![]() |
ბიზნეს-მაცნე №3 (6) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გოგოლაშვილი თამარ, გვენეტაძე გიორგი, ხატიაშვილი გიორგი, იაშვილი ნინო, ქაჯაია ესმა, ნარმანია დავით, მასურაშვილი ალექსანდრე, მასურაშვილი სოსო, ერქომაიშვილი გულნაზ, ფუტკარაძე რამაზ, მთვარელიშვილი ნინო, ბიწაძე კობა |
თემატური კატალოგი ბიზნეს-მაცნე (ჟურნალ "ბიზნესი და კანონმდებლობის" დამატება) |
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა მთავარი რედაქტორის მოადგილე: ელგუჯა ლებანიძე მარკეტინგის სამსახური: ზანდა მშვილდაძე, თამთა მეძმარიშვილი, სერგო ოსიტაშვილი ხელმომწერებთან ურთიერთობის კოორდინატორი: მზია ნაჭყებია კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ბოჭორიშვილი, ეკა კენჭაძე, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა კორექტურა: ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25; ტელ./ფაქსი: 98-39-30 8(99) 79-00-34. www.inovacia.ge; e-mail: inovacia@caucasus.net საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა №400467916; კოდი 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521ა |
![]() |
1 ბიზნეს-პალიტრა |
▲ზევით დაბრუნება |
აჭარა ევროპელებმა „დაიპყრეს“
2008 წლის იანვარში აჭარას 3 915 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 75,4 პროცენტით აღემატება. საგულისხმოა, რომ აქედან 2 585 შიდა ტურისტია, უცხოელი კი - 1 330. 2007 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, შიდა ტურისტების რაოდენობა 55,2 პროცენტით გაიზარდა, უცხოელი ტურისტების რიცხვმა კი 135 პროცენტით იმატა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად აჭარის რეგიონით ევროპელი ტურისტები დაინტერესდნენ: იანვარში ჩამოსული უცხოელი ტურისტების მთლიანი მაჩვენებლის 94,4 პროცენტი სწორედ მათზე მოდის. 4,3 პროცენტი აჭარას ამერიკიდან ესტუმრა, 0,9 პროცენტი კი - აზიიდან. ჯერჯერობით ავსტრალიიდან და აფრიკიდან მხოლოდ 0,2-0,2 პროცენტი შემოვიდა. კიდევ უფრო დაწვრილებით მონაცემებს თუ გადავხედავთ, აღნიშნულ პერიოდში აჭარაში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორებიდან 44 თურქეთიდანაა, 6,6 - დიდი ბრიტანეთიდან, 4,6 - რუსეთიდან, 4,5 - უკრაინიდან, 4,3 - სომხეთიდან, 3,8 - კვიპროსიდან, 3,4 - აზერბაიჯანიდან, 2,3 - გერმანიიდან, ხოლო დანარჩენი 26,5 პროცენტი - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ჯეოსელი“ ფრთებს შლის
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „ჯეოსელის“ აბონენტებს GPRS სერვისით სარგებლობა ამ დროისათვის უკვე მსოფლიოს 47 ქვეყანაში შეუძლიათ. თუკი თქვენ ამ ქსელის აბონენტი ბრძანდებით და რუსეთში, აზერბაიჯანში, ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, თურქეთში, ჩინეთში, უკრაინაში, ბრაზილიაში, აშშ-ში, კანადასა თუ სხვა ქვეყანაში მოგზაურობა გადაწყვიტეთ, „ჯეოსელის“ GPRS სერვისებით სარგებლობისას შეგიძლიათ მიიღოთ და გააგზავნოთ სურათები, შეამოწმოთ თქვენი ელექტრონული ფოსტა, ისარგებლოთ ინტერნეტითა და მობილური ტელევიზიით (მესამე თაობის ოპერატორთა ქსელში). იმ ქვეყნების სრულ ჩამონათვალს, რომლებშიც GPRS სერვისით სარგებლობაა შესაძლებელი, „ჯეოსელის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე იხილავთ
ვიცნობთ ჩვენს ვიზიტორებს?
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა იანვარ-თებერვალში ბაკურიანსა და გუდაურში შიდა და უცხოელ ტურისტებს შორის ტურისტული ბაზრის მარკეტინგული კვლევა და არსებული ტურისტული რესურსების ინვენტარიზაცია ჩაატარა. კვლევის მიზანი ვიზიტორების წარმომავლობის დადგენა, მათი დემოგრაფიულ ჭრილში განხილვა, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ჩასვლის მიზნების, ასევე ორგანიზებული და არაორგანიზებული ტურების რაოდენობის გარკვევა იყო. მკვლევარებმ შეისშეისწავლეს ტურისტული დანახარჯები, მომსახურების ხარისხისა და ფასის თანაფარდობა, შეთავაზებული ტურისტული პროდუქტით მიღებული კმაყოფილების ხარისხი და მისი გაუმჯობესების გზები და შეეცადნენ, გაერკვიათ, რა სახის ახალ, დამატებით შეთავაზებებს ითხოვს მომხმარებელი.
კვლევის შედეგებს ბაკურიანისა და გუდაურის ტურისტული ბაზრის ანალიზის მომზადებისას, ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით კერძო და საჯარო ორგანიზაციებისათვის რეკომენდაციების შემუშავებისას და საინვესტიციო წინადადებების მომზადებისას გაითვალისწინებენ.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას უახლოეს მომავალში თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში გამართავს და შედეგებს ადგილობრივი სასტუმროების მენეჯერებს, ტუროპერატორებს, არსებულ და პოტენციურ ინვესტორებს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს გააცნობს.
კვლევის მეთოდოლოგია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, სხვადასხვა კონსალტინგური კომპანიებისა და ამერიკელი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავა.
„ახალი ცოცხი“ კარგად გვისო...
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილ კომპანიებს ახალი დირექტორები ჰყავთ. კომპანიას „იორის ველი - ნავთობი და გაზი“ ამიერიდან ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ კი - გრიგოლ ნატროშვილი.
შპს „ იორის ველი - ნავთობი და გაზი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სალიცენზიო ბლოკების ოპერირებას ახორციელებს, „ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ კი მაღალი წნევის გაზსადენის სისტემის ექსპლუატაციას, მის ტექნიკურ მომსახურებასა და საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
„მაგთიკომის“ ახალი სერვისცენტრი
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომმა“ ჭავჭავაძის გამზირის №2-ში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს ახალი სერვისცენტრი გახსნა.
ამრიგად, თბილისში ამ დროისათვის „მაგთიკომის“ მომსახურების 8 ოფისი მოქმედებს, მთლიანად საქართველოში კი - 41. აქედან 29 ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს, ოთხი კი - მაგთიმობილი“ - მოძრავია.
BP ჟურნალისტებსაც წყალობს
კომპანია „BP“-მ ნავთობისა და გაზის ბიზნესში მისი პარტნიორების სახელით საქართველოში ბიომრავალფეროვნების ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, „BP“-ს მიერ გასულ წელს გარემონტებულ და აღჭურვილ აუდიტორიაში გაიმართა.
კონკურსის პირველი კატეგორია - „საუკეთესო პროექტი ბიომრავალფეროვნებაზე“ მნიშვნელოვანი ეკოლოგიური სისტემების, დაცული ტერიტორიების, გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი სახეობების, ეკო-ტურიზმისა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების თემატიკას მოიცავდა. კონკურსის ამ კატეგორიის ბიუჯეტმა 25 ათასი დოლარი შეადგინა.კონკურსის მეორე კატეგორია - „ საუკეთესო სტატია და ვიდეომასალა ბიომრავალფეროვნებაზე“ მიზნად საქართველოში ეკოლოგიური ჟურნალისტიკის პოპულარიზაციას ისახავს. აღნიშნული კატეგორიის მთლიანმა ბიუჯეტმა 1 000 დოლარი შეადგინა.
წლევანდელი, რიგით მეექვსე კონკურსის მთავარი ჯილდო გადაეცა პროექტს „ეკოლოგიური ბილიკი და მყინვარწვერის მწვანე კარიბჭე“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყაზბეგის სათემო ტურიზმის სახლმა“ წარმოადგინა. პროექტი, რომელიც 17 850 დოლარით დაჯილდოვდა, მყინვარწვერის ტერიტორიაზე ეკო-ტურიზმის პოპულარიზაციას, პროფესიონალი გიდის სამსახურის ჩამოყალიბებას, საინფორმაციო დაფებისა და მასალების უზრუნველყოფას, ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნის ამაღლებასა და ეკო-ტურიზმის განვითარებას ითვალისწინებს.
ჟიურიმ ასევე მოიწონა ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის პროექტი „საქართველოს ფლორის გადაშენებისა და სერიოზული გენეტიკური ეროზიის საფრთხის წინაშე მდგომ ენდემურ სახეობათა კონსერვაციული სტატუსების დადგენა“, რომლის ავტორებმა საჩუქრად 5 ათასი დოლარი მიიღეს.
ზოოლოგიურ პარკს პროექტისათვის „საზაფხულო სკოლა - ბავშვები ბუნების დაცვისათვის“ 1 800 დოლარიგადაეცა.
ეკოლოგიური ჟურნალისტიკის კატეგორიაში პირველი პრიზი და 500 დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა ემზარ დიასამიძე სტატიისათვის „სფაგნუმი - გამდიდრების ახალი შანსი“, რომელიც გაზეთ „ბათუმელებში“ დაიბეჭდა.
მეორე პრიზისა და 300 დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდო წილად ხვდა მარიკა ვაჭარაძეს გაზეთ „ BP“-ში გამოქვეყნებული სტატიისათვის „ განახლებადი ენერგია“.
მესამე პრიზი და 200 დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდო მიიღო ირაკლი აკობიამ „Mega TV“- ით გასული სატელევიზიო გადაცემისათვის „ SOS - გადავარჩინოთ მდინარეები“.
კონკურსი „BP“-ს და მისი პარტნიორების მიერ საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულების ნაწილია და მისი მიზანი წელს ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის ამაღლებასთან დაკავშირებული საუკეთესო იდეების წახალისებაა.
მინისტრმა საათი უკვე იყიდა...
ჯერი თქვენზეა!..
ან დაიწყეთ ვაჭრობა 700 ლარიდან...
თბილისში, რუსთაველის გამზირის ¹23-ში მსოფლიოში აღიარებული ბრენდის - „ Cartier“-ს მაღაზიამ დაიდო ბინა. სალონის ინტერიერი „Cartier“- ს სტანდარტების სრული დაცვითაა მოწყობილი და, როგორც მისი მმართველი იანა გრიშინა ამბობს, საფრანგეთიდან საგანგებოდ ჩამოსულმა დელეგაციამ მას დსთ-ს სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა და თითქმის მოსკოვის ბუტიკებს გაუთანაბრა. „Cartier“-ს ბუტიკები ბაქოსა და ალმა- ატაშიც აქვს გახსნილი. სალონში წარმოდგენილი ძვირფასი ქვებით მოოჭვილი სამკაულებისა და საათების, ხელჩანთებისა თუ სხვა აქსესუარების ფასები, ბუნებრივია, საკმაოდ მაღალია, რადგან „Cartier“ „ Le. w. Luxury“ კლასის ბრენდია. მაგალითად, საიუველირო ნაკეთობების ფასი 700 ლარიდან იწყება, საათებისა კი - 4 ათასი ლარიდან. იანა გრიშინა აცხადებს, რომ „ Cartier“-ს ხელმძღვანელობამ თბილისში მაღაზიის გახსნის გადაწყვეტილება, ცოტა არ იყოს, რთული მარკეტინგული კვლევის შედეგად მიიღო, რადგან საქართველოს ბაზარი თავისებურია, თანაც, ქვეყანაში „Luxury business“ -ი არც თუ ისე ფართოდაა წარმოდგენილი. თუმცა, ფრანგული მხარე მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან, მათი აზრით, საქართველოს ეკონომიკა წარმატებით ვითარდება, ქვეყნით უამრავი უცხოელი ინვესტორია დაინტერესებული, თბილისი კი უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ძალიან შეიცვალა და საოცრად გალამაზდა.
მაღაზიის გახსნას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილიც ესწრებოდნენ მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი დონის კომპანიების დაინტერესება საქართველოთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა წარმატებით ვითარდება. როგორც აღმოჩნდა, ეკატერინე შარაშიძე თავადაც „Cartier“- ს თაყვანისმცემელია და მის მაჯას ამ ფირმის საათი ამშვენებს.
მაღაზიის გენერალური დირექტორი გიორგიეპიტაშვილი წლიური ბრუნვის მაჩვენებელს არ აკონკრეტებს, თუმცა, ამბობს, რომ ამ ერთი წლის მანძილზე ნავარაუდევია იმ ხარჯების დაფარვა, რაც სალონის მოწყობაზე დაიხარჯა. იგი აქვე დასძენს, რომ, ხარისხიდან გამომდინარე, „Cartier“ ვერ იქნება მორგებული კონკრეტული რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და სოციალურ სიტუაციაზე, რადგან მისი პროდუქცია მხოლოდ მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. „ Cartier“-ს სალონში პროდუქციის ასორტიმენტი სისტემატურად გაფართოვდება და ბრენდის ყველა სიახლე იქნება წარმოდგენილი.
იზრუნეთ ხარისხზე და...
თქვენზეც იზრუნებენ
ფონდმა „ქართული ხარისხი“ 8 წარმატებული ქალბატონი ხარისხის ნიშნის დამადასტურებელი სერტიფიკატით დააჯილდოვა. ფონდის პრეზიდენტმა გიგლა კუნჭულიამ მათ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ვულე- ვუ“-სა და ყვავილების სალონ „ ფლაუერს-ჯი“-ს მიერ დაწესებული პრიზებიც გადასცა და აღნიშნა, რომ ამ ქალბატონებს ხარისხის მართვის კარგი გამოცდილება აქვთ, რაც მათ კომპანიებში წარმატებითაა დანერგილი. სწორედ ხარისხის მენეჯმენტის სრულად შეფასების შედეგებს დაეფუძნა საექსპერტო გადაწყვეტილება.
8 წარმატებულ ქალბატონს შორის არიან: „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავა, „პროგრესის“ (ამ კომპანიას ხალხში „რაჭის წყლების“ სახელით უფრო იცნობენ) ხელმძღვანელი მარინა კაციტაძე, „ნიუკომპანის“ ხელმძღვანელი ნონა ჯაიანი, „საქართველოს ავტომატარებელთა ექსპედიციის“ გენერალური დირექტორი მანანა ჭელიძე, „არქიტექტორები-ჯი“-ს აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ქობულია, საქართველოში გერმანული კომპანია „ერგოლაინის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნატალია შარაშენიძე, ტურისტული კომპანია „ენ-ტურის“ ხელმძღვანელი ნინო ჟამიერაშვილი და „ პრაიმ ტაიმის“ ხელმძღვანელი თამარ ფხაკაძე.
გიგლა კუნჭულიამ ბიზნეს-ქალბატონების წარმატებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ სირთულეებს უკავშირდება საქართველოში მსოფლიო დონის ბრენდის შემოყვანა, რაც თითქმის გმირობის ტოლფასია: ნდობის ფაქტორი ჯერჯერობით მაინც არც თუ ისე მაღალია და ნდობა, უმთავრესად, პიროვნულ ხასიათს ატარებს. ამგვარ ფონზე ის ფაქტი, რომ ენდობიან ქალბატონს, მხოლოდ კარგი კომუნიკაციის დამყარების „ ბრალი“ კი არა, კომპანიის სწორი მართვის დამსახურებაა და საქმით არის დამტკიცებული.
როგორც „ქართულ ხარისხში“ აცხადებენ, ღონისძიების მიზანი ბიზნესის განვითარების პროცესში ქალბატონების აქტიური და წარმატებული მონაწილეობის წარმოჩენა და ამ საკითხით საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დაინტერესებაა.
დასწიეთ პროცენტი და თქვენც მოიგებთ
სააქციო საზოგადოება „ რიკო ჯგუფი“ მომხმარებელს „ოქროს თამასუქს“ სთავაზობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ახალი პროდუქტის პრეზენტაცია მასმედიის წარმომადგენლებისთვის მოწყობილ შეხვედრაზე გამართეს და ჟურნალისტებს 1997 წლიდან გაწეული საქმიანობის მოკლე ანგარიშიც წარუდგინეს.
ოპერაციებს - ფულად გზავნილებს, მიკროსესხებს, იპოთეკურ სესხებს, ასევე სასწავლო-გაცვლით პროგრამებს მოიცავს.მაინც, რით განსხვავდება „რიკო კრედიტი“ სტანდარტული ლომბარდებისაგან? საქართველოში ყველაზე დაბალი - თვეში 2,5 პროცენტით და უახლოეს მომავალში მისი კიდევ ქვემოთ დაწევის სურვილით. „რიკო ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ მათი კლიენტებისათვის თითოეული ლარი მნიშვნელოვანია, ამიტომ დაბალი პროცენტის შენარჩუნება აუცილებელია, ეს კი „რიკო ჯგუფის“ პროდუქტებზე მოთხოვნას დღითიდღე ზრდის და იაფი კრედიტების სტრატეგიასაც შეესაბამება. საგულისხმოა, რომ „რიკო ჯგუფი“ საფინანსო ერაციებს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ახორციელებს. „როდესაც ყველა და ყველაფერი დაკეტილია, ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ,“ - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.
„რიკო ჯგუფი“ 60 ათასამდე კლიენტს ითვლის. დღეისათვის მოქმედებს ოთხი ფილიალი, წლის ბოლომდე მათ კიდევ შვიდი შეემატება. ერთ თვეში იხსნება დიდი ფილიალი გლდანში, „ბანკი რესპუბლიკის“ გვერდით. სექტემბერში ახალი ფილიალები ბულაჩაურის ქუჩაზე და ვაკეში,ჭავჭავაძის გამზირზე ამოქმედდება. სამომავლოდ კი „რიკო ჯგუფი“ ფილიალებს რეგიონებშიც გახსნის. ყველა ფილიალი კომპანიის საკუთრებაა, რაც ინვესტორისთვის დამატებითი გარანტიაა და კომპანიას საიმედო იმიჯს უქმნის.
რაც შეეხება „ოქროს თამასუქს“, როგორც „რიკო ჯგუფში“ განმარტავენ, ეს არის ყველაზე მომგებიანი ფულადი დაბანდება, უზრუნველყოფილი კომპანიის კაპიტალითა და აქტივებით. თამასუქი 16 პროცენტიანია და მისი ღირებულება 1 000, 5 000 და 10 000 დოლარით განისაზღვრება. აქვს ათი დამცავი ნიშანი და გადახდის შესახებ უპირობო ვალდებულებას გულისხმობს. „თუკი ბანკში შეიტანთ ერთწლიან ანაბარს, გააფორმებთ ხელშეკრულებას, შემდეგ კი, გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, თანხის ვადაზე ადრე გამოტანა დაგჭირდებათ, ბანკი იძულებული ქნება, დაგიკავოთ გარკვეული პროცენტი. ჩვენი თამასუქი კი მხოლოდ კონკრეტული დღეების პროცენტს დაგირიცხავთ,“ - აცხადებს იგი
კომპანიის ხელმძღვანელები მოსახლეობას მიმართავენ და არწმუნებენ, რომ თამასუქი არის უსაფრთხო, საკმაოდ მოქნილი პროდუქტი, 1992-1993 წლებში კი, სამწუხაროდ, რეპუტაცია შეულახეს მას, როდესაც მოსახლეობამ ბანკებში უამრავი თანხა დაკარგა. „რიკო ჯგუფი“ თავის კლიენტებს ამერიკიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 1,5 პროცენტად გამოგზავნის საშუალებასაც აძლევს, სამომავლოდ კი საბერძნეთზე გასვლასაც აპირებს, სადაც უამრავი ქართველი იმყოფება და სამშობლოში გამოსაგზავნ თანხაში ხანდახან 10 პროცენტსაც კი იხდის. როგორც „რიკო ექსპრესის“ დირექტორი თამარ გოგოძე ამბობს, დაბალი პროცენტის შენარჩუნება არც თუ ისე მომგებიანია კომპანიისათვის, მაგრამ, სამაგიეროდ, ხელსაყრელი პირობების შექმნით „ რიკო ჯგუფი“ ბევრ კლიენტს იზიდავს. კომპანიას პარტნიორობას „თიბისი ბანკი“ უწევს, რომლის დევიზი - „ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს“, „რიკო ჯგუფის“ 70 კაციანი კოლექტივის მოსაზრებით, მათთან მიმართებაში განსაკუთრებით მორგებულია.
„რიკო ჯგუფმა“ კორპორატიული ფერიც შეიცვალა და წითლის ნაცვლად იისფერი გახდა
„მადნეული“ პრიორიტეტებს ირჩევს!
სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ გენერალურმა დირექტორმა კობა ნაყოფიამ მასმედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე კომპანიის პრივატიზაციის შემდგომი პერიოდის საქმიანობა შეაჯამა და ჟურნალისტებს სამომავლო გეგმები გააცნო.
1999 წელს დაფუძნებული კომპანია „ჯეოპრომაინინგი“, რომელიც 2005 წელს „ მადნეულის“ პრივატიზებისას ტენდერის შედეგად მისი მფლობელი გახდა, ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, მოლიბდენისა და სტიბიუმის სამთო მოპოვებითაა დაკავებული. კომპანიის აქტივები 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, შემოსავალი - 220 მილიონს, მოგება კი - 100 მილიონს. დამოუკიდებელი ფინანსური ჯგუფი ხუთი კომპანიისაგან შედგება: „მადნეული,“ „კვარციტი,“ „AGRC“, „AGARAK“-ი და „ZVEZDA SURYLAKH SURMA“.
2005-2007 წლებში კომპანიამ ბიუჯეტში გადასახადის სახით 160 მილიონი ლარი შეიტანა და 2 000 სამუშაო ადგილი შექმნა, მთლიანად კი კომპანიაში 5 400 კაცია დასაქმებული. მთლიანი მოცულობის 15 პროცენტით კომპანიას საქართველოს ექსპორტში პირველი ადგილი უჭირავს. აქვს სალიცენზიო ზონები საქართველოსა და სომხეთში.
სოციალურ პროექტებზე კომპანიამ აღნიშნულ პერიოდში 3 მილიონი ლარი დახარჯა. სისტემატურად ატარებს გარემოსდაცვით ღონისძიებებს. უახლოეს მომავალში, „ მადნეულს“ ქვეყნის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა კომპანიის სახელის პრეტენზია ექნება.
ჯგუფი „ჯეოპრომაინინგი“ სტრატეგიულ მიზნად წარმოების მოცულობის ზრდას, კიდევ უფრო მეტი გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტის განხორციელებას და მსგავსი პროფილის ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, მათ სომხეთის რესურსები ჯერ არ ამოუწურავთ, მაგრამ, ამავე დროს სერიოზულად არიან დაინტერესებული აზერბაიჯანის მიმართულებითაც, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანული მხარე მიესალმება მათთან საქმიანი ურთიერთობის ამყარებას. პრიორიტეტულ მიმართულებადაა დასახული ყაზახეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი, რუსეთთან თანამშრომლობა კი კიდევ უფრო გაფართოვდება.
ვინ უფრო შეავსო ბიუჯეტი
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა 2007 წლის შედეგებით ნავთობპროდუქტენავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაციები გამოავლინა და დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონია მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „ მუზაში“ გაიმართა.
პირველ ადგილზე „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ გავიდა, რომელმაც გასულ წელს ბიუჯეტში 88 422 800 ლარი შეიტანა. მას 75 731 382 ლარით მოყვება „ ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა „ლუკოილ ჯორჯიამ“ ბიუჯეტი შარშან 53 636 216 ლარით შეავსო.
სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელი ნავთობპროდუქტების რეალიზატორი კომპანიები: „ რომპეტროლი“, რომელმაც ბიუჯეტში 34 მილიონი ლარი გადაიხადა, „ოპტიმუმი“ 20 მილიონი ლარით, მას 10-10 მილიონი ლარით „ეკო ჯორჯია“ და „სიგმა“ მოყვებიან. „ავიასაწვავსერვისმა“ ბიუჯეტს 6 მილიონი ლარი შემატა.
* * *
სახელმწიფო ბიუჯეტში მსხვილ გადამხდელ ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტიორ საუკეთესო კომპანიად „GT GROUP“ დაასახელეს, რომელმაც გასულ წელს ბიუჯეტში 5 546 256 ლარი შეიტანა.
ყველაზე მეტ ნომინაციაში „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ გაიმარჯვა: იგი გახდა საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო - 67 სადგურიანი ქსელის მქონე კომპანია, საკუთარი სამარკო ნიშნით მოქმედი ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო - 61 სადგურიანი ქსელის მქონე კომპანია, ავტოგასამართი სადგურების სრულყოფილი სერვისის მქონე კომპანია, საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ნავთობპროდუქტების ტერმინალი და კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი - 885 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
საუკეთესო უცხოურ კომპანიად „ეკო ჯორჯია“ აღიარეს, ყველაზე დინამიურად მზარდ ქართულ ნავთობკომპანიად - „ოპტიმუმი“. ნავთობკომპანია, რომელმაც გასულ წელს საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტიცია (25 მილიონი დოლარი) განახორციელა, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმია“, ნავთობპროდუქტების გადამზიდველი საუკეთესო კომპანია „ ვ-ტ“ აღმოჩნდა. საზოგადოებაზე, როგორც გაირკვა, ყველაზე მეტად „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ლუკოილ ჯორჯია“, „ოპტიმუმი“, „GT GROUP“ და „ფასტ პლუსი“ ზრუნავენ. მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი საქართველოში ბიოსაწვავის განვითარების ხელშეწყობისთვის დაჯილდოვდა, ხოლო საქართველოს სანავთობო პორტის საუკეთესო კაპიტნის წოდება როლანდ დევაძეს მიენიჭა.
ისარგებლეთ „შენი ხუთეული“-თ
„ჯეოსელმა“ „ZOOOM“- კლუბის წევრებს ახალი მომსახურება - „შენი ხუთეული“ შესთავაზა. სერვისი ქსელის აბონენტებს „ჯეოსელის“ ან „ლაილაის“ ხუთ საყვარელ ნომერთან წუთში 5 თეთრად საუბრის საშუალებას მისცემს.
სერვისის გასააქტიურებლად აბონენტებმა უნდა აკრიფონ: *125#OK, შერჩეული ნომრების შესაყვანად ან სანახავად კი - *126#OK, შემდეგ კი მიჰყვნენ ინსტრუქციას. ამავე მენიუში 50 თეთრად ნომრების შეცვლაც შეიძლება.
„შენი ხუთეულით“ ერთი თვით სარგებლობის ღირებულება 2 ლარია, რომელიც სერვისის გააქტიურებისას ან გაგრძელებისას ანგარიშიდან ჩამოიჭრება.
ყოველი მომდევნო თვის შემდეგ ბალანსზე საკმარისი თანხის (2 ლარის) არსებობის შემთხვევაში სერვისი ავტომატურად გაგრძელდება, არასაკმარისი თანხის შემთხვევაში კი - გაუქმდება.
სერვისის გამოსართველად უნდა ისარგებლოთ კომბინაციით *125#OK.
ქართულმა ბრენდებმა თავი მოგვაწონეს
კომპანია „Global Idea“-მა და გაზეთმა „ Financial“ 2007 წლის რჩეული ბრენდები დააჯილდოვეს. ყოველწლიური საზეიმო ცერემონია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით უკვე მესამედ გაიმართა.
„ოქროს ბრენდი“ ოველწლიურად იმ კომპანიებს გადაეცემათ, რომლებმაც საქართველოს ბაზარზე ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს, კვლევის მთავარი საგანი კი ბრენდინგულ საქმიანობაში კომპანიების კრეატიული გადაწყვეტილებები გახდა.
2007 წლის ოქროს ბრენდები საქართველოს ეკონომიკის წამყვანმა ექსპერტებმა, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა დაბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტებმა შეარჩიეს.
მაშ ასე, 2007 წლის ნომინაციებში ელექტრონიკის რჩეული ბრენდი „ელიტ ელექტრონიქსი“ გახდა, საერთაშორისო საკურიერო სამსახურებს შორის საუკეთესო „DHL“ აღმოჩნდა. მობილური კავშირგაბმულობის რჩეულ ბრენდად ექსპერტებმა „ჯეოსელის“ 8-77 აღიარეს. უმაღლესი რანგის კადრების მოძიება- შერჩევაში პირველობა „Brain Source International“-ს ხვდა წილად. ავტოსალონებს შორის გამარჯვება „ტოიოტა ცენტრს“ ხვდა წილად. დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის საუკეთესო ბრენდი „ცენტრ პოინტ ჯგუფი“ აღმოჩნდა, ღვინის კომპანიებს შორის კი - „ბადაგონი“. „ნიკორამ“ პირველობა ხორცის პროდუქტების ნომინაციაში მოიპოვა, „კოკა-კოლა“ კი ექსპერტებმა გამაგრილებელ სასმელებში საუკეთესო ბრენდად აღიარეს, საუკეთესო ლუდის ბრენდის ტიტული კი „ ყაზბეგის“ „პლატინას“ არგუნეს. სუპერმარკეტებს შორის რჩეული ბრენდი „ პოპული“ გახდა, პარფიუმერული მაღაზიების ქსელებს შორის კი - „ისი პარი“. „ ეკო- ფუდს“ საუკეთესო რძის პროდუქტების ბრენდის წოდება მიანიჭეს, საუკეთესო ფარმაცევტულ კომპანიადკი „ PSP“ აღიარეს. რესტორნების ნომინაციაში „ წისქვილმა“ გაიმარჯვა, სადაზღვევო კომპანიებს შორის - „GPI Holding“-მა, კლინიკებს შორის - გია გვარამიას კლინიკამ, ნავთობკომპანიებში კი - „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“. რეკლამასა და კონსალტინგში საუკეთესო ბრენდად „სარკე ჯგუფი“ მიიჩნიეს, ტურისტულ კომპანიებში - „ინტერკონტინენტალი“, ინტერნეტ- პროვაიდერებში - „კავკასუს ონლაინი“, იურიდიულ კომპანიებში - კორძაძის საადვოკატო ოფისი, მრეწველობის სფეროში კი „მადნეულმა“ გაიმარჯვა. სამშენებლო მასალების ნომინაციაში პირველობა „ჰაიდელბერგცემენტს“ ერგო, ავიაკომპანიების ნომინაციაში - „ აირზენას“, სასტუმროებს შორის საუკეთესო ბრენდად „ვერე პალასი“ დაასახელეს, ხოლო მინერალურ წყლებს შორის „ნაბეღლავმა“ გაიმარჯვა.
გაზეთ „Financial“ - ის მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი ზვიად ფოჩხუა „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების ცერემონიას ბრენდების პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კომპანიების საქმიანობის წახალისების პარალელურად, ბრენდების ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.
საბირჟო საქმიანობა აქტიურდება
საბირჟო საქმიანობის განვითარების ასოციაცია „FOREX“-მა 2007 წლის საუკეთესო საბანკო ინსტიტუტები და საბროკერო კომპანიები დააჯილდოვა. ღონისძიება, რომელიც წელს მეორედ იმართება, საქართველოში სავალუტო და საფონდო საბირჟო საქმიანობის განვითარების მიზნით დამკვიდრდა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს ვაჭრობის მითოლოგიური ღმერთის, „ჰერმესის“ სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ.
საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2007 წლის ყველაზე აქტიურ საბროკერო კომპანიად „გალტ ენდ ტაგგარტ სიქიურითი“ დასახელდა, გარიგებების მოცულობით კი საუკეთესო საბროკერო კომპანიად „ფაბლიკ ინვესტმენტ მენეჯმენტ კომპანია“ მიიჩნიეს, ხოლო საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასული წლის საუკეთესო საბროკერო კომპანია გარიგებების ჯამური ღირებულების მიხედვით კვლავ „გალტ ენდ ტაგგარტ სიქიურითი“ აღმოჩნდა. რაც შეეხება 2007 წლის ფასიან ქაღალდებს, საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარიგებების ჯამური ღირებულების მიხედვით, პირველი ადგილის მფლობელი „ლაგუნა ვერეს“ ფასიანი ქაღალდი გახდა. წლის აქტიური ბროკერის წოდება ჯემალ თოდუას მიენიჭა.
2007 წლის მონაცემების შეჯამების შედეგად, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მონაწილე ყველაზე აქტიური ბანკი სს „ბანკი რესპუბლიკა“ - ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი“ აღმოჩნდა, მეორე და მესამე ადგილებზე კი სს „ინვესტბანკი“ და სს „საქართველოს ბანკი“ გავიდნენ.
თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გასული წლის ყველაზე აქტიურ დილერად საბირჟო საქმიანობის განვითარების ასოციაციამ ზურაბ ჭაჭია დაასახელა, ხოლო ამავე ბირჟაზე მონაწილე 2007 წლის საუკეთესო ბანკად დადებული გარიგებების მოცულობის მიხედვით სს „საქართველოს ბანკი“ მიიჩნია. მეორე და მესამე ადგილები სს „ბანკი რესპუბლიკამ - ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი“ და სს „თიბისი ბანკმა“ გაინაწილეს. პრიზები მედიასაც ერგო: რადიო „ ფორტუნას“ გადაცემა „ბიზნეს- კურიერი“, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ბიზნეს-კურიერი“ და საინფორმაციო სააგენტო „ახალი ამბები - საქართველო“ საბირჟო საქმიანობის აქტიურად გაშუქებისათვის დააჯილდოვეს.
საბირჟო საქმიანობის განვითარების ასოციაცია 2006 წლიდან მოქმედებს და მიზნად ისახავს საბროკერო კომპანიების ინტერესების დაცვას, მოსახლეობისათვის გამოცდილების გაზიარებას, გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო კურსის მიხედვით კვალიფიკაციის ამაღლებას სავალუტო და საფონდო ბაზრებზე, ასევე სპეციალური პროგრამების, პროექტების, აქციების, კვლევებისა და პუბლიკაციების მეშვეობით საბირჟო საქმიანობისადმი ინტერესის გაღვივებას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და სავალუტო დილინგის განვითარებას.
„საქართველოს ბანკი“ ლიდერია
დღეის მონაცემებით, საქართველოში 22 კომერციული ბანკი ოპერირებს, რომელთა მთლიანი აქტივები 7,5 მილიარდ ლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით „საქართველოს ბანკი“ ლიდერობს, რომლის მთლიანი აქტივები ამ დროისათვის 2,6 მილიარდ ლარს შეადგენდა. მთლიანიაქტივების მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი კომერციული ბანკების ათეული ასე გამოიყურება:
„საქართველოს ბანკი“ - 2,6 მილიარდი ლარი;
„თიბისი ბანკი“ - 1,8 მილიარდი ლარი;
„პროკრედიტ ბანკი“ - 550,9 მილიონი ლარი;
„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ - 540,2 მილიონი ლარი;
„ბანკი რესპუბლიკა“ - 522,2 მილიონი ლარი;
„ბანკი ქართუ“ - 426,2 მილიონი ლარი;
„სახალხო ბანკი“ - 333,7 მილიონი ლარი;
„ბტა სილქ როუდ ბანკი“ - 167,9 მილიონი ლარი;
„ტაოპრივატბანკი“ - 153,4 მილიონი ლარი;
„სტანდარტ ბანკი“ - 132,2 მილიონი ლარი.
„ვისოლი“ კორპორატიულ ბარათებს გვთავაზობს
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ კორპორატილ კლიენტებს განახლებულ პლასტიკურ ბარათებს სთავაზობს და ანგარიშის ვებ-გვერდიდან მართვის საშუალებას აძლევს. კორპორატიული „ჩიპური“ ბარათი „ვისოლმა“ საქართველოს ბაზარზე 2001 წელს შემოიტანა. ამჟამად კი, განახლებული ბარათის დახმარებით ნაშთის შევსება „ვისოლის“ ოფისში მისვლის გარეშეც შეიძლება.
კორპორატიული ბარათის განახლებული სისტემის საშუალებით ანგარიშის „ონ-ლაინ“ რეჟიმში მართვა მომხმარებელს ანგარიშის შევსების, ბარათზე ლიმიტების დაწესების, შეცვლისა და ამონაწერების მიღების საშუალებას მისცემს. განახლებული ბარათი ხარჯების კონტროლის საშუალებაა და მისი მეშვეობით საქაღალდე სამუშაოები მინიმუმამდე შემცირდება.
ამჟამად „ ვისოლს“ 8 000 კორპორატიული ბარათი აქვს გაცემული.
„ სახალხო ბანკის“ ახალი ინიციატივა
„სახალხო ბანკსა“ და საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი, რომელსაც ხელი „სახალხო ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გოგუაძემ და საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორმა გელა ჯავახიშვილმა მოაწერეს, მხარეთა შორის პარტნიორული ურთიერთობის განვითარებასა და სტუდენტების განათლების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
მემორანდუმის პირობების თანახმად, ბანკი გამოხატავს კეთილ ნებას და შვიდი წარჩინებული მაგისტრის დაფინანსების ვალდებულებას იღებს. გარდა ამისა, „სახალხო ბანკი“ სტუდენტებს სწავლის გასაგრძელებლად შეღავათიანი კრედიტების მიღების საშუალებას მისცემს და მათთვის ხელსაყრელი პირობებით სხვადასხვა სახის საბანკო პროდუქტს შესთავაზებს.
თავის მხრივ, უნივერსიტეტი ბანკს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის საბანკო პროდუქტების გაცნობასა და შეთავაზებაში მხარდაჭერასა და ხელშეწყობას აღუთქვამს.
„TBC“ ბანკმა დაკრედიტება მიიღო
„თიბისი ბანკსა“ და ფრანგულ ფინანსურ კომპანია „BNP Paribas“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც 30 მილიონი დოლარით „თიბისი ბანკის“ დაკრედიტებას ითვალისწინებს. მოზიდული ფინანსური რესურსი საქართველოში ფიქსირებული აქტივების იმპორტს მოხმარდება და ქართული კომპანიებისათვის ეუთო-ს ქვეყნებიდან (აშშ-ის, კანადასა და იაპონიის გარდა) მანქანადანადგარებისა და მომსახურებების შესაძენადაა გამიზნული. აღსანიშნავია, რომ ეს „BNP Paribas“ მიერ განხორციელებული პირველი ინვესტიციაა ქართულ ბაზარზე.
ხელშეკრულებით მიღებული სესხი მეორე მსხვილი ტრანზაქციაა, რომელიც 2008 წლის დასაწყისიდან დღემდე „თიბისი ბანკში“ განხორციელდა. აღნიშნულ პერიოდში უცხოური საფინანსო ინსტიტუტებიდან „თიბისი ბანკის“ მიერ მოზიდული რესურსების ჯამურმა მოცულობამ 40 მილიონი დოლარი შეადგინა.
„BNP Paribas“-თან გაფორმებული გარიგების გარდა, 10 მილიონი დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი „თიბისი ბანკმა“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან - „DEG“ (გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანია) მიიღო.
„პოპული“ დღითიდღე ფართოვდება
2008 წლის ბოლოსათვის სავაჭრო ქსელი „პოპული“ 40 ახალ მაღაზიას გახსნის, რომელთაგან 20 რეგიონებში განთავსდება. „პოპულის“ გათვლებით, 2008 წელს ქსელში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 150 პროცენტით იმატებს და 3 000-ს გადააჭარბებს.
2006 წელთან შედარებით, გასულ წელს „პოპულის“ შემოსავლები თითქმის გასამმაგდა, შემოსავლების ზრდამ კი 182,4 პროცენტი შეადგინა: 2007 წელს სავაჭრო ქსელის შემოსავლებმა 48 მილიონ ლარს მიაღწია, 2006 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 17 მილიონი ლარი იყო.
შარშან „პოპულის“ მაღაზიების რიცხვი 17-დან 30-მდე გაიზარდა. მათგან 8 „ XL“ ფორმატისაა.
„პოპული“ საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ პროექტშიც ჩაება: ქსელის ყველა მაღაზიის სალაროსთან სპეციალური ყულაბები დაიდგა, რომლებშიც „პოპულის“ მომხმარებელიცა და პერსონალიც ფულს ყრის. ამგვარი გზით შეგროვილი თანხით ფონდმა ბერიანიძეების შვიდშვილიან ოჯახს სახლი შეუძინა.
„სახალხო ბანკი“ სპორტსმენებსაც სწყალობს
„სახალხო ბანკი“ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი გახდა. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საზეიმო ცერემონიას სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გოგი თოფაძე, „სახალხო ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი გოგუაძე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ოლიმპიური კომიტეტის სხვა სპონსორი კომპანიების წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.
2008 წლის ოლიმპიადა 8 აგვისტოს პეკინში გაიხსნება და მასში, 220 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, 32 ქართველი სპორტსმენიც ჩაერთვება. „სახალხო ბანკმა“ ოლიმპიურ კომიტეტს ამ მიზნით 200 ათასი ლარი გამოუყო, სხვა სპორტული ღონისძიებების მოსამზადებლად კი წელს დამატებით 1 მილიონ ლარს დახარჯავს. გიორგი გოგუაძე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპონსორობას პრესტიჟულ და საამაყო საქმედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს თანამშრომლობა მხოლოდ ერთჯერადი, მოკლევადიანი ურთიერთობით არ შემოიფარგლება. „ სახალხო ბანკი“ აქტიურადაა ჩართული სპორტის განვითარების საქმეში და საქართველოში მოქმედ სხვა კომპანიებსაც სპორტის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.
„ქართულ სპორტს ბიზნესის გვერდში დგომა სჭირდება“, - განაცხადა გოგი თოფაძემ და დასძინა, რომ მხოლოდ მწირი ბიუჯეტით სპორტის პრობლემების ერთიანად გადაჭრა ძნელია. თოფაძე ამბობს, რომ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და სპორტის დეპარტამენტი მდგომარეობის გამოსასწორებლად ბევრ რამეს აკეთებს, თუმცა, ბოლო წლების „ჩავარდნას“ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე მაინც ამ დარგისადმი უყურადღებობით ხსნის და მდგომარეობის გამოსწორებას სახელმწიფოსა და ქართველი ბიზნესმენების მოვალეობად მიიჩნევს.
საქართველოს ეროვნული კომიტეტის სპონსორები სამშენებლო კომპანიები „ოლიმპიური ვარსკვლავი“ და „აქსისი“, ფარმაცევტული კომპანია „ჯი-პი-სი“, გოგი თოფაძის ფონდი და „ დეველოპმენტ სოლუშენიც“ გახდნენ.
London House თბილისში
ბრიტანულმა კომპანია London House-მა საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა და ქეთევან წამებულის გამზირის №50-ში „შოუ-რუმის“ პრეზენტაციაც მოაწყო. კომპანია, რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების, სანტექნიკის, სხვადასხვა სახის ავეჯისა და განათების საშუალებების წარმოება და რეალიზებაა, მომხმარებელს პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. „შოუ-რუმი“ საცალო ვაჭრობისთვისაცაა განკუთვნილი და კორპორატიული კლიენტებისათვისაც.
„შოუ-რუმის“ პრეზენტაციის პარალელურად ბრისტოლისა და თბილისის დაძმობილების ოცი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ბრისტოლ-თბილისის ასოციაციაც გაიხსნა, რომელსაც კომპანია London House-მა საოფისე ფართი აჩუქა. ასოციაცია ბრისტოლსა და თბილისს შორის სოციალური და კულტურული პროგრამების განვითარებას და ბიზნეს-წრეების დაახლოებას უწყობს ხელს.
თურქები ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკას გვიხსნიან
ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატეში უახლოეს მომავალში სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება. ეს გადაწყვეტილება თურქული კომპანია „Ay-tim“- ჯგუფის პრეზიდენტმა ხუსეინ აიდინმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ვაჟა ბოლქვაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
„Ay-tim“-ჯგუფი ფაბრიკაში სამ მილიონზე მეტი ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანია ახალ ფაბრიკაში 500-მდე ადგილობრივ მკვიდრს დაასაქმებს.
„Ay-tim“-ჯგუფი თურქეთის საფეიქრო მრეწველობაში ერთ-ერთი ცნობილი კომპანიაა, რომლის წლიური საქონელბრუნვა 60 მილიონ დოლარზე მეტია. კომპანიის მიერ წარმოებული საქონელი გერმანიაში იყიდება.
ბერძნები ქართველ სტუდენტებს სამეწარმეო გამოცდილებას უზიარებენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით წამოწყებული და დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ივნისის დასაწყისში წარადგენენ დეკლარაციას, რომელიც საქართველოში მეწარმეობის განვითარების საკითხებს ეძღვნება. აღნიშნული პროექტი წელიწადნახევრის წინ დაიწყო და სტუდენტებისათვის მეწარმეობასთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას ითვალისწინებს. ბერძნულმა მხარემ საუკეთესო მოსწრების მქონე 50 სტუდენტი შეარჩია.
როგორც პროექტის კოორდინატორმა, ინდუსტრიული ეკონომიკის პროფესორმა ჯოზეფ ჰასიდმა პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასეთი საქმის წამოწყებისათვის უმთავრესი პირობაა კონკრეტულ ქვეყანაში ღირსეული პარტნიორის შერჩევა. ამ შემთხვევაში, ბერძნული მხარე კმაყოფილია არა მხოლოდ ქართველი სტუდენტებისა და პედაგოგების მაღალი საგანმანათლებლო დონით, არამედ იმითაც, რომ პროექტში ჩართვის სურვილი უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტებმაც გამოთქვეს.
პროექტის კოორდინატორი, პროფესორი პეტროს პაპაგიორგიუსი აღნიშნავს, რომ ქართველი სტუდენტები საკმაოდ ნაკითხები არიან და სამეწარმეო სამართლის საკითხებშიც კარგად ერკვევიან.
აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენცია საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა.
![]() |
2 გვეკითხებიან-ვპასუხობთ |
▲ზევით დაბრუნება |
რედაქციაში შემოსულ კითხვებზე პასუხობენ ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ ექსპერტები: თამარ გოგოლაშვილი, გიორგი გვენეტაძე და გიორგი ხატიაშვილი.
თამარ გოგოლაშვილი
კითხვა:
- რა ვადას შეადგენს დასაქმებულის შვებულება?
პასუხი:
- საქართველოს შრომის კოდექსი იცნობს როგორც ანაზღაურებად, ისე ანაზღაურების გარეშე შვებულებას. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს წელიწადში 24 სამუშაო დღეზე ნაკლები, თუმცა, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ანაზღაურებადი შვებულების უფრო ხანგრძლივი ვადაც. რაც შეეხება ანაზღაურების გარეშე ვებულებას, მისი ხანგრძლივობა წელიწადში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 კალენდარულ დღეს. შესაძლებელია დასაქმებულმა და დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულებით აითვალისწინონ ანაზღაურებად და ანაზღაურების გარეშე შვებულებასთან დაკავშირებით სხვა ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.
კითხვა:
- რა წესებს ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით?
პასუხი:
- საქართველოს შრომითი კოდექსი ადგენს, რომ დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვება მუშაობის დაწყებიდან თერთმეტი თვის შემდეგ (მაგალითად, პირმა საწარმოში მუშაობა დაიწყო 2008 წლის 01 მარტს. მას შვებულებაში გასვლის უფლება ექნება 2009 წლის 01 თებერვლიდან), თუმცა კანონი უშვებს, რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმებით შესაძლებელია დასაქმებულს შვებულება მიეცეს თერთმეტი თვის გასვლამდეც. ასევე შესაძლებელია დასაქმებულისა და დამსაქმებლის შეთანხმების საფუძველზე შვებულების ნაწილნაწილ გამოყენება (მაგალითად, შესაძლებელია დასაქმებული და დამსაქმებელი შეთანხმდნენ, რომ შვებულების ვადა გაიყოს ორად და შვებულების ერთი ნაწილი დასაქმებულმა გამოიყენოს ზაფხულში, ხოლო მეორე ნაწილი - ზამთარში). აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი. დასაქმებული ასეთი გაფრთხილების ვალდებულებისაგან თავისუფლდება, თუ გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
კითხვა:
- შეიძლება თუ არა, რომ დასაქმებულს არ მიეცეს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება?
პასუხი:
- იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წელს დასაქმებულისათვის შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით შვებულება შეიძლება გადატანილ იქნეს მომდევნო წლისათვის. კანონი კრძალავს არასრულწლოვანის შვებულების გადატანას მომდევნო წლისათვის. კანონი ასევე კრძალავს შვებულების გადატანას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში.
კითხვა:
- რა ოდენობის ანაზღაურება მიეცემა დასაქმებულს ანაზღაურებადი შვებულების დროს?
პასუხი:
- დასაქმებულს ანაზღაურებადი შვებულების დროს მიეცემა საშვებულებო ანაზღაურება. საშვებულებო ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
1. შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან;
2. იმ შემთხვევაში, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან,
3. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულს ყოველთვიურად ფიქსირებული ანაზღაურება აქვს, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.
კითხვა:
- შეიძლება თუ არა, რომ დამსაქმებელმა აუკრძალოს დასაქმებულს შეთავსებით მუშაობა?
პასუხი:
- დიახ, დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებულთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით შეზღუდოს დასაქმებულის შეთავსებით მუშაობის უფლება ანუ ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ დასაქმებულს უფლება არა აქვს მოცემული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეასრულოს სხვა სამუშაო. თუმცა, ასეთი შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:
1. თუ დასაქმებულის მიერ შეთავსებით სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს დასაქმებულს ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებაში ან/და
2. პირი, რომლისთვისაც დასაქმებულმა შეთავსებით უნდა შეასრულოს სამუშაო, არის მოცემული დამსაქმებლის კონკურენტი.
კითხვა:
- შრომითი ხელშეკრულების მოშლისას რა ვადაში უნდა მიეცეს დასაქმებულს ხელფასი?
პასუხი:
- იმ შემთხვევაში, თუ ერთერთი მხარის (დასაქმებულის ან დამსაქმებლის) ინიციატივით მოხდება შრომითი ხელშეკრულების მოშლა, დამსაქმებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორება მოახდინოს ხელშეკრულების მოშლიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
კითხვა:
- შესაძლებელია თუ არა, რომ იურიდიული პირი იყოს მემკვიდრე?
პასუხი:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს, რომ მამკვიდრებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი. რაც შეეხება მემკვიდრეებს, იურიდიული პირი შეიძლება იყოს მემკვიდრე მხოლოდ ანდერძით მემკვიდრეობის დროს. კანონი ადგენს, რომ იურიდიული პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ანდერძით მემკვიდრე, თუ იგი შექმნილი იყო სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის. სამკვიდროს გახსნასთან დაკავშირებით კი კანონი განმარტავს, რომ სამკვიდრო გახსნილად ითვლება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების შედეგად.
გიორგი გვენეტაძე
კითხვა:
- რა ვადაში უნდა გასაჩივრდეს საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის დარიცხვის შესახებ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში?
პასუხი:
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელი უარს აცხადებს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე, იგი ვალდებულია „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ამავე საგადასახადო ორგანოს მეშვეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს გაუგზავნოს წერილობითი საჩივარი, ან საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლოს მიერ.
ამდენად, „საგადასახადო მოთხოვნის“ გასაჩივრებისთვის როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ისე სასამართლოში დადგენილია 20 დღიანი ვადა ამ მოთხოვნის მიღებიდან.
კითხვა:
- მიუხედავად ჩვენს მიერ წარდგენილი საუკეთესო საკონკურსო პირობებისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზირების სამსახურის მიერ უარი გვეთქვა წყლის რესურსით სარგებლობის შესახებ ლიცენზიის მოპოვებაზე და უპირატესობა მიენიჭა სხვა კონკურსანტს. რა წესით შეიძლება გასაჩივრდეს ლიცენზირების სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება?
პასუხი:
- ასეთ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზირების სამსახურის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ერთი თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს ადმინისტრაციული საჩივრით ზემდგომ თანამდებობის პირთან (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან), ხოლო ადმინისტრაციულ საჩივარზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იმავე ვადაში შეგიძლიათ სარჩელით მიმართოთ სასამართლოს.
გიორგი ხატიაშვილი
კითხვა:
- აქვს თუ არა უფლება საწარმოს შეამციროს თავისი საწესდებო კაპიტალი და აქვს თუ არა უფლება დამფუძნებელს დაიბრუნოს საწესდებო კაპიტალში გაკეთებული შესატანი?
პასუხი:
- შესატანის უკან დაბრუნება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დაიშვება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით.
საწარმოს უფლება აქვს შეამციროს საწესდებო კაპიტალი. ამისთვის საჭიროა ცვლილებების შეტანა საწარმოს წესდებაში. საწარმოს კაპიტალის შემცირება რეგისტრირებული უნდა იქნეს სამეწარმეო რეესტრში. შესაბამისად, საწესდებო კაპიტალის შემცირება საჭიროებს რეგისტრაციას. (კანონი „მეწარმეთა შესახებ“ მუხლი 3.3.).
საწესდებო კაპიტალის შემცირება შესატანების უკან დაბრუნებით იმ შესატანის მიმართ, რომლებიც პარტნიორების პასუხისმგებლობის მოცულობას განსაზღვრავს, შეიძლება განხორციელდეს საწესდებო კაპიტალის შემცირების რეგისტრაციიდან და გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდეგ (კანონი „მეწარმეთა შესახებ“ მუხლი 3.6.).
კითხვა:
- როგორ იბეგრება საწესდებო კაპიტალის შემცირების შედეგად დამფუძნებლის მიერ მიღებული თანხა?
პასუხი:
- ამ კითხვაზე პირდაპირ და ცალსახა პასუხს საგადასახადო კოდექსი არ იძლევა. საგადასახადო სამსახურის სპეციალისტების ნაწილი:
- ასეთ ოპერაციას განიხილავს მიწოდებად და მოითხოვს მათ დაბეგვრას დღგ-თი.
- დაბრუნებული შესატანის ღირებულებას კი დამფუძნებლის შემოსავლად და შესაბამისად მის დაბეგვრას საშემოსავლო გადახადით.
საგადასახადო კოდექსის თანახმად:
ა. საშემოსავლო გადასახადით იბეგრება დასაბეგრი შემოსავალი, ანუ სხვაობა ერთობლივ შემოსავალსა და კანონით გათვალისწინებულ გამოქვითვებს შორის.
ბ. დღგ-თი იბეგრება საქონლის მიწოდება -პირის მიერ სხვა პირისთვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის სახით ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) უსასყიდლოდ (ს.კ. მუხლი 20).
აღნიშნულის გათვალისწინებით, დამფუძნებლის მიერ, საწესდებო კაპიტალში გაკეთებული შესატანის, ან შესატანის ნაწილის გამოტანა მიწოდებად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ ოპერაციის შედეგად:
ა. ვერაფერს იღებს სანაცვლოდ „მიმწოდებელი“ საწარმო.
ბ. დამფუძნებლის მიერ შესატანის დაბრუნება, არ ითვალისწინებს საწარმოსთვის რაიმე შემოსავალს, ამონაგებს ან კომპენსაციას და ცალსახად აუარესებს მის ფინანსურ მდგომარეობას.
გ. შესატანის დაბრუნებისას (გატანისას) დამფუძნებლის მიერ, პრაქტიკულად არ ხდება საკუთრების შეწყვეტა, ან წარმოქმნა (მისი გადაცემა). საკუთრების ერთი ფორმა იცვლება მეორეთი.
დ. ასეთი ოპერაცია თავისი არსით არ პასუხობს რეალიზაციის, გაყიდვის, გაცვლისა და ჩუქების არც ეკონომიკურ და არც სამართლებრივ კრიტერიუმებს.
ვინაიდან დამფუძნებლის მიერ, მის მიერ შესრულებული შესატანის გამოტანა, საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით, ვერაფრით ვერ ჩაითვლება „მიწოდებად“ „რეალიზაციად“, „გაცვლად“, უსასყიდლოდ მიწოდებად ანუ „ჩუქებად“, ასეთი ოპერაცია ვერ იქნება დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი.
მოყვანილი მოსაზრებები სრულად ემთხვევა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, კერძოდ:
ა. 225-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად „დასაბეგრ ოპერაციად არ ჩაითვლება აქტივების მიწოდება შესატანის სახით სხვა საწარმოს საწესდებო და საემისიო კაპიტალში;
ბ. დღგ-სგან განთავისუფლებულია საწესდებო კაპიტალის წილის მიწოდება (მუხლი 230 ნაწილი 1-ლი „ბ“).
შესატანის ამოღება ვერ იქნება შემოსავალი დამფუძნებლისთვის, რადგან იგი იბრუნებს მის მიერ ადრე განხორციელებულ შესატანს, მას არაფერი ეცვლება ქონებრივი თვალსაზრისით, რადგან გამოტანილი შესატანის სანაცვლოდ მას ავტომატურად უმცირდება წილი საწარმოს საწესდებო კაპიტალში და საწარმოში მთლიანად.
ამრიგად, თუ დამფუძნებლის მიერ გამოტანილი შესატანის ღირებულება იქნება ტოლი ან ნაკლები მის მიერ განხორციელებული შესატანისა, დამფუძნებელს არაფერი ეცვლება შესატანის აბრუნებისას. შესაბამისად; სახეზე არ იქნება შემოსავალი და დამფუძნებელი არ გადაიხდის არც საშემოსვლო გადასახადს.
სხვა საკითხია, თუ დამფუძნებელი თავის წილის სანაცვლოდ დაიბრუნებს თანხას ან ქონებას, რომელიც აღემატება მის შესატანს. ასეთ შემთხვევაში; მას მოუწევს ნამეტი თანხიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდა საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
კითხვა:
- აქვს თუ არა უფლება საწარმოს გაყიდოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონება? პასუხი:
- საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონება წარმოადგენს საწარმოს აქტივებს და საწარმოს შეუძლია შეუფერხებლად განკარგოს იგი საწარმოს წესდებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
კითხვა:
- აქვს თუ არა უფლება საწარმოს (შპს) თავისი ქონების ნაწილი მიჰყიდოს დამფუძნებელს?
პასუხი:
- კანონი ასეთ ოპერაციებს არ ზღუდავს, თუ წესდებით სხვა არ არის გათვალისწინებული. ასეთი გაყიდვა საწარმოსათვის ჩაითვლება მიწოდებად და დაიბეგრება დღგ-თი, თუ საწარმო არის ან უნდა იყოს რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად. თუ გაყიდვიდან მიღებული ამონაგები გადააჭარბებს აქტივის საბალანსო ღირებულებას, ნამეტით გაიზრდება საწარმოს ერთობლივი შემოსავალი (მუხლი 210).
კითხვა:
- საწარმოს დარიცხული დღგ აჭარბებს გადახდილ, ანუ ჩასათვლელ დღგ-ს. შეუძლია თუ არა მას დაიბრუნოს ბიუჯეტში შეტანილი დარიცხული დღგ?
პასუხი:
- არა. როგორ დაიბრუნებს იმას, რაც არ გადაუხდია. ჩათვლას და ცალკეულ შემთხვევებში დაბრუნებას ექვემდებარება პირის მიერ გადახდილი დღგ და არა დარიცხული, რომელსაც კონტრაგენტები იხდიან.
კითხვა:
- გვაინტერესებს, რა შეღავათები არსებობს უცხოური საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის, ფიზიკური პირის მიერ მიქირავებული ქონებისთვის მიღებული საიჯარო გადასახადისთვის?
პასუხი:
- საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-23 ნაწილის თანახმად, 2011 წლის 1 იანვრამდე, დასაბეგრ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12%25-ს:
ა. გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება.
ბ. საქართველოში დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ანაზღაურება.
გ. საერთაშორისო ხელშეკრულებებით სოციალური გადასახადისაგან განთავისუფლებული ანაზღაურება.
შესაბამისად, თუ უცხოური საქველმოქმედო ორგანიზაცია არის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია, ან იგი დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაციაა, ან მისი გადახდები განთავისუფლებულია სოციალური გადასახადისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებით, მის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ანაზღაურება, მათ შორის ანაზღაურება საიჯარო მომსახურებისთვის, დაიბეგრება 12%25-იანი განაკვეთით.
კითხვა.
- ერიცხება თუ არა საწესდებო კაპიტალში შეტანილ ძირითად საშუალებებს ცვეთა?
პასუხი:
- საწესდებო კაპიტალში შეტანილ ძირითადი საშუალებების ცვეთაზე საგადასახადო კოდექსი რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს (მუხლი
183).
ამ სახის აქტივების ცვეთაზე შეზღუდვას არ აწესებს არც დებულება საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ (მუხლი 40) და არც ბუღალტრული აღრიცხვის მე-16 საერთაშორისო სტანდარტი.
კითხვა:
- საწესდებო კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების გაყიდვისას მოგების ანსაზღვრისათვის უნდა გავითვალისწინოთ თუ არა მათი საწყისი ღირებულება?
პასუხი:
- საწესდებო კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების ცვეთაზე საგადასახადო კოდექსი რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს (მუხლი 183).
ამ სახის აქტივების ცვეთაზე შეზღუდვას არ აწესებს არც დებულება საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ (მუხლი 40).
როდესაც საწესდებო კაპიტალში შეაქვთ ქონება, საექსპერტო წესით განისაზღვრება ცალკეული დამოუკიდებელი ერთეულის ღირებულება და ამ ღირებულებით ხდება მისი აღრიცხვა და ჯგუფის ღირებულებით ბალანსზე მიკუთვნება.
საგადასახადო კოდექსის 210 და 211 მუხლები, რომლებიც არეგულირებენ აქტივების ღირებულების ფორმირებისა და აქტივების მიწოდებიდან მოგებისა და ზარალის აღრიცხვის საგადასახადო თავისებურებებს, საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონების გაყიდვაზე რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს.
კითხვა:
- რა უფლება რჩება საწარმოს დამფუძნებელს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს საწარმოს მართვაში, როდესაც საწარმოს ადმინისტრაცია ვერ ართმევს თავს საწარმოს მართვას?
პასუხი:
- ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების საბუღალტრო წიგნებს უშუალოდ და დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით და საზოგადოებას მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ოღონდ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიში არასწორადაა შედგენილი, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საზოგადოებას. ეს უფლებები მხოლოდ ამ კანონით შეიძლება შეიზღუდოს, გაფართოება კი შეიძლება საზოგადოების წესდებით ან სხვა კანონით. კანონი „მეწარმეთა შესახებ“ მუხლი 3.9.
თუ შემოწმების შედეგად დადასტურდება საწარმოს ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობა, ან სხვა არსებითი საფუძველი ამისათვის, დამფუძნებელს უფლება აქვს პარტნიორთა კრებაზე დასვას საკითხი დირექტორის შეცვლის შესახებ. (კანონი „ მეწარმეთა შესახებ“ მუხლი 47).
საწარმოს დამფუძნებლებს (დამფუძნებელს), რომელთა წილი შეადგენს საწესდებო კაპიტალის მეათედს, უფლება აქვს მოიწვიოს პარტნიორთა კრება. თუ ამ მოთხოვნას არ გამოეხმაურებიან, მაშინ პარტნიორს (პარტნიორებს) საქმის გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლიათ თვითონ მოიწვიონ საერთო კრება.
კითხვა:
- აქვს თუ არა უფლება ფიზიკურ პირს მისცეს სესხი მისივე დაფუძნებულ ინდივიდუალურ საწარმოს, თუ არა, გთხოვთ, განგვიმარტოთ ბუღალტრული აღრიცხვის ავტონომიურობის პრინციპი და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 2.2. მუხლი?
პასუხი:
- ბუღალტრული აღრიცხვის ავტონომიურობის პრინციპის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოებს სამეურნეო სუბიექტების საქმიანობისა და არა მათი მესაკუთრე და მათში დასაქმებული ფიზიკური პირების საქმიანობის აღრიცხვას. ამ პრინციპის თანახმად, საწარმოს ფინანსები, აქტივები და ვალდებულებები გამოცალკევებულად აღირიცხება მისი მესაკუთრე, დამფუძნებელი ფიზიკური პირების ფინანსების, ქონებისა და ვალდებულებებისგან. ასეთი მოთხოვნა ძალაშია უკლებლივ ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ეკონომიკური სუბიექტისთვის, მათ შორის, ერთი პირის მიერ და ერთი ოჯახის ბაზაზე შექმნილი სამეურნეო სუბიექტებსთვისაც.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 2.2. მუხლის თანახმად:
ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი, არის ფიზიკური პირი, რომლის სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელია სამეწარმეო წესით მოწყობილი ორგანიზაცია, მოწესრიგებული საკასო და საბუღალტრო საქმე.
მოყვანილი ნორმები შესაძლოა ქმნიან შთაბეჭდილებას, საწარმოსა და მისი მესაკუთრის სრული დამოუკიდებლობის თაობაზე. მართლაც და:
ა. თუ საწარმოსა და მისი მესაკუთრის აღრიცხვა გამოცალკევებულია, რატომ არ შეიძლება პირმა თავის ინდივიდუალურ საწარმოს მისცეს სესხი, თუ ასეთი სესხის მიღება შეიძლება სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისგან?
ბ. ინდივიდუალური საწარმოს მოწესრიგებულ ბუღალტრულ აღრიცხვაში, რატომ არ შეიძლება მესაკუთრისგან მიღებული სესხის ასახვა. სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა. ინდმეწარმეს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა. მასში გამოყოფილი უნდა იყოს კაპიტალი, ანუ მესაკუთრის ქონება და ვალდებულებები- მოზიდული სახსრებისთვის. ინდმეწარმეს შეუძლია კაპიტალში შეიტანოს რამდენიც სურს, როცა სურს და გამოიტანოს, როცა სურს და რამდენიც სურს. ამავე დროს, იგი ვალდებულია უპირობოდ გადაიხადოს გადასასადები. ასეთ და ყველა სხვა ვალდებულებაზე, რომელიც დაკავშირებულია მის სამეწარმეო საქმიანობასთან, მეწარმეს ეკისრება სრული, შეუზღუდავი პასუხისმგებლობა.
ინდმეწარმის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სამეწარმეო საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. კაპიტალში მის მიერ თანხის შეტანა და გამოტანა არ იბეგრება, რადგან ასეთი ოპერაცია არ წარმოადგენს საქონლის მიწოდებას, მომსახურების გაწევას, არ ცვლის ინდმეწარმის ფინანსურ მდგომარეობას.
ინდმეწარმის მიერ, თავისივე ინდივიდუალური საწარმოსთვის სესხის მიცემა არ იქნება გამართლებული არც ბუღალტრული, არც საგადასახადო და არც სამართლებრივი თვალსაზრისით. კერძოდ:
- მესაკუთრისგან მიღებული სესხი უნდა აისახოს საწარმოს ვალდებულებებში, ანუ წარმოიქმნება ვალდებულება საკუთარი თავის მიმართ.
- სესხი ითვალისწინებს საპროცენტო ხარჯებს, ანუ:
ა. სესხის გამცემისათვის სარგებლის მიცემას, ასეთი გადახდების ხარჯებზე მიკუთვნებას და შესაბამისად დასაბეგრი შემოსავლის ყოვლად დაუსაბუთებელ და პრაქტიკულად შეუზღუდავ შემცირებას.
ბ. უპროცენტო სესხის მიღების შემთხვევაში, შემოსავლების გაზრდას გაუცემელი პროცენტის თანხით.
- ასეთი სახის სესხის აღრიცხვის შემთხვევაში წაიშლება განსხვავება საწარმოს მესაკუთრესა და კრედიტორს შორის. შესაბამისად გაუგებარი ხდება ინდმეწარმის სრული მატერიალური პასუხისმგებლობის ცნება.
და ბოლოს, დასკვნის სახით შეგვიძლია გირჩიოთ, რომ როდესაც დაბეგვრასთან უშუალოდ დაკავშირებულ კითხვაზე, საგადასახადო კოდექსი პირდაპირ პასუხს არ იძლევა, შესაძლო გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, სასურველია საგადასახადო ორგანოს ოფიციალური წერილობითი განმარტების მიღება, მიუხედავად საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის ძალზე სადავო შინაარსისა.
![]() |
3 სახელშეკრულებო ურთიერთობების პრაქტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ნინო იაშვილი,
იურისტი
ჩვენი ჟურნალის მკითხველები გვთხოვენ ვესაუბროთ, ტიპიური ხელშეკრულებების გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. კერძოდ, განვუმარტოთ: შეიძლება თუ არა ტიპიური ხელშეკრულების გამოყენება, საერთოდ როგორი უნდა იყოს საიმედო ხელშეკრულება და როგორ უნდა მოვამზადოთ იგი ?
მომავალ ნომრებში ვეცდებით გაგიზიაროთ მოსაზრებები სამეურნეო ხელშეკრულებების მომზადების პრაქტიკის თანამედროვე თავისებურებებზე.
სახელშეკრულებო ურთიერთობის პრაქტიკისადმი მიძღვნილ გამოცემებში, აუცილებლად შეხვდებით შენიშვნას იმის შესახებ, თუ რა სიფრთხილეა აუცილებელი, ხელშეკრულებების -კონტრაქტების ტიპიური ფორმების გამოყენებისას, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების პროექტების მოსამზადებლად.
ჩვენი, ისევე როგორც ყველა სხვა ცივილიზებული ქვეყნის კანონმდებლობა, ხელშეკრულების როგორც წერილობით, ისე ზეპირ ფორმას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ წერილობითი ხელშეკრულებების (სწორად შედგენილის) მომზადება მეტ ძალისხმევას, დროსა და სახსრებს მოითხოვს, სამეურნეო ურთიერთობებში უპირატესობა სწორედ წერილობით ხელშეკრულებებს ენიჭება.
ხელშეკრულება თავისი არსით, სამეურნეო ურთიერთობების ძირითადი კერძო-სამართლებრივ ნორმატიული ბაზაა. ხელშეკრულების ყოველ მხარეს კანონიერი უფლება აქვს მოითხოვოს მეორე მხარისგან, მათ შორის შეთანხმებული და მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამდენად, ხელშეკრულების, მისი მხარეების მიზანია, მაქსიმალური სიზუსტით აისახოს ხელშეკრულების ტექსტში მხარეებს შორის მიღწეული კონსენსუსი.
როგორი უნდა იყოს ,,საიმედო“ ხელშეკრულება?
როგორც წესი, ასეთი ხელშეკრულება:
სრულად პასუხობს თქვენს მიზნებს, არ არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და თქვენი ინტერესები საიმედოდაა დაცული სამართლებრივი და ფინანსური თვალსაზრისით.
უზრუნველყოფს თქვენი კონტრაგენტის მკაცრად რეგლამენტირებულ პასუხისმგებლობას, მისი ვალდებულებებით.
იგი არ შეიცავს ეგრეთწოდებულ ,,იურიდიულ წყალქვეშა ქვებს“ და ,,იურიდიულ ნაღმებს“, რაც სერიოზულ საშიშროებას უქმნის მთლიანად გარიგების შესრულებას და შესაძლოა ნულამდე დაიყვანოს ნებისმიერი ტექნიკურად და ეკონომიკურად ყოველმხრივ გააზრებული და დამუშავებული პროექტი.
ამავე დროს, ხელშეკრულების მომზადების პროცესში კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ:
სახელშეკრულებო ურთიერთობები რეგულირდება საერთაშორისო და ნაციონალური სამართლებრივი ნორმებითა და არანაკლები მნიშვნელობის, დაუწერელი წესებითა და ჩვეულებებით.
ხელშეკრულების მომზადების აუცილებელი პირობაა მხარეთა სრული ურთიერთგაგება. ხელშეკრულება, პირველ რიგში, მხარეებს შორის ნებაყოფლობითი შეთანხმებაა, იურიდიული აქტია, რომელშიც გამოხატულია მხარეების თანხმობა ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობაზე. ასეთი თანხმობის მიღწევა კი რთული, შრომატევადი და ხშირად ხანგრძლივი პროცესია. ამ პროცესში, ძირითადი მიზნის მისაღწევად, მხარეები მზად უნდა იყვნენ დათმობის, გარკვეულ მოთხოვნებზე უარის თქმისათვის.
განსაკუთრებულია იურისტების როლი საიმედო ხელშეკრულები სმომზადების პროცესში, რომელთა ძირითადი ამოცანაა გაანალიზონ და გაითვალისწინონ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, პრობლემები, რომლებიც შეიძლება წრმოიშვას როგორც ხელშეკრულების მომზადების, განხილვისა და ხელმოწერის, ისე მისი რეალიზაციის ეტაპებზე. სწორი სამართლებრივი ინტერპრეტაცია მისცენ ხელშეკრულების მომზადებაში ჩართული კონკრეტული დარგების სპეციალისტებისა და ექსპერტების მოსაზრებებსა და წინადადებებს. ეტაპებზე. სწორი ამართლებრივი ინტერპრეტაცია მისცენ ხელშეკრულების მომზადებაში ჩართული კონკრეტული დარგების სპეციალისტებისა და ექსპერტების მოსაზრებებსა და წინადადებებს.
შეიძლება თუ არა ხელშეკრულებების ტიპიური ფორმების გამოყენება, რას უნდა ველოდეთ და რას არ უნდა ველოდეთ ასეთი ფორმებისაგან? დასმულ კითხვაზე პასუხი ასეთია: შეიძლება- მხოლოდ ხელშეკრულების პროექტის სქემისათვის, განსაკუთრებული სიფრთხილითა და წინდახედულობით. მოწოდება ასეთი სიფრთხილისა და წინდახედულობისაკენ სულაც არ არის გადაჭარბებული. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ერთი ფორმა, რაგინდ სრულად და კვალიფიციურადაც არ უნდა იყოს იგი მომზადებული, ვერ გაითვალისწინებს: გარიგების ყველა საგნის, მხარეებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების, მხარეების ქვეყნების სამართალისა და სავაჭრო ჩვეულებების, დავების განხილვის პრაქტიკის თავისებურებებს. განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ ტიპიურ ფორმებში გამოყენებულ მრავალმნიშვნელოვან ტერმინებსა და ცნებებს, რომლებიც მხარეებს შორის ხშირად ხდება მწვავე და ხანგრძლივი დავის, სასამართლო თუ საარბიტრაჟო განხილვის საგანი:
ხელშეკრულებების შესრულების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მეწარმეები სერიოზულ შეცდომებს უშვებენ სახელშეკრულებო ურთიერთობების უკლებლივ ყველა ეტაპზე. ეს ეტაპებია:
პარტნიორის შერჩევა;
წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები;
ხელშეკრულების მომზადება, განხილვა, ხელმოწერა;
ხელშეკრულების შესრულება;
ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავების წარმოება.
განსაკუთრებით ხშირია სახელშეკრულებო პრაქტიკაში ისეთი შეცდომები, ძალზე შორსმიმავალი და არასასურველი შედეგებით, როგორებიცაა:
ხელშეკრულების დადება პირთან, რომლის შესახებ პრაქტიკულად არაფერი ვიცით;
ხელმოწერა ხელშეკრულების ტიპიურ ბლანკებზე, რომლებშიც მხოლოდ მხარეთა მისამართები და ხელმოწერებია შეცვლილი;
ბუნდოვანი მითითებები ხელშეკრულების საგანზე თუ მიზანზე; დაუკონკრეტებელი ვადები;
არაფრისმთქმელი მუხლები მხარეთა უფლებებისა თუ ვალდებულებათა, ზიანის ანაზღაურებაზე;
მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის რეალური წყაროებისა და მექანიზმების არარსებობა.
აქედან გამომდინარე, აუცილებელი ხდება წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებისა და მთლიანად ხელშეკრულების მომზადების პროცესში გათვალისწინებულ იქნეს ყველა შესაძლო ასპექტი, რათა ხელშეკრულება იყოს საიმედო, იურიდიულად გარანტირებული და ამით თავიდან აიცილოთ არასწორად გაფორმებული, ან იურიდიულად გაუმართავი ხელშეკრულების შედეგად გამოწვეული ზიანი.
სიახლე გადამხდელებისათვის
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის ბათუმში სემინარი გამართა. მედიის წარმომადგენლებს სისტემის მნიშვნელოვანი სიახლეები ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა და მინისტრის მოადგილემ ვაჟა პეტრიაშვილმა გააცნეს. ამიერიდან ნებისმიერ გადამხდელს შეუძლია ინტერნეტის საშუალებით მიიღოს გადახდილი გადასახადის თაობაზე ინფორმაცია, შეამოწმოს პირადი საგადასახადო აღრიცხვის ბარათი ან ურთიერთშედარების აქტი, საგადასახადო დეკლარაცია კი ელექტრონული გზით გადაიხადოს: ამისათვის გადამხდელი უნდა დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე: www. taxdep.ge შევსებული დეკლარაცია კი შემოსავლების სამსახურს ონლაინ რეჟიმში გაუგზავნოს. სემინარზე ფინანსთა მინისტრმა რისკების მართვაზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის ამუშავების საკითხებზე ისაუბრა. იმპორტის საბაჟო რეჟიმში გასაფორმებლად განკუთვნილი ტვირთების ეფექტური კონტროლისთვის ფინანსთა სამინისტროში დაინერგა სპეციალური პროგრამა, რომელიც წინასწარ დადგენილი რისკის კრიტერიუმებისა და შერჩევითი პრინციპის გამოყენებას გულისხმობს. საბაჟო რისკების მართვის სისტემა დაბალი რისკის იმპორტიორებს გამარტივებულ და დაჩქარებულ პროცედურებს შესთავაზებს, სამაგიეროდ, მაღალი რისკის იმპორტიორებისთვის კონტროლს გაამკაცრებს. რისკების მართვის სისტემა იმპორტის რეჟიმში გასაფორმებლად განკუთვნილ ტვირთებს ე.წ. „დერეფნის” პრინციპით გააკონტროლებს: „ ყვითელი დერეფანი” საქონელს დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმების გარეშე გაატარებს, “წითელ დერეფანში” კი, პირიქით - საქონელი მხოლოდ დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და დეკლარირებული საქონლის დათვალიერების საფუძველზე გაივლის. ევროკომისიის „საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ფინანსთა სამინისტრო ახალ საცნობარო-საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს აამოქმედებს. სპეციალურ ნომერზე 077 დარეკვით ფიზიკური, თუ იურიდიული პირები საგადასახადო და საბაჟო გადასახადების განაკვეთების, გადასახადისა და დეკლარირების ვადებისა და წესების შესახებ ყველა საჭირო კონსულტაციას საგადასახადო თუ საბაჟო ორგანოებში მისვლის გარეშეც მიიღებენ.
![]() |
4 საკანონმდებლო სიახლენი კომენტარით |
▲ზევით დაბრუნება |
როგორ ხდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემა
საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 10 მარტს მიიღო დადგენილება „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისათვის მშენებლობის ნებართვას გასცემს ამ ზონის ადმინისტრატორი ორგანო. ეს უკანასკნელი შეიმუშავებს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს თავისუფალი ადმინისტრაციული ზონებისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმას. ამდენად, ქალაქმშენებლობითი პირობების (აგდ) მიღებისათვის განაცხადის წარდგენა აუცილებელი არ არის. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმის პარამეტრების შესაბამისად შეიმუშავოს და ადმინისტრატორს წარუდგინოს სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია ნებართვის ერთ ეტაპად მისაღებად. დოკუმენტაციის წარდგენამდე ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს გაიაროს კონსულტაციები ადმინისტრატორთან და ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე მიიღოს შეთანხმებები იმ საკითხებზე, რომლებიც საჭიროებენ შეთანხმებას ნებართვის მისაღებად. დოკუმენტები ადმინისტრატორს უნდა წარედგინოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით. საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრატორს უფლება აქვს გააგრძელოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა დადგენილი წესის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი ქალაქმშენებლობით ან სხვა რაიმე პირობებს თავად ვერ მოიპოვებს, უნდა მიმართოს ადმინისტრატორს ქალაქმშენებლობითი პირობების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში ნებართვის გაცემის პროცედურა იმართება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებით განსაზღვრული სამივე სტადიით. მშენებლობის განმახორციელებელსა და ნებართვების გამცემ ორგანოზე ვრცელდება ზემოთ აღნიშნული დადგენილების მე-17-21 მუხლები.
დადგენილება ძალაშია 2008 წლის 13 მარტიდან.
ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში
საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 10 მარტს მიიღო დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც:
1. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რემონტი - შენობა- ნაგებობის ან მისი ცალკეული ელემენტების შეკეთება, აღდგენა ან შეცვლა (გარდა მზიდი კონსტრუქციებისა); ხაზოვანი ნაგებობებისათვის - ლოკალური (ორმოული, წერტილოვანი, ავარიით გამოწვეული და სხვ.) დაზიანების შეკეთება;”;
ბ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) შენობა-ნაგებობების საექსპლუატაციოდ მიღება - უფლებამოსილი ორგანოს მიერ საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დასრულებული შენობა-ნაგებობის მიმართ სანებართვო პირობების შესრულების საბოლოო დადასტურება ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციისთვის ვარგისიანად აღიარება, რაც საექსპლუატაციოდ მიღებული შენობა-ნაგებობის მიმართ მშენებლობის ნებართვის ძალადაკარგულობას ადგენს;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“, „ჩ“ და ,,ც“ქვეპუნქტები:
„შ) საპროექტო დოკუმენტაციის დარღვევა- განხორციელებული მშენებლობის შედეგად ქალაქთმშენებლობითი პირობების, საანგარიშო დატვირთვების ან/და შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული გადაწყვეტის დარღვევა მაგ. იცვლება საძირკვლის კონსტრუქციის ტიპი, შენობის მზიდი სივრცითი კონსტრუქციის (ჩარჩო/კარკასი) ტიპი, გადახურვის ტიპი), პროექტით გათვალისწინებული გაბარიტების დარღვევა, სანებართვო მოწმობაში განსაზღვრული ყველა ეტაპის დასრულების შესახებ ოქმების შეუდგენლობა, ასევე, განხორციელებული ცვლილებებით მესამე პირთა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების შელახვა. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით;
ჩ) საპროექტო დოკუმენტაციიდან დასაშვები გადახრა - ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების, მასალების, ნაკეთობების, აგრეთვე საინჟინრო სისტემების შეცვლა ფასადის ელემენტებისა და პარამეტრების ცვლილება, რაც არ წარმოადგენს საპროექტო დოკუმენტაციის დარღვევას, ასევე, შენობა-ნაგებობის ხაზოვანი პარამეტრების (გარდა ხაზოვანი ნაგებობის განივი პარამეტრისა) უმნიშვნელო ცვლილება (თითოეული პარამეტრის 2%25-მდე ცვლილება, მაგრამ არა უმეტეს 25 სანტიმეტრისა, ხოლო ღიობებისათვის - 10 სანტიმეტრისა), ცვლილებები, რაც განხორციელებულია ისეთ ობიექტებზე, რომლებიც, როგორც ცალკე აღებული ობიექტები, ამ წესის შესაბამისად არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას (მაგ. მცირე არქიტექტურული ფორმები, დროებითი ნაგებობები, 2,2 მ სიმაღლის ღობეები და სხვ.), ასევე, იმ სამუშაოების განხორციელება ან განუხორციელებლობა, რომლებიც, ცალკე აღებული, არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას (მაგ. შიდა დაგეგმარება, შიდა მოპირკეთება, შიდა ელექტროგაყვანილობა, შიდა ღიობები და სხვ.), თუკი ამ ცვლილებებით არ ილახება მესამე პირთა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესები;
ც) მაგისტრალი - საკომუნიკაციო სისტემის ძირითადი, მთავარი ხაზი (მილსადენი, არხი, გზა, საჰაერო/ საკაბელო გადამცემი ხაზი და სხვ.), რომლითაც უზრუნველყოფილია სათანადო პროდუქტის მისი წყაროდან ძირითადი ნაკადის გატარება.“.
2. დადგენილების მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ე“ და ,,კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ხაზოვანი ნაგებობების, მაგისტრალებისა და სხვა საკომუნიკაციო სისტემების სარემონტო სამუშაოები; აგრეთვე ავარიის აღდგენის ან მოსალოდნელი დაზიანების რეალური საშიშროების თავიდან აცილების მიზნით შესასრულებელი სამუშაოები;
კ) 2,2 მ-მდე სიმაღლის სამშენებლო მიწის ნაკვეთის შემომსაზღვრელი, სამეზობლო მიჯნაზე და ქუჩის გასწვრივ, მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების, ღია ტერასების, საყრდენი, დამცავი და ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამიზნული კედლების მშენებლობა. აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, ქალაქების განაშენიანებული ტერიტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქუჩების გასწვრივ, აგრეთვე მრავალბინიანი სახლებისათვის გამიჯვნის შედეგად მიკუთვნებული მიწის ნაკვეთების შემოსაზღვრის მიზნით ამგვარი ნაგებობების მშენებლობაზე, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;“;
ბ) მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, ქალაქების განაშენიანებული ტერიტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ, აგრეთვე მრავალბინიანი სახლებისათვის გამიჯვნის შედეგად მიკუთვნებული მიწის ნაკვეთების 2,2 მ-მდე სიმაღლის, სამშენებლო მიწის ნაკვეთის შემომსაზღვრელი, მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების, ღია ტერასების, საყრდენი, დამცავი და ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამიზნული კედლების მშენებლობა, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი დადგენილების ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად სხვაგვარად რეგულირდება;“;
გ) მე-3 პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციაზე, თუ არ იცვლება შენობა-ნაგებობათა გაბარიტები;”;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა მოიცავს მხოლოდ I სტადიას, I და II სტადიებს ან მხოლოდ II სტადიას, სანებართვო პროცედურების დამამთავრებელი ადმინისტრაციული წარმოებების შესაბამისად I ან II სტადიაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც III სტადიაზე გამოცემულს, და იგი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის საფუძველია.“;
ე) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
,,13. ნებართვა შეიძლება გაიცეს ერთი ადმინისტრაციული წარმოებით, თუ ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემ ორგანოში წარადგენს ნებართვის მიღებისათვის საჭირო, ამ დადგენილებით I, II და III სტადიებისათვის განსაზღვრული ფორმითა და შემადგენლობით შედგენილ საპროექტო დოკუმენტაციას და სხვა აუცილებელ დოკუმენ-ტებსა და ინფორმაციას, მათ შორის: ამონაწერს საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკას, მოცემული სამშენებლო მიწის ნაკვეთისათვის დამახასიათებელ ქალაქთმშენებლობით პირობებს, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კანონმდებლობით დადგენილ შეთანხმებებს (მაგ. გზშ და ეკოლოგიური დასკვნა, არქეოლოგიური კვლევის დასკვნა, საქნაპირდაცვის დასკვნა და სხვ.); აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაციაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ საექსპერტო დასკვნას (ექსპერტების კანდიდატურა შესაძლებელია შეთანხმდეს ნებართვის გამცემ ორგანოში საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ნებისმიერ ეტაპზე ოფიციალური მიმართვის საფუძველზე ან შეირჩევა ნებართვის გამცემი ორგანოს ექსპერტთა საინფორმაციო ბაზიდან). ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო ამ დადგენილებით განსაზღვრული I სტადიაზე ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემისადა II სტადიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ადმინისტრაციული აქტების გამოცემა და საპროექტო დოკუმენტაციის სათანადო დამოწმება. ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წესით და მისი ხანგრძლივობაა 60 დღე.”.
3. დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,მ” და ,,ნ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) აეროდრომი;
ნ) პორტის ნავმისადგომი, არხი და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები; მოლო, ბუნი, ბერმა და ტალღმტეხი, აგრეთვე 10 მ-ზე მეტი სიმაღლის კაშხალი და ჯებირი;”;
ბ) ,,ო.ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით:
,,ო.ბ) მაღალი წნევის ბუნებრივი გაზისა და თხევადი ნახშირბადიანი გაზის საკომპრესორო, გაზგამანაწილებელი და შემვსები სადგურები, გარდა სატრანსპორტო საშუალებების გაზით გასამართი სადგურებისა;“;
გ) ,,უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტზე გათვალისწინებულია არსებულ პარამეტრებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს სარეკონსტრუქციო ობიექტი.“ 5. დადგენილების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) შენობა-ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკაცია, რომელიც მოიცავს დანიშნულებას, გაბარიტებს, სართულიანობას, მოცულობას, ფართობებს, ბინების რაოდენობას - საცხოვრებელი სახლისათვის, ინფორმაციას, თუ რამდენ კაცზეა გათვლილი შენობა, მისი საზოგადოებრივი დანიშნულების შემთხვევაში, საწარმოებისათვის - გამოსაშვები პროდუქციის სახეობა, აგრეთვე სხვა სპეციფიკური მახასიათებლები ობიექტის ფუნქციის შესაბამისად;“;
ბ) ,,ვ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“, ,,თ“ და ,,ი|ქვეპუნქტები:
,,ზ) ობიექტის ფასადების არქიტექტურული ესკიზები, სხვადასხვა ხედით გადაღებული არსებული ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა, ობიექტის არსებულ განაშენიანებაში ან/და ლანდშაფტში განთავსების ფოტომონტაჟი ან ესკიზური ნახაზი, ფასადისა და სახურავის სავარაუდო მოსაპირკეთებელი მასალა - იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოთხოვნები დადგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული ტერიტორიებისათვის;
თ) ადგილობრივი საინჟინრო-კომუნალური ქსელების არსებობის შემთხვევაში ამ ქსელებთან მიერთების და ამ მიზნით ადმინისტრაციული დაპირების მიღების სანებართვო პროცედურებში ჩართვის საკითხს წყვეტს ნებართვის მაძიებელი; ამასთან, ნებართვის გამცემ ორგანოში ქსელებთან მიერთების ადმინისტრაციული დაპირების არარსებობა არ აბრკოლებს ნებართვის გაცემას;
ი) არსებულ ქსელებთან მიერთების ადმინისტრაციული დაპირების მიღების სურვილის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა ამის შესახებ უნდა მიუთითოს განცხადებაში და წარადგინოს შენობა-ნაგებობის ლოკალური ქსელების დატვირთვის საანგარიშო სიდიდეები, რომლებიც ქალაქთმშენებლობითი პირობების გამცემი ორგანოს მიერ გადაეგზავნება ქსელების მფლობელ კომპანიებს, როგორც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული დაპირების გასაცემად.”.
6. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა წარმოებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ქალაქთმშენებლობით პირობებში კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს ტექნიკური პირობები, შეზღუდვები და უნდა მიეთითოს იმ ტექნიკური და სხვა სახის პარამეტრების დაპროექტების პროცესში გათვალისწინების აუცილებლობა, რომლებსაც საჭიროებს ასაშენებელი ობიექტი, ან/და რომლითაც ხასიათდება სამშენებლო მიწის ნაკვეთი ან/და ხაზოვანი ნაგებობების ტრასა, აგრეთვე ობიექტის ზეგავლენის არეალში მოხვედრილი ტერიტორიები (სასაზღვრო ზოლი, ხაზოვანი ნაგებობის გასხვისების ზონა, სანაპირო ზოლი და სხვ.), აგრეთვე განისაზღვროს II სტადიაზე წარსადგენი არქიტექტურული პროექტის ეგზემპლარების რაოდენობა და ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ევალებათ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობის დადგენა ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შესაბამისად. ამავე სტადიაზე საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-9 მუხლის შესაბამისად დასახლების საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობელი კომპანიების მიერ გაიცემა ძირითად საინჟინროკომუნალურ ქსელებთან მიერთების შესაძლებლობის შესახებ ადმინისტრაციული დაპირება, რომელშიც დაფიქსირდება შემდეგი საჯარო ინფორმაცია: მიერთების ადგილი, ტიპი და სიმძლავრე, ხოლო თუ არსებული ქსელის პარამეტრები არ იძლევა მიერთების შესაძლებლობას, უნდა მიეთითოს მათი განვითარების პარამეტრები.“;
ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
,,9. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელმა ქალაქთმშენებლობითი პირობების (აგდ) დადგენიდან 5 წლის განმავლობაში არ განახორციელა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა დასაშვები სახეობის, მათი სიმაღლეების და მისთ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების ცვლილებას შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით ალაქთმშენებლობითი პირობები ცხადდება ძალადაკარგულად და აგდ-ს მფლობელს ეძლევა შეთავაზება სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად.“.
7. დადგენილების მე-12 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები;“;
ბ) მე-6 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები;“;
გ) მე-7 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები“;
დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. თუ მშენებლობის ნებართვის მიღება დაკავშირებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობასთან, ნებართვის მაძიებელმა II სტადიაზე უნდა წარადგინოს ექსპერტების მონაცემები, როლებიც უნდა შეესაბამებოდეს ,,განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს N823 ბრძანებით (სსმ, 25.08.2006, N113, მუხლი 1552) დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც შესათანხმებლად გადაეგზავნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემა არ არის დელეგირებული ორგანოსადმი, რომელშიც მიმდინარეობს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების ადმინისტრაციული წარმოება. თუ ექსპერტების კანდიდატურა ერთხელ უკვე იყო შეთანხმებული და ამის თაობაზე არსებობს სათანადო დასაბუთება, ექსპერტების კანდიდატურის განმეორებით შეთანხმება საჭირო არ არის.“.
8. დადგენილების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მიხედვით 10 წლის განმავლობაში არ იქნება გაცემული მშენებლობის ნებართვა და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა დასაშვები სახეობის, მათი სიმაღლეების და მისთ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების ცვლილებას შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება ცხადდება ძალადაკარგულად და ნებართვის მაძიებელს ეძლევა შეთავაზება სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად.“
9. დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოტალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ნებართვის მაძიებელი განცხადებას (მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში გადახდის ქვითართან ერთად) და თანდართულ დოკუმენტებს ამ დადგენილების მიხედვით სამ ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.”.
10. მე-18 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სანებართვო პირობები შეცვლილი არ არის, ნებართვა გაიცემა ნებართვის გაცემის III სტადიით დადგენილი წესით დარჩენილ სამუშაოებზე სამუშაოთა ორგანიზების განახლებული პროექტის შესაბამისად სამუშაოთა წარმოების ახალი გრაფიკით. ამ შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა გაიანგარიშება დარჩენილ სამუშაოთა ხარჯთა ნუსხის შესაბამისად.”;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საპროექტო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც იწვევს:
ა) ქალაქთმშენებლობითი პირობების, საანგარიშო დატვირთვების ან/და შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას (მაგ. იცვლება საძირკვლის კონსტრუქციის ტიპი, შენობის მზიდი სივრცითი კონსტრუქციის (ჩარჩო/ კარკასი) ტიპი, გადახურვის ტიპი), საჭიროებს ახალ მშენებლობის ნებართვას. ნებართვის გაცემის პროცედურა იწყება იმ სტადიიდან, რომელზეც უნდა მოხდეს დოკუმენტაციაში ასახული ცვლილების დადასტურება, ამასთან ნებართვის მაძიებელი ინარჩუნებს II და III (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის იმ ობიექტებისა, რომლებზეც მშენებლობის ნებართვას III სტადიით გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) სტადიების ერთ წარმოებაში გაერთიანების მოთხოვნის უფლებას;
ბ) ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების, მასალების, ნაკეთობების, ფასადის ელემენტებისა და პარამეტრების, კეთილმოწყობისა და მშენებლობის ორგანიზების პროექტის, აგრეთვე საინჟინრო სისტემების შეცვლას, რაც არ იწვევს ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებებს, არ საჭიროებს ახალ მშენებლობის ნებართვას. აღნიშნულ ცვლილებებს, შესაბამის სტადიაზე, ნებართვის გამცემი ორგანო შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაციისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ადასტურებს ადმინისტრაციული აქტის გამოცემით. დადასტურებული ცვლილებები ნებართვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ერთი ეგზემპლარი გადაეგზავნება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს;
გ) შენობა-ნაგებობის ხაზოვანი პარამეტრების (გარდა ხაზოვანი ნაგებობის განივი პარამეტრისა) 2%25-მდე ცვლილება, მაგრამ არა უმეტეს 25 სმ-ისა, ხოლო ღიობებისათვის 10 სმ-ისა, ასევე იმ სამუშაოების განხორციელება ან განუხორციელებლობა, რომლებიც, ცალკე აღებული, არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას (მაგ. შიდა დაგეგმარება, შიდა მოპირკეთება, შიდა ელექტროგაყვანილობა, შიდა ღიობები და სხვ.), არ მიიჩნევა პროექტიდან გადახვევად და სანებართვო პირობების დარღვევად, თუ ეს არ ლახავს მესამე პირთა კანონმდებლობით განსაზღვრულ ინტერესებს, შესაბამისად არ საჭიროებს ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პროცედურების შესრულებას.“.
11. დადგენილების მე-201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მათ კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს შესაბამის არქიტექტუ-რულსამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ორგანოს - (შემდგომში - ექსპლუატაციაში მიმღები).
2. მშენებლობადამთავრებული ობიექტის (შენობა-ნაგებობათა კომპლექსებისათვის კი - დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობის ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული შენობების ჯგუფის) საექსპლუატაციოდ მიღებისათვის ექსპლუატაციაში მიმღებ ორგანოს ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ამ დადგენილების მე-16 მუხლის 51 მუხლის შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვის სანებართვო პირობებში მოცემული ყველა ეტაპის დასრულების დამადასტურებელი ოქმები, ასეთის არარსებობის შემთხვევაში - აღნიშნული დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;
ბ) შესაბამისი კომპანიების მიერ გაცემული გარე კომუნიკაციების პროექტის მიხედვით მიერთების დადასტურება ან ამ ობიექტის აბონენტად აყვანის დადასტურება (მათ შორის სააბონენტო გადასახდელის გადახდის ქვითარის სახით) ამ ქსელებთან მიერთების საჭიროების შემთხვევაში; ხოლო თუ გამოყენებულია ალტერნატიული წყაროები, ტექნიკური ინფორმაცია ამ წყაროსა და მასთან მიერთების შესახებ;
გ) დამთავრებული შენობა-ნაგებობის საბოლოო (საშემსრულებლო) ნახაზები და მათი ელექტრონული ვერსია;
დ) შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში დამატებით - დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ.
3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის №115 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა განცხადებას ნებართვის მფლობელმა უნდა დაურთოს სამშენებლო მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. აგრეთვე, სიმტკიცისა და მდგრადობის ექსპერტული გამოკვლევის შედეგები, რომელიც ხორციელდება ნებართვის მფლობელის სახსრებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ნებარვთის მფლობელს აქვს მშენებლობის პროცესში შედგენილი ფართული სამუშაოების ჟურნალები და გამოყენებული ძირითადი სამშენებლო მასალების (ცემენტი, ბეტონი, ინერტული მასალა, ლითონი, საკედლე ბლოკი, აგური) შესაბამისობის სერტიფიკატები ან/და მათი ლაბორატორიული გამოცდის შედეგები, შენობა-ნაგებობის ექსპერტული გამოკვლევა საჭირო არ არის.
4. მშენებლობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია ექსპლუატაციაში მისაღებად წარადგინოს საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ცალკეული შენობა-ნაგებობა ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული შენობა-ნაგებობათა ჯგუფი. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია დამატებით წარადგინოს სამუშაოთა ორგანიზებისა და კეთილმოწყობის სათანადო წესით შეცვლილი პროექტი.
5. ექსპლუატაციაში მიმღები უფლებამოსილია ობიექტი დაათვალიეროს მის არქიტექტურულსამშენებლო პროექტთან ვიზუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით, შეამოწმოს შიდა ქსელების გამართულობა (მიეწოდება თუ არა მაგ. წყალი, გაზი, ელექტროენერგია და სხვ.), ამასთანავე, ექსპლუატაციაში მიმღები არ იკვლევს იმ სამუშაოების შესრულების ხარისხს და მახასიათებლებს, რომლებიც არ წარმოადგენს სანებართვო ობიექტს, არ ახდენს გავლენას შენობა-ნაგებობის სიმტკიცესა და მდგრადობაზე და არ ყოფილა დადგენილი სანებართვო პირობებით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ექსპლუატაციაში მიმღების შეუფერხებელი შესვლა ობიექტზე.
6. ექსპლუატაციაში მიმღები ორგანო ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებით უდასტურებს ნებართვის მფლობელს განხორციელებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობას, რაც შემდეგ საპროექტო დოკუმენტაციის განუყოფელი ნაწილი ხდება. თუკი ექსპლუატაციაში მისაღებ ობიექტზე გამოვლინდა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტიდან დასაშვები გადახრა, ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებით ასევე დასტურდება განხორციელებული ცვლილებების დასაშვებობა.
7. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე ექსპლუატაციაში მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
8. მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოუდგენლობა;
ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) დამკვეთის მიერ ექსპლუატაციაში მიმღებისათვის ობიექტის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;
ბ.ბ) მშენებლობა ნაწარმოებია ობიექტის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის დარღვევით.“.
12. მე-202 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-3 პუნქტის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებზე არ ვრცელდება ამ დადგენილების მე-201 მუხლის მოთხოვნები.
2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპლუატაციაში მისაღებად მესაკუთრეს ან სხვა უფლებამოსილ პირს საკუთარი სურვილის შესაბამისად უფლება აქვს ექსპლუატაციაში მიმღებ ორგანოს მიმართოს განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, თუ განმცხადებელი მესაკუთრე არ არის, აგრეთვე მესაკუთრესა და განმცხადებელს შორის დადებული ხელშეკრულება ან თანხმობა;
ბ) შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზი.
3. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით, მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპლუატაციაში მისაღებად სანებართვო მოწმობის მფლობელი ექსპლუატაციაში მიმღებ ორგანოს განცხადებით მიმართავს. განცხადებას თან უნდა დაერთოს დამთავრებული შენობა-ნაგებობის საბოლოო (საშემსრულებლო) ნახაზები და მათი ელექტრონული ვერსია.
4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპლუატაციაში მიმღები ორგანო საექსპლუატაციოდ მიღების შესახებ გადაწყვეტილებით შენობა-ნაგებობის აზომვითი ნახაზის საფუძველზე უდასტურებს მესაკუთრეს ან სხვა უფლებამოსილ პირს განხორციელებული მშენებლობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას.
5. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით, მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპლუატაციაში მიმღები ორგანო საექსპლუატაციოდ მიღების შესახებ გადაწყვეტილებით უდასტურებს ნებართვის მფლობელს განხორციელებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობას, რაც შემდეგ საპროექტო დოკუმენტაციის განუყოფელი ნაწილი ხდება. თუკი ექსპლუატაციაში მისაღებ ობიექტზე გამოვლინდა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტიდან დასაშვები გადახრა, საექსპლუატაციოდ მიღების შესახებ გადაწყვეტილებით, ასევე, დასტურდება განხორციელებული ცვლილებების დასაშვებობა.
6. ექსპლუატაციაში მიმღები ორგანო განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში გამოსცემს აქტს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ობიექტი ჩაითვლება ექსპლუატაციაში მიღებულად და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე ექსპლუატაციაში მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა;
ბ) მშენებლობადამთავრებული ობიექტი ლახავს მესამე პირთა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინტერესებს.
8. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა;
ბ) მშენებლობა ნაწარმოებია ობიექტის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის დარღვევით“.
დადგენილება ძალაშია 2008 წლის 13 მარტიდან.
რა შემთხვევაში ენიშნებათ დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2008 წლის 10 მარტს გამოსცა ბრძანება „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, რომლის თანახმადაც, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ყოველ დასაქმებულ მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა უნდა განახორციელოს დასაქმებულის შემთხვევაში შესაბამისმა დამსაქმებელმა, ხოლო მოსამსახურის შემთხვევაში - შესაბამისმა საბიუჯეტო დაწესებულებამ. დახმარების დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფოს ფურცლის), ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში - დუბლიკატის, შესაბამის დამსაქმებელთან/დაწესებულებაში წარდგენის საფუძველზე წინამდებარე წესის შესაბამისად.
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, პირობები და ოდენობა
1. დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება:
ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში,
ბ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო;
გ) კარანტინის გამო;
დ) პროთეზირების გამო.
2. მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3.დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ინიშნება საავადმყოფო ფურცლის გაცემის პირველი დღიდან.
5. დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლებების შემთხვევაში, ასევე დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა განთავისუფლების დღემდე პერიოდზე.
6. ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.
7. ანაზღაურების გარეშე შვებულების პერიოდში დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში დროებითი შრომის. უუნარობის გამო დახმარების ანაზღაურების ათვლა ხდება იმ დღიდან, როცა დასაქმებული/მოსამსახურე უნდა შედგომოდა მუშაობას.
8. თუ დროებითი შრომისუუნარობა სამუშაოდან განთავისუფლებაზე დავის დროს დადგა, სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ანაზღაურების ათვლა იწყება სამსახურში აღდგენის დღიდან.
9. ვადიანი ხელშეკრულების შემთხვევაში დამსაქმებელი/დაწესებულება დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებას ანაზღაურებს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ მიეცემათ:
ა) პირებს, რომლებმაც ტრავმა მიიღეს დანაშაულებრივი ქმედების დროს ან განზრახ აყენებენ ზიანს თავიანთ ჯანმრთელობას;
ბ) მკურნალი ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევისას;
გ) თუ დროებითი შრომისუუნარობა გამოწვეულია დაავადებით ან ტრავმით, რომლის უშუალო მიზეზია არათხიზელი მდგომარეობა (ალკოჰოლური, ნარკოტიკული და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებით თრობა);
დ) კანონით დადგენილი წესით სამსახურიდან ჩამოშორების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე ყოფნის დროს.
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშება
1. მოსამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო.
2. დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში, მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს შეცვლის შემთხვევაში, დახმარების ოდენობის გაანგარიშება თანამდებობრივი სარგოს შეცვლამდე პერიოდზე ხდება ძველი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, ხოლო თანამდებობრივი სარგოს შეცვლის დღიდან -ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.
3. დასაქმებულისთვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.
4. თუ შრომითი ხელშეკრულუბით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა. ამ შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს დროებითი შრომისუუნარობის დადგომამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
5. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს დროებითი შრომისუუნარობის დადგომამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან 3 თვის მუშაობის სტაჟი, ან უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში არ მომხდარა შრომის ანაზღაურების დარიცხეა, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაცი დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.
7. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:
ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;
ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები;
გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.
8. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს შრომის ანზღაურების) გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.
9. საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.
10. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთანმუშაობის შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა ყველა დამსაქმებელთან ცალ-ცალკე.
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემა
1. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების მისაღებად დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ საბუთს (საავადმყოფო ფურცელს).
2. დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია სავადმყოფო ფურცლის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან აანაზღაუროს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ან წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ გაიცემა დამსაქმებლისათვის/დაწესებულებისათვის დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის) მისი დახურვიდან 3 თვის შემდეგ წარდგენის შემთხვევაში.
ბრძანება ძალაშია 2008 წლის 1 იანვრიდან.
რა ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობებს
საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 8 მარტს მიიღო დადგენილება „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც, საწყობის შესასვლელი და გასასვლელი, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელი და გასასვლელი მუდმივად უნდა იყოს დალუქული საწყობის მფლობელის მიერ რეგიონალურ ცენტრთან (საგადასახადო ინსპექციასთან) შეთანხმებული ნიმუშის უნიკალნომრიანი ერთჯერადი ლუქით, გარდა საქონლის შეტანისას ან/და გამოტანისას, აგრეთვე განსაზღვრული ოპერაციების განხორციელებისას. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ნებართვის მფლობელზე, რომლის მიმართ საბაჟო ორგანო მიიღებს სათანადო გადწყვეტილებას საწყობის ტვირთბრუნვის ან ოპერაციების სპეციფიკურობიდან გამომდინარე საწყობის მფლობელის მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე.
დადგენილება ძალაშია 2008 წლის 10 მარტიდან.
როგორ ხდება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 8 მარტს გამოსცა დადგენილება „ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებულ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ინსპექციამ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების მისაღებად უნდა მიმართოს სასამართლოს და მოსამართლის ბრძანების საფუძველზე უნდა განახორციელოს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაცია.
ცვლილების თანახმად №1 დანართი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
დანართი №1
როგორ გავანაღდოთ დასაქმების ბარათი
2008 წლის 8 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება „სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის ¹264 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, პროფესიული მომზადების (გადამზადების) მსურველი უნდა იყოს 25-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე. პროგრამის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 130 000.
დამსაქმებლის მიერ შევსებული და შესაბამისი ხელმოწერით დადასტურებული დასაქმების ბარათის პირველი ნაწილი მაძიებელს შესაბამისი საბანკო დაწესებულებისთვის უნდა წარედგინა 2007 წლის 15 დეკემბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე, ხოლო მეორე და მესამე ნაწილები - არა უგვიანეს 2008 წლის 30 აპრილისა. ამასთან, დასაქმების ბარათის მესამე ნაწილი საბანკო დაწესებულებას უნდა წარედგინოს არა უადრეს 2008 წლის 5 აპრილისა. აღსანიშნავია, რომ ბარათის მე-2 და მე-3 ნაწილები იმ პირებს გაუნაღდდებათ, ვისაც დადგენილ ვადებში განაღდებული აქვთ დასაქმების ბარათის წინა ნაწილები.
დადგენილება ძალაშია 2008 წლის 4 მარტიდან.
როგორ დაიბრუნებთ ზედმეტად გადახდილ გადასახადს?
საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 8 მარტს მიიღო დადგენილება „ ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის ¹45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, სახაზინო კოდის მე-2, მე-5 ციფრები განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიას, რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) და შესაბამისი დონის ბიუჯეტს.
ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციის მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე. ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი რეგიონალური ცენტრის მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
დადგენილების თანახმად, საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილი უნდა იყოს შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის (რეგიონალური ცენტრის) უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და უნდა იყოს დადასტურებული ბეჭდით.
სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახგადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შესაბამის რეგიონალურ ცენტრს იმ შემთხვევაში, თუ:
- ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;
- დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება დადგენილების მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანის შესახებ შესაბამის საგადასახადო ინსპექციას იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის მიერ გადასახადის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია შესაბამისი საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.
კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდომით გადასახადის ამკრეფის ან თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაასწოროს შეცდომა ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთების ფარგლებში საქართველოს
ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
დადგენილება ძალაშია 2008 წლის 11 მარტიდან.
რა ცვლილებებია საქართველოს კონსტიტუციაში
2008 წლის 11 და 12 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, აგრეთვე თუ პარლამენტი დათხოვნილია, პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პრემიერ-მინისტრი. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პერიოდში პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების მქონე მთავრობის წევრი.
კანონის მიხედვით, მთავრობა შედგება პრემიერმინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო მინისტრები (მინისტრი). პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მთავრობის ერთ-ერთ წევრს დააკისროს პირველი ვიცე- პრემიერის, აგრეთვე ერთი ან რამდენიმე წევრს - ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება. მთავრობა და მთავრობის წევრები უფლებამოსილებას იხსნიან საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. პირველი ვიცეპრემიერისა და ვიცე-პრემიერის მოვალეობის დაკისრების წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება კანონით.
საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლობას საქართველოს ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებში უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი. ეს უკანასკნელი კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე და ახორციელებს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი განისაზღვრება კანონით.
კანონის მიხედვით, 2008 წელს საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მაისში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქრთველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირებამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლიანი ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 პარლამენტის წევრისაგან, ხოლო აღნიშნული ორგანოების ფორმირების შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა - რესპუბლიკის საბჭო და სენატი.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით დადგენილი წესით, ან რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დროისათვის. ორგანული კანონით განსაზღვრული ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის 1%25-ზე მეტი. მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება საარჩევნო კანონდებლობით. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%25-ს მაინც.
პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას და საინიციატივო ჯგუფს. კანდიდატის წარდგენა დადასტურებულ უნდა იყოს ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით განსაზღვრული წესით. ორგანული კანონით განსაზღვრული ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის 1%25-ზე მეტი.
კანონი ძალაშია 2008 წლის 13 მარტიდან.
ვის აქვს უფლება მიიღოს საყოფაცხოვრებო სუბსიდია
საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 13 მარტს მიიღო დადგენილება „სოციალური შეღავათების მონეტარიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, თუ აღნიშნული წესითა და პრინციპებით განსაზღვრული პირი ერთდროულად არის ერთზე მეტი სტატუსის მქონე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოეშობა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ერთზე მეტი საფუძვლით, პირს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ერთი საფუძვლით - მისივე არჩევით.
სუბსიიდის მიღების უფლება არა აქვთ დევნილის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, 2008 წლის 1 აპრილამდე მოქალაქეთა მიერ არასწორად მიღებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის თანხები ჩაითვლება კანონიერად. ამასთან, კომპეტენტური ორგანოს მიერ მოქალაქეთათვის 2008 წლის 1 აპრილამდე დაკავებული თანხები არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
დადგენილება ძალაშია 2008 წლის 1 აპრილიდან.
მოამზადა ესმა ქაჯაიამ
![]() |
5 შვილი გერის როლში |
▲ზევით დაბრუნება |
ანუ რატომ ერევა უხეშად ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობის ფუნქციებში
2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური საკითხების საკანონმდებლო რეგლამენტაცია. მიღებულ იქნა კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“, ასევე „კანონი შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ და ცვლილებები შეიტანა საქართველოს საგადასახადო კოდექსში.
ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების ზოგადი ადმინისტრირების არსი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების ზოგადი ადმინისტრირების არსი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი ქვეყნის საბიუჯეტო სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი რგოლია.
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ საკუთარი შემოსულობებიდან მიღებული თანხების ხარჯვის მიმართულებებს. ბიუჯეტის განხილვის პროცედურა საჯაროა საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებისათვის.
ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება ხდება დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის. ამ ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია სამი საბიუჯეტო წლის შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზი.
ბიუჯეტის პროექტის მომზადება - შემოსულობების და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლის დასადგენად ხდება ყველა შემოსავლის და გადასახდელის დასაბუთებული გაანგარიშება. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები თითოეულ მხარჯავ დაწესებულებას უგზავნის საბიუჯეტო ცირკულარს, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის საშტატო რიცხოვნობისა და ხარჯების ზღვრულ მოცულობებს, რომელსაც ადგენსგამგეობა/მერია. საბიუჯეტო ცირკულარის საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებები აკეთებენ გაანგარიშებებს და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს წარუდგენენ საბიუჯეტო განაცხადს;
ბიუჯეტის პროექტის წარდგენა - ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და ბიუჯეტის დაბალანსების წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები წარუდგენენ წარმომადგენლობით ორგანოებს.
საბიუჯეტო პროცესი 2 წლის განმავლობაში გრძელდება. იგი იწყება საბიუჯეტო წლის დასაწყისამდე 10 თვით ადრე ბიუჯეტის მომზადებით და მთავრდება საბიუჯეტო წლის მომდევნო წლის (არა უგვიანეს) 1 მაისს ბიუჯეტის დამტკიცებით.
ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო ამტკიცებს ბიუჯეტს ახალი საბიუჯეტო წლის დასაწყისამდე, მაგრამ არა უგვიანეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღებიდან 2 თვისა;
ბიუჯეტის პროექტის დაზუსტება - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თვითმმართველობებთან ერთად იხილავს მონაცემებს საბაზისო წლის 15 აგვისტომდე, ხოლო საბაზისო წლის 20 სექტემბრამდე აცნობებს ადგილობრივ თვითმმართველობებს მისაღები გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ადგენს ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებულ ვარიანტს და საანგარიშო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 45 დღისა უგზავნის თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად. იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენლობითმა ორგანომ არ დაამტკიცა თვითმმართველობის ბიუჯეტი, აღმასრულებელი ორგანო 2 კვირის ვადაში წარუდგენს ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტს;
ბიუჯეტის აღსრულება ნიშნავს დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვას ზემოთ მოცემული წესების და პროცედურების დაცვით, ასევე ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებას. ბიუჯეტის აღსრულების კონტროლის მიზნით, საკრებული ყოველკვარტალურად ახდენს დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამებისა და ღონისძიებების მიმდინარეობის შეფასებას, ხოლო მომდევნო წლის 1 მაისამდე ამტკიცებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანომ საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის მომდევნო წლის 1 მარტს.
გამოთანაბრებითი ტრანსფერის ადმინისტრირების მექანიზმები
გამოთანაბრებითი ტრანსფერი არის ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ფორმულით, ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
2007 წლამდე საქართველოში გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა არ არსებობდა, რის გამოც, ადრინდელი რაიონები ძირითადად სუბიექტური გადაწყვეტილებების და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე იღებდნენ ტრანსფერს. ეს იწვევდა არათანაბარ დამოკიდებულებას რაიონებზე და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების განსხვავებულ მაჩვენებლებს, ანუ რეალური გამოთანაბრება ქვეყანაში არ ხორციელდებოდა. 2007 წლის 1 იანვრიდან, თვითმმართველობის სისტემის რეფორმირების შემდეგ, ძალაში შევიდა გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა, თუმცა, ის 2007 წლისთვის გამოყენებული ვერ იქნა, თანაც მოიცავდა გარკვეულ ხარვეზებს, რის გამოც, დღის წესრიგში დადგა მისი შეცვლის აუცილებლობა. მისი მთავარი ხარვეზები კოეფიციენტების სიმცირე და რთულად დათვლადი კოეფიციენტების არსებობა იყო პოტენციური შემოსულობების სახით. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ახალი ფორმულა ძველთან შედარებით პროგრესულია, თუმცა, მისი დახვეწა და გამარტივება ნამდვილად არ იქნებოდა მიზანშეუწონელი.
გამოთანაბრებითი ტრანსფერი უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსურ გათანაბრებას. გამოთანაბრებით ტრანსფერს მიზნობრიობა არ მოყვება, ანუ თვითმმართველი ერთეული დამოუკიდებლად საზღვრავს, თუ რომელი ექსკლუზიური უფლებამოსილების დასაფინანსებლად გამოიყენებს გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით მიღებულ თანხებს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ყოველწლიურად ჩადებულია თანხები ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერებისათვის.
კანონის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა განისაზღვრება ფორმულით:
თი=(E-R)*K,
სადაც:
Ti - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი გამოთანაბრებითი ტრანსფერია;
E - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები;
R - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები;
K - მხარდაჭერის კოეფიციენტი.
პირველ ეტაპზე გაიანგარიშება თვითმმართველი ერთეულის ხარჯები, რომელიც მიიღება სტატისტიკური მაჩვენებლისა და შესაბამისი გამოთანაბრებითი კოეფიციენტის ნამრავლის ჯამით.
მეორე ეტაპზე გაიანგარიშება თვითმმართველი ერთეულის შემოსავლები, რომელიც მიიღება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული სამი წლის ფაქტიური მაჩვენებლების ტენდენციის მიხედვით.
იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, რომლის ბიუჯეტის შემოსავლები აღემატება ამავე ბიუჯეტის ხარჯებს, გამოთანაბრებითი ტრანსფერი არ გამოეყოფა.
გაანგარიშების შემდგომ ეტაპზე გამოითვლება თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა, რომელიც მიიღება ამავე ერთეულის ხარჯებსა და შემოსავლებს შორის შხვაობის გამრავლებით მხარდაჭერის კოეფიციენტზე. იგი მტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ ყოველწლიურად დამტკიცებული გამოთანაბრებითი ტრანსფერი ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს შესაძლებელია Gამოეყოს მოთხოვნის შესაბამისად.
sაკმაოდ რთულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯების (E) გამოთვლის ფორმულა, კერძოდ:
E=ΣCn*Pn anu C1*P1+C2*P2+C3*P3+C4*P4+C5*P5+ C6*P6
სადაც:
Cn ანუ (C1, C2, C3, C4, C5, C6) - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატისტიკური მაჩვენებელი (მოსახლეობა, შკოლამდელი ასაკის ბავშვები, ფართობი, 7-18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა, დედაქალაქის სტატუსი, ადგილობრივი მნიშვნელობის გზები).
Pn ანუ (P1, P2, P3, P4, P5, P6) - გამოთანაბრებითი კოეფიციენტები, რომლებიც წარმოადგენენ ურთიერთკავშირს ხარჯის თითოეულ კატეგორიასა (ფუნქცია) და სტატისტიკურ მაჩვენებელს შორის.
R - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შემოსავლები (ქონების გადასახადი, არასაგადასახადო შემოსავლები, კაპიტალური შემოსავლები). შემოსავლები ცალკეული თვითმმართველი ერთეულისათვის გაიანგარიშება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული სამი წლის ფაქტიური მაჩვენებლების ტენდენციეს მიხედვით.
K - მხარდაჭერის კოეფიციენტი, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ ყოველწლიურად.
გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების დეტალური წესი დამტკიცებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრიეს ბრძანებით და გამოცემულია ინსტრუქციის სახით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფორმულაში არსებული კოეფიციენტების სიმრავლიდან გამომდინარე, რეალური გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშებას მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თუ შეძლებს.
სესხებისა და გრანტების ადმინისტრირება
მოქმედი კანონმდებლობით, ადგილობრივმა თვითმმართველმაერთეულმა გრანტი შეიძლება მიიღოს:
საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან. საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებიდან, უცხო ქვეყნის მთავრობის, ან მისი წარმომადგენლობისგან, ასევე უცხოეთის სამეწარმეო, ან არასამეწარმეო პირისაგან;
საქართველოს არასამეწარმეო იურიდიული პირისაგან, რომლის საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის.
საგრანტო წინადადება თვითმმართველმა ერთეულმა შეიძლება მოამზადოს ორ შემთხვევაში: 1. როდესაც გრანტის გამცემი აცხადებს კონკურსს; 2. საკუთარი ინიციატივით მოამზადოს საგრანტო წინადადება და წარუდგინოს ფონდს დაფინანსების მისაღებად. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებული გრანტი სრულად ირიცხება ის ბიუჯეტში.
ადგილობრივ ხელისუფლებას უფლება აქვს სესხი აიღოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროდან, ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ანუ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის აღება განიხილება როგორც სახელმწიფო ვალი, ხოლო ვალის აღების პროცედურები რეგილირდება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით. თუმცა, სესხის აღების პროცედურები მოქმედ კანონმდებლობაში დეტალურად არ არის გაწერილი, ამიტომ თვითმმართველობებმა უნდა იხელმძღვანელონ ძირითადად სახელშეკრულებო სამართლის ნორმებით და ზოგადი საკანონმდებლო ჩანაწერებით. ამასთან, „სესხების შესახებ“ კანონში ორგანული კანონისგან განსხვავებით, არაფერია ნათქვამი გრანტის აღების ნებართვაზე (გრანტი მხოლოდ დელეგირებული უფლებამოსილებებისთვის მიეცემა), ხოლო მეორეც, გაუგებარია რატომ იზღუდება თვითმმართველი ერთეული სესხის აღებაში მხოლოდ სახელისუფლო ორგანოთი და არ გააჩნია კერძო სტრუქტურიდან სესხის აღების უფლება.
სარეზერვო ფონდის ადმინისტრირება
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების, აგრეთვე სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად შეიძლება შეიქმნას სარეზერვო ფონდი. სარეზერვო ფონდის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტის მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების ჯამური მოცულობის 2%25-ს. სარეზერვო ფონდის განკარგვის უფლებამოსილება გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს, ამავე თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით.
ქონების გადასახადის ადმინისტრირება
ქონების გადასახადი ერთადერთი ადგილობრივი გადასახადია, რომელიც პირდაპირ ირიცხება ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში. ქონების გადასახადი დამტკიცებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ხოლო მას თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე შემოიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები (საკრებულოები). ქონების გადასახადის ადმინისტრირებას (აკრეფას) კი ახორციელებს საგადასახადო ინსპექციის სამსახურები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს:
საქართველოს საწარმოთა ქონება და უცხოურ საწარმოთა საქართველოს ტერიტორიაზე რიცხული ქონება (გარდა მიწისა);
საქართველოს ორგანიზაციათა ის ქონება (გარდა მიწისა), რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (გარდა მიწისა) და მათ მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება;
ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილები;
ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული იახტები (კატარღები), თვითმფრინავები, შვეულმფრენები;
საქართველოს და უცხოურ საწარმოთა, ორგანიზაციათა და ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ასევე მათ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახელმწიფო საკუთრების მიწა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქონების გადასახადის ნაწილში არსებულმა საკმაოდ დიდმა საგადასახადო შეღავათებმა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე ნეგატიური გავლენა იქონია და მათი უმეტესობა პრაქტიკულად შემოსავლების გარეშე დატოვა. კერძოდ:
ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს, განთავისუფლებულია ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადახდისაგან. ამიტომაც, ოჯახები, რომელთაც ამ ზღვარზე მეტი წლიური შემოსავლები აქვთ, მუნიციპალიტეტებში თითქმის არ ცხოვრობენ და მათი უდიდესი ნაწილი მხოლოდ თბილისსა და რამდენიმე ქალაქში მოღვაწეობს. ამან გამოიწვია სწორედ ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების 90%25-ზე მეტს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის სახით შემოსავლები საკმაოდ მწირი აქვთ;
ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც მას საკუთრებაში ჰქონდა 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით, განთავისუფლებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადისაგან. ისეთი თვითმმართველი ერთეულები, რომლებიც შედარებით უხვმიწიანობით გამოირჩევიან და ერთ მესაკუთრეზე საშუალოდ 5 ჰექტარზე მეტი მიწა გააჩნიათ, შედარებით იშვიათია, ალბათ მთლიანი თვითმმართველი ერთეულების 15-20%25-მდე. ამან გამოიწვია ის, რომ თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების უდიდესი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის სახით პრაქტიკულად ვერანაირ შემოსავალს ვერ იღებს. არადა, ლოკალური სამელიორაციო სისტემების ორგანიზება, შენახვა და განვითარება თვითმმართველი ერთეულის პირდაპირი კომპეტენციაა და გამოდის ის, რომ მიწის გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაშიც თვითმმართველი ერთეული ვალდებულია ასეთი მომსახურება გაუწიოს მოსახლეობას, თუნდაც შემოსავლის სხვა წყაროს მოზიდვით;
მსუბუქი ავტომობილების მესაკუთრეები, რომელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების ხნოვანება 6 წელზე მეტია, მიუხედავად მათი ძრავის მოცულობისა, წლის განმავლობაში იხდიან 5 ლარს თითოეულ ავტომანქანაზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ კატეგორიის მანქანებს მიეკუთვნება, თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები ქონების გადასახადის ამ სახეობიდან რაიმე მნიშვნელოვან შემოსავალს ვერ იღებენ (გარდა ქ. თბილისის და რამდენიმე დიდი ქალაქის ბიუჯეტებისა, სადაც შედარებით ახალი ავტომანქანები ჰყავთ საკუთრებაში). 5 ლარი წლის განმავლობაში საკმაოდ მიზერული თანხაა და შესაძლოა ადმინისტრირებაზე გაწეული დანახარჯებიც კი ვერ აანაზღაუროს. ამასთან, ავტომანქანების გარკვეული ნაწილი სხვადასხვა რაიონებშია რეგისტრირებული, ფაქტობრივად კი თბილისში არიან და ამ გზებით და სხვა ინფრასტრუქტურით სარგებლობენ;
რაც შეეხება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იახტებს (კატარღებს), ვერტმფრენებს და თვითმფრინავებს, მათი მოკრძალებული ოდენობიდან და სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ძირითადად ისეთ ტერიტორიულ ერთეულებში არიან რეგისტრირებულნი, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი. გამომდინარე აქედან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების 95%25-ზე მეტს ასეთი ქონების დაბეგვრიდან პრაქტიკულად არანაირი შემოსავლები არ გააჩნიათ.
დასკვნის სახით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ძირითადად ზემოაღნიშნული პრობლემები განაპირობებს თვითმმართველი ერთეულების ფინანსურ არამდგრადობას, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრალური ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების ხარისხის გაზრდის მექანიზმადაა ქცეული. ამიტომაც, რეალური თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია ამგვარი რეფორმებით ვერ განხორციელდება. მისი მიღწევის უმთავრესი ბაზისი ცენტრალური ხელისუფლების ჩაურევლობა და თვითმმართველობებისთვის მეტი ფინანსების გადაცემაა.
დავით ნარმანია,
ეკონომიკის აკადემიური
დოქტორი,
თსუ-ს და GIPA-ს პროფესორი
![]() |
6 ინოვაციური ურთიერთობები ბიზნესში |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესში სუბიექტური ურთიერთობების რეალური წარმოქმნა შესაძლებელია სიახლეთა (ინოვაციების) ბაზრის, როგორც საინვესტიციო პროდუქტების ბაზრის ნაწილის, რეალიზაციის პირობებში. ინოვაციები უზრუნველყოფენ ნორმალურ (ხარისხიან) საინვესტიციო პროცესს, რომელსაც საფუძვლად უდევს შრომის დანაწილება. ინოვაციური ურთიერთობები, უპირველეს ყოვლისა, არის მესაკუთრეთა ურთიერთობები. საკუთრების ფორმის (კერძო, თუ სახელმწიფო) მიუხედავად, მესაკუთრეები თანამშრომლობენ საინვესტიციო და სამეწარმეო პროცესებში, აყალიბებენ სპეციალურ (კომუნიკაციურ) ნაკადებს და ურთიერთობებს.
ინოვაციურ საკუთრებათა ურთიერთობების სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ისინი საფუძვლად უდევს კაპიტალის კვლავწარმოების პროცესს. ამას გარდა, მასში მონაწილეობენ საკუთრების სხვადასხვა სახეებისა და ფორმების მრავალრიცხოვანი სუბიექტები.
ურთიერთობის სირთულისა და მრავალფეროვნების გამო (მეწარმეობის ფორმა, კერძო და სახელმწიფო ინვესტიციები, პირდაპირი, უცხოური ინვესტიციები და სხვ.) შეუძლებელია მათი დაჯგუფება „ჰორიზონტალურ“ და „ვერტიკალურ“ ურთიერთობებად. წარმოიქმნება მრავალმხრივი „დიაგონალური“ ურთიერთობები. მაგალითად გამოდგება ურთიერთობები სახელმწიფოებსა (ინვესტიციების რეცენზენტებსა) და ტრანსნაციონალურ კორპორაციებს შორის (რომლებიც ინვესტიციებს დებენ ამ ქვეყნებში).
ურთიერთობათა სირთულე იმაშია, რომ ძნელია ინვესტირების წყაროს დადგენა: ტრანსნაციონალური კორპორაციები (ტნკ) მოქმედებენ რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე და მათი საკუთრებაც ტრანსნაციონალურია. ტნკ-ს კაპიტალის ინვესტირება კონკრეტულ სიახლეებში ისეთი მასშტაბით შეუძლიათ, რომელიც არა მარტო ერთი ინვესტორის, არამედ მთლიანად სახელმწიფოს შესაძლებლობებსაც კი აღემატება. მაგრამ ამ გლობალური პროცესების მიუხედავად, საზოგადო ინტერესების კერძო და ინდივიდუალურ ინტერესებთან თანხვედრა წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობების რეგულირების არსს.
ინოვაციურ პროცესში ეფექტურ ეკონომიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებისთვის ნორმალურ პირობებად, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება ჩაითვალოს ყველა უფლების რეალიზაცია, ინოვაციური საქმიანობის ორგანიზაციულ-ეკონომიკური ფორმების მრავალსახეობა.
ინოვაციური ურთიერთობები გულიხმობს არა მარტო კაპიტალის, საქონლის, სამუშაო ძალის, ტექნოლოგიების, ნოუ-ჰაუსა თუ მმართველობითი გამოცდილების მოძრაობას, არამედ, აგრეთვე წარმოების კულტურისა და თვით ინოვაციის ფილოსოფიის, როგორც უწყვეტი განვითარების საფუძვლის მოძრაობასაც.
თავის მხრივ, ინოვაციურ პროცესს გააჩნია რიგი თვისებები, რომელიც განასხვავებს მას სამეწარმეო პროცესისაგან. ესენია:
- მაღალი რისკი და მიზნის მიღწევის განუსაზღვრელი გზები;
- დეტალური დაგეგმვის შეუძლებლობა და ვარიანტულპროგნოზულ შეფასებებზე ორიენტაცია;
- გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ინფორმაციული მასალის გადამუშავების აუცილებლობა.
პრაქტიკაში ამ თვისებების ნაკლებად ითვალისწინებენ, რაც ამცირებს ინოვაციური კულტურის დონეს. ინოვაციის სფეროში ბაზრის არარსებობის გამო იქმნება ჩაკეტილი სისტემები, რაც ხელს უშლის შემდგომ განვითარებას.
ინოვაციურ ურთიერთობათა ცნება უნდა განვიხილოთ მეწარმეობის თანამედროვე ფილოსოფიის პრიზმაში - შეიქმნას ისეთი სიახლე, რომელიც აუცილებელია მომხმარებლისათვის. ეს ინოვაციური ფილოსოფია ასახავს ახალ საზოგადოებრივ მოთხოვნასა და ბაზრის მდგომარეობას. ამ ფილოსოფიამდე კი ინტელექტუალური პროდუქტების გამოყენების შესახებ არსებულ ურთიერთობათა მსხვრევის რთული გზა არის გასავლელი. ინოვაციური მეწარმეობის სასარგებლოდ დასაწყისშივე უარი უნდა ითქვას წარმოების პირდაპირ მართვაზე. ბოლოს კი, უნდა გამოჩნდნენ ბაზრის აქტიური დამოუკიდებელი სუბიექტები, ახალი ფირმები, ინოვაციური მენეჯერები (რომლებიც განახორციელებენ ინოვაციურ მოქმედებებს), რომელთა მოვალეობაცაა სიახლეთა განუწყვეტელი ძიება და წარმოების დივერსიფიკაცია, ამ პროცესებში ფიზიკური და გონებრივი კაპიტალის აქტიური ჩართვა.
აღნიშნული პრობლემის განხილვისას ჩვენ ვეყრდნობით მეწარმეობის, როგორც ფუნქციონირებადი კაპიტალის გაგებას კაპიტალ-მესაკუთრის საპირისპიროდ, რომელიც, თავის მხრივ, „არ მუშაობს“, მაგრამ ქმნის წარმოების საწყის პირობებს. ინოვაციური ქცევა ეფუძნება ადაპტაციის ისეთ აქტიურ ტიპს, ტექნოლოგიურ და სოციალურ- ეკონომიკურ სიახლეებს, რომლებიც ქმნიან ბაზრის სუბიექტთა კომუნიკაციების ახალ ფორმებს.
ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი პ. დრაკერი მიიჩნევდა, რომ XX საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული სიახლის ათვისებაში მთავარია არა მარტო ახალი ტექნოლოგიები, არამედ „მეწარმეობითი მენეჯერიზმი“. მისი პრინციპებია: კონკრეტული უპირატესობის მოპოვება, სიახლეთა ძიება, მუდმივი განახლება (როგორც წარმოების, ასევე ბაზარზე ურთიერთობის - ქცევის). პ. დრაკერის ამ მოსაზრებას მივყავართ უმნიშვნელოვანეს საკითხამდე - მეურნეობრიობის ახალი პირობებისადმი აქტიური ადაპტაციისაკენ.
აქტიური ადაპტაციის შესაძლებლობები განისაზღვრება ინოვაციებში მეცნიერებატევადი კაპიტალისა და ინვესტიციების მოზიდვით. აქ იგულისხმება ინვესტიციები ბიზნესში, ან იმ ეკონომიკურ ინვესტიციებში, რომელთა მთავარი მოტივი საწარმოო აქტივებიდან მოგების მიღებაა. თავის მხრივ, ისინი დაკავშირებულია ფინანსურ ინვესტიციებთან, ანუ მოგების მისაღებად ფასიანი ქაღალდების ფორმით აქტივების შეძენა-გამოყენებასთან.
სიახლის ათვისებაში ინვესტირების პროცესი ნიშნავს უფლებების გადაცემას: ინვესტორი აძლევს მეწარმეს ფულს (გადასცემს ფულზე თავის უფლებებს) და ამის სანაცვლოდ იძენს მომავალ შემოსავლებზე უფლებას. ამგვარად, სიახლეთა ბაზარი ყალიბდება მატერიალური საქონლის ბაზრისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიჯნაზე.
ინოვაციური ურთიერთობების არსი ორ პუნქტად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
1. ნასესხები ფინანსური რესურსების მოზიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობები (რომლებიც, შეიძლება ითქვას, წითელ ზოლად გასდევს მთელ ინოვაციურ პროცესს).
ფინანსური რესურსების მფლობელები, კრედიტის გადასახადის დადგენისას ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად რისკს მიიჩნევენ. ამასთანავე, ითვალისწინებენ შემდეგს:
- ინოვაციური ორგანიზაციის რეპუტაციას (პატიოსნება, ვალების დაბრუნების შესაძლებლობა, ფინანსური კულტურა და გამოცდილება);
- ფულადი რესურსების მოძრაობა (ანგარიშების მდგომარეობა, ფულადი ნაკადები);
- კაპიტალი (საინვესტიციო თანხის განსაზღვრისას ინვესტორი მოითხოვს მსესხებლისაგან, რომ ინვესტიციების ძირითადი ნაწილი ბიზნესის მფლობელებმა განახორციელონ);
- დამატებითი უზრუნველყოფა (თუ საქმე ეხება ახალ ბიზნესს, მაშინ ფინანსური რესურსების მესაკუთრე მოითხოვს აქტივების გადაცემას სესხის უზრუნველსაყოფად);
- ეკონომიკური პირობები (ფინანსისტი გააანალიზებს სიტუაციას ახალი ბიზნესის სფეროს მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე რამდენად მომგებიანია მასში მეწარმეობა და ა.შ.).
2. საინვესტიციო გადაწყვეტილებების ანალიზი საშუალებას იძლევა, რომ სამეწარმეო ბიზნესის გრძელვადიანი ინვესტირებისას გამოიყოს ინვესტორთა რიგი უპირატესობები. ინვესტორის დარწმუნება მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა:
ა) ცხადი ხდება, თუ რას წარმოადგენს პროდუქცია (მომსახურება);
ბ) არსებობს შემოთავაზებული დარგის შესახებ სრული ინფორმაცია;
გ) კარგად არის ცნობილი მიზნობრივი ბაზარი.
ბიზნეს-გეგმა ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ ინვესტორი სიახლის არსში დაარწმუნოს. შეთავაზებულ ბიზნესში ინვესტორი ეძებს უპირატესობებს კონკურენტებთან შედარებით. ეს შეიძლება იყოს: პროდუქციის ახალი ხარისხი, უპირატესობა ფასში, ბაზარზე ადაპტაცია. ინვესტორს განსაკუთრებით იზიდავს ის უნიკალური პროდუქცია, რომელსაც აქვს გარკვეული უფლება, საფირმო ნიშანი, პატენტი (ყველაფერი ის, რაც ექსკლუზიურია). ინვესტორი უპირატესობას ანიჭებს ფულის ჩადებას იმ სფეროში, რომელიც განვითარების სწრაფი ტემპით ხასიათდება. მისთვის სწრაფი ზრდა მაღალ ტექნოლოგიებზე მნიშვნელოვანია. ამის მაგალითია, ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი ინვესტორების დაინტერესება უფრო მეტად ვაჭრობის სპეციალიზირებული საწარმოებით და არა წარმოებაში სიახლის ათვისებით. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია რამდენიმე წლის წინ მედიის მიერ გაშუქებული წყალზე მომუშავე ძრავის გამოგონება, რომელსაც საქართველოსთვის დიდი ბიზნეს-შემოსავლების მოტანა შეეძლო.
მრავალ ადგილობრივ ინვესტორს იზიდავს აბსოლუტურად ახალი ინდუსტრიის (მაგ.: „მაკდონალდსი“-ს ტიპის) შექმნის შესაძლებლობა.ამ შემთხვევაში საუკეთესო ინდიკატორად გვევლინება ინოვატორისა და ინოვაციის სუბიექტთა მიერ იმის დემონსტრირება, თუ რა სახით იღებს მყიდველი სარგებელს ახალი პროდუქტისგან (მომსახურებისგან). არსებობს ოთხი ძირითადი კითხვა საქონლის სარგებლიანობის შესახებ:
დაზოგავს თუ არა საქონელი (პროდუქცია, მომსახურება) მომხმარებლის ფულს?
დაზოგავს თუ არა დროს?
აამაღლებს თუ არა სტატუსს?
გააუმჯობესებსს თუ არა ცხოვრების დონეს?
ჩვეულებრივ, ინვესტორი ყურადღებას აქცევს მეწარმის წარსულს, ძველი საქონლის გაყიდვებს, კლიენტებთან კავშირებს, გაყიდვებში დაგროვილ გამოცდილებას (გაყიდვის უნარს). ინვესტორს, უმეტესად, ურჩევნია, რომ დააფინანსოს არა ახალი პროდუქცია, არამედ განსაზღვრული მენეჯმენტი. ერთმა ცნობილმა უცხოელმა ფინანსისტმა განაცხადა: „ჩემთვის მთავარია ხალხი და არა ბიზნეს-გეგმა, მთავარია ჩემი წინადადებები დაემთხვეს იმ მენეჯერების წარმოდგენებს, რომლებიც გეგმის რეალიზაციას ახდენენ“. ინვესტორებს ურჩევნიათ საქმე ჰქონდეთ კარგ მმართველობით გუნდთან, ვიდრე ცალკეულ მეწარმეებთან. ინვესტორები ხშირად წარადგენენ თავიანთ ხალხს ბიზნესის მართვაში, რითაც ზრდიან თავიანთ გავლენას რისკების მართვაზე.
ინვესტორებს ურჩევნიათ, რომ საქმე ჰქონდეთ დოკუმენტაციასთან, სადაც სისტემატურად არის ასახული დაფინანსების წყაროები და მოთხოვნები ფინანსურ სახსრებზე. ისინი ჩვეულებრივად ადგენენ ვადას 3-დან 7-წლამდე, რომლის განმავლობაშიც მოელიან მოგებას თავდაპირველი ინვესტიციებიდან. შესაძლოა ამ პერიოდში ინვესტიციების ღირებულებამ მოიმატოს 5-15-ჯერ (ინფლაციის გათვალისწინების გარეშე).
რისკისა და მოგების კრიტერიუმების შემდეგ საქმეში ერთვება სხვა ფაქტორები. მეწარმეთა კონსერვატიზმი იმაში მდგომარეობს, რომ მათ უნდათ არა მარტო ბევრი ფულის გამომუშავება, არამედ იმ ფულის შენახვაც, რომელიც ჩადეს ინოვაციაში. ინვესტორებისათვის მთავარია, არ დაკარგონ საკუთარი ინვესტიციები. მეწარმე დაინტერესებულია პოტენციალის ზრდაში, ხოლო ინვესტორი - რისკის თავიდან აცილებაში, თუმცა, ყველა ვერ აღწევს წარმატებას. ინვესტორი, როგორც წესი, თანხას დებს რამდენიმე პროექტში და ცდილობს ერთში მაინც მიიღოს მაქსიმალური მოგება, რათა დანარჩენი პროექტებიდან მიღებული ზარალი გადაფაროს.
საკუთრებათა უფლებების გაგაყიდვა-დაბანდებებზე მოგების მიღების საუკეთესო საშუალებაა. ბირჟაზე მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდებისთვის ბაზარი ყოველთვის მოიძებნება. სხვა მეწარმეებთან ურთიერთობისას ბაზარი არსებითად შეზღუდულია. ინვესტირების ობიექტის რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ინვესტორი თავს იზღვევს შემდეგნაირად:
- ინოვაციის სუბიექტის დამფუძნებელთა მიერ საკუთრების უკუშესყიდვით;
- ახალი ინვესტორის მოძიოებით;
- ინოვაციის სუბიექტის გაცილებით მსხვილ კომპანიად გარდაქმნით;
- ინოვაციის სუბიექტის უფრო მსხვილი კომპანიის მიერ შესყიდვით.
ინვესტიციების მოზიდვის საიმედო გზა, მეწარმის მიერ საკუთარ ინოვაციაში განხორციელებული დაბანდებაა. ამ შემთხვევაში წესად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ, რომ: თუ თქვენ გინდათ 100 ათასი ლარი ინოვაციაში, მაშინ ითხოვეთ ბოლო ერთი ათასი ლარი და არა საწყისი - 99.
არსებობს ერთგვარი ფსიქოლოგიური ხაფანგები, რომლებშიც ინოვატორები ხშირად ებმებიან ინვესტორებთან მოლაპარაკების დროს:
- ინვესტორს აფრთხობს აქცენტის გადატანა სიახლის ღირსებებზე და არა პოტენციური გაყიდვების ბაზარზე;
- „გაბერილი“ (არარეალური) ფინანსური პროგნოზები (ინვესტორი ყოველთვის ეჭვის ქვეშ დააყენებს იმ პროგნოზების რეალობას, რომლის მიხედვითაც გამოშვების ზრდის ტემპი იქნება 50%25, ხოლო მოგებისა - 60 %25);
- ინვესტორი ერთმანეთს ადარებს მოვლენების განვითარების უკიდურეს ვარიანტებს და ირჩევს რეალურ ვარიანტს.
ბოლოს გვინდა დავასკვნათ, რომ ეკონომიკის განვითარების ინოვაციური ტიპი შედგება, თუ შესაძლებელი იქნება ცოდნის და კულტურის მაღალი დონის მიღწევა, ხოლო საქონლის წარმოებასა და მომსახურებაში - პროფესიული დონის ამაღლება. ცოდნის გლობალიზაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების ახალი შესაძლებლობების ბაზაზე აძლიერებს იმ კეთილდღეობის საზოგადოებრივ ხასიათს, რომელიც პრაქტიკაში სიახლეთა ტრანსფერტის შედაგადაა მიღებული. გარდა ამისა, ეკონომიკური ურთიერთობების ინოვაციებში, საზოგადოებრივიდან კერძო ინტერესებისკენ სრულად გადატანა შეუძლებელია XXI საუკუნეში საბაზრო ეკონომიკის სოციალურ კარკასზე ორიენტაციის მიხედვით.
სოსო მასურაშვილი, თსუ ასოცირებული პროფესორი
ალექსანდრე მასურაშვილი, ბაკალავრი
![]() |
7 როგორ მივაღწიოთ წარმატებას ბიზნესში |
▲ზევით დაბრუნება |
„აზრი - ქონებაა“ და ამავე დროს არის უმძლავრესი იარაღი, თუ ადამიანს ქვს მიზანდასახულობა, დაჟინებული სურვილი მისი ფულად ან სხვა რაიმე მატერიალურ ფასეულობად გადაქცევისა.
ნ. ჰილი
ადამიანი წარმატებას მიაღწევს, თუ ის დაისახავს კონკრეტულ მიზანს და მთელ ენერგიას, მთელ ძალისხმევას მას შეალევს.
მინდა - ე.ი. იქნება.
როცა ჰენრი ფორდმა გადაწყვიტა სახელგანთქმული „ V-8“ მარკის ავტომობილი გამოეშვა, მოინდომა აეგო ძრავი, რომელშიც 8 ცილინდრი ერთ ბლოკში მოთავსდებოდა. ყველა ინჟინერი ერთხმად ამტკიცებდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.
„იმუშავეთ მანამდე, სანამ შედეგი არ იქნება, რამდენი დროც არ უნდა დაიხარჯოს ამისთვის“ - ბრძანა ფორდმა. ინჟინრები მუშაობდნენ, მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, რადგან ფორდთან დარჩენა სურდათ.
6 თვის მუშაობის შემდეგ მოახსენეს, - „არაფერი გამოდის, ეს შეუძლებელია“.
„გააგრძელეთ მუშაობა, - თქვა ფორდმა, - მე ეს მინდა, ე.ი. გამოვა“.
ისინი აგრძელებდნენ მუშაობას, და ბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს კერკეტი კაკალი დაიმტვრა.
ფორდის შეუპოვრობამ გაიმარჯვა.
დილით, ჩიკაგოს უდიდესი ხანძრის შემდეგ, ვაჭართა ჯგუფი იდგა სტეიტ-სტრიტზე ყოფილი სიმდიდრის მბოლავ ნარჩენებს შორის და ბჭობდნენ - აღედგინათ ხანძრით დაქცეული, თუ ჩიკაგოდან სხვა, უფრო ბედნიერ ადგილას წასულიყვნენ. ყველამ გადაწყვიტა წასვლა, გარდა ერთისა...
მარშალ ფილდმა, ვაჭარმა, რომელმაც ჩიკაგოში დარჩენა გადაწყვიტა, განაცხადა: „ ჯენტლმენებო! ზუსტად ამ ადგილას მე ავაგებ მსოფლიოში უდიდეს მაღაზიას და ჩემთვის სულერთია, რამდენჯერ დაიწვება იგი“.
ეს დაახლოებით ასი წლის წინ მოხდა. მაღაზია შენდა. ის დღემდე დგას, როგორც ძეგლი, სულის იმ მდგომარეობისა, რომელსაც გამარჯვების სურვილი ჰქვია. მარშალ ფილდისთვისაც უფრო ადვილი იყო წასვლა, მაგრამ ის სწორედ იმით გამოირჩეოდა დანარჩენი ვაჭრებისგან, რითაც პრაქტიკულად ყოველთვის განსხვავდება წარმატების მიმღწევი დამარცხებისთვის განწირულისგან. მარშალ ფილდისთვისაც უფრო ადვილი იყო წასვლა, მაგრამ ის სწორედ იმით გამოირჩეოდა დანარჩენი ვაჭრებისგან, რითაც პრაქტიკულად ყოველთვის განსხვავდება წარმატების მიმღწევი დამარცხებისთვის განწირულისგან.
ამერიკელმა ჩარლზ შვაბმა ბანკირებისთვის გამართულ სადილზე წარადგინა ფოლადის გამოშვების გადიდების სრული, ნათლად მოხაზული პროგრამა. ამავე დღეს ბევრი საქმოსანი ცდილობდა ფოლადის ტრესტის შექმნის იდეით, ჯონ მორგანის დაინტერესებას, მაგრამ იგი არავის ენდობოდა - ყველას მსჯელობას აკლდა დამაჯერებლობა, მაგრამ ჩარლზ შვაბის მჭერმეტყველებამ ისეთ სიმაღლეზე არ აიყვანა ჯონ მორგანი, რომლიდანაც მას შეეძლო საკუთარი მოგების დანახვა, თუ პროექტს საჭირო ფინანსებით უზრუნველყოფდა.
წარმატების მწველი სურვილი, მისი მიღწევის კონკრეტული გზებისა და საშუალებების დაგეგმვა, ამ გეგმის ისეთი დაჟინებით რეალიზაცია, რომელიც არ ცნობს მარცხს, ერთ მშვენიერ დღეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
აუცილებელი არაა, მდიდარ ოჯახში დაიბადო, დიდი მემკვიდრეობა გერგოს ან ეკონომიკურად ძლიერი ახლობლები გიჭერდნენ მხარს. მთავარია, აღნიშნული თვისებები გაგაჩნდეს და წარმატება გარანტირებულია. ამის ნათელი მაგალითია საქართველოში საკმაოდ პოპულარული ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე. იგი სოფელ გონიოში უბრალო, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და 5 დედმამიშვილი ოჯახის მარჩენალის გარეშე დარჩა. ანზორ ქოქოლაძეს ბავშვობიდანვე სურდა, რომ საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმისთვის მოეკიდა ხელი. იმთავითვე იცოდა, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევდა. წარმატება დიდი შრომის შედეგად თანდათანობით მოვიდა. საშუალო განათლება კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელმა გონიოში მიიღო. ბათუმის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი სწავლა მოსკოვში განაგრძო. ნიჭიერი ახალგაზრდა საქართველოში საერთაშორისო მაგისტრის წოდებითა და მრავალი განსახორციებული გეგმით დაბრუნდა.
„ელიტ ელექტრონიქსის“ წინაპარი კომპანია „ ელიტა XXI” 1996 წელს ქალაქ ბათუმში დააარსა. თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო აუდიო-ვიდეო კასეტების რეალიზაციით, რასაც სულ 3 თანამშრომელი აკეთებდა. მოგვიანებით ასორტიმენტი გაფართოვდა და აუდიო და ვიდეო ტექნიკაც მოიცვა.
აქტიური ბიზნესი წარმოუდგენელია რწმენის, თავდაჯერებულობისა და ნდობის გარეშე. წინსვლის იმედი, დაუზოგავი შრომა, დასახული მიზნის მიღწევაში შეუპოვრობა - წარმატების შემადგენელი ნაწილებია.
სწორედ ამან განაპირობა, რომ კომპანია ყოველწლიურად ორჯერ იზრდება. ასევე იზრდება მსოფლიოში ცნობილი ბრენდებს რაოდენობაც, რომლის დისტრიბუტორსაც საქართველოში „ელიტ ელექტრონიქსი“ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კომპანია საქართველოს მასშტაბით მოიცავს „ელიტ ელექტრონიქსის“ 25 და სადილერო 40 მაღაზიას.
ანზორ ქოქოლაძემ კომპანიის გარშემო ახალგაზრდა, მოტივირებული თაობა შემოიკრიბა და საზოგადოებას, აუდიო-ვიდეო, საოჯახო-საყოფაცხოვრებო ტექნიკაში, ხარისხთან ერთად საუკეთესო მომსახურებაც შესთავაზა.
გაიზარდა კომპანიის ამბიციაც. გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ ერთ წელიწადში მძლავრი, ევროპული დონის კომპანია იქნება.
ქართველ ექიმს თამაზ მჭედლიძეს უდიდესი სურვილი ჰქონდა, რომ სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი შეექმნა ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, სადაც მან სამედიცინო განათლება მიიღო. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგა ამ სურვილის განხორციელებას. ეუფლებოდა რა სტომატოლოგის სპეციალობას, პირველ ბჟენებს საკუთარ თავს უსვამდა სარკის წინ. უნდოდა გაეგო, რას გრძნობდა პაციენტი, შეეგრძნო მისი შიში, ტკივილი და ტანჯვა. ამიტომ, ადამიანებს ძალიან ფრთხილად და სათუთად მკურნალობდა. პატიოსნება, წესიერება, სიყვარული პაციენტის მიმართ, სწრაფვა მუდმივი პროფესიული სრულყოფისადმი, თანამედროვე ბაზრის პირობებში დიდი კონკურენტული უპირატესობა აღმოჩნდა. უდიდეს სურვილთან და განათლებასთან ერთად მას ჰქონდა არაჩვეულებრივი ფანტაზია, უდიდესი ენერგია და ორგანიზაციული უნარი.
1991 წელს სანკტ-პეტერბურგში დააარსა პირველი კერძო სტომატოლოგიური კლინიკა. რუსეთის სტომატოლოგიაში პირველად აქ გამოიყენეს მსოფლიოში ცნობილი სამედიცინო ტექნოლოგიები.
ამჟამად თამაზ მჭედლიძე არის რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი სხვილი კომპანია MEDИ ჯგუფის დამაარსებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დღეს MEDИ ჯგუფი ესაა: უმაღლესი კლასის 14 სტომატოლოგიური კლინიკა სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში; ესთეტიკური მედიცინისა და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა; ოფთალმოლოგიისა და თვალის ლაზერული კორექციის კლინიკა; საოჯახო მედიცინის განყოფილება; სტომატოლოგიაში დიპლომის შემდგომი პროფესიული განათლების ერთადერთი კერძო ინსტიტუტი, რომელსაც სახელმწიფო აკრედიტაცია გააჩნია; კბილის სატექნიკო „ნეოდენტი“; სამკურნალო პრეპარატ „ბიოპინის“ და კბილის პასტა „ექსკლუზივის“ წარმოება; პროფესიული და პოპულარული სამედიცინო ლიტერატურის გამომცემლობა; სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „სტომატოლოგიის ინსტიტუტი“.
ბიზნესში წარმატების მოპოვება, ქონების დაგროვება უდიდეს ენერგიასთან ერთად მოითხოვს კარგად ორგანიზებულ და გონივრულად გამოყენებულ სპეციალურ ცოდნის სისტემას. თუმცა, სრულებით არაა აუცილებელი, რომ მას ფლობდეს სწორედ ის ადამიანი, რომელსაც ქონების დაგროვება სურს. ბიზნესში წარმატების მოპოვება, ქონების დაგროვება უდიდეს ენერგიასთან ერთად მოითხოვს კარგად ორგანიზებულ და გონივრულად გამოყენებულ სპეციალურ ცოდნის სისტემას. თუმცა, სრულებით არაა აუცილებელი, რომ მას ფლობდეს სწორედ ის ადამიანი, რომელსაც ქონების დაგროვება სურს.
ძალიან ხშირად ადამიანებს აწუხებთ „არასრულფასოვნების კომპლექსი“ სწორედ „განათლების“ უკმარისობის გამო, მაგრამ ადამიანი, რომელსაც აქვს „გონებრივი ცენტრის“ ორგანიზების, ჯგუფის მართვის, ამ ჯგუფის თავისი მიზნებისათვის გამოყენების უნარი, იმდენად განათლებულია, რამდენადაც მისი გუნდის ნებისმიერი წევრი.
ჰენრი ფორდმა სულ ექვსი კლასი დაამთავრა, მაგრამ თავისი „გონებრივი ცენტრის“ სპეციალისტთა დახმარებით მუდამ ხელთ ჰქონდა სპეციალური ცოდნა, რომელმაც ამერიკის უმდიდრესი ადამიანი გახადა.
საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წარმატებულად მოღვაწე ადამიანები ყოველთვის ინტერესდებიან მათ საქმიანობასა და პროფესიასთან დაკავშირებული სპეციალური ლიტერატურით. ხელმოცარულთა უმეტესობისთვის ჩვეული შეცდომაა, როცა ჰგონიათ, რომ განათლება უკვე მიიღეს. სინამდვილეში განათლების სისტემა გვიჩვენებს მხოლოდ გზას, რომლითაც ადამიანს შეუძლია მიიღოს მისთვის აუცილებელი და მათ შორის, პრაქტიკული ცოდნა.
ცოდნა მხოლოდ პოტენციური ძალაა. პიროვნებამ უნდა მოახდინოს ცოდნის იმგვარად ორგანიზება, რომ მიიღოს კონკრეტული მიზნისკენ მიმართული მოქმედების მკაფიო გეგმა. აუცილებლად გასათვალისწინებელია პირადი გამოცდილებიდან ან სხვა ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობით მიღებული ცოდნა.
წარმატების საკვანძო ფაქტორია ფანტაზიის უნარი. ფანტაზია - სახელოსნოა, რომელშიც სურვილები და გეგმები იჭედება. ამბობენ, ადამიანს ყველაფრის შექმნა შეუძლია, რისი წარმოდგენის უნარიც კი გააჩნია.
უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ადამიანმა აღმოაჩინა და „მოათვინიერა“ გაცილებით მეტი ბუნებრივი ძალა, ვიდრე ისტორიის წინა დანარჩენ პერიოდში.
უდიდესი ბიზნესმენები, მრეწველები და ფინანსისტები, დიდი მხატვრები, მუსიკოსები, პოეტები და მწერლები წარმატებულები თავიანთი მაღალგანვითარებული ფანტაზიის წყალობით გახდნენ.
სიმდიდრე იდეიდან იწყება. იდეები კი ფანტაზიის მიერ ფორმირდებიან. რაში მდგომარეობს ფანტაზიის დამსახურება?
... 50 წლის წინ სოფლის მოხუცი ექიმი ქალაქში ჩავიდა. მან ცხენი მიაბა და უკანა შესასვლელიდან აფთიაქში შევიდა. ექიმი და აფთიაქის კლერკი ერთ საათზე მეტ ხანს რაღაცაზე ვაჭრობდნენ. შემდეგ ექიმი გამოვიდა და უკან დიდი, ძველმოდური ქვაბითა და ხის სარევით დაბრუნდა.
კლერკმა ქვაბში მოთავსებული სითხის გასინჯვის შემდეგ ექიმს - 50 დოლარი გადაუხადა. მოხუცმა ფულის მიღების შემდეგ მისცა ქაღალდის ფურცელი საიდუმლო ფორმულით. არც ექიმმა და არც ახალგაზრდა კლერკმა იცოდნენ, თუ რა ზღაპრული სიმდიდრე უნდა გამოეწურა განგებას ამ ქვაბიდან.
კლერკმა შეიძინა იდეა! მაგრამ ქვაბის სასწაულები მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალმა მფლობელმა საიდუმლო ინსტრუქციას რაღაც დაუმატა, რის თაობაზეც ექიმმა არაფერი იცოდა.
ასე ამოიზარდა „კოკა-კოლას“ გიგანტური იმპერია ერთადერთი იდეიდან. ის საიდუმლო შემადგენელი, რაც აფთიაქის კლერკმა ეზა კენდლერმა სასმელის რეცეპტს დაუმატა - იყო ფანტაზია (სასმელი აქაფა), ამან მას წარმოუდგენელი სიმდიდრე მოუტანა.
ქართველ მეწარმეს თემურ ჭყონიას სურდა მსოფლიო ბრენდები „კოკა-კოლა“ და „მაკდონალდსი“ საქართველოშიც ყოფილიყო. მას შეეძლო ამ სტრუქტურებისთვის დახარჯული თანხით, უამრავი სახინკლე და რესტორანი გაეხსნა, მაგრამ მან სხვა გზა არჩია - ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა აღნიშნული ბრენდები.
საქართველოში „კოკა-კოლას“ და „მაკდონალდსის“ ამოქმედება საყურადღებოა იმითაც, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი მაგალითი ფრანჩაიზინგის სისტემის გამოყენებისა. ეს ბიზნეს-კომპანიები მსოფლიო ფრანჩაიზინგის გრანდებია - „კოკა- კოლა“ მსოფლიოს 80 ქვეყანაში, ხოლო „მაკდონალდსი“ 130 ქვეყანაში წარმატებით მუშაობს.
კონტრაქტის მიხედვით, ძირითადი ორიენტირი საქართველოში ხანგრძლივი ბიზნესის დანერგვაა. ყველა ის პირობა, რაც ფრანჩაიზიატისათვის არის აუცილებელი, საქართველოშიც დაცულია
წარმატების ერთ-ერთი ეტაპია - მკაფიოდ, რეალურად შესრულებადი გეგმის ჩამოყალიბება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ჩანაფიქრის განხორციელება.
გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელად დაიცავით შემდეგი წესები:
- მოკავშირეებად აიყვანეთ იმდენი ადამიანი, რამდენიც საჭიროა გეგმის განხორციელებისთვის;
- განსაზღვრეთ, თუ რა სიკეთეს მიიღებს თქვენი ჯგუფის თითოეული წევრი ამ კავშირში მონაწილეობით და თქვენ რისი შეთავაზება შეგიძლიათ მისთვის. არავინ იმუშავებს უსასრულოდ თავისი შრომის კომპენსაციის გარეშე; - თუ გეგმა არ ხორციელდება, გაღიზიანების ნაცვლად საჭიროა იგი სხვა გეგმით შეცვალოთ;
- ინტელექტუალური ჯგუფის შერჩევისას ეცადეთ არჩევანი შეაჩეროთ იმაზე, ვინც ტრაგედიას არ ქმნის დროებითი წარუმატებლობებისგან.
საქმიანობის დაწყებამდე საჭიროა მოსაგვარებელი საქმეების განაწილება და თანმიმდევრობის დადგენა, ბიზნესის მიზნისა და მისი მიღწევის საუკეთესო გზების განსაზღვრა. სწორედ ეს არის საქმიანობის დაგეგმვა. იგი კომპანიას საშუალებას აძლევს საკუთარი მიზნები მოქმედებად აქციოს ან ავტორს იდეის არარეალურობა დაანახოს. წინააღმდეგშემთხვევაში შეიძლება გაწეული დიდი დანახარჯები, უშედეგო და სავალალო იყოს.
როგორი მდგომარეობაა დღეისათვის საქართველოში?
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ყოველწლიური კვლევით, საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყანათა ოცეულშია, სადაც ბიზნესის წარმოებისათვის საუკეთესო გარემოა შექმნილი. საუკეთესო ბიზნეს გარემოს მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-18 ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ 2005 წელს საქართველო ამ რეიტინგში 127-ე ადგილი ეჭირა. 2006 წელს ანუ ერთ წელიწადში 37-ე ადგილზე გავიდა. კიდევ ერთ წელიწადში სტატისტიკური კვლევების ისტორიაში საუკეთესო ოცეულის მანამდე „ტაბუდადებული“ შემადგენლობა შეცვალა და მე-18-ე ადგილი დაიკავა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისათვის საუკეთესო გარემოა შექმნილი, და ვინც მოინდომებს, ბიზნესი ყველასათვის ღიაა.
გულნაზ ერქომაიშვილი,
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
![]() |
8 საქართველოს საგარეო ვაჭრობა: პრობლემები და პერსპექტივები |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში ქვეყნის ეროვნული და სავაჭრო- ეკონომიკური ინტერესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2007 წელს 6456,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 38,1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1240,2 მლნ. აშშ დოლარი (შესაბამისად, 24,9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 5216,7 მლნ. აშშ დოლარი (41,7 პროცენტით მეტი) იყო. საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილია მხოლოდ 19,2%25, ხოლო იმპორტის - 80,8%25. როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, იმპორტი ექსპორტზე 4,2-ჯერ მეტია, რაც სერიოზული ფიქრის საგანია. იზრდება საქართველოს საგარეოსავაჭრო ბრუნვა, მაგრამ უფრო მაღალი ტემპებით იზრდება სავაჭრო დეფიციტი. ფართოვდება ვაჭრობის გეოგრაფია, მატულობს პარტნიორი ქვეყნების რაოდენობა, მაგრამ არ იზრდება დადებითი სავაჭრო ბალანსის მქონე ქვეყნების რიცხვი.
საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ დსთ-ს ქვეყნებზე მოდის. 2007 წელს მათთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 36,0 პროცენტი (2323,4 მლნ. აშშ დოლარი), მათ შორის, ექსპორტმა 37,9%25, იმპორტმა - 35,5%25, შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 34,8%25-ია.
აღსანიშნავია, რომ დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობათა მასშტაბები უფრო მაღალია ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. ეს განსხვავება რუსეთთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების პირობებში გაცილებით მასშტაბური იქნებოდა. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისათვის რუსეთის ბაზარი ყოველთვის იყო და იქნება საექსპორტო პოტენციალისათვის ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი.
საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გაზრდას ევროკავშირთან. ეს ბაზარი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, მასზე მოდის მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 20%25. 2007 წელს საქართველოს საგარეოსავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის 27 ქვეყანასთან 1807,4 მლნ. აშშ დოლარი იყო, მათ შორის, ექსპორტი - 268,5 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი - 1538,9 მლნ. აშშ დოლარი. ამ ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო- სავაჭრო ბრუნვის 28%25, მათ შორის ექსპორტი - 21,7%25, იმპორტის 29,5%25 და სავაჭრო დეფიციტი - 34,8%25.
ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობს GPS+ რეჟიმით. ევროკავშირის ბაზრისთვის პერსპექტიულია ქართული თხილის, კაკლის, ნატურალური და მინერალური წყლების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სხვათა ექსპორტი. დიდი მნიშვნელობა აქვს სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობათა მასშტაბების გაზრდას, რასაც მხარეებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის (FთA) შემოღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ევროკავშირთან ბაზრების ორმხრივ დონეზე გახსნას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო აუცილებლად მოიგებს. იგი ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას და შეამცირებს ქვეყნის დამოკიდებულობას ცალკეულ ბაზრებზე, მით უმეტეს, რომ ქართული პროდუქციის იმპორტი არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. თვით საქართველოსთვის ევროპის სავაჭრო-ეკონომიკურ სივრცეში ჩართვა მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და რიგი დარგების კონკურენტუნარიანობის გაზრდის წინაპირობაა.
2007 წელს საგარეო-სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, მან ჩაანაცვლა რუსეთი. 2007 წელს ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა 899,68 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 13,6%25, მათ შორის, ექსპორტი 171,8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 48,5 მლნ. აშშ დოლარით მეტია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მაღალ დონეს თურქეთთან, უკრაინასთან, რუსეთთან და აზერბაიჯანთან ძირითადად განსაზღვრავს: ტერიტორიული სიახლოვე, საქართველოს მოსახლეობის დაბალი შემოსავლები, მოცემული ქვეყნებიდან პირველადი მოთხოვნილების საქონლის იმპორტი, მათი ბაზრის შედარებით ნაკლები პრეტენზიულობა საქონლის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის მიმართ, ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული სავაჭრო კავშირები და სხვა ფაქტორები.
თურქეთის შემდეგ საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია: უკრაინა (სავაჭრო ბრუნვის 10,4%25), რუსეთი (9,8%25), აზერბაიჯანი (8%25), გერმანია (6,9%25), აშშ (5,5%25), ბულგარეთი (3,8%25), არაბთა გაერთიანებული საემირო (3,6%25), ჩინეთი (3,3%25), თურქმენეთი 2,7%25) და ა.შ. ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი საქართველოს მთელ საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში 67,9%25 პროცენტს შეადგენს. მიგვაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთთან განახლდება ცივილიზებული სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობები, მაშინვე ის საქართველოს №1 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახდება. რუსეთი არის საქართველოსათვის ერთერთი ძირითადი საექსპორტო ბაზარი და შესაბამისად მასთან სავაჭრო ემბარგოს შეწყვეტა ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის ძირითადი სასაქონლო სტრუქტურის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ექსპორტის სასაქონლო სტრუქტურა დამოუკიდებელია იმპორტის სასაქონლო სტრუქტურისაგან. ქვეყნის იმპორტი 42%25-ით მეტია ექსპორტზე, იგი ორიენტირებული არ არის ინვესტიციურ საქონელზე, ხოლო ექსპორტს სანედლეულო მიმართულება აქვს, მასში მზა პროდუქციის ხვედრითი წილი მცირეა. სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია (159,63 მლნ. აშშ დოლარი). მის წილად 2007 წელს ექსპორტის 12,9%25 პროცენტი მოდიოდა. შავი ლითონების ჯართის ექსპორტმა შეადგინა 96,9 მლნ. აშშ დოლარი, რაც ექსპორტის 7,8 პროცენტია.
საქართველოს იმპორტის სასაქონლო სტრუქტურა გვიჩვენებს, რომ მისი უდიდესი ნაწილი ავტომობილებზე, სამკურნალო საშუალებებზე, სამედიცინო ხელსაწყოებსა და მოწყობილებებზე, სხვადასხვა სახის სამრეწველო საქონელზე მოდის. 2007 წელს საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. მათი იმპორტი 556,3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 113,2 მლნ. აშშ დოლარით მეტი იყო წინა წლის მაჩვენებელზე. იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში წარმოდგენილია ბევრი ისეთი პროდუქცია, რომელიც საქართველოში არ იწარმოება ან არ მოიპოვება, მაგალითად, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, სამედიცინო ხელსაწყოები და მოწყობილობები, სხვადასხვა სახის სამრეწველო საქონელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა.
ქვეყნის ექსპორტის გაზრდის მიზნით საჭიროა მისი ფინანსური მხარდაჭერა. კერძოდ, უნდა ჩამოყალიბდეს საექსპორტო წარმოების, საექსპორტო ოპერაციების დაზღვევისა და დაკრედიტების სისტემა. ამასთან, დასავლეთის ბაზარზე დამკვიდრებისათვის, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხის, საექსპორტო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს. ასევე, აუცილებელია ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების, მანქანა-დანადგარების დანერგვაზე იქნება მიმართული.
არასახარბიელოა საქართველოს ექსპორტი იმპორტთან შედარებით. საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ჭარბობს ნედლეული და მასალები (შავი და ფერადი ლითონების ჯართი, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები და ა.შ.), ხოლო იმპორტის სტრუქტურაში უმნიშვნელო ხვედრითი წილითაა წარმოდგენილი ტექნოლოგიები და მანქანა- მოწყობილობები. საქართველოში იმპორტის სასაქონლო სტრუქტურა უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული ქვეყნის საწარმოო ძალთა განვითარებაზე, რაც საექსპორტო ბაზრის განვითარების საფუძველია. ამისათვის, ადგილობრივი წარმოების განვითარება უპირველეს პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ დარგებს, რომლებსაც სერიოზული საექსპორტო შემოსავლების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისათვის. საქართველოში შემოდის ბევრი ისეთი პროდუქცია, რომელთა წარმოება საქართველოსაც შეუძლია.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იწყებს “ექსპორტის წახალისების” პროგრამის განხორციელებას, რაც მისასალმებელია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მეწარმეებზე, დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემა ასი ათასიდან 2,5 მილიონ ლარამდე. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 25 მლნ. ლარია. მსგავს მეთოდებს იყენებს მრავალი ქვეყანა.
მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, როგორც ექსპორტის ხელშეწყობის მნიშვნელოვან ბერკეტს. ეროვნული ვალუტის რეალური გაცვლითი კურსის დაცემა აძვირებს იმპორტს, ხოლო კურსის გამყარება იმპორტის მნიშვნელოვან გაიაფებას იწვევს. სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობის შემცირება და ექსპორტის წახალისება.
ქართული ლარი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მყარდება. მყარი ლარი ხელს უწყობს იმპორტს და პირიქით - ხელს უშლის ექსპორტს. ცენტრალური ბანკის პოლიტიკა მიმართულია ინფლაციისა და ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი რყევების თავიდან აცილებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები მთელი რიგი პრობლემებით და თავისებურებებით ხასიათდება: პირველი, საქართველოს გააჩნია უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. თუმცა, იზრდება ექსპორტი, მაგრამ უმნიშვნელოდ და გაცილებით დაბალი ტემპებით იმპორტთან შედარებით (იმპორტი 42%25-ით მეტია ექსპორტზე). მეორე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ექსპორტის სტიმულირებას და საგარეო-სავაჭრო სალდოს (4 მლრდ. აშშ დოლარი) შემცირებას; მესამე, საქართველოს ექსპორტში უნდა გაიზარდოს განვითარებული ქვეყნების წილი, რაც აამაღლებს საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობას. განვითარებულ ქვეყნებთან სავაჭრო თანამშრომლობის გაზრდა არა მარტო ადგილობრივი წარმოების განვითარების, არამედ ინვესტიციების მოზიდვის საფუძველია; მეოთხე, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს ევროკავშირის ქვეყნებთან. მეხუთე, საგარეო-სავაჭრო ურთიერთობებში შეუცვლელია რუსეთის როლი და ადგილი, განსაკუთრებით ღვინის, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისათვის; მეექვსე, ქართული ლარის გამყარება ხელს უწყობს, ზრდის იმპორტის მოცულობას და პირიქით, ხელს უშლის ექსპორტს; მეშვიდე, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი უნდა გამოვიდეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებიდან (როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში); მერვე, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების პერსპექტივა უკვე რეალობაა. ქვეყანამ ამ სიკეთითაც უნდა ისარგებლოს.
რამაზ ფუტკარაძე,
კონომიკის აკადემიური დოქტორი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ასისტენტ- პროფესორი
![]() |
9 რა გადაწყვიტა ევროპულმა სასამართლომ |
▲ზევით დაბრუნება |
შპს „იზა და მაკრახიძე“ საქართველოს წინააღმდეგ
საზოგადოებაში მტკიცედაა გამჯდარი აზრი, რომ ქართული სასამართლო ადამიანის უფლებათა დაცვის რეალური გარანტი არ არის. ზოგი მიიჩნევს, რომ ჩვენში სამართლის დადგენა უბრალოდ შეუძლებელია, ზოგი კი სამართალს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეძებს.
ყველა ამ მოსაზრებებს არსებობის უფლება და, რაც საგანგაშოა, საფუძველიც გააჩნია. ამას ადასტურებს საქართველოს სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოთა და სამართლის მაძიებელთა დინამიკა.
ცხადია, ევროპული სასამართლოებისთვის მიმართვა ხდება მაშინ, როცა საკუთარ ქვეყანაში სხვა რეზერვი უკვე ამოწურულია.
სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილებები მოწმობენ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის რეალიზაცია სასურველისაგან ჯერ კიდევ შორსაა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნულზე მუდმივად უნდა „ რეკდეს ზარები“. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში ვლინდება ადამიანის უფლებათა დარღვევები და როგორ რეაგირებს ამ ფაქტებზე ევროპული სასამართლო.
ვიწყებთ სერიალს „ რა გადაწყვიტა ევროპულმა სასამართლომ“.
ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ - შპს „იზა და მაკრახიძეს“ სასამართლო პერიპეტიებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გდაწყვეტილებას.
1998 წლის 23 ივლისს სამშენებლო კომპანია „იზას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ნოდარ მაკრახიძემ ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან გააფორმა ხელშეკრულება სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან კომპანიის ანგარიშზე უნდა გადაერიცხა თანხა 117 514 ლარი.
მიუხედავად იმისა, რომ 1998 წლის აგვისტოში სამშენებლო კომპანიას უკვე გაწეული ჰქონდა - 13 000 ლარის სარემონტო სამუშაოები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მხოლოდ 5800 ლარი გადაურიცხა.
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროებს კომპანიებისათვის შესრულებული სამუშაოს მხოლოდ ნახევარი ჰქონდა გადახდილი, საგადასახადო სამსახურებმა სამშენებლო კომპანიას მოსთხოვეს მთლიანი თანხის - 30 735 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2001 წლის იანვარში კასპის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საგადასახადო სამსახურის მოთხოვნა. თუმცა, დაუსაბუთებლობის გამო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა კომპანიისთვის 26388 ლარის გადასახადის დაკისრებაზე; ამასთან, კომპანიის დირექტორს, მის მიერ ჯერ კიდევ 1998 წლის 22 აპრილისთვის (განათლების სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებამდე დიდი ხნით ადრე) სახელმწიფო ბიუჯეტისადმი არსებული დავალიანების აღიარების გამო, სასამართლომ დაავალა, დამატებითი ღირებულების გადასახადის დავალიანების - 4347 ლარის გადახდა.
რადგანაც განათლების სამინისტროს დაფარული არ ჰქონდა დარჩენილი თანხა, კომპანიას კი საგადასახადო დავალიანება, სამშენებლო კომპანიას სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების საშუალება აღარ მიეცა.
რადგან სამინისტრომ ვერ შეძლო კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, კომპანიამ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში დარჩენილი თანხის - 7200 ლარისა და საგადასახადო დავალიანების 4347 ლარის გადახდის მოთხოვნით. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით კომპანიის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იმავე წლის 14 ივნისს ძალაში შევიდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, 2001 წლის 2 ივლისს, რაიონულმა სასამართლომ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, განათლების სამინისტროს კომპანიისათვის უნდა გადაეხადა 11628 ლარი, მაგრამ ბრძანება არ აღსრულებულა.
2002 წლის 19 აპრილს სამშენებლო კომპანიის დირექტორმა მიმართა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს და სასამართლოს 2001 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების შესრულება მოითხოვა. სააღსრულებო ბიუროს უფროსმა მას განუმარტა, რომ სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებათა წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა სისრულეში მოყვანა სააღსრულებო ორგანოებისათვის კვლავაც ერთ-ერთ ურთულეს საკითხად რჩებოდა. ამასთან, მისთვის არ მიუციათ რაიმე ინფორმაცია, კონკრეტულად როდის აღსრულდებოდა გადაწყვეტილება. იმავე წლის 29 ოქტომბერს მან კვლავ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, ამჯერად პირადად მინისტრს, თუმცა, ეს მოთხოვნაც უპასუხოდ დარჩა.
ერთი სიტყვით, კომპანიამ სასურველი შედეგი ვერც გენერალური პროკურატურიდან მიიღო, ამიტომაც დახმარებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართა.
განცხადებაში მითითებული იყო, რომ საქართველოს სასამართლო ორგანოებმა დაარღვიეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად:
„სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების ან ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი ბრალდების განსაზღვრისას ყველას აქვს უფლება მისი საქმის სამართლიან და საჯარო მოსმენაზე კანონის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დროის განსაზღვრულ ვადაში...“
განმცხადებელთა მტკიცებით, მათ საქმეზე დაირღვა ზემოაღნიშნული კონვენციის მე-13 მუხლი, რომლითაც უზრუნველყოფილია კანონით ეფექტური დაცვის უფლება:
„ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, აქვს კანონით ეფექტური დაცვის უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩადენილ იქნას იმ პირების მიერ, რომლებიც მოქმედებენ ოფიციალური უფლებამოსილებით.“
ასევე, განმცხადებელთა აზრით, დაირღვაკონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლი, კერძოდ:
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულპირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.“
საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ განმცხადებლებმა არ ამოწურეს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რადგან არ განაახლეს სასამართლო წარმოება და არ სცადეს გადაწყვეტილების აღსრულებლობის თვალსაზრისით შესაბამისი ორგანოების უმოქმედობის გასაჩივრება.
კომპანიამ განაცხადა, რომ სააღსრულებლო ორგანოების წინააღმდეგ სასამართლო წარმოების დაწყება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებას არ წარმოადგენდა, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებლობის პრაქტიკას სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში „ ღრმად აქვს ფესვები გადგმული“. ამ ჩვენების დასადასტურებლად კომპანიამ წარმოადგინა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს უფროსის წერილი, დათარიღებული 2002 წლის 13 მაისით, რომლის მიხედვითაც: „გადაწყვეტილებათა აღსრულება სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებათა წინააღმდეგ სააღსრულებო ორგანოებისათვის კვლავაც ერთ-ერთ ურთულეს ამოცანად რჩება“.
ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინ ყოველივე ზემოთქმული და მიუთითა, რომ კონვენციის 35-ე მუხლის §1-ის მიზანია, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს მისცეს საშუალება, აღმოფხვრან ან მოაგვარონ ის დარღვევები, რომლებიც მათ წინააღმდეგაა წაყენებული მანამ, სანამ აღნიშნული ბრალდებები ევროპის სასამართლოს წარედგინება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებათა ამოწურვაა სავალდებულო. მთავრობა, რომელიც აცხადებს, რომ მხარემ არ ამოწურა სამართლებრივი დაცვის საშუალებები, ვალდებულია, სასამართლოს დაუსაბუთოს, რომ სასამართლო დაცვის საშუალება ეფექტიანი იყო, მისი გამოყენება შეიძლებოდა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც შესაბამის დროს.
აღნიშნულ საქმეში არსებული ფაქტები, ისევე, როგორც მოპასუხე სახელმწიფოთა წინააღმდეგ აღძრულ მსგავს საქმეებში დადასტურებული ფაქტები, საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებათა წინააღმდეგ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა მუდმივი პრობლემაა. ამ პრობლემას ადგილობრივი ორგანოები ხშირად ღიად ადასტურებენ. №62 სახელმწიფო განკარგულების მიღება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილებით აღიარებული ვალების გადაუხდელობა მოპასუხე სახელმწიფოს ერთ-ერთი საზრუნავია.
ასეთ ვითარებაში, სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებელი კომპანია ვალდებული არ იყო, მიემართა სასამართლო დაცვის საშუალებებისათვის, რისკენაც მას მთავრობა მოუწოდებდა, მაშასადამე, კომპანია 35-ე მუხლის §1-ის მოთხოვნების მიხედვით მოქმედებდა. შესაბამისად, სასამართლო უარყოფს მთავრობის პრეტენზიას.
განმცხადებელმა კომპანიამ კონვენციის მე-6 მუხლის §1-ის თანახმად, გაასაჩივრა სახელმწიფო ორგანოების მიერ 2001 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.
მოპასუხე მხარისგან ამ საკითხზე რეაგირება არ ყოფილა.
სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, რომ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს. მიუხედავად ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება გარკვეული ვადით შესაძლებელია, თუ იგი საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარების აუცილებლობიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში მთავრობის მხრიდან შეტყობინება რაიმე კონკრეტულ გარემოებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სასამართლო გადაწყვეტილების ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აღუსრულებლობის გამართლება არ ყოფილა.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელი კომპანიისთვის ხელი არ უნდა შეეშალათ, რათა ესარგებლა მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით, რასაც მისი ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. კონვენციის მე-6 მუხლის §1-ის მოთხოვნები არ შესრულებულა საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიზეზით, რადგან მათ ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ მოახდინეს სასამართლო ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
შესაბამისად, დაირღვა მე-6 მუხლის §1.
განმცხადებელმა კომპანიამ განაცხადი შემოიტანა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მას არ მიენიჭა სამართლებრივი დაცვის რაიმე ეფექტიანი საშუალება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განსახორციელებლად.
მთავრობის მხრიდან ამაზე რეაგირება არ ყოფილა.
სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებელ კომპანიას, იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მას სასამართლო წარმოების შეფერხების გამო მიადგა არ ჰქონია შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება, როგორც ამას კონვენციის მე-13 მუხლი ითხოვს.
შესაბამისად, დარღვეულია აღნიშნული პირობა.
კომპანიამ განაცხადა, რომ მას არ მიუღია სასამართლოს მიერ გამოტანილი და ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა და მიუთით ¹1 ოქმის 1-ლ მუხლზე
მთავრობის მხრიდან რეაგირება არც ამ საკითხზე არ ყოფილა.
სასამართლო პრეცედენტულ სამართალზე მითითებით აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიმართ მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღუსრულებლობა წარმოადგენს საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში ჩარევას, როგორც ეს №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული.
სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლი კომპანიისათვის 2002 წლის 7 ივნისიდან დღემდე მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა წარმოადგენდა საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში ჩარევას, რაზეც მიუთითებს №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის პირველი აბზაცი. მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი ამ ჩარევის გასამართლებლად.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეულია №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე შპს „იზა და მაკრახიძე“ საქართველოს წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13 მუხლი და კონვენციის №1 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი. ამასთან, მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა განმცხადებლისთვის მატერიალური და არამატერიალური ზიანისთვის - 10 000 და 1000 ევროს, ხოლო სასამართლო ხარჯებისთვის - 2050 ევროს გადახდა.
შპს „ამატ-ჯი“ და მებაღიშვილი“ საქართველოს წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაღიარებული უფლებების დაცვა საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა. დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მოახდინა აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება, მაგრამ უკვე არსებობს ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები. ეს იმის ბრალია, რომ ქვეყნის შიდა სასამართლოების მიერ ფიზიკურ პირთა სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო არ ასრულებს. ეს იწვევს ინდივიდის კანონიერი ინტერესის შელახვას. ამ მხრივ საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - შპს „ ამატ- ჯი“ და მებაღიშვილი“ საქართველოს წინააღმდეგ.
შპს „ამატ-ჯი“ 1995 წელს დაარსდა (დირექტორი ვაჟა მებაღიშვილი). იგი აფრიკის ქვეყნებიდან საქართველოში თევზის პროდუქციის იმპორტს აწარმოებდა. სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მიერ იგი „მსხვილ გადამხდელად“ იქნა მიჩნეული, რადგან 1996-98 წლებში კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 1 000 000 აშშ დოლარზე მეტი გადაიხადა.
1998-99 წლებში „ამატ-ჯი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თევზის პროდუქტით ამარაგებდა. სამინისტრომ დავალიანების მხოლოდ ნაწილი გადაიხადა.
1999 წელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და ამის შედეგად 662526 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით კომპანიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელით თბილისის საოლქო სასამართლოს მიმართა. სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა პალატამ 1999 წლის გადაწყვეტილებით კომპანიის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თავდაცვის სამინისტროს 254188 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
მხარეების მხრიდან გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და 2000 წელს ის ძალაში შევიდა.
ამავე წელს კომპანიამ იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს მიმართა განცხადებით და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა. ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა თავდაცვის სამინისტროს მოსთხოვა, რომ ნებაყოფლობით, ერთი თვის ვადაში დაეფარა კომპანიის წინაშე არსებული დავალიანება. ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა იძულებითი აღსრულების ზომებს მიმართა. მან იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრს იმ არასამხედრო ნაგებობათა სია გაუგზავნა, რომელთა სატენდერო წესით გაყიდვა შესაძლებელი იყო ვალის დაფარვის მიზნით. მიუხედავად ამისა, 1999 წელს კომპანიის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩა.
2000 წელს თავდაცვის სამინისტრომ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის გადაწყვეტილების აღსრულების გადასავადებლად. საოლქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება ზიანს მოუტანდა კომპანიის ინტერესებს და ამით სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპი დაირღვეოდა. სასამართლომ ძალაში დატოვა მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე. სამინისტრომ ვალის გადახდა ვერც ამის შემდეგ შეძლო.
ამავე წელს, „ამატ-ჯიმ“ ხელი მოაწერა კონტრაქტს გადამზიდველ კორპორაცია „ამატთან“ გემის დაქირავებაზე, რომლის ყოველთვიური საიჯარო გადასახადი 45000 აშშ დოლარს შეადგენდა. თავის მხრივ, „ამატ-ჯი“ დაუკავშირდა თავდაცვის სამინისტროს და აცნობა, რომ გემის იჯარის დაფარვის ერთადერთი საშუალება სამინისტროს არსებული დავალიანება წარმოადგენდა. კომპანია რვა თვის მანძილზე ამაოდ ელოდა თავდაცვის სამინისტროსგან ვალის გადახდას. ამასობაში გემის იჯარის გადასახადმა იმატა და 511200 აშშ დოლარი შეადგინა გარდა ამისა, კომპანიას გასანაღდებელი ჰქონდა საგადასახადო დეკლარაცია 41213 ლარის ოდენობით. საბოლოოდ, კომპანიის განცხადებით, საწარმოო მოგების სახით დაიკარგა 1344421 აშშ დოლარი.
2001 წელს კომპანია „ამატჯიმ“ 1999 წლის სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის გამო თავდაცვის, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების წინააღმდეგ მათი კოლექტიური პასუხისმგებლობის აღიარების მოთხოვნით სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო პალატას. კომპანია ითხოვდა 1855621 აშშ დოლარის და 41213 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას. თუმცა საოლქო სასამართლომ აღნიშნული სარჩელი არ დააკმაყოფილა.
2002 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კომპანიას უარი უთხრა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების აპელაციაზე. ამდენად, 1999 წელს აღიარებული დავალიანება გადაუხდელი დარჩა.
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ქონებრივი დანაკლისის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც აუცილებლად მიიღებდა, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, ან მისი აღსრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება. გადაწყვეტილებებს აღასრულებენ სასამართლო აღმასრულებლები. მათი მოთხოვნები სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის.
კომპანია „ამატ-ჯიმ” განაცხადი შეიტანა ევროპის სასამართლოში იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს მის სასარგებლოდ გამოტანილი 1999 წლის გადაწყვეტილების აღსრულება. მისი განცხადებით, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13 მუხლი და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. კონვენციის მე-13 მუხლი ეხება სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას, რომლის თანახმად, ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.
ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი მოიცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ: ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
სახელმწიფოს განცხადებით, არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, ვინაიდან შეზღუდული საბიუჯეტო რესურსების პირობებში შეუძლებელი იყო ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული დავალიანების სრულად დაფარვა, რაც საერთო ჯამში 47000000 ლარს შეადგენდა. მან აღიარა, რომ 1999 წლის გადაწყვეტილების აღსრულება დროებით ნამდვილად შეჩერდა.
ევროპული სასამართლოს შეფასებით, სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. მიუღებელია, სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებული დავალიანების გადაუხდელობის საბაბად სახელმწიფო ორგანოს მხრიდან ფონდების უკმარისობის მომიზეზება. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დასაშვებია განსაკუთრებულ გარემოებათა შემთხვევაში. თუმცა, ამ შეჩერებამ არ უნდა შელახოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა ხუთი წლისა და რვა თვის განმავლობაში ვერ უზრუნველყვეს 1999 წლის გადაწყვეტილების აღსრულება, რითაც დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.
კომპანიამ აღნიშნა, რომ მას არ მიენიჭა სამართლებრივი დაცვის რაიმე ეფექტიანი საშუალება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განსახორციელებლად.
აღნიშნულ მოსაზრებას არ დაეთანხმა სახელმწიფო.
ევროპული სასამართლოს შეფასებით, განმცხადებელ კომპანიას არ ჰქონდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალება იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მას მიადგა.
კომპანიამ მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებული დავალიანების გადაუხდელობის გამო მან დაკარგა საკუთრება, რითაც დაირღვა მისი საკუთრების უფლება.
მოპასუხე სახელმწიფომ დაადასტურა, რომ განმცხადებელი კომპანიისადმი სასამართლოების გადაწყვეტილებით დადგენილი გადასახადი კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა კომპანიის საკუთრების ფლობის უფლებაში ჩარევას ნიშნავდა. მიუხედავად ამისა, მთავრობა მიიჩნევდა, რომ კანონის მოთხოვნა არ დაირღვა, რადგან მის აღსრულებაში ჩარევა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა.
ევროპული სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანია ადამიანის დაცვა სახელმწიფოს მხრიდან მისი საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისგან. პრეცედენტული სამართლის თანახმად, განმცხადებლის მიმართ მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა წარმოადგენდა საკუთრების მშვიდობიანი მიზნებით გამოყენების უფლებაში ჩარევას. სასამართლოს აზრით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავდა მინიშნებას იმაზე, რომ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადება და სხვადასხვა აღიარებული დავალიანების გადახდის გადავადება შეესაბამებოდა მოქმედ შიდა სამართალს.
განმცხადებელმა მოითხოვა ფულადი ზარალის და მოგების დანაკარგის ანაზღაურება, თუმცა არამატერიალური ზიანის კომპენსაცია არ მოუთხოვია. ამასთან, კომპანიამ მოითხოვა, რომ ანაზღაურებულიყო ის ფულადი სახსრები, რაც მან გასწია ეროვნულ სასამართლოებში და ევროპულ სასამართლოში იურიდიულ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე შპს „ამატ-ჯი“ და მებაღიშვილი“ საქართველოს წინააღმდეგ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13 მუხლი და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი. ამასთან, მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა განმცხადებლისთვის ფულადი ზიანის ანაზღაურების სახით 200 000 ევროს და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების სახით 2000 ევროს გადახდა.
ნინო მთვარელიშვილი,
იურისტი
![]() |
10 პრაქტიკული რჩევები |
▲ზევით დაბრუნება |
მარკეტინგი უფრო მეტია, ვიდრე რეკლამა!
მარკეტინგი ეს ბიზნეს-პროცესია, რომლის არსს ბევრი ბიზნესმენი სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მარკეტინგი და რეკლამა იდენტური ცნებებია. მაგრამ ეს მცდარი აზრია: მარკეტინგი კომპანიის მოღვაწეობის ისეთივე უწყვეტი და მუდმივი პროცესია, როგორც წარმოება ან მენეჯმენტი.
ფირმების დიდი ნაწილი ხელმძღვანელობს წარმოების დომინანტის პრინციპით - ე.ი. მათ მიაჩნიათ, რომ თუ ისინი აწარმოებენ გარკვეული სარგებლობის მქონე პროდუქტს, მაშინ მყიდველიც გამოჩნდება.
მაგრამ თანამედროვე ეკონომიკაში ასეთი მიდგომა ნაკლებად ეფექტურია. მარკეტინგი - ეს არის ისეთი მიდგომა საქმისადმი, რომლის მიხედვითაც მთავარია კლიენტების მოთხოვნილებების ნიუანსები და არა იმდენად პროდუქტის სარგებლიანობა.
უფრო ზუსტად, მარკეტინგმა უნდა დაადგინოს ის სპეციფიკური მოთხოვნები, რომლებიც არსებობენ ბაზარზე მიმდინარე სიტუაციაში. შესაბამისად, კომპანიამ უნდა აწარმოოს ისეთი განსაკუთრებული საქონელი, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება კლიენტურის მოთხოვნებს არსებულ კონიუნქტურულ გარემოში.
მაგალითისათვის: ჰამბურგერების და სხვა მზა კერძების გაყიდვებს ყველა სუპერმარკეტი აწარმოებს, მაგრამ მათი მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად ჩამორჩება „მაკდონალდსის“ სტუმართა რიცხვს. „მაკდონალდს“-ში ყოველთვის დიდი რიგებია, განსაკუთრებით შესვენების საათებში. სუპერმარკეტების „სასადილოებთან“ კი რამდენიმე მომხმარებელი თუ ჩერდება. ჩნდება კითხვა - რას ჰყიდიან „მაკდონალდსში“ ასეთ განსაკუთრებულს?
არაფერს ისეთს - განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჰამბურგერი იქ მხოლოდ მომსახურების ნაწილია. „მაკდონალდს“-ის სასადილოში კლიენტი უზრუნველყოფილია არა მხოლოდ ცალკე სკამით და მაგიდით, არამედ ასევე გულისხმიერი მომსახურებით. გარდა ამისა, კლიენტს შეუძლია დაუმატოს ისეთი დესერტი, რომელიც შეეფერება სახელგანთქმულ „ბიგმაკს“ - ესენია ყავა, ჩიპსები, „კოკა- კოლა“, ნაყინი....
ამრიგად, „მაკდონალდსმა“ შექმნა შეთავაზებების მთელი სპექტრი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კლიენტის მოთხოვნილებების მთელს გამას. სუპერმარკეტები კი მხოლოდ საკვებს სთავაზობენ კლიენტებს ყოველგვარი „ანტურაჟების“ გარეშე. ამის გამო „მაკდონალდსი“ გახდა ყველაზე მასობრივი „მცირე ბიზნესი“ მთელს მსოფლიოში.
რა თქმა უნდა, ყველა კომპანია ვერ მოახდენს „მაკდონალდსის“ მაგალითის კოპირებას, მაგრამ ერთი მთავარი პრინციპის გაზიარება მაინც შეიძლება:
შესთავაზეთ კლიენტს არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ თანმდევ მომსახურებათა მთელი გამა.
ე.ი. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ კლიენტების არა მხოლოდ მატერიალური მოთხოვნილებები, არამედ ასევე სხვა მენტალური მოლოდინებიც, რომლის დაკმაყოფილებასაც კლიენტები სხვა კომპანიებისაგან მოელიან, რადგან თვითონ საამისო სპეციალიზაცია არ გააჩნიათ.
მარკეტინგული მოთხოვნები თქვენი ბიზნესის ყველა ასპექტს „აშუქებს“. ასეთ ასპექტებში მთავარია არა მხოლოდ ის, თუ რას ჰყიდით, არამედ ისიც, თუ რა მრავალფეროვნებას აღმოაჩენენ კლიენტები თქვენს კომპანიასთან შეხებისას.
მდიდარი კლიენტი ყოველთვის მზადაა გადაიხადოს უფრო მეტი, ოღონდ კი მან იცოდეს, რომ თქვენი შეთავაზება მხოლოდ „სტატიკური“ პროდუქტით არ შემოიფარგლება.
ბოლო დროის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კლიენტები 9 - 10%25 -ით მეტ თანხას იხდიდნენ იმ ფირმების პროდუქციაში, რომლებიც მათ თავიანთ პარტნიორებად მიიჩნიეს.
თავის მხრივ, ასეთი „მეგობრული“ ფირმები ორჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდნენ კონკურენტებთან შედარებით და მათი მოგების ნორმაც 5%25-ით უფრო მეტი იყო, ვიდრე სხვა ორდინალური ფირმების. ასე რომ, კლიენტის მენტალურ მოთხოვნებზე ორიენტაცია გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი საწარმოო პროდუქტიულობა.
როდი უნდა შეცვალოთ ბიზნეს- გეგმა
ბიზნეს-გეგმის ეფექტურობის ვადა არ არის უსასრულო. ადვილი შესაძლებელია, რომ მან აქტუალობა რამდენიმე თვეში დაკარგოს სწრაფად ცვალებადი საბაზრო პირობების გამო. მთავარი გარემოებები, რომელთა გამოც ბიზნეს- გეგმა უნდა შეცვალოთ, შეიძლება შემდეგი თანმიმდევრობით განიხილებოდეს:
1. ახალი ტექნოლოგიები - ეს ყველაზე ძლიერი დარტყმაა ბიზნესისთვის.
თუ მსოფლიოში ჩნდება უფრო ხარისხიანი საქონელ- სუბსტიტუტის წარმოების ტექნოლოგია, მაშინ ყველა კონკურენტი იძულებულია შეცვალოს საქმის წარმოების მიმართულებები. ყველაზე მარტივი მაგალითია კომპიუტერის „ფლოპი“-დისკების შეცვლა ლაზერული დისკებით, შემდეგ კი უნივერსალური „ფლეშკებით“ ამ ლაზერული დისკების გამოდევნა.
სანამ ახალი ტექნოლოგია დამკვიდრდებოდეს - თქვენ გაქვთ საშუალება შეინარჩუნოთ თქვენი ბიზნესი საფასო პოლიტიკის კორელაციით. როგორც წესი, ტექნოლოგიური სიახლე ძვირი ღირს - მაგალითად, ე.წ. „ფლეშკა“ ლაზერულ „სიდი“-ზე 30-ჯერ ძვირია. „სიდის“-ს და „ფლოპის“ ფასი თანაბარია, მაგრამ ლაზერული დისკების კითხვა მხოლოდ ახალი თაობის კომპიუტერებს შეუძლიათ. ასე რომ, დღესაც კი რჩება ბაზრის მცირე სეგმენტი მოძველებული „ფლოპებისათვის“.
სანამ ახალი საქონელ-სუბსტიტუტის ფასი თქვენი პროდუქციისას გაუტოლდებოდეს, ეცადეთ შეიძინოთ ახალი ლიცენზიები ან თვითონ მოიფიქროთ რამე ორიგინალური „ნოუ-ჰაუ“.
2. კლიენტების განწყობების ცვლილება. თანამედროვე ინფორმაციულ სამყაროში მყიდველების გემოვნება მუდმივად იცვლება სერიალების, ბლოკ-ბასტერების თუ კომპიუტერული თამაშების ზეგავლენით. ამიტომ მუდმივად ადევნეთ თვალი თქვენი კლიენტების განწყობებს. ხშირად ჩაატარეთ გამოკითხევბი. ყველაზე ეფექტურ შეკითხვად შეიძლება ჩაითვალოს: „5- ბალიანი სისტემით, რა ქულით შეაფასებდით ჩვენს პროდუქციას?“. თუ მიიღეთ პასუხი 4 ან 3, მაშინ ჰკითხეთ: „რა უნდა შევცვალოთ პროდუქციაში, რომ მან „ფრიადი“ დაიმსახუროს?“. თუ პასუხი არის 5, მაშინ, შეეკითხეთ: „რით შეიძლება დაიმსახუროს პროდუქციამ 5 +-ით?“ მყიდველთა უმეტესობა რეკომენდაციებს და რჩევებს ნამდვილადარ დაიშურებს... თქვენ უნდა გამოავლინოთ ის მოთხოვნები, რომლებსაც მყიდველთა უმრავლესობა გამოთქვამს და შეასრულოთ ისინი.
3. ფინანსური „მღელვარებანი“. სავალუტო კურსების თუ საბანკო განაკვეთების ცვლილებები გარკვეულ პანიკებს იწვევს მყიდველებში: მერყეობს მოხმარების მოცულობა, ფასები.
ზოგი კონკურენტი ფასებს დაბლა სწევს, რომ მეტი გაყიდოს, ზოგი კი პირიქით-ფასების ზრდით ცდილობს ამოიღოს „მოცულობითი“ დანაკარგები.
ასეთ შემთხვევაში სჯობს სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან თანამედროვე ეკონომიკას განვითარების სტაბილური ტემპი ახასიათებს. ასე რომ, აღნიშნული მერყეობანი მზარდი ტრენდის ფარგლებში მიმდინარეობს. ამიტომ ფასების მკვეთრ ცვლილებას სჯობს მყიდველები მოიზიდოთ რაიმე ნოუ-ჰაუთი ან ორიგინალური რეკლამით.
4. ინფლაცია. სამწუხაროდ, ინფლაცია არა მხოლოდ სამომხმარებლო ბაზრებს ახასიათებს. იზრდება ფასები ნედლეულზე, ენერგომატარებლებზე, მიწაზე, სხვა არამატერიალურ აქტივებზე...
ეს ზეგავლენას ახდენს თქვენი საქმის მოგების ნორმაზე და თქვენც იძულებული ხართ ფასები ასწიოთ. მაგრამ ყოველთვის უნდა დააკვირდეთ - რა უმჯობესია არსებულ სიტუაციაში - მოგების ნორმის შემცირება, თუ ფასების ზრდა? ფასების ზრდამ შეიძლება ისე შეამციროს გაყიდვების რაოდენობა, რომ მოგების საერთო მოცულობაც კი შემცირდეს მისი ნორმის ზრდის მიუხედავად. ამიტომ, ფასების ზრდას თან უნდა ახლდეს კლიენტების შენარჩუნებისა და მოზიდვის ეფექტური ღონისძიებები.
5. კომპანის სწრაფი ზრდა შეიძლება ასევე დანაკარგების მიზეზი გახდეს არც ისე შორეულ მომავალში. ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ შეიძლება თქვენმა ახალმა პროდუქციამ აჟიოტაჟური მოთხოვნა გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში კაპიტალის და სხვა ფაქტორების ზრდა დაკვირვებით უნდა მოხდეს, რადგან ეს აჟიოტაჟი შეიძლება ისევე მოულოდნელად შეწყდეს, როგორც დაიწყო. თქვენს მიერ შესყიდული დამატებითი დაზგადანადგარები კი უქმად დარჩება და თან ისე, რომ თვითღირებულების დაფარვას ვერ მოასწრებენ. სწრაფი ზრდის დროს შეიძლება მოხდეს ჩავარდნები ხარისხში, რადგან ახლადდაქირავებულ მუშა-მოსამსახურეებს სათანადო გამოცდილება არ ექნებათ ახალი ტიპის პროდუქციის წარმოებაში.
აღნიშნულ ხუთივე ფაქტორს, მკაფიო და მდგრადი მიდგომა სჭირდება.
მდგრადი უნდა იყოს მხოლოდ ბიზნესის განვითარების მიზანი, სხვა ყველა კომპონენტის შეცვლა შეიძლება სიტუაციისდა მიხედვით.
მკაფიო უნდა იყოს წარმოდგენები საბაზრო სიტუაციის მოსალოდნელი ცვლილებებზე. სჯობს წინასწარ გქონდეთ მომზადებული რეაგირების ვარიანტები, ვიდრე მოუმზადებელი შეხვდეთ ახალ გარემოებებს.
მიმზიდველი პრეს-რელიზის შედგენის 5 საფეხური
პრეს-რელიზის შედგენა წესების გარეშე - დროის ფუჭად ფლანგვაა. თქვენს პრეს-რელიზს ბოლომდე არც კი წაიკითხავენ, თუ იგი არ შეადგინეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
1. შეარჩიეთ სწორი ფორმატი: თქვენი პრესსრელიზი უნდა გამოიყურებოდეს რაც შეიძლება პროფესიონალურად. კარგად შეამოწმეთ გრამატიკა, პუნქტუაცია და ფონეტიკა. შეარჩიეთ რაც შეიძლება კარგად ჟღერადი სიტყვები.
2. ეცადეთ, რომ პრეს-რელიზი იყოს გასაგები და ზუსტი. მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ორ გვერდს. თანამედროვე კომპანიები უამრავი რაოდენობის პრეს-რელიზებს ღებულობენ და მათ უბრალოდ დრო არ აქვთ, რომ მრავალფურცლიანი „ არზები“ იკითხონ. იმისათვის, რომ შინაარსი მიმზიდველი იყოს ეცადეთ, რომ თქვენი კომპანიის შესახებ საინტერესო კითხვებს პასუხები გასცეთ შემდეგი თანმიმდევრობით: „ვინ?, რა?, რატომ?, სად?, როდის?, როგორ?“ 3. პრესს-რელიზი უნდა შეიცავდეს თქვენი ორგანიზაციის ტელეფონის ნომრებს, E-mail-ს და სხვა რეკვიზიტებს.
3. ძირითად ინფორმაციას დაუმატეთ ისეთი მინიშნებები, რომლებიც „ აიძულებენ“ მკითხველს დაათვალიეროს თქვენი ვებ-გვერდი ან თქვენი პროდუქცია ... გაამახვილეთ ყურადღება თქვენს შესაძლებლობებზე და უპირატესობებზე და მოკლედ ახსენით, თუ რას სთავაზობთ განსხვავებულს.
4. ეცადეთ, პრეს-რელიზი იყოს საინტერესო და დამაინტრიგებელი. PR მენეჯერს უნდა შეეძლოს, რომ ყველაზე უბრალო უპირატესობაც კი ორიგინალური რაკურსით წარმოაჩინოს.
5. არ დაივიწყოთ თქვენი ბაზრის სპეციფიკა. რა თქმა უნდა კარგია, თუ ყველას დააინტერესებთ თქვენი საქმიანობით, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება. ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კლიენტურის მოთხოვნების თავისებურებები და თქვენი აბაზრო სეგმენტის ყველა ნიუანსი.
ასეთი წესებით შედგენილი პრეს-რელიზი ყურადღებას მიიპყრობს და არანაკლებ ეფექტურად იმოქმედებს, ვიდრე სატელევიზიო რეკლამა.
წარმატება გსურს? აჯობე სტრესს!
საერთაშორისო ბიზნეს-სკოლების ბოლო გამოკვლევების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ბიზნესფიასკოთა 75%25-ი ეფექტურობის დაცემის მიზეზი თანამშრომელთა სტრესული მდგომარეობაა.
სამუშაოსდმი უყურადღებობის მეორე ხარისხის მიზეზად გამოკითხულთა 59%25მა პირადი და ოჯახური პრობლემები დაასახელა.
რესპონდენტთა 58%25-მა შრომის ეფექტურობის დაცემის მესამე რანგის მიზეზად პირადი ცუდი განწყობილება მიიჩნია.
პირად ცუდ განწყობებს აძლიერებს თანამედროვე საწარმოებში მიმდინარეობს „კადრების ოპტიმიზაცია“ - მცირდება თანამშრომლეთა რაოდენობა, დარჩენილება კი მათი სამუშაოს შესრულება უწევთ. დილიდან საღამომდე სრული დატვირთვა სტრესულ მდგომარეობას აძლიერებს.
ფსიქოლოგების აზრით, სტრესი იმიტომ გახდა ადამიანებისათვის დიდი პრობლემა, რომ ჯერ მათ ვერ ისწავლეს მათთან გამკლავება. ტექნოლოგიური წინსვლა სწრაფად ცვლის არსებობის პირობებს და ადამიანი ვერ ასწრებას მათზე რეაგირებას. ადამიანის ტვინი ნამდვილად არ იყო მზად იმ უსაზღვრო ინფორმაციის აღქმისათვის, რასაც დღეს ინტერნეტი და ასეულობით ტელეარხი გვთავაზობს. თანამედროვე ადამიანი იმდენად იძირება საჭირო თუ უსარგებლო ინფორმაციის რუტინაში, რომ კარგავს საქმიან ორიენტაციას, მისი შრომა კი არაადეკვატური და არაეფექტური ხდება.
როგორ ავამაღლოთ სამუშაო განწყობა
1. გააუმჯობესეთ ოფისის განათება. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ტრადიციული დაბალვატიანი (ეკონომიის მიზნით რომ იყენებენ) ნათურები სტრესულ მდგომარეობაში აგდებენ არა მხოლოდ თვალებს, არამედ ტვინსაც. ამიტომ ოფისში უნდა დაამონტაჟოთ ისეთი ეკონომიური ნათურები, რომლებიც „თეთრ“ ან „ვერცხლისფერ“ სინათლეს აფრქვევენ - ასეთი ნათურები ნაკლებ ენერგიასაც ხარჯავენ და რამდენიმე წელიწადსაც მუშაობენ.
2. დადგით ოფისში ყვავილები ან აკვარიუმი. მათი მოვლა ადამიანში ბუნებრივ, ჯანსაღ განწყობებს აღვიძებს.
3. ოფისის ინტერიერი გააფორმეთ ენერგიული ფერებით - ნარიჯისფერით, სტაფილოსფერით,ვარდისფერით... მაგრამ არც ზედმეტი სიჭრელე გამოიყურება სოლიდურად. არ დაივიწყოთ კლასიკური ფერებიც - ყავისფერი ლურჯი, შავი .. მაგრამ მაინც ნათელი ფერები უნდა დომინირებდეს.
4. ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი თანამშრომლების მიმართ. არ არის აუცილებელი, რომ იგი მთელი დღე ანგარიშებს და ნახაზებს ჩაჰკირკიტებდეს - ეს სამუშაოს ხარისხზე უარყოფითად იმოქმედებს.
აინშტაინი ამბობდა: „კარგი მუშაობისათვის აუცილებელია კარგი დასვენება“. ამიტომ, თუ თანამშრომლები ხანდახან კროსვორდებს შეავსებენ ან გასართობ „დისკუსიას“ გამართავენ - ეს თქვენი რისხვის მიზეზი არ უნდა გახდეს. მოსწრებული სიტყვა ან ანეკდოტი უფრო განაწყობს სამუშაოსადმი, ვიდრე მკაცრი შენიშვნები და მუქარა!
5. ასევე კარგი იქნება, თუ თანამშრომლებისათვის მოიწვევთ ფსიქოლოგს და ჩაუტარებთ სემინარს თემაზე „როგორ დავძლიოთ სტრესი”. ფსიქოლოგიური ლექციები უმეტესობას რუტინულ და მოსაბეზრებელ ინფორმაცია მიაჩნიათ. ბევრისთვის თვითონ ფსიქოლოგიური ტრენინგები არის „სტრესისმომგვრელი“. (მაგრამ ხანდახან მეცნიერული რჩევებიც ამართლებს), თუმცა... ხელოვნურ „ფსიქოლოგიურ“ გახალისებას მაინც ბუნებრივი სილაღე სჯობს.
კობა ბიწაძე
![]() |
11 მოზაიკა |
▲ზევით დაბრუნება |
რექვიემი მდიდართათვის
გრანდიოზული დამკრძალავი ბიუროები ჩვენთანაც ბევრია, მაგრამ იმას ზალცბურგში (ავსტრია) რომ შექმნეს, კოჭებამდეც ვერ მისწვდებიან. როგორც ჩანს, ადგილობრივმა საქმოსნებმა ხელსაყრელი პირობები შენიშნეს და ფულის მოხვეჭის საშუალება ხელიდან არ გაუშვეს - დააარსეს კომპანია Requiem for You. აქ შეძლებული ადამიანისათვის ძალზე იოლად შექმნიან ნებისმიერი სირთულის რექვიემს. კომპანიასთან თანამშრომლობს კომპოზიტორების, ლიბრეტისტებისა და მუსიკოსების მთელი არმია. მათ კლიენტის ყველა სურვილის დაკმაყოფილება ძალუძთ. ხელმისაწვდომია სხვადასხვა ჟანრი - კლასიკა, ბაროკო, რომანტიკა, ჯაზი, მიუზიკლი...
კლიენტს თვითონაც შეუძლია სასურველი პანეგირიკის შეთხზვა. კომპანია მის ჩაწერასაც უზრუნველყოფს, თანაც ყველაზე საუკეთესო მუსიკოსებსა და ორკესტრს მოიწვევს. შეგიძლიათ ნაწარმოების „ ცოცხლად“ შესრულებაც მოითხოვოთ, ოღონდ... ყველაფერი დამოკიდებულია ჯიბეზე: რექვიემის ფასი 4 ათასი ევროა! ეს კიდევ არაფერი! „ცოცხალი“ შესრულება შეიძლება 300 ათასიც დაჯდეს! ასეთი ფუფუნების უფლება, ცხადია, ყველას არა აქვს. უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში 9,5 მილიონი მილიონერია. მოგეხსენებათ, ერთადერთი მოუსყიდავ - მოუქრთამავი მიქელ - გაბრიელი ერთნაირად სწყალობს ღარიბსაც და ღატაკსაც - დიახ, მდიდრებიც იხოცებიან...
ცხენიც ამას ჰქვია!
ცხენისა და ცხენოსობისადმი სიყვარული ოდითგან მოგვდგამს. სხვა რომ არაფერი, საამაყოდ ისიც კმარა, გურულებმა თავიანთი ოსტატობით მთელ ამერიკას თვალი რომ დაუყენეს!
მართალია, დრონი იცვალნენ - „რკინის რაშებმა“ თითქმის მთელი სამყარო დაიპყრეს, მაგრამ ცხენს თავისი ფასი არ დაუკარგავს. თვითონ განსაჯეთ: 2006 წელს ფლორიდაში დაბადებული ორი წლის კვიცი, რომელსაც შეჯიბრებაში მონაწილეობა არასოდეს მიუღია, 16 მილიონ დოლარად გაიყიდა! ესეც არაფერი - 1963 წელს სუფთა სისხლის კვიცი შარიფ დანსერი თავის ახალ მაპატრონეს 40 მილიონი დოლარი დაუჯდა. ნურც ახლაგაოცდებით, რადგან რეკორდი სხვა ცხენს ეკუთვნის. მასში კლიენტმა, ვის გვარსაც დღესაც არ ამხელენ, 103 მილიონი გადაიხადა!
500 ათასიდან 10 მილიონამდე დოლარი უჯდებათ ის ცხენები, ოლიმპიური თამაშობებისათვის რომ ყიდულობენ. ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა თანხებია საჭირო მათი შენახვისათვის!
გვინახავს არაერთი კინოფილმი ოთხფეხა მეგობრებზე. ისიც ვიცით, რა ემოციები ახლავს შეჯიბრებებს საცხენოსნო სპორტში, მაგრამ ფაქტია, ისეთი დიდი შესაძლებლობების ქვეყანაშიც კი, როგორიც რუსეთია, საცხენოსნო სპორტის ბიზნესი ფრიად მოკრძალებულია, ხოლო რაც არის, მსოფლიო სტანდარტებს ყველა მაჩვენებლით ჩამორჩება.
და მაინც, იქნებ ჩვენში ვინმეს აინტერესებს და მზად არის სოლიდური თანხების გასაღებად, რათა საცხენოსნო სპორტული კლუბი დაარსოს? შემოგთავაზებთ გაანგარიშებას, რა დაჯდება ეს „სიამოვნება“. თუ 30 ცხენს იყოლიებთ, დაგჭირდებათ 4-5 ჰექტარი მიწა (300-500 ათასი დოლარი); 4 ათასი მ2 ნაგებობები (საჯინიბო, მანეჟი) - 300 ათასი დოლარი; სპორტული ცხენის გაწვრთნა - 3-დან 15 ათას დოლარამდე თვეში; ამას დაუმატეთ ეკიპირება და სხვა ხარჯები. შთამბეჭდავი ციფრებია არა?
თუმცა, აკი ნათქვამია, „ჭამა ქონებაზე ჰკიდიაო..“
რამდენად რაციონალურად იყენებთ დროს
შეაფასეთ თქვენი თავი ქულებით : 0 - თითქმის არასდროს, 1 - ხანდახან, 2 - ხშირად, 3 - თითქმის ყოველთვის.
1. სამუშაოს დაწყებამდე ყოველთვის ვიტოვებ
დროს დაგეგმისათვის და მომზადებისათვის
0 1 2 3
2. მე გადავცემ ხელქვეითებს ყველა საქმეს,
რომელთა შესრულებაც მათ თვითონ შეუძლიათ
0 1 2 3
3. მე წერილობით ვაფიქსირებ მიზნებს და ამოცანებს მათი
შესრულების ვადების მითითებით
0 1 2 3
4. მე ვცდილობ, რომ ყოველი დოკუმენტი დავამუშაო ერთ
ჯერზე და საბოლოოდ
0 1 2 3
5. ყოველდღე მე ვადგენ შესასრულებელი საქმეების ნუსხას, რანგირებულს პრიორიტეტულობის მიხედვით. პირველ რიგში,
ვასრულებ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს
0 1 2 3
6. სამუშაო დღის განმავლობაში თავს ვარიდებ უსაგნო
სატელეფონო საუბრებს, დაუგეგმავ შეხვედრებს და
რიგით თათბირებს
0 1 2 3
7. ჩემს დღიურ დატვირთვას ვანაწილებ ჩემი
შრომისუნარიანობის მიხედვით
0 1 2 3
8. ჩემს გეგმებში გათვალისწინებულია „ ტაიმ აუტები“ მოულოდნელ,
აქტუალურ პრობლემებზე რეაგირებისათვის
0 1 2 3
9. მე ისე ვანაწილებ ჩემს აქტივობას, რომ პირველ რიგში,
ვკონცენტრირდე “სასიცოცხლო მნიშვნელობის”
პრობლემებზე
0 1 2 3
10. მე შემიძლია ვთქვა „ არა“, როდესაც სხვები ცდილობენ,
რომ „ გამაცდინონ”, მე კი ამ დროს მნიშვნელოვანი
საქმეები მაქვს გასაკეთებელი
0 1 2 3
შედეგი:
0-15 ქულა - თქვენ არ გეგმავთ თქვენს დროს და გარემოებების ტყვეობაში იმყოფებით. თქვენ უფრო ადვილად მიაღწევთ მიზნებს თუ პრიორიტეტების სიას მაინც შეადგენთ და ეცდებით მათ თანმიმდევრობას მიჰყვეთ.
16-20 ქულა - თქვენ ცდილობთ თქვენი დროის დაგეგმვას, მაგრამ ნაკლებად ახერხებთ შეინარჩუნოთ თანმიმდევრობა. ეცადეთ არ დაემორჩილოთ გარემოებებს, თუნდაც ამით ვინმეს „ აწყენინოთ“.
21-25 ქულა - თქვენი თვითმენეჯმენტის დონე საკმაოდ მაღალია. რჩევები ნაკლებად გჭირდებათ.
26-30 ქულა - თქვენ სამაგალითო თანამშრომელი ხართ ყველასათვის, ვისაც უნდა, რომ დროის რაციონალური გამოყენება ისწავლოს.