![]() |
ენერგეტიკა №4 |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: კვესიტაძე ეკა, ხორბალაძე თამარ, ლიპარტელიანი გვანცა, თავართქილაძე ლევან |
| თემატური კატალოგი ენერგეტიკა |
| საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: საზოგადოების ვალდებულება ენერგეტიკის სექტორში ჩანართი №4 თებერვალი რედკოლეგია: თამარ ხორბალაძე, გიორგი კალანდაძე, დავით ლეჟავა, ნინო ამონაშვილი, თამარ ტაბატაძე პროექტი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით თავისუფლების ინსტიტუტი თბილისი 0108, გრიბოედოვის 23, ტელ.: 93 66 15, ფაქსი: 93 67 84, ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge, www.liberty.ge |
![]() |
1 გაზპრომი თუ შაჰდენიზი? |
▲ზევით დაბრუნება |
ეკა კვესიტაძე

რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ენერგეტიკულ გიგანტ-მონოპოლისტს „გაზპრომს“ ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე აგრესიული შემოსვლის მცდელობა პირველად შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ჰქონდა. 2003 წლის ივლისში საქართველოს ძველ ხელისუფლებასა და რუსულ კომპანიას შორის გაფორმდა
ხელშეკრულება, რომელიც 25 წლის განმავლობაში სტრატეგიულ თანამშრომლობას ითვალისწინებდა. შეთანხმების თანახმად, რუსულ კომპანიას ქართველი მომხმარებლისათვის გაზის უწყვეტი მომარაგება უნდა უზრუნველეყო და გარდა ამისა, უნდა მოეხდინა გაზსადენების რეაბილიტაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, არასოდეს შეუსრულებია.
„გაზპრომის“ საკითხი 2005 წელს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური თემა - ამჯერად რუსული კომპანიის ინტერესი უკვე საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვას დაუკავშირდა.
გაზსადენი ბუნებრივ აირს მთელ საქართველოში ანაწილებს და გარდა ამისა, რუსეთიდან გაზის ტრასპორტირების საშუალებას (საქართველოს გავლით) სომხეთსა და თურქეთში იძლევა. ამ წინადადებას, ისევე როგორც რუსული კომპანიის ყველა ადრეულ მცდელობას - დაეპყრო ქართული ენერგობაზარი, აშკარა უკმაყოფილებით შეხვდა ამერიკის ხელისუფლება. თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გამოხატული შეშფოთების მიუხედავად, ეს თემა საქართველოს მთავრობაში დღემდე ღიად რჩება.
მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის ყველაზე აქტიური ლობისტი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძეა, რომელიც ყველა საჯარო გამოსვლის დროს დაჟინებით იმეორებს, რომ ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გაიყიდოს გაზსადენი მაშინ, როცა მისი გაყიდვის შედეგად ბიუჯეტში მილიონები შევა.
სამაგიეროდ, უცხოელი ექსპერტები ასახელებენ იმ მიზეზებს, რომელთა გამოც მაგისტრალური გაზსადენის „გაზპრომისათვის“ მიყიდვამ შეიძლება, სერიოზული საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. წლების განმავლობაში ამერიკის
ხელისუფლების მიერ სამხრეთ კავკასიაში განხორციელებული ენერგო-პროექტების ერთ-ერთი მთავარ მიზანი საქართველოს ენერგომომარაგების დივერსიფიცირება იყო, რათა ქვეყანას მიეღწია ენერგოდამოუკიდებლობისათვის და არ ყოფილიყო დამოკიდებული მხოლოდ რუსეთზე, რომლის ხელისუფლება გაზის გადაკეტვას ტრადიციულად იყენებდა პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად.
ასე რომ, „გაზპრომისათვის“ გაზსადენის მიყიდვის საწინააღმდეგო არგუმენტები შეიძლება, შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: ქვეყნის ენერგო უსაფრთხობა და ალტერნატიული გაზმომარაგების პერსპექტივის დაკარგვა; შაჰ-დენიზის პროექტისათვის შექმნილი პოტენციური პრობლემებიდა ამერიკის ხელისუფლების თვალში სანდო პარტნიორის იმიჯის შელახვა.
კასპიის ენერგო რესურსების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის სტივენ მანის განცხადებით, გაზის გამანაწილებელი ქსელის „გაზპრომისათვის“ მიყიდვა დამღუპველი იქნება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის. მისი თქმით, ეს არ შეუშლის ხელს სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (ბაქო-თბილისიერზრუმი) მშენებლობას, მაგრამ შეუძლებელს გახდის საქართველოს მიერ შაჰ-დენიზის გაზის შეძენას. ამის მიზეზი არის ის, რომ გაზის გამანაწილებელი ქსელი იქნება რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ და ისინი არ დაუშვებენ შაჰ-დენიზის გაზის განაწილებას მისი მეშვეობით. ამიტომ, საქარ-თველო იძულებული იქნება, უარი თქვას აზერბაიჯანული გაზის შეღავათიანი ფასით ყიდვაზე და სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მიღებაზე, რაც საუკეთესო შემთხვევაში, გაცილებით ძვირი რუსული გაზის შესყიდვას უნდა მოხმარდეს. სტივენმანის თქმით, არსებობს იმის თეორიული შესაძლებლობა, რომ გაზის გამანაწილებელი ქსელი „გაზპრომს“ მიეყიდოს იმ პირობით, რომ იგი დაავალდებულონ, გაატაროს ყველაზე იაფი (ანუ აზერბაიჯანული) გაზი, მაგრამ, რუსები ყოველთვის მოიგონებენ უამრავ მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება ამ გაზის განაწილება მათ მფლობელობაში არსებული ქსელის მეშვეობით.
გარდა ამისა, როგორც გამოცდილება აჩვენებს, რუსული კომპანიები და კერძოდ „გაზპრომი“ არასდროს არ იხდიან იმ ფასს, რომელიც პრივატიზაციის კონტრაქტშია ჩაწერილი. ამ თანხის დიდი ნაწილი წავა უკვე არსებული დავალიანების კომპენსაციაზე, მეორე დიდი ნაწილი გათვალისწინებული იქნება მომავალ ინვესტიციებზე (რასაც რუსები ასევე არ შეასრულებენ ან შემოიტანენ მოძველებულ ტექნოლოგიებს) და მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი შეიძლება იყოს პირდაპირი გადახდა-ამის კარგი მაგალითია უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი და ა. შ.
თუ „გაზპრომისთვის“ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის საკითხს ფართო კონტექსტში განვიხილავთ, საერთო სურათი კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება.
რუსეთი დღეს ენერგეტიკული სუპერსახელმწიფოა. ამავე დროს, ენერგეტიკა (განსაკუთრებით სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ენერგეტიკული გიგანტი-მონოპოლიები - „გაზპრომი“, „რაო-ეეს“, „ტრანსნეფტი“ და სხვა) რუსეთის სახელმწიფოს
სტრატეგიული იარაღი ხდება, რომელიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების დიდ ნაწილს, მეორეს მხრივ კი, საზღვარგარეთის ქვეყნებზე (განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე) ეკონომიკური და პოლიტიკური ზეგავლენის მიღწევის საშუალებას წარმოადგენს.
სწორედ ამიტომ ცდილობს რუსეთი მაქსიმალურად დაბლოკოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგოკორიდორის პროექტის განხორციელება. რუსეთმა ფაქტიურად უკვე მოახერხა დასავლე- თის მარშრუტით ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ტრანზიტის დაბლოკვა, როცა არ დაუშვა ტრანსკასპიური მილსადენების მშენებლობა (ხელშეკრულებები ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფასა და წყლის მასის ერთობლივ გამოყენებაზე ნიშნავს იმას, რომ არც ერთი დასავლე- თელი ინვესტორი რისკის გამო ტრანსკასპიური მილსადენების მშენებლობაში ფულს არ დააბანდებს), შემდეგ დადო ხელშეკრულებები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან (თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი) მათი ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებამდე რუსეთის გავლით გატანის თაობაზე, ახლა კი სურს დაბლოკოს აზერბაიჯანის გაზის გატანა თურქეთში და, პოტენციურად, ევროპაშიც. ექსპერტების განცხადებით, საქართველოს გავლით თურქეთის ბაზარზე „გაზპრომის“ გაზის გატანა კიდევ უფრო გაზრდის თურქეთის უკვე სარისკო დამოკიდებულებას რუსეთის გაზთან მიმართებით. გარდა ამისა, ის თურქეთის ბაზარზე სავარაუდოდ იმ ნიშას აითვისებს, რომელიც უკვე გათვალისწინებულია შაჰ-დენიზის გაზისათვის.

საქართველოს მომავალი კასპიის ენერგორესურსების, მათ შორის, ცენტრალური აზიის ნავთობისა და გაზის ტრანზიტია. ამიტომ საჭიროა, საქართველომ შეინარჩუნოს აუცილებელი გარემო მომავალში ამგვარი სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის განხორციელებისათვის.
გარდა ამისა, აუცილებელია, მოხდეს რუსეთის ენერგეტიკული პოლიტიკის საფუძვლიანი შესწავლა. რუსეთს კარგად ჩამოყალიბებული ენერგეტიკული პოლიტიკა გააჩნია (მათ შორის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებაში) და მათი ცალკეული მოქმედებების უკან ერთიანი ლოგიკაა. შესაბამისად, მათი პოლიტიკისა და სტრატეგიული ხაზის შესწავლა და ანალიზი ბევრად გაამარტივებს როგორც რუსეთთან ურთიერთობებს ამ სფეროში, ისე საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას.
კრემლის წარმომადგენელია და ის მოქმედებს არა როგორც წმინდად კომერციული კომპანია, არამედ როგორც რუსეთის ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი. უფრო მეტიც, ეს კომპანია გიგანტიმონოპოლისტია და საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში დიდი აქტიურობით გამოირჩევა.
გაუგებარია, ასეთ ვითარებაში რატომ უნდა იყოს დაინტერესებული თვითონ ქვეყნის ხელისუფლება, რომ თავისი სტრატეგიული ობიექტი, ამ შემთხვევაში, მაგისტრალური გაზსადენი მიჰყიდოს სხვა ქვეყნის მონოპოლისტ კომპანიას, მით უმეტეს, თუ ის იმ ქვეყნის მთავრობის ინტერესების გამტარებელია, რომელსაც გაზის გამორთვა არა ერთხელ გამოუყენებია, როგორც საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი.
![]() |
2 ვამბობთ გაზპრომს ვგულისხმობთ კრემლს |
▲ზევით დაბრუნება |
დაეხმარება თუ არ თბილისი მოსკოვს მონოპოლისტობაში?
ეკა კვესტაძე

ინტერვიუ ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პროგრამების დირექტორთან ზეინო ბარანთან.
როგორც ცნობილია, ამერიკის ხელისუფლება ეწინააღმდეგება მაგისტრალური გაზსადენის რუსული კომპანია „გაზპრომისათვის“ მიყიდვას. მთავარი, თუმცა საკმაოდ ზოგადი არგუმენტი არის ის, რომ ეს გარიგება დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და პირველ რიგში, ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას? თუ შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად და დეტალურად აგვიხსნათ ის პრობლემები და საფრთხეები, რაც გაზსადენის გაყიდვას შეიძლება მოჰყვეს?

მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა თავისთავად პრობლემა არ არის. პრობლემაა ის, რომ მხოლოდ ერთი კომპანიაა, რომელსაც ამ გაზსადენის ყიდვის სურვილი აქვს. ყველასათვის ცნობილია, რომ „გაზპრომის“ საბჭოში რამდენიმე ადამიანი კრემლის წარმომადგენელია და ის მოქმედებს არა როგორც წმინდად კომერციული კომპანია, არამედ როგორც რუსეთის ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი. უფრო მეტიც, ეს კომპანია გიგანტიმონოპოლისტია და საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში დიდი აქტიურობით გამოირჩევა.
გაუგებარია, ასეთ ვითარებაში რატომ უნდა იყოს დაინტერესებული თვითონ ქვეყნის ხელისუფლება, რომ თავისი სტრატეგიული ობიექტი, ამ შემთხვევაში, მაგისტრალური გაზსადენი მიჰყიდოს სხვა ქვეყნის მონოპოლისტ კომპანიას, მით უმეტეს, თუ ის იმ ქვეყნის მთავრობის ინტერესების გამტარებელია, რომელსაც გაზის გამორთვა არა ერთხელ გამოუყენებია, როგორც საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი.
რაც შეეხება შაჰ-დენიზის პროექტისათვის შექმნილ შესაძლო პრობლემებს?
თუ „გაზპრომი“ გააკონტროლებს საქართველოში გაზის გამანაწილებელ სისტემას და ამავდროულად იქნება გაზის მომწოდებელიც, მაშინ, რა საკვირველია, იგი შაჰ-დენიზის პროექტს მის მთავარი კონკურენტად აღიქვამს.
