The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თავისუფლება № 3, 2002


თავისუფლება № 3, 2002


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სუბარი სოზარ, ჯიბუტი ანა, მინაშვილი აკაკი, მელაძე გიორგი
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თბილისი 380008, გრიბოედოვის 23, ტელ.:93 66 15, ფაქსი: 93 67 84, ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია



1 ქართული არჩევანი: ევროსაბჭოს გავლით შუასაუკუნეებისაკენ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სოზარ სუბარი

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის არსებობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ევროკონვენციის მე-10 მუხლის ინტერპრეტაციას წარმოადგენს და რომლებსაც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისთვის კანონის ძალა აქვს, გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს. ამ მხრივ, ევროპული გამოცდილება აბსოლუტურად განსხვავდება და ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომლის გატარებასაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ბოლო პერიოდში.

საქართველოს კონსტიტუცია თანაბრად იცავს როგორც პიროვნების პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას, ისე სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ, ამ ორი ღირებულებას შორის ბალანსი ხშირად ირღვევა სიტყვის თავისუფლების საზიანოდ. ამგვარი ტენდენცია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაძლიერდა. იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცილისწამების მუხლის გამკაცრებას ითვალისწინებს. ერთ-ერთი სამუშაო ვარიანტის თანახმად, ცილისწამება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თუ ცილისწამება თანამდებობის პირის წინააღმდეგ იქნება მიმართული, სასჯელი კიდევ უფრო მკაცრდება.

მსგავსი ცვლილებების შეტანის სურვილში საბჭოთა სინამდვილეზე ნოსტალგია გამოსჭვივის, თუმცა, ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა საბჭოთა კავშირი უკან ჩამოიტოვა და წარსულში გაცილებით ღრმად შეტოპა. საპარლამენტო კომიტეტებში განსახილველად დაურიგდათ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების მეორე პროექტი, რომელიც, თავისი სულისკვეთებით, შუა საუკუნეების პრაქტიკის დამკვიდრებას ცდილობს. როცა შუა საუკუნეების პრაქტიკაზე ვსაუბრობთ, ერთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ:

1. ,,ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი არ შეუშლის ხელს სახელმწიფოებს, მოითხოვონ რადიომაუწყებლობის, ტელევიზიის ან კინოწარმოების ლიცენზირება.

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისათვის, ჯანმრთელობისა და მორალის, სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვისთვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების ან სასამართლოს ხელისუფლებისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის.

მუხლი10 - გამოხატვის თავისუფლება,

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისევროპული კონვენცია

1637 წელს ინგლისელმა მწერალმა უილიამ პრინმა დაწერა წიგნი, რომელშიც ინგლისის დედოფალი გააკრიტიკა. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მწერალმა ცილი დასწამა დედოფალს, რისთვისაც მას სამუდამო პატიმრობა და ყურების მოჭრა მიუსაჯა.

კანონპროექტი, რომელიც საპარლამენტო კომიტეტებში იხილება, ყურების მოჭრას არ ითვალისწინებს, თუმცა, თავისი სულისკვეთებით ზემოთქმულისგან დიდად არ განსხვავდება. პროექტი, რომლის ავტორი საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რევაზ არველაძეა, ცილისწამებისთვის ათ წლამდე თავისუფლებისაღკვეთას ითვალისწინებს, რაც უფრო მეტია, ვიდრე საქართველოს ყველა კორუმპირებულს ერთად მიესაჯა დამოუკიდებლობის მოპოვების 12 წლის განმავლობაში.

თავად ამ ნოვაციის ავტორი აცხადებს, რომ მისი ,,აღშფოთება” ქართველი ენერგეტიკოსების წინააღმდეგ მიმართულმა ,,ცილისწამებებმა” გამოიწვია. არადა, თუ საქართველოს ენერგეტიკაში არსებულ ვითარებას გავითვალისწინებთ და ამ მდგომარეობის შექმნაში ქართველ ენერგეტიკოსთა წვლილსაც გავიხსენებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომშეუძლებელია ცილიმწამებლური ან პატივისა და ღირსების შემლახველი ისეთი სიტყვის მოფიქრება, რომელიც ოდნავ მაინც გააწონასწორებს იმ ცინიზმს, რომლითაც ქართველი ენერგეტიკოსები ექცევიან საქართველოს მოსახლეობას.

საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ ასეთი მიდგომა ევროსაბჭოს სტანდარტებს არ შეესაბამება; არც ის, რომ გამოხატვის უფლება ადამიანის ბუნებით თავისუფლებათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. საქმე ისიც გახლავთ, რომ დასავლური ცხოვრების დონეს სწორედ დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება განაპირობებს, ამ პრინციპებს შორის კი გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან გამოხატვის თავისუფლება ხელისუფლების კონტროლის წინაპირობაა, ხელისუფლების კონტროლის გარეშე კი ქვეყნის განვითარება შეუძლებელია.

* * *

ევროპული კონვენციის პირველი მუხლი წევრი სახელმწიფოებისგან კონვენციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას მოითხოვს. ამავე მიზანს ემსახურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომლის პრეცედენტებიც წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულო ხასიათს ატარებს.

ევროსასამართლომ არაერთ დადგენილებაში ხაზგასმით აღნიშნა სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა. 2000 წლის 16 მარტის საქმეში 2 ,,ოზგურ გუნდემი თურქეთის წინააღმდეგ” 2 ნათქვამია:

,,პრესის თავისუფლება საზოგადოებას აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, შეიტყოს და შეიქმნას აზრი პოლიტიკურ ლიდერთა შეხედულებებისა და პოზიციის შესახებ”,

ხოლო 2000 წლის 18 ივლისის საქმეში ,,სენერი თურქეთის წინააღმდეგ” სასამართლომ მიიჩნია, რომ:

,,დასაშვები კრიტიკის ზღვარი მთავრობასთან დაკავშირებით უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირის, ან, თუნდაც, პოლიტიკოსის მიმართ. დემოკრატიული სისტემის პირობებში მთავრობის მოქმედება და დაუდევრობის ფაქტები არა მხოლოდ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების განსჯის საგანი უნდა იყოს, არამედ საზოგადოებრივი აზრისაც. უფრო მეტიც, ის გაბატონებული მდგომარეობა, რომელიც უკავია მთავრობას, აუცილებელს ხდის, რომ მან თავი შეიკავოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისგან, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ოპონენტთა დაუსაბუთებელ თავდასხმებზე და კრიტიკაზე გამოხმაურების სხვა საშუალებებიც”.

ამ თვალსაზრისით, ევროპული გამოცდილება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის იმ მცდელობებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და რისკენაც არაერთხელ მოუწოდებს პრეზიდენტი შევარდნაძე. მეტიც, ევროპის სასამართლომ მკვეთრად გააფართოვა იმ პირთა წრე, ვინც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ,,სახელმწიფო მოხელედ”. სულ ახლახან, 2002 წლის 26 თებერვლის საქმეში ,,Krone Vetrlag GMBH& CO KG ავსტრიის წინააღმდეგ” სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობას და პრესის მოვალეობას, შეატყობინოს საზოგადოებას მისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოვალეობები. სასამართლოს დადგენილებაში ნათქვამია:

,,დიდი მნიშვნელობა არა აქვს, საზოგადოება რეალურად იცნობს თუ არა [...] ადამიანს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, გავიდა თუ არა ეს პირი საზოგადო ასპარეზზე. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკოსი თავისი სახელმწიფო ფუნქციების წყალობით, საჯარო დებატებში მონაწილე პირი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებში აქტიურად მონაწილე ასოციაცია, რომელიც ამ საკითხების თაობაზე საჯარო დისკუსიაში გამოდის, პოლიტიკური ხასიათის ისეთი დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც საზოგადოების ყურადღებას იზიდავს”.

შესაბამისად, არა მხოლოდ თანამდებობის პირი, არამედ ნებისმიერი პიროვნება, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხთან არის დაკავშირებული, ,,სახელმწიფო მოღვაწის” რანგში გადის და მოვალეა, გაცილებით მეტად აიტანოს კრიტიკა, ვიდრე კერძო პირმა. მეტიც, სასამართლოს პრეცედენტების თანახმად, ის პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება დაეკისროს ჟურნალისტს სახელმწიფო მოღვაწის (ამ სიტყვის ზემოთ აღნიშნული ფართო მნიშვნელობით) ღირსების ხელყოფისთვის, შედარებული უნდა იქნეს იმ საზოგადოებრივ ინტერესთან, რაც პოლიტიკურ საკითხებზე ღია დისკუსიის მიმართ არსებობს დემოკრატიულ საზოგადოებაში და იმ სარგებელთან, რაც ამგვარ დისკუსიას მოაქვს საზოგადოების განვითარებისთვის.

აქედან გამომდინარე, ევროსასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური თავისუფლება გაზვიადებისა და პროვოკაციის შესაძლებლობასაც მოიცავდეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი თავისუფლების დაშვება გაცილებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ვიდრე ის სარგებელი, რაც სახელმწიფო მოღვაწის პატივისა და ღირსების გადამეტებულ დაცვას შეიძლება მოჰყვეს. ევროსასამართლოს პრეცედენტების თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის რამდენიმე პირობა უნდა არსებობდეს:

1. შეზღუდვა აუცილებლად კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს, ეს კანონი კი ,,მინიმალურ ევროპულ სტანდარტს” უნდა შეესაბამებოდეს;

2. შეზღუდვა უნდა მოხდეს მხოლოდ კონვენციის მე-10 (2) მუხლით განსაზღვრულ საფუძველზე;

3. შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის.

მოცემული პირობებიდან მესამე პირობა ევროსასამართლოში განსაკუთრებული დავის საგნად იქცა. საბოლოოდ, ამ მოთხოვნასთან შესაბამისობის დასადგენად სასამართლომ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი შეიმუშავა: შეზღუდვა ნაკარნახევი უნდა იყოს გადაუდებელი სოციალური საჭიროებით; არ უნდა არსებობდეს მიზნის მიღწევის სხვა საშუალება, რომელიც ნაკლებად შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას; საზოგადოებრივი ინტერესი არ არის მხოლოდ პოლიტიკის სფერო, ამდენად სიტყვის თავისუფლების დაცვა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სხვა სფეროებშიც არანაკლებ მნიშვნელოვანია; მე-10 მუხლი იცავს გამოხატვის როგორც ფორმას, ისე შინაარსს.

ამასთან, სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, ,,აუცილებლობა დემოკრატიული საზოგადოებისთვის” მთლიანი კონტექსტის მიხედვით განსაზღვროს.

და ბოლოს: საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსის საწინააღმდეგოდ, ევროპული კონვენციის საფუძველზე სტრასბურგის სასამართლო სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, ხელი შეუშალოს, დაარეგულიროს ან შეკვეცოს კერძო პირის ან ორგანოს მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. სასამართლომ აღიარა, რომ სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების გონივრული და ეფექტიანი განხორციელებისთვის მხოლოდ სახელმწიფოს ჩაურევლობა არ არის საკმარისი პირობა და ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ზომების გატარება სიტყვის თავისუფლების სტიმულირების ან დაცვის მიზნით.

საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი მცდელობები, მაქსიმალურად შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროპულ გამოცდილებას და სრულიად საწინააღმდეგო მხარეს არის მიმართული. მატარებელი, რომლითაც ხელისუფლება საქართველოს წაყვანას ცდილობს, სტრასბურგის ნაცვლად შუასაუკუნეებისკენ მიემართება.

ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს საფუძველს, წინსვლისა და თვითეული ინდივიდის თვითრეალიზების უმთავრეს პირობას წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს არა მხოლოდ ნეიტრალური ,,ინფორმაციის” ან ,,შეხედულების” გავრცელებას, არამედ შეურაცხმყოფელი, სკანდალური და უთანხმოების გამომწვევი ინფორმაციის გავრცელებასაც. აქედან გამომდინარე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა სერიოზულად უნდა იყოს დასაბუთებული.

2 სიტყვის თავისუფლება ,,ასლანდიაში“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ანა ჯიბუტი

,,აჭარა P.S.“ ხალხის წინააღმდეგ

2002 წლის 13 მარტს აჭარის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბეჟანიძემ საბოლოოდ დაადგინა, რომ აჭარაში თავისუფალი პრესა არსებობს და საწინააღმდეგო აზრის გამოთქმისთვის ,,პრეს-კლუბი ბათუმის დამფუძნებელს, ავთანდილ გადახაბაძეს მოსარჩელის 2 გაზეთ ,,აჭარა P.S.-ის 2 სასარგებლოდ 1.000 ლარის გადახდა და მოსარჩელეებისათვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა დააკისრა.

მოსარჩელეებმა 2 გაზეთ ,,აჭარა P.S.-ის” დამფუძნებლებმა 2 თავისი პატივისა და ღირსების დაცვა გაზეთ ,,რეზონანსში” და გაზეთ ,,ახალ ვერსიაში” გამოქვეყნებული პუბლიკაციების შემდეგ გადაწყვიტეს. 2001 წლის 29 სექტემბერს გაზეთ ,,რეზონანსში” გამოქვეყნდა ინტერვიუ ავთანდილ გადახაბაძესთან, სადაც ნათქვამია, რომ აჭარაში თავისუფალი მედია არ არსებობს.

ორი დღის შემდეგ, 2001 წლის 1-8 ოქტომბერს გაზეთ ,,ახალ ვერსიაში” დაიბეჭდა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები სათაურით 2 ,,აჭარაში თავისუფალი მედია არ არსებობს.” გამოკითხვის ინიციატორი იყო ,,პრეს-კლუბი ბათუმი”, რომელიც 400 რესპონდენტის გამოკითხვის მეშვეობით შეეცადა გამოეკვლია, თუ რამდენად თავისუფალია პრესა აჭარაში. გამოკითხული 400 რესპოდენტიდან 242 მიიჩნევს, რომ აჭარაში თავისუფალი მასმედია არ არსებობს, 63 რესპოდენტი ფიქრობს, რომ აჭარაში მასმედია თავისუფალია, ხოლო 73 რესპოდენტის აზრით, მხოლოდ ნაწილობრივ არის თავისუფალი. ამავე გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტების 94.2%25-ს, ანუ 376 ადამიანს მიაჩნია, რომ აჭარაში არ არსებობს ნამდვილად ოპოზიციური გაზეთი, ხოლო საწინაღმდეგო აზრი მხოლოდ ოცდაერთმა რესპოდენტმა გამოთქვა.

ხსენებული პუბლიკაციებით, თავდაპირველად, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საქართველოს პარლამენტის ფრაქცია აღორძინების წევრებმა იგრძნეს თავი შეურაცხყოფილად, მათ კვალდაკვალ კი აღშფოთება ,,აჭარა P.S.-ის” დამფუძნებლებსაც გადაედოთ. ამ უკანასკნელებმა შელახული პატივისა და ღირსების დასაცავად სასამართლოს მიმართეს. სარჩელში ნათქვამია, რომ ხსენებული პუბლიკაციები ,,არის შეურაცხმყოფელი, მიმართული გაზეთ ,,აჭარა P.S.-ის” სადისკრედიტაციოდ, რადგან

,,პრეს-კლუბი ბათუმისხელმძღვანელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აჭარაში თავისუფალი პრესა არ არსებობს... შეცდომაში შეჰყავს მკითხველი და, შესაბამისად, ჩვენი გაზეთის საქმიანობასაც ჩრდილს აყენებს. ამ განცხადებით ,,აჭარა P.S.-ისოთხწლიანი საქმიანობა, პრაქტიკულად, წყალში იყრება”.

მოსარჩელეებმა შელახული პატივისა და ღირსების აღსადგენად მოპასუხისაგან 20 ათასი ლარი მოითხოვეს, მაგრამ, მოგვიანებით, მოთხოვნილი თანხა 1.000 ლარამდე ჩამოიყვანეს.

მტკიცებულებანი, რომლებსაც სასარჩელო განცხადება ეფუძნება, ზოგადია. მათში არ არის მითითებული ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება გაზეთ ,,აჭარა P.S.-ს”. მით უმეტეს, რომ ,,ახალ ვერსიაში” გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორი ამავე გაზეთის ჟურნალისტია და, როგორც რედაქციაში განმარტეს, სათაურიც გაზეთის რედაქციამ შეარჩია. რაც შეეხება ,,რეზონანსში” გამოქვეყნებულ ინტერვიუს, ინტერვიური იყო კონკრეტული პირი 2 ავთანდილ გადახაბაძე 2 და არა იურიდიული პირი ,,პრეს-კლუბი ბთუმი”, რომელიც მოპასუხედ არის დასახელებული.

ავთანდილ გადახაბაძე თავის შეპასუხებაში წერს:

,,ყველა ცივილიზებულ საზოგადოებაში ხალხის აზრის გაგება და გათვალისწინება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩემოყალიბების აპრობირებული მეთოდია. თუ ,,აჭარა P.S.-ისრედაქციამ გამოკითხვის შედეგები დისკრედიტაციად მიიღო, მაშინ მოპასუხე მხარე არის არა ,,პრეს-კლუბი ბათუმი”, არამედ ის 400 რესპოდენტი, ვინც თავისუფლად გამოთქვა თავისი აზრი. იმედია, ,,აჭარა P.S.-მომავალში გაითვალისწინებს ზემოთ მოყვანილი რეიტინგის შედეგებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხალხის ნდობა და თავისუფალი მედიის სახელი მოიპოვოს. თუ კი სასამართლო მსვლელობას მისცემს ,,აჭარა P.S.-ისსარჩელს, ეს იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა იურისპრუდენციაში, როცა უჩივიან ხალხს აზრის გამოთქმისთვის”.

ამასთან, მოპასუხემ მოსამართლის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, გამოეთხოვა ცნობა ,,ახალი ვერსიიდან” იმის დასტურად, რომ სათაური 2 ,,აჭარაში თავისუფალი მედია არ არსებობს” 2 ეკუთვნის ,,ახალ ვერსიას” და არა ,,პრეს-კლუბ ბათუმს”. მოსამართლე ავთანდილ ბეჟანიძემ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, სამაგიეროდ, 2002 წლის 13 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოპასუხემ გაავრცელა

,,დაუსაბუთებელი, სინამდვილეს შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია... ამასთან, ხალხის აზრი არ არის უტყუარი მამტკიცებელი საბუთი. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული შეხედულება და აზრი, მაგრამ მას დასაბუთება სჭირდება... სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ თუ მოსარჩელის სარჩელი განიხილება, ეს იქნება ხალხის აზრის წინააღმდეგ მიმართული პროცესი...”

თანაც, წერს მოსამართლე, მოპასუხემ მხოლოდ 400 რესპოდენტი გამოკითხა,

,,რაც არ შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ მთელი რეგიონის მასშტაბით გააკეთოს დასკვნა მასმედიის თავისუფლების თაობაზე...”

ავთანდილ ბეჟანიძემ მოპასუხეს 1.000 ლარის გადახდასთან ერთად გაზეთებში ,,რეზონანსსა” და ,,ახალ ვერსიაში” მოსარჩელისათვის ბოდიშის მოხდაც დააკისრა შემდეგი ფორმულირებით:

,,ბოდიშს ვუხდი ,,აჭარა P.S.-ჩემს მიერ გამოთქმული აზრის გამო, რითაც უსაფუძვლოდ მივაყენე შეურაცხყოფა თავისუფალ გაზეთს ,,აჭარა P.S.-ისსახით.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის არგუმენტირებული, თუ რატომ უნდა გადაიხადოს 1.000 ლარი მოპასუხემ, რა ზარალი მიადგა ,,აჭარა P.S.-ს” ისეთი, რაც ათას ლარად უნდა შეფასდეს. სამაგიეროდ, პროცესის მსვლელობის დროს მოსარჩელემაც და სასამართლომაც სწორად გაიაზრეს, რომ ამგვარი ლაფსუსებით აღსავსე გადაწყვეტილება აჭარის ფარგლებს გარეთ ,,თავს ვერ შეინახავდა” და სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი თანხა 20.000 ლარიდან 1.000 ლარამდე შეამცირეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ სამართლებრივი დავის დროს მოთხოვნილი თანხა 1.000 ლარს არ აღემატება, საკასაციო საჩივრის შეტანა დაუშვებელია. ,,აჭარა P.S.-მა” გადაწყვიტა, ,,საკანონმდებლო ტექნიკის” გამოყენებით მოესპო უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის შესაძლებლობა და დავა მშობლიურ კედლებში დაემთავრებინა.

,,აჭარა P.S.-ის“ შემდეგ ,,პრეს-კლუბი ბათუმს“ აჭარის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროც გაუნაწყენდა. სამინისტროს პატივისა და ღირსების შელახვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის აუგად ხსენებამ გამოიწვია. პუბლიკაცია სათაურით - ,,ასლან აბაშიძის პოლიტიკამ საქართველოს თევზის მეურნეობას ტრაქტორებით გადაუარა“ - 2002 წლის თებერვლის ბოლოს კვლავ გაზეთ ,,ახალ ვერსიაში“ გამოქვეყნდა, მოპასუხედ კი, რატომღაც, ისევ ავთანდილ გადახაბაძე დასახელდა, თუმცა, სტატია ანონიმურის და მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე საბუთი ან, თუნდაც, მინიშნება, რაც გადახაბაძის ავტორობას დაადასტურებდა.

სარჩელში ნათქვამია:

,,პუბლიკაცია თავისი შინაარსით, ფაქტების არასწორი გადმოცემითა და კომენტარებით ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსადმი. სტატიაში ბატონი ასლან აბაშიძის მიმართ გავრცელებულია სინამდვილესთან შეუსაბამო და მისი პატივისა და ღირსების შემბღალავი ცნობები, ასევე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსადმი, რაც გამოიხატება შემდეგში: ანონიმური ავტორი წერს, რომ აჭარაში თევზის მეურნეობის განადგურება ადგილობრივი ხელმძღვანელობის ბრალით მოხდა და მინიშნება გაკეთებულია პირადად ასლან აბაშიძეზე...

ასლან აბაშიძის შეურაცხმყოფელია ისიც, რომ, თითქოს, საქართველოს თევზის მეურნეობას მან ,,ტრაქტორებით გადაუარა”. ანონიმმა ავტორმა უნდა იცოდეს, რომ როცა საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი საჭიროებისათვის ამა თუ იმ ობიექტის აღება ხდება, იქ მანქანა-ტრაქტორები მუშაობენ.

როგორღაც ჩანს, რომ გაზეთის რედაქციას და მის ანონიმ ავტორს არ ეხატებათ გულზე არც ბატონი ასლანის საქვეყნო საქმიანობა და არც სტრატეგიული მიზნები სასიცოცხლო ობიექტების მშენებლობით, რაც არა მხოლოდ ბათუმის, არამედ მთელი საქართველოს ხვალინდელი დღეა...

გაზეთში გამოქვეყნებული პუბლიკაციით სწორედ .აბაშიძის და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ხელმძღვანელობის არამატერიალურ სიკეთეს მიადგა მორალური ზიანი, რამაც გაამძაფრა მათი მორალური განცდები, გამომდინარე მათი ინდივიდუალური თვისებებიდან და თავისებურებებიდან, რაც ასევე მიმართულია და გამომდინარეობს საქვეყნო ინტერესებიდან. რედაქციისათვის უთუოდ ცნობილია ბატონი ასლანის შემართება, უტეხი ნებისყოფა და დაუღალავი შრომა. ბატონ ედუარდ შევარდნაძის თქმით, ასლან აბაშიძეს შეუძლია 24 საათი იმუშაოს საქვეყნო საქმეებზე და, ამ დროს, გაზეთის რედაქცია მას ხატავს თევზის მეურნეობის (და საერთოდ) დამანგრეველ ძალად, რითაც აყენებს პიროვნებას ფსიქოლოგიურ ზიანს, ანუ ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რაც მან განიცადა არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით (სამოქალაქო კოდექსის 413- მუხლის კომენტარები).

პუბლიკაციის ავტორს არ სურს ასახოს ის დადებითი მოვლენები, რაც ამ მხრივ შეინიშნება აჭარაში.”

(სტილი დაცულია).

ორგვერდნახევრიანი სარჩელი მთლიანად ასლან აბაშიძის ხოტბაზეა აგებული, თუმცა, საბოლოოდ, მოსარჩელეებმა სათაყვანებელი ბელადის პატივი და ღირსება, მისთვის მიყენებული ,,ფსიქოლოგიური ზიანი”, ,,ფიზიკური და ზნეობრივ-ფსიქოლოგიური ტანჯვა”, მისი ,,მორალური განცდები”, ,,ინდივიდუალური თვისებები და თავისებურებები” სულ რაღაც ათას ლარად შეაფასეს და მოპასუხისგან სწორედ ამ თანხის გადახდა მოითხოვეს. თანაც, რაც მთავარია, ამ ფასში სამინისტროს პატივი და ღირსებაც შეიტანეს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ სტატიის ავტორი ანონიმია, ხოლო პუბლიკაცია გაზეთ ,,ახალ ვერსიაში” დაიბეჭდა, არ უჩივის გაზეთს, რადგან მაშინ ,,სხვის მოედანზე” 2 თბილისში, დიდუბე ჩუღურეთის სასამართლოში 2 მოუწევს თამაში. თანაც, სამინისტრო მხოლოდ ათას ლარს ითხოვს, რადგან ამ თანხაზე უზენაესი სასამართლო საკასაციო სარჩელს ვერ მიიღებს. როგორც ჩანს, თბილისში ჩამოსვლას, ბელადის მსგავსად, სამინისტროც უფრთხის და თამაშს ,,საკუთარ კედლებში” ამჯობინებს.

და კიდევ:

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკა მკაფიოდ ამბობს, რომ თანამდებობის პირი კრიტიკის მიმართ მეტი მოთმენით გამოირჩეოდეს;

და თუ თანამდებობის პირი ასეთი თვისებებით შემკული არ არის და ნებისმიერი კრიტიკული პუბლიკაციის გაცნობისას განიცდის ,,ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას,” ,,მორალურ განცდებს” და ,,ფსიქოლოგიურ ზიანს”, გაუგებარია, რა შუაშია ამ ყველაფერთან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო?

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსარჩელე უშუალოდ დაზარალებული უნდა იყოს და არა მისი თაყვანისმცემელი!

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად სახელმწიფო ორგანოები (სამინისტროები, დეპარტამენტები) იურიდიულ პირებს არ წარმოადგენენ და, შესაბამისად, ვერ ისარგებლებენ ამავე კოდექსითვე გათვალისწინებული იურიდიული პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის უფლებით. ესეც რომ არ იყოს, პატივისა და ღირსების უფლება ადამიანის უფლებაა (კონსტიტუციის მე-17 მუხლი), ადამიანის უფლებების სუბიექტი კი, განსაზღვრებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვერ იქნება. ხოლო როცა სახელმწიფოსაგან პიროვნების დასაცავად შექმნილ სამართლებრივ ინსტრუმენტს სახელმწიფო ადამიანის შესავიწროვებლად იყენებს, ამას, ცინიზმის გარდა, სხვა არაფერი ჰქვია.ვიმეორებ: არც ერთ სამინისტროს (ამგვარი სარჩელის შემდგენელს, მით უფრო!) არა აქვს პატივი და ღირსება, ამდენად, მის შელახვაზე ლაპარაკი უაზრობაა.

0x01 graphic

მამუკა ტყეშელაშვილის ნახატი

P.S.

მოპასუხემ 2000 ლარზე შეიტანა შესაგებელი, ასე რომ, გაჩნდა თეორიული შანსი, საქმემ უზენაეს სასამართლოში გადმოინაცვლოს.

3 ,,სარწმუნოების სხვადასხვაობა ჩვენ არ გვაშინებს”

▲ზევით დაბრუნება


ილია ჭავჭავაძე

,,ამიტომ მე ვამბობ: წინ, ილია ჭავჭავაძისაკენ!“

ილია ჭავჭავაძე ვისთვის ხატია, ვისთვის 2 კერპი, ვისთვის 2 მითი და ვისთვის კიდევ 2 კოზირი ბანქოს თამაშის დროს, რომელსაც პერიოდულად ჩამოდიან ოპონენტებთან კამათში. ილიას იმოწმებენ, იყენებენ და იცავენ არარსებული თავდასხმებისგან. ილიას ერთმანეთს ეცილებიან, ერთის მხრივ, ძველი სისტემის მემკვიდრენი თუ რუდიმენტები, მეორეს მხრივ კი 2 ახალი თაობის ინტელექტუალებად წოდებულნი, ვინც მისი მოღვაწეობისა და ,,შემოქმედების გააზრებას ახლებურად ცდილობს. ილია ,,ახერხებს”, იყოს არგუმენტი ალალ ქართველ ნაციონალისტ-პატრიოტთა ხელში და, ამავე დროს, მოკავშირეობა გაუწიოს ლიბერალურ იდეათა აღმსარებლობას. დღევანდელობა ილიას მიმართ ულმობელია 2 ის უამრავ ადამიანს სჭირდება და ილიას სახელს ყველა საკუთარ ინტერესს ახმარს.

ამასთან, ძალიან საეჭვოა, რომ ილია ჭავჭავაძის ყველაზე აქტიურ ექსპლუატატორებს ჩვევად ჰქონდეთ ძილის წინ მისი ნაწერების კითხვა ან შეეძლოთ რომელიმე ,,კლასგარეშე” ციტატის ექსპრომტად მოხმობა. ამ ხალხის დისკურსებში ილიას სახელი მხოლოდ სამხილია იმათ წინააღმდეგ, ვინც ,,ილიას გზას ასცდა”, ,,ილია ხელმეორედ მოჰკლა”, ,,მამა-პაპათა ტრადიციებზე ხელი აიღო” და ,,ქართველობას განუდგა”.

მოგეხსენებათ, ასეთთა რიცხვს ის ადამიანებიც მიეკუთვნებიან, დღეს თავს უფლებადამცავებს რომ უწოდებენ. ლოგიკა, რომლითაც ამათ ლანძღავენ, მარტივია: თუ არა გამრუდებული ეროვნული ცნობიერება, დოლარებზე გაყიდული სული და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სიძულვილი, რატომ უნდა მოგინდეს ვიღაც გადამთიელი სექტანტების დაცვა, რომელთაც, ზრდილობის გულისთვის, სხვადასხვა აღმსარებლობის ჯგუფებსა და რელიგიურ უმცირესობებს უწოდებენ? ამათი ცხადი მიზანი ხომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა, უსაფრთხოების მოშლა და სულიერი საძირკველის დანგრევაა?!

რა ხელი აქვს ამ ყველაფერს ილია ჭავჭავაძესთან? განა მას შეეძლო რაიმე საწინააღმდეგო ეთქვა? ისე, ამ 125 წლის წინათ ილია წერდა:

,,სარწმუნოების სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს, ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარ-ცმულმა, იცის პატივი სხვისი სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არა არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და დაჩაგრულნი - აქ, ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა.

არ გვაშინებს-მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს, და დიდის ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თვის პატიოსანს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლმორეული ქართველი.”

,,ოსმალოს ქართველი”, 1877 .

გამოდის, ილიას აზრით, რელიგიური ტოლერანტობა აუცილებელი პირობაა ერის გასამთლიანებლად. სხვათა შორის, ,,ტოლერანტობა”, მისი ფუძის თავდაპირველ მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ, მოთმენას, ატანას ნიშნავს. ამას კარგი და ძველი ქართული სიტყვა, შემწყნარებლობა სჯობია. მისი შინაარსი მიგვანიშნებს, რომ შემწყნარებელი კაცი, ერი თუ საზოგადოება არა მარტო იტანს და ითმენს განსხვავებულის არსებობას, არამედ არ მიიჩნევს მას პრობლემად და ემოციური ან სხვაგვარი დისკომფორტის წყაროდ. სწორედ ,,შემწყნარებელს” უწოდებს ილია ჭავჭავაძე დავით აღმაშენებელს. არ დაიზაროთ, ბოლომდე ჩაიკითხეთ:

,,ხოლო დავით აღმაშენებელი სადიდებელია ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა, არამედ თავის დიდბუნებოვან კაცობითაც. იგი, თავგადადებული მოყვარე თავის ეროვნებისა და მართმადიდებელის სარწმუნოებისა, დიდი პატივისმცემელი იყო სხვის ეროვნებისაც და სარწმუნოებისა. ამისთანა შემწყნარებელი სხვისა მაშინ, როდესაც იგი ყოვლადშემძლებელ მბრძანებლად შეიქმნა სხვადასხვა თესლის და სხვადასხვა სარწმუნოების ერისა, ამასთანა სხვა ერის ღირსების თაყვანისმცემელი იმ დროში, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არა ჰზოგავდა, ამისთანა კაცთმოყვარული პატივისცემა სხვისი ეროვნებისა, სხვისი სარწმუნოებისა, ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მეთორმეტე საუკუნის კაცისაგან!

მეტი-ღა დიდ-ბუნებოვანობა მოეთხოვება განა მეთორმეტე საუკუნის კაცს მაშინ, როცა დღეს, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, საკვირველებად მიგვაჩნია გლადსტონი, რომ ირლანდიის ეროვნებას და სარწმუნოებას ესარჩლება იმავე კაცთმოყვარეობით, რა კაცთმოყვარებითაც დავით აღმაშენებელი სხვა ერს პატივსა-სცემდა! ჩვენს მატიანეებს თავი დავანებოთ და ვიმოწმოთ სხვა ერის მემატიანენი. ისინიც კი აღტაცებით იხსენიებენ დავით აღმაშენებელს, როგორც კაცს, პატივისმცემელს და შემწყნარებელს სხვა ერისას და სხვა რჯულისას.

სომეხი მათე ედისელი ამბობს:

,,დავითი იყო წმინდა, კეთილმსახური, სავსე ქველმოქმედებით და მართლმსაჯული, დავითის გარშემო იკრიბებოდა დანარჩენი სომეხთა ნათესავი, რომელთათვის მან დააფუძნა საქართველოში ქალაქი კორი (გორი), სადაც მრავალი ეკლესია და მონასტერი ააშენა. მიაგო ჩვენს ნათესავს ყოველგვარი ნუგეშის ცემა და შვება”.

ვარდან დიდი წერს:

,,დავითს არავითარი სიძულვილი არა ჰქონდა სომხურის წირვა-ლოცვისა და ეკლესიისა: იგი ხშირად იდრეკდა თავს ჩვენს ხელქვეშ და ითხოვდა ჩვენს ლოცვა-კურთხევას”.

ეგ კიდევ არაფერი, რომ დავით აღმაშენებელი ასე ექცეოდა სომხებს, რომელნიც, რაც უნდა იყოს, ქრისტიანები იყვნენ და არიან. დიდბუნებოვანი კაცთმოყვარეობა დავით მეფისა მაჰმადიანებსაც მიეფინათ, და მით უფრო ბრწყინვალეა ეს ამბავი, რომ მაჰმადიანები თვით დავით მეფისა და მისის ერის სარწმუნოებას ერჩოდნენ აღმოსაფხვრელად.

მაჰმადიანთა მწერალი ალ - აინი აი რასა წერს:

,,დავითს სთხოვეს მუსულმანებმა, რომ ქრისტიანეთ არა ჰქონოდათ ნება მუსულმანებთან ერთად შესვლისა აბანოში და აღეკრძალნა გიაურებისათვის მათი ავად ხსენება. დავითმა ყოველივე ეს თხოვნა აუსრულა. დავითი თავის შვილის დიმიტრითურთ ყოველ-დღე დადიოდა უმთავრესს მეჩითში, ისმენდა სამეფო ლოცვას და თვით ყორანის კითხვას. დავითი უხვად აძლევდა ფულს ქატიბს და მუაძინებს. მან ააშენა უცხო ტომთათვის ქარვასლები, და პოეტთათვის, რომელთაც ულუფას უნიშნავდა. თუ ვინმე ისურვებდა ტფილისის დატევებას, გულ-სავსებით ხელს უპყრობდა და მგზავრობის ღონისძიებას აძლევდა ფულით. დავითი უფრო მეტს პატივსა-სცემდა მუსულმანთ, ვიდრე მთავარნი მუსულმანთანი”. ყოველივე ეს დიდსულოვანობა და სულგრძელობა დავითისა მაშინ არის მომხდარი, როცა ძლევამოსილი იგი მეფე სრულიად გაბატონდა თავის ქვეყანაში და, მაშასადამე, ამისთანა პატიოსანი და განათლებული ქცევა მარტო ამის დიდბუნებოვან გულს და გონებას უნდა მიეწეროს და არაფერს სხვას. იმას აღარ ვამბობთ, რომ სნეულთა, უღონოთა და საპყართათვის დავითმა ააშენა სამკურნალო, თითონ ხშირად დადიოდა ამ უბედურთა სანახავად და მოსაკითხავად.”

,,დავით აღმაშენებელი”, 1888 .

დავით აღმაშენებელს და მის ეპოქას დღეს ბევრი შენატრის. სწორედ წარსულ დროში და ნატვირთს კილოში ამოიგმინა ისტორიულ მეცნიერებათა ერთმა დოქტორმა, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხელმძღვანელობს, მსტოვრების ინსტიტუტის წყალობით, თვითეულ ქართულ ოჯახში რა ხდებოდა, დავით აღმაშენებელმა ისიც კი იცოდაო.

მაგრამ ილია ჭავჭავაძისთვის სხვა რამ გახლავთ მნიშვნელოვანი: ილია ყურადღებას იმდენად არ ამახვილებს დავით აღმაშენებელის, ვითარცა პოლიტიკოსის სიბრძნესა და გამჭრიახობაზე, რამდენადაც მეფის პიროვნულ ღირსებებზე. ილიასთვის რელიგიური შემწყნარებლობის პოლიტიკური მიზანშეწონილობა თავისთავად ცხადი რამ არის; საგანგებო აღნიშვნა ამას არც სჭირდება. მთავარია, რომ საზოგადოებაში მშვიდობისა და წონასწორობის შესანარჩუნებლად გაღებული ძალისხმევა ეფუძნება არა მხოლოდ პოლიტიკურ კონიუნქტურას ან თუნდ პოლიტიკურ ნებას, არამედ ხელმწიფის ეთოსსაც.

აქ უნდა ვედაოთ რელიგიური პლურალიზმის იმ ადეპტებს, ვისაც ილია ჭავჭავაძე თავისი მოკავშირე ჰგონიათ: თითქოს ილია ლაპარაკობს სხვა სარწმუნოების და არა სხვა აღმსარებლობის მიმართ შემწყნარებლობაზე. სამიოდე წლის წინ, ერთი რელიგიური უმცირესობის გახმაურებული დარბევის შემდეგ გამართულ საპროტესტო შეკრებაზე მართლმადიდებელთა სახელით გამოსულმა პიროვნებამ შეწყნარების ობიექტთა შორის სწორედ ეს მიჯნა გაავლო: ტოლერანტული უნდა იყო სხვა კონფესიათა მიმართ, მაგრამ არ შეიძლება ტოლერანტული ვიყოთ სხვა აღმსარებლობათა მიმართ. უნაყოფო და სასაცილო მარჩიელობას დაემსგავსება ჩვენი დავა, ილია ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო, დაიცავდა თუ არა დღევანდელ რელიგიურ უმცირესობებს, გამოექომაგებოდა და ხმას აიმაღლებდა დარბევების წინააღმდეგ თუ იტყოდა, დარბევა და კაცის ცემა ცუდია, მაგრამ ამ სექტებს რამე ხომ უნდა მოვუხერხოთო? ამას სჯობს, კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ ილია ჭავჭავაძეს:

,,რადგანაც არსებითი ნიშანი ეროვნებისა, მისი გული და სული 2 ენაა, ამიტომაც ტლანქი ხელი უმეცარის მოხელეობისა ყველაზედ უწინარეს ენას მისწვდა. თუ რომელსამე მოხელის ხელს ამ შემთხვევაში აზრი რამ ამოქმედებდა, ეგ ის აზრი იყო, რომ სახელმწიფოს ერთიანობა შეუძლებელია იქ, საცა ყველანი ერთსა და იმავე სახელმწიფო ენაზედ არ ლაპარაკობენო.

უგნურება ამ აზრისა ცხადია. იყო დრო, როცა რჯულის, სარწმუნოების სხვადასხვაობაც ამასავე სწამობდნენ. იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ იქ, საცა ერთისა და იმავე სახელმწიფოს ერნი სხვადასხვა წესით ადიდებენ ღმერთსა, ერთობა სახელმწიფოსი ვერ იხეირებსო და დაირღვევაო. რეფორმაციამ დაამტკიცა, რომ ეგ აზრი მარტო უმეცრების ნაყოფია: დაამტკიცა, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფოში ძალიან კარგად მოთავსდება სხვადასხვაობა სარწმუნოებისა და ერთობის კავშირის საძირკველიდამ ერთს ქვასაც ვერ გამოაცლის. მოვა დრო, და გვგონია 2 დიდის ხნის ლოდინიც არ მოგვინდეს, რომ ენის შესახებაც იმას იტყვიან, რასაც ეხლა რჯულის შესახებ ბრმანიცა და თვალხილულნიც ამბობენ ერთხმად.”

,,შინაური მიმოხილვა”, 1881 . მარტი

4 კითხვარი

▲ზევით დაბრუნება


კითხვარი

კითხვარში თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია საშუალებას მისცემს თავისუფლების ინსტიტუტს, დაიცვას თქვენი უფლებები წინასწარი დაკავებისა თუ პატიმრობის ადგილებში. ამ ინფორმაციის საფუძველზე თავისუფლების ინსტიტუტი დაგეხმარებათ თქვენი ფუნდამენტური უფლებების რეალიზებაში, როგორიცაა წამებისა თუ სხვა სახის სასტიკი ან არაჰუმანური მოპყრობისაგან თავისუფლება, უკანონო და თვითნებური ჩხრეკისა და დაკავებისაგან თავისუფლება, ადვოკატის ყოლის უფლება, პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის უკანონო მოქმედებების გასაჩივრების უფლება, ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნის უფლება, სწრაფი და სამართლიანი სასამართლოს უფლება...

გთხოვთ, დაწვრილებით აღწეროთ თქვენი პრობლემა და საჩივარი, სრულად შეავსოთ კითხვარი და მოგვაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ყველა კითხვაზე. თქვენი სურვილისამებრ ეს ინფორმაცია შესაძლოა გამოქვეყნდეს, თუმცა დაცული იქნება თქვენი ანონიმურობა.

კითხვარი შესაძლებელია შეავსოთ, როგორც პირადად თქვენს შესახებ, ასევე სხვა უფლებაშელახული პიროვნების შესახებ. ასეთ შემთხვევაში მიუთითეთ თქვენი კავშირი დაზარალებულ პიროვნებასთან.

თუ გსურთ, მოყვეთ გაცილებით მეტი, ვიდრე ამას ითვალისწინებს მოცემული კითხვარი, გთხოვთ გამოიყენოთ დამატებით სუფთა ფურცლები, მაგრამ სასურველია, რომ თანდართული გვერდები აკინძული იყოს კითხვართან ერთად.

გთხოვთ, მოცემული კითხვარი შეავსოთ გარკვევით.

შევსებული კითხვარი მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე:

თავისუფლების ინსტიტუტი,
გრიბოედოვის 23,
380008, თბილისი.
ტელ: 93 66 15; ფაქსი: 936784.
ელ ფოსტა: liberty@liberty.ge

კითხვარი

კითხვარი შევსებულია _________________ (თარიღი)

1. პირადი მონაცემები

გვარი ___________________________________________________________________________

სახელი ___________________________________________________________________________

დაბადების თარიღი ________________________________________________________

მისამართი ________________________________________________________________

მისამართი, სადაც

ასევე შესაძლებელია

თქვენთან კონტაქტი _______________________________________________________

ეთნიკური კუთვნილება ___________________________________________________

აღმსარებლობა ____________________________________________________________

პროფესია და საქმიანობა ___________________________________________________

თქვენი სოციალური მდგომარეობა (მიახლოებითი შემოსავალი და შემოსავლის წყარო)

__________________________________________________________________________

შეიძლება თუ არა თქვენი სახელის დაფიქსირება თქვენი საქმის წარმოდგენისას

კი - არა-

თუ დარღვევა თქვენ არ გეხებათ და სხვა პირის შესახებ გვწერთ, გთხოვთ მიუთითოთ, თუ რა მიზეზით ვერ შეძლო აღნიშნულმა პიროვნებამ, თავადვე მოემართა თავისუფლების ინსტიტუტისთვის

__________________________________________________________________________

თქვენი ურთიერთობა ან მიმართება დასახელებულ პირთან

__________________________________________________________________________

2. დაკავება და წინასწარი პატიმრობა

როდის მოხდა თქვენი ან თქვენს მიერ დასახელებული პიროვნების დაკავება?

__________________________________________________________________________

სად მოხდა თქვენი ან თქვენს მიერ დასახელებული პიროვნების დაკავება?

__________________________________________________________________________

მარტო თქვენ დაგაკავეს თუ თქვენთან ერთად ვინმე სხვაც?

__________________________________________________________________________

მიუთითეთ მისი ვინაობა

__________________________________________________________________________

ვის მიერ განხორციელდა დაკავება?

__________________________________________________________________________

რამდენი ადამიანი მონაწილეობდა დაკავებაში?

__________________________________________________________________________

ესწრებოდნენ თუ არა დაკავებას მოწმეები?

__________________________________________________________________________

რამდენი მოწმე დაესწრო დაკავებას თუ შეგიძლიათ მიუთითოთ მათი ვინაობა?

__________________________________________________________________________

თუ შეგიძლიათ მიუთითოთ დამკავებლების ვინაობა?

__________________________________________________________________________

კითხვარი

დაკავებისას თუ აგიხსნეს დაკავების საფუძველი?

__________________________________________________________________________

იყო თუ არა თქვენი დაკავება განპირობებული პოლიტიკური მოტივით?

__________________________________________________________________________

იყო თუ არა თქვენი პატიმრობა განპირობებული რელიგიური, ეთნიკური ან სხვა მოტივით?

__________________________________________________________________________

დაკავების შემდეგ წაგიყვანეს თუ არა პოლიციის განყოფილებაში?

__________________________________________________________________________

რომელ განყოფილებაში იყავით მიყვანილი?

__________________________________________________________________________

თუ პოლიციაში არ მიგიყვანეს, მაშინ დაასახელეთ ადგილი, სადაც იყავით მიყვანილი

__________________________________________________________________________

იყო თუ არა ბრძანება თქვენი დაკავების შესახებ? თუ კი, მაშინ ვის მიერ იყო გაცემული?

__________________________________________________________________________

დაკავების შემდეგ რამდენ ხანში მიგიყვანეს პოლიციის განყოფილებაში?

__________________________________________________________________________

მიყვანისთანავე თუ მოხდა თქვენი დაკავების რეგისტრაცია პოლიციის მიერ?

__________________________________________________________________________

რამდენი ხანი იყავით დაკავებული პოლიციის განყოფილებაში?

__________________________________________________________________________

დაგაწერინეს თუ არა აღიარება ან რაიმე ჩვენება იძულებითი მეთოდების გამოყენებით?

__________________________________________________________________________

წინასწარი პატიმრობის საკანში დაცული იყო თუ არა სანიტარული პირობები?

__________________________________________________________________________

როგორ მოგეწოდებოდათ საკვები?

__________________________________________________________________________

რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თქვენთან ერთად საკანში?

__________________________________________________________________________

რამდენ ადამიანზე იყო გათვლილი საკანი?

__________________________________________________________________________

იყო თუ არა საკანში გათბობა, შუქი ან სხვა საარსებო პირობები?

__________________________________________________________________________

გქონდათ თუ არა საშუალება, გესარგებლათ პრესით, რადიოთი, ტელევიზორით?

__________________________________________________________________________

გქონდათ თუ არა მიმოწერის საშუალება?

__________________________________________________________________________

გქონდათ თუ არა სეირნობის საშუალება?

__________________________________________________________________________

გქონდათ თუ არა ადვოკატთან ურთიერთობის საშუალება?

__________________________________________________________________________

ადვოკატი თქვენს მიერ იყო დაქირავებული იყო თუ პოლიციის მიერ?

__________________________________________________________________________

კითხვარი

თქვენი ადვოკატის სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი

__________________________________________________________________________

გქონდათ თუ არა თქვენს მიმართ წაყენებული ბრალდების გაცნობის საშუალება?

__________________________________________________________________________

თქვენს მიმართ თუ იქნა განხორციელებული ფიზიკური იძულება ან წამება?

__________________________________________________________________________

გქონდათ თუ არა ექიმთან შეხვედრის საშუალება და რამდენჯერ?

__________________________________________________________________________

ითხოვეთ თუ არა ალტერნატიული ექსპერტიზა?

__________________________________________________________________________

ვის მიმართეთ თხოვნით?

__________________________________________________________________________

მოგეცათ თუ არა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების საშუალება?

__________________________________________________________________________

რამდენი პატიმარი იმყოფებოდა თქვენთან ერთად წინასწარი პატიმრობის საკანში?

__________________________________________________________________________

რა დანაშაულებისთვის იყვნენ დანარჩენი პატიმრები ბრალდებული?

__________________________________________________________________________

გქონდათ თუ არა ნათესავებთან და ახლობლებთან შეხვედრის საშუალება?

__________________________________________________________________________

რამდენ ხანში მოგეცათ ნათესავებთან ან ახლობლებთან შეხვედრის უფლება?

__________________________________________________________________________

გქონდათ თუ არა თქვენი რელიგიის წარმომადგენელ სასულიერო პირთან შეხვედრის საშუალება?

__________________________________________________________________________

გქონდათ თუ არა რაიმე საჩივარი ოფიციალური პირების მიმართ?

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

თუ გქონდათ, ვის მიმართ და რის შესახებ?

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

მიმართეთ თუ არა რაიმე საჩივრით ოფიციალურ ორგანოს?

__________________________________________________________________________

თუ მიმართეთ, ვის და რის შესახებ მიმართეთ?

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი წინადადებები კითხვარის სრულყოფასთან დაკავშირებით.

5 ქართველი კათოლიკეები საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

აკაკი მინაშვილი

2001 წლის 18 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, მეუფე გაბრიელე ბრაგანტინიმ, თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა საქართველოს პრეზიდენტის, ედუარად შევარდნაძის წინააღმდეგ. მოსარჩელე, ქუთაისელი კათოლიკეების სახელით, ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ეკლესიის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც 1939 წლამდე ქუთაისელ კათოლიკეებს ემსახურებოდა. ,,მიგვაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოს კათოლიკეებს, რომლებიც გაერთიანებული ვართ დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა კავშირში ,,სავარდი”, შეზღუდული გვაქვს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, ვინაიდან არ გვეძლევა საშუალება, საკულტო მსახურება ჩავატაროთ ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც, ტრადიციულად, დასავლეთ საქართველოს კათოლიკეთა სასულიერო ცენტრს წარმოადგენდა,” 2 ნათქვამია სარჩელში.

ადგილი, სადაც 1814 წელს სადავო ეკლესიის მშენებლობა დაიწყო, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მეფე სოლომონ II-მ ,,წყალობის სიგელით” უბოძა კათოლიკე მისიონერებს. 1924 წლის 25 იანვრის დადგენილებით ქუთაისის აღმასრულებელმა კომიტეტმა რეგისტრაციაში გაატარა ,,ქუთაისის რომის კათოლიკური ეკლესიის რელიგიური საზოგადოება”. 1924 წლის 19 მარტს დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ტროცკის (ამჟამად ფ.ვარლამიშვილის) ქუჩაზე მდებარე ეკლესია უფასო და უვადო სარგებლობაში გადაეცა ხსენებულ საზოგადოებას, რაც, ფაქტობრივად, გულისხმობდა, რომ სახელმწიფოს წინაშე ამ საზოგადოებას რაიმე ფინანსური ვალდებულება არ ეკისრებოდა.

ამის შემდეგ, 15 წლის განმავლობაში, ეკლესიაში უწყვეტად აღესრულებოდა კათოლიკური მღვდელთმსახურება, მაგრამ 1939 წლის 29 ივნისს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანომ - ქ. ქუთაისის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმმა - გამოცა დადგენილება, რომლითაც ამ რელიგიურ ორგანიზაციას ჩამოართვა როგორც ტაძარი, ისე მთელი საეკლესიო ქონება. ჩამორთმევის მოტივი გადასახადების გადაუხდელობა იყო, რითაც პირდაპირ დაირღვა 1924 წლის ხელშეკრულება, რომელიც კათოლიკური საზოგადოებისთვის ეკლესიის უვადოდ და უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებდა.

საბჭოთა ხელისუფლების მიერ წარმოებული სასტიკი რეპრესიების პირობებში კათოლიკურმა საზოგადოებამ მიიჩნია, რომ დეპუტატების საბჭოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას, დამატებითი რეპრესიების გარდა, რაიმე სიკეთე არ მოჰყვებოდა. სამაგიეროდ, დავა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში განახლდა, როდესაც ქუთაისელმა კათოლიკეებმა რამდენჯერმე სთხოვეს ქუთაისის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს 2 აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს 2 ეკლესია კვლავ კათოლიკე მრევლს გადასცემოდა.

ქუთაისის აღმასკომმა კათოლიკეების თხოვნა არ დააკმაყოფილა, უარის ოფიციალურ

საბაბად კი ის იქცა, თითქოს კათოლიკეები, მცირერიცხოვნების გამო, ვერ მოახერხებდნენ ეკლესიის მოვლას. არადა, ქუთაისის აღმასკომს ჯერ კიდევ 1924 წლის ხელშეკრულების დარღვევისთვის უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა, საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანიც უნდა აენაზღაურებინა და ტაძარიც, შესაბამისად, კათოლიკე მრევლისთვის უნდა გადაეცა. ამის ნაცვლად, 1989 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს N30 ოქმით ეკლესია გადაეცა მართლმადიდებელ მორწმუნეთა საზოგადოებას (ე.წ ოცეულს), რომელიც იურიდიულად საპატრიარქოს არ ექვემდებარებოდა.

1990 წლის 12 აპრილს საქართველოს მინისტრთა საბჭომ გამოცა N183 დადგენილება, რომლის თანახმად ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული მართლმადიდებლური ეკლესიები, საქართველოს საპატრიარქოს ყველა საკულტო ნაგებობა და უძრავ-მოძრავი ქონება საპატრიარქოს საკუთრებად გამოცხადდა. ეს დადგენილება სამართლებრივად ვერ გავრცელდება სადავო ტაძარზე, რადგან იგი არასდროს წარმოადგენდა მართლმადიდებლური მღვდელთმსახურების ტაძარს და არქიტექტურული თვალსაზრისითაც კათოლიკურია.

2000 წელს დასავლეთ საქართველოს კათოლიკურმა მრევლმა დააფუძნა კავშირი ,,სავარდი”, რომელიც რეგისტრირებული იქნა ქალაქ ქუთაისის რაიონულ სასამართლოში. ამ ორგანიზაციამ 2001 წელს განცხადებით მიმართა ქუთაისის მერს და მოითხოვა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც სადავო ეკლესია კათოლიკე მრევლს გადაეცემოდა. მერიამ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში პასუხი არ გასცა, რაც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, აქტის გამოცემაზე უარის თქმად ითვლება.

იმავე წელს ,,სავარდმა” ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ზემდგომ თანამდებობის პირს. ორგანიზაცია პრეზიდენტისგან ითხოვდა, გამოეცა ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც ეკლესია კათოლიკეებს გადაეცემოდათ ან, უკიდურეს შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოსთვის დაევალებინა ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტა, მაგრამ კათოლიკეთა თხოვნას არც პრეზიდენტმა მიაქცია ყურადღება და არც სახელმწიფო კანცელარიამ. პრეზიდენტმა ამ საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფოს მინისტრის მოადგილეს, თედო ისაკაძეს დაავალა, რომელმაც, თავის მხრივ, საქმე იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულს, თემურ შაშიაშვილს გადაულოცა.

რამდენადაც აქტის გამოცემის ვადა შაშიაშვილმაც დაარღვია, ,,სავარდი” იძულებული გახდა, ისევ პრეზიდენტისთვის მიემართა ადმინისტრაციული საჩივრით, რათა ამ უკანასკნელს თავად გამოეცა ადმინისტრაციული აქტი, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ ,,სავარდმა” კიდევ ორჯერ მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით პრეზიდენტს, მაგრამ არც ამას მოჰყვა რაიმე შედეგი. ერთადერთი, რაშიც ხელისუფლების ,,კეთილი ნება” გამოვლინდა, თედო ისაკაძის მითითება იყო 2 კათოლიკეებისთვის ქალაქგარეთ გამოეყოთ მიწის ნაკვეთი და ამ ნაკვეთზე ეკლესიის აშენების უფლება მიეცათ.

,,წყალობა”, რომელიც სახელმწიფომ გაიღო, იმთავითვე აზრს იყო მოკლებული: ჯერ ერთი, მითითებული ტერიტორია მართლმადიდებლების უბანში მდებარეობს და იქ კათოლიკური ეკლესიის აშენების მცდელობას, შეიძლება, სერიოზული დაპირისპირება მოჰყვეს; მეორეც, მითითებული ადგილი ქალაქიდან საკმაოდ შორსაა და ეკლესიის მრევლისთვის ძნელად მისასვლელ ადგილას მდებარეობს.

საინტერესოა, რომ დღემდე ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ ვის ბალანსზე ირიცხება ამჟამად ეს ტაძარი. არც ერთმა სახელმწიფო უწყებამ არ გასცა ცნობა, რომელიც ამ საკითხში სინათლეს შეიტანდა და მხოლოდ საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მიერ 2001 წლის 25 მაისს გაცემული ცნობის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეკლესიის სადავო შენობა შეიძლება იყოს მერიის ან კულტურის განყოფილების ბალასზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს შენობა იურიდიულად დღესაც არ ეკუთვნის საქართველოს საპატრიარქოს და, შესაბამისად, საპატრიარქოს მიერ ამ ეკლესიით სარგებლობა სამართლებრივად არამართლზომიერია და ლახავს კათოლიკე მრევლის უფლებებს.

,,წყალობა”, რომელიც სახელმწიფომ გაიღო, იმთავითვე აზრს იყო მოკლებული: ჯერ ერთი, მითითებული ტერიტორია მართლმადიდებლების უბანში მდებარეობს და იქ კათოლიკური ეკლესიის აშენების მცდელობას, შეიძლება, სერიოზული დაპირისპირება მოჰყვეს; მეორეც, მითითებული ადგილი ქალაქიდან საკმაოდ შორსაა და ეკლესიის მრევლისთვის ძნელად მისასვლელ ადგილას მდებარეობს.

როცა ცხადი გახდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება კათოლიკეებისთვის ეკლესიის დაბრუნებას არ აპირებდა, ეპისკოპალურმა ვიკარმა, მეუფე გაბრიელე ბრაგანტინიმ სასამართლოში გადაინაცვლა და საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ თბილისის საოლქო სასამართლოში შეიტანა სასარჩელო განცხადება. ამ განცხადებით კათოლიკეები პრეზიდენტისგან ისევ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას ითხოვენ, რომლითაც ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე ეკლესია კვლავ მათ სარგებლობაში გადავა. მოგვიანებით, მეუფე გაბრიელემ სასარჩელო მოთხოვნა გააფართოვა და ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საფუძველზე ,,ქუთაისის ქალაქის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის” 1939 წლის 29 ივნისის დადგენილების ბათილად ცნობაც მოითხოვა. ხსენებული კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს და უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

ხსენებული აქტით დარღვეულია დასავლეთ საქართველოს კათოლიკური მრევლის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და კანონიერი ინტერესები. მეტიც, ხელისუფლების მიერ მართმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების არათანაბარ პირობებში ჩაყენების გამო დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი და ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის” მე-9 მუხლი. კონვენცია აღნიშნავს, რომ ,,ყველას აქვს აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების უფლება; ეს უფლება მოიცავს რელიგიისა და რწმენის გაცვლის თავისუფლებას მარტო თუ სხვებთან კავშირში, საჯაროდ თუ კერძოდ, თავისუფლებას 2 გამოამჟღავნოს მისი რელიგია ან რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, რიტუალების შესრულებით და დაცვით”, რისი განხორციელების საშუალებაც შეზღუდული აქვს დასავლეთ საქართველოს კათოლიკურ მრევლს. მსგავს დათქმას შეიცავს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18 მუხლიც, რომლის თანახმადაც, ყველას ,,აქვს მოძღვრების, ღვთისმსახურებისა თუ რელიგიური და რიტუალური წეს-ჩვეულებების საჯაროდ ან კერძო სახით შესრულების უფლება.”

სირთულეები, რასაც ქუთაისელი კათოლიკეები წააწყდნენ, შორს სცილდება ერთი კონკრეტული ეკლესიის კონკრეტული მრევლის პრობლემებს. ამ დავაში ცხადად გამოჩნდა, რომ რელიგიურ შეუწყნარებლობას და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევას გაცილებით ღრმა საფუძველი აქვს, ვიდრე ბასილ მკალავიშვილისა და მისი ჯგუფის საქმიანობაა. უბრალოდ, მკალავიშვილი ყველაზე რადიკალური ფორმით ახდენს რელიგიური შეუწყნარებლობის დემონსტრირებას, რასაც, მართალია სხვა ფორმით, მაგრამ აბსოლუტურად იმავე შინაარსით ჩადის აღმასრულებელი ხელისუფლების მთელი ვერტიკალი.

კათოლიკეებისთვის ტაძრების დაბრუნების საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც ძალიან მტკივნეულად რეაგირებს. ამ პრობლემისადმი მიძღვნილ ოფიციალურ წერილებში საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ტაძრების დაბრუნების მოთხოვნა ეკლესიებს შორის ,,ურთიერთობების გართულებასა” და ,,სერიოზულ ურთიერთდაპირისპირებას” გამოიწვევს. საპატრიარქოს განცხადება, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი აწერს, ერთგვარად მუქარის ტონსაც შეიცავს: ,,ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოში კათოლიკეთა ადმინისტრაციას, ასევე ვატიკანსაც, რომ სადაოდ მიჩნეული ტაძრების საკითხი მოხსნილი იქნას დღის წესრიგიდან მართლმადიდებლებსა და კათოლიკეთა შორის საქართველოში არსებული მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, რომელიც ვფიქრობ, ერთ-ერთი სამაგალითოა იმ პროცესებთან შედარებით, რასაც სხვა ქვეყნებში აქვს ადგილი. თქვენს მიერ დაყენებული საკითხები კი გამოიწვევს ურთიერთობის გართულებას”.

არადა, ქრისტიანულ სამყაროში სრულიად სხვაგვარი დამოკიდებულების არაერთი მაგალითი არსებობს. მაგალითად, 1996 წელს რუმინეთში, მართლმადიდებელი მიტროპოლიტის 2 ნიკოლაი დელ ბენეტოს 2 ინიციატივით, ბერძნულ-კათოლიკურ (უნიატურ) ეკლესიას დაუბრუნდა ლუგოის კათედრალი, რომელიც 1948 წლიდან მართლმადიდებლებს ეკუთვნოდათ.

კათედრალის გადაცემის ცერემონიალზე მიტროპოლიტმა ნიკოლაიმ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: ,,კომუნისტურმა დევნამ ყველა რელიგიის მიმდევარი დააზარალა, მაგრამ დღეს, დიქტატურის დასრულების შემდეგ, ნორმალური იქნებოდა, დასრულებულიყო უსამართლობა, რომელმაც ჩვენს დღეებამდე მოაღწია. სულ რამდენიმე დღის წინ, ტრანსილვანიის ერთ-ერთ მხარეში, ბერძენკათოლიკე მორწმუნეებმა თავიანთი ეკლესიის დაბრუნება მოითხოვეს. ის მათ დააარსეს, კვლავაც ცოცხლები არიან მისი დამაარსებლები და მათ ითხოვეს მისი დაბრუნება. ხოლო ჩვენ, მართლმადიდებლებმა, არ დავუბრუნეთ იმ საბაბით, რომ სახელმწიფომ, ყოველგვარი უფლება-მოსილების გარეშე, გადაწყვიტა, ეკლესიები მორწმუნეთა რაოდენობის საფუძველზე დაბრუნებულიყო.

ბერძნულ-კათოლიკურმა საკრებულომ ბრაზოფშიც მოითხოვა საკუთარი ეკლესია, მაგრამ ჩვენ არც იქ მივეცით, ჩვენმა სახარებისეულმა ძმებმა, ლუთერანებმა კი მათ თავშესაფარი შესთავაზეს. და განა ეს ნორმალური მდგომარეობაა? ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვუპირისპირდებით ერთმანეთს, ჩვენ გვძულს ერთმანეთი. ამგვარი განწყობილება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს! ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელშიც ჩვენს შორის არსებული უსამართლობანი აღარ უნდა უკვდავყოთ”.

6 საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შეთანხმების ვარიანტის სამართლებრივი ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


მოამზადა გიორგი მელაძემ

მუხლი 9:

1. ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება; ეს უფლება მოიცავს რელიგიისა და რწმენის გაცვლის თავისუფლებას მარტო თუ სხვებთან კავშირში, საჯაროდ თუ კერძოდ, თავისუფლებას - გამოამჟღავნოს მისი რელიგია ან რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, რიტუალების შესრულებითა და დაცვით.

2. ადამიანის რელიგიისა და რწმენის გამომჟღავნების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც განსაზღვრულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერსებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის, მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.

2001 წლის აპრილში ევროპის საბჭომ რამდენიმე ექსპერტს სთხოვა გაეკეთებინათ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების ანალიზი და მოემზადებინათ ექსპერტული დასკვნა ამ შეთანხმების შესახებ. ექსპერტიზის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება საკონსტიტუციო შეთანხმება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებს. წინა ნომერში უკვე გამოქვეყნდა დასკვნა, რომელიც ლატვიის უნივერსიტეტის პროფესორმა, რინგოლდს ბალოდისმა მოამზადა.

წინამდებარე მოხსენების ავტორია ჰოლანდიის ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი რიკ ლოუსონი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ევროკავშირის სამართლის და საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროს ექსპერტი. მოხსენებაში საკონსტიტუციო შეთანხმების ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი - 24-მუხლიანი ვარიანტი - განხილულია საქართველოს მიერ 1999 წლის 20 მაისს რატიფიცირებულ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, კონკრეტულად კი კონვენციის მე-9 მუხლთან შესაბამისობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) აღნიშნული მუხლის განმარტებისას შეიმუშავა პრეცედენტული სამართალი და ის 10 ძირითადიპრინციპი, რომელიც ეხება რელიგიის საკითხს:

) ფუნდამენტური უფლება:

მე-9 მუხლიდან გამომდინარე, აზრის, სინდისის და რწმენის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველია. რელიგიური თვალსაზრისით ეს უფლება უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან განსაზღვრავს პიროვნების რწმენის საკითხს, მის წარმოდგენებს სხვადასხვა კონცეპტუალურ საკითხებზე, ამასთან, მოცემული მუხლით აღიარებული უფლება იცავს იმ ადამიანებსაც, რომლებიც თავისი მრწამსით მიეკუთვნებიან ათეისტთა, აგნოსტიკოსთა და სკეპტიკოსთა რიგებს. პლურალიზმის ცნება განუყოფელია დემოკრატიული საზოგადოებისგან, ასეთი საზოგადოების მდგრადობა კი დამოკიდებულია იმაზე, რაც მოპოვებულია საუკუნეთა მანძილზე (ECHR, 1993 წლის 25 მაისი, კოკინაკისის საქმე: „კოკინაკისი საბერძნეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ”).

) მრავალგანზომილებიანი უფლება:

სხვა რელიგიის მიღება არის არა მხოლოდ საზოგადოების უფლება, ან მხოლოდ იმ ხალხისა, ვის რწმენასაც პიროვნება იღებს, არამედ ყოველ პირს დამოუკიდებლად აქვს საშუალება, ეზიაროს სხვა რწმენას და ეს განიხილოს, როგორც თავისი პირადი საქმე. ამასთან, ყველას აქვს უფლება, ქადაგების საფუძველზე შეაცვლევინოს რწმენა სხვა პირს.

) დისკრიმინაციის აკრძალვა:

სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება ECHR-ის მოთხოვნებს. (1993 წლის 23 ივნისის საქმე: ,,ჰოპმანი ავსტრიის წინააღმდეგ”; 1997 წლის საქმე: ,,კანის კათოლიკური ეკლესია საბერძნეთის წინააღმდეგ”).

) დაუშვებელია სახელმწიფოს ჩარევა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში:

ECHR-ის მოთხოვნათა მიხედვით, დაუშვებელია სახელმწიფომ იმსჯელოს, არის თუ არა რომელიმე სარწმუნოება თუ რელიგია კანონიერი (1996 წლის 26 სექტემბრის საქმე: „მანუსაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ“). თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს, დარჩეს ნეიტრალური რელიგიის საკითხის მიმართ, ეს საკმარისი საფუძველია, რომ აღიარებული იქნას მორწმუნეთა რელიგიური არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა.

) ავტონომიურობა:

მორწმუნეთა რწმენის თავისუფლება განიმარტება, როგორც საზოგადოებისთვის მინიჭებული უფლება, არსებობდეს სახელმწიფო ორგანოების მითითებების გარეშე. რელიგიურ საზოგადოებათა დამოუკიდებელი არსებობა აუცილებელია რელიგიური პლურალიზმის დამკვიდრებისთვის და მას იცავს კონვენციის მე-9 მუხლი.

) რელიგიური წინამძღოლის თავისუფალი არჩევის უფლება:

სასამართლო მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფომ არ უნდა გააკონტროლოს, მართავენ თუ არა ლიდერები რელიგიურ მიმდინარეობებს.

) რელიგიის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება:

მე-9 მუხლი არ იცავს ყველა ქმედებას, რომელიც მოტივირებულია რელიგიის ან რწმენის თავისუფლების არგუმენტით. მეტიც, რწმენის ქადაგებისას პირმა უნდა გაითვალისწინოს თავისი პოზიციის თავისებურება. პლურალისტულ საზოგადოებაში, სადაც სხვადასხვა რელიგია თანაარსებობს, შესაძლებელია ნაწილობრივ შეიზღუდოს ქადაგების უფლება სხვათა ინტერესების დაცვის მიზნით, რათა ყველას რწმენა იქნას დაცული.

) შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში:

ყოველი ასეთი შეზღუდვა უნდა იყოს მიმართული საზოგადოების მძაფრი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ და უნდა იყოს კანონის მოთხოვნათა პროპორციული.

) აკრძალვა უნდა შეესაბამებოდეს სამართლიანობის პრინციპს:

რელიგიური ჯგუფის, რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევა არ უნდა განიხილებოდეს როგორც კანონიერი ქმედება, რადგან მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება ევროკონვენციას. თუ კანონი აღმასრულებელ ხელისუფლებას აძლევს უფლებას, ჩაერიოს რელიგიურ ორგანიზაციათა საქმიანობაში და ეს ჩარევა არ ეფუძნება ნათელ და გასაგებ სტანდარტებს, ან თუ ეს ჩარევა ზედმეტად მკაცრია, მაშინ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება კონვენციას.

) პლურალიზმი:

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო უშვებს შეზღუდვას, იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოება დაყოფილია სხვადასხვა რელიგიურ ან სხვა ჯგუფებად, იგი ადგენს, რომ მსგავსი მდგომარეობა გარდაუვალია პლურალიზმის პირობებში. სახელმწიფომ მსგავს შემთხვევებში პლურალიზმი კი არ უნდა შეზღუდოს, არამედ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ სხვადასხვა ჯგუფებს შორის ტოლერანტული დამოკიდებულება არსებობდეს.

სწორედ მოცემული პრინციპებზე დაყრდნობით განხორციელდა აღნიშნული შეთანხმების სამართლებრივი ანალიზი.

შეთანხმების ვარიანტის სრული იურიდიული ვარიანტი

შესავალი ნაწილი

შეთანხმება შემდეგნაირადაა აგებული: პრეამბულაში აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განსაკუთრებული როლი ქართულ საზოგადოებაში, ამასთან საუბარია აღმსარებლობის თავისუფლებასა და ეკლესიის დამოუკიდებლობაზე.

რამდენიმე წესი განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ეკლესიის მომავალ ურთიერთობებს (1, 3, 11, 19 მუხლები). არის წესები, რომლებიც ადგენს, რომ სახელმწიფომ უნდა აღიაროს და ხელი შეუწყოს ეკლესიის საქმიანობას (7, 8 მუხლები). რამდენიმე მუხლით დადგენილია ეკლესიის მსახურთა გარკვეული უფლებები (4, 5 მუხლები), აგრეთვე ეკლესიის, როგორ ორგანიზაციის უფლებები (15, 21 მუხლები). 22-ე მუხლის მოთხოვნაა, სახელმწიფომ ცნოს რელიგიური დღესასწაულები.

დასკვნითი 23-ე და 24-ე მუხლები შეეხება მომავალ შეაწორებათა საკითხებს, მის რატიფიკაციას და ძალაში შესვლას. შეთანხმების კანონიერი სტატუსი მისი ძალაში შესვლის შემდეგ არ არის განხილული.

კონსტიტუციით დადგენილი ჩარჩოები

საქართველოს კონსტიტუცია შეიცავს რელიგიის სფეროს მომწესრიგებელ ნორმებს, რომელსაც ეფუძნება შეთანხმება. კერძოდ მე-9 მუხლში ნათქვამია: ,,სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, ამასთან ერთად აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან”.

კონსტიტუციის მეორე თავში მოცემულია ადამიანის უფლებათა ფართო ჩამონათვალი, სადაც ასევე დაფიქსირებულია, რომ ყველა ადამანია თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა” (მუხლი 14). მე-19 მუხლი აღიარებს, რომ ყველას აქვს სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლება. პირის შეზღუდვა რწმენის, აღმსარებლობისა და რელიგიის საფუძველზე მკაცრადაა აკრძალული.

კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო შეთანხმებას შორის კავშირი არც თუ ისე ნათელია. შესაძლებელია გადავიხაროთ იმ აზრისკენ, რომ კონსტიტუცია, როგორც ძირითადი კანონი, აწესრიგებს ურთიერთობებს ნებისმიერი კონფლიქტის არსებობის დროს, ხოლო შეთანხმება წარმოადგენს მე-9, მე-14, მე-19 მუხლების ინტერპრეტაციას.

რელიგიურ ორგანიზაციათა სამართლებრივი ფორმები

მოცემული მოხსენების ავტორი კარგად არ იცნობდა საქართველოს სამართლებრივ ბაზას, რათა განესაზღვრა, თუ რა ფორმით არსებობენ რელიგიური ჯგუფები, სექტები და ა.შ. ასეთ ურთიერთობათა მარეგულირებელი კანონი საქართველოში არ არსებობს.

აქედან გამომდინარე, დასკვნები ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებას. საქმე შეეხება საგუშაგო კოშკის წარმომადგენლობის და ,,იეჰოვას მოწმეების” კავშირის გაუქმების საკითხს. მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ დაუშვებელია მსგავსი ორგანიზაციების ჩამოყალიბება კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. ამასთან, არ არსებობს კანონი, რომლითაც დადგენილი იქნება რელიგიური ორგანიზაციების საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნების წესები.

ამასთან, არარეგისტრირებული კავშირი ვერ სარგებლობს ვერც კერძო და ვერც საჯარო იურიდიული პირის სტატუსით და საერთოდ არ ითვლება იურიდიულ პირად. მათ არა აქვთ უფლება, თავად ფლობდნენ რაიმე ქონებას და, შესაბამისად, გადასცენ ეს ქონება ვინმეს საკუთარი ნებით, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ არსებობას.

ამასთან, სასამართლომ აღიარა, რომ ასეთი გადაწყვეტილებით მან კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ამ ორგანიზაციათა არსებობა, თუმცა, მიგვაჩნია, რომ სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც განსაზღვრავს რელიგიურ ორგანიზაციათა უფლებებს, თავისუფლებებსა და ვალდებულებებს, საჭიროებს დახვეწას.

უზენაესი სასამართლოს მიერ ამ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული ბოლო შენიშვნა ის არის, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული უფლება შეეხება პიროვნებებს და არა გაერთიანებებს.

უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, გვინდა აღვნიშოთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ იზიარებს ამ მიდგომას. სიტყვის თავისუფლება წარმატებით იქნა გამოყენებული ,,Sanday Times-ის” მიერ. რაც შეეხება რელიგიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებათა სასამართლოს უზენაესმა პალატამ ერთი წლის წინ დაადგინა: რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, ისარგებლონ კონვენციის მე-9 მუხლით მინიჭებული უფლებებით. სასურველი იქნება, თუ ამ გადაწყვეტილებათა საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლო გადახედავს თავის პრაქტიკას. რა თქმა უნდა, არ არის სავალდებულო კონსტიტუციის მუხლსა და ევროპის კონვენციის მუხლთან დაკავშირებით საერთო პრაქტიკა არსებობდეს, მაგრამ, საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს სასამართლოებს ამგვარი რეკომენდაცია ეძლევათ.

შეთანხმების დეტალური ანალიზი

პრეამბულა

პრეამბულაში არ ჩანს სახელმწიფოსა და ეკლესიის მკვეთრი გამიჯვნა, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. პრეამბულის მეორე წინადადებაში ნათქვამია, რომ ეკლესია განცალკევებულია სახელმწიფოსგან, მესამე წინადადებაში კი დამატებულია, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა და მას ეს სტატუსი ექნება მომავალშიც. ეს, ცოტა არ იყოს, გაუგებარი პოზიცია, თუმცა ნათელია, რომ ძნელია ამ დებულების დაკავშირება მე-9 მუხლთან. აქვე უნდა ვთქვათ, რომ არც საერთაშორისო სამართალი ზოგადად და არც კონვენცია კონკრეტულად არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო რელიგიის სტატუსს, თუმცა, ისევ და ისევ სასურველი იქნებოდა, ხელშეკრულებაში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობები კონსტიტუციასთან შესაბამისობის ჭრილში დაფიქსირებულიყო.

პრეამბულის მეოთხე პუნქტში ნათქვამია, რომ ქართველი ხალხის მსოფლმხედველობა, ტრადიციები, ფსიქოლოგია, ცხოვრების წესი ეფუძნება მართლმადიდებლურ იდეოლოგიას. შესაძლოა, ეს სიმართლე იყოს, მაგრამ საქართველო ევროპის კონვენციის გავლენის სფეროში შედის და მან უნდა გაითვალისწინოს იმ გადაწყვეტილებათა სულისკვეთება, რომლებიც ევროპის სასამართლომ მიიღო რელიგიასა და რწმენასთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს პლურალიზმის პრინციპი. სახელმწიფო ვალდებულია, რომ თანაბრად გაითვალისწინოს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის მოთხოვნილებები.

აღსანიშნავია, რომ პრეამბულის მერვე პუნქტში საუბარია აღმსარებლობის თავისუფლებაზე და არა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე. არადა, ეს პრინციპები კონსტიტუციაშიც არის ნახსენები და კონვენციაშიც, ამიტომ, კარგი იქნება, თუ კონსტიტუციური შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვა.

პრეამბულის მეცხრე პუნქტის თანახმად მსოფლიოში დომინანტურ რელიგიებს სპეციალური სტატუსი აქვთ მიკუთვნებული. თუ გადავხედავთ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ბევრი ქვეყანა დომინანტურ რელიგიას რაიმე სპეციალურ სტატუსს არ ანიჭებს. ასეთი ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას, ბენელუქსის ქვეყნები, ესპანეთი, პორტუგალია, ნორვეგია.

მუხლი 2

შეთანხმების მეორე მუხლი ეკლესიას აძლევს საშუალებას, კანონიკური წესებით იხელმძღვანელოს. ეს წესი შეესაბამება ავტონომიურობის პრინციპს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ კანონის მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს სამართლიანობის პრინციპს, რაც დემოკრატიის აუცილებელი პირობაა.

მუხლი 4

ნათქვამია, რომ საეკლესიო პირები თავისუფლდებიან სამხედრო ვალდებულებისგან. თუ სახელმწიფო აღიარებსმართლმადიდებელი ეკლესიისა და მის მსახურთა პრივილეგიებს, მან, დისკრიმინაციის აკრძალვიდან გამომდინარე, იმავე ფორმით უნდა აღიაროს სხვა მოღვაწეთა უფლებებიც.

კონვენციის მონაწილე მხარეებს არ მოეთხოვებათ, გაათავისუფლონ სამხედრო სამსახურისგან საეკლესიო პირები, მაგრამ თუ სახელმწიფო მსგავს შეღავათს დაუშვებს, მაშინ ეს წესი ყველას მიმართ უნდა იქნას გამოყენებული („აბდულაზიზი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ”, 1985 წლის 28 მაისი).

მოცემული დებულება საქართველოსთვისაც სავალდებულოა, რამდენადაც საქართველო შეუერთდა მე-12 ოქმს, რომლის მიხედვითაც ,,კანონით განსაზღვრული და დადგენილი უფლებით სარგებლობა დაცული უნდა იქნას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, კერძოდ: როგორიცაა სქესის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ეროვნულ უმცირესობებთან კუთვნილების, ქონების, წარმოშობისა თუ სხვა სტატუსის მიუხედავად.

არავინ იქნება დისკრიმინირებული საჯარო ხელისუფლების მიერ ამ მუხლში მითითებული ნებისმიერი საფუძველით.”

შესაბამისად, თანაბარი მოპყრობა ყველა რელიგიის მსახურის მიმართ უნდა იყოს დაცული.

მუხლი 5

იგივე შეიძლება ითქვას აღსარების საიდუმლოზეც. თუ სახელმწიფო ერთ რელიგიას ანიჭებს უფლებას, საიდუმლოდ შეინახოს აღსარება, მან, დისკრიმინაციის აკრძალვის მოტივით, სხვებსაც უნდა მისცეს იგივე უფლება.

მუხლი 6

როგორც წესი, საერთაშორისო სამართალი და ევროპის კონვენცია არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიური ქორწინების აღიარებას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო კანონიერ სტატუსს მიანიჭებს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღსრულებულ ქორწინებას, მან იგივე სტატუსი უნდა მიანიჭოს სხვა ეკლესიათა მიერ აღსრულებულ ქორწინებას.

მუხლები 7; 8; 10

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული პრივილეგიებით სარგებლობის უფლება უნდა მიეცეს სხვა რელიგიებსაც.

მუხლი 9

ამ მუხლის შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს სასწავლო კურიკულუმი მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ და მისგან უნდა მიიღოს თანხმობა და მასწავლებლები უნდა დაინიშნონ ეკლესიასთან შეთანხმებით.

პირველ რიგში, სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებლური რელიგიის სასწავლო პროგრამის დამტკიცება სერიოზულ კითხვებს ბადებს კონვენციასთან მიმართებით. საქმეში 2 ,,ჰასანი და ჩაუში ბულგარეთის წინააღმდეგ” 2 სასამართლომ დაადგინა, რომ რეგისტრაციის წესების შემუშავება არ ეწინააღმდეგება მე-9 მუხლით დადგენილ უფლებას. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოებს მხოლოდ იმის უფლება აქვთ, შეამოწმონ, იყო თუ არა კანონის ფორმალური მოთხოვნები დაცული. სასამართლომ დაადგინა:

,,...რეგისტრაციის მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება კონვენციის მე-9 მუხლს, თუ ის ნებას აძლევს მინისტრს, გაარკვიოს, არის თუ არა ფორმალური მოთხოვნები დაცული.”

აქედან გამომდინარე, ლიტურგიკულ წესებში სახელმწიფოს ჩარევა არ შეფასდება სამართლიან ქმედებად. ასეთი მიდგომა შეიძლება გავრცელდეს რელიგიის პრინციპების

სწავლებაზეც. სახელმწიფოს უფლება არა აქვს, გააკონტროლოს სასწავლო პროგრამის შინაარსი, თუმცა, შეუძლია შეამოწმოს, თუ რამდენად არის დაცული სწავლების ფორმალური მხარე. თუ შეთანხმების მეცხრე მუხლი გულისხმობს, რომ სასწავლო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც მართლმადიდაბლობას ეხება, ავტომატურად დაინერგება სასწავლო დაწესებულებებში, მაშინ პრობლემა აღარ არსებობს.

მეორე: მასწავლებლების დანიშვნა მხოლოდ მართლამდიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით ნიშნავს, რომ სხვა რელიგიათა წარმომადგენლებს არ ექნებათ უფლება, დანიშნონ მასწავლებლები. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება განათლების თავისუფლებას, რაც ევროპული კონვენციის პირველი ოქმის მე-2 მუხლითა და საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლითაა დადგენილი.

მუხლი 12

მუხლში ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მოიწონებს და ამტკიცებს მართლმადიდებლურ ეკლესიებს და სხვა რელიგიურ ნაგებობებს. ეს ფორმულირება ღიად ტოვებს საკითხს, იტოვებს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გავლენას სხვა რელიგიურ ნაგებობებზე. პირდაპირ ასეთი მოთხოვნის დაყენება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, რადგან ეს ეწინააღმდეგება რელიგიის თავისუფლების პრინციპის და ლახავს სხვა მიმდინარეობათა უფლებებს. სასურველია მოხდეს ამ მუხლის შესწორება, რათა გაუგებრობა თავიდან იქნას აცილებული.

იგივე შენიშვნა გვაქვს მეორე პუნქტში მითითებული მოთხოვნის მიმართაც, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად აძლევს უფლებას მართლმადიდებელ ეკლესიას, იზრუნოს ისტორიული ღირებულების მქონე რელიგიური ძეგლების რესტავრაციასა და მოხატვაზე. ალბათ უკეთესი იქნებოდა, კანონში დაკონკრეტებული იყოს, რომ საუბარია მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, რათა, ისევ და ისევ, თავიდან იქნეს აცილებული გაუგებრობა.

მუხლი 13

თუ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უფლება, კანონიერად შევიდეს სამოქალაქო ურთიერთობებში და აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე, მსგავსი უფლება სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც უნდა ჰქონდეთ.

მუხლები 15-21

საკუთრებითი ურთიერთობები განხილულია 15-21 მუხლებში. ყველა უფლება და პრივილეგია, რომელიც ენიჭება მართლმადიდებელ ეკლესიას, იმავე წესით უნდა მიენიჭოს სხვა რელიგიებსაც.

რაც შეეხება გადასახადებისგან გათავისუფლებას, იგი ასევე უნდა შეეხოს სხვა ეკლესიათა ქონებასაც, რომელიც ეკონომიკურ ურთიერთობებში არ მონაწილეობს. კანონმა თანაბრად უნდა დაიცვას ყველა რელიგიური ჯგუფის საკუთრება და არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება.

მუხლი 16

ამ მუხლის მესამე პუნქტი ეკლესიას უფლებას აძლევს, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ქონება კანონის შესაბამისად. ეს წესი შესაბამისობაში მოდის ავტონომიურობის პრინციპთან და ამ სფეროში დადგენილი ყველა კანონიერი შეზღუდვა სამართლიანობის პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს.

მუხლი 21

პირველი პუნქტი უზრუნველყოფს ეკლესიისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. ევროპული კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კომპენსაცია თანაბარი უნდა იყოს: ,,ყოველგვარი ქონების ჩამორთევა გამართლდება მხოლოდ I ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას და უნდა განხორციელდეს მხოლოდ პროპორციული ანაზღაურების თანხლებით” (,,წმინდა ეკლესია საბერძნეთის წინააღმდეგ”, 1994 წლის 9 დეკემბრის საქმე, ასევე 2000 წლის 23 ნოემბრის საქმე ,,საბერძნეთის ყოფილი მეფე საბერძნეთის წინააღმდეგ”). უნდა აღინიშნოს რომ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩამორთმეული ქონების კომპენასაციასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ხელმოწერილი აქვს ოქმი, მაგრამ იგი არ არის რატიფიცირებული.

მუხლი 22

ეს მუხლი შეეხება 12 ძირითად რელიგიურ დღესასწაულს და აღნიშნავს, რომ ეს დღესასწაულები აუცილებლად უნდა აღინიშნოს და გამოცხადდეს დასვენების დღეებად. ამ შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ დღესასწაულებზეა ლაპარაკი და ვინ უნდა აღნიშნოს ისინი.

ძირითადი დასკვნები

როდესაც საუბარია შეთანხმების ვარიანტის ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაზე, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი სუბიექტები: მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა რელიგიური მიმდინარეობები.

მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა

ნათელია, რომ შეთანხმების ვარიანტი ბევრ ნაწილში ეწინააღმდეგება კონვენციას. დადებით მომენტად გამოვყოფთ მე-4 მუხლს, სადაც საუბარია სავალდებულო სამსახურისაგან გათავისუფლებაზე, მე-5 მუხლს - აღსარების საიდუმლოების შესახებ და ეკლესიის ქონების დაცვის საკითხებს.

შეთანხმებაში არ ჩანს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იზღუდება მოცემული შეთანხმებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მე-9 მუხლს და ნაწილობრივ 21-ე მუხლს. ამ მიმართებით ევროპული კონვენციის პირდაპირ დარღვევას ადგილი არა აქვს.

სხვა რელიგიათა მდგომარეობა

ნათელია, რომ შეთანხმების პროექტი არ აკონკრეტებს სხვა რელიგიური ჯგუფების თუ ცალკეულ მორწმუნეთა სამართლებრივ მდგომარეობას. უნდა შევნიშნოთ, რომ პრეამბულა ძალზე პრობლემატურია, რადგან, ფაქტობრივად, ექსკლუზიურ უფლებებს აძლევს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მე-9 და მე-12 მუხლები ამის ნათელი დასტურია. ასეთი მდგომარეობა ძნელია გაიგივდეს იმ მახასიათებლებთან, რაც ახასიათებს პლურალისტულ დემოკრატიულ საზოგადოებას. უფრო მეტიც, თუ გადავწყვეტთ, რომ სხვა რელიგიური მიმდინარეობების ადგილი არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდით, ეს გამოიწვევს შემზღუდველი ნორმების და შემზღუდველი პრაქტიკის დამკვიდრებას. ცხადია, რომ ასეთი სიტუაცია წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

მხოლოდ შეთანხმების ვარიანტის განხილვით ძნელია განისაზღვროს, აქვთ თუ არა სხვა მიმდინარეობებს იგივე უფლებები, რაც აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას. თეორიაში ორი ინერპრეტირების ვარიანტი არსებობს.

ერთი მხრივ, შეიძლება იქნას გაგებული, რომ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს ის უფლებები, რაც შეთანხმებაშია ნათქვამი, ვინაიდან განსახილველი შეთანხმება მხოლოდ ერთ ეკლესიასთან უნდა იქნას დადებული (პირდაპირი დასაბუთების საფუძველზე);

მეორე მხრივ, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე (საქართველოს კონსტიტუცია, მე-14 მუხლი), მსგავსი უფლებებით ყველა რელიგიური საზოგადოება უნდა სარგებლობდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საერთაშორისო სამართალი, ისე საქართველოს კონსტიტუცია მეორე თვალსაზრისს მიიჩნევს სწორად. ძალიან ძნელია, მოიძებნოს საფუძველი ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობისთვის, როცა არ არსებობს თანაბარი მიდგომა ყველა რელიგიის მიმართ. საწყისი პოზიციაა, რომ ყველა რელიგიის მიმართ უნდა არსებობდეს თანაბარი მიდგომა. სასურველია და მისასალმებელი, თუ ასეთი პოზიცია განმტკიცებული იქნება კანონით. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში არ არსებობს საერთო კანონი რელიგიური მიმდინარეობებისთვის. რეკომენდირებულია, რომ სანამ დაიდება რაიმე შეთანხმება კონკრეტულ ეკლესიებთან, მანამ ასეთი კანონი იქნას მიღებული.

რიკ ლოუსონი
ჰოლანდიის ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ევროკავშირის სამართლის და საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროსექსპერტი