
პირველ შემთხვევაში მხოლოდ ერთი საბჭოა პასუხისმგებელი შესასრულებელი მიზნების დასახვასა და მონიტორინგზე; მეორე შემთხვევაში ეს ამოცანები განაწილებულია ორ საბჭოს შორის. საბჭოს ორდონიანი სტრუქტურა ძირეულად განსხვავდება ერთდონიანისგან. ეს სისტემა ერთდონიანი საბჭოს მსგავსად ფუნქციონირებს იმ განსხვავებით, რომ მენეჯმენტი მიეკუთვნება ცალკე საბჭოს. ერთ- და ორდონიანი საბჭოს სტრუქტურების ამოცანაა ზედამხედველობის ფუნქციის მართვის ფუნქციისგან გამიჯვნა.2
თუმცა, ასე ბევრი მსგავსება არსებობს ერთ და ორდონიან საბჭოებს შორის. ერთდონიანი საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო (ორდონიანი სისტემის შემთხვევაში) ჩვეულებრივ ნიშნავენ მართვის ორგანოს წევრებს: მენეჯერთა ჯგუფს, რომელსაც ერთდონიანი საბჭო გადასცემს უფლებამოსილებას ერთდონიან სისტემაში, ხოლო დირექტორატს ორდონიანი სისტემის შემთხვევაში. ორივე ორგანოს ჩვეულებრივ დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების და კონტროლის სისტემების სათანადო ფუნქციონირებისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.
ჩვეულებრივ, ერთდონიან დირექტორთა საბჭოს და სამეთვალყურეო საბჭოს (ორდონიან სისტემაში) აქციონერები ირჩევენ (ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანია, თანამშრომლებს შეუძლიათ სამეთვალყურეო საბჭოს რამდენიმე წევრის არჩევა).
სხვადასხვა ტიპის საბჭოს მომხრეები განსაზღვრავენ ერთდონიანი და ორდონიანი მოდელის უპირატესობებს. ერთდონიან სისტემაში ადგილი აქვს მჭიდრო კავშირს და ინფორმაციის უკეთეს მიმოქცევას, რამდენადაც ყველა დირექტორი (როგორც აღმასრულებელი, ისე არა-აღმასრულებელი), ერთ საბჭოში მოღვაწეობს; ორდონიანი სისტემის შემთხვევაში ადგილი აქვს უფრო მკაფიო და ოფიციალურ გაყოფას სამეთვალყურეო საბჭოსა და მათ შორის, ვინც „მეთვალყურეობის“ ქვეშ იმყოფება დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთმანეთისგან განცალკევებული სტრუქტურის გამო.
მოწყობის ორივე ტიპი გამოცდილია პრაქტიკაში. ფაქტობრივად, ერთდონიანი საბჭო წარმოდგენილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი და იტალია. მაშინ, როცა გერმანიაში, ჰოლანდიასა და ავსტრიაში მიღებულია ორდონიანი სისტემა.
პირველი სისტემის შემთხვევაში, ყველა დირექტორი სამართლებრივად პასუხისმგებელია როგორც კომპანიის საქმიანობის მართვაზე, ისე, გენერალური დირექტორის მონიტორინგზე. მოდელში ეს შეესაბამება ისეთ სიტუაციას, სადაც მენეჯმენტი ანგარიშვალდებულია ერთი დირექტორის წინაშე. ორდონიანი საბჭოს შემთხვევაში მართვის და მონიტორინგის ფუნქციები გაყოფილია დირექტორატსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის.
ამ სქემის ბუნებრივი ინტერპრეტაცია ისაა, რომ გენერალური დირექტორი ანგარიშვალდებული უნდა იყოს ორი სხვადასხვა ზემდგომი ორგანოს წინაშე.
როგორც აღვნიშნეთ, ორდონიანი საბჭო ჩვეულებრივ შედგება სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოებისგან. სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციაა ზედამხედველობა და სტრატეგიულ დაგეგმვაზე პასუხისმგებლობა. ხოლო დირექტორთა საბჭოს კომპანიის მართვის პასუხისმგებლობა აკისრია.
ორდონიან მოდელს ბევრი გააჩნია, კერძოდ:
იგულისხმება, რომ ორდონიანი მოდელი იძლევა პასუხისმგებლობების მკაფიო დაყოფას იმის საფუძველზე, რომ არააღმასრულებელი დირექტორები არ მოქმედებენ როგორც მონიტორინგის განმახორციელებელი პირები და სტრატეგიული გადაწყვეტილებების განმახორციელებლები.
სამეთვალყურეო საბჭო ფოკუსირებას ახდენს მონიტორინგზე და დამოუკიდებლობის შედარებით მაღალი ხარისხი მიიღწევა ძალაუფლების განცალკევების საშუალებით. უფრო მეტიც, სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია შეასრულოს მედიატორის როლი აქციონერებსა და მენეჯმენტს შორის.
სამეთვალყურეო საბჭოს ჩვეულებრივ გააჩნია დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლობა და ეს ორდონიანი სტრუქტურის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა: ისეთი დაინტერესებული მხარეები, როგორებიც არიან, თანამშრომლები, შეიძლება მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
თუმცა, არსებობს სხვა პერსპექტივაც. იმის საპირისპიროდ, თუ რა არის მიჩნეული ორდონიანი მოდელის უპირატესობად, როლების განაწილება არ არის ისეთი მკაფიო, როგორც ეს ზემოთ იყო აღნიშნული. პრაქტიკაში ადვილი არ არის სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტის როლების გარკვევა, ან იმის დადგენა, თუ სად გადის ზღვარი ამ ორ ტრუქტურას შორის. კერძოდ, ნათელი არ არის ვინ განიხილება კომპანიის დირექტორად კანონიდან გამომდინარე. რაც უფრო მნიშვნელოვანია, დირექტორის როლი შეიძლება ასევე ბუნდოვანი იყოს, რადგან გაურკვეველია თუ ვის წინაშეა ის ანგარიშვალდებული. გააჩნია თუ არა დირექტორს ფიდუციარული ვალდებულება კომპანიის წინაშე, როგორც ეს მეწარმეთა კანონითაა განსაზღვრული, თუ დაინტერესებული მხარეების წინაშე, რომლებსაც ის წარმოადგენს?
ამგვარად, ორდონიან მოდელში ანგარიშვალდებულება განზავებულია.
გამომდინარე აქედან, უპირატესობას ვანიჭებთ ერთდონიან საბჭოს, რომელშიც საბჭოსა და მენეჯმენტის შესაბამისი როლები განმარტებულია საბჭოს (და მენეჯმენტის) მიერ როგორც ეფექტური ლიდერობის გონივრული განხორციელება. აღნიშნული უპირატესობა ემყარება იმ ფაქტს, რომ არ არსებობს როლების მკაფიო განაწილება, რომელიც ავტომატურად მომდინარეობს ორდონიანი მოდელიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ორდონიან მოდელს რიგი უპირატესობები გააჩნია, როგორ შეიძლება მათი რეალიზაცია ერთდონიან მოდელში?
კარგი კორპორაციული მართვა ყურადღებას ამახვილებს სამ ფაქტორზე: არააღმასრულებელი დირექტორების დანიშვნა, დაინტერესებულ მხარეთა ჩართვა და სამმაგი შედეგის მიღწევა (ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი). თუ სანიმუშო კორპორაციული მართვის ეს პრინციპები გამოიყენება, ერთდონიანი მოდელის მეშვეობით ფაქტობრივად შეიძლება ორდონიან მოდელთან დაკავშირებული უპირატესობების მიღწევა. კერძოდ, არააღმასრულებელი დირექტორების დანიშვნას შეუძლია ერთდონიანი სისტემის საბჭოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, სხვადასხვა კორპორაციული მართვის კოდექსების სარეკომენდაციო მითითებების შესაბამისად.
დაინტერესებულ მხარეთა მიერ წამოყენებული პრობლემები შეიძლება მოგვარდეს საბჭოს მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დაინტერესებული მხარეების წინაშე და ახორციელებს სამმაგი შედეგის მისაღწევად საჭირო ამოცანებს. დაინტერესებული მხარის წარმომადგენლების არარსებობა საბჭოში ასეთ შემთხვევაში შეიძლება ნაკლოვანებად არ ჩაითვალოს.
უპირატესი მოდელი ერთდონიანი სტრუქტურის მქონეა, კომპეტენტური, დაბალანსებული და დამოუკიდებელი საბჭოთი, რომელსაც ეკისრება ჩვეულებრივი ფიდუციარული და გონივრული ზრუნვის და გამოცდილების მოვალეობები მეწარმეთა კანონის შესაბამისად, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ორდონიან მოდელს დადებითი მხარეები გააჩნია.3
კონტინენტურ ევროპაში, სადაც ორდონიან მართვის სისტემას ენიჭება უპირატესობა (მაგალითად, გერმანია და ჰოლანდია), სამეთვალყურეო საბჭო ფაქტობრივად დირექტორთა საბჭოს წარმოადგენს, ხოლო მენეჯმენტი (დირექტორატი) შედგება უმაღლესი აღმასრულებელი პირებისგან. დირექტორები და მენეჯმენტი სრულიად განცალკევებული არიან ერთმანეთისგან. საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ასევე სრულიად გამოყოფილი არიან ერთმანეთისგან.
იმ ქვეყნებში, რომლებიც ერთდონიანი მართვის სისტემას ირჩევენ, რომელსაც ზედამხედველობას უწევს აუდიტის კომიტეტი (მაგ., აშშ, ბრიტანეთი და თანამეგობრობის სხვა ქვეყნები), კვლავ სადავო საკითხს წარმოადგენს საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი შეიძლება თუ არა იყოს ერთი ადამიანი. ავსტრალიაში ლისტინგში შემავალ კომპანიებს ჰყავთ ცალკე საბჭოს თავმჯდომარე და ცალკე გენერალური დირექტორი, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ხშირად საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ერთი და იგივე პიროვნებაა. ბრიტანული ტრადიციული იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ორი პოსტი უმჯობესია განცალკევებული იყოს, რათა აღიკვეთოს ზედმეტი ძალაუფლების თავმოყრა ერთი ადამიანის ხელში. გაყოფის მხარდაჭერის საფუძველი არის ის, რომ გაყოფას შეუძლია კონტროლის და დაბალანსების მექანიზმის უზრუნველყოფა მაშინ, როცა საპირისპირო პოზიცია აღნიშნავს, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია შეიძლება განაპირობებდეს კომპანიის გაცილებით უკეთესად ფუნქციონირებას. კვლევების თანახმად, ერთი ადამიანის ხელმძღვანელობა შეიძლება უმჯობესი იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ორი პოსტის გაყოფა, თუ ფაქიზი და მგრძნობიარე კავშირი ამ ორ პოსტს შორის კარგად იმართება, შეიძლება უზრუნველყოფდეს კომპანიის გრძელვადიან წარმატებულ ფუნქციონირებას.
კორპორაციული მართვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს კომპანიის სტრატეგიული ხელმძღვანელობა, საბჭოს მიერ კომპანიის მენეჯმენტის საქმიანობის ეფექტური მონიტორინგი და საბჭოს ანგარიშვალდებულება კომპანიისა და აქციონერთა წინაშე. საბჭოს სტრუქტურა და პროცედურები განსხვავდება როგორც ეთგო-ს (ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნების შიგნით, ისე, აღნიშნულ ქვეყნებს შორის. კორპორაციული მართვის ეთგო-ს პრინციპები იძლევა მითითებებს, რომელთა გამოყენება ორივე მოდელისთვის შეიძლება. კორპორაციული მართვის ეთგო-ს პრინციპების თანახმად, „სამეთვალყურეო საბჭო“ შედგება საბჭოს არააღმასრულებელი წევრებისგან, ხოლო, დირექტორატი შედგება მთლიანად აღმასრულებლებისგან. სხვა ქვეყნებს აქვთ „ერთდონიანი“ საბჭოები, რომლებიც აერთიანებენ აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს. ზოგიერთ ქვეყანაში ასევე არსებობს დამატებითი სავალდებულო ორგანო აუდიტის მიზნებისთვის. პრინციპები საკმარისად ზოგადია, რათა გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სტრუქტურის საბჭოსთვის, რომელსაც აკისრია კომპანიის მართვა და მენეჯმენტის მონიტორინგი.4
ერთდონიან საბჭოსთან შედარებით ორდონიანი საბჭო გენერალური დირექტორისგან მოითხოვს ნაკლებად აგრესიულ შესასრულებელ მიზნებს, მაგრამ ახორციელებს უფრო მეტ მონიტორინგს. იმის მიუხედავად, რომ გენერალური დირექტორის მონიტორინგი დირექტორთა საბჭოს მოვალეობების მნიშვნელოვანი ნაწილია, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მონიტორინგთან ერთად დირექტორები ასევე ფუნდამენტურ როლს ასრულებენ იმ კომპანიისთვის რეკომენდაციების გაწევაში, სტრატეგიის შემუშავებაში და მიზნების დადგენაში, რომელსაც ემსახურებიან. აქ ისმის მნიშვნელოვანი კითხვა: არის თუ არა ეს როლები კონფლიქტში ერთმანეთთან და თუ ასეა, როგორ უნდა შეიქმნას საბჭოს სტრუქტურა ისე, რომ მაქსიმალურად ამაღლდეს მისი ეფექტურობა ორივე აღნიშნული ამოცანის განხორციელებისას?5
კორპორაციულ სტრატეგიასთან ერთად, საბჭო ძირითადად პასუხისმგებელია მენეჯერთა ფუნქციონირების მონიტორინგზე, აქციონერებისთვის ადეკვატური უკუგების მიღებაზე, ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და კორპორაციაზე კონკურენტული მოთხოვნების დასაბალანსებაზე. იმისათვის, რომ საბჭოებმა ეფექტურად შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობები, მათ უნდა შეეძლოთ ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. საბჭოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა იმ სისტემების ზედამხედველობა, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ კორპორაცია ასრულებდეს მოქმედ კანონებს, მათ შორის საგადასახადო, კონკურენციის, შრომის, გარემოსდაცვით, თანაბარი შესაძლებლობების, ჯანდაცვის და უსაფრთხოების კანონებს. ზოგიერთ ქვეყანაში კომპანიები საჭიროდ მიიჩნევენ საბჭოს პასუხისმგებლობების და ასევე მენეჯმენტის მოვალეობების მკაფიოდ განსაზღვრას. საბჭო არა მარტო ანგარიშვალდებულია კომპანიის და მისი აქციონერების წინაშე, არამედ მოვალეა მოქმედებდეს მათ საუკეთესო ინტერესებში. ამასთან, საბჭოებმა უნდა გაითვალისწინონ და სამართლიანად მოექცნენ სხვა დაინტერესებულ მხარეთა ინტერესებს, მათ შორის, თანამშრომლების, კრედიტორების, მომხმარებლების, მომწოდებლების და ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესრულება.
ახლა განვიხილოთ გერმანიის კორპორაციული ორდონიანი საბჭოს სტრუქტურა:
კერძო კორპორაციებს, სადაც ხუთასი ან მეტი თანამშრომელია დასაქმებული და საჯარო კორპორაციებს, რომლებიც ორგანიზებული არიან გერმანული კანონმდებლობის შესაბამისად, მოეთხოვებათ ორდონიანი საბჭოს არსებობა. ეს სტრუქტურა საზედამხედველო ფუნქციებს ანიჭებს ერთდონიან საბჭოს (სამეთვალყურეო საბჭოს) და მენეჯმენტის ფუნქციებს ანიჭებს ორდონიან საბჭოს (დირექტორატს).
დირექტორატი პასუხისმგებელია საწარმოს მართვაზე. მისი წევრები ერთობლივად ანგარიშვალდებული არიან საწარმოს მართვაზე და დირექტორატის თავმჯდომარე ახდენს დირექტორატის საქმიანობის კოორდინაციას. მეორეს მხრივ, სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს, ზედამხედველობას უწევს და რეკომენდაციებს აწვდის დირექტორატის წევრებს და უშუალოდ მონაწილეობს კომპანიისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხების გადაჭრაში. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის კოორდინაციას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა ხდება აქციონერთა მიერ აქციონერთა საერთო კრებაზე. ერთობლივი განსაზღვრის პრინციპი ითვალისწინებს თანამშრომელთა სავალდებულო წარმომადგენლობას. ამგვარად, ფირმების ან კომპანიებისთვის, რომელთაც ხუთასზე ან ორიათას თანამშრომელზე მეტი ჰყავთ, თანამშრომლები ასევე წარმოდგენილი არიან სამეთვალყურეო საბჭოში, რომლის შემადგენლობის ერთი მესამედი, ან ნახევარი შესაბამისად თანამშრომელთა წარმომადგენლებს მოიცავს.
საბჭოს შემადგენლობაში თანამშრომელთა წარმოდგენა ყოველთვის როდი განიხილება როგორც მისასალმებელი გარემოება, რადგან, სამეთვალყურეო საბჭოში შემავალმა კომპანიის თანამშრომელბმა შეიძლება შეაჩერონ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც შეიძლება შედიოდეს კომპანიის საუკეთესო ინტერესებში, მაგრამ არა თანამშრომელთა, როგორც ჯგუფის, ინტერესებში.6
აღნიშნული ორდონიანი სისტემის ორგანიზაცია მსგავსია აშშ-ში ამჟამად არსებული ერთდონიანი საბჭოსი. ძირითადი დაყოფა ხდება საზედამხედველო და მართვის ფუნქციებს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებში დირექტორთა საბჭო შექმნილია მენეჯმენტის სახელმძღვანელოდ. მენეჯერულ ფუნქციებს ასრულებენ უმაღლესი აღმასრულებელი პირები, ან ზოგიერთ შემთხვევაში კორპორაციის უმაღლესი აღმასრულებელი პირებისგან შემდგარი კომიტეტები. გერმანული სამეთვალყურეო საბჭო ანალოგიურია აშშ დირექტორთა საბჭოსი, რადგან ის ასევე ახორციელებს მენეჯმენტის ზედამხედველობას.
თუმცა, გერმანული სამეთვალყურეო საბჭო ნაკლებად აკონტროლებს მენეჯმენტს და კორპორაციას, ვიდრე აშშ საბჭო. მაშინ, როცა, აშშ დირექტორთა საბჭო შეიძლება ჩაერიოს და მონაწილეობდეს კიდეც კომპანიის მართვაში, მას შეიძლება ასე არ იმოქმედოს. მას შეიძლება არ ჰქონდეს ნაკისრი მენეჯერული პასუხისმგებლობები. „გერმანული სამეთვალყურეო საბჭოს ძალაუფლება შემოიფარგლება გარკვეული ტიპის გარიგებებზე თანხმობის გაცემით, რომლებიც საჭიროებენ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობას,“ მათ შორისაა: კორპორაციის მიერ კრედიტის გაცემა დირექტორატის წევრებზე და კორპორაციის ფინანსური ანგარიშგებების დამტკიცება, ან დაწუნება, მოგების განაწილება დივიდენდების სახით, ან რეზერვში მიმართვა. უფრო მეტიც, გერმანულმა სამეთვალყურეო საბჭომ შეიძლება არ გაათავისუფლოს დირექტორატის წევრები მათი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, რაც ხშირად ხუთ წელს შეადგენს, გარდა სათანადო მიზეზის არსებობის შემთხვევისა. ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს ფიდუციარული ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევის, ან კორპორაციის სათანადოდ მართვის უუნარობის დამტკიცება. აშშ საბჭო გაცილებით მეტად მოქნილია და შეიძლება ჩვეულებრივ ათავისუფლებდეს კორპორაციის აღმასრულებელ პირებს ნებისმიერი მიზეზის გამო. ამგვარად, აშშ საბჭო გაცილებით მეტად აკონტროლებს მენეჯმენტს, ვიდრე გერმანული სამეთვალყურეო საბჭო. ორივე საბჭო ძირითადად ასრულებს უფრო სამეთვალყურეო, ვიდრე მენეჯერულ ფუნქციას.
იტალიაში გავრცელებულია ერთდონიანი საბჭოები, მაგრამ ასევე აუცილებელია აუდიტორთა საბჭოს არსებობა. ბოლო წლების განმავლობაში კორპორაციული მდგომარეობა იტალიაში ბევრჯერ შეიცვალა. აუდიტორთა საბჭო შედგებოდა სულ მცირე სამი პირისგან, რომელთაგან თითოეული დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო დირექტორებისა და თანამშრომლებისგან.
საბჭო მართვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურაა და უნდა შედგებოდეს კომპეტენტური, ეთიკური და ბიზნესისთვის ღირებული ადამიანებისგან. როგორც წესი, საბჭო უნდა ასრულებდეს გარკვეულ ძირითად ფუნქციებს. მათ შორისაა:
კორპორაციული სტრატეგიის, ძირითადი სამოქმედო გეგმების, რისკის პოლიტიკის, წლიური ბიუჯეტის და ბიზნეს გეგმების განხილვა და წარმართვა;
კომპანიის მართვის პრაქტიკის და საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანის ეფქტურობის მონიტორინგი;
ძირითადი აღმასრულებელი პირების შერჩევა, ანაზღაურება და აუცილებლობის შემთხვევაში, გათავისუფლება და ჩანაცვლების დაგეგმვაზე ზედამხედველობის განხორციელება. საბჭოს ორდონიან სისტემებში სამეთვალყურეო საბჭო ასევე პასუხისმგებელია დირექტორატის დანიშვნაზე, რომლის შემადგენლობაშიც ჩვეულებრივ შედის ძირითადი აღმასრულებელი პირების უმრავლესობა.
ძირითადი აღმასრულებელი პირების და საბჭოს წევრების ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა კომპანიის და მისი აქციონერების გრძელვადიან ინტერესებთან;
საბჭოს ოფიციალური და გამჭვირვალე ნომინაციის და არჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
მენეჯმენტის, საბჭოს წევრების და აქციონერების პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის, მათ შორის, კორპორაციული აქტივების არასწორი და დაკავშირებულ მხარეთა გარიგებების ბოროტად გამოყენების მონიტორინგი და მართვა;
კორპორაციის აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების სისტემების მთლიანობის, მათ შორის, დამოუკიდებელი აუდიტის და კონტროლის დამოუკიდებელი სისტემების არსებობის, კერძოდ რისკის მართვის სისტემების, ფინანსური და საოპერაციო კონტროლის არსებობის და კანონებსა და მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ინფორმაციის გამჟღავნების და კომუნიკაციების პროცესის ზედამხედველობა. საბჭოს და მენეჯმენტის ფუნქციები და პასუხისმგებლობები ინფორმაციის გამჟღავნებასა და კომუნიკაციებთან დაკავშირებით მკაფიოდ უნდა იყოს დადგენილი საბჭოს მიერ. ზოგიერთ კომპანიებში არსებობს საინვესტიციო ურთიერთობების ოფიცრის თანამდებობა, რომელიც უშუალოდ ანგარიშვალდებულია საბჭოს წინაშე.
საბჭოს უნდა შეეძლოს ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება კორპორაციულ საკითხებთან დაკავშირებით. მენეჯმენტის საქმიანობის მონიტორინგის მოვალეობის შესასრულებლად, ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისთვის და კორპორაციის წინაშე არსებული კონკურენტული მოთხოვნების დასაბალანსებლად აუცილებელია საბჭოს შეეძლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. პირველ შემთხვევაში, ეს ნიშნავს დამოუკიდებლობას და ობიექტურობას მენეჯმენტთან დაკავშირებით საბჭოს შემადგენლობისა და სტრუქტურისთვის, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი შედეგებით. საბჭოს დამოუკიდებლობა ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივ მოითხოვს, რომ საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა დამოუკიდებელი იყოს მენეჯმენტისგან. რიგ ქვეყნებში, სადაც ერთდონიანი საბჭოებია წარმოდგენილი, საბჭოს ობიექტურობა და მენეჯმენტისგან მისი დამოუკიდებლობა შეიძლება გაძლიერდეს გენერალური დირექტორის და საბჭოს თავმჯდომარის როლების ერთმანეთისგან გამოყოფით, ან, თუ ეს როლები კომბინირებულია, წამყვანი არააღმასრულებელი დირექტორის არჩევით, რომელიც მოიწვევს, ან თავმჯდომარეობას გაუწევს გარე დირექტორთა სხდომებს. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. საბჭოს და მენეჯმენტის საქმიანობის ობიექტური შეფასება. ამასთან, მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება ისეთ სფეროებში, სადაც მენეჯმენტის, კომპანიისა და აქციონერების ინტერესები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგალითად, ისეთი საკითხების შემთხვევაში, როგორიცაა აღმასრულებელი პირების ანაზღაურება, ჩანაცვლების დაგეგმვა, კორპორაციული კონტროლი, კომპანიის შთანთქმა, დიდი მოცულობის შესყიდვები და აუდიტის ფუნქცია. იმისათვის, რომ მათ შეასრულონ აღნიშნული გადამწყვეტი როლი, სასურველია, საბჭოებმა გამოაცხადონ ვის მიიჩნევენ დამოუკიდებლად და როგორია ამ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმი.7
კორპორაციული მართვის ბევრი კოდექსი და მითითება მსოფლიოს მასშტაბით ხაზს უსვამს დაბალანსებული და დამოუკიდებელი საბჭოს არსებობის აუცილებლობას. კერძოდ, ერთდონიან სტრუქტურაზე გადასვლა სასარგებლო აღმოჩნდა ეფექტური საბჭოს დასაარსებლად.
