The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

GEORGIAN BUSINESS TODAY №4


GEORGIAN BUSINESS TODAY №4


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ფანცულაია გრიშა
თემატური კატალოგი GEORGIAN BUSINESS TODAY
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2008წ. მაისი რედაქტორი: დოდო ჭუმბურიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა ქათამიძე ოლიკო ზედელაშვილი მარიამ ნანიტაშვილი ქეთი ფაცაცია სალომე კიღურაძე მიხეილ ადეიშვილი თემურ ყანჩაველი დავით მერაბიშვილი ირაკლი ღუღუნიშვილი ლაშა ღუღუნიშვილი ნათია დაღელიშვილი სოსო ყიფიანი ელენე ხაჩიძე ნინო ქიტიაშვილი ნათია ქურციკიძე ეკა კევლიშვილი ანა ოხანაშვილი ხატია ჭუმბურიძე თენგო ჯოხაძე დიზაინი: ნათია ზედელაშვილი ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი; ირაკლი ღუღუნიშვილი. სტილისტ-რედაქტორი: ნათია დაღელიშვილი სტამბა: შპს „სეზანი“ ტირაჟი: 2000 ცალი UDC (uak) 338.22 (47922) 54 a-37



1 ბიზნესსიახლეები

▲ზევით დაბრუნება


ფულადი გზავნილების ოცულობა იზრდება

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობაში ზრდის ტემპი დაფიქსირდა. 2008 წლის აპრილის მონაცემებით ფულადი გზავნილების მოცულობამ 80.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებს 14.1 მილიონი აშშ დოლარით აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიანი გზავნილების 62.3% რუსეთზე მოდის, რაც წილობრივად ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

საქართველოდან საზღვარგარეთ განხორციელებული გზავნილების მოცულობამ კი 8.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1.4 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.

მილიონისიღნაღში

„საქართველოს ბანკის“ ანაბრებზე აქციის შთამბეჭდავი პრიზი - 1 მილიონი აშშ დოლარი ამჟამად უკვე სიღნაღის მუზეუმში ინახება. მანამდე აღნიშნული თანხა ბანკის სათაო ოფისში ინახებოდა.

0x01 graphic

მიმდინარე წლის 30 დეკემბრამდე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მუზეუმში „პრიზის“ ნახვის. სიღნაღის მუზეუმი მრავალსაუკუნოვან შენობაშია განთავსებული და ერთერთი ყველაზე თანამედროვე დაცვის სისტემებითაა აღჭურვილი.

კაპაროლ-ჯორჯიას ახალი ქარხანა

საღებავების მწარმოებელი კომპანია „კაპაროლ-ჯორჯია“ მაისის ბოლოსთვის გეგმავს კიდევ ერთი ახალი ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებას. შედეგად საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის 150-დან 250-მდე გაზრდას ვარაუდობენ.

ფოთის საზღვაო პორტმა აქციათა 51%25 გაყიდა

ფოთის საზღვაო პორტმა კომპანია RaK Investment authority-ს აქციათა პაკეტის 51%25 მიჰყიდა. გაყიდულ იქნა აგრეთვე 3 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის ნაკვეთი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. სულ ინვესტორის მიერ ჩადებულ იქნა 90 მილიონი აშშ დოლარი. ახალი საზღვაო პორტის აშენება 1,5-2 წელიწადში იგეგმება.

ოზურგეთის რაიონში სამი ქვეყნის ინვესტიციები იდება

ოზურგეთის რაიონში ქართულ-შვეიცარულ-გერმანული ინვესტიციები ჩაიდო, რაც სამი მილიონი ევროს დაბანდებას გულისხმობს. ჩადებული ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ე ბ ი თ რაიონში იგეგმება ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო სტანდარტების ბამბუკის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება. საწარმოში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა ბამბუკი საერთაშორისო ბაზარზე გავა და გამოიყენება სამშენებლო ბიზნესსა და საფეიქრო მრეწველობაში.

ჰონდა ახალი მოდელის გამოშვებას აპირებს

0x01 graphic

China's Guangzhou „ჰონდა“ აპირებს ახალი „ჰონდა სედანი“-ის წარმოებას.

მოდელი გაძლიერდება 1.8 ლიტრიან ძრავამდე და იქნება სივიკის მსგავსი. ხელმძღვანელობამ პრესას განუცხადა, რომ ახალ მოდელს ექნება ახალი და ბევრად უკეთესი გარეგნული მხარე.

BMW გაყიდვები აიზარდა

0x01 graphic

BMW-მ განაცხადა, რომ ამ წლის პირველ მეოთხედში გაყიდვები გაიზარდა 5.7 %25-ით წინა წელთან შედარებით. სულ გაიყიდა 351787 მაქანა, ხოლო იანვრიდან მარტამდე გაყიდვები გაიზარდა 2.7%25-ით, რაც 293550-ს ავტომობილს შეადგენს.

მაზდამ გამოაქვეყნა გაყიდვების სოლიდური რეზულტატი

„მაზდამ“ გამოაქვეყნა თებერვალში გაყიდული მანქანების რეზულტატი. 2008 წლის თებერვალში გაყიდული მანქანების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 32%25-ით, რამაც მთლიანად 6600 გაყიდული მანქანა შეადგინა.

0x01 graphic

ახალი მონეტების გამოსაჭრელად კონკურსი ცხადდება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა კონკურსი 10 ლარის ნომინალის სამი ახალი მონეტის დიზაინის ესკიზის დამზადებაზე. საკონკურსო თემებია: სვეტიცხოველი, ქართული ცეკვა და ქართული ღვინო.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აღნიშნული კონკურსი ხელს შეუწყობს ქართული თემატიკის პოპულარიზაციას ნუმიზმატიკის საერთაშორისო ბაზარზე. ესკიზების წარდგენის ბოლო ვადაა 15 ივნისი. გამარჯვებული ესკიზის ავტორები დაჯილდოვდებიან 3-3 ათასი ლარით.

ღვინის მოყვარულთა კლუბი

კომპანია „ღვინის სამყარო“ აარსებს „ღვინის მოყვარულთა კლუბს“, რომელშიც 14 კომპანია გაერთიანდება. თვეში ერთხელ მორიგეობით ყოველი კომპანია მოაწყობს თავისი პროდუქციის დეგუსტაციას, სხვა წევრ კომპანიებს გააცნობს კომპანიის ისტორიასა და თავის საქმიანობას. პირველი კომპანია, რომელიც გამართავს დეგუსტაციას იქნება „თელიანი ველი“, შემდეგ თვეში კი - „თელავის ღვინის მარანი“.

კლუბის მიზანს წარმოადგენს ქართულ ღვინის პოპულარიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

საინვესტიციო სააგენტოს ახალი პროექტი
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინიციატივით „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის გრანტების მოპოვების მეთოდების შესახებ“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ჩატარდა პროექტის მოკლე მიმოხილვა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. პროექტის პარტნიორები არიან CNFA Georgia და ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“.

რუსთვში შპს რთული ცემენტის ლი რხ იხსნ

„ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის“ წევრის შპს „ქართული ცემენტის“ ახალი ქარხანა მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა. „ჰაიდელბერგცემენტი“ არის ცემენტის, ბეტონისა და სხვა სამშენებლო მასალების მწარმოებელი და ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო ბაზარზე. ახალი გახსნილი ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ქარხანა მოამარაგებს როგორც ადგილობრივ, ასევე აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ბაზრებს და ამით მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ექსპორტის ზრდის ხელშეწყობაში.

ლდგი ბისი მომხმრებლებს პროდუქტს სთზობს

„ალდაგი ბისიაი“ უცხოელ ტურისტებს ახალ ტურისტულ სეზონზე შიდა ტურების დაზღვევას შესთავაზებს. სადაზღვევო პაკეტში შედის ამბულატორიული და სტაციონალური მომსახურება, სტომატოლოგიური მკურნალობა და ასევე სასწრაფო სამედიცინო გამოძახება. პოლისის ხანგრძლივობა ერთიდან სამ თვემდეა. ფასი დღეში დაახლოებით 0.80 თეთრია და პერიოდის ზრდასთან ერთად მცირდება.

ფინნსთ მინისტროში კონსულტციო ცენტრი იხსნ

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ფინანსთა სამინისტროში მოქალაქეებისათვის საკონსულტაციო ცენტრი და „ცხელი ხაზი“ - 007 გაიხსნა. „ცხელი ხაზი“ მოქალაქეებს საშუალებას მისცემს უფასოდ მიიღონ ინფორმაცია საბაჟო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით.

ელექტროენერგიის ექსპორტი იზრდებ

ე ლ ე ქ რ ო ე ნ ე რ გ ე ტ ი კ უ ლ ი დეპარტამენტის განცხადებით, 500 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ მეშვეობით რუსეთში დღე-ღამეში 5 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი ხორციელდება.

0x01 graphic

იაფი კრედიტების გაცემა გრძელდება

იაფ კრედიტებს მთავრობისგან კიდევ სამი ფირმა მიიღებს: „კოპალა“, „აელიტა“ და „ნიშა“.

კომპანია „კოპალა“ ვარდის ზეთის მწარმოებელია. კომპანია ვარდის ზეთის ექსპორტს გერმანიაში ახორციელებს. კრედიტის ფარგლებში „კოპალა“ ვარაუდობს პროდუქციის 12 000-დან 500 000-მდე გაზრდას, შედეგად შეიქმნება 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

„აელიტა“, რომელიც საკონსერვო ქარხანაა, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებას ახორციელებს. საწარმოს პროდუქცია ექსპორტზე გადის ყაზახეთში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

აღნიშნული კრედიტი ქარხანას საშუალებას მისცემს გააფართოვოს წარმოება და იფიქროს ახალ ბაზრებზე შესვლაზე.

კომპანია „ნიშა“ რძის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებას გეგმავს შიდა ქართლში, სადაც კომპანია ასევე გახსნის რძის მიმღებ ათ პუნქტს.

ყოველდღიურად საწარმო 15-დან 20 ტონამდე რძეს მიიღებს და დღე-ღამეში 5-6 ტონა პროდუქციას გამოუშვებს.

კონსოლიდირებულ ბიუჯეტში შემოსავლების გეგმამ
2008 წლის პირველი კვარტლის გეგმას გადააჭარბა

2008 წლის პირველ კვარტალში საქართველოს კონსოლიდირებულ ბიუჯეტში შემოსავლების გეგმა 6,9%25-ით გადაჭარბებულია. გეგმის თანახმად ბიუჯეტში მობილიზებულ უნდა ყოფილიყო სულ 1 385,1 მილიონი ლარი, ამჟამად კი სულ მობილიზებულ იქნა 1 480,3 მილიონი ლარი.

აქციზური მარკები

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით 2008 წლის იანვარ-აპრილში 161 228 076 ცალი აქციზური მარკაა რეალიზებული, საიდანაც აქციზის გადასახადის სახით ბიუჯეტ- ში 67 125 029.59 ლარია მობილიზებული.

ადგილობრივი თამბაქოს წარმოებისათვის გაიცა 79 973 000 აქციზური მარკა და გადასახადის სახით ბიუჯეტში შევიდა 27 711 200 ლარი. ხოლო იმპორტირებული თამბაქოს რეალიზაციიდან მობილიზებულია 30 100 040 ლარი. ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის გაიცა 5 728 169 აქციზური მარკა, შემოსავალმა კი 3 726 620 ლარი შეადგინა.

იმპორტირებული ალკოჰოლორი სასმელის წარმოებაზე გაცემული 1 747 419 აქციზური მარკიდან ბიუჯეტში შესულია 1 552 951 ლარი, ასევე ბიუჯეტში შესულია ლუდზე განკუთვნილი აქციზური მარკების რეალიზაციიდან მობილიზებული თანხები, რომელმაც მთლიანობაში 4 034 217 ლარი შეადგინა.

მილიონობით ევროპელს სიღარიბე ემუქრება

დასაქმების საკითხებში ევროკომისრის განცხადებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების 78 მილიონი მოქალაქე სიღარიბის ზღვარზე დგას, მათგან 19 მილიონი ბავშვია. ევროკომისარის განცხადებით ბოლო წლებში ბევრი პროგრამა განხორციელდა სიღარიბის დასაძლევად, თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.

საგარეო ვაჭრობა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 484,2 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 29,3%25-ით აღემატება. აქედან 95.7 მილიონი აშშ დოლარი ექსპორტზე მოდის, ხოლო 388.5 მილიონი აშშ დოლარი იმპორტზე.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის ყველაზე დიდი წილი დსთ-ს 4 ქვეყანაზე მოდის, რაც მთლიანი ბრუნვის 28.4 %25-ს შეადგენს.

0x01 graphic

ბიზნესგარემოს კვლევა მსოფლიო ბანკის ჯგუფმა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად საქართველოში ბიზნესგარემოს კვლევა დაიწყეს. კვლევის მთავარი მიზანი ბიზნესგარემოში მომხდარი ცვლილებების მონიტორინგის განხორციელება და ბიზნესის რეგულირების შეფასებაა. კვლევა ითვალისწინებს 360 კომპანიის გამოიკითხვას, მონაცემების დამუშავების შემდგომ შეიქმნება ზუსტი ინფორმაცია ბიზნესგარემოს მაჩვენებლების შესახებ.

გუდაური აქციათა 85%25- ყიდის

სამთო-სათხილამურო კურორტი სააქციო საზოგადოება „გუდაური“ აქციათა 85%25-ს ყიდის. კომპლექსის საწყისი ფასი 5 მილიონი ევროა. სულ სს გუდაურის” აქტივების ღირებულება 35 მილიონი 374.2 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ვალდებულებები კი 15 მილიონი 991,5 ათასი ლარია.

0x01 graphic

ფოთამდე ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელი გადაიჭიმება

0x01 graphic

Caucasus Onlaine-სა და აშშ-ში მდებარე კომპანია თყცო Teleco mmunications გეგმავენ 1100 კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის გაყვანას ვარნასა და ფოთს შორის. პროექტის საერთო ღირებულება 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კაბელი შავი ზღვის ფსკერზე იქნება გადაჭიმული. აღნიშნული სისტემა ათასჯერ უსწრებს საქართველოში ინტერნეტის მოხმარების ამჟამინდელ დონეს.

MAN-ის მარკის სამ- შენებლო ტექნიკის ახალი მოდელები უკვე თბილიშია

MAN Group msoflio-ში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ძრავების, სატვირთო ტექნიკის, მანქანათმშენებლობის დანადგარებისა და სხვადასხვა ტექნიკის წარმოება-მიწოდებაში.

29 აპრილს თბილისში MAN-ის მარკის სამშენებლო ავტოტექნიკის ახალი მოდელების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილ იქნა ბეტონშემრევები, თვითმცველები, ტუმბოები და სხვა სახის მოწყობილობები. უახლოეს პერიოდში იგეგმება MAN-ის ავტოსკოლის გახსნაც, სადაც ტექნიკის სიახლეებსა და მათი სპეციფიკას შეისწავლიან.

თურქეთი - საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი

2008 წლის იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიხედვით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. თურქეთში ექსპორტი 42,8 მილიონ დოლარს შედაგენს, რაც წინა წელთან შედარებით 7,3 მილიონით მეტია.

თურქეთში ექსპორტირებისას ძირითადად გაიზარდა შავი ლითონის ჯართის, აზოტოვანი სასუქებისა და მსუბუქი ავტმობილების რაოდენობა.

საინფორმაციო-ტურისტული ცენტრები აჭარაში

მსოფლიო ბანკის ჯგუფმა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად საქართველოში ბიზნესგარემოს კვლევა დაიწყეს.

კვლევის მთავარი მიზანი ბიზნესგარემოში მომხდარი ცვლილებების მონიტორინგის განხორ ციელება და ბიზნესის რეგულირების შეფასებაა. კვლევა ითვალისწინებს 360 კომპანიის გამოიკითხვას. მონაცემების დამუშავების შემდგომ შეიქმნება ზუსტი ინფორმაცია ბიზნესგარემოს მაჩვენებლების შესახებ.

ფერმერთაა მომსახურების ცენტრი ლაგოდეხში

2008 წლის 15 მაისს ლაგოდეხში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნა დაფინანსდა ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში, საიდანაც 47 500 აშშ დოლარის ღირებულების გრანტი გამოიყო.

აღნიშნული თანხით დაფინანსდა სამშენებლო სამუშაოების ნაწილი, სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობა, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ახალი მანქანა-დანადგარებისა და საოფისე ავეჯის შესყიდვა.

ცენტრის გახსნა უზრუნველყოფს რაიონში მცხოვრები 2 000 ფერმერს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მომარაგებას და მომსახურებას.

2 „საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრი“ - CIPE

▲ზევით დაბრუნება


ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატისა და აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული მხარდაჭრის ორგანიზაციის არაკომერციული წევრია. CIPE-ი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის მიერ 1983 წელს დაფუძნდა. CIPE-ს მხარდაჭერილი აქვს 1000-ზე მეტი პროექტი, მათ შორის 100-მდე ინიციატივა განვითარებად ქვეყანაში. CIPE-ი ითვალისწინებს კერძო სექტორის ჩართულობას სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობასა და ინსტიტუციონალურ რეფორმეში, ასევე სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესებასა და საბაზრო საწყისებზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემის მშენებლობას.

CIPE-ის მისია - მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის გაძლიერება კერძო მეწარმეობისა და საბაზრო რეფორმების ხელშეწყობის გზით.

CIPE-ის ამოცანები:

  • ლეგალური და ინსტიტუციონალური სტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც აუცილებელია ღია საბაზრო საზოგადოების ფორმირებისა და შენარჩუნებისათვის;

  • დემოკრატიულ პროცესებში ბიზნესის ჩართულობის გაზრდა;

  • კერძო მოხალისეობრივი ბიზნესორგანიზაციებისა და ასოციაციების დამოუკიდებლობის ხელშეწყობა;

  • ისეთი პროგრამების ხელშეწყობა, რომლებიც უზრუნველყოფს ბიზნესის შესახებ ცოდნის ამაღლებასა და კერძო სექტორის მეწარმეობრივი კულტურის გაძლიერებას;

0x01 graphic

  • მხარდაჭერის გაზრდა უფლებების, თავისუფლებისა და ვალდებულების შესახებ, რომელიც განუყოფელია დემოკრატიული კერძო მეწარმეობის სისტემისათვის;

  • ბიზნესსაზოგადოებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად.

CIPE-ი მუშაობს ოთხი პრინციპული კუთხით, რომელიც მოიცავს ბიზნესსაზოგადოების დახმარებას, გახდნენ საბაზრო რეფორმებისა და დემოკრატიული მმართველობის წამყვანი ხელშემწყობები.

CIPE-ი თანამშრომლობს ბიზნესასოციაციებთან და სხვა კერძო სექტორის რგანიზაციებთან ისეთ ქვეყნებში, სადაც არის პროგრესის საჭიროება და რეფორმების შესაძლებლობა.

2007 წლის სექტემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია CIPE-ის პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა კონომისტთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს - „ბიზნესგარემოს გაუმჯობესება საქართველოში“.

3 ბიზნესგარემო საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


16 აპრილს „თბილისი მერიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ გამართა პუბლიკაციის „ბიზნესგარემო საქართველოში“ პრეზენტაცია. ღონისძიებას ეწრებოდნენ ეკონომიკის სფეროში მომუშავე სამთავრობო, არასამთავრობო, პარტნიორი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება განაპირობა არა მარტო პუბლიკაციის „საჭირო და აქტუალურმა თემატიკამ“, არამედ ჩატარებული კვლევის მასშტაბებმა და შედეგებმაც.

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „ბიზნესგარემოს გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით.

კერძოდ, განხორციელდა სხვადასხვა ტიპის კვლევები: ფოკუსჯგუფები მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან; კერძო სექტორის რაოდენობრივი კვლევა; სამაგიდო კვლევა ბიზნესის საკანონმდებლო რეგულირების შესახებ; ჩაღრმავებული ინტერვიუები ექსპერტებთან, სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ბიზნესგარემოს საჭიროებებსა და გაუმჯობესებაზე.

0x01 graphic

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ბიზნესგარემოს შეფასება, მასში არსებული სირთულეებისა და პრობლემების გამოვლენა. შერჩევა შემუშავდა საქართველოში რეგიონების მიხედვით დარეგისტრირებულ მეწარმეთა რაოდენობისა და მათი საქმიანობის სფეროების პროპორციების გათვალისწინებით.

პუბლიკაციაში დეტალურად არის განხილული ბიზნესგარემოს ძირითადი პრობლემები და სირთულეები, ასევე აღწერილია კერძო სეტორის დამოკიდებულება საკანონმდებლო და სხვა ცლილებების მიმართ. კვლევების შედეგად ცალსახად დაფიქსირდა, რომ კანონმდებლობის ხშირი ცვალებადობა უარყოფით გავლენას ახდენს ბიზნესზე, განსაკუთრებით კი მცირე კომპანიებზე; საკმაოდ მწვავედ დგას ინფომირებულობის საკითხი.

კვლევის შედეგად აღმოჩენილი ძირითადი მიგნებები:

ზოგადად, სხვადასხვა ზომის ბიზნესის წარმომადგენლებმა საერთო ტიპის პრობლემები დაასახელეს, თუმცა იყო გარკვეული განსხვავებებიც. მაგალითად, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისათვის მეტად აქტუალურია საბაჟო პროცედურები და დამატებული ღირებულების გადასახადი, მცირე მეწარმეებისათვის კი პრობლემატურია არსებული საგადასახადო სანქციებისა და ჯარიმების მოცულობა. გამოკითხულ საწარმოთა 68%25-ის გამოცდილება 5 წელს არ აღემატება, რაც მიუთითებს, რომ საქართველოში ბიზნესის მართვის კულტურა და ტრადიციები ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული.