შეთანხმების მიხედვით, შაჰ-დენიზის გაზსადენიდან საქართველომ ყოველწლიურად 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიიღოს. ჰაშ-დენიზი კერძო გაზსადენია და რა თქმა უნდა, ის აუცილებლად დასრულდება. ამ პროექტიდან კი საქართველოსათვის მიღებული მთავარი სარგებელი ისაა, რომ ქვეყანა გაზმომარაგების ალტერნატიულ მარშუტს იძენს.
თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრალური გაზსადენი გაზპრომის ხელში გადავიდა, მაშინ ის გაზის გამანაწილებელ სისტემაში სხვა გაზს, ამ შემთხვევაში შაჰ-დენიზის გაზს აღარ გაუშვებს.
საქართველოს კი მხოლოდ გაზის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავალი დარჩება, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერაფრით დაეხმარება ქვეყანას ენერგო უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტაში.
ამერიკის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ეს საკითხი ორჯერ მოიხსნა საქართველოს მთავრობის დღის წესრიგიდან. მაგრამ ის პერიოდულად მაინც ამოტივტივდება ხოლმე და აქტუალობას იძენს. გაზსადენის გაყიდვის ყველაზე დიდი ლობისტი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძეა, რომლის აზრით,გაზსადენის გაყიდვით ბიუჯეტი შეივსება. როგორ გგონიათ, მხოლოდ ეს არის მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო მინისტრი ასე ცდილობს გაზსადენის გაყიდვას?
მე არ შემიძლია გავაკეთო კომენტარი იმაზე, თუ რატომ უნდა მინისტრ ბენდუქიძეს გაზსადენის გაყიდვა. მაგრამ, თუ არგუმენტი მხოლოდ ისაა, რომ გაზსადენის პრივატიზაციისგან ბიუჯეტში დამატებითი ფული შევა, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს პრობლემის მხოლოდ მოკლევადიანი გადაჭრა იქნება. დიახ, გაზსადენის პრივატიზაცია ბიუჯეტს ფულს ამ წელს მოუტანს, მაგრამ რა იქნება მომავალ წელს, - ეს კითხვა ღიად რჩება.
იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ხელისუფლება ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე ახალი მილსადენების მშენებლობას ან უკვე არსებულის გაფართოებას ენერგიულად ეწინააღმდეგება, ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის ყიდვით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი, რათა ევროპის ენერგობაზარზე მონოპოლია შეინარჩუნოს.
მოდით, ეს საკითხი ასე განვიხილოთ: ჩვენ ვხედავთ, როგორ გაანადგურა პუტინმა „იუკოსი“, რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანია და „როსნეფტის“ დახმარებით მისი საკუთრების განმკარგავი გახდა. ახლა კრემლში „როსნეფტის“ „გაზპრომთან“ შეერთებაზე ფიქრობენ. ეს პუტინს მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ნავთობისა და გაზის კომპანიის მმართველობას ჩაუგდებს ხელში.
ევროპა დამოკიდებულია რუსეთის ენერგო რესურსებზე და ამიტომ, ყოველთვის ერიდება მასთან კონფრონტაციას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების, განსაკუთრებით კი, სამხრეთ კავკასიის გამო. ერთადერთი გზა, რომელიც შეამცირებს რუსეთის გაზზე ევროპის დამოკიდებულებას, ეს ევროპის გაზმომარაგების დივერსიფიცირებაა.
საქართველო არის დერეფანი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კასპიის გაზის ტრანსპორტირება თურქეთამდე, თურქეთიდან კი - ევროპის ბაზარზე. თუმცა, ამავე დროს, ის ყველაზე სუსტი რგოლია შავი ზღვის ამ ჯაჭვში. ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც დღეს ჭარბადაა საქართველოში, ხელსაყრელ გარემოს უქმნის „გაზპრომს“, რომ შეისყიდოს საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი და ამ გზით კიდევ უფრო გაიძლიეროს მონოპოლისტური ძალაუფლება.
თუ თბილისი გაუცნობიერებლად დაეხმარება და ხელს შეუწყობს „გაზპრომს“ თავისი მიზნების მიღწევაში, ამ გზით საქართველო კიდევ უფრო გააძლიერებს და გაახანგრძლივებს რუსეთის ხელში არსებულ ბერკეტს - აკონტროლოს ევროპის ენერგობაზარი. ამ გზით ის ასევე ხელს შეუწყობს უკვე არსებული ტენდენციის გაძლიერებას, რომ ევროპამ ძალიან სუსტი პოზიციები დაიკავოს ისეთი საკითხების განხილვის დროს, როგორიც, მაგალითად, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაკონსერვებული კონფლიქტების მოგვარებაა.
![]() |
3 როგორ გავაორმაგოთ ენერგოწარმოება |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ ხორბალაძე
2005 წელს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ენერგოგაზაფხული უდგას - როგორც ენერგეტიკოსები ამბობენ, საქართველოს ენერგოსექტორი „ნულზე დაჯდა“.
