The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სოციალური პოლიტიკა საქართველოში № 5


სოციალური პოლიტიკა საქართველოში № 5


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: დუმბაძე მანანა, თურმანიძე მანანა, გუგუშვილი დავით, კუჭუხიძე მარინა, ქურციკიძე მაია, წერეთელი ვერა
თემატური კატალოგი სოციალური პოლიტიკა საქართველოში
საავტორო უფლებები: © ჰორიზონტი, მესამე სექტორის ფონდი
თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ,,სოციალური პოლიტიკა საქართველოში“, ყოველკვარტალური ჟურნალი, გამოიცემა ფონდ ,,ჰორიზონტის“ მიერ 2003 წ. ,,მერსი ქორის“(Mersy corps) და ,,ქეას“ (Care inrenational) ფინანსური მხარდაჭერით. აშშ -ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „ საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის“ ფარგლებში. „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამიზნულია საქართველოში სოციალური პოლიტიკის განვითარებისათვის მოსახლეობის ძალისხმევის მხარდასაჭერად. სტატიებისა და ინფორმაციის გადაბეჭდვა ნებადართულია ჟურნალის“ სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ რედაქტორთან შეთანხმებით. რედაქტორი: მანანა დუმბაძე დიზაინი და დაკაბადონება: სანდრო ასათიანი ფოტო: სანდრო ასათიანი, სანდრო გუგუშვილი, ღია საზოგადოება - საქართველო, UNICEF, ,,სხივი“, ,,ჰორიზონტი“, ,,ელკანა“, ნ.დათუაშვილი, ვ.გულეური, მერი ელენ ჩატვინი. სარედაქციო კოლეგია: ნინო სააკაშვილი: ფონდ ,,ჰორიზონტის“ დირექტორი მერი ელენ ჩატვინი მრჩეველი სოციალური პოლიტიკის საკითხებში ვანო თავაძე ფონდ ,,ჰორიზონტის“ სექტორთა შორის თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი სტივენ პაუერი EGCMI დირექტორი ნინო ჯუღელი კომუნიკაციის უფროსი თანამშრომელი, Care international მარინა ვაშაყმაძე ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის ასოცირებული დირექტორი მიხეილ მინდაძე ქალაქის საკრებულოსა და მთავრობის მთავარი მრჩეველი განათლებისა და ბავშვთა დაცვის საკითხებში მარინა თაბუკაშვილი ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ქალთა პროგრამების მენეჯერი მანანა თურმანიძე საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ევრი ჩაილდის“დირექტორი მაია ქურციკიძე კომუნიკაციის განყოფილების და პროექტის ასისტენტი, ,,იუნისეფი“ მიხეილ ქანთარია სამეგრელოს რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფუს წევრი ირმა ქურდაძე ახალციხის რაიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი კახა ყავრელიშვილი ახალქალაქის რაიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი დავით ვასაძე იმერეთის რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი ომარ ბაკურაძე გურიის რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფუს წევრი საკონტაქტო მისამართი: თბილისი 380015; დოლიძის 2, მე - 6 სართული ტელ: 334287; 330893; ტელ/ფაქსი: 987504 ელ ფოსტა: Inform@ horizonti. org ჟურნალში „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდ „ ჰორიზონტის“ „მერსი ქორის“ „ ქეას“ ან USAID-ის თვალსაზრისს.



1 სარედაქციო წერილი

▲ზევით დაბრუნება


მანანა დუმბაძე

,,სოციალური განვითარება პირდაპირაა დაკავშირებული მშვიდობის, თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებასთან. სოციალური განვითარება ნიშნავს ისეთი პილიტიკისა და პრაქტიკის დანერგვას, რომელსაც განსაკუთრებული პატივი დაეთმობა საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობის განმსაზღვრელ ფასეულობებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს და იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომელთა დაცვა და მხარდაჭერა მდგრადი სოციალური განვითარების გარემოს შექმნის აუცილებელი პირობაა.“ მოწინავე სტატიის ეს ფრაზა კოპენჰაგენის დეკლარაციიდანაა ნახსენები.

სპეციალურად შერჩეული საკითხიდან (თემის მდგრადი განვითარება) გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მკითხველის ყურადღება ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე მივაპყროთ. ავტორი სტატიისა ,,მოქალაქე, თემი და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა საქართველოში“ აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის ახალმა მოდელმა, რომელიც დაეფუძნა თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტებს, მოითხოვა სახელმწიფოს მხრიდანმოქალაქეთა მიმართ ვალდებულებათა რეალიზაციისა და მომსახურების პრინციპების სისტემური ცვლილება, რაც თავის მხრივ, ემყარება მოთხოვნისა და მიწოდების ეკონომიკურ პრინციპს.

სტატიაში - ,,განათლების რეფორმების მონიტორინგი“ - აღწერილია, თუ რა წვლილი მიუძღვის საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის სოციალური პოლიტიკის ჯგუფს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებში. რადგან სოციალური განვითარების მთავარი მიზანი მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და გაფართოებაა, გადავწყვიტეთ, არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის ერთ - ერთი პირველის - ბიოფერმერთა ასოციაცია ,,ელკანას“ მოღვაწეობის მაგალითზე წარმოვაჩინოთ, როგორ მიიღწევა ეს მიზნები.

სპეციალურად გამოშვებისათვის UNICEF-მა მოამზადა სტატია ,,არცერთი ბავშვი უყურადღებოდ - საადვოკატო კამპანია საქართველოში, რომლის მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ზღვარს მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ,ბავშვთა დახმარების სისტემის რეფორმის საკითხი ცხოველი დებატების საგნად აქციოს და სტიმული მისცეს მოსახლეობას, რომ ქვეყანაში არცერთი ბავშვი დარჩეს უყურადღებოდ.

სტატიაში ბავშვთა დახმარების პროგრამა ,,მზესუმზირა'' გადმოცემულია თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონში მიმდინარე მრავალპროფილიანი დახმარების პროგრამის ..მზესუმზირას“ დედააზრი. ნაჩვენებია, როგორ ეხმარება პროგრამა სამთავრობო და სხვა სტრუქტურებს მოქალაქეების პრობლემათა გადასაჭრელად ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში.

სტატიები ,,უბრალო მოქალაქეები ადვოკატირებას ცდილობენ“ და ,,თანამშრომლობა თემის სოციალური განვითარების მდგრადობისათვის“ მოგვითხრობენ სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის მიერ იმერეთსა და შიდა ქართლში განხორციელებული პროექტების შესახებ.

და ბოლოს, სტატია ,,პოსტსაბჭოური სივრცე გენდერულ კინორაკურსში“ ეძღვნება დოკუმენტური ფილმების კრებულს სახელწოდებით ,,ადამიანები და როლები“ გენდერული ფორმატი, რომელიც შეიქმნა 12 პოსტსაბჭოური ქვეყნისა და მონღოლეთის ეროვნულ ფონდებთან თანამშრომლობით.

2 სოციალური განვითარების პროგრესი საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


მანანა თურმანიძე
Every Child - UK საქართველოში. დირექტორი

სოციალური განვითარება პირდაპირაა დაკავშირებული მშვიდობის, თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებასთან.სოციალური განვითარება ნიშნავს ისეთი პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვას, რომელშიც განსაკუთრებული პატივი დაეთმობა საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობის განმსაზღვრელ ფასეულობებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ღირსება, თანასწორუფლებიანობა და სოციალური სამართლიანობა ყოველი დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ფასეულობებია, რომელთა დაცვა და მხარდაჭერა მდგრადი სოციალური განვითარების გარემოს შექმნის აუცილებელი პირობაა, გარემოსი, რომელშიც საზოგადოების თითოეულ წევრზე ზრუნვა ცენტრალურ პირობას უნდა წარმოადგენდეს.

საქართველო ერთ - ერთი პირველთაგანი იყო საბჭოთა რესპუბლიკებიდან, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა და ერთპარტიული მმართველობის სისტემიდან დემოკრატიული და პლურალისტული მმართველობის რელსებზე გადავიდა, ამავდროულად დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას შეუდგა. რამდენადაც დემოკრატიის ზირითადი ელემენტი ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვაა, საქართველოს მთავრობა მიუერთდა საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების დაცვის სხვადასხვა კონვენციას. საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ დემოკრატიის მშენებლობის საფუძველი არის ადამიანის უფლებების მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის სუბიექტების რატიფიკაციის გზით, ხოლო მათი შემდგომი დაცვა - იმ პირობებისა და ვალდებულებების შესრულება, რომელთაც ადამიანის უფლებების და თავისუფლებების შესახებ შექმნილი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ნაკისრი პასუხისმგებლობის შესაბამისად ისეთი პოლიტიკა გაატარონ, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული პიროვნების თანასწორუფლებიანობას, მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებაში. ამგვარად, მთავრობის უშუალო პასუხისმგებლობა არის იმ საერთაშორისო კონვენციებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უცილობელ პატივისცემასა და დაცვის ეფექტური ეროვნული პოლიტიკის შექმნისა და რეალიზაციის გზით.

სოციალური განვითარების ძირითადი მიზანი ყოველი ადამიანის საცხოვრებელი პირობების ხარისხობრივი გაუმჯობესებაა. სოციალური პროგრესის მიღწევა შეუძლებელია,თუ ამისათვის ადეკვატური საზოგადოებრივი პოლიტიკა არ იქნა შემუშავებული და განხორციელებული. პოლიტიკა, რომელიც შეიცავს სოციალური სტაბილურობის შენარჩუნების და ეროვნული ეკონომიკური სივრცის შექმნის მექანიზმებს. ეს გულისხმობს გაძლიერებულ პარტნიორობას და თანამშრომლობას ყველა დონეზე და მოითხოვს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას, ადამიანთა უფლებების და ფუნდამენტალური თავისუფლებების პატივისცემას, რეალურ და თანაბარ ეკონომიკურ შესაძლებლობებს,მართლმსაჯულებას, განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის და კულტურული უმცირესობის ჯგუფების წარმომადგენლების მიმართ პატივისცემას და, რაც მთავარია, ამ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას. საჯარო პოლიტიკა, რომლის მიზანია, გადალახოს სოციალური უთანასწორობა და პატივისცემით მოეპყროს განსხვავებულ ჯგუფებს, ისეთი სოციალური გარემოს შექმნაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომლის საზოგადოების მდგრადი განვითარების პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. სოციალური განვითარება იმავთავითვე გულისხმობს ოჯახის როლის გაძლიერებას, როგორც ეს გათვალისწინებულია კოპენჰაგენის დეკლარაციის პრინციპებში, მიზნებსა და ვალდებულებებში.

ქალთა უფლებების ხელშეწყობა და დაცვა, ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის პრინციპების გატარება პოლიტიკურ, სამოქალაქო, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში არის ვალდებულება, რომელსაც კისრულობენ ,,ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის“ შესახებ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები. საქართველო ამ კონვენციას 1994 წელს მიუერთდა, ამავე წელს მიუერთდა, საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციასაც.

სიღარიბის გავლენა სოციალურ განვითარებაზე

დღეს საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობა, სიღატაკის პირობებში ცხოვრობს. სახეზეა სიღარიბის გამოვლენის სხვადასხვა მაჩვენებელი.ესენია: არასაკმარისი შემოსავალი და რესურსები, არასრულფასოვანი კვება, გაუარესებული ჯანმრთელობა, განათლების და სხვა აუცილებელი სოციალური მომსახურებების ხელმიუწვდომლობა, მაღალი სიკვდილიანობა, უსახლკარობა და მძიმე ყოფითი პირობები, დაუცველი გარემო, სოციალური დისკრიმინაცია და საზოგადოებისაგან გარიყულობა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენს ქვეყანაში სიღატაკის დონეს განსაზღვრავს. ქართულ რეალობის დამახასიათებელი თვისება, ამავე დროს, საზიგადოებრივ და სამოქალაქო, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში მოსახლეობის პასიურობაა.

შემოსავლიან ოჯახებს სოფლად, ძირითადად, ქალები არჩენენ. ღარიბ ოჯახში გენდერული უთანასწორობა სუფევს. ძალზე მაღალია სიღატაკეში მცხოვრებ ახალგაზრდათა მაჩვენებელიც. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ განსაკუთრებული ზომებია მისაღები იმისათვის, რომ შეწყდეს სიღარიბის ,,ფემინიზაცია“ და ,,გაახალგაზრდავება“

სიღარიბე პირდაპირპროპორციულია ისეთი რესურსების ნაკლებობისა, როგორიცაა მიწა, უნარ - ჩვევები, ცოდნა, კაპიტალი და სოციალური კავშირები. პოლიტის მწარმოებლები იოლად უგულებელყოფენ ამ რესურსების არმქონე მოსახლეობას, რის გამოც ამ კატეგორიის ხალხისათვის დასაქმებისა და აუცილებელი მომსახურების სფერო უფრო და უფრო იზღუდება. სიღარიბის დაძლევა ვერ მოხდება მხოლოდ სიღარიბოს დაძლევის პროგრამის იმედზე. ეკონომიკურ სისტემებში ისეთი გადამწყვეტი ცვლილებებია გასატარებელი, რომელთა წყალობითაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რესურსი, შესაძლებლობა და მომსახურება ხელმისაწვდომი გახდება. სიციალურად დაუცველ ჯგუფებს საშუალება უნდა მიეცეთ, მონაწილეობა მიიღონ იმ პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელიც უშუალოდ მათ ეხებათ.

საზოგადოება და ეკონომიკა მთელს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ურთიერთდამოკიდებული ხდება. დღევანდელი მსოფლიო საზოგადოება ერთი გლობალური საშიშროების, გარემოს უკიდურესი დაბინძურების წინაშე დგას. ეს გამოიწვს საკვების სერიოზულ კრიზისს, ეპიდემიებს, რასისტულ დისკრიმინაციას, ქსენოფობიას, ტერორიზმს და ძალადობის სხვადასხვა ფორმებს. სახელმწიფოთა მთავრობები აღიარებენ, რომ მსოფლიოში მდგრადი განვითარება და სოციალური პროგრესი დღეს, მხოლოდ სოლიდარობის საფუძველზეა შესაძლებელი. ამის მისაღწევად საჭიროა მრავალმხრივი პროგრამების განხოეციელება და ინტენსიური თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე.

გარდამავალი ეკონომიკის პირობებში, როცა ქვეყანა უძლურია დონორი ქვეყნების დახმარებისა და თანადგომის გარეშე, ასეთ თანამშრომლობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. არასამთავრობო და დონორმა ორგანიზაციებმა გარდამავალ პერიოდში დიდი დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს ხელისუფლებას სოციალურ - ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით. სახელმწიფოებსა და უწყებებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში ჩამოყალიბებული იყო ის მოთხოვნები, რომელთა განხორციელება და დაცვა ეკისრებოდა ხელისუფლებას, და განაპირობებენ ქვეყნის მდგრად განვითარებას.

3 მოქალაქე ,თემი და ჯანდაცვის პოლიტიკა საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


დავით გუგუშვილი
საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივა, სოციალური პოლიტიკის ჯგუფი, ანალიტიკოსი ჯანდაცვის საკითხებში

დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივიმოწყობის ახალმა მოდელმა მოითხოვა სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა მიმართ ვალდებულებათა რეალიზაციისა და მომსახურების პრინციპების სისტემური ცვლილება, რაც თავის მხრივ, რაც თავის მხრივ ემყარება მოთხოვნისა და მიწოდების ეკონომიკურ პრინციპს. ჯანდაცვა, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის სოციალური მომსახურება, მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებისათვის და ასაკობრივი ჯგუფებისათვის, აუცილებლად მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სოციალური გარანტიებისა და შეღავათების არსებობას.ამისათვის საქართველოს ჯანდაცვითი კანონმდელობა ძირეულად შეიცვალა.სახელმწიფო გადავიდა სამედიცინო მომსახურების პროგრამული დაფინანსების პრინციპებზე.სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებში რეალიზებული იქნა უფასო და შეღავათიანი მომსახურება ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფენებისთვის. გამოიყო აგრეთვე სხვადასხვა კონკრეტული დაავადებები თუ პრევენციული ღონისძიებები, რომელთა დაფინანსება მთლიანად ან ნაწილობრივ იტვირთა სახელმწიფომ.ჯანდაცვითი დაწესებულებები გადავიდნენ სახელმწიფო დაფინანსების სახელშეკრულებლო სისტემაზე, რამაც თავის მხრივ, მოითხოვა მომსახურებათა სპექტრის გადანაწილება სხვადასვა დაწესებულებებზე აღნიშნული პროგრამების მიხედვით.

სახელმწიფო ნაკისრ ვალდებულებებს რიგ შემთხვევებში ან ვერ ასრულებს, ან ასრულებს ძალიან ცუდათ. მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლად, სადაც ინფორმაციული ნაკადი ძალზე სუსტია, თემებში ჩამოყალიბებულია ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, რაც განმტკიცებულია ერთის მხრივ მოქალაქეთა უმრავლესობის უკიდურესი სიღარიბით და მეორე მხრივ,პაციენტის უფლებებზე ინფორმაციის არქონით. ამავე დროს სახელმწიფოს მხროდან აღებული ვალდებულებები რეალურად არ შეესაბამება მის შესაძლებლობებს. სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები რიგ შემთხვევებში ვერ აკმაყოფილებენ მოსახლეობის მინიმალურ მოთხოვნებს. ხდება ხოლმე, რომ პაციენტმა იცის ამა თუ იმ მომსახურებაზე შეღავათების არსებობა, და მაინც, ექიმისათვის ფულის გადახდა უწევს .

თბილისსა და დიდ ქალაქებში ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობაა. აქ დიდ როლს ასრულებს პრესისა და ტელევიზიის ხელმისაწვდომობა, მუშაობენ შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად, ბიოეთიკისა და ჯანდაცვის სამართლებრივი საფუძვლების შემსწავლელ საზოგადოებაში მუშაობს ,,ცხელი ხაზი (ტელ:954954), სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია როგორც ჯანდაცვის სამართლებრივ საკითხებზე, ასევე მიმდინარე პროგრამების შესახებ. ბიოეთიკისა და ჯანდაცვის სამართლებრივი საფუძვლების შემსწავლელ საზოგადოებაში, ასევე, დამუშავდა ჯანდაცვის ომბუდსმენის კონცეფცია.

საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის ფარგლებში ფონდ ,,ჰორიზონტის“ სოციალური პოლიტიკის ჯგუფის თაოსნობით, შვიდ რეგიონში - შიდა ქართლი, კახეთი, სამცხე - ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, თბილისის ისანი - სამგორის რაიონი - ჩამოყალიბებულია სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფები (სპსჯ). მუშაობის პროცესში ნათლად გამოჩნდა, რომ მოსახლეობა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება ჯანდაცვის კუთხით. ინფორმაციის ნაკლებობა შეიმჩნევა არა მხოლოდ მოსახლეობაში, არამედ ჯანდაცვის მუშაკებშიც. ისინი ნაკლებად არიან ინფორმირებულნი იმ ახალი პრინციპებისა და მიდგომების შესახებ, რომლებიც შესაბამისი ჯანდაცვითი კანონმდებლობით დაინერგა.

ყოველივე ზემოთქმულმა თავი იჩინა სათემო შეხვედრებზე,რომლებიც 2003 წლის ივლისში გაიმართა თითოეული რეგიონის სოციალური პოლიტიკის გჯუფისათვის. შეხვედრებს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები პროფესორი გურამ კიკნაძე და ბატონი გივი ჯავაშვილი. შეხვედრების შედეგების ანალიზის საფუძველზე, ჩამოყალიბდა თემთან სამუშაო პრიორიტეტები, ჩატარდა ტრენინგი სოციოლოგიური პილიტიკის სამუშაო ჯგუფებისათვის,რათა, საბოლოო ჯამში, მათ თავად შეძლონ თემებისთვის ამგვარი შეხვედრების მოწყობა საკრებულოების დონეზე და ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა.დაიწერა ანგარიში და შემუშავდა სახელმძღვანელო სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფებისათვის.ძირითადი ინფორმაია მოიცავს სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს, ხელშეკრულებებს ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სახელმწიფოს შორის, აგრეთვე, პაციენტისა და ექიმის უფლებების კანონს და სხვა მნიშვნელოვან კანონებს.სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფებისათვის მომზადდა მინიმალური საინფორმაციო პაკეტი და მობილიზაციის სახელმძღვანელო, რომელმაც სათავე უნდა დაუდოს თემის გააქტიურებას, სტიმული მისცეს მოქალაქეს,მოითხოვოს კუთვნილი სამედიცინო მომსახურება.

მოქალაქისათვის, მითუმეტეს, სოფლის თემის წევრისათვის ძალზე რთულია საკუთარი უფლებების აღსრულების მოთხოვნა. საზოგადოებრივი სექტორის აქტივობა მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ ცალკეული პაციენტის უფლებების დაცვის, არამედ იმ ცვლილებების განხორციელებისკენ, რომლებიც ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებულ სიძნელეებს დაარეგულირებენ. სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფების გეგმებში შედის თემის წევრთა მობილიზება სწორედ იმ კუთხით, რომ პაციენტმა კუთვნილი მომსახურება ადგილზევე მოითხოვოს. სოციალური პოლიტიკის ჯგუფებმა ადგილზე უნდა აწარმოონ საზოგადოების ინტერესების დაცვის კომპანიები, განახორციელონ მომსახურების, სახელმწიფო და მუნიციპალური ვალდებულებების შესრულებისა და პროგრამათა ბიუჯეტების შედგენის და ხარჯვის ნაწილის მონიტორინგი.

ყველა ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელება წარმოუდგენელია ინფორმირებული, თავის უფლებებში გათვითცნობიერებული თემის გარეშე.ამისათვის 2003 წლის დეკემბერში სიციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფებმა საკუთარ რაიონებში ჩაატარეს სათემო საინფორმაციო შეხვედრების ციკლი საკრებულოთა და სოფლების დონეზე. შემოიკრიბეს თემის დაიინტერესებული წევრები, რომელთა აქტიური მონაწილეობით აპირებდნენ პრობლემათა გამოვლენასა და მოგვარების გზების ძიებას, რითაც შეეცდებან თავიანთი განსაკუთრებული წვლილის შეტანას ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და აღსრულებაში.

4 განათლების რეფორმათა მონიტორინგი

▲ზევით დაბრუნება


მარინა კუჭუხიძე
საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივა,სოციალური პილიტიკის ჯგუფი, ანალიტიკოსი განათლების რეფორმის საკითხებში

2001 წლის განათლების სამინისტრომ მსოფლიო ბანკის კრედიტით დაიწყო საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამის განხორციელება. პროგრამის ძირითადი მიზნებია საგანმანათლებლო სტანდარტებისა და სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოების, მოსწავლეთა შეფასების სისტემის შეცვლა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სისტემის ჩამოყალიბება, საინფორმაციო სისტემის დანერგვა და მართთვის სისტემის რეფორმა.

სოციალური პოლიტიკის ჯგუფმა 2003 წლის ზაფხულში ჩაატარა IX კლასის სახელმწიფო გამოცდების მონიტორინგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 130 სკოლაში და გამოიითხა 702 მასწავლებელი მიმდინარე სასკოლო რეფირმის მნიშვნელიოვანი საკითხების შესახებ.

მონიტორინგი და კვლევა ექვს რეგიონსა და თბილისს მოიცავდა.რეგიონის მასშტაბით გამოკითხვა ჩატარდა იმ რაიონებში, სადაც საქართველოს სათემო მობილიზაციის პროგრამა ხორციელდება. ესენია: თბილისში - ისანი - სამგორის რაიონი; შიდა ქართლში - გორის რაიონი;კახეთში - თელავის; ახმეტისა და ყვარლის რაიონები; სამცხე - ჯავახეთში - ახალციხის რაიონი; იმერეთში - წყალტუბოს, ბაღდადისა და თერჯოლოს რაიონები; გურიაში - ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩიოხატაურის რაიონები, სამეგრელოში - ჩხოროწყუს,ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის რაიონები.

სკოლები შეირჩა იმ პრინციპით, რომ ყურადღების გარეშე არ დარჩენილიყო სხვადასხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებები, რიოგორიცაა სკოლაინტერნატები, ქალაქის, რაიონული ცენტრების, სოფლების და, აგრეთვე, მაღალმთიანი სოფლების სკოლები. დაკვირვებას ვახორციელებდით საგამოცდო ცენტრებშიც, მაგალითად, თელავის რაიონში, სადაც წელს გამოცდები, ექსპერიმენტის მიზნით, განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობდა.

IX კლასის სახელმწიფო გამოცდები ჩატარდა სამ საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენა. გასული წლის გამოცდილებამ (2002 წელს პირველად ჩატარდა ანალოგიური გამოცდები), გვიჩვენა, რომ პროცესი ბევრი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა: სკოლის დირექტორების, მასწავლებელთა და მოსწავლეთა უმეტესობა არ იცავდა დადგენილ საგამოცდო წესებს. ეს ფაქტი აისახა შეფასებაზეც და შემდგომ, სასწავლო პროცესზეც, რაც თავის მხრივ, მოსწავლეთა, მშობელთა და, საზოგადოდ, თემის უკმაყოფილებას იწვევს.სკოლების პედაგოგებისა და დირექტორებისათვის და, რაც მთავარია, მოსახლეობისათვის, არ არის ნათელი და მკაფიო სახელმწიფო გამოცდილების ძირითადი მიზანი და დანიშნულება.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, სოციალური პილიტიკის ჯგუფმა რეგიონული ოფისების და ადგილოვრივი სიოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფების დახმარებით დაგეგმა და ჩაატარა სახელმწიფო გამოცდების მონიტორინგი. მონიტორინგში მონაწილეობდნენ სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფების წევრები და მოხალისეები.ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვება, ისე თემის წევრების გააქტიურება, დამკვირვებელთა მოზიდვა და მათი ჩართვა მიმდინარე პროცესებში.

სახელმწიფო გამოცდების მონიტორინგის ძირითადი დასკვნები:

დიდ სკოლებში გამოცდები უფრო ობიექტურად ტარდება, რადგან პატარა სკოლები მოსწავლეთა კონტიგენტის შემცირებას ერიდებიან;

გამოცდების ჩატერების ობიექტურობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული კომისიის თავმჯდომარის (სკოლის დირექტორი) ნებასა და სურვილზე და არა იმ გარემო პირობებზე, რომელიც სკოლას გააჩნდა გამოცდების ჩასატარებლად;

საგამოცდო კომისიის წევრები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არ იცნობდნენ მეთვალყურეთა უფლება - მოვალეობებს და ხშირ შემთხვევაში არ ასრულებდნენ მას.

შემფასებელი კომისია არ იწყებდა ხოლმე მუშაობას, წესის თანახმად, გამოცდის დამთავრებისთანავე;

მეთვალყურის ყოფნა საჭიროა საგამოცდო სივრცის გარეთ, სკოლის შენობაში;

სასურველია მეტი ტესტები.

მასწავლებელთა გამოკითხვის მიზანი იყო, ერთის მხრივ, მიმდინარე სასკოლო რეფორმის შედეგების შეფასება, მეორეს მხრივ, სასკოლო განათლების სისტემის მთავარი რგოლის - მასავლებლების - დამოკიდებულების შესწავლა განათლების არსებული სისტემის, მიმდინარე სასკოლო რეფორმისა და მისი გარკვეული ასპექტების მიმართ.ასევე,სასკოლო განათლებაში დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, თემების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და განათლების სისტემის ადგილობრივი წარმომადგენლების ჩართულობის განსაზღვრა.

ბევრმა რესპოდენტმა კითხვარი შეცდომით შეავსო. ამავე დროს, ინტერვიუერთა გადმოცემით, მასწავლებლებმა არ იცოდნენ პასუხი ბევრ შეკითხვაზე და დირექტორთან კონსულტაციას ითხოვდნენ. აქ ჩანს ტრადიციული მენტალიტეტისა და მენეჯმენტის სტილის გავლენა - პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ სკოლის დირექტორებსა და არა მასწავლებლებს, ან ვინმე სხვას.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციებისთვის არაერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა განათლების რეფორმის თაობაზე, დღევანდელი სურათი გვიჩვებებს, რომ ინფორმაცია ადგილებზე არასრულყოფილია, განსაკუთრებით, მიმდინარე მოვლენების შესახებ, ეს კი ბევრ გაუგებრობას იწვევს. არაეფექტურია საინფორმაციო მასალების მიწოდება სკოლებისათვის,რადგან ხშირ შემთხვევაში მასზე ხელი არ მიუწვდება ყველა მასწავლებელს, დაინტერესებულ მშობელს და მოსწავლეს.

მასწავლებელთა დაბალი ჩართულობა სასკოლო განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებში, მრავალი სუბიექტური და ობიექტური მიზეზითაა გამოწვეული.მათგან,ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია: ძველი მენტალიტეტი, კვალიფიციური კადრების სიმცირე, მასწავლებელთა უმეტესობისათვის უწყვეტი განათლების მიუწვდომლობა, უმეტეს სკოლებში მართვის ავტორიტარული სტილი, მასწავლებელთა უკიდურესად დაბალი ხელფასები,სკოლების დაუფინანსებლობა, მატერიალურ - ტექნიკური ბაზის სიმწირე, სახელმძღვანელოებისა და, საერთოდ, მეთოდური მასალების უკმარისობა და ასე შემდეგ. გადაუჭრელი პრობლემები იმდენად ბევრია, რომ გასაკვირიცაა, როგორ ახერხებენ სკოლები ასეთ პირობებში არსებობას. ალბათ მხოლოდ მასწავლებელთა ენთუზიაზმით.

აღმოჩნდა, რაც უფრო ასაკოვანია მასწავლებელი და პედაგოგად მუშაობის მეტი სტაჟი აქვს, მით უფრო მორიდებით გამოხატავს იგი ხელმძღვანელობის მიმართ უარყოფით ან კრიტიკულ მოსაზრებას, უფრო მეტად ემადლიერება საკრებულოს დახმარებისთვის და მიაჩნია, რომ სავსებით სრულად ფლობს ინფორმაციას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ.

ახალგაზრდა მასწავლებელთა აზრით, განათლების ადგილობრივი განყოფილებების მიერ ინფორმაციის მიწოდება ხდება დაგვიანებით, ან საერთოდ არ ხდება. ხოლო ასაკოვანი მასწავლებლები თვლიან, რომ განათლების ადგილობრივი განყოფილებები ინფორმაციას სწრაფად ავრცელებენ. მასწავლებლები ვერ აცნობიერებენ თემისა და საკრებულოს როლს სკოლის ცხოვრებაში. მათ არ იციან, როგორ ხდება სკოლების დაფინანსება.

აუცილებელია განათლების ადგილობრივი საოლქო და რაიონული განყოფილებების გააქტიურება, რათა მათ სამეურვეო საბჭოებთან ერთად გააკონტროლონ მასწავლებლების ინფორმირებულობა განათლების სისტემის ისეთი ძირითადი დოკუმენტების შესახებ, როგორიცაა სკოლის წესდება და სკოლის კანონმდებლობა. ადგილობრივმა თემმა უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს სკოლის ცხოვრებაში.

სკოლებში სამეურვეო საბჭოს განვითარება პროგრესული იდეაა და სკოლის დეცენტრალიზაციის ერთ - ერთ გზას წარმოადგენს.თუმცა სამეურვეო საბჭოები მხოლოდ ფორმალურად უნდა არსებობდნენ, ისინი აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ სასკოლო ცხოვრების ყველა სფეროში. ვინაიდან სამეურვეო საბჭოს ფუნქციები საკამათოა, ეს საკითხი სპეციალური განხილვის საგნად უნდა იქცეს. სკოლის მენეჯმენტის ფორმა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა შეიცვალოს და დაიხვეწოს სამეურვეო საბჭოს გამჭვირვალობის პრობლემა აღინიშნება, მაგალითად, საგრანტო კონკურსის, სკოლების დაფინანსების, სკოლის სახსრების ხარჯვის და სხვა პროცესებში.

მიმდინარე სასკოლო რეფორმამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა არსებულ განათლების სისტემაში. მრავალი ცვლილების განხორციელებაა მოსალოდნელი, მაგრამ ვერცერთი რეფორმა ვერ ჩაითვლება ბოლომდე დასრულებულად და წარმატებულად, მისდამი დემოკრატიული მიდგომის გარეშე. ამისათვის სასურველია ლიბერალური განათლების შემდეგი პრინციპრბის ამოქმედება: მცოდნე, უნარიანი ახალგაზრდების აღზრდა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საჭირო ცოდნა - გამოცდილებასთან ერთად მოქალაქეობრივი პრინციპების გაღვივება. ამ პრინციპებით გაჯერებული რეფორმა არა მხოლოდ განათლებული,არამედ ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარია.

საინტერესოა, თუ როგორ ესახებათ მასწავლებლებს საკუთარი როლი პრობლემათა გადაჭრის პროცესში. ჩანს, მასწავლებლებს, საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად რომელიღაც ოფიციალური ორგანო წარმოუდგენიათ.შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ოფიცალურ სტრუქტურაში განათლების სამინისტრო , პრეზიდენტი, პარლამენტი, ან ყველა ერთად არის ნაგულისხმევი. ამგვარ მსჯელობას კვლავ დეცენტრალიზაციის საკითხამდე და მასწავლებელთა და დირექტორთა სამოქალაქო განათლებამდე მივყავართ.

საჭიროა დეცენტრალიზაცია, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ განათლების სამინისტრო სრულ დეცენტრალიზაციას დაგეგმავს, დეცენტრალიზებული სისტემის რეალურად ამოქმედებისათვის მხოლოდ საკანონმდებლო ბაზა არ არის საკმარისი.უფლებათა დელეგირება შედარებით ახალი პროცესია, რომლისთვის ყველა მხარე სერიოზულად უნდა მოემზადოს.

დირექტორები და მასწავლებლები უფრო მეტად დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ. ისინი არ უნდა ელოდნენ მუდამ ვიღაცის დახმარებას და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე უნდა იღებდნენ. გრანტების კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი საპროექტო წინადადებების მომზადება იყო. მასწავლბლებმა და დირექტორებმა ნამდვილი დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს, მათ ისწავლეს, როგორ უნდა აქტიურობა .

ძალიან სუსტია თემების ინტერესი და ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. სუსტია ადგილობრივი ხელისუფლებისა და განათლების საოლქო და რაიონული განყოფილებების მონაწილეობაც. საჭიროა თემებთან ინტენსიური მუშაობა, რათა ადგილობრივი მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს სკოლის ცხოვრებაში, მოხდება ეს სამეურვეო საბჭოების, მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციების მეშვეობით, თუ რაიმე სხვა ფორმით. იმისათვის, რომ მასწავლებელმა ნაყოფიერად ითანამშრომლონ მშობლებთან, ისწავლონ მათი სასკოლო ცხოვრებით დაინტერესებისა და მოზიდვის მეთოდები, უპირველეს ყოვლისა თავად უნდა მიიღონ ამ კუთხით სერიოზული განათლება და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

5 ,,არცერთი ბავშვი უყურადღებოთ“ - საადვოკატო კამპანია საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის განყოფილების ასისტენტი,UNICEF

1996 წლიდან ქართველების დაახლოებით ორმოცდათხუთმეტმა პროცენტმა სიღარიბის ზღვარს მიღმა გადააბიჯა და რაც ყველაზე სავალალოა, ამ კატეგორიაში ბავშვებიც შედიან, სიღატაკე მათ ცხოვრებას განსაკუთრებულ დაღს ასვამს. ისინი ხშირად მოკლებული არიან იმ ელემენტარულ პირობებსაც კი, რომლებზედაც კანონიერი უფლება აქვთ.4500 ზე მეტი ბავშვი დღეს ბავშვთა დაწესებულებებში ცხოვრობს, 180,000 იძულებით გადაადგილებული პირიდან 42000 - ზე მეტი 18 წლამდე ასაკისაა.2000 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით საქართველოში დაბადებული ბავშვების ხუთი პროცენტი აღრიცხული არ არის.

იმასათვის, რომ საზოგადოების ყურადღება მარგინალური ბავშვების პრობლემებზე მიეპყროთ, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ბავშვთა რეგიონალურმა ქსელმა(RNC) და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების თანამეგობრობის ბავშვთთა პრობლემებზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ UNICEF-თან თანამშრომლობით ადვოკატირების (საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის) გრძელვადიანი კამპანია წამოიწყო. ეს არის ინიციატივა Say Yes for Children - ის გაგრძელება. 2001 - 2002 წლებში ინიციატივამ 26 მილიონი ხმით ბავშვებთან დაკავშირებულ ათ ძირითად საკითხთა შორის პრიორიტეტულად ,,არცერთი ბავშვი უყურადღებოდ“ აღიარა. მიმდინარე კამპანია 1989 წლის ბავშვთა უფლებების კონვენციის არადისკრიმინაციის და საზოგადოებისგან პრინციპს ეყრდნობა და მიზნად დისკრიმინაციისა და საზოგადოებისგან გამორიყვის შვიდ ძირითად გამოვლინებასთან - სიღარიბე, ეთნიკურობა, ინსტიტუციონალიზაცია, უმწეობა, კონფლიქტის ზეგავლენა, სქესობრივი დისკრიმინაცია, იმუნოდეფიციტის და შიდსის დამღა - ბრძოლას ისახავს.

მაშინ, როდესაც განსაკუთრებული ინტერესი იმ პრობლემებისკენაა მიმართული, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენენ რეგიონის მილიონობით ბავშვსა და, მთლიანად, საზოგადოებაზე, კამპანიაში ყურადღება სწორედ ამ პრობლემათა მოგვარების მექანიზმების გამოვლენაზეა გამახვილებული, იქნება ეს პოლიტიკა, კანონები, ბიუჯეტები თუ პოტენციურად რისკის ჯგუფის ან გარიყულ ბავშვთა პრობლემებზე ორიენტირებული პროგრამები. კამპანიის ,,არცერთი ბავშვი უყურადღებოდ“მთელი ძალისხმევა მიმართლი იქნება იმისკენ, რომ მედიამ მთელი წლის განმავლობაში სათანადოდ წარმოსახოს გარიყულობის მწვავე პრობლემა. გაიმართება მრგვალი მაგიდის შეხვედრები უნივერიტეტებსა და თემებში, ჩატარდება რეგიონში ბავშვთა განვითარების პოლიტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეების კვლევა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის არაერთი ღონისძიება სამთავრო სტრუქტურებთან და შესაბამის ინსტიტუტებთან ერთად.

კამპანიის საბოლოო მიზანია, სახელმწიფოთა მთავრობებს შეახსენოს, რა გააკეთეს მათ ყველა ბავშვის უფლებების დასაცავად, მას შემდგ,ხელი მოაწერეს ბავშვთა უფლებების კონვენციისა და ათასწლეულის განვითარების მიზანთა განხორციელების შეთანხმებაში მოცემულ ვალდებულებებს.

კამპანია თავისი შინაარსით არის არა მოძრაობა ბავშვებისათვის, არამედ - ბავშვებთან ერთად, განსაკუთრებით კი მათთან ერთად, ვინც დისკრიმინაციის მსხვერპლია და მარგინალურთა ჯგუფს განეკუთვნება.კამპანია მათ სიტყვას ძალას შემატებს და ხმამაღლა გააჟღერებს, ბავშვებს საშუალებას მისცემს თავად უამბონ საზოგადოებას საკუთარ ტკივილზე - რას ნიშნავს იყო საზოგადოებისგან გარიყული, ღირსებაშელახული და უფლებააყრილი. 2002 წლის გაეროს სპეციალურ სესიაზე ერთმა ბავშვმა გამოაცხადა: ,,ჩვენ პრობლემების წყარო კი არა, პრობლემების მოგვარების წყარო ვართ. ჩვენ ხარჯი კი არა ინვესტიციები ვართ. ჩვენ მხოლოდ ახალგაზრდები კი არა ვართ, არამედ ამ სამყაროს ხალხი და მოქალაქეები ვართ. თქვენ მომავალს გვეძახით, ჩვენ კი აწმყოც ვართ.“

საქართველოში კამპანიის ,,არცერთი ბავშვი უყურადღებოთ“ დაწყება (2003 წლის 20 ნოემბერი), ემთხვევა ბავშვთა უფლებების კონვენციის საიდუმლო თარიღს. იგი 2004 წლის ივნისამდე გაგრძელდება. საქართველოში მიმდინარე კამპანიისთვის ორი ძირითადი თემა შეირჩა, ესენია: ბავშვები ინსტიტუციებში (ბავშვთა დაწესებულებებში) და ჩვილ ბავშვთა რეგისტრაცია - ბავშვთა ქუჩაში მოხვედრის ერთ - ერთი მიზეზი.

მიტოვებული ჩვილები და ბავშვთა დაწესებულებებში მცხოვრები მოზარდები საქართველოში ყველაზე მიუსაფართა ჯგუფს განეკუთვნებიან. ეს პრობლემა არაა ახალი და იგი, ნაწილობრივ, სიღარიბეს უკავშირდება, ვინაიდან ბავშვთა სახლებსა და სხვა საბავშვო დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვთა 85 - 90 პროცენტს, როგორც წესი, მშობლები ჰყავთ. ეს ბავშვები ბავშვთა სახლებში იმიტომ ცხოვრობენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სისტემა, რომელიც მათ მშობლებს დაეხმარება, როცა ამ უკანასკნელთ შვილების გამოკვების, ჩაცმის და განათლების მიცემის საშუალება არა აქვთ. UNICEF-ისა და სხვათა მიერ ჩატრებული კვლევები ადასტურებენ, რომ საბავშვო დაწესებულებები ვერ შეუცვლის ბავშვს ოჯახურ გარემოს. ფიზიკური განვითარება, წინსვლის მოტივაცია, მეტყველების უნარი, სოციალური გარემოს ცოდნა და საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმის უნარი ინსტიტუციებში მცხოვრებ ბავშვებს, როგორც წესი, დაქვეითებული აქვთ. ბავშვთა დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვები მიდრეკილნი არიან მოწიფულობის ასაკშიც გაიმეორონ შეურაცხყოფისა და დამცირების ის მაგალითები, რომელიც ბავშვობაში საკუთარ ზურგზე გამოსცადეს. კვლევებში ხაზგასმითაა აღნშნული, რომ ნორმალური ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარებისათვის ბავშვს ოჯახური გარემო - პირობები ესაჭიროება. ბავშვთა სახლი დამანგრევლად მოქმედებს ბავშვის აღზრდის პროცესზე, თან, ბავშვთა მომსახურების ერთ - ერთი ყველაზე ძვირი საშუალებაა. კვლევებმა ცხადყო, რომ ერთი ბავშვთა სახლში შენახვა სამჯერ ძვირი ჯდება, ვიდრე მისი გაშვილება და თხუთმეტჯერ ძვირი, ვიდრე მისი ოჯახის ხელშეწყობა.

18 წლის ასაკამდე ახალგაზრდებს საბავშვო დაწესებულებიდან გასვლის შემდეგ განსაკუთრებით ეძნელებათ საზოგადოებასთან ადაპტირება. ეს იმიტომ, რომ მათ არა აქვთ გამომუშავებული საჭირო უნარ - ჩვევები: მათთვის რთულია სამსახურის შოვნა და იძულებულები არიან საარსებო წყარო ქუჩაში ეძიონ. ამიტომ, უმეტეს წილად, კრიმინალური სამყაროს, ნარკობიზნესის, პროსტიტუციის და ტრეფიკინგის (განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონები) მსხვერპლი ხდებიან.

ბავშვის უფლებების კონვენციის მეშვიდე მუხლი ყოველ ბავშვს უფლებას ანიჭებს, რეგისტრირებული იყოს დაბადებისთანავე სახელმწიფოს მიერ. ბავშვის დაბადების რეგისტრაციის არ არსებობა არღვევს ადამიანის ხელშეუხებელ უფლებას, ჰქონდეს საკუთარი ვინაობა და რეგისტრირებული იყოს, როგორც საზოგადოების ნაწილი.

გარდა იმისა რომ, რეგისტრაცია ბავშვის არსებობის პირველი სამართლებრივი აღიარებაა, მისგან მომდინარეობს, ასევე, სხვა ძირითადი უფლებებიც, როგორიცაა, მაგალითად, განათლების უფლება, ჯანმრთელობის და სოციალური დაზღვევის უფლება, ტრეფიკინგისაგან დაცვის უფლება და ასე შემდეგ. ამასთან ერთად, დაბადების და სამოქალაქო რეგისტრაცია გარანტია იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს უახლესი და სანდო მონაცემთა ბაზა დაგეგმვისათვის. დაბადების რეგისტრაციისთვის საჭირო არსებული მექანიზმები და გადასახადი ხელს უშლის რეგისტრაციას. არარეგისტრირებულ ბავშვებზე ინფორმაცია სახელმწიფოში ძალზე მწირია. ხოლო, დაბადების რეგისტრირების სახელმწიფო მექანიზმებსა და იდეალურ რეგისტრირებას შორის არსებული ნაპრალი - უზარმაზარი.

კამპანია ,,არცერთი ბავშვი უყურადღებოდ“ საქართველოში მიზნად ისახავს, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ზღვარს მიღმა დარჩენილი ბავშვების (მარგინალთა ჯგუფის) შესახებ, ბავშვთა დახმარებიას სისტემის რეფორმის საკითხი ცხოველი დებატების საგნად აქციოს, ჩაატაროს კვლევა იმის თაობაზე, თუ რა უშლის დღეს საქართველოში ბავშვის დაბადების რეგისტრაციას, და ბოლოს, მიობილიზება გაუკეთოს მთელ ქვეყანას, რათა არცერთი ბავშვი დარჩეს უყურადღებოდ.

ცხადია, გაერთიანებული ძალებით მარგინალური ბავშვების ცხოვრებაში კონკრეტული ძვრების მიღწევა შესაძლებელია.ამას ისიც ადასტურებს, რომ 2003 წლის ივნისში, სტამბოლში კამპანიის ,,არცერთი ბავშვი უყურადღებოდ“ გახსნაზე თორმეტი წლის თურქმა გოგონამ თქვა: ,,მე მთლიანად თქვენზე ვარ მიჯაჭვული, მე ცრემლი ვარ თქვენს თვალზე - დავხუჭავ და დავიღუპები“.

6 თემის მიობილიზაციის საკითხები ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ პროგრამაში

▲ზევით დაბრუნება


თამაზ დუნდუა
პროგრამის მენეჯერი

მანანა გიგაური
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა“ 1994 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ოგანიზაცია საქართველოს მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეომოს გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას ემსახურება. ამ მისიას ასოციაცია მდგრადი ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლის მოსახლეობის თვითაქტიურობის გაზრდის ხელშეწყობით ახორციელებს.

თემის ფორმირებებისა და მობილიზების საკითხებზე ,,ელკანა“ პრაქტიკულად დაფუძნების დღიდან მუშაობს. ძირითადი მიზნობრივი ჯგუფის - ფერმერების, დახმარებისათვის ორგანიზაციაში თავდაპირველად ფუნქციონირებდა ორი ტიპის სამრჩეველო სამსახური - ბიომეურნეთა და სოფლის განვითარების, რომელთა საქმიანობაც მთლიანად იზოლირებული იყო ეთმანეთისგან.ბიომრჩევლები ,,ელკანას“ წევრ მეურნეობას ასწავლიდნენ წარმოების ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებას თავიანთ მეურნეობაში,სოფლის განვითარების მრჩევლები კი თემის მობილიზებაზე მუშობდნენ მხოლოდ იმ სოფლებში, სადაც ,,ელკანას“ წევრი ფერმერები არ ჰყავდა.ამ დამოკიდებულებას თავისი დასაბუთება ჰქონდა - კერძოდ ითვლებოდა რომ ფერმერის თვალში ამ ორი განსხვავებული სამსახურის აღრევა დაუშვებელი იყო. შემდგომში, ორგანიზაციის შიდა და გარე შეფასებების შედეგებმა უჩვენა, რომ როგორც ბიომეურნეობის განვითარების, ისე თემის მობილიზების მხრივ, უფრო შედეგიანი იქნებოდა, ეკლანას ორივე სამსახურის ერთ მიზნობრივ ჯგუფზე ფოკუსირება. ორგანიზაციის ამჟამინდელი პროგრამა სწორედ ამ პრინციპს ემყარება.

,,ელკანას“ დღევანდელი ხედვით თემის,როგორც საერთო ინტერესების, პრობლემებისა და რწმენის მქონე ადამიანთა ერთობის,ჩამოყალიბება ჩვენი ორგანიზაციის ერთიანი პროგრამის წარმატებით შესრულების წინაპირობაა. ჩვენს ძირითად მიზნობრივ ჯგუფს - სოფლის მოსახლეობას, იგივე ფერმერებს - აერთიანებს როგორც გეოგრაფიული არეალი და საერთო პრობლემები, ისე საერთო ხედვა და ინტერესები(ბიოლოგიური მეთოდების დანერგვით მიაღწიონ მეურნეობის მდგრადობასა და გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა).

მოუგვარებელი პრობლემა საქართველოს ყველა სოფელს აქვს. როგორც წესი, სოფლის მოსახლეობა გარედან, ხელისუფლებისაგან ელოდება ამ პრობლემების მოგვარებას.პრობლემის გარედან მოგვარება კი(თუ ასეთი რამ ხდება), უმეტეს შემთხვევაში,მზა გადაწყვეტილებების ან ჰუმანიტარული დახმარების საშუალებით ხორციელდება, რომლის დროსაც მოსახლეობის აზრს და ძირეულ საჭიროებებს იშვიათად ითვალისწინებენ.ჩვენი მიდგომა გულისხმობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ფლობს ამომწურავ ინფორმაციასა და ცოდნას საკუთარი სოფლისა და რეგიონის შესახებ.მათი აზრის გაუთვალისწინებლად გაკეთებული ანალიზი და დასკვნები, უმეტესად, არასწორია. სოფლად დიდი პოტენციალი არსებობს, მაგრამ მას გამოვლენა სჭირდება.

,,ელკანას“ სოფლის განვითარების სამსახური შედის სოფელში და მუშაობს უშუალოდ მოსახლეობასთან - ცდილობს გამოავლინოს მათი ცოდნა და გამოცდილლება,მაგრამ ეს პროცესი ატარებს ძალდაუტანებელ ხასიათს - სოფლის განვითარების სამსახურის წევრები ცხოვრობენ სოფელში, ესაუბრებიან მოსახლეობას, აკვირდებიან სოფელს და იღებენ მაქსიმალურ ინფორმაციას სოფლად არსებული სიტუაციის შესახებ: როგორია სოციალური ფონი, რა პრობლემები აქვთ, რა პოტენციალია სოფლად და სხვა. ამ მეთოდოლოგიის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მიღებულ ინფორმაციას სოფლელების ჩაურევლად არ ვაანალიზებთ. სოფლის შესახებ ინფორმაციას აანალიზებს თავად სოფლის მოსახლეობა სოფლის საერთო კრებაზე, სადაც ანალიზის გარდა მთავარი პრობლემის გამოვლენა და მისი გადაწყვეტისათვის სოფლის პოტენციალის შეფასებაც ხდება. უმეტეს შემთხვევაში, სოფელი სწორად ხედავს და აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. ,,ელკანას“ როლი მხოლოდ ამ პროცესის ხელშეწყობაა. სოფლის განვითარების სამსახურის წევრები ხელს უწყობენ სოფლად აქტიური და სოფლის ნდობით აღჭურვილი პირებისგან ისეთი ჯგუფის,კომიტეტის, ჩამოყალიბებას, რომელიც შემდგომში სოფლის საერთო პრობლემების მოგვარებას უხელმძღვანელებს.

,,ელკანას“ პროგრამა ნაწილობრივ ფინანსურ დახმარებასაც ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ სოფლის მოსახლეობა შეძლებს საკუთარი ძალებით პრობლემის მოგვარების რეალური გეგმის შემუშავებასა და კონკრეტული საქმიანობის დაწყებას საკუთარი სახსრებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ,,ელკანას“ მთავარი მიზანია არა ერჯერადი დახმარება კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ სოფლად აქტიური და მდგრადი ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება სათანადო უნარჩვევები, რათა მომავალში დამოუკიდებლად შეძლოს სოფლის პრობლემებზე მუშაობა. ამგვარი მიდგომით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე 4 სოფლის კომიტეტში ჩამოყალიბდა. მათგან ართი პროექტი, ,,სოფლის სახლისა და ბიბლიოთეკის აღდგენა“, უკვე განხორციელდა სოფელ გურკელში (ახალციხის რაიონი). ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში მიმდინარეობს მდინარის ჯებირისა და ხიდის აღდგენის სამუშაოები. დანარჩენი ორი კომიტეტი კი პროექტის საბოლოო განაცხადზე მუშაობს.

აღსანიშვავია, რომ მას შემდეგ რაც სოფლის განვითარების ჯგუფმა იმ რეგიონში დაიწყო მუშაობა, სადაც ,,ელკანას“ წევრი მეურნეობები ცხოვრობენ, სოფელი კომიტეტში, მეტწილად, ბიომეურნეობას ირჩევს.სოფელს მიაჩნია, რომ მათ მეთი ინფორმაცია აქვთ და უფრო პროგრესულად აზროვნებენ. სოფლის პრობლემის წარმატებით მოგვარების შემდეგ, სოფელი მეტ ნდობას უცხადებს კომიტეტს, მეტ ინტერესს იჩენს მისი საქმიანობის, ბიომეურნეობის, მიმართაც და, შესაბამისად, ჩნდება დამატემითი მოთხოვნა ბიო - სამრჩევლო მომსახურებაზეც. ვფიქრობთ ასეთი მიდგომით ,,ეკლანა“ უკეთესად შეძლებს პოზიტიური გავლენის მოხდენას საქართველოს სოფლის მეურნეობაზე და განვითარების პროცესებზე სოფლად.

7 ბავშვთა დახმარების პროგრამა ,,მზესუმზირა“

▲ზევით დაბრუნება


მიხელ მინდაძე
ქალაქის საკრებულოს და მთავრობის მთავარი მრჩეველი განათლების და ბავშვთა დაცვის საკითხებში

თამარ ამზაშვილი, თბილისის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვთა უფლებების კომისიის უზრუნველყოფის საკოორდინაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე.

2003 წლის იანვარში თბილისის ,,კავკასიის ქალთა ქსელის“პროგრამის ფარგლებში,მერიასა და გერმანიის ტექნიკური დახმარების ორგანიზაციას(GTZ) შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ. თბილისის მერიასთან(GTZ) თანამშრომლობს ოთხი მიმართულებით, რომელთაგან ერთ - ერთი ბავშვთა სოციალური საკითხებია.

თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის ბავშვის უფლებათა დაცვის საქალაქო სამსახურის ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის უზუნველყოფის საკოორდინაციო ცენტრმა მოამზადა კონცეფცია, რომელიც აგებულია ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქსელური ურთიერთობების ჩამოყალიბების პრინციპზე, რომლის მიხედვითაც მოზარდები და მათი მშობლები თვითდახმარების საფუძველზე ადეკვატურ დახმარებას მიიღებენ.

უახლოეს პერიოდში საკოორდინაციო ცენტრის ძირითადი სამიანობა დაკავშირებული იქნება დასახული მიზნის რეალიზებასთან. სოციალური გარემოს მოწყობა ხელს შეუწყობს მოზარდების წარმატებით სოციალიზაციას საზოგადოებაში და მათ ადაპტაციას შრომით ბაზარზე; ასევე დაიცავს მათ მავნე ჩვევებისგან, როგორიცაა ნარკომანია,დანაშაულებები ახალგაზრდებს შორის.დაიძლევა არასრულწლოვანი მაწანწალების პრობლემა და შემცირდება სოციალური დისკრიმინაცია.

მიზნის მისაღწევად მიზანშეწონილია ქმედუნარიანი მოდელის შექმნა, რომლის ტირაჟირება შესაძლებელი იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით. სამოდელოდ შეიქმნა გლდანი - ნაძალადევის რაიონი. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის ბავშვის უფლებათა კონვენციის უზრუნველყოფის საკოორდინაციო ცენტრმა ჩამოაყალიბა პროგრამები და დასახა შემდეგი ამოცანები: ა)საქმიანობის ადვოკატირება, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებისათვის სასარგებლო ცვლილებების ინიცირებას, სტიმულს მისცემს საზოგადოებას, თვალყური ადევნონ მნიშვნელოვან საკითხებს და გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურას აიძულებს პრობლემები საჭიროებისამებრ გადაწყვიტოს.ბ) კვალიფიციური სპეციალისტების გუნდის შექმნა, რომელიც იმუშავებს გლდანი - ნაძალადევის რაიონში ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებისა და ინტერესების დადგენაზე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სოციალური დახმარების ფორმებზე.გ) ბავშვთა სოციალური დახმარბის ობიექტების განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის ურთიერთკავშირის დამყარება და უფლება - მოვალეობების განსაზღვრა; ამ ობიექტებზე ბავშვთა ხელმისაწვდომობისათვის შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების შექმნა.

კონცეფციის საფუძველზე შემუშავდა ბავშვთა მრავალპროფილიანი დახმარების პროგრამა ,,მზესუმზირა“, რომლის სწორად წარმართვისათვის შეიქმნება მრჩეველთა საბჭო. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის უზურუნველყოფის საკოორდინაციო ცენტრის, გლდანი - ნაძალადევის გამგეობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მრჩეველთა საბჭოს ძირითადი ფუნქცია იქნება მონიტორინგზე დაყრდნობით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ინფორმაციული,ადამიანური და ფინანსური რესურსების მოძიება, საქმიანობის ადვოკატირება, შემდგომი სტრატეგიის შემუშავება.

პროგრამა ,,მზესუმზირას“ განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ კოალიციის წევრი სუბიექტები. კოალიზაცია ძირითადად შედგება არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან.

კოალიზაციის წევრები იმუშავებენ სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისათვის კეთილსაიმედო სოციალური გარემოს შექმნაზე მათთვის საგანმანათლებლო, სამედიცინო და სოციალურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.

განათლების ხელმისაწვდომობაში განმსაზრვრელი ადგილი ეთმობა სხვადასხვა სოციალური ფენებისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, განათლების თანაბარუფლებიანობას. იგულისხმება როგორც სასკოლო, ასევე სპეციალური განათლება, ინდივიდუალური/ინტენსიური პროგრამების შექმნა ბავშვებისთვის, რომლებსაც არ უვლიათ სკოლაში და პედაგოგიურად და სოციალურად ჩამორჩენილნი არიან. ამ პროგრამების აპრიბაცია და დანერგვა მოხდება მიუსაფარ ბავშვთა ცენტრში ,,რწმენა“ და თბილისის #12 საშუალო სკოლაში,სადაც ამ ორგანიზაციის ბავშვები დადიან.

ასოციაცია ,,ანიკა“ თანამშრომლობს თბილისის #10ე საშუალო სკოლასთან.სკოლამდელი სარეაბილიტაციო სასწავლო ცენტრის მიერ სკოლამდელი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მომზადება ინტეგრაციული განათლებისთვის შეავსებს ასოციაცია ,,ანიკას“ საქმიანობებს,მითუმეტეს, რომ ,,ანიკა“ მონაწილეობას იღებს ამ კატეგორიის ბავშვებისთვის საცურაო აუზის რეკონსტრუქციაში.ესე იგი, სკოლამდელი - სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვები შეძლებენ მე - 10 სკოლაში იარონ და თავისუფალ დროს იცურაონ.

განათლების ხელმისაწვდომობაში,ასევე, იგულისხმება სახელობო სწავლება და პროფესიული განათლება ახალგაზრდებისათვის. ორგანიზაცია ,,რწმენაში“14 წლის ასაკამდე ბავშვებზე ზრუნავენ, აძლევენ მათ გარკვეულ განათლებასაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, იქიდან გასული ბავშვი სრულიად მოუმზადებელია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. მას არა აქვს პროფესია, საზოგადოებასთან შერწყმის უკეთეს შანსს მისცემდა. აქედან გამომდინარე ჩაფიქრებულია ორგანიზაციების - ,,რწმენისა“ და ,,კარიტასის“ ერთობლივი საქმიანობა. მათ მხარში ამოუდგება ორგანიზაცია ,,მკურნალიც“.,,რწმენის“აღსაზრდელებს შესაძლებლობა მიეცემათ ,,კარიტასის“ სახელოსნოებში სხვადსხვა ხელობებს დაეუფლონ.

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო გარანტიების უმრავლესობა ფინანსურად ცუდადაა დაბალანსებული, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ სარგებლობს ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით. ამასთან ერთად, მოსახლეობა ძალზე ცუდათაა ინფორმირებული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამების შესახებ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით შესაძლებელი გახდება ამ ხარვეზის გამოსწორება.

სოციალურ დახმარებაში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში) ვგუხისხმობთ არსებული ობიექტების განვითარების ხელშეწყობას.ახალი მიდგომების დანერგვას ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში. ამ მიზნით საკოორდინაციო ცენტრმა ორგანიზაცია ,,მომავლის“წევრებთან ერთად დაიწყო სოციოლოგიური კვლევა.სხვა პარამეტრებთან ერთად დადგინდება ამ რაიონში მცხოვრები ბავშვების საჭიროებანი და ინტერესები, შემუშავდება რეკომენდაციები არსებული საბავშვო დაწესებულებების შემდგომი განვითარებისათვის.

აუცილებელი იქნება ფსოქოლოგების დახმარება,ოჯახების სტრესული მდგომარეობიდან გამოსაყვანად, მათთვის შრომითი უნარ - ჩვევებისა და სამუშაოს მოძიების უნარის განვითარების კუთხით ტრენინგების ჩატარება.

სასარგებლო იქნება, აგრეთვე, ტრენინგები მცირე ბიზნესის წარმოებაში. ოჯახების დახმარება საშუალებას მოგვცემს ,,რწმენაში“ მცხოვრები ბავშვების ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახებში დავაბრუნოთ (ან დაბრუნების შანსი მივცეთ), თუ არა და, მათთვის მიმღები ოჯახები მოვიძიოთ. ამ პროცესის განვითარებაში დაგვეხმარებიან ორგანიზაცია ,,მომავლის“ სოციალური მუშაკები.საკოორდინაციო ცენტრი გლდანი ნაძაკლადევის გამგეობასთან ერთად ტრენინგს უტარებს იმ პირებს,ვინც სოციალურ სფეროში მუშაობს, მაგრამ არა აქვს სპეციალური მომზადება და უნარ - ჩვევები.ამ პიროვნებებს ტრენინგის შემდეგ საშუალება მიეცემათ, კომპლექსურად განიხილონ ბავშვის საჭიროებანი და შესაბამისი დახმარება გაუწიონ მას. პროგრამის განხორციელების ყველა ეტაპზე, აქტიურად ჩაებმევიან მოხალისეები. ისინი შეირჩევიან სოციოლოგიის, ფსიქოლოგიისა და იურიდიული ფაკულტეტების მაგისტრატურიდან.

8 სოციალურ მუშაკთა ტრენინგი თბილისსა და ქუთაისში

▲ზევით დაბრუნება


მ. ჯაფარიძე, ლ. ქსოვრელაშვილი, თ. ლომაძ
სულხან საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრა, არასამთავრობო ორგანიზაცია სხივი“

2003 წლის ზაფხულში, საქართველოს პროფესიონალ სოციალურ მუშაკთა და ფსოქოლოგთა დახმარებით საქართველოს თემის მობილიზების სოციალური პოლიტიკის ჯგუფმა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყიფის სამინისტრომ რეგიონული სოციალური მუშაკებისთვის ორი სპეციალური სამუშაო შეხვედრა მოაწყო .სახელმწიფო სამსახურის სოციალური მუშაკის მოვალეობაა, აქტიურად იმუშაოს ადგილოვრი მოსახლეობასთან მისი სოციალური უზრუნველყოფისა და დაცვის კუთხით, კერძოდ, მოხუცების, იძულებით ადგილნაცვალი პირების, ინვალიდების თუ სხვა დაუცველი კატეგორიის ჯგუფთა პენსიითა და სხვა მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხებზე. სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე სოციალურ მუშაკებს ადრე არავითარი წრთვნა ამ კუთხით არ ჩატარებიათ. ამრიგად, ზემოთ ხსენებული სამუშაო შეხვედრები, საქართველოს თემებში სოციალური მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და მოქმედ სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის იყო მოწოდებული. ორი ოთხდღიანი ტრენინგი გაიმართა თბილისსა და ქუთაისში. მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია სოციალური მომსახურისთვის აუცილებელი ის ძირითადი მახასიათებლები და საჭიროებები, რომლებიც ფსიქოლოგებმა ტრენინგების დროს გამოავლინეს. (მერი ელენ ჩატვინი, საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივა, მრჩეველი სოციალური პოლიტიკის საკითხებში)

სოციალური სამსახურის კომპლექსური საქმიანობაა, რომელშიც უმნიშვნელოვანესი ადგილი ფსიქოლოგიას უკავია. ბუნებრივია, სოციალურ მუშაკთა ეფექტური მუშაობა დიდად არის დამოკიდებული მათ ფსიქოლოგიურ განათლებაზეც. ამ აუცილებლობის გათვალისწინებით სულხან საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის თანამშრომლებმა პროფესიონალ სოციალურ მუშაკებთან ერთად ჩავატარეთ 4 დღიანი ტრენინგი თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოში მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის და ქუთაისში, დასავლეთ საქართველოში მომუშავეებისათვის. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 113-მა სოციალურმა მუშაკმა, აქედან 89 სამთავრობო სტრუქტურებში დასაქმებული სოციალური მუშაკები არიან, ხოლო დანარჩენები - არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. ჩვენს მიერ ჩატარებული მუშაობა სხვადასხვა დანიშნულების პრაქტიკულ აქტივობას მოიცავდა. ჩატარებული სამუშაოს მასალათა ანალიზმა მრავალი ყურადსაღები მოთხოვნა წარმოაჩინა. მათი განხორციელება სოციალურ მუშაკებს აუცილებლად მიაჩნდათ:

პროფესიული კომპეტენციის განვითარების მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებათა ჩატარება (ტრენინგები, სემინარები, შეხვედრები...);

თბილისში მომუშავე წამყვანი სოციალური მუშაკების შეხვედრა რეგიონებში მომუშავე სოციალურ მუშაკებთან, სოციალურ მუშაკთა გაცვლითი პროგრამა;

განვითარებული ქვეყნების გამოცდილებასთან ერთად განვითარებადი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება;

სისტემატიური ფსიქოლოგიური დახმარება;

იურიდიული კონსულტაციები;

სპეციალური ლიტერატურა, ნაბეჭდი მასალები, ვიდეო მასალები;

კოორდინაცია სხვადასხვა დონეზე;

სოციალურ მუშაკთა ასოციაციის შექმნა;

საკუთარ უფლებათა დაცვა;

საქართველოში სოციალურ სამუშაოსთან დაკავშირებული პერსპექტივების გაცნობა;

საქართველოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა შეხვედრა;

გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

ტრენინგის მონაწილეებმა, ასევე, დაასახელეს სოციალური მუშაკის საქმიანობის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორებიც. ესენია:

სოციალური მუშაკების არასაკმარისი განათლება და დაბალი პროფესიონალიზმი;

მატერიალური სიძნელეები (მტკიცე ხელფასი, მიუწვდომელი სოციალური გარემო, ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციის პრობლემები);

ადმინისტრაციული ბარიერები და ბიუროკრატიზმი; საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილება;

ინფორმაციული ვაკუუმი;

ადამიანის ფსიქოლოგიის არასაკმარისი ცოდნა, (როგორც საკუთარი, ისე კლიენტის);

სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებს შორის არსებული უნდობლობა.

სოციალურმა მუშაკებმა დაასახელეს, ასევე, ის უნარ - ჩვევები, რომელთა დეფიციტსაც ისინი აშკარად გრძნობენ, და რომელთა დახვეწას აუცილებლად მიიჩნევენ. ეს უნარ - ჩვევებია:სტრესის დაძვევა, ემოციური რეგულაცია, სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენება; ნებისყოფის გამომუშავება და გადაწყვეტილების გამოტანა; თავისუფალი აზროვნება და ამოცანის გადაჭრა; კომუნიკაცია;ასერტული ქცევის განხორციელება; კონფლიქტების მართვა;კვლევა.

ტრენინგის შეფასების მასალის დამუშავებამ საშუალება მოგვცა გამოგვევლინა ის ფაქტორები, რომლებიც სოციალური მუშაკების პროფესიული დაოსტატებისთვის ღირებული და შედეგობრივი აღმოჩნდა. ესენია: ახალი ინფორმაცია, პრობლემათა სიღრმისეული ხედვა, პროფესიული ზრდით გამოწვეული ინტელექტუალური კმაყოფილება, საკუთარი როლის მეტად გაცნობიერება და სიამაყე;ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომფორტი, ჯგუფური მუშაობის ჩვევები, კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობის გაცნობიერება, მომავლის იმედი, სწავლის გაგრძელების სურვილი, ტრენინგების გაგრძელების მოთხოვნა და აქტივობის გაზრდა.

9 ,,უბრალო“ მოქალაქეები ადვოკატირებას ცდილობენ

▲ზევით დაბრუნება


ნესტან ნებულიშვილი
იმერეთის რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფი, ფონდ ,,ჰორიზონტის“ ქუთაისის ოფისი

სიტყვა ,,ადვოკატირებას“ ამ შემთხვევაში ბევრი არაფერი აქვს საერთო იურიდიულ სამსახურთან, იგი უფრო პროცესს ნიშნავს(სოციალური ინტერესების დაცვა), რომელიც დაიწყეს და ამჟამადაც აგრძელებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონში სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის (სპსჯ)წევრები. ერთი ასეთი ჯგუფი იმერეთშიცაა შექმნილი.

იმერეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი 2002 წელს ჩამოყალიბდა.იგი შედგება იმერეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების და სათემო კავშირების აქტიური წევრებისაგან, რომელთა მიბილიზება მოახდინა Care international-მა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,თემის მობილიზების ინიციატივა“ ფარგლებში.

ჯგუფის საქმიანობა დაკავშირებულია ფონდ ,,ჰორიზონტთან“ - როგორც ,,Care international-ის პარტნიორ ორგანიზაციასთან და Care-ს ქუთაისის ოფისთან, რომელთან ერთად იგი რეგიონში სოციალურ პოლიტიკას ახორციელებს.

ამ ეტაპზე იმერეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი ასრულებს Care-ის დაფინანასებულ ადვოკატირების პროექტს, რომლის მიზანია ბაღდათის, წყალტუბოსა და თერჯოლოს რაიონების ადგილობრივი ბიუჯეტით გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული დახმარების ჯანდაცვითი პროგრამების სრულყოფილი დაფინანსება.ეს გულისხმობს თემების ინტერესების ლობირებასა და დაცვას ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებში.

მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროცესში არსებული ნაკლოვანებები კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა იმერეთის სპსჯ-ს მიერ გასული წლის შემოდგომაზე აღნიშნულ რაიონებში განხორციელებული საინფორმაციო შეხვედრების დროს. პრობლემის სიმწვავე დასტურდება სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის იმერეთის რეგიონული ფილიალის სტატისტიკური მონაცემებითაც.

ქვეყანაში შექმნილი სოციალურ - ეკონომიკური კრიზისისა და ცხოვრების დაბალი დონის გამო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის თითქმის მიუწვდომელი გახდა სამედიცინო მომსახურება.სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებული შეღავათები (უფასო მედიკამენტები, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამიკვლევების შესაძლებლბა და სხვა.)მკვეთრადაა შემცირებული ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული დახმარების არასრულფასოვანი დაფინანსებით.

წინასწარი მოკვლევებით გამოიკვეთა ჯანდაცვის შესაბამისი პროგრამის განხორციელების ასეთი მიზეზები:ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული დახმარების პროგრამების შეუსრულებლობა (შესაბამისი პროგრამების დაფინანსება რაიონებში საშუალოდ 25% - ია), მოსახლეობის გაუთვითცნობიერება შეღავათების შესახებ, დაწესებულებებში არსებული დავალიანებები (ძირითადად, საგადასახადო სამსახურებისა), პაციენტთა აღრიცხვა - რეგისტრაციის არასრულფასოვანი მომსახურეობა ზოგჯერ არამიზნობრივად სრულდება).

იმერეთის რეგიონის სოციალური პოლიტიკის სამუსაო ჯგუფმა ჯანდაცვით პროგრამებში ამ ხარვეზების შევსება და სიტუაციის გაუმჯობესება ადვოკატირებისა და მონიტორინგის გამოყენებით გადაწყვიტა. ჯგუფი ოთხი თვის განმავლობაში საზოგადოების ინტერესების დაცვის სპეციალურად შემუშავებულ პროექტს ახორციელებდა. ამ მიმართულებით დაგეგმილ უმრავლესობა წარმატებით შესრულდა. ყველა ღონისძიება მიმართული იყო ჯანდაცვითი პროგრამების გაუმჯობესებისაკენ და მიზნად ისახავდა იმერეთის სამ რაიონში საკრებულოების მიერ ადგილობრივი ბიუჯეტით დასაფინანსებელი გადაუდებელი სტაციოანალური და ამბულატორიული დახმარების ჯანდაცვითი პროგრამების რეალურ ამოქმედებას.

როგორ წარმართ სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა „ ადვოკატირება“?

ჯგუფმა მოიკვლია ინფორმაცია ადგილობრივი ბიუჯეტით დასაფინანსებელი ჯანდაცვითი პროგრამებისა და არსებული მმართველობის და თვითთმართველობის ორგანოთა სტრუქტურისა და უფლება - მოვალეობნების შესახებ; მოიპოვა ინფორმაცია ადგილობრივი ბიუჯეტით დასაფინანსებელი ჯანდაცვითი პროგრამების დაფინასების შესახებ დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან; ამ ინმფორმაციებზე დაყრდნობით ჯგუფმა გამართა სამ-სამი შეხვედრა თითოეულ რაიონში; ჩატარდა ანკეტირება. გამოიკითხა 350 ადამიანი. ჯგუფმა ამბულატორიდან მოიპოვა ყოველთვიური მონაცემები არსებული დავალიანებების შესახებ.

სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო, რაიონებში საფუძველი ჩაეყარა კოალიციებისათვის, რომლებიც პროექტის განხორციელებაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ასეც მოხდა. ამ ნიშნით გამართულ შეხვედრებში თერჯოლის, წყალტუბოსა და ბაღდათის რაიონებში მონაწილეობა მიიღო სათემო და არასამთავრობო კავშირების, ამბულატორებისა და რაიონული საავადმყოფოების, ასევე მასმედიის 140-მა წარმომადგენელმა.

მონაწილეთა უმეტესობამ გამოთქვა სამომავლოდ ერთად მუშაობის სურვილი (ასეთი სულ 26 ორგანიზაციაა) და ერთობლივ შეკრებაზე ხელი მოაწერა კოლექტიურ ხელშეკრულებას. ამით ადვოკატირების პირველი პროექტი იმერეთში ფაქტობრივად დასრულდა.

სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი მოელის, რომ მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად მომავალში გაიზრდება ადგილობრივიო ბიუჯეტიდან ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსება, მოწესრიგდება პაციენტთა აღრიცხვა - რეგისტრაციის სისტემა, გაიზრდება მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მოცულობა, შეიქმნება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის პრეცედენტი, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ინფორმაცია არსებული ჯანდაცვითი პროგრამების შესახებ და რაიონის საკრებულოები ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფენ თანხებს ჯანდაცვითი პროგრამების განსახორციელებლად.

შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად მიზანი უკვე მიღწეულია - იმ რაიონების საკრებულოებმა და გამგეობებმა, სადაც სპსჯ-ის წევრები ადვოკატირების პროექტზე მუშაობდნენ, გამონახეს თანხები აღნიშნული პრობლემის შეძლებისდაგვარად მოსაგვარებლად, ან სამომავლო ბიუჯეტში გასათვალისწინებლად. ასე მაგალითად: პროექტის დასაწყისში რაიონების ადგილობრივი ბიუჯეტების (2002 წლის) მონაცემებით გადაუდებელი სტაციონალური და ამბულატორული დახმარების ჯანდაცვითი პროგრამების დაფინასება თითოეულ რაიონში შეადგენდა: წყალტუბოში 13. 04%-ს, ბაღდათში 18.31-ს, თერჯოლაში 31.52%-ს. 2003 წლის 1 ოქტომბრის მონაცემები კი ასეთია: წყალტუბოში 43%, ბაღდათში - 21%, თერჯოლაში - 100%.

აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის გაზრდამ ადეკვატურად გაზარდა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მოცულობა. ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებზე მოსახლეობამ გაიგო, და უკეთ ჩაწვდა ჯანდაცვითი პროგრამების არსს და ადამიანთა სამედიცინო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მექანიზმს. ამით შეიქმნა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის პრეცედენტიც.

მთელ ამ პროცესში არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მიღწევა - მოქალაქეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა უკეთ გაიგო და აღიქვა საკუთარი უფლებები, შესაძლებლობები, მოვალეობები და მიზნად მათი ყოველდღიურობაში დამკვიდრება დაისახა. ამგვარად, იმერეთის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში რეალურ წინსვალას მიაღწია.

10 თანამშრომლობა თემის სოცილური განვითარების მდგრადობისათვის

▲ზევით დაბრუნება


ვასილ გულეური
ჟურნალისტი, შიდა ქართლის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრი

ბოლო წლებში საქართველოში შეიმჩნევა სათემო ორგანიზაციების გააქტიურება - მოსახლეობა აცნობიერებს, საკუთარი სოციალური პრობლემების მოგვარება მათი აქტიური მონაწილეობით არის შესაძლებელი და არ შეიძლება საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა მხოლოდ ხელისუფლებას მიანდო. სოციალური პრობლემები კი, საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად თავზესაყრელად აქვს.

თემის გააქტიურებაში დიდი როლი შეასრულა საქართველოში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებამ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მასმედიასთან და თემის წარმონმადგენლებთან თანამშრომლობით შეძლეს ბევრი ისეთი პრობლემის მოგვარება, რაც წლების მანძილზე გადაუჭრელი იყო. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ,,ძალა ერთობაშია“ და თემის სოციალური განვითარების მდგომარეობა, სამოქალაქო ინტერესების დაცვა და სწორი სოციალური განვითარების მდგრადობა, სამოქალაქო ინტერესების დაცვა და სწორი სოციალური და საზოგადოებრივი პოლიტიკის შემუშავება სექტორებს შორის თანამშრომლობით არის შესაძლებელი. შიდა ქართლის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის საქმიანობა და მიღწეული შედეგებიც ამას ადასტურებს.

პრობლემა, რომლითაც შიდა ქართლის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის ჯანდაცვის ქვეჯგუფები დაინტერესდა, მარტო შიდა ქართლში კი არა, მსოფლიოშია აქტუალური - შაქრიანი დიაბეტი დღეს ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. თუმცა, გორის რაიონში მცხოვრებ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს, ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პრობლემებიც უფრო მეტი აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტით დაავადებულთათვის შემუშავებულია სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამები და გათვალისწინებულია გარკვეული შეღავათები, ავადმყოფებს არ გააჩნიათ სრულყოფილი ინფორმაცია და ხშირად იმ შეღავათებით და უფასო სამედიცინო მომსახურეობითაც ვერ სარგებლობენ, რაც ამ პროგრამებითაა გათვალისწინებული.

ოფიციალური მონაცემებით, გორსა და გორის რაიონში 2088 დიაბეტით დაავადებულია, მათგან 566 - ინსულინდამოკიდებულია. ინსულინს ისინი უფასოდ იღებენ, მაგრამ წამლის მიღებამდე მათ ექიმს კონსულტაცია უნდა მიიღონ (ყოველთვიურად), რაშიც 2 ლარის გადახდა უწევთ. თუ ამას დავუმატებთ იმ თანხას, რასაც სოფლის მაცხოვრებლები გორში ჩამოსვლისთვის ხარჯავენ, შეიძლება ითქვას, რომ წამალი მათთვის უფასო სულაც არ არის.

პრობლემის უკეთ შესწავლის მიზნით შიდა ქართლის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის შიოდა ქართლის რეგიონალური დეპარტამენტიდან და სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტიდან და სოპციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შიდა ქართლის რეგიონალური ფილიალიდან გამოითხოვა ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულთათვის სახელმწიფო, მუნიპიცალური და სადაზღვეო პროგრამების შესახებ.

მოწოდებული ინფორმაციით, 2003 წლის 1 ინავრამდე დიაბეტით დაავადებულთათვის ინსულინით მომარაგების პროგრამა სახელმწიფო სადაზღვეო კომპანიის მიერ ხორციელდება. 1 იანვრიდან კი - სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ.

2002 წლის 1 აპრილამდე, შიდა ქართლის სამხარეო მუნიციპალური ფონდი აფინანსებდა დიაბეტით დაავადებულთა ექვსჯერად კონსულტაციებს ექიმ - ენდოკრინოლოგთან და ექვსჯერად ანალიზს. 1 აპრილიდან, პარლამენტის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური კომპანიას გადაეცა და აღნიშნული მომსახურება გაუქმდა.

მას შემდეგ, რაც სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მოიძია, მოვიდა შეტყობინება, რომ 2003 წელს 1 სექტემბრიდან სადაზღვეო პროგრამით კვლავ მოხერხდა ამ მომსახურების დაფინანსება. თუმცა, რომ არა სამუშაო ჯგუფის მოთხოვნა, ეს ინმფორმაცია კარგა ხანს ვერ მივიდოდა ავადმყოფებამდე. გამოიცა სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც დაიბეჭდა სრული ინფორმაცია, თუ რა სახცელმწიფო, ჯანდაცვისა, მუნიციპალური და სადაზღვო პროგრამებია დიაბეტით დაავადებულთათვის.ბიულეტენი უფასოდ მიეწოდა გორისა და გორის რაიონში მცხოვრებ დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფთა ოჯახებს.

შემდეგ, გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შიდა ქართლის რეგიონული ფონდის შიდა ქართლის რეგიონალური ფილიალის უფროსი, გორის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე, შიდა ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ს. ს. რ/ც საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანების ექიმი - ენდოკრინოლოგი, ფონდ „ჰორიზონტის“ თბილისის ოფისის თანამშრომელი და ჯანდაცვის სოციალური პოლიტიკის ანალიტიკოსი, საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის მრჩეველი სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრები და ფონდ „ჰორიზონტის“ გორის ოფისის თანამშრომლები.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ავადმყოფებისთვის ინფორმაციის სრულად მიწოდება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის შიდა ქართლის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფს, ძალიან მნიშვნელოვანია. აზრტა ურთიერთგაზიარების გარდა, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თემთან თანამშრომლობით, ერთობლივად შეიმუშავებდნენ პრობლემების გადაჭრის გზებს.

მთავარი მაინც ისაა, რომ ჩატარებულმა სამუშაოებმა როგორც მოსახლეობას, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების მესვეურთ დაანახა, რომ პრობლემების მოგვარება და სოციალური განვითარება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, სხვადასხვა სექტორებს შორის და ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

11 სოციალური პოლიტიკის ჯგუფი ისანი - სამგორის რაიონში სოციალური პოლიტიკის შესაცვლელად პირველ ნაბიჯებს დგამს

▲ზევით დაბრუნება


ნანა დათუაშვილი
ისანი - სამგორის სოცაილური პოლიტიკის ჯგუფის წევრი

გაჭირვებულ ქვეყანაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას უჭირს, მაგრამ საერთო სირარიბის ფონზე ათგზის სავალალოა სოციალურად დაუცველი ფენების მდგომარეობა. ამიტომ, მათი თანადგომა და მათზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. ამ მისიით და სოციალური პოლიტიკის საქმეში ცვლილებების შესატანად თბილისში, ისანი - სამგორის რაიონში პირველ ნაბიჯებს დგამს სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი, რომელიც 2002 წელს აღმოსავლეთი საქართველოს სათემო მობილიზაციის ინიციატივის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუგფების და მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გაერთიანების საფუძველზე დაფუძნდა. ჯგუფი სამართლებრივი სტატუსით არარეგისტრირებულ კავშირს წარმოადგენს. მისი წევრების ინიციატივით სათემო მობილიზაციის 45 პროექტი განხორციელდა. მობილიზაციის თითოეული ციკლი აგებული იყო წინა მიღწევებზე და მიღებულ გამოცდილებაზე. ასე რომ, ისანი - სამგორის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრებმა თემთან ურთიერთობების, თემში საჭიროებების კვლევის გარკვეული გამოცდილება უკვე დააგროვა. ჯგუფი მიზნად ისახავს:

რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე სოციალური პოლიტიკის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მოსახლეობის ფართო ფენების მონაწილეობის უზრუნველყოფას;

მიმდინარე სოციალური რეფორმების განხორციელებაში და მონიტორინგში მოსახლეობის ფართო ფენების მონაწილეობის უზრუნველყოფას;

სოციალური პოლიტიკის და შესაბამისი რეფორმების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღებას;

საზოგადოებისათვის ადეკვატური და დროული ინფორმაციის მიწოდებას დაგეგმილი ან მიმდინარე სოციალური რეფორმების შესახებ;

საზოგადოების ინტერესების ლობირებას და დაცვას ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების დონეზე;

მუშაობის პროცესში სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფისათვის მნიშვნელოვანი იყო მჭიდრო კონტაქტის დამყარება თემთან და ხელისუფლებასთან ყველა დონეზე. საქმიანობის პრიორიტეტულ სფეროდ კი ჯგუფმა ბავშვთა კეთილდღეობა, ჯანდაცვა და განათლება აირჩია.

ცნობილია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები საზოგადოებისგან იზოლირებულნი არიან. აქედან გამომდინარე, საქართველოში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლება ძირეულ ცბვლილებებს საჭიროებს. ბოლო წლებში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ცნება „ინკლუზიური განათლება“ სწავლების ეს მოდელი ყველა მოსწავლეს აძლევს თანაბარ შესაძლებლობებს ღირსეულ წარმოჩინდეს ფიზიკური, სოციალური თუ ფსიქოლოგიური პრობლემის მიუხედავად.

„ინკლუზიური განათლება“

სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფისათვის სწავლების ამ მოდელის დამკვიდრების პირველი ცდა იყო პროექტი, რომელიც თბილისის 180-ე საშუალო სკოლაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სასკოლო პროცესში ჩართვის მიზნით, სასურველი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნას გულისხმობდა. ინკლუზიური (ჩართული) სწავლება სასრგებლოა შეუზღუდავი შესაძლებლობების ბავშვებისათვის, ვინაიდან ასეთ ვითარებაში ისინი, ჩვეულებრივ, გაგებით ეკიდებიან მათგან განსხვავებული ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების პრობლემებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა ჩატარებული სემინარებისა და აქციების წყალობით მართლაც შეუქმნა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს კეთილგანწყობილი ფსიქოლოგიური გარემო სკოლაში. ჯგუფის მუშაობის თვალსაჩინო შედეგი ის არის, რომ დღეს, 180-ე სკოლაში სწავლობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 4 ბავშვი და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს ასეთი ბავშვების მოთხოვნილებისადმი სკოლის შენობის ადაპტაცია.თუმცა, ინკლუზია მხოლოდ მხოლოდ შენობის ადაპტაციას როდი ნიშნავს? ჯგუფი ფიქრობს,რომ ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის და ახალ საქმიანობას გეგმავს, რაც წინა პროექტის ლოგიკური გაგრძელება იქნება.

არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული

ამ ბოლო დროს საგრძნობლად იმატა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა მაჩვენებელმა. მშობელთა ყურადღებას და მზრუნველობას მოკლებული ბავშვები თავს ხშირად მათხოვრობით და დანაშაულებრივი გზებით ირჩენენ. ქვეყანაში აღარ არსებობოს აღმზრდელობით - პროქილაქტიკური ღონისძიებების ძველი მექანიზმები, ახალი - ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა ადგილობრივ გამგეობასთან და რაიონული პოლიციის სამმართველოსთან ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა კომისიები. ამ კომისიებს არაფერი აქვს საერთო პრობლემებისადმი თანამედროვე მიდგომასთან, არ გააჩნია სპეციალური პროგრამა და არ ჰყავთ კვალიფიკაციური კადრები. სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული პროექტის - ,,არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია“ - მიზანი იყო არასრულწლოვან მოზარდებში დანაშაულებათა აღმოფხვრის გზების ძიება და საზოგადოების ინფორმირება რაიონში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებების მიზეზებზე. ეს პროექტი იმთავითვე გულისხმობდა ჯგუფის წევრების მჭიდრო ურთიერთობას ისანი - სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაცია, მოინახულა ავჭალის კოლონია, ესაუბრა მსჯავრდებულებს“, გაარკვია, რა პირობებში უხდებოდათ მათ ცხოვრება, რა მიზეზით ჩაიდინეს დანაშაული და რას აპირებენ პატიმრობის შემდეგ.ჯგუფის წევრებმა ბავშვები დაარწმუნეს იმაში, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისინი უყვართ და მათზე ზრუნვა სურთ. ჯგუფმა დაასკვნა, რომ არასრულწლოვანებში დანასაულის ჩადენის მიზეზი, ძირითადად, სოციალურ პრობლემებს და მოზარდებისადმი არასწორ მიდგომას უკავშირდება.

განათლება

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. მსოფლიო ბანკი განვითარების საერთაშორისო ასოციაციის მიერ გამოყოფილი კრედიტის საშუალებით განათლების სამინისტრომ დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის რეფორმა, რომლის მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ამ მიმართულებით სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა შეასრულა პროექტი, რომლის მიზანი იყო ისანი - სამგორის რაიონის სკოლების პედაგოგების ინფორმირება განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, ასევე, მოქალაქეებისათვის ინფორმირება განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებებისა და მსოფლიო ბანკისა და განათლების სამინისტროს „ განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამის“ შესახებ. პროექტი გულისხმობდა საჯარო შეხვედრების დროს მონაწილეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების, შეხედულებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების შეგროვებას.

2003 წლის გაზაფხულზე სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრებმა განახორციელეს ისანი - სამგორის რაიონის 20 საშუალო სკოლაში კლასელთა გამოცდების მონიტორინგი (იხილეთ მოცემულ გამოშვებაში მარინა კუჭუხიძის სტატია). ტესტირება მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას შედარებით ახალი მეთოდია, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რეფორმის გარდამავალ პერიოდში რამდენად ობიექტურად ჩატარდება იგი. სამუშაო ჯგუფის წევრები დააკვირდნენ, როგორ უზრუნველყვეს დირექტორებმა თავიანთ სკოლებში ობიექტური ტესტირება და ამასთან დაკავშირებითაც მათაც და პედაგოგებსაც წინასწარ მომზადებული კითხვარი შეავსებინეს. ამ კითხვარმა მასწავლებლებსაც და დირექტორებსაც საშუალება მისცა, სრულად გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება შეფასების ახალი მეთოდის მიმართ და თავიანთი შენიშვნებით, მოსაზრებებითა თუ რჩევებით ხელი შეეწყოთ განათლების სისტემის რეფორმისთვის,კერძოდ, შეფასების სისტემის ახალი მოდელის შემუშავებისათვის.

მზრუნველობას მოკლებული ბავშვები

მზრუნველობას მოკლებული ბავშვების გამოსავლენად, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში არსებული პროგრამების, დახმარებისა და შეღავათების შესახებ მათი მშობლებისა და მეურვეობის ინფორმირებისათვის და რაც მთავარია, ამ პროგრამების ასამოქმედებლად, ისანი - სამგორის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა კიდევ ერთი პროექტი განახორციელა. მონაცემების შეგროვებისა და სათემო შეხვედრების მოწყობის გარდა ჯგუფის წევრებმა კარდაკარ იარეს სკოლის დირექტორების მიერ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების შესახებ მოწოდებული ინფორმაციული მონაცემების გადასამოწმებლად. აღმოჩნდა, რომ მშობლერბისა და მეურვეების დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცოდა, კანონით რა შეღავათები ეკუთვნოდათ.

თემში მუშაობის სიძნელეები

თავიდან ადამიანები ეჭვის თვალით უყურებდნენ მათ, ვინც ინფორმაციის შეგროვებას ცდილობდა. განსაკუთრებით უარყოფით ასოციაციას მათში სიტყვა „პოლიტიკა“ იწვევდა. მაგრამ შემდეგ, როცა გაერკვნენ, თუ რისთვის ირჯებოდნენ სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრები, გულდასმით დაიწყეს მათი კოორდინატების ჩაწერა, რათა საჭირო დროს დაკავშირდებოდნენ. ჯგუფის წევრებს სიხარულით და თანამშრომლობის დიდი სურვილით არ ხვდებოდნენ ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლები, მაგრამ თანამშრომლობა მათ შორის მაინც შედგა: მიმდინარეობდა ინფორმაციის გაცვლა.

შედეგი

პროექტის განხორციელების პროცესში სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა ისანი - სამგორის რაიონში მშობლების მიერ მიტოვებული 1 ბავშვი აღმოაჩინა. იმათმა ფაქტობრივმა მზრუნველებმა ვერ მოახერხეს მეურვეობისუფლების დაკანონება და ამის გამო, ბავშვები სახელმწიფო სოციალური დახმარებით ვერ სარგებლობენ. სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი დაუკავშირდა მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრს, რომლის რეკომენდაციით ზემოაღნიშნულ ბავშვებს საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში დაეხმარნენ. სამუშაო ჯგუფმა ადგილობრივი გამგეობისა და თბილისის საკრებულოსთვის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სარეკომენდაციო წინადადებები მოამზადა.

განხორციელებულმა პროექტებმა ისანი - სამგორის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფს საგულისხმო ცოდნა შესძინა, ადგილობრივ თემში ბევრი მხარდამჭერიც გაუჩინა, ჯგუფი აქცია ერთ ძლიერ, მეგობრულ, ქმედუნარიან გუნდად, რომელიც უკვე ფონდების ფინანსური მხარდაჭერის გარეშე საქველმოქმედო აქციის ჩატარებას ეჭიდება. ამ აქციაზე რამდენიმე სკოლის მოსწავლეები ორი სარეაბილიტაციო ცენტრის, „ლამპიონისა“ და „სათნოების“ ბავშვებისათვის თბილ ტანმსაცმელს შეაგროვებენ. ამ ბავშვებისათვის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფმა საშობაო კონცერტიც ჩაატარა.

12 პოტსაბჭოური სივრცე გენდერულ კინორაკურსში

▲ზევით დაბრუნება


ვერა წერეთელი
ხელოვნებათმცოდნე

თითქოს და ქალის თემა კინოში, როგორც მხატვრულში ისე დოკუმენტურში, ახალი არ არის. ქალის ბედით ყოველთვის იყო გაჯერებული ნებისმიერი კინოსიუჟეტი, იგი მუნჯ კინოსაც ამშვენებდა, თუმცა, სქესის თანასწორობის იდეა ეკრანის ვარსკვლავების სახეებში არ იკითხებოდა, იგი ყოველდღიური ცხოვრების ატრიბუტი იყო.

ახლა „გენდერული საკითხი“, მთელი თავისი მრავლისმომცველობით, აისახა დოკუმენტურ კინოში, კერძოდ, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ქალთა სქელური პროგრამის გრძელვადიან პროგრამაში - „გენდერული პოლიტიკა და მედია“. 12 პოტსაბჭოური ქვეყნის და მონგოლეთის თანამშრომლობით შეიქმნა დოკუმენტური ფილმების კოლექცია რუბრიკით: „ხალხი და როლები: გენდერული ფორმატი“.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ქალთა დღევანდელი ყოფა, მათი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები, შეუსწავლელი სფეროა. დამოუკიდებელი ქვეყნების კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობა ქალებთან მიმართებაში ვრცელდება მხოლოდ მათ მოვალეობებზე და არა მათ უფლებებზე.

ცხოვრების მრავალსპლანოვანობა აისახა გენდერული კოლექციის ცხრა ფილმიან კოლექციაში, რომელშიც შედის აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, ლიტვის, მონგოლეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, უკრაინისა და ესტონეთის დოკუმენტური ფილმები. კოლექცია ნაჩვენები იყო ლიტვის, მონგოლეთის, რუსეთის, თურქეთის, უზბეკეთის საერთაშორისო ფესტივალებზე.

თითოეულ ფილმში მოცემულია ცხოვრების თავისებური სურათი და მთლიანობაში წარმოადგენს პოტსაბჭოური სივრცის საზოგადოების ხატს. როგოტრი უცნაურიც არ უნდა იყოს, გენდერულმა „ფორმატმა“ მთლიანად განაპირობა მიმდინარე პროცესების პოლიტიკური და სოციალური ასპექტები.

ყველაზე სრულ ინფორმაციას ქვეყნის შესახებ გვაწვდის ლიტვური ფილმი „ხვალ უკეთესი იქნება?“ ფილმში მოთხრობილია სხვადასხვა სოციალური ფენის ოთხი ქალის ამბავი. მისი პერსონაჟებია ქალი - ფერმერი, რომელიც მეურნეობას უძღვება; მოვლილი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცეული პროფესორი, პოლიტოლოგი, ამჟამად პარლამენტარი ქალი; დეპრესიაში ჩავარდნილი, უმუშევარი მსახიობი ქალი და მისი სრული ანტიპოდი (აქტიური, საქმოსანი ქალი, არ თაკილობდეს არაფერს: დახლიდარობიდან დაწყებული მაჭანკლობით დამთავრებული), რომელიც ქმარს ისე გაუნებივრებია, რომ ყავას პირდაპირ საწოლში მიართმევს. მათ, ყველას უჭირს, მაგრამ ფილმი იმაზეა, თუ როგორ გადიან ეს ქალები ფონს ეს ქალები ფონს ცივილიზებულ პირობებში, მაშინ, როცა ცხოვრების კანონი „წესრიგში“ იქნება ეს ფერმაშიო ძროხებთან, თეატრის ძველი სურათებით მოფენილ ფოიეში, ბაზარში თუ სხვაგან.

იგივე, „მოწესრიგებული ცხოვრების“, შეგრძნებითაა გამსჭვალული ესტონური ფილმი „სამშობლოს ფერი“. ფილმი დოკუმენტური სატირის ჟანრისაა. აქ ქალები ისე ამჟღავნებდნენ საკუთარ თავს, აზრზეც ვერ მოდიან. ჩვენ შეგვიძლია დავეტანხმოთ მათ, აღვშფოთდეთ კიდეც, მაგრამ ვხვდებით, რომ ქვეყნად არსებობს არჩევანის უფლება, ანუ კანონით მონიჭებული თავისუფლების რაღაც სტანდარტები, თუნდაც იდეოლოგიის არჩევის თავისუფლება.

როგორია უზბეკი და ტაჯიკი ქალების არჩევანი ფილმებში „დღიური შრომის ქალები და „ცოცხალი კონტეინერი“? როგორია დღეს „აღმოსავლეთის განთავისუფლებული ქალების „ხვედრი? დღეს, უზბეკი ქალი, ტრადიციების საპირისპიროდ, ბაზრის ცოცხალი საქონელი გამხდარა და უმცირესი ანაზღაურების ფასად იძულებულია ნებისმიერ სამუშაოს მოკიდოს ხელი. მათი არჩევანი მშიერ სიკვდილსა და მონურ სიცოცხლეს შორისაა. ამიტომ ძალიან ადვილია მათ სხეულით ვაჭრობა აიძულო, ნამუსი ახადო, მოკლა კიდეც. ასეთი ქალები, როგორც წესი, გარიყულნი არიან საზოგადოებისაგან. გულსაკლავი ქმრის მიერ ქუჩაში გამოგდებული და შვილებს მოწყვეტილი ქალის აღსარება, ხოლო, ამბავი მისი ცხოვრებისა უსახლკაროთა თავშესაფარში - შემაძრწუნებელი. საქმე ისაა, რომ ასეთი ქალები ცოტანი არიან: ქალები, რომლებსაც ჩვეულებრივ, წესისამებრ, შეურაცხმყოფას აყენებენ სამსახურში (თანამდებობებით უფროსები), ქმრების ნათესავები და ბოლოს, მთავრობაც. საშინელია ის, რომ ქალს არ იცავს კანონი და სახელმწიფო, რომლის მოქალაქეც იგია.

არანაკლებ საშინელი სურათია დახატული ტაჯიკურ ფილმში ,,ცოცხალი კონტეინერები“. მისი პერსონაჟები ქალთა ციხის პატიმრები არიან, რომლებიც ნარკოტიკების გადაზიდვისთვის იხდიან სასჯელს. ამ ქალებს ჩანთით ან ჩემოდნით კი არ გადაჰქონდათ ნარკოტიკები, არამედ ყლაპავდნენ და ისე. ეკონომიკის მოშლამ, პოლიტიკურმა ქაოსმა ისეთი სიღატაკე მოიტანა, რომ ოჯახის გადარჩენისათვის ქალები „ცოცხალი კონტეინერები“ ხდებიან. ცხოვრება ეკლიანი მავთულის მიღმა, დარდი ნათესავებზე, რა იქნება „თავისუფლებაზე“ გამოსვლის შემდეგ?არავიტარი გარანტია იმისა, რომ მალე უკან ციხეში არ შეაბრუნებენ. ადამიანთა ტრაგედია არა მათ ნაკლოვანებებში, არამედ სახელმწიფოს სოციალურ - სამართლებრივ მოუწესრიგებლობაში ძევს.

„ექსტრემალურ“ ფილმთა სერიიდან აღსანიშნავია აზერბაიჯანული ფილმი „ მინდა მყავდეს შვიდი ვაჟი და ერთი ქალი“. ფილმში წამოჭრილია დღემდე აქტუალური ცხოვრებისეული თემა - ვაჟის დაბადება უფრო სასურველია, ვიდრე ქალისა. ქალის დაბადება იმდენად არასასურველია, რომ შეიძლება ფაქტი ტრაგედიად იქცეს. ეს არავითარ კავშირში არაა ეკონომიკურ კრიზისთან, ეს ეროვნულ ცნობიერებას უფრო უკავშირდება. დღეს, საუკუნის გადასახადიდან ასეთი აზროვნება ირონიას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაყოფის სქესის განმსაზღვრელი თანამედროვე აპარატურის ფონზე ფილმში წარსულ დღეთა სტერეოტიპები ჩნდებიან. ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკი მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ფართო დისკუსიებმა შეიძლება საზოგადოების ყურადღება მიიპყროს.ქვეყანამ ეს თემა თავად, ქვეყნის შიგნით უნდა გადახარშოს და გადაწყვიტოს. გარედან ცვლილებების თავზე მოხვევა შეუძლებელია.

„ქალები წარმოადგენენ უმრავლესობას, უმცირესობის უფლებებით“ - აი, განმარტება, რომელიც ქართულ ფილმს „უჩინარები“ შეესაბამება. ეს ფილმი შეიძლებოდა სერიის - „მრავალფეროვანი საქართველო“ - დასაწყისი გამხდარიყო. ეს არის ამბავი აზერბაიჯანელ დიასპორაზე, სადაც ცხოვრების სტილი ბევრად უფრო კონსერვატიულია, ვიდრე თავად აზერბაიჯანში. მამაკაცის პრიმატი აქ ისეთი ჩვეულებრივი ამბავია, რომ არავისგან პროტესტს არ იწვევს. ქალი - მხოლოდ ოჯახში, გოგონები 9 კლასის შემდეგ სკოლაში აღარ დადიან, მათ ათხოვებენ, ხშირად იტაცებენ კიდეც. ამაზე მშვიდად და აუღელვებლად საუბრობს სკოლის დირექტორი, რომელმაც თავის დროზე თავად მოიტაცა მისი ერთ - ერთი მოწაფე გოგონმა. თემის ცხოვრების კარჩაკეტილობის ვერაფერი არღვევს, თუმცა, არც მთავრობა იწუხებს თავს გენდერული პრობლემების მოგვარებით ეროვნულ უმცირესობებში.

მონგოლური ფილმი „სახიანი აბრეშუმი“ პრობლემატიკით სრულიად განსხვავდება ზემოთ ხსენებული ბოლო ორი ფილმისგან. აქ ნაჩვენებია მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებშიც განათლებას, განსაკუთრებით უმაღლეს განათლებას, ძირითადად ,გოგონები იღებენ. მონღოლეთში სტუდენტთა საერთო რაოდენობის 80 პროცენტს ქალები შეადგენენ. ტრადიოციულად მომთაბარე წესის მიმდევარ ქვეყანაში ახალგაზრდა პროფესიონალ ქალებს ორი არჩევანი აქბვთ: დაუიბრუნდნენ სტეპს და ცოლად მისთოვდნენ მესაქონლეს ან მძღოლს, არადა, წავიდნენ და აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში იაფფასიან მუშებად იმსახურონ.

კოლექციიდან ყველაზე ოპტიმისტური ყირგიზული ფილმია სახელწოდებით: „წითელი პეპლები ორი წყაროს შეასაყარზე“ .ფილმში ძლიერია ფოლკლორული საწყისი. ალბათ იმიტომ, რომ მისი მ,თავარი პერსონაჟი ქალი თექის ხალიჩების მქსოველთა ტრადიციების გამგრძელებელია. ესთეტები, რომლებმაც კარგად იციან ხალხური რეწვის ფასი, ამ ფილმში გენდერული კუთხითაც პატარ - პატარა აღმოჩენებს აკეთებენ. ეკრანზეა არა მხოლოდ მხატვარი, არამედ ბრძენი ასაკოვანი ქალბატონი, ერთი წუთითაც რომ არ წყდება თავის სამუშაოს, იგი მშვიდად და მოწესრიგებულად უძღვება ოჯახს, სადაც ყველას - ქმარსაც და შვილიშვილებსაც საკუთარი საქმე აქვს. თექის ხალიჩები, უზარმაზარ შრომას მოითხოვს, საქმე მხოლოდ ერთი სახლის ჩარჩოებში ვერ ეტევა და ფილმის გმირი მთელ სოფელს სამუშაოთი უზრუნბველყოფს. მისი დამსახურებაა რომ ჩინეთის საზღვართან არსებულ ერ მიყრუებულ სოფელს დღეს საზღვარგარეთაც იცნობენ. ამ სოფლის თექებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს, ხოლო ჟურნალმა ,,ELLe”-მა მხატვრის შემოქმედების ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა. ხალიჩაზე ფერებისა და ორნამეტების ჰარმონიაა, ეს არის ხელოვნებისა და პიროვნების ჰარმონია.

ოპტიმისტურია, ასევე, უკრაინული ფილმი „ქალთა სქესის ძალაუფლება“. იგი ერთგვარი სითამამითა და სილაღით გამოირჩევა, რაც უდავოდ, ეროვნული მენტალიტეტიდან გამომდინარეობს. ფილმის პერსონაჟებს კარგად ახსოვთ ლეგენდები მატრიატქატზე: როდესაც ქმრები ომობდნენ - ცოლები კი კაზასთა რესპუბლიკას მართავდნენ. მათთან ახლაც მოქმედებს კანონი: „ენდე ქმარს, და თვითონაც იმოქმედე“ ან კიდევ, „ვიდრე კაცი ფიქრობს, ქალი მოქმედებს“. მოქმედი ქალები ეკრანზე მრავლად არიან: ქალაქის მერი, მეურნეობათა და მსხვილ საწარმოთა ხელმძღვანელები, რომლებმაც თავიანთ სამუშაო ადგილებზე მაღალი დონის მინი - სახელმწიფოები მოაწყვეს და მიუხედავად ამისა, უკრაინაში ქალის მარალ პოლიტიკაში შეღწევა მაინც შეზღუდულია. მოკლედ, ქალები უკრაინაში მამაკაცებთან ფეხაწყობით მატრირქატის პრინციპებს მისდევენ.

ფილმთა ეს კოლექცია ქალთა სახეების, ბედის, ჩვევების, სტერეოტიპებისა და მოულოდნელი ამბების კალეიდოსკოპია. ყოველივე ზემოთქმული დოკუმენტური სიზუსტითა და მიუკერძოებით აღბეჭდა კინოკამერამ, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურობა მოუკერძოების სინონიმი არ არის. მისი ამოცანაა - აჩვენოს ცხოვრების ის მხარე, რომელზედაც დრამატურგებსა და სცენარისტებს ხელი ვერ მიუწვდებათ.