0x01 graphic

ამას ისიც ემატება, რომ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და შესაბამისად კანონმდებლობა არასტაბილურია და კვლავაც განვითარების გზაზე იმყოფება.

გამოკითხული კომპანიების 61%25-ის ზოგადი შეფასებით, საქართველოში არსებული ბიზნესგარემო მეტ-ნაკლებად ნორმალურია, ხოლო 26%25 კი მიიჩნევს, რომ არსებული გარემო აფერხებს ბიზნესის განვითარებას.

ბიზნესის მფლობელთა და მენეჯერთა მხოლოდ 77%25-მა დაასახელა საგადასახადო კოდექსი მათი საქმიანობის მარეგულირებელ კანონად, 14%25-მა კი საერთოდ ვერ გაიხსენა ვერც ერთი კანონი. საგადასახადო კოდექსის შემდეგ მოდის „კანონი მეწარმეთა შესახებ“, რომელიც რესპოდენტთა 17%25-მა დაასახელა. ყველა სხვა დანარჩენი კანონის ცნობადობა არ აღემატება 8%25-ს. აღნიშნული მაჩვენებლები ნათლად წარმოაჩენს კერძო სექტორის ცნობიერების დონეს საკანონმდებლო ბაზასთან მიმართებაში.

გამოკითხულთა მხოლოდ 8%25 აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსი სავსებით გამართული და გასაგებია. რამდენადაც საგადასახადო კოდექსი ადგენს ბიზნესგარემოში ოპერირების თამაშის ძირითად წესებს, იგი შედარებით ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს ყველა მოთამაშისათვის და არა მხოლოდ მეწარმეთა მცირე ნაწილისათვის.

გამოკითხულ მეწარმეთა მხოლოდ 13%25 ახორციელებს ექსპორტის ან/და იმპორტის ღონისძიებებს. ეს მაჩვენებელი, ალბათ, იმაზეც მიუთითებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას ძირითადად მსხვილი კომპანიები ახერხებენ. მეწარმეების 9%25, რომლებიც ახორციელებენ ექსპორტს ან/და იმპორტს მიიჩნევს, რომ ახალი საბაჟო კოდექსი სავსებით გამართული და გასაგებია, ხოლო დანარჩენი კომპანიები კი გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან კოდექსის აღქმასთან დაკავშირებით.

კვლევაში მონაწილე ბიზნესმენთა 40%25-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვისათვის მიმართა სხვა პირს ან/და ორგანიზაციას. მათმა 92%25-მა დაფინანსებისათვის საბანკო სექტორს მიმართა, დანარჩენი 8%25 კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სამეგობრო/სანათესაო წრეზე მოდის.

იმ მეწარმეთა უმრავლესობა, რომელმაც ბანკს მიმართა, პრობლემად მიიჩნევს სესხის საპროცენტო განაკვეთს. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ რესპოდენთა 58%25 გაყიდვების ზრდის ძირითად შესაძლებლობად დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას ასახელებს.

რესპოდენტთა 62%25-ს უჭირს კონკურენციის გაწევა, ხოლო 28%25-ს მიაჩნია, რომ მისი ბიზნესისთვის უახლოესი 1 წლის განმავლობაში კონკურენტები საფრთხეს არ წარმოადგენენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს დაბალ მეწარმეობრივ უნარებზე.

0x01 graphic

ყველაზე „თავდაჯერებული“ დარგი მშენებლობაა, ხოლო ყველაზე „ფრთხილი“ - ვაჭრობა (64%25) და სოფლის მეურნეობა (67%25), რომლებიც მიიჩნევენ, რომ უჭირთ კონკურენციის გაწევა.

მეწარმეების 38%25-ის შეფასებით, კონკურენტული უპირატესობის მიღწევისთვის აუცილებელია პროდუქტის/მომსახურების ფასის შემცირება. ასევე მნიშვნელოვან ღონისძიებებად დასახელდა პროდუქციის/მომსახურების ხარისხის გაზრდა (28%25) და ბაზრისა და კონკურენციის შესწავლა (18%25).

ახალი მომხმარებლის მოზიდვის საკითხის შეფასებისას რესპოდენტთა 51%25-მა აღნიშნა, რომ მათთვის მომხმარებლის მოზიდვა რთულია, ხოლო 9%25-ს ამ ეტაპზე არ სჭირდება დამატებითი მომხმარებელი. გამოკითხულთა 72%25-მა ახალი მყიდველის მოზიდვის სირთულის ძირითად გამომწვევ მიზეზად შემოსავლების დაბალი დონე დაასახელა.

შრომის ბაზრის ფუნქციონირებას ბიზნესმენები არადამაკმაყოფილებლად აფასებენ. რესპოდენტთა 55%25-ს უჭირს ან საერთოდ ვერ ახერხებს სასურველი კადრის მოძიებასა და დაქირავებას.

კვლევის შედეგად გამოვლინდა ქართული ბიზნესისთვის ყველაზე აქტუალური 10 პრობლემა. ძირითადად, მეწარმეთა ყურადღება კონცენტრირებულია კანონების ირგვლივ, თუმცა გამოვლენილ პრობლემებში ასევე არის შრომის ბაზრის, ინფორმირებულობის, ფინანსების ხელმისაწვდომობისა და სხვა პრობლემები.

0x01 graphic

რესპოდენტთა აზრით, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობის გამარტივება (67%25) და დააწესოს შეღავათები გარკვეული დარგებისა და მცირე ზომის საწარმოებისათვის (63%25).

რესპოდენტთა 39%25-ის აზრით, მასმედიამ მეწარმეებს უნდა მიაწოდოს მეტი ინფორმაცია ბიზნესსაკანონმდებლო სიახლეების შესახებ; 31%25 ფიქრობს, რომ ბიზნესისთვის აქტუალური საკითხების გაშუქებით მედია ხელს შეუწყობს გარემოს განვითარებას; მეწარმეების 29%25 კი მედიის როლს სახლმწიფო ორგანოებსა და კერძო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობაში ხედავს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომიტთა ასოციაცია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს მასმედიის წარმომადგენლებთან.

პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების გარდა იმართება ფოკუსჯფები, სადაც ჟურნალისტები არაოფიციალურ გარემოში განიხილავენ ასოციაციის მიერ შემოთავაზებულ აქტუალურ თემატიკასა და ინფორმაციის მიწოდების ფორმებს.

0x01 graphic

4 როგორ ვიპოვოთ სასურველი კადრი არარსებულ ბაზარზე?!

▲ზევით დაბრუნება


ადამიანური რესურსები ანუ სამუშაო ძალა ისევე, როგორც ფინანსური სახსრები ან/და ძირითადი საშუალებები, იმ აუცილებელ წარმოების ფაქტორს წარმოადგნეს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბიზნესის წარმატებულად მართვასა და განვითარებაში. საქართველოში მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, მაგარმ იმავდროულად შრომის ბაზარზე აშკარად იგრძნობა პროფესიონალი კადრების სიმცირე. ამასთან, ეს ისეთი კატეგორიის პრობლემაა, რომელიც ყველაზე დიდი ფინანსური ინვერსტიციების განხორციელების პირობებშიც კი ვერ მოგვარდება მოკლევადიან პერიოდში.

ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა როგორც საშუალო და მაღალი დონის მენეჯერების პროფესიონალებზე, ასევე კონკრეტული ტექნიკური პროფესიების მქონე კადრებსა და კვალიფიციურ პერსონალზე მომსახურების სფეროში.

კვალიფიციური კადრების სიმცირესთან ერთად დამქირავებლებისთვის პრობლემას წარმოადგენს სასურველი კადრის კვალიფიკაციის შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მიღება. სწორედ ამიტომ, დამქირავებლების უმრავლესობას ურჩევნია თვითონ შეარჩიოს კადრი ნაცნობების წრიდან. ჩატარებული გამოკითვხის საფუძველზე, დამქირავებლების 44%25-ს ურჩევნია, თავად შეარჩიოს კანდიდატი ნაცნობების წრიდან, ხოლო 17%25-მდე ითვალისწინებს ახლობლის პირად რეკომენდაციას/თხოვნას; ვაკანსიის თაობაზე განცხადების გამოქვეყნებას უპირატესობას ანიჭებს გამოკითხულთა მხოლოდ 16%25 .

აქევე აღსანიშნავია, რომ დამქირავებლები მზად არიან თავად მოახდინონ საკუთარი კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. საქართველოში მრავლად არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ სხვადასხვა სახის ტრენინგებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ტრენინგის საფასურის სიდიდე და ის, რომ აღნიშნული ორგანიზაციები არ იღებენ პასუხისმგებლობას მათ მიერ მომზადებულ კადრებზე.

ასევე, აღნიშნული ორგანიზაციები ძირითადად სპეციალიზირებულ სასწავლებლებს წარმოადგენენ და დაინტერესებულ პირებს საშუალება არ ეძლევათ გაიარონ ბიზნესტრენინგები რამოდენიმე მიმართულებით.

საწარმოების 55%25-ს უჭირს ან საერთოდ ვერ ახერხებს სასურველი კადრის მოძიებასა და დაქირავებას.

0x01 graphic

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ განხორციელებული რაოდენობრივი კვლევა “XXX” „ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი - საქართველო“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს კონსულტაციებსა და ტრენინგებს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში უკვე 1200-მდე მეწარმეს დავეხმარეთ სხვადასხვა კუთხით. კერძოდ: საწარმოთა რეგისტრაცია, კადრების დაქირავება, კადრების გადამზადება, მარკეტინგული გეგმის და სტარტეგიის შემუშავება, ბიზნესკონსულტაციები და ტრენინგები.

„ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი - საქართველო“, „თბილისი კონსალტინგი“ სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად გთავაზობთ ბიზნესტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით. ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ტრენინგებით ისარგებლა უკვე 600-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთა მოტივაცია იყო როგორც კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე სხვადასხვა ბიზნესუნარების განვითარება და ჩამოყალიბება.

„თბილისი კონსალტინგი“ გთავაზობთ ტრენინგებს შემდეგი მიმართულებებით: ბუღალტრული აღრიცხვა, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სხვ. ტრენინგკურსები მოიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ მაგალითებს, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს გამოიმუშავონ პრაქტიკული აზროვნების უნარი და მოძებნონ გამოსავალი სხვადასხვა რთული სიტუაციებიდან.

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ შეძლებთ სასურველი კვალიფიკაციის კადრის დაქირავებას ან არსებული კარდების კვალიფიკაციის გაზრდას ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე. ჩვენ გავხდებით თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარი...

5 AEG და ZANUSSI რა აქვთ საერთო?

▲ზევით დაბრუნება


ზოგიერთი პროდუქტი დაბადებისთანვე ასრულებს სიცოცხლეს. ძირითადად ახალი პროდუქტი გამოდის ბაზარზე, ვითარდება, მწიფდება, სიმწიფის სტადიის შემდეგ მალევე განიცდის ვარდნას და კვდება. არსებობენ ბრენდები, რომლებიც უძლებენ ათწლეულებს, თაობებსაც კი და უფრო და უფრო მიმზიდველნი ხდებიან მომხმარებლისთვის.

