![]() |
კონფლიქტურ ვითარებებში ცოლ-ქმრული ურთიერთობების თავისებურებები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
საავტორო უფლებები: © ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი” |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი” 1997 წლიდან მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითზე.
აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობის ერთ-ერთ ასპექტს წარმოადგენს საკითხის კვლევა. ამ მიზნით ცენტრი ახორციელებს კვლევებს: „ძალადობა ოჯახში და ადამიანის უფლებები” (1998 წ.), „ძალადობა ოჯახში - გენდერული დამოკიდებულებების კვლევა” (2002 წ), „ოჯახური კონფლიქტების გენდერული ასპექტები” (2003 წ.), „კონფლიქტურ ვითარებებში ცოლ-ქმრული ურთიერთობის თავისებურებანი” (2004 წ.).
კვლევები მიზნად ისახავდნენ ოჯახური ძალადობის მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის, სტერეოტიპების გამოვლენას, ძალადობის გავრცელებული ფორმების, მაპროვოცირებელი ფაქტორების, ძალადობის სუბიექტ - ობიექტის დადგენას, სოციალ - ეკონომიური ფაქტორების მნიშვნელობის გარკვევას ოჯახის წევრთა ფუნქციებსა და როლებზე, ოჯახური კონფლიქტებზე. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ:
ოჯახური ძალადობა საზოგადოების მიერ არ არის გააზრებული როგორც აქტუალური საზოგადოებრივი პრობლემა. ძალადობა ოჯახში, მისგან დაცვისა და შესატყვისი კანონის მიღების საკითხები, მამაკაცებთან შედარებით, ბევრად უფრო აქტუალურია ქალებისათვის. ამრიგად, ოჯახური ძალადობის საკითხი ქალებისათვის უფრო გაცნობიერებულ ფენომენს წარმოადგენს, ვიდრე მამაკაცებისათვის;
ოჯახური პრობლემების კონფლიქტებისა და ოჯახში ძალადობის ძირითად მიზეზად ეკონომიკური სირთულეები, უმუშევრობა სახელდება. იგი ოჯახის წევრთა (ძირითადად მამაკაცთა) ოჯახური ფუნქციების შესრულებას აფერხებს და თავის მხრივ, ურთიერთობების გართულებას ედება საფუძვლად;
კონფლიქტური ოჯახის შენარჩუნებას განაპირობებს საზოგადოებაში არსებული ნორმატული შეხედულება ოჯახის ყოლის აუცილებლობაზე;
ოჯახში ძალადობის სუბიექტად მამაკაცი, ხოლო ყველაზე კონფლიქტურ წყვილად პირველ რიგში რძალ-დედამთილი, შემდეგ ცოლ-ქმარი და მერე სიძე-სიდედრია აღიარებული;
ქალთა და მამაკაცთა ჯგუფების მონაცემთა შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ მათი პოზიციები საწინააღმდეგო სქესის მიმართ კრიტიკულია - გამოვლინდა საპირისპირო სქესის ქცევების უფრო აგრესიულად ინტერპრეტაციისა და ოჯახურ კონფლიქტზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალების ტენდენცია. თუმცა, ამავე დროს კონფლიქტისაგან შექმნილი დაძაბულობის განმუხტვის ძირითად საშუალებად კონფლიქტში საკუთარი წვლილის დანახვა-აღიარება სახელდება.
ოჯახურ ძალადობაზე რეაგირება და მასში აქტიური ჩარევა საზოგადოებისათვის მიუღებელად არის მიჩნეული;
ოჯახური ძალადობის დაგმობის საზოგადოებისათვის მისაღებ ფორმებად პირდაპირ საშუალებებზე მეტად ირიბი, ფარული მეთოდებია მისაღები;
გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, რომ ოჯახში ძალადობას ადგილი აქვს განათლების, ასაკის, სოციალური მიკუთვნებულობისა და ეკონომიური მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად, კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ ოჯახური ძალადობის ფენომენის მიმართ დამოკიდებულების შემუშავებასა და მის შეფასებაში დიდ როლს ასრულებს ასაკის, განათლების, ოჯახური მდგომარეობისა და შემოსავლის ოდენობის ფაქტორები.
ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების, კერძოდ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური კონსულტირების საჭიროებიდან გამომდინარე, 2004 წელს ცენტრმა განახორციელა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ოჯახში კონფლიქტურ ვითარებებში მეუღლეთა ურთიერთდამოკიდებულების თავისებურებების გარკვევას, ოჯახური ურთიერთობების ყველაზე კონფლიქტური სფეროების დადგენას (სპეციალური კითხვარით) და საზოგადოების როლის გამოვლენას ოჯახური ძალადობის პრევენციის საკითხში (ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდით).
კვლევაში გამოყენებულ იქნა აღნიშნული საკითხის კვლევის სპეციალური კითხვარი (Тест „Характер взаимодействия супругов в конфликтных ситуациях“, წგ. Психологические Тесты, т.2, под. Ред. А,А, Карелина; изд. Владос, Москва, 2002).
იგი წარმოადგენს 32 კონფლიქტური სიტუაციების აღწერას, რომელსაც შესაძლოა ადგილი ქონდეს ცოლ-ქმრული ურთიერთობების დროს. კითხვარი მოიცავს 8 სფეროს, რომელშიც ყველაზე ხშირად აქვს ადგილი უთანხმოებებს ცოლ-ქმარს შორის. ესენია:
ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემები;
ბავშვთა აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები;
ავტონომიისაკენ სწრაფვის გამოვლენა;
როლური მოლოდინების დარღვევა;
ქცევის ნორმებში შეუთანხმებლობა;
დომინირების გამოვლენა ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან;
ეჭვიანობის გამოვლენა;
ფულთან დამოკიდებულებაში განსვლა.
პასუხების სახით რესპონდენტებს ეძლევათ კითხვარში მოცემულ სიტუაციებზე შესაძლო რეაქციების შკალა (-2-დან +2-მდე), რომელშიც ჩადებულია ორი მახასიათებელი: რეაქციის აქტიურობა-პასიურობა და პარტნიორთან (მხარესთან კონფლიქტში) დათანხმება-არ დათანხმება.