გასაჩერებლად და გასარემონტებლად გამზადებული ენგურჰესი წყალდაცლილია; სიცივეების გამო დასავლეთ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურები წყლის დეფიციტს განიცდიან; გათი- შულია 500 მეგავატიანი გადამცემი ხაზი კავკასიონი; პრაქტიკულად ამორტიზირებულია თბილსრესის მესამე ბლოკი, რომლის ჩართვას ხელისუფლება დროდადრო ახერხებს, თუმცა - როგორც წესი, საკმაოდ მოკლე დროით... - ეს ფაქტორები ქვეყნის ენერგომომარაგებაში არსებულ უდიდესი მასშტაბის პრობლემების საფუძველია. ამ პრობლემების გადაწყვეტა, ცხადია, ვერ ხერხდება სომხეთიდან შემოსული დენისა და სალხინოს გადამცემი ხაზის ხარჯზე (რომლის მეშვეობითაც იმპორტირებული დენი, როგორც ცნობილია, აფხაზეთში რჩება). ასეთია 2005 წლის გაზაფხულზე შექმნილი ენერგოვითარება, რომლის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ წლების მანძილზე ენერგეტიკაში ჩაყრილი მილიონების მიუხედავად, საქარ- თველოში ვერა და ვერ მოხერხდა არათუ ახალი ენერგოგენერაციის ობიექტების (ჰესებისა თუ თბოელექტროსადგურების) აშენება, არამედ - კომუნისტების პერიოდში არსებული სიმძლავრეების შენარჩუნებაც კი. იმპორტირებული ელექტროენერგიის გარდა, დღეს საქართველოს ენერგეტიკა ენგურჰესის იმედადაა, რომლის რეაბილიტაცია ვერა და ვერ მოხერხდა და რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, შესაბამისად, პრაქტიკულად ავარიულ მდგომარეობაში მუშაობს; საქართველოს ენერგეტიკა ასევე დამოკიდებულია თერთმეტამდე საშუალო მასშტაბის ჰესზე, რომელთაგანაც 2004 წლისთვის 3 საერთოდ გაჩერებული იყო, მათი უმეტესობა კი დადგმული სიმძლავრის მხოლოდ 50 პროცენტს ითვისებს; და გარდაბნის თბოელექტროსადგურზე, სადაც რაო-ს კუთვნილი ორი 300 მეგავატიანი ახალი ბლოკიდან მეათე გაურკვეველ ვითარებაში აფეთქდა; სახელმწიფოს კუთვნილი პრაქტიკულად ამორტიზირებული ბლოკებიდან კი პერმანენტულად ხერხდება მესამე ბლოკის ამუშავება და არსებობს იმედი, უფრო ზუსტად კი სახელისუფლებო დაპირება, რომ მეოთხის ჩართვაც მოხერხდება. ამ ფონზე კი საგულისხმოა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არც ძველ ხელისუფლებას - 13 წლის მანძილზე და არც ახალს 2003 წლიდან 2005 დასაწყისამდე, არ გააჩნდა საქართველოს ენერგოგენერაციის რეაბილიტაციის კონკრეტული, დეტალური და კომპლექსური გეგმა. ასეთი გეგმა ენერგეტიკის სამინისტრომ მთავრობისა და საზოგადოების სამსჯავროზე ახლახანს კვირის წინ გამოიტანა. ის 18 თვიანია და სხვა მიმართულებებთან ერთად - საქართველოს შიდა სიმძლავრეების გაზრდას ისახავს მიზნად. გეგმის მიხედვით, უახლოეს პერიოდში გათვალისწინებულია ენგურჰესის გაჩერება და რეაბილიტაცია, გაზტურბინის ჩამოტანა და დამონტაჟება თბილსრესში და ჰესებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმა ითვალისწინებს შემდეგი სამუშაოების წარმოებას: 2006-2008 წლებში 500 კვტ-იანი ხაზის მშენებლობას, 2007- 2012 წლებში ხუდონის მშენებლობას, 2007-2010 წლებში გაზის საცავის მშენებლობას, 2005-2007 წლებში მეათე ბლოკის ხელახლა აშენებას (თავად რაო-ს მიერ). თუმცა გაცილებით მოკლევადიანი გეგმა, შესაბამისად - შედარებით მოკრძალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ეფექტით, გულისხმობს სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას უკვე 2006 წლის განმავლობაში. ამისათვის, როგორც ცნობილია, შესაბამისი თანხები იმთავითვე გათვალისწინებული იყო 2005 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში, თუმცა საპრივატიზაციო შემოსავლების მნიშვნელოვნად გაზრდამ ეს თანხებიც და მათი საშუალებით შესასრულებელი სამუშაოების მოცულობაც მნიშვნელოვნად გაზარდა. რაში აპირებს ამ გაზრდილი საბიუჯეტო ასიგნებების და მათთან ერთად მიზნობრივი კრედიტების დახარჯვას საქართველოს ხელისუფლება? ამ კითხვაზე დეტალურ პასუხს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული დეტალური მონაცემები გასცემს, რომლის სრულად გაცნობა განსაკუთრებით საინტერესოა უკვე წლის ბოლოსთვის საბოლოო შედეგის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით:
ჰიდრო და თბოელექტროსადგურების რეაბილიტაციის ღონისძიებები:
ვარდნილჰესების კასკადი

ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ვარდნილჰესის გამართულ მუშაობას. თუ ვარდნილჰესის აგრეგატებმა ვერ გაატარეს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული წყალი, ენერგოსისტემა იძულებული გახდება, შეამციროს ან სხვა უკიდურეს შემთხვევაში, სრულად გააჩეროს ენგურჰესი. მიუხედავად 2004 წელს გაწეული სამუშაოებისა, დღეისთვის ვარდნილჰესი ვერ აკმაყოფილებს სა- თანადო მოთხოვნებს, კერძოდ: 3 მუშა აგრეგატიდან 2 ნაწილობრივაა აღდგენილი და მათი საიმედოობის ხარისხი დაბალია; 1 აგრეგატი (№2) ტურბინის სერიოზული დაზიანების გამო გამოსულია მწყობრიდან და არ ექვემდებარება აღდგენას; მაღალი ძაბვის ღია გამანაწილებელი მოწყობილობის ნაწილში არსებობს დიდი პრობლემები, კერძოდ, გამოსულია მწყობრიდან 220 კვ-ის ამომრთველების და გამთიშველების ნახევარი, რაც ძლიერად ასუსტებს ენერგოსისტემის კავშირების საიმედოობას. 2005 წელს გამოყოფილი 6 მილიონ 350 ათასი ლარიდან აუცილებელია გადაწყდეს ორი დიდი პრობლემა: პირველი - 2 ცალი ტურბინის მუშა თვლის შეძენა. ამავე წელს №2 აგრეგატზე ტურბინის მუშა თვლის დამონტაჟება, აგრეგატის გაფართოებული კაპიტალური შეკეთება და მისი მწყობრში ჩასმა საიმედოდ. ამ ღონისძიების შედეგად ვარდნილის მუშა სიმძლავრე დღევანდელი 100 მვტ-დან გაიზრდება 170 მვტ-მდე და მიუახლოვდება საპროექტო ნიშნულს (220 მვტ). მეორე დიდ პრობლემას წარმოადგენს ვარდნილის ჰიდროტექნიკური ნაგებობების, კერძოდ, გამყვანი არხის, უქმი წყალსაშვის და ე.წ. „პერებროსკის“ მდგომარეობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ გამყვანი არხი, მიმდებარე ქარხნების დაცოცების გამო შევიწროებულია და ვერ ატარებს წყლის ხარჯის ნახევარს, რაც ახლაც და შემდეგშიც შეზღუდავს ჰესის სიმძლავრეს. წელს ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაიხარჯება 1 800 000 ლარი, რითაც არხის გამტარუნარიანობა მიუახლოვდება საპროექტოს, ხოლო მომავალ წელს გახდება საპროექტო და საიმედოდ გამაგრდება. სამინისტროს ინფორმაციით, უქმე წყალსაშვისა და ე.წ. „პერებროსკის“ წესრიგში მოყვანა საშუალებას მისცემს სისტემას, რომ ა) არეგულიროს წყლის დონე ბ) შემოიტანოს დაახლოებით 60 მვტ. სიმძლავრის ეკვივალენტი ენერგეტიკული წყალი ენგურის გაჩერებების დროს. ენგურჰესის რეაბილიტაციის პროგრამით, 2005 წლის აპრილიივნისის თვეებში გათვალისწინებული ენგურჰესის გაჩერება გამოიწვევს ამ თვეებში ენგურის მთელი შემონადენების გატარებას ძველ კალაპოტში. ამ ღონისძიების არასასურველი შედეგების აღმოსაფხვრელად (ნაპირის გარეცხვა, დანგრევა და ა.შ.) აუცილებელი გახდება ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და ნაპირების აღდგენა მდინარის მიმდებარე რიგ სოფლებში ენგურის ქვედა ბიეფში, რათა ადგილზე მოსახლეობას არ მიადგეს მატერიალური ზარალი. სამუშაო ჩატარდება შედგენილი პროექტის მიხედვით და მასზე დაიხარჯება 1 მლნ. ლარი. რაც შეეხება თავად ენგურჰესის რეაბილიტაციას, როგორც ცნობილია, იგი ძირითადად EBRD-ის კრედიტით განხორციელდება. თუმცა საქართველოს 2005 წლის ბიუჯეტში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ქართული მხარის ვალდებულებების შესასრულებლად, გამოიყოფა 15.4 მლნ ლარი.

შაორჰესი
შაორჰესის მუშა სიმძლავრე დღესდღეისობით, ტურბინის მუშა თვლების და სხვა ძირითადი მოწყობილობის უვარგისობისა და ცვეთის გამო, ნახევრადაა შემცირებული. მდგომარეობის გამოსწორების პირველი ღონისძიებაა 2 ახალი მუშა თვლის (ოთხიდან) შეძენაა, რისი საორიენტაციო ფასი შეადგენს 630 ათას ლარს. ორივე მუშა თვლის დაყენების შემთხვევაში, სამინისტროს გათვლებით, ჰიდროსადგურს დაემატება საიმედო 19 მეგავატი სიმძლავრე. გენერატორის სიმძლავრის გაზრდის მიზნით, აუცილებელია თუნდაც ერთ გენერატორზე რეკონსტრუქციის ჩატარება ახალი გრაგნილებით. ახალი გრაგნილის საორიენტაციო ფასი 360 ათასი ლარია. ჰიდროტექნიკური ნაგებობებიდან ძირითადად მნიშვნელოვანია ორძაფიანი მილსადენის გაწმენდა-შეღებვის სამუშაოები. ეს მილსადენები მაღალი წნევით აწვდიან წყალს ტურბინებს, მათი კოროზირება და სისქის დათხელება დაუშვებელია. გარდა ამისა, გამოსაკვლევია სადერივაციო გვირაბი, სადაც მრავალი დეფექტია და 2006 წლისთვის მოსამზადებელია გვირაბის შეკეთების პროექტი. ამ ღონისძიებებისათვის გათვალისწინებულია 1 მილიონ 990 ათასი ლარი.
გუმათჰესების კასკადი
იმერეთის რეგიონების ჰესებს შორის დღეს გუმათჰესი ყველაზე არასაიმედოდ მუშაობს და ენერგეტიკულ წყალს არაეფექტურად იყენებს. ამის მიზეზებია ხანგრძლივი შეუკეთებლობის გამო ელექტრომექანიკური მოწყობილობების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ცუდი მდგომარეობა. გუმათ-1-ში არასაიმედოდ მუშაობენ №1 და №4 აგრეგატები, საჭიროა „№2 აგრეგატის კაპიტალური შეკეთება. №3 ტურბინაზე კი, რომელიც უკვე 2 წელზე მეტია გამოსულია მწყობრიდან, მიმდინარე წელს გათვალისწინებულია დამამზადებელი ქარხნის მიერ შეკვეთის შესრულება, რათა 2006 წელს ეს აგრეგატი აღდგეს. დაგეგმილია აგრეთვე 1 კომპლექტი სტატორის შეძენა და გამოცვლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფ გენერატორზე. გუმათი-2-ში აუცილებელია 2 აგრეგატის კაპიტალური შეკეთება, აქედან ერთი №6 დიდი ხანია უკვე გაჩერებულია და არ ფუნქციონირებს. სამინისტროს ინფორმაციით, აუცილებელია ჩატარდეს არსებული პროექტის მიხედვით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები 35 კვ ქსელში, რამაც უნდა უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში ჰესის ოთხივე აგრეგატის სიმძლავრის გატარება. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ზემოთ ხსენებული ღონისძიებებისთვის განსაზღვრულია 2 მილიონ 900 ათასი ლარი.

რიონჰესი
რიონჰესისთვის გამოყოფილი თანხა 1 080 000 ლარი ძირითადად მოხმარდება ჰიდროტექნიკური ნაგებობის აღდგენას, მათ შორის კაშხალის რაიონში ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რადგანაც რიონი საფრთხეს უქმნის წყალმიმღებსა და მის კონსტრუქციებს, შესაბამისად, წყალგამყვან არხს. ამ სამუშაოების შესრულების შემდეგ რიონჰესს საშუალება ექნება, გაზარდოს სიმძლავრე დღევანდელი 48 მვტ-დან საპროექტო - 56 მვტ-მდე. პროგრამაორწლიანია და უნდა გაგრძელდეს 2006 წელსაც.
ლაჯანურჰესი
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება კონტრაქტორებთან, რათა გატარდეს ყველა ღონისძიება იაპონური ბანკის სესხით ლაჯანურჰესის №2 აგრეგატის დასამთავრებლად, აგრეთვე 2005 წელს დაგეგმილია №2 აგრეგატის კაპიტალური შეკეთება, რის შედეგადაც წლის ბოლოსთვის ჰესის სიმძლავრემ შეიძლება, მიაღწიოს 70 მვტ-ს (ნაცვლად ახლანდელი 25 მვტ-სა). ამ მიზნით აღნიშნული ჰესის დაფინანსებისათვის უნდა გამოიყოს 2550 ათასი ლარი.
