The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №29


ცხელი შოკოლადი №29


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ბუგიანიშვილი ირაკლი, ბექიშვილი ნინო, ცეცაძე მაია, კორძაია-სამადაშვილი ანა, ხატიაშვილი თეო, აბზიანიძე ზაზა, სადღობელაშვილი ქეთი, გაფრინდაშვილი ლელა, დანელია ნინო, გვახარია გიორგი, ჯაფიაშვილი ნინო , ხაზარაძე მამუკა, ლომაძე ნინო, ბისკინდი პიტერ, კიკალეიშვილი სალომე , მორჩილაძე აკა, კალანდაძე მაგდა, ბუაჩიძე ანდრო , ჩეკურიშვილი ბელა, სტეფანოვიჩი ალექსანდრ
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ივლისი 2007 მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო ბექიშვილი ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, ნინო ლომაძე, ქეთი სადღობელაშვილი, ლელა გაფრინდაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ნინო დანელია, მაია ცეცაძე, ნინო ბექიშვილი, მალხაზ ხარბედია, გიორგი კაკაბაძე, ზაქრო ქამუშაძე, გია არგანაშვილი, ანდრო ბუაჩიძე, დავით პაიჭაძე, ზემხა, ბელა ჩეკურიშვილი, მაგდა კალანდაძე ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი, ქეთო ცაავა ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი დიზაინი დავით თეთრაძე, თორნიკე ლორთქიფანიძე მარკეტინგი ქეთა ბუაჩიძე სარეკლამო განყოფილების დირექტორი ირინა მატოიანი სარეკლამო განყოფილება გვანცა გუშარაშვილი, ნესტან ავალიანი, ნინო ძიძაძე რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. www.shokoladi.ge



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზაფხულია და ტესტოსტერონიც მომრავლდა ჩვენში და ესტროგენიც. ასე მხიარულად არც ერთ ნომერზე არ გვიმუშავია. ეს მხოლოდ ნინო ჯაფიშვილის და დავით კიკალიშვილის დამსახურება არ არის. თუმცა, ყველაფერი მაინც კიკალათი დაიწყო.

„გლამურის“ შარჟი გვინდოდა, ანუ საკუთარი თავის დაცინვა. ჩვენი გარეკანის პერსონაჟს ხომ იუმორის კარგი გრძნობა აქვს, ბურჟუაზიაც ხიბლავს, ჩუმჩუმად და ყველაფერზე დაგვთანხმდა, „P.S.-ის“ თათბირების დროის ხარჯზეც კი. თავიდან ცოტა მორცხვობდა, აბა, ადვილია, გაუძლო ძალიან ლამაზ შორენა ბეგაშვილს (რომელმაც დაამსხვრია ჩემი წარმოდგენები „შორენების“ შესახებ - შორენა და „ნაშა“ მე არ გამიგია-მეთქი, გავიძახოდი!) მერე ისე გახურდა, რომ ემანდ, ავფორიაქდით, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მაინც კეთილად დამთავრდა და შედეგიც სახეზეა - მრავალგვერდიანი ინტერვიუ დავით კიკალიშვილთან და ფოტო სესია. წაიკითხეთ ნინო ჯაფიაშვილის საავტორი სვეტი და ინტერვიუ და მიხვდებით, რატომ გვიყვარს კიკალა.

წაიკითხეთ ლელა გაფრინდაშვილის კომენტარი „ლიმურყვამაალ“ ანუ ველაპარაკოთ მათ!“ და მიხვდებით, როგორ უნდა ელაპარაკოთ შვილებს სექსზე. და საერთოდაც, რა კარგი და მშვენიერია ეს სამყარო, როცა ის წყვდიადში არ არის გახვეული და იქ ისეთი ადამიანებიც ცხოვრობენ, როგორიც რამინ ბაბუაა.

მათ კი, ვინც ჩემსავით აღშფოთდა „რუსთავი 2“-ის სიუჟეტზე, რომელიც ბავშვების „სექსუალურ თამაშობებს“ ეხებოდა, წაიკითხეთ ნინო დანელიას გამოხმაურება ამ თემაზე - ბავშვებს არაფერი აქვთ საშველი, მედიაში კი, უსაშველობაა.

აღშფოთებული ანა კორძაია-სამადაშვილი თუ გინახავთ ან წაგიკითხავთ? ამ ნომერში ანა ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ ილაშქრებს. ასეთი გაცეცხლებული ანა მე პირველად ვნახე. ძირს ფაშიზმი! გაუმარჯოს მულტიკულტურულ საქართველოს!

ქეთი სადღობელაშვილი გაკვირვებულია, ამდენი ერთ ნომერში როგორ მოვახერხეო - მაგრამ მოახერხა. ვსაუბრობთ თემაზე „აგრესიიდან - ძალადობამდე“, ვწერთ მასწავლებლების ლოტოტრონზე და უკეთ გაცნობთ მამუკა ხაზარაძეს, რომელიც ჰარვარდ-დამთავრებულ და წარმატებულ ბიზნესმენთან ერთად, კარგი ფოტოგრაფიც ყოფილა.

აქვე ლიტერატურული კონკურსის „საბას“ წლევანდელი დაჯილდოებაც მახსენდება და სიამაყით გატყობინებთ, რომ „ცხელი შოკოლადის“ ლიტერატურული ბლოკის რედაქტორი, მალხაზ ხარბედია „საბას“ ლაურეატი გახდა ნომინაციაში „წლის კრიტიკოსი“. იმედი გვაქვს, „საბა“ მალე „წლის საუკეთესო რეცენზიის“ კატეგორიასაც შემოიღებს და ამ კატეგორიაში ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნებული რეცენზია დაჯილდოვდება. სიტყვა ალესეთ, მწერლებო!

რატომ ხტება კინო სიცარიელეში? გოგი გვახარია ახლაც კანის ფესტივალის „ვარდისფერ“ და „ცისფერ“ აკრედიტაციებზე ქილიკობს და „ბერლინალეს“ დემოკრატიულობას ასხამს ხოტბას, და მაინც, შემდეგი კანის ფესტივალის მოლოდინით ცხოვრობს. რას იზამთ, ადამიანები წინააღმდეგობებით ვართ სავსე.

ვისაც დათო ტურაშვილი დაგაკლდათ თვალში, გაგახარებთ, რომ ბატონი დავითი შემდეგი ნომრიდან „საქართველოს უახლესი ისტორიის“ წერას იწყებს. გამაგრდით!

მოგწონთ რედაქტორის ფოტო?

თქვენც ხალისიან ზაფხულს გისურვებთ, ჩემო საყვარელო მკითხველებო!

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნინო ჯაფიაშვილი

რა უნდა ჰკითხო ისეთი, რაც არ იცი, რაც დაგაინტრესებს, რაც აღმოჩენა იქნებოდა შენთვის? თუ ფიქრობ, რომ მის შესახებ თითქმის ყველაფერი იცი და ხანდახან მის აზრებს უთქმელადაც კი ხვდები. თუკი, 15 წელია იცნობ და თანაც, ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში სამსახურშიც ყოველ დღე ერთად ხართ...

ერთი უმნიშვნელო აღმოჩენა ამ ინტერვვიუს ჩაწერისას მაინც გავაკეთე. არასდროს მიმიქცევია ყურადღება, რომ კიკალას ქერა კი არა, შავგვრემანი ქალები მოსწონს. არც ის ვიცოდი, რომ დამკვირვებლის როლი აურჩევია.

„დამკვირვებელი“ ...ეგებ, ეს იყოს ამ სტატიის სათაური. შეიძლება, მაგრამ ძალიან სერიოზულად ჟღერს კიკალასთვის. თანაც დამკვირვებელზე უფრო მეტად მეოცნებეა. „მეოცნებე“! - შეიძლება... ინგლისური dreamer, მგონი, უფრო მოუხდებოდა. The guy next door! - მომდის შეტყობინება მესინჯერზე. ინგლისურად ესეც კარგად ჟღერს. ქართულად როგორ იქნება? მეზობელი ბიჭი, ბიჭი შენს მეზობლად. - არა, ჩემთვის რომ ვწერდე ამ სტატიას, კარგი იქნებოდა. სხვებს კი, ეს სათაური, ალბათ, არაფერს ეუბნება. ალადინი? ხომ ამბობს, ალადინს ვგავარ, მეც მასავით გამიმართლა, ჩემი ლამპარი ვიპოვეო. ქართულ ზღაპრებში რომელი გმირი გავს ალადინს ყველაზე მეტად? ნაცარქექია?! - კიკალა ნაცარქექია! ახია მაგაზე ! მართლა ნაცარქექიას მაგონებს ხოლმე... ხანდახან.

- დათო, ნაცარქექია რომ დავარქვა სტატიას, გეწყინება?

- დაარქვი რა ...

- არ გეწყინება?! ნაცარქექია, ან მაგალითად ფანტაზიორი...

- არა, ფანტაზიორი არა, იცი რა დაარქვი: კონფორმისტი...

- რაა?! სულ გაგიჟდი?!.. მართლა რომ დავაქვა, არ გაბრაზდები?

- რატომ? ვარ და... მთავარია, სტატია დიდი არ იყოს, ხალხი არ დაღალო.

აი, ამიტომ მომწონს ეს ბიჭი!

0x01 graphic

დათო ტურაშვილი

სიამოვნებით გამოვტყდები რომ „ცხელ შოკოლადში“ ყველაფერი არ მომწონს, მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ გოგი გვახარიას „ცრემლიან სათვალეს“ და ყველაზე მეტად მგონი მისი ტექსტები მაინტერესებს ამ ჟურნალში. ზემოთქმულის მიზეზი (გარდა იმისა რომ გოგი გვახარია მართლაც მშვენივრად წერს), ჩვენი უახლესი ისტორიაა, რომელსაც იგი შეულამაზებლად გვიყვება და აღმოჩნდა რომ ადამიანს წარსულში დაბრუნება როცა მისი მომავალი ჯერ ისევ ბუნდოვანია, ძალიან მოსწონს. დანამდვილებით ვიცი, რომ „ცრემლიანი სათვალე“ სხვა მკითხველებსაც ძალიან მოსწონთ და აქედან გამომდინარე, ასეთი დასკვნების გაკეთება, ძნელი არც უნდა იყოს.

ამიტომაც გადავწყვიტე რომ „ცხელ შოკოლადში“ მეც ის დავბეჭდო, რაც ჩვენს მკითხველს ყველაზე მეტად აინტერესებს და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენი უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი პროცესების მონაწილე და თვითმხილველი ვარ. შეიძლება ჩემი შეფასებები, დასკვნები და ანალიზი, ისეთი ზუსტი არ იყოს, როგორც ამას გოგი გვახარია ახერხებს, მაგრამ ჩვენს მკითხველს ამთავითვე შემიძლია, დავპირდე, რომ ვიქნები ძალიან გულწრფელი და ყველაფერს ისე მოვყვები, როგორც სინამდვილეში იყო. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ასეთი წიგნის დაწერა დავიწყე კიდეც, მაგრამ მაშინ საკუთარი წარსული ადამიანებს უფრო მეტად სძულდათ, ვიდრე აინტერესებდათ, რადგან საკუთარი თავის დანახვა არცთუ ისე სასიამოვნო იყო. ახლაც არ იქნება მაინცადამაინც სასიხარულო საკუთარი შეცდომების აღმოჩენა, მაგრამ კიდევ რამდენიმე წლით რომ გადავდო ამ წიგნის გამოქვეყნება, ბევრი რამ უბრალოდ დამავიწყდება და მირჩევნია პასუხისმგებელიც ყველაფერზე, რასაც დავწერ, მანამ ვიყო, სანამ ყველაფერი კარგად მახსოვს. მახსოვს კარგიც და ცუდიც, სასაცილოც და სატირალიც, კეთილიც და ბოროტიც, მხიარულიც და სევდიანიც და მახსოვს ყველაფერი, რაც ჩვენს უცნაურ ქვეყანაში უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ხდებოდა, რადგან ყოველთვის ვცდილობდი ნაკლები ხორცი მეჭამა და მეტი თევზი. მეხსიერებისათვის კი თევზი საუკეთესო საკვებია და შემიძლია ისეთი დეტალებიც დავაზუსტო „ცხელი შოკოლადის“ ფურცლებზე, რომელიც სულ სხვაგვარად იყო სინამდვილეში და ოფიციალურ ან მოარულ ზეპირმეხსიერებას კი სულ სხვაგვარად შემორჩა.

ამ გადაწყვეტილების მიღება და ამ წიგნის გამოქვეყნება „ცხელი შოკოლადის“ ფურცლებზე, გოგი გვახარიას გარდა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაცაა, რადგან ჩვენს ხელისუფლებაში ისეთი უცნაური ადამიანებიც მოხვდნენ, რომელთა აზრით ჩვენი ისტორია მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა ისინი აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში და მათთვის მგონი ყველაზე სასურველი იქნებოდა იმის შეხსენება, რომ საქართველო მანამდეც არსებობდა.

საქართველო ჩვენამდეც არსებობდა, არსებობდა მანამდეც, სანამ პირველ მიტინგებს დავგეგმავდით ჯერ კიდევ სკოლის მოწაფეები თუ უნივერსიტეტის სტუდენტები, მაგრამ ჩვენი წიგნის ისტორია სწორედ ჩვენი აქციებით იწყება, რადგან ეს თვითმხილველის წიგნია და მხოლოდ იმის მოყოლა მინდა, რაც საკუთარი თვალით მინახავს და რისი მონაწილეც პირადად ვიყავი. ჩემს გარდა, იმ პროცესების მონაწილე უამრავი ადამიანიც იყო, ვისაც არაფერი მოუთხოვია იმ ზღვა ენერგიისა და ბრძოლის სანაცვლოდ, რასაც ეროვნული მოძრაობა ერქვა და ეს წიგნიც უპირველესად სწორედ მათ ეძღვნება - უსახელო გმირებს, რომლებიც მხოლოდ გაღებაზე ფიქრობდნენ და არა მიღებაზე.

მაშინაც იყვნენ ადამიანები საქართველოში, ვისაც თავისუფლება სურდა ჩემსავით და არა ხელისუფლება, (ბევრისთვის პირიქით იყო) მაგრამ ჩვენი მიზანი და სურვილი ამბების მოყოლაა და არა ამ ამბების შეფასება ან ვინმეს განკითხვა, რადგან დასკვნებს ჩვენზე უკეთ, ჩვენი მკითხველი გააკეთებს.

მკითხველს კი ახლავე დავპირდები რომ „ცხელი შოკოლადის“ შემდეგი ნომრებიდან არ მოიწყენს, თუ მოიცლის და ჩვენს წერილებს წაიკითხავს ჩვენი დაუწერელი თუ დაუმთავრებელი წიგნიდან „იყო და არა იყო რა“...

0x01 graphic

გიორგი გვახარია

კანის ფესტივალზე როცა ვწერდი, ერთმა არც თუ სასიამოვნო აზრმა გამკრა თავში; თუკი ჩვენი ძვირფასი რედაქტორი ხუმრობს, ჩემი ცხოვრება ლამის ორად გაიყო, ეროსი კიწმარიშვილის გაცნობამდე და გაცნობის შემდეგო, მე არ ვხუმრობ და სრული სერიოზულობით ვამბობ - ბოლო ორი წელიწადი ორად მაქვს გაყოფილი, კანის ფესტივალამდე და კანის შემდეგ! მთელი წელი ველოდები მაისის მეორე ნახევარს, ათას გეგმას ვაწყობ, ვბრუნდები კანიდან და ახლა მომავალი წლის მაისს ველოდები... ამ ლოდინში კი დრო ძალიან სწრაფად გადის. ამ ლოდინში, ჩვენი ძვირფასი და ახალგაზრდა რედაქტორისგან განსხვავებით, ხუმრობის ხასიათზე აღარ ხარ. რადგან მას ყველაფერი წინა აქვს, როგორც იტყვიან, შვილად მეკუთვნის. მე კი, იმის მაგივრად რომ ყველაფერი მოვასწრო, „დროს ვაჩქარებ“, რათა მალე დადგეს 2008 წლის გაზაფხული.

ზღვა და კინო. და, რა თქმა უნდა, მეგობრების გარემოცვა. მე პირადად, მეტი არც არაფერი მჭირდება ცხოვრებაში. ზღვა თუ მოგბეზრდა, ფილმზე შეხვალ, თუკი კინომ დაგღალა, ზღვაზე კი ქარბუქია, მეგობრებს დაელაპარაკები. იქ, კანში, ერთადერთზე გწყდება გული - გინდა, შენს გვერდით იყვნენ საყვარელი ადამიანები, აბსოლუტურად ყველა - ის ხალხი, ვინც „მამად“, „დედად“ და ისიც, ვინც „შვილად“ გეკუთვნის. და არა იმიტომ, რომ ფესტივალის სასახლესთან „ზვიოზდებს“ ნახავს, მერე კი თბილისში ჩამოვა და მოყვება ათას სისულელეს... უბრალოდ, კანში დრო ძალიან ნელა გადის, ყოველი წუთი ზეიმია. ამ ზეიმს კი ვერ აღწერ, ვერ მოყვები. კანის „სამოთხე“ რომ იგრძნო, უნდა დაყნოსო იქაურობა - ზღვის სუნი, გაჟღენთილი ყველაზე გემრიელი კრუასანისა და ყველაზე კარგი ყავის არომატით.

მერე კანის ფესტივალზე უნდა ვწერო. ე.ი. კანი დავუმატო „სათვალეს“, ტექსტს, რომელიც უამრავ ენერგიას და ნერვებს მოითხოვს ჩემგან. შეიძლება შეცდომა დავუშვა, მაგალითად, დავწერო, რომ ჟანა მორო, მაილს დევისის მუსიკის ფონზე, ულამაზესად ეწევა სიგარეტს ფილმში „ლიფტი ეშაფოტზე“ - ამ მოწევაზე ავაწყო მთელი „სათვალე“. ცოტა ხნის შემდეგ კი ხელახლა ვნახო „ლიფტი“ და აღმოვაჩინო, რომ ჟანა მორო იქ საერთოდ არ ეწევა სიგარეტს. ასე იცის, დროის „აჩქარებამ“, ანუ პრობლემებმა მეხსიერებაში... სხვაგვარად რომ ვთქვათ - „ასაკში შესვლამ“.

0x01 graphic

ქეთი სადღობელაშვილი

ჩემთვის ვფიქრობდი, რედაქტორი ყველა ვარიანტში მომთხოვს საავტორო სვეტის დაწერას და რადგან ეს საქმე სასტიკად მეზარება, დისკუსიის თემატიკიდან გამომდინარე, დავწერ - რედაქტორი ჩემზე ძალადობას ახორციელებს-მეთქი, მაგრამ ისე მოხდა, რომ თავად მომინდა სვეტის დაწერა.

სულ ტყუილად მიმტკიცებდა მამუკა ხაზარაძე - წარმატების 99%25 შრომისმოყვარეობაზე მოდის და მხოლოდ 1%25-ია იღბალიო. ამ თეორიის არც ადრე მჯეროდა და ჩემი უიღბლობიდან გამომდინარე, ვერც ახლა დავიჯერებ (არ გეგონოთ, ბედს ვემდუროდე).

ჯერ იყო და ბიზნესმენთან მომიწია შეხვედრა და მასალის მომზადება, ჩემს სიცოცხლეში პირველად. იმის მიუხედავად, რომ მამუკა ხაზარაძე ყოველთვის კულტურულ და წესიერ ადამიანად მიმაჩნდა (ამ შეხვედრამდე არც ვიცნობდი, მაგრამ ინტუიცია მაქვს კარგი), ინტერვიუს მომზადების დროს მაინც ვინერვიულე. პირველი შეხვედრის ადგილი თიბისი ბანკი აღმოჩნდა. გაწკრიალებული ბანკი და მიმქროლავ-მომქროლავი ხალხი იმდენად არა, მაგრამ ეს კაბინეტი, მდივანი, PR მენეჯერი (უაღრესად კეთილგანწყობილები) რაღაცნაირად მბოჭავს, ამიტომაც, პირველი შეხვედრისას ჩვენი ინტერვიუ საქმიანი, მაგრამ ცოტა მშრალი გამოვიდა. მეორე დღეს კი ადრიან დილით იპოდრომზე, თავლის, ცხენების და მეჯინიბეების გარემოცვაში სივრცეც გაიხსნა და ადამიანიც. როგორი იმპულსი მოდის ცხენებისაგან! როგორი სრულყოფილია ცხენი, ადამიანსაც გავიწყებს (ალბათ იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს სჯობს), მოვალეობებსაც და გადათხრილი იპოდრომის ნახერხიანი ფუნით ამოვსებულ ფეხსაცმელსაც. ულაყი ესტამპი და ფაშატი ხატია წმინდა სისხლისანი არიან, ულამაზესი კვიციც ჰყავთ - ხეოფსი. ესტამპი რუსეთში უყიდია ხაზარაძეს, როცა ცხენის პასპორტში ჩაიხედა, მაშინ გაიგო, რომ ესტამპი არძინბას ცხენი ყოფილა. „ძალიან მყარი ფსიქიკა აქვს, ამასწინათ ლისის ტბაზე მივდიოდით და სახანძრომ გაგვიქროლა წივილით (ცხენი წითელ ფერზე და მოთამაშე შუქზე გიჟდება) ესტამპი დადგა და არც კი შეირხაო.“ მისი ძველი პატრონის შემხედვარეს ფსიქიკა გაუმყარდებოდა, აბა, რა იქნებოდა. უცნაურია ცხენისა და კაცის ურთიერთობა (სულ გურამ რჩეულიშვილი მახსენდება მაგ დროს) - როცა ჩორთით დადიან, ხაზარაძე კიდეც ელაპარაკება ცხენებს და კიდეც უმღერის. ორივე ცხენი შესანიშნავად გრძნობს პატრონს, მალე ლისის ტბაზე გადაბარგდებიან, რეკრეაციულ ზონაში ჟოკეი-კლუბიც კეთდება. ახლა, თუ არ გამაჩერებთ, ცხენებზე დაუსრულებლად ვიქაქანებ და ეს მასალაც გვერდზე მიმრჩება. 99%25-იანი უიღბლობა რა შუაშიაო - იკითხავთ. გიორგიმ და ხერხემ გადაღების მერე იპოდრომზე დამტოვეს. წინადღეს შეწყვეტილი ინტერვიუ ორკვირიანი წვიმით დამბალ, ტომარადაფენილ სკამზე ჩამომსხდარებმა განვაგრძეთ, ჩიტების ჭიკჭიკისა და ცხენების ჭიხვინის გარემოცვაში. მართლა კარგი იყო, ბუნებრივი და სადა, მე რომ მიყვარს ისეთი. ინტერვიუს მერე, ძელსკამიდან რომ წამოვდექით და წამოსასვლელად მოვემზადე, ცოტა შემაფიქრიანა სველმა უკანალმა (ტომარა გაჟღენთილა, მაგრამ კიდევ კარგი, წარწერები არ გადამივიდა ღია ფერის შარვალზე, თორემ არ გინდოდა MADE IN BRAZIL-ის გრიფით ან ტომრის პარტიის ნომრებით სიარული?), მაგრამ გეფიცებით, თუ ეს არ მერჩია 420 ლარიანი „პროშუტოსა“ და სატაცურიანი ხინკლის ჭამას. მაპატიე, ძვირფასო მკითხველო, თუ ამ ნომერში ჩემს გვარს რამდენჯერმე შეხვდებით, რა შრომისმოყვარეობა მეტაკა, არ ვიცი. ეტყობა, დეპრესიაში ვარ!

3 კულტ-მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბუგიანიშვილი

ART BASEL საერთაშორისო არტ-გამოფენა

თუ თვლით, რომ სახვით ხელოვნებას მუსიკასთან ანდა კინოსთან შედარებით ნაკლები მოყვარული ჰყავს, Art Basel-ი ამ აზრს აუცილებლად გაგიქარწყლებთ!

წელს ბაზელი 300 გალერეას, 30 ქვეყანას და 2000-მდე ხელოვანს მასპინძლობდა. ნამუშევრების წარდგენა აქ მხოლოდ პრესტიჟულ და ცნობილ გალერეებს შეუძლიათ. ამჯერად პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ მოსკოვური გალერეა XL იყო მონაწილეთა შორის, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებიდან კი - პოლონური და სლოვაკური გალერეები.

წელს პირველად, ქართველი ხელოვანის ანდრო ვეკუას ნამუშევრები გალერეებმა Gladstone და Kilchmann-მა გამოფინა.

აქცენტი არტ-ბაზელის გამოფენაზე თანამედროვე ხელოვნების უახლეს ნიმუშებზეა ხოლმე, თუმცა, წელს პიკასო, კანდინსკი, კლეე, შილე, კლიმტი, ჯაკომეტი, მონე და კიდევ უამრავი მხატვარი გახლდათ წარმოდგენილი.

Art Basel იმდენად გრანდიოზულია, რომ ამავე ქალაქში სხვა მსგავსი გამოფენების შექმნა განაპირობა. იმართება LISTE Basel, SCOP EBasel და უამრავი სხვა შედარებით პატარა ღონისძიება. „შვილობილ“ გამოფენებს შორის ყველაზე აღიარებულია LISTE Basel - The young art fair, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდა და დამწყებ შემოქმედებს მასპინძლობს.

წელს საქართველო არ იყო მონაწილე ქვეყნების სიაში, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ახლო მომავალში უფრო მეტ ქართველ ხელოვანს მიეცემა საშუალება თავისი ნამუშევრები მსოფლიოს წარუდგინოს.

ავტორი: ირაკლი ბუგიანიშვილი

ლევან ხარანაულის გამოფენა ვერნისაჟში

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

„ჩემი შვილის საყვედურით სავსე თვალები მიყურებენ მე მისი თორმეტივე ავტოპორტრეტიდან“ - როცა ამ სტრიქონებს პოეტი ბესიკ ხარანაული წერდა, ლევანი მაშინ, მართლა პატარა ბიჭი იყო. ახლა უკვე, ჩვენშიც და უცხოეთშიც აღიარებული მხატვარია და ისევ ისე უყვარს ავტოპორტრეტის ხატვა, როგორც მაშინ. უყვარს, არ წყინდება და გამოსდის კიდეც. ხარანაულზე ტელევიზორშიც ხშირად ყვებიან, ჩვენი ჟურნალის მკითხველებსაც ნამდვილად უნდა ახსოვდეთ ნინო კვაჭანტირაძის მშვენიერი წერილი კაცზე, რომელმაც ამ რამდენიმე წლის წინ თბილისიდან გუდანაბადი აიკრა და თიანეთში, მამა-პაპისეულ სახლში გადაბარგდა. იმუშავებს თიანეთში, ღუღუნა ღუმელთან მთელი ზამთარი, მერე ნამუშევარს თბილისში ჩამოიტანს და გამოფენს. ახლაც, გალერეა „ვერნისაჟში“ ლევანის ბოლოდროინდელი ნახატებია გამოფენილი. შორს წასვლა სულაც არა სჭირდება, ლამაზი შვილები ჰყავს, დაისვამს და დახატავს მორიგეობით. თიანეთის თოვლიანი პეიზაჟიცა და იორის ველიც მისია, მშობლიური. ნატურმორტებიც ეგეთი აქვს - შინაურულად უბრალო და თბილი. პაწაწუნა, გაცვეთილი ფეხსაცმელები, რომელთაც ლევანმა „საფეფუცოები“ დაარქვა, ლამის ყველგანაა, ნატურმორტებზეც, ავტოპორტრეტებზეც, ვკითხე, რატომ ხატავ ამ ფეხსაცმელებს მეთქი და - კარგია და იმიტომო. ჰოდა, თქვენც, კარგი ნახატების ნახვა თუ გინდათ, აუცილებლად ეწვიეთ „ვერნისაჟს“, თვალებსაც გაახარებთ და გულსაც.

ავტორი: ნინო ბექიშვილი

ჩუბიკას შავი და თეთრი ანგელოზები

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

5 ივნისი. 20.00 მოდის სახლი მატერია

შავ-თეთრი, უცხო, მოულოდნელი... ამგვარად შეაფასეს მოდის მოყვარულებმა დიზაინერ ნინო ჩუბინიშვილის პარიზული გამოცდილებით შექმნილი კოლექცია, რომლის ჩვენების მასპინძელიც სამოდელო სახლი „მატერია“ გახლდათ, მუსიკისა და მცირე თეატრალური მიზანსცენების ავტორი კი ნიკა მაჩაიძე.

მაღალ მოდაში მუშაობის სურვილმა, ნინო ჩუბინიშვილი სამშობლოს მცირე ხნით დააშორა. პარიზში იმისთვის იცხოვრა, რომ საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში ესწავლა, შემდეგ კი პარიზის პერფორმანსის თეატრში ემუშავა. ჩუბიკას ბოლო პროექტი „შავი და თეთრი ანგელოზები“ ამ ფერების კომბინაციით შექმნილი კოსტიუმებია, სადაც მისი მთავარი მუზა ხან „დაცემულია“, ხანაც კი პირიქით - ამაღლებული.

ექსპერიმენტატორი დიზაინერი, ნაკლებად ინტერესდება „მოდის უახლესი ტენდენციებით“ და მხოლოდ იმას ქმნის, რაც თავად მოსწონს. ალბათ, ამიტომაც თბილისში საკუთარი კოლექციის წარდგენას, სტანდარტული „ჩვენების“ ნაცვლად, დადგმული „შოუ-რუმი“ უწოდა.

ბოლო დროს შექმნილი 10 კაბა, საგანგებოდ თბილისისთვის შემოინახა და მორიგი კოლექცია სამშობლოში შვიდწლიანი პაუზის შემდეგ წარმოადგინა. ამიერიდან კი სამოდელო სახლ „მატერიის“ დიზაინერთა რიგებში ირიცხება და „ჩუბიკას“ საკიდის მონახულებაც იქ შეგიძლიათ.

ავტორი: მაია ცეცაძე

თიხის ოფისი კერამიკის პროპაგანდისთვის

0x01 graphic

ფოტო: ქეთო ცაავა

გალერეა რაციო. 19 ივნისი. 18:00

თიხასთან „ურთიერთობას“ შეჩვეულ ხელოვანებს ამიერიდან საკუთარი ძალების რეალიზებაში ახლადშექმნილი ფონდი „თიხის ოფისი“ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ხუთი კერამიკოსის მიერ დაარსებულ ფონდს მხარდაჭერა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმაც“ გამოუცხადა და კუთვნილი გალერეა „რაციოს“ სივრცე უსასყიდლოდ დაუთმო. სასტარტო გამოფენამ 20 მონაწილე კერამიკოსის ნამუშევრები გააერთიანა. გალერეის სივრცეში გამოფენილი იყო ორიგინალური ტექნიკით შესრულებული დეკორატიული ნაკეთობები, უჩვეულო ფორმის ზარდახშები... კერამიკოსების მოზიდვას „თიხის ოფისი“ საქართველოში ამ დარგის გამოცოცხლების მიზნით აპირებს. ამ დარგში მუშაობის მსურველები თუკი კერამიკოსთა „წესდების პარამეტრებში“ ჩაჯდებიან, ფონდის მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ გამოფენებშიც საპატიო ადგილს დაიკავებენ.

ავტორი: მაია ცეცაძე

თბილისი, ოკუპაციის მუზეუმი

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

8. 06. 2007

„კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია“ - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ოკუპაციის მუზეუმში გაიმართა. ეს გახლავთ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ოთხმოცდამესამე კონგრესის საგანგებო კომიტეტის სპეციალური ანგარიში №6 „კომუნისტური აგრესიის შესახებ“, რომელიც პირველად ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ბეჭვდითი ორგანოს მიერ 1955 წელს იყო გამოქვეყნებული.

გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს წარმოადგენს, ბატონ ნიკოლოზ რურუას ინიციატივით თარგმნილი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ეს ახალი წიგნი, რომლის რედაქტორიც ლაშა ბუღაძე გახლავთ, შეიძლება პოლიტიკური ფანტასტიკის ჟანრს მივაკუთვნოთ, ან საშინელებათა რომანს - მასში მოყვანილი ფაქტები მეტისმეტად თავზარდამცემია, და ამავდროულად უზომოდ ჰეროიკული: ამბავი იმისა, თუ როგორ იბრძოდა პატარა საქართველო ქვეყნის ოკუპაციის პერიოდში თავისი ღირსებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის.

წიგნი ოკუპაციის მუზეუმში მიბრძანებულ ყოველ მოქალაქეს შეუძლია აიღოს: ის დარბაზებში წარმოდგენილი ექსპოზიციის გაგრძელებაა, და გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესოა, სიამაყითაც აგივსებთ გულს, რაც, დამეთანხმებით, თავისთავად შესანიშნავი რამაა.

მაღაზიის ინტერიერს მორგებული ექსპოზიცია

0x01 graphic

ფოტო: ქეთო ცაავა

ლევან ლაღიძე გამოფენებისთვის საგანგებოდ არასდროს ემზადება. როცა ჩათვლის, რომ საკუთარი ნამუშევრების გადამოწმების დრო მოვიდა, პერსონალური ექსპოზიციისთვის თვალის შევლების საშუალებას სხვებსაც აძლევს. ბევრი არც მაშინ უყოყმანია, როდესაც „ოპერა ინტერიერის დიზაინის“ მესვეურებმა მისი საღამოს ორგანიზების სურვილი გამოთქვეს. ბოლო ნამუშევრებს თავი მოუყარა და მაღაზიის სივრცეს ისე მოარგო, რომ საკუთარი ნამუშევრები დარბაზის ინტერიერისთვის ზუსტად მიესადაგებინა.

ლევან ლაღიძე თანამედროვე მხატვრობისგან განსხვავებული სტილით გამოირჩევა, რასაც თავად ავტორი ჩვეულებრივი ფორმალობით ხსნის: მხატვრის იდეოლოგიას მისი „სამეტყველო ენა“ განსაზღვრავს, ამ მხრივ კი გენეტიკურ ფაქტორებზე მეტად, საკუთარ „შინაგან ხმას“ უნდა მისდიოო. ლაღიძის ოსტატური მონასმებით გამორჩეულ ხელოვნებას, ყოველდღიური განახლება და გარკვეული სტილისტური გზის „ჯიუტი“ ერთგულება განსაზღვრავს, რასაც ყოველთვის მიყავს თანადროულობასთან.

ავტორის ახალ ნამუშევრებშიც უწინდებურია მისი ტექნიკა, სადაც ისევ მკვეთრი ფერები ჭარბობს. ლევანი ამ ფაქტსაც ახსნას უძებნის და მხატვრული „სამზარეულოს საიდუმლოსაც“ ამხელს: „რაც უფრო მარტივდება კომპოზიციურად სიუჟეტი, მით უფრო ცდილობ, რომ ფერადოვანი და ამავე დროს სიღრმისეული გახდეს“.

საინტერესო ავტორის ტილოები გალერეის სივრცეს აითვისებდა თუ შოუ რუმისას, არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონია. მთავარია, რომ მის ახალ ნამუშევრებს დამთვალიერებელი არ მოკლებია.

ავტორი: მაია ცეცაძე

ბუხენის კულტურის ღამე

0x01 graphic

13 ივლისს ხელოვნების მოყვარული ევროპელები ბუხენში ჩადიან. ამ დღეს მთელი ქალაქი გალერეად იქცევა. ისედაც ლამაზი ქალაქია - შუასაუკუნეებისა, პატარა, მოვლილი. ამ ფონზე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ხილვა ერთიათად სასიამოვნო რამაა.

„ხელოვნება საყოველთაო კულტურაა,“ აცხადებენ ბუხენელები, „და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“. ბუხენში ხელმისაწვდომია პიკასოს, მიროს, დალის, შაგალის, ჰუნდერტვასერის - და ირაკლი ბუგიანიშვილის, ვახტანგ ახალკაციშვილის, ლევან მინდიაშვილის და მალხაზ დათაშვილის ხელოვნება.

დიახ, ჩვენი ფიგურატივისტებისა! როგორია? ყოჩაღ, ბიჭებო!

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

გაიცანით: კესარია ნიჟარაძე

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ეს გახლავთ კესო ნიჟარაძე, თერთმეტი წლისა, ფალიაშვილის სახელობის №1 სამუსიკო სასწავლებლის, ჩვენთვის - ნიჭიერთა ათწლედის, ქალბატონ ვეკა სვანიძის მოსწავლე.

გასულ წელს კესარია პარიზში სკრიაბინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა - და გაიმარჯვა. ეს მისთვის პირველი კონკურსი და პირველი პრიზი იყო. წელს კი, 18 მაისს, კესო კვლავ პიანისტთა საერთაშორისო კონკურზე მიიწვიეს, ამჯერად რომში, და კესომ კვლავ გაიმარჯვა - პირველი პრემია, საუკეთესო შემსრულებლის და ვატიკანის რადიოს სპეციალური პრიზები დაიმსახურა. თან ყველა ასაკის შემსრულებლებს შორის მხოლოდ მან შეაგროვა 99 ქულა - ყველაზე მეტი.

ამჟამად კესარია ნიჟარაძეს შინ ოქროსფერი მედალი და ლითონის ფირფიტები აქვს, ყუთებში ჩალაგებული: წითელ ყუთში - პირველი პრემია, მეორეში კი ვატიკანის ჯილდო ინახება. „ცხელი შოკოლადი“ პატარა პიანისტს წარმატებას უსურვებს და დარწმუნებულია, რომ იმ დროისთვის, როცა ის დიდი ქალი და ჩვენი „ისტორიების“ გმირი იქნება, მას კიდევ მრავალი გამარჯვების ამბავი ექნება მოსაყოლი.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

შოთა რუსთველის ძეგლი კიევში

0x01 graphic

ორი წლის წინ ბევრს გაუკვირდა, როცა შესარჩევ კონკურსში ახალგაზრდა, უცნობი მოქანდაკის პროექტმა გაიმარჯვა და გადაწყდა, რომ კიევში რუსთველის მონუმენტს ვალო იმერლიშვილი დადგამდა. მისი უფროსი კოლეგები შეცბუნებას ტელეკამერების წინაც კი ვერ მალავდნენ. მახსოვს, მაშინ უფროს კოლეგებზე გავბრაზდი, სამაგიეროდ, ჟიურის გადაწყვეტილებამ გამახარა - მონუმენტის მაკეტი არაფრით ჰგავდა იმას, რაც თანამედროვე ქართველს წარმოუდგება თვალწინ სიტყვა ძეგლის გაგონებაზე და რასაც ჩვენ, უკვე კარგა ხანია შევეგუეთ - ტლანქ და მკაცრ მხედრებს, ერის მამებს, მენტორებს, მოძღვრებს (თუმცა, ვაღიარებ, ქალაქის მთავარ მოედანზე წამოჭიმულ ოქროცურვილ კიჩს, ნამდვილად ვერ მივეჩვიე და რამდენჯერაც შევხედავ, გულში იმდენჯერ ვიგინები!). უზარმაზარ სამუშაოს ორი წელი დასჭირდა და 7 ივნისს, კიევში, შოთა რუსთველის მონუმენტი დიდი ზარზეიმით გაიხსნა. ვუყურებდი ტელესიუჟეტს და ცოტა გულიც მწყდებოდა, მონუმენტი კიევში რომ დადგეს და არა თბილისში. ის რამდენიმე ქანდაკებისგან შედგება და მთლიანად ქვაშია ნაკვეთი. ქანდაკებებზე, თითოეული „ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდს რომ ასახავს, ჩამოჯდომაც შეიძლება, ფეხის ფეხზე გადადებაც და სიგარეტის გაბოლებაც, ანუ, უბრალოდ, დასვენება! და რაც ყველაზე უცნაური და ლამაზია - რუსთველის ბარელიეფზე, რომელიც რელიეფის სახით იკითხება მონუმენტზე, ღამღამობით პროექტორის მეშვეობით შოთა რუსთველის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ცნობილი ფრესკა გაცოცხლდება.

ვალო იმერლიშვილის რუსთველის მონუმენტი მშვენიერი ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ტრადიცია და თანამედროვე ტექნოლოგიები ბუნებრივად დაუკავშირდეს ერთმანეთს, და თანაც, ეს ყველაფერი მკვდარი ძეგლი კი არა, ცოცხალი გარემოს ცოცხალი ნაწილი იყოს.

ავტორი: ნინო ბექიშვილი

რა ხდებოდა თამარაშენში

0x01 graphic

ფოტო: ლევან ჩოლოყაშვილი

გიყვართ „ვეფხისტყაოსანი“? და სამშობლო? თუ კი, აფსუსია, რომ 17 ივლისს თამარაშენში არ ბრძანდებოდით - ბედნიერი იქნებოდით და ეს დღე არასოდეს დაგავიწყდებოდათ.

ივანე მაჩაბლის ერთ დროს დიდებული ეზო-კარი დღეს სავალალო მდგომარეობაშია - პირველი ჭურვები მას მოხვდა. მაგრამ მაინც დიდებული სახლია, თან სულ მალე აღდგება. მანამდე კი იქ თამარაშენელები შეიკრიბნენ და თბილისიდან ჩასულებთან ერთად ეზოში „ვეფხისტყაოსანი“ წაიკითხეს, თავიდან ბოლომდე.

მოდით, არ დავიწყებ მათ ჩამოთვლას, ვინც ეს დღე საკუთარ თავსაც და მრავალ სხვასაც ზეიმად უქციეს - ხომ არ ვიტყვი, ცნობადი და არაცნობადი სახეები-მეთქი, სირცხვილია. მშვენიერი თამარაშენის, მისი გმირი მცხოვრებლებისა და „ვეფხისტყაოსნის“ დარი მეგობრობისა და სიყვარულის ამბებსაც სხვა დროს მოგიყვებით. ახლა კი მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ამიერიდან შოთა რუსთაველის დღეები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სოფლებში გაიმართება ხოლმე. მოგეხსენებათ, საკითხავიც და მოსავლელიც ბევრი გვაქვს, თან შესანიშნავი.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

ალან რიკმანი თბილისში

0x01 graphic

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის, ქართულ-ბრიტანული კულტურის პლატფორმისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თაოსნობით, რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა ინგლისელი მსახიობი და რეჟისორი ალან რიკმანი. ჩვენში „რობინ ჰუდში“, „გრძნობა და გონებასა“ თუ „სუნამო, ერთი მკვლელობის ისტორიაში“ შესრულებული როლებით ცნობილი მსახიობის სტუმრობამ, ვფიქრობ, ყველაზე მეტად მაინც ბავშვები გაახარა, რომლებიც „ჰარი პოტერითა“ და კალმისტრით დასდევდნენ მათი საკულტო ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმების ერთ-ერთ მთავარ გმირს. ალან რიკმანის სამსახიობო კარიერის დასაწყისი თეატრს უკავშირდება. მან 1991წ. რობერტ სტურუას მიერ ლონდონში Riverside Studio-ში დადგმულ სპექტაკლ „ჰამლეტშიც“ შეასრულა დანიის პრინცის როლი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ჰამლეტად აღიარეს. ბრიტანული სამსახიობო სკოლის ტრადიციების უდაოდ ნიჭიერი გამგრძელებელი ბოლო წლებში რეჟისურითაც დაინტერესდა. ალან რიკმანის ვიზიტთან დაკავშირებულ პროგრამაში მასტერკლასების გარდა, მისი ფილმის „ზამთრის სტუმრები“ (1997წ.) ჩვენებაც დაიგეგმა. ფილმში ოთხი პარალელური ისტორია ერთი დღის განმავლობაში ვითარდება.

„ზამთრის სტუმარი“ პიესის მიხედვითაა გადაღებული, რომელიც მანამდე წარმატებით იდგმებოდა სცენაზე. რიკმანის თქმით, ამან გარკვეულწილად ავნო ფილმს, რადგან გამუდმებით სპექტაკლს ადარებდნენ. ის, რომ ფილმი თეატრალური ნაწარმოების ეკრანიზებაა, აშკარად საგრძნობია - იქნება ეს პატარა ქალაქის პირობითი მიკროსამყარო თუ მინიმალისტური რეჟისურის მთელი აქცენტის გადატანა მსახიობთა თამაშზე. თუმცა, ეს ფილმი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება პიესა კინემატოგრაფიულად გაცოცხლდეს და ვფიქრობ, მისი დეტალური განხილვა მსახიობთათვის განკუთვნილ მასტერკლასზე ყველაზე აქტუალური და საჭირო იქნებოდა. სხვათა შორის, ფილმი იმ დარბაზში აჩვენეს, სადაც რეალითი-შოუ „დასი“ მიმდინარეობს. რუსთაველის თეატრის ცნობილ მსახიობთა შორის სწორედ „დასის“ მონაწილეებს მოვკარი თვალი, მაგრამ ვეჭვობ, ეგზალტირებულ მსახიობთა ტრადიციების მემკვიდრე ახალგაზრდა თაობას ამ ჩვენებიდან გაკვეთილი მიეღო - ჩვენში ხომ აფექტური ჟესტიკულაცია და წამღერებადი ინტონაცია ჯერაც ისევ მოდაშია.

ავტორი: თეო ხატიაშვილი

4 ტაიმ-აუტი

▲ზევით დაბრუნება


ზაფხული შერატონში

საღამოს ფერი წითელი იყო, ამიტომაც, „შერატონი მეტეხი პალასის“ ტერასისა და ღია საცურაო აუზის საზეიმო გახსნაზე მისული სტუმრები წითელი სამოსითა და სხვადასხვა წითელი აქსესუარებით იწონებდნენ თავს. თუმცა, მასპინძლები ეტიკეტის დამრღვევებსაც და მიმდევრებსაც საგანგებოდ საზეიმო ღონისძიებისათვის, ისევ წითელი დეკორაციებით მორთული ტერასისაკენ ერთნაირი თავაზიანობით ეპატიჟებოდნენ. ცოცხალი მუსიკის ფონზე, საღამოს „შერატონი მეტეხი პალასთან“ ერთად პარფიუმერული ფირმა CLARINS მასპინძლობდა. ტერასაზე ახლადგახსნილი SLAMMERS PUB სამზარეულო კი სტუმრებს უგემრიელესი საფირმო კერძებისა და კოქტეილების მდიდარ არჩევანს სთავაზობდა. ქალბატონები იმ მომსახურებითაც სიამოვნებით სარგებლობდნენ, რასაც პარფიუმერული კომპანია CLARINS სთავაზობდა - პროფესიონალი ვიზაჟისტებისაგან უფასო კონსულტაციებსაც ინტერესით უსმენდნენ და უფასო მაკიაჟსაც სიხარულით იკეთებდნენ. მოგვიანებით ისინი პარფიუმერული კომპანიის უახლესი პროდუქციის ნიმუშებითაც დაასაჩუქრეს.

0x01 graphic

ეს კიდევ ერთი ადგილია, სადაც ზაფხულის ცხელი დღეებისა და საღამოების სასიამოვნოდ გატარებას შეძლებთ. „შერატონ მეტეხი პალასის“ ღია საცურაო აუზის ტერასა ძველ თბილისს გადაჰყურებს. თქვენც იქვე, დიდი ხეების ჩრდილში მოკალათდებით, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად SLAMMERS PUB სამზარეულოს გემრიელ კერძებს, ეგზოტიკურ კოკტეილებს და საუცხოო დესერტებს მიირთმევთ. ბრენდისა და ნამდვილი კუბური სიგარის მოყვარულებსაც სიამოვნებით გაგიმასპინძლდებიან და საყვარელი სპორტული თამაშის დიდ ეკრანზე ნახვასაც შემოგთავაზებენ.

გვიან, საღამოს კი, ჯაზური მუსიკის ფონი და სანთლების მსუბუქი შუქი კიდევ უფრო რომანტიულსა და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.

L' EXPRESS - ახალი რესტორანი შარდენზე

ამიერიდან შარდენის ქუჩის მყუდრო და ეგზოტიკური გარემო, ჩვენთვის კიდევ უფრო სასურველ თავშესაფრად იქცევა, შარდენის 14-ში მდებარე ახალი რესტორანი - L' Express საკუთარ კლიენტებს ნამდვილ ფრანგულ გარემოსაც დაახვედრებს და არც მოწყენის საშუალებას მისცემს.

ივნისიდან „პროგრეს ჯგუფმა“ (რომელიც თბილისში რამდენიმე რესტორანს აერთიანებს) იტალიური „ბუფეტისა“ და იაპონური „საკურას“ შემდეგ, დედაქალაქის სარესტორნო ქსელს, ფრანგული „ელ ექსპრესიც“ შემატა. ახალი რესტორანი მომხმარებელს ფრანგულ დელიკატესებს, ეგზოტიკურ მომსახურებას, პერიოდულად დაგეგმილ ღონისძიებებს (კინოს დღეებსა თუ მოდის კვირეულებს), შაბათ-კვირას კი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას ჰპირდება. თუმცა, რესტორნის დამფუძნებლებს მთავარი აქცენტი კერძების ხარისხზე გადააქვთ და გურმანების მოზიდვას გამოცდილ მზარეულს ანდობენ.

0x01 graphic

ფოტო: ქეთო ცაავა

მათ კი, ვისაც ევროპულზე მეტად აზიური გარემო იზიდავს, „პროგრეს ჯგუფი“ სულ მალე „ელ ექსპრესთან“ ახლოს, რკინის რიგის ქუჩაზე, კიდევ ერთ ახალ რესტორანში აზიური კერძების დაგემოვნების საშუალებასაც მისცემს.

საპრეზენტაციო დღე „ელ ექსპრესმა“ ცოცხალი ბენდისა და პანტომიმის თეატრის მსახიობების დახმარებით ლამაზად და ორიგინალურად აღნიშნა. ოპტიმისტურ განწყობას კი რესტორნის ჯგუფმა შესაბამისი სლოგანიც მოარგო და საკუთარ მომხმარებელს აქტიურად მოუწოდა: „იცხოვრეთ პროგრესულად!“

ავტორი: მაია ცეცაძე

5 აქცენტი

▲ზევით დაბრუნება


5.1 ნოე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ცხოვრობს ნოე - ლეოპარდი. მის კვალს პირველად 2003 წლის ნოემბერში მიაგნეს, მერე კი ვაშლოვანელი მზეჭაბუკი ფოტოხაფანგმა „დაიჭირა“. საიდან მოვიდა ნოე - ძნელი სათქმელია. შეიძლება, არსაიდანაც არ მოსულა, სულ აქ ცხოვრობდა. მასთან შეხვედრა თითქმის შეუძლებელია: ძალიან ფრთხილია, ჩასაფრებული ნადირობს, უფრო მეტად ღამითაა აქტიური. თუმცა, ნოე დღისითაც მშვენივრად დასეირნობს - რა ენაღვლება...

ფოტოხაფანგებმა ვაშლოვანელი ლეოპარდი არაერთგზის აღბეჭდა ფირზე, გაზაფხულზე და ზამთრის დასაწყისში. სხვა დროს ის არ ჩანს, თავის ლეოპარდულ საქმეებზე დადის სადღაც. შორს კი უწევს სიარული, სახიფათო გზებზე - ალაზნის გადაცურვა თუმცა დიდი, მაგრამ მაინც კატისთვის რთული ამოცანაა. როგორც ჩანს, ძალიან სერიოზული მოტივაცია აქვს, - მეორე ნაპირზე ვინმე მომხიბვლელი ლეოპარდი ქალი ეგულება.

ვაშლოვანში ნოე მარტო ცხოვრობს, ეს მეცნიერებმა ნამდვილად იციან. საქმე ისაა, რომ ლეოპარდის ხალები თავისი მოყვანილობით, რაოდენობითა და განლაგებით, ადამიანის თითის ანაბეჭდების მსგავსად, უნიკალურია და ცხოველს მთელი სიცოცხლის განმავლობაში უცვლელად რჩება. ამ ხალების წყალობით დადგინდა, რომ ფოტოხაფანგით გადაღებულ ყველა სურათზე ნოეა. დამეთანხმებით, ჩინებულად გამოიყურება, აშკარად არ შია და არ იწყენს. თურმე ყველა ლეოპარდს ძალიან ბევრი ადგილი სჭირდება იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოს, ასეულობით კილომეტრი. ჩვენი ნოეც დიდი მამულის ბატონ-პატრონია. მთელი ვაშლოვანის ნაკრძალი მას ეკუთვნის, ის იქ ყველაზე ძლიერია, ნამდვილი მეფეა, და არაფრის ეშინია - ადამიანის გარდა.

ასეთი საშიში ადამიანების ბოროტმოქმედებას ებრძვის „ნაკრესი“, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი. სწორედ მისმა თანამშრომლებმა გააცნეს მსოფლიოს ნოე, მათ დაარქვეს ქართველ ლეოპარდს ეს სახელი - ცოტა მასთან პირველი შეხვედრის თვის, ნოემბრის პატივსაცემად, უფრო მეტად კი იმიტომ, რომ ვაშლოვანელი ნამდვილი ნოეა, დიდ წარღვნას გადარჩენილი. „ნაკრესმა“ ახალი პროგრამა წამოიწყო, და მალე მთელს საქართველოში ნახავთ დიდ სურათებს წარწერებით „ნუ გვესვრით!“

არ გვესროლოთ დათვებს, ჯიხვებს - რას გვერჩით? არ ესროლოთ ნოეს! და თუ წესიერად მოვიქცევით, ფოტოხაფანგი მას მალე თავის პირმშვენიერ სატრფოსთან ერთად გადაიღებს, და მათი სიყვარული იმის ნიშანი იქნება, რომ ყველაფერი კარგადაა და ლეოპარდი საქართველოში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საშვილიშვილოდ დაბრუნდა.

P.S. თუ მეტი გაინტერესებთ - www.nacres.org

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

5.2 ცეცხლი!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ერთი არაბი - შეიძლება, ბევრიც, უყურადღებო ლიტერატურის ისტორიამ არცერთის სახელი არ შემოინახა - ბაზრის მოედანზე თავისი საქმის დაწყებამდე მაყურებელს მიმართავდა ხოლმე:

„ცეცხლთან თამაში - ლამაზად ჟღერს. ნაბიჯი იქით, ნაბიჯი აქეთ და ცეკვა სიკვდილს შეხვდება. ისეთია, როგორიც აკრძალული სიყვარული.

გინდა ცეცხლთან თამაში? ცეკვა ერთადერთია, რაც ცეცხლს ეამება, ცეცხლს მხოლოდ თამაშით დაეუფლები. თუ არ მოგიწონა, დაგწვავს, დაგაბრმავებს, დაგადნობს.

ეს ჩირაღდანი არაა, ეს ხანძარია, სისხლს აგიდუღებს, როგორც თვითმკვლელობა და ომი.

გაგიღიმია, როცა თმა და სამოსი გეწვის? შეხებიხარ ტუჩებით ცეცხლის ბაგეს? მე შევხებივარ, მიკოცნია.

ახლაც ვაკოცებ.

მოდი, ცეცხლს ვეთამაშოთ.“

. . .

ამ სანახაობას ძალიან გრძელი ისტორია აქვს - ათასზე მეტი წლისაა. მისი სამშობლო ახალი ზელანდიაა.

სწორედ იქ ატრიალებდნენ ერთი ტომის შვილები ცეცხლოვან ბურთებს, რომელთაც იქაურ ენაზე „პოი“ ერქვა. შთამბეჭდავი სანახაობაა - ბნელი ღამე, დოლების ბაგაბუგი და ცეცხლი.

საუკუნეების განმავლობაში ცეცხლთან თამაში რჩეულთა ხვედრი იყო, სახიფათო - და ძალიან მიმზიდველი.

სანამ ალს პირთან მიიტანდნენ, ჰინდუები ცეცხლის ღმერთის, აგნის მარადიულ მეუღლეს სთხოვდნენ ხოლმე: „იყავ მოწყალე ჩვენდამი, სვაჰა!“

„სვაჰა!“ - და ცეცხლი!

გასული საუკუნის სამოციან წლებში ეს საქმე ჰიპებმა აიტაცეს და ქუჩის სანახაობად აქციეს. და ის, რაც ახლა „მზიურში“ ხდება, ამ უკანასკნელ ამბავს ძალიან ჰგავს.

დავიწყოთ იმით, რომ სანამ თბილა, ანუ ოქტომბრის ბოლომდე, შეგიძლიათ „მზიურში“ მიბრძანდეთ და კლდეზე იცოცოთ. აქ კონკურსები პროფესიების მიხედვითაც გაიმართება - ბანკირები, მედიის წარმომადგენლები, ექიმები და სხვანი შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ძალიან ლამაზი კლდეა, ცოცვაც ხალისია, თუმცა უფრო სახალისოა, როცა ზედ „კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის“ და „თბილისის ახალგაზრდა მთამსვლელთა და მეკლდეურთა კლუბის“ წევრები ცოცავენ - ლამაზად გამოსდით.

პირველი წარმოდგენა ივნისში გაიმართა, და მას მერე ღია რეპეტიციებზე დასწრება ყველას შეუძლია: „მოძრაობის თეატრის“ მუსიკოსები უკრავენ და ღამით, როცა ბნელდება, ცეცხლოვანი შოუ იმართება. სწორედ ისეთი, როგორის შესახებაც ზემოთ მოგითხრეთ. ბნელი ღამე, დოლების ბაგაბუგი და ცეცხლი.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

6 შოკოლადი გირჩევთ

▲ზევით დაბრუნება


6.1 ძირს ნევროზი! დიდება აბანოს!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ყვებიან, რომ ერთხელ თამარ მეფე პატარა, მწვანე ტბის პირას ივარცხნიდა თმას და ოქროს სავარცხელი წყალში ჩავარდნია. ძალიან შეწუხებულა თამარ მეფე, მაგრამ სავარცხელი ვეღარ უპოვნია - ალბათ, ქალ-თევზებმა მოიპარეს. მაშინ მეფემ ბრძანა, აქ აღარასოდეს მოვალო. მოკლედ, ტბა დაიწუნა და მას აქეთია, იმ პატარა, ლამაზ, მწვანე ტბას წუნდას ეძახიან.

ტბა დადარდიანდა და იფიქრა, ისეთ რამეს ჩავიდენ, მეფეს გული მოუბრუნდეს და კვლავ მეწვიოსო, და ცხელი, სამკურნალო წყალი გამოუშვა. ეს წყალი ახლა მესხეთში ბევრგან მოდის, ტბიდან საკმაოდ მოშორებითაც. ამ წყალს დარდი და სევდა მიაქვს, საერთოდ, ჯადოსნურია. დაუბრუნდა თუ არა თამარ მეფე თავის დაწუნებულ ტბას - ეს არავინ იცის. ის კი დანამდვილებით ცნობილია, რომ ასპინძიდან ერთი კილომეტრის მოშორებით არსებობს აბანო, მილებიდან აბაზანებში თბილი, ალერსიანი წყალი ჩაედინება და „ცხელი შოკოლადი“ ძალიან გირჩევთ: გადადეთ თავი, ეწვიეთ იქაურობას.

გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლომდე აქ ერთი წყარო მოდიოდა და ერთი აუზი იყო. მერე კი გონიერმა ხალხმა 365 მეტრის სიღრმის ჭაბურღილი გააკეთა, აბანო და დასასვენებელი სახლი ააშენა და დააარსა კურორტი „ასპინძა“, მარტივად - აბანო.

ადვილი მისაგნებია: თბილისი - ხაშური - ბორჯომი - ახალციხე - ასპინძა. გზის ბოლო მონაკვეთი საძაგელია, მაგრამ ასატანი. გაცდებით თუ არა ასპინძას, პატარა საყდართან ხელმარცხნივ ჩაუხვევთ. იქ ხიდი დაგხვდებათ, დაკიდული, ვერაზანოს ხიდსა ჰგავს, ოღონდ ხისაა. ცოტა კი ყანყალებს, მაგრამ საშიში არაფერია. ზედ მზის ჩასვლისას მამაკაცები დგანან, თევზაობენ. გადახვალთ ხიდზე და დაინახავთ გუმბათს - აბანოს, სადაც ისე შეგხვდებიან, თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობარი სწვეოდეთ. შეხვალთ აბანოში, ჩაწვებით წყალში და დარწმუნებული ვარ, ტკბილი სიტყვით გაგვიხსენებთ.

მეცნიერების დასკვნის და აბანოს სტუმრების მრავალწლიანი გამოცდილების თანახმად, ეს წყალი ყველაფერს შველის, უშვილობის ჩათვლით - არ ვხუმრობ. ჩემდა ბედად, ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებები რას ნიშნავს, დიდად არ ვიცი, მაგრამ მაინც მოგახსენებთ:

ქრონიკული ართრიტები - ინფექციური, რევმატული, ტრავმული, ენდროკრინული წარმოშობის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

მსუბუქი ფორმის სპონდილოზები და სპონდილოართროზები;

მიოკარდიოდისტროფია კომპენსირებულ სტადიაში;

მიოკარდიული და ათეროსკლეროზული წარმოშობის კარდიოსკლეროზები კომპენსირებულ სტადიაში;

პირველი სტადიის ჰიპერტონული დაავადება;

ანგიონევროზები;

ტრომბოფლებიტი;

პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (ნევრიტი, ნევრალგია, რადიკულიტი და სხვა);

ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადებები ვეგეტოდისტონიური და ნევრასტენიული გამოვლინებებით;

საშვილოსნოსა და საკვერცხეების ქრონიკული ანთებითი პროცესები.

აბანოს წყალს უკუჩვენება, ფაქტიურად, არა აქვს: თუ სისხლდენა გაქვთ, ხუთი თვის ორსული ბრძანდებით, სამ წუთში ერთხელ გულის შეტევა გემართებათ ან აფრენთ, იქ ხომ მაინც არ ჩახვალთ.

ისე, სულ არაა აუცილებელი, ავად იყოთ - ჩადით, ცხოვრებას გემო ჩაატანეთ. ერთი პატარა, საყვარელი ნევროზი მაინც გექნებათ და აბანოს წყალი იმასაც წაიღებს. იქაურობა დაუჯერებლად ლამაზია, ირგვლივ უამრავი ისტორიული ძეგლია (შეგახსენებთ, მოქმედება მესხეთში ხდება), და თუთის არაყი და მტკვრის თევზი რომ გემრიელია, ეგ ხომ ისედაც იცით.

მათ კი, ვისაც მიაჩნიათ, რომ თუ სასტუმროში წითელი ხალიჩა არაა დაფენილი, ოთახში ჯაკუზი არ დგას და VIP-სტუმრებს არ გადაეყრებიან, ცხოვრებას აზრი არა აქვს, ვახარებ, რომ „ასპინძას“ სასტუმროსაც აქვს ვარსკვლავები. ორი, მაგრამ დიდი. და ღამით იქაურობას ისეთი ვარსკვლავები დაჰნათის, ვერცერთი სახელგანთქმული სასტუმრო ვერ შეედრება.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

7 მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


7.1 მეხუთე „საბა“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ხუთი წლის კაცი უკვე დადის, ლაპარაკობს. ხუთი წლისას უკვე საკუთარი აზრი აქვს ყველაფერზე და პასუხიც მოეთხოვება. ქართული ლიტერატურული პრემია „საბა“ (შემდგომში უბრჭყალებოდ) ხუთი წლისა გახდა. უკანასკნელი წლების საქართველოს არეულ ისტორიას და „ჩაძირული“ პრემიების ნუსხას თუ გადავხედავთ, ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა (ქათინაური როგორც თიბისი ბანკს, ასევე ქართულ ლიტერატურას).

საბას ნათლია გახლავთ ბიძინა მაყაშვილი (ის წელს ჟიურის წევრიც იყო). სწორედ მან თქვა პირველად, რომ დიდი ქართველის, სულხან-საბა ორბელიანის სახელი ლიტერატურული ჯილდოსთვის ყველაზე მისაღები იქნებოდა: ყველა ენაზე იოლად იწერება, იოლად იკითხება, მოკლედ, საბა და არა djangisher. შემდეგ ჩატარდა გამოკითხვა, სახელი ყველამ მოიწონა და ასე გაჩნდა საბა, რომლის ლაურეატობითაც უკვე მრავალი ქართველი ლიტერატორი ამაყობს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი დაჯილდოების შემდეგ მკითხველი საზოგადოება აღგზნებით არჩევს ხოლმე მტყუან-მართალს, და ყოველ დაჯილდოებას, როგორც წესი, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვება, საბა წარმატებით განაგრძობს არსებობას.

გასული წლებისგან განსხვავებით, წლევანდელ საბას რამდენიმე მოულოდნელობა ახლდა. ჯერ იყო და დაჯილდოება, უიმბლდონის ტურნირივით, უამინდობის გამო გადაიდო. ცერემონიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე წვიმამ დასცხო და არ გადაიღო. წლის საუკეთესო ნაწარმოებების ავტორების დაჯილდოება საბოლოოდ (კვირანახევრის თავზე) ბანკის დიდ დარბაზში გაიმართა, რაც ნამდვილად არ იყო ურიგო. ისინი, ვინც საბას პირველ ნაბიჯებს შესწრებოდნენ, აღნიშნავდნენ, რომ ღია ცის ქვეშ, მთაწმინდაზე გამართული ცერემონია უფრო დემოკრატიული და შთამბეჭდავი იყო, მაგრამ საბოლოოდ ისინიც კმაყოფილები დარჩნენ.

მეორე მოულოდნელობა - დებიუტანტის ვინაობა. ასეთი რამ საბას ბიოგრაფიაში პირველად მოხდა - ჯილდო გადასცეს მთარგმნელს, ქეთევან ქანთარიას, დი ბი სი პიერის სქელტანიანი ნაწარმოების მშვენიერი თარგმნისათვის.

კიდევ ერთი მოულოდნელობა სულ სხვა ხასიათისა გახლდათ. კერძოდ, წელს პირველად საბას ისტორიაში არ გაიცა ჯილდო წლის საუკეთესო დრამატურგიული ნაწარმოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რატი ამაღლობელი ძალიან ეცადა, დამსწრე საზოგადოებისთვის ამ გადაწყვეტილების მოტივი აეხსნა, ჩანს, მისმა ძალისხმევამ უშედეგოდ ჩაიარა: ლაშა ბუღაძემ, რომელმაც საბას ფრთა 2006 წლის საუკეთესო რომანისთვის მიიღო და ზემოთხსენებული ნომინაციის ე.წ. „შორტლისტშიც“ იყო წარმოდგენილი, სამადლობელ სიტყვაში ბრძანა, მადლობელი კი ვარ, მაგრამ თქვენ წუწურაქები ყოფილხართო. დამსწრე ჟურნალისტები მისი ტაქტიანობით აღტაცებულები დავრჩით.

საუკეთესო პოეტური კრებულისთვის წელს „საბა“ გადაეცა შოთა იათაშვილს, რომელიც ამ პრემიაზე უკვე მესამედ იყო წარდგენილი.

აზრთა სხვადასხვაობა წლის საუკეთესო თარგმანთან დაკავშირებითაც არ გაჩენილა: მას შემდეგ, რაც ნომინანტთა სიაში ბატონი ბაჩანა ბრეგვაძის სახელი ამოიკითხეს, ქართულენოვანი ლიტერატურის მოყვარულებს გამარჯვებულის ვინაობაში ეჭვი არ შეჰპარვიათ. კოლეგებმა თქვეს, მაესტროებისთვის საერთოდ ცალკე ნომინაცია უნდა არსებობდესო, მაგრამ „მესამე ხელისუფლებას“ საქართველოში იშვიათად უსმენენ და სწორსაც შვებიან.

ასევე უდავოდ ესახებოდა მცოდნე ხალხს მალხაზ ხარბედიას გამარჯვებაც - არა იმიტომ, რომ სხვები უღირსად მიიჩნიეს, უბრალოდ, რატომღაც ყველამ ერთსულოვნად ამოიჩემა, მახო გაიმარჯვებსო. სწორედ მაშინ, როცა ანა კორძაია-სამადაშვილმა თავისი „ლიტერატურული მამის“ გამარჯვება გამოაცხადა, კრიტიკოსი ან ვიღაცასთან საუბარში იყო გართული, ან აივანზე გასულიყო. მან საკუთარი სახელი ვერ გაიგონა და მერე დიდხანს იკვლევდა სცენისკენ გზას.

ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ 2006 წელს მოთხრობების საუკეთესო კრებულისთვის საბა ლაშა იმედაშვილს უნდა მიეღო. ძველ თბილისში მომხდარი სამი მკვლელობის ამბავი გივი შაჰნაზარმა, ზაზა აბზიანიძემ, ბიძინა მაყაშვილმა, მიხეილ ქავთარიამ, ანა კორძაიასამადაშვილმა, რატი ამაღლობელმა და ლაშა ბაქრაძემ საუკეთესოდ მიიჩნიეს.

ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საბა თამაზ ჩხენკელმა მიიღო. მას ჯილდო თიბისი ბანკის პრეზიდენტმა, მამუკა ხაზარაძემ გადასცა.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს შემფასებელი კომისიის რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ მრავალი ათეული ნაწარმოებიდან საუკეთესოებად დასახელებული წიგნების სია ერთგვარი რეკომენდაციაა მკითხველისთვის, ანუ „წაიკითხეთ ეს წიგნები და მიხვდებით,

რა ბედშია ქართული ლიტერატურა?. რა ბედშია ქართული ლიტერატურა - ამის შესახებ სჯობს, ლიტერატურათმცოდნეებმა და კრიტიკოსებმა იმსჯელონ. ჟურნალისტს მხოლოდ ის ევალება, მკითხველს შეატყობინოს, რა ხდებოდა აქა და აქ. ამიტომ დასკვნის სახით მოგახსენებთ: საბას ხუთი წლისთავისთვის გამომცხვარი ტორტი ძალიან გემრიელი იყო.

5 წლის საბადა ქართული ლიტერტურის მომავალი

0x01 graphic

5 წელია ლიტერატურულ კონკურს საბას ჟიურის შემადგენლობა ქართული ლიტერატურის პროცესებს ადევნებს თვალს. ამის შედეგად კი ყოველწლიურად საბა წლის საუკეთესო ავტორებისა და ნამუშევრებისთვის დაწესებულ პრემიებს გასცემს. საბას დანიშნულებაზე, ქართული მწერლობის მომავალზე, ზოგჯერ კი პრემიის მისამართით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების მიზეზებზე სასაუბროდ საბას ჟიურის ერთ-ერთ წევრს, მწერალსა და კრიტიკოსს - ზაზა აბზიანიძეს მივმართეთ.

- რა შეიცვალა საბას არსებობის 5 წლის მანძილზე ქართულ ლიტერატურაში უკეთესობისკენ?

- რაიმე თვისობრივი ცვლილება შეუძლებელია შეამჩნიო 5 წლის განმავლობაში. ის ვალდებულება, რომ ერთდროულად გაეცნო ამდენ ახალ წიგნს, ახალ სახელს, ბუნებრივია რაღაცის განზოგადების და გარკვეულ ტენდენციებზე მსჯელობის უფლებას გაძლევს. საზოგადოდ ქართული მწერლობა ცდილობს თვისობრივ განახლებას, განსაკუთრებით კი პროზას გამოვყოფდი.

- ბოლო წლებში ვის გამარჯვებას გამოჰყოფდით საბაზე და ვინ იყო თქვენი ფავორიტი წელს?

- მე გახლავართ ერთ-ერთი გულშემატკივარი გელა ჩქვანავასი და ძალიან გამიხარდა, როდესაც (2005 წელს) „დებიუტის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. იმავე წელს (წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში) აკა მორჩილაძის „სანტა ესპერანსამ“ აიღო პრემია, რაც დღემდე ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ წიგნად რჩება. ასევე გახლავართ შოთა იათაშვილის გულშემატკივარი და მგონია, რომ წლევანდელი პრემია (რომელიც შოთას მივაკუთვნეთ) რაღაცით თითქოს კომპენსაციაა იმისა, რომ შარშანდელ, ძალიან საინტერესო პროზაულ კრებულში არ მივეცით ჯილდო. წელს ასევე გამოსაყოფია ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები და ქეთი ქანთარიას „დებიუტი“.

- არსებობს კიდევ რამდენიმე მცირე პრემია თუ ლიტერატურული კონკურსი, თანაც ბოლო წლების მანძილზე სახელმწიფომ საერთოდ შეუწყვიტა დაფინანსება ლიტერატურას, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გამოცოცხლდეს ლიტერატურული პროცესი და გაუმჯობესდეს მწერლის სოციალური მდგომარეობა?

- მახარებს ის ფაქტი, რომ „თიბისი“ ბანკის მაგალითს მიბაძა „ვი თი ბი“ ბანკმაც და „საბას“ მასშტაბის კონკურსი „პარნასი“ დააფუძნა. ეს ტრადიცია საკმაოდ დამაიმედებელია. მაინც მგონია, რომ სახელმწიფო პრემიის კომიტეტის შემადგენლობამ ამოწურა თავისი თავი. თანაც სახელმწიფოსგან დაქირავებული მოხელე არ არის რაიმე სახის ზეწოლისგან თავისუფალი.

- რის გამო არ გაიცა წელს პრემია საუკეთესო პიესისთვის?

- გულწრფელად რომ გითხრათ, ეს დილემა - გაიცეს თუ არა პიესისთვის პრემია, ყოველწლიურად დგას, მაგრამ ასე ვთქვათ დიპლომატიური გადაწყვეტილებების შედეგად იმარჯვებდა აზრი, რომ მოდი გავცეთ! თუმცა, წელს ჟიური უფრო მკაცრი აღმოჩნდა. მე მგონია, რომ ეს არ ყოფილა უსამართლო გადაწყვეტილება, რადგან დრამატურგია ურთულესი ჟანრია და თავისი მხატვრული დონით არ უნდა ჩამოუვარდებოდეს სხვა ჟანრებს.

- პიესის გარდა, რომელი ნომინაციის გარშემო იყო ყველაზე მეტი კამათი ჟიურის წევრებს შორის?

- წელს ჩემს თავთან უფრო მართალი ვიქნებოდი, დარბაზიდან გამოსულს მცოდნოდა, რომ პოეზიაში პრემია, ძალიან კარგ და სათუთ წიგნს - იზა ორჯონიკიძის კრებულს მინიჭებოდა. დამთავრებულია უკვე ეს „თამაში“ (თამაშის მომენტი კი ნებისმიერ კონკურსშია), მაგრამ როგორც ყველა კონკურსში ხდება ხოლმე, ხანდახან იქიდან გარკვეული უკმარისობის გრძნობა მოგყვება.

- საბას არც კრიტიკოსები აკლია, როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს პრემიის მესვეურთა მთავარი არგუმენტი, რითაც შეიძლება ეს კრიტიკული მოსაზრებები გაქარწყლდეს.?

- სხვათა შორის, პუბლიკის რეაქცია მენიშნა, როდესაც პრემია ლაშა ბუღაძეს გადავეცი. შეიძლება ლაშას საზოგადოებრივი აქტივობა რაღაც ზღვარს გასცდა და გამაღიზიანებელიც კი გახდა. გამიკვირდა და კიდევაც მეწყინა ასეთი რეაქცია, მაგრამ ალბათ ლაშა ზოგჯერ ხელსაც უშლის საკუთარ თავს, იმიტომ, რომ თუ ადამიანს ის რომანი წაკითხული ჰქონდა, შეუძლებელია, ასეთი რეაქცია ჰქონოდა. დღევანდელი ჟურნალისტიკის ენაზე რომ ვთქვათ, „ცნობადი სახე“ ალბათ გარკვეულ ანტიეფექტსაც ახდენს.

- როგორ ხედავთ საბას განვითარების პერპექტივას თანამედროვე ქართული ლიტერატურის კონტექსტში?

- ამ პრემიის 5 წლიანი არსებობის მანძილზე არა მარტო ის თაობა წარმოჩინდა, რომელმაც ეს იდეა შობა, არამედ მათი უშუალო წინაპრებიც. ეს ადამიანები აგრძელებენ ქართული ლიტერატურის ტრადიციას. იმედი მაქვს, რომ „საბას“ პათოსი არ დაიკარგება და ახალი აღმოჩენებიც კიდევ ხშირად იქნება.

8 კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


8.1 Mea culpa, mea maxima culpa! (ჩემი ცოდვა, ჩემი დიდი ცოდვა)

▲ზევით დაბრუნება


შენიდან, ჩემო გოგო, ყველა შენი ფორიდან, სიძულვილი ჟონავს. სიძულვილი სუსტების ხვედრია (მაპატიე, ბანალური ვარ), მაგრამ ამ სიტყვების სიმართლეში ყოველდღიურად ვრწმუნდები. მოტყდი ან მოგტეხეს, ანუ დარტყმას ვერ უძლებ, და ეს შენი პრობლემაა. ახლა კი ყველას მიმართ სიძულვილით ტკბები და უხვად ანთხევ მას გარშემომყოფებს. სასაცილო ისაა, რომ გარშემომყოფებს ეს - ბოდიში კი მომითხოვია - სულ ფეხებზე ჰკიდიათ.

კაფე „მულენ ელექტრიკში“ გაისმა საოცარი ფრაზა: „მირჩევნია, ქალაქში სკინჰედები დადიოდნენ, მთავარია, თავიანი სამშობლო უყვარდეთ“.

იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მახალისებს ხოლმე ცემა-ტყეპისა და თმით თრევის სცენები, გულით გავიხარე. ვიფიქრე, დაეტაკებიან ახლა ნორჩი ინტელექტუალები, ახალი თაობის პროგრესული მოაზროვნეები ამ ბნელ ნაბიჭვარს და უჰ, რას უზამენ-მეთქი!

ნურას უკაცრავად! მოსალოდნელი „ჰკა მაგასას!“ ნაცვლად სანდომიანი ქალბატონის ხმა გაისმა - ხომ იცით ასეთი ქალები? თვალებმოჭუტულები რომ უშვებენ ხოლმე ბოლს: Мамуля, ты опять ужасно выглядишь! ქალბატონმა სასწრაფოდ აუბა მხარი ნორჩ ფაშისტს. მან ისეთი ტონით წარმოთქვა სიტყვა „პაციფისტი“, მეგონა, დასძენდა, სუფრასთან ბოდიშიო, და არავინ იჩხუბა, არავინ გამოუძახა პატრულს ეროვნული შუღლის გამღვივებლისა და მილიტარისტული იდეების დამნერგავის დასაპატიმრებლად, და ორი თავგადაპარსულის - მოჰიპო ლიტველი ეველინას და ჩემი შეძახილები ეგზალტირებული დედაკაცების გამოხდომად იქნა განხილული. აღმოჩნდა, რომ „ნორჩ ელიტას“ არაფერი აღელვებს და არც მე და ეველინა ვიყავით შორს წასული: არც ჭიქა გვისვრია და არც „ფაშისტებო! ღორებო!“ გვიყვირია. და ახლა, ნახევარი წლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ქართველი საზოგადოების ბოლოდროინდელი დაუფარავი გაპირუტყვება ჩემი ბრალიცაა: „კურიერში“ ნაჩვენები ერთი დასისხლიანებული ფაშისტი მაინც ხომ იქნებოდა იმის ნიშანი, რომ თბილისში ადამიანებიც ცხოვრობენ და არამარტო ნაცები.

„ნაცი“ ქართული სიტყვაა. ქართველი კაცი მას ოდითგანვე ხმარობდა, არცთუ სახარბიელო კონტექსტში - თუ არ გახსოვთ, იხილეთ „ვეფხისტყაოსანი“, „ქაცვია მწყემსის“ ამბავი, ან „სიტყვის კონა“ გადაშალეთ.

ოდითგანვე იცოდა ბრძენმა ქართულად მოლაპარაკე კაცმა, რომ ნაცი მთლად კარგი რამ არაა. კი საჭიროა, მაგრამ ყველაზე სათნო საქმეებისთვის არ ვარგა. საერთოდ, თუ ვინმემ „ნაცი“ გიწოდათ, შეგიძლიათ მშვიდად უჩივლოთ პატივისა და ღირსების შელახვისთვის. მოიგებთ.

მართალია, ჩემს ხალხს დიადი და მდიდარი ქართული ენისა მაინცდამაინც ბევრი არ გაეგება. კაცმა რომ თქვას, ლინგვისტური წიაღსვლები სულ არაა საჭირო: განათლების არააქტუალურობა მეტისმეტად თვალშისაცემია - ნგრევას ცოდნა არ უნდა. თუ ცოდნაა, სჯობს, ნგრევა ვიცოდეთ. უფრო გამოგვადგება. არც შეგვრცხვება რამისა და არც არაფერი.

. . .

ისევე, როგორც ჩემი თაობის ყველა წარმომადგენელი, მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდი ერის შვილი ვარ. ვიცოდი, რომ ქართველი არის ყველაზე მიმტევებელი, რომ ქართველი მამაკაცი უძლეველი და გულადია, რომ ქართველი ქალი ცრემლივით წმინდაა და რომ ივერია გაბრწყინდება.

მერე ცხოვრებამ და ჩემმა ხალხმა ერთსულოვნად გამომიყვეს გრძელი ენა და დამიმტკიცეს, რომ ძალიან, ძალიან ვცდებოდი.

ახლა ვიცი: ის, რომ თბილისის გულში ერთად დგას - ეუჰ, რამდენჯერ უნდა ვთქვათ ერთიდაიგივე! - მართლმადიდებლური და გრიგორიანული ეკლესიები, სინაგოგა და მეჩეთი, სულაც არ ნიშნავს, რომ ქართველი კაცი ვინმეზე გიჟდებოდა ან ვინმეს პატივისმცემელი იყო. უბრალოდ, ადგილი იყო ცოტა, ესაა და ეს, და თან ქალაქი - მავანთა გასაგონად! - ქართული სულაც არ ყოფილა. ვერც იქნებოდა. ყველაზე პრიმიტიული და მიკერძოებული ისტორიის სახელმძღვანელოც რომ გაიხსენოთ, არ შემედავებით.

ის, რომ არავის ვხოცავდით - ეგ კაცმა არ იცის, მაგრამ ვთქვათ ასე, - სულაც არ ნიშნავს, რომ მათი დახოცვა არ გვინდოდა. უბრალოდ, ჯანი არ გვქონდა, ეს იყო და ეს. ამის ნათელი დასტური გასული საუკუნის 90-იანი წლების გარიჟრაჟი გახლდათ. მთლად ხოცვა კვლავ ვერ გავქაჩეთ, მაგრამ რაც შეგვეძლო, არავის დავაკელით და ნაწილობრივ მივაღწიეთ კიდეც მულტიკულტურული (და არა ინტერნაციონალური) ქვეყნის კასტრაციას. ხოლო ის, რაც მაშინ ვერ შევძელით, გვინდა ახლა განვაგრძოთ - რად გვინდა ეს ხალხი? წავიდნენ აქედან!

„წმინდა სისხლის“ ნიადაგზე შექანებულ ჩემს თანამემამულეებს მივუთითებდი, რომ აჯობებს, თბილისში ბარემ ჭადრებიც გავჩეხოთ - რუსის ცარმა დაარგვევინა. ისე, შენობებიც დავანგრიოთ - რად გვინდა ვიგინდარა სომეხი სოვდაგრების, პოლონელი მეცენატების, გერმანელი ხუროთმოძღვრებისა და სხვა დაუდგენელი ხალხის მიერ აშენებული ქალაქის ცენტრი? ძირს ქრისტეს თითის მკვნეტელი შვაბების ქალაქგეგმარება!

და საერთოდ, მე მგონი, აჯობებს, სქესობრივი სტერილიზაციის შესახებაც გვეფიქრა, თორემ მიდი მერე და არჩიე, ვის ჰყავდა უცხოტომელი ბებო. ვაიდა, შემოგვეპაროს და ჯუნკულაშვილების გენი წაბილწოს, რაღა ვქნათ მერე?

მე მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ამის ჯანი ქართველებს კვლავ არ ეყოფათ და სანამ ცოცხალი ვარ, თბილისში ერთი არაქართველი მაინც ივლის, და ჩემი სავალალოდ ქართულ-ხალხური წარმოშობის მიუხედავად იმ მონოეთნიკურ კოშმარს - მიწისქვეშა საქართველოსაც გადავრჩები. და მანამდე ისე არ დამჩაგრავს ღმერთი, რომ თქვენს დაისს არ მოვესწრო, ქართველო ფაშისტებო, და თქვენს ძეგლებზე დიდი ასოებით - ასომთავრულად! მე უმაღლესი განათლება მაქვს! - არ დავწერო ძირძველი ქართული სიტყვა: „ნაცი“.

მანამდე კი გულით გისურვებთ ცუდ სიზმრებს. თქვენს მიმართ სიძულვილით აღვსილი.

ანა კორძაია-სამადაშვილი

8.2 ცხოვრება ლატარიაა, ძმაო!

▲ზევით დაბრუნება


ქართული სიბრძნისმეტყველებიდან

ლოტოტრონით შთაგონებული ფიქრები

50 - გაგანია კომუნისტობის დროს ხდებოდა თურმე ასე: დაამთავრებდი უმაღლესს და თუ არც ფული გქონდა და არც პატრონ-მყვარებელი გყავდა (ვინ გკითხავდა რამეს, ან სად იყო მაშინ არჩევანის თავისუფლება), გაგანაწილებდნენ იქ, სადაც დედა-სამშობლო გეძახდა, მაღალმთიან რაიონში ან ახალშენებში. სოცრეალიზმის ერთგული ქართული ლიტერატურა და კინემატოგრაფი აბა ამ გმირულ ფაქტებს გვერდს როგორ აუვლიდა და იყო ერთი აპოლოგია-როგორი სიხარულით წავიდა თბილისელი ინტელიგენტი ოჯახის შვილი მიყრუებულ რაიონში ექიმად, მასწავლებლად, ინჟინრად და თქვენ წარმოიდგინეთ, რაიკომის მდივნადაც კი. ჩვენს გმირს იქ აუცილებლად უნდა შეჰყვარებოდა შრომის გმირი ან ადგილობრივი მნიშვნელობის ინტელიგენტის ხელოვნების სხვადასხვა დარგისაკენ მიმსწრაფი შვილი. ქალებს ხანდახან მდიდარი ბობოლას უქნარა, მოქეიფე შვილებიც აეკიდებოდნენ, მაგრამ უარყოფით გმირს ვინ გაახარებდა. მოკლედ, ფინალი უმეტეს შემთხვევაში ამერიკული იყო - Happy end.

სინამდვილეში, სოფელსა თუ რაიონში განაწილებული გმირისათვის სავალდებულო 3 ან 4 წელი შრომა-გასწორების კოლონიისგან დიდად არ განსხვავდებოდა და ერთი სული ჰქონდათ, როდის გაილეოდა მისჯილი დრო, იქიდან რომ მოექუსლათ. მასწავლებელებსა და ექიმებს კიდევ რა უჭირდათ, პროფესიული სინდისი ზერელობისგან მაინც იცავდათ, აი, რაიკომის მდივნებთან (ფილმში არ აგერიოთ) სხვაგვარად იყო საქმე. უცხო და თანაც დროებითი სამოღვაწეო გარემო მათ დიდ ინტერესს არ იწვევდა, ადაპტაციასაც დრო სჭირდებოდა, რაც მთავარია, საკუთარის, მშობლიურის განცდა (მერე რა, რომ единая-ში ვცხოვრობდით) არ ჰქონდათ, ამიტომაც როცა განაწილებულ-გადასახლებულს სავალდებულო ვადა ამოეწურებოდა, დასაგროვებელიც ბლომად დაუგროვდებოდა და „სასჯელის ზონას“ დატოვებდა, გაუბედურებული რაიონები კიდევ უფრო გასაცოდავებული რჩებოდა.

17 - რაც უნდა ცინიკურად შევხედოთ „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი“-ს, არის ეგ ოხერი და რა გინდა, რომ ჰქნა? ტრადიციული ქართველისთვის პირველ რიგში ეს არის მშობლიურის, საკუთრების განცდა - „ეს ჩემია“! (უბანი, ქალაქი, სკოლა) ჰოდა, განათლების სამინისტრომ ამ „ჩემია-ს“ (თუ „ჩემისა“-ში აგერევათ, არც ეგაა ტრაგედია, ქართველები ხომ ასე მათთვის ძვირფას ადამიანს მიმართავენ - შეჩემა! ან, შე ჩემისა!) ერთბაშად მოუყარა თავი და ლოტოტრონში ჩაუძახა, სადაც სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსში უცხოურ უნარ-ჩვევებს ბოლომდე ვერჩამწვდარი პატრონ-მყვარებლიანებიც აღმოჩნდნენ და მათი ანტიპოდებიც (სულ 20%25), თუმცა, როგორც გავიგე, უმაღლესქულამოპოვებულ 5%25-იან (სულ გავიხლართე ამ პროცენტებში) ულოტოტრონოებთან ერთად არც მათ ჰქონიათ გარანტირებული დირექტორობა, როგორც აღმოჩნდა, ერთ ადგილზე 2-3 კანდიდატურა განიხილება, რომელს აირჩევს სამეურვეო საბჭო, ეს უკვე სხვა „პესნაა“, ალბათ კიდევ ერთხელ დატრიალდება ლოტოტრონი. ამბობენ, თუ მეორეჯერაც არაფერი გამოვიდა, მერე უკვე განათლების სამინისტრო დანიშნავს დირექტორებსო. სამინისტროს წარმომადგენელმა ისიც კი განაცხადა: დირექტორის თანამდებობაზე ორგანიზატორი-ლიდერი გვჭირდება, პედაგოგის პროფესიულ უნარ-ჩვევებს ყურადღება არ მიექცევაო. მითხრეს: ერთ კახელ ბრიგადირს შეუტანია განაცხადი - ბრიგადას ხომ ვხელმძღვანელობდიო, მაგრამ მზაკვრულ პროფესიულ ტესტებში გახლართულა და გულიც გასტეხია. მოკლედ, როგორც მუსიკოსები იტყვიან, მართლა ვერ გაიგებ, „ვისი სმიჩოკი ვის კონტრაბასშია“. ეტყობა, ჩვენთან არჩევანის თავისუფლება მხოლოდ დეკლარირებული პრინციპია, რომელიც ამოუხსნელ უნარ-ჩვევათა რიგს განეკუთვნება. ტყუილად არ უთქვამს ქართველ ბრძენკაცს - „ცხოვრება ლატარიაა, ძმაოო!“ ეგე, თუ არ არის?! ეს „ეგე“ არასწორი ფორმა არ გეგონოთ, რუსთაველიც იყენებდა და საბაც (თითით ჩვენებას ნიშნავს). მეც რომ არ ამეხსნა და ნაცმოძრაობის აქტივისტი ვყოფილიყავი (პირი ქვისკენ მიქნია), ბატონი ნოდარ გრიგალაშვილი გამამართლებდა, ისე, როგორც განათლების მინისტრის მიერ სიტყვა „ბავშვის“ არასწორად დაწერილი ფორმა „ბაშვში“ გაამართლა - ილია ჭავჭავაძე ხმარობდა ამ ფორმას და ვინც ილიას ძალზე ხშირად კითხულობს, მისთვის ბუნებრივია სიტყვა „ბაშვშის“ გამოყენებაო. რა ვუყოთ მერე, რომ ეს არგუმენტი გაცილებით უფრო საეჭვოდ გამოიყურება, ვიდრე მინისტრის, იმედია და, უნებლიე შეცდომა. ისე, ილიასთან ხშირად შეხვდებით სიტყვა „დედაკაცოსაც“, რატომ არ იყენებენ ამ ფორმას დღედაღამ ილიას კითხვით თვალებამოღამებული ნაცმოძრაობის ლიდერები თანაპარტიელი ქალების მისამართით, გაუგებარია. უფრო სწორად, როგორც ილია იტყოდა, „გაგონილა, ვეჟო?!“

4 - ისევ ქართული ნეორეალიზმის ნეოსიმბოლოს - ლოტოტრონს მივუბრუნდეთ, რომელმაც ისე ამრია, რომ დამავიწყდა, მეთქვა - კომუნისტების აღთქმული სამოთხე კოლექტივიზაციის პრინციპზე რომ იდგა და საკუთრებისკენ სწრაფვას განკულაკებით რომ ახშობდნენ. დღეს თუ სხვაგვარად ხდება, იქნებ ამიხსნან და ჩემნაირებმაც გაიგონ რამე!

დავუშვათ კი არა და, ბევრი მაგალითი ვიცი, როცა ამა თუ იმ მშობლიურ სკოლაში დირექტორმა რა აღარ გააკეთა საკუთარი სკოლის ფეხზე დასაყენებლად, გრანტები მოიძია, სპეციალიზებულ პროექტებზე იმუშავა და სკოლა სკოლას დაამსგავსა. ლოტოტრონმა კი „უთხრა“ - აიყარე ამ სკოლიდან და თუ კიდევ შემოგრჩა ენთუზიაზმი, უკეთეს შემთხვევაში სხვა სკოლაში წადიო: დელისიდან - ფონიჭალაში, ავჭალიდან - ვეძისში, ვერიდან - გლდანში, საფეხბურთო სკოლიდან - საბალეტოში, გერმანული სკოლიდან - მათემატიკურში, ერთი რაიონიდან - მეორეში. მოკლედ, დატრიალდა „რულეტკა“, დარიგდა პოკერი. ბევრმა ისიც კი თქვა: ახია მაგ დირექტორებზე, ღირსებისა და პროტესტის უნარი რომ არ აღმოაჩნდათ და ცხვრებივით, უშფოთველად შეარეკინეს თავი ლოტოტრონშიო. მართლაცდა, ერთ დღესაც, ღირსებისა და პროტესტის გრძნობამოჭარბებულმა მოსწავლეებმა (ბაშვშვებმა) რომ გამოგიცხადონ: რა გაგვიწყალეთ გული, ლატარიაში ხომ არ გვერგეთო! - არც მაშინ შეშფოთდებით, ბატონო (ქალბატონო) დირექტორებო?!

110 - ნეტა თუ ვინმე წერს უახლესი, რეფორმირებული საქართველოს ისტორიას?! ამწუთას ერთი იდეა მომივიდა. ვისაც სურვილი და უნარი აქვს, დაწეროს ამ ისტორიის თითო ფურცელი - კონკრეტული დროისა და თემების არჩევის პრინციპით, დავნომროთ (შესაძლებელია სუფთა ფურცელიც, ოღონდ აუცილებლად დანომრილი), ჩავაგდოთ ლოტოტრონში და სიტყვაზე, 2000 ფურცლიდან 1000 ამოვიღოთ, მერე ავკინძოთ ეს ისტორია, რომელიც შესაძლოა, ჩემი ფიქრებივით 50-ე გვერდიდან დაიწყოს (აბა, ლოტოტრონი ნუმერაციის 1 2 3 4 5-ის პრინციპით ხომ არ ამოგიყრის ფურცლებს) და წაებას 181-ე, 68-ე, 310-ე, 8-ე და ა.შ. გვერდები. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება თანამედროვე საქართველოს ყველაზე რეალური ისტორია. თუ იდეა მოგეწონათ, სცენარსაც დაგიწერთ. ვნახოთ, ცხოვრება მართლა ლატარიაა, თუ არა?!

ჩემი პირადი ლოტოტრონის ამოსაცნობი ნომერია: ketevan100@yahoo.com

ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი

8.3 „ლიმურყვამაალ“ ანუ ველაპარაკოთ მათ! ვუძღვნი შვილებს და მათ მეგობრებს

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ბედი ჩემი, რომ ბავშვობა სოფელში გავატარე - დედაჩემის მშობლებთან. მათი წყალობით იგრძნო ჩემმა გულმა ყოველი ცოცხალი არსებისადმი სიყვარული და მათივე მეცადინეობით მიხვდა ჩემი გონება, რომ მეც სამყაროს განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ.

ბაბუაჩემი, რამინი, ფიქრისათვის იყო გაჩენილი და ურთიერთობებზე, ამბის მოყოლაზე გიჟდებოდა. მეც ასეთი მარადი მომხსენებელი დამამახსოვრდა, ჩემსკენ ოდნავ გადმოხრილი, ჩემი კითხვების და პასუხების მომლოდინე, თვალებანთებული, როცა ჩემს აზრს გამოვთქვამდი. ბებია, გოგუცა, ალმაცერად გვიყურებდა, ცოტას მოგვისმენდა და გასწევდა საქმეებზე.

დიალოგის ამ არაჩვეულებრივი გამოცდილების გამო ფიქრის, აზრის გულწრფელი გამოთქმისა და სხვისთვის გაზიარებისათვის სპეციალური კოსტიუმი (ჩოხაჩიხტიკოპი) არ მჭირდება. სხვების სახელით, მესამე პირში ლაპარაკს ჩემი განცდების და შეხედულებების პირველ პირში აღწერა და მსმენელ-მკითხველამდე ისე მიტანა მირჩევნია.

ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, ამ ტექსტის ავტორიც და გმირიც მე ვარ. მისი საშუალებით მინდა ამ ცოტა ხნის წინ სექსუალური აღზრდისა და სექსუალური თავისუფლების საკითხებზე ატეხილ ვნებათა ღელვას გამოვეხმაურო.

ნაწილი I

ზამთარიც დადგა. მე და ჩემმა მეგობრებმა დედა-შვილობანას თამაშს მოვუხშირეთ. გოგო თოჯინები ყველას გვაქვს, მაგრამ ბიჭებში - გვიჭირს. ამიტომ ხისგან გამოვათლევინეთ უფროსებს. ვაძინებთ და ვაღვიძებთ უსასრულოდ ამ ქალ-ვაჟს, ერთმანეთს ვახეთქებთ საკოცნელად, ვმკურნალობთ, ოპერაციას ვუკეთებთ...

ნანატრი დღეც მოვიდა - ლიმურყვამაალის დღე! ბავშვები ჭალაში შევიკრიბეთ. თოვლის მოგროვებას და ორმეტრიანი მურყვამის (სვან. კოშკი) აშენებას მთელი დღე მოვანდომეთ, კენწეროზე ნაძვის ხე დავადგით, ზედ კალათა და ხმლები დავკიდეთ. ბოლოს კი, რიტუალის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი, ხისგან გამოთლილი ფალოსი, საგულდაგულოდ დავამაგრეთ. მერე ფერხული გავმართეთ, ორ ნაწილად გავიყავით და დაიწყო შეჯიბრება. რიგრიგობით ვეჯახებით მურყვამს, კვლავ და კვლავ! ბოლოს სოფლის ბოლოსკენ წამოიქცა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ იქ მცხოვრებ ოჯახებს ამ წელს უხვი მოსავალი და პირუტყვის ნამატი ექნებოდათ, ბავშვები გაუჩნდებოდათ. ზემოთა მხარის მკვიდრებმა ყურები ჩამოვყარეთ და სრულად გაყინულები წავლასლასდით სახლებისკენ.

კვირა დილით მთელი სოფელი მურყვამთან შეიკრიბა. საქმისა (ამ სიტყვიდან მოდის გამოთქმა: „იმ კაცს იმ ქალთან აქვს საქმე“ ანუ ყვარობსო, რომ იტყვიან!) ძონძებში გამოწყობილი, პირზე ნახშირწასმული კაცია. ჩვენი ხის ფალოსი უკვე მას ჰკიდია. მეორე მამაკაციც ჯადოქარივითაა მორთულ-მოკაზმული. მას მხარს დედფალარ (სვან. დედოფლები) უმშვენებენ, წინ „სიამაყე“ ჰკიდია და ხელში ხმლები უჭირავს. უცებ საქმისა გამოფხიზლდა, ყიჟინა დასცა და ქალებს დაერია - დასდევს, ფალოსს არჭობს და ხელებს უფათურებს. მეორე კაცი თოვლზე წევს, დედოფლებს უხმობს, აწვენს და ზემოდან მორიგეობით აწვება, კოცნის, თან ხმლებით საქმისას იგერიებს. ორთაბრძოლა იმით დამთავრდა, რომ საქმისამ დედოფლები მოიტაცა და მორიგეობით ეხვევა.

ბავშვებიც დავსდევთ ერთმანეთს, ვცდილობთ რიტუალის ელემენტები ზუსტად გავითამაშოთ. ერთმანეთს ვეკვრით და თოვლში ვგორაობთ. ცოტა ხანში თავს ბებიები დაგვაცხრნენ და წყევლაკრულვით წაგვრეკეს სახლებისაკენ.

დაღამდა კიდეც. რა დამაძინებს - თავში მხოლოდ მურყვამი, ხის ფალოსი, საქმისა და დედოფლები მიტრიალებს, თან ახლო კადრებით. მაგრამ მთელი ამბავი წინ მელოდება! გავიხედე და ეს ჩემი რამინი ზუსტად ისე არ აწევს გოგუცას, როგორც საქმისა თავის ქალებს?!.. მეტი რაღა გავაგრძელო და მთელი ღამე ფართოდგახელილი თვალებით გავათენე. ყველაზე მეტად ბებიაზე ვბრაზობდი - ბიჭის გვერდით არ დაჯდეთ, საშიშიაო, რომ გვეუბნებოდა და თამაშს არ გვაცდიდა, გვერეოდა, სიტყვებს გვისწორებდა. მგონი, თვითონაც თამაშობდა ჩვენთან ერთად.

დილით ისეთი გამომეტყველება მქონდა, რომ უფროსები საგონებელში ჩავარდნენ. მე კი ბებიას თვალი გავუსწორე და ვუთხარი: „ჩვენთვის არ შეიძლება და თქვენთვის შეიძლება?!“ იგი ადგილზე გაშეშდა და ბაბუას გადახედა - რამე მიშველეო. რამინი არ დაიბნა, მანიშნა ჩაიცვი და წამომყევიო. „მე და ბებიაშენი იმას ვაკეთებდით, რასაც გუშინ მთელი სოფელი თამაშობდა. ამას ყველა სულიერი აკეთებს. მაგრამ ცხოველები თავს ვერ იკავებენ, ყველგან და ყველასთან ერთობიან, ადამიანი კი - მხოლოდ იმასთან, ვინც უყვარს. ყველას უნდა ეს. ჩვენს ბელხვასაც. (ამ ჩვენი ძაღლის ოხუნჯობანი მრავალჯერ მინახავს).

შენ მალე ტანს (სვან. მენსტურაცია) დაგემართება, შენც მოგინდება ლიჩშვიელი (სვან. სექსი), შეგიყვარდება, გათხოვდები, შვილებს გააჩენ, როგორც მე და ბებიამ, დედამ და მამამ - ისე“.

ახლაც მახსოვს ის შვება, რომელიც ამ საუბარმა მომგვარა. რა კარგია, როცა არის ადამიანი, რომელსაც შენთვის უყვარხარ და არა - თავისთვის; ყველაფერზე გელაპარაკება, არასოდეს გაურბის შენს წინაშე პასუხისმგებლობას და რომელმაც იცის, რა ძალა აქვს პრობლემის გარკვევას ადამიანის თვითგამორკვევაში. მე საიდუმლოს ამოხსნა-ამოცნობით გამოწვეული ეს ტკბობა 10 წლის ასაკში განვიცადე. ამიტომ, ჩემი შვილები, მათი შემეცნებითი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, სხვებთან არასოდეს გამიგზავნია. ყველა კითხვაზე მეც არ მაქვს პასუხი, მაგრამ ჯობს, ერთად გავარკვიოთ, ამიტომ ვლაპარაკობთ ნებისმიერ თემაზე. სექსუალურ საკითხებზე საუბარი სწორედ „ლიმურყვამაალით“ დავიწყე.

ნაწილი 2

ჩემს ცხოვრებაშიც დადგა გარდატეხის ასაკი. თოჯინებისკენ აღარც ვიხედებოდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთმა კლასელმა ბიჭმა ჩემთან დაჯდომას მოუხშირა. ერთხელაც, როცა გაკვეთილის დამთავრებას 2-3 წუთი აკლდა, მოულოდნელად ხელი ბარძაყზე დამადო (ნეტა თუ იგრძნო რამე - შალის კოლგოტკა, აბჯარივით მაგარი, ყავისფერი შალის ფორმა და აბრეშუმის წინსაფარი მეცვა) და თვალები უცნაურად გააშტერა. ზარი დაირეკა თუ არა, თოფნაკრავივით გავარდა კლასიდან და კაი ხანი თვალებში ვერ მიყურებდა.

სად მყავდა ჩემი რამინ ბაბუა? სოციალიზმის მშენებელ მშობლებს ჩემთვის არ ეცალათ და ვერც გავბედავდი მათთან ამ საკითხებზე საუბარს. ისინი მხოლოდ გაკვეთილებს იბარებდნენ (მესამე კლასამდე), მშობელთა კრებებზე დადიოდნენ და შინ კმაყოფილი ბრუნდებოდნენ.

ჩემი საიდუმლო გოგონებს გავანდე და აღმოვაჩინე, რომ ყველა მათგანს მსგავსი რამ უკვე გადახდენოდა და ვერავის უმხელდა. მივადექით დამრიგებელს. მანაც „ნუ გეშინიათ“ - გვიპასუხა ღიმილით და სასწრაფოდ შევიდა თავის კაბინეტში.

მეორე დღიდან აღმოვაჩინეთ, რომ ოთარი მასწავლებელი საბჭოთა კავშირის ისტორიაზე საუბრის ნაცვლად სულ სასიყვარულო ისტორიებს გვიყვება, თანაც სასაცილო კითხვებს გვისვამს. მაგ.: „ყმაწვილებო, ამ ნაწარმოების გმირები, ქალ-ვაჟი, ერთ ვაგონში მოხვდნენ. დაიძინეს როგორც იქნა. აქ მწერალი მოულოდნელად გვეუბნება, რომ მატარებელი გვირაბში შევიდაო. ნეტა რას გულისხმობს?“ ბიჭებს სიცილისაგან თვალები უწითლდებათ, გოგოები კითხვის ნიშნებივით ვიხრებით და მორიდებულად ვიღიმებით.

0x01 graphic

ერთხელაც რაღაც წარმართულ რიტუალში მონაწილეობა გაიხსენა: „სიმღერის ტექსტი დამავიწყდა, კაცო! ყველას ჩემი იმედი აქვს, თან იმ გოგოს ვეპრანჭები, ვის ჭიშკართანაც ვდგავართ. ნუ გეშინიათ, ხმები შემიწყვეთ და სიტყვებს მე ვიტყვი-მეთქი და დავიწყე: „მანანიას კარზეო კუტუ დამრჩა ქვაზეო, გამევიდა მანანია, მიიზომა ტანზეო!“

უკვე ბიჭებსაც და გოგოებსაც ისტერიულად გვეცინება. ამით დასრულდა ხელების ფათურის ეპოპეა. ბიჭებს თვალები დაეწმინდათ, გოგონები კი - წელში გავიმართეთ. ვენაცვალე ოთარს! აბა, 13-14 წლისებს, ზვიად ძიძიგურივით ხომ არ გვეტყოდა - ოჯახი შექმენითო, ან პიონერთა ბანაკებში ხომ არ გაგვისტუმრებდა, - ბუჩქის ძირას გასართობად. მოკლედ, თავიდან ხომ არ მოგვიცილებდა და ჩვენი ცნობისწადილს უპასუხოდ ხომ არ დატოვებდა? ადგა და დაგველაპარაკა, მიგვახვედრა რომ სექსუალური ლტოლვა ბუნებრივი, ადამიანური ვნებაა. მთავარია, იცოდე რა გემართება, რომ განთავისუფლდე მისი ტყვეობისაგან და იგი შენი ნების მიხედვით წარმართო.

0x01 graphic

ნაწილი 3

„უნდა გითხრა, ჩემო კარგო,
გეტრფი არა მხოლოდ სულის გამო.
შენთვის - სული პირველადი,
ჩემთვის - სული პირველადი,
შენთვის - ხორცი მეორადი,
ჩემთვის - ხორციც პირველადი.
ჩემო ღვთაებავ, ჩემო ლელა!
ტყუილად ღელავ.
შენ როცა გხედავ, ტვინში მიელავს
და ტანში მტეხავს.
ლამაზი თავი,
ხელები ფრთებივით თეთრი და ძლიერი,
წვრილი კანჭები, გრძელი ბაყვები,
მკერდიც კარგი,
საჭირო ზომის ტრაკი,
და ალბათ, ისიც იმის იქით.
საერთო ჯამში - თხელი, ნატიფი,
ლამაზი ტანი.
ნუ ფრთხიალებ, გვრიტო,
უნდა გტაცო ხელი,
რადგან ეს ყველაფერი
მინდა იყოს ჩემი,
ჩემი და მხოლოდ ჩემი!“

აი, ასეთი ლექსი მომიძღვნა ჩემმა მომავალმა მეუღლემ. მეგობრებს რომ წავუკითხე, ძალიან ვიმხიარულეთ, ერთ-ერთმა კი გამაფრთხილა: „კაცი ასეთ ლექსს რომ გიძღვნის, ეს ნიშნავს, რომ გასართობად უნდიხარ!“ ამის გაგონებაზე მე და დანარჩენებს ისტერიკა დაგვემართა და ლექსი კიდევ ორჯერ წავიკითხეთ.

ბევრისაგან განსხვავებით, არ მიყვარდა ინფანტილურები, წარსულიდან პირდაპირ მომავალში გადახტომას რომ ცდილობდნენ, 90-იან წლებში, საქართველოს სახელით, ერთმანეთს რომ დაერივნენ და ქვეყანა უმოწყალოდ გააპარტახეს. შემდგარი და რეალიზებული ადამიანი არ არის აგრესიული, ჩოხით, საეკლესიო ატრიბუტიკით და თოფ-იარაღით მოკეკლუცე. მათგან განსხვავებით, ისინი, ვისაც მომავალი თანამედროვეობის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ, აი, ასე ფიქრობენ:

„ახალგაზრდებში, სადაც მანველიძის „მგლებია“ პოპულარული, არ უნდა გვიკვირდეს, რომ აგრესიაა... წაიკითხე შექსპირი, ბოდლერი, აიღე გიტარა, კალამი, ყვავილი, გახდი პაციფისტი, იმღერე როკი... იარაღის დამჭერი ადამიანი პოტენციური მკვლელია... მე გოგოს თავს ვაწონებ ჩემი ლექსებით, მუსიკით, საქციელით და არა მკვლელობით“ (გიორგი მუხაძე, ნანიკოს შოუ).

ახალგაზრდები რომ აგრესიისგან გათავისუფლდნენ, მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ მათ აზრს, უნდა ველაპარაკოთ ყველაფერზე: სახელმწიფოზე, მოქალაქეობაზე, კანონზე, ჰუმანიზმზე და სექსზეც... აბა, რეალითი შოუების, სერიალების, პორნოფილმების და ყვითელი პრესის მესვეურებს გინდათ შეატოვოთ? ჩვენ ისინი გველოდებიან, ნუ დავაგვიანებთ!

ავტორი: ლელა გაფრინდაშვილი

8.4 „ბავშვები, რომლებიც დიდების თამაშს თამაშობენ“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მედია ნებისმიერ მოვლენასა თუ პროცესს, არსებული სოციალურ-კულტურული გარემოს შესაბამისად კონკრეტულ მნიშვნელობას ანიჭებს და გარკვეული ღირებულებების დამკვიდრებასა და განვითარებას უწყობს ხელს. ამას თემების, სიტყვების, სახეების, კონტექსტის, აქცენტების შერჩევით და ახალი ამბების რიტორიკის განსაზღვრით აკეთებს. ქართული მედიის დიდ ნაწილს კი ცუდად ესმის რა არის დემოკრატიული, ჰუმანური ღირებულებები და საერთოდაც, შორსაა პროფესიონალიზმისგან. ამის მშვენიერი დასტურია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერში“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის წინ გასული სიუჟეტი, რომელიც ტელეწამყვანებმა წარადგინეს, როგორც შოკისმომგვრელი ამბავი ბავშვებზე „რომლებიც მოფარებულში დიდების თამაშს თამაშობენ“. აქვე გავიგეთ ჟურნალისტების მთავარი აღმოჩენის შესახებ, რომ თურმე, ბავშვებს ასეთი უცნაურობა ახასიათებთ, რომ „ყველაფერში უფროსებს ბაძავენ, მათ შორის ინტიმურ ურთიერთობებშიც“. მაინც, რა გაუკვირდათ ასეთი ჩვენს ჟურნალისტებს, რომ გადაწყვიტეს „თემა საჯარო დისკუსიის საგნად ექციათ“ და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევით გადაიღეს და ეთერში გაუშვეს კადრები, სადაც მოქმედი გმირები არასრულწლოვანები, სავარაუდოდ 10 წლამდე ბავშვები არიან? რა და, ის, რომ პატარა გოგო და ბიჭი სექსუალური სცენის იმიტაციას ახდენენ - გოგო ბალახზე წევს და ბიჭი მას გენიტალიებზე ეფერება. მაინცდამაინც სასიამოვნო საყურებელი არაა, მაგრამ გასაოცარი და მით უმეტეს, აღმაშფოთებელი ბავშვების საქციელში, არაფერია. ბავშვობაში ბევრს ჩაუცვამს მშობლების დიდი ფეხსაცმელი, სახლობანაც უთამაშია როლებისა და ფუნქციების განაწილებით და თანატოლის გენიტალიითაც დაინტერესებულა. თავად ჟურნალისტი ბავშვების სექსუალური სცენის პიკანტური დეტალების იმიტაციაში გარკვეულწილად მედიის გავლენასაც ხედავს. „ეს არც ძალადობაა და არც გადახრა. ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოვლენაა, თუმცა, ეს არის არასწორი აღზრდა, ინტერესის არასწორი მიმართვა და გარემოს დიდი გავლენა - პირველ რიგში ჟურნალ-გაზეთების, ტელევიზიისა და ინტერნეტის“ - ამბობს ჟურნალისტი. როგორ ფიქრობთ, რა ჩანს ამ დროს, ანუ პრაიმ-თაიმში, ტელეეკრანზე? რა და, სექსუალურად შიშველი ქალების ფოტოები. სწორედ ისეთები, ჟურნალისტის აზრით ცუდ გავლენას რომ ახდენენ ბავშვებზე.

სიუჟეტი განსჯის საგანი მართლაც უნდა გახდეს, მაგრამ არა ბავშვების, არამედ, ჟურნალისტური არაპროფესიონალიზმის გამო. ბი-ბი-სის ჟურნალისტური ეთიკის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ბავშვების მედიაში ჩვენებას ეხება, ამბობს, რომ მაუწყებელი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი მასალის ჩვენებას, რომელმაც შეიძლება ბავშვს გამეორებისკენ უბიძგოს. რადგან ბავშვებზე მოქმედებს ნანახი, გაგონილი და წაკითხული. ქმედება, რომელიც შეიძლება ბავშვმა ადვილად გაიმეოროს და მისთვის სახიფათო იყოს, არ უნდა იქნას ტრანსლირებული ისეთ დროს, როდესაც ბავშვებმა შეიძლება ნახონ ან მოისმინონ სიუჟეტი. ასევე ჟურნალისტური ეთიკა ავალებს ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს, რომ:

ბავშვისგან ინტერვიუს აღებამდე, ან სხვა ფორმით პროგრამაში ჩართვამდე, ჟურნალისტებმა, ჩვეულებრივ, თანხმობა უნდა აიღონ მშობლისგან ან მეურვისგან, ან ნებისმიერი სრულწლოვანი ადამიანისგან, რომელიც მშობლის მოვალეობას ასრულებს. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი და რაც უფრო დელიკატურია საკითხი, მით უფრო დიდია ასეთი თანხმობის მიღების აუცილებლობა.

პროგრამები, რომლებიც გადაიცემა იმ დრომდე, როდემდეც სავარაუდოდ ბევრი ბავშვი უსმენს რადიოს ან უყურებს ტელევიზორს, არ უნდა შეიცავდეს სექსუალური აქტის ამსახველ სცენებს, თუ ამას რაიმე სერიოზული საგანმანათლებლო მიზეზი არა აქვს.

კურიერის ჟურნალისტები და პროდიუსერები არ იცნობენ ეთიკის ამ ნორმებს. მათ ჰგონიათ, რომ კადრების გაბუნდოვანებით ბავშვების ანონიმურობას დაიცავენ. თუმცა, თუკი მოინდომებ, ბავშვების ვინაობის დადგენა არ გაგიჭირდება.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ოპერატორი თბილისის ხედებს ერთ-ერთი სკოლის ეზოდან იღებდა და ამ დროს ეს სცენა აღმოაჩინა. კადრში მართლაც ძველი თბილისის ყველასათვის ნაცნობი უბანი ჩანს. ის სკოლაც ადვილი მისაგნებია, სადაც ოპერატორი იმყოფებოდა. ბავშვების ამოცნობა კი მათი ტანსაცმლით, დაახლოებითი ასაკითა და თმის ვარცხნილობით ძალიან რთული არ უნდა იყოს.

ჟურნალისტებს არაპროფესიონალიზმითა და ბავშვის სექსუალური განვითარების არცოდნით მშობლები და რაც ყველაზე მეტად საგანგაშოა, ფსიქოლოგებიც არ ჩამოუვარდებიან. ფსიქოლოგები ბავშვების სექსისადმი ინტერესსა და ამ ინტერესის გამოხატვაში „ტაბუს“, „ზნეობრივი მუხრუჭის მოხსნისა“ და კონტროლის შესუსტების შედეგს ხედავენ. თუმცა, შიგადაშიგ მაინც ახსენებდნენ, რომ მშობლებმა და სკოლამ ბავშვს ამ მიმართულებით ელემენტარული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, მისი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილოს და მზად იყოს, პასუხი გასცეს ბავშვების მიერ დასმულ „ყველაზე უხერხულ კითხვასაც კი“. ასევე ქების ღირსია ფსიქოლოგების ის განცხადებაც, რომ თურმე, რაც ამ კადრებში ჩანს, არც გადახრაა და არც ავადმყოფური გამოვლინება, ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოვლენა ყოფილა. ევრიკა! დედამიწა ბრუნავს!

ფსიქოლოგების ამ კომენტარის შემდეგ მაინც რომ ჩაეხედათ ჟურნალისტებს ბავშვის სექსუალურ განვითარებაზე დაწერილ, უკვე კლასიკადქცეულ ლიტერატურაში, ასე განცვიფრებულ-შეშფოთებულები ნამდვილად არ დარჩებოდნენ. ფსიქოლოგიაში ხომ უკვე კარგადაა ცნობილი სექსუალური განვითარების რამდენიმე ფაზა. პირველი - დაბადებიდან 6 წლამდე, როცა ბავშვისთვის მისი სხეული და მასზე დაკვირვება პრიორიტეტულია და იგი სექსუალურ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას სპონტანურად გამოხატავს. ეს ბავშვისთვის ჩვეული ამბავია მანამ, სანამ უფროსები არ ასწავლიან, რომ ამ ემოციების მოთოკვაა საჭირო. მეორე ფაზაში, 6-დან 12 წლამდე, ბავშვი ასრულებს ფიზიკური და სექსუალური განვითარების გარკვეულ ეტაპს, მან უკვე იცის, რომ უფროსებისგან უნდა დამალოს მისი სექსუალური ინსტინქტები და ამ პერიოდში მეტი ავტონომიურობა და ინტიმურობა სურს. ესაა და ეს!

თუმცა, ჩვენ ისეთ კულტურაში ვცხოვრობთ, რომელიც ადამიანს სექსუალურ შეზღუდვებს უწესებს და ნაკლებად მიიჩნევს, რომ სექსი ადამიანისთვის ისეთივე დადებითი და საჭირო რამაა, როგორიც კარგი ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, წარმატება, თვითრეალიზება... მართალია, ამ მიმართულებით ვიქტორიანულ რეპრესიულ მსოფლმხედველობას გავცდით, მაგრამ სექსი, ჯერ კიდევ დაცემად და მორალური მუხრუჭის არარსებობად მიგვაჩნია. ბავშვებს კი აბნევს ეს დამოკიდებულება. მათ, ერთი მხრივ, ინსტინქტის დონეზე, სრულიად ჯანსაღი და ბუნებრივი ინტერესი აქვთ, მეორე მხრივ კი, ასწავლიან, რომ სექსი ამორალობაა ან საერთოდ არ არსებობს. ამიტომ, ბავშვები, ასევე თავდაცვის ინსტინქტით, ცდილობენ დაფარონ ეს ცნობისმოყვარეობა, სექსუალური თემების მიმართ „ამორალური“ ინტერესის რაიმე ფორმით გამოხატვა და ცხადია, ისევ თანატოლებში ცდილობენ პასუხების პოვნას. სიუჟეტში ნაჩვენები მშობლები კი, რომლებიც გაოგნდნენ ნანახი კადრებით, ვერ შეძლეს მათი ბოლომდე ნახვა ალბათ ზუსტად გამოხატავენ საშუალო სტატისტიკური ქართველი მშობლის აზრს, რომელიც ბავშვების სექსუალურ თემებზე დასმულ კითხვებს ასე პასუხობს: „ეს შენი საქმე არაა“ ან, რომ ბავშვები მხოლოდ სიყვარულის, და არა სექსის შედეგად ჩნდებიან, მერე კი „გაოგნებულები“ აღმოაჩენენ, რომ მათი შვილები, უკვე მათ გარეშე ცდილობენ სამყაროს შეცნობას.

ავტორი: ნინო დანელია

9 დისკუსია

▲ზევით დაბრუნება


9.1 აგრესიიდან ძალადობამდე

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

იაგო კაჭკაჭიშვილი, ქეთი სადღობელაშვილი, მაია ცირამუა, გურამ ოდიშარია

ბიბლია გვეუბნება, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველი მკვდარი იყო მოკლული. ის, აბელი, თავისი ბუნებრივი სიკვდილით კი არა, ძმის, კაენის ხელით მოკვდა. იგივე ბიბლიიდან, თუკი რაც იყო, ის იქნება და რაც არის, ის განმეორდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეულ პერიოდებში აგრესია და ძალადობა გამოვლინების პიკს მიაღწევს მაშინ, როცა ერში დაგროვილი უარყოფითი ენერგია განმუხტვას მოითხოვს. ძალიან მიკვირს და აგრესია მეუფლება, როცა გაოცებული სახით კითხულობენ ტელეეკრანიდან: საიდან ამდენი აგრესია-ძალადობის ფაქტები? საიდან და ბაღდადიდან. აგერ არ იყო 90-იანი წლები და თაობა, რომელიც ომების (სამოქალაქო, აფხაზეთი, სამაჩაბლო) დროს ჩაისახა? როგორც ფეხმძიმე ქალის ტრამვები და სტრესები მოქმედებენ ნაყოფზე, ისე იმოქმედა მაშინდელმა აგრესიამ და ძალადობამ იმ წლებში დაბადებულ თაობაზე და შედეგიც სახეზეა. როგორია ჩვენი საზოგადოების გზა აგრესიიდან ძალადობამდე, ვინ და რა აიძულებს მას ამ გზაზე შედგომას - მიზეზები, ვარაუდები, რეფლექსია. დისკუსიაში მონაწილეობენ: მწერალი გურამ ოდიშარია, ფილოსოფოსი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ქეთი - კარგი იქნება ამ ცნებების დიფერენცირებას თუ მოვახდენთ, ჩემი აზრით, აგრესია ძალადობის წინაპირობაა, ძალადობა კი უკვე განხორციელებული ქმედება.

მაია - თავისთავად აგრესია სულაც არაა ცუდი. ადამიანს ეს იმპულსი რომ არ ჰქონდეს, ელემენტარულად ვერ იარსებებს, თავს ვერ გადაირჩენს, ვერ იქნება მიზანდასახული, ვერ შედგება, როგორც პიროვნება. ადამიანში იმთავითვე არის ჩადებული ორი ბაზისური ინსტიქტი, ერთი მიდის სიცოცხლისაკენ, მეორე სიკვდილისაკენ, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ერთია სიყვარულის, მეორე სიძულვილის, ერთია შენების, მეორე ნგრევის. ეს რომ არ იყოს ადამიანში, აბსოლუტურად დაინგრეოდა მთლიანობა. აგრესიული იმპულსის მატარებელი არის ნებისმიერი ადამიანი, როცა ეს იმპულსი პოზიტიურ ჩარჩოში ექცევა, ადამიანი აგრესიას ისე იყენებს, როგორც რესურსს. ზოგჯერ არასრულწლოვანთა კოლონიის მოზარდებთან მიწევს შეხვედრა და ერთი ამბავი მახსენდება ბავშვზე, რომელიც სერიოზული დაპირისპირების საგანი გახდა საზოგადოებაში. ის ფიქრობს, რომ მთელმა საზოგადოებამ ესროლა ტალახი, რის გამოც დაკარგა საკუთარი მომავლის რწმენა და გაუჩნდა ერთადერთი მიზანი - შური იძიოს და მოსპოს ის ადამიანი, ვინც ამ მდგომარეობაში ჩააგდო. არაფერი გაჭრის, თუ რეალურად არ დაანახე, რომ შურისძიება მისთვის არაფრის მომტანია. როცა საკუთარ განცდებზე მიამბობდა, გამახსენდა „ნატვრის ხე“, სადაც სიყვარულის გამო სჯიან ადამიანს, ამ ბავშვს ვკითხე - ამბობ, რომ ტალახი გესროლეს, იქნებ დაფიქრდე და მითხრა, რა შეიძლება გააკეთო, რომ შენც იგივე ტალახი არ ესროლო. დიდხანს იფიქრა და მითხრა: ვეცდები ისეთი წარმატებული გავხდე, მას, ვინც ტალახი მესროლა, შერცხვეს და თქვას - რატომ ხელები არ გამიხმა, თავის დროზე ამ ბავშვს ტალახი რომ ვესროლეო. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება აგრესიას შეუცვალო ჩარჩო და პოზიტიური მიმართულება მისცე, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავა ძალადობაში.

იაგო - მაიას ვეთანხმები იმაში, რომ - შეუძლებელია ადამიანი წარმოიდგინო აგრესიული მუხტის გარეშე. თუ ფილოსოფიის და სოციოლოგიის ენაზე ვისაუბრებთ, შემიძლია გავიხსენო ნიცშე, რომელიც ამბობს, რომ ყველა ადამიანში დევს მოთხოვნილება იმისა, გაბატონდეს და დაიმორჩოლოს სხვა ადამიანი, მაგრამ ყველას არა აქვს თანაბარი უნარი და შესაძლებლობა ადეკვატურად გამოავლინოს მასში არსებული ძალაუფლების ნება, ძალაუფლების უუნარო ადამიანები ამიტომაც ნიღბავენ თავიანთ სისუსტეს. ნიცშე ფიქრობდა, რომ კულტურა და რელიგია მოგონილია სუსტი ადამიანების მიერ იმისათვის, რომ დაფარონ თავიანთი სისუსტე. თუ ნიცშეს პოზიტიური კუთხით შევხედავთ, იმავეს ამბობს, რასაც ფროიდი ამბობდა, რომ საჭიროა ადამიანის ინსტიქტების დაბალანსება კულტურით და რომ კულტურას მაპრესირებელი ფუნქცია აქვს ინდივიდის ინსტიქტური მისწრაფებების მიმართ. სოციოლოგები ამას სოციალიზაციის პროცესს უწოდებენ, როდესაც ინდივიდი ახდენს საზოგადოებაში არსებული და მიღებული კულტურული და სოციალური ნორმების ათვისებასა და გადაცემას.

ქეთი - მაგრამ, სოციალური გარემო რამდენად აძლევს საშუალებას ინდივიდს საკუთარ თავში დააბალანსოს ეს აგრესიული მუხტი? ჩვენი გარემო ხომ პირიქით მოქმედებს, აძლიერებს ამ მუხტს.

იაგო - ამაშია საქმე. თუ სოციალიზაცია ვერ უზრუნველყოფს სათანადო „ჯებირების“ აგებას აგრესიის კალაპოტში მოსაქცევად, მაშინ აგრესიას ფართო გასაქანი ეძლევა. დღეს ჩვენს საზოგადოებაში არსებული ღირებულებათა სკალა არ არის ისეთი, რომ აგრესიული მუხტი სათანადოდ დააბალანსოს. ძალადობის კონცეპტუალურ შინაარსს დავუბრუნდები. ძალადობა - ეს არის ადამიანის იძულება, იმოქმედოს საკუთარი სურვილისა და ნების საწინააღმდეგოდ, ოღონდ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველა შემთხვევაში ცუდია. არსებობს ადამიანის იძულების ლეგალური და ლეგიტიმური საფუძველი. სახელმწიფო სწორედ ესაა. ის არსებობს იმისათვის, რომ აიძულოს ადამიანი ან სოციალური ჯგუფი იმოქმედოს განსაზღვრულ ნორმატულ ჩარჩოში. იძულება მიუღებელია და დევიაციად იქცევა მაშინ, როდესაც არც ლეგალურ საფუძველს ეყრდნობა, ანუ არც კანონიერია და არც საზოგადოების ან სოციალური ჯგუფების მიერ არის აღიარებული. საკითხავია, არის თუ არა ჩვენი საზოგადოება მიდრეკილი ისეთი ტიპის ძალადობისაკენ, რომელიც არც ნორმატულია და არც ლეგიტიმური? მე ვფიქრობ, არის და ამას თავისი მიზეზებიც აქვს.

გურამი - რახან მწერალი ვარ და ამბებს ვაგროვებ, მინდა ასეთი ამბავი მოგიყვეთ. აფხაზეთში დაბადებულ-გაზრდილი კაცი ვარ და მთელი ომის განმავლობაში აფხაზებზე მეტად რუსებზე იყო ყურადღება გამახვილებული, იმაზე, როგორ გვბომბავს რუსული ავიაცია, რომ ჩვენი მთავარი მტერი რუსეთია და ა.შ. მეგობარი ექიმი მიყვება: შვილმა მთხოვა, ქართული და რუსული თვითმფრინავები დამიხატეო. ორივე დავუხატე თავიანთი დროშებით და ატრიბუტიკით, ბავშვი მთლიანად გამოერთო ოჯახის სიტუაციას, აიღო ფლომასტერები და რა აღარ ისროლა რუსული თვითმფრინავისკენ, რაკეტები, ბომბები, ტყვიები. როცა ააფეთქა და წითელი ფლომასტერებით ცეცხლის ალში გაახვია, რომ შევხედე, წნევა ჰქონდა აწეული, ისეთი გაწითლებული იყოო, ხედავთ, რა მოხდა? ამ ბავშვმა იომა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ქაღალდი და ფლომასტერი ჰქონდა, მთელი არსებით იომა. ჩვენ, აფხაზებმაც და ქართველებმაც იმ თაობის ყველა ბავშვს დავუკარგეთ ბავშვობა. ასეთ დროს, მე ყოველთვის ბოდიშს ვუხდი ჩვენი შვილების თაობას. ასეთ ამბავსაც გავიხსენებ - ერთი შერეული ოჯახია, დედა აფხაზია, მამა ქართველი. შვილები ომგამოვლილები არიან, ამჟამად თბილისში ცხოვრობენ და აფხაზეთში დედულეთში ჩადიან ხოლმე ბებია-ბაბუასთან. საინტერესო ისაა, რომ ეს ბავშვები აფხაზეთში ხაზგასმულად საუბრობენ ქართულ ენაზე, რომელიც იქაურებს აღიზიანებთ, აქ კი, ქართულ გარემოში ცდილობენ აფხაზურად ილაპარაკონ. ვფიქრობ, რომ ეს რაღაცნაირი შურისძიებაა ამ ბავშვებისა საზოგადოების მიმართ, ზუსტად ამ ომის გამო.

მაია - ორგანიზაციაში, სადაც ვმუშაობ, არსებობს ტრამვული თამაშის ისტორია, რომელიც თბილისის ზღვაზე მოხდა. იქ მცხოვრებმა დევნილმა ბავშვებმა სადღაც იპოვნეს მკვდარი ჩიტი, ამოთხრიან მიწას, დამარხავენ ამ ჩიტს, დაიტირებენ, ერთი დღის შემდეგ ისევ ამოთხრიან, ახლა სხვა ადგილას გადაიტანენ. ვერავინ მიხვდა, რას თამაშობენ ბავშვები. მაშინ ძალიან აქტუალური იყო ომის დროს დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების თემა, აღმოჩნდა, რომ ბავშვები თამაშობდნენ იმას, რაც ნახეს და მოისმინეს. ეს არის ტრამვული გამოცდილების შედეგი, რომელსაც დიდი დრო სჭირდება მოსაშუშებლად. თუ ოჯახში ერთი ადამიანი მაინც არის ტრამვირებული, გრიპივითაა, იქ ყველა ტრამვირებული ხდება.

0x01 graphic

აგრესიული და ძალადობრივი თამაშები კი დარჩა ძალაში, მაგრამ ბავშვები დღეს უკვე ომობანას კი არა, დაპატიმრობანას, მიტინგობანას და პარლამენტობანას თამაშობენ. იქნებ დავფიქრდეთ, რა ხდება საერთოდ.

ქეთი - როცა ომისშემდგომ პერიოდზე ვსაუბრობთ, ალბათ ბუნებრივია ის შედეგი, რასაც ვიღებთ. ეკონომიკური მომენტიც ხშირად ხდება განმსაზღვრელი, ბევრი ბავშვი იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც უყურებს უმუშევარ მამას, დედას, რომელიც მთელი დღე ბაზრობაზეა გავარდნილი, ოჯახი რომ დააპუროს, თვითონ თავის დამკვიდრება სჭირდება, თითქოს გასაგებია ასეთი ბავშვის აგრესია, მაგრამ არანაკლები აგრესიით ხასიათდებიან სოციალურად უზრუნველყოფილი ოჯახის შვილები, როცა მეტი და მეტი უნდათ. შეიძლება თუ არა აგრესიის მიზეზი ორივე შემთხვევაში ერთი იყოს?

იაგო - მიზეზი ერთი ნამდვილად არაა, ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. რომელი მიზეზი დომინირებს მეტად, ეს კვლევასა და შესწავლას მოითხოვს. ჩვენთან ასეთი რეპრეზენტატული კვლევები თითქმის არ ტარდება, ამდენად, შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ. რატომ არ უნდა დავიწყოთ თუნდაც სახელმწიფოდან, რომელიც აგრესიისა და ძალადობის კულტივირებას ახდენს. რაღაც უცნაური დამთხვევა მოხდა ამ თემასთან, ხვალ 26 მაისის აღლუმია და რუსთაველის გამზირზე რომ გამოვიარე, ეს იყო არა რუსთაველის გამზირი (როგორც სამოქალაქო სივრცე), არამედ იარაღის საწყობი, შეფუთული ისეთ იდეოლოგიაში, თითქოს ეს იყოს საქართველოს ძლიერება, პრესტიჟი და მომავალი. ალბათ, მიგიქცევიათ ყურადღება იმისათვის, რომ პაციფიზმი, როგორც გარკვეული მსოფლმხედველობა და იდეოლოგია, გნებავთ, გარკვეული განწყობა, ჩვენთან ლამის დანაშაულისა და მოღალატეობის რანგშია აყვანილი. თუ შენ გამოდიხარ პრინციპით - „მშვიდობით, იარაღო!“ ეს ნიშნავს, რომ მარგინალი ხარ და ეწინააღმდეგები შენი სამშობლოს კეთილდღეობას. სამწუხაროდ, ამ ტიპის იდეოლოგიის დამკვიდრებას და განწყობის შექმნას ჩვენს საზოგადოებაში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს.

ქეთი - საზოგადოებასთან ხელისუფლების ურთიერთობის სტილიც აგრესიულია, ცინიკური და დამაშინებელი. კი არ გესაუბრებიან, არამედ გიყვირიან, გტუქსავენ, რაღაცას გიმტკიცებენ. აგრესიის სტილის პრიორიტეტი მკვიდრდება ამ ქვეყანაში.

იაგო - შესაძლოა, გარკვეულ სოციალურ ინსტიტუტებს, მაგალითად ჯარს და ზოგადად, თავდაცვის სისტემას მოეთხოვებოდეს აგრესიის კლასიკური გამოხატულება ან კლასიკური მორჩილება, როცა ბრძანების შინაარს არ აქცევ კრიტიკული რეფლექსიისა და რევიზიის საგნად, მაგრამ როცა ამ ტიპის განწყობას გადაიტან სხვა სახის ინსტიტუციებზე და ქმნი ისეთ ვერტიკალს, სადაც სუბორდინაცია მოითხოვს ტოტალურ დაქვემდებარებას და ნებისმიერი კრიტიკული რეფლექსია დანაშაულად აღიქმება, ამას სასწრაფოდ სჭირდება თერაპია.

ქეთი - თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ სახელმწიფო გარკვეულწილად ძალადობას ახორციელებს საზოგადოებაზე, როცა ცდილობს მოაქციოს კანონის ჩარჩოში, დღეს რამდენად კანონიერია ურთიერთობა სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის, არავინ დაობს იმაზე, რომ ყველა კანონმორჩილი უნდა იყოს, მაგრამ მეორე მომენტია, როცა სახელმწიფო ისეთ გარემოს გიქმნის, იძულებული ხარ ძალადობითა და აგრესიით გაიტანო თავი.

0x01 graphic

იაგო - რასაკვირველია, ძალადობისა და აგრესიისათვის ძალიან ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს ეკონომიკური ფაქტორები, ამ თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოება პირდაპირ ოაზისია. თუ მინიმალური სამომხმარებლო კალათა ერთი ინდივიდისათვის მართლაც 130 ლარამდეა თვეში, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართული საზოგადოების ნახევარზე მეტი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. რამდენიმე საბაზისო მოთხოვნილებიდან, რომლის დაკმაყოფილება ადამიანისათვის ფუნდამენტურია, შიმშილის დაკმაყოფილება ერთ-ერთი უპირველესია. როდესაც ამას ვერ ახერხებს, ადამიანს ბუნებრივად უჩნდება ჯანყის, აგრესიის და ძალადობის განწყობა. თავისუფლების საბაზისო ინსტიქტის დათრგუნვაც ასევე ძალადობისა და აგრესიის წყაროა. ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ საქართველოში ნორმალური ვითარება გვაქვს, აქაც ძალიან ბევრი ხინჯია, ამაზე თვალს ვერ დავხუჭავ. ამერიკული სოციოლოგიის ფუძემდებელი პიტირიმ სოროკინი ამბობდა, რომ ძალადობას და აგრესიას, ერთი მხრივ იწვევს შიმშილი, მეორე მხრივ თავისუფალი გამოხატვის დათრგუნვა, საკუთრების ხელყოფა და ა.შ

გურამი - მე თქვენზე ბევრად უფროსი ვარ და უნივერსიტეტში მარქსიზმ-ლენინიზმს გვასწავლიდნენ, იქიდან მახსოვს მარქსის ნათქვამი - შიმშილით ნებისმიერ იდეას მოვკლავო. მართლაც, რაც უნდა იდეურად ამაღლებული იყოს საზოგადოება, როცა არ სრულდება ის, რისი იმედითაც დაიწყო არსებობა (თუნდაც ვარდების რევოლუციის პარალელი ავიღოთ), რა თქმა უნდა უზარმაზარი პროტესტი ჩნდება საზოგადოებაში, მით უფრო, როცა ხელაღებით ამცირებენ ხალხს სამსახურებში. საქართველოში ნახევარზე მეტია უმუშევარი და რატომ გვიკვირს აგრესიის მატება. ომზეც რომ ვილაპარაკეთ, არა მარტო დევნილებს გაუჩნდათ ქრონიკული დამარცხების სინდრომი, ის მთლიან პლასტად დაედო მთელ ქართულ საზოგადოებას. იმის ყოველწუთიერი თქმა ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და აი, როგორი ჯარი გვყავს, უფრო მეტად უსვამს ხაზს ჩვენს ტრაგედიას. ამასწინათ მტრად გამოაცხადეს კაცი, რომელმაც გაბედა და ბოდიში მოუხადა აფხაზებს. იმაში მაინც უნდა ვიყო თავისუფალი, რომ საკუთარ თავს ვეკუთვნოდე. მომეცი საშუალება, ბოდიში ვთქვა როცა მომინდება და ნუ მაშინებ.

ქეთი - ხელისუფლებისაგან დიდად არ განსხვავდება ჩვენი საზოგადოება. თუ დავუკვირდებით ოჯახებში ბავშვთა აღზრდის მეთოდებს, უმეტესობა შვილებს ჯუნგლის კანონებით ზრდის - არავინ დაგჩაგროს, არავინ გაჯობოს. დღეს კულტურული და წესიერი ადამიანი ამ საზოგადოებაში, მაპატიეთ ჟარგონისთვის და „ჩმორიკად“ ითვლება. როცა ოჯახების უმეტესობა ასეთი პრინციპებით ცხოვრობს, გამოდის, რომ პრობლემის სიმწვავეში საზოგადოების წილიც იმდენივეა, რამდენიც ხელისუფლების და დანარჩენი ინსტიტუციების. წეღან იაგო ღირებულებათა სკალის არარსებობაზე საუბრობდა, მოდი, ვთქვათ, რომელი ღირებულებები გვაკლია.

იაგო - დავიწყოთ შემწყნარებლობითა და პაციფიზმით, რომელიც ოჯახში აღზრდისას ერთ-ერთი მთავარი ღირებულება უნდა იყოს. ჩვენთან აღზრდის სისტემაში ჩართულია თავისუფლების მომენტიც, მაგრამ ავიწყდებათ, რომ შენი თავისუფლება იქ უნდა დამთავრდეს, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება, ამას არ ითვალისწინებენ აღზრდისას.

მაია - ხშირად, მშობლებს არა აქვთ გაცნობიერებული ის, რომ ფიზიკური ძალადობის გარდა არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობაც, რომელიც უფრო მეტად დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანისათვის. აქ იგულისხმება ღირსების შელახვა, შეურაცხყოფა, იარლიყების მიწებება - ზარმაცი ხარ, უზრდელი ხარ, შენგან კაცი არ გამოვა. სოციალური მოლოდინების თეორიის მიხედვით ბავშვებს აქვთ არაჩვეულებრივი უნარი, გაამართლონ ჩვენი ყველაზე უფრო ცუდი მოლოდინები და აკეთებენ კიდეც ამას.

იაგო - ბატონმა გურამმა თქვა, მწერალი ვარ და ამბებს ვაგროვებო. ერთ ამბავს მეც მოვყვები, რომელიც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს ოჯახებში არსებობს ფარული ძალაუფლების დიდი დოზა, რომელიც საერთოდ არ აღიქმება ძალადობად, არადა, პრინციპში, ძალადობაა. ჩემს მეგობრებს ჯერ ერთი გოგო შეეძინათ, მერე მეორე. ქმარი ეუბნება ცოლს - მეთვრამეტე ხომ ბიჭი იქნებაო. ჩვენი კულტურული სტანდარტის (ტრადიციის) მიხედვით ბიჭი თუ არ გყავს, ეს ნიშნავს, რომ „რაღაც აკლია“ შენს ოჯახს, გოგო თუ გყავს - არც ისაა „ბოლომდე“ შენი, ხომ არის ასეთი გამოთქმა - „გოგო სხვისია“. ჩემმა მეგობარმა კი არ გაიხუმრა, მართლა თქვა. სანამ ბიჭი არ გაჩნდებოდა, მეთვრამეტემდე ავიდოდა. ის არ კითხულობს ცოლის ორგანიზმი ფიზიოლოგიურად რამდენად მზადაა ამისთვის, უნდა თუ არა ცოლს, სხვა საქმით დაკავდეს თუ აკვანთან უნდა აღამ-ათენოს. არის თუ არა ეს ძალადობა? რასაკვირველია არის. ასეთი მენტალიტეტის კაცს რომ უთხრა, ცოლზე ძალადობას ახორციელებო - ან არ დაიჯერებს, ან ჩათვლის, რომ აშაყირებ. რამდენი ასეთი ფარული პლასტი არსებობს, ერთი მითხარით.

ქეთი - პრინციპში, აკრძალვის რაღაც მექანიზმიც ხომ უნდა არსებობდეს აგრესიის გასანეიტრალებლად, თუნდაც ბავშვთან, ის ხომ ხშირად ვერ გიყალიბებს იმას, რაც უნდა?

მაია - რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი აღზრდის სისტემა ისეა აგებული, რომ ათასი აკრძალვა და კატეგორიული იმპერატივი არსებობს, ძალიან ცოტა ფიქრობს იმაზე, თუ რა უნდა თვითონ ბავშვს. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ბავშვი არ უნდა დაისაჯოს. თუმცაღა, არსებობს უფრო რაციონალური, უფრო ადამიანური დასჯის მეთოდები.

იაგო - არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ იძულების მექანიზმი საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს. ამის გარეშე ჩვენ მეორე უკიდურესობას მივადგებით, რომელიც არის ანარქია, ქაოსი და „მე მინდას“ პრინციპის გააბსოლუტურება, სადაც ბატონობს ზეკაცის მსოფლმხედველობა - „მე თავად ვარ ღირებულებების კანონმდებელი და ფეხზე მკიდია დანარჩენი სამყარო“, ასეთი ფიურერიზმის პრინციპს უნდა გავექცეთ და რაღაცნაირად მოვნახოთ ოქროს შუალედი, რომლის მოძებნა რთულია, მაგრამ შესაძლებელი. იმისთვის, რომ ადამიანი სოციალური წესრიგისადმი ადეკვატური გამხდარიყო, დაფუძნდა სხვადასხვა სოციალური და სამართლებრივი ნორმები, დაწერილიც და დაუწერელიც. ეს ნორმები ადამიანის მოგონილია, მაგრამ იწრთობა წლების, საუკუნეების განმავლობაში და საბოლოო ჯამში არა ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური ცნობიერების პროდუქტს წარმოადგენს. პროგრესულმა კაცობრიობამ შექმნა სხვადასხვა ტიპის ურთიერთობისთვის ადეკვატური ნორმატული სისტემა, ასევეა ოჯახიც და მასში მიმდინარე პროცესებიც, მათ შორის - აღზრდისა და სოციალიზაციის. მართალია ყველა ოჯახისთვის ეს პროცესი ინდივიდუალური და უნიკალურია, მაგრამ არსებობს აღზრდის სისტემები, რომლებიც სხვადასხვა კულტურათა შეჯერებითაა მიღებული, რომელს ავირჩევთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ანუ იმის თქმა, რომ არ არსებობს იძულების რაციონალური მექანიზმი, შეუძლებელია, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა შესწავლა, კულტივირება და პროპაგანდა.

ქეთი - პროპაგანდა უნდა გააკეთოს მედიამ, თუმცა დღეს ჩვენი მედია არის გამოკვეთილად მოძალადე სფერო, რომელიც აგრესიის აკუმულირებას ახდენს და ათმაგად უბრუნებს საზოგადოებას. ფაქტობრივად, ინფორმაციის უკონტროლო მიღება-გაშვებამ მედიის მხრიდან დიდწილად განსაზღვრა საზოგადოებაში არსებული აგრესიისა და ძალადობის მაღალი ხარისხი.

იაგო - „პატრულს“ რომ უყურო, გაგიჟდები. ჩვენმა ოპერატორებმა განსაკუთრებით კარგად ისწავლეს (თუ ჟურნალისტის მითითებაა, არ ვიცი), როგორ აჩვენონ დიდხანს და ახლო ხედით სისხლის გუბეში დაგდებული ადამიანი. არის თუ არა ეს იმ ნორმატული ჩარჩოს დანგრევა, რომელიც ჟურნალისტიკას, როგორც საზოგადოებაზე ზემოქმედების საშუალებას უნდა ჰქონდეს? არანაირი პროფესიული და ეთიკური ნორმები არ არის დაცული.

0x01 graphic

მაია - ის, რაც გააკეთა მედიამ თუნდაც იმავე ზერეკიძესთან მიმართებაში, იყო დანაშაული ამ ბავშვის წინაშე. წარმოიდგინეთ მის ადგილას საკუთარი თავი, 14 წლის ბიჭი ზიხარ ციხეში, ხედავ, რომ საზოგადოება მედიის მცდელობის შედეგად გაიყო ორ ნაწილად. ვიღაცეებისთვის გმირი ხარ, ვიღაცეებისთვის ნაძირალა. არავინ იფიქრა, რას ფიქრობს თავად ეს ბავშვი ან რამდენად რთულია მისთვის ამ ორი „რეალობის“ შეთავსება. შედეგად მივიღეთ ის, რომ მასწავლებლები ბავშვებს დღეს ასე ლანძღავენ - შენგან ზერეკიძე გამოვა. მითხარით, რა უნდა უთხრა ამ ბავშვს, როგორ უნდა აღუდგინო რწმენა? ისედაც, ბავშვების უმრავლესობას, რომლებიც ციხეში არიან, საშინელი შიში აქვთ ჩვენი საზოგადოებისა, რომელიც უამრავი დისკრიმინაციული სტერეოტიპით არის შეიარაღებული.

ქეთი - სად ხედავთ რეალურ საზოგადოებას? ჩვენ ვხედავთ საზოგადოების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ტელევიზიითაა წარმოდგენილი, ხელისუფლებაც ხომ ტელევიზიით გვეკონტაქტება. საერთოდაც მგონია, რომ საქართველო ტელესახელმწიფოა, სადაც არაფერი ხდება, თუ ტელევიზია არ გიჩვენებს. დაწყებული ღონისძიებათა პირდაპირი ჩართვებით, ტრიბუნი-პრეზიდენტის განუყრელი მოწოდებებითა და აგრესიული ყვირილის თანხლებით, დამთავრებული იმ „ტოპ“ ჟურნალისტებით, რომელთა სამეგობრო-საახლობლო წრეს ქართული საზოგადოების სახელით მოსაუბრეებს ვხედავთ ტელეეთერში. მოკლედ, ვირტუალურ ქვეყანაში შეგვრეკა მედიამ.

მაია - დისკრიმინაციულ სტერეოტიპებზე რომ ვლაპარაკობდი, ტელევიზია უფრო მეტად ამძაფრებს ამ სტერეოტიპებს, თუ ეს გაცნობიერებულად ხდება, ძალიან ცუდია, თუ გაუცნობიერებლად ხდება, ალბათ, უნდა დაფიქრდნენ. არ შეიძლება ამა თუ იმ სატელევიზიო არხის მაღალ რეიტინგს ადამიანები შეეწირონ.

ქეთი - BBC-ის ეთიკურ კრიტერიუმებში მთელი თავი ეთმობა იმის ახსნას, თუ რა შეზღუდვები არსებობს მიცვალებულისა და მისი ოჯახის, საერთოდ ტრაგიკული მოვლენების გადაღებისას და ჩვენებისას. ჩვენთან არავინ ფიქრობს ადამიანებზე, მთავარი რეიტინგია! არასოდეს დამირეკავს ტელევიზიაში, მაგრამ როცა ერთ-ერთ ნიუსად დამწვარი მიცვალებულის დანაკუწებული სხეულის ნაწილები ყველა რაკურსით აჩვენეს, ისე გავგიჟდი, „ქრონიკაშიც“ კი დავრეკე, მთელი ღამე კოშმარად მექცა. ეს ხომ ერთი შემთხვევა არ არის. ასევე აჩვენეს გორში ტერაქტის დროს დაღუპულთა გვამები, თითქმის ყოველდღე აჩვენებენ ავარიებს. ვფიქრობ, ეს შეუგნებლად არ კეთდება, რადგან იმ სიუჟეტს ავტორის გარდა რედაქტორი და საინფორმაციო სამსახურის უფროსიც ნახულობს. ინტერესს კი იწვევენ სისხლით, მაგრამ ეს ინტერესი რომ სადღაც რეალიზდება, ამაზე არავინ ფიქრობს.

გურამი - ველიმირ ხლებნიკოვს აქვს ნათქვამი - ძალიან დიდი ინტერესით შევდივარ პოლიციის განყოფილებაში, იმიტომ, რომ იქ ჩემს სახელმწიფოს ვხვდებიო. ჩვენ ნებისმიერ ადგილას ვხვდებით ჩვენს სახელმწიფოს, ამიტომ ბავშვი სახლშიც რომ ჩაკეტო, ტელევიზორს ჩართავს და ქვეყანა უკვე მასთან მოდის სახლში. ყველას გახსოვთ ის დრო, როცა თბილისში შუქი არ იყო. მაშინ ძალიან პოპულარული იყო თელასის ხალხი, მოვიდოდა შუქი და ისინი ჩანდნენ ტელევიზორში. სახელებიც კი ვიცოდით ბლოკების, აგრეგატების, ფიდერების და რაღა თქმა უნდა შუქის ხალხის, როდესაც სიტუაცია გამოსწორდა, ეს ხალხი გაქრა. ადრე თუ ვცნობდით, ახლა მათი გვარ-სახელიც არ ვიცით. შემდეგ პერიოდული პრობლემა გახდა წყალი. ჩართავდი ტელევიზორს და ახლა წყლის ხალხი ჩანდა, წყალკანალი, მილები, ისტორიაც კი ვისწავლეთ რომელ წელს იყო ესა თუ ის მილი ჩაყრილი. მოკლედ, პოპულარულები გახდნენ. ახლა, როცა მეკითხებიან ხოლმე, რატომ არის ასეთი გადახურებული პოლიტიზირებული სივრცე, რატომ არიან პოპულარულები პოლიტიკოსები, წინა მაგალითებიდან გამომდინარე, მე მგონი, რაც არა გვაქვს, ის ხდება პოპულარული. ეტყობა, ჩვენ მართლა დიდი კულტურა გვაქვს, რადგან ტელევიზიები მასზე არ ლაპარაკობენ. ამასწინათ გოგი გვახარიას გადაცემა დახურეს, რეიტინგული არ არისო, ასევე დახურეს გადაცემა - „არ იდარდო“. ყველაფერი აღიზიანებთ, სადაც ადამიანური ფაქტორია. იგივე ომთან დაკავშირებით, პოპულარული თავების დაჭრა და დახოცვაა, ადამიანმა ადამიანი რომ გადაარჩინა და სიკეთე გააკეთა, ეს არავის აინტერესებს. ბავშვთა მკვლელობები რომ ავიღოთ, ამ მკვლელობებმა პატარა ბიჭები პოპულარულები გახადა. ამასწინათ, ერთმა პატარა გოგომ თქვა - მოგვწონს, ჩვენს გამო ბიჭები რომ ჩხუბობენო. უკვე არგუმენტებს ეძებენ მკვლელების გასამართლებლად - აბა რა ექნა, მის შეყვარებულს შეურაცხყოფა მიაყენაო. ასეთ დროს, ოჯახში რაც უნდა კარგად გაზარდო ბავშვი, რაც არ უნდა უკითხო და კარგი აჩვენო, გამოდის დიდ ქვეყანაში და ეჯახება სულ სხვა რეალობას, სადაც უმწეო ხდება. აქ არა მარტო ხელისუფლებას, საზოგადოებასაც ძალიან ცუდად აქვს საქმე.

ქეთი - თქვენ ბრძანეთ, ის ადამიანები, ვინც ომი ნახა, უღელტეხილი გადმოიარა და ათას უბედურებას გაუძლო, გაცილებით მიმტევებლები გახდნენ, ვიდრე გაბოროტებულებიო.

გურამი - ვისაც ომი დროს დაეღუპა შვილი, ის უფრო მპატიებელი აღმოჩნდა, მათ შორის აფხაზებიც. სამი წლის წინათ ჩავედი ჩემს მშობლიურ სოხუმში. პატარა პროექტი იყო ასეთი: 4-5 ბიჭი ჩავიდა აფხაზეთში, რომ იქაური უნივერსიტეტი ენახათ - როგორი ბაზა აქვთ, როგორ ასწავლიან და აქეთაც ჩამოვიდნენ აფხაზები. ხელის გულზე ატარეს თანატოლებმა და მერე აქედან წაიყვანეს 5 ბიჭი, ერთი სოხუმელი იყო მათ შორის, თავისი სახლი ანახეს და რომ მოიყვანეს, შაოსანი ქალი დახვდათ - გავიგე, სოხუმელი ჩამოსულა თბილისიდან და მაჩვენეთ ეგ ბიჭიო. მასპინძლებს შეეშინდათ, რამე არ უთხრას, გაუბედურებული ქალიაო. სამი სურათი ეკიდა თურმე გულზე. ეს ბიჭი ყვება - მეც შემეშინდა, კედელთან დავდექი, მომკიდა ხელი იმ ქალმა და მითხრა - ერთი შვილი ომამდე გარდამეცვალა, მეორე ომის დროს დაიღუპა, მესამე - ძმიშვილი მომიკლეს. სადაც დავასაფლავე, იქვე მათი ტოლი ქართველი ბიჭის საფლავია, ქართველების და აფხაზების უბედურება ისაა, რომ დედამისს უფლება არ აქვს, მოვიდეს და შვილი იტიროს, მინდა გითხრა, რომ იმ ქართველი ბიჭის საფლავს მე ვუვლიო. ამას ამბობს ქალი, რომელსაც შვილი და ძმისშვილი ამ ომში დაეღუპა. ანალოგიური მაგალითები ქართული მხრიდანაც უამრავია. დარწმუნებული ვარ, ის პატარა ბიჭები, რომლებმაც დღეს მკვლელობა ჩაიდინეს, დრო გავა და სხვანაირად შეხედავენ ცხოვრებას. ისინი აუცილებლად მოინანიებენ, ჩაწვდებიან იმას, რასაც იესო ეუბნება მოწაფეებს: „ცოდვილო, მონა ხარ შენი ცოდვისა!“ პრინციპში, მარტო ისინიც არ იმეტებენ ადამიანს - წვლილი ყველას გვაქვს - საზოგადოებას, ხელისუფლებას, მედიას. რა თქმა უნდა, განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება მსგავსი რამ, მაგრამ ჩვენთან ტალღა არის ძალიან ძლიერი. იმედია, გადაივლის ეს ტალღა, მაგრამ ახლა რაღაცნაირად უნდა ვუსაშველოთ ამ საქმეს.

იაგო - რასაკვირველია ტელევიზიითაც შეიძლება აჩვენო ძალადობა, მაგრამ ამ ჩვენებასაც თავისი ფორმა აქვს, რა დოზითაც აჩვენებ ძალადობას, იმ დოზით უნდა აქციო დისკუსიის საგნად, უნდა განიხილო. ასე იყო გოგი გვახარიას გადაცემებში, იყო რაღაც ფილმები ძალადობის ჩვენებით, მაგრამ შემდეგ ირჩეოდა ეს ფილმები, რეფლექსია იყო ძალადობის ავ-კარგზე. დღეს ანალიზი აკლია ჩვენს მედიას, გარდა წმინდა პროფესიული და ეთიკური სტანდარტების გაუთვალისწინებლობისა, აკლია ანალიტიკური ჭრილი. წეღან ვთქვი, რომ ძალადობისა და აგრესიის დაბალანსება უნდა მოხდეს არაცენტრისტული და რელატივისტური კულტურით, რომელიც არ არის გენეტიკური, მაგრამ ისეთი მოცემულობაა, რომ შეიძლება ისწავლო და ასწავლო, „შეიტანო“ საზოგადოებაში და შეცვალო რაღაც. მე მგონი, უნდა დაიდოს ეთიკური და პროფესიული კოდექსები, აღზრდის სისტემები, ეს უნდა გააკეთონ არასამთავრობოებმა, კვლევითმა ინსტიტუტებმა, უნივერსიტეტებმა, სკოლებმა. რაღაცნაირი „კულტურული ინექციები“ სჭირდება დღეს ქართულ საზოგადოებას.

ქეთი - ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დღეს აგრესიის ყველაზე ეფექტური გამნეიტრალებელი არის ეკლესია.

გურამი - ეკლესია შეიძლება გახდეს ძალიან ეფექტური შემაკავებელი, ამის რესურსი არის. ხანდახან მარტყოფის მონასტერში ავდივარ ხოლმე და ვრჩები, იქ მინახავს ბევრი ნაომარი ადამიანი, ზოგი ბერად აღიკვეცა, ზოგიც მორჩილია. საინტერესო ხალხია, რომელთაც იომეს იარაღით, ნახეს, როგორ კვდება მათ გვერდით ადამიანი, მეგობარი, ისინი უარს ამბობენ წარსულ ცხოვრებაზე და დასკვნებს აკეთებენ. საუბედუროდ, ჩვენ ხშირად გვახასიათებს გარეგნული სიყვარული ღვთისა, ავანთებთ სანთელს, სწრაფი ნაბიჯებით შევალთ ეკლესიაში, სწრაფადვე გადავიწერთ პირჯვარს და აღარაფერი გვახსოვს. პირადი მაგალითი ბევრს ნიშნავს. იესო ქრისტე იყო პირადი მაგალითი, რომელმაც თქვა: მოეპყარი ადამიანს ისე, როგორც გინდა მოგეპყრას შენ. დღეს ზნეობრივი გმირები გვაკლია, მათი პროპაგანდა არ გვაქვს. არადა, რამდენია ისეთი, რომელიც დროს უძლებს. ტელევიზიებს ისინი არ აინტერესებს. ამიტომაცაა ჩვენი საზოგადოება სუიციდური. თუ ამ მდგომარეობიდან არ გამოვედით, ხვალ-ზეგ უფრო ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.

იაგო - ეკლესია ერთ-ერთი ძლიერი ალტერნატივაა, თუმცა ერთადერთი ვერ იქნება, ჩვენ სეკულარიზებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც არსებობენ მორწმუნეებიც და ურწმუნონიც, მაგრამ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს არამორწმუნეები ნაკლოვანები არიან, არ უნდა ვთქვათ, რომ ერთადერთი გზა აგრესიის დასაბალანსებლად „ტაძრისკენ გზაა“, როდესაც მოგვიწოდებენ იმას, რომ თუ გინდა გადარჩე, აუცილებლად უნდა მიაკითხო ეკლესიას - ეს კიდევ სხვა ძალადობას და აგრესიას წარმოშობს. ეკლესიის გარდა სხვა ალტერნატიული ინსტიტუციებიც აქტიურად უნდა ამოქმედდეს.

მაია - სახელმწიფოს ჰქონდა ამის მცდელობა, როცა კანონიერ ქურდებს დაუპირისპირდა, თითქოს იდეაში სწორად დაიწყო, მაგრამ აბსოლუტურად მოუმზადებლად და გაუაზრებლად გაკეთდა. ერთს რომ ართმევ, რას თავაზობ სამაგიეროს, პატრულს თუ პოლიციას, რომლის იდეის დისკრედიტაცია თავად ხელისუფლებამ მოახდინა მათთვის განუზომელი უფლებების მინიჭებით. შეცდომაა დაშვებული იმ მხრივ, რომ არ შეიქმნა ალტერნატივა. როცა კოლონიის ბავშვებს ვეკითხები, რას ნიშნავს იყო წარმატებული ადამიანი, ისეთ სურათს ხატავენ, რომ ასეთი ადამიანი არამცდაარამც არ არის პატიოსანი კაცი. წარმატებული არის ის, ვისაც ბევრი ფული აქვს და მაგარი მანქანა ჰყავს, კაცი მოუკლავს და ძალაუფლება გააჩნია, მაგრამ, როცა ვეუბნები, რომ ჩემთვის წარმატებული ადამიანი არის იგივე გურამ დოჩანაშვილი, რომელსაც უჭირს, მაგრამ ზის და კარგ წიგნებს წერს, ან გმირი ჩემთვის არის ქალი, რომელიც პიანისტია, მაგრამ დადის და ქუჩის უპატრონო ძაღლებს უვლის, ეს ბავშვები უკვე სხვაგვარად ფიქრსა და მსჯელობას იწყებენ, ვფიქრობ, ასეთი ალტერნატიული დომინანტების შექმნაა საჭირო. მეორე მომენტიცაა, ჩემი აზრით, ჩვენი თაობა დაუპირისპირდა ავტორიტარ მამას, გააგდო იგი და თვითონვე მოვიდა მამის სტატუსით, ეხლა გვაქვს სერიოზული შიში იმისა, გავწევთ თუ არა მამობას, არადა, ავტორიტარული, აგრესიული მართვისა და ძალადობრივი ზემოქმედების მოდელი მამისგან ავიღეთ და სხვა არაფერი ვიცით, ბუნებრივია, გაგვიჩნდა სერიოზული შიში იმისა, რომ შეიძლება ჩვენი შვილების თაობაც ასევე მოგვექცეს და ამიტომაც გამოვიწვიეთ. როგორც კი ერთი პრეცენდენტი მოხდა, ატყდა ამბავი და ამოქმედდა კატეგორიული სანქციები, იმპერატივები: ყველას ციხეში ჩაგყრით! სკოლებში კამერებს დაგიყენებთ, მუდმივად გაკონტროლებთ! და რას ველოდებით? შეიმალებიან ეს ბავშვები სახლში და წესიერად მოიქცევიან? ბავშვის ფსიქიკისათვის ეს წარმოუდგენელია, რადგან თუ ბავშვს ძალით უპირისპირდები, ის ათასნაირ გამოცდას და პროვოკაციას მოგიწყობს. მრჩება შთაბეჭდილება რომ ახალი თაობა რაღაცნაირად სჯის მშობლების თაობას, ისეთი განცდაა, თითქოს ამ თაობამ გადაწყვიტა თავი გაინადგუროს, ერთმანეთი დახოცოს, რაღაცა აუტოაგრესიული სინდრომი გაჩნდა ამ თაობაში და ეს არის ძალიან დამაფიქრებელი. არანაირად არ მესმის განათლების მინისტრის, რომელსაც ჩემი აზრით, არ უყვარს და ეშინია ბავშვების, რადგან შეუძლებელია კამერების ზედამხედველობის გარემოში ჯანსაღი ადამიანები გაიზარდონ. როცა უნივერსიტეტი დავამთავრე და სკოლაში დავიწყე მუშაობა, დირექტორს მოუვიდა ერთი „გენიალური“ აზრი - სკოლაში ჩხრეკა ჩაეტარებინა, მართალია, არცერთ ბავშვს არ აღმოაჩნდა იარაღი, მაგრამ გავიდა ერთი კვირა და ბავშვებმა დანების ტარება დაიწყეს.

0x01 graphic

გურამი - ლაო ძის აქვს ნათქვამი, რომ რაც მეტია ურდული და საკეტი, მით მეტია ქურდები. გამახსენდა ქართული ფილმი „რეკორდი“, კაცმა შორ მანძილზე ქვა გადატყორცნა მაშინ, როდესაც დედა შეაგინეს და ეს სიძულვილმა გააკეთებინა, მეორედ იგივე რეკორდი სიყვარულმა დაამყარებინა. მე მგონი, სიძულვილის რეკორდი უკვე დამყარებული გვაქვს, ეხლა ვიფიქროთ, როგორ დავამყაროთ მეორე რეკორდი, სიყვარულითა და სიკეთით.

იაგო - ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ არსებობს პოლიტიკური ელიტა და მასთან დაახლოებული კულტურული ელიტა, რომელთაც იციან, როგორ წარმართონ საზოგადოება. ვინ არის ნედლი მასალა მათთვის? ნედლი მასალა არის ახალგაზრდები, იმ თვალსაზრისით, რომ რასაც უნდა იმას გამოძერწავენ მათგან, ამიტომ მიდის ასეთი გაშმაგებული შეტევა სკოლაზე, ანუ მიდის საზოგადოების საშინელი მარგინალიზაცია.

ქეთი - სტუდენტებში როგორი განწყობაა?

იაგო - სხვადასხვანაირი - ჯანსაღიც და არაჯანსაღიც. ჩემთვის ყველა განწყობა ჯანსაღია, რომელიც არ ახდენს რაიმე მოქმედების ან აზრის გააბსოლუტურებას. როგორც კი რაიმეს გააბსოლუტურებ, ეს ნიშნავს, რომ შენ გაქვს რაღაც ცენტრი და ვინც ამ ცენტრთან ადეკვატურ კავშირში არ მოდის, მას განიხილავ, როგორც მტერს. დღეს არის გარკვეული აზროვნების წესის, გარკვეული მოქმედების მოდელის გააბსოლუტურების დაჟინებული მცდელობა, რაც ჩემი აზრით, ტოტალური ძალადობის საცეცებით ბოჭავს ჩვენს სოციალურ აქტიურობას და ცნობიერებას, თუმცა, მადლობა ღმერთს, კრიტიკული რეფლექსიაც ცოცხლობს, მათ შორის სტუდენტებშიც. შეიძლება ვცდები და ძალიან გულუბრყვილო ვარ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენთან ტოტალიტარიზმი იქნება ტოტალიტარიზმის კარიკატურა. იმედი მაქვს, ამას ჩვენი ხელისუფლების და მის მიმართ ლოიალურად განწყობილთა გარკვეული ნაწილიც ხვდება.

ქეთი - რატომ არ ფიქრობს ხელისუფლება იმაზე, მისგან გაშვებული აგრესია ისევ უკანვე რომ მიუბრუნდება.

იაგო - ეგ გამოცდილებაზე დამყარებული რაციონალური მსჯელობაა და ასე შორს ახლა არ იხედებიან, თუმცა, ეს დროც მოვა, რასაკვირველია.

ქეთი - მინდა 1990 წლით დათარიღებული ერთი ფრაგმენტი მოვიყვანო მერაბ მამარდაშვილის ლექციიდან, რომელიც ჩვენი დისკუსიის შემაჯამებლადაც გამოდგება: „ხანდახან ვუყურებ და ვუსმენ ახალგაზრდებს ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე და ზოგიერთზე ვფიქრობ: ასეთი გაავებული და ეჭვიანი რომ ხარ, რაც გარშემო ხდება, ყველაფრის უკან რომ შენს წინააღმდეგ მიმართულ ინტრიგას ხედავ, როგორ ცხოვრობ საკუთარ თავთან, როგორ იტან საკუთარ თავს, მე მგონი ასეთი ცხოვრება, ასეთი ცნობიერება შეუძლებელია“. ვფიქრობ, ამით დავამთავროთ.

დისკუსია გაიმართა
ლიტერატურულ კაფე ქარავანშ

10 წერილი კანიდან

▲ზევით დაბრუნება


10.1 კანი - 2007 ნახტომი სიცარიელეში

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: REUTERS, გიორგი ნადირაძე

0x01 graphic

ფოტო: გიორგი ნადირაძე

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

REUTERS

ფესტივალი რამდენიმე დღის დაწყებული იყო. დილის სეანსის შემდეგ, ჩვეულებრივ, მივადექით პრეს-ბოქსებს, რომლებსაც ფერადფერადი კატალოგებითა და სარეკლამო ბუკლეტებით გვივსებდნენ. იქვე ახლოს ურნა იდგა, ზედმეტი „ნაგვისგან“ რომ გავთავისუფლებულიყავით და პლაჟზე მაკულატურა არ გვეთრია. ჩვენი ყურადღება რომელიღაც არასაკონკურსო ჰონკონგური ფილმის კატალოგმა მიიპყრო. „ამობურცული“ დიზაინი ჰქონდა. გადავშალეთ საქაღალდე და ხელში წითელ ცელოფანში გახვეული რაღაც სქელი და გრძელი შეგვხვდა. ჯერ გასაბერი ბუშტი გვეგონა, მგონი ვიღაცამ თქვა კიდეც, კანის ფესტივალი წელს ხომ საიუბილეოა, ეტყობა ეს ბუშტები უნდა დავბეროთ და პალმებზე ჩამოვკიდოთო.

ბუშტი - არა. ჰონკონგული ეროტიკული ფილმის ავტორთა ძღვენი ჩვეულებრივი პრეზერვატივი აღმოჩნდა. „- ვითომ გამოგვადგება?“

- მკითხა ჩემმა ერთმა კოლეგამ (ქართველმა, რა თქმა უნდა) პასუხი არ გამიცია. ჩემი ძღვენი უკვე ურნაში ეგდო.

ის-ის იყო პრესბოქსებს უნდა გავცლოდით და პლიაჟისკენ აგვეღო გეზი, ჩემი ყურადღება ორმა რუსმა ჟურნალისტმა მიიპყრო, რომლებიც საეჭვოდ ტრიალებდნენ „სანაგვის“ გარშემო. როგორც კი დარწმუნდნენ, რომ ქართველები აქაურობას ტოვებდნენ, ურნაში ქექვა დაიწყეს. ამოიღეს ჩვენი ძღვენი და ჩანთაში ჩაიდეს - კანის 60-ე კინოფესტივალის ფერად ჩანთაში, რომელზედაც სხვადასხვა დროს გამარჯვებული ფილმების ავტორთა სახელებია აღნიშნული - მიხეილ კალატოზოვი, ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ინგმარ ბერგმანი, ლუკინო ვისკონტი...

ეს ჩანთები ყველაზე მეტად პლაჟზე გამოგვადგა; ვინაიდან წელს, შარშანდელთან შედარებით, კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები და ყოველი ფილმის ჩვენების წინ ჟურნალისტებს ჩანთებისა და ჯიბეების ჩხრეკვის ხანგრძლივი რიტუალი უნდა გაგვევლო, სეანსებზე მეტისმეტად დატვირთულნი ვერ ვივლიდით, ანუ, ჩანთებს პლაჟის ატრიბუტებით ძალიან ვერ გავავსებდით. არადა, კანში პლაჟები ქვიშიანია - რაღაცაზე ხომ უნდა დაწვე!

ჩემთვის სწორედ კანის საიუბილეო ფესტივალის ჩანთა აღმოჩნდა „დასაფენი საშუალება“; ამოხვიდოდი ცივი ზღვიდან, დაიდებდი ამ ჩანთას ზურგზე და წამოწვებოდი. სველ სხეულზე თუ დაიფენდი, იყო გარკვეული საშიშროება ეგ გვარები - ფედერიკო ფელინი, თუ ლუკინო ვისკონტი - ზურგზე ან მუცელზე აღბეჭდილიყო. თუმცა კანის პლაჟებზე ამას არავინ მიაქცევდა ყურადღებას - შეიძლებოდა, უბრალოდ, „კონცეპტუალურ აქციად“ აღექვათ. მეტი არაფერი.

პრეზერვატივების დრო ნამდვილად არ გვქონდა. კანში პრესისთვის პირველი სეანსი დილის ცხრის ნახევარზე ეწყობა. ვინაიდან „ცისფერი“ ხარ, ე.ი. „ყოველთვიური პრესა“ (იხ. „შოკოლადისთვის“ ერთი წლის წინ დაწერილი სტატია „ფარისევლობის მოკრძალებული ხიბლი“), რიგი უნდა დაიკავო, სანამ „ყოველდღიურები“, ანუ „ვარდისფრები“ შევლენ - ე.ი. ძალიან ადრე გაიღვიძო. მერე შუადღის სეანსი იწყება - კიდევ უნდა დაიკავო რიგი.

არადა, რა კარგი ამინდია! როგორ კარგად ჭყუმპალაობენ „ლაჟვარდოვან ნაპირზე“!

ამ გაუთავებელი რიგებისგან და კანის ფესტივალისთვის დამახასიათებელი მეტისმეტად ნელი, „მედიტაციური“ ფილმებისგან საღამოსკენ ისე იღლები, რომ პრეზერვატივის ხსენებაც კი ჯოჯოხეთად გეჩვენება. საღამოს სეანსიდან როცა გამოდიხარ და ხედავ სმოკინგებსა და „ბუმბულებიან კაბებში“ გამოწყობილ კარგად გამოძინებულ, „დუხდასხმულ“ პუბლიკას, რომელიც ფილმის ოფიციალურ ჩვენებაზე მიიჩქარის (ასეთი სეანსები, როგორც წესი, გვიან იწყება), რაღაც საშინელი აგრესია იღვიძებს შენში - ტერორისტული აქტის მოწყობის სურვილი გიჩნდება! გძულს კონსერვატიზმისა და „სამუშაო სტილის“, ბურჟუაზიულობისა და დემოკრატიულობის ეს ნაზავი, აი, უკვე 60 წელი რომ მკვიდრდება მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ კინოფორუმზე; ფიქრობ, მაგალითად, წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარეზე, სტივენ ფრირზზე. ნეტავ არ ერევა ამაზე გული „დედოფლისა“ და „სამრეცხაოს“ ავტორს? ან ფამუქი როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს, არ სრცხვენია, ამ ხალხში რომ ზის? ანდა ჟიურის კიდევ ერთი წევრი - მარკო ბელოკიო - 60-იან წლებში მემარცხენე-რადიკალური კინოს მანიფესტის „მუშტები ჯიბეშის“ ავტორი, თავის ფილმში „ნახტომი სიცარიელეში“ მიწაში რომ ჩადო იტალიური საზოგადოების საფუძვლები.

„ნახტომი მომავალში“. ასე დაარქვეს კანის საიუბილეო ფესტი ვალის პლაკატს „მაგნუმის“ ფოტოგრაფებმა. აქ აგვიხსნეს, რომ ფოტოზე გამოსახული პერსონაჟები, პედრო ალმოდოვარი, ჟერარ დეპარდიე, ჟულიეტ ბინოში (გააწყალეს რა, გული ამ დედაკაცით!) მომავლის კინოში „მიხტიან“. ნეტავი სადაა ეს მომავალი? ანდა, როგორია? თავად ალმოდოვარმა ხომ უარი თქვა კანის საიუბილეო კინოფორუმისთვის საგანგებოდ მომზადებულ პროექტზე, კინონოველების თაიგულზე სახელწოდებით „ყველას თავისი კინო აქვს“? კი, სხვებმა, კანის ფესტივალების ლაურეატებმა, მაინც გადაიღეს სამწუთიანი ფილმები - ანგელოპულოსმა, ლარს ფონ ტრიერმა, ნანი მორეტიმ, დარდენებმა... სულ ოცდაცამეტმა რეჟისორმა. მაგრამ რა? სადაა ამ ფილმში კინოს მომავალი? თითქმის ყველა ნოველაში დიდი რეჟისორები წარსულს მისტირიან - ხან ფელინის, ხან ბრესონს, ხანაც გოდარს. „ემანუელასაც“ კი; რომან პოლანსკის ნოველაში შუა ხნის ცოლ-ქმარი გატაცებით უყურებს სექსუალურ აქტს „ემანუელადან“. დარბაზი ცარიელია (ცარიელია დარბაზი თითქმის ყველა ნოველაში!). მხოლოდ უკანა რიგიდან ისმის მამაკაცის ოხვრა და ხვნეშა. ქალი შეწუხდება და ქმარს ეტყვის, გადი და ადმინისტრაციას (!) უთხარი, რომ გაიყვანონ ეს პათოლოგი, კინოს ყურებაში ხელს გვიშლისო. კაცი გადის და კინოთეატრის დირექტორი მოჰყავს. ძალიან გამოპრანჭული, სათვალიანი დირექტორი ხმაურიან მაყურებელს ბილეთს მოსთხოვს. ისიც მორჩილად გაუწოდებს (ისევ ხვნეშის. სახე დასისხლიანებული აქვს). „თქვენი ადგილი ქანდარაზეა და არა პარტერში“ - მკაცრად ეტყვის ცარიელი კინოთეატრის დირექტორი. „ვიცი... იქ ვიჯექი და გადმოვვარდი!“ - ძლივს ამოილუღებს „ემანუელასგან“ დაზარალებული.

ეჰ! სადაღაა ასეთი კინო და სადღაა ასეთი მაყურებელი!

0x01 graphic

REUTERS

ან სადღაა კინოკრიტიკოსი, რომელიც კანში კინოს საყურებლად ჩამოდის და არა ბონოს მუქთა კონცერტზე თუ შარონ სტოუნის აქ ციაზე „გასაქნევად“ (ამ აქცია-აუქციონზე, რომელიც შიდსით დაავადებულების დასახმარებლად გაიმართა, ჯორჯ კლუნის ერთი კოცნა 300 000 დოლარად გაიყიდა). სწორედ რომან პოლანსკი იყო, ქოქოლა რომ დააყარა ასეთ ჟურნალისტებს პრესკოფერენციაზე. „აქ 30 დიდი რეჟისორი ზის. ჩვენ კინოზე სასაუბროდ ჩამოვედით, თქვენ კი სისულელეებს გვეკითხებით (ვიღაცამ იკითხა, სადაა ლარს ფონ ტრიერი, მართალია, რომ ფსიქიატრიულში დააწვინესო?), მომბეზრდა... თქვენს მოსმენას მირჩევნია წავიდე და ვივახშმოო...

ეს თქვა და დატოვა პრესკონფერენცია.

ცისფერი აკრედიტაციით დაჯილდოვებული ქართველები, ე.ი. ყოველთვიური პრესა, არ შეგვიშვეს ამ პრესკონფერენციაზე, თორემ პოლანსკი არ გაიქცეოდა - ვეტყოდით, არა, ბატონო რომან, ჩვენ აქ მართლა კინოს საყურებლად ჩამოვედით... აი, გუშინ პრეზერვატივებზეც კი უარი ვთქვით. ხმაურიანებიც ვართ - ალექსანდრე სოკუროვის ახალი ფილმის, „ალექსანდრას“ დასრულების შემდეგ ისეთი „უუუუუუუუუ!“ შემოვძახეთ და ვუსტვინეთ, რომ მეორე დღეს „მონდმაც“ კი დაწერა, პრესამ ოვაცია გაუმართა სოკუროვს, თუმცა ქანდარიდან უკმაყოფილო შეძახილებიც გაისმაო... ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც კინოზე ლაპარაკი გვინდა, მაგრამ ყველაფერს ჟურნალისტებს ნუ დააბრალებთ, რადგანაც, თქვენ თვითონ გვიმტკიცებთ, დიდი კინო უკვე მკვდარიაო, თქვენ თვითონ მისტირით წარსულს.

0x01 graphic

REUTERS

რომან პოლანსკი მხოლოდ 2 დღით ჩამოვიდა კანში და ცხადია, ვერ ნახავდა საკონკურსო პროგრამის იმ 22 ფილმს, რომელიც ფესტივალის დირექტორმა, ჟილ ჟაკობმა საგანგებოდ შეარჩია საიუბილეო კინოფორუმისთვის.... ვერ ნახავდა ამ უსაშველოდ ესთეტიზირებულ, ნელ ფილმებს, რომელთა ავტორების უმრავლესობა სლაიდ-შოუს უფრო ქმნის, ვიდრე კინოს. ფილმებს, სადაც საოცრად ბევრს მსჯელობენ ღმერთზე, სიკვდილზე, სინდისზე, მორალზე. მეტიც, ჟიურის სპეციალური პრიზით აღნიშნულ, მექსიკელი რეჟისორის კარლოს რეიგადასის „ჩუმ სინათლეში“ მიცვალებული ცოცხლდება კიდეც... ზოგიერთი კრიტიკოსი რეიგედასის ამ სურათს (სადაც დაახლოებით ათი წუთი გრძელდება ახლო ხედი მამაკაცისა, რომელიც ხმამაღლა მოსთქვამს, ტირის, რადგან ვერ გადაუწყვეტია ვინ აირჩიოს - ცოლი თუ საყვარელი) „ოქროს პალმას“ უწინასწარმეტყველებდა... ამ კრიწერილი კანიდან ტიკოსებმა, როგორც ჩანს, ჩვენზე, ქართველებზე უფრო კარგად გამოიძინეს ღამით, ანდა, სეანსის წინ, მზის გულზე, უზარმაზარ რიგში დგომა არ მოუხდათ.

საოცარი რაღაც მოხდა. კანში ყოფნის დროს ხმამაღლა ვილანძღებოდით, სნობიზმსა და დეკადენტობაში ვადანაშაულებდით ფესტივალის დირექციას, იმაზე შევთანხმდით, რომ ბერლინალე - თავისი პოლიტკორექტულობითა და ჰოლივუდის დაუფარავი ერთგულებით, გაცილებით უფრო საინტერესო კინოფორუმია, ვიდრე კანი, რომ ბერლინში სასაცილოდ არ ეყოფათ ეს დაყოფა პრესტიჟულ („ვარდისფრები“) და არაპრესტიჟულ („ცისფრები“) პრესად. გინებ-გინებით გამოვედით, მაგალითად, ანდრეი ზვიაგინცევის უსაშველოდ პათეთიკური და ყალბი „განდევნიდან“, ვონგ-კარ ვაის „მოცვის ღამეებიდან“, სადაც ჰონკონგელი რეჟისორის საყვარელი ხერხი, რაპიდით გადაღება (სრულიად უნიჭო ნორა ჯონსსა და ჯუდი ლავზე რომ არაფერი ვთქვათ) ყველანაირ ტექნიკას შეგაზიზღებთ კინოში, ემირ კუსტურიცას „დამპირდიდან“... ო, არა! ამ ფილმის ხსენებაზეც კი მაყრის და სილვია კრისტელის პოზები მენატრება „ემანუელადან“.

მაგრამ დასრულდა კანის ფესტივალი, გამოცხადდნენ გამარჯვებულები - სტივენ ფრირზმა თავი არ შეირცხვინა და „ოქროს პალმა“ არა თუ კონკურსის საუკეთესო ფილმის, არამედ საერთოდ, თანამედროვე კინოს შედევრის ავტორს, რუმინელ რეჟისორს, კრისტიან მუნჯიუს (მგონი, მაინც ასე იწერება ამ 38 წლის რეჟისორის გვარი) გადასცა, სოკუროვი, რუსეთის სპეცსამსახურების აშკარა დაკვეთით გადაღებული ფილმით, კუსტურიცა, ვონგ-კარ ვაი, ბელა ტარი, კატრინ ბრია, ქუენთინ ტარანტინო, ძმები კოენები - დიდი ავტორიტეტები კი, საერთოდ, ფეხზე დაიკიდა, არ შეიმჩნია... დასრულდა კანის კინოფორუმი და ცხადი გახდა, სიცარიელეში ხტომა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კინოხელოვნებას შავად აქვს საქმე. სწორედაც რომ პირიქით - მთავარია, კინემატოგრაფისტებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ხტომის სურვილი. ახალი სახე, ახალი იდეები, ახალი კინო კი, სწორედ სიცარიელეში უნდა დაიბადოს და არა ბრესონის, გოდარისა და „ემინაუელების“ გაუთავებელ ინტერპრეტაციაში, რასაც ვერა და ვერ ელევიან თანამედროვე კინოს ცოცხალი კლასიკოსები, დიდი ხანია რომ შეიფერეს ეს მრავალმნიშვნელოვანი სახელი - „პოსტმოდერნისტი“.

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: გიორგი ნადირაძე

ასეთი დისტანციიდან კანის ფესტივალის რიგებიც კი სასიამოვნო რიტუალად მოგეჩვენება.

კანის კინოფორუმს, რა თქმა უნდა, ისე არ უჭირს, რომ ახალი კინოქალაქი არ ააშენოს, თუნდაც „ბერლინალეს“ მსგავსი. შარშან, მაგალითად, „და ვინჩის კოდის“ ავტორებს ფილმის პრეზენტაცია 2 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ეს ფული სწორედ კანის კინოფორუმის ბიუჯეტში ჩაირიცხა. დაუმატეთ ამას საფრანგეთის კულტურის სამინისტროს დახმარება, ადგილობრივი მთავრობის, სპონსორების ფული და მიიღებთ კანის ფესტივალის ბიუჯეტს - 20 მილიონ ევროს! აღარაფერს ვამბობ მოგებაზე, რომელსაც კანის კინოფორუმი აქაური სასტუმროებიდან, რესტორნებიდან, მრავალრიცხოვანი კაფეებიდან, ავიოკომპანიებიდან იღებს.

ერთი დიდი კინოქალაქის მშენებლობა, რათა ხალხი მზის გულზე, რიგში არ დააყენო და შეეშვა ჟურნალისტების დისკრიმინაციას, ნამდვილად არაა პრობლემა. მაგრამ კანში, მგონი, არ აპირებენ უარი თქვან ამ ტრადიციაზე. კანის ფესტივალის დირექციას ფრანგული „ახალი ტალღა“ უყვარს - ისინი კი, „ახალი ტალღის“ რეჟოსორები, ერთდროულად სნობები და ხულიგნები, ექსპერიმენტების, და ამავე დროს, „ბაბუების კინოს“ მოყვარულნი, განუწყვეტლივ ამტკიცებდნენ, რომ კინოში მთავარია არა ის, რაც ეკრანზე ხდება... არამედ... მთავარია დარბაზი და გარემო ამ დარბაზის ირგვლივ.

გაგახსენდება „ახალი ტალღის“ ონავარი ბიჭების და გოგოების გატაცება ალფრედ ჰიჩკოკით და კანის ფესტივალის რიგები - რიგი კინოდარბაზში მოსახვედრად, რიგი ჩანთებისა და ჯიბეების გაჩხრეკვისას, რიგი პრესკონფერენციაზე შესასვლელად - თავისთავად კინოხელოვნებად მოგეჩვენება, მთელი თავისი „სასპენსით“, როცა განუწყვეტლივ დაჰყურებ საათს და ფიქრობ, ღმერთო ჩემო, სეანსის დაწყებამდე 10 წუთი დარჩა, ნუთუ ვერ მოვხვდები დარბაზში? იმასაც მიხვდები, რომ რიგები აქ ადამიანთა კონტაქტის საშუალებაა; კინოდარბაზის წინ ხომ მთელი პლანეტა დგას! იაპონელები, ამერიკელები, გერმანელები, ფრანგები, ქართველები... ხალხი წინა დღით ნანახ კინოს არჩევს და მკითხაობს, ვინ გახდება „ოქროს პალმის“ ლაურეატი... ხალხი „ანგარიშობს“ - ზვიაგინცევმა ვენეციის ფესტივალზე მოუგო მარკო ბელოკიოს, იტალიელი მაესტრო გაბრაზებულია, ამიტომ „განდევნა“ აქ უპრიზოდ დარჩება... ფამუქი თურქია. თავს მოიკლავს და თურქულ ფილმს გაამარჯვებინებს, ირანის ხელისუფლებამ პროტესტი გამოთქვა ფრანგული მულტფილმის, „პერსეპოლისის“ ჩვენების გამო (ფილმი შაჰის რეჟიმის დაცემას ეძღვნება), ფესტივალის დირექცია პოლიტიკურ სკანდალს გამოიყენებს და „პერსეპოლისს“ აუცილებლად გაამარჯვებინებს, კანის დირექცია განრისხებულია ნიკოლა სარკოსიზე, რომელმაც არ მიიღო მოწვევა საიუბილეო კინოფორუმის დახურვაზე. უფრო სწორად, მიიღო, მაგრამ ჟილ ჟაკობს ცივი პასუხი გამოუგზავნა: „მაპატიეთ, მაგრამ ახლა ძალიან დაკავებული ვარ“... ნეტავ კიდევ დააფინანსებს ხელისუფლება კანის კინოფორუმს? ანდა, მაიკლ მურს რა ბედი ეწევა? დააპატიმრებენ შეერთებულ შტატებში? მან ხომ, თავისი „სილკოთი“ კუბისთვის დაწესებული ემბარგო დაარღვია, ჩავიდა კუბაში და გადაიღო ფილმი, რომელიც ამტკიცებს, რომ ექიმებს თავისუფლების კუნძულზე უფრო უყვართ ავადმყოფები, ვიდრე შეერთებულ შტატებში.

0x01 graphic

ფოტო: გიორგი ნადირაძე

დიახ, ამ მოლოდინზეა აგებული კანის ფესტივალი. და, აბა, ვის გაუგია კარგი კინო მოლოდინის გარეშე? წლევანდელი ფესტივალის აღმოჩენა, „ოქროს პალმით“ აღნიშნული რუმინული ფილმი „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“ ხომ სწორედ ამიტომაა საინტერესო; კი, აბორტის პრობლემა აქტუალურია, კომუნისტური რეჟიმის, როგორც „ისტორიის აბორტის“ მხილებაც მნიშვნელოვანი, მაგრამ მთავარი ხომ მოლოდინზე აგებული დაძაბულობაა, რომელსაც ეს გამოუცდელი რეჟისორი ისე ქმნის, რომ ფილმის ბოლომდე მიშტერებული შეჰყურებ ეკრანს. ამავე დროს, ეს არის მოლოდინი, რომელიც განცდილი აქვს ყველას, ვისაც ტოტალიტარულ რეჟიმში მოუხდა ცხოვრება. ჩაუშესკოს რუმინეთში აბორტი აკრძალული იყო. ამ აკრძალვამ და არალეგალურმა აბორტებმა 500 000 ქალის სიცოცხლე შეიწირა. აბორტის აკრძალვამ კიდევ უფრო ჩაახრჩო ქვეყანა ორმაგი მორალის ჭაობში, რომელსაც გასაოცარი ვირტუოზულობით ასახავს სურათის ავტორი. მაგრამ ამ ჭაობშიც კი, ადამიანებს არ დაუკარგავთ სოლიდარობის განცდა. უფრო მეტიც, ამ ჭაობმა კიდევ უფრო მეტად გააერთიანა ხალხი. ეს მოლოდინი - ფილმის მთავარი სახე, რომელიც პირველივე კადრებიდან „გადაედება“ მაყურებელს, სწორედ ჭაობში იშვა... ანდა, ისევ ის მექსიკელი გავიხსენოთ - რეიგადასი. მისი ფილმი ათწუთიანი კადრით იწყება - სოფელში თენდება. ნელ-ნელა თენდება... ისე, როგორც თენდება, ცხოვრებაში. კარგად გამოძინებული თუ ხარ, ტვინი თუ არა გაქვს არეული წინა დღეებში ნანახი კლასიკოსების ცუდი ფილმებით, მთელი ეს კადრი შედევრად მოგეჩვენება.

მოლოდინზეა აგებული ყველაფერი, რაც ხდება „წითელ ხალიჩაზე“ - მსოფლიო მოდის ამ მთავარ პოდიუმზე; წელს კანის ფესტივალზე გაბუტულმა ალენ დელონმაც კი გატეხა ფიცი და თავის ქალიშვილთან ერთად აიარა ეს მაგიური კიბე... დელონის თაყვანისმცემლებს არ სჯეროდათ, რომ მათი კერპი ოდესმე ხელს ჩამოართმევდა ჟილ ჟაკობს, ამიტომ კანში არ ჩავიდნენ, მერე კი ირტყეს თავში ხელები...

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: გიორგი ნადირაძე

ასეა. ვარსკვლავებს მთელ მსოფლიოში ჰყავთ ფანები, რომლებიც მათ ყველა ფესტივალზე დაყვებიან. მაგალითად, ალ პაჩინოსა და ჯორჯ კლუნის ყველაზე მრავალრიცხოვანი ფანკლუბები იაპონიაშია გახსნილი. ამბობენ, რომ იაპონიის ავიოკომპანიებმა სპეციალური რეისები დანიშნეს ამ ხალხის ჩამოსაყვანად კანში, „ოუშენი 13“-ის მსოფლიო პრემიერაზე. იაპონელებმა დილით ადრე დაიკავეს ადგილები „წითელ ხალიჩასთან“, უფრო შეძლებულებმა 50 000 ევროდ იყიდეს ბილეთები რესტორანში, სადაც, იმ საღამოს ალ პაჩინოს, ბრედ პიტს, ანჯელინა ჯოლის, მეტ დეიმონს უნდა ევახშმათ. მივიდნენ და ელოდნენ. მაგრამ, როგორც გაირკვა, კლუნის გადაუფიქრებია სასტუმრო „მაჯესტიკის“ რესტორანში ვახშამი და მეგობრებისთვის შეუთავაზებია, მოდით ბრედისა და ანჯელინას გადაწყვეტილება (იმ დღეს, მათ ოფიციალურად განაცხადეს, რომ დაქორწინებას აპირებენ) რომელიმე პატარა რესტორანში ავღნიშნოთო. დასხდნენ მანქანებში და კანთან ახლოს, ანტიბში, ერთ ძველ პიცერიას მიადგნენ, თაყვანისმცემლებს რომ არ შეეშალათ ხელი.

საღამოს ამ პიცერიის მფლობელი „დღის კაცი“ გახდა საფრანგეთში. მობილური ტელეფონით გადაღებული მისი ფოტოები (პაპარაცები ჰოლივუდის ვარსკვლავების კორტეჟს ვერ დაეწივნენ) არაერთ ფრანგულ გაზეთში დაიბეჭდა. ისიც გაირკვა, რომ მომავალ წელს პიცერიის მფლობელი, 70 წლის იტალიელი ბაბუ, კანში აპირებს გადმობარგებას. იყიდეს კანის ცენტრში რესტორანს და ააჭრელებს „ოუშენის“ კადრებით, ჰოლივუდის ვარსკვლავების ავტოგრაფებით. სხვები კი, ახლომახლო გახსნილი პატარა რესტორნების მფლობელები, მომავალ ფესტივალს დაელოდებიან. რა იცი, რა ხდება? იქნებ მათთანაც შემოიაროს ვინმემ?

მოლოდინში ითუთქავდნენ სხეულებს წითელ ხალიჩასთან, პლიაჟზე გაწოლილი გოგოები და ბიჭებიც. ფესტივალისთვის საგანგებოდ „მოამზადეს“ თავიანთი სხეულები - ივარჯიშეს, მკერდი დაიყენეს. მათაც ჰქონდათ იმედი, რომ რომელიმე ცნობილი პროდიუსერი, ან რეჟისორი „ხალხში გავიდოდა“ და მათ ნამოღვაწარს შეაფასებდა. სადღაც წაიკითხეს, ალბათ, რომ ქუენთინ ტარანტინო კანში არა იმდენად თავისი ახალი ფილმის გამარჯვების იმედად, რამდენადაც ზღვაში საბანაოდ ჩამოვიდა. ტარანტინოს კი - მისი ახალი ფილმით თუ ვიმსჯელებთ - უყვარს მოსულელო გოგოები, რომლებიც არა მარტო ელოდებიან ზღაპრულ პრინცს, არამედ მოქმედებენ კიდეც.

ქვევით - შორტები, ზევით კი - ბაფთიანი პერანგი. ასე გამოცხადდა თურმე ქუენთინ ტარანტინო „გრანდჰაუზის“ პრემიერასთან დაკავშირებულ მიღებაზე. მის ახალ ფილმს, კანში, ისეთი ოვაციები მოუწყვეს, მგონი, „მაკულატურასაც“ კი არ ღირსებია ასეთი წარმატება. ყველამ იცოდა, რომ ქუენთინს ამ „მაიმუნობისთვის“ პრიზს კი არა, დიპლომსაც არავინ აღირსებდა, მაგრამ რიგში მდგარი კრიტიკოსები მაინც ჯიუტად გაიძახოდნენ, გენიოსია ეს კაციო.

როგორც გაირკვა, „გრინდჰაუზის“, უფრო სწორად, „სიკვდილის მტკიცებულების“, ან, ფრანგულ თარგმანს თუ გამოვიყენებთ, „სიკვდილის ბულვარის“ პრემიერაზე პრესა ბედნიერებისგან ფეხებს აბაკუნებდა და ტაშს უკრავდა. ათწუთიანი „მზის ამოსვლებისგან“ გადაღლილი ჟურნალისტები ქუენთინ ტარანტინომ გამოაცოცხლა. თანაც, კანში ხომ ძალიან უყვართ ამერიკელების წინააღმდეგ გალაშქრება. თუკი ფილმი ჩავარდა ამერიკულ კინოგაქირავებაში, თუკი ამერიკელმა კრიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს „გრინდჰაუზი“, ფრანგებმა აუცილებლად საწინააღმდეგო უნდა განაცხადონ... ესეც ტრადიციაა - როცა კანში ამერიკელების რაოდენობა მეტისმეტად ბევრია, ლაპარაკობენ ამერიკული კულტურის აგრესიაზე, როცა ცოტაა, წუწუნებენ, რომ ფესტივალი მოსაწყენია.

ტარანტინო კი, რაღაც შუალედია ჰოლივუდსა და ევროპულ კინოს შორის - ოცდამეერთე საუკუნის „ახალი ტალღაა“ - კაცი, რომელიც აღიარებს, რომ ვინაიდან გარშემო სრული სიცარიელეა, ვინაიდან ახალს ვეღარაფერს მოიგონებ, სჯობს ისევ ძველი „გადაამუშავო“ - მაგალითად, ხორცის მანქანაში გაატარო ადამიანის სხეული... ეს ყველაფერი დიდმა ოსტატმა, შეიძლება მართლაც სასაცილო გახადოს. ასეთ კინოს რომ ნახავ, ენერგიაც მოგემატება, სიცოცხლეც შეგიყვარდება, საკუთარ თავში ძალას იგრძნობ და პრეზერვატივსაც სიამოვნებით ჩაიგდებ კლასიკოსების სახელებით დამშვენებულ ფერად ჩანთაში. თანაც, შეიძლება, ერთმა არ დაგაკმაყოფილოს და რამდენიმე პრეზერვატივი ამოიღო სანაგვე ყუთიდან.

ნეტავი ამ რუსებმა, ჩვენი პრეზერვატივები რომ მოხიკეს, ნახეს ფესტივალის ბოლო დღეს, კონკუსრსგარეშე პროგრამით ნაჩვენები „ლიტვინენკოს საქმე?“ - ანდრეი ნეკრასოვის ფილმი, რომელიც არა იმდენად ლიტვინენკოს მკვლელობას, რამდენადაც რუსეთის უახლეს ისტორიას ასახავს?

„ლიტვინენკოს საქმე“ რომ დამთავრდა და საფესტივალო მოედანზე რომ გამოვედით, ყურადღება აღარ მივაქციეთ ბაფთიან ბიჭებსა და ბუმბულიან ქალებს, რომლებიც წლევანდელი ფესტივალის ბოლო ფილმის, ემირ კუსტურიცას „დამპირდის“ ოფიციალურ პრემიერაზე მიიჩქაროდნენ. დათრგუნულებს და თითქმის სრულიად განადგურებულებს, ცოტა არ იყოს გვიხაროდა კიდეც, რომ იმ სივრცეში არ ვცხოვრობთ, სადაც კინორეჟისორს აღარაფერი აქვს სათქმელი, სადაც კინემატოგრაფი დისნეილენდის ატრაქციონის მსგავსი გახდა - ჩაჯექი, იტრიალე და აღიგზენი! „ნახტომი მომავალში“ შესაძლებელია იქ, სადაც ადამიანებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ტკივილის განცდა. ამიტომაც გენიოსია სტივენ ფრირზი - კანის ფესტივალის მთავარი პალმა ყველასათვის უცნობ რუმინელ რეჟისორს რომ გადასცა.

ნეტავ, მაინც როგორ წარმოითქმის ამ კარგი კაცის გვარი?

0x01 graphic

ფოტო: გიორგი ნადირაძე

კანის ფესტივალის ფილმების შესახებ დაწვრილებით გიამბობთ ჟურნალ კინო - ცხელი შოკოლადის ივნისის ნომერში.

11 ისტორია

▲ზევით დაბრუნება


11.1 კონფორმისტი ინტერვიუ დავით კიკალიშვილთან

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ნინო ჯაფიაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

მოდელი: შორენა ბეგაშვილი, ვიზაჟი: სტუდია გრიმ-მასკა, სტილი: გიორგი
ნადირაძე მადლობას ვუხდით: მაღაზიებს დავითი, ტრუსარდი, რესტორანს
ბუფეტი, კაფე ოპერასთან, საბილიარდოს რიო, სტუდიას ჯე-არტ-

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე ინტერიერი: კაფე ოპერასთან

- ცხოველი რომ ყოფილიყავი, რომელს აირჩევდი?

- თევზს. ოკეანის სიღრმეებში შეიძლება ატლანტიდა აღმომეჩინა, ან რომელიმე დაკარგული ცივილიზაცია!

- ზოდიაქოს ნიშნით რა ხარ...?

- თევზები...

ცურვა მარტოს უყვარს და იშვიათად თუ ამოყვინთავს ხოლმე ზედაპირზე. როცა ატყობს, რომ პრობლემები უჩნდება, კიდევ უფრო ქვევით, ცივი წყლებისკენ მიდის. როგორც წესი, დინების მიმართულებით ცურვას ამჯობინებს და შეუძლია დაკმაყოფილდეს იმით, რასაც ცხოვრება სთავაზობს. ხანდახან საჭიროზე დიდხანს ოცნებობს.

მისი იარაღი იუმორია. იშვიათად ამბობს ჰოს და არას. როგორც წესი, ორჭოფული შესაძლებელიას უკან იმალება. უარის თქმა უჭირს, ამიტომაც ცდილობს, გვერდით ყოველთვის ისეთი ვინმე ჰყავდეს, ვინც არას მის მაგივრად იტყვის. ძნელია მოატყუო, ამ დროს თვითონ უყვარს ფანტაზიორობა. თუმცა, როგორც წესი ეს უვნებელი ტყუილებია. კარგი მწერალი, მხატვარი ან მსახიობი გამოვიდოდა, და კიდევ - კერძო დეტექტივების კანტორის მფლობელი.

ის არ ეძებს სახელს, პრესტიჟს, ძალაუფლებას, სიმდიდრეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულგრილია ასეთი რამეების მიმართ. კარგი ინტუიცია და შემოქმედებითი მუხტი აქვს, თუმცა შეუპოვრობა და დისციპლინა არასდროს ყოფნის. ზარმაცია და ცოტა მშიშარაც.

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე ინტერიერი: კაფე ოპერასთან

- მე ჩემი მისია ავირჩიე. ვიყო დამკვირვებელი. დავაკვირდე საკუთარ თავს და იმას, რაც ჩემს გარშემო ხდება. მინდა, რაღაც მნიშვნელოვანი მომენტები პირველმა მე დავიჭირო და გითხრა: - „აი, ნახე, ნახე, რა მაგარი რაღაცაა, ნახე რა ხდება.... ან, ფრთხილად, გაიწიე, შეიძლება ეს დაგეტაკოს! მე ის ტიპი ვარ, გვერდით რომ მოგყვება და ოდნავ უფრო ყურადღებიანია, ვიდრე შენ. მესამე თვალი რა....

- რა აღმოჩენები გააკეთე იმ ცამეტი წლის განმავლობაში, რომელიც რუსთავი 2-ში გაატარე? ეს ხომ შენი ცხოვრების ნაწილია.

- მე და შენ სწორედ ცვლილებების გამო გავხდით ისეთები, როგორებიც ვართ. ოცი წლის ვიყავი, ჩემი გზით მივდიოდი, ვფიქრობდი რომ მხატვარი ვიქნებოდი. მერე გამომძიებელობა გადავწყვიტე. და უცბად,ზვიადი, დამოუკიდებლობა. ყველაფერი დაინგრა და აღმოვჩნდი სიტუაციაში, როცა ახალი არჩევანი უნდა გამეკეთებინა. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ტელევიზიაში ვერასდროს მოვხვდებოდით, რომ არა ეს ცვლილებები. ჩვენ მაშინდელი რევოლუციის შვილები ვართ. რაც შეეხება იმ რევოლუციას, რომელიც ჩვენი მონაწილეობით მოხდა, ცოტა მეშინია, ჩვენი ფუნქცია მაშინ ხომ არ ამოვწურეთ, როცა ტიპები პარლამენტში შევარდნენ და ვთქვით: მორჩა, შეიცვალა ერთი მეორეთი!

- ჯერ კიდევ არ არის იმდენი დრო გასული, რომ უკვე შეძლო მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა, შეცდი თუ არა, ამოწურე საკუთარი თავი თუ არა?

- არ შევმცდარვართ. საკუთარ თავს ამ კითხვაზე უკვე ვუპასუხე. რევოლუციაში მე იმიტომ არ ვმონაწილეობდი, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ან ვიღაც სხვა ყოფილიყო პრეზიდენტი. ჩვენ, უბრალოდ, არ მოგვწონდა ის, რაც იყო, ვეღარ ვიტანდით. იმ სიტუაციაში ჩვენი თავის რეალიზება არ შეგვეძლო და კონფლიქტზე წავედით. თუმცა, კონფლიქტურები სულ ვიყავით. შეიძლება ძალიან რადიკალური გზა ავირჩიეთ, მაგრამ ეგ ჩემი საზოგადოების და ჩემი პრობლემაა. მე სხვა ენა არ ვიცოდი.

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე ინტერიერი: კაფე ოპერასთან

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე ინტერიერი: კაფე ოპერასთან, მამაკაცის პიჯაკი: ტრუსარდი

- რატომ ამბობ, მეშინია, ხომ არ ამოვწურეთ ჩვენი თავიო?

- მაშინ, როცა პარლამენტის წინ, სიცივეში, მარშუტკაზე ვიდექი და ვლაპარაკობდი: აი, ახლა ეს ხდება, ახლა ეს, ეს გადადგება, ეს არა - იცი როგორი შეგრძნება მქონდა? რომ შენ ხარ ტალღაზე. ქვეყანა იცვლება და შენ მოვლენების ეპიცენტრში ხარ. აი, ეს შეიძლება აღარ განმეორდეს და ვფიქრობ, რომ აღარც მოხდება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს იყო - звездный час. მინდა, რომ თვითრეალიზაცია კიდევ სხვა რაღაცაშიც მოვახდინო, მაგრამ იმის შიშიც მაქვს, ცხოვრების ბოლოს, როცა პლედშემოხვეული პენსიონერი ვიქნები, რომ მკითხავენ, რა მოხდა შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანიო - შეიძლება სწორედ ეგ ამბავი გავიხსენო.

- რაც სამწუხაროა?

- არა, არ არის სამწუხარო, მაგრამ ახლა უკვე ორმოცი წლის ვხდები და მინდა, რომ კიდევ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს. როცა ასაკი გემატება, ზიხარ და ითვლი, რა გაქვს, რა შეიძინე, ან რა არა გაქვს. შეიძლება, ჩემი პროფესიის ადამიანი უკეთ უნდა ცხოვრობდეს. შეიძლება, უფრო პრაქტიკული უნდა ვყოფილიყავი, რაღაც-რაღაც მომენტები უნდა გამომეყენებინა და უკეთ მეცხოვრა... აი, არ ვიცი. ოჯახია, შვილები გაიზარდნენ, ბევრი სჭირდებათ. შეიძლება, ათი წლის წინ, რაღაც ნაბიჯებს რომ ვდგამდი, ამდენს არ ვფიქრობდი და არ ვითვლიდი. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ეჯაჭვები რაღაცეებს. რაღაც ნაბიჯი გინდა გადადგა, მაგრამ იმ მომენტში გახსენდება, რომ არიან ადამიანები, რომლებიც შენზე არიან დამოკიდებულნი. იმ კრიზისზეც ვფიქრობდი, ლაზო (ნათია ლაზაშვილი - ც.შ.) და სხვები რომ წავიდნენ...

- რატომ დარჩი მაშინ?

- შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა კი არა, კულუარული გადანაწილება იყო - ბრძოლა ტელევიზიაზე კოტროლისთვის, სადაც აღარ მომინდა მონაწილეობა.

- შეიძლება, არც გინდოდა მონაწილეობა, მაგრამ მაშინ წასვლაც და დარჩენაც საკუთარი პოზიციის გამოხატვას ნიშნავდა.

- სიმართლე გითხრა, იმ პერიოდში ორი რამე მქონდა თავში. ერთი - მე რას ვფიქრობდი, როგორ მოვიქცეოდი და მეორე - საზოგადოება ამას როგორ გაიგებდა. მივხვდი, რომ მაყურებელს ბოლომდე ვერ ავუხსნიდი, რატომ მივდივარ ტელევიზიიდან. წასვლით შევცვლიდი კი რამეს? მათ, ვინც წავიდა, ვერც თავის ყოფილ სამსახურში და ვერც საზოგადოებაში ვერაფერიც ვერ შეცვალეს და არ მგონია, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. თავიდან ეგეთი განწყობა მქონდა, მოდი მივაწვეთ, ყველა ერთად დავდგეთ...

- რატომ არ დადგა მაშინ მთელი ტელევიზია ერთდ?

- ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ასე უნდა მოქცეულიყო, მაგრამ არ უთქვამთ, მოდი ყველას დაველაპარაკოთ და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება, ეს ნაბიჯი გადავდგათ თუ არაო.

- მათი წასვლის შემდეგ ტელევიზია შეიცვალა?

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე ინტერიერი: კაფე ოპერასთან, მამაკაცის პიჯაკი: ტრუსარდი

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე ინტერიერი და ტანსაცმელი: მაღაზია დავითი

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე ინტერიერი და ტანსაცმელი: მაღაზია დავითი

- რასაკვირველია. უნდა შეცვლილიყო კიდეც. რევოლუციონერები არ ჭირდება არავის, არც მთავრობაში და არც ტელევიზიაში. მთავრობისგან ახლა ითხოვენ ეფექტურობას, ჩვენგან - ინფორმაციას. პროსამთავრობო არხს კი გვეძახიან, მაგრამ ახლა ასეთი მოთხოვნაა. ახლა ყველას კარგი ცხოვრება უნდა.

- შეგიძლია, თავად გადაწყვიტო, აი, ახლა მაყურებელს სჭირდება სწორედ ეს ინფორმაცია და ეს - არა ?

- არა, ეგ ძალიან ცუდი მიდგომაა. მე სხვანაირად ვსვამ კითხვას. მე რაზე შემიძლია ჩემს მაყურებელს ვუთხრა, რომ ეს მართალია და რაზე - არა?

- იცი კი ყოველთვის?

- ყველაფერი პირობითია. არა, ყოველთვის არ ვიცი და, ალბათ, ზუსტად ეგ არის ჩემი ყოველდღიური გამოწვევა და გამოცდა.

- ყოფილა, რომ შემცდარხარ?

- კი, რასაკვირველია, ყოფილა. კონკრეტული მაგალითი არ მახსენდება. ყოველთვის, როცა რაღაცას აკეთებ, მერე, რაღაც დროის შემდეგ ფიქრობ, რომ არა, ეგ სხვანაირად უნდა გაგეკეთებინა და უფრო უნდა ჩაღრმავებოდი სიტუაციას, ცხოვრება არ არის ისეთი მარტივი, როგორიც ჩანს.

- გინდა თქვა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოების შეცვლის დრო დადგა?

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე ინტერიერი და ტანსაცმელი: მაღაზია დავითი

- როცა მეუბნებიან, რატომ არ აკრიტიკებ მთავრობასო, ვპასუხობ - ახლა ის დრო დადგა, როცა სწორედ საზოგადოება უნდა აკრიტიკო, იმას უნდა წაუყენო პრეტენზიები. იმიტომ, რომ ნებისმიერი მთავრობა, ეს არის ჩვენი პროდუქტი, საზოგადოების პროდუქტი. ეს მთავრობა კი რაღაც ფორმით ამ საზოგადოების საუკეთესო პროდუქტია. ამ საზოგადოებამ შვა ეს მთავრობა. ახლა არის დრო, როცა კითხვა ასე უნდა დაისვას - შენ რას აკეთებ იმისათვის, რომ უკეთესი გახდეს ცხოვრება? იმ პრეტენზიებს, რაზეც ვსაუბრობ, საკუთარ თავსაც ვუყენებ, იმიტომ, რომ მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. ეთერში ვიღაცეები რომ კამათობენ, მაშინ ვგრძნობ, ჩემში ორივე მხარის პატარა ნაწილაკი ცხოვრობს. სულ მეშინია, ხომ არ ჩამოვრჩები ცხოვრებას-მეთქი. რეალობა იცვლება, მე კი შეიძლება არასწორად ვაფასებ მოვლენებს, როცა რაღაც ნაბიჯს ვდგამ. თუ მოქნილი არ იქნები და წარსულ იდეებს წაეპოტინები, წინ ვეღარ წახვალ, ვერ შეიცვლები. შვილებთან საუბრისას სულ ვცდილობ, რომ ასეთი ძველი და გაყინული იდეები არ მოვახვიო თავს. მინდა, მიეჩვიონ იმ აზრს, რომ ცხოვრება ძალიან ცვალებადია და მოქნილი უნდა იყო.

- რამდენი წლის არიან შენი შვილები?

- ელენე 14 წლისაა, გიორგი - ათის.

- გესმით ერთმანეთის? ავტორიტეტი ხარ მათთვის?

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე ინტერიერი: საბილიარდო რიო, ტანსაცმელი ტრუსარდი

- ერთი რამე მარტივად გადავწყვიტე. ეს არის ჩემი ხელფასი. ავუხსენი, რომ რაღაცა კეთილდღეობა, რომელიც აქვთ, ჩემი და ჩემი მეუღლის და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც შრომობს. ეგ გავაგებინე. ასე რომ, გარკვეული სტატუსი მაქვს. ეს არ არის შანტაჟი - მე გინახავ და ამიტომ პატივი უნდა მცე. ვეუბნები: აი, ამის მოპოვება შრომით შეიძლება, სხვანაირად არა, ლატარიაში ვერ მოიგებ. ჩემს დროს გარდატეხები მოხდა და ტალღამ ამომაგდო ზევით, მაგათთვის უფრო რთული იქნება, კენჭი-კენჭ მოუწევთ ყველაფრის აწყობა.

- შენი და შენი მშობლების, შენი და შენი შვილების ურთიერთობა ერთმანეთისგან განსხვავდება?

- მამაჩემმა ერთხელ ხელფასი აიღო. 25 მანეთიანი ავიღე ხელში და ვთქვი: ვაა, რა ლამაზია მეთქი და ეგრევე იყო თავში ტყლაპანი, „ფული ჭუჭყია!“ - მითხრა მამაჩემმა. მთავარია კაცობა, რაღაცა, რაღაცა, რაღაცა. ახლა მე ჩემს შვილებს ვეუბნები - ფული ძალიან მნიშვნელოვანია! რთულია, რომ გქონდეს და თუ გაქვს, ეს ნიშნავს, რომ შენ ნორმალურად ცხოვრობ.

- გაორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, ისეთის, რომლისთვისაც ფული თან მნიშვნელოვანია, თან არა.

- გაორება იმიტომ მჭირს, რომ მე ორი ეპოქის შვილი ვარ. 20 წლამდე საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი. სხვა დრო იყო - მაკულატურას აბარებდი, წიგნებს იღებდი, კითხულობდი და ფანტაზიებში იყავი, არარელურ სამყაროში ცხოვრობდი. მეორე ეპოქაში ძალიან ბევრი რამის შეცვლა მომიწია საკუთარ თავში, მხოლოდ იმისთვის, რომ მეცხოვრა. იმასაც არ დაგიმალავ, რომ იმ კულტურული ველის, ლიტერატურის, წიგნების, ანეგდოტების ნოსტალგია სულ მაქვს.... ხანდახან, იცი, რაზე ვოცნებობ? დროის მანქანაზე. მომავალში კი არა, წარსულში ჩავარდნა მინდა ხოლმე.

- საბჭოთა კავშირის ნოსტალგია დაგრჩა?

- საბჭოთა კავშირის ნოსტალგია არ დამრჩა. იმ დროის ნოსტალგია დამრჩა, როცა ჩემი მშობლები ახალგაზრდები იყვნენ, როცა მე უდარდელი ვიყავი და აღმოჩენებს ვაკეთებდი. უფროსი ძმა მხატვარი იყო და მიყვარდა მისი მეგობრები რომ შეიკრიბებოდნენ, კარტოფილს შეწვავდნენ, მერე ხელოვნებაზე საუბრობდნენ. ეს ჩემთვის საინტერესო და არაჩვეულებრივი იყო. ეგ მენატრება. კიდევ ერთხელ წავიდოდი პირველ პაემანზე. თანაც, იმ კულტურულმა ველმა, რუსულმა კულტურამ, ჩემზე და ყველაზე, ვინც იმ დროს ცხოვრობდა, რაღაც კვალი დატოვა. კუპრინი და ბუნინი მაქვს წაკითხული! მესმის მაგ კულტურის. ჩემს ფორმირებაში ითამაშა როლი. ეგ არის და ეგ.

- ვინმეს რომ ჰკითხო, აი, როგორია ეს დათო კიკალიშვილი, როგორ ფიქრობ, რასაც იტყვიან, ის სინამდვილესთან ახლოს იქნება?

- ასე თუ ისე კი. როდესაც თავის დროზე ვფიქრობდით, როგორი უნდა ყოფილიყო ამ გადაცემის წამყვანი, ძალიან უბრალო ადამიანის სტილი ავირჩიეთ. სულ ვამბობ: „მე შენნაირი ვარ, ჭკუას არ გასწავლი, ზედა სამყაროს წარმომადგენელი არ ვარ და ახლა იქ გაგონილ ამბებს არ განდობ. მეორეც არის, ერთხელ საპარიკმახეროში ვიყავი, ტიპმა მითხრა, დაგინახეს ჯიპიდან როგორ გადმოხვედი და ვიღაცას ეჩხუბეო. მანქანას საერთოდ არ ვატარებ.

- ჰო, მართლა, ავტობუსით რატომ მგზავრობ, შენს თავს ხომ არ აშაყირებ?

- არა, არ ვაშაყირებ. უმეტეს შემთხვევაში ძუნწი ვარ და მომჭირნე. ვფიქრობ, რომ ცოტა ადრე თუ ავდექი, შეიძლება ოც თეთრად ვიმგზავრო და არ დავხარჯო ოთხი ლარი სამსახურამდე, ეს ფული სხვა რამეში გამომადგება.

- გესაუბრებიან ხოლმე ავტობუსში?

- ხშირად პირდაპირ არ მომმართავენ, მაგრამ რაც აწუხებთ, იმაზე ცოტა ხმამაღლა იწყებენ ლაპარაკს. ამ გზით ცდილობენ გამაგებინონ, რა აწუხებთ. ხანდახან, იცი, რას მეუბნებიან? „ჰო, მე მესმის, შენ კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ეთერში ვერ ლაპარაკობ რაღაც-რაღაცეებსო!“.

- არის ცენზურა რუსთავი 2-ზე? არის ზარები ზევიდან?

- ცოტა უცნაურია შენ რომ მეკითხები ამას... მოდი ასე ვთქვათ, არის გავლენები, მაგრამ, პრინციპში ჩვენ შიგნით ვკამათობთ, რა გზით მივაღწიოთ მიზანს, თუმცა მიზნებზე შეთანხმებულები ვართ.

- ვისთან?

- ალბათ, იმ ჯგუფთან, რომელიც ხელისუფლებაშია. უფრო სწორედ, იმ ჯგუფის დეკლალირებულ იდეებთან. აი, ეგ არის. ამის გამო იგრძნობა ამ ტელევიზიაში გავლენა. თუმცა, მაგალითად ერთ-ერთი ჩვენი კონკურენტი რომ ავიღოთ, სადაც მხოლოდ ოპოზიციონერები არიან ყველაზე კარგები, საუკეთესოები და სიმართლისთვის მებრძოლები, იქაც ვხედავ ბალანსის პრობლემას. ზოგ შემთხვევაში ეს ბალანსი იქ რუსთავი 2-ზე უფრო მეტად არის დარღვეული.

- კი, მაგრამ ეს შეთანხმება სადამდე შეიძლება წავიდეს, არ არის სახიფათო, რომ გარიგებაში გადაიზარდოს, სადამდე შეიძლება შეუთანხმდე ხელისუფლებას?

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე ინტერიერი: რესტორანი ბუფეტი, მამაკაცის ტანსაცმელი: მაღაზია ტრუსარდი

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე ინტერიერი: კაფე ოპერასთან, მამაკაცის პიჯაკი: ტრუსარდი

- იცი რა, მე მქონდა ეგეთი პერიოდი. რევოლუციის შემდეგ. ცოტა ხნით წავედი არხიდან, ეს არ ჩანდა. ყოველ კუთხე კუნჭულში ყვირილი არ დამიწყია, მაგრამ...

- როცა ტელევიზას ჯერ კიდევ ეროსი ფლობდა.

- ჰო. აი, მაშინ იყო ჩემთვის ზღვარი. მივხვდი, რომ ტელევიზია უფრო რევოლუციურ შტაბს გავდა, ვიდრე ტელევიზიას. სულ სადღაც თანხმდებოდა და გვარდებოდა რაღაცეები. არ ვიცი, ბოლომდე ამაშიც არ ვარ დარწმუნებული, საჭირო იყო? არ იყო საჭირო? ბოლომდე ჩემთვისაც არ მაქვს პასუხი, მაგრამ, მაშინ მივხვდი, რომ იმას არ ვაკეთებდი, რაც უნდა მეკეთებინა. ასე რომ, ასეთი ზღვარი ჩემთვის მაქვს. ჯერ ასეთი რამე არ მომხდარა, მაგრამ გადამიდგამს ნაბიჯი და არც მომავალში მომერიდება. საკუთარ თავს სულ ვეუბნები, რომ ეს ძალიან პრინციპული საკითხი უნდა იყოს, რისთვისაც ბრძოლა ღირს, როცა მხარს დაგიჭერენ კოლეგები, ისინი, ვინც შენს გვერდით მუშაობს და ის ადამიანები, ვინც გიყურებს. იყო რაღაც კრიზისული მომენტები, გირგვლიანი, სხვა და სხვა... როცა მართლა ზღვარზე ვიყავით ყველა. საბოლოოდ, იმასაც მივხვდი, რომ მუშაობასაც და წასვლასაც, ყველაფერს, თავის ფასი უნდა ჰქონდეს და მნიშვნელობა.

- ეგ არ არის კონფორმიზმი, რასაც ახლა შენ ამბობ?

- მე ამას რეალიზმს ვარქმევ! უნდა ვიმუშაო, იმიტომ, რომ ნამდვილად ვიცი, სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, შეცდომებსაც დაუშვებს, რადგან ისევ და ისევ ის ამ საზოგადოების პროდუქტია და ექნება პრობლემები. მე „მედასავლეთე“ ვარ! და მჯერა ლიბერალიზმის. ერთი ვიცი, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში აუცილებლად უნდა შევიდეს! ჯერ-ჯერობით, რაღაც რაღაცეებს ამისათვის დავთმობ.

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე ინტერიერი: კაფე ოპერასთან, მამაკაცის პიჯაკი: ტრუსარდი

- რას დათმობ?

- შევეგუები იმ ადამიანებს ხელისუფლების სათავეში, რომლებიც შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ, სანამ ისინი ამ ფუნქციას ასე თუ ისე ასრულებენ და ქვეყანა ევროპისკენ მიჰყავთ, რევოლუციას არ მოვაწყობ. თუმცა, 1993 წლიდან ვმუშაობ ტელევიზიაში და მინახავს ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ქვეყანას მართავდნენ და ყველაფერი ხელში ეჭირათ, მაგრამ გათენდა დღე და აღმოჩნდა, რომ არაფერიც არ არიან... საერთოდ არაფერი.

- ისე, შენ თუ გეშინია იმის, ერთ დღესაც რომ გაიღვიძო და აღმოაჩინო - ყველაფერი დაკარგე.

- კი, მეშინია, მაგრამ რახან გადატანილი მაქვს ეგეთი კრიზისი, ვიცი, რომ რაღაც გზას აუცილებლად ვიპოვი. იცი, რისი მეშინია ყველაზე მეტად? ხანდახან, ჩემს თავს ვიჭერ იმაზე, რომ რაღაცას ძალიან დაჟინებული, დაჯერებეული და ძალიან კომპეტენტური ვლაპარაკობ, რაც სხვებშიც მაღიზიანებს. ერთი სურვილი მაქვს - რომ არ გავიყინო რაღაც იდეებზე. ეს ჩემი პროფესიის ადამიანისთვის დამღუპველია. როცა სიახლეს ვეღარ აღიქვამ, თან მწვავედ და ამის გამო ვერ რეაგირებ სწრაფად. ეგ სურვილი მაქვს, რომ არ გამეყინოს ტვინი. დანახვის უნარი რომ მქონდეს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავინახო და ვიგრძნო. ვიგრძნო ახალი მუსიკა, ვიგრძნო ახალი ფილმი, ახალი წიგნი, ახალი ტენდენცია პროფესიაში.

- გაინტერესებს, გსიამოვნებს ის, რასაც აკეთებ?

- ძალიან! პატარა ბავშვივით. ვიღაცის ცხოვრებაში შეიძლება კვირაობით არაფერი არ მოხდეს და ჩემს ცხოვრებაში საათში რამდენიმე მოვლენა ხდება. მესმის, ვფიქრობ, მუდმივად რაღაც ემოცია მაქვს. მომწონს ჩემი ცხოვრებაც და პროფესიაც.

- თოიძე გაქვს დამთავრებული?

- არაფერიც არ მაქვს დამთავრებული. რესტავრაციის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მე-18 პროფტექნიკუმი.

- ახლა კიდევ ხატავ?

- არა, არა.

- რატომ?

- ნიკოლაძეში ვაბარებდი, რომ ჩავიჭერი, მაშინ მივხვდი რომ ხატვა კი არ მიყვარდა, ჩემი ძმა მიყვარდა ძალიან და ის რომ ის იყო მხატვარი. იმას ვბაძავდი. მისნაირი მინდოდა რომ ვყოფილიყავი. მაშინ რომ ჩავიჭერი მივხვდი, ეს ჩემი საქმე არ იყო. ჩემი თავმოყვარეობისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. იმიტომ, რომ სულ ითვლებოდა, კიკალა ხატავს, კიკალა მხატვარი უნდა გამოვიდეს. აკადემიაში ვაპირებდი ჩაბარებას.

- ხშირად დაგიჭერია შენი თავი იმაზე, რომ საკუთარ თავს ატყუებ?

- რასაკვირველია, ხანდახან ატყუებ საკუთარ თავს. გინდა რომ უკეთესი იყო. ვერ ატყობ, რომ თმა გაგცვივდა და არ გინდა შეიმჩნიო, რომ ცოტა გასუქდი. ხანდახან რაღაცას ვერ აკეთებ ისე კარგად, როგორც საჭიროა. ერთმა მითხრა - საკუთარი თავი რეალურად შეაფასე და აქედან გამომდინარე იმოქმედე, ყოველთვის მიიღებ შედეგსო. როგორც კი ეს გავაკეთე, შედეგი მივიღე. თუ არც მეტს მოთხოვ შენს თავს და არც ნაკლებს, რაღაცას მიაღწევ.

- რეიტინგი შენთვის მნიშვნელოვანია, თუ უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სტერეოტიპების ნგრევა?

- როგორ დაანგრევ სტერეოტიპებს, თუ შენ მაყურებლის მხოლოდ ექვსი პროცენტი გიყურებს? შენი გავლენის ველი უნდა გაზარდო იმ ადამინებზე, რომლებზეც გინდა, რომ ზემოქმედაბა იქონიო. თუ იმათ შენი არ ესმით და ერთ ენაზე არ ლაპარაკობთ, იცი ეს რას ემსგავსება? უცბად, ეთერში რომ დავჯდე და ლაპარაკი ინგლისურად დავიწყო. რაც შეიძლება ბევრს უნდა ესაუბრო. ტელევიზია მას-კულტურაა. ჩემი მიზანი რეიტინგული გადაცემის გაკეთებაა. ის, რომ მოდის დამფუძნებელი ვიყო... არა, არა მგონია.

- მოდის მიმდევარი კი ხარ.

- კი, ნამდვილად ვარ. ცოტათი, ვცდილობ. მაგრამ ძვირია, თუ მოდაზე ვილაპარაკებთ.

- კარგად ჩაცმაც გიყვარს.

- მიყვარს. მაგრამ როგორ მიყვარს იცი? ახლავე გეტყვი. მაგალითად, თბილისში არის მაღაზიები, სადაც ძალიან ძვირადღირებული ტანსაცმელი იყიდება. რა მაკვირვებს იცი? იმდენი ფული თუ გაქვს რომ დახარჯო ამ ტანსაცმელზე, არ ჯობს, ლონდონში ჩახვიდე და ბონ სტრიტზე შეიკერო? შეხვალ, პირდაპირ შენს ტანზე შეკერავენ, მაღალი ხარისხის იქნება და შენს გვარსაც დაარტყამენ. აი, ეგ არის კარგად ჩაცმა. ძალიან დიდი ფული თუ გაქვს, ასე უნდა გააკეთო და თუ არა და, უნდა შეეცადო, რომ ნორმალურად გამოიყურებოდე.

- ძვირფასი ნივთებიც გიყვარს?

- ალბათ, კი, იმიტომ, რომ არა მაქვს. სიმართლე რომ გითხრა, მე უფრო კომფორტი მიყვარს, ვიდრე სიძვირე.

- რა არის შენთვის კომფორტული გარემო?

- ვცდილობ, კომფორტული გარემო შევიქმნა. მომწონს ჩემი პროფესია, იმიტომ, რომ მე ბოლომდე სელერიმენი არ ვარ. ამიტომ, მომწონს ის, რასაც ვაკეთებ და ვთვლი, რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტია. წარმოიდგინე, ადამიანი, რომელიც იბრძვის მარტო იმისთვის, რომ ფული იშოვოს. შენ კიდე, აკეთებ ამას და თანაც მოგწონს. ეს დიდი კომფორტია! როცა გყავს კარგი მეგობრები, რომლებთანაც გსიამოვნებს ყოფნა, ესეც ძალიან დიდი კომფორტია. რასაკვირველია მატერიალურ მხარესაც აქვს რაღაც მნიშვნელობა. ადამიანმა ცხოვრების ბოლოს, მართლაც, უნდა ააშენო შენი სახლი.

- ხანდახან რომ ზარმაცობ ხოლმე?

- ხანდახან, ისევე როგორც ყველას, მეც მჭირდება პატარა ტაიმ-აუტი. როცა რაღაცაზე დიდი ხანი ფიქრობ, ცოტა თავი გივიწროვდება და გვერდზე ვეღარ იყურები. ხანდახან რომ გაჩერდე, შეიძლება სადმე დააგვიანო, მაგრამ მოკლე გზა იპოვო, ან მიხვდე, რომ იქით წასვლა საერთოდ აღარ გინდა.

- შენი, საავტორო რა არის PS-ში, ის ტექსტები, რასაც კითხულობ?

- არა, ეს გადაცემაა საავტორო! რომელიც უკვე ათი წელია არის - სტაბილურია და ჩვენს გუნდში ყოველთვის საუკეთესო ჟურნალისტები იკრიბებოდნენ.

- რას ნიშნავს სტაბილურია? სტაბილური ქვაც არის. არის, არის, არის...

- ჰო! პოსტსკრიპტუმიც არის, არის, არის! რა გინდა, ეგეც არის რა!

- კიდევ ათი წლის შემდეგაც პოსტსკრიპტუმის წამყვანი იქნები?

- შეიძლება, რატომაც არა...

- არ გრჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი ეს ათი წელი ერთსა და იმავეზე ლაპარაკობ?

- კი, იმიტომ, რომ რაღაც პრობლემები ამ ქვეყანამ ჯერ ვერ გადაწყვიტა. გიწევს ერთსა და იმავეზე ლაპარაკი და დეჟავიუ გემართება.

- რეალურ შოუში მიიღებდი მონაწილეობას?

- არა, არა!

- რატომ?

- არსებობს ასეთი შედარება. ჩემი მოგონილი არ არის, ძველია. ჩინელი მხატვარი ასფალტზე წყლით ხატავს, ევროპელი კი ხატავს იმისთვის, რომ გალერეაში გამოფინოს და გაყიდოს. ორივე ხელოვანია, მაგრამ ძალიან განსხვავებული. მე სადღაც შუაში მინდა ვიყო. ისეთი ტიპი არ ვარ, რომ საკუთარი თავი ყველას წინაშე გამოვფინო, არ მინდა.

- როგორ ფიქრობ, რისთვის მიდიან რეალურ შოუში?

- შეიძლება თვითრეალიზაციისთვის. ამ ფორმით ცდილობენ თქვან: შემომხედე, მეც ვარსებობ, მომაქციე ყურადრება, მეც რაღაც მაწუხებს, მეც ვარ აქ! აი, აიღე „დასი“. მათ ასე გადაწყვიტეს რუსთაველის დასში მოხვედრა და არა წვალებით. მარა, ახლა ჩემი თავი, იცი, რაზე დავიჭირე? ტელევიზიაში რომ არ ვმუშაობდე, ეკრანზე რომ არ ვიყო, შეიძლება მეც ასეთივე ვყოფილიყავი, მათ რიგში ჩავმდგარიყავი და კასტინგში მიმეღო მონაწილეობა... რატომაც არა?!

- მაშ გამომძიებელი გინდოდა რომ ყოფილიყავი?

- ჰო, იურიდიულზე ჩავაბარე, პროკურატურაში მივედი პრაქტიკანტად. კაი ხანი ვიყავი და მომწონდა კიდეც. სხვათა შორის, ვიფიქრე კარგი გამომძიებელი გამოვალ-მეთქი.

- რა გინდოდა პროკურატურაში, საბჭოთა სისტემის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ სტრუქტურაში?

- კი, სასტიკი ორგანიზაცია კი იყო, მაგრამ, ერთი რამე დავინახე. იყვნენ კორუმპირებული გამომძიებელები, იყვნენ გამომძიებლები - დებილები, ვისაც სარეცხის მოპარვის საქმეს აბარებდნენ, იყვნენ გამომძიებლები, რომლებიც, უბრალოდ, ფულს აკეთებდნენ, მაგრამ ყოველთვის იყო ერთიორი ადამიანი, ვისაც ნამდვილად უნდოდა საქმის გახსნა და სწორედ იმათ ავალებდნენ ყველაზე რთულ შემთხვევებს. აი, ეს ადამიანები მომწონდა, აი, ეს ადამიანები იყვნენ საქმის გამკეთებლები. სიმართლე გითხრა, ჟურნალისტსა და გამომძიებელს ერთი რამ აქვთ საერთო. იდეაში ორივე სამართლიანობისთვის იბრძვის და სამართლიანობას ეძებს. რას პოულობენ, ეგ კიდევ სხვაა. საზოგადოებას არც ერთი და არც მეორე დიდად არ უყვარს. იმიტომ, რომ ორივე მის ცხოვრებაში იქექება და ხანდახან უსიამოვნო დეტალებს პოულობს.

- როგორ ატარებ დროს?

- ვერ ვატარებ დროს, მთელი პრობლემა მაგაშია. ეს ლეპტოპი რომ ვიშოვე, ერთხელაც შევხედე და რა ვიგრძენი იცი? რომ მაქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა. ხელში მიჭირავს პატარა ოთხკუთხედი.... და სადაც მინდა იქ გავჩნდები.... რაც მაინტერესებს, იმას გავიგებ. ყველა ფერია! ძალიან მაგარი რამეა! მთელი სამყაროა, იმისთვის, ვისაც არა აქვს იმდენი ფული, რომ ხვალ დაჯდეს თვითმფრინავზე და გადაფრინდეს - ყავა დალიოს პარიზის ქუჩებში, მერე ლონდონში ან ტოკიოში. ინტერნეტი საშუალებას მაძლევს, ყველგან ვიყო.

- ტიპები მოგიძებნია ინტერნეტში, მაგალითად შენნაირები?

- მთლად ეგრე ღრმად ვერ გავდივარ. მაგრამ, უკვე ვატყობ, რომ ჩემი შვილები არიან ეგეთები, ჩვენ ტელევიზორის თაობა ვართ, ეგენი - ინტერნეტის თაობა. ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა. როგორც ჩემი მშობლებისთვის იყო ტელევიზია არაჩვეულებრივი, ჩემთვის ჩვეულებრივი და მე აქ ისე ვარ, როგორც თევზი წყალში, ჩემი შვილებისთვის ასევეა ინტერნეტი. ჩათაობენ, თავის საიტებს ქმნიან, მეგობრები ჰყავთ, სულ ლაპარაკობენ. გუშინ სიყვარულს უხსნიდნენ ერთმანეთს!

- შენ ეგრე ვერ ხარ...

- ვერა, ხო იცი სადღაც რო დაგაგვიანდება მოხვედრა, აი, ეგ ის შემთხვევაა.

- კითხვა უფრო გიყვარს თუ კინო?

- კინოც და კითხვაც.

- კარიბის ზღვის მეკობრეები ნახე, ბოლო სერია?

- ვნახე აბა რა! ჩემს შვილებთან ერთად. დიდია, მაგრამ გავერთე.

- რამდენად ემოციურად განიცდი ხოლმე იმას, რასაც კითხულობ ან უყურებ?

- თუ წიგნმა ჩამითრია, შემიძლია, ღამე გავათენო. ჰო, ვიცი, უპასუხისმგებლობაა ეგეთი რამე, იმიტომ, რომ არ მაქვს მაგდენი დრო, მაგრამ ხანდახან ვერ ვუძლებ ცდუნებას. კინოში სიარულიც ბავშვივით მიყვარს. ზოგი სერიოზულ რაღაცეებს ეძებს ამ კინოში, მე, უბრალოდ, თვითონ ეს პროცესი მახარებს, ვერთობი.

- რომელიმე ლიტერატურულ და ზღაპრის გმირთან აიგივებ საკუთარ თავს?

- შევატყვე, რომ როდესაც, მურაკამის და ფამუქს ვკითხულობდი, ჩემი ასაკის ადამიანები მელაპარაკებოდნენ პრობლემებზე, რომლებსაც ვცნობდი. მე რაც მაწუხებს. მაგალითად, ცხოვრებას, რომ უნდათ თავიდან გადახედონ. ფასეულობების გადაფასება რომ ხდება. ფესვების ძიება.

- ზღაპრის გმირი?

- ალადინი! ალადინი რომელსაც უსრულებენ სურვილებს. ჩემი ლამპარი ტელევიზიაა. ვიპოვე, ხელი გადავუსვი და სურვილებიც ამისრულდა.

- ეგრე მაგრად გაგიმართლა, როგორც ალადინს?

- ჰო, მაგრად გამიმართლა!

- წიგნი, რომელმაც ყველაზე მეტად იმოქმდა შენს ცხოვრებაზე?

- საროიანი, სელენჯერი. ჩემთვის ესენი აღმოჩენა იყო.

- თამაში ჭვავის ყანაში?

- არა, სხვათა შორის, ეს ის პერიოდი იყო, როცა უკვე კაცდები. ერთი პატარა ნოველა აქვს - „ჩემი მწვანე თვალები“. ეს ნოველა მომეწონა ძალიან.

- სიყვრულზეა?

- ჰო, სიყვარულსა და ღალატზე.

- უი, რუსებს უყვართ ეს შეკითხვა - с кем бы ты переспал из звезд?

- მეეე? ოოოო..... ზვეზდა.... ვინ, ვინ ვინ? ვაი... უჰ! იტალიელი ქალები მომწონს ძალიან!

- ისევ საბჭოთა დროს უბრუნდები, არა? !

- აი, ახლა რაღაც ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. სოფი ლორენი უნდა მეთქვა, მაგრამ ნამეტანია.

- სოფი ლორენი ახალგაზდობაში ...

- არა, არა! მოდი, ასე ვთქვათ, ვინ არის ის ქალი, ახლა რო ჰყავთ? რა ჰქვია მაგას? კაი ქალი, გემრიელი, შავთმიანი - ბელუჩი რომ არის... მონიკა...

- . შავგვრემანი ქალები უფრო მოგწონს, ვიდრე ქერა?

- ჰო, რა საკვირველია!

- პლეიბოი ხარ?

- ოოო, ამ თემაზე არ მინდა ლაპარაკი!

- რატო?!

- ცოლი მყავს და ორი შვილი.

- და, ქალებს თუ უყვარხარ?

- კი! და დაუმსახურებლად, როგორც ვფიქრობ.

- რატომ დაუმსახურებლად?

- რა ვიცი, ისეთ კარგ ადამიანებს ვუყვარვარ ხოლმე, რომ მიკვირს ხანდახან.

- და შენ გყოფნის ნებისყოფა, უარი უთხრა ამ კარგ ადამიანებს სიყვარულზე?

- არა, მე სიყვარულს ცოტა ფართო გაგებით ვგულისხმობ. ხანდახან ბევრი ადამიანი თავის ყურადღებას და მეგობრობას უანგაროდ მჩუქნის. მთელი ცხოვრება მქაჩავენ, ხელს ჩამკიდებენ და მივყავარ. ამას ვაფასებ, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ დაუმსახურებლად მაქვს ეს ყველაფერი.

- ჭკუა თუ სილამაზე?

- ჭკუა.... ჭკუა, რა საკვირველია ჭკუა! სილამაზე დღეს არის, ხვალ აღარ იქნება.

- ჭკუაც ეგრე არაა?

- ისე, ჰო.

- ქალების შემთხვევაშიც ჭკუა?

- რთული არჩევანია ხო იცი.... ქალებში სილამაზე მოგვწონს ხოლმე, მაგრამ როცა არჩევანზე მიდგება საქმე, მაინც ჭკვიანს არჩევ.

- თუ ჭკვიანი გირჩევს?

- ჰო, შეიძლება ეგრეც იყოს, სწორია...

- შენი ყველაზე დიდი ნაკლი რა არის?

- ჩემი? ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი? ააა... ვიცი, სმენა არა მაქვს! ვთვლი, რომ ეს ჩემი ყველაზე დიდი ნაკლია. სულ მგონია, რაღაცა დიდი მაკლია ამითი, რომ მუსიკოსს, რომელსაც სმენა აქვს, მუსიკა სხვანაირად ესმის, უფრო მეტი ნოტი ესმის და მისთვის მუსიკა უფრო ლამაზად ჟღერს, ვიდრე ჩემთვის.

- ბავშვობაში რა გინდოდა რო გამოსულიყავი?

- გააჩნია, რა მულტფილმს ვნახავდი.

- იცი, რა გამახსენდა? მახინჯი რო იყო მაგარი... ხელმარჯვე ოსტატი!

- რკინის ბოლტით ცხვირის მაგივრად! არა, არა... როგორც ყველა ბავშვს, მინდოდა, კოსმონავტი ან ჯადოქარი ვყოფილიყავი!

- წარმოგიდგენია, სად იქნები ოცი წლის შემდეგ და რას გააკეთებ?

- წარმოდგენა არ მაქვს. 60 წლის ვიქნები. ვერც ქონება ვერ შევაგროვე იმდენი, რომ ვთქვა, უდარდელი სიბერე მექნება-მეთქი და პროფესიაც ისეთი მაქვს... ხვალ შეიძლება მითხრან, შენზე უკეთესი ვნახეთო...

- შენს გარშემო უფრო მეტი ქალია თუ მამაკაცი?

- ქალები! და ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება, ცოტა ისა მაქვს... პარაზიტული დამოკიდებულება, ვიღაცას ვეწებები ყოველთვის, რაღაც მომენტში. მეხმარებიან, ხანდახან ვატყობ, ჩემს მაგივრად მუშაობენ ხოლმე.

- რაღაც, კარგი, კომფორტული ცხოვრება გამოგივიდა არა?

- ძალიან! ხანდახან მიკვირს!

- წარმოიდგინე, იღვიძებ ღამე, გვერდით გიწევს ლამაზი ქალი...

- ვაუ...

- სურნელოვანი და გიღიმის... რას იზამ?

- რაც კი შემიძლია ყველაფერს! ეს ის შემთხვევა, როცა მე რეალისტი არა ვარ!

11.2 მამუკა ხაზარაძე

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე, არქივი

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ეს ამბავი მამუკა ხაზარაძემ საუბრის ბოლოს გაიხსენა, მაგრამ სწორედ ამ ამბით დავიწყებ და მიხვდებით, რატომაც.

ცხოვრების ჰარვარდული გაკვეთილი

ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში მყიდველებად და გამყიდველებად დაგვყვეს, ქარხნის მოტოციკლეტის ძრავების დიდი პარტია უნდა მიმეყიდა ჩემი კურსელი კრისისთვის, ყველაზე მდიდარი კენიელისთვის. მომცეს კონვერტი, სადაც მითითებული იყო ფასი, რომლის ქვემოთაც გაყიდვის უფლება არ მქონდა, კრისის კონვერტში კი ეწერა ფასი, რომლის ზევითაც მას ბიუჯეტი არ გააჩნდა, ერთმანეთის ფასები არ ვიცოდით. დამირეკა ნომერში და მითხრა - საღამოს გეპატიჟები, იქნებ ერთად ვივახშმოთო. არანაირად არ დავაკავშირე ეს ფაქტი იმასთან, რომ ჩემი შებმა უნდოდა. მივედი, დამახვედრა კარგი ფრანგული ღვინო, კი ვიფიქრე - რა ბზიკი ეტაკა, მთელი თვეა ერთად ვცხოვრობთ და მსგავსი არაფერი გაუკეთებია-მეთქი. დავსხედით, დავიწყეთ საუბარი. მიყვება ოჯახზე, იმაზე, ამაზე, მოკლედ დავლიეთ, მეც გავიხსენი ქართულად - მეგობრობა, რამე-რუმე. ბოლოს შემომაპარა - მოდი, ბარემ ჩვენი ხვალინდელი თემაც დავხუროთ და რამდენად შეგიძლია, ძრავები რომ მომცეო. ვიჯიგრე და - რაზეა, ძმაო, ლაპარაკი, პრობლემა არ არის-მეთქი ვუთხარი. ყველაზე პატარა ფასში მომეცი და გპირდები, მომავლის პარტიებს სულ ვიყიდიო, არადა, მომავლის პარტიები არ არსებობდა.

- მაგარი ოსტაპ ბენდერი ყოფილა.

- მაგარი. დღესაც ყველას რომ ახსოვს ჰარვარდში, ეგეთი ტიპია. ამასწინათ CNN-ში ვნახე, რადიო დაუფუძნებია კენიაში. მოკლედ ჩავეხუტე, საქართველოში დავპატიჟე და დავიშალეთ. მეორე დღეს პროფესორი გვეუბნება - აბა, ხელი აწიეთ, ვინ გადაიხადა ამ ფასის მაღლაო. აწიეს ტიპებმა ხელი. აბა, ახლა, ხელი აწიოს მან, ვინც თვითღირებულებაში გაყიდაო. ავწიე ხელი და დამცხა. ჩვენ კი გვესმის ეს „ქართული პონტი“, მაგრამ მათ ხომ არ ესმით, საეჭვოდ შემომხედეს -ვინაა ეს გაუგებარი კაცი, ბიზნესმენია? თურმე, მთელი დღე ჭიდაობდნენ ფასებზე, ფორმულები გამოჰყავდათ, მე კი ჯიგრულად, უცებ დავამთავრე, გავუსწორე მეგობარს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ ეს ურთიერთობაა სწორი. დღემდე ამ პრინციპით ვაკეთებ ბიზნესს. როცა ადამიანს ჩემთან ერთად უნდა საქმის კეთება, ასეთი რამ არ უნდა იკადროს. თუ იკადრებს, შეიძლება ერთხელ წავაგო, მაგრამ მეორედ იმ კაცთან საქმეს აღარასდროს დავიჭერ.

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

- ეხლა რომ დაგირეკოთ კრისმა და პარტნიორობა შემოგთავაზოთ?

- ის კაცი ჩემთვის საერთოდ დაიკეტა. მე გულწრფელი ვიყავი მის მიმართ, მითუმეტეს, ვთამაშობდით. თუ თამაშში არ ხარ გულწრფელი, ცხოვრებაში რა იქნები. კი, მიიღო ხუთიანი და მე ორიანი, მაგრამ სამაგიეროდ, ყველაზე კარგი გაკვეთილი მივიღე ცხოვრებაში. ცოტახანს ვდარდობდი, ეს როგორ დამემართა-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამას მეორე მხარეც აქვს. არ შემიძლია ციფრებით ველაპარაკო ადამიანს, პირველ რიგში, მასთან ურთიერთობა, მეგობრობა მაინტერესებს და მერე ბიზნესი.

- ტყუილის დეტექტორი უკვე გაქვთ?

- თვალები. რად უნდა მაგას მეცნიერული კვლევები.

- ფიქრობთ, რომ წესიერებას აქვს პერსპექტივა?

-კი არ ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა ცხოვრებაში!

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

გზაზე

არქიტექტორობა ძალიანაც კი უნდოდა, მაგრამ ხაზვის კონკურსებში არაერთგზის გამარჯვებულს ხატვა არაფრით გამოსდიოდა (რა იცოდა მაშინ, მისი ბიზნესი მხატვრობას რომ დაუკავშირდებოდა), მერე მშენებლობა მოინდომა, მაგრამ ინჟინერმა მამამ ურჩია - სულ გარეთ უნდა იყო და ცემენტი ყლაპო, მანქანათმშენებლობაზე ჩააბარე და თუ მშენებლობა მოგინდება, იქაც იქნება მანქანებიო. მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ინჟინრის პროფესია ძალიან ახლოს იყო ბიზნესთან - უზარმაზარი, საკმაოდ რთული კვანძი უნდა დაჭრა და დახაზო სივრცეში - ანუ, სივრცეში წარმოიდგენ, რა ხდება კედლის ან კვანძის უკან, როგორ უნდა მოერგოს კვანძები ერთმანეთს, მერე აკეთებ სხვადასხვა განყოფილებების და მიმართულებების მოდელირებას, მოკლედ, ვიზუალური ფიქრის თემაა, ძალიანაც რომ მოვინდომო, მაინც ვერაფერს გავუგებ.

სტუდენტობის ბოლო წლებს ეროვნული მოძრაობის აზვირთება დაემთხვა. სტუდენტური დღეების ორგანიზატორს, რომელიც ანსამბლშიც უკრავდა და ხალხური სიმღერების კაპელაშიც მღეროდა, 1988 წელს ალტერნატიული ახალგაზრდული კავშირის შექმნის იდეა გაუჩნდა, კონცეფცია ჭკვიანი ბალტიისპირელებისგან აიღო, რომელთაც კომკავშირს იდეოლოგია კი მოაშორეს, მაგრამ ფული და ქონება დაიტოვეს. ერთ დღესაც, კრება ჩაატარა ფაკულტეტზე და კომკავშირი დაშლილად გამოაცხადა, რის გამოც მშობლებს სამსახურში პრობლემები შეექმნათ. მერე ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, რეფორმატორებისთვის ვიღას ეცალა. 9 აპრილი და ომები...

„მიტინგის ფორმა ყოველთვის პროტესტს იწვევდა ჩემში, ის, რაც აზვირთებული ადამიანების მართვასთანაა კავშირში, სადაც ინდივიდი იკარგება და ბრბოს აქტიურობა ექსტაზის სახეს იღებს, ჩემთვის მიუღებელია. შესაძლოა, ამანაც განაპირობა ჩემი მოსვლა ბიზნესში, როცა შინაგანად მივხვდი, რომ ვერცერთის ნაწილი ვერ ვიქნები, ვერც იმათი და ვერც ამათი. როცა ლოგიკა არ არის და ბრძოლა მიდის მხოლოდ ძალაუფლებისთვის და არა ქვეყნის გადარჩენისათვის, ეს ჩემთვის მიუღებელია. ამიტომაც, ამ ყველაფერს თავჩახრილი შრომა, მშენებლობა და კომპანიების შექმნა დავუპირისპირე.

- ომი და ბიზნესი რომ ორი ურთიერთსაპირისპირო ცნებაა.

- მაშინაც სერიოზული პროტესტი მქონდა. ბუნებრივია, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა იმ ვაჟკაცს, რომელმაც თავი გაწირა და იომა, მაგრამ ვთვლი, რომ აფხაზები ჩვენი ძმები არიან. როცა ვუკვირდებოდი, მანამდე რა მოხდა სამეგრელოში, ქართველმა ქართველს რა გაუკეთა, სულ ვფიქრობდი, ვიღაცამ ხომ უნდა გააჩეროს ქართველი კაცის ეს უბედური გენეტიკა, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რომ ასე აღარ შეიძლება.“

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

პროტესტების სერიიდან

ლენინური სტიპენდია საკმაოდ დიდი ფული იყო, 130 მანეთი, ამდენივე ხელფასი ჰქონდა დედასაც, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმს. „გეპეი“ დაამთავრა თუ არა, კვლევით ინსტიტუტში გაანაწილეს, რვა ქალბატონის უფროსად გაამწესეს და ხელფასიც დაუნიშნეს, 70 მანეთი. მაშინ კიდევ ერთმა პროტესტმა წამოყო თავი - არავისზე ყოფილიყო დამოკიდებული და თავისი სახარჯო, დამოუკიდებელი ფული ჰქონოდა.

„იმ პერიოდში ბევრი რამ იცვლებოდა, პირველი კოოპერატივებისა და ბანკების გახსნა შეიძლებოდა. მეც გადავწყვიტე ავმოძრავებულიყავი და საკუთარი თავის პატრონი ვყოფილიყავი - გადაწყვეტილებაშიც და მოქმედებაშიც, მარცხიც ჩემი თავისთვის დამებრალებინა და წარმატებაც, მოკლედ, თავისუფლება მინდოდა და დავინახე, რომ ბიზნესი არის ყველაზე კარგი ადგილი, სადაც თავისუფლების ხარისხს მალე ვნახავდი. იდეალური თავისუფლება რომ არ არსებობს, მაშინ მივხვდი, როცა გავიზარდეთ და გავფართოვდით, თავისუფლებამ შემბოჭა, რადგან უამრავი პასუხისმგებლობა მოჰყა ამ თავისუფლებას. ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ ბიზნესი შემოქმედებითი თვალსაზრისით არის ყველაზე თავისუფალი სივრცე იმისათვის, რომ მოიგონო, შექმნა და ამით სხვასაც მისცე სარგებელი.

- როცა ბიზნესს იწყებდით 91-92 წლებში, ისეთი დრო იყო საქართველოში, ყველაფერი ინგრეოდა, გარემო იყო საშიში და დამთრგუნველი. ერთი მხრივ რეკეტირებული იყო ბიზნესი, მეორე მხრივ კორუმპირებული, გინდათ თქვათ, რომ ადამიანს ან ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს შეეძლო მარტოს, ყოველგვარი დახმარების გარეშე გაერღვია ასეთი ჩაკეტილი წრე?

- მაშინაც პროტესტი გამიჩნდა იმის მიმართ, რომ ყველას თვალში დამარცხებული ერი ვიყავით - პოლიტიკაში, ბიზნესში, გვქონდა ცუდი სახელი, გამიჩნდა დიდი სურვილი, საპირისპირო დამემტკიცებინა. მაშინ იწყებოდა რუსეთში ბიზნესი და მეც ამ ტალღაში მოვყევი. ორი-სამი წარმატებული ოპერაცია გავაკეთე, რომელმაც იმდროისათვის სერიოზული ფული მაშოვნინა, მაგრამ იმდენად დიდი სურვილი მქონდა, მსგავსი ინსტიტუტები საქართველოში გამეკეთებინა, რომ იქაურობა მაშინ მივატოვე, როცა მარტივად შეიძლებოდა იქ უფრო კარგად აგეწყო საქმე.

- შეიძლებოდა იმ დროს კანონიერად, სუფთად გეშოვნათ ფული?

- თამამად ვაცხადებ, რომ ჩვენი ყველა ფული და მოგება აბსოლუტურად კანონიერია, ჩვენ არც ფარული პრივატიზაცია ჩაგვიტარებია და არც რაიმე გარიგებაში შევსულვართ.

- კი მაგრამ, როცა ქვეყანა თავად დგას უკანონობის სისტემაზე, შეიძლება ამ დროს კანონიერი გზით საქმის კეთება?

- ჩვენი ბიზნესისტორია რომ იცოდეთ, რას ვაკეთებდით მაშინ, ნათელი გახდება ის ფაქტი, რომ ეს იყო პატარა მოდელისა და მასშტაბის საქმეები, დღევანდელი გადასახედიდან სასაცილოც კი. ბანკი მხოლოდ იმიტომ დავაფუძნეთ, რომ ჩვენი მაღაზიების ნავაჭრი ფული შეგვენახა, ბანკი იმის საშუალებას იძლეოდა, რომ გქონოდა დაცვა, შეიარაღება, სალარო, სეიფი და ა.შ. ამის რეგისტრაციას სულ 500 დოლარი დასჭირდა. მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ დაამტკიცებ იმას, რომ შეიძლება 500 დოლარად ბანკი გახსნა. არადა, ზუსტად მახსოვს, 50 000 რუსული რუბლი - იმდროისათვის საწესდებო კაპიტალი ჩემი ხელით შევიტანე ეროვნულ ბანკში და მივიღე დოკუმენტაცია. რატომ მოხდა ასე? უბრალოდ, საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. მაშინ, ჩემთან ერთად ბევრმა გახსნა ბანკი (250 თუ 300 ბანკი დაფუძნდა), მაგრამ ყველა სხვადასხვაგვარად განვითარდა. მიუხედავად ქვეყანაში ბანკების მიმართ უნდობლობისა, მინდოდა მეჩვენებინა, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და მერე ჩემი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ ქართველებსაც შეგვიძლია ისეთი რთული და ფაქიზი ინსტიტუტის მშენებლობა, რასაც ბანკი ჰქვია, იმიტომ რომ თუ ქვეყანაში ბანკის ინსტიტუტი არის მოწესრიგებული, ეს ნიშნავს, რომ ის ქვეყანა შემდგარია. ვფიქრობ, ჩვენ ამას მივაღწიეთ.

0x01 graphic

ფოტო: მამუკა ხაზარაძე

0x01 graphic

ფოტო: მამუკა ხაზარაძე

0x01 graphic

ფოტო: პირადი არქივი

პირველი ბიზნესი

„პირველი ბიზნესი სამხატვრო გალერეა იყო ჭავჭავაძეზე, სადაც ახლა „ვულე-ვუა“, იქ გვქონდა აღებული ერთი ოთახი. მეგობრებთან ერთად ჩემი ხელით შევღებე და გავარემონტე, თავად დავდიოდი მხატვრებთან და სურათები მომქონდა, თუმცა არანაირი წარმოდგენა არ გვქონდა მხატვრობაზე, „გეპეის“ მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები ვიყავით. თავიდანვე ვიცოდი, რომ ამით დიდ ბიზნესს ვერ გავაკეთებდი, მაგრამ მეტი სხვა საშუალება, დამეწყო ბიზნესი ფულის გარეშე, უბრალოდ, ვერ მოვიფიქრე. როცა გადავწყვიტე, ბიზნესმენი გავმხდარიყავი, პირველი ორგანიზაცია, რომელიც დავაფუძნე, იყო შემოქმედებითი პროგრამების საერთაშორისო ასოციაცია, რომლის მიზანი ქართული კულტურის ექსპორტი იყო, მაშინაც ვხვდებოდი, და დღესაც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი საექსპორტო, რაც გვაქვს, ესაა კულტურა, რომელსაც სჭირდება ინვესტირება. უბრალოდ, ჯერ არ ვიცით, როგორ შევფუთოთ, გავიტანოთ და ვისარგებლოთ ამით.

- გაამართლა ამ ბიზნესმა?

- არ გაამართლა. ყველა გაკვირვებული იყო, ქვეყანაში ამისთანა ამბები ხდებოდა და ჩვენ სამხატვრო სალონი გავხსენით, მაგრამ დიდი ბიძგი კი მოგვცა. მთავარი მოდელი ის იყო, რომ მხატვრები უფასოდ გვაძლევდნენ ნახატებს და ჩვენ სალონში ვკიდებდით გასაყიდად, ბუნებრივია, ცოტა ნახატს ვყიდდით, მერე გადავწყვიტეთ პეტერბურგში გაგვეტანა. ვიშოვეთ ბილეთების ფული, მოველაპარაკეთ ერთადერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს „ასტორიას“ ადმინისტრაციას და 25 საუკეთესო ნახატი გამოვფინეთ. იქ გავიცანით ბევრი ბიზნესმენი - რუსიც და უცხოელიც. გვიან გავაანალიზე, რატომ მოდიოდნენ და თამამად გველაპარაკებოდნენ - მათ ეგონათ, რომ, თუ ჩვენ იმ არეულ დროში ხელოვნებისთვის გვცალია, ე.ი იმდენად წარმატებული ბიზნესმენები ვართ, რომ მხოლოდ სულიერებაზე ვართ გადართულები. ეს ხომ ისეთი ფუფუნებაა, როცა საქმეები უკვე აწყობილი გაქვს და მხოლოდ მხატვრობაზე ფიქრობ. იმიჯის თვალსაზრისით ამან საკმაოდ სერიოზული როლი შეასრულა. მერე, რაც პეტერბურგში გავაკეთეთ და უცხოელ პარტნიორებთანაც, ერთ-ერთი თემა ესეც იყო - თავიდანვე სხვანაირად აღგვიქვეს“

პიროვნება - ლიდერი

- ჩვენს საზოგადოებაში ბიზნესმენის გარკვეული სტერეოტიპია ჩამოყალიბებული. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს არის ცოტა ნაცრისფერი, პრაგმატული, მშრალი და მთლიანად საქმეზე ორიენტირებული ადამიანი. სხვათა აზრით, ბიზნესმენი არის ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია ფულზე, სიმდიდრის დაგროვებასა და კარგ ცხოვრებაზე, მოკლედ, ტიპური ნუვორიშია, რომელიც დიდად არ განსხვავდება საბჭოელი დელეცისგან. სამართლიანია ასეთი დიფერენციაცია, თუ ყველაფერი მაინც პიროვნებისგან მომდინარეობს?

- რაც უნდა დიდი იყოს კორპორაცია, რამდენი ასეული და ათასეული ადამიანიც არ უნდა მუშაობდეს, საბოლოო ჯამში, შინაგანი ტრადიცია და კორპორატიული კულტურა, დამოკიდებულება ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მაინც განისაზღვრება კონკრეტული ადამიანით. ასეთები არსებობენ მსოფლიოში და მათგან ყველაზე კარგი მაგალითია ბილ გეიტსი.

- ასეთები ხომ ერთეულები არიან.

- ვფიქრობ, ღმერთის ხელი ურევია იმაში, რომ ასეთ ადამიანს გამოარჩევს და აძლევს საშუალებას, ისეთი რამ გააკეთოს, რაც შეცვლის მსოფლიოს ტვინებს, აზრებს, კულტურას, დამოკიდებულებას, ყოფას და ა.შ. რაც ინტერნეტხანაში მოხდა, ეს არის ბორბლის გამოგონების ტოლფასი. ამ კაცმა სამყარო გააერთიანა, ხო? თუ პატარა კორპორაციებზე გადმოვალთ, იქაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, ყველგან ადამიანზეა დამოკიდებული როგორ მუშაობს, ვთქვათ, რომელიღაც ჭანჭიკი ორგანიზაციაში და ლიდერზე პირველ რიგში, იმიტომ, რომ იქ, სადაც ლიდერი არ არის, ნებისმიერი საქმე, უბრალოდ, განწირულია.

- როცა საქმეს იწყებდით, მაშინაც იცოდით, პიროვნებაზე, ლიდერზე რომ იყო ბევრი რამ დამოკიდებული თუ ახალგაზრდობა ისეთი მოცემულობაა, როცა ბევრ რამეს ვერ აანალიზებ და ხშირად გაუცნობიერებლადაც კი მოქმედებ.

- არაფერი არ ვიცოდი, ვერც წარმოვიდგენდი იმას, რომ ოდესღაც ამხელა ბანკი შეიქმნებოდა, ამხელა ქარხნებისა და ფაბრიკების მფლობელები გავხდებოდით. არასოდეს მიფიქრია ამაზე და ალბათ, რომ მეფიქრა, ვერაფერს მივაღწევდი. ქვეცნობიერად ყველა ადამიანს აქვს და ჩემშიც არის ის, რომ რაღაც სიმაღლეს მიაღწიო, მაგრამ ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, დავსხდეთ და ტაში ვუკრათ - აი, რა მაგრები ვართ. დღევანდელ დღესაც საწყის ეტაპად მივიჩნევ, რადგან ბევრი რამ ჯერ წინაა. ეს, ალბათ, იმიტომაც მოხდა, რომ არასოდეს მქონია მიზნად კონკრეტული ფულის მასის ან ციფრების დაგროვება. როცა ეს არა გაქვს, მაშინ საქმე მიდის ძალიან სწრაფად, იმის თქმა მინდა, რომ არც მაშინ, როცა 500 დოლარიან ბანკს ვქმნიდით და არც ახლა, როცა მილიარდიანია, არ მქონია იმის განცდა, რომ რაღაცას მივაღწიე.

- ფულის ახევის შემთხვევები თუ გქონდათ?

- თუ რამე უბედურება მომხდარა, ყველაფრის თანამონაწილეები ვიყავით, ადამიანებიც მოგვტაცეს, ხალხიც დაგვიხოცეს, დაგვაყაჩაღეს, ყველაფერი უშუალოდ მეხებოდა, რადგან ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყავი.

- როგორ უძლებდით?

- ნეტავი, არ გამეძლო და ის ხალხი ცოცხალი მყოლოდა, გახსენებაც არ მინდა.

0x01 graphic

ფოტო: პირადი არქივი

ხელისუფლება, პოლიტიკა და ბიზნესი

- რამდენად თავისუფალია ბიზნესი ხელისუფლებასთან მიმართებაში. გქონიათ თუ არა კომპრომისი, როცა დათმობაზე წასვლა ბიზნესის გადარჩენას ნიშნავდა.

- ჩვენს ჯგუფს არასოდეს ჰქონია გარიგება ხელისუფლებასთან, რომელიმე პოლიტიკოსთან ან პარტიასთან. სულ ვცდილობდით საკანონმდებლო ჩარჩოს არ გავცდენოდით, ასე ვაგრძელებთ დღესაც. ძველად ყოფილა საკმაოდ სერიოზული ზეწოლები. ეს ზეწოლაც მაშინ ხდება ხელისუფლების მხრიდან, როცა უნდათ, რომ მათთან გარიგებაში შეხვიდე, ამიტომ, ჩვენი ჩარჩო არის კანონმდებლობა, თუმცა აქაც არ ხარ დაცული იმით, რომ სასამართლოში სიმართლეს დაამტკიცებ. კიდევ ვიმეორებ, არასოდეს შევსულვართ და არც შევალთ იმ გარიგებაში, რომელიც ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ჩვენ დიდი ორგანიზაცია ვართ და ვთვლით, რომ ვართ ღირსეული, წესიერი კომპანია, რომელიც ქვეყანას უბრუნებს იმაზე მეტს, რაც საჭიროა, ეს არ არის მხოლოდ გადასახადები, ეს არის სხვა რამეც, თუნდაც, ჩვენი სამოქალაქო პოზიცია. ვთვლი, რომ ავირჩიეთ ისეთი ფორმა, რომელმაც გაამართლა - ყველა ხელისუფლების დროს ვარსებობდით სწორედ იმის გამო, რომ წინა ხელისუფლებასთან არ გვქონდა არანაირი გარიგება და კუდები.

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: მამუკა ხაზარაძე

- საქართველო დღემდე ითვლება მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების მქონე ქვეყნად, რამდენად სასიამოვნოა ასეთი რისკის ქვეყანაში ცხოვრება და საქმის კეთება, რამდენად შეიძლება ბედნიერი იყოს ადამიანი ასეთ ქვეყანაში...

- ბედნიერება ის ხომ არ არის, თბილი წყალი გქონდეს სახლში, ბედნიერება სხვა რაღაცაა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ ქვეყანაში ძალიან მცირე, მაგრამ განსხვავებული საქმეები გავაკეთე, რომელმაც ბევრ ადამიანს მოუტანა ბედნიერება, სამუშაო ადგილი, სტაბილურობა და მომავლის იმედი. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად გაუგებრობებისა ბიზნესთან მიმართებაში, ზოგადი პარამეტრების მიხედვით, ასეთი ზრდა, რაც ბოლო 2 წელია აქვს, არასოდეს ჰქონია ბიზნესს საქართველოში. თუნდაც ის ფაქტი, რომ ლისის ტბის ტენდერი მოვიგეთ და ამხელა პასუხისმგებლობა ავიღეთ, ქვეყანა რომ არ იძლეოდეს ამის საშუალებას, გამორიცხულია, ამხელა საქმეს შევჭიდებოდით. 3 წლის წინ არავის დაესიზმრებოდა, ქართულ ჯგუფს 180 მილიონი დოლარი გადაეხადა აუქციონში, ეს თანხა ინვესტორებისგან მოვიზიდეთ, ერთი ამდენი კიდევ უნდა მოვიზიდოთ, რომ რაღაცა გავაკეთოთ.

- უცხოელი პარტნიორების მოზიდვაც, ალბათ, ბიზნესის დაცვის ერთგვარი გარანტია იყო თქვენთვის, თუმცა, პარტნიორების მოზიდვა იოლად არ ხდება. რამდენად ამართლებს გულწრფელობა ბიზნესში?

- ჩვენ არა მხოლოდ უცხოელ პარტნიორებს ვეძებდით, ერთ-ერთი ტაქტიკური თუ ტექნიკური სვლა ისიც იყო, მოგვეზიდა რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და ამას მივაღწიეთ, ეს იყო მსოფლიო ბანკისსაერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, რომელმაც პირველი ინვესტიცია გააკეთა თიბისიში და გერმანიის ბანკი, ისინი დღემდე ჩვენი პარტნიორები არიან. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ტრიბუნა გვქონოდა, კორუმპირებული ხელისუფლებისაგან მომავალში რაიმე საფრთხისაგან თავი დაგვეცვა და ა.შ. რაც შეეხება გულწრფელობას, მოკლედ გეტყვით, როგორც კი ერთხელ მოიტყუები ბიზნესში, ისე გაქრება ყველაფერი, შეიძლება მიზეზსაც ვერ მიხვდე, მაგრამ მიზეზი იქნება ის, რომ თუნდაც ერთხელ მოიტყუე.

- საქართველოში ფაქტობრივად ხომ ტყუილზე იგებოდა ბიზნესი, უცხოეთშიც ქართველ ბიზნესმენებს მატყუარა და არასანდო ადამიანებად თვლიდნენ.

- მერე, მითხარით, მატყუარა კაცის ბიზნესი რომელია? ბიზნესი არაფერ შუაშია, არსებობს კოდექსი, როგორ უნდა იცხოვრო ნორმალურად, თუ ამ კოდექსს არღვევ, გინდა ბიზნესში იყავი და გინდა ხელოვნებაში, წარმატებას ვერ მიაღწევ.

- ერთმა ყოფილმა ბიზნესმენმა და ამჟამინდელმა პოლიტიკოსმა განაცხადა: სინდისის გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლებაო...

- ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმები მაგ ყოფილ ბიზნესმენს და დღევანდელ პოლიტიკოსს, არც მაგაში და არც იმაში - ქართველებმა მარტო ხინკლის ჭამა რომ ვიცით თურმე და სხვა არაფერი.

- პოლიტიკის მიმართ ინტერესი თუ გქონიათ ან მომავალში თუ შეიძლება გაგიჩნდეთ?

- ერთი პერიოდი საზოგადოებრივ მოძრაობაში ვიყავი ჩართული „ახალი მოძრაობა“ ერქვა ამ ორგანიზაციას. პრაქტიკულად მთელი საქართველო მოვიარე მწერლებთან, მხატვრებთან და რეჟისორებთან ერთად, საქველმოქმედო ფონდი დავაარსეთ და ბევრი საინტერესო პროექტი დავასრულეთ ამ ორ წელიწადში. როგორც კი დავინახე, რომ იმ დროს უკვე პოლიტიკოსების გარკვეული ფრთა, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრებიც იყვნენ, ფიქრობდნენ ამ მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებას, მაშინვე უარი განვაცხადე იქ ყოფნაზე (მერე ჩამოყალიბდა „ახალი მემარჯვენეები“). ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ერთდროულად აკეთო ბიზნესი და პოლიტიკა, ამიტომაც ეგრევე დავტოვე იქაურობა.

- მედიაბიზნესი რატომ არ გახდა თქვენი ინტერესის საგანი. კი, არსებობს თიბისი სტუდია, მაგრამ ის არ არის მობილური კომპანია. არადა, იმდენ სხვადასხვა ტიპის პროექტს აფინანსებთ პერიოდიკაშიც და ტელემედიაშიც, რომ თავისუფლად შეიძლებოდა გქონოდათ სერიოზული მედიაჰოლდინგი.

- ვთვლი, რომ საქართველოში მედია, უფრო მეტად კი ტელემედია ყოველთვის გამოიყენებოდა პოლიტიკური ბრძოლისათვის. შესაძლებელი იყო კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის ფორმატის გაკეთება, მაგრამ წამგებიანი იქნებოდა. ჯერ ერთი, საქართველოში სარეკლამო ბაზარი პატარაა და თუ ეს ინსტრუმენტი საარჩევნო თვალსაზრისით არ არის გამოყენებული, ყოველთვის წამგებიანია, მეორეც, არ მინდა ისეთი პროექტი დავიწყო, რომელიც თვითრეალიზებადი არ იქნება და მოკვდება, ამით, პირველ რიგში, იმ ადამიანებს გავუცრუებ იმედს, ვისაც ამ პროექტში ჩავრთავ. ვცდილობ, არასოდეს დავიწყო ისეთი პროექტი, რომელიც ადამიანებს დამუხტავს, დააწყებინენს საქმეს და ორი წლის მერე აღარ იცი, როგორ იარსებებს. ნებისმიერ პროექტში თუ ფინანსური ხერხემალი არ შეიქმნა, გაწბილების ხარისხი არის ძალიან მაღალი. მოკლედ, როგორც ბიზნესი არ მაინტერესებს, სხვამხრივ, ყველა კარგ პროექტს მხარს დავუჭერ.

0x01 graphic

ფოტო: მამუკა ხაზარაძე

ჰარვარდის უმაღლესი ბიზნეს-სკოლა

- ეს არის აბსოლუტურად არაჩვეულებრივი გარემო, სადაც ოდესმე ვყოფილვარ. ჰარვარდში ვიგრძენი, როგორ შეიძლება სიამოვნება მიიღო სწავლისაგან. მძიმე და რთულია იქ სწავლა, მაგრამ დიდი სიამოვნებაა იმ მხრივ, რომ ყოველდღე გრძნობ, როგორი განსხვავებული ხდები, იმდენ რამეს აღმოაჩენ შენში, თურმე ამას რომ აკეთებდი ქვეცნობიერად, სწორად აკეთებდი, უბრალოდ, ამის შესახებ მანამდე არ იცოდი. თუ შენში ლიდერი არ არის, ისე ჰარვარდში არ მიგიღებენ. იქ რაღაც საგანს კი არ გასწავლიან, რომელიც მერე უნდა ჩააბარო, გასწავლიან ისეთ რამეს, რაც რეალურად მოხდა სხვა ქვეყანაში, მაგრამ შენთანაც შეიძლება მოხდეს, საშუალებას გაძლევენ შენნაირი ადამიანებისა და ბიზნესების ანალოგები ნახო და შეადარო, შეხვდე ბილ გეიტსს, რომელიც მოგიყვება, რატომ დატოვა ჰარვარდი.

- რატომ დატოვა?

- ჩათვალა, რომ ჰარვარდი აღარაფერს აძლევდა იმაზე მეტს, ვიდრე იცოდა. SOFTWARE-ის წერა რომ დაიწყო, მიხვდა, რომ ამაზე კონცენტრირება უფრო მნიშვნალოვანია, ვიდრე ჰარვარდში დროის დაკარგვა. ამასწინათ ჰარვარდის ბიზნეს-სკოლამ გადაწყვიტა, დაუსწრებლად მიეცა დიპლომი.

- როცა ჰარვარდი დაამთავრეთ, როგორც ლიდერი მიხვდით, როგორ მართოთ სხვები?

- ჰარვარდში მაშინ მივედი, როცა ჩამოყალიბებული ბიზნესმენი ვიყავი და კომპანიები წარმატებულად მუშაობდა, ვიფიქრე, იქნებ არასწორად ვმოქმედებ-მეთქი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ბევრი რამ სწორად გამიკეთებია. ბევრს ბიზნესი ფულის კეთება ჰგონია, არადა, ბიზნესი ადამიანებთან ურთიერთობის რთული ხელოვნებაა. რამდენიმე ათასი კაცი მუშაობს ჩვენს კომპანიებში, არცერთს არ ვიცნობ ხელმძღვანელების გარდა (მაგალითად, უკრაინაში 10 000 ადამიანი მუშაობს ჩვენს კომპანიაში), მაგრამ ეს ყველაფერი ისე უნდა იმართებოდეს, რომ თითოეულმა იგრძნოს შენი არსებობა, ბედნიერი იყოს, ემორჩილებოდეს საერთო წესებს და აკეთებდეს საერთო საქმეს. რამხელა ხელოვნება გჭირდება, ამდენი ადამიანის მობილიზება რომ მოახდინო, მათი სოციალური მდგომარეობა მართო, აკეთებინო საქმე, რომელიც ბაზარსაც სჭირდება და წარმატებულიც იქნება, კონკურენცია გაუწიო სხვებს. არ არის ეს ხელოვნება?

0x01 graphic

ფოტო: პირადი არქივი

მთავარი და სხვა...

- კვირის განრიგი რომ ავიღოთ, მთელი ამ დროიდან რამდენი გაქვთ ხოლმე თავისუფალი, საკუთარი თავისთვის რომ მოიტოვებს ადამიანი, ისეთი?

- თუ ვინმეს ჰგონია, რომ თავისუფალი დრო არაფრის კეთება და ფიქრია, ჩემთვის ფიქრიც გარკვეულწილად მუშაობაა. მთავარია, რომ ნებისმიერი საქმის კეთება სახალისო იყოს. როგორც კი ხალისი ეკარგება საქმეს ანუ ფიზიკური თუ ინტელექტუალური შრომა არ თავსდება სიხალისესთან, არანაირი საქმე არ გამოვა. როცა საქმეს ვაკეთებ, მაშინ უფრო ვისვენებ.

- კითხვისთვის ახერხებთ დროის დაზოგვას?

- არ მაქვს კითხვის დრო, მაგრამ ვცდილობ, მაშინ ავინაზღაურო, როცა ოჯახთან ერთად მივდივარ დასასვენებლად ზამთარში და ზაფხულში, 2 კვირით. პერიოდულად, გვიან ღამითაც ვახერხებ ხოლმე რაღაცის წაკითხვას. ამას ემატება ის საკითხავიც, რომელიც ჩემს საქმიანობას სჭირდება. ახლა მარკესს მივუბრუნდი, რატომ, არ ვიცი. ჭაბუა არის ჩემი საყვარელი მწერალი, ბავშვობიდან ჩამრჩა ჯეკ ლონდონი. მიყვარს ფოლკნერი და ჰემინგუეი. სულ ვეუბნები ჩემს შვილს „მშვიდობით იარაღო!“ წაიკითხოს.

- ოჯახშიც ლიდერი ხართ თუ არჩევანის თავისუფლება არის?

- ლიდერობა კარგია მაშინ, როცა ლიდერებში ხარ. ლიდერობა არ ნიშნავს დიქტატურას, შენი აზრის ძალით თავს მოხვევას, ბუნებრივია, ლიდერი ვარ ოჯახშიც, მაგრამ არ ვზღუდავ ჩემი ოჯახის წევრებს, მით უფრო ბავშვებს. ხშირად ხდება, როცა თავიანთ აზრებს თამამად გამოხატავენ, არა აქვს მნიშვნელობა ეს ჩემი საწინააღმდეგო აზრი იქნება, თუ ოჯახის რომელიმე წევრის, უკვე ისწავლეს ფორმა, რომ მათ აქვთ საკუთარი აზრი და ეს ძალიან მახარებს.

მყავს 4 შვილი: 16 წლის ანა, 15 წლის ნიკა, 10 წლის ელენე და 3 წლის სოფო. ორი უფროსი ამერიკულ აკადემიაში სწავლობს..

- ამერიკული აკადემიის იდეა საიდან წამოვიდა?

- ბატონი გივი ზალდასტანიშვილი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ასეთი სკოლის დაარსებას საქართველოში. 1998 წელს შევხვდი მას ჰარვარდის კლუბში, უნივერსიტეტში, გამიზიარა თავის იდეა, რომელიც იმდენად მომეწონა, რომ ყველანაირად დავეხმარე, სხვა ქართველი ბიზნესმენებიც დაგვიდგნენ გვერდში და ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ. წელს 45 ბავშვი მიიღო უცხოეთის წამყვანმა უმაღლესმა სასწავლებელმა, მათ შორის: ბოსტონში, ჰარვარდში, პრისტონში. გარდა ამისა, მათ მოიპოვეს მილიონნახევარი დოლარის სტიპენდიები, ბავშვებმა, რომელთა უმეტესობა უცხოეთში საერთოდ არ ყოფილა, ასეთ წარმატებას მიაღწიეს. ამ სკოლის ახალმშენებლობას ვფიქრობთ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი თავისი ინფრასტრუქტურით. შეიძლება, გავზარდოთ კიდეც ბავშვების რაოდენობა, იმიტომ რომ მოთხოვნა არის ძალიან დიდი.

- .. ქვეყანაში როგორი დაულაგებელი სიტუაციაც არ უნდა იყოს და იგივე განათლების სისტემაც აუწყობელი, სადღაც მაინც გამოხეთქავს პატარა ოაზისები, სადაც მართლა შეიძლება ადამიანმა პროფესიული განათლება მიიღოს.

- აბსოლუტურად! ეს ეხება ყველა სფეროს: ბიზნესს, ჟურნალისტიკას, სკოლას. ბუნებრივია, ზოგადი ფონი ამ ყველაფერზე ზეგავლენას ახდენს, მაგრამ მე მჯერა კუნძულების თეორიის - ბევრი კუნძული უნდა შექმნა, რომლებიც აუცილებლად შეერთდება.

- გამოდის, რომ ყველა სფეროში ცდილობთ კონკურენტიანი გარემოს შექმნას.

- სხვანაირად არ შემიძლია დავიწყო საქმე, რომლის წარმატებაში არა ვარ დარწმუნებული, მაგის დრო არ მაქვს, არც იმისთვის ვარ მზად, მარცხი განვიცადო, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარცხის მეშინია.

- ყოფილა მარცხი?

- ძალიან ბევრჯერ. თავიდან მძიმედ გადამქონდა, იმიტომ რომ ის პერიოდი იყო, როცა ბიზნესმენად ვყალიბდებოდი და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყველაფერში წარმატებისთვის მიმეღწია, მაგრამ მივხვდი რომ აუცილებლად უნდა წააგო, აქ ფულის წაგებაზე არაა ლაპარაკი. სხვათაშორის ის მარცხიც მარტო ჩვენს გამო არ მომხდარა, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფომაც ჩვენს წინააღმდეგ იმუშავა, კრიმინალურმა სამყარომაც იმოქმედა, მაგრამ მაინც თავს ვიდანაშაულებდი, რომ მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამომეჩინა.

- თვითგვემები ხშირად გაქვთ ხოლმე?

- თვითვგვემა არა მაქვს, მაქვს სერიოზული თვითკრიტიკა, იმდენადაც კი, რომ ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ არ შეიძლება ასეთი თვითკრიტიკული ვიყო, მაგრამ მეორე მომენტში მიხარია, რადგან ეს არის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც რაღაც ახალს მაკეთებინებს. არ მახსოვს, მეთქვას, აბა, ბიჭებო! გავშალოთ ხელი და შეგვიძლია მოვეშვათ. ქვეცნობიერად, ისედაც ხდება ხოლმე მოშვებები, არ შეიძლება ადამიანი სულ ერთ ტემპში იყოს, მაგრამ ყოველთვის სიცარიელე მეწყება, როცა რაღაც პროექტი მთავრდება. შინაგანი ბრძოლა იწყება - მერე რა, რომ ეს გააკეთე.

- დეპრესიული ადამიანი ხართ?

- ერთი სერიოზული დეპრესია მქონდა 1997 წელს, როცა „ბორჯომის“ პროექტისათვის უზარმაზარი ინვესტიცია მოვიზიდე სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან, იმ დროს ეს იყო პირველი ინვესტიცია საქართველოში, 25-27 მლნ დოლარი, და აღმოვჩნდით ყველაფრის გარეშე, სახელმწიფომ წაგვართვა, დაიწყო კრიმინალური შემოტევა, პარლამენტმა დაიწყო უაზრო ლიცენზიებზე საუბარი და ჩვენი გამარჯვება პრაქტიკულად გაანულა, იმიტომ რომ 16 ლიცენზია დარიგდა სხვადასხვა წარმოებებზე. ყველა ორგანო იყო ჩარეული იმაში, რომ ეს პროექტი ჩაძირულიყო. გვებრძოდა აბსოლუტურად ყველა. ერთი წლის შემდეგ მოხდა თავდასხმა ჩემს მამიდაშვილზე, რომელიც შვილთან ერთად მოკლეს ნუცუბუძეზე, ყველაფერ ამას დაემატა რუსეთის ფინანსური კრიზისი, როცა ჩვენი კომპანია რუსული მანეთის დევალვაციის გამო პრაქტიკულად გაკოტრდა, ბოთლი „ბორჯომი“, რომელიც მაღაზიაში 90 ცენტი ღირდა, 5 ცენტი გახდა, ამ ფონზე რომ კიდევ ამდენი უსამართლობა დავინახე, დამეწყო დეპრესია. ჩავიკეტე და გამოსავლის ძებნა დავიწყე, თან თავს ვიდანაშაულებდი - რატომ შევეჭიდე ამხელა პროექტს. როგორც ქართველი, თავს ვთვლიდი შერცხვენილად, იმიტომ რომ მოვახერხეთ სერიოზული ინვესტორების დარწმუნება, საქართველოში ჩაედოთ ინვესტიცია და რამდენიმე კაცის გარდა ყველა ჩვენს წინააღმდეგ გამოდიოდა, უმეტესობა სეირს უყურებდა - გადარჩებიან თუ ვერა. თუმცა, იმასაც ვგრძნობდი - გულშემატკივრები გვყავდა. მადლობა ღმერთს, ამოვძვერით ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ არანაირ კომპრომისზე არ წავსულვართ, არც რიგი დეპუტატების მიმართ დაგვითმია, არც სახელმიწიფო მოხელეების მიმართ, არც სასამართლოს წინაშე, რომელიც რაღაც უაზრო გადაწყვეტილებებს იღებდა. დღეს ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში „ბორჯომის“ ისტორიას რომ ასწავლიან, ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. ეს არის ყველაზე წარმატებული ქეისი, რომელიც 13 საუკეთესო ქეისში შედის. პირველი ბიზნეს-სკოლა რომ ასწავლის შენი კომპანიის ისტორიას, არ მინდა შევედარო, მაგრამ როგორც „ჯენერალ მოტორსს“ ან ბილ გეიტსს იწვევენ სტუდენტებთან შესახვედრად, ასევე იწვევენ მამუკა ხაზარაძესაც, რაღაცა თემა უკვე არის, გიხარია იმ ხალხთან ერთად, რომელიც ამ გზას გადიოდა. გრძელი მონოლოგი გამომივიდა, არა?

- კინო-ქალაქის გაჩერებულ პროექტზე მინდა გკითხოთ. როცა პროექტს იწყებთ, წინასწარ რისკებს ხომ ითვალისწინებთ ხოლმე, თუ ქართული გარემოა განსაკუთრებული, როცა აბსურდულ სიურპრიზებს აწყდებით.

- ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენთან ღირსების თემებია გამქრალი, ღირსების ერთ-ერთი შემადგენელი კი სიტყვის შესრულებაა.

ძველად ასეთი გამოთქმაც კი იყო: ამ კაცს არანაირი სიეშმაკე არა აქვსო. რა უბედურებაა! წესიერ კაცს რატომ უნდა ჰქონდეს სიეშმაკე. უნდა გიხაროდეს ისეთი ადამიანების არსებობა, რომლებიც ბავშვურად აღიქვამენ სამყაროს და ურთიერთობებს. დღეს ჩვენთან არ არსებობს სიტყვის სიმძიმე. ადამიანი რასაც იტყვის, სახელმწიფო მოხელე იქნება ეს, ბიზნესმენი თუ უბრალო ადამიანი, მის სიტყვას წონა არ აქვს.

- არსებობს თუ არა დაუწერელი კანონი ბიზნესმენებს შორის, რომ კლიენტები არ უნდა წაართვან ერთმანეთს თუ ბაზარი არ ცნობს ასეთ კანონებს. ყოფილა შემთხვევები, როცა სოლიდური კლიენტები წაურთმევიათ ერთმანეთისათვის?

- კონკურენცია რაც უფრო მძაფრდება, ეს კანონებიც ყველას ავიწყდება. სამწუხაროდ, დღესაც არის შემთხვევები, როცა არასწორი ფორმებით მიდის კონკურენცია. მე არ ვარ წინააღმდეგი ვიღაცამ ჩვენს კლიენტებს უკეთესი პირობები შესთავაზოს, თუ ეს არ არის კლიენტების ავანტიურული მოტყუება - როცა იგავებს თხზავენ ჩვენზე და არწმუნებენ: გადმოდი ჩვენთან, იმიტომ რომ ეგენი ცუდი ბიჭები არიან. ეს არანაირ კანონში არ ეწერება, არც ადამიანურში და არც ბიზნესურში. მთელი ჩვენი ბიზნესისტორიის განმავლობაში ფიქრადაც არ გაგვივლია ჩვენი კონკურენტისთვის ჩირქი მოგვეცხო. ეს არის ჩვენი შიდა კანონი. თუმცა, მათი მხრიდან ბევრი არასასიამოვნო მომისმენია ჩვენზე. ეს არ მაღიზიანებს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი თავისი საქმით განისაზღვრება.

- ხელბურთი, ცხენოსნობა, დაივინგი. რით ჰგავს ერთმანეთს ბიზნესი და სპორტი- აზარტით, შედეგით თუ არაფრითაც არ ჰგავს.

-ალბათ შედეგით, გამარჯვებისკენ სწრაფვით, ჟინით და აზარტით, სპორტშიც მოგებით უნდა დაამთავრო ტაიმი, მატჩი ან დისტანცია და ბიზნესშიც. რვა წელი ხელბურთელი ვიყავი და ეს სერიოზულად დამეხმარა ბიზნესის კეთებაში ანუ მიზანმიმართულობაში, როცა მოედანზე უნდა გახვიდე და მოიგო მთელი ენერგიის დახარჯვით. ისე უნდა დაიხარჯო, მოედნიდან გამოგიტანონ. ჩემი ბიზნესის განვითარებას რომ ვუყურებ, ჩემს თავს მარათონელს უფრო შევადარებდი, იმიტომ რომ მოკლე დისტანციებზე ბიზნესში არასდროს არ მირბენია, უფრო გრძელ, დისტანციურ ბიზნესს ვეწევი, სტრუქტურის აწყობას, მოდელირებას. შედეგი ისაა, რომ ძალიან დიდ ინსტრუქტაჟს ვქმნით ასეთი მიდგომით. საკუთარი თავი იმაში დავიჭირე, რომ უფრო გრძელი დისტანციის მარათონელი ვარ.

- ამ დროს პროფესიონალიზმთან ერთად იღბალიც ხდება განმსაზღვრელი.

- იღბლიანი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ იღბალსაც ადამიანი ქმნის. როცა იხარჯები და მიზანმიმართულად შრომობ, მერე ისეთი რაღაცეები ხდება შენს ცხოვრებაში, რომ ფიქრობ, ვა, ეს იმას დაემატა. სხვისთვის შეიძლება ეს მხოლოდ იღბალი იყოს, ჩემთვის ეს არის 99%25 შრომა. ის 1%25 იღბალია, რომლის გარეშე ვერაფერს გააკეთებდი, 1%25 რომ არ დამატებოდა, აქ არ ვისხდებოდით და ჩემგან ინტერვიუს არ აიღებდით. დარწმუნებული ვარ, როცა ადამიანს რაღაც გულწრფელად უნდა, ღმერთი აუცილებლად ეხმარება.

- რელიგიის თემა ძალიან ინტიმურია და სიმართლე გითხრათ, მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ ბიზნესმენთან თითქოს უცხოდ აღიქმება ეკლესიასთან საჯარო ურთიერთობა. რამდენად გაძლევთ რელიგია და ეკლესია არჩევანის თავისუფლებას?

- ეკლესიაში მივედი 1997 წელს. რასაც ახლა მოგიყვებით, შეიძლება ლამაზი ისტორიის ნაწილადაც კი მოგეჩვენოთ. როგორც ბიზნესმენი, სვეტიცხოველში დამპატიჟეს უწმინდესის აღსაყდრებიდან 20 წლის იუბილეზე. სკამები რიგებად იყო დაწყობილი და ჩემს ადგილას რომ მივედი, ვიღაცამ მთხოვა - აქ ქალბატონი ზის და არ შეგიძლიათ უკან გადაჯდეთო? გადავჯექი. ისევ ვიღაც მოვიდა - ხომ არ ჩაიწევითო და კიდევ გადავჯექი. 2-3 მჯერ შევიცვალე ადგილი. დავჯექი თუ არა, მზე ამოვიდა და ისე მომანათა, თვალებში დამიბნელდა. ვერც ავდექი, რადგან უწმინდესი ლაპარაკობდა, თვალები დავხუჭე, მზისთვის რომ ამერიდებინა და დამეძინა. წარმოიდგინეთ, სვეტიცხოველში დამეძინა. ალოგიკური რაღაც მოხდა ჩემთვის, როგორ შეიძლება თავყრილობაზე, სადაც მთელი საზოგადოებაა, უწმინდესი გამოდის, სიტყვას ამბობს და დილის 12 საათზე მოდის ახალგაზრდა კაცი, ჯდება სკამზე და ეძინება, რითი უნდა ავხსნა ეს ფაქტი? თანაც საზოგადოებაში სულ ყურადღებით ვარ, მოღრეცილი არ მქონდეს რამე, მობილიზებული ვარ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი. აშკარად მეძინა და ძალიან დიდ კმაყოფილებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ ასეთი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ამ ფაქტის გამო არ მივსულვარ ეკლესიაში. მოგვიანებით ურთიერთობა მქონდა შავნაბადას მონასტერთან, რომელსაც ვეხმარებოდი. ასე ნელ-ნელა დავიწყე რაღაცეებში გარკვევა და ბევრი სასწაულიც ვნახე უწმინდესთან მიმართებაში. მჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი ჭეშმარიტი გზა და კამერის წინ არასდროს ვიწერ პირჯვარ. გეთანხმებით, რომ ეს იმდენად ინტიმურია, ვცდილობ, ამ სიტუაციაში საერთოდ არ გამოვჩნდე. ქრისტიანობა სხვა რაღაცაა და არა პოზიორობა. ჩვენ მუდმივად ეჭვებში ვართ და ეს ეჭვი როგორმე უნდა გადატეხო. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ითქვას, რომ თუ ერი ვართ და ქართველები, ეს იმიტომ, რომ ვართ ქრისტიანები და მართლმადიდებლები.

- ახლა, ვინმემ რომ თქვას, ეს რა ფანატიკოსი ყოფილაო?

- თუ კარგად ჩაუფიქრდები, ჩვენი სარწმუნოება სიყვარულია, ხო? სიყვარულისკენ რომ ფანატიკურად ისწრაფოდე, სულ ფიქრობდე იმაზე, ადამიანს როგორ დაეხმარო და სიკეთე გაუკეთო, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ვინც უნდა იმან დამიძახოს, გინდა ფანატიკოსი და გინდა სხვა რამ.

- საერთოდ, რამდენად განმსაზღვრელია საზოგადოების აზრი თქვენთვის. ბევრ რამეზე გითქვამთ თუ არა უარი საკუთარი თავისთვის, იმის გამო, რომ ამას საზოგადოება სხვაგვარად შეხედავდა.

- ადრე ნამდვილად მაწუხებდა, მერე მივხვდი, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენად მართალი ვარ საკუთარი თავის, ოჯახის, შვილებისა და მეგობრების წინაშე, რამდენად ვეტევი მოცემულ ჭეშმარიტებებში. განმსაზღვრელი ერთი მხრივ არის ჩემი ოჯახი, სადაც მშვიდად უნდა ვიყო და ჩემი სამეგობრო, რომლებიც შევიძინე არა ბიზნესის და გარემოს გამო, არამედ მათთან გავიზარდე, ფეხბურთს ვთამაშობდი, ვქეიფობდი. მადლობა ღმერთს, დიდი წრე მყავს და მათ სულ არ აინტერესებთ, ბიზნესმენი ვიქნები თუ ინჟინერი.

- ანგარებიანი დამოკიდებულება თუ გიგრძვნიათ?

0x01 graphic

ფოტო: არქივი

-ძალიან კარგად ვხვდები და არანაირი ურთიერთობა არ მინდა ასეთ ადამიანებთან, იმწუთშივე ვაჩერებ. ისედაც, როცა ვიღაცას ვეხმარები, ძალიან ვწუხდები, სულ ვცდილობ, დახმარების ზომას ისე არ გადავაჭარბო, რომ იფიქროს - ეს მას კი არ ეკუთვნის, მამუკამ გაუკეთა. არ მინდა შინაგანად შეწუხდეს, რომ ჩემგან დავალებულია, თუნდაც მორალურად.

- როგორც ვიცი, ბიზნესმენებისთვისაც არსებობს გარკვეული ეტიკეტი. გამიგია, რომ ბიზნესმენი გარკვეულ წრეებში ფასდება იმით, თუ რამდენად ძვირადღირებულ საათს ან ჰალსტუხს ატარებს.

- ტყუილია. ეს რომელი კატეგორაა იცით, რომელსაც ატრიბუტი სჭირდება იმისთვის, გაჩვენოს, რომ ისიც შეძლებული კაცია. „მიმინოში“ რომ არის - არა, არა, შენ ჩვენი წრის კაცი არა ხარ! - ასე რომ არ უთხრან, ამისთვის სჭირდებათ. თქვენ რომ ჩემი პარტნიორი, მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და მდიდარი კაცი, ბობ მეიერი და მისი ცხოვრების წესი ნახოთ, იტყვით, რომ ამ კაცს არაფერი აქვს, გარდა ტვინისა. ეს დიდი ბედნიერებაა. ბუნებრივია, ეტიკეტი არის, მაგრამ არასდროს გავყოლივარ ამ ეტიკეტს და არასდროს მიყიდია ისეთი ჰალსტუხი, ვიღაცამ თქვას, რომ „ჰერმესის“ ჰალსტუხი მიკეთია ან „კრისტიან დიორის“, არც არასდროს გავაკეთებ ამას. თუმცა, ბევრი ადამიანი მინახავს, რაღაც ჯაჭვებს ჩამოიცვამს, ძვირადღირებულ ტყავის ჩანთას დაიჭერს, აუჰ, როგორი სასაცილოა იცით? ზუსტად 5 წუთია საჭირო იმისთვის, რომ გაიგო, ვისთან გაქვს საქმე. როგორც კი ბუნებრიობას კარგავს ადამიანი, რაღაც სხვა შემოდის. ძალიან არ მომწონს, როცა კაცი თმას იღებავს. ბავშვობაში „ბიტლომანი“ ვიყავი და მაკარტნი იყო ჩემი კუმირი. ანსამბლიც მქონდა სკოლაში, ვუკრავდით და მთელი ამბები, შარშან შემთხვევით შევხვდი მაკარტნის ლონდონის ერთ რესტორანში, შევხედე და თმები არ აქვს შეღებილი? აუჰ, როგორ გამიტყდა?! მაკარტნისგან არ მოველოდი.

- (მქუხარე, ხანგრძლივი სიცილი) მაკარტნისგან რატომ არ მოელოდით?

- ხო არის, ბავშვობიდან რომ გიყვარს ვიღაც და გგონია, არასდროს დაბერდება, უცებ, რეალობაში ნახავ და თურმე ეს ხელოვნურობისაკენ წასულა.

- ინტერესების სფერო: ფოტოგრაფია, დაივინგი.

- ეს არის დასვენება, განტვირთვა. ძალიან დამაინტრიგა ყვინთვამ, მაინტერესებდა წყალქვეშ რა ხდებოდა. აღმოვაჩინე, რომ აბსოლუტურად სხვა სამყაროა, ადრენალინის თემა ჭარბობს აშკარად. ასეთი წესია: წყალქვეშ პარტნიორთან ერთად უნდა ჩახვიდე, ჩქარა ამოსვლა სიკვდილის ტოლფასია, იმიტომ რომ ფილტვები სკდება, 50 მეტრზე ჩადიხარ წყალქვეშ და თუ რაიმე პრობლემა გიჩნდება, იქვე უნდა გადაწყვიტო, პარტნიორთან ერთად, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ თვალებით ელაპარაკები. ეტყობა, როცა ადამიანს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება არა აქვს, მთელი რესურსი თვალებში მოდის. იმწუთშივე გრძნობ შიშს, სიხარულს, არხეინობას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად ხარ წყალში, ვისთან ერთად ყვინთავ, ამ სიტუაციაში ღალატი არის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი. ბევრი უბედური შემთხვევა მომხდარა. პანიკა, შიში, ათასი ნიუანსია.

- მავნე ჩვევებისგან თავისუფალი ხართ?

- თამბაქო, კაზინო, არა! კარტის თამაშიც არ ვიცი. აღმოვაჩინე, რომ აბსოლუტურად არააზარტული ვარ აზარტული თამაშების მიმართ, მაგრამ ძალიან აზარტული აღმოვჩნდი აუქციონის მიმართ. ლისის ტბის აუქციონზეც ასე დამემართა. სასაცილოა, მაგრამ არ მინდოდა ამხელა ქართული მიწა უცხოელისთვის დამეთმო. ლისის ტბისგან ჩვენ გავაკეთებთ „გაზაფხულს“.

- ჰგავს თუ არა წყალქვეშა პარტნიორს ქალი, რომელიც გიყვართ, რომელზეც ხართ დამოკიდებული, რომელსაც თვალებითაც ესაუბრებით და რომელმაც არასდროს უნდა გიღალატოთ, არ ჩაგაგდოთ პანიკაში.

- არა, აქ სხვა პარტნიორობაა. ოჯახში ეს ყველაფერი ბუნებრივია. მეხუთე კლასიდან მოვდივართ ერთად, ირინა პირველი სიყვარულიცაა და უკანასკნელიც. ასეთი კომფორტი რომ არ მქონოდა ოჯახში, ალბათ ვერაფერს მივაღწევდი. გამოთქმაც არსებობს: დილით კაცი სამსახურში უნდა მიიჩქაროდეს, საღამოს სახლშიო.

- ძალიან ბანალური და მოსაწყენი არ არის ეგ სქემა?

- სახლში უნდა გიხაროდეს მისვლა. თუ ეს სიხარული არ არის და სახლი არ გიზიდავს, მაშინ რაღაც სხვა ხდება.

- მეუღლე სულ სახლშია?

- საპატრიარქოს ლანდშაფტის სკოლაშია დაკავებული. მებაღეობის, გამწვანების, დეკორატიული მოწყობის მხრივ ბიზნესის დაწყებას აპირებს, საერთოდ მშვიდი ადამიანია, წყნარი, დინჯი. ამასწინად ქოთნები გააკეთა, გამოფენაზე გაიყიდა მისი პირველი ნამუშევარი და ძალიან გახარებული იყო. ბაღის კულტურა გვქონდა ძველად და კომუნისტების დროს დაიკარგა. წინანდალი ნახეთ ან მუშტაიდი, ეს ყველაფერი ხომ ნიმუშებია. ძალიან მაგარი ბიზნესის აწყობა შეიძლება, რადგან ამ მხრივ ყამირია საქართველოში.

- ოსტაპ ბენდერისნაირი ტიპი თუ შეგხვედრიათ, რომელსაც ისე მოუხიბლიხართ თავისი ავანტურული ნიჭით, გიფიქრიათ, რომ ყველაზე გიჟურ სურვილსაც კი დაუფინანსებდით.

- არიან ეგეთი ტიპები. მეგობარი მყავს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ თემაზე ილაპარაკოს და აღტაცებაში მოიყვანოს ყველა, მნიშვნელობა არ აქვს რა თემაა, ეს შეიძლება იყოს ბიზნესი, ხელოვნება, სპორტი. ბიზნესში ეგეთი, ოსტაპ ბენდერივით ნიჭიერი არ შემხვედრია, მაგრამ ავანტურისტები ბევრი მინახავს. მოდიან და გარწმუნებენ, როგორ გადავიტანოთ ეს ქალაქი სხვაგან. რამდენიმე წლის წინ ერთი კაცი მოვიდა, დიდხანს იბრძოლა, მე და ჩემს კომპანიონს, ბადრი ჯაფარიძეს რომ შეგვხვედროდა. დიდი ნახაზებით დადიოდა, ფორმატი რომ ვიღაცას უჭირავს, ეგრევე ჩემიანია, იმიტომ რომ 5 წელი ფორმატით დავდიოდი „გეპეიში“ და მგონია, რაღაც საინტერესო უნდა იყოს დახაზული. გაშალა ეს ნახაზები, დაალაგა და პირდაპირ დაიწყო - ნახევარი მილიონი დოლარი მჭირდება, გამოვიგონე, პიზის კოშკი როგორ გავასწოროო. ხო, კარგია?! უარის თქმასაც ხომ უნდა ნიჭი. არა, ვერ მოგცემო, პირდაპირ რომ გეთქვა - აი, რა იდეა მქონდა და კრედიტი არ მომცეს, „ჟმოტები“ არიანო - იტყოდა. ბადრიმ ეგრევე უთხრა - დიდი სიამოვნებით დაგაფინანსებთ, მაგრამ მსოფლიო ტურისტული სამყარო გაგვიწყრება, პიზა რომ გასწორდეს, სანახავად აღარავინ ჩავაო. ისეთი პასუხი იყო, რომ წავიდა. იმდენია მაგნაირი ამბები...

- როცა ბრაზდებით, რას აკეთებთ ხოლმე, ყვირით?

- პატარები რომ ვიყავით და ვუყურებდით უფროსებს, რომელთა კომუნისტური მართვის ფორმა ყვირილი, მაგიდაზე მუშტების ბრახუნი და თვალების ქაჩვა იყო, მეც მეგონა, რომ ესაა მართვის სტილი, სიმკაცრე ამაში გამოიხატებოდა. მერე ისე უცებ შეიცვალა ყველაფერი, რომ სამსახურში „ბატონ მამუკასაც“ არ მეძახიან. ეს არის ერთადერთი სწორი მართვა, როცა ადამიანი შენს გვერდით თავისუფლად გრძნობს თავს და დათრგუნული არ არის. ათი მდივანი რომ ჰყავთ ხოლმე, ჩემთან ნახეთ ხო, შუშის კარებია, ვისაც უნდა შემოიხედავს და თუ მარტო ვარ, შემოვა.

- როცა მესამე პირის საშუალებით გიკავშირდებიან, უხერხულობის მომენტი არ არის? ან როცა თქვენამდე ვერ აღწევენ, იქნებ რა უნდათ?

- ძნელია ჩემთან დაკავშირება, მაგრამ ერთი ვიცი, თუ ვინმეს გულით უნდა, აუცილებლად მომაწვდის ხმას. თან თბილისში?! ნათქვამია, 6 ხელის ჩამორთმევაა საჭირო იმისათვის, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ადამიანთან გქონდეთ კონტაქტი. იცით ხო ეს თეორია?! ვთქვათ, გინდათ გაიგოთ, თქვენგან რამდენ ნაბიჯშია ბუში - თქვენ შეიძლება ხელი ჩამოართვათ ადამიანს, რომელსაც კიდევ ერთი ადამიანისთვის აქვს ხელი ჩამორთმეული და იმას კიდევ ბუშისთვის. 6 ხელის ჩამორთმევაა საჭირო ნებისმიერ ადამიანთან შესახვედრად მსოფლიოში. მე ლორა ბუშს ჩამოვართვი ხელი, თუ ხელს ჩამომართმევთ, გამოვა, რომ ლორა ბუშს ჩამოართვით ხელი.

- ლორა ბუში არ მინდა, მაგრამ ბილ გეიტსის გასაცნობად სიხარულით ჩამოგართმევთ ხელს.

0x01 graphic

ფოტო: მამუკა ხაზარაძე

ფულის და ბედნიერების კავშირი

„ჰარვარდში, პროფესორმა სტივენსონმა სიბრტყეზე დაგვიხაზა X და Y, და გვითხრა: X არის ფული, Y - ბედნიერება, გამოდით და გააკეთეთ მრუდი, ვის როგორ წარმოგიდგენიათ ფულის კავშირი ბედნიერებასთანო. ვუყურებდი, როგორ გადიოდნენ ჩემი ჯგუფელები და სხვადასხვანაირ მრუდს აკეთებდნენ. ზოგმა პირდაპირი კავშირი აღმოაჩინა და თქვა: რაც მეტია ფული, მით მეტია ბედნიერება. ზოგმა ჰიპერბოლა გააკეთა, ზოგმა პარალელი გაავლო, ზოგმა თქვა, რომ 100 მილიონის მერე არის ბედნიერება, ვუყურებ და ვხვდები, რომ ამოცანა ძალიან რთულია, რადგან ვერაფრით დავაკავშირე ბედნიერება ფულის ოდენობის ზრდასთან. გამოვიდა ერთი გერმანელი, რომელიც სულ ჩუმად იყო, არ მახსოვს ოდესმე ეაქტიუროს, მივიდა და დაიწყო წერტილების დასმა, უყურებს პროფესორი, არც მრუდია, არც სხვა რამ. ეს რა არისო, იკითხა. პასუხი იყო ასეთი - ფულის რაოდენობასა და ბედნიერებას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. შეიძლება გქონდეს 10 მილიარდი და აქ იყოს წერტილი დასმული. შეიძლება არაფერი გქონდეს, ბედნიერი იყო და აქაც წერტილი. დღემდე მახსოვს ეს პასუხი, შინაგანად მეც ასე ვფიქრობდი. ბედნიერება სხვაგან არის, რა. მარტივად რომ ვთქვათ, არანაირი ფული არ არის საჭირო ბედნიერებისთვის.

- ამას თქვენ ამბობთ, იმიტომ რომ გაქვთ, მაგრამ ადამიანებს ძალიან უჭირთ, ის, რაც თქვენთვის ელემენტარულია, მათთვის ბედნიერებაა.

- არ არის ეგრე, 15 წლის წინათ ბენზინის ფულიც კი არ გვქონდა, ძალიან გაჭირვებულები არ ვიყავით, მამა ინჟინერი იყო და დედა ექიმი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არაფერი გვაკლდა, მახსოვს, მეშვიდე თუ მერვე კაცი ვიყავი, ძმაკაცის „ლევისები“ რომ შემხვდა, ყველამ რომ იხმარა უბანში, მერე მოვიდა ჩემამდე. ეს ყველაფერი გავლილი მაქვს, მაგრამ არც იმ დროს ვყოფილვარ დათრგუნული და არც დღევანდელ ფულს მოუტანია ჩემთვის განსაკუთრებული მდგომარეობა.

11.3 უწიგნურობის ლიკვიდაცია თეიმურაზ კურცხალიასთან ერთად

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

პროფესორი თეიმურაზ კურცხალია

დაბადების თარიღი: 1954 წლის 7 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო (ყოფილი საბჭოთა კავშირი)
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე ჰელგა კურცხალია, ქალიშვილი მანანა

განათლება:

1971-1976 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტი (დიპლომი და სახელმწიფო გამოცდა)

პროფესიული კარიერა:

1976-1981 - პროტეინების კვლევის ინსტიტუტი, პუშკინონაოკე, რუსეთი, (დოქტორი ა.ს. გირშოვიჩი), დოქტორის წოდება დისერტაციისათვის Localisation of the elongation factor G on the surface of ribosome from E.coli.

1981-1093 - მეცნიერ-თანამშრომელი, ნუკლეური მჟავების დეპარტამენტი, მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი (დოქტორი თ. ბერიძე), თბილისი

1983-1990 - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უჯრედის ბიოლოგიის დეპარტამენტი, გდრ-ის (ყოფილი აღმოსავლეთ გერმანია) მეცნიერებათა აკადემია, (დოქტორი ჰ.ბიელკა)

1990-1992 - მოწვეული მკვლევარი, ევროპის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია, ჰაიდელბერგი, გერმანია (დოქტორი კ.სიმონსი)

1992-1998 - ჯგუფის ხელმძღვანელი, მაქს პლანკის სახელობის მოლეკულური და უჯრედის ბიოლოგიის ინსტიტუტი, დრეზდენი

ჯილდოები:

1990-1991 - EMBO-ს გრძელვადიანი სტიპენდია, პირველი სტიპენდია აღმოსავლეთ-ევროპიდან

2002-დან - JCB სარედაქციო საბჭოს წევრი

პუბლიკაციები:

60-ზე მეტი პუბლიკაცია აკადემიურ ჟურნალებში. მათ შორის უმაღლესი კატეგორიის გამოცემებში, Nature (და მის სატელიტ ჟურნალებში, 5 პუბლიკაცია) და Science (2 პუბლიკაცია). 6 მიმოხილვის ავტორი.

ამ არსებას ყველა იცნობს და იშვიათად თუ მოსწონს ვინმეს. ყველას ახსოვს, რომ იქ, სადაც ესპანეთის სანაპიროს ატლანტიკის ოკეანის ტალღები ეხეთქება, ლამაზმანი ცხოვრობდა. ის ისეთი თვალწარმტაცი იყო, რომ თავად პოსეიდონი გააგიჟა, მაგრამ ძალიან ცუდი ზნე ჰქონდა, მოკლედ, მედუზა იყო.

მაგრამ ის როდი იცის ყველამ, რომ 1992 წელს ერთი ატლანტიკური მედუზის გამო „მწვანე რევოლუცია“ მოხდა. ამ მედუზამ გამოყო ცილა, რომელიც მწვანე და მანათობელი იყო.

მერე გაირკვა, რომ ლოკოკინას წითელი ცილის გამოყოფა შეუძლია, კიდევ ვიღაცას - კიდევ რაღაც ფერისა, და ასე მოხდა, რომ არამარტო მეცნიერები ხედავენ, როგორი ამბები ხდება უჯრედების სამყაროში, არამედ ჩვენც კი შეგვიძლია ცალი თვალით შიგ შეჭყეტა. ვხედავთ და გვიკვირს და აღტაცებულები ვართ, მაგრამ რა გვესმის - ეს ცალკე ამბავია.

იმის შესახებ, თუ რა ხდება უჯრედების სამყაროში, ჩემთვის არასდროს არავის მოუყოლია: ან თვითონ არ იცოდნენ, ან ჩათვალეს, რომ არ მაინტერესებს და მაინც ვერაფერს გავიგებ. აი, თეიმურაზ კურცხალიამ კი მიამბო, თან ისე, რომ მგონი, გავიგე. საერთოდ, ძალიან ბევრი რამ მიამბო, თან ერთიმეორეზე საოცარი ამბები. ერთგვარი უწიგნურობის ლიკვიდაციის მცდელობა იყო, და ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი გმირი ევროპაში დაბრუნდა და აღარავინ მანუგეშებს, რომ ჩემი სამშობლო აყვავდება და მე მარად ახალგაზრდა ვიქნები.

თემა 1: გენეტიკური კოდი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით თეიმურაზ კურცხალია მეორე კლასიდან დაინტერესდა - მეცხრეკლასელი ბიძაშვილი ქიმიას ასწავლიდა. მერე კი მარშალ უორენ ნირენბერგმა, რობერტ ჰოლიმ და ჰარ გობინდ კორანამ გენეტიკური კოდის გაშიფვრა შეძლეს, რისთვისაც მათ 1968 წელს ნობელის პრემია გადაეცათ. ამ ამბავმა ჩვენს გმირზე, უფრო სწორად, მთხრობელზე, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

„მეოცე საუკუნე კაცობრიობის ისტორიაში დარჩება არა ორი უდიდესი ომის, არნახული ტექნიკური პროგრესის და მსგავსების გამო, არამედ მხოლოდ იმის წყალობით, რომ მეცნიერებმა გენეტიკური კოდის გაშიფვრა, ღვთის ენის პირველი სიტყვების ამოხსნა შეძლეს,“ ამბობს თემური და კარგი სათავგადასავლო რომანივით ჰყვება, თუ როგორ „წაიკითხეს“ პირველი ასო მოსკოვში, 1961 წელს, და როგორი ბრწყინვალე სიტყვა იქნა წარმოთქმული ამასთან დაკავშირებით 1968-ში, სტოკჰოლმში.

ამას უამრავი სიკეთე მოჰყვა, სრულიად პრაქტიკული ხასიათისა: შემცირდა ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები და სხვა და სხვა. მეცნიერები კვლავაც აგრძელებენ „კითხვას“ და ალბათ კიდევ უფრო ღრმად ჩაძვრებიან ცოცხალ არსებებში.

თემურ კურცხალიაც ამითაა დაკავებული. ასე, რამდენიმე წლის წინათ მან, მდაბიურად რომ ვთქვათ, ჭიებთან დაიჭირა საქმე. ეს ჭიები იბადებიან, იზრდებიან, მერე მრავლდებიან და მერე კვდებიან - ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, როცა ერთ ადგილას ძალიან ბევრნი არიან ან სხვა რამ უშლით ხელს, ისინი ძილს მიეცემიან ხოლმე, შვიდი-რვა დღით - მათთვის ეს რვაასი წელია! ძინავთ, მერე კი, როცა პირობები უმჯობესდება, კვლავ იღვიძებენ და მრავლდებიან. ამ ჭიებს მუტანტებიც ჰყოლიათ, ისინი სხვებზე ორჯერ დიდხანს ცოცხლობენ. ამას საუკუნოვან ძილსაც თუ დავუმატებთ, ჭიებს ჩინებულადა ჰქონიათ ცხოვრება აწყობილი.

ამ ჭიებისთვის და საერთოდ, ყველა ცოცხალი არსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ნივთიერება, რომელსაც დიდი შიშით ვახსენებთ ხოლმე - ქოლესტერინი. ის მემბრანის შემადგენელია, მემბრანა კი, თემურის თქმით, „შენი კარია“. გარდა ამისა, ქოლესტერინი შეიცავს გამრავალს, ანუ სწორედ იმას, რის გამოც ჭიები და სხვა ცოცხალი არსებები მრავლდებიან.

გადავუხვიე. მოკლედ, ეს ჭიები ძალიან ყოჩაღად ცხოვრობენ - ჩვენგან განსხვავებით, რომლებიც სრულიად უპრინციპოდ ვარსებობთ და მაინცდამაინც მაშინ აგვიტყდება ხოლმე გმირი დედობა, როცა ეს ყველაზე ნაკლებადაა მიზანშეწონილი. ვერც ომიანობის თუ სხვა ძნელბედობის ჟამს დაძინება შეგვიძლია.

მაგრამ თემური ამბობს, რომ ვისწავლით და ჩვენც შევძლებთ. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია, მოულოდნელი - ისლანდიის მიმართულებით.

საქმე ისაა, რომ ისლანდიაში ყველამ იცის, ვინ იყო მისი ბაბუა, ბაბუის ბაბუა და იმის პაპა, ვის როგორი ქალები მოსწონდა და რას მიირთმევდა საუზმედ მისი წინაპარი სამიოდე საუკუნის წინათ. საქმე ისაა, რომ ისლანდიაში ადამიანები გვიან დასახლდნენ და ცოტანიც არიან, ამიტომ იოლია თვალის მიდევნება, გენეტიკაში გარკვევა და სათანა დო დასკვნების გამოტანა. გავერკვევით, რაგვარად უნდა ვიცოცხლოთ ძალიან დიდხანს და ჯანმრთელად, მერე, ვინ იცის, მიძინებაც ვისწავლოთ. ერთი ისაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ალბათ მოგვბეზრდება ერთმანეთის „შეკეთება“, ახალ-ახალ საუკუნეებში გაღვიძება, თან სხვებსაც ხომ უნდათ ცხოვრება - მოკლედ, რთული ამბავია. ერთი რამ კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას: ჯობს ახალგაზრდა და ჯანმრთელი იყო და არა მოხუცი და ავადმყოფი.

მაგრამ ჯერჯერობით მეცნიერებს მხოლოდ „დაშლა“ გამოსდით, „აწყობა“ - ვერა. ცოცხალი არსება, თემურ კურცხალიას ნაცნობი ჭიებისთანა სიბრიყვეც კი, ჯერ ვერავის შეუქმნია, თუმცა ზუსტად იციან, რისგან შედგება ეს საწყალი არსება. არადა, მთელი ხომ ბევრად მეტია და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ცალკეული ნაწილები. თან ნაწილის მიხედვით მთელზე ვერაფერს ვიტყვით - თუნდაც ცალკეული ადამიანი და ბრბო გავიხსენოთ, სულ სხვადასხვაგვარად იქცევიან. მით უმეტეს, ციცქნა მოლეკულები და ადამიანები.

ამიტომაცაა, რომ 2006 წელს სამი მეცნიერი - თემურ კურცხალია, ჯიტუ მაიორი და მადანა რაო (მათგან პირველი ორი უჯრედის ბიოლოგი გახლავთ, ბატონი რაო კი რბილი სხეულის ფიზიკოსია) ინდოეთში, ბანგალორში მუშაობდა მანიფესტზე: „მხოლოდ მოლეკულების კონა?“ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ისინი იმისთვის მუშაობენ, რომ ზუსტად ვიცოდეთ: ჩვენ არ ვართ მხოლოდ მოლეკულებისგან შემდგარი რაღაცეები. ჩვენ დიდხანს უნდა ვიცოცხლოთ და არასოდეს დავბერდეთ.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: პირადი არქივი

თემა 2 - ისააკ ნიუტონი

ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალულ ისააკ ნიუტონს მადლიერმა კაცობრიობამ დიდებული ეპიტაფია უძღვნა: აქ განისვენებს ისააკ ნიუტონი, დიდგვაროვანი, რომელმაც თითქმის ღვთაებრივი გონით და მათემატიკის ჩირაღდნით პირველმა დაასაბუთა პლანეტების მოძრაობა, კომეტების გზები და ოკეანეთა მოქცევა. მან გამოიკვლია სინათლის სხივების განსხვავებები და ამ დროს გამოვლენილი ფერების სხვადასხვა თვისებები, რასაც მანამდე არავინ ეჭვობდა. ბუნების, სიძველის და წმინდა წერილის მუყაითი, ბრძენი და ერთგული მკვლევარი, ის თავისი ფილოსოფიით ყოვლისშემძლე ღვთის სიდიადეს ამტკიცებდა, ხოლო ზნეობით სახარების უბრალოებას გამოხატავდა. დაე უხაროდეთ მოკვდავებს, რომ ადამიანთა მოდგმას ასეთი სამკაული ამშვენებდა.

აი, ამ დიდებული ნიუტონის შესახებ თემური საოცარს მოჰყვა - თურმე სულის გაახალგაზრდავების საკითხი ისააკ ნიუტონსაც აინტერესებდა. ამხელა ფიზიკოსი კაცი ალქიმიკოსი ბრძანებულა და ფილოსოფიურ ქვას ეძებდა, მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოს. თან, ნუ იტყვი, მთლად ოცი კაცი ჩამოახრჩობინა თურმე, როცა სახელმწიფო მოხელე იყო.

დიდებულ სამკაულს კი დაუმშვენებია კაცობრიობა. მოლეკულების კონას ასეთი რამ ნამდვილად არ მოუვიდოდა აზრად. ცხადია, ვერც მიზიდულობის კანონს აღმოაჩენდა, მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი...

თემა 3: მეტაძრეები

არა, არა, მხოლოდ მოლეკულებზე რომ არაა საუბარი, ამას ბიოლოგიაში ოროსანიც კი ხვდება. აბა, როგორ შეიძლება, თუნდაც ძალიან ლამაზ, მაგრამ მხოლოდ უჯრედებს ტამპლიერების ორდენი ჩამოეყალიბებინათ და დღემდე დაებნიათ ყველა, მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერებიც კი?

1314 წლის 18 მარტს პარიზში ცუდი დარი ყოფილა. ალიონზე ქალაქის ქუჩებში გათოშილი მაცნეები ხალხს ტამპლიერების სასამართლოზე იწვევდნენ. მაღალ ფიცარნაგზე, რომელიც დიდებულებს, ბერებს და კანონმდებლებს ბრბოსგან იცავდა, მწვალებლებს ასამართლებდნენ. სასამართლოს თავმჯდომარემ, მეფის სულიერმა მოძღვარმა, სორბონის თეოლოგიის დოქტორმა, სახელგანთქმულმა გიიომ პარიზელმა ხელები მოიფშვნიტრა და ბოლომდე ჩაიკითხა განაჩენი: და ოთხ კედელში იქნენ გამომწყვდეული, სანამ სიცოცხლე არ დატოვებთ. ოთხ მსჯავრდებულს, რომელთა დაფლეთილ ლაბადებზე წითელი ჯვარი იყო გამოსახული, დაჩოქილს უნდა ეთქვა მადლობა ამ დიდი წყალობისთვის. მაგრამ მოულოდნელად ტანმაღალი, გამხდარი მოხუცი ჟაკ დე მოლე გაიმართა, გიიომ პარიზელს თვალი თვალში გაუყარა და თქვა: ჩვენ უფლის წინაშე დამნაშავენი ვართ, მაგრამ სასამართლოს მიერ წარდგენილ ბრალდებებს არ ვაღიარებთ. ჩვენი დანაშაული ისაა, რომ ჩვენი სული სხეულზე სუსტი აღმოჩნდა: წამებას ვერ გავუძელით და იერუსალიმის უფლის ტაძარს ცილი დავწამეთ.

დიდ მაგისტრ ჟაკ დე მოლეს და მისი სამი თანამოაზრეს კოცონზე დაწვა მიუსაჯეს. მაგისტრმა ტამპლიერის ლაბადა მოიხსნა, დაკეცა და მშვიდად ავიდა კოცონზე. ცეცხლის ალებში გახვეულმა დე მოლემ უცებ ხმამაღლა თქვა: რომის პაპო კლიმენტი V, ორმოცი დღის შემდეგ შენ ჩემთან მოხვალ. საფრანგეთის მეფეო ფილიპე IV, ერთი წელიც არ გავა და შენც შემოგვიერთდები.

20 აპრილს კლიმენტი V მუცელი ასტკივდა. ექიმებმა დაფშვნილი ზურმუხტების სმა გამოუწერეს, რამაც ნაწლავები დაუგლიჯა, და პაპს საშინელი ტანჯვით ამოხდა სული. ნოემბერში ფილიპე IV ნადირობის დროს ცხენიდან გადმოვარდა გონს აღარც მოსულა, დამბლადაცემული მოკვდა.

...აი, ამ უცნაური ხალხის, იესო ქრისტეს რაინდების საქმის გამგრძელებლებთან აღმოჩნდა 2003 წელს, პორტუგალიაში, კონფერენციაზე ჩასული ბატონი თემურ კურცხალია. ის ცხოვრობდა სასტუმროში, სადაც მანამდე ცხოვრობდა უმბერტო ეკო, და სწორედ ეკოს კვლადაკვალ ძალიან მოინდომა მეტაძრეების ინიციაციის ადგილის ნახვა.

მას და მის მეგობარ მარინოს გამცილებლობა მთლად ქალაქის თავმა გაუწია. უცნაურად იარეს: უზარმაზარი სამზარეულოს გავლით დაეშვნენ კიბეზე, მიწისქვეშეთში, წყალთან, სადაც ნავი ელოდათ. გადაცურეს და კვლავ გზა-კვალისამბნევი ტალანებით აღმოჩნდნენ ოქტაგონში.

იქ მატერიალისტი მარინოც კი წახდა - სულ დაჰყვებოდათ შეგრძნება, რომ უკან ვიღაცა მოჰყვებოდათ და ოდნავ ზურგზეც კი ადებდა ხელს. დარბაზები მოიარეს, მაგრამ წმინდათაწმინდასთან, ბაფომეტთან, ცხადია, არ შეუყვანიათ. ეს წვერიანი, რქიანი არსება, რომელსაც ქალის მკერდი, ფრთები და ჩლიქები აქვს, არც ეკოს უნახავს. ეტყობა, არცაა საჭირო.

თემა 4: ბანგალორი

ინდოეთის კარნატაკას შტატის დედაქალაქი ბანგალორია. მისი მთავარი ღვთაება შივა გახლავთ. ტაძრებში მორწმუნეები მას და მის მრავალრიცხოვან თანამგზავრებს - მეუღლე პარვატის, სპილოსთავიან ვაჟ განეშას და ხარ ნანდის ეთაყვანებიან. აქ მრავლადაა გველების საკურთევლები, სადაც რძით სავსე ქოთნები დგას, და ბანგალორში ჩამოსული მლოცველები შივას მამაკაცურ ძლევამოსილებას - ლინგამს ეთაყვანებიან. მთელი ეს სილამაზე ძალიან ჰარმონიულად ერწყმის ბანგალორის ურბანისტურ პეიზაჟს - ნათელ დასტურს იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ ხალხმა რამე ძალიან მოინდომა. საერთოდ, უცნაური მხარეა - მაგალითად, ბანგალორის ფსიქიატრიულ კლინიკაში ინდური ფსიქოლოგიის და პარაფსიქოლოგიის კათედრები არსებობს!

დღეს ბანგალორი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ერთი პატარა ქალაქი იყო, თემურის თქმით, ერთგვარი თელავი, თავის ნადიკვარიან-ამბებიანი, ინდოეთის სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ცენტრია. IT კომპანიებში, რომელთა ოფისებიც ბარებშია ჩაფლული, დიდ-დიდი მეცნიერები ოცდამეერთე საუკუნის საიდუმლო ტექნოლოგიებს იმუშავებენ. უბრალო მოკვდავებს იქ არავინ უშვებს.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბანგალორი ინდოეთში და მთელს აზიაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ბიოკლასტერია. ამ სფეროში ცხრა ათასი ბანგალორელია დაკავებული და ორი წლის განმავლობაში ბიოტექნოლოგიების განვითარების საქმეში ცხრა მილიონი ამერიკული დოლარი დააბანდეს.

ქვეყანაში ბიოტექნოლოგიების განვითარებით სახელმწიფოც დაინტერესებულია. ბანგალორში აშენებული ბიოტექნოლოგიური პარკის ღირებულება მილიარდი რუპია იყო (მაშინდელი კურსით ერთი ამერიკული დოლარი 45,64 რუპია ღირდა).

აშენებასა და აყვავებას ბანგალორი ტატას, მაზდეანი ფარსების უმდიდრეს კლანს უმადლის. იყო დრო, როცა მთელი ქვეყნის ეკონომიკის 80 პროცენტი მათ ხელთ იყო. ჰოდა, სიძე ჰყოლიათ, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, რომელიც ბომბეის ფუნდამენტური ფიზიკის ინსტიტუტში მოღვაწეობდა. ინსტიტუტი ბანგალორში გადავიდა, და ასე დაიწყო ერთი უბადრუკი ქალაქის დღევანდელ ბანგალორად გადაქცევა.

და ბოლოს:

თეიმურაზ კურცხალიას დიდი გეგმა აქვს: თავის მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, კოლეგებთან და ჩვენთან ერთად თბილისი ბანგალორად უნდა აქციოს. ცხადია, ტატას კლანი არაფერში დაგვეხმარება, მაგრამ გერმანიაში არსებობს მაქს პლანკის საზოგადოება, რომელიც მხარში ამოგვიდგება.

მაქს პლანკის ინსტიტუტები ექვემდებარება მაქს პლანკის საზოგადოებას, რომელიც 1948 წელს შეიქმნა როგორც კაიზერ ვილჰელმის საზოგადოების მემკვიდრე. ომის შემდეგ, 1946 წელს, როდესაც კაიზერ ვილჰელმის საზოგადოების აღორძინების იდეა წარმოიშვა, ბრიტანეთის საოკუპაციო ადმინისტრაციამ სახელის გამოცვლა მოითხოვა. საზოგადოებას საყოველთაოდ აღიარებული გერმანელი ფიზიკოსის, კვანტური თეორიის დამაარსებლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, მაქს პლანკის (1858-1947) სახელი ეწოდა.

მაქს პლანკი 1930-1937 წლებში კაიზერ ვილჰელმის საზოგადოების თავჯდომარე იყო. მისი ანტინაცისტური პოზიციისა და გერმანელი ებრაელი მეცნიერების მხარდაჭერის გამო, 1937 წელს ნაცისტებმა ის იძულებული გახადეს თანამდებობა დაეტოვებინა. მას და რამდენიმე სხვა მეცნიერს თეთრი ურიების იარლიყი მიაკერეს (1997 წლიდან მაქს პლანკის საზოგადოება ნაციზმთან დანაშაულებრივი თანამშრომლობის გამოსაკვლევად დიდ სამუშაოს ატარებს და გამოსცემს თვითკრიტიკულ, მეცნიერების ისტორიისთვის უაღრესად საინტერესო სერიას კაიზერ ვილჰელმის საზოგადოება ნაციონალ-სოციალიზმის პერიოდში).

კაიზერ ვილჰელმის საზოგადოება დაარსდა 1911 წელს ადოლფ ფონ ჰარნაკის წინადადებით, რომელიც 1930 წლამდე საზოგადოებას თავში ედგა. ეს საზოგადოება აერთიანებდა დამოუკიდებელ, უთანამედროვესი ტექნოლოგიით აღჭურვილ წამყვან კვლევით ინსტიტუტებს, რომლებშიც სასწავლო პროცესისგან გათავისუფლებული საუკეთესო მეცნიერები მუშაობდნენ. ინსტიტუტები იქმნებოდა, შემდგომში ჰარნაკის პრინციპად წოდებული იდეის მიხედვით - არა გარკვეული კვლევის მიმართულებისა ან თემის, არამედ გამოჩენილი მეცნიერის გარშემო. ამ წარმატებული კონცეფციის შედეგი იყო და არის დიდი სამეცნიერო მიღწევები, განსაკუთრებით ფუნდამენტურ მეცნიერებებში.

დღეს მაქს პლანკის საზოგადოება აერთიანებს 80-მდე ინსტიტუტს - 4100 მეცნიერით, 10000-ზე მეტი სტუდენტური დამხმარე ძალით და 8000-ზე მეტი ადმინისტრაციული და ტექნიკური განყოფილების თანამშრომლით. საზოგადოების ბიუჯეთი, რომელსაც ფედერაცია და ფედერალური მიწები პარიტეტულად აფინანსებენ, 1,3 მილიარდი ევროა. 1948 წლიდან 16 ნობელის პრემიის ლაურეატით მსოფლიოში ყველაზე მეტი ნობელიანტი ყავს სამეცნიერო ორგანიზაციათა შორის. 2006 წლის Times Higher Education Supplement ranking მიხედვით არასაუნივერსიტეტო კვლევით ინსტიტუციებს შორის პირველი ადგილი უჭირავს და ტექნოლოგიურ კვლევების ინსტიტუციებს შორის მესამე ადგილზეა მსოფლიოში (აშშ- AT&T და Argonne National Laboratory შემდეგ).

მაქს პლანკის საზოგადოების ინტერნეტ მისამართია www.mpg.de.

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ჰოდა, ჩვენც გვყავს არაჩვეულებრივი მეცნიერები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, ახალ ტექნოლოგიურ პარკს და ფუნდამენტური მეცნიერების ინსტიტუტებს მთელს მსოფლიოში გაუთქვამენ სახელს.

მე მგონი, ძალიან კარგი იქნება, არა? და ვიქნებით მდიდრები, განთქმულები, ახალგაზრდები და ჯანმრთელები, ნამდვილი ადამიანები, და არა მხოლოდ მოლეკულების კონა.

11.4 დერვიში ქალის ამბავი

▲ზევით დაბრუნება


მედიკო წულაია

ავტორი: ნინო ლომაძე
ფოტო: დავით მესხი, პირადი არქივი

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

დასავლური პრაგმატიზმით რომ გაეთვალა ცხოვრება, დღეს, ალბათ, წარმატებული არტისტების წარმატებული მენეჯერი იქნებოდა. ანდა, მისი შეფასების მოლოდინში გასუსული მხატვრების რისხვა-კრიტიკოსი, ან კიდევ განთქმული პრომოუტერი. ერთია - გათვლები არ უყვარს, არც მომავალი წარმატების მოლოდონში პატარა კომპრომისებზე წასვლა ხიბლავს. პროფესიონალის სტატუსიც მისთვის უაზრო შეზღუდვებს, წესებისა და ეტიკეტის დაცვას გულისხმობს. ისე, სხვა ყველა მონაცემი აქვს - ძალიან ენერგიულია, „არ გამოდის“ სიტყვათშეთანმხება ჯერ არასდროს უხმარია. ენთუზიასტ, მიზანდასახულ, ხელოვნებათცმოდნე მედიკოს ყველგან შეხვდებით, სადაც Art-ია. ეს ხან მხატვრების სახელოსნოებია, ხანაც იატაკქვეშა წვეულებები, ხან ღია სივრცეში გამართული „ეკლიფს-ფართები“, გამოფენები, თუ სხვადასხვა იმპროვიზირებული წარმოდგენები. უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე გამოსვლასაც არასდროს დაუფრთხია, მრავალათასიანი პუბლიკის „პაუზის“ დაჭერა ჯერ კიდევ ათი წლისამ ისწავლა. მისგან ყველაზე რთულ კითხვაზე პასუხსაც უმალ მიიღებთ და ძლიერ მეტოქესთან კამათში ჩაბმასაც არასდროს დაზარდება. ამ დროს ვერც მღელვარება აუთრთოლებს ხმას და სხვების შეუმჩნევლად შიგნიდან უეცარი შიშის ტალღაც არასდროს დაუვლის. ის ხომ ნამდვილი ქალი დერვიშია, აღმოსავლეთის შუაგულში მამაკაცად დაბადებას ბუნების შეცდომის წყალობით აცდენილი.

„მართლა, არ ვიცი, რა გავიხსენო, იმდენი რამე მოხდა და იმდენი ცხოვრებით მიცხოვრია. ასეთ დროს, სულ ეს რუსული გამოთქმა მომდის თავში; Это было так давно, уже неправда. ჰო, ჩემი ისტორიაც ასეთია, ერთ უსაშველოდ გრძელ სიზმარს გავს.“

0x01 graphic

ფოტო: დავით მესხი

ცეკა-ტეკა-კამსამოლა

გრძელნაწნავიანი გოგონა ეზოში გამორბის, შემაღლებულ ადგილს იოლად პოულობს და ხის კუნძზე მოხერხებულად დგება. მერე რა, რომ მისი ხმა არავის ესმის, მთელი განცდით ხან „ჭრელო პეპელას“ მღერის, ხან იავნანას. მსმენელებს რომ შეკრებს, მერე კიდევ მოიგონებს რამეს, ან რომელიმე ძველ ნომერს გაიმეორებს.

მერე დაღამებას დაელოდება, აი, იმ წუთს, ოთახში სინათლეს რომ ჩაუქრობენ, ტკბილ სიზმრებს უსურვებენ და კარს ფრთხილად გაიხურავენ. ნამდვილი თავგადასავლები სწორედ ამ კარს მიღმა იწყება - ძილისპირული ოცნებების და ყველაზე მხიარული ფიქრების დრო. ასეთი ფხიზელი სიზმარი ათასია, მთავარია, მალე არ ჩაეძინოს.

კუნძები, სკამის საზურგეები და ხეები მალე ნამდვილმა სცენამ შეცვალა. მედიკოს სასცენო წარმოდგენებისთვის საინტერესო ხმა აღმოაჩნდა და მხატვრული კითხვის წრეზე მიიყვანეს. ერთ-ერთი კონცერტის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე, წამყვანი გოგონა შეუძლოდ გახდა. მთელი პროგრამა, რეპერტუარი, შემსრულებლების სახელები და გვარები მხოლოდ მედიკომ იცოდა ზეპირად. ასე აღმოჩნდა გაკაშკაშებულ სცენაზე მარტო, რამდენიმეათასიანი აუდიტორიის წინ. მისასალმებელ სიტყვამდე პაუზა ცოტა კი გაეწელა, მაგრამ დარბაზში ერთი წერტილი ამოიჩემა და დაიწყო.

24 წლამდე ყველგან ეძახდნენ - ჯერ საბავშვო კონცერტები იყო, მერე ცეკა-კამსამოლა, ტეკა-კამსამოლას წარმოდგენები, აღლუმებზე გამართული საზეიმო კონცერტები, მოგვიანებით სილამაზის კონკურსები, საპატიო სტუმრებისადმი მიძღვნილი კამერული საღამოები. მოკლედ, ძალიან დაიღალა და მოიწყინა.

„მთელი ჩემი დრო სცენისთვის უნდა დამეთმო, აღარ მომინდა. თან მაშინ არავის აღარ ეკონცერტებოდა, 9 აპრილი ახალი მომხდარი იყო. სადაც კი ოდესმე გამოვსულვარ, ყველგან ტანკები და ჯარისკაცები იდგნენ. ისე, რამდენი ხანია, ის დრო არ გამხსენებია. ხომ გეუბნებოდი, არაფერიც აღარ მახსოვს-მეთქი? ...ერთ ხანს ზვიადის პრეს-ცენტრშიც კი ვმუშაობდი...

ამ შეკრებებზე ისინი დავდიოდით, ვინც დღე და ღამე ისედაც ერთად ვიყავით. მიტინგებიდან, ჩაის დასალევად, ვინც ახლოს ცხოვრობდა იმასთან ავდიოდით. ლექსებს ვკითხულობდით, ახალ წიგნებს ვცვლიდით, ერთმანეთს ჩვენს შეხედულებებს ვუზიარებდით. საქართველო ხომ ასეთი სალონური ქვეყანაა. დღესაც ასე არ არის? სახელოსნოებში უფრო საინტერესოა სიარული, ვიდრე გალერეებში. როგორც კი „ფართო საზოგადოება“ ჩნდება, იქ უკვე წამხდარია საქმე.“

0x01 graphic

ფოტო: პირადი არქივი

9 აპრილი, დუბლიონკა და ქართული ნაციონალიზმი

„მაშინ, რაღაცნაირად უხმოდ, უსიტყვოდ დავირაზმეთ. იცი, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ერთი პიროვნების გარშემო გაერთიანებულები. და ძალიან კარგადაც მქონდა გაცნობიერებული, სად მივდიოდი. რამდენიმე დღით ადრე უკვე ვიცოდით, რომ რაღაც მზადდებოდა. სულ ასე არ ხდება? ვიღაცის ვიღაცა აღმოჩნდება მაინცდამაინც ის გენერალი, კიდევ ვიღაც მაინცდამაინც იმის მესაიდუმლე. მოკლედ, მეგობრის მეზობელი საავადმყოფოს მთავარი ექიმი აღმოჩნდა. გვითხრეს, ქალაქის ცენტრში საავადმყოფოებს ათავისუფლებენ და ფრთხილად იყავითო. წინა დღითაც შემოგვითვალეს, ხვალ ნუღარ მოხვალთ, სროლა იქნებაო.

მე და ლიკა ვიყავით, ნადარაია, უკვე ბინდდებოდა. ამხანაგი გოგო მოვიდა ჩვენთან, ფეხსაცმელმა მომიჭირა და სახლში წამიყვანეთო, გვთხოვა. მანქანით ვიყავით და წავიყვანეთ. გზაში ლიკასთან ავიარეთ ყავის დასალევად, ძალიან გვციოდა. ჩაგვეძინა. მეორე დილით, სავარძლებში ჩაძინებულები გვიპოვეს. დედაჩემმა რომ დამინახა, ცუდად გახდა, ყველამ იცოდა, რომ ჩვენც იქ ვიყავით. არასოდეს მქონია მაღვიძარა, სულ ჩემით ვიღვიძებ და როგორ ჩამეძინა-მეთქი, საშინლად ვბრაზობდი.

მერე ძალიან ცუდი რამეები მოხდა. ბევრი, ამ ეროვნულ მოძრაობას მაზალოდ მიეტმასნა, აბსოლუტურად უცხო სახეებიც უხვად გამოჩნდნენ. მახსოვს, ერთი ასეთი შეხვედრის დროს (უკვე 9 აპრილის მერე), ვხედავ ახალგაზრდა კაცს „დუბლიონკა“ ძირს დაუდგია და ფეხებით თელავს. გადავირიე, რას აკეთებ-მეთქი, ვკითხე. როგორ, კაცო, უხერხულია, აქ ახალი „დუბლიონკით“ ვიდგე და ჩემს გვერდით ხალხი შიმშილობდესო?! ყველაფერმა ასეთი „მუშურ-გლეხური“ ხასიათი მიიღო. მერე ისიც თქვეს, ნინო ანანიაშვილი ჩამოვიდეს და ჩვენთან იცეკვოს, მოსკოვში ნუ ცეკვავსო! მუშტაითის ბაღში ლამბადას ცეკვის წრე დაარბიეს, ქართული ნაციონალური ცეკვების წრედ გადააკეთეს. ძალიან სამარცხვინო რამეები ხდებოდა. თავი უბრალოდ გამოყენებულ ნივთად ვიგრძენი და საშინელი დეპრესია დამეწყო. ალბათ, ესეც კანონზომიერი იყო. რას მივედ-მოვედები, რა დროს ეს პოლიტიკაა? მაგრამ, რა ვიცი აბა... ამდენი წელი გავიდა და მგონი, ჯერაც ისევ არაფერი შეცვლილა.“

0x01 graphic

ფოტო: პირადი არქივი

რა ნორმა და რა სტანდარტი!

„ხელოვნებათმცოდეობის სპეციალობით ინსტიტუტი რომ დავამთავრე ექვსი წელი სკოლაში ვასწავლიდი. 21 წლის მასწავლებელს თავიდან არასერიოზულად აღმიქვამდნენ. მახსოვს, პირველ გაკვეთილზე რომ შევედი, ბავშვებს ვუთხარი, ნიშნებს არ დაგიწერთ, უბრალოდ, შევეცდები თქვენი მეგობარი ვიყო, თუ ხანდახან მოგინდებათ რამე მომიყვეთ, ყოველთვის მოგისმენთ-მეთქი. არ იყო იოლი, მაგრამ მეყო ნებისყოფა, რომ ეს გამეკეთებინა. ძალიან მალე დავმეგობრდით. გავდიოდით ქალაქგარეთ, დამყავდა ქუჩებში, ვუყვებოდი ძველი სახლების ისტორიას, დავდიოდით მხატვრებთან სახელოსნოებში. მაშინ მივხვდი, რომ არ არსებობს რთული ბავშვი. არსებობს უნებისყოფო უფროსი, რომელმაც, უბრალოდ, მოსმენა არ იცის. ჩვენს შვილებთანაც ასეთი დამოკიდებულება მაქვს. ყოველთვის მზად ვარ მოვუსმინო, თუ რჩევას მკითხავენ, ვუპასუხებ, თუმცა, კატეგორიულად ვერაფერს მოვითხოვ.

ერთ დღეს, სამასწავლებლოში მე და ქართული ენის მასწავლებელი ვისხედით, ვსაუბრობდით. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა იმ ქალთან. უცბად მომიტრიალდა და მეუბნება, მედიკო, გთხოვ, სკოლიდან წადიო! ძალიან გამიკვირდა და რატომ-მეთქი, გულწრფელად დავინტერესდი. ხელს გვიშლიო, მითხრა. ამდენი წელია ბავშვებს ვასწავლი და პრობლემა არასდროს მქონია. შენი გაკვეთილების მერე ჩვენ აღარ გვისმენენ და ხელს ნუღარ შეგვიშლიო. აი, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს „ნორმა“ და „სტანდარტი“. ვერ ვიტან ამ კოლექტიური ცნობიერებიდან წამოსულ ცნებებს.“

გუდრონი, დანები და ცეცხლი

მამუკა და ნიკო ცეცხლაძეები, ოლეგ ტიმჩენკო და კოკა რამიშვილი მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში ერთად მუშაობდნენ. პარიზში, გამოფენისთვის მასალას ამზადებდნენ და გადაღებისთვის მოდელები სჭირდებოდათ. ერთ-ერთ ფოტომოდელად მედიკო მიიწვიეს.

„როგორც კი შევედი, მაშინვე მივხვდი, რომ ზუსტად იქ მოვხვდი, სადაც ყოველთვის მინდოდა ყოფნა. არასდროს მეგონა, თბილისში ასეთი რამე თუ შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს იყო უზარმაზარი დარბაზი უშველებელი, ექვსი და ათმეტრიანი ტილოებით, „ვედროებში“ გაზავებული საღებავებით. იქ ხატავდნენ გუდრონით, ტილოებს დანებით სერავდნენ, ცეცხლის ალში ხვევდნენ, მეტალის კონსტრუქციებს აკეთებდნენ. ტანსაცმელიც თავიანთი დიზაინით ჰქონდათ შექმნილი. ნამდვილი პანკური, ყველაზე თავისუფალი სული ტრიალებდა და ერთი გრამი სნობიზმი არ იგრძნობოდა. მართლა ძალიან მაგარი იყო.“

მთელ დღეებს იქ ატარებდა. იღებდნენ ფოტოებს, ვიდეოს, აწყობდნენ საღამოებს, „ფართებს“. თვითონ ხატვა არასდროს უცდია. „ალბათ, ნიჭი არა მაქვს და ეს წინასწარ მიჭერს, მაჩერებს.“ გამოფენების ორგანიზება, ექსპოზიციის გაკეთება, ფოტოს დაბეჭდვა, იდეის დამუშავება - ეს ყველაფერი მედიკოს საქმე იყო. საღამოს შეკრებებისთვის რამდენიმე სახლი ჰქონდათ ამოჩემებული. „სკოლაში ხელფასს რომ ავიღებდი, სასწრაფოდ სახელოსნოში გავრბოდი, ერთად რომ მოგვეფიქრებინა, როგორ დაგვეხარჯა. მერე დიდი ყულაბა გვინდოდა, სადაც საერთო სახლისთვის ფულს შევაგროვებდით. იმ სახლში იქნებოდა ყველაფერი, რაც გვინდოდა - ვიქნებოდით ერთად და გვექნებოდა „ჩვენი“ არტი.“

0x01 graphic

ფოტო: პირადი არქივი

არტისტები

ალტერნატიულ რეალობაში ძალიან მშვიდად ცხოვრობდნენ. ამ დროს, გარეთ ნამდვილი რევოლუციური განწყობა იყო, ყველაფერი დუღდა. ეს სახელოსნოც და საერთოდ, თანამედროვე ხელოვნება ყველას ყურადღების მიღმა დარჩა.

„ირაკლი ფარჯიანი ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, არავის გაუგია, ძალიან ვიწრო წრის გარდა. მალე მიჰყვა კარლო კაჭარავაც. მთელი ეს ექსპერიმენტი კვლევის გარეშე დარჩა. ამ დროს ბევრი რამე ხდებოდა; დათო ჩიხლაძის პერფორმანსის თეატრი, გამოფენები - არაჩვეულებრივი გამოძახილებით, იყო მოდების ფესტივალები, ირაკლი ჩარკვიანის და კოტე ყუბანეიშვილის „რეაქტიული კლუბი“.

„მანამდე ვიზუალური ხელოვნება, საუნდი, პოეზია ცალ-ცალკე ვითარდებოდა. მერე, რაღაც მოხდა და უცბად დაახლოვდნენ. ანუ გაჩნდა ის ფენომენი, რასაც არტი და არტისტი ჰქვია. მხატვარი აღარ იყო მარტო მხატვარი. თვითონ, ეს ადამიანები დაუახლოვდნენ ერთმანეთს და გაჩნდა უზარმაზარი შემოქმედებითი მუხტი. მახსოვს, კოკა იძახდა რამიშვილი, საუნდი გვაკლია, საუნდიო და გამოჩნდა ირაკლი, თავისი სიმღერებით. მერე მოვიდა კოტეს და ირაკლის ლექსები. ძალიან საინტერესო საღამოები იმართებოდა. ამ დროს გაიხსნა მეორე არხიც, თითქოს რაღაც დაიძრა, ამოძრავდა.“

„დღეს ეს მასალები გაიფანტა. ფუჭდება კასეტები, სადაც მთელი ეს პროცესია გადაღებული. და ის ხალხიც სადღაც გაიკრიფა. იცი, დაიღალნენ და აღარც ამის გახსენება უნდათ. დღეს ეს, უკვე დაკარგული ამბავია.“

„არ მიყვარს, რომ გვეუბნებიან, დაკარგული თაობა ხართო. არაფერი დაკარგულები არა ვართ. ყოველი დღე სავსე გვქონდა. დილით გაღვიძება მიხაროდა, იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ სულ რაღაც ხდებოდა. დღეს გალერეაში შედიხარ და ვეღარაფერს ხედავ. თაობებს შორის ვაკუუმი დღეს შეიქმნა. და რატომღაც მგონია, რომ ეს წყვეტა ხელოვნურად მოხდა.

მაშინ ხალხი ყველაფერზე დადიოდა. ეს არტისტული წრეც გაცილებით დიდი იყო. სხვადასხვა თაობების ადამიანები ვიყავით ერთად. 50 წლის მხატვრებთანაც ვმეგობრობდით და სულ ახალგაზრდებთანაც. ხათუნა ხუციშვილი 13 წლის იყო, რომ გავიცანით.“

„მე და ოლეგი აფხაზეთის ომის პერიოდში დავქორწინდით. მერე ლიზიკო გაჩნდა. ლიზი ახლა 13 წლისაა, გიორგი 15-ის. გიორგი მახოს და ირმას შვილია. მაგრამ ჩვენ უკვე რვა წელია ერთად ვცხოვრობთ - მახო, გიორგი, ლიზიკო და მე. ამდენ დროს ერთად ვატარებთ, გიოც ჩემი შვილია, აბა რა!“

* * *

გამოფენები ძალიან ბევრი იყო, საქართველოში, საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, პორტუგალიაში. ყოფილა წელიწადში რვა, ცხრა გამოფენა. დაფინანსება ხშირად უცხოეთიდანაც მოდიოდა. დასავლეთიდან დიდ ინტერესს იჩენდნენ. უნდოდათ ბოლოს და ბოლოს გაეგოთ, რა ხდებოდა ამ „რკინის ფარდის“ მიღმა, როგორი იყო საბჭოთა არტი.

რატომ არ არის კრიტიკული

სხვის შემოქმედებაზე წერა არ უყვარს. რამდენჯერმე სცადა, მაგრამ მიხვდა, უჭირს იყოს რადიკალური. თან სჯერა, რომ ხელოვანში შთაგონების, მთელი შემოქმედებითი მუხტის ჩაკვლა კრიტიკოსს ერთი სიტყვით შეუძლია.

„ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებს, რომ შეცდომა არ დაუშვა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. სათქმელიც ისე უნდა თქვა, შეურაცხყოფა არავის მიაყენო, ჩვენთან კრიტიკას ჯერ სწორედ ასეთი ფორმა აქვს. ამ დროს ეს ზუსტად ის საფუძველია, რასაც ხელოვნება და მთლიანად კულტურა უჭირავს. ამიტომ კრიტიკოსს, პროფესიული სინდისი პირველ რიგში უკიდეგანო განათლებას, უზარმაზარ პასუხისმგებლობას უნდა ავალდებულებდეს.“

არტი დეზერტირებში

1994 წლის თებერვალში, მედიკომ და ოლეგმა ოლეგის ყველა ნახატი ერთად მოაგროვეს და „დეზერტირების“ ბაზრის იმ პავილიონში, სადაც ხორცი და ყველი იყიდება ერთდღიანი ინსტალაცია გააკეთეს.

„ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. იქაურობა მართლა ასახავდა იმ ეპოქის სულისკვეთებას. ბაზარში ნახატების გარდა, ყველაფერი იყიდებოდა. ხალხი დაბნეული იყო. მოდიოდნენ ჩვენთან და გვეკითხებოდნენ, რატომ დავკიდეთ აქ ეს ნახატები. ძალიან ბევრმა სიტყვა - გამოფენის მნიშვნელობაც არ იცოდა. ერთი კაცი გვეჩხუბა, გინდა თუ არა ეს ნახატი მომყიდეთო. ვერაფრით ავუხსენით, რომ ეს ინსტალაციაა და ნახატები არ იყიდება. გადაირია - როგორ შეიძლება ბაზარში რამე ფულზე არ იყიდებოდესო. ახალგაზრდა გოგომ მადლობის ნიშნად კუპატები მოგვიტანა, იქვე სუფრა გაგვიშალეს.

ყველით და ხორცით აყროლებული პავილიონის ზოგი მკვიდრისთვის ეს მართლა ზეიმი იყო. ჩვენთვის კი, ეს ერთგვარი პროტესტის ფორმა გახლდათ. იქ დავინახეთ, რამდენად შეიძლება ხელოვნება ასოციალური იყოს. არავის აინტერესებდა შენი გამოფენა. გალერეები საზოგადოების თავშეყრის ადგილად იქცა. ყველაფერი უინტერესო გახდა. ჩვენი გარეთ გამოსვლა აფეთქებას გავდა, იმ სოციუმში და რეალობაში გამოფხიზლებას, სადაც ხალხმა სიტყვა გამოფენის მნიშვნელობა არ იცის.“

ვარდი კუბში

ოლეგმა ასეთი ობიექტი გააკეთა - ცოცხალი ვარდი ბეტონის კუბში ჩასვა. მედიკომ რომ ნახა, მაშინვე უთხრა, მოდი, სადმე გარეთ გავიტანოთო. მინდია მნათობიშვილის სკულპტურა და „ვარდი კუბში“ ალექსანდროვის ბაღში გამოფინეს. „უამრავი ხალხი მოვიდა. მერე ბაღი დაალაგეს და ოლეგის კუბიც და მინდიას სკულპტურაც ნაგავში მოისროლეს. რას იზამ, გადასაყრელი სხვა, იქ, ვერაფერი ნახეს.“

ტყის სულები პარკში

ამ პროექტს „ტყის სულები“ ერქვა. ოლეგ ტიმჩენკოს გადაღებული სლაიდები რამდენიმე სლაიდოსკოპით ღია სივრცეში უნდა გაეცოცხლებინათ. არავის სჯეროდა, მეორე დღეს ამას რომ გააკეთებდნენ. ერთ დღეში ოთხი სლაიდოსკოპი როგორ უნდა იშოვოთო?

„20 სლაიდოსკოპი მოგვიტანეს. ბოლოს უცნობები მირეკავდნენ, მედიკო ბრძანდებით? სლაიდოსკოპი არ გინდათ? ვაკის პარკის ერთ პატარა მონაკვეთში ერთი ღამით გავაცოცხლეთ ტყე. მაგარი იყო.

ასეთი გამოფენები და საღამოები ძალიან ბევრი იყო, სულ რაღაცას ვაკეთებდით. მაგრამ ძალიან რთული პერიოდებიც გვქონდა. ხანდახან ვგრძნობდით, რომ მოთმინებაც და ძალაც გვეკარგებოდა. იყო პერიოდები, როდესაც მართლა ძალიან გვიჭირდა. ამ გაურკვევლობამ ძალიან გადაგვღალა.“

როჯერ მილსი და მეგრული ნანა

„2000-ე ახალ წელს ინგლისში შევხვდით, ჩვენს მეგობართან და ჩემი შვილის ნათლიასთან, ბრიუს ალანთან ერთად. ირლანდიური მუსიკის ბარში დაგვპატიჟეს. იქ კლუბებში სულ პატარ-პატარა ბენდები უკრავენ, მეც მომინდა მათთან ერთად სიმღერა და ავყევი. მეორე დღეს ერთი ცნობილი „ელექტრონშიკი“, როჯერ მილსი მოვიდა ჩემთან, თავისი კასეტა მომიტანა და მითხრა, მოუსმინე და თუ რამე აზრი გაგიჩნდება, სიმღერა ჩავწეროთო. არასდროს ჩამიწერია სიმღერა, სიმღერა კი არა სტუდიაშიც არასოდეს მემღერა. მუსიკას მოვუსმინე და ჩემთვის წავიმღერე, მეორე დღეს მივედით და სტუდიაში ჩემი ხმა ჩავწერეთ. ერთი ხუთჯერ ვიმღერე, მეტი არა. როჯერ მილსს თურმე ამ ორი სიმღერით დისკი გამოუშვია. ელექტრონულ მუსიკაზე, ცოცხალი შესრულებით მეგრული „ნანა“ ვიმღერე.“ ოღონდ ზუსტად ისე არა, როგორიც არის, ცოტა იმპროვიზაციით, ორი ნანა გააერთიანა, გადააკეთა და იმღერა. დისკს ასევე ჰქვია - Megrelian Lullyby. ცოტა ხნის წინ მეგობარმა უთხრა, შენი დისკი ვნახე და სიმღერები მოვისმინე. ძალიან მაგარიაო. ინტერნეტში უნახავს. „ძალიან გამეხარდა.“

მერე მოსკოვშიც იმღერა. კლუბ ბუნკერში, ჯგუფ Министерство Психоделиков-თან ერთად. სიმღერა იქაც ჩაწერეს. ეხვეწებოდნენ მედეა, დარჩი ჩვენთან და მუსიკა ერთად ვაკეთოთო. მაგრამ მახოსთან ერთად ინდოეთში მიდიოდა, რა დროს მოსკოვი იყო.

„მე და ოლეგი უკვე დიდი ხნის დაშორებულები ვიყავით, როცა მე მახოსთან ერთად ინდოეთში წავედი. მე და ოლეგმა რვა წელი ერთად ვიცხოვრეთ. დღე და ღამე ერთად ვიყავით. მაგრამ რას იზამ, ასეც ხდება... სხვა შემიყვარდა.

მერვე წელია ჩვენც ასე ვართ - დღე და ღამე ერთად. ესეც, ალბათ, ჩემი ხასიათის ნიშანია, მინდა ან სულ, ან არაფერი - საშუალო არასდროს გამომდის.“

გაჩერება ინდოეთში, ათას ერთი სიზმარი

„პირველად დელიში 2001 წელს ჩავედი. როგორც კი მიწაზე ფეხი დავდგი, გამიჩნდა განცდა, რომ რაც აქამდე ნამდვილი სიგიჟე მეგონა, ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურია. უცებ საშინელი სიმშვიდე ვიგრძენი.

ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ. მსოფლიოში მოგზაურთა უზარმაზარი არმიაა. ეს ცალკე პროფესიაა, თუკი შეიძლება ამას პროფესია დაარქვა. დადიხარ, ეცნობი, ჩამოგაქვს სიახლე, შენს მეგობრებს, შვილებს, საყვარელ ადამიანებს ახალ ცოდნას უზიარებ. იქ კი შენი ქვეყანა ჩაგაქვს, შენი ისტორია, შენი მუხტი. ინდოეთში უკვე გვიცნობენ, გველოდებიან და ვუყვარვართ.

ვამბობ ხოლმე, ჩვენი ქვეყნის პატარა დესპანები ვართ-მეთქი. იცი, იქ მთელი სიგრძე-სიგანით იწყებს მუშაობას შენი ქართველობა. ეს ისტორია მარტო დაწერილ-დასურათებული წიგნები ხომ არ არის. ეს, ის ისტორიაა, შენ რომ ატარებ, შენს პროფილში რომ ჩანს და შენს მიხვრა-მოხვრაში რომ იკითხება, შენს სიჩუმეში რომ ისმის. არ არის აუცილებელი ყველა „ზარებს რეკდეს“, ან მაინცდამაინც „დიმპიტაურ-დამპიტაურს“ ცეკვავდეს. ხან ქართული სამზარეულოს დღეებს ვმართავთ,

ხან უბრალოდ ამბებს ვყვებით. მანამდე საქართველო რას ნიშნავდა, ისიც არ იცოდნენ.

მთელი ინდოეთი მოვიარეთ - ვიყავით ჰიმალაებში, ვიყავით უდაბნოში, კერალაში, ტამილნადუში, გოაში, ვარანასში, ნეპალში, კალკუტაში. სამჯერ გვყავდა ლიზა წაყვანილი, გიორგი არ მოგვყევება, ჯერ არ მინდაო, ამბობს. ლიზიკო გოაში ინტერნაციონალურ სკოლაში სწავლობდა, იქ უკვე ჰყავს ბევრი მეგობარი.“

„როგორ და ხანდახან სახლს ვაქირავებთ და ისე მივდივართ. აი, ბოლოს მე და მახომ ქამრების კოლექცია გავაკეთეთ და თან წავიღეთ. ძალიან კარგად გაიყიდა.“

„იქაც ასე ვართ - ხან გვილხინს, ხან გვიჭირს. ჰამპში ყოფილა დღეები, როცა გვქონია ერთი ბანანი და ორი ცალი ორცხობილა. მაგრამ, იმდენად ბედნიერი ხარ, ისეთ სილამაზეში, რომ ამაზე არ ფიქრობ. მახსოვს სასტუმროს მეპატრონემ გვკითხა; ბოლო დღეები რესტორანში ვერ გხედავთ და რაშია საქმეო. მერე დაინახა ლიზიკოს ეძინა და მიხვდა, ფული არ გვქონდა. ცოტა ხანში სადილი, ხილი და ტკბილეული ამოგვიტანა. ეს ჰამპი ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური ცენტრია ინდოეთში, ძალიან მორწმუნე ხალხი ცხოვრობს. რომ მოვდიოდით, სასტუმროს ფული არაფრით გამოგვართვა. რას ამბობ, ყველას ერთი ღმერთი გვყავსო!“

„საშინლად ვბრაზობ, როცა მეგობრებისგან „მინდა, მაგრამ რა ვქნა“ მესმის. მე რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. დღეს რომ ასე მეცხოვრა, ბევრი რამის გაკეთება დამჭირდა. არ იყო ადვილი სამსახურებზე, სტაბილურ ანაზღაურებებზე უარის თქმა. უბრალოდ, იმ საქმის კეთება არ მინდოდა. ინდოეთში ერთი ქართველი გოგო იყო ჩამოსული, გაოცებული გვიყურებდა. ალბათ, ფიქრობდა, ვინ არიან ეს გიჟები, ერთი ხელოვნებათმცოდნეა, მეორე მხატვარი, არც ერთს სამსახური არა აქვს. დგანან სადღაც და ქამრებს ყიდიან, რა უხარიათო? ხო, ასეა, იმიტომ რომ მე ჩემი თავსუფლება და ჩემი დრო ისე უნდა მოვიწყო, როგორც მე მინდა. თუ ეს მიზნად გავიხადე, რაღაცაც უნდა გავაკეთო ამისთვის.“

დედა

მერვე წელია, როგორც კი თბილისურ ამინდს შემოდგომის სიგრილე შეეპარება, მეგობრებთან გამოსამშვიდობებლად ერთ „ფართის“ მოაწყობენ და ინდოეთის შორ გზას დაადგებიან. მერე გვიან გაზაფხულამდე იქ დარჩებიან.

წინა ჩამოსვლაზე მედიკო დედასთან რომ იყო მისული, ტელეფონზე დედის მეგობარს დაურეკავს. წვრილად მოუყოლია თავისი წარმატებული სახელმწიფო მოხელე-შვილის ამბები, მერე მედიკოც მოუკითხავს. როგორი ნიჭიერი იყო შენი გოგო, ეხლა სად არის, რატომ აღარსად ჩანსო? დედა დაღონებულა, თურმე, ძალიან ეტკინა გული. მედიკომ კი ხელი მოხვია და მტკიცედ უთხრა: დედიკო, ის ქალი კიდევ თუ დაგირეკავს და ჩემს ამბავს გკითხავს, ნუ შეშინდები და თამამად უპასუხე, რომ შენი შვილი ქართველი დერვიშია, რომელიც მოგზაურობს და აღმოსავლეთს და სამხრეთს იკვლევს. გადასარევი ოჯახი ჰყავს და ერთმანეთი ძალიან უყვართ, ბავშვებიც საშინლად ბედნიერები არიან-თქო.

* * *

„მთელი ცხოვრება ეგრეა. მახო, აი, ყველა ამას მეკითხება და ყოველ ჯერზე, მეც ასე აბნეულად მიწევს პასუხი - რა ვიცი, რას ვაკეთებთ. ყველაფერს და არაფერს ერთად. ხომ გეუბნებოდი, ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ქაოსია, აქედან არაფერი გამოვა-მეთქი. ინგლისში ბიოგრაფია (CV) რომ მომთხოვეს, ვუთხარი ბიოგრაფია არა მაქვს, ისე, თუ გინდათ დაბრძანდით და ყველაფერს სიამოვნებით მოგიყვებით-მეთქი. ჩვენც ასე ხომ არ დავიწყოთ?“

11.5 სოპრანოს კლანი

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: პიტერ ბისკინდი
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ

©Peter Biskind
Originally Published in the Vanity Fair 2007

0x01 graphic

ათი წლის წინ, HBO- იყიდა ერთი საპილოტო სერიის სცენარი სერიალისთვის, რომლის განხორციელებაშიც ეჭვი ეპარებოდა ყველას; ყველას, თვით შემქმნელს, დევიდ ჩეისს და მთავარი როლის შემსრულებელს, ჯეიმს გენდოლფინისაც კი.

დღეს სოპრანოები პოპ-კულტურის, ალბათ, ყველაზე დიდი შედევრია. ეს არის ფილმი, რომელმაც ტელევიზია გარდაქმნა. ტონი სოპრანოს, შუახნის კრიზისში მყოფი მაფიოზის ისტორიის დამთავრებამდე ცხრა სერიით ადრე, პიტერ ბისკინდი სოპრანოების ფენომენის შემქმნელებს ესაუბრა და პირადად მათგან შეიტყო, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი.

ფილმ „პატარა ცეზარის“ გმირის რიკოს უკვდავი ფრაზისა არ იყოს: „მაშ, ტონის აღსასრულის ჟამი დამდგარა?“

მე ნუ, მე ნუ მკითხავთ, ეს ჩემი საქმე არ არის, თან მართლა ვერ გეტყვით, ტონის რა ბედი უნდა ეწიოს. სერიალის ბოლო ნაწილის სიუჟეტს ხომ შემქმნელები ისე დაჰკანკალებენ, როგორც ხელმწიფის ძვირფასი თვლებით მოოჭვილ გვირგვინს. მხოლოდ ერთადერთია ცხადი: დარჩენილ ცხრა სერიაში, ანუ სერიალის მეექვსე სეზონის პრაქტიკულად მეორე ნაწილში „სოპრანოები“ საბოლოოდ დასრულდება. და ეს მოხდება ათი წლის თავზე მას შემდეგ, რაც HBO-მ „სოპრანოები“ საპილოტო ვერსია იყიდა.

„სოპრანოები“ დასრულდება - ეს ცხოვრების კანონზომიერებაა, თუმცა, გარდაუვალ ფაქტს გადამღებ ჯგუფში არავინ აღიარებს. ახლაც ყველანი ლონგ აილენდზე, „სილვერქაფ სტუდიაში“, ერთ-ერთ სერიაზე მუშაობენ, ჯენის სოპრანოს სამზარეულოს სცენას იღებენ და თავს ისე გრძნობენ, როგორც გადაღებების ერთ ჩვეულებრივ დღეს. არადა, დასასრული აქვეა და ახლა სწორედ ის დროა, თითოეულ მსახიობს გულზე დაფა ჰქონდეს მიკრული, წარწერით: „აღსასრული ახლოვდება“.

ამ 12 წლის განმავლობაში სერიალზე მომუშავე თითოეულმა მსახიობმა „სოპრანოებს“ ისე უერთგულა, თითქოს შოუზე ჯვარი ჰქონოდათ დაწერილი. ეს 12 წელი რაღაცით მართლაც ჰგავდა ოჯახურ ცხოვრებას, რომლის დროსაც ერთ დიდ სანათესაოდ შეკრულ შემოქმედებით ჯგუფს განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობები ჩამოუყალიბდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სტაბილურ ჰონორარებზე. ახლა, დასასრულის მოახლოების ჟამს, მსახიობთაგან ბევრი „თავისუფლებაზე გასვლას“ ვეღარ ეგუება:

პოლი უოლნათსის როლის შემსრულებელი, ტონი სირიკო: „ბოლო სამი თვეა, წარსულს ვიხსენებთ. საუბრისას, ძალაუნებურად სერიალის დასასრულის თემაც იჩენს ხოლმე თავს, მაგრამ მაშინვე ვჩუმდებით. არ გვინდა, დავიჯეროთ, რომ ბოლო მართლა ახლოვდება. მინდა, საერთოდ ამოვიგდო ეს ფიქრი თავიდან. გული მტკივა, რომ მახსენდება, მალე ყველაფერი მორჩება“.

ტონი სოპრანოს მეუღლის, კარმელას როლის შემსრულებელი ედი ფალკო: „ამ სერიალზე მუშაობენ ისეთი მსახიობებიც, რომელთაც ცხოვრება მსგავს შანსს აღარასდროს მისცემს. „სოპრანოების“ პარალელურად თითოეულ ჩვენგანს სხვა ფილმებში მონაწილეობას გვთავაზობდნენ, მაგრამ არც ერთი შემოთავაზებული სცენარი „სოპრანოებივით“ საინტერესო არ ყოფილა. ეს ფაქტი მართლა ძალიან მაშინებს“.

სილვიო დანტეს როლის შემსრულებელი ლითლ სტივენ ვან ზანდტი (ის ასევე ბრიუს სპრინგსტინის ბენდის გიტარისტია და საკუთარი რადიო-შოუც აქვს): „სოპრანოებში“ შესრულებული როლი ჩემთვის პირველი იყო. დიდი შანსია, სერიალის დასრულების შემდეგ, აღარასდროს ვითამაშო“.

0x01 graphic

EUTERS

„სოპრანოების“ დიდ ოჯახში გამეფებულ მელანქოლიურ განწყობას მხოლოდ მთავარი სოპრანო, თვით ჯეიმს გენდოლფინი არ იზიარებს.

შეგახსენებთ, ეს ის მსახიობია, რომელმაც თავისი პერსონაჟისგან - ტონი სოპრანოსგან ჰომერ სიმპსონის ახალი ვერსია გააკეთა; ნიუ ჯერსელი მაფიოზისგან ერთ-ერთი უდიდესი ეკრანული პერსონაჟი შექმნა. ჯერ მხოლოდ მისი გარეგნობა რად ღირს: განიერი მკერდი და ზორბა ტანი, მუდამ შუადღის გრძელი ჩრდილი რომ დაჰყვება თან; თუნდაც მისი ნაწყეტ-ნაწყვეტი სუნთქვა გაიხსენეთ, რის გამოც სულ გგონია, რომ ჰა და ჰა, ტონის ტუბერკულოზამდე ორი ნაბიჯი უკლია. მაყურებელი ვერც ეზოში მის უგერგილო ბორიალს დაივიწყებს, როცა ის ყოველ დილას პარმაღზე ფოსტალიონის მიერ დატოვებული გაზეთის „სთარ-ლეჯერსის“ ასაღებად გამოდის და ვერც იმას, თუ როგორ დგას სამზარეულოს მაგიდასთან ღიპმიბჯენილი და ხარბად სვამს ფორთოხლის წვენს. ამ თავისებური მანერებითა და გარეგნობით გენდოლფინიმ ტონი სოპრანოს ნამდვილად შეუქმნა საშიში კაცის უნიკალური ხელწერა. მაგრამ, ამავე დროს, მოახერხა, ტონი ერთ რბილ და ტკბილ კაცადაც წარმოედგინა. ამ ორ ხასიათს შორის კი გენდოლფინიმ „სოპრანოების“ ყოველ სერიაში ისე ბუნებრივად და ჰარმონიულად იმოძრავა, რომ მაყურებელი დაარწმუნა: ტონი სოპრანოს ორბუნებოვანება მისი პერსონის ჰარმონიული დინებაა და არა შინაგანი კონფლიქტი.

გენდოლფინი საკუთარ საპროდიუსერო კომპანიას ფლობს და აპირებს, საკუთარი ტელე-პროდუქცია HBO-სთვის აწარმოოს. გენდოლფინი ფიქრობს, რომ ტონი სოპრანოს უკვე ისედაც უამრავი დრო დაუთმო და ეს საკმარისია. „ეს სერიალი შესანიშნავი შანსი იყო ჩემთვის, მაგრამ დასასრულის მოახლოება დიდად არ მანერვიულებს. ამაზე წესით, ცოტა ხნის წინაც უნდა გვეფიქრა. არტისტის პროფესიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი ძიება და შეცნობაა, როცა ცდილობ, სხვა ადამიანების სამყაროს ჩასწვდე. რაც მე ტონის ხასიათს ვეძიე ამ წლების განმავლობაში, უკვე აღარ ვიცი, კიდევ რა შეიძლება შევმატო მას. ათი წელია, ერთ ადგილას ვტკეპნი, ერთ პერსონაჟს ვუკირკიტებ. მგონი, კმარა. მგონი, დროა, რაღაც ახალი წამოვიწყო“.

არ არის გამორიცხული, გენდოლფინი მთელ ამერიკაში ერთადერთი კაცი იყოს, ვინც ასე ფიქრობს. მის მიერ შექმნილმა გმირმა - ტონი სოპრანომ ხომ კომპანია HBO საკაბელო მაუწყებლობის „როლს-როისად“ აქცია, სახელი გაუთქვა და კომერციულ ბეჰემოტად ჩამოაყალიბა. ბეჰემოტად, რომლის გავლენითაც უკვე მთელი ამერიკული ტელევიზია შეიცვალა და ზრდასრული ადამიანების მედიუმად იქცა (თუ სულ არა, ნაწილობრივ მაინც).

ამიტომ, სამწუხაროა, რომ ჭრელ-ჭრელი რეკლამებისგან შემდგარ ჩვენს კულტურაში ქების ვალუტა ისე გაუფასურდა, რომ ღირსეულებს საკადრის პატივს აღარ მიაგებენ; მათ შორის, არც „სოპრანოებს“. არადა, ფაქტია: როგორც არ უნდა აიღოთ ეს სერიალი - თითო-თითო სერიად, ერთ სეზონზე განაწილებულ 13-საათიან ლუკმად, თუ ერთ მთლიან, გადაბმულ ეკრანულ მარათონად, ის მაინც ამერიკული პოპულარული კულტურის ერთ-ერთი შედევრი იქნება; შედევრი, ცხადია, მაფიოზური კინოს სხვა კლასიკურ ნიმუშებთან ერთად: „ნათლიმამას“ ორ ფილმთან, „ბოროტების ქუჩებთან“ და „კარგ ბიჭებთან“ ერთად; ასევე ვგულისხმობ ევროპულ ეპიკურ ნამუშევრებსაც: ლუკინო ვისკონტის „ლეოპარდს“, ბერნარდო ბერტოლუჩის Novecento-ს და რაინერ ვერნერ ფასბინდერის მონუმენტურ, 15-საათიან სურათს „ბერლინ ალექსანდერპლაცს“. თითოეულ ამ ფილმს „სოპრანოები“ იოლად ჩრდილავს, თუ გაქანებით და მასშტაბებით არა, ქრონომეტრაჟით მაინც. „სოპრანოების“ მნიშვნელობა 2001 წლის თებერვალში ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმაც დააფასა, როცა მუზეუმის კინო-კურატორმა ლორენს კარდიშმა სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე მუზეუმის სტუმრებს „სოპრანოების“ პირველი ორი სეზონი უჩვენა, მერე კი იმავე ეკრანზე ის რამდენიმე ფილმიც გაუშვა, რომელთა გავლენაც „სოპრანოების“ ყურებისას აშკარაა. მათ შორისაა, ლორელისა და ჰარდის სურათი Saps at Sea.

მუზეუმის ისტორიაში მსგავსი რამ მანამდე არასდროს მომხდარა - არც ერთი ამერიკული დრამატული ჟანრის ტელესერიალი სამუზეუმო ჩვენების ღირსად არ ქცეულა. თვითონ კარდიში, „სოპრანოებს“ დიდი ფსიქოლოგიური სიღრმისა და სოციალური კარტოგრაფიის უჩვეულო ნაზავს უწოდებს. მისთვის „სოპრანო“ არის ერთდროულად გიჟური, სულის შემძვრელი და რეზონანსული სანახაობა. ამაზე მეტი ავტორიტეტი ვინ გინდათ - ცოტა ხნის წინ თვით ნორმან მაილერმა აღნიშნა, რომ „სოპრანოების“ გმირებისა და სიტუაციების სიღრმე არაფრით ჩამოუვარდება სიღრმის იმ ხარისხს, რისი მიღწევაც რომანის წერისას შეიძლება.

თუმცა, თავისი ხანგრძლივობის მიუხედავად, „სოპრანო“ არასდროს ყოფილა არც „საძმოს“ და არც „რომის“ მსგავსი, მოკლედ, არ ყოფილა ეპიკური, თუ, რა თქმა უნდა, ეპიკურს გრანდიოზული ისტორიული გარდაქმნების სინონიმად განვიხილავთ. „სოპრანო“ უფრო უნიკალურია, ვიდრე ეპიკური. „სოპრანო“ ერთი ადამიანის პირადი ტელესერიალია, რომელიც მისსავე პირად გრძნობებსა და შთაბეჭდილებებზე აიგო. ახლა ეს ერთი ადამიანი, HBO-ს დირექტორების კბილთა ღრჭენისა და ვედრების მიუხედავად, წერტილს სვამს. თავის სერიალს ათი წლის შემდეგ ამთავრებს. ეს კაცი ტელევიზიის ისტორიაში ერთი-ერთი ყველაზე ნაღდი „ტელევიზიონშიკი“- დევიდ ჩეისია.

. . .

ჩეისი 61 წლისაა. დაახლოებით ექვსი ფუტი სიმაღლის. თხელი აღნაგობითა და ასევე შეთხელებული თმით. სახეზე მუდამ უჟმური გამომეტყველება ადევს, რაც ლოგიკურად ესადაგება მის შავ იუმორს.

ჩეისი იტალიელია (ნამდვილი გვარია დეჩეზარე), მაგრამ მას საერთოდ არ ახასიათებს ის ცეცხლოვანი ემოციურობა, რაც ჩვენ ყოველი იტალიელისთვის დამახასიათებელი თვისება გვგონია და რაც ასე უხვად იგრძნობა „სოპრანოებში“. ჩეისის არაიტალიური ხასიათი, ალბათ, მაინც პროტესტანტული აღზრდის ბრალია. ჩეისი ფრთხილი კაცია, თავის კარტს არავის აჩვენებს, ძირითადად საკუთარ ფიქრებში ცხოვრობს, ისმენს იმდენსვე, რამდენსაც ლაპარაკობს, თუ არ ჩავთვლით ხარხარის ხშირ და მოულოდნელ აფეთქებებს. მიუხედავად იმისა, რომ ის უძღვება ჯგუფს, რომელშიც 300-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, ჩეისი მაინც არ არის კლასიკური გაგების ხელმძღვანელი. სცენარისტთა შეხვედრებზე მან მაგალითად, შეიძლება უცებ თქვას: „ღმერთო, ეს რა არის! მაგარ დეპრესიაში ვარ, ამის დედაც,... ვსიო, დამთავრდა, მეტი აღარ შემიძლია“.

როგორც სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი აილინ ლენდრესი ამბობს, „ჩეისისთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად ცარიელია. ხანდახან მაშინებს ხოლმე, ისე იქცევა. გგონია, რომ კარგ ამბავს ეუბნები. ის კი, ახერხებს, რომ ეს კარგი ამბავი ცუდად აქციოს.

ვან ზანდტი კი დევიდ ჩეისს წამებულ სულს უწოდებს. „შეხედეთ შოუს“, - ამბობს მსახიობი ღიმილით, - „ჩეისს უხასიათობა მხოლოდ ზოგჯერ კი არ შეუტევს ხოლმე, ის ყოველთვის ცუდ განწყობაზეა“. თავისი ხასიათის ნიშნები ჩეისმა სერიალის პერსონაჟებს უხვად დაანათლა, მაგრამ, თუ სერიალში მისი ზუსტი რეპლიკის ძებნას დავიწყებთ, მაშინ ეს ადამიანი ჯონი სექი იქნება - ნიუ იორკული ოჯახის ბოსი. ორივე - ჩეისიც და მისი ეს პერსონაჟიც ხშირად აბსოლუტურად იდენტურად იქცევიან - უჟმური ჭადრაკის ოსტატის თავდაჯერებულობით.

0x01 graphic

0x01 graphic

REUTERS

ახლა მე და ჩეისი მანქანის უკანა სალონში გვერდი-გვერდ ვსხედვართ და ნიუ ჯერსისკენ მივდივართ. ლინკოლნის გვირაბს გავდივართ და ნიუ-იორკს თანდათან ვშორდებით. ის ადგილები უნდა მოვინახულოთ, სადაც ჩეისი გაიზარდა და სადაც „სოპრანოებში“ მოქმედება ვითარდება. გზად ნეონის წარწერები მიქრიან - ისე, როგორც „სოპრანოების“ საწყის ტიტრებს ადევს ფონად. ასოციაცია იმდენად რეალურია, რომ, თითქოს, ჩამესმის კიდეც ის ნაცნობი მელოდია სერიალის პირველ კადრებს რომ გასდევს თან. ჩეისი ფანჯარაში მახედებს და ნიუარქის ერთ უბანში იმ ადგილზე მიმითითებს, სადაც დედამისი გაიზარდა. ახლა ის სახლი სამშენებლო კომპანიას დაუნგრევია. „აი, აქ იყო თავიდან „პატარა იტალია“. მერე შენობები დაანგრიეს და უფრო დიდები აღმართეს. მერე ისინიც დაანგრიეს და ისევ ეს პატარები ააშენეს“. ადგილები, რომლებიც ჩეისს ბავშვობიდან დღემდე ცოცხლად ახსოვს, დიდი ხანია, აღარ არსებობს. ეს უბნები გარდაუვალ და სასტიკ ცვლილებს შეეწირნენ. ასეა, ადამიანი შინ ვეღარასდროს ბრუნდება.

ნიუ ჯერსი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ „სოპრანოების“ მოქმედების განვითარების ადგილი. ეს სერიალი ხომ იმ ადამიანებზეა, რომლებიც საარსებო წყაროს ჰადსონის მდინარის მეორე მხარეს, ჯერსის ნაცრისფერ და უსახურ მიწაზე შოულობენ: სათავისოდ ცვლიან კონტრაქტებს, იტაცებენ ალკოჰოლური სასმელებითა და სიგარეტებით სავსე ტრაილერებს, თამაშობენ ტოტალიზატორში, აწყობენ მაქინაციებს ნარჩენების გადამუშავების ბიზნესში. აქაურობის ბროდვეი ბლუმფელდ ავენიუა - ქალაქის მთავარი არტერია, მასკარადავით ხმაურიანი ქუჩა, რომელიც ნიუარქის ცენტრიდან გარეუბნების ახალ კვარტლებამდე გრძელდება. ბლუმფელდ ავენიუს ორივე მხარეზე ერთსართულიანი სავაჭრო კომპლექსები, სილამაზის სალონები და საშუალო კლასისთვის განკუთვნილი ბარები და იტალიური რესტორნებია ჩამწკრივებული. ზოგს „რომა“ ჰქვია, ზოგს - „და ვინჩი“. კედლებზე კი, თითქმის ყველგან ერთნაირი, შავი ველვეტით ნაქსოვი ნახატები ჰკიდია. მოკლედ, იმის თქმას ვცდილობ, რომ ნიუ ჯერსი ნიუ-იორკი არ არის. ხოლო „სოპრანოები“ - გენდოლფინის დიდძალი ჰონორარების და ჩრდილოეთ ქალდუელში შეძენილი დიდი სახლის მიუხედავად - უფრო „კარგ ბიჭებს“ ჰგავს, ვიდრე „ნათლიმამას“; „სოპრანოები“ ეს ახალი ეპოქის მაფიაა, როცა მაფიამ სიდიადე დაკარგა და მისგან ბევრს აღარაფერს ელიან, როცა - როგორც ტონი ამბობს - გაცილებით უფრო დიდი ფული „ენრონისკენ“ მიდის. ასე რომ, მშვიდობით ქაშმირის ძვირფასო პალტოებო. გაგიმარჯოთ აბაზანის ჭუჭყიანო ხალათებო. ჩრდილოეთ ჯერსი ის ადგილია, სადაც ჩეისის გმირების იმედებსა და შიშებს ხორცი ესხმება; ეს ის ადგილია, რომელსაც ჩეისი თავის დროზე გაექცა, მაგრამ, ყველას გასაკვირად და თვით ჩეისის გასაკვირადაც, საკმაოდ ნაყოფიერი მიწა აღმოჩნდა მისივე წარმოსახვის ფრთების გასაშლელად.

0x01 graphic

. . .

დევიდ ჩეისის შემოქმედებითი გზა ძალიან რომ შევკვეცოთ, ასე გამოიყურება: სანამ „სოპრანოების“ იდეას რეალობად აქცევდა, ჩეისი მთელი ოცი წლის განმავლობაში ქსელური ტელევიზიის ვენახებში მუშაკობდა და მოსავალსაც იქვე იღებდა. მისი სიჭაბუკის ხანა 60-70-იან წლებს დაემთხვა, ამიტომაც ჩეისი იმ ეპოქის დიდ ფილმებზე გაიზარდა, ძირითადად კი - ფედერიკო ფელინის კლასიკაზე. მისი მთავარი ოცნება მხატვრული ფილმების სცენარების წერა იყო. ამიტომ, ტელევიზია მისთვის მხოლოდ გარდამავალი საფეხური გახლდათ, სადაც 1971 წელს, სტენფორდის კინოსკოლის დამთავრების შემდეგ შემთხვევით მოხვდა. აკეთებდა სტანდარტულ, არაფრით გამორჩეულ ტელეშოუებს და გზას თავისი ოცნებისკენ ასე იკაფავდა. პარალელურად წერდა კინოსცენარებსაც, მაგრამ კინოიდეებით ვერავინ დააინტერესა. „იმ პერიოდში მე ჯერ კიდევ ვსწავლობდი წერას. ტექსტში ამბის განვითარების შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩემთვის 8 1/2-ის სცენარიც კარგი ამბავი იყო“.

ბოლოს და ბოლოს, ჩეისმა შეძლო ღამის ტელეშოუების ჭაობიდან ნაპირზე გამოეცურა და გაცილებით უფრო სერიოზულ დრამატულ ტელესერიალზე „როკფორდის ფაილებზე“ სცენარისტად დაიწყო მუშაობა. ამ საქმეს ოთხი ბედნიერი წელი შეალია. ერთმა სერიამ კი მინესოტადან მანჰეტენზე გაქცეულ მაწანწალა თინეიჯერებზე აღიარებაც მოუტანა. ჩეისი „ემით“ დააჯილდოეს.

თუმცა, ამ წარმატებების მიუხედავად, ჩეისი კინობიზნესში კარგი რეპუტაციით მაინც ვერ დაიკვეხნიდა. როგორც თვითონ ამბობს, მას „ზედმეტად შავ-ბნელ“ სცენარისტად იცნობდნენ. „შავ-ბნელი“ - ეს ტერმინია, რომელიც ამერიკულ ტელეინდუსტრიაში ძალიან მოსწონთ და ბოლომდე ვერ ვხვდები, რას ნიშნავს. შეიძლება, ნიშნავს - „ზედმეტად რთულს“, ანდა პირდაპირ - „ზედმეტად ბნელს“ - სიცილით ამბობს ჩეისი.

ლორენს კონერი, ჩეისის ძველი მეგობარი და „სოპრანოების“ რამდენიმე სერიის ავტორი ამბობს: „ტელეინდუსტრიაში დევიდს დაახლოებით ასე იცნობდნენ: ის კარგი მენეჯერია, კარგი მწერალია, მაგრამ არც გვინდა, ვიცოდეთ, რა აზრები უტრიალებს თავში“.

0x01 graphic

ჩეისი ამბობს: „უბრალოდ, ვგრძნობდი, რომ არც ერთ სიტუაციაში არ ვჯდებოდი. მახსოვს, როგორ ვნახე ფილმი „ლამაზმანი“ თვითმფრინავით მგზავრობისას. მგზავრები სიცილით იხრჩობოდნენ. ჰაჰაჰაჰა - ისმოდა ყველა მხრიდან. ჩემთვის კიდევ ამ ფილმში სასაცილო არაფერი იყო. ფილმი არც დრამატული იყო, მოკლედ, არაფერი არ იყო, რა. მაშინ ვიფიქრე, ხომ არ ჯობია, გამოვაღო ფანჯარა და გადავხტე-მეთქი?“

ერთ პროექტს მეორე მოსდევდა, მეორეს მესამე და ასე გაგრძელდა 1993 წლამდე - მას ამ წელს მაღალი რეპუტაციის მქონე ფილმი-ჰიტი „ჩრდილოეთის ნათება“ ჩააბარეს. ტელევიზიაში წარმატებულ შოუებზე ხომ უდიდესი ფული კეთდება და ჩეისის მისვლის შემდეგ „ჩრდილოეთის ნათებაც“ აბსოლუტურად ყველა ტელესტანდარტით - გარდა თავად ჩეისის შინაგანი სტანდარტებისა - წარმატებული ფილმი გახდა. ჩეისმა სანტა მონიკა კანიონში სახლი იყიდა. ოჯახმა უზრუნველი და ბედნიერი ცხოვრება დაიწყო. სამსახურის შემდეგ დაღლილი ჩეისი ბრუნდებოდა სახლში, მოირთხამდა ფეხს იატაკზე და თავის გოგონას მიშელს ბარბის თოჯინით ეთამაშებოდა. მაგრამ, თუ კონერის სიტყვებს ვენდობით, თავის „შავ-ბნელ“ ბუნებას ჩეისი ბავშვთან თამაშის დროსაც ავლენდა. ბარბის ის ხან რაიონულ პროკურორ ქალად აქცევდა, ხანაც სასჯელის შემამსუბუქებელ სამართალდამცავად... კონერი ამბობს: „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩეისი დაავადებულია კანონებითა და წესრიგით. ის ყველა ჩვენგანზე მეტად ბრაზდება, როცა კანონებს არღვევენ, სამართლის ნორმებს უხვევენ და საერთოდ, როცა მსოფლიოში რაიმე სახის უსამართლობა ხდება“.

0x01 graphic

მეზიზღება ტელევიზია

მოკლედ, ჩეისი კვლავ უბედურად გრძნობდა თავს. „ვერაფრით ვერ მოვახერხე იმ ზღვარის გადალახვა, რაც ტელევიზიასა და მხატვრულ კინოს შორის იდო, თავი რომ გადამერჩინა“ - ამბობს ის. თუმცა, ქსელურ ტელევიზიაში გატარებულმა წლებმა მას საშუალება მისცა, დასკვნები გაეკეთებინა ტელევიზიაში არსებულ პრობლემებზე: „ტელევიზია სინამდვილეში რადიოს წანაზარდია. და რადიო კიდევ გაუთავებელი ლაპარაკია, გაუთავებელი ბლა-ბლა-ბლა. აი, ტელევიზიაც ეგაა: გაუთავებელი სიტყვები. ის დიალოგების ტყვეა, შეუჩერებლად მოზუზუნე ადამიანების კადრებია, ხმამაღალი და ვულგარული სიტყვების გროვა“.

ასეა თუ ისე, 1995 წელს ჩეისმა უკვე 50 წელს მიუკაკუნა, მაგრამ, მაინც, გზის გასაყარზე იდგა, როცა ადამიანმა არჩევანი უნდა გააკეთოს არსებულს და უკეთესს შორის. ჩეისმაც აირჩია. მან ყურადღება პროდიუსერთა კომპანია „ბრილშტეინ-გრეიზე“ შეაჩერა. სწორედ მათი პროდიუსერობით იყო დამზადებული ჩეისის საყვარელი „ლერი სენდერს შოუ“, რომელიც HBO-ზე გადიოდა. სამსახურში მისვლის პირველივე ხანებში ბრედ გრეიმ ჩეისს უთხრა: „იცი, ჩვენ გვჯერა, რომ შენ შესანიშნავი ტელესერიალის გაკეთება შეგიძლია“. ჩეისი იხსენებს: „ცხადია, მსგავსი კომპლიმენტის მიღებაზე არასდროს მიოცნებია და როცა გრეიმ ეს მითხრა, ჩემთვის, გულში ვუპასუხე კიდეც: „სულ ცალ ფეხზე მკიდია, თქვენ რას ფიქრობთ - იცოდეთ, მე ტელევიზია მძულს. მაგრამ რაღაც კვალი მისმა ნათქვამმა ჩემზე მაინც დატოვა - მანამდე ხომ ამ ტონით არავინ დამლაპარაკებია“.

გრეიმ ჩეისს მაშინ კიდევ ერთი ჯადოსნური ფრაზა უთხრა: „შენგან არ ვითხოვთ ისეთ პროდუქტს, როგორსაც ქსელურ ტელევიზიებში ყოველდღე აკეთებენ“. აი, რამ მოახდინა ჩეისზე დაუვიწყარი გავლენა. იმ ღამეს, როცა შინ ბრუნდებოდა, საჭესთან მჯდომმა ერთი ადრე დაწერილი და აგენტების მიერ დაწუნებული მხატვრული ფილმის მონახაზი გაიხსენა. ჩეისს მაშინ უნდოდა, გადაეღო კომედია მაფიოზზე, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები ტანჯავს. ამ ფსიქოლოგიური პრობლემების თავი და თავი კი დედამისთან რთული ურთიერთობებია. მაფიოზი თერაპიის კურსს ფსქიოლოგთან გადის - მკურნალობს. ეს იდეა ჩეისს ჯერ კიდევ მანამდე ჰქონდა, სანამ დაახლოებით იმავე თემაზე აწყობილი კომედია „გააანალიზე ეს“ კინოთეატრებში გამოვიდოდა...

იმ ღამეს კი ჩეისი ბრუნდებოდა სახლში და თავისთვის ფიქრობდა - გამოვიდოდა თუ არა კარგი ტელესერიალი ამ ძველი ჩანაფიქრისგან. პროდიუსერებს მოსწონთ, როცა ფილმი მიმზიდველია ქალებისთვის - ამ სერიალში კი მაფიოზის დედაც იქნებოდა და მისი ოჯახიც.

საპილოტე სერიისთვის სცენარი ჩეისმა თავისი პირადი მოგონებების ფრაგმენტებისაგან შეკერა. „ეს კი მართლა დიდი სიახლე იყო. ქსელური ტელევიზიისთვის დრამატულ კინოსერიალს ხომ, პირად მოგონებებსა და შთაბეჭდილებებზე მანამდე არავინ აწყობდა. „არ ვიცნობ არც ერთ სცენარისტს, რომელსაც ექიმად, პოლიციელად ან პრეზიდენტად ემუშაოს, მაგრამ ისინი მაინც სულ ამ ინსტიტუტებზე წერენ: სასამართლო, სკოლა, ადმინისრტაციული უბანი, თეთრი სახლი. „სოპრანოები“ კი, მართალია მაფიოზებზე გადაღებული შოუა, მაგრამ ის ჩემი ოჯახური სიტუაციების მიხედვით გადავიღე. ამიტომ, „სოპრანო“ იმდენად ჩემია და პირადულია, რამდენადაც ამის წარმოდგენა შეიძლება“.

როგორც ერთადერთ ბავშვს სახლში, დევიდ ჩეისს მშობლებთან მუდამ აწეწილი ურთიერთობა ჰქონდა. ის დედ-მამის მკაცრი კონტროლის ქვეშ გაიზარდა. ცხოვრობდა მუშათა კლასის ერთ პატარა ქალაქ ქლიფტონში. მათ საცხოვრებელ ბინას ასო U-ს ფორმა ჰქონდა და ფანჯრები ბალახით დაფარულ სათამაშო მოედანს გადაჰყურებდა. „ომის შემდგომი წლები იყო. მოედანი ვეტერანებითა და ბავშვებით იყო სავსე. მახსოვს იქ კარგად ვერთობოდი. თავს თავისუფლად ვგრძნობდი“ - ეს სათამაშო მოედანზე, შინ, მშობლებთან კი პირიქით იყო - ჩეისი დედმამასთან ერთად ერთ ოთახში ძლივს ჩერდებოდა. მათი ყურადღება იმდენად უშლიდა ნერვებს, რომ ცუდადაც ხდებოდა ხოლმე - მუცელი ტკივდებოდა. მამამისს რკინა-კავეულის მაღაზია ჰქონდა და ძალიან ბრაზიანი კაცი იყო. „თუ ჩემი საქციელი არ მოეწონებოდა, სიჩუმით მსჯიდა. ერთი-ორი კვირა ხმას არ გამცემდა. სახლში მუსოლინივით პირმოკუმული, მკაცრი მზერით დადიოდა“. ჰენრი ჩეისმა მართლა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი ვაჟის ოცნებები ჩაეკლა. შვილის დამცირების შანსს ხელიდან არასდროს უშვებდა, ხანდახან გარეგნობის გამო დასცინოდა კიდეც.

. . .

ადამიანი, რომელმაც ჩეისზე რაღაც კვალი რეალურად დატოვა დედა იყო. მარია ჩეისი სატელეფონო წიგნის კორექტორად მუშაობდა და ჩეისის ცოლის დენისის თქმით, ნამდვილი მთვარეული იყო. ჩეისმა კი დედამისი - ეს ნიუ ჯერსელი მედეა, პასიური აგრესიული დრამატული გმირი - ტონი სოპრანოს დედის ლივიას პროტოტიპად აქცია. ეს როლი სერიალში შესანიშნავად შეასრულა აწგარდაცვლილმა მსახიობმა ნენსი მერჩანდმა.

მარია ჩეისი საშინლად ექსცენტრული და უცნაური ქალი იყო: მოსაღამოვდებოდა თუ არა, ტელეფონს აღარ პასუხობდა, წვიმიან ამინდში მანქანას გარაჟიდან არაფრის დიდებით არ გამოიყვანდა. დევიდი 12 წლის იყო, როცა შვილს დაემუქრა, თვალებს ჩანგლით ამოგთხრიო და მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვმა ჰამონდის ელექტრო ორღანი მინდა, მქონდესო, თქვა...

თვითონ ჩეისის შეფასებითაც, დედამისი თავისი ნერვული გამოხდომებით „ყველანაირ სიტუაციაში ყურადღების ცენტრში ექცეოდა - სულ რაღაცაზე ჭირვეულობდა, სულ რაღაც აწუხებდა და სულ ისტერიკის ზღვარზე იდგა. მასთან ყოფნა იგივე იყო, რაც კვერცხის ნაჭუჭებზე შიშველი ფეხის გულებით სიარული“.

მერე ჯო პანტოლიანომ, იგივე „ჯოუი ფენთსმაც“ თქვა: „აბსოლუტურად ყველა ჩვენგანს, ყველა იტალიელ-ამერიკელს, ძალიან მკაცრი და დომინანტური დედები გვყავდა. მაგალითად, დედაჩემი როცა ბრაზდებოდა, თავისი ფეხსაცმელების წვრილ ქუსლებს მირახუნებდა თავში. როცა პირველად „ნათლიმამა“ ვნახე, ვიფიქრე, რა ხდება, ამ ფილმში ყველას მთავარი საწუხარი ეს კაცია, არადა ჩემს სახლში ჩვენი ყველას მთავარი საწუხარი და საზრუნავი ჩემი დედიკო იყო-მეთქი. მერე, ვიღაცამ ამიხსნა, რომ თურმე მარიო პიუზოს ნათლია დედამისის მეტაფორად გამოუყენებია და სინამდვილეში დედამისზე წერდა“.

თუმცა, რაღაც გამონათებები ჩეისის დედასაც ჰქონდა. „ადამიანის გულიანად გაცინება შეეძლო“, - იხსენებს დენის ჩეისი, - „დევიდსაც მისი იუმორის გრძნობა გამოჰყვა. მარია ყველა მოვლენას განსხვავებულად აღიქვამდა და დევიდიც ასეა - მას მოვლენების და ადამიანების ხედვის თავისი ინდივიდუალური რაკურსი აქვს. დევიდს მარიასგან კიდევ ერთი თვისება გამოჰყვა - მათ ორივეს აკლიათ ტაქტი აზრის გამოხატვის დროს“.

თინეიჯერობის წლებში ჩეისს დეპრესიის შეტევები ხშირად აწუხებდა. საშუალო სკოლა 1963 წელს დაამთავრა. შემდეგ ორი წელი ჩრდილოეთ კაროლინაში, უინსტონსალემში უეიქ ფორესტის უნივერსიტეტში გაატარა. იქაურობა სძულდა. „დღეში 18 საათი მეძინა“, - ამბობს ის და - „ჩვეულებრივი, კლინიკური დეპრესია მტანჯავდა და ეს საშინელება იყო“. თქვენ გაინტერესებთ, თვითმკვლელობის მცდელობა თუ ჰქონდა? „ნუ, ვის არ აქვს ხოლმე?“ - ამბობს ჩეისი.

ბოლოს და ბოლოს, უინსტონ-სალემიდან ნიუ იორკის უნივერსიტეტში გადავიდა. იქ კინოსკოლაში სწავლა მოუნდა. იდეა სახლში საშინლად დაუწუნეს. „მახსოვს, მამაჩემმა მითხრა, თუ გინდა ცირკის კლოუნი იყავი, ფეხებზე მკიდია, ოღონდ ჯერ კოლეჯი დაამთავრეო. დედაჩემი ამბობდა, ჩემი კოშმარი იცი, რა არი? რომ შენ ცოლად ირთავ ირლანდიელ კათოლიკე გოგოს, საცხოვრებლად გადადიხარ კალიფორნიაში და მე ვეღარასდროს გნახულობ“. მარია ჩეისს კოშმარი ნაწილობრივ აუხდა. ნიუ იორკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1968 წელს, ჩეისმა ორივე მშობელს გაუწბილა იმედები: ცოლად შეირთო თავისი კოლეჯელი შეყვარებული დენის კელი და კალიფორნიაში გადასახლდა, როგორც დენისი ამბობს „მშობლებს რომ გასცლოდა“ იმიტომ.

ჩეისების მეგობრები ამბობენ, რომ დენისი ჩეისისთვის უბრალოდ ცოლი კი არაა, მას მუდამ ფარივით იცავს ხოლმე. „ის კლდესავით არის აღმართული მის წინაშე და მისი განწყობის ამაღლებაზე დღედაღამ ზრუნავს. დენისი ის ადამიანია, რომელსაც გაჭირვებაში მყოფი დევიდი პირველს მიმართავს“ - ამბობ კონერი.

30 წლის ასაკში ექიმ-ფსიქოლოგთან სიარული ჩეისმა სწორედ დენისის ძალდატანებით დაიწყო. ეს მაშინ მოხდა, როცა დენისს ანევრიზმით 25 წლის და დაეღუპა და ცოლ-ქმარს ნიუ ჯერსიში ჩასვლა მოუხდა. „პანაშვიდებზე ნიუ ჯერსიში ჩავედით, ჩემებიც ვინახულე“, - იხსენებს ჩეისი, - „კარი მამაჩემმა გამიღო, ზღურბლზე დადგა, ამათვალ-ჩამათვალიერა და მითხრა, არა გიშავს, ნორმალურად გამოიყურები, ფეხზე რა ჩაგიცვამს, ოღონდ... - ეს იყო მისი პირველი სიტყვები ამდენი ხნის უნახავი შვილის მიმართ. ურთიერთობა არც შემდეგ დამთბარა. მშობლები იმიტომ გამებუტნენ, რომ ჩემი მეუღლის მგლოვიარე ოჯახთან უფრო მეტ დროს ვატარებდი. როცა მე და დენისი უკან, კალიფორნიაში ვბრუნდებოდით და თვითმფრინავში ჩავსხედით, ჩემი ცოლის დარდზე მეტად მშობლებთან უთანხმოებაზე მეფიქრებოდა, ეტყობა ეს სახეზეც მეტყობოდა. სწორედ მაშინ მითხრა დენისმა - შენი მდგომარეობა აბსურდულია, შენ ექიმის თერაპია გჭირდება“. ფსიქოლოგთან სიარულმა არა მხოლოდ შეცვალა ჩეისის ცხოვრება, „სოპრანოების“ სიუჟეტის განვითარების მთავარ შთაგონებად და ხერხემლადაც აქცია.

მოკლედ, ჩეისმა ბედ გრეი სიტყვაზე გამოიჭირა. არ უნდოდა ბედ გრეის ის, რასაც ქსელურ ტელევიზიაში უჩვენებდნენ? ჰოდა, მაშინ ჩეისი მისცემდა განსხვავებულს.

ჩეისი იხსენებს: „1990 წლამდე, ანუ სანამ „თვინ ფიქსი“ გავიდოდა ეთერში, ტელევიზორს დიდად არც ვუყურებდი. ამ სერიალმა კი თითქოს თვალი ამიხილა. იდუმალი, დაფარული ამბავი - ეს ყველგან არის, რასაც დევიდ ლინჩი აკეთებს და ეს იყო „თვინ ფიქსშიც“. არა, მხოლოდ იმ ბანალურ ამბავს, თუ ვინ მოკლა ლორა პალმერი, არ ვგულისხმობ. დევიდ ლინჩთან აბსოლუტურად სულ სხვა ხარისხში აყვანილი უამრავი იდუმალება ხდება, ცოტა მისტიკური და ცოტა პოეტური განცდა სდევს ფილმს - დაახლოებით ისე თივე, როგორც ძალიან მაგარ ფერწერულ ტილოს მოაქვს, ანდა უცხოურ ფილმებს - ეს ფილმები გაცილებით მეტია, ვიდრე სხვადასხვა ეპიზოდების ერთობლიობა კინოში. მსგავს რამეს ტელევიზიაში ვერ ვხედავდი. არც არავინ მეგულებოდა, ვინც ამის მიღწევას ცდილობდა“.

მოკლედ, ჩეისი დაჯდა და სცენარის წერა დაიწყო. სცენარის, რომელიც არა მხოლოდ ძალიან პირადული იყო, არამედ მაყურებლისთვის წინასწარ დაუმუშავებელ-დაუღეჭავიც. „კაბელურ ტელეარხებზე ყველა პერსონაჟი მუდმივად თავის აზრს გამოხატავს, მე კი ჩავიფიქრე, ისეთი პერსონაჟები შემექმნა, რომლებიც ტყუილებით დაგვაბოლებდნენ“. რაც ყველაზე მთავარია, ჩეისს სურდა, პილოტი სერია კინემატოგრაფიული ყოფილიყო. „მინდოდა ის მეკეთებინა, რის გაკეთებაზეც მუდამ ვოცნებობდი. არ უნდა გამომსვლოდა - ტელეშოუ - მთავარი ეს იყო. ყოველ კვირას უნდა მეკეთებინა მცირე კინო - მიზნად ეს დავისახე“.

დევიდ ლინჩის ტრიუკები ჩეისმა პილოტ სერიას პირველივე კადრებიდან ჩააქსოვა: ტონი საკუთარი სახლის უკანა ეზოში დგას და გარეულ იხვებს აკვირდება, რომლებიც უცერემონიოდ მოფრინდნენ და ტონის აუზს შეესიენ. ეს არ იყო კადრი, რომელიც სიუჟეტის განვითარებას უწყობს ხელს, მაგრამ ეს იყო კადრი, რითაც ჩეისმა განაცხადა: მორჩა, სტუდიაში აღარ ვიღებთ!

ჩეისი პირდაპირ საქმეზე გადავიდა. პირველ ეპიზოდში ტონი დოქტორ მელფის კაბინეტში ზის და სახეზე ეტყობა, პანიკის შეტევამ შეახსენა თავი. როცა ამ სერიას წერდა, ჩეისს მეგობარი უკვდებოდა სიმსივნით და სცენარში მან ესეც შეიტანა: ტონი ზის მელფისთან და პანიკურად ეშინია, რომ შესაძლოა ტვინის სიმსივნე სჭირდეს. თემა შემდეგ სერიებშიც გრძელდება და, ფაქტობრივად, მთელი პირველი სეზონი სიმსივნეს, სიკვდილს და დეპრესიას ეთმობა. „სიმსივნის საშიში აჩრდილი ბავშვობიდან ამეკიდა. დედაჩემი ლაპარაკობდა სიმსივნეზე, სიმსივნეზე და არაფერზე სიმსივნის გარდა. ის ამ სიმსივნეში ცხოვრობდა“. ეს განწყობა სერიალსაც გადაედო. მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თითქოს, ყველა პერსონაჟი რაღაც ძლიერ ტკივილგამაყუჩებელზე იჯდა. საავადმყოფოს სცენები იმდენად ხშირად ჩნდებოდა ფილმში, რომ მაყურებელს ეპატიებოდა, თუ ხანდახან ფიქრობდა - „სასწრაფოს“ ვუყურებო. თუმცა, ჩეისის ვირტუოზობა იმაში მდგომარეობდა, რომ ლიტრობით დაღვრილი სისხლისა და ტკივილის გასაყუჩებლად ჩაყლაპული უამრავი აბის მიუხედავად, „სოპრანო“ მაინც ყოველთვის სასაცილო იყო.

არასაკმარისად აგრესიული?

როცა ჩეისმა 1995 წელს პილოტზე მუშაობა დაასრულა, ბრედ გრეიმ ქსელურ ტელევიზიებს ჩამოუარა. „ჩვენთან დამზადებული „ლერი სენდერსის შოუ“, რომელიც HBO-ზე გადიოდა, მართალია, კრიტიკოსებს ძალიან მოეწონათ, მაგრამ სამწუხაროდ, არავითარი მოგება არ მოგვიტანა. სწორედ ამიტომ, აღარ მინდოდა, HBO-სთვის კიდევ რამე შემეთავაზებინა“, - აღიარებს გრეი, - „ქსელური ტელევიზია კი სხვა იყო. იმ დროს „სასწრაფოს“ სინდიკატირებული სერიები დიდ ფულად იყიდებოდა და დიდი ფულის გაკეთება „სოპრანოების“ საშუალებით მეც მინდოდა“. თუმცა, ქსელურმა ტელევიზიამ „სოპრანო“ დაიწუნა. მიზეზი არ გამოუცვლიათ - ჩეისის ნამუშევარი კვლავაც „ზედმეტად მუქი“ ეჩვენათ. „ფოქსის“ მესვეურებმა კი საერთოდ ჩათვალეს, რომ სერიალში საკმარისი რაოდენობით არ იყო ძალადობა (ჩეისმა უარი თქვა თავდაპირველ სცენარში მკვლელობის სცენები შეეტანა იმიტომ, რომ სადღაც ამოიკითხა, რომ თანამედროვე მაფიოზები ისეთივე სისხლისმსმელები აღარ არიან და ისეთივე სიმკაცრით აღარ უსწორდებიან ერთმანეთს, როგორც ძველ დროში).

გრეი კი ამბობს: „გაწბილებული დავრჩი. არადა, რატომღაც მჯეროდა, რომ ქსელური ტელევიზიები გასარისკად და რაღაც ახალის დასატრიალებლად მზად იქნებოდნენ. სულელი ვიყავი და გაუმაძღარი. იმიტომ, რომ დრო ტყუილუბრალოდ დავკარგე და რაღაცრაღაცეები არასწორად გავთვალე. რომც მოსწონებოდათ სცენარი, საკაბელო არხზე „სოპრანო“ ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდოდა, მაინც არ გამოვიდოდა“. მოკლედ, როგორც უკანასკნელ გამოსავალს, გრეი ისევ HBO-ს მიადგა.

HBO-ს ბიზნესის წარმოების განსხვავებული მოდელი ჰქონდა. ანუ კომპანია ეყრდნობოდა მთლიანად ხელმომწერებს - მაყურებლებს და არა რეკლამის შემკვეთებს. იმ დროს კი, როცა გრეიმ „სოპრანო“ HBO-ზე მიიტანა, კომპანიას ორიგინალური შოუების კეთება სულ ახალი დაწყებული ჰქონდა: საეთეროდ ამზადებდნენ „ოზის“, „არლისი“ და „სექსი დიდ ქალაქში“-ს (ეს უკანასკნელი „სოპრანომდე“ შვიდი თვით ადრე უჩვენეს, მაგრამ სერიალმა ყურადღება მეორე სეზონამდე ვერაფრით მოიპოვა).

გრეი ახლოს იცნობდა HBO-ს მაშინდელ პრეზიდენტს კრის ალბრეხტს, ჰოდა, ადგა და დაურეკა. ალბრეხტი დაინტერესდა. იმ ფაქტს, რომ ქსელურმა ტელევიზიებმა ჩეისის პილოტი დაიწუნეს, ყურადღება არც მიაქცია. ის პირდაპირ სერიალს გულს ჩაწვდა და მიხვდა, რომ მაფია ამ სერიალში მხოლოდ ყურადღების მისაზიდად გამოყენებული წითელი ბანერი იყო.

„ჩემს თავს ვუთხარი, სინამდვილეში ეს შოუ არის კაცზე, რომელიც მალე 40 წლის ხდება. მას ოჯახური ბიზნესი მამამ დაუტოვა. ცდილობს, რომ მამის ძველი საქმიანობა თანამედროვე სტანდარტებზე გადაიყვანოს. იმ პასუხისმგებლობებსაც კარგად გრძნობს, რაც ამ პროცესში მას - როგორც გარდამქმნელს - ეკისრება. მას ჰყავს მომაბეზრებელი ხასიათის დედა, რომლის კალთიდან თავდაღწევასაც ის 40 წლის ასაკშიც ისევე ცდილობს, როგორც ბიჭობისას. მართალია, უყვარს თავისი ცოლი, მაგრამ გარე-გარეც იყურება და რომანიც აქვს გაჩაღებული. ჰყავს ორი თინეიჯერი შვილი და ცდილობს გაუმკლავდეს იმ რეალობას, რაც მოზარდებთან ურთიერთობას ახლავს თან. ის ხან აღელვებულია, ხანაც დეპრესიაში ვარდება;

ფსიქოლოგთან იწყებს სიარულს, რომ თავისი ცხოვრების დანიშნულებას და არსს ჩაწვდეს... თითოეული ამ დეტალის გათვალისწინებით, დავასკვენი, რომ ერთადერთი, რითაც ტონი დანარჩენი თავისი ტოლი მამაკაცებისგან განსხვავდება, არის ის, რომ ტონი ნიუ ჯერსელი მაფიოზია. ამიტომ, ჩავთვალე, რომ მაფიის თემა ფილმში იმ წითელი მოსასხამივით არის, მატადორები კორიდაზე რომ აფრიალებენ - მან უნდა ყურადღება მიიპყროს და სერიალის საყურებლად ტელევიზორთან დაგსვას... და მერე, როცა ჩაუჯდები, ტელეეკრანს ვერ მოშორდები იმ უბრალო მიზეზების გამო, ცოტა ხნის წინ რომ მოგახსენეთ“.

კონტრაქტი გაფორმდა. HBO-ს დიდი ფული არ ჰქონდა და ამიტომ ჩეისს სტანდარტული ხელშეკრულება გაუფორმეს, ანუ 100 ათას დოლარზე ნაკლების გადახდას დაპირდნენ პილოტი სერიის სცენარისა და გადაღებებისთვის. შემდეგ კი თითო სერიაში 50-60 ათას დოლარს გადაუხდიდნენ, თუ, რა თქმა უნდა, „სოპრანო“ გაქაჩავდა.

. . .

როგორც ფრენსის ფორდ კოპოლამ გააკეთა „ნათლიმამას“ გადაღებებზე, ჩეისმაც სერიალზე ნიუ იორკში საუკეთესო უცნობი და ნახევრად ცნობილი იტალიელი მსახიობები დააკავა. მან კარგად იცოდა, რომ პილოტი სერია, ისევე, როგორც შემდგომი სერიები - თუ მათ გადაღება ეწერათ - მთლიანად უნდა დაყრდნობოდა მსახიობს, რომელიც ტონი სოპრანოს როლს შეასრულებდა. ბრედ გრეის ასისტენტმა სიუზენ ფიზჯერალდმა ჩეისს ერთხელ კასეტა გაუგზავნა, სადაც ჩაწერილი იყო ნაწყვეტი ტარანტინოს ფილმიდან „ნამდვილი რომანი“, რომელშიც არის ასეთი კადრი: ჯეიმს გენდოლფინი ერთიანად დასისხლიანებულ პატრიცია არკეტს შუშის კედელს ანარცხებს. ფიცჯერალდმა ჩეისს ეს ეპიზოდი უჩვენა და უთხრა: „ეს ის არის“.

თავის მხრივ, სცენარით გენდოლფინიც აღფრთოვანდა. „სიცილით კინაღამ გავიხიე. ასეთი რამე ხომ მანამდე არ წამიკითხავსმეთქი - ვფიქრობდი. ეს სცენარი რაღაც ძალიან ახალიც არის, კარგიც არის და უცნაურიც-მეთქი - დავასკვენი. მე ხომ მანამდე მთავარი როლი არასდროს არ მქონდა ნათამაშები, მაგრამ ვიცოდი, რომ გამომივიდოდა. ცოტა ტონი სოპრანო ჩემში მართლა იყო: ვიყავი 35 წლის, მთვარეული და გიჟი“.

ჩეისი იხსენებს: „პირველ სინჯზე, შუა თამაშში, ჯიმი გაჩერდა, კარგად არ გამომდისო, სახლში ჩემები ავადმყოფობენო და წავიდა. მეორე სინჯზე არც გამოცხადდა. მესამე ჩემს სახლში იყო დანიშნული. როგორც წესი ამ სინჯებზე ერთი და იგივე სცენარი ვითარდება ხოლმე. შემოდის ვიღაც ტიპი და იწყებს კითხვას, კითხულობს, კითხულობს, კითხულობს და შენც ძალაუნებურად გეფიქრება: ნეტა, მართლა ასე ცუდად დაწერილია ეს ტექსტი? ეს ხომ საშინელებაა. მერე, მოულოდნელად შემოდის უკეთესი ტიპი და ორი წუთის წინანდელი ფიქრებიც უაზრობად გეჩვენება - შენი დაწერილი ტექსტიც ზუსტად ისე ჟღერს, როგორც ჩაფიქრებული გქონდა. ამიტომ ჯიმი შემოვიდა თუ არა, მივხვდით, რომ ტონის როლთან მას ყველაზე მეტი საერთო ჰქონდა“.

ჩეისს ხანდახან სახეზე ნერვიც არ უტოაკვს ხოლმე და ამიტომ მსახიობები, რომლებსაც ის სინჯებზე შეხვდა, ვერ მიხვდნენ, ჩეისზე როგორი შთაბეჭდილება დატოვეს. „სოპრანოების“ ერთ-ერთი მთავარი გმირი, მაიქლ იმპერიოლი იხსენებს: „სინჯებზე ჩეისს რომ გავხედავდი ხოლმე, ისეთი გაბეზრებული სახით იჯდა, მთქნარებამდე ცოტა უკლიამეთქი, ვფიქრობდი. რაღაცეებს მისწორებდა, თავიდან მაკეთებინებდა. როგორც წესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ რასაც მეუბნებოდა, არ მესმოდა. ბოლოს მითხრა: „მადლობა“ და მე წამოვედი. არც ვოცნებობდი იმაზე, რომ დამირეკავდნენ. მაგრამ დამირეკეს“.

არავინ, ვინც პილოტზე მუშაობდა, თვით ჩეისისა და გენდოლფინის ჩათვლით, არ ელოდა, რომ „სოპრანოების“ საპილოტო სერია გაქაჩავდა. ჩეისმა ხელმომწერებზე მომუშავე საკაბელო არხის იმდენი წეს-კანონი, იმდენი „უნდა გააკეთო“ და „არ გაბედო“ დაარღვია, რომ, ეგონათ პილოტზევე დამთავრდებოდა ყველაფერი.

თავიდან HBO-მ მართლაც ბევრი იყოყმანა. HBO-ს მაშინდელი ხელმძღვანელი ჯეფ ბიუკსი, რომელიც დღეს „თაიმ უორნერის“ პრეზიდენტია, ამ პროცესს ასე იხსენებს: „სოპრანოებისთვის“ ფულის გადადება გაჭირვებით მოვახერხეთ იმიტომ, რომ სერიალის პირველი ნაწილიც კი საშინლად ძვირი გვიჯდებოდა, ამხელა თანხა ხომ არც ერთ დრამატულ სერიალში მანამდე არავის გადაუხდია. წარმოიდგინეთ, თითო სერია 2.5-2.7 მილიონი დოლარით უნდა დაგვეფინანსებინა (ძალიან ძვირი გამოდიოდა ნიუ ჯერსიში გადასაღები ადგილების ქირაობაც). მაგრამ, ჩვენს ადგილას რომ ყოფილიყავით, თქვენც იტყოდით: კარგი, ჯანდაბას, მოდი დავხარჯოთ 30 მილიონი პროექტზე, რომელიც ერთი შეხედვით განგსტერულ სერიალს ჰგავს, მერე კი, სხვა რამე აღმოჩნდება. მაგრამ განსჯის მეორე ეტაპზე ჯიმი გენდოლფინის ფაქტორმაც დაგვაფიქრა. ვიცოდით, რომ არც ერთი ქსელური ტელევიზია, მთავარი როლის ასეთი გარეგნობის მქონე კაცს არ ათამაშებდა, თანაც მთავარ როლს, ყოველკვირეულად განვითარებად სერიალში, რომელსაც უნდა კომერციული იყოს. მოკლედ, რისკზე წავედით. ვხვდებოდით, თუ სერიალმა არ გაამართლებდა, ჩვენი საქმე დამთავრებული იყო, სახელიანად ამოგვძირკვავდნენ ტელებაზრიდან“.

დევიდ ჩეისი იმდენად იყო დარწმუნებული, რომ პილოტი არ გაამართლებდა, რომ პარალელურად „საიდუმლო მასალების“ პროდიუსერებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და მათ სცენარისტ-პროდიუსერებად მოწვევაზე ფიქრობდა. თითქმის ბოლო წუთს, როცა „სოპრანოების“ მსახიობების კონტრაქტებს ვადა უნდა გასვლოდათ, HBO-მ გადამღებ ჯგუფს 13 სერიის დამზადება შეუკვეთა.

თუმცა, თავის მტვრევა შემდეგ უკვე სერიალის სათაურზე გაგრძელდა. ჩეისს უნდოდა სერიალისთვის „სოპრანოები“ დაერქმია. სოპრანოები - ეს მეტსახელი მას სკოლიდან ახსოვდა, ასე უწოდებდნენ თავიანთ თავს მისი სკოლელი ძველი ბიჭები.

ჩეისი იხსენებს: „მაგრამ HBO-ს ხელმძღვანელები შიშობდნენ, რომ სათაური მაყურებელს დააბნევდა. ხალხს „სოპრანო“ ოპერის შესახებ გადაღებული სერიალი ეგონებოდა. ეს ვარაუდი გამართლდა. ამიტომ, ალტერნატიული სათაურების მოფიქრება ყველას დაავალეს. ფურცელი ფურცელზე ივსებოდა. „ნიუ ჯერსის სისხლი“ და მსგავსი ძღნერობებიც უხვად იყო. ზოგს უნდოდა სერიალისთვის „ოჯახის უფროსი“ დაერქმია. სტივენ ვან ზანდტი გაგიჟდა: „ეს რა უბედურებაა! სულ გარეკა ამ ხალხმა?“ - ყვიროდა გამწარებული. თუმცა, ეთერში სერიალი პირველად მაინც ამ სულელური სათაურით: „ერთგული მეოჯახე“ გავიდა და ისეთი რეაქცია მოჰყვა, რომ იქვე დამთავრდა ყველაფერი. მხოლოდ ამ ექსპერიმენტის შემდეგ დანებდა: „ხო, კარგი, კარგი, ერქვას „სოპრანოები“ - მითხრეს ბოლო-ბოლო.

. . .

„ქსელური ტელევიზიისადმი თავისი უპატივცემულობის მიუხედავად, ჩეისმა იქაურ გარემოში რამდენიმე საჭირო თვისება გამოიმუშავა.

როცა „სოპრანოებზე“ მუშაობა დაიწყო, ის უკვე ვეტერანი ტელეპროდიუსერი იყო, ტელევიზიაში მრავალი წელი ჰქონდა გატარებული და კარგად იცოდა, რომელი წესების დარღვევა შეიძლებოდა და რომლების - არა“ - მიიჩნევს HBO Entertainment-ის პრეზიდენტი კაროლინ შტრაუსი.

ვრცელი და მრავალმხრივი ეპიზოდების გამო სერიალის პირველ სეზონს გიჟური გრაფიკით იღებდნენ: თითო სერიის გადასაღებად გამოყოფილი იყო მხოლოდ რვა დღე, თითო დღე კი 16-საათს გრძელდებოდა. დაძაბული სამუშაო გრაფიკი მსახიობებზე საშინლად მოქმედებდა. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში კი ჯეიმს გენდოლფინი იყო, მისი გმირი ხომ თითქმის ყველა სცენაში ჩანდა. მსახიობი თავიდან ვაჟკაცურად უძლებდა. თუმცა, ერთხელ გადაღებების გიჟური ტემპი მაინც დააგდო. ეს მეხუთე სერიაზე მუშაობისას მოხდა. სერიას „კოლეჯი“ ერქვა, რადგან ამ სერიაში ტონი სოპრანოს თავისი თინეიჯერი ქალიშვილი მიდოუ კოლეჯის დასათვალიერებლად მიჰყავს და იქ შემდეგ მნიშვნელოვანი რამ ხდება.

გენდოლფინი კი ვერაფრით სწავლობდა ტექსტს. „ამხელა მონოლოგი ერთბაშად მანამდე არასდროს დამიზეპირებია. ერთ ღამეში 5-7 გვერდიანი ტექსტი უნდა მესწავლა. მგონი დევიდი ნანობდა კიდეც თავისი სახლის ტელეფონის ნომერი რომ მომცა. შუაღამისას ვურეკავდი, ზოგჯერ ოთხის ნახევარზეც და ნერვული ხმით ჩავყვიროდი ყურმილში: „ეს რა დაგიწერია, ბიჭო? ამის დედაც ვატირე, გინდა მომკლა? მეტი აღარ შემიძლია. გავგიჟდები და დაისვენე!“ აი, თუნდაც ის ეპიზოდი აიღეთ, როცა ტელეფონის კაბინაში მთელი ერთგვერდიანი მონოლოგი უნდა მეთქვა. საერთოდ ნერვული ტიპი არ ვარ, უფრო სწორედ, მაშინ არ ვიყავი, მაგრამ მაინც არ გამომდიოდა. ვიდექი კაბინაში, მაქსიმალურად ვძაბავდი ყურადღებას, ვცდილობდი ტექსტი ბოლომდე მიმეყვანა, მაგრამ ბაც და სიტყვა მავიწყდებოდა. აუ, ამის დედაც, რა უნდა მექნა, ტელეფონზე ვანთხევდი ბრაზს, რამდენჯერმე შემომემტვრა. ერთხელ კაბინის ფანჯარაც ჩავამსხვრიე. გარეთ სულ მსხვრევის ხმა და გინება გამოდიოდა და გამოიცანით, რას აკეთებდა ამ დროს დევიდი? იდგა და ჩემს საქციელზე ჩაბჟირებამდე იცინოდა. მხოლოდ ამ სიცილის გაგონების შემდეგ ვხვდებოდი სიტუაციის აბსურდულობას და მეც ხარხარი მიტყდებოდა. ვეუბნებოდი: „შენც ხომ იცი, არ შემიძლია ამ ძღნერობის დაზეპირება“... მაგრამ, ეგრეა რა, თანდათან ყველაფერს სწავლობ, ძმაო“.

როცა დევიდ ჩეისს ტელეფონის კაბინის ინციდენტი გავახსენე, ყურადღებით მომისმინა და მერე გენდოლფინი ასე დაახასიათა: „ჯიმი სწორედ ამ თავის შინაგან დუღილს და გაღიზიანებას, ტკივილს და სევდას იყენებს ტონი სოპრანოს პერსონაჟის გასაცოცხლებლად. მერე წუხს ხოლმე: „იმდენი ცუდი რამის გაკეთება მიხდება (როგორც ტონის), ისე ცუდად ვიქცევი“... მე კიდევ ვეუბნები: „ნახე, სცენარში წერია: „და ტონიმ მაცივრის კარი მიიჯახუნა“. შენ რა გააკეთე მიჯახუნების ნაცვლად? შენ მთელი მაცივარი შემოგელეწა. ესე იგი, რა გამოდის? რომ შენი სურვილით იქცევი ასე. შენ თვითონ გინდა, შენს გმირს ეს სიმძაფრე შემატო“ - ამბობს ჩეისი სიცილით და მერე აგრძელებს - „იცით, რატომ გამეცინა, როცა ტელეფონის კაბინის მინა ჩაამსხვრია? იმიტომ, რომ ჯიმი ძალიან მგავს. უსულო საგნებთან ურთიერთობას ვერაფრით ვაწყობ. ბრაზს ვერ ვიოკებ ისეთი ნივთების მიმართ, როგორიც ტელეფონები და ხმოვანი ფოსტის მენიუებია. მაგიჟებს ასეთი დეტალები“.

„სოპრანოების“ მეხუთე სერიას, „კოლეჯს“ კი ჯიმ გენდოლფინის „გაჭედვაზე“ უფრო სერიოზული პრობლემაც მოჰყვა. სერიის სიუჟეტი არ მოსწონდა HBO-ს ხელმძღვანელობას. კოლეჯის თვალიერებისას ამ სერიაში ტონი შეეჩეხება ერთ ჩამშვებს, რომელსაც მოწმეთა დაცვის პროგრამაში დაუწყია თანამშრომლობა და ტონი იმ წამსვე გაიაზრებს, რომ ეს ტიპი უნდა მოკლას.

„-აი, რამ ააფორიაქა ხელმძღვანელები“ - იხსენებს ჩეისი - „მე კი ვფიქრობდი, აგერ უკვე ოთხი სერია გავიდა ეთერში და თუ ეს კაცი მართლა მაფიოზია, მეხუთე სერიაში ხომ მაინც უნდა მოკლას ვინმე?“ HBO-ს შეფი, ალბრეხტი კი ჩეისს არწმუნებდა: „შენ შექმნი ისეთი მაგარი პერსონაჟი, როგორიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში არავის შეუქმნია. მაგრამ თუ ტონის ამ მკვლელობას ჩაადენინებ, იცოდე, მას ხელის ერთი მოსმით შენვე გაანადგურებ“. ჩეისმა ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა, თავისი იდეა დაიცვა და ეპიზოდი მაინც გადაიღო. როცა HBO-ში ამ ნაწყვეტის დაუმონტაჟებელი კადრები ნახეს, ალბრეხტმა თავისი აზრი ჩეისს კიდევ ერთხელ გაუმეორა. მასალის ნახვის შემდეგ საკუთარ სიმართლეში კიდევ უფრო დარწმუნდა. აშკარა იყო, მკვლელობის სცენა ყველაფერს აფუჭებდა.

„ნახე, მაყურებელი შეიძულებს ტონის. არაფრით არ უნდა წახვიდე ამ რისკზე“ - უთხრა მან ჩეისს.

ჩეისმა კიდევ ერთხელ შეუტია: „მინდა, გითხრა, რომ რეალობაში, რომელშიც ტონი სოპრანო ცხოვრობს, მკვლელობები ყოველდღე ხდება. თუ ტონი ამას არ იზამს, მაყურებელი მას კიდევ უფრო მეტად შეიძულებს. ის უნდა დაემორჩილოს მაფიის კანონებს. თუ მართლა დავიჯერებთ, რომ ეს ტიპი დიდი მაფიოზია, მან ადამიანებიც უნდა მოკლას. ცხოვრებაში ხომ მისნაირები ზუსტად ამას აკეთებენ“.

ბოლოს და ბოლოს, ჩეისმა და ალბრეხტმა კონსესუსს მიაღწიეს. ჩეისმა რამდენიმე დამატებითი ეპიზოდი გადაიღო, რომლებშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ჰყიდის ტონის ნაცნობი ჩამშვები ნარკოტიკს და კიდევ უფრო უარესი - ნაჩვენებია, თუ როგორ ქირაობს ის ქილერს ტონის მოსაკლავად. ამ ეპიზოდების ჩამატებით, ავტორებმა გაამართლეს ტონის საქციელი - მან იმიტომ მოკლა ჩამშვები, რომ იძულებული გახდა.

ჩეისმა კიდევ ერთი, მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იდეა გაიტანა ბოლომდე: მას სურდა, ტონის ეს ტიპი იარაღით კი არ მოეკლა, შიშველი ხელებით მოეხრჩო. ასეც მოხდა. სცენა გადაიღეს. ჩეისი კი HBO-ს შეფობამ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაამართლა, როცა მას და მის თანასცენარისტს მანოსს მეხუთე სერიის დაწერისთვის სატელევიზიო ჯილდო „ემი“ გადასცეს.

ტონიიი! ტონიიიი!

პირველი სეზონის დაწყებამდე HBO-მ „სოპრანოების“ ორი სერია ჯერ პრესის წარმომადგენლებს უჩვენა. აუდიტორიის რეაქციამ ფილმის ავტორები გაოცებული დატოვა: „გაოგნებული ვიჯექი და ვუყურებდი ხალხს, - იხსენებს ჩეისი, - ტაშს უკრავდნენ, ყვიროდნენ, ზუსტად იმ ადგილებზე იცინოდნენ, რომლებიც ჩვენი აზრითაც სასაცილო იყო. მაყურებლის ამგვარ რეაქციაზე მხოლოდ თუ იოცნებებდა რეჟისორი. მერე, როცა რეცენზიები გამოვიდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოქვეყნებულ რეცენზიებს შორის ერთადერთი იყო უარყოფითი, დანარჩენი ყველა გვაქებდა. ვააა, - ვიფიქრე ჩემთვის, ეგეთი რამე არსად მსმენია“.

„სოპრანოები“ პირველად ეთერში 1999 წლის 10 იანვარს გავიდა. HBO-ს მაშინდელი ხელმძღვანელი ალბრეხტი იხსენებს: მედიის ყურადღებით განებივრებულები არ ვიყავით. „სოპრანოების“ გამოსვლის შემდეგ კი ღამის შოუ Saturday Night Live აკეთებდა ჩვენს პაროდიებს. ჩვენ მედიის ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით. ჩვენზე ლაპარაკობდნენ ხუთ საათიან ახალ ამბებშიც და Tonight Show-შიც, ჩვენზე წერდა „ნიუ იორკ თაიმსიც“. პოპულარობა ერთბაშად დაგვატყდა თავს. მსგავსი რამ პირადად მე არასდროს განმიცდია“.

„სოპრანოები“ ფენომენალური სერიალი გახდა. პრემიერა სამნახევარმა მილიონმა მაყურებელმა ნახა. მალე მომდევნო სერიების (სერიალი კვირაში რამდენჯერმე გადიოდა) მაყურებელთა რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა - ასეთი ციფრები HBO-ს მანამდე არასდროს ჰქონია (ერთ-ერთ უკანასკნელ სერიას 13.1 მილიონიანი აუდიტორია ჰყავდა. თუმცა, „სოპრანომ“ თავისივე რეკორდი მეოთხე სეზონზე მოხსნა, როცა სერიალის მაყურებლის რიცხვი 18 მილიონს ასცდა).

გენდოლფინი და კომპანია თვალის დახამხამებაში ვარსკვლავებად იქცნენ. გენდოლფინის კარგად ახსოვს, რა მოხდა ერთხელ მედისონ სქვეარ გარდენზე. იქ მას და მის მეგობრებს ფანების დიდმა არმიამ გადაუღობა გზა. ისეთი ამბავი ატყდა, თითქოს, „ბითლზი“ დაენახათ. „დამინახეს თუ არა, დაიწყეს ყვირილი: „ტონიიიი! ტონიიი!“ ჩემი მენეჯერი ლოს ანჯელესიდან ახალი ჩამოსული იყო და პირდაღებული უყურებდა გაგიჟებულ ბრბოს. მახსოვს, ვუთხარი, იცოდე, კარგად მოიქეცი, თორემ ამ ბიჭებს შენს თავს მოვაკვლევინებ-მეთქი“.

თავისი სათქმელი აქვს ვან ზანდტსაც. ბრიუს სპრინგსტინის ბენდის გიტარისტი დევიდ ჩეისმა სერიალში შემთხვევით დაპატიჟა, სპრინგსტინის ძველი ალბომის ყდაზე მის სახეს მოჰკრა თვალი და ტონი სოპრანოს როლზე მოეწონა. თუმცა, ვან ზანდტმა ჩრდილში დგომა არჩია და მაყურებელს რომ არ ეცნო, გასუქდა, თავისი სავიზიტო ბარათი - ბენდენა მოიხსნა და რაღაც ახალი ვარცხნილობაც დაიყენა. თუმცა, ტელეეკრანზე მაინც იცნეს. „მუსიკის ბიზნესში ჩემი 25-წლიანი კარიერის განმავლობაში საკმაო პოპულარობა მოვიხვეჭე, მაგრამ „სოპრანოების“ შემდეგ სიტუაცია უმართავი გახდა. 10-დან 7 კაცი მაჩერებდა ქუჩაში და პირდაპირ მეუბნებოდა: „ვაა, მაგარი სერიალი გამოგივიდათ“. გაოცებული ვუსმენდი, როგორ, ლამის დედაჩემმა ვერ მიცნო ამ როლში და თქვენ როგორ მოახერხეთ? მოკლედ, მაშინ მივხვდი, რომ დევიდ ჩეისმა ათიანში მოარტყა!“

ზოგიერთმა ფანმა საერთოდ რეალობის შეგრძნება დაკარგა და ვერ ახერხებდა, მსახიობები მათი პერსონაჟების მიღმა აღექვა. „იმ ხანად მანჰეტენის ვესტ-საიდზე, მით-მარქეთის რაიონში ვცხოვრობდი, - იხსენებს გენდოლფინი, - ერთ ღამეს კარზე ბრახუნი და ყვირილი ატყდა. გავაღე კარი და ვხედავ კაცი დგას, რომელსაც ჩემს თვალწინ შეეცვალა გამომეტყველება, ერთბაშად გაფითრდა, დგას და მიყურებს. და აი, მაშინ მივხვდი, რომ იმ კაცს გენდოლფინი კი არა, ტონი ვეგონე!!! მაშინ გავიაზრე, რომ...“

. . .

პუბლიკა ორად გაიყო. ე.წ. „ვსეზნაიკები“ „ნათლიმამას“ ერთგულ ფანებად დარჩნენ, „სოპრანოების“ დამცველები კი მათთან დისტანციის დაცვას ამჯობინებდნენ, რადგან კარგად ესმოდათ, რომ „ნათლიმამა“არ გამორიცხავს იმას, რომ „სოპრანოებიც“ კარგია; და რომ ერთმა საერთოდაც შეიძლება მეორე შვას. ჩეისმა რაღაც-რაღაცეები თვითონაც იცოდა ნიუ ჯერსელი მაფიოზების შესახებ, მაგრამ სერიალისთვის მასალების მოძიება სამართალდამცავთა წრეებში არჩია. ის თავის სცენარისტებს მუდმივად უწყობდა შეხვედრებს მაფიის ცნობილ ექსპერტებთან. მაგალითად, სცენარისტებს - რობინ გრინსა და მიჩ ბერგესს, რომლებიც ჩეისმა „სოპრანოების“ პირველივე სეზონზე დაიქირავა, დღემდე კარგად ახსოვთ ამ ექსპერტებისგან მიღებული ცოდნა. ერთხელ, მათთან მოწმეთა დაცვის პროგრამაში მომუშავე უცნობი ტიპი მისულა, რომელიც მანამდე ლექციებს ქუანტიკოში კითხულობდა. „მათგან უამრავ სისულელეს ვსწავლობდით და შემდეგ სცენარებშიც უხვად ვიყენებდით, - იხსენებს რობინ გრინი, - მაგალითად, ვსწავლობდით, როგორ უნდა მოტეხო მკლავი მოწინააღმდეგეს პროფესიონალურად“. კიდევ ერთი, რაც სცენარისტებმა მაფიის ექსპერტებისგან ისწავლეს, იყო „მაფიოზების დამოკიდებულება კუნილინგუსის მიმართ. ეს ცოდნა შემდეგ გენდოლფინიმ შეითვისა და ძია ჯუნიორის წინააღმდეგ გამოიყენა, როცა მიხვდა, რომ ჯუნიორი „მინეტჩიკი“ იყო და მასთან ერთად ოჯახზე კონტროლისთვის ბრძოლა აღარ ღირდა.

მოკლედ, მართალია „სოპრანოები“ მაფიოზობას ექსპერტებისგან სწავლობდნენ და სასტიკი ყოველდღიურობისგან შორს იდგნენ, მაგრამ ხანდახან მაინც გრძნობდნენ, რომ მაფია ნიუ ჯერსიში მართლა ცოცხლობდა. ხანდახან მსახიობები იმასაც გრძნობდნენ, რომ ეს რეალურად არსებული მაფიოზები მათ შესახებ გადაღებულ სერიალსაც უყურებდნენ. ამ დროს სერიალის „სეისმოგრაფები“ სერიოზულ „რყევას აფიქსირედნენ“.

ჩეისი იხსენებს: „ერთხელ ბარში, სადაც ერთ-ერთი ჩვენი მსახიობი იჯდა, უცნობი შევიდა. საპირისპირო მხარეს დაჯდა და მთელი ის საღამო თვალს არ აშორებდა. ჟიუტად და თავხედურად უყურებდა. ბარი თანდათან დაცარიელდა, ბოლოს ის ტიპიც ადგა, ჩვენს მსახიობს მიუახლოვდა და უთხრა, „მომისმინე, ძმაო, მე ჯერსიდან ვარ. მინდა გითხრა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს გარშემო, არ მოსწონს თქვენ რასაც აკეთებთ. იცოდე, ბევრის ნერვებზე თამაშობთ და ძმურად გირჩევ, დაუკვირდი, რას აკეთებ“ - ეს თქვა და წავიდა. მუქარას ქმედება არ მოჰყოლია. ამიტომ დღემდე არ ვიცით, იმ ტიპს მართლა ჰქონდა რამე კავშირი მაფიასთან თუ არა“.

. . .

დღეს უკვე „სოპრანოებს“ ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა. ტელეეკრანებზე გადის სერიალები Wire, Deadwood, House... მაგრამ აზვიადებო, არავინ გააპროტესტებს, თუ ვიტყვით, რომ „სოპრანოებს“ ტელემაუწყებლობის ისტორიაში ბადალი არ ჰყავს. ეს შეუდარებლად დაწერილი დრამატული სერიალია.

„თითოეული კადრი, თითოეული სიტყვა რაღაც დოზით დევიდ ჩეისს შეიცავს“, - ამბობს სცენარისტი კონერი და აგრძელებს, - „სცენარები ჩვენთან ქარხნული წესით იწერება, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მაინც ჩეისთან იყრის თავს და საბოლოო ყალიბშიც თითოეულ სერიას ის სვამს.

მეორე სცენარისტი ტერენს უინტერი კი ამგვარ შემთხვევას იხსენებს: „ვთქვათ, მე გადასაღებ მოედანზე ვარ. საღამოს ათის ნახევარია. დევიდი სავახშმოდ არის წასული და მირეკავს, რადგან ზუსტად იცის, დროის იმ მომენტში რა ეპიზოდზე ვიქნებით შეჩერებული, მოკლედ, რეკავს და მეუბნება: „ის ტიპი, პოლიციელს რომ თამაშობს, მანდაა?“ ვეუბნები, რომ კი. „წვერი ისევ ისე აქვს, სინჯებზე როგორც ჰქონდა?“ „კი“. „სთხოვე, გაიპარსოს“. გაგიგიათ ეგეთი რამე სადმე? ჩვენთან კი მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება“.

მოკლედ, „სოპრანოებში“ იმპროვიზაციებს მინიმალურად იყენებენ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამდენი დრო აღარ რჩებათ, და თან იმიტომაც, რომ ჩეისი კატეგორიულად ითხოვს მსახიობებისგან, რომ დიალოგები ტექსტთან ახლოს ისწავლონ. თუმცა, უინტერის თქმით, გენდოლფინი თავისი ტექსტის გამო პრეტენზიებს ხმამაღლა გამოთქვამს ხოლმე. „მაგალითად, შეიძლება დაიჟინოს, რა მნიშვნელობაა, „დედამოტყნულ მინეტშიცას“ ვიტყვი, თუ „დედამოტყნულ პირშიამღებს?“ მერე უნდა აუხსნა, რომ პირველი ვარიანტი უკეთ ჟღერს, ასე რომ, პირველი ჯობია“.

„სოპრანოები“ კიდევ ერთ სასაცილო ამბავს ჰყვებიან. ერთხელ, ერთმა მსახიობმა, რომელსაც თავისი ტექსტი არ მოსწონდა, ჩეისს უთხრა, ჩემი გმირი ამას არ იტყოდაო. ჩეისმა კი უპასუხა, „მერე და, ვინ გითხრა, რომ ეგ შენი გმირია?“

„სოპრანოების“ რამდენიმე სერია იმპერიოლიმ დაწერა. „ის, რასაც მე, როგორც სცენარისტი ჩეისის იდეების გახსნისა და შოუს წარმატებისთვის ვიყენებ, წვრილწვრილი დეტალებია. ყველაფერს, რაც იმ კონკრეტული სერიისთვის დამახასიათებელი და სასიცოცხლო წვრილმანი მგონია, სცენარში ვდებ“. მაგალითად, ის ეპიზოდი გაიხსენეთ, როცა პოლი და კრისტოფერი ტყეში დაიკარგნენ. ამ დროს პოლის ჰგონია, რომ რუსი მაფიოზი მოკლა და ბოლოს იძულებული ხდება, მოკლულს თოვლიან ტყეში თვითონ გაუთხაროს საფლავი. „აი, ზუსტად ამ ეპიზოდში, როცა უკვე მუხლამდე თოვლში ვიდექით და ვიღებდით, როცა უკვე გათოშილები ვიყავით, პოლიმ ფეხსაცმელი დაკარგა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა მაგარი იდეა იყო - ტყეში საფლავის თხრის დროს ფეხსაცმლის დაკარგვა. ამ უმნიშვნელო დეტალმა ტყის სიტუაციას სრულიად მოულოდნელი კომიზმი შესძინა - პოლიმ ჯერ ფეხსაცმლის პოვნა გადაწყვიტა, მერე ჩემი ფეხსაცმლის წართმევა მოინდომა - მოკლედ ეპიზოდი იუმორით ერთბაშად დაიტვირთა და კიდევ უფრო დაიძაბა“.

ჩეისის ერთპიროვნული მმართველობა „სოპრანოებში“ ყველას არ მოსწონს. მაგალითად, ლენდრესი ამტკიცებს, რომ „ჩეისი თავისი ჭკუით ბევრ ადამიანს აშინებს. გადასაღებ მოედანზე მას ხშირად „მაესტრო ცილინდრს“ ეძახიან“. „მაესტრო ცილინდრი“ - ასე ერქვა ერთ ბოროტ რობოტს 1950-იან წლებში გადაღებულ მულტიპლიკაციურ სერიალიაში „კატა-ფელიქსი“. ცნობილ ინტერნეტ-ენციკლოპედია ვიკიპედიაში კი, ეს სახელი ასეა განმარტებული: „მაესტრო ცილინდრი - უსხეულო ტვინი, რომელიც ელექტრომექანიკურ, ცილინდრის ფორმის კოლოფში ინახება“. თავად განსაჯეთ.

მსახიობები თუ კითხვებით მიმართავენ, ჩეისი მათ ყურადღებით უსმენს, მაგრამ პასუხებით ყოველთვის არ ანებივრებს. ტონის ფსიქოლოგის, დოქტორ მელფის როლის შემსრულებელი ლორენ ბრაკო იხსენებს, რომ ერთ-ერთ სცენაში მის გმირს უზარმაზარი სიზმარი უნდა მოეყოლა. „ჰოდა, ჩეისს ვკითხე, დევიდ რას ნიშნავს ეს გრძელი სიზმარი, იცი?“

„არაფერსაც არ ნიშნავს“.

„მაგრამ დევიდ, ეგ როგორ?! გინდა, რომ ეს სიზმარი მოვყვე, გინდა, რომ ვითამაშო და არ მეუბნები, რას ნიშნავს?“

„რა ვქნა, ხანდახან ხომ მართლაც ასე ხდება, გესიზმრება რაღაც, რომელიც აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს“ - გამიმეორა ისევ.

მაგრამ, მე მაინც არ მოვეშვი: „ეგ ხო, დევიდ, მაგრამ მე ფსიქიატრი ვარ და ვიცი, რომ სიზმრებს აქვთ გარკვეული მნიშვნელობები“.

„არა, ეგ შენი სიზმარი არაფერსაც არ ნიშნავს“. - მითხრა ისევ მშვიდად.

„რა მექნა? ვუთხარი, კარგი-მეთქი! მაგრამ დევიდთან ხშირად ეგრეა: იძულებული ხარ, დაემორჩილო და ისე მოიქცე, როგორც მას უნდა: თუნდაც ბეწვის ხიდზე გავლა და მერე მდინარის თავზე ცალ ხელზე ჩამოკიდებაც მოგიხდეს. არადა, ასე არ შეიძლება. მსახიობები და სცენარისტები ასე არ მუშაობენ. არც ერთ მსახიობს არ მოსწონს, სცენარისტი თოთო ბავშვივით რომ ექცევა და საკვებს ლუკმა-ლუკმად კოვზით თვითონ აჭმევს“.

მაგრამ, რას ვიზამთ, ასეა - ტელევიზიის სივრცეში სცენარისტები წამყვან როლს ასრულებენ. ალბათ, ამიტომ იყო, რომ სერიალის პირველ სეზონზე, წაიკითხა თუ არა ჩეისმა თავისი ასისტენტი მწერლების მიერ დაწერილი შავი, გაურედაქტირებელი სცენარები, ყველანი ერთი-მეორის მიყოლებით დაითხოვა.

ამ ქმედებას თავად ჩეისი ასე ხსნის: „ის სცენარისტები ზოგი აიჰოვადან იყვნენ, ზოგი - კალიფორნიიდან, მოკლედ იყვნენ თითქმის ყველა შტატიდან და ამიტომ მეჩვენებოდა, რომ მათ თითქოს არ ესმოდათ ეს ჩვენი აღმოსავლეთ სანაპიროს რეალობა, ჩვენებური ძველი ბიჭებისა და ხულიგნების გაგება, მათი ლექსიკა - ხშირად შეურაცხმყოფელი და აგრესიული... ჩვენთან ამბობენ „ყვერებს აგითქვეფო“ და ჯერსისა და ნიუ იორკში აკეთებენ კიდეც ამას“.

პირველი სეზონის სცენარისტებიდან ჩეისს მხოლოდ რობინ გრინი, მიჩ ბერგესი და ფრენკ რენზული შემორჩა. მეორე წელიწადს, მათ უინტერიც დაემატა. უინტერი მანამდე ასევე პოპულარულ სერიალზე „ქსენა: მებრძოლი პრინცესა“ მუშაობდა, მაგრამ როცა „სოპრანოების“ სცენარისტთა ოთახში მოხვდა, მიხვდა, რომ მსგავს სიტუაციაში პირველად აღმოჩნდა: „იქ რაც ვნახე, აბსოლუტურად განსხვავდებოდა, სტანდარტული ქსელური ტელევიზიის სცენარისტთა ოთახისგან, სადაც მწერლები ხელებშებოჭილები სხედან, სადაც სულ წესებს უნდა დაემორჩილო და ვერასდროს გამოამჟღავნო შენი ნამდვილი შემოქმედებითი იდეები. ძალიან კომფორტული იყო ჩემთვის ის ფაქტი, რომ საერთო სტანდარტებზე მოსარგებად საკუთარი იდეების შეკრეჭვა არ მჭირდებოდა. ყველაფერი, რაც აზრად მოგვდიოდა, ფურცელზე გადმოგვქონდა, არადა, მანამდე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე ავალაპარაკებდი სატელევიზიო სერიალის გმირებს...“

ჩეისი წყობიდან ხშირად გამოდიოდა. განსაკუთრებით პირველ ხანებში. მისი ნათქვამი ან პირველივე მოსმენაზე უნდა გაგეგო, ან არადა, იქაურობას დამშვიდობებოდი. უინტერს რომ შეგუებოდა და ადამიანურად დალაპარაკებოდა, ორი წელი დასჭირდა. „ჩვენს შორის თითქმის საომარი სიტუაცია არსებობდა, - აგრძელებს ისევ უინტერი, - დევიდი კონტაქტში თავიდან თითქმის არავისთან შედიოდა, რადგან იცოდა, მეორე წუთში შეიძლებოდა, დაეთხოვე. ხშირად იმეორებდა ხოლმე - მე აქ დრამატურგიის სკოლა კი არ მაქვს! მოკლედ, სხარტად უნდა მიმხვდარიყავი რატომ მოიქცეოდა ან არ მოიქცეოდა ტონი სოპრანო ასე, და თუ მოიქცეოდა, მაინც - როგორ. შეიძლება, ცოტა ვაზვიადებ, მაგრამ ჩეისი მხოლოდ შენი ბოლო ნამუშევრის მიხედვით გაფასებდა. თუ ერთს მაინც ჩააგდებდი, წინა კარგი სერიების ხათრით არაფერს გაპატიებდა და გაგიშვებდა“.

„სოპრანოების“ უამრავი სერიის რეჟისორი ტიმ ვან პატენიც დასძენს: „თუ დევიდი აქილევისის ქუსლს გიპოვის, არ დაგინდობს, ომია თუ თამაში, ბოლომდე ჩაგყვება“. ალბათ, ამიტომ იყო, რომ სირიკო თუ სადმე ჩეისს გადაეყრებოდა, ერთი ნაბიჯით უკან იხევდა.

სცენარისტთა შეხვედრები პირდაპირ არაქათის გამომცლელი იყო. დილას ათზე იწყებოდა და საღამოს 7-8 საათამდე გრძელდებოდა. სცენარისტები ისხდნენ და ხშირად შესვენების გარეშე თავს იმტვრევდნენ მორიგ სერიაზე. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ იდეათა ქაოსიდან „სერიის სიუჟეტს არ გამოადნობდნენ“.

უინტერი იხსენებს: „დევიდს ჩვენგან ყველაფრის მოსმენა სურდა, თითოეული სულელური აზრის და ოცნების, თითოეული უაზრო და წვრილმანი მოგონების, ყოვლად აბსურდული შეხედულების პოლიტიკაზე, ცხოვრებაზე, ქალებზე, ძმაკაცობაზე. მისთვის არ არსებობდა არაფერი ზედმეტად ტრივიალური, საშიში, უაზრო, სერიალისთვის გამოუსადეგარი. რადგან ფიქრობდა, რომ სცენარში ყველაფერი უნდა მოხვედრილიყო, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდებოდა“.

ამიტომაა, რომ გენდოლფინი სერიალის სცენარისტებს „ვამპირებს“ უწოდებს. ის ამბობს: „ვთქვათ, მოუყვები მათ რაღაც უაზრო და ბინძურ ეპიზოდს შენი ცხოვრებიდან და მერე, სამი-ოთხი სერიის შემდეგ იმავე ამბავს სცენარში წაიკითხავ“.

უინტერი დასძენს: „ერთხელ, ეს სერიალის მესამე წელიწადს მოხდა, დაგვჭირდა, მიდოუსა და მისი ოთახის მეზობელს რამე საშინელი დამართნოდათ. და უცებ, ეგეთი რამე მოვყევი: ერთხელ მეტროში ვნახე ერთი უსახლკარო ქალი, რომელსაც ნაგვის პარკებისგან შეკერილი კაბა ეცვა-მეთქი. უცებ ადგა, ქვედაბოლო ჩასძვრა და დავინახე, რომ უკანალის ღარში დაკუჭული „დეილი ნიუსი“ ჰქონდა შეტენილი-მეთქი. ისე მოვყევი, ვერც კი წარმოვიდგინე, რომ ამის სცენარში გამოყენება შეიძლებოდა. დევიდმა კი უცებ თქვა: „გადასარევია“. მახსოვს, მაშინ აჟიტირებულმა გავიფიქრე: „ვაა, ესე იგი, შეზღუდვა აქ მართლა არ არსებობს!“

ორი სულელი გიენა, რომელიც ერთმანეთს უყვირის

ასეა თუ ისე, სცენარისთვის მთავარი მასალა მაინც ჩეისის პირადი ცხოვრებიდან ირჩეოდა და ცხადია, არა მხოლოდ მისი ბავშვობის წლებიდან. ის ხშირად იყენებდა ლოს ანჯელესში მიღებულ გამოცდილებასაც. „ცოტა მეცინება, როცა ვფიქრობ, ხოლმე რომ ამერიკაში არსებობს ორი ბიზნესი, რომლებიც ჩემი აზრით კრიმინალების მიერ იმართება: მაფია და ჰოლივუდი. პირადად მე, გული უფრო მაფიოზებისკენ მიმიწევს, ვიდრე მეორე ბანაკში მყოფი ბიჭებისკენ, რადგან მაფიოზები ღიად და გაბედულად მაინც გიპირისპირდებიან“. სერიალში ჩეისის ამ აზრმაც იჩინა თავი. ასე ხშირად ხდება ხოლმე. მეტიც, ხანდახან აშკარაა, რომ ტონი და სხვა გმირები დევიდ ჩეისის პირით ლაპარაკობენ. აი, თუნდაც, ჯონი სექის (ვინსენტ კურატოლა) ფრაზა, როცა ის ნიუ იორკის ოჯახს ჩაუდგა სათავეში, ისე ჟღერს, როგორც ჩეისის გულიდან ამონახეთქი: „თქვენი დიდი პატივისცემა მაქვს, მაგრამ მაინც მგონია, რომ აზრზეც არ ხართ, რას ნიშნავს იყო პირველი. ყოველი შენი გადაწყვეტილება პირდაპირპროპორციულად მოქმედებს გარემოზე. ამის დედაც, იცით, თუ არა თქვენ ეს?! იყო პირველი ნიშნავს, ყველაფერზე თავად იზრუნო და ბოლოს ამ შენს საზრუნავთან სრულიად მარტო დარჩე“.

დევიდ ჩეისს იმდენად ეშინია სცენარის გაგრძელებებმა გარეთ არ გაჟონოს, რომ სოპრანოს თითოეულ კლანელს ლამის ომერტას ფიცს ადებინებს. ომერტა - ეს ხომ მაფიოზთა ენაზე მდუმარების კოდექსია.

ვან პატენი ამბობს: „ვთქვათ, სცენარის კითხვა დავამთავრე, ხო? ვიღებ პირველ ათ გვერდს, ვანაკუწებ პატარ-პატარა ნაკუწებად, ნახევარს აბაზანის სანაგყვე ყუთში ვყრი, ნახევარს - ნაგვის საწვავ ქურაში, რომელიც დერეფანში დგას. უკვე ათი წელია, ასე ვიქცევი. როცა რიტუალს ვრჩები ხოლმე, თითებს ვეღარ ვგრძნობ, მაგრამ უკვე სისხლში მაქვს გამჯდარი შიში, რომ შეიძლება სცენარი ვინმემ წაიკითხოს, ინფორმაციამ სადმე გაჟონოს და მერე დანაშაული უკან მომიბრუნდეს. ახლახან სიდედრმა ფურცლების დასაქუცმაცებლად სპეციალური საფქვავი მიყიდა, მაგრამ რაღა დროსია - მთავრდება სერიალი“.

დევიდ ჩეისი ისევე, როგორც მისი ბევრი გმირი, გაწონასწორებული ხასიათით ვერ დაიკვეხნის. სკორსეზესა და კოპოლას ტრადიციების მიმდევარი ჩეისი სცენარისტების შეხვედრებზე ნივთებსაც ისვრის და ტელეფონებსაც ლეწავს.

„რა არ გვაქვს უფლება, ხანდახან თავები გავიგიჟოთ ხოლმე? მამაჩემი უნდა გენახათ, რას აღარ ისროდა სახლში!“ - ზუსტად ისეთივე უხეში ტონით ამბობს გენდოლფინი, როგორითაც სოპრანო დოქტორ დელფის დაელაპარაკებოდა და იქვე აგრძელებს: „რა, აღარ გვაქვს უფლება რაღაცეებზე გავბრაზდეთ? აუცილებლად რაღაც გჭირს, თუ ხმას აუწიე? ჩემთვის, დევიდი, პირიქით, გაცილებით უფრო ნაღდია თუ ღელავს და გაცილებით კარგადაც მესმის მისი სათქმელი. ყოველთვის პირში მეუბნება, თუ რაღაც არ მოსწონს. ხანდახან მსახიობები მეც მეკითხებიან ხოლმე - სწორად ვაკეთებ ამას? მე კიდევ ვპასუხობ - დამიჯერე, თუ არასწორად აკეთებ, ჩეისი არ დაგზარდებოდა და გეტყოდა. მის ამ თვისებას ძალიან ვაფასებ. ხანდახან მომხდარა ისე, რომ ჩვენი საუბარი ყვირილში გადაზრდილა, მაგრამ ერთი-ორი წუთის შემდეგ ჯერ ერთი ჩაიფხუკუნებს და მერე ორივეს მაგარი ხარხარი გვიტყდება. რადგან ვიცით, ჩხუბის დროს ორ სულელ გიენას ვგავართ ხოლმე, ერთმანეთს რომ უყვირიან“.

„სოპრანოებში“ ბრაზს მოტივაციისთვის იყენებენ. „სერიალის და თვითონ დევიდ ჩეისის მამოძრავებელი ძალა დაუკმაყოფილებლობის გრძნობაა, რასაც მას დღევანდელი რეალობა ანიჭებს“, - ამბობს კონერი და აგრძელებს, - „ჩეისს წლების განმავლობაში დაგროვილი იმედგაცრუებები სერიალში გადააქვს და ამიტომაც არის, რომ მისი ბევრი პერსონაჟი ეგოცენტრულობისგან აბსოლუტურად დაცლილები არიან. ისინი ხშირად უპასუხისმგებლოდ იქცევიან იმიტომ, რომ ჩეისს ასე სურს - და, გარკვეულწილად, ჩვენც.

თუმცა, ცხადია, მედალს მეორე მხარეც აქვს. არ შეიძლება თვითონ იყო უმწიფარი და ამ დროს შეძლო, მყარად შეინარჩუნო ქორწინება იმ ქალთან, რომელიც 40 წლის წინ შეიყვარე და შვილებიც კარგად აღზარდო. პასუხისმგებლობებისგან და იმედგაცრუებებისგან დაცლა უმსხვერპლოდ არ ხდება. ამიტომ სერიალის პერსონაჟები ხშირად იტანჯებიან ხოლმე. ტონიც შეიძლება ხშირად ურევდეს, მაგრამ როგორც გენდოლფინი ამბობს: „თუ გაიხსენებთ, თითოეულ ურთიერთობას, რომელიც ტონი სოპრანოს ჰქონია, დაინახავთ, რომ მდინარიდან მშრალი არასდროს ამოსულა. გაიხსენეთ თუნდაც ის რუსი გოგო, რომელმაც თავის მოკვლა სცადა, ანდა გლორია ტრილო - „მერსედესბენცის“ სექსუალური გამყიდველი - მეორე დედააფეთქებული მთვარეული, რომელსაც სურდა, რომ ტონის ხელით მომკვდარიყო, გაიხსენეთ ის ცალფეხა რუსი, გახსოვთ, რას მეუბნება, მე ტონის? - „პატარა ბავშვივით ხარ“. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ტონი სოპრანო თავისი საქციელისთვის საზღაურს ყოველთვის იხდიდა“.

შეიძლება ასეც ითქვას: „სოპრანოები“ ცივილური კაცობრიობისა და მისივე იმედგაცრუებების ბრძოლის ველია.

. . .

ტელევიზიის მიზიდულობის კანონი „სოპრანოების“ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამართლდა. წლიდან წლამდე სერიალი სულ უფრო უკეთესი ხდებოდა. ყოველ მორიგ ჯერზე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, აი. ახლა სერიალის შემქმნელებმა ზენიტს მიაღწიეს - რაღა უნდა მოიგონონ ამაზე უკეთესი? თუმცა, ჩეისი და მისი სცენარისტები როგორღაც სულ ახერხებდნენ საკუთარი თავისთვის ეჯობნათ.

მათ მოკლეს მთავარი გმირები, ჯერ ბიგ ფუსი (ვინსენტ პასტორე) და შემდეგ ადრიანა (დრეა დე მატეო) - ორივე FBI-ს ხელით. ამ ორი მკვლელობის გამო სერიალის გმირებს ფეხქვეშ მიწა შეერყათ - მიხვდნენ, რომ დაცული არავინ არაფრისგან იყო. მკვლელობების პარალელურად ჩეისი სერიალში უცნაური და ცოცხალი პერსონაჟები ერთმანეთის მიყოლებით შემოჰყავდა. ჯერ იყო და პირველ სეზონში მატყუარა პოლიციელი გამოჩნდა, შემდეგ ერთი ფსიქოპატი, თავისი სიგიჟეებით, მას მოჰყვა სვეტლანა - ცალფეხა, ყველას მამიდა რუსი ქალი, უხეში ტექსტებით და სიგარეტით, რომელსაც არასდროს აქრობდა. ამ ახალი პერსონაჟების გამოგონების პარალელურად, ჩეისი ძველებურ ქარიზმას უნარჩუნებდა უკვე კარგად ნაცნობ გმირებსაც. მათი ეპიზოდები მაყურებელს სუნთქვას უკრავდა, ანერვიულებდა, აოცებდა: ჯონი საქმა რალფის ერთ-ერთი თანაშემწე დასალევად დაპატიჟა, შემდეგ სასმელი პირში ჩაიგუბა და სახეში შეაფურთხა; ჰეროინის კაიფში მყოფი კრისტოფერი ადრიანას ძაღლს გადააჯდა და გააჭენა; დოქტორი მელფი ავტოსადგომში გააუპატიურეს; გლორია ტრილომ ტონის თავში ძროხის ხორცის ნაჭერი ჩაარტყა; ჯენისმა სვეტლანას ფეხის პროთეზი მოპარა; პოლი ადრიანას საცვლების კომოდში ჩაძვრა და მის ტრუსებზე შერჩენილ გამონადენს ყნოსავდა და ასე დაუსრულებლად.

მოკლედ, ჩეისმა გაილაღა. ნამდვილი ზეიმი მოიწყო - რა დოზითაც საერთოდ ზეიმის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. როგორც კონერი ამბობს: „ჩეისი დიდ ძალაუფლებას ფლობს. ღმერთო ჩემო! წარმოიდგინეთ, მის იდეებზე ასობით ადამიანი მუშაობს. ასობით ადამიანი ცდილობს განახორციელოს იდეები, მის პაწაწინა ტვინში რომ ჩნდება“.

რაც უფრო რთულდება სერიალის სიუჟეტი და რაც უფრო მრავლდება მონაწილეთა რაოდენობა (ამ პროცესში რამდენიმე მსახიობს ჰონორარებიც გაეზარდათ), მით უფრო გაძვირდა „სოპრანოების“ გადაღება. თუ დასაწყისში თითო სერიას რვა დღეს უთმობდნენ, ახლა 12 დღეს მუშაობენ, ზოგიერთ გამორჩეულ სერიას კი თითქმის ერთი თვის განმავლობაშიც იღებენ. ამის გამო „სოპრანოები“ რაღაც შუალედური ფენომენი გახდა სერიალსა და სრულმეტრაჟიან ფილმს შორის. თითო სერიის გადაღება დაახლოებით 10 მილიონი დოლარი და ხანდახან კიდევ უფრო მეტიც ჯდება.

მოკლედ, „სოპრანოები“ HBO-სთვის იგივე გახდა, რაც ქუენტინ ტარანტინო იყო კინოსტუდია „მირამაქსისთვის“ - ტალანტების მაგნიტი. ჯეფ ბიუქსი იხსენებს: „სოპრანოების“ წყალობით, მთელ შემოქმედებით წრეში დამკვიდრდა მოსაზრება, რომ HBO-ში მუშაობას არაფერი სჯობდა. ყველას - სცენარისტებს, რეჟისორებს და მსახიობებს HBO-ში სამსახურის შოვნა სურდათ და ეს მაშინ, როცა „სოპრანოების“ ეთერში გასვლამდე აქაურობაზე ცხვირს იბზუებდნენ: „არა, მე მხოლოდ სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობა მინდა და არა სერიალზე“. ასე მოვიდა ჩვენთან დევიდ მილქი, რომელმაც სერიალ DEADWOOD-ზე მუშაობა დაიწყო, მას მოჰყვა ტომ ჰენქსი და სტივენ სპილბერგი, რომელთაც „ძმათა ორდენი“ გადაიღეს; ჰენქსი ჩვენთან მოგვიანებითაც დაბრუნდა და „ჯონ ადამსი“ გააკეთა - შვიდნაწილიანი მინი-სერიალი, რომელიც ეთერში 2008 წლის პირველ ნახევარში გავა. მოკლედ, „სოპრანოებმა“ ჩვენთვის ჩაქუჩის ფუნქცია იტვირთა. ამ ჩაქუჩით ჩვენივე ყინულის ჭერი ჩავამსხვრიეთ“.

იყო წვრილ-წვრილი პრობლემებიც, მაგრამ ეს სასიამოვნოდ მოსაგვარებელი პრობლემები იყო. მათი მიზეზი სერიალის პოპულარობა გახლდათ. მესამე სეზონის შუაში რალფიმ თავისი ფეხმძიმე ნაშა, რომელიც კლუბ „ბადა ბინგში“ სტრიპტიზიორად მუშაობდა, გარეთ გამოიყვანა და სასტიკად ცემა. „ამ სერიის შემდეგ, მეხუთე ავენიუზე პატარა მოხუცმა ქალბატონებმა გამაჩერეს და მეუბნებიან - ღმერთო, ეს რა იყო! რა საშინლად მოექეცით იმ გოგოს, საკუთარი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას“, - იხსენებს პანტოლიანო, - „ეს პატარა ბებრუცუნები აშკარად მეფლირტავებოდნენ, იმიტომ, რომ სერიალში ის ქუჩის ბოზი გავლახე. გული კინაღამ ამერია. ანომალია იყო“.

ერთ-ერთი იმათგანი, რომელთაც „სოპრანოებში“ გაჩაღებული ცემა-ტყეპა არ მოსწონდა, NBC-ის პრეზიდენტი ბობ რაიტი იყო. 2001 წლის აპრილში, მან ცემის ეპიზოდები რამდენიმე ვიდეოკასეტაზე გადაამრავლა და ტელეინდუსტრიის მნიშვნელოვან პერსონებს დაურიგა. თან კასეტებს წერილი დაურთო: „მინდა, დაგაფიქროთ იმ პრობლემაზე, რომელსაც, ჩემი ღრმა რწმენით, საშინელი გავლენა აქვს მთელს ჩვენს ბიზნესზე. HBO-ს სერიალ „სოპრანოების“ შინაარსზე მოგახსენებთ... ეს არის შოუ, რომელსაც NBC-ი ვერაფრით აჩვენებდა ძალადობის, უხამსი ფრაზეოლოგიის და სიშიშვლის გამო“.

ზუსტად რა ჰქონდა ჩაფიქრებული რაიტს, გაუგებარი იყო, თუმცა, მისი მთავარი ამოცანა დღესავით ნათელი გახლდათ: „ეს თავდასხმა იყო“, - ამბობს ჩეისი, - „ბევრს შურდა ჩვენი თავისუფლების, მაშინ, როცა თვითონ ტელეინდუსტრიის სტანდარტების და კოდექსების წნეხის ქვეშ იყვნენ. მაგრამ ჩვენი სერიალი ხომ წარმატებული მხოლოდ იმიტომ არ გამხდარა, რომ ჩვენთან გმირები წარა-მარა „დედა მოვტყანსა“ და „ძღნერობას“ გაჰყვირიან და ერთმანეთს ტყვიებით შუბლს უხვრეტენ... ჩვენს სერიალში ყველაფერი რეალობის რომელიღაც არსებულ და მოქმედ თარგზეა აჭრილი. „სოპრანოები“ ოჯახურ ურთიერთობებზე რომ გადამეღო, ანდა ნებისმიერი აღმსარებლობის ეკლესიისთვის გამეკეთებინა ფილმი, ცხადია, პერსონაჟებს არც უხამს სიტყვებს ვათქმევინებდი, არც ერთმანეთს დავახოცინებდი და არც ძუძუებგადმოყრილ ქალებს ვაცეკვებდი სტრიპტიზ-კლუბის ძელის გარშემო. ისიც ფაქტია და რეალობაა, რომ რაღაც მიზეზით ამერიკელთა უმრავლესობა თავიანთ ყოველდღიურ საუბრებში ყოველ წუთს ბილწსიტყვაობს. ამიტომ, როცა ტელევიზორს ვუყურებ და უხამსი ფრაზების ნაცვლად დავარცხნილ დიალოგებს ვისმენ, მეჩვენება, რომ რაღაც არარეალური და გამოგონილი მესმის“.

მოკლედ, რაიტის ჩანაფიქრი იოლი გასაშიფრი იყო. ჩეისი ხვდებოდა, რომ ის F.C.C.-ისგან სერიალის შინაარსის გადახედვას და ცენზურას ითხოვდა. მაგრამ ჩეისისთვის რაიტის საქციელი იმავდროულად კომპლიმენტიც იყო. ის დღეს ამბობს: „ამ შეტევამ ბედნიერ კაცად მაქცია“.

ამ შემთხვევის შესახებ თავის განცდებს ბიუქსიც იხსენებს: „ჯერ ვიფიქრე, რაიტს დავურეკავ-მეთქი, მაგრამ მერე შევყოყმანდი, რომ დავრეკო, რა ვუთხრა-მეთქი, ვიფიქრე... რაიტმა თოკზე თავი თვითონვე ჩამოიკიდა. და ეგრე არ ამბობენ - ნუღარ კრავ ხელს მას, ვინც მდინარეში დასახრჩობად თვითონვე ხტებაო. ჰოდა, მეც გავჩერდი“.

. . .

შეცვალა თუ არა წარმატებებმა ჩეისი?

ერთხელ რეჟისორმა უილიამ ფრიდკინმა მითხრა: შენს მაყურებელთან კონტაქტს მაშინ კარგავ, როცა ჩოგბურთის მწვრთნელს ქირაობ და კორტებზე სიარულს იწყებო. შენი კარიერაც იქვე მთავრდებაო. ჩეისს ფრიდკინის ეს ნათქვამი გავახსენე. მან კი მიპასუხა:

„ჩოგბურთს არ ვთამაშობ“.

„სერიალში გოლფს თამაშობენ ხშირად“.

„მე არც გოლფს ვთამაშობ“.

კვერს კონერიც უკრავს: „დევიდი საერთოდ არაფერს არ თამაშობს. ის არ ეკუთვნის ბედნიერი და იღბლიანი ადამიანების რიცხვს. ასეთი არც წინათ ყოფილა და არც ახლაა. ის გულჩათხრობილი კაცია. დრომ თითქმის ვერ შეცვალა, ამიტომაც, დღემდე განიცდის იმას, რომ „სოპრანოები“ მართალია, წარმატებული სერიალია, მაგრამ, მხატვრული ფილმი მაინც არ არის. მოკლედ, „სოპრანოებს“ ის თავისი თამაშის მწვერვალად არ მიიჩნევს. და როგორც კარგ არტისტებს სჩვევიათ, ჩეისიც ხშირად აუფასურებს უკვე მიღწეულს და გაკეთებულს“.

ვან ზანდტიც იმავეს ამტკიცებს: „თუ საკუთარი წარმატებით ტკბობა ნიშნავს სექსუალურ ვარსკვლავებთან წოლას, კოკაინზე შეჯდომას, რესტორნების ქსელის გახსნას, ან გოლფის მოედნის ყიდვას, მაშინ, ამ გაგებით, ჩეისი წარმატებას ვერ ირგებს“.

შევეწინააღმდეგე, ცოტა ხნის წინ ჩეისმა საფრანგეთში მამული იყიდა-მეთქი, მაგრამ ვან ზანდტი მაინც ვერ მოვხიბლე: „რას მეუბნები! დედამოტყნულ უღრან ტყეში სახლი რომ გაქვს, სადღაც დასაკარგავში მამულს რომ ფლობ, ეგ წარმატებით ტკბობაა? არა, მიპასუხე ერთი!“

აი, HBO-ს კი წარმატებით ტკბობა როგორ უნდა, არ ესწავლება. მიღწეულით ის მშვენივრად ტკბება. „სოპრანოებიდან“ წამოსული „ემის“ ჯილდოების წვიმა და ფულის მდინარეები, HBO-ს აიძულებს დახარბდეს და ჩეისთან კონტრაქტი ყოველ მორიგ ჯერზე განაახლოს (HBO არ ამხელს ზუსტ ფინანსურ მაჩვენებლებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ „სოპრანოები“ „ათობით მილიონი დოლარი“ ჯდება, სავარაუდოა, რომ გაზრდილი ხელმოწერების და დამატებითი შემოსავლების ჩათვლით. 2004 წელს „ნიუ იორკ თაიმსმა“ ეს რიცხვი გამოიანგარიშა, როგორც 100 მილიონი დოლარი. ეს იყო თანხა, რისთვისაც HBO გენდოლფინის სასამართლოში უჩიოდა, როცა სერიალის მეხუთე სეზონზე არხსა და მსახიობს შორის ჰონორარის შესახებ უთანხმოება მოხდა. იმ ფონზე, რომ DVD-ის გაყიდვებისგან HBO-ს საერთო შემოსავალმა ასობით მილიონ დოლარს გადააჭარბა და A&E-მ „სოპრანოების“ ძველი სერიების გაყიდვის უფლება 215 მილიონ დოლარად იყიდა, ჩეისი ამბობს: „ვერასდროს დავადგინეთ ზუსტად, თუ მაინც რა თანხას აკეთებენ ისინი „სოპრანოებისგან“).

ჩეისის თავდაპირველი კონტრაქტი ორ სეზონზე იყო გათვლილი. როცა ვადა გავიდა, კიდევ ორი სეზონის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მაგრამ ყოველი ახალი სეზონის დაწყებამდე ჩეისი შემოქმედებითი პრობლემების წინაშე დგებოდა. პირველ სეზონზე, ლივიამ და ძია ჯუნიორმა ტონის წინააღმდეგ გეგმა შეიმუშავეს, გეგმა ჩაუვარდათ, მაგრამ მეორე სეზონზე მუშაობის დაწყების წინ სცენარისტებს თავსატეხი გაუჩნდათ: გამოდიოდა, მეორე ნაწილში ტონის ლივიაც და ძმია ჯუნიორიც უნდა მოეკლა, „მაგრამ ორივე პერსონაჟი სცენარისტებს ძალიან მოსწონდათ, რადგან სწორედ მათ ათქმევინებდნენ ხოლმე თავზარდამცემად გაბედულ ფრაზებს“, - იხსენებს ჩეისი, - „გარდა ამისა, ნენსი მერჩანდიც ავად გახდა. არადა, მითხრა, „დევიდ, ძალიან გთხოვ, არ გამიშვა, მამუშავე“. მისი გმირი ამიტომ ვერ მოვკალით. ლივია და ძია ჯუნიორი კი ტონის თანდათან ჩამოვაშორეთ (ნენსი მერჩანდი მეორე სეზონის დასრულების შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა, ძველი ჩანაწერების წყალობით, მესამე სეზონის რამდენიმე ეპიზოდშიც საიქიოდან მოგვევლინა)“.

ამ კვირის სერიაში ტონი დივანს ყიდულობს?

სერიალის მეოთხე სეზონი 2003 წელს ყველაზე დაძაბულ ადგილზე გაწყდა, სერიით, რომელიც ჩეისმა, გრინმა და ბერგესმა ერთად დაწერეს: ამ სერიაში კარმელამ ქმრის გოლფის კიები ეზოში მოისროლა, რომელსაც ტონიც და მასთან ქორწინებაც უკან მიაყოლა.

ამგვარი დასასრულის მიუხედავად, მაინც უპასუხოდ რჩებოდა კითხვა: გაგრძელდება თუ არა სერიალი? ალბრეხტი ჩეისს უმტკიცებდა, რომ ახალი სეზონის გადაღება HBO-ს ძალიან უნდოდა. ჩეისი მაინც თავმდაბლობდა, ეშინოდა, გულუბრყვილო სტუმარივით არ მოსვლოდა, სახლში წასვლის დროს რომ ვერ ხვდება. ბრაკოს თქმით, ჩეისს უკვე ისიც მობეზრებული ჰქონდა, „ტონი რომ გამუდმებით დედამისზე წუწუნებდა“, სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ.

თუმცა, შემდეგ ჩეისმა გადაწყვეტილება შეცვალა: „ხანდახან დგება ხოლმე მომენტი, როცა „სოპრანოები“ ოჯახური ბიზნესი მგონია, ვთქვათ მამაჩემისგან დატოვებული ფერმა, რომელსაც უნდა მოვუარო. მაშინაც ეს ვიგრძენი - რატომ მივატოვო ფერმა? აქ ხომ პომიდორის მშვენიერი მოსავალი მომდის“. ასე რომ, ჩეისი ამ პომიდვრების ხათრით მორიგ ორსეზონიან წრეზე წავიდა. თუმცა, მეხუთე სეზონის დასასრულს, 2004 წლის ივნისში კარგად ნაცნობი შემოქმედებითი პრობლემის წინაშე კიდევ ერთხელ დადგა.

თვითონ ასე განმარტავს: „ყოველთვის ვამბობდი ხოლმე, რომ სერიალი ჰგავდა „მირის“ კოსმოსურ სადგურს, რომელსაც ნაწილები უკვე გაცვეთილი და სახელდახელოდ შერემონტებული ჰქონდა; ამიტომ იქ, მაღლა წესით, ჰა-ჰა ერთ წელიწადს უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ გაცილებით უფრო დიდხანს გაძლო. მოკლედ, ყოველ დამდეგ წელს ვამბობდი, რომ დამთავრდა, ახლა უნდა მორჩეს ყველაფერი. ამას ვამბობდი იმიტომ, რომ ვიცოდი: დგება მომენტი, როცა იდეების მარაგი იწურება და მინდოდა, მანამდე დამესრულებინა, ვიდრე გავიჭედებოდი. ესეც რომ არა, იყო თვითონ პერსონაჟების ფაქტორიც - ისინი ხომ მეტნაკლებად პროვინციელები და შეზღუდულები არიან. სინამდვილეში ხომ უმიზნოდ ცხოვრობენ, მათი მიზანი ხომ მხოლოდ ფიზიკური გადარჩენა და ფულის მოხვეჭაა. ისინი გახურებულ საქმეების გარჩევებში და ურთიერთობების გარკვევაში არიან, მაგრამ არ მოგზაურობენ ბევრს, არ კითხულობენ წიგნებს, და საკუთარი უბნის საზღვრებს იშვიათად სცდებიან. ჩვენ ხომ ყოველ კვირას რაღაც კრიმინალს არ ვხსნით და არც სამძებრო ოპერაციებს ვატარებთ და ამიტომ, ცოტა რთულია ეს პერსონაჟები ახალ-ახალ სიმაღლეებზე აიყვანო ისე, რომ სადღაც არ გამეორდე. მოკლედ, მივხვდი, რომ დასასრულის დრო ახლა უკვე ნამდვილად დადგა. ეს ეჭვგარეშე იყო. უკვე ვხვდებოდი, რომ წასვლის და რაღაც ახლის დაწყების იმპულსი გაცილებით უფრო მაცდუნებდა, ვიდრე მამის ფერმაში დარჩენის და წვნიანი პომიდვრების მოსავლის აღების პერსპექტივა. ამ პომიდვრების გემო ხომ უკვე ზეპირად ვიცი“.

ჩეისმა სერიალის გაგრძელება-დასრულების საკითხი წამყვან მსახიობებთანაც წამოჭრა, მათ შორის გენდოლფინისთან. ჯიმი იხსენებს: „მკითხა, მინდოდა თუ არა, ახალი სეზონის დაწყება, ვუთხარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათქმელი კიდევ გაქვს-მეთქი. ხო იცი, არ მინდა, სიუჟეტი თითიდან გამოწოვილი იყოს და რაღაც ასეთი გამოვიდეს: ამ კვირაში ტონიმ ახალი დივანი იყიდა“.

თუმცა, HBO ფარ-ხმალს არ ყრიდა. სიტუაცია მათთვის ნაცნობი იყო. ბიუკსი იხსენებს: „დევიდს სულ ვეუბნებოდი ხოლმე, დარწმუნებული ხარ, რომ დამთავრება მართლა გინდა? შენ ხომ უკვე მშვენიერი ტილო გადაჭიმე სახატავად. გაქვს მიზანსცენა, სიუჟეტი, გყავს მსახიობები. შეიძლება ითქვას, რომ შენ წელიწადში „სოპრანოების“ ექვს მხატვრულ ფილმს აკეთებ“.

თუმცა, ბოლო-ბოლო, 2005 წლის იანვარში ჩეისმა განგაში გამოაცხადა და სცენარისტთა რიგგარეშე სხდომა მოიწვია. სილვერქაფის სტუდიაში, კვირა დღეს ყველა შეიკრიბა - უინტერი, გრინი, ბერგესი და დენისიც - ჩეისის მეუღლე.

გრინი იხსენებს: „ჩვენ მდუმარედ ვისხედით. ბოლოს, დევიდმა გაბედა და დაიწყო: „თქვენი აზრით, სერიალის გაგრძელება კარგი იდეაა?“ მას ხომ ძალიან უყვარდა შოუ და ყველაფრის ხელაღებით განადგურებას მაინც ვერ ბედავდა. მაგრამ ის დღე - გადაწყვეტილების მიღების დღე ისტორიული იყო. ძნელი იყო აღდგომოდი წინ თავისუფლების ცდუნებას. მართალია რჩებოდა დიდი კითხვის ნიშანი: რა უნდა ვაკეთო ამაზე უკეთესი? მაგრამ თან აშკარად ხედავდი იმის შანსს, რომ გათავისუფლდებოდი სერიალისგან და გააკეთებდი ნამდვილ კინოს, რაც ყოველთვის ძალიან გსურდა“.

იმხანად ბრედ გრეი კინოსტუდია „პარამაუნთ ფიქჩერზის“ ხელმძღვანელი იყო, მაგრამ „სოპრანოების“ მიმართ ინტერესს ერთი წამითაც არ კარგავდა. ის მზად იყო, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ჩეისისთვის დაეჭირა მხარი. გრეი დღეს ამბობს: „დევიდს და მე ბევრი გვისაუბრია, თუ როდის დადგებოდა ზუსტი დრო მის კინოინდუსტრიაში გადასაბარგებლად. თუმცა, დევიდმა იცის, რომ მისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღიაა. მას შეუძლია, როცა სურს მოვიდეს აქ და კინო გადაიღოს. ვიცი, ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება. დარწმუნებული ვარ, ჩეისის მომავალი კინობიზნესშია“.

თუმცა, დევიდ ჩეისმა კიდევ ერთხელ შეცვალა გადაწყვეტილება, მამის ფერმაში დარჩა და მეექვსე სეზონზე მუშაობას შეუდგა. იქვე, იმდენი მასალა დაგროვდა, რომ მეექვსე მეშვიდეში გადაიზარდა.

ჩეისი ხომ დიდი უცნაური კაცია და სეზონიც უცნაური ამბით გაიხსნა: უკვე სიბერის მარაზმში გადავარდნილი ძია ჯუნიორი ტონის მძიმედ დაჭრის და კომაში ჩააგდებს. შემდეგი სამი სერია ეთმობა კომაში მყოფი ტონის წარმოსახვებს. სხვა განზომილებაში გადასულ მაფიოზ სოპრანოს თავი მზის ენერგიაზე მომუშავე გასათბობი სისტემების გამყიდველი ჰგონია, თანაც არიზონიდან. ეს სიუჟეტი სცენარისტებმა სრულიად მოულოდნელად ტერენს უინტერის ერთი რეპლიკის წყალობით მოიგონეს. უინტერი ერთხელ დაინტერესდა: რა პროფესიის ადამიანი გამოვიდოდა ტონი სოპრანო მამამისის საოჯახო ბიზნესი რომ არ ჩაებარებინა და მაფიოზობაზე უარი ეთქვა? ამავე სერიით ალბრეხტის ნათქვამიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ: „სინამდვილეში ტონი ჩვეულებრივი კაცია და თავისუფლად შეიძლება განასახიერებდეს რიგით ამერიკელს. ხოლო მაფია ამ სერიალში უბრალოდ ხერხია, რომ ჩაგითრიოს“.

. . .

დღესავით ნათელია, რომ დევიდ ჩეისი სერიალის დასრულების კლასიკურ გზას არ გაჰყვება და „სოპრანოების“ ბოლო სერიაში ყველა კვანძს იაფფასიანი ტრიუკით ერთბაშად არ გახსნის.

„ვეცადე, დევიდი დამერწმუნებინა, რომ რამდენიმე სერია კიდევ დაემატებინა, იმიტომ, რომ ზუსტად ვიგრძენი ის ადგილები, რომელთა გაზრდაც შეგვეძლო. დევიდი წუთით ჩაფიქრდა, მაგრამ მითხრა, „არა, დამთავრდა. ეს უკვე ნამდვილად დასასრულია!“ - იხსენებს ჩეისთან დიალოგს ალბრეხტი და მერე ოხვრით განაგრძობს: „ახლა ხალხი მეკითხება, რა იქნება შემდეგ? როდის იქნება ახალი „სოპრანო“? მორჩა, აღარ არსებობს ახალი „სოპრანო“...

მოკლედ, ბოლოს და ბოლოს, 35-წლიანი ამაო მცდელობის შემდეგ, დევიდ ჩეისი ოცნებას აიხდენს, მხატვრულ ფილმს გადაიღებს. და ეს მოხდება „სოპრანოების“ წყალობით - კინოფილმების ისტორიაში ყველაზე დიდი ფილმი-სავიზიტო ბარათის წყალობით. თავის კარადაში ჩეისი უამრავ განუხორციელებელ სცენარს ინახავს; ჯერ არ ამხელს, პირველ ფილმს ამ სცენარების მიხედვით გადაიღებს, თუ რამე ახალს მოიგონებს. თუმცა, საერთოდ, ყოველთვის ჯობს, კარგად დაფიქრდე, სანამ რამეს ინატრებ. ახლა ხომ ჩეისის სიტუაციის მთელი ირონიულობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ 35 წლის განმავლობაში - სანამ ის მხატვრული ფილმის გადაღებაზე ოცნებობდა, სტუდიური და დამოუკიდებელი ფილმების ხარისხი ამერიკულ კინოწრამოებაში საშინლად დაეცა. თუნდაც წელს, კარგი კინოს გაკეთების თითქმის ყველა სერიოზული მცდელობა, კრახით დასრულდა. ფილმები უაზროდ გაწელილი იყო, თითქოს, ახლა, ამ ახალ დროში, ხარისხის განმსაზღვრელი სურათის ქრონომეტრაჟი იყოს; თითქოს, რეჟისორებმა დაკარგეს საკუთარი ნიჭისა და იდეებისადმი რწმენა და იმის თქმას, რისი გადმოცემაც კინოხერხებით ვერ შეძლეს, საეკრანო დროის გაზრდით ცდილობენ. ერთხელ კრიტიკოსმა მენი ფერბერმა საქვეყნოდ ცნობილი რამ გააკეთა: ერთმანეთს დაუპირისპირა „ტერმიტის ხელოვნება“ და „თეთრი სპილოს ხელოვნება“. დღევანდელი ჰოლივუდის სახით კი სახეზე „სოლიტერის ხელოვნება“ გვაქვს. მეორეს მხრივ, უკანუკან წასული ჰოლივუდური კინემატოგრაფის ფონზე საგრძნობლად გაუმჯობესდა ტელევიზია და თუ საერთო სურათს შევხედავთ, ეს მნიშვნელოვანწილად თვითონ დევიდ ჩეისის დამსახურება...

ასეა თუ ისე, ახლა ტელევიზიის გარდამქმნელი დევიდ ჩეისი კინოინდუსტრიის კართან დგას და ზღურბლის გადალახვას სწორედ იმ დროს აპირებს, როცა კინო კრიზისშია - კომერციულ თუ არა, ესთეტურ კრიზისში. თუმცა, ვინ იცის, იქნებ, საერთო მდგომარეობისთვის ასეც სჯობდეს - რომ სწორედ ამ კრიზისულ ფაზაში შეაღოს ჩეისმა კინობიზნესის კარი. თუ ჩვენ, მაყურებელს ცოტათი მაინც გვაქვს ბედი, ჩეისის მიერ გადადგმული რამდენიმე რადიკალური ნაბიჯიც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მან იგივე გააკეთოს კინოშიც, რაც ტელევიზიაში მოახდინა...

მძიმე ხვედრია ნამდვილად. მტერსაც არ ვუსურვებ. ამიტომ, მოდით, უბრალოდ, ვისურვოთ, რომ დევიდ ჩეისი ერთ ისეთ მხატვრულ ფილმს მაინც გადაიღებს, როგორიც „სოპრანოების“ 86 სერიის ნებისმიერი სერია იყო.

12 სპეც-პროექტი

▲ზევით დაბრუნება


12.1 ჩემი სივრცე

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

პოლინა რუდჩიკი
მხატვარი

რა ხდება მაშინ, როცა გინდა, ცოტა ხნით მაინც მოსწყდე რეალობას, და საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტო, მოიკუნტო. როცა გინდა, ცოტა ხნით გათავისუფლდე დღის მანძილზე დაგროვილი მთელი ემოციებისგან, პრობლემებისგან, ყოფიერების აუტანელი სიმძიმისგან?! ალბათ, არაერთხელ გაგიგონიათ ფრაზა - მეცნიერები ამბობენ, რომ... ჰოდა, მეცნიერები ამბობენ, რომ დრო აჩქარდა და მოუსვენარი ადამიანები, რომლებიც მისთვის ფეხის აყოლას ვცდილობთ, ძველი კომედიური ჟანრის იმ მუნჯი კინოს მსახიობებს დავემსგავსეთ, ხელოვნურად აჩქარებულ კადრებში სასაცილოდ რომ დარბიან წინ და უკან.

ეს სპეც-პროექტი კი პატარა ექსპერიმენტია, თანამედროვე ადამიანის ცხოვრების იმ წამების დაჭერის თუ დაფიქსირების მცდელობაა, როცა ის თავის სივრცეში, დიდობის შტაბსა თუ თავშესაფარში ცდილობს, ცოტა ხნით მაინც მოწყდეს დამღლელ ყოველდღიურობას. არა აქვს მნიშვნელობა დროს, საათს, დღეს თუ თვეს. ეს შეიძლება იყოს გამოკეტილი სახელოსნო, მაგიდა საყვარელ კაფეში, სახლი ქალაქგარეთ, ძველი წიგნებით სავსე ბაბუის კაბინეტი ან თუნდაც, მანქანა, სადაც მიიხურავ კარს, ჩართავ მუსიკას, გაიკეთებ შავ სათვალეს და შენთან ხარ, შენს თავთან მარტო, ყველაფრისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი. შენს სივცეში ხარ.

- გაიღიმე...

- არა არ შემიძლია, როცა ფოტოს მიღებენ, არ შემიძლია.

ოდესმე თუ ყოფილხართ ოთახ-კუპეში? არა? მე ვიყავი, როცა სოლოლაკში, ხმაურიანი იტალიური ეზო გადავჭერი და პოლინა რუდჩიკის მყუდრო კუთხეში - კუპე-ოთახში, სახელოსნოში აღმოვჩნდი. „ეს სახლი დიდი ხანია რაც მაქვს, ერთი პერიოდი აქ ვცხოვრობდი, დღეს სამუშაოდ მოვდივარ. სიმყუდროვეა, სიმშვიდეა და მხოლოდ აქ შემიძლია წყნარად ყოფნა, მუშაობა. ვხატავ, ესკიზებს ვაკეთებ, თან ოთახში სულ ვცვლი რაღაცეებს, ერთი ადგილიდან მეორეზე გადამაქვს, გადმომაქვს. ჩემი მეგობრები სულ მეხუმრებიან, სახლი კი არა, ოთახიკუპეაო, ხო... უცნაური ფორმა აქვს, მართლა კუპეს ჰგავს, მაგრამ თუ სიმყუდროვე არ მაქვს, ძალიან მიჭირს იქ ყოფნა, ეს კი... ხომ ხვდები? ეს, კუპე ძალიან ჩემია.

0x01 graphic

ზურა ყიფშიძე
მსახიობი

-„ჩემი სივრცე? იცი, რომ დამირეკე, გითხარი, ასეთი ერთადერთი ადგილი მაქვს - ჩემი მანქანამეთქი. მაგრამ... ვერსად ვერ ხარ მარტო, მანქანა ხომ დროებითი ვაკუუმია, სადაც მუსიკა უკრავს, შენთვის ხარ და არავინ არ გიშლილს ხელს, ვითომ არ გიშლის, მაგრამ ამ დროს ეს მძღოლები, ინსპექტორები... ადრე ასეთი ადგილი ჩემი საგრიმიორო იყო, მაგრამ ახლა ჩემი შვილია იქ და... ხო, არსად არ გაცლიან რა.

ახალგაზრდობისას, უფრო თავისუფალი ვიყავი, ჰიპობა და ამბები, სამ-სამი თვით ყირიმში დავდიოდით, ვუკრავდით... ახლა კი... ამხელა ოჯახი, ყველაფერი შენზეა... მერე, ეს ჩემი პროფესია, რომელიც საშინლად დამოკიდებული პროფესიაა... მოკლედ, თავისუფალი დროც არ მაქვს, ჩემს თავს რომ დავუთმო, წამითაც კი... ამიტომ ეს დროებითი ვაკუუმი მშველის - მანქანა.“

0x01 graphic

ტუსია ბერიძე
მუსიკოსი

-„როცა თბილისში ვარ და სახლში ვარ, ამ ოთახში იშვიათად შემოვდივარ. დიდი ხანი არ შემიძლია აქ გაჩერება. ყველაფერი ძალიან პირადია. ალბათ, ვერ ვხსნი ხომ...

მთელი ცხოვრება ბაბუაჩემის კაბინეტი იყო, სულ აქ იჯდა და მუშაობდა, მერე როდესაც სახლი გავარემონტეთ, ამ ოთახს ხელი არ ვახლეთ. იცი რა... მთელი ბავშვობა არსებობდა ეს ოთახი და ახლა მთელს სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი გახდა ჩემთვის. ისეთი გრძნობაა, რომ ვერ მოვასწარი იმ ადამიანის გაცნობა და ახლა, ყოველი შემოსვლა, თითოეული ახალ ნივთის, რაღაც ახალის გაცნობაა. სავსე წიგნებით, ძველისძველი ფოტოებით და ნივთებით... დღეს მამაჩემი მუშაობს ხოლმე... უცნაური შეგრძნებაა, თან ჩემია, ამავე დროს - სხვისი. მგონი, რაღაც მუზეუმივით არის.“

0x01 graphic

სალომე ჯაში
ჟურნალისტი

-„იცი რა... თავისუფალი დროის გამოყენება, საკუთარი თავისთვის გამოყენება, ლონდონში ვისწავლე, იქ დავაფასე. როცა არაფერს აკეთებ, როცა შენთვის ხარ, ისვენებ. არც წიგნის კითხვა, არც არაფერი, უბრალოდ, არაფერს არ აკეთებ! როდესაც დღეში 12 საათს სამსახურში ატარებ და სახლში, მხოლოდ დასაძინებლად მიდიხარ, ცოტა დრო მაინც თუ ჩამივარდა ხელთ, აქ მოვდივარ, ამ კაფეში. ხან მეგობრებთან ერთად, ხან მარტო. მიყვარს აქაურობა, არ მიშლის ხელს ხალხი, რომელიც სულ ტრიალებს გარშემო, გესმის საუბრები გვერდზე მაგიდიდან და... თან ყველაფერი ისეთი პატარაა, რომ თავი დიდი მგონია, ძალიან დიდი. ავიღებ ხოლმე წითელ ღვინოს და ვჯდები აი, იქ, კუთხის მაგიდასთან. ზურგით კედლისკენ, იმიტომ რომ ძალიან მაშინებს ზურგს უკან სივრცე, რა ვქნა, ასე მჭირს... სპონტანურად მოსულ ფიქრებს მიყვები და... ხო, ესაა ჩემი სივრცე“.

0x01 graphic

პიკო ნიჟარაძე
მხატვარი

ეს სახელოსნო პიკო ნიჟარაძეს 1979 წლიდან აქვს. იმის მერე ყოველ დღეს აქ ატარებს, ფერად-ფერად საღებავებში, დამთავრებულ თუ დაუმთავრებელ ტილოებში, თვითმფრინავის ილუმინატორის მსგავსი დიდი ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები რომ ანათებენ. ეს ხომ უსაზღვრო სივრცეა, რომლის კარი ყოველთვის და ყველასთვის ღიაა. მისთვის ეს ესთეტიკის დიდ ოკეანაში ჩაძირული უკიდეგანო სივრცეა. მისი სივრცე.

0x01 graphic

ნანიკო ხაზარაძე
ტელე-წამყვანი

ეს განსაკუთრებული ფანჯარაა. იცი რატომ? ჩემი ოთახის ფანჯარა იყო, რაც კი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, რა ამბებიც კი დატრიალებულა, დრამებით და ყველაფრით, ყველაფერი ამ ფანჯრის წინ ხდებოდა. ყველა ამ ფანჯრის წინ გაიზარდა, ყველა ბიჭს, ვინც მომწონდა ამ ფანჯრის წინ ვხვდებოდი. მოკლედ, მთელი ჩემი ცხოვრების მომსწრეა, რომლის წინ ჩემმა ოცდაათმა წელმა ჩაიარა.

ამ ადგილას დღეს რესტორანია. იშვიათად შემოვდივარ, პირველად მარტო იმიტომ შემოვედი, რომ მაინტერესებდა, როგორ აღვიქვამდი მე თვითონ ამ შეცვლილ გარემოს, იმას, რაც ასე ჩემი იყო.

0x01 graphic

ვახო ბაბუნაშვილი
მუსიკოსი

- „არაა, აქ აუცილებლად გადმოვალ საცხოვრებლად. ისე მიყვარს აქაურობა, რომ... მანიაკი ვარ, ნამდვილი მანიაკი ვარ აქაურობის. როგორც კი დავიბადე, აქ ამომიყვანეს და მას მერე სულ ამოვდივარ, არა აქვს მნიშვნელობა დროს, სეზონს. ჩემი ადგილი? არა, რას ამბობ, აქ ბევრი ჩემი ადგილი მაქვს... მაგალითად აქ, ამ ხის ჩრდილში, ჰამაკი, ცოტა ღვინო და... აუ, ივლისში და სექტემბერში იცი რა სოკოებია?! აი, იქ ხედავ, აქ ძმები რუზველტა და ჩერჩილა ცხოვრობენ, აქ კი..“ თუ გინდა, ვახო ბაბუნაშვილი არასდროს გაჩერდეს, მაშინ კიკეთზე უნდა დაუწყო საუბარი, ხოლო თუ მასთან ერთად აქ ამოყავი თავი, მაშინ, იცოდე, რომ სუპერ გიდის ხელში ხარ, რომელიც ამ ადგილის ისტორიის მოყოლიდან დაწყებული, სათითაოდ, თითოეული მეზობლის ზნე-ჩვეულების შესახებ მოგითხრობს და სოკოს ჯიშებზეც, როგორც ამ საქმის დიდი ექსპერტი, ისე გესაუბრება.

-„აქ ყველანი მანიაკები ვართ, იცი, რა მაგარი იყო ყოველთვის... არც ერთ სახლს არ ჰქონდა ღობე, ამიტომ სრული თავისუფლება იყო ყოველთვის, იქ შეხვიდოდი, მერე იმასთან შეირბენდი, ღამე კოცონს დაანთებდი.. რამდენჯერაც ვინმე ამოვიყვანე ერთი-ორი დღით, მერე ყველა ჩარჩა. ხომ გეუბნები, სახლი არ მიწყობს ხელს, თორემ... არა, აქ აუცილებლად ამოვალ საცხოვრებლად.“

13 ცრემლიანი სათვალე

▲ზევით დაბრუნება


13.1 ლობიოობა, ფილტვები და ნაწლავები

▲ზევით დაბრუნება


გიორგი გვახარია
ნაწილი ოცდამეერთე
1993

ყველა ადამიანი ებრაელია, თუმცა ყველამ არ იცის ეს
ბერნარდ მალამუდი

ჩემი ფილტვები ნამდვილად ბერგმანმა აანთო. 1985 წელს, მოსკოვის გოსფილმფონდში, იმდენ ბერგმანს ვუყურეთ, იმდენი ვიშიმშილეთ, გაუცხოებისა და მიგდებულობის თემაზე მსჯელობით იმდენი ღამე გავათენეთ, რომ კათარზისგამოვლილმა, განწმენდილმა ფიგურამ ზაფხულის შხაპუნა წვიმას ვერ გაუწია წინააღმდეგობა და მოსკოველი მეგობრის, საწოლში ამოყო თავი - ორმხრივი პნევმონიით.

ბევრი კინოს ყურება არა მარტო თვალებისთვის ყოფილა ცუდი; აღმოჩნდა, რომ ფილმების, მით უმეტეს, კარგი ფილმების ზედიზედ ყურება ფილტვებსაც მნიშვნელოვნად აზიანებს. განსაკუთრებით, ბევრმა ბერგმანმა იცის ორგანიზმის ისეთი დასუსტება, რომ პატარა „სკვაზნიაკზე“ შეიძლება გაუთავებელი ცემინება აგიტყდეს. მერე დაიწყება - სიცხის გაზომვები, ცხელ-ცხელი ქილები და ანტიბიოტიკები. ერთ ტანჯვას მეორე შეცვლის; ბერგმანს - პნევმონია, ანტიბიოტიკებს - დისბაქტერიოზი.

მოკლედ, საზიზღარი, ეჭვიანი რამეა ეს სხეული - არაფრით შეგარჩენს სულიერ საზრდოს.

თქვენი არ ვიცი და ჩემი ფილტვები ნამდვილად ბერგმანმა აანთო. 1985 წელს, უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგ პრაქტიკებზე, მოსკოვის „გოსფილმფონდში“, იმდენ ბერგმანს ვუყურეთ, იმდენი ვიშიმშილეთ, „გაუცხოებისა და მიგდებულობის“ (როგორც ჩემი მასწავლებელი, ტატა თვალჭრელიძე იტყოდა) თემაზე მსჯელობით იმდენი ღამე გავათენეთ, რომ კათარზისგამოვლილმა, განწმენდილმა ფიგურამ ზაფხულის შხაპუნა წვიმას ვერ გაუწია წინააღმდეგობა და მოსკოველი მეგობრის, საშა ბოკუჩავას საწოლში ამოყო თავი - ორმხრივი პნევმონიით.

დიდი ამბავი ატყდა. არ ვიცოდით, შეიძლებოდა თუ არა ჩემთვის ანტიბიოტიკები. პროფესორი გეხტი, რომელიც ოპერაციის შემდეგ მკურნალობდა, შვებულებაში იყო. საავადმყოფოში მისი შემცვლელი გვირჩიეს - ექიმი შაგალი. წესისა და რიგის მიხედვით გამოვიძახეთ და ისიც მოვიდა - დაბალი, ძალიან ჟღალი კაცი, იმხანად ასე, 70 წლისა - კაცი, არაჩვეულებრივი სახელითა და გვარით - დავიდ შაგალი!

დიახ, მაგ ამბავში არც ბერგმანია მთავარი, არც ფილტვების ანთება და მით უმეტეს, არც ჩემი კათარზისგამოვლილი სხეული, რომელიც ნეტარებას განიცდის, როცა უვლიან, დასტრიალებენ, ხან რას სთავაზობენ, ხანაც რას. ამ ამბავში მთავარი შაგალია. უფრო სწორად, ექიმ შაგალისა და კინომცოდნე კლეიმანის შეხვდრა მოსკოვში, დოსტოევსკისა და ტოლსტოის სპეციალისტის (მგონი, ერთადერთი შემთხვევაა ლიტერატურის ისტორიაში), საშა ბოკუჩავას ბინაში, ნოვიე ჩერიომუშკის რაიონში.

ჯერ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. კლეიმანმა დაწვრილებით უამბო, როგორ „ნერაზუმნო“ გავატარე ზაფხული, როგორ ვიკლავდი თავს შიმშილით და როგორ ვათენე ღამეები ბნელ კინოდარბაზში, კინოს ყურებაში (ბერგმანი და გაუცხოება არ უხსენებია), სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორ დავისუსტე ისედაც სუსტი სხეული. შაგალი „პონიმაიუ, პონიმაიუს“ იძახდა და ჩაქუჩს მიტყამდა მუხლზე. მერე ძალა გამისინჯა, თავისთვის რაღაცეები ჩაიწერა და საზეიმოდ გადმომცა წამლების გრძელი სია, რომელიც, როგორც თავად განაცხადა, ძალიან ფრთხილად უნდა მიმეღო.

„ასეთი უჟმური ექიმი ცხოვრებაში არ მინახავს, ფული ბევრი არ მისცე!“ - ქართულად ვუჩურჩულე საშას. ეჭვი მაქვს, მოსკოვში დაბადებულმა და გაზრდილმა დოსტოევსკი-ტოლსტოის სპეციალისტმა, სიტყვა „უჟმურის“ მნიშვნელობა არ იცოდა; „ჰო, ჰო, რა თქმა უნდაო“, მითხრა ქართულად და შაგალს პირდაპირ, უაღრესად სწორხაზოვნად გაუწოდა ფული.

დოქტორს გაეღიმა. წამოდგა საწოლიდან, იქვე ჩამოჯდა ბოკუჩავების მორყეულ სკამზე და განაცხადა, მე ჯერ წასვლას არ ვაპირებ, ასეთი ბედნიერი დღე დიდი ხანია არ მქონია - კინომცოდნეებში მოვხვდი... ჰოდა, რა დროს ფულია, მოდით, კინოზე ვილაპარაკოთო. ეს გვითხრა და მერე კლეიმანს მიუბრუნდა, მე და ჩემი ცოლი ყოველ შაბათ-კვირას დავდივართ კინომუზეუმში, სულ მინდოდა მოვსულიყავი თქვენთან, მადლობა მეთქვა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, მაგრამ მერიდებოდაო.

კომპლიმენტები დაასრულა, კლეიმანს თვალი თვალში გაუყარა და ივრითზე გადავიდა.

ეს გასაუბრება დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა. ებრაელების ენა მაშინ პირველად მოვისმინე და პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ამ ხალხმა რაღაც განსაკუთრებული, მისტიკური როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. ვიწექი ჩემთვის, ფილტვების ანთებით, ვუსმენდი ორი ბრძენი კაცის დიალოგს, არაფერი მესმოდა. მათი საუბარი შელოცვას უფრო ჰგავდა. ან, თუ გნებავთ, რაღაც შეთქმულებას - თითქოს ფიცი დადეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე უერთგულებდნენ ბევრი ბერგმანით დასუსტებულ ქართველს, რომელსაც გულზე ეკიდა პატარა ოქროს ჯვარი - წლების წინ, ვაკე-საბურთალოს გზაზე რომ იპოვა თოვლში - მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირდა.

შაგალთან წელიწადში რამდენჯერმე ჩავდიოდი მოსკოვში, კონსულტაციაზე. პირველად მისი მოგვარის დიდი ალბომი ჩავუტანე - კმაყოფილი დარჩა. მერე კინოზე გადავედი. თავის კაბინეტში ჟურნალ „ოგონიოკიდან“ ამოჭრილი ოდრი ჰეპბერნის უზარმაზარი სურათი ეკიდა. ამიტომ, საჩუქრების მოფიქრება აღარ გამჭირვებია - ხან გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ნაყიდი ოდრის ალბომები ჩამქონდა, ხანაც შაგალები.

ფული - არასდროს.

0x01 graphic

კლეიმანი მარწმუნებდა, რომ იმ დღეს, ის ხუთწუთიანი გასაუბრება ივრითზე, სწორედ ფულის თემას ეძღვნებოდა. შაგალს უთქვამს, ფულს ვერ გამოგართმევთ, რადგანაც ისედაც თქვენი ვალი მაქვს, თქვენი კინომუზეუმი რომ არა, ჩემი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი გახდებოდაო.

აბა ფოიხტვანგერი? რატომ ამტკიცებდა მაშინ, ებრაელებისთვის სწორედ ფული აღმოჩნდა დამცავი საშუალებაო? ამას არ წერდა, ებრაელები მრავლდებოდნენ, მათთვის განკუთვნილი სივრცე კი არ ფართოვდებოდა, ამიტომ მათი კომუნა ზევით და ზევით, ვერტიკალურად იზრდებოდა (ნიუ-იორკის ცათამბჯენივით), ერთმანეთს ეფარებოდნენ, მზე აღარ აღწევდა მათ სახლებში, ერთმანეთს გადაეჯაჭვნენო? ცოტაც და ეს ერთობა დაინგრეოდა, მაგრამ მათ მიაგნეს ფულის მაგიურ ძალას და გადარჩნენო (ევროპა ამ დროს არისტოკრატიზმის ქედმაღლობისგან და ამპარტავნობისგან იხრწნებოდა ჩვენი, დავით კლდიაშვილის აზნაურებივით).

ფოიხტვანგერს თუ დავუჯერებთ, ებრაელებს, რომელთაც არც სახელმწიფო ჰქონდათ და არც წინამძღოლი ჰყავდათ, დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ „წიგნი“, ე.ი. ბიბლია აერთიანებდათ. მერე კი გაჩნდა ფული, როგორც ერთგვარი ძღვენი იმისათვის, რაც ამ ხალხმა გადაიტანა - ძღვენი ფენომენალური, რაღაც ეპიკური გამძლეობისა და მოთმინებისთვის.

ეტყობა, ებრაელებს კი არ უყვართ ფული, როგორც ამას დაჟინებით ამტკიცებენ ქედმაღალი ანტისემიტები (ნეტავ რომელ ხალხს არ უყვარს?), არამედ უფრო პირიქით, ეს ფულს უყვარს ებრაელები!

და არა მარტო ებრაელები. ბევრია ასეთი. ფულისთვის დიდად თავს არ იკლავს, მაგრამ არც არასდროს უჩივის უფულობას.

მე, მაგალითად.

დიდროს სტიპენდია პარიზში! ერთი წლით. ხელფასი თვეში 10 000 ფრანკი (მაშინდელი 2 000 დოლარი)! აბა, სხვა რაზე უნდა ეოცნება მარტოხელა ადამიანს 1993 წელს, როცა საზეიმოდ გამოგვიცხადეს, რომ დემოკრატია ლობიოობა არ არის, როცა დაიკარგა აფხაზეთი, როცა საქართველო მაინც შევიდა დესეთეში („მერე რა? რუსეთი უკვე ხდება ცივილიზებული სახელმწიფო, ვერ ხედავ, მაიკლ ჯექსონი ჩავიდა მოსკოვში!“ - მითხრა მაშინ ერთმა ჩემმა რუსეთუმე ნაცნობმა), როცა ქვეყანაში კუპონები შემოიღეს და გრძელი რიგები დადგა პურზე.

ძღვენი იყო, აბა რა! ძღვენი მოთმინებისთვის. მაგ 10 000 ფრანკად არა მარტო ცხოვრება შეიძლებოდა პარიზში, არამედ, რამდენიმე მეგობრის ჩაყვანაც. მით უმეტეს, რომ რესტორნებისა და დროსტარების სიყვარულით არასდროს გამოვირჩეოდი და ფულის შეგროვება არასდროს ყოფილა ჩემთვის პრობლემა.

იმის თქმა მინდა, რომ ფულს ყოველთვის ადვილად ვაგროვებდი.

ვიცი, ვიცი - სექსზე ლაპარაკი უფრო ადვილია, ვიდრე ფულზე მსჯელობა... და ისიც ვიცი, რომ ადამიანები ყოველთვის გაურბიან ამ თემას. სხვის შემოსავლებზე, იცოცხლე, უყვართ ლაპარაკი. რა დაჯდა, ვინ, რამდენად გაყიდა, სად, რამდენად იშოვება... მაგრამ თავის ფულზე - არასდროს!

ფროიდიც კი ერიდებოდა ამ თემას. 9 წლის იყო, როცა ბიძამისი ციხეში ჩასვეს „ყალბი ფულით მანიპულაციისთვის“. ეს კი სერიოზული ასაკია. მითუმეტეს, როცა სკოლაში დაგცინებენ, ეჭვით შეგხედავენ. ამბობენ, რომ საქმეში ფროიდის მამაც გარეული იყო, იმასაც ამბობენ, რომ ამ ფაქტმა ფროიდს დიდი კომპლექსი აჰკიდა, შიში, რომ ციხეში ჩასვამდნენ. თუმცა, სიძუნწეზე ბევრი წერა - „ანალურ ფაზაში გაჭედვა“ უწოდა, იმ ბავშვებზე იმსჯელა, ქოთანზე ჯდომის ხანა რომ გაუგრძელდათ, რაღაცნაირად რომ სიამოვნებთ „განავლის ნაწლავებში შენახვა“ - ამ ტიპებს (რომელთაც ეროგენული ზონა შესაბამის ადგილას აქვთ) წესრიგისკენ მიდრეკილება, პედანტურობა (ყველა ნივთი თავის ადგილზე!) ახასიათებთო - ბრძანებდა პროფესორი ფროიდი.

დედა... რა კარგია, რომ ჩემს ოთახში პერმანენტული არეულობაა... და, მით უმეტეს, რა კარგია, რომ პარმანენტული არეულობაა ჩემს ქვეყანაში! თუმცა ხანდახან მაინც გინდება, როგორც ლობიოობის ხანაში გაჭედილ საქართველოში ამბობდნენ - „დაწყობილ ქვეყანაში“ ცხოვრება.

ამიტომაც გამიხარდა დიდროს სტიპენდია, თავისი 2000 დოლარით.

პარიზისკენ მიმავალ გზაზე, თბილისის აეროპორტში, თემურ მათურელი შემხვდა - ძალიან ნიჭიერი პიანისტი, რომელიც ჩემზე უფრო ადრე გაექცა „ლობიოობას“ და ჰოლანდიაში დამკვიდრდა. თვითმფრინავში მომავალ კონცერტზე მიამბო, დამპატიჟა კიდეც ამსტერდამში, მერე კი თავის მოსწავლეებზე გადავიდა - მდიდარ ჰოლანდიელ მოხუცებზე, რომელთაც პენსიაზე გასვლის შემდეგ გაუჩნდათ პიანინოზე დაკვრის სურვილი. ყვებოდა, როგორ უჭირთ მუსიკოსებს დასავლეთში, როგორ გაძვირდა იქ ცხოვრება და თან, იმ ქართველ „ჯიგიტებს“ ახასიათებდა, ვისკის ბოთლებით რომ ამოვიდნენ თვითმფრინავში და სტიუარდესების ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, მაინც რომ აბოლებდნენ სიგარეტს.

„ნეტავი, სად დაედოთ ასეთი ღიპები - რომ კითხო, აფხაზეთში ომობდნენ“.

ეს იკითხა და თვალით მანიშნა, მოდი ცოტა ხნით გავჩუმდეთ და ამათ მოვუსმინოთო.

მთვრალი „ჯიგიტები“ ერთმანეთს რატომღაც გინებ-გინებით მიმართავდნენ, სტიუარდესებს ჭორავდნენ. ერთმა თქვა, მოდი დაგენიძლავო, ამას დავიტოვებ ფრანკფურტშიო, მეორემ დასცინა, ამისთანა ნაშები გერმანიაში 10 მარკად იძლევიან, ასე რა გაგიჭირდაო... და უაღრესად დეტალურად მოყვა თავისი სექსუალური თავგადასავალი ევროპაში. საუბარში მესამეც ჩაერთო - ვისკი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა, ძმაკაცებს დოლარების დასტა უჩვენა და ოჩამჩირელი გოგო გაიხსენა - „რუსის ნაშა“ - როგორც თავად განაცხადა... ოჩამჩირეში რომ ვიდექით, სათითაოდ მოგვცა ბიჭებს, მაგათ ფულზე მეტად ავტომატი აგიჟებთო.

„აი, ამას ჰქვია სოციალური უსამართლობა - ხანგრძლივი პაუზის მერე ამოიოხრა თემურმა - მთელი ცხოვრება ვმუშაობ, კონცერტის ფული რომ შევაგროვო, პენსიორნერებს გამებს ვასწავლი, ეს ნაძირლები კი ქურდობენ და დროს ატარებენ“.

მას მერე, რაც სადილის ნარჩენები აალაგეს, თვითმფრინავში თამბაქოს ისეთი კვამლი დადგა, რომ მეც კი, სტაჟიანმა მწეველმა, ვერ შევიკავე თავი და სტიუარდესებს ვთხოვე, რამე ეღონათ (მთვრალ „ჯიგიტებს“, ცხადია, ვერაფერს ვეტყოდი... ეგრევე ტყვიას მივიღებდი შუბლში)... პარლამენტის თანამშრომლები არიანო - აგვიხსნეს მე და თემურს და სასწრაფოდ გაგვეცალნენ.

რისთვის მოაწყვეს ეს სპექტაკლი, რატომ ლაპარაკობდნენ ყველას გასაგონად ფულზე და იარაღზე? ნუთუ, მხოლოდ იმიტომ, რომ შურით გავმსკდარიყავით? ანდა, ჩვენი ეს გაბრაზება რაღა იყო? იქნებ მართლა გვშურდა ამ ხალხის? აბა, გულის სიღრმეში ვინ არ ნატრობს იმაზე, რომ თაყვანს სცემდნენ? უბრალოდ, ზოგს როგორ გამოსდის და ზოგს როგორ... თემურმა ბებერი ჰოლანდიელები უნდა „წვრთნას“ იმისთვის, რომ მერე დარბაზი დაიქირავოს და დაუკრას - ოვაციებს მოუწყობენ, ყვავილებს მიართმევენ, ამათ, ასე თუ ისე, მაინც იომეს, მერე იქურდეს... ახლა „პაეზდკაში“ მიდიან. თუმცა არც ეს „პაეზდკა“ აკმაყოფილებთ - ძალიან უნდათ მოხიბლონ ხალხი; მოხიბლონ შიშით და ტერორით.

ოჰ, კიდევ კარგი რომ „ფულს ვუყვარვარ“, ვიფიქრე ჩემთვის... კიდევ კარგი, რომ არასდროს მიმუშავია იმისთვის, რომ მხოლოდ ფული მეშოვნა, კიდევ კარგი, ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მომწონდა, კიდევ კარგი, არასდროს შევუწუხებივარ დეფეკაციის, ანუ ფულის კომპლექსს... ტყუილად ხომ არ მიჩუყდება გული კეთილშობილ უტოპისტებზე, კაცობრიობის მომავალს უფულო საზოგადოებაში რომ ხედავენ? (პარიზში გამგზავრებამდე შემატყობინეს, ხელფასს ელექტრონული ბარათით მიიღებთო... იმხანად, ეს ჯადო, ეს საოცარი გამოგონება ქრთამის წინააღმდეგ ბრძოლაში, სრული სიახლე იყო ქართველებისათვის).

კომუნა, რომელიც გაინაწილებს პროდუქტს და უარს იტყვის ფულზე! დაახლოებით ისეთი, მილოშ ფორმანმა რომ აღწერა „თმებში“... როცა ადამიანები კარგად გაიაზრებენ, რომ ისინი ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან, დები და ძმები არიან, ფული აღარ დაჭირდებათ... ვაა, აბა სხვა რა არის სამოთხე?

განა ამის არ სჯეროდათ საფრანგეთის რევოლუციის გმირებს? იქნებ, ამიტომაც მიბრწყინდება ყოველთვის თვალები „მარსელიოზას“ გაგონებაზე და იქნებ, სწორედ ამიტომ დავიმსახურე ეს ერთწლიანი სტაჟირება საფრანგეთში - დიდროს სტიპენდია და თვეში 2000 დოლარი?

თემურს ჩაეძინა. მე ვისარგებლე შემთხვევით და ტუალეტში შევედი... ალბათ, რაღაცას მიგრძნობდა გული - რაკი ამდენი ვიფიქრე ფულზე.

ჩემი ყურადღება უნიტაზის გვერდით დაგდებულმა უშველებელმა კონვერტმა მიიპყრო. ამდენი ასდოლარიანი ერთად არასდროს მინახავს. დიდი ჭკუა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ კონვერტი „დეფეკაციის კომპლექსით“ შეპყრობილ რომელიღაც გალეშილ ბიჭუნას დარჩა. მაგრამ ვერანაირი ჭკუა ვერ მირჩევდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ამ შემთხვევაში; გამოვსულიყავი გარეთ და დამეძახა, უკაცრავად, ვის დაგრჩათ ეს ფული?... არა, ბატონო, არც ისეთი ანგელოზი ვარ, რომ ქურდებს ფული დავუბრუნო... მაგრამ, მე თვითონაც ხომ არ ვიქურდებდი?

იმ გაგანია ზამთარში იმდენმა ოფლმა დამასხა და ისე ამიჩქარდა გული, რომ სერიოზულად დავფიქრდი, მთელი ჩემი თვითკმაყოფილება, მთელი ეს „მადლობა ღმერთს, ფული მყოფნის“, ასევე ხომ არ უკავშირდება „დეფეკაციის ამბებს“? ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის ვაღიარებდი, რომ რაღაც პანიკური შიში მაქვს დავრდომილთა თავშესაფრის მიმართ. იმის გააზრება, რომ უპატრონოთა „ინტერნატში“ შეიძლება ამოვყო თავი, მაიძულებს ვიფიქრო ეგრეთ წოდებული „სიყვარულის გაცემაზე“... იმ თვალსაზრისით, რომ რასაცა გასცემ, შენია... ანუ, გაცემული აუცილებლად დაგიბრუნდება და ამიტომ, არავინ დაუშვებს შენს მოთავსებას დავრდომილთა თავშესაფარში.

„ცოტას ავიღებ და ამ ფულით, მეგობრებს ჩამოვიყვან პარიზში“ არ მახსოვს ზუსტად, რამდენი იყო ეს ცოტა... ძალიან ცოტა რომ იყო, ეს ვიცი... ნუ, დიდი-დიდი თბილისი-ფრანკფურტის თვითმფრინავის ერთი ბილეთის ფასი.

თემურს, რა თქმა უნდა მოვუყევი. ჩემგან განსხვავებით პატიოსანი კაცი აღმოჩნდა - ძალიან მჭირდება, მაგრამ არ შემიძლიაო. დიდხანს ვარწმუნე, შენ თუ არა, სხვა აიღებს მეთქი, მაგრამ არა და არაო... ტუალეტში შედიოდნენ ბავშვები, ქალები, მოხუცები, სტიუარდესები... არავის დაუძახია: „უკაცრავად, ვის დაგრჩათ დოლარების დასტა?“

0x01 graphic

ფრანკფურტის ტრაპთან ავტობუსი დაგვხვდა. ჩვენი „ჯიგიტები“ ამასობაში გამოფხიზლდნენ. ერთ-ერთმა სიგარეტის გაბოლება მოინდომა, მაგრამ გერმანელმა მძღოლმა ისე დაუბრიალა თვალები, რომ ეგრევე გადაიფიქრა. ავტობუსში გაირკვა ფულის ისტორიაც, ოჩამჩირეში ნაომარმა იმას უთხრა, ყველაზე დიდი ღიპი რომ ედო: „შენ რომ ფხიზელი არ ყოფილიყავი, დავიღუპებოდით, ძმაო... ხომ იცი რამდენია კონვერტში? სტო ტისიაჩ დოლაროვ...“

თემურმა მთხოვა, ეს ამბავი არავის მოუყვე, დაითვლიან მერე ფულს და მაგ რამდენიმე ასდოლარიანის გამო, სიცოცხლეს გაგიმწარებენო.

ასეთ შესანიშნავ ისტორიას როგორ არ მოვყვებოდი! პარიზში ჩასვლისთანავე გავაგებინე ყველას ჩემი გმირობის ამბავი. ზოგმა მითხრა, რატომ სულ არ აიღეო, ზოგმა - როგორ არ გრცხვენიაო... ჰო, რა თქმა უნდა, უფრო მრცხვენოდა. განსაკუთრებით მაშინ შემრცხვა, როცა პარიზში ჩასვლიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ თემურ მათურელის გარდაცვალების ამბავი გავიგე - იმ კონცერტზე გასკდომია გული, მთელი წელი რომ ემზადებოდა.

გულწრფელობა! უამრავი ადამიანია, ვისთვისაც გულწრფელობა მხოლოდ და მხოლოდ დამცავი საშუალებაა, თავის გამართლების აპრობირებული ფორმა. საზიზღრად მოიქცევა, მერე მოყვება და თავს გაიმართლებს, ხომ ვაღიარე ჩემი დანაშაული, ხომ ისევ გიყვარვართ, ხომ არ ჩამაბარებთ უპატრონოთა თავშესაფარშიო... ანდა, აღსარებას იტყვის და მერე, სულ ხტუნვა-ხტუნვით გამოვა ეკლესიიდან - რა კარგია, ჯოჯოხეთში აღარ მოვხვდებიო. რასკოლნიკოვის ეს გამოცდილი დემაგოგია, რა ჯანდაბად უნდოდა ფული იმ საზიზღარ დედაბერს, როცა მე ახალგაზრდა ვარ და მთელი ცხოვრება წინა მაქვს - დიდი ხანია ინტელექტუალური ნაძირლების ცხოვრების წესი გახდა. ამაზე არაერთხელ გვილაპარაკია დოსტოევსკი-ტოლსტოის სპეციალისტის, საშა ბოკუჩავას ბინაში მე, საშას, კლეიმანს, კიდევ ერთ ჩემს მოსკოველ მეგობარს, თამრიკო დულარიძეს („რა არის ჰიჩკოკი? რა და მორალი!“ - ამას ამბობდა ხოლმე და გულს უხეთქავდა ინტელექტუალებს, რომელთაც, მოგეხსენებათ, მაინც და მაინც არ უყვართ სიტყვა „მორალი“) და, რაღა თქმა უნდა, ჟღალ ანგელოზს - დავიდ შაგალს, რომელსაც ფულზე მეტად ოდრი ჰეპბერნის ფილმები უყვარდა.

პარიზში გამგზავრების წინ კიდევ ერთხელ ჩავედი მოსკოვში და კონსულტაცია გავიარე. შაგალმა, ტრადიციულად, მთხოვა, აბა, რაც ძალა და ღონე გაქვს, მომიჭირე ხელიო და როცა მოვუჭირე, სულ „ოი, ოი“ იძახა. მერე, პერანგი გამახდევინა. ჩემი გადმოტრიალებული პატარა ჯვარი გამისწორა და ძალიან მკაცრად მითხრა, პარიზშიც თუ ასე იშიმშილებ, თუკი ერთ-ორ კილოს არ მოიმატებ, ჩემთან მოსვლა აღარ გაბედოო... შევეკამათე, სიცილით ვუთხარი, თქვენ არ იყავით, ოდრიზე რომ ამბობდით ანგელოზები არ სუქდებიანო? შენ რა, ანგელოზი ხარო? ბევრი იცინა და მერე მოულოდნელად, სერიოზული სახე მიიღო... იცი რა, ეს სამყარო გაცვლა-გამოცვლაზეა აგებული, ოდრი რომ ოდრია, იმასაც უთქვამს, თუ გინდა კარგი ფიგურა გქონდეს, შენი ულუფა ღარიბებს გაუყავი, თუ ლამაზ ტუჩებზე ოცნებობ, ცუდი არაფერი თქვა, დახმარების ხელი თუ დაგჭირდა, გაიხსენე, რომ მეორე ხელიც გაქვს - ერთი ხელი იმისთვის, რომ სხვას დაეხმარო, მეორე იმისთვის, რომ საკუთარ თავს უშველო.

მერე წამლებზე ვილაპარაკეთ, პარიზზე, ჩემი მოგვარის მოხატული ჭერი აუცილებლად ნახე „გრანდ-ოპერაში“, ეგ ეიფელის კოშკზე უფრო საინტერესოაო... წასვლას ვაპირებდი, როცა გამაჩერა, ისევ შეხედა თბილისიდან ჩამოტანილ ძღვენს - ოდრი ჰეპბერნის ესპანურ ალბომს და მითხრა, ალბათ გაიგე, სომალიდან დაბრუნებულ ოდრის მსხვილი ნაწლავის კიბო აქვს, სულ ვფიქრობ, რა ვერ გადახარშა ნეტა, რა ვერ მოინელა ცხოვრებაშიო...

ჰო, ვიცოდი. ოდრის დიალოგიც წავიკითხე სადღაც ექიმთან.

„- თქვენ ჩემი საყვარელი პაციენტი ხართ, ამიტომ არაფერს დაგიმალავთ. კიბო გაქვთ, თანაც ბოლო სტადია - მკურნალობას აზრი არა აქვს.

- რამდენი დამრჩა?

- 3 თვე, დაახლოებით.

- გმადლობთ, რომ სიმართლე მითხარით! - ეს თქვა და გაიღიმა.

- თქვენი მოტყუება ხომ შეუძლებელია, მის ჰეპბერნ!

- უჰ, რამდენი რამე უნდა მოვასწრო ამ სამ თვეში, ძალიან ბევრი რამ მაქვს გასარკვევი უფალთან...“

ოდრი რომ გარდაიცვალა პარიზში ვიყავი. ამბობენ, რომ მის დასაფლავებაზე, შვეიცარიაში, ლიზ ტეილორმა ცაში აიხედა და შესძახა: „შეხედეთ, ანგელოზი გაფრინდა“.

მაგრამ, იმ თოვლიან დღეს (რაც ძალიან იშვიათია პარიზში), სამყაროში არაფერი შეცვლილა. ანგელოზის გაფრენა არც პარიზს დატყობია. სამაგიეროდ, ერთი თვის შემდეგ, როცა ფრანგებმა შიდსით დაავადებული ახალგაზრდა რეჟისორისა და მუსიკოსის, სირილ კორალის გარდაცვალების ამბავი შეიტყვეს, მთელი პარიზი ტიროდა! ჰო, ჰო - მეტროში, ავტობუსში, მაღაზიებში ხალხს გაზეთები ეჭირა და ტიროდა! ჩემი თემის ხელმძღვანელმა, 68 წლის ამბების აქტივისტმა მითხრა, კოლარი - ახალი აზროვნებაა, კაცი, რომელმაც „ველურ ღამეებში“ გულწრფელად გვიამბო თავის ნევროზებზე - როგორ ადვილად იცვლის სექსუალურ პარტნიორებს, როგორ შეუძლია ღალატი, როგორ უყვარს ფული... დაახლოებით ჩვენი ვუდი ალენია. მისი სიკვდილი, შიდსის თაობის სიკვდილი, რა თქმა უნდა, დარტყმაა პარიზელებისთვისო. მომერიდა მეთქვა, რომ მე არ მიყვარს ვუდი ალენი, არც მის იუმორზე მეცინება და დიდად არც მისი ნევროზები მადარდებს. ისიც ვერ ვუთხარი, რომ მე არა ვარ „თაობა“, მე გოგი ვარ, გვახარია, ერთი ჩვეულებრივი ქართველი სტაჟიორი, რომელსაც ძალიან მოსწყინდა პარიზში, საყოველთაო ეგოცენტრიზმის ამ ულამაზეს ბუნაგში და დღეებს ითვლის, როდის დადგება სამშობლოში გამგზავრების ჟამი, იმ სამშობლოში, სადაც მიუხედავად „ლობიოობისა“, პერმანენტული არეულობაა და ჯერ კიდევ, ძალიან მცირეა შანსი, ვინმემ დავრდომილთა თავშესაფარში ჩაგამწყვდიოს.

0x01 graphic

14 პირადი ენციკლოპედია

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: აკა მორჩილაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი

აგიტაცია-პროპაგანდა

0x01 graphic

ეს იყო სროლების დროს. უფრო სწორედ, სროლების შემდეგ რომ სროლები იყო, იმ დროს. ფეხით რომ დავდიოდით ყველანი და საერთოდაც, ბახ და ბუხ. ყველას კარგად მოეხსენება, რა გმირობაც ეგ იყო. ჰოდა, საღამოა და მოვიდა ლევანააა... ადე, ადე ჩაიცვი კურტკაო, წავედითო, მანქანა ვიშოვე და ბიჭები უნდა მოვძებნოთო, ერთად არიან ყველანი სადღაცო. იყვნენ-მეთქი ვეუბნები. არაო, მანქანაში შვიდი ბოთლი უნამდვილესი საფერავი მიდევსო, უნამდვილესიო, ძველებურ, ლიტრიან ბოთლებში ჩასხმულიო, კიდე რაღაცეები მაქვსო და წავიდეთ, მოვძებნოთ ბიჭებიო.

მივთვალ-მოვთვალეთ და თქვა ლევანამ, ზაზასთან იქნებიანო. მართლა გავდა, რომ იქ იქნებოდნენ. წავედით გაღმა, ცისფერი ნოლაძინით, უკვე ბნელდებოდა და გვარიანადაც ციოდა. შუქიც არ იყო სადმე. ეხლა რო გამიშვა, სად წავალ? მივედით. ზაზამ დიდად გაიხარა საფერავის ბოთლების ხილვით, ჩვენი ხილვითაც, რასაკვირველია, ოღონდაც ბიჭები იქ არ აღმოჩნდნენ.

რაღას ვიზამდით, როგორც ზაზამ თქვა, ჩვენ მეტი შეგხვდება, დაჯე, დაჯეო.

დავსხედით ტკბილად და დავიწყეთ ამ სრულიად გადასარევი საფერავის სმა. ვსვით, ვსვით, მაგრამ იმას არაფერი აკლდებოდა, მე კიდევ თავი გამიხურდა, რამდენს დალევ ნამდვილ საფერავს? ვსვით, ჩაგვიშავდა ტუჩები. აღარ გადადიოდა: კი ვლაპარაკობდით ტკბილად და ყველაფერი, მაგრამ აბა, კიდევ ერთი ყლუპი და ასე. კარგად დაგვიღამდა, უგემრიელესად და ეხლა კი მივხვდით, რომ გამოღმა ფეხით უნდა გამოვიდეთ და რაც რომ საფერავი როგორღაც დაგვილევია, სახლამდე აღარ მოგვყვება. წავიდეთო, ლევანამ, სანამ ჩავბოდიალდებითო. ჩამოვედით დაბლა, ეკლესიასთან და ვხედავთ, რეიდი დგას. ავტოინსპექცია, ასე ვთქვათ. იმ დროში და სიბნელეში რა რეიდი უნდა ყოფილიყო. მაგრამ იყო. დგას ერთი ათი ინსპექტორი და ავტომატებიც უჭირავთ.

თან სარეიდო რა არი, მანქანები თითქმის არ დადის.

ლევანამ, მოდი აქ დავდგეთ შორიახლოსო, ეგებ, რამე მანქანამ გაგვიყოლოს, რო გააჩერებენო. სწორიც იყო: არ გინდა ხიდების და აღმართების გადალახვა სახლამდე? ჩვენ კი ვართ წნევიანები საფერავით, რომლისაც ოთხი ბოთლიც სრულიად ხელუხლებელი დაიტოვა ზაზამ, მარა მძიმედაც ხო ვართ?

მანქანები მოდის კანტი-კუნტად და ინსპექტორებიც ამორჩევით აჩერებენ. ეტყობა, ფრთხილობენ, რო ვინმე ისეთი არ დაუხვდეთ შიგ, აქეთ რომ გააჩერებს. ამიტომ, რაც რამე გააჩერეს, მხოლოდ გაუბედურებული და დაფახფახებული.

ათას რუსულ მანეთზე მიდის ჭიდაობა, ორიათასზე. ცოტა ფულია, მაგრამ მეტის მომცემი ვინ არის იმ დროში? წინდაწინვე იცი, საწყალს აჩერებ. ამიტომ ჭიდაობენ.

ისინი გაჩერებენ, მერე ჩვენ მივადგებით, ხო არ წაგვიყვან-თქო. ვინ წაგვიყვანს, სად წაგიყვანს. ორი ამხელა მუტრუკი. რეიდის გვერდზე კი ვდგავართ, მარა რო ჩავუჯდებით, ხო გავცდებით ამ რეიდს?

ამ ინსპექტორებსაც, ერთ თხუთმეტ წუთში თვალში აღარ მოვუვედით, ჩვენ აქ ორ კაპიკზე ვწვალობთ და ესენი კი გვიყურებენო და მოგვადგნენ, ცოტა იქეთ დადექით, აქ რეიდიაო. ლევანამ რაღაცა უთხრა, გიშლითო, თუ რა იყოო და წავიდა აზრების გაცვლა-გამოცვლა. მე კიდე, თუკი რამე მეჯავრება, აზრების გაცვლა-გამოცვლაა და უფროსი რომელია-მეთქი, ვეკითხები. საიდან მომაფიქრდა ეს, არ ვიცი. ალბათ, ვიფიქრე, ისეთი რამე უნდა ვუთხრა, რომ თოფები სულ მიწით დავუტენო-თქო. რა არი, როო. არა, მეთქი, ოფიცერი ვარ და ოფიცერს უნდა ველაპარაკო, ვერ გავიგე რა გინდათ, ამდენი ხანი ჩუმად ვარ და გიყურებთმეთქი და ამან კი გაჭრა. უნდა გაეჭრა, მაშ, რა! მოვიდა, ერთი, იმ სიბნელეში რა სამხრეებს გავარჩევდით. ჩავიყავი უბეში ხელი და ამოვიღე საჯარო ბიბლიოთეკის საშვი, ჩემი ერთადერთი დოკუმენტი და გავიქნიე ჰაერში უაზროდ, კილასონია ვარ, გვარდიის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებიდან და რას გვეჩხუბებით, ერთი გამაგებინეთ-მეთქი. რო გამოერთმია ის წიგნაკი, სადღა წავიდოდით, არ ვიცი. იმ ოფიცერს საბუთისთვის არც შეუხედავს, გასძახა, ბიჭო, გაუჩერე რამე ამ კაი ხალხსო. გვარდია, ესე იგი. ჰოდა, აქ დავარტყით რეჩები: საფერავი იყო მაინც. მაგიტო კი არ გეუბნებით, უბრალოდ, ვიდექით და მოგვადგა ეს შენი ხალხი-თქო, თორე ჩვენ მანქანასაც გავაჩერებთ და ჩვენს გზასაც ვნახავთ-თქო. ამას მოჰყვა მოზრდილი და უცნაური ლექცია, ჩემითვისაც მოულოდნელ თემაზე, რასაც ისევ საფერავს თუ დავაბრალებთ. ნამდვილი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების თანამშრომელივით ვლაპარაკობდი.

ეს აგიტაცია-პროპაგანდა საიდანღა გამახსენდა, არ ვიცი. ალბათ, ნამდვილი გვარდიელობა არ მინდოდა და იმიტომ. ძველი დრო იყო, მაშინ ჯერ კიდევ მახსოვდა ეგეთი სიტყვები: აგიტაცია-პროპაგანდა, უპატაკეს სამშობლოს, ჩუმლაყის საბჭოთა მეურნეობის მიღწევები, საქართველოს სანაოსნოს ცისფერ გზებზე და

ასე შემდეგ.

ისე, ახლაც მხსომებია.

მოკლედ, წამოვედით ფეხით, ამ რეჩის შემდეგ ვინღა გაგვიბედავდა მანქანის გაჩერებას.

რუსთაველზე მაწანწალა ბავშვები შეგვხვდნენ და ვუფეშქაშეთ სიგარეტი „ოთხმოცი“. დანარჩენი გზა კი აღარც მახსოვს. ამოვედით ფეხით. მერეღა გავიგეთ, რომ ბიჭები იქვე ყოფილიყვნენ, მრგვალი ბაღის თავზე, გვალსკისთან. მობილური მაშინ არ იყო და რამე. მობილური კი არა, მგონი სიცოცხლეც არ იყო. მგონი ჯობდა, ზაზა წამოსულიყო აქეთ. ის ბოთლები კი არ დარჩენილა დაულეველი, მაგრამ ყველა ერთად დალევდა და არა ნაწილნაწილ, როგორც შემდგომ დღეებში მოხდა. ასე იყო და რა ვიცი. ნამდვილად არ დავიბრალებდი აგიტაცია-პროპაგანდს ამბავს, მაგრამ ძალიან უბედურ მანქანებს აჩერებდნენ. ვისაც არავინ გამოადგებოდა, ისეთი, რომ საჯაროს წიგნაკი ეჩვენებინა მათთვის. ხო, კიდე, კატები დარბოდნენ მთელ რუსთაველზე. იმდენი კატა საერთოდ არ მინახავს ერთად.

როიალი

ძია ბეჟანი დიდი ხანია გარდაიცვალა: მას ჭაღარა ულვაში, ყავისფერი სპორტული სამოსი და გრძელი, რაღაცნაირი მუნდშტუკი ჰოქნდა. ძია ბეჟანმა ოცდაათაინი წლების მაგარი ამბების მოყოლა და ხველაში გადაზრდილი სიცილი იცოდა, იმიტომ, რომ მუნდშტუკი განუწყვეტლივ უბოლავდა. ამ ამბებს იმიტომ კი არ ყვებოდა, რომ მაინცდამაინც თხრობა უყვარდა, არამედ, რაღაცას მოაყოლებდა ხოლმე.

იქედან ბევრი დამამხსოვრდა, მათ შორის კი ერთი, მსოფლიო ომისდროინდელი. იმ დროის თბილისზე საერთოდ ცოტას ყვებიან, ხოლო რატომ, არ ვიცი. ბებიაჩემი მოკლედ იტყოდა, ღამით ქუჩის საგუშაგოზე ვიდექით ხოლმეო და ბევრს არაფერს მოაყოლებდა, მხოლოდ იმას გაიხსნებდა, როგორ გაძარცვეს ქუთაისის მატარებელში ღამის სიბნელეში, დაოსტატებულმა ქურდებმა და მერე, როგორ დაახვედრეს ნაძარცვი სადგურში მილიციელებმა, მან კი ქურდი ვერ ამოიცნო. ასევე ძია ნუკრის უამბნია, ომის დაწყების პირველ დღეებში ბიჭები რუსთაველის თეატრში ვიყავით და იქ, მოსაწევ ოთახში, ანტრაქტისას შეუმჩნევლად მოგვიახლოვდა პოეტი იოსებ გრიშაშვილი, რომლის ხილვითაც ჩვენ აღვტაცდით, მან კი, როგორც ჩანს, სანდო ბიჭებად მიგვიჩნია, გულზე მოწყვეტილად და სხვათათვის შეუმჩნევლად მჯიღი დაიცა და ხმადაბლა და სწრაფად გვითხრა, დედა ეტირათ თუ არაო, ახლა თქვენი დრო მოდის, ისწავლეთ, სწავლაა მთავარი და ამათაც დედა ეტირებათო. ამ ნათქვამზე ის ბიჭები პირდაღებულნი დარჩენილან, მე კი, ყველა გახსენებისას ასევე პირდაღებული ვარ ხოლმე და ყველა ჯერზე ხელახლა ვრწმუნდები, რომ საქართველო დაუპყრობელი ქვეყანაა. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ცოტაა.

ადრე, ბიჭი რომ ვიყავი, ხშირად ვკითხულობდი არჩილ სულაკაურის რომანს, „ლუკა“ რომ ჰქვია. თუკი რამ ომისდროინდელი თბილისის გავიგე, სულ იმ წიგნიდან.

ძია ბეჟანის ამბავი კი ასეთი იყო: ომიაო და შიმშილიო და მე და ჩემი ძმა ქუჩაზე ვდგავართო. მოვიდა ერთი კაციო და ბიჭებო, მომეხმარეთ და გულს არ დაგწყვეტთ, გადასაზიდი მაქვს რაღაცაო. გულს არ დაგწყვეტთ, კაი ამბავია ისეთ დროს, როცა გარშემო შიმშილი და ომია. პურის ტალონები ცალკე ისტორიაა, დიდი და განუმეორებელი. მათი ყალბი პირების მხატვრების ამბავი ხომ, კიდევ სხვა. მოკლედ, ტვირთი მაქვსო და წამომყევით და თქვენ იცითო: ძველი დროა, რის მანქანა, რა ფორანი. ანდა, რომც იყოს, ეტყობა ძალიან ძვირია.

წაჰყვნენ ძმები, იარეს, იარეს, გადაირეს ხიდი და მივიდნენ პლეხანოვზე ერთ ეზოში. იქ კი პიანინო დგას, პირდაპირ ეზოში, კაცს თოკები მოუმარაგებია, დავითაშვილზე უნდა წავიღოთო. წავიღოთ რა, ამათ უნდა ათრიონ, თოთხმეტი და თხუთმეტი წლის ბიჭებმა, ორმა. ეს კაცი კიდევ წინ მიუძღვის, დანარჩენი კი თქვენ წარმოიდგინეთ, თუკი თბილისის გეოგრაფიისა რაღაც გახსოვთ: პიანინო, ზურგით, მშივრებმა, პლეხანოვიდან დავითაშვილის აღამრთის ბოლოში.

დიდი დაღლილობა იყო, სრული გასავათებულობა და ოფლი და მიიტანეს და მიათრიეს ეზოში და აქ, აქ დადგითო კაცმა და, მომიცადეთ ერთ წუთს, პატივი უნდა გცეთო. ისეთი დაღლილები იყვნენ, ჩამოჯდომისა ეშინოდათ, ვეღარ ავდგებითო და ბარემ, მივიღოთ ჩვენიო და წავიდეთ ისე, აქ ჩამოჯდომით მთლად დავიხოცებითო.

მე პირადადო, ცხელ პერაშკებზე ვფიქრობდიო, ასე თქვა ბატონმა ბეჟანმა, ცხელ, ისევ და ისევ პლეხანოვურ პერაშკებზეო. შევიდა ეს კაცი სახლში და გამოვიდაო. გამოიტანა ორი ცალი პატარა ცივი მჭადი და გამოგვიწოდა მე და ჩემს ძმას, აბა ბიჭებო, გამოძეხით, ნამდვილად დაიმსახურეთ და მადლობელი ვარ თქვენიო.

ეს მჭადი იყო მეხის დაცემა. მე ისე ვიყავიო, ძია ბეჟანმა, ეგებ გამომერთმია კიდეც ეგ მჭადი მისი განუზომელი უსინდისობის მიუხედავადო, მაგრამ ჩემი ძმა სრულიად გადაირიაო, თუმცა, ქანცგამოცლილებს რისი ჯანი უნდა გვქონოდა და ჩემმა ძმამ კი მომავლო ხელი და წამაჩიქჩიქა ჭიშკრისკენ, ერთი მოუბრუნდა იმ უსინდისო კაცს და მიაძახა, შენი ცივი მჭადი შეიფშვენი ერთ ადგილასო...

წამოვედით გაბოროტებულებიო, თუმცა, მაინც კარგი ბიჭები ვიყავით, რადგან არც იმ დღეს და არც მერე რამე არ დაგვიშავებია, არც მოგვიპარავს და არც გვიეშმაკია, როგორც ეს ომის დროის თბილისში ჩვენს ტოლებში მიღებული იყოო. ის კაცი კი, რა თქმა უნდა, ეშმაკი გახლდათ, არიფულად გამოიჭირა ძმები, თორემ მუშას როგორ ვერ იშოვნიდა. მუშებისთვის უნდა გადაეხადა, ბიჭებზე კი იფიქრა, იოლად გადავატარებო. ორი ცალი პატარა მჭადი. რაღა ეს და რაღა ლასარილიო ტორმესელის ცხოვრება. თანაც ბიჭებიც სწორად შეარჩია: ხომ შეიძლებოდა ისეთები გამოდგომოდნენ, პიანინო რომ შუა გზაში დაეგდოთ და მერე რაღა ეშველებოდა? ანდა ისეთები, შურისძიება რომ განეზრახათ?

მოკლედ, იმ კაცს თავისი წილი სივერაგე ჰქონოდა და ასე არაადამიანურად ამუშავა ძმები. ის პიანინო აღარც მახსოვდაო, ძია ბეჟანმა, პერაშკი მახსოვდა, რომელზეც ვოცნებობდიო.

კი ეგეთი დრო იყო, პერაშკი იყო ერთ ადგილას, ფული კი არსად. მერე, მოვიდა დრო, როცა ფული იყო, პერაშკი კი, არა. მერე ორივე გაქრა, მერე ორივე მოვიდა, მერე კიდევ რაღაც, მაგრამ, დღეს მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ ორმა ძმამ მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე პიანინო ათრიოს, აღამრთებში ატაროს და საერთოდ, ბიჭები დღეს გულშიც არ გაივლებენ ასეთ რამეს, ალბათ ის კაცი, ვისაც პიანინო აქვს გადასატანი, ვერაგი რომც იყოს, სულ სხვანაირად მოიქცევა. რატომ? იმიტომ, რომ ომი არ არის და საერთოდ სხვა დროა! აბა, ვინ იცის. და პერაშკიც სხვანაირია.

0x01 graphic

15 ცხელი შოკოლადი - ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


15.1 ლიტერატურა - ფესტივალი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

კარცერ-ლუქსი ექსპო-ჯორჯიაში

ავტორი: მაგდა კალანდაძე

წიგნის ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ლიტერატურის არაერთი საშუალოსტატისტიკური მოყვარულისგან მოვისმინე, უი, საუკუნეა წიგნი არ მიყიდია და ახლა მაინც ვიყიდიო. დიდი თავშეკავება დამჭირდა, ცნობისმოყვარეობა მომეთოკა და შეკითხვა არ შემებრუნებინა, კი მაგრამ, აქამდე რა გიშლიდათ წიგნის ყიდვაში ხელს-მეთქი... თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც აბსოლუტურად საპირისპირო რამ მითხრეს და ამით კიდევ უფრო მეტად გამაოცეს: როცა დახლებს შორის მეგობრების მოსაძებნად მოსეირნე ან მახლობელ კაფეში სიგარეტსა და ყავაზე მოლაქლაქე ნაცნობებთან ერთი-ორი შეძენილი წიგნით თავი მოვიწონე და, თქვენ თუ იყიდეთ რამე-მეთქი, დავინტერესდი, პასუხი არც მეტი, არც ნაკლები, ასეთი იყო - აქ რა უნდა ვიყიდო, ყველა წიგნი უკვე მაქვსო. აღარ გავაგრძელებ, კიდევ რაების მომსწრე გავხდი ამ ოთხი დღის მანძილზე, სანამ საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას ტერიტორიაზე წიგნის IX საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობდა, თუმცა, ყველაზე მეტად ფესტივალთან დაკავშირებულმა ამ ორმა დამოკიდებულებამ მიიქცია ჩემი ყურადღება.

ის, რომ ფესტივალს ყველა მოუთმენლად ველოდებოდით, და რომ წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ლიტერატურის სფეროში მოღვაწე თუ, უბრალოდ, დაინტერესებული ადამიანებისთვის, ახალი ნამდვილად არ არის და, ალბათ, იმაზეც შევთანხმდებით, რომ საუკეთესო ადგილი და გარემოა ავტორების, გამომცემლების, მკითხველების ერთმანეთთან შესახვედრად. მაგრამ ფესტივალი ერთგვარი „კარცერ-ლუქსის“ ფუნქციასაც თუ შეითავსებდა, ეს, ცოტა არ იყოს, სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ჩემთვის. ზაფხულის დახუთულ შუადღეს კონდენციონერით გაგრილებული დარბაზი, იქვე კაფე ცივი სასმელებით, თავაზიანი მომსახურე პერსონალი, ნაცნობი სახეები და ამ ყველაფერთან ერთად ბევრი, ბევრი წიგნი, თანაც, საკმაოდ მისაღებ ფასებში - ეს ყველაფერი რაღაცით ვასილ კეჟერაძის ოცნებას მაგონებს. წიგნის მაღაზიაში შესვლა მომაბეზრებელი საქმიანობაა, თანაც, ვერც ვერავინ შეამჩნევს, რომ წიგნს ყიდულობ, ფესტივალზე კი ამ პროცესით შეიძლება გახალისდე კიდეც - დღესასწაულია, ბოლოს და ბოლოს. ასეა თუ ისე, მთავარი აქ შედეგია - „კარცერ ლუქსში“ შემოსულები უწიგნოდ ვერ ტოვებდნენ იქაურობას, რამაც ერთიორად დიდი მნიშვნელობა შემატა წიგნის ფესტივალს - იყოს ხალხის რაღაც ნაწილისთვის ლიტერატურა „მოდური“, ჩაითვალოს წიგნის ფესტივალზე სიარული და ლიტერატურული პროდუქტების ყიდვა „მოდურად“ - ეს საკმაოდ დიდი ნაბიჯია იმისათვის, რომ, იქნებ, წიგნების კითხვაც „მოდური“ და „სამარიაჟო“ გახდეს. თუმცა, ცოტა არ იყოს და, გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ ამ ოთხი დღის მანძილზე ეგერეთ წოდებული „მაღალი ეშელონებიდან“ და სახელმწიფოს მართვის სათავეებში მყოფი პირებიდან ექსპო-ჯორჯიაში ვერავინ შევნიშნე - არადა, ვეძებდი, კონკრეტული ინტერესები მამოძრავებდა ერთი-ორის მიმართ (მხოლოდ ლიტერატურული, რასაკვირველია). მაგრამ იმედები გამიცრუვდა - ალბათ, ისინიც სწორედ იმ კატეგორიაში შედიან, ვისაც „ყველა წიგნი უკვე აქვთ“. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ფრიად გამაოცა რამდენიმე ნაცნობისგან ასეთმა გამოსვლამ, მაგრამ თეორიული დაშვება მაინც მოვახდინე (პრაქტიკულის რა მოგახსენოთ - მით უმეტეს, თუ აღნიშნულ სუბიექტებს და მათ „ბიბლიოთეკას“ კარგად ვიცნობ) და აღმოვაჩინე, რომ სრულიად შესაძლებელი იყო, წიგნის ფესტივალზე გამოტანილი წიგნებიდან უკვე ყველა გქონოდა. არ ვგულისხმობ რამდენიმე ახალთახალ გამოცემას, რომელთა გაყიდვაში ჩაშვებაც სპეციალურად წიგნის ფესტივალს დაამთხვიეს გამომცემლებმა, თუმცა, ასეთი წიგნების რიცხვიც იმდენად მცირე იყო, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, გამოგპარვოდა თვალთახედვის არეალიდან. საბოლოოდ კი, ის მივიღეთ, რომ ფესტივალზე გამოტანილი წიგნები თავიანთი ფასდაკლებების შემოთავაზებებით, ცოტა არ იყოს, ძველი, ჩამოფასებული საქონლის გასასაღებელ ბაზრობას ჰგავდა. ბევრჯერ ნათქვამის გამეორება მომიწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს შემდეგაც არაერთხელ გაიჟღერებს ეს, რბილად რომ ვთქვათ და, საყვედური: წიგნის ფესტივალი ყველაზე უფრო თვალსაჩინო მხილება იყო იმის, რომ საქართველოში ლიტერატურას მატერიალური მხარდაჭერა და დაფინანსება არ აქვს, და თუ რამდენიმე ავტორის თარგმანი მაინც ასე თუ ისე გამოიცემა, ამასაც საქართველოში არსებული საზღვარგარეთული ორგანიზაციები კურირებენ (დიუმას ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი და ა.შ.). ურიგო არ იქნებოდა, ჩვეულებრივი მოკვდავების - გამომცემლებისა და ავტორების გარდა, წიგნის ფესტივალს ის ტიტანებიც სწვეოდნენ, რომელთა ხელსა და ჯიბეშიც არის დღეს ქართული ლიტერატურა და რომელთა საბანკო ანგარიშებზეც (და არა მარტო) ჰკიდია დღეს მწერლებისა და გამომცემლების ბედი, მაგრამ, რას ვიზამთ - როგორ ვთქვით, მათ, ალბათ, უკვე „ყველა წიგნი აქვთ“.

ასეა თუ ისე, წიგნის ფესტივალის ოთხმა დღემ მაინც იმ სიხარულითა და ამაღლებული განწყობით ჩაიარა, როგორითაც ველოდებოდით - პრეზენტაციები, ავტორები, ახალი გამოცემები, მონატრებული სახეები, ავტოგრაფები, გამაგრილებელი სასმელები, გადავსებული საფერფლეები და წიგნები, წიგნები, კიდევ წიგნები - „კარცერ-ლუქსი“ ცოტა არ იყოს და, ჩვენც, კლიმებსა და კეჟერაძეებსაც, მოგვიხდა.

15.2 ლიტერატურა - რეცენზია

▲ზევით დაბრუნება


უსასრულო დროის დასასრული

ავტორი: ანდრო ბუაჩიძე

0x01 graphic

გაბრიელ გარსია მარკესი, პატრიარქის შემოდგომა (რომანი). ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა. თბ. სიესტა, 2006.

ამასწინათ, ოთხმოცი წლის მხცოვანი კოლუმბიელი - გაბრიელ გარსია მარკესი თავისი ყრმობის ქალაქ არაკატაკას ეწვია. ეს ქალაქი კარგახანია რეალობას მოწყდა, წარმოსახვის სფეროს შეუერთდა და მაკონდოდ გადაიქცა. მაკონდოს მრავალფეროვანი სივრციდან მოუსვენარმა წარმოსახვამ „პატრიარქის შემოდგომის“ სასახლეში გადაინაცვლა.

ყოველი მწერალი იმ ნიშნით ფასობს თუ რამდენად თვითმყოფად სამყაროს უყრის საძირკველს. მარკესის თვითმყოფადობა პროზაულ-პოეტური თხრობის სწორედ მისეულ თავისებურებიდან იღებს დასაბამს. მარკესმა ნარატივის მკაფიოდ გამოხატული ორიგინალური კანონები შექმნა, და მიუხედავად იმისა, რომ მას, ალბათ, მრავალი მიმბაძველი ჰყავს, ამ კანონთა უზენაესობას აზრი მხოლოდ მის სამყაროში შეიძლება ჰქონდეს. მარკესმა თხრობის ისეთი ალქიმიური ნაზავი შექმნა, რომლის ანალოგიც ძნელი მოსაძებნია. პოეტური პროზა ათასნაირი შეიძლება იყოს, ამიტომ ეს ზოგადი განსაზღვრება აქ თითქმის არაფრის მთქმელია. მარკესის ნარატივი ნიაღვარია, ერთი გაბმული, უწყვეტი ნაკადია, წარსულის პერიფრაზია, მომავლის პროვიდენციული ჭვრეტაა, წარღვნაა, რომელსაც მოაქვს მოვლენები, საგნები, ადამიანები, წვრილმანი თუ მსხვილმანი ნივთები. ეს არის მდინარე, რომლის დინების რიტმი ყველგან ერთნაირია, სწრაფია, უპაუზო და უაბზაცოა. აქ თავისებურ ინტერვალს თხრობითი მორევები ქმნის, სადაც უკვე ნათქვამი ხელახლა მეორდება და ამით იძენს განახლებულ აზრს. ლამის გამქრალია ზღვარი პროზასა და პოეზიას შორის, ოღონდ ისე, რომ მკითხველი ამ ქრობას ვერ ამჩნევს და ალბათ ვერც შეამჩნევს, ვინაიდან ასეთი ქრობა თუ ზღვარი არც არსებობს. პროზა და პოეზია მარკესისთვის ცალკ-ცალკე არ მოიაზრება ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, მის სამყაროში პოეზია პროზის იმანენტური ნაწილია.

მარკესი რასაც ხელს აკარებს, ყველაფერს მეტაფორად აქცევს. ეს მწერალი, შეიძლება ითქვას, მეტაფორულ განზომილებაში ცხოვრობს. „პატრიარქის შემოდგომაც“ - რომანი მეტაფორაა. მეტაფორულობას აქ უპირველეს ყოვლისა თვითონ პატრიარქის სახე ქმნის. რეალურად არსებული სხვადასხვა დროის დიქტატორები ყოველთვის გარკვეული ნიშნებით ჰგავდნენ ერთმანეთს. ამიტომ, ავად თუ კარგად, დიქტატორის სახე თითოეული ჩვენთაგანის წარმოდგენაში არსებობს. მარკესმა, როცა „პატრიარქის შემოდგომას“ წერდა, ეს საერთო ნიშნები მოიცვა და იმ კონკრეტულ ნიშნებთან ერთად შემოწერა, რომელიც „პატრიარქის შემოდგომის“ მთავარ გმირს გააჩნია. მარკესი თითქოს მთელი რომანის მანძილზე ძერწავს პატრიარქის სახეს, სხვადასხვა წახნაგით ხსნის მის ხასიათს, წარმოაჩენს ყველაზე უფრო დაფარულ სურვილებს. პრეზიდენტის გარეგნობა და თვისებები თითქოს ემთხვევა ჩვენს წარმოდგენაში არსებული დიქტატორის მითოლოგიზებულ ხატს. მას ჩამოსიებული თიაქარი აქვს, ოთხკუთხა ბრტყელი ტერფები, მაგარი, არწივის კლანჭებივით დაგრეხილი ფრჩხილები; აღმერთებს ბავშვებს და მერცხლებს, ცხოველების ენა ესმის, წინასწარ ჭვრეტს სტიქიურ მოვლენებს, გამბურღავი მზერით შეუძლია თვალებში სხვისი აზრების ამოკითხვა.

პრეზიდენტი ხშირად ამბობს: შვილისთვის დედაც საკმარისიაო. ეს, რა თქმა უნდა, უკანონოდ გაჩენილ შვილებზეა ნათქვამი. მას არაერთი ასეთი შვილი ჰყავს, თუმცა თითქმის ყველა უდღეური გამოდგა, აკი, თვითონაც არ იცნობს საკუთარ მამას და ერთადერთ მშობლად დედას, ბენდისიონ ალვარადოს მიიჩნევს. მისი მთავარი საქმიანობა უსახური ჩიტების საღებავებით გაფერადებაა. დადის პრეზიდენტის სასახლეში და ამბობს, რა ჯანდაბად უნდა ჩემს შვილს პრეზიდენტობა, გინდა პრეზიდენტის სასახლეში გიცხოვრია და გინდა 24 საათი შუქმინათებული მჯდარხარო. ალვარადოს ეკუთვნის ეს სიტყვებიც: რომ მცოდნოდა ჩემი შვილი რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდებოდა, სკოლაში ვატარებდი და წერა-კითხვას ვასწავლიდიო.

კიდევ ერთი ნიშანდობლივი შტრიხი: პრეზიდენტს ორეული ჰყავს - პატრისიო არაგონესი. გარეგნული მსგავსება საბედისწერო გამოდგა არაგონესისთვის - სასახლის მესვეურები შეეცადნენ ეს მსგავსება აბსოლუტური ყოფილიყო, ამიტომ მას საკვერცხეები სადგისით გაუხვრიტეს, რომ თიაქარი ჩამოსიებოდა, მერე კი სკიპიდარი შეასვეს, რომ არა მარტო წერა-კითხვა, არამედ ყველაფერი დავიწყებოდა, რაც კი ოდესმე ესწავლა. სიკვდილის წინ არაგონესი პრეზიდენტს გულის ნადებს უზიარებს და ეუბნება, მძულხარ რადგან სიცოცხლე დამიმახინჯეო.

პრეზიდენტის მეუღლეს, ლეტისია ნასარენოს ყელზე ცისფერი მელიის კუდი ჰქონდა შემოხვეული. სწორედ ამ მელიის კუდზე დაგეშეს მტრებმა კაციჭამია ძაღლები და დედა-შვილი უმწეო ნამუსრევად აქციეს. დაცვამაც ვერაფერი გააწყო. პრეზიდენტს ისეთივე დაუნდობელი მოქიშპეები ჰყავს, როგორიც თვითონ არის. გრინგოები მას ზღვას ეცილებიან და საბოლოოდ ართმევენ კიდეც.

როცა პრეზიდენტს მანუელა სანჩესი შეუყვარდა, დარდის გასაქარვებლად თავის ქალებს მიაკითხა. სიყვარულმა სიდინჯე შესძინა და ცხოველური ეგოიზმი გაუქარწყლა, აღარ იყო ძველებურად მოჩქარე, მარტო თავის სიამტკბილობაზე აღარ ფიქრობდა, სხვასაც ანიჭებდა სიამოვნებას. „ქალები ოხრავდნენ და სიბნელეში ტკარცალებდნენ გაკვირვებულები, მეტისმეტი მოგდით, გენერალო, ძალიან იხარჯებითო“.

მაგრამ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. და როგორც იქნა დასრულდა პრეზიდენტის დაუსრულებელი დიქტატურის ხანა, დადგა იმ პატრიარქის შემოდგომა, რომელიც „უკანასკნელი დამჭკნარი ფოთლების შრიალით გაემართა მოუსავლეთისკენ ჩალუსკუმებული დავიწყებისკენ. შეშინებული ჩაბღაუჭებოდა სიკვდილის ნავის დაძონძილ იალქანს, სიცოცხლის ნიშანი აღარ ეტყობოდა... აღარ ესმოდა ზარების ამაღლებული, ზარ-ზეიმური გუგუნი, რომელიც ხალხსა და მთელ ქვეყანას ამცნობდა, რომ უსასრულო დრო, როგორც იქნა, დასრულდა“.

ორმაგი რეაბილიტაცია

ავტორი: გია არგანაშვილი

0x01 graphic

ვახტანგ კოტეტიშვილი, ფოლკლორული ძიებანი. შემდგენელი ნანა კოტეტიშვილი. თბ. მერანი. 2006.

ლიტერატურის დარგის სამეცნიერო ტექსტები სხვადასხვა მიზეზთა გამო შედარებით მალე ძველდება, სამოცდაათი წელი საკმარისი დროა არ მარტო ტექსტის, არამედ მისი ავტორის დასავიწყებლადაც, მაშინაც კი, თუ მის სახელს უკუღმართობასთან ბრძოლაში ტრაგიკულად შეწირულის შარავანდედი ადგას, თუმცა მრავალმხრივი ნაყოფიერი მოღვაწეობა (ლიტერატურის ისტორიკოსი, ფოლკლორისტი, კრიტიკოსი, ესეისტი, ხელოვნებათმცოდნე, ფერმწერი, მოქანდაკე და პირველი ჩოხოსანი. ჩოხოსნობა იმ დროს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გულისხმობდა და ყველაზე მძიმე ტვირთი აღმოჩნდა სატარებლად) მეტ შანსს უტოვებს ამ წიგნის ავტორს, რომ მისი სახელი კვლავაც ცოცხალივით იხსენიებოდეს მეცნიერთა და ხელოვანთა წრეში (იქ, სადაც განსაკუთრებით ძნელია სახელის დამკვიდრება), ეს ჩემი ვარაუდია, რომელიც ახალთაობამ უნდა დადასტუროს, რისთვისაც ამ კრებულის, როგორც სახელმძღვანელოს წაკითხვა მათ აუცილებლად მოუწევთ

ამ წიგნის გამოცემა ვახტანგ კოტეტიშვილის პიროვნების ორმაგი - პოლიტიკური და შემოქმედებითი რეაბილიტაციაა, პოლიტიკური - დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით, რადგან მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი მისი დახვრეტის ნამდვილი მიზეზი და შემოქმედებითი - ახალ საუკუნის სახელით, რომელიც გასული საუკუნის მემკვიდრეობას აფასებს და იბარებს. ამასთან ერთად, მკითხველიც უნდა გათავისუფლდეს ზედმეტი გულმოწყალებისგან, რომელსაც რეპრესირებულთა შემოქმედების მიმართ გრძნობდა, რადგან წლებთან ერთად მათი ხსოვნა უკვე გამსუბუქდა იმ მძიმე ტვირთისგან, რომელსაც მათი ტრაგიკული ბედისწერა იწვევდა, სიკვდილმა კი არ გადაწონა, არამედ მხოლოდ დაამოწმა მათი ღირსეული სიცოცხლე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გლოვა დამთავრდა და დროა რეპრესირებული თაობის შემოქმედება უშეღავათოდ შეფასდეს, თუმცა, მომავლი თაობა ამას უჩვენოდაც გააკეთებს.

პიროვნული და შემოქმედებითი თვისებებით ვახტანგ კოტეტიშვილი ქართველ მეცნიერთა იმ ჯგუფის წევრია, რომელთა საერთო ძალისხმევით გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩვენში მეცნიერული აზროვნების აღორძინება დაიწყო, როდესაც ივანე ჯავახიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოლკლორის კურსის წასაკითხად მიიწვია, მას უკვე შესწავლილი ჰქონდა სასულიერო და მეცნიერების სხვადასხვა დარგის საფუძვლები, იყო რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი, მუშაობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის სამტომეულზე და სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის პირველ ჯგუფში ქანდაკების სპეციალობით.

ვახტანგ კოტეტიშვილმა იცოდა ძვ. ბერძნული, ლათინური, გერმანული, ფრანგული, უკრაინული და რუსული ენები. ამან საშუალება მისცა ქართული ფოლკლორის საკითხების კვლევა მსოფლიო ხალხთა ფოლკლორის ზოგად ფონზე ეწარმოებინა და მოეძებნა პარალელები ქართულ და მსოფლიო (განსაკუთრებით ძველი აღმოსავლეთის) კულტურებს შორის.

მის სახელს უკავშირდება ქართული მეცნიერული ფოლკლორისტიკის ჩამოყალიბება და ფოლკლორისტული სკოლის შექმნა. მან უნივერსიტეტში დააარსა ფოლკლორის კათედრა, სახელმწიფო მუზეუმში ფოლკლორის განყოფილება და ფოლკლორული არქივი, საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ფოლკლორულ ექსპედიციებს სტუდენტების მონაწილეობით.

ვახტანგ კოტეტიშვილის სამეცნიერო კრებულში შესულია მისი უცნობი ან ნაკლებად ცნობილი სამეცნიერო შრომები, თითქმის მთელი ფოლკლორული მემკვიდრეობა, მეცნიერის ავტოგრაფი და დასაბეჭდად გამზადებული შრომების სია (მათი ნაწილი ვახტანგ კოტეტიშვილის დაპატიმრებიდან მეორე დღესვე უკვალოდ გაქრა) და მისი სტუდენტების მოგონებები.

ჩვენ კი, ვინც მის ლექციებს არ დავსწრებივართ, მხოლოდ გადმოცემით უნდა დავიკმაყოფილოთ ცნობისმოყვარეობა, ასეთ დროს კი პორტრეტის სიზუსტე მთლიანდ მთხრობელის უნარზეა დამოკიდებული. ბატონ მირიან აბულაძეს თხრობა ნამდვილად არ დაეწუნებოდა.

გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში, როცა ალექსანდრე ყაზბეგის ირგვლივ ჭორები აგორდა, ვახტანგ კოტეტიშვილი თურმე ყველაზე თავგამოდებით იცავდა მის ავტორობას. კამათი ამ საკითხზე რუსთაველის თეატრში გაიმართა. დასასრულს, ამ თავისებურ სასამართლოზე ვახტანგ კოტეტიშვილმა შთამბეჭდავი სიტყვა თქვა ალექსანდრე ყაზბეგის დასაცავად, არტისტულად, ერთი ხელის მოძრაობით ჩამოხსნა საბურველი თავის მიერ შექმნილ მწერლის ბიუსტს და იმ მომენტისთვის აუცილებელი პათეტიკით წარმოსთქვა ის სიტყვები, რომელმაც საბოლოოდ ავტორის სასარგებლოდ დაასრულა დავა:

- აი, ამ კაცს ეცილებოდნენ „ხევისბერი გოჩას“ ავტორობას!

კიდევ ბევრს ჰყვებოდნენ ვახტანგ კოტეტიშვილზე. ამბობდნენ, რომ ძალზე ხატოვნად აზროვნებდა, ემარჯვებოდა ლექსის კარგი წაკითხვა, ჰქონდა გასაოცარი მეხსიერება, შთამაგონებლად მოქმედებდა მსმენელზე და მის საჯარო ლექციებზე ტევა არ იყო.

უნივერსიტეტის დღევანდელ სტუდენტს მაინც გაუჭირდება, თუნდაც ფოლკლორის ლექციაზე, ფანდურზე მომღერალი პედაგოგის წარმოდგენა, რომელიც ამა თუ იმ ხალხურ ლექსს ურჩევს მოტივს იმის საჩვენებლად, თუ როგორ სრულდებოდა იგი უძველეს დროში.

„მოყმემ თქვა პირშიშველამა, შიბნ გავიარნე კლდისანი...“

ეს ლექსი ბავშვობაში მომისმენია ილია ზაქაიძის შესრულებით, ალბათ, იმავე კილოზე, როგორც ვახტანგ კოტეტიშვილი მღეროდა ლექციაზე...

ახალ ეპოქასთან ერთად ახალი ადამიანი მოდის, რომელიც ურმულს აღარ იმღერებს, სამაიას აღარ გააცოცხლებს, რადგან სოციალური ფუნქცია აღარ აქვთ. ძველი უნდა წავიდეს, მაგრამ მისი კვალი არ უნდა დავკარგოთ, რადგან უიმისოდ ახლის გაგება შეუძლებელი იქნება. იგი თურმე სტიქიონივით ბობოქრობდა კათედრაზე და ჰკურნავდა ყველაფერს, რითაც გაჟღენთილი იყო იმდროინდელი ატმოსფერო ცინიკური ნიჰილიზმისა - იგონებდნენ მისი ყოფილი სტუდენტები.

ცინიზმი და ნიჰილიზმი ის გარემოა, სადაც ვახტანგ კოტეტიშვილის წიგნს ახალ ადამიანთან მოუწევს შეხვედრა, რომელიც ურმულს აღარ მღერის (სცენაზე არ ვგულისხმობ), ის მისი მკითხველია - რეალითი-შოუს ტელემაყურებელი და ინტერნეტის თაობა, ეს არ გულისხმობს უწიგნურობას, მაგრამ ფოლკლორიდან ინტერნეტამდე მაინც დიდი მანძილია. ამ გზაზე ან წიგნი დაზიანდება ან ნედლი გემოვნება მოიქნება ნამდვილ ფასეულობებთან შესახვედრად. სავარაუდოდ, ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც ფოლკლორულ ზღაპრებში ხდება.

დაგერხათ, ღორებო!

ავტორი: ზაქრო ქამუშაძე

0x01 graphic

დი ბი სი პიერი, ვერნონ გენიოს ლითლი, რომანი, მთარგმნელი ქეთი ქანთარია. თბ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2006.

სანამ 2003 წლის „ბუკერის“ ჟიური საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ორი-სამი დღით ადრე პრესამ ერთ-ერთი ნომინანტის, დიბისი პიერის, არც თუ ისე სახარბიელო წარსული გამოააშკარავა - მექსიკაში დასახლებული ავსტრალიელის ბიოგრაფია ნარკოტიკების მოხმარებით, ძარცვით, ვალების გადაუხდელობითა და სხვა ათასი დანაშაულებრივი ფაქტით იყო დატვირთული. თუმცა, თავად ავტორს არასდროს უცდია საკუთარი შავბნელი წარსულის დამალვა - პირიქით, მისი ფსევდინიმი (ნამვილი სახელია პიტერ უორენ ფინლეი) სწორედ განვლილი ცხოვრების აბრევიატურაა - DBC - Dirty But Clean („ბინძური, მაგრამ სუფთა“). ზემოთაღნიშნული ფაქტორის და კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ „ვერნონ გენიოს ლითლი“ დიბისი პიერის სადებიუტო რომანია, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო ჟიურის გადაწყვეტილება - ბუკერის პრემია - 50 ათასი ფუნტი სტერლინგი - საკმაოდ „არაელიტურ“ ავტორს არგუნეს. საინტერესოა, რითი მოხიბლა დებიუტანტი მწერლის რომანმა საკმაოდ პრესტიჟული პრემიის კონსერვატიული ჟიური - ბუკერი ხომ ჰუმანიტარული დახმარება არაა, დიბისი პიერისთვის ვალების გასასტუმრებლად გადაეცათ ამხელა თანხა.

„ვერნონ გენიოს ლითლის“ მოქმედება ტეხასში ხდება - ფასტფუდებით, ბარბექიუებითა და ტომატის სოუსით გაჟღენთილ ამერიკის ერთერთ შტატში. მთავარი მოქმედი პირი 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლია, რომელსაც თანაკლასელის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობა ბრალდება. სასამართლოს ეჭვმიტანილი ჰყავს და საქმეს იძიებს, თუმცა, მართლმსაჯულება ერთადერთი არაა, ვინც ვერნონითაა დაინტერესებული - საქმეში ტელევიზია ერთვება. მასმედიის ინტერესებში მხოლოდ ერთი რამ შედის - როგორმე რეალურ შოუდ აქციოს გამოძიების პროცესი, ჟურნალისტები და შოუმენები ძალღონეს არ იშურებენ, კიდევ უფრო ჩახლართული გახადონ ვერნონის საქმე და მეტი ინტრიგა შემატონ მას. მკითხველმა რომანის დასაწყისშივე იცის, რომ ლითლი უდანაშაულოა, თუმცა, მართლმსაჯულება და სენსაციებზე მონადირე ტელევიზია ყველანაირად ცდილობენ, სასიკვდილო განაჩენამდე მიიყვანონ ბიჭი. დიბისი პიერი ცინიზმსა და სარკაზმს არ იშურებს ამერიკელების ნამდვილი სახის წარმოსაჩენად - ვერნონს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობენ, ატყუებენ, მშობელი დედიდან დაწყებული, საყვარელი გოგოთი დამთავრებული, ყველა სარგებლის ნახვას და გამორჩენას ცდილობს შექმნილი სიტუაციიდან. ეს არის სატირა ქვეყანაზე, სადაც ადამიანებისთვის მთავარია სანახაობა, დროის გაყვანა, კარგი კვება და უახლესი საოჯახო ტექნიკა. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობს -კოკა-კოლას, ჰამბურგერების, სატელევიზიო შოუებისა და ახალნაყიდი ტანსაცმლის ენაზე - ადამიანებს შორის მაინც სრული დისონანსი და გაუგებრობაა. ამის ყველაზე ნათელ და სასტიკ მაგალითად მწერალს რომანის მთავარი მოვლენა გამოჰყავს: მკვლელობის მიზეზი ჰომოფობური გამოხდომაა - მოზარდის სექსუალური ორიენტაცია დაცინვის საგანი ხდება. დიბისი პიერის მიერ აღწერილ საზოგადოებაში განსხვავებული აზროვნებისა და შეხედულებების ადამიანს არა თუ არ იღებენ და ზურგს აქცევენ, არამედ ცდილობენ, გაანადგურონ, მოიშორონ, უკეთეს შემთხვევაში - რეალური შოუს გმირად აქციონ და როგორც გალიაში გამომწყვდეულ მხეცს, ისე, შორიდან უყურონ.

რამდენადაც მძიმე და დამთრგუნველია თემატიკა, იმდენად მსუბუქი და ლაღია მწერლის ენა და თხრობის სტილი. 15 წლის გაუნათლებელი ბიჭისთვის დამახასიათებელი ჟარგონული ლექსიკითა და სიმარტივით მოყოლილი ამბავი წიგნის ყოველ გვერდზე უფრო და უფრო ითრევს მკითხველს. თავად ვერნონ ლითლი კი მთხრობელი უფროა, ვიდრე მთავარი გმირი - ერთადერთი, რაც მას დანარჩენებისგან გამოარჩევს, ისაა, რომ მსხვერპლის როლში გვევლინება. რომანის პერსონაჟები ერთ მთლიან გროტესკულ სახეს ქმნიან, სათითაოდ კი მოკლებულები არიან ყოველგვარ ინდივიდუალობას, ყველა იმ შტრიხს, რომელიც მათს ადამიანურობას აგრძნობინებს მკითხველს. ეს საკმაო მიზეზია იმისათვის, რომ მწერალს პერსონაჟის შექმნის უუნარობაში დავდოთ ბრალი, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ვერნონიც და მის გარშემო მოფუსფუსე „კეთილისმსურველებიც“ მხოლოდ ფონია იმისათვის, რომ მთავარი გმირები გამოიკვეთონ: პირსისხლიანი მართლმსაჯულება, ადამიანის უბედურებაზე აწყობილი ბიზნესი - რეალური ტელეშოუ და ფასტფუდების ცხიმში გახვეული, ტომატის სოუსით შეღებილი ამერიკა. ეს ის პერსონაჟებია, რომლებსაც ავტორი სარკაზმისა და ირონიის მკვეთრ ფერებში გვიხატავს და რომლებიც არა მარტო ამ რომანის, არამედ თანამედროვეობის ნამდვილი „გმირები“ არიან. დიბისი პიერი კი თანამედროვეობის მწერალია - მან ზუსტად იცის, რას ამბობს, რისი თქმაა დღეს საჭირო და რას მოითხოვს მისგან მკითხველი. იცოდე, რა სურთ და რას ელოდებიან შენგან - ეს უკვე ნახევარი გამარჯვებაა. იმარჯვებს სიკვდილმისჯილი ვერნონ ლითლიც, რომელიც ერთი გამოცდილი მკვლელისა და რეციდივისტის უკანასკნელი დარიგების მიხედვით მოქმედებს: „მიეცი ხალხს ის, რაც სურს, გაიგე მათი მოთხოვნილებები და იმოქმედე - შენი ხელის აქნევაზე იცეკვებენ“, - ეს გადარჩენისა და გამარჯვების რეცეპტია, რომელიც დიბისი პიერმა მკითხველს გაანდო, რომლის მიხედვითაც მისი სამწერლო დებიუტი შედგა... და რამდენიც არ უნდა უძახოს მისმა პერსონაჟმა მთელს მსოფლიოს, ღორებო, დაგერხათო, ავტორი კარგად ხვდება, რომ ეს სწორედ ისაა, რასაც მისგან „ღორები“ მოითხოვენ და რისთვისაც იგივე „ღორები“ „ბუკერის“ პრესტიჟულ პრემიას არიგებენ.

სხვა არჩევანი

ავტორი: გიორგი კაკაბაძე

0x01 graphic

15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2006.

ლიტერატურის მოყვარულებს უყურადღებოდ არ დარჩებოდათ ეს კრებული, რომელშიც 2005 წლის ლიტერატურული გამოცემებიდან: „არილი“, „წიგნები“, „ალტერნატივა“, „ახალი საუკუნე“, „პარნასი“ და „ლიტერატურული პალიტრა“ თხუთმეტი საუკეთესო მოთხრობაა შერჩეული.

თანამედროვე პროზა თანამედროვეობაზე წერას სულაც არ ნიშნავს. იგი უფრო თანამეროვეებთან გაბმული საუბარი და ძველი საკითხების ახლებურად შეფასებაა. კრებულში წარმოდგენილი ახალგაზრდა მწერლების შემოქმედებითი დრო საკმაოდ მოკლე გახლდათ, რადგან მათ მიერ განცდილი და გააზრებული ცხოვრება ძალიან მალე გადაიქცა ქვეყნის ისტორიად. ამიტომაც, ისტორიისადმი მათი დამოკიდებულება არაერთგვაროვნად და საინტერესოდ აისახა კრებულში.

აღსანიშნავია ერთი ტენდენცია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა ითქვას: ისტორიულ სიუჟეტზე შექმნილი თანამედროვე ნაწარმოები, მოთხრობა, რომანი, პიესა თუ სხვა, უკვე აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც გვახსოვს ვასილ ბარნოვის, კონსტანტინე გამსახურდიას, ლევან გოთუას და სხვათა შემოქმედებიდან. რადგან ისინი უკვე აღარ აღიქმება როგორც ერის საკრალური ჭეშმარიტებების გამომხატველი და ეროვნული იდეოლოგიის პროგრამა. ამ თვალსაზრისით ისტორიული შინაარსის ტექსტებმა თავიანთი ფუნქცია უკვე შეასრულეს და შესაძლებლობები ამოწურეს. ამიტომ ტრადიციული ისტორიული მონათხრობის რეანიმაცია წარუმატებლობისთვისაა განწირული. ამის დასტურად შესანიშნავი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „გიორგი ბრწყინვალე“ გამოდგება, რომელიც ტრადიციული ქართული ისტორიული რომანის დასასრულად და მის საფლავის ქვად მიმაჩნია.

კოტე ჯანდიერის „გლობალიზაციაში“ ისტორია გააზრებულია როგორც ტრაგიკომიკური შემთხვევების მონაცვლეობა, ავტორს წარსული აინტერესებს იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ისტორიული ვითარება ხშირ შემთხვევაში პიროვნებისა და საზოგადოების საქციელსა და მდგომარეობას განაპირობებს.

აკა მორჩილაძის ბიოგრაფიულ მოთხრობაში „სიკვდილი, ქალაქი“ დოკუმენტური ფაქტების, ისტორიული მოვლენებისა და ფიქტიური ეპიზოდების შერწყმით მოხუცებული და უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილი აკაკი წერეთლის უკანასკნელი დღეებია აღწერილი. მსუბუქი ირონიის საშუალებით მოთხრობა მთლიანად მოკლებულია იმ დიდაქტიკასა და პათეტიკურობას, რომელსაც ძველი თაობის მწერლები ასეთი ეპიზოდების აღწერისას ხშირად იყენებდნენ.

ნუგზარ შატაიძე „ტრეფიკინგში“ საკუთარი შვილის გაყიდვით „დასაქმებული“ მშობლის ერთ „სარფიან“ ეპიზოდს გვთავაზობს. ესაა სამყარო, სადაც გამქრალია ძირითადი ფასეულობები: რწმენა, სიყვარული, ერთგულება და სხვა. ეს ცნებები არსებულ ვითარებაში შეფარდებითი და კონკრეტული ისტორიული მოვლენებისადმი მისადაგებული გამხდარა. ამ მოთხრობებისათვის დამახასიათებელია ერთგვარი ანტიტრადიციონალიზმი და ისტორიის კრიტიკული გადაფასება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ნაწარმოებები უკვე ფილოსოფიური იგავის ხასიათს იძენენ, რომელშიც ისტორია მხოლოდ დაუნდობელი და ტრაგიკული სამყაროს იდეების გამომხატველი ხდება. ეს კი სწორედ ის გახლავთ, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს კრიზისში შესულ ისტორიულ ჟანრს.

ნიკუშა ანთაძის, თეონა დოლენჯაშვილის და ბესო ხვედელიძის მოთხრობებში გამოყენებული ფანტასმაგორიული თუ აბსურდული ხერხები შესანიშნავად უსვამენ ხაზს ჩვენი დროის ტრაგიკულობას, რადგან ავტორები თითქოს მიჯნავენ თავიანთი ნაწარმოებების მოქმედებას რეალური დროისაგან, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება კი ისტორიის გააზრებასა და მის მეტაფიზიკურ კვლევაში გადაჰყავთ.

რეალობისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, ახალი შეკითხვების დასმა და ახალი იდეების ძიება თანამედროვე პროზის ძირითადი თვისება გამხდარა. მადლობა ღმერთს, ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც პროზაიკოსი ქალები მხოლოდ იმას იკვლევდნენ, თუ „რა არის ცრემლი და რა არის ყვავილი?“, რის გამოც ქალური პროზა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე საკუთარ პანაშვიდზე მისულ ჭირისუფალს უფრო ჰგავდა. კრებულში შესული პროზაიკოსი ქალების მოთხრობები განსხვავებული ენერგიითა და სულიერი გამოცდილებით ხასიათდება. მათ შემოქმედებაში ცხოვრება არ წარმოგვიდგება ისეთად, როგორიც არის. ის, რაც ადრე ჭეშმარიტებად ითვლებოდა, ახლა ეჭვის ქვეშაა დაყენებული. ამ უარყოფის მამოძრავებელი ძალა ჭეშმარიტების ფილოსოფიური მოთხოვნილებაა. რეალობისადმი უნდობლობა ზოგჯერ იმდენად მაღალია, რომ თანამედროვე პროზა ხანდახან სიუჟეტზე და ტიპაჟებზეც ამბობს უარს. მაგალითად, ირმა ტაველიძის მოთხრობის - „კონფლიქტის ზონა“ (რომელიც ჩემი აზრით წარმატებული ლიტერატურული ექსპერიმენტია) - სიუჟეტი ფაბულასა და სტილს შორის იბადება, რითაც ავტორი მკითხველს ინტელექტუალურ თამაშს სთავაზობს.

სტატიის ჩარჩოები საშუალებას არ იძლევა დაწვრილებით განვიხილოთ კრებულში წარმოდგენილი ყველა ავტორი. დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ ვადასტურებთ არა მხოლოდ ჩვენი სამყაროს შეცვლის, არამედ ხელოვნებაში წარსულის ტენდენციებისაგან ჩამოშორების სურათს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი ძიებები ჯერ-ჯერობით არ თავსდება ერთ რომელიმე აღიარებულ ფორმულაში ან სტილში, იგი ახალი თაობის დამოკიდებულებაა ძველ და აღიარებულ ჭეშმარიტებებთან.

P.S. სამწუხაროდ, 2006 წელს „15 საუკეთესო მოთხრობის“ ახალი, მომდევნო კრებული აღარ გამოსულა, რადგან აღარ არსებობდა ის ლიტერატურული გამოცემები, სადაც მათი შემჩნევა და შეგროვება შეიძლებოდა. როგორც ჩანს, კულტურის სამინისტროში თვლიან, რომ ქვეყანას უკვე აქვს ერთი - ოფიციალურად აღიარებული ლიტერატურა და სხვა საჭირო აღარ არის და რომ ქართველი მკითხველი XIX საუკუნის იდეებით XXI საუკუნეშიც თავს იოლად გაიტანს.

მთხრობელი და ავტორი

ავტორი: დავით პაიჭაძე

0x01 graphic

მიხეილ ჭაბაშვილი, მოგონებები. თბ. დიოგენე, 2006.

ცდუნება მაქვს, მიხეილ ჭაბაშვილის „მოგონებებზე“ კი არ ვილაპარაკო, არამედ მოკლე წინასწარი კომენტარი წავუმძღვარო ციტატებს წიგნიდან და მათ ამარა დაგტოვოთ: სავსებით საკმარისი იქნება ტექსტთან მისაახლოვებლად და მასზე წარმოდგენის შესაქმნელად.

მიხეილ ჭაბაშვილის, როგორც ავტორის, სახელი დღემდე არც ერთ წიგნს არ ეწერა, თუმცა, მჯერა, ყველა წიგნიერი ქართველი იცნობს ამ სახელს: უცხო სიტყვათა ჯერჯერობით ერთადერთ ქართულ ლექსიკონს აწერია, რომ შეადგინა მიხეილ ჭაბაშვილმა. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეულს აწერია, რომ მისი რედაქტორია მიხეილ ჭაბაშვილი. იგივე აწერია საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელებისა და უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონებს. მოკლედ, ჩვენ წინაშეა მეცნიერის მემუარები.

მემუარული ჟანრის ამბავი ცნობილია: ავტორი აღწერს ფაქტებს, გადმოსცემს მოვლენებს, გასცქერის წარსულს, მსჯელობს უშუალოდ. ის აუცილებლად სუბიექტურია - როგორც ფაქტების შერჩევის, ისე მათი გაშუქება-შეფასების დროს. მემუარები შეუცვლელი წყაროა გარდასულ დროთა რეალიების შესაცნობად - რა გემოვნება, ზნე-ჩვეულებები, ღირებულებები ჰქონდათ იმ დროს, რომელსაც ავტორი იხსენებს.

თითქოს ბევრი მოწმობა არსებობს იმ დროისა, რომელშიც მიხეილ ჭაბაშვილმა იცხოვრა, მაგრამ „მოგონებები“, გეჩვენებათ, რომ აცოცხლებს უნიკალურ ამბებს XX საუკუნის საქართველოს ისტორიიდან. ამ ისტორიის წყაროები დევს, მაგრამ მკვლევრები მათთან მიახლებას არ ჩქარობენ. არავინ იკვლევს, მაგალითად, ქართულ საბჭოთა პრესას, არადა, ალბათ იქიდანაც „ამოვა“ ბევრი რამ, რასაც მიხეილ ჭაბაშვილთან წაიკითხავთ. არამკვლევრებს კი, ვისაც მეცნიერული ინტერესის ნაცვლად, აქვს სურვილი, შეისეირნოს 50, 60, 80 წლის წინანდელ ეპოქაში, მიხეილ ჭაბაშვილის წიგნი მშვენიერ გიდობას გაუწევს. აბა, ეს ნახეთ: „ქვეყნის მამებმა“ იდეოლოგიური მოსაზრებებით 20-ან-30-ანი წლების მიჯნაზე ერთი არევ-დარევა კიდევ გამოიწვიეს მოსახლეობაში. აიღეს და გააუქმეს… შვიდდღიანი კვირა. მის ნაცვლად ჯერ შემოიღეს ხუთდღიანი, ე.წ. უწყვეტი საწარმოო კვირა (დღეებს ერქვა პირველი, მეორე და ა.შ. ყველა ისვენებდა ხუთ დღეში ერთხელ, მაგრამ არა ერთდროულად. ტაბელ-კალენდრებიც კი გამოუშვეს, რომლებზედაც კომუნისტური კვირის დღეები გაფერადებული იყო სხვადასხვანაირად. გაიგონებდით ასეთ საუბარს: „მე წითელზე ვისვენებ, ჩემი ქმარი - მწვანეზე“, „მე ყვითელზე“ - შეეპასუხებოდა მეორე“.

ადრეული კომუნიზმის სვლებს, რაც ახლა აბსურდად ან დანაშაულად მოჩანს, მილიონები ლოიალურად ხვდებოდნენ. მიხეილ ჭაბაშვილის კითხვისას გაქვთ განცდა, რომ მას ყოველთვის ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდა კომუნისტებისადმი, უფრო ზუსტად, ყოველთვის ხვდებოდა და იცოდა, ვინ იყო ეს ხალხი. მიხეილ ჭაბაშვილი არც დისიდენტია და არც შინაგანი ემიგრანტი, არც, მით უმეტეს, ტრიბუნი ან სამზარეულოში მობუზღუნე ინტელიგენტი. კლასობრივი წარმოშობის თვალსაზრისით, მუშისა და ღატაკი აზნაურიშვილის ვაჟი, იდეალური მასალა უნდა გამხდარიყო საბჭოთა მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემთვის გამოცანად დარჩა, სვანეთის უბანში, ღარიბი მუშებისა და ხელოსნების გარემოში გაზრდილმა ბიჭმა რანაირად შეაგება სინამდვილეს ის ფსიქოლოგიური არისტოკრატიზმი, რომელმაც ათწლეულების მანძილზე შეუნარჩუნა დისტანცია კომუნისტურ მეინსტრიმთან. ღირსება და ჩუმი ნაღველი დაჰყვება მიხეილ ჭაბაშვილის ნაწერს მაშინაც, როცა ყმაწვილობის სახალისო ამბებს იხსენებს. და არა იმიტომ, რომ სიჭაბუკის ნოსტალგია აქვს. ნაწერის მიხედვით, ის ასეთი - მშვიდი, ნაღვლიანი და ღირსეული - ჩანს სიჭაბუკეშიც.

დიახ, ჩანს, რადგან საკუთარ თავზე ბევრს არ ლაპარაკობს. მემუარული ლიტერატურა გულისხმობს ერთ ილუზიას, თუ გნებავთ სტერეოტიპს, თითქოს მისი ავტორი, როგორც ადამიანი საერთოდ, ყველაზე უკეთ იცნობს საკუთარ თავს და შესაბამისად, ყველაზე უკეთ შეიძლება ილაპარაკოს საკუთარ თავზე. და თუ მიხეილ ჭაბაშვილი ამას არ აკეთებს, არა მხოლოდ თავმდაბლობის გამო: ცოდნა საკუთარი თავის შესახებ უნიკალურია იმითაც, რომ მას ვერავის გადასცემ. ერთი ამბავია, იცოდე და სრულიად სხვაა - მოჰყვე. ორი რამ - მთხრობელის იდენტობა და წიგნის ავტორი, როგორც საზოგადოებრივი ფიგურა - ერთმანეთს ძნელად უთავსდება და მიხეილ ჭაბაშვილს, მგონი, ეს გამოსდის. შთაბეჭდილება მაქვს, რომ მას შეუძლია, ინტერესით შეხედოს საკუთარ თავს და ჩვენც დაგვანახოს იგი - ძალდაუტანებლად, ნარცისული თვითტკბობისა თუ პირიქით, მაზოხისტური თვითდამდაბლების გარეშე. პარადოქსია, მაგრამ მის გულწრფელობაში ეჭვს ვერ შეიტანთ თუნდ იმის გამო, რომ ბევრი ადამიანის სახელს, უბრალოდ, არ გიმხელთ: „მოგონებების“ ავტორი მაინც საბჭოთა ეპოქის შვილია.

მიხეილ ჭაბაშვილმა რომ იცხოვრა, იმ დროს სკოლის მასწავლებლები მოწაფეებს თავში ცარცს ესროდნენ და იდიოტებს უძახდნენ; ბავშვები სიღატაკისგან კვდებოდნენ; ცხენოსნები სისწრაფეში კახეთის მატარებელს ეჯიბრებოდნენ; უნივერსიტეტის მედროვე სტუდენტებს რექტორი გვერდზე გაყავდათ და საქმეს ურჩევდნენ. Бей грузин! - რუსი გენერლები სტადიონზე მოუწოდებდნენ დანარჩენ რუსებს ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ. ერთ რამედ ღირს თბილისთან დაკავშირებული მოგონებების კითხვა. ასეთი თბილისი არსად არის დაცული: არც ფოტოებზე, არც ქართულ კინოში და არც იმ დროის ქართულ ლიტერატურაში.

მკითხველი ვერ ჩაიჭერს მომენტს, თუ როდის გაუღვივდა მიხეილ ჭაბაშვილს ფილოლოგის და ლექსიკოგრაფის ვნება: ბავშვობაში, ქართლში, სოფლად ყოფნისას, თანატოლმა ჩათლახი რომ დაუძახა და გულზე 30 წლის შემდეგ მოეშვა, როცა აღმოაჩინა - ქართლურად, თბილისურისგან განსხვავებით, ეს სიტყვა სუსტსა და უხეიროს ნიშნავს; თუ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, როცა არნოლდ ჩიქობავამ (მოგონებების მთავარი პერსონაჟი, მონუმენტური და ავტორიტარული ფიგურა, ასკეტი და უმაღლესი რანგის პროფესიონალი) მიიწვია მიხეილ ჭაბაშვილი ლექსიკონზე სამუშაოდ; ან ეგებ ყმაწვილობაში, როცა გარემომცველ სიღარიბეს უწვრილეს დეტალებამდე ამჩნევდა. ვის, თუ არა სიღარიბეში ასეთი მრავალფეროვნების დამნახავ კაცს, უნდა შეეკრიბა ათასობით ქართული სიტყვა და ერედაქტორა რამდენიმე ქართული ლექსიკონისათვის?

15.3 ლიტერატურა - პროზა

▲ზევით დაბრუნება


ზემხა
მწერალი

პირველი ეტაპი:
როგორ დაიწყო ყოველივე

მე, როგორც ჩემი თაობის ახალგაზრდათა უმრავლესობა, უსაქმურობამ, ბანქოს, დომინოსა და ნარდის თამაშმა, ნარკოტოკული საშუალებების წევამ და უაზროდ სმამ დეპრესიაში ჩამაგდო. ჩემს ლექსიკურ მარაგში გახშირდა ისეთი ფრაზები, როგორიცაა: - ამ ცხოვრების დედა... რა გინდა აკეთოს კაცმა... ფუ, ეს ქვეყანა... დავიღალე... იქნებ მონასტერში მაინც წავსულიყავი... ყველაფერმა აზრი დაკარგა... აღარ მაინტერესებს... და ა.შ. ამასთან, საოცრად ბუნჩულა ბიჭიდან გადავიქეცი კონფლიქტურ, ავსიტყვა და დაუნდობელ პიროვნებად.

მშობლებთან ურთიერთობაში პრობლემები გამიჩნდა (უკვე მძულს: - მამა, მომე ორი ლარი!), ნათესავებს დასანახად ვეღარ ვიტანდი (წავიდნენ მაგათი, ვინ რაში გამოგადგება ნეტა?), მეზობლები შემძულდნენ (მაგ ახვარს უნდა ჰყავდეს ეგეთი მანქანა?!) და ლამის პოლიციელიც კი გავხდი.

ნერვები უკიდურესად დამეძაბა. არც სამუშაო, არც სამუშაოს პერსპექტივა და არც სამუშაოს პერსპექტივის პერსპექტივა. მოკლედ, ერთი ნატვრაღა მქონდა - მალე დავბერებულიყავი და მოვმკვდარიყავი, მაგრამ ამ დროს ხელში ჩამივარდა ამერიკული გამოთქმების წიგნი, რომელშიც ეწერა:

მეორე ეტაპი:
რა ეწერა ამერიკულ გამოთქმათა წიგნში:

„როცა კაცმა არ იცის რა აკეთოს, ცოლი უნდა მოიყვანოს!“

სიმართლე გითხრათ, იმდენად დამიჯდა ჭკუაში ეს აზრი, რომ სერიოზულად დავიწყე დაოჯახებაზე ფიქრი (ამასთან დავასკვენი, რომ ცოლის შერთვა მომგებიანია, რადგან მუდმივი სექსუალური პარტნიორი გიჩნდება), სასწრაფოდ შევიყვარე ერთი საოცარი ადამიანი და თვენახევარში ცოლადაც შევირთე. ქეიფებისა და თაფლობის თვეს გამოვტოვებ და გადავალ შემდეგ ეტაპზე.

მესამე ეტაპი:
ყველაზე სოციალური ამბავი

მე და თიკო ისეაც გვიან ვიღვიძებთ ხოლმე, იმ დღეს კი საერთოდ - საღამოს ექვს საათზე გავახილეთ თვალი.

- ადექი, გოგო, მიეხმარე იმ ქალს, რა არის, რა ზარმაცი ცოლი მყავხარ?!

- შენ ნუ იტყვი მაგას, შე ნაცარქექია.

- ნაცარქექია მეძახე და ამ ნაცრის ქექვაში იბადება გენიალური იდეები.

- ოჰოჰოჰოჰო! რა ტრაბახა გიჟი მყავხარ, ჩემო გიჟო, გოჭო!

- ნუ მაბავ და ადექი-მეთქი, ინამუსე!

- ხუთი წუთიც, რა!

- ეე, ადექი, თორე გადაგისვრი ლოგინიდან.

თიკო ბუზღუნით და ზლაზვნით ადგა და ჩაცმა დაიწყო. ძალიან ვნებიანი ჩაცმა იცის და:

- მოდი, ჩემო კნუტო!

- წადი რა, ამაგდე და ახლა?

- მოდი, რა!

- არა!

- მოდი, თორემ თუ ავდექი, უარესია!

- კარგი ერთი!

მე წამოვხტი და ხელები შემოვხვიე. ის დამისხლტა და საწოლზე შეხტა. გამოვეკიდე და ოთახში სირბილი დავიწყეთ. თიკო წიოდა და გამირბოდა. ხან ბალიშებს ვესროდი, ხან ტანსაცმელს და ამაზე უფრო ხალისობდა. ხმაურზე დედაჩემმა შემოაღო კარი და როცა მიხვდა, რაშიც იყო საქმე, უკან გავიდა სიცილით, თქვე გიჟებოო.

თიკოს შერცხვა და კარგი, გავჩერდეთ, სირცხვილიაო. დრო ვიხელთე და მაგრად მოვეხვიე. ის მომყვა და კისერზე ჩამომეკიდა, მერე კი უცბად გაიცინა და გამისხლტა, თუმცა ხელის გაწვდენა მაინც მოვასწარი და ბიუსჰალტერი შემრჩა ხელთ.

- ვაი!

- ე, რა მოუვიდა, ტო?

- რა მხეცი ხარ, რა!

- ძალით ხო არ მინდოდა შე ჩემა?

- მანახე, ძაან გაფუჭდა? აუფ, ეს აღარც გაკეთდება.

- არ გაკეთდება და ნუ გაკეთდება, მაგის დედაც, გადავაგდოთ!

- კი, მაგრამ ლიასთან რა ჩავიცვა დღეს?

- სხვა არა გაქვს?

- არ იცი, რომ არა მაქვს?

- ისე წამოდი.

- როგორ ისე, ულიფოდ?

- მერე რა?

- ვერა ხარ, რა!

- მაშინ უთხარი დედაჩემს და ახლის ფულს მოგცემს.

- ოო, მე ვერ ვეტყვი, თან როდისღა მოვასწრო ყიდვა?

- რა უნდა, გოგო, ჩაირბენ და იყიდი.

- მე ფულს ვერ ვთხოვ დედაშენს!

- ...

- შენ უთხარი!

- მე რა უნდა ვუთხრა?

- უთხარი, რა!

- რა ვუთხრა, თიკოს ლიფისთვის ფული მომეცი-მეთქი?

- მაშინ მამაშენს გამოართვი.

- როდის ის მოვა!

- მაშინ ვინმესგან ისესხე; აბა, რა ვქნა, დათო, არ წამოვიდე?

- ვინ ვინმესგან ვისესხო?

- სეგოს გამოართვი.

- ოცდაათი ლარი ისედაც ვალი მაქვს, მეტს ვეღარ ვთხოვ.

- რაღას მეჭიდავებოდი?!

- ...

(პაუზა)

- დედაშენს რომ დაურეკო?

- ოო, მე ვერ დავურეკავ დედას, ფული მინდა-მეთქი.

- აბა, რა გიყო?

თიკომ ხმა აღარ გამცა, ოთახიდან გავიდა და სარეცხის რეცხვა დაიწყო, მე კი მივხვდი, რომ სამუშაოს შოვნის დრო იყო და:

მეოთხე ეტაპი:
ყველაზე უფრო სოციალური ამბის გაგრძელება

უფასო განცხადებების გაზეთში გამოვაქვეყნე შემდეგი ტექსტი: „ახალგაზრდა, ნიჭიერი მწერალი ეძებს სამუშაოს, შესაბამისი ანაზღაურებით. ტ: 722514“

დაახლოებით მესამე დღეს დამირეკა ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა და შემომთავაზა სამუშაო საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. შეხვედრა დავთქვით და წავედი.

ისეთი თბილი ქალი იყო... დიდებისა და ფულის მთები აღმითქვა, ფული მასესხებინა, ორმოცდაათი ლარის საქონელი შემაძენინა, მათი გასაღება დამავალა და თუკი შენნაირ მსურველებს კიდევ მომიყვან, პროცენტებს გადაგიხდიო, მითხრა.

ის საქონელი ნათესავებზე ძლივს გავასაღე და განცხადების ტექსტიც შევცვალე:

„ახალგაზრდა, ნიჭიერი და სიმპათიური მწერალი ეძებს სამუშაოს, ქსელური მარკეტინგი ნუ გამომეხმაურება. ტ: 722514 დათო“

დამირეკა ქალბატონმა, რომელსაც გარდაცვლილი ქმრის საბუთების და პირადი ჩანაწერების მოწესრიგება სურდა.

და რაღაც შვიდ საათში ოცდაათი ლარი ვიშოვე და ის დაწყევლილი ლიფიც შეიძინა თიკომ, მაგრამ მერე ერთი კვირა არავის დაურეკავს და მეც ახლა უკვე მორბენალ სტრიქონში გავუშვი შემდეგი განცხადება (აქ სიტყვა ლარი ღირს):

„მწერალი ეძებს სამუშაოს! ტ: 722514 დათო“

ჯერ ვიღაც გოგოებმა დარეკეს, ავოიეე, მწერალოო, დამიყვირეს და გამითიშეს, მერე ვიღაც (თურმე ცნობილმა) ასაკოვანმა მწერალმა დამირეკა და რატომ არცხვენ ჩვენს პროფესიას და მოწოდებასო, გამლანძღა და როცა ვიღაც ბიზნესმენმა მისი ბიოგრაფიის დაწერა მთხოვა ფასდაკლებით და ისიც ნისიაზე, საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი, მაგრამ აქ გამოჩნდა ისიც, მეოთხე.

მეხუთე ეტაპი:
როგორ გამოჩნდა ისიც, მეოთხე

- ალო, გისმენთ!

- ბ-ნ დავითს სთხოვეთ!

- გისმენთ.

- გამარჯობათ, მე თქვენი განცხადების თაობაზე გირეკავთ.

- დიახ, დიახ.

- მაინტერესებს, რა სამუშაოს შესრულება შეგიძლიათ.

- იცით რა, საერთოდ მწერალი ვარ, მაგრამ ქაღალდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამუშაოსაც ავუდივარ.

- მარტო ქაღალდებთან?

- იცით, გააჩნია კონკრეტულად რა გნებავთ, თორემ... სხვა რაღაცეებსაც ვაკეთებ, მაგალითად...

- მაშინ, იცით რა, იქნებ ხვალ, დღის თორმეტ საათზე შევხვდეთ მეტრო გოცირიძესთან და იქ მოვითათბიროთ, თუ თქვენ გიხერხდებათ, რა თქმა უნდა.

- დიახ, დიახ, პრობლემა არაა, მოვალ.

- კარგით.

- და როგორ გიცნოთ?

- ჰე, მე თვითონ გიცნობთ, მწერლებს ხომ განსხვავებული შესახედაობა გაქვთ?!

გამეცინა (სიამაყით) - მართლა, და მაინც, როგორ გიცნოთ?

- ყველაზე მძიმეწონოსანი ვინც დაინახო, მე ვარ.

მეორე დღეს, თორმეტის ნახევრიდან მეტროს ამოსასვლელთან ვიდექი. „მძიმეწონოსანმა“ რა თქმა უნდა, ვერ მიცნო და მე თვითონ მივედი:

- უკაცრავად, თქვენ ის ბრძანდებით, აი, გუშინ საღამოს ტელეფონზე რომ ვილაპარაკეთ, აი... განცხადების თაობაზე.

- აა, დათო ხარ?

- დიახ, უკაცრავად, თქვენი სახელი?

- ვახტანგი, ვახო.

მანქანაში ჩავსხედით და ნუცუბიძის მეორე პლატოზე ავედით.

ვახტანგის ბინა გემოვნებით იყო მოწყობილი, ეტყობოდა, ფული არ უჭირდა.

- დათო, სიმართლე გითხრა, ჯერ მინდა დაგაკვირდე, გამომადგები თუ არა, ამიტომ ასეთ რაღაცას გთავაზობ: - ორი-სამი დღე იარე აქ, დაგაკვირდები, ელემენტარულ დავალებებს მოგცემ და თუ მომეწონე, აგიყვან.

- და მაინც, რა მევალება?

- ჯერ-ჯერობით არაფერი. რაც შეეხება ამ ორ დღეს, გამომართვი ეს ასი ლარი, ეს ავანსია, უფრო სწორად, ამ ორი დღის გასამრჯელო.

- და თუ არ მოგეწონეთ?

- თუ არ მომეწონე... ჰე, სხვა მწერალს ვიშოვნი, მაგათი მეტი რაა! ისა, მართლა, ერთი შენი რაღაცეები წამომიღე, ვნახო რას წერ, აბა! მე ჩემი რაღაცეები წავუღე; წაიკითხა და შემაქო:

- ყოჩაღ, გამოდგები!

ის ასი ლარი, რომელიც სახლში მივიტანე, ზეიმის დასაწყისად იქცა. ჩვენ გამოვთქვით ათასი მოსაზრება, თუ რა შეიძლებოდა მეკეთებინა.

- შეიძლება რაღაც იდეები მოგაწოდოს და შენ დაგაწერინოს თავისი სახელით! - მითხრა მამაჩემმა.

- მე ვფიქრობ, მეცენატია და პირდაპირ ვერ გიბედავს დამარებას და ასე... - თქვა დედამ.

- ვინც გინდა ის იყოს, ორ დღეში ასი ლარი!.. რას ამბობ, დათო, ჩათვალე, რომ აგვეწყო ცხოვრება! - მომეხვია თიკო.

- აბა რა! სუ რო აგურის ცეხში მამუშაოს... მაგდენი ფული მომცეს და გინდა მათრახი მირტყას! - დავეთანხმე ცოლს და ოცნება დავიწყე:

პირველი ოცნება:
თუ ასე გაგრძელდა, ყველა ვალს გავისტუმრებ.

მეორე ოცნება:
თიკოს ყველაზე კარგ სამშობიაროში დავაწვენ და ბავშვის ოთახს მაგრად მოვაწყობ!

მესამე ოცნება:
ამ ზაფხულს ზღვაზე წავალთ, მერე იქიდან მთაში, მერე კიდევ სადმე!

მეოთხე ოცნება:
თანდათან რამეს მოვიფიქრებ!

ამ ორ დღეში ისეთი არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ ტელეფონს ვპასუხობდი და ჩემივე სურვილით გავეგზავნე ვახტანგს ბაზარში. მესამე დღეს კი, კარგი ღვინო დამალევინა და ჩემი სამუშაოს რაობაში გამარკვია. მე მევალებოდა:

ა. ყოველ დღე, საღამოს ხუთ საათზე მივსულიყავი ვახტანგთან.

ბ. გამეხადა წელს ზევით.

გ. წამოვწოლილიყავი ტახტზე.

და ვახტანგი დამარტყამდა სპეციალურად დათვის ტყავისაგან დამზადებულ მათრახს.

თითო დარტმაში გადამიხდიდა ათ ლარს.

- ისეთი იუმორი გაქვთ, კაცი იფიქრებს, მართალს ამბობსო! - გავუღიმე, თვალს რომ ჩაუკრავენ, ისე.

- და ვინა თქვა რომ ვხუმრობ? - გამიღიმა მანაც.

(აქ რა თქმა უნდა პაუზაა, რადგან კულმინაციური წუთია!)

ავხარხარდი; ისიც ამყვა.

- რა ხუმარა ყოფილხართ. არა, მაინც საიდან მოიფიქრეთ, ჰა, ჰა!

- ხო, რა ვიცი, იფიქრე, დათო, ჩემი აზრით, ჰი, ჰი, ცუდი სიტყვა არაა. საშუალოდ ათ დარტყმას აიტან დღეში! - იცინოდა და თვალს არ მაშორებდა.

უცბად შევწყვიტე სიცილი.

- თქვენ რა, სერიოზულად მეუბნებით?

- რა შემატყვე ამხელა კაცს არასერიოზულობის?

მე უხმოდ ავდექი და კარისკენ გავემართე. მერე უცბად მივუბრუნდი და ყვირილი დავუწყე. ის ჩუმად მისმენდა, ხმას არ იღებდა, ამან უფრო დამაბნია და გავჩერდი. შევტრიალდი და წავედი.

სახლში უხმოდ მომისმინეს. მერე კი ყველამ საკუთარი აზრი გამოთქვა:

დედაჩემი:

- ჰო, რა ვიცი, აბა, ვიღაც ავადმყოფი ყოფილა ეგ... რა ხალხს აქვს ფული, ჰა?! ერთი დარტყმა ათი ლარიო? ისე კარგი ფული კია, მარა ცოდო ხარ, სულ გადაგეყვლიფებოდა ეგ ზურგი, ჯობია ისევ სხვა რამე მოძებნო, თან ის ასი ლარი ხო შეგრჩა?!

თიკო:

- რა ყველა უნამუსო შენ უნდა შეგეყაროს, რა! ერთი კარგად უნდა მიგებეგვა და ნახავდა. რად გვინდა ეგეთი ფული, შენ თუ დამიავადმყოფდი, ჩემო... მერე რა, არც კაი სამშობიარო მინდა, არც ზღვა, არც არაფერი, ჩვენ ვიყოთ კარგად!..

მამა:

- ამ ცხოვრების დედაც, რა! კომუნისტების დრო იყოს, ეგეთ ახვარს კი ჩააყუდებდნენ, სადაც საჭიროა, მარა... საქმე რაშია, იცით? სხვა გამოსავალს არც გვიტოვებს ეგ ჩათლახი; იძულებულებს გვხდის... თან აზრზე ხარ. ის ასი ლარი თავიდან როგორ მოგვცა, რომ... ავადმყოფია ვიღაცაა... არადა, ბაზრობაზე ნერვების შლას, მივალ მაგ დამპალთან და რამდენსაც ავიტან, დავარტყმევინებ. ბოლო-ბოლო, ვითომ ძველი დროა, რა! მაგით მე კი არა, თვითონ ის უფრო დამცირდება, თუ მკითხავ!

მე:

- შენ რატომ უნდა წახვიდე, ვერ გავიგე? თუ ვინმე წავა, ისევ მე წავალ, მე კიდევ არ წავალ, ეგღა მაკლია, ვიღაც თავგასიებულს ვარტყმევინო მათრახი, პაშოლ ონ!

ინტიმურ წუთებში კი ცოლმა დაიწუწუნა: - ისე, რა კარგი იქნებოდა სხვა რამე შემოეთავაზებინა და ზღვაზე წავსულიყავით, არა?!

და მეც გადავწყვიტე: - ჯანდაბას მაგისი თავიც, წავალ და მირტყას ის მათრახი, მაგრამ მერე რომ?!. პრინციპში, ჩემი გვარი არ იცის და რას გაიგებს, რამდენი მწერალი დათოა?! ცოტა ფულს რომ დავაგროვებ, ერთი მაგრად ვაგინებ, იმ თავის მათრახსაც გადავაწნავ და წამოვალ!

(აქ შეიძლებოდა ეს ამბავი დასრულებულიყო, მაგრამ აქ არ სრულდება!)

მეექვსე ეტაპი:
უბრალოდ ეტაპი

მეორე დღეს მივაკითხე ვახტანგს; რომ დამინახა ირონიულად ჩაიღიმა და ლამის უკან გამოვბრუნდი, მაგრამ მაინც შევედი.

სანამ მე წელს ზევით ვიხდიდი, კარგად ჭამა და ბოყინით დამადგა თავს.

- რამდენს გაუძლებ?

- რა ვიცი, აბა? გეტყვით რა, როცა ვეღარ ავიტან.

მეათემდე მწარედ მირტყამდა, მერე დაიღალა თუ რა იყო, ისე აღარ მტკენია. ორმოცდამეხუთეზე კიდევ მკითხა: - არ გეყო?

- არა!

ხუთიც დამარტყა და გაჩერდა, მეტი აღარ შემიძლიაო. მერე საფულე ამოიღო და ფული გადმომითვალა. ნახევარ საათში მთელი ხუთასი ლარი ვიშოვე, - ეს წარმოუდგენელი იყო!

- ისე, რაც მეტს დაგარტყამ, ფასდაკლება მეკუთვნის! - ხარხარებდა ვახო, მე კი ვუბღვერდი და ხმა არ გამიცია.

- ჰა, ბიჭო, ეგეთები არ იყოს; რას იბღვირები, რო იბღვირები? თუ არ გინდა, იხვეწებიან მწერლები, მითხარი და სხვას ავიყვან.

- როდის ვიბღვირები, უბრალოდ მტკივა ზურგი, რკინა ხომ არა ვარ?!

- მერე შენც ნაკლები დაგერტყმევინებინა და ეგ იქნებოდა; ჰო, მართლა, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: თუ შენ ერთ დღეს მაინც გამიცდენ, მერე მთელი თვე უფასოდ უნდა იმუშაო, ან სხვას მოვძებნი.

- იქნებ რა ხდება?

- მე არ ვიცი რა ხდება და რა - არა! არ უნდა გამიცდინო. გაწყობს

- გაწყობს, არა-და, კარგად იყავი!

- ჰო, კარგი!

სახლში ისე შემხვდნენ, თითქოს ომიდან დავბრუნებულიყავი. ამდენი ფულის დანახვამ ხომ ლამის ყველა გადარია.

- მოიტა, შვილო, მეც წამოვალ, გვირტყას, ვახოაა ვიღაცაა! - თქვა მამაჩემმა.

დედამ წუწუნი დაიწყო და ცრემლები ჩამოყარა.

თიკო ჩუმად იყო.

- თუ ასე გავაგრძელე, მანქანასაც ვიყიდი და ბინასაც! - გავიფიქრე და ოცნების ოხვრით ამოვიოხრე.

მერე, დღეში, საშუალოდ, ოცი-ოცდახუთი დარტყმა გამომდიოდა. ვახო კმაყოფილი იყო, კმაყოფილი ვიყავით ჩვენც. ერთ დღეს კი, ნათესავი მოვიდა და მიკიბულ-მოკიბულად მთხოვა, აი რა:

- შვილო, იქნებ ჩემს თამაზისაც გაუხერხო ეგეთი სამსახური; საცოდავი ბიჭი დარდისაგან აღარ არის. უთხარი იმ შენს ხაზეინს, იქნებ ესეც აიყვანოს, სუსტი კი არის, მაგრამ ავიტან დარტყმებსო, ამბობს და რა ვიცი! შენ შემოგევლე, იქნებ დაგვაყენო ფეხზე, შენ დაილოცები! შენი იმედი გვაქვს, ხო იცი, ვალში დარჩენა არ ვიცით ჩვენა! მე, რა თქმა უნდა, სასტიკად გავაფრთხილე ჩემიანები, აღარავისთვის ეთქვათ, თუ რითი ვშოულობდი ფულს, თამაზი კი მოვიმდურე.

ამასობაში, თითქმის ორ კვირაზე მეტი გავიდა. თიკო მეშვიდე თვეში იყო და ისე ველოდი ჩემს სისხლისა და ხორცის გაჩენას, აღარც მადარდებდა ზურგზე რომ ვეღარ ვწვებოდი. მანქანის ფული მოგროვილი მქონდა, უკვე სადაცაა, ვიყიდდი, მაგრამ ვერ გადამეწყვიტა, მანქანა შემეძინა თუ დამემატებინა და ჩემი, საკუთარი ბინა მეყიდა, მაგრამ მოულოდნელად, ნაიარევი დამისივდა, დამიჩირქდა და აუტანელი ტკივილები დამეწყო. უკვე ხუთ დარტყმაზე მეტს ვეღარ ვიტანდი და ვახომ პრეტენზიები გამოთქვა და გაგდებით დამემუქრა.

- ჩემს მაგივრად სხვა რომ მოვიყვანო დროებით?

- არა, ან შენ, ან სხვას თვითონ მოვძებნი.

- ბ-ნო ვახტანგ, უკვე აღარ შემიძლია, თუ არ ვიმკურნალე, შეიძლება ისე გამიმიზეზდეს, სისხლის გათეთრებაც კი დამემართოს.

- მე რაში მაინტერესებს, რა დაგემართება? ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ არც ერთ დღეს არ გამიცდენდი?! მე ეს დარტყმები კომპლექსურად მჭირდება, თორემ სადისტი კი არა ვარ, ვერ გამიგე?!

სახლში:

- მოვკლავ, მაგ ნაბოზარს, რა! აზრზე ხარ, როგორ მაჭერს წიხლს?! იცის, რომ ვეღარ ავიტან მეტს და წიხლს მაჭერს. უნამუსოა რა, ეგ ხო კაცი არ არის!

- მისმინე, რომ უთხრა შვებულება მომეციო?

- არა, გოგო, რა შვებულება, ერთ დღესაც კი არ გამიშვებს.

- ჩემი საბრალო!

- უნდა შევეშვა, რა, აღარ შემიძლია მეტის ატანა, მარტო ფული ხომ არ არის ყველაფერი?

- იქნებ ცოტაც მოგეთმინა, ბინის ფული მოგვეგროვებინა და...

- არ გესმის, არ შემიძლია, აღარ!..

ვახტანგთან:

- ბ-ნო, ვახო, ვეღარ ვივლი თქვენთან, უკვე აშკარად აღარ შემიძლია ატანა, განა არ მინდა აქ მოსვლა, მაგრამ... აი, აი, ნახეთ რა დრეში მაქვს ზურგი, აი, აქეთ, მარჯვნივ... ააა, ფრთხილად, ჰო, მანდ!

- მართლა მაგრად დაგჩირქებია; ნუ რას ვიზამთ, მოგვიწევს სხვა კაცის ნახვა, მაგრამ არა უშავს, შენთან მუშაობა სასიამოვნო იყო!

- გმადლობთ - ჩემთვისაც! და მერე, თავიდან მიღების შანსი აღარ არის, არა?

- არა, ჩემი პრინციპი არაა ეგ! თუმცა ერთი ვარიანტია, თუ გინდა სხვა ვაკანსია გამოთავისუფლდა და იქ გადაგიყვან, ოღონდ მთელი დღე ჩემს გვერდით უნდა იყო და დღეში ორასი ლარი გექნება.

- თანახმა ვარ და რა სამუშაოა?

- არაა, შენ არა მგონია დათანხმდე, ალბათ იქაც სხვისი პოვნა მომიწევს.

- კაცო, თქვენ მითხარით და იქნება ვთანხმდები?!

- არა მგონია, არა.

- ვაა, თქვენ თქვით და!..

- მოშარდვისას უნდა დამიჭირო ხოლმე.

მე სიცილი ამივარდა, გრძელი და ცვალებადსიხშირიანი სიცილი, მაგრამ ამჯერად ყვირილი აღარ დამიწყია; რატომღაც ჩემი მომავალი შვილი, საყიდელი ბინა და მანქანა, დასასვენებლად წასასვლელი ზღვა და მთა გამახსენდა და ტუჩები

მაღლა ავწიე!..

მეშვიდე ეტაპი:

- ბატონმა ვახტანგმა, ხანდახან ისეთი უცნაური წინადადებების შემოთავაზება იცის, გაგიკვირდება ადამიანს, ღმერთმანი...

ავტორი: ბელა ჩეკურიშვილი

მამას ტრიპტიქი

I.

ჩემთან ეძებდი,
რაც ვერ გითხრეს სატრფომ და ცოლმა,
რაც დაგიმალა დედაშენმა
და მეზობლის ქალს არ გაემეტა,
ჩემთან ეძებდი,
რაც ვერ მოგცა ვერც რძემ, ვერც ღვინომ,
ვერ მიუხვდი წყალსა და მიწას,
ჩემთან ეძებდი,
გჯეროდა რომ მე გაგიმხელდი,
ან უნებლიედ წამომცდებოდა
და იმედით შემომყურებდი,
როგორც მდინარეებში ჩაფენილ ტყავებს შეჰყურებდნენ
ძველი კოლხები
და ზედ დალექილ ქვიშის ნამცეცებს
მისხალ-მისხალ ართმევდნენ ოქროს,
გჯეროდა,
მამის სიყვარული ის ძალაა,
ნათელისგან ბნელს რომ გამიჯნავს,
რაც ქალიშვილებს აქეზებს, რომ
აკრძალული ხილი მოწყვიტონ,
რაც წარღვნის მერე კიდობნიდან გაშვებულ მტრედებს
ზეთისხილის რტოს აპოვნინებს,
გჯეროდა,
რომ საკუთარი სისხლი გეტყოდა იმ საიდუმლოს,
სამოთხიდან განდევნის დღეს რომ დაუმალეს
ქალებმა კაცებს
და მელოდი,
ღამეს მითევდი,
მხრებზე მისვამდი
და ნაძვის ხეების დახატვაშიც მეხმარებოდი,
ნებას მაძლევდი, შენს ძვლებზე მევლო
და საქანელად
შენი გული გადამერწია,
არ იშურებდი,
რაც დააკელ სატრფოს და დედას,
რაც დაგავიწყდა ცოლისთვის და
არ არგუნე მეზობლის კახპას,
ფრთებს მისწორებდი აფრენის წინ და
ნუგბარი რომ მომაკლდებოდა,
საკუთარი ხორცით მკვებავდი,
იცდიდი.
მაგრამ დაგავიწყდა,
რომ შვილები
პირველ რიგში მშობლებისგან გარბიან ხოლმე,
გარბიან, რადგან მათი სიყვარული
ნელ-ნელა ყელზე გამობმული ქვასავით მძიმდება და
ცურვისას ფსკერისკენ მიათრევს,
რომ ქალიშვილებს
მისჯილი აქვთ უცხო მამრების კვალზე წანწალი,
რომ ეშინიათ,
სიყვარული მამებსაც რომ გაუნაწილონ,
სამსხვერპლო კოცონს მხურვალება დაეკარგება,
რომ ისინი
არასოდეს არ ამხელენ იმ საიდუმლოს,
სამოთხიდან განდევნის დღეს რომ დაუმალეს
ქალებმა კაცებს.

II.

მისხნიდი, რომ ეს ყინულის ლოლოები,
გველეშაპის კბილებია,
ზამთრობით რომ ჩვენს ეზოში სახლობს.
მიხსნიდი, რომ თუ დავხატავ
ნაძვებს, ფერადმძივებიანს,
თოვლის კაციც მივუხატო ახლოს.
რომ პატარა ქალბატონი,
თუ იქნება ხუთოსანი,
მამის გულში მას ვერავინ შეცვლის,
რომ ხოჭოებს სიბნელეში
ზურგები აქვთ უთოსავით
და ძალიან ეშინიათ ცეცხლის.
მიხსნიდი, რომ თუ იადონს
გამოვუშვებთ გალიიდან,
ბევრი ფრენით ეტკინება ფრთები,
რომ ზღაპრული დევის გვერდით
მუდამ დევის ქალი იდგა,
დევგმირებს კი ზოგჯერ დღესაც ვხვდებით.
მიხსნიდი, რომ სადედოფლო კოშკს და მიწას,
უცხო მოყმე მოადგება ბევრჯერ,
რომ ათასგზის დამიდებენ
ზავს და ნიძლავს
და თუ მინდა გამარჯვება შევძლო,
ნუ გავყვები ლაბირინთში
ძაფის გორგალს,
ნუ გავამხელ მამისეულ ანდერძს.
მიხსნიდი, რომ
ქმარი ხეებს ასხამს ფოთლად,
მაგრამ მამას ღმერთი ერთხელ გვაძლევს.

III.

როცა მითხარი,
აყვავებულ ალუბალზე მშვენიერი იქნები და
ბაობაბის ხეზე ძლიერიო,
დაგიჯერე.
წყალში რა გინდა,
თევზზე უფრო ელასტიურ სხეულს მოგცემ და
ის სახლი, შენ რომ აგიშენებენ,
მარჯნებზე მტკიცე იქნებაო,
დაგიჯერე.
ცას რას შესცქერი,
შენი თვალები ფრინველის ფრთებზე სწრაფი იქნება და
მზეც თვითონ მოვა შენთანო,
რომ მეუბნებოდი,
დაგიჯერე.
წამოდი,
ფუტკრებს ან ისეთი ერთგულება სად შეუძლიათ,
ან იმგვარი თავისგანწირვა,
როგორც იმ თიხას,
კაცის ფორმა რომ მივეცი და
წყვილს რომ ნატრობსო,
დაგიჯერე
და წამოგყევი.
შენ კი ის თიხა ჩემზე მეტად გიყვარდა მაინც,
რადგან პირველქმნილებას
სხვა ხიბლი და სიხარული ახლავს ყოველთვის,
ამიტომ აღარ გამიმხილე,
რომ ერთხელაც შემრცხვებოდა და
ტანს ფოთლებით დავიფარავდი,
არ გამიმხილე,
რომ ცოლობის გარდა,
ჩემგან დედობასაც მოითხოვდნენ,
ვიღაცის შვილი მეც ვიქნებოდი
და ყველა მამრი,
ვისაც კი სისხლით ვაზიარებდი ფეხადგმულ მზეს და
აყვავებულ ალუბლის ხეებს,
მოისურვებდა,
რომ მხოლოდ მისი ყოფილიყო
ეს ვარდისფერი ნათებაც და
ეს ოქროსფერი მხურვალებაც,
მოისურვებდა,
გამემხილა ის საიდულო,
სამოთხიდან განდევნის დღეს რომ ყურში მითხარი,
რომ მამა, ქმარი,
ძმა, შვილი და მისი ბადიშიც,
ერთმანეთის ქიშპით და ბოღმით,
ნაწილ-ნაწილ ისე დამშლიდნენ,
ჩემი პირველი საწყისიდან
მხოლოდ სახელის ასოები გადარჩებოდა...

გზავნილი წარსულში

ბესოს, რომელმაც წასვლა მირჩია და შორენას, რომელსაც უდაბნოს ნახვა უნდოდა

დაივიწყე და წამოდი-მეთქი.

ერთად დავთვალოთ უდაბნოს ქვიშა,
ერთად ვუთიოთ ქარავანს ღამე,
ერთად ავუგოთ ბავშვობას წესი,
უნდა მოვძებნოთ სემი და ქამი,
გამოვაღვიძოთ დაღლილი ნოე,
უცხო მიწაზე ვისწავლოთ თესვა,
აქ სხვა სურნელი ასდის ღვინოებს
და სულ სხვაგვარი ჩრდილი აქვს მზესაც,…
თმა შეიკარ და წამოდი-მეთქი.
ისე დაბერდნენ ძველი ღმერთები,
სიტყვის უთქმელად გარდაიცვალნენ.
როგორც თოვლისგან მიწა თეთრდება,
როგორც გაზაფხულს უხმობს მერცხალი,
ისე ცხადია ჩემი ეჭვები,
აღარ სჭირდება ნიშნებს შესწავლა,
ცის თაღს შევუდგეთ სუსტი ბეჭებით,
ქორონიკონიც უნდა შევცვალოთ,
გზას გახედე და წამოდი-მეთქი.
ცეცხლი ანთია მაყვლის ბუჩქებზე,
შეძახილისგან ლეღვის ხეც გახმა,
მომწყვდეულია სული მუჭებში
და მალე ვიღაც გამოჰკრავს ჩახმახს,
ცას შეასკდება პირველი ლოცვა
და სინანული - ლოცვას რომ ახლავს.
პასუხი ყველა კითხვაზე მოგვცეს,
სასანთლეებში ზეთს უნდა ჩასხმა,
დრო აღნიშნე და წამოდი-მეთქი.

* * *

„წვიმამ არ იცოდა ძალა საკუთარი“ ჩენდლერი

მთელ დღეს ქალაქში უნდა გეძებო და მერე ბოღმად გადმოვიღვარო
და განწირული უიმედობით მოვაპირკეთო სულის წიაღი
და დამავიწყდეს აკაციების გადარეული სუნის სიმწიფე,
გაშიშვლებული ჩემი მკლავების საგაზაფხულო მზის დაწაფება
და გადავყლაპო შენი დუმილი, როგორც სიცხის დროს ხსნადი აბები
და შევაფასო ჩვენი შეხვედრა დამთავრება და როგორც წაგება,
ჩემი ჯიუტი ექსპრესცოდვები მომავალიდან გამოვითხოვო
და შემოდგომას ვუთხრა უარი ვიდრე თანხმობას თვითონ მკითხავდეს
და მარტოობის მთელი სიმართლე ვერცხლისფერ ზიზღად ამოვარწიო,
და გადავმალო შენი პერანგი მწარე ტუჩებით ვიდრე დაგწყევლი
და შემეცოდოს ჩემი ბავშვობა, ავსლუკუნდე და ისევ მომინდე,
გამოვამტვრიო ცხრაკლიტურები, დავიჩოქო და უფალს მივენდო
და მეამბოხე კაბის კალთები ლოცვების განრიგს დავუმორჩილო,
და შემიწუხდეს ფრთხილი სინდისი, განსაზღვრული და ასე ნარჩევი
და ვიბარბაცო ხელის ცეცებით და დავივიწყო რომ ვერ მიშველე
და გაპატიო როგორ შემკრავენ და ნაწილ-ნაწილ როგორ დამშლიან
და გაგიხსენო, როცა იწვიმებს, საწვეთურები ჩამოვიარო,
შუაღამისას დავბრუნდე სახლში გალუმპული და თითქმის მტირალი,
ვერ მოვინელო შენი ხელები, ჟამიდან ჟამზე ისევ ამტკივდე
გამოგიგონო და უსახელოდ ჩემს დღიურებში ჩუმად ჩაგკეტო
და ვიმეორო მარადისობის და ერთგულების უშნო სიმღერა,
მთელ დღეს ქალაქში ისევ გეძებო და მერე ბოღმად გადმოვიღვარო...

15.4 ლიტერატურა - ისტორია

▲ზევით დაბრუნება


ნობელის პრემია

ავტორი: ალექსანდრ სტეფანოვიჩი

0x01 graphic

0x01 graphic

© JORDAN KELLY/CORBIS SYGMA

1987 წლის დეკემბერში, როცა ბროდსკისთვის ნობელის პრემია უნდა გადაეცათ, პირველად მივიღე საზღვარგარეთ გასვლის უფლება. არ ვიცი, რა მიზეზით, შესაძლოა იმიტომ, რომ დასავლეთისადმი ლტოლვა საგვარეულო სენი იყო, მაგრამ ჩვენი ოჯახის ბედი ისე აეწყო, რომ ჩემი დები უცხოელებზე გათხოვდნენ: ერთი შვედს გაჰყვა, მეორე - ფრანგს. სტოკჰოლმში და პარიზში ცხოვრების ოცი წლის მანძილზე ისინი ყოველ ექვს თვეში ერთხელ, რეგულარულად მიგზავნიდნენ მოწვევას, რომელიც „ოვირ“-ში მიმქონდა, მაგრამ თხოვნაზე, მოეცათ დების მონახულების უფლება, სტანდარტულად მპასუხობდნენ: „თქვენი გამგზავრება მიზან-შეწონილი არ არის“. რატომ არ იყო მიზან-შეწონილი ძმის მიერ დების მონახულება, არ მიხსნიდნენ. ვიცდიდი ნახევარ წელს და კვლავ მიმქონდა ახალი მიწვევა, ვიღებდი ახალ უარს და ასე, - ორმოცჯერ. მაგრამ საბოლოოდ, როცა „პერესტროიკა“ დადგა, წერილი მივწერე ბობკოვს, კგბ-ს მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილეს. წერილში შევახსენე, ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ მარწმუნებდით, კგბ-ს შენს მიმართ არავითარი პრეტენზიები არა აქვსო და, მიუხედავად ამისა, არსად არ მიშვებდნენ, მაგრამ აი, დადგა „პერესტროიკა“ და ახალი აზროვნება, გამიშვით ოცი წლის უნახავი დების მოსანახულებლად-მეთქი.

უჩვეულოდ სწრაფად მიმიწვიეს უშიშროების კომიტეტში და მითხრეს: ფილიპ დენისოვიჩ ბობკოვის დავალებით გხვდებით, მართლაც არავითარი პრეტენზია არა გვაქვს თქვენს მიმართ, შეგიძლიათ მიხვიდეთ „ოვირ“-ში და აიღოთ ერთ-ერთ დასთან გამგზავრების ნებართვაო. დავიწყე ფიქრი - რომელ დას ვწვეოდი, მაგრამ სწორედ ამ დროს მოვიდა შეტყობინება ბროდსკისათვის ნობელის პრემიის მინიჭების თაობაზე და გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ჩავსულიყავი სტოკჰოლმში, მოვხვედრილიყავი ბროდსკისათვის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე და ყველაფერი ფირზე გადამეღო, თუ არა და, როგორც რეჟისორი, საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავდი. ამიტომ „ოვირ“-ში მივედი, ავიღე საზღვარგარეთის პასპორტი და სრულიად გათავხედებულმა მოვითხოვე, ნება დაერთოთ შვედეთში ჩემი „ჟიგულით“ წავსულიყავი. ამის უფლებას მაშინ არავის აძლევდნენ. „ოვირ“-ის უფროსად არკადი ვაინერის ნაცნობი მუშაობდა, სწორედ მისი დახმარებით მივიღე ნებართვა და როცა უკვე გაფორმდა ყველაფერი, ამის შესახებ ჩემს მეგობარს, ჟენია რეინს ვუამბე - ხუთ დეკემბერს სკტოკჰოლმში მივემგზავრები, ათში კი ბროდსკის „ნობელს“ გადასცემენ-მეთქი.

ჟენია აღფრთოვანდა, დაჯდა და იოსიფისთვის წერილის წერა დაიწყო. მთხოვა, წამეღო ბროდსკის პირადი ნივთების მთელი გროვა, ფოტოები და რაც მთავარია, გადმომცა ჰალსტუხი, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ეკეთა პასტერნაკს იმ დღეს, როცა მოსკოვში, შვედეთის საელჩოში მიიწვიეს ნობელის პრემიის აღსანიშნავ ბანკეტზე. როგორც ცნობილია, კომუნისტებმა აიძულეს პასტერნაკი, უარი ეთქვა პრემიაზე, მაგრამ შვედებმა მაინც მიაგეს პატივი. და აი, ჰალსტუხი, რომელიც იმ დღეს პასტერნაკს ეკეთა, ოჯახურ გარემოებათა წყალობით, ჟენია რეინს ხვდა წილად და მან მე გადმომცა, რათა ამჯერად უკვე მეორე დიდ რუს პოეტს ჰკეთებოდა ნობელის პრემიის გადაცემისას სტოკჰოლმში. ანუ მე დამეკისრა ისტორიული მისია, რომ ეს ჰალსტუხი ქცეულიყო რუსული პოეზიის დიდების სიმბოლოდ. გარდა ამისა, ჟენიამ მითხრა:

- ბროდსკის ცხოვრებაში იყო ქალი, რომელიც მისთვის დღემდე ძვირფასია. მაგრამ მათ უთანხმოება მოუვიდათ. ახლა კი, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როცა შეიძლება მათი ურთიერთობის მოგვარება. შენ შეგიძლია დაეხმარო იოსიფს.

ვერ გავიგე:

- მე რით უნდა დავეხმარო?

- იცი, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბროდსკის პრემიას მისცემენ, ჩვენ საათობით ვლაპარაკობთ ტელეფონით, ვიხსენებთ განვლილ ცხოვრებას, ჩვენს შეცდომებს. და იცი, ბროდსკი ყველას პატიობს. მათ შორის იმ ქალსაც. იქნებ შეიარო მასთან, განმუხტო სიტუაცია.

- მაპატიე, - ვპასუხობ, - ჟენია, ძნელად წარმომიდგენია ეს მისია. როგორც ვხვდები, ეს ღრმად პირადული და ინტიმური საქმეა. ჩემთვის უხერხულია ამაში ჩარევა. მითუმეტეს, რომ ეს არის არა ვიღაც შემთხვევითი ნაცნობის პირადი სფერო, არამედ დღევანდელობის უდიდესი რუსი პოეტისა. მაქვს უფლება, შევიჭრა პუშკინის ან პასტერნაკის პირად ცხოვრებაში?

ის მეუბნება:

- არა, საშა, ვფიქრობ, იოსიფი მადლიერიც კი დაგრჩება, თუკი შენ რაღაც ხიდებს ააგებ, მოსინჯე.

- რატომ თავად არ მოსინჯავ?

- იცი, სიტუაცია ასეთია: იოსიფი ახლა ეიფორიაშია, ყველას ყველაფერს პატიობს, მე კი ამ ქალთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. არ შემიძლია დავურეკო და არც მასთან შეხვედრა მინდა. შენ კი, როგორც გარეშე ადამიანს, შეგიძლია შეიარო და ჰკითხო, რამეს ხომ არ დაგაბარებს იოსიფთან. ერთობ ტაქტიანი ქცევა იქნება. აი, მისამართი, აი, ტელეფონის ნომერი.

ვეუბნები:

- ჟენია, თუკი მიგაჩნია, რომ ეს ტაქტიანი ქცევაა, მოვსინჯავ.

ლენინგრადში რომ ჩავედი, რეინის მოცე მულ ნომერზე დავრეკე, მაგრამ მიპასუხეს, ამ ქალმა ნომერი შეიცვალა და ახალი ნომერი არ იციანო. მხოლოდ მისამართი მომცეს. მივედი აღნიშნულ მისამართზე. ავდივარ ბინძური კიბით ზემო სართულზე, ვჩერდები დერმატინგადაკრულ გაცვეთილ კართან, ბამბის ნაკუწები რომ გამოსჩრია და ზარს ვრეკავ. ისმის ქალის ხმა:

- ვინა არის?

ვპასუხობ:

- ბოდიშს გიხდით, ესა და ეს ვარ, გარემოებათა გამო მივემგზავრები სტოკჰოლმს, შემიძლია რამე გადავცე თქვენგან იოსიფს? პასუხი არ არის. შიგნით, ამ ყრუ კარს მიღმა სიჩუმეა.

ვდგავარ ჭუჭყიანი კიბის ბაქანზე, კატების, ნაგვის ყუთებისა და კარტოფილის ნაფცქვენების სურნელებაში. ვამბობ:

- უკაცრავად, ხომ არ წასულხართ?

- არა, - მპასუხობს, - არ წავსულვარ.

- ყველაფერი გაიგეთ?

- დიახ, ყველაფერი გავიგე.

- და რა?.. - შეკითხვას არ ვასრულებ, რადგან ვხვდები, თუ კონკრეტულად ვკითხავ, იძულებული გახდება თვითონაც კონკრეტულად მიპასუხოს - მაგალითად უარით. ჟენიამ კი სიტუაციის დელიკატურობა ამიხსნა.

მპასუხობს:

- ვფიქრობ...

დავიწყე ლოდინი - ხუთი წუთი, ათი. შემდეგ ვკითხე:

- უკაცრავად, ხომ არ წასულხართ?

- არა, არ წავსულვარ.

ოცი წუთი ვიცადე დერმატინიან ჩარაზულ კართან. ბოლოს ვთქვი:

- დიდი ბოდიში, გესმით ჩემი?

- დიახ.

- მაპატიეთ, რა თქმა უნდა, მესმის, რომ თქვენ სერიოზულად ჩაფიქრდით და წყვეტთ თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვან საკითხს, მაგრამ მე, სამწუხაროდ ვჩქარობ, წინ გრძელი გზა მიძევს - დღეს ფინეთის საზღვარი უნდა გადავკვეთო, ჰელსინკიში ჩავიდე, რათა საღამოს ექვს საათზე ბორანს მივუსწრო. ძალიან ცოტა დრო მაქვს. გადასცემთ რამეს ბროდსკის?

- არა...

- რატომ?

- იმიტომ, რომ არაფერი მაქვს მისთვის სათქმელი.

მეტი აღარაფერი გამიგია, არც „ნახვამდის“.

ჩავედი ქვემოთ, ჩავჯექი მანქანაში, გავეშურე საზღვრისკენ და დროებით დავივიწყე ეს ამბავი, მით უმეტეს, რომ განცდები მომეძალა - ეს ხომ ჩემი პირველი მოგზაურობა იყო დასავლეთში.

სტოკჰოლმში რომ ჩავედი და მივიხედ-მოვიხედე, ვიფიქრე: რას წარმოვადგენ ბოლოსდაბოლოს მე აქ, შვედეთის დედაქალაქში, სიცოცხლის ამ ზეიმზე? ეს მოსკოვში ვარ რეჟისორი, შვიდი სურათი გადამიღია „მოსფილმში“ და ოცი ტელევიზიაში, იქ მიცნობენ, იქ შემიძლია მივიდე უფროსობასთან, მოვითხოვო გეგმაში ფილმის ჩასმა, გავუშვა ფილმი წარმოებაში. შვედეთში კი, სადაც ორი თვე სამასი დოლარი უნდა ვიკმარო, რას წარმოვადგენ? ადამიანი აღმოსავლეთ ევროპიდან, მორიგი მათხოვარი. მე კი კინოკამერები მჭირდება, ფირი, ოპერატორი, ასისტენტები...

და ვიგრძენი, რომ ჩემი ოცნება, გადამეღო ფილმი ბროდსკიზე, იმსხვრევა...

მაგრამ იმ მომენტისთვის ისეთი შეეუპოვრობა დამეუფლა, რომ სტოკჰოლმში ხუთ რიცხვში ჩასულს, 7-ში უკვე ნაშოვნი მყავდა პროდიუსერი, 8-ში კი ჩემს განკარგულებაში იყო ორი კამერა, ორი ავტომანქანა, ტექნიკოსთა ბრიგადა და უკვე ვიღებდი შვედურ ფილმს დიდი პოეტის შესახებ. და მე გავხდი ერთადერთი კინემატოგრაფისტი, რომელიც დაუშვეს შვედეთის აკადემიაში, სადაც იოსიფ ბროდსკიმ წარმოთქვა თავისი ცნობილი სანობელე სიტყვა.

როგორ მოვახერხე?

მივედი ბროდსკისთან „გრანდ-ოტელში“, ჰოლიდან დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩამოვუტანე საჩუქრები ჟენია რეინისგან. ჩვენი ძველი ლენინგრადული ნაცნობობაც შევახსენე. დარწმუნებული არა ვარ, რომ გაიხსენა ის ბიჭი, ოდესღაც თავის სილაბურ ლექსებს რომ უჩვენებდა ხოლმე, მაგრამ ძალიან გაუხარდა რეინის საჩუქრები, განსაკუთრებით - პასტერნაკის ჰალსტუხი, და თქვა, რომ აუცილებლად გაიკეთებდა ცერემონიაზე. თუმცა, როგორც გაირკვა, პრემიის გადაცემის ცერემონიაზე ის ფრაკით და ყელზე ბაფთით უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ შემდეგ მიამბო:

- ეს ჰალსტუხი გულის ჯიბეში ჩავიდე, გულთან მქონდა, როცა სცენაზე გავედი.

მე კი, როცა რეინის საჩუქრები და კონფიდენციალური ინფორმაცია გადავეცი, ვუთხარი იოსიფს, რომ ვამზადებ ფილმს მის შესახებ და ვკითხე, შეუძლია თუ არა დამეხმაროს მთავარ ღონისძიებაზე მოხვედრაში. მან მიპასუხა:

0x01 graphic

მეგობრები ბროდსკის საფლავთან. წინა პლანზე: მიხაილ ბარეშნიკოვი და სუზენ ზონტაგი
ARICI GRAZIANO/CORBIS SYGMA

- საშა, ცხადია შევეცდები, ყველგან შეგიშვან. ერთადერთი, რასაც ვერ ვიზამ - კამერით ვერ შეგიყვანთ ცერემონიაზე, რადგან იქ შვედეთის ტელევიზიის მონოპოლიაა. მაგრამ ლექციაზე გპატიჟებთ და, რაც უმთავრესია, პრემიის გადმოცემის შემდეგ, მაშინვე მექნება შემოქმედებითი საღამო, ლექსებს წავიკითხავ. მოდით და თქვენი კინოკამერები გინდ პირველ რიგში დააყენეთ.

და მე, ბროდსკის პროტექციით, სრული კარტ-ბლანში მომენიჭა, მწვანე გზა, რაც შვედებისთვის გასაოცარი იყო, რადგან უბრალოდ არ სჯეროდათ, რომ მოვახერხებდი ყოველივე ამის გადაღებას. შვედი პროდიუსერი, რომელსაც თავიდან მაინცდამაინც არ სჯეროდა ჩემი შესაძლებლობებისა, სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ მე მართლაც შემიძლია რაღაც და ჩემს წინაშე, სრულიად უცნობი ადამიანის წინაშე, იღება კარი, რომელსაც ის, შვედი, ასე ადვილად ვერ შეაღებდა. ცხადია, კარი ჩემთვის კი არა, ბროდსკისთვის იღებოდა, ამას ვხვდები, - ის ლაურეატი იყო, საკუთარი დღესასწაულის მასპინძელი. მაგრამ მე მისი ერთადერთი სტუმარი ვიყავი სსრკ-დან, მისი უახლოესი მეგობრის დესპანი, რამაც შესაძლებლობა მომცა, მის გვერდით ვყოფილიყავი.

იქვე, აკადემიაში ნობელის ლექციის წაკითხვის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს მარმარილოს კიბეზე. მე პუბლიკასთან ერთად ქვევით ვეშვებოდი, იოსიფი კი რომელიღაც კარიდან გამოიყვანეს. აგზნებული ჩანდა. რომ დამინახა, თავებს ზემოდან გადმომძახა:

- საშა! როგორ წავიკითხე?

მე ორივე ცერი მაღლა ავწიე. იოსიფმა გამიღიმა, ხელი ჩაიქნია. იგი ქვევით გააქანეს მორიგ ღონისძიებაზე.

მეორე დღეს, ცხრა დეკემბერს, ბროდსკი არ მინახავს.

მე კი თავისთან მიმიწვია ჩვენმა ელჩმა, ბორის პანკინმა და მითხრა:

- ალექსანდრ, არ შეგიძლიათ გადასცეთ ბროდსკის: რატომ იქცევა ასე? თავს ასე რატომ ისულელებს?

- რითი ისულელებს თავს?

აქ რამდენიმე სიტყვით გიამბობთ, როგორ გავიცანი საბჭოთა ელჩი.

სტოკჰომში რომ ჩავედი, მივედი საბჭოთა საელჩოში და კონსულს ვკითხე, როგორ უნდა გადამეცა შვედეთის მეფისთვის საჩუქარი. ამის შემდეგ მიმიწვიეს პანკინთან, რომელმაც ძალზე თავაზიანად მიმიღო, დამათვალიერებინა საელჩო და ალექსანდრ კოლონტაის კაბინეტი, შემდეგ კი მკითხა:

- ალექსანდრ ბორისოვიჩ, რა თანხის გადმოტანის უფლება მოგცეს?

- სამასი დოლარისა, მაგრამ ახლა ასოციღა დამრჩა, რადგან დანარჩენი ბენზინსა და ბორანის ბილეთზე დამეხარჯა.

- აი, ხედავთ, - მეუბნება ის, - მე, კეთილგანწყობის ფარგლებში, შემიძლია ნება დაგრთოთ, ისარგებლოთ საელჩოს მაღაზიით, სადაც საგრძნობი დიპლომატიური შეღავათებია, შეგიძლიათ შეიძინოთ, რასაც მოისურვებთ.

- გმადლობთ, ბორის დიმიტრიევიჩ. მე რით უნდა გადაგიხადოთ სამაგიერო?

- აი, სწორედ ესაა ჩვენი საუბრის მთავარი თემა. მითხრეს, რომ შვედეთის მეფისთვის საჩუქარი გაქვთ გადასაცემი..

- დიახ, ასეა. ილია გლაზუნოვმა მთხოვა, გადავცე მის უდიდებულესობა კარლ გუსტავს ნახატების ალბომი. თუმცა არ ვიცი, როგორ მოვახერხებ ამას.

და უცებ პანკინი, საბჭოთა ელჩი, რომელსაც პირველად ვხედავ ჩემს ცხოვრებაში, მეუბნება:

- იცით, ალექსანდრ ბორისოვიჩ, ჩემთვის სრულიად აუცილებელია მეფესთან პრივატული შეხვედრა. ისეთი კი არა, როცა მოთხოვნას ვაგზავნი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვალდებული ვარ, ვაცნობო მათ საუბრის თემა. მე მჭირდება პროტოკოლის გარე შეხვედრა. ილია გლაზუნოვის საჩუქარი დამეხმარება მასთან კერძო შეხვედრაში. გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი პირადი საქმე, ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინეტერესები. ამიტომ გთხოვთ, გადმომცეთ ეს ალბომები, თქვენ კი შეგეძლებათ იაროთ ჩვენს მაღაზიაში.

ვეუბნები:

- ბორის დიმიტრიევიჩ, მაღაზიის გამო არა, ცხადია, უბრალოდ თქვენს მიმართ სიმპათიის ნიშნად გადმოგცემთ ამ ალბომებს. ვდებ მათ სახელმწიფოებრივი ინტერესების სამსხვერპლოზე.

ამგვარად, ჩემსა და პანკინს შორის დამყარდა ერთგვარი განსაკუთრებული ურთიერთობა, აქედან - მსჯელობა ბროდსკის ნობელის ლექციაზე.

ამიტომ ვკითხე:

- და თავს რითი ისულელებს?

- იცით, - მითხრა პანკინმა, - თავადაც ლიტერატორი ვარ, მესმის ბროდსკის ფიგურის მნიშვნელოვნება და ყოველ შიფრში, რომელსაც მოსკოვში ვგზავნი, ვწერ: ნუთუ არ გეყოთ ნობელის ლაურეატების დევნა?! ნუთუ პასტერნაკის და სოლჟენიცინის ისტორიებმა არაფერი გვასწავლა?! მე მათ შევთავაზე, ბროდსკის დაჯილდოება საბჭოთა კულტურის ზეიმად ექციათ. ჩვენ ეს აქტივში უნდა ჩავიწეროთ, განსაკუთრებით - „პერესტროიკის“ ეპოქაში. და აი, თითქმის დავარწმუნე ამაში ხელმძღვანელობა და უცებ ბროდსკი ამბობს ცნობილ ფრაზას ლენინზე! არ შეგიძლიათ, უთხრათ, თავი დაანებოს მათ გაღიზიანებას?

ვეუბნები:

- ბორის დიმიტრიევიჩ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს? რა უფლება მაქვს გავუსწორო ნობელის სიტყვა უდიდეს პოეტს? ის ასე ფიქრობს, ის ასე ამბობს. მოდით, მივიღოთ ბროდსკი ისეთი, როგორიც არის. ის სხვაგვარი ვერ იქნება.

პანკინმა ამოიოხრა:

- მე კი მესმის... როგორ გამიცრუა იმედი!..

ცხადია, ამ საუბრის შესახებ ბროდსკისთვის არაფერი მითქვამს. მას საამისოდ არც ეცალა. მთელი დღე დაკავებული იყო საზეიმო ცერემონიის მეორე განყოფილების - პრემიის გადაცემის რეპეტიციით. სხვათა შორის, ეს ისტორიული მომენტია. ეს ხდება სცენაზე, სადაც ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან ნობელის ლაურეატები, მეფე კარლ გუსტავი და დედოფალი სილვია. 1987 წლის ცერემონიაზე განსაკუთრებით ამაღელვებელი, აი, რა იყო. სცენაზე ყველა ლაურეატი გამოდიოდა დასავლური, თავისუფალი ნაბიჯით - ფრაკის ტარებას შეჩვეულნი იყვნენ. ბროდსკი კი, აშკარად ჩანდა, ფრაკს ვერ გუობდა და სცენაზე გამოსულმა არ იცოდა, სად წაეღო ხელები, ამიტომ წელსუკან შემოიწყო.

შემდეგ კი იწყება პრემიების გადაცემა. მეფე პირადად გადასცემს პრემიას თითოეულ ლაურეატს, რომელიც დგება თავისი ადგილიდან და მისთვის ჟღერს ეროვნული ჰიმნი. დაჯილდოებულს გადაეცემა ინდივიდუალური დიპლომი - არა სტანდარტული, არამედ მხატვრის საავტორო ნამუშევარი, პერსონალურად ამ ლაურეატისთვის დამზადებული. მაგალითად, ბროდსკის დიპლომზე ერთმანეთშია გადაწნული პეტერბურგული სპილენძის მხედარი, საადმირალო და რუსული ხატები, რაც ერთგვარ ორნამენტს ქმნის. ამასთან ბროდსკის, იმ დროისათვის უკვე აშშ-ის მოქალაქეს, უნდა აერჩია ჰიმნი, რომლითაც უნდა მისალმებოდნენ - რუსული ან ამერიკული, მაგრამ მან ჰაიდნის მუსიკა აირჩია. როცა ვკითხე, რატომ მაინცდამაინც ჰაიდნი, მიპასუხა:

- რატომაც არა? უმშვენიერესი მუსიკაა, მე ძალიან მომწონს.

ნობელის ზეიმის მესამე ნაწილია მეჯლისი სტოკჰოლმის საქალაქო რატუშაში. რა არის ეს, ძნელი წარმოსადგენია, რადგან ჩვენი ტელევიზიით, ჩვეულებრივ, უჩვენებენ უშუალოდ პრემიის გადაცემის მომენტს და მეტს არაფერს. გარდა ამისა, იყო ბანკეტიც - ეს ცალკე მოსაყოლი ამბავია.

უზარმაზარ, ძალიან ლამაზ და შვედურად მკაცრ დარბაზში გაშლილია სუფრები რამდენიმე ათას კაცზე. მეჯლისის დაწყების წინ (რომელზე დასასწრებადაც, სხვათა შორის, ბილეთის ყიდვა შეიძლება - დაახლოებით ათასი დოლარი ღირს), თავს იყრიან სტუმრები მთელი მსოფლიოდან. ქალები - ბრილიანტით გაწყობილი უძვირფასესი კაბებით, მამაკაცები - ყველანი სმოკინგებით. დარბაზის ცენტრში დიდი კიბე ეშვება. ამ კიბით ჩამოდიან შვედეთის სამეფო ოჯახი და ნობელის ლაურეატები. ამასთან, სამეფო ოჯახის თითოეულ წევრს ლაურეატი მოაცილებს. პირველი წყვილი, ცხადია, მეფე კარლ გუსტავი და დადოფალი სილვიაა, ულამაზესი, შესანიშნავი ქალბატონი, რომელმაც ზედმიწევნით შეისწავლა შვედური ენა და შვედების დიდი სიყვარული დაიმსახურა.

მეფე-დედოფალს მეჯლისზე უკან მოჰყვნენ სხვა წყვილები. იოსიფ ბროდსკი შვედეთის პრინცესას მოაცილებდა (რაც, ცხადია, სიხარულით აღვნიშნე გულში - მახარებდა ის პატივი, რომელიც ბროდსკის მიაგეს). ლაურეატები სხდებიან დარბაზის ცენტრში მაგიდის გარშემო და მეჯლისის განმკარგულებელი წარმოთქვამს შვედეთის მეფის სადღეგრძელოს. ყველა ფეხზე დგება, სვამენ და ამის შემდეგ არავითარი სადღეგრძელო აღარ ითქმება, არცერთი ნობელის პრემიის ლაურეატისაც კი. თავი ყველას ღირსეულად უჭირავს. გაჯგიმულები სხედან და ბანკეტი სრულდება იმით, რომ შუა საუკუნეთა სტილის კოსტიუმებში გამოწყობილ ტრუბადურ-მებუკეებს დაფდაფების გრიალში ამ კიბით, საგანგებო ჯალამბრით ჩამოაქვთ უზარმაზარი სამეფო ნაყინის ტორტი, რომლის პირველ ნაჭერსაც მიართმევენ დედოფალ სილვიას და მეფეს, შემდეგ კი სამეფო ოჯახის წევრებს. ამის შემდეგ ტორტს ყველა მაგიდაზე ჩამოარიგებენ. ეს გახლავთ ბანკეტის დასასრული. შემდეგ დარბაზი ივსება შვედეთის აკადემიათა სტუდენტებით - ახალგაზრდა ყმაწვილებით შავ კოსტიუმებსა და ჰალსტუხებში და სამეჯლისო კაბებში გამოწყობილი ქალიშვილებით, ოღონდ მათ, სტუმრებისაგან განსხვავებით, თავს პატარა ხავერდის ქუდები უმშვენებთ - ესაა ნიშანი, რომ ისინი სტუდენტობას განეკუთვნებიან. მათი დანიშნულებაა ხალისი შეიტანონ სტუმრებს შორის. მაშინვე გაისმის ჯაზის ხმები, გრიალებს ორკესტრი და ცეკვის ბუქი დგება. შეზარხოშებული სტუმრები ადგილებს მოწყდებიან, ქალები დაუდევრად იხდიან ფეხსაცმელს და სტუდენტებთან ერთად უბერავენ ჯაზს. და საერთოდ, იწყება ნამდვილი თავაწყვეტილი მხიარულება, რომელსაც ახლავს ხალისი და სიცილი. ზეიმი დილამდე გრძელდება. ტელევიზიათა მუშაკები ცდილობენ კუთხეებში მიიმწყვდიონ ნობელის ლაურეატები, იღებენ ინტერვიუებს, რომელთა ინტონაციაც ძალზე მხიარული და მსუბუქია. ზეიმის ტრანსლაცია მთელს მსოფლიოში გადაიცემა.

მეორე დღეს ბროდსკი შვედეთის საზოგადოების წინაშე უნდა გამოსულიყო, მე კი უნდა მომემზადებინა გადაღება კონგრესჰოლში, სადაც იოსიფი წაიკითხავდა თავის ლექსებს. უნდა ითქვას, რომ დარბაზი ხალხით იყო სავსე. უფრო მეტიც, ბილეთების შეძენა ბროდსკის ლექსების კითხვაზე - შვედებისთვის უცნობ რუსულ ენაზე - სრულიად შეუძლებელი იყო. როცა ბილეთების ამბავი ვიკითხეთ, გვითხრეს, რომ ხალხმა დიდი ხნით ადრე შეიძინა ყველა ბილეთი, ზოგიერთმა კი მთელი ღამე გაატარა საძილე ტომარაში სალაროების წინ ბილეთის შეძენის იმედით. საღამომ დიდი წარმატებით ჩაიარა, რადგან იოსიფის ლექსები ჟღერდა რუსულადაც და შვედურადაც. არ ვიცი, იყო თუ არა იქ ვინმე რუსი, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც ესმოდა, რაზე კითხულობდა ბროდსკი და ჩემი აპლოდისმენტებიც ყველაზე მხურვალე იყო. დანარჩენები კი მხოლოდ თარგმანში ისმენდნენ ლექსებს და მაინც აღფრთოვანებით იღებდნენ მათ.

საღამოს დასრულების შემდეგ კულისებში ვიდეოკამერა დავაყენეთ და იოსიფმა მომცა ინტერვიუ ფილმისათვის, სრულიად შესანიშნავი ინტერვიუ - ის ჯერ კიდევ საზეიმო ეიფორიაში იმყოფებოდა. მე ვკითხე:

- ისურვებდით ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას?

- ვისურვებდი, - მიპასუხა მან.

- იმედი მაქვს, მალე გიხილავთ რუსეთში.

- გულწრფელად რომ ვაღიარო, ამისი ცოტათი მეშინია. რაც შეეხება იმედს, შესანიშნავმა ინგლისელმა მოაზროვნემ, ფრენსის ბეკონმა თქვა: „იმედი მშვენიერი საუზმეა, მაგრამ ცუდი ვახშამი“.

0x01 graphic

მე ვკითხე:

- რა ენაზე წერთ ამჟამად?

- ძირითადად რუსულად, - მიპასუხა მან, - ზოგჯერ ინგლისურად. მაგრამ არ მაქვს ამბიცია, გავხდე ინგლისურენოვანი პოეტი. მე თერაპიული მოსაზრებებით ვწერ ინგლისურ ლექსებს. საქმე იმაშია, რომ როცა ამა თუ იმ ენობრივ გარემოში ცხოვრობ, ამ ენის გავლენასაც განიცდი და ამ ენაზე წერის ცდუნება გეუფლება. გარემოსადმი გაძალიანებამ შეიძლება ნევროზი გამოიწვიოს, ამიტომ დროდადრო ვემორჩილები ამ ცდუნებას.

- ლენინგრადში, პიტერში, იმ სახლის მახლობლად ცხოვრობდით, სადაც ოდესღაც ალფრედ ნობელი ცხოვრობდა. როცა მის სახლთან ჩაივლიდით, რაიმე წინათგრძნობა ხომ არ გეუფლებოდათ?

მან გამიღიმა:

- აბსოლუტურად არავითარი!

- ვფიქრობ, ოდესმე იმ სახლზე, თქვენ რომ ცხოვრობდით, გაჩნდება მემორიალური დაფა წარწერით.

- მემორიალური დაფები მხოლოდ ადამიანის გარდაცვალების მერე ჩნდება, - დააზუსტა ბროდსკიმ, - რაც უფრო გვიან ხდება ეს, მით უკეთესია...

გამოთხოვებისას მას ჩვენი ფოტოები ვაჩუქე. ერთ მათგანზე წამიწერა: „საშას იოსიფისგან. 1987 წლის 11 დეკემბერი“, ანუ ნობელის პრემიის მიღების მეორე დღე. მომეჩვენა, რომ ნობელის მედალისა და დიპლომის გადაცემამდე ბროდსკი სხვა ადამიანი იყო და ამის შემდეგ - სხვა. მეჩვენებოდა, რომ რვაში, გადაცემამდე ორი დღით ადრე, მას ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ნობელის ლაურეატი იყო, და ცოტათი ნერვიულობდა, ახლა კი ის სხვა ადამიანი იყო და ეს ვლინდებოდა რაღაცნაირ თავდაჯერებაში, ახლებურ თავდაჭერაში.

მე ვუთხარი:

- ზეგ, 13 დეკემბერს, ჩემი დაბადების დღეა.

მინიშნებას მიმიხვდა:

- კარგი, საჩუქარს გაგიკეთებ, - აიღო ფურცელი და მკითხა: - ჩემი რომელი ლექსი მოგწონს?

ვუთხარი, რომ ჩემი საყვარელი ლექსებია „საშობაო რომანსი“ და „სტანსები ქალაქს“. და მან გაკრული ხელით დაწერა:

„საშა სტეფანოვიჩს „საშობაო რომანსის“ და იმ ლექსის ავტორისაგან, რომელიც იწყება სიტყვებით: Да не будет дано სტოკჰოლმში ჩვენი შეხვედრის აღსანიშნავად“ თარიღიც დაუსვა.

ამის შემდეგ ის ამერიკაში გაფრინდა და აღარ მინახავს. მხოლოდ მოკითხვებს გადავცემდი ჟენია რეინის მეშვეობით და საპასუხო რევერანსებსაც ვიღებდი. ფილმი, რომელიც ბროდსკიზე გადავიღე, შვედეთის ტელევიზიით აჩვენეს, მაგრამ მასალა, პროდიუსერთან შეთანხმებით, მე დამრჩა. იმის უფლებაც მქონდა, სსრკ-ში გამომეყენებინა. მაგრამ როგორ უნდა ჩამომეტანა ოცი ვიდეოკასეტა მოსკოვში, როცა ბროდსკი იქ პერსონა ნონ გრატად და ლამის ხალხის მტრად იყო გამოცხადებული? ჩემი მანქანა, აქეთ რომ მოვდიოდი, ისე საგულდაგულოდ გაჩხირკეს, უნდა გენახათ - ქვევიდან სარკეებს ჩრიდნენ, რაიმე სამალავი ხომ არ არისო. უკანა გზაზე ხომ უარესს იზამდნენ! არა, შეუძლებელი იყო დამეკარგა ასეთი ძალისხმევით გადაღებული მასალა! თავზე ხელი ავიღე და ისევ პანკინს მივადექი:

- ბორის დიმიტრიევიჩ, გლაზუნოვის ალბომებით ხომ დაგეხმარეთ, ახლა სამაგიერო დახმარებას გთხოვთ.

მეკითხება:

- რაშია საქმე?

- საქმე ასეა, - ვეუბნები, - მანანა შევარდნაძემ, თქვენი მინისტრის ქალიშვილმა მთხოვა გადამეღო იოსიფ ბროდსკისთან ინტერვიუ, რომლის ჩვენებაც სურს ქართული ტელევიზიით, ამიტომ გთხოვთ, გაუგზავნოთ მანანას დიპლომატიური ფოსტით ეს ოცი კასეტა.

წერილში კი, რომელიც წინასწარ მოვამზადე, ეწერა:

„ღრმად პატივცემულო მანანა! გიგზავნით მასალას, რომლზეც ვისაუბრეთ მოსკოვში. ვფიქრობ, გიორგი ლევაშოვი კარგად დაამონტაჟებს. მოწიწებით, ალექსანდრ სტეფანოვიჩი.“

პანკინი ამ წერილით მიხვდა, რომ არსებობს პირადი შეთანხმება სტეფანოვიჩსა და მანანა შევარდნაძეს შორის და ასევე, არსებობს ვინმე გიორგი ლევაშოვი, რომელიც მონაწილეობს პროექტში. სინამდვილეში ცხადია, არავითარ ფირზე არავითარ მანანა შევარდნაძესთან არ მისაუბრია. იგი მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი. ჩემმა მეგობარმა გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილმა გამაცნო, ერთად მუშაობდნენ ქართულ ტელევიზიაში. ვიცოდი, რომ მანანა ჟურნალისტი იყო. ლევაშოვი მხოლოდ იმიტომ ვახსენე, რომ ფირები მანანას გავლით გიორგიმდე მისულიყო, ის კი მე გადმომცემდა.

პანკინმა კი უკვე იცოდა, რომ ჩემი მეგობრების წრე - ილია გლაზუნოვიდან იოსიფ ბროდსკიმდე - ფართო იყო და აზრად არ გაივლებდა, რომ მანანას შესახებ ყველაფერი ბლეფი იყო. ბორის დიმიტრიევიჩმა აიღო ეს ოცი კასეტა, გამოიძახა საელჩოს რომელიღაც თანამშრომელი და უბრძანა:

- გააფორმეთ, როგორც დიპფოსტა და დაზღვევით გაგზავნეთ მოსკოვში.

ამის შემდეგ სტოკჰოლმიდან ჩემი ჟიგულით შვედეთის სამხრეთში გავემგზავრე, ტრელებორგში. შემდეგ მალმეს გავლით ბორანით გდრ-ში, კუნძულ რიუგენზე, შემდეგ დასავლეთ ბერლინში და პოლონეთის გავლით, ბოლოს და ბოლოს, დავბრუნდი მოსკოვში. სახლში მისულს ხუთი ბარათი დამხვდა - ლევაშოვი მეძებდა. მაშინვე დავურეკე და გინების ისეთი ნიაღვარი დამატეხა თავს, რომლის არსებობა ვერც კი წარმომედგინა. მთათხავს ქართველი თავადი უკანასკნელი სიტყვებით. ვეუბნები:

- რა გაყვირებს? ჯობია შევხვდეთ და გიამბობ, რა გავაკეთე სტოკჰოლმში.

- ვიცი, რაც გააკეთე! აფერისტო! ავანტიურისტო! ვინ მოგცა ჩემი სახელით სარგებლობის უფლება?! ვინ მოგცა მანანას ხსენების უფლება?! საერთოდ, საიდან იცნობ მანანას?

- შენ არ გამაცანი?

- მერე რა, რომ გაგაცანი! რატომ ყვები ამას შვედეთში?

ვცდილობ, გავანელო მისი რისხვა:

- გოგი, გეყოფა. რაშია საქმე?

- რას ნიშნავს, რაშია საქმე? ელჩ პანკინისგან დიპკურიერების მეშვეობით, დაზღვევით ჩამოვიდა ამანათი მოსკოვში, პირადად შევარდნაძისთვის! ედუარდ ამბროსოვიჩმა გადადო სახელწიფოებრივი საქმეები, გახსნა ამანათი და შიგ აღმოაჩინა ყოვლად უსარგებლო ფირები! მეტიც - რაღაც წერილი, რომლითაც გამომდინარეობს, რომ ამანათი განკუთვნილია მისთვის კი არა, მანანასთვის, რომელსაც საერთოდ არა აქვს დიპფოსტით სარგებლობის უფლება! ედუარდ ამბროსოვიჩი საშინლად გაბრაზდა და მისი რისხვა სრულიად უდანაშაულო მანანას დაატყდა თავს. საერთოდ, თუ გესმის, რაში გაყავი თავი?!

- გოგი, - ვეუბნები, - ამ ფირების გამოგზავნის სხვა საშუალება არ მქონდა. ნუთუ არ გესმის, რომ ესაა რუსული კულტურის ისტორია. იოსიფ ბროდსკი!

- რა შუაშია ისტორია? სად რუსული კულტურის ისტორია და სად ქართველი ქალიშვილი! რატომ გინდა გაისტუმრო კეთილი ქალი მონასტერში? ვინ მოგცა ამის უფლება?!

გული რომ იჯერა ყვირილით და ცოტა სული მოითქვა, ვკითხე, სად იყო ბოლოს და ბოლოს ფირები.

- ფირები ჩემთანაა, შეგიძლია წაიღო, მაგრამ შენ არამზადა ხარ!

დღემდე მადლიერი ვარ ედუარდ ამბროსოვიჩ შევარდნაძისა და ბორის დიმიტრიევიჩ პანკინისა, რომლებიც, ისე რომ თავადაც არ იცოდნენ, ასე უცნაურად დაეხმარნენ რუსულ კულტურას. მართალია, იმ დროისათვის არ მქონდა სახსრები ბროდსკიზე ახალი ფილმის გადასაღებად, მაგრამ ჟურნალ Юность-ში გამოვაქვეყნე მიმართვა სტუდიებისადმი: „არსებობს მასალა ბროდსკიზე. ვის სურს ფილმის გადაღება?“. მაგრამ ამან ვერანაირი საპასუხო რეაქცია ვერ აღძრა, და მხოლოდ ათი წლის შემდეგ, როცა ბროდსკის გარდაცვალების ამბავი მოვიდა, გავაკეთე ფილმი „იოსიფ ბროდსკი: ცხოვრების ფურცლები“. ეს ფილმი ტელევიზიით უჩვენეს 1996 წლის 22 ივლისს. მე კი, ტელევიზორის წინ ვიჯექი და ვფიქრობდი ერთადერთ მაყურებელზე - იმ ქალზე, ვისი კარის წინაც მომიხდა დიდხანს დგომა სტოკჰოლმში გამგზავრებამდე. რატომღაც ძალიან მინდოდა, სწორედ მას ენახა ჩემი ფილმი…

სანთელი უხდება

ავტორი: აკა მორჩილაძე

0x01 graphic

როგორც ტომ სოიერი იტყოდა, გვარიანი თავხედობა კია ჩემის მხრივ, მაგრამ მაინც, რაღაცეების დაწერა მომინდა დიკენსის შესახებ. ოღონდაც, მგონია, რომ ჩემისთანები დიკენსზე ვერ წერენ. უფრო სწორად, ისე ვერ წერენ, როგორც უნდათ. ამის მიზეზი ბევრია, მაგრამ მთავარი დიკენსის ამბავში ის რაღაცნაირი სითბოა, რომელსაც ოსკარ უაილდი დასცინოდა.

ეს სრულიად მოულოდნელი და უცნაური სითბოა, რომელიც საერთოდ არ ჰგავს სითბოს. აი, ზაფხულში რომ ჩამოცხება ხოლმე გაუსაძლისად, ნამდვილ თბილისურად და სუნთქვა რომ ჭირს, ხო ჰქვია სიცხე? აი, ეგეთი სიცხისნაირი სითბო აქვს დიკენსს. იმდენი სითბო აქვს, რომ სითბო აღარც არის, აუტანელი სიცხეა. საერთოდ, ასე გამიგია, რომ სითბო არავის აწუხებს, ყველას მოსწონს. კარიბის კუნძულებზე რომ სულ ერთნაირი ამინდია და ადამიანები რომ საუკეთესოდ გრძნობენ თავს, ის არის, მაგრამ დიკენის სითბო ძალიან ბევრს სიცხედ მიაჩნია, განსაკუთრებით, ახალ დროში.

დიკენსის კითხვა ზოგჯერ რაღაცნაირ, ძველ და მოდიდან გამოსულ, აღარარსებულ განცდათა აუტანელ სითბოში ჩაყურყუმალავებას ნიშნავს ხოლმე. სენტიმენტები, კვნესანი, კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება. ისეთი რამეების, რისთვისაც დღეს აღარც დროა, აღარც ტემპი და აღარც სხვა გადამწყვეტი რამეები.

ეს სევდიანი ამბავია. ივლინ ვოს აქვს ერთი მოთხრობა, სადაც ველურების კუნძულზე მოხვედრილ კაცს, იქაური ბელადი ერთ ზღვიდან გამორიყულ ზანდუკს გაუხსნის, შენი მორჩილება ჩემდამი, იმის კითხვით უნდა გამოიხატოს, რაც ამ ზანდუკშიაო. ზანდუკი კი დიკენსის ტომეულებითაა სავსე. ანუ, ისე გამოდის, რომ მეტი სასჯელი, რაც მთელი ცხოვრება დიკენსის კითხვაა, დედამიწაზე არც არსებობს.

ეხლა რომ ვფიქრობ, ამ სასჯელს სიამოვნებით მივღებდი. სიამოვნება ალბათ ის სიტყვა არ არის, მაგრამ გასაკვირი სულაც არ იქნება, დადგეს ცხოვრებაში ასეთი დრო, რომ დიკენსის კითხვის მეტი არაფერი აკეთო და ეს კარგიც იყოს. ჩემი მეგობრის მამა, როცა მოხუცდა, სწორედ დიკენსს ჩაუჯდა. მთელი დღეები იჯდა და ერთმანეთის მიყოლებით კითხულობდა.

არსებობს დიკენსის ყველაზე კარგი რუსული გამოცემა. ახლა სათვლავი ამერია, მგონი ოცდათორმეტტომეულია. უგადასარევესი კომეტარებით. ხრუშჩოვის დროისაა, მუქი მწვანე, უმაგრესი. ჰოდა, იჯდა ამ ტომების მწკრივთან სავარძელში და კითხულობდა. ასეც გარდაიცვალა. შეუძლებელია, რაიმე ცუდი გაჰყოლოდა თან.

ეს, მგონი, სწორედ ის სითბოა, რომელსაც გაუსაძლისი და სასაცილო დაარქვეს, თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანებისთვის ნამდვილი სიცხისგან განსხვავებით, ნამდვილი სითბო ბევრი და გაუსაძლისი არასდროსაა. სითბოს იმდენს მიიღებ, რამდენიც მოვა. სრულიად აუწერელი ოდენობით. ის უფრო შემოქმედ ხალხს აღიზიანებს, მათ, ვისთვისაც წერა სულ სხვა რამაა, ვიდრე დიკენსისთვის იყო. მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. აკი, მოგახსენეთ, ეგეთებს ვერ ჩავუღრმავდები. უფრო სითბოს დავაწვებოდი და ხალისს, რომელიც სისასტიკესთანაა გახლართული.

ეს რუსული მრავლატომეული კი ვახსენე, მაგრამ, არ მგონია, საქართველოში დიკენსს უამრავი მკითხველი ჰყოლოდა ოდესმე. უბრალოდ, რაღაცეები მოხდა და დიკენსი დასამახსოვრებელი შეიქნა.

ვერც ვიტყვი, ქართულად თუ არსებობს ბევრი მისი წიგნი. „დევიდ კოპერფილდი“ ყველაზე პოპულარული იყო. მგონი, სამი თუ ოთხი გამოცემაც არსებობს და მგონი, სწორედ ის არის დიკენსის ერთადერთი წიგნი, თავიდან ბოლომდე რომაა თარგმნილი. იმიტომ რომ სახლში მაქვს, „პიკვიკის კლუბისა“ და „ნიკოლას ნიკლბის“ პირველი ტომები. არ ვიცი, მეორეები გამოიცა თუ არა. ჩვეულებრივ, ორტომეული წიგნების პირველი ტომები იკარგება, იმიტომ რომ წამკითხველს პირვლები მიაქვს, მეორესთვის კი თითქმის არასდროს ბრუნდება. ეს თვით „დონ კიხოტზეც“ კი შემიმჩნევია. აღარ არის ისეთი დრო, რომ ადამიანს ერთი წიგნი რამდენიმე ტომად დანაწილებული უნდოდეს. კარგა ხანია, აღარ არის ასეთი დრო. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ეს ორი რომანი ბოლომდე არ გამოცემულა. „დევიდ კოპერფილდი“ კი იცოცხლე...

ეჰ, იყო ასეთი დრო და გამოდიოდა ასეთი ბავშვობა: დევიდ კოპერფილდი პირველად სხვამ მიამბო. წარმოგიდგენიათ ასეთი დრო? უფრო სწორად გახსოვთ ასეთი დრო?

ზაფხულში, ეზოში, ერთი წლით უფროსმა ბიჭმა მიამბო, როცა აივნის ქვეშ ვისხედით და მერეღა წავიკითხე. სწორედ გუშინწინ, ჩემმა ვაჟმა, კოპერფილდს მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი წიგნი უწოდა, რაც მოულოდნელი სულაც არ იყო. რაც შეეხება „ოლივერ ტვისტს“, ის ქართულად ჯერ არსად შემხვედრია. არსებობს შანსი, რომ ევროპასთან დაახლოებისკვალად ისიც გამოჩნდეს წიგნად, თუმცა, ხომ მოგახსენეთ, ძველია დიკენსი, ძალიან ძველი და ახლა ვინღა მიუბრუნდება სათარგმნად. კომუნისტების დროს იყო ამის შესაძლებლობა და მაინც ისე ვერ გამოვიდა, რომ ეს წიგნები, მისი რომანები, დებულიყო სადმე და შემთხვევით მაინც ვიღაცას გადაეფურცლა, ისეთს, ჯერ კაცი რომ არ გამხდარა, მაგრამ აღარც ბიჭია. მგონი, ოდესღაც ჩემს შვილსაც ამიტომ მივეცი წასაკითხად, მაშინ არ დავფიქრებულვარ, რომ ეს წიგნი ვეღარაფრით იარსებებს ადამიანისთვის, რომელსაც საგანგებოდ არ აინტერესებს დიკენსი.

თუ „დევიდ კოპერფილდს“ გამოვაკლებთ, დიკენსი ჩვენში სამო ციანი წლების ბოლოდან ცნობილი იყო მიუზიკლით, რომელიც მანამდე, მგონი, მთელს მსოფლიოში იდგმებოდა, მერე კი, ფილმად გადაიღეს. ოლივერი, აბა, ვის არ ეხსომება? იქ ოლივერს თამაშობდა ხუჭუჭა და ქერა ბიჭი, მგონი, მარკ ლესტერი და დიდიან-პატარიანად ყველა გიჟდებოდა ამ ბავშვზე და ამ მიუზიკლზე, საიდანაც, რაღა თქმა უნდა, აუწერელი ოდენეობით იფრქვეოდა სითბო და სიკეთე. სიმართლე რომ ვთქვა, მე ამ ფილმს ფეჯინის გულისთვის ვუყურებდი. ინგლისელები უფრო ფეგინს ამბობენ ხოლმე. ფეჯინი, ებრაელი, ყმაწვილ ქურდთა ბანდების გამზრდელი ვერცანცარა, ტურტლიანი, ძველ ფართხუნა სამოსში, დაფლეთილ, წვირიან ხელთათამნებსა და შლაპაში, სრულიად გასაგიჟებელი არსება იყო. რონ მუდი თამაშობდა და როცა მის ბუნაგში პატარა ქურდები ცეკვავდნენ ფეჯინთან ერთად... არა, განა დიადი ფილმი იყო. მაგრამ, ზუსტად რომ რაც არის დიკენსი, ეგ იყო. ამას, რა თქმა უნდა, გვიან მივხვდი.

ოლივერის წინა ეკრანიზაციაც ნანახი მაქვს, ალეკ გინესი რომ თამაშობს ფეჯინს, ამაში კი, მიუზიკლში ვის არ დაამახსოვრდებოდა ოლივერ რიდის უზარმაზარი ცისფერი თვალები, ავი და დაუნდობელი ბილ საიქსის კეთილი თვალები. დაბერებული ოლივერ რიდი, აგერ, რამდენი წლის შემდეგ, სწორედ ამ თვალებით ვიცანი გლადიატორში და სიმართლე გითხრათ, სწორედ მის გამოც ვუყურე.

ყველაზე მაგარი კი ამ ოლივერში ხალისიანი ჩამტკბარი ბოლო იყო, ისტ ენდის ჯურღმულების თავზე სუსტად ამომავალი მზე და მისკენ ცეკვით მიმავალი ფეჯინი და დაუვიწყარი დოჯერი. სამწუხაროდ, დიკენსი სხვაგვარად ფიქრობდა: ფეჯინს, ვითარცა ქურდების მეთაურს ასამართლებენ, თოკსაც გაუმზადებენ და... სწორედ ის ამბავია, ოსკარ უაილდი რომ დასცინოდა ხოლმე: ოლივერი იქავე, სასაამრთლოში ნახულობს ფეჯინს. საშინელებაა, დაუვიწყარი საშინელება, მოცახცახე ფეჯინი, რომელიც რაღაც სიტყვებს წამოისვრის, გულში იკრავს ოლივერს: მას ხომ უყვარს ეს ბიჭი, საიქსის ეშინია და მთლად ვერ იცავს მისგან, მაგრამ, ფეჯინმა იცის ადამიანები და იცის, სად არის სისუფთავე, იმის მიუხედავად, რომ თავიდან ბოლომდე საზიზღრობაშია ამოგანგლული.

ეხლა ამას ვყვები და კინოც მიმავიწყდა, წიგნიც და ისიც, რომ ეგებ ბევრს აღარავის ახსოვდეს ოლივერის, თუნდაც მიუზიკლის სიუჟეტი. სხვა დროა, და სხვა საშინელებები. მაგრამ ის, რასაც დიკენსი მოგვითხრობდა, სულაც არ არის დაკარგული, უბრალოდ, ადამიანებს აღარ სჭირდებათ, ან აღარ აწყობთ ის სურათები, ეს კაცი რომ გვთავაზობს. აღარც სინაზის დროა და აღარც სითბოსი. ესენი აღმოჩენებივითაა, იმ ტიპის, დედამიწა მრგვალიაო, რო აღმოაჩინეს.

დიკენსის ბავშვები მსოფლიოს ყველაზე მაგარი, ყველაზე მიუსაფარი, ყველაზე ნამდვილი ბავშვები არიან. ეხლა ნამდვილად ვერ მოვყვები მისი ცოლის უმცროსი დის ამბავს, იმ დრამას, დიკენსმა რომ ამ ადამიანის სიკვდილით გადაიტანა და საერთოდ, მის ბიოგრაფიულ დრამებსაც არ მოვყვები, მამამისის ციხისას, მისი სრულიად არაბავშვური შრომისას ტყავის ქარხანაში. ეს კოპერფილდი, ოლივერი, ნელი, ჭკუასაცდენილი ბერნები რეჯი, რა ვიცი, ბერნები და მისი ყვავი. ბერნები. ნელი... იცით, როგორი დრო იყო მაშინ?

დიკენსი ხომ თავის რომანებს ყოველთვიურ ჟურნალებში წერდა. ამიტომაც, ისინი ცოტა უცნაური საკითხავია წიგნად. ანუ, ადამიანები თვიდან თვემდე კითხულობდნენ და ელოდნენ გაგრძელებებს. იყო ასეთი დრო, ნიუ იორკის ნავსადგურში რომ შევიდოდა ინგლისური გემიო, ხალხი მიაწყდებოდა ხოლმე მოაჯირებს და გემზე მყოფებს უყვიროდა: ნელი ცოცხალია, ნელი ცოცხალია? ნელი გოგოა სიძველეთა დუქნიდან. წმინდანია პირდაპირ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. გემს ჟურნალები მოჰქონდა ამერიკაში. ახალი გაგრძელებები. გემზე მყოფებს წაკითხული ჰქონდათ, მომლოდინეებს - ჯერ არა. საოცარი დროა, რას იტყვი?

ეს ნიუ-იორკის ნავსადგურის ამბავი რომ მახსენდება, არ იქნება დესპერადო არ მომაგონდეს. კინო როა, ელ მაირაჩი და რამეები, ანტონიო ბანდერასი, გიტარის ყუთში ჩაწყობილი რევოლვერებით. იმ კინოში წიგნების მაღაზიაა, სადაც, რა თქმა უნდა, არავინ შედის და თუ შევა ვინმე, ლამაზი გოგოს სანახავად. ჰოდა, ეგრეა დიკენსის ამბავიც. თითქოს იმ მაღაზიაში დევს, საზიზღარ ქალაქში. გამქრალია ეგ სითბო და მორჩა.

ყველაზე კარგი წიგნი, დიკენსზე რაც წამიკითხავს, ჩესტერტონის წიგნია. თხელია, დიდი სულაც არ არის, მაგარი კი იმითაა, რომ სწორედ ჩესტერტონისნაირმა კაცებმა უნდა წერონ დიკენსის შესახებ.

დიკენსის გაბმულად კითხვა, სრულიად მოულოდნელად, სიბნელეში და სიცივეში დავიწყე. ეს ძალიან ჰგავდა ივლინ ვოს მოთხრობის ამბავს. თბილისში ის იყო, რაც იყო; ბახ-ბუხ. ანუ, ყველაფერი დიკენსის საწინააღმდეგო.

არ შეგეშინდება ამსისქე და ასეთი მდორე ამბების კითხვა? არ მოგბეზრდება უკვე მესამე ღამით? მაგრამ, ეს იყო საოცარი და საშინელი დრო, ადრე ღამდებოდა, შორიდან მოისმოდა კანტიკუნტი სროლები, იყო კერასინკები, სანთლები, საბნები და სიმართლე რომ ვთქვა, მეგონა, რომ დიკენსის წიგნების გარეშე ვეღარასდროს დავიძინებდი, სანთელზე კითხვა კი დღემდე გამომყვა. ყველანაირ ღამის ლაპმას მირჩევნია. არ ვიცი, მხედველობას რამდენად ეხმარება, მაგრამ რაღაცა ხო უნდა დაგიტოვოს ბნელმა და საშინელმა დრომ? მე სანთელზე კითხვა და დიკენსი დამიტოვა, უნდობლობასთან და სხვა არცთუ სახარბიელო რამეებთან ერთად.

ოჰ, იქ მაგარი რამეები ხდებოდა. ვკითხულობდი და მინდოდა რომ ასე მეწერა. სხვანაირად რომ ვთქვათ, სქელი წიგნები, ასეთი ამბებით, ოღონდ ძალიან საეჭვო იყო, რომ სქელი წიგნები, „ასეთი ამბებით“ გამომსვლოდა. სქელ წიგნებს კი არა, თხელსაც ვერ ვწერდი, საერთოდაც, ერთი მქონდა დაწერილი და ისიც... ოღონდაც, უცნაურობა ამ დიკენსის კითხვისა ზამთრის გრძელ და შფოთიან ღამეებში ის იყო, რომ თითქოს, ამ წიგნების კითხვა, ამ დროს უხდებოდა, სანთელს, პირქუშ ვითარებას და ასეთ რამეებს. სულ საპირისპირო იყო, მაგრამ მაინც უხდებოდა. დიკენსის წიგნებშიც ხომ სანთლებია და თავად დიკენსიც ხომ სანთლის შუქზე წერდა. მაშინ ჩვენს ქალაქში ჩქარი არაფერი იყო, მგონი, ყველაფერი ზუსტად იმ ტემპისა გამოდიოდა, როგორიც იმ წიგნებში იყო. ბნელი სცენები ხომ, საერთოდ: ლონდონის ნავსადგურების ბნელი სცენები, შუაღამეები, ანდა დოგ აილენდზე, კუნაპეტ ღამეში დამალული ბილ საიქსი, ჯუჯა და საზიზღარი დენიელ კვილპი, ღამით რომ დაჰქრის ტემზისპირა კანტორებში და ბოლოს რომ დაიხჩობა იმ შემზარავ სიბნელეში, რომ ღრიალებს და ასე, და მარტოხელა მხედრები ღამის გზებზე, ანდა გამვლელები, უცნაური საიდუმლოებით მოცული ტიპები. ეს რაღაცნაირი, მშვიდი საიდუმლოებები, რომლებიც მრავალ გვერდს გასდევს რაღაცნაირად, წარმოუდგენლად მშვიდად და მღელვარედ. სულ უბრალო საიდუმლოებები, რომელთა გამჟღავნებაც ბედნიერებასაც კი გააჩენს ხოლმე, ანდა, ზოგჯერ, კიდევ უფრო დიდ უბედურებას.

მგონი, მაშინ ჩემთვის წიგნების სათაურებს აღარც ჰქონდა რაიმე მნიშვნელობა, მივყვებოდი და მივყვებოდი, ზამთრის ბოლოსთვის კი, პერსონაჟები უკვე ერთმანეთში მერეოდა, ვიღაცეები ჰგავდნენ ერთმანეთს, ვიღაცეები არაფრით, მაგრამ მისახვედრი იყო, რომ მთელი ეს ტომები ერთი უშველებელი წიგნია. მე ასეთი შეგრძნება მქონდა. გეოგრაფია ამ ადგილისა თითქმის ყოველთვის ერთი იყო: ლონდონი და მისი შემოგარენი, მხოლოდ ზოგან აღმოცნდებოდნენ გმირები ამერიკაში, ან საფრანგეთში. აქ მთავარი მაინც ლონდონი იყო, ასეთი ნათელი და ბნელი. დიკ სვივლერი მხოლოდ ლექსად ლაპარაკობდა, ზუსტად რომ ლექსად, მგონი იმაზე ლაღად, ასი წლის შემდეგ, ტოლკიენმა რომ აალაპარაკა ტომ ბომბადილი ლექსებით. დიკი ვექილის უბრალო კლერკი იყო და არა ტყის მეუფე, როგორც ბომბადილი, და მაინც, საუცხოო ლექსებით ლაპარაკობდა, თითქოს ვერაგობისკენ იწევდა, მაგრამ ბოლოს მაინც უკეთილესი გამოდგა. სხვა წიგნებშიც ველოდი მის გამოჩენას და ის აქა-იქ გაკრთებოდა ხოლმე, სულ სხვა ხასიათებში.

ხომ ამდენი ვიკითხე, ამის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ ის, რასაც აქ ვყვებოდი დიკენსის უკიდეგანო სამყაროს და მისი ასობით პერსონაჟის შესახებ, ბევრად გვიანდელია, ვიდრე იმ ზამთრისა. ეს შეგრძნება გვიან მოვიდა. საერთოდაც, ლამის ხუთი-ექვსი წლის შემდეგ. მაშინ, უბრალოდ ვკითხულობდი და მივხვდი, როგორ ველოდებოდი და როგორ ვხედავდი ამ სამყაროს, რომელსაც ვერ ვხედავდი. ვხედავდი, მაგრამ ვერ ვხედავდი. არ ვიცი, ჭკუა არ მქონდა იმდენი, თუ გრძნობა, რომ ეს სამყარო მართლა მთელი თავისი ამბებით შემეგრძნო, თუ რაღაც სხვა მაკლდა, მაგრამ ასე კი იყო, რომ ძალიან მსიამოვნებდა. მგონი, ამ სიამოვნების გამო ვკითხულობდი ასევე გაუთავებლად და გარემოს გამო. სამსახურშიც კი დამქონდა, თუმცა, დიდად ვერ ვახერხებდი, მაინც სიბნელე სჭირდებოდა.

ერთ დღეს კი, მგონი საერთოდაც ზაფხულში, როცა წესით დიკენსის ღამეები და ის სროლებიანი დროება აღარც უნდა მხსომებოდა, უცებ გამოხეთქა და გამოიფრქვა და მივხვდი, რომ ცოტათი სქელი წიგნის დაწერაც შემიძლია, სადაც ხუთი-ექვსი თბილსიელი უსაქმურის გარდა, პერსონაჟი სხვაც იქნება და ეს ყველაფერი სწორედ დიკენსის სამყაროზე გაივლის. ძალიან უცნაურად, უცებ, ისევ დავიწყე მისი გმირების დანახვა და მოლოდინი, ძალიან ფერადოვნადაც ვხედავდი, რაღაც უცნაურ მოძრაობებს და გადაადგილებებს, ისეთ მანიაკურ რამეებს, როგორიცაა, მაგალითად, სკრუჯის მარშრუტი საშობაო საგალობლებიდან. მერე ლონდონში ამ მარშრუტის ძებნაც კი დავიწყე. ეს, ცოტა არ იყოს, სიგიჟეს ჰგავდა. სქელი რომანები ადრე როგორ არ წამეკითხა, „ომი და მშვიდობა“, მაგალითად და დოსტოევსკის წიგნები, მაგრამ ესენი სხვა იყო. დიკენსს არ ჰყავდა ტოლსტოისნაირი პერსონაჟები, პირიქით, მისი მთავარი გმირები ისე ითქვიფებოდნენ არამთავარში, რომ ვეღარც გაიგებდი, ვინაა მთავარი და რატომ ყვება ეს კაცი ამბებს ასე. მერე მივხვდი, რომ ეს გათქვეფა ცხოვრებას ნიშანვდა. ის ასე ხედავდა ცხოვრებას, ვთქვათ, ნელის და ბაბუამისის ამბავს, ანდა, ბერნების და ნიკლბის ამბავს. ადამიანი უამრავ ხალხში ექცევა: ყველას რაღაც უნდა, ყველა რაღაცითაა დაკავებული და ისე მოხდება, რომ მათი ქმედებები გადაიკვეთება. მგონი, ეს ნახაზები, დიკენსის რომანების ნახაზები, სადღაც შენახულიც კი მაქვს. „ცივი სახლის“ ნახაზი მქონდა და „ედვინ დრუდის საიდუმლოსი“. ეს ხომ დაუმთავრებელია, მოკვდა დიკენსი, მაგრამ თითქოს დამთავრებულია. მთავარი საიდუმლო გაუხსნელია. მთავარი ამბავი გაუგებარი. არსებობს გადასარევი ესსე ამ წიგნის გარჩევით. ავტორის გვარი დამვიწყდა, დიკენსის საზოგადოების პრეზიდენტი იყო ძველად.

განა იოლია? კრიტიკოსები, თუ ლიტერატურის მკველვარები ათას ნაკლს, ათას სასაცილოს უძებნიან მას და ალბათ, აქვს კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს სულაც არ იყო მნიშვნელოვანი და არც მისი ბიოგრაფიის რაღაცეები, რომლებიც პირსონის წიგნშია ჩამოთვლილი. შეიძლება, ის სამ გვერდზე წერს იმას, რასაც ჩვეულებრივ, აბზაცში ატევენ ხოლმე, მაგრამ ეს სამი გვერდი, კარგია. თუ ამას მიიღებ, მერე მისი წაკითხვა ერთი სიამოვნებაა. ედვინ დრუდში რომ ბუხართან სხედან და კაკლებს ამტვრევენ და ჭამენ, რამდენი გვერდია? არ მახსოვს. პერიოდულად ისმის კაკლის მტვრევის ხმა. სასაცილოა და ბავშვური ალბათ, მაგრამ მაგარია.

მერე წამოვიდნენ სულ სხვანაირი მწერლები და სულ სხვა რამეები შეიქნა საწერი, სადღა იყო ფეჯინი, ანდა პირშავი ლორდი გროდონი, ანდა სხვანი. ვინ ჩამოთვლის? ჯერ მარტო იმ გასათხოვარ გოგოებს ვინ ჩამოთვლის, მის წიგნებში არცთუ დიდებულ მეჯლისებზე რომ კისკისებენ? ჯინგლი, თუ გახსოვთ ასეთი? ესპანელ მიჯნურზე რომ ყვება და ზარბაზნების ქუხილში დაწერილ რვაათასსტრიქონიან სასიყვარულო პოემაზე? ანდა ლოთ, გათეთრებულ მსახიობზე?

ეჰ, თავი დამანებე, ძმობილო...

თავი დამანებე.

ასე ჩანს, რომ დიკენსის წიგნების მოყოლას ვიწყებ. და სხვანაირად როგორ შეიძლება დიკენსზე ლაპარაკი? სხვათა უფრო მაგარ და უფრო ჭკვიანურ წიგნებში ათასი რამაა, მაგრამ იმათგან ვერასდროს იგრძნობ, როგორ სითბოს აფრქვევს ბუხარი. ცეცხლი ხომ ქაღალდს წვავს? დიკენსთან კი, საოცრებაც ის არის, რომ ქაღალდზე, ნაწერში ბუხარი ანთია და ის ათბობს. სითბო არ წვავს. მაინც ასეა. და როგორი გემო აქვს გროგს, როცა შეცივნული ჯეელები ტავერნაში შევლენ და მას ჩასათბობად მიეძალებიან? არ ვიცი, სჭირდება თუ არა ვინმეს ასეთი რამეები დღეს, მაგრამ მე მჭირდება და ამიტომ, ვერ ვთმობ. ის მსუბუქი, თითქოს მისიტიური ნისლიც მჭირდება, მის ამბებს რომ აფენია. თუ სხვასაც დასჭირდება, ხომ კარგი, აგერაა, ეს მუქი მწვანე ტომეულები, თუ არა და, რას ვიზამ? ვერაფერს. მეხმარება ეს თხელწვერიანი და თვალებდარდიანი კაცი. მაგარი კაცია, ბავშვები უფრო უყვარს, ვიდრე დიდები. დიდებში ცხოვრებას ვგულისხმობ, იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველ დღე. მეტი არაფერი. ასე რომ გაჰყვე, ბოლო არ ექნება. სადამდე გავყვე? თვითონ, თურმე გადასარევად კითხულობდა თავისსავე წიგნებს: შეიკრიბებოდა ხუთასი კაცი და ეს იდგა და კითხულობდა, სამ, ოთხ, ხუთ საათს. ალბათ, საინტერესო სასმენი იქნებოდა. თვითონ უკეთ არ იცოდა თავისიანების ამბავი?

0x01 graphic

სანთელი კი მართლა ძალიან უხდება და თან, იმაზე არ უნდა იფიქრო, რომ დილით საცობში მოყვები და საერთოდ...

15.5 ლიტერატურა - ახალი წიგნები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ბესიკ ხარანაული
100 ლექსი

შემდგენელი: ნინო ყულოშვილი
თბ., 2007, ინტელექტი

მარტოობის ხავსით დაფარული წმინდა გიორგი, ფშაური მზის ნაბიჯები ქართლის გზაზე, ბავშვებივით უმანკო დღეები, თიხისფერი ქალიშვილის ოცნებები და სურათები - მაწანწალა ძაღლის გზაზე, თაფლიანი ქილის, მთას მიმავალი ბერის... სურათები, რომლებსაც თვალნათლივ ხედავ ბესიკ ხარანაულის ლექსების კითხვისას - თითქოს ფერწერული ტილო გედოს წინ. ლექსების ახალი კრებული პოეზიის გურმანებს კიდევ ერთხელ გაახარებს საყვარელი ავტორის, ქართული თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი პოეტის ნაწარმოებებით. წიგნში ბესიკ ხარანაულის სხვადასხვა დროს დაწერილი 100 ლექსია თავმოყრილი.

0x01 graphic

ვახუშტი კოტეტიშვილი
ვერცხლის საუკუნე + ბროდსკი (ბილინგვა)

რედაქტორი: ევგენია ზახაროვა
თბ., 2006

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი კულტურული სიმდიდრე, რუსული ლიტერატურის ახალი აღზევების ხანა და სიმბოლისტების მიერ დაწყებული ესთეტიური გადატრიალება - ეპოქა, რომელმაც ლიტერატურის ისტორიაში „ვერცხლის საუკუნის“ სახელით დაიმკვიდრა ადგილი. სწორედ ამ ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენლებია თავმოყრილი ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანების კრებულშიც - ინოკენტი ანენსკი, მაქსიმილიან ვოლოშინი, ნიკოლაი გუმილიოვი, ოსიპ მანდელშტამი, ველიმირ ხლებნიკოვი, ბორის პასტერნაკი, მარინა ცვეტაევა - პოეტები, რომელთა შემოქმედებასაც თამამად შეიძლება რუსული პოეზიის რენესანსი ვუწოდოთ. „ვერცხლის საუკუნის“ პოეზიის გარდა, კრებულში შესულია იოსიფ ბროდსკის რამდენიმე ლექსის თარგმანი. წიგნი ორენოვანია, რაც ლიტერატურის მოყვარულებს არა მარტო ვახუშტისეული თარგმანის, არამედ ლექსების ორიგინალში კიდევ ერთხელ წაიკითხვის საშუალებას მისცემს.

0x01 graphic

ჰერმან ჰესე
დამსვენებელი

მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი
თბ., 2007, ინტელექტი

ალბათ, ხშირად გითამაშიათ მარგალიტებით, მაგიური თეატრის მაყურებელიც ყოფილხართ, ველოსიპედის ბორბლების ქვეშაც მოხვედრილხართ და იდუმალი ფრინველის - აბრაქსასის დაბადებაც არაერთხელ დაგსიზმრებიათ... ახლა კი დროა, ცოტა ხნით სახსრები აიტკიოთ და მსუბუქი იშიასის დიაგნოზით ბალნეოლოგიურ კურორტს მიაკითხოთ - „დამსვენებელი - ჩანაწერები ჩემი ბადენში მკურნალობის თაობაზე“ - ჰერმან ჰესეს დაუვიწყარი მოთხრობის ახალი გამოცემა კიდევ ერთხელ მიაბრუნებს მკითხველს იმ სამყაროში, რომელსაც „ჰესეს სამყარო“ ჰქვია. წიგნში ნობელიანტი ავტორის რამდენიმე მხიარული ზღაპარიცაა შესული, ასევე გაეცნობით მის დამოკიდებულებას მუსიკისადმი და შეიტყობთ მიზეზს, თუ რატომ ვერ ესტუმრა მწერალი შვედეთის აკადემიას, როცა მას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟიული ლიტერატურული პრემია მიანიჭეს.

0x01 graphic

ბორის ვიანი,
წითელი ბალახი

მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი
რედაქტორები: ანა ჭაბაშვილი და ლალი ქადაგიძე
თბ., 2007, დიოგენე

ორივეს ქერა, გრძელი თმა აქვს, ვიწრო წელი, სრულყოფილი ფეხები და ლამაზი მხრები. მათ გვერდით საყვარელი მამაკაცები არიან, რომლებთან ერთადაც ბედნიერად გრძნობენ თავს... მანამ, სანამ არ აღმოაჩენენ, რომ, თურმე, აღარ უნდათ სერიოზული კაცები, მობეზრდათ უფულოები, დაიღალნენ სიყვარულით და უკვირთ, საერთოდაც, როგორ ძლებდნენ ისეთი არსებების გვერდით, როგორებიც კაცები არიან. ერთი სიტყვით, ქალები, როგორც ყოველთვის - მსხვერპლის როლში... თუმცა, ეს როლი უფერულდება და დამაჯერებლობას კარგავს, როცა ნამდვილი მსხვერპლი გვყავს სახეზე... იქნებ „წითელი ბალახის“ წაკითხვის შემდეგ მაინც დაფიქრდნენ ქალები, რომ მამაკაცი ფულის საჭრელი მანქანისა და სექსუალური პარტნიორის გარდა, შეიძლება ადამიანიც იყოს, თავისი სისუსტეებითა და უცნაურობებით, რომელსაც ხანდახან ფულის მხარჯველისა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებლის გარდა, ასევე ადამიანი სჭირდება.

0x01 graphic

ალექსანდრე დიუმა
ჯადოსნური ზღაპრები

მთარგმნელები: თამარ ხოსრუაშვილი
ნატა ბალავაძე, თბ., 2007, აგორა

გაფრთხილება პატარებს: თუ შემთხვევით ჯადოსნურ ჯოხს ან ნატვრისთვალს იპოვით, კარგად დაფიქრდით, სანამ სურვილის ასრულებას სთხოვთ მას... ან თუ ამპარტავნება და სუსტის დაჩაგვრის სურვილი შემოგიტევთ, გაიხსენეთ, რომ თქვენზე ძლიერებიც არსებობენ... წინააღმდეგ შემთხვევაში, უქნარა, ჯიუტი პიერისა და კეგლის მეფის, ხარატი გოტლიბის ბედი გელით. ალექსანდრე დიუმას „ჯადოსნური ზღაპრები“ ბავშვებს მცონარობის, სიზარმაცისა და ამპარტავნების დამარცხებას ასწავლის; საინტერესო, მხიარული ამბები და მათი უცნაური პერსონაჟები სიკეთესა და სათნოებაზე გვიამბობენ. ზღაპრებს თან ახლავს სახალისო ილუსტრაციები, რაც წაკითხულის უკეთ აღქმაში დაეხმარებათ პატარებს.

0x01 graphic

ფაჰრეთინ ჩილოღლუ (ფარნა ჭილაძე)
სასაზღვრო ფიქრები

მთარგმნელები: ლელა დადიანი, ნანა კაჭარავა,
მირიან მახარაძე; რედაქტორი: ლია ჩლაიძე
თბ., 2006, არტანუჯი

მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ქართველთა დიდი რაოდენობა გადასახლდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ქართულ სოფლებს ქმნიდნენ, მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდნენ და ეროვნულობას ინარჩუნებდნენ. სწორედ თურქეთში მცხოვრებ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალია ფაჰრეთინ ჩილოღლუც, რომელსაც თურქეთის ლიტერატურულ წრეებში კარგად იცნობენ, როგორც პოეტს, პროზაიკოსს, მთარგმნელსა და პუბლიცისტს. იგი არაერთი წიგნის ავტორია საქართველოს ისტორიის, ქართული სოფლების, ხალხისა და ენის შესახებ. „სასაზღვრო ფიქრები“ კი მოთხრობებისა და ლექსების კრებულია, რომელიც თურქულიდან ითარგმნა და ქართველ მკითხველს საშუალება მიეცა, მშობლიურ ენაზე გაიცნოს ამ საკმაოდ საინტერესო ავტორის შემოქმედება.

0x01 graphic

დორის ლესინგი/DORIS LESSING
ბზარი/The Cleft
260 გვ, Fourth Estate

სადღაც, ოდესღაც, ზღვის პირას სახლობდნენ ქმნილებები, რომლებიც მდედრობითი სქესის უჩვეულო, უცნაურ არსებებს ჰგავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არცერთი არ იყო მამრი, მათ ბავშვები უჩნდებოდათ - პართეროგენეზის პრინციპით მრავლდებოდნენ. აჩენდნენ ბავშვებს, აწოვებდნენ ძუძუს, ხანდახან ახალგაზრდა მდედრს მაღალი კლდიდან აგდებდნენ - მსხვერპლშეწირვის მიზნით... ერთი სიტყვით, არაფერი აღელვებდათ და მშვიდად, უზრუნველად ცხოვრობდნენ. თუმცა, მათი სიმშვიდე დაირღვა, როცა ერთ მშვენიერ დღეს, ერთერთ მდედრს მეტად უცნაური ახალშობილი გაუჩნდა - პატარას სხეულზე ის დეტალი ჰქონდა, რომელიც აქამდე მათს შორის არავის ენახა... ამბავი რომაული სამყაროს ერთ-ერთი მისტიური მანუსკრიპტიდანაა, „ბზარი“ კი ამ ამბის დორის ლესინგისეული ინტერპრეტაციაა, შიგადაშიგ ავტორის კომენტარებითა და მოკრძალებული ავტობიოგრაფიული ელემენტებით.

0x01 graphic

ჰარუკი მურაკამი/HARUKI MURAKAMI
სიბნელის შემდეგ /After Dark
191 გვ, Harvill.

იმისთვის, რომ ღამე ჩვეულებრივი და მოსაწყენი არ გახდეს, მას მოჯადოება სჭირდება. ტოკიოს სადღეღამისო კაფეებისა და სიყვარულისათვის განკუთვნილი სასტუმროების ნოქტურნული ატმოსფერო - ეს უკვე ის მისტიკაა, რომლითაც ღამეული სიბნელე იქით გაჯადოებს. „შუაღამით დრო თავისი განსაზღვრული სტილით მიედინება. მას ვერ შეებრძოლები“, - ამბობს ქალაქის ერთ-ერთი პატარა და მყუდრო ჯაზბარის მენეჯერი, რომლის უკანაც, ძნელია, ცდუნებას გაუძლო და თვით ჰარუკი მურაკამის აჩრდილი არ შენიშნო. „სიბნელის შემდეგ“ - ეს ის რომანია, რომლითაც მწერალი ღამესთან შიშისმომგვრელ მეტაფიზიკურ ნაძლევს დებს, და რომელსაც ჰარუკი მურაკამის თაყვანისმცემლები სულმოუთქმელად ელოდებოდით.

0x01 graphic

დონ დელილო/DON DELILLO
კაცი, რომელიც ვარდება/Falling Man
246 გვ, Picador

გავრცელებული მოსაზრებით, ხელოვანები ყველაზე უფრო ახლოს არიან ადამიანების კოლექტიურ ქვეცნობიერთან და შემოქმედებითი პროცესის დროს საკმაოდ ხშირადაც მიმართავენ მას. თუმცა, ის, რაც დონ დელილომ შეძლო, მხოლოდ ქვეცნობიერზე დაფუძნებული გათვლები არ არის - ვაშინგტონსა და ნიუ-იორკზე თავდასხმების წინასწარ აღწერას თავისუფლად შეიძლება, წინასწარმეტყველებაც ვუწოდოთ. „კაცი, რომელიც ვარდება“ 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტზე გვიამბობს; მაშინ, როცა ხალხმა ამ თავდასხმების შესახებ გაიგო, პირველი სახელი, რაც გონებაში ამოტივტივდა, დელილო იყო. თავად მწერალი კი, შეკითხვაზე, თუ როგორ გაართვა ასეთი შინაარსის წიგნის დაწერას თავი, მშვიდად პასუხობს: „როგორ და, ძალიან მოკრძალებულად.“

0x01 graphic

პოლ ოსტერი/PAUL AUSTER
ლექსების კრებული/Collected Poems
208 გვ, Faber.

პოლ ოსტერმა მკითხველის ყურადღება პირველად 80-იან წლებში, თავისი მისტიური დეტექტივებით, „ნიუ იორკის ტრილოგიით“, მიიქცია. ახლა კი მისი ლექსების კრებულიც გამოვიდა, რომელშიც 1967 წლიდან დღემდე დაწერილი პოეტური ნაწარმოებებია შესული. ბუნებრივია, რომ ისინი, ვინც უკვე ოსტერის რომანებს იცნობს, მისი ლექსების წაკითხვისას მწერლის ლიტერატურული წარმოსახვის განვითარების შესახებ დასკვნების გამოტანას მოისურვებენ, და შეიძლება, უკვე ფიქრობენ კიდეც, რომ მის პოეტურ ნაწარმოებებში ოსტერის, როგორც რომანისტის, ხელწერას შენიშნავენ, მაგრამ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლექსებში მინიმალური დოზითაა ნარატივი. პირიქით - ოსტერის პოეზია ევროპული რომანტიზმის მოდელის გავლენას განიცდის.

0x01 graphic

ვოლე შოიინკა/WOLE SOYINKA
ამოთქვი მზის ამოსვლისას. მემუარები.
You Must Set Forth at Dawn: A Memoir
626 გვ, Methuen, in association with Bookcraft.

ერთ-ერთი აფრიკული სიბრძნის მიხედვით, როდესაც ადამიანი უფროსის სტატუსს უახლოვდება, ის ბრძოლაში ჩართვისაგან თავს იკავებს. ვოლე შოიინკა კი, მიუხედავად იმისა, რომ მას გაჭაღარავებული თმა და თეთრი წვერი სხვა აფრიკელი ასაკოვანი მწერლებისაგან ყველაზე მეტად გამოარჩევს, ჯერაც არ აპირებს კალმის დადებას. მის წიგნს ახლა უკვე მემუარების სახე აქვს და შიგ ნობელიანტი მწერლის შემოქმედებითი თუ პოლიტიკური მოღვაწეობის საინტერესო ფაქტებია თავმოყრილი. „იყო დრო, როცა ვერავინ იფიქრებდა, რომ ნიგერია, როგორც პოლიტიკური ერთეული, დღეს კიდევ იარსებებდა“, - აღნიშნავს შოიინკა თავისი მემუარების დასაწყისში. იგი სწორედ ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ ათასებისა და ათიათასების ვარაუდი ნიგერიის არსებობა-არარსებობის შესახებ არ გამართლდა. როგორი იყო გზა სახელმწიფოებრიობამდე, როგორ ემატებოდა ნიგერიას სასიცოცხლო ძალები - ამ ყველაფერს ვოლე შოიინკა თავის ახალ წიგნში გვიყვება.

0x01 graphic

.. ნათალი/AD Nuttall
შექსპირი-მოაზროვნე
Shakespeare the Thinker
448 გვ, Yale

მაშინ, როცა ახალ ლიტერატურულ კრიტიკაში შექსპირის ხელოვნების ნაკლებ სიღრმისეულად მიჩნევის ტენდენციები შიემჩნევა; როცა თანდათან მყარდება შეხედულებები, რომ შექსპირი თავისი დროის კლიშეებით წერდა და ამას თან მისი რასიზმი, სექსუალურ უმცირესობაში ყოფნისგან გაჩენილი ფსიქოლოგიური დარღვევები ემატებოდა, ნათალი სრულიად საპირისპიროს გვიჩვენებს - პროფესორის კვლევის ობიექტი გაცილებით უფრო განათლებული, სიღრმისეულად მოაზროვნე და ტოლერანტი იყო, ვიდრე მისი 21-ე საუკუნის მკითხველები არიან. ნათალის კვლევა შექსპირის შემოქმედების ინტელექტუალურობაზე მისი საკმაოდ წარმატებული კარიერის დამაგვირგვინებელია. იგი უკვე არაერთი ნაშრომის ავტორია შექსპირის შესახებ.

15.6 ლიტერატურა - ახალი ამბები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

© Colin McPherson/Corbis

IMPAC-ის პრემია გაქცეულ ცხენებს

ნორვეგიელი მწერალი, პერ პეტერსონი, და მისი მთარგმნელი, ენ ბორნი, IMPAC-ს ირლანდიური ლიტერატურული პრემიის მფლობელები გახდნენ. პრემია ლიტერატურული ნაწარმოებისთვის გაცემულ ჯილდოებს შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხას მოიცავს - პეტერსონმა თავისი რომანისათვის „გაქცეული ცხენები“ (Out Stealing Horses) 100 ათასი ევრო მიიღო.

ნორვეგიაში ეს რომანი ჯერ კიდევ 2003 წელს გამოიცა. მან ავტორს კრიტიკოსებისა და გამომცემლების ნაციონალური პრემია მოუტანა. ინგლისურმა ვერსიამ კი გაზეთ The Independent-ის პრემია მიიღო, როგორც 2006 წლის საუკეთესო თარგმანმა. IMPC-ს ნომინანტების გრძელ სიას მსოფლიოს 49 ქვეყნის 138 რომანი შეადგენდა. ფინალში კი ჟიურიმ მხოლოდ 8 წიგნი დატოვა. ფინალიტებს შორის იყო ჯულიან ბარნსის, ჯ. მ. კუტზეესა და სალმან რუშდის ნაწარმოებებიც.

რუტკა ლასკიერი - მეორე ანა ფრანკი

მალე მკითხველი მეორე მსოფლიო ომის დროს პატარა გოგონას მიერ დაწერილ კიდევ ერთ დღიურს იხილავს.

ებრაელი გოგონა, 14 წლის ჰოლანდიელი ანა ფრანკის ასაკის იყო, როცა 60 გვერდიანი დღიური დაწერა. დღიურში მისი ცხოვრების უკანასკნელი წლებია აღწერილი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში. ხელნაწერები, რომლებიც ისრაელის ჰოლოკოსტის მუზეუმმა გამოაქვეყნა, ასახავს ნაცისტური ოკუპაციისა და დეპორტაციების წნეხისაგან გეტოს სისტემატურ კოლაფსს, ასევე ფაშისტურ გერმანიაში მცხოვრები გოგონას პირველ სიყვარულს, მეგობრობას და ეჭვიანობას. მის დღიურებში შემორჩენილია გაუხმაურებელი ამბები საკონცენტრაციო ბანაკებიდან და ფაქტები ებრაელების სასტიკი მკვლელობების შესახებ. „თანდათან ვემგვანები ცხოველს, რომელიც, უბრალოდ, სიკვდილს ელოდება“ - წერდა 1943 წელს რუტკა ლასკიერი.

ორუელის წინასწარმეტყველება მართლდება

„1984“ - ტოტალიტარული მომავლის ჯორჯ ორუელისეული ხედვა, სადაც მოსახლეობა მუდმივი ზედამხედველობისა და მანიპულირების წნეხის ქვეშაა, პირველ ადგილზე გავიდა Guardian Unlimited Books - ის ინტერნეტ კვლევაში. კვლევის მიზანი იყო, გაერკვია თუ რომელი წიგნები ასახავენ ყველაზე კარგად მეოცე საუკუნეს. პორტალზე ეპოქის მახასიათებელი 50 წიგნის სია იყო წარმოდგენილი, რომელთაგანაც მკითხველი ხმას თავის რჩეულს აძლევდა. ორუელის რომანმა პირველი ადგილი მნიშვნელოვანი სხვაობით მოიპოვა - მან ხმების 22%25 მოაგროვა. ათეულში მოხვდნენ „ანა ფრანკის დღიურები“, სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეთსბი“, სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“, ელენ ფილდინგის „ბრიჯიტ ჯონსის დღიურები“.

შედეგები სწორედ იმ კვირას გამოქვეყნდა, როდესაც პოპულარული სატელევიზიო რეალური შოუს, „უფროსი ძმის,“ მერვე სეზონი გავიდა ეთერში. ამ შოუს სახელწოდებაც ორუელის რომანიდან გამომდინარეობს - სახლის მცხოვრებლები მუდმივი დაკვირვებისა და ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.

ORANGE BROADBAND-ის პრემია აფრიკელ ავტორს

ნიგერიელი ავტორი, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი, Orange Broadband-ის ლიტერატურული პრემიის მფლობელად დასახელდა. პრემია 30 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს და იგი მხოლოდ ქალ მწერლებს გადაეცემათ. ნიგერიელმა ჯილდოს ხუთი სხვა პრეტენდენტი დაამარცხა, მათ შორის კირან დესაი, რომელიც ფინალისტებში ბუკერის პრემიის ლაურეატი რომანით, „წაგების მემკვიდეობით“ (The Inheritance of Loss) მოხვდა. გამარჯვების შემთხვევაში ის პირველი ავტორი გახდებოდა, რომელმაც Orange Broadband-ისა და ბუკერის პრემიები ერთი და იმავე ნაწარმოებისათვის მიიღო.

ადიჩის რომანი, „ყვითელი მზის ნახევარი“ (Half of a Yellow Sun), მისი მეორე ნამუშევარია და მოქმედება 1960-იან წლებში, ბიაფრანის ომის დროს ვითარდება. ნიგერიელის პირველი რომანი, „მეწამული ჰიბისკუსი“ (Purple Hibiscus), 2004 წლის Orange Broadband-ზეც ფინალისტთა შორის მოხვდა.

0x01 graphic

© Jean-Claude Amiel/Kipa/Corbis

451 გრადუსი ფარენჰეიტით - რისი თქმა სურდა ავტორს?

რეი ბრედბერიმ გადაწყვიტა, გაფანტოს კრიტიკოსთა და რეცენზენტთა მცდარი მოსაზრებები „451 გრადუსი ფარენჰეიტით“-ის შესახებ და გაუქროს მკითხველს იმის ილუზია, რომ თითქოს წიგნი სამთავრობო ცენზურის შესახებ დაიწერა.

მწერალი აცხადებს, რომ „451 გრადუსი ფარენჰეიტით“ იმის შესახებაა, თუ როგორ ანადგურებს ტელევიზია ლიტერატურის კითხვის ინტერესს: „მაგალითად, ტელევიზორი გვეუბნება თარიღებს, როდესაც ნაპოლეონი მოღვაწეობდა, მაგრამ არ გვეუბნება, ვინ იყო იგი“, - ამბობს ბრედბერი და ტელემაუწყებლობის მთელ შინაარსს ერთი ეპითეტით ახასიათებს - „ფაქტებზე დამოკიდებული“. მწერალმა აღნიშნა, რომ შიში, რომელიც მას 1953 წელს ჰქონდა, ნაწილობრივ გამართლდა კიდეც - ტელევიზია თანდათან ხოცავს წიგნებს.

0x01 graphic

ჯეიმს ჯოისი - საავტორო უფლებების დამრღვევი

სან ხოსეს ფედერალურმა სასამართლომ სტენფორდის უნივერსიტეტის ინგლისელ პროფესორს ჯარიმა დააკისრა. პროფესორ კაროლ შლოსის სასამართლო პროცესი არც მეტი, არც ნაკლები - ჯოისის წინააღმდეგ იყო გამართული. სადაო საკითხი საავტორო უფლებები და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა აღმოჩნდა - შლოსი ჩიოდა, რომ ირლანდიელი ავტორის მემკვიდრეები (მწერლის ერთადერთ მემკვიდრე - შვილიშვილი, სტივენ ჯეიმს ჯოისი, და მისი მეურვე) არასამართლებრივად იყენებენ თავიანთ უფლებებს ირლანდიელი მწერლის ტექსტებზე. პროფესორი მათ ბრალს სდებდა საავტორო უფლებების არასწორად გამოყენებაში, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ შლოსს ნება არ დართეს, საკუთარ ნაშრომში ჩაერთო ციტატები მწერლის უკვე გამოქვეყნებული ტექსტებიდან და საოჯახო წერილებიდან, რომელზეც, შლოსის თქმით, სინამდვილეში საავტორო უფლებებს არც თვითონ მემკვიდრები ფლობდნენ. სასამართლომ ინგლისელი პროფესორის საქციელი პლაგიარიზმის მცდელობად მიიჩნია და მას ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ნობელიანტი გაბო მშობლიურ ქალაქში

კოლუმბიელი მწერალი, გაბრიელ გარსია მარკესი, 20 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქს - არაკატაკას, რომელმაც მწერალს „მარტოობის ასი წელის“ შექმნა შთააგონა. მარკესი არაკატაკაში ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად მატარებლით - „მაკონდო ექსპერსით“ - ჩავიდა. მწერალს ქალაქში ათასობით თაყვანისმცემელი დახვდა გამოსული, ქუჩები ყვითელი საჰაერო ბუშტებით იყო მორთული და ყოველ მხრიდან შეძახილები ისმოდა: „იცოცხლე, გაბო“ ან „კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა, გაბო“. არაკატაკას დასათვალიერებლად მარკესმა მეუღლესთან ერთად ეტლით გაისეირნა და აღიარა, რომ იმედი ჰქონდა, უკეთეს მდგომარეობაში დახვდებოდა მშობლიური ქალაქი.

2006 წელს არაკატაკში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მიზანიც იყო, ქალაქისთვის სახელი შეეცვალათ და მაკონდო დაერქმიათ, თუმცა, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, 53 ათასიანმა მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას.

არაბული ლიტერატურა ევროპაში

ბრიუსელში მკვლევარებისა და აკადემიკოსების გუნდი თანამედროვე არაბული ლიტერატურის ანთოლოგიის შედგენასა და გამოცემაზე მუშაობს. ანთოლოგია ერთად მოუყრის თავს გამოჩენილი არაბი მწერლების სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს. ინიციატივა მიზნად ისახავს არაბული კულტურის დასავლეთისათვის გაცნობას.

წერილობითი განცხადების მიხედვით, ანთოლოგია წლის ბოლოს ბრიუსელში უნდა გამოქვეყნდეს ფრანგულ და არაბულ ენებზე. განსაკუთრებული ყურადღება მისი შედგენისას არაბული სამყაროს ქალ მწერლებზე იქნება გადატანილი, რომლებიც, აკადემიკოსების თქმით, გაცილებით მეტ ინტერესს იმსახურებენ, ვიდრე აქამდე მათ მიმართ გამოხატავდნენ.

მკვლევარებმა უკვე დაუგზავნეს მოსაწვევები ალჟირელ მწერლებს და სთხოვეს, გამოაგზავნონ თავიანთი რეზიუმეები, ტექსტები და ფოტოსურათები. პროექტის ინიციატორები იმედოვნებენ, რომ არაბი ავტორები სიამოვნებით ითანამშრომლებენ მათთან და ამ წამოწყების განხორციელებაში დაეხმარებიან.

0x01 graphic

© Jurgen Frank/Corbis

ჩინუა აჩებე - 2007 წლის ბუკერის საერთაშორისო პრემიის მფლობელი

2007 წლის ბუკერის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი აფრიკელი მწერალი, ჩინუა აჩებე გახდა. ავტორი, რომელიც ყველაზე მეტჯერ ითარგმნა აფრიკელ მწერლებს შორის და „აფრიკული ლიტერატურის მამად“ არის წოდებული, 60 ათასი ფუნტი სტრელინგის მფლობელი გახდა. 76 წლის აჩებე რამდენიმე წლის წინანდელი ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, თუმცა ამჟამად ნიუ-იორკის ერთ-ერთ კოლეჯში ლიტერატურას ასწავლის. ბუკერის საერთაშორისო პრემიაზე მისი კონკურენტები იყვნენ მარგარეტ ეტვუდი, იან მაკიუენი, დორის ლესინგი, ჯონ ბენვილი, კარლოს ფუენტესი, მიშელ ტურნიე, ფილიპ როტი, დონ დელილო, მაიკლ ონდაჩე. პრემია 2004 წელს დაარსდა და ბრიტანული ბუკერისგან განსხვავებით, დაჯილდოება წელიწადში ორჯერ ტარდება;