The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნესი და კანონმდებლობა №4


ბიზნესი და კანონმდებლობა №4


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ფუტკარაძე სულიკო, ანანიძე ჯემალ, ეგიაშვილი დავით, მესხიშვილი ანზორ, მესხია იაკობ, ჭითანავა ნოდარ, მექვაბიშვილი ელგუჯა, აქუბარდია თამაზ, თეთრუაშვილი მაია, ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე აიდა, ჯიმშელაძე ეკა, შაფათავა ელგუჯა, სესაძე ნელი, ჭიოტაშვილი დავით, შონია ნანა, ხორგუაშვილი თეა, ნოზაძე მზევინარ, ჟოჟუაშვილი ნათია, დუდაური თამარ, ტაბატაძე ნაირა, შაბურიშვილი შოთა, დიხამინჯია ირმა, კუკანია ალექსანდრე, პირმისაშვილი ელდარ, მინდიაშვილი აკაკი
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: აპრილი 2009 რეფერირებადია 2008 წლიდან გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი რედაქტორები: კობა ბიწაძე, ილნარ გორელიშვილი, ეკა ჯიმშელაძე. სამეცნიერო საბჭო: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ლევან გრიგალაშვილი, ნოდარ ხადური, პაატა კოღუაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, მიხეილ ჯიბუტი, თემურ შენგელია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, ნაზირა კაკულია, კოტე აბულაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე, გიორგი ღავთაძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი). კონსულტანტები: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი, ჯემალ დუმბაძე. მარკეტინგის სამსახური: მაკა არახამია (ხელმძღვანელი), მზია ნაჭყებია, ეკა სამხარაძე. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: №400467916; კოდი: 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521 სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი რეფერირებადია 2008 წლიდან WWW.INOVACIA.GE ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. ვებ გვერდი: www.inovacia.ge e-mail: inovacia@caucasus.net



1 ექსპერტის კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


1.1 მნიშვნელოვანი ცვლილებები ქონების გადასახადში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სულიკო ფუტკარაძე
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აჭარის რეგიონული ფილიალის თავმჯდომარე, ექსპერტი

0x01 graphic

ჯემალ ანანიძე
სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

ქონების გადასახადი, განსაკუთრებით კი ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი, რომ მოქმედი საგადასახადო კოდექსის ყველაზე რთულად ადმინისტრირებადი და გადაუჭრელი პრობლემაა ამაზე ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის 2008 წლის მაისის №9-ში გამოქვეყნებულ სტატიაში: ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი-მოუგვარებელი პრობლემა“, ვისაუბრეთ. მასში მივანიშნებდით, რომ მიუხედავად სსკ-ში (2008 წლის 26 დეკემბრამდე ბოლო ცვლილებამდე) 50-მდე სხვადასხვა სახის ცვლილება და დამატება იყო შესული, მას დასრულებული სახე მაინც არ მიიღო, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით სსკ-ში 2008 წლის 26 დეკემბრის (№871 - რს) კანონით შეტანილი ცვლილებები და დამატებები ფაქტობრივად თითქმის ქონების გადასახადის მთელ თავს შეეხო და ფაქტობრივად საგადასახადო კოდექსის აღნიშნული თავის თავდაპირველი რედაქციისგან თითქმის აღარაფერი დარჩა. ყველაფერზე რომ ნათელი წარმოდგენა შეექმნას მკითხველს, მუხლობრივად წარმოვადგენთ სსკ-ში აღნიშნული კანონით შეტანილი ცვლილებების და დამატებების კომენტარს.

ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (მუხლი 272) ფაქტობრივად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, ამ მუხლის პირველი ნაწილი ტერმინოლოგიურად გასწორდა და ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, ნაცვლად ბალანსზე ასახული ძირითადი საშუალებებისა“, შეიცვალა ჩანაწერით ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები.

მე-2 ნაწილში შეტანილი ცვლილებებით კი, 2009 წლის 1 იანვრიდან უცხოური საწარმოსთვის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია იჯარით, ქირით, უზურფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონება, ნაცვლად ყოფილი რედაქციით გათვალისწინებული მხოლოდ რეზიდენტი პირისთვის გაცემული ქონებისა.

ამავე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების ყოფილი რედაქციის შესაბამისად, ქონების გადასახადი დიფერენცირებული იყო ქონების სახეების მიხედვით, კერძოდ, დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მსუბუქი ავტომობილები, იახტები, თვითმფრინავები, შვეულმფრენები, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული ქონება, ძირითადი საშუალებები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები. ახალი რედაქციის შესაბამისად კი, ეს დიფერენცირება გაუქმდა და დაბეგვრის ობიექტი გახდა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, შესაბამისად მსუბუქი ავტომობილები, იახტები, თვითმფრინავები და შვეულმფრენები ფიზიკური პირისათვის, რომლებიც არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს აღარ წარმოადგენს, შესაბამისად კოდექსის 272- მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულია.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილში შესული ცვლილებებით დაკონკრეტდა, რომ საქართველოს, ან უცხოური საწარმოსთვის, ორგანიზაციისათვის ან/და ფიზიკური პირისათვის მიწის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საკუთრებაში (სარგებლობაში, მფლობელობაში) არსებული მიწა საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ანუ, კონკრეტდება პერიოდი, რომლის მდგომარეობითაც პირი ფლობს აღნიშნულ ქონებას (მიწას), ყოფილ რედაქციაში აღნიშნული პერიოდი მინიშნებული არ იყო, რაც ექსპერტებსა და სპეციალისტებს საგადასახადო კოდექსის აღნიშნული მუხლის მნიშვნელოვან ნაკლად მიგვაჩნდა. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო აგრეთვე, რომ საგადასახადო კოდექსში 2008 წლის 26 დეკემბრის ცვლილებებით და დამატებებით კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს ჩვენი - ექსპერტთა და სპეციალისტთა შენიშვნები. მხედველობაშია ის, რომ ქონების გადასახადის ნაწილში მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლები იმდენად ჩახლართულია, რომ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტსა და საგადასახადო განაკვეთების განსაზღვრის მიზნით გადამხდელს მუდმივად უხდებოდა პარალელურ რეჟიმში საგადასახადო კოდექსის რამდენიმე მუხლისა და სხვადასხვა ნაწილების კითხვა. ახალი ცვლილებებით კი გამარტივდა და დაკონკრეტდა ქონების გადასახადის გადამხდელები, დაბეგვრის ობიექტები და საგადასახადო განაკვეთები. აღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილებები შეეხო საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის (გადასახადის განაკვეთი) პირველ, მე-2, მე-6, მე-7 და მე-9 ნაწილებს, ამასთან, კოდექსის ამავე მუხლიდან ამოიღებს მე-3, მე-4, მე-5 ნაწილები, კერძოდ:

მე-3 ნაწილი - რომელიც შეეხებოდა ფიზიკური პირებისათვის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა), გადასახადის წლიური განაკვეთის დიფერენცირებას 40.000- დან 60.000 ლარამდე, 60.000-დან 100.000 ლარამდე და 100.000 ლარზე მეტი შემოსავლების მქონე ოჯახისათვის უძრავ ქონებაზე ქონების გადასახადს, ახალი რედაქციით იგი ამავე მუხლის მე-2 ნაწილით რეგულირდება და შეიძლება ითქვას, მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, ფიზიკურ პირებზე, ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთი და იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საკუთრებაში არსებულ ქონებას არ იყენებენ ეკონომიკურ საქმიანობაში, მაგრამ აღნიშნული ფიზიკური პირების ოჯახის შემოსავლები გასულ საანგარიშო წელს 40 000 ლარს გადააჭარბებს - საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის (გასული საანგარიშო წლის ბოლოსათვის) საგადასახადო განაკვეთი მოცემული ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05 პროცენტსა და არაუმეტეს 0,2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნულს თუ ყოფილ რედაქციასთან შევადარებთ, დავრწმუნდებით, რომ აქ ფაქტობრივად, შეღავათი მიეცათ იმ ოჯახებს, რომელთა შემოსავლები 60.000-დან 100.000 ლარამდეა, ასეთი ოჯახების უძრავი ქონება ძველი რედაქციის მიხედვით 0,2- დან 0,4 პროცენტამდე საგადასახადო განაკვეთით იბეგრებოდა, ამასთან, ახალი რედაქციის შესაბამისად, აღნიშნული საგადასახადო განაკვეთი გაეზარდათ იმ ოჯახებს, რომელთა შემოსავლები 100.000 ლარს აღემატება და ახლა იგი 0,8-დან 1 პროცენტამდეა, ნაცვლად ყოფილი რედაქციით გათვალისწინებული 0,4-დან 0,8 პროცენტისა. გამომდინარე აღნიშნულიდან, ქონებაზე გადასახადი შედარებით მდიდრებს გაეზარდათ, რაშიც ვფიქრობთ არაფერია საძრახისი. მე-4 და მე-5 მუხლების ამოღებით კი ფიზიკური პირები, რომლებიც ფლობენ მსუბუქ ავტომობილებს, იახტებს, თვითმფრინავებს და შვეულმფრენებს (თუმცა, ვფიქრობთ თვითმფრინავებისა და შვეულმფრენის მფლობელი ფიზიკური პირები ჩვენს ქვეყანაში იშვიათობას წარმოადგენენ) აღარ წარმოადგენენ დაბეგვრის ობიექტებს აღნიშნულ ქონებაზე, თუმცა, აქვე უნდა განვმარტოთ, რომ თუ ფიზიკური პირები აღნიშნულ ქონებას ეკონომიკურ საქმიანობაში იყენებენ ისინი ავტომატურ რეჟიმში დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენენ. კოდექსის ამავე მუხლიდან ამოღებულია მე - 12 და მე-13 ნაწილები, რომელიც განსაზღვრავდა ფიზიკური პირის ოჯახის შემოსავლებში შესატან შემოსავლებს (სარგებელს), რამდენადაც აღნიშნული ახლა უკვე საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლში დამატებით შეტანილი მე-3 და მე-4 ნაწილებით რეგულირდება.

273-ე მუხლში დამატებითი სახით შევიდა მე-14 ნაწილი:

„14. მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი, ხოლო სხვა დასაბეგრ ქონებაზე - საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი გადაწყვეტილების მიხედვით“.

აღნიშნულმა, როგორც ვხედავთ კონკრეტულად განსაზღვრა, რომ მიწაზე მათ მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით (რომელსაც წარადგენენ 1 მაისამდე) საგადასახადო ორგანოები მიუყენებენ აღნიშნული წლის 1 აპრილისთვის მოქმედ საგადასახადო განაკვეთებს, ხოლო, სხვა ქონებაზე საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედ განაკვეთს, რომელსაც შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები განსაზღვრავენ

0x01 graphic

საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მინიმალური და მაქსიმალური საგადასახადო განაკვეთის ფარგლებში. საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის (გადასახადის გაანგარიშების წესი) ყოფილი რედაქციის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებში მითითებები გაკეთებული იყო 272-ე ნაწილებსა და ქვეპუნქტებზე, რის გამოც ქონების გადასახადით დაბეგვრის განაკვეთის განსაზღვრის მიზნით გადამხდელს მუდმივად უხდებოდა პარალელურ რეჟიმში ამ ორი მუხლის კითხვა. შესაბამისად შეტანილი ცვლილებებით ეს პრობლემა გარკვეულად მოგვარდა და ახლა უკვე ქონების გადასახადზე თითოეულ ნაწილში მითითებულია გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილში დაკონკრეტდა, რომ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადი გაიანგარიშება საგადასახადო განაკვეთის - 0,24 ლარის გამრავლებით მიწის ნაკვეთის ფართობზე, რომელიც განსაზღვრულია კვადრატულ მეტრებში და არა უბრალოდ ფართობზე, როგორც იყო ყოფილ რედაქციაში.

0x01 graphic

იმის გამო, რომ საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედი რედაქციით გამიჯნული არ იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საჯარო რეესტრის ვალდებულებები, ანუ იგულისხმებოდა, რომ კოორდინირებულად უნდა მიეწოდებინათ საგადასახადო ორგანოებისათვის მიწაზე ქონების გადამხდელთა სიები მიწის ფართობის, შესაბამისი კატეგორიის ან ზონის და გადასახადის განაკვეთის ჩვენებით, რის გარეშეც შეუძლებელია საგადასახადო ორგანოებმა იანგარიშონ მიწაზე ქონების გადასახადი და არ იყო კონკრეტულად განსაზღვრული, რომელი ინფორმაციის წარდგენაზე აგებდნენ პასუხს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საჯარო რეესტრის სამსახურები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. საქმე იმაშია, რომ მათ მიერ წარმოდგენილი (ან კიდევ საგადასახადო ორგანოების მიერ გამოთხოვილი) ინფორმაციები ხშირ შემთხვევაში არასრულყოფილი იყო, ახალი რედაქციით კი აღნიშნული გაიმიჯნა და თვითმმართველობის ორგანოებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე ზონირების განხორციელების შემთხვევაში დააზუსტონ ცალკეულ ზონაში შემავალი ქუჩები კონკრეტულად.

ამავე 274-ე მუხლის 14-ე ნაწილში შევიდა ტექნიკური ხასიათის ცვლილება, ნაცვლად სიტყვებისა „რამდენიმე პირის საკუთრებაშია შეიცვალა ჩანაწერით რამდენიმე პირის კერძო საკუთრებაშია“.

ცვლილებებით ასევე სრულიად ახლებურადაა წარმოდგენილი საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლი (გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების წესი), ცვლილებები შეეხო აღნიშნული მუხლის პირველ, მე-2 მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, 11-ე, 14-ე ნაწილებს, ახალ რედაქციაში აღარ ფიგურირებს (ამოღებულია) მე-9, მე-10, 12-ე, 13-ე ნაწილები, კერძოდ:

ამ მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებში შეტანილი ცვლილებებით ამოღებულია მითითება (გადამისამართება) 272-ე მუხლის ნაწილებზე.

პირველ ნაწილში დაკონკრეტებულია, რომ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით (1 აპრილის მდგომარეობით მფლობელობაში არსებული), ხოლო, სხვა დასაბეგრი ქონების წინა წლის მიხედვით. დეკლარაციის წარდგენის ვადად ყველა სახის ქონებაზე ფიზიკური პირებისათვის განისაზღვრა არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 მაისისა.

სწორედ აღნიშნულიდან და დაბეგვრის ობიექტის შესახებ (მუხლი 272. ნაწილი მე-4, მე-6, მე-7) ახალი დებულებებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტზე (გარდა მიწისა) გასაანგარიშებელი პერიოდი და იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება 2009 წლის 1 იანვრამდე მოქმედი წესისაგან (ყოფილი რედაქციის მიხედვით, ფიზიკური პირების ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად (გარდა მიწისა), ასევე ითვლებოდა იმავე წლის 1 მაისისთვის ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ქონება) მოხდა ისე, რომ 2009 წლის 1 მაისისთვის ფიზიკური პირები, რომლებიც წარმოადგენენ დეკლარაციებს ქონების გადასახადის შესახებ, დეკლარაციებში შეიტანენ მონაცემებს მათ მფლობელობაში არსებული მიწების შესახებ, ხოლო სხვა ქონების შესახებ, რამდენადაც ის უკვე დეკლარირებული აქვთ 2008 წელს წარდგენილი დეკლარაციებით, აღნიშნული ქონება განმეორებით დაბეგვრას აღარ ექვემდებარება. აღნიშნული ქონების დაბეგვრის ვალდებულება წარმოექმნებათ მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის შემოსავლებიც 2009 წლის შედეგებით გადააჭარბებს 40,000 ლარს (ამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა შესაბამისი სამახსოვრო - ქონების გადასახადი ფიზიკური პირებისათვის, იგი გადამხდელებს შეუძლიათ მიიღონ შესაბამის საგადასახადო ორგანოებში, ასევე გადამხდელებს უფასო კონსულტაციების მიღება შეუძლიათ მიიღონ ფინანსთა სამინისტროს ცხელ ხაზზე 077).

ახლახან გამოქვეყნდა ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ქონების გადასახადის დეკლარაციის ახალი ფორმა, რომლის შესაბამისადაც, ფიზიკური პირები მათ მფლობელობაში არსებულ, როგორც ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ, ისე სარგებლობაში მყოფ ქონებაზე ავსებენ აღნიშნულ დეკლარაციას (დეკლარაციაში მე-4 ნაწილით დეკლარირდება ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა), მე-6 ნაწილით კი ქონება (გარდა მიწისა), რომელიც არ არის გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში, ამასთან, განსხვავებით საწარმოებისგან (საწარმოები თავად გაიანგარიშებენ და დაარიცხავენ აღნიშნულ გადასახადებს და შესაბამისად, მათ მოგების გადასახადის დეკლარაციებთან ერთად 1 აპრილამდე წარადგენენ საგადასახადო ორგანოებში, შესაბამისად დარიცხულ ქონების გადასახადსაც გამოქვითვენ დასაბეგრი მოგებიდან) ფიზიკური პირებს აღნიშნული გადასახადების გაანგარიშების ვალდებულება არ ეკისრებათ (მათ საგადასახადო ორგანოები გაიანგარიშებენ და 1 ივლისამდე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გადამხდელი ისარგებლებს ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის გადავადებით - 1 აგვისტომდე), წარუდგენენ ფიზიკურ პირებს. სწორედ აქ გვიჩნდება კითხვები, კერძოდ:

- მაშინ როცა ფიზიკურმა პირმა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ დეკლარაცია საანგარიშო წლის დამთავრებიდან მომდევნო წლის 1 აპრილამდე უნდა წარადგინოს, როგორ უნდა ჩართოს გამოქვითვებში ქონების გადასახადი, რომლის შესახებ იგი შეტყობინებას 1 ივლისამდე (ან, კიდევ 1 აგვისტომდე) ვერ მიიღებს? ეტყობა, ამაზე ფინანსთა სამინისტროში ყურადღება არ გაუმახვილებიათ. არადა, იგი საყურადღებო საკითხია.

ამ მუხლის მე-4 ნაწილის დებულება, რომლის მიხედვითაც, თუ გადამხდელი გამოიყენებს სსკ- 96- მუხლით მინიჭებულ უფლებას დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებაზე, მაშინ საგადასახადო ორგანო გადამხდელს ქონების გადასახადის შესახებ მოთხოვნას 1 აგვისტომდე წარუდგენს (აქ, ჩვენი აზრით, გაპარულია შეცდომა, რაც იმაში გამოიხატება, რომ თუ გადამხდელი (ფიზიკური პირი) გამოიყენებს სსკ-ს 96-ე მუხლით მინიჭებულ უფლებას დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ 3 თვით (მაისი, ივნისი, ივლისი) ე.ი. მას გაუგრძელდება აღნიშნული ვადა 1 აგვისტომდე, შესაბამისად 1 აგვისტომდე საგადასახადო ორგანო ვერ მოახერხებს მასზე საგადასახადო მოთხოვნის წარმდგენას. ალბათ აქ სწორი იქნებოდა ჩანაწერი „1 სექტემბრამდე“.

მე-6 ნაწილში მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, დაემატა, რომ საწარმოების/ორგანიზაციებისათვის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გადახდის ვადაა საგადასახადო წლის მომდევნო წლის არაუგვიანეს 1 აპრილისა, ამასთან, მიმდინარე გადასახადების გადახდის ვალდებულების შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (ეს პრაქტიკულად აქამდეც ხდებოდა, ახლა უბრალოდ მისი იურიდიულად დაკანონება მოხდა).

ამ მუხლის მე-7 ნაწილის ახალი რედაქციით ამოღებულია მე-6 ნაწილზე მითითება. ამასთან, აღნიშნულ მუხლს დაემატა ახალი მე-71 და მე-72 ნაწილები, რომლის მიხედვითაც, თუ პირს ქონების გადასახადთან მიმართებაში უმცირდება მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობა, შესაძლებლობა ეძლევა შეამციროს, ან არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელი, რისთვისაც გადამხდელი მიმდინარე წლის არაუგვიანეს 1 ივნისისა აცნობებს საგადასახადო ორგანოს. აგრეთვე, წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით გადასახადის განაკვეთის შეცვლის შემთხვევაში ყალიბდება მიმდინარე გადასახადის გასაანგარიშებელი თანხის გათვლის მექანიზმი.

მე-8 ნაწილის ახალი რედაქციის შესაბამისად, ასევე ამოღებულია 272-ე მუხლზე მითითება და განისაზღვრა, რომ საწარმო/ ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა. ამასთან, დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე წლის მიხედვით, ხოლო, სხვა დასაბეგრი ქონების შესახებ- წინა საგადასახადო წლის მიხედვით.

იქედან გამომდინარე, რომ კოდექსის 275-ე მუხლის ყოფილი რედაქცია არ განსაზღვრავდა გასხვისებული ქონების შესახებ მარეგულირებელი ორგანოების მიერ საგადასახადო ორგანოებზე გასაგზავნი ინფორმაციის ერთიან ფორმას, შედეგად საგადასახადო ორგანოები ხშირად ღებულობდნენ არასრულფასოვან ინფორმაციას. კანონპროექტის ავტორთა შემოთავაზებით აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაწესდა, რომ ამიერიდან ინფორმაცია საქართველოს იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ფორმით გაეგზავნება საგადასახადო ორგანოებს.

მე-14 ნაწილშიც შეცვლილია მითითება 272-ე მუხლზე, ამ მუხლის მოქმედი ნორმა გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირს უფლებას აძლევს მომავალ საგადასახადო წელს აღარ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული შეღავათით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშვება. ახალი რედაქციით, დამატებით მიენიშნა, რომ თუ ფიზიკური პირი გასული წლის მიხედვით წარმოადგენდა ქონების გადასახადის დეკლარანტს (ყოფილი რედაქციიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანოს სამარჩიელოდ რჩებოდა საქმე, ასეთ შემთხვევაში მისთვის უნდა დაერიცხა თუ არა მომდევნო წელზე გადასახადი) ახლა უკვე აღნიშნულმა ფიზიკურმა პირმა გადაწყვეტილება დეკლარაციის არწარდგენის შესახებ საგადასახადო ორგანოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით უნდა აცნობოს არაუგვიანეს საგადასახადო წლის 15 მაისისა, შესაბამისად საგადასახადო ორგანო აღნიშნულ წერილზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას ფიზიკურ პირზე ქონების გადასახადის დარიცხვაზე წინა წლის დეკლარაციის შესაბამისად. ამით კი აღმოიფხვრა ის ხარვეზი, რაზეც ჩვენს წერილში (2008 წლის მაისში) გვქონდა მსჯელობა.

ცვლილებები შეეხო აგრეთვე კოდექსის 276-ე მუხლსაც - ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტს, რომლის ყოფილი რედაქციის მიხედვით რეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთებისა), აგრეთვე ქონების გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტები, განთავისუფლებული იყო ქონების გადასახადისგან, თუ ამ პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატებოდა 40,000 ლარს. ახალი რედაქციის ქვეპუნქტებში აღარ ფიგურირებს სიტყვარეზიდენტი და დატოვებულია ფიზიკური პირი. შედეგად გავრცელდა ეს შეღავათი არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე, მათ შორის არარეზიდენტ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში ფლობენ ქონებას.

აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულია „დ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც, ქონების გადასახადისგან თავისუფლდებოდა მიწის ის ფართობი, რომლებიც უშუალოდ დაკავებული იყო სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი საქმიანობისთვის შესაბამისად, აღნიშნული მიწები 2009 წლის 1 იანვრიდან ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია.

აქვე აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში განხორციელდა რედაქციული ხასიათის ცვლილებები, კერძოდ:

„ვ“ ქვეპუნქტში - საკომუნიკაციო და ელექტრო გადამცემი ხაზები“, შეცვლილია საჰაერო და საკაბელო ხაზებით“.

„კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში, რომლითაც შეღავათი დაწესებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებსა და ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის ფართობებზე, (რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიულ, კულტურულ ან/და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები,) სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება იცვლება ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებით:

„ღ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნასოფლარების ტერიტორიაზე, აგრეთვე, განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად, დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები ქონების გადასახადებისგან გათავისუფლებულები არიან დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში. ახალი რედაქციით დაზუსტდა ის დაბეგვრის ობიექტი, რაზედაც აღნიშნული შეღავათი ვრცელდება. კერძოდ, შეღავათი ვრცელდება კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.

„ძ“ და „წ“ ქვეპუნქტებში შევიდა რედაქციული ხასიათის ცვლილება, სადაც დაკონკრეტდა, რომ ლაპარაკია სამედიცინო დაწესებულების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანისას სამწუხაროდ არ იქნა გათვალისწინებული ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის 2008 წლის მაისის (№9) ნომრის სტატიაში ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი - მოუგვარებელი პრობლემადასმული პრობლემა, რომელიც დაკავშირებული იყო სსკ-ს 276-ე მუხლის 1) ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტთან, აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად, 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწები თავისუფლდება მიწის გადასახადისგან. სწორედ აღნიშნული პუნქტიდან გამომდინარე იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც საკუთრებაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწები ამ ვადის (2004 წლის 1 მარტის) შემდგომ დაუკანონდათ მფლობელობაში, აღნიშნული შეღავათით ვერ სარგებლობენ, არადა, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ აჭარაში დგას, რამდენადაც აქ ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო მიწის რეფორმა მოგვიანებით 2007 წლის ბოლოს დაიწყო და დღესაც გრძელდება, შესაბამისად არ არის სწორი, რომ ქვეყნის ამ რეგიონის მოსახლეობა (მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო) სხვა დანარჩენ რეგიონებთან შედარებით არახელსაყრელ საგადასახადო პირობებში იმყოფებიან. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სსკ-ს 276-ე მუხლის 1 ნაწილის „ყ” ქვეპუნქტში არსებული ჩანაწერი „2004 წლის 1 მარტამდე ამოღებული უნდა იქნეს, ან, იგი გადაიწიოს გარკვეული ვადით - მიწის რეფორმის სრულად დამთავრებამდე.

276-ე მუხლის მე-2 ნაწილის ახალი რედაქციით დაზუსტდა, რომ საგადასახადო შეღავათები არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზურფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირზე გადაცემული არა მარტო მთლიანი მიწის ნაკვეთზე ან/და შენობა- ნაგებობებზე, არამედ გადაცემული მიწის ნაკვეთის ან/და შენობა ნაგებობების ნაწილზეც.

აქვე კოდექსის აღნიშნულ 276-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები, რომელთა შესაბამისად განისაზღვრა, რომ:

- ქონების გადასახადის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (სარგებელი) საგადასახადო შეღავათების გათვალისწინების გარეშე:

) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი;

) ნებისმიერი შემოსავალი (სარგებელი), რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;

) დარიცხული ხელფასი (.. ხელფასი დაბეგვრამდე);

ამასთანავე კონკრეტდება, რომ არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით;

- ამ შემოსავლებში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრებისგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება.

P.S. აქვე მკითხველს მინდა მივაწოდოთ კიდევ ერთი სიახლე საგადასახადო კოდექსის აღნიშნულ 276- მუხლში, კერძოდ, კი ის, რომ 2009 წლის 27 თებერვლის №1021-რს კანონისაქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, რომლის შესაბამისადაც აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილში დამატებით შევიდა ) ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც ოჯახის შემოსავლებში ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებულ ქონებასთან ერთად, ოჯახის შემოსავლებში ამ ქვეპუნქტის შესაბამისად აგრეთვე, არ გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის: პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ ჯამურად მისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.

2 აგრარული სექტორი

▲ზევით დაბრუნება


2.1 კონსოლიდაცია - სოფლის გადარჩენა თუ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დავით ეგიაშვილი
პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფისდირექტორი,
ექსპერტი უძრავი ქონების საკითხებში

0x01 graphic

ანზორ მესხიშვილი
პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფის მთავარი კონსულტანტი

1991-1993 წლებში საქართველოში სამოქალაქო არეულობის შედეგად ყველაზე მეტად საქართველოს სოფლის მეურნეობა დაზიანდა. ქართული სოფლის მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობამ გამოსავალი იმაში ნახა, რომ 1992 წელს, ქვეყნის მოქალაქეებზე დაიწყო სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწების პრივატიზაციის განხორციელება, ვინაიდან ეს სიღატაკისა და შიმშილის დაძლევის ერთადერთი ალტერნატივა იყო.

დაიწყო სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწების 0.15 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე (მაღალ მთიან რეგიონებში 5 ჰა-მდე) მიწების დარიგება. სახნავი მიწების მასივები დაიყო წვრილ კონტურებად და განაწილდა, როგორც სოფლის, ასევე, დაბისა და ქალაქის მოსახლეობაზე.

მიწის ფრაგმენტაციის საკითხით დაინტერესებული იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, რომელმაც 2002 წელს მოავლინა ექსპერტები - ვოლფგანგ მიულერის და იორგ ლიბერაის სახით. მათ ადგილობრივ ექსპერტთან ვახტანგ ლეჟავასთან ერთად მოახდინეს სიტუაციის ანალიზი და დასახეს გარკვეული სტრატეგიებიც.

ასეთმა მიწის რეფორმამ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწები დააქუცმაცა. დედოფლისწყაროს რაიონში მიწის რეფორმამდე 46 ათასი ჰექტარი სახნავი მიწა, 560 ნაკვეთი ირიცხებოდა, რაც რეფორმის შედეგად 26000 მიწის ნაკვეთად დანაწევრდა. ამან მთელს საქართველოში პრივატიზებული მიწის ფრაგმენტაცია გამოიწვია.

1992 წლამდე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ძირითადი ფართობები მუდმივ სარგებლობაში ჰქონდა 1050 კოლმეურნეობას და სარგებლობაში 700 - სახელმწიფო მეურნეობას. სხვა მიწის მესაკუთრენი ძირითადად ნატურალურ მეურნეობაში მუშაობდნენ. მოქალაქეებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი სოფლის მეურნეობაში, უფლება.ჰქონდათ კომლზე 1,25 ჰა მიწა მიეღოთ. სოფელში მცხოვრები, არასოფლმეურნე პირებს (განათლების, კულტურის, საზოგადოებრივ სამედიცინო სფეროში მოღვაწენი) 0.75 ჰა, ურბანული ტერიტორიის მკვიდრ მოქალაქეებს 0,25 ჰა-ზე, ხოლო თბილისის საგარეუბნეო ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს 0.15ჰა-მდე მიწის ფართობის ფლობის უფლება.

ზოგიერთ რაიონებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მიხედვით მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დასახლებების შემოგარენში ხელმისაწვდომი მიწა საკმარისი არ იყო. ამგვარად, ბევრმა კომლმა, ფაქტობრივად, მითითებულ 1.25 ჰექტარზე ნაკლები მიიღო. ზოგ ტერიტორიაზე, მიწის დარიგება გართულებულია იმის გამო, რომ მთავრობამ ვერ შეძლო მიწის განაწილების პროცესის გაკონტროლება. ამ მასობრივი ტრანსფორმაციის პროცესის შედეგად 1,300.000 კომლი (ოჯახი) - დაახლოებით 3.5 მილიონი მოქალაქე - მცირე მიწის ნაკვეთების მესაკუთრე გახდა (კომლზე საშუალოდ 0,25 ჰა).

საქართველოში პრივატიზებული სასოფლო - სამეურნეო მიწის ფრაგმენტაცია - დიდი რაოდენობით მცირე ზომის დაახლოებით 1.25 ჰა ნაკვეთების მესაკუთრეობის - ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი ფერმერული მეურნეობისთვის ძირითად დაბრკოლებას წარმოადგენს. ეს ფერმერები გამოიყენებენ ურისკო სტრატეგიებს და მათი განვითარების პოტენციალი ფრიად ლიმიტირებულია. ისინი მიწას აღიქვამენ, ისე, როგორც სოციალურ უსაფრთხოებას და არა როგორც, ეკონომიკურ აქტივს. ფაქტიურად, ამ ფერმერთა უმრავლესობა ფერმერულ მეურნეობაში გრძელვადიან პერსპექტივას ვერ ხედავს და დღესდღეობით, მიწის კონსოლიდაციის მიმართ ლიმიტირებული ინტერესი აქვთ.

არსებობენ მიწის მესაკუთრენი, რომლებსაც 10 ჰექტარამდე მიწა აქვთ. ეს ფერმები ნათესავთა, მეგობართა და მეზობელთა საერთო მიწას წარმოადგენს, არსებობენ, მიწის მესაკუთრენი, რომელთაც საშუალოდ, 100 ჰექტრამდე და მეტი ზომის ნაკვეთები აქვთ. ეს ფერმები ხშირად იურიდიული პირები, კოოპერატივები არიან.

ასეთმა მდგომარეობამ არა მარტო ხელი შეუშალა სოფლის მეურნეობის განვითარებას, არამედ საქართველო უკან დასწია და ღარიბ, არსებობაზე ორიენტირებულ სასოფლო - სამეურნეო საზოგადოებად აქცია. საქართველოს ტერიტორია 7628400 ათას ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 3020 ათასი ჰექტარი სასოფლო - სამეურნეო მიწაა.

დარჩენილი ტერიტორია დაფარულია ტყით, ურბანული დასახლებებით და სარგებლობის სხვადასხვა ტიპით. კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 942 ათასი ჰექტარი მიწა. პრივატიზებული მიწის 762 ათასი ჰა სასოფლოსამეურნეო სავარგულებია (2005 წლის მონაცემები).

საგულისხმოა ისიც, რომ პრივატიზებული მიწის უმეტესობა დასახლებული ადგილების მიმდებარედ და მნიშვნელოვან აგრო - ეკოლოგიურ ზონებში მდებარეობს. სახნავი ან მრავალწლიანი ნარგავების დანიშნულებით გამოყენებული მიწის დიდი ოდენობა პრივატიზებულია. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი მიწა, ძირითადად, მოშორებით მდებარეობს, ხშირად მთიან რელიეფზე, სადაც საძოვრები მკვეთრად სჭარბობს.

მიწის რეფორმის პირველი ეტაპი, საკანონმდებლო ბაზის არსებობის გარეშე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს, სამოქალაქო ომს და რთულ კრიმინალურ მდგომარეობას დაემთხვა. მხოლოდ 1996 წლის მარტში დაამტკიცა პარლამენტმა კანონი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის მიზანი სოფლის მეურნეობის სტრუქტურის გაუმჯობესება, მიწის რაციონალური გამოყენება, მიწის ნაკვეთების ფრაგმენტაციისა და არაეფექტური გამოყენების აღკვეთა იყო.

2004 წელში გამოვიდა საქართველოს კანონი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო - სამეურნეო მიწის პრივატიზაციის შესახებ“. კანონი აღნიშნავს, რომ ნაკვეთის მინიმალური ფართობი 3 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, მიწების დანაწევრება თავიდან ვერ ავიცილეთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცავს სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწებს დანაწევრებისაგან - პირიქით, ხელს უწყობს მიწების დანაწევრებას, ასე მაგალითად:

სამოქალაქო კოდექსის 1460 მუხლში, სადაც სასოფლო - სამეურნეო მიწის განაწილება მემკვიდრეთა შორის რეგულირდება, აღნიშნულია: თუ მესაკუთრემ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელზედაც საადგილმამულო მეურნეობაა მოწყობილი, ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეს დაუტოვა, ან თუ ანდერძი არ იყო დატოვებული და კანონით მემკვიდრე რამდენიმეა, მაშინ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე მოწყობილი საადგილმამულო მეურნეობა შეიძლება დაიყოს მემკვიდრეთა შორის, თუ ამგვარი დაყოფის შედეგად თითოეულ მემკვიდრეზე მოსული მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფს სიცოცხლისუნარიან მეურნეობის არსებობას“. მიუხედავად ამისა, საჭიროა ანდერძის არარსებობის შემთხვევაში ყურადღება გამახვილდეს მემკვიდრეობის თანაბრად გაყოფაზე. სხვაგვარად, მემკვიდრეობა სასოფლო - სამეურნეო მიწის შემდგომ ფრაგმენტაციამდე მიგვიყვანს.

ეს უძრავი ქონების გაყოფის იმგვარ საშუალებას იძლევა, რომ ანდერძის არარსებობის შემთხვევაში ჩნდება თითოეული ნაკვეთის გარკვეული რაოდენობით მემკვიდრეებზე განაწილების შესაძლებლობის საშიშროება, რაც მომავალში მიგვიყვანს მიმდინარე, სასოფლო - სამეურნეო მიწის სახელმწიფო მასშტაბის ფრაგმენტაციამდე.

სასოფლო - სამეურნეო დანიშულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად აკრძალული იყო მიწის ნაკვეთის გასხვისება, თუ გასხვისების შედეგად დარჩენილი ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლები იქნებოდა. სამწუხაროდ, კანონიდან ეს პუნქტი ამოღებულ იქნა. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღსდგა ეს წესი, მაგრამ შემდეგ ისევ გაუქმდა, რის შედეგადაც ხელი შეეწყო მიწების დანაწევრებას.

რეფორმის დროს, მიწა განაწილდა კომლებზე. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს კომლის ზუსტი განსაზღვრება. ამ უზუსტობამაც გარკვეული როლი ითამაშა მიწების დანაწევრებაში.

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ურბანული მიწების გამოყენების საქმეში. 1998 წლის ოქტომბერში პარლამენტმა მიიღო კანონები: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებდაფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“. ამ კანონებმა ხელი შეუწყო ურბანული მიწების ბაზრის განვითარებას.

1995 წლის ახალი კონსტიტუციით, ასევე პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა მიწის კანონმდებლობასთან მიმართებაში. მიწათსარგებლობის უსაფრთხოება და ქონების უფლებები დაცულია კონსტიტუციის 21- მუხლით. ქონება მიჩნეულია ხელშეუხებლად. უნივერსალური უფლებები მოიცავს საკუთრებას, შესყიდვას, ტრანსფერს/გადაცემას და მემკვიდრეობას. კონსტიტუცია, უზრუნველყოფს იმასაც, რომ საზოგადოების საჭიროებების გამო ამგვარი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, რასაც კანონი შესაბამისი პროცესის მეშვეობით და სათანადო კომპენსაციის გადახდით უზრუნველყოფს: აღნიშნული უფლებათა შეზღუდვები, დასაშვებია საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის, კანონით განსაზღვრულის მიხედვით და დადგენილი უფლებით. კონფისკაცია საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დასაშვებია კანონით განსაზღვრულ ვითარებებში, სასამართლოს დადგენილებით ან ორგანული კანონის თანახმად გადაუდებელი საჭიროებისთვის, მაგრამ, მხოლოდ სრული კომპენსაციის გზით“.

საქართველოს კონსტიტუციის 21- მუხლი მიწის მესაკუთრეობისა და მიწის გადაცემის ფუნდამენტური უზრუნველყოფაა, რაც სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არ სრულდება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული საფუძველს გვაძლევს, რომ დავასკვნათ: საქართველოში დადგა ის პერიოდი, რომ აუცილებლობას წარმოადგენს დავიწყოთ მუშაობა მიწების კონსოლიდაციის საკითხებზე.

დღეისათვის, საქართველოში არც იურიდიული და არც ინსტიტუციური სათანადო სტრუქტურა არ არსებობს, რომელიც მიმართული იქნებოდა მიწის კონსოლიდაციისა თუ სასოფლო განვითარებისკენ. მიწის კონსოლიდაციის აქტების/დადგენილებების არარსებობის გამო, მიწის კონსოლიდაციის ნებისმიერი პროცედურა, დღესდღეობით არსებული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე უნდა შესრულდეს. მიწის კონსოლიდაციის დადგენილების მომზადება აუცილებელი წინაპირობა იქნებოდა მიწის კონსოლიდაციის ღონისძიებათა განსახორციელებლად. სხვაგვარად, კონსოლიდაციისა და მიწის გამოყოფის პროცესი გაცილებით რთული და ხარჯიანი იქნება.

სასოფლო დასახლებების გაბნეული განლაგება მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს მიწის კონსოლიდაციისთვის, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. აქ არა მხოლოდ სასოფლო - სამეურნეო მიწის ფრაგმენტირების პრობლემა დგას, არამედ სასოფლო სტრუქტურისაც, რომელიც თავის მხრივ დასახლების სტრუქტურას მოიცავს.

მიწის ბაზარი ძალზე სუსტია, განსაკუთრებით სოფლად. რეგისტრირებული მეორადი ტრანსაქცია იშვიათია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიწის ტრანსაქციის ციფრები ყოველწლიურად იზრდებოდა, დღეისათვის გარკვეული სირთულეებია შექმნილი.

არსებული საკრედიტო სისტემა სოფლის მეურნეობისადმი არაკეთილგანწყობილია. ხელმისაწვდომია ერთწლიანი კრედიტები მხოლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით. ამის გარდა, ფერმერის საკუთრებაში არსებული მიწა და სახლი, მათი დაბალი ღირებულების გამო, ჩვეულებრივ, ბანკის მიერ გირაოდ ნაკლებად მიიღება. ამასთან, არც სასოფლო - სამეურნეო ბანკები და სასოფლო - სამეურნეო დაზღვევის სისტემა არსებობს. უძრავი ქონებისა და მიწის სააგენტოებმა ურბანულ ტერიტორიებზე დაიწყეს განვითარება. სასოფლო ტერიტორიებზე გარკვეული საბირჟო გარიგებები და მარკეტინგი ამოქმედებულია, მაგრამ, მოთხოვნილება მხოლოდ თბილისის მახლობლად, სააგარაკე ტერიტორიებზე, ან უკვე დამკვიდრებულ კურორტებზეა.

არსებული საგადასახადო სისტემა არ შეიძლება მივიჩნიოთ სასოფლო - სამეურნეო მიწის ბაზრის ხელშემწყობად. ფერმერებს მეტი მიწის შეძენის სურვილს უკარგავს და სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის დანაწევრებით (ფრაგმენტაციით) მივყავართ გადასახადების თავის არიდებამდე. ამასთან, იჯარა ხშირად დაკავშირებულია კორუფციასთან, რაც იჯარასთან მიმართებაში იწვევს შემდგომში მიწის მესაკუთრეთა დაბრკოლებას.

მიწის შეფასება ხორციელდება ძველი საკლასიფიკაციო სისტემის მიხედვით, რომელიც ადგილმდებარეობას, მაგ. ხელმისაწვდომობა - მისადგომობას ეფუძნება და არა უფრო რეალისტური პარამეტრების კომბინაციას, როგორიცაა: ნიადაგის ხარისხი და მიწის გამოყენების სათანადობა. ამჟამინდელი სისტემა ასახულია, სასოფლო - სამეურნეო მიწაზე, სამ სხვადასხვა საგადასახადო განაკვეთში. მიწის შეფასების სათანადო მექანიზმის არ არსებობა აფერხებს მიწის ბაზრის განვითარებას, განსაკუთრებით - მიწის გაყიდვასთან მიმართებაში. საერთოდ, მიწის ფასი სასოფლო ტერიტორიებზე დაბალია (ვენახების გამოკლებით). აქედან გამომდინარე, მიწის მესაკუთრენი ამჯობინებენ თავის მიწა შეინარჩუნონ, როგორც სოციალური უსაფრთხოების გარკვეული სახეობა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მის კულტივირებას თვითონ არ ეწევიან. ნიადაგის განოყიერების, ეროზირების საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ა. შ. არ არსებობის გამო, ამჟამად, მიწის ღირებულება ეცემა.

მიწის ტრანსაქციები მოიცავს სარეგისტრაციო გადასახადებს და ვინაიდან, მცირე ნაკვეთების მფლობელთა უმეტესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ისინი გვერდს უვლიან სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადასახადს, ხოლო ტრანსაქციების შემთხვევები კი საერთოდ, მეზობელ მიწის მესაკუთრეებთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ხდება.

0x01 graphic

პრაქტიკაში არსებობს კერძო იჯარის მაგალითები. გარკვეული კერძო მიწის მესაკუთრენი არ კმაყოფილდებიან მცირე ნაკვეთებით და შეძლებისდაგვარად, ეძებენ უფრო ფართო ტერიტორიებს. ეს დადებით მიდგომას წარმოადგენს, რაც შემდგომში უნდა წახალისდეს. აგრეთვე, არსებობს თანამესაკუთრეობის და ფერმერთა გაერთიანების მაგალითებიც, რომლებიც ნაკვეთებში ერთობლივად მუშაობენ, განსაკუთრებით ისეთი მიწათსარგებლობის ტიპის შემთხვევაში, მაგ. მევენახეობა, რომელიც ერთობლივ მოქმედებას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ფერმერთა ასოციაციები და ფერმერთა საკრედიტო გაერთიანებები, რომლებიც შესაძლოა ზემოაღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ყველაზე სათანადო გზაა, ჯერ კიდევ განუვითარებელია.

ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოში სახელმწიფო ადმინისტრაციას, დღემდე, არანაირი მიწის კონსოლიდაციის საქმიანობა არ განუხორციელებია. გარკვეული ფერმერები თვითონ ცდილობენ მიწის კონსოლიდირებას, მაგრამ ამას აფერხებს სანოტარო და სარეგისტრაციო გადასახადები და სხვა ფერმერთა არაკეთილგანწყობა.

ჩვენის აზრით, ნაკვეთების კონსოლიდაციით დაინტერესებული არიან არა მარტო მსხვილი ფერმერები, ასევე მცირე ზომის ნაკვეთების მესაკუთრეები. ფერმერები ითანამშრომლებენ მაგალითად, მანქანა - დანადგარების ერთობლივ გამოყენებაში, ჩვეულებრივ კერძო სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე.

ვითარების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეისათვის საქართველოში სასოფლო განვითარებას აფერხებს რიგი ინტეგრირებული პრობლემები. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ფრაგმენტაცია, ზოგად ფრაგმენტირებული დასახლების სტრუქტურასთან ერთად, უპირობოდ სერიოზული პრობლემაა, განსაკუთრებით კომერციული მეურნეობისთვის. ამასთან, არსებობს სხვა პრობლემები და სტრუქტურული პირობები, რომლებიც ხელს უშლის სოფლის მეურნეობის განვითარებას. მაგალითად:

სასოფლო ტერიტორიებზე სიღარიბე და დაბალი შემოსავლები; არადამაკმაყოფილებელი ფიზიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა; ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების მძიმე მდგომარეობა; სასოფლო - სამეურნეო კრედიტებისა და დაზღვევის სისტემების უქონლობა; სასოფლოსამეურნეო ინდუსტრიის დაბალი დატვირთვა და არასამეურნეო დასაქმების საშუალებების არ არსებობა; მწირი ადგილობრივი ბაზრები და უცხოური ბაზრების ძლიერი კონკურენცია; რამდენიმე კომერციული მეურნეობის საწარმო და დიდი რაოდენობის ნატურალური მეურნეობები; კერძო ფერმერთათვის მომსახურებისა და დახმარების არადამაკმაყოფილებელი უზრუნველყოფა.

ასეთ ფონზე აუცილებელია გადაიჭრას საკითხი, თუ მიწის კონსოლიდაციის რომელი მიღებული პროცედურა შეუწყობს ხელს საქართველოს ფერმერების წინაშე არსებული ამ მრავალი პრობლემის გადაჭრას. მძიმე ზოგადი ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, მიწის კონსოლიდაცია ვერ შეცვლის მთლიან სურათს, თუმცა, ხელს შეუწყობს: სასოფლო ინფრასტრუქტურისა და დასახლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; პრივატიზებულ მიწაზე არსებული ფრაგმენტაციის შემცირებას; პრივატიზაციისა და მემკვიდრეობით გადაცემის შედეგად შემდგომი ფრაგმენტაციის თავიდან აცილებას.

0x01 graphic

საქართველოში მიწის კონსოლიდაციისთვის ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი და უარყოფითი წინაპირობების შეფასებისას შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ მიწის კონსოლიდაცია სასოფლო ტერიტორიებზე ხელს შეუწყობს სიტუაციის გამოსწორებას, რადგან ის ჩამოაყალიბებს სექტორთაშორისი სტრუქტურის ჩამოყალიბებას სოფლის საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემის გადასაჭრელად. სოფლად არსებული სიღარიბე და მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები უზრუნველყოფს საქმიანობების ფართო სპექტრს მიწის კონსოლიდაციისთვის, რაც ლიმიტირებულია, მხოლოდ შეზღუდული რესურსებით (როგორიცაა: ფინანსები და მუშახელი).

პირველი მიწის რეფორმის შემდეგ და პრივატიზაციის მეორე ფაზის დაწყებამდე - მიწის კონსოლიდაციის წარმოდგენის სტრატეგია ძალზე ფრთხილი და მოქნილი, დროში კარგად გათვლილი უნდა იქნეს. მიუხედავად იმისა, რომ მიწის კონსოლიდაციის საჭიროება ამჯერად დასაბუთებულია, არ უნდა ვეცადოთ მთელი ქვეყნისთვის მიწის კონსოლიდაციის ფიქსირებული პროცედურების შექმნას.

ამჟამად, ვერც სოფლის მოსახლეობა და ვერც სხვადასხვა დონის გადაწყვეტილების მიმღები პირები აცნობიერებენ მიწის კონსოლიდაციის პოტენციურ მნიშვნელობას (კონტრიბუციას). მიწის კონსოლიდაციის მნიშვნელობა ერთნაირად გააზრებული და გაცნობიერებული უნდა იქნეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მიერ. საჭიროა ბევრად მაღალი დონის საჯარო ინფორმირება, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის, თუ მიწის კონსოლიდაცია ჩაითვლება საქართველოში სასოფლო განვითარების შესაძლო სტრატეგიად. საჯარო ინფორმირებისთვის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია იქნება შეტანილი საცდელი პროექტების საშუალებით. არსებული პროცედურებისა და კანონმდებლობის გამარტივებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს მიწის ბაზრის განვითარებაზე, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტს წარმოადგენს მიწის კონსოლიდაციაში. კანონმდებლობის საკითხი უნდა დადგეს გრძელვადიან სტრატეგიაში სასოფლო ფართობების გაუმჯობესების მიზნით. საქართველოში უნდა შეიქმნას და წარმოდგინდეს მიწის კონსოლიდაციის შესახებ სამართლებრივი აქტი. ეს ასევე უზრუნველყოფს ფერმერთა სტიმულირებას სასოფლო განვითარების მცდელობებში მონაწილეობის მისაღებად. ამ საქმეში შესაძლებელია კერძო სექტორის ჩართვა. თუმცა, მიწის კონსოლიდაციის კოორდინირება და ზედამხედველობა საჯარო სექტორის პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა დარჩეს. უნდა განისაზღვროს საზოგადოების, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის როლი და პასუხისმგებლობები.

მიწის კონსოლიდაციის ყველა სქემა უნდა ჩაჯდეს სივრცითი - ტერიტორიული დაგეგმარების საქმიანობაში. ამჟამად დაგეგმარება არ ხორციელდება და პასუხისმგებლობები ბუნდოვნად არის გადანაწილებული სამინისტროებს შორის. საქართველოში სასოფლო განვითარებაში სივრცითი - ტერიტორიული დაგეგმარების ხელახალი წარმოდგენისთვის საჭიროა სტრატეგიის შემუშავება. ეროვნულ დონეზე შესაძლო მიდგომა შეიძლება გახდეს მაკოორდინირებელი ორგანოს წარმოდგენა, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი სამთავრობო სააგენტოების წევრებით, ისევე როგორც სპეციალისტებით, მაგ.: შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ადგილობრივი საკრებულოს დონეზე სივრცითი - ტერიტორიული დაგეგმარება წარმოადგენს მიწის კონსოლიდაციის პროცედურის განუყოფელ ნაწილს. სივრცითიტერიტორიული გეგმა ასევე უნდა უზრუნველყოფდეს საფუძველს გადაწყვეტილებების მისაღებად იმ ტიპის ჩარევებისთვის, რომელიც გადაუდებად აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების, სასოფლო ეკონომიკისა და ლოკალიზებული ეკონომიკური ბრუნვის გასაუმჯობესებლად. მიწის გამოყენების დაგეგმარების პროცესში ნათელი გახდება, თუ რა ტიპის მიწის კონსოლიდაცია იქნება შესაფერისი მოცემულ სიტუაციაში.

მიწის კონსოლიდაციის პროცედურები საჭიროებს მცირე ფართობებზე საცდელი მასშტაბებით შემუშავებას და ტესტირებას, რათა დადგინდეს საუკეთესო მოდელები.

პირველია მიწის ნებაყოფლობითი გაცვლის პროცედურა, რომელიც ეცდება ხელი შეუწყოს საიჯარო ურთიერთობების განვითარებას საზოგადოების შიგნით. მეორე ალტერნატივას წარმოადგენს გამარტივებული პროცედურა, რომელიც კონცენტრირდება არსებული სასოფლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და მიწის ნაკვეთების ხელახალ განაწილებაზე. გამარტივებულ პროცედურას არ დასჭირდება ყოვლისმომცველი დაგეგმარების ფაზები. მესამე ალტერნატივას წარმოადგენს ყოვლისმომცველი პროცედურა, რომელიც გააერთიანებს სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების გზების, ახალი ინფრასტრუქტურის ქსელების მშენებლობას, სასოფლო განახლების ღონისძიებებს და ნაკვეთების ხელახალ განაწილებას. ყოვლისმომცველი პროცედურა საჭიროებს კომპლექსური დაგეგმარების პროცედურებს, მაგ.: როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინაპირობა.

ამგვარად, საჭიროა სპეციალური მიწის კონსოლიდაციის აქტის შედგენა, რომელიც პირველ რიგში, უნდა მოიცავდეს მიწის კონსოლიდაციის მიზანსა და ამოცანას.

მიწის კონსოლიდაციის აქტი უნდა არეგულირებდეს შემდეგ საკითხებს:

განსაზღვროს თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი პროცესზე, მიღებაზე და მიწის კონსოლიდაციის პროცედურის შემოწმებაზე. სახელმწიფო ადმინისტრაციის როლი და კერძო სექტორის როლი ნათლად უნდა იქნეს განსაზღვრული.

ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს მონაწილეობის პროცედურები. საკრებულოსა და ინდივიდუალური მონაწილეების ამოცანები და ვალდებულებები განსაკუთრებულად მკაფიოდ უნდა იქნეს განსაზღვრული. კანონმა უნდა განსაზღვროს, თუ ვის შეუძლია მოითხოვოს მიწის კონსოლიდაციის პროექტის დაწყება. შესაძლოა გადაწყდეს, რომ მიწის მესაკუთრეებს შეეძლებათ მოითხოვონ პროექტი თუ ამ ფართობზე მიწის მესაკუთრეების ორ-მესამედზე მეტი ეთანხმება ამ წამოწყებას.

ყველა მიწის მესაკუთრეს აქვს უფლება მიიღოს იმავე ხარისხისა და იმავე ღირებულების მიწის ნაკვეთი, რომელსაც ის გასცემს. ნაკვეთების შეფასება წარმოადგენს მიწის ნაკვეთების გაცვლის საფუძველს. ამგვარად, მიწის კონსოლიდაციის აქტი უნდა მოიცავდეს მიწის შეფასების პრინციპებს. უთანხმოების შემთხვევაში ასევე უნდა არსებობდეს შეფასების მიმართ პრეტენზიის ან საჩივრის შეტანის საშუალება.

კომპენსაციის პრინციპები საჭიროებს სამართლებრივ დარეგულირებას. მიწის ღირებულებაში განსხვავებები კომპენსირებული უნდა იქნეს. მიწის მესაკუთრეს ასევე შეუძლია ფულადი კომპენსაციის მიღება, თუ ის ამაზე თანხმობას განაცხადებს. აქტივების (ნარგავები და სხვ.) კომპენსაცია ჩვეულებრივ მოხდება ფულადი სახით.

მიწის კონსოლიდაციის ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაძლოა წარმოიშვას ხარჯები. მონაწილეთა ფინანსური კონტრიბუცია უნდა დარეგულირდეს და მომზადდეს შესაძლო ხარჯების განაწილების მოდელები.

მიწის კონსოლიდაციის პროექტში უმნიშვნელოვანეს მონაწილეებს წარმოადგენენ მიწის მესაკუთრეები. მათი აქტიური მონაწილეობა პროცედურაში საუკეთესო საშუალებაა სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომების მიმართ უნდობლობის წინააღმდეგ საბრძოლველად. კონსოლიდაციის ტერიტორიის ზომიდან შესასრულებელი ღონისძიებებიდან გამომდინარე, პროექტში ზოგიერთ ტერიტორიებზე შესაძლოა ჩაერთოს მიმდებარე მიწის მესაკუთრეთა მცირე ჯგუფები, ხოლო სხვა ტერიტორიებზე კი უფრო დიდი ჯგუფები და შესაძლოა მთლიანი სოფლებიც. მონაწილე ჯგუფებს თავიანთი ინტერესების დასაცავად მოუწევთ საბჭოების ან კომიტეტების არჩევა. ეს საბჭოები ძირითად მონაწილეობას მიიღებენ მიწის კონსოლიდაციის ღონისძიებების განხორციელების, დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღების საქმეში. რა თქმა უნდა, ასეთი საბჭოების შესაძლებლობები შეზღუდული იქნება და ისინი დახმარებას მიიღებენ მრჩეველი ორგანოებიდან.

მიწის კონსოლიდაცია ზოგიერთ შემთხვევაში მოიცავს გადაწყვეტილების მიმღებს, სადაც შესაძლოა ყველა მონაწილე და დაინტერესებული პირები არ დაეთანხმონ ერთობლივ სტრატეგიას. ამგვარად, მიწის კონსოლიდაციის პროცედურები სავარაუდოდ კონფლიქტს წარმოშობს. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სხვა გარეშე პარტნიორის ჩართვას, რომელსაც კონფლიქტების შემთხვევაში შეეძლება შუამავლის როლი შეასრულოს. ასეთი ფუნქცია შესაძლებელია შეასრულონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ მიწის კონსოლიდაციის პროექტების განხორციელებაში შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ.

3 კითხვა, კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


3.1 როგორ ვიყიდოთ მიწა და ავაშენოთ სახლი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კითხვა:

სურვილი მაქვს . თბილისის გარეუბანში ვიყიდო მიწა და ავაშენო სახლი, გთხოვთ თქვენი ექსპერტის საშუალებით მიპასუხოთ რა დოკუმენტებია ამისათვის საჭირო? (სარედაქციო ფოსტიდან)

კომენტარს იძლევა ჟურნალბიზნესი და კანონმდებლობისექსპერტი უძრავი ქონების საკითხებში ანზორ მესხიშვილი.

მიწის ყიდვის ორი ვარიანტი არსებობს, მიწა შეიძლება იყიდოთ მიწის კერძო მესაკუთრისგან და სახელმწიფოსგანაც. პირველ შემთხვევაში უნდა მონახოთ მიწის ნაკვეთის გამყიდველი (გაეცანით სარეკლამო გაზეთებს: „ხელიდან ხელში“, „სიტყვა და საქმე“ და სხვას) როცა მონახავთ გამყიდველს და შეთანხმდებით ფასზე, აუცილებელია გამყიდველს მოსთხოვოთ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურიდან) საკადასტრო რუქით და დარწმუნდით, რომ საყიდელი მიწის ნაკვეთი არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით, იპოთეკით და არ არის დაყადაღებული. ამის შემდეგ გამყიდველი და მყიდველი აფორმებთ ნასყიდობის ხელშეკრულებას ნებისმიერ ნოტარიუსთან, თან იქონიეთ პირადობის მოწმობები და ამ მოწმობების ქსეროასლები, ასევე გამყიდველმა უნდა იქონიოს მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). შეგიძლიათ ნოტარიუსთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გარეშეც მოახდინოთ რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრატორთან, რითაც დაზოგავთ გარკვეულ საგრძნობ თანხას. ამისათვის მობრძანდით პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფში - მარჯანიშვილის ქუჩა № 4. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ მყიდველი მიიღებს მის სახელზე საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს (ამონაწერს სარეგისტრაციო სამსახურიდან).

მეორე შემთხვევაში თქვენვე შეარჩიეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი, თქვენს მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთი, რომ არავის სარგებლობაში არ არის, ამისათვის აუცილებლობას წარმოადგენს გააკეთოთ ამ მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზი და განცხადებით მიმართოთ შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს, განცხადებას უნდა დაურთოთ თქვენი პირადობის მოწმობის ქსეროასლი, მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზი და მომსახურებისათვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რომლებიც შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერ ბანკში. რის შემდეგ სარეგისტრაციო სამსახურიდან მიიღებთ ორ ინფორმაციას რეესტრის ხელმისაწვდომობისა და მიწის მესაკუთრის შესახებ (ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან და საინფორმაციო ცენტრიდან), სადაც აღნიშნული იქნება თქვენს მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთის მდგომარეობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ შერჩეული მიწის ნაკვეთი თავისუფალია ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია, განცხადებით მიმართავთ ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს-თბილისის არქიტექტურულ სამსახურს. განცხადებას უნდა დაურთოთ:

  1. პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობის ქსეროასლი);

  1. ტოპოგრაფიული რუკის ასლი (დაინტერესებული მიწის ნაკვეთის მონიშვნით) 1: 500 და 1: 2000 მასშტაბით:

  1. ტერიტორიის ფოტო სურათები (ფოტომასალა);

  1. ინფორმაცია ყოფილი ტექბიუროს მონაცემების შესახებ (რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ);

  1. ცნობა სარეგისტრაციო (საჯარო რეესტრიდან) სამსახურიდან, მიწის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ინფორმაცია მიწის მესაკუთრის შესახებ).

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში (საკითხი განხილული უნდა იქნას 30 დღის განმავლობაში) მასალები წარედგინება შესაბამის სამსახურს შემდგომი მსვლელობისათვის. სათანადო უწყებებთან დადებითი შეთანხმების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა, ამის შემდეგ გამოცხადდება აუქციონი. აუქციონის პირობები გამოქვეყნდება საინფორმაციო საშუალებებში, რის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ აუქციონში მონაწილეობა. აუქციონზე გამარჯვების შემთხვევაში და მიწის ნაკვეთის სათანადო ღირებულების გადახდის შემდეგ ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც უნდა დაარეგისტრიროთ საჯარო რეესტრში (სარეგისტრაციო სამსახურში).

მშენებლობის ნებართვის მისაღებად, საჭიროა იცოდეთ, რომ შენობა- ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ვარგისად აღიარებისათვის იყოფა 5 კლასად.

პირველი კლასი - შენობა - ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს;

მეორე კლასი - შენობა - ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით;

მესამე კლასი - შენობა - ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით;

მეოთხე კლასი - შენობა - ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით;

მეხუთე კლასი - შენობა - ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა - ნაგებობები).

ძირითადში მშენებლობის ნებართვები გაიცემა სამ სტადიად.

პირველ სტადია - ქალაქმშენებლობის პირობების დადგენა (შემდგომში - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) საკითხი უნდა გადაწყდეს არა უმეტეს 30 დღისა.

მეორე სტადია - არქიტექტურულ - სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში - არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) - არა უმეტეს 20 დღისა.

მესამე სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა - არა უმეტეს 10 დღისა.

სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც სამივე სტადიაზე გამოსცემს ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს.

0x01 graphic

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 თავით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

განცხადებას უნდა დაერთოს:

  1. პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობის ქსეროასლი);

  2. მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით 1: 500 ან 1: 1000 მასშტაბით; (ახალი ანაზომი).

  3. მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა სათანადო დეტალიზაციით (მდებარეობა საქალაქო ქუჩების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში აეროფოტოგადაღება);

  4. საჭიროების შემთხვევაში არქელოგიური კვლევის შედეგები;

  5. თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი;

  6. მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმა (იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა დაგეგმილია საცხოვრებელ, საზოგადოებრივ - საქმიან ან საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში, მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის სამეზობლო და საზოგადოებრივი საზღვრის მიმდებარე ნაკვეთების/სივრცეების საზღვრები (საკადასტრო საზღვრების რუკა). საზღვრების ის წერტილები, სადაც იქმნება კუთხეები, აღნიშნული უნდა იქნეს წერტილით, მისი კოორდინატებისა და აბსოლუტური ნიშნულის მითითებით;

  7. მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა;

  8. განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესაბამისად;

  1. გარდამავალ პერიოდში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთები არ ხვდება დასახლებათა ტერიტორიების მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტების საზღვრებში, მაშინ საჭიროა დამატებით მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და განაშენიანების პირობების განსაზღვრა (შედგენილი „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების მე-15 მუხლის შესაბამისად).

  1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო გეგმით.

მშენებლობის დაწყების მომენტისათვის ნებართვის მფლობელი ვალდებულია სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტების სათანადო დამტკიცებული ეგზემპლარი.

4 თვალსაზრისი

▲ზევით დაბრუნება


4.1 ეკონომიკური უსაფრთხოება: ანალიზი და პროგნოზები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იაკობ მესხია
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

უწვრთნელი მეფე თავის ხალხს დაღუპავს, განმგებელთა სიბრძნით კი ქალაქი აშენდება“ (სიბრძნე ზირაქისა, 10.3).

ეკონომიკურ და პოლიტიკურ ლიტერატურაში ტერმინიეკონომიკური უსაფრთხოებაპირველად გამოჩნდა გასული საუკუნის 70-იან წლებში. იგი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში.

საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობის რეალური შეფასებიდან გამომდინარე, დასავლეთ ევროპის ქვეყნები გამოვიდნენ ინიციატივით შემუშავებულიყო ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეკონომიკური მეთოდები. ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად მიიჩნიეს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ეროვნული სახელმწიფოების ეკონომიკური პოზიციების შენარჩუნება და განმტკიცება. თანამედროვე გაგებით, ეკონომიკური უსაფრთხოების ქვეშ იგულისხმება ზოგადეროვნულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისა და სრულყოფისაკენ.

როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და რეალიზაცია დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, პირიქით, იგი სულ უფრო აქტუალური ხდება და მისადმი ინტერესი იზრდება როგორც მთავრობის, ასევე მეცნიერთა, პოლიტიკოსთა და თვით მოსახლეობის ფართო ფენების მხრიდან. ამ პრობლემის აქტუალობა დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, იგი სცილდება ცალკეული ქვეყნების მხოლოდ შიდა ავტონომიურ ინტერესებს და თანდათანობით ქვეყანათა სამეზობლო - სასაზღვრო პოლიტიკის ორგანული შემადგენელი ნაწილი ხდება. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა გლობალურ მასშტაბს ღებულობს, რადგან მსოფლიოს განვითარებული და მსხვილი ქვეყნების მეთაურები კრიზისის წინააღმდეგ არა იზოლირებულად, არამედ გაერთიანებული ძალებით აწარმოებენ ბრძოლას. ამის ნათელი მაგალითებია დიდი ოცეულის ვაშინგტონის და ლონდონის სამიტები, სადაც მიღებული იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილებები გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მიმართულებით.

პატარა ქვეყნებს (მათ შორის საქართველოსაც), ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შედარებით მოკრძალებული ბერკეტები და მექანიზმები გააჩნიათ და ეს ობიექტური გარემოებებითაა განპირობებული, თუმცა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს ძალისხმევა არ იქნეს წარმართული. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საწყის ეტაპზე ხელისუფლებამ სწორად განჭვრიტა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების როლი და მნიშვნელობა. ამის მკაფიო დადასტურებაა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მიერ ამ კუთხით გაწეული ძალისხმევა. საბჭოს სტრუქტურაში ფუნქციონირებდა ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც აქტიურ საქმიანობას ეწეოდა მოსალოდნელი ეკონომიკური მუქარების გამოვლენისა და მისი თავიდან აცილების მექანიზმების შემუშავების მიმართულებით. ქვეყნის წამყვანი ეკონომიკური და საფინანსო პროფილის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტების თემატიკაში დიდი ადგილი ეკავა საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებას. სოციალურ - ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტში 2003 წელს შემუშავდა საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია“. ფინანსების სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტში დამუშავდა წინადადებები და რეკომენდაციები ქვეყნის ფინანსური უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ გამოქვეყნდა არაერთი სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები საფინანსო, საგადასახადო, საბიუჯეტო, ინვესტიციური, ფულად - საკრედიტო და ეკონომიკის სხვა მიმართულებების და სფეროების უსაფრთხოების თეორიულ - მეთოდოლოგიურ და გამოყენებით საკითხებზე. თუმცა, ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე აღნიშნული პრობლემა, ისევე როგორც მთლიანად ეკონომიკური მეცნიერება, ჩარეცხილ იქნა. ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რამდენადაც ქვეყნის საფინანსო - საბიუჯეტო უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვა სამსახურებრივად მევალებოდა, არაერთხელ დავაყენე საკითხი ამ კუთხით საქმიანობის გააქტიურებაზე, თუმცა უშედეგოდ. მეტიც, ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების საბჭოში შესაბამისი დეპარტამენტიც გაუქმდა და მხოლოდ ახლახან (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია) აღადგინეს აღნიშნული სამსახური. თუმცა, როგორც ჩანს, უფრო ნეფოტიზმის კრიტერიუმით და არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე (ამ კუთხით მომუშავე კვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილებისა და ღრმა ცოდნის მქონე არც ერთი ცნობილი სპეციალისტი და მკვლევარი არ მიუწვევიათ).

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ დღეისათვის არსებული „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში“ გარკვეული ადგილი უკავია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკას, მის პრიორიტეტებს, ასევე სოციალური უსაფრთხოების მიმართულებებს, „კონცეფცია“ ძირითადად ასახავს ქართველი მკვლევარების ადრინდელ გამოკვლევებს და იგი არაა შევსებული ახალი სოციალურ - ეკონომიკური გამოწვევებიდან წარმოშობილი საფრთხეებით და საშინაო-საგარეო მუქარებით. უნდა ითქვას, რომკონცეფციისეკონომიკური ნაწილი ერთგვარადსუფრაზე ბოლოკისფუნქციას ასრულებს, რადგან მის არც ერთ მუხლზე უშიშროების საბჭოს მხრიდან მონიტორინგის და შეფასების კუთხით არანაირი რეაგირება არ ხორციელდება. არადა, დღეისათვის საქართველოში შექმნილი სოციალურ - ეკონომიკური საფრთხეები, რომელიც არათუ მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც ემუქრება, ამ პრობლემის წინა პლანზე წამოწევა უმნიშვნელოვანესი ეროვნული საქმეა.

წინამდებარე სტატიის მიზანია, მისი ფორმატის ჩარჩოებში, რამდენიმე კონკრეტული საკითხის შეფასების საფუძველზე, წარმოვაჩინო ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემის აქტუალობა იმ ეკონომიკური კრიზისების ფონზე, რომელსაც ადგილი აქვს დღევანდელ მსოფლიოში (მათ შორის, საქართველოშიც).

0x01 graphic

საფრთხე №1. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება. 2008 წელს 2007 წელთან შედარებით აშშ-ში მშპ შემცირდა 2,0 პროცენტიდან 1,1 პროცენტამდე, ევროკავშირში (27 ქვეყანა) შესაბამისად 2,9-დან 0,9-მდე, რუსეთში - 8,1-დან 5,6%25-მდე, ჩინეთში - 13,0-დან 9,0%25-მდე და ა.შ. მსოფლიოს ყველა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნაში ადგილი აქვს რეცესიულ პროცესებს. ხელისუფლების მტკიცებით საქართველო მოწინავე ადგილზე იმყოფება ეკონომიკური ზრდის ინდიკატორებით პოსტსაბჭოურ და პოსტსოციალისტურ ქვეყნებს შორის (ზოგჯერ საუბარია ევროპაზეც), რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, 2007 წელს საქართველოში მშპ-ს ზრდამ წინა წელთან შედარებით ოფიციალური სტატისტიკით შეადგინა (რაშიც ეჭვი თვით ხელისუფლებასაც ეპარება) 12,3 პროცენტი. სხვაგან, შორს რომ არ წავიდეთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აზერბაიჯანში და სომხეთში მშპ-ს ზრდამ შესაბამისად შეადგინა 25,0 და 13,8 პროცენტი, ანუ საქართველოზე საკმაოდ მაღალი. უფრო მეტიც, თუ 2000-2007 წლების დინამიკაში განვიხილავთ მშპ-ს ზრდას სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, დავინახავთ, რომ აზერბაიჯანში - 316,5%25, სომხეთში - 229,3%25, ხოლო საქართველოში - 175,2%25-ია. აი, ესაა რეალური სტატისტიკა, ხოლო ხელისუფლების მიერ გაკეთებული დასკვნები, საქართველოს სასწაულებრივი ეკონომიკური წარმატებების შესახებ, არასწორია და ამ ბოლო წლებში დამკვიდრებული პოლიტიკური პიარ-კამპანიის შემადგენელი ნაწილია. ახლა შევხედოთ მსოფლიო და შიდა კრიზისების შედეგად მშპ-ს მოცულობის ვარდნის თანაფარდობას ამ სამ სახელმწიფოს შორის: აზერბაიჯანში 2008 წელს 2007 წელთან შედარებით მშპ-ს ზრდის ტემპი დაეცა 10,8 პროცენტამდე, სომხეთში - 6,8 პროცენტამდე, ხოლო საქართველოში - 4,0 პროცენტამდე. ამრიგად, ამ სამ სახელმწიფოს შორის მშპ- ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა საქართველოში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დსთ- ქვეყნებიდან (გარდა უკრაინისა და ყაზახეთისა), ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოში იყო. ამრიგად, თქმა იმისა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს ეკონომიკა სხვა ქვეყნების ეკონომიკებთან შედარებით განვითარების მაღალი ტემპებით ხასიათდებოდა და მან მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს შედარებით მდგრადობით უპასუხა, ოფიციალური სტატისტიკით არ დასტურდება. ხელისუფლების შეფასებები საქართველოს ეკონომიკის განვითარების შედარებით წარმატებებზე განპირობებულია შესაბამისი სტრუქტურების დაბალი ანალიტიკურ ცოდნით ან კიდევ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დივიდენდების დაუმსახურებელი მოპოვების მცდელობით.

0x01 graphic

აქვე გვინდა ყურადღება შევაჩეროთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მტკიცება იმის, რომ საქართველოში ეკონომიკურ წარმატებებს მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში მივაღწიეთ, არასწორია. დავუბრუნდეთ ისევ სტატისტიკას. წინა ხელისუფლების დროს - 2003 წელს 2002 წელთან შედარებით მშპ-ს ზრდამ საქართველოში 11,1 პროცენტი შეადგინა. ასევე 10 პროცენტიანზე მეტ ზრდას ჰქონდა ადგილი 1996-1997 წლებში, თუმცა, მას შემდგომ მოჰყვა მშპ-ს ტემპების თანდათანობითი ვარდნა. ამავე დროს, თუ დავაკვირდებით პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის დინამიკას, მას შედარებით მაღალი ტემპები სწორედ 2003-2004 წლებიდან გააჩნია, რაც სრულიად ლოგიკური და კანონზომიერი მოვლენაა. საქმე იმაშია, რომ გეგმიანი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა, რაც დაკავშირებული იყო თავისუფალ ეკონომიკასთან ადაპტაციის სირთულეებთან. შეიძლება ითქვას, რომ გარდამავალი ეტაპის ადაპტაციის ურთულესმა პერიოდმა უკვე თითქმის გაიარა და ახალ საბაზრო ქვეყნებში ლიბერალურმა ეკონომიკამ თავისი პირველი პოზიტიური შედეგი გამოიღო. ის გარემოება, რომ საქართველოში დაიწყო გზების დაგება, მოსახლეობას მიეწოდა ელექტროენერგია, მაღაზიებში გაჩნდა სამომხმარებლო საქონელი და ა.შ., განპირობებულია საბაზრო კანონების ამოქმედებით, საზოგადოების ბიზნეს - აქტივობის ზრდით, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლების გადიდებით და სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ხარჯების გაწევის შესაძლებლობით. ყოველივე ეს განპირობებულია ობიექტური გარემოებებით, საბაზრო ურთიერთობათა უპირატესობებით, ეკონომიკის ლიბერალიზაციით და არა სახელმწიფო მენეჯმენტის რაღაც სენსაციური წარმატებებით. არც ერთ ამ ქვეყანაში, ხელისუფლება საკუთარ წარმატებებს არ მიაწერს ეკონომიკურ ზრდას, რადგან კარგად აქვთ გაცნობიერებული საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და ლიბერალური ეკონომიკის შედეგები. ჩვენთან კი სამწუხაროდ პირიქით ხდება, უბრალო კერძო მაღაზიის გახსნაც კი ხელისუფლების წარმატებული საქმიანობით აისახება, რაც, არასწორია და იაფფასიანი, ხშირად კი გამაღიზიანებელი პიარ - კამპანიის შემადგენელი ნაწილია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დღეისათვის მიმდინარე ინფრასტრუქტურული განვითარება (გზების დაგება, წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ..) ძირითადად უცხოური სესხების და გრანტების გამოყენებით გახდა შესაძლებელი და არა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების შედეგად მიღებული საკუთარი შემოსავლებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეისათვის გაწეული ხარჯები, მომავალი ხელისუფლებებისა და საზოგადოების გადასახდელი იქნება, ანუ მიმდინარე პრობლემების გადაჭრას ეწირება ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესები, რაც მოქმედი ხელისუფლების მოკლევადიან ხედვაზე მიუთითებს. სახელმწიფო მენეჯმენტის ეფექტიანობის ერთერთი ძირითადი კრიტერიუმია იმ საგარეო და საშინაო ვალების მოცულობა, რომელსაც იგი დაახვედრებს მომავალ მთავრობებს და თაობებს.

0x01 graphic

ეკონომიკური ზრდის შეფასებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. კერძოდ, როგორც ფართოდაა აჟიტირებული, უცხოური საერთაშორისო სააგენტოების მიერ საქართველო ხშირ შემთხვევაში დასახელებულია მოწინავე რეფორმატორ ქვეყნებს შორის. ამ ბოლო დროს კი ჩვენი ქვეყანა ეკონომიკისა და ბიზნესის ლიბერალიზაციის ინდექსით თითქოს №1 ქვეყნად გამოცხადდა და ქ. ვენაში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს ჯილდოც კი გადაეცა. ეს რა თქმა უნდა საამაყოა, რომ არა გარკვეული უზუსტობანი და წინააღმდეგობრივი ხასიათის მოვლენები, რომლებიც თან ახლავს უცხოური სააგენტოებისა და ინსტიტუტების შეფასებებს.

ეკონომიკისა და ბიზნესის ლიბერალიზაციის ინდექსის გაზომვას უცხოური სააგენტოები ახდენენ ზედაპირულად და მას საფუძვლად უდებენ ახალი სამეურნეო სუბიექტების ჩამოყალიბებისათვის საჭირო დოკუმენტების რაოდენობას და იმ დროის მონაკვეთს, რომელიც საჭიროა მათი ოფიციალური დარეგისტრირებისათვის. ამ მხრივ, საქართველოში ნამდვილადაა შექმნილი ლიბერალური გარემო და ნებისმიერი იურიდიული ფორმის სამეურნეო სუბიექტის გახსნა დროის მცირე მონაკვეთშია შესაძლებელი. ამაზე მკაფიოდ მეტყველებს რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობის ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც საფუძვლად უდევს სარეიტინგო ინდექსის განსაზღვრას. მაგალითად, 2004 წელს მთლიანად საქართველოში რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობამ შეადგინა 121 ათასი ერთეული, ხოლო 2008 წელს (1 ოქტომბრის მონაცემებით) იგი გაიზარდა 260 ათასამდე, ანუ 5 წლის განმავლობაში ზრდამ შეადგინა 214,8 პროცენტი. თუმცა, საწარმოთა გახსნის ლიბერალიზაცია არაა პირდაპირპროპორციულ კავშირში მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო ლიბერალურ გარემოსთან. ამაზე მიგვანიშნებს შემდეგი სტატისტიკა: ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის რეალური მშპ-ს მოცულობა 1996 წლის შესადარ ფასებში 5,6 მლრდ ლარიდან გაიზარდა 9,1 მლრდ ლარამდე, ანუ 161,1 პროცენტით. როგორც ვხედავთ, რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობის ზრდის ტემპი (214,8%25) მნიშვნელოვნად აღემატება ამ საწარმოთა ეკონომიკური საქმიანობის საბოლოო შედეგების (მშპ-ს) ზრდის ტემპს (161,1%25). აქედან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს შემდეგი ხასიათის ლოგიკური დასკვნები: პირველი - ახალ საწარმოთა დარეგისტრირების პროცედურა ლიბერალური და გამარტივებულია, მაგრამ შემდგომში მათი ფუნქციონირების ასევე ლიბერალური და ხელსაყრელი მაკროეკონომიკური და ორგანიზაციულ - მმართველობითი პირობებისა და ფაქტორების არსებობის გამო, საბოლოო ეკონომიკური შედეგები არაეფექტიანია; მეორე - ახლად გახსნილი ეკონომიკური სუბიექტები ბაზარზე გაბატონებული მონოპოლიის შედეგად ვერ ითვისებს საჭირო სეგმენტს, რის გამოც წყვეტს თავის ეკონომიკურ საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკა არ აღრიცხავს უმოქმედო (დახურულ) ეკონომიკურ სუბიექტთა რაოდენობას, რის გამოც ისინი კვლავაც დარეგისტრირებულ საწარმოთა ნუსხაში აღირიცხება, რაც მექანიკურად ზრდის საწარმოთა საერთო რაოდენობას. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებისა და საფინანსო ინსტიტუტების მიერ ბიზნესის თავისუფლების ინდექსის კუთხით საქართველოს წარმატებულ ქვეყანათა ჩამონათვალში მოქცევა არანაირად არ ნიშნავს ფაქტობრივად ქვეყნის ეკონომიკის წარმატებულ განვითარებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. დღეისათვის მსოფლიოში ძირითადად ფუნქციონირებს სამი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო: Fitch Rotings; Moodys; Standard & Poor'ს. ისინი წარმოადგენენ კომერციულ ორგანიზაციებს და მათი მიზანია შესაბამისი მეთოდური ანალიზისა და განზოგადების საფუძველზე კორპორაციებს, სახელმწიფოებს და ა.შ. მიანიჭონ სარეიტინგო ინდექსი, რომლის მთავარი დანიშნულებაა საინვესტიციო ბაზარზე შეღწევა, აგრეთვე პრევენცია იმ მოსალოდნელი კრიზისისა, რომელიც შეიძლება დაემუქროს ამა თუ იმ ეკონომიკურ სუბიექტს ან სახელმწიფოს. დღეისათვის მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე აღნიშნულმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა, აგრეთვე საფინანსო ინსტიტუტებმა (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა) მნიშვნელოვნად დაკარგეს გავლენა და ავტორიტეტი. საქმე იმაშია, რომ ისინი მაღალ რეიტინგს ანიჭებდნენ ზუსტად იმ ეკონომიკურ სუბიექტებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს. მათ ვერ უზრუნველყვეს თავიანთი მთავარი ამოცანა - მოსალოდნელი კრიზისის პრევენცია, რითაც მოახდინეს საკუთარი თავის დისკრედიტაცია და მათ მიმართ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების და ეკონომიკური სუბიექტების ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცა. უფრო მეტიც, აღნიშნული სარეიტინგო სააგენტოები აშშ- ხელისუფლების კრიტიკის ობიექტში მოექცა, ევროკავშირმა კი მათი საქმიანობის მოკვლევა დაიწყო. მათ ბრალს დებენ იმაში, რომ ვერ უზრუნველყვეს ინვესტორების გაფრთხილება აშშ იპოთეკურ ბაზარზე მოსალოდნელ კრიზისზე, რასაც მოჰყვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. სარეიტინგო სააგენტოების საქმიანობის მოკვლევის მიზნით, ბრიუსელში შექმნილ კომისიას უხელმძღვანელებს ევროკომისიის წარმომადგენელი ჩარლი მაკრივი და შედეგებს უახლოეს მომავალში გააცნობს მსოფლიო საზოგადოებას. აღნიშნულ სააგენტოთა ურთიერთობა საქართველოსთან მიმართებაში სპეციფიკურია. საქმე იმაშია, რომ მათ სახელშეკრულებო ურთიერთობა აქვთ არა ეკონომიკურ სუბიექტებთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა საბაზრო პრინციპებს ეფუძნება და ფასიანია. საერთაშორისო სააგენტოები რეიტინგის დასადგენად ძირითადად გამოიყენებენ მთავრობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც ასახავს ქვეყნის ინტერესებს და მიმართულია იქითკენ, რომ გზა გაეხსნას უცხოელ ინვესტორებს საქართველოში. ერთის მხრივ, ეს კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა კრიტერიუმებით ფორმირებული რეიტინგების დაუბალანსებულობა დიდ ეჭვს იწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი. ბიზნესის და ეკონომიკის ლიბერალიზაციის კრიტერიუმით საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო კორუფციის ინდექსის კრიტერიუმით - 69 ადგილზე. აღნიშნული ორი მოვლენა არანაირად არაა თავსებადი - ან ერთია ტყუილი, ან მეორე.

სრულიად სხვაგვარ შეფასებას აძლევს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას მსოფლიოში ცნობილი ჟურნალი ფორბსი. კერძოდ, მისი შეფასებით ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნების ნუსხაში საქართველო 64 ადგილზეა, ვაჭრობის თავისუფლების მხრივ, მონეტარული თავისუფლებით - 98, ინოვაციურობის ინდექსით - 101, ტექნოლოგიური სიახლეებით - 92, ბიუროკრატიულობით - 3, ინვესტორთა დაცვით - 15, კორუფციის დონით 54, პერსონალური თავისუფლებით - 85, საგადასახადო ბარიერებით - 73 ადგილზე. აღნიშნული შეფასებები რადიკალურად განსხვავდება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებისგან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ კუთხით მსოფლიოში მიმდინარე საქმიანობა არ ეფუძნება მკაცრად ფორმულირებულ სტანდარტებს. გამომდინარე აქედან, კვლევის შედეგები მოკლებულია არგუმენტირებას და ისინი მეტწილად სუბიექტური და პიარ - კამპანიის ხასიათის შემცველი ინფორმაციაა და შესაბამისად მათ მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია.

არის კიდევ მრავალი საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ზემოხსენებულ სამ სააგენტოსთან შედარებით ნაკლებად პოპულარულია, მაგრამ ისინი მაინც ახდენენ სერიოზულ გავლენას საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური და სოციალური რეიტინგების ფორმირებაზე. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა The Ekonomist Inteligence Unit (EIU), რომელმაც სულ ახლახან გამოაქვეყნა მსოფლიოს 165 ქვეყნის სტაბილურობის რისკი. საქართველომ ამ ჩამონათვალში 71-ე ადგილი დაიკავა. საყურადღებოა, რომ პოსტაბჭოთა სივრციდან საქართველოზე სტაბილური ქვეყნები არიან თურქმენეთი, ლიტვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და ყაზახეთი. თუ დავუჯერებთ ზემოხსენებულ რეიტინგს, ეჭვის ქვეშ დადგება საქართველოს ხელისუფლების განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო ყველაზე მდგრადი და სტაბილური ქვეყანაა პოსტსაბჭოურ და პოსტსოციალისტურ ქვეყნებს შორის. სულ ახლახან სააგენტო Eurobserver-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით საქართველო დსთ- და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ჩრდილოვანი ეკონომიკის ქვეყნად გამოცხადდა, რასაც ძალიან ძნელია დავეთანხმოთ, რადგან იგი არანაირად არაა არგუმენტირებული.

საბოლოოდ შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცება და ამ კუთხით სახელისუფლებო ღონისძიებათა შემუშავება უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ, გამჭვირვალე და საიმედო ინფორმაციას. ყოველგვარი მისი დამახინჯება, თუნდაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა, ან სახელისუფლებო სტრუქტურების პოლიტიკური დივიდენდების გაზრდის მიზნით მავნეა და იგი (სიმართლე) არ დაიმალება.

დავუბრუნდეთ ისევ №1 საფრთხეს - ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ შენელებას. საქართველოს ხელისუფლება 2009 წელს რეალური მშპ-ს ზრდას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენის გათვალისწინებით აპროგნოზებს 2,5 პროცენტის მოცულობით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც ამ ბოლო დროს თავის პროგნოზებს თითქმის ყოველკვირეულად ცვლის, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს 1 პროცენტის მოცულობით. ახლა შევხედოთ და შევაფასოთ რამდენად რეალურია ამ პროგნოზების ალბათობა და როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკის განვითარება უახლოეს მომავალში.

უკანასკნელ წლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ერთერთი ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ინდიკატორი იყო პირდაპირი ინვესტიციების მოცულობის ზრდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული ინვესტიციების მოცულობაზე. მაგალითად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ინვესტიციების ყველაზე რეკორდული მოცულობა - 2,1 მლრდ დოლარი შემოვიდა 2007 წელს და ამავე წელს დაფიქსირდა ამავე პერიოდში მშპ-ს ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი (12,5%25). ცხადია, რუსეთ - საქართველოს ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ნეგატიური გავლენა იქონია ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე. 2008 წელს ნაცვლად მოსალოდნელი 2,5 მლრდ დოლარისა მან შეადგინა 1,3 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ უცხოური ინვესტიციების უმეტესი ნაწილი საქართველოში შემოდის საერთაშორისო მიზნობრივი პროგრამების („მილენიუმი“) ფარგლებში, რომლის ძირითადი კომპონენტები დასასრულს უახლოვდება, რაც პერსპექტივაში უთუოდ შეამცირებს ამ კუთხით ინვესტირების მოცულობას. 2008 წელს ხელისუფლება 2 მლრდ დოლარის ინვესტიციის მოზიდვას ვარაუდობდა, თუმცა მას ფაქტობრივად დააკლდა 700 მილიონი, რაც რუსეთ- საქართველოს ომის და მსოფლიო კრიზისის გავლენითაა განპირობებული. საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში საქართველოში შემოტანილი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას დასაქმების დონის ზრდა არ მოჰყოლია, შეიძლება ითქვას ადგილი ჰქონდა პირიქით მოვლენას - უმუშევრობის ზრდას. ეს განპირობებულია იმ სპეციფიკით, რომელიც ახასიათებს საქართველოში ინვესტიციების შინაარსის გაგებას. სამწუხაროდ, ხელისუფლება ინვესტიციასთან აიგივებს ნებისმიერი სახის სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებულ ფულად სახსრებს, აგრეთვე აღებ-მიცემობასთან (ვაჭრობასთან) დაკავშირებულ ფულად მოძრაობას, რაც ინვესტიციის კლასიკურ ეკონომიკურ გაგებასთან შორსაა. როგორც ჩანს, ამითაა განპირობებული ის გარემოება, რომ ოფიციალური სტატისტიკა არ აღრიცხავს ინვესტიციური ხარჯების კონკრეტულ მიმართულებებს. კომერციული ბანკების მიერ აღებული სესხის ინვესტიციად აღიარება ზოგიერთ შემთხვევაში დაუშვებელია. მაგალითად, საბანკო სესხი, რომლის დანიშნულებაა სამომხმარებლო საქონლის შეძენა უცხოეთში და მისი ქვეყნის შიგნით რეალიზაცია, არ შეიძლება ინვესტიციად მივიჩნიოთ.

2008 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28 პროცენტი წარიმართა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე, 19%25 - ენერგეტიკაზე, 15%25 - უძრავ ქონებაზე, 12%25 - მრეწველობაზე, 6%25 - მშენებლობაზე, 0,9%25 - სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაზე, 17%25 - დანარჩენ სფეროებზე. ის გარემოება, რომ უცხოური ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ხმარდება ისევ უცხოური ტექნიკისა და ტექნოლოგიების შეძენას და არა ადგილობრივი საწარმოო ძალების განვითარებას, იწვევს ეკონომიკის ინტენსიურ განვითარებას, რის გამოც ადგილი აქვს არა დასაქმების ზრდას, არამედ პირიქით - შემცირებას.

ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი სახის კაპიტალის შემოტანა ეწინააღმდეგება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს. საქართველოს დღევანდელ პირობებში ამ კუთხით საკითხი საერთოდ არ განიხილება, რაც ნიშნავს გრძელვადიან პერიოდში ახალი პრობლემების წარმოქმნას.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლებამ ეკონომიკური პიარ - კამპანიების ახალი ტალღა ააგორა. სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ეგვიპტური კომპანია ფრეში“, რომელიც ქუთაისში თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობისთვის 1,2 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და 12 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ 40 მილიონი დოლარის კაპიტალბრუნვის მქონე კომპანიამ საქართველოში მილიარდიანი ინვესტიცია შემოიტანოს. არ არის გამორიცხული საქმე გვქონდეს არაკეთილსინდისიერ ინვესტორთან, რომელთა რიცხვი მსოფლიოში ძალიან მომრავლდა და რომელთა ერთადერთი მიზანიაშავი ფულისგათეთრება. ასევე არაა გამორიცხული, რომრაკ ჯორჯია ჰოლდინგისფოთში ინდუსტრიული ზონის მშენებლობის, მრავალმილიარდიანი ინვესტირების და 30 ათასი კაცის დასაქმების პროექტმა ჩაილურის წყალი დალიოს. ამის საშიშროება არსებობს, რადგან კომპანიამ სამშენებლო პროცესის დაწყება მიმდინარე წლის ზაფხულისთვის გადადო, ხოლო არავინ იცის ეს ზაფხული პოლიტიკურად რამდენად ცხელი და ასატანი იქნება.

საქართველოში ეკონომიკური ზრდის ძირითადი სინთეზური მაჩვენებლის - მშპ-ს პროგნოზირებას საფუძვლად უნდა დაედოს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ფაქტორებიც. თუ გამოვალთ დღევანდელი გადასახედიდან ამ კუთხით უახლესი მომავალი მეტისმეტად პესიმისტურად გამოიყურება. საქმე იმაშია, რომ მშპ-ს უმეტეს ნაწილი საქართველოში უცხოური კაპიტალით იქმნება, რაზედაც მომავალში ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისი უთუოდ მოახდენს ნეგატიურ გავლენას. მმართველ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. ჯერჯერობით აქციების დონეზე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეკონომიკის დაცემაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა, პროგნოზები არასასურველი მიმართულებით იხრება. მოვლენები შეიძლება რამდენიმე განსხვავებული სცენარით განვითარდეს: პირველი, თეორიულად დასაშვებია, რომ მმართველმა პარტიამ დათმოს პოზიციები და ახალი ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში. აღნიშნული ვარიანტი უახლოეს მომავალში ეკონომიკის განვითარების დაჩქარებას ვერ უზრუნველყოფს, არა იმიტომ, რომ ნაკლებ კომპეტენტური მენეჯერები ჩაუდგებიან სახელმწიფო სტრუქტურებს სათავეში, არამედ იმიტომ, რომ ამას მოჰყვება რადიკალური ინსტიტუციონალური ძვრები, რომელიც გარკვეულ დროს და ადაპტირებას საჭიროებს. გარდა ამისა, ახალ ხელისუფლებას მემკვიდრეობით დახვდება ურთულესი, წლების განმავლობაში დაგროვილი და გადაუჭრელი პრობლემები, რომელთა სწრაფ რეალიზაციას საზოგადოება დააყენებს მათ წინაშე. ფაქტობრივად მათ ამისთვის საჭირო რესურსები არ აღმოაჩნდებათ, რასაც მოჰყვება საზოგადოებრივი იმედგაცრუება და შესაბამისად ნდობის ხარისხის დაცემა. ასეთ ვითარებაში სიტუაციის დარეგულირების ერთადერთი გამოსავალი იქნება უცხოური დახმარებები და მსოფლიო თანამეგობრობის გვერდში დგომა. თუმცა ამ უკანასკნელის მოპოვებასაც საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. ამრიგად, თქმა იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლას მყისიერად მოჰყვება ეკონომიკის გააქტიურება და ოაზისური ცხოვრება, არ იქნება სწორი.

თეორიულად დასაშვებია მეორე ვარიანტიც, რაც ნიშნავს მმართველ პარტიასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის დაპირისპირების დროში გაწელვას და ესკალაციას. ასეთ ვითარებაში ადგილი ექნება ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას. საქმე იმაშია, რომ, საქართველოს საკუთარი ეკონომიკა თითქმის არა აქვს და იგი მთლიანად დამოკიდებულია უცხოურ ინვესტიციებზე. თუ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაპირისპირება არ განიმუხტა და მან პერმანენტული ხასიათი მიიღო, ბუნებრივია, კეთილსინდისიერი ინვესტორები თავს შეიკავებენ კაპიტალის შემოტანისგან, რაც ეკონომიკის მყისიერ ვარდნას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც იქნება, მეტწილად არაკეთილსინდისიერი ინვესტორების მხრიდან, რომლებიც კაპიტალს შემოიტანენ, მაგრამ არა იმდენად ეკონომიკური ინტერესებიდან, არამედ უფრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რაც უთუოდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მდგრადობის შენარჩუნებაზე.

თეორიულად დასაშვებია მესამე ვარიანტიც, რაც გულისხმობს მმართველი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაზავებას (რისი ალბათობაც ყველაზე მაღალია) და კოალიციური მთავრობის ფორმირებას. თუმცა, საქართველოს პირობებში ასეთი მოდელი ეკონომიკური აღორძინება - განვითარების მამოძრავებელი ინდიკატორი არ იქნება. მოსალოდნელია, რომ თითოეული პოლიტიკური პარტია შეეცდება ხელისუფლებაში დაასაქმოს მისი პარტიის წევრი არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს მთავრობის დაკომპლექტებას დღეისათვის არსებული მოდელის მსგავსად, სადაც პროფესიონალიზმი და გამოცდილება უკანა პლანზეა გადაწეული და მართვის ბერკეტები ხელთ უპყრიათ არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჩინოვნიკებს, არამედ ერთგულების და ნეფოტიზმის კრიტერიუმით შეკავშირებულ ჯგუფებს, რომელთა გუნდურმა თამაშმა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ქვეყანა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა. გუნდურობის პრინციპი რომ არაეფექტიანია, ამაზე ისიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ ექსსპიკერი და ექსპრემიერ - მინისტრი დღეს თავის ყოფილ თანაგუნდელებთან დაპირისპირებული არიან და სინანულს გამოთქვამენ მათ პასიურობაზე სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღებისას.

არის მეორე საშიშროებაც. კერძოდ, რამდენად თავსებადი და ჰარმონიზებული იქნება კოალიციური ხელისუფლება, წამოიწევს თუ არა წინა პლანზე სახელმწიფოებრივი ინტერესები და ხომ არ ექნება ადგილი მათ შორის დაპირისპირებულობას. როგორც გუნდური ხელისუფლებაა არაეფექტური, ასევე არაეფექტიანია დაპირისპირებული ხელისუფლებაც. მთავარია მოიძებნოს ოქროს შუალედი - არც იქით და არც აქეთ, რისი მიღწევაც შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ და გამოცდილ სახელმწიფო მოხელეებს. ამ მოდელით ხელისუფლების დაკომპლექტების ალბათობა ძალიან დაბალია.

ნებისმიერ ვარიანტში, როგორი თანაფარდობით და სტრუქტურითაც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები საქართველოში, ეკონომიკური ვარდნა გარდაუვალია უახლეს მომავალში. ძირითადად ნეგატიურად იმოქმედებს სამი მთავარი ფაქტორი: მსოფლიო კრიზისის გავლენა, რომელსაც ჯერჯერობით სრულად არ შემოუღწევია საქართველოში და უახლოეს პერიოდში იგი უთუოდ შემოვა; მოქმედი ხელისუფლების მიერ სოციალურ - ეკონომიკურ პრობლემათა მყისიერი შერბილების მიზნით გრძელვადიანი პრობლემების დაგროვება (საგარეო ვალები, სახელმწიფო ვალდებულებები და ა.შ.), რომელთა პირისპირ აღმოჩნდება ნებისმიერი ხელისუფლება; ქვეყნის განვითარების გააზრებული, მეცნიერულად არგუმენტირებული კონცეფციის, სტრატეგიის და შესაბამისი პროგრამების არარსებობა, ანუ ქვეყნის იმპულსურად, საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარემართვა“, მოკლედ რომ ვთქვათ, კვალიფიციური სახელმწიფო მენეჯმენტის არსებობა.

ერთადერთი ბერკეტი, რომელსაც შეუძლია შეანელოს და შეარბილოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ვარდნა საქართველოში დღეისათვის შექმნილ სიტუაციაში, არის მხოლოდ და მხოლოდ უცხოური ინექციები (დახმარებები). გასულ წელს ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე საქართველოსთვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი დოლარიდან მცირე ნაწილი უკვე მიღებული და მოხმარებულია.

ასათვისებელია კიდევ 4 მილიარდამდე, თუმცა აქაც არაა იოლად საქმე. ამ თანხის მიღება თავის მხრივ დამოკიდებულია, ერთის მხრივ, იმაზე, თუ როგორ სწრაფად დაიძლევა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და, მეორეს მხრივ, თუ როგორ შეასრულებს საქართველოს ხელისუფლება იმ წინაპირობებს (დემოკრატიის განვითარება, სასამართლო რეფორმა, კორუფციის შემცირება და ა.შ.), რომლებიც საფუძვლად დაედო ამ დახმარების გამოყოფას. დრო კი ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. საქმე იმაშია, რომ მოქმედი ხელისუფლება კრიზისის დასაძლევად იყენებს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტს, ისიც მოკლევადიანი, დროებითი დასაქმების უზრუნველსაყოფად და პრიორიტეტს არ ანიჭებს რეალური სექტორის აღორძინება - განვითარებას, რომელზედაცაა მთლიანად დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მომავალი ბედი. შექმნილი რთული სიტუაცია (ეკონომიკური ზრდის ტემპების ვარდნა) უახლოეს თვეებში უთუოდ პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავლების ფორმირებაში და არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლება მიზანს შეუცვლის უცხოურ დახმარებებს და მათ გარკვეულ ნაწილს მიმართავს საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარავად. ეს კი მოკლევადიან პრობლემას გადაწყვეტს, მაგრამ ახალახალ პრობლემებს წარმოქმნის გრძელვადიან პერსპექტივაში.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, შეიძლება დავასკვნათ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპების ვარდნა გარდაუვალია. თუ განზე გადავდებთ პარტიულ ამბიციებს და ობიექტურად შევაფასებთ დღეისათვის შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას საბანკო სექტორში, საინვესტიციო სფეროში, აგრეთვე მოსალოდნელ და გარდაუვალ საბიუჯეტო კრიზისს, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკის არა თუ რეცესიას, არამედ მინუსოვან ეკონომიკურ ვარდნას ექნეს ადგილი (პასიური პროგნოზი). ამ პროცესის თავიდან აცილების საშინაო ბერკეტი ქვეყანას არ გააჩნია. უცხოური დახმარებების ეფექტიანი და მიზნობრივი გამოყენებით შესაძლებელია ეკონომიკური ვარდნის მხოლოდ შერბილება. თუ ქვეყანაში არ დარეგულირდა პოლიტიკური სიტუაცია, მაშინ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და მან შეიძლება ქვეყანა დეფოლტამდეც მიიყვანოს. დრო არ ითმენს, მისაღებია გონივრული სასწრაფო გადაწყვეტილებები. თუ ამას ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია საყოველთაო სოციალური მღელვარება, რომლის შედეგების პროგნოზირება ძალიან რთულია.

ეკონომიკური ვარდნის საფრთხე ორგანულადაა დაკავშირებული სხვა მაკროეკონომიკურ და მიკროეკონომიკურ საფრთხეებთან, რომელთა ანალიზი და შეფასება წარმოდგენილი იქნება ჟურნალის მომდევნო ნომრებში.

4.2 საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნოდარ ჭითანავა
ეკ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობისსამეცნიერო საბჭოს წევრი

ეროვნული ეკონომიკის ეგზოგენური (გარე) ფაქტორების ისტორიული წარმომავლობა და ზემოქმედების ლოგიკა

წერილი მეორე

საქართველოს ეკონომიკა არასტაბილურ გლობალურ სივრცეში

წინა წერილში წარმოდგენილი ანალიზი, ბუნებრივია, მოითხოვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გარე და შიდა ფაქტორების გამოვლენა - შეფასებას, მათ დაჯგუფებას განვითარების ისტორიული ეტაპების თავისებურებათა გათვალისწინებით, ასევე აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ეკონომიკის ტრანსფორმაციულ პროცესებზე მოქმედი ფაქტორები, ობიექტურად აიხსნას მათი მიზეზები, ხასიათი, ზემოქმედების მექანიზმები და ა.შ.

ამჯერად განვიხილავთ საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე გარე (ეგზოგენური) ფაქტორების მოქმედების ფორმებს, ლოგიკას, კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ ასპექტებს.

საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში, როგორც ნაჩვენები იყო, საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოს მიმდინარე კრიზისამდეც სისტემური კრიზისის ქრონიკულ ფაზაში იმყოფებოდა. ბუნებრივია, მსოფლიო კრიზისი უფრო დაამძიმებს ქვეყნის ეკონომიკის საერთო (კრიზისულ) მდგომარეობას.

XX საუკუნის 90-იანი წლებიდან პოსტსოციალისტური საქართველოს ეკონომიკა გლობალიზაციისა და მისი თანმდევი ლოკალიზაციის ურთიერთგანპირობებული პროცესების გადაკვეთის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მსოფლიოში ქაოსი გაძლიერდა. გლობალური პროცესების სივრცე არასტაბილური გახდა. ეროვნული ეკონომიკების განვითარება ურთიერთგამომრიცხავ კონცეფციებს და მეთოდოლოგიებს დაეყრდნო. ვირტუალიზმი, როგორც ასეთი, განმსაზღვრელ ილუზიად იქცა, ღირებულებათა სწრაფი ცვლილებები ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება, თავისუფლების, დემოკრატიის ყალბმა გაგებამ (რაც მსოფლიოში უწესრიგობის თანამდევი მოვლენაა) საზოგადოებრივი სიკეთის როლის და მნიშვნელობის შეზღუდვა გამოიწვია. სუვერენული სახელმწიფოების (გარდა „ელიტა სახელმწიფოებისა“) როლი და მნიშვნელობა თვისებრივად შეიცვალა, რა თქმა უნდა, მათი დაკნინების თვალსაზრისით. მსოფლიოს წონასწორობა დაირღვა. განვითარებული ქვეყნები კაცობრიობის ე.წ. ელიტარულ ჯგუფში გაერთიანდნენ და ერთპიროვნული ლიდერის (აშშ) მიერ შემოთავაზებული ცხოვრების „ახალი წესის“ (იგი „ახალი წესრიგით“ შევიდა უახლეს ისტორიაში) დამკვიდრების ერთიან პროცესში საკუთარი ინტერესების დაცვას ჯერ-ჯერობით ახერხებენ. ხოლო ე.წ. განვითარებადი ქვეყნების ბედი მთლიანად დამოკიდებული აღმოჩნდა გარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე. სწორედ ამ ქვეყნების საზღვრებს გარეთ იქმნება მათი განვითარების (საერთოდ ფუნქციონირების) სტრატეგია, განისაზღვრება „დახმარების“ ადეკვატური ფორმა, მაგრამ ერთიანი მეთოდოლოგიით (განვითარებადი ქვეყანა საერთაშორისო კაპიტალის გავლენის ქვეშ მუდმივად უნდა იყოს) წარიმართება მათი ტრანსფორმაციული პროცესები. ასეთ ფონზე, ბუნებრივია, რომ საქართველოს ეკონომიკაში გარე ფაქტორთა პრესინგით ახალ სივრცეში ადაპტირების პროცესი ძნელად, წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს.

ეკონომიკური გლობალიზაციის მთავარი სუბიექტები

ამჟამად, ეკონომიკური გლობალიზაციის რთულ და წინააღმდეგობრივ პროცესში სამი მთავარი სუბიექტი ცალ-ცალკე და ერთობლივად განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარების სტრატეგიას. ჩამოყალიბდა ტრიადა - სუვერენულ სახელმწიფოთა ვიწრო ჯგუფი. ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობით (იდეების გენერატორი და კაცობრიობის ბედის განმსაზღვრელი ფენომენი) - ტრანსეროვნული კორპორაციები (საერთაშორისო კაპიტალის მფლობელი და მისი გამოყენების სტრატეგიის განმსაზღვრელი) - საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური სტრუქტურები (ცხოვრების ერთიანი მოდელის იდეოლოგიური საფუძვლების განმსაზღვრელი ინსტიტუტები).

როგორია მათი სტრატეგიული მიზნები, ამოცანები, ზემოქმედების მექანიზმები? ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ სამივეს ერთი სტრატეგიული მიზანი აქვს - მთელი მსოფლიო დაექვემდებაროს მათ მიერ შემოთავაზებული ცხოვრების წესის მოდელის მოთხოვნებს. ამ მიზნის მიღწევისათვის განსაზღვრულია მათი ამოცანები, ეტაპები, ზემოქმედების მექანიზმები და ტრაექტორია, თვით დახმარების ფორმები და სხვ.

თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოები პირობითად იყოფა ელიტა, სატელიტ და სხვა .. ფუნქციონირებად ობიექტ სახელმწიფოებად. პირველ ჯგუფში შედიან „შვიდეული“ და სხვა განვითარებული ქვეყნები („ოქროს მილიარდი“), რომლებმაც მიაღწიეს ცხოვრების შედარებით მაღალ სტანდარტებს. მეორე ჯგუფში - ე.წ. სატელიტი ქვეყნები, რომლებიც დროსა და სივრცეში კონკრეტული ეტაპების შესაბამისად, როგორც იტყვიან დრო და ჟამის შესაფერად, „ცენტრიდან“ მიღებული „რჩევებით“ ფუნქციონირებენ და უმეტესად ცხოვრების სტანდარტების ამაღლებას აღწევენ. მათთვის, სანამ ადეკვატურად მოიქცევიან, ცენტრის (ელიტის), როგორც დამცავი ქოლგის მფარველობა გარანტირებულია.

მესამე ჯგუფში, „მესამე სამყაროს“ ქვეყნებთან ერთად „მეორე სამყაროს“ - ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიც შედიან. მათი გარკვეული ნაწილი ფაქტობრივად მეორე ჯგუფში გადავიდა და ორი დიდი ალიანსის „ნატოსა“ და „ევროკავშირის“ წევრი სახელმწიფოების სტატუსით „ცენტრებიდან“ შემოთავაზებული იდეოლოგიით ახალ რეალობას ქმნიან. ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოსტსოციალისტური ქვეყნის მიმართ, მაგალითად, უკრაინა, საქართველო ელიტის (შვიდეულის) ინტერესები გამოიკვეთა.

სუვერენულ სახელმწიფოთა ასეთი იერარქიული დაჯგუფება ელიტა - სახელმწიფოებს, ტრანსეროვნულ კორპორაციებს და საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ სტრუქტურებს მანევრირების ხელსაყრელ პირობებს უქმნის და ისინიცახალი ეკონომიკური წესრიგისმოტივით მსოფლიო ეკონომიკას კოორდინირებულად მართავენ. ამ პროცესში იცვლება საერთაშორისო სამართალი, რაც დღემდე ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპებს ეფუძნება, ეკონომიკის განვითარების პარადიგმები (ორმაგი სტანდარტი, ლიბერალიზაცია და სხვ.), ფართო გაგებით მსოფლიო კულტურაც. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ეკონომიკამ აქტიური პოლიტიკის ფუნქციები შეიძინა, გეოეკონომიკური ინტერესები ძლიერთა ნებით წარიმართება, აშკარად გამოიკვეთა ფინანსურ - სამართლებრივი რეგულირების როლი. ყოველივე ეს და სხვა უხილავი პროცესი თვისებრივად ცვლის მსოფლიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პანორამას (ლანდშაფტს). სოციალური პოლარიზაციის პროცესების ფონზე ჩამოყალიბდა ტენდენციაფენომენი, რაც თანმიმდევრულად ღრმავდება და საშიშ ხასიათს იძენს. მხედველობაში გვაქვს უთანასწორობის ამჟამად ჩამოყალიბებული ტენდენცია. მაგალითად, პლანეტის უმდიდრესთა 20%25-ისა და უღარიბეს 20%25-ის შემოსავლების თანაფარდობა თუ 1960 წელს იყო 30:1, 1991 წელს - 61:1, 1994 წელს - 78:1, 2004 წელს შეადგენდა 150:1. საყოველთაო ჟღერადობის სენტენცია, „მდიდრები მდიდრდებიან, ღარიბნი ღარიბდებიან“ ფაქტობრივად ადასტურებს, რომ პროცესი შეუქცევადია.

მსოფლიოს მდიდარი ქვეყნები დანარჩენი სამყაროს მოსახლეობის ბედის გადაწყვეტას მხოლოდ საკუთარი ინტერესების განხორციელების ფონზე, „ნარჩენი კაპიტალის“ ნაწილობრივი გამოყენებით“ ცდილობენ. ე.წ. დროებითი დახმარებები, რაც სხვადასხვა ჰუმანური პროგრამებით განისაზღვრება მსოფლიოში, ეკონომიკის ეფექტიანობას და სოციალური სამართლიანობის პრინციპების ფართოდ დამკვიდრებას ვერ უზრუნველყოფს. სერიოზულად არ განიხილება (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგიერთ რიტორიკულ ცნებებს, მოტივებს) მსოფლიო რესურსების გადანაწილების ჰუმანური პრინციპები. ვთქვათ, რესურსების რა ნაწილი მოხმარდეს ჩამორჩენილი (ფაქტობრივად მოშიმშილე) ქვეყნების სოციალურ - ეკონომიკური განვითარების დონის თანდათანობით (თანმიმდევრულად) გათანაბრებას, საერთოდ, ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას, სიღარიბის პრობლემის გარკვეულწილად შერბილებას და ა.შ.

ფაოს ექსპერტთა აზრით, ამჟამინდელ პირობებშიც, როცა მსოფლიოში მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს, ცხოვრების ელემენტარულ პირობებს მოკლებულია, შესაძლებელია კვების პროდუქტებით დაკმაყოფილდეს 20-25 მლრდ კაცი (მსოფლიოში 2005 წელს ცხოვრობდა 6,5 მლრდ კაცი). ლოგიკურია კითხვა, განვითარებული ქვეყნები ამ პრობლემის გადაწყვეტას რატომ არ ცდილობენ ჩამორჩენილი ქვეყნების მეურნეობათა განვითარების დაჩქარების გზით. პირდაპირი პასუხი ჯერ არ არის, ალბათ, არც იქნება. მიზეზი გასაგებია: სამყაროს ძლიერთა ნება ასეთ „სტრატეგიას“ ჯერ-ჯერობით არ ცნობს.

ამჟამად, მსოფლიო ბედის გადაწყვეტას ერთპიროვნულად ცდილობს აშშ, მისი ადმინისტრაციის ვიწრო კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური შეხედულებებით. სწორედ მის იდეოლოგიურ პრინციპებზე შემუშავდა ეკონომიკური დოქტრინა „შოკური თერაპია“, რომელიც ბევრ ქვეყანას თავს მოახვიეს და მათი ეკონომიკის სრული ნგრევა გამოიწვია. აშშ და სხვებიც მოქნილად იყენებენ საკუთარ ეკონომიკურ უპირატესობებს, მათ შორის ტექნოლოგიებით ზემოქმედების მექანიზმებსაც. ცნობილია, რომ ტექნოლოგიები დღეს არა მხოლოდ ეკონომიკური ძალაუფლების მოპოვების საშუალებაა, არამედ სუვერენულ ქვეყნებში უშუალოდ ჩარევის ძალაც. აშშ და სხვა განვითარებული ქვეყნები სხვადასხვა ფორმით თავს ახვევენ ძირითადად განვითარებად ქვეყნებს საკუთარ სტანდარტებს. ნიშანდობლივია, რომ აშშ უნივერსიტეტების დიპლომი წარმოადგენს ტრანსეროვნულ კორპორაციებსა და საერთაშორისო სტრუქტურებში სამუშაოზე მიღების მთავარ კრიტერიუმს. აღნიშნული სტრუქტურების „რეკომენდაციებით“ კი ხდება ეკონომიკური პროცესების რეგულირება მსოფლიოში, ქვეყნებზე სესხების გაცემა, სახელმწიფო საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია, ფასებისა და საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციის დოქტრინის გავრცელება (თავს მოხვევა) და სხვა. ასეთი დახმარებითადაკრიტერიუმებითფაქტობრივად იხსნება გზა ეროვნული ეკონომიკის უშუალოდ მართვისაკენ.

ასეთი პოლიტიკა უპირველესად საკუთარი ინტერესების (გლობალური მიზანი) ყოველმხრივი დაცვის ფილოსოფიას ეყრდნობა და ხელს უწყობს ისეთი სოციალურ - პოლიტიკური სიტუაციის შექმნას, როცა ადამიანის მდგომარეობა არსებითად დამოკიდებული ხდება არა იმდენად სუვერენულ სახელმწიფოზე (სადაც იგი ცხოვრობს), რამდენადაც სხვა სახელმწიფოზე (გამორჩევით აშშ და საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედების შედეგებზე). ასეთი ფონი ქმნის ილუზიებს, გაზვიადებულ წარმოდგენებს, საზოგადოების ყურადღებას ადუნებს, ინსტიქტურად მორჩილებას ამკვიდრებს და სხვ.

მსოფლიოს ეკონომიკურ სივრცეში ექსკლუზიურ როლს ასრულებენ ტრანსეროვნული კომპანიები. XXI საუკუნის დასაწყისისათვის მათმა პირდაპირმა ინვესტიციებმა შეადგინა 3,2 ტრილიონი დოლარი, ხოლო საზღვარგარეთის მათი ქსელში გაყიდვების მოცულობამ 6,4 ტრილიონი, რაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მთელი მსოფლიოს ექსპორტი (რომელმაც 1996 წელს შეადგინა 6,1 ტრილიონი).

დღეს ტეკ გლობალიზაციის პროცესის ლიდერები არიან. ისინი მოქმედების სტრატეგიას განსაზღვრავენ ბაზრების პლანეტარული ხედვის საფუძველზე, რაც მათ განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს. ამის გარდა, ისინი მოქნილად იყენებენ ე.წ. დირექტიული დაგეგმვის პრინციპებს, მეთოდებს, მექანიზმებს, საკუთარი შეხედულებისამებრ აწესებენ შიდა ფასებს და ა.შ. მათი კაპიტალი სუვერენული სახელმწიფოების საზღვრებს უხეშად არღვევს. ექსპერტების აზრით, 1997 წელს ყოველ ერთ დოლარზე, რომელიც დაბანდებული იყო, მსოფლიო ეკონომიკის რეალურ სექტორში, მოდიოდა 50 დოლარი ფინანსურ სფეროში გამოყენებული. ფინანსური ბაზრების ლიბერალიზაციით ტრანსეროვნული კაპიტალი გაბატონდა მსოფლიო ეკონომიკაში და იგი საკუთარ პირობებს კარნახობს სუვერენულ სახელმწიფოებსა და მათივე მონაწილეობით შექმნილ ალიანსებსაც. რეალური წარმოდგენა რომ გვქონდეს ტეკ, საჭიროა ზოგიერთი მაჩვენებელიც განვიხილოთ. XX საუკუნის ბოლოსათვის ტეკ ხელში იყო ნედლეულით მსოფლიო ვაჭრობის 90%25, ხორცით, ყავით, სიმინდით, ხე-ტყით, თამბაქოთი, რკინის მადნით ვაჭრობის 90%25, სპილენძისა და ბოქსიტებით - 85%25, ჩაითა და ზეთისხილით - 80%25, ბანანით, ნატურალური კაუჩუკით და ნავთობით - 75%25. აღსანიშნავია, რომ ტეკ საკუთარ კაპიტალს ძირითადად აბანდებენ არა წარმოებაში, არამედ სპეკულანტურ გარიგებებში და ამით ხელოვნურად ამზადებენ თავისთვის ხელსაყრელ პირობებს. ისინი ბოლო პერიოდში წარმოების გაფართოებაზე ორიენტირებული არ არიან. ამასთან, აგრესიული საკრედიტო პოლიტიკით ხელს უწყობენ სხვა ქვეყნების საბიუჯეტო დეფიციტის სახელმწიფო ვალებად გარდაქმნის პროცესს. ამიტომ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ტეკ ფინანსური საქმიანობა ფაქტობრივად ახლოს დგას კაზინო - კაპიტალიზმის პრინციპებთან. ეს მეტად ანგარიშგასაწევი დახასიათებაა. აღსანიშნავია, რომ აშშ ტრანსეროვნული კომპანიებს საზღვარგარეთ შექმნილი მოგების ნახევარი შემოაქვთ მათი ბაზირების ქვეყანაში. ყურადღებას იქცევს სხვა თავისებურებაც. აშშ, როგორც სახელმწიფო თავის ტეკ მოქნილად იყენებს საზღვარგარეთ საკუთარი ეროვნული (სტრატეგიული) მიზნების განხორციელებისათვის. ამ სფეროში ინტერესები მრავალმხრივია და მოიძებნა შესაბამისი მექანიზმიც მათი ყოველმხრივი გათვალისწინებისათვის.

ამრიგად, ტრანსეროვნული კომპანიები განვითარებული ქვეყნების, უპირველესად მათი ლიდერის აშშ სახელმწიფოებრივი (ეროვნული) ინტერესების დაცვის და ნებისმიერ ქვეყანაზე ზემოქმედების ძლიერი მექანიზმია.

თანამედროვე მსოფლიოში გლობალური პროცესების მარეგულირებელ რეალურ ძალად ჩამოყალიბდა საერთაშორისო ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სახის ორგანიზაციები და ალიანსები (მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, გაეროს ეკონომიკური სტრუქტურები, შსო, ვმო და სხვა ორგანოები).

საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური სტრუქტურები ყოველმხრივ მხარს უჭერენ ტრანსეროვნულ კაპიტალს, ცდილობენ სუვერენული სახელმწიფოების ეკონომიკური როლი უფრო დააკნინონ („ვაშინგტონის კონსენსუსი“, „სახელმწიფოს მინიმიზაციის კურსი“) და საბოლოოდ მათი ტრადიციული ფუნქციები თვითონ მიითვისონ. ამის სანიმუშო მაგალითია, საქართველო და სხვა ქვეყნებიც, რომლებიც სავალუტო ფონდისა და სხვა სტრუქტურების იდეოლოგიური შეხედულებებით („შოკური თერაპია“, ეკონომიკური ლიბერალიზმი და სხვ.) განსაზღვრავენ ტრანსფორმაციული პროცესების იდეოლოგიურ საფუძვლებს. ნიშანდობლივია, რომ სუვერენული სახელმწიფოები იძულებული არიან კომპრომისებზე წავიდნენ. გამოვლინდა ტრანსეროვნული კაპიტალის (საერთოდ შემოთავაზებული კაპიტალის) ერთი, მეტად საშიში ნიუანსი, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოქმედების ობიექტში სუვერენულ სახელმწიფოში ხელოვნურად იქმნება გარე და შიდა ფაქტორების დაპირისპირება, რომელიც ყოველთვის და ყველგან გარე ფაქტორების წარმატებით მთავრდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა გარე და შიდა ფაქტორების გამოყენების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ეს მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ურთიერთობებში ხდება, რაც ძლიერ იმპულსებს აძლევს საზოგადოებრივ პროგრესს. საერთაშორისო სტრუქტურები თავიანთი წარმოშობით ეყრდნობიან კოსმოპოლიტიზმს, ქმნიან რეალურ საფრთხეს (თანაც ლიბერალიზაციის ფორმით) საფუძველი გამოაცალონ სახელმწიფოებრიობას, დანერგონ ისეთი ეკონომიკური იდეოლოგია, რომელიც წინააღმდეგობაში იქმნება ეროვნული ბიზნესის ინტერესებთან. ასეთ პირობებში სუვერენული სახელმწიფო კარგავს სოციალურ და მობილიზაციურ ფუნქციებს. უკანასკნელი წლების ტენდენცია - ეროვნული სიმდიდრის უცხო კაპიტალზე მასობრივად გაყიდვის პროცესი, თავად ადასტურებს სუვერენული სახელმწიფოს მხრივ ისტორიულ როლზე უარის თქმას. ბოლო პერიოდში გლობალური პროცესების ფონზე გამოჩნდა საშიში ნიუანსიც, რომელიც გულისხმობს ინვესტიციებზე ე.წ. ტერიტორიული კონკურენციის პრინციპის გამოყენებას. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ წარმატება შეიძლება ჰქონდეს მას, ვინც გლობალურად აზროვნებს და მოქმედებს ლოკალურად. ამ თითქოს სწორ მიდგომაში, საჭიროა გლობალურისა და ლოკალურის თანაფარდობის საკითხს ყურადღება მიექცეს, გამოვლინდა საყურადღებო ასპექტიც, ინვესტიციები წარიმართოს არა რომელიმე ქვეყანაში საერთოდ (ამ ქვეყნების ინტერესების მიხედვით), არამედ ამ ქვეყნის კონკრეტულ ტერიტორიაზე გარედან განსაზღვრული ინტერესებით. ანალოგიურად ხორციელდება ქვეყნების პოლიტიკური დეცენტრალიზაციის პროცესიც, რომელიც გულისხმობს ცენტრალური ხელისუფლების უფლების დელეგირებას ზესახელმწიფოებრივ (რეგიონულ) სტრუქტურებსა და ქვეყნის შიდა რეგიონებზე. ამით ძლიერდება მსოფლმხედველობითი პოზიცია იმის შესახებ, რომ ცალკეული სახელმწიფოების (იგულისხმება განვითარებული ქვეყნები) ეკონომიკური ნაციონალიზმი უაზრობაა.

ანგარიშგასაწევია შემდეგი თავისებურებაც. საერთაშორისო სტრუქტურები ეროვნული ეკონომიკის კომპლექსურ განვითარებას ხელს უშლიან. მაგალითად, სავალუტო ფონდის რეკომენდაციის ან თანხმობის გარეშე დასავლეთის ქვეყნების კრედიტორები და ინვესტიციები თავიანთ კაპიტალს ამა თუ იმ ქვეყანაში არ აბანდებენ. მოვიტანთ ერთ მაგალითს. სწორედ მათი რეკომენდაციით საქართველოს პარლამენტი თავის დროზე დათანხმდა მიეღო კანონი ქვეყნიდან ისეთი ნედლეულის გატანაზე, როგორიცაა: ჯართი, ხეტყე და სხვ. ყველამ, მათ შორის, ვინც კანონს ხმა მისცა იცოდა, რომ კანონი ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის განვითარების ინტერესებს, მაგრამ მაინც კომპრომისზე წავიდა. როგორც წინა წერილში აღინიშნა, 2000-2007 წლებში საქართველოდან გატანილი იქნა 500 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ჯართი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხშირად მეგობარი ქვეყნების რჩევით ეროვნული სიმდიდრის განიავება გამართლებულია. მორალურად? მას სამწუხაროდ ანგარიშის არ უწევენ.

თანამედროვე მეცნიერებასა და პრაქტიკაში მკაფიოდ ჩამოყალიბდა ერთიანი აზრი: თუ ადრე მსოფლიო ეკონომიკა ისეთი სივრცე (ველი) იყო, სადაც მოქმედებდნენ სუვერენული სახელმწიფოები, ახლა იგი გარდაიქმნა დამოუკიდებელ სუბიექტად, რომელიც თავისუფლად მოქმედებს სუვერენული სახელმწიფოების საზღვრებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული უსაფრთხოება, ფართო გაგებით ქვეყნის მომავალი, არ განისაზღვრება მავანთა მხოლოდ სამხედრო ძლიერებით. დღეს ეკონომიკურ სივრცეში წყდება ნებისმიერი ქვეყნის ბედი. მოწყალების გაღების ხარისხი გაიზარდა. მოწყალება კი დღევანდელ მსოფლიოში ჰუმანიზმით არ რეგულირდება, არამედ ინტერესებით (პირველ რიგში, ანგარებით).

ამასთან ზემოაღნიშნული ტენდენციების ფონზე მართებულია განვიხილოთ პრობლემა, რომელიც პოსტსოციალისტური სივრცის შექმნასთან არის დაკავშირებული და უამრავ კითხვას ბადებს. მეცნიერებაში, განსაკუთრებით ეკონომიკურ მეცნიერებაში, პოსტსოციალისტური სივრცის თავისებურებების შესახებ, ცალმხრივი მიდგომა დაფიქსირდა, რომლის შინაარსი დაყვანილია პროცესების (მოვლენების) შეფასების კლასობრივ გაგებამდე: „იმის გამო, რომ სოციალური ეკონომიკური სისტემა დამარცხდა კაპიტალიზმთან. ეროვნული სოციალური ეკონომიკის გარდაქმნა უნდა მოხდეს იმავე ლოგიკით, ისეთივე ფორმებით და გზით, რაც გამოიყენეს დღეს განვითარებულმა ქვეყნებმა, (მათ დღევანდელი შედეგების მიღწევისათვის ორ საუკუნეზე მეტი დასჭირდათ). სამწუხაროდ, დროის ფაქტორს და განვითარების ისტორიული პირობების ცვალებად ხასიათს ანგარიშს არ უწევენ. ამიტომ გარდაქმნების იდეოლოგიად აღიარებულია ე.წ. ეკონომიკური ლიბერალიზმი, რომლის ფილოსოფია ეყრდნობა XVIII საუკუნის პარადიგმას „უხილავი ხელის“ ყოვლისშემძლეობის შესახებ. ნიშანდობლივია, რომ ამ იდეას დაუმორჩილეს ეკონომიკური პროცესებიდან სახელმწიფოს განდევნის სტრატეგიული ამოცანაც. ეს კი უხეში შეცდომა იყო (თუ იგი მხოლოდ შეცდომაა), რაც მსოფლიოს მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ხელწერითაც დასტურდება.

ორი პლანეტარული პროცესი და საქართველოს ეკონომიკა

ამჟამად მსოფლიოში ორი პლანეტარული მნიშვნელობის პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც მიზნებით, ამოცანებით, მექანიზმებით ერთმანეთისგან განსხვავებულია. პირველი, XX საუკუნის ბოლო წლებში ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში ახალი ტიპის - პოსტინდუსტრიული ეპოქის - ეკონომიკის ფორმირება დაიწყო. საყოველთაო აღიარებით იგი სამ მთავარ საყრდენს ეფუძნება: საბაზრო სისტემას, ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებას და სოციალურ მდგრადობას, რომელიც გულისხმობს საზოგადოებისა და ეკონომიკის სოციალური სტაბილურობის მუდმივ აღწარმოებას. ეკონომიკის ამ ტიპისთვის დამახასიათებელია: ევოლუციური განვითარება. იგი ეფუძნება თანამედროვე მეცნიერულ - ტექნიკური რევოლუციის შედეგებს, მართვის თანამედროვე სისტემების სრულყოფის პრინციპს, მდგრად სოციალურ სტაბილურობას და მიზნად ისახავს უფრო მაღალი სოციალურ - ეკონომიკური ეფექტიანობის მიღწევას.

მეორე პროცესი - პოსტსოციალისტური სისტემიდან საბაზრო პრინციპებზე გადასვლას ისახავს მიზნად (უფრო სწორად ინდუსტრიულად განვითარებულ ეკონომიკურ სისტემაზე). იგი რევოლუციურია, მაგრამ არა პროგრესულის დანერგვის თვალსაზრისით, არამედ ეფუძნება არსებული (სოციალისტური) პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების ძირფესვიანად ნგრევის პრინციპს, ტრანსფორმაციის ურთიერთგამომრიცხავ მეთოდოლოგიას, კაპიტალის დაგროვების XIX საუკუნის მოდელს. ამიტომ XXI საუკუნეში სოციალური კატაკლიზმების ინიცირების მთავარი მიზეზ - ფაქტორიცაა.

ამრიგად, ორი პლანეტარული პროცესის გავლენით ჩამოყალიბდა გლობალიზაციის ზემოთ განხილული მიდგომები, რეკომენდაციები და განისაზღვრა პოსტსოციალისტური ქვეყნების განვითარების ძირითადი მიმართულებები. ბუნებრივია, საქართველო მეორე პროცესის (ჯერ ნგრევის, შემდეგ კი აღმშენებლობის იდეას ამოფარებული) ეპიცენტრში აღმოჩნდა დაშოკური თერაპიისდოქტრინისა და საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური სტრუქტურებისრეცეპტებითეროვნული სიმდიდრის საყოველთაო ძარცვის ხელშემწყობი გარემოს შექმნით უფრო გაღრმავდა ეკონომიკური კრიზისი...

არ გამოვრიცხავთ, რომ ასეთ მიდგომას ოპონენტი გამოუჩნდეს და თქვას რას ვერჩით განვითარებულ ქვეყნებს ან მათი სახელით მოქმედ საერთაშორისო სტრუქტურებს, ისინი ხომ გულწრფელად გვეხმარებიანო, ჩვენივე მიზეზით თუ ასეთი დახმარებები სწორად არ გამოვიყენეთ, ეს მათი ბრალი არ არისო. საკითხის ასე დაყენებას თითქოს ლოგიკა აქვს, მაგრამ მხოლოდ ზედაპირული მიდგომით შეიძლება ასე ჩანდეს. მათ ყველა რეკომენდაციას მხოლოდ მათივე ცალმხრივი გამოცდილება (კაპიტალიზმის განვითარების ევოლუციური გზა) უდევს საფუძვლად და არ ითვალისწინებს სხვა ქვეყნის (ჩვენს შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის) ისტორიული განვითარების თავისებურებებს, ტრადიციებს. სოციალისტური ეკონომიკის განვითარების დონეს და სხვ. ამიტომ ასეთი რეკომენდაციები ობიექტურობას მოკლებულია. ეს ერთი, მეორე, მათ თავად არ იციან თუ როგორ ლოგიკას ემყარება საკუთარი ეკონომიკის (პოსტინდუსტრიული ეპოქის ეკონომიკის) განვითარება, რამდენად პერსპექტიულია მათ მიერ არჩეული სტრატეგია. მსოფლიოში მიმდინარე კრიზისმა ეს დაადასტურა. ამასთან, დასავლეთის განვითარებული ქვეყნები 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროს საერთაშორისო ფორუმზე შეთანხმდნენ, რომ „გზა, რომლითაც თავის კეთილდღეობასთან მივიდნენ განვითარებული ქვეყნები, მიუღებელია მთლიანად კაცობრიობისათვის“. ეს თამამი, ლოგიკური და საიმედო პოზიცია მსოფლიო ელიტამ საჯაროდ აღიარა. თუმცა, ასეთი განცხადების ფონზე, იმავე პერიოდში პოსტსოციალისტურ ქვეყნებს „შოკური თერაპია“ და შესაბამისად გარდაქმნების ისეთი სტრატეგია შესთავაზეს (თანაც ძალადობის შენიღბული ფორმებით), რომელიც ძირშივე ეწინააღმდეგებოდა დეკლარირებულ პრინციპებს.

მესამე, დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისა და საერთაშორისო სტრუქტურების რეკომენდაციებში პოსტსოციალისტური ქვეყნებისთვის უმთავრეს მოთხოვნად წაყენებულია ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის მინიმიზაციის კურსის განხორციელება. ამჟამინდელმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა უკვე მერამდენედ (თავის დროზედიდი დეპრესიისპირობებში) დაადასტურა, რომ ეკონომიკისთვითრეგულირება“ („უხილავი ხელი“) და სახელმწიფოებრივი რეგულირება („ხილული ხელი“) ყველგან და ყოველთვის სოციალურ - ეკონომიკური პროცესების რეგულირების ორგანული ნაწილებია, რომელთა ურთიერთმოქმედებაზე (ურთიერთშევსებაზე) არსებითად დამოკიდებულია ეკონომიკური პროცესების დაბალანსება და მაღალი ეფექტიანობა. ეს დასტურდება განვითარებული ქვეყნების XX საუკუნის გამოცდილებითაც. თუ ეს ასეა - ძლიერნი ამ ქვეყნისანი რატომ არ ურჩევენ სხვებს აპრობირებული გამოცდილება გამოიყენონ და ეროვნული მეურნეობა ეკონომიკური მიზანშეწონილობის ლოგიკით განავითარონ. ჩვენთვის ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. დამაჯერებელი პასუხი მხოლოდ სუბიექტური ფაქტორების გავლენით არ ყალიბდება. როგორც ჩანს, ეკონომიკის ჰუმანიზაციის პროცესებს თანამედროვე მსოფლიოში განვითარების ის მასშტაბები არა აქვთ, რომ კერძო ინტერესზე დამყარებული ეკონომიკური პარადიგმები შეიცვალოს...

მეოთხე, დღეს გვაქვს სრული საფუძველი ვთქვათ, რომ დასავლეთის (ფართო გაგებით) მიერ შემოთავაზებულმა ეკონომიკის „ტრანსფორმაციის კურსმა“ (რჩევები, რეკომენდაციები, მოწოდებები, „წერტილოვანი“ ფინანსური მხარდაჭერა, გარანტიები, მფარველობა და ა.შ.) სრული კრახი განიცადა. ეს მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა. ამაში მკითხველი დარწმუნდება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მიერ შემოთავაზებული ანალიზითა და შეფასებებით. საქართველოში კარგად ცნობილი სოროსის აზრით, „რჩევები და დახმარება, რომლებიც დასავლეთიდან მოდიოდა, მათ (რუსეთს და სხვა ქვეყნებს) უბიძგებდა საბაზრო ფუნდამენტალიზმის დაბნეულობის გამო არასწორი მიმართულებით განვითარებულიყო“. მისივე აზრით, „უკონტროლო კაპიტალიზმი და ცხოვრების ყველა სფეროში საბაზრო ფასეულობათა გავრცელება საფრთხეს უქმნის ჩვენს ღია და დემოკრატიულ საზოგადოებას. ამჟამად მთავარი მტერი უკვე არა კომუნისტური, არამედ კაპიტალისტური საფრთხეა“. ამერიკელი მეცნიერი . საკსი, რომელიც ელცინ - გაიდარის მთავრობის მთავარი კონსულტანტი იყო, წერს: რეფორმა (იგულისხმება რუსეთში) „უდიდესი წინასწარ გაუთვლელი უბედურება იყო“. იგი აღიარებს, რომ „როცა ჩვენ რუსეთში შევუდექით რეფორმებს თავს ვგრძნობდით ექიმებად, რომლებიც მოიწვიეს ავადმყოფის საწოლთან. მაგრამ როცა ავადმყოფი დავაწვინეთ საოპერაციო მაგიდაზე, უცბად აღმოვაჩინეთ, რომ მას სულ სხვა ანატომიური აგებულება და შინაგანი ორგანოები ჰქონდა, რომლებიც ჩვენს სამედიცინო ინსტიტუტში არ გვისწავლია“. ცნობილი პოლიტოლოგის . ბზეჟინსკის აზრით, დასავლეთმა სწორად ვერ განსაზღვრა პოსტსოციალისტურ სივრცეში საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების ამოცანა. იგი მონანიებით ამბობს, რომ „უნდა გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები. რუსეთში საბაზრო ეკონომიკის შემოღების მოთხოვნა ახალი კონსტიტუციისა და ახალი სასამართლო სისტემის გარეშე, შეცდომა იყო...

ზემოთ მოტანილი ინფორმაცია საფუძველს გვაძლევს რეალურად შევაფასოთ, თუ როგორი პროფესიონალი დასტაქრები ცდილობდნენ (ცდილობენ) დემოკრატიის გზაზე დამდგარი ქვეყნების ეკონომიკის „გაჯანსაღებას“.

მივიწყებული გამოცდილება და ისტორიული გაკვეთილები

ზემოთ მოცემული ანალიზის ფონზე, ბუნებრივია, დაისმება შემხვედრი კითხვებიც: რატომ აღმოჩნდა საქართველო (და სხვებიც) გარედან შემოთავაზებული დოქტრინების საცდელი პოლიგონი? რატომ დანებდა ეროვნული ცნობიერება თავსმოხვეულ თეორიებს? ეროვნულმა ფენომენმა რატომ ვერ შეძლო გამკლავებოდა „უცხო ბაძის“ მოწოლას? მთელმა საზოგადოებამ ამჯერადაც რატომ დაივიწყა დიდი ილიას რჩევა:

ხშირად მარცხის მიზეზი თვითონ საქმეშია, რომელიც მარტო ცარიელ სურვილზეა აგებული და მოკლებულია საჭირო ცოდნას ადგილის ვითარებისას, ურომლისოდაც კეთილი სურვილიც კი ფეხს და ხელს ვერ გაანძრევს, რომ არ შეცდეს და გზა-კვალი არ აერიოს“.

აქვე მიზანშეწონილია განვიხილოთ საქართველოს წარსულის (კერძოდ, XX საუკუნის) აპრობირებული, მაგრამ მივიწყებული გამოცდილებაც. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს განვითარებაში ყოველთვის მძლავრობდა გარედან ზემოქმედება სხვადასხვა ეტაპების თავისებურებებისა და სტრატეგიული მიზნების შესაბამისად. ეს რთული თემა სპეციალურ შესწავლა - ანალიზს მოითხოვს. ამიტომ შემოვიფარგლები ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით „უცხო ბაძის“ გავლენის ზოგიერთი თავისებურების განხილვით. ის, რომ საქართველო ყოველთვის იყო მავანთა განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი, ისტორიულად ცნობილია, დღესაც სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის ისტორიულად ახალი და ახალგაზრდა სახელმწიფოს) ინტერესთა სფეროში მოექცა ქვეყანა. ასეთ ფონზე განვიხილოთ ეროვნული ეკონომიკის განვითარების გარე ფაქტორებით განპირობებული პროცესების თავისებურებანი და ტენდენციები. ცნობილია, რომ საქართველოში კაპიტალიზმის განვითარება რუსეთის სპეციფიკის გათვალისწინებით დაიწყო და მხოლოდ მისი ცალკეული ელემენტების დამკვიდრება მოხერხდა. კაპიტალიზმი საქართველოში ევროპული მოდელით (მიზნებით, ამოცანებით, ლოგიკით) არ განვითარებულა, იგიწმინდა კაპიტალიზმის თეორიით ნასაზრდოები რუსეთის იმპერიის ტრადიციებს (ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულს) მორგებულიდოქტრინითწარიმართა, რომელმაც ვერ უზრუნველყო კაპიტალიზმის, როგორც ისტორიული მოვლენის (პროგრესის), სრულყოფილად განვითარება. ამიტომ საქართველო XX საუკუნის დასაწყისში მწარმოებლური ძალების განვითარების დაბალი დონით გამორჩეულ პერიფერიას წარმოადგენდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს ქვეყნის ეკონომიკა გაჩანაგდა, განვითარების მიღწეულ დონეს მნიშვნელოვნად ჩამორჩა (1919 წელს 1913 წელთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკა განახევრდა). ასეთ ფონზე ქვეყანაში მოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა (მსოფლიოში პირველად), რომელსაც სახელმწიფოებრივი მართვის გამოცდილებაც არ ჰქონდა, ეს ძალა ევროპიდან იმპორტირებულ იდეებს (სოციალ - დემოკრატიულ პრინციპებს) ეყრდნობოდა. თანაც ობიექტური პირობებიც არ იყო შექმნილი შეთავაზებული ახალი პრინციპებით ეკონომიკის განვითარებისთვის. ამით უნდა აიხსნას ნოე ჟორდანიას კონცეპტუალური პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველო, „კაპიტალიზმის ბოლო წერტილამდეგანვითარებას უნდა დაუჭიროს მხარი, რომ საქართველოდან სოციალისტური რევოლუცია არ დაიწყებაო“. ასეთ ფონზე სრულიად მოულოდნელად ქვეყანაში იცვლება პოლიტიკური ხელისუფლება, და საბჭოთა სისტემის დამკვიდრება იწყება რუსეთის ახალი ეკონომიკური პოლიტიკით (1921 წლიდან) ნეპი - ევროპულრუსული აზროვნების - მარქსიზმლენინიზმის, როგორც მოძღვრების, პირმშო იყო (ესეც იმპორტირებული). რამდენიმე წლის შემდეგ (20-იანი წლების ბოლოდან) საქართველოს ეკონომიკაში, როგორც საბჭოთა კავშირის ერთიანი სამეურნეო კომპლექსის ორგანულ ნაწილში პირველად გამოიყენეს ცენტრალიზებული დაგეგმვისა და მართვის პრინციპები. ხოლო პოსტსაბჭოთა პერიოდში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს თავს მოახვიეს, ასევე იმპორტირებული, ამჯერად პლანეტარული ხედვით გამსჭვალული დოქტრინა - „შოკურ თერაპია“ - სოციალისტური ეკონომიკური სისტემის ამოძირკვის რევანშისტულ იდეოლოგიურ იარაღი. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული 5 დოქტრინიდან ყოველი მომდევნო წინას ანტიპოდი იყო.

ასეთ პირობებში უგულებელყოფილ იქნა ეკონომიკურ განვითარებაში მემკვიდრეობის პრინციპები, განვითარების გარკვეულ ეტაპზე ძველისა და ახლის თანაარსებობის რეალური შესაძლებლობანი და საერთოდ გამოირიცხა განვითარების ევოლუციური გზა.

ეს საგანგებო შემთხვევათა რიგს განეკუთვნება და სწორი იქნება, თუ ქვეყნის განვითარების სუბიექტური მიზეზებით შეფერხების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ვაღიარებთ.

რას გვეუბნება ზემოთ მოცემული ანალიზი და მსჯელობა?

უპირველეს ყოვლისა იმას, რომ ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე განსაკუთრებული ნეგატიური გავლენა იქონია პლანეტარული მნიშვნელობის მსოფლმხედველობითმა პოზიციების მონაცვლეობის პრინციპებმა, ეკონომიკური მიზანშეწონილობით განვითარების უგულებელყოფამ, ქვეყნის განვითარების ცალმხრივ, სუბიექტურ ფაქტორთა მონაცვლეობითმა აღზევებამ. ყოველივე ამან, ეკონომიკის განვითარებაში დიდი სირთულეების შექმნა და ფაქტობრივად სისტემური კრიზისის მატერიალური, ორგანიზაციული, ფსიქოლოგიური საფუძველი მოამზადა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ეკონომიკის ამჟამინდელი კრიზისული მდგომარეობა განვითარების პროცესების ლოგიკური შედეგია.

ამრიგად, საქართველოს ეკონომიკა უკანასკნელ ორ საუკუნეში (ამჯერად ამ პერიოდს ვეხებით) ფაქტობრივად წარმოადგენდა გარე (ეგზოგენური) ფაქტორთა უშუალო გავლენით ფორმირებად (მუდმივად კრიზისულ სიტუაციაში ფუნქციონირებად) „სისტემას“, რომელიც სხვა და სხვა „იზმისადმი“ მონაცვლეობით მიბაძვითა და ერთგულებით მოწყდა ეროვნულ ფესვებს, მსოფლიოს პროგრესულ სამეურნეო გამოცდილებას, და ეროვნულ ორგანიზმში სხვადასხვა უცხო სხეულის მონაცვლეობით „ჩანერგვით“ მსოფლიო ეკონომიკის ჰორიზონტზე ჩამორჩენილ პერიფერიულ, დამბლადაცემულ ეკონომიკად მოსჩანს.

ასეთია მწარე სინამდვილე.

4.3 გლობალიზაციის გამოწვევები და საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ელგუჯა მექვაბიშვილი
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სრული პროფესორი

საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლის ეკონომიკა მსოფლიო მეურნეობის მასშტაბით ძალიან მცირეა. მისი ხვედრითი წილი 2005 წელს მსოფლიო მთლიან პროდუქტში 0.015%25-, ექსპორტში - 0.009%25-ზე ნაკლებს, იმპორტში არ აღემატებოდა 0.018%25-, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში კი - 0.012%25- შეადგენდა.

მსოფლიოში ნაკლებად მოიძებნება საქართველოს დარი პატარა ქვეყანა, სადაც ბუნებრივ - კლიმატური პირობებისა და რესურსების ასეთი დიდი მრავალფეროვნებაა. ეს გარემოება ხელსაყრელ პირობებს უქმნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგს, პირველ რიგში კი სოფლის მეურნეობას. ამასთანავე, საქართველო სოფლის მეურნეობის კუთხით ძნელად ასათვისებელი რეგიონია. ქვეყნის მთელი ტერიტორიის 54%25 მთებს უკავია, 33%25 - მთისწინეთს და მხოლოდ 13%25 - დაბლობებს. სასოფლო - სამეურნეო წარმოების განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებასაც, რომ საქართველოში საკმაოდ მაღალია მზის რადიაციის ინტენსიურობა და ხანგრძლივობა. ხელსაყრელი კლიმატური პირობები საშუალებას იძლევა წარმატებით წელიწადში ორი მოსავალი მოვიყვანოთ.

საქართველოს ბუნებრივ რესურსებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მინერალურ რესურსს, რომლის მარაგი ნედლეულის ძირითადი ტიპების მიხედვით შეფასებულია 90 მლრდ აშშ დოლარად. ამ რესურსების გამოყენების ხარჯზე საქართველოში წლიურად შესაძლებელია 30 მლრდ აშშ დოლარზე მეტი პროდუქციის წარმოება. მაღალი ეკონომიკურობით გამოირჩევა ჰიდროენერგორესურსები (30.3 მლრდ დოლარი), აგრეთვე მინერალური და მიწისქვეშა თერმული წყლები (19.8 მლრდ დოლარი). საქართველოში ნახშირის პროგნოზული მარაგი აღემატება 700 მლნ ტონას, ხოლო ჰიდორენერგეტიკული რესურსების სრული პოტენციალი წლიურად 159.4 მლრდ კილოვატსაათია. მტკნარი მიწისქვეშა წყლების ჯამური ბუნებრივი დებეტი ასევე საკმაოდ მაღალია (560 კუბ. მეტრი წამში) და შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მოსული ნალექების 20%25-ს. დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა მინერალური წყლები, რომელთა რაციონალური გამოყენება საქართველოში სავალუტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება გახდეს.

საქართველოს კონკურენტული უპირატესობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია მისი უაღრესად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, რაც ქვეყნის გლობალურ პროექტებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას იძლევა. საკითხი რამდენიმე გლობალურ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო - საკომუნიკაციო პროექტს ეხება. ესენია: ბაქო - სუფსის მოქმედი ნავთობსადენი; ბაქო - თბილისი - ერზრუმის გაზსადენი; ყარსიახალქალაქი - თბილისი - ბაქოს მომავალი სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ევროპას ყაზახეთთან და ჩინეთთან დააკავშირებს. ამ მაგისტრალის საშუალებით საქართველოს, როგორც ევროპა - აზიას შორის სატრანზიტო ქვეყნის როლი, კიდევ უფრო გაიზრდება. აღნიშნული პროექტის დამთავრების შემდეგ მივიღებთ თანამედროვე „აბრეშუმის გზას“, რომლითაც ყარსში მყოფი ადამიანი ყაზახეთის გავლით შანხაისა და ჰონგკონგში ჩასვლას მოახერხებს. ეს პროექტი, რომელიც ე.წ. „მარმაის პროექტს“ მიებმება, ბრიტანეთიდან წამოსულ მატარებელს თურქეთის გავლით ჩინეთში პირდაპირ ჩასვლის საშუალებას მისცემს. აღნიშნული მაგისტრალით ყოველწლიურად ასევე შესაძლებელი გახდება 20 მლნ ტვირთის გადატანა. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ 2008 წლის აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. არსებობდა იმის პერსპექტივა, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა, ჩართულიყო საუკუნის გლობალურ ენერგეტიკულ პროექტში „ნაბუკოს” სახელწოდებით, თუმცა ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ არსებული სიტუაციის გამო ჩვენს ქვეყანას ამ მარშრუტმა შესაძლებელია გვერდი აუაროს

გლობალიზაციის პროცესში საქართველოს მონაწილეობას განსაზღვრავს ის გარემოება, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც განსაკუთრებული სიმწვავითა და წინააღმდეგობრივი ხასიათით გამოირჩევა. თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკა ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია ამ პროცესის გლობალიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუთავსებლად და იზოლაციაში ყოფნა სტაგნაციას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, გლობალიზაციის პროცესებში ჩართვა ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რაც ტრანსფორმაციის პროცესებთან ერთად, ეკონომიკის პერსპექტიული განვითარების ლოგიკას განსაზღვრავს. ამასთანავე, აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობა უნდა განხორციელდეს საკუთარი სახისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებით. ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული მიზნიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს შემდეგი ამოცანა: მთელი საზოგადოებისა და პირველ რიგში - ეკონომიკის რეკონსტრუქცია იმ მოდელით, რაც ძირძველ ტრადიციებს ინოვაციებთან გააერთიანებს.

ნებისმიერი ქვეყნის მონაწილეობა გლობალიზაციაში, ეროვნული და ინტერნაციონალური ასპექტების ურთიერთმიმართების დიალექტიკასთან ერთად, მთელ რიგ აქტუალურ და სადისკუსიო საკითხების გარკვევასაც მოითხოვს. კერძოდ, არის თუ არა ქვეყანა მზად გლობალიზაციაში მონაწილეობის სანაცვლოდ ეროვნული სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დასათმობად? როგორია თანაფარდობა სუვერენიტეტის ამ დათმობილ ნაწილსა და გლობალიზაციიდან მიღებულ სარგებელს შორის? რა გზებით შეიძლება უფრო ეფექტიანად ჩაერთოს ქვეყანა გლობალიზაციაში - დამოუკიდებლად თუ რომელიმე რეგიონალურ გაერთიანებაში მონაწილეობის გზით? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ბოლო შეკითხვიდან დავიწყოთ. მიგვაჩნია, რომ უფრო ეფექტიანია საქართველოს გლობალიზაციაში ჩართვა რომელიმე მსხვილ სტრუქტურაში მონაწილეობის გზით. წლების მანძილზე საქართველო იყო ისეთი რეგიონული გაერთიანებების წევრი, როგორიცაა: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (ე.წ. „BSEC“) და „სუამი”. ცნობილი მიზეზების გამო საქართველომ გამოაცხადა დსთ-დან გამოსვლის შესახებ, დანარჩენი ორი ორგანიზაციის საქმიანობა კი, არ არის ეფექტიანი და არ იძლევა გლობალიზაციაში ჩვენი ქვეყნის აქტიური ჩართვის შესაძლებლობას.

საქართველო ევროპულ ფასეულობებზე ორიენტირებული ქვეყანაა და ევროპისაკენ სწრაფვის ისტორია, ჯერ კიდევ, შუა საუკუნეებიდან იწყება. ყველაზე პროგრესულად ითვლება ის გზა, რომელიც ევროკავშირში შეგვიყვანს და განვითარებული ეკონომიკისა და ცხოვრების მაღალი დონის მიღწევის მტკიცე გარანტი იქნება. იმავდროულად ეს არის ხანგრძლივი და ძნელად გასავლელი გზა, ვინაიდან ევროკავშირში პოსტკომუნისტური ქვეყნების გაერთიანება გულისხმობს მათ საფუძვლიან მომზადებას, საზოგადოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში სათანადო პირობების შექმნას და მათზე დაყრდნობით სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში გარღვევის განხორციელებას. ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს ხუთი პოსტსაბჭოთა ქვეყნისათვის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი) გაერთიანების ასოცირებული წევრობის შეთავაზება, რაც გულისხმობს აღნიშნულ ქვეყნებთან სავაჭრო რეჟიმის გამარტივებას და ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის გაადვილებას. ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების პრიორიტეტულ სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს. აუცილებელია ამგვარი ინტეგრაციისათვის შესაბამისი თეორიული ბაზის მომზადება და ამ თვალსაზრისით სასურველად მიგვაჩნია საქართველოს მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა მონაწილეობით მეგაპროექტის შემუშავება პირობითი სახელწოდებით, „ევროპაში დაბრუნება: ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”. ეს პროექტი შეიძლება, შემდეგ ბლოკებს მოიცავდეს: ეკონომიკა; პოლიტიკა (სახელმწიფო, სამართალი, საზოგადოება); სოციალური სფერო; კულტურა; რელიგია და ეკლესია; ეროვნული საკითხი; ავტონომიები.

მეგაპროექტის ჩარჩოებში უნდა შემუშავდეს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლების კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან დაახლოების ვადების ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები, რესურსები და შემსრულებლები.

მეტად საინტერესოა ის ინტეგრაციული ვარიანტი, რაც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ეკონომიკური გაერთიანების („სამხრეთ კავკასიური საერთო ბაზრის“) შექმნას და ამ გზით თითოეული ამ ქვეყნის ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესში ჩართვას. საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სისტემური რეფორმების გატარებით საქართველომ უნდა მოახერხოს რეგიონული ლიდერის ადგილის დაკავება და გამყარება. ის გარემოება, რომ ევროკავშირის ასოცირებული ხუთი ქვეყნიდან სამი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოა, ნათლად მიგვანიშნებს, რომ ევროპა სამხრეთ კავკასიის რეგიონს ერთიანობაში მოიაზრებს და ამ რეგიონის შიგნით ეკონომიკური ინტეგრაციის გამყარება უაღრესად პერსპექტიული საქმეა. ანგარიშგასაწევია ის გარემოებაც, რომ ევროპელი სტრატეგების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხშირად განიხილება ცენტრალური აზიის უაღრესად საინტერესო რეგიონთან ურთიერთკავშირში, რაც კიდევ უფრო აფართოვებს მოსალოდნელი ინტეგრაციის ჩარჩოებს. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს პრინციპს- „დავების გადაჭრიდან მყარი ინტეგრაციისაკენ“. აშკარაა, რომ ამგვარი პროცესების განხორციელება მეტად რთულია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მის გარეშე ძალიან ძნელი იქნება გლობალიზაციაში თითოეული ქვეყნის წარმატებული მონაწილეობა.

ყოველივე ზემოაღნიშნული, შეეხება საქართველოს განვითარებისათვის აუცილებელ გარედან მომდინარე იმპულსებს, რასაც ამჟამად გლობალიზაცია განსაზღვრავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მთელი რიგი საშინაო ამოცანების წარმატებით გადაწყვეტა. ეს ამოცანებია: საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და მისი გასაღების ახალი ბაზრების მოძიება, მაღალტექნოლოგიური და მეცნიერებატევადი წარმოების განვითარება, გარე შოკების მიმართ მდგრადი ეკონომიკური სისტემის შექმნა. რა პარადიგმის საფუძველზეა შესაძლებელი ამ ამოცანების გადაჭრა? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირება, სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ხორციელდებოდა განვითარების ინერციული მოდელის ჩარჩოებში. იგი ემყარებოდა ძველი დროიდან შემორჩენილ კავშირებსა და პოტენციალს. ამასთან ერთად, საქართველოს დღევანდელი ეკონომიკა არის შემოსავლებზე ორიენტირებული სისტემა, რაც არ გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით. თეორიული თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, თუ რა გზით უნდა წარიმართოს საქართველოს ეკონომიკური განვითარება - ძველი სტრუქტურების აღდგენა - შენარჩუნებით თუ პრინციპულად ახალი სტრუქტურების შექმნით? ძველ სტრუქტურებს რაც შეეხება, მასზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს პროფ. ლ. ჩიქავას ნაშრომში -„ინოვაციური ეკონომიკაში“ - მოყვანილი მონაცემები: „საქართველოს მანქანათმშენებლობასა და ლითონდამამუშავებელ მრეწველობაში 1986-1996 წლებში 10 წლამდე ლითონმჭრელი ჩარხების ხვედრითი წილი 45,6-იდან 18,2%25-მდე შემცირდა, ხოლო 10 წელზე მეტი ასაკისა, შესაბამისად, 21,1- იდან 31,9%25-მდე გაიზარდა. ასეთივე ტენდენცია შეიმჩნეოდა საწნეხ - სამჭედლო მოწყობილობებშიც: 10 წლამდე მოწყობილობის ხვედრითი წილი 52,5%25-იდან 20,8%25-მდე შემცირდა, 10 წელზე მეტი ასაკისა კი, შესაბამისად, 49,8%25-იდან 79,2%25-მდე (მათ შორის 20 წელზე მეტი ასაკისა - 20%25-იდან 31,7%25-მდე გაიზარდა). ამ ნეგატიურმა ტენდენციამ კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა მომდევნო (1997-2005 წ.წ.) პერიოდში“ ( ლ. ჩიქავა. ინოვაციური ეკონომიკა, თბ., 2006, გვ. 258). ეკონომიკის განვითარების მეორე გზა გულისხმობს მოდერნიზაციას, ანუ ყოველგვარი გარდამავალი ფორმების გარეშე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ინოვაციური გარღვევის მოხდენას. როგორც პროფ. ი. სამსონი მიუთითებს, ეკონომიკური მეცნიერების მიხედვით, თანამედროვე განვითარება „შეიძლება წარმოდგენილ იყოს როგორც კონკურენტული განვითარების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლის პროცესი. ეს პროცესი გულისხმობს ფაქტორებზე ორიენტირებული ეკონომიკიდან (რომელიც ეფუძნება ბუნებრივ ან გარე ფინანსურ რესურსებს და იაფ მუშახელს) ჯერ ინვესტიციებზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე (რომელიც ეფუძნება მწარმოებლურ კაპიტალდაბანდებებს), ხოლო შემდეგ ინოვაციებზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე (რომელიც ეფუძნება ადამიანის გონებრივ შრომას და ინოვაციურ საქმიანობას) გადასვლას“( ი. სამსონი, განვითარების გზის ძიება: საქართველოს ამოცანები. ჟურნ. „საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები“, 2006, მარტი, №4, გვ. 73).

0x01 graphic

პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ნოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს სულ ცოტა ორი ფაქტორი: პირველია თანამედროვე მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურა. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად მსოფლიო სათბობენერგეტიკული ბაზრის ტევადობა დაახლოებით 740 მლრდ დოლარია, მაღალტექნოლოგიური ბაზრისა კი - 2.9 ტრლნ დოლარი. ექსპერტთა შეფასებით უახლოესი 15-20 წლის მანძილზე ამ ბაზრის მოცულობა მიაღწევს 9.6 ტრლნ აშშ დოლარს. მეორე ფაქტორი უკავშირდება ევროკავშირის ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრირების ვადებს. კერძოდ, არსებული ტექნოლოგიების ბაზაზე მოსახლეობის ერთ სულზე ნომინალური მშპ-ს მიხედვით საქართველო ევროკავშირის დღევანდელ დონეს რომ გაუთანაბრდეს, მას 35 წელი დასჭირდება.

საქართველოს ეკონომიკის ნოვაციურ რელსებზე გადაყვანის პრობლემა საკითხთა ორ ჯგუფს უკავშირდება: პირველი, რა შესაძლებლობები არსებობს დღეს საქართველოში ამის განსახორციელებლად და მეორე, რა მექანიზმებით არის შესაძლებელი ამის მიღწევა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მაღალტექნოლოგიური, მაღალმეცნიერული წარმოების მთავარი რესურსები განათლება და მეცნიერებაა.

შუა საუკუნეებში, კერძოდ კი XII საუკუნეში საქართველოში დაარსდა გელათისა და იყალთოს აკადემიები, სადაც მსმენელები თეორიულ განათლებასთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც იღებდნენ. განათლების საკმაოდ მაღალი დონე იქნა მიღწეული საბჭოთა წყობილების პირობებში. პრაქტიკულად მოისპო წერა - კითხვის უცოდინარობა, სტუდენტებისა და საშუალო სკოლის მოსწავლეთა შეფარდებითი რაოდენობით საქართველოს მოწინავე პოზიციები ეკავა არა მხოლოდ სსრ კავშირში, არამედ მსოფლიოშიც. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა საგანმანათლებლო პოტენციალი, რაც XXI საუკუნის დასაწყისში შემდეგ მონაცემებში აისახა: „2002 წლისათვის 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წერა - კითხვის მცოდნეობის დონემ საქართველოში თითქმის 100%25-ს მიაღწია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა... რაც შეეხება განათლების დონის ინდექსს, 2002 წლისათვის იგი საქართველოში 0,89-ს უდრის, რაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე (0,76) 13 პუნქტით მაღალია“ (ლ. ჩიქავა. ინოვაციური ეკონომიკა, გვ. 287-288.).

საზოგადოების სისტემურმა გარდაქმნამ და გლობალიზაციამ გამოიწვია გარემოს უაღრესად სწრაფი ცვალებადობა, რამაც თავის მხრივ, დღის წესრიგში დააყენა პიროვნების უნარ - ჩვევებზე აქცენტების გადატანა, მასში ისეთი თვისებების წინა პლანზე წამოწევა, როგორიცაა: კრეატიულობა, დამოუკიდებლობა, ინიციატივა, პასუხისმგებლობა და ა.შ. ამასთანავე, განათლება თანამედროვე პირობებში ადამიანის სოციალური ფუნქციის რეალიზაციასაც გულისხმობს. განათლების რეფორმირების მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ამ სფეროში დაგროვილი პოზიტიური გამოცდილებისა და გლობალიზაციით ნაკარნახევი ნოვაციების სიმბიოზი და ამის საფუძველზე - საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი მუშახელის მომზადება. არანაკლები მნიშვნელობა აქვს განათლების მეშვეობით დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანი წევრის, საკუთარი ქვეყნის პატრიოტი მოქალაქის აღზრდას. განათლების პროცესს უწყვეტი ხასიათი უნდა ჰქონდეს და განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდეს საზოგადოების ინფორმაციული მომზადების დონის ამაღლებას. დღეს ინფორმაცია ადამიანის არსებობის მესამე ფორმაა მატერიასა და ენერგიასთან ერთად. ისეთი ქვეყნების გამოცდილება, როგორიცაა ფინეთი და ირლანდია, ადასტურებს, რომ შედარებით პატარა და მცირე რესურსების მქონე ქვეყნებსაც ეძლევათ წარმატების შანსი, თუკი ისინი სწორად განსაზღვრავენ საკუთარი განვითარების პრიორიტეტებს და გაატარებენ მეცნიერულად დასაბუთებულ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პოლიტიკას.

საქართველოში მეცნიერების განვითარების სფეროში გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე საკმაოდ მდიდარი გამოცდილება არსებობდა, რასაც ადასტურებს მრავალი მონაცემი. კერძოდ, 1990 წლისათვის საქართველოში 29 ათასი მეცნიერი მუშაობდა. მათ შორის 1400 მეცნიერების დოქტორი, ხოლო 11 ათასზე მეტი მეცნიერების კანდიდატი იყო. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებში კვლევით საქმიანობას ეწეოდა 6 ათასამდე მეცნიერი, მათ შორის 450-მდე მეცნიერების დოქტორი და 3 ათასამდე მეცნიერების კანდიდატი, ფუნქციონირებდა 131 სამეცნიერო დაწესებულება, მათ შორის 115 სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი და 4 საპროექტო - საკონსტრუქტორო ორგანიზაცია. პოსტკომუნისტურ პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა ყველაზე მეტად მეცნიერებაზე იმოქმედა. 2007 წლისათვის საქართველოში სამეცნიერო დაწესებულებათა რაოდენობა 92-მდე შემცირდა. მათ შორის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტებია - 73, ხოლო საპროექტო - საკონსტრუქტორო ორგანიზაციები საერთოდ გაუქმდა.

იმავე პერიოდში მეცნიერ - მუშაკთა რაოდენობა ცალკეული სამეცნიერო სფეროს მიხედვით თითქმის განახევრდა. ამასთან ერთად შეიმჩნეოდა მეცნიერთა „დაბერების” პროცესი. კერძოდ, 1990 წელს სამეცნიეროკვლევით დაწესებულებებში მეცნიერ - თანამშრომელთა განაწილება ასაკის მიხედვით ასეთი იყო: 35 წლამდე ასაკის- 47,8%25; 51-65 წლის-30,8%25; 65 წელზე მეტის- 23,4%25. 2006 წლისათვის ეს მაჩვენებლები შესაბამისად: 36,2%25; 36,6%25 და 27,2%25-ს შეადგენდა.

მეცნიერების ასეთი „სტაგნაცია და დეპრესია” მრავალი მიზეზით იყო გამოწვეული. მათ შორის, ჩვენი აზრით, გადამწყვეტი იყო ამ სფეროს მიმართ ხელისუფლებაში ჩამოყალიბებული საფუძველშივე მცდარი მოსაზრება, რომ პატარა, ღარიბ და პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის სიძნელეებით დატვირთული ქვეყნისათვის ფუნდამენტური კვლევების ჩატარება და მასზე ფინანსების გამოყოფა ზედმეტი ფუფუნებაა. თითქოსდა ჩვენი საქმეა სხვის მიერ მიღებული შედეგების მხოლოდ გამოყენება. ამ იდეოლოგიიდან გამომდინარე, მოქმედებდა მეცნიერების „ნარჩენების” პრინციპით დაფინანსების პრაქტიკა. 2005 წელს საქართველოში მეცნიერებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა დაფინანსებამ შეადგინა 21 მლნ ლარი. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველოში მეცნიერება ამჟამად, ისე როგორც წინათ, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2006 წელს აღნიშნულმა თანხამ შეადგინა 18,2 მლნ ლარი, რაც მშპ-ს 0.15%25 (2005) და 0,13%25 (2006) იყო. შედარებისათვის აღვნიშნავთ, რომ იგივე მაჩვენებელი იაპონიაში შეადგენდა 3%25-ს, აშშ-სა და გერმანიაში - 2,7%25-ს, საფრანგეთში - 2,5%25-ს, დიდ ბრიტანეთში - 2,4%25-ს რუსეთში - 1,2%25-ს, ყაზახეთში - 1.1%25-ს და ა.შ.

ევროპის (ფინეთი და ირლანდია) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის (სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჰონგკონგი) ბოლო 10-15 წლის გამოცდილება ნათლად გვიჩვენებს, რომ მათ შთამბეჭდავ ეკონომიკურ შედეგებს მიაღწიეს მეცნიერებასა და განათლებაზე დამყარებული ინოვაციური ეკონომიკის განვითარების გზით. ამ გამოცდილების გათვალისწინებით აუცილებელია საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბება და განვითარება ქვეყნის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ზოგადად ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებად იქცეს. უნდა ჩამოყალიბდეს „ეროვნული ინოვაციური სტრატეგიული ინიციატივის” მეგა - პროექტი და ის დაიყოს ცალკეულ პროექტებად. კერძოდ, შეიქმნას პროექტი პირობითი სახელწოდებით „ინოვაციური საქართველო - 2025” და იგი განხორციელდეს შემდეგი ქვე-პროექტების სახით: ინტელექტის ინსტიტუციონალიზაცია და კაპიტალიზაცია; სტრატეგიული აზროვნებისა და ხედვის რეაბილიტაცია; ინოვაციური კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ეფექტიანი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა; მეცნიერების განვითარების ინსტიტუციონალურ-სამართლებრივი, ორგანიზაციული და ფინანსურ-ეკონომიკური უზრუნველყოფა.

აღნიშნული მეგა - პროექტის ჩარჩოებში შეიძლება გამოიყოს 3 ეტაპი და თითოეულის ხანგრძლივობა განისაზღვროს 5 წლის ვადით. პირველ ეტაპზე უნდა შეიქმნას კოგნიტურ - ინოვაციური ეკონომიკისათვის აუცილებელი ინსტიტუციონალური გარემო. ეს პროცესი უნდა განხორციელდეს ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევის ფონზე. მეორე ეტაპზე უნდა მოხერხდეს კოგნიტურ - ინოვაციური ეკონომიკის სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და ეკონომიკური ზრდის დაწყება პრინციპულად ახალ ტექნოლოგიურორგანიზაციულ საფუძველზე. მესამე ეტაპზე უნდა განხორციელდეს მაღალ ტექნოლოგიებსა და წარმოების ქსელურ ორგანიზაციაზე დამყარებული უმაღლესი სოციალურ - ეკონომიკური ეფექტიანობის მქონე სისტემის ფუნქციონირება, რომელიც უზრუნველყოფს: ა) ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გლობალური ეკონომიკის მასშტაბით; ბ) საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრების მაღალ სტანდარტებს.

მოკლედ განვიხილოთ ზემოაღნიშნული მეგა - პროექტის პირობები და რესურსები. პირობებს მიეკუთვნება: თვისობრივად ახალი სამართლებრივი ორგანიზაციული და ფინანსურ - ეკონომიკური მექანიზმების შექმნა; რეგიონალურ და გლობალურ ტექნოლოგიურ ალიანსებში აქტიური ჩაბმა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ინოვაციური ეკონომიკის განვითარების რესურსების ანალიზს. საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილი ინტელექტუალური პოტენციალი, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო და ტექნიკური მუშაკების სახით, წარმოადგენს ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბების აუცილებელ, თუმცა არასაკმარის პირობას. ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდური ინვესტიციების განხორციელება იმ თანამედროვე მაღალ ტექნოლოგიებში, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ინოვაციური ეკონომიკის არსებობა. მსოფლიოში ამჟამად აპრობირებულია მაღალი ტექნოლოგიების დანერგვის რამდენიმე მოდელი, რომელიც გულისხმობს როგორც უცხოური კაპიტალის მოზიდვას, ასევე სამამულო კაპიტალის მობილიზაციას მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. პირველი მოდელი ითვალისწინებს უცხოური მოწინავე ტექნოლოგიების ათვისებას და მათ გადაცემას ადგილობრივი ფირმებისათვის, ანუ ე.წ. „ნოუ-ჰაუს“ მეთოდი. მეორე მოდელი გულისხმობს ტრანსეროვნული კომპანიების (ტეკ) წახალისებას და მხარდაჭერას ქვეყნის შიგნით, რათა მათ შემოიტანონ კაპიტალი, ახალი ტექნოლოგიები, წარმოების მართვისა და ორგანიზაციის მოწინავე მეთოდები. ამ შემთხვევაში ტეკ-ების საქმიანობა უპირატესად ორიენტირებულია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარებაზე. ამასთანავე ამ მოდელის პრაქტიკაში გამოყენებისას უნდა გავითვალისწიონოთ, რომ საექსპორტო სექტორი იზოლირებული არ აღმოჩნდეს ეკონომიკის სხვა სექტორებისაგან. პირიქით, ახალი ტექნოლოგიები, მენეჯმენტი და მარკეტინგი სწრაფად უნდა ვრცელდებოდეს მთელ ეკონომიკაში. მესამე მოდელი ითვალისწინებს მსხვილი ეროვნული კაპიტალის აკუმულაციას დიდ კორპორაციებში. განვითარებადი ქვეყნებიდან ამ მოდელის განხორციელება მხოლოდ სამხრეთ კორეამ მოახერხა ე.წ. „ჩებოლების“, ანუ მსხვილი ინდუსტრიული სტრუქტურების საშუალებით. მეოთხე მოდელი გულისხმობს მცირე და საშუალო ზომის ინოვაციური საწარმოების (ფირმების) განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკაში მათი გადამწყვეტი როლის უზრუნველყოფას. ჩვენი აზრით, საქართველოსათვის ყველაზე უფრო ეს უკანასკნელია მისაღები.

მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ მცირე საწარმოები (ფირმები) უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ინოვაციური ბიზნესის განვითარებაში. ეს პროცესი პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკის გლობალიზაციასთან და მოქცეულია ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის ფოკუსში. აშშ-ში დაახლოებით 25 მლნ მცირე და საშუალო საწარმო იღებდა საგადასახადო შეღავათებს, სპეციალურ კრედიტებს, ქვოტებს სახელმწიფო შეკვეთებზე, უფასო მომსახურებას, მათ შორის საერთაშორისო მარკეტინგზე, კადრების მომზადებაზე. სახელმწიფო ხელს უწყობდა ფრანჩაიზინგს, მცირე ბიზნესისათვის აყალიბებდა ლიზინგურ და ვენჩურულ ფონდებს. კერძოდ, ისრაელის მთავრობა ეროვნული ვენჩურული ინდუსტრიის განვითარების ეროვნულ - სახელმწიფოებრივი პროგრამის ფარგლებში აფინანსებს 10 კერძო კომპანიის სასტარტო კაპიტალის 40%25-ს. ჩილეში მეოთხედი საუკუნეა მოქმედებს ე.წ. „ჩილეს ფონდი“, რომელშიც პარტნიორულ საფუძველზე მონაწილეობენ სახელმწიფო და კერძო კომპანიები. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ხელს უწყობენ პერსპექტიული ინოვაციური პროექტების შექმნას, დინამიკურად განვითარებულ ინოვაციურ ფირმებს და მათ სათანადო ფინანსურ- ეკონომიკური მომძლავრების შემდეგ ყიდიან კერძო მფლობელებზე.

საქართველოში ინოვაციური ბიზნესის განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიანად მოქმედიეკონომიკის ჩამოყალიბებაში. იგი ხელს შეუწყობს სამუშაო ძალის მაქსიმალურ დასაქმებას, საზოგადოების სოციალეკონომიკური და პოლიტიკური გარანტის - საშუალო კლასის შექმნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია მცირე ინოვაციური ბიზნესისადმი სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა, რაც შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მიმართულებებით:

საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; სპეციალური ბანკების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, რომლებიც შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთებით გასცემენ კრედიტებს მცირე და საშუალო ინოვაციურ საწარმოებზე; მცირე ინოვაციურ ფირმებზე გასაცემი კომერციული კრედიტების სახელმწიფო გარანტიების ინსტიტუტის შექმნა; საგადასახადო შეღავათების დაწესება, რომელიც გულისხმობს ამ ტიპის ფირმების გათავისუფლებას ყოველგვარი გადასახადებისაგან საქმიანობის საწყის ეტაპზე, აგრეთვე რეინვესტირებული მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებას; მცირე და საშუალო ინოვაციური საწარმოების წარმოებრივი ფონდების დაჩქარებული ამორტიზაციის წესის შემოღება; აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცედურების მოწესრიგება მცირე და საშუალო ინოვაციურ საწარმოებში, რაც პირველ რიგში, მათ გამარტივებას გულისხმობს; უცხოური კაპიტალის მოზიდვის სტიმულირების მექანიზმის შექმნა, რაც ითვალისწინებს როგორც ზოგადად ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, ისე დამატებითი სტიმულების შემოღებას; ინოვაციური პროექტების დაფინანსებაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების საკუთარ თავზე აღება; ინოვაციური მცირე ბიზნესისათვის აუცილებელი კადრების მომზადებისა და გადამზადების ეფექტიანი სისტემის შექმნა; ინოვაციური პროექტების საერთო ეროვნული ბანკის შექმნა და მისი მუდმივი განახლება; ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამების შექმნა და მათი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება; მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრების, ტექნოპარკებისა და ტექნოპოლისების ჩამოყალიბება.

ამრიგად, სახელმწიფო უნდა გამოვიდეს ინოვაციური ეკონომიკის განვითარების მთავარი კატალიზატორის როლში და უნდა შექმნას თანამედროვე ინოვაციურ - კოგნიტური ეკონომიკური სისტემა, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს ღირსეულად შევიდეს გლობალურ ეკონომიკაში, შეავსოს ის ნიშები თუ „სამომხმარებლო თაროები”, რომლებიც სხვა სახელმწიფოების მიერ ჯერ კიდევ დაკავებული არ არის.

ANNOTATION
Challenges of Globalization and Some Problems of Ge orgian Economy Development

E. Mekvabishvili

Complex and resistant character of Globalization is discussed in the article. It is noted that Globalization causes a range of challenges in front of Georgian Economy is standing for now. The main Challenge links to the possible perspective in what way the country will develop in the future, as a developed country. It will only perform a transit function in Global Economy or manage to create high technological and innovative economy of a postindustrial age.

Not only perspectives, but necessity and possibility of the second way in the reality of Georgia are proved in the article.

Some concrete directions of formulating cognate - innovative economic system are formed.

4.4 ადამიანის ღირსება და საბაზრო სისტემა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი


0x01 graphic

მაია თეთრუაშვილი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი

საბაზრო სისტემის დამკვიდრებამ საქართველოში თითოეული ჩვენთაგანის ცნობიერებაში იმდენად დიდი ცვლილებები მოიტანა, რომ შეიძლება ითქვას, მათ უდიდეს უმრავლესობაში მენტალური ხასიათის მეტამორფოზები გამოიწვია. არსებობისთვის ბრძოლამ იმდენად უკომპრომისო ხასიათი მიიღო, რომ ის, ვინც გადაურჩა ამ ბრძოლას და, ასე ვთქვათ, იმდენად სულიერება დაცლილი, უსულგულო და სხვისი გაჭირვებისადმი გულგრილი გახადა, სრულიად ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ასეთი გამარჯვება უფრო დიდი დამარცხების, - სულიერების სფეროში დამარცხების ფასად იქნა მოპოვებული.

ეს სამწუხარო რეალობაა და იმდენადაა შემაძრწუნებელი, რამდენადაც ქართულ მენტალობას ამის მიღება არ უნდა - დიახ, ქართველის შინაგანი ბუნება ამის წინააღმდეგია და არაფრით არ უნდა ამას შეეგუოს. თუმცა, არსებობისათვის ბრძოლა, შვილების მომავალზე ზრუნვა და კიდევ ათასი სხვა რამ, მნიშვნელოვანი, თუ უმნიშვნელო, მიზეზი აიძულებს, თუ თითოეულ ჩვენთაგანს არა, მათ საკმაოდ დიდ ნაწილს შეეგუოს იმას, რაც მის მენტალობას ეწინააღმდეგება.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამის შეგუებას გარკვეული დრო სჭირდება, თორემ, საბაზრო სისტემის მქონე ქვეყნებში ამას უკვე დიდი ხანია შეეგუენ.

სიტუაციის მთელი ტრაგიზმი იმაშია, რომ ქართველთა არც თუ უმნიშვნელო ნაწილი ამას ვერ ეგუება, რაც პირველ რიგში, ჩვენი ეთნო - ფსიქოლოგიური, თუ ეთნო - სოციალური თავისებურებებით უნდა იყოს გამოწვეული. და მაინც: საბაზრო სისტემისადმი შეგუების პირველი გამოვლინება იმაში გამოიხატა, რომ ადამიანები ერთმანეთისადმი თითქმის სრულიად გულგრილები გახდნენ და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ეს მათი ურთიერთობების გარეგნულ ფორმებშიც გამოვლინდა (სამწუხაროც სწორედ ეს არის).

კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, - ის, რომ ადამიანთა უდიდესი თუ არა, საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე ისე იქცევა, როგორც საბაზრო სისტემისათვისაა აუცილებელი, რეალურად არსებული ფაქტია და ჩვენ ვერაფერს გავხდებით. უფრო მეტიც, ალბათ არცჩვენ და არც არავის არა აქვს უფლება, ადამიანს თავს მოახვიოს საკუთარი ხედვა, თუ როგორ უნდა მოიქცეს და, ამდენად, არ იქნება გამართლებული ჩავერიოთ ცალკეული ადამიანის პირად ცხოვრებაში.

სიტუაციის მთელი ტრაგიზმი იმაშია, რომ ამის საშუალება, ან უფლებაც რომ გვქონდეს, მაინც არ უნდა ჩავერიოთ, თუ არ გვინდა ამ ადამიანების ფიზიკურ განადგურებას შევუწყოთ ხელი, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დამარცხდებიან არსებობისათვის იმ დაუნდობელ ბრძოლაში, რასაც საბაზრო სისტემა ჰქვია.

ამასთან დაკავშირებით მინდა ერთ დელიკატურ საკითხს შევეხო, - ქართველთა ერთ სრულიად განსაკუთრებულ თვისებას, რომლის მსგავსსაც არა მგონია მსოფლიოში ანალოგი მოეძებნებოდეს. ეს არის ქართველთა მიერ საუკუნეების მანძილზე აპრობირებულიერთურთის დახმარების ინსტიტუტი“, რომელიც შოკში აგდებდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშიერთიანი ძმური ოჯახისყველა ერისა თუ ეროვნების წარმომადგენელს.

სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ეს გახლავთ - თქვენი გადახდილიას ინსტიტუტი, უფრო სწორად ტრადიცია, სრულიად გამაოგნებელი ტრადიცია, მხოლოდ ჩვენთვის და გარკვეულწილად კავკასიელი ერებისათვის დამახასიათებელი ტრადიცია, რომლის გამოვლინების კვინტენსენციაც ნანადირევის გაყოფის ტრადიციაა.

ერთია, როდესაც ნადირობა ზოგი გაზულუქებული ადამიანისთვის გართობის საშუალებაა, - მაგრამ, როდესაც ნადირობა შენი ოჯახის არსებობის ერთადერთი წყაროა, რაღაცას მოინადირებ და შეგხვდება სხვა მონადირე, რომელიც ამ დროისათვის ხელმოცარულია, (რადგან, ვერაფერი ვერ მოინადირა) და შენ ნანადირევი უნდა გაუყო, ასეთი ტრადიცია უდიდეს აღტაცებას იწვევს და უდიდესი პატივისცემით განგაწყობს იმ ერისადმი, რომელსაც ასეთი ადამიანური ტრადიციის დამკვიდრების უნარი შესწევს.

ახლა კი მოდით ამ საკითხს ასეც შევხედოთ. ჩემის აზრით, ამ ინსტიტუტის მიზანი არა მხოლოდ მოყვასისადმი დახმარების სრულიად უანგარო სურვილია (რაც თავისთავად უდიდესი პატივისცემით განგაწყობს ასეთი ტრადიციისადმი), არამედ, იმის ჩვენების მცდელობაც, რომ მე კარგად ვარ და დახმარების გაწევა შემიძლია“. ამ ტრადიციის ეს ნაწილიც, ჩემის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან, ამით, დახმარების მიმღებს, უკვე გარკვეული ვალდებულება აქვს სხვათა წინაშე და როდესაც მისი მდგომარეობა გამოსწორდება, ისიც უნდა დაეხმაროს გაჭირვებაში ჩავარდნილს.

მოდით ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ. საზოგადოდ ნებისმიერი დახმარება, ადამიანს სხვისადმი დამოკიდებულს ხდის და, აქედან გამომდინარე, ამ დროს, მისი, როგორც პიროვნების, თავისუფლება ილახება. აქედან გამომდინარე, თავისუფალი ადამიანისათვის, რომელიც ღირსეულ სახელმწიფოში ცხოვრობს, დახმარება ისეთივე შეურაცხმყოფელი უნდა იყოს, როგორც ადამიანის პირადი თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერი სხვა ფორმა.

სწორია თუ არა საკითხისადმი ასეთი მიდგომა და რამდენად ჯდება იგი ქართველის ეთნო - ფსიქოლოგიურ ტიპში? ამასთან ისიც მინდა შევნიშნო, რომ „დახმარების ქვეშ“ ჩვენ მხოლოდ მატერიალური (საქონლისა თუ მომსახურების) ფორმით გამოხატულ დახმარებაზე ვსაუბრობთ და არამც და არამც არ ვგულისხმობთ დახმარებას ე.წ. „სულიერების სფეროში“.

თუ ჩვენს მიერ ფორმულირებული დასკვნა მისაღებია და, იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საბაზრო სისტემისთვის დახმარება საერთოდ გაუგებარი ცნებაა, მაშინ, ცხადია ისმის კითხვა: როგორი უნდა იყოს ამ დროს სახელმწიფოს ფუნქცია?!

მანამდე ერთ საკითხზეც უნდა შევთანხმდეთ: დახმარება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი ადამიანისათვის, თუ შენც, ასე ვთქვათ საბრძოლო ფორმაში ხარ, ანუ როცა შენც საზოგადოების სრულუფლებიან და სრულფასოვან წევრს წარმოადგენ და შეგაქვს შენი წვლილი ერთობლივი საზოგადოებრივი დოვლათის შექმნაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენც შესაბამისი, ანუ ღირსეული ანაზღაურება გაქვს.

ეს აუცილებელი პირობაა. თუ ეს პირობა არ სრულდება, მაშინ ადამიანი, რომელიც დახმარებას ვერ იღებს, განწირულია ფიზიკური დაღუპვისათვის.

რამდენადაც ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი თავის შრომაში არა თუ ღირსეულ ანაზღაურებას ვერ იღებს, არამედ, ხშირად ეს ანაზღაურება საარსებო მინიმუმზე დაბალია, მაშინ, ვისგან უნდა მიიღოს მან ასეთი დახმარება თუ არა სახელმწიფოსგან. მითუმეტეს, იმ საყოველთაო გულგრილობის პირობებში, რომელსაც საბაზრო სისტემა ამკვიდრებს.

ამ მიმართებით უახლოესი წარსულიდან აღსანიშნავია გერმანიის გამაერთიანებლის, ოტტო ფონ ბისმარკის მიერ გადადგმული რეფორმატორული ნაბიჯები, როდესაც მისი ინიციატივით 1883 წელს მიიღეს კანონი სამედიცინო დაზღვევის შესახებ, 1884 წელს კანონი „უბედური შემთხვევების შესახებ“, ხოლო 1889 წელს კანონი ინვალიდებისა და მოხუცებულებისთვის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“.

ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებათა სისტემის გამოყენება გერმანიიდან არ დაწყებულა. ძველ რომში რომის მოქალაქეებს პური უფასოდ ურიგდებოდათ, ხოლო, კიდევ უფრო ადრე, ძველ საბერძნეთშიც ჰქონდა ადგილი დახმარებების სხვადასხვა სისტემას.

ამდენად, ნებისმიერი სახელმწიფოს ერთ-ერთ მიზანს უნდა წარმოადგენდეს სოციალურ დახმარებათა კარგად ორგანიზებული სისტემის ჩამოყალიბება.

როგორც ვხედავთ, ერთის მხრივ, საბაზრო სისტემა, თავის კლასიკურ ფორმაში, ანუ, თავისუფალი საბაზრო ძალების არსებობის პირობებში, სრულიად გულგრილია საბაზრო სისტემაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების მიერ ერთმანეთისადმი ნებისმიერი სახის დახმარებების გამოვლინებისადმი; უფრო მეტიც, ნებისმიერი ასეთი გამოვლენა პრაქტიკულად კონკურენტულ ბრძოლაში მათი დამარცხებისადმი გაწირვას ნიშნავს, ხოლო, მეორეს მხრივ, კონკურენტულ ბრძოლაში დამარცხებულთა საშიმშილოდ გაწირვა ვერანაირად ვერ ჯდება ელემენტარულ ადამიანურ მორალში. ამ წინააღმდეგობის დაძლევა სწორედ სახელმწიფოს პრეროგატივაა.

0x01 graphic

ცხადია, ბუნებრივად ისმის კითხვა: რა საჭიროა ისეთი ეკონომიკური სისტემა, რომელიც ასეთ სავალალო შედეგებს იძლევა. მიუხედავად ასეთი ნეგატივისა, პასუხი მაინც ცალსახაა. ასეთი სისტემა აუცილებელია არა იმდენად ბაზრის ეკონომიკური სუბიექტებისათვის, რამდენადაც მთლიანად საზოგადოებისათვის, რადგან, მხოლოდ კონკურენტული გარემო, მთელი თავისი შინაგანი წინააღმდეგობებისა თუ გარეგნული გამოვლინების მიუღებელი ფორმების მიუხედავად, საზოგადოების განვითარების აუცილებელი საფუძველია. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ადამიანი უწინარეს ყოვლისა ბიოლოგიური არსებაა და მისი ათეულ ათასობით წლების მანძილზე სოციალურად ორგანიზებული გარემოს მიუხედავად უპირველეს ყოვლისა, თვითგადარჩენის ინსტინქტებით ხელმძღვანელობს, რაც მის არსებაში გენეტიკურადაა ჩადებული.

ამ ფონზე სრულიად გაუგებარია სახელმწიფოთა ლტოლვა მონოპოლიური სტრუქტურებისადმი, როცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკურენტული ბაზარი საზოგადოებისათვის უფრო მისაღებია, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მთელი რიგი ნაკლოვანებებისა. ჩემს მიზანს სწორედ იმის გარკვევა წარმოადგენს, თუ რატომ ხდება ასე, რატომ მიისწრაფის ბაზარი მონოპოლიზაციისაკენ და ეს მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად განვითარებულის საბაზრო სტრუქტურის მქონე ქვეყანაში მოქმედებს სპეციალური ანტიმონოპოლიური სამსახურები.

0x01 graphic

პირველ რიგში უნდა შევნიშნო, რომ წმინდა სახის კონკურენტული ბაზარი მხოლოდ თეორიული სახის კონსტრუქციაა და, აქედან გამომდინარე, კონკურენტული ბაზრის მოდელიდან მიღებული შედეგებიც სინამდვილის ძალზე მიახლოებული ასახვის მცდელობაა და მეტი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მოდელს ძალზე დიდი შემეცნებითი მნიშვნელობა გააჩნია, ჩემი შენიშვნა მაინც ძალაში რჩება.

როგორც წესი, რეალურ საბაზრო სისტემაში გვაქვს მონოპოლისტურად კონკურენტული ბაზარი და ამდენად, იმის თქმა, რომ მსოფლიო ეკონომიკა ვითარდება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის გზით, სინამდვილის არასწორი, არაადექვატური აღქმაა. რიგმა ქვეყნებმა ეს პერიოდი გაიარეს, თუმცა, არა საბაზრო სისტემის თეორიული კონსტრუქციის შესაბამისი სქემით, მაგრამ, მასთან გარკვეული მიახლოებით მაინც. ამგვარად, შევთანხმდეთ, რომ რეალურ პრაქტიკაში გვაქვს მონოპოლისტურად კონკურენტული ბაზარი, რომელსაც ცხადია გააჩნია კონკურენტული ბაზრისათვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგრამ ამასთანავე მასში ასე ვთქვათ, გაჯერებულია მონოპოლიური ბაზრისათვის დამახასიათებელი ნიშნებიც. ამასთან, მთელ რიგ განვითარებულ და არა მხოლოდ განვითარებულ სახელმწიფოებში, სრულიად ცალსახად შეიმჩნევა ერთი ცენტრის გარშემო თანდათანობითი კონცენტრაციის პროცესი ადამიანთა სამეურნეო საქმიანობის თითოეული სფეროსთვის. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ხდება ხელისუფლების ფარული, თუ აშკარა წაყრუების, თუ თვალის ახვევის ფონზე. დღეს, ძალზე იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბიზნესი შეზრდილია სახელისუფლებო ვერტიკალთან. ხელისუფლებასთან ახლოს დგომა, ეს ხომ გარანტირებული შეკვეთებია; ეს ხომ საგადასახადო შეღავათების ლობირების საშუალებაა; უფრო მეტიც, - ეს გადასახადების თავიდან აცილების საშუალებაა და .. და ..

დღეს სახელმწიფო შეკვეთების მისაღებად გამართულ ტენდერებში გამარჯვების იმდენად დახვეწილი და შენიღბული მეთოდებია, რომ შესაძლოა საკმაოდ გამოცდილი დამკვირვებელიც კი შეცდომაში იქნას შეყვანილი და აფიქრებინო ტენდერებში გამარჯვების ობიექტურობა.

შეიძლება ითქვას, რომ სამყარო ორი სახის სახელმწიფოებისგან შედგება. პირველი ტიპის სახელმწიფოებში ხელისუფლება ინიშნება, უკეთეს შემთხვევაში ირჩევა, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისადმი ლოიალური დამოკიდებულების ნიშნით. ანუ, ხელისუფლება ასრულებს მსხვილი ბიზნესის შეკვეთას. მეორე ტიპის სახელმწიფოებში ხელისუფლებას ჰყავს დამორჩილებული ბიზნესი, რაც სხვა სიტყვებით, ნიშნავს ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლიობას წარმოდგენილს სახელისუფლებო ქოლგის ქვეშ არსებული ბიზნესსტრუქტურებით.

აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში აწყობს მონოპოლიური სტრუქტურების არსებობა.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მონოპოლიურ სტრუქტურებში მუშაობა ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილს ძალიანაც უნდა. ამის მიზეზი საკმაოდ ადვილი დასადგენია. მართლაც, როგორც ეკონომიკური თეორიიდანაა ცნობილი, დღეს საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ეფექტიანი ხელფასების თეორია“, რომლის თანახმადაც, ფირმებს ყველანაირად აწყობთ თავიანთი თანამშრომლებისთვის საშუალოზე გაცილებით მაღალი ხელფასი დააწესონ, მთელი რიგი, ასევე ძალზე მარტივად გასაგები მიზეზების გამო. რამდენადაც ხელისუფლებას მიტმასნილი ხალხი, როგორც წესი „ახერხებენ“ მონოპოლიურ სტრუქტურებში მუშაობის დაწყებას, ამის შედეგად ხდება ერთდროულად ორი კურდღლისდაჭერა. ერთის მხრივ, ბიზნესი ხელისუფლებასთან დაახლოებული ხალხის შრომითი მოწყობის მეშვეობით ხელისუფლების მხრიდან ლოიალობის მოპოვებას ახერხებს, ხოლო მეორეს მხრივ, ამით იგი უზრუნველყოფს თავისი ბიზნესის შემდგომი გაფართოებისათვის როგორც საჭირო ფინანსური რესურსების მოზიდვას, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას.

რაც შეეხება იმას, რომ მონოპოლიური სტრუქტურები საქონელს ყიდიან ზღვრულ დანახარჯებზე გაცილებით მაღალ ფასად და ამასთან არ აწარმოებენ პროდუქციის საზოგადოებრივად ეფექტიან რაოდენობას, ესეც ისევ თეორიული კონსტრუქციაა. რეალურ სამეურნეო პრაქტიკაში მონოპოლიები იმდენად დახვეწილ მეთოდებს იყენებენ მოსახლეობის ჯიბეების გამოსაფხეკად, რომ უბრალოდ გაოცებას ვერ დამალავს ადამიანი. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ე.წ. ფასისმიერი დისკრიმინაციის მეთოდი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა თითოეული ადამიანისგან იმის „გამოწოვა“, რისი გადახდაც მათ შეუძლიათ. ანუ, მათ შეუძლიათ არა თუ „პროდუქციის არაეფექტიანი რაოდენობით და ზღვრულ დანახარჯებზე მაღალ ფასად“ გაყიდვა, არამედ, მომხმარებელთა შემოსავლების განსაზღვრის აპრობირებული მეთოდების დახმარებით, შესაბამისი ფასების პროდუქციის წარმოება და მისი რეალიზაცია.

ამგვარად, როგორც ვხედავთ, საბაზრო სისტემის დღევანდელი სახე ძალზე შორსაა იმ თეორიული კონსტრუქციიდან, რომელსაც ჩვენ სახელმძღვანელოებში ვსწავლობთ და ეს განსხვავება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ეკონომიკურ თეორიაში ისეთი ახალი იდეების გენერირება, რომელიც შეძლებს საზოგადოების ეკონომიკური განვითარების როგორც ახლო, ასევე შორეული პერიოდის პროგნოზირებას.

5 სიახლე!

▲ზევით დაბრუნება


5.1 სააფთიაქო სუპერმარკეტები თანამედროვე ფარმაცევტულ ბიზნესში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

აიდა ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე,
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

თანამედროვე სააფთიაქო ბიზნესის ერთ-ერთი აქტუალური ტენდენცია სააფთიაქო ქსელების გაფართოება და ბაზრის მსხვილმოთამაშეებზესაბაზრო წილის გადანაწილება გახლავთ. სააფთიაქო ქსელის გამსხვილების პროცესი მთლიანად ცვლის საქონლის მარკეტინგული განაწილების სისტემის სტრუქტურას და აწესებს თამაშის ახალ წესებს ბიზნეს - პარტნიორებს: ფარმაცევტულ საწარმოებს, სადისტრიბუციო ფარმაცევტულ კომპანიებს და საცალო ვაჭრობის საწარმოებს - აფთიაქებს და სუპერმარკეტებს შორის.

უნდა აღინიშნოს, რომ სამკურნალო საშუალებათა მსოფლიო ბაზარი მიეკუთვნება მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრის ტიპს, სადაც მწვავე კონკურენციული ბრძოლა მიმდინარეობს მსხვილ ტრანსეროვნულ კომპანიებს შორის. ყოველივე ამასთან დაკავშირებით, ფარმაცევტული კომპანიები სულ უფრო მეტად ეძებენ ბაზარზე განვითარების ახალ მოდელებს, როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური ინტეგრაციული კავშირების გზით.

2000 წლიდან დღემდე ფასები ადგილობრივი წარმოების სამკურნალო საშუალებებზე 1,5- ჯერ გაიზარდა, იმპორტულზე 3-ჯერ მეტად, ფასების ზრდამ ხელი შეუწყო ფარმაცევტულ ბაზარზე იაფი, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციის შემოსვლას. ექსპერტთა გათვლებით ის საშუალოდ ბაზრის საერთო მოცულობის 5-7%25- ია. ცხადია, ასეთ სიტუაციებში დამოუკიდებელ ერთეულოვან საცალო ვაჭრობის აფთიაქებს უძნელდებათ ერთიანი საფასო პოლიტიკის გატარება, ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა დაცვა და ა.შ. აფთიაქებს შორის არსებული მწვავე საბაზრო კონკურენცია ხარისხობრივად ახალ ფაზაში გადადის, რომელიც აისახება ძირითადად ხარისხობრივ და არა მხოლოდ საფასო კონკურენციაში.

ვერტიკალური ინტეგრაციული კავშირები ფარმაცევტულ ბიზნესში უფრო ფართოდ გამოიყენება, ვიდრე ჰორიზონტალური. ვერტიკალური ინტეგრაციული კავშირების შემდეგი ფორმები არსებობს:

) დიდი ფარმაცევტული კომპანიის მიერ მცირე ან საშუალო სიდიდის კომპანიათა შეძენა ან მათთან კონსოლიდაცია (კორპორაციული, ვერტიკალური მარკეტინგული სისტემა);

) პარტნიორული ურთიერთობები ან სტრატეგიული კავშირები ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისათვის, როგორიცაა: სამეცნიერო - ტექნიკური მუშაობის ერთიანი გაძღოლა, შეთანხმება ცალკეულ დიდ ბაზრებზე ერთობლივი ძალებით პრეპარატის მარკეტინგული სტიმულირების კომპლექსის შემუშავებასა და სადისტრიბუციო პოლიტიკის გატარებაზე; კონტრაქტის საფუძველზე სავაჭრო წარმომადგენლების მიერ სათანადო ლიცენზიით პრეპარატის გაყიდვა (ფრანჩაიზინგი); ფარმაცევტული კომპანიების მიერ ბიოტექნოლოგიური კომპანიების შეძენა ან შეთანხმების მიღწევა ერთობლივი თანამშრომლობის (ან პრეპარატის ლიცენზირების) თაობაზე (შეთანხმებითი ვერტიკალური მარკეტინგული სისტემა); მაგალითად, ფარმაცევტული კომპანია „Roche“ ახდენს ლიცენზიის საფუძველზე იმუნომოდულირებადი პრეპარატის „Zenapax“ - ის გაყიდვებს, რომელიც მიიღო ამ პრეპარატის უშუალო მწარმოებლის ამერიკული კომპანია „Protein Deling Labs“-გან.

ჰორიზონტალური ინტეგრაციის მაგალითია ტრანსეროვნული ფარმაცევტული კომპანია „FPN“, რომელიც შეიქმნა 13 სახელმწიფოს ფარმაცევტულ კომპანიათა ბაზაზე: „OCP“ - საფრანგეთი, „AAH“-ინგლისი, „GEHE“, „SCHULZ“ - გერმანია, „CHAFER“-საფრანგეთი, „BROCACEPH”-ჰოლანდია და სხვა დანარჩენი.

ცხადია, გლობალური პოლიტიკურ - ეკონომიკური ცვლილებები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარეობს, ფარმაცევტულ ბიზნესზეც აისახება. საკუთრების ფორმის განსახელმწიფოებრიობა, ფარმაცევტული ბაზრის სუბიექტთა რიცხოვნობის ზრდა (ძირითადად საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში), ფასთა ლიბერალიზაცია, მომხმარებლის ლოიალური დამოკიდებულება სამკურნალწამლო საშუალებათა მოხმარების მიმართ, აქტიურად გაყიდვადი ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის ზრდა (ძირითადად არატრადიციული და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხარჯზე), საბაზრო ეკონომიკის სხვა თანმდევი ფაქტორების გავლენა, ხელს უწყობს ფარმაცევტულ ბაზარზე მწვავე კონკურენციას, რაც ახალი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებისკენ უბიძგებს ფარმაცევტულ კომპანიებს. დღეს თანამედროვე ფარმაცევტულ ბაზარზე პროდუქციის სიჭარბეა, ამის ძირითადი მიზეზია სააფთიაქო დაწესებულებათა სიმრავლე და ტრადიციული და არატრადიციული სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფების მრავალფეროვანი ასორტიმენტი (ძირითადი, ანუ ტრადიციული რეცეპტიანი სამკურნალო საშუალებები და არატრადიციული სამკურნალო პრეპარატები - ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ფიტოპრეპარატები, ჰომეოპათიური პრეპარატები, პარაფარმაცევტული პრეპარატები), აგრეთვე მათი დაყოფა ადგილობრივი თუ იმპორტული წარმოების სხვადასხვა მწარმოებელთა მიერ გამოშვებული ანალოგ - პროდუქციად, ძალიან ამწვავებს კონკურენციულ ბრძოლას. ასეთ სიტუაციებში აუცილებელია ფარმაცევტული კომპანიებისთვის მყარი საბაზრო პოზიციის მოპოვება, კონკურენტული სტრატეგიის განსაზღვრა და რაციონალური გასაღების პოლიტიკის შემუშავება. ამ თვალსაზრისით პირველ რიგში, აღსანიშნავია სააფთიაქო ქსელის როლი, რომელიც მსხვილი სააფთიაქო კომპანიებისთვის საქონლის სადისტრიბუციო პოლიტიკის ერთ-ერთი პოზიტიური მიმართულებაა.

ქსელური სააფთიაქო ბიზნესის თანამედროვე ტენდენციებია: სააფთიაქო ქსელის გაფართოება, პროდუქციის ასორტიმენტიდან შედარებით მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქციის საკუთარი სასაქონლო მარკების შექმნა (ბრენდინგი). ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებსაც საკუთარი სააფთიაქო ქსელი და საწარმოები გააჩნიათ უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ შექმნან საკუთარი სასაქონლო და სავაჭრო მარკები, ან მოახდინონ მწარმოებელთან მოლაპარაკება სააფთიაქო ქსელის სავაჭრო მარკით პროდუქციის გამოშვებაზე.

ფარმაცევტულ ბაზარზე სააფთიაქო ქსელის განვითარებასთან მიმართებით მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა: ამერიკა, კანადა, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები (საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, ჰოლანდია და სხვა) განსხვავებული ტენდენციებია. მაგალითად, აშშ-ში ფარმაცევტული პრეპარატების საცალო ვაჭრობა გიგანტური ინდუსტრიაა. საცალო ვაჭრობის საშუალო წლიური ბრუნვა 95-100 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის 25-ჯერ აღემატება რუსეთის ფარმაცევტული ბაზრის წლიური საქონელბრუნვის მაჩვენებელს.

ეს გამოწვეულია გარკვეულწილად იმითაც, რომ ამერიკული ფარმაცევტული ბაზრის 75%25-ს (ღირებულებითი ფორმით) შეადგენს რეცეპტიანი წამლები, რომელთა უმრავლესობა საპატენტო დაცვის ქვეშ მდგარი ძვირადღირებული და ორიგინალური პრეპარატებია, თუმცა საცალო გაყიდვების საერთო მოცულობაში მათი ხვედრითი წილი 30%25-ს არ აღემატება. აშშ-ში სააფთიაქო ქსელზე საბითუმო და საცალო სავაჭრო ბრუნვის 41%25 მოდის.

ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა აშშ-ის შიდა ბაზარზე გააქტიურებული მარკეტინგული კომუნიკაციის ერთ-ერთი მიმდინარეობასაფოსტო გზავნილები („დირექტ - მეილი“). აშშ-ს ყველაზე მსხვილი სააფთიაქო ქსელი „CVS Caremark Corporation“ 6200-მდე აფთიაქს აერთიანებს, რომლის საქონელბრუნვაც 45 მილიარდი აშშ დოლარია.

კანადაში სააფთიაქო ქსელი ფარმაცევტული ბაზრის 59%25-ს იკავებს. სუპერმარკეტებში გაადგილებულ სააფთიაქო განყოფილებებზე - 20%25, ხოლო დამოუკიდებელ საცალო ვაჭრობის აფთიაქებზე 21%25 მოდის. ქსელური ფარმაცევტული ბიზნესის დიდი ზრდა შეიმჩნევა ევროპაშიც. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე აღიარებული ლიდერია ინგლისი. მსოფლიო დონის ტრანსნაციონალური კომპანია „Muller“ 400-მდე აფთიაქს აერთიანებს, ხოლო ბრუნვა ნახევარ მილიარდ ევროს უტოლდება. რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი სააფთიაქო ქსელი „36,6“-ის წლიური საქონელბრუნვა მარტო რუსეთის შიდა ბაზარზე 385 მილიონი აშშ დოლარია.

საქართველოში შიდა ფარმაცევტულ ბაზარზე სააფთიაქო სავაჭრო ბრუნვა მიახლოებით 140 მილიონი აშშ. დოლარის ექვივალენტია, ბაზრის 75%25 სამ მსხვილ სადისტრიბუტორო ფარმაცევტულ კომპანიაზე მოდის, რომელთა წლიური საქონელბრუნვა წელიწადში დაახლოებით 105 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. მხედველობაშია ყველასათვის კარგად ნაცნობი ფარმაცევტული კომპანიები GPC, PSP და AVERS-ი. სააფთიაქო ქსელური ბიზნესი ძირითადად ამ სამი კომპანიის ბაზაზე ხორციელდება და საკმაოდ წარმატებულად. მათ მიერ დაკავებული საბაზრო წილიდან გამომდინარე, ცხადია, ისინი ლიდერები არიან, ხოლო ქართული ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლისტურია, რაც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ამ დარგისთვის ტრადიციული მოვლენაა. მონოპოლისტური ბაზრის ტიპი ქსელური სააფთიაქო ბიზნესის საფასო პოლიტიკასაც განსაზღვრავს იმგვარად, რომ სადისტრიბუციო და საცალო ვაჭრობის აფთიაქების საპრეისკურანტო ფასები თითქმის ანალოგიურია ან მცირედ განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ასეთი სიტუაცია მომგებიან მდგომარეობაში აყენებს საბაზრო ლიდერებს, მსხვილ აფთიაქებს დიდი სავაჭრო ბრუნვით, რომ არაფერი არ ვთქვათ სადისტრიბუციო კომპანიებზე, რომელთაც საკუთარი ფართო სააფთიაქო ქსელი გააჩნიათ.

მაგალითად, ავერსის და პსპ- სადისტრიბუციო ფარმაცევტულ კომპანიებს გარდა იმისა, რომ ძირითადად იმპორტული პროდუქციის დისტრიბუციას ეწევიან, აქვთ საკუთარი საწარმოები და შესაბამისად უფრო მეტად არიან დაკავებულნი საკუთარი ბრენდის შექმნით და სამარკო სტრატეგიების შემუშავებით (მარკეტინგულ ღონისძიებათა მთელი კომპლექსის განხორციელებით). რაც შეეხება ქართულ ფარმაცევტულ კომპანია „GPC ltd“-ს, ის ძირითადად იმპორტულ პროდუქციაზე მომუშავე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ახდენს პროდუქციის განაწილება - რეალიზაციას საკუთარ სააფთიაქო ქსელში და (როგორც ფრანჩაიზული ორგანიზაცია შეთანხმებითი ვერტიკალური მარკეტინგული სისტემა) რუსეთის სააფთიაქო ბაზარზე ერთერთი ლიდერის, ფარმაცევტულ კომპანია „Красная А“-ს ეგიდით მოქმედ საცალო ვაჭრობის აფთიაქებში. დღეისათვის საქართველოში ამ სისტემაში 95-მდე დამოუკიდებელი აფთიაქია, ხოლო „GPC ltd“-ის საკუთრებაში 25 აფთიაქი.

ამრიგად, ფარმაცევტულ ბაზარზე ბიზნესის წარმართვის ხერხებიდან და მეთოდებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვყოთ ქსელური ბიზნესის შემდეგი ტიპები:

) ერთი მფლობელის ხელში არსებული სააფთიაქო ქსელი;

) ფრანჩაიზული სისტემის საფუძველზე აგებული სააფთიაქო ქსელები;

(სუპერმარკეტები სააფთიაქო განყოფილებით, კოოპერაციულ საწყისებზე გაერთიანებული საცალო ვაჭრობის აფთიაქები, მწარმოებლის ეგიდით მოქმედი საცალო და საბითუმო ვაჭრობის აფთიაქები);

) კორპორაციულ საწყისებზე გაერთიანებული სააფთიაქო ქსელი, ბიზნესის ერთობლივი გაძღოლის პრინციპით;

) საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამოუკიდებელი ერთეულოვანი აფთიაქები.

0x01 graphic

აფთიაქები, რომლებიც ქსელურ ბიზნესში არ არიან ჩართულები და დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ, სულ უფრო მეტად გაუჭირდებათ კონკურენციის გაწევა სააფთიაქო ქსელებთან. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბაზარზე მათი ლიკვიდაცია გარდაუვალია. პირიქით, მათშიც არის გარკვეული უპირატესობა, რადგან, ისინი უფრო მეტად მოირგებენ ვიწროსპეციალიზებული აფთიაქის იმიჯს, სადაც მხოლოდ სამკურნალო დანიშნულების მედიკამენტების და წამლების ასორტიმენტის ფორმირება მოხდება, მაშინ, როდესაც სააფთიაქო სუპერმარკეტებზე სასაქონლო ასორტიმენტის 70%25-ზე მეტი პარაფარმაცევტულ პროდუქციაზე მოდის. ბევრ ევროპულ ქვეყანაში აფთიაქის ფლობისთვის პროფესიული განათლებაა საჭირო, ზოგში კი (მაგ. ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, კანადა და ა.შ.), უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა ჩამოყალიბებული. იქ დაშვებულია სააფთიაქო ქსელების ორგანიზაციაც და სააფთიაქო სუპერმარკეტებიც, რომელთა როლი საცალო ვაჭრობაში სულ უფრო იზრდება. საფარმაცევტო ბიზნესი საქართველოში ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი შედარებით აქტიურად განვითარებადი დარგია. ამას მოწმობს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მკვეთრად გამოკვეთილი რამდენიმე საბაზრო ლიდერი - კომპანია. სააფთიაქო ქსელის გაფართოება მათი წარმატების ერთ-ერთი გარანტი გახდა.

დღეს უკვე ძლიერი კონკურენტული ბრძოლა მოსალოდნელია კლასიკურ სააფთიაქო ქსელებსა და სააფთიაქო სუპერმარკეტებს შორის. მსხვილი სააფთიაქო ქსელების განვითარების და გაფართოების პროცესი შეუქცევადი მოვლენაა თანამედროვე ფარმაცევტულ ბაზარზე, რადგან იგი ხელს უწყობს მომხმარებლის თვალში ქსელის ნაცნობი და სანდო იმიჯის ფორმირებას.

სუპერმარკეტებში სამკურნალო საშუალებათა გაყიდვების შესახებ ინფორმაციამ არაერთხელ გაიჟღერა საქართველოს საინფორმაციო საშუალებებით, თუმცა რა როლი უნდა შეასრულოს მან ფარმაცევტულ ბაზარზე და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს მას (როგორც ეკონომიკური, ისე საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის პოზიციიდან), ჯეროვან შეფასებას საჭიროებს.

სააფთიაქო სუპერმარკეტი ამერიკული მოვლენაა. ჩვენთვის კი როგორც იტყვიან, შედარებით უცხო ხილია (ისე როგორც პოსტსოციალისტური ქვეყნების უმრავლესობისთვის). აშშ-ში აფთიაქები არასოდეს შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ წმინდა სამკურნალო ღირებულების სამკურნალო პრეპარატებით. ჩვენებური აფთიაქების ამერიკული ანალოგი არის ეგრეთწოდებული „drug store“-ები, ანუ ამერიკული სააფთიაქო სუპერმარკეტები, თუმცა ინგლისურენოვანი სიტყვა „drug store“ თარგმანში აფთიაქს ან თუნდაც მის რომელიმე სინონიმს არ შეესაბამება, თუმცა მიუხედავად ამისა, ამერიკაში დაახლოებით 40000-მდე ასეთი ტიპის სუპერმარკეტია, ეგრეთწოდებული „drug store“-ები, რომლებიც ახდენენ 91 მილიარდამდე დოლარის ღირებულების პროდუქციის რეალიზაციას. ასეთ სუპერმარკეტებში 15000-მდე და მეტი დასახელების სამკურნალო მედიკამენტია წარმოდგენილი (მაშინ როდესაც საშუალო დონის აფთიაქში 3500-მდე დასახელების სამკურნალო საშუალებაა) წარმოდგენილი. მათი სასაქონლო ასორტიმენტი არ ჯდება მხოლოდ წმინდა ფარმაცევტიკისჩარჩოებში, რომლის წილზეც ბრუნვის 2/3 მოდის. რაც შეეხება რეცეპტიანი და ურეცეპტო წამლების შედარებას, აქ 65%25 რეცეპტიან წამლებზე, ხოლო 35%25 ურეცეპტოზე მოდის. სააფთიაქო სუპერმარკეტის სავაჭრო ადგილი ტრადიციულად გაყოფილია 3 ნაწილად: რეცეპტიანი წამლები, სამკურნალო თავის მოვლის საშუალებები და სხვა დანარჩენი. ამ უკანასკნელზე ასეთი ტიპის მაღაზიებში გავრცელებულია თვითმომსახურება. მსგავსი ტიპის საცალო ვაჭრობის დაწესებულებების ფართობი არანაკლებ 500, ზოგჯერ კი 1000 და მეტ კვ.მეტრამდეა, ხოლო წლიური ბრუნვა 500 ათასიდან 2 მილიონ დოლარამდე წელიწადში. ამერიკული სუპერმარკეტების ფონზე მაღაზიათა რაოდენობა აშშ-ში შემცირდა თითქმის 40%25-ით.

თანამედროვე მსოფლიო სააფთიაქო ბაზარზე სუპერმარკეტთა და სააფთიაქო ქსელების კომერციული გარიგებები ლიდერობის მისაღწევად ახალ სტრატეგიას წარმოადგენს. ამ მიზნით ალიანსი დგება სუპერმარკეტთა ცნობილ ქსელებსა და სააფთიაქო ქსელებს შორის ერთობლივი საცალო - სავაჭრო საწარმოს შექმნაზე. სააფთიაქო ბიზნესი „რებრენდინგის” ეტაპზეა, როდესაც სუპერმარკეტები ახალი საქონლით ახალ ბაზრებზე გადიან და რომელიმე ცნობილ სააფთიაქო ქსელთან, კომერციული გარიგების გზით (ზოგჯერ კი საკუთარი სააფთიაქო ქსელით, დივერსიფიკაციის სტრატეგია) ავიწროვებენ ბაზრის „სუსტ მოთამაშეებს“. მაგალითად, რუსეთის ფარმაცევტულ ბაზარზე სუპერმარკეტთა მსხვილი ქსელი: რიტეილერ ჯგუფი x5“ - ქსელური ბიზნესის ერთ-ერთ ლიდერ ფარმაცევტულ კომპანია „A5“-თან ერთად იბრძვის ახალ ბაზარზე გასვლისათვის. ავიწროვებს რუსეთის ფარმაცევტული ბაზრის სხვა ლიდერებს, მათ შორის ცნობილ სააფთიაქო ქსელს „36,6“.

მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი სააფთიაქო სუპერმარკეტების საქონელბრუნვაში (70%25- მდე) მოდის პარაფარმაცევტულ საქონელზე: სამკურნალო კვება, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და ვიტამინების კომპლექსები, სამკურნალო კოსმეტიკა და სხვა მრავალი. მიზანი ერთია: საბაზრო ეკონომიკის პირობებში ისეთ სპეციფიკურ დარგშიც კი, როგორიცაა: ფარმაცევტიკა, ბიზნესი მოითხოვს საბაზრო კანონებისადმი დამორჩილებას და ბიზნესის მართვის ისეთი პრინციპების ამოქმედებას, რომელიც იქნება უფრო პროგრესული, მომგებიანი და სასარგებლო. სუპერმარკეტი კი ისეთი ადგილია, სადაც ასორტიმენტი მრავალფეროვანია, ფასები კონკურენტუნარიანი, მომხმარებელი კი მრავალრიცხოვანი, რომელიც თავად ირჩევს საქონელს. შეიძლება ის სპონტანურადაც შეიძინოს, რადგან იქ სულ სხვა დანიშნულებით შევიდა და მრავალფეროვანმა ასორტიმენტმა არჩევანის წინაშე დააყენა.

სუპერმარკეტი საშუალებას იძლევა წარმატებით განხორციელდეს ადგილის მარკეტინგი და გამოყენებული იყოს მერჩანდაიზინგისელემენტები. მარკეტინგული ტერმინიმერჩანდაიზინგი“ - („merchandicing“), ისეთ მარკეტინგული საქმიანობაა, რომელიც მიმართულია სავაჭრო ქსელში გაყიდვების ოპტიმიზაციისკენ. ის არის ყურადღების მოდელირების განსაკუთრებული სისტემა, რომელიც კონკრეტული მარკეტინგული ღონისძიების დახმარებით ემსახურება საქონლის მარკეტინგულ კომპლექსში გაყიდვების ადგილის სწორად შერჩევა- განსაზღვრას, საქონლის როტაციის უზრუნველყოფას, სარეკლამო მასალების, პოსტერების, აფიშების განთავსებას და ა.შ. მერჩანდაიზინგის ელემენტების გამოყენება ნიშანდობლივი მოვლენაა საცალო ვაჭრობის სფეროსთვის, სადაც საბოლოო მომხმარებლის ქცევაზე სისტემური ზემოქმედების უფრო მეტი შესაძლებლობებია.

0x01 graphic

დასავლეთში უკვე დიდი ხანია ტარდება მარკეტინგული გამოკვლევები მერჩანდაიზინგის სფეროში. კვლევებმა აჩვენა, რომ პოტენციური მომხმარებლის ქცევაზე შესაძლებელია გავლენის მოხდენა უშუალოდ გაყიდვების ადგილზე, სადაც რიგი მარკეტინგული სტიმულების (მერჩანდაიზინგის ელემენტები) დახმარებით შესაძლებელია მომხმარებლის ყურადღების მოდელირება და საშემსყიდველო ქცევაზე სისტემური ზემოქმედება. რაც საბოლოო ჯამში სააფთიაქო ქსელურ ბიზნესში და სააფთიაქო სუპერმარკეტებში გაყიდვების მოცულობის ზრდას, მომგებიან და კონკურენტუნარიან საბაზრო საქმიანობას უწყობს ხელს.

სააფთიაქო სუპერმარკეტების პრიორიტეტია ისიც, რომ დედაქალაქი მხოლოდ მოიგებს სააფთიაქო სუპერმარკეტების ქსელის შექმნით, მომხმარებელპაციენტებს შეეძლებათ ერთდროულად შეიძინონ სამკურნალო და სხვა სამომხმარებლო საქონელი, რაც სააფთიაქო მაღაზიის ასორტიმენტში შედის უფრო კონკურენტუნარიან ფასად. სავარაუდოდ საცალო ფასები 15%25-მდე შემცირდება. საქართველოში ამის წინაპირობები უკვე არსებობს. რა თქმა უნდა, მომხმარებლის ქცევაზე ზემოქმედება შესაძლებელია მარკეტინგული კომპლექსის დახმარებით და სააფთიაქო სუპერმარკეტებიც აუცილებლად შეიძენენ მომხმარებელთა ახალ ჯგუფებს, თუმცა ვფიქრობ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საცალო - სავაჭრო საწარმოს ერქვას სააფთიაქო სუპერმარკეტი და რიგითი მაღაზიის მსგავსად მხოლოდ აქტიურ გაყიდვებზე და მოგებაზე იყოს ორიენტირებული, განსაკუთრებით რეცეპტიანი წამლების განყოფილებაში. მიუხედავად ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ძლიერი კონკურენციისა, ნებისმიერი ტიპის სააფთიაქო დაწესებულების მისია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და ეს მისია სააფთიაქო სუპერმარკეტმაც უნდა შეინარჩუნოს. ამიტომ სააფთიაქო სუპერმარკეტებში მერჩანდაიზინგის ელემენტების განხორციელება მიზანშეწონილია (როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ), პარაფარმაცევტული და ურეცეპტო წამლების განყოფილებაში, სადაც მომხმარებელი თავად, შესაძლოა სპონტანურადაც იღებდეს გადაწყვეტილებებს საქონლის შეძენაზე. ოღონდ ტრადიციული სამკურნალო წამლების და მედიკამენტების განყოფილებაში დაუშვებელია გაყიდვების სტიმულირება პროფესიონალი ექიმ-კონსულტანტების და ფარმაცევტების ჩარევის გარეშე.

АНОТАЦИЯ
РОЛЬ АПТЕЧНЫХ СУПЕРМАРКЕТОВ В СОВРЕМЕННОМ
ФАРМАЦЕВТИЧЕСКОМ БИЗНЕСЕ

АИДА КИТАШВИЛИ- КВАЧАНТИРАДЗЕ

Аптечный супермаркет — американское изобретение. Известно, что в США аптеки никогда не ограничивали свой ассортимент только лекарствами. Значительную долю в обороте занимали товары, не имеющие к врачебной деятельности никакого отношения. Сейчас в супермаркетах „drug store” продается до 15 000 наименований лекарств и товаров для здоровья. Большинство лекарств в Америке и Западной Европе реализуется именно через сеть супермаркетов. Их объединяет - три фактора: принадлежность к сетям, самообслуживание и широкий ассортимент, включая лекарства и медицинские препараты, косметику и парфюмерию, закуски и прочие мелкие потребительские товары. В Тбилиси по нашему мнению, потенциал для создания аптечных супермаркетов достаточно велик, столица только выиграет от создания сетей аптечных супермаркетов. Потребители-пациенты смогут удобно купить лекарства и другие товары, входящие в ассортимент аптечного магазина, по конкурентоспособной цене.

6 PR

▲ზევით დაბრუნება


6.1 თქვენ „ფინანსურ გადაწყვეტილებათა ჯგუფში“ გელოდებიან!

▲ზევით დაბრუნება


საკონსულტაციო მომსახურების ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია. სულ რაღაც ორი წლის წინათ თბილისში 250 საკონსულტაციო ფირმა იყო დარეგისტრირებული, დღეისათვის კი მხოლოდ 120-მდე თუ მოქმედებს: დანარჩენებმა კონკურენციას ვერ გაუძლეს...

ახლადშექმნილ ფირმებს უჭირთ ისეთ კონკურენტებთან შეჯიბრი, რომლებმაც საქმისადმი რამდენიმეწლიანი პროფესიონალური მიდგომით ნდობა უკვე მოიპოვეს. ახლა სწორედ ერთერთ ასეთ ორგანიზაციას წარმოგიდგენთ.

საკონსულტაციო ფირმა ფინანსურ გადაწყვეტილებათა ჯგუფი 2004 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო მომსახურების გაწევაა, თუმცა, რამდენიმე მსხვილი კლიენტიც ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურ გადაწყვეტილებათა ჯგუფიაუდიტორული ფირმა არ გახლავთ, ორგანიზაციის თანამშრომლებს წელიწადში 2-3-ჯერ ამ ტიპის მომსახურების გაწევაც უწევთ და საკმაოდ წარმატებითაც ართმევენ თავს.

0x01 graphic

საკონსულტაციო ფირმა, რომელსაც არაერთ ტენდერში მოუპოვებია გამარჯვება, მაღალი ხარისხითა და საშუალო ფასებით გამოირჩევა. ფირმის სპეციალისტები საწარმოებს საგადასახადო თუ ბუღალტრულ ანგარიშგებას წინასწარ, აუდიტორის შემოწმებამდე უმზადებენ.

დღეისათვის ფინანსურ გადაწყვეტილებათა ჯგუფი 12 სპეციალისტს აერთიანებს. გარდა ამისა, საქმეში ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაერთონ მოწვეული პროფესიონალები. ფინანსურ გადაწყვეტილებათა ჯგუფის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დავით ლომსაძე თანამშრომლებს, უმთავრესად, პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასთან არსებული სასწავლებლის - ACCA-ს კურსდამთავრებულთაგან არჩევს და ამ ტიპის კადრებს ყველაზე გაწონასწორებულად მიიჩნევს.

0x01 graphic

სამომავლოდ ფინანსურ გადაწყვეტილებათა ჯგუფში თანამშრომელთა რიცხვის გაზრდას არა, მაგრამ მომსახურების გამრავალფეროვნებას კი აპირებენ. მაგალითად, კლიენტებს შესთავაზებენ ბიზნეს - გეგმების შედგენას, ხარჯებთან და შემოსავლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას წარმოებაში და მის ანალიზს, ანუ, მენეჯერულ აღრიცხვას. ასევე, ამ მიმართულებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაწევას. ორგანიზაციამ ამ ტიპის მომსახურება რამდენიმე ორგანიზაციას საცდელად უკვე შესთავაზა და შესანიშნავი შედეგიც მიიღო.

დავით ლომსაძე: მსხვილი ორგანიზაციები, უმთავრესად, საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმებს უკავშირდებიან, მცირე და საშუალო საწარმოებს კი ამხელა ფინანსური საშუალება არ გააჩნიათ. ჩვენ მათ სწორედ მისაღებ ფასად ვთავაზობთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას. სამწუხაროდ, საქართველოში აუდიტი ცუდი მიმართულებით განვითარდა. საგადასახადო ინსპექციის შემოწმების ეშინიათ და იმიტომ მოგვმართავენ... ჩვენი შეკვეთების 70 პროცენტზე მეტი სწორედ საგადასახადო და სააღრიცხვო მიმართულებაზე მოდის. არადა, ჩვენგან სხვა პროდუქტის მიღებაც შეიძლება, რომელიც წარმოების ანალიზს, შემოსავლებისა და ხარჯების მართვას უკავშირდება. ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ საწარმოს, რომელი პროდუქტი აირჩიოს გამოსაშვებად, რა ტიპის ახალი მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს, რომელი დანახარჯი ამოიღოს... რასაკვირველია, ჩვენ პროფესიონალურ რჩევებს ვაძლევთ კლიენტს, რათა მან გადასახადები სწორად იანგარიშოს, შეუცდომლად დააგეგმაროს, ან მისთვის საუკეთესო ბუღალტრული პროგრამა შეარჩიოს. მაგრამ, საგადასახადო ტვირთის მოშორების გარდა, ჩვენს კლიენტებს არანაკლებ საჭირო მომსახურებაც შეგვიძლია შევთავაზოთ.

საგულისხმოა, რომ ფინანსურ გადაწყვეტილებათა ჯგუფი რეკლამაზე თანხის დახარჯვას ამ რესურსის მატერიალურ - ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის, ან თანამშრომელთა გადამზადებისთვის გამოყენებას ამჯობინებს. დავით ლომსაძე მიიჩნევს, რომ საუკეთესო რეკლამა ხარისხიანი, მაღალკვალიფიციური და შედეგიანი მომსახურებაა.

საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისი, ტურგენევის .№11. ტელ.: 96-39-24 მობ.: 8(99) 16-45-10 consulting@ fsgroup. ge www.fsgroup. ge

ეკა ჯიმშელაძე

6.2 ელგუჯა შაფათავა: საავტორო უფლებებს პატივს უნდა ვცემდეთ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ელგუჯა შაფათავა,
საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე

ბარები, რესტორნები, კაფეები, დისკოთეკები, სილამაზის სალონები თუ სუპერმარკეტები ძალღონეს არ იშურებენ კლიენტების მისაზიდად და მათთვის მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს შექმნას ცდილობენ. სასიამოვნო გარემოსა და განწყობილების შექმნა კი მუსიკის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ყველა დაწესებულების მეპატრონე როდი ურიგდება იმ ფაქტს, რომ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის თანახმად, ავტორის ნაწარმოების სტუმრების სიამოვნებისთვის გამოყენებისთვის ბარისა თუ მაღაზიის მფლობელს გარკვეული თანხის გადახდა ევალება.

აღნიშნული კანონის თანახმად, სცენის, მოედნისა თუ სავაჭრო ფართის მფლობელმა, ან დამქირავებელმა წინასწარ უნდა სთხოვოს ნებართვა თითოეული შესრულებული ნაწარმოების ავტორს მისი საჯარო გამოყენებისთვის და გადასახდელი ჰონორარის თანხის ოდენობაზე შეუთანხმდეს. ბუნებრივია, თითოეული ქართველი თუ უცხოელი ავტორისგან, ან მათი მემკვიდრეებისგან ამგვარი ნებართვების მოპოვება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, კანონით გათვალისწინებულია, რომ ნაწარმოების საჯარო შესრულების შემთხვევებში ლიცენზიის გაცემის, საავტორო ჰონორარის შეგროვებისა და ავტორებს შორის მისი შემდგომი განაწილების ფუნქციებს უფლებისმფლობელები გადასცემენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას. ჩვენს ქვეყანაში ასეთი ორგანიზაცია გახლავთ საქართველოს ავტორთა საზოგადოება (SAS), რომლის საქმიანობასაც დღევანდელ ნომერში გაეცნობით.

საქართველოს ავტორთა საზოგადოება 1999 წლიდან არსებობს. თუმცა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ იგი გასული საუკუნის 20-იან წლებში მოქმედი ანალოგიური წინამორბედი ორგანიზაციების ფესვებზე აღმოცენდა. ეს გახლავთ ავტორების მიერ კავშირის ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმით შექმნილი არაკომერციული, საზოგადოებრივი, საავტორო - სამართლებრივი ორგანიზაცია, რომელიც ინტელექტუალური საქმიანობის სფეროში საავტორო უფლებების რეალიზაციისა და დაცვისთვისაა მოწოდებული. საზოგადოება ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი წევრობისა და დემოკრატიული თვითმმართველობის პრინციპების საფუძველზე მოქმედებს. ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება იუსტიციის სამინისტროს მიერ 2006 წლის 17 დეკემბერს რეგისტრირებული საზოგადოების წესდების შესაბამისად და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციის საფუძველზე. საქართველოს ავტორთა საზოგადოებაში დღეისათვის 2 ათასზე მეტი წევრია გაერთიანებული. ესენი არიან ქართველი ავტორები და მათი მემკვიდრეები: ავტორთა ქონებრივი უფლებები დაცულია მათ სიცოცხლეში და გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. რა ხდება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ? ნაწარმოები საჯარო კუთვნილებაში გადადის და წინა პლანზე გადმოდის მორალური უფლებების დაცვა. თუკი ნაწარმოების ავტორი ცნობილია, შესრულებისას მისი ვინაობა აუცილებლად უნდა დასახელდეს. თუკი საუბარია უცნობ ავტორზე, მაშინ უნდა აღინიშნოს, რომელი ერის კუთვნილებაა იგი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება: ქმნილება არ უნდა დამახინჯდეს.

გარდა ქართველი ავტორებისა და მათი მემკვიდრეებისა, სპეციალურ მონაცემთა ბაზებში უცხოელ კოლეგებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე 100-ზე მეტი ქვეყნის 2 მილიონამდე ავტორის უფლებებია შეტანილი. საქართველოს ავტორთა საზოგადოება მსოფლიოს სხვა ქვეყნების საავტორო - სამართლებრივ ორგანიზაციებთან ერთად ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციაშია (CISAC) გაწევრიანებული, რომლის წევრები საერთო პრინციპებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობენ. თითოეული მათგანი მთელი მსოფლიოს რეპერტუარს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოქვეყნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებაზე საქართველოს ავტორთა საზოგადოების მიერ გაცემული ლიცენზია მოსარგებლეს მთელი მსოფლიოს ავტორთა ნაწარმოებებით სარგებლობის უფლებას ანიჭებს. ამ დროისათვის ორგანიზაციამ 600-ზე მეტი ლიცენზია გასცა.

0x01 graphic

ელგუჯა შაფათავა, საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე: ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა, უპირველესად, თავად ავტორებისთვისაა მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ სამუშაო ადგილების მზარდი რაოდენობა, მეტი ჰონორარი... თუმცა, ასე ხდება მხოლოდ განვითარებული სახელმწიფოს შემთხვევაში. განუვითარებელ სახელმწიფოში საავტორო უფლებების დაცვის საკითხიც შესაბამის დონეზეა. ისე, სულ რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც არ შეერთებია ამ სფეროს მარეგულირებელ ბერნის კონვენციას, რომლის წევრებიც ჩვენ 1995 წელს გავხდით. მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა, მაგრამ ამ უფლებების დაცვა ჯერაც სერიოზულად ჭირს... დღეისათვის საქართველოში საავტორო უფლებები მხოლოდ 7-8 პროცენტით თუ იქნება დაცული... თუ ერთერთი ექსპერტის მონაცემებს დავეყრდნობით, ამის გამო ქვეყანა წელიწადში 15 მილიონამდე დოლარის ოდენობის შემოსავალს კარგავს. მე მაინც მგონია, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან კონკრეტული კვლევა არც ჩატარებულა.

კეთილსინდისიერ მოსარგებლეს ჩვენი ორგანიზაცია მორალურადაც იცავს და ეკონომიკურადაც. მაგალითად, ორი მსხვილი კომპანიისთვის - „მაგთიკომისადაჯეოსელისთვისცალკეული ავტორების მემკვიდრეებმა პრობლემების შექმნა მოინდომეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან მათ (ამ კომპანიებს) ჩვენი ლიცენზია წარმოადგინეს.

საგულისხმოა, რომ საზღვარგარეთ ანალოგიურ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად სოლიდური თანხის გადახდა, მერე კი ყოველთვიური გადასახადის გაღებაა საჭირო. საქართველოს ავტორთა საზოგადოებაში კი ეს ყველაფერი უფასო გახლავთ. რაც შეეხება, შესრულებული სამუშაოს გასამრჯელოს, ავტორთა საბჭო კრებაზე წყვეტს, რომელი კატეგორიის მოსარგებლისგან რა თანხა ეკუთვნის ორგანიზაციას. საშუალოდ, გასამრჯელოს ოდენობა საერთო თანხის 5-20 პროცენტს შეადგენს.

ელგუჯა შაფათავა: „ჩვენს ორგანიზაციას თავის მაკონტროლებელი და კომისიები ჰყავს, მაგრამ ყველაზე მთავარი თავად ჩვენი ზნეობა და თვითკონტროლია. ჩვენი ორგანიზაციის ათივე წევრი თავდაუზოგავად შრომობს. არადა, საქმე მართლაც ძალიან რთულია: ხშირად გვიწევს სასამართლოებში ღამისთევა, მტრული დამოკიდებულების ატანა, ლანძღვა - გინების მოთმენაც კი, მაგრამ საე რთო კრებაზე ავტორებისგან მიღებული მადლობა ამ ყველაფერს აბათილებს. „რა ფული უნდა გადავიხადო, ბარემ ჰაერზეც დაგვიწესეთ გადასახდიო“ - ასეთი კატეგორიის ხალხი ვერ ხვდება, რომ გადახდა და მოფრთხილება სწორედ იმას სჭირდება, რაც ჰაერივით აუცილებელია. ჩვენს წესდებაში წერია, რომ საზოგადოება გააკეთებს ყველაფერს, რათა საავტორო უფლებებს ყველგან პატივს სცემდნენ. აქვე მინდა აღვნიშნო: ძალიან კარგი საქმე გაკეთდა თავის დროზე, რომ ჩვენ სასამართლოში ბაჟს არ ვიხდით, თორემ ამ თანხას ვერ შევწვდებოდით და უძლური ვიქნებოდით დაგვეცვა ავტორთა უფლებები. ისე, ხანდახან მოსამართლეებიც ზერელე დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. მინდა მივმართო მათ: თუ ავტორთა უფლებებს არ დაიცავთ და ამ სათუთი შემოქმედი ხალხის ნაწარმოებებს ასევე სათუთად არ მოვეკიდებით, დაანებებენ თავს საყვარელ საქმეს, გადავლენ მომსახურების სფეროში ან ისეთ უბრალო საქმეს მოკიდებენ ხელს, რისი გაკეთებაც ნებისმიერ ადამიანს ძალუძს... რასაკვირველია, მომსახურებაც აუცილებელია, მაგრამ შემოქმედი ადამიანების გარეშე კულტურის დონე ხომ დაიკლებს? ამიტომ, ყველაზე მეტად ინტელექტუალურ საკუთრებას უნდა მოვუფრთხილდეთ! ეს ყველაზე მსუბუქია, გამოსაჩენია, საამაყოა, პრესტიჟულია... შემოქმედი ადამიანისთვის ნაწარმოები შვილის ტოლფასია. სიტყვაპლაგიატიკი ლათინური სიტყვაა და სულიერი შვილების მოტაცებას, მითვისებას ნიშნავს... თავად განსაჯეთ ხელოვანის ტანჯვა მისი საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში...

საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა № 63, II სადარბაზო, II სართული; ტელეფონი: 33-56-79, 33-31-93, 33-33-06. info@ sas.org.ge

ეკა ჯიმშელაძე

7 თანამედროვე ტექნოლოგიები

▲ზევით დაბრუნება


7.1 რატომ იძლევა CLAAS-ის ტექნიკა ნაკლები დანახარჯით მეტი მოგების შესაძლებლობას

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ეკა ჯიმშელაძე
ჟურნალბიზნესი და კანონმდებლობისწამყვანი რედაქტორი

დედამიწის უმეტესი ნაწილი, როგორც ვიცით, წყლითაა დაფარული. ხმელეთს - სტეპებს, მთებს და უდაბნოებს მხოლოდ ერთი მესამედი უჭირავს, საიდანაც სასოფლო - სამეურნეო დანიშნულებით მხოლოდ სამი პროცენტი, ანუ 1,5 მილიარდი ჰექტარი გამოიყენება. დედამიწაზე ნაყოფიერი ნიადაგი, როგორც სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანესი საწარმოო რესურსი, საკმაოდ დეფიციტური და მუდმივად მცირდება. ბუნებისადმი ადამიანის უგერგილო დამოკიდებულების და ბუნებრივი კატაკლიზმების (წყალი, ქარი, ეროზია) გამო, მილიონობით ჰექტარი ნაყოფიერი სახნავი მიწები ყოველწლიურად ხრიოკდება. უახლესი ტექნოლოგიების მთელი ფილოსოფია სწორედ ეფექტიან და დამუშავების დროს ნიადაგის დაცვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას ემსახურება.

ამ მიმართებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს შორის გერმანული CLAS-სი, ლიდერია. CLAS-სის უნიკალურ ტექნიკას უკვე ქართველი ფერმერებიც იცნობენ და კავკასიაში კომპანიის წარმომადგენლობის - მსოფლიო ტექნიკის დახმარებით წარმატებითაც ითვისებენ.

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში CLAAS ACADEMY -სა და შპს მსოფლიო ტექნიკის მიერ ერთად აპრილის დასაწყისში გამართულმა საერთაშორისო - საინფორმაციო სემინარზე, რომლის თემა გახლდათ: აგროსამრეწველო კომპლექსის სპეციალისტების მომზადების თანამედროვე მეთოდიკები, ქართველმა სტუდენტებმა, ფერმერებმა და ჟურნალისტებმა, თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. დიდი ინტერესი გამოიწვია სემინარის პარალელურად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ფირმების: CLAAS-ის, Grimme-სა და Lemken-ის ტექნიკის გამოფენამ.

„CLAS”-მა აგრარულ უნივერსიტეტში სასწავლო აუდიტორიაც გახსნა, სადაც სტუდენტები და ფერმერები თანამედროვე ტექნიკასთან დაკავშირებულ ამომწურავ ინფორმაციას და თვალსაჩინო მასალებს გაეცნობიან.

კომპანია CLAS-ი ათეული წლებია უმაღლესი კლასის სასოფლო - სამეურნეო ტექნიკას აწარმოებს. კომპანიის მიზანი ტექნოლოგიების მუდმივი სრულყოფა და მომხმარებლისთვის ეკონომიკურად მომგებიანი ტექნიკის მიწოდებაა.

CLAAS ACADEMY-ს სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე სპეციალისტების მომზადებისა და გადამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მას მსოფლიო მასშტაბით, სწავლების უახლეს საინფორმაციო ტექნიკური და მულტიმედიური ბაზაც აქვს.

ამიტომაც, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სემინარის მონაწილეებს მსოფლიო თანამედროვე სასოფლო - სამეურნეო ტექნიკაზე და სწავლების მეთოდიკაზე უნიკალური ინფორმაციის მიღების საშუალება მიეცათ. სემინარის მონაწილეებმა აქვე ერთმანეთს სოფლის მეურნეობის დარგში სპეციალისტთა მომზადების გამოცდილებაც გაუზიარეს და განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

სწავლების თანამედროვე მეთოდებს შორის მიწათმოქმედებასა და მემცენარეობაში გამოყენებული ნავიგაციის თანამედროვე სისტემები Telematics, AGRO SCOUT, OUTBACK-ს, მოსავლიანობის რუქების შედგენა, ზუსტი მიწათმოქმედებისა და მოსავლიანობის დაგეგმვა და წარმართვა გახლავთ, რომელიც ფირმა AGROCOM-მა შეიმუშავა.

გელა ჯავახიშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი: ამ სემინარის შედეგებს ცოტა მოგვიანებით დავინახავთ, როცა საქმეში ჩაერთვებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტები, მეცნიერები და პროფესორ - მასწავლებლები, როდესაც საქართველოს მექანიზატორთა უზარმაზარი არმია კვალიფიკაციას აიმაღლებს. თავად სემინარმა კი მოლოდინს გადააჭარბა. დარგის გამოცდილმა სპეციალისტებმაც კი აღფრთოვანებით აღნიშნეს, რომ ასეთი სერიოზული და მართლაც სასარგებლო გამოფენა - სემინარი საქართველოში ბოლოს როდის მოეწყო, აღარ ახსოვთ. აქვე გაიხსნა ცენტრი, რომელიც მხოლოდ საქართველოს მასშტაბით კი არ გადაამზადებს ძველ კადრებს, არამედ, იგი ამ მიმართულებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ცენტრად იქცევა. აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებმა უკვე გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. ჩვენ ქვეყნებს შორის ასეთი სახის კავშირი ყოველთვის არსებობდა და ახლა ამის აღდგენა აუცილებელია. დღეს წარმოუდგენელია, რომელიმე ქვეყანამ კარჩაკეტილობით, ყველასგან დამოუკიდებლად, რაიმე სერიოზულ შედეგს მიაღწიოს.

0x01 graphic

საქართველო აგრარული ქვეყანაა, ცოდნის გავრცელების მხრივ კი ჩვენი უნივერსიტეტი ფლაგმანია. სხვათა შორის, სულ მალე აგრარულ უნივერსიტეტში, კიდევ ერთი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია გაიხსნება, სადაც ნიადაგის, წყლის, კვების პროდუქტების ხარისხი შემოწმდება.

იენს მოსკა, კომპანია „Lenken“ - ის რეგიონული წარმომადგენელი: მართალია, თქვენს ქვეყანაში იმ მეურნეობების რიცხვი, რომლებიც დღეს რეალურად რენტაბელურად მუშაობს და ასეთი ტექნიკის შესაძენი ფული აქვთ, ბევრი არ არის, მაგრამ საქართველოს სოფლის მეურნეობას ასეთი ტექნიკა აუცილებლად სჭირდება. მერწმუნეთ, იგი ნელ-ნელა, ნაბიჯ - ნაბიჯ, მაგრამ მაინც განვითარდება. ეს მოხდება მაშინ, როგორც კი ფერმერი გაარკვევს, რომ ეს აგრეგატები შემოსავლების ერთიორად გაზრდის კარგი საშუალებაა, რომ ნაკლები დანახარჯით მეტი ეფექტის მიღებაა შესაძლებელი.

ალექსანდრ კლესტერი, კომპანია „Grimme“- გაყიდვების განყოფილების მენეჯერი: ჩვენი კომპანია - მეკარტოფილეობისთვის საჭირო ტექნიკის წარმოებაში მსოფლიო ლიდერია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კომპანიამსოფლიო ტექნიკასთან“. იგი, როგორც ჩვენი ოფიციალური პარტნიორი და დილერი საქართველოში გვეხმარება ამ რეგიონში ისეთი სამუშაოების ჩატარებაში, რაც თქვენი ქვეყნისთვის სპეციფიკურია. სამწუხაროდ, ფერმერთა უმრავლესობას, კარტოფილი მოძველებული მეთოდებით მოჰყავს. სამი წლის წინათ ჩვენმა კომპანიამ აქ ჩამოიტანა და ფერმერებს მიაწოდა მოწყობილობები, რაც ახალქალაქის რეგიონში დღესაც წარმატებით მუშაობს. ტექნიკის მაღალი ფასის მიუხედავად, ადგილობრივმა ფერმერებმა დაგვიდასტურეს, რომ ამ მანქანების ღირებულება გამართლებულია, რადგან ხანგრძლივი საამორტიზაციო პერიოდის გამო გაცილებით დიდხანს ემსახურება მათ, ვიდრე, დავუშვათ, თურქული ტექნიკა. ამ მოწყობილობებმა ახალქალაქში უკვე დაამტკიცა, რომ იქ კარტოფილის რენტაბელურად მოყვანა შეიძლება. მარნეულში ამ ტექნიკის გამოყენებით კარტოფილის საჩვენებელი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რის შედეგებსაც წლის ბოლოს გამოვაქვეყნებთ. კარტოფილი ის კულტურაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. თუკი ფერმერი კარტოფილის თანამედროვე დამრგველს ყიდულობს, დანარჩენს კი ძველებური მეთოდით აკეთებს, მაშინ ეს წყალში გადაყრილი ფულია. მერწმუნეთ, მხოლოდ მანქანების მთელი კომპლექტია შეძენა იძლევა დანახარჯების მთლიანად ანაზღაურების გარანტიას. საქართველოს კარტოფილის, განსაკუთრებით კი სათესლე ჯიშების მოყვანა - გამრავლებაში დიდი პოტენციალი აქვს.

ტიგრან რიხტერი, კომპანიანორიკასდირექტორი: სემინარი უზადოდ იყო მომზადებული, რაც შპს მსოფლიო ტექნიკისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამსახურებაა. შეხვედრაში აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციებიც მონაწილეობენ, რამაც, ფაქტობრივად, საქართველოსთან ერთად სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემოსვლის საშუალებაც მოგვცა. საბჭოური წარმოების ტექნიკამ თავისი დრო მოჭამა. აქ წარმოდგენილი ტექნიკა იაფი ნამდვილად არ არის, თანამდევი ფირმების წარმომადგენლებიც სწორედ ამიტომ გეწვიეთ, რათა ხალხს ამ ტექნოლოგიების შესახებ მათ სრული წარმოდგენა შეექმნათ. ლაპარაკია ქიმიკატების, სასუქის, სასაწყობე ნაგებობების, ინვესტიციების თემებზე, რათა დახარჯული თანხა მოსავლის აღების შემდეგ ფერმერმა უკან დაიბრუნოს და მოგებაც დარჩეს.

შეიძლება ითქვას, საბაზრო ურთიერთობებზე სწრაფად გადასვლის გამო სამამულო სელექცია, ცოტა არ იყოს, ჩამორჩება, რადგან მას სულ სხვა მიზნები ჰქონდა. დასავლეთ ევროპული ჯიშები, რომლებსაც „Norika” გთავაზობთ, იმ საბაზრო მოთხოვნებს შეესაბამება, რასაც ითხოვს ვაჭრობა, მრეწველობა, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და მომხმარებელი, ვინც კარტოფილს საკვებად იძენს. უწინ თუ სელექცია აქცენტს გამძლეობაზე და მედეგობაზე აკეთებდა, დღეს ეს პარამეტრი ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის, რადგან ახლა ტექნიკა უფრო ფრთხილია, ქიმიკატები ეფექტური, ხოლო შესანახი ადგილები უფრო კეთილმოწყობილი. ამიტომ დანაკარგები უკვე ჯიშზე კი აღარ არის დამოკიდებული, არამედ, იმის მოვლაზე, რომ, მაგალითად, ბოლქვები სწორად განლაგდეს. დღეს ყურადღება ოპტიკურ იერზე, გემოზე, მოსავლიანობაზეა გადატანილი.

ომარ თედორაძე, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: რაც საბაზრო ეკონომიკაზე გადავედით, 1991 წლიდან, საქართველოში სასოფლო - სამეურნეო ტექნიკა არ განახლებულა. ძველი, საბჭოური ტექნოლოგიები აგრეგატები კი საბაზრო ეკონომიკის პირობებზე სამუშაოდ გათვლილი არ იყო. ევროპული ტექნოლოგია ეკონომიური და მაღალეფექტიანია.

ქვეყანაში უნდა არსებობდეს ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ. უნდა შეიქმნას მომსახურების ცენტრები, სადაც ფერმერები თავიანთი მოთხოვნებისა და საჭიროების მიხედვით შეარჩევენ ტექნიკას. მაგალითად, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში გახსნილია მსოფლიოში ცნობილი ფირმების ოფისები, ანუ სადილერო სამსახურები, როგორც ჩვენში ავტომაღაზიებია. ფერმერი მიდის და არჩევს გერმანულ, ამერიკულ თუ ჰოლანდიურ ტექნიკას. სახელმწიფო როგორ დაეხმარება ფერმერს, ეს უკვე სულ სხვა საკითხია.

ჩვენ მიწების პრივატიზების დროს დაუშვით შეცდომა. ჰექტარნახევარი მიწის მფლობელს ფერმერი არ ჰქვია, ასეთ მცირე ფართობზე რა უნდა მოიყვანოს კაცმა? წვრილი, გლეხური მეურნეობები სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ. მსხვილ ფერმერად მხოლოდ მათი ჩამოყალიბება მათი გაერთიანება - გამსხვილებით არის შესაძლებელი. ეს თავად დრომ მოიტანა. წვრილი ფერმერული ნაკვეთების მფლობელებს შეუძლიათ, გაერთიანდნენ ერთიან კორპორაციულ სისტემაში ან ფერმერთა ასოციაციებში, როგორც ეს საზღვარგარეთ არის მიღებული.

ტექნოლოგიებს უნდა მოარგო ტექნიკა. როგორც იქნა, ორ რამეს მივაღწევთ: ვასწავლით ჩვენს სტუდენტებს ისე, როგორც ევროპელი სტუდენტები სწავლობენ, ამავე დროს, ქვეყანაში შემოვა თანამედროვე ტექნიკა. ეს იქნება სრული ციკლი, რომელიც ამ ფირმებსაც წაადგება და ჩვენს ქვეყანასაც.

კობა კობალაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ორგანიზაციამერსიკორპსისდა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის თანამშრომელი: საგულისხმოა, რომ ასეთი მაღალი რანგის სემინარი ყველა შემთხვევაში გამოიღებს შედეგს. სემინარის მონაწილე ბევრი პროფესიონალისთვის უამრავი რამ აღმოჩენა იყო, არაპროფესიონალი ხომ სულგანაბული უსმენდნენ სპეციალისტებს! ეს მომავლის სტანდარტები გახლავთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიები შემოდის. ეს მხოლოდ მიწის მოხვნის თვალსაზრისით კი არა, ფერმერების განათლებისა და სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტების პოტენციალის ამაღლების კუთხითაც მომავლის ტექნიკაა. დასაქმდება უამრავი ადამიანი, მოსავლიანობის მატება კი 40-50 პროცენტს მიაღწევს. აქამდე თუ მეკარტოფილე ჰექტარზე 15-20 ათასი ლარის მოგებას ახერხებდა, ახლა მას ამ ციფრის გაორმაგება შეეძლება. ეს სიტყვები „ჰაერზე” არ მითქვამს: ჩვენმა ორგანიზაციამ ახალქალაქში და საქართველოს სხვა რეგიონებში ეს ტექნიკა და ტექნოლოგიები უკვე გამოსცადა, შეისყიდა და მოსახლეობაში გაავრცელა, ასე რომ, ყოველი სიტყვა კონკრეტულ ფაქტს ეფუძნება.

მაგერამოვ ჯაფარ, აზერბაიჯანის სასოფლო - სამეურნეო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგე: სემინარზე იმაზე მეტი გავიგეთ, ვიდრე ველოდით. ამიტომ გადავწყვიტეთ, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ, ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ, რაც ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის არსებულ, ისედაც მჭიდრო კავშირს, კიდევ უფრო განამტკიცებს. აქ წარმოდგენილი ტექნიკა, მართლაც, შესანიშნავია. მისთვის ბაზარი საგანგებოდ უნდა შემზადდეს. მომხმარებელმა მეტი ინფორმაცია მიიღოს, განსხვავებას მიხვდეს. სწავლება ხანდახან მეცნიერ - მუშაკებსაც სჭირდებათ, ფერმერს ხომ ამის გარეშე, თავისთავად, გაუჭირდება. სწორედ ამიტომ უნდა გააქტიურდეს პროპაგანდა. შეიძლება, ერთი შეხედვით, ისე ჩანდეს, თითქოს ბაზარი მზად არ არის ასეთი ტექნიკისთვის, მაგრამ საქმის დაწყება ხომ ყოველთვის სიძნელეებს უკავშირდება. ამ ყველაფერს დიდი მომავალი აქვს.

0x01 graphic

ლევან ცაგარელი, ახალსოფლის №2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე: სოფლის მეურნეობით სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა სერიოზულად არის დაინტერესებული. ასე რომ, სემინარის მონაწილეთა გამოსვლები დიდი გულისყურით მოვისმინეთ, ტექნიკასაც გულდასმით გავეცანით და დავათვალიერეთ. მე და ჩემი მეგობრები ამერიკელების მიერ დაფინანსებულ პროექტ „FFG”-ში ვართ ჩართული, ერთად მოგვყავს სასოფლო - სამეურნეო კულტურები, ფუტკარიც კი გვყავს. აქ მიღებული ინფორმაცია ბევრ საქმეში გამოგვადგება, თუნდაც, კარტოფილის მოყვანაში. ასეთი ტექნიკა კარტოფილის დათესვაში, აღებაში, ყანის მოყვანაში დიდ დახმარებას გაუწევს ფერმერებს. იმედია, მომავალში ასეთი მაღალი კლასის ტექნიკის ყიდვის საშუალება გვექნება. მთავარი კი მაინც ის არის, რომ ახალგაზრდები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან სოფლის მეურნეობით. თავიდან ჩვენს პროექტში სულ 10 ბავშვი ვიყავით გაერთიანებული, ახლა კი მასში თითქმის მთელი სკოლა ჩაერთო.

შაიკ ბაირამოვი, ფირმისაიბოლიტი XX საუკუნედირექტორი: ის სათესლე მასალა, რომელსაც ფირმა „Norika” მოგვაწვდის, მარნეულის რაიონში დაითესება, მაღალმთიან რაიონში კი ექსპერიმენტისთვის გამოვიყენებთ და გავარკვევთ, რამდენად გამოსადეგია ამგვარი თესლი ჩვენს კლიმატურ პირობებში. ასეთ სასარგებლო სემინარს ნამდვილად არ ველოდით. მომწოდებლებთან და სპეციალისტებთან შეხვედრამ ხომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დარწმუნებული ვარ, მეკარტოფილეობის განვითარებას საქართველოში, თუ მთლად ევროპის მსგავსი არა, ოდნავ ნაკლები პერსპექტივა ნამდვილად აქვს. ესეც იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს მაღალმოსავლიანი ჯიშები და ფიზიკურად არ გვაქვს ტექნიკა. ტექნოლოგიაც არ არის სათანადო დონეზე. არადა, სულ ადვილად შეგვიძლია მაღალ დონეს მივაღწიოთ, რადგან შესანიშნავი კლიმატური პირობები გვაქვს, მით უმეტეს, იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც დღის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენსაზე ნაკლებია. მაღალმთიანი ადგილებიც გვაქვს, დაბლობებიც, ვაკეც. ასე რომ, თუ საქმე კარგად წავა, მეკარტოფილეობის პრობლემები ქვეყანაში 3-4 წელიწადში მოგვარდება. საქმე კი, წესით, კარგად უნდა წავიდეს.

არა ამირიანი, სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, მანქანათა პროექტირების საფუძვლების გრაფიკის კათედრის გამგე: ეს სემინარიცა და „Claas”- ის აუდიტორიის გახსნაც კარგი ფაქტია. საერთოდ, უმაღლესი სკოლების მუშაკებს გვაქვს სასწავლო პროცესში უახლესი კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემა. ასე აღჭურვილი კლასი კი, ვფიქრობ, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის 80 წლისთავისთვის მსოფლიო ტექნიკისმხრიდან კარგი საჩუქარია. ეს სწავლების ახალი ფორმაა, რომელიც იძლევა საშუალებას, მიაწოდო სტუდენტს უზარმაზარი ინფორმაცია და ლექცია კიდევ უფრო საინტერესო გახადო. სემინარი ძალიან დროული და აქტუალურია. ასეთი პრობლემა სომხეთშიცა და საქართველოშიც მწვავედ დგას: ჩვენი კურსდამთავრებულების ცოდნის დონე და მომზადების ხარისხი იმ მოთხოვნებს არ შეესაბამება, რასაც შრომის ბაზარი მათ უყენებს.

სერგეი ბუტოვი, კომპანია „Claas”- ის წარმომადგენელი: სასიამოვნოა, როდესაც ჩამოდიხარ ქვეყანაში, უყვები, უხსნი და ხედავ, როგორ გისმენს ხალხი. მათ თვალებში იკითხება, როგორი ინტერესით გისმენენ. ყოველთვის საინტერესოა, როდესაც ხალხს რაღაც ახალს იგებენ. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ყოველთვის სასიამოვნო და სასიხარულოა იმის შეგრძნება, როცა მსმენელს შენი ესმის. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა აიტაცებენ იდეას, ესე იგი, ხვდებიან, რომ ეს მათთვის, მათი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში, მგონი, კიდეც გადავაჭარბეთ იმ მიზნებს, რომლებსაც ვისახავდით: პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანი მხოლოდ იდეის შეთავაზება იყო, ამ იდეით აღგზნება კი სამომავლოდ გადავდეთ, თუმცა, გამოვიდა, რომ ამას უკვე მივაღწიეთ. ყველაზე სასიხარულო კი მაინც იმის შეგრძნებაა, რომ ადამიანებს სარგებელი მოუტანე, შეგნება იმისა, რომ შენს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია.

0x01 graphic

ზვიად ბრეგვაძე, შპსმსოფლიო ტექნიკისსამეთვალყურეო საბჭოს

სემინარის დაგეგმვის დროს ვცდილობდი, ორიენტირი სტუდენტებზე აგვეღო, რათა დაენახათ, რომ ცხოვრება გრძელდება, რათა ოპტიმიზმი ჩასახვოდა ხალხს. მინდოდა მეჩვენებინა, რომ თანამედროვე მიდგომა ამართლებს და თუ ასე არ მოვიქცევით, ვერც პირადულ ცხოვრებაში გაგვიმართლებს და, მით უფრო, სახელმწიფოში არ იქნება პროგრესი. ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ სოფელს ეშველოს. ფინანსური მდგომარეობიდან და სახელმწიფოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროფესორ - მასწავლებლებს გამოფენებზე სიარულის და პროგრესული ტექნიკის ნახვის საშუალება არ აქვთ. არადა, მასწავლებელი თუ არ გაეცნო, მოსწავლეს როგორ ასწავლოს?! იმედია, რომ ამ მასალებით, თანამედროვე სწავლების მეთოდებით ჩვენი პროფესორ - მასწავლებლები ჯერ თავიანთ კვალიფიკაციას აიმაღლებენ, მერე კი საკუთარ ცოდნას სტუდენტებს სათანადოდ გადასცემენ. საშემოდგომოდ შეირჩევა მასწავლებლები, რომლებიც ევროპაში გაიგზავნებიან და იქ დამატებით ცოდნას მიიღებენ. ამის გარდა, იმედია, გამოჩნდება კიდევ ვიღაც, ვინც, შესაძლოა, ჩვენზე უკეთ გააკეთებს ამ ყველაფერს. მთავარი გამოღვიძების მომენტი - გზის დასაწყისია. ჩვენი ქმედება სხვებსაც დააფიქრებს, უფრო მომთხოვნს გახდის სტუდენტსაც და პროფესორ - მასწავლებლებსაც. საფუძველი უკვე ჩაყრილია, ცხოვრებაში ყველაზე რთული პირველი ნაბიჯია, რაც უკვე გადაიდგა. მინდოდა თავადაც დამენახა, რომ ცხოვრება გრძელდება. და ვნახე კიდეც: ვნახე სტუდენტების ანთებული თვალებიც და მათი ვიგრძენი ინტერესი. საქართველოში უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციაა, ვისაც ქვეყნის დახმარება სურს. მათ ის დასაყრდენი უნდა შევუქმნათ, სადაც დახმარება ეფექტიანი იქნება.

მსგავს სემინარს, როგორც ბატონი ზვიად ბრეგვაძე მიხსნის, შპს მსოფლიო ტექნიკამომავალშიც გამართავს. მოწვეული სპეციალისტები პროფესორ - მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებიან. მეზობელი ქვეყნების თხოვნით, შეხვედრაში აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები კვლავ მიიღებენ მონაწილეობას, რაც მეცნიერებისა და სტუდენტების შორის კონტაქტებს კიდევ უფრო გააღრმავებს. სემინარების გამართვის იდეა განსაკუთრებით მოიწონეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, GTZ”, „MercyCorps და მის ორგანიზატორებს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვეს.

8 თიზ-ი

▲ზევით დაბრუნება


8.1 საგადასახადო თავშესაფრები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნელი სესაძე,
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის,
ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

ქვეყნის საფინანსო - ეკონომიკური განვითარების ძლიერი ბერკეტი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნაა. მათი არსებობა განპირობებულია მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით, მხედველობაში მაქვს სამეურნეო ცხოვრების გლობალიზაცია და მისი ინტერნაციონალიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო უფრო მეტად ხდება ურთიერთდამოკიდებული.

ვერც ერთი სახელმწიფო, რაგინდ ძლიერიც არ უნდა იყოს იგი, ვერ განვითარდება ზოგადსახელმწიფოებრივი კავშირების გარეშე. სწორედ თავისუფალი ეკონომიკური ზონები წარმოადგენს იმ ხიდს, რომელიც ეკონომიკურად აახლოებს ცალკეულ ქვეყნებს და რეგიონებს.

დღეისათვის მსოფლიოში 2000- მდე თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოქმედებს. თავისუფალი ეკონომიკური ზონა ქვეყნის ტერიტორიის ის ნაწილია, სადაც იქმნება ხელსაყრელი პირობები სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის საფუძველზე სხვადასხვაგვარი საგარეო- ეკონომიკური ოპერაციებისათვის.

თავისუფალ ეკონომიკურ ზონების შექმნის მიზნები ხშირად ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და ზოგჯერ პოლიტიკურ პირობებს უკავშირდება. განზოგადებული სახით ისინი შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: მოწინავე ტექნოლოგიის მოზიდვა; ეკონომიკის აქტივიზაცია უცხოური კაპიტალის მოზიდვის გზით; სავალუტო შენატანების მიღება და ამგვარად სავალუტო მარაგის ზრდა; შიდასამომხმარებლო ბაზრის გაჯერება; მოსახლეობის დასაქმების დონის ზრდა და სამუშაო ძალის ხარისხობრივი მდგომარეობის ამაღლება; ეკონომიკის მართვის სფეროში მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინება; დეპრესიული რეგიონების განვითარების დაჩქარება.

ყველა შემთხვევაში ცენტრალურ საკითხად რჩება უცხოური კაპიტალისა და უცხოური საწარმოების სტიმულირება. ამ მიზნით გამოიყენება ეკონომიკური და იურიდიული ზემოქმედების სხვადასხვა ზომები. იურიდიული ზომებიდან აღსანიშნავია სამართლებრივი გარანტიების შექმნა ინვესტორთათვის. თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში ინვესტორთა მოზიდვისათვის გამოიყენება სხვადასხვა სახის ეკონომიკური შეღავათები: შემცირებულია ან გაუქმებულია ექსპორტ - იმპორტის ტარიფები, გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები, მოქმედებს საგარეო - სავაჭრო ოპერაციის განხორციელების გამარტივებული წესი. მნიშვნელოვანია ფინანსური შეღავათებიც, სუბსიდიები, რომლებიც ეძლევათ ფირმებს. გამარტივებულია საწარმოთა რეგისტრაციის, უცხოელ მოქალაქეთა მიმოსვლის პროცედურები.

აღნიშნული შეღავათების გამო მოგების ნორმა ხშირ შემთხვევაში 30-35%25-ის ფარგლებში მერყეობს.

ტერიტორიას, სადაც თავისუფალი ზონა ყალიბდება, წარედგინებათ სათანადო მოთხოვნებიც: ტერიტორიისათვის დამახასიათებელი უნდა იყოს:

  • ხელსაყრელი სატრანსპორტო - გეოგრაფიული მდებარეობა საგარეო და საშინაო ბაზრის მიმართ, განვითარებული სატრანსპორტო კომუნიკაციების არსებობა;

  • განვითარებული საწარმოო პოტენციალი, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურა;

  • მნიშვნელოვანი ბუნებრივრესურსული პოტენციალი (ფერადი ლითონები, ტყის რესურსები და სხვ.).

მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ტერიტორიის სასაზღვრო მდებარეობაც საზღვარგარეთის ქვეყნების მიმართ, აგრეთვე, ზღვაზე გასასვლელი.

თავისუფალი ეკონომიკური ზონები პირველად აშშ-ში შეიქმნა 1934 წელს საგარეო ვაჭრობის ზონის სახით. საგარეო - სავაჭრო საქმიანობის გააქტიურებისათვის გათვალისწინებული იყო შეღავათები საბაჟო გადასახადებზე - კერძოდ, ავტომობილების დეტალებისა და კომპონენტების იმპორტზე. საგარეო ვაჭრობის ზონად გადაიქცა საწყობები, აეროპორტები.

1957 წელს თავისუფალი ზონა ჩამოყალიბდა ირლანდიაში 15 ჰა მიწის ფართობზე (ცენტრი - აეროპორტი „შენონი“), მიზანი 300 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იყო. მისი განვითარება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. მათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაიწყეს წარმოების ორგანიზაცია. შემდეგ შექმნეს ტექნოპოლისი ისევ უცხოური კაპიტალის მოზიდვით. სწორედ მან გადააქცია ირლანდიის დასავლეთი ნაწილი მზარდ სამრეწველო ცენტრად, სადაც იქმნება ახალი სამრეწველო პროდუქცია, კერძოდ, ელექტრონიკა, სანავიგაციო და სააეროდრომო მოწყობილობები. თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონამ ირლანდია გადააქცია თანამედროვე მრეწველობის კერად. ირლანდიის ეს ისტორია ქვეყნის ჩამორჩენილობის ლიკვიდაციის საინტერესო მაგალითია.

1982 წელს ინგლისში აეროპორტ „დოგ-აილენდში“ შეიქმნა კიდევ ერთი თავისუფალი ეკონომიკური ზონა (ფართობი 2000 ჰა). ამ პროგრამით მოზიდულ იქნა 1 მლრდ ფუნტ სტერლინგზე მეტი.

1967 წელს ბრაზილიაში შეიქმნა თავისუფალი სამრეწველო ზონა - „მინაუსის თავისუფალი ზონის სამრეწველო ოლქი“ (ფართობი 3.6 მლნ კვ/ კმ), ზონის შექმნის მიზანი იყო სამრეწველო წარმოების განვითარების სტიმულირება. პროექტმა ბრაზილიის ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყო ხელი. თავისუფალი ეკონომიკური ზონის ბირთვს წარმოადგენდა 30 სანედლეულო და სათბობ - ენერგეტიკული საწარმო, რომელთა პროდუქციაც ბრაზილიაში მოიხმარებოდა.

იქმნებოდა სამეცნიერო - ტექნიკური ხასიათის ზონებიც.1973 წელს აშშ-ში 84 ასეთი ზონა ფუნქციონირებდა, დასაქმებული იყო 142 ათასი ადამიანი და 45 ათასი მეცნიერი. „Silikon - Vele“ („სილიკონური ველი“) აწარმოებდა გამომთვლელი მანქანების და კომპიუტერების მსოფლიო წარმოების 20%25.

შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონებმა განვლესგზასაწყობიდან და სატრანზიტო ზონიდან საექსპორტო - საწარმოო ზონებამდე. მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ საექსპორტო ზონების არარსებობის შემთხვევაში ქვეყნებიდან საქონლისა და მომსახურების ექსპორტი იზრდება წელიწადში 7%25-ის ოდენობით, ხოლო არსებობის შემთხვევაში კი 20%25-ით.

მსოფლიოში გავრცელებულია სერვისული თავისუფალი ზონებიც ოფშორული ზონების სახით. მათ საგადასახადო ოაზისებსაც უწოდებენ. ოფშორული ცენტრები ფუნქციონირებს კუნძულოვან ტერიტორიებზე, რომელთაგან აღსანიშნავია ანტილიის, ბაგამის, ბერმუდის, ვირჯინიის, კაიმანოვის, ბარბადოსის, კვიპროსის კუნძულები და ა.შ.

0x01 graphic

საგადასახადო შეღავათები, მნიშვნელოვანი თავისუფლება, სავალუტო კონტროლის არარსებობა, ნებისმიერ ვალუტაში ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა, ფინანსური პროცესების ანონიმურობა და სხვა. აი, არასრული სია იმ შეღავათებისა, რომლებიც მაგნიტივით იზიდავს ეკონომიკურ სუბიექტებს. ირლანდიისა და ლიბერიის ოფშორულ ზონებში გადასახადების ამოღება არ წარმოებს. შვეიცარიაში გადასახადები ძალიან დაბალია. ლიხტენშტეინის, ანტილიის კუნძულების და პანამის ზონებში ფირმების რეგისტრაციისას გადასახადის ერთიანი თანხაა (პაუშალური გადასახადი). ასეთ ზონებში ეკონომიკური სუბიექტები იხდიან სარეგისტრაციო ყოველწლიურ შენატანებს, საბანკო, სადაზღვევო, სატრასტო საქმიანობის ლიცენზიებზე მოსაკრებლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ირლანდიაში და შვეიცარიაში ოფშორულ კომპანიებს მოეთხოვებათ მინიმალური ბუღალტრული აღრიცხვა, ანტილიის კუნძულებზე, ლიბერიაში, პანამასა და ლიხტენშტეინში ასეთი მოთხოვნა საერთოდ არ არსებობს.

ბუნებრივია, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების დეფიციტი განაპირობებს მსოფლიო გამოცდილების გამოყენებას.

ჩვენთან, კერძოდ ბათუმში, თავისუფალ ეკონომიკურ ზონას თავისი ისტორია გააჩნია. აჭარა გეოპოლიტიკური მდებარეობით ყოველთვის იქცევდა ევროპისა და აზიის დიდ სახელმწიფოთა ყურადღებას. სწორედ ინგლისისა და რუსეთის ინტერესთა დაპირისპირებამ წარმოშვა ბათუმში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი ფორმა - პორტო ფრანკო (თავისუფალი პორტი). იდეა პირველად ინგლისის ხელისუფლებას გაუჩნდა, შემდეგ კი, 1878 წლის ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით რეალობად იქცა. ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით ევროპის ქვეყნებმა მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს. ბათუმის პორტი ღია იყო მათი გემებისათვის. მართალია, - პორტო ფრანკო - მ მხოლოდ რვა წელი იარსება, მაგრამ მან ბევრი რამ გააკეთა ბათუმის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. ბათუმი სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე საპორტო ქალაქი გახდა შავ ზღვაზე, ხოლო მრეწველობითა და ვაჭრობით - მესამე ქალაქი ამიერკავკასიაში.

0x01 graphic

არაბული კომპანია „RAK investment Authority“- ს.ს. „ფოთის საზღვაო პორტის“ 51%25 მფლობელი გახდა. იგივე კომპანია ფოთის პორტის მიმდებარე მიწის ნაკვეთის (300 ჰა) მფლობელიცაა. 4 წლის მანძილზე ამ კომპანიის მიერ პროექტით მოზიდული იქნება 200 მლნ აშშ დოლარი და შეიქმნება 20 ათასი სამუშაო ადგილი. პროექტით გათვალისწინებულია, აგრეთვე, ახალი საზღვაო პორტის მშენებლობაც.

ახალი პორტის მშენებლობამ, ძველის მოდერნიზაციამ, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონამ მომავალში უნდა გაზარდოს ტვირთის გადატანა 35-40 მლნ ტონამდე. (2007 წ. ფოთის პორტი ამუშავებდა 7.7 მლნ ტონა ტვირთს).

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა უნდა მიიღოს საპორტო ჰოლდინგმა - Dubai World ქ. დუბაის.

საქართველოში ფოთის ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა 2007 წლის თებერვალში.

არაბეთის კომპანიას გადაეცა ფოთის მოქმედი პორტის და მიმდებარე ტერიტორია 49 წლის ვადით. თავისუფალი ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ამოქმედდება 500-მდე საწარმო. ისინი ისარგებლებენ ყველაზე შეღავათიანი ეკონომიკური პირობებით საქართველოს ტერიტორიაზე.

დაშვებულია გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ვალუტა. პროექტით აკრძალულია იარაღის, ქიმიური და მომწამლავი ნივთიერებების, ბირთვული მასალების წარმოება და რელიზაცია.

თავისუფალი ეკონომიკური ზონების მსოფლიო პრაქტიკის განხილვა გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ:

თავისუფალი ეკონომიკური ზონა ცალკეული ტერიტორიების და რეგიონების განვითარების ძალზე ქმედითი მიმართულებაა. თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა ორიენტირებულია ძირითადად კონკრეტული პრიორიტეტული ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტაზე და სტრატეგიული პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციას ისახავენ მიზნად.

თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს სასაზღვრო მდებარეობა აქვთ, ფლობენ განვითარებულ სატრანსპორტო, საწარმოო და სოციალურ ინფრასტრუქტურას.

თავისუფალი ეკონომიკური ზონების ჩამოყალიბებას სჭირდება კონსტრუქციული კონცეპტუალური საფუძველი და სათანადო საკანონმდებლო ბაზა.

ANNOTATION
Tax refuge

Neli Sesadze

In article it is analyzed saved up (including negative) world and domestic experience of creation of free economic zones In article is estimated possibilities and prospects of creation and development of free economic zones in our country.

9 დაზღვევა

▲ზევით დაბრუნება


9.1 დაზღვევა - ქველმოქმედება, თუ რისკის ანაზღაურება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დავით ჭიოტაშვილი
პროფესორი

დაზღვევის, როგორც ეკონომიკური კატეგორიის შესახებ, განსხვავებული შეხედულებები არსებობს. მსოფლიოს თვალსაჩინო ეკონომისტთა მიერ დაფიქსირებულია დაზღვევის სხვადასხვა ფორმულირება, გამომდინარე სუბიექტური და ობიექტური კონცეფციებიდან. ჩემის აზრით, მისაღებია გერმანელი მეცნიერის .ვაგნერის მიერ ფორმულირებული განმარტება, რომლის თანახმად, დაზღვევა ისეთი სამეურნეო დაწესებულებაა, რომელიც ააცილებს ან შეარბილებს მავნე შედეგებს ცალკეული, შემთხვევითი, ან გაუთვალისწინებელი მოვლენების დროს კერძო პირის ქონებაზე ცალკეულ შემთხვევებზე გადანაწილების გზით, რომელსაც ემუქრებოდა საშიშროება, მაგრამ სინამდვილეში არ მოხდა.

დაზღვევის ზოგიერთ განმარტებაში საუბარია არა ქონების დანაკარგებზე, არამედ მოთხოვნილებებზე, როგორც აუცილებლობაზე. რიგი ავტორები (ა.მანესი, ა.მაშნერი) აღიქვამენ დაზღვევას, როგორც ურთიერთდახმარების პრინციპზე აგებულ სამეურნეო დაწესებულებას, რომელიც აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ან კოლექტიურ მოთხოვნებს სამეურნეო ზარალის უარყოფითი ან კაპიტალის შემცირების განსაზღვრას სტატისტიკური მოვლენების გაზომვის გზით. კ.ბურროუ, სადაზღვევო სტატისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, დაზღვევის ქვეშ გულისხმობს გაერთიანების ჩვეულებრივ ფორმას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზოგიერთი თავისებურებანი. პირველი, გაერთიანება უნდა შედგებოდეს მრავალრიცხოვანი ინდივიდუმებისაგან, რომლებიც ერთი სახის რისკის ქვეშ დგება და მიზნად აქვს მატერიალური ზარალის (ფულადი სახსრების) ამოღება. იგი შეიძლება მოხდეს მომავალში მოულოდნელი შემთხვევის დროს. მეორე, ანაზღაურება უნდა გამოიყოს მხოლოდ იმ პრემიებიდან, რომლებიც შეაქვთ გაერთიანების წევრებს (სწორედ ეს განასხვავებს დაზღვევას ქველმოქმედებისაგან). ვფიქრობ, ყველა გაერთიანება არაა დაზღვევა, სადაზღვევო გაერთიანების მიზანია ზარალის ასანაზღაურებელი სახსრების მონახვა. სწორედ ანაზღაურება არის შედარებით არსებითი ხასიათის სპეციფიკური ნიშანი სადაზღვევო გაერთიანებისათვის.

არსებობს დაზღვევის განსაზღვრის სხვა შეხედულებები, რომელშიც პირველ პლანზე გამოდის სტატისტიკური კანონზომიერება. აღნიშნული მიდგომით დაზღვევა წარმოადგენს ადამიანის კუთვნილ ქონებაზე შემთხვევითობის შედეგად ზარალის ანაზღაურების ურთიერთობას, რომელიც გამოიხატება მათემატიკური სტატისტიკის კანონით.

აკადემიკოსი ..ვობლი დაზღვევას თვლიდა სამეურნეო საქმიანობის სახედ სოლიდარობისა და ანაზღაურების საფუძველზე, რომლის მიზანია მომავალი მოთხოვნების გადაფარვა. იგი დგება შემთხვევით, ამასთანავე, სტატისტიკურად ამოსაცნობი მოვლენით. დაზღვევის არსის განსაზღვრაში ასეთ მიდგომას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა. მას საფუძვლად უდევს ისეთი მახასიათებელი როგორიცაა: ურთიერთობა და ანაზღაურება გარკვეული ასოციაციის მეშვეობით. ანაზღაურება დაზღვევის არსებითი მახასიათებელია, რომლითაც ის განსხვავდება ქველმოქმედებისაგან, იძულებითობისაგან და ა.შ. დაზღვევა შეიძლება იყოს მხოლოდ იქ, სადაც არსებობს გარკვეულ პირთა ასოციაცია. დაზღვევის მიზანია დანაკარგის ან მომავალი მოთხოვნების ანაზღაურება, რომელიც არსებითად განსხვავდება შენანახისაგან. შენანახი ან დანაზოგი მოსახლეობის ფულადი შემოსავლის ნაწილია, რომელიც იზოგება მომავალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და რომელიც ობიექტურად აუცილებელია პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფისა და მისი განვითარებისათვის. დაზღვევაში არსებითია ის მოვლენა, რომ ეს მოთხოვნები ან დანაკარგები გამოწვეული იყოს შემთხვევითი მოვლენით და არა კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის წინასწარ დაგეგმილი ხარჯებით.

ერთგვაროვანი მოვლენების განმეორებითობაში აღინიშნება გარკვეული კანონზომიერება, რომელიც ხასიათდება დიდ რიცხვთა კანონით. ალბათობის თეორიის ბაზაზე დგინდება შემთხვევითი მოვლენის დადგომის ალბათობა. შემთხვევითი მოვლენის ალბათობის შეფასებისას დაზღვევისთვის მნიშვნელოვანია მისი ღირებულების განსაზღვრა. დაზღვევის რისკის შეფასება, სადაზღვევო შენატანების ნაკადისა და დაზღვევის სახეთა მიხედვით გადახდა შეადგენს ამ სახის საქმიანობის ძირითად საფუძველს.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ზოგიერთი ეკონომისტი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ დაზღვევა არის ლატარეა განუსაზღვრელი ტირაჟით: ვინც დაზარალდა უბედური შემთხვევისაგან, მან მოიგო, ხოლო ვისაც ეს შემთხვევა ასცდა - წააგო. თამაშის არსი მდგომარეობს - ერთი პირის გამდიდრებაში მეორის ხარჯზე შემთხვევითობის გამო. თანამედროვე თამაშთა თეორიიდან გამომდინარე, დაზღვევა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც თამაში ნულოვანი თანხით ან კიდევ წაუგებადი თამაში. პირველ შემთხვევაში, დაზღვევის თანხა არ უტოლდება სადაზღვევო შენატანებსა და გადასახადებს შემთხვევითი სიდიდის განსხვავებული გადანაწილების კანონებთან დაკავშირებით და ამ შემთხვევების დადგომით დაზღვევის ყველა სახეობისათვის. მეორე შემთხვევაში - ასოციაციური პასუხისმგებლობა ასოციაციის ყველა წევრისათვის შენატანების გადახდისას ერთნაირია, მისი მოცულობისა და სადაზღვევო მოვლენის დროის შესაბამისად. თამაშსა და დაზღვევას შორის უფრო მეტი განსხვავებაა, ვიდრე მსგავსება. მათ შორის ერთადერთი მსგავსება ისაა, რომ მათი შედეგების წინასწარი განსაზღვრა შეიძლება ერთი და იმავე დიდ რიცხვთა კანონით.

რეზიუმე

დაზღვევის არსის განსაზღვრას საფუძვლად უდევს ისეთი მახასიათებლები როგორიცაა: ურთიერთობა და ანაზღაურება გარკვეული ასოციაციის მეშვეობით. ანაზღაურება დაზღვევის არსებითი მახასიათებელია, რომლითაც იგი განსხვავდება ქველმოქმედებისაგან, იძულებითობისაგან და .. დაზღვევის მიზანია დანაკარგის, ან მომავალი მოთხოვნების ანაზღაურება. დაზღვევაში არსებითია ის მოვლენა, რომ ეს მოთხოვნები, ან დანაკარგები გამოწვეული იყოს შემთხვევითი მოვლენით და არა კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის წინასწარ დაგეგმილი ხარჯებით.

10 საფონდო ბირჟა

▲ზევით დაბრუნება


10.1 საქართველოს საფონდო ბირჟის ფუნქციონირების მექანიზმები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნანა შონია,
აკადემიური დოქტორი,
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

საბაზრო ეკონომიკის ინფრასტრუქტურებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია საფონდო ბირჟას, რომელიც თავისი ფორმით წარმოადგენს ერთგვაროვანი საქონლით ვაჭრობის ადგილს და წესს, ხოლო შინაარსით - მიწოდებამოთხოვნის ორგანიზებულ ინფორმაციულ ბაზარს. ბირჟა ქვეყანაში სტაბილური ბაზრის და ამდენად, სტაბილური ეკონომიკის არსებობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია.

საქართველოში 1999 წლის იანვარში დაარსდა საქართველოს საფონდო ბირჟა“, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე განვითარების სტადიაშია. მეტიც, დახურვის პირამდეა მისული, თუნდაც იმიტომ რომ მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, სავაჭრო სესიების ჩავარდნას აქვს ადგილი, ან მხოლოდ ერთი ემიტენტის აქციებზე დგება გარიგებები და ეს ემიტენტი სს საქართველოს ბანკია. საქართველოს საფონდო ბირჟის ფორმირება ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ განაპირობა მისი საქმიანობის ძირითად მიზანი საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამჭვირვალე და ლიკვიდური ორგანიზებული ბაზრის ჩამოყალიბება, სიცოცხლისუნარიანი სავაჭრო მექანიზმის შექმნა და სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფა იყო, თუმცა, მისი საქმიანობა დღემდე დაბალი აქტივობით ხასიათდებოდა. საქმე იმაშია, რომ საქართველო „მომხიბვლელი” ფასიანი ქაღალდების დეფიციტს განიცდის. რაც შეეხება 1997 წელს ემიტირებულ სახაზინო ვალდებულებებს, იგი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იყიდებოდა აუქციონის წესით, რის გამოც 2005-2006 წლებში კურიოზული ფაქტებიც კი დაფიქსირდა - სახაზინო ვალდებულებებზე მოთხოვნა იზრდებოდა და საპროცენტო განაკვეთები კი მცირდებოდა, რაც საბაზრო ეკონომიკას ნამდვილად არ ახასიათებს.

მსოფლიო ფინანსური კრიზისი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მეტ-ნაკლებად აისახა, რაზეც მეტყველებს 2008 წლის მონაცემები: მთელი წლის განმავლობაში განხორციელდა 3180 გარიგება, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის განახევრებულია, გაიყიდა 83150154 აქცია სულ 256,6 მლნ ლარის ღირებულების. 2007 წელთან შედარებით აქციის რაოდენობაც ნაკლებია, მაგრამ მათი ღირებულება 2,5-ჯერაა გაზრდილი. რაც განაპირობა აქციების ფიქსინგის გზით რეალიზებამ (ფიქსინგი არის 2007 წლის 31 მარტის ცვლილების შედეგი ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც გარიგება საჯარო ფასიანი ქაღალდებით შესაძლებელია დაიდოს ბირჟაზე და მის გარეთაც, საბროკერო კომპანიების მონაწილეობით ან მის გარეშეც). ამასთან, 100 ლარზე მეტი ღირებულების გარიგების შესახებ ინფორმაცია უნდა იქნას დაფიქსირებული თვითონ საფონდო ბირჟაზე საჯარო ინფორმაციის მიზნით. მაგალითად, მიმდინარე წლის 25 მარტის სავაჭრო სესია საქართველოს საფონდო ბირჟაზე არ შემდგარა. სამაგიეროდ, ფიქსინგით შედგა 3 გარიგება სს „საქართველოს ბანკის“ 54,550 აქციაზე, რომელთა ღირებულებამაც 64,750 ათასი ლარი შეადგინა.

საეჭვოდ გამოიყურება „სახალხო ბანკის“ აქციების მიზერულ ფასად გასხვისებაც, რომელიც არაბულმა კომპანიამ ფიქსინგის გზით შეიძინა. საბროკერო კომპანიების წარმომადგენლების თქმით, 2007-2008 წლებში ინვესტორები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ ისეთ აქციებზე, რომელთა ემიტენტებსაც საკუთრებაში მიწის ნაკვეთი ან მრავალსართულიანი უძრავი ქონება გააჩნდათ. ხშირია შემთხვევები, როცა აქციების გადაცემა, ყიდვა - გაყიდვები არაკონკურენტულ გარემოში და საბროკერო კომპანიების მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, რაც თავისთავად უარყოფითად მოქმედებს ბირჟის ფინანსურ შედეგებზე. ფიქსინგით ვაჭრობა კი შუამავლების გარეშე მიმდინარეობს.

2008 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 16 საბროკერო კომპანია საქმიანობდა, რომელთა შორისაც ლიდერობდა სს გალტ ენდ თაგგარტი”. ის 2000 წელს და 2004 წელს სს „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია გახდა. გალტ ენდ თაგგარტის მისია იყო მთავარი ფინანსური მრჩევლის როლში ყოფნა, სანდო პარტნიორობა და კონსულტაციები წამყვანი ქართული კომპანიებისთვის. დღეს მისი საშუალებით შესაძლებელია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მსოფლიოს სხვადასხვა ბირჟებზე, მხოლოდ ერთი პირობით - უნდა გახსნან საბროკერო ანგარიში იმ ქვეყანაში, სადაც ბირჟა მდებარეობს. კომპანიის საშუალებით მრავალი უცხოელი ახორციელებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას და კასტოდიანურ მომსახურებას, რომლის გარანტადაც სს „საქართველოს ბანკი” გამოდის. საბროკერო კომპანია გალტ & თაგგარტის წილი საქართველოს საფონდო ბირჟის მოცულობაში ყოველ წელს იზრდებოდა, განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 2006 წელს, როცა ბირჟის ვაჭრობის მოცულობის 90%25 მოდიოდა მასზე. რის გამოც საბირჟო საქმიანობის განვითარების ასოციაციამ გალტ & თაგგარტი აღიარა როგორც: საუკეთესო საბროკერო კომპანია; ყველაზე აქტიური, ბირჟაზე და უმსხვილესი გარიგებების შემსრულებელი ბირჟაზე.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე გამოიყენება საბირჟო ინდექსი, ,,გალტ & თაგგარტი”, რომელიც საბროკერო კომპანია გალტ ენდ თაგგარტისდაარსებულია და მასში შედის საქართველოს საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირებული C&T BLUE CHIP ტიპის რვა კომპანიის აქციები, მათ შორისაა: „საქართველოს ბანკი“, „გალტ & თაგგარტ კაპიტალი“, უნივერმაღითბილისი“, „თელიანი ველი“, „ყაზბეგი“, „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, „გაერთიანებული ტელეკომი და ს.ს. თელასი“. საბირჟო ინდექსი აქციების ფასების დონის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის. აქციების კალათის შემადგენლობა, რომელთა საფუძველზეც ბირჟის ინდექსი გამოითვლება მუდმივი არაა. ის კვირაში ორჯერ გამოითვლება და ყოველ კვარტალურად მოწმდება.

გალტ & თაგგარტის ინდექსმა, ჯერ კიდევ 2008 წლის თებრვლიდან დაიწყო ვარდნა, მაშინ ის 0,2%25-ით 916,8 პუნქტამდე შემცირდა. გალტ & თაგგარტის შემცირების ტენდენცია დღემდე გრძელდება, როგორც მსოფლიო საბირჟო ინდექსების უმრავლესობა, რაც გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგია. 2009 წლის მარტის მონაცემებით, მსოფლიო ინდექსების ვარდნის ტენდენციას ასეთი სახე აქვს (იხ. ცხრილი №1).

როგორც ცხრილიდან ჩანს, მსოფლიო საფონდო ინდექსებს შორის საქართველოს საფონდო ინდექსი 17,76%25-ითაა დაწეული, რაც სამწუხაროდ რეკორდული მაჩვენებელია.

2007 წელს საქართველოს საფონდო ბირჟის შესყიდვით მსოფლიო ბირჟების უდიდესი გაერთიანება OMX დაინტერესდა. ეს გარიგება, სამწუხაროდ, მთავრობის ინიციატივით ჩაიშალა, რის გამოც საბროკერო კომპანიებმა 3 მლნ ევროთი იზარალეს. ახლახან ომექს ნასდაქი ისევ დაინტერესდა სსბ-ის შესყიდვით. მაგრამ ამ ინტერესის შემაფერხებელი ფაქტორი საკანონმდებლო ბაზაა. ბირჟის შესყიდვის იდეა ახალი არ არის მსოფლიოსთვის, რადგანაც ნებისმიერი ინვესტორი ცდილობს ხელში ჩაიგდოს ახალი მომხმარებელი, რათა მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი შემოსავლები. საბირჟო ბიზნესის თავისებურებიდან გამომდინარე, ინვესტორი ბაზრის დაცემის ან აღმასვლის შემთხვევაში უფრო დიდ ფულს იშოვის, ვიდრე სხვა სფეროდან. პირველად ბირჟის შესყიდვის იდეა ამერიკელებს გაუჩნდათ, რომლებმაც მსოფლიოს უმსხვილესი ბირჟის - ლონდონის საფონდო ბირჟის - შესყიდვა გადაწყვიტეს, მაგრამ თვითონ ბირჟამ უარი განაცხადა. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ამერიკელმა Nasdaq-მა ბირჟის აქციების ყიდვა გადაწყვიტა და 28%25-ს დაეპატრონა. ნიუ-იორის საფონდო ბირჟაც ცდილობს ევროპაში შეჭრას. ამ მიზნით მან უკვე გადაყლაპა ფრანგული Euronext-ი, Nasdaq-მა მთლიანად შეისყიდა შვედური ბირჟა, რომელიც თავის მხრივ სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის 80%25-ს აკონტროლებდა. აღნიშნული ბირჟების შესყიდვით არაბეთის ბირჟა - Dubai-იმ დიდ წარმატებებს მიაღწია Nasdaq-ის 20%25-ისა და ლონდონის საფონდო ბირჟის 28%25-ის შესყიდვით. ასე, რომ საქართველოს საფონდო ბირჟით დაინტერესება ჩვენი ქვეყნისთვის მისაღებია, რადგანაც უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ხელს შეუწყობს საფონდო ბირჟის ნორმალურ ფუნქციონირებას და განვითარებას.

დღეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე საგანგაშო მდგომარეობაა, რადგანაც: ქვეყანა განიცდის საბირჟო აქტივების დეფიციტს; ადგილი აქვს სავაჭრო სესიების ჩავარდნას; საბირჟო ინდექსის სისტემატიურ ვარდნას; ფასიანი ქაღალდების კურსის კლებას; საბროკერო კომპანიების გაკოტრებას (2009 წლის 17 თებერვალს ხუთ საბროკერო კომპანიას ჩამოერთვა ლიცენზია) და ..

მსოფლიო ინდექსები
ცხრილი №1

ინდექსი

ფასი

ცვლილება

G&T Index (GEL)

139.4

- 17.76%25

RBC Comp

53.70

- 2.21%25

NASDAQ

1299.59

- 4.00%25

DJA

2238.15

- 4.73%25

FTSE Eurotop 300

3529.86

- 3.18%25

CAC 40

2569.63

- 3.96%25

DAX

3695.49

- 5.02%25

S&P 500

682.55

- 4.25%25

SSMI

4390.18

- 1.65%25

NIKKEI 225

7173.10

- 3.50%25

აქ უკვე აშკარაა ქვეყნის პოლიტიკური დაძაბულობისა და „ფიქსინგის” შედეგები, და არა იმდენად გლობალური ეკონომიკური კრიზისი. ფიქსინგმა განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის საშუამავლო ინსტიტუტზე, რადგანაც ფასიანი ქაღალდების მფლობელი უკვე აღარ არის ვალდებული მაინცდამაინც შუამავლების მეშვეობით გაყიდონ თავისი საფონდო აქტივები, მითუმეტეს, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს კულტურა შუამავალთა ინსტიტუტის შესახებ. მეორეც, საინტერესოა ვინ აკონტროლებს არასაბირჟო გარიგებების მოცულობას და ღირებულებას? ყოველთვის 100 ლარზე ნაკლები ღირებულების გარიგება იდება, თუ მეტის?

საქართველოს საფონდო ბირჟის ფუნქციონირებაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია შემდეგმა: საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას ბირჟების ქაოსურად ფორმირებამ; საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებებმა; ქვეყნის დაძაბულმა პოლიტიკურმა ვითარებამ; გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა; 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა.

აქედან გამომდინარე, საფონდო ბირჟის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიმაჩნია გარიგების პირობათა სულ უფრო მეტი სტანდარტიზირება და შესაბამისად ხელშეკრულებათა ტიპიზირება. რისთვისაც აუცილებელია:

  • ქვეყნის პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზება;

  • საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული პრიორიტეტის დასახვა გლობალური ფინანსური კრიზისის დასაძლევად;

  • ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის გამოცოცხლება უცხოური ინვესტიციების მოზიდვით;

  • საფონდო აქტივების მრავალფეროვნება;

  • მიმოქცევაში ვადიანი კონტრაქტების დამკვიდრება;

  • ეგრეთ წოდებული „ფიქსინგის” გაუქმება;

  • სსბ-ის კაპიტალის ზრდა უცხოური ინვესტიციებით;

  • საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა.

მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილის შემდეგ იქნება შესაძლებელი სსბ-ის განვითარება, როგორც სასესხო კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი სეგმენტის. ძირითადი საბირჟო გარიგებების გამოყენების გარეშე შეუძლებელია მრავალი ფინანსურ - ეკონომიკური ამოცანების შესრულება და მეტად რთული სტრატეგიების გამოყენება საინვესტიციო საქმიანობაში, ფინანსური რისკის მართვაში და ა.შ. სწორედ საფონდო ბირჟა არის ისეთი ბაზარი, რომელსაც ძალუძს შეასრულოს მისი საკვანძო დანიშნულება - უცხოური და შიდა საინვესტიციო რესურსების მაქსიმალური მოზიდვა ეროვნულ ეკონომიკაში და ეფექტური გადანაწილება სექტორებს შორის.

ANNOTATION
Fund Exchange functioning
mechanism of Georgia while global economic al crises

Nana Shonia, Akaki Tsereteli
State University Associated Professor

The main place among market economic infrastructrues occupies the stock exchange, which in its form represents the place and rule of homogeneous goods/materials' trading, according to the content - it represents the organized informational market. Stock exchange is one of the main guarantees of stable market in the country and the existence of stable economy, as well as it is one of the active spaces of smart and energetic individuals acting on financial and consumer market. Economic orientation of the country and social conditions of the population depends on their activities.

Formation of stock exchange in Georgia deals with the turning process to market economy, which had begun in a chaos way, but with the help of Eurasia Fund “Georgian Stock Exchange” was founded in 1999 in January. Unfortunately, the Georgian Stock Exchange is in its initial stage of development, there are observed lots of reasons: first of all, not stable political situation in the country, informational vacuum for population about the stock exchange and the role of stock exchange shares, the deficit of stock actives and others.

Global economic crisis and Russian - Georgian war more or less touched the stock exchange of Georgia, as none of emitents of bonds represented in stock exchange operational hall were not bankrupted, in 2008 in comparison with the previous year one eminent less bonds were represented for realization, in the same year 3180 arrangements on 83 150 154 actions were fixed and the total cost was 256 565 287 79 GEL, in comparison with 2007 year, the number of arrangements is less 2,4 times, the number of shares is also less nearly about 7 million shares, but the total cost is increased by 159 524 153 GEL, which according to experts is resulted by fixing.

One of the main important positive factors of stock exchange is more standardization of conditions of arrangements and accordingly, setting the types of agreements, therefore the following measures ought to be taken into consideration:

  • Stabilizing political situation of the country;

  • Overcoming global financial crisis priorities by the government;

  • Activating real sector of the economy of the country by gaining foreign investments;

  • Investing foreign gains in the capital of stock exchange;

  • The variety of stock actives, maintaining valid contracts in flows among them;

  • Annulations of so called „Fixing” or more precisely to forbid non stock exchange market according to the law of Georgian legislation „About market of bonds”.

11 ადგილობრივი ბიუჯეტები

▲ზევით დაბრუნება


11.1 თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო სისტემა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თეა ხორგუაშვილი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, გორის უნივერსიტეტის, ასოცირებული პროფესორი

თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები ქვეყნის საბიუჯეტო სისტემის შემადგენელი ნაწილია და იგი განისაზღვრება კანონითადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“, რომელიც არეგულირებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მომზადების, განხილვის, დამტკიცების, შესრულების, აუდიტის, ზედამხედველობის, ანგარიშგების, შეფასებისა და კონტროლის წესს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებს.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, როგორც კანონშია ჩამოყალიბებული, არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შემოსულობების, აგრეთვე, მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ურთიერთობა ქვეყნის საბიუჯეტო სისტემაში შემავალ სხვა ბიუჯეტებთან უზრუნველყოფილია ერთიანი სამართლებრივი ბაზით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციის გამოყენებით, ასევე ერთიანი საგადასახადო და საფინანსო - საბიუჯეტო პოლიტიკით.

ყველა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი გააჩნია. მათი დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია: კანონით განსაზღვრული საკუთარი შემოსულობებით და ექსკლუზიური უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე, დელეგირებულ უფლებამოსილებათა კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა: შემოსავლები, არაფინანსური აქტივები, ფინანსური აქტივები და ვალდებულებები. მისი შემოსულობები შედგება საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობებისაგან. საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, გამოთანაბრებითი ტრანსფერი და საქართველოს კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები, ხოლო, არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სოციალური და მიზნობრივი ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსულობები.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების ერთობლიობა: ხარჯები, არაფინანსური, ფინანსური აქტივები და ვალდებულებები. დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის განკუთვნილი გადასახდელების განკარგვაზე ზედამხედველობას ახორციელებს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებულთან კოორდინაციით.

ბიუჯეტის საკასო შესრულება ხდება სახაზინო მომსახურების პრინციპით საბანკო დაწესებულებების მეშვეობით. თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებით სახელმწიფო ხაზინა მათ უწევს ტექნიკურ მომსახურებას. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად გადაანაწილონ ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის წლიური ბიუჯეტით ამ ორგანიზაციისათვის დამტკიცებული ასიგნების 10%25-ის ფარგლებში. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში აუცილებლად უნდა აისახოს შემოსულობების შესრულება სახეობების მიხედვით, დაგეგმილთან შედარებით მეტობის ან ნაკლებობის მითითებით, სარეზერვო ფონდის წარმომადგენლობითი ორგანოს დებულება. შესრულების ანგარიშიდან გამომდინარე, წარმომადგენლობითი ორგანოს დებულებით დადგენილი წესით საჯაროდ იხილავს და აფასებს ბიუჯეტის შესრულებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ახალი საბიუჯეტო წლისათვის. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა და შესრულების ანგარიში ეგზავნება საქართველოს კონტროლის პალატას. იგი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და დადგენილი წესით ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.

2008 წლიდან თვითმმართველი ერთეულები გადავიდნენ სახაზინო მომსახურებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ხარჯის გაწევა ხორციელდება ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობის მიერ აღებული და დამოწმებული ვალდებულებების დადგენილი წესის შესასრულებლად. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღების ხარჯების გაწევის პროგრესული წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღება და ხარჯების გაწევა ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობის წინასწარი თანხმობის გარეშე დაუშვებელია. ორგანიზაცია ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯების გასაწევად საფინანსო ორგანოში წარადგენს დოკუმენტაციას შემდეგი რიგითობით: ვალდებულების დოკუმენტი, საგადახდო მოთხოვნა, წინასწარი გადახდის დამოწმება (წინასწარი გადახდის შემთხვევაში). წინასწარი გადახდა შესაძლებელია მივლინების ხარჯებზე, ასევე თუ წინასწარი გადახდა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. დამოწმების დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საფინანსო ორგანო შეაჩერებს იმავე ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით ახალი ვალდებულების აღებას და დამოწმების დოკუმენტის დროულად წარმოუდგენლობის შესახებ ყოველთვიურად აცნობებს შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოებს.

ვალდებულების, საგადახდო მოთხოვნისა და დამოწმების დოკუმენტებში შეტანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციას. საფინანსო ორგანო განიხილავს საბიუჯეტო ორგანიზაციისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას და არეგისტრირებს მას ბიუჯეტის საინფორმაციო ბაზაში. საფინანსო ორგანოები ძირითადად ოთხ მოდულში მუშაობენ: გეგმების მოდულში, ვალდებულებების მოდულში, საგადახდო მოთხოვნების მოდულში და ადმინისტრატორის მოდულში. გეგმების მოდული საშუალებას აძლევს მომხმარებელს ჩაატაროს სისტემაში არსებულ კლასიფიკატორებზე სხვა და სხვა მოქმედებები, რედაქტირება გაუკეთოს ან დაამატოს ახალი ორგანიზაცია, მოამზადოს გეგმები ორგანიზაციებზე თვეებისა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით, შეიტანოს გეგმაში ცვლილებები. ვალდებულებების მოდული საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეიყვანოს სისტემაში ვალდებულების დოკუმენტი, რედაქტირება გაუკეთოს, ან დაამატოს ახალი ჩანაწერი მიმღების ცნობარში, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უკვე დარეგისტრირებულ ვალდებულებებზე. საგადახდო მოთხოვნების მოდულის სისტემა საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაარეგისტრიროს ახალი საგადახდო მოთხოვნა, დაათვალიეროს ყოველი საბიუჯეტო ორგანიზაციის პირადი ბარათი, დაათვალიეროს სისტემაში არსებული ნებისმიერი საგადახდო მოთხოვნა, ანულირება გაუკეთოს რეგისტრაციაში მყოფ საგადახდო მოთხოვნას. ადმინისტრირების მოდული კი საშუალებას აძლევს მომხმარებელს გახსნას ახალი მომხმარებელი, მიანიჭოს მათ შესაბამისი უფლებები, შეცვალოს და წაშალოს არსებული მომხმარებლები, დაათვალიეროს სისტემაში არსებული ნებისმიერი საგადახდო მოთხოვნა, ანულირება გაუკეთოს რეგისტრაციაში მყოფ საგადახდო მოთხოვნას. ყოველივე ამის შემდეგ კი მომსახურე საფინანსო ორგანო დარეგისტრირებულ საგადახდო მოთხოვნების საფუძველზე აყალიბებს საგადახდო დავალებებს და გასანაღდებლად გზავნის მომსახურე საბანკო დაწესებულებაში. ყოველივე ეს კი საბიუჯეტო პროცესის ყოველ ეტაპს გამჭვირვალე ხასიათს შესძენს.

ANNOTATION
Integred budgetary acc ou nt sustem of self governing units

Tea khorguashvili, Doctor of Ekonomics,
Associate Professor of Gori University

Budjets of self governing units are the parf of the Bugjet and keep principles of unitu, transparencu, accountability, indepepndencu and of budgetes system.The assence and imrtance of budgets of autonomus republics and self governing units are conditioned bu aconimic and fiscal budget politics of automous republics and self governing units which is the unity created bu lefislafive and execufile bodies for realization their functions and taeks what are manifested into mobilization of budget incomes.

Sinee 2008 self governing have over to treasury service whet means that ruling of budget exences of organizations, which are under submission of self governing units, are carried auf accor fing to principles of treasure service. With all ansuring, each stage of budget will be intergrated in one sustem and necessaru time for operations will be reducel till minimum amd the main fhing is that process will be transrarent.

12 ფონდები

▲ზევით დაბრუნება


12.1 სუვერენული საინვესტიციო ფონდები მსოფლიო ეკონომიკაში

▲ზევით დაბრუნება


საერთაშორისო საფინანსო კრიზისი, რომელიც ძირითადად გამწვავდა 2008 წლის აგვისტოდან, პროვოცირებულია აშშ-ის იპოთეკური კრედიტების მოზღვავებით, რომელმაც გამოიწვია ლიკვიდურობის მსხვილმასშტაბიანი დეფიციტი არა მხოლოდ იქ, არამედ მთელ მსოფლიოში. გლობალური საფინანსო სისტემის ასეთ ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება სუვერენული საინვესტიციო ფონდების როლი (შემდგომში შემოკლებით - ფონდები), რომლებიც კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე ახორციელებენ ოპერაციებს სახელმწიფოს საბიუჯეტო სახსრებით და კონტროლდებიან ამ სახელმწიფოების მთავრობათა მიერ.

დღევანდელი მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში დასავლეთის ბიზნეს- საზოგადოებების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, პოლიტიკოსების, ექსპერტების გამწვავებული ყურადღება მიმართულია ფონდების საქმიანობისაკენ.

თუმცა, ეს ფონდები არ არის ახალი მოვლენა მსოფლიო ეკონომიკისათვის. პირველად ეს ორგანიზაციები გამოჩნდა XX საუკუნის 50-60-იან წლებში.

ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 50-მდე ფონდია. ზოგიერთ ქვეყანაში რამდენიმე ასეთი ორგანიზაციაა, თუმცა ისინი განსხვავდებიან ორგანიზაციულ - სამართლებრივი სტატუსით, დაფინანსების მეთოდებით და კონკრეტული ამოცანებით.

ბოლო პერიოდში წარმოშობილი ყველაზე მსხვილი ფონდებია: საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი (2008 .), ეროვნული კეთილდღეობის რუსეთის ფონდი (2008 .), ჩინეთის საინვესტიციო კორპორაცია, განვითარების ჩინეთ - აფრიკის ფონდი, ნავთობის ანგოლის სარეზერვო ფონდი (2007 .), დუბაის საინვესტიციო კორპორაცია, ბახრეინის ჰოლდინგური კომპანიამუმტალაკატი“ (2006 .), კორეის საინვესტიციო კორპორაცია, ტიმორა- ლეშტის ნავთობის ფონდი (2005 .). ასეთი მსხვილი ფონდების შექმნის პროცესი გრძელდება, რისი გეგმებიც განიხილება სამთავრობო დონეზე. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობა შეიმჩნევა საფინანსო - ეკონომიკური სისტემისათვის მნიშვნელოვან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: იაპონია, ინდოეთი, ბრაზილია და სხვ.

ფონდებისადმი ინტერესის გაძლიერება აიხსნება იმითაც, რომ უკანასკნელ დროს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში, სპარსეთის ყურის, ჩინეთისა და სინგაპურის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდები სარგებლობდნენ მათთვის ხელსაყრელი საბაზრო კონიუნქტურით და ახორციელებდნენ მრავალმილიონიან გარიგებებს აშშ-ისა და ევროპის წამყვანი კერძო საინვესტიციო და საბანკო ინსტიტუტების აქციათა პაკეტების შესაძენად. აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტები კი არა მხოლოდ ამ ქვეყნების ეკონომიკის, არამედ მსოფლიო მეურნეობრივი სისტემის ხერხემალია.

მსგავსმა ფაქტებმა პირველად დასავლეთის კერძო საფინანსო ინსტიტუტები შეაშფოთა, რომლებმაც ფონდები მიიჩნიეს მძლავრ კონკურენტებად. განსაკუთრებული ინტერესი ფონდების ფენომენის შესწავლისადმი იწყება 2007 წლიდან ამერიკული და გერმანული ბანკებისა და სხვა კერძო ორგანიზაციების მიერ. ფონდების საკითხი აქტუალური გახდა პოლიტიკურ დონეზეც. ქვეყნების მთავრობები, რომელთა ეკონომიკაშიც ხდებოდა სახსრების დაბანდება, ვარაუდობდნენ, რომ სუვერენული საინვესტიციო ფონდები მომავალში მათი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ხომ არ წარმოადგენდა მუქარას?

სუვერენული საინვესტიციო ფონდების გარშემო ატეხილი საინფორმაციო აჟიოტაჟის შედეგად ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლა დაიწყეს მსოფლიოს წამყვანმა საფინანსო - ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2007 წლის ოქტომბერში თავის ყოველწლიურ მოხსენებას - გლობალური ფინანსური სტაბილურობა“, გაუკეთა ფონდების შესახებ ცალკე დანართი. 2008 წლის თებერვლისთვის ფონდმა მოამზადა დოკუმენტი სათაურით სუვერენული საინვესტიციო ფონდები. სამუშაო პროგრამა“. მასში ჩამოყალიბებულია ძირითადი თეორიული, სტატისტიკური და ფაქტობრივი ცნობები იმ მომენტისათვის მსოფლიოში არსებული ფონდების შესახებ, ფორმულირებულია კონკრეტული წინადადებები ფონდების ხელმძღვანელობისა და წევრი - ქვეყნებისათვის საკითხის უფრო ღრმა შესწავლის მიზნით.

სუვერენული საინვესტიციო ფონდების რეგულირების საკითხების შესწავლით დაინტერესდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (ეთგო), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაკავებული იყო კერძო კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობის საკითხების შესწავლით. 2008 წლის აპრილისათვის ეთგო - მ პირველად გამოაქვეყნა მოხსენება - სუვერენული საინვესტიციო ფონდები და სახელმწიფო - რეციპიენტის პოლიტიკა“.

ეთგო - ს მონაცემებით, ფონდების ოპერაციებზე უკვე არსებობს გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, ისლანდიაში აკრძალულია უცხოეთის სახელმწიფოებისა და სახელმწიფო კომპანიების ინვესტიციები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მთავრობა გასცემს განსაკუთრებულ ნებართვას. მექსიკა აწესებს შეზღუდვებს პირდაპირ ინვესტიციებზე უცხოეთის ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფო საწარმოების მიმართ საქმიანობის მთელ რიგ სფეროში. ესპანეთი იტოვებს უფლებას, შეზღუდოს იმ სახელმწიფოთა მთავრობების ინვესტიციები, რომლებიც არ შედიან ევროკავშირის შემადგენლობაში. მოხსენებაში დადასტურებულია, რომ მრავალი რეციპიენტი - ქვეყანა აპირებს ზომების გამკაცრებას უცხოური ინვესტიციების რეგულირების მიზნით.

ფონდების ყველაზე გავრცელებული დეფინიციის თანახმად, იგი საინვესტიციო ფონდია, რომელიც იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში და ექვემდებარება მის კონტროლს. ზოგიერთი განმარტების თანახმად, ფონდი წარმოადგენს შედარებით ახალ ორგანიზაციულ ტიპს, რომელიც მოიცავს საკუთრების კერძო და სახელმწიფოებრივ ფორმას და საქმიანობს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე გარკვეული შეზღუდვებით.

მეტად საყურადღებოა ფონდების ფუნქციონალური დახასიათება. ასეთი ფონდები იქმნება ქვეყნებში (რეგიონებში), რომლებიც განიცდიან საგადასახდელო ბალანსის პერიოდულ თუ ქრონიკულ დეფიციტს, და შესაბამისად, ეროვნული ოქრო - სავალუტო რეზერვებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტს. შესაბამისად, ფონდები წარმოადგენს მაკროეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომელიც მოწოდებულია შეამციროს საგარეო ანგარიშსწორების დისბალანსი, უზრუნველყოს სახსრების გრძელვადიანი შენახვა, რომელიც მიიღო სახელმწიფო (რეგიონული) ბიუჯეტიდან.

სსფ-ის ექსპერტები ყველა სახელმწიფო საინვესტიციო ორგანიზაციიდან, რომლებიც მიეკუთვნება სუვერენულ საინვესტიციო ფონდებს, გამოყოფენ ხუთ ძირითად ფუნქციონალურ ფორმას:

  • სტაბილიზაციის ფონდები, რომლის დანიშნულებაა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებიდან გამოყოფილი განსაზღვრული სახსრებით ქვეყნიდან გატანილ ნედლეულსა და რესურსებზე (ნავთობის გარდა) მსოფლიოში არსებული ფასების რყევებისაგან მისი დაცვა (გაუსაფრთხოება);

  • საშემნახველო ფონდები, რომელიც, თავის მხრივ, მოწოდებულია უზრუნველყოს ქვეყნის მოპოვებითი მრეწველობის აქტივების კონვერტაცია, უფრო მეტად დივერსიფიცირებული (უფრო სტაბილური გრძელვადიანი გეგმით) აქტივებით. მიზანი - ცნობილი ჰოლანდიური ავადმყოფობის თავიდან აცილება, როდესაც ნედლეულის ექსპორტისგან ჭარბი შემოსავლები იწვევს ქვეყნის შიგნით ეკონომიკური აქტივობის დაცემას;

  • ზოგიერთ ქვეყანაში შექმნილი სპეციალიზებული კორპორაციები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ოქრო - სავალუტო რეზერვის მართვასა და მათი დაბანდებების გზით საბაზრო ინსტრუმენტებად გადაქცევაზე, ასეთი ორგანიზაციების კაპიტალი ფორმალურად არ არის გამოყოფილი შესაბამისი ქვეყნის ოქრო - სავალუტო რეზერვებისგან და შედის მის შემადგენლობაში;

  • განვითარების ფონდები, რომლის დანიშნულებაა სოციალურ - ეკონომიკური განვითარების კონკრეტული პროექტების დაფინანსება. მაგალითად, ეროვნული მეურნეობის საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის ამაღლება მისი დარგობრივი თუ ტერიტორიული სტრუქტურის გაუმჯობესების გზით;

  • და ბოლოს, დანიშნულებისა და არსებობის სტაჟის მიუხედავად - საზოგადოებრივი (საჯარო) საპენსიო ფონდები, საიდანაც ხდება ქვეყნის მოსახლეობის პენსიებით უზრუნველყოფა, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს, და არა მოსახლეობის შენატანებისგან.

თანამედროვე სუვერენული საინვესტიციო ფონდების საქმიანობისათვის დამახასიათებელია განსაკუთრებული აქტიურობა და მასშტაბურობა. სუვერენული საინვესტიციო ფონდების ინვესტორები, რომლებიც ფულს მნიშვნელოვანი დივიდენდების მიღების მიზნით ტრადიციულად აბანდებდნენ პორტფელურ ინვესტიციებში, თანდათანობით გადაიქცნენ სტრატეგიულ ინვესტორებად და შეიძინეს შესყიდული აქტივების მართვაში მონაწილეობის უფლება. მაგალითად, შვეიცარიის ბანკი United Bank of Switzerland (UBS), რომლის ანგარიშზეც ირიცხებოდა ზარალი - 10 მლრდ დოლარი, იძულებული გახდა გაეყიდა თავისი აქციების 9,8%25 სინგაპურის მთავრობის საინვესტიციო კორპორაციაზე 9,75 მლრდ დოლარად, რის შემდეგაც იგი გახდა შვეიცარიის ბანკის მსხვილი აქციონერი. ანალოგიური სახით Citigroup- ის მთავარ მეწილეებად „მოულოდნელად“ აღმოჩნდნენ აბუდაბის საინვესტიციო საბჭო, რომელმაც მისი აქციების 4,9%25-ში გადაიხადა 7,5 მლრდ დოლარი, სინგაპურის მთავრობის საინვესტიციო კორპორაცია (აქციების 3,7%25 6,88 მლრდ დოლარად) და ქუვეითის საინვესტიციო მმართველის (აქციების 1,6%25 3 მლრდ დოლარად) 1.

სუვერენული საინვესტიციო ფონდები არ იყო შენიშნული ისეთ საეჭვო საქმიანობაში, როგორიცაა: კომერციული ან თუნდაც პოლიტიკური დიქტატის მცდელობები. თუმცა, ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. მაგალითად, 2007 წლისათვის ჩინეთის საინვესტიციო კორპორაციის შექმნა, რომელმაც შეიძინა ამერიკული ინვესტკომპანიის Black Stone აქციათა პაკეტი, მაშინათვე განაცხადა, რომ არ ჰქონდა განზრახული მოეპოვებინა ადგილები კომპანიის დირექტორთა საბჭოში.

ფონდების საქმიანობის ანალიზით დაკავებული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათ მცირე ზომით, მაგრამ მაინც ახასიათებთ მიდრეკილება, ჩაერთონ იმ კომპანიის პოლიტიკაში, რომლის აქციონერებიც გახდნენ.

ფონდების მოცულობის სწრაფად ზრდასთან ერთად იზრდება მათი ინვესტიციების არაფინანსური (მაგალითად, პოლიტიკური და სტრატეგიული) მოტივაცია. აშშ-ისა და ევროკა ვშირის კანონმდებლები ფრთხილობენ, რომ სუვერენული საინვესტიციო ფონდების ინვესტიციები შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არაბეთის ქვეყნების, ჩინეთისა და რუსეთის მთავრობების მიერ. ამ აზრის მოკლე ფორმულირებას ახდენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტი . ჯონსონი: „სუვერენული ფონდები - „შავი ყუთებია“, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს მსოფლიო ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის2.

სუვერენული საინვესტიციო ფონდების რეგულირებაში იგულისხმება ძირითადად მათ მიერ საერთაშორისო დონეზე გარკვეული წესების შემოღება, რომელთა შესრულება, როგორც ამ იდეის მიმდევრები იმედოვნებენ, მათი ნებაყოფლობით ხორციელდება. საკითხი ეხება ფონდების საქმიანობის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. 2008 წლის დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე პრობლემის არსი შემდეგნაირად გამოხატა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ . მაკკორმიკმა: „დღემდე ჩვენ მიგვაჩნდა, რომ სუვერენული ფონდები წარმოადგენდნენ გრძელვადიან, სტაბილურ ინვესტორებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ კომერციული პრინციპებით. მაგრამ, ეხლა, როდესაც მათი ინვესტიციები საგრძნობლად გაიზარდა, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ინვესტიციების ბუნება ატარებს განსაკუთრებულ კომერციულ ხასიათს3.

სსფ-ის ყოფილი მთავარი ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი . როგოფი უფრო ღიად აცხადებს: აზიური ქვეყნები და სახელმწიფოები, რომლებიც ნავთობით ვაჭრობის შედეგად გამდიდრდნენ, ცდილობენ მისი დახმარებით ზეგავლენის მოპოვებას. ჩვენ გვინდა, რომ ეს გავლენა აღმოჩნდეს არა ისეთი, როგორიც მათ სურთ. კორპორაციული და ფინანსური მმართველობა უნდა იყოს გამჭვირვალე, რომ ვიყოთ დაცულები მსგავსი ზეგავლენისაგან4.

90-იანი წლების ბოლოს ტრანსპარენტობის პრობლემა წარმოიშვა კერძო სადაზღვევო ფონდების საქმიანობასთან დაკავშირებითაც. მათი თავდაპირველი სტრატეგია ორიენტირებული იყო მაღალი რისკის ტრანსაქციებსა და რთული საინვესტიციო ინსტრუმენტების გამოყენებაზე. ეს ფონდები, თავისი აყვავების ხანაში, ნაკლებად მისაწვდომი აღმოჩნდა კაპიტალის ბაზრის და სახელმწიფო რეგულირების ზემოქმედებისა და კონტროლის მანამდე ჩამოყალიბებული სტანდარტული ზომებისათვის. სიფრთხილე იმ საბაბით, რომ სადაზღვევო ფონდებს შეუძლიათ ფინანსური სისტემის მთლიანად მოშლა, გამწვავდა ამერიკული LTCM (Long-Term Capital Management) სკანდალური კრახის შედეგად. LTCM იყო აშშ-ის ერთერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული სადაზღვევო ფონდი, რომელიც აჩვენებდა ხელოვნურად გაზრდილ შემოსავლებს შეძლებული კლიენტების დასაინტერესებლად, თითქოს, მის მმართველობაში იყო 125 მლრდ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პორტფელი5.

ფონდების უმრავლესობა, რომელიც დაფუძნდა როგორც კერძო საინვესტიციო ფონდი, ხშირად არ იცავს ტრანსპარენტობის სტანდარტებს. ეს შეიძლება აიხსნას არა იმდენად მის მიერ გატარებული ოპერაციების მიმართულების, მოტივებისა და მასშტაბების დაფარვის მიზეზით, რამდენადაც წმინდა ფინანსური ასპექტებით: მისი ტრანსპარენტობის უზრუნველყოფა მოითხოვს დამატებით ორგანიზაციულ ძალისხმევას და ფინანსურ დანახარჯებს.

სუვერენული საინვესტიციო ფონდების ანალიზის არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტები უკავშირდება მის რეალურ როლს თანამედროვე გლობალურ ფინანსურ სივრცეში.

„უფრო ზოგადად რომ შევაფასოთ განსახილველი ფენომენის მასშტაბები, საჭიროა შეფასდეს მათი აქტივების მთლიანი მოცულობა, რომელმაც 2008 წლის პირველი ნახევრისათვის შეადგინა 3 ტრლნ დოლარი. მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს ოქრო - სავალუტო რეზერვების მთლიანი მოცულობა შეადგენს 6,9 ტრლნ დოლარს, აშშ-ის მშპ-ს მოცულობა 12 ტრლნ დოლარს. ამ ფონზე სუვერენული საინვესტიციო ფონდების კაპიტალი გამოიყურება საკმაოდ შთამბეჭდავად“6.

ფონდების საქმიანობით დაინტერესებული მკვლევარები მიანიშნებენ ამ ორგანიზაციების ნეგატიურ ასპექტებზეც. მათი აზრით, ფონდები ტრადიციულად მსოფლიო საფინანსო მექანიზმის მასტაბილიზებელი ელემენტია. პირველ რიგში, ის, თავისი არსით, ახორციელებს გრძელვადიან ინვესტიციებს და საქმიანობისათვის არ იზიდავენ ნასესხებ სახსრებს, განსხვავებით კერძო სადაზღვევო და სხვა საინვესტიციო ფონდებისაგან. ფონდები არ ემორჩილება სპეკულაციურ აზარტს, მშვიდად ელოდება კრიზისულ პერიოდებს და არც თუ იშვიათად მოქმედებს ბაზრის საერთო ტენდენციების წინააღმდეგ, .. აქტივებს ყიდულობს მაშინ, როდესაც უმეტესობა იძულებულია თავი დააღწიოს ამ აქტივებს.

ექსპერტები სამართლიანად აღნიშნავენ ფონდების არსებობის ფუნდამენტალური პოზიტიური ასპექტების შესახებ, ძირითადად მის წილს კაპიტალის მიწოდებაში, რაც უზრუნველყოფს ინვესტიციების ბაზრის გაფართოებას და მისი სტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე გრძელვადიანობისა და დაბანდებების დივერსიფიცირების წყალობით მისი ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებას.

სუვერენული საინვესტიციო ფონდების დანიშნულებისა და საქმიანობის მასშტაბების ზრდა შეიძლება შეფერხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ და სხვა ქვეყნები, რომლებიც საქმიანობენ გარედან კაპიტალის მუდმივი მოზღვავების ხარჯზე, მიზანმიმართულად დაიწყებენ საგარეო ანგარიშსწორების დეფიციტის, და შესაბამისად, ეკონომიკაში უცხოურ კაპიტალზე მოთხოვნის შემცირებას. თუმცა, უახლოეს პერსპექტივაში ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი.

მზევინარ ნოზაძე,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.

ANNOTATION
Sovereign Investigating Funds in Global Economy

M. Nozadze

Sovereign investigating funds are not a new event for global economy They were founded is 50-60 s. of the 19 -th century.

Nowadays there are about 50 funds in the world with different organizational - legal status, financing methods and concrete tasks. They belong to the Government's propety and are under their control.

According to some definitions, the funds are represented by the private and govermential forms of the property and comparatively by a new organizational form, that acts on the global financial market with certain limits.

Such funds are created in different countries (regions) they feel periodical and cronical deficit of the national gold-currency reserves and the proficit of the budget of the government. Accordingly the funds are the instrument of microeconomical politics they are ready to limit the acounting balance, to provide the long-term keeping of expenses, that had already given from the budget of the government. On the bases of the present global financial crisis, the interest towards the sovereign investigating funds are increased by the intenational financial organiazations, by experts and politicians. Their aim is to investigate the funds role in global financial system, its positive and negative infl uence on global financial processes.

___________________

1. С. Чебан. Суверенные инвестиционные фонды: новый феномен мировой экономики. Ж. Мировая экономика и международные отношения. 2008, №10, стр. 15.

2. А. Апокин. Проблема глобальных дисбалансов в мировой экономике. Ж. Вопросы экономики. 2008, №5, стр. 58.

3. С. Чебан. Суверенные инвестиционные фонды: новый феномен мировой экономики. Ж. Мировая экономика и международные отношения. 2008, №10, ст. 18-19.

4. იქვე, გვ. 19.

5. LTCM-ის პარტნიორთა შორის იყვნენ ეკონომიკის სფეროში ორი ნობელის პრემიის ლაურეატი - ნ. შოულზი და რ. მერტონი, რომელთა ულტრათანამედროვე მათემატიკური მოდელები წარმოადგენდა ფონდის ფინანსური საქმიანობის საფუძველს.

6. С. Чебан. Суверенные инвестиционные фонды: но- вый феномен мировой экономики. Ж. Мировая экономика и международные отношения. 2008, №10, стр. 20.

13 თვალსაზრისი

▲ზევით დაბრუნება


13.1 ფინანსური კრიზისის განვითარების ეტაპები

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა 2008 წლის დამდეგს ფინანსური კრიზისისა და მზარდი უმუშევრობის პირობებში შეხვდა. აშშ-ის იპოთეკური კრიზისი (2007 . აგვისტოდან 2008 .) გარდაიქმნა ღრმა ფინანსურ კრიზისად და 2008 წლის III კვარტლიდან შევიდა რეცესიაში. ეხლანდელი კრიზისი ისე როგორც უმეტესობა კრიზისებისა, აღმოჩნდა სრულიად მოულოდნელი, რასაც მოწმობს ამერიკის ხელისუფლების მიერ გარკვეული ზომების დაგვიანებით მიღება.

მიმდინარე რეცესიას წინ უსწრებდა 2003-2008 წწ. მსოფლიო ერთობლივი ეროვნული პროდუქციის სამჯერ ზრდა. მსოფლიო გადაეჩვია ღრმა ციკლურ რყევებს, წამყვანი ქვეყნების მოსახლეობა უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში (გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების გარდა) არ განიცდიდა მნიშვნელოვან უმუშევრობას. 1990-იანი წლებიდან კაცობრიობა დადგა მრავალი გლობალური ამოცანის წინაშე: გარემო პირობებისა და კლიმატის დაცვა; ბრძოლა სიღარიბესთან - ათასწლეულის ამოცანა (Millenium Development Coals); საინფორმაციო რევოლუცია; მასობრივი საშუალო კლასის ჩამოყალიბება განვითარებად ქვეყნებში და სხვ.

0x01 graphic

2008 წლისათვის ჩამოყალიბდა ციკლური კრიზისის პირობები: დარგობრივი დისბალანსის გაძლიერება, ინფლაციის მომატება. შეიძლება ვთქვათ, რომ აღმასვლა თანდათანობით არამდგრადი გახდა 2007 წლის აგვისტოსათვის, როდესაც აშშ-ის ბინათმშენებლობის სექტორის მძიმე კრიზისმა გავრცელება ჰპოვა ფინანსურ სექტორზეც. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ფასების ზრდა ნავთობზე, ლითონებსა და სურსათზე.

ექსპერტთა შეფასებები მსოფლიო ეკონომიკის მომავალი განვითარების შესახებ ნაკლებად ოპტიმისტურია. „ტოქსიკური“ ამერიკული აქტივების პრობლემა გამწვავდა ბოლო 12 თვის განმავლობაში, 2008 წლის სექტემბრისათვის ჩამოწერილი იყო რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარი.

ბოლო ეტაპამდე ეკონომიკური აღმავლობა გრძელდებოდა კლასიკური ვარიანტით, ფასების მკვეთრი ზრდით ნედლეულსა და ენერგომატარებლებზე. სუსტი რგოლი ამ ჯაჭვში აღმოჩნდა არა ენერგეტიკული დარგი ან სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ განვითარებული ქვეყნების კერძო საფინანსო სექტორი, რაც განსაკუთრებით განსაცვიფრებელია 1997-98 წწ. აზიის კრიზისის შემდეგ, რომელიც ხელს უწყობდა ზედამხედველობისა და რეგულირების გაძლიერებას, ფინანსური კომპანიების ანგარიშსწორების გამჭვირვალობის ამაღლებას.

აღსანიშნავია, რომ რეცესია, საბიუჯეტო პრობლემების ზრდა გამოიწვევს სოციალური და სხვა პრობლემების დარეგულირების შენელებას, მსოფლიო სოციალურ - პოლიტიკური მდგომარეობის მოსალოდნელ საშიშ პერიოდს. გასულმა ოცწლიანმა ეკონომიკურმა ზრდამ და მისმა ხასიათმა მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო. ფინანსური კრიზისის შედეგების შემცირება და რეცესიიდან გამოსვლის გზების ძიება ქვეყნების ძირითადი ჯგუფებისთვის დიდი დანაკარგების გარეშე - სტაბილურობის შენარჩუნებისა და კრიზისის შემცირების პრინციპული გზაა.

შეიძლება გამოვყოთ მსოფლიო საფინანსო კრიზისის რამდენიმე მიზეზი:

2006 წლის დასაწყისისათვის მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები დანაზოგებისა და დანაგროვების სფეროში ღრმა დისბალანსის ფონზე. გლობალური ფინანსური სისტემის ფუნქციონირებაში სისტემური პრობლემების გამწვავება. ერთის მხრივ, აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების საგადასახდელო ბალანსების დიდი ოდენობის უარყოფითი ნაშთი, სხვა მხრივ კი განვითარებადი ქვეყნების მზარდი დადებითი ნაშთი, გამოსახული ტრილიონობით დოლარებში, ან მსოფლიო ეეპ-ის 1,2%25. დანაზოგების ნაკადები განვითარებადი ქვეყნებიდან - ძირითადად ჩინეთი, ინდოეთი, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან და რუსეთიდან - შეადგენს უკანასკნელ ათწლეულში განვითარებული ქვეყნების დანაზოგების დაახლოებით 1%25-ს.

განვითარებულ ქვეყნებში უარყოფითი რეალური საპროცენტო განაკვეთები. ლიბერალური ფულად - საკრედიტო პოლიტიკა ინფლაციის გლობალური შენელების პირობებში, აგრეთვე განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის მოდინებამ ხელი შეუწყო იმას, რომ 2000-იანი წლებისათვის უმეტესად განვითარებულ ქვეყნებში იყო უარყოფითი რეალური საპროცენტო განაკვეთები. ამან წარმოშვა რიგი აქტივების ბაზრებზე, მათ შორის, უძრავი ქონების ბირჟაზე „ბუშტები“. ფსს თვლიდა, რომ საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი შემცირება და დაკრედიტების დამატებითი „ფანჯრის“ გახსნა მისცემდა ფინანსურ სექტორს საკმარის მხარდაჭერას და დაეხმარებოდა მას კრიზისის დაძლევაში. ამერიკის უძრავ ქონებაზე ფასები განაგრძობდა დაწევას, ხოლო გადავადებული არასტანდარტული კრედიტების მოცულობა იზრდებოდა. ფსს-ის ყოფილი ხელმძღვანელის ალან გრინსპენის განცხადებით, იპოთეკური დაკრედიტების სფეროების ხელოვნურად გაბერვის მიზეზები მდგომარეობს ამ პერიოდისათვის რეფინანსირების დაბალი განაკვეთების დახმარებით ხანგრძლივი სტიმულირების პოლიტიკაში. „იპოთეკური ბუშტიაღმოჩნდა უფრო მყარი დატოქსიკური“, ვიდრე ჩვეულებრივი საბირჟო და აშკარად გააძლიერა ეკონომიკურ დაცემაზე მოქმედი ფაქტორები1.

0x01 graphic

ამ კრიზისის თითოეულ ელემენტს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო შეექმნა ისეთი პრობლემები, მაგრამ განსაზღვრული პოლიტიკის ძალით (ერაყში ომის ჩათვლით), აშშ-ის ეკონომიკაში სტრუქტურული დისბალანსი უკანასკნელი წლების განმავლობაში საშიშ დონემდე გაიზარდა. შედეგად ძირითადი დეფიციტები - სავაჭრო, მიმდინარე ოპერაციებისა და ბიუჯეტის ანგარიშები - სწრაფად გაიზარდა. გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი მდგომარეობის შენარჩუნება შეუძლებელი იყო, რასაც აცხადებდა მრავალი ეკონომისტი.

ფინანსური სექტორის რეგულირების შესუსტება ახალი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების უეცარი გაფართოების შედეგად. ფინანსური სექტორის დარეგულირებისა და ლიბერალიზაციის საერთო ტენდენციამ ხელი შეუწყო ახალი სისტემური რისკების გამოვლენას, რომელიც შესამჩნევი გახდა კრიზისში შესვლისას. არასაბანკო ფინანსური სექტორის დიდი ნაწილი (სადაზღვევო ფონდები, საინვესტიციო ბანკები, პირდაპირი ინვესტიციების ფონდები) ფუნქციონირებენ ტრადიციული რეგულირების ფარგლებში ან რეგულირდებიან ძალიან სუსტად. ახალი რთული ფინანსური ინსტრუმენტები (CDS, CDO, CDO+ და ა.შ.), რომლებიც საიპოთეკო სესხებით არის გამყარებული. სამი ათეული წლის წინ საზღვარგარეთ იპოთეკურ კრედიტებთან დაკავშირებული დებიტორული დავალიანება დაბრუნებამდე ბანკის ბალანსზე რჩებოდა, მაგრამ დღეისათვის სესხის გამცემი, საკუთარ მოთხოვნას (მევალის მიმართ) ყიდის მესამე პირზე. აშშში მესამე პირის როლში გამოდიოდა სამთავრობო ორგანიზაციები: მთავრობის ეროვნული საიპოთეკო ასოციაცია; ფედერალური, ეროვნული საიპოთეკო ასოციაცია, კერძო კორპორაციები. მესამე პირები ქმნიდნენ შესყიდული იპოთეკების პორტფელს და ახდენდნენ იპოთეკით გამყარებული ფასიანი ქაღალდების ემისიას. ინვესტორებს შეეძლოთ აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ყიდვა და მისი კვლავ გაყიდვა.

საინვესტიციო ბანკებისა და ფონდების მაღალი შემოსავლიანობა უზრუნველყოფილი იყო სხვადასხვა ფინანსური დერივატივების მოცულობის ზრდის წყალობით, მაგრამ ისინი მჭიდროდ არ იყვნენ დაკავშირებულნი საბაზო აქტივების საიმედოობასთან და პირველი რყევისთანავე გადაიქცნენ „ტოქსიკურად“. არცთუ იშვიათად კავშირი საბაზრო აქტივების შემოსავლიანობასა და წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს შორის ატარებს რთულ, არასწორხაზოვან ხასიათს, ამიტომ პირველის ღირებულების დაცემას მივყავართ დერივატივების ღირებულების გაცილებით უფრო ძლიერ ეფექტთან.

დღეისათვის შეინიშნება მნიშვნელოვანი საფინანსო დაწესებულებებისა და მთელი რიგი დარგების გაქრობა: მაგალითად, ფაქტიურად შეწყვიტეს არსებობა აშშ-ის საინვესტიციო ბანკებმა. მრავალი ცნობილი და მსხვილი საინვესტიციო კომპანია ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რამაც მათ შემდგომში სერიოზული ფინანსური სიძნელეები შეუქმნა (მაგალითად, „Bear Stears“) 2.

კრიზისის პირველი ეტაპი - 2007 წლის ივლისიდან 2008 წლის აგვისტომდე - ხასიათდებოდა ამერიკის იპოთეკური კრედიტების განვითარებით, დიდძალი სახსრების ჩამოწერით „ცუდი“ საგირავნო ბანკების და პირველი გაკოტრებული ბანკების მიერ. კრიზისის დროს მსოფლიო საბანკო სისტემამ დაკარგა თავისი კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი. „ბანკების ერთობლივი დანაკარგების მოცულობა დღეისათვის შეადგენს 800 მლრდ დოლარს. თუ გავითვალისწინებთ სსფ-ის პროგნოზს, რომ ბანკების ერთობლივი დანაკარგები შეიძლება გაიზარდოს 2-ჯერ ან მეტად 1,6 ტრლნ დოლარამდე, მაშინ კრედიტის შემცირების მასშტაბები იქნება კატასტროფული, როგორც ამერიკული, ასევე მსოფლიო ეკონომიკისათვის“3.

მეორე ეტაპი - ლიკვიდურობის კრიზისი - რომელმაც 2008 წლის სექტემბრიდან შეიძინა განსაზღვრული მდგრადობა. ბანკები ვაჭრობენ ცენტრალური ბანკების „უცხო“ ფულით, მაგრამ თავისას არავის არ ანდობენ. აშშ-ის მარეგულირებლების აშკარა შეცდომად იქცა „Lehman Brothers“-ის გაკოტრება. იგი დიდი ხნის გამოსული იყო კორექტული თეორიული მოსაზრებიდან - აიცილოს „მორალური რისკი“, რაც ნიშნავს არ აიღოს პასუხისმგებლობა ბაზრის მონაწილეებზე. ეს კი მოწმობს მიმდინარე კრიზისის სიღრმის არასწორ გაგებას: ამ გაკოტრებამ დააფრთხო ყველა, და როგორც გვიჩვენა, საიმედო ბრენდები მეტი აღარ არის.

მესამე ეტაპი - კრედიტების პარალიზება, გამომდინარე ლიკვიდურობის კრიზისისაგან და საბანკო სისტემის შიგნით უნდობლობა. რაც უფრო დიდხანს გრძელდება იგი, მით მეტ ზიანს მოუტანს მიმდინარე ეკონომიკურ საქმიანობას, განსაკუთრებით - მომავალ კაპიტალდაბანდებებს.

მოხდა ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის, ანალიზისა და კონტროლის სისტემური ნგრევა. ნდობა შეირყა არა მხოლოდ ამა თუ იმ ფინანსური ინსტიტუტებისა და ინსტრუმენტების მიმართ, არამედ მთლიანობაში რეგულატორებისა და ეკონომიკური უწყებების მიმართ. როგორც ჩანს, განსაზღვრული დროის განმავლობაში ბირჟას აღარ შეუძლია გამოვიდეს როგორც ინფორმაციის წყარო ფირმისა და მისი ინსტრუმენტების საიმედოობისა და შემოსავლიანობის მხრივ.

მსოფლიო ფინანსური კრიზისი იმყოფება თავის მწვავე ფაზაში უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში და აძლიერებს არსებულ ეკონომიკურ რეცესიას. ნდობის კრიზისი შენარჩუნებულია პრაქტიკულად ყველა განვითარებულ და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. განვითარებულ ქვეყნებში შექმნილი კრიზისის შედეგად მცირდება განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა. საქართველოში სუსტი საფინანსო სისტემის გამო არ ხდება ქვეყანაში ფინანსურ და სასაქონლო ბირჟებზე წარმოებული ფასიანი ქაღალდების მიმოქცევა და, შესაბამისად, პორტფელური ინვესტიციების განხორციელება. აუცილებელია ქვეყანაში ისეთი საინვესტიციო ინსტრუმენტების არსებობა, რომელიც იქნება რეალური საფინანსო შუამავალი წარმოებაში ინვესტირებისათვის. აღარ არის საეჭვო, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა რიგით საბანკო და საბირჟო, არამედ მსოფლიო კრიზისთან, რომელიც ანგრევს მთელ ფინანსურ სისტემას.

ნათია ჟოჟუაშვილი,
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასისტენტ-პროფესორი

ANNOTATION
Financial Cris is - 2008 and Stages of its Developing

N. Jojuashvili

Most countries through the world have met 2008 year on the bases of financial crisis and unemployment. Hypothecal crisis (2007-2008 August) turned into a deep financial crisis. At that time premises of a cyclic crisis were formed. Economical growth gradually became unstable by August 2008 When the American housebuilding sector's heavy crises spread over the financial sector. Since then the prices began rising on the fuel, metals and food.

We can distinguish some reasons of global financial crisis:

- High rhythm of economical growth at the beginning of 2008, on the bases of deep disbalance in the sphere of savings and accumalation.

- Negative real percental rates in the developed countries.

- Weakness of the regulation of the financial sector on the bases of a sudden spreading of new financial instruments.

Global financial crisis has been in a caustic phase of its existence for some several months and the existing economical recession is being strengthened. The reliability of crisis has been practically kept in all developed countries. it is a fact that the mentioned crisis has got a global character, that destroys the whole financial system.

_________________

1 Григорев Л. Салихов М. Фи- нансовый кризис - 2008. Вхождение в мировую роцессию. Ж. Вопросы эко- номики. 2008, №12, стр. 30-31.

2 ვარდიაშვილი ნ. სუბ-პრაიმ იპოთეკური სესხების კრიზისი აშშ-ში. ჟ. საქართველოს ეკონომიკა. 2008 წ. №4, გვ. 45.

3 Алексашенко С. Кризис - 2008: пора ставить диагноз. Ж. Вопросы экономики. 2008, №11, стр. 30.

14 აგრარული სექტორი

▲ზევით დაბრუნება


14.1 რისკების მართვის თავისებურებები სოფლის მეურნეობაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თამარ დუდაური,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

რისკი საქმიანი ცხოვრების აუცილებელი შემადგენელია, ხოლო მისი მართვა - იმ მასშტაბური სამუშაოს ნაწილი, რომელსაც ნებისმიერი კომპანია ახორციელებს ფასეულობათა შესაქმნელად. მაგრამ მრავალი კორპორაციის კრახი, გვიჩვენებს იმას, რომ უამრავ კომპანიას არ გააჩნია არა მხოლოდ რისკების მართვის ადეკვატური სისტემა, არამედ ცუდად ესმის რისკის ხასიათი, რომელთანაც არის დაკავშირებული მისი საქმიანობა.

კევინ ბიულერი

რისკ-მენეჯმენტი, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სახის მენეჯმენტი, შეიცავს მართვის სტრატეგიასა და ტაქტიკას. სტრატეგია - ეს რისკების მართვის მეცნიერება და ხელოვნებაა, რომელიც დაფუძნებულია პროგნოზირებაზე, სტრატეგიულ დაგეგმვასა და დასაბუთებული პროგრამების შემუშავებაზე. იგი საშუალებას იძლევა შემცირდეს აღწარმოების შედეგებზე სარისკო ფაქტორების არასასურველი ზეგავლენა. რისკების მართვის სტრატეგიის ამოცანები მიმართულია დასახული მიზნების მიღწევისათვის სახსრების მოძიებასა და გამოყენებაზე. ტაქტიკა - ეს არის მეთოდები და ხერხები კონკრეტულ გარემო პირობებში დასახული მიზნების მიღწევის გზაზე.

უნდა აღინიშნოს, სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობა განსაკუთრებით საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ამერიკელი მეცნიერის იგორ ანსოფის განმარტებით, მისი განხორციელების ორი ტიპი არსებობს, კერძოდ:

1. მექანიკური - იგი ხასიათდება პრობლემაზე რეაგირებით, წარსულ გამოცდილებაზე ორიენტაციით, მინიმალური რისკის დაშვებით, რისკის, რომელიც შეესაბამება წარსულ გამოცდილებას;

2. სტრატეგიული - იგი გულისხმობს პრობლემის წინასწარმეტყველებას და მისი გადაწყვეტის გზების მოძიებას, შემოქმედებით მიდგომაზე ორიენტაციას, რიგი ალტერნატივებიდან საუკეთესოს არჩევას, ახალი გადაწყვეტილებების დასაშვები რისკის პროგნოზირებას, სარისკო ვარიანტების დაბალანსებასა და სისტემური წინააღმდეგობების აღრიცხვას.

არსებობს რისკის შემცირების მრავალი ხერხი, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს ეკონომიკურ ლიტერატურაში. მათ მიეკუთვნებიან: პროექტის მონაწილეებს შორის რისკის გადანაწილება, რისკის დაზღვევა, სახსრების რეზერვირება გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარავად, წარმოების დივერსიფიკაცია, დანახარჯების ლიმიტირება, დამატებითი ინფორმაციის მიღება, კვალიფიცირებული პროგნოზის მიღება, თვითდაზღვევა, მარკეტინგული ძალისხმევა, რისკის შემცველი დანახარჯების ჩადება წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაში და სხვა. მათი გამოყენება გამართლებულია, როგორც კომპლექსში, ისე ინდივიდუალურად, ვინაიდან ისინი ისახავენ ერთიდაიგივე მიზანს - სამეურნეო - ფინანსური საქმიანობის მიმდინარეობაზე სარისკო შემთხვევების ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას.

რისკის ყველა ფაქტორი მათზე ეკონომიკური სუბიექტის მხრიდან ზემოქმედების შესაძლებლობის მიხედვით შესაძლოა დაიყოს სამ ჯგუფად:

  • არარეგულირებადი;

  • სუსტად რეგულირებადი;

  • პირობითად რეგულირებადი.

არარეგულირებადს მიეკუთვნებიან ის გარე ფაქტორები, რომლებიც ასახავენ საწარმოს ფუნქციონირების ბუნებრივკლიმატურსა და სოციალურეკონომიკურ გარემოს (ნორმატიულ - სამართლებრივი ბაზა, ბუნებრივ - კლიმატური პირობები, სოციალურ- პოლიტიკური სიტუაცია, სამეწარმეო საქმიანობის აქტიურობის დონე, სამომხმარებლო ბაზრის მდგომარეობა, ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარი და მოსახლეობის ცხოვრების დონე). სუსტად რეგულირებადს - კი ყველა დანარჩენი გარე ფაქტორი. საწარმოს შიდა გარემო გარკვეული ზომით ექვემდებარება მართვას, მაგრამ განუსაზღვრელობის ელემენტის სრულად უარყოფა აქაც შეუძლებელია, ამიტომაც რისკის შიგა ფაქტორებს მიაკუთვნებენ პირობითად რეგულირებად ფაქტორებს.

რისკი ნებისმიერი, მათ შორის სასოფლო- სამეურნეო წარმოების განუყოფელი ელემენტია. განუსაზღვრელ სამეურნეო გარემოსთან სოფლის- მეურნეობის ადაპტაციის ხელშეწყობის ერთერთ საშუალებას წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მისი აღორძინებისთვის ადეკვატური პოლიტიკის შემუშავება და გატარება.

სოფლის მეურნეობაში რისკთან ადაპტირებული რეჟიმის ფორმირება შეუძლებელია, თუ არ იქნება გათვალისწინებული ქცევითი და მოტივაციური თავისებურებები, რომლებიც დამახასიათებელია საქართველოს ეკონომიკისათვის, ასევე თავისებური ნაციონალურ - ეკონომიკური მენტალიტეტი, მისი დიდი ინერციულობა. თუმცა, სოციალურეკონომიკური გენოტიპის ინერციულობის მიუხედავად, იგი წარმოადგენს დინამიურ სისტემას, რომელსაც შესწევს უნარი და აქვს საკმაო პოტენციალი საზოგადოების პროგრესული ძალების ზეგავლენით მოახდინოს ტრანსფორმაცია და სოფლის მეურნეობის აღორძინება.

აგრარულ სფეროში რისკების მართვის ერთ-ერთ ხერხს სასოფლო- სამეურნეო რისკების დაზღვევა წარმოადგენს. იმის გამო, რომ რისკი წარმოადგენს მიზნიდან გადახრის ალბათობას, ამიტომ დაზღვევის გამოყენება ქმნის რეალურ შესაძლებლობას მიღწეულ იქნეს დასახული მიზნები.

დაზღვევა -- ეს არის კანონით განსაზღვრული ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა. მას საფუძვლად უდევს სახსრების სპეციფიკური ფონდი, რომელიც იქმნება საწარმოს, ფერმერის და ფიზიკურ პირთა ხარჯზე.

სარისკო მდგომარეობა - შეიძლება იყოს ობიექტური და სუბიექტური. ობიექტური მდგომარეობა - ეს არის მაგალითად, ბუნებრივი კატაკლიზმები. სუბიექტური მდგომარეობა დაკავშირებულია ეგრეთწოდებულ ადამიანურ ფაქტორთან (მაგალითად, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა).

დაზღვევა, როგორც წესი, ხორციელდება ფულადი ფორმით. სისტემა აგებულია დაზღვეული პირების მიერ განსაზღვრული თანხის შენატანებზე სპეციალურ სადაზღვევო ფონდში. ამ ფონდიდან ხორციელდება ზარალის სადაზღვევო ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ მოხდა სადაზღვევო მოვლენა და ჩატარდა სადაზღვევო გადახდის შეფასება.

სადაზღვევო ანაზღაურება - არის თანხა, რომელსაც იხდის დამზღვევი ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგა დაზღვეული პირის ქონებას ან მის ქონებრივ ინტერესებს. მისი ზომა დამოკიდებულია სადაზღვევო თანხაზე, სადაზღვევო უზრუნველყოფის სისტემაზე და სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებზე.

სოფლად მწარმოებლების საქმიანობის შედეგები ბევრადაა დამოკიდებული ბუნებრივ სტიქიაზე - მკაცრი კლიმატური პირობები, ხანძრები, გვალვა, წყალდიდობები და სხვა, რაც განაპირობებს რისკების თავისებურებებს აგრარულ სექტორში. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობა არის კვების პროდუქტების ძირითადი მიმწოდებელი, ამიტომ სასოფლო - სამეურნეო მწარმოებლების ნაკლოვანებების რისკი გავლენას ახდენს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. კვების პროდუქტები ეს არის სწრაფად ფუჭებადი საქონელი, რომელიც არ ექვემდებარება ხანგრძლივ შენახვასა და მარაგების შექმნას, ამიტომ მათი წარმოება უნდა მიმდინარეობდეს განუწყვეტლივ. სოფლის - მეურნეობის მნიშვნელოვანი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ აღწარმოების პროცესი დაკავშირებულია მცენარეებისა და ცხოველების განვითარებისა და ზრდის ბიოლოგიურ პროცესებთან. თავისი შინაარსით რისკების მართვა არ წარმოადგენს რაღაც განსხვავებულს, სოფლის მეწარმეების საქმიანობის სხვა ასპექტების მართვისაგან. პირველ რიგში, ეს აიხსნება იმით, რომ ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილება პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია რისკთან.

არსებობს მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების ზოგიერთი სპეციალური მეთოდები და ტიპები, რომლებიც თავიდანვე გამიზნულია აგრარულ სფეროში რისკისა და განუსაზღვრელობის შემცირებაზე. სოფლის მეურნეობაზე ეკონომიკური, ეკოლოგიური სტრესისა და ბაზრის რყევების ზემოქმედების შესამცირებლად აუცილებელია სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია საწარმოო სისტემის დივერსიფიკაციის გზით - მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევის მიზნით.

0x01 graphic

რისკის შემცირებაზე გამიზნულ ღონისძიებებს მიაკუთვნებენ საბაზო ტექნოლოგიების შერჩევას, ვინაიდან ისინიც შესაძლოა მოქმედებდნენ წარმოების მდგრადობაზე. ასე მაგალითად, ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენება იძლევა უფრო მდგრად შედეგებს, ვიდრე ექსტენსიური ტექნოლოგიები, მარტო იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი დამოკიდებულია ბუნებრივ- კლიმატური პირობების მერყეობაზე.

0x01 graphic

ბოლო პერიოდში დასავლეთის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში რისკების მართვისათვის იყენებენ ხედჟირებას. მას საკმაოდ ფართოდ იყენებენ სასოფლო - სამეურნეო საწარმოების მენეჯერები. ხედჟირება წარმოადგენს მომავალში საბაზრო პირობების არასასურველი ცვლილებებისგან მოსალოდნელი რისკის შემცირებას ან კომპენსაციას. მისი ძირითადი ამოცანაა მეწარმის დაცვა ბაზარზე არასასურველი ცვლილებებისაგან. ვინაიდან, ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება (სარისკოა იგი თუ არა), ყოველთვის ეფუძნება ხელმისაწვდომ ინფორმაციას, ამიტომ რისკის შემცირებისა და ეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, პირველად ღონისძიებებს შორის, უნდა გამოვყოთ ინფორმაციის შეგროვებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემების შემუშავების ღონისძიებები.

წამყვანი ქვეყნების სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემებით, შედარებით აქტუალურია ინფორმაცია წარმოებული და სარეალიზაციო პროდუქციის მარკეტინგული შესაძლებლობების, სასოფლო - სამეურნეო წარმოების ახალი ტექნოლოგიების შესახებ და სხვა.

ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულნი არიან რისკების შემცირებაზე და უნდა განხორციელდნენ კონკრეტული სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების მიერ, არ ძალუძთ მთლიანად უზრუნველყონ სოფლის მეურნეობაში ურისკო საქმიანობა. იმისათვის, რომ განხორციელდეს სოფლად რისკების უფრო ეფექტიანი მართვა, ზემოთ მოყვანილი ღონისძიებების გარდა აუცილებელია, ასევე სახელმწიფო მხარდაჭერა და რეგულირება.

თანამედროვე პირობებში აუცილებელია რისკების მართვის გამოყენება საქართველოს სოფლის მეურნეობის კრიზისიდან გამოყვანის სხვადასხვა კონცეფციებისა და პროგრამების შემუშავებას, თუმცა, რისკების მართვის ერთიანი სისტემა სახელმწიფო დონეზე ჯერჯერობით არ არსებობს. რისკ-ფაქტორების უგულვებელყოფამ, უარის თქმამ რისკ-მენეჯმენტის განვითარებაზე შესაძლოა მიგვიყვანოს არა მხოლოდ ცალკეული სასოფლო- სამეურნეო მწარმოებლების, არამედ აგრარული სფეროსა და მთლიანად საზოგადოების მდგრადი განვითარების შეუძლებლობასთან.

ANNOTATION
Features of management of risks in agriculture

Tamar Dudauri.
Academic doctor of Economics, Associate Profesor of GSAU.

The risk-management, as well as any other version of management, contains strategy and management tactics. One of ways of management of risks in agrarian sphere is agricultural insurance. Whereas the risk - probability of a deviation from the purpose for the sake of which the decision was made, insurance application creates real possibility of achievement of an object in view.

Other powerful tool of management of risk is hedging. Recently this way was extended in the west where it is widely used by managers of the agricultural enterprises. Ignoring of risk factors, refusal of risk-management development can lead to impossibility of a sustainable development not only separate agricultural manufacturers, but also agrarian sphere.

15 საბანკო საქმე

▲ზევით დაბრუნება


15.1 სესხის პორტფელის ხარისხის მაჩვენებელი და პორტფელთან დაკავშირებული რისკები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნაირა ტაბატაძე,
(სსსსუ) ასისტენტ- პროფესორი

რისკის ორი კატეგორია არსებობს: საკრედიტო რისკი და კრედიტის პორტფელის რისკი. პორტფელის რისკი განისაზღვრება როგორც ფინანსური დაწესებულების რისკის ინდივიდუალური სესხის ხარისხი უფრო გასაგებად თუ ვიტყვით, პორტფელის რისკი არის ინდივიდუალური რისკების ჯამი, რომელიც ქმნის სესხის პორტფელის რისკს. ისმება კითხვა: რა განსაზღვრავს სესხის პორტფელის რისკის ფაქტორს? უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული მსესხებელი ინდივიდუალური რისკის პორტფელის მატარებელია. ამიტომ, ამ რისკის პორტფელი დეტალურად უნდა შევისწავლოთ, რათა დავადგინოთ ღირს თუ არა ამ ინდივიდზე სესხის გაცემა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეასრულებს თუ არა კლიენტი მასზე დაკისრებულ ვალდებულებას.

ინდივიდუალური რისკის შეფასებისას უამრავ გარე ფაქტორს უნდა მიექცეს ყურადღება, რომელიც კლიენტის მართვას არ ექვემდებარება. ფასების განვითარება, ბაზარზე საქონლის შესავალი და გასავალი პირდაპირ აისახება კლიენტის გადახდისუნარიანობაზე. თუ ბაზარი ნეგატიურ განვითარებას გვიჩვენებს მარტოხელა ბიზნესმენს ძალიან გაუჭირდება დაგეგმილი საქმიანობის ზუსტად გეგმის მიხედვით განხორციელება. გამოყენებული ტექნიკის შესაძლებლობა ამ რისკთან გასამკლავებლად ინდივიდუალურ დონეზე შეფასდება. ამიტომ, ინდივიდუალური სესხის განხილვა სავალდებულოა, მაგრამ არა საკმარისი. მას თან უნდა ახლდეს რისკის შეფასება სესხის პორტფელის დონეზე. ნათელია, რომ რისკის წარმოშობის ერთ-ერთი ფაქტორი დაგვიანებული გადასახადია. ამიტომ, სესხის გამცემთათვის რეკომენდირებულია ინტეგრირებული სტრატეგიების გამოყენება, რაც შეამცირებს გადაუხდელობას. პირველ რიგში, უნდა შეიქმნას კლიენტის შერჩევის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც გამოირიცხება ისეთი კლიენტები, რომლებსაც არა აქვთ გადახდის შესაძლებლობები ან სურვილი; შემუშავდეს ანგარიშთა სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს მონიტორინგსა და დროული ზომების მიღებას საკრედიტო ოფიცრის მხრიდან; შემუშავდეს ანგარიშთა სისტემა, რომელიც მოგვაწოდებს ზუსტ ინფორმაციას პორტფელის ხარისხის, ტენდენციებისა და შესაძლო გადაუხდელობის ფაქტორების შესახებ; დადგინდეს გვიანი გადახდისა და გადაუხდელობის მაქსიმალური ზღვარი. მოცემული ზღვარი უნდა ეფუძნებოდეს იმ ხარჯების დეტალურ ანალიზს, რომლებიც გამოიწვია დაგვიანებულმა გადახდებმა და გადაუხდელობამ. საერთოდ ქვეყნის მაკროეკონომიკური სიტუაცია პირდაპირ აისახება სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების ეკონომიკის განვითარებაზე. ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ საბანკო სექტორში არსებულ რისკებს და მის გავლენას ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების დონეზე.

რისკის აცილების სისტემა განიხილება, როგორც საბანკო პროდუქტის ერთობლიობა.

კომერციული ბანკის სიმყარის უპირველესი მაჩვენებელია საკუთარი კაპიტალის სიდიდე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი შეუფერხებელი საქმიანობა. Aამის აუცილებლობა იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება მას დასჭირდეს საკმაო რეზერვი, რათა გადაიხადოს გაუთვალისწინებელი ზარალი და ვალი.

მნიშვნელოვანია კლიენტების არსებობა, ამით შესაძლებელია ფულადი ნაკადის მოზიდვა, რომელზეც დამოკიდებულია ბანკის კომერციული სიმყარე, რადგან კომერციული ბანკები საქმიანობას აწარმოებენ ცვალებად არამყარეკონომიკურ სიტუაციაში, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წარმოქმნილ რისკს.

ბანკის რისკი უნდა განვიხილოთ, როგორც აქტივებისა და პასივების პორტფელის რისკი და არა როგორც ბანკის ბალანსის ანგარიშებზე არსებული დებიტორული და კრედიტორული ნარჩენი. ამიტომ, ძირითად რისკად განიხილება პორტფელის რისკი:

თავის მხრივ საბანკო პორტფელის რისკი მოიცავს:

  • საპორტფელო (საბალანსო) რისკს;

  • საპროცენტო რისკს;

  • ლიკვიდურობის რისკს.

საქართველოს სინამდვილეში თუ სესხს სახელმწიფო აიღებს რისკი თითქმის არ არსებობს და მისი დაფარვა მოხდება ადრე თუ გვიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დანარჩენ შემთხვევაში ბანკს არ შეუძლია მთლიანად მოსპოს რისკის ფაქტორი, ამიტომ, უნდა ეცადოს, სადაც შესაძლებელია შეამციროს რისკი. თუ ბანკებს არ ექნებათ გარკვეული დაზღვევა, მაშინ, სესხზე აუცილებლად წარმოიქმნება პრობლემები და გაიზრდება ზარალი.

ბანკებს თავის მხრივ უჩნდებათ სარისკო სიტუაციები, რომლებიც მათი მომხმარებლის ბუნებას ასახავს. მსხვილ საწარმოს თუ პრობლემა გაუჩნდა ბიზნესში, თავის მხრივ, ის უშუალო ზეგავლენას ახდენს საწარმოს ურთიერთობაზე ბანკთან.

დაკრედიტების პროცესი უნდა მოიცავდეს რისკის ანალიზს, რომელიც არსებითად სხვა არაფერია, თუ არა სისტემატური ცდა უპასუხოს კითხვას გამოვა თუ არა?

საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ თუ ბანკი ვერ შესძლებს კონკრეტული სესხის გაცემის ორგანიზებას შეიძლება რისკიანობა გაიზარდოს.

კომერციული საბანკო სესხების უმეტესობა ეძლევა მწარმოებელს. მათ წინაშე წამოჭრილი რისკის რაოდენობა ბევრია. ზოგი რისკი დამახასიათებელია და ჩვეულებრივია. ამიტომ, იგი ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ - რისკის აცილების სისტემა განიხილება, როგორც საბანკო პროდუქტის ერთობლიობა (საბანკო ფინანსური ტექნოლოგიები; წესები და პროცედურები), ან ფირმების (საწარმოების) მეთოდებისა და პროცესების ერთობლიობა. ერთობლივი საბანკო რისკის მართვა გულისხმობს რისკის წარმომქმნელი ფაქტორების დადგენის ეტაპებს სიტუაციებს, რომლის დროსაც ხდება რისკის წარმოქმნა. არსებობს ალბათობა იმისა, რომ საბანკო პორტფელის რისკი შეიძლება დადგეს არახელსაყრელი პირობების შედეგად, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას გაურკვევლობის დროს საბანკო მართვის პირობებში გადაწყვეტილებების მიღებისას.

კომერციულმა ბანკმა აქტივებისა და პასივების პორტფელი უნდა განიხილოს მთლიანობაში, რათა მიღწეულ იქნას საერთო მიზანი - მაღალი მოგება და მისაღები რისკის დონე. აქტივებისა და პასივების ერთობლივი მართვა ბანკს შესაძლებლობას მისცემს დაიცვას დეპოზიტები და სესხები სეზონური რყევებისაგან.

კრედიტის გაცემისა და მინიმალური რეზერვის შექმნის შემდეგ იწყება საკრედიტო პროცესის ახალი ეტაპი - საკრედიტო მონიტორინგი, რაც შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს რისკის ხარისხი, რომ საჭიროების შემთხვევაში, რაც შეიძლება დროულად დაისახოს შესაბამისი ღონისძიებები მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. აღნიშნული საშუალებას აძლევს ბანკის საკრედიტო განყოფილებას მუდმივი მონიტორინგის საფუძველზე განსაზღვროს ნეგატიური ტენდენციები, სანამ პროცესი შეუქცევადი გახდება.

საპორტფელო რისკის შეფასების საფუძველზე ხდება ადეკვატური რეზერვის გაანგარიშება.

რეზერვის მინიმალურ მოთხოვნებს ცენტრალური ბანკი განსაზღვრავს. თუ ფინანსურ დაწესებულებას არ გააჩნია სპეციალური ლიცენზია, ან არ არის საბანკო ორგანიზაცია, რომელსაც ადგილობრივი ხელმძღვანელობა მართავს, მაშინ მისი დარეზერვება საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით ხდება. რეზერვის გაანგარიშებისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ კრედიტის: 1) გადავადების დღეების რაოდენობა; 2) გადახდის ვადა და გადახდა; 3) გირაოს ხარისხი. ფინანსური დაწესებულება ისე ადგენს სარეზერვო ფონდს, რომ ის მომავალში გაუმკლავდეს სავარაუდო რისკს და ზარალს. ფინანსურ დაწესებულებას შეუძლია დაარსოს ყველა ეკონომიკური სექტორისათვის სპეციფიკური რისკის პორტფელი. სესხის დაფარვის მომენტში ავანსების გაცემისთვის განკუთვნილ რეზერვს იყენებენ. სარეზერვო პოლისი რეგულარულად უნდა იმართებოდეს და მისი კორექტირებაც დროულად უნდა ხდებოდეს.

საქართველოში სესხების დანაკარგის დასაფარავად შექმნილი რეზერვები მოგებიდან ანარიცხის სახით იქმნება და მის თვითღირებულებაში აისახება. აღნიშნული რეზერვი არ შედის ბანკის საკუთარ კაპიტალში.

მსოფლიო საფინანსო პრაქტიკის მიხედვით, ბაზელის შეთანხმების საფუძველზე, უიმედო სესხების დასაფარავად შექმნილი სარეზერვო თანხა ბანკის საკუთარი კაპიტალის შემადგენლობაში განისაზღვრება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სესხების შესაძლო დანაკარგებისათვის შექმნილი რეზერვი ასრულებს სოციალურ - ეკონომიკურ ფუნქციას:

  • - იგი მიმართულია ბანკის საკრედიტო რისკის დასაფარავად;

  • - არის მეანაბრეების მიერ დაბანდებული თანხის გარანტი;

  • - იგი ასევე უზრუნველყოფს ბანკის აქტივების მჭიდრო კავშირს მის საკუთარ კაპიტალთან, .. რესურსების მთელ ბაზასთან.

რაც შეეხება სესხის პორტფელის ხარისხის მაჩვენებელს, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ბალანსის მაჩვენებლების მიხედვით, ანუ საერთო სესხის ძირის მიხედვით - სესხის პორტფელის ხარისხის მაჩვენებელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სესხის პორტფელის მართვაში. საერთო პირობებით პორტფელის ხარისხის მაჩვენებელი სესხის პორტფელის ფუნქციონირებას ან არაფუნქციონირებას აკონტროლებს და აკავშირებს მათ სხვადასხვა სპეციფიკურ ასპექტებთან.

სესხის პორტფელის მართვა ცდილობს პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:

პირველი - რამდენია აქტიური მსესხებლების გადაუხდელობის კოეფიციენტი?

მეორე - სესხის პროცენტის რამდენი პროცენტი არ ფუნქციონირებს?

მესამე - მიმდინარე სესხის გადაუხდელობის კოეფიციენტის მიხედვით რამხელაა ზარალი?

მეოთხე - რამდენად საგრძნობია სესხის პორტფელის კონცენტრაცია გარკვეული რეგიონების, სექტორების, ან სესხის კატეგორიების მიხედვით?

მეხუთე - რა გზით ხდება სესხის პორტფელის კონცენტრაციის დაკავშირება მიმდინარე და წასული სესხის პორტფელის ფუნქციონირებასთან?

სესხის პორტფელთან დაკავშირებული რისკი განისაზღვრება ყველა სესხის დარჩენილი ნაშთის მიხედვით. რისკის სესხის პორტფელზე გავლენას ახდენს გადახდის გრაფიკი და სესხის დაფარვის ვადა.

სესხის პორტფელის რისკის შემადგენელი ნაწილია საკრედიტო რისკი, რომელიც არის ალბათობა იმისა, რომ აქტივების ნაწილის ღირებულება განსაკუთრებით შემცირდება, ან დავა ნულზე.

საქართველოს საბანკო სისტემაში არსებობს არაქმედითი აქტივები, მათ შორის საკრედიტო დაბანდებები, რომლის გადაფარვის ვადა გავიდა და ჩამოიწერა ეს არის კრედიტები, რომლებიც არასდროს არ იფარებოდა და ჩამოიწერა, როგორც ზარალი.

სესხის ზარალის კოეფიციენტი ზუსტად უნდა იყოს გაანალიზებული. ზოგიერთი ფინანსური დაწესებულება დიდხანს ყოყმანობს, ვიდრე სესხის ჩამოწერის გადაწყვეტილებას მიიღებდეს, რადგანაც ისინი შიშობენ, რომ კლიენტები მათ საქციელს არასწორად აღიქვამენ და იფიქრებენ, რომ მათ აპატიეს სესხის გადაუხდელობა.

ფინანსურ დაწესებულებას შეუძლია ჩამოწეროს სესხები, რომლებიც 360 დღეს აღემატება, თუ მათი ჩამოწერა უფრო ადრე არ მოხდა (დავუშვათ, მსესხებელი გარდაიცვალა, ან გაუჩინარდა).

ზოგიერთი დაწესებულება რთულ ხერხს იყენებს იმის დასადგენად, თუ რატომ არ მოხდა სესხის გადახდა, არის თუ არა გადაუხდელობა კერძო პირის, სექტორის ან რეგიონალური რისკის დანაშაული. ამ ანალიზის შედეგს ხშირად კრედიტის შეჯამების მოდულს უწოდებენ. სესხის შეფასება სისტემატურად უნდა ხდებოდეს, რათა გავარკვიოთ არსებობს თუ არა სესხის დაფარვის შესაძლებლობა მომავალში.

აქტიური სესხის მართვის სტრატეგიები. ყველა ფინანსური დაწესებულება თვითონ ირჩევს თუ ვისთან სურს მას თანამშრომლობა. სამიზნის ასარჩევად დიდი უპირატესობა სესხის პორტფელთან დაკავშირებულ რისკს ენიჭება. მაგალითად, თუ არსებობს იმის მაჩვენებლები, რომ გარკვეული სექტორის, ან რეგიონის სესხები მაღალი გადაუხდელობის მატარებლები არიან, უკეთესი იქნება ამ ჯგუფების გარიცხვა. მაგალითად, რეგიონში თუ ხშირია ხანგრძლივი ბუნებრივი სტიქიები ან რეგიონი საომარ მოქმედებაში იმყოფება.

საკრედიტო მენეჯერი მუდმივად იხილავს სპეციფიკურ რეგიონებთან დაკავშირებულ რისკს. მან ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, თუ როდის უნდა შეწყვიტოს ამ რეგიონზე სესხის გაცემა.

ნაკლებად მკაცრი მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სესხს მივცემთ მცირე, ან საშუალო მწარმოებლებს, მაგრამ მკაცრი წესების დაცვის გათვალისწინებით. მაგალითად: კლიენტმა შესაძლოა გაიაროს შესარჩევი ტური და აღმოჩნდეს, რომ მას შემოსავლის რამდენიმე წყარო გააჩნია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეუძლია მოსალოდნელი პრობლემის კომპენსაცია შემოსავლის სხვა წყაროებით.

სესხის გაცემის სპეციფიკური პირობები შემდეგია: 1) კლიენტს უნდა ჰქონდეს მოცემულ საქმიანობაზე გამოცდილება; 2) საქონლის კარგი მარკეტინგი; 3) მაღალი გირაო და ა.შ.

ჩამოწერის პოლუსები. ჩამოწერა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც გაგვაჩნია სესხის პორტფელის მდგომარეობის ნათელი სურათი, რომელიც მომგებიანი აქტივების ღირებულების დონეზე მიუთითებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინანსურ დაწესებულებას შეუძლია ჩამოწეროს სესხი, რომლის გადახდის ვადამაც 360 დღეს გადააჭარბა. ეს ათვლის წერტილი წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით არის განსაზღვრული. საოცარია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გადავადებული სესხის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია, თუ კლიენტი და საკრედიტო ოფიცერი ინტენსიურად მუშაობენ პრობლემის გადაჭრის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ გადავადებული სესხის მიმდინარე ბალანსი დარეზერვებულია 180 დღის შემდეგ ფინანსურ დაწესებულებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება არ ჩამოწეროს სესხი და შეინახოს ის საკრედიტო პორტფელში მორიგი 6 თვის განმავლობაში.

ჩამოწერილია სესხი თუ არა, ეს არ აძლევს უფლებას საკრედიტო ოფიცერს უარი თქვას სესხის ამოღებაზე. ამიტომ საკრედიტო ოფიცერი აგრძელებს იმ სესხების ამოღებას, რომლის გადავადებაც დიდი ხნის წინ მოხდა და იმ სესხებისაც, რომლებიც ჩამოწერილად ითვლებიან. ამიტომ, ნებისმიერი სესხის პრობლემას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეპყროთ.

საკრედიტო ოფიცერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სესხის ჩამოწერა არ არის ცუდი პორტფელის პრობლემის მარტივი გამოსავალი. სარისკო სექტორზე გაცემული სესხები საკრედიტო ოფიცერმა განსხვავებულად უნდა აკონტროლოს. მაგალითად, ამ კატეგორიის მწარმოებლებთან ვიზიტის დაგეგმვა უფრო ხშირად უნდა ხდებოდეს, თუნდაც ყოველ თვეს. Gგადავადებულ სესხებსაც ამ სექტორში დიდი ყურდღება უნდა ექცეოდეს. ფინანსური დაწესებულება ყოველ ორ დღეში უნდა ეკონტაქტებოდეს თავის კლიენტს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო რისკების თავიდან აცილების გამოსავალი შეიძლება მოვძებნოთ მის დაზღვევაში.

საბანკო რისკების უგულებელყოფის დროს სადაზღვევო ხელშეკრულება ფორმდება ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, რის შედეგადაც ბანკი იღებს ვალდებულებას მზღვეველს გადაუხადოს სადაზღვევო პრემია. სანაცვლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველმა ზარალი უნდა აუნაზღაუროს დაზღვეულს. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლებით 2004წ. ფინანსური რისკების დაზღვევაზე 2.1%25 მოდიოდა, ხოლო 2006 წლის მონაცემებით, ფინანსური რისკების დაზღვევა გაიზარდა და შეადგინა 5,6%25. ეს არის კომერციული ბანკების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის შედეგი. კერძოდ, მათ შეიძინეს სადაზღვევო კომპანიების აქციების მნიშვნელოვანი პროცენტი და ამით ახორციელებენ საბანკო რისკების დაზღვევას, რაც ხელს უწყობს ბანკების ლიკვიდურობას, საიმედობას. ეს უკანასკნელი კი ბანკის კლიენტების ზრდის ფაქტორია. მეორეს მხრივ, გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების შემოსავალი. 2005 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგსადა ბანკ რესპუბლიკას შორის დაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ბანკმა ალდაგში განახორციელა ინვესტიცია და გახდა აქციათა 50%25-ის მფლობელი. 2001 წელს თი-ბი-სიბანკმა დაარსა სადაზღვევო კომპანია ჯი-პი-აი ჰოლდინგი, რომელიც ახორციელებს საბანკო რისკების დაზღვევას. მიუხედავად გადადგმული დადებითი ნაბიჯებისა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით დღემდე არ ხდება დეპოზიტების დაზღვევა, რაც უფრო საიმედოს გახდის ბანკებს და ხელს შეუწყობს მეტი მეანაბრეების მოზიდვას. მართალია, საქართველოში ფუნქციონირებადი კომერციული ბანკები დიდ მუშაობას ეწევიან მეანაბრეთა ანგარიშებიდან თავისუფალი ფულადი სახსრების მოულოდნელად გადინების შესაძლო ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ, მარტო ეს არაა საკმარისი აუცილებელია დეპოზიტების დაზღვევა, რითაც შემცირდება საბანკო რისკიც და სადაზღვევო კომპანიებს გაეზრდებათ კლიენტურა. ეს კი მისი შემოსავლების ერთ-ერთი წყაროა, კერძოდ, მოსახლეობის მხრიდან ნდობის ამაღლების ხარჯზე გაიზრდება საბანკო რესურსების მოცულობა, რაც გააიაფებს კრედიტს. გარდა ამისა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრებს გარეთ დანაზოგების გადინების შემცირებას და უცხოური კაპიტალის მოზიდვას. ამრიგად, საბანკო რისკების მართვაში დიდი როლი აკისრია დაზღვევის სისტემას, იგი ხელს უყწყობს ბანკების სტაბილურობას.

სესხის პორტფელის ხარისხის მაჩვენებელი და პორტფელთან დაკავშირებული რისკების - სესხის პორტფელის ხარისხის მაჩვენებელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სესხის პორტფელის მართვაში. საერთო პირობებით პორტფელის ხარისხის მაჩვენებელი სესხის პორტფელის ფუნქციონირებას, ან არაფუნქციონირებას აკონტროლებს და აკავშირებს მათ სხვადასხვა სპეციფიკურ ასპექტებთან. სესხის პორტფელის ხარისხის მაჩვენებელი წარმოადგენს პორტფელის ფუნქციონირებისსტატუსის მიმოხილვას. განსხვავებული დროის პერიოდის მაჩვენებლების შედარებისას ჩვენ გამოგვაქვს შემდეგი დასკვნა- დადებითი, ან უარყოფითი განვითარების იდენტიფიცირებისათვის. პორტფელის მაჩვენებლების გაანალიზებით სესხის პორტფელის მართვა ცდილობს პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:

პირველი - რამდენია აქტიური მსესხებლების გადაუხდელობის კოეფიციენტი?

მეორე - სესხის პროცენტის რამდენი პროცენტი არ ფუნქციონირებს?

მესამე - მიმდინარე სესხის გადაუხდელობის კოეფიციენტის მიხედვით რამხელაა ზარალი?

მეოთხე - რამდენად საგრძნობია სესხის პორტფელის კონცენტრაცია გარკვეული რეგიონების, სექტორების ან სესხის კატეგორიების მიხედვით?

მეხუთე - რა გზით ხდება სესხის პორტფელის კონცენტრაციის დაკავშირება მიმდინარე და წასული სესხის პორტფელის ფუნქციონირებასთან?

სესხის პორტფელთან დაკავშირებული რისკი განისაზღვრება ყველა სესხის დარჩენილი ნაშთის მიხედვით.

რისკის სესხის პორტფელზე გავლენას ახდენს გადახდის გრაფიკი და სესხის დაფარვის ვადა.

სესხის პორტფელის რისკის შემადგენელი ნაწილია საკრედიტო რისკი, რომელიც არის ალბათობა იმისა, რომ აქტივების ნაწილის ღირებულება განსაკუთრებით შემცირდება ან დავა ნულზე.

საქართველოს საბანკო სისტემაში არსებობს არაქმედითი აქტივები, მათ შორის საკრედიტო დაბანდებები, რომლის გადაფარვის ვადა გავიდა და ჩამოიწერა ეს არის კრედიტები, რომლებიც არასდროს არ იფარებოდა და ჩამოიწერა, როგორც ზარალი.

სესხის ზარალის კოეფიციენტი ზუსტად უნდა იყოს გაანალიზებული. ზოგიერთი ფინანსური დაწესებულება დიდხანს ყოყმანობს, ვიდრე სესხის ჩამოწერის გადაწყვეტილებას მიიღებდეს, რადგანაც ისინი შიშობენ რომ, კლიენტები მათ საქციელს არასწორად აღიქვამენ და იფიქრებენ, რომ მათ აპატიეს სესხის გადაუხდელობა.

ფინანსურ დაწესებულებას შეუძლია ჩამოწეროს სესხები, რომლებიც 360 დღეს აღემატება, თუ მათი ჩამოწერა უფრო ადრე არ მოხდა (დაუშვათ, მსესხებელი გარდაიცვალა, ან გაუჩინარდა).

ზოგიერთი დაწესებულება რთულ ხერხს იყენებს იმის დასადგენად თუ რატომ არ მოხდა სესხის გადახდა, არის თუ არა გადაუხდელობა კერძო პირის, სექტორის ან რეგიონალური რისკის დანაშაული. ამ ანალიზის შედეგს ხშირად კრედიტის შეჯამების მოდულს უწოდებენ. სესხის შეფასება სისტემატურად უნდა ხდებოდეს, რათა გავარკვიოთ არსებობს თუ არა სესხის დაფარვის შესაძლებლობა მომავალში.

АНОТАЦИЯ
Показатель качества портфел я заема и риски св язаные с портфелем заема

Н.Табатадзе, Грузинский Государственный
сельскохозяйственный университет

Показатель качества портфеля заема играет значительную роль в управлении портфелем заема.

Принято,что показатель качества портфеля заема контролирует функционирование или нефункционирование портфеля заема,и находит связи с разными специфическими аспектами. Показатель качества портфеля заема является обсуждение статуса функционирования портфеля.

В результате сравнения показателей разных периодов времени мы вынесли следующее заключение для идентифицирования положительного или отрицательного развития ,путем анализа показателей портфеля,управление портфелем заема старается ответить на следующие вопросы:

Первый- каков коэффициент неплатежей активных заемщиков?

Второй-сколько процентов от процента заема не функционирует?

Третий-каков убыток по коэффициенту неплатежей по текущему заему?

Четвертый - насколько чувствительна концентрация портфеля заема по определенным регионам,секторам или по категориям заема?

Пятый - как осуществляется установление связи между концентрацией портфеля заема с функционированием портфеля прошлого заема?

Риск, связанный с портфелем заема определяется по количеству остатков от всех заемов.

На риск портфеля заема оказывает влияние график платежей и срок покрытия заема. Составной частью риска портфеля заема является риск кредита, который является вероятностью того,что стоимость части активов значительно снизится или упадет до нуля.

В банковской системе Грузии существуют недейственные активы,среди них кредитные вложения,с просрочен- ными или списанными сроками . Это кредиты которые никогда не оплачивались и списали как убыток.Коэффициент убытка заема должен быть точно проанализирован.Некоторые финансовые учреждения долго сомневаются пока примут решение о списании заема, т.к. они боятся что клиенты поймут их неправильно и подумают,что им простили неплатежи по займу.

Финансовое учреждение может списать займ со сроком превышающий 360 дней,если они не были списаны раньше (по причине исчезновения u1080 или смерти заемщика)

Некоторыеучреждения используют сложный метод для установления причин неплатежей-являются ли эти неплатежи виной частных лиц,сектора или регионального риска.

Результаты этого анализа часто называют модулем сум- мирования кредита.Оценка заема должна осуществляться систематично,чтобы знать существует или нет в будущем возможность покрытия заема.

16 ინოვაციური ბიზნესი

▲ზევით დაბრუნება


16.1 ბიზნეს - ანგელოზი: ტექნოლოგიური პროგრესის კატალიზატორი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შოთა შაბურიშვილი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ პროფესორი

აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი №GNSF/PRES08/2-310). წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.

ცოდნის ეკონომიკაში ყველაზე ფასეული აქტივი ინტელექტუალური კაპიტალია ტექნოლოგიური, ტექნიკური და მმართველობითი სიახლეები, დაფუძნებული მეცნიერულ მიღწევებსა და მოწინავე გამოცდილებაზე, ასევე მატერიალიზებული და ბაზრის მიერ აღიარებული უახლესი სამეცნიერო იდეები. ეს ფაქტი თავის დადასტურებას მსოფლიოს წამყვან საფონდო ბაზრებზეც ჰპოვებს, სადაც აისახება როგორც საწარმოთა არსებული მატერიალური მდგომარეობა, ისე საბაზრო მოლოდინები.

მაგალითად, ინტერნეტ - ბუმის წლებში მხოლოდ Microsoft - მა კაპიტალიზაციით საწარმოო სიმძლავრეების და საბადოების უზარმაზარი მარაგის მქონე აშშის მთლიან სამთომომპოვებელ ინდუსტრიას გადააჭარბა. ამგვარად, ნებისმიერი კომერციულად გამართლებული იდეა არის აქტივი, რომელმაც შეიძლება მილიონობით დოლარის მოგება მოიტანოს. შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის გულში - სილიკონის ველში, უპირატესობას ანიჭებენმილიონი დოლარის მომტან იდეებზე საუბარს. ამასთან, ნებისმიერი განუხორციელებელი პერსპექტიული სამეწარმეო იდეა არის დაკარგული მოგება, რომელიც ეკონომისტების შეფასებით ზარალის ტოლფასია.

ჯერ-კიდევ საქმიანობის საწყის ეტაპზე, ჩათესვის (seed) სტადიაზე1, როდესაც პერსპექტიული სამეწარმეო იდეა უნდა იქცეს კომერციულ პროდუქტად, მეწარმე უამრავ პრობლემას აწყდება. ურთულესი საკითხი, რომლის გადაჭრაც მას უწევს არის - სად იშოვოს ფული საწყისი ხარჯების დასაფარავად? ფინანსები საჭიროა საწარმოს რეგისტრაციისათვის, ინტელექტუალური საკუთრების გაფორმებისა და დაცვისათვის, მოწყობილობების შესაძენად, დამხმარეებისთვის ხელფასის გადასახდელად, მარკეტინგული კვლევების ჩასატარებლად და ა.შ. ამ ეტაპზე, როგორც წესი, პირადი დანაზოგები უკვე საკმარისი აღარ არის, ხოლო ბანკები და საინვესტიციო ფონდები სარისკო პროექტებს არ აფინანსებენ.

ეკონომიკის მაღალტექნოლოგიური სექტორი (ინტერნეტ ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, მედიცინა, კავშირგაბმულობა და ა.შ.) გამოირჩევა ბაზრის კონიუნქტურის ხშირი ცვალებადობით, ლიდერის სწრაფი ჩანაცვლებით, დაბანდებათა გრძელვადიანი ხასიათითა და საწყის ეტაპებზე უკუგების არარსებობით, აგრეთვე, იმის რისკით, რომ ისინი შეიძლება საერთოდ უშედეგო იყოს. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ინოვატორი მეწარმეები თავიანთ საქმიანობაში მთლიანად გამართლებაზე არიან დამოკიდებულნი, რადგან სიახლეების დანერგვისას სრული კრახისა და თავბრუდამხვევი წარმატების შანსები თითქმის თანაბარია.

მიუხედავად აღნიშნულისა, სათესლე, გრძელვადიანი და სარისკო კაპიტალის წყარო მაინც არსებობს. მისი დონორის როლს ასრულებენ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავისთვის მცირე და ნაკლებად კრიტიკულ თანხებს აბანდებენ ინოვაციურ პროექტებში არაგარანტირებული, მაგრამ მაღალი მოგების მიღების მიზნით. შესაბამისად, თანამედროვე იდეებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარების ძირითად კანონზომიერებად იქცა მეწარმეთა მხრიდან სათესლე ინვესტიციებზე მოთხოვნის ზრდა და მცირე მოცულობის, მაგრამ გრძელვადიანი და სარისკო კაპიტალის მიწოდება ბიზნეს - ანგელოზების მიერ.

ბიზნეს - ანგელოზები - კერძო ინვესტორები, რომლებიც კაპიტალს აბანდებენ სარისკო (პირველ რიგში, ინოვაციურ) პროექტებში, მისი განვითარების ადრეულ, ჩათესვის სტადიაზე. ამასთან, ერთ პროექტში ინვესტიციების მოცულობა, როგორც წესი, მილიონ დოლარს არ აღემატება. ყველაზე ხშირად „ანგელოზებად“ ფიზიკური პირები გვევლინებიან, თუმცა, შეიძლება იურიდიული პირებიც იყვნენ. ამ უკანასკნელს, ძირითადად, მცირე ზომის საინვესტიციო ფირმები წარმოადგენენ, რომლებიც საკუთარ კაპიტალს პროექტის ჩათესვის სტადიაზე აბანდებენ. ანგელოზურ ფორმატში ასევე ვხვდებით მსხვილი კორპორაციების ინვესტიციებსაც - ამ შემთხვევაში საუბრობენ კორპორატიულ ბიზნეს-ანგელოზებზე“. უნდა აღინიშნოს, რომ „ანგელოზური“ ინვესტიციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ფორმალურად დარეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის არ არსებობა. როგორც წესი, ბიზნეს - ანგელოზი უნდა ფლობდეს ინვესტირებულ კაპიტალზე მნიშვნელოვნად მეტ დანაზოგს, რათა პროექტის წარუმატებლობის შემთხვევაში შეინარჩუნოს ცხოვრების არსებული დონე და შესძლოს შემდგომი კომერციული აქტივობა.

ფინანსურ კონტექსტში ტერმინიანგელოზიამერიკული შოუ-ბიზნესიდან შემოვიდა, სადაც ის აღნიშნავდა სპონსორს, რომელიც პროექტებს საქველმოქმედო საწყისებზე აფინანსებდა და, წარმატების შემთხვევაში, მოგების განაწილებაშიც იღებდა მონაწილეობას2. თანდათან ეს მიდგომა ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების სფეროშიც გავრცელდა. პირველ რიგში, ეს შეეხო სილიკონის ველს, სადაც მდიდარმა ადამიანებმა საწყის სტადიაზე მყოფი ინოვაციური პროექტების დაფინანსება დაიწყეს. ხშირ შემთხვევაში, ეს პროექტები უკავშირდებოდა თვით ინვესტორის ბიზნესს, ან მისი მეგობრების, ყოფილი კოლეგების და სამეცნიერო თანამოაზრეების იდეებს წარმოადგენდა. იმ დროს ბიზნეს - ანგელოზის მთავარი მოტივი ახლობელი ადამიანების დახმარება იყო. თუმცა, სხვადასხვა სფეროში ხშირად განმეორებადმა ტექნოლოგიურმა გარღვევებმა, როდესაც შექმნილი საწარმოების დაჩქარებული ზრდის ხარჯზე დაბანდებულ კაპიტალზე მიღებული შემოსავალი ყველაზე ოპტიმისტურ ვარაუდებსაც კი აჭარბებდა, თანდათან უფრო გააღვივა მსგავსი ადამიანების ინვესტირებისაკენ მისწრაფება. შედეგად, ბიზნეს - ანგელოზების ინვესტიციების მოცულობა სწრაფად გაიზარდა და ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი მოიცვა.

ბიზნეს - ანგელოზების ინვესტიციების სექტორის სრულფასოვან ფინანსურ ინსტიტუტად ფორმირებასთან ერთად საქველმოქმედო ასპექტმა უკან გადაინაცვლა. შესაბამისად, თანამედროვეანგელოზიაღარ არის ქველმოქმედი, ის პროექტში ფულის დაბანდებისას ძირითადად მაღალ მოგებაზეა ორიენტირებული (წლიური 40-60%25) და ითხოვს საკმაოდ დიდ წილს რეციპიენტი საწარმოს საწესდებო კაპიტალში. როგორც წესი, მოგების მაღალი ნორმა, ჩათესვის სტადიაზე მყოფი ინოვაციური საწარმოს კაპიტალიზაციის დაჩქარებული ზრდის ხარჯზე მიიღწევა.

ბიზნეს - ანგელოზი ხშირად რეციპიენტი საწარმოს დამფუძნებლების და მენეჯერების აქტიურ პარტნიორად და მათი გუნდის წევრად გვევლინება. როგორც წესი, მათი დიდი ნაწილი წარმატებული მეწარმეები ან მენეჯერები არიან, რომლებსაც საწარმოს შექმნის და პროექტების რეალიზაციის დიდი გამოცდილება გააჩნიათ. მათ ასევე გააჩნიათ უამრავი სასარგებლო კავშირები საქმიან წრეებსა და სამეწარმეო საქმიანობის მაკონტროლებელ ორგანოებში, რომელსაც უანგაროდ უზიარებენ დაფინანსებულ ფირმას. აღნიშნულის გამო, „ანგელოზსა“ და რეციპიენტ ფირმას შორის ზოგჯერ მასწავლებლისა და მოსწავლის მსგავსი ურთიერთობა ყალიბდება, რასაც მათ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობაც უწყობს ხელს.

ბიზნეს - ანგელოზების საქმიანობა არ წარმოადგენს ახალ მოვლენას, რადგან შედარებით მცირე, სარისკო პროექტებში ინვესტირება თითქმის ყველა დროში ხორციელდებოდა და ზოგიერთი საკმაოდ შემოსავლიანიც იყო.

თანამედროვე ბიზნეს - ანგელოზების საქმიანობის ძირითად პრინციპებთან მიახლოებულ კლასიკურ გარიგებებს შეიძლება მივაკუთვნოთ შემდეგი:

  • 1878 წელს ამერიკელმა მეწარმეებმა .. მორგანმა და . ტრასკმა დააფინანსეს . ედისონის გამოგონება ელექტროენერგეტიკის სფეროში;

  • . სანდერსმა და . ხაბარდმა 1874 წელს დააფინანსეს . ბელის საწარმო, რომელიც სპეციალიზებული იყო მსოფლიოში პირველი ტელეფონის შექმნაზე;

  • სტენფორდის უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტმა და სილიკონის ველის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ფრედ ტერმანმა თავისი ჯიბიდან 538 დოლარი დააბანდა სტუდენტების ჰიულეტის და პაკკარდის (HewlettPackard-ის დამფუძნებლები) მიერ ოსცილიატორის შექმნაში.

ბევრი ტექნოლოგიური სიახლე, მათი რისკიანობის გამო, სწორედ კერძო ინვესტიციების წყალობით ხვდებოდა ბაზარზე. ამგვარად, სათესლე ინვესტიციები არაერთხელ მოგვევლინა ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციების კატალიზატორის როლში, რომელსაც მოჰქონდა ძალიან მაღალი მოგება ანგელოზებისათვის“.

XX საუკუნის შუა პერიოდში აშშ-ში სამომხმარებლო საზოგადოების განვითარებამ და სამხედრო დანახარჯების გადიდებამ განაპირობა მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე, პირველ რიგში, მანქანებზე, მოწყობილობებზე, კომპიუტერებზე, მოთხოვნის ზრდა, რაც ადრეული სტადიის მაღალრისკიანი ინვესტიციების გააქტიურებაში აისახა.

სათესლე კაპიტალის მოცულობის ზრდამ ხელი შეუწყო ინვესტორების შესაძლებლობების გაერთიანებას, კაპიტალდაბანდების ფორმების სტანდარტიზაციასა და ინფრასტრუქტურის შექმნას. მოხდა ამ სფეროში მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორების ჩართვა - ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საპენსიო ფონდები, კორპორაციები. შედეგად, ჩამოყალიბდა ვენჩურული ინდუსტრია, მისი თანამედროვე გაგებით, ჯერ აშშ-ში, ხოლო შემდეგ ევროპაში. სწორედ ვენჩურულმა ბიზნესმა იკისრა ინოვაციური საწარმოების განვითარების ფინანსური ძრავის ფუნქცია. ვენჩურული კაპიტალის წყალობით დაფინანსება მიიღეს ისეთმა ფირმებმა, როგორიცაა: Intel, Microsoft, Genentech, Apple, Hotmail და ა.შ. აშშ-ის ვენჩურული კაპიტალის ეროვნული ასოციაციისა და ანალიტიკური სააგენტოს Global Insigth მონაცემებით, 1970 - 2005 წლებში ვენჩურული კაპიტალით დაფინანსებული ამერიკული კომპანიების მიერ შეიქმნა 10 მლნ სამუშაო ადგილი და 2,1 ტრილიონი დოლარის შემოსავალი. იქ დასაქმებულია აშშ-ს სამუშაო ძალის 9%25 და იქმნება მშპ-ს 16,6%25. ამასთან, განხორციელებული ვენჩურული ინვესტიციების 80%25 „მაღალტექნოლოგიურ“ სექტორზე მოდიოდა.

ვენჩურულ ფონდში ფულის მოდინების და მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორების მონაწილეობის ზრდის კვალობაზე, რომლებსაც რისკებთან დაკავშირებით მკაცრი მოთხოვნები გააჩნიათ, საინვესტიციო პრიორიტეტები თანდათან შეიცვლა. ვენჩურების კაპიტალდაბანდებებმა უფრო მსხვილი (1-დან 5 მლნ. დოლარი და მეტი), გვიანი, სთართაფ (Start-up) სტადიის, ნაკლებად სარისკო პროექტებისაკენ გადაინაცვლა. სარისკო კაპიტალის ბაზარზე გაჩნდა შეუსაბამობა - სიტუაცია, როდესაც ერთ მლნ დოლარამდე სათესლე ინვესტიციებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა მიწოდებას. სათესლე ინვესტირების ნიშიდან ვენჩურული ფონდების გასვლამ ხელი შეუწყო ბიზნეს - ანგელოზების რიცხვის ზრდას, რომელიც ინოვაციური ბიზნესის დაწყების დაფინანსების მთავარ გარე წყაროდ მოგვევლინა.

ანგელოზების სექტორის სრულყოფის შედეგია სათესლე ინვესტიციების სფეროში პროფესიონალიზმის ზრდა, კოლექტიური ინვესტიციების მექანიზმებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება (ბიზნეს - ანგელოზთა ქსელები). მოხდა ანგელოზების და ვენჩურული სექტორის საბოლოო გამიჯვნა. თანამედროვე პირობებში ბიზნეს - ანგელოზების სექტორში ძლიერდება კოლექტიური ინვესტირების მექანიზმების როლი, ვითარდება ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმები. მათ შორის, ერთერთ ყველაზე ცნობილს და მნიშვნელოვანს წარმოადგენს EBAN (ბიზნეს - ანგელოზების ევროპული ქსელი), რომელშიც, სამწუხაროდ, საქართველო ჯერ არ არის წარმოდგენილი. ეს მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოში ინოვაციური სექტორის განვითარებას. (იხ ცხრილი 1).

ბიზნეს-ანგელოზების სექტორის თანამედროვე მდგომარეობა
ცხრილი 1

აშშ

ევროპა

2007 წელს, დაახლოებით, 234000 „ანგელოზმა“ 51000 ფირმაში განახორციელა 25.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია.

EBAN-ის ექსპერტული შეფასება: 50000 - 75000 „ანგელოზმა“ განახორციელა 2-3 მლრდ ევროს ინვესტიცია. EBAN-ის ოფიციალური სტატისტიკით 97 ქსელის 9000-მა აქტიურმა „ანგელოზმა“ 653 დარეგისტრირებული გარიგება განახორციელა.

სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ფისკალური მხარდაჭერის ღონისძიებები არ ტარდება. თუმცა, აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია სექტორის სტიმულირების ოპტიმალური ზომების შექმნაზე.

სხვადასხვა ქვეყანაში იზრდება სახელმწიფოს მხრიდან ფისკალური მხარდაჭერის ღონისძიებების რიცხვი. ამ თვალსაზრისით ლიდერია დიდი ბრიტანეთი.

ამრიგად, ინოვაციური ბიზნესის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საწყის, ჩათესვის სტადიაზე, როდესაც მთავარ აქტივს იდეა წარმოადგენს, ხოლო წარმოება, ბაზარი, გასაღების სტრატეგია ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, ვენჩურული ფონდების ინვესტიციების მიზიდვის შესაძლებლობები მინიმალურია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში მსგავსი ფონდები პრაქტიკულად არ არსებობს, ინოვაციური პროფილის ფირმების დაფინანსების პრობლემა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. ასეთ ვითარებაში ანგელოზების ინვესტიციების გააქტიურება საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების მოდელზე გადასვლის ერთადერთ საშუალებად უნდა განვიხილოთ.

ANNOTATION
Business-Angel: The Cata lyst of Technologica l Progress

Sh. Shaburishvili

An angel investor or angel (known as a business angel or informal investor in world) is an affluent individual who provides capital for a seed stage, usually in exchange for convertible debt or ownership equity. A small but increasing number of angel investors organize themselves into angel groups or angel networks to share research and pool their investment capital. Angels typically invest their own funds, unlike venture capitalists, who manage the pooled money of others in a professionally-managed fund. Although typically reflecting the investment judgment of an individual, the actual entity that provides the funding may be a trust, business, limited liability company, investment fund, etc.

The practice of the innovation business shows, that at the seed stage the enterprises have the low chance to get invitations from the venture funds. The main reason is that their only asset is the idea, when producing, market and the strategy is not formed yet. Considering that practically there are not investments like this in Georgia, the problem of formation firms with innovation profiles is getting more actual.In this case the activation of „Angel“ innvestations is the only means to get to the innovation development model of georgian economic.

___________________

1. ვენჩურული და „ანგელოზური“ ინვესტიციებისადმი მიძღვნილ თანამედროვე ავტორების ნაშრომებში ჩათესვის სტადია მოიცავს სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ადრეულ ეტაპს - საწარმოს ფორმირებას, ბიზნეს-იდეის და პროდუქტის დამუშავებას, მმართველი გუნდის შეკრებას, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელსაკონსტრუქტორო სამუშაოების ჩატარებას, საქონლის ნიმუშების შექმნასა და ბიზნესის კონცეფციის ფორმირებას.

2. А. Каширин, А. Семенов., В По- исках бизнес-ангела, М., „Вершина“, 2008, с.16.

17 მარკეტინგი

▲ზევით დაბრუნება


17.1 მარკეტინგული სტრატეგიების ფორმირება ანტიკრიზისულ მართვაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ირმა დიხამინჯია,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება ანტიკრიზისულ მართვაში მეტად რთული და მრავალწახნაგოვანი საქმიანობაა, რომელიც დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე. საბაზრო ურთიერთობების პირობებში მართვის სტრატეგია განიხილება როგორც მძლავრი მმართველობითი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით თანამედროვე ორგანიზაცია უმკლავდება გარემოს ცვალებად მოვლენებს.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგია მარკეტინგში უფრო მყარი ინსტრუმენტია, ვიდრე მარკეტინგის მიზნები, რადგან იგი უზრუნველყოფს ფირმის მიზნებისა და მისიის რეალიზაციას. მარკეტინგის მიზნები უფრო დინამიურია და კორექტირებას ექვემდებარება როგორც ანტიკრიზისული მართვის სტადიაზე, ასევე საბაზრო მოთხოვნის, ფასების, ინფლაციისა და სხვა პროცესების ცვლილებიდან გამომდინარე. მარკეტინგის საშუალებათა კომპლექსური ხასიათის გათვალისწინებით ნებისმიერი მარკეტინგული სტრატეგია განიხილება როგორც მრავალასპექტური. მარკეტინგის სტრატეგიის შინაარსი ფართოვდება მისი გადაადგილებით მარკეტინგული საქმიანობის სტადიების (საქონლის შექმნა, ბაზრის ანალიზი, კომუნიკაციები, საქონლის დაწინაურება, ფასების დადგენა, მომსახურება) მიხედვით. მარკეტინგული საქმიანობის ეფექტიანობა დამოკიდებულია მარკეტინგის მენეჯერების უნარზე შეისწავლონ მომხმარებელთა მოთხოვნები, შექმნან ამ მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი საქონელი, შეიმუშაონ წონასწორული ფასი, დროულად გაიტანონ ბაზარზე და გაუწიონ ეფექტური რეკლამირება.

ცნობილია, რომ მარკეტინგის მართვის პროცესი მოიცავს ოთხ ძირითად სტადიას: 1. ფირმის საბაზრო და მარკეტინგულ შესაძლებლობათა ანალიზი და შეფასება; 2. მიზნობრივი ბაზრის შერჩევა; 3. მარკეტინგული კომპლექსის დამუშავება; 4. მარკეტინგული ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია. მარკეტინგის მენეჯმენტის ყველა სტადიებზე ხდება მომხმარებელთა მოთხოვნილებების გამოვლენა, ახალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ბაზრის განსაზღვრულ სეგმენტზე საქონლის პოზიციონირება, მასზე ფასის განსაზღვრა, რეკლამის საშუალებების განსაზღვრა, საქონლის ბაზარზე გასვლის შემდეგ მომხმარებელთა რეაქციის შეფასება და ა.შ. ასეთი მარკეტინგული ინფორმაციები და მარკეტინგული რეკომენდაციები ხელს უწყობს სწორი ანტიკრიზისული მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას. ამ გადაწყვეტილებათა საფუძველზე მენეჯერი აყალიბებს ბაზარზე ფირმის ქცევის სტრატეგიას, ირჩევს კრიზისიდან გამოსვლის მარკეტინგულ ღონისძიებათა კომპლექსიდან ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ყველა დანარჩენი სტრატეგიები გამოიყენება მოკლევადიანი გეგმების და ტაქტიკური მოქმედებების შესასრულებლად. კრიზისის პერიოდში მუშავდება საშუალოვადიანი სტრატეგია სამ წლამდე.

მარკეტინგული მენეჯმენტის მთელი პროცესი რთული მექანიზმია, რომლის მთავარი სუბიექტია პოტენციური მომხმარებელი. ფირმა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებებიდან ამუშავებს მარკეტინგის კომპლექსს, რისთვისაც იყენებს შემდეგ ოთხ სისტემას: მარკეტინგული ინფორმაციის, მარკეტინგული დაგეგმვის, მარკეტინგული სამსახურის ორგანიზაციისა და მარკეტინგული კონტროლის სისტემებს. ეს სისტემები ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებულია. მათი მეშვეობით ფირმა სწავლობს მიკროგარემოსა (მომხმარებლები, მიმწოდებლები, კონკურენტები, შუამავლები, ინვესტორები) და მაკროგარემოში (ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალურ - კულტურული, მეცნიერულ - ტექნიკური პროგრესი, დემოგრაფიული) მიმდინარე ცვლილებებს, რაც მას ანტიკრიზისული პროგრამის ჩამოყალიბებაში ეხმარება.

მარკეტინგული პროგრამა მოიცავს იმ ღონისძიებათა კომპლექსს, რაც უნდა შეასრულოს

ფირმამ ბაზარზე სიტუაციის სტაბილიზაციისა და კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად. მარკეტინგულ ანტიკრიზისულ მენეჯმენტში პრიორიტეტულ სტრატეგიას წარმოადგენს ახალ ბაზრებზე საქონლის გატანა, ძველ ბაზრებზე მდგომარეობის შენარჩუნება, წარმოების დივერსიფიკაცია.

მარკეტინგული სტრატეგიის შერჩევისას მიზანშეწონილია სტრატეგიების კლასიფიცირება დამახასიათებელი ნიშანთვისებების მიხედვით. ეს თვისებები კომპლექსურად ახასიათებს არა მარტო ფირმის სამომავლო მდგომარეობას ბაზარზე, არამედ ამ მდგომარეობის მიღწევის საშუალებებსაც.

თვისებებს, რომლებიც განსაზღვრავენ ფირმის საწარმოოსამეურნეო საქმიანობას, მის ფუნქციონალურ დანიშნულებას, ადგილს ქვეყნის ეკონომიკაში, საკვანძო პრობლემებს, ბიზნესის სახეს, გააჩნიათ ინტეგრაციული ხასიათი და ქმნიან ფირმის რეალური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების სოციალურ - ეკონომიკურ და ორგანიზაციულ - სამართლებრივ ბაზას. ბაზრის სახე და მასშტაბები განსაზღვრავენ ფირმის ქცევას მყარი საბაზრო მდგომარეობის მისაღწევად. ასეთი შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს ბაზარზე ფირმის პროდუქციის წილი და მისი აბსოლუტური და შეფარდებითი სიდიდეები. მენეჯერის მიერ შემუშავებული სტრატეგია ამ სიტუაციაში მდგომარეობს ბაზრის გაფართოებაში, გაყიდვების გადიდებაში, საქონლის გატანაში ახალ ბაზრებზე, კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.

სტრატეგიის შეცვლა მარკეტინგის საშუალებების პრიორიტეტების შეცვლას იწვევს. პრაქტიკიდან ცნობილია, რომ საქონლის ბაზარზე გასვლისათვის მას საწყის ეტაპზე მომხმარებელთა მცირე კატეგორია ჰყავს, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ მაღალი ფასი ახალ პროდუქციაზე (მარკეტინგის პრინციპებიდან გამომდინარე, ფირმა ამზადებს პოტენციურ მყიდველებს ახალი საქონლის მისაღებად რეკლამისა და ზემოქმედების სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით). ამ ეტაპზე გაყიდვების მოცულობა მცირეა და მოგებაც დაბალია მაღალი ფასის პირობებში. კონკურენტების რაოდენობა მცირეა, ასევე მცირეა ხარჯებიც მარკეტინგზე. საქონლის სასიცოცხლო ციკლის ყოველ სტადიაზე მარკეტინგის საშუალებათა ცვლილება განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს, რაც მხედველობაში მიიღება ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავებისას. აშკარაა, მყარი საბაზრო სიტუაციის დროს სტრატეგიები, რომლებიც კლასიფიცირდება მარკეტინგის საშუალებათა პრიორიტეტების მიხედვით, შეასრულებენ დამოუკიდებელი სტრატეგიისა და კონკურენტული უპირატესობის როლს. (მაგალითად, ფასების მომატების სტრატეგია ან საფირმო საქონლის სტრატეგია).

მარკეტინგის პრინციპებით მოქმედი ფირმა ყოველთვის სწავლობს და მართავს ბაზრის მოთხოვნებს. მოთხოვნის თავისებურება ფირმის საბაზრო პოლიტიკის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენების საფუძველს იძლევა. როცა საქონლის მიმართ ინტერესი მცირდება, მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით გამოიყენება მოთხოვნის სტიმულირებადი სტრატეგია (ფასების ცვლილება, რეკლამა და საქონლის გაყიდვის სხვა სტიმულირებადი ღონისძიებები). დამხმარე სტრატეგია გამოიყენება მყარი ბაზრის პირობებში მოთხოვნისა და ბაზრის წილის გასამყარებლად. სრულფასოვანი მოთხოვნის შენარჩუნება ხორციელდება ყველა საშუალებებით: რეკლამით, გასაღების სტიმულირებით, პროდუქციის ხარისხისა და გაყიდვისშემდგომი მომსახურების გაუმჯობესებით. კრეატიული სტრატეგია გამოიყენება მაშინ, როცა პოტენციური მომხმარებელი ვერ ათვითცნობიერებს პროდუქტის მოხმარებიდან მიღებულ სარგებელს, ე.ი. როცა პოტენციური მოთხოვნილებები უნდა გარდაიქმნას რეალურ მოთხოვნად. მარკეტოლოგთა აზრით, გარკვეულ სიტუაციებში, ასევე გამოიყენება წინააღმდეგობრივი სტრატეგია (პროდუქტზე არსებობს ირაციონალური მოთხოვნა), ე.ი. მოცემულ საქონელზე მომხმარებელთა ცალკეული ჯგუფის მოთხოვნა იწვევს მომხმარებელთა სხვა ჯგუფის მხრიდან წინააღმდეგობას.

ფირმების საბაზრო ქცევა ემყარება რიგ მახასიათებლებს: სიდიდეს, დარგობრივ მიკუთვნებას, ბაზრის მოცულობას, კონკურენტულ უპირატესობას, მოგების სიდიდეს. თუმცა, საკვანძოს წარმოადგენს ფირმის სიდიდე, პროდუქციის სახე და ბაზრის ტიპი. მცირე ფირმების საბაზრო ქცევის სტრატეგიის მთავარი მახასიათებელია მოქნილობა, ადაპტაცია ცვლილებებთან და რესურსების სინაკლებესთან (მაღალკვალიფიციური კადრების პირობებში). საშუალო სიდიდის ფირმებისათვის დამახასიათებელია საბაზრო „ნიშის“, ანუ საპატენტო სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ბაზრის სეგმენტისა და ფირმის ქცევის წესის დეტალურ შერჩევას. გამოიყენება, აგრეთვე ინოვაციური ქცევის სტრატეგიაც, როცა ფირმა - ინოვატორები მუშაობენ მაღალი რისკის პირობებში იმ დარგებში, სადაც მოითხოვება მეცნიერულ - ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა. ასეთ პირობებში გამოიყენება ბაზრის სეგმენტის შერჩევის სტრატეგია, რომელიც განაპირობებს მომხმარებელთა მოთხოვნილებების ყოველმხრივ გამოკვლევას, მათთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებას. ასევე გამოიყენება ინტენსიური მარკეტინგის სტრატეგიაც, რომელიც ხორციელდება მოთხოვნის ფორმირებისა და გასაღების სტიმულირების მიზნით და მიიღწევა მაღალი ფასებისა და რეკლამაზე დიდი დანახარჯების მეშვეობით. ასეთი სტრატეგია მუშავდება პოტენციური მომხმარებლის პროდუქციისადმი კეთილსასურველი დამოკიდებულების შესაქმნელად.

0x01 graphic

მსხვილი ფირმებისთვის დამახასიათებელია ახალ ბაზრებზე შეღწევის სტრატეგია, რომელიც მოიცავს მაღალ დანახარჯებს მოთხოვნის შექმნასა და გასაღების სტიმულირებაზე. ნაღების მოხდა - ესაა მაღალი ფასების სტრატეგია, რომელიც ხშირად გამოიყენება საქონლის ბაზარზე გასვლის საწყის სტადიაზე (მაგალითად, IBM-ის მარკეტინგული სტრატეგია მოიცავდა ახალი პროდუქტის შესახებ განაცხადის გაკეთებას ბაზარზე გასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე, რაც ე.წ. „შოკს“ იწვევდა კონკურენტებში. ასეთი სტრატეგია პოტენციურ მომხმარებელს გადაადებინებს პროდუქტის ყიდვის გადაწყვეტილებას სიახლის მოლოდინში. როცა სიახლე გამოჩნდება ბაზარზე, კომპანია აწესებს მაღალ ფასს „ნაღების მოხდის“ მიზნით).

საქართველოში არსებული ფირმებისთვის პრიორიტეტულია საფირმო საქონლის სტრატეგიის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის მაღალ ხარისხს, ფასების მყარ დონეს, მისი შეძენის ხელმისაწვდომობას. ცნება „საფირმო საქონელი“ დაკავშირებულია მისი ექსპლუატაციის საიმედოობასთან, გაყიდვისშემდგომ მომსახურებასთან, მიწოდების გამარტივებულ მეთოდებთან. სტრატეგია იძლევა კონკრეტული მარკეტინგული ინსტრუმენტების, მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით გაყიდვებისა და ბაზრის წილის საჭირო მოცულობის უზრუნველყოფის პირობებს ფირმის მიზნობრივი ორიენტირებიდან და რესურსული შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

АНОТАЦИЯ
формир ование стратеги маркетинга в антикризисн ом правлени

И. Дихаминджиа

Стратегия управления представляет собой хозяйственную политику, разработанную на основе предвидения будущего развития, характера и последствий прозводственно-хозяйственной деятельности путем определения и прогнозирования результатов, потребных ресурсов, средств и методов. Объектом стратегия маркетинга прозводственно-хозяйственной системы выступает будущее положение фирмы на конкретном рынке, а также характер использования для достижения разнообразных маркетинговых средств и методов. Стратегия фирмы дает основание для использования конкретных маркетинговых инструментов, средств и методов обеспечения условий для достижения объема продаж и доли рынка в соответствии с целевыми ориентирами и ресурсными возможностями фирмы.

18 თვალსაზრისი

▲ზევით დაბრუნება


18.1 პოლიტიკური ცნობიერების კრახი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ალექსანდრე კუკანია,
ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი

(დასაწყისი, ანუ დასაწყისის დასასრული)

დიდი ილია ბრძანებს: არსიდან ხმა, არსით ძახილი... ჩვენს რეალობას მორგებული სულმნათი ადამიანის ეს სიტყვები აჩრდილივით გვაწევს და მისგან გათავისუფლებას ვცდილობთ. ვისგან უნდა მოვისმინოთ და რა უნდა გავაკეთოთ, რათა ოცნება რეალობად იქცეს. იქნებ სჯობია გავჩუმდეთ, მაგრამ დანაშაულის ტოლფასია, როცა იცი და არაფერს აკეთებ სიმართლის წარმოსაჩენად. იქნებ სჯობს თქვა, თუმცა ისიც ხომ რეალურია, ეს ნათქვამი დარჩესხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. რეალური სიტუაციებიდან გამომდინარე, სიცრუის თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად დახვეწილია, რომ თვით სიცრუის დეტექტორზეც კი შეუძლებელია მათი შემოწმება. ფარისევლების ან მათთან გათანაბრებული პირების მიერ შემუშავებული რთული მაქინაციები ხშირად გზა-კვალს უბნევს მათზე მინდობილ ადამიანებს, რომელთა გაღვიძება მეტად არასასურველი გახდება ამავე მეთოდების შემქმნელთათვის. წინამდებარე წერილი ამ ფუნქციის შესრულების მოკრძალებული მცდელობის მხოლოდ დასაწყისია.

წერილი მეორე

ფრენსის ბეკონს ბერძნული მითოლოგიების ანალიზი დასჭირდა, რათა პოლიტიკოსებისათვის ომის მოახლოების, რეალური სურათის წარმოდგენის, თუ მისი აცილების შესაძლებლობის გზები ეჩვენებინა. ეს იყო დაახლოებით სამი საუკუნის წინათ, ანუ მაშინ, როდესაც ომების გაანალიზების მწირი თეორიული, თუ პრაქტიკული საშუალებები ზედმეტად გაღიზიანებულ პოლიტიკოსთა ამბიციებს სასურველობის განცდას უფრო აღუძრავდა, ვიდრე დღეს. მაშინ და დღესაც ომების წანამძღვარი ან ობიექტური, უფრო ხშირად კი სუბიექტური მიზეზები იყო, რომლის აუცილებლობის დაძლევა ადამიანთა შეზღუდული ცნობიერებისთვის დღესაც პრობლემას წარმოადგენს. დამოკლემ მახვილი დაჰკიდა მისსავე საძინებელში, რათა სიფხიზლე არ მოედუნებინა და მტრის შესახვედრად მუდამ მზადყოფნაში ყოფილიყო. ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის წარმატებული წინამძღოლი ომისთვის მშვიდობიანობის დროს ემზადება - თუკი ამას ეკონომიკური მდგომარეობა უწყობს ხელს - ან კიდევ თავს ანებებს მსგავს ქმედებას, რადგან მისი სახელმწიფო ამისათვის მოცემულ ეტაპზე საერთოდ არ არის მზად. საუკეთესო შემთხვევაში ასეთი სახელმწიფოები აქტიური ნეიტრალიტეტის პრინციპს მიმართავენ, თუმცა ეს უკანასკნელი ხშირად ძნელი მისაღწევია გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. გამოდის, რომ შექმნილი მდგმარეობიდან გამოსავალი ან არ არსებობს, ან კიდევ ძნელი მოსაძებნია. ბრძენი ხელისუფალი წარმატებას ყოველთვის მიაღწევს, უფრო ზუსტად, დაიწყებს ქმედებას, რომლის შედეგი მისთვის მეტნაკლებად პროგნოზირებადი უნდა იყოს. მაგრამ ეს თეზისი ეხება მხოლოდ პოლიტიკურად მომწიფებულ, დადინჯებულ, მოვლენათა სწორი ანალიზის უნარის მქონე ხელისუფალთ.

თეორიული თვალსაზრისით, პოლიტიკური მოღვაწეობის ყველა შესაძლო შედეგი დასაშვებია - მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვინ განახორციელებს მას. თუმცა, მნიშვნელობს ის, თუ როგორ აკეთებს ამას. როდესაც საქმე შეფასებაზე მიდგება, პრობლემა ჩნდება - ვინ გაფასებს და რატომ? თუ ხელისუფლებაში ხარ, მის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენ - თვითკრიტიკა ძნელია. ეს არის ცნობიერების მზადყოფნის უნარი, რომელიც თვითცნობიერების უმაღლეს აქტს უკავშირდება და ყველასათვის არც არსებობს. როდესაც სამთავრობო სტრუქტურებს ჩამოშორდები „სხვამან სხვისთვის უკეთ იცის“... „პრინციპი ამოქმედდება და იწყება კრიტიკა, რომელიც ობიექტური, თუ სუბიექტური მომენტების ხან გაზვიადებით, ხანაც კიდევ ფარულად მიმდინარეობს. ამ დროს „ყველა ბრძენია“, თუმცა, ვერ ცნობიერდება ის ფაქტი, რომ ყოველივე ეს შეგეძლო გეკეთებინა მაშინ, როდესაც ხელისუფლების „სამზარეულოში ტრიალებდი“, ანუ როდესაც ყველაფერი შენს გვერდით ან შენივე მონაწილეობით ხდებოდა.

როდესაც ადამიანი პრეტენზიას აცხადებს ყოვლისმცოდნეობაზე, მან არაფერი არ იცის. პოლიტიკოსთა მხრიდან მსგავსი განცხადებები ჩვენ თითქმის ყოველდღე გვესმის, განსაკუთრებით მმართველობის უმაღლესი ეშელონებიდან. კი ბატონო, თუ იცი, ეს მისასალმებელია, მაგრამ როგორ შეიძლება ეკონომიკაშიც, სამართალშიც, რელიგიაშიც, კინოხელოვნებასა თუ თეატრში და ა.შ. ერთნაირად ძლიერი იყო. ეს ხომ თავის მოტყუებაა, რაც უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე სხვისი მოტყუება. თავად დიდი სოკრატეც ვერ ბედავდა თავი ყოვლის მცოდნედ გამოეცხადებინა და ამბობდა, „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“, ხოლო სხვებმა ისიც კი არ იციან, რომ არაფერი არ იციან. ოცდახუთი საუკუნის წინ ნათქვამი გენიოსის ეს სიტყვები სწორედ რომ ჩვენზე, ჩვენს „დიდ“ ხელმძღვანელებზეა ნათქვამი. ვაი იმათ, ვისაც ეს მოსდით, ეგ ხომ ამპარტავნებაში გადაზრდილი თვითდაჯერებულობაა, რომელიც ძნელად მოსანანიებელია. ჩვენს რეალობაში იგი ბუნებრივ მოვლენად ითვლება. ითვლება იმიტომაც, რომ შესაძლებელია ჯანდაცვის მინისტრი ფიზიკოსი იყოს, გარემოს დაცვის მინისტრი იურისტი ან მომღერალი და ა. შ.

ერთხელ იგივე სოკრატემ ბრძანა - უნდა შევისწავლოთ მხოლოდ აუცილებელი და არა ყველაფერი, რაც გზად შეგხვდება. დღევანდელობის გათვალისწინებით ამ დებულების პერიფრაზირება ასეთ სახეს მიიღებს: უნდა ვაკეთოთ რაც ვიცით და არა ყველაფერი, რაც მოგვეპრიანება. პრეზიდენტობა და პოლიტიკოსობა მოწოდება და ხელოვნება უნდა იყოს, ის შინაგანად აუცილებელი, მიზანმიმართული მოღვაწეობა და ნიჭიერების პრინციპებზე დაფუძნებული საქმეების წარმატებული რეალიზაციის შედეგიდან უნდა გამომდინარეობდეს. თუ ეს და სხვა, მასთან გათანაბრებული უნარები არ გაგაჩნია, თავი უნდა დაანებო ამ საქმეს და რაც იცი, იმით უნდა დაკავდე - თუნდაც ეს მეეზოვეობა ან კიდევ ქარხნის მუშის საპატიო საქმიანობა იყოს. შრომა სირცხვილი არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება. სირცხვილია თანამდებობის გამოყენებით სხვისი ფულის მოპარვა ან თუნდაც მისი მცდელობა. განზრახვა და ქმედება მოცემულ შემთხვევაში თანაბრად დასჯადი უნდა იყოს. ადამიანს, რომელსაც შეგნებული აქვს მისი ცხოვრების აზრი, იგი ცნობიერების დაუმახინჯებელ ფორმებს გამოიყენებს და არა იმას, რაც საზოგადოებისათვის მიუღებელი ან უბრალოდ სასურველი არ იქნება. ეს არის ორგანული, გააზრებული მოქმედების საფუძველი, რომელიც ზიანს არ აყენებს არც სხვას და არც საკუთარ თავს. კანტი ამ ქმედებას კატეგორიული იმპერატივით გამოთქვამს: მოიქეცი ისე, როგორც გსურს შენ მოგექცნენ ან კიდევ: მოიქეცი ისე, რომ შენი ქცევის ნორმები სხვისთვის მაქსიმა გახდეს.

ხშირად გაიგებ, ან წაიკითხავ, რასაც ჩვენი ბრძენი მმართველები ბრძანებენ: საქმე ლაპარაკის ნაცვლად. კარგია, თანაც ძალიან, აღმსრულებელი რომ გვყავდეს. თუმცა ისიც მისაღებია, რომ საქმეც კეთდება ანუ რეალიზებულია სიტყვა, რომლის შედეგები ყველასათვის ცნობილია. თავს არ მოგაწყენთ, მხოლოდ ერთ ფაქტს შეგახსენებთ: ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ზედმეტად გაუარესდა აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ. აი რა ხდება, რა საქმეზე გვაქვს საუბარი სიტყვების გარეშე.

რომაელებს ერთი შესანიშნავი გამოთქმა ჰქონდათ, რომელსაც ახორციელებდნენ კიდეც: პური და სანახაობა ჩვენ დღეს მეორე უფრო მომადლებული გვაქვს, შესაძლოა ზედმეტად, ვიდრე პირველი. თუ რისი ბრალია, ამას უამრავი მიზეზი გააჩნია და მისი ანალიზით თავს არ შეგაწყენთ, ერთს კი აღვნიშნავ: პასუხი კითხვაზე - რით ვიწყებდით და საით მივდივართ - არ არსებობს. იმიტომ კი არა, სიტყვების მარაგი გამოგველია და ვერ ვაფიქსირებთ რეალობას, არამედ იმიტომ, რომ რითაც ახალი რეალობის მშენებლობა დავიწყეთ, ილუზიური და წარმავალი იყო როგორც ნებისმიერი რევოლუცია (არა აქვს მნიშვნელობა იგი ფერადია, თუ უფერული). მსოფლიოში არსებული სახელმწიფოების რევოლუციური წარსული ცოტა არ იყოს მწირია, რადგან ნებისმიერი ასეთი ქმედება (რევოლუციური) განვითარების ბუნებრივ - ისტორიული პროცესიდან გადახვევაა და ამ გარდაქმნას არავინ არ გვაპატიებს - პირველ რიგში ისტორია, რადგან ამ უკანასკნელისათვის იგი მხოლოდ მასალაა და მასალას როგორ ექცევიან ეს ყველასათვის გასაგებია. რომაულ პურში მხოლოდ ფიზიკური პური არ იგულისხმება განსხვავებით ჩვენში არსებული სიტუაციისა, მასში კვების მთელი რაციონია თავმოყრილი, ხოლო სანახაობა ეს არის ადამიანის ძირითადი მოთხოვნილების - სულიერისთვის განკუთვნილი ქმედებანი, რომელიც რომაული მითოლოგიისათვის ისევე მისაღებია, როგორც ვიტალური საჭიროებანი.

როდესაც სიტყვისა და საქმის მიმართების შინაარსზე ვსაუბრობთ, მახსენდება ერთი ძველბერძნული პასაჟი. ერთხელ სპარტელებს ელჩები ეწვივნენ, ისაუბრეს, იყბედეს, ლაკონურობით ცნობილ სპარტელებს თავიანთი მაღალფარდოვანი გამოთქმებით თითქოსდა თავგზა აუბნიეს და ბოლოს იკითხეს - თუ გაიგეთ რამეო? გონებამახვილმა სპარტელებმა პასუხი არ დააყოვნეს და უთხრეს: თქვენი გრძელი სიტყვის დასაწყისი დაგვავიწყდა, ხოლო ბოლო ვერ გავიგეთ, რადგან დასაწყისი აღარ გვახსოვსო“. ჩვენზეა ალბათ თქმული, რადგან დასაწყისის არა თუ დრო, არამედ მისი მცდელობაც კი ვერ დავაფიქსირეთ და თუკი რამეს ვაფიქსირებთ ალბათ დასასრულის მოახლოებას. ასე თუ გაგრძელდა, სათქმელიც არაფერი იქნება, რადგან არავის არაფერი არ დასჭირდება. თუკი ცნობიერება გამოგვირეცხეს (გამორეცხვა, ჩარეცხვა ჩვენს სინამდვილეში აფორიზმივით მუშაობს), თუკი ინდიფერენტული გავხდებით ყოველივეს მიმართ, რისი მცდელობის უამრავი შემთხვევა სახეზეა, მაშინ გასააზრებელ - გასაკეთებელიც არაფერი იქნება. ამისკენ კი ნამდვილად გვიბიძგებენ, ყოველ შემთხვევაში რიგი სტრუქტურები მარჯვედ მუშაობენ შესაბამისი რეალობის შექმნისათვის.

ალბათ ხვდებით, რომ მე მხოლოდ თეორიულ განზოგადებას, ფიქსაციას ვახდენ იმისას, რაც ხდება. თეორიულიო რომ ვამბობ, რა თქმა უნდა, ფაქტობრივს არ უგულვებელვყოფ. ამ (და სხვა შემთხვევაშიც) თეორია ხომ პრაქტიკით იკვებება, მისი ან ანალიზია ან კიდევ წინასწარ განჭვრეტა. განჭვრეტის პრეტენზია მე არ გამაჩნია (ღმერთმა დამიფაროს), მაგრამ ანალიზის კი (რა თქმა უნდა, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში). ფაქტებით ოპერირება სხვისთვის, ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანებსათვის მიმინდვია. ერთი რომაელი იმპერატორი ასე ბრძანებს: მე გავაკეთე რაც შემეძლო, დე სხვებმა გააკეთონ ჩემზე უკეთესი.

დასმული კითხვა - ყველაფერი, რაც დღეს ხდება, რეალობის განცდაა, მისი ანალიზიდან მომდინარეობს თუ წინასწარ შემუშავებული ტექნოლოგიაა - პასუხს მოითხოვს, პასუხს, რომლის ერთ წერილში ჩატევა ერთობ რთულია, თუმცა, ნაწილობრივ შესაძლებელი. რეალური სურათის ანალიზი დაკვირვებული მკითხველისათვის ისედაც ცნობილია, მაგრამ არსებობს დინებები, რომლის წარმოჩენა ერთობ რთულია, იმდენად შენიღბული და ტექნიკურად სრულყოფილია იგი. მოვლენებზე უბრალო თვალის გადავლება საქმეს ვერ შველის, მაგრამ არის გზა, რომელსაც შესაძლოა ხსნამდეცმივყევართ, მაგრამ ხსნის ეს გზა ალბათ ყველასათვის (განსაკუთრებით ხელისუფალთათვის) მისაღები არ არის. ეს რომ მისაღები იყოს, მისთვის ანუ მისი განხორციელებისათვის ყველაფერი უნდა გააკეთო. გაკეთება კი უკვე მოქმედებას ნიშნავს. რა სახით ხორციელდება ეს მოქმედება? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, ისევ პრაქტიკული სურათის ანალიზით უნდა დავიწყოთ, თუმცა ეს სურათი თავისი რეალიებითა და შესაძლებლობებით სახეზეა. ჩვენში არ არსებობს ან თითქმის არ არსებობს რეალური ნაბიჯები, რომ უკეთესობისაკენ წავიდეთ. თავად რეალობის განცდა, გათავისება ამ სფეროს მართლაც შეცვლიდა, თუმცა შეცვლილი გარემოება იმთავითვე შეცვლილ პოლიტიკურ ნებას, ცნობიერებას გულისხმობს. მიუღებელი რეალიები - რაც ასე ფაქტუალურია - მდგომარეობანი უფრო დადგმულ სპექტაკლს წააგავს, რომლის რეჟისურა იმთავითვე მოიკოჭლებს მისივე ხელოვნურობის, ანუ ბუნებრივ მდგომარეობებთან შეუსაბამობის გამო. თუმცა ისიც ცხადია, რომ ასეთად დადგმულ ტექნოლოგიებს გარკვეული ნიჭი, გამოცდილება, ტრადიცია სჭირდება. მსგავსი რამ ჩვენს უახლეს ისტორიას ნამდვილად ახსოვს (წინა პრეზიდენტის მმართველობის დროს) და იქ ეს „კარგად“ შენიღბული ან თითქოსდა ბუნებრიობამდე დასულ მოვლენად აღიქმებოდა. ჩვენს სინამდვილეში ამგვარ სპექტაკლებს ბუნებრიობა აკლია და ეს მის „ნაკლად“ უნდა ჩაითვალოს.

ცნობილია, რომ როდესაც ადამიანს სურს მიზანი რეალობად აქციოს, ამისათვის მხოლოდ ნება არ არის საკმარისი, თუმცა ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. ხოლო როდესაც სურვილი არ არსებობს, მაგრამ რეალური ვითარებანი ამას მოითხოვენ, მაშინ ინტერესთა კონფლიქტებთან კი არა, ობიექტურ სიტუაციებში გარკვევის უუნარობასთან გვაქვს საქმე. უუნარო კი ის არის, ვინც შეგნებულად კი არ აკეთებს, რაც ხდება, არამედ ის, ვისაც ამის შეგნება არ გააჩნია. ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში უუნარო ადამიანები არიან, თუმცა, ვერც იმას დავადასტურებ, რომ ზედმეტად უნარიანები გვყვანან ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. ინტერესთა კონფლიქტი სწორედ რომ უნარიან ადამიანებში აღინიშნება, რაც ჩვენში იმდენად რეალურია, რომ შეგვიძლია განსხვავებანი შევნიშნოთ პიროვნებათა მთელს პლეადაში. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ეს უნარიანები ტოვებენ იმ გემს ან „მატარებელს“, რომელშიც ასვლა კი მოასწრეს, მაგრამ ძირითად ვაგონამდე მაინც ვერ მიაღწიეს ან მათი სუბიექტური, ფსიქოლოგიური მოუმზადებლობის გამო ან კიდევ ობიექტური რეალობის შეფასება - აღქმის განსაკუთრებული ნიჭის გამო. „თქმა არა თქმის“ - ცნობილი პრინციპის გამოისობით მათ თავი კი გადაირჩინეს (რა თქმა უნდა, დროებით), მაგრამ რა მოხდება შემდგომში - ეს მათ კი არა, მათზე უფრო ჭკვიანებმაც არ იციან.

თხრობა მინდა დავასრულო ერთი აღმოსავლური სიბრძნით: სიკეთის კეთებისას მიემსგავსე წყალს, იგი ყოველთვის სიმდაბლისაკენ მიექანება და ყოველივეს უჩუმრად არწყულებს. ლაოძის ეს ფრაზა ჩვენი სინამდვილის გათვალისწინებით ასე წარმოგვიდგება: საქმე უნდა აკეთო არა შეუგნებლად, ამპარტავნულად, არამედ ცოდნით, რწმენით და სიმდაბლით ზედმეტი აფიშირებისა და აჟიოტაჟის გარეშე. საქმენი შენნი მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოგაჩენენ პოზიტიურად, უარყოფითი იმპულსების გარეშე. ისე, კაცმა რომ თქვას, სიბრძნეს დრო და მანძილი აღარ სჭირდება, იგი, მისი თვისებებიდან გამომდინარე, უნივერსალურია. ჩვენთვის ხომ ყველაფერი მაინც უნივერსალურია, იმდენად დეფიციტია აქ ყოველივე - ნებაც, პოლიტიკური სიბრძნეც და ჭეშმარიტი რეალობის თანამდევი მოქმედებები.

რეზიუმე
პოლიტიკური ცნობიერების კრახი - დასაწყისი, ანუ დასაწყისის დასასრული

ალექსანდრე კუკანია,
ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი

ნების თავისუფლება სრულებით არ ნიშნავს ანარქიას. არც პოლიტიკური თავისუფლება გულისხმობს ყველაფრის კეთების უფლებას. ჩვენთვის მისაღები თუ მიუღებელი ფორმით „ყველაფრის ნებადართულობის“ ცნობილ პრინციპს ხშირად ვხვდებით, თითქოსდა იგი ყოველდღიური ცხოვრების ატრიბუტად იქცა. არც არავინ ზრუნავს იმაზე, თუ როგორ დავაღწიოთ თავი ამ მდგომარეობას, რა უნდა მოვიმოქმედოთ და რა გზით ვიაროთ. გზის პრობლემა ნებისმიერი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური საქმიანობის მწვავე საკითხია, რომელიც გასაღების როლს უნდა ასრულებდეს არა მხოლოდ არსებული რეალობიდან თავის დაღწევის მცდელობისას, არამედ მომავალი, ნორმალური ურთიერთობის დამყარებისათვის. აწმყო მომავლის მშობელი ყოველთვის არის, თუმცა, გააჩნია როგორის.

19 სასარგებლო რჩევები

▲ზევით დაბრუნება


19.1 პიარი და ბიზნესი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ელდარ პირმისაშვილი,
პიარ სპეციალისტი

ბიზნესის კეთება მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებასთან, რომელიც მომხმარებლებად იყოფა. ბიზნეს კომპანიას, შესაძლოა, ჰყავდეს თანამშრომლები, ჰქონდეს კაპიტალი, ნედლეული, მაგრამ იგი ვერ გახდება წარმატებული, თუკი ამ ბიზნესის შესახებ საზოგადოებამ არ გაიგო და არ გახდა მისი მომხმარებელი.

პიარი აშშ-ში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დამკვიდრდა, როდესაც ბიზნესი განვითარდა და აუცილებელი გახდა მომხმარებელზე ზრუნვა და მისი ინტერესების გათვალისწინება, ასევე, ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვა და საზოგადოების ნდობის მოპოვება. ბიზნესის წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აუცილებლად უნდა შექმნილიყო მართვის ახალი სისტემა, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე გავლენას მოახდენდა. ამ პერიოდისთვის მათთვის მნიშვნელოვანი გახდა არა მარტო პროდუქციის გამოშვება და გაყიდვა, არამედ მომხმარებლის მოთხოვნილებებზე ზრუნვა და დადებითი იმიჯის შექმნა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ინფორმირებას და ბიზნესის გამჭვირვალობას. საზოგადოების ინფორმირებისთვის საჭიროა არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების ერთი წყაროს არსებობა, არამედ მიმღები, რომელიც გამოიწვევს რეაქციას. პიარი სწორედ ორმხრივი ურთიერთობები და ორმხრივი კომუნიკაციაა, როდესაც მოსაუბრეები ცვლიან ინფორმაციას და ერთმანეთს აზრებს უზიარებენ. ტოტალიტარული სახელმწიფო სისტემისათვის ცალმხრივი კომუნიკაცია იყო დამახასიათებელი, ანუ სუბიექტი გასცემდა ინფორმაციას და არ ელოდებოდა საზოგადოების რეაქციას, უკუკავშირს. დემოკრატიულ სისტემაში და დემოკრატიულ საზოგადოებაში კი სწორედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და უკუკავშირს ენიჭება დიდი მნიშვნელობა.

XX საუკუნის დასაწყისში ბიზნეს კომპანიებმა ახლადშექმნილ პიარ სააგენტოებთან ერთად დაიწყეს მომხმარებლის კვლევა და პროდუქტების დიზაინის დახვეწა, რადგან კონკურენციის პირობებში საჭირო გახდა ინდივიდუალური და განსხვავებული სახის მქონე პროდუქტების გამოშვება და პროდუქციის ამა თუ იმ ღირებულებების მიბმა. როდესაც პროდუქტი ან მომსახურება ასოცირდება, მაგალითად, სიმდიდრესთან, მოდურობასთან, თანამედროვეობასთან ან სტაბილურობასთან, პიარის სისტემა ხელს უწყობს ბიზნესს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში. პიარი ასევე არის მედიატორი და კომუნიკატორი საზოგადოებასა და კომპანიას შორის, სწორედ მის დაგეგმილ სტრატეგიებს მიჰყავს ბიზნეს კომპანია წარმატებასთან... ბიზნესისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომპლექსურობა: მარკეტინგი, პიარი, რეკლამა, პრომოუშენი. ყველაფერი ეს, ჩამოყალიბებული სისტემაში და განაწილებული დროში ქმნის წარმატებულ ბიზნეს კომპანიას და უქმნის მას დადებით იმიჯსა და რეპუტაციას, დადებითი რეპუტაცია კი ნიშნავს საზოგადოების ნდობას, რომელსაც მოაქვს მოგება. ჯონ როკფელერი ამბობდა:

კომუნიკაციების ცოდნა არის უნარი, რომელიც შეიძლება გაიყიდოს როგორც ჩაი ან ყავა, მე მასში გადავიხდიდი უფრო მეტ ფულს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ პროდუქტში.

XX საუკუნის ას ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შევიდა პიარის ერთ-ერთი დამაარსებელი ედვარდ ბერნეისი, რომელიც ამერიკან ტობაკო კომპანის (ATC) პიარ კონსულტანტი იყო. ამ კომპანიამ ბერნეისს სიგარეტლაკი სტრაიკისგაყიდვების მკვეთრად შემცირების გამო მიმართა. მან პიარ კამპანია ქალების სეგმენტზე გათვალა. იმ პერიოდში არც თუ ისე ბევრი მანდილოსანი ეწეოდა სიგარეტს, ბერნეისმა კარგად იცოდა ფსიქოლოგია და იცოდა, რომ ქალებს მამაკაცებთან გათანასწორება და თავისუფლება სურდათ. მან სწორი გათვლა გააკეთა და სიგარეტის რეკლამის დროს სწორედ ამ ორ მახასიათებელზე გააკეთა აქცენტი. შესაბამისად, სიგარეტ ლაკი სტრაიკის გაყიდვები სულ მცირე დროში რამდენჯერმე გაიზარდა.

ეკონომიკა და ბიზნესი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება. ამიტომ გახდა მოთხოვნადი პიარ სპეციალისტი, როგორც კომპანიის რეპუტაციის შემქმნელი მექანიზმი, რეპუტაცია კი ბიზნესის სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტად გვევლინება.

P.S.ნებისმიერ მკითხველს, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით ეკითხვები გაუჩნდება, ელდარ პირმისაშვილი სიამოვნებით უპასუხებს ჩვენი ჟურნალის საშუალებით.

20 სულიერება

▲ზევით დაბრუნება


20.1 დასჯით კი დამსაჯა უფალმა, მაგრამ სიკვდილს არ მიმცა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

აკაკი მინდიაშვილი
თეოლოგი

და მაინც, რა არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი უმრავლესობა ამდენი განსაცდელის, ამდენი ვაების, ამდენი უბედურების მიუხედავად არ უბრუნდება დედა - ეკლესიას, .. ღვთის მფარველობის გარეშე არჩევს ცხოვრებას, მაშინ, როცავისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი არ იქნება მამა“ (წმ. კვიპრიანე კართაგენელი).

ამის მიზეზს თვით უფალი იესო ქრისტე გაგვიმხელს, როდესაც მოგვმართავს:

- თქვენ არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რათა სიცოცხლე გქონდეთ...

მე გიცნობთ თქვენ: ღვთის სიყვარული არ არის თქვენში და ღვთის სიტყვა არა გაქვთო დამკვიდრებული თქვენში (იოანე 5,40-42; 5, 38).

დიახ, ჩვენი უმეტესობა არ მიისწრაფვის ქრისტე - ღმერთისაკენ, როგორც სიცოცხლის ერთადერთი ჭეშმარიტი წყაროსაკენ და იმიტომ ხდება, რომ ღვთის სიტყვა, რომელიც წმ. წერილში - ბიბლიაშია მოცემული, დამკვიდრებული არ არის ჩვენს გულებში. ღვთის სიტყვას, წმ. წერილს კი ქრისტესკენ მივყავართ.

- თქვენ არც წერილები იცით და არც ღვთის ძალაო.

აი, ამ სიტყვებით მოგვმართავს უფალი ჩვენც ისევე, როგორც თავის დროზე სადუკევლებს მიმართავდა (მათე 22,29).

შეთვისებული და დამკვიდრებული რომ გვქონდეს ჩვენს გულებში ღვთის სიტყვა, რომელიც წმ. წერილებში, ანუ ბიბლიაშია მოცემული ღვთის მიერ, მაშინ სწრაფვა და ლტოლვა გვექნებოდა თვით ქრისტესაკენ, რომელიც, მისივე განცხადებით, პურია სიცოცხლისა, ზეციდან დედამიწაზე ჩამოსული და რომელიც სიცოცხლეს აძლევს წუთისოფელს.

ვინც ამ პურით, - „არსობის პურით“ ყოველდღიურად იკვებება, ის ერთობაშია ქრისტესთან და ამიტომ, მასთან მისულ ნებისმიერ ჩვენთაგანს, რომელიც ეზიარება პურს სიცოცხლისას, არასოდეს არ მოშივდება და არც არასოდეს არ მოსწყურდება (იოანე 6,35). ეს კი „ცოცხალი რწმენის“ გარეშე შეუძლებელია.

დიახ, ქრისტე, როგორც სიცოცხლის ჭეშმარიტი პური, სამარადჟამოდ დაგვაპურებს და დაგვარწყლულებს მასთან მისულებს, ანუ ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებს სრული სისავსით, მთლიანად დაგვიკმაყოფილებს.

დღეს ქრისტესა და მისი წმ. ეკლესიის გარეშე მცხოვრებ ქართველობას ტანჯავს უიმედობა, ნიჰილიზმი, შინაგანი სიცარიელე, სულიერი შიმშილი და სულიერი წყურვილი, რადგან არ იკვებება „არსობის პურით“, „სიცოცხლის პურით“, რომელიც არის უფალი ჩვენი და მაცხოვარი იესო ქრისტე.

მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობას ჯერჯერობით არ გვსურს არსობის პურით, სიცოცხლის პურით დაპურება, არ გვსურს ქრისტესთან მისვლა და ქრისტესმიერ ერთმანეთთან გაერთიანება, იმიტომ რომ არ გვიყვარს ღმერთი და, აქედან გამომდინარე, არც ღვთიური სიყვარული არ არის ჩვენში. ქრისტეს კი სურს, რომ ღვთიური სიყვარული იყოს ჩვენში, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ის, რაც ქრისტეს სურს ჩვენთვის, ჩვენც გვსურდეს ჩვენთვის.

დიახ, ჩვენ უმრავლესობას, არ გვიყვარს უფალი იესო ქრისტე. ეს საიდან ვიცით? ვიცით თვით იმ ფაქტიდან, რომ ჩვენი უმრავლესობა ქრისტეს წმიდა ეკლესიის გარეშე ცხოვრობს, ეკლესიისა, რომლის გარეშეც ცხონება არ არსებობს, და კიდევ ვიცით იქიდან, რომ ღვთის მცნებებს არ ვასრულებთ, მეტიც - დიდმა ნაწილმა არც ვიცით ეს მცნებები, და სამწუხაროდ, არც არანაირი სურვილი არ გვაქვს ვიცოდეთ, შევისწავლიდეთ მათ და, რაც მთავარია, აღვასრულებდეთ ცხოვრებაში. უფალი კი მოგვმართავს წმ. იოანეს სახარებიდან:

- თუ გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავითო (იოანე 14, 15).

ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ მას და... ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს (იოანე 14,23).

ე.ი. უცილობელი პირობა იმისა, რომ ღმერთმა შეგვიყვაროს და ჩვენც გვიყვარდეს იგი, არის ღვთის სიტყვის, ღვთის მოძღვრების, ღვთის მცნებების არა მარტო ცოდნა, არამედ აღსრულება, არა მარტო ცოდნა სარწმუნოებისა, არამედ სარწმუნოებრივი ცხოვრებაც.

ვასწავლით ღვთის სიტყვას, ღვთის მცნებებს ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს? ვიცავთ კი ჩვენ თავად ღვთის მცნებებს, ე.ი. გვიყვარს უფალი, რომელიც იმავე იოანეს სახარებიდან გამოგვიცხადებს, რომ:

- ვისაც არ ვუყვარვარ, ის არ იცავს ჩემს სიტყვებს, არ იცავს ჩემს მცნებებს (იოანე 14, 24).

ჩვენს საკუთარ თავს მაინც გამოვუტყდეთ და გულწრფელად ვაღიაროთ აღსარებაში მოძღვართან

- გვაქვს კი სიყვარული, ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა, რომელსაც სურს ვუყვარდეთ და გვიყვარდეს, რათა შემოვიდეს და დამკვიდრდეს ჩვენში, დაივანოს ჩვენში, როგორც ცოცხალ ტაძარში. ვაი, რომ ასეთი სიყვარული ჩვენს უმრავლესობას, დიდზე- დიდ უმრავლესობას ან საერთოდ არა გვაქვს, ან ვისაც აქვს, მათი სიყვარულიც ჭეშმარიტ ღვთიურ სიყვარულთან ისეთსავე თანაფარდობაშია, როგორც ფურცელზე დახატული მზე ნამდვილ მზესთან.

* * *

წმ. იოანე ღვთისმეტყველი სულიწმიდის მიერ აცხადებს, რომ ყოველს, ვინც შორდება და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი (2 იოანე 9), რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანი სულიერად მკვდარია; და აი, ამ სულიერი სიკვდილიდან სულიერ სიცოცხლეში რომ გამოგვიყვანოს უფალმა, განსაცდელების დაშვებითა და ჩვენში ღვთის შიშის - სულიწმიდის ამ მაცხოვნებელი ნიჭის აღძვრით მიგვიძღვის ზეციური სასუფევლისაკენ მიმავალ ერთადერთ გადამრჩენელ გზაზე დასაყენებლად. როგორც წმ. პავლე მოციქულიც მოგვიწოდებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლედან:

- შიშითა და ძრწოლით იღვაწეთო ღვთის წინაშე თქვენს გადასარჩენად, თქვენს საცხოვნებლად (2,12);

მაგრამ რატომ უნდა ვიღვაწოთ ღვთის წინაშე შიშითა და ძრწოლით? იმიტომ რომ

- უშიშრები და სუფთა გახლდეთ ღვთის უმანკო შვილები ამ მზაკვარ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე გაანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში (ფილიპ. 2,15).

მათ შესახებ, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ ღვთის მცნებებს და ღვთის შიში არა აქვთ, ისინი წმ. პავლე მოციქულის დახასიათებით, გონიერი ადამიანები არ არიან. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთს არ ეძებენ, ჭეშმარიტ გზას ასცდნენ და სიკეთის მქნელებად, ღვთის მოსაწონი კეთილი საქმეების მკეთებლებად აღარ გამოდგებიან, მუდმივად ცრუობენ და ასეთი ადამიანების ბაგეებზე ასპიტის გესლია, მათ გზებზე მუდმივად ნგრევა და უბედურება და მშვიდობის გზა არ იციანო (რომ. 3,10-18).

და წმ. პეტრე მოციქულის განცხადებითაც, ისინი, ვინც თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს (ე.ი. იესო ქრისტეს) უარყოფენ, სწრაფად დაიღუპავენ თავს (2 პეტრე 2,1).

წმ. პავლე ჩვენს მიერ უკვე ხსენებულ ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში მიმართავს ფილიპელებს - და ამ ღვთივსულიერი მოციქულის პირით ნათქვამი სიტყვები, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მოგვემართება ჩვენც, - უაღრესად თვალნათლივ, ხელშესახებად და მკაფიოდ წარმოგვიდგენს მიზეზს იმ განსაცდელებისას, რომელთა ზღვაშიც, დიდი ხანია, რაც შესულია მრავალი ჩვენგანი, ჩვენი ხალხის ის დიდი ნაწილი, ვინც არ მივისწრაფით იმისაკენ, რომ ისე მივაღწიოთ ქრისტეს, როგორც ქრისტემ მოაღწია თავის ერთგულებს, თავის უღალატო მოყვარულებს, მათ შესახებ ხშირად მითქვამს და ახლა ტირილითაც გეუბნებით, რომ ისინი ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები და ვაი, რომ მათი ბოლო დაღუპვაა, წარწყმედაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი - სირცხვილშია, რადგან ისინი მხოლოდ მიწიერზე ფიქრობენ, ჩვენი მოქალაქეობა, ე.ი. ჭეშმარიტი ქრისტიანების მოქალაქეობა კი ზეცაშია, საიდანაც ველით მაცხოვარს, უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულებს მეორედ მოსვლისას თავისი დიდების მსგავს სხეულებად გარდაქმნის (ფილიპ. 3,11-14; 18-21).

და ამიტომაც ჩვენ, ქრისტიანებს, ამ წარმავალ დროებით წუთისოფელში კი არ გაგვაჩნია მუდმივი ქალაქი, არამედ მომავალს ვეძებთო. ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში ჩვენს მიერ ციტირებულ აზრს პავლე მოციქული დაამოწმებს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეშიც:

ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, ჩვენი მუდმივი ქალაქი, მუდმივი სამკვიდრებელი აქ, ამ წუთისოფელში არ არის.

წმ. პეტრე მოციქულიც აცხადებს, რომ დედამიწა ჩვენთვის დროებითი სამკვიდრებელია, სადაც სამოთხიდან გამოძევებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამიტომ ჩვენ აქ, დედამიწაზე, ხიზნები, სტუმრები ვართო (პეტრე 1,17).

დიახ, ჩვენი მარადიული სამშობლო ცათა შინაა, მაგრამ ზეციურ სამშობლოს, ზეციურ სამოთხეს ვერ მივაღწევთ, თუ დედამიწაზე ხიზნობის პერიოდში ღვთისა და მოყვასისადმი, ეკლესიისა და მიწიურ სამშობლოსადმი თავდადებულ, თავგანწირულ მსახურებაში არ ავაღორძინებთ, არ გავაძლიერებთ და არ გამოვაწრთობთ ჩვენს თავს, თუ ღვთისა და ადამიანებისადმი სიყვარულში არ განვვლით იმ დროს, რომელიც ღვთის მიერ ჩვენთვის ამქვეყნად, ამ წუთისოფელში ყოფნისთვის გვაქვს ბოძებული, თუ ისევე არ შევიყვარებთ ქრისტეს და ერთმანეთს, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ, თუ პატივს არ მივაგებთ ერთმანეთს და არ მოვიხვეჭთ შიშს ღვთისას (1 პეტრე, 1,17), რომელიც დასაბამი და დასაწყისია სიბრძნისა, ღვთიური სიბრძნისა, როგორც ამის შესახებ გამოგვიცხადებს ერთ-ერთი წინასწარმეტყველი ძველი აღთქმისა. ბრძენი ზირაქი ასეთ კითხვას სვამს:

- პატიოსანი მოდგმა რომელია? და პასუხობს:

- მოშიში უფლისა. და შემდგომ ამისა კითხულობს:

- უპატიოსნო მოდგმა რომელია?

და აი, ასეთ პასუხს სცემს ზირაქი ამ კითხვას: - დამრღვევი მცნებათა. და ჩვენ მცნებათა დამრღვევი ადამიანებიდან ღვთის მოშიშ ადამიანებად რომ გვაქციოს უფალმა, ე.ი. უპატიოსნო მოდგმიდან პატიოსან მოდგმად - ღვთის მოშიშ ხალხად რომ გარდაგვქმნას, - ამიტომაც უშვებს იგი ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი ცოდვიანი და უკეთური ცხოვრების გამო განსაცდელებს, რომელთა გარეშეც, პავლე მოციქულის თქმით, ვერავინ ვერ შევა ცათა სასუფეველში, ზეციურ სამშობლოში, ზეციურ, მოზეიმე ეკლესიაში.

ღვთის დამოკიდებულება ყოველთვის ასეთი გახლდათ ძველი აღთქმის რჩეული ერის მიმართ, - როცა ისინი ღმერთს ივიწყებდნენ, ან სათანადო პატივს არ მიაგებდნენ მას, მაშინ უფალი ღმერთი რომ გაეხსენებინათ და საჭირო პატივი მიეგოთ უფლისა და მისი დღეებისათვის (ე.ი. საუფლო დღესასწაულებისათვის, ურიცხვ განსაცდელს მოუვლენდა ხოლმე, მით უფრო, როცა ერი ღვთის მოწოდებას ამ ერიდან ამორჩეულ წინასწარმეტყველთა, ანუ ღვთის რჩეულ ადამიანთა პირითაც არ შეისმენდა.

ასეთივეა ღვთის დამვიწყებელი სხვა ხალხებისადმიც, მათ შორის, ცხადია, ჩვენი ერისადმიც ღვთის დამოკიდებულება, რისი მოწმეცაა როგორც წარსული ჩვენი ერის ისტორიისა, ისე აწმყო, რომელიც წმ. ილია მართლის თქმით, არასოდეს არ გვწყალობდა მანამდე, ვიდრე ღვთისაგან განდგომილნი ღმერთს არ ვუბრუნდებოდით.

ყოველივე ზემოთ თქმულთან დაკავშირებით გავიხსენებთ წმ. დავით მეფსალმუნის სიტყვებს ერთერთი ფსალმუნიდან, სადაც ღვთისაგან განდგომილი და ღვთის დღესასწაულებისადმი უპატიო დამოკიდებულების მქონე იმდროინდელი რჩეული ერის შესახებ ამბობს, რომ კიდევ შესცოდეს ღმერთს და მისი არც სიტყვა და არც სასწაულები არ ირწმუნესო.

წმ. დავითი ამბობს, ამის გამო უფალმა ამაოებით დაასრულა მათი დღეები და ძრწოლით კი - მათი წლებიო.

როდესაც უფალი ხოცავდა მათ, მხოლოდ მაშინღა მოიძიებდნენ მას და ბრუნდებოდნენ მასთან და ადიდებდნენ ღმერთს და მაშინღა ახსენდებოდათ, რომ მხოლოდ ღმერთია მათი სიმაგრე და უზენაესი ღმერთია მხოლოდ მათი მხსნელი და არა კაცნი. და მაშინ გულმოწყალე ღმერთი შეუნდობდა ცოდვას და აღარ აღაგზნებდა ერის მიმართ თავის გულისწყრომას (ფსალმ. 77, 34-37).

როდესაც საკუთარი ნებით ღვთისაგან განდგომილთ უამრავი ჭირი, ტანჯვა, მწუხარება, უბედურება და განსაცდელი გვეწვევა, როდესაც ურიცხვი ბოროტება დაგვატყდება თავს, როდესაც უბედურებათა, განსაცდელთა, სატანჯველთა გამო, რომლებიც უფალმა ჩვენივე ცოდვების გამო ჩვენი გადარჩენისათვის, ჩვენი სულიერი გამოღვიძებისათვის, ჩვენი სწავლებისა და ჭირში გამობრძმედისათვის დაუშვა, ერთ დღესაც მრავალი განსაცდელით გვემული და ტანჯული დავით წინასწარმეტყველივით შევღაღადებთ ღმერთს:

ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი და სამართლიანად შემაჭირვე;

კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო, ვისწავლო წესები შენი (ფსალმ. 118; 75,71).

თუ რაიმე მძიმე განსაცდელი, რაიმე შეჭირვება, - სულიერი თუ ნივთიერი, პირადად ჩვენი თუ ჩვენი მოყვასისა, თუ მთლიანად ერისა, ჩვენის აზრით, დიდხანს გრძელდება და გამოჯანმრთელება, გამოჯანსაღება, მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესება აგვიანებს, არასოდეს არ უნდა გაგვიჩნდეს ეჭვი იმისა, თითქოს უფალმა საერთოდ მიგვატოვა.

გავიხსენოთ სახარებისეული 38 წლის მანძილზე დაბადებიდან დავრდომილი ჭაბუკი - მისი ტანჯვები, ტკივილები, მისი სულიერი თუ ნივთიერი შეჭირვებები. გავიხსენოთ და წარმოვიდგინოთ, რომ განკურნებას იგი მთელი თავისი ტანჯული ცხოვრების მანძილზე ყოველთვის ელოდა. მიუხედავად თავისი უამრავი ავადმყოფობისა, ის იმედს არასოდეს არ კარგავდა, მას არასოდეს არ სტოვებდა რწმენა და სასოება იმისა, რომ იგი აუცილებლად წამოდგებოდა და გაივლიდა.

გავიხსენოთ, ყოველწლიურად როგორ უცრუვდებოდა იმედი ფეხზე წამოდგომისა, რადგან მარტო იყო და ვერასოდეს ვერ ახერხებდა დროდადრო უფლის ანგელოზის მიერ ბეთეზდას აუზში ამღვრეულ წყალში ჩასვლას განკურნების მიზნით. ვინც პირველი მოასწრებდა და აუზში ჩავიდოდა იმ დროს, როცა უფლის ანგელოზი ჩამოდიოდა (და ეს დრო კი არავინ არ იცოდა წინასწარ), იკურნებოდა, რასაც ვერც ერთხელ ვერ ახერხებდა თავისი დავრდომილობის, თავისი მარტოობის გამო. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, განკურნების იმედს მაინც არასოდეს არ ჰკარგავდა.

და აი, ღვთის წყალობაც მოვიდა, თუმცა მოვიდა იგი 38 წლის ტანჯვის შემდეგ.

მოვიდა მაშინ, როცა არა ანგელოზი, არამედ თავად უფალი იესო ქრისტე მიუახლოვდა მას და მიმართა: გინდა განიკურნო? (იოანე 5,61).

აიღე შენი საწოლი და წადი და ნუღარ სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოსო (იოანე 5,8; 6:5,14).

ჩვენც ასევე, როგორ უმძიმეს მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, თუ რწმენასა და იმედს არ დავკარგავთ, შვებას, ნუგეშისცემას, ფიზიკურ სნეულებათაგან თუ ცოდვათაგან განკურნებას, მათგან განთავისუფლებასა და გადარჩენასაც მოგვანიჭებს ის, ვინც ამბობს:

- მე ვწყლავ და მე ვკურნავ, მე ვარ განმკურნებელი, მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ... - მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე... ამიტომ ნუ გეშინიათ, მხოლოდ ირწმუნეთ (იოანე 11,25).

მართალია, უფალი ზოგჯერ არა მარტო თვეობით, არამედ წლობითაც კი აგვიანებს ჩვენი თხოვნა- ვედრების შესრულებას, მაგრამ ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ არ შეუძლია თხოვნის შესრულება, - მისთვის, მოგეხსენებათ, შეუძლებელი არაფერია, - არამედ, ამას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იქმს, რომ ამ თხოვნის შესრულება, რასაც ვთხოვთ, მოცემულ ეტაპზე, ჩვენთვის საზიანოა, ან ჯერ არ სურს უფალს ჩვენთან განშორება, რადგან როცა გვიჭირს, მაშინ გულმხურვალედ ვლოცულობთ და ღმერთი ჩვენთანაა, ხოლო თუ მაშინვე შეგვისრულებს ამას, რასაც ვთხოვთ, მით უფრო, თუ რწმენაში ჯერ არ ვართ განმტკიცებულნი, დავივიწყებთ მას მაშინვე, როგორც კი განსაცდელი გადაივლის, ღვთის წყალობით როგორც კი განვიკურნებით, ან როგორც კი ფიზიკური სიკვდილისაგან თუ სხვა რამ უბედურებებისაგან გადავრჩებით.

ამრიგად, როდესაც ღმერთი ახანგრძლივებს ჩვენი თხოვნის შესრულებას, ის ჩვენთან ყოფნასაც ახანგრძლივებს.

მაგრამ განა დიდია ის ნაწილი საქართველოში, ვინც თავის სასოებას, იმედს უწინარესად ღმერთზე ამყარებს?

ბევრნი არიან საქართველოში ისინი, ვინც ვთქვათ, ევედრებიან უფალს, გამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობიდან, იმ განსაცდელიდან, რომელშიც იმყოფება?

ბევრი ითხოვს არა დევნილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, არამედ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას საქართველოს შემადგენლობაში?

და თუ არ ვითხოვთ ღვთისაგან, ვინ შეძლებს იმის დაბრუნებას, რაც ჩვენი ცოდვების გამო ღვთის დაშვებით დავკარგეთ?! განა უფალი არ გვასწავლის წმ. მათეს სახარებიდან, თუ რა სასწაულებრივი ძალა აქვს ღვთისადმი ლოცვას?

- ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; აკაკუნეთ, ირეკდით და გაგეღებათ, რადგან ვინც ითხოვს, ღებულობს, ვინც ეძებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.

განა არის თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარი შვილი პურს სთხოვდეს და ის პურის ნაცვლად ქვას აძლევდეს?

ანდა თევზს თხოვდეს და გველს აწვდიდეს?

ან კვერცხს სთხოვდეს და მორიელს აძლევდესო?

ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა (ე.ი. ცოდვილებმა) იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე თქვენი ზეციური მამა არ მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს? (მათე 7,7-11);

ამიტომ გეუბნებით, - მოგვმართავს უფალი წმ. მარკოზის სახარებიდან:

- ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და მოგეცემათ (11,24);

წმ. იოანეს სახარებიდანაც გვაძლევს პირობას უფალი, რომ რასაც ჩემი სახელით ითხოვთ, გავაკეთებთ (14,14) და იქვე კვლავ იმეორებს:

- თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებო (14,14).

მაგრამ რა ჭარბობს დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში თუნდაც ამდენი განსაცდელის შემდეგ, - ბილწსიტყვაობა, ლანძღვა - გინება, წყევლაკრულვა, განკითხვა- ცილისწამებანი, თუ ლოცვა ღვთის წინაშე ჩვენი სამშობლოსათვის, ერთურთისათვის?

რა უფრო მეტია საქართველოში, რა უფრო ძლიერია საქართველოში - უპირველესი იმედის დამყარება უფალზე, თუ სხვადასხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ძალებზე? უფალი ხომ პირდაპირ, მკაფიოდ და ყველასათვის გასაგებად გვეუბნება:

- მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები, ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ... (იოანე 15,5), ამიტომ თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები კი თქვენში დარჩება, თქვენში დამკვიდრება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათო (იოანე 15,7);

როგორც ჩვენი საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, სამწუხაროდ, ჩვენში არ არის ღვთის სიტყვა დამკვიდრებული, ჩვენი ხალხის უდიდესი უმრავლესობა წმ. წერილის, ბიბლიის, ანუ ღვთის სიტყვის გარეშე ვცხოვრობთ, დედა ეკლესიის გარეშე ვცხოვრობთ და რა გასაკვირია, რომ მამას მოცილებული უძღები შვილის მსგავსად, ჩვენც ურიცხვ განსაცდელში ვიმყოფებოდეთ განუწყვეტლივ და ნუთუ ვინმე იტყვის, რომ იმ განსაცდელებს, რომელნიც ღვთის ნებით, ღვთის საიდუმლო განგებულობითა თუ ღვთის დაშვებით თავს გვატყდება, არ ვიმსახურებთ?!

მეტსაც ვიტყვით, ღმერთი არასოდეს არ გვსჯის ისე მკაცრად, როგორც ჩვენ ამას ჩვენი ცოდვიანი ცხოვრების, ცოდვებში მოუნანიებლად ცხოვრების, ღვთისსაწინააღმდეგო და ჩვენი სულის დამღუპველი ცხოვრების წესის გამო ნამდვილად ვიმსახურებთ.

ამიტომ ყველანაირ განსაცდელსა და უბედურებას უნდა ვიღებდეთ არა დრტვინვითა და წუწუნით, არამედ მადლიერებითა და იმედით, რომ უფალი ამ განსაცდელებიდან დიდ სარგებელს გვაპოვნინებს.

ამიტომ, ნათქვამიდან გამომდინარე, ყურადვიღოთ და გავისიგრძეგანოთ სიტყვები წმინდა მოციქულ იაკობისა, რომელიც მოგვმართავს თავისი ეპისტოლედან:

- ნეტარია განსაცდელის გადამტანი კაცი, რადგან რაკი გამოიცდება, სიცოცხლის გვირგვინს მიიღებს, გვირგვინს, რომელიც უფალმა თავის მოყვარულებს აღუთქვა (იაკ. 1,12).

დიახ, განსაცდელი, თუ მას კეთილგონივრულად, ე.ი. ქრისტიანულად მოვეკიდებით, გვეხმარება უდიდესი ქრისტიანული სათნოების - თავმდაბლობის მოპოვებაში, რომელიც ამპარტავნების უბადლო და შეუცვლელი წამალია;

წმ. იოსებ ათონელი ყოველივე ამას, ძალზედ მოკლედ, ღრმად და მეტაფორულად დაახლოებით ამგვარად გამოხატავს, ის ამბობს:

გავხდეთ მიწა, რომ ჩვენზე იარონ განსაცდელებმა, გავხდეთ მიწა, საიდანაც უფალმა გამოიხმო და შექმნა ჩვენი სხეული, რომლის დიდებულებასა და განსაკუთრებულობას მისი ცოდვათაგან მუდმივი გაწმენდის კვალობაზე, მისი სიწმინდეში შესვლის კვალობაზე ვგებულობთ.

მაშ, გავხდეთ მიწა, რომ ჩვენზე იარონ განსაცდელებმა, ადამიანებმა, რომლებიც ამ განსაცდელებს ღვთის დაშვებით დაგვატეხენ თავს და განა ჩვენ, ქართველობა, იოსებ ათონელის სიტყვების პერიფრაზირებით თუ ვიტყვით, არ ვიქეცით იმ მიწად, რომლებზედაც, რა ხანია, დადიან განსაცდელები, ვაებანი, უბედურებანი, ავადმყოფობანი, ომები, შინაური თუ გარეშე მტრები, რათა უფალმა განსაცდელების მეშვეობით ღვთისმოსაური, უფლისმცნებათამიერი ცხოვრება და სამეფო გზით სიარული გვასწავლოს, რათა როგორც რკინა ცეცხლში, განსაცდელებში ისე გამოგვაწრთოს, რათა განსაცდელების ცეცხლოვან ქურაში განვიწმინდოთ სულითაც და სხეულითაც, სხეულით, რომელიც მიწასვე დაუბრუნდება და რომელსაც მიწიდანვე აღადგენს მკვდრეთით უფალი მეორედ მოსვლისას, მაგრამ აღადგენს არა იმისათვის, რომ კვლავ მოკვდეს, არამედ იმისათვის, რომ მარადიულად იცოცხლოს - უხრწნელობითა და უკვდავებით შეიმოსოს.

მაშ, არასოდეს არ დაგვავიწყდეს ჩვენი ფიზიკური, ხორციელი წარმომავლობა, არასოდეს არ დაგვავიწყდეს, საიდან აიღო ჩვენი სხეული ღმერთმა და შთაბერა სული, სული წმიდა, რომელიც ცოდვითდაცემის გამო დაიკარგა და, რომლის მოხვეჭა და მოპოვებაც ქრისტიანული ცხოვრების მიზანია.

დიახაც, ჩვენი ერის ნაწილს სწამს, რომ ღვთის მოყვარულებს - ღვთის განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე, მათ შორის, ყოველნაირი განსაცდელი, საბოლოოდ, სასიკეთოდ შეგვეწევა (რომ. 8,28). ამიტომ გვირჩევს წმ. იაკობ მოციქული, ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, როდესაც განსაცდელში ვცვივდებით, რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა შობს მოთმინებას, მოთმინებას კი სრულყოფილი მოქმედება ექნება, რათა სრულყოფილნი, წუნდაუდებელნი და ყოველგვარი ნაკლის გარეშენი გახდეთო (იაკ. 1,2-4).

წმ. პეტრე მოციქულიც სულიწმიდისმიერი გვანუგეშებს, რომ იცის ღმერთმა განსაცდელებისგან როგორ იხსნას ღვთისმოსავები (2 პეტრე 2,9).

უფალი შეგვაგონებს, - გაფრთხილდით, რომ თქვენი გული დროებით ლოთობითა და ამ წუთისოფლურ ცხოვრებაზე ზრუნვით არ დამძიმდეს და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად;

რადგან ის, როგორც მახე, ყველა მკვიდრს დაეცემა, მთელი დედამიწის ზურგზე, ამიტომ ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარი განსაცდელისაგან, ყოველივე იმისაგან, რაც უნდა მოხდეს, თავის დაღწევა და ძე კაცის წინაშე წარდგომაო.

ვასრულებთ ჩვენი უმრავლესობა უფლის ამ მცნებებს?

ვითვალისწინებთ ამ გაფრთხილებებს?

განა ჩვენი დიდი უმრავლესობის გული დამძიმებული არ არის ღრეობით, ლოთობით, სხვადასხვა გამაბრუებელი და გონებისდამკარგავი საშუალებებით, ყოფით, მატერიალურ საგნებზე ზრუნვით ღვთის დავიწყებამდე?

განა ვფხიზლობთ და ვლოცულობთ მუდამჟამს, რათა შევძლოთ იმ განსაცდელების გადატანა, რომლებშიც ჩვენივე გამრავლებულმა და მოუნანიებელმა ცოდვებმა შეგვიყვანა?

წმ. პავლე მოციქული გვირჩევს:

- მოხარულებთან ერთად იხარეთ და მოტირლებთან ერთად იტირეთო.

განა გულით ვტირივართ მოტირლებთან ერთად, განა როცა ერთნი ტირიან, სხვანი არ მხიარულობენ, განა სხვათა ჭირისა და მწუხარების გაზიარება ხშირად, ზედაპირული და მოჩვენებითი არ არის და მხოლოდ მოვალეობის მოხდას არ წარმოადგენს?

ჩვენი ცოდვიანი ცხოვრების გამო, არაეკლესიურობის გამო, სხვადასხვა ცრუსწავლებათა მიმდევრობისა თუ რელიგიური ფარისევლობის გამო, ურთიერთუსიყვარულობისა თუ სამშობლოსადმი თავდადებული, თავგანწირული მსახურების სულისკვეთების გაქრობის გამო, ხშირად არათუ ღირსნი ვართ დევნა- შევიწროვების, ტკივილების, დამცირების, შეურაცხყოფის, აბუჩად, სასაცილოდ აგდებისა, ჩვენი უღირსი და უღვთო, უსიყვარულო და ცარიელი ცხოვრების, ერთმანეთის მიმართ გულსასტიკის, გულქვაობის, უგრძნობლობისა და მისთანათა გამო იქნებ უფრო უარესის ღირსნიც ვიყოთ, მაგრამ წმ. დავით წინასწარმეტყველის თქმისა არ იყოს, დასჯით კი დაგვსაჯა უფალმა, მაგრამ სიკვდილს კი არ მიგვცა (ფსალმ. 117,18) ყველა, რათა ფიზიკურად გადარჩენილებმა, შევინანიოთ და, ბოლოს და ბოლოს, შევუდგეთ ცხონების გზას, რათა სულიერად არ მოვკვდეთ და მარადიული სიკვდილის მსხვერპლნი არ გავხდეთ.

რამდენ ცოდვას, რამდენ დანაშაულს, რამდენ ბოროტებას შეგვინდობს და მოგვიტევებს ღმერთი!

ჩვენ თავად კი თანამემამულისაგან, მოყვასისაგან, საერთოდ, მეორე ადამიანისაგან ერთ ფიცხელ, უხეშ ან ცივ სიტყვასაც ვერ ვიტანთ, ვერ ვპატიობთ და მაშინვე შურისგების გრძნობით ვენთებით ხოლმე, ვივიწყებთ ან არაფრად ვაგდებთ უფლის შეგონებას:

- მიუტევე, რათა მოგეტევოს (მარკოზი 11,25).

არადა, ურთიერთმიტევება სულის ცხონების რა უმოკლესი და უმარტივესი გზაა, უმოკლესი, უმარტივესი და უსაფრთხო გზა!

დიახ, საკუთარ თავს უამრავ ცოდვას ვპატიობთ, მათ შორის, შვილთა კვლის ცოდვასაც, - აბორტის ცოდვასაც, მაგრამ მოყვასს ერთ უხეშ სიტყვასაც არ შევუნდობთ. აი, როგორი ქრისტიანები ვართ და მერე გაკვირვებულები ვკითხულობთ: ისეთი რა დავაშავეთ ამდენი განსაცდელი რომ დაგვატყდაო თავს. ეს განსაცდელები კი იმის გამოც დაიშვება ჩვენს მიმართ, რომ ჩვენნაირი მედიდური, ამპარტავანი ადამიანების დემონური ქედმაღლობა თანდათანობით შეიმუსროს და სინანულითა და ცრემლებით დავუბრუნდეთ უფალს, რომელიც გვირჩევს:

- მომიხმე გაჭირვების დღეს, გადაგარჩენ და შენ განმადიდებ (ფსალმ. 49,15);

და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებო ღვთის შველას (ფსალმ. 49,23).

და მაშინ უკვე სულიერად ფერიცვალებული ადამიანიც სხვაგვარად უყურებს სამყაროს, საგნებს, მოვლენებს, საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებსა და შემოქმედ ღმერთს.

თუკი განსაცდელების შედეგად ასეთი სულიერად ფერიცვალებული ადამიანი განიკურნება ცოდვებისადმი, მანკიერებებისადმი, ცოდვითი მიდრეკილებებისა და ვნებებისადმი მონობისაგან, თუკი გამოსწორდება, თუკი თავმდაბალი და სულით გლახაკი გახდება, ის უკვე არავისზე უპირატესად აღარ წარმოადგენს საკუთარ თავს, ის უკვე განადიდებს არა საკუთარ თავს, არამედ ღმერთს! ის ღმერთს უბრუნდება ღვთის მოსაწონი ცხოვრებით, საღვთო მცნებების მიხედვით ცხოვრებით და უკვე მისი სულის სუნთქვა ხდება ლოცვა - ვედრება უფლის მიმართ. ხომ გახსოვთ, ძვირფასებო, სიტყვები წმ. დავით წინასწარმეტყველის ერთ-ერთი ფსალმუნიდან:

- ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი, ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.

კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.

ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი და სამართლიანად შემაჭირვე...

კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან შენი მცნებები ვირწმუნე...

იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ შევრცხვე (ფსალმ. 118: 67, 71, 75, 80, 66).

ჩვენი ნებით, ადამიანთა ნებით ცოდვითდაცემა ყველა შემთხვევაში ღვთის მიერ ადამიანთა მიტოვების შედეგია და, საბოლოო ჯამში, ამ დაყოვნების დანიშნულება სიკეთეა, წყალობის, სიყვარულისა და სიბრალულის გამოხატულება და გამოვლინებაა.

ჩვენს მიმართ, ცოდვით დაცემული ადამიანების მიმართ უფალი თუ არ დაუშვებდა დაცემებს, დამცირებებსა და ყოველივე ამის შედეგად - ჩვენს გონსმოყვანასა და ჩვენს სწავლა - შეგონებას, ჩვენს სულიერ გამოფხიზლებასა და სინანულში ჩავარდნას, მაშინ ისედაც ამაყნი, ამპარტავანნი, ქედმაღალნი, ყოყოჩნი, მზვაობარნი ისე გავააამპარტავნდებოდით, იმ ზომამდე გავყოყოჩდებოდით, რომ ხორშესხმულ დემონებად გადავიქცეოდით.

ყველამ ვიცით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანს უფალი დატოვებს ხოლმე არა ცოდვების გამო, არამედ რწმენაში გამოსაცდელად, როგორც ეს მოხდა იობის მიმართ, რომელიც კეთილდღეობასა და სიმდიდრეში ცხოვრობდა და ღვთის მტრები კი ფიქრობდნენ, რომ ღმერთს სწორედ ამის გამო განადიდებდა. ამიტომ უფალმა უმძიმესი განსაცდელები დაუშვა იობის მიმართ, მაგრამ იობი ბოლომდე მაინც ღვთის მადლიერად და მადიდებლად დარჩა, ღვთის მგმობელად კი არ იქცა, არამედ ღვთის დიდებასა და ადამიანების სიყვარულსა და მსახურებაში განვლო მთელი თავისი წმინდა ცხოვრება.

ზოგიერთების მიმართ უფალი იმის გამო დაუშვებს განსაცდელებს, გაჭირვებას, მათ დევნა - შევიწროვებას, რომ, პირიქით, თავმდაბლობა, ღვთისაგან დიდი მადლი აქვს მინიჭებული და განსაცდელების გარეშე ამპარტავნებაში არ ჩავარდეს.

გავიხსენოთ თუნდაც წმ. პავლე მოციქული.

წმ. პავლეს გამოცხადებანი იმდენად არაჩვეულებრივი იყო, რომ ამ გამოცხადებებს შეეძლოთ, პავლე გაემპარტავნებინათ და აი, სწორედ ამპარტავნებისაგან გადასარჩენად, სინანულსა და თავმდაბლობაში მისი მუდმივი ყოფნისათვის ღმერთმა ავადმყოფობა გამოუგზავნა მას.

როგორც თვით პავლე ამბობს ამის შესახებ, მეტისმეტად რომ არ აღვზევდე გამოცხადების ზეობით ნესტარი მომეცაო ხორცში, - სატანის ანგელოზი ჩემდა საწამებლად. პავლეს ღვთის მიერ მისთვის დაშვებული უმძიმესი ავადმყოფობა ხშირად ახსენებდა იმის შესახებ, რომ იგი უძლური და უმწეო ადამიანი იყო ღვთის გარეშე.

წმ. პავლე აცხადებს:

- რადგან უფალმა სამგზის ვედრების მიუხედავად არ მომაცილა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, ჩემდა საწამებლად მოცემული, რომ არ აღვზევდე, არ გავაამპარტავნდე, ამიტომ ამიერიდან ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დაემკვიდროს ჩემში; ამიტომაც ვტკბები ჩემი უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნილობითა და ქრისტეს გამო შევიწროვებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერიო (2 კორ. 12, 7-10).

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, მათ შესახებ, რომლებსაც გონიათ, რომ ცოდვებისაგან განუწმენდელები, ამპარტავნებითა და ქედმაღლობით აღვსილები თავმდაბლობისა და სინანულის გარეშე, უღვთონი და უსამართლონი, ღვთის, ე.ი. ჭეშმარიტების შეცნობას შეძლებენ, წმ. პავლე მოციქული აცხადებს, რომ ყოველგვარი უსამართლობისა და უღმერთობის გამო ზეციდან ღვთის რისხვა ცხადდება იმ ადამიანებზე (და იმ ხალხებზე), რომლებიც უსამართლობით თრგუნავენ ჭეშმარიტებას (რომაელთა 1,18-19).

დიახ, როდესაც ამა თუ იმ ხალხში უსამართლობითა და უღმერთობით ითრგუნება ჭეშმარიტება, მაშინ თუ განსაცდელების მიუხედავად ეს ხალხი არ სწორდება ზნეობრივად, არ იწყებს გამოღვიძებას უფლის მიმართ, მაშინ ზეციდან მოდის ღვთის რისხვა და უფალი სამარცხვინო ვნებებს გადასცემს ხოლმე ადამიანებს, ღირსების სრულ დაკარგვამდე, მთლიანად, ერთიანად გადასცემს მანკიერებებს, დაუშვებს მათ დაცემას უზნეობის ისეთ ფსკერამდე, ისეთ უფსკრულამდე, რომ წარმართებსა და უსჯულოებსაც კი შეიძლება გადაამეტონ.

ღვთის რისხვა, ამავე დროს, ანალოგიურ შემთხვევებში, ღვთის სამართლიანობის გამოხატულებასაც წარმოადგენს და ღმერთი თავის რისხვას ჩვენს მიმართ მხოლოდ მაშინ ცვლის, როდესაც ზნეობრივი თვალსაზრისით უკეთესობისკენ ვიცვლებით.

წმ. პავლე ბრძანებს, რომ უღმერთობისა და უსამართლობის გამო ღვთის რისხვა მოდისო ზეციდან (რომ. 1,18).

ცხადია, „ზეცაში“ უნდა ვიგულისხმოთ არა ის ცა, რომელსაც დღისით ვხედავთ, ან ვარსკვლავიერი ცა, რომელიც ღამით ჩანს, არამედ ღვთის სამყოფელი „მესამე ცა“.

დიახ, ზეციდან მოდის ღვთის რისხვა ჩვენი ყოველგვარი უსამართლობისა და უღმერთობის გამო და უსამართლობითა და უღმერთობით ჭეშმარიტების დათრგუნვის გამო, მაშინ, როცა არ ვაღიარებთ ჭეშმარიტ ღმერთს, როცა არ გვსურს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხელმძღვანელობდეთ მისი მცნებებითა და კანონებით, როცა არაფრად არ მივიჩნევთ ღვთის დადგენილებებს, მის კანონებს, მის მცნებებს, მის მოწოდებებს, მის შეგონებებს, მის წინასწარგაფრთხილებებს, მის წინასწარუწყებებსა და წინასწარმეტყველებებს, ღვთის რჩეულ ადამიანთა რჩევა - დარიგებებს, როცა ჩვენს ადამიანურ „ეგო“ - ს, ჩვენს პიროვნულ მე-ს ღმერთზე მაღლა ვაყენებთ, როცა ჩვენ კაცობრივ, ადამიანურ სიბრძნეს ღვთიურ სიბრძნეზე მაღლა ვაყენებთ, როცა დამღუპველ სატანებრივ ამპარტავნებაში ვცვივდებით და როცა ერთგვარი სიჯიუტით ვცდილობთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს მხსნელი სინათლე, - ეს მაცხოვნებელი ღვთიური სინათლე ჩავაქროთ ჩვენში, როგორც წმ. პავლე იტყოდა, როცა ვცდილობთ „სული ჩავიქროთ“...

საერთოდ, ერს, ხალხს, რომელიც ღვთისადმი ურჩია, წამხდარი და გადაგვარებულია, წმ. წერილი, ბიბლია, სიტყვა ღვთისა ადარებს ველურ და უცხო ვენახს, რომელიც მავნე და შხამიან ნაყოფს წარმოქმნის.

ასეთი ერის, ასეთი ხალხის მიმართ ღმერთი განსაკუთრებით მკაცრია თავისი სიყვარულიდან, თავისი ყოვლადკაცთმოყვარეობიდან და ყოვლადსამართლიანობიდან გამომდინარე.

აი, უფლის ერთ-ერთი ასეთი მიმართვა ძველი აღთქმის რჩეული ერის მიმართ, რომელმაც გადაუხვია რა ჭეშმარიტების გზიდან, ღრმად ჩაეფლო ცოდვებში და ამ ცოდვებში ცხოვრებას აგრძელებდა მოუნანიებლად:

- ახლა გაგიცხადებთ, რას დავმართებ ჩემს ვენახს (ე.ი. თქვენ, ძველი აღთქმის რჩეულ ერს - ა.მ.): ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს, ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს, გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი,... სამართალს მოელოდა და, აჰა სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია... ღრუბლებს ვუბრძანებ, რომ წვიმა არ აწვიმოს მათზე... მრავალი სახლი გაუდაბურდება, დიდნი და კეთილნაგებნი გაუკაცრიელდებიან... (ესაია 5,5-11).

მოსეს წიგნში, კერძოდ, „მეორე რჯულში“ ღვთისაგან განდგომისას „რჩეულ ვენახს“, ანუ ძველი აღთქმის რჩეულ ერს მისი ცოდვიანი ცხოვრების გამო უფალი ჭკუადაკარგულ ხალხს უწოდებს, რომელშიც აღარ არის არავითარი განსჯა, იმდენად დაუბნელაო ცოდვებმა გონება. სიბრძნე რომ ჰქონოდა, მაშინ მიხვდებოდნენ ამ ხალხის შვილები და თავიანთ ბოლოს განჭვრეტდნენო, განჭვრეტდნენ იმას, თუ მრავალრიცხოვანი ლაშქრით როგორ დამარცხდებოდნენ მცირერიცხოვან მტრებთან, თუ ეს უფალმა არ დაუშვა მათი ცოდვების გამო, მათ სინანულში მოსაყვანად და ამრიგად და ამგვარად - ღმერთთან დასაბრუნებლად:

უგუნურნო, ერთი როგორ დაედევნებოდა ათასს, ან ორნი როგორ გაყრიდნენ ათიათასს, თუ მათმა მფარველმა ღმერთმა არ გასწირა ისინი, თუ უფალმა არ ჩაუგდოო ხელში!

ძვირფასებო, ამ სიტყვების გარდა, როგორ ეხმიანება ჩვენს თანამედროვე სულიერ - ზნეობრივ მდგომარეობას, ჩვენს დღევანდელ უმწარეს რეალობას უფლის წმინდა სიტყვები ძველი აღთქმის რჩეული ერის მიმართ, წარმოთქმული ოსია წინასწარმეტყველის პირით:

- ცოდვებით იკვებება ჩემი ერი და გული უკეთურებისაკენ მიუწევთ... მსჯავრს დავდებ მათი საქმეების გამო.

შეჭამენ და ვერ გაიგებენ გაძღომას;

იმრუშებენ და ვერ გამრავლდებიან, რადგან ღვთის სამსახური დაივიწყეს...

სიძვა - მრუშობამ, ღვინომ და მაჭარმა დაიპყროო მათი გული...

დღეს ღვინოს და მაჭარს ნარკოტიკები, ფსიქოტროპული საშუალებები, თამბაქო და მისთანები უნდა დავუმატოთ, რომლებმაც დაიპყრეს არა მარტო მამაკაცების, არამედ დედაკაცების გულებიც, განურჩევლად ასაკისა... სიძვა - მრუშობის სულმა შეაცდინა მრავალნი და ღმერთს განუდგნენ... გამოუნელდებათ სიმთვრალე და სიძვა - მრუშობას იწყებენ... მისი მთავრები სირცხვილს შეეჩვევიან, მათ ქარი თავის ფრთებში გაახვევს და შერცხვებათო თავიანთი მსხვერპლის (4,8-19).

ანალოგიური მაგალითების მოყვანა ბიბლიიდან მრავლად შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობთ, იმ აზრის საილუსტრაციოდ, თუ როდის და რატომ მოიწევა ღვთის რისხვა ჩვენს თავზე ზეციდან, ესეც საკმარისია.

დასასრულს ვიტყვით, რომ რა ვითარებაში, რა მდგომარეობაში რა განსაცდელშიც არ უნდა ვიყოთ, ნურასოდეს დავივიწყებთ სიტყვებს წმ. იოანე ოქროპირისას, რომელიც ამბობს, რომ ნამდვილი, ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის ყოველი დღე აღდგომაა, ყოველი დღე სულთმოფენობაა და ყოველი დღე ქრისტეშობის დღეა, თუნდაც მათი ცხოვრება ურიცხვ განსაცდელში, ტკივილებში, ტანჯვებში, დამცირება - შეურაცხყოფებაში, დევნა - შევიწროვებაში მიმდინარეობდეს, რადგან სადაც არის უფალი, იქ არის სული თავისუფლებისა, და სადაც არის ჭეშმარიტი ქრისტიანული თავისუფლება ცოდვებისაგან, სადაც არის უფალი, იქ არის სასუფეველი, ხოლო სადაც არის სუფევა, იქ არის დღესასწაული და ღვთიური სიხარული.

დიახ, ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრება, რაც ქრისტეს მიერ და ქრისტესათვის მოწამეობრივ ცხოვრებას გულისხმობს, სულის დღესასწაულია, ღვთიურის სიმართლეა, ღვთიური მშვიდობა და ღვთიური სიხარულია სულიწმიდით. ამიტომ აცხადებენ ქრისტეს მოციქულები არაეკლესიური ადამიანებისათვის დაუჯერებელ რამეს, რომ ჩვენ ქრისტეს სიყვარულისთვის, ქრისტეს გულისათვის, ჭირით, მწუხარებებითა და განსაცდელებით ვიქადით და არა მარტო ვიქადით, არამედ სულიერად ვხარობთო.

მოგეხსენებათ, ჩვენი ერის ერთი ნაწილი დაუბრუნდა ქრისტეს გზას, რაც, რა თქმა უნდა, არ ახარებთ ქრისტესა და მისი წმინდა ეკლესიის მოწინააღმდეგე როგორც უხილავ, ისე ხილულ მტრებს; მით უფრო, რომ სამეუფო გზაზე დაბრუნების პროცესი ჩვენი ხალხისა არ შეწყვეტილა, არ დასრულებულა და გვწამს და ვსასოებთ, რომ ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება მომავალში.

ქრისტეს გზაზე შედგომა კი, როგორც ცალკეული ადამიანისა, ისე ერისა, გულისხმობს ქრისტესთვის მოწამეობრივ, ტანჯულ ცხოვრებას, - გზას გოლგოთისკენ, ჯვრისმტვირთველობას, განსაცდელების კიდევ უფრო გაძლიერებას ამის გამოც. და არა მარტო ცოდვებში მოუნანიებლად მცხოვრებთა გამო, არა მარტო უსამართლობისა და უღმერთობის გამო, რომელთათვისაც ზეციდან მოდის ღვთის რისხვა სხვადასხვაგვარი განსაცდელების სახით.

ჯვრის გარეშე, განსაცდელების გარეშე კი შეუძლებელია ამაღლება ცათა შინა, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს ამის შესახებ.

ჯვარი ის ერთგვარი კიბეა, რომელიც აღმართულია მიწიდან ზეცამდე და ამიტომ ცათა შინა აღსვლა და ამაღლება მხოლოდ ჯვრით, მხოლოდ განსაცდელებით, მხოლოდ ტკივილებით, მწუხარებებით, დევნა- შევიწროვებებით არის შესაძლებელი (მაგრამ ჯვრის შესახებ საუბარს აქ აღარ გავაგრძელებთ, რადგან ამის შესახებ შეძლებისდაგვარად დაწვრილებით ვისაუბრეთ ახლახანს გამოსულ ჩვენს წიგნში „ქრისტეს გზა გოლგოთისაკენ“).

დიახ, ქრისტეს სიყვარულისათვის, ქრისტეს გულისთვის გადასატანი ჭირით, მწუხარებებითა და განსაცდელებით არა მარტო უნდა ვიქადოდეთ, არამედ სულიერად ვხარობდეთ კიდეც მოციქულთა მსგავსად და ვის უნდა ვბაძავდეთ ჩვენ, თუ არა ქრისტეს ამ რჩეულ ადამიანებს, რომლებიც გვირჩევენ:

ჩვენ მოგვბაძეთო! მანამდე კი, ცხადია, უნდა ვიღვაწოთ, ვიბრძოლოთ, ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ღვთისმოსაური და კეთილკრძალული გავხადოთ ჩვენი დამოკიდებულება ღვთის მიმართ, წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, ღვთის მოძღვრებისა და ღვთის მცნებათა მიმართ, შევუდგეთ მცნებათამიერ ცხოვრებას, რადგან მართლმადიდებლობა მარტო სარწმუნოება კი არ არის, არამედ - სარწმუნოებრივი ცხოვრებაც, რადგან რწმენა, სარწმუნოება შესატყვისი საქმეების გარეშე მკვდარია, როგორც წმ. იაკობ მოციქული აცხადებს და ამიტომ ჩვენც შრომა, გარჯა, ძალი და ღონე არ უნდა დავიშუროთ, რათა მკვდარი რწმენის ნაცვლად, რომელიც უმრავლესობას გვაქვს, ცოცხალი რწმენა მოვიპოვოთ, რათა საშინელ სამსჯავროზე, როგორც იგივე წმინდა იაკობი გვაფრთხილებს, არ მოვისმინოთ მამხილებელი სიტყვები უფლისა:

- თქვენ განცხრომას ეძლეოდით ქვეყნად და ნებივრობდით და გულები დაისუქეთო...

მაშ, ყველა, ვინც დღემდე არაქრისტიანულად ვცხოვრობდით, შევუდგეთ ქრისტეს გზას, სარწმუნოებრივ ცხოვრებას, შევინანოთ, განვიწმინდოთ წმინდა საეკლესიო საიდუმლოებებში ცოდვებისაგან, რადგან თუ არ შევინანებთ, როგორც თვით მაცხოვარი გვეუბნება, ყველანი დავიღუპებით (ლუკა 13,3).

დიახ, ჩვენ ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისაგან, როგორც წმ. იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში (იოანე 1,7).

მაგრამ სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ ცოდვები არა აქვს, ან იციან, რომ აქვთ, მაგრამ არა აქვთ განცდა თვისთა ცოდვათა, ან ნაწილს აქვს ცოდვების განცდა და ქენჯნა სინანულისა, მაგრამ ბოროტმორცხვობის გამო, რომელიც ეშმაკისგანაა, არ ინანიებენ მღვდელმსახურებთან, რომელთაც თვით უფალმა მიანიჭა უდიდესი ძალაუფლება ცოდვათა მიტევება- არმიტევებისა, რომლის მსგავსი ძალაუფლება არ მიუნიჭებია უფალ ღმერთს არც ქერუბიმებისა და არც სერაფიმებისათვის, არც ანგელოზებისა და არც მთავარანგელოზებისათვის.

მაშ, ძვირფასებო, განვიწმიდოთ გულნი ჩვენნი ცოდვათაგან, რადგან სწორედ მაშინ, როცა ჩვენი გული წმინდაა, სულიწმიდა ხედავს ამას, მოდის ჩვენთან და ივანებს ჩვენში და ჩვენ ვხდებით ცოცხალი ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულიწმიდისა.

ამიტომ ვიჩქაროთ ყველამ ღვთის მიერ აღშენებულ და დაფუძნებულ ამ სულიერ სამკურნალო ღვთის სახლში - ეკლესიაში, სადაც აღესრულება განწმენდა და კურნება ჩვენი სულების და ცოდვების შებილწული ჩვენი სხეულებისა და იმისათვის, რათა უფალმა ღირსი გაგვხადოს აქაც და მომავალ მარადიულ ცხოვრებაშიც ცათა შინა წმინდანებთან და წმინდა ანგელოზებთან ერთად ყველანი ერთობ ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

21 რეგიონული პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


21.1 უნდა შევიმუშავოთ საქართველოს რეგიონული პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გიორგი ღავთაძე,
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი

დღეისათვის, სახელმწიფოს ერთიან ეკონომიკურ სისტემაში ცალკეული რეგიონების თუ ტერიტორიულ - ადმინისტრაციული ერთეულების ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაფართოებაზე თანმიმდევრულ გადასვლას რაიმე გონივრული, მიზანშეწონილი ალტერნატივა, ალბათ, არ გააჩნია1. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუაწლებიდან დაწყებული, ეკონომიკური და სოციალური პროცესების რეგიონალიზაციის ტენდენცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეიმჩნეოდა. ამ მხრივ, აღნიშნული პროცესების რეგულირების ფუნქცია სახელმწიფოს მართვის ცენტრალური დონეებიდან, სულ უფრო მეტად, ადგილობრივ (როგორც რეგიონულ, ისე მუნიციპალურ) ორგანოებს გადაეცემათ.

აღნიშნულს თავისი განმაპირობებელი მიზეზები გააჩნია. სახელმწიფოთა განვითარების ასეთი ფორმა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იმით, რომ ბევრი პოლიტიკოსი და ეკონომისტი იზიარებს აზრს ეკონომიკური და სოციალური პროცესების ადგილობრივ დონეზე გადატანის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ადგილობრივ დონეზე - ანუ იქ, სადაც გათვალისწინებული იქნება სამეურნეო აზროვნების ტრადიციები, ისტორიული გამოცდილება, განვითარების თავისებურებები და პერსპექტივები, ადამიანის სოციალურ და ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთზემოქმედების ხასიათი და ა.შ. მოვლენათა განვითარების ასეთი მიმართულება განპირობებულია ეკონომიკური სისტემის მრავალსაფეხურიანობითა და იმითაც, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა მწარმოებლის ბიზნეს - ინტერესების რეალიზაციის აუცილებელი და ობიექტური პირობაა. რეგიონი კი, თითოეული მეურნე სუბიექტის საქმიანობის უპირველესი არეალია.

ცნება რეგიონს, რეგიონული პოლიტიკის ფორმირების საკითხში, როგორც წმინდა ეკონომიკური, ისე პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია.

ეკონომიკური თვალსაზრისით, რეგიონების გაძლიერება მიგვითითებს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში არსებული ტერიტორიული წარმონაქმნების დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან ხარისხზე და სულაც არ გულისხმობს მათ გამოყოფას. ეკონომიკური სუვერენიტეტის რეგიონული სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონი სამეურნეო ორგანიზმის შუალედური დონეა. ერთის მხრივ, იგი წარმოადგენს ეკონომიკური რეგულირების ობიექტს ცენტრის მხრიდან, ხოლო მეორეს მხრივ, თვითონ გამოდის მარეგულირებლის როლში ქვედა დონესთან მიმართებაში.

რეგიონული წარმონაქმნების ეკონომიკური სტრუქტურები ეროვნული ეკონომიკების ორგანული შემადგენელი ნაწილებია. თუმცა, ისინი იმავდროულად შეიძლება განვიხილოთ, როგორც გარკვეულწილად დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემები, რომელთაც საკუთარი სოციალურ - ეკონომიკური ინტერესები და კვლავწარმოების სპეციფიკური პირობები გააჩნიათ.

რეგიონული მეურნეობრიობის ფენომენის ანალიზი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ სისტემაში მისი სტრუქტურული მდგომარეობის განსაზღვრას ემყარება. რეგიონი წარმოადგენს ერთეულს, რომელიც შინაგანად მოიცავს ცნება ტერიტორიას და რომელზეც, ასე ვთქვათ, დაეშენება სოციალურ - ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა. წარმოიქმნება დაგეგმვისა და მართვის სუბიექტი, რომელიც განკარგავს რესურსებს, შედის ეკონომიკურ ურთიერთობებში სახელმწიფოსთან, სხვა რეგიონებთან, საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან, მოსახლეობასთან, მეურნეობრივ სისტემასთან და ა.შ.

0x01 graphic

პოლიტიკური თვალსაზრისით, რეგიონი არის სახელმწიფო კანონმდებლობის ტერიტორიული წარმონაქმნი, რომელიც სახელმწიფოს შემდგომ დონეზე დგას და პოლიტიკური თვითმმართველობა გააჩნია. სახელმწიფო კანონმდებლობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისი ავტონომია, თვითმყოფადობა, უფლებამოსილება და ორგანიზაციული წყობა.

გარდა აღნიშნულისა, თანამედროვე ეტაპზე რეგიონულ წარმონაქმნებს მნიშვნელოვანი კულტურული, სოციალური თუ დემოკრატიული ფუნქციებიც ენიჭებათ. ევროპის რეგიონთა ასამბლეის ყოფილ პრეზიდენტებს ხ.პ. ი სოლეის (1992-1996) და ლ. ვან დერ ბრანდეს (1996- 2000) აზრით - რეგიონები, ფედერაციული სახელმწიფოები და ავტონომიური წარმონაქმნები, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიის ბურჯი და დასაყრდენია. სწორედ ამიტომ, მათ პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ პოლიტიკის, აგრეთვე ეკონომიკის (დასაქმების), კულტურის, გარემოს დაცვის, რეგიონული დაგეგმვის, მეცნიერული გამოკვლევებისა და სხვა დარგებში. ასეთი მიდგომები განმტკიცებულია „ევროპის დეკლარაციით რეგიონალიზმის შესახებ“1.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, თანამედროვე პირობებში ეკონომიკური, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტის დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში მიმდინარე პროცესების სწორად დაგეგმვას, რეგიონების განვითარების პერსპექტივებისა და ძირითად მიმართულებათა მეცნიერულ განსაზღვრასა და მათ რეალიზაციას2.

აქედან გამომდინარე, ერთობ მნიშვნელოვანია საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ შეიმუშავებს და ვინ განახორციელებს რეგიონულ პოლიტიკას. გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საკითხის მეცნიერულ კვლევასა და სერიოზული თეორიული დასკვნების გაკეთებაზე. სამწუხაროდ, ეკონომიკური პროცესების მიმდინარეობა ქვეყანაში ხშირად წინ უსწრებს მათ თეორიულ დამუშავებას. ამიტომ, რაც უფრო მალე მოხდება ამ მიმართულებით მუშაობის წარმართვა, მით უკეთესია, ვინაიდან რეგიონული პოლიტიკა, როგორც კომპლექსური ფენომენი, საჭიროებს სხვადასხვა მიდგომების შეჯერებასა და ურთიერთზემოქმედების პრინციპებზე დაფუძნებულ გამოკვლევებს. ჩვენი აზრით, მისი შემუშავება ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მიერ ერთობლივად უნდა მოხდეს, ოღონდ პრაქტიკული რეალიზაციის საქმეში უპირატესობა ადგილობრივ ორგანოებს უნდა მივანიჭოთ.

საქართველომ საჯაროდ განაცხადა დასავლური ფასეულობებისადმი მისი ერთგულების შესახებ. ცხადია, რადგან ორიენტაცია ავიღეთ ევროპაზე, იქ მიმდინარე პროცესები აუცილებლად იქონიებენ ზეგავლენას ჩვენთან არსებულ მდგომარეობაზე. ვფიქრობ, ყურადღებას იმსახურებს შემდეგი ტენდენციები: დასავლეთ ევროპის ინტეგრაციის და აღმოსავლეთის დეზინტეგრაციის პარალელური პროცესები; ეკონომიკისა და პოლიტიკის ინტერნაციონალიზაციის; რეგიონული წარმონაქმნების მნიშვნელობის არნახულად ზრდის პროცესი. ვფიქრობ, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ევროპელების პოლიტიკურ ორიენტაციასა და მსოფლმხედველობაზე ზეგავლენას იქონიებს მართვის სამი დონე: ევროგაერთიანება, ცალკეული სახელმწიფოები და განსაკუთრებით - რეგიონული წარმონაქმნები.

შესაბამისად, საქართველომ თავისი მომავალი განვითარების პოლიტიკურ- ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისას, ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინოს შემდეგ მომენტებზე:

- რეგიონების (მხარეების) ავტონომიის შემდგომი გაღრმავება; ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების გავლენის არეალების დადგენა (უფლებამოსილებათა და პასუხისმგებლობის მკვეთრი გამიჯვნა); ამიერკავკასიაში (როგორც რეგიონში) საქართველოს მნიშვნელობისა და როლის გაძლიერება.

თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მხოლოდ პირველ მომენტზე.

საქართველოში რეგიონების ავტონომიის გაღრმავების საკითხის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეგიონებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული სტატუსი და ფუნქციები, რაც განსაზღვრული იქნება მათი ისტორიით, კულტურით და კონსტიტუციური პრინციპებით. ზოგი რეგიონი შეიძლება ემყარებოდეს განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებს, სხვები კი იქმნება როგორც ადმინისტრაციული წარმონაქმნი, რომლებიც სახელმწიფოთა მიერ გადაცემულ უფლებამოსილებებს ახორციელებს.

სახელმწიფოებს, რომლის შემადგენლობაში საკუთარი საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ფინანსური ბაზის მქონე მყარი რეგიონული პოლიტიკური წარმონაქმნები შედიან, შეუძლიათ ოპტიმალურად გადაწყვიტონ თავიანთი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. რეგიონები ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში დემოკრატიის, დეცენტრალიზაციისა და თვითგამორკვევის აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია და ისინი საქართველოს მოსახლეობას გამთლიანებისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში მონაწილეობის გაფართოების საშუალებას მისცემს.

რეგიონების მონაწილეობა ქვეყნის ინსტიტუტების მიერ დაქვემდებარებულობის პრინციპის შესაბამისად გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ხელს შეუწყობს იმას, რომ სახელმწიფოს საქმიანობა უფრო ცხადი იყოს მოსახლეობისათვის.

რეგიონული ასპექტის ამაღლების შესაძლებლობა ფინანსურადაც უნდა იყოს განმტკიცებული შესაბამისი ბიუჯეტის უნარით, უზრუნველყოს ყველა ღონისძიების სრულყოფილი განხორციელება და გადასაჭრელი ამოცანების საბოლოო გადაწყვეტა. თანამედროვე პირობებში რეგიონული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა გახდეს ფინანსური დახმარების გაწევა იმ რეგიონების მიმართ, რომლებიც განსაზღვრული ნეგატიური ფაქტორების (არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ეკონომიკის მოძველებული სტრუქტურა, რთული დემოგრაფიული მდგომარეობა და სხვ.) ზემოქმედების გამო, თავიანთი ეკონომიკური განვითარებით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან საერთოსახელმწიფო საშუალო დონეს.

აღნიშნული კუთხით მსოფლიოში დაგროვილ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, სხვადასხვა დროს ასეთი დახმარების მაგალითები იყო: „რეგიონული სამეურნეო სტრუქტურის გაუმჯობესება (გფრ), რეგიონული მეურნეობის განვითარებაში დახმარება (საფრანგეთი) და სხვა. რუსეთის ფედერაციაში შექმნილია ფედერაციის სუბიექტთა ფინანსური დახმარების ფედერალური ფონდი“.

ამასთან, მსგავსი პროგრამების ცალკეული ნაწილით დასახული ამოცანების გადაჭრის შემოწმების პრაქტიკული საქმიანობა უნდა იკისრონ რეგიონებმა. ცენტრმა კი, უნდა გააკონტროლოს პროგრამის შესრულება მთლიანად, მისი ვადების დაცვა, მიზნების მიღწევა და ა.შ.

0x01 graphic

ქვეყნის რეგიონული პოლიტიკა ხელს უნდა უწყობდეს ადგილობრივი მეურნეობრივი სისტემის ისეთ განვითარებას, როდესაც გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური და სოციალური ამოცანები და მეურნე სუბიექტები ჩართული იქნებიან ადგილობრივი კვლავწარმოებითი ციკლების ფუნქციონირებაში. ეს უკანასკნელნი გახდებიან რეგიონის რესურსების, პროდუქციის და მომსახურების მომხმარებლები, რაც დადებითად იმოქმედებს რეგიონის ფინანსური ბაზის განმტკიცებაზე.

თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოთა განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ რეგიონული პოლიტიკა გატარდეს მხოლოდ ეკონომიკური და იურიდიული მეთოდებით და არა უწყებრივი დიქტატით. ისინი უნდა ქმნიდნენ მოცემულ ტერიტორიაზე მყოფ კომპანიათა საქმიანობისათვის ხელსაყრელ გარემომცველ არეს, რომელიც გავლენას მოახდენს მათ მიერ დამოუკიდებლად შემუშავებულ მმართველობით სტრატეგიაზე.

აღნიშნული მიდგომების განხორციელება საჭიროა არამარტო მეურნე სუბიექტების მიმართ, არამედ თვით რეგიონული წარმონაქმნებისა და ტერიტორიული ერთეულების მიმართ. ქვეყნის ნებისმიერი პოლიტიკის ფორმირება და რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული იმ პირობებზე, რომელშიც ის იმყოფება. ეს პირობები და პრობლემები ყველაზე თვალნათლივ წარმოჩნდება ადგილობრივ დონეზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ პოლიტიკის შემუშავება ეფუძნებოდეს და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს ცალკეულ რეგიონში არსებულ მდგომარეობას და მის წინაშე მდგომ ამოცანებს. თავის მხრივ, რეგიონის სტრატეგიული განვითარების პროგრამა უნდა წარმოადგენდეს მასში შემავალი ტერიტორიული ერთეულების (ან ერთეულთა გაერთიანებების) განვითარების გეგმების კომპლექსს. გარდა ამისა, რეგიონის განვითარება უნდა ითვალისწინებდეს საერთო რეგიონული მნიშვნელობის ღონისძიებებსაც, ხოლო ქვეყნის ერთიანი პოლიტიკა - საერთო - სახელმწიფო ამოცანებს. ანუ, საუბარია ორმაგ დამოკიდებულებაზე - ცენტრი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს რეგიონის პრობლემებს. ადგილობრივი ორგანოები კი, განვითარების გეგმების შემუშავებისას, ორიენტირად უნდა იღებდნენ საერთო - სახელმწიფო განვითარების ზოგად პრინციპებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, წინა პლანზე გამოდის ერთიანობისა და დაყოფის ოპტიმალური შეხამების აუცილებლობა. ამგვარი მიდგომა უნდა მოიცავდეს:

- ერთის მხრივ, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური, პოლიტიკური, მმართველობითი სისტემების და მეორეს მხრივ, ადგილობრივი შეხედულებების, კულტურის, მოსახლეობის, ბუნებრივი რესურსების და .. რეგიონული სპეციფიკის თავისებურებების ანალიზს.

ანუ, მოცემული ერთიანობის მომწიფებულობის ზომა განისაზღვრება არა მარტო ერთობლიობის შემადგენელი ელემენტების ინტეგრაციის ხარისხით, არამედ ამ ერთობლიობის ელემენტების დამოუკიდებლობის ზომის დიფერენციაციითაც3.

ჩვენს ქვეყანაში რეგიონული პოლიტიკის შემუშავებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ ანალოგიურ პრობლემებსა და ურთიერთობებს გააჩნიათ როგორც ზოგადი კანონზომიერებები, ისე კონკრეტული ქვეყნის მიხედვით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამოვლენის სპეციფიკური ფორმები. აქედან გამომდინარე, არ იქნება გამართლებული საქართველოში უცხოეთის ქვეყნების მაგალითებისა და გამოცდილების მექანიკური გადმოტანა, ჩვენი პირობებისა და პერსპექტივების გათვალისწინების გარეშე. აუცილებელია მათი კრიტიკული განხილვა, დადებითი და უარყოფითი მომენტების სისტემატიზირება და ჩვენი პირობების გათვალისწინებით ქართულ რეალობასთან მისადაგება.

ANNOTATION
The Indispensability and
Perspectives of Forming of Georgia's Modern Regional Policy

George Gavtadze, Full professor of Akaki Tsereteli State
University Full professor of Tbilisi State University of Economical Relations

Since the middle of 20-th century, we are facing the tendency of regionalization of economical and social processes in many countries of the world in order to transfer these processes on the local level, where will be considered the traditions of economical thinking and the character of ascendancy of human and nature.

While discussing the question of deepening the autonomy of regions in Georgia, we must consider that the regions may have the different status and functions, which are defined by their history, culture and principles of constitution.

The state regional policy should help the development of local economical system and it should be held by juridical and economical methods and not by dictatorship. It must create the favorable environment for the companies to help them to make their strategic policy of development.

_______________

1 დეკლარაცია რეგიონალიზმის შესახებ ევროპაში, 04.12.96.

2 ღავთაძე გ., ჩიხლაძე ნ., იმერეთის მხარის ეკონომიკური განვითარების პირობები და პერსპექტივები, ქუთაისი 2009, გვ. 4.

3 Беридзе Т. А., Экономические основы суверенитета: новые аспек- ты взаимодействия экономики и политики, Тб. 1995, стр. 142