ძევრულჰესი
ძევრულჰესზე დაგეგმილია №3 აგრეგატის კაპიტალური შეკეთება, რითაც არსებულ მუშა სიმძლავრეს - 55 მვტ-ს დაემატება 20 მვტ-ი და მიუახლოვდება დაგეგმილ საპროექტო სიმძლავრეს - 80 მვტ-ს, რომლის ღირებულება დაახლოებით 350 ათასს ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ჰიდროტექნიკური ნაგებობებში აუცილებელია ჰესის სადერივაციო გვირაბის გამოკვლევა, სამუშაოების პროექტირება და მისი წელსვე შესრულება. რადგანაც სადერივაციო გვირაბი მრავალგანაა დაზიანებული და იგი შეიძლება, დიდი მასშტაბის ავარიის მიზეზი გახდეს. სადერივაციო გვირაბის გამოკვლევა, საპროექტო სამუშაოები და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების საორიენტაციო ფასი იქნება დაახლოებით 450 ათასი ლარი.
ხრამჰესი-2
„ჰიდროელექტროსადგურ ხრამი-2-ის რეაბილიტაციის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის №196 განკარგულებისა და საქართველოს ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროების, სსიპ „ენერგოგენერაციასა“ და სს „ხრამჰესი-2“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, ხრამჰესი- 2-ის №2 აგრეგატისა და ღია ქვესადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოთა განსახორციელებლად საკრედიტო რესურსის სახით გათვალისწინებელია 1,650 მლნ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში, აგრეთვე სხვა დამატებითი საინსტალაციო ღონისძიებებისათვის - 3600 ათასი ლარი.
მცირე ჰესები
2005 წელს გადაწყვეტილია, მაღალმთიან აჭარაში ჩირუხი-სანალიას ჰესის რეაბილიტაციის ღონისძიებების დაფინანსების გასაგრძელებლად გამოიყოს 855 ათასი ლარი და ამის შედეგად, მისი სიმძლავრე გაიზარდოს დაახლოებით 3 მვტ-მდე, 15 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგიის წლიური გამომუშავებით. ამ ენერგიით ის დააკმაყოფილებს შუახევის რაიონსა და ნაწილობრივ ხულოს რაიონს. 200 ათასი ლარი გათვალისწინებულია, აგრეთვე, კოდორის ხეობაში აჟარა ჰესის აღდგენისათვის. დღესდღეისობით ჰესი შარშანდელი მეწყერული მოვლენების გამო მწყობრიდანაა გამოსული და არ ფუნქციონირებს. ამ ჰესის აღდგენა 250-300 კვტ. ფარგლებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ხეობის ენერგომომარაგებას.
სარეაბილიტაციო ობიექტების |
2005 წლის |
არსებული |
დამატებითი |
სულ |
ვარდნილჰესი |
6,350 |
100 |
70 |
170 |
შაორჰესი |
1,990 |
18 |
9 |
27 |
გუმათჰესი |
2,900 |
22 |
7 |
39 |
რიონჰესი |
1,080 |
48 |
- |
48 |
ლაჯანურჰესი |
2,550 |
25 |
10 |
35 |
ენგურჰესი |
15,400 |
660 |
260 |
920 |
ხრამჰესი |
3,600 |
50 |
50 |
100 |
ძევრულჰესი |
800 |
60 |
20 |
80 |
კეხვი, |
|
|
|
|
და |
3,000 |
0.7 |
2.5 |
3.2 |
ჰესების ჯამი |
37,670 |
984 |
439 |
1422 |
თბილსრესის |
6,030 |
100 |
260 |
360 |
№3 მიმდინარე |
450 |
100 |
20 |
120 |
№4 კაპ. |
3,240 |
|
120 |
120 |
№8 კაპ. |
2,340 |
|
120
|
120
|
თბოელექტრო |
6,030 |
100 |
260 |
360 |
სულ |
43,700 |
1084 |
699 |
1782 |
ახალი |
30,000 |
|
200-300 |
|
თბილსრესი
მიუხედევად იმისა, რომ ჯერჯერობით, შექმნილი ენერგოკრიზისიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება ენგურჰესის გაჩერებას ვერ რისკავს, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ღონისძიებები ამ შემთხვევისთვისაც. სამინისტროს ინფორმაციით, ენგურჰესის საგაზაფხულო გაჩერებასთან დაკავშირებით ენერგოსისტემისთვის აუცილებელია საბაზისო სიმძლავრის დამატება, რაც თბილსრესის №3 და №4 ბლოკების ექსპლუატაციაში გაშვების ხარჯზე უნდა მოხდარიყო. №3 ბლოკის ჩართვა ხელისუფლებამ მართლაც მოახერხა. მეოთხე ბლოკის ჩართვა კი ჯერჯერობით ვერა და ვერ ხერხდება. ამ ბლოკზე გათვალისწინებულია მიმდინარე შეკეთებების ჩატარება, რათა საბოლოო ჯამში, თბილსრესში სახელმწიფოს კუთვნილი ბლოკებიდან მესამის და მეოთხის სტაბილურად ამუშავება მოხერხდეს, მერვე კი დარჩეს მარაგში.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ბაზისური სიმძლავრის გასაძლიერებლად, ტარდება ღონისძიებები თბილსრესში ახალი სიმძლავრის შესაყვანად. ეს სამუშაოები წელს დაიწყება. დაიდგმება ახალი, გაზოტურბინის მაღალეფექტური დანადგარი, რაც შესამჩნევად შეამცირებს თბოსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულებას. ამ ღონისძიებების დაფინანსებისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია დაახლოებით 5975 ათასი ლარი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ენერგოგენერაციის და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ობიექტებისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში გასულ წელს შესრულებული სამუშაოების ნაწილის ასანაზღაურებლად, რომელიც მიმდინარე წლის იანვარ-მარტის პერიოდში დამთავრდება, გათვალისწინებულია 200 ათასამდე ლარი. „თბილსრესში“ იმ აგრეგატების ადგილას, რომელთა დემონტაჟიც მოხდება, განზრახულია 260 მეგავატიანი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობა. ამჟამად ენერგოსექტორის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გაზტურბინული დანადგარის მშენებლობის საკითხზე მიმდინარეობს წინადადებების მომზადება და სხვადასხვა ქვეყნების მოწინავე ფირმებთან კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკება. განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, აღნიშნული თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევა მომავალი წლის შემოდგომაზამთრის სეზონზე და პრაქტიკულად გადაწყვეტს ენერგოსისტემაში მწვავე ენერგოდეფიციტის პრობლემას. ამ ღონისძიებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანადაფინანსების სახით გათვალისწინებულია 30 მლნ. ლარი. მშენებლობის სავარაუდო ვადაა 14-18 თვე, საჭირო ინვესტიციების მოცულობა კი - 100 მლნ. დოლარამდე. 260 მვტ-იანი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის ეფექტურობა (მქკ) თითქმის ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე დღეს მოქმედი ანალოგიური ტექნოლოგიური ციკლის მქონე ბლოკებისა.
