The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

GEORGIAN BUSINESS TODAY №3


GEORGIAN BUSINESS TODAY №3


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი GEORGIAN BUSINESS TODAY
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2008 აპრილი, რედაქტორი დოდო ჭუმბურიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა ქათამიძე ოლიკო ზედელაშვილი მარიამ ნანიტაშვილი ქეთი ფაცაცია სალომე კიღურაძე მიხეილ ადეიშვილი თემურ ყანჩაველი ქეთი ჭითანავა ეკა კევლიშვილი დავით მერაბიშვილი ირაკლი ღუღუნიშვილი ლაშა ღუღუნიშვილი ნათია დაღელიშვილი ელენე ხაჩიძე ნინო ქიტიაშვილი ნათია ქურციკიძე თენგო ჯოხაძე ანა ოხანაშვილი ნინო ხარჩილავა სოსო ყიფიანი ხატია ჭუმბურიძე დიზაინი ნათია ზედელაშვილი ფოტო ლაშა ღუღუნიშვილი ირაკლი ღუღუნიშვილი სტილისტ-რედაქტორი ნათია დაღელიშვილი სტამბა: შპს „სეზანი“ ტირაჟი: 2000 ცალი UDC (uak) 338.22 (47922) 55 a-37



1 ბიზნესსიახლეები

▲ზევით დაბრუნება


Clobal Finance-ის რჩეული ბანკი საქართველოში 2008 წლის საუკეთესო ბანკად Clobal Finance”-მა „საქართველოს ბანკი“ დაასახელა. ჯილდოს მიღების შემთხვევაში იგულისხმება, რომ ბანკი უნდა გამოირჩეოდეს შემდეგი მიღწევებით: აქტივების, შემოსავლიანობისა და სტრატეგიული კავშირების ზრდის კუთხით, ასევე კონკურენტული ფასებით, პროდუქტების ინოვაციითა და მომსახურების მაღალი ხარისხით.

Clobal Finance”- უკვე 15 წელია ყოველწლიურად აქვეყნებს საუკეთესო ბანკების სიას აზიის რეგიონში. იგი 1987 წლიდან იბეჭდება და ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისოგამოცემადაა აღიარებული.

მობილურებზე და ქალაქის ტელეფონებზე ტარიფის შემცირება იგეგმება

1 მაისიდან საქართველოში მობილურ ტელეფონზე საუბრის ტარიფი 4 თეთრით შემცირდება. კომუნიკაციის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით ტარიფის შემცირება მობილურებთან ერთად ქალაქის ნომრებზეც გავრცელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საცალო ტარიფზე ფასების ცვლილება საბოლოოდ მაინც თითოეული კომპანიის გადასაწყვეტია.

ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებული თანხები

2008 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულმა თანხამ 90 623 020 ლარი შეადგინა, რაც 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26%- ით აღემატება.

ბადაგონისწარმატება

იტალიის ქალაქ ვერონაში გამართულ ღვინის ფესტივალ „ვინიტალზე“, ღვინის კომპანია „ბადაგონი“ მეორედ წარსდგა. მის მიერ წარმოდგენილ ღვინოებს შორის იყო წელს ჩამოსხმული „ხვანჭკარა“, რომელმაც გამოფენის მონაწილეთა მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ბადაგონის“ 7 დასახელების ღვინო 160 სპეციალისტის მიერ იქნა დაგემოვნებული.

გამოფენაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან სულ 4200-მდე ღვინის კომპანია მონაწილეობდა.

Warren Buffett არის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი.

ამერიკის ყველაზე ცნობილი ინვესტორის Warren Buffett - ის კაპიტალმა შეადგინა 62 მილიარდი ამერიკული დოლარი, 2007 წელს მისი შემოსავალი იყო 10 მილიარდი. მისმა დაგროვილმა კაპიტალმა გადააჭარბა მაიკროსოფტის დამფუძნებლის ბილ გეითსის კაპიტალს, რომელიც იყო ყველაზე მდიდარი ადამიანი 13 წლის განმავლობაში.

გეითსის კაპიტალი ამ ეტაპზე შეადგენს 58 მილიარდ დოლარს და იმყოფება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის მესამე პოზიციაზე. წინა წელს მან მიიღო მხოლოდ 2 მილიარდი დოლარი.

მექსიკის ტელეკომუნიკაციის მაგნატი Carlos Slim Helú არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის მეორე პოზიციაზე. მისი კაპიტალი შეადგენს 60 მილიარდ ამერიკულ დოლარს. მისმა შემოსავალმა წინა წელს შეადგინა 11 მილიარდი ამერიკული დოლარი.

ენერგო-პრო ჯორჯიასადასაქკაბელისერთობლივი კონტრაქტი

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ „საქკაბელის“ ქარხანასთან 15 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რაც სხვადასხვა ტიპის საკაბელო პროდუქციის წარმოებას გულისხმობს.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ გამრიცხველიანების პროცესში „საქკაბელის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გამოიყენებს.

25 ყველაზე ძალაუფლებიანი ადამიანი ბიზნესში:

ზოგიერთი მათგანი არის მშენებელი, ზოგიერთი დაქირავებული „იარაღი“, მაგრამ ისინი ცნობილნი არიან მსოფლიოსთვის როგორც ყველაზე, ძალაუფლებიანი ადამიანები. მათი ათეული ასე გამოიყურება:

  • Steve Jobs

  • Rupert Murdoch

  • Lloyd Blankfein

  • Eric Schmidt, Larry Page, and Sergei Brin

  • Warren Buffett

  • Rex Tillerson

  • Bill Gates

  • Jeff Immelt

  • Katsuaki Watanabe

  • A.G. Lafley

ფოთის წისქვილქარხნის აქციები გაიყიდა

ფოთის „წისქვილ ქარხნის“ აქციათა პაკეტის 92.8%-ის მფლობელი გახდა შპს „სონატა ალიანს ჯორჯია“. სააქციო საზოგადოების 543848 აქციაზე 5 მარტს დადებული არასაბირჟო გარიგების შედეგები ქარხნის მეპატრონემ კანონით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს საფონდო ბირჟას მიაწოდა. გარიგების მოცულობა 2 692 047 ლარით განისაზღვრა.

ვაგზლის შენობის რესტავრირება 1 წელიწადში დასრულდება

საქართველოს რეკონსტრუქციასა და განვითარების კომპანია (GRDC) რამდენიმე დღეში თბილისის ცენტრალური ვაგზლის შენობაში სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს. კომპანია 20 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავს.

ინვესტიცია რკინიგზის სადგურში ახალი ტიპის სატრანსპორტო და სავაჭრო კვანძების შექმნას მოხმარდება. ობიექტი GRDC-მა GMC ჰოლდინგთან ერთად 49- წლიანი იჯარით აიღო. კომპანიამ საცხოვრებელი ფართით უკვე დააკმაყოფილა აფხაზეთიდან დევნილი 90 ოჯახი, რომლებიც წლების მანძილზე რკინიგზის სადგურის შენობაში ცხოვრობდნენ. რესტავრირებულ რკინიგზის სადგურს ინვესტორი მომავალი წლის გაზაფხულზე გახსნის.

ბიზნესის წარმოებისათვის ყველაზე იაფი ქვეყანა

ბიზნესის წარმოებისთვის იაფი ქვეყნის გამოსავლენად აუდიტორიულსაკონსულტაციო საერთაშორისო კომპანიამ გამოკვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, ბიზნესის წარმოებისათვის უიაფეს ქვეყნად მექსიკა დასახელდა.

ამ ქვეყანაში ბიზნესის წარმოება აშშ-სთან შედარებით 20.5%-ით იაფია. ამ მხრივ მექსიკური ქალაქები პუაბლა, გვადალახარა და მონტერეია გამოირჩევა. კვლევისას ისეთი მაჩვენებლები იქნა გათვალისწინებული, როგორებიცაა მუშახელის ღირებულება, ინფრასტრუქტურის განვითარება, საგადასახადო სისტემა, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობა და ა.შ. მექსიკის შემდეგ, რეიტინგის პირველ ათეულში კანადა, აშშ, ავსტრალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იტალია, იაპონია და გერმანია მოხვდნენ.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

10-12 აპრილს „Expogeorgia“-ს საგამოფენო დარბაზში გაიმართა მე-10 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა. ქართულ ტურისტულ ორგანიზაციებთან ერთად წარმოდგენილი იყო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

გამოფენის მონაწილენი იყვნენ საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციები, ტურისტული სააგენტოები და ტუროპერატორები.

მონაწილეობას ღებულობდნენ ასევე სასტუმროები და საზაფხულო სახლები, სამთო და საზღვაო კურორტების, ახალგაზრდული ბანაკებისა და ტურისტული აღჭურვილობების წარმომადგენელნი.

აღნიშნული გამოფენის მონაწილენი ტურისტულ მომსახურებასთან ერთად გვთავაზობდნენ სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებას: საკონსულტაციო მომსახურებას, საზოგადოებრივ ურთიერთობებს, განათლებას, ტურისტულ ჟურნალგაზეთებს, გამომცემლობას, ტურისტულ დაზღვევას, საინვესტიციო პროგრამებს, ამავე დროს მუსიკალურ ფესტივალებს, რესტორნებს, თეატრსა და მუზეუმებს.

სემეკმამიერთების ტარიფები განსაზღვრა

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, (სემეკი) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მომმარებლის მიერთების ახალი ტარიფები განსაზღვრა.

სემეკის ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისას მომხმარებელი ერთჯერად გადასახადს იხდიდა.

ახალი დადგენილებით, გადასახადი კილოვატსაათების ოდენობაზე იქნება დამოკიდებული. სემეკმა მიერთების ტარიფი შემდეგნაირად განსაზღვრა: 0 კვტ-დან 6 კვტ-ს ჩათვლით - 0 ლარი; 6 კვტდან 20 კვტ-ს ჩათვლით - 20 ლარი; 20 კვტ-დან 50 კვტ-ს ჩათვლით - 70 ლარი; 50 კვტ-დან 100- კვტ-ს ჩათვლით 120 ლარი და 100 კვტ-დან ზევით 170 ლარი.

ახალი ტარიფი ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომლებიც არ არიან მიერთებულნი გამანაწილებელ ქსელთან.

2 „საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრი“ - CIPE

▲ზევით დაბრუნება


„საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრი“ - CIPE ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატისა და აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული მხარდაჭრის ორგანიზაციის არაკომერციული წევრია. CIPE-ი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის მიერ 1983 წელს დაფუძნდა. CIPE-ს მხარდაჭერილი აქვს 1000-ზე მეტი პროექტი, მათ შორის 100-მდე ინიციატივა განვითარებად ქვეყანაში. CIPE-ი ითვალისწინებს კერძო სექტორის ჩართულობას სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობასა და ინსტიტუციონალურ რეფორმეში, ასევე სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესებასა და საბაზრო საწყისებზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემის მშენებლობას.

CIPE-ის მისია - მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის გაძლიერება კერძო მეწარმეობისა და საბაზრო რეფორმების ხელშეწყობის გზით.

CIPE-ის ამოცანები:

  • ლეგალური და ინსტიტუციონალური სტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც აუცილებელია ღია საბაზრო საზოგადოების ფორმირებისა და შენარჩუნებისათვის;

  • დემოკრატიულ პროცესებში ბიზნესის ჩართულობის გაზრდა;

  • კერძო მოხალისეობრივი ბიზნესორგანიზაციებისა და ასოციაციების დამოუკიდებლობის ხელშეწყობა;

  • ისეთი პროგრამების ხელშეწყობა, რომლებიც უზრუნველყოფს ბიზნესის შესახებ ცოდნის ამაღლებასა და კერძო სექტორის მეწარმეობრივი კულტურის გაძლიერებას;

  • მხარდაჭერის გაზრდა უფლებების, თავისუფლებისა და ვალდებულების შესახებ, რომელიც განუყოფელია დემოკრატიული კერძო მეწარმეობის სისტემისათვის;

  • ბიზნესსაზოგადოებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად.

CIPE-ი მუშაობს ოთხი პრინციპული კუთხით, რომელიც მოიცავს ბიზნესსაზოგადოების დახმარებას, გახდნენ საბაზრო რეფორმებისა და დემოკრატიული მმართველობის წამყვანი ხელშემწყობები.

CIPE-ი თანამშრომლობს ბიზნესასოციაციებ- თან და სხვა კერძო სექტორის ორგანიზაციებთან ისეთ ქვეყნებში, სადაც არის პროგრესის საჭიროება და რეფორმების შესაძლებლობა.

2007 წლის სექტემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია CIPE-ის პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს - „ბიზნესგარემოს გაუმჯობესება საქართველოში“.

3 ბიზნესმიგნებები

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის პროექტის - „ბიზნესგარემოს გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში განხორციელდა ბიზნესგარემოს კვლევა, რომლის შედეგადაც შესწავლილ იქნა 1000 საწარმო საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული რაოდენობრივი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კანონების ხშირი ცვალებადობა, ასევე მრავალი ორაზროვანი და რთულად გასაგები ჩანაწერი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია კერძო სექტორისათვის. ბიზნესის წინაშე მდგარი პრობლემებისა და სხვდასხვა სეტორების შესაძლო როლების შესახებ წინა ნომერში ვისაუბრეთ. ახლა გთავაზობთ უშუალოდ კანონდებლობასა და მასთან დაკავშირებული გამოვლენილი მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვას.

ზოგადი შეფასებები

შესწავლილი საწარმოების 42%- მხოლოდ 1-დან 5 წლამდე ოპერირების გამოცდილება აქვს. თითქმის ყოველთვიურად იზრდება რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა, თუმცა ბევრი მათგანი ვერ ახერხებს ბიზნესის წარმატებულ მართვას და საკმაოდ მოკლე პერიოდში ტოვებს ბაზარს. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბიზნესის მართვისა და დაგეგმვის კულტურა ძალიან დაბალია. ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებულ ხელშეწყობას კი მიკრო და მცირე ბიზნესი საჭიროებს.

შესწავლილი საწარმოების ფუნქციონირების პერიოდები:

0x01 graphic

ჩატარებულ კვლევაში შესწავლილია მეწარმეთა დამოკიდებულებები და ხედვები ბიზნესგარემოს სხვადასხვა ასპექტების მიმართ. რესპოდენტებმა ასევე მოახდინეს ბიზნესგარემოს ზოგადი შეფასება. გამოკითხულთა უმრავლესობის (61%25) აზრით, ბიზნესგარემო საქართველოში მეტ-ნაკლებად ნორმალურია. 26%25-ს მიაჩნია, რომ არსებული გარემო აფერხებს ბიზნესის განვითარებას. გამოკითხულთა მხოლოდ 7%25-სათვის არის ბიზნესგარემო - პოზიტიური და ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

ბიზნესგარემოს ზოგადი შეფასება

0x01 graphic

ბიზნესის ოპერირების ძირითად წესებს აწესებს სახელმწიფო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით. სწორედ კანონმდებლობაზეა დამოკიდებული, რამდენად გამჭვირვალე, სამართლიანი და მოქნილია ბიზნესგარემო. თუმცა ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად ფლობენ მეწარმეები ინფორმაციას მათი საქმიანობის მარეგულირებელი კანონისა თუ ნორმატიული აქტის შესახებ.

კვლევის შემდეგი ბლოკი მიზნად სწორედ კანონმდებლობასთან მიმართებაში კერძო სექტორის ცნობიერების დონისა და დამოკიდებულების გამოვლენას ისახავდა.

საკანონმდებლო რეგულირების ზოგადი შეფასება

გამოკითხული 1000 საწარმოდან კითხვაზე: „რომელი კანონები არეგულირებს თქვენს ბიზნესს?“ - საგადასახადო კოდექსი 77%25-მა დაასახელა. სხვა კანონებზე გაცილებით დაბალი მაჩვენებელი მოდის (საშუალოდ 5%25), რაც მიუთითებს იმაზე, რომ მეწარმეების უმრავლესობა უბრალოდ არ ფლობს ინფორმაციას, თუ რომელი კანონები არეგულირებს მათ საქმიანობას. ზოგადად, საგადასახადო კოდექსის მხრივაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, ანუ შესწავლილი საწარმოების 23%25-მა არც კი იცის, რომელი კანონის მიხედვით იხდის გადასახადებს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ზოგიერთმა მცირე მეწრამემ კითხვაზე: „რა გადასახადებს იხდით?“ -

საშემოსავლო გადასახადთან ერთად ელექტროენერგიის, გაზისა და სხვა კომუნალური გადასახადებიც დაასახელა. რესპოდენტთა 14%25-მა საერთოდ ვერ დაასახელა ვერც ერთი კანონი, რომელიც მის ბიზნესს არეგულირებს. ეს, ალბათ, საკმაოდ საგანგაშო მონაცემია.

რესპოდენტთა თითქმის 40%25-ს მიაჩნია, რომ კანონები საჭიროებს ცვლილებებს; დაახლოებით 25%25-ის აზრით, კანონმდებლობა ძალიან ხშირად იცვლება და, ამასთან, მრავლადაა რთული და ორაზროვანი ჩანაწერები. მხოლოდ მეწარმეთა 9%25-მა შეაფასა ქართული ბიზნესმარეგულირებელი კანონმდებლობა, როგორც გამართული და სავსებით გასაგები.

არსებული კანონმდებლობის ზოგადი შეფასება

0x01 graphic

ლიცენზიები და ნებართვები

ლიცენზიები და ნებართვები ქართული ბიზნესის ერთ-ერთი მძიმე ტვირთი იყო წლების განმავლობაში. 2004 წელს მიღებული ახალი კანონის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობა. აღნიშნული რეფორმის დადებითი ზეგავლენა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩატარებულმა კვლევამ. რესპოდენტთა მხოლოდ 23%25 საჭიროებდა ლიცენზიას, 3%25-მა კი არ იცოდა ექვემდებარებოდა თუ არა მათი საქმიანობა ლიცენზირებას. აქ ისევ ინფორმირებულობის პრობლემას ვხვდებით. თუმცა, სხვა კანონებისგან განსხვავებით ამ მიმართულებით მეწარმეები ყველაზე მეტად არიან ინფორმირებულნი. რაც შეეხება იმ მეწარმეებს, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზიას ან/ და ნებართვას, მათი 96%25 უკვე ფლობს შესაბამის ლიცენზიას/ ნებართვას, ხოლო დანარჩენი 4%25 კი კვლევის ჩატარების პერიოდისათვის შესაბამისი დოკუმენტის მიღების პროცესში იყო. ლიცენზიის მფლობელთა ნახევარზე მეტმა პროცედურა უპრობლემოდ გაიარა, ხოლო დანარჩენთათვის ლიცენზიის/ნებართვის მიღების პროცედურა საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა.

ლიცენზიის მფლობელთა 31%25-ს მიაჩნია, რომ აუცილებელია ლიცენზიის/ ნებართვის მისაღებად საჭირო დროის შემცირება, 31%25-ის აზრით კი პროცედურა გამართულია და არ საჭიროებს გაუმჯობესებას, 23%25 უკმაყოფილოა წარსადგენი დოკუმენტების სახეებითა და რაოდენობით.

ლიცენზიის/ნებართვის მიღების პროცესის შეფასება

0x01 graphic

საგადასახადო კანონმდებლობა

როგორც აღინიშნა, საგადასახადო კოდექსი ყველაზე ხშირად დასახელდა მეწარმეების მიერ. ზოგადადაც, ეს ბიზნესის მარეგულირებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იურიდიული დოკუმენტია. კვლევის ერთერთი მიზანი კონკრეტული მიმართულებების მიმართ მეწარმეების ცნობიერების დონისა და დამოკიდებულების შეფასებაა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მეწარმეთა 96%25 იხდის საშემოსავლო გადასახადს, 86%25 კი -სოციალურ (შენიშვნა: საველე კვლევის პერიოდისათვის საკანონმდებლო ცვლილება სოციალური გადასახადის გაუქმების შესახებ ძალაში არ იყო შესული). საგულისხმოა ის მონაცემი, რომ საწარმოთა მხოლოდ 61%25 იხდის მოგების გადასახადს. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი გამოკითხულ რესპოდენტთა 27%25-ია.

გადასახადები, რომლებსაც იხდის ქართული ბიზნესი

0x01 graphic

რესპოდენტებმა შეაფასეს საგადასახადო კოდექსი: მათ 27%25-ს მიაჩნია, რომ კანონი მეტ-ნაკლებად გამართული და გასაგებია. თუმცა, რესპოდენტთა უმრავლესობის (41%25) აზრით, კოდექსი საჭიროებს ცვლილებებს და იგი საკმაოდ დასახვეწია; 12%25-ისათვის კი პრობლემატურია ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები.

საგადასახდო კანონმდებლობისა და მეწარმეების ცნობიერების დონეზე საუბრისას აუცილებელია შევაფასოთ, რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებისა და ახალი პროცედურების შესახებ. რესპოდენტთა მხოლოდ 27%25-ს მიაჩნია, რომ ისინი სრულიად ინფორმირებულნი არიან; 37%25 ფლობს მათთვის აუცილებელ ძირითად ინფორმაციას; ხოლო 35%25-სთვის კი ინფორმაცია ან საერთოდ არაა ხელმისაწვდომი, ან ძალიან უჭირთ კითხვებზე პასუხების მიღება.

შესწავლილ საწარმოთა 51%25 საგადასახადო ინფორმაციას უშუალოდ საგადასახადო ორგანოში იღებს, რაც, ალაბათ, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და საგადასახადო ორგანოების მუშაობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

ასევე გამოიკვეთა მას-მედიის როლი. მეწარმეთა 39%25 საჭირო ინფორმაციას ტელევიზიის, რადიოს ან/და გაზეთის საშუალებით იღებს. აქვე, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებული კამპანიებიც.ზოგადად, რესპოდენტებმა საგადასახადო პროცედურები შეაფასეს როგორც უპრობლემო ან ნაკლებად პრობლემატური. საკმაოდ კრიტიკულად შეფასდა გადასახადების მოცულობა, მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მეწარმისათვის ყოველთვის სასურველი იქნება ყველაზე დაბალი გადასახადის შემცირებაც კი. რესპოდენტთა 53%25-ის შეფასებით, ძალიან მაღალია საშემოსავლო გადასახადი. რაც შეეხება მოგების გადასახადს, მეწარმეთა 40%25-სთვის მისი განაკვეთი ნორმალურია, ხოლო 58%25-სთვის - მაღალი. რესპოდენტთა თითქმის 60%25 მიიჩნევს, რომ ასევე ძალიან მაღალია დამატებული ღირებულების გადასახადი. ქონების გადასახადის შეფასებისას კი რესპოდენტთა უმრავლესობამ (55%25) აღნიშნა, რომ მისი განაკვეთი ნორმალურია.

საველე კვლევის პროცესისათვის ცვლილება სოციალური გადასახადის გაუქმებასა და საშემოსავლოს ზრდასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში უკვე შესული იყო, თუმცა არ იყო ძალაში შესული. რესპოდენტთა 49%25 არ ფლობდა ინფორმაციას ამ მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ. ინსტრუქციის შესაბამისად ინტერვიუს პროცესში მათ მიეწოდათ შესაბამისი ინფორმაცია. ცნობილია, რომ აღნიშნულ ცვლილებას არაერთგვაროვანი რეაქციები და შეფასებები მოჰყვა. საინტერესოა უშუალოდ მეწარმეების აზრი, თუ რა გავლენას მოახდენდა აღნიშნული ცვლილება მათ ბიზნესზე.

საკანონმდებლო ცვლილების ზეგავლენის შეფასება

0x01 graphic

საბაჟო კანონმდებლობა

შესწავლილ საწარმოთა მხოლოდ 13%25 ახორციელებს ექსპორტს ან/და იმპორტს. ეს მაჩვენებელი, ალბათ, იმაზეც მიუთითებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ძირითადად მსხვილი კომპანიები ახერხებენ გასვლას. ამდენად, აუცილებელი იქნება ექსპორტის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება. გამოკითხულთა 51%25-ს მიაჩნია, რომ კოდექსი საკმაოდ დასახვეწია; 25%25-ის აზრით, საბაჟო კანონმდებლობა მეტნაკლებად გამართულია; 13%25 კი ფიქრობს, რომ კოდექსში მრავლადაა ორაზროვანი და რთულად გასაგები ჩანაწერები.

ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საკითხების გამოვლენისას დადგინდა, რომ ძირითად საბაჟო ინფორმაციას რესპოდენტების 43%25 უკვე ფლობს, 32%25-ს კი მიაჩნია, რომ სრულიად ინფორმირებულები არიან. რაც შეეხება ინფორმაციის წყაროებს, რესპოდენტთა 49%25 ინფორმაციას უშუალოდ საბაჟო ორგანოებიდან იღებს, ხოლო 28%25 კი - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან. საბაჟო კანონმდებლობა, შეიძლება ითქვას, სრულიად შეიცვალა და ახალი პირობები დააწესა. რესპოდენტებმა შეაფასეს სხვაობები ძველ და ახალ საბაჟო კანონდებლობას შორის. 35%25 საკმაოდ სკეპტიკურად აფასებს ახალ კოდექსს და ფიქრობს, რომ არაფერი არ შეცვლილა; 30%25-ის აზრით, მნიშვნელოვანი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ გამარტივდა პროცედურები; 8%25 კი მიიჩნევს, რომ შემცირდა ტარიფები.

4 გჭირდებათ მარკეტინგული კვლევები?

▲ზევით დაბრუნება


დღეს კომპანიები ცდილობენ სხვადასხვა ხერხებითა და მეთოდებით დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ქართულ ბიზნესსექტორში, სწორედ ამიტომ ისინი ხშირად გვევლინებიან ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურებების ინიციატორებად. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ კომპანიები ჯერ აწარმოებენ ამა თუ იმ ახალ პროდუქტს/მომსახურებას და მხოლოდ შემდგომ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მათ მიერ შეთავაზებული პროდუქტის/მომსახურების გაყიდვა არც თუ ისე ადვილი ყოფილა. შემდეგ კი ხშირად ჩნდება კითხვები: რატომ არ იყიდება პროდუქტი? რა არის ამის მიზეზი? და ბოლოს კი ფიქრობთ, რომ თქვენ უბრალოდ არ გაგიმართლათ.