AEG - ეს არის ბრენდი, რომელიც 1887 წელს დაიბადა გერმანიაში და არსებობის დღიდან გერმანული ხარისხის სიმბოლოდ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ 121 წლისაა, მან მარადიულობა და ტენდენციურობა შეინარჩუნა. დღეს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შორის აღიარებულია როგორც პრემიუმ ტოპ ბრენდი.

სრულყოფილმა დიზაინმა და ინოვაციებმა კომპანიას არა ერთი ჯილდო მიაღებინა. ჯერ კიდევ 1896 წელს AEG-ს კატალოგში შედიოდა 80 დასახელების სხვადასხვა პროდუქცია, რომელთა შორის იყო ელექტროღუმელი, ყავის მადუღარა და კვერცხის სახარში. უკვე ამ დროისთვის AEG-ს ტექნოლოგიები და დიზაინი შთამბეჭდავი იყო.

XX საუკუნის დასაწყისში AEG გახდა პირველი კომპანია, რომელსაც ჰყავდა ინდუსტრიული დიზაინერი. ეს იყო პირველი ნაბიჯები, რამაც შემდგომში სლოგანი „სრულყოფილი ფორმა და ფუნქციები“ ჩამოაყალიბა.

1950 წელს AEG-ს ახალმა ქარხანამ კასელში დაიწყო თავისი ძირითადი პროდუქციის - მაცივრებისა და საყინულეების წარმოება. მრავალი საინტერესო იდეა და წარმატებული ინოვაცია უკავშირდება ამ ქარხანას.

0x01 graphic

0x01 graphic

მაგალითად, პირველი ჩასაშენებელი მაცივარი (1953 .) და პირველი ჩასაშენებელი საყინულე კამერა (1963 .).

AEG-ს ინოვაციები დღემდე აქტუალურია ბაზარზე. 1993 წელს მსოფლიოში პირველად გამოჩნდა ეკოლოგიურად სუფთა მაცივარი, ხოლო 2006 წელს ინოვაციების სიას შეემატა მტვერსასრუტი ორმაგი შერეული წმენდის სისტემით.

გერმანელი დიასახლისების 90%25 იცნობს AEG-ს და 60%25-ს სურს, რომ AEG-ს ტექნიკით სარგებლობდეს.

AEG - ეს არის საუკუნეზე მეტი მუდმივი მოძრაობა, მუდმივი წინსვლა, გამოგონება, ტრადიცია და რევოლუციური ინოვაციები.

0x01 graphic

1887 წლიდან ბრენდი აღიარებულია გერმანული ხარისხის სიმბოლოდ.

1994 წელს AEG-ს განყოფილება შევიდა ცნობილ შვედურ კონცერნ „ელექტროლუქსის“ შემადგენლობაში. მთელ მსოფლიოში EG-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკა ასოცირდება გერმანულ ხარისხთან, ხანგრძლივობასა და პრესტიჟთან.

Electrolux - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკაში. დაფუძნებულია 1901 წელს.

კონცერნი მსოფლიოს სამეულშია ელექტროტექნიკის მწარმოებელთა შორის. იგი რამოდენიმე ცნობილ ბრენდს აერთიანებს, მის პრემიუმ მარკას AEG წარმოადგენს, რომელიც დღეს უკვე AEG Electrolux-ის სახელწოდებით არის ცნობილი. კონცერნი ასევე მოიცავს ისეთ ცნობილ ბრენდს, როგორიც არის ZANUSSI.

ZANUSSI - ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე. ისტორიის დასაწყისს ცნობილი ბრენდი 1916 წლიდან იღებს, როდესაც იტალიის ქალაქ პორდენონეში ანტონიო ზანუსის ხელმძღვანელობით პირველი შეშის ღუმელი შეიქმნა.

ეს არის 100 - წლიანი იტალიური კომპანია, სადაც პირველად დაიწყო იტალიური პიცების მომზადება.

0x01 graphic

ანტონიოს გათვლები იყო საკმაოდ აგრესიული და მარტივი - „საყოფაცხოვრებო ტექნიკა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი ოჯახებისთვის“, ანუ ფასისა და ხარისხის ჰარმონია. სავაჭრო მარკა ZANUSSI მთელ მსოფლიოში არის ხარისხიანი ტექნიკის ეტალონი. კომპანიის განვითარების ახალი კონცეფცია, რომელიც აქტუალურია XXI საუკუნეშიც, შეგვიძლია აღვწეროთ მხოლოდ ორი სიტყვით, ერთი სლოგანით - „დიზაინი და ინოვაცია“. შეიძლება ითქვას, რომ მარკამ ZANUSSI - „ჭკვიანი და სანდო საყოფაცხოვრებო ტექნიკის“ ევროპაში მანამდე არარსებული ბაზარი შექმნა. კომპანია მომხმარებელს მოკლედ ეუბნება თავის არსებობის შესახებ: „ჩვენ ვცდილობთ გავამარტივოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება და სწორედ ამისათვის დაარსდა ZANUSSI-ს ცენტრი - ადგილი, რომელიც დაფუძნებულია ინოვაციაზე, დიზაინსა და ტექნოლოგიაზე.

დღეისათვის ევროპის ბაზარზე გაყიდული სარეცხი მანქანების 40%25 ZANUSSI-ს მიერ არის წარმოებული.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უფრო გაგიმარტივოთ ცხოვრება. წლების მანძილზე ვქმნიდით და ვქმნით ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოირჩევა ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაციით. ჩვენ სისტემატიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით... თქვენ კიდევ წააწყდებით საინტერესო საგნებს ცხოვრებაში”.