ნინი ადამია,
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია
___________________
1. International Review of Business Research Papers. tomi. 1, No. 2,ოქტ/ნოემბ. 2005, გვ. 84 - 99.
2. Corporate Board Structure, Managerial Self-Dealing, and Common Agency. ვინიციუს კარასკო პირველი პროექტი: ივლისი, 2004. ეს პროექტი: ოქტომბერი, 2005
3 .საერთაშორისო კორპორაციული მართვა, კრისტინ ა. მალინი, გვ. 298 - 300.
4. კორპორაციული მართვის ეთგო-ს პრინცი პები, 2004 გვ. 58.
5. Corporate Board Structure, Managerial Self-Dealing and Common Agency, Vinicius Carrasco - First Draft: July, 2004. This Draft: October, 2005.
6. კორპორაციული მართვა, კრისტინ ა. მალინი, გვ. 163-164.
7. კორპორაციული მართვის ეთგო პრინცი პები, 2004 გვ: 59-61.
![]() |
6 PR |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 გორგასალი - მშვიდი გარემო, კონკურენტუნარიანობის გარანტი |
▲ზევით დაბრუნება |
მზია ქათამაძე
უნივერსიტეტ „გორგასალის“ რექტორი, პროფესორი
თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „გორგასალი“ 1997 წლიდან ფუნქციონირებს. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელს დღეისათვის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეული ადგილი უკავია, რაც წლევანდელმა ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: „გორგასალში“ სწავლის გაგრძელების სურვილი 7 000-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა. აქედან, პირველ ნომრად სასწავლებელი 200-მა მათგანმა შემოხაზა. შესაძლოა, ეს ერთი შეხედვით, არც თუ ისე დიდი ციფრია, მაგრამ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მზია ქათამაძე შედეგებით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ პატარა უნივერსიტეტისთვის ეს შესანიშნავი მაჩვენებელია.
ამჟამად უნივერსიტეტის კონტიგენტი 585 სტუდენტითაა განსაზღვრული. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მოთხოვნათა შესაბამისად, „გორგასალში“ დანერგილია სწავლების შემდეგი საფეხურები: დიპლომირებული სპეციალისტი, პირველი საფეხური - ბაკალავრიატი (რეგულირებადი სპეციალობების გარდა, ყველა საგანმანათლებლო პროგრამა ეფუძნება ძირითადი (Major) და დამატებითი (Minor) სპეციალობების კომბინაციას) და მეორე საფეხური - მაგისტრატურა. „გორგასალში“ ფუნქციონირებს ფაკულტეტები: ჯანმრთელობის დაცვის (სპეციალობები: სტომატოლოგია, ფარმაცია), ჰუმანიტარული (ინგლისური ენა და ლიტერატურის ისტორია) და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის (ეკონომიკა, ტურიზმი, ბიზნესის მართვა, სამართალმცოდნეობა). დღეისათვის უნივერსიტეტში ხორციელდება სამოქალაქო და სისხლის სამართლის, ფინანსებისა და საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამები. 2010-2011 სასწავლო წლისათვის ახალი - სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სამაგისტრო პროგრამები ამოქმედდება.
უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრების მომზადებაზეა ორიენტირებული. სასწავლებლის მთელი აკადემიური პერსონალი ცდილობს, „გორგასალში“ მიღებულმა ცოდნამ კურსდამთავრებულებს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის საშუალება მისცეს, რაც მათთვის წარმატებული კარიერის საფუძველი გახდება. სასწავლო პროცესს წარმართავენ საყოველთაოდ აღიარებული პროფესორები: ზაურ ჯინჯოლავა, ვაჟა კაკაბაძე, მზია ლეკვეიშვილი, რევაზ ხვედელიძე, დოდო ჯულუხაძე, ალექსანდრე ჩხიტაური, იზა ბერაძე, გიორგი დოღონაძე, სერგო ჭელიძე, მარინა შაქარაშვილი, მარინა კობახიძე, გოჩა ბარბაქაძე, ოლეგ კვიციანი... უნივერსიტეტის მიზანია, სასწავლებელში მიღებული ცოდნის საფუძველზე სტუდენტმა შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას სწორი ორიენტირების შერჩევაში დაეხმარება. ყოველივე ამას ემსახურება უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პერსონალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები, უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სწავლების ის ინოვაციური მეთოდები, რომლებსაც უმაღლესი სასწავლებელი მუდმივად ნერგავს. სტუდენტთა განკარგულებაშია კომპიუტერიზებული ბიბლიოთეკა, რომლის ფონდი 6365 ერთეულს მოიცავს; კომპიუტერული კლასები; უმაღლესი კლასის საკონფერენციო დარბაზი და სპორტული კომპლექსი, სადაც მსურველები სპორტულ-სამეჯლისო და ქართულ ხალხურ ცეკვებს შეისწავლიან.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია უნივერსიტეტის კავშირები უცხოეთის პრესტიჟულ სასწავლებლებთან. რექტორის კაბინეტს ვენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის დიდებული მანტია ამშვენებს. ქალბატონი მზია ქათამაძე ევროპის რექტორთა კლუბის წევრია. კლუბის წევრთა შეხვედრები წელიწადში რამდენჯერმე, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, რაც ქალბატონ მზიას უცხოელ კოლეგებთან, შესაბამისად კი, ევროპის უმაღლეს სასწავლებლებთან კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარებაში ეხმარება. როგორც რექტორთან საუბრისას შევიტყეთ, ევროპის რექტორთა კლუბის ერთ-ერთი შეხვედრა სექტემბრის ბოლოსთვის თბილისში გაიმართება.
თავად ქალბატონი მზია მიიჩნევს, რომ „გორგასალს“ კონკურენტებისგან გამოარჩევს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება სტუდენტებთანაც და თანამშრომლებს შორისაც. რექტორი თავად არჩევს პერსონალს და სტუდენტთა მიმართ გულისხმიერ დამოკიდებულებას აუცილებელ მოთხოვნად აყენებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს, ოჯახის ბიუჯეტს ზედმეტ ტვირთად არ დააწვეს დაგვიანებასა, თუ გაცდენაზე დაწესებული გადასახადი, რათა სტუდენტიცა და მშობელიც კმაყოფილი დარჩეს. უნივერსიტეტმა სწავლის საფასურის დაკლებაც კი მოახერხა: შარშანდელი 3 700 ლარის ნაცვლად წელს სტუდენტები 2 250 ლარს გადაიხდიან, ისევე, როგორც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში.
ქალბატონ მზიას ორი დიდი ოცნება აქვს - საკუთარი შენობა „გორგასალს“ ათასგვარი შეღავათის შემოღებისა და სიახლის დანერგვის საშუალებას მისცემდა. უნივერსიტეტის გარეუბანში გადატანას რექტორი ვერ რისკავს, რადგან, სტუდენტები თბილისის ცენტრალურ უბანში, მოსახერხებელ ადგილას მდებარე კომფორტულ შენობაში სწავლას მიეჩვივნენ.
რექტორის მეორე ოცნება კი „გორგასლის“ საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტთა ხუთეულში მოხვედრაა, რაც, სასწავლებლის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სულ ახლო მომავლის საქმეა...
საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი, გ. სვანიძის №2
(ვაკე- საბურთალოს გზაზე, თამარაშვილის შესახვევი)
ტელ.: 23-52-86, 10-58-75, 8(99) 95-34-81
www.gorgasali. edu.ge eka jimSelaZe
![]() |
6.2 როცა დამკვეთი გენდობა!.. |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი ჩიკვილაძე,
„მედია-არტის“ არტ დირექტორი
სარეკლამო სააგენტო „მედია-არტი“ 8 წელია რაც საქართველოს სარეკლამო ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს. კომპანიის ძირითად ბირთვს პროფესიონალი და შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული ადამიანები წარმოადგენენ. დიდი გამოცდილების და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე გუნდი, დამკვეთის ბიზნესის წარმატებასა და სწრაფ ზრდაზეა ორიენტირებული.
სარეკლამო სააგენტოს საქმიანობა მრავალფეროვანია: სარეკლამო სტრატეგიის დაგეგმვა, პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი აზრის შექმნა, პრეზენტაციებისა და გამოფენების დაგეგმვა-ორგანიზება, პოლიგრაფიული მომსახურება, გარე რეკლამის დამზადება და განთავსება, სარეკლამო რგოლების (რადიო-ტელევიზია) დამზადება-განთავსება და სხვა მომსახურება მედია-არტის სავიზიტო ბარათია.
- სარეკლამო სააგენტო „მედია-არტი“ გეგმავს და მართავს ყველა იმ პროცესს, რომელიც კომპანიის, ან პროდუქტის რეკლამირებასთანაა დაკავშირებული. ჩვენი ძირითადი მიზანია შევქმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ დამკვეთი იყოს კმაყოფილი და მისი საქმიანობა წარმატებული. ჩვენ ვთავაზობთ დამკვეთს კომპლექსურ სარეკლამო კამპანიას, რაც PR კამპანიასაც მოიცავს. ბაზრის შესწავლა, ბრენდის ბაზარზე დამკვიდრება, ყველა სახის რეკლამა და სხვა მრავალი ღონისძიება, რომელიც თან ახლავს რეკლამირებას, ჩვენი გუნდის მიერ მაღალ პროფესიულ დონეზე ხორციელდება. სარეკლამო საგნის შესწავლის შემდეგ ყალიბდება სარეკლამო გეგმა, რომელიც ყველა ეტაპზე თანხმდება დამკვეთთან და ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შეჯერებული პროექტი მტკიცდება. ჩვენი შემოქმედებითი გუნდი შესრულებული სამუშაოს დადებით შედეგზეა ორიენტირებული. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი წარმატება და მრავალი შემდგარი პროექტი არის იმ კონკურენტუნარიანი პროფესიონალების დამსახურება, რომლებიც აქ მუშაობენ. „მედია-არტში“ აქცენტი კრეატივზე კეთდება, რაც ჩვენი წარმატების საწინდარია.
ჩვენს მიერ განხორციელებული სარეკლამო პროექტებიდან გამოვარჩევ ფარმაცევტულ კომპანია „პე-ეს-პეს“ სარეკლამო კამპანიას, რომელიც 2003 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ის შედგება რამდენიმე ეტაპისგან, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცნობილი ადამიანები - ნანი ბრეგვაძე, მაკა მახარაძე, ნატა მურვანიძე, ზურაბ ყიფშიძე, ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, ლელა წურწუმია, სოფო ხალვაში, ირაკლი ცირეკიძე - ეს ადამიანები საზოგადოების რჩეულნი არიან, ვისაც ენდობიან და სჯერათ. ზუსტად საზოგადოების დამოკიდებულება და ნდობა ამ ადამიანებისადმი იყო ამ პროექტის საფუძველი.
ჩვენს პროფესიულ გამოცდილებას გუნდური მუშაობის სტილიც ემატება. ურთიერთგაგება - ეს კიდევ ერთი დადებითი ფაქტორია, რომელიც მუშაობაში გვიწყობს ხელს. საერთო ჯამში კეთდება საქმე, რომელიც ნაყოფიერია და მოწონებას იმსახურებს.
იმედი მაქვს, ჩვენი საქმისადმი ამგვარი დამოკიდებულება მომავალში მრავალი წარმატების საწინდარი იქნება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი, გამსახურდიას ქ№4ა, ოფისი 2
ტელ.: 36-38-01; 36-96-42; 51-92-08
ტელ/ფაქსი: 36-38-02
e-mail: office@mediaart.ge
![]() |
7 აგრარული სექტორი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 როგორ ავაღორძინოთ ქართული სოფელი |
▲ზევით დაბრუნება |
პაატა კოღუაშვილი,
თსუ, პროფესორი, ემდ, საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი
„სოფლად ნუ ჩაჰკლავ სიცოცხლეს, ქალაქი წაგვიხდებაო“.
ხალხური თქმულება
„ძნელია ჩვენის გლეხკაცისათვის ადგილიდამ დაძვრა.ამიტომაც იშვიათია ჩვენში უბინაოდ ტანტალი და სულ ცნობილი არ არის ერთგვარი დანაშაული, რომელსაც „მაწანწალობა“ ჰქვიან. ამიტომაც ჩვენში ბინადარს მცხოვრებს „მკვიდრი“ ჰქვიან და არა „მდგმური“, როგორც ზოგიერთ ენაშია“.
მატერიალური წარმოების სხვა დარგებში გამოყენებული შრომისგან განსხვავებით აგრარულ სფეროში გამოყენებული შრომა ნაკლებ მობილურია, ანუ, აქ დასაქმებული საოჯახო მეურნეობა არაადეკვატური სიჩქარით რეაგირებს საბაზრო კონიუნქტურის ნებისმიერ ცვლილებაზე. ამის მიზეზია არა მარტო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების შედარებით გრძელვადიანი ციკლი, არამედ, სოფლად ცხოვრების წესი, ჩვეულებები, საცხოვრისთან და მიწასთან („ადგილის კაცის“ - მკვიდრი მიწათმოქმედის) დამოკიდებულების მუდმივი კავშირის ტრადიცია. ამის გამო, ხშირია ფაქტები, როცა წლების განმავლობაში პერმანენტულად კლებადი მოსავლის მიღების შემთხვევაშიც კი, საოჯახო მეურნეობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ურთიერთსოლიდარული, ანუ, ურთიერთდახმარების პრინციპის საფუძველზე. სწორედ ეს პრინციპია თითოეული ცალკე აღებული საოჯახო მეურნეობის ხანგრძლივვადიანი სიცოცხლისუნარიანობის საძირკველი.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სასურველსა და შესაძლებელ მიმართულებაზე სერიოზული მსჯელობის კონტექსტში ცხადია მხოლოდ ორი რამ. პირველი - როგორი არ უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, და მეორე: რომელია და როგორია საქართველოს ეკონომიკური მომავლის (განვითარების) ყველაზე სასურველი სახე.
სასურველია საქართველოს გარდაქმნა მაღალგანვითარებულ აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად, რომელიც თვითონ დაიკმაყოფილებს თავის სასურსათო და სხვა საარსებო მოთხოვნილებებს, ექნება დადებითი სალდო პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობაში და ექსპორტის საგნად - მეცნიერება ტევადი სამრეწველო, მეცნიერული და მაღალი ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ეს სასურველი მიმართულება გულისხმობს საქართველოს უშიშროებასაც, ანუ, მისი ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გარანტირებულ შენარჩუნებადობასა გარე ძალების ნებისგან დამოუკიდებლად.
ფინანსური, ეკონომიკური, საწარმოო და სოციალური მომსახურების, მთავრობის წარმმართველი ორიენტირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე დარჩენილი სოფელი კარგავს ისტორიულ, გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და სოციალურ ფუნქციებს, რაც სოფლის განვითარების მსოფლიო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის განვითარების გარეშე (ინსტიტუციონალური მოწყობა), ქართულ სოფელს დაცლა, ანუ, მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია ემუქრება. თუ დღეს მოქმედი უარყოფითი ტენდენციები შენარჩუნდა, მოკლე ხანში აღარ გვექნება არამარტო ფორმალური სოფლის მეურნეობა, არამედ, თვით სოფელიც კი, რომლის გარეშე წარმოუდგენელია, მთავრობის მიერ დეკლარირებული, იმედის მომცემი კურორტებისა და მწვანე ტურიზმის განვითარება. მიწისაგან გლეხკაცის მოწყვეტა გამოიწვევს მისი, არა მარტო როგორც მეწარმე ინდივიდის ფუნქციის მოსპობას, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სოფლის როგორც ეროვნული კულტურის საფუძვლის, ყოფაცხოვრების წესის შემოქმედის, შემნახველისა და განმაახლებლის ფუნქციის მოშლასაც.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიოში „იაფი საკვების“ ეპოქა დასრულდა (სურსათზე ფასები გაორმაგდა, გაეროს პროგნოზით იგი კიდევ 40%25 გაიზრდება, 50 ქვეყანაში მოსალოდნელია აგროსასურსათო კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება, მათ შორის საქართველოში), ღარიბ ქვეყნებში სურსათის იმპორტი იზრდება, ხოლო, საერთაშორისო ოპერაციები სასურსათო დახმარებაზე, მცირდება. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ამჟამად დედამიწაზე არ არსებობს და ალბათ არც უახლოეს პერიოდში გამოინახება სასურსათო უზრუნველყოფის გლობალური პრობლემის გადაწყვეტის უნივერსალური მექანიზმი (მოდელი). ამ პრობლემის სიმძიმე დღესაც და მომავალშიც, ეროვნულ დონეზე გადასაწყვეტი იქნება.
დაცარიელებული სოფლების აღორძინება და ქვეყნის ფეხზე წამოყენება, სოფლის მეურნეობის აღორძინებითაა დასაწყები. ძლიერი სოფელი, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქვეყანას, და შესაბამისად ქალაქსაც დააპურებს და გადაარჩენს!
საქართველოს აქვს შესაბამისი ბიოგეოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა კომპონენტები (მათ შორის გეოპოლიტიკური), რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის სასურსათო თვითუზრუნველყოფისთვის. ამასთან, ის გამოირჩევა იმითაც, რომ აქ ადამიანის კვებისთვის აუცილებელი თითქმის ყველა სახეობის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობა და საკმარისი რეზერვია. მეურნეობის სწორი გაძღოლის შემთხვევაში საქართველოს შეუძლია გამოკვებოს არათუ ქვეყანაში დღეს არსებული მოსახლეობა, არამედ 10-12 მილიონი ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ რაციონალური აგრარული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში შეგვიძლია სასურსათო უშიშროების მიღწევა სამამულო აგროწარმოების პროდუქციით.
აგროსასურსათო სექტორი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის საუკეთესო საშუალებაა. მის განვითარებაზე მსჯელობისას ყურადღება უნდა მივაქციოთ არა სხვა ქვეყნის გამოცდილებას, არამედ ამ გამოცდილების ჩვენთან გამოყენების შესაძლებლობას, ქართული სოფლის სპეციფიკის გათვალისწინებით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართული პროდუქცია, მცირე გამონაკლისის გარდა, არაკონკურენტუნარიანია როგორც შიგა, ისე, გარე ბაზარზე. საქმე იმაშია, რომ ქართველ აგრომეწარმეს დაკარგული აქვს სურსათის წარმოების ეკონომიკური სტიმული - სახნავებისა და ბაღ-ვენახების 60%25-მდე მიტოვებულია და უკეთეს შემთხვევაში საძოვრის ფუნქციას ასრულებს.
პირდაპირ უნდა ითქვას, საქართველოს არ გააჩნია აგროსასურსათო სექტორის განვითარების სტრატეგია. ამიტომაც ცალკეული სახის ერთჯერადი დახმარებები (სასუქი, საწვავი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სხვა), ვერ აღწევს სასურველ შედეგს, რადგან, მას არა დარგის განვითარებისთვის, არამედ, პიარ-აქციებისთვის მიმართავენ.
სასოფლო-სამეურნეო წარმოება მთავრობამ უნდა აღიაროს, როგორც ეკონომიკის განსაკუთრებული, პრიორიტეტული დარგი, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.
მთავრობის კომპეტენტურობა და აგროსასურსათო პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი, მიმართულება და დონე (მარეგულირებლის როლი) გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენაში.
ილია ჭავჭავაძის აზრით: „მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავისი ხალხის მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელ საჭიროებას დღემუდამ ჰგრძნობდეს, და მეორეს გზით - მზად იყოს ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა შეძლება ვერ გაწვდება.“
შექმნილი კრიზისული მდგომარეობის ეკონომიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ პრობლემათა გადაწყვეტა ვერ მოხერხდება მხოლოდ აგროსექტორის ფარგლებში, რადგანაც იგი მოითხოვს კომპლექსურ ღონისძიებათა სისტემის შემუშავებას და განხორციელებას. მათი გადაჭრისთვის საჭიროა მთავრობამ (სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან) შექმნას აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭო, ხელი შეუწყოს ერთიანი აგროსასურსათო სისტემის განვითარებისთვის აუცილებელ საწარმოო და არასაწარმოო ინფრასტრუქტურის ფორმირებას, უზრუნველყოს სახელმწიფო სუბსიდიების გამოყენება (რაც არ ეწინააღმდეგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ხელშეკრულებას); ჩამოაყალიბოს სახელმწიფო მარეგულირებელი (ჩამრევი) სამსახურები (ადმინისტრაციულ-კომერციული ფუნქციით) მარცვლის, მევენახეობა-მეღვინეობის, რძისა და ხორცის წარმოების სფეროში.
სოფლად ყოფა-ცხოვრების აღორძინების, გლეხკაცის ადგილზე დამაგრებისა და აგრომეურნეობის განვითარების სტრატეგიულ ამოცანად უნდა განისაზღვროს: სოფლად რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება, თემის, სოფლის სამეწარმეო მობილიზაციის პროგრამის შემუშავება და განხორციელება, აგრარული და სასურსათო წარმოების თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიებით აღჭურვა.
ქვეყანაში ჩატარებული მიწის რეფორმასა და საწარმოთა რესტრუქტურიზაციას, წვრილი ნატურალური და ნახევრად ნატურალური გლეხური მეურნეობების შექმნა მოჰყვა, რომელთაც არა აქვთ დიდი პერსპექტივები საქართველოს სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფაში. ამასთან, ამ მეურნეობებს არა აქვთ სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მაღალმოსავლიანი ჯიშის სათესლე მასალისა და შხამქიმიკატების შეძენის საშუალებები, ასევე, მოკლებული არიან სრულყოფილ სერვისულ მომსახურებას და ა.შ. ამ და სხვა პრობლემებს ეს მეურნეობები ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად ვერ წყვეტენ, რის გამოც ვერ აწარმოებენ საჭირო რაოდენობისა და ხარისხის პროდუქციას.
საქართველოს მრავალდარგოვან სოფლის მეურნეობაში (რასაც განაპირობებს მრავალფეროვანი ბიოგეოკლიმატური პირობები, ურთულესი ვერტიკალური ზონალობა), მცირე და საშუალო სიდიდის ფერმათა სიჭარბე არ არის საგანგაშო, რამდენადაც ქვეყნების უმრავლესობაში მათი ოპტიმალური სიდიდე ადგილობრივი ბიოგეოკლიმატური პირობებით, კულტურათა მოვლამოყვანის სპეციფიკურობითა და აგრომრავალდარგოვნებითაა განპირობებული. მცირე აგრომეურნეობათა ეფექტიანობის ამაღლების ერთ-ერთი გზა, მიწაზე მეურნეობრიობის კოოპერატიული ფორმის დაფუძნებაა. მეურნეობრიობის ეს ფორმა გარკვეულწილად ხსნის როგორც მიწის დამუშავების, ასევე, წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებს და საფუძველს უქმნის შემდგომ ეტაპზე სასოფლოსამეურნეო წარმოების კონცენტრაციის უფრო მაღალი დონის მქონე სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმების შექმნას.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მკაცრად ნებაყოფლობით საფუძველზე უნდა შეიქმნას თითოეული მონაწილის მიერ შეტანილი პაის (წილის) საფუძველზე. მათი დაფუძნებისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება (კერძოდ, მისაღებია კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, მიწის მესაკუთრეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნის წესი და დებულება), რომელშიც, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კოოპერატივებისგან განსხვავებით, აისახება მიწაზე მეურნეობრიობის ამ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სპეციფიკური თავისებურებანი და რეგულირების საშუალებები, რაც საჭიროა მათი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კანონმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ უნდა დაარეგულიროს ამ ფორმის საწარმოთა ორგანიზაციის, ფუნქციონირების, სახელმწიფოსთან ურთიერთობის (ძირითადად გადასახადები) და სხვა საკითხები.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დასაფუძნებლად, მიწის მესაკუთრეთა თანამონაწილეობასთან ერთად, ყველაზე რეალურ და პერსპექტიულ საშუალებად, უცხოური კრედიტების (შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით) და გრანტების მოზიდვა უნდა მივიჩნიოთ. აღნიშნული წესით დაფუძნებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საშუალება ექნებათ შეიძინონ მიწის სავარგულების დასამუშავებელი მანქანა-იარაღები, საჭირო ინვენტარი და სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღწარმოებისთვის საჭირო მატერიალური საშუალებები (მინერალური სასუქები, მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებები და ა.შ.), შექმნან წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის საკუთარი ქსელი (დიდ ქალაქებში, მსხვილ სამრეწველო ცენტრებში და დასახლებულ პუნქტებში) და, საბოლოო ანგარიშით, მიაღწიონ სასოფლო-სამეურნეო წარმოების მაღალ კონკურენტუნარიანობას.
კოოპერატივს სხვა ორგანიზაციულ სტრუქტურებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ფერმერების მჭიდრო და საქმიანი ურთიერთდამოკიდებულება.
მოგეხსენებათ, დაბალი შემოსავალი ფერმისთვის უდიდესი პრობლემაა. ფერმერთა უმრავლესობა საქონლის მხოლოდ თვითღირებულების დაფარვას ახერხებს. ერთობლივი მუშაობა პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა.
კოოპერატივი ფერმერებს აძლევს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას. ეს არის ერთობლივი მუშაობისა და მიღებული შემოსავლის ერთმანეთში გაზიარების მექანიზმი. თუმცა, კოოპერატივი არ არის წარმატების გარანტია, ის მხოლოდ საუკეთესო საშუალებაა ფერმერებისთვის წარმატების მისაღწევად. კოოპერატივების საშუალებით აგრარული სექტორი შეიძლება განვითარდეს ძალიან სწრაფად და ფერმერებს მიეცეთ შესრულებული სამუშაოების გაუმჯობესების საშუალება.
ფერმერების თანამშრომლობა ბრკოლდება იმის გამო, რომ კოოპერატივების დაფუძნება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ყოველგვარი მხარდაჭერისა და კონსულტაციების გარეშე ხდება. ეს მაორიენტირებელი როლი სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკისრია.
სოფლად მცხოვრებთა მისაღები პირობების შექმნის მიზნით, აუცილებელია სასოფლო რაიონების ინსტიტუციონალური მოწყობა, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება, გზებით, წყლით, ელექტროენერგიით, გაზით, ჯანდაცვის ობიექტებით, კავშირგაბმულობითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ფერმერთა საკონსულტაციო-ინფორმაციული მომსახურებისა და წინასწარი გაფრთხილების (პროგნოზირების) სისტემის შექმნა და ამოქმედება. ამასთან, უმთავრესია მიწის წვრილ მესაკუთრეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნა და მათი საწარმოო და მარკეტინგული კოოპერირება.
აგროკრედიტი თავისი ბუნებით „შეფერებული და შეწონილი“ უნდა იყოს „მიწისა და მიწათმოქმედის თვისებასთან“. „სასოფლო მეურნეობა, რომლის გაძლიერებისათვის გვინდა შემწეობა კრედიტისა, თითქმის ერთადერთი წყაროა სიმდიდრისა, ... დანიშნულება საადგილმამულო კრედიტისა განკარგებაა მამულ-დედულისა, გაძლიერება მიწათმოქმედთა ღონისა და მომცემლობისა“ ბრძანებდა ილია ჭავჭავაძე. ამაზე ლოგიკური განმარტება, აგროკრედიტის მნიშვნელობისა, ალბათ ძნელი წარმოსადგენია.
ფერმერებს, მათ გაერთიანებებს აუცილებლად ესაჭიროებათ სპეციალური აგროსაკრედიტო სისტემის შექმნა, რადგან ფინანსების (კრედიტების) ხელმისაწვდომობის გარეშე მეურნეობა ვერ განვითარდება. მსოფლიო გამოცდილებამ და საქართველოს ბოლო წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ აგროკრედიტის სისტემის (თანამედროვე აგროკრედიტების სისტემა წარმატებით მოქმედებს საფრანგეთში - ურთიერთდახმარების აგროკრედიტი, აშშ-ში - ფერმერთა საკრედიტო სისტემა, გერმანიაში - რაიფენზენის კრედიტი, ბელგიაში - ბრენდენბონდი, ჰოლანდიაში - რაბობანკი და ა.შ.) შექმნის გარეშე, მხოლოდ კომერციული ბანკები ვერ უზრუნველყოფენ აგრარული სექტორის ნორმალურ ფუნქციონირებას და შემდგომ განვითარებას, რადგან, ისინი თვლიან, რომ სასოფლო- სამეურნეო წარმოება მათი წარმატებული საქმიანობისთვის არახელსაყრელია. კომერციული ბანკები გამოდიან იმ ფაქტიდან, რომ აგრარული რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა და არ შექმნილა მიწის თავისუფალი ბაზარი, შესაბამისად არ არსებობს გაცემული კრედიტიდან მოგების, ან კომპენსაციის მიღების გარანტია. ამას ემატება ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტის უქონლობა, როგორიცაა, გამართული სადაზღვეო სისტემა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კომერციული ბანკები და ამ ტიპის სხვა სტრუქტურები, თავიანთი სპეციფიკიდან გამომდინარე, საბაზრო პრინციპებისა და მუდმივი კონკურენციის პირობებში საქმიანობას აგებენ მაღალ მოგებაზე და, რაც მთავარია, შემცირებული რისკის პირობებზე. ამიტომაა, რომ ყოველთვის და ყველგან ისინი არ წარმოადგენენ საიმედო პარტნიორებს. ეს ნიშნავს, რომ აგრომწარმოებლები კრედიტს მიიღებენ მხოლოდ მაშინ, როცა მათ ეს ნაკლებად სჭირდებათ, ანუ, იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ფინანსური შესაძლებლობანი, საბაზრო ინფრასტრუქტურისა და ფასების გამო, შედარებით დამაკმაყოფილებელია. ასეთი სიტუაცია განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც საქმე ეხება ე.წ. ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებს. როგორც წესი, ამ დროს კომერციული საბანკო სისტემა ჯერ კიდევ სუსტია, აქტივები მწირი, ხოლო გაკოტრების შანსი მაღალი. ასეთ სიტუაციებში მათი საქმიანობის პრიორიტეტი მიმართულია მხოლოდ გარანტირებული უკუგების მქონე სფეროებზე. ამიტომ ისინი თავს იკავებენ უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში კაპიტალის დაბანდებისგან. სწორედ ასეთ სიტუაციაში იმყოფება დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
საკრედიტო რესურსით აგროსექტორის გარანტირებული უზრუნველყოფა, მხოლოდ კომერციული დაწესებულებების გამოყენებით, პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან, კერძო სტრუქტურა ქვეყნის აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტების განაწილებისას ვერ შეძლებს ნეიტრალიტეტისა და ობიექტურობის დაცვას.
დასახელებული ფაქტორებისა და საქართველოს ბიუჯეტის მწირი შესაძლებლობების გათვალისწინებით, კრიზისიდან გამოსავალი იმ გამოცდილების გათვალისწინება და ადგილობრივი პირობების მისადაგებაა, რომელიც განვითარებული ქვეყნების აგრარული კრედიტის სფეროშია დაგროვილი. აქ კარგადაა შერწყმული სახელმწიფო რეგულირებისა და კერძო ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკა. სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლზე აგროსასურსათო სექტორის გადაყვანა მათი გამოცდილების მთავარი მონაპოვარია.
საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა ნათლად გვიჩვენებს, რომ პრობლემის რეალურად გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური აგრარული საკრედიტო სისტემის (სასს) ფორმირებით. იგი შემდეგი ობიექტური ფაქტორებითა და სპეციფიკური თავისებურებებითაა განპირობებული:
წარმოების პროცესის სეზონური ხასიათი;
წარმოების რენტაბელობის შედარებით დაბალი დონე;
სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკური მახასიათებლების დაბალი საიმედობა (არამდგრადობა);
სოფლად საქონელმწარმოებლისთვის მოკლევადიან კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ციკლური ხასიათი;
შესაბამისი სტიმულირების არქონის გამო, სოფლად დაგროვილი ისედაც მწირი ფინანსური კაპიტალის გადინება დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში;
სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი საკრედიტო რესურსების აუცილებელი სიიაფე;
ეკონომიკის აგრარულ სექტორში, სასაქონლო და მომსახურების ბაზრისაგან განსხვავებით, ფულადი კაპიტალისა და საკრედიტო ბაზრის არასრულყოფილი ხასიათი (წარმოების სეზონურობისა და ხანგრძლივობასთან დაკავშირებული);
წარმოების შედეგების, ბუნებრივ-კლიმატურ პირობებზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულობის გამო, კომერციული ბანკების მხრიდან ობიექტური უნდობლობის ფაქტორის არსებობა;
გლეხების (ფერმერების) მხრიდან კრედიტის ასაღებად საჭირო გირაოს უქონლობა, საბანკო სისტემაში არსებული რიგი ხარვეზები, ნაკლოვანებები და სხვ.
აგრარული საკრედიტო სისტემის საერთო დამახასიათებელი ნიშნებია:
პირველი, სახელმწიფო მხარდაჭერისა და რეგულირების პოლიტიკის არსებობა;
მეორე. აგრარული საკრედიტო სისტემის პრინციპული განსხვავება ჩვეულებრივი საბანკო-საკრედიტო სისტემისგან (რაც ძირითადად მის მიზნობრივ ხასიათში, ანუ, დარგობრივ პრინციპში პოულობს ასახვას);
მესამე. აგრარულ სექტორთან დამოკიდებულებასა და ურთიერთობაში ამ სისტემებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი;
მეოთხე. აგრარული საკრედიტო სისტემის გავრცობა ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე;
მეხუთე. თითოეული დონის ფუნქციების მკაფიოდ განსაზღვრა და მკვეთრად გამიჯვნა;
მეექვსე. მუშაობის პროცესში ურთიერთსოლიდარობის პრინციპის არსებობა (თუმცა სხვადასხვა სისტემაში ეს განსხვავებული ხარისხით ვლინდება).
აგროკრედიტის სისტემა არ მუშაობს დივიდენდების განაწილებაზე. იგი მიღებულ მოგებას საკუთარ საბრუნავ კაპიტალში აბრუნებს და პერმანენტულად ზრდის სესხის გაცემის მასშტაბებს. სესხის მიღებისთვის არც მატერიალური გარანტიებია საჭირო და არც წინასწარ შედგენილი ბიზნეს-გეგმა. აქ მთავარია ურთიერთობა, ნდობა, პასუხისმგებლობა, რომელსაც კოოპერატიული გაერთიანების, როგორც ერთი ოჯახის, წევრობა წარმოშობს.
აგროკრედიტის სისტემის შექმნა განსაკუთრებით საწყის ეტაპზე საჭიროებს აუცილებელ რეგულირებასა და კოორდინაციას. მსოფლიო პრაქტიკამ დაადასტურა, რომ აგრარულ სფეროში, პერიოდული ხელოვნური ჩარევის გარეშე, შესაძლებელია გამოუსწორებელი უკუეფექტის მიღება. ამიტომ აგროსასურსათო სექტორის დაკრედიტების სისტემის შექმნისა და პროცესების რეგულირების საკითხში სახელმწიფოს მონაწილეობა აუცილებელი ღონისძიებაა.
აგროკრედიტის სისტემის ფუნქციონირების მთავარი მიზანი უნდა იყოს აგროსასურსათო სექტორის საწარმოო და არასაწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხელშეწყობა; საინვესტიციო პროცესების რეგულირება; შიდა ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოთხოვნილების რეგულირება; საექსპორტო პროდუქციის სტიმულირება და სხვ.
ამდენად, საქართველოში მეწარმეობისა და აგრობიზნესის განვითარებისთვის მიმდინარე ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ეფექტური საკრედიტო-საფინანსო მექანიზმის ჩამოყალიბება. პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია სპეციალური აგრარული საკრედიტო (ურთიერთდახმარების, კოოპერატიული ტიპის) სისტემის (სასს) ფორმირებით, რომელიც, ერთის მხრივ, დაეფუძნება მსოფლიო აგრო-საკრედიტო სისტემის პრაქტიკას და გამოცდილებას, ხოლო, მეორეს მხრივ, შეჯერებული იქნება ქართული სოფლის სპეციფიკასთან.
აგროკრედიტის სისტემის შემოთავაზებული ვარიანტი აგრარული სექტორის ძირითადი ფონდების რეკაპიტალიზაციის აქტიური პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტია. იგი ძირითადად დაფუძნებულია მისი წევრების კოოპერირებული სახსრების უფრო ეფექტიან გამოყენებაზე, რომელიც სესხის მიღების შედარებით გაიოლებული პირობებით, დაბალი საპროცენტო განაკვეთით, ურთიერთნდობით, სოლიდარული პასუხისმგებლობისა და კორუფციის გამორიცხვით მიიღწევა.
რაც შეეხება დარგობრივ პრიორიტეტებს, აქ უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს იმპორტჩანაცვლებადი და ძირითადი სასურსათო პროდუქტების წარმოებას (რისთვისაც შესამუშავებელია სპეციალური სახელმწიფო პროგრამები), შეფარდებითი უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით. მათ შორისაა: მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი, ქერი, ჭვავი. შესაბამისი აგროტექნიკის პირობებში პირველ ეტაპზე (300000 ჰა-ზე) შეიძლება ვაწარმოოთ 1,1-1,2 მლნ ტონა მარცვლეული, ხოლო, შემდგომ ეტაპზე (350000 ჰა-ზე) 1,4-1,5 მლნ ტონა), მეცხოველეობა და მისი პროდუქცია, ზეთოვანი კულტურები (მზესუმზირა, სიმინდი, სოია.). ასევე: ხილი (მ.შ.სუბტროპიკული), თხილი, კაკალი, ყურძენი, ჩაი, ბოსტნეულ- ბაღჩეული, კარტოფილი, აბრეშუმი, თაფლი და მათი გადამუშავების პროდუქტები (უფრო დაწვრილებით შემდეგ წერილში). საქართველოს ძირითადად ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქციით შეუძლია შეაღწიოს და დამკვიდრდეს ევროპულ ბაზარზე, რადგან, მისი მცირემიწიანობიდან გამომდინარე, აქცენტი უნდა გააკეთოს არა წარმოების მასშტაბსა და რაოდენობრივ მაჩვენებლებზე, არამედ, პროდუქციის უსაფრთხოებასა და ხარისხობრივ მახასიათებლებზე. რისთვისაც ხელი უნდა შეეწყოს ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქციის წარმოების განვითარებას, რომლის საწარმოო ბაზა ქვეყნის მთელი მთიანეთია.
ყოველივე ამის უზრუნველსაყოფად შესამუშავებელია აგროსასურსათო სექტორის განვითარების ხელშემწყობი და მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა, რომელშიც პრაქტიკულად მოიაზრება ეკონომიკური მექანიზმის ყველა ელემენტის გააქტიურება. მისაღებია კანონები: „საქართველოს სასურსათო უშიშროების შესახებ“; „მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის დაცვის, სურსათით უზრუნველყოფისა და ვაჭრობის შესახებ“; „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“; „აგროპროდუქციის აღწარმოებისთვის საჭირო პროდუქციაზე (მომსახურებაზე) ფასების პარიტეტის დაცვის შესახებ“ და სხვა, რომლებმაც უნდა შექმნას საკანონმდებლო გარემო ქვეყანაში აგროწარმოების აღორძინებისა და შემდგომი განვითარებისათვის.
მთავრობამ უნდა შეიმუშაოს აგრარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია სწორად განსაზღვრული პრიორიტეტებით, რომელშიც არა უბრალოდ აგრარული, არამედ უფრო ფართო, - სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის, განვითარების - პოლიტიკა იგულისხმება, ანუ, შეახამოს ერთმანეთთან აგრარული, სოციალური და ყოფითი პრობლემების კომპლექსურად გადაჭრა.
ხელი უნდა შეეწყოს სახელმწიფოს გადაქცევას ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქციის არა მარტო მთავარ დამკვეთად, არამედ მთავარ მყიდველად და გამანაწილებლადაც კი იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება ბაზარზე მდგომარეობის სტაბილიზაცია.
დასასრულ, შეიძლება ჩამოვაყალიბოთ აგრომეურნეობის განვითარების ხელშემწყობი (პროდუქციის წარმოების, ფასების სწორად განსაზღვრისა და რეალიზაციის) სამი ძირითადი პირობა:
ბაზრებთან კავშირი და კონკურენცია;
განვითარებული აგრარული სტრუქტურები (რომლებიც ემსახურებიან ფერმერებს, მათ გაერთიანებებს წარმოების განვითარებაში);
კრედიტების ხელმისაწვდომობა (სპეციალური აგროსაკრედიტო სისტემის ფორმირება, სოფლად ურთიერთდახმარების სალაროებისა და საკრედიტო კავშირების შექმნა).
დასახული ამოცანების სისტემური გადაწყვეტა და სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი ხელს შეუწყობს აგრარულ სექტორში მეურნეობრიობისთვის საჭირო პირობების შექმნას, აღწარმოების მასშტაბების გადიდებას და კონკურენტული გარემოს ფორმირებას, რაც, საბოლოო ანგარიშით, მყარ გარანტიებს შექმნის კოოპერატიული გაერთიანებების ჩამოყალიბების, სასურსათო უშიშროების პრობლემის გადაჭრისა და სოფლად ყოფაცხოვრების აღორძინებისათვის.
ANNOTATION
For the Renaissance of Georgian Agri culture
Paata Koguashvili,
TSU, Proffessor, Doctor of Economic Sciencess
For the renaissance of agricultural sector it is necessary to work out a special state program with properly determined preferences (including field programs). It is possible to get a good benefit in the market by creating co-operatives. In particular, agro- co-operations can increase that income, which we get from the market system. To seek success co-operations should guess economical stimulation mechanism and for this the farmers should do their best and provide the market with safe product by the name of co-operation.
Unification in co-operation for the farmer means to get many profits, from the marketing point of view. This includes: problem of transportation, problem of selling, keeping, decreasing expanses on unit productions, taking production abroad and etc.
In Georgia there are all the preconditions to develop marketing co-operations in villages and creating special agrarian credit system. That firstly reflects on farmers successful works and than on the country's economics and mostly, on agrarian sector's revive.
In conclusion, the development of agriculture depends on three main terms:
- the conection with markets and competition;
- the agrarian structures (that serve farmers, their co-operations in the developement of production)
- the avaliability of credits.
![]() |
7.2 აგროდაკრედიტების ძირითადი თავისებურებები |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ მარგიანი
სსაუ, დოქტორანტი
აგროკრედიტის ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებელი პირობაა. საკრედიტო დაწესებულებებისთვის აგროდაკრედიტება დაკავშირებულია გარკვეულ სიძნელეებთან, განსაკუთრებით გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც ფინანსური ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
საჭიროა მათი გადალახვა სათანადო მეთოდების, პროცედურებისა და პრინციპების გამოყენებით მთელი სასესხო ციკლისგანმავლობაში, ანუ, განმცხადებელთან პირველიშეხვედრიდან გადახდამდე და მომდევნო მოქმედებამდე. განვიხილოთ სფეროები, რომლებსაც მოაქვს წარმატება აგრო დაკრედიტებისათვის:
1) აგრობაზრების ცოდნა - აგროსექტორის ამომწურავი ცოდნა საფერმო მეურნეობებზე წარმატებული სესხების გაცემის ძირითადი წინაპირობაა. მოსავლის ბაზრების, წარმოების მეთოდების და აგროპროდუქციაზე მოქმედი გარე ფაქტორების გაგება გადამწყვეტია პოტენციური მსესხებლის შემოსავალსა და შესაძლო რისკებზე ინფორმაციის მოპოვებისთვის. ეს არა მარტო ეხმარება უკეთესი პროდუქციის შემუშავებაში, რომელიც პასუხობს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ, ეხმარება სესხის უკეთეს შეფასებაში და, შესაბამისად, სასეხო პორთფელის ხარისხის გაუმჯობესებაში.
ცალკეულ რეგიონში აგრომოღვაწეობის თავისებურებების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან სიტუაცია შეიძლება იცვლებოდეს რეგიონის მიხედვით.
2) აგროსესხის ციკლის ძირითადი ელემენტები - ურთიერთობა მსესხებლებსა და საფინანსო დაწესებულებებს შორის განისაზღვრება იმ ფაქტით, რომ სასესხო განაცხადის ჩაბარებიდან სესხის სრულ დაფარვამდე არსებობს დროის მონაკვეთი.სესხის ასეთი განსაკუთრებული ხასიათის გამო, როდესაც ფული გაიცემა დღეს და სანაცვლოდ მიიღება მომავალი დაფარვის დაპირება, აუცილებელია მორალური რისკის კონტროლირება მსესხებელსა და საკრედიტო დაწესებულებას შორის.ეს ხორციელდება კრედიტის გაცემის სხვადასხვა ეტაპებზე და მიზნად ისახავს სასესხო გადაწყვეტილებისთვის საკმარისი ინფორმაციის მიღებას და მომავალში სათანადო მოქმედებების ჩატარებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სესხის დროული დაფარვა. ამ სხვადასხვა ეტაპებს სასეხო ციკლი ეწოდება.
აგროკრედიტის სასესხო ციკლი, მსგავსად სხვა მიზნობრიობის სესხებისა, შეიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
სასესხო განაცხადი;
კლიენტთან ადგილზე ვიზიტი;
სესხის დეტალური შეფასება;
საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილება;
სესხის გაცემა;
მონიტორინგი დაფარვის პერიოდში და საჭიროების შემთხვევაში სესხის დფარვასთან დაკავშირებული პრობლემების დროული გადაჭრა;
სესხის საბოლოო დაფარვა.
თუმცა, სასესხო ციკლის დაწყებამდე საჭიროა მონაცემების გაფილტვრა - მნიშვნელოვანია, რომ სასესხო ციკლი გაიხსნას მხოლოდ იმ კლიენტებისთვის, ვისაც კარგი წარმოების პოტენციალი გააჩნია (აქედან გამომდინარე, გადახდის შესაძლებლობაც და შესანიშნავი კრედიტუნარიანობა). შესაბამისად, საფინანსო დაწესებულებამ უნდა მოიზიდოს მხოლოდ „კარგი კლიენტები“ და, სასესხო განაცხადის ჩაბარებამდე ამავდროულად, მოხდეს სუსტი პოტენციალის მქონე კლიენტების გაფილტრვა.
განვიხილოთ სასესხო ციკლის სხვადასხვა ეტაპები, მას შემდეგ, რაც ინდივიდუალური პირი მიმართავს საფინანსო დაწესებულებას თხოვნით სესხის გაცემაზე.
სასესხო განაცხადი - მოიცავს საკრედიტო ოფიცრის დახმარებით მსესხებლის მიერ განაცხადის ფორმის შევსებას. ხანდახან ეს ეტაპი ემთხვევა პირველ ვიზიტს კლიენტთან და საკრედიტო ოფიცერი ავსებს განაცხადის ფორმას მსესხებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. იდეალურ შემთხვევაში, საკრედიტო ოფიცერი მიიღებს სასესხო განაცხადს და პირდაპირ დაამუშავებს მას, რათა მიიღოს გადაწყვეტილება - დაუნიშნოს კლიენტს პირველი ვიზიტის დრო, ან აუხსნას, მისი განაცხადი რატომ არ იყო მიღებული.
კლიენტთან ვიზიტი - მოიცავს განაცხადის მონაცემების ადგილზე მოპოვებას და გადამოწმებას, რათა გამოვლინდეს მსესხებლის გადახდისუნარიანობა. კლიენტის, მისი ბიზნესისა და ოჯახის შესახებ ხარისხიანი ინფორმაცია არის ძირითადი მოთხოვნა მართვის შესაძლებლობებისა და მიღებული ინფორმაციის სისწორის შეფასებისთვის. რაოდენობრივი ინფორმაცია ქმნის საფუძველს ბიზნესის და მთლიანად მეურნეობის სამომავლო ფულის ნაკადის, აქტივების და პასივების დეტალური ანალიზისთვის.
კრედიტის შეფასება - ადგილზე მოპოვებული ინფორმაცია ბიზნესის და ოჯახის შესახებ გადის ანალიზს და სტრუქტურირებას გონივრული სასესხო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვების შემდეგ საკრედიტო ოფიცერი ამზადებს შეფასების ანგარიშს, რომელსაც წარადგენს საკრედიტო კომიტეტზე და რომელზეც თავად აგებს პასუხს.
სასესხო გადაწყვეტილება - როგორც წესი, სასესხო გადაწყვეტილებას იღებს საკრედიტო კომიტეტი. საკრედიტო კომიტეტის წევრების რიცხვი დამოკიდებულია სესხისმოცულობაზე. პატარა თანხებზე გადაწყვეტილების მიღება მიკროდაფინანსების სფეროში მომუშავე ბევრმა დაწესებულებამ წარმატებულად გადასცა საკრედიტო ოფიცრებს. ხოლო, დიდი მოცულობის სესხები როგორც წესი, განსახილველად გადაეცემა მმართველობას.
სესხის გაცემა - საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებაზე მიღებისთანავე აცნობენ კლიენტს. ვინაიდან, სესხისდროული მიღება ძირითადი ფაქტორია მცირე შემოსავლის მქონე კლიენტისთვის. საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებიდან სახსრების გაცემის მომენტამდე დრო მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.
არსებობს სესხის გაცემის სხვა დასხვა ფორმები. შეიძლება სესხის პირდაპირ კლიენტისთვის გაცემა ნაღდი ფულით. მაგრამ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სესხი მოხმარებული იქნება მხოლოდ იმ მიზნობრობისთვის, რომელიც მითითებულია სასესხო ხელშეკრულებაში, ბევრ დაწესებულებას ურჩევნია ფულის ნაწილი გადაურიცხოს პირდაპირ მომწოდებელს, რათა თავიდან აიცილოს დიდი თანხის გაჩერება კლიენტის ხელში. ეს ხდება დიდი ინვესტიციების დაფინანსებისას.
შემდგომი ღონისძიებები/მონიტორინგი დაფარვის პერიოდში - დაფარვის დროული უზრუნველყოფისთვის საჭიროა მკაცრი კონტროლი.
არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლის მიხედვით საფინანსო დაწესებულებას შეუძლია იმოქმედოს დაფარვის პროდუქტიულობაზე:
ოფისები განლაგებულია იმ ბაზართან ახლოს, სადაც იყიდება პროდუქტები;
სამუშაო საათები ძალიან მოქნილია და ითვალისწინებს მუშაობას საღამოს საათებსა და შაბათკვირას;
საკრედიტო ოფიცრები რეგულარულად უკავშირდებიან მსესხებელს და ამყარებენ მასთან კარგ ურთიერთობას;
მობილურ ჯგუფებს შეუძლიათ გაზარდონ ფინანსური მომსახურების მისაწვდომლობა და კლიენტთა კარგი განწყობა.
რაც შეეხება, მსესხებლის მონიტორინგს, იგი შეიძლება განხორციელდეს პირდაპირი და ირიბი მონიტორინგის გზით.
პირდაპირი მონიტორინგი ტარდება, როდესაც საკრედიტო ოფიცერი ესტუმრება კლიენტს ადგილზე საკრედიტო ციკლის განმავლობაში. ძირითადად, ამით შეიძლება დაწყებით ეტაპზე განისაზღვროს პოტენციური პრობლემები, რომლებიც შეაფერხებენ შენატანს, ან მთლიან დაფარვას.
ირიბი მონიტორინგი ტარდება შენატანის დროს. ირიბი მონიტორინგის ძალიან პოპულარული მეთოდია დროული შენატანების მონიტორინგი. როგორც კი შენატანი გადადის ვადაგადაცილების კატეგორიაში, საჭიროა სტრუქტურიზებული და სტანდარტამდე დაყვანილი პროცედურის განხორციელება.
სესხის დაფარვა - ბოლო გადახდა აღნიშნავს სესხის სრულ დაფარვას. დღეისთვის დადგენილია, რომ სასარგებლოა კლიენტის საერთო სასესხო შესრულების რეიტინგის შექმნა. ეს რეიტინგი შეიძლება გამოყენებულ იქნას სამომავლო სასესხო გადაწყვეტილებებისთვის და შეიძლება იმოქმედოს ახალ სესხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ კრედიტორის და მსესხებლის ურთიერთობა არ მთავრდება სესხის დაფარვასთან ერთად. სესხის დაფარვის შემდეგ საკრედიტო ოფიცერი უნდა დაელაპარაკოს კლიენტს სესხების, ან სხვა ფინანსური პროდუქტების თაობაზე.
დღეისათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაფინანსება საქართველოში შესაძლებელია ორი ძირითადი მეთოდით. ესენია ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ძალიან მცირე მასშტაბით სოფლის მეურნეობის დაფინანსებაში მონაწილეობას იღებენ საკრედიტო კავშირები, თუმცა, მათი რაოდენობა მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე სოფლით, ან რაიონით შემოიფარგლება.
საქართველოში მოქმედი ყველა საფინანსო ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ აგროკრედიტებზე დიდი მოთხოვნაა. აგროკრედიტის საპროცენტო განაკვეთის ოდენობა განსხვავდება საფინანსო ორგანიზაციების მიხედვით (იხ ცხრილი).
ზემოთ მოყვანილი კვლევები გვიჩვენებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საპროცენტო განაკვეთები ზოგადად უფრო მაღალია, ვიდრე, ბანკებისა. მიუხედავად ამისა, აგროკრედიტებს ყველაზე აქტიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გასცემენ. ამ მონაცემებით, საშუალო საპროცენტო განაკვეთი 32%25-ია, ამასთან, დიდი მოცულობის სესხებზე განაკვეთი 26%25-ს შეადგენს, ხოლო მცირე მოცულობის სესხებისთვის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 38%25-ია.
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ფინანსური რესურსების ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა. ამ პირობებში სოფლის მეურნეობაში საინვესტიციო კაპიტალის შესვლა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
საპროცენტო განაკვეთების ოდენობა
საფინანსო ორგანიზაცია |
მინიმალური |
მაქსიმალური |
პროკრედიტ ბანკი |
16 |
36 |
ს.ს. საქართველოს ბანკი |
17 |
36 |
ბანკი კონსტანტა |
30 |
48 |
ფინარგო |
18 |
36 |
ლაზიკა კაპიტალი |
24 |
36 |
ლიხაურის საკრედიტო |
36 |
36 |
მერიის საკრედიტო კავშირი |
36 |
36 |
ფინკა საქართველო |
38 |
42 |
АННОТАЦИЯ
Основные принципы агрокредитования
Тамар Маргиани
В статье рассмотрены основные особенности, характерные для кредитования сельскохозяйственного сектора, которые в свою очередь обеспечивают успех в деле агрокредитования. Здесь же упомянуто о необходимости правильного понятия сельскохозяйственного рынка, что является основным предпосылком для выдачи кредитов фермерским хозяйствам; о правильном составлении цикла кредита, который предусмотривает отношения между кредитором и финансовой организацией, чем и обеспечивается своевременная выплата кредита; упомянуты банки и микрофинансовые организации, действующие на территории Грузии и выдающие агрокредиты по разным процентам и определена сумма, которая необходима для того, что б кредитный ресурс Грузии сравнился с объемом кредитования каждого уровня сельскохозяйственного сектора Соединённых Штатов Америки.
![]() |
8 აღრიცხვა-ანგარიშგება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 როგორ მოვახდინოთ რეგულირება ფულადი სახსრების რაოდენობრივ მხარეზე |
▲ზევით დაბრუნება |
მარინე მაისურაძე,
თსუ ასოცირებული პროფესორი
ინფორმაცია საწარმოთა ფულად ნაკადებზე, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეაფასონ საწარმოს ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების გამომუშავების შესაძლებლობა, საწარმოს წმინდა აქტივებში მომხდარი ცვლილებები, მისი ფინანსური სტრუქტურა (ლიკვიდურობისა და გადახდისუნარიანობის ჩათვლით) და საწარმოს შესაძლებლობა - დროულად მოახდინოს რეაგირება ფულადი სახსრების რაოდენობრივ მხარეზე, (შეცვლილი ვითარებისა და პირობების შესაბამისად).
ინფორმაცია ფულად ნაკადებზე აუცილებელია იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეაფასოს საწარმოში ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების გამომუშავების შესაძლებლობა, აგრეთვე, ერთმანეთს შეუდაროს სხვადასხვა საწარმოს მომავალი პერიოდის ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულება.
ბასს 7-ის თანახმად, ფულად სახსრებში იგულისხმება ნაღდი ფული და დეპოზიტები მოთხოვნამდე. ფულადი სახსრების ეკვივალენტები მოკლევადიანი, მაღალლიკვიდური ინვესტიციებია, რომლებიც დაუბრკოლებლად გადაიცვლება ნაღდი ფულის წინასწარ ცნობილ ოდენობაზე და მათი ღირებულების შეცვლის რისკი უმნიშვნელოა.
ფულადი ნაკადები ნიშნავს ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების შემოსვლასა და გასვლას.
ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში უნდა აისახოს საანგარიშგებო პერიოდის ფულადი ნაკადები, რომლებიც დაჯგუფებულია საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობად.
საოპერაციო საქმიანობის ფულადი ნაკადები უმეტესად საწარმოს იმ ძირითადი შემოსავლების მომტანი საქმიანობიდან წარმოიშობა, რომლებიც მონაწილეობენ წმინდა მოგების, ან ზარალის განსაზღვრაში.
საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადების მაგალითებია:
ა) საქონლის გაყიდვიდან და მომსახურების გაწევიდან მიღებული ფულადი სახსრები;
ბ) როიალტებიდან, ჰონორარებიდან, საკომისიო გადასახდელებიდან და სხვა შემოსავლებიდან მიღებული ფულადი სახსრები;
გ) საქონელსა და მომსახურებაზე მომწოდებელთათვის გადახდილი ფულადი სახსრები;
დ) თანამშრომლებისთვის და მათი სახელით გადახდილი ფულადი სახსრები;
ე) სადაზღვევო საწარმოსთვის სადაზღვევო პრემიებითა და მოთხოვნებით, ანუიტეტებითა და სხვა სადაზღვევო დახმარებებით მიღებული და გადახდილი ფულადი სახსრები;
ვ) მოგების გადასახადთან დაკავშირებული ფულადი სახსრების გადახდა, ან დაბრუნება, თუ იგი დაკავშირებული არ არის საფინანსო და საინვენსტიციო საქმიანობასთან; და
ზ) კომერციული გარიგებისა და სავაჭრო მიზნით დადებული კონტრაქტებით მიღებული და გადახდილი ფულადი სახსრები.
საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების მოძრაობის მაგალითებია:
ა) ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივებისა და სხვა გრძელვადიანი აქტივების შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრები. ამაში ასევე შედის სამეცნიერო- კვლევით სამუშაოებზე გაწეული კაპიტალიზებული დანახარჯები და საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებები;
ბ) ძირითადი საშუალებების, არამატერიალური და სხვა გრძელვადიანი აქტივების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრები;
გ) სხვა საწარმოების საკუთარი კაპიტალის, ან სასესხო ინსტრუმენტებისა და ერთობლივი საქმიანობის წილის შესაძენად გადახდილი და მათი რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრები.
დ) სხვა პირებზე ავანსებად და სესხებად გაცემული ფულადი სახსრები;
ე) სხვა პირებზე გაცემული ავანსებისა და სესხების დასაფარად მიღებული ფულადი სახსრები.
საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების მაგალითებია:
ა) აქციებისა და საკუთარი კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების გამოშვების შედეგად მიღებული ფულადი სახსრები;
ბ) მესაკუთრეთათვის აქციების შეძენის, ან გამოსყიდვის მიზნით გადახდილი ფულადი სახსრები;
გ) სავალო ფასიანი ქაღალდების, სესხების, თამასუქების, ობლიგაციების, გირაოების და სხვა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხების გამოშვების შედეგად მიღებული ფულადი სახსრები;
დ) სესხების დასაფარად გადახდილი ფულადი სახსრები; და
ე) მოიჯარის მიერ ფინანსური იჯარის ვალდებულებების შესამცირებლად გადახდილი ფულადი სახსრები.
საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი ნაკადები საწარმომ უნდა წარადგინოს პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდით.
პირდაპირი მეთოდით განისაზღვრება ფულადი სახსრების შემოსავლისა და გასავლის მთლიანი ნაკადები კატეგორიების მიხედვით;
არაპირდაპირი მეთოდით წმინდა მოგება, ან ზარალი კორექტირდება არაფულადი ოპერაციების შედეგებით, წარსული, ან მომავალი პერიოდის საოპერაციო შემოსავლებისა და გადახდების გადავადების, ან დარიცხვის გათვალისწინებით. აგრეთვე, იმ შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია საინვენსტიციო, ან საფინანსო საქმიანობის ფულად ნაკადებთან.
ბასს იძლევა რეკომენდაციას, რომ საწარმოებმა ფულადი ნაკადების ანგარიშგება შეადგინონ პირდაპირი მეთოდით.
პირდაპირი მეთოდის თანახმად, ინფორმაცია მთლიანად მიღებული, ან მთლიანად გაცემული ფულადი სახსრების ძირითადი პუნქტების შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს: საწარმოს საბუღალტრო წიგნებიდან, ან რეალიზაციის, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების და მოგებისა და ზარალის ანგარიშგების სხვა მუხლების კორექტირების საფუძველზე, შემდეგის გათვალისწინებით: საანგარიშგებო პერიოდში სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებსა და საოპერაციო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ მოთხოვნებსა და გადასახდელებში მომხდარი ცვლილებები; სხვა არაფულადი მუხლები და სხვა მუხლები, რომლებიც გვიჩვენებს საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფულად ნაკადებს.
ფულად ნაკადებზე პირდაპირი მეთოდით შედგენილი ანგარიშგება შემდეგი სახისაა:
ბალანსი 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით
აქტივები |
2007 |
2008 |
ფულადი სახსრები და მისი |
55 |
95 + 40 |
დებიტორული |
105 |
83 -22 |
მატერიალური მარაგი |
130 |
177 +47 |
ძირითადი საშუალებები |
280 |
320 +40 |
სულ აქტივები |
570 |
663 |
ვალდებულებები |
|
|
კრედიტორული |
230 |
280 +50 |
საკუთარი კაპიტალი |
|
|
საწესდებო კაპიტალი |
150 |
150 |
გაუნაწილებელი მოგება |
190 |
245 |
სულ კაპიტალი და |
670 |
675 |
მოგება ზარალის ანგარიშგება ათას ლარებში
შემოსავალი რეალიზაციიდან
2730
რეალიზებული საქონლის თვითღირებულება:
მუშების ხელფასი
(110)
ძირითადი საშუალებების ცვეთა
(118)
შეძენა
(1837)
მოგება დაბეგვრამდე
665
დამატებითი ინფორმაცია
1) კრედიტორული დავალიანების გაშიფრვა
2007 2008
სავაჭრო კრედიტორები
220 240
გადასახდელი ხელფასები
10 40
2) ძირითადი საშუალებების შეძენა
30
ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება
(პირდაპირი მეთოდით)
1 საოპერაციო საქმიანობა
1. მყიდველებისგან მიღებული ფულადი თანხები - 2752
105 + 2730- 83 = 2752
დებიტორული დავალიანების დაწყებით ნაშთს+ გაყიდვები - დებიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი.
2. მომწოდებლებისთვის გადახდილი ფულადი თანხები - (1787)
230+1837- 280=1787
კრედიტორული დავალიანების დაწყებითი ნაშთი + შესყიდვები - კრედიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი
3. თანამშრომლებზე ხელფასის სახით გადახდილი - (80)
110 + 10 -40 = 80
სულ წმინდა ფულადი ნაკადების შემოდინება - 885
2752-1787- 80= 885
II საინვესტიციო საქმიანობა
1. გრძელვადიანი აქტივების შეძენაზე გადახდილი ფულადი თანხა
შეადგენს 30
III ფინანსური საქმიანობა -----
ფულადი თანხები და მისი ეკვივალენტები:
საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში 55
საანგარიშგბო პერიოდის ბოლოს 95
ცვლილება +40
არაპირდაპირი მეთოდით ფულადი ნაკადების ანგარიშგება, გამოიყენება საოპერაციო საქმიანობის წმინდა ფულადი ნაკადების გამოანგარიშებისთვის. ამ მიზნით აუცილებელია საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული დაბეგვრამდელი წმინდა მოგების კორექტირება. ბასს 7 თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული წმინდა ფულადი სახსრების მოძრაობა განისაზღვრება წმინდა მოგებისა და ზარალის კორექტირებით, შემდეგი მუხლების საფუძველზე:
1. საანგარიშგებო პერიოდში სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობასა და საოპერაციო მოთხოვნებსა და გადასახდელებში მომხდარი ცვლილებები;
2. არაფულადი მუხლები: ცვეთა, ანარიცხები, გადავადებული გადასახადები, უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციებიდან მიღებული არარეალიზებული შემოსულობები და დანაკარგები, მეკავშირე საწარმოებს შორის გაუნაწილებელი მოგება, უმცირესობის წილი და
3. სხვა მუხლები, რომლებიც გვიჩვენებს საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფულადი სახსრების ნაკადებს.
საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადების დასადგენად, აუცილებელია დაბეგვრამდელი მოგება ჩავთვალოთ წმინდა ფულად სახსრებად და მოვახდინოთ მისი შესწორება შემდეგ ეტაპებად:
ა) წმინდა მოგება გავაკორექტიროთ მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში ჩართული არაფულადი მუხლებით. ამ მიზნით, წმინდა მოგებას უნდა დავუმატოთ არაფულადი ხარჯები(ცვეთის ხარჯი, ანარიცხები, ზარალი ვალუტის კურსის ცვლილებიდან და სხვა) და გამოვაკლოთ არაფულადი შემოსავლები (შემოსავალი უცხოურვალუტაში ასახული სავაჭრო მოთხოვნისა და ვალდებულების კურსთა შორის სხვაობიდან).
ბ) წმინდა მოგება გავაკორექტიროთ საბრუნავ კაპიტალში მომხდარი ცვლილებებით:
1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ზრდა და შემცირება (ზრდა აკლდება წმინდა მოგებას, შემცირება ემატება.)
2. სავაჭრო და სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების ზრდას (იგი აკლდება წმინდა მოგებას) და შემცირებას (ემატება წმინდა მოგებას; და
3. მომწოდებელთა კრედიტორული დავალიანების ზრდას (იგი ემატება წმინდა მოგებას) და შემცირებას (აკლდება წმინდა მოგებას).
პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდით შედგენილ ანგარიშგებებში განსხვავება მხოლოდ საოპერაციო საქმიანობის ფულადი ნაკადების ნაწილშია.
ANNOTATION
financial regulati on on the quantitative side
Marine Maisuradze
Cash flow accounts enable users of financial accounts to estimate the capacity of an enterprise to produce moneys and their equivalents. This kind of information makes it possible to draw up a prognosis of the enterprise's cash flows for the following accounting period; determine the ability of the enterprise to pay dividends and credits and to estimate the solvency of the enterprise. The principal purpose of cash flow accounts is to providea user of financial accounts with informationon cash inflow and outflowthroughout the accounting period of the enterprise.
![]() |
8.2 როგორ მოვამზადოთ და წარვადგინოთ ფულადი ნაკადების ანგარიშგება |
▲ზევით დაბრუნება |
ანჟელი ხორავა,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აღრიცხვა-ანგარიშების კათედრის მასწავლებელი
ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლებს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად საწარმოს მიერ ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების გამომუშავების შესაძლებლობების, აგრეთვე, მათიგამომუშავების საიმედობისა და დროულობის შეფასება სჭირდებათ.
ინფორმაცია, რომელიც ეხება გარკვეულ პერიოდში საწარმოს ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების ცვლილებებს, ფულადი ნაკადების კლასიფიცირებას საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობების მიხედვით, აისახება ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში. ეს უკანასკნელი უნდა მომზადდეს ბასს 7 „ფულადი ნაკადების ანგარიშგების“ მოთხოვნათა შესაბამისად და ყოველი საანგარიშგებო პერიოდისთვის წარდგენილ იქნეს, როგორც, ფინანსური ანგარიშგების განუყოფელი ნაწილი.
(დასასრული. დასაწყისი იხ. „ბკ“ - ს მაისის ნომერში)
ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში ფულადი სახრების მოძრაობა მხოლოდ გადახდილი საიჯარო ქირის სახით აისახება საიჯარო ვალდებულების შესაბამისი შემცირებით საფინანსო საქმიანობიდან მიღებული ფულადინაკადების ნაწილში.
ძირითადი საშუალებების ფინანსური იჯარიდან წარმოქმნილი ვალდებულების დასაფარავად გადინებული ფულადი ნაკადების გაანგარიშების საილუსტრაციოდ განვიხილოთ ერთერთი საწარმოს ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების მონაცემები (იხ. ცხრილი 6):
ცხრილი 6.
საწარმოს ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების მონაცემები 31 დეკემბრისთვის (ათასი ლარი)
მაჩვენებლები |
2010 წ |
2011 წ |
მანქანა-დანადგარები |
48 |
79 |
გრძელვადიანი |
3 |
18 |
მანქანა-დანადგარების გადაფასების რეზერვი
|
2 |
7 |
ვალდებულება მაქანა- |
4 |
3 |
შენიშვნა: 2011 წლის განმავლობაში მანქანა-დანადგარები გაიყიდა 9.000 ლარად. მათი თვითღირებულება 7.000 ლარს, ხოლო დაგროვილი ცვეთა 2.700 ლარს შეადგენდა. მანქანა-დანადგარების ფინანსურიიჯარით შეძენიდანწარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულება 20.000 ლარია, ხოლოამ ვალდებულების მიმდინარე ნაწილი 5.000 ლარი. გარდა ამისა, ექვს თვეში გადახდის პირობით შეძენილ იქნა 2.000 ლარის მანქანა-დანადგარები. მათ შესაძენად და ფინანსური იჯარიდან წარმოქმნილი ვალდებულებისდასაფარავად გადახდილი ფულის გასაანგარიშებლად გამოვიყენოთ ქვემოთ მოტანილი ბუღალტრული ანგარიშები.
2150 |
|
დებეტი |
კრედიტი |
ნაშთი პ/ 48.000 |
გასვლა 7.000 |
გრძელვადიანი |
|
ფინანსური |
|
გადაფასების |
|
ვალდებულება |
|
გარების შემდგომი |
|
მანქანა- |
|
(დამაბალანსებელი |
|
|
ნაშთი პ/ბ 79.000 |
86.000 |
86.00 |
|
|
4130 |
|
დებეტი |
კრედიტი |
|
ნაშთი პ/დ 3 .000 |
გრძელვადიანი |
|
|
მანქანა-დანადგარები |
ნაშთი პ/ბ 18.000 |
|
23.000 |
23.000 |
3292 |
|
დებეტი |
კრედიტი |
გრძელვადიანი |
გრძელვადიანი |
გადახდილი ფული 5.000 |
|
5.000 |
5.000 |
3191 |
|
დებეტი |
კრედიტი |
ვალდებულების |
ნაშთი პ/დ |
ნაშთი პ/ბ 3.000 |
მანქანა-დანადგარები 2.000 |
6.000 |
6.000 |
ანგარიშებზე წარმოებული ჩანაწერებიდან და გაანგარიშებებიდან ჩანს, რომ 2011 წლის განმავლობაში მანქანა-დანადგარების შესაძენად გადახდილია სულ 14 (11+3) ათასი ლარი, მათი გაყიდვიდან მიღებულია 9 ათასი ლარი და ფინანსური იჯარიდან წარმოქმნილი მიმდინარე ვალდებულების დასაფარავად გადახდილია 5 ათასი ლარი.
რაც შეეხება ვალის საკუთარ კაპიტალად კონვერსიას, ის არ უკავშირდება ფულის მოძრაობას, მაგრამ მის შესახებ ინფორმაციის არსებობა აუცილებელია ფინანსური მდგომარეობის დასახასიათებლად, რაც განაპირობებს მისი განმარტებითი შენიშვნების სახით ასახვის საჭიროებას.
ფულადი ნაკადების ანგარიშგების შესადგენად ვისარგებლოთ სააქციო საზოგადოება „დიოსკურია“-ს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებისა და სრული შემოსავლების ანგარიშგების მონაცემებით. მაგალითი
მაგალითი 8. განსახილველად აღებულია2010 წლის 31 დეკემბერსდასრულებული ფინანსური წლის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ მონაცემები, ხოლოფინანსური მდგომარეობისშესახებ ანგარიშგებისმუხლები - 2009 და 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
2010 წლის სრული შემოსავლის ანგარიშგება (ათასი ლარი)
ამონაგები რეალიზაციიდან
3.200
რეალიზებული საქონლის თვითღირებულება
(2.540)
საერთო მოგება
660
კომერციული და ადმინისტრაციული ხარჯები
(398)
მათ შორის:ცვეთა:
- 200
ხელფასის ხარჯი
- 100
მოგება საოპერაციო საქმიანობიდან
262
ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებული მოგება
20
საპროცენტო ხარჯი
(15)
შემოსავალი ინვესტიციებიდან - საპროცენტო შემოსავალი
73
ვალუტის კურსის ცვლილებით მიღებული ზარალი
(140)
მოგება დაბეგვრამდე
200
მოგების გადასახადი
(110)
წმინდა მოგება
90
ფინანსური მდგომარეობა 2010 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით (ათასი ლარი)
|
2010 წ |
2011 წ |
გრძელვადიანი აქტივები |
|
|
ძირითადი საშუალებები |
1.245 |
860 |
დაგროვილი ცვეთა |
(340) |
(170) |
ძირითადი საშუალებების |
905 |
690 |
მოკლევადიანი აქტივები |
|
|
სასაქონლო-მატერიალური |
103 |
107 |
დებიტორული |
95 |
89 |
მოთხოვნები მისაღებ |
12 |
8 |
ფულადი სახსრები |
--- |
13 |
სულ მოკლევადიანი |
240 |
217 |
სულ აქტივები |
1.115 |
907 |
აქციონერთა საკუთარი |
|
|
სააქციო კაპიტალი |
138 |
120 |
საემისიო კაპიტალი |
80/218 |
70/190 |
ძირითადი საშუალებების |
196 |
16 |
გაუნაწილებელი მოგება |
150 |
100 |
სულ აქციონერთა |
564 |
306 |
გრძელვადიანი |
|
|
გრძელვადიანი სესხები |
365 |
495 |
ვალდებულებები |
- |
5 |
სულ გრძელვადიანი ვალდებულებები
|
365 |
500 |
მოკლევადიანი |
|
|
კრედიტორული |
99 |
26 |
გადასახდელი ხელფასები |
|
|
გადასახდელი დივიდენდი |
13 |
10 |
გადასახდელი პროცენტები |
17 |
21 |
გადასახდელი მოგების |
37 |
39 |
სულ მოკლევადიანი |
186 |
101 |
სულ ვალდებულებები და |
1.115 |
907 |
დამატებითი ინფორმაცია: წლის განმავლობაში 290 ათას ლარადგაიყიდა მანქანა- დანადგარები, რომლის თვითღირებულება 300 ათას ლარს, ხოლო დაგროვილი ცვეთა- 30 ათას ლარს შეადგენდა.
მიმდინარე წელს გადახდილ იქნა 5 ათასილარი ორი წლის წინ ფინანსური იჯარით ძირითადი საშუალებების აღების შედეგად წარმოქმნილი ვალის მიმდინარე ნაწილის დასაფარავად.
საოპერაციო საქმიანობიდან ფულადი ნაკადების გასაანგარიშებლად გამოვიყენოთ ფინანსური ანგარიშგების ზემოთ მოტანილი კომპონენტები და ბუღალტრული ანგარიშები (გაანგარიშების შედეგად მიღებული მაჩვენებლები მითითებულია მუქი შრიფტით).
1410 |
|
დებეტი |
კრედიტი |
ნაშთი პ/დ 89.000 |
მყიდველებისაგან |
გაყიდვებიდან ამონაგები |
|
|
ნაშთი პ/ბ 95.000 |
3.289.0 |
3.289.000 |
1600 |
|
ნაშთი პ/დ 107.000 |
რეალიზებული საქონლის |
საქონლის შესყიდვა |
ნაშთი პ/ბ 103.000 |
2.536.000 |
2.536.000 |
3110 |
|
მომწოდებლებისათვის გადახდილი |
ნაშთი პ/დ 26.000 |
|
შესყიდვები 2.536.000 |
|
დარიცხული ხარჯები |
ნაშთი პ/ბ 99.000 |
(398.000 -200.000-100.000 ) |
2.660.000 |
2.660.000 |
3130 |
|
|
ნაშთი პ/დ 10.000 |
ხელფასის სახით |
|
|
ხელფასის ხარჯი 100.000 |
ნაშთი პ/ბ 13 .000 |
|
13 .000 |
13 .000 |
3110 |
|
მომწოდებლებისათვის |
ნაშთი პ/დ 26.000 |
|
|
|
შესყიდვები 2.536.000 |
ნაშთი პ/ბ 13 .000 |
დარიცხული ხარჯები 536.000 |
ნაშთი პ/ბ 99.000 |
(398.000 -200.000-100.000 ) |
2.660.000 |
2.660.000 |
სრული შემოსავლის (მოგებისა და ზარალის) ანგარიშგებაში ასახული 398 ათასი ლარის ადმინისტრაციული და კომერციული ხარჯებიდან ცალკეა გამოყოფილი ცვეთის-200 ათასი ლარის და ხელფასის - 100 ათასი ლარის ხარჯები,დანარჩენი დარიცხული ხარჯებია და შეადგენს 98 ათას ლარს.
კრედიტორული დავალიანებისა და გადასახდელი ხელფასების ანგარიშებზე წარმოებული ჩანაწერებისა და გაანგარიშებების საფუძველზე ვადგენთ მომწოდებლებისა და თანამშრომლებისთვის გადახდილი ფულის ოდენობას - 2.658 (2.561 +97) ათასი ლარი.
3410 |
|
გადახდილი პროცენტები 19.000 |
ნაშთი პ/დ 21.000 |
|
დარიცხული პროცენტები |
ნაშთი პ/ბ 17.000 |
|
36.000 |
36.000 |
3310 |
|
გადახდილი მოგების გადასახადი 112.000 |
ნაშთი პ/დ 39.000 |
|
დარიცხული მოგების |
ნაშთი პ/ბ 37.00 |
|
149.000 |
149.000 |
5310 |
|
|
ნაშთი პ/დ 100.000 |
დარიცხული დივიდენდი 40.000 |
წლიური წმინდა მოგება 90.000 |
190.000 |
190.000 |
3420 |
|
|
ნაშთი პ/დ 5.000 |
გადახდილი დივიდენდი 25.000 |
|
|
დარიცხული 40.000 |
ნაშთი პ/ბ 20.000 |
|
45.000 |
45.000 |
შპს „დიოსკურიაში“ საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა ფულადი ნაკადების გასაანგარიშებლად განვიხილოთ მანქანა-დანადგარებისა და მისაღები მოთხოვნების ანგარიშები.
2150 |
|
ნაშთი პ/დ 5.000 |
|
შესაძენად გადახდილი ფული |
გასვლა 300.000 |
|
დარიცხული 40.000 |
ძირითად საშუალებათა |
ნაშთი პ/ბ 1.245.000 |
(196.000-16.000 ) |
45.000 |
1.545.000 |
1.545.000 |
1820 |
|
ნაშთი პ/ბ 8.000 |
მიღებული პროცენტები 69.000 |
საპროცენტო შემოსავალი 73.000 |
|
|
ნაშთი პ/ბ 12.000 |
81.000 |
81.000 |
ამრიგად, შპს „დიოსკურიას“ მონაცემების მიხედვით პირდაპირი მეთოდით შედგენილ 2010 წლის ფულადი ნაკადების ანგარიშგებას ასეთი სახე ექნება:
2010 წლის ფულადი ნაკადების ანგარიშგება პირდაპირი მეთოდით
ფულადი ნაკადები |
|
|
კლიენტებისგან მიღებული |
3.194 |
|
მომწოდებლებისთვის და |
(2.658) |
|
საოპერაციო საქმიანობიდან |
536/(19) |
|
|
|
|
გადახდილი მოგების |
(112) |
|
გადახდილი დივიდენდები |
(25) |
|
წმინდა ფულადი სახსრები |
|
380 |
ფულადი ნაკადები |
|
|
მანქანა-დანადგარების |
(505) |
|
მანქანა-დანადგარების |
290 |
|
მიღებული პროცენტები |
69 |
|
საინვესტიციო |
|
(146) |
ფულადი ნაკადები |
|
|
შემოსულობანი აქციათა |
28/(130)
|
|
|
|
|
ფინანსურ იჯარასთან |
(5) |
|
საფინანსო |
(107) |
|
სავალუტო კურსის |
(140) |
|
ფულადი სახსრებისა |
(13)13 |
|
ფულადი სახსრები და მათი |
|
|
პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდით მომზადებული ფულადი ნაკადების ანგარიშგება ერთმანეთისგან მხოლოდ საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა ფულადი ნაკადების გაანგარიშების ნაწილით განსხვავდება.
არაპირდაპირი მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მისი გამოყენებისას საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული წმინდა ფულადი ნაკადების გაანგარიშება ხდება არაპირდაპირ, ანუ, მოგებიდან. კერძოდ, ხდება მოგების ფულად საშუალებებად კონვერტაცია. აღნიშნულისთვის კი საჭიროა სათანადო გაანგარიშებების გაკეთება. მოგების გაანგარიშების საფუძველს დარიცხვის მეთოდით აღიარებული შემოსავლები და ხარჯები წარმოადგენს, რომლებსაც ხშირად თან არ ახლავს ფულის შემოდინება და გადინება, ამიტომ მოგების კორექტირება ხდება არაფულადი მუხლებითა და დარიცხვებით, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მოგების გაანგარიშებაში, მაგრამ გავლენა არ მოუხდენიათ ფულად ნაკადებზე.
არაპირდაპირი მეთოდის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მასში ჩანს საანგარიშგებო მოგებასა და საოპერაციო საქმიანობიდან მიღებულ ნეტო ფულად სახსრებს შორის განსხვავება. ამიტომ, საჭირო ხდება მათი შეჯერება.
საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა ფულადი სახსრების გასაანგარიშებლად მოგებას დაბეგვრამდე (ან დარიცხული მოგების გადასახადით კორექტირებულ წმინდა მოგებას), უნდა დაემატოს ცვეთისა და საპროცენტო ხარჯები, გრძელვადიანი აქტივების რეალიზაციიდან მიღებული ზარალი, გუდვილის გაუფასურების ზარალი, დარიცხული ანარიცხები, გამოაკლდეს გამოყენებული ანარიცხი, გრძელვადიანი აქტივების რეალიზაციიდან მიღებული მოგება და საინვესტიციო შემოსავალი, ამასთან, უნდა გამოაკლდეს შემოსავლად აღიარე ბული გრანტები, დაემატოს დებიტორული დავალიანებებისა და მარაგების შემცირება და კრედიტორული დავალიანებების ზრდა, გამოაკლდეს გადახდილი მოგების გადასახადი, პროცენტები და დივიდენდები.
როგორც აღვნიშნეთ, მოგება დაბეგვრამდე გამოითვლება დარიცხვის მეთოდის საფუძველზე და მისი გაანგარიშებისას უკვე გათვალისწინებულია ცვეთის ხარჯი, გრძელვადიანი აქტივების გაყიდვიდან მიღებული მოგება, ან ზარალი. ამიტომ, საოპერაციო საქმიანობიდან ფულადი სახსრების გასაანგარიშებლად, იგი გრძელვადიანი აქტივების გასვლიდან მიღებული ზარალით უნდა გაიზარდოს, ხოლო, მათი გასვლიდან მიღებული მოგებით უნდა შემცირდეს.
საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა ფულადი სახსრების გასაანგარიშებლად, მოგების კორექტირება შეიძლება ასეთი სახით წარმოვადგინოთ:
წმინდა მოგება
+ დარიცხული მოგების გადასახადი
________________________________________________
= მოგება დაბეგვრამდე
+ ცვეთა
+ დარიცხული პროცენტები
+ გრძელვადიანი აქტივების გაყიდვიდან მიღებული ზარალი
- გრძელვადიანი აქტივების გაყიდვიდან მიღებული მოგება
_ საინვესტიციო შემოსავალი
_______________________________________________
= მოგება საბრუნავ კაპიტალში ცვლილებამდე
(+/-) დებიტორული დავალიანებების ცვლილება(შემცირება/ზრდა)
(+/-) მარაგების ცვლილება(შემცირება/ზრდა )
(+/-) კრედიტორული დავალიანების ცვლილება (შემცირება/ზრდა)
_______________________________________________
= ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან
- გადახდილი მოგების გადასახადი
- გადახდილი პროცენტები
- გადახდილი დივიდენდები
როგორც უკვე აღინიშნა, მოგების კორექტირებახდება არაფულადი მუხლებით. ერთ ერთი ასეთი მუხლია ანარიცხები. ანარიცხების გაანგარიშების საილუსტრაციოდ განვიხილოთ მაგალითი.
მაგალითი 10. საწარმო რამდენიმე წელია ახდენს ილინოისის შტატიდან ჩამოტანილი სისხლში შაქრის საზომი აპარატების-გლუკომეტრების რეალიზაციას. 2008-2009 წლებში მყიდველთა გარკვეულმა რაოდენობამ საწარმოს მიმართა პრეტენზიებით. მომწოდებელი არ იბრუნებს დაწუნებულ საქონელს და დეფექტური საქონლის რეალიზაციის რისკი საწარმოზეა, ამიტომ იგი ქმნის საგარანტიო მომსახურების ანარიცხებს. 2009 წლის 31 დეკემბრისთვის საგარანტიო მომსახურების ანარიცხების ნაშთი შეადგენდა 3.100 ლარს. 2010 წლის განმავლობაში საწარმომ გასწია საგარანტიო მომსახურება, რისთვისაც დაიხარჯა 4200 ლარი. 2010 წლის 31 დეკემბერს შეფასდა მომავალი წლისთვის საჭირო ანარიცხები 2.400 ლარის ოდენობით.
2010 წელს მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში აღიარებულიანარიცხების ოდენობის გაანგარიშება მოვახდინოთ საგარანტიო მომსახურების ანარიცხების ანგარიშზე.
4340 |
|
ანარიცხები საგარანტიო მომსახურებისთვის |
|
დებეტი |
დებეტი |
|
ნაშთი პ/დ 3.100 |
ფულადი სახსრები 4.200 |
საგარანტიო მომსახურების |
|
(დამაბალანსებელი თანხა) |
ნაშთი პ/ ბ 2.400 |
6.660 |
6.660 |
|
ამრიგად, ანარიცხების თანხა, რომლითაც უნდა მოხდეს მოგების კორექტირება( შემცირება), შეადგენს 700 ლარს. (დარიცხული ანარიცხი ემატება მოგებას 3.500 ლარის ოდენობით და გამოყენებული ანარიცხები აკლდება 4200 ლარის ოდენობით).
არაფულადი მუხლებით მოგების კორექტირების, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობაში გამოყენებული ფულადი სახსრების გაანგარიშების საილუსტრაციოდ განვიხილოთ მაგალითი. ზოგიერთი მუხლის, როგორიცაა: ძირითადი საშუალებების, ან არამატერიალური აქტივების შესაძენად გადახდილი ფული, ძირითადი საშუალებების, ან არამატერიალური აქტივების გაყიდვიდან მიღებული ფინანსური შედეგი. (გაანგარიშებისმეთოდიკის განხილვას აქ არ შევუდგებით, რადგან ამ საკითხს უკვე შევეხეთ).
მაგალითი 11. საწარმოს საოპერაციო, საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის და მისი შედეგების ზოგიერთ მაჩვენებელზე მონაცემები ასეთი სახისაა (იხ. ცხრილი 8):
მონაცემები საწარმოს საქმიანობის ზოგიერთი მაჩვენებლის შესახებ 2010 წ. (ცხრილი 8.)
მაჩვენებლები |
ლარი |
ძირითადი საშუალებების შესაძენად გადახდილი ფული |
8.000 |
შვილობილი საწარმოს შესაძენად გადახდილი ფული |
30.000 |
ინვესტიცია გუდვილში |
3.000 |
მიღებული გრანტი, რომლის ათვისება უნდა მოხდეს 5 წელიწადში (გადავადებული შემოსავალი) |
20.000 |
აქციების ბონუსური ემისია |
30.000 |
|
|
შემოსავალი აქციების ოფციონით გაყიდვიდან (გაიყიდა 5000 ცალი აქცია, ნომინალური ღირებულება - 2 ლარი, საბაზრო ფასი - 15ლარი, ოფციონის ფასი - 10 ლარი. |
50.000 |
გრძელვადიანი ვალდებულებები ფინანსური იჯარიდან |
10.000 |
გრძელვადიანი საიჯარო ვალდებულების მიმდინარე ნაწილი |
2.000 |
ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებული ამონაგები |
4.500 |
გრანტის მიმდინარე პერიოდის შემოსავლად აღიარებული ნაწილი |
4.000 |
ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებული მოგება |
700 |
ძირითადი საშუალებების ცვეთის ხარჯი |
100 |
საპროცენტო ხარჯი |
500 |
გუდვილის გაუფასურება |
500 |
შენიშვნა: აღნიშნულ პერიოდში საწარმოს მოგება დაბეგვრამდე, შეადგენდა 20.000 ლარს.
არაფულადი მუხლებით მოგების კორექტირება ზემოთ მოტანილი მონაცემების საფუძველზე ასეთ სახეს მიიღებს:
მოგება დაბეგვრამდე
20.000
ცვეთის ხარჯი
1.000
საპროცენტო ხარჯი
500
ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებული მოგება
(700)
შემოსავლად აღიარებული გრანტი
(4.000)
გუდვილის გაუფასურების ზარალი
500
კორექტირებული მოგება
17.300
ზემოთ მოტანილ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება გაკეთდეს შემდეგი გაანგარიშებები:
საინვესტიციო საქმიანობისათვის გამოყენებული წმინდა ფულადი ნაკადები
ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებული ამონაგები
4.500
ძირითადი საშუალებების შესაძენად გადახდილი ფული
(8.000)
შვილობილი საწარმოს შესაძენად გადახდილი ფული
(30.000)
ინვესტიცია გუდვილში
(3.000)
მიღებული გრანტი
20.000
(16.500)
ფულადი ნაკადების ანგარიშგების არაპირდაპირი მეთოდით წარდგენისთვის ვისარგებლოთ ზემოთ განხილული ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების, სრული შემოსავლისანგარიშგებისა და მიმდინარე აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე გაანგარიშებული მუხლებით, რომელთა განსაზღვრისა და წარდგენის წესი ორივე მეთოდისთვის საერთოა. ასეთია გადახდილი პროცენტების, გადახდილი მოგების გადასახადის, ვალუტის კურსთა შორის სხვაობის გავლენის და სხვა მუხლების გაანგარიშებები.
ძირითადი საშუალებების გასვლიდან მიღებული შედეგის და ცვეთის შესახებ ინფორმაცია ავიღოთ შპს „დიოსკურიას“ მონაცემებიდან (იხ. მაგალითი 8), სადაც აღნიშნულია, რომ ძირითადისაშუალებების გაყიდვიდან მიღებული ფული 290 ათასი ლარია, მათი ნეტო საბალანსო ღირებულება - 270 (300 - 30) ათასი ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებულმა მოგებამ 20 (290 - 270) ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება დარიცხული ცვეთის, საინვესტიციო შემოსავლისა და ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზარალის, დარიცხული მოგების გადასახადის შესახებ ინფორმაციას, ავიღოთ სრული შემოსავლის (მოგებისადა ზარალის) შესახებ ანგარიშგებიდან.ამრიგად, წმინდამოგება ზემოთ აღნიშნული მუხლებით კორექტირების შემდეგ ასეთ სახეს მიიღებს:
წმინდა მოგება
90
+ მოგების გადასახადი
110
______________________________________________________
მოგება დაბეგვრამდე
200
+ცვეთა
200
+ დარიცხული პროცენტები
15
- გრძელვადიანი აქტივების გაყიდვიდან მიღებული მოგება
0 )
- საინვესტიციო შემოსავალი
(73)
+ ვალუტის კურსის ცვლილებით მიღებული ზარალი
140
= მოგება საბრუნავ კაპიტალში ცვლილებამდე
462
დარიცხვის მეთოდის თანახმად, საქონლის გაყიდვას თან ახლავს შემოსავლების აღიარება, ფულისა და მისი ეკვივალენტების მიღების მიუ ხედავად. დებიტორული დავალიანების საწყისი ნაშთი წარმოადგენს გასული სააღრიცხვო პერიოდის გაყიდვების შედეგად წარმოქმნილ დებიტორულ დავალიანებას, რომლის ძირითადი ნაწილი დაიფარება მიმდინარე პერიოდში. ამრიგად, დებიტორული დავალიანების საწყის და საბოლოო ნაშთებს შორის სხვაობით უნდა მოხდეს მოგების თანხის კორექტირება ნეტო ფულადი სახსრების მიღების დასადგენად. დებიტორული დავალიანების ზრდა საანგარიშგებო პერიოდში მიუთითებს იმაზე, რომ საქონლის კრედიტით გაყიდვის ზრდას ჰქონდა ადგილი საწარმოში, რასაც არ მოჰყვა ფულადი ნაკადების შემოდინება. ამიტომ, დებიტორული დავალიანების ზრდა უნდა გამოაკლდეს მოგებას.
შპს „დიოსკურიას“ ზემოთ მოტანილი მონაცემებით დებიტორული დავალიანება წლის განმავლობაში გაიზარდა 6 (95-89) ათასი ლარით. შესაბამისად, ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში მოგება უნდა შემცირდეს იმავე ოდენობით.
საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მარაგის ზრდა მიუთითებს მარაგში ინვესტიციების ზრდაზე. ამიტომ, მარაგის ზრდა უნდა გამოაკლდეს მოგებას, ხოლო, მარაგების შემცირება მიუთითებს ფულადი სახსრების შემოდინებაზე და უნდა დაემატოს მოგებას. შპს „დიოსკურიას“ მარაგი ჩვენი მონაცემების მიხედვით შემცირდა 4 ათასი ლარით, ე.ი. ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში მოგება უნდა გაიზარდოს ამ ოდენობით.
კრედიტორული დავალიანების ზრდა საანგარიშგებო პერიოდში წარმოადგენს მოგებაზე დასამატებელ სიდიდეს, რადგან, მიუთითებს იმაზე, რომ კრედიტორული დავალიანების დასაფარავად ფულადი ნაკადების გადინებას არ ჰქონდა ადგილი. კრედიტორული დავალიანების შემცირება მოგებიდან გამოსაქვითი სიდიდეა, რადგანაც მის დასაფარავად ფულადი ნაკადების გადინების მაჩვენებელია.
თუ შესყიდვას არ მოყვება ხარჯების დარიცხვა მიმდინარე წლის სრული შემოსავლის ანგარიშგებაში, მაშინ, შესაბამისი კრედიტორული დავალიანება არ გაითვალისწინება მოგების კორექტირებისას. ასეთია გრძელვადიან აქტივებთან დაკავშირებული კრედიტორული დავალიანება. ეს ეხება ანგარიშგების შედგენის თარიღისთვის არსებული მარაგის შესყიდვასთან დაკავშირებულ კრედიტორულ დავალიანებასაც. თუმცა, მისი დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ, ის ნეტო ფულადი ნაკადების გაანგარიშებაში მონაწილეობს.
შპს „დიოსკურიას“ მონაცემებით, 2009-2010 წლებში კრედიტორული დავალიანება გაიზარდა (112-36) ათასი ლარით. შესაბამისად, ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში მოგება იგივე თანხით უნდა გაიზარდოს. ს
საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა ფულადი ნაკადების გასაანგარიშებლად საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრები უნდა შემცირდეს გადახდილი პროცენტების, გადახდილი მოგების გადასახადისა და გადახდილი დივიდენდების თანხით. აღნიშნული მაჩვენებლები ჩვენს მიერ უკვე გაანგარიშებულია ფულადი ნაკადების ანგარიშგების პირდაპირი მეთოდით წარდგენისას (იხ. მაგალითი 8).
საინვესტიციო და საფინანსოსაქმიანობიდან მიღებული წმინდა ფულადი ნაკადების წარდგენა ორივე მეთოდის შემთხვევაში ერთი და იგივეა. ამიტომ, შპს „დიოსკურიას“ 2010 წლის არაპირდაპირი მეთოდით წარდგენილ ფულადი ნაკადების ანგარიშგებას ასეთი სახე ექნება:
შპს „დიოსკურია“ 2010წ ფულადი ნაკადების ანგარიშგება არაპირდაპირი მეთოდით
ფულადი ნაკადები საოპერაციო |
|
|
მოგება დაბეგვრამდე |
200 |
|
შესწორებები შემდეგი |
|
|
ცვეთა |
200 |
|
საპროცენტო ხარჯი |
15 |
|
შემოსავალი ინვესტიციებიდან |
(73) |
|
ვალუტის კურსის ცვლილებით |
140 |
|
ძირითადი საშუალებების |
(20) |
|
მოგება საბრუნავ კაპიტალში |
462 |
|
დებიტორული დავალიანებების |
6 |
|
|
|
|
სასაქონლო- მატერიალურ |
4 |
|
მომწოდებელთა კრედიტორული |
76 |
|
საოპერაციო საქმიანობიდან |
536 |
|
გადახდილი პროცენტები |
(19) |
|
გადახდილი მოგების |
(112) |
|
გადახდილი დივიდენდები |
(25) |
|
წმინდა ფულადი სახსრები |
|
380 |
ფულადი ნაკადები |
|
|
ძირითადი საშუალებების შეძენა |
(505) |
|
მანქანა-დანადგარების |
290 |
|
მიღებული პროცენტები |
69 |
|
საინვესტიციო საქმიანობისათვის |
|
146 |
ფულადი ნაკადები საფინანსო |
|
|
შემოსულობანი აქციათა |
28 |
|
გრძელვადიანი სესხების |
(130) |
|
ფინანსური იჯარის |
(5) |
|
საფინანსო საქმიანობაში |
|
(107) |
სავალუტო კურსის ცვლილების |
|
(140) |
ფულადი სახსრებისა და მათი |
|
(13) |
ფულადი სახსრები და მათი |
|
13 |
ფულადი სახსრები და მათი |
|
- |
ფულადი ნაკადების ანგარიშგება მნიშვნელოვანი წყაროა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისთვის. მის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება საქმიანობის სახეების მიხედვით ფულადი ნაკადების შემოდინებისა და გადინების ტენდენციები, რაც აუცილებელია საწარმოს საქმიანობის პროგნოზირებისათვის.
![]() |
9 მენეჯერული აღრიცხვა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 მენეჯერული აღრიცხვის მნიშვნელობა მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისას |
▲ზევით დაბრუნება |
ნატო ბებიაშვილი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
როგორც ცნობილია, აღრიცხვა მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე ორ სახედ იყოფა: ფინანსური აღრიცხვა (განკუთვნილი ყველა გარე მომხმარებლისთვის) და მენეჯერული (მმართველობითი) აღრიცხვა (განკუთვნილი შიდა მომხმარებლებისთვის, კერძოდ, მენეჯერებისათვის).
მენეჯერული აღრიცხვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსური აღრიცხვა, თუმცა, ჩვენთან ძირითადი ყურადღება ბუღალტრულ (ფინანსურ) აღრიცხვას ექცევა, ხოლო მენეჯერული აღრიცხვა ნაკლებმნიშვნელოვნადაა მიჩნეული. არადა, მმართველობითი გადაწყვეტილებები სწორედაც რომ მენეჯერული აღრიცხვის მონაცემებს უნდა ეფუძნებოდეს.
საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მენეჯერული აღრიცხვისა და ანალიზის სისტემის საბაზო კომპონენტებს წარმოადგენენ:
დანახარჯების აღრიცხვა და მართვა;
საქმიანობის შეფასებითი და შედარებითი მაჩვენებლების შემუშავება;
საოპერაციო საწარმოო, ფინანსური და საინვესტიციო საქმიანობის დაგეგმვა (ბიუჯეტის შედგენის ჩათვლით).
მენეჯერული აღრიცხვისა და ანალიზის სისტემაში ასევე ჩართული უნდა იქნას იმ შიდა და გარე ფაქტორთა პროგნოზირება, რომლებიც გავლენას ახდენენ საწარმოს საქმიანობაზე.
დანახარჯების აღრიცხვისა და მართვის სისტემა მენეჯერებს აწვდის:
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად, როდის და რა მოცულობით იხარჯება ორგანიზაციის რესურსები;
ორგანიზაციის საქმიანობის პირობებისა და პარამეტრების ცვლილების დროს რესურსების ხარჯვის ცვლილების პროგნოზს;
აგრეთვე საშუალებას იძლევა შეზღუდული რესურსების პირობებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოს უკუგების მაქსიმალურად მაღალი დონე.
დანახარჯების აღრიცხვისა და მართვის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს გარე მოთხოვნებს საგადასახადო კანონმდებლობის ნაწილში. იგი შეთანხმებული უნდა იყოს კორპორატიულ პრინციპებთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმოების სფეროს ორგანიზაციებისთვის, რადგან, საწარმოო თვითღირებულების გაანგარიშება მჭიდროდაა დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების თავისებურებებთან.
საწარმო (ორგანიზაცია) მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისას არ არის შეზღუდული რაიმე წესებით. თითოეული საწარმო ბიზნესის წარმართვაში ხელმძღვანელობს საკუთარი ლოგიკური მოსაზრებებით, რასაც გადაწყვეტილებების მიღების ციკლს უწოდებენ. განვიხილოთ ამ ციკლის ეტაპები:
მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა. გადაწყვეტილების მიღებამდე, ლოგიკურია, დაისახოს ამ გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზანი და მხოლოდ ამის შემდეგ შევარჩიოთ დასახული მიზნის მიღწევის საუკეთესო ვარიანტი. ზოგადი ეკონომიკური თეორიისა და საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით, ბიზნესის ძირითად მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა.
ალტერნატიული ვარიანტების არჩევა. ამ ეტაპზე ფირმები დასახული მიზნის მიღწევისთვის რამდენიმე შესაძლო ვარიანტს ირჩევენ, რაც შემდეგი მიმართულებებით სრულდება:
ახალი საქონლის წარმოება და მათი გავრცელება არსებულ ბაზარზე;
ახალი საქონლის წარმოება და მათი გავრცელება ახალ ბაზარზე;
არსებული საქონლით ახალი ბაზრის სეგმენტის ათვისება.
არჩეული მიმართულებები გრძელვადიან, ანუ, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს წარმოადგენს, რომლებიც არსებით გავლენას მოახდენენ მომავალში საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. გარდა სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა, მენეჯმენტი ღებულობს მოკლევადიან გადაწყვეტილებებსაც. მოკლევადიანი გადაწყვეტილებების მიღებით საწარმოს მმართველობა პასუხს გასცემს შემდეგ კითხვებზე:
როგორი ფასები უნდა დადგინდეს საწარმოს პროდუქციაზე?
თითოეული სახის საქონლის რა რაოდენობა უნდა აწარმოონ?
რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს საქონლის რეკლამა?
რა ხარისხის პროდუქცია (მომსახურება) უნდა შესთავაზოს ფირმამ მყიდველს?
გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება, მაგალითად, კონკურენტთა ფასების, მოსალოდნელი მოთხოვნა საქონელზე და სხვ. ინფორმაციის მოპოვების შემდეგ ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, რა მიმართულებით (კურსით) წარმართოს საქმიანობა.
ალტერნატიული კურსის არჩევა და განხორციელება. ალტერნატიული კურსის არჩევა და მისი შედარებითი შეფასება სხვა კურსთან ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნებიდან გამომდინარეობს. თუ კრიტერიუმად არჩეულია მომავალში ფულადი სახსრების ზრდა, მაშინ, ალტერნატიული ვარიანტები უნდა შეფასდეს რაოდენობრივი ფაქტორების მიხედვით. არჩეული ვარიანტი მომავალი ბიუჯეტის შედგენის საფუძველია. ბიუჯეტი წარმოადგენს ერთიან დოკუმენტს, რომელშიც კონცენტრირებულია საწარმოს მიზნები და მათი მიღწევის საშუალებები. ამ დოკუმენტს ფინანსურ ბიუჯეტს უწოდებენ. მენეჯმენტი ბიუჯეტის შედგენისას უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ ფირმის ყოველი თანამშრომელი გარკვეული იყოს თავის ამოცანებსა და მოვალეობებში.
დაგეგმილი და მიღებული შედეგების შედარება. გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ეტაპზე საჭიროა შევადაროთ ბიუჯეტით გათვალისწინებული (დაგეგმილი) და ფაქტიურად მიღებული მაჩვენებლები, გამოვავლინოთ არსებული განსხვავებები და მივიღოთ ზომები მათი დარეგულირებისთვის.
კონტროლისთვის (მონიტორინგი) ბუღალტერმა უნდა შეადგინოს შესაბამისი ანგარიშგება და წარუდგინოს იმ მენეჯერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გადაწყვეტილების მიღებაზე. ეს ანგარიშგება სისტემატურად უნდა სრულდებოდეს კონტროლის ეფექტურობის მიზნით. მენეჯერებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ განსხვავებულ მაჩვენებლებზე. კონტროლის ეფექტურობა მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მაკორექტირებელი ქმედებები იქნება დასახული. არ არის გამორიცხული, რომ ბიუჯეტის შესრულებისას საჭირო გახდეს თავდაპირველ მაჩვენებლებში კორექტივების შეტანა.
მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების პროცესი გულისხმობს ორი, ან რამდენიმე ვარიანტის შედარებას და საუკეთესოს ამორჩევას. მმართველობითი აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია მიეწოდება საწარმოს მენეჯერებს. საფუძვლად შეიძლება გამოვიყენოთ მონაცემები წინა პერიოდის დანახარჯებზე, რათა განვსაზღვროთ მომავალი დანახარჯები.
მენეჯერული აღრიცხვის სპეციალისტის საქმიანობის სფეროს უნდა წარმოადგენდეს შემდეგი ძირითადი პროცესები, რომლებიც აყალიბებენ მენეჯერული აღრიცხვისა და ანალიზის სისტემის ბაზას. ესენია:
მონაცემების იდენტიფიკაცია, გაზომვა და დაგროვება;
ინფორმაციის ანალიზი, მომზადება და ინტერპრეტაცია;
საინფორმაციო სისტემის შემუშავება და დანერგვა.
თითოეულ პუნქტი განვიხილოთ დაწვრილებით. იდენტიფიკაციის პროცესი მდგომარეობს სამეურნეო ოპერაციების და სხვა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მოვლენების განსაზღვრაში, კლასიფიკაციაში და შეფასებაში, შესაბამისი ინფორმაციის მენეჯერული აღრიცხვის სისტემაში შემდგომი ასახვის მიზნით. გაზომვის პროცესი გულისხმობს სამეურნეო ოპერაციების, სხვა მომხდარი ან პოტენციურად შესაძლო ეკონომიკურად მნიშვნელოვან მოვლენებზე მონაცემების წარდგენას რაოდენობრივ გამოხატულებაში. დაგროვების პროცესში იგულისხმება სამეურნეო ოპერაციებისა და სხვა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მოვლენების მოწესრიგებული და თანმიმდევრული ასახვა შესაბამის სააღრიცხვო რეგისტრებში.
ინფორმაციის ანალიზის პროცესი გულისხმობს მომხმარებელთა წრისა და საანგარიშგებო საქმიანობის ამოცანების განსაზღვრას, აგრეთვე, ურთიერთკავშირის გამოვლენას ამ საქმიანობასა და სხვა ეკონომიკურად მნიშვნელოვან მოვლენებსა და სიტუაციებს შორის. ამ პროცესის მიზანია უფრო ადეკვატური სააღრიცხვო ინფორმაციის წარდგენა. სააღრიცხვო, ან საგეგმო მონაცემების მომზადება და ინტერპრეტაცია დაიყვანება ამ მონაცემების განსაზღვრული ნიშნების მიხედვით შეთანხმებამდე. მიზანი არის ლოგიკურად დაკავშირებული და დასაბუთებული ინფორმაციის წარდგენა, რომელიც თუ საჭიროა, მოიცავს ანალიტიკურ და პროგნოზულ დასკვნებსაც.
სასარგებლო ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს (ხარისხობრივ მახასიათებლებს): სისრულე, შესაბამისობა, დროულობა, ოპტიმალური სიზუსტე (იმდენად ზუსტია, რამდენად საჭიროა), აღქმადობა, მნიშვნელობა, შესაბამის პირებზე გადაცემა, შესაბამისი არხით გადაცემა.
დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია მანამ არის სასარგებლო, სანამ, მისი მნიშვნელობა აღემატება შექმნაზე გაწეულ დანახარჯებს; თუ ინფორმაცია არ არის ზუსტი, უზუსტობის ალბათობა და ხარისხი მომხმარებლისთვის უნდა იყოს ცნობილი.
ეკონომისტებს ვურჩევთ საწარმოს შესახებ არსებული ყველა შესაძლო სახის, როგორც გარე, ისე შიდა ინფორმაციის (მაგ. კლიენტების და რესურსების შესახებ) და მისი საქმიანობის (ბიზნესის მიმართულებების) შესახებ ინფორმაციის მოძიებას, გაანალიზებას და ინტერპრეტირებას სხვადასხვა ანალიტიკური სისტემების მეშვეობით; აგრეთვე, განსაზღვრონ ის გავლენა, რომელსაც მიღებული, ან დაგეგმილი ინფორმაცია მოახდენს კომპანიის მუშაობაზე; გააკეთონ დასკვნები მონაცემების მნიშვნელოვნებასა და საიმედოობაზე.
თანამედროვე მენეჯერულ აღრიცხვაში ფართოდ გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაც გულისხმობს საწარმოში საინფორმაციო სისტემის შექმნას სპეციალურად მენეჯერული აღრიცხვის მიზნებისთვის, რომელიც შეესაბამება კომპანიის ხელმძღვანელობის, მფლობელებისა და აქციონერების მოთხოვნებს. მართვის სრულყოფილი საინფორმაციო სისტემის შემუშავებისას აუცილებელია შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:
იმ შედეგების განსაზღვრა, რომლებიც მომხმარებლებმა უნდა მიიღონ სისტემისგან;
მითითება, რომელი მონაცემის შეყვანაა საჭირო სისტემაში, რათა მიღებული იქნას მოთხოვნილი შედეგები;
მოთხოვნების შემუშავება დამუშავების სისტემის მიმართ, რომელიც გარდაქმნის შემავალ მონაცემებს საბოლოო ინფორმაციად;
მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მონაცემთა ბაზების დონეზე.
ინფორმაციის გადარჩევის, დაგროვების, გადაცემის, ანალიზის და შენახვის მიზნით აუცილებელია თანამედროვე მეთოდებისა და მოწყობილობების გამოყენება. ამიტომ, სპეციალისტი მენეჯერული აღრიცხვის სფეროში უნდა იცნობდეს იმ თანამედროვე კომპიუტერულ პროგრამებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ძირითადი სააღრიცხვო ფუნქციების შესრულება და მონაცემთა ბაზების მართვა. ასევე, უნდა იცნობდეს ფინანსური დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების მეთოდებს, ისეთებს, როგორიცაა: აქტივების გამოყენების და რესურსების განაწილების ოპტიმიზაციის მოდელები, აგრეთვე, უნდა ფლობდეს ქსელურ და საკომუნიკაციო სისტემებს.
АННТОАЦИЯ
Значение управленческого учета при приеме управленческих решений
Нато Бебиашвили
Для менеджеров очень важен управленческий учет, так как именно на основе данных полученных с помощью управленческого учета должны приниматься соответствующие управленческие решения. Процесс принятия управленческих решений подразумевает выбор лучшего из нескольких алтернативных вариантов, поэтому представленная управленческая информация должна соответствовать поставленым задачам.
![]() |
10 ბიზნეს-გარემო |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
10.1 ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
დავით კბილაძე,
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა
სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
(ნაშრომი სრულდება და იბეჭდება რუსთაველის ფონდის დაფინანსების ფარგლებში, საგრანტო პროექტი N040-SPB-09)
ბიზნეს გარემოს მიმზიდველობა საქართველოში ძლიერია, რაზეც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ბიზნესმენების გამოკითხვის შედეგები მეტყველებს. გამოკითხვამ, რომელიც ორ რაუნდად სპეციალურად მომზადებულმა ინტერვიუერებმა 2007 და 2008 წლების IV კვარტლის მდგომარეობით ჩაატარეს, 7500 საწარმო მოიცვა.
ბიზნეს-გარემოს შეფასების კითხვარი ითვალისწინებდა 21 შეკითხვას. თითოეულ შეკითხვაზე ბიზნესმენებს შეთავაზებული ჰქონდათ შესაძლო პასუხები და მათ ინტერვიუერისთვის უნდა ეპასუხათ იმ ვარიანტზე, რომელსაც მიიჩნევდნენ მართებულად. ასე მაგალითად, მე-6 შეკითხვა ამგვარად იყო დასმული: „გიწევთ თუ არა რაიმე პერიოდულობით არაოფიციალური გადასახადების გადახდა?“
6.1 მიწევს სისტემატურად;
6.2 მიწევს იშვიათად;
6.3 საერთოდ არ მიწევს;
6.3 უარი პასუხზე.
კითხვები ფორმულარში შემდეგი შინაარსით და თანმიმდევრობითაა ასახული:
რამდენი წელი ეწევით სამეწარმეო საქმიანობას?
თქვენი შეფასებით როგორ შეიცვალა სამეწარმეო გარემო საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი შეფასებით, როგორ შეიცვლება სამეწარმეო გარემო მომავალი 1 წლის განმავლობაში?
რამდენად იცნობთ ქვეყანაში მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას? და ა.შ.
კითხვები ასევე ეხება ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობის მახასიათებელ ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ბიზნესმენთა მიერ საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; მისი გამოყენება ბიზნესმენთა საქმიანობასთან მიმართებაში; მაკონტროლებელი ორგანოების დამოკიდებულება მეწარმეთა მიმართ; საბანკო სისტემიდან სესხების აღების პრაქტიკა; პროდუქციაში ადგილობრივი და იმპორტული ნედლეულის წილი; პროდუქციის გასაღების ბაზრები; საწარმოო სიმძლავრეების ვარგისიანობისა და დატვირთვის მაჩვენებლები; ბიზნესის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები; ამჟამინდელი საქმიანობის გაფართოების პერსპექტივა ახლო მომავალში.
როგორც ვხედავთ, ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობის მახასიათებელი შემოთავაზებული კითხვები თავიანთი შინაარსით სხვადასხვაგვარია და მათი გამოსახვა სინთეზური ინტეგრირებულური სტატისტიკური მახასიათებლით შესაძლებელი იქნება პროფესორ ბიკენტი გაბიძაშვილის მიერ შემოთავაზებული ფორმულით1:
სადაც Kინტ. - ბიზნეს- გარემოს მიმზიდველობის ინტეგრირებული კოეფიციენტია;
Ki - i-ური ფაქტორის სუბინდექსი;
n - ფაქტორთა რიცხვი. სუბინდექსი შეიძლება გაანგარიშებულ იქნეს შემდეგი ფორმულით2;
ამრიგად, ზემოაღნიშნული კვლევის შედეგების ანალიზისას საჭიროა 21 კითხვის მიხედვით ცალკეული სუბინდექსის გაანგარიშება და ამის შემდეგ თითოეული კითხვის მიხედვით ბიზნეს- გარემოს მიმზიდველობის ხარისხის კოეფიციენტის გაანგარიშება შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
სადაც m - თითოეულ ფაქტორში ბიზნესმენთა მიერ გარემოს მიმზიდველობის დადებითად შეფასებული პოზიციებია, ხოლო q - ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობის უარყოფითად შეფასებული პოზიციები.
ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობის ინტეგრირებული კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც თითოეული ფაქტორის, ისე 21-ივე კითხვის (იანგარიშება თითოეული ფაქტორის ინტეგრირებული კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკული) მიხედვით, მთლიანად იცვლება 0-დან 1-მდე, ანუ, 0-დან 100%25-მდე. თუ მისი მნიშვნელობა 0-დან 30%25- ის ფარგლებშია, მიმზიდველობა სუსტია, 30-დან 60%25 - საშუალოდ ზომიერი, ხოლო 60%25-ს ზემოთ - ძალიან ძლიერი.
ბიზნეს- გარემოს მიმზიდველობის შემოთავაზებული ალგორითმი განვიხილოთ 2008 წლის კვლევის პროგრამით გათვალისწინებული რომელიმე, ვთქვათ, მე-2 კითხვის „თქვენი შეფასებით, როგორ შეიცვალა სამეწარმეო გარემო საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში“მიხედვით.
პირველი ფაქტორის „მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“ სუბინდექსი
მეორე ფაქტორის „უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა“ სუბინდექსი
მესამე ფაქტორის „არ შეცვლილა, მდგომარეობა უცვლელია“ სუბინდექსი
მეოთხე ფაქტორის „უმნიშვნელოდ გაუარესდა“ სუბინდექსი
მეხუთე ფაქტორის „მნიშვნელოვნად გაუარესდა“ სუბინდექსი
მეექვსე ფაქტორს „უარი პასუხებზე“ ცალკე სუბინდექსად არ გამოვთვლით.
ახლა გადავიდეთ მოცემული კითხვის ბიზნესგარემოს მიმზიდველობის ხარისხის კოეფიციენტის გაანგარიშებაზე.
ამრიგად, მოცემული კითხვის (ნიშნის) ბიზნესგარემოს მიმზიდველობის კოეფიციენტი ძალიან ძლიერია.
მოცემული სქემის მიხედვით გაანგარიშებული კოეფიციენტები 2008 წლის მიხედვით თითოეულ კითხვაზე ცხრილის სახით ასეთნაირად გამოიყურება (იხ. ცხრილი №1):
დასმული 21 კითხვიდან ზემოაღნიშნული გაანგარიშებები განზრახ არ ვაწარმოეთ პირველ და მე-18 კითხვებზე, რომელთა პასუხების ჩამონათვალში არ მივიჩნიეთ მართებულად პასუხების დადებითი და უარყოფითი ნიშნის მიხედვით დაჯგუფება (პირველი კითხვა სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისა და მოქმედების ვადებს ეხებოდა; მე- 18-ე საწარმოს ფუნქციონირების სახსრების წარმომავლობას).
ზემოთ მოცემულ ცხრილში თითოეულ კითხვაზე გაანგარიშებული ბიზნეს- გარემოს მიმზიდველობის ხარისხის კოეფიციენტებისგან საშუალო მაჩვენებლის გამოთვლით (12,8276:19=0,67, ანუ, 67%25) მივიღებთ, რომ 2008 წლის მდგომარეობით ბიზნეს- გარემოს მიმზიდველობა საქართველოში ძლიერია.
ახლა ანალოგიური პროცედურებით გავიანგარიშოთ იგივე მაჩვენებლები 2007 წლის მიხედვით და გამოვსახოთ ასევე №2 ცხრილის სახით.
კითხვის № |
მიმზიდვ. კოეფ. |
კითხვის¹ |
მიმზიდვ. |
2 |
0,7659 |
12 |
0,4673 |
3 |
0,6988 |
13 |
0,6810 |
4 |
0,8593 |
14 |
0,3711 |
5 |
0,8408 |
15 |
0,5209 |
6 |
0,2642 |
16 |
0,6652 |
7 |
0,8454 |
17 |
0,5171 |
8 |
0,8826 |
18 |
1 |
9 |
0,8960 |
19 |
0,7206 |
10 |
0,4193 |
20 |
0,6458 |
11 |
0,7663 |
21 |
|
ცხრილში მოტანილი თითოეული კითხვის მიხედვით გაანგარიშებული ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობის ხარისხის კოეფიციენტებისგან გათვლილი საშუალო მაჩვენებელი 13,344:19=0,70, ანუ 70%25 გვიჩვენებს, რომ ისე როგორც 2008 წელს, 2007 წელსაც ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობა საცხრილი ქართველოში ძლიერია. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2008 წელს 2007 წელთან შედარებით ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობის მაჩვენებელი 3 პროცენტითაა შემცირებული. ჩემის აზრით, ამის მიზეზი რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების გავლენა და მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გამოძახილი უნდა იყოს.
ახლა დავაკვირდეთ ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობაზე ბიზნესმენთა გამოკითხვის შედეგებმა და შესაბამისად, მათმა სტრატეგიულ-ტაქტიკურმა გადაწყვეტილებებმა, როგორი გავლენა იქონია მეწარმეობის საერთო მდგომარეობაზე საქართველოში. 2008 წლის შედეგებით მოქმედ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელი დაახლოებით 20 მლრდ. ლარია; გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელი 10 მლრდ. ლარი; დამატებული ღირებულება 5 მლრდ. ლარი; დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 349 ათასი კაცია, შრომის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 520 ლარი. დასაქმებულები ოთხი წლის წინანდელ მაჩვენებლებთან შედარებით გაზრდილია 26 ათასი კაცით, ხოლო, ყოველთვიური საშუალო ხელფასი - 3,2-ჯერ.
ახლა განვიხილოთ სამეწარმეო სექტორის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები როგორ გამოიყურება ეკონომიკის სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორების მიხედვით.
მოქმედ საწარმოთა საერთო რაოდენობიდან 96 პროცენტი ეკონომიკის არასახელმწიფო სექტორში საქმიანობს. საწარმოთა მიკუთვნება არასახელმწიფო სექტორზე კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება ეკონომიკური საქმიანობის ისეთ სახეებში, როგორიცაა: ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ოპერაციები უძრავი ქონებით, განათლება, მოპოვებითი მრეწველობა და დამამუშავებელი მრეწველობა. ეკონომიკის ისეთი სფეროები, როგორიცაა: ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება- განაწილება, ასევე ჯანდაცვა და სოციალური დახმარება მოქმედ საწარმოთა რაოდენობა ჯერ-ჯერობით ისევ სჭარბობს სახელმწიფო სექტორში.
საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებლის 93 პროცენტს არასახელმწიფო სექტორის საწარმოები აყალიბებენ. მოცემული მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა; დამამუშავებელი მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები; ოპერაციები უძრავი ქონებით; განათლება. ბრუნვის მაჩვენებელი სახელმწიფო სექტორის საწარმოებში ისეთი სახის საქმიანობების მიხედვით, როგორიცაა: სამთო მოპოვებითი მრეწველობა; ჯანდაცვა და სოციალური დახმარება ჯერ-ჯერობით სჭარბობს არასახელმწიფო სექტორის შესაბამის მაჩვენებელს.
არასახელმწიფო სექტორი პრეველირებს სახელმწიფო სექტორს სამეწარმეო სფეროში პროდუქციის გამოშვების მხრივაც (89%25). ბრუნვის მაჩვენებლის მიხედვით, ჩამოთვლილ სფეროებს პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელში არასახელმწიფო სექტორის სახელმწიფო სექტორზე უპირატესობაში ემატება საქმიანობის ისეთი სახეები, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ნადირობა, სატყეო მეურნეობა; მშენებლობა; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა.
საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრების ერთერთი მაჩვენებელია ეროვნული სიმდიდრის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის, ძირითადი კაპიტალის ეკონომიკის სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებს შორის გადანაწილება. ამ მხრივაც სამეწარმეო სფეროში ძირითადი კაპიტალის 66 პროცენტი არასახელმწიფო სექტორის საწარმოებზე მოდის. მოცემული მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია ისეთ სფეროებში, როგორიცაა: დამამუშავებელი მრეწველობა; მშენებლობა; ვაჭრობა; სასტუმროები და რესტორნები; ოპერაციები უძრავი ქონებით. საპირისპირო სურათი დაფიქსირდა ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებაში და ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში.
ეკონომიკის სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებს შორის თანაფარდობის მსგავსი სიტუაცია დაფიქსირდა დამატებული ღირებულებისა და დასაქმების მაჩვენებლების ურთიერთშედარებისას. და ბოლოს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქვეყნის სამეწარმეო სფეროში ზემოაღნიშნული სახის კვლევების გაგრძელება და მათი ჩატარების პროგრამების გამრავალფეროვნება.
ANNOTATION
Assessment of business environmental attractiveness in Georgia
Davit Kbiladze,
Academic doctor of economics, Associate professor of Tbilisi State University of Economic Relations
Business environmental attractiveness of Georgia is powerful. Results of questionnaire done by National office of statistics which was conducted among businessmen indicates that fact. 21 question was asked during the survey. Questions were about payment of unofficial taxes, changes of business environment during last and future years, knowledge of tax legislation by businessmen, dependence of control organs on businessmen, practice of taking a loan from banking sector, etc. This survey was done to calculate individual indexes and coefficient of business environmental attractiveness. In order to characterize business environment it is necessary to continue surveys like this and to make them more diverse.
![]() |
11 დემოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.1 საქართველო დემოგრაფიულ სარკეში |
▲ზევით დაბრუნება |
მერაბ ხმალაძე,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
პირველი მონაცემები საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობაზე XIII საუკუნის შუა პერიოდს ეკუთვნის. ივანე ჯავახიშვილის გამოთვლით, იმ პერიოდის საქართველოს მოსახლეობა 4,5-5 მილიონის, ხოლო ვახტანგ ჯაოშვილის მიხედვით 1,8-2 მილიონის ფარგლებში მერყეობდა. ეს უკანასკნელიც კი იმ დროისათვის შეიძლება საკმაოდ დიდ რიცხვად ჩაითვალოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინგლისის მოსახლეობა უელსის, შოტლანდიისა და ირლანდიის გარეშე ერთი საუკუნის შემდეგ, 1377 წლის აღწერით, 2,5 მილიონს ითვლიდა.
ბედუკუღმართმა შუა საუკუნეებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს საქართველოს მოსახლეობა. ვახტანგ ჯაოშვილის შეფასებით, თუ საქართველოს მოსახლეობა 6 საუკუნის მანძილზე ისეთი ტემპებით გაიზრდებოდა, როგორითაც საშუალოდ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა იზრდებოდა, მაშინ 1800 წლისთვის იგი 5 მილიონზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი არაუმეტეს 800 ათასი კაცი შეადგინა; ე.ი. XIII-XVIII საუკუნეებში ჩვენს სამშობლოს მტერთა შემოსევის შედეგად 4,2 მილიონი პოტენციური მცხოვრები დააკლდა.
XIX საუკუნის საქართველოს მოსახლეობის ზრდაში ბუნებრივ მატებასთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მიგრაციული მატება. ამ პერიოდში რუსეთი დემოგრაფიული ანექსიის მიზნით საქართველოში ასახლებდა მოსახლეობას რუსეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. აღნიშნული დემოგრაფიული ექსპანსიის შედეგად მკვეთრად შეიცვალა საქართველოს „დემოეროვნული” სურათი. თუ 1800 წლისთვის ქართველების ხვედრითი წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში 89%25-ს აღწევდა, მოსახლეობის 1897 წლის აღწერით 69%25-მდე შემცირდა.
1897-1913 წლებში საქართველოს მოსახლეობა 707 ათასი მცხოვრებით გაიზარდა, თუმცა, შემდგომ რიცხოვნობის კლებასთან გვაქვს საქმე - 1913-1917 წლებში იგი 263 ათასი კაცით შემცირდა, რომლიდანაც 102 ათასი შობადობის დონის შემცირებაზე მოდის, ხოლო, 161 ათასი ფრონტზე დანაკარგებსა და მოკვდავობის ზრდაზე მშვიდობიან მოსახლეობაში.
მეოცე საუკუნის მეორე მეოთხედში მოსახლეობა ინტენსიურად იზრდება, რამაც 1926-1940 წლებში 935 ათასი კაცი შეადგინა. ასეთი მასშტაბის ზრდას ადგილი ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარედან მოსახლეობის ინტენსიური ჩამოსახლების შედეგად, რომელიც საქართველოს ინდუსტრიალიზაციის საფარქვეშ მიმდინარეობდა. მიგრანტთა დიდი ნაწილი მოდიოდა რუსეთზე. ამიტომ, რუსი მოსახლეობის ხვედრითი წილი საქართველოს მოსახლეობაში 1926-1939 წლებში 3.6%25-დან 8.7%25- მდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც ქართველების ხვედრი წილი 67.1%25-დან 61.4%25-მდე შემცირდა, აფხაზებისა 2.2%25-დან 1.6%25-მდე, ხოლო, ოსების, აზერბაიჯანელებისა და სომხების ხვედრითი წილი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.
მოსახლეობის მიგრაციის მეცნიერული შესწავლის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადამიანები მიგრირებენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრების მაღალი დონეა ძველ საცხოვრებელთან შედარებით. შესაბამისი ანალიზით აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში ცხოვრების დონე რუსეთში გაცილებით მაღალი იყო საქართველოსთან შედარებით. ცხოვრების დონისა და ეკონომიკური განვითარების ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა: მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოცულობა ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით, შემდეგ სურათს იძლევა: 1913 წლისთვის ერთ მცხოვრებზე საქართველოში მოდიოდა 21 მანეთის მრეწველობის პროდუქცია, რუსეთში - 32 მანეთის; 1940 წლისთვის კი შესაბამისად, საქართველოში - 156 მანეთის, რუსეთში 233 მანეთის. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოცულობა ერთ სულზე გაანგარიშებით 1913 წელს საქართველოში აღწევდა 69 მანეთს, რუსეთში 210 მანეთს. მაშინ რით უნდა აიხსნას ცხოვრების მაღალი დონის მქონე რუსეთიდან ცხოვრების დაბალი დონის მქონე საქართველოში მოსახლეობის ასეთი ინტენსიური მოზიდვა? საქართველოს უკეთესი ბუნებრივ- კლიმატური პირობებით? საქართველოს დღევანდელ მაგალითზე ცხადად ჩანს, რომ ეს ფაქტორი არავითარ როლს არ თამაშობს. ჩანს, რომ ჩამოსახლებული მოსახლეობისთვის ხელოვნურად იქმნებოდა წამოსვლის ადგილთან შედარებით ცხოვრების უკეთესი პირობები.
1941 წელს საქართველოში 3690 ათასი კაცი ცხოვრობდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოს უდიდესი დემოგრაფიული დანაკარგები მიაყენა, მაგრამ, როგორც წესი, ომების დამთავრების შემდეგ შობადობის დონე იზრდება, რითაც ადგილი აქვს ომის დანაკარგების კომპენსაციას, მაგრამ საქართველოში ეს არ მომხდარა. რამდენადაც ქართულ სტატისტიკურ- დემოგრაფიულ კრებულებში არ გაგვაჩნია მონაცემები 1942-1949 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ბუნებრივი მოძრაობის შესახებ, ამიტომ ვსარგებლობთ მოსახლეობის 1959 წლის აღწერის მონაცემებით, რომლის მიხედვითაც, ომის წლებში დაბადებულმა თაობამ შეადგინა 336 ათასი კაცი, ხოლო ომის შემდგომ, 1945-1949 წლებში დაბადებულებმა 316 ათასი, ე.ი. ომის წლებში დაბადებულებზე 20 ათასით ნაკლები, რაც პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია. ამიტომ ომის შემდგომ რამდენიმე წელს განვიხილავთ როგორც ომის დემოგრაფიული გავლენის გაგრძელებას და მისგან მოსახლეობის დანაკარგებს ვითვლით 1941-1950 წლებში. კერძოდ, 1940 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ 68 ათასი კაცი შეადგინა. თუ აღნიშნულ ბუნებრივ მატებას უცვლელად მივიღებთ 1941-1950 წლებში, მაშინ, საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ ამ ფაქტორის გავლენით, მიგრაციის გარეშე, უნდა გაზრდილიყო 680 ათასი კაცით და 1950 წლისათვის უნდა მიეღწია 4370 ათასისათვის. (მაგრამ სინამდვილეში მიაღწია 3494 ათასს, ე.ი. საქართველოს მოსახლეობის დანაკარგებმა 1941-1950 წლებში შეადგინა 876 ათასი კაცი, რომელთაგან 400 ათასი მოდის ფრონტზე დაღუპულებზე, ხოლო 476 ათასი მოცემულ პერიოდში შობადობის შემცირებისა და მოკვდაობის დონის ზრდაზე). ომამდელი მოსახლეობის რიცხოვნობა საქართველომ აღიდგინა 1953 წელს.
საქართველოს მოსახლეობის ზრდაში საგარეო მიგრაცია დადებით როლს თამაშობდა 1956 წლამდე. ამის შემდგომ საქართველოდან მოსახლეობის გასვლა ჭარბობს შემოსვლას და გარე მიგრაცია მოსახლეობის ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად გვევლინება. აღნიშნული წლიდან საქართველოს მოსახლეობა იზრდება მხოლოდ ბუნებრივი მატების ხარჯზე, რითაც იგი არსებითად განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი წინა დემოგრაფიული ისტორიისაგან. წასულებში ძირითადად წარმოდგენილია არაქართველი მოსახლეობა, რამაც შესაბამისი სტრუქტურული ძვრები გამოიწვია მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობაში. კერძოდ, 1959-1989 წლების აღწერების მონაცემებით, ქართველების ხვედრი წილი საქართველოს მოსახლეობაში 64%25-დან 70%25-მდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც სომეხი მოსახლეობის ხვედრი წილი 11%25-დან 8%25-მდე შემცირდა, რუსებისა - 10%25-დან 6%25-მდე და ა.შ. ამის საპირისპიროდ აზერბაიჯანელების ხვედრი წილი ამავე პერიოდში 3.8%25-დან 5.7%25-მდე გაიზარდა.
საქართველოს მოსახლეობის შემოსვლის შემცირების მიზეზად ქართველი დემოგრაფები თვლიან იმ გარემოებას, რომ ომის შემდგომ მოხდა საქართველოს სოფლის მოსახლეობის ომამდელ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ ინტენსიური გადასვლა ქალაქებში საცხოვრებლად. იმავდროულად, შესუსტდა საქართველოს ომისშემდგომი ეკონომიკური განვითარების ტემპები, რამაც შეასუსტა მოთხოვნა გარედან შემოყვანილ მუშახელზე, ხოლო, არსებული მოთხოვნა სამუშაო ძალაზე საშინაო რესურსებით კმაყოფილდებოდა. 1956-1991 წლებში მოსახლეობის საგარეო მიგრაციის უარყოფითი სალდოს სახით საქართველომ დაკარგა 402.3 ათასი მცხოვრები, რომელთაგან დაახლოებით 70 ათასი ქართველი იყო.
1992 წლისათვის საქართველოში ცხოვრობდა 5467.4 ათასი კაცი. ამის შემდეგ საქართველოში შექმნილ მეტად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას მოჰყვა ასევე უკიდურესად მძიმე დემოგრაფიული შედეგები, რაც მოსახლეობის რიცხოვნობის სისტემატიურ შემცირებაში გამოიხატა. 1995 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 5407 ათასამდე შემცირდა, ხოლო 2009 წლისთვის 4385.4 ათასამდე.
და ბოლოს კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ჩვენს მიერ გამოთვლილი მიახლოებითი მონაცემები საქართველოს მოსახლეობის დანაკარგების შესახებ: XIII - XVIII საუკუნეები 4200 ათასი, 1913 - 1917 წლები 263 ათასი, 1941 - 1950 წლები 876 ათასი, 1956 - 1991 წლები 402 ათასი, 1992 - 2009 წლები 1082 ათასი, სულ - 6823 ათასი, ე.ი. ფაქტობრივად 7 მილიონამდე კაცი.
XIII - XVIII საუკუნეები - 4200 ათასი,
1913 - 1917 წლები - 63 ათასი,
1941 - 1950 წლები - 876 ათასი,
1956 - 1991 წლები - 402 ათასი,
1992 - 2009 წლები - 1082 ათასი,
სულ - 6823 ათასი, ე.ი. ფაქტობრივად 7 მილიონამდე კაცი.
АННОТАЦИЯ
Население Грузии - летопись в цифрах
Мераб Хмаладзе,
доктор экономических наук, профессор
Наиболее правдоподобным считаем оценку численности населения Грузии в XIII веке в размере 2 миллиона человек. В условиях нормального развития в 1800 году население Грузии могло бы составить 5 миллионов, но не превышало 800 тысячи. В конце XIX века население страны составило 1894 тысяч.
На рост населения Грузии отрицательное влияние оказала первая и вторая мировая война. Население сократилось как в следствии прямых военных потерь, так и в следствии снижения рождаемости. Довоенная численность (1941г. - 3690 тысяч) была восстановлена в 1953 году . Самое многочисленное население Грузия имела в 1992 году - 5467,4 тысяч. После этого, в результате возникновения тяжелых социально-экономических и политических процессов, численность населения резко сократилась и в 2009 году составила 4385,4 тысяч человек. По нашим оценкам, с XIII века до настоящего времени потери населения Грузии составляют до 7 миллион человек.
![]() |
12 საერთაშორისო ურთიერთობები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.1 საქართველოს საგარეო ვაჭრობის ეკონომიკური ანალიზი თანამედროვე ეტაპზე |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულება დღესდღეობით (და უახლოეს პერსპექტივაშიც) საგარეო ვაჭრობაა, რომელიც სამწუხაროდ, არასასურველი ტენდენციით ვითარდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
ამ თვალსაზრისით, საგარეო-კონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა ექსპორტის გაზრდაა, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ეფექტური გამოყენების ძირითადი რეზერვია ქვეყანაში არსებული ბუნებრივი, მატერიალური და შრომითი რესურსების რაციონალური გამოყენება, ეროვნული მრეწველობის განვითარება,
პროდუქციის ხარისხის ამაღლება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ახალი სავაჭრო კავშირების დამყარება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5513,3 მლნ. აშშ დოლარია. მათ შორის, ექსპორტი 1135 მლნ. დოლარი, ხოლო იმპორტი 4378,3 მლნ. აშშ დოლარი.
საინტერესოა, რით შეიძლება იყოს გამოწვეული იმპორტის ასეთი სიჭარბე? განვიხილოთ ზოგიერთი ფაქტორი:
ჩვენს ქვეყანაში საქონლის იმპორტს საფუძვლად უდევს მრავალი ფაქტორი, რომელთაგან მნიშვნელოვანია: ეკონომიკური ეფექტიანობა, დროის მოგება, მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების დანერგვა სამამულო წარმოებაში და სხვა. როგორც წესი, ხდება იმ საქონლის იმპორტი, რომლის სამამულო წარმოება ან არ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ მისი წარმოების მოცულობა ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნილებას. იმპორტის ეკონომიკური ეფექტიანობა გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი სახით საქონლის ხარისხი გაცილებით მაღალი და ამასთან, მისი შეძენისა და ტრანსპორტირების ხარჯები ნაკლებია სამამულო წარმოების საქონლის შესაბამის დანახარჯებზე. რიგ შემთხვევაში, ამ პირობის გარდა უნდა გავითვალისწინოთ, აგრეთვე დროის ფაქტორი, რომლის მოგებასაც დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ეს ხდება მაშინ, როცა ამა თუ იმ პროდუქციაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობა და სამამულო წარმოების დაწყება დროში ერთმანეთს მნიშვნელოვნად სცილდება. ამ შემთხვევაში საქონლის იმპორტი გამართლებულია და მნიშვნელოვან სამეურნეო ეფექტს იძლევა დროის მოგების თვალსაზრისით. საქონლის იმპორტი შეიძლება გამოიწვიოს სრულიად შემთხვევითი ფაქტორის ზემოქმედებამ, რაც იწვევს საქონლის მწვავე დეფიციტს ამა თუ იმ დროის მონაკვეთში. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება არახელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობების გამო მოუსავლიანობა, წყალდიდობები, ხანძარი და ზოგიერთი სხვა სტიქიური მოვლენა, პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში და ა.შ. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებენ იმპორტის სიჭარბეს.
საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, გერმანია, რუსეთი, აშშ, ბულგარეთი, ჩინეთი, იტალია, რუმინეთი. (გრაფიკი 1).
2005 წლიდან კლების მკვეთრი ტენდენციით ხასიათდებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი მთლიან ექსპორტში, თუმცა, ეს ტენდენცია დაირღვა და პოზიტივია, რომ 2009 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიან ექსპორტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი დაახლოებით 24%25-თ გაიზარდა.
უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები
საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნებია ექსპორტის მიხედვით: თურქეთი, აზერბაიჯანი, კანადა, ბულგარეთი, სომხეთი, უკრაინა, აშშ, რუსეთი, ბრაზილია, ყაზახეთი. სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის საქართველოს ექსპორტის 81,3%25. (იხ. გრაფიკი 2)
განვიხილოთ რა მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებენ მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ექსპორტის სტიმულირებისთვის და რა ბარიერები ხვდება ქართულ პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე.
საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების პირველსავე პერიოდიდან ცდილობს საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში ინტენსიურად ჩართვას. ამყარებს კავშირს მრავალ ქვეყანასთან, რომელთა შორის ევროკავშირის ქვეყნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რამდენიმე წელია ექსპორტი აღარ იბეგრება. საქართველოში 1995 წლიდან მოქმედებს ევროკავშირის შეღავათების განზოგადების სისტემა GSP. განვითარებული ქვეყნები GSP-ით მოსარგებლე ქვეყნებს ურთიერთობაში გარკვეულ შეღავათებს ანიჭებენ. კერძოდ, ბენეფიციარი ქვეყნებიდან ექსპორტირებულ საქონელზე საიმპორტო ტარიფის საბაზრო განაკვეთებთან შედარებით, შემცირებულ განაკვეთებს აწესებენ. საქართველო GSP-ით ბენეფიციარის სტატუსით სარგებლობს ევროკავშირთან, აშშ-სთან, კანადასთან, შვეიცარიასთან, იაპონიასა და თურქეთთან.
საგულისხმოა, რომ ევროკავშირმა ეკონომიკური დახმარების მიზნით, საქართველო 2006 წლიდან GSP+ - ის პროგრამაშიც ჩართო. ეს ახალი მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოდან ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ძველი სქემით საქართველოს ეძლეოდა შესაძლებლობა ევროკავშირის ბაზარზე უბაჟოდ შეეტანა მხოლოდ 3300 დასახელების პროდუქცია და 6900 საქონელზე მოქმედებდა გარკვეული შეღავათები, GSP+ - ის ბენეფიციარის სტატუსის შემდეგ საქართველო სარგებლობს უფლებით ევროკავშირში უბაჟოდ შეიტანოს 7200 სახეობის პროფუქცია. 2006 წლის 1 იანვრიდან, საქართველო უკვე თურქეთთანაც სარგებლობს GSP+ - ის ბენეფიციარის სტატუსით.
მართალია, საქართველო ასეთი შეღავათებით სარგებლობს, მაგრამ ქართულ პროდუქციას არასატარიფო ბარიერები ხვდება და უჭირს მისი დაძლევა-სერტიფიცირების, პროდუქციის წარმოშობის მოთხოვნები, ტექნიკური და სანიტარული სტანდარტები.
სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სასურველისგან ძალიან შორსაა. ეს კი უარყოფით პერსპექტივას გვიქადის. თუმცა, ამაზე სერიოზულად ჯერ არავინ ფიქრობს, ან, თუ ფიქრობს, გამოსავალს ვერ პოულობს. დღეს საქართველოში არავინ აყენებს პრაქტიკულ საკითხს, თუ რატომ არ მოსდევს ერთ ქმედებას მეორე. ასე მაგალითად, შეუსაბამო და უხარისხო პროდუქციის გამოვლენის შემთხვევაში, რატომ არ ხდება ასეთი პროდუქციის რეალიზაციის შეჩერება და მისი ბაზრიდან ამოღება. მისი შემდგომი ბედი არ კონტროლდება, არავინ იცის, მოხდება თუ არა უხარისხო პროდუქციის განადგურება, დაეკისრა თუ არა რეალიზატორს საჯარიმო სანქციები და სხვა.
მართალია, საქართველოს კანონი, რომლის ამოქმედებაც 2010-2011 წლებში შეჩერებულია, მეწარმეს საერთაშორისო სტანდარტების სისტემას არ ავალდებულებს, მაგრამ თუკი რომელიმე კომპანიას ევროპის ბაზარზე გასვლა უნდა, HCCP ის სისტემა აუცილებლად უნდა დანერგოს. გარდა ამისა, იმისათვის, რომ ქართულმა პროდუქციამ ევროკავშირში ან თურქეთში ექსპორტისას ისარგებლოს პრევენციული რეჟიმით (GSP +) მას უნდა ახლდეს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა A, რომელსაც გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ფორმა A-ს გაცემა წარმოებს უფასოდ 3 დღის ვადაში, თუ საქონელი აკმაყოფილებს ევროკავშირის საქონლის წარმოშობის კრიტერიუმებს.
ფორმა A-ს მისაღებად წარსადგენი დოკუმენტებია:
ექსპორტიორის განცხადება;
დეკლარაცია საქონლის წარმოშობისა და კუთვნილების შესახებ;
კონტრაქტი (ხელშეკრულება);
ანგარიშფაქტურა (ინვოისი). სერთიფიკატის მიღება შესაძლებელია სამინისტროს საზოგადოების მომსახურების ცენტრში.
ამრიგად, ქართულ პროდუქციას გზა ხსნილი აქვს, დასავლეთის (და არა მარტო დასავლეთის) ბაზრებზე მაგრამ, ჩვენ ამ გზაზე წარმატებით ვერ მივდივართ, რადგან, ქვეყანა იმ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რასაც ევროპა მოითხოვს. საჭიროა ბიზნესმა ისწავლოს იმ ტექნიკური ნორმების დაკმაყოფილება, რაც მათ სჭირდებათ მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უპირატესობას ვერ მოიპოვებენ. ამისათვის აუცილებელია ქართულმა პროდუქციამ კონკურენცია გაუწიოს ევროპულ პროდუქტს, არა ევროპულ, არამედ ქართულ ბაზარზეც. ამის ნათელი მაგალითია ქართული ლუდის მწარმოებელი ფირმები „ყაზბეგი“ და „ნატახტარი“, რომლებმაც ლუდის მაღალი ხარისხით, მარკით, შეფუთვით, დიზაინით, რეკლამით არა მარტო დაიმკვიდრეს ადგილი ქართულ ბაზარზე, არამედ თითქმის განდევნეს კიდეც ბაზრიდან ჩეხური ლუდი. ანალოგიური კონკურენტუნარიანობით სარგებლობს ახალი ქართული პროდუქტი „ბარამბო“, რომელიც წარმატებით იპყრობს ქართულ ბაზარს. ამრიგად, შესაძლებელია ვისაუბროთ მათ ექსპორტზეც.
იმისათვის, რომ ექსპორტის ღირებულება მიუახლოვდეს იმპორტის ღირებულებას საჭიროა ქვეყანაში არსებული ბუნებრივი, მატერიალური, შრომითი რესურსების რაციონალური გამოყენება, ეროვნული მრეწველობის განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება. გარდა ამისა, აუცილებელია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება. ეკონომიკური დიპლომატია, რათა დაძლეულ იქნას რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული ეკონომიკური ბლოკადის ნეგატიური შედეგები.
თამთა პირტახია,
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა
სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
ANNOTATION
The analysis of foreign tr ade of georgia
Tamta Pirtakhia The analysis of foreign trade, the current stage is vary important to develop a correct economic policy, which is the most important directions of present and near future of foreign trade. Unfortunately, the undesirable tendency of foreign trade is developing and this will negatively effect the country's economic development. In this regard, Foreign-Economic policy is-one of the first objectives of the export increase, its value closer to the import price, and will exceed them. To this end, the existing natural, material and labor resources rational use of national industry development, product quality improvement, introduction of modern technologies, new trade relations. Et the same time, export- import activities in the correct priority areas for research and creation of favorable conditio0ns. Business need to learn the technical standards to satisfy what they need on the world market exit. Otherwise, do not gain advantage. For this purpose it is necessary to Georgian products to compete with European products, not European, but also the Georgian markets. This is why we can then talk about their exports. To stimulate exports, it is essential protectionistical government policy, economic diplomacy, in order to be overcome by the Russian side of the economic blockade against the negative consequences. Following the reduction and contraband goods to the liquidation of vital importance in the development of the country, so carelessness and inventorying of Economic Analysis, which still exist in Georgia, the country's disastrous affect the progress of the case.
![]() |
13 ახალი ეკონომიკური ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
13.1 ეკონომიკური დოქტრინების პანთეონი |
▲ზევით დაბრუნება |
„მეცნიერების ისტორია შეიძლება აიგოს ან პიროვნების ირგვლივ ან პრობლემის ირგვლივ. ორივე პრინციპი თანაბრად კანონიერია. ნაშრომი, რომელსაც წარმოგიდგენთ, აგებულია მეტ-ნაკლებად ორივე პრინციპის გარშემო. ის, რასაც ეს წიგნი ესწრაფვის, ეკონომიკური დოქტრინების პანთეონსაც შეიძლება შევადაროთ“ (გვ. 20, 1-ლი აბზ. და მე-2-ის დას.) - სათაური და ავტორის ეს პერეფრაზი, ზუსტად ახასიათებს ნაწარმოებს, რომელიც სულ ერთი თვის წინ დასტამბა გამომცემლობამ „ინოვაცია“.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის (სხვა რეგალიებს აღარ ჩამოვთვლით), პროფესორ ავთანდილ სილაგაძის ეს სქელტანიანი (გვ. 612, ფ. A-4) ნაშრომი: ეკონომიკური დოქტრინები, მისი ხელხვავიანი მეცნიერული მოღვაწეობის მორიგი, ძალიან მნიშვნელოვანი (ძვირფასი) საჩუქარია მეცნიერ-ეკონომისტების, სტუდენტების, პრაქტიკოსებისა თუ ამ თემატიკით დაინტერესებული ყველა მკითხველისთვის.
ნაშრომში კომპლექსურადაა გამოკვლეული მსოფლიოში აღიარებული ყველა ის ეკონომიკური დოქტრინა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ეკონომიკური მეცნიერებისა და ცალკეული ქვეყნების განვითარებაში. მასში გაანალიზებულია სხვადასხვა სახელმძღვანელო მთავარი თეორიული პრინციპის წარმოშობისა და განვითარების ევოლუციური პროცესი. მცირეოდენი პერეფრაზით, ისევ ავტორს თუ დავესესხები (გვ. 21, მე-4 და მე-5 აბზ.), „აქ შეკრებილი ნარკვევების საშუალებით მკითხველი თითქმის ყოველგვარი ფორმალური დამატებითი შრომის გარეშე გაეცნობა ეკონომიკის „კლასიკოსთა“ ცხოვრებას და ეკონომიკური კვლევების მნიშვნელოვან მიმართულებებს. ეს ნარკვევები აგრეთვე კარს გაუხსნის ეკონომიკით დაინტერესებულ არასპეციალისტს ამ საქმეში გასარკვევად და უბიძგებს მას შემდგომი ნაბიჯებისთვის ეკონომიკის მიმზიდველ სამყაროში; სპეციალისტისთვის საინტერესო იქნება შეხედოს თავის გმირებს ადამიანური ცხოვრების მხრიდან. ნაშრომი შედგენილია ისეთნაირად, რომ მასში მოცემულია რეალობასა და თეორიას შორის კავშირები. ეს ისტორიული პორტრეტები მძებნელს კოორდინატული ბადის მაგივრობას გაუწევს, ხოლო გამოცდილს - მიაწვდის იდეებს და შემდეგი კვლევებისთვის წააქეზებს“ (უკეთესად ვერც აღწერ ამ წიგნის ღირებულებას, ინტერესთა წრესა და დანიშნულებას).
მონათმფლობელური წარმოების წესის აღმოცენებით დამკვიდრდა ახალი ეკონომიკური ურთიერთობანი. აქედან იღებს სათავეს საყურადღებო ეკონომიკური შეხედულებების ჩამოყალიბება ძველი აღმოსავლეთისა და ანტიკური სამყაროს ქვეყნებში. ეკონომიკური დოქტრინების პანთეონის გალერეა ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთ უძველეს (ძვ, წ-ით 21-ე ს.) ძეგლში „გერაკლეოპოლის მეფის დარიგებანი თავისი ვაჟის მერიკარისადმი“ ჩამოყალიბებული აზრის გადმოცემით იხსნება.
ქსენოფონტით, პლატონით და არისტოტელეთი იწყება ეკონომიკა, როგორც მეცნიერება - აღნიშნავს ავტორი (გვ. 21-ე, ბოლო აბზ.). ქსენოფონტით, პლატონით და არისტოტელეთი იწყება ნაშრომში მეცნიერული ეკონომიკური აზრის საფუძვლიანი ანალიზი და დღევანდლობამდე - ფინანსური ბაზრის ანალიზით დაკავებული ნობელის პრემიის ლაურეატების, მათ შორის, ამერიკელი ეკონომისტის რობერტ მერტონის ფინანსურ ეკონომიკაში ფუძემდებლური წვლილის არსის აღწერითა და შეფასებით სრულდება. ამ უზარმაზარ სივრცეში წარმოდგენილია კაპიტალიზმამდელი ეპოქის ეკონომიკური ცნობიერების, საზოგადოების განვითარების პირველი დოქტრინის - მერკანტილიზმის, ლიბერალური ეკონომიკური დოქტრინების, კლასიკური ფიზიოკრატების, ბრიტანული კლასიკური სკოლის ღირებულებისა და განაწილების, სახეცვლილი კლასიკური ლიბერალური დოქტრინების, აპიტალიზმის პირველი სოციალ-კრიტიკოსების, კარლ მარქსის რევოლუციური დოქტრინის, ნეოკლასიციზმიდან დღევანდლობამდე შექმნილი სხვადასხვა მიმდევრობისა და მიმართულების შეხედულებების ავტორები, არსი, წარმატება- დამარცხების ნიშნები, მათი მნიშვნელობა, როლი და ადგილი.
ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი, რაც მსოფლიოში აღიარებული ეკონომიკურ პრინციპებზე ქართულ და უცხოურ წყაროებშია წარმოდგენილი, კომპაქტურად, ქრონოლოგიურად, თემატურად, გეოგრაფიული თუ სკოლის წარმომადგენელთა ნიშნით დალაგებულია, დამუშავებულია და თავმოყრილია ერთ წიგნში. ამდენად, ეს წიგნი პროგრესული ცოდნის საუნჯეცაა და ერთგვარი ისტორიაც ეკონომიკური მთავარი თეორიული პრინციპის წარმოშობისა და განვითარებისა.
ცხადია, აქ დაუნჯებულ აზრთაგან ნაწილი არასრულყოფილია და მათ მიმართ ადრევე შენელდა ინტერესი, ნაწილმა კი დატოვა წარუშლელი კვალი და ახლაც წარმატებით გამოიყენება ქვეყნის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისთვის. ყველა შემთხვევაში, ისინი წარმოადგენენ „ყველაფერს საუკეთესოს, რაც კი ადამიანის გონებას შეუქმნია კაცობრიობის ისტორიის ნაწილების მეცნიერული ახსნისთვის“. მასში და ამ წიგნზე დაყრდნობით, მკვლევართა ახალი თაობა, აუცილებლად იპოვის აზრის ნაკადს, რომელზეც, შესაძლოა, ახალი მიმართულება აღმოცენდეს.
სამომავლოდ, ვინ, ან პრობლემის გადაწყვეტის რომელი მიმართულება დაიმკვიდრებს ადგილს ეკონომიკური დოქტრინების პანთეონში, ძნელი განსაჭვრეტია (ეს არცაა ამ პუბლიკაციის მიზანი და ინტერესი), მთავარი ისაა, რომ ეს პანთეონი აიგო, განსაზღვრულია მასში ბინადართა ადგილსამყოფელი, წარმოჩენილია არქიტექტორები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ უნიკალური ნაგებობის კონსტრუქციულ გადაწყვეტაში და კირისხურონიც - ვინც აგური მკვიდრად დააწყო.
ავტორის, მთავარი შემოქმედის, პროფესორ ავთანდილ სილაგაძის, თანაავტორების: თსუ ასისტენტ- პროფესორის, ემდ თამარ ათანელიშვილის (თავები II-III), თსუუ-ის დოქტორანტის ნოდარ სილაგაძის (თავები III, XXIX) ბეჯითი მეცადინეობის გარდა, წიგნის მაღალი მეცნიერული ხარისხი განსაზღვრა სარედაქციო კოლეგიამაც, რომლის შემადგენლობაში არიან ცნობილი მეცნიერები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა; პროფესორები: რამაზ აბესაძე, როზეტა ასათიანი, თეიმურაზ ბერიძე, პაატა კოღუაშვილი, იაშა მესხია, ელგუჯა მექვაბიშვილი, კარლო ღურწკაია, ჯემალ ხარიტონაშვილი, მერაბ ხურცილავა, მიხეილ ჯიბუტი. უნდა აღინიშნოს წიგნის მთავარი რედაქტორის, აკადემიკოს როინ მეტრეველის ღვაწლიც.
წიგნის ბევრ სხვა ღირსებასა და, ასე ვთქვათ, რეალიზებულ ღირებულებათა შორის, ჩვენ გამოვარჩიეთ მხოლოდ ძალზედ მნიშვნელოვანი და გადაფურცვლითაც შესამჩნევი, ხოლო უფრო ფასეულს წიგნში მკითხველი თავად იპოვის!
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მკვლევართა ახალი თაობის, საერთოდ, ეკონომიკური პრობლემატიკით დაკავებულთა ფართო წრის ბიბლიოთეკას, ფრიად საჭირო და მნიშვნელოვანი წიგნი შეემატა.
იური პაპასქუა,
ეკონომიკურ მეცნიერებათა
აკადემიური დოქტორი
![]() |
13.2 რეცენზია |
▲ზევით დაბრუნება |
წიგნზე: ფინანსები, ინვესტიციები, საბანკო საქმე. ენციკლოპედიური ტერმინოლოგია (ინგლისური-რუსული-ქართული).
შემდგენელი პროფ. ლამარა ქოქიაური.
თბილისი, 2009. ასე მორიდებულად სახელდება 2009 წლის მიწურულს დასტამბული, 1117 გვერდიანი, 30 800 ტერმინისგან შემდგარი ეს წიგნი და მისი შემდგენლის რეგალიები.
უფრო მეტი მოკრძალება ახლდა ამ წიგნის გამოჩენას: ყოველგვარი პომპეზურობისა და ხმაურიანი წარდგენის გარეშე, მხოლოდ დაინტერესებულ პირთა ვიწრო წრემ გაიგო და ასევე, მოკრძალებულად გამოხატა შესაფერი შთაბეჭდილება - ტიტანურია! ერთის მხრივ, ეს არცაა გასაკვირი, საზოგადოება თითქოს შეეჩვია ქალბატონ ლამარა ქოქიაურის ხელხვავიან მოღვაწეობას: წლის განმავლობაში მისი რამდენიმე სქელტანიანი სახელმძღვანელო, მეცნიერული ნაშრომი თუ პუბლიკაცია ქვეყნდება. მეორეს მხრივ კი, უნდა ითქვას, რომ ასეთი „თავმდაბლობა“ და „გულცივი“ გამოხმაურება, ამ შემთხვევაში, უფრო უადგილოა, მე ვიტყოდი, უმადურობაც კი, ვიდრე ეს ამ საჩუქარს შეეფერება.
წიგნის მნიშვნელობა და ღირსება იმსახურებს იმას, რომ მის შესახებ გაიგოს საზოგადოებამ, იცოდეს რა განძს ფლობს, აღინიშნოს საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა და ნიუ-იორკის აკადემიების ნამდვილი წევრის, ემდ, პროფესორ ლამარა ქოქიაურის დამსახურება და ღვაწლი. ასეთი სქელტანიანი, საჭირო ენციკლოპედიური ტერმინოლოგია ხომ იშვიათად ქვეყნდება. ლ. ქოქიაურმა, მართლაც, მრავალწლიანი ტიტანური შრომის, უდიდესი ძალისხმევის ფასად თავი მოუყარა ფინანსების, ინვესტიციების და საბანკო საქმის ფაქტობრივად ყველა ტერმინს, შეარჩია, შეავსო, დააჯგუფა, შეაჯერა და ერთიან სისტემაში მოიყვანა ისინი, წარმოადგინა მათი შესატყვისები ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე. მასში ჩართულია, აგრეთვე, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტორული პრაქტიკის, კომერციული და სამომხმარებლო კრედიტის, საერთო ეკონომიკის, სახსრების ელექტრონული ტრანსფერების, ფონდების, ფინანსური სისტემის, კადრების მართვის, დაზღვევის, საერთაშორისო საფინანსო და საბანკო ოპერაციების, ამ სფეროს კანონმდებლობის და რეგულირების, ფინანსური და საბანკო პროდუქტების მარკეტინგის, ანგარიშსწორებისა და ანგარიშსწორების ავტომატიზებული სისტემის, ფასიანი ქაღალდების, უძრავი ქონების დაკრედიტების სფეროებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დამკვიდრებული და ხმარებაში ახლად შემოსული ტერმინების სამენოვანი მნიშვნელობები. აქვეა ქართულ რეალობაში მყარად დამკვიდრებული სიმბოლოები, აკრონომები, აბრევიატურებიც. ამდენად, წიგნის უნიკალობა მხოლოდ სპეციალიზაციის ვიწრო ჩარჩოში ვერ თავსდება: მისი მოხმარების წრე და ინტერესთა სპექტრი ძალიან დიდია, მეცნიერული ღირებულება კი - უფრო მეტი.
ეს გამოცემა, ასე ვთქვათ, წინა სამზადისია აქ დარგობრივი ნიშნით თავმოყრილი ტერმინების ენციკლოპედიური განმარტებების - შემდგომში სამი სპეციფიკური ნაწილისგან - ფინანსები, ინვესტიციები, საბანკო საქმე, შემდგარი ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის გამოცემისა. ძნელია წინასწარ თქვა, რა ფორმით, რა მოცულობით, ან როდის განხორციელდება ეს ჩანაფიქრი, თუმცა, აქედანვე ნათლად იკვეთება ასეთი ნაშრომის მომზადებისა და გამოცემის აუცილებლობა. შემიძლია დავსძინო მხოლოდ ის, რომ თუ ფინანსებისა და კრედიტის სფეროში პირველ პროფესორ ქალბატონს - ლამარა ქოქიაურს ასეთი აზრი გაუჩნდა, ის მას წარმატებით აასრულებს. ახალ შეხვედრამდე კი, უნდა შევნიშნოთ, რომ აწ უკვე განხორციელებული (გამოცემული) ნაშრომი არსებული სახითაც ეკონომიკურ სფეროში უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა.
პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გლობალიზაციის თანამედროვე ეპოქა წარმოუდგენელია ფინანსური, საკრედიტო და საინვესტიციო ურთიერთობების გარეშე. ეს უკანასკნელი ინფორმაციის უსაზღვრო მასივების, რისკების კასკადის, იდეების, პრინციპულად ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების უზარმაზარი სამყაროა, სადაც მხოლოდ ამ სფეროს არსის სწორი აღქმა, გულმოდგინე შესწავლა, საერთო ენის საფუძვლიანი ცოდნა და დაუნჯებული გამოცდილება იძლევა გადარჩენის (წარმატების) შანსს. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ვისაც ფინანსური, საკრედიტო და საინვესტიციო ურთიერთობების ლაბირინთებში გაგნება სურს (კონკურენტუნარიანობის და ეფექტიანობის მისაღწევად კარგი განათლება სჭირდება), მას ეს სწორუპოვარი, სიტყვაუხვი მეგზური-პოლიგლოტი გულმხურვალედ წარუძღვება გასასვლელისკენ.
წიგნი თანაბრად მნიშვნელოვანია მკვლევარებისთვის - ვისაც სურს საჭირო ტერმინის ზუსტი შესატყვისის მოძიება და ახალბედებისთვისაც - ვისაც ზოგადი ახსნა-განმარტება უნდათ მიიღონ პრობლემის აღქმა-გადაწყვეტის მიზნით. აქ თავმოყრილი ტერმინოლოგია დაეხმარება მეცნიერებს, პრაქტიკოსებს, სტუდენტებს და საერთოდ, ყველას, ვისაც ეკონომიკური, საკუთრივ, საფინანსო-საკრედიტო, საინვესტიციო ურთიერთობები აინტერესებს. ამ მხრივ ნაშრომი, მართლაც, სასარგებლო, უდიდესი საინფორმაციო წყაროა. საძიებო სისტემა მარტივი, ანბანური წესითაა გადაწყვეტილი. ტერმინების ანბანური წესი შენარჩუნებულია ჯერ პირველ, შემდეგ - მეორე, მესამე და ა.შ. ასოებამდე.
უნდა აღვნიშნოთ, რომ წიგნის მაღალი მეცნიერული ხარისხი განსაზღვრა ავტორიტეტულმა სარედაქციო საბჭომაც, რომლის შემადგენლობაში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან: იაკობ მესხია, გია მალაშხია, გივი გამსახურდია, გიორგი ცაავა, ნატო ბებიაშვილი, ნანა ასლამაზიშვილი, მაია თეთრუაშვილი, დალი სოლოღაშვილი. გამორჩევით, დიდია მეცნიერ რედაქტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წ/კორესპონდენტის, პროფესორ ავთანდილ სილაგაძის როლიც, მაგრამ მთავარი შემოქმედი, იდეის ავტორი და გენერატორი ინვესტიციების და ინვესტიცირების, მთლიანად საინვესტიციო სფეროს და საქმიანობის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის ღირსეული მოწაფე, პროფესორი ლამარა ქოქიაური, მისი მრავალწლიანი შრომა და რუდუნებაა.
ცხადია, ასეთი უზარმაზარი ნაშრომი ვერ იქნება დაზღვეული ხარვეზებისგან, ყოველშემთხვევაში, კრიტიკულად განწყობილი ოპონენტი მასში ნეგატიურსაც „აღმოაჩენს“, თუმცა, არაუმეტესს, ვიდრე თავად ავტორ-შემდგენელს აქვს შენიშნული (და ხაზგასმულია შესავალში). ხარვეზებზეც შეიძლება შევჩერდეთ, მაგრამ ეს, უფრო ნაყოფიერად, კულუარულ ურთიერთობაში ხერხდება. მართალი გითხრათ, შენიშვნებზე ყურადღების საჯაროდ გამახვილებაზე მეტად, ამ წიგნის ღირებულებების წარმოჩენა მივიჩნიე უფრო მნიშვნელოვან საქმედ. მე მხოლოდ რამდენიმე ასპექტი აღვნიშნე, რაც წიგნთან პირველსავე შეხებისას იგრძნობა. წიგნის სხვა ღირსებებს გულმოდგინე მკითხველი უთუოდ შენიშნავს და დააფასებს.
ვფიქრობ, ასეთ გამობრწყინებას მეტი ყურადღება და მოფერება სჭირდება.
იური პაპასქუა,
ეკონომიკურ მეცნიერებათა
აკადემიური დოქტორი