შკალის მარცხენა პოლუსი გამოხატავს არ დათანხმების აქტიურ გამოხატვას (-2), ხოლო მარცხენა პოლუსი - დათანხმების აქტიურ გამოხატვას (+2). რაც უფრო უახლოვდება პასუხი-2-ს, მით უფრო კონფლიქტური ხასითი აქვს ცოლ-ქმარის ურთიერთობას.
მეთოდიკა საშუალებას იძლევა დავადგინოთ ცოლ-ქმრული ურთიერთობების ყველაზე კონფლიქტური სფეროები, კონფლიქტურ ვითარებაში მეუღლეთა ქცევის თავისებურებები და კონფლიქტურობის დონე.
კვლევა ჩატარდა 200 რესპონდენტის (100 ქალი, 100 მამაკაცი) შემთხვევით შერჩევაზე. გამოიყო ცალკეული ჯგუფები ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, ქორწინების ხანგრძლიობის, ოჯახური მდგომარეობისა და ოჯახის ტიპის მიხედვით. მიღებული შედეგები დამუშავდა სპეციალური სტატისტიკური პროგრამით (spss)
მიღებული შედეგები დამუშავდა როგორც გამოკითხულთა მთელი შერჩევის მონაცემთა ზოგადი სურათის, ისე ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, ქორწინების ხანგრძლიობის, ოჯახის ტიპის ჯგუფების მიხედვითაც. ამ ცალკეული ჯგუფების მონაცემები თავის მხრივ გაანალიზდა სქესის მიხედვითაც.
200 რესპონდენტის მონაცემის ანალიზი აჩვენებს, რომ კონფლიქტურობის დონის მიხედვით 8 სფეროს რანჟირება ასეთ სურათს გვაძლევს:
I.დომინანტობის გამოვლენა ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან
II. ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა
III. ეჭვიანობის გამოვლენა
IV. ავტონომიისაკენ სწრაფვის გამოვლენა
V. ფულთან დამოკიდებულებაში განსვლა.
VI. ბავშვთა აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები
VII. როლური მოლოდინების დარღვევა
VIII. ქცევის ნორმებში შეუთანხმებლობა
ზემოაღნიშნული 8 სფეროს მიხედვით კონფლიქტურობის დონის მაჩვენებლები გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:
ანუ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ყველაზე კონფლიქტური აღმოჩნდა ის სფერო, რომელშიც ადგილი აქვს „ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან დომინირების გამოვლენას” (6), შემდეგი კონფლიქტური სფეროებია: „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა” (1) და „ეჭვიანობის გამოვლენა” (7). როგორც შედეგები აჩვენებს მეუღლეთა „ქცევის ნორმებში შეუთანხმებლობის” (5) სფეროში თავს იჩენს ნეიტრალური რეაქციები.
სქესი
სქესის მიხედვით მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ ქალთა და მამაკაცთა ჯგუფებში კონფლიქტურობის დონის მიხედვით 8 სფეროს რანჟირება ასე მოხდა:
რანგი |
ქალი |
მამაკაცი |
I |
ქცევის ნორმებში |
დომინირების გამოვლენა |
II |
ავტონომიისაკენ სწრაფვა |
ეჭვიანობა |
III |
როლური მოლოდინების |
ნათესავებთან და მეგობრებთან |
IV |
ნათესავებთან და |
როლური მოლოდინების |
V |
ბავშვთა აღზრდის |
ქცევის ნორმებში |
VI |
ეჭვიანობა |
ავტონომიისაკენ სწრაფვა |
VII |
ფული |
ფული |
VIII |
დომინირების გამოვლენა |
ბავშვთა აღზრდის საკითხები |
როგორც შედეგები აჩვენებს, ქალთა ჯგუფში კონფლიქტურობის დონე ყველაზე მაღალია იმ ვითარებებში, როდესაც ადგილი აქვს მეუღლეებს შორის „ქცევის ნორმებში შეუთანხმებლობას”(5), ხოლო მამაკაცთა ჯგუფში კი ვითარებას, რომლის დროსაც ხდება „დომინირების გამოვლენა ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან” (6). ქალთა ჯგუფში „ავტონომიისაკენ სწრაფვა” (3) და „როლური მოლოდინების დარღვევა” (4) ასევე წარმოადგენს კონფლიქტოგენურ სფეროებს, მამაკაცებში კი „ეჭვიანობის გამოვლენისა” (7) და „ნათესავ-მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემების” (1) სფერო. შესაბამისად, კონფლიქტურობის დონე ამ სფეროებში მნიშვნელოვნად მაღალია. ის სფერო, რომელიც მამაკაცებისათვის ყველაზე კონფლიქტურია („დომინირების გამოვლენა ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან” (6)), ქალების ჯგუფში კონფლიქტურობის დონის მიხედვით ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
ზოგადად ქალთა და მამაკაცთა ჯგუფებში აღინიშნება კონფლიქტურ ვითარებებში ნეგატიური რეაქციები, როდესაც უკმაყოფილების გამოხატვას აქვს პასიური ხასიათი და ადგილი აქვს პრობლემის განხილვისათვის თავის არიდებას (მეთოდიკის მიხედვით). თუმცა მამაკაცთა ჯგუფში, ქალების ჯგუფთან შედარებით, კონფლიქტურობის დონე უფრო მაღალია, ყველა იმ სფეროებში, რომელსაც იკვლევდა მეთოდიკა.
ასაკი
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით კონფლიქტური სფეროები კონფლიქტურობის დონის მიხედვით ასე განაწილდა.
რანგი |
26-მდე |
26-35 |
36-45 |
46-55 |
55-ზე მეტი |
I |
ნათესავებთან |
ნათესავებთან |
ეჭვიანობა |
დომინირების |
ბავშვთა |
II |
ეჭვიანობა |
ეჭვიანობა |
დომინირების |
ნათესავებთან |
დომინირების |
III |
ბავშვთა |
განსხვავებული |
ნათესავებთან |
ეჭვიანობა |
ნათესავებთან |
IV |
დომინირების |
ავტონომი- |
გნსხვავებული |
ავტონომი- |
ეჭვიანობა |
V |
როლური |
დომინირების |
ბავშვთა |
როლური |
განსხვავე- |
VI |
განსხვავე- |
ბავშვთა |
ავტონომი- |
განსხვავე- |
როლური |
VII |
ავტონომი- |
როლური |
როლური |
ბავშვთა |
ავტონო- |
VIII |
ქცევის |
ქცევის |
ქცევის |
ქცევის |
ქცევის |
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ I და II აკობრივ ჯგუფებში (26 წ-მდე და 26-35წ.) ყველაზე კონფლიქტური სფეროები ცოლ-ქმრულ ურთიეთობებში არის „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემები” (1), III ასაკობრივ ჯგუფში (36-45 წწ.) „ეჭვიანობის გამოვლენის ვითარება” (7), IV - ში (46-55 წ) „ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან დომინირების გამოვლენა” (6), V (56-ზე მეტი) - „ბავშვთა აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები” (2).
„ქცევის ნორმებში შეუთანხმებლობა” (5) აღმოჩნდა ცოლ-ქმრული ურთიერთობის ის სფერო, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფში კონფლიქტურობის დონის მიხედვით ბოლო ადგილზე გავიდა ანუ, აღინიშნება კონფლიქტურ ვითარებებში ნეიტრალური რეაქციები.
ასაკობრივი ჯგუფების მონაცემები სქესის მიხედვით:
ასაკობრივი ჯგუფების მონაცემების სქესის მიხედვით შედარებისას ირკვევა, რომ ახალგაზრდათა ჯგუფში (I და II ასაკობრივი ჯგუფები) მამაკაცებში ყველაზე კონფლიქტური სფერო არის „ეჭვიანობის გამოვლენა ვითარება”(7), რომელსაც კონფლიქტურობის დონის მიხედვით მოსდევს „ერთ-ერთი მეულღლის მხრიდან დომინირების გამოვლენა” (6). საშუალო ასაკის ჯგუფში (46-55 წ.) მამაკაცებთან პირველ ადგილზეა „ერთ-ერთი მეულღლის მხრიდან დომინირების გამოვლენა”(4) და შემდეგ „ეჭვიანობის გამოვლენა”(7). შესაბამისად ამ სფეროებში კონფლიქტურობის დონეც მაღალია.
რაც შეეხება ქალთა ჯგუფს აქ ახალგაზრდების ჯგუფში ყველაზე კონფლიქტური სფერო აღმოჩნდა „ავტონომიისაკენ სწრაფვა” (3), (აქ კონფლიქტურობის დონე მამაკაცებზე მეტია). საშუალო ასაკის ჯგუფში „სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ფულთან” (80), ხოლო ასაკოვნების (56-ზე მეტი) ჯგუფში კონფლიქტურობის დონის მიხედვით წამყვანია „ავტონომიისაკენ სწრაფვის გამოვლენის” (3) სფერო. ამ ასაკობრივ ჯგუფში სხვა ასაკობრივი ჯგუფის მონაცემებისაგან განსხვავებით, „ავტონომიისაკენ სწრაფვის”, „ბავშვთა აღზრდის”, „როლური მოლოდინების რღვევის” სფეროების მიხედვით, ქალთა ჯგუფის მონაცემები კონფლიქტურობის დონის მიხედვით მნიშვნელოვნად აღემატება მამაკაცთა ჯგუფის კონფლიქტურობის დონის მაჩვენებელებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნულ სფეროებში ქალებს აღენიშნებათ აქტიური, ნეგატიური რეაქციები, ისინი გამოხატავენ თავიანთ უკმაყოფილებას და იცავენ საკუთარ პოზიციებს.
უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტურობის მიხედვით სფეროთა რანჟირება მამაკაცთა ჯგუფებში ემთხვევა რესპონდენტთა მთელი შერჩევის სურათს, ხოლო ქალთა ჯგუფებში განსხვავებული სურათია: სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვა სფეროები სახელდება ყველაზე კონფლიქტურად. ასევე გაირკვა, რომ იმ სფეროებში სადაც მაღალია მამაკაცთა კონფლიქტურობის დონე, დაბალია ქალთა კონფლიქტურობის დონე და პირიქით.
ქორწინების ხანგრძლიობა
ქორწინების ხანგრძლიობის მიხედვით გამოყოფილ ჯგუფებში 8 კონფლიქტური სფეროს რანჟირება ასე მოხდა:
|
5 წელი |
10 წელი |
20 წელი |
20-ზე მეტი |
I |
ნათესავებთან |
ეჭვიანობის |
ეჭვიანობა |
დომინირების |
II |
ეჭვიანობა |
დომინირების |
ნათესავებთან |
ნათესავებთან |
III |
დომინირების |
ნათესავებთან |
დომინირების |
ეჭვიანობა |
IV |
ბავშვთა |
ბავშვთა |
განსხვავებული |
ბავშვთა |
V |
განსხვავე- |
განსხვავებული |
ავტონომიისაკენ |
ავტონომიისაკენ |
VI |
ავტონომი- |
ავტონომი- |
ბავშვთა |
როლური |
VII |
როლური |
როლური |
როლური |
განსხვავებული |
VIII |
ქცევის |
ქცევის |
ქცევის |
ქცევის |
ქორწინების ხანგრძლიობის მიხედვით გამოიყო რესპოდენტთა 4 ჯგუფი, კერძოდ, ქორწინებაში 5, 10, 20 და 20-ზე მეტი წლის განმავლობაში მყოფთა ჯგუფები.
ქორწინების ხანგრძლიობის ნიხედვით მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ I ჯგუფში ყველაზე კონფლიქტური სფერო აღმოჩნდა „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემები” I, II და III ჯგუფებში - „ეჭვიანობის გამოვლენა” (7), ხოლო ხანგრძლივ ქორწინებაში მყოფთა ჯგუფში, კონფლიქურობის დონის მიხედვით, წამყვანია „დომინირების გამოვლენა ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან” (6).
ქორწინების ხანგრძლიობის ჯგუფები და სქესი
აღნიშნული ჯგუფების მიხედვით ქალთა და მამაკაცთა შედეგების შედარება კონფლიქტური სფეროების განაწილების მიხედვით ასე გამოიყურება:
მამაკაცები ყველა ზემოთ აღნიშნული ქორწინების ხანგრძლიობის ჯგუფების მიხედვით ყველაზე კონფლიქტურ სფეროებად მიიჩნევენ ვითარებას, სადაც ადგილი აქვს „დომინირების გამოვლენას ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან” (6), შემდეგ „ეჭვიანობის გამოვლენას” (7) და „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემას” (1).
იგივე ჯგუფების წარმომადგენელ ქალ რესპონდენტთა მონაცემების მიხედვით კი ყველაზე კონფლიქტური სფეროა „განსხვავებული დამოკიდებულება ფულთან” (8), შემდეგ „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა” (1) და „ავტონომიისაკენ სწრაფვის გამოვლენა” (3). მხოლოდ ხანგრძლივ ქორწინებაში მყოფთა (20-ზე მეტი) ჯგუფში ყველაზე კონფლიქტურ სფეროდ დასახელდა „დომინირების გამოვლენა ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან” (6), შემდეგ „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა” (1) და „ავტონომიისაკენ სწრაფვის გამოვლენა” ().
შედეგების მიხედვით ქალთა და მამაკაცთა ჯგუფებს შორის განსხვავება აღინიშნა არა მარტო კონფლიქტური სფეროების მიხედვით, არამედ კონფლიქტურობის დონის მიხედვითაც. კერძოდ, მამაკაცებს ქალებთან შედარებით აღენიშნებათ კონფლიქტურობის უფრო მაღალი მაჩვენებლები ყველა კონფლიქტურ სფეროებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კონფლიქტურ ვითარებებში მათ აღენიშნებათ პარტნიორთან არ დათანხმების აქტიური რეაქციები და საკუთარ პოზიციებზე მტკიცედ დგომა და დაცვა.
ოჯახის ტიპი
ოჯახის ტიპის მიხედვით გამოყოფილ ჯგუფებში კონფლიქტურობის დონის მიხედვით 8 სფეროს რანჟირება ასე მოხდა:
რანგი |
ერთთაობიანი |
მრავალთაობიანი |
I |
დომინირების გამოვლენა |
ეჭვიანობა |
II |
ნათესავებთან და |
დომინირების გამოვლენა |
III |
ეჭვიანობა |
ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემები |
IV |
ბავშვთა აღზრდის |
ავტონომიისაკენ სწრაფვა |
V |
განსხვავებული |
როლური მოლოდინების |
VI |
ავტონომიისაკენ სწრაფვა |
განსხვავებული დამოკიდებულებები |
VII |
როლური მოლოდინების |
ბავშვთა აღზრდის |
VIII |
ქცევის ნორმებში |
ქცევის ნორმებში |
გამოკითხვის შედეგები ასევე დამუშავდა რესპონდენტთა ოჯახის ტიპის მიხედვით. გამოიყო 2 ჯგუფი - ერთთაობიანი და მრავალთაობიანი ოჯახის მქონენი.
გაირკვა, რომ ცოლ-ქმრული ურთიერთობის ყველაზე კონფლიქტური სფერო ერთთაობიანი ოჯახის მქონე რესპონდენტთა ჯგუფში არის „დომინანტობის გამოვლენა ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან” (6), მას მოსდევს „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემები” (1) და „ეჭვიანობის გამოვლენის” (7) სფეროები.
მრავალთაობიანი ოჯახის მქონეთა ჯგუფში ყველაზე კონფლიქტური აღმოჩნდა იგივე სფეროები, (მცირედი მონაცვლეობით), მხოლოდ პირველ ადგილზე კონფლიქტურობის დონის მიხედვით არის „ეჭვიანობის გამოვლენის” (7) სფერო, შემდეგ „ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან დომინანტობის გამოვლენისა” (6) და „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემების” (1) სფეროები.
ოჯახის ტიპი და სქესი
სქესის მიხედვით ამ ჯგუფების მონაცემთა ანალიზი ასეთ სურათს გვაძლევს: ერთთაობიანი და მრავალთაობიანი ოჯახის მქონე მამაკაცთა ჯგუფში გვაქვს იგივე განაწილება, ანუ ყველაზე კონფლიქტურად მიჩნეულია შემდეგი სფეროები: „დომინანტობის გამოვლენა ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან” (6), მას მოსდევს „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემები” (1) და „ეჭვიანობის გამოვლენის” (7) სფეროები.
ხოლო ქალთა ჯგუფებში კონფლიქტური სფეროების განსხვავებული განაწილებაა, კერძოდ, ერთთაობიანი ოჯახის მქონე ქალთა ჯგუფში პირველ ადგილზეა „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემები” (1), შემდეგ „დამოკიდებულება ფულთან” (8) და „ავტონომიისაკენ სწრაფვა” (3), ხოლო მრავალთაობიანი ოჯახის მქონე ქალთა ჯგუფში ყველაზე კონფლიქტური აღმოჩნდა „ეჭვიანობის გამოვლენა” (7), შემდეგ „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა (1)” და „განსხვავებული დამოკიდებულება ფულთან” (8).
ამ ჯგუფების მონაცემთა მიხედვითაც, მამაკაცთა ჯგუფის კონფლიქურობის დონე ყველა სფეროში, კვლავ ქალთა კონფლიქტურობის დონეს აღემატება.
ოჯახური მდგომარეობა
ოჯახური მდგომარეობის მიხედვით გამოყოფილ ჯგუფებში 8 სფეროს რანჟირება კონფლიქტურობის დონის მიხედვით ასე მოხდა:
რანგი |
დაქორწინებული |
განქორწინებული |
I |
დომინირების გამოვლენა |
ეჭვიანობა |
II |
ნათესავებთან და |
ნათესავებთან და მეგობრებთან |
III |
ეჭვიანობა |
დომინირების გამოვლენა |
IV |
ბავშვთა აღზრდის |
განსხვავებული |
V |
ავტონომიისაკენ სწრაფვა |
ავტონომიისაკენ სწრაფვა |
VI |
განსხვავებული |
როლური მოლოდინების |
VII |
როლური მოლოდინების |
ბავშვთა აღზრდის |
VIII |
ქცევის ნორმებში |
ქცევის ნორმებში |
გამოკითხვაში მონაწილე რესპოდენტთა შორის გამოიყო დაქორწინებულთა და განქორწინებულთა ჯგუფები.
დაქორწინებულთა ჯგუფის ზოგადი მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ყველაზე კონფლიქტური სფერო არის „ეჭვიანობისა” (7) და „ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან დომინანტობის” (6) გამოვლენის ვითარებები, შემდეგ „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემები” (1).
განქორწინებულთა ჯგუფის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლებისათვის ყველაზე კონფლიქტური სფერო ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში არის „ეჭვიანობის გამოვლენა” (7), შემდეგ „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემა” (1) და „დომინანტობის გამოვლენა ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან” (6).
ოჯახური მდგომარეობა და სქესი
საინტერესო სურათს გვაძლევს ამ ჯგუფების მონაცემთა ანალიზი სქესის მიხედვით.
დაქორწინებულ მამაკაცთა ჯგუფში ყველაზე კონფლიქტურად მიჩნეულია „ეჭვიანობის ” (7), შემდეგ „ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან დომინანტობის” (6) გამოვლენისა და „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემების” (1) სფეროები.
დაქორწინებულ ქალთა ჯგუფში კი შემდეგი სფეროები: „განსხვავებული დამოკიდებულება ფულთან” (8), შემდეგ „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემები” (1) და „ავტონომიისაკენ სწრაფვის გამოვლენა” (3).
ზოგადად მამაკაცთა ჯგუფის მონაცემების მიხედვით შეიძლება მსჯელობა ქალებთან შედარებით მამაკაცთა უფრო მაღალი კონფლიქტურობის დონეზე ყველა ზემოთ აღნიშნულ სფეროებში.
განქორწინებულ მამაკაცთა და ქალთა ჯგუფებში ყველაზე კონფლიქტური აღმოჩნდა შემდეგი სფეროები: „ეჭვიანობის გამოვლენა” (1), შემდეგ „დომინანტობის გამოვლენა” (6) და „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემები” (1). საინტერესოა, რომ მხოლოდ ამ ჯგუფში, კერძოდ განქორწინებულ ქალთა ჯგუფში, კონფლიქტურობის მაჩვენებელი ძირითად სფეროებში მამაკაცთა კონფლიქტურობის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მაღალია და მიუთითებს კონფლიქტურ ვითარებებში უთანხმოების აქტიურად გამოხატვის, საკუთარი პოზიციების აქტიურად დაცვის ტენდენციებზე. სავარაუდოა, რომ განქორწინებული ქალები კონფლიქტური ვითარებებში თავიანთ ქცევაზე მსჯელობისას უფრო ადვილად მიდიან მკვეთრ, აქტიურ ნეგატიურ რეაქციებზე. მაშინ, როდესაც როგორც მონაცემები გვიჩვენებს, ოჯახის მქონე ქალები, თუმც კონფლიქტურ ვითარებაში, ავლენენ ნეგატიურ რეაქციებს, უთანხოებას, მაგრამ ამას პასიური ხასიათი აქვს და კონფლიქტურობის დონეც შედარებით დაბალია.
ამრიგად, კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ
ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ყველაზე კონფლიქტური არის ვითარებები, რომლის დროსაც ადგილი აქვს დომინანტობის გამოვლენას ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან (6), როდესაც ჩნდება ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემები (1) და ადგილი აქვს ეჭვიანობის გამოვლენას (7).
კონფლიქტურ ვითარებებში მეუღლეთა ურთიერდამოკიდებულების შემდეგ თავისებურებას ვხვდებით: მამაკაცთა ჯგუფში, ქალებთან შედარებით, აღინიშნა კონფლიქტურობის უფრო მაღალი დონე, კონფლიქტურ ვითარებაში აქტიური ნეგატიური რეაქციები, უთანხმოების დემონსტრირება, საკუთარი პოზციების დაცვა და წინააღმდეგობის გაწევა. კონფლიქტურ ვითარებებში აღინიშნება პრობლემაზე მსჯელობის, მისი მოგვარებისათვის თავის არიდება. ქალებისთვის კონფლიქტურ ვითარებაში ასევე დამახასიათებელი აღმოჩნდა ნეგატიური, მაგრამ პასიური რეაქციები - პოზიციის არ გამოხატვა. თუმც ასაკისა და ოჯახური ცხოვრების გამოცდილების ზრდასთან ერთად, ეს ტენდენცია უფრო აქტიურით იცვლება, იზრდება ტენდენცია კონფლიქტურ ვითარებაში უთანხმოების გამოხატვისა და პოზიციების დაცვის.ამავე დროს იმ სფეროებში, სადაც მამაკაცთა კონფლიქტურობის დონე მაღალია, დაბალია ქალების კონფლიქტურობის დონე და პირიქით.
სქესის მიხედვით მონაცემთა ანალიზი აჩვენებს რომ ქალთა და მამაკაცთა ჯგუფებში კონფლიქტურობის მიხედვით სხვადსხვა სფეროები გამოიყო. კერძოდ, მამაკაცების ჯგუფში ყველაზე კონფლიქტური აღმოჩნდა: „დომინანტობის გამოვლენა ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან” (6), „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემები” (1), „ეჭვიანობის გამოვლენა” (7). ქალების ჯგუფში კი: „შეუთანხმებლობა ქცევის ნორმებში” (5), „ავტონომიისაკენ სწრაფვის გამოვლენა “ (3), „როლური მოლოდინების დარღვევა” (4), „ფულთან დამოკიდებულებაში განსვლა” (8). სავარაუდოა, რომ მამაკაცებისათვის ისეთი ვითარებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მათი დომინანტური როლის აღიარებას ოჯახში კონფლიქტის წყაროს წარმოადგენს, ხოლო ქალებისათვის კონფლიქტურია ისეთი ვითარებები, რომლებიც ცოლ-ქმრის, როგორც ერთიანი სისტემის ფუნქციონირებას აფერხებს.
ასაკის, ქორწინების ხანგრძლიობის, ოჯახის ტიპისა და ოჯახური მდგომარეობის მიხედვით გამოყოფილ ჯგუფებში მიღებული შედეგი მთელი შერჩევის ზოგად სურათს იმეორებს.
აღნიშნული ჯგუფების მონაცემების ანალიზი სქესის მიხედვით კი განსხვავებულ სურათს აჩვენებს. თუ კი მამაკაცთა ყველა ჯგუფში (ასაკის, ქორწინების ხანგრძლიობის, ოჯახის ტიპისა და ოჯახური მდგომარეობის მიხედვით) კონფლიქტურობის მიხედვით კვლავ ის სფეროები გამოიყო, რაც ზოგადად მამაკაცთა ჯგუფში, („დომინანტობის გამოვლენა ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან” (6), „ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პრობლემები” (1), „ეჭვიანობის გამოვლენა” (7)), ქალების ჯგუფებში არაერთგვაროვან სურათს ვღებულობთ - კონფლქტურობის დონის მიხედვით სხვადსხვა ჯგუფებში სხვადასხვა სფეროები გამოიყო, თუმც ეს მთლიან სურათს არ ცვლის.
განსხვავებები ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, ქორწინების ხანგრძლიობის, ოჯახის ტიპის მიხედვით ნაკლებ ყურადსაღები აღმოჩნდა, ვიდრე განსხვავებები სქესის ნიშნით, რომელიც თავს იჩენს ზემოაღნიშნული სფეროების მიხედვით. კერძოდ, მამაკაცები კონფლიქტურ სფეროებში ნაკლებ დამთმობი და კომუნიკაბელურები არიან, ვიდრე ქალები, რომლებისთვისაც კონფლიქტური სიტუაცია ისევე აღიქმება, როგორც მამაკაცებისათვის, ოღონდ გამოხატვის ფორმებში არის სხვაობა. ისინი უფრო პასიურად გამოხატავენ პროტესტს, ვიდრე მამაკაცები, რომელთათვისაც კონფლიქტის გამოხატვის აქტიური ფორმაა მისაღები.
მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს მასკულინური კულტურისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, კერძოდ მამაკაცთა აქტიურობა და აგრესიულობა მისაღებ და აღიარებულ მოვლენად ითვლება ქალებთან შედარებით, რომლებიც ძირითადად დამთმობ და პასიური პოზიციის მატარებლად მოიაზრებიან, როგორც საზოგადოების, ასევე თვითონ ქალების მხრიდანაც. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მივიჩნიეთ კიდევ ერთხელ გაგვერკვია საზოგადოების როლი ოჯახური კონფლიქტების დარეგულირების საკითხში.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ჩვენი კვლევის მიზანს ასევე წარმოადგენდა საზოგადოების ზეგავლენის დადგენა ოჯახური ძალადობის პრევენციის საკითხში, გარშემომყოფთა ფუნქციის გამოვლენა ოჯახური კონფლიქტის დარეგულირებაში. ამ მიზნით ჩატარებულ იქნა კვლევა ძალადობის მსხვერპლ ქალებზე ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით. წინასწარი შერჩევის შედეგად არჩეულ იქნა ოცი რესპოდენტი. შემუშავებული კითხვარი ითვალისწინებდა შემდეგი ძირითადი საკითხების გარკვევას: LAA
ძალადობის ტიპის დადგენა;
ძალადობის სიხშირის გამოვლენა;
საზოგადოების დამოკიდებულება ოჯახური ძალადობის მიმართ;
პრევენციული მეთოდების შემუშავება.
შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ რესპოდენტთა 57%25-ი თავს თვლის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად. მათ ცოლის მიმართ ქმრის აგრესიის სხვადასხვა მიზეზი დაასახელეს. კერძოდ: სიმთვრალე (62%25), ძალაუფლების სხვადასხვა გამოვლენის ფორმები (44%25), სიტყვიერი შეურაცხყოფა (42%25), ეკონომიური კონტროლი (9%25), საზოგადოებისაგან იზოლაცია (6%25). რესპოდენტთა 40%25-ი თავს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს, რომლის გამომწვევ მიზეზად დასახელებულ იქნა: სიმთვრალე (85%25), არასწორი აღზრდა (9%25), თვითრეალიზაციის პრობლემები (6%25). ხოლო რესპოდენტთა 3%25-ი, თავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლად თვლის.
ძალადობის სიხშირის გამოვლენის არაერთგვაროვან სურათს ვაწყდებით რესპოდენტთა ისტორიების ანალიზისას, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ზოგადად ძალადობის გამოვლენის სიხშირე ვერ ფიქსირდება რესპოდენტთა მიერ, ვინაიდან მუდმივ სტრესში ყოფნის გამო მათი აღქმა დაქვეითებულია. ისინი ჩვეულ, ტიპიურ მოვლენად მიიჩნევენ ძალადობის გამოვლენას და მხოლოდ სიცოცხლისათვის საშიში ინციდენტებს აკონტროლებენ და იმახსოვრებენ.
ჩაღრმავებული ინტერვიუ ასევე ემსახურებოდა მსხვერპლთა ემოციური მდგომარეობისა და ძალადობის ინციდენტის დროს ტიპიური ქცევების დადგენას.
ძალადობის მსხვერპლთა 55%25-სათვის წამყვანი ემოციური ფონია შიში, 32%25-სათვის აგრესიულობა, ხოლო 13%25-სათვის დეპრესიულობა. აქედან გამომდინარე შეიძლება აღინიშნოს, რომ ძალადობის მსხვერპლთათვის ზოგადად დამახასიათებელია პასიურობა, რაც არა მხოლოდ ემოციურად, არამედ ქცევაშიც ვლინდება, კერძოდ, ძირითადი დამახასიათებელი ქცევის მოდელი, რომელსაც მსხვერპლი ძალადობის ინციდენტის დროს მიმართავს არის: გაქცევა, თავის არიდება, დამალვა, მოთმენა (85%25). რაც არა მხოლოდ გამოკითხულ რესპოდენტთა, არამედ ჩვენი საკონსულტაციო ცენტრის მონაცემთა ანალიზის შედეგადაც დასტურდება. მხოლოდ 15%25-სათვის აღმოჩნდა დამახასიათებელი უკურეაქციები ანუ ძალადობის ინციდენტისას მოძალადის მიმართ აქტიური, შეტევითი ხასიათის ქმედების განხორციელება, რომელიც შეიძლება არა პირვანდელ, არამედ შეძენილ ქცევად ჩამოყალიბდა.
ოჯახური ძალადობის საკითხში გარეშე პირთა მხრიდან ჩარევის უშედეგობის პრინციპს ჯგუფი ერთხმად აღიარებს. 90%25-სათვის დამხმარედ არავინ მოიაზრება, ვინაიდან „არავის საქმე არ არის, ჩემებს არ ვეუბნები, ძმასაც შეგნებულად არ ვეუბნები, მისი დედის იმედი მქონდა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ უძლური იყო, ამიტომ დამხმარედ მხოლოდ საკუთარი თავი მყავს”. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება სპეციალისტის ჩარევა ძალების მოსაკრებად.
მხოლოდ 10%25-სათვის დასაშვებია მეგობრების, მეზობლების ჩარევის შესაძლებლობა. ოჯახური ძალადობის თემის საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანის აუცილებლობას რესპოდენტთა უმრავლესობა მართებულად მიიჩნევს, ვინაიდან ისინი თვლიან, რომ ძალადობა ოჯახში არის სტაბილური და გლობალური მოვლენა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის უქონლობის გამო შეუძლებელია კონკრეტული შემთხვევების სააშკარაოზე გატანა, გარდა საზოგადოებრივი აზრის უქონლობისა, ოჯახური ძალადობის ტაბუირებლობის მიზეზად კვლავ დასახელდა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უნდობლობის ფაქტორი, რის გამოც არცერთ მათგანს პოლიციისათვის არ მიუმართავს.
რესპოდენტები ოჯახური ძალადობის პრევენციის გზად მიიჩნევენ შემდეგს:
ძალადობის ფაქტების გახმაურება;
დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრა;
სწორი აღზრდა;
პროფესიონალების ჩარევა.
ამრიგან, მიღებულმა შედეგებმა დაადასტურა:
საზოგადოების მხრიდან ჩაურევლობის პოზიცია, რაც ოჯახური ძალადობის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ჩამოუყალიბებლობაზე მიუთითებს;
მსხვერპლები იზიარებენ საზოგადოების მხრიდან მინიჭებულ როლებსა და ფუნქციებს, რაც მათ ქცევასა და ემოციურ გამოვლენაშიც ვლინდება;
პატრიარქალური წყობის სტერეოტიპების რღვევა ამგვარ ვითარებაში შესაძლებელია არა საზოგადოებრივ, არამედ ინდივიდუალურ დონეზე, რომელსაც არა გლობალური არამედ კონკრეტული, კერძო ხასიათი აქვს.
Summery
Consulting Centre for Women „Sakhli“ has been working on the problem of domestic violence (DV) since 1997. One of the directions of the Centre's activities is a research work. Several surveys have been conducted since 1998, namely: „Domestic Violence and Human Rights“(1998), „Domestic Violence - Study of Gender Relationships“(2002); „Gender Aspects of Family Conflicts“(2003);
The research work aimed at revealing public attitude towards domestic violence, existing stereotypes, wide spread forms of DV, provoking factors, main violator, the role of socio-economic factors on implementation of family roles and functions.
The obtained results suggested that:
Domestic violence is not considered as the pressing problem by the society. Domestic violence, protection against violence and issues of elaboration of relevant laws are more important for women than for men. Hence, issue of domestic violence is understood better by women than men;
Economic difficulties (unemployment) were identified as the main cause of family problems, conflicts in the family and family violence. These factors were found to impede the implementation of their functions by family members (especially for men) and to form a foundation for tense family relations;
Preservation of a conflict family greatly depends on the normative attitude of the society regarding indispensability of having a family;
Men are considered as violators in the family; The most conflict couple are daughter-in-law - mother-in-law, husband - wife and son-in-law - mother-in-law respectively;
The comparative analysis of the data of male and female groups showed that each group is very critical of the opposite sex group. The tendency of aggressive interpretation of the opposite sex's behaviour and blaming each other for unfulfilled responsibilities are commonplace. At the same time the ability to recognize one's own responsibility for the conflict was named as one of the most successful means for reducing the tension by both male and female respondents;
Reaction on and active interference in domestic violence is unacceptable for the society;
Indirect methods rather than direct censure of domestic violence is more acceptable for the society;
In spite of the opinion, that occurrence of domestic violence does not depend on the level of education, age, social or economic status, results of the study proved the contrary: attitude towards domestic violence and its evaluation greatly depends on the age, education, family status and economic condition.
Proceeding from one of the main directions of the activities of the Centre (psycho-social consultation of DV victims), the Centre has conducted the research „Peculiarities of Marital Relationships in Conflict Situations“ in 2004. The aim of the research was revealing peculiarities of marital relationships in conflict situations, detection of the most conflict areas of family relationships (by the special questionnaire) and identification of the role of society in the prevention of domestic violence (by the in-depth interview).
The special questionnaire1 for the research of the above mentioned issues was used in the study. The questionnaire comprises description of 32 conflict situations, which might take place in the relationships between married couple. Questionnaire covers the following eight most frequent conflict areas between wife and husband:
Problems with regard to relatives and friends;
Issues connected with upbringing of children;
Manifestation of strives for autonomy;
Disturbance in the role expectations;
Disagreement in the norms of behaviour;
Manifestation of dominance on the part of the spouse;
Manifestation of the jealousy;
Divergent attitudes towards money.
The research was carried out on randomly selected samples of 200 respondents, both men (100) and women (100). The groups by age, marital status, duration of marriage, family type were identical. The obtained results were processed using a special statistical programme (SPSS).
The obtained results were analyzed on the basis of the data of the whole sample as well as of the separate groups (age, marital status, duration of marriage, family type). The results of the each group groups were analyzed also according to gender.
The analysis of the results revealed the following:
1) The most conflict areas of marital relationships are circumstances, where:
dominance on the part of the spouse is manifested;
problems in relation with relatives and friends appear;
jealousy is revealed;
2) Men's group demonstrated higher conflict rate as compared to women's group. Men's negative reactions, disagreement, defence of own positions and resistance were demonstrated in active manner, while women remained passive in conflict situations. But along with the increase of age and family life experience, passive reactions of women were transferred into active tendencies - they manifested their disagreement and defended their positions. At the same time it should be noted that the conflict rate of women was low in those areas, where conflict rate of men was high and vice versa.
3) The analysis of the results by gender revealed differences of conflict spheres among men's and women's groups. The highly conflict spheres for men were :
manifestation of dominance on the part of the spouse (6), problems with regard to relatives and friends (1) and manifestation of the jealousy (7). In women's group - disagreement in the norms of behaviour (5) ,manifestation of strives for autonomy(3), disturbance in the role expectations (4), divergent attitudes towards money (8).
It could be assumed that for men the circumstances threatening their dominance in the family could serve as a source of conflict. While for women circumstances that impede functioning of the wife-husband system as a whole, might cause conflict.
4) The results obtained in the groups (by age, marital status, duration of marriage, family type) were similar to those obtained from the whole sample.
5) Different picture was revealed during the data analyses of the male and female respondents of the above mentioned groups. Conflict areas in all male groups (according to age, duration of marriage, family type family status) remained the same as in male groups in general (i.e. manifestation of dominance on the part of the spouse (6), problems with regard to relatives and friends (1) and manifestation of the jealousy (7)). Results of female groups are not homogeneous - different conflict spheres were identified in different groups. Though these results did not affect the overall picture of the results.
6) Differences by the age, marital status, family life duration, family type appeared to be less important than differences by gender. In conflict circumstances men appeared to be less yielding and communicative than women, who perceive the conflict situation like men, but have different forms of expression. Their protest is more passive than that of men, for whom the active form of expressing conflict is acceptable.
The obtained results reconfirm the existence of characteristic features of the traditional masculine culture - men's activities and aggressiveness are acceptable and acknowledged by society and women themselves, while women are considered to be yielding and having passive positions. Proceeding from this we deemed it necessary to identify role of the society in the settlement of the family conflicts.
As it was mentioned above our research aimed also at identifying the impact of society on the issue of domestic violence prevention as well as revealing the function of social surroundings in the settlement of family conflicts.
In depth interviews were conducted with women (20), victims of domestic violence. The specially designed questionnaires for in depth interview envisaged identification of the following issues:
type of violence;
frequency of violence;
public attitude towards domestic violence;
elaboration of the methods of prevention.
The analysis of the obtained results revealed that 57%25 of respondents consider themselves victims as of domestic violence. Women listed the following reasons of husbands' aggression towards wives: drunkenness (62%25); different forms of manifestation of power (44%25); verbal assault (42%25). financial control (9%25); isolation from the society (6%25). 40%25 of respondents considered themselves to be the victims of physical violence. The following underlying reasons of physical violence were nominated: drunkenness (85%25), problems of self-realization (6%25), incorrect upbringing (9%25). 3%25 of the respondents considered themselves as victims of sexual violence.
The data on the frequency of the family violence varies in the respondents' histories. It should be noted that respondents fail to determine the frequency of the manifestation of violence. Due to the permanent exposure to stress, violence is perceived as a natural typical phenomenon and only life-threatening incidents are controlled and memorized.
In depth interviews also aimed to determine emotional state and typical behavioural pattern of victims in the incidents of violence.
Fear was identified as the leading emotional state for 55%25 of respondents; aggressiveness was revealed among 32%25 and depression - among 13%25 of respondents. Based on the above results it could be stated that passiveness is general characteristic feature of victims of violence. It is manifested not only on the emotional but also on the behavioural level. In particular, typical behavioural pattern of victims during incidents of violence are: flight, avoidance, hiding, and enduring (85%25). These findings were proved not only by the respondents, but also after the analysis of the data of the Consulting Centre.
Response and resistance towards violator during incidents of violence was characteristic of only 15%25 of respondents, which might have been not the primary, but acquired.
Ineffectiveness of interference in the family violence from the society was recognized unanimously. 90%25 of respondents consider that no one can help them with the problem, because „no one cares for my problem“; „I don't want my close people (parents) to be aware about it“; „I hoped that his mother could support me, but she proved to be helpless, so I rely only on myself“. In the extreme situation the involvement of the specialist is possible to summon up the strength. Only 10%25 of respondents consider possible involvement of neighbours and friends. Majority of respondents consider that bringing domestic violence issue to public discussion could be justified, as they assume that family violence is global and stable phenomenon, but without the support from the side of society it is impossible to discuss concrete cases of violence. In addition to the non existence of the adequate public opinion regarding the issue, the unbelief towards the law enforcement bodies was listed as one of the reasons of tabooing family violence. That's why nobody had addressed the police. Respondents consider the following as the means of domestic violence prevention:
disclosure of the facts of domestic violence
elimination of impunity
correct upbringing
involvement of professionals
Hence, the results confirmed the following:
non involvement of the society, means that the society has not formed its position on the family violence;
The victims accept the roles and functions assigned to them by the society. This is manifested in their behaviour and emotional state;
In such a situation destruction of patriarchal stereotypes is possible on individual and not on the society level.
__________________________
1.Тест „Характер взаимодействия супругов в конфликтных ситуациях“, в кн. Психологические Тесты, т.2, под. Ред. А,А, Карелина; изд. Владос, Москва, 2002