კითხვაზე, თუ რამდენად გაზრდის საქართველოს ადგილობრივ ელექტროენერგეტიკულ წარმოებას ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები, მთავრობის პასუხი ასეთია: დაგეგმილი სამუშაოების მეშვეობით საქართველოს ელექტროგენერაციის მოცულობა დაახლოებით 2/3-ით უნდა გაიზარდოს; გაზოტურბინის ამოქმედების შემთხვევაში კი - პრაქტიკულად გაორმაგდეს. (დასაბანდებელი ინვესტიციებისა და ამ დაბანდებების შედეგად გაზრდილი წარმოების შესახებ დეტალები იხილეთ თანდართულ ცხრილში). ასეთი შედეგის მიღებას საქართველოს ხელისუფლება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაქსიმუმ 18 თვეში გეგმავს. თუმცა ეს გეგმა, გარდა ენერგოგენერაციის ობიექტების რეაბილიტაციისა, მთელ რიგ სხვა მიმართულებებსაც მოიცავს. ცხადია, ეს ვერაფერი შეღავათია დღეს უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობისთვის, თუმცა ხელისუფლების გეგმების რეალურობაზე და შესაბამის პასუხისმგებლობაზე საუბარი, ჯერჯერობით, აშკარად ნაადრევი გახლავთ.

მამუკა ტყეშელაშვილის ნახატები
![]() |
4 შეკითხვები ენერგეტიკოსებს |
▲ზევით დაბრუნება |
გვანცა ლიპარტელიანი
მოქალაქეთა მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის - CENN-ის ენერგეტიკის პროგრამების დირექტორი ლევან თავართქილაძე.

ლევან თავართქილაძე
რა არის მიზეზი იმისა, რომ ელექტროენერგიით რაიონების მომარაგება დისკრიმინაციულად ხდება? კერძოდ, თბილისი და თბილისის ცენტრი უკეთ მარაგდება, ვიდრე რეგიონები და იგივე თბილისის გარეუბნები.
ელექტროენერგიით მომარაგებაზე საუბრისას დღეს ენერგეტიკოსები სამ ძირითად არგუმენტს ასახელებენ. ეს არის ეკონომიკური, პოლიტიკური და ტექნიკური მოტივები, რასაც გარკვეულწილად ობიექტური საფუძველი აქვს. თუმცა ყველაზე მთავარი არგუმენტი მაინც ეკონომიკური ფაქტორია. ყველასთვის ცნობილია, რომ თელასი გაცილებით უკეთესი გადამხდელია, ვიდრე სხვა რომელიმე კომპანია. თელასს ყველაზე მაღალი ამოღების მაჩვენებელი აქვს, ანუ თბილისში ელექტროენერგიის საფასურის ამოღება ყველაზე მაღალია და შესაბამისად, თბილისს ელექტროენერგია ყველაზე კარგად მიეწოდება. თუმცა ეკონომიკური ფაქტორების გარდა, რეგიონებთან შედარებით თბილისის უკეთესად მომარაგებას პოლიტიკური სარჩულიც უდევს.
წარმოვიდგინოთ თბილისში ორი - A და B უბანი და დავუშვათ, რომ ორივე უბანს აქვს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ამოღების ერთნაირი პროცენტული მაჩვენებელი. მაგალითად, ვაკესა და ვარკეთილში ეს მაჩვენებელი 60%25-ს უდრის. თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ვაკის მომარაგება თითქმის შეუზღუდავია და ვარკეთილის კი - პირიქით. თითქოსდა აქ აშკარა უსამართლობას აქვს ადგილი, რაც, ერთი შეხედვით, მართლაც ასე გამოიყურება. მაგრამ ისმის ერთი კითხვა - ამ ორი რაიონიდან ორივე თანაბარი რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს თუ არა? ვაკე მოიხმარს გაცილებით მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე ვარკეთილი, შესაბამისად, კომპანიისთვის ვაკის მომარაგება უფრო მომგებიანია, ვიდრე ვარკეთილის, რადგანაც რეალურად ვაკე გაცილებითშემოსავლიანია და ამ უბანს დენიც შეუზღუდავად მიეწოდება.
რაიონების მომარაგებაში არსებული დისბალანსი მხოლოდ ზემოთ ნახსენები ფაქტორებით არ არის განპირობებული. ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი მაინც გადახდის მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საშუალო ოჯახი პრესტიჟულ უბანში მოიხმარს 60-70 ლარის ელექტროენერგიას, გარეუბანში იგივე საშუალო ოჯახი - 20-30 ლარისას.
ანუ, პრესტიჟულ უბნებში თელასი 2-3-ჯერ მეტ დენს ყიდის. თუმცა ეს დისბალანსი საერთოდ არ იქნებოდა ელექტროენერგია საკმარისი რომ იყოს. შეზღუდვები, ცხადია, ელექტროენერგიის სიმცირით არის განპირობებული.
თუ თბილისს სრული მომარაგებისთვის სჭირდება 400 მეგავატი ელექტროენერგია, იგი ქსელიდან იღებს 200 ან 300 მეგავატს, ამავე დროს დანარჩენ საქართველოსთან შედარებით თბილისს ყველაზე კარგად მიეწოდება დენი. რა თქმა უნდა, ზღუდავენ თბილისსაც, თუმცა არა ისე, როგორც რაიონებს. თუ თბილისი იზღუდება 10%25-ით, რეგიონებში შეზღუდვა 60%25-ს აღწევს.
იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიით მომარაგება კრიზისული და არასაკმარისია, თელასიც მთელ თბილისს ვერ ანათებს. იგი იძულებულია, დააწესოს შეზღუდვები. აქ საუბარია უკვე ელექტროენერგიის განაწილების პრინციპზე, ანუ რამდენად სამართლიანად ხორციელდება იგი. ასეთ განაწილებასაც გარკვეული ფაქტორები განსაზღვრავს: პირველ რიგში, ისევ და ისევ ეკონომიკური, ანუ პრინციპი - „დენს ვაძლევ იმ უბანს, საიდანაც გაცილებით მეტი თანხა შემომდის“. ეს სამწუხარო რეალობაა და გარკვეული ეკონომიკური კანონზომიერებითაა განპირობებული.
