The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

წლიური ანგარიში 2008 (კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის)


წლიური ანგარიში 2008 (კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჩხეიძე გიორგი
თემატური კატალოგი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წლიური ანგარიში
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მმართველი ორგანოები 2008 წლის ოქტომბრის მდგომარეობით გამგეობის წევრები ჩხეიძე გიორგი – თავმჯდომარე ქალდანი თამარ - მოადგილე აბაშიძე ბესარიონ ბერეკაშვილი დიანა ბესელია ეკა ბურდული ზურაბ გურჩიანი თამარ დოლიძე ანა ზედელაშვილი გიორგი კორძაია თამარ კიკვიძე პაატა კვინიკაძე ქეთევან მეტრეველი თამარ მაღრაძე ლაშა მოსახლიშვილი ლევან უსუფაშვილი დავით ფავლენიშვილი ეკატერინე ჩხეტია ლალი ცნობილაძე ირაკლი ხიდაშელი თინათინ ხიდაშელი თამარ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები აჭარის ფილიალი – ტავლალაშვილი ნინო ქუთაისის ფილიალი - გვენეტაძე ლაშა რუსთავის ოფისი - ფავლენიშვილი ეკა გორის ოფისი - ბებიაშვილი ქეთევან თელავის ოფისი - ტალიური ლელა ოზურგეთის ოფისი - ტრაპაიძე თამაზ დუშეთის ოფისი - ისაშვილი სერგო გამოცემაზე პასუხისმგებელი: გიორგი ჩხეიძე, ბესარიონ ბოხაშვილი, ხათუნა ყვირალაშვილი დიზაინი: ივა ხარაძე



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ძვირფასო მეგობრებო,

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავ წარდგება თქვენს წინაშე ყოველწლიური ტრადიციული ანგარიშით.

ამ რთულ წელიწადს ჩვენი თითოეული წევრის, თანამშრომლის თუ აქტივისტის საქმისადმი ერთგულებით მოვახერხეთ, შეგვენარჩუნებინა საზოგადოების ნდობა და საქმიანობის ეფექტურობა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უპირველესი მიზანია, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოში დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შენების პროცესში, ხელი შეუწყოს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ხელშეუხებლობას.

2007 წელს საიას საერთო კრებამ დაამტკიცა ორგანიზაციის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია. გასული წლის განმავლობაში ორგანიზაცია, როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ოფისების მეშვეობით, აღნიშნული სტრატეგიის მიზნებს რეალობაში ახორციელებდა. წინამდებარე ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია სწორედ ამ საქმიანობების შესახებ. ვფიქრობთ, სტრატეგიული მიმართულებების კუთხით, არაერთ წარმატებას მივაღწიეთ.

გასული საანგარიშო წელი, ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების შესრულების თვალსაზრისით, ძალზე რთული გამოდგა. ჩვენს ქვეყანაში მასობრივი მშვიდობიანი აქციის დაშლას და ე.წ. ნოემბრის მოვლენებს მოჰყვა რიგგარეშე საპრეზიდენტო, მოგვიანებით კი, საპარლამენტო არჩევნები; შემდგომ იყო რუსეთის მხრიდან აგრესია აგვისტოს თვეში. დამეთანხმებით, ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ ყველამ ერთად. მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცდილობდა, ბოლომდე მდგარიყო კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის სადარაჯოზე. დავგმეთ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა, მედიის დახურვა; ვცდილობდით, საკუთარი ადამიანური და ორგანიზაციული რესურსებით, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებით, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, აგრეთვე შემდგომ, თვალი არ დაგვეხუჭა დარღვევებზე, რათა ორგანიზაციას თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებაში. ყველაზე მთავარი კი, ჩვენი საქმიანობის მიმართ საზოგადოების მხრიდან გამოცხადებული ნდობა იყო.

აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ასოციაციის წევრებმა და ორგანიზაციის თანამშრომლებმა ენერგია არ დაიშურეს, რათა დევნილი მოსახლეობისთვის მძიმე ყოფა შეემსუბუქებინათ მათთვის სამართლებრივი თუ სხვა სახის დახმარების გაწევის გზით. სტრატეგიული სამართალწარმოება ევროპის სასამართლოში ჩვენი მოქალაქეების სახელით ახლაც გრძელდება.

და მაინც, მიუხედავად ამ რთული წელიწადისა, ასოციაციამ, თავისი საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით, შეძლო: წარმატებული მუშაობა ადამიანის უფლებებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით; უფლებების დაცვა და იურიდიული დახმარება; ანტიკორუფციული საქმიანობა; ახალი თაობისთვის იურიდიული განათლების მიცემა და სხვა საინტერესო და ეფექტური პროექტების განხორციელება.

დღეს საქართველოში უმნიშვნელოვანესი პროცესები ვითარდება. აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ რეალურად მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, უფლებების დაცვის რეალური მექანიზმების შექმნა - სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტირება, კონსულტაციასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული მმართველობის სისტემის განვითარება. ამ პროცესში საიას განსაკუთრებული როლი აქვს. ალბათ თითოეულ ჩვენს წევრს ებადება კითხვა, რა არის ის, რაც ასოციაციას აძლიერებს? - პრინციპებისადმი ერთგულება, კრიტიკასა და მონიტორინგთან ერთად, საექსპერტო პოტენციალი, ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვა.

გაეცანით წინამდებარე ანგარიშს, გამოხატეთ მზადყოფნა, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი საქმიანობა, მოხდეს სუსტი მხარეების მიმართ ყურადღების გამახვილება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, გავამართლოთ ჩვენი ორგანიზაციის დევიზი - კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის!

პატივისცემით,

გიორგი ჩხეიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე

2 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ძირითადი სტრატეგიული ამოცანები

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განვლილი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კვლავაც აგრძელებდა სწრაფვას ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებისათვის. ხსენებული მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია, მისი თანამშრომლები და წევრები ახორციელებდნენ საქმიანობას საიას საერთო კრების მიერ 2007 წლის 28 ოქტომბერს დამტკიცებული სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად.

საიას ძირითადი სტრატეგიული ამოცანები:

  1. საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება

  1. ადამიანის უფლებების დაცვა, დაცვის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დისკრიმინაციის გარეშე

  1. ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა

  1. კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

3 I სტრატეგიული ამოცანა საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება

▲ზევით დაბრუნება


საანგარიშო პერიოდში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული კამპანია მოიცავდა სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას საჯარო მოხელეების, ადვოკატების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებისთვის, გასვლით შეხვედრებს, საგაზეთო ჩანართების გამოქვეყნებას, ავტო-ტურების მოწყობას.

ზემოთ აღნიშნული საქმიანობის სტატისტიკა, საიას რეგიონული ოფისების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

0x01 graphic

3.1 2008 წლის აქტუალური თემები და განხორციელებული საქმიანობა

▲ზევით დაბრუნება


სემინარები და მრგვალი მაგიდები

სემინარებსა და მრგვალ მაგიდებზე განხილული იყო თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რაც საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ. აგრეთვე, საზოგადოებისთვის აქტუალური შემდეგი თემები:

  • ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება

  • იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია

  • ევროსასამართლოსთვის მიმართვის პროცედურები

  • მუნიციპალიტეტის გამგეობების სტრუქტურული ერთეულები და მართვის ტერიტორიული ორგანოები

  • ქალთა უფლებები

  • გამოხატვის თავისუფლება

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

  • საკუთრების უფლება

  • სიახლეები შვილად აყვანისა და შვილობილობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში

  • მემკვიდრეობის მიღებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის წესი

  • არასრულწლოვანთა უფლებები

  • შრომითი ურთიერთობები

  • პირისადმი უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების ფაქტის დადგენა სასამართლოს გზით და ადმინისტრაციული წარმოება

  • სიღარიბის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების სოციალური დაცვის მექანიზმები, დახმარების დანიშვნა, გასაჩივრება

  • თელავის მუნიციპალიტეტის 2008 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები ინფორმაციის

  • თავისუფლება

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები

  • ადმინისტრაციული წარმოება

  • ადგილობრივი თვითმმართველობა

  • ქონების რესტიტუცია

  • უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია

  • არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

  • სამეურვეო საბჭოს უფლება-მოვალეობები

  • ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს - გამგეობის რწმუნებულის უფლება-მოვალეობები და საქმისწარმოების წესები

  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა

  • ადმინისტრაციული დაკავება

0x01 graphic

  • საინფორმაციო ხასიათის ბროშურები

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა იურიდიული დახმარების ცენტრში არსებული ინფორმაციის კვლევა და სამართლებრივად პრობლემატურ და მოსახლეობისათვის აქტუალურ საკითხებზე საინფორმაციო ბროშურების მომზადება. თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში მომზადდა შემდეგი ბროშურები:

  • საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების წესის შესახებ

  • უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის სამართლებრივი საფუძვლები

  • სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

  • საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთებზე

  • საპროცესო შეთანხმება

  • იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა

  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ პატიმართა ინფორმირების მიზნით, დაიბეჭდა ორი სახის ბუკლეტი და პოსტერი, რომელიც გავრცელდა სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების ბიბლიოთეკებში და ხელმისაწვდომია პატიმართათვის.

  • ადეკვატური ცხოვრებისა და საცხოვრებლის უფლების განხორციელება.

გამოიცა აგრეთვე კვლევა „საკუთრების უფლება საქართველოში“, რომელშიც განხილულია სახელმწიფოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხრიდან საკუთრების უფლების შელახვის ის კონკრეტული შემთხვევები, რომლებშიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უშუალოდ იცავდა დაზარალებული მხარის ინტერესებს.

ტელე-რადიო გადაცემები

  • საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საიას იურისტები მონაწილეობდნენ რადიო და ტელე გადაცემებში, კერძოდ, საზოგადოებრივ არხზე გადაცემა „სარჩევში“ და საზოგადოებრივ რადიოში გადაცემა „ღია ეთერში“, სადაც ხდებოდა სხვადასხვა აქტუალური სამართლებრივი საკითხის მიმოხილვა და პირდაპირ ეთერში მოქალაქეთა შეკითხვებზე პასუხის გაცემა. საიას იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტები რადიო და ტელე გადაცემების მეშვეობით საზოგადოებას განმარტებებს აძლევდნენ შემდეგ თემებზე: სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხები, საოჯახო ურთიერთობები, იარაღის რეგისტრაციისა და ტარების წესი, მემკვიდრეობის მიღების წესი და სხვა.

  • შეიქმნა დოკუმენტური ფილმი „შრომითი ტრეფიკინგი - რეალობა“. ეს 25 წუთიანი ფილმი შრომითი ტრეფიკინგის რეალობას ასახავს და საზოგადოებას ატყობინებს, თუ როგორ ებმებიან ადამიანები ტრეფიკიორების მახეში და რა პირობებში უწევთ ცხოვრება. ფილმის პრეზენტაცია ჩატარდა 2007 წლის დეკემბერში.

  • საზოგადოებაში პატიმართა უფლებების ინფორმირებისა და ტოლერანტობის ამაღლების მიზნით, შეიქმნა ორი სოციალური ხასიათის სატელევიზიო რგოლი, რომლებიც ასახავს პატიმრის, როგორც საზოგადოების ნაწილის, ხელახალი რეინტეგრაციის მნიშვნელობას პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდგომ. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით მინიმალური საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების აუცილებლობას პატიმრობის ადგილებში (იგულისხმება პატიმართა არსებობისათვის საჭირო მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, არსებითი უფლებების დაცვა, როგორიცაა უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის უფლება და ა.შ.).

  • რადიო „ჰერეთის“ ეთერით გადაიცა საიას თელავის ოფისის მიერ მომზადებული გადაცემები თემებზე: სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამები, შეწყალების წესი და პროცედურა, შვილობილობისა და ბავშვთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა, საპროცესო შეთანხმება და სასამართლო პრაქტიკა.

  • რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით გადაიცა საიას ქუთაისის ფილიალის მიერ მომზადებული გადაცემები: საქართველოში იურიდიული დახმარების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოება და საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თვითმმართველობა და მოქალაქეები, როგორ გავასაჩივროთ სასამართლოს გადაწყვეტილება სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, ქალის უფლებები.

  • რადიო „თრიალეთის“ ეთერით გადაიცა საიას გორის ოფისის მიერ მომზადებული გადაცემები: უძრავი ქონების პრივატიზაცია, საბინაო ამხანაგობები და საკუთრების უფლება, როგორ ავიცილოთ პრობლემები საკუთრების შეძენის დროს, მიწაზე საკუთრების აღიარება და საცხოვრებელი ბინების პრივატიზაცია.

  • მარნეულის რადიოს ეთერით გადაიცა საიას რუსთავის ოფისის მიერ მომზადებული გადაცემა: დასაქმებულის შრომითი უფლებები.

საგაზეთო ჩანართები

  • გაზეთში „ხალხის გაზეთი“ დაიბეჭდა საიას გორის ოფისის მიერ მომზადებული შემდეგი საგაზეთო ჩანართები: როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები ადმინისტრაციულ ორგანოში, სამოქალაქო რეესტრის სამსახური და იურიდიული მნიშვნელობის ფაქტები.

  • გაზეთში „დუშეთის მაცნე“ გამოქვეყნდა საიას დუშეთის ოფისის მიერ მომზადებული შემდეგი საგაზეთო ჩანართები: როგორ ავიღოთ პირადობის მოწმობა, როგორ მივიღოთ წინაპრებისგან მემკვიდრეობით დატოვებული ქონება, როგორ დავარეგისტრიროთ უძრავი ქონება.

  • გაზეთში „გურიის მოამბე“ გამოქვეყნდა საიას ოზურგეთის ოფისის მიერ მომზადებული შემდეგი ჩანართები: რა უნდა ვიცოდეთ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შესახებ, კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებები, არასრულწლოვანი და დანაშაული.

  • გაზეთში „პროგრესი“ გამოქვეყნდა თელავის ოფისის მიერ მომზადებული საგაზეთო ჩანართი - უძრავი ქონების რეგისტრაცია, ხოლო გაზეთში „სპექტრი“ - შემდეგი საგაზეთო ჩანართები: როგორ მივიღოთ მემკვიდრეობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემები საქართველოში.

  • გაზეთ „ბათუმელებში“ დაიბეჭდა საიას აჭარის ფილიალის მიერ მომზადებული ჩანართები: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და საქართველოში მისი დამკვიდრების პერსპექტივები, სიახლენი კანონმდებლობაში ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდის შესახებ - მეურვეობა, მზრუნველობა და მინდობით აღზრდა, საწარმოთა რეგისტრაციის მნიშვნელობა და პირობები, საკონსტიტუციო სასამართლო ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი.

  • გაზეთში „ახალი რუსთავი“ გამოქვეყნდა საიას რუსთავის ოფისის მიერ მომზადებული საგაზეთო ჩანართი - დაბადების ფაქტის რეგისტრაციის დადგენა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.

  • ქვემო ქართლის რეგიონულ გაზეთში „ტაიმერი“ დაიბეჭდა საიას რუსთავის ოფისის მიერ მომზადებული ჩანართი - საქორწინო ურთიერთობები.

  • გაზეთში „ახალი გაზეთი“ გამოქვეყნდა საიას ქუთაისის ფილიალის მიერ მომზადებული საგაზეთო ჩანართი - პატიმართა უფლებები.

ავტო-ტურები

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ავტო-ტურების მეშვეობით, საიას რეგიონული ოფისების თანამშრომლები მოსახლეობას აწვდიდნენ ინფორმაციას მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეების შესახებ. პროექტის მიღწევად უნდა ჩაითვალოს ის, რომ გაიზარდა ადმინისტრაციული ცენტრებიდან დაშორებული სოფლების მოსახლეობის ინფორმირების მაჩვენებელი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით. საიას იურისტების დახმარებით, მათ ადგილზევე შეეძლოთ მიეღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

2007 წლის ოქტომბერში საიას აჭარის ფილიალმა ჩაატარა ავტო-ტური ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის რაიონების შემდეგ სოფლებში: წონიარისი, ზვარე, დანდალო, ჩაისუბანი, ხალა, საჩინო, მახო, ჭარნალი, თხილნარი, ხუცუბანი, უჩამბა, გობრონეთი, ზენდიდი, მერისი და მუხაესტატე. მთლიანობაში გაცემულ იქნა 432 კონსულტაცია. მოსახლეობის დაინტერესება გამოიწვია მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების, განათლების რეფორმის, სოციალურმა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებმა. ენერგოკომპანიასთან შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, საიას აჭარის ფილიალის იურისტებმა ადგილზევე შეუდგინეს მოქალაქეებს სარჩელი სასამართლოში წარსადგენად, უკანონოდ დარიცხული ელექტროენერგიის ჩამოწერის მიზნით.

0x01 graphic

2007 წლის ოქტომბერში საიას თელავის ოფისის მიერ განხორციელდა ავტო-ტური დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვედა ქედი, არხილოსკალო, ზემო ქედი, არბოშიკი, მაჩხაანი, ოზაანი, წითელწყარო და გამარჯვება. მთლიანობაში გაცემულ იქნა 399 კონსულტაცია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. მოსახლეობის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა საგადასახადო, მემკვიდრეობის მიღების, კომლის გაყოფის, დასაქმებულის შრომითი უფლებების, მიწის პრივატიზაციის, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაწევის საკითხები. ძალიან ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც, შრომის წიგნაკებსა და სხვა დოკუმენტებში დაშვებული შეცდომების გამო, ბევრ მოქალაქეს შეექმნა პრობლემა შრომის სტაჟის დაანგარიშებასა და პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით. მათ გაეწიათ დახმარება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენაში.

2007 წლის ოქტომბერში საიას გორის ოფისმა განახორციელა ავტო-ტური ასპინძისა და ადიგენის რაიონის შემდეგ სოფლებში: არალე, უდე, ენთელი, ბოლაჯური, ადიგენი, ასპინძა, ნიჯგორი, ცოლოში, სარი, ხიზაბავრა, ხერთვისი, ნაქალაქევი, თმოგვა, მირაშხანი, ბენარა, შოლავერი, დიდი სმატი, კახარეთი, ზანავი, პატარა ზანავი, იდუმალა, ოშორი. შეხვედრები ტარდებოდა საჯარო სკოლების შენობებში. მოსახლეობა დაინტერესებული იყო სკოლის თვითმმართველობის, სამეურვეო საბჭოს ფუნქციების, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების, მიწის პრივატიზაციის, მემკვიდრეობის მიღების, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის, მაღალმთიანი რეგიონებისათვის დაწესებული შეღავათების და სხვა სამართლებრივი საკითხებით. კიდევ ერთი ავტო-ტური საიას გორის ოფისის მიერ განხორციელდა 2008 წლის ივლისშიც ბორჯომი-ბაკურიანის რაიონის სოფლებში: ახალდაბა, კორტანეთი, ზანავი, ვარდგინეთი, რველი, ყვიბისი, წაღვერი, ცემი, ტბა, ბაკურიანი, ანდეზიტი, ციხისჯვარი, დიდი მიტარბი, დაბა, ქვაბისხევი და ჭობისხევი. მოსახლეობის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირებზე სოციალური დახმარების გაწევის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების გადაცემის, დაბადების ფაქტის რეგისტრაციის, დევნილთათვის სოციალური დახმარების, ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ლიცენზიის მიღების, მიწის პრივატიზაციის საკითხები. მოსახლეობასთან შეხვედრებზე განსაკუთრებით გამოიკვეთა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების პრობლემები და ის სირთულეები, რასაც აწყდებიან ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ კომისიებთან ურთიერთობისას. შეხვედრებზე მოსახლეობას დაურიგდა საიას მიერ გამოცემული¨საინფორმაციო ბროშურები და ბუკლეტები.

2007 წლის ოქტომბერში საიას ქუთაისის ფილიალის მიერ განხორციელდა ავტო-ტური რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის რაიონის ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, სადაც ისინი შეხვდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასევე მოსახლეობას. შეხვედრების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საია იყო პირველი, ვინც რეგიონის მცხოვრებთ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თვითმმართველობის რეფორმის შესახებ. ავტო-ტური განხორციელდა აგრეთვე 2008 წლის ივლისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობებში, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერიაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიასა და ქალაქ ჯვარის მართვის ტერიტორიულ ორგანოებში, ასევე, მოსახლეობასთან. შეხვედრა გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამხარეო წარმომადგენლობის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამხარეო სამმართველოს წარმომადგენლებთანაც. შეხვედრებზე გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით.

0x01 graphic

2008 წლის ივლისში საიას რუსთავის ოფისმა განახორციელა ავტო-ტური ბოლნისის რაიონის შემდეგ სოფლებში: აკაურთა, ძეძვნარიანი, რატევანი, რაჭისუბანი, ხატისოფელი, სამტრედო, ვანათი და ძველი ქვეში. ეს რაიონი დასახლებულია ეროვნული უმცირესობებით - აზერბაიჯანელებით. მათი ინტერესის სფეროს ძირითადად წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემები. მოსახლეობამ ითხოვა დახმარება ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილებაში, რასაც, მათი აზრით, იწვევს სააქციო საზოგადოება „მადნეულის” მიერ საწარმოო ნარჩენებით დაბინძურებული წყლის მდინარე მაშავერაში ჩადინება, რითაც ირღვევა მათი უფლება, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში.

2008 წლის სექტემბერში ოზურგეთის ოფისმა განახორციელა ავტო-ტური ჩოხატაურის რაიონის მაღალმთიან სოფლებში: ზოტიყელი, ფაფარა, ბაისურა, შედრეკილი, ჩხაკაურა და ნაბეღლავი. მთლიანობაში გაცემულ იქნა 87 კონსულტაცია. მოსახლეობის მხრიდან დაინტერესება გამოიწვია მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების, უძრავი ქონების რეგისტრაციის, მიწის პრივატიზაციის, მაღალმთიანი რეგიონებისათვის დაწესებული შეღავათების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ტყითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, საგადასახადო შეღავათებისა და სოციალურმა საკითხებმა.

საიას დუშეთის ოფისის მიერ ჩატარდა ავტო-ტურები დუშეთის, თიანეთის, ახალგორისა და ყაზბეგის რაიონებში. მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა 33 დასახლებულ პუნქტში. მათ შორის, შემდეგ სოფლებში: თოთიაურნი, ლაუშა, მანასეური, ვაშლობი, ნაღვარევი, ვეძათხევი, ხუნდავი, კადოეთი, ფიჭვიანი, ჭოპორტი, ბულაჩაური, თანიანთკარი, ცივწკარო, ანანური, მლეთა, ლაფანაანთკარი, ჩინთი, მლაშე, ყვავილი, ზასტავა, ქვეშეთი, ლაზვიაანთკარი, მაღარო, ჩირიკი, მეზვრიაანთკარი, ზარიძეები, ტუშურები, ჯიჯეთი, მჭადიჯვარი, ბაგა, წილკანი. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო და იურიდიული კონსულტაცია გაეწია 376 მოქალაქეს. შეხვედრის მონაწილეებს სამართლებრივი დახმარება გაეწია მიწაზე საკუთრების აღიარების, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების, იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების, მშობლის უფლების ჩამორთმევის, ალიმენტის დაკისრების, ანდერძის შედგენის, განქორწინებისას ქონების გაყოფის, საკომლო ურთიერთობების მოწესრიგების, ტყით სარგებლობის და სხვა საკითხების შესახებ.

0x01 graphic

გენდერული თანასწორობა და ანტიტრეფიკინგული საქმიანობა

საინფორმაციო ბროშურების გამოცემასთან ერთად, საიას თანამშრომლები წლის განმავლობაში ატარებდნენ შეხვედრებს მოსახლეობასთან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის საშიშროების და შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. შეხვედრები ჩატარდა ქართლის, იმერეთის, აჭარის, სამეგრელოს, გურიის რეგიონებში. სულ ჩატარდა დაახლოებით 300-მდე შეხვედრა. აგრეთვე, მსგავსი შეხვედრები ტარდებოდა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. სულ ჩატარდა დაახლოებით 200 გაკვეთილი.


  • 2007 წლის ივლისის თვეში საიას თანამშრომლები, ანტიტრეფიკინგული ცნობიერების ამაღლების მიზნით, სვანეთში გაემგზავრნენ. ჩატარდა 7 შეხვედრა სხვადასხვა სოფელში. მოსახლეობას დაურიგდა ანტიტრეფიკინგული ბუკლეტები, პლაკატები, მაისურები, ქუდები და კალმები ანტიტრეფიკინგული მესიჯებით.

  • 2007 წლის ივლისის და აგვისტოს თვეში ჩატარდა შეხვედრები პატრიოტთა ბანაკებში მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ შეხვედრების მიზანი იყო ახალგაზრდობისთვის ტრეფიკინგის დანაშაულზე ინფორმაციის მიწოდება და დანაშაულის პრევენცია, რადგან სწორედ ახალგაზრდები არიან ტრეფიკიორების სამიზნე ჯგუფი. სულ ჩატარდა 7 შეხვედრა, რომელსაც დაესწრო დაახლოებით 1500 ახალგაზრდა.

0x01 graphic

0x01 graphic

  • მომზადდა ბანერი ანტიტრეფიკინგული მესიჯებითა და საიას ცხელი ხაზის ნომრებით, რომელიც განთავსდა დასაქმების/სამუშაოს განცხადებების ვებ-გვერდზე: www.jobs.ge. აგრეთვე, პლაკატები ანტიტრეფიკინგული მესიჯებითა და საიას ცხელი ხაზის ნომრებით განთავსდა ქ.თბილისის მეტროპოლიტენში, საქალაქო ტრანსპორტში ქ.თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ.ქუთაისში. დამზადდა აღნიშნული ინფორმაციის შემცველი ბილბორდებიც ქ.თბილისსა და აჭარაში (სარფისკენ მიმავალ გზაზე).

  • გენდერული თანასწორობის კუთხით, მომზადდა 4 საინფორმაციო ბუკლეტი:

    1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს;

    1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და საქართველოს კანონმდებლობა;

    1. დამცავი და შემაკავებელი ორდერი;

    1. ოჯახური ძალადობის გავლენა არასრულწლოვნებზე.

  • საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას ემსახურებოდა გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატია „ოჯახში ძალადობის პრობლემა საქართველოში“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდა.

საზოგადოების ინფორმირება იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, განახორციელა საზოგადოების ინფორმირების კამპანია იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციასთან დაკავშირებით. პროექტში მონაწილე ორგანიზაციების შემადგენლობით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საზოგადოების ინფორმირების საკითხებზე. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა საზოგადოების ინფორმირების სტრატეგია და მისი განხორციელების გეგმა.

დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მომზადდა 3 სოციალური რეკლამა, რომლებიც გადაიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2007 წლის 1 ნოემბრიდან სამი თვის განმავლობაში.

დაიბეჭდა სხვადასხვა ვიზუალური მასალა (კალენდრები, პოსტერები, სტიკერები, წიგნის სანიშნეები, მაისურები), რომელთა მიზანი იყო დევნილთა ინტეგრაციის პროპაგანდა.

მომზადდა კომპაქტ-დისკები, სადაც ჩაწერილი იყო სამი სოციალური რეკლამა და პრეზენტაცია პროექტის განხორციელების შესახებ.

მეორე არხისა და სხვადასხვა რეგიონული ტელევიზიის საშუალებით, მომზადდა და გადაიცა სადისკუსიო პროგრამა, რომელიც მიეძღვნა დევნილთა განსახლებასა და ინტეგრაციის საკითხებს.

გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისა, ყველა ვიზუალური მასალა ასევე გავრცელდა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში.

3.2 ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება

▲ზევით დაბრუნება


ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კამპანია 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტისათვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის - „ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია“ - ფარგლებში, გაზეთ „რეზონანსთან“ თანამშრომლობით, 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ახორციელებდა ამომრჩეველთა ინფორმირებას სპეციალური საინფორმაციო მასალების მომზადებისა და სისტემატური გამოქვეყნების გზით.

მასალები მზადდებოდა ამომრჩეველთათვის აქტუალურ საკითხებზე. ორგანიზაციის იურისტები კი, ამომრჩევლებისათვის საინტერესო შეკითხვებზე კვალიფიციურ პასუხებს ამზადებდნენ.

პროექტის ფარგლებში, ყოველკვირეულად ეწყობოდა შეხვედრები საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის, სადაც განიხილებოდა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური თემატიკა. შეხვედრაზე გამართული დისკუსიების შედეგები ამომრჩეველს საგაზეთო სტატიების მეშვეობით მიეწოდებოდა.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საიამ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ მოსახლეობას შორის გაავრცელა საიას მიერ მომზადებული არჩევნების დღის გზამკვლევი, რომლის მეშვეობითაც, ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარ ენაზე მიეღო დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია არჩევნების დღის პროცედურების თაობაზე.

0x01 graphic

0x01 graphic

ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კამპანია 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისათვის

ცნობიერების ამაღლების კუთხით, აღსანიშნავია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისგან მხარდაჭერილი პროექტის - „ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია“ - ფარგლებში საიას მიერ საპარლამენტო არჩევნების პერიოდში განხორციელებული ღონისძიებები.

პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრებზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული დისკუსიის შინაარსს, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების მასალებს 10000-მდე ამომრჩეველი ეცნობოდა. განხორციელებული საქმიანობების შედეგად, ამომრჩეველს მიეწოდებოდა კვალიფიციური და დროული ინფორმაცია მისთვის აქტუალურ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. არჩევნების წინ კი, დაახლოებით 30000-მა ამომრჩეველმა მიიღო დეტალური ინფორმაცია არჩევნების დღის პროცედურების თაობაზე, მათ შორის 5000-მა ამომრჩეველმა - მშობლიურ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

  • მედია კამპანია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წესების თაობაზე

შესაბამისი პროექტის ფარგლებში, საიამ, პარტნიორ ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ ერთად, უზრუნველყო ვიდეორგოლის მომზადება, რომელიც ცენტრალური ტელეარხების მეშვეობით გადაიცემოდა და მიზნად ისახავდა ამომრჩევლის ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მარეგულირებელი ნორმებისა და წესების თაობაზე.

0x01 graphic

0x01 graphic

  • ავტო-ტურები ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების მიზნით

ევროკავშირისა (EU) და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის - „დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გზით“ ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პარტნიორ ორგანიზაცია - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (IშFED) ერთად, თბილისსა და საქართველოს 25 რეგიონულ ცენტრში1 ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია განახორციელა.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა სხვადასხვა სახის მასალა (ლიფლეტები, პოსტერები, ბილბორდები და ა.შ.), რომლებიც ამომრჩევლებს დეტალურად აცნობდა არჩევნების დღის პროცედურებს და მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ.

კამპანიაში მონაწილე მოხალისეებმა ამომრჩეველთათვის აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს, ცნობიერების ამაღლების მასალები დაარიგეს და არჩევნების დღის ინსცენირება მოახდინეს, რაშიც უშუალო მონაწილეობას მოქალაქეები იღებდნენ.

კამპანიის ცნობადობის ასამაღლებლად და არჩევნების დღის როლურ თამაშში მოსახლეობის ჩართულობის გააქტიურების მიზნით, ღონისძიების განხორციელებაში უშუალო მონაწილეობას იღებდა პოპულარული ახალგაზრდული ჯგუფი „ფრანი“.

0x01 graphic
0x01 graphic

0x01 graphic

  • მედია კამპანია

პროექტის ფარგლებში მომზადდა 4 ვიდეო და 3 აუდიო კლიპი, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში წამყვანი ტელევიზიებისა და რადიოს ეთერში აქტიურად გადაიცემოდა.

ვიდეო თუ აუდიო რგოლები შეიცავდა მოწოდებას ამომრჩევლებისადმი, დროულად გადაემოწმებინათ საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიებში, ასევე ინფორმაციას არჩევნების დღის, სიაში საკუთარი თავის გადამოწმების პროცედურების შესახებ. კლიპებში ყურადღება იყო გამახვილებული არჩევნებში თითოეული ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობაზეც.

ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების ზემოაღნიშნული კამპანია საქართველოში ეუთოს მისიის მიერ მომზადებულ ბროშურაში - 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის თაობაზე - დასახელებულ იქნა, როგორც ერთ-ერთი წარმატებული საარჩევნო პროექტი.

0x01 graphic

0x01 graphic

_________________

1 ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კამპანია განხორციელდა: თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ბოლნისში, გორში, ხაშურში, ბორჯომში, ახალციხეში, ახალქალაქში, თელავში, საგარეჯოში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთში, ყაზბეგში, ამბროლაურში, მესტიაში, ხულოში, ქედასა და ბათუმში.


4 II სტრატეგიული ამოცანა ადამიანის უფლებების დაცვა, დაცვის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დისკრიმინაციის გარეშე

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა დაცვა და ეფექტური უზრუნველყოფა დაარსების დღიდან წარმოადგენდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. დღესდღეობით, უფასო იურიდიული დახმარების მხრივ, საია უპირობო ლიდერია. ორგანიზაციისადმი საზოგადოების ესოდენ დიდი ნდობა და პოპულარობა იმ დაუღალავი შრომისა და მაღალი კომპეტენტურობის შედეგია, რომელსაც საიას ადვოკატები მუდამ ამჟღავნებდნენ სისხლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ დარგში, საკონსტიტუციო თუ საერთაშორისო სასამართლოებში.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საიას თბილისისა და რეგიონულ ოფისებში გაცემულ იქნა სამართლებრივი კონსულტაციების რეკორდული რაოდენობა.

0x01 graphic

4.1 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო იურიდიული დახმარება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში

▲ზევით დაბრუნება


თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრი უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევს საქართველოს მოსახლეობას, რაც გამოიხატება: იურიდიული კონსულტაციების გაცემასა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში, ასევე, იურიდიული დახმარების ცენტრისათვის დადგენილი კრიტერიუმების ფარგლებში, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე უფასო საადვოკატო მომსახურებაში.

საიას იურიდიული დახმარების (მომსახურების) კრიტერიუმები

2007 წლის დეკემბერში საიას გამგეობამ დაამტკიცა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების (მომსახურების) კრიტერიუმები. საია საადვოკატო მომსახურებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულ იქნება აღნიშნული კრიტერიუმები. კრიტერიუმები ვრცელდება საიას ყველა ადვოკატზე. კრიტერიუმების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ორი პირობა: თავად საქმის კატეგორია (დავის საგანი) და ბენეფიციარის პიროვნული კრიტერიუმები. აუცილებელია ორივე პირობის თანხვედრა. გამონაკლისია სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეები, როდესაც საქმის შინაარსის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ბენეფიციარის პიროვნული კრიტერიუმი გახდეს მეორეხარისხოვანი.

საიას ადვოკატსა და ბენეფიციარს შორის უფასო საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება

2008 წლიდან საიას იურიდიული დახმარების ცენტრებში ადვოკატსა და ბენეფიციარს შორის, რომლის საქმესაც ადვოკატი აწარმოებს, იდება ხელშეკრულება უფასო საადვოკატო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების მიზანია მხარეთა ურთიერთვალდებულებების განსაზღვრა და მხარისათვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის მიერ გასაწევი მომსახურების ნათლად გაცნობა.

იურიდიული კონსულტაციები და სამართლებრივი დოკუმენტები

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის მიერ გაწეულ იქნა პირადი და სატელეფონო იურიდიული კონსულტაციები, მომზადებულ იქნა სამართლებრივი დოკუმენტები (სარჩელები, განცხადებები, შუამდგომლობები, საჩივრები და სხვა).

სატელეფონო
კონსულტაციები

პირადი
კონსულტაციები

სამართლებრივი
დოკუმენტები

თბილისი

8503

12569

484

საადვოკატო მომსახურება

თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ეწეოდა საადვოკატო მომსახურებას მისი მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისათვის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. საიას ვებ-გვერდზე მუდმივად თავსდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს განახლებული ინფორმაცია საიას მიერ სხვადასხვა ტიპის საქმეზე გამართული სამართალწარმოების შედეგად მიღწეული წარმატებების შესახებ.

0x01 graphic

  • ადმინისტრაციული საქმეები

მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრი აწარმოებდა 68 ადმინისტრაციულ საქმეს, აქედან, განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა და გრძელდება 48 საქმე.

სხვადასხვა საქმეზე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, ცენტრის იურისტების მიერ აღმოჩენილი სამართლებრივი დახმარების შედეგად:

  1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახურის 2007 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება (ვ.ს-სთვის პირადობის მოწმობის გაცემაზე უარის შესახებ) და ზემოაღნიშნულ სამსახურს, დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებული სახელისა და გვარის მიხედვით, ვ.ს-სთვის პირადობის მოწმობის გაცემა დაევალა.

  1. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს. დაევალა გაზეთ „რეზონანსისათვის“ საჯარო ინფორმაციის გაცემა (2006 წლის განმავლობაში სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერების, მასში გამარჯვებული ფირმებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ).

  1. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 7 პირის მიმართ სასამართლომ შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის მოტივით და ისინი გათავისუფლებულ იქნენ სხდომათა დარბაზიდან (აღნიშნული პირები აკეთებდნენ წარწერებს ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდიურზე. წარწერების შინაარსი ეხებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს, კერძოდ, გამოხატავდა პროტესტს აქციის დარბევასთან დაკავშირებით).

  1. სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი ი.ნ-სა და მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ,. რომელიც იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მისი მეუღლის დ.ნ-ს მხრიდან.

  1. სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი მ.ო-ს სასარგებლოდ, რომელიც იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მისი მამის ვ.ო-ს მხრიდან. მოგვიანებით, სასამართლომ გააგრძელა დამცავი ორდერის მოქმედების ვადა.

  1. იძულებით გადაადგილებულ პირებს აღუდგათ კომუნალური მომსახურების (მოხმარებული ელექტროენერგიის) ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაეკისრა კომუნალური მომსახურების (მოხმარებული ელექტროენერგიის) ხარჯების ანაზღაურება 2006 წლიდან დევნილთა დროებითი განსახლებისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართობის მიხედვით.

  1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სტუდენტების გ.კ-სა და მ.მ-ს გარიცხვის ბრძანება და საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს დაევალა, საქმის ხელახლა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ სტუდენტებთან მიმართებით.

  1. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ძველი თბილისის I განყოფილების აქტი მ.ნ-სა და მასთან მცხოვრებ პირთა (მათ შორის, უსინათლო მამის) ბინიდან გამოსახლების თაობაზე, რომლებიც მოტყუებულ იქნენ თაღლითების მიერ და მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა სხვა პირის სახელზე.

  1. დაკმაყოფილდა ვ.ბ-ს, ზ.ბ-ს, ლ.ბ-ს და გ.დ-ს მოთხოვნა. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებით, დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც: ამხანაგობამ და სამშენებლო კომპანიამ აიღო ვალდებულება, საკუთარი ხარჯებით განახორციელონ ზემოაღნიშნულ პირთა სადარბაზოს დაზიანებული ფუნდამენტის (საძირკვლის) აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები. მორიგების აქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა საბანკო გარანტია.

  1. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს დაევალა ნ.თ-ს, როგორც მ.კ-ს კანონიერი წარმომადგენლის, სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 1840 ლარისა და მორალური ზიანის - 5000 ლარის ანაზღაურება.

  1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სასტუმროში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებსა და სასტუმროს მესაკუთრეს შორის შედგა შეთანხმება, რის საფუძველზეც, დევნილთა იმ ნაწილს, რომლებიც დარჩენილი იყვნენ სასტუმროში, მიეცათ ფულადი კომპენსაცია სასტუმროდან გამოსახლებისსანაცვლოდ.


  1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაევალა მ.ნ-ს სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდა.

  1. მოქალაქე თ.ლ-მ, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ შექმნილი არაერთი დაბრკოლებისა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული პრეზიდენტის ბრძანებულებიდან გამომდინარე, მოახდინა მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

  1. მოქალაქე ლ.ს-მ ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ შექმნილი არაერთი დაბრკოლების შემდეგ, მოახდინა მის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღება (პრივატიზაცია).

  1. სასამართლო სხდომაზე შედგა მორიგების აქტი, რომლის საფუძველზეც, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ ბათილად ცნო 2007 წლის 22 ივნისის დადგენილება. შესაბამისად, ძალაში დარჩა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის 2004 წლის 30 აპრილის № 3.10.70 დადგენილება, რომლითაც მოქალაქე დ.ღ-ს გამოეყო საცხოვრებელი ფართი და გაიცა ბინის ორდერი, რომლის საფუძველზეც, იგი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ. შესაბამისად, უძრავი ქონება კვლავ დარჩა დ.ღ-ს საკუთრებაში.

  1. ე.დ-სა და ს.თ-ს საქმეზე ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლომ გამოიტანა განჩინება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. ვინაიდან თბილისის მერიამ თავად ცნო ბათილად გასაჩივრებული აქტი, შესაბამისად, ძალაში დარჩა ის აქტი, რომლითაც უძრავ ქონებაზე მფლობელობის უფლება გადაეცა მ.შ-სა და ს.თ-ს.

0x01 graphic

  • სამოქალაქო საქმეები

მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში, თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრი აწარმოებდა 36 სამოქალაქო საქმეს. აქედან, განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა და გრძელდება 21 საქმე.

ცენტრის იურისტების მიერ აღმოჩენილი სამართლებრივი დახმარების შედეგად:

  • 6 საქმეზე, მომმართველების მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქორწინების შეწყვეტისა და არასრულწლოვანი ბავშვების სასარგებლოდ ალიმენტის დანიშვნის შესახებ. აქედან, ერთ საქმეში ჩვენი მარწმუნებელი ქორწინების განმავლობაში შეძენილი ბინის გაზრდილი წილის - 2/3-ის მესაკუთრედ იქნა ცნობილი.


  • სასამართლოს მიერ დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, კერძოდ, გ.ყ-ს პირადობის მოწმობისადმი სამხედრო ბილეთისა და მე-2 მსოფლიო ომში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთის კუთვნილების ფაქტი, რის საფუძველზეც, გ.ყ-ს დაენიშნა შესაბამისი სოციალური დახმარება.

  • სასამართლოს მიერ დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე ზ.გ.-მ თანხმობა მისცა ე.გ-ს საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებასა და საზღვარგარეთ გამგზავრებაზე, რის საფუძველზეც, ნ.კ. შეძლებს, აშშ-ში გაიყვანოს მისი არასრულწლოვანი შვილი ე.გ.

  • სასამართლოს მიერ დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც, ი.პ-ს (ბებიას) განესაზღვრა არასრულწლოვანი შვილიშვილის ნახვის დღეები. ბავშვის ნახვის შესაძლებლობას მას არ აძლევდა მისი სიძე (ბავშვის მამა).

  • ქ.ბ-მ მიიღო გარდაცვლილი დის მემკვიდრეობა. ამ მიზნით, დადგინდა ორი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: მისი დის ნ.ბ-ს დაბადების ფაქტი (რომლითაც დადასტურდა ნათესაური კავშირი ქ.ბ-სა და ნ.ბ-ს შორის) და უფლების დამდგენი დოკუმენტის კუთვნილების ფაქტი. ამ დოკუმენტების საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა.

  • სასამართლოს მიერ დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც, ტ.ს-ს სასარგებლოდ შპს სამკურნალო დაწესებულება გ-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის სახით.

  • სისხლის სამართლის საქმეები

მიმდინარე საანგარიშო წლის განმავლობაში თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრი აწარმოებდა 89 სისხლის სამართლის საქმეს. აქედან, განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა და გრძელდება 51 საქმე.

ცენტრის იურისტების მიერ აღმოჩენილი სამართლებრივი დახმარების შედეგად:

ა) ბრალდებულებისა და განსასჯელებისათვის გაწეული დახმარება

  1. არასრულწლოვან მ.მ-სთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, ის გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და განესაზღვრა პირობით გამოსაცდელი ვადა 1 წელი და 7 თვე (საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა არ იქნა გამოყენებული).

  1. ა.ს-სთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ის გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და განესაზღვრა პირობით გამოსაცდელი ვადა 4 წელი.

  1. მსჯავრდებულ ჯ.ლ-ს შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და იგი გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

  1. ნ.ო-ს უკანონოდ ჩამორთმეული მართვის მოწმობა დაუბრუნდა, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სასჯელის სახით განესაზღვრა ორი წლით პირობით გამოსაცდელი ვადა და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ასევე, ყადაღა მოეხსნა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

  1. დ.ჯ-ს, რომელიც დაუნის სინდრომით იყო დაავადებული და გააჩნდა გონებრივი ჩამორჩენილობა, წინასწარი გამოძიების დროს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა, კერძოდ, დ.ჯ. გათავისუფლებულ იქნა პატიმრობიდან და შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი სახე: მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა. ამის შემდეგ დ.ჯ-სთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მას განესაზღვრა პირობით გამოსაცდელი ვადა (საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა არ იქნა გამოყენებული).


  1. განსასჯელ კ.თ-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, განზრახ მკვლელობის მცდელობა, შეეცვალა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების კვალიფიკაციით და მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, სასჯელის ზომად განესაზღვრა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  1. სასამართლოს მიერ დამტკიცებულ იქნა ბრალდების მხარესთან დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ე.მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა ათი ათასი ლარის ოდენობით.

  1. სასამართლოს მიერ დამტკიცებულ იქნა ბრალდების მხარესთან დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ო.მ-ს განესაზღვრა პირობით გამოსაცდელი ვადა 2 (ორი) წლის ვადით და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით.

  1. გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვან რ.მ-ს დაენიშნა კანონმდებლობით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები - 2 წელი, 3 თვე, 18 დღე (ფაქტობრივად მოხდილი ვადა) და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ხოლო მ.მ-ს 7 წლით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 4 წლამდე.

  1. ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ განსასჯელ თ.ს-ს მიმართ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე /დაზარალებულთან შერიგების გამო/. აღსანიშნავია, რომ თ.ს., მიუხედავად საქმის სასამართლოში წარმართვისა, ნასამართლევად არ ითვლება.

  1. ა.კ-ს სასამართლომ ვადაზე ადრე მოუხსნა ნასამართლობა.

  1. მ.ა-ს მიმართ, რომელიც ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის მე-7 განყოფილებაში დაბარებულ იქნა პოლიტიკური შეხედულებების გამო (2007 წლის 7 ნოემბრის აქციის მონაწილე), არ მოხდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

0x01 graphic

ბ) დაზარალებულთათვის გაწეული დახმარება

  1. დაზარალებულების უფლებამონაცვლეების ა.ზ-სა და ნ.ზ-ს საქმეზე განსასჯელი ი.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით.

  1. შეწყდა წინასწარი გამოძიება დანაშაულის ჩადენის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ამასთან, დადგენილების თანახმად, დადასტურდა თაღლითთა ჯგუფის მიერ ნ.ფ-ს კუთვნილი ბინის თაღლითურად მითვისების ფაქტი. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულს უფლება ენიჭება, მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

  1. დაიწყო წინასწარი გამოძიება მ.ყ-ს საქმეზე ყალბი სასამართლო ოქმების შედგენასთან დაკავშირებით.

  1. დაზარალებულ დ.რ-ს საქმეზე მიღებულ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მ.ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ პუნქტით (ადამიანით ვაჭრობა) და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.

  1. დაზარალებულების მ.კ-სა და არასრულწლოვან რ.ს-ს საქმეზე განსასჯელ ე.ი-ს მსჯავრი დაედო 1431-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი არაერთგზის, საზღვარგარეთ გაყვანით) და 1432-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნით ვაჭრობა, მისი საზღვარგარეთ გაყვანით) და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 26 წლის ვადით.

გ) სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში განთავსებული პატიმრებისათვის გაწეული სამართლებრივი დახმარება

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში იურიდიული დახმარების თხოვნით პერიოდულად მოგვმართავდნენ განცხადებით სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები და მსჯავრდებულები. სულ შემოვიდა ამ სახის 105 წერილი. აქედან, თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტების მიერ მონახულებულ იქნა 69 პატიმარი, რომელთაც ადგილზე გაეწიათ იურიდიული კონსულტაცია. ამასთან, 10 პატიმარს გაეგზავნა წერილობითი პასუხი მათ მიერ დასმულ სამართლებრივ კითხვებზე. მსჯავრდებულთა ნაწილს გაეგზავნა მოთხოვნა, მათი საქმის მასალების გაცნობის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მოწოდების შესახებ.

სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებიდან შემოსული მომართვების საფუძველზე:

  • ერთი საქმე იქნა აღებული საადვოკატო დახმარების გაწევის მიზნით;

  • 8 მსჯავრდებულისთვის მომზადდა განცხადება შეწყალების თაობაზე;

  • 4 მსჯავრდებულისთვის მომზადდა განცხადება სამედიცინო შემოწმების ჩატარების თაობაზე.

4.2 საიას რეგიონული ოფისების როლი ადამიანის უფლებათა დაცვაში

▲ზევით დაბრუნება


თბილისის ოფისის მსგავსად, საიას რეგიონული ოფისები აქტიურად განაგრძობდნენ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის იურიდიულ დახმარებას, რაც მოიცავს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში უფასო წარმომადგენლობას, რეგიონებში გასვლით კონსულტაციებს და, მოქალაქეების თხოვნის შესაბამისად, სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტის მომზადებას.

ქვემოთ მოცემულია სტატისტიკა საიას რეგიონული ოფისების მიერ ბენეფიციარებისათვის გაწეული იურიდიული დახმარების შესახებ:

რეგიონული
ოფისები

სატელეფონო

პირადი
კონსულტაციები

გასვლითი
შეხვედრები

საგაზეთო

სულ

ქუთაისი

8411

20999

2264

28

31702

გორი

1037

4782

1165

0

6984

რუსთავი

2096

2094

201

2

4393

ოზურგეთი

285

2629

413

0

3327

თელავი

709

263

757

3

4099

აჭარა

2368

5777

519

4

8668

დუშეთი

278

725

213

0

1216

საიას ქუთაისის ფილიალის მიერ გაცემულ იქნა 250 ონლაინ-კონსულტაცია.

დოკუმენტების მომზადება

აჭარა

ქუთაისი

გორი

რუსთავი

ოზურგეთი

თელავი

დუშეთი

სულ

დოკუმენტი

209

389

731

199

373

190

182

წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე

0x01 graphic

საიას რეგიონული ოფისების მიერ გაწეული უფასო იურიდიული კონსულტაციების შედეგად, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ინფორმირებულნი გახდნენ თავიანთი სამოქალაქო და სოციალ-ეკონომიკური უფლებების შესახებ. სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელებით კი, მართლმსაჯულება მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. უფასო იურიდიულ დახმარებაზე მოსახლეობის მოთხოვნა სულ უფრო იზრდება რეგიონებში, სადაც მოსახლეობა განსაკუთრებით დაუცველია სოციალურად.

4.3 წარმატებული საქმეები

▲ზევით დაბრუნება


  1. სრულად დაკმაყოფილდა რ.შ-ს სააპელაციო საჩივარი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, განახორციელოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამ საქმის წარმატებით დამთავრება პრეცედენტული აღმოჩნდა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ იდენტური პრობლემების მქონე სოფელ დვაბზუს მცხოვრებლებს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საჯარო რეესტრის სააგენტომ სასამართლოში დავის გარეშე დაურეგისტრირა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.

  1. საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ 14 თანამშრომელს აუნაზღაურდა საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დანამატი და ეროვნულ ბანკს დაეკისრა 23918,30 ლარის გადახდა მათ სასარგებლოდ. აღნიშნული თანხა მოსარჩელეებს უკვე აუნაზღაურეს.

  1. სრულად დაკმაყოფილდა ნ.ლ-სა და სხვა 18 მოსარჩელის სარჩელი და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ დაეკისრა მათთვის კომპენსაციის სახით 10710 ლარის გადახდა.

  1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს ვ.ნ-ს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიმართა სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს, შეჩერებული პენსიის მიღება აღუდგა.

  1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ნ.მ-ს შეჩერებული კუთვნილი პენსიის მიღება აღუდგა.

  1. ვ.ლ-ს აუნაზღაურდა დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი 9240 ლარის ოდენობით.

  1. მოსარჩელე ი.ს-ს დაენიშნა მარჩენალდაკარგულის პენსია.

  1. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ უკანონოდ დაჯარიმებული ლ.ნ-ს მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული საქმისწარმოება და იგი გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმის, სულ 700 ლარის გადახდის მოვალეობისაგან.

  1. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ლ.ნ. განქორწინდა მეუღლესთან და ამ უკანასკნელს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 150 ლარის ოდენობით.

  1. ი.ფ-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით, სასჯელის ზომად განესაზღვრა პირობითი სასჯელი 4 (ოთხი) წლის ვადით და მსჯავრდებული გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან.

  1. მ.თ-ს საჯარო რეესტრის ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურმა უარი უთხრა სარეგისტრაციო წარმოებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც რეგისტრაციაა მოთხოვნილი, სახელმწიფო საკუთრებაა და შეტანილია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება და დაავალდებულა ეს უკანასკნელი, მოახდინოს მ.თ-ს საკუთრების რეგისტრაცია.

  1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ.ხ-ს მოთხოვნა და მას აუნაზღაურდა უკანონო მსჯავრდებით მისთვის მიყენებული მორალური ზიანი.

  1. საიას თელავის ოფისის დახმარებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დაკმაყოფილდა გ.ჩ-ს საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი რეგიონული საბაჟო „აღმოსავლეთის“ 2007 წლის 20 ნოემბრის №4-3562 შეტყობინება და გ.ჩ. გათავისუფლდა უკანონოდ დარიცხული ჯარიმის - 800 ლარის გადახდისაგან.

  1. საიას თელავის ოფისის დახმარებით, დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე ი.კ-ს მიერ დაწერილი ადმინისტრაციული საჩივარი და თელავის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ი.კ-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

  1. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი 8 სტუდენტი, რომლებიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდნენ, საიას გორის ოფისის დახმარებით სწავლის საფასურისგან გათავისუფლდნენ.

  1. შ.ტ. რომელიც საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალში მუშაობდა და უკანონოდ იქნა გათავისუფლებული სამუშაოდან, საიას გორის ოფისის დახმარებით, აღდგენილ იქნა სამუშაოზე.

  1. ნ.ზ-ს, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლს წარმოადგენდა, საიას გორის ოფისის დახმარებით, სასამართლო გადაწყვეტილებით, აღსაზრდელად გადაეცა არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც ყოფილმა მეუღლემ წაართვა და არ აძლევდა მათი ნახვის უფლებას.


  1. ა.შ-ს, რომელიც შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდდა და არ მიუღია საპენსიო დახმარება, საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ყოველთვიურად აუნაზღაურდება მიუღებელი ყოველთვიური დახმარება 3 წლის განმავლობაში, სულ 3500 ლარი.

  1. საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, საქართველოს სუბსიდიების სააგენტოს ხელვაჩაურის განყოფილებას დაეკისრა პენსიონერ ი.ვ-ს სასარგებლოდ 4 თვის ნაცდური პენსიის ანაზღაურება.

  1. საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, გ.ფ-ს დროებითი განკარგულებით აღსაზრდელად გადაეცა არასრულწლოვანი შვილები.

  1. საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, დაკმაყოფილდა მ.გ-ს სარჩელი და მის ყოფილ მეუღლეს, 3. არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა.

  1. საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, დაკმაყოფილდა ფ.ჭ-ს სარჩელი და მის ყოფილ მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თითოეულზე 150 ლარის ოდენობით.

  1. საიას დუშეთის ოფისის დახმარებით, დაკმაყოფილდა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელზე ჯ.ლ-ს მიერ დაწერილი ადმინისტრაციული საჩივარი და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

  1. საიას დუშეთის ოფისის დახმარებით, დაკმაყოფილდა ქ.ხ-ს სარჩელი და მის ყოფილ მეუღლეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის გადახდა.

  1. საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, ს.ს. „ჭიათურმანგანუმის“ პენსიონერების სარჩელი დაკმაყოფილდა და ს.ს. „ჭიათურმანგანუმს“ დაეკისრა საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 14700 ლარის ოდენობით.

  1. ეროვნებით ჩეჩენი ხ.ჯ. იყო რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი სახელმწიფო გადატრიალებისა და სამართალდამცავი ორგანოებისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის. რუსეთის ფედერაციულმა რესპუბლიკამ მოითხოვა მისი ექსტრადიცია. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დააკმაყოფილა რუსეთის ფედერაციის პროკურატურის მოთხოვნა ხ.ჯ-ს გადაცემის შესახებ. გენერალური პროკურატურის დადგენილება საიას მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც ძალაში დატოვა დადგენილება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საკასაციო სასამართლოში ჩვენ მიერ წარდგენილ იქნა პირველადი დოკუმენტი, რომლითაც ევროსასამართლომ საქართველოს ურჩია, თავი შეეკავებინა ხ.ჯ-ს გადაცემისაგან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას უარი ეთქვა ხ.ჯ-ს ექსტრადიციაზე.

  1. საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც დაირღვა ა.დ-ს საკუთრების უფლება.

0x01 graphic

4.4 სტრატეგიული სამართალწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება სტრატეგიული სამართალწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენი აზრით, მიუხედავად შეზღუდული კომპეტენციისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს მძლავრ იარაღს სამოქალაქო საზოგადოებისა და,ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობის ხელში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

მიმდინარე საანგარიშო წლის პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორი კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა, სამი არსებითად განსახილველად მიიღო და მხოლოდ ერთი კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობაზე გვითხრა უარი.

  • საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (საქმე 425)

მოცემულ საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის, სალომე წერეთელი-სტივენსის ინტერესებს, რომელმაც 2006 წლის 9 სექტემბერს აშშ-ის მოქალაქე მეთიუ რაიენ სტივენსზე იქორწინა. მოსარჩელის აზრით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-5 პუნქტი წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლთან, რომელიც ქორწინების თავისუფლებას დეკლარირებს. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაცია დამოკიდებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებართვაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითად განსახილველად მიიღო 2007 წლის 27 სექტემბერს. 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მთლიანად დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო ქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობის სავალდებულოობა. სასამართლომ კრიტიკულად შეაფასა სადავო ნორმის ლეგიტიმურობა და დაასკვნა, რომ სააგენტოს სავალდებულო თანხმობის შემოღებით, სახელმწიფომ დაბრკოლება შეუქმნა მოსარჩელის ქორწინების თავისუფლების რეალიზაციას ისე, რომ არ დაუსაბუთებია, დემოკრატიული საზოგადოებისათვის რა აუცილებელ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანხმობა.

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (საქმე 407)

როგორც 2007 წლის ანგარიშში იყო მოცემული, 2006 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ეკატერინე ლომთათიძის სარჩელი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. გასაჩივრებული ნორმის მიხედვით, უფლებამოსილ თანამდებობის პირს ენიჭებოდა შესაძლებლობა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება განეხორციელებინა მოსამართლის ნებართვის გარეშე, ამასთან, ისეთი პირობების არსებობისას, რომლებიც არ შეესაბამებოდა გადაუდებელი აუცილებლობის ცნებას. ჩვენი აზრით, სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთან, რომლის მიხედვითაც, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა ჩვენი არგუმენტები და დაადგინა: [გასაჩივრებული] ნორმა ვერ აკმაყოფილებს გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს, იურიდიული მეთოდოლოგიით გონივრული განმარტების შედეგად, მისი წაკითხვის ერთი ვერსია ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. შესაბამისად, 2007 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი.

  • საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოსპარლამენტის წინააღმდეგ (საქმე 408)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე, 101(7)-ე და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს სახალხო დამცველმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მიმართეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენა 2008 წლის 24, 25 და 26 ივნისს გაიმართა. ჩვენი მოსაზრებით, საგადასახადო კოდექსის სადავო მუხლების მიერ შემოთავაზებული „საგადასახადო საიდუმლოების“ ცნება, რომელიც იმთავითვე ადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის დახურულობის პრეზუმფციას, საზოგადოებას უსპობს საგადასახადო ორგანოდან ისეთი ინფორმაციის მიღების საშუალებას, რომელსაც, თავისი არსით, არ აქვს არც კომერციული, არც პირადი ცხოვრების დაცვისათვის აუცილებელი ღირებულება, თუმცა, მნიშვნელოვანია საზოგადოების მიერ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ჩვენი აზრით, გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დაცულ ინფორმაციის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას. გაიზიარებს თუ არა ჩვენს მოსაზრებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (საქმე 452)

საქართველოს საარჩევნო კოდექსში 2008 წლის 21 მარტს შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს პარლამენტმა დაადგინა, რომ საარჩევნო უბნებში „დარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით“ განთავსებული „ვიდეოთვალის ჩანაწერის მონაცემები არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია“. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, აღნიშნული დებულება წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის პროცესში საზოგადოების ინფორმირებული მონაწილეობის ცალსახა შეზღუდვას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლთან, რომლის მიხედვითაც, საჯარო დაწესებულებაში დაცული ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებისთვის ღიაა, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. 2008 წლის 20 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთ საკანონმდებლო სიახლეს ეხება, ამჯერად ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განხორციელებულს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიერ შემოთავაზებული ნოვაციის მიხედვით, „სასამართლო არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის უფლება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 2, პუნქტი 5)“. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს ადმინისტრაციული ორგანოსადმი გაჩენილი მოთხოვნის განხილვის, ერთი შეხედვით, სწრაფი და ეფექტური მექანიზმის შემოღებას, თუმცა, როგორც ჩვენ მიერ განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება იმდენად არაეფექტურია, რომ იზღუდება დაინტერესებული პირის კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს გაეგზავნა.

  • კახაბერ ხუნდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (საქმე 437)

საქმე ეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 499-ე მუხლის მე-2 ნაწილის სავარაუდო შეუსაბამობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებასთან. კერძოდ, სადავო ნორმის მიხედვით, თუკი განსასჯელი დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხადი, მის წინააღმდეგ სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი. ჩვენი აზრით, მსჯავრის დადება შეურაცხადისთვის არღვევს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, რის გამოც, პროცესი მხოლოდ შეურაცხადის გამოჯანმრთელების შემდეგ უნდა გაგრძელდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელი არსებითად განსახილველად 2008 წლის 4 აპრილს მიიღო

  • შალვა რამიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 31 მარტის განჩინებით გვითხრა უარი. საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენდა ბ-ნი შალვა რამიშვილის ინტერესებს. ჩვენი და ბ-ნი რამიშვილის აზრით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის დათქმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და პატიმრობის ვადის მიუხედავად, წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მეორე პუნქტთან და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან. სამწუხაროდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი პოზიცია არ გაიზიარა და განაცხადა: გასაჩივრებული ნორმა ანალოგიურია კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმისა და მისი კონსტიტუციურობის საკითხი, რაც თავისთავად გულისხმობს კონსტიტუციის ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობას, არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.

4.5 სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

საანგარიშო პერიოდი აღინიშნა მოქალაქეთა მზარდი ინტერესით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურებთან დაკავშირებით. საიას კონსულტაციისათვის მიმართა 229 მოქალაქემ, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციები. სტრასბურგის სასამართლოში გასულ წლებში შეტანილ 8 განაცხადს, რომლებზეც მიმდინარეობს სამართალწარმოება, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაემატა 6 საქმე.

1. ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

განმცხადებლები ცხოვრობენ სს „თბოელექტროცენტრალის“ მახლობლად მდებარე კორპუსის სხვადასხვა ბინაში. საწარმო აშენდა 1939 წელს და წლების განმავლობაში ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად წვავდა ნახშირს, სანამ ეს უკანასკნელი ბუნებრივი აირით არ ჩაანაცვლა. საწარმო იყო და რჩება აფეთქების მაღალი რისკის მატარებლად. გარდა ამისა, საწარმოს მილებიდან გამონაჟონი წყალი აღწევს განმცხადებელთა სახლის საძირკველში, რაც იწვევს შენობის კედლების სერიოზულ დაზიანებას.

ეროვნული სასამართლოების წინაშე განმცხადებლები დავობდნენ, რომ საწარმოდან ამოფრქვეულ მავნე ქიმიურ ნივთიერებათა შემადგენლობა და ხმაური აჭარბებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. განმცხადებლები ასევე დავობდნენ, რომ ელექტრო გენერატორები და ახლოს გამავალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ჯანმრთელობისათვის სახიფათო ძლიერ მაგნიტურ ფონს ქმნიდა. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევდნენ, რომ „თბოელექტროცენტრალიდან“ მათი სახლის საძირკველში ჩამდინარე წყლებმა დააზიანეს სახლის კედლები და სარდაფები ინფექციის წყაროდ აქციეს.

განმცხადებლები ჩივიან კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) დარღვევაზე, რადგან ხელისუფლებამ არაფერი იღონა გარემოს დაბინძურების გასანეიტრალებლად და არ აიღო პასუხისმგებლობა დაბინძურების შედეგად განმცხადებელთა ჯანმრთელობისა და მათი საკუთრებისათვის მიყენებული ზიანის გამო. საქმის სარეგისტრაციო ნომერია 38342/05.

2. ბაღათურია საქართველოს წინააღმდეგ

1999 წლის 30 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე, ბ-ნმა თენგიზ ბაღათურიამ (შემდგომში „განმცხადებელი“) წინასწარ გადაიხადა ბინის მშენებლობის მთლიანი თანხა, რომელიც ამ უკანასკნელისთვის სამშენებლო კომპანიას უნდა გადაეცა მშენებლობის დასრულებისთანავე. კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც განმცხადებელს ეროვნულ სასამართლოებში დავა მოუწია.

ეროვნულმა სასამართლოებმა გადაწყვეტილება განმცხადებლის სასარგებლოდ გამოიტანეს. განმცხადებლის სასარგებლოდ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით, განმცხადებელმა არაერთხელ მიმართა სააღსრულებო დეპარტამენტს, თუმცა, უშედეგოდ. გადაწყვეტილება დღემდე აღუსრულებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი დავობს ევროპული კონვენციის მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება), პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება) დარღვევის გამო მე-6 მუხლთან მიმართებით. საქმის სარეგისტრაციო ნომერია 46365/06.

3. ჯანგურაზოვი საქართველოს წინააღმდეგ

ხაკიმ ჯანგურაზოვი (შემდგომში განმცხადებელი) არის რუსეთის მოქალაქე, მცხოვრები ნალჩიკში (ყაბარდო-ბალყარეთი), რომელიც დაკავებულ იქნა საქართველოში. 2007 წლის 16 აპრილს რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ იშუამდგომლა საქართველოს გენერალური პროკურატურის წინაშე განმცხადებლის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ. განმცხადებელს ბრალად ედებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის ჩადენა: კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობა, ბანდიტიზმი, ტერორისტული აქტი, მკვლელობა, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით მოწყობილ შეიარაღებულ ამბოხებაში აქტიური მონაწილეობა და სხვა.

2008 წლის 28 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო დადგენილება განმცხადებლის ექსტრადიციის შესახებ, რომელიც ბ-ნი ჯანგურაზოვის ადვოკატის მიერ გასაჩივრდა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2008 წლის 16 აპრილს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს გენპროკურატურის დადგენილება. 2008 წლის 29 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების გასაჩივრების პარალელურად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა დროებითი ღონისძიების მოთხოვნა: შეჩერებულიყო განმცხადებლის ექსტრადიცია ევროპის სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. დროებითი ღონისძიების მოთხოვნის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ განმცხადებლის რუსეთის ფედერაციაში

ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგო მოპყრობას დაექვემდებარებოდა.

2008 წლის 6 მაისს ევროპის სასამართლომ დააკმაყოფილა დროებითი ღონისძიების მოთხოვნა. 2008 წლის 4 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინებით უარი განაცხადა განმცხადებლის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციაზე. საქმის სარეგისტრაციო ნომერია 21547/08.

4. მალანია საქართველოს წინააღმდეგ

2002 წლის 20 მარტს ქ.თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩა №3-ში, მიხეილ და ნინო სულავების სადღეღამისო სავაჭრო ჯიხურს თავს დაესხა 2 შეიარაღებული პირი, რასაც ქ-ნი ნინოს მძიმედ დაჭრა და გარდაცვალება მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტზე 2002 წლის 20 მარტს ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, წლების განმავლობაში ბრალდებულის დაუდგენლობის გამო, საქმე რამდენჯერმე შეჩერდა.

2005 წლის 24 ივნისს ქ.თბილისში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების გამო დააკავეს ი.მალანია (შემდგომში განმცხადებელი). აღნიშნულის თაობაზე სიუჟეტი გავიდა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე. 2005 წლის 26 ივნისს, ზემოაღნიშნული სიუჟეტის სატელევიზიო ეთერით გასვლის შემდეგ, მიხელ სულავამ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელშიც აღნიშნა, რომ სიუჟეტიდან ამოიცნო განმცხადებელი, როგორც მისი მეუღლის მკვლელი.

ეროვნულმა სასამართლოებმა ისე ცნეს განმცხადებელი დამნაშავედ, რომ არ იმსჯელეს განმცხადებლის ადვოკატის მიერ დაცვით სიტყვაში დაფიქსირებულ დარღვევებზე. სასამართლოებმა ისე მიუთითეს გარკვეულ მტკიცებულებებზე, როგორც ბრალის დამადასტურებელზე, რომ არც კი განმარტეს და დაასაბუთეს, თუ რატომ ადასტურებდა ესა თუ ის მტკიცებულება განმცხადებლის მიერ თითქოსდა ჩადენილ ქმედებებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წინასწარი გამოძიებისას განმცხადებელს ისე დაენიშნა ადვოკატი, რომ მას არც კი შესთავაზეს, მოეწვია დამცველი საკუთარი სურვილით. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების განმავლობაში განმცხადებელმა არც კი იცოდა, რომ მას დამცველი ჰყავდა.

განმცხადებელს მიაჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: 6.1; 6.3 „ბ“; 6.3 „ც“ და „დ“. საქმის სარეგისტრაციო ნომერია 5702/08.

5. ლ და 18 სხვა საქართველოს წინააღმდეგ

მოსარჩელეები ცხოვრობენ სოფელ დიღომში. 90-იანი წლების დასაწყისში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოხდა მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო მიწების გადანაწილება. მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სარჩელის საფუძველზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2006 წელს ცხრამეტივე მოსარჩელის ქონება ცნო უკანონოდ და დაუსაბუთებლად, როგორც თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და დაკავშირებული პირების ქონება.

2007 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი, განმცხადებლების საკასაციო საჩივარი ცნო დაუშვებლად. განმცხადებლები ჩივიან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევაზე მე-6 მუხლთან და პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან მიმართებით, ასევე, პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევაზე. სასამართლომ მოსარჩელეებს არ მისცა საშუალება, სრულყოფილად წარმოედგინათ თავიანთი სასარგებლო მტკიცებულებები. მოსამართლეებმა არ მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებებს, რომ განმცხადებელთა ნაწილს არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმ თანამდებობის პირთან, რომლის უკანონო ქმედებათა გამო მათ ჩამოერთვათ ქონება, როგორც დაკავშირებულ პირებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ განმცხადებელთა ნაწილს მიწებზე საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულებით ჰქონდა მოპოვებული. სასამართლოებს ერთმანეთისგან არ გაუმიჯნავთ „უკანონო“ და „დაუსაბუთებელი“ ქონება. სახელმწიფომ ვერ შეძლო მისთვის მინიჭებული შეფასების ფართო ზღვრის დაცვა და გაუმართლებლად ჩაერია მოქალაქეთა საკუთრების უფლებაში. საქმის სარეგისტრაციო ნომერია: 6852/08.

6. ნ. შ. საქართველოს წინააღმდეგ

ნ.შ. (შემდეგში განმცხადებელი) საქართველოს მოქალაქეა. 2004 წლის 16 აგვისტოს, ა.მ-ს წინადადებით, განმცხადებელმა, ვ.ბ-მ, ვ.კ-მ და ა.მ-მ დააფუძნეს შპს „ნ“. ი.მ. იყო ამ საზოგადოების ბუღალტერი, განმცხადებელი - დირექტორი. ფირმას შემოჰქონდა სხვადასხვა სახის საქონელი აზერბაიჯანიდან.

2007 წელს განმცხადებელი დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: „ყალბი საგადასახადო დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, დამზადება, გასაღების მიზნით, გასაღება ან გამოყენება“, ჩადენილი არაერთგზის და ჯგუფურად. განმცხადებლის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდეგში კონვენციის) მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ეროვნულმა სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს განმცხადებლის შუამდგომლობები, არგუმენტები და მტკიცებულებები და დაარღვიეს კონვენციის მე-6 მუხლით მათზე დაკისრებული ვალდებულება (კრასკა შვეიცარიის წინააღმდეგ, განაცხადი №13942/88, 1993 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება; ვან დე ჰურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ, განაცხადი №16034/90, 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება).

ზემოთ ჩამოთვლილი საქმეების გარდა, საია ამ ეტაპზე აქტიურად არის ჩართული საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დროს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევასთან დაკავშირებით მტკიცებულებების მოძიებით. გამოიკვეთა რამდენიმე პოტენციური განაცხადი, რომელთა წარდგენა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იგეგმება უახლოეს მომავალში.

4.6 ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


2006 წლიდან საია ბრიტანულ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - ერთად ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება და ეროვნულ სამართალწარმოებაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება.

განაცხადები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად მზადდება აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლების, ბრიტანელი პროფესორის ბილ ბოურინგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის დირექტორის პროფესორ ფილიპ ლიჩის უშუალო მონაწილეობითა და კონსულტაციებით. ორივე მათგანი არის ადამიანის უფლებებში სპეციალიზირებული პრაქტიკოსი ადვოკატი. პროექტი სხვა მიმართულებებით საქმიანობებსაც ითვალისწინებს.

ტრენინგი: განაცხადთა წარდგენა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

2008 წლის 11-13 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ბაკურიანში ჩაატარეს 3 დღიანი ტრენინგი სახელწოდებით: „განაცხადთა წარდგენა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოცდაორმა პრაქტიკოსმა ადვოკატმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან და კერძო საადვოკატო ფირმებიდან, რომლებიც შეირჩნენ 2006/2007 წლებში ჩატარებული სემინარების მონაწილეთაგან.

ტრენინგი იყო ინტერაქტიული ხასიათის და ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლზე სესიების გარდა, ასევე მოიცავდა იურიდიული კლინიკის სესიებსაც. ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, ექსპერტებთან განეხილათ მათ მიერ წარმოებული საქმეები და ემსჯელათ ევროპის სასამართლოში მათი გაგზავნის პერსპექტივებზე. ტრენინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო იმიტირებული პროცესი, რომლისთვისაც ტრენინგის მონაწილეები წინასწარ მოემზადნენ.

0x01 graphic

საადვოკატო უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა

2007 წლის ოქტომბერში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რუსუდან ტაბატაძე დაესწრო EHRAC-ის მიერ ორგანიზებულ საადვოკატო უნარ-ჩვევათა განვითარების 2 კვირიან ინტენსიურ პროგრამას ლონდონში.

პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდათ ინტენსიური სესიები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზე. სესიები მოიცავდა როგორც პრაქტიკულ საკითხებს, როგორიცაა განაცხადთა დაწერა, ისე თეორიულ სწავლებას კონვენციის სხვადასხვა მუხლებზე. პროგრამა მოიცავდა ასევე სესიებს ადმინისტრირებასა და იურიდიულ ინგლისურზე.

პროგრამის მონაწილეები 2 დღიანი სასწავლო ვიზიტით სტრასბურგშიც გაემგზავრნენ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს, იურისტ-რეფერანტებს და სხვა თანამდებობის პირებს შეხვდნენ.

ადვოკატებისათვის პრაქტიკული სარგებლობის მომტანი ლიტერატურის და ევროპული კონვენციის შესახებ სხვადასხვა მასალის განთავსება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე

პროექტის ფარგლებში ქართულად ითარგმნა საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, სტატიები ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებსა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. მთელი ეს მასალა ქართულ ენაზე განთავსდა საიას ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია მოქმედი იურისტებისა და სტუდენტებისთვის.

4.7 პენიტენციური სფეროს განვითარების ხელშეწყობა საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ კვლავ რჩება საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმის ხელშეწყობა, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს „ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საქართველოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების დახვეწა, პატიმართა ინფორმირება მათი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების ხელმისაწვდომობის შესახებ, ასევე, საზოგადოების ინფორმირება სისტემის ფუნქციონირების შესახებ, სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგისა და პენიტენციური სისტემის ფინანსური მონიტორინგის ანგარიშებით.

სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, სპეციალური კითხვარის მიხედვით, ხორციელდება საპატიმრო ადგილების ინსპექტირება.

განხორციელებული მონიტორინგის შედეგად შემოწმდა:

  • პატიმართა არსებითი უფლებები ინდივიდუალური ინტერვიუების შედეგად

  • დაწესებულებების საყოფაცხოვრებო პირობები

  • პაემნების რეგულირება

  • საგამოძიებო ოთახების მდგომარეობა

  • რელიგიური კუთხე

  • ამანათების მიწოდების რეგულირება

  • სამედიცინო მომსახურება

  • დისციპლინური სასჯელების მიმდინარეობა

  • საგანმანათლებლო/სამუშაო პროგრამების მიმდინარეობა

  • დაწესებულების თანამშრომლების ინტერვიურება

  • სპეციალური ჟურნალების წარმოება

  • საკნების მდგომარეობა

  • დაწესებულებების სამზარეულოების, სველი წერტილების მდგომარეობა

0x01 graphic

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სასჯელაღსრულების სისტემისათვის კვლავ პრობლემატურ საკითხად რჩება დაწესებულებების ჰიგიენური მდგომარეობა, ხელოვნური ვენტილაციის არარსებობა, გადატვირთულობა, არაადეკვატური და არადროული სამედიცინო დახმარება, ელექტროგანათების შეზღუდვა ღამის საათებში, საგანმანათლებლო და სამუშაო პროგრამების არარსებობა და სხვა.

ყოველივე ზემოაღნიშნული ასახვას ჰპოვებს ერთიან ანგარიშში თითოეული დაწესებულების მაგალითზე, რომლის პრეზენტაცია გაიმართება მიმდინარე წლის ბოლოს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 14 დეკემბრის ¹390 ბრძანებით, დამტკიცდა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოთა სისტემის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი“. აღნიშნული დოკუმენტის პოპულარიზაციის მიზნით, პროექტის ფარგლებში გამოიცა ბროშურები და პოსტერები, რომლებიც თანამშრომლებისა და პატიმრებისათვის ხელმისაწვდომია ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტმა, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის აღკვეთის კომიტეტმა, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საქართველოს პენიტენციური სისტემის მრავალჯერადი მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ პრობლემებზე, შეიმუშავეს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მისამართით. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების ეფექტურობის, შედეგზე ორიენტირებულობისა და ხარისხოვნების დასადგენად, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ზემოთ მითითებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი, რომლის შესახებ ანგარიში ფართო საზოგადოებას გასაცნობად წარედგინება მიმდინარე წლის ნოემბერში.

0x01 graphic

4.8 იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სამართლებრივი და ჰუმანიტარული დახმარება

▲ზევით დაბრუნება


2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის შედეგად, მრავალმა ათასმა ადამიანმა დატოვა კონფლიქტის და კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიები. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუშაობდა განსაკუთრებულ რეჟიმში. მიუხედავად იმისა, რომ ასოციაცია არ წარმოადგენს ტიპიურ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, ასოციაციის თანამშრომლებთან ერთად, შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა დახმარების პროცესში. იმის გამო, რომ კონფლიქტის შემდგომ, პირველ ეტაპზე, ჰუმანიტარული ორგანიზაციები დაკავებულნი იყვნენ დევნილთა საჭიროებების შეფასებით, გარკვეულწილად შეფერხდა დევნილთა რამდენიმე ცენტრში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. რეალურად, ადამიანებს არ გააჩნდათ საკვები და პირველადი მოხმარების საგნები. ხსენებული პრობლემის ეფექტურად და ფორსირებულ ტემპში აღმოსაფხვრელად, შესაბამისი დონორის Oxfam-Novib-ის ნებართვის საფუძველზე, მიმდინარე პროექტების ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 30000 ლარი, რითაც შეძენილ იქნა საკვები და პირველადი მოხმარების საგნები და დარიგდა დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილებში.

15 აგვისტოდან 19 აგვისტომდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკვებითა და პირველადი მოხმარების ჰიგიენის საშუალებებით დაეხმარა ცხრა კოლექტიურ ცენტრს, დაახლოებით 2500 დევნილს.

აქტიურად ვთანამშრომლობდით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან, საქართველოში დევნილთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი კოორდინაციას უწევდა დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობს. საიას მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფი რეგულარულად დადიოდა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში და ახდენდა მათი პრობლემების იდენტიფიცირებას.

ზემოხსენებული აქტივობების გარდა, საია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივ დახმარებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი ჩართვის ხელშეწყობას.

პროექტი ინტეგრაციის მოდელები საქართველოში, რომელსაც აფინანსებს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად. პროექტში ჩართულია ასევე 3 პარტნიორი ორგანიზაცია: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“. პროექტი შედგება სამი კომპონენტისაგან:

  • სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისა და დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა;

  • ორი შერჩეული კოლექტიური ცენტრის საკუთრებაში გადაცემა იქ მცხოვრები დევნილებისთვის და ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ მიმართული საქმიანობის მხარდაჭერა;

  • სახელმწიფო სტრუქტურების, დევნილი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებადა საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა.

საცდელი პროექტის განსახორციელებლად კოლექტიური ცენტრების შერჩევა, კრიტერიუმების განსაზღვრა

საცდელი პროექტის განხორციელების მიზნით, ლტოლვილთა დანიის საბჭომ დაადგინა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეირჩა 30 კოლექტიური ცენტრი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტების მიერ მოპოვებულ იქნა ინფორმაცია ამ ცენტრების სამართლებრივი სტატუსის შესახებ. პროექტის იურისტები სამართლებრივ დახმარებას უწევენ საცდელი მოდელისთვის შერჩეული კოლექტიური ცენტრის წარმომადგენლებს პრივატიზაციის პროცესში.

კოლექტიური ცენტრის წარმომადგენლების მობილიზაცია

პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში შეირჩა დევნილთა 91 ცენტრი, რომლებშიც განსახლებული იყო არანაკლებ 50 იძულებით გადაადგილებული პირი. წინასწარ მომზადებული მობილიზატორების მიერ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ, სულ სამეგრელოს რეგიონში მობილიზებული იყო 1536 იძულებით გადაადგილებული პირი. მობილიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა 3-5 ადამიანისგან შემდგარი 87 „აქტიური ჯგუფი“, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის ფარგლებში სპეციალურად მათთვის განხორციელებულ ტრენინგებსა და ქსელურ შეხვედრებში.

ტრენინგები კოლექტიური ცენტრის წარმომადგენლებისთვის

ადვოკატირების პროცესის წარმართვის უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, 2008 წლის 20 მარტიდან 2008 წლის 14 მაისამდე ჩატარდა 18 ორდღიანი ტრენინგი, რომლებშიც მონაწილეობდა 87 კოლექტიური ცენტრის აქტიური ჯგუფების 354 წარმომადგენელი, მათგან 235 ქალი. ტრენინგების მიმდინარეობისას გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

  • გადამისამართება - დევნილებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაძლოა არ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული გარანტიები.

  • საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემები რეალობასთან შეუსაბამოა. დევნილთა დიდი ნაწილი არ არის რეგისტრირებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

  • უკვე პრივატიზებულ კოლექტიურ ცენტრში რეგისტრაციისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. დევნილებისთვის ასეთი ცნობის მოპოვება შეუძლებელია.

  • კომპენსაცია/ალტერნატიული თავშესაფარი - არ არსებობს კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მოხდება დევნილთა დაკმაყოფილება კოლექტიური ცენტრებიდან გამოსახლებისას.

  • დევნილთა ჩართულობა ინვესტორებთან მოლაპარაკებების პროცესში.

  • დევნილები არ არიან ინფორმირებულნი მათი კოლექტიური ცენტრების პრივატიზაციისშესახებ.

0x01 graphic

დევნილ მოსახლეობასა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები

14 და 15 ივლისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ პროექტში მონაწილე კოლექტიური ცენტრების აქტიურ ჯგუფებს. 16 და 17 ივლისს შედგა 3 რეგიონული ქსელური შეხვედრა დევნილებსა და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრებზე განხილულ იქნა სამეგრელოს რეგიონში განთავსებულ კოლექტიურ ცენტრებში არსებული პრობლემები.

სამართლებრივი დახმარება პროექტის ფარგლებში შერჩეული კოლექტიური ცენტრებისთვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები იურიდიულ დახმარებას უწევენ პროექტის ფარგლებში შერჩეულ კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს. სულ განხორციელდა 92 მობილური ვიზიტი და გაწეულ იქნა 1289 სამართლებრივი კონსულტაცია. აქედან, განსახლების საკითხით დაინტერესებული იყო 330 დევნილი, რეგისტრაცია/გადამისამართების საკითხებით - 262, ხოლო სხვადასხვა სამართლებრივი პრობლემით მოგვმართა 697-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა. გარდა განსახლებისა და რეგისტრაცია/გადამისამართებისა, სამართლებრივი კონსულტაციები გაიცა შემდეგ საკითხებზე:

  • პენსიის დანიშვნა

  • სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია

  • დახმარების მიღება

  • ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში მონაწილეობა

  • დაკარგული დოკუმენტების აღდგენა

  • მემკვიდრეობის მიღება

  • განქორწინება

პროექტი სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგის გამყარება კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საბინაო პირობების პრობლემის მოგვარებისათვის დაფინანსდა ევროპის კავშირის მიერ და განხორციელდა ლტოლვილთა დანიის საბჭოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, 4 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, 2007 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 მარტამდე.

0x01 graphic

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო ასევე დევნილთა საკითხებზე მომუშავე 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ. პროექტის ძირითადი ამოცანა იყო იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სტაბილური გადაწყვეტილებების მოძიება, განსახლების პროცესში სამოქალაქო სექტორსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გაღრმავებით და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით.

იძულებით გადაადგილებულ პირთა მობილიზაცია განსახლების საკითხებზე

პროექტის ფარგლებში, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში შეირჩა დევნილთა 60 კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი, რომლებსაც გააჩნდათ მაღალი საპრივატიზაციო ღირებულება ან იმყოფებოდა სავალალო მდგომარეობაში და რომლებშიც განსახლებული იყო არანაკლებ 100 იძულებით გადაადგილებული პირი. საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ, თითოეულ ობიექტში ჩამოყალიბდა 3-5 ადამიანისგან შემდგარი „განსახლების აქტიური ჯგუფი“, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის ფარგლებში სპეციალურად მათთვის განხორციელებულ ტრენინგებსა და ქსელურ შეხვედრებში.

0x01 graphic

ადვოკატირების პროცესის წარმართვის უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, სულ ჩატარდა 36 ტრენინგი, რომლებშიც მონაწილეობდა 60 კოლექტიური ცენტრის განსახლების ჯგუფების 262 წარმომადგენელი, მათგან 161 ქალი. ტრენინგების მიმდინარეობისას, ჩატარდა გამოკითხვა განსახლების მოდელებთან დაკავშირებით. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თბილისში მცხოვრებ დევნილთა უმრავლესობას სურს საკუთარი კოლექტიური ცენტრის პრივატიზაცია მაშინ, როდესაც რეგიონებში განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირები უპირატესობას ფულად კომპენსაციასა და ვაუჩერების პროგრამას ანიჭებენ.

დიალოგი ხელისუფლებასთან კოლექტიური ცენტრების დახურვის პროცესთან დაკავშირებით

პროექტის ფარგლებში ჩატარდა 6 რეგიონული და 2 ცენტრალური ქსელური შეხვედრა, რომლებიც ეხებოდა დევნილთა კოლექტიური ცენტრებიდან განსახლების საკითხებსა და დევნილთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ სხვადასხვა პრობლემას. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს კოლექტიური ცენტრების, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. შეხვედრების მთავარი მიზანი იყო დევნილთა პრობლემების გადაწყვეტა ხელისუფლებასთან დიალოგის გზით. დევნილებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, შეეთავაზებინათ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და მიეღოთ კითხვებზე პასუხი უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან.

სამართლებრივი კონსულტაციები იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხებზე

პროექტის ფარგლებში იურისტები რეგიონების მიხედვით უწევენ იურიდიულ დახმარებას კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს. პერიოდულად ხორციელდება მობილური ვიზიტები პროექტის ფარგლებში შერჩეულ კოლექტიურ ცენტრებში. სულ განხორციელდა 71 მობილური ვიზიტი, მომზადდა 35 სამართლებრივი დოკუმენტი და გაწეულ იქნა 1279 სამართლებრივი კონსულტაცია. აქედან, უმრავლესობა ეხებოდა განსახლებასა და რეგისტრაცია/გადამისამართებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სამართლებრივი კონსულტაციები თემატურად შემდეგნაირად გადანაწილდა:

0x01 graphic

პროექტის ფარგლებში, გამოიცა ბროშურა განსახლების საკითხებზე: „რა უნდა იცოდნენ დევნილებმა მათი განსახლების შესახებ“. ბროშურა ეხება განსახლების სხვადასხვა მოდელს და დევნილთა უფლებებს განსახლების პროცესში. 4500 ეგზემპლარი გავრცელდა თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში მდებარე კოლექტიურ ცენტრებში.

კანონშემოქმედებითი პროცესის მონიტორინგი

სინთეზური ანგარიში: იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი პრობლემები

პროექტის ფარგლებში მომზადდა ანგარიში იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე. ანგარიში ეფუძნება კოლექტიური ცენტრების პრივატიზაციის პროცესში გამოვლენილ პრობლემებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მიღების შემდეგ.

ანგარიშში განხილულია ის პრობლემები, რომლებსაც პროექტის განხორციელებისას ყველაზე ხშირად აწყდებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები. ასევე, წარმოდგენილია იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი, შეფასებები და რეკომენდაციები, რომლებიც ემსახურება ამ სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს დევნილთა ინფორმირება მათი უფლებების შესახებ განსახლების პროცესში. განსახლების ჯგუფების აქტიურობისა და იურიდიული კონსულტაციების რაოდენობიდან გამომდინარე, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პროექტში მონაწილე კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილები აქტიურად ჩაერთნენ სტაბილური გადაწყვეტილებების მოძიების პროცესში.

4.9 გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებების დაცვა

▲ზევით დაბრუნება


საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა გენდერულ საკითხებს. საანგარიშო პერიოდში ოჯახური ძალადობის პრევენციის მიმართულებით ადგილი ჰქონდა შემდეგ აქტივობებს:

  • პროექტის ფარგლებში განხორციელდა ოჯახში ძალადობაზე წარმოებული საქმეების მონიტორინგი სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში. აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავდა, გამოვლენილიყო, თუ რამდენად ეფექტურად დაიწყო საქართველოში იმპლემენტაცია ახალმა კანონმა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, კერძოდ, რამდენად ხშირად მიმართავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი კანონით გათვალისწინებულ დაცვის მექანიზმებს (დამცავ და შემაკავებელ ორდერებს). კვლევა ითარგმნა ინგლისურ ენაზეც და დაიბეჭდა ბუკლეტის სახით.

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრთან და ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან ერთად საანგარიშო პერიოდში განახორციელა პროექტი „პოლიცია და ძალადობა ოჯახში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა სახელმძღვანელო პოლიციელებისათვის „პოლიცია და ძალადობა ოჯახში“, რომელშიც ასახულია ჩვენი საზოგადოების მიდგომა ოჯახური ძალადობის პრობლემის მიმართ. მიმოხილულია ძალადობის ფორმები, ყურადღება გამახვილებულია სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე და დეტალურადაა ნაჩვენები პოლიციის როლი კანონის წარმატებულ იმპლემენტაციაში. საუბარია პოლიციის ვალდებულებებზე ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით და, ასევე, ნაჩვენებია კონფლიქტის მონაწილე პირების გამოკითხვის, პრიორიტეტების არჩევის, მსხვერპლისა და მოძალადის გამოაშკარავების, რისკის ფაქტორის განსაზღვრის მეთოდები. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა ტრენინგ-მოდული და ჩატარდა 10 ტრენინგი პოლიციელებისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

  • 2008 წელს Oxfam-Novib-ის პროექტის ფარგლებში მომზადდა კვლევა „გენდერული თანასწორობა აჭარაში“. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული ვითარების ანალიზს აჭარის რეგიონში. ნიშანდობლივია, რომ აჭარის რეგიონი შემთხვევით არ შეირჩა. ამ რეგიონზე ყურადღების გამახვილება განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: 2008 წლის შემოდგომაზე იგეგმება აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები, შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ ახალი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრებს ჰქონდეთ რეგიონში არსებული გენდერული პრობლემების დოკუმენტურად მომზადებული მასალა, რაც გაუადვილებს მათ, ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ საჭირო ღონისძიებები პრობლემის გადაჭრის მიზნით. კვლევა გათვალისწინებულია როგორც ფართო საზოგადოებისათვის და ამ საკითხებზე მომუშავე თუ დაინტერესებული ადამიანებისათვის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, რათა მათ ადგილობრივ დონეზე მოახდინონ რეაგირება ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი აქტიური ჩართვის მიზნით.

5 III სტრატეგიული ამოცანა ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა

▲ზევით დაბრუნება


საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საია კვლავაც წარმატებით ახორციელებდა ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებები და შედეგები დონორებში მზარდ დაინტერესებას იწვევს. დღესდღეობით საქართველოში საია რჩება ერთ-ერთ იმ ორგანიზაციად, ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციათა მცირე ჩამონათვალიდან, რომელსაც გააჩნია საზოგადოების ნდობა და შესაძლებლობა, ეფექტიანი მონიტორინგი აწარმოოს მმართველობის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის, სახელმწიფო და საჯარო ორგანოთა საქმიანობის გამჭვირვალობაზე.

5.1 ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების ბაზა (www.gyla.ge/foiadmin)

▲ზევით დაბრუნება


2007 წლის დეკემბრიდან სავალდებულო გახდა სასამართლოსადმი მიმართვამდე ადმინისტრაციულ ორგანოში ერთჯერადი გასაჩივრება. ნაკლოვანებების გამოვლენისა და პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შექმნა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების ბაზა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, მარტივად და უფასოდ გაეცნოს დღემდე არსებულ საუკეთესო პრაქტიკას. ბაზაში თავმოყრილია სხვადასხვა უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით.

ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების განხილვა ცხადყოფს, რომ ამ დროისათვის ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმი ხარვეზებით ფუნქციონირებს და დახვეწას საჭიროებს, რადგან დღემდე არსებული საჩივრების უმრავლესობა დაწესებულებების მხრიდან რეაგირების გარეშეა დარჩენილი:

0x01 graphic

რაც შეეხება საიას როლს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაში, უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ამ კუთხით არსებულ საჩივართა თითქმის სრული უმრავლესობა საიას ავტორობით არის წარმოებული:

0x01 graphic

5.2 სასამართლო გადაწყვეტილებების ბაზა (www.gyla.ge/foicourt)

▲ზევით დაბრუნება


საიას მიერ საქართველოში დამუშავდა უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში საქართველოს სასამართლოების მიერ ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.

0x01 graphic

აღნიშნული გადაწყვეტილებები თავმოყრილია მონაცემთა ბაზაში, რომლის შესაქმნელად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლო გადაწყვეტილებები გამოითხოვა საქართველოს ყველა სასამართლოდან, მიღებული ინფორმაცია დამუშავდა ელექტრონულად, რათა დაინტერესებული პირებისათვის მარტივი და მოხერხებული იყოს სასურველი მონაცემის და გადაწყვეტილების მოძიება. სულ, ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე, საქართველოში სასამართლოების მიერ მიღებულია 193 გადაწყვეტილება, აქედან, 190 - საერთო სასამართლოების, 3 კი - საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

გადაწყვეტილებები ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებულია მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა, განსაკუთრებული აქტიურობით თბილისი გამოირჩევა:

0x01 graphic

სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად დაკმაყოფილდა 66 სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 38, არ დაკმაყოფილდა 61, წარმოება შეწყდა 22 სარჩელზე, 6 კი დაუშვებლად იქნა ცნობილი:

0x01 graphic

ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით წარმოებულ სასამართლო საქმეებში 98 შემთხვევაში მოსარჩელეებს წარმოადგენდნენ იურიდიული პირები, 95 შემთხვევაში კი, ფიზიკური პირები. სულ, საქართველოს მასშტაბით, ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე ყველა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან 41 შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოადგენდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:

0x01 graphic

5.3 საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი

▲ზევით დაბრუნება


პროექტის ფარგლებში განხორციელდა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულების მონიტორინგი. კვლევა მოიცავს:

1. OECD-ის (ორგანიზაცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისათვის) ანტიკორუფციული ქსელის მიერ საქართველოსათვის შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანალიზს;

2. GRECO-ს (სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ) მეორე შეფასებითი რაუნდის ფარგლებში საქართველოსათვის შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების ანალიზს;

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ, მიუხედავად გარკვეული დადებითი ცვლილებებისა, საქართველო ჯერ კიდევ შორს არის კორუფციის აღმოფხვრისაგან, რეკომენდაციების და აღებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც შეუსრულებელი რჩება.

ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიღებიდან დღემდე ახდენს სასამართლოში საქმეების ინიცირებას ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით. ამას გარდა, დამუშავებული და გაანალიზებულია ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დღემდე არის მიღებული. ამჯერად, კვლევის მიზანი იყო ინფორმაციის თავისუფლების თემის აქტუალიზაცია და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მასში შეტანილია 2005 წლიდან 2008 წლის თებერვლამდე ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული საქმეები, რომლებზეც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შესამჩნევად განვითარდა სასამართლო პრაქტიკა, კვლავ იკვეთება შემდეგი პრობლემები:

  • პერსონალური მონაცემების დაცვისა და პირადი საიდუმლოების განმარტების საკითხები, საჯარო მოსამსახურეების პერსონალური მონაცემების გამჭვირვალობა;

  • სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების გამჭვირვალობა, საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების საკითხი;

  • პასუხისმგებლობა საჯარო ინფორმაციის გაუცემლობისათვის, ზიანის ანაზღაურების პრობლემა;

  • სასამართლო გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა.

ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პრაქტიკის ანალიზი

პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრების მექანიზმის ეფექტურობის შეფასება, რაც განპირობებული იყო ბოლოდროინდელი ცვლილებებით, კერძოდ, 2007 წლის დეკემბრის ცვლილებებმა სასამართლოსადმი მიმართვამდე ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის სავალდებულოობა განსაზღვრა.

კვლევის ფარგლებში საიამ 100 განცხადებით და, მოგვიანებით, 83 საჩივრით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოებს. წარდგენილი საჩივრების 62,65%25 ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

  • რამდენად ეფექტურია ადმინისტრაციული საჩივრისმექანიზმი და შეხვდნენ თუ არა ადმინისტრაციული ორგანოები მომზადებულნი ამ საკანონმდებლო ცვლილებას.

  • ადმინისტრაციული საჩივრის სავალდებულო ხასიათი ხომ არ არღვევს ინფორმაციის მიღებისა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას.

  • საჩივრის განხილვისას დაშვებული პროცედურული დარღვევები უფრო მეტად ხომ არ გაზრდის სასამართლოების გადატვირთულობას.

  • როგორ არის შესაძლებელი აღნიშნული დარღვევების აღმოფხვრა და მათი პრევენცია.

0x01 graphic

აღსანიშნავია, რომ კვლევაზე დაყრდნობით საიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა იმ ნორმის ანტიკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვალდებულებას აწესებს პირის მიერ სასამართლოსადმი მიმართვამდე (www.gyla.ge/foi).

ინფორმაციის თავისუფლების კვირეული, 2008 წლის 1-7 აგვისტო

2008 წლის 1-7 აგვისტოს საიამ ინფორმაციის თავისუფლების კვირეული განახორციელა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია:

  • საჯარო დისკუსია ოფიციალურ დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის პროექტთან დაკავშირებით

ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელის (UGPN) მიერ ორგანიზებულ იქნა საჯარო დისკუსია „ოფიციალურ დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის შესახებ“, ევროპის კონვენციის პროექტთან დაკავშირებით. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები ჩიორა თაქთაქიშვილი, მაგდა ანიკაშვილი და დელეგაციის ხელმძღვანელის პეტრე ცისკარიშვილის წარმომადგენელი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მაია კოპალეიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი ნათია წკეპლაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები: სალომე ვარდიაშვილი და გიორგი მშვენიერაძე, ასევე, სხვა საჯარო მოხელეები, ექსპერტები, ჟურნალისტები და დაინტერესებული პირები. შეხვედრაზე განხილულ იქნა კონვენციის მიღების მოსალოდნელი შედეგები და მისი გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე, აგრეთვე გავრცელდა მოწოდება დელეგაციის წევრების მიმართ - კონვენციის უფრო ძლიერი პროექტის მხარდაჭერის თაობაზე.

  • სემინარი ინფორმაციის თავისუფლებაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებისათვის

ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, 2008 წლის 1 აგვისტოს ჩატარდა სემინარი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებისათვის. სემინარის თემა იყო ინფორმაციის თავისუფლება. მასში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის, სამინისტროების და დეპარტამენტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებმა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელმა პირებმა.

სემინარის მიმდინარეობისას, განხილულ იქნა ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობა, თანამედროვე გამოწვევები და პრობლემები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების როლი და ფუნქციები, პრესსამსახურის მუშაობის დროს, განცხადებასთან დაკავშირებული სავალდებულო წარმოება, 10 დეკემბრის ანგარიშები, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სირთულეები. მონაწილეთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია საიდუმლო ინფორმაციის სახეებზე მსჯელობამ, პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხმა. ასევე, აქტიური განხილვის საგანი გახდა ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტი და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოება, რადგან სემინარის მონაწილეების განმარტებით, მათ დაწესებულებებში ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პრაქტიკა ძალზე მწირია.

0x01 graphic

  • სემინარი თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის

კვირეულის ფარგლებში 2008 წლის 3 აგვისტოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა სემინარი თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის ინფორმაციის თავისუფლების თემაზე. სემინარში მონაწილეობდნენ თბილისის მერიის, საკრებულოს და რაიონული გამგეობების თანამშრომლები და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები. სემინარზე განხილულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები, ასლის გადაღების მოსაკრებლის საკითხი, 10 დეკემბრის ანგარიშები, საიდუმლო ინფორმაციის კატეგორიები, ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პროცედურები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

  • მონაცემთა ბაზების პრეზენტაცია

ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის ფარგლებში, 2008 წლის 4 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორგანიზება გაუკეთა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზების (www.gyla.ge/foicourt და www.gyla.ge/foiadmin) პრეზენტაციას. მონაცემთა ბაზებში თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ყველა სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

0x01 graphic

  • კვლევების პრეზენტაცია

2008 წლის 2, 5 და 6 აგვისტოს მოხდა შემდეგ კვლევების პრეზენტაცია:

  1. ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.

  1. OECD-სა და GRECO-ს საერთაშორისო რეკომენდაციების, ასევე, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.

  1. ადმინისტრაციული საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული კვლევა.

28 სექტემბერი - ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მწვანე ალტერნატივასა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან ერთად, 2008 წლის 28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ქალაქ გორში გამართა მრგვალი მაგიდა - „გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მონაწილეობა დემოკრატიულ მხარდაჭერაში“.

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქალაქ გორში სწორედ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით გადაწყდა. 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ საქართველოსთვის დახმარების გასაწევად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სავალუტო ფონდი), აგრეთვე ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დონორები მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას გეგმავენ. ეს თანხები ქვეყანას ომის შედეგად მიყენებული ზარალის შემცირებასა და შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება, თუმცა, იმისათვის, რომ თანხები სწორად გადანაწილდეს, მიზანმიმართულად დაიხარჯოს და პოზიტიური შედეგები მივიღოთ, აუცილებელია, რომ აღნიშნული პროცესები საჯაროობისა და მონაწილეობის პრინციპების დაცვით წარიმართოს.

ინფორმაციის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა. ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს ინფორმაცია გამოყოფილი დახმარებების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამ დახმარებების განაწილება და ხარჯვა საზოგადოების მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობდეს. სწორედ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს მრგვალი მაგიდის ორგანიზატორმა და მონაწილე ორგანიზაციებმა. ამასთან, გავრცელდა ერთობლივი განცხადება „საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების პრიორიტეტების მიხედვით განაწილებისა და მათი განკარგვის გამჭვირვალობის შესახებ“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

სტატისტიკური მონაცემები

1. განცხადებები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით პროექტის ფარგლებში სულ გაიგზავნა 512 განცხადება, რომელთაგან:

  • სრულად დაკმაყოფილდა - 285

  • ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 149

  • არ დაკმაყოფილდა - 78

0x01 graphic

დაკმაყოფილებულ განცხადებათაგან:

  • პასუხი ვადის დაცვით მოგვეწოდა - 273 შემთხვევაში

  • პასუხი ვადის დარღვევით მოგვეწოდა -161 შემთხვევაში

0x01 graphic

2. ადმინისტრაციული საჩივრები. საანგარიშო პერიოდში პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში სულ შეტანილ იქნა 82 ადმინისტრაციული საჩივარი, რომელთაგან:

  • ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა 52 საჩივარი

  • უარი საჩივრის წარმოებაში მიღებაზე ითქვა 4 შემთხვევაში

  • უარი საჩივარზე ითქვა 2 შემთხვევაში

  • გადაწყვეტილება იქნა მიღებული 26 საჩივარზე

0x01 graphic

ადმინისტრაციულ საჩივრებზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან:

  • დაკმაყოფილდა - 3

  • ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 7

  • არ დაკმაყოფილდა - 13

0x01 graphic

სარჩელები.3. საანგარიშო პერიოდში, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში შეტანილია სულ 28 სარჩელი, აქედან:

  • დაკმაყოფილდა - 5

  • ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 1

  • არსებითი განხილვის სტადიაზეა - 12

  • უარი დაკმაყოფილებაზე - 6

  • დაუშვებლად იქნა ცნობილი - 4

0x01 graphic

პროექტის ფარგლებში:

  • პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილი 16 სარჩელიდან: დაკმაყოფილდა - 5; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 1; არ დაკმაყოფილდა - 2; დაუშვებლად იქნა ცნობილი - 4; არსებითი განხილვის სტადიაზეა - 5.

  • სააპელაციო ინსტანციაში შეტანილია 7 საჩივარი, აქედან, არ დაკმაყოფილდა - 4; არსებითი განხილვის სტადიაზეა - 3.

  • საკასაციო ინსტანციაში შეტანილი 2 საჩივრიდან, ორივე არსებითი განხილვის სტადიაზეა.

  • საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი ორივე სარჩელი განხილვის სტადიაზეა.

0x01 graphic

5.4 პენიტენციური სისტემის ფინანსური მონიტორინგი

▲ზევით დაბრუნება


2007 წელს საიამ განახორციელა „პენიტენციური სისტემის 2006 წლის ფინანსური მონიტორინგი“. აღნიშნული კვლევა წარმოადგენს ნოვაციას სასჯელაღსრულების სისტემის ფინანსების/საბიუჯეტო სახსრების განკარგვის კანონიერების შესახებ. წინამდებარე კვლევა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავზე დაყრდნობით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვნილ იქნა შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია. მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა დარღვევები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ფინანსური ოპერაციების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით წარმოებაში და, შესაბამისად, არასათანადო ბუღალტრული ბალანსის ფუნქციონირებაში. ამჟამად საია მუშაობას განაგრძობს 2007 წლის ფინანსური მონიტორინგის კუთხით, რომლის ანგარიში 2008 წლის ნოემბერში წარედგინება გასაცნობად როგორც ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.

0x01 graphic

ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა რეგიონებში

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

საანგარიშო პერიოდში ოზურგეთის ოფისმა განახორციელა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მონიტორინგი. როგორც წინა წელს, კვლავინდებურად გადაულახავ პრობლემად რჩება საკრებულოს მომავალი სხდომის შესახებ კანონმდებლობით მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაციის ერთი კვირით ადრე გამოქვეყნების საკითხი. კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია საკრებულოს სხდომების შესახებ ძირითადად ორი-სამი დღით ადრე ქვეყნდებოდა და ისიც მხოლოდ საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში.

პერიოდულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საჯარო რეესტრის წარმოება, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გასულ 2007 წელს ოზურგეთის ოფისის ძალისხმევით დაინერგა, კვლავინდებურად სტაბილურად და, რაც მთავარია, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიმდინარეობს.

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მხრივ პრობლემები შეექმნა საიას თელავის ოფისს. მათ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის განხორციელებისას წერილობითი განცხადებით მიმართეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვეს ინფორმაცია იმ თანამდებობის პირთა შესახებ, რომლებიც ბოლო ერთი თვის მანძილზე გავიდნენ შვებულებაში. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, დაარღვია რა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადები, უარი გვითხრა საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე.

აღნიშნულის გამო საიას თელავის ოფისმა 2008 წლის 15 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს ლევან ბეჟაშვილს და, საქართველოს 55 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღება და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისგან - 2008 წლის 10 აპრილის №11 განცხადებით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. 2008 წლის 6 ივნისს დაკმაყოფილდა თელავის ოფისის ადმინისტრაციული საჩივარი, ხოლო 9 ივნისს თელავის ოფისმა მიიღო საჯარო ინფორმაცია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციისაგან.

საიას როლი რეგიონული პრობლემატიკის მოგვარებაში

ქუთაისის ფილიალი

საანგარიშო პერიოდში ქუთაისის ფილიალისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მონიტორინგის განხორციელება, რაც მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების და ვალდებულებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების და საბიუჯეტო გადაწყვეტილებებში სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის დონის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში:

  • განხორციელდა ქუთაისის 2007 წლის საბიუჯეტო პროცესების მონიტორინგი და ექსპერტული ანალიზი ბიუჯეტირების შემდეგ ეტაპებზე: ფორმირება, დამტკიცება, აღსრულება, შეფასება.

  • მოწვეულმა ექსპერტებმა ჩაატარეს ორდღიანი ტრენინგი პროექტის მონაწილეთა და ადგილობრივიმასმედიის წარმომადგენლებისათვის თემაზე: „სამოქალაქო ინტერესების დაცვა და საბიუჯეტო პროცესი“.

  • ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგები სახელმწიფო მოხელეთათვის თემაზე: „ბიუჯეტირება და სამოქალაქო ინტერესების დაცვა“.

  • პროექტის ფარგლებში წარიმართა შეხვედრები მოსახლეობასთან ქალაქის ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.

  • შეხვედრები შედგა საბიუჯეტო სფეროების (ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა) სპეციალისტებთან და წარმომადგენლებთან.

  • მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რომელთა გადაჭრაც განსაკუთრებით აქტუალურია დღესდღეობით ქალაქის მოსახლეობისათვის და შეიქმნა სამოქალაქო ინტერესების დამცველი ჯგუფები, სულ 9 ჯგუფი (5 ტერიტორიული ერთეულის და 4 სფეროს მიხედვით), თითოეული 10 კაცის შემადგენლობით, სულ 90 მოქალაქე. აღნიშნულ მოქალაქეთა შერჩევისას, გამოყენებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: აქტიურობა, პოლიტიკური ნეიტრალურობა, განათლების და კვალიფიკაციის დონე.

  • სამოქალაქო ინტერესების დაცვის ჯგუფებთან, მათთვის საჭირო ცოდნის მიღების მიზნით, ჩატარდა ერთდღიანი საინფორმაციო შეხვედრები, რომლის დროსაც მათ დამატებითი ინფორმაცია მიიღეს ბიუჯეტის მონიტორინგის და საბიუჯეტო პროცესებში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

  • 2008 წლის ბიუჯეტისათვის მომზადდა სარეკომენდაციო წინადადებების პაკეტი და განხორციელდა მისი ლობირება. პროექტის ექსპერტების მიერ მომზადებული საბიუჯეტო რეკომენდაციები განხილული იქნა ქალაქის მერთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ქალაქის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ადგილობრივი მთავრობა ძირითადად ეთანხმება რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს, ასევე, დაისახა კონკრეტული გზები მათ განსახორციელებლად.

  • რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი ასახული იქნა ქ.ქუთაისის 2008 ბიუჯეტის შესახებ საკრებულოსდადგენილებაში (შიდა გზების რეაბილიტაცია, სახურავების პროგრამა, ქუჩების ტრაფარეტების ხარჯები, ქალაქის შესახებ საინფორმაციო ბროშურის გამოშვება და სხვა), ხოლო რეკომენდაციების დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

  • მომზადდა და ეთერში გავიდა რამდენიმე რადიო და ტელეგადაცემა

  • 2009 წლის ბიუჯეტისათვის მომზადდა სარეკომენდაციო წინადადებების პაკეტი და განხორციელდა მისი ლობირება. მომზადდა ქუთაისის თვითმმართველობის ანტიკორუფციული მოკლევადიანი პროგრამა და განხორციელდა მისი ლობირება, რეკომენდაციების პაკეტი, შესაბამისი რეაგირებისათვის, წარდგენილია ქუთაისის საკრებულოსა და მერიაში.

საანგარიშო პერიოდში საიას ქუთაისის ფილიალისათვის კვლავაც პრიორიტეტული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემებზე მუშაობა. მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მართვის ტერიტორიული ორგანოების სრულყოფის შესახებ განსახილველად წარედგინა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში შემავალ მუნიციპალიტეტებს.

აჭარის ფილიალი

აჭარის რეგიონში კვლავაც აქტუალური იყო საკუთრების ხელყოფის პრობლემები. მიუხედავად არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა, საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საკუთრების უფლების ხელყოფის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტით საკუთრების უფლება ჩამოერთვა სოფლების: მეჯინისწყლის, ჯოჭის, ანგისას, ჩიქუნეთის, თოდოგაურის, ახალსოფლის მცხოვრებთ. მოსახლეობამ იურიდიული დახმარებისათვის საიას აჭარის ფილიალს მიმართა.

საიას აჭარის ფილიალმა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. 2007 წლის ნოემბერში საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ზეგავლენითა და სამოქალაქო აქტივობით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავადვე გააუქმა მის მიერ გამოცემული უკანონო ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც, თავის დროზე, საკუთრების უფლება ჩამოართვა ათეულობით მესაკუთრეს.

ოზურგეთის ოფისი

2007 წლის იანვრის თვეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის დაიდო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი.

მემორანდუმის თანახმად, საია მზადყოფნას გამოხატავდა, თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის სხვადასხვა საკითხზე შეემუშავებინა და საკრებულოსათვის მიეწოდებინა წინადადებები და რეკომენდაციები, ასევე, კონსულტაციები გაეწია ადგილობრივი თვითმმართველობის როგორც წარმომადგენლობითი, ისე აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენელთათვის. თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგა და მემორანდუმის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2008 წლისთვისაც.

საანგარიშო პერიოდში საიას ოზურგეთის ოფისი კონსულტაციებს უწევდა საკრებულოს წარმომადგენლებს, ბიუროს წევრებს და იურისტს. ამზადებდა და ბიუროს ყველა წევრს აწვდიდა დასკვნებსა და რეკომენდაციებს ბიუროს სხდომაზე გატანილი ყველა ადმინისტრაციული აქტის პროექტზე. აღსანიშნავია, რომ საკრებულომ საიას მიერ მიწოდებული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი გაითვალისწინა. მაგალითად: 2008 წლის 9 ივლისის სხდომაზე გამგეობამ წარმოადგინა ნორმატიული აქტის, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი. მასში არ იყო გათვალისწინებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 123-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა. საკრებულოს სხდომაზე საიამ დააყენა საკითხი კანონის მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებით. საკრებულომ გაითვალისწინა საიას რეკომენდაცია და პროექტში მოხდა შესაბამისი მუხლის დამატება.

ამას გარდა, მომზადდა 7 დასკვნა და რეკომენდაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციულ აქტებზე. რეკომენდაციები სულ შეეხო 67 ადმინისტრაციული აქტის პროექტს. ასევე, მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულებს ჩაუტარდათ სემინარები თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს - გამგეობის რწმუნებულის უფლებამოსილებები“. აღსანიშნავია, რომ სემინარები ჩატარდა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებისთვის. სულ სემინარებს ესწრებოდა 78 რწმუნებული და რწმუნებულის თანაშემწე.

თელავის ოფისი

საანგარიშო პერიოდში თელავის ოფისისათვის პრიორიტეტული იყო სიტყვის თავისუფლების დაცვა. 19 ნოემბერს რადიო „ჰერეთმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გოჩა მამაცაშვილი (თელავის ყოფილი გამგებელი, ახლანდელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე), გენერალური პროკურორის ძმასთან დავით ადეიშვილთან ერთად (კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე), თელავში მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებდა. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად, ეთერში გავიდა ლეიბორისტული პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ნიკა ვარდოშვილის კრიტიკული კომენტარი. ამ განცხადებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, რაც ხაზგასმული იყო რეპორტაჟში. რადიო „ჰერეთის“ თანამშრომლებს აქვთ ფარული ჩანაწერი სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ გენერალურ დირექტორს რამაზ სამხარაძესა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულ პირს ისაკო ცქიფურიშვილს შორის. საუბარი ჩაწერილია 30 ნოემბერს. ფარული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ისაკო ცქიფურიშვილი რამაზ სამხარაძეს სთხოვდა, არ გაეკრიტიკებინა რადიო „ჰერეთის“ ეთერით მმართველი პარტია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა ხელისუფლების სახელით, რომ „ჰერეთს“ ლიცენზია არ მიეცემოდა და მაუწყებლობა შეუჩერდებოდა.

რადიო „ჰერეთისათვის“ ულიცენზიოდ მაუწყებლობის საკითხი კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის აქტუალური სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ გახდა. კომისიაში აცხადებდნენ, რომ რადიო „ჰერეთს“ სალიცენზიო მოსაკრებლის 20 პროცენტი კომისიის მიერ დადგენილ ვადებში არ გადაუხდია, შესაბამისად, ლიცენზია არ გაცემულა. რადიო „ჰერეთმა“ 2 დღით ადრე, 2007 წლის 18 მაისს გადარიცხა თანხა გადაწყვეტილებაში არსებულ საბანკო რეკვიზიტებზე, სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც რადიოს ადმინისტრაციას ხელთ აქვს. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განაცხადეს, რომ სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი რადიო „ჰერეთს“ კომისიის ბუღალტერიაში არ წარუდგენია და, შესაბამისად, რადიოზე ლიცენზია გაიცემოდა საბუთის წარდგენიდან 7 დღეში. თუმცა, კომისიის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანია ვერ გაექცეოდა ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

საიას თელავის ოფისი ახორციელებს სამაუწყებლო რადიოკომპანია „ჰერეთის“ ინტერესების დაცვას. შედგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და 2007 წლის 22 დეკემბერს წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომელმაც 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დააკმაყოფილა. საია გეგმავს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში.

თელავის ოფისისათვის ასევე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თელავის სოციალური სამსახურის ოჯახის თანადგომისა და შვილობილობის საბჭოსთან თანამშრომლობა. აღნიშნული საბჭოს საქმიანობაში ექსპერტად ჩართულია საიას თელავის ოფისის ადვოკატი, რომელიც ახორციელებს ბავშვის შვილობილობის, ინსტიტუციონალიზაციის პრევენციასა და რეინტეგრაციასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკების მიერ მომზადებული თითოეული შემთხვევის შეფასებას და ანალიზს. საიას ადვოკატი, როგორც საბჭოს წევრი, განიხილავს მინდობითი მშობლების, განმცხადებლების და ბავშვის საჩივრებს, რომლებიც ეხება შვილობილობის პროცესს. მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს თელავის სოციალური სამსახურის ოჯახის თანადგომისა და ბავშვზე მზრუნველობის სპეციალური საბჭოსათვის საანგარიშო პერიოდში წარდგენილია 179 დასკვნა ბავშვთა შვილობილობასა და რეინტეგრაციასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, თელავის ოფისისთვის ასევე პრიორიტეტული იყო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიების მუშაობის მონიტორინგი.

0x01 graphic

თელავის ოფისი ახორციელებდა შეხვედრებს ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ კომისიებთან, ითხოვდა და ამუშავებდა საჯარო ინფორმაციებს კომისიაში შესული და დაკმაყოფილებული განცხადებების შესახებ, ასევე, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი განცხადება დარჩა განუხილველი და რამდენ მოქალაქეს ეთქვა უარი.

გორის ოფისი

საანგარიშო პერიოდში გორის ოფისის საქმიანობის პრიორიტეტს კვლავ წარმოადგენდა კონფლიქტის მიმდებარე სოფლებში სამართლებრივი ცნობიერების გაზრდა. ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია ჩატარდა კონფლიქტის მიმდებარე სოფლებში: არბო, ზემო და ქვემო ხვითი, ტირძნისი, ზემო ნიქოზი, დიცი, ფხვენისი. მოსახლეობას მიეწოდებოდა ინფორმაცია მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე. საიას იურისტების მიერ მათ ადგილზევე გაეწიათ სამართლებრივი დახმარება, რომლის შედეგადაც, კონფლიქტის პერიოდში დაბადებულ ათეულობით ბავშვს სასამართლო წესით დაუდგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე - დაბადების ფაქტი. მათმა მშობლებმა აიღეს დაბადების მოწმობები, რის საფუძველზეც, არასრულწლოვნებს შესაძლებლობა მიეცათ, ესარგებლათ სოციალური შეღავათებით. კონფლიქტის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია მათი უფლებებისა და საკანონმდებლო სიახლეების შესახებ.

სამწუხაროდ, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, გორის ოფისის თანამშრომლები თავად გახდნენ დევნილები, თუმცა, დევნილობაშიც კი, მათ ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა და დახმარებას უწევდნენ თბილისში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს. გორში დაბრუნების შემდეგ კი, დღემდე ეხმარებიან კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ევროსასამართლოსათვის სარჩელების მომზადებაში.

რუსთავის ოფისი

საანგარიშო პერიოდში რუსთავის ოფისისათვის სპეციფიკური იყო ქვემო ქართლში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის ცნობიერების ამაღლების კამპანიის ჩატარება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

ჩატარდა გასვლითი შეხვედრები მარნეულში, ბოლნისსა და გარდაბანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან. ამ შეხვედრებზე მოხდა ეროვნული უმცირესობების ინფორმირება მათი უფლებებისა და საკანონმდებლო სიახლეების შესახებ.

საანგარიშო პერიოდში რუსთავის ოფისს ათეულობით მოქალაქემ მიმართა განცხადებით „ენერგო-პრო-ჯორჯიასა“ და „რუსთავგაზის“ მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. მომხმარებელთა განმარტებით, კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის


გადასახადების უკანონო დარიცხვებს. ამასთან, მომხმარებლები ითხოვდნენ აბონენტებსა და მიმწოდებელ კომპანიებს შორის ხელშეკრულების გაფორმებას. მოქალაქეებს მოუმზადდათ სარჩელები უკანონოდ დარიცხული დავალიანებების ჩამოსაწერად. ამ პრობლემის გადაჭრას მიეძღვნა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან. ამჟამად ეს პრობლემა მოგვარებულია და რუსთავის მომხმარებლებს ჩამოეწერათ უკანონოდ დარიცხული დავალიანება. თუმცა, სახელშეკრულებო ურთიერთობების მოწესრიგების საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას.

დუშეთის ოფისი

საანგარიშო პერიოდში საიას დუშეთის ოფისი ორიენტირებული იყო სოციალურ სფეროზე. საიას ადვოკატებს დახმარებისათვის მიმართეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებმა პენსიონერებმა, რომლებსაც სოციალური სუბსიდიების სააგენტომ შეუჩერა პენსიის მიღება ან უარი უთხრა შრომის სტაჟის მიხედვით სახელმწიფო პენსიაზე დანამატის დანიშვნაზე. დუშეთის ოფისმა მთლიანობაში 160 პენსიონერს გაუწია იურიდიული დახმარება, რის შედეგადაც, მათ აღუდგათ შეჩერებული პენსიის მიღება და დაენიშნათ დანამატი სახელმწიფო პენსიაზე შრომის სტაჟის მიხედვით.

საანგარიშო პერიოდში დუშეთის ოფისის საქმიანობის პრიორიტეტი იყო ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა. ინფორმაციის თავისუფლების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, დუშეთის ოფისმა ჩაატარა ტრენინგები საჯარო დაწესებულებების მოხელეთათვის. შედეგად, დუშეთში არსებული საჯარო დაწესებულებების უმრავლესობაში უკვე არსებობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. დუშეთის ოფისის უდიდესი ძალისხმევით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საჯარო დაწესებულებებში გაჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დანერგვის პირველი პრეცედენტები. ამას გარკვეულწილად ხელი შეუწყო საჯარო მოხელეთათვის „ადმინისტრაციულ წარმოებაში“ ჩატარებულმა ტრენინგებმაც.

დუშეთის ოფისის დახმარებით, მიწის ნაკვეთების მოსარგებლეებს დაურეგისტრირდათ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. ყოველივე ამას ხელი შეუწყო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ადგილობრივი თვითმმართველობის კომისიასა და დუშეთის ოფისის ნაყოფიერმა ურთიერთთანამშრომლობამაც.

5.5 ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის საზოგადოებრივი მეთვალყურეობა (II ეტაპი)

▲ზევით დაბრუნება


საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის 40 მილიონიანი საგრანტო პროგრამის, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხარჯვის პროცესის მონიტორინგი. უწყვეტად ხორციელდებოდა ინფორმაციის გამოთხოვნა შემდეგი საჯარო დაწესებულებებიდან: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახაზინო სამსახური, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. ინფორმაციის გამოთხოვნა მიმდინარეობდა ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და აუდიტორული კომპანია Deloitte & Touche LLC-დან, რომელიც პასუხისმგებელია საგრანტო თანხების ხარჯვის პროცესის აუდიტორულ შემოწმებაზე. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, განისაზღვრა იმ საჯარო დაწესებულების და სფეროების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებდა პროგრამის ფარგლებში ეტაპობრივ მონიტორინგს საგრანტო თანხების მიზნობრიობისა და ხარჯვის პროცედურებთან მიმართებით.

0x01 graphic

მონიტორინგის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მომზადდა და გამოიცა ანგარიში „საუკუნის პროექტი და 40 მილიონიანი გრანტის ხარჯვის მონიტორინგი-2“, რომელიც შეიცავს მონიტორინგის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის დეტალურ ანალიზს და აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის რეკომენდაციებს.

მომზადებული იქნა ორი სამართლებრივი შინაარსის საექსპერტო დასკვნა:

  • „ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოსათვის 40 მილიონიანი საგრანტო პროგრამის შექნის შესახებ 2006 წლის 26 ივლისს ჩასწორებული და განახლებული საგრანტო ხელშეკრულების“ სამართლებრივი ანალიზი; დოკუმენტში დეტალურად არის განხილული 40 მილიონიანი საგრანტო ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობები, მისი უარყოფითი და დადებითი მხარეები;

  • „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანისრესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი. დოკუმენტში მოცემულია საერთაშორისო ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი 2007 წლის გადასახედიდან. ანალიზში ასევე ყურადღება არის გამახვილებული მხარეების მხრიდან ხელშეკრულების შესრულების ვალდებულების ხარისხზე.

ასევე მომზადდა ეკონომიკური ხასიათის კვლევა:

  • საექსპერტო დასკვნა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობასშორის საქართველოსთვის საგრანტო პროგრამის შექმნის შესახებ“ ხელშეკრულების ეკონომიკური შედეგების თაობაზე. დასკვნაში ასევე მოცემულია 40 მილიონიანი საგრანტო პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტთან შესაბამისობის საკითხები.

გარდა ამისა, 2007 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის“ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის მიერ საზოგადოების წინაშე


წარდგენილ იქნა პროექტის ფარგლებში მომზადებული საექსპერტო დასკვნების კრებული. გამოცემაში განთავსდა პროექტის ფარგლებში მომზადებული სამივე საექსპერტო დასკვნა.

საია მართავდა შეხვედრებს 40 მილიონიანი საგრანტო ხელშეკრულების ხარჯვასთან დაკავშირებულ უწყებებთან. შეხვედრებზე განიხილებოდა საგრანტო რესურსის ხარჯვის პროცესი, მისი თანმხლები პრობლემები და ისახებოდა პრობლემათა აღმოფხვრის გზები. მონიტორინგის პროცესში კვლავ გამოვლინდა „ჩასწორებული და განახლებული საგრანტო ხელშეკრულების“ სუსტი მხარეები. აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე საგრანტო ურთიერთობის მხარეებს გაეწიათ რეკომენდაციები.

  • 2006 წლის 26 ივლისს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული „ჩასწორებული და განახლებული საგრანტო ხელშეკრულება“ სრულყოფილად დაინერგა;

  • მონიტორინგის პროცესში არ გამოვლენილა საგრანტო თანხების ხარჯვის მიმართულებების შეუსაბამობა საგრანტო ხელშეკრულების მიზნებთან მიმართებით;

  • გაუმჯობესდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიის მხრიდან საზოგადოების ინფორმირების კომპონენტი.

0x01 graphic

5.6 დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა

▲ზევით დაბრუნება


საიას მიერ ხორციელდებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მონიტორინგი. 2007 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, პერიოდულად ამზადებდა დასკვნებსა და რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმასთან მიმართებით.

საპრეზიდენტო პროგრამა ჩემი სახლი

პროექტის ფარგლებში განხორციელდა საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლის“ მონიტორინგი. პროგრამის ამ ეტაპზე მიმდინარეობდა მხოლოდ დეკლარაციის შევსება. 2008 წლისთვის 48000-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეავსო ქონებრივი დეკლარაცია.

ცენტრალურმა ქსელურმა შეხვედრებმა ნათლად აჩვენა, რომ პროექტის ძირითადი ამოცანა - დიალოგის წარმართვა სამოქალაქო და სახელისუფლებო სექტორს შორის - წარმატებით შესრულდა. ცენტრალურ ქსელურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებმა (მეორე ცენტრალური ქსელური შეხვედრის ჩატარებამდე განხორციელდა საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში). 60 კოლექტიური ცენტრის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების მიმღები პირების წინაშე დააყენეს დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებული პრობლემები და შესთავაზეს მათ ამ პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა.

პროექტში მონაწილე კოლექტიური ცენტრების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში. დევნილთა მხრიდან იმატა სამართლებრივი კონსულტაციების მისაღებად მომართვების რაოდენობამ.

განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები. პროექტის იურისტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, შეტანილ იქნა ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 მარტის „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შესახებ“ №495 ბრძანებაში, რის საფუძველზეც, შეჩერდა არაერთი გამოსახლების პროცესი სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლების ობიექტიდან.

ხსენებული საქმიანობის პარალელურად, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის 2008 წლის 5 აპრილს ჩატარდა ტრენინგი იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების შესახებ. ტრენინგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის სტრუქტურების შესაძლებლობების გაზრდას დევნილთა პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით.

საია აქტიურად არის ჩართული ინტეგრაციის საცდელი მოდელის შემუშავებაში, რომელიც დაიწყო 2008 წლის მარტიდან, მას შემდეგ, რაც შეირჩა დევნილთა ოთხი კოლექტიური ცენტრი, რომლებიც შესაძლებელია პრივატიზებული იყოს იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების მიერ. ინტეგრაციის მოდელის შემუშავება ხდება ეტაპობრივად, გამოცდილებაზე დაყრდნობით და დასრულდება დევნილთა მიერ კოლექტიური ცენტრების პრივატიზაციის შემდეგ.

5.7 საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება

▲ზევით დაბრუნება


ჯეროვანი და გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველყოფის სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საიამ განახორციელა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო და 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ არჩევნებზე დაკვირვების შედეგად, საიასადმი ნდობა ამომრჩევლის თვალში კიდევ უფრო გაიზარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ განხორციელებული გამოკითხვის შედეგად, კითხვაზე - როგორ შეაფასებდით ამ ორგანიზაციების საქმიანობას - პოზიტიურად თუ ნეგატიურად? - საიამ ყველა ორგანიზაციაზე მაღალი პოზიტიური შეფასება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა მხრიდან, არჩევნებში ჩართულ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციას შორის საიამ ყველაზე დიდი ნდობა დაიმსახურა.

0x01 graphic

2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები

  • წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი

2007 წლის 12 ნოემბერს საიას გამგეობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საია 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგს განახორციელებდა თბილისსა და 7 რეგიონულ ცენტრში - ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, თელავში, გორში, რუსთავსა და დუშეთში, ხოლო არჩევნების დღის მონიტორინგს - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში.

საიას მიერ 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაზე დაკვირვება შესაძლებელი გახდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო არჩევნების დღის და მისი შემდგომი პერიოდის მონიტორინგი დაფინანსდა ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოების მიერ.

მონიტორინგის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საიას წარმომადგენლები პერმანენტულად აწვდიდნენ ინფორმაციას როგორც საარჩევნო ადმინისტრაციას (განცხადებებისა თუ საჩივრების მეშვეობით), ისე ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს და მედია საშუალებებს.

2008 წლის 3 იანვარს საიამ საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის სადამკვირვებლო მისიის პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა (http://www.gyla.ge/?display=news&view=627), რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს შეეხებოდა. წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საბოლოო დასკვნა კი გამოქვეყნდა 17 იანვარს.

წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ფორმატში, საიამ ასევე განახორციელა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო ფონდების მონიტორინგი. მონიტორინგის საბოლოო დასკვნა ორგანიზაციამ 2008 წლის 11 მარტს გამოაქვეყნა (http://www.gyla.ge/?display=news&view=646). დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია როგორც საარჩევნო სუბიექტების მხრიდან კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების იგნორირების ფაქტებზე, აგრეთვე, კანონმდებლობის არასრულყოფილებასა და არაეფექტურობაზე. აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საიამ არაერთი წინადადება წარუდგინა როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

  • 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დღე

საიას არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიაში თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში 350-მდე იურისტი (მათ შორის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები) მონაწილეობდა. დაკვირვების ფორმატი მოიცავდა როგორც რიგ საარჩევნო უბანზე პერმანენტულ მონიტორინგს, მობილური სადამკვირვებლო ჯგუფების გამოყენებას, ასევე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში პერმანენტულ დაკვირვებას.

საიას დამკვირვებლები ახორციელებდნენ მონიტორინგს, დოკუმენტირებას და, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საჩივრების შედგენასა და წარდგენას (კენჭისყრის დღესა და მომდევნო პერიოდში საიამ წარადგინა 230-მდე საჩივარი. მათ შორის, 35 საჩივარი შეეხებოდა უბნის შემაჯამებელი ოქმების გაუქმებასა ან შედეგების ბათილად ცნობას, საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დარღვევების გამო). არჩევნების დღის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში საიამ 2008 წლის 17 იანვარს გამოაქვეყნა.

  • 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დღის შემდგომი პროცედურების მონიტორინგი

საიას დამკვირვებლები ასევე ახორციელებდნენ ცესკოში დამატებითი სიით მიცემული ხმების დათვლის პროცესის მონიტორინგს. საიას მიერ არჩევნების სადამკვირვებლო გამოცდილებაში, არ ყოფილა გამოვლენილი საარჩევნო დავების განხილვის ისეთი საერთო ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე. საიას მიერ წარდგენილი უმნიშვნელოვანესი საჩივრებიდან (რომლებიც ეხებოდა კონკრეტული უბნების შედეგებს) მხოლოდ ერთი იქნა სრულყოფილად განხილული და დაკმაყოფილებული. საჩივრების მნიშვნელოვანი ნაწილი საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ იქნა დაშვებული არსებითად განსახილველად.

2008 წლის 17 იანვარს საიამ 2008 წლის 5 იანვრის საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა და პლებისციტის მონიტორინგის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ანგარიში აერთიანებს როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე არჩევნების დღისა და მისი შემდგომი პერიოდის მონიტორინგის შედეგებს.

საიას საქმიანობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით

2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგმა ნათლად დაგვანახა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის გაჯანსაღების, მისი გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ პროცესად გარდაქმნისათვის, აუცილებელია საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოხატა მზადყოფნა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე აქტიურად ეთანამშრომლა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, პოლიტიკურ სუბიექტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან - კანონმდებლობისა და საარჩევნო პროცესის გაჯანსაღების მიზნით.

  • 10 წინაპირობა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად

საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგით მიღებული გამოცდილების საფუძველზე, საიამ, 4 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ახალი თაობა - ახალი ინიციატივა (NGNI) შეიმუშავა და ხელისუფლების შესაბამის უწყებებს წარუდგინა 10 წინაპირობა, რაც, ჩვენი აზრით, აუცილებელი იყო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. გარდა პრობლემებისა, დოკუმენტში საუბარი იყო მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებზეც.

  • საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა

რეკომენდაციების შემუშავების გარდა, საიას წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს პარლამენტში 2008 წლის მარტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების და დამატებების პროექტის განხილვაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში როგორც კომიტეტის, ისე სამუშაო შეხვედრებში უშუალო მონაწილეობის გზით.

საიამ საქართველოს პარლამენტის შესაბამის წარმომადგენლებს წარუდგინა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული წინასაარჩევნო კამპანიის და საჩივრების განხილვის პროცედურების მარეგულირებელი ნორმების სრულყოფასა და ორაზროვანი ნორმების დახვეწაზე.

2008 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომელმაც გარკვეულწილად გაითვალისწინა საიას მიერ წარდგენილი წინადადებები, თუმცა, საარჩევნო კოდექსში კვლავ მრავალი ბუნდოვანი და ორაზროვანი ნორმა დარჩა.

  • მრგვალი მაგიდა საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის

2008 წლის 21 მარტს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე, კანადის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამართლიანი და გამჭვირვალე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში“ - ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების, საქართველოს იუსტიციის საბჭოს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოების მოსამართლეებმა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, შეხედულებათა გაზიარების გზით, მომავალ არჩევნებზე კონკრეტული პრობლემატური საკითხების მიმართ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება.

0x01 graphic

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე განახორციელა როგორც წინასაარჩევნო, ისე არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი.

  • 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი

2008 წლის იანვარში საიას გამგეობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას უბანზე მივლინებული დამკვირვებლებისა და მობილურ ჯგუფებში განაწილებული დამკვირვებლების მეშვეობით, თბილისსა და რეგიონებში მდებარე 40-მდე საარჩევნო ოლქში განახორციელებდა. ეს ოლქებია: მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო, კრწანისი, ისანი, სამგორი, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი, მცხეთა, ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია, წყალტუბო, ბაღდათი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ხულო, ქედა, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, გორი, ხაშური, ქარელი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თელავი, გურჯაანი, ახმეტა, ყვარელი, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი და მესტია.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდს საია თბილისსა და 7 რეგიონულ ცენტრში (თელავი, რუსთავი, დუშეთი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი) აკვირდებოდა. მონიტორინგში ჩართულნი იყვნენ საიას იურისტები და მედია მონიტორინგის სპეციალისტები.

წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი გახდა ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.

მონიტორინგმა ცხადყო, რომ საჯარო მოხელეების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში, გასული საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხად რჩებოდა. როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ასევე პრაქტიკა, ამ მხრივ, მრავალი ხარვეზის არსებობას მოწმობდა.

სწორედ ამიტომ, 2008 წლის 17 აპრილს ცესკოსა და 4 არასამთავრობო ორგანიზაციას - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ახალი თაობა - ახალი ინიციატივა (nGnI) - შორის დაიდო მემორანდუმი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის წინასაარჩევნო კამპანიის მარეგულირებელი ნორმების ერთგვაროვან ინტერპრეტაციაზე. საარჩევნო კოდექსის ნორმების შესრულების მონიტორინგთან ერთად, საია სისტემატურად ახორციელებდა ასევე მემორანდუმით გათვალისწინებული ნორმების პრაქტიკაში უზრუნველყოფის მონიტორინგს.

2008 წლის 30 აპრილს საიამ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა. მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში კი 19 მაისს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა.

  • ჟურნალისტების ტრენინგი

ამავე პროექტის ფარგლებში, 22, 23, 24 აპრილს და 5 მაისს საიამ ორგანიზება გაუკეთა ტრენინგს არჩევნების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ჟურნალისტებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის მარეგულირებელი ნორმების, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული უახლესი ცვლილებების, წინასაარჩევნო პერიოდში მედიის უფლებებისა და ვალდებულებების გაცნობას მათი პრაქტიკაში გამოყენების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

  • 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დღის მონიტორინგი

საპრეზიდენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, საპარლამენტო არჩევნების დღის დაკვირვებას საია უფრო ფართო ფორმატით ახორციელებდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კენჭისყრის დღის სადამკვირვებლო მისიის ფინანსური მხარდამჭერი იყო ევროპის კავშირი (EU), ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF) და თბილისში ბრიტანეთის საელჩო.

არჩევნების დღის განმავლობაში, საიას 716 დამკვირვებელი შესაბამის საარჩევნო უბნებში, საოლქო საარჩევნო კომისიებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იქნა მივლენილი. მათ შორის, რეგიონებში დაკვირვებას 580, ხოლო თბილისში 136 დამკვირვებელი ახორციელებდა.

ჩვეულებისამებრ, საია დაკვირვებას შემდეგი პრინციპით ახორციელებდა: უშუალოდ უბანზე დაკვირვება კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში; დაკვირვება მობილური ჯგუფების მეშვეობით, როდესაც მობილური ჯგუფის წევრები ახდენდნენ ოლქის ტერიტორიაზე უბნების შემოვლას დარღვევების არსებობა-არარსებობის გამოვლენის მიზნით; წარმომადგენლობა საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში სამართლებრივი დოკუმენტების შექმნის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისა და სამართლებრივი ექსპერტიზის გაწევის მიზნით. საარჩევნო უბნების დახურვამდე მობილური ჯგუფის წევრებმა შეარჩიეს მეტ-ნაკლებად პრობლემური უბნები და დარჩნენ იქ ხმის დათვლისა და შეჯამების პროცესზე დასაკვირვებლად. გარდა ამისა, საიაში მთელი დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეეძლოთ საარჩევნო დარღვევების შესახებ ინფორმაციის შეტყობინება. საჭიროების შემთხვევაში, შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირებას ადგილზე გასვლით ახდენდა შესაბამისი მობილური ჯგუფი.

კენჭისყრის დღეს, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ დაფუძნებულ მედია ცენტრში ჩატარდა რამდენიმე ბრიფინგი. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია შესაბამისი საათისათვის ასოციაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული და ცხელი ხაზით შეტყობინებული საარჩევნო დარღვევების შესახებ.

წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში საიამ 2008 წლის 5 ივნისს გამოაქვეყნა (http://www.gyla.ge/?display=news&view=666). საიას შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულმა დარღვევებმა, რომლებსაც არ მოჰყვა ადეკვატური რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, არსებითი გავლენა მოახდინა კენჭისყრის დღეს არსებულ გარემოზე.

საპარლამენტო არჩევნების დღეს კი, დამკვირვებლების მიმართ განხორციელებული ზეწოლის, უბნიდან გამოძევების ფაქტებმა უარყოფითი როლი ითამაშა არჩევნების დღის გამჭვირვალედ და დემოკრატიულად შეფასებაში.

  • 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგი

საპრეზიდენტო არჩევნების დღის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული უპრეცედენტო სამართალდარღვევების ფაქტების გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს საიამ განსაკუთრებული აქცენტი არჩევნების დღის შემდგომი პროცედურების მონიტორინგზე გააკეთა.

საიას არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგის მისია განხორციელდა საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დაფინანსებული პროექტის - „საზოგადოების ნდობის აღდგენა საარჩევნო პროცესების მიმართ“ - ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, მხარდაჭერილი იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

პროექტის ძირითადი მიზანი იყო საოლქო საარჩევნო კომისიების 24 საათიანი მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფა. დაკვირვების სამიზნეს წარმოადგენდა საარჩევნო კომისიების არჩევნების დღის შემდგომი საქმიანობა, მათ მიერ საჩივრების განხილვის, გადაწყვეტილებების მიღებისა და ოლქის შედეგების შეჯამების პროცესი.

არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი, საიას 75 დამკვირვებლის მიერ, 36 საარჩევნო ოლქსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხორციელდებოდა. ეს საარჩევნო ოლქებია: მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო, კრწანისი, ისანი, სამგორი, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი, მცხეთა, ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია, წყალტუბო, ბაღდათი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ქედა, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, გორი, ხაშური, ქარელი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თელავი, გურჯაანი, ახმეტა, ყვარელი და დუშეთი.

არჩევნების დღეს საიას დამკვირვებლების მიერ შედგენილ იქნა 147 საჩივარი. საოლქო საარჩევნო კომისიების სახელზე წარდგენილ იქნა 69 საჩივარი, ხოლო სასამართლოში გასაჩივრებულ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 29 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილ იქნა 5 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

საიას მიერ წარდგენილი საჩივრების საფუძველზე, გაუქმებულ იქნა 11 უბნის შედეგები, ხელახლა გადაითვალა 7 უბნის შედეგი, შემაჯამებელ ოქმში შესწორება შევიდა 10 შემთხვევაში, საარჩევნო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი კი დაკმაყოფილდა 12 შემთხვევაში.

არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის ანგარიში საიამ 9 ივლისს გამოაქვეყნა:მ (http://www.gyla.ge/?display=news&view=674).

საიას საარჩევნო საქმიანობა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში

საერთაშორისო ორგანიზაცია „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში განახორციელა კვლევა: „საზოგადოების დამოკიდებულება არჩევნების მიმართ“.

0x01 graphic

კვლევა განხორციელდა ორ ეტაპად და გამოკითხული იქნა სხვადასხვა სოციალური ფენის, განათლებისა და ეთნიკური წარმომავლობის 2228 და 2152 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ შეკითხვის პასუხად - თქვენი აზრით, რომელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული ყველაზე მეტად არჩევნებში - საიამ, ცესკოს, ეუთოსა და გაეროს შემდეგ, მე-4 ადგილი დაიკავა და გაუსწრო ისეთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი მიმართულებაც არჩევნების მონიტორინგია.

2008 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნდა OSCE/ODIHR-ის „2008 წლის 21 მაისის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში“, რომელშიც სადამკვირვებლო მისია არაერთგზის მოიხსენიებს საიას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. განსაკუთრებით ხაზგასმულია საიას როლი საარჩევნო სამართალწარმოების ინიცირების თვალსაზრისით.

გარდა ამის, საიამ მიიღო არაერთი მადლობის წერილი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან, რომლებიც ულოცავდნენ საიას დამკვირვებლებს მისიის წარმატებით განხორციელებას. ციტატა ამერიკის საელჩოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის კოლინ ბაკლის წერილიდან: „არჩევნების დღეს მე ვეწვიე გორთან მდებარე არაერთ საარჩევნო უბანს. ყველა უბანზე, სადაც ვიმყოფებოდი, მე შევხვდი საიას დამკვირვებლებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ სიმშვიდით, თავაზიანობით და პროფესიონალიზმით. უფრო მეტიც, მე სრულიად ვენდობოდი მათ მიერ მოწოდებულ ობიექტურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბანზე ჩემს მისვლამდე“.

5.8 სოფლის ასოციაციების როლის გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში (STAGE)

▲ზევით დაბრუნება


დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის, CARE-ის ფინანსური მხარდაჭერით, საია ასევე ახორციელებდა პროექტს სოფლის ასოციაციების როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტის სამიზნე სოფლის ასოციაციების შიდა დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი და შეფასება; შიდა დოკუმენტების ცვლილებების პაკეტის შემუშავება, ცვლილებების რეგისტრაცია და დანერგვა; შინაგანაწესების შემუშავება და მათი დანერგვა; სოფლის ასოციაციებსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებს შორის გასაფორმებელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების მომზადება, გაფორმება/დანერგვის უზრუნველყოფა და სხვა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა:

  • პროექტის სამიზნე 16 სოფლის ასოციაციის შიდა დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი. თითოეული ასოციაციის გამგეობის წევრებთან ერთად დეტალურად იქნა განხილული ორგანიზაციის შიდა დოკუმენტები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციების წესდებებზე, შემუშავდა წესდებების ცვლილებების პაკეტი;

  • საანგარიშო პერიოდში, თითოეულ ასოციაციაში ორგანიზებული იქნა ასოციაციის წევრთა საერთო კრება, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე;

  • საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, პროექტის სამიზნე ასოციაციების წესდებების ცვლილებების რეგისტრაცია დაწყებული იქნა ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი სამიზნე ასოციაციებით. წესდებების ცვლილებები დარეგისტრირებული იქნა ქვემო ქართლის 3 სოფლის ასოციაციაში;

  • საანგარიშო პერიოდში ორგანიზებული იქნა ასოციაციების გამგეობის სხდომები, სადაც მიღებული და დამტკიცებული იქნა ორგანიზაციული შინაგანაწესი;

  • მომზადებული იქნა პროექტის სამიზნე ასოციაციებსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებთან გასაფორმებელიურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. მემორანდუმები მომზადებული იქნა ქვემო ქართლის რეგიონში გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის მუნიციპალიტეტებთან და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალციხის, ადიგენის და ასპინძის მუნიციპალიტეტებთან გასაფორმებლად. მემორანდუმების მომზადების პროცესში მიმდინარეობდა შეხვედრები და კონსულტაციები როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან;

  • საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, პროექტის 6 სამიზნე ასოციაციასა და ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებთან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უზრუნველყოფს სოფლის ასოციაციების უფრო აქტიურ და ეფექტურ ჩართულობას რეგიონის დონეზე მიმდინარე პროცესებში;

  • საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მთლიანობაშიჩატარებული იქნა 4 მრგვალი მაგიდა. შეხვედრებს ესწრებოდნენ პროექტის სამიზნე ასოციაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მრგვალ მაგიდებზე განხილული იქნა რეგიონის დონეზე არსებული სამართლებრივი პრობლემები და დაისახა მხარეთა მონაწილეობის საფუძველზე მათი გადაჭრის გზები;

  • საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდატრენინგების კომპონენტი. სულ ჩატარებული იქნა 23 ტრენინგი. 16 ტრენინგი პროექტის სამიზნე ასოციაციების, ხოლო 7 ტრენინგი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის. საერთო ჯამში ტრენინგი გაიარა 230-მა ადამიანმა. საიამ ტრენინგების მონაწილეები უზრუნველყო ტრენინგების მასალებით. თემატურად იქნა დარიგებული საკანონმდებლო აქტების კრებულები.

0x01 graphic

6 IV სტრატეგიული ამოცანა - კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება

▲ზევით დაბრუნება


6.1 საია - ალტერნატიული იურიდიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კერა

▲ზევით დაბრუნება


იურიდიული პროფესიის განვითარება საიას ერთ-ერთი საწესდებო მიზანია. საია დაფუძნების დღიდან სხვადასხვა ფორმით ცდილობდა და ხელს უწყობდა წარმოდგენილი საწესდებო მიზნის შესრულებას. იურისტების პროფესიულ დაოსტატებას, ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფისათვის იურიდიულ საკითხებში კვალიფიკაციის ამაღლებას, პრობლემატურ საკითხებზე კონფერენციების, მრგვალი მაგიდებისა და მუშა შეხვედრების ორგანიზებას საია იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდისა და იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც კვლავ რჩება სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის ალტერნატიული იურიდიული განათლებისა და პროფესიული დაოსტატების კერად.

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი

2007-2008 სასწავლო წელს კურსებზე სწავლის სურვილით ფონდს მომართა 220-მა ადამიანმა, საიდანაც, ტესტირების შედეგად, შეირჩა 120 სტუდენტი. სწავლება მიმდინარეობდა 6 თვის განმავლობაში შემდეგ მიმართულებებზე:

  • შესავალი სამართალში - დამწყებ კურსელთათვის (43 სტუდენტი)

  • სამოქალაქო სამართალი (37 სტუდენტი)

  • სისხლის სამართალი (22 სტუდენტი)

  • საერთაშორისო სამართალი (18 სტუდენტი)

სასწავლო პროცესის ბოლოს 100-მა სტუდენტმა გადალახა ბარიერი და შეძლო საბოლოო გამოცდაზე (ტესტირებაზე) გასვლა, რის შედეგადაც 52-მა კურსდამთავრებულმა დაიმსახურა სერტიფიკატი, 47-მა - დიპლომი, 1 კურსდამთავრებული დარჩა ორივე დოკუმენტის მიღმა.

სერტიფიკატებისა და დიპლომების გადაცემა საზეიმო ვითარებაში გაიმართა. მოწვეულ იქნენ ფონდის კურსდამთავრებულები და მასწავლებლები. მასწავლებლებმა და ფონდის ხელმძღვანელობამ, სტუდენტებისადმი მიმართვაში, კიდევ ერთხელ შეახსენეს მათ იურისტის პროფესიის სირთულეები, ის მიზნები, რომლებიც საიას ალტერნატიულ განათლებას თან სდევს და უსურვეს, რომ წარმატებულნი ყოფილიყვნენ კარიერაში. აგრეთვე, მოუწოდეს საიაში გაწევრიანებისა და, ერთობლივი ძალისხმევით, საიას მიერ დასახული მიზნების შესრულებისაკენ.

0x01 graphic

დიპლომირებულ კურსდამთავრებულთა უმეტესობას რეკომენდაციები გაეწია სხვადასხვა ვაკანტური ადგილის დასაკავებლად საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში. ხოლო 3 კურსდამთავრებული საიამ დაასაქმა იურიდიული დახმარების პროგრამისა (თელავში) და საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის (თბილისი) პროგრამის ფარგლებში.

6 თვის განმავლობაში, სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად ეუფლებოდნენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ამერიკის ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, ფონდმა სტუდენტების 90%25-ს შესაძლებლობა მისცა, მონაწილეობა მიეღო ტრენინგში „სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავება“, რომელიც 3 ეტაპად განხორციელდა. სტუდენტები საკმაოდ წარმატებით დაეუფლნენ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ ფორმატით 3 პროცესიც გამართეს. ტრენინგის გავლისა და პროცესში მონაწილეობის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციისა და ფონდის ერთობლივი დამადასტურებელი დოკუმენტი.

6 თვიანი სასწავლო კურსის დასასრულ, 3-მა ჯგუფმა (საერთაშორისო, სისხლი, სამოქალაქო) საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართა, სპეციალიზაციის მიხედვით, იმიტირებული სასამართლო პროცესი. პროცესებზე სტუდენტებს მათი როლის მიხედვით აფასებდა ჟიური მოსამართლეების, ადვოკატების, სხვადასხვა საჯარო უწყების წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების შემადგენლობით. სტუდენტებმა საკმაოდ მაღალი დონე აჩვენეს და კარგად წარმოაჩინეს 6 თვიანი სწავლების შედეგი.

0x01 graphic

პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, კურსებზე 5 თვის განმავლობაში ისწავლებოდა დებატების კურსი, როგორც დისციპლინა, სადაც სტუდენტები ეუფლებოდნენ კამათის ხელოვნებას, დებატის კულტურას, სწრაფ აზროვნებასა და ინფორმაციის მოძიებას გლობალურ და იურისპრუდენციასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სიახლეებზე. 5 თვის შემდეგ ყველა ჯგუფის სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო დებატების ტურნირში, სადაც გამოვლინდა 4 გამარჯვებული გუნდი და 28 საუკეთესო მოდებატე.

2007-2008 წლებში სასწავლო კურსებზე დაინერგა ახალი დისციპლინა - სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები, სადაც სტუდენტები დაეუფლნენ იურიდიული დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებულ კვლევის მეთოდებს, იმ სტანდარტებსა და ტექნიკურ ხერხებს, რომელიც ამ ტიპის დოკუმენტების შექმნის დროს გამოიყენება, კურსის ბოლოს, თითოეულმა სტუდენტმა ჩააბარა ამ ფორმატით მომზადებული სხვადასხვა დოკუმენტი.

ფონდის საქმიანობა რეგიონებში

  • გარდა თბილისისა, ფონდის საქმიანობა, უფრო მცირე მასშტაბით, მიმდინარეობდა საიას რეგიონულოფისებში. 5 თვის განმავლობაში დებატების კურსი ფუნქციონირებდა რუსთავში, გორში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში. ხსენებულ რეგიონებში 2008 წლის აპრილის თვეში ჩატარდა შიდა ტურნირები, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო მოდებატეები. ყველა გამარჯვებულმა გუნდმა (როგორც ფონდის, ასევე რეგიონების გამარჯვებულმა გუნდებმა) მონაწილეობა მიიღო ფონდის ეგიდით მაისში გამართულ ეროვნულ ტურნირში, სადაც ფინალში გამარჯვებული გახდა ფონდის სისხლის სამართლის ჯგუფის გუნდი.

  • თებერვალში საიას განათლების ცენტრმა პრეზენტაცია გააკეთა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებს გააცნო საიაში მიმდინარე სასწავლო პროგრამები, სწავლების მეთოდები და მიღწევები და შესთავაზა, მონაწილეობა მიეღოთ საცდელ მოკლევადიან (3 თვიან) კურსში, რომელსაც საია მსურველებს ბათუმში სთავაზობდა. ეს იქნებოდა მცირე მოდელი თბილისის მასშტაბით განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისა. ხოლო საცდელი კურსი აჩვენებდა, თუ რამდენად შეიძლებოდა ფიქრი იმაზე, რომ მომავალ წელს ბათუმში უფრო ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო საქმიანობა დაწყებულიყო.

მარტის თვეში გამოცხადდა კონკურსი და ტესტირების შედეგად შეირჩა 60 სტუდენტი სისხლის, სამოქალაქო და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით. სტუდენტებს 3 თვის განმავლობაში თბილისიდან წარგზავნილი მაღალკვალიფიციური ექსპერტები უკითხავდნენ სისხლის სამართალს, სისხლის სამართლის პროცესს, სამეწარმეო, ადმინისტრაციულ და კონსტიტუციურ სამართალს. ივლისის თვეში ჩატარდა ტესტირება და წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.

იურიდიული სწავლების ცენტრის ეგიდით განხორციელებული საქმიანობა

0x01 graphic

2007 წლის 8 ნოემბერს, რობერტ შუმანის სახელობის ფონდისა და საიას იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის ერთობლივი პროექტით, მოეწყო კონფერენცია: „იურიდიული სწავლების ევროპული სისტემა - როგორ მუშაობს ის?“ კონფერენციაზე მოწვეულ იქნენ საქართველოში აკრედიტირებული თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის დეკანები და პროფესორ-მასწავლებლები; განათლების სამინისტროსა და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. კონფერენციაში, ექსპერტის სტატუსით, მონაწილეობას იღებდნენ პოლონეთის წარმომადგენლები.

კონფერენცია მიეძღვნა შემდეგ საკითხებს:

- პოლონეთის იურიდიული განათლების საკანონმდებლო ბაზა და მისი მიმართება ბოლონიის პროცესთან.

- საქართველოს კანონმდებლობა უმაღლესი განათლების შესახებ; საქართველოს განათლების სამინისტროს პოზიცია უმაღლეს იურიდიულ განათლებასთან მიმართებით; კანონპროექტი უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ.

- საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების პროგრამული აკრედიტაცია.

- იურიდიული სწავლება პოლონეთში.

- იურიდიული სწავლება საქართველოში ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის სამართლის სკოლის მაგალითზე.

- საიას როლი იურიდიულ განათლებასთან მიმართებით/კონცეფცია იურიდიული განათლების შესახებ.

კონფერენციას წინ უძღვოდა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებული შემდეგი აქტივობები:

პროფესორ-მასწავლებელთა შერჩევის მიზნით, ჩატარდა გამოკითხვა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის თბილისის სამართლის და ეკონომიკის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში, გორის მცირე აკადემიასა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ ანონიმურად შევსებულმა კითხვარებმა 15 იურიდიულ სასწავლებელში (თითოეულ სასწავლებელში შევსებულ იქნა 50 კითხვარი) აჩვენა, თუ რამდენად კმაყოფილნი არიან სტუდენტები თავიანთ სასწავლებელში არსებული სასწავლო პროცესითა და მეთოდოლოგიით, რამდენი მასწავლებელია ფაკულტეტზე, რომელიც დასავლური ტიპის სწავლების მეთოდოლოგიას იყენებს და ეს რაში გამოიხატება, რას შეცვლიდა თავის სასწავლებელში იმისათვის, რომ დასავლური დონის იურიდიული განათლება მიეღო. კითხვარების საფუძველზე, შეირჩა 30 მონაწილე (აქედან, ნაწილი იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ან დეკანის მოადგილე და ნაწილი პროფესორ-მასწავლებელი). შერჩეული კონტინგენტი 2 ეტაპად მივლინებულ იქნა ვარშავაში, რაც მიზნად ისახავდა პოლონური გამოცდილების გაზიარებას უმაღლესი იურიდიული განათლების საკითხებზე, როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით, ასევე სწავლების მეთოდოლოგიასა და სხვა ტექნიკურ საკითხებთან მიმართებით. ვიზიტების დროს შეხვედრები გაიმართა ვარშავის უნივერსიტეტსა და 2 კომერციულ სასწავლებელში, საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში, ადვოკატთა საბჭოსა და კერძო საადვოკატო ბიუროებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა ის საქმიანობა და ხედვა, რომელიც მიმართულია უმაღლესი იურიდიული განათლებისა და ახალგაზრდა იურისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებისაკენ.

მნიშვნელოვანი იყო პოლონეთის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია ბოლონიის პროცესთან დაკავშირებით, რა გაითვალისწინა ან არ გაითვალისწინა პოლონეთმა და რა დასაბუთება ჰქონდა ამას. რატომ დარჩა პოლონეთი იურიდიული განათლების ნაწილში ერთსაფეხურიანი სწავლების სისტემაზე. როგორ ხდება სწავლების შემდეგ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და რა საშუალებით შეუძლია კურსდამთავრებულს, დაიკავოს სამუშაო ადგილი პროფესიით.

სასწავლებლებში ვიზიტმა ქართველ მონაწილეებს საშუალება მისცა, გაეკეთებინათ ანალიზი, თუ რა ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე მიდის პოლონეთში სწავლება. სასწავლებლების ტექნიკურმა აღჭურვილობამ, ბიბლიოთეკებმა, შენობებმა და სწავლების მეთოდებმა საკმაოდ დააფიქრა ჩვენი სასწავლებლების უმეტესობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შორს არის ჯერ კიდევ საქართველო დასავლური სწავლების სისტემასთან და ჯანსაღი კონკურენციის წესთან.

პოლონეთის ვიზიტმა და დისკუსიის დროს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ დაყენებულმა პრობლემებმა ცხადყო, რომ პროექტით დაგეგმილი შემდგომი შეხვედრები, რომლებიც საქართველოში გაიმართებოდა, მაქსიმალურად უნდა დათმობოდა სასწავლებლების პრეზენტაციას (იურიდიული ფაკულტეტების ნაწილში) და ცალკეული პრობლემების განხილვას როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე, სწავლების თვალსაზრისით, რაც განსაკუთრებით გაუადვილებდა რეგიონების სასწავლებლებს შემდგომ მუშაობას.

ამ მიზნით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სასწავლებლების მასშტაბით ჩატარდა 2 შეხვედრა, სადაც მოწვეული იყო თითქმის ყველა უმაღლესი იურიდიული სასწავლებლის წარმომადგენლები, სულ 45 ადამიანი, რომლებმაც პრეზენტაციები გააკეთეს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

0x01 graphic

  • ფაკულტეტის სტრუქტურა

  • საბაკალავრო პროგრამები

  • სასწავლო პროცესის მართვა

  • სამაგისტრო პროგრამები

  • დოქტორანტურა

პრეზენტაციებისა და დისკუსიის დროს აღმოჩნდა, რომ უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი ან აცდენილია კანონით დადგენილ წესებს, ან ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამითა და სტილით მიდის, თუმცა, ბევრი მათგანი როდი ართმევს თავს ამას და არის გარკვეული პრობლემები, რაც უდავოდ საჭიროებს დროულ გადაჭრას. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრები ამის საშუალებას ნაწილობრივ მაინც მისცემს სასწავლებლებს, განსაკუთრებით რეგიონებს.

შეხვედრებმა აჩვენა და უმაღლესი სასწავლებლებიდანაც იყო რეკომენდაციები, რომ ჩატარებულიყო ანალოგიური შეხვედრები სასწავლებლების ხარისხის მართვის სამსახურთან, სადაც მოწვეული იქნებოდნენ განათლების სამინისტროს ხარისხის მართვისა და ლიცენზირების დეპარტამენტის თანამშრომლები, რაც გააადვილებდა ყველა პრობლემასა და დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას და ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავებას.

საიამ შესთავაზა სასწავლებლებს აქტიური თანამშრომლობა და დახმარება შესაძლებლობების ფარგლებში როგორც საკანონმდებლო დონეზე საკითხების ლობირების, ასევე ასეთი ტიპის შეხვედრების ორგანიზებისა და საიას გამოცემებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულმა პროექტმა და სასწავლებლების საიასთან თანამშრომლობის მზადყოფნამ, საფუძველი მისცა საიას სწავლების ცენტრს, ბრიტანეთის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით განეხორციელებინა პროექტი: ინტერნეტ-პორტალი: www.legaleducation.ge

ინტერნეტ-პორტალის მიზანია, თავი მოუყაროს ინფორმაციას და სამართლისმცოდნეობით დაინტერესებულ პირებს მათთვის სასურველი მასალის მოძიება გაუადვილოს, დაეხმაროს მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. რეგულარულად გააშუქოს სიახლეები იურიდიული განათლების კუთხით და ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს იურიდიულ სასწავლებლებს, სტიპენდიების პროგრამებსა და დაინტერესებულ პირებს შორის.

0x01 graphic

პორტალზე განთავსებულია ინფორმაცია იურიდიული განათლებით დაინტერესებული პირებისათვის, მათთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა: უმაღლესი იურიდიული განათლების საკანონმდებლო ბაზა, საქართველოში აკრედიტირებული ყველა იმ უმაღლესი სასწავლებლის მონაცემთა ბაზა, რომელსაც იურიდიული ფაკულტეტი გააჩნია (ან ჰუმანიტარული ფაკულტეტი, რომლის ერთ-ერთ მიმართულებასაც იურიდიული სწავლება წარმოადგენს), ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ, რომელიც ქართველ სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, გააგრძელონ სწავლა უცხოეთის სასწავლებლებში სამართალმცოდნეობის მიმართულებით. ამ პორტალის მეშვეობით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე მიუსვლელად შევიდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში და მიიღონ ინფორმაცია სამართლის ნებისმიერ დარგში არსებული ლიტერატურის შესახებ როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. საიტის საშუალებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს საიას გამოცემებს ელექტრონულ ფორმატში, აგრეთვე, შეიტყონ უახლესი ინფორმაცია იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სასწავლო კურსების შესახებ.

0x01 graphic

პორტალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისათვის დამზადდა ვიდეო და აუდიო სარეკლამო რგოლები, რომელიც 1 თვის განმავლობაში ტრიალებდა სხვადასხვა სატელევიზიო არხზე, რადიომაუწყებლობასა და 5 ყველაზე რეიტინგულ ვებ-პორტალზე. დაიბეჭდა პატარა ზომის სტიკერები, სანიშნეები და კალენდრები, რომლებიც დარიგდა საშუალო სკოლების დამამთავრებელ კლასებსა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებში. დამზადდა დიდი ზომის პლაკატები, რომელიც გაიკრა სასწავლებლებსა და სხვადასხვა ორგანიზაციაში.

1 აპრილს გაიმართა პორტალის პრეზენტაცია, სადაც მოწვეულ იქნა თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი, განათლების სამინისტროსა და სხვა საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე, წარმომადგენლები ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა სასტიპენდიო პროგრამებიდან. პრეზენტაცია გააშუქა თითქმის ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ. პორტალის პრეზენტაცია, გარდა თბილისისა, გაიმართა თელავის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის უმაღლეს სასწავლებლებში. დარიგდა საინფორმაციო მასალები. ww.legltion.gewaeduca

ფინანსური ანგარიში

საანგარიშო პერიოდი: 2007 წლის 1 ოქტომბერი - 2008 წლის 30 სექტემბერი

საიას ფინანსური ანგარიში მოიცავს ორგანიზაციის მე-14 და მე-15 საერთო კრებებს შორის განვლილ პერიოდს. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროდან გრანტის, შემოწირულობისა და საწევროს სახით მიღებულია 2,707,316.48 ლარი. აღნიშნული თანხა, მიღების წყაროების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

UNICEF

3,031.15 ლარი

British Embassy

45,251.15 ლარი

OSCE

118,075.49 ლარი

CRI

15,894.20 ლარი

GTZ

195,813.00 ლარი

British Counsel

13,443.00 ლარი

Canadian Embassy

12,320.45 ლარი

DRC

172,150.98 ლარი

Adam Smith International

15,868.41 ლარი

EHRAC

23,489.00 ლარი

Embessy of the Netherlands

48,807.52 ლარი

UNDP

627,961.98 ლარი

Counsel of Europe

7,138.34 ლარი

NDI

78,561.49 ლარი

European Commission

441,864.02 ლარი

US Embassy

28,545.90 ლარი

German Embassy

14,811.99 ლარი

NED

108,028.41 ლარი

Oxfam

5,435.00 ლარი

OSGF

117,914.73 ლარი

OSI

81,525.00 ლარი

EURASIA

50,383.99 ლარი

Oxfam NOVIB

160,814.55 ლარი

USAID

318,259.73 ლარი

საწევრო შენატანი

1,897.00 ლარი

სხვადასხვა კერძო და იურიდიულ პირთა შემოწირულობა

30.00 ლარი

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ასოციაციაში არაერთჯერად სამუშაოზე დასაქმებული იყო 135 თანამშრომელი, მათ შორის 48 - რეგიონებში, რომელთა ანაზღაურების საერთო ფონდმა შეადგინა 1,129,879.19 ლარი. ერთჯერადი ჰონორარი გაიცა 629 პიროვნებაზე - საერთო თანხით 471,496.38 ლარი.

კერძო პირებზე გაცემულ ანაზღაურებებზე, ხელფასებსა და ჰონორარებზე დაკავებულ იქნა საშემოსავლო გადასახადი - 205,790.36 ლარი

საანგარიშო პერიოდში ასოციაციის მიერ შეძენილია 69,553.05 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები, მათ შორის, რეგიონებისთვის - 25,763.02 ლარის ღირებულების. ამავე პერიოდში შეძენილია საოფისე დანიშნულების სხვადასხვა მცირეფასიანი ნივთი 27,783.09 ლარის ღირებულების, მათ შორის, რეგიონებისთვის - 12,378.89 ლარის ღირებულების.

აღნიშნულ პერიოდში ასოციაციის, როგორც ცენტრალური ოფისის, ასევე რეგიონული ოფისების, ბიბლიოთეკებისთვის შეძენილ იქნა 8,532.23 ლარის ღირებულების წიგნები და სხვადასხვა პერიოდული გამოცემა.

ასოციაციის მიერ ორგანიზებული სემინარებისა და შეხვედრების მოწყობაში, რომლებიც იმართებოდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დაიხარჯა 160,598.45 ლარი.

ასოციაციის თანამშრომლებისა და წევრების სამივლინებო ხარჯებმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 315,452.49 ლარი.

ასოციაციის ოფისების ქირამ შეადგინა 82,415.38 ლარი.

ამავე პერიოდში ორგანიზაციაში გაწეულმა კავშირგაბმულობის ხარჯმა შეადგინა 71,710.53 ლარი, მათ შორის, რეგიონებში - 31,235.73 ლარი.

საანგარიშო პერიოდში ასოციაციის სახსრებიდან, ხარჯის სახით, მთლიანად დახარჯულია 2,999,657.93 ლარი. აღნიშნული ხარჯი, წყაროების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:

UNICEF

3,031.15 ლარი

British Embassy

34,432.41 ლარი

OSCE

103,491.90 ლარი

GTZ

17,637.91 ლარი

British Counsel

13,350.28 ლარი

Canadian Embassy

13,152.44 ლარი

DRC

252,040.01 ლარი

Adam Smith International

9,609.76 ლარი

EHRAC

16,059.67 ლარი

Embessy of the Netherlands

38,080.17 ლარი

UNDP

570,179.31 ლარი

Counsel of Europe

5,337.35 ლარი

NDI

68,585.81 ლარი

European Commission

467,820.56 ლარი

US Embassy

983.17 ლარი

German Embassy

14,812.00 ლარი

NED

65,341.44 ლარი

Oxfam

20,260.33 ლარი

OSGF

107,439.82 ლარი

OSI

73,530.05 ლარი

EURASIA

44,275.41 ლარი

Oxfam NOVIB

722,165.44 ლარი

USAID

245,736.35 ლარი

ABA

13,412.65 ლარი

CRI

14,820.11 ლარი

CARE

25,969.48 ლარი

CORDAID

15,509.75 ლარი

ასოციაციის სახსრები

22,593.20 ლარი

0x01 graphic