პასუხი მარტივია - ბიზნესების უმრავლესობას არ ესმის ბაზრის ხმა, რაც გულისხმობს, რომ ისინი სთავაზობენ ისეთ პროდუქტს ან მომსახურებას, რომელიც არ პასუხობს მომხმარებელთა და ბაზრის საჭიროებებსა და მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ პროდუქციის ან სერვისის შექმნამდე და შეთავაზებამდე, თითოეულმა კომპანიამ კარგად უნდა გაარკვიოს, რა უნდა მომხმარებელს, რა ფასად იყიდის ამ პროდუქტს და რატომ იყიდის სწორედ ამ პროდუქტს და არა სხვას.

ამ სპეციფიკური მარკეტინგული პრობლემების მოგვარების გზა არის მარკეტინგული კვლევები. აქ ჩნდება კიდევ რამოდენიმე კითხვა: რა არის მარკეტინგული კვლევა და რისთვის გვჭირდება იგი?

იმისათვის, რომ მენეჯერმა მიიღოს მართებული გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იგი აუცილებლად უნდა ფლობდეს ყველა სახის საჭირო ინფორმაციას. საჭირო ინფორმაციის ფლობა ხშირ შემთხვევაში დიდ პრობლემას წარმოადგენს, მენეჯერები მიმართავენ სხვადასხვა მექანიზმებსა და წყაროებს. ინფორმაციის მოძიების ერთ-ერთ გავრცელებულ და ყველაზე აქტუალურ წყაროს წამოადგენს მარკეტინგული კვლევა, რომლის მიზანია უზრუნველყოს მენეჯერი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ინფორმაციით.

მარკეტინგული კვლევების გამოყენების მიზეზები სხვადასხვაა:

1. ბაზრის შესაძლებლობებისა და პრობლემების იდენტიფიცირება;

2. საჭირო მარკეტინგული ქმედებების განხორციელება, დახვეწა და შეფასება;

3. მარკეტინგული აქტივობების შესრულების მონიტორინგი;

4. მარკეტინგის, როგორც პროცესის გაუმჯობესება. მარკეტინგული კვლევებისგანხორციელება მოიცავს 11 ეტაპს:

0x01 graphic

ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი - საქართველო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს კონსულტაციებსა და ტრენინგებს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში უკვე 800-მდე მეწარმეს დავეხმარეთ სხვადასხვა კუთხით, კერძოდ: საწარმოთა რეგისტრაცია, კადრების დაქირავება, კადრების გადამზადება, მარკეტინგული გეგმის და სტრატეგიის შემუშავება, ბიზნესკონსულტაციები და ტრენინგები.

„ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი - საქართველო“, თბილისი კონსალტინგი სხვადასხვა მომსახურებებ- თან ერთად გთავაზობთ მარკეტინგული კვლევების განხორციელებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მომსახურება მოიცავს კვლევის განხორციელებისათვის საჭირო 11 ეტაპს, ანუ პრობლემის იდენტიფიცირებისა და კვლევის ტიპის დაგენიდან საბოლოო ანგარიშის მომზადების ჩათვლით. მოთხოვნის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ჩვენი ექსპერტების მიერ მომზადებულ რეკომენდაციებსა და კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც უნდა განახორციელოს თქვენმა კომპანიამ. ჩვენთან თანამშრომლობა იქნება თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარი.

5 სახელმწიფო დასაქმების პროგრამები - ეკონომიკის განვითარების მთავარი ბერკეტი თუ სიღარიბის აღმოფხვრის მექანიზმი?!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოცაცია სწავლობს შრომის ბაზრის განვითარების ხარისხს საქართველოში. პროექტმომავალი სიღარიბის გარეშე“- ფარგლებში შესწავლილ იქნა სახელმწიფო დასაქმების პროგრამები, რისთვისაც გამოიკითხა 1000 საწარმო.

ქვეყანაში სიღარიბის დონის შესამცირებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა უმუშევრობის შემცირება, რაც მიიღწევა სტაბილური სამუშო ადგილების შექმნით. აღნიშნულის განხორციელებისათვის კი აუცილებელია არსებული შრომის ბაზრის შესწავლა, მისი მოთხოვნების განსაზღვრა, სახელმწიფოს მხრიდან სწორი სოციალური პოლიტიკის შემუშავება და გატარება.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა სამაგიდო კვლევა პროექტ - „მომავალი სიღარიბის გარეშე“-ის ფარგლებში, რომელიც ასახავს საქართველოს შრომის ბაზრის პრობლემებსა და გამოწვევებს, სახელმწიფოს როლის მნიშვნელობას უმუშევრობის შემცირების კუთხით, სახელმწიფო დასაქმების პროგრამების შეფასებას და რეკომენდაციებს.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ჩაატარა სხვადასხვა ტიპის კვლევები საქართველოში არსებული შრომის ბაზრის ანალიზის, ასევე სახელმწიფო დასაქმების პროგრამების შეფასების მიზნით.

მიმდინარე სახელმწიფო დასაქმების პროგრამები

2007 წლის ივნისიდან ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება დაბალპროცენტიანი (low-rate) კრედიტით, რომელიც მიმართულია ტურიზმის სფეროს განვითარებისაკენ.

დასაქმების პროგრამის მიზანს წარმოადგენდა:

  • რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა;

  • მოსახლეობის დასაქმების ზრდა;

  • ტურიზმის სექტორში მცირე ბიზნესების და, განსაკუთრებით, ოჯახური მეურნეობების მხარდაჭერა და მათი განვითარების ხელშეწყობა;

  • ტურისტულ ბიზნესში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა;

  • ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება;

  • დროებითი საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოფა (მცირე ზომის სასტუმროები და ..);

  • ტურიზმთან დაკავშირებული აქტივობების პოპულარიზაცია, როგორიცაა კემპინგი, ჯომარდობა, ცხენოსნობა და ..;

  • მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობა.

მთავრობამ „დასაქმების პროგრამა 2007“-ის პარტნიორად ტენდერის საფუძველზე „პროკრედიტ ბანკი“ შეარჩია, რომელსაც 5-მილიონიანი საკრედიტო რესურსი გამოეყო.

დაგეგმილისამებრ, გაცემული კრედიტების მოცულობამ 1 000 ლარიდან 50 000 ლარამდე შეადგინა 5 წლამდე ვადით. დაფინანსება გაიცა მათზე, ვინც ბანკს წარმოუდგინა საუკეთესო ბიზნესიდეა. აღნიშნულმა პროგრამამ მოიცვა შემდეგი რეგიონები: იმერეთი, კახეთი, სამეგრელო/ზემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, რაჭა/ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი, გურია, აჭარა. პროგრამის ფარგლებში უპირატესობა იმ პროექტებს ენიჭებოდა, რომლებიც ხელს უწყობდნენ ტურიზმის განვითარებას შესაბამის რეგიონებში. ფონდის დიდი ნაწილი (4 მილიონი ლარი) მიმართული იყო მცირე ბიზნესისა და ოჯახური მეურნეობისაკენ, რომლებიც ტურიზმის სფეროში საქმიანობდნენ და დამატებით ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს საჭიროებდნენ.

ტურიზმის განვითარების სესხის პირობები შემდეგნაირად იყო წარმოდგენილი:

  • თანხა - 1000-დან 50 000 ლარამდე;

  • ვადა - 60 თვემდე;

  • საპროცენტო განაკვეთი - 12%25 თანხის მიუხედავდ;

  • გაცემის საკომისიო - 0%25;

  • სესხის წინასწარი დაფარვის საკომისიო - 0%25;

  • სესხის უზრუნველყოფა (გირაო) - არაა აუცილებელი 10 000 ლარამდე კრედიტის შემთხვევაში.

კრედიტის დაფარვის გრაფიკი დგებოდა კლიენტთან შეთანხმებით, ძირითადად სესხი გაიცემოდა სეზონური დაფარვებით.

სესხების განაწილება რეგიონების მიხედვით

0x01 graphic

2008 წლის იანვრის მონაცემებით მცხეთა - მთიანეთის რეგიონზე მოდიოდა გაცემული სესხების 24%25, სულ 625 000 ლარის ოდენობით. ამ რეგიონში თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მცხეთა - 82 000 ლარი;

  • თიანეთი - 99 000 ლარი;

  • დუშეთი - 130 000 ლარი;

  • გუდაური - 125 000 ლარი;

  • ყაზბეგი - 189 000 ლარი.

სამცხე - ჯავახეთის რეგიონში გაცემულმა სესხების ჯამმა შეადგინა 521 500 ლარი (20%25), აქედან ახალციხეზე - 50 000 ლარი, ხოლო ბორჯომის ხეობაზე - 471 500 ლარი. კახეთის რეგიონში გაცემულ იქნა მთელი თანხის 17%25, ანუ 432 000 ლარი, შესაბამისად:

  • თელავი - 273 000 ლარი;

  • გურჯაანი - 75 000 ლარი;

  • სიღნაღი - 32 000 ლარი;

  • ყვარელი - 52 000 ლარი.

კრედიტი მოცულობით 5 000 (ხუთი ათასი) ლარი მიიღო 26-მა ორგანიზაციამ. როგორც ცხრილიდან ჩანს, აღნიშნულ ორგანიზაციებზე კრედიტის მიცემის შედეგად დასაქმდა 270 ადამიანი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ თითო ორგანიზაციამ საშუალოდ დაასაქმა 10 ადამიანი. 2008 წლის 31 იანვრის მონაცემებით სულ მიღებულია დაახლოებით 1000-ზე მეტი განაცხადი, მათგან გასაცემად დამტკიცდა 115 განაცხადი. შერ- ჩეული განაცხადების საფუძველზე დამტკიცებული და გაცემული თანხა უდრის 2 483 000 ლარს. გაცემული კრედიტების რაოდენობამ შეადგინა 115, აქედან 92%25 ანუ 106 კრედიტი გაიცა ინდ. მეწარმეზე. მხოლოდ 9 კრედიტი გაიცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 29 დამწყები ბიზნესი დაფინანსდა საერთო მოცულობით - 664 900 ლარი, რამაც გაცემული სესხების მთლიანი მოცულობის 26%25 შეადგინა. თანხის დანარჩენი 74%25 (1 918 100 ლარი) 86 არსებული საწარმოს დაფინანსებას მოხმარდა.

ტრენინგები გაიარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების 500-ზე მეტმა მცხოვრებმა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სწავლებები განახორციელეს სატრენინგო ცენტრებმა თბილისში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, ლენტეხში, ახალციხესა და ახალქალაქში.

პრეზიდენტის დასაქმების ეს პროგრამა მიმართული იყო რეგიონებში ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ტურიზმის სფეროს გააქტიურებისაკენ.

სახელმწიფომ მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონებში, ტურისტული საქმიანობის პოტენციალის მიუხედავად, მოსახლეობას არასაკმარისი ინფორმაცია და უნარ-ჩვევები გააჩნია ტურისტული ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებსა და ტენდენციებზე.

მოქმედ და პოტენციურ მეწარმეთა მხრიდან ბანკში წარდგენილ განცხადებებში ძირითადი აქცენტი იყო საცხოვრებელი სახლების ოჯახურ სასტუმროებად, ე.წ. „გესტჰაუზებად“ გადაკეთებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სერვისი გათვლილია არა მხოლოდ უცხოელებზე, არამედ შიდა ტურიზმის განვითარებაზეც, გარდა საოჯახო სასტუმროებისა, აგრეთვე მოთხოვნაა ხალხური რეწვის საქმიანობის, ტურისტულ ეკი პირების და მოწყობილობების გაქირავების დაფინანსებაზე და სხვ.

პროექტის მონაწილეთა კონტინგენტს შეადგენდა როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვანი მოსახლეობა, ხოლო პროექტის მონაწილეთა საშუალო ასაკობრივი მაჩვენებელი 46 წელია. მიჩნეულია, რომ რაიონებში მცხოვრებ ასაკოვან ადამიანებს ბოლო 17 წლის მანძილზე, ფაქტობრივად, არ განუახლებიათ თავიანთი ცოდნის მარაგი, რითაც ძალზედ ჩამორჩნენ თნამედროვე ინფორმაციას და მინიმალური ცოდნის სტანდარტებს. შესაბამისად, სატრენინგო პროგრამებს აქვს ორი მიმართულება:

  • პირველი - ზოგადი ინფორმაცია მენეჯმენტზე, მარკეტინგზე, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის თემებზე, საგადასახდო ვალდებულებათა ცოდნაზე და ა.შ.

  • მეორე - ინფორმაცია კონკრეტულად ტურისტულ ბიზნესსა და ტურიზმის მარკეტინგზე.

პროგრამის ფარგლებში დაიბეჭდა სახელმძღვანელოები, რომლებიც ტრენიგების მონაწილეებს გადაეცათ.

სახელმწიფო მიიჩნევს, რომ არსებული 5 მილიონის გრძელვადიანი ინვესტირება მცირე და საშუალო ტურისტულ საწარმოებში რადიკალურად ვერ შეცვლის დასაქმების კუთხით არსებულ პრობლემატიკას, თუმცა ალბათობა კრედიტის მიღებისა მოქმედ თუ დამწყებ მცირე მეწარმეს ბევრად მეტი აქვს სწავლების პროგრამის შემდეგ, ვიდრე ამ სწავლებამდე. იმ შემთხვევაში თუ ბანკი დააფინანსებდა მეწარმის ტურისტულ ბიზნესს, დასაქმების პროგრამა შემდგომ ეტაპებზეც სერიოზულ თანადგომას უწევდა მას კონსულტირებისა და მარკეტინგული დახმარების სახით. ასევე, ბანკი ეხმარებოდა მეწარმეებს ტურისტული მარშუტების ჩამოაყალიბებასა და ტუროპერატორებისათვის წარდგენაში.

რაც შეეხება თავად პროგრამის ინაარსს, აღნიშნული პროგრამის ცალკეული ელემენტები დასავლეთ ევროპული და პოსტ-კომუნისტური სივრცის ტურისტული პროექტებიდან არის შერჩეული. როგორც მთავრობა აცხადებს, პრეზიდენტის დასაქმების პროგრამის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ იგი გრძელვადიანია და წარმატების შემთხვევაში მცირე მეწარმეს სოციალურ მდგრადობას და საკუთარი საქმის დაწყების შესაძლებლობას აძლევს.

2007-2008 წლის დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამა

2007 წლის 5 დეკემბერს საქარ- თველოს პრეზიდენტის ინიციატივით გამოიყო 100 მილიონი ლარი დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელებისათვის, რომელიც ითვალისწინებდა 100 000-მდე სამუშაოს მაძიებლის პროგრამაში ჩართვას. კომპანიებს, რომლებსაც ჰქონდათ თავისუფალი ვაკანსიები და ესაჭიროებოდათ თანამშრომლები სხვადასხვა სფეროში, რეგისტრაცია უნდა გაევლოთ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში.

2007-2008 წლის დასაქმების პროგრამა 25-დან 60-წლამდე ასაკის 100 000 ადამიანზე იყო გათვლილი. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფდა კომპანიებისთვის საჭირო კადრების სამთვიან პროფესიულ გადამზადებას, რომლის მიმდინარეობისას თითოეული ადამიანი სტიპენდიის სახით თვეში 200 ლარს მიიღებდა. მთლიანად პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფომ 60 მილიონი ლარი გამოყო.

სარეგისტრაციო პუნქტები გაიხსნა თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბა- თუმსა და ფოთში.

2008 წლის თებერვლის მონაცემებით, 114 ათასი ადამიანიდან 200 ლარიანი სტიპენდია 111 ათასმა ადამიანმა მიიღო, რამაც ჯამურად 22 200 000 ლარი შეადგინა. მეორე თვის სტიპენდია აღნიშნული პერიოდისთვის 109 ათასმა ადამიანმა მიიღო. დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამის მესამე ეტაპი 2008 წლის 5 აპრილს დაიწყო და ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა რაოდენობრივი კვლევა 2007-2008 წლის დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამის ეფექტურობის შეფასების მიზნით. კვლევა ჩატარდა საქართველოს მასშტაბით.

აღნიშნული კვლევა ითვალისწინებდა დასაქმების პროგრამების გძელვადიანი და მოკლევადიანი შედეგების განსაზღვრას და მათ ანალიზს.

სულ გამოკითხული იქნა1001 ორგანიზაცია/საწარმო. გამოკითხულთაგან 2007-2008 წლის დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამაში“ მონაწილეობა მიიღო 95%25-მა ანუ 945-მა საწარმო/ორგანიზაციამ, გამოკითხულთაგან 56 საწარმომ კი არ მიიღო მონაწილეობა დასაქმების პროგრამაში.

რატომ არ მიიღეთ მონაწილეობა დასაქმების პროგრამაში?

0x01 graphic

მიზეზად რესპოდენტთა ძირითადმა ნაწილმა ინფორმაციის სიმწირე დაასახელა, ხოლო 44%25- არ ესაჭიროებოდა დამატებითი კადრები. როგორც აღვნიშნეთ, 2007-2008 წლის დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამაში მონაწილეობა მიიღო (ანუ რეგისტრაცია გაიარა) 945-მა რესპოდენტმა, თუმცა აქედან 297 (ანუ 31.5%25) საწარმოს/ორგანიზაციის განაცხადს არ ჰქონია გამოხმაურება სახელმწიფოს მხრიდან. ასეთი ტიპის შემთხვევები ძირითადად დაფიქსირდა ხელვა- ჩაურში (65 საწარმო), ბათუმში (50 საწარმო), თბილისში (37 საწარმო), ქუთაისში (33 საწარმო), ხულოში (25 საწარმო), ქობულეთში, (33 საწარმო), თელავსა (14 საწარმო) და რუსთავში (6 საწარმო).

იმ საწარმოებმა, რომლებმაც მიიღეს 2007-2008 წლის დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა, პროგრამის ფარგლებში სულ დაასაქმეს 50 824 ადამიანი, თუმცა გრძელვადიან თანამშრომლობას დამქირავებელები გეგმავენ მხოლოდ 5 181 კადრთან, რაც თავდაპირველ დასაქმებულთა მხოლოდ 10.2%25- შეადგენს. რესპოდენტთა 63%25-მა კმაყოფილება გამოთქვა დასაქმების პროგრამაში მონაწილეობაზე, 20%25 ნაწილობრივ კმაყოფილია, ხოლო 17%25 - უკმაყოფილო.

გამოკითხულთა 82%25 აპირებს მომავალ დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მიღებას, 3%25 უარს აცხადებს, ხოლო 15%25 ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. რაც შეეხება კითხვას: „მოიტანა თუ არა მიმდინარე სახელმწიფო დასაქმების პროგრამამ დადებითი შედეგი უმუშევრობის შემცირების კუთხით?“ - ლოგიკურია, რომ პროცენტული მაჩვენებლები ანალოგიურად გადანაწილდა: კერძოდ, რესპოდენტთა 81%25 ფიქრობს, რომ უმუშევრობასთან ბრძოლაში მსგავსი ტიპის დასაქმების პროგრამები ეფექტური; 7%25-ის აზრით, არ არის ეფექტური; ხოლო 12%25-ს უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა.

რაც შეეხება კითხვას, რომლის სა- შუალებითაც რესპოდენტებს უნდა შეეფასებინათ სახელმწიფოს როლი უმუშევრობასთან ბრძოლაში, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: მეწარმეების 30%25 მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან იაფი კრედიტების გაცემა კარგი საშუალებაა უმუშევრობასთან ბრძოლაში; 24%25-ის აზრით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს პოტენციურ კადრთა ტექნიკური და პროფესიული გადამზადება; 21%25 თვლის, რომ მთავრობამ უნდა განაგრძოს მსგავსი ტიპის პროგრამების შემუშავება, 11%25-ის აზრით, სახელმწიფო უნდა ახდენდეს განვითარებადი დარგების სუბსიდირებას; რესპოდენტთა 9%25-მა კი მიუთითა, რომ სახელმწიფო დასაქმებას ხელს შეუწყობს გადასახადების ღირებულებების გზით.

კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანია დასაქმების სააგენტოების ეფექტური მუშაობა, რომლებიც პერიოდულად შესთავაზებენ მათ გამოცხადებულ ვაკანსიებზე კადრების ალტერნატივებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უმუშევრებს დასაქმებაში.

კვლევის შედეგებმა გვაჩვენა შრომის ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების რეალური დეფიციტის არსებობა, რაც სახელმწიფოსათვისაც არ წარმოადგენდა სიახლეს. შრომის ბაზრის მოთხოვნების პასუხად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინიცირებული პროექტი - „პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც დაიწყო 2008 წლის აპრილში.

6 ყველაზე „თუხთუხა“ მომხმარებლების „ფავორიტი“ ბრენდები

▲ზევით დაბრუნება


ქართული მომხმარებლის აზრი ბაზარზე არსებული უცხოური ბრენდების შესახებ, რა თქმა უნდა, მეტად საინტერესო და საგულისხმოა. ნებისმიერი ცნობილი ბრენდის დისტრიბუტორმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს სტუდენტების მოთხოვნილებების გათვალისწინებას.

თქვენც გაინტერესებთ სტუდენტების აზრი, არა?

სტუდენტები ყველაზე მოქნილი აუდიტორიაა. მათ შეიძლება ახალი ბრენდი თავდაპირველად „კრიტიკის ქარცეცხლში“ არ გაატარონ, ისე მიიღონ, მაგრამ ასევე იოლად შეუძლიათ „ფავორიტების“ დათმობა.

საინტერესოა, როგორ ირჩევენ სტუდენტები სასურველ პროდუქციას და რამდენად ერთგულები რჩებიან მის მიმართ. კვლევის მიზანია გავარკვიოთ ყველაზე „თუხთუხა“ მომხმარებლების მოთხოვნები და პროდუქციის შეძენისას მათზე მამოტივირებელი ფაქტორები.

საწყის ეტაპზე საჭირო იყო გაგვერკვია, თუ რამდენად დიდია საზოგადოების გავლენა სტუდენტებზე.

უნდა დავეთანხმოთ ან უარვყოთ შემდეგი მოსაზრება - სტუდენტებს მოსწონთ ის ბრენდები, რაც მათ გარემოცვაში პოპულარობით სარგებლობს.

ჩვენი ჰიპოთეზური მოსაზრება საჭიროებდა დამტკიცებას. შეირჩა მიზნობრივი აუდიტორია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები (თსუ).

კვლევისათვის შეირჩა 1000 სტუდენტი, მათი ასაკი ძირითადად 16-დან 21- წლამდე მერყეობდა.

მთავრი კითხვები:

  • რომელი ბრენდის ტექნიკა გაქვთ სახლში?

  • ახლა რომ გქონდეთ ყიდვის შესაძლებლობა, რომელი ბრენდის პროდუქციას შეიძენდით?

  • რატომ იყიდდით აღნიშნული ბრენდის პროდუქციას?

  • სასურველი ბრენდის შესახებ ინფორმაცია საიდან შეიტყვეთ?

კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირეული ტენდენციები:

გამოკითხულთა უმრავლესობას მოსწონს ძვირადღირებული ბრენდები, მაგრამ ხელმისაწვდომობის მიხედვით არიან დაბალფასიანი ტექნიკის მომხმარებლები.

გამოკითხულ სტუდენტთა არჩევანი მობილური ტელეფონების მწარმოებელი ბრენდის შეძენასთან დაკავშირებით გადანაწილდა შემდეგნაირად: ორივე სქესის წარმომადგენელები უპირატესობას ანიჭებენ „Nokia“-ს მობილურ ტელეფონებს.

მათი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა ასევე SonyErison- ის პროდუქციის არჩევისას

0x01 graphic

სტუდენტთა სურვილი ტელევიზორის, MP3 ფლეერის, მუსიკალური ცენტრის, საოჯახო კინოთეატრის, DVD ფლეერის შეძენისა, გადანაწილდა შემდეგ ბრენდებზე:

MP3 ფლეერი - მამრობითი სქესის წარმომადგენლების არჩევანი თითქმის თანაბრად გადანაწილდა “Sony-სა და apple-ის პროდუქციაზე. ხოლო მდედრობითი სქესი ცალსახად უპირატესობას ანიჭებს Sony-ს პროდუქციას.

სახლის კინოთეატრი - მამრობითი სქესის არჩევანი თანაბრად გადანაწილდა Sony-ს, LG-სა და Samsung-ის პროდუქციაზე,

0x01 graphic

რაც შეეხება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, მათ სურვილი აქვთ მოიხმარონ “BEKO”-ს სახლის კინოთეატრი.

0x01 graphic

როგორც მუსიკალურ ცენტრზე, ასევე ტელევიზორზეც ორივე სქესის წარმომადგენლებმა ერთობლივად განსაკუთრებული უპირატესობა მიანიჭეს Sony-ს პროდუქციას.

მუსიკალური ცენტრი

0x01 graphic

ტელევიზორი

0x01 graphic

DVD ფლეერი - როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა უპირატესობა მიანიჭეს Sony”-ს DVD ფლეერებს.

0x01 graphic

როგორც კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, გამოკითხული სტუდენტების უმრავლესობის, როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენლების არჩევანი ერთმანეთს დაემთხვა და ისინი უპირატესობას ანიჭებენ Sony-ს პროდუქციას.

მობილურ ტელეფონებში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს “Nokia”-ს პროდუქცია.

ზემოთ ხსენებული ბრენდების პოპულარობა განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ რესპოდენტების აზრით, მათ ყველაზე სრულყოფილი სერვისი აქვთ. დაფიქსირდა საინტერესო ტენდენცია:

სტუდენტთა უმრავლესობას „მოუძველდა“ ტექნიკა და სურვილი აქვს შეიძინოს ახალი.

0x01 graphic

საინტერესოა, ძირითადად რა წყაროებიდან იღებენ მომხმარებლები ინფორმაციას პროდუქციაზე.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სტუდენტები სასურველი პროდუქციის შესახებ ინფორმაციას ღებულობენ სხვადასხვა წყაროებიდან, განსაკუთრებით კი ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით.

სტუდენტთა ცნობიერებაზე ზეგავლენას ახდენენ ასევე რეფერენტული ჯგუფები.

0x01 graphic

თუ თქვენ შეძლებთ, სტუდენტები აქციოთ თქვენს ძირითად აუდიტორიად (მომხმარებლად), ანუ ხატოვნად რომ ვთქვათ, „დაღს დაასვამთ“ (სკანდინავიურად branna-გამოწვა) ან „ცეცხლს წაუკიდებთ“ (შვედურად brand ცეცხლი), ჩათვალეთ, რომ ისინი თავიანთ დადებით ემოციებს ხმამაღლა გააჟღერებენ და თქვენი პროდუქტის პოპულარობის ხელშემწყობ ინსტრუმენტადაც მოგვევლინებიან, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი დროებითია. სტუდენტების „მიჯაჭვა“ ხანგრძლივად ძალიან რთულია.

მიიღეთ რთული, თუმცა ამავდროულად საინტერესო გამოწვევა - აქციეთ სტუდენტები თქვენს ძირითად აუდიტორიად.

7 ქართული ბრენდების წარმატებული ბიზნესი - საინტერესო ისტორიები

▲ზევით დაბრუნება


ქართული ბიზნესის პოპულარიზაციის მიზნით გთავაზობთ კონკურს „ქართული ბრენდების წარმატებული ბიზნესი - საინტერესო ისტორიები“. აღნიშნული კონკურსი ითვალისწინებს დამწყებ ბიზნეს კომპანიების ცნობადობის ამაღლებას და ბაზარზე უკვე არსებული ბრენდების განსხვავებული რაკურსით წარმოჩენას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ბიზნესორგანიზაციას განურჩევლად მისი ზომისა და ცნობადობისა.

მოთხოვნები:

გამოგზავნეთ თქვენი კომპანიის შესახებ დაწვრილებითი ისტორია - ინფორმაცია სტატიის სახით, რომელიც შეიძლება ეხებოდეს კომპანიის შექმნას ან ნებისმიერ მოვლენას, რაც დააინტერესებს მკითხველს. სტილი შეიძლება იყოს იუმორისტული ან რაიმე სხვა სახის.

კონკურსი ჩატარდება კომპანიებიდან შემოსულ სტატიებს შორის, გამარჯვებული ისტორია მოხვდება ჟურნალის ფურცლებზე და წაიკითხავს მას უამრავი მკითხველი.

გამოგზავნეთ თქვენი ისტორიები ელექტრონულ მისამართზე: business@economists.ge.

არ დაკარგოთ შანსი, საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია.

8 საგადასახადო კოდექსში მომხდარი ცვლილებების სტატისტიკა

▲ზევით დაბრუნება


დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან საგადასახადო კოდექსი უმნიშვნელოვანესია (ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაშია 2005 წლის 1 იანვრიდან). დღეის მდგომარეობით მასში უკვე 36 ცვლილებაა შესული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კანონი საკმაოდ დასახვეწი შევიდა პარლამენტში დასამტკიცებლად. იმავე წელს 10 ცვლილება იქნა განხორციელებული, რომელიც შეეხო 33 მუხლს. ზოგიერთ მუხლს ეს ცვლილება რამდენჯერმე შეეხო. ამ კუთხით რეკორდსმენია 281-ე მუხლი, რომელიც 3-ჯერ იქნა კორექტირებული, ხოლო მუხლები: 121, 123, 131, 275 ორ-ორჯერ იქნა შესწორებული. პირველივე ცვლილება ეხებოდა არბიტრაჟის წესით საქმის განხილვას.

რაც შეეხება 2006 წელს, გაუმჯობესდა შედეგი და ცვლილებების პაკეტმა 13-ს მიაღწია. ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა 25.05.2006 თარიღით შესული ცვლილებები, რომელიც 62 მუხლს შეეხო, რაც მთლიანი კოდექსის დაახლოებით 20%25-ის ტოლია. მუხლების რაოდენობა, რომლებმაც 2006 წელს ცვლილებები განიცადეს, 158-ია. 275-ე მუხლი, რომელიც გადასახადის გადახდისა და გაანგარიშების წესს შეეხება, 3-ჯერ იქნა კორექტირებული. 281-ე მუხლში კი ისევ მრავალი ცვლილება განხორციელდა და იმავე წელს 7-ს მიაღწია. ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული მუხლი ეხება გარდამავალ დებულებებს.

2007 წელს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების პაკეტი 9-ით განისაზღვრა და საერთო ჯამში 108 მუხლს შეეხო. ყველაზე მეტი ცვლილება კი შევიდა 2007 წლის 11 ივლისს, რომელიც 80 მუხლს მოიცავდა და საგადასახადო კოდექსის 25 %25-ზე მეტია. თუ მხედველობაში არ მივიღებთ 281-ე მუხლს (რომელიც 6 ჯერ დაკორექტირდა), ყველაზე მეტი ცვლილება განიცადეს მუხლებმა: 168 - რომელიც შეეხება საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას; 230 - დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება და 275-ე მუხლი - გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების წესი. ყველა ზემოთ მოყვანილმა მუხლმა 3 - ჯერ განიცადა ცვლილება. ალბათ, საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ 27.04.2007 წლის ცვლილებების შედეგად მოძრავი ნივთის მეპატრონეები (ძირითადად ეხება ავტომობილებს), რომლებიც გაყიდიან თავიანთ საკუთრებას ყიდვიდან 6 თვის შემდეგ, ნამეტი ღირებულების ნაწილში საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრებიან.

რაც შეეხება 2008 წელს, დღეის მდგომარეობით საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მხოლოდ ერთი პაკეტია შესული, თუმცა რამდენიმე მუხლი, რომლებშიც ცვლილებები შეტანილ იქნა 2007 წელს, 1 იანვრიდანაც არის ამოქმედებული. აღნიშნული შესწორება დაკავშირებულია 281-ე მუხლთან და მოქმედების ვადა განსაზ- ღვრულია კონკრეტული ვადით. (კერძოდ, 4 თვის ვადით), შემდეგ კი ძალადაკარგულად ჩაითვლება.

0x01 graphic

საგადასახადო კოდექსის ცვალებადობის კვალდაკვალ იცვლება მასზე დამოკიდებული სხვა ნორმატიული აქტები. ყველაზე აუცილებელი ამ კუთხით ყოველთვიური და წლიური დეკლარაციებია. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლოს გაუქმებული დეკლარაცია შერწყმული იყო სოციალური გადასახადის დეკლარაციასთან. დღესდღეისობით მოქმედ დეკლარაციას კი ჯერ-ჯერობით ცვლილებები არ განუცდია. იგივე შეიძლება ითქვას სოციალური გადასახადის დეკლარაციაზე, რომელიც საგადასახადო კოდექსის ცვლილების გამო საერთოდ გაუქმდა. რაც შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციას, პირველად მიღებულმა 07.02.05-დან 01.10.07- მდე იმოქმედა. 2007 წლის 1 ოქტომბერს კი ძალაში შევიდა დეკლარაციის ახალი ფორმა, რომელიც დღემდე მოქმედებს, თუმცა მასში ერთი ცვლილება მაინც აუცილებელი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ცვალებადობის თვალსაზრისით ყველაზე კარგი მდგომარეობაა აქციზის ეკლარაციასთან, რადგან მისი გაუქმება არ მომხდარა ახალი საგადასახადო კოდექსის მოქმედების დროს, თუმცა შეტანილ იქნა ერთი ცვლილება.

კოდექსში შეტანილი ცვლილებებით გაუქმებულ იქნა სათამაშო ბიზნესის გადასახადი და, შესაბამისად, დეკლარაციაც ძალადაკარგულია 13.03.2007-დან.

2008 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მოგების გადასახადის დეკლარაციაში მხოლოდ ერთი ცვლილება იყო მომხდარი. ზემოაღნიშნული თარიღიდან კი ძალაში შევიდა მოგების გადასახადის ახალი დეკლარაცია, რომელშიც ჯერ-ჯერობით ცვლილებები არ მომხდარა.

9 უძრავი ქონების ბაზარი

▲ზევით დაბრუნება


ქვეყანაში რომ „სამშენებლო ბუმია“, ამაზე არავინ კამათობს. დღითი დღე უფრო და უფრო იზრდება მშენებლობების მასშტაბები. ყველაზე მაღალი მოთხოვნა აღინიშნება ქალაქის ცენტრში, სადაც სამშენებლო ფართის დეფიციტი განსაკუთრებით შესამჩნევია. ყოველივე ეს და ასევე სამშენებლო რესურსებზე ფასების ზრდა განაპირობებს სტაბილურად მაღალ ფასებს არა მარტო ახლად აშენებულ ბინებზე, არამედ მთელს უძრავ ქონებაზე.

თანდათან მკვიდრდება ტენდენცია, რომ მოსახლეობა უძრავ ქონებას იყენებს დაგროვების საშუალებად, რაც ზრდის ბინებზე მოთხოვნას. სამშენებლო ბაზრის, როგორც ერთერთი ყველაზე მზარდი ბაზრის ფორმირებას, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი მთავრობის აგრესიულმა საპრივატიზაციო პოლიტიკამ. შეგეგად საქართველოში შემოდის დიდი რაოდენობით უცხოური ინვესტიციები. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს კონკურენციას. ქალაქის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ისეთი მსოფლიო ბრენდების პროექტების აბრებს, როგორებიცაა „კონტინენტალი“, „ჰილტონი“, „ჰაიატი“ და ა.შ.

უძრავი ქონების ფასების ზრდის კიდევ ერთ მიზეზად მოიაზრება თბილისის მერიის ახალი პროექტი : „რაც შენია, შენია“. ეს პროექტი გულისხმობს მიწისა და მასზე არსებული შენობანაგებობების ლეგალიზაციას. შედეგად ხდება არა მარტო დოკუმენტალურად დაუდასტურებელი მიწებისა და შენობა-ნაგებობების დაკანონება, არამედ თვითნებურად დაკავებული და სარგებლობაში არსებულებისაც.

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად განსხვავდება შედარებით ძველი ბინებისა და ახალი საცხოვრებელი კომპლექსებისა და ელიტარული სახლების ფასები. რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელის ფასები გაცილებით მაღალია. უბნების მიხედვით გასაყიდი ერთოთახიანი ბინების ფასები (გარდა საცხოვრებელი კომპლექსებისა და ელიტარული სახლებისა) ასე გამოყურება:

0x01 graphic

რაც შეეხება გაქირავების ბიზნესს, აქაც ფასების ზრდის ტენდენციაა. საშუალოალოდ ერთოთახიანი ბინების გაქირავების ფასები უბნების მიხედვით შემდეგია:

0x01 graphic

ცენტრალურ უბნებში გაყიდვებისა და გაქირავების ფასებს შორის დამოკიდებულების გასაგებად მაგალითისათვის ავიღოთ ერთოთახიანი ბინა. საბურ- თალოზე ასეთი ბინის საშუალო გასაყიდი ფასია 44270§. რაც შეეხება გაქირავებას, მისი საშუალო ფასი არის 380 ლარი. დავუშვათ, რომ საბურთალოზე ერთოთახიანი ბინა ვიყიდეთ და ვაპირებთ მის გაქირავებას. ამისათვის დაგვჭირდება მისი გარემონტება და კეთილმოწყობა, რაც დაახლოებით ბინის ფასს გაზრდის 75 000 ლარამდე. ჩვენ გაქირავების შემთხვევაში თანხას დაახლოებით 16 წ-ში ამოვიღებთ, ხოლო შემდგომ ჩვენი თვიური შემოსავალი მინიმუმ 380 ლარი იქნება. ასე რომ, უძრავი ქონების ბაზარი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მყარი და სტაბილური დაგროვების საშუალების ბაზარი საქართველოში თანდათან ვითარდება და მსოფიო ბაზრის განუყოფელი ნაწილი ხდება.

10 კრეატიული იდეების ფრთებშემკვეცი ბიუჯეტი

▲ზევით დაბრუნება


როგორ ფიქრობთ, გჭირდებათ PR სპეციალისტი ორგანიზაციის ბიუჯეტის დაგეგმვისას? იმედი მაქვს, პასუხი დადებითი იქნება. თუმცა, ისიც ცხადია, რომ გარკვეულ ნაწილს ორგანიზაციის საბიუჯეტო საკითხების დაგეგმვაზე ზრუნვა მხოლოდ და მხოლოდ ტოპ და ფინანსური მენეჯერების პრეროგატივად მიაჩნიათ. PR-მა მიხედოს თავის საქმეს, ჩვენ მივხედავთ ფინანსებს“ - ეს ფრაზა თქვენ მიერ უარყოფილია, არა?

და თუ დაგეგმილი ღონისძიების წინა დღეს აღმოაჩენთ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა საბრენდინგო საშუალებების შესაძენად არასაკმარისია, ეს იმაზე მიუთითებს რომ თქვენი უიღბლობა PR-თან ცუდმა კომუნიკაციამ განაპირობა. ალბათ, მაინც აჯობებს დავიბაროთ და გულდასმით მოვთხოვთ „არასასურველი“ ფასების კიდევ ერთხელ გადამოწმება. სასურველი „შედეგის“ მოლოდინში გულწრფელად ვნანობთ, რომ „თანამშრომლობა“ ბიუჯეტის დაგეგმვისას არ განხორციელდა.

უსიამოვნო სიურპრიზებისგან თავის დაღწევაში თქვენი PR-ის დაიგნორება ნამდვილად ვერ გიშველით. თუ თქვენს PR მენეჯერს, რბილად რომ ვთქვათ, აიგნორებთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ის თქვენ არ გჭირდებათ. თუ თქვნ არ ცნობთ მის როლსა და მნიშვნელობას ორგანიზაციაში, მაშინ გაუშვით სამსახურიდან და განაგრძეთ თქვენი საქმეები მის გარეშე. თუ იგი ნამდვილად გეხმარებოდათ სასურველი იმიჯის დამკვიდრებაში, მის დანაკლის ვერ შეეგუებით.

0x01 graphic

საინტერესო იდეების მხოლოდ მოფიქრება როდი კმარა, მათ განხორციელება სჭირდება. განახორციელეთ თქვენი კრეატიული იდეები გუნდთან შეთანხმებით და ნურც PR მენეჯერებს ნუ დაივიწყებთ. შეფუთვის ავტორებს ილუზიური იდეების რეალობაში დამკვიდრების უნარიც შესწევთ.

რა როლი ეკისრება PR - მენეჯერს ორგანიზაციის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში?

ბერდია ნაცვლიშვილი

PRGUIDE.GE - ის დამფუძნებელი და რედაქტორი:

რა როლი ეკისრება PR მენეჯერს ორგანიზაციის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში

ყველა ორგანიზაციას, განურჩევლად მისი სიდიდისა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს PR საქმიანობის აუცილებლობა, სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: 1. ორგანიზაციასა და მის მიზნობრივ ჯგუფებს შორის კეთილგანწყობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება; 2. ორგანიზაციის არსებული რეპუტაციის შენარჩუნება და მართვა; 3. ორგანიზაციის შიდა ურთიერთობები. PR საქმიანობას უძღვება ან ორგანიზაციის მიერ დაქირავებული PR მენეჯერი, ან ორგანიზაციის მიერ დაკონტაქტებული PR სააგენტო. PR საქმიანობა - ეს არის დაგეგმილი ან არასპონტანური პროცესი, რომლის ტიპური მოდელი ასე გამოიყურება:

  • ანალიზი, კვლევა და პრობლემის ფორმულირება;

  • სამოქმედო პროგრამისა და ბიუჯეტის შემუშავება;

  • პროგრამის კოორდინაცია და შესრულება;

  • შედეგების კონტროლი, შეფასებების გაკეთება და შესაძლო ცვლილებების შეტანა.

ასე რომ, ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე ასეთია: „ორგანიზაციის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, PR მენეჯერს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. იგი უნდა მონაწილეობდეს ბიუჯეტის შედგენაში და გაწერილი უნდა ჰქონდეს მთელი წლის PR ბიუჯეტი, როგორც მთლიანი ბიუჯეტის ნაწილი. ეს გამორიცხვას PR საქმიანობის დროს ფინანსური პრობლემების შექმნას, რამაც შეიძლება დააზარალოს ორგანიზაციის იმიჯისა და რეპუტაციის ფორმირებისა და მართვის პროცესი“.

ჯგუფ ფაბლისითის ექსპერტი ელდარ პირმისაშვილი:

PR ეფექტური მეთოდია ბიზნესის დასაწყებად და განსავითარებლად, რადგან ნებისმიერი ორგანიზაცია ორიენტირებულია საზოგადოებაზე, მის მოთხოვნებზე. ევროპული მართვის სტილის ორგანიზაციები ორიენტირებულნი არიან მინიმუმ ერთწლიან და მაქსიმუმ ხუთწლიანი ბიუჯეტის შემუშავებაზე, სადაც თითოეულ დეპარტამენტს, განყოფილებას ან მენეჯერს თავისი გაწერილი ბიუჯეტი აქვს. რადგან PR პროცესია, რომლის მთავარი დავალება კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის შექმნაა, დასავლური ორგანიზაციიდან გამოყოფილი ფინანსების დაახლოებით 30 %25 PR განყოფილების ან PR მენეჯერის ბიუჯეტია.

დაგეგმარების პროცესი მოიცავს კომპანიის სხვადასხვა მიმართულებების მენეჯერების პროექტების წარმოდგენას, შემდეგ მათ განხილვასა და დამტკიცებას. PR სპეციალისტი კომპანიის სახე და კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პირია და იგი აქტიურად უნდა ერთვებოდეს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.

0x01 graphic

ბილ გეიტსმა თქვა: „ბოლო დოლარიანი რომ მქონდეს დარჩენილი, PR-ზე დავხარჯავდი“. ცოტა ვინმე თუ შეეწინააღმდეგება მის ბიზნესალღოს.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს PR-სთვის მნიშვენლოვანი გამონათქვამი - „მინიმალური ხარჯებით მაქსიმალური ეფექტი“.

იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტი მაია ქავთარაშვილი:

PR სპეციალისტი, თუ ის ტოპ მენეჯმენტში მოიაზრება, ორგანიზაციის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში იღებს უშუალო და აქტიურ მონაწილეობას.

ნებისმიერი ორგანიზაცია ბიუჯეტის დაგეგმვისას ეყრდნობა, ერთი მხრივ, PR-ის მიერ გათვალისწინებულ აქციებს, რაც ასევე ბიუჯეტში ჰპოვებს ასახვას და, მეორე მხრივ, PR ღონისძიებას. ასევე კორექტივები შეაქვს კომპანიის მთლიან საქმიანობაში.

PR-ის მაღალპროფესიონალურ დონეზე დაგეგმვა ხელს უწყობს კომპანიის აქტივების ზრდას; სპონსორების, აქციონერების მოტივაციას; მოხმარებელთა ზრდას; პროდუქტების პოპულარიზაციას; აქტივებისა და მთლიანად კომპანიის იმიჯის ნდობის ხარისხის გაუმჯობესებას.

0x01 graphic

PR-ის ძირითადი მოვალეობები:

  • საზოგადოებრივი ურთიერთობები;

  • მომუშავეთა ურთიერთოებები;

  • სამთავრობო ურთიერთოებები;

  • ფინანსური ურთიერთობები;

  • მედია ურთიერთობები;

  • საზოგადოებრივი საქმიანობები.

PR -ის მენეჯმენტის ფუნქციები:

  • საკომუნიკაციო მენეჯმენტი;

  • კრიზისის მენეჯმენტი;

  • გამოსავლების მენეჯმენტი;

  • დამოკიდებულების მენეჯმენტი;

  • რეპუტაციის ან იმიჯის მენეჯმენტი;

  • რესურსების მენეჯმენტი;

  • რისკის მენეჯმენტი;

  • სტარტეგიული მენეჯმენტი.

11 სატელევიზიო რეკლამის ალტერნატივა - Indoor & Outdoor TV

▲ზევით დაბრუნება


ნუთუ ყოველთვის ეფექტურად მუშაობს თქვენი რეკლამა?!

ნუთუ არ გიჩნდებათ ეჭვი, რომ ფუჭად დახარჯეთ დრო და უამრავი ფული?!

გავიხსენოთ, რას ემსახურება რეკლამა:

რეკლამა -მომსახურების, ნაწარმის ან იდეის შესახებ ინფორმაციის არაპერსონალური გზით მიწოდება მედიის სხვადასხვა საშუალებებით, რომელიც ფასიანია და ჰყავს გარკვეული სპონსორი.

0x01 graphic

რეკლამის მიზანი - მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციის კონკრეტული ამოცანა, რომელიც მიღწეული უნდა იყოს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.

დაფიქრდით, თუ რა ხდება იმ სარეკლამო კულისებს მიღმა, რომელსაც ანიჭებთ უპირატესობას.

  • შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ბეჭდვითი ან სატელევიზიო რეკლამა?

  • რატომ მოგწონთ იგი?

  • თქვენი აზრით, ეფექტურია?

ჩაუღრმავდით საკითხს და შეისწავლეთ ის ფაქტორები, რომლებიც რეკლამის მიღმა მიმდინარეობს.

  • რა არის ამ სარეკლამო კამპანიის მიზნები?

  • როგორია მისი ბიუჯეტი?

არ იმსჯელოთ რეკლამისადმი საკუთარი განწყობის მიხედვით და განსაზღვრეთ, არის ეს ქმედებები მოგების მომტანი?

რეკლამის შეტყობინება სწორად ემსახურება მის მიზანს?

...და მაინც, დანახარჯები არ აისახება მოგებაზე?!

ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ თქვენი სარეკლამო რგოლი ცუდია. უბრალოდ თქვენი რეკლამა ვერ შეამჩნიეს ან მისი აუდიტორია სწორად ვერ განისაზღვრა.

შეიძლება, როგორც იტყვიან: „საჭირო დროს საჭირო ადგილას ვერ აღმოჩნდა“.

ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეფექტური სარეკლამო რგოლის დამზადება, არამედ მისი მიზნობრივი აუდიტორიისათვის სწორად შეთავაზება; არის კი ეფექტური უამრავი ფულის დახარჯვა ყოვლისმომცველ გამოწვევებზე?

მსოფლიოში ტენდენცია იმისა, რომ სარეკლამო ბაზრის უმეტესი წილი დღემდე სატელევიზიო რეკლამაზე მოდიოდა, დღეს უკვე შეიცვალა.

ბოლო პერიოდში ციფრული სისტემების განვითარებამ და სხვა გარე ფაქტორებმა სარეკლამო ბაზარზე წარმოშვეს ისეთი პროდუქტის გაჩენის საჭიროება, როგორიცაა პირდაპირი მარკეტინგი ანუ, რეკლამის განთავსება სწორედ იმ ადგილებში, სადაც სარეკლამო პროდუქტი ექვემდებარება შეძენას.

0x01 graphic

ალბათ, გსმენიათ სატელევიზიო რეკლამის ალტერნატივის - Indoor & Outdoor TV-ის შესახებ:

Indoor TV - ეს არის უშუალოდ შენობების შიგნით დამონტაჟებული მონიტორების ქსელი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია უკვე შენობაში მყოფ ადამიანებზე (მაყურებელზე).

Outdoor TV - ეს არის შენობების ფასადებზე დამონტაჟებული მონიტორების ქსელი, რომელიც გამვლელი ადამიანების (მაყურებლის) მოზიდვაზეა ორიენტირებული;

0x01 graphic

მიზნობრივ ჯგუფებად დაყოფილი Indoor & Outdoor TVis მაყურებლების ვიზიტების ხანგრძლივობა და სიხშირე ამა თუ იმ ადგილას პირდაპირ კავშირშია მონიტორებზე ტრანსლირებული ვიდეორეკლამების ხანგრძლივობასა და გაშვებების რაოდენობასთან.

Indoor & Outdoor TV-ის მეშვეობით მოახდენთ მიზნობრივი აუდიტორიის სეგმენტირებას როგორც სოციალურ-დემოგრაფიული (დიასახლისები, საქმიანი ადამიანები, ბავშვები, მოზარდები, პენსიონერები და ა.შ.), ასევე გეოგრაფიული კუთხით (ქალაქი, რაიონი, უბანი და სხვ). ევროპაში რეკლამის ეს სახეობა სულ რაღაც ხუთიოდე წლის ისტორიას ითვლის. რაც შეეხება რუსეთს, უკრაინასა და პოლონეთს, იქ საერთო სარეკლამო ბიუჯეტის 15-20%25-ს შეადგენს.

0x01 graphic

პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც შექმნა რეკლამირების აღნიშნული სახეობა - Indoor & Outdoor TV - არის მედია კომპანია SBOI, „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის წევრი კომპანია, რომელიც ფლობს და მართავს Indoor & Outdoor TV-ის ლოკალურ სამაუწყებლო ქსელებს. Indoor & Outdoor TV არის ლოკალური ტელევიზია, რომელიც ტრანსლირებს სწორედ იმ ადგილებში, სადაც ხალხის (მომხმარებლების) მაღალი დენადობაა.ოპტიმალურად შერჩეულ ადგილებში დამონტაჟებულ მონიტორებზე ტრანსლირდება ვიდეორეკლამები, რომლებიც ერთმანეთისგან იმიჯნება გასართობი „კონტენტით“.

„საქართველოში საკმაოდ სწრაფად იკიდებს ფეხს რეკლამირების ეს სახეობა. ამ სფეროში მუშაობის 2 წლის გამოცდილება საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საფუძველს გვაძლევს. მაგალითად, წელს Indoor & Outdoor TV-ის მომხმარებლების რაოდენობა უკვე 2-ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. ეს, ერთი მხრივ, პროდუქტის ეფექტურობის განმსაზღვრელია, ხოლო მეორე მხრივ კი - ჩვენდამი ნდობის ზრდის მაჩვენებელი“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი მაცაცო ფაცაცია.

ცნობილი ბრენდის მთვარი საზრუნავი

ცნობილი ბრენდის მუდამ ჩვენს გვერდით ყოფნაზე ზრუნვა ბრენდმეიქერებმა 122 წლის წინ დაიწყეს...

ალბათ იცანით...

მთავარი ფერები: წითელი და თეთრი.

დაბადების წელი: 1886, 8 მაისი.

დაპატენტებულია: 1893 წლიდან (აშშ).

დაბადების ადგილი: ჯორჯიას შტატი - ქალქი ატლანტა.

სლოგანი: „ყოველთვის კოკაკოლა“ (1929 წელი - „პაუზა, რომელიც გამოგაცოცხლებს“, 1979 წელი - „მიიღე კოკა-კოლა და გაიღიმე“, 1993 წელი „ყოველ- თვის კოკა-კოლა“).

ჰობი: ბეჭდვითი და სატელევიზიო რეკლამები, აქტიური სპონსორობა.

მთავარი საზრუნავი: რაც შეიძლება მეტი სიახლე, გამუდმებული ზრუნვა ინოვაციებზე.

იცოდით, რომ მისი წინამორბედი იყო ბლანტი და შოკოლადისფერი?

ატლანტაში მცხოვრებმა აფთიაქარმა John Stithe Pemberton-მა 1886 წელს შექმნა სამედიცინო სიროფი, რომლისთვისაც გამოიყენა Kola-ს ექსტრაქტი და Coca - ს ფოთლები. მან მიიღო სქელი, შოკოლადისფერი სითხე, რომელიც აფთიაქში გასინჯვის შემდეგ შეაფასეს დადებითად. მისი ღირებულება იყო მხოლოდ 5 ცენტი. კარბონირებული სითხის დამატების შემდეგ აღნიშნული ექსტრაქტიდან მიიღეს სასმელი, რომლის თავდაპირველი შეფასება იყო - „გემრიელი და გამაგრილებელი“.

Pemberton-მა 5 წლის შემდეგ თავის კომპანია Asa G. Candler-ს მიჰყიდა... ახალმა მფლობელმა იგი დააპატენტა როგორც კორპორაცია „კოკაკოლას კომპანია“(The Coca- Cola Company).

პირველი ბოთლი დაიბადა 1894 წელს მისისი პისშტატში. ეს გადაწყვეტილება მაღაზიის გამყიდველს უკარნახა კოკა-კოლაზე გაზრდილმა მოთხოვნილებამ. მანამდე კოკაკოლა მხოლოდ ჩამოსხმული სახით რეალიზდებოდა.

მასიურად კოკა-კოლას ბოთლით გაყიდვები დაიწყო 1899 წლიდან.

0x01 graphic

კოკა-კოლა დღეს

კომპანია დღეისათვის აწარმოებს 2800 პროდუქციას, აქვს 450-ზე მეტი ბრენდი, მოღვაწეობს 200-ზე მეტ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 90500 ადამიანი.

ქართული ბაზრისთვის ჯერჯერობით უცნობი ბრენდები:

1. ენერგიული სასმელები

Full Throttle - არის ენერგიული სასმელი, რომელიც შეიცავს ენერგიული სასმელების მომხმარებლებისათვის სასურველ ინგრედიენტებს, ჟენ-შენის ექსტრაქტს, კოფეინს, გუარანის ექსტრაქტსა და ვიტამინს. ასევე არსებობს უშაქრო Full Throttle-ც, რომელიც ძირითადად ვრცელდება შეერთებულ შტატებსა და კანადაში.

0x01 graphic

KMX - არის მრავალსივრცული ენერგიული სასმელი, შექმნილი განსაკუთრებით პროგრესულ, კოლეჯის ასაკის ხალხისთვის, რომლებსაც სურთ, არ გაცდნენ.

0x01 graphic

დიზაინი არის გემოვნების გასაღვიძებლად მათთვის, ვისაც სურს გამოსცადოს ცხოვრება სრულყოფილად.

2. ნატურალური წვენები

Minute Maid Coolers - არის ყველგან და ყოველთვის დასალევი გამაცოცხლებელი ხილის სასმელი. ის არის კარგი კალციუმის წყარო და შეიცავს 100%25 C ვიტამინს. ნატურალური წვენი არის ხილის ლომონათის სახით, ალუბლის, ტროპიკული და ატმის არომატით.

0x01 graphic

ის ძირითადად ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Maaza - ნატურალური წვენი ნამდვილი ხილის გემოთი - ძალიან უყვართ ბავშვებს. დამატებული აქვს კალციუმი. მისი ქვესათაური ი ნ დ უ რ ა დ ნიშნავს „მეგობრობის მომენტები ახალ მააზა-სთან ერთად“. წვენი არის მანგოს, ფორთოხლისა და ანანასის.

0x01 graphic

იგი ვრცელდება ბანგლადეშში, ინდოეთსა და მოლდოვაში.

3. უალკოჰოლო სასმელები

0x01 graphic

Barq's - აქვს მნიშვნელოვანი ინგრედიენტი, რაც უქმნის თინეიჯერებს სრულყოფილად ცხოვრების ხალისს. ის აერთიანებს მემკვიდრეობით მიღებულ პერსონალურობას არათანაბარი მუქი გემოთი. ეს ბრენდი შეიქმნა 1898 წელს მისისი პიში და შეისყიდა კოკაკოლამ 1995 წელს.სასმელი არის ლუდის ფესვებისა და ვანილის კრემის.

იგი ვრცელდება ამერიკაში, ბაჰამაზე, კანადაში, გერმანიაში, გუამაში, მარიანის კუნძულებზე , ფილიპინებში, თურქეთსა და შეერთებულ შტატებში.

diet Mello Yello - არის არაკალორიული, უალკოჰოლოსასმელი განსაკუთრებული გემოთი და საიდუმლოებით, რაც კონტროლის მხრივ აყენებს მას სხვებისაგან გამორჩეულად. სასმელი არის ციტრუსის - ლიმნით. ძირითადად ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

0x01 graphic

4. სპორტული სასმელები

Aquarius - არის მინერალური სპორტული სასმელი, რომელიც გათვლილია მომხმარებლებზე, რომელბსაც უყვართ სპორტი და ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ის იყო ოფიციალური სასმელი ბარსელონას ოლიმპიური თამაშების დროს 1992 წელს.

0x01 graphic

სასმელი არის კენკრის, ციტრუსის კოლას, გრეიფრუტის, თაფლიანი ლიმნის, მანგოსა და ფორთოხლის არომატით.

ვრცელდება ბ ე ლ გ ი ა შ ი , ბრაზილიაში, ჩ ე ხ ე თ შ ი , საფრანგეთში, ინდონეზიაში, იტალიაში , ი ა პ ო ნ ი ა ში , ლ უ ქ ს ე მ ბ უ რ გ შ ი, ჰოლანდიაში, ირლანდიაში, ესპანეთსა და ტაივანში.

5. Enviga - არის მწვანე ჩაი, რომელიც ხ ა ს ი ა თ დ ე ბ ა გამაცოცხლებელი ძალითა და კ ალო რ ი ე ბ ი ს დ ა მ წ ვ ა ვ ი თვისებებით. ჩაი არის ციტრუსის არომატით. ის ვრცელდება ავსტრიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, ჰოლანდიაში, სლოვაკეთში, ესპანეთსა და შეერთებულ შტატებში.

0x01 graphic

6. წყალი

Kinley - არის მაღალი ხარისხის ჩამოსასხმელი წყალი, დამზადებული მინერალების დამატებით. ის პოპულარულია ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ეძებენ ცხოვრების უკეთეს ხარისხსა და ჯანმრთელი ცხოვრების წესს. წყალი ძირითადად ვრცელდება ბანგლადეშში, ბულგარეთში, ინდოეთსა და ნიგერიაში.

0x01 graphic

7. კოკა - კოლას სუპები B i s t r o n e გემრიელი მარცვლეულის სუპი, ძალიან მოსახერხებელი მგზავრობის დროს. დამზადებულია მარცვლეულისაგან. სუპი რეალიზდება ძირითადად იაპონიაში.

0x01 graphic

12 ვერსუს სტარბაქსის ყავა

▲ზევით დაბრუნება


ლეგენდა იწყება ეთიოპიაში, კაფას პროვინციაში, იქ, სადაც სავარაუდოდ ყავის პირველი ხე აყვავდა. არსებობს ყავასთან დაკავშირებული ბევრი ფანტასტიური, მაგრამ არარეალური ისტორია. ერთი ლეგენდის თანახმად, ეთიოპიელმა მეცხვარეებმა შენიშნეს, რომ მათი ცხვრები მიირთმევდნენ რა ამ მარცვლებს, მოზღვავებული ენერგიისგან თითქოს ცეკვას იწყებდნენ... მეორე მხრივ, არსებობს უფრო სარწმუნო მოსაზრება, რომ ყავის მარცვლები პირველად მონებმა დააგემოვნეს სუდანში, იემენსა და არაბეთში. სწორედ იემენში მოხდა ყავის კულტის ჩამოყალიბება.

0x01 graphic

მოკა დღეს ყავის სინონიმია, თუმცა ადრე ეს იყო საზღავო პორტი მექასთან. ის ერთ-ერთი ყველაზე საქმიანი ადგილი გახლდათ იმ პერიოდში, მაგრამ არაბებს მკაცრად ჰქონდათ განსაზღვრული, არ გაეტანათ არაინარი ნერგი თუ მარცვალი, რათა თავიდან აერიდებინათ ყავის გადინება საზღვარგარეთ.

თავდაპირვლეად იემენის მმართველობა მხარს უჭერდა ყავის გავრცელებას ქვეყნის შიგნით, რადგან ითვლეობოდა, რომ ყავას ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა. პირველი ყავახანა გაიხნსა მექაში და მას „კავეჰ კანეს“ ეწოდა, მას შემდეგ მთელ არაბულ სამყაროში ასეთი დაწესებულებები ფართოდ გავრცელდა და ყავახანები გადიქცა მასობრივი თავშეყრის ადგილებად, სადაც თამაშობდნენ ნარდს, ცვლიდნენ ახალ ამბებს, ცეკვავდენენ და მღეროდნენ.

მალე არაბული ყავის სახლები გადაიქცა პოლიტიკურ ცენტრებად და მთავრობამ აკრძალა როგროც ყავა, ისე მსგავსი დაწესებულებები, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობდნენ არსებობას...

ინდოეთსა და ინდონეზიაში ყავის გავრცელება ჰოლანდიელებს უკავშირდება. ჰოლანდიური კოლონიები იყვნენ ევროპისთვის ყავის მარცვლების ძირითადი მიმწოდებლები. დღეს ინდონეზია არის მსოფლიოში მეოთხე ყავის ექსპორტიორი ქვეყანა.

0x01 graphic

ევროპაში ყავა ვენეციელმა ვაჭრებმა შეიტანეს 1615 წელს. პირველად ყავა იყიდებოდა ლიმონათებთან ერთად და მას ასაღებდნენ როგორც სამკურნალო საშუალებას. პირველი ევროპული ყავახანა გაიხსნა ვენეციაში 1683 წელს.

ამერიკაში იღებს სათავეს ყავასთან დაკავშირებული ყველაზე რომანტიკული ისტორია: გაბრიელ მეთიუ დე კლიეუ იყო ფრანგი საზღვაო მეომარი, რომელიც 1723 წელს გაემგზავრა პარიზში, საიდანაც ჩამოიტანა ყავის ხე. მგზავრობისას რომ არ დაზაინებულიყო მცენარე, მან მინის ჭურჭელში მოათავსა. მოულოდნელად გემს ტუნისელი მეკობრეები დაესხნენ თავს და გაბრიელი მარტო აღმოჩნდა მტრის წინაშე, მძარცველებს მცენარის მოტაცება სურდათ.

სასამრთლომ Starbucks- დაუწესა 106 მილიონი დოლარის გადახდა თავის მომუშავეებისთვის

სანდიეგოს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ გამოუტანა განაჩენი Starbucks-. მან უნდა გადაუხადოს თავის თანამშრომლებს 87 მილიონი ამერიკული დოლარი და ასევე დამატებით მომუშავეებისთვის, ვინც თქვეს, რომ მომსახურებისთვის ნაჩუქარ ფულში ეცილებოდათ ზედამხედველი.დევიდ ლოვემ, მომუშავეების ადვოკატმა, განაცხადა, რომ გადასახდელმა თანხამ მთლიანად შეადგინა 106 მილიონი დოლარი.

ბრძოლა საასტიკი გამოდგა, მეკობრეებმა ყავის ხეს ტოტი მოსტეხეს, თუმცა მისი მოტაცება ვერ მოახერხეს.. თითქოსდა ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ გემზე სასმელი წყალი თითქმის აღარ იყო. გაბრიელმა წყლის უკანასკნელი წვეთები მცენარეს დაუსხა, ყავის ხე გადარჩა, მეზღვაური კი დაიღუპა. საბოლოოდ, გემმა მარტინიკას მიაღწია, ხე ხელმეორედ ჩარგეს უკვე ახალ მიწაში, 1726 პირველი მოსავალი მიიღეს. მას შემდეგ მოსავალი უფრო და უფრო იზრდებოდა და 1777 წელს მარტინიკაზე 19 მილიონზე მეტი ყავის ხე იდგა.

მსოფლიო ეკონომიკაში დღეს ყავას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ბევრი ქვეყნის ეკონომიკისათვის და პოლიტიკისათვის ყავის წარმოება მნიშვენლოვან და კრიტიკულ როლს თამაშობს. მილინობით ადამიანი არის ჩართული ყავის წარმოებაში, მის დამუშავებაში, გაყიდვაში, ტრანსპორტირებასა თუ მარკეტინგში.

ყავისადმი მაღალ მოთხოვნას შემდეგი სტატისტიკაც აფიქსირებს: ყავა წელიწადში 400 მილიარდ ფინჯანზე მეტი მოიხმარება; ბოლო წლების მონაცემებით მსოფლიო ბაზარზე 600 ტონაზე მეტი ყავის მარცვლების რეალიზება ხდება; 45 ქევეყანა მისდევს ყავის წარმოებას კომერციული მიზნებისთვის; ბრაზიალიაში 5 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული ყავის მრეწველობაში; ნიუ-იორკში მოსახლეობის 52%25 ყოველ დილას ყავით იწყებს...

ყავა სასარგებლოა მაშინ, როდესაც სამსახურში თავზესაყრელი საქმეა და სიფხიზლე გჭირდებათ, ის გეხმარებათ შეასრულოთ მონოტონური საქმე და იყოთ კონცენტრირებული უკიდურესი დაღლილობის დროს. ყავა ეხმარება ორგანიზმს, განდევნოს ნიკოტონი.

ზოგს მიაჩნია, რომ ყავა კარგ საყვარელს ჰგავს - ის მდიდარია, თბილი და შეუძლია მთელი ღამე არ დაგაძინოს. აღსანიშნავია, რომ ყავას ადამიანები არ მიირთმევენ მხოლოდ მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე...

ყავის მოდუღება რიტუალია, მისი არომატი - განუმეორებელი და, მართლაც, რომ წარმოუდგენელია მეგობრებთან მუსაიფი ფინჯანი ყავის გარეშე.

Starbucks-მა ადამიანებს მოუძებნა მყუდრო კუთხე სახლსა და სამსახურს შორის

1971 წელს დაარსდა ყავის კომპანია - Starbucks Coffee Company”. დაარსების დღიდან Starbucks არ ყიდდა ხის შემწვარი მარცვლებიდან დამზადებულ სასმელს, რომელიც კოფეინის შემცველობის გამო მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენდა, არამედ Starbucks ფინჯან ყავაში დებდა სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვან ფასეულობებს, შთაბეჭდილებას, სიცოცხლესა და ენერგიას.

„შეიგრძენი ყავის სურნელი და ცხოვრებით ოდნავ უფრო მეტად დატკბი“ - ეს Starbucks-ის მთავარი სლოგანია, რაც განასხვავებს მას სხვა ყავისგან და ყავახანებისგან.

„ჩვენი ბიზნესი - ეს სულის ავსების და არა კუჭის ავსების ბიზნესია“, „ჩვენ შევცვალეთ ხალხის ცხოვრების სტილი“.

კომპანიამ, მართლაც, შეძლო ცხოვრების სტილის შეცვლა, Starbucks-მა ადამიანებს მოუძებნა მყუდრო კუთხე სახლსა და სამსახურს შორის. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც მიაგნეს და ვერ ელევიან მას. მთელ მსოფლიოში ყოველ კვირას კომპანიის 5900-ზე მეტ სავაჭრო ადგილას 20 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს.

დღეს Starbucks-ის მომხმარებელი უკვე მთელი მსოფლიოა და ისინი ამ ადგილს სტუმრობენ არა ფინჯანი ყავის დასალევად, არამედ Starbucks”-ის ყავის დასაგემოვნებლად. კითხვაზე, თუ რის დალევას ისურვებდა ამერიკელი ახალგაზრდა თუ ხანში შესული ადამიანი, პასუხი არის არა ყავა, არამედ - Starbucks- ის ყავა. ამ ფილოსოფიამ გააფართოვა ქსელი - არა მარტო, დაარსების დღიდან ვითარდება და ფართოვდება არა მხოლოდ ყავახანების რაოდენობა, არამედ თავად ყავის არჩევანი.

დღეს Starbucks-ში 30-ზე მეტი სახეობის ყავაა ყველა ტიპის მომხმარებლისათვის.

თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ როგორც ჩვეულებრივი ესპრესოთი და ლატე კლასიკურით, ასევე კარამელიანი და ნაყინიანი ცივი და ცხელი ყავით, თაფლიანი ლატეთი, აორთქლებული რძისა და შაქრით მოხატული მდიდარი ესპრესოთი და სხვა აღმოჩენებით. „ჩვენ ასევე ვცდილობთ, ჩვენი კაფე იყოს ადგილი, სადაც სიამოვნებით იკრიბებიან ადამიანები, ცვლიან იდეებს და მიირთმევენ უგემრიელეს სასმელს - Starbucks- ის ყავას. ჩვენი ყავახანები გვინდა გადავაქციოთ ადგილად, სადაც ადამიანებს შეეძლებათ გაატარონ შესანიშნავი დრო და ერთ ფინჯან ყავასთან ერთად მიიღონ ბევრად მეტი შთაბეჭდილება“.

2002 წლიდან Starbucks- ის მოხმარებელი ყავახანებში სარგებლობს უკაბელო სწრაფი ინტერნეტით. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ფული, Starbucks- ის პლასტიკური ბარათით თქვენ უკვე აღარ გაქვთ პრობლემა- Starbucks-ის მაღაზიები უკვე თქვენს საფულეშია. ასევე, მომხმარებელი სარგებლობს Starbucks-ის მუსიკალური დისკებით, თამაშებით, ყავის ტოლჩებითა და სხვადასხვა სახალისო სუვენირებით.

ცნობილი ადამიანების ცნობილი ფრაზებით გაწყობილი ყავის ფინჯნები ნამდვილად განსაკუთრებულ სიამოვნებას განიჭებენ Starbucks-ის ყავახანაში.

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში Starbucks-ის გაყიდვები და მოგება ყოველწლიურად სამმაგდება.

Starbucks-ის მთავარი საიდუმლო მომხამრებელთან მეგობრობაა, მან კარგად იცის, რომ მომხმარებელს ყავაზე მეტად სხვა ემოცია სჭირდება; მომხმარებელი ითხოვს შთაბეჭდილებას, რომელიც მის გულში შეიჭრება; მის ცნობიერებაში დარჩება; ითხოვს ადგილს, სადაც სიმშვიდეა და ყავის არომატი იგრძნობა. Starbucks-ი ადგილია, სადაც ძალიან კარგად მოგემსახურებიან, სასურველ ყავის გემოს შემოგთავაზებენ და ერთი ფინჯანი ყავის ფასის სანაცვლოდ დაუვიწყარ ემოციას გაჩუქებენ.

0x01 graphic

13 ტურისტული ინფრასტრუქტურა საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


ტურიზმი, შეიძლება ითქვას, ეკონომიკის საკმაოდ ,,დელიკატური“ დარგია, რადგან უმნიშვნელო ფაქტორზეც კი სწრაფად რეაგირებს.

ტურიზმის განვითარების ეროვნული გეგმა და კონცეფცია - ესაა საფუძველი ნებისმიერ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისა, რითაც უნდა განისაზღვროს, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს და წარიმართოს.

ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარება, შეიძლება ითქვას, ორი მხარის პრეროგატივაა. პირველი, ესაა სახელმწიფო და მეორე - მეწარმე. სწორედ ამ ორი მხარის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარების მიღწევა. მათ შორის მეტი ვალდებულება აკისრია პირველ მხარეს, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში ნორმალური სამეწარმეო საქმიანობის გარემოს შექმნა.

საქართველოში ტურისტული მომსახურების ორგანიზატორები არიან ტურისტული ფირმები. საქმიანობის მიხედვით ისინი შეიძლება იყვნენ სრული მომსახურების მქონე და სპეციალიზირებული ანუ შეზღუდული მომსახურების. ტურისტული ფირმების სრულ მომსახურებაში იგულისხმება: სავიზო მომსახურება, ბილეთების გაყიდვა/დაჯავშნა, ტვირთის გადაზიდვა, სასტუმროების დაჯავშნა, მოგზაურობის დაზღვევა, ტურისტული, ბიზნეს, საგანმანათლებლო, სათავგადასაალო, ავტო, შოფ და სხვა სახის ტურების მომზადება, რესტორნების დაჯავშნა და სხვა დამატებითი მომსახურების გაწევა.

ასევე არიან ტურისტული ფირმები, რომლებიც სთავაზობენ საქართველოს ტურისტული, რეკრეაციული და ისტორიულ-კულტურული რეგიონების მონახულებას და იქ დასვენებას.

რაც შეეხება ტურისტულ ფირმებს, რომლებიც ტურისტების გაყვანაზე მუშაობენ, ხასიათდებიან აგრეთვე შეზღუდული მომსახურებით, რადგან საქართველოდან გასული ტურისტების უმრავლესობა დიდი ხნით რჩება მიმღებ ქვეყანაში და აღარ საჭიროებს დამატებით ტურისტულ თუ ბიზნესმომსახურებას. გამყვანი ფირმების ძირითად საქმიანობაში შედის: სავიზო მომსახურება, დაზღვევა, ტრანსპორტირება, სასტუმროს დაჯავშნა, აგრეთვე ზოგჯერ ფირმები სთავაზობენ სასწავლო ტურებს, რომლებიც საქართველოში ძლიერ გავრცელებულია.

საქართველოს ტურისტული ფირმების უმრავლესობა მარკეტინგული კვლევების ჩატარებაზე არ არის ორიენტირებული, მაგრამ რეკლამასა და გასაღების სტიმულირებას აქტიურად ახორციელებენ.

ტურისტული ფირმების საქმიანობა მიმართული უნდა იყოს დადებითი იმიჯის ფორმირებისაკენ, რადგან ტურიზმის სფეროში იმიჯი გადამწყვეტია. ტურისტული ფირმების საქმიანობის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ტურისტული პროდუქტის/მომსახურების მოხმარების პროცესში, ამიტომ ტურისტები და მოგზაურები სააგენტოს მიმართავენ იმიჯიდან გამომდინარე. იმიჯის ფორმირებისათვის კი საჭიროა არა მხოლოდ ეფექტური სარეკლამო კამპანიის წარმოება, არამედ ფირმის მიერ გაწეული მომსახურების მაღალი ხარისხი და საიმედობა. ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ექსტრემალური, არასასურველი პირობები პირდაპირ აისახება იმ სფეროში, რომელიც ადამიანების გაჯანსაღებას, დასვენებას, რეკრეაციას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ტურისტულ ქვეყანაში უნდა არსებობდეს მცირე გარანტია მაინც იმისა, რომ ამ სფეროს განვითარებას არ შეეშლება ხელი ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ხელისშემშლელი პირობებით, რომლებიც მრავალგვარი, არაპროგნოზირებადი და სახიფათოა. ეს იქნება რთული პოლიტიკურ- ეკონომიკური ვითარება, ტერაქტები, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გაქურდვა-გატაცება, თუ რეგიონების დაბომბვა; აღსანიშნავია ბუნებრივი სტიქიური მოვლენები თუ ეკოლოგიური პრობლემები და სხვ.

ადამიანი მოგზაურობის, დაწყებამდე აფასებს სამოგზაურო ქვეყანას, არჩევს მისთვის მისაღებ პირობებს და ცხადია, მიემგზავრება ისეთ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია მშვიდი, უსაფრთხო დასვენება, სადაც საფრთხე არ ემუქრება მის სიცოცხლეს, ჯანმრ- თელობას. თუმცა, არის ტურისტთა ის კატეგორიაც, რომელიც ექსტრემალურ პირობებს ეძებს, მაგრამ ამ ტიპის მომხმარებელს აინტერესებს მხოლოდ გარკვეული სირთულეების გადალახვა და იგი სრულიად არ ისურვებდა ისეთ ქვეყანაში წასვლას, სადაც იქნება ბუნებრივ-ეკოლოგიური პრობლემები, ტურისტების გაქურდვა-გატაცების ფაქტები და სხვ.

გასვლითი ტურიზმი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლებში გააქტიურდა, როგორც ბუნებრივი რეაქცია საზღვრების გახსნაზე და ქვეყნის შიგნით ტურიზმის განუვითარებელ ინფრასტრუქტურაზე, საზღვარგარეთ კაპიტალის გადინებისა და იქ სამუშაო ადგილების შექმნის ძლიერ არხად გადაიქცა.

ამდენად, ტურიზმის შემორჩენილი ინფრასტრუქტურის გამოყენება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უშუალოდ საქართველოში - შიდა ტურიზმის მოდელის ძირითადი არსია.ეროვნული ტურიზმი მსოფლიო ტურიზმს არ უპირისპირდება, მხოლოდ ის უარს ამბობს კორპორატიული მექანიზმების დომინირებაზე.

ეროვნული ტურიზმის ჩარჩოებში უნდა აღმოცენდნენ პროფესიული ასოციაციები (მხარეთმცოდნეებისა და ექსკურსიამძღოლთა გილდიები, მუზეუმებისა და ტურისტული კლუბების ასოციაციები და ა.შ.), რომლებიც კოლექტიურ ხელშეკრულებებს დადებენ ტუროპერატორების ასოციაციასთან ტურისტული პროდუქტის ფორმირებასა და ბაზარზე მისი გავრცელების პირობებზე; აგრეთვე, მოსალოდნელია ხელშეკრულებების გაფორმება მომხმარებელთა საზოგადოებებთან (საბავშვო ფონდები, ახალგაზრდული კლუბები, სტუდენტური ასოციაციები, ვეტერანთა კლუბები და ა.შ.) სოციალური პარტნიორობის რეჟიმში მათ მომსახურებაზე;

ეროვნული ტურიზმის ამოცანაა ადამიანთა ყოველდღიური რეკრეაციული მოთხოვნების მომსახურება და „უიკ-ენდის“ პროგრამის ორგანიზება, რომელიც სოციალურ ასპექტში შეიძლება უფრო წონადად ჩაითვალოს;

14 სამთო სათხილამურო სპორტის მიმდევრებო, არ გამოგრჩეთ

▲ზევით დაბრუნება


ალბათ, ამ სტატიის მკითხველთაგან უმეტესობას გარდერობის ყველაზე მიუწვდენელ თაროზე საგულდაგულოდ გაქვთ შემონახული კომბინიზონი, სპორტული ქურთუკი და სხვა დანარჩენი ატრიბუტები სპეციალურად გუდაურისთვის... შესაბამისად, თქვენთვის ნაცნობია სიხარულის შეგრძნება ამ თარომდე მიღწევის, თქვენი საგუდაურო აღჭურვილობის თავიდან შეხებისა და ჩალაგებისა...

თქვენ მოუთმენლად გიხარიათ კვირის ბოლოს მოსვლა, ან თუნდაც კვირის დასაწყისის, რადგან იცით, რომ ორშაბათს მოსდევს სამშაბათი, ოთხშაბათი და ა.შ. შაბათ კვირამდე. შაბათს დილით კი უჩვეულოდ ენერგიულად იღვიძებთ და უკვე მოუთმელად გაჰყურებთ გზას გუდაურისკენ...

თქვენ უკვე გუდაურში ხართ… და ყველაფერი სწორედ აქ იწყება...

0x01 graphic

საქართველოს ზამთრის კურორტები ყოველ სეზონზე ტურისტების მზარდ რაოდენობას მასპინძლობს. ბაკურიანსა და გუდაურს შორის არჩევანის გაკეთებისას ტურისტები სხვადასხვა გარემოებებს ითვალისწინებენ და არჩევანსაც შესაბამისად აკეთებენ. მაგალითად, თუ გსურთ დაისვენოთ ოჯახთან ერთად, ბაკურიანი თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. ხოლო, თუკი თქვენი მთავარი მიზანი სრიალია, გირჩევთ გეზი გუდაურისკენ აიღოთ.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ სეზონის ხანგრძლივობის მხრივ გუდაური მსოფლიოში პოპულარულ ბევრ კურორტს სჯობს. სეზონი გუდაურში დეკემბრის შუა რიცხვებიდან იწყება და აპრილის შუა რიცვებამდე გრძელდება. ბაკურიანში კი სეზონი ბევრად მოკლეა და როგორც წესი, მარტის შუა რიცხვებისთვის მთავრდება.

საქართველოს ზამთრის კურორტები მიმზიდველია არა მარტო ადგილობრივი დამსვენებლებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იმატა უცხოელი ტურისტების რიცხვმა. მათი უმრავლესობა ჩამოდის რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და ლატვიიდან. საერთო ჯამში კი, შარშან ბაკურიანს, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების ჩათვლით 40 000, ხოლო გუდაურს 22 000 დამსვენებელი ეწვია. წლევანდელი მონაცემები კი, სავარაუდოდ, უფრო მაღალ რიცხვებს დააფიქსირებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2006 წელს საქართველომ ვიზიტორების ზრდის მაჩვენებლის 75 %25-იანი ზრდის გამო პირველი ადგილი დაიკავა.

ტურსიტების რაოდენობა მთის კურორტებში წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად როდესაც სეზონის პიკია, ძნელია სასტუმროში ადგილის დაჯავშნა. ამ მხრივ ბაკურიანი ნაკლებად პრობლემატურია, რადგან უფრო დიდ არჩევანს სთავაზობს დამსვენებელს, ვიდრე გუდაური. ბაკურიანში სასტუმროებთან ერთად, შეგიძლიათ დაიქირავოთ კერძო ბინა. ეს კი თავისთავად ამ კურორტებით დაინტერესების ზრდის მაჩვენებელია.

0x01 graphic

რაც შეეხება სასტუმროებში ნომრის ფასს, გუდაურში იგი მერყეობს 40 ლარიდან 110 დოლარამდე დღე-ღამეში.

ფასზე გავლენას სხვა დანარჩენ ფაქტორებთან ერთად ახდენს სიახლოვე ტრასებთან (ლიფტებთან) და სასტუმროს პირობები.

დღესდღეობით სასტუმროს სერვისის მიხედვით გუდაურში ლიდერობს სასტუმრო „მარკო პოლო“, რომელიც დამსვენებელს სთავაზობს ყველა საშუალებას განტვირთვისა და დასვენებისთვის.

რაც შეეხება თხილამურებს, მათ ყიდვასა და გაქირავებას, სტანდარტულად, ერთი დღით თხილამურების დაქირავების ფასი 25 ლარია, იგივე გასაქირავებელი ფასი აქვს „სნოუბორდსაც“. როგორც ადგილობრივი ტრენერები აღნიშნავენ, გუდაურში „სნოუბორდზე“ დგომის მსურველთა რაოდენობა და შესაბამისად სნოუბორდების გაქირავების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

რაც შეეხება თხილამურების შეძენას, სამოყვარულო თხილამურის ყიდვა შეგიძლიათ ადგილობრივ სპორტულ მაღაზიებში 500-800 ლარის ფარგლებში. ამას- თან, თხილამურების გაყიდვების რიცხვი, წინა წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა. სპორტულ მაღაზიათა ქსელებმა თბილისში მნიშვნელოვნად გაზარდეს თხილამურების გაყიდვის მაჩვენებელი. ასევე გაიზარდა მოთხოვნა „სნოუბორდზეც“.

სასრიალო მოწყობილობაზე გაზრდილ მოთხოვნაზე საბანკო სექტორმაც არ დააყოვნა რეაგირება და მომხმარებელს შესაბამისი განვადების სისტემა და სესხი შესთავაზა სპეციალურად სასრიალო აღჭურვილობის შესაძენად.

ამ მხრივ ნოვატორი ბაზარზე 2007 წლიდან „საქართველოს ბანკი“ აღმოჩნდა, რომელმაც მომხმარებელს თხილამურის განვადებით ყიდვის შანსი მისცა “ski+- ის საშუალებით.

სათხილამურო სპორტით დაინტერესებული აუდიტორიისთვის საინტერესო იქნება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანიამ „არქიმედეს გლობალ“ ბაკურიანში განახორციელა სადაზღვევო პროგრამა. დაზღვევის პაკეტის დღიური ღირებულებაა 1 ლარი და მასში შედის: სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, სტომატოლოგიური დახმარება და, საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დეტალებისა, სასურველია გაითვალისწინოთ, რომ გუდაურში მთელი დღის შეუწყვეტელი სრიალისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ 25 ლარიანი დღის აბონემენტი, ხოლო ლიფტით ერთჯერადი სარგებლობისთვის 4 ლარის გადახდა მოგიწევთ. ბაკურიანში ერთჯერადი ასვლა 3 ლარი ღირს, მთელი დღის აბონემენტი კი გუდაურის მსგავსად - 25 ლარი.

ყოველი შემთხვევისთვის, მოგაწვდით ასევე სასარგებლო ინფორმაციას იმ აუდიტორიას, რომელსაც ჯერ არც კომბინიზონი გაქვთ ზედა თაროზე შემოდებული და არც საჭირო აღჭურვილობა მოგიმარაგებიათ სასრიალო სეზონისთვის. სავარაუდოდ, თქვენ შემდეგი ატრიბუტები და ბიუჯეტი დაგჭირდებათ:

კომბინიზონი : 80-დან 300 ლარამდე

ქურთუკი: 70-დან 250 ლარამდე

ფეხსაცმელი: 40-დან 300 ლარამდე

ქუდი: 20-დან 150 ლარამდე

სათვალე: 25-დან 180 ლარამდე

ასევე გირჩევთ, თხილამურზე ან „სნოუბორდზე“ პირველად დადგომისას ისარგებლოთ ტრენერის დახმარებთ. გაითვალისწინეთ, რომ ტრენერთან ერთი საათით ვარჯიშისთვის 25 ლარი უნდა გადაიხადოთ. ტრენერის აყვანა შეგიძლიათ ადგილზე.

0x01 graphic

ცალკე თემაა, რა არ უნდა წაიღოთ გუდაურში ან ბაკურიანში:

სუსტი სქესის წამომადგენლებო, უპირველეს ყოვლისა შინ დატოვეთ მაკიაჟისთვის საჭირო ყველა საშუალება ჰიგიენური პომადის გარდა. სასტიკად არასასურველია სრიალისას სახეზე გესვათ ტონალური კრემი ან რაიმე კოსმეტიკური საშუალება. თუმცა, აუცილებელია გამოიყენოთ მზის დამცავი კრემი, განსაკუთრებით გუდაურში, სადაც დიდი საშიშროებაა რომელიმე ხარისხის დამწვრობის მიიღებისა. განსაკუთრებით ერიდეთ მარტის მზეს და შეეცადეთ არ მიეფიცხოთ.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ შავ, ელეგანტურ საღამოს კაბას, მთაში ძალიან ადვილად ცვლის ირმების გამოსახულებიანი ჟაკეტი და ფუმფულა კაშნე.

რაც შეეხება მამაკაცებს, ხელს ნუ აიღებთ სახის კანის მოვლაზე, რადგან ძლიერი სქესის წარმომადგენლები ხართ. ნუ მოგერიდებათ დამცავი კრემის წასმა.

გამოცდილი მოთხილამურე მეგობრის რჩევით, ასევე არაფერში დაგჭირდებათ ჰალსტუხი, თეთრი პერანგი, წვერის საპარსი, სავარცხელი, სერფინგის დაფა და თვით საქორწინო ბეჭედი. შეიძლება გარკვეული დოზით ალკოჰოლი გამოგადგეთ, ტრასაზე მხნედ გასასვლელად.

თუ ადგილობრივი ზამთრის კურორტები თქვენს მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებენ, გირჩევთ ეწვიოთ ევროპის ცნობილ სათხილამურო დასასვენებლ ადგილებს. საფრანგეთში ცნობილ სათხილამურო კურორტებზე 1 ღამის ღირებულება საშუალო დონის სასტუმროში დაახლოებით 60 ევრო ღირს და ფასები სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობის ზრდის შესაბამისად იზრდება.

იტალიაში დაახლოებით იგივე სიტუაციაა ფასებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შეგიძლიათ ეწვიოთ აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა სათხილამურო კურორტებს, სადაც ფასები შედარებით ნაკლებია და სერვისის დონე საქართველოსთან შედარებით ბევრად მაღალია. პირადი გამოცდილებიდან კი ალპების დედაქალაქად წოდებულ ინსბრუკს გირჩევდით ავსტრიაში. ამ ულამაზეს ადგილას შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ზამთრის ოლიმპიურ შეჯიბრებებს და თავადაც ისრიალოთ გაუთავებლად. სასტუმროების ფართო არჩევანი კი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პირობები და ფასები. საშუალოდ კი, ბიუჯეტის შედგენისას, გირჩევთ ერთ ღამეზე სასტუმროში 80 ევრო გაითვალისწინოთ.

იმედია, მოწოდებულმა ინფორმაციამ დააკმაყოფილა და კიდევ უფრო გააღრმავა თქვენი ინტერესი სათხილამურო სპორტთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, ისევ შევხვდებით, ოღონდ ამჯერად ტრასაზე...

0x01 graphic

15 ბორა-ბორა

▲ზევით დაბრუნება


ოცნება, რომელიც რეალობაა?!

ჩემი ნაცნობებისა და მეგობრების წრეში ბლიც-გამოკითხვა ჩავატარე: უცებ მილიონი რომ აღმოჩნდეს მათ ხელში, როგორ დახარჯავდნენ?! ყველას პასუხი განსხვავებული იყო, თუმცა ერთი საერთო რამ მაინც აღმოვაჩინე. ოცნებების გრძელ ნუსხაში ყველას მიუჩენია ადგილი რომელიმე განსაკუთრებულ, ეგზოტიკურ ადგილზე საუცხოო დროის გატარებისათვის.

ალბათ, სწორედ ასეთი ადგილია ბორა-ბორა და მილიონი თუ არა, 10-15 000 ევრო მაინც უნდა გქონდეთ ამ საუცხოო ადგილის მოსანახულებლად.

ბორა-ბორა შედის ფრანგული პოლინეზიის ლივორდის ჯგუფში, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგნეს საფრანგეთის ტერიტორიას წყნარ ოკეანეში. ბორა-ბორა მცირე ზომის კუნძულია, რომლის გარშემოც არის გამაოგნებელი ლაგუნა და ბარიერული რიფი. კუნძულის ცენტრში არის ანტიკური ხანის ვულკანული წარმოშობის ორი კლდე - პაია და ოტემანუ, უმაღლესი წერტილი კი 727 მეტრს აღწევს.

0x01 graphic

ტაიტურ ენაზე (მიეკუთვთება ავსტრონეზიური ენების ოჯახს, გავრცელებულია ფრანგულ პოლონეზიაში. ამ ენაზე საუბრობს მხოლოდ 100 000 ადამიანი) კუნძულის სახელი გამოითქმის როგორც „ფორა ფორა“ და ნიშნავს „პირველ დაბადებას“.

0x01 graphic

კუნძულზე IV საუკუნიდან ცხოვრობდნენ პოლინეზიელები. მათ პოლინეზიურ ენაზე მოიხსენიებდნენ, როგორც „ვავაუ“. პირველად ეს კუნძული მხოლოდ 1769 წელს იქნა აღმოჩენილი ჯეიმს კუკის მიერ. 1822 წელს ლონდონის მისიონერთა საზოგადოებამ პროტესტანტური ეკლესია ააგო. 1842 წლიდან ბორა-ბორა საფრანგეთის პროტექციის ქვეშ მოექცა ადმირალ აბელ აუბერტის ძალისხმევით.

დღეს კუნძული სრულიად ორიენტირებულია ტურიზმზე. აქ ძირითადად მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსებია განლაგებული და ელიტარული გართობის სავანეს წარმოადგენს. ძირითადი ინფორმაცია, რომელსაც სასურველია ფლობ- დეთ კუნძულზე გამგზავრებისათვის:

  • ვალუტა: პოლინეზიური ფრანკი - (XPF); საშუალო კურსი 1 XPF = 0.8 ევრო;

  • ვიზა: ფრანგული პოლინეზიის ტერიტორიაზე ყოფნისათვის აუცილებელია საფრანგეთის საკონსულოს მიერ გაცემული ვიზა.

  • დრო: როდესაც ბორაბორაზე კვირა დღის შუადღეა, თბილისში ორშბათია, 12:00.

  • გეოგრაფია: ტაიტი და შესაბამისად კუნძული ბორა-ბორა წყნარ ოკეანეშია განთავსებული და ევროპისაგან 17000 კილომეტრითაა დაშორებული.

  • კლიმატი: ტროპიკული. წლის განმავლობაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია, წყლის კი დაახლოებით - 26. მწველ და ცხელ მზეს არბილებს წყნარი ოკეანის გრილი სიო.

  • მედიკამენტები. პოლინეზიაში ვიზიტისათვის, სხვა ტროპიკული ადგილებისაგან განსხვავებით, არ არის საჭირო ინექციების გაკეთება. ამ ტერიტორიაზე არ არის საშიში ცხოველები ან/და მწერები. ამასთან, ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული.

  • ტანსაცმელი: ადგილობრივ მცხოვრებლებსაც და ტურისტებსაც უბრალოდ

0x01 graphic

აცვიათ. ტანსაცმელი სასურველია იყოს ბამბის ქსოვილის. თუ გემით სეირნობასაც აპირებთ, აუცილებლად წაიღეთ თბილი მოსასხამი (საღამოობით საკმაოდ გრილა). რაც შეეხება ფეხსაცმელს, ყველაზე აქტიურად დაგჭირდებათ სანდლები.

მთებში ექსკურიაზე კი რეკომენდირებულია მოხერხებული დახურული ფეხსაცმელი და, რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ რეზინის სანდლების წაღება, რომელიც წყალში შესვლისთვის გამოგადგებათ (იქ ბევრი რიფია და შეიძლება შიშველი ფეხი დაგიზიანდეთ). სავალდებულოა, თან იქონიოთ მზის დამცავი კრემი, მუქი სათვალეები, პანამა და, რა თქმა უნდა, საცურაო კოსტიუმი.

  • შოპინგი: მაღაზიები ისევე, როგორც სხვა დაწესებულები, მუშაობენ დილის 8:00 საათიდან 18:00 საათამდე. შუადღეს 12:30-დან 13.30-მდე ყველა ობიექტი დაკეტილია. შაბათობით დიდი სავაჭრო ცენტრები ღამის 11 საათამდე მუშაობენ.

0x01 graphic

  • რელიგია: ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი პროტესტანტი ან კათოლიკეა, დაახლოებით - 2%25 ბუდისტი;

  • საბაჟო და საპასპორტო კონტროლი: საბაჟო საზღვარზე არსებობს სტანდარტული შეზღუდვები თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელის რაოდენობასთან დაკავშირებით. სხვა რაიმე სპეციალური და განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

  • ტრანსპორტირება: კუნძულებს შორის გადაადგილების მხოლოდ ორი გზა არსებობს - საჰაერო და საზღვაო.

0x01 graphic

ბორა-ბორაზე დაბალი დონის სასტუმრო უბრალოდ არ არსებობს. აქ ყველაზე იაფად, შედარებით ცუდი ხედით, ყველაზე პატარა ნომერი ღამეში 250-300 ევრო ღირს. ხოლო თუ მართლაც ყველაფერ საუკეთესოს ესწრაფვით, მაშინ თქვენ საშუალოდ 700 ან/და უმჯობესია 1000 ევროდ ღირებული ბუნგალოში შესახლდეთ.

აქ თქვენ, შეიძლება ითქვას, გაშლილ ოკეანეში ცხოვრობთ. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ მზის ამოსვლისა და ჩასვლის ულამაზესი ხედებით, მკვეთრი ფერების საუცხოო კონტრასტებით და უბრალოდ დაივიწყოთ თქვენი ცხოვრების დამღლელი ყოველდღიურობა. და თუ ამ მშვენიერ ადგილზე მაინც მოხვდით და თან ოკეანეში შეჭრილ ერთერთ საუკეთესო ბუნგალოში ცხოვრობთ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ პოლონეზიის სხვა ღირშესანიშნაობები.

0x01 graphic

ადგილობრივი ტურ-აგენტები მარავალ საინტერესო ექსკურსიას შემოგთავაზებენ - ოკეანესა თუ მთებში.

თქვენი ტურის ბოლოს კი, როდესაც მოინახულებთ უამრავ ეგზოტიკურ ადგილს, დატკბებით რა მზის ჩასვლითა და ულამაზესი ხედებით თქვენი ბრწყინვალე ბუნგალოდან, საქართველოში გამომგზავრების წინ არ დაგავიწდეთ სასტუმროს პერსონალსა და მომღიმარ მესაზღვრეს უთხრათ „მაურუურუ“, რაც ადგილობრივ ენაზე მადლობას ნიშნავს.

0x01 graphic

16 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

▲ზევით დაბრუნება


ზოგადი დახასიათება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოსახლეობაა 81 მილიონი. რელიგიის თვალსაზრისით მოსახლეობა იყოფა ორ ნაწილად: რომაული კათოლიკები, რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და პროტესტანტები, უმეტესად ჩრდილოეთ ნაწილის მკვიდრნი. გერმანიის ეკონომიკა განიხილება როგორც უდიდესი ევროპაში და მესამე მსოფლიოში, აშშ-სა და იაპონიის შემდეგ.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გერმანიაში გაცილებით ნელია, ვიდრე აშშ-ში, რაც შეიძლება შემაშფოთებელი იყოს ამერიკელი ხელმძღვანელისთვის.

ბიზნესმენები გერმანიაში ატარებენ ძალზედ კონსერვატიულ ტანსაცმელს, როგორიცაა: მუქი კოსტიუმები, კონსერვატიული ჰალსტუხები და თეთრ პერანგები. ქალბატონები კი ძირითადად იმოსებიან მუქ პიჯაკებსა და თეთრ ბლუზებში.

გერმანელები ინდივიდუალისტები არიან. მათ არ უყვართ სიურპრიზები. მოულოდნელი ცვლილებები ბიზნესსაქმიანობებში, მაშინაც კი, თუ ამან შეიძლება გაზარდოს წარმოება, მიუღებლად ითვლება.

გერმანიის მოქალაქეებს არ სჭირდებათ და არც ელიან ქათინაურებს. გერმანიაში ითვლება რომ ზედმეტი კომლიმენტები საქმეს ვერ წაადგება. პუნქტუალურობა აუცილებელია გერმანიაში. დაგვიანება, თუნდაც რამდენიმე წუთით, ძალიან განარისხებს გერმანელ უფროსს.

გერმანიში ბიზნესი მიიჩნევა ძალიან სერიოზულად და იუმორი მიუღებელია ბიზნესურთიერთობაში. გერმანელები პატივს სცემენ უფროსს და ყოველთვის წინ აყენებენ ბიზნესში. გერმანელების ის ნაწილი, რომლებიც წლების მანძილზე ერთად მუშაობენ, მისალმებისას ხელს ართმევენ ერთმანეთს, თითქოს ეს იყოს მათი პირველი შეხვედრა. გერმანელი კაცები ხშირად გვარით მიმარ- თავენ ერთმანეთს, მაშინაც კი, როცა კარგი ნაცნობები არიან.

0x01 graphic

გერმანელები სვამენ დიდი რაოდენობით ლუდს, თუმცა ცდილობენ არ დაკარგონ ზომიერება.

გერმანული არის ოფიციალური ენა, მოსახლების 99%25 ლაპარაკობს გერმანულად, მაგრამ არსებობს რამდენიმე დიალექტიც.

გერმანელებს უყვართ ტელეფონზე ლაპარაკი, თუმცა მნიშვნელოვანი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღება ტელეფონით არ ხდება. ისინი უფრთხილდებიან პირად ცხოვრებას, ასე რომ არ დაურეკოთ გერმანელ უფროსს სახლში ნებართვის გარეშე.

ეკონომიკა

გერმანიას აქვს მდიდარი და ტექნოლოგიურად ძლიერი ეკონომიკა. მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 2007 წელს, რაც გამოიხატება 2.6%25-იანი ზრდით. 2001-05 წლების ხანგრძლივი გაჩერების პერიოდის შემდეგ, 0.7%25-იანი ზრდითა და მაღალი უმუშევრობით, 2007 წლის ძლიერი ზრდა გახდა უმუშევრობის დაცემის მიზეზი, დაახლოებით 8%25-ით. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზები გერმანიის მაღალი უმუშევრობისა იყო მაკროეკონომიკური გაჩერება, ინვესტიციების შემცირება, კომპანიების რესტრუქტურიზაცია, შრომის ბაზრის სიხისტე, მომსახურების სექტორში კონკურენციის სიმცირე და მაღალი საპროცენტო განაკვეთი. მოდერნიზება და აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკის ინტეგრირება არის ძვირი და ხანგრძლივი პროცესი, წლიური გადარიცხვები დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ შეადგენს დაახლოებით 80 მილიარდ დოლარს. გერმანიის მთავრობამ გაატარა რეფორმები შრომის ბაზარზე: საპენსიო ასაკის ზრდა 65-დან 67 წლამდე, ქალის წილის გაზრდა შრომის ბაზარზე და სხვ.

2007 წლისთვის გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი რეალური ზრდის პროცენტის მიხედვით შეადგენდა 2.6%25-ს. მშპ სექტორების მიხედვით: სოფლის მეურნეობა - 0.9%25, ინდუსტრია - 29.6%25 და მომსახურების სფერო - 69.5%25. გასულ წელს უმუშევრობის დონე შეადგენდა 9.1%25-, ხოლო ინფლაცია 18.4%25-ს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება გერმანიის მოსახლეობის 11%25. გერმანიაში ძალიან კარგადაა განვითარებული ინდუსტრიული სექტორი. გერმანია მსოფლიოს უდიდეს და ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ მწარმოებლებს შორისაა რკინის, ფოლადის, ნახშირის, ქიმიური ნივთიერებების, მანქანა-დანადგარების, ელექტრონიკის, საკვების, ხომალდებისა და ქსოვილების წარმოებით. გერმანიის ექსპორტი 2007 წლისთვის შეადგენდა 1361 ტრილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი - 1121 ტრილიონ დოლარს. გერმანიის ეროვნული ვალუტა 2002 წლიდან არის ევრო.

დედაქალაქი - ბერლინი

ბერლინი მეორედ გაერთიანებული გერმანიის დედაქალაქი გახდა 1990 წელს. ის არის ევროპის ათ უდიდეს ქალაქს შორის ერთ-ერთი, 890 კმ2 ფართობითა და დაახლოებით 3.5 მილიონი მოსახლით. ბერლინის კედელის დანგრევამ 1989 წელს მოახდინა დრამატული გავლება ქალაქზე. თუმცა ეს კულტურული და ეკონომიკური ძვრა აღმოჩნდა წარმატებული და ბერლინი გახდა მსოფლიოში მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი. ბერლინი ეკონომიკური თვალსაზრისითაც მიიწევს წინ და საგრძნობლად ვითარდება. დიდი შესაძლებელობები არსებობს ქალაქში ინფრასტრუქტურის გასავითარებლად ვითარებლად და მიმდინარეობს სერიოზული სამუშაოები. ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა არის მნიშვნელოვანი: 160-ზე მეტი მუზეუმი, დაახლოებით 150 თეატრი, 8 სიმფონიური ორკესტრი, დიდი რაოდენობით კაფეები, ბარები, ლუდის სახლები და ღამის კლუბები არის ქალაქში ნებისმიერი გემოვნებისათვის. ბოლო წლებში, ბერლინში საოფისე ფართის ქირაობის ფასები უახლოვდება მსოფლიოს ბევრ სხვა ქალაქების ფასებს. ბერლინში ოფისის ქირაობის ფასი შეადგენს დაახლოებით 28.30 ევროს კვადრატულ ფუტზე. ცხოვრების სტანდარტები არის მაღალი და მუდმივად მზარდი.

ბიზნესეტიკეტი გერმანიაში

ნებისმიერ ქყეყანაში არსებობს განსაკუთრებული ჩვეულებები და წესები, რომლებიც გამოიყენება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე საქმიანი მოლაპარაკებების დროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეტიკეტის დაცვა რესტორანში ყოფნის დროს.

ტრადიციულად, გერმანიაში სადილობენ თორმეტის ნახევრიდან ორის ნახევრამდე. მათი მენიუ არ შედგება უამრავი კერძისაგან - მიირთმევენ წვნიან კერძს, მთავარ საჭმელს და დესერტს. საკონფერენციო გარემოში ბიზნეს ლანჩი არის განუყოფელი ნაწილი ადამიანური ურთიერთობებისა და გაგრძელება მსჯელობისა მიმზიდველ გარემოში. ძველი წესების მიხედვით მანდილოსნები არც ღვინოს სინჯავდნენ, არც ოფიციანტთან საუბრობდნენ და მამაკაცები იხდიდნენ საფასურს. დღეს ქალების მხრიდან მსგავსი მანერები ისტორიის საკუთრებაა. ბიზნესლანჩის დროს ძირითადად უალკოჰოლო სასმელებს მიირთმევენ, თუმცა იშვიათად არც ალკოჰოლიან სასმელზე ამბობენ უარს. დღეს აღარავის უკვირს, თუ ერთმა პიროვნებამ ალკოჰოლური სასმელი მხოლოდ თავისთვის შეუკვეთა სხვებისთვის შეთავაზების გარეშე. გერმანიაში მომსახურების პროცენტი შეადგენს 5-დან 10%25-მდე. თუკი უკმაყოფილო ხართ მომსახურების ხარისხით, შეგიძლიათ გამოიყენოთ უარყოფითი ტონი, ან არ გადაიხადოთ მომსახურების საფასური. ამავე დროს შეგიძლიათ, უფრო მეტი გადაუხადოთ ოფიციანტს, თუკი იგი განსაკუთრებულად განებივრებთ. კმაყოფილების გრძნობა შეგიძლიათ გამოხატოთ ასევე არავერბალური საქციელით, ჩვეული სიტყვის „დიდი მადლობის“ გარდა. მოსაუბრეს პირველ რიგში უსურვეთ „მიირთვით გემრიელად”. დაჯექით მაგიდასთან ახლოს გამართულად, ხელები არ დასწიოთ დაბლა და დაელოდეთ, სანამ ყველა კერძი არ იქნება სუფრაზე მოტანილი. ასევე დაელოდეთ სხვებს, რომ დაიწყონ ჭამა და ასევე სასმელის დალევა. სუფრიდან არ ადგეთ მანამ, სანამ სხვები არ მორჩებიან სადილს. სადილის დამთავრებისას, არ დაგავიწყდეთ დანისა და ჩანგლის პარალელურად თეფშის მარჯვენა მხარეს დაწყობა. გერმანიაში მიღებულია, რომ თეფში ბოლომდე სუფთა უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღიქმება, რომ არ მოგეწონათ საჭმელი.

17 ჩინეთი

▲ზევით დაბრუნება


ჩინეთს, უძველესი ცივილიზაციის ქვეყანას, აქვს განვითარების 4000 წლიანი ისტორია. ჩინეთის დედაქალაქია პეკინი, ოფიციალური ენა - ჩინური, რომელიც წარმოიშვა მანდარინის (ჩინელი მოხელე) დიალექტიდან. ჩინეთში ბევრი დიალექტია, დამწერლობა კი - მხოლოდ ერთი. ბიზნესსაზოგადოების უმრავლესობა საუბრობს ინგლისურ ენაზე.

ჩინეთში არის მართვის კომუნისტური ფორმა. მთავრობა მხარს უჭერს ათეიზმს, თუმცა კონსტიტუციით გარანტირებულია რელიგიური თავისუფლება. ჩინეთი გამოირჩევა რელიგიის მრავალფეროვნებით.

ჩინეთის მოსახლეობა 1992 წლის მონაცემებით არის დაახლოებით 1.17 მილიარდი ადამიანი. ის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა მსოფლიოში.

ჩინეთში მოქმედებს მკაცრი კანონი ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, თითოეულ წყვილს ეკრძალება ერთ ბავშვზე მეტის ყოლა.

0x01 graphic

ჩინეთის ბიუჯეტია 640.6 მილიარდი დოლარი. აქ წარმოებული ძირითადი სამეურნეო პროდუქტებია: ბრინჯი, ხორბალი, კარტოფილი, მიწის თხილი, ჩაი, ფეტვი, ქერი, ვაშლი, ბამბა, ღორის ხორცი, თევზი და სხვ.

ჩინეთის ექსპორტი არის დაახლოებით 1.222 ტრილიონი დოლარი. ექსპორტის ძირითად ნაწილს შეადგენს: მანქანამოწყობილებები, ელექტრონული ხელსაწყოები, ტანსაცმელი, ქსოვილები, ფოლადი და მობილური ტელეფონები.

ექსპორტის პარტნიორი ქვეყნებია: შეერთებული შტატები (21%25), ჰონგ-კონგი (16%25), იაპონია (9.5%25), სამხრეთ კორეა (4.6%25) და გერმანია (4.2%25).

ჩინეთის იმპორტი 917.4 მილიარდი დოლარია. იმპორტის პარტნიორი ქვეყნებია: იაპონია (14.6%25), სამხრეთ კორეა (11.3%25), ტაივანი (10.9%25), აშშ. (7.5%25), გერმანია (4.8)%25 და ა.შ.

ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შეადგენს 7.043 ტრილიონ ამერიკულ დოლარს, უმუშევართა რაოდენობა - 4%25- ს, ინფლაციის დონე კი - 4.7%25-.

0x01 graphic

ჩინეთის ეროვნული ვალუტა არის რენმინბი (CMB), რომელსაც მოიხსენიებენ ჩინური იენის (CNY) სახელით.

0x01 graphic

Financial Times-ის მიხედვით 2007 წლის ჩინეთის პოპულარული ბრენდების ათეული ესე გამოიყურება:

  1. Lenovo (კომპიუტერული ტექნიკის წარმოება);

  1. Tsingtao Beer (ლუდის წარმოება);

  1. Bank of China (საბანკო სექტორი);

  1. China Mobile (ფიჭური კავ-შირგაბმულობა);

  1. Baidu (ინტერნეტ-საძიებო პორტალი);

  1. Air China (ავიაკომპანია);

  1. China Telecom (ინტერნეტმომსახურება);

  1. Huawei (ინტერნეტ-მომსახურება);

  1. China Construction Bank (საბანკო სექტორი);

ჩინეთი ტრადიციების ქვეყანაა. მისი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა „დრაკონის ძვლის“ (კუს და საქონლის ძვლები) ამოთხრის ტრადიცია. ეს ძვლები ხშირად გამოიყენება მომავლის წინასწარმეტყველებისთვის. ძვლებს აწერენ კითხვებს, შემდეგ ახურებენ და მასზე ეძებენ პასუხს. ტრადიცია სათავეს იღებს ბრინჯაოს ხანიდან. ჩინელი ქალები თავს არიდებენ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისა და მოკლე კაბის ჩაცმას. მამაკაცები და ქალბატონები ატარებენ ნაზ და ნატურალური ფერის კოსერვატიულ ყოველდღიურ ტანსაცმელს. მათ შეუძლიათ ატარონ ჯინსებიც, თუმცა ჯინსი არ არის მიღებული ფორმა ბიზნესშეხვედრებისთვის. ჩინელი ბიზნესმენები ქალბატონების მიერ დეკოლტის ჩაცმას განიხილავენ როგორც თავდაცვით პოზიციას.

ჩინელები გამოირჩევიან ქცევის თავისებურებებით: საუბრისას არ იყენებენ ხელებს, არ მოძრაობენ გაშლილი ხელებით, შეუფერებლად ითვლება მამაკაცის მიერ ქალბატონისთვის სახალხოდ შეხება და ა.შ.

ჩინელებთან ურთიერთობისას უნდა აირიდოთ პირადი კონტაქტები. საუბრის დროს არ უნდა მიუთითოთ რაიმეზე. მითითების საჭიროებისას სასურველია გამოიყენოთ გახსნილი ხელი და არა საჩვენებელი თითი. შეუფერებლად ითვლება პირში ხელის ჩადება.

საჩუქრების ჩუქება ჩინეთში ძალიან დელიკატური საკითხია. არალეგალურად ითვლება საჩუქრების ჩუქება მთავრობის წარმომადგენლებისთვის. ყველაზე მისაღები საჩუქარია წვეულებაზე დაპატიჟება. კარგ და ღირებულ საჩუქრად ითვლება ხარისხიანი კალამი.

შემდეგი ნივთები ან/და ფერები ასოცირდება სიკვდილთან და მათი ჩუქება არ შეიძლება: საათები, სანდლები, ყარყატი ან წერო, ცხვირსახოცი, რაიმე თეთრი, ლურჯი ან შავი ნივთი.

0x01 graphic

ჩინელები სტუმრად ყოველთვის თავის დროზე ან უფრო ადრე მიდიან. არ საუბრობენ ბიზნესზე ჭამის დროს. ჭამა-სმას იწყებს მასპინძელი. ტრადიციის მიხედვით, სტუმარმა უნდა გასინჯოს ყველა კერძი, რასაც შესთავაზებენ. შეთავაზებულ კერძზე უარის თქმა უზრდელობად ითვლება. ჭამის დროს ჩხირების ძირს დავარდნა მიანიშნებს ცუდ იღბალზე. თუ სტუმარი საჭმელს მთლიანად მიირთმევს, ჩინელები ფიქრობენ, რომ ის მშიერი დარჩა. ქალბატონები არ სვამენ ჭამის დროს.

ჩინეთში „ფეხის ქირას“ დამცირებად აღიქვამენ.

ჩინელების კომუნიკაციური უნარ - ჩვევები.

უნდა დაელოდო ჩინელების შემოთავაზებას და მსგავსად მიესალმო. გაცნობა არის ფორმალური.

0x01 graphic

ჩინეთში პუნქტუალურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კონტაქტები უნდა იყოს მოგვარებული ჩასვლამდე.

შეხვედრის დაწყებამდე საჭიროა დოკუმენტების რამდენიმე ასლის გაკეთება.

გადაწყვეტილების მიღების პროცესი ჩინეთში ნელია და დროში გაწელილი.

ბევრი ჩინელი კონსულტაციას იღებს ვარსკვლავებისგან ან გადაწყვეტილების მიღებისთვის ელოდება იღბლიან დღეს.

ჩინელებს უყვართ საჩუქრების და მისალოცი ბარათების მიღება. სავიზიტო ბარათებს ატარებენ სპეციალური ჩასადებით.

არ მოსწონთ, როდესაც აკეთებენ წარწერას სავიზიტო ბარათზე და ინახავენ საფულეში.

ჩინეთში მნიშვნელოვან შეხვედრას უნდა უძღვებოდეს კომპანიის ან ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი პირი.

ისინი აფასებენ სტატუსს. შეხვედრას ტოვებენ პირველები და მოსწონთ, როდესაც სტუმრები იცნობენ ჩინელების კულტურას.

18 ავტომობილები

▲ზევით დაბრუნება


2008 Mercedes-Benz C-Class

0x01 graphic

  • კონკურენტი მოდელები: BMW მე-3 სერია, Infiniti G35, Cadillac CTS, Audi A4. •

  • ავტომობილის მონაცემები: 228 ცხენის ძალა, 3.0 ლიტრი V-6(C300) ან 268 ხენისძალა, 3.5 ლიტრი V-6(C350) 6 - სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი (C300) ან 7 - სიჩქარიანი ავტომატური გადამცემთა კოლოფი.

  • ფასი: 31 000$ - 36 000$.

  • საწვავის წვა:
    C 300 Sport 17/26 ლიტრი;
    C300 luxury 18/25 ლიტრი;
    C350 Sport 17/25 ლიტრი.

„მერსედეს ბენცმა“ განაახლა C-კლასის დიზაინი 2008 წლისთვის. ძრავის მონაცემები იგივე დარჩა, რაც წინა წელს: C300 V6 აქვს 228 ცხენის ძალა, C350 V6 268 ცხენის ძალა. C300 არის როგორც მექანიკური გადამცემთა კოლოფით, ასევე ავტომატური გადამცემთა კოლოფით, მაგრამ C350 არის მხოლოდ ავტომატური გადამცემთა კოლოფით.

გარეგნული მხარე; C300-თვის შესაძლებელია როგორც Luxury, ასევე სპორტული ვარიანტები. C350 არის მხოლოდ სპორტული ვარიანტი. 17-იანი საბურავები სტანდარტული მოდელებისთვის, ხოლო სპორტული მოდელებისთვის ფართე საბურავები.

ინტერიერი: სტანდარტულ მოდელს აქვს: ორმაგი სივრცის კლიმატკონტროლი და ლუქი, ტყავის სალონი, ქსენონის განათება და ნავიგაციის სისტემა. 5-ადგილიანი ინტერიერი იძლევა უფრო დიდ სივრცეს უკანა სავარძელზე მსხდომთათვის.

კაპოტის ქვეშ: ორივე მოდელს, C300 და C350, აქვს V6 ტიპის ძრავი. C300, 3.0- ლიტრიანი, გამოიმუშავებს 228 ცხენის ძალას, მაშინ, როდესაც C350, 3.5 ლიტრიანი გამოიმუშავებს 268 ცხენის ძალას. C300- თვის არის შესაძლებელი 6 სიჩქარიანი მექანიკური გადამცემთა კოლოფი და ასევე 7 სიჩქარიანი ავტომატური გადამცემთა კოლოფი. C350-თვის არის მხოლოდ ავტომატური გადამცემთა კოლოფი. ორივე მოდელის ავტომატური გადამცემთა კოლოფი არის აღჭურვილი მექნიკური გადამცემთა კოლოფით (ტიპტრონიკი).

უსაფრთხოება: სტანდარტულ უსაფრთხოების ბალიშებს დაემატა უსაფრთხოების ბალიშები კარში და ჯამში გამოვიდა 6 უსაფრთხოების ბალიში. სხვა უსაფრთხოების მოწყობილობას შეადგენს ოთხივე საბურავის სამუხრუჭე მოწყობილობები და მოჭიდების კონტროლი.

2008 Rolls-Royce Phantom Coupe

0x01 graphic

  • კონკურენტი მოდელები: Bentley Azure.

  • ავტომობილის მონაცემები: 453 ცხენის ძალა, 6.8 ლიტრი, V-12, 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, უკანამავალი.

  • ფასი: $410,000

  • საწვავის წვა: 11/18 ლიტრი

გარეგნული მხარე:

ავტომობილის წინა მხარე გამოიყურება უფრო მსუბუქად, ვიდრე Phantom - ის სედანი. წინა კარები იღება ისევე, როგორც ძველ Rolls-Royceze. შესაძლებელია - 20-21 ინჩიანი საბურავები.

ინტერიერი:

ოთხადგილიანი სალონი გაწყობილია ხის კარბანითა და ტყავით. ავტომობილში ჩამონტაჟებულია სტერეო სისტემა.

კაპოტის ქვეშ:

6.8 ლიტრიანი V-12 გამოიმუშავებს 453 ცხენის ძალას. აქვს 6 სიჩქარიანი ავტომატური გადამცემთა კოლოფი. ძრავის სიმძლავრე აძლევს ავტომობილს საშუალებას განავითაროს 60 მილის სისწრაფე 5.7 წამში.

ის არის ისეთივე სწრაფი, როგორც Infiniti G35 და იმავე წონის, როგორც Ford Expedition-ი.

უსაფრთხოება:

უსაფრთხოების მოწყობილობას შეადგენს ოთხივე საბურავის სამუხრუჭე მოწყობილობა, უსაფრთხოების ბალიშები და შეჭიდების სისტემა, რომელიც ექვემდებარება გათიშვას.

Lamborghini Murciélago LP640

0x01 graphic

  • კონკურენ მოდელები: Mercedes-Benz SLR McLaren, Saleen S7.

  • ავომობილი მონაემები: 640 ცხენის ძალა, 6.5 ლიტრი V-12.

6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ოთხივე წამყვანი თვლები

  • : $345,000.

  • ვავი ვა: 9/14 ლიტრი.

ლამბორჯინის ავტომობილების 40 %25 გაყიდულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახალი LP640 როადსტერი ასევე შესანიშნავი იქნება მზიანი კალიფორნიისთვის.

გაეგნლი :

LP640 roadster-ს აქვს ახალი წინა და უკანა ბამპერი, ავტომობილს აქვს 18 ინჩიანი დიამეტრის და წინა მოდელთან შედარებით, 4.5 ინჩით უფრო ფართე ალუმინის საბურავები.

ინიე: LP640 roadster-ს აქვს 2-ადგილიანი კარბონით გაწყობილი სალონი.

სავარძლები მოთავსებულია იატაკთან ახლოს, რაც იძლევა მოხერხებულად დაჯდომის საშუალებას. მოდელს აქვს ასევე ნავიგაციის სისტემა.

კა ვე: LP640 roadster-ს აქვს 6.5 ლიტრიანი V-12 ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 640 ცხენის ძალას.

6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემთა კოლოფი არის სტანდარტული. იგი 0-იდან 60 მილამდე სიჩქარის განვითარებას ანდომებს 3.4 წამს.

სტანდარტული ოთხივე წამყვანი თვლების პირობებში წინა თვლები იღებს 30 %25-იან დატვირთვას და უკანა თვლები, შესაბამისად - 70 %25.

უსფროება: ყველა საბურავის სამუხრუჭე მოწყობილობა.

19 2008 წლის ყველაზე ცუდი ავტომობილები

▲ზევით დაბრუნება


პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემ Consumer Reports 2008 წლის ყველაზე ცუდი ავტომობილების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინა.

0x01 graphic

მსაჯები 260 პრეტენდენტიავტომობილიდან შემდეგი კრიტერიუმებით ირჩევდნენ: საიმედობა, საწვავის ხარჯი, მანევრირება, სალონის კომფორტულობა, ხმაურიანობა, მყიდველის აზრი და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა მოწყობილობების არსებობა.

სიის სათავეში მოექცა ამერიკული ყველგანმავალები, თუმცა მასში Toyota-ს ზოგიერთი მოდელიც აღმოჩნდა, იმ მწარმოებლის, რომლის ავტომობილებიც ამ გამოცემის მიერ ყველაზე საიმედოდ არის აღიარებული წერს „ვედომოსტი“.

ყველაზე ნაკლები ქულა - 17, შესაძლო 100-დან - Jeep Wrangler Unlimited Sahar-m მოაგროვა. ექსპერტებმა მის ერთადერთ დადებით თვისებად კარგი გამავლობა დაასახელეს.

0x01 graphic

ყველგანმავალმა Hummer H3 five-cylinder-ma და Jeep Liberty Sport-მა შესაძლო 100-დან 27-27 ქულა დააგროვეს. საშუალო ზომის ყველგანმავალს Dodge Nitro SLT-ს ექსპერტებმა საერთოდ ვერც ერთი დადებითი მხარე ვერ უპოვეს, თუმცა მას 100-დან 33 ქულა მისცეს - მაღალი კომფორტულობისთვის.

2008 წლის ცუდი ავტომობილების სიაში ასევე მოხვდნენ:

    • Dodge Nitro SLT;

    • Toyota FJ Cruiser;

    • Toyota Yaris;

    • Suzuki Forenza;

    • Jeep Patriot Limited;

    • Chevrolet TrailBlazer LT;

    • Mercury Grand Marquis;

0x01 graphic

სპრტზე მომუშავე მანანები

„ბრაზილიაში იმ მანქანების რიცხვმა, რომლებსაც ერთდროულად სპირტითაც შეუძლიათ მოძრაობა და ბენზინითაც, ხუთ მილიონს გადააჭარბა“. - აღნიშნავს ქვეყნის ავტომწარმოებელთა ნაციონალური ასოციაცია.

ორგანიზაციის მონაცემებით, ბრაზილიაში გაყიდული მანქანების 88%25 აღჭურვილია fleqs სისტემით, რომელიც ბაკში როგორც ტრადიციული ბენზინის, ისე ბიოლოგიური საწვავის ჩასხმის შესაძლებლობას იძლევა.

ეს ტექნოლოგია, რომელიც ქვეყანაში 2002 წელს დააპატენტეს, ავტორთა თქმით, მძღოლებს საშუალებას აძლევს, გააკეთონ არჩევანი არა მარტო ბენზინსა და სპირტს შორის, არამედ შეურიონ ერთმანეთს საწვავის ეს ორი სახეობა ნებისმიერი პროპორციით. ავტომატი დამოუკიდებლად ამოიცნობს საწვავის შემადგენლობას და მის თვისებებს და მასთან ავტომობილის ძრავის ადაპტაციას მოახდენს.

„ავტომობილების მწარმოებელთა შეფასებით, 2013 წლისთვის ასეთი ძრავები ბრაზილიის ავტომობილების 52%25-ს ექნება.“ აღნიშნავს „რია ნოვოსტი“.

ბრაზილიას ავტომობილის საწვავის სახით სპირტის გამოყენების 30-წლიანი გამოცდილება აქვს. თუმცა, მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაწყებული მანქანებს აპროექტებდნენ საწვავის გარკვეული სახეობისთვის - ავტოპარკის ნაწილი აღიჭურვებოდა ჩვეულებრივი ბენზინის ძრავებით, დანარჩენ ავტომობილებს კი მოძრაობა შეეძლოთ მხოლოდ იაფფასიან და ეკოლოგიურად სუფთა სპირტზე.

2003 წელს პირველი „უნივერსალური“ მოდელების გამოჩენამ ბაზარზე ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, რადგან ის ფასების კონიუნქტურიდან გამომდინარე ავტომობილის კონსტრუქციის შეუცვლელად საწვავის თავისუფალი არჩევის შესაძლებლობას იძლევა.

20 წიგნები

▲ზევით დაბრუნება


Marketing Warfare: 20th Anniversary Edition

0x01 graphic

ავტორები: Al Ries, Jack Trout

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 224 გვერდი.

გამომცემელი: McGraw-Hill (22 ნოემბერი 2005 წელი).

ენა: ინგლისური.

ზომები: 8.1 х 7.3 х1.3 დიუმი.

იგნი ანოია: წიგნი, რომელმაც შეცვალა მარკეტინგი სამუდამოდ, განახლდა ახალი ათასწლეულისთვის.

1986 წელს მარკეტინგულმა ომებმა გადაიყვანა ინდუსტრია ახალ, თანამედროვე, მგრძნობიარე და უპრეცედენტო მოგების მსოფლიოში. ახლა, ორი დეკადის შემდეგ, ეს ანოტაციური გამოცემა გთავაზობთ უკანასკნელ, ყველაზე ძლიერ ტაქტიკებს, რომლებიც გახდა Ries-ს და Trout-ის სინონიმები. ახალი გამოცემა მოიცავს უკანასკნელი ორი დეკადის ისეთი კომპანიების მარკეტინგულ წარმატებებს როგორებიცაა “Volkswagen”,”Sony”, “Coca-Cola”, “Budweiser”,m “IBM”, “McDonalds”.

101 Biggest Mistakes Managers Make and How to Avoid Them

0x01 graphic

ავტორი: Mary Albright.

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 352 გვერდი.

გამომცემელი: Prentice Hall Press (9 იანვარი 1997 წელი)

ენა: ინგლისური.

ზომები: 9.2 x 7.2 x 1 დიუმი.

წიგნის ანოტაცია:

ეს არის მარტივი გზამკვლევი იმისათვის, რათა თავი აარიდოთ 100 ყველაზე გავრცელებული საყოველთაო შეცდომას, რომელიც დაუშვიათ მენეჯერებს.

Gravitational Marketing: The Science of Attracting Customers

0x01 graphic

ავტორები: Jimmy Vee; Travis Miller; Joel Bauer.

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 272 გვერდი.

გამომცემელი: Wiley (3 მარტი 2008 წელი).

ენა: ინგლისური

ზომები: 9.2 x 6.3 x 1.1 დიუმი.

წიგნის ანოტაცია:

თუ შენ ფლობ ბიზნესს, ან ხარ გაყიდვების პროფესიონალი, „მიზიდულობის მარტკეტინგი“ გთავაზობთ მომხმარებლების მიზიდვის მარტივ მეთოდს. თუ გინდა, რომ გაყიდო მეტი და იმუშაო ნაკლები, ეს წიგნი დაგეხმარება მარტივად და ეფექტურად მიიზიდო მომხმარებელი. „მიზიდულობის მარტკეტინგი“- ს მეშვეობით შენ შეძლებ შეწყვიტო მომხმარებლის დევნა და ნება დართო მათ თავად მოვიდნენ შენთან.

Inspired Marketing!: The Astonishing Fun New Way to Create More Profits for Your Business by Following Your Heart

0x01 graphic

ავტორები: Joe Vitale, Craig Perrine.

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 224 გვერდი.

გამომცემელი: Wiley (21 მარტი 2008 წელი).

ენა: ინგლისური.

ზომები: 9.1 x 6.1 x 1დიუმი.

წიგნის ანოტაცია:

დღევანდელ დღეს ბიზნესში არსებობს ძლიერი კონკურენცია. შენ გამუდმებით გიწევს გააკეთო რაიმე ახალი, რათა გახდე ცნობადი და გაზარდო გაყიდვები. შთაგონებითი მარკეტინგი არის მარტივი გაკვეთილი ცხოვრებაში. Joe-ს და Craig-ის თქმით, უმარტივესი გზა წარმატებისაკენ არის ის, რომ გაჰყვე შენს გატაცებებს, დაამარცხო შიშები და იყო გულწრფელი. ყოველივე ამაში ეს წიგნი დაგეხმარებათ.

მე არ შემიძლია მოვიფიქრო უკეთესი რჩევა.

Principles of Risk Management and Insurance (10th Edition) (Principles of Risk Management and Insurance)

0x01 graphic

ავტორები: George E Rejda.

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 747 გვერდი.

გამომცემელი: Addison Wesley X გამოცემა (20 იანვარი 2007 წელი).

ენა: ინგლისური.

ზომები: 10.3 x 8.3 x 1.3 დიუმი.

წიგნის ანოტაცია:

ეს წიგნი მოიცავს ზოგად წარმოდგენას რისკ-მენეჯმენტსა და დაზღვევაში, ლეგალურ პრინციპებს, პირადი საკუთრების, პირადი პასუხისმგებლობის, კომერციული საკუთრების, სიცოცლისა და ჯანმრთთელობის, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიის რისკს.

How Come That Idiot's Rich and I'm Not?

0x01 graphic

ავტორები: Robert Shemin.

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 256 გვერდი.

გამომცემელი: Crown (4 მარტი 2008 წელი).

ენა: ინგლისური.

ზომები: 9.2 x 6. x 1.1 დიუმი.

წიგნის ანოტაცია:

ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ აღწევს წარმატებას ზოგიერთი ადამიანი, სხვები კი ფინანსურად წარუმატებლები არიან? დაივიწყეთ ფულის კეთების ძველი წესები და გამდიდრდით. ეს წიგნი გასწავლით, თუ როგორ გააკეთოთ ეს.

თუ მთელი ცხოვრება ფულის საშოვნელად გაატარე, მაგრამ გრძნობ, რომ ფინანსურად არც თუ ისე წარმატებული ხარ, მაშინ დაეხმარე შენს თავს და წაიკითხე ეს წიგნი.

Positioning: The Battle for Your Mind, 20th Anniversary Edition

0x01 graphic

ავტორები: Al Ries, Jack Trout.

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 246 გვერდი.

გამომცემელი: McGraw-Hill (28 დეკემბერი 2000 წელი).

ენა: ინგლისური.

ზომები: 8.2x 7.5 x 1 დიუმი.

წიგნის ანოტაცია:

ესაა გზამკვლევი მარკეტინგისა და სარეკლამო სტრატეგიისთვის. წიგნი ეფუძნება ფუნდამენტურ წარმოდგენას, რომ წარმატება არ ნიშნავს, გქონდეს საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება. წარმატება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს სწორი წარმოდგენა ჩაუნერგო და გამუდმებით იზრუნო მის შენარჩუნებაზე.

Market Segmentation: How to do it, how to profit from it

0x01 graphic

ავტორები: Malcolm McDonald, Ian Dunbar

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 512 გვერდი.

გამომცემელი: Butterworth-Heinemann (1 ოქტომბერი 2004 წელი).

ენა: ინგლისური.

ზომები: 9.6 x 7.3 x 1.2 დიუმი.

წიგნის ანოტაცია:

McDonald და Dunbar არიან ლიდერი ავტორები ამ სფეროში. სეგმენტაცია და მარკეტინგული დაგეგმვა არის მარკეტინგული პროგრამების ძირითადი საკითხი.

არაფერი არ იმუშავებს ბიზნესში, თუ ბაზარი სწორად არ არის დაყოფილი ეგმენტებად.

ეს წიგნი დაგეხმარებათ ბაზრის სეგმენტაციაში, გასწავლით, როგორ გააკეთოთ ეს და როგორ მიიღოთ სარგებელი.

21 ბიზნესსტილის განუყოფელი აქსესუარი

▲ზევით დაბრუნება


ყველაზე უცნაური საათები:

Fossil Frank Gehry Watch

0x01 graphic

თუ დაინტერესებული ხართ უცნაური საათებით, მაშინ Frank G e h r y -ს დიზაინით შექმნილი საათი, რომელსაც აქვს „ნეგატიური/პოზიტიური“ ეკრანი, აუცილებლად მოგეწონებათ. საათი დროს გვიჩვენებს სტენოგრაფიულად: მაგ: „half past 11-ანუ 12 ის ნახევარი“ ან „6 till 1- 6-ს აკლია ერთი წუთი“. დღის განმავლობაში საათის ეკრანი არის „პოზიტიური“, ღამის განმავლობაში ავტომატურად ირთვება „ნეგატიურზე“.

Suunto X9 GPS Watch

0x01 graphic

თუ გსურთ საათი, რომელიც გზის გაგნებაში დაგეხმარებათ, მაშინ Suunto X9 სწორედ თქვენთისთვის არის შექმნილი ეს საათი აღჭურვილია GPS ნავიგაციის სისტემით, ომპასით, ქრონომეტრით, სიმაღლის საზომითა და ბარომეტრით. მას აქვს ყველაფერი, რაც გჭირდებათ.

Mr.Gadget 1GB USB 2.0 Executive Watch

0x01 graphic

აღნიშნული 1 გიგაბაიტიანი USB საათის სახელით ყველაფერია ნათქვამი: Mr. adget. თუ თქვენ წარმოიდგენთ საკუთარ თავს გაჯეტის ადგილას, რომელსაც აქვს მეხსიერების ჩიპი საკუთარ სხეულში, - ეს საათი სწორედ თქვენთვის იქნება შექმნილი.

მაღალი სიხშირის LED საათი

0x01 graphic

LED საათის ეკრანზე არის „ექვალაიზერი“, ფერადი კუბიკების მოძრაობა ერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულებით (როგორც ხმის „ექვალაიზერი“). ქვემოთ ჩასვლისას რჩება მხოლოდ ორი კუბიკი, ეს გრძელდება მანამ, სანამ არ გამოჩნდება საათი და წუთი. ეკრანზე დრო ჩანს მხოლოდ 5 წამის განმავლობაში, შემდეგ პროცესი იწყება თავიდან.

Nixon ჩამწერი საათი

0x01 graphic

Nixon-ის ჩამწერი საათი აგისრულებთ ბავშვობის ოცნებას, გქონოდათ ხელზე დაწერილი „შპარგალკა“. საათი გაძლევთ საშუალებას, ჩაიწეროთ 8 ჩანაწერი (ჯამში 3.5 წუთი), რაც ნებისმიერი ბავშვის ოცნებაა.

პოპულარული საათის ტიპები:

  1. ყოველდღიური

  2. ფუფუნების

  3. ყვინთვის

  4. პილოტის

  5. მოდური

  6. სპორტული

  7. ჯიბის

  8. ტანსაცმლის

  9. კლასიკური

პოპულარული საათები:

მამაკაცების

ქალბატონების

1. Rolex

1. Seiko

2. TAG Heuer

2. Fossil

3. Omega

3. Timex

4. Citizen

4. Swiss Army

5. Seiko

5. Bulova

6. Fossil

6. Casio

7. Bulova

7. DKNY

8. Tissot

8. Fend

9. Breguet

9. Citizen

10. Casio

10. Omega

მსოფლიოს პოპულარული საათები:

  1. ROLEX OYSTER PERPETUAL DATEJUST

0x01 graphic

შვეიცარიის საათების ხელოვნების ასოციაციის მიხედვით, Rolexარის ყველაზე პოპულარული ბრენდი. ამ ბრენდის ყველაზე პოპულარული მოდელია Oyster Perpetual, რომლის პირველი ეგზემპლარი გამოვიდა 1933 წელს. იგი არის ყველაზე ცნობადი მოდელი მსოფლიოში.

2. RADO INTEGRAL

0x01 graphic

1962 წელს Rado-ს კომპანიამ პირველმა დაიწყო დაზიანების საწინაღმდეგო (ნაკაწრების, ნაფხაჭნების საწინააღმდეგო) საათების წარმოება. მისი ყველაზე პოპულარული მოდელი არის Integral Collection.

3. FRANK MULLER CASABLANCA

0x01 graphic

Fran Muller არის პოპულარული თავისი მოდელით CASABLANCA.

4. PATEK PHILIPE CALATRAVA

0x01 graphic

ამ საათს არ აქვს არაფერი განსხვავებული, ერთი რამის გარდა. დიზაინი არ ეცვლილა 1932 წლის შემდეგ, როდესაც ეს მოდელი შეიქმნა. იგი იყო ჩვეულებრივი საათი, რგვალი და თხელი კორპუსით. დროთა განმავლობაში ეს სიმარტივე გადაიქცა პრესტიჟის და სიმდიდრის სიმბოლოდ.

5. CARTIER TANK

0x01 graphic

საათი, რომელიც ძალიან გავს ტანკს, შეიქმნა 1919 წელს. მას შემდეგ არ შეწყვეტილა ამ მოდელის წარმოება. ეს საათი პოპულარობით სარგებლობს ისეთ ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებიც არიან: რუდოლფ ვალენტინო, ელიზაბედ ტეილორი,

ბრიჯიტ ბარდო, ფრენკ სინატრა, პირს ბროსნანი.

6. LONGINES LA GRANDE CLASSIQUE

0x01 graphic

ეს არის ყველაზე პოპულარული მოდელი მომხმარებელთა საშუალო ფენისათვის. მისი წარმოება დაიწყეს 1982 წელს.

7. OMEGA CONSTELLATION

0x01 graphic

ამ მოდელს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ სახალხო საათი, რომლის წარმოებაც დაიწყო 1996 წელს.

22 მომაჯადოვებელი და იდუმალი...

▲ზევით დაბრუნება


სუნამო ადამიანის „მე-ს“ გამოხატვის საუკეთესო საშუალებად ითვლება. მცენარეებისაგან სურნელოვანი სითხის შექმნა საუკუნეებმა ხელოვნების ერთერთ დარგადაც კი ჩამოაყალიბა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს ძველმა რომაელებმა, ეგვი პტელებმა, ბერძნებმა და ა.შ. თანამედროვე ქიმიკოსებმა კი მათი სახელები დაარქვეს და ადამიანთა შინაგან სამყაროს დაუკავშირეს. სურნელი ადამიანში ვნებას და ლტოლვას აღვივებს. დღესდღეობით უამრავი სახის სუნამო არსებობს და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სურნელი აქვს.

ქუჩაში, ტრანსპორტსა თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ალბათ, ხშირად გიგრძვნიათ სუნამოს მძაფრი ან თუნდაც ტკბილი სურნელი. დღეს სუნამო დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანი. თანაც, სუნამო ხომ საწინააღმდეგო სქესის მოხიბვლის ერთერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს?! თუმცა, კარგი სუნამოს ყიდვა საკმაოდ ძვირ სიამოვნებას წარმოადგენს.

სუნამოების ცნობილი ბრენდები საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 10-12 წლის წინ გამოჩნდნენ. 1995 წელს თბილის- ში თითქმის ერთდროულად გამოჩნდა ორი ახალი ქსელი - ვულე-ვუ და ისი-პარი. დროთა განმავლობაში ორივე ქსელი დაიხვეწა და გაფართოვდა. დღესდღეობით საქარ- თველოში ისი-პარი“-ს 14 და ვულე-ვუ-ს 11 მაღაზიაა წარმოდეგნილი. ცოტა მოგვიანებით, 1998 წელს პარფიუმერიების მაღაზიათა ქსელებს შეემატა კიდევ ერთი ახალი ქსელი „ლუტეცია“, რომელიც 6 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს.

პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელს მძაფრ კონკურენციას უწევს ბაზრობა, სადაც ფასები შედარებით დაბალია და წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტიმრავალფეროვანი. თუმცა, ბაზრობაზე წარმოდგენილი პროდუქცია დაბალხარისხიანია და დიდია ფალსიფიკაციის რისკი.

ჩვენ ჩავატარეთ სუნამოების მომხმარებელთა კვლევა: გამოკითხულ იქნა 100-მდე სუნამოს მომხმარებელი, საიდანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციის მოპოვება შევძელით.

გამოკითხული სუნამოს მომხმარებლები ძირითადად ყიდულობენ 50-100 ლარამდე ღირებულების სუნამოებს, რასაც ასევე ადასტურებენ ჩვენ მიერ გამოკითხული სუნამოების მაღაზიების მენეჯერები. შემდეგ მოდის 50 ლარზე ნაკლები ღირებულების სუნამოები, 100-150 ლარამდე ყიდულობს გამოკით- ხულთა 13.6%25. 150 ლარის ზევით კი - მხოლოდ 3.6%25.

აღმოჩნდა, რომ ის, ვინც ყიდულობს სუნამოებს, ძირითადად 50-100 ლარამდე ხარჯავს.

ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვანია მომხმარებლითვის სუნამოს არჩევის პროცესში. გამოვყავით შემდეგი ძირითადი ფაქტორები: ბრენდი, სურნელი, მოდურობა, ფლაკონის დიზაინი, სიახლე და ფასი. მომხმარებელს თითოეული მათგანი უნდა შეეფასებინა ქულებით: 1. ძალიან მნიშვნელოვანია, 2. მნიშვნელოვანია, 3. ნაკლებად მნიშვნელოვანია, 4. უმნიშვნელოა. საბოლოო ჯამში მივიღეთ შემდეგი სახის მონაცემები: მომხმარებლისთვის ყველაზე ნიშვნელოვანი სურნელი აღმოჩნდა, შემდეგ კი მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ბრენდი. ყველაზე უმნიშვნელო სუნამოს შეძენისას მომხმარებლისთვის აღმოჩნდა ფლაკონის დიზაინი.

0x01 graphic

ასევე მნიშვნელოვანია ფაქტორების შეფასება მაღაზიის არჩევის დროს. გამოკითხული სუნამოს მომხმარებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ასორტიმენტის განახლება ახალი სუნამოებით. თუმცა, მათთვის ასევე მნიშვნელოვანია დაბალი ფასები და პერიოდული ფასდაკლებები.

0x01 graphic

შედარებით ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რომ მათ მიერ არჩეული მაღაზია იყოს ფართო ქსელის ნაწილი.

გამოკითხულ მომხმარებლებში ყველაზე პოპულარული ბრენდი აღმოჩნდა Chanel, შემდეგ მას მოსდევს Dior, Armani, ასევე უპირატესობას ანიჭებენ “Nina Ricci-ის და Lancome- ს. მაღაზიების მენეჯერთა გამოკითხვის შედეგადაც თითქმის იგივე ბრენდები დასახელდა ყველაზე პოპულარულად და მოთხოვნად ბრენდებად. მათი თქმით, ყველაზე პოპულარული ბრენდია Chanel, შემდეგ კი მას მოსდევს Nina Ricci.

0x01 graphic

ახლა ორიოდე სიტყვით 2008 წლის მოსალოდნელ სუნამოებზეც მოგახსენებთ:

  • Juicy Countre - ის სახლმა გადაწყვიტა მარტის თვეში გამოუშვას მამაკცის პირველი სუნამო Dirty English;

  • მარტის თვეში პარფიუმერი Aantuin li Comme des Garconsწარმოადგენს 888-ს, რომელსაც პირობითად „ოქროს“ სუნამოს უწოდებენ;

0x01 graphic

  • მაისში გამოჩნდება მამაკაცთა სუნამოს კიდევ ერთი ვერსია The One for Men olce&Gabbana- მეთიუ მაკკონახისაგან;

  • 2008 წლის გაზაფხულზე Gres-ის სახლი აგრძელებს საკუთარი სუნამოების სერიების გამოშვებას მარლენ დიტრიხის სახელით. სამეული Hommage a'Marlene Dietich, კლასიკური ყვავილოვანი სურნელი My Dream, ყვავილოვანი Sipri My Life და ნაზი არომატი My Passion, რომელიც გაძლევს საშუალებას შეეხო კინომატოგრაფიის კლასიკას;

0x01 graphic

  • Givenchy-ის სახლმა 2008 წლის შემოდგომისათვის გადაწყვიტა მამაკაცის კიდევ ერთი სუნამო Pi Neo გამოუშვას, რომელიც სხვა არომატებთან ერთად მანდარინის სურნელსაც უნდა შეიცავდეს.

2008 წელს კიდევ არა ერთ ახალ და საინტერესო ბრენდისა და სუნამოს გამოჩენას ლიან.

სუნამო უკვდავია და ყოველთვის ასე იქნება. ლეგენდარული ჯონ გალიანოს თქმით: „ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი სამკაული მისი სურნელია“.

სუნამო ჰარმონიულად შექმნილი მთლიანობაა. სურნელი ადამიანში ვნებას და ტოლვას აღვივებს.

პოეტები, მწერლები, შემოქმედები და უბრალო ადამიანები აღფრთოვანებაში მოჰყავდა იმ სურნელს, რომელიც ასე დაუფარავად ამხელდა სუსტი სქესის საიდუმლოს.

0x01 graphic

23 ჯინსი - უბრალო მუშის სამოსი თუ „თავისუფლების“ ეტალონი?

▲ზევით დაბრუნება


ყველა თანამედროვე ადამიანის გარდერობში ჯინსის ქსოვილისგან დამზადებული ერთი ნივთი მაინც მოიძებნება: ხელჩანთა, ფეხსაცმელი, აქსესუარი და ა.შ. დიზაინერებმა თითქმის ყველაფერში გამოიყენეს ეს ქსოვილი, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მაგიდის გადასაფარებლისა თუ ქვედა საცვლების შექმნაშიც კი. მოდის ისტორიკოსებმა თხელი, ნაზი დენიმის (ჯინსის ქსოვილი) ნაჭრის საქორწილო კაბაც კი დააფიქსირეს. დღეს უკვე აღარავის უკვირს, რომ ჯინსი შეიძლება ღირდეს როგორც 10, ისე 46 ათასი დოლარი - ასეა შეფასებული მსოფლიოში ყველაზე ძველი, ფირმა Levis-ის, ჯინსი. მოდელიორთა და დიზაინერთა სახლები, რომელთაც არ აქვთ თავიანთი ჯინსის ხაზი წარმოებაში, თითზე ჩამოსათვლელია. თითქმის ყველამ თავიდანვე იზრუნა ამ საკითხზე - Versace Jeans Couture, Poul Smith Jeans, D&G და ბევრი სხვა.

როგორც ამბობენ, თითქმის ყველა მოდელის სახლის მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი ჯინსის ხაზს შეაქვს და არა ექსკლუზიურ მოდელებს. ზოგიერთი სავაჭრო ნიშანი, რომელთაც მოღვაწეობა მხოლოდ ჯინსის წარმოებით დაიწყეს, ახლა ტანსაცმლის და აქსესუარების სრულყოფილი კოლექცია აქვთ. ჯინსების ასეთი საოცარი და მუდმივიპოპულარობის ახსნა მხოლოდ მისი პრაქტიკულობით შეუძლებელია.

იგი ყოველ სეზონზე მოდაშია. 2003 წლის მაისში ჯინსს 150 წელი შეუსრულდა. დღეს საკმაოდ რთულია ისეთი ადამიანის წარმოდგენა, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჩაუცვამს იგი. არსებობს ისეთი საზოგადოებრივი ადგილები, სადაც არ შეგიშვებენ მარტო იმიტომ, რომ ჯინსი გაცვიათ, რას იზამთ dress code-ის დაცვა სავალდებულოა.

ჯინსის ისტორიის ორი მესამედი - Levi's - ის ისტორიაა. თუ ფალსიფიკაციას არ ჩავთვლით, მსოფლიოში ამ ფირმის 3,5 მილიარდი შარვალია უკვე გაყიდული. Levi's-ის მოდელები იცვლება, მაგრამ სერია 501 მუდმივად რჩება და მას ყოველთვის ეყოლება თაყვანისმცემელი და მომხმარებელი.

20-იან წლებში Levi's -ის ჯინსი საუკეთესო სამუშაო ტანსაცმელი გახლდათ. მაშინ მისი მთავარი ღირსება საიმედობა იყო. იმ პერიოდის სარეკლამო პლაკატებზე გამოსახული იყო ადამიანი, რომელიც ღობეზე ხტება, ხოლო შარვლის ტოტზე კბილებით ძაღლია ჩაფრენილი. დღემდე Levi's -ის სავაჭრო ნიშანზე გამოსახულია ორი ცხენი, რომლებიც ერთმანეთზე ჯინსის შარვლით არიან გადაბმულნი, ცხენები გარბიან, ჯინსი კი არ იხევა.

0x01 graphic

მუშები ჯინსში არა მარტო გამ-ძლეობას აფასებდნენ, არამედ მოხერხებულობასაც - მას უამრავი ჯიბე ჰქონდა, სადაც სამუშაო იარაღებს ინახავდნენ.

0x01 graphic

30-იან წლებში ყოველივე ეს ცოტათი შეიცვალა. მუშებს არ შეუწყვეტიათ ჯინსის ტარება, უბრალოდ, ეს ჩასაცმელი კოვბოებმა მოირგეს ცნობილ ვესტერნებში, რომელთაც ახალგაზრდებმაც მიბაძეს.

40-იან წლებში “Levi's-ს პირველი კონკურენტები გამოუჩნდნენ. სერიოზული ბრუნვა ჰქონდა ფირმა Lee Cooper-ს, რომელმაც ამ პერიოდში დაიწყო ჯინსის წარმოება. მანამდე ეს ფირმა სამუშაო ფორმებს კერავდა სამხედროებისთვის. ყველაზე თამამი ნაბიჯი ჯინსის ბიზნესში 50-იან წლებში ქალებისთვის შეკერილი ჯინსის შარვალი გახდა. ყველაზე გაბედული ქალებისთვის კი შარვალი ელვა შესაკრავით გამოვიდა.

60-იან წლებში გამოვიდა ფერადი ჯინსი. 70-იანი წლები უკვე ტრაპეციად აჭრილმა ჯინსის შარვალმა დაიპყრო, რომელიც პლატფორმიან ფეხსაცმელზე ეცვათ.

ათწლეულის დასასრულს დადგა ცნობილი ტექნოლოგიის Stonewashed -ის დრო. ამ ტექნოლოგიის ავტორობა ისევ საიდუმლოდ რჩება. მას მიაწერენ როგორც “Levi's-ს, ისე Gap-ს. იმ პერიოდისთვის ჯინსს წვრილ ქვებთან ერთად რეცხავდნენ და ბრძოლა საუკეთესო შედეგისთვის მიდიოდა. ფირმები ექსპერიმენტებს არა მარტო ქვის ზომით, არამედ მისი წარმოშობის მიხედვითაც ატარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს საქმიანობა ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით ხდება, მაინც შემორჩენილია გამოთქმა - გახეხილი ჯინსი.

შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ჯინსი ორჯერ დაიბადა: პირველად 150 წლის წინ, მეორედ დაბადებად კი შეიძლება ჩავთვალოთ 80 - იანი წლები, როდესაც გამოჩნდა დიზაინერული ჯინსი. ახლა ვერავის გააკვირვებ იმით, რომ Armani-ს ჯინსის შარვალი იმდენი ღირს, რამდენიც Levi's- ის ორი ან სამი ერთად, მაგრამ 80 -იან წლებში ამას მიჩვევა სჭირდებოდა. დიზაინერული ჯინსის გამოჩენას კელვინ კლაინს მიაწერენ.

80-იან წლებში ასევე შეიქმნა ჯინსი-სტრეიჯი და ძალიან ვიწრო ჯინსი ჯიბეების გარეშე. თეძოების არეში განლაგებული დიდჯიბეებიანი შარვალიც ამ ეპოქის შვილია. ამავე დროს გამოჩნდა მოზრდილი საზოგადოებისათვის ძნელად შესაგუებელი დახეული ჯინსი. ჯინსი იმ გამონაკლის სამოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც პრეტენზია აქვს ერთდროულად იყოს: მოდური, რევოლუციური და ისტორიული.

24 ოქრო თუ ნამდვილია, ჟანგი არ ეკიდება

▲ზევით დაბრუნება


„ჩემი ბაჯაღლო ოქრო ხარო“ - მეტყოდა ხოლმე ბებიაჩემი.… მაშინ ვიფიქრე პირველად, ალბათ, ოქრო რაღაც ძვირფასი და ლამაზია, რადგან ბებო მე მადარებს-მეთქი,... მაგრამ ერთხელაც, როცა მეზობლის ყვითლად მოელვარე კბილებმა მომ- ჭრა თვალი, „ოქროს ღიმილით“ შეშინებულმა უარვყავი მოსაზრება.

0x01 graphic

შეიძლება ზოგს ყვითელი არ მოსწონს, იქნებ ამ ლითონის მოწითალო და თეთრი შეფერილობაც დაიწუნოს ვინმემ,… ან უბრალოდ ვერცხლი ურჩევნია - გემოვნებაზე არ დაობენო იტყვიან და სილამაზეც, როგორც ვიცით, ფარდობითი ცნებაა, მაგრამ ოქრო მაინც ოქროდ რჩება! პრეისტორიული ხანიდან მოყოლებული დიდი პატივით სარგებლობს; ალქიმიკოსებმა „ლითონთა მეფედ“ შერაცხეს; ოდითგანვე დაკავშირებულია ძალაუფლებასთან, სიმდიდრესთან… ბოლოს და ბოლოს, სწორედ ეს კეთოლშობილი ლითონი გამოხატავს ყველა სხვა საქონლის ღირებულებას, როგორც საყოველთაო ექვივალენტი და იქცევა ფულად!

ძნელია თანამედროვე სამყაროში მყარი ფასეულობის გამონახვა. ყველაფერი სწრაფ ცვალებადობას რომ ექვემდებარება, ამას უკვე მივეჩვიეთ... ღირებულებათა დევალვაციით დაწყებული, სავალუტო ინფლაციით დამთავრებული, რა გინდა რომ არ გამოგვიცდია... ასეთ არამყარ გარემოში კაპიტალის შენარჩუნება და მით უმეტეს, მის გაზრდაზე ზრუნვა არ არის ადვილი საქმე.… ქაღალდი იწვის, იხევა, ძვირფასი ლითონები კი „ჭირშიც და ლხინშიც“ მის მფლობელებს სიმყარის გრძელვადიან გარანტად ესახება...

სანამ გამარჯვებულს ოქროს მედლით აჯილდოვებენ, მეფეს ოქროს გვირგვინს ადგამენ და მეუღლეს ოქროს ბეჭდით ნიშნავენ, ურიგო არ იქნება თუ გვეცოდინება, მაინც რა ღირს დღეს ოქრო?

ოქრო გაძვირდა და ექსპერტების პროგნოზირებით კიდევ უფრო გაძვირდება. 2006 წლის ბოლოს 1 უნცია (31.1034768 გრამი) ოქრო 620 დოლარი ღირდა, 2007-ში - 800 დოლარი, 2008 წლის დასაწყისისთვის კი 1000 დოლარამდე ავიდა ფასი.

სხვა საქონლის ღირებულების მსგავსად, ოქროს ფასიც მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობაზე დაყრდნობით განისაზღვრება. ამ ლითონის გამოყენების არეალი, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ ფართოა. შესაბამისად, მასზე მოთხოვნაც დიდია.

რაც შეეხება მარაგს, დღესდღეობით მსოფლიო საბანკო რეზერვი შეადგენს 32 000 ტონას. მთელი ეს ოქრო რომ გადავადნოთ და ერთი დიდი კუბის ფორმა მივცეთ, მსოფლიო ოქროს კუბის გვერდის სიგრძე სულ რაღაც 12 მეტრი გამოვა... ეს კი ნამდვილად არ არის იმდენი, რომ ყველას გვეყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ძვირფას ლითონში ფულის დაბანდება. სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნილება ე.წ. ინვესტიციურ ოქროზე, რომელსაც ძირითადად ზოდების ან მონეტების სახით ინახავენ ბანკებში.

თუ თქვენც იმათ რიცხვში ხართ, ვისაც ფულის ოქროში დაბანდება განუზრახავს, ჯერ ძველი გამოთქმა გაიხსენეთ - „ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის!“. ადრე ოქროს ტესტირება იმაში გამოიხატებოდა, რომ ლითონს კბენდნენ. რაც უფრო კარგად დაეტყობოდა ნაკბილარი, მით უფრო რბილი იყო ლითონი, და შესაბამისად, უფრო სუფთა იყო ოქროც. დღეს ამდენი გარჯა არ დაგჭირდებათ.

0x01 graphic

ახლა ფალსიფიკაციისგან თავის დასაღწევად ოქროს სისუფთავის განსაზღვრის ორი სისტემა არსებობს: ბრიტანული ე.წ. კარატი და რუსული სინჯების სისტემა.

1 კარატიანი ოქრო ნიშნავს იმას, რომ შენადნობში ოქროს შემცველობა 1/24-ია, აქედან გამომდინარე, 24 კარატიანი ოქრო ყველაზე სუფთა ოქროა.

რაც შეეხება სინჯებს, აქ გაზომვა მეათასედებში ხორციელდება. სინჯი ვარირებს 0-დან 1000- მდე. 996 სინჯის ოქრო პრაქტიკულად სუფთა ოქროა.

0x01 graphic

ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრ სხვა „სიკეთესთან“ ერთად სინჯების გაყალბებაც ხდება, ამიტომ თუ ერთ ხელში ბეჭედი გიჭირავთ წარწერით - 958, მეორე ხელი კი უკვე საფულისკენ მიგაქვთ, ახალი შენაძენის გასაკეთებლად… ფულის გადახდამდე ჯობია მაინც ექსპერტს მიმართოთ.…

მართალია, ოქროს სტომატოლოგიაშიც იყენებენ, ფარმაცევტებიც სარგებლობენ ამ ლითონის სამკურნალო თვისებებით, და თქვენ წარმოიდგინეთ, კულინარიაშიც კი ოქროს მტვერს, როგორც დეკორატიულ ინგრედიენტს სხვადასხვა სასმელების და ტკბილეულის თაგასაფორმებლად მიმართავენ, პირველად ოქროსთან მიმართებაში მაინც სამკაული ასოცირდება. საინტერესოა რა სახის, როგორი წარმოშობის და რა ფასის სამკაულები იყიდება მეტწილად ქალთულ ბაზარზე.… ამის გასარკვევად კითხვარით ხელში მივმართეთ ოქროს გამყიდველებს და მცირე «გამოკვლევის» შედეგად გაირკვა, რომ:

0x01 graphic

რუსული წარმოშობის ოქრო ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, შემდეგ ერთმანეთს ეჯიბრებიან იტალიური და თურქული... რაც შეეხება ფასებს, ძირითადად 50-დან 200 ლარამდე შეფასებულ სამკაულებს იძენენ, ხოლო სინჯებიდან ყველაზე მეტად ყიდულობენ 583, 958 და 750 სინჯის ოქროს.

ნაკეთობებიდან თითქოს ყველაფერზე თანაბარი მოთხოვნაა, მაგრამ როგორც ერთმა გამყიდველმა მითხრა: „შვილო, ახლა მარხვაა და იმიტომ, თორემ შენ უნდა ნახო ქორწილების „ბუმის“ დროს ოქროს ბეჭდები როგორ კარგად საღდებაო“…

მერე ისიც მოაყოლა: „მაგ ქაღალდების ფრიალს ჯობია ოქრო იყიდო, იცოდე ეს ისეთი რამეა, არ იჟანგებაო“.

25 სტუმართმოყვარეობის „საამაყო“ ტრადიცია და...

▲ზევით დაბრუნება


ჩვენ ვამაყობთ სტუმარმასპინძლობის საუკუნოვანი ტრადიციით, მაგრამ მომსახურების კულტურა ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია...

მაგალითისთვის საკმარისია იმის აღნიშვნაც, რომ ქართველების უმრავლესობისთვის მიმტანობა ე.წ. ოფიციანტობა სათაკილო პროფესიათა რიცხვს მიეკუთვნება.

არიან ქართულ რეალობაში მომღიმარი მიმტანები?

თუ თქვენ გადაწყვეტთ დაძაბული სამუშაო კვირის შემდგომ საკუთარ თავს პატარა დღესასწაული მოუწყოთ და ემოციებისგან დაცლის სურვილიც გძალავთ, მაშინ სახლში ყოფნას რა თქმა უნდა რესტორანში წასვლა ჯობია.

ჩემს მეგობრებთან ერთ-ერთ რესტორანში შეხვედრა თავდაპირველად ჩემი წარმატების თხრობას და, იმავდროულად, ოფიციანტის ლოდინს დაეთმო. საუბარში გართულებმა ვერც კი შევნიშნერთ, რომ ნახევარი საათის განმავლობაში უყურადღებოდ ვისხედით. ეს ყველაფერი უმნიშვნელოდ ჩაივლიდა, რომ არა ოფიციანტის აგრესიული ტონით ნათქვამი: „რას ინებებთ?“ თავიდანვე ტონის შეცვლა მოვთხოვე. ამას მოყვა მიმტანის მხრიდან თავისი და ახლობლების ბიოგრაფიული მიმოხილვა. როცა გავაცნობიერე, რომ მუსიკალურ გაფორმებასაც კი გადააჭარბა ჩემი ხმის ტონალობამ, გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ დარჩენას რესტორნის სასწრაფოდ დატოვება აჯობებდა. ლოგიკურად დაიბადა კითხვა: „ნეტა ამ დროს სად იყო მენეჯერი?“ „ნუთუ არავინ უნდა აკონტროლებდეს ასეთი „თავაზიანი“ პერსონალის ქცევებს?“

XXI საუკუნეში, როდესაც მთელი მსოფლიო დღითი დღე უკეთეს მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, საქართველოში რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი შემთხვევები? როდემდე უნდა ვისაუბროთ არასრულფასოვან ქართულ მომსახურებაზე? განვითარებულ ქვეყნებში ხომ კომპანიები მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტთან ერთად სთავაზობს დამატებით ფასეულობას, ვინაიდან მომსახურება არამატერიალურია, შთაბეჭდილებაა, ეს ყოველივე კი მომხმარებლის ცნობიერებაში მკვიდრდება სასიამოვნო მოგონებად. რესტორნები ბევრად მეტ ფასეულობას სთავაზობენ მომხმარებლებს, ვიდრე, უბრალოდ საჭმლით მომსახურებაა და სწორედ ამ შთაბეჭდილებისთვის დადის იქ სისტემატურად ამდენი ხალხი. როდესაც მომსახურების ხარისხის საზომია მომხმარებლის შენარჩუნება, ასეთი მომსახურე პერსონალი არ უნდა უბიძგებდეთ მათ რესტორნის უკან მოუხედავად დატოვებისკენ. ორგანიზაციისთვის ეს ძალიან უარყოფითად აისახება, რადგან წასვლის მერე ასეთი კლიენტები არ დაიზარებენ უკმაყოფილების ხმამაღლა გაჟღერებას.

მას შემდეგ მაწვალებს კითხვა: არის კი რეცეპტი ქართულ რეალობაში აგრესიული მიმტანების მომღიმარ მომსახურე პერსონალად გადაქცევისა?

მენეჯერმა შეიძლება სხვადასხვა ქმედებას მიმართოს, მაგრამ საჭიროა, რომ თითოეულ თანამშრომელს ინდივიდუალურად მიუდგეს - თუ ზოგზე დადებითად იმოქმედებს პრობლემების შესახებ ცალკე საუბარი, სხვებისთვის დარღვევების დროს საჯაროდ საყვედურის მიცემაა საუკეთესო გამოსავალი; მენეჯერმა პირდაპირ თუ ირიბად გამუდმებით უნდა აკონტროლოს თანამშრომლები, იქნება ეს მისტერიული მომხმარებლის ინსტიტუტი თუ პირადი გაკონტროლება;

შესაძლოა რესტორნებში დაიდოს ე.წ. საჩივრის ყუთები, სადაც უკმყოფილო მომხმარებელი შენიშვნებს ჩააგდებს და საკუთარი აზრის გამოხატვის მეტი საშუალება ექნება.

საბოლოოდ, ყველა შემთხვევაში შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და არასდროს დავკმაყოფილდეთ მიღწეულით.

ცხადია, რომ მომხმარებლებს სიამოვნებთ მყუდრო გარემოში ღიმილიანი მომსახურება. ასე რომ, თუ მიგაჩნიათ, რომ კლიენტი არის „მეფე“, გაუღიმეთ...

26 რამდენად კარგად ართმევთ თავს სამუშაოს?

▲ზევით დაბრუნება


1. სამუშაო დღისწესრიგში გეგმებისთვისაც ვიტოვებ დროს:

  1. თითქმის არასდროს

  1. ზოგჯერ

  1. ხშირად

  1. თითქმის ყოველთვის

2. მე გადავაბარებ ხოლმე ყველაფერს, რისი გადაბარებაც შეიძლება:

  1. თითქმის არასდროს

  1. ზოგჯერ

  1. ხშირად

  1. თითქმის ყოველთვის

3. მე წერილობით ვაფიქსირებ დავალებებსა და მიზნებს, თან ვუთითებ მათი შესრულების ვადებს.

  1. თითქმის არასდროს

  1. ზოგჯერ

  1. ხშირად

  1. თითქმის ყოველთვის

4. ვცდილობ ყველა ოფიციალური დოკუმენტი „ერთხელ და სამუდამოდ დავამუშაო“.

  1. თითქმის არასდროს

  1. ზოგჯერ

  1. ხშირად

  1. თითქმის ყოველთვის

5. ყოველ დღე პრიორიტეტების მიხედვით ვადგენ შესასრულებელი საქმეების ნუსხას:

  1. თითქმის არასდროს

  1. ზოგჯერ

  1. ხშირად

  1. თითქმის ყოველთვის

6. ვცდილობ ჩემი სამუშაო დღე შეძლებისდაგვარად გავათავისუფლო “გვერდითი” სატელეფონო საუბრებისგან, დაუგეგმავი მომსვლელებისა და სხდომებისგან:

  1. თითქმის არასდროს

  1. ზოგჯერ

  1. ხშირად

  1. თითმის ყოველთვის

7. ვცდილობ ჩემი დღიური დატვირთვა საკუთარი შრომისუნარიანობის შესაბამისად გავანაწილო:

  1. თითქმის არასდროს

  1. ზოგჯერ

  1. ხშირად

  1. თითმის ყოველთვის

8. ჩემი დროის გეგმაში არის „ფანჯარა“, რომელიც საშუალებას მაძლევს რეაგირება მოვახდინო აქტუალურ პრობლემებზე:

  1. თითქმის არასდროს

  1. ზოგჯერ

  1. ხშირად

  1. თითმის ყოველთვის

9. მე ვცდილობ ჩემი აქტივობები იმგვარად გამოვავლინო, რომ კონცენტრირება მოვახდინო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებზე:

  1. თითქმის არასდროს

  1. ზოგჯერ

  1. ხშირად

  1. თითმის ყოველთვის

10. მე შემიძლია უარის თქმა, როცა სხვას ჩემი დროის გამოყენება სურს, მე კი უფრო სერიოზული სამუშაო მაქვს:

  1. თითქმის არასდროს

  1. ზოგჯერ

  1. ხშირად

  1. თითმის ყოველთვის

0x01 graphic

ქულებით შეფასება

ა. 0
ბ. 1
გ. 2
დ. 3

0-15 ქულა: თქვენ არ გეგმავთ თქვენს დროს და გარემოებათა ზეგავლენის ქვეშ ხართ, ზოგიერთ მიზანს აღწევთ თუ კი იცავთ წინასწარ შედგენილ განრიგს.

16-20 ქულა: თქვენ ცდილობთ მართოთ საკუთარი დრო, მაგრამ არც ისეთი თანამიმდევრული ხართ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

21-25 ქულა: თქვენ კარგი თვითმენეჯმენტი გაქვთ.

26-30 ქულა: თქვენ ყველასთვის მაგალითი ხართ, ვისაც სურს დროის რაციონალურად განაწილება. მიეცით თქვენს ირგვლივ მყოფებს საშუალება გაიზიარონ თქვენი გამოცდილება.

თუ დააგროვეთ 24 ქულაზე ნაკლები, ამან თავგზა არ აგიბნიოთ, უბრალოდ თქვენი ენერგია სუსტი მხარეების აღმოფხვრას უნდა მოახმაროთ, ეს იქნება პირველი ნაბიჯი თვითმენეჯმენტის განხორციელების გზაზე.

0x01 graphic

27 როგორ ვისაუბროთ ტელეფონით

▲ზევით დაბრუნება


საქმიანი ურთიერთობისას საკმაოდ ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ საქმიან დეტალზე გვიწევს ტელეფონით საუბარი. ასეთ დროს ძალზედ მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვით ვისაუბროთ ტელეფონით, რათა უხერხულად არ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი თანამოსაუბრესთან.

სატელეფონო საუბარს ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს: მონაწილეთა დაშორების მიუხედავად იგი უწყვეტ და ორმხრივ ინფორმაციათა გაცვლას უზრუნველყოფს.

ექსპერტების აზრით, ბიზნესმენთა დროის დანაკარგის 15 მთავარ მიზეზთა შორის პირველ ადგილზე სატელეფონო საუბრებია. მათი ხანგრძლივობა კი მოსაუბრეთა ემოციურ დატვირ- თვაზეა დამოკიდებული.

სატელეფონო საუბრის ხელოვნებაც ის არის, რომ მოკლედ და მკაფიოდ შევატყობინოთ პარტნიორს აუცილებელი ინფორმაცია და გარკვევით მივიღოთ პასუხი. საქმიანი სატელეფონი საუბრისას არ არის რეკომენდირებული მოსაუბრესთან სხვა თემების შესახებ ბევრი ლაპარაკი. ამით შესაძლოა დრო დააკარგინოთ და თქვენი რეპუტაციაც შელახოთ.

წარმატებული საუბრის საფუძველია კომპეტენტურობა, ტაქტიანობა, კეთილგანწყობა, მისი წარმართვის ეფექტური მეთოდების ფლობა, პრობლემის ოპერატიულად და ხელსაყრელად გადაწყვეტის მცდელობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქმიანი სატელეფონო საუბარი მშვიდ და თავაზიან ტონში სრულდებოდეს და დადებით ემოციებს იწვევდეს. საქმიანი სატელეფონო საუბრის დაწყებამდე აუცილებელია განვსაზღვროთ მისი მიზანი და წარმართვის ტაქტიკა. საჭიროა სამოქმედო გეგმის შედგენა, გადასაწყვეტი საკითხებისა და მისაღები ინფორმაციის ჩაწერა და სხვ. სასურველია, პირველივე ფრაზიდან ვეცადოთ მოსაუბრის დაინტერესებას.

0x01 graphic

სატელეფონო საუბრის შემდეგ გავაანალიზოთ მისი შინაარსი, ჩავინიშნოთ მნიშვნელოვანი მომენტები და შევადგინოთ მოკლე ჩანაწერები. არსებობს ზოგირთი ნიუანსი, რაც რეკომენდირებულია გავითვალისწინოთ სატელეფონო საუბრის დროს.

არასასურველია:

  • ყურმილის აღების დიდი ხნით დაყოვნება;

  • საუბრის დაწყებისას წარმოთქვათ - „სალამი, ილაპარაკეთ“;

  • ვიკითხოთ „შემიძლია რამეთი დაგეხმაროთ?“;

  • ორ ტელეფონზე ერთდროულად საუბარი;

  • ტელეფონის ყურმილის გადადება;

  • ჩანიშვნებისთვის ქაღალდის ნაგლეჯების, კალენდრის ფურცლების ან სხვათა გამოყენება;

  • სხვისთვის ყურმილის მრავალჯერ გადაცემა;

  • წარმოთქვა „ყველანი სადილობენ“, „არავინაა“, „გამეორებით დარეკეთ“ და სხვ;

სასურველია:

  • ყურმილის მეოთხე ზარამდე აღება;

  • საუბრის დაწყებისას წარმოვთქვათ „დილა მშვიდობისა“ და წარვუდგინოთ ჩვენი თავი;

  • აზროვნების კონცენტრაცია და საუბრის ყურადღებით მოსმენა;

  • თუ საკითხის გასარკვევად დრო გვჭირდება, შევთავაზოთ ხელახლა დაკავშირება;

  • სატელეფონო საუბრისათვის განკუთვნილი ბლანკების გამოყენება;

  • თანამოსაუბრის ტელეფონის ნომრის ჩაწერა;

  • მიღებული ინფორმაციის ჩანიშვნა და სხვ.

28 ბიზნესკალენდარი

▲ზევით დაბრუნება


2. აპრილი

  • საწარმო და ორგანიზაცია მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციას წარუდგენს საგადასახადო ორგანოს და გადაიხდის დაზუსტებულ წლიურ გადასახადს.

  • საწარმოების, ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისთვისათვის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და დაზუსტებული წლიური გადასახადის გადახდის ვადა;

  • მეწარმე ფიზიკური პირების, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ამხანაგობის წევრი ფიზიკური პირების მიერ საშემოსავლო გადასახდის წლიური დეკლარაციის წარდგენის და დაზუსტებული წლიური გადასახადის გადახდის ვადა.

0x01 graphic

16 აპრილი:

  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირები, წარადგენენ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციას და იხდიან კუთვნილ გადასახადს;

  • აქციზის გადამხდელები წარადგენენ აქციზის შესახებ ყოველთვიურ დეკლარაციას და იხდიან კუთვნილ გადასახადს. ამასთან, აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებულ აქციზურ საქონელზე აქციზი გადახდას ექვემდებარება აქციზური მარკების შეძენისას;

  • შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის გაანგარიშების და გადახდილი თანხების ინფორმაციის შესახებ ყოველთვიური საგადასახადო ანგარიშის წარდგენის ვადა. დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება თანხის (მოგების) გადახდისთანავე (გაცემისთანავე);

  • წამახალისებელი გათამაშების, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის, ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი) პირები, წარადგენენ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ყოველკვარტლურ დეკლარაციას და იხდიან კუთვნილ მოსაკრებელს. ამასთან, კაზინოს (სამორინეს) მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროს მოწყობისას სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გადახდას ექვემდებარება საანგარიშო კვარტლის დაწყებამდე მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის გზით;

  • მინერალურ წყლებზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გადამხდელები საგადასახადო ორგანოში წარადგენენ ყოველკავრტლურ გაანგარიშებას და გადაიხდიან გასული კვარტლის კუთვნილ მოსაკრებელს;

  • ნახშირორჟანგზე (გაზი CO2), ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელები ყოველთვიურად გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

  • ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნახშიროჟანგის (გაზი CO2), მინერალური წყლების, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსებისა) სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელები საგადასახადო ორგანოში წარადგენენ ყოველთვიურ გაანგარიშებას და გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

29 ეკონომიკური ინდიკატორები

▲ზევით დაბრუნება


ინფლაციის, მწარმოებელთა და სამომხმარებლო ფასების ინდექსების დინამიკა

თვე/წელი

წლიური ინფლაცია

თვიური
ინფლაცია

სამომხმარებლო
ფასების ინდექსი
(1995=100)

მწარმოებელთა
ფასების ინდექსი (2000 წლის
დეკემბერი=100)

წლიური ინფლაცია
(სამომხმარებლო
ფასების ინდექსის
პროცენტული
ცვლილება წინა
წლის შესაბამის
თვესთან)

თვიური
ინფლაცია, %25

სფი (1995=100)

მფი (2000 წლის
დეკემბერი=100)

იანვარი-07

10,4

2,7

288,9

146,6

თებერვალი-07

11,0

0,7

291,0

146,2

მარტი-07

9,7

-1,1

287,9

148,8

აპრილი-07

8,1

0,3

288,7

152,0

მაისი-07

7,3

1,6

293,4

156,0

ივნისი-07

7,3

-0,2

292,8

155,8

ივლისი-07

6,6

0,1

293,3

161,4

აგვისტო-07

7,7

0,6

295,2

167,1

სექტემბერი-07

9,0

1, 2

298,6

169,7

ოქტომბერი-07

11,2

2,8

307,1

177,2

ნოემბერი-07

11,6

1,4

311,3

173,3

დეკემბერი-07

11,0

0,3

312,1

173,6

იანვარი-08

10,7

2,5

319,9

თებერვალი-08

10,9

0,9

322,8

2007 წელი

ექსპორტი

2007 წელი

იმპორტი

იანვარი

69 473,8

იანვარი

328 475,2

თებერვალი

67 521,7

თებერვალი

334 759,4

მარტი

86 665,9

მარტი

381 864,0

აპრილი

99 579,0

აპრილი

364 694,4

მაისი

112 612,3

მაისი

438 539,4

ივნისი

108 111,1

ივნისი

376 066,0

ივლისი

118 907,5

ივლისი

430 090,3

აგვისტო

114 434,4

აგვისტო

463 612,3

სექტემბერი

97 163,0

სექტემბერი

423 991,3

ოქტომბერი

130 179,1

ოქტომბერი

523 049,8

ნოემბერი

111 147,5

ნოემბერი

446 146,3

დეკემბერი

124 389,1

დეკემბერი

705 413,4

სულ

1 240 184,4

სულ

5 216 702,0

ათ. აშშ დოლარი

ათ. აშშ დოლარი

ლარის კურსის დინამიკა მარტის მიხედვით

02.04.2008

1 GBP = 2.8914 GEL

01.04.2008

1 GBP = 2.9160 GEL

31.03.2008

1 GBP = 2.9479 GEL

28.03.2008

1 GBP = 2.9764 GEL

27.03.2008

1 GBP = 2.9670 GEL

26.03.2008

1 GBP = 2.9420 GEL

25.03.2008

1 GBP = 2.9252 GEL

24.03.2008

1 GBP = 2.9439 GEL

21.03.2008

1 GBP = 2.9446 GEL

20.03.2008

1 GBP = 2.9971 GEL

19.03.2008

1 GBP = 3.0055 GEL

18.03.2008

1 GBP = 3.0317 GEL

17.03.2008

1 GBP = 3.0699 GEL

14.03.2008

1 GBP = 3.0890 GEL

13.03.2008

1 GBP = 3.0612 GEL

12.03.2008

1 GBP = 3.0665 GEL

11.03.2008

1 GBP = 3.0808 GE

10.03.2008 1

GBP = 3.0794 GEL

აშშ დოლარის კურსის დინამიკა ლართან მიმართებაში (საშუალოდ კურსი1.504)

0x01 graphic

02.04.2008

1 EUR = 2.2954 GEL

01.04.2008

1 EUR = 2.3211 GEL

31.03.2008

1 EUR = 2.3271 GEL

28.03.2008

1 EUR = 2.3299 GEL

27.03.2008

1 EUR = 2.3156 GEL

26.03.2008

1 EUR = 2.2961 GEL

25.03.2008

1 EUR = 2.2728 GL

24.03.2008

1 EUR = 2.2936 GEL

21.03.2008

1 EUR = 2.3158 GEL

20.03.2008

1 EUR = 2.3556 GEL

19.03.2008

1 EUR = 2.3645 GEL

18.03.2008

1 EUR = 2.3747 GEL

17.03.2008

1 EUR = 2.3562 GEL

14.03.2008

1 EUR = 2.3665 GEL

13.03.2008

1 EUR = 2.3372 GEL

12.03.2008

1 EUR = 2.3447 GEL

11.03.2008

1 EUR = 2.3481 GEL

10.03.2008

1 EUR = 2.3545 GEL

ევროს კურსის დინამიკა ლართან მიმართებაში (საშუალოდ კურსი 2.3342)

0x01 graphic

ფუნტი სტერლინგის კურსის დინამიკა ლართან მიმართებაში (საშუალოდ კურსი 3.008)

02.04.2008

1 USD = 1.4635 GEL

01.04.2008

1 USD = 1.4685 GEL

31.03.2008

1 USD = 1.4760 GEL

28.03.2008

1 USD = 1.4810 GEL

27.03.2008

1 USD = 1.4800 GEL

26.03.2008

1 USD = 1.4770 GEL

25.03.2008

1 USD = 1.4770 GEL

24.03.2008

1 USD = 1.4830 GEL

21.03.2008

1 USD = 1.4890 GEL

20.03.2008

1 USD = 1.4940 GEL

19.03.2008

1 USD = 1.4990 GEL

18.03.2008

1 USD = 1.5050 GEL

17.03.2008

1 USD = 1.5130 GEL

14.03.2008

1 USD = 1.5190 GEL

13.03.2008

1 USD = 1.5220 GEL

12.03.2008

1 USD = 1.5260 GEL

11.03.2008

1 USD = 1.5280 GEL

10.03.2008

1 USD = 1.5300 GEL

0x01 graphic