საკამათოა ისიც, თუ რამდენად შეიძლება ჩაერიოს ხელისუფლება ელექტროენერგიის განაწილების საკითხში. ამაზე ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები არსებობს. ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს მოსახლოების დისკრიმინაცია უბნების მიხედვით. თუ ამ პოლიტიკაში ხელისუფლება ჩაერია, შესაბამისად, მოხდება კომპანიის - თელასის დისკრიმინაცია და მის უფლებამისილებაში ჩარევა.
ხშირად საუბრობენ ტექნიკურ მიზეზებზეც, თითქოს ვერ ხერხდება გადართვები, რაც, ალბათ, ყველაზე ნაკლებად დასაჯერებელია.
გამოსავალი, ცხადია, თბილისისთვის შეზღუდვების საერთოდ მოხსნაა, თუმცა დღეს ამაზე საუბარი არარეალურია. შესაძლოა ასევე საუბარი იმაზე, რომ გრაფიკის შედგენაში ჩაერთოს მარეგულირებელი კომისია და მთავრობა, რაც ასევე არარეალურია, რადგანაც თელასი კერძო კომპანიაა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩარევის შემთხვევაში, თავად კერძო კომპანიის დისკრიმინაციასთან გვექნება საქმე.
მოსახლეობას ხშირად უჩნდება ეჭვი, რომ მრიცხველების ჩვენება არასწორია (მრიცხველი წერს ბევრს, ან ხელოვნურად ტრიალებს). ასეთ შემთხვევაში, რა უნდა მოიმოქმედოს მოქალაქემ?
თუ მოქალაქეს აქვს გარკვეული ეჭვები მრიცხველებთან დაკავშირებით, მას შეუძლია, თავადვე შეამოწმოს საკუთარი მრიცხველის მუშაობა. ელემენტარულად, ნებისმიერს შეუძლია, ჩაატაროს პატარა ცდა - ჩართოს, მაგალითად, მხოლოდ 1 100 ვატიანი ნათურა ღამის განმავლობაში და დაინიშნოს დრო. ნათურამ საათში დაახლოებით 0,1 კილოვატ საათი უნდა დაწვას. ექსპერიმენტატორს შეუძლია, დილით მრიცხველზე შეამოწმოს ჩვენება. ეს საკმაოდ კუსტარული მეთოდია და შეიძლება, ძაბვის ვარდნის გამო გარკვეული ცდომილებაც დაფიქსირდეს, თუმცა ასეთი ცდის შედეგად საერთო სურათი მაინც შეიქმნება. მოქალაქე იმას მაინც მიხვდება, წესრიგშია თუ არა მრიცხველი. არის მეორე გზაც: მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს თელასს და მის მრიცხველს სპეციალურ სტენდზე შეამოწმებენ. ადრე ეს მომსახურება 5 ლარი ჯდებოდა, თუმცა ახლა ეს პროცედურა უფასოა.
მრიცხველის დაზიანების გარდა, არსებობს სხვა შემთხვევები: მაგალითად, მოქალაქემ იცის, რომ იგი თვის განმავლობაში სტანდარტულად 20-25 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს და უეცრად შემდეგ თვეში იღებს ქვითარს, რომელიც 40 ლარიან დანახარჯს უჩვენებს. შესაძლოა, მრიცხველის დაზიანება არაფერ შუაშია და უბრალოდ მის დენს სხვა გარეშე პირი იპარავს. ასეთი შემთხვევები, ფორმალურად თელასის კომპეტენციაში არ შედის. მას შეუძლია, ეს კეთილი ნების საფუძველზე გააკეთოს. მომხმარებელი ამ შემთხვევაშიც დაუცველია. დღესდღეობით არ არსებობს ასეთი პრობლემების მოგვარების მექანიზმი.
რატომ უნდა მოვახდინოთ მრიცხველების ინსტალაცია, თუელექტროენერგიის მომარაგების მხრივ განსხვავება გამრიცველიანებულ და გაუმრიცხველიანებელ უბნებს შორის მაინც არ არის?
ყველასთვის ცნობილია, რომ გამრიცხველიანებამდე ელექტროენერგიის გადასახადის დაკისრება საცხოვრებელი ფართის მიხედვით ხდებოდა. მაგალითად, 1999 წლის ტარიფით, სამოთახიან ბინაზე მოქალაქეს წელიწადში უნდა გადაეხადა 250 ლარი, ანუ მას თვეში 16 ლარის გადახდა უწევდა. ეს იმ დროს, როდესაც შესაძლოა, იგი რეალურად თვეში 40 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარდა. შესაბამისად, თავად მოქალაქის ინტერესში არ შედიოდა მრიცხველის დაყენება და ზოგიერთ შემთხვევაში იგი წინააღმდეგობასაც კი უწევდა ამ პროცესს. თუმცა იყო საპირისპირო შემთხვევები, როდესაც, ვთქვათ, მარტოხელა ადამიანი ხუთოთახიან ბინაში ცხოვრობდა ან ბინა საერთოდ დაკეტილი იყო - და მომხმარებელთა ასეთ კატეგორიას ფიქსირებული გადასახადის გადახდა მაინც უწევდა. ანუ მრიცხველების ინსტალაცია ზოგს აწყობდა და ზოგსაც არა. თუმცა გამრიცხველიანების პროცესი სახელმწიფო პოლიტიკისა და თავად კომპანიის მონდომების შედეგად მაინც წარიმართა.
მრიცხველები ხელს უწყობს ელექტროენერგიის მნიშვნელოვნად დაზოგვას. როდესაც მოქალაქემ იცის, რომ მისი მრიცხველი აღრიცხავს დახარჯულ დენს, იგი გაცილებით ეკონომიურია. ეს კი სერიოზული ასპექტია ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით.
გამრიცხველიანების შედეგად თბილისში დენის მოხმარება 30%25-ით შემცირდა, რაც, ცხადია, მნიშვნელოვანი დანაზოგია სახელმწიფოსა და კომპანიისათვისაც.
ხოლო მოქალაქისთვის გამრიცხველიანება ასევე მომგებიანია, რადგან იგი იხდის სწორედ იმდენს, რის საფასურ ელექტროენერგიასაც მოიხმარს. თუმცა ჩვენს შემთხვევაში არც გამრიცხველიანება ნიშნავს აპრიორი ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას.