The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თავისუფლება № 2 (38), თებერვალი, 2005


თავისუფლება № 2 (38), თებერვალი, 2005


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კუბლაშვილი კოტე, სენი ამარტია, დარჩიაშვილი დავით
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: გამოცემულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS Center-ის ფინანსური მხარდაჭერით ვრცელდება უფასოდ ყველა უფლება დაცულია თბილისი 0108, გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15, ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge www.liberty.ge რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი რედკოლეგია: აკაკი მინაშვილი გიორგი მელაძე ლევან რამიშვილი მაია ოქრუაშვილი ხათუნა კვესელავა დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ფოტო



1 სამართლიანი სასამართლო

▲ზევით დაბრუნება


თვით ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში ექსპერტები ბევრს დაობენ იმის შესახებ, არსებობს თუ არა იურიდიული ენის ინტერპრეტაციის უნივერსალური მეთოდი. თუმცა ასეთ ქვეყნებში გადამწყვეტ როლს სამართლებრივი კულტურა და ტრადიცია ასრულებს. ერთის მხრივ, მოსამართლეთა კორპუსის გადაწყვეტილებები არ სცილდება ქვეყნის სამართლებრივ ტრადიციას, მეორეს მხრივ, მოქალაქეთა ერთგულება კანონის უზენაესობისადმი უცვლელი ღირებულებაა.

გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც სამართლებრივი ნიჰილიზმი სისტემის რეფორმირების კვალობაზეც არ არის ბოლომდე დაძლეული, სისტემის ცვლილებაზე მეტად აქტუალური ისევ მოსამართლეთა კორპუსის საკითხია.

,,მოსამართლე უნდა განამტკიცებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაულების დამოუკიდებლობის, შეუვალობის, სამართლიანობის, სიწმინდისა და მიუკერძოებლობისადმი,

- ნათქვამია ქართული სამოსამართლო ეთიკის კოდექსში.

ის, თუ რამდენად შექმნის სასამართლო განცდას იმისა, რომ ჩვენს უფლებებს იცავს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო, დიდწილად მოსამართლეთა მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამ თვალსაზრისით მიგვაჩნია მნიშვნელოვნად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახლადდანიშნული თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ნაშრომის გამოქვეყნება, რომელიც ერთ-ერთ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებას - სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეხება.

წინამდებარე ნაშრომი არის ფრაგმენტი ,,საქართველოს კონსტიტუციის კომენტარებიდან“, რომელიც IRIS-საქართველოს პროექტის ფარგლებშია მომზადებული.

2 სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კოტე კუბლაშვილი

საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ე.წ. საპროცესო უფლებათა ძირითად ბლოკს, რომელიც შედგება მე-18, მე-40 და 42-ე მუხლებისაგან. ამ ბლოკის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი კი 42-ე მუხლია, რომლის თითოეული პუნქტი ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა უმნიშვნელოვანეს პრინციპებს შეიცავს. ესენია: სასამართლო დაცვის, იგივე სამართლიანი სასამართლოს უფლება, უფლება კანონიერ სასამართლოზე, დაცვის უფლება, ერთი და იმავე დანაშაულისათვის

ორჯერ დასჯის დაუშვებლობა (ne bis in idem); იმ დანაშაულისათვის დასჯის დაუშვებლობა, რომელიც მისი ჩადენის დროს დანაშაულად არ ითვლებოდა (nulla poena sine lege), კანონის უკუძალის პრინციპი, შეჯიბრებითობის, იგივე საშუალებათა თანასწორობის პრინციპი, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების იურიდიული ძალის საკითხი და უკანონოდ მიყენებული ზარალის სახელმწიფო სახსრებიდან სრული ანაზღაურების უფლება. ამ უფლებებს ხშირად მართლმსაულების ძირითად უფლებებსაც უწოდებენ.

1. სასამართლო დაცვის (სამართლიანი სასამართლოს) ძირითადი უფლება

I. შესავალი

42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ სასამართლოსათვის მიმართვის და სამართლებრივი დაცვის ეს ძირითადი ნორმა განმტკიცებულია იმავე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის მიხედვითაც, ,,დაცვის უფლება გარანტირებულია“, აგრეთვე მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით, რომლებიც დაკავებული ან დაპატიმრებული პირის უფლებებს განსაზღვრავს:

,,2. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

3. ... დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსადობის მიხედვით...

,,5. დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე ... შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს..

ადამიანის სრულყოფილი და სამართლიანი დაცვა უზრუნველყოფილია 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის მიხედვითაც, ,,ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. ამ პუნქტში მოცემული დებულება შეჯიბრებითობის (იგივე საშუალებათა თანასწორობის) პრინციპს ეფუძნება. დიდი მნიშვნელობა აქვს 42-ე მუხლის მე-8 პუნქტსაც, რომელიც აცხადებს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.“ 'სწორედ ამ და ზემოთ ციტირებული დებულებებიდან გამომდინარე, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო დაცვის უფლებას ხშირად ,,სამართლიან სასამართლოზე ადამიანის ძირითად უფლებას უწოდებენ.

,,1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

2. ყოველი პირი უნდა განსაოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

3. დაცვის უფლება გარანტირებულია.

4. არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.

5. არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენი დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

6. ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.

7. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.

8. არავინ არ არის ვალდებული, მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.

9. ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.“

საქართველოს კონსტიტუცია 42- მუხლი

ზემოთქმულთან ერთად, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და გაბატონებული სამართლებრივი შეხედულება სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების არსებით, განუყოფელ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს თავისუფალ ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა განმსაზღვრელ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს - უდანაშაულობის პრეზუმფციას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს ამ პრინციპის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ცალკე, დამოუკიდებელი მუხლით აღიარებს მას (მ. 40). მიუხედავად ამისა, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ 42-ე მუხლის სხვადასხვა პუნქტში მოცემული დებულებები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვან, უდანაშაულობის პრეზუმფციაზე არანაკლები მნიშვნელობის პრინციპებს წარმოადგენენ, მაგრამ შინაარსობრივი ურთიერთკავშირის გამო ისინი სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების ფრთებქვეშაა გაერთიანებული. ასეთივე შინაარსობრივი ურთიერთკავშირიდან და კონსტიტუციურსამართლებრივი ერთიანობიდან გამომდინარე, მართებული იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მისი შემადგენელი ერთერთი ძირითადი პრინციპის - უდანაშაულობის პრეზუმფციის ერთად განხილვა. ამ მიდგომას ამყარებს კონვენციის მე-6 მუხლიც, რომელიც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ძირითად უფლებას და მის შემადგენელ, მასთან შინაარსობრივად დაკავშირებულ სხვა უფლებებსაც, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციას: მე-2 პუნქტის მიხედვით, ,,ყველა, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მისი ბრალეულობა დამტკიცდება კანონის შესაბამისად.”

II. დაცული სფერო

როგორც აღინიშნა, სასამართლო დაცვის, იგივე სამართლიანი სასამართლოს უფლება ძირითადი საპროცესო უფლებაა და წარმოადგენს საპროცესო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მატერიალური სამართალი. ფიზიკური პირის პრეტენზიას სამართლიან სასამართლო დაცვაზე, ანუ სასამართლოსათვის მიმართვაზე ხშირად ,,ადამიანის უძველეს პროცესუალურ უფლებას“ უწოდებენ. ამ უფლების მიხედვით, ყველას შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მისი საქმის სამართლიანი საჯარო სასამართლო მოსმენა, თუ მიაჩნია, რომ სახელმწიფომ დაარღვია მისი უფლებები; არავინ შეიძლება იყოს სასამართლო პროცესის შიშველი ობიექტი, ყველას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი შესაძლებლობა, პროცესის მიმდინარეობისას გამოთქვას თავისი შეხედულება, რათა ამით გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს თავად პროცესზეც და სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც. 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის სრულყოფილ, ყოვლისმომცველ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი და ყოვლისმომცველი დაცვა კი უპირველესად ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ მოქმედებისა თუ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შემოწმებას, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევს. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაზე. თავისუფალი, დემოკრატიული წესწყობილების არსებობისა და გამართული ფუნქციონირებისათვის აღნიშნულ დებულებას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. ამას ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომელმაც საქმეზე - ,,დელკური ბელგიის წინააღმდეგ1 - განაცხადა: ,,დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიან სასამართლო განხილვაზე უფლებას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მისი შეზღუდვითი ახსნა-განმარტება მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ჭრილშ დაუშვებელია.

განსახილველი ძირითადი უფლების მფლობელია ყველა ფიზიკური პირი განურჩევლად მოქალაქეობისა. ამასთან, კონსტიტუციის 45-ე მუხლზე დაყრდნობით, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების გავრცელებას იურიდიულ პირებზე, და სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენების უფლება აქვთ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსაც.

სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოზე. სასამართლოს დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამართლებრივი სისტემით, რომელიც განსაზღვრავს სასამართლოს წევრების დანიშვნის წესს, სასამართლოზე ზემოქმედების განხორციელების აღმკვეთ გარანტიებს, აგრეთვე მოსამართლეთა პირადი და სოციალური უსაფრთხოების გარანტიებს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ მოთხოვნას და ადგენს მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს, რომელთა დიდი ნაწილიც მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე თავში - ,,სასამართლო ხელისუფლება. გარდა ამისა, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი აცხადებს, რომ ,,მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისება კანონით(მ. 8, პ. 2).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან, ისე მხარეებისაგან.2 სასამართლომ ასევე განსაზღვრა ,,მიუკერძოებლობის“ შინაარსი და განაცხადა, რომ ,,მიუკერძოებლობა ნიშნავს წინაზრახვის ან მიკერძოების უქონლობას. მოცემულ კონტექსტში უნდა განვასხვაოთ: სუბიექტური მიდგომა, რომელიც კონკრეტული საქმის ირგვლივ მოსამართლის პირად მრწამსს ასახავს, და ობიექტური მიდგომა, რომელიც განსაზღვრავს, არსებობდა თუ არა საკმარისი გარანტიები, რათა გამორიცხული ყოფილიყო ნებისმიერი ეჭვი ამასთან დაკავშირებით.3 საერთოდ, მოქმედებს იმის პრეზუმფცია, რომ კანონის საფუძველზე დანიშნული მოსამართლის მიუკერძოებლობა არასოდეს იწვევს ეჭვს, თუ არ არსებობს ჩვენებები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებს. გარდა ამისა, ყოველ საქმესთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული, არსებობს თუ არა მოსამართლის ქცევისაგან დამოუკიდებელი უდავო ფაქტები, რომლებიც მის მიუკერძოებლობაზე ახდენენ გავლენას. ამ დროს მნიშვნელობას იძენს ყველა გარემოება, განურჩევლად მათი ხასიათისა. ეს გარემოებები საბოლოოდ გავლენას ახდენს მთლიანად სასამართლო სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობაზე, რაც თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილების არსებობისა და განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების მნიშვნელოვანი ელემენტია სასამართლო განხილვის სააროობა. ამ პრინციპის არსებობა არა მხოლოდ მხარეთა, არამედ საზოგადოების ინტერესებშიც შედის. სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპის რეალური მოქმედება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საზოგადოების ნდობის ხარისხს მართლმსაჯულებისადმი. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ძირითადი უფლების ამ მოთხოვნას და ადგენს, რომ სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე; დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში; სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში საჯაროდ უნდა გამოცხადდეს, ხოლო სასამართლო სხდომაზე კინო და ფოტოგადაღების, აუდიო და ვიდეოჩაწერის აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით.4 საყურადღებოა, რომ ევროპული კონვენცია ასევე ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც სასამართლო სხდომა შეიძლება დაიხუროს და პრესა ან საზოგადოება არ დაიშვას მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე, რაც სრულიად სამართლიანი დებულებაა, რადგან შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევებში ეს აუცილებელი იყოს მხარეთა ინტერესების დასაცავად ან გამომდინარეობდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესების დაცვის აუცილებლობიდან.5 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საჯაროობა მოითხოვება სამართალწარმოების ნებისმიერი ეტაპის მიმართ, რომელიც ზეგავლენას ახდენს განსასჯელის საქმის ,,განსაზღვრაზე.“6 ამასთან, საჯაროობა არ შეიძლება დარღვეულად ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როცა ორივე მხარე მოითხოვს სხდომის დახურვას.7

სასამართლო დაცვის, იგივე სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო მოსმენისას დაცული უნდა იყოს მხარეთა თანასწორობა, ასამართლო პროცესის ყოველ მონაწილეს უნდა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებების გამოთქმისა და პოზიციის დაფიქსირების თანაბარი შესაძლებლობა. არც ერთ მხარეს არ უნდა მიეცეს რაიმე არსებითი უპირატესობა მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით. საშუალებათა თანასწორობის, იგივე შეიბრებითობის ეს პრინციპი უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა ზოგადად, არამედ ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების მიმართ, რომელიც სასამართლო განხილვის საგანია. მხარეებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ფაქტებისა და არგუმენტების შესახებ. ამავე დროს, თითოეულ მხარეს უნდა ჰქონდეს საკუთარი შეფასების გამოხატვისა და საწინააღმდეგო არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა ყველა იმ მტკიცებულების მიმართ, რომელსაც წარმოადგენს მეორე მხარე ან რომელსაც იხილავს სასამართლო საკუთარი ინიციატივით. სასამართლოს არა აქვს უფლება გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნოს იმ ფაქტებს, რომელთა შესახებაც მხარეებს არ გამოუთქვამთ საკუთარი შეხედულება. საკუთარი შეხედულების, საწინააღმდეგო არგუმენტების გამოთქმისა და პოზიციის დაფიქსირების უფლება მოიცავს აგრეთვე შუამდგომლობათა წარდგენის უფლებას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების ამ მოთხოვნას - ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის8 მიხედვით, ,,მართლმსაულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე საქმეში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე, ხოლო ,,სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეიბრებითობის საფუძველზე.`9 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კი, ,,მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვთ, წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათს გამოკვლევაში, განაცხადონ შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვან საკუთარი აზრი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ საკითხზე.“10

ზემოაღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, რომელიც აღიარებულია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი სასამართლო დაცვის ძირითადი უფლების დარღვევა იმ საქმეებში, რომლებშიც ეროვნულმა სასამართლოებმა გადაწყვეტილება მიიღეს ბრალდების იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებზეც ინფორმაცია არ მიეწოდა მოპასუხე მხარეს.11 სასამართლომ ასევე დააფიქსირა ამ პრინციპის დარღვევა საქმეებში, რომლებშიც ერთ-ერთ მხარეს უარი უთხრეს საქმის მასალების გაცნობაზე12 და როდესაც ერთ-ერთ მხარეს სასამართლოს მიერ უარი ეთქვა წარდგენილი მტკიცებულების განხილვაზე.13

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როცა მხარეს ეძლევა საკუთარი შეხედულების გამოთქმისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, მაგრამ იგი უარს ამბობს ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე, ეს სრულიადაც არ ნიშნავს სასამართლო დაცვის ძირითადი უფლების დარღვევით პროცესის ჩატარებას. დაუშვებელია მხარემ მოახდინოს სასამართლო პროცესის ბლოკირება იმით, რომ არ გამოიყენოს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების მისთვის არაერთხელ მიცემული შესაძლებლობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში, ჯერ ერთი, მხარის მიერ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმა მოტივირებული უნდა იყოს არაორაზროვანი ფორმით,14 და მეორე, თუ პირი უარს განაცხადებს სასამართლოს მოსმენაში მონაწილეობაზე, მისი ინტერესების დამცველი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს პროცესში.15

შეჯიბრებითობის, ანუ საშუალებათა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარეობს იმის აუცილებლობა, რომ ნებისმიერი პირი მისთვის გასაგებ ენაზე დეტალურად იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების შინაარსის შესახებ. ეს ეხება ყველა სახის ინფორმაციას, რომელიც ბრალდებულს უნდა ეცნობოს ბრალდების წაყენებისა და საქმის აღძვრის დროს, აგრეთვე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად შეაფასა შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ განაცხადა, რომ მას ენობრივი ბარიერი ჰქონდა და აუცილებლად საჭიროებდა თარჯიმნის დახმარებას, მაგრამ ეროვნულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა.16 სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ,,განსასელი, რომელიც ვერ ფლობს სამართალწარმოების ენას, არასამართლიან პირობებში აღმოჩნდება, თუ მას არ მიეცა საშუალება გაეცნოს საბრალდებო აქტსა და სხვა დოკუმენტებს მისთვის გასაგებ ენაზე.17 სამართალწარმოებაში არსებული ყველა დოკუმენტისა თუ განაცხადის შინაარსის გაგება აუცილებელია განსასჯელისათვის, რათა მან ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის ძირითადი უფლებით.18 ამასთან, სასამართლომ არ მიიჩნია კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ პირს დაუნიშნა ადვოკატი, რომელსაც შეეძლო როგორც სამართალწარმოების ოფიციალურ, ისე პირის მშობლიურ ენაზე საუბარი და ამით თავისი დასაცავის სრულყოფილი დაცვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლოებში სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, იმავდროულად კი სავალდებულოა პირი, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, უზრუნველყოფილი იყოს თარჯიმნით. თარჯიმნის მომსახურება უნდა ანაზღაურდეს ბიუჯეტის ხარჯზე.19

42-ე მუხლის მე-3 პუნქტით უზრუნველყოფილია დაცვის უფლება. ეს უფლება მოიცავს პირის შესაძლებლობასა და სურვილს, დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, ან, თუ მას არ შეუძლია სამართლებრივი დახმარების ანაზღაურება საკუთარი სახსრებით, მიეცეს ამის საშუალება უფასოდ იმ შემთხვევებში, როცა ამას მოითხოვს სამართლიანი მართლმსაჯულების ინტერესები. დაცვის უფლების ამ მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავალდებულებს სასამართლოს და ყველა სხვა თანამდებობის პირს, რომლებიც სისხლის სამართალწარმოებას ახორციელებენ ,,ეჭვმიტანილი, ბრალდებული და განსასელი უზრუნველყონ დაცვის უფლებით, განუმარტონ მათი უფლებები, მისცენ შესაძლებლობა, დაიცვან თავი კანონით ნებადართული ყველა საშუალებით, დაიცვან მათი უფლებები და თავისუფლებები.20 ამ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიცია ასევე სრულიად ნათელია. კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის განმარტებისას სასამართლომ განაცხადა, რომ ,,როდესაც არსებობს თავისუფლების აღკვეთის საფრთხე, მართლმსაულების ინტერესები მოითხოვს დაცვის უფლების უზრუნველყოფას.21

დაცვის უფლება გულისხმობს აგრეთვე პირის უფლებას, ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება საკუთარი დაცვის მოსამზადებლად. ამ უფლებათა მჭიდრო ურთიერთკავშირი აშკარაა, რადგან ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება დაცვის მოსამზადებლად არის სწორედ ადვოკატის მოთხოვნის უფლება. აქედან გამომდინარეობს აგრეთვე იმის აუცილებლობა, რომ ბრალდებულისა თუ განსასჯელის დამცველს ჰქონდეს კლიენტთან თავისუფალი და კონფიდენციალური დაკავშირებისა და შეხვედრების უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაწვრილებით განმარტა დაცვის უფლების შინაარსი და აღნიშნა, რომ დამცველის დახმარება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ,,დაკავების მომენტიდან,“ რადგან დაკავებულ, ბრალდებულ თუ განსასჯელ პირს სჭირდება დამცველის დახმარება თავისი ,,კანონიერი ინტერესების დასაცავად და მისთვის კვალიფიციური იურიდიული დახმარების გასაწევად.22 სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია დაცვის და დასაცავი პირის უფლება, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს დასაცავი პირის სურვილიდან. ,,საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს დაცვის უფლების ისეთ პირობებს, როდესაც უპირატესობა ენიჭება დასაცავი პირის სურვილსა და უნარს, ჰყავდეს დამცველი.23 სასამართლოს აზრით, დაცვის მხარეს უნდა მიეცეს გონივრული, საკმარისი დრო და შესაძლებლობა განახორციელოს სრულფასოვანი დაცვა, რაც გულისხმობს ისეთ დროს და შესაძლებლობას, რომელიც სისხლის სამართლის ყოველი კონკრეტული საქმის სირთულიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს მისცემდა სრულფასოვანი მომზადების შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კონსულტაციები და შეხვედრები ადვოკატსა და ბრალდებულს (განსასჯელს) შორის უნდა მიმდინარეობდეს დამსწრეების გარეშე, კერძო გარემოში, რათა დაცული იყოს ამ პირთა კონფიდენციალური ურთიერთობა და თავად ადვოკატის პროფესიული საიდუმლოებაც.24 ამასთან, სასამართლომ განაცხადა, რომ ცალკეულ გამონაკლის შემთხვევებში, სახელმწიფოს შეუძლია, შეზღუდოს ასეთი შეხვედრები, მაგალითად, როდესაც იკვეთება დასაბუთებული ეჭვი, რომ ადვოკატი ბოროტად იყენებს თავის პროფესიულ მდგომარეობას და საიდუმლოდ ათანხმებს თავის კლიენტთან მტკიცებულებათა დამალვის ან განადგურების, ან სასამართლო პროცესის სხვა სერიოზული გზით ობსტრუქციას გეგმას.25

42-ე მუხლის მე-6 პუნქტით კონსტიტუცია აღიარებს სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს - ბრალდებულის უფლებას, მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და დაკითხვა სეთსავე პირობებში, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. ეს უფლება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს ეყრდნობა და უზრუნველყოფს პირის უფლებას, დაკითხოს თვითონ ან დაიკითხონ მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები, აგრეთვე გარანტირებული იყოს დაცვის მოწმეთა დასწრება და დაკითხვა მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემ მოწმეთა თანაბარ პირობებში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბიონიში ავსტრიის წინააღმდეგ26 - დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლომ დაცვის მიერ გამოძახებული მოწმეები უნდა დაჰკითხოს ისეთივე პირობებში, როგორც თავის მხრივ ექსპერტად მოწვეული მოწმეები. აღსანიშნავია, რომ სასამართლო მუდმივად აფიქსირებდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას იმ საქმეებში, რომლებშიც ეროვნული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დაფუძნებული იყო ანონიმურ მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთა დაკითხვის საშუალებაც არ ჰქონდა დაცვის მხარეს.27 სასამართლომ ასევე დააფიქსირა დარღვევა საქმეში, როცა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს არ მიეცა საშუალება, დაეკითხა ბელგიის სამეფო ოჯახის წევრი იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომლებზეც დაფუძნებული იყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.28 ამავე დროს, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულ სასამართლოს უფლება აქვს, უარი უთხრას განსასჯელის მხარეს მოწმის გამოძახებაზე, თუ ნათელია, რომ მოწმის ჩვენებას საქმის არსებითი განხილვისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

სასამართლო დაცვის ანუ სამართლიანი სასამართლო განხილვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია ბრალდებულის უფლება, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს დუმილის უფლება. საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმეზე საუნდერსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ29), აღნიშნული უფლება წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისოსამართლებრივ ნორმას და სისხლის სამართლის პროცესში იგი ნებისმიერ დასჯად ქმედებაზე და ნებისმიერ ბრალდებაზე ვრცელდება. ამ უფლების ძირითადი შინაარსი ისაა, რომ დაიცვას განსასჯელი ხელისუფლების იძულებისაგან, კერძოდ, არ დაიშვას მტკიცებულებების მოპოვება განსასჯელის იძულების გზით.

სასამართლო დაცვა ეფექტიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როცა იგი დროულად ხორციელდება. ერთი მხრივ, ეს ნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესები უნდა ჩატარდეს გონივრულად მისაღებ ვადებში და არ მოხდეს მათი დაუსრულებელი გაჭიანურება. ამით სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლება მოითხოვს, მართლმსაჯულება განხორციელდეს ისეთი დაყოვნების გარეშე, რომელიც ძირს უთხრის მისდამი ადამიანების ნდობას. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი პროცედურები, რომლებიც შეესაბამება ძირითადი უფლების ამ მოთხოვნას და უზრუნველყოფს მოქალაქის უფლებას სამართლიან, დროულ და ეფექტიან სასამართლოზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სამართალწარმოების ხანგრძლივობის გონივრულობა უნდა შეფასდეს საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით, კერძოდ, საქმის სირთულის, მომჩივანის ქცევისა და ეროვნული ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მოქმედების გათვალისწინებით.30

მეორე მხრივ, სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების მოთხოვნაა ხელისუფლების ისეთი გადაწყვეტილებების მაქსიმალური შემცირება, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. ამ მოთხოვნას შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის31 29-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმა, რომლის მიხედვითაც, სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას. ეს ნორმა კონსტიტუციურ-სამართლებრივად უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების კონკრეტული გამოხატულება და საჯარო სამართლებრივი პროცესის ფუნდამენტური პრინციპია. ბუნებრივია, აქ შეიძლება არსებობდეს შემთხვევები, როცა ადმინისტრაციული აქტის მოქმედების და აღსრულების შეჩერება არ ხდება, რადგან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს კონკრეტული ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელებას, მაგრამ ეს შემთხვევები მხოლოდ გამონაკლისი უნდა იყოს ზოგადი წესიდან. ასეთი გამონაკლისები ჩამოთვლილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილში, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:

,,) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან;

) იგი წარმოადგენს პოლიციის ორგანოს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც გამოცემულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;

) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;

) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა;

) ეს გათვალისწინებულია კანონით.

სამართლიანი სასამართლოს ძირითად უფლებას ეწინააღმდეგება ისეთი ნორმები, რომლებიც არაგონივრულ სასამართლო ხარჯებს ადგენს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სასამართლოსათვის მიმართვას. ეს განსაკუთრებით სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს ეხება. სასამართლო დაცვა არ უნდა იყოს დამოკიდებული მოქალაქეთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მათ ფინანსურ შესაძლებლობებზე. კანონმდებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს მოთხოვნა შესაბამისი ნორმების დადგენით, სასამართლოებმა კი მხედველობაში უნდა მიიღონ მოქალაქის სოციალური მდგომარეობა. საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით,32 მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, აგრეთვე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე (მ. 47) ან კიდევ ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს ხარჯების ოდენობა (მ. 48).

III. დაცულ სფეროში ჩარევა

უსაშველოდ გრძელი და დაუსრულებელი სასამართლო პროცედურა არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი სასამართლო დაცვის ძირითადი უფლების ფაქტობრივი გაუქმება და, შესაბამისად, მის დაცულ სფეროში მძიმე ჩარევა. ასევე მძიმე ჩარევაა ისეთი შემთხვევა, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა შეცდომას, ანუ გადაწყვეტილება მიღებულია სწორედ ამ შეცდომის საფუძველზე. ეს კი მაშინ ხდება, როცა არ არის გამორიცხული, რომ პროცესზე კონკრეტული პირის გამოკითხვა და მოსმენა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, პირმა, რომელიც მსგავსი შემთხვევის გამო დარღვეულად მიიჩნევს სასამართლო დაცვის ძირითად უფლებას, უნდა მოიყვანოს ის ფაქტები, რომლებსაც ის წარმოადგენდა სასამართლო პროცესზე მისი მოსმენის შემთხვევაში, რადგან სწორედ ამ გზით შეიძლება შემოწმდეს, შეეძლო თუ არა სასამართლოს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება აღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების მოსმენის შემთხვევაში.

საქართველოს კანონი ,,საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილებათა სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ“33 სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, სასამართლოებში მოსამართლის არყოფნის ან განსახილველი საქმეების რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში კონკრეტულ სასამართლოში მოსამართლის უფლების განსახორციელებლად მიავლინოს სხვა სასამართლოს მოსამართლე (მ. 13), რათა ამით თავიდან აიცილოს საქმეთა განხილვის ვადების და, შესაბამისად, სასამართლო დაცვის ძირითადი უფლების დარღვევა.

IV.ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი

სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ადამიანის სამართლებრივი დაცვის პროცედურული და ორგანიზაციული ნორმები, რაც უნდა შეესაბამებოდეს 42-ე მუხლის მოთხოვნებს და სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შინაარსს. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სხვა ძირითად უფლებებთან კოლიზიის შემთხვევაში. თუმცა ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რომელ უფლებასთან შეიძლება მოხდეს კოლიზია. აქედან გამომდინარე, არ არსებობს არავითარი შესაძლო კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი ჩარევის გასამართლებლად.

2. . 42, . 2 - უფლება კანონიერ სასამართლოზე

ადამიანის ძირითადი უფლება კანონიერ სასამართლოზე, სხვა საპროცესო ძირითად უფლებებთან ერთად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შემადგენელი ნაწილი და კონკრეტული გამოხატულებაა. საქართველოს კონსტიტუცია ამ ძირითად უფლებას უზრუნველყოფს 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის მიხედვითაც, ,,ყოველი პირი უნდა განსაოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის გაბატონებული სამართლებრივი შეხედულება, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს. კონვენციის მე-6

მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება, ,,კანონით შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ გონივრულ ვადაში სამართლიან ან საარო მოსმენაზე. სწორედ ამ კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია აღნიშნულ ძირითად უფლებას 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებს და ამით ხაზს უსვამს მის პირდაპირ კავშირს სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან. კანონიერ სასამართლოზე ძირითადი უფლების სუბიექტია ყველა ფიზიკური პირი, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა თუ მოქალაქეობის არქონისა. ეს უფლება არის გარანტია, რომლის საფუძველზეც თავიდან ავიცილებთ ფიზიკური პირის სასამართლო გზით დაცვაზე სხვადასხვა საშუალებებით ზეგავლენისა და სასამართლო პროცესის მანიპულირების საფრთხეს. დაუშვებელია სასამართლოთა განსჯადობისა და შემადგენლობის ისეთი წესით განსაზღვრა, რომლის მიზანიც იქნება კონკრეტულ სასამართლო საქმეთა ამორჩევა და განხილვა. ეს ძირითადი უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლო განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. ამ მოთხოვნის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა შინაარსობრივი, ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით ,,საერთო სასამართლოების შესახებ34 და საპროცესო კოდექსებით.

0x01 graphic

კანონიერ სასამართლოზე ადამიანის ძირითადი უფლება მოქალაქეებს იცავს მოსამართლეთა ან სასამართლოთა მიერ მათთვის ,,სასურველი'` საქმეების საკუთარი შეხედულებისამებრ ,,ამორჩევის'` შესაძლებლობისაგან. შესაბამისად, აღნიშნული უფლება გამორიცხავს შემთხვევითობას საქმეთა ამორჩევისა და მოსამართლეთა მიერ საქმეთა განხილვის საკითხებში. ნეგატიური თვალსაზრისით, უზრუნველყოფილია უფლება, რომლის მიხედვითაც, კანონით გათვალისწინებული კონკრეტული გარემოებების შემთხვევაში დაუშვებელია საქმის განხილვა კონკრეტული მოსამართლის მიერ (ე.წ. აცილების უფლება). აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას შესაბამისი პირობები ამ ძირითადი უფლების რეალური განხორციელებისათვის, კერძოდ კი - შეიმუშაოს კანონები, რომელთა საშუალებითაც წინასწარვე მაქსიმალურად ნათლად იქნება განსაზღვრული, თუ როგორ განაწილდება სასამართლოში საქმეები და რომელი მოსამართლე განიხილავს კონკრეტულ საქმეს.

კანონიერი სასამართლოს ძირითადი უფლების ზემოხსენებულ მოთხოვნას შეესაბამება საქართველოს კანონი ,,საერთო სასამართლოებშსაქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილებათა სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ'`,35 რომლითაც განსაზღვრულია რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესი (მ. 1). საქართველოს საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება რიგითობის წესით, რაც გულისხმობს მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას საქმეთა შემოს ვლის რიგისა და მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით (მ. 4). რიგითობით პირველი ნომერი ენიჭება იმ მოსამართლეს, რომლის გვარის პირველი, ხოლო იგივეობის შემთხვევაში მომდევნო ასო ანბანის მიხედვით პირველია (მ. 5). სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეები და სხვა მასალები მოსამართლეთა შორის ნაწილდება სასამართლოში საქმის შემოსვლის თანამიმდევრობის მიხედვით; შემოსვლის რიგით ყოველი მომდევნო საქმე გადაეცემა რიგითობით მომდევნო მოსამართლეს (მ. 8).

მოცემულ ძირითად უფლებაში ჩარევაა, მაგალითად, ის შემთხვევები, როცა სასამართლოებში საქმეთა განაწილების კანონითა და სასამართლოთა სამუშაო რეგლამენტით დადგენილი წესების დარღვევით საქმეს იხილავს ე.წ. არასათანადო მოსამართლე. მძიმე ჩარევაა აგრეთვე საქმის განხილვა სასამართლოთა ტერიტორიული ან ინსტანციური იურისდიქციის დარღვევით.

საქართველოს კონსტიტუციით, უფლება კანონიერ სასამართლოზე უზრუნველყოფილია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ანუ იგი აბსოლუტური ძირითადი უფლებაა. შესაბამისად, დაუშვებელია რაიმე სახით მისი შეზღუდვა. აღნიშნული უფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვა დაცულ სფეროში კონსტიტუციურსამართლებრივად გაუმართლებელი ჩარევა იქნება. ასევე გაუმართლებელია ჩარევა კოლიდირებული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, რადგან ასეთი სიკეთე უბრალოდ არ არსებობს.

____________________

1. Delcourt v. Belgium, 1 January, 1970.

2. Campbell and Fell v. the United Kingdom, 28 January 1984.

3. Piersack v. Belgium, 1 October, 1982.

4. ,,საერთო სასამართლოების შესახებ'` საქართველოს ორგანული კანონი, 1997 წლის 13 ივნისი, მ. 12.

5. იხ. კონვენციის მ. 6, პ. 1, წინ. 2: ,,სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოში ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, პრესა ან საზოგადოება შეიძლება არ დაიშვას სასამართლო განხილვის მთელ პროცესზე ან მის ნაწილზე, თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვანთა ინტერესები ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ან სასამართლოს შეხედულებით განსაკუთრებულ გარემოებებში, მკაცრი აუცილებლობის ზღვრამდე, თუ საჯაროობა ზიანს მიაყენებს მართლმსაჯულების ინტერესებს.“

6. Axen v. Federal Republic of Germany, 8 December, 1983.

7. Le Compte, Van Leuven and De Meyere v. Belgium, 23 June, 1981.

8. 1997 წლის 13 ივნისი.

9. ორგანული კანონის მ. 6.

10. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მ. 15, ნაწ. 3.

11. Brandstetter v. Austria, 28 August, 1991; Imbrioscia v. Switzerland, 24 November, 1993; Bulut v. Austria, 22 February, 1996; Garcia Alva v. Germany, 13 February, 2001.

12. Kerojarvi v. Finnland, 19 July, 1995; McMichael v. the United Kingdom, 24 February, 1995; Foucher v. France, 18 March, 1997.

13. De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February, 1997; Mantovanelli v. France, 18 March, 1997.

14. Poitrimol v. France, 23 November, 1993.

15. Pelladoah v. Netherlands, 22 September, 1994.

16. Brozicek v. Italy, 19 December, 1989.

17. Kamasinski v. Austria, 29 December, 1989.

18. Luedicke, Belkasam and Koc v. Germany, 28 November, 1978.

19. ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი, მ.10.

20. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მ. 11, ნაწ. 1.

21. Benham v. the United Kingdom, 10 June, 1996; Artico v. Italy, 13 May, 1980.

22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშერიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'`, №2/3/182, 185, 191; 2003 წლის 29 იანვარი.

23. იქვე.

24. Can v. Austria, 30 September, 1985; Campbell and Fell v. the United Kingdom, 28 January, 1984.

25. Campbell and Fell v. the United Kingdom, 28 January, 1984.

26. Bönisch v. Austria, 6 May, 1985.

27. Kostovski v. Netherlands, 30 November, 1989; Windisch v. Austria, 27 September, 1990 Saidi v. France, 20 September, 1993.

28. Bricmont v. Belgium, 7 July, 1989.

29. Saunders v. the United Kingdom, 17 December, 1996; Funke v. France, 23 February, 1993.

30. Pлlissier ans Sassi v. France, 25 March, 1999; Portington v. Greece, 23 September, 1998; Barfuss v. Czech Republic, 31 July, 2000.

31. 1999 წლის 23 ივლისი.

32. 1997 წლის 14 ნოემბერი.

33. 1998 წლის 26 ივნისი.

34. 1997 წლის 13 ივნისი.

35. 1998 წლის 26 ივნისი.

3 კულტურა და ადამიანის უფლებები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ამარტია სენი

(დასასრული. დასაწყისი იხ. 1(37). იანვარი, 2005)

აშოკა და კაუტილია

მთლიანობაში კონფუცის იდეები უფრო რთულია და მრავალშრიანი, ვიდრე ის სენტენციები, რომელთაც ხშირად დიდი ფილოსოფოსის სახელს ამოფარებულნი იცავენ ხოლმე. ამას გარდა, შეინიშნება სხვა მოაზროვნეთა იგნორირების ტენდენცია, რომლებიც არამარტო ჩინურ, მთლიანად აზიურ კულტურას მიეკუთვნებიან. თუ ჩვენ ინდურ ტრადიციას მივმართავთ, აღმოვაჩენთ თანასწორობის, თავისუფლებისა და ტოლერანტობის თაობაზე მრავალმხრივ და განსხვავებულ შეხედულებებს. ეგალიტარულ საფუძველზე ტოლერანტობის აუცილებლობის შესახებ განსაკუთრებით საინტერესო თვალსაზრისი წარმოდგენილია იმპერატორ აშოკას ტექსტებში (ჩვ.წ-მდე II I სკ.). მისი იმპერიის ტერიტორია სიდიდით ნებისმიერ სხვა ინდურ სამეფოს აღემატებოდა (მაგჰალსისა და რაჯას მიწების ჩათვლით; ბრიტანელების მიერ შექმნილ ნაციონალურ სახელმწიფოებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში). აშოკამ საზოგადოებრივი ეთიკისა და განათლებული მმართველობის პრობლემებს მას შემდეგ მიმართა, რაც სისხლისმღვრელი, დამთრგუნველი ბრძოლით კალინგის სამეფოზე (ამჟამად ორისის შტატი) გამარჯვება მოიპოვა. დეპრესიაგამოვლილმა იმპერატორმა ბუდიზმი მიიღო და თავისი ემისრები საზღვარგარეთ - დასავლეთსა და აღმოსავლეთში - ბუდას მოძღვრების საქადაგებლად წარავლინა, რითაც ამ რწმენის მსოფლიო რელიგიად გადაქცევას შეუწყო ხელი. ცოტა ხანში კი ქვეყნის მთელი ტერიტორია ქვის სტელებით დაიფარა, ხოლო დაფებზე ამოკვეთილი წარწერები სათნო ცხოვრების და ქველი მმართველობის არსსა და ფორმას განმარტავდა.

ამ ტექსტებში განსაკუთრებული მნიშვნელობა მრავალფეროვნების მიმართ შემწყნარებლობას ენიჭებოდა. მაგალითად, ერაგუდში წარწერილი, ახლა მე-12 ნომრად ცნობილი განჩინება გვამცნობს:

0x01 graphic

,,უეროა მარტოოდენ თვისი თემის პატივგება ან უპირობოდ სხვისი თემის შებღალვა. მხოლოდ რაიმე ნაკლი შეიძლება იყოს შეგინების საფუძველი, რაკი ნებისმიერი თემი ამა თუ იმ მიზეზით პატივის ღირსია. როცა ამგვარად იქცევა,ადამიანი საკუთარ თემს განადიდებს და იმავდროულად საკადრისად ეპყრობა სხვისას. სხვაგვარად მოქცევისას ადამიანი თავის თემს ვნებს და დაუმსახურებლად ამცირებს სხვისას. ვინაიდან, ვინც პატივს მიაგებს თავის თემს და სხვას კი მარტოოდენ საკუთარის ერთგულებისა და განდიდების განზრახვით შეურაცხყოფს, სინამდვილეში უდიდეს ზიანს გვრის მშობლიურ თემს.“

ჩვ. წ-მდე III სკ-ის ეს და მრავალი ამგვარი ედიქტი ნათელს ხდის ტოლერანტობის მნიშვნელობას როგორც საჯარო სახელმწიფო პოლიტიკის, ასევე მოქალაქეთა შორის ურთიერთობის სფეროშიაც.

ტოლერანტობასა და მისი გავრცელების არეალთან დაკავშირებით აშოკა უნივერსალისტი იყო. დამთმენ მოპყრობას ითხოვდა ყველასადმი და მათ შორის ,,ტყის ხალხის“, ანუ იმ ტომების მიმართაც, ჯერ კიდევ ,,სოფლის მეურნეობამდელი“ ეკონომიკური ფორმაციის პირობებში რომ ცხოვრობდნენ. აშოკას მხრიდან ეგალიტარიზმისა და უნივერსალური ტოლერანტობის ქადაგება ზოგიერთ კომენტატორს ,,ანტიაზიურადაც“ შეიძლება ეჩვენოს, მაგრამ იმპერატორის შეხედულებები ინდოეთში მის მმართველობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე ,,ინტელექტუალურ“ მოდად ქცეული ფილოსოფიური მიმდინარეობებიდანაა ამოზრდილი.

ახლა კი სხვა, მეტად საინტერესო ინდოელ მოაზროვნეს მივმართოთ, რომლის ტრაქტატმა სახელმწიფო მმართველობისა და პოლიტიკური ეკონომიის შესახებ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც მის თანამედროვეებზე, ასევე მომდევნო თაობებზეც. მხედველობაში გვყავს კაუტილია, ავტორი ,,არტხაშასტრისა“, რაც ,,ეკონომიკურ მეცნიერებად“ შეიძლება ითარგმნოს, თუმცა ამ ნაშრომში მარტო ეკონომიკის კი არა, პრაქტიკული პოლიტიკის საკითხებიც არის განხილული. კაუტილია ჩვ.წ-მდე IV სკ.-ში ცხოვრობდა, ანუ არისტოტელეს თანამედროვე იყო და სუბკონტინენტზე მაურიების მძლავრი იმპერიის დამაარსებლის, იმპერატორ ჩანდრაჰუპტი მაურიას (აშოკას პაპის) კარზე მთავარ მინისტრად მსახურობდა.

კაუტილიას ხშირად იმოწმებენ იმის დასამტკიცებლად, რომ თავისუფლება და ტოლერანტობა ინდურ კლასიკურ ტრადიციაში ნაკლებად წარმოადგენდა ფასეულობას. ,,არტხაშასტრა-ში'` დეტალურად აღწერილ იმჟამინდელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას შეიძლება მართლაც დაუსვა ასეთი ,,დიაგნოზი“ ორი ასპექტის გამო: პირველ რიგში, კაუტილია ერთობ ვიწრო გაგების კონსეკვენციონალისტია. თუ ისეთ მიზნებს, როგორიცაა ქვეშევრდომთა ბედნიერების უზრუნველყოფა და ქვეყანაში წესრიგის დამყარება, ბრძენი მინისტრი დაწვრილებითი პოლიტიკური რჩევებით სახსრავს და დამაჯერებლადაც ასაბუთებს, მეფეს ის დიდსულოვან ავტოკრატორად წარმოგვიდგენს და მისი ძალაუფლება - თუნდაც მხოლოდ სიკეთის ქმნას გულისხმობდეს, - აბსოლუტიზებულია სწორი ორგანიზაციის მეშვეობით. ამრიგად, ,,არტხაშასტრა“, ერთი მხრივ, შეიცავს შესანიშნავ იდეებსა და რჩევებს ისეთ მნიშვნელოვან პრაქტიკულ პრობლემებზე, როგორიცაა შიმშილის არიდება და ადმინისტრაციული ეფექტიანობა (ეს იდეები არც დღეს, ორი ათას წელზე მეტი ხნის შემდეგ გახუნებულა), მაგრამ, მეორე მხრივ, თხზულება ასწავლის მეფეს, თუ როგორ უნდა მიაღწიო მიზანს ოპონენტებისა და მტრების თავისუფლების შელახვის გზით.

ისიცაა, რომ კაუტილია, როგორც ჩანს, არ ყოფილა პოლიტიკური და ეკონომიკური თანასწორობის მოტრფიალე. მისი თვალთახედვით, კარგად ორგანიზებული საზოგადოება მკაფიოდ სტრატიფიცირებულია კლასობრივი და კასტური ნიშნით. მოქალაქეთა ბედნიერების უზრუნველყოფა ღირებულებათა მისეულ იერარქიაში ერთ-ერთ უმაღლეს ადგილს იკავებს და ყველა მოქალაქეზე თანაბრად ვრცელდება, მაგრამ სხვა მიზნები ფორმითაც და არსობრივადაც მკვეთრად ანტიეგალიტარული ხასიათისაა. საზოგადოების უიღბლო წევრების მფარველობა და შემწეობა მეფის ვალდებულება გახლავთ, რათა მათ თავიდან აირიდონ სიღატაკე და სიკვდილი. კაუტილია განსაკუთრებით უსვამს ხაზს მეფის ვალდებულებას - ,,ორსული ქალისა და ახალშობილის“ მატერიალურ შემწეობასთან ერთად, ,,შეინახოს ბავშვები, მოხუცები, სნეულნი, მიუსაფარნი და დაუცველნი“. მაგრამ მფარველობის ვალდებულება შორსაა თავად ამ დახმარებააღმოჩენილი ადამიანების თავისუფლების პატივისცემისა და არაორთოდოქსულობისადმი შემწყნარებლობისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სისტემაში შეუძლებელია ცხოვრების წესის ინდივიდუალურად განსაზღვრა.

როგორია დასკვნა? რა თქმა უნდა, მთავარი მინისტრი არც დემოკრატია, არც ეგალიტარისტი და არც საყოველთაო თანასწორობისთვის მებრძოლი. და მაინც, როცა საუბარია იმაზე, თუ რას უნდა ფლობდეს საზოგადოების ყველაზე პრივილეგირებული ფენის წევრი, თავისუფლება პირველ პლანზე გამოდის. უმაღლესი კლასის წარმომადგენლის (ე.წ. არიას) პიროვნული თავისუფლების ხელყოფა დაუშვებლად ითვლება. კაუტილიამ დასჯის სისტემაც შეიმუშავა: ხშირ შემთხვევაში, ერთობ მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული მათ თვის, ვინც იმონებს მაღალი წოდების ქალს ან ბავშვს, მაგრამ, უკვე დამონებულთა მდგომარეობის გამო ავტორი წინააღმდეგობას არ გამოხატავს. ისიც არაა გასაკვირი, ამ ფილოსოფოსთან ვერსად რომ ვერ წავაწყდებით შესაძლებლობის თავისუფლად განხორციელების მნიშვნელობაზე არისტოტელეს გასაგებ და არაორაზროვან დებულებათა მსგავს მსჯელობას. მაგრამ უმაღლესი წოდებისთვის თავისუფლების გაგება კაუტილიასთან უთუოდ არსებობს. ეს გაგება ეწინააღმდეგება წარმოდგენას საზოგადოების დაბალი ფენის მიმართ ხელისუფლების ვალდებულებათა შესახებ, რაც უკიდურესი სიღატაკისა და უმწეობის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოებრივი მზრუნველობისა და შემწეობის პატერნალისტური ფორმითაა გამოვლენილი. მიუხედავად ამისა, ცხოვრების მართებული წესის კაუტილიასეული ხედვა სრულად შეესაბამება იმგვარი ეთიკის სისტემას, სადაც თავისუფლება ფასეულობას წარმოადგენს. მართალია, ,,არტხაშასტრაში“ თავისუფლების საზღვარი საზოგადოების უმაღლესი ფენითაა შემოხაზული, მაგრამ ასეთი მიდგომა რადიკალურად როდი განსხვავდება თავისუფალი მამაკაცისა და მეორე მხრივ, მონისა და ქალის ძველბერძნული დიქოტომიისგან. საბოლოო ჯამში, კაუტილია უფრო ვიწროდ აზროვნებს ვიდრე უნივერსალისტი აშოკა, მაგრამ ბევრწილად მისი განაზრებანი კერძოობითობის მიმდევარი არისტოტელეს იდეებს ენათესავება.

ტოლერანტობა ისლამში

ინდური აზრის ზემოთ ნახსენებ ორ მძლავრ, მაგრამ ერთობ განსხვავებულ მიმდინარეობაში წარმოდგენილ პოლიტიკურ იდეებსა და ცხოვრების პრაქტიკულ გააზრებაზე (რომლებიც, შესაბამისად, ჩვ. წ-მდე III და IV საუკუნეებს მიეკუთვნება) ასე დეტალურად იმიტომ შევრჩერდით, რომ ამ იდეებმა, თავის მხრივ, ღრმა ზეგავლენა მოახდინა გვიანდელ ინდოელ მოაზროვნეებზე. აშოკათი და კაუტილიათი ტრადიცია არ მთავრდება. ინდოეთში მრავალფეროვნებისადმი შემწყნარებლობის გავლენიან მქადაგებელთა და დამამკვიდრებელთა შორის დიდი მოგოლი იმპერატორი აქბარი ირიცხება (მეფობდა 1556-1605 წლებში). აქ, კვლავ საუბარი გვაქვს არა დემოკრატზე, არამედ ძლევამოსილ მმართველზე, რომელიც სოციალური და რელიგიური ქცევის ამა თუ იმ ფორმის მიმართ ლოიალური იყო და პატივს სცემდა ადამიანის სხვადასხვა ტიპის უფლებებს, მათ შორის ღვთისმსახურებისა და რელიგიური პრაქტიკის თავისუფლებას, თანაც იმ ხარისხით, აქბარის დროს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ყოველთვის რომ არ მიიღწეოდა.

ასე მაგალითად, როდესაც 1591-1592 წლებში მუსლიმური კალენდრით მე-1000 წელიწადი დადგა, დელისა და აგრაში ერთგვარ მღელვარებას ჰქონდა ადგილი (დაახლოებით იმის მსგავსს, რისი მოწმენიც ქრისტიანული კალენდრით მესამე ათასწლეულის დამდეგისას გავხდით). ამ გარდამტეხ ისტორიულ მომენტში აქბარმა რამდენიმე განკარგულება გამოსცა, სადაც, inter alia, რელიგიურ შემწყნარებლობაზეც იყო საუბარი:

0x01 graphic

,,არავის უნდა შეექმნას დაბრკოლება რელიგიური წესის აღსრულებისას. ნებისმიერს ეძლევა ნებართვა, მიიღოს ის აღმსარებლობა, რომელსაც მოიწადინებს. თუკი ინდუსი ბავშვობისას ან მომდევნო ასაკში თავისი ნების საწინააღმდეგოდ გახდა მუსლიმი, იგი, სურვილის შემთხვევაში, უფლებამოსილია, დაუბრუნდეს მამების რწმენას.

აქბარის ტოლერანტობა, მართალია, რელიგიურად ნეიტრალური იყო, მაგრამ არ გახლდათ უნივერსალური; მაგალითად, არ ვრცელდებოდა ისეთ რამეზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა ან თანასწორობა ახალგაზრდასა და ხანდაზმულს შორის. იმპერატორის ერთერთი განჩინება გულისხმობდა ყმაწვილი ინდუსი ქალის იძულებით დაბრუნებას მშობლის სახლში, თუკი მან მუსლიმი შეყვარებულის გამო მიატოვა იგი. ახალგაზრდა შეყვარებულსა და მამას შორის არჩევანისას მხცოვანი აკბარი მთლიანად მშობლის მხარესაა. ტოლერანტობა და თანასწორობა ერთსა და იმავე სიბრტყეზე შეწყვილებულია შეუწყნარებლობასა და უთანასწორობასთან, მაგრამ ტოლერანტობის ხარისხი რელიგიური პრაქტიკისა და აღმსარებლობის საკითხებში ერთობ მაღალია. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით კი ,,დასავლური ლიბერალიზმის“ გაძლიერებული რეკლამის ფონზე, უადგილო არ იქნება იმის აღნიშვნაც, რომ იმ დროს, როცა აქბარი ასეთ ბრძანებებს გამოსცემდა, ევროპაში მძვინვარებდა ულმობელი ინკვიზიცია.

თანამედროვე კონფრონტაციებმა, მეტწილად კი ახლო აღმოსავლეთის პრობლემებმა, იქამდე მიგვიყვანა, რომ ისლამური ცივილიზაცია ხშირად აღიქმება როგორც ინდივიდუალური თავისუფლების მიმართ ფუნდამენტურად შეუწყნარებელი და მტრულად განწყობილი. მაგრამ სინამდვილეში ისლამისთვის (განსაკუთრებით მისი ტრადიციის შიგნით) საკმაოდ დამახასიათებელია მრავალსახეობა. ინდოეთში აქბარმა და სხვა მოგოლებმა როგორც პოლიტიკური, ასევე რელიგიური ტოლერანტობის თეორიისა და პრაქტიკის შესანიშნავი ნიმუშები გვიჩვენეს. მსგავსი მაგალითები მოიძებნება ისლამური კულტურის სხვა განშტოებებშიაც. თურქი იმპერატორები ხშირად უფრო შემწყნარებლები იყვნენ, ვიდრე მათი ევროპელი კოლეგები. ჩვენ მრავალ ასეთ მაგალითს გვაწვდის კაიროსა და ბაღდადის ისტორია. აი, ერთ-ერთი: დიდი იუდეველი მეცნიერი მაიმონიდი (XII სკ.) იძულებული გახდა, გამოქცეოდა ებრაელთა მდევნელ, შეუწყნარებელ ევროპას (სადაც იგი დაიბადა) და თავშესაფარი ტოლერანტულ და ურბანისტულ კაიროში სულთან სალადინთან ეპოვა.

გავიხსენოთ ასევე ბირუნიც, ირანელი მათემატიკოსი, რომელმაც XI საუკუნის დასაწყისში აწარმოვა პირველი ყოველმხრივი კვლევა ინდოეთის შესახებ (გარდა ინდური მათემატიკური ტრაქტატების არაბულ ენაზე თარგმნისა). იგი ასევე ერთ-ერთი პირველი ანთროპოლოგი გახლდათ მსოფლიოში. ბირუნი აღშფოთებით აღნიშნავდა იმ ფაქტს, რომ ,,უცხოელთა გინება ყველა ხალხს ახასიათებს. დიდი მეცნიერი მთელი ცხოვრება თანმიმდევრულად ცდილობდა, ხელი შეეწყო ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის განვითარებისთვის იმდროინდელ მსოფლიოში.

ასეთი მაგალითი ბევრია. არსი კი ის არის, რომ ,,აზიურ ღირებულებათა“ ავტორიტარულობის სტერეოტიპის თანამედროვე დამცველები თავიანთ შეხედულებებს ტრადიციის ერთობ თვითნებურ ინტერპრეტაციასა და მეტისმეტად მცირერიცხოვან ავტორებს აფუძნებენ. თავისუფლების ფასეულობის შესახებ წარმოდგენა მხოლოდ ერთი რომელიმე კულტურისთვის როდია დამახასიათებელი. ისევე, როგორც არც მხოლოდ დასავლურ ტრადიციას შეუძლია უფრო მკვეთრი გახადოს საზოგადოებრივი წყობის თავისუფლებისკენ მიმართული ჩვენი მზერა.

გლობალიზაცია: ეკონომიკა, კულტურა და უფლებები

დემოკრატიის დამკვიდრების სირთულე მჭიდროდაა გადაჯაჭვული კიდევ ერთ, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალიზებულ კულტურულ პრობლემასთან. საუბარია დასავლური კულტურისა და ცხოვრების თანამედროვე წესის გავლენაზე, რომელიც ყველგან აღწევს და არყევს ტრადიციულ ნირსა და საზოგადოებრივ მორალს. ჩანს, რომ მათთვის, ვისთვისაც ფასეულობას ტრადიციები და ნაციონალური კულტურული ჩვეულებები წარმოადგენს, ასეთი საფრთხე მართლაც სერიოზული და რეალურია.

თანამედროვე მსოფლიოში დასავლეთი დომინირებს და იმის მიუხედავად, რომ გარდასულ ხელისუფალთა იმპერიული ძალაუფლება აღარ არსებობს, დომინირება კვლავაც მძლავრია - გარკვეული თვალსაზრისით, უფრო ძლიერიც კი, ვიდრე ადრე იყო. ყველაზე მეტად ეს კულტურული ასპექტით ვლინდება. ვთქვათ, ასე: Coca-Cola-სა და MTV-ის იმპერიებში მზე აღარასდროს ჩადის.

გლობალიზაციის პროცესს დაქვემდებარებულ თანამედროვე მსოფლიოში ნაციონალურ კულტურათა არსებობის მიმართ მუქარა მნიშვნელოვანწილად გარდაუვალია. ეკონომიკისა და ვაჭრობის გლობალიზაციის შენელება შეუძლებელია, ვინაიდან ასევე შეუძლებელია წინააღმდეგობა გაუწიო კონკურენციის სამყაროში ეკონომიკური ცვლილებებისა და შრომის გადანაწილების მძლავრ ექსპანსიას, რაც მასშტაბური ტექნოლოგიური ევოლუციითაა განსაზღვრული და სწორედ ამაზეა დამოკიდებული თანამედროვე ტექნოლოგიების კონკურენტუნარიანობა.

თუმცა პრობლემას სხვა, დადებითი მხარეც აქვს. ადამ სმიტის წინასწარმეტყველებით, გლობალურმა ვაჭრობამ და ეკონომიკამ თითოეულ ნაციას შეიძლება მოუტანოს წარმატება. მაგრამ საერთო მაჩვენებელი განუხრელად მზარდიც რომ იყოს, გამარჯვებულთა შორის დამარცხებულნიც აღმოჩნდებიან. ეკონომიკური უთანასწორობის პირობებში ტრადიციული მოცალეობისა და ცხოვრების წესის მიმართ გლობალიზაციის პროცესი ნაკლებად დესტრუქციულ ფორმას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი მოხერხდება ძალისხმევათა გაერთიანება; ამას გარდა, გლობალიზაციაში ჩაბმა თანდათანობით უნდა ხორციელდებოდეს. გარდამავალი პროცესი რომ შერბილდეს, კადრების გადასამზადებლად და ახალი პროფესიული უნარ-ჩვევების შესაძენად (ვისაც სამსახურის დაკარგვა ემუქრება), საჭიროა პირობების შექმნა. აუცილებელია, აგრეთვე სოციალური სტრუქტურების ფორმირება (სოციალური დაცვისა და სხვა შესაბამისი ინსტიტუტების სახით), რათა შევეშველოთ - უკიდურეს შემთხვევაში მცირე ხნით მაინც - მათ, ვისი ინტერესებიც გლობალიზაციით გამოწვეული ცვლილებების შედეგად დაზარალდება.

ასეთი პირობების შექმნა გარკვეულწილად კულტურაზეც მოახდენს ზეგავლენას. კომპიუტერით სარგებლობის, ინტერნეტმომსახურებისა და სხვა საინფორმაციო საშუალებათა გამოყენების უნარი არა მარტო ეკონომიკური შესაძლებლობების გარდაქმნას, არამედ ტექნოლოგიურ ცვლილებათა გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანის მთელი ცხოვრების ფერისცვალებას ახდენს. და ამის გამო აუცილებელი სულაც არ არის დარდი და წუხილი. მაგრამ რჩება კიდევ ორი პრობლემა: პირველი საერთოა მსოფლიო ეკონომიკისთვის, მეორე კი უფრო განსხვავებული ხასიათისაა.

პირველ რიგში, თანამედროვე კომუნიკაციებისა და ურთიერთგაცვლის სამყარო ბაზისურ განათლებასა და მომზადებას მოითხოვს. თუკი ზოგიერთმა ღარიბმა ქვეყანამ ამ სფეროში შთამბეჭდავ წინსვლას მიაღწია (ამის კარგი მაგალითია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები), სხვაგან (მაგალითად, სამხრეთ აფრიკა და სამხრეთ აზია) ჩამორჩენის ტენდენცია შეინიშნება. გლობალიზაციაში ჩაბმული მსოფლიოსთვის კულტურული, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობების თანასწორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასეთი თანასწორობის მიღწევის ამოცანა მთელი მსოფლიოს კულტურისა და ეკონომიკის წინაშე დგას.

მეორე პრობლემა პირველისგან იმით განსხვავდება, რომ ის კულტურის საკითხს ეკონომიკური სირთულეებისგან მიჯნავს. ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის ეპოქაში წარმოების მოძველებულ საშუალებებსა და ყავლგასულ ტექნოლოგიებს, როგორც წესი, არ მისტირიან. მართალია, სპეციფიკური და დახვეწილი საგნების გამო ჩნდება ხოლმე ერთგვარი ნოსტალგია (მაგალითად, ორთქმავლის ანდა ძველებური საათების მიმართ), მაგრამ მთლიანობაში დრომოჭმული ტექნიკის უკან დაბრუნებას არავინ ცდილობს. კულტურული ტრადიციების მივიწყება კი პირიქით, უღრმეს წუხილს ბადებს. ცხოვრების ძველებური ადათის კვდომა ხშირად სევდითა და დანაკარგისადმი მძიმე განცდითაა აღბეჭდილი. გარკვეულწილად ეს ცხოველთა იშვიათი სახეობის გაქრობასთან დაკავშირებულ სიტუაციასაც გვაგონებს. თანამედროვე გარემო პირობებთან ადაპტირებული, ,,უკეთ აღჭურვილი“ და უფრო იოლად ზრდადი სახეობის გაჩენასთან ერთად, ძველის კვდომამ შეიძლება სინანული აღმოაცენოს; ამ შემთხვევაში დამშვიდების საკმარის მიზეზად მართლაც არ გამოდგება ის, რომ დარვინის განვითარების თეორიის მიხედვით, ახალი სახეობები ,,უმჯობესია“.

პრობლემა საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ საჭიროა, თავად საზოგადოებას მივანდოთ იმის გადაწყვეტა, თუნდაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგის მიუხედავად, არსებობის რომელ ადრეულ ფორმას (თუკი საერთოდ არის ასეთი) ჩათვლის იგი შენარჩუნების ღირსად. თუ საზოგადოება დასაშვებად მიიჩნევს, შეიძლება შენარჩუნდეს ცხოვრების ტრადიციული წესი. პრობლემა კი ის არის, რომ განსასაზღვრია ბალანსი იმ ღირებულებათა შორის, რასაც საზოგადოება შემონახულ საგნებსა და ცხოვრების ჩვეულ წესს ანიჭებს. დანახარჯისა და რეზულტატის ანალიზის მზა ფორმულა არ არსებობს, მაგრამ არჩევანის არსის რაციონალურ გააზრებაში გადამწყვეტი როლი ამ საკითხზე საჯარო დისკუსიაში საზოგადოების ყველა ფენის ჩაბმის შესაძლებლობამ უნდა შეასრულოს. და კვლავ შესაძლებლობათა თემას ვუბრუნდებით: გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რა შენარჩუნდეს და რა - არა, აუცილებელია, საზოგადოების არა მარტო პრივილეგირებულმა, არამედ ყველა სხვა სოციალურმა ფენამაც მიიღოს აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში. არავინ და არაფერი გვაიძულებს მივეჯაჭვოთ მყოფობის რომელიმე მოძველებულ ფორმას, მაგრამ არსებობს ჯერარსული და მუდმივი აუცილებლობა, რომ მთელი მოსახლეობა - სოციალური თანასწორობის სახელით - საზოგადოებრივი გადაწყვეტილების მიღების დროს ჩაებას არჩევანის პროცესში. აქედან გამომდინარე, იზრდება ისეთი ელემენტარული მოვლენების მნიშვნელობა, როგორიცაა კითხვისა და წერის უნარი (დაწყებითი განათლებით მოპოვებული), საკმარისი ინფორმირებულობა და გათვითცნობიერებულობა (მასობრივი ინფორმაციის მეშვეობით) და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების რეალური შესაძლებლობის არსებობა (არჩევნების, რეფერენდუმის, მთლიანობაში სამოქალაქო უფლებათა გამოყენების გზით). ფართო გაგებით, აქ საუბარი გვაქვს სწორედ ადამიანის უფლებებზე.

კულტურული ურთიერთგავლენა

ზემოთ აღნიშნულ საბაზისო მოცემულობებთან ერთად, დამატების სახით, აუცილებელია კულტურათა ურთიერთგავლენის ფაქტის აღნიშვნა, მაგრამ აუცილებელი როდია, ამის გვრცხვენოდეს. ჩვენ მართლაც შეგვიძლია სხვა რეგიონებიდან შემოსული საგნებით სიხარულის განცდა. კულტურული ნაციონალიზმი და შოვინიზმი კი ხშირად სერიოზულად აღარიბებს ჩვენს არსებობას. რაბინდრანთ თაგორი, დიდი ბენგალიელი მწერალი ამის თაობაზე ერთობ პოეტურად ამბობს:

,,საკმარისია შევიცნოთ და შევიყვაროთ რომელიმე ნივთი, რომ უმალ ჩვენი ხდება, და რა მნიშვნელობა აქვს საიდანაა იგი მოსული. მე ვამაყობ ჩემი ადამიანური არსით, როცა ვახერხებ ხოლმე ჩავწვდე სხვა ქვეყნის პოეტისა და მხატვრის შემოქმედებას. და მე ვითხოვდი, ნუ ჩამიბნელებენ სიხარულს იმის გამო, რომ ხელმისაწვდომია ჩემთვის დიდება მთელი კაცობრიობისა.

თუკი კულტურის უნიკალურობის იგნორირება გარკვეული საფრთხის შემცველია, უცხოური გავლენისგან ამპარტავნული და თავმომწონე იზოლაცია ხშირად თავის მოტყუებაზეა დაფუძნებული.

0x01 graphic

აშკარაა, რომ საერთაშორისო ურთიერთკავშირი და კულტურათა შორის გავლენა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ჰგონიათ მათ, ვინც ნაციონალური კულტურის განადგურების პერსპექტივითაა შეცბუნებული. ადამიანები შიშს განიცდიან თავიანთი კულტურის გამო და არცთუ იშვიათად ერთობ მყიფედაც კი მიაჩნიათ იგი. ჩვენ სხვისგან სწავლის, მაგრამ თანადროულად თვითმყოფობის შენარჩუნების თვისების დაუფასებლობაც გვახასიათებს. მეტიც, ,,ნაციონალური ტრადიციებისთვის“ მებრძოლნი ხშირად აჩუმათებენ თავიანთ ტრადიციაზე უცხო გავლენის ხანგრძლივ ისტორიასაც. მაგალითად, სანელებელი ,,ჩილი'` ინდური სამზარეულოს ერთ-ერთ ძირითად ინგრედიენტადაა მიჩნეული (ეს ინდური კერძის რაღაც მუსიკალური უვერტიურის მსგავსია), მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ინდოეთში ,,ჩილი'` უცნობი იყო მანამდე, სანამ სულ რაღაც რამდენიმე საუკუნის წინ პორტუგალიელებმა არ შეიტანეს იგი მათ ქვეყანაში (ძველად ინდოელი კულინარები ჩვეულებრივ წიწაკას იყენებდნენ და არა ჩილის). ასეთივეა ,,ვიწროდ“ ნაციონალური ინდური ,,კარრის“ ისტორიაც.

თანამედროვე ბრიტანეთში ინდური სამზარეულოს დაუჯერებელ პოპულარობას თუ გავითვალისწინებთ, აღარ იქნება გასაკვირი, ტურიზმის ბრიტანული კომისია კარრის ,,ბრიტანულ კერძად“ რომ ნათლავს. ორიოდ წლის წინ, ლონდონში მოვისმინე მავანი ქალბატონის მისამართით - მისი ჭეშმარიტად ინგლისური ბუნების ხაზგასასმელად - ნათქვამი გასაოცარი ფრაზა, რომ იგი ისევეა ინგლისელი, როგორც ყვავილი ნარცისი და ქათმის „ტიკა მასალა.

წარმოდგენა რეგიონული კოლორიტის თვითკმარობის შესახებ დიდი ტყუილია, რადგან მეტისმეტად ძნელია ტრადიციების წმინდად და ხელუხლებლად შენარჩუნება. ხანდახან უცხოური ინტელექტუალური გავლენა უფრო გაშუალებული და რთული ბუნებისაა ხოლმე. ასე მაგალითად, ზოგიერთი ინდოელი შოვინისტი ეწინააღმდეგება ,,დასავლური“ ტერმინოლოგიის გამოყენებას სასკოლო საგნების, ვთქვათ, თანამედროვე მათემატიკის სწავლებისას... მაგრამ მათემატიკის სამყაროში ურთიერთკავშირი იმდენად დახლართულია, რომ ხშირად შეუძლებელია განასხვავო ,,დასავლური“ ,,არადასავლურისგან“. საილუსტრაციოდ განვიხილოთ ტრიგონომეტრიული ტერმინი ,,სინუსი“. ტერმინმა ინდოეთში ბრიტანეთიდან შეაღწია, მაგრამ ამის მიუხედავად, მის წარმომავლობას მკაფიოდ ატყვია ინდური კვალი. არიაბჰატამ, დიდმა ინდოელმა მათემატიკოსმა (V სკ) სანსკრიტულ ენაში სინუსის ცნება დაამკვიდრა და მას ამ ენაზე ჯია-არდჰა უწოდა (,,ნახევარქორდა“). ამის შემდეგ კი ტერმინის ყარიბობა დაიწყო, რაც ჰოვარდ ივზმა ასე აღწერა:

,,არიაბჰატამ დაარქვა მას არდჰა-ია (,,ნახევარქორდა), ხოლო მოგვიანებით მარტივ ია-მდე (,,ქორდა) შეკვეცა. არაბები მშობლიური ენის ფონეტიკური შესაძლებლობების გამო ია- იბა- გამოთქვამდნენ, ხოლო წერდნენ როგორც , რაკი წერისას ჩვეულება ჰქონდათ, გამოეტოვათ ხმოვნები. დროთა განმავლობაში ტერმინი ,,ჯიბა მათემატიკურის გარდა ყველა სხვა მნიშვნელობისგან დაიცალა. არაბმა მეცნიერებმა კი - აბრევიატურაში სხვა ხმოვნები ჩართეს და მიიღეს ,,ჯაიბ, რაც არაბულად ,,ყურეს ნიშნავს. შემდგომში ჰერარდო კრემონელმა არაბულიდან თარგმნისას (დაახ. 1150 .) შეცვალა ,,ჯაიბ ლათინური ეკვივალენტით ,,სინუს (,,ყურეს მნიშვნელობით) და სწორედ აქედან წარმოიშვა თანამედროვე ტერმინი ,,სინუსი.

ჩვენი ამოცანა სრულებითაც არ არის ყოველი კულტურის უნიკალური მნიშვნელობის დაკნინება; ჩვენ უფრო გვინდოდა, ყურადღება მიგვეპყრო კულტურათა შორის არსებული გავლენის გააზრებისადმი შედარებით დახვეწილ მიდგომაზე და ამასთანავე, ადამიანის თანდაყოლილ უნარზე, მოიხმაროს უცხო კულტურის და ხალხის გამონაგონი. როდესაც ვიბრძვით სიძველისა და სიწმინდის დასაცავად, არ უნდა ვკარგავდეთ ერთმანეთის გაგებისა და სხვა ხალხის მიღწევათა გამოყენების უნარს.

უნივერსალობის პრინციპი

კიდევ ერთი საკითხის - კულტურული სეპარატიზმის - განხილვის გარეშე ამ თავს ვერ დავასრულებთ. მკითხველი, ალბათ, შეამჩნევდა, ჩვენს ნაშრომში იმ დებულებიდან ამოვდივართ, რომ სხვადასხვა კულტურის ადამიანებს არაერთი ფასეულობა აქვთ საერთო და მრავალ საკითხთან დაკავშირებით ერთსა და იმავე შეხედულებას იზიარებენ. მართლაც, თავისუფლების, რომელიც ჩვენი კვლევის მაორგანიზებელი პრინციპია, უმნიშვნელოვანესი ფასეულობა უნივერსალურობის მკვეთრად გამოხატული ნიშნებითაა აღბეჭდილი.

მოსაზრება, რომ თითქოს ,,აზიური ღირებულებები“ თავისუფლებისადმი სპეციფიკური გულგრილობით ხასიათდება და თავისუფლების ფასეულობა ,,უაღრესად დასავლური“ წარმომავლობისაა, ზემოთ უკვე განვიხილეთ. მაგრამ დროდადრო გაისმის განცხადებები, რომ შემწყნარებლობაც - კერძოდ, რელიგიური ტოლერანტობა, - ისტორიულად ჩამოყალიბებული ფენომენია და ასევე მხოლოდ დასავლეთისთვისაა ნიშანდობლივი. როცა ამერიკული ჟურნალისთვის დაწერილ სტატიაში ეჭვქვეშ დავაყენე ,,აზიური ღირებულებების“ ავტორიტარული ინტერპრეტაცია (,,ადამიანის უფლებები და აზიური ღირებულებები'` ,,The New Republik, 14-21. 06. 1997 წ.), პუბლიკაციას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც ძირითადად დაადასტურა ,,აზიური ღირებულებების“ სპეციფიკურობისადმი (ავტორიტარულობის აზრით) ჩვენი ეჭვი. მაგრამ, მეორე მხრივ, გამოხმაურებათა ავტორები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დასავლეთს ტოლერანტობის თვალსაზრისით მართლაც განსაკუთრებული ადგილი უკავია.

იმასაც ამტკიცებდნენ, რელიგიური სკეპტიციზმისა და ერესებისადმი შემწყნარებლობა რომ გამორჩეულად დასავლური სათნოებაა. ერთი ავტორი უფრო შორს წავიდა და ,,დასავლურ ტრადიციას“ აბსოლუტურად უნიკალური უწოდა, რაკი

,,რელიგიური ტოლერანტობა აქ თვით ათეიზმის ანუ რწმენის პრინციპული უარყოფის მიმართაც ვრცელდება.

ეს ავტორი სავსებით მართალია, როცა აცხადებს, რომ რელიგიური ტოლერანტობა, სკეპტიციზმისა და ათეიზმისადმი შემწყნარებლობასთან ერთად, სოციალური თავისუფლების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს (რაც თავის დროზე დამაჯერებლად დაასაბუთა ჯონ სტიუარტ მილმა), მაგრამ ამ დებულებას ასეთი რემარკაც მოსდევს:

,,ისმის კითხვა, შეძლებს კი ამარტია სენი, აზიურ წყაროებში სკეპტიციზმის, ათეიზმისა და დასავლური აზრის უბადლო ისტორიის ეკვივალენტი მოიძიოს?

კითხვა, რა თქმა უნდა, მეტად საინტერესოა, მაგრამ მასზე პასუხის გაცემა არცთუ ისე ძნელია. აზიის მდიდარი ისტორია იმდენ შესაძლებლობას გვთავაზობს, რომ უფრო რთული იმის გარკვევაა, რომელ მაგალითზე ღირს შეჩერება. შეიძლება გავიხსენოთ ინდური ათეისტური სკოლები - ჩარვაკა და ლოკაიატა, მათ ქრისტიანობამდე კარგა ხნით ადრე ჩაეყარათ საფუძველი, ხანგრძლივად იარსებეს, ათეისტური ლიტერატურის უდიდესი ნუსხა დაგვიტოვეს და საზოგადოებაზე საკმაო გავლენაც მოახდინეს. იმ დოკუმენტების გარდა, ათეისტური მსოფლხედვის ინტელექტუალურ დასაბუთებას რომ ასახავს, ერეტიკული შეხედულებები მრავალ ორთოდოქსულ თხზულებაშია წარმოდგენილი. თვით ,,რამაიანაშიც კი, რომელსაც მრავალი ინდუსი პოლიტიკური აქტივისტი ღვთაებრივი რამას შესახებ წმინდა წიგნად მიიჩნევს, მკვეთრად დისიდენტური ფრაზები გვხვდება. კერძოდ, ამ უძველეს ეპოსში არის ეპიზოდი, სადაც საერო სწავლული სახელად ჯავალი რამას რელიგიურ წარმოდგენათა უსარგებლობაში დარწმუნებას ცდილობს:

0x01 graphic

„ო, რამა, გონს მოდი! არ არსებობს სხვა, მიღმიერი სამყარო, და ეს სიმართლეა! დატკბი აწმყოთი და ილტვოდე ყოველივე უსიამოსგან“.

აუცილებელია იმის ხაზგასმაც, რომ აგნოსტიციზმის თანმიმდევრულად დამცველი ერთადერთი მსოფლიო რელიგია - სახელდობრ, ბუდიზმი - ჩვ.-წ.-მდე VI საუკუნეში აზიაში გაჩნდა. ბუდიზმი ინდოეთში იმ დროს წარმოიშვა, როცა ჩარვაკასა და ლოკაიატას მიმდევართა ათეისტური ტრაქტატები პოპულარობით სარგებლობდა. ,,უპანიშადებში“ (ეს ინდუსთა წერილობითი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი კრებულია, რომელიც კიდევ უფრო ადრე შეიქმნა) ნათქვამია, რომ აზრი და გონება სხეულის მატერიალური მდგომარების ნაყოფია და ,,როდესაც იშლება სხეული“, ანუ სიკვდილის შემდეგ ,,არავითარი გონება აღარ რჩება“. სკეპტიკურმა სკოლებმა ინდოეთში ათას წელზე მეტ ხანს იარსებეს, მაგრამ XIV საუკუნის მიწურულს მადხვადჩკარამ (ვიშნუისტი რჯულმოძღვარი გახლდათ) კლასიკურ ნაშრომში, რომელსაც ,,სარვადარსანასამგრაჰა“ (ყველა ფილოსოფოსის კრება) ჰქვია, პირველი თავი მთლიანად ინდური ათეისტური სკოლების შეხედულებათა დეტალურ გადმოცემას დაუთმო. ასე და ამგვარად, რელიგიური სკეპტიციზმი და ტოლერანტობა გამორჩეულად დასავლური ფენომენი არ გახლავთ. შესაბამისი მაგალითების მოხმობით ზემოთ ვისაუბრეთ აზიური კულტურისთვის დამახასიათებელ ტოლერანტობაზე (არაბულ, ჩინურსა და ინდურზე), მაგრამ არც შემწყნარებლობის პრინციპის იგნორირების - ხშირად მკვეთრი უარყოფის - შემთხვევათა აღმოჩენაა ძნელი ნებისმიერი კულტურის წიაღში (შუა საუკუნეთა ინკვიზიციიდან მოყოლებული XX საუკუნის საკონცენტრაციო ბანაკების ჩათვლით - დასავლეთში, აღმოსავლეთში - რელიგიური ხოცვა-ჟლეტიდან დაწყებული თალიბანის მიერ დანერგილი რელიგიური ჩაგვრისა და დევნის კანონებით დამთავრებული).

თავისუფლების დასაცავად აჟღერებული ხმა - სხვადასხვა ფორმით - შეუპოვრად გაისმის ერთმანეთისთვის უცხო და შორეულ კულტურებში. უნივერსალობის პრინციპი, განსაკუთრებით თავისუფლების ფასეულობის თვალსაზრისით, შესაძლოა, გახდეს კიდეც ეჭვის საბაბი, მაგრამ ეს არამც და არამც არ შეიძლება მოხდეს ტოლერანტობასთან დაკავშირებით.

დაბოლოს

ფუნდამენტური თავისუფლებებისა და მათ საფუძველზე ფორმულირებული უფლებების მხარდასაჭერად ის მეტყველებს, რომ:

1) მათ აქვთ ყოფიერებითი მნიშვნელობა;

2) ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიტიკური სტიმულების წარმოქმნისას მათ აქვთ რეზულტატიური ფუნქცია;

3) ასრულებენ კონსტრუქციულ როლს ღირებულებებისა და პრიორიტეტების ფორმირებაში.

თავისუფლებები და უფლებები ნებისმიერ რეგიონში არსობრივად იდენტურია, მათ შორის აზიაშიც. კრიტიკას ვერ უძლებს ,,აზიური ღირებულებების“ განსაკუთრებულობის მოტივით ამ საყოველთაო უფლებებზე უარის თქმა.

სინამდვილეში თვალსაზრისი ,,აზიურ ღირებულებებზე“, როგორც უაღრესად ავტორიტარულზე - აზიაში მეტწილად თავად ავტორიტარული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი (დასავლეთის მოთხოვნას - მხარი დაუჭირონ იმას, რაც ,,სპეციფიკურად დასავლურ ლიბერალურ ფასეულობებს“ წარმოადგენს, აღმოსავლეთი ხშირად ,,ნაციონალურ თვითმყოფადობაზე“ აქცენტის გაძლიერებით პასუხობს). მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრები, სამთავრობო ჩინოვნიკები და რელიგიური მოღვაწენი სულაც არ ფლობენ მონოპოლიურ უფლებას, შეაფასონ ადგილობრივი კულტურები და ღირებულებები.

გაცილებით მნიშვნელოვანია ყური ვუგდოთ, თუ ასე შეიძლება ითქვას, დისიდენტურ ხმას ყოველი ცალკე აღებული საზოგადოებიდან. მიანმის სამხედრო რეჟიმთან შედარებით აუნ სან სუ ჩი ნაკლებად როდია უფლებამოსილი - ცხადია, რომ მეტადაც - განმარტოს ამ ქვეყნის მოსახლეობის სურვილები. აუნ სან სუ ჩი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ამ ქალბატონმა თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო ხუნტამ მარცხი იწვნია.

თანამედროვე ვითარებაში მეტისმეტად მნიშვნელოვანია ყველა კულტურის არაერთგვაროვნების აღიარება. სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ ჩვენს წარმოდგენას ეწინააღმდეგება მარტივი და განზოგადებული მსჯელობის ,,აგრესიულობა“ ,,დასავლურ ცივილიზაციაზე“, ,,აზიურ ღირებულებებსა“ თუ ,,აფრიკულ კულტურებზე“. ისტორიისა და ცივილიზაციის მრავალი ასეთი ინტერპრეტაცია არა მარტო ინტელექტუალური თვალსაზრისითაა ზედაპირული, არამედ რეგიონალურ სეპარაციასაც უწყობს ხელს. ფაქტი ფაქტად რჩება: ნებისმიერ კულტურაში ადამიანები მიდრეკილნი არიან კამათისკენ, და დებატებიც, თუკი ამას წინ არაფერი ეღობება, ხშირად ერთობ მძაფრია. დისიდენტების არსებობა პრობლემურს ხდის ლოკალური ფასეულობების ნამდვილი ბუნების ერთგვაროვან ხედვას. დისიდენტები ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობენ - ხშირად საკმაოდ მრავალრიცხოვანნიც არიან - და არცთუ იშვიათად თავიანთი შეხედულებების გამო საკუთარი უსაფრთხოებით რისკავენ. მათი შეუპოვრობა რომ არა, საეჭვოა, ავტორიტარულ ხელისუფლებას პოზიციის დასაცავად ხისტი და უხეში რეპრესიული ზომებისთვის მიემართა. დისიდენტის არსებობა, ერთი მხრივ, აიძულებს ავტორიტარულ მმართველ ჯგუფს რეპრესიულად მიუდგეს ადგილობრივ კულტურას, ხოლო, მეორე მხრივ, ინტელექტუალურ საფუძველს ურყევს ადგილობრივი ,,ერთიანი და განუყოფელი“ რწმენისა და წარმოდგენების ცალმხრივ ინტერპრეტაციას.

დასავლეთში არადასავლურ საზოგადოებათა შესახებ დისკუსია ხშირად ზედმეტად ,,მოკრძალებულია“ ხოლმე ხელისუფლებასთან - მმართველთან, მინისტრთან, სამხედრო ხუნტასა თუ რელიგიურ ლიდერთან მიმართებით. ,,ავტორიტარულ გადახრას“ ის გარემოებაც აძლიერებს, რომ საერთაშორისო შეხვედრებზე დასავლურ ქვეყნებს სახელმწიფო ჩინოვნიკები წარმოადგენენ, რომელთაც ძირითადად უცხოელი კოლეგების მოსაზრებათა გათვალისწინება ახასიათებთ. განვითარებისადმი ადეკვატური მიდგომა არ შეიძლება მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელ ხედვას ასახავდეს. საჭიროა, მსოფლმხედველობრივი არეალის მეტად გაფართოება. პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსახლეობის მონაწილეობის მოთხოვნილება კი თვალთმაქცურ ლაყაფს არ უნდა დაემსგავსოს. გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა განუყოფელია განვითარების იდეისგან.

დაბოლოს, დავუბრუნდეთ ისევ ,,აზიური ღირებულებებს“. ავტორიტარულ ხასიათს. ჩვენ წარმოვაჩინეთ, რომ კონტინენტის წარსული სხვადასხვა რეგიონის ფასეულობათა განსაკუთრებულ მრავალფეროვნებას გვთავაზობს. მრავალი ასპექტი ცხადყოფს, რომ მრავალფეროვნება აქ ისევე მკაფიოდ იჩენს თავს, როგორც დასავლური აზროვნების ისტორიაში. აზიის ისტორიის ავტორიტარულ ღირებულებათა ვიწრო კატეგორიამდე დაყვანა აღმოსავლური ინტელექტუალური ტრადიციის მრავალსახეობისა და სიმდიდრის სერიოზულ დაუფასებლობას ნიშნავს. თუმცა საეჭვო ისტორიასაც არ შეუძლია, გაამართლოს საეჭვო პოლიტიკა.

თარგმნა ბექა მინდიაშვილმა

თარგმნილია ამარტია სენის წიგნიდან ,,განვითარება, როგორც თავისუფლება.

4 ნაციონალიზმის პარადოქსი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დავით დარჩიაშვილი

დემოკრატიზაციის, სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ლიბერალიზაციის საქმეში პოსტკომუნისტური ქვეყნების წარმატება მნიშვნელოვანწილად ადგილობრივ პოლიტიკურ კულტურაზეა დამოკიდებული. სიცოცხლისუნარიანი საზოგადოებების და სახელმწიფოების ასაშენებლად საჭიროა ღირებულებებზე თანხმობა, საერთო ოცნებები და სურვილები.

პოლიტიკური სისტემის დაფუძნება და ლეგიტიმაცია მრავალ, ერთი შეხედვით სუბიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ განხორციელდეს კოლექტიური პოლიტიკური პროექტი, ქვეყანად წოდებული ტერიტორიის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავის წევრთა და სოციალურ ჯგუფთა პრაგმატული ინტერესი უნდა ჩამოაყალიბოს. ამასთან, გასათვალისწინებელია ადამიანთა მსოფლმხედველობრივი თუ კულტურული ორიენტირები და კავშირებიც. მათ შორის არსებითია კოლექტიური იდენტობის განცდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლადთაგანია ნებისმიერი პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაში. საზოგადოების იდენტობა სახელმწიფო მშენებლობის ქვაკუთხედი იყო საუკუნეთა მანძილზე.

თუ დღეისათვის იდენტობის საკითხი მეორადია იმ საზოგადოებებისათვის, რომელთაც სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, ჯერაც მყიფე, ზოგიერთი პოსტკომუნისტური ქვეყნისათვის ეს საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. ერთის მხრივ, კლანობრივი, რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა (პროფესია, გენდერი) სახის განსხვავებები, რომლებიც ტრადიციულ იდენტობებზეა დაფუძნებული, მეორეს მხრივ კი დემოკრატიისა და გლობალიზაციის მოთხოვნილებანი კონფლიქტში შედიან და რეგიონალური ჰეგემონების გავლენაზე თუ ეკონომიკურ სიძნელეებზე არანაკლებ ასუსტებენ ახალი სახელმწიფოების თვითრწმენასა და ლეგიტიმურობას. იდენტობის პრობლემა ამწვავებს სხვა, უფრო ხელშესახებ, ობიექტურ პრობლემებს და კითხვის ქვეშ აყენებს ზოგიერთი პოსტკომუნისტური სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობას.

საერთო პოლიტიკური პროექტები, რომლებმაც არსებითი ნაციონალური ინტერესების არტიკულაცია, მოქალაქეობის განცდის ჩამოყალიბება და საზოგადოების ძირითად სეგმენტთა გაერთიანება უნდა მოახდინოს, ჩანასახოვან მდგომარეობაშია სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისა და პოსტ-საბჭოთა სივრცის დიდნაწილში. ნათქვამს ადასტურებს ამ ქვეყნებისათვის დამახასიათებელი მასობრივი კორუფცია და ეთნიკური კონფლიქტები. იგი ჩანს ელიტებისაგან ფართო საზოგადოების გაუცხოებასა და რიგითი მოქალაქეების მიერ კომუნისტური წარსულის გაიდეალებაში. ამდენად, ზოგიერთი ამგვარი ქვეყნის ფუნქციონირება გლობალურიგეოპოლიტიკური მოთხოვნებისა და საერთაშორისო დახმარების შედეგი უფროა, ვიდრე ადგილობრივი თანხმობისა ერთად ცხოვრების საბაზო პრინციპებზე.

ერთი შეხედვით, მომავალი ნათელია: გარედან წახალისებისა თუ დაწოლის შედეგად, ახალი ელიტები გმობენ ნაციონალიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, საუბრობენ ეთნიკური და რელიგიური განსხვავებების არარელევანტურობაზე, აღნიშნავენ ინდივიდუალური და სამოქალაქო თანასწორობის პრიორიტეტს. მაგრამ სინამდვილეში მათ საკმაოდ უჭირთ ეთნიკური და რელიგიური სტერეოტიპებისაგან თავისუფალ სამოქალაქო ერთა მშენებლობა. ისტორიული ფაქტებისა და მითების ნაირფერი ინტერპრეტაციები, ეთნიკური და რელიგიური დისპუტები, რომელნიც ამ სახელმწიფოთა შიგნით თუ მათ შორის არსებობს, საკმაოდაა პოლიტიზირებული. ხშირად ისინი ტერიტორიულ პრეტენზიებს იწვევს და რიგი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება. ბევრ შემთხვევაში ფერხდება ინტეგრირებულ კულტურათა და იდენტობათა ფორმირება, რაც სარისკოა დემოკრატიისა და, საერთოდ, სახელმწიფოს მშენებლობისათვის. ამგვარი ვითარების მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ეთნიკური ნაციონალიზმი განსაკუთრებით მნიშვნე ლოვანი ფაქტორია.

ნათქვამია, რომ ნაციონალიზმი, განსაკუთრებით კი ეთნიკური შეფერილობის, ნაძირალათა ბოლო ნავსაყუდელია. პოსტკომუნისტურ რეალობაში ეს იდეოლოგია მრავალი არაკეთილსინდისიერი სახელმწიფო მოხელის თავშესაფარი ხდება, განსაკუთრებით, როცა ისინი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგებიან. მაგრამ პრობლემა იოლად გადაწყდე ბოდა, ან არც წარმოიშვებოდა, ფართო საზოგადოების აღქმები, წარმოდგენები - დომინანტური იდენტობა რომ სხვაგვარი ყოფილიყო. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ საზოგადოებები პოსტკომუნისტურ, განსაკუთრებით პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, ძირითადად ეთნიკურად მოტივირებულია. მათში გავრცელებული მითები, რაც ნებისმიერი კოლექტიური იდენტობის აუცილებელი ნიადაგია, ეთნიკური ელფერის მატარებელია.ნათქვამი დასტურდება ისტორიის სახელმძღვანელოებით, ადგილობრივი პოეზიის ნიმუშებით, შვილების აღზრდის ოჯახური პრაქტიკითა და იდეოლოგიით. ამ მხრივ, საქართველო თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმეტესობა, როგორც ქართველები, ისე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, თავს უფრო ეთნოსთან აიდენტიფიცირებენ, ვიდრე მოქალაქეობასთან. ეთნიკური აფილიაციები რელიგიურზე უფრო ძლიერიცაა და მრავალ ადამიანს სჯერა, რომ ეთნიკური იდენტობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობა.1

რიგ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ეთნიკური უმცირესობანი პარადოქსული ფორმით ცდილობენ გლობალიზაციით სარგებლობას: თვითგამორკვევის უფლების გამოყენებითა და პოსტკომუნისტური ქვეყნების ეთნიკურ ხასიათზე მითითებით, ისინი სეპარატისტულ მოძრაობებს იწყებენ. მაგრამ ფაქტობრივად, ეთნიკური უმრავლესობის ეგოიზმსა და ქედმაღლობას ცვლის არა ინკლუსიური დემოკრატია და დეცენტრალიზაცია, არამედ შედარებით მომცრო ეთნოკრატიების თანავარსკვლავედი და კონფლიქტები. ინტრასახელმწიფო კონფლიქტებში ტრადიციული იდენტობებისა და ლიბერალური იმპერატივების შეუთავსებლობა მნიშვნელოვანროლს თამაშობს. როგორც შედეგი, ძალზედ ბევრი ალბანელი ამბობს უარს სერბებთან საერთო პოლიტიკური პროექტის განხორციელებაზე, აფხაზები უარს ამბობენ ქართველებთან პოლიტიკურ თანაცხოვრებაზე და ა.შ.

ასეთი პრობლემური გარემო სახიფათოა დემოკრატიული გარდაქმნების მომავლისათვის - განსაკუთრებით, თუ დემოკრატიის მშენებლობა რიგით მოქალაქეთათვის იმწუთიერ შედეგს არ იძლევა. შედეგად, პოსტკომუნისტური ქვეყნების ნაწილი მასობრივი კორუფციის, კრიმინალის თუ ანარქიის ჭაობში ჩაფლობის ტენდენციას ავლენს, ნაწილიც, ამა თუ იმ ფორმის ავტორიტარულ ,,წესრიგს“ ირჩევს. როგორც გია ნოდია წერს, დასავლური ლიბერალური იდეოლოგიით წარმართულ ახალ სახელმწიფოებს არ გააჩნიათ მისი დანერგვისათვის საკმარისი პოლიტიკური კულტურა და შედეგად,

,,...მარცხის განცდამ მათ შეიძლება ანტიდასავლური იდეოლოგიების მიღებისაკენ უბიძგოს.2

ისევ ქართულ მაგალითს თუ მოვუხმობთ, შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნის ზღურბლზე, სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით შეწუხებული ქვეყნის მოსახლეობა ისევ იჭვნარევი იმედით უყურებს მთავრობის უნარს, ააშენოს სამართლიანი საზოგადოება. ამავე დროს, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის თავად სამოქალაქო, ლიბერალურდემოკრატიული მოდელიც ეჭვის აღმძვრელია. საქმე იმაშია, რომ განიცდის რა რადიკალ ნაციონალისტთა, ,,პატრიოტ“ პოეტთა და პრიმორდიალისტ ,,ისტორიკოსთა“ გავლენას, ეთნიკურად მოტივირებული ქართველთა საგრძნობი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცხოვრებისეული სირთულეები უცხო, დასავლეთიდან იმპორტირებული იდეების გავრცელების ბრალია. თუ მხოლოდ მცირედნი ამჯობინებენ საბჭოთა წარსულზე, როგორც არარეალიზებული დემოკრატიული კეთილდღეობის ალტერნატივაზე ოცნებას, არც თუ იშვიათია რწმენა, რომ დემოკრატიული ცვლილებები და გლობალიზაციის მხარდაჭერა ეროვნულ იდეალთა ღალატია. ჯერ კიდევ გუშინ სახელისუფლო კვარცხლბეკიდანაც გაისმოდა მოწოდებები ეთნიკურ ტრადიციებსა და ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ. ამასთან, ეთნიკურობა და ეროვნულობა მნიშვნელოვანწილად სისხლის სიწმინდედ გაიგებოდა და ქვეყნის მთელ რიგ მხარეებში ეთნოკრატიების ფორმირებაში ვლინდებოდა.

შევარდნაძის მთავრობის უუნარობა და კრიმინალური ხასიათი მასობრივ კორუფციასა და, ბოლოს, 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში გამოვლინდა. ამასთან, მოხდა ზოგიერთი პოპულისტურ-ნაციონალისტური წრის ლუსტრაციაც, რადგან ამ წრეებმა ბოლოს სწორედ შევარდნაძის წარმავალ რეჟიმს დაუჭირეს მხარი. შედეგად, დემოკრატიულმა ოპოზიციამ შეძლო სახალხო მხარდაჭერის ხელახლა მოპოვება და მისი მიმართვა მთავრობის წინააღმდეგ, მშვიდობიანი რევოლუციის ფორმით. საქართველოს მოსახლეობამ შეიძინა სამოქალაქო ერად ჩამოყალიბების ახალი შანსი. ახალ ლიდერთა უმეტესობა, რომელთა წინაშე სახელმწიფო ინსტიტუტთა რეფორმირების, ეკონომიკის გაჯანსაღების, ეთნო-ტერიტორიულ პრობლემათა გადაწყვეტის ურთულესი ამოცანები დგას, ახალგაზრდა, პროდასავლურად განწყობილი ინტელექტუალია.

მაგრამ ჯერ კიდევ შესამუშავებელი რჩება მეტნაკლებად შეკავშირებული, ტოლერანტული და დემოკრატიული, სამოქალაქო ქართველი ერის ფორმირების პოლიტიკა. ერთის მხრივ, ტრადიციული, მეორეს მხრივ კი, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იდენტობების თავსებადობის პრობლემები, რომელზედაც ზემოთ იყო საუბარი, ჯერაც არ გადაჭრილა. თანაც, ნაციონალისტურ-პოპულისტური რიტორიკის ელემენტები არც ხელისუფლებაში მოსული დემოკრატიული ოპოზიციის დისკურსისათვის ყოფილა უცხო. საჭიროა სერიოზული მუშაობა, რათა ა) მთავრობის ქმედებებმა ფართო საზოგადოების მოლოდინები გაამართლოს და ბ) თავად ეს მოლოდინები გამოიხატოს ლიბერალდემოკრატიული ღირებულებების სისტემასთან შესაფერის ფორმაში.

არსებითად, საქართველოსა თუ მრავალ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში სახელმწიფოს მშენებლობის წარმატება ლიბერალიზმისა და დემოკრატიის, ინდივიდთა და უმცირესობათა უფლებების დამცავი საერთაშორისო ნორმების პროპაგანდირებასა და დანერგვაზეა დამოკიდებული. კონსოლიდირებული ლიბერალური დემოკრატიის მახასიათებელთა შეჯამებისათვის უპრიანია Juan J. Linz and Alfred Stephan,s, მოსაზრების მოხმობა, რომელიც გამოთქმულია ნაშრომში - ,,Towards Consolidated Democracy. ამ მახასიათებელთა სია მოიცავს კანონის უზენაესობას, განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებას, პლურალისტულ პოლიტიკურ საზოგადოებას, ეფექტურ ბიუროკრატიასა და თავისუფალ ეკონომიკურ საზოგადოებას.3 ყოველივე ამას სჭირდება შესაფერისი სოციალურპოლიტიკური ინსტიტუტები და კულტურა.

ამავე დროს, ამდაგვარი კულტურულ-ინსტიტუციური ჩარჩო შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ საერთო ინტერესთა მასობრივ შეგნებას. მას ე.წ. კოლექტიური ოცნება სჭირდება. მაგრამ როგორაა შესაძლებელი ამგვარი, დემოკრატიული გარღვევა ტრადიციონალიზმით განმსჭვალულ საზოგადოებებში, სადაც თავად ელიტებს ვერ გაუკეთებიათ ნათელი არჩევანი ეთნიკურ ნაციონალიზმსა და სამოქალაქო ღირებულებებს შორის, სადაც მმართველებს ეფიქრებათ ქსენოფობიასა და სხვა სოციალურ მანკიერებებთან რადიკალური დაპირისპირება?

კონსოლიდირებული დემოკრატია ვაკუუმში ვერ შეიქმნება. იგი უნდა დაეყრდნოს შეკავშირებულ საზოგადოებას და სახელმწიფო უსაფრთხოების ინსტიტუტთა ლეგიტიმურ საშუალებებს. დღეს უკვე აქსიომადაა ქცეული აზრი, რომ დემოკრატიის მშენებლობის გზაზე განსაკუთრებული პრიორიტეტია პოსტკომუნისტური ქვეყნების უსაფრთხოების სექტორთა რეფორმირება. მაგრამ ეს მხოლოდ თავად უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტთა ეფექტურობის ამაღლებას და მათზე სამოქალაქო კონტროლის განხორციელებას კი არ ნიშნავს, არამედ, სახელმწიფოს საფუძვლების განმტკიცებას.

ეთნიკური ნაციონალიზმის ექსტრემალურ გამოვლენათა აღსაკვეთად, სახელმწიფოებრივი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა დემოკრატიული განვითარება. მაგრამ რიგ შემთხვევებში ადამიანის საბაზო უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრიორიტეზაცია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყნის მოსახლეობა დარწმუნდეს საკუთარი ოჯახების კეთილდღეობისა და ბედნიერებისათვის ერთ პოლიტიკურ სისტემად გაერთიანების აუცილებლობაში. ადამიანის უფლებების პროპაგანდირებით ვერ ახსნი, თუ რატომ არაა სასურველი მოცემული სახელმწიფოს შერწყმა სხვა სახელმწიფოებთან, ან მისი დანაწევრება უფრო მცირე პოლიტიკურ ერთეულებად. ერთიანობის შენარჩუნება ითხოვს კოლექტიურ მეოცნებეობას და აქ პარადოქსალურად საჭირო ხდება იმავე კოლექტიური იდენტობების, თავად ეთნიკური აფილიაციების მოხმობა. საბოლოო ჯამში კი საჭირო ხდება სწორედ ნაციონალიზმი, რომლის ექსტრემალური გამოვლინებების აღსაკვეთადაა მოწოდებული ლიბერალიზმი და დემოკრატია. ამგვარად, იმისათვის, რათა შეიზღუდოს ნაციონალიზმი, რომელიც მრავალი ხალხის უბედურების საწინდარი გამხდარა და რომელსაც არაერთი სახელმწიფოს დანგრევისათვის შეუწყვია ხელი; იმისათვის, რათა აშენდეს კონსოლიდირებული დემოკრატია, ისევ ნაციონალიზმის ხელშეწყობაა საჭირო.

ზოგჯერ მიიჩნევა, რომ სოციალურ-პოლიტიკური ურთიერთობების დემოკრატიული ტექნოლოგიები წმინდა პრაგმატიზმიდან მომდინარეობს; რომ ისინი ინდივიდის კეთილდღეობის უზრუნველმყოფი საშუალება უფროა, ვიდრე მორალური ვალდებულება. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპული ლიბერალიზმი რელიგიური ეთიკიდან აღმოცენდა და, ამდენად, ალტრუისტული და პრაგმატული მოტივების ერთიანობას წარმოადგენს. ლოკი მიუთითებდა, რომ შეუძლებელია საზოგადოების უსაფრთხოებაზე საუბარი, თუკი ,,სამართლიანობა“ ,,სარგებლიანობის“ იდენტურია. ლიბერალიზმის ერთერთი მამამთავარის თანახმად, მორალურობა არ მომდინარეობს მხოლოდ პირადი სარგებლიდან; საქმე უფრო პირიქითაა.4

მაგრამ მორალის მნიშვნელობაზე ეს საკმაოდ აბსტრაქტული დებულება, მიუთითებს ადგილობრივი, მემკვიდრეობითი კულტურისა და იდენტობის ძალაზე.

,,ჩვენი საზოგადოებანი უზრუნველგვყოფენ მზა წესებით... (ეს წესები), ანუ გამოცდილების გადასაცემად და მისაღებად არსებულ ,,მოდელთა ერთობლიობები, შეიძლება აღვიქვათ, როგორც საზოგადოების კულტურა.. კულტურა არის ადამიანის ქცევის ყველაზე ძლიერი განმსაზღვრელი... ადამიანები მოქმედებენ ,,სიტუაციის საკუთარი განსაზღვრებების და ამ სიტუაციათა შესაფერისი საკუთარი ,,წესების მიხედვით. თუ დავაკვირდებით, .. პრიმიტიული ხალხების ყველაზე უფრო ,,ირაციონალური თუ ,,ალოგიკური ქცევა სხვა არაფერია, თუ არა კონკრეტული სიტუაციის შესაფერისი ჩვენეული მოლოდინისაგან განსხვავებული. ეს განსხვავება კი იქიდან მომდინარეობს, რომ ქცევის მონაწილენი ჩვენგან განსხვავებულად აფასებენ და აღიქვამენ სიტუაციას.5

უნივერსალური პოზიციიდან ნაკლებად პრაგმატულია (და ეგებ ნაკლებად მორალურიც) რომელიმე ,,წმინდა“ რიტუალის თუ წესის უფრო მეტად პატივისცემა, ვიდრე ინდივიდუალური უფლებებისა თუ ოჯახის წევრთა კეთილდღეობის. მაგრამ ზოგიერთი ხალხებისათვის ეს წესია სწორედ ნამდვილი მორალურობა. შესაძლოა ასეთი მორალი, კულტურა ეწინააღმდეგებოდეს ლიბერალურ მსოფლხედვას, მაგრამ მისი იგნორირების თუ დაგმობის ნაცვლად, დემოკრატიულმა პროგრამამ ან ზოგიერთი ადგილობრივი კულტურული თავისებურებების ინკორპორირება უნდა მოახდინოს, ანდა ყველაზე მიუღებელი კულტურული ნიშნების წინააღმდეგ მოკავშირე იმავე ადგილობრივი წარმოდგენების წიაღში ეძებოს. სხვაგვარად ლიბერალიზმი შეეჯახება იდენტობას და ეს შეჯახება შეიძლება იყოს იმაზე უარესი, რაც მანამდე არსებობდა.

ამასთან, ნაციონალიზმის როლი დემოკრატიზაციის პროცესებში სულაც არაა იგნორირებული თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკურ კვლევებში. როგორც ჟან დანიელი აღნიშნავს, დემოკრატიის ძიება შესაძლოა, წინ უსწრებდა თანამედროვე ნაციათა შექმნას, მაგრამ, არსებითად ეს ტყუპი ცნებებია: შეუძლებელია ტერიტორიული ნაციისა და სახალხო სუვერენიტეტის განცალკევება.6

მაგრამ დემოკრატიისა და გლობალიზაციის თანამედროვე დისკურსი არ სწყალობს პოტენციურად ქსენოფობიურ ეთნიკურ მითებსა და აღქმებს. იმისათვის, რათა თავი აარიდოს უხერხულ შეუთავსებლობას კულტურული ჰომოგენურობის პოზიტიურ როლსა და, მეორეს მხრივ, ეთნიკური აფილიაციების სარისკო ასპექტებს შორის, ბევრი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი ერთმანეთისაგან ანსხვავებს ეთნიკურ და სამოქალაქო ნაციონალიზმებს. ეს უკანასკნელი უფრო რაციონალურად, ინკლუზიურად, დემოკრატიასთან თავსებადად მიიჩნევა. ეთნიკური ნაციონალიზმი კი ხასიათდება, როგორც საერთო წინაპრის კულტზე ფოკუსირებული, კულტურული და სისხლისმიერი სიწმინდისათვის მებრძოლი და, ამდენად, კონფლიქტების გამომწვევი. მაგრამ სინამდვილეში ე.წ. სამოქალაქო ნაციების უმეტესობა ასევე დგას ეთნიკურ საფუძველზე. როგორც გია ნოდია ამბობს, ეს ორი (სამოქალაქო და ეთნიკური დ.დ.) ნაციონალიზმები იდეალური ტიპებია. ნაციონალიზმის ყოველი რეალური შემთხვევა ორივე ნაირსახეობის ელემენტებს შეიცავს.7 ენტონი სმიტის თანახმად, პირველ ევროპულ ნაციონალიზმებშიც, რომლებიც, არსებითად, სამოქალაქო იყო, ეთნიკური ელემენტი ყოველთვის არსებობდა, თუნდაც მხოლოდ ნაციის იდეის სახალხო სუვერენიტეტთან იდენტიფიცირების გზით.8 ლაპარაკობს რა თანამედროვე დასავლურ ნაციასახელმწიფოებზე, ენტონი სმიტი მიუთითებს იმ საუკუნეობრივი ეთნიკური თემების მნიშვნელობაზე, რომელთა ირგვლივაც იქმნებოდნენ ეს სახელმწიფოები.9

თავის დეფინიციაში იმის შესახებ, თუ რისგან იქმნება ეთნიკური სოლიდარობა, ენტონი სმიტი აღნიშნავს, რომ ეთნიკური თანამეგობრობა, ანუ ,,ეთნიე'` ისეთი იდენტობაა, რომელიც ეფუძნება მითს საერთო წინაპარზე, გაზიარებულ კოლექტიურ მეხსიერებას და კულტურას, კავშირს ისტორიულ ტერიტორიასთან, სადაც მოცემული თემის ცხოვრების გადამწყვეტ მოვლენებს ჰქონდათ ადგილი.10 იღებს რა შუალედურ პოზიციას ნაციების ათასწლოვანი არსებობის და უკვდავობის მქადაგებელ პრიმორდიალისტთა და ნაციონალიზმის თანამედროვე ხასიათსა და ხელოვნურობაში დარწმუნებულ მოდერნისტთა შორის, სმიტის ე.წ. სინთეზური ეთნიცისტური მიდგომა ეთნიკურ სოლიდარობას სამყაროს ზოგიერთ ნაწილში საუკუნეთა მიღმა ხედავს. სმიტი მხოლოდ მიუთითებს, რომ ასეთი განცდა არ იყო დამახასიათებელი მოცემული მოსახლეობის ყველა წარმომადგენლისათვის და, ძირითადად, არისტოკრატიულ და რელიგიურ წრეებში იჩენდა თავს.11

მაგრამ თუ ეთნიკური განცდა, თვითიდენტიფიკაცია ძველია და ბუნებრივი, თუ იგი დაკავშირებულია მორალურობის ადგილობრივ გაგებასთან, თუ თანამედროვე დემოკრატიის შემოქმედი ნაციებიც არ არიან თავისუფალი მისი ელემენტებისაგან, მაშინ როგორღაა შესაძლებელი დემოკრატების შეურიგებელი ბრძოლის გამართლება აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხების ეთნიკურ სტერეოტიპებთან? აქ ხომ არსებითად მხოლოდ ეთნიკური მითოლოგია არწმუნებს ადგილობრივ საზოგადოებებს სახელმწიფო/ეროვნული დამოუკიდებლობის საჭიროებაში.

შეუძლებელია ეთნიკური იდენტობებისა და მათგან მომდინარე ეთნიკური ნაციონალიზმის იგნორირება და დავიწყება. დასავლეთში დღეს ბევრს ფიქრობენ პოსტ-ნაციონალისტურ ეპოქაზე, ერი-სახელმწიფოების ვესტფალიური წესრიგის შეცვლის პერსპექტივებზე. ეროვნული საზღვრები ევროპაში შესამჩნევად კარგავს რელევანტურობას. მაგრამ აღმოსავლეთი მხოლოდ ახლახანს დაუბრუნდა ისტორიას და იგი თავისებურად ,,თარგმნის'` დასავლეთში დომინანტურ დისკურსს.

რა თქმა უნდა, ეს პროცესი ზემოთნახსენები ქსენოფობიითა და ეთნიკური კონფლიქტებითაა დაღდასმული. საქმე ისაა, რომ მთელ რიგ შემთხვევებში ერთზე მეტი ეთნოსი უკავშირებს თავის წარსულს მიწის ამა თუ იმ მონაკვეთს. ოდესღაც პასიური ეთნოგრაფიული ერთობანი სხვადასხვა დროს ,,იღვიძებენ'`: დაგვიანებული მოდერნიზაციითა თუ სხვა ეთნოსთა მაგალითებით წახალისებულნი, ისინი იწყებენ ბრძოლას საკუთარი წილისათვის დამოუკიდებელ ერსახელმწიფოთა სამყაროში. გაღვიძებულ ეთნიკურ უმცირესობათა ასეთი მოთხოვნილება, რაც თავისთავად, გლობალიზაციის არაპირდაპირ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, აღვივებს წყენებს რიგ ეთნიკურ უმრავლესობებში და, შესაბამისად, აფერხებს ლიბერალური დემოკრატიის განვითარებას კონკრეტული ქვეყნისა თუ რეგიონის მასშტაბით.

მაგრამ ასეთ საფრთხეთა აცილება შეუძლებელია ეთნიკური სოლიდარობის უბრალო დაგმობით. როგორც ბოსნიის მაგალითი აჩვენებს, ეს უშედეგო იქნებოდა. არსებითად ბოსნიაში ერთიანი სამოქალაქო ერის პროექტი მხოლოდ საგარეო დახმარებასა და სამხედრო ძალას ეყრდნობა - ეთნიკური ნაციონალიზმის დამარცხების ნათელი ნიშნების გარეშე.

გამოსავალი მაინც შეიძლება ინახოს. იგი ნაციონალიზმისა (ეთნიკურის ჩათვლით) და უნივერსალიზმის კონვერგენციაშია, რაც უნდა განხორციელდეს როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ისე სახელმწიფოთა საშინაო პოლიტიკაში. სულაც არაა აუცილებელი, რომ ეთნიკურ მითთა გამოყენება პოლიტიკურ პროექტთა განხორციელების პროცესში ნაციზმით სრულდებოდეს. ახალ ეთნიკურ სახელმწიფოთა12 ყველა ლიდერი სულაც არ უსვამს ხაზს საკუთარ ერთა სისხლის სიწმინდის და კულტურული ქალწულობის აუცილებლობას. ამოქმედდება თუ არა სრულად ეთნიკური განწმენდის პოლიტიკა, რაც მრავალი ეთნონაციონალისტის ლოგიკაა, ,,მრავალ გარემოებაზეა დამოკიდებული.“13 არაერთი ცალსახად ეთნიკური ნაცია ცდილობს შეისისხლხორცოს სამოქალაქო ნაციონალიზმის მეთოდები და გაამდიდროს თავისი კულტურული თუ ეთნიკური მახასიათებლები ეთნიკური უმცირესობების წვლილითა თუ გლობალიზაციის იმპულსებით.

რიგ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში არსებული სოციალურ-პოლიტიკური გარემოდან და გაბატონებული აღქმებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეთნონაციონალისტური რწმენების ნიადაგზეც შეიძლება ლიბერალური დემოკრატიის აშენება. ეს უკანასკნელი ერთადერთი საშუალებაა საშინაო თუ საგარეო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ამასთან, თვალსაწიერ მომავალში სამყარო მულტიეთნიკურ გამოცანად დარჩება. ამგვარ ვითარებაში ახალი ლიბერალური დემოკრატიების მშენებლობისათვის ერთი ზოგადი რეკომენდაცია ,,პოლიტიკური კულტურის ცვლას, სამართლებრივ და ინსტიტუციურ ინოვაციებს'` გულისხმობს. ამან უნდა უზრუნველყოს ,,თანაცხოვრება, თანაზიარი უსაფრთხოება სხვადასხვა ეროვნულ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის“14

ძნელია ამაზე უფრო კონკრეტული, და ამასთან, უნივერსალური რეკომენდაციის ჩამოყალიბება - ყოველი ეთნიკური ისტორია ძალზე უნიკალურია საამისოდ. თუმცა ერთი ცხადია: თუ სახელმწიფოს ლეგიტიმიზმი ესაჭიროება, უაზრობაა ეთნიკურ ნაციონალიზმთან ბრძოლა. მოცემული მომენტისათვის იგი დაუმარცხებლად მოსჩანს. თუ რომელიმე ეთნოსი გადაწყვეტს, რომ საკუთარი წყენები თუ რწმენები არ აქციოს პოლიტიკურ მოთხოვნად, ადრე თუ გვიან სხვები ალბათ მაინც უბიძგებენ მას აქეთკენ. სამოქალაქო ნაციონალიზმად ეთნიკური ნაციონალიზმის სრული კონვერსია შეუძლებელია. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეთნიკურ ნაციათა უმეტესობა შეწყვეტს გატაცებას ეთნიკური მეხსიერებითა თუ ენით. ამიტომ უმჯობესია, რომ ლიბერალურ-დემოკრატიულმა ძალებმა შეცვალონ რიტორიკა და ეთნიკური ნაციონალიზმის დაგმობის ნაცვლად მის ცივილიზებასა და დაშოშმინებაზე იმუშაონ.

იმისათვის, რათა აღმოსავლური საზოგადოებების თანდათანობითი და ავთენტური დემოკრატიზაცია და ლიბერალიზაცია მოხდეს, დაინტერესებული საერთაშორისო თუ ეროვ ნული პოლიტიკური აქტიორები ინტენსიურად უნდა თანამშრომლობდნენ აკადემიურ წრეებთან. ისინი ხელს უნდა უწყობდნენ კვლევებს და არ ივიწყებდნენ ცოდნის ისეთ სუბიექტურ სფეროსაც, როგორიც ისტორიაა. შეუძლებელია ეროვნულ განცდათა გამოყენება ლიბერალური დემოკრატიის ასაშენებლად პოლიტიკური მეცნიერების, კულტურული ანთროპოლოგების, იმავე ისტორიკოსთა ძალისხმევის გარეშე. განსაკუთრებული უნდა იყოს ამ აკადემიურ სფეროთა წარმომადგენლების წვლილი პოსტკომუნისტური ქვეყნებისათვის დასავლური დახმარების სტრატეგიის განსაზღვრაში.

პოსტკომუნისტურ, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეთნო-პოლიტიკურ იდენტობებს ლეგიტიმურობას გეოპოლიტიკური კონტექსტიც მატებს. დღეს მამოძრავებელი ძალა, რომელიც საქართველოს, მოლდოვას, აზერბაიჯანის თუ სხვათა დამოუკიდებლობის სასარგებლოდ მუშაობს, ეთნიკური რწმენები, წარმოდგენები და მითებია. როგორც ითქვა, მხოლოდ ადამიანთა უფლებების ადვოკატირება ვერ ხსნის, თუ რატომ არ შეიძლება, რომ მაგალითად ქართველებმა, რუსებთან ერთად აშენონ საერთო პოლიტიკური მომავალი. მაგრამ ამ ახალ სახელმწიფოთა არსებობა და დამოუკიდებლობა არაა ადგილობრივ პოლიტიკოსთა უბრალო კაპრიზი. ყოველივე ეს მრავალი საერთაშორისო აქტიორის ინტერესებსაც ასახავს. შედეგად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამოუკიდებლობის არსებითი სტიმულებისადმი მეტი ყურადღების მიქცევა საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.

ეთნიკურად განპირობებული პოსტკომუნისტური საზოგადოებების დემოკრატიზაციისა და დაშოშმინებისათვის სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებაა შესაძლებელი. თუმცა ამ ტექნოლოგიათა განზოგადება სარისკოა. ზოგიერთ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობა შეიძლება მშვიდობიანად იქნას ინტეგრირებული სახელმწიფოს დომინანტ ეთნოკულტურაში. სხვა შემთხვევაში, როდესაც არა მხოლოდ პოლიტიკოსები მოითხოვენ, არამედ პოლიტიკის, კულტურის, ანთროპოლოგიის სპეციალისტებიც დარწმუნდებიან, რომ ამა თუ იმ ეთნოსმა ეთნიკური ნაციის მოთხოვნები ბუნებრივად განავითარა, რომ კონკრეტული კონფლიქტი მხოლოდ საგარეო შეთქმულების თუ ცალკეული კლანის გაუმაძღრობის შედეგი არაა, მაშინ უნიტარული სახელმწიფო საერთო სახელმწიფოდ უნდა გარდაიქმნას. თუ ესეც არ შველის, სტაბილურობის და დემოკრატიის დაკარგვის საფრთხე კი გადაწონის ერთიანობის შენარჩუნების სურვილს, სახელმწიფოს გაყოფის რთული და მტკივნეული პროცესიც შეიძლება დაიწყოს.

ამ უკანასკნელ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო აზრი პატივს სცემს ეთნიკური უმცირესობის გრძნობებს, არც მოცემული სახელმწიფოს ეთნიკური უმრავლესობის შეხედულებებია დასავიწყებელი. ეთნიკურ უმრავლესობას შესაძლოა ჰქონდეს იგივე დამოკიდებულება, მშობლიურობის განცდა ტერიტორიის მიმართ, რომელზედაც ძირითადად ეთნიკური უმცირესობაა დასახლებული და რომლის მონოპოლიურად ფლობასაც ეს უკანასკნელი ესწრაფვის. შედეგად, უმრავლესობა არა მხოლოდ ლეგიტიმურად, არამედ აუცილებლადაც ჩათვლის ძალაუფლების განაწილებისათვის ბრძოლას მაინც. ასეთ ვითარებაში საჭირო ხდება უნიკალური გამოსავალის ძიება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებდა. ეს შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქეობა, ქვეყნის ეთნიკური უმრავლესობის სუვერენიტეტი საკამათო ტერიტორიაზე განლაგებულ მის ,,წმინდა'` ადგილებზე, ან, მაგალითად, ე.წ. კასკადური კენჭისყრა. ამ უკანასკნელის გამოყენება მოხდა იურას მხარის ბერნის კანტონიდან გამოყოფისას, როდესაც ცალკეულ მუნიციპალიტეტებს ეძლეოდათ საშუალება, თავად აერჩიათ, დარჩენილიყვნენ შვეიცარიის ერთ კანტონში თუ მიერთებოდნენ ახალ კანტონს.

უნდა აღინიშნოს ერთი გარემოებაც. ეთნიკური ნაციონალიზმის თანამედროვე გამოწვევას, რომელსაც მხოლოდ პოსტსაბჭოური ქვეყნები არ განიცდიან, ,,პოსტ-ნაციონალური'` ევროპა საერთაშორისო სამართლის ისეთი სიახლეებით ხვდება, როგორიც ეროვნულ უმცირესობათა ჩარჩო კონვენცია და რეგიონალური და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიაა. ეს დოკუმენტები ნაწილობრივ ეყრდნობა ადამიანის უფლებათა უნივერსალურ პრინციპებს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეთნიკური სოლიდარობის ლეგიტიმაციის ნიშნებსაც ატარებს. თავისთავად, ეს აჩვენებს, თუ რაოდენ დიდია ეთნიკურ აფილიაციათა როლი თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში. ეს კონვენცია და ქარტია შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ბალანსის მცდელობა არსებულ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის და ხალხთა თვითგამორკვევის უფლების საერთაშორისო პრინციპებს შორის. მაგრამ რიგ შემთხვევებში, ამ დოკუმენტებმა შესაძლოა კონტრ-პროდუქტიული როლიც ითამაშოს - ტერიტორიული ერთიანობის შენარჩუნების საქმეში მაინც. ესაა მიზეზი, რის გამოც ევროპის საბჭოს ზოგიერთი წევრი თავს იკავებს ამ დოკუმენტთა მიღებისა თუ რატიფიკაციისაგან.

საქმე ისაა, რომ იქ, სადაც სამოქალაქო კულტურა სუსტია და სახელმწიფო ინსტიტუტები - არაეფექტური, სადაც სახელმწიფო ენის ოფიციალური სტატუსი ილახება და სახეზეა ტრაიბალიზმის ნიშნები, ამ საერთაშორისო ნორმათა იმპლიმენტაციას შეიძლება ეთნიკურ უმცირესობათა და უმრავლესობის შემდგომი გაუცხოება მოჰყვეს. არსებითად, ქარტიისა და კონვენციის რატიფიკაციასა და იმპლემენტაციას თან უნდა ახლდეს ცენტრალური სახელმწიფო ინსტიტუტების და მექანიზმების ეფექტურობის ზრდა. ამასთან, აღნიშნულმა საერთაშორისო ნორმებმა შეიძლება გამოიწვიოს ცალკეულ ჯგუფთა ხელოვნური ჩათვლა ,,ეთნიკურ უმცირესობად.'` არადა, ეს ჯგუფები, შესაძლოა, უმტკივნეულოდ, საკუთარი ეთნოგრაფიული მახასიათებლების დაკარგვის გარეშე არიან ინკორპორირებულნი დომინანტურ ეთნოჯგუფში.

თავისთავად არც ქარტია და არც კონვენცია არ იძლევა ნათელ პასუხს კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს ეთნიკურ უმცირესობად. ეს ქმნის საფრთხეს, რომ სამოქალაქო ტრადიციის არმქონე საზოგადოებებში კლანთა ბრძოლა ძალაუფლებისათვის გაავლებს დამატებით წყალგამყოფ ხაზებს საზოგადოების შიგნით. საქართველოში ამგვარი საზოგადოებაა. მიიჩნევა, რომ ქარტიისა და კონვენციის გარკვეული ინტერპრეტაცია შეიძლება გახდეს ერთიანი ქართული ეთნიკური სისტემიდან მეგრელების და სვანების გაუცხოების იარაღი. არადა, დღეს, მიუხედავად მეგრული და სვანური ენების არსებობისა, მასზედ მოლაპარაკეთა უმრავლესობა თავს ქართული ეთნიკური ერის განუყოფელ ნაწილად აღიქვამს და ამაშია ქართული ეთნოსის ერთ-ერთი თავისებურება, რისი ხელოვნური ხელყოფის არავითარი საჭიროებაც არ არსებობს. ამავე დროს, ბევრ ქართველს მიაჩნია, რომ კონვენცია და ქარტია შეიძლება გახდეს ეთნიკურად არაქართულ რაიონებში არსებული სპონტანური სეპარატისტული განწყობების ინსტიტუციონალიზაციის ბაზა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე დოკუმენტი ავლენს ანტისეპარატისტულ განწყობას. ჩარჩო კონვენციაში ნათქვამია, რომ არც ერთი მუხლი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საშუალება. მეთოთხმეტე პარაგრაფის თანახმად, უმცირესობათა ენების დაცვა და ხელშეწყობა შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური ენის სტატუსის პატივისცემის ფარგლებში. ასევე ცხადია, რომ ნებისმიერ ეთნიკურ ჯგუფს უნდა ჰქონდეს თვითგამოხატვის უპირობო უფლება და საკუთარი იდენტობის დაცვის მექანიზმები. ეთნიკური ჯგუფი უნდა იცავდეს თავის ინტერესს, მათ შორის პოლიტიკურსაც. ამ თვალსაზრისით, კონვენცია და ქარტია მეტად ღირებული დოკუმენტებია. მაგრამ ამ დოკუმენტებს უკანა პლანზე გადააქვს ცენტრალური მთავრობის და იმ ეთნიკური ჯგუფის წუხილები, რომელიც ყველაზე მეტადაა დაინტერესებული ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში.

ეთნიკური თვითგანსაზღვრა არ უნდა ხდებოდეს ხელოვნური წახალისების გზით, რადგანაც ეს ყოველთვის სარისკოა. საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა უნდა ახდენდეს რეაგირებას ,,დომინანტი'` ეთნოსების წუხილებზეც, რაც არ უნდა სუბიექტური იყოს ეს წუხილები. ეს ეთნოსები ხომ არსებული საერთაშორისო სისტემის მთავარი აგენტებია.

სამწუხაროდ, ლოგიკა, რომ უმრავლესობის ინტერესი არ საჭიროებს არტიკულაციას და სპეციალურ დაცვით ნორმებს, რადგან უმრავლესობა თავისთავადაა დაცული საკუთარი სიმრავლით, არ მუშაობს მყიფე ინსტიტუტების მქონე ქვეყნებში. ამის მაგალითია აფხაზური ეთნოსის გამარჯვება ქართულ ეთნოსთან კონფლიქტში. ამიტომ მიმაჩნია, რომ თვითგა მორკვევისათვის ბრძოლის ახალი ტალღის ფონზე, გაეროს ქარტია არაა საკმარისი სუსტი ქვეყნებისა და მათში მცხოვრები ზოგიერთი შეურიგებელი უმცირესობების ინტერესთა დასაბალანსებლად. არც თუ იშვიათად, ამ უმცირესობების მოძრაობებს აქვთ იზოლაციონიზმის ელფერი. ისინი ეფექტურად იყენებენ უმცირესობათა ინტერესების დამცავ მექანიზმებს სრული სეპარაციის მიზნის მისაღწევად, რაც, თავის მხრივ, ხშირადაა კავშირში რეგიონალური სტაბილურობის ხელყოფასთან.

არსებითად, სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობის დაცვისას, გაეროს ქარტია თუ სხვა საერთაშორისო ნორმები საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის არგუმენტაციიდან ამოდიან. მაგრამ როდესაც საუბარი უმცირესობათა უფლებების დაცვას ეხება, არგუმენტაცია ეთნიკური ემოციების გათვალისწინებიდან მომდინარეობს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოთა ურღვეობის პრინციპთა დაცვისას, საერთაშორისო სამართალი ასევე უნდა რეფლექსირებდეს ურღვეობაში დაინტერესებულ ეთნოსთა წუხილებზეც.

უეჭველია, რომ სახელმწიფოში, სადაც ორი ან მეტი ეთნიკური ნაციონალიზმია წარმოდგენილი და ამ იდეოლოგიის უკან მხარეებს მასობრივი მხარდაჭერა გააჩნიათ, გამოსავალი ე.წ. საერთო სახელმწიფოს ფორმირებაშია. როგორც ითქვა, ზოგჯერ უნიტარული სახელმწიფოს გაყოფაც საუკეთესო გამოსავალია. მაგრამ კონფლიქტის მხარეთათვის ამა თუ იმ ფორმის გამოსავალი რომ მისაღები აღმოჩნდეს, ქვეყნის გაყოფა კი, რომელიც გარდაუვლად იწვევს სერიოზულ სოციალურ და საერთაშორისო პრობლემებს, შეძლებისდაგვარად იშვიათ და უკიდურეს ვარიანტად დარჩეს, სასურველია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

1. იმ პოსტკომუნისტური ქვეყნებისათვის, რომელთა საფუძვლებიც ჯერ კიდევ არაა ბოლომდე სტაბილიზებული, ქარტიისა და კონვენციის რატიფიკაცია და იმპლემენტაცია მხოლოდ სახელმწიფოებრივ საფუძველთა განმტკიცების და პოლიტიკური კულტურის განვითარების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს.

2. ეთნიკურად შერეულ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რეგიონალური ხელისუფლების არჩევას უნდა მოჰყვეს არჩეულთა უფლებამოსილების დადასტურება ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. პროცედურა არსებითად ფორმალური უნდა იყოს და გამოირიცხებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის კანონიერი არჩევანის იგნორირების შესაძლებლობა. მაგრამ პროცედურის არსებობა შექმნის დამატებით კავშირს ცენტრსა და რეგიონს შორის. გაძლიერდება ადგილობრივი ხელისუფლების ცენტრალური ხელისუფლებისადმი ანგარიშგების მექანიზმიც.

3. საერთაშორისო ბოიკოტი რეალურად უნდა ხორციელდებოდეს სეპარატისტთა შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ, თუკი მოცემული ქვეყნის ცენტრალური მთავრობა სრულიად არ უარყოფს ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებებს.

4. სასარგებლო იქნებოდა ჩარჩო კონვენციისა და ქარტიის გადახედვა. ამ დოკუმენტებში უფრო ცხადად უნდა აღინიშნოს სახელმწიფო ენის სწავლების სავალდებულო ხასიათი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს შეუძლია ახორციელებდეს ინტეგრაციონისტულ საშინაო პოლიტიკას, თუკი ეს პოლიტიკა არ ემუქრება უმცირესობათა თვითგამოხატვის უფლებას. ამ თვალსაზრისით ჩარჩო კონვენციის 16-ე მუხლი გადახედვას საჭიროებს, რადგან იგი შეიძლება გაგებული იქნას, როგორც ცენტრალური ხელისუფლების სუვერენიტეტის შეზღუდვა უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში.

5. სასურველია მაღალი სტატუსის მქონე საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა, რომელიც შეიმუშავებს დეკლარაციას სახელმწიფოს როლზე, ინკლუსიურ კულტურაზე. კონფერენციამ უნდა განიხილოს იმ სახელმწიფოთა წუხილები, რომელნიც ვერ ახორციელებენ საკუთარი ტერიტორიის სრულ კონტროლს. კონფერენციამ უნდა განიხილოს ე.წ. დომინანტი ეთნოსების ინტერესების ლეგიტიმურობის საკითხი.

ნებისმიერი პოლიტიკოსის თანამედროვე ამოცანა უნდა იყოს დემოკრატიისა და ნაციონალიზმის ჰარმონიზაცია. საჭიროა, დემოკრატთა თავშეკავება კოლექტიური იდენტობების იგნორირებისაგან. ასევე საჭიროა, პოპულისტ ნაციონალისტთა კონტროლი. ეს უნდა მოხდეს კულტურის და იდენტობის ნიშანთა თანდათანობითი კორექციით, მათი მორგებით გლობალიზაციაზე და ადამიანის უფლებების თანამედროვე გაგებაზე. მაგრამ ლიბერალურ-დემოკრატიული იდეალები ასევე უნდა მოერგოს ადგილობრივ რწმენებსა და აღქმებს.

გლობალიზაციის გამოწვევებთან ადგილობრივ იდენტობათა შეჯახება ეთნიკური ნაციონალიზმის სტიმული ხდება. დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა კეთილი განწყობებით არ მოხდეს როგორც უმცირესობების, ისე უმრავლესობების რადიკალურად ქსენოფობიური აქციების პროვოცირება. ამას შესაძლოა, მოჰყვეს როგორც სახელმწიფოთაშორისი გართულებები, ასევე ლიბერალიზმის აღმოსავლური ლაშქრობის შეფერხებაც.

იბეჭდება კრებულიდან ,,ათასწლეულთა გასაყარზე, 2005 .

________________________

1. Theodor Hanf and Ghia Nodia, Georgia Lurching to Democracy, Nomos Verlagsgesellschaft,

Baden-Baden, 2000, pp. 92-102

2. Ghia Nodia, Nationalism and Crisis of Liberalism, In: Europe's New Nationalism, States and Minorities in Conflict, Edited by Richard Caplan and John Fefeer, Oxford University Press 1996, p. 108

3. Juan J. Linz & Alfred Stepan, Toward Consolidated Democracy, Journal of Democracy, Volume 7, № 2, April 1996, pp. 16-22

4. Locke, Sochinenia, T. 3 AN SSSR, Moskva 1988 pp. 53 (In Russian)

5. Harold W. Scheffer, Structuralism in Antropology, In: Structuralism, EDT. Jacques Ehrmann, Anchor Books, 1970, p.56

6. Jean Daniel, Democracy and Nation, In: The Democratic Invention, edited by Marc F. Plattner and Joao Carles Espada, The Cohns Hopkins University Press, 2000, p.82

7. Ghia Nodia,Nationalism and the Crisis of Liberalism, In: Europe's New Nationalism, States and Minorities in Conflict, Edited by Richard Caplan and John Feffer, Oxford University Press 1996, p.106

8. Anthony D. Smith, The Ethnic Sources of Nationalism, Survival, Vol. 35, № 1, Spring 1993, pp. 48-62, Required readings, module 11, G. Marshall Center of Security Studies, Germany,2001, p. 9

9. Anthony D. Smith, The Rise of Nations, In: Nationalism, edited by John Hutchinson and Anthony D. Smith, Oxford University Press 1994, p. 151

10. Anthony D. Smith, The Ethnic Sources of Nationalism, Survival, Vol. 35, № 1, Spring 1993, pp. 48-62, In: Required readings, module 11, G. Marshall Center, 2001, pp. 1-2

11. p.3; See also Gabriel Sheffer, The Security of Small Ethnic States: A Counter Neo-realist Argument, in: The National Security of small states in changing world, Edited by Efraim Inbar and Gabriel Sheffer, Frank Cass London, Portland 1997, pp.17-18

12. ასეთებად მოიხსენიებს ახლადშექმნილ სახელმწიფოებს ჩაბრიელ შეფერი იხ.: Gabriel Sheffer, The Security of Small Ethnic States: A Counter Neo-realist Argument, in: The National Security of small states in changing world, Edited by Efraim Inbar and Gabriel Sheffer, Frank Cass London, Portland 1997

13. Anthony D. Smith, The Ethnic Sources of Nationalism, Survival, Vol. 35, № 1, Spring 1993, pp. 48-62 In: Required reading, Module 11, G. Marshall Center, 2001, p.8

14. Larry Diamond, Is the Third Wave Over? Journal of Democracy, Vol 7, № 3, July 1996, In: Required readings, Module 4, G. Marshall Center, 2001, p.11

5 რევოლუციური არჩევანი ლიბერალური დემოკრატიის სასარგებლოდ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 24 თებერვალს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართული სამიტის წინა დღეს, აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის ინიციატივით გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით ,,დემოკრატიის ახლებური ძიება,“ რომელზეც პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიზაციის ახალი ტალღის პრობლემები განიხილებოდა. კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების კომუნისტური უღლისაგან გათავისუფლებისა და მათი დემოკრატიზაციის პროცესში. ცნობილ დასავლელ ექსპერტებთან ერთად, კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სლოვაკეთის მაღალი დონის ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ივან გასპაროვიჩი და პრემიერ-მინისტრი მიკოლაშ ძურინდა.

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტი ბუში აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან 21 ,,თავისუფლებისათვის მებრძოლ“ აქტივისტს შეხვდა. საქართველოდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ თავისუფლების ინსტიტუტის ყოფილი და საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელი წევრი გიგა ბოკერია და ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი. გთავაზობთ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიგა ბოკერიას მიერ შეხვედრაზე წარმოთქმულ სიტყვას:

ქართველი ხალხი, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა იმპერიის სხვა ერები არასოდეს დაივიწყებს იმ წვლილს, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ ბოროტების იმპერიის დანგრევაში შეიტანა.

ახლა ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის ამით ნამდვილად არ დამთავრებულა. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი მშვიდობიანი რევოლუციების დროს ხალხმა ცალსახა არჩევანი გააკეთა ლიბერალური დემოკრატიის სასარგებლოდ.

ჩვენ დღესაც ძალიან ვაფასებთ თქვენ დახმარებას ამ გზაზე და ამ ბრძოლაში. ჩვენ კიდევ ბევრი წინააღმდეგობა გვაქვს გადასალახავი, ვიდრე ჩვენი ქვეყნები იქცევიან სრულფასოვან ლიბერალურ დემოკრატიებად. ჩვენში არსებული წინააღმდეგობები ერთმანეთს ჰგავს და განსხვავდება კიდეც, მაგრამ არის ერთი საგარეო პრობლემა, წინააღმდეგობა, რომელიც ყველა ამ ქვეყანას აერთიანებს და მას რუსეთის საგარეო პოლიტიკა ჰქვია. ეს არის რუსეთის საგარეო პოლიტიკაში საბჭოთა მემკვიდრეობა.

რუსეთი მხარს უჭერს დაუნდობელ დიქტატორს ბელორუსიაში, რუსეთი მხარს უჭერდა ორგანიზებულ დანაშაულს უკრაინაში, რუსეთი გამოდიოდა უკრაინელი ხალხის ნების წინააღმდეგ, რუსეთს არ გაჰყავს სამხედრო ბაზები საქართველოდან და მოლდოვადან, ანუ მიდის მოლდოველი და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, რუსეთი ორივე ქვეყანაში მხარს უჭერს და ახალისებს სეპარატისტულ რეჟიმებს, რომლებიც ჩართული არიან ორგანიზებულ დანაშაულში, იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდაში. ისინი ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიან ტეროროსტებისათვის უკონტროლო ტერიტორიების სახით.

ჩვენ კვლავ გვაქვს იმედი, რომ სხვა ზოგიერთი ცივილიზებული ქვეყნის ლიდერისგან განსხვავებით, თქვენთვის არ არის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში არსებული თავისუფლება. როგორც თქვენ ბრძანეთ, საჭიროა თავისუფლების დაცვა ყველგან. რუსეთმა უნდა გააკეთოს ძალიან მკაფიო არჩევანი - ან გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ან იყოს ამ რეგიონში ცივილიზაციისა და დემოკრატიისთვის მთავარი საფრთხე.

ვიმედოვნებთ, რომ ეს გზავნილი ძალიან მკაფიოდ იქნება ნათქვამი ბატონ პუტინთან შეხვედრისას.