0x01 graphic

0x01 graphic

6 კიდევ ერთი ახალი პუბლიკაცია

▲ზევით დაბრუნება


1 მაისს „თბილისი მერიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ პუბლიკაციის „დასაქმების პროგრამები საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.

ანგარიში მომზადდა პროექტის „მომავალი სიღარიბის გარეშე“ ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით.

სამოქალაქო ალიანსი „მომავალი სიღარიბის გარეშე“ 2005 წელს შეიქმნა. იგი ორმოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციისა და ასობით მხარდამჭერის გაერთიანებაა, რომელიც მოითხოვს სიღარიბის აღმოფხვრას და ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულებას საქართველოში. ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობის გააქტიურება, რომ ერთობლივი ძალებით მოვთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას სიღარიბის დაძლევა.

კოალიცია „მომავალი სიღარიბის გარეშე“ არის საერთაშორისო ალიანსი GCAP-ის წევრი (Global Call to action against Poverty).

პუბლიკაცია „დასაქმების პროგრამები საქართველოში“ წარმოადგენს ოფიციალური მონაცემებისა და პროექტის ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა ტიპის კვლევების შედეგების გაერთიანებულ ანალიზს, რომელიც ასახავს საქართველოში განხორციელებული დასაქმების პროგრამების შედეგებს, შრომის ბაზარზე არსებულ უმუშევრობის პრობლემებსა და მომავლის გამოწვევებს.

0x01 graphic

პროექტის ფარგლებში 2007-2008 წლის სახელმწიფო დასაქმების პროგრამის შეფასების მიზნით ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა საქართველოს მასშტაბით (შერჩევის ზომა: 1000 ორგანიზაცია), განხორციელდა ფუკუს-ჯგუფები და დამსაქმებლების რაოდენობრივი კვლევა იმერეთის რეგიონში (შერჩევის ზომა: 600 ორგანიზაცია). პუბლიკაციაში დეტალურად არის განხილული განხორციელებული და მიმდინარე სახელმწიფო დასაქმების პროგრამები.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტა ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში კერძო ბიზნესი ვითარდება და შესაბამისად იზრდება შრომის ბაზრის მოთხოვნები პროფესიულ კადრებზე. თუმცა, იმავდროულად მწვავე პრობლემად რჩება უმუშევრობა. ძირითადი ბარიერი, რომლის წინაშეც დამქირავებლები დგანან, არის პოტენციური კადრების კვალიფიკაციის შეფასება. პროფესიონალიზმი პრობლემაა როგორც ტექნიკურ, ასევე მენეჯერულ დონეზე.

დღეს თითქმის შეუძლებელია საჭირო კვალიფიკაციისა და უნარების კადრის მოძიება ან/და დაქირავება. ამასთნ, ვერ ხერხდება დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის ერთმანეთთან დაკავშირება.

0x01 graphic

7 სიცოცხლის წარმოშობის უნიკალური სიმბოლო

▲ზევით დაბრუნება


ესაა სიცოცხლის დაბადების ხილული მისტერია, ვიზუალური ფენომენი შექმნისა თუ წარმოშობისა. ამიტომაც, უძველეს ცივილიზაციათა წარმოდგენით, სწორედ „წინარეკვერცხიდან“ იშვა თავად სამყარო: ეგვიპტური ტრადიციის მიხედვით, ქაოსიდან (არაარსიდან) წარმოიქმნა კოსმიური კვერცხი, რომლიდანაც, თავის მხრივ, იშვა ყოვლისშემქმნელი ღმერთი (დემიურგი). კვერცხი ძველ ეგვიპტეში ქალღმერთ ისიდას ეძღვნებოდა და ამიტომაც ქურუმებს ეკრძალებოდათ მისი ჭამა; ეგვი პტეშივე გვხვდება მუმიის თავზე ჰაერში გამოკიდული კვერცხის გამოსახულება - ეს ხელმეორედ დაბადების სიმბოლო გახლდათ. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ სიმბოლოსაგან არის წარმომდგარი მარჟუჟისდაგვარი ეგვიპტური ჯვარი - „ანხი“. ეგვი პტური ცნობისწადილი და სიცოცხლის ფენომენის წვდომის სურვილი მკაფიოდ აისახა კვერცხის ბუნების ამ პატარა საოცრების

0x01 graphic

გაფეტიშებაში: ეგვიპტელთა განცვიფრებამ სიფრიფანა ნაჭუჭის ქვეშ დამალული სიცოცხლით, წარმოშვა ანალოგია, რომ თვალთაგან დაფარულ, უჩინარ საგნებს (ჩვენ „ოკულტურს“ რომ ვუწოდებთ) თავისი, დამოუკიდებელი ცხოვრების რიტმი აქვთ. ამიტომაც, სიცოცხლის კოსმიურ მოდელს მათ თვის ყველაზე სრულყოფილადსწორედ კვერცხი განასახიერებდა. ბაბილონური მითოლოგიის თანახმად, „პირველკვერცხი“ მდინარე ევფრატში ციდან ჩავარდა და სწორედ ასე იშვა ქალღმერთი იშთარი; ინდუიზმში კოსმიური კვერცხი „პირველწყალზე“ დადო ღვთაებრივმა ფრინველმა, ხოლო გადაპობილი კვერცხის ორმა ნახევარსფერომ წარმოშვა ცა და დედამიწა; ირანული წარმოდგენით, კვერცხი სამყაროს შექმნისა და სასიცოცხლო საწყისის სიმბოლოა, ხოლო ცა - გიგანტური კვერცხის მოელვარე ნაჭუჭს წარმოადგენს; იმავე ირანში ჩვ. წ-მდე VIII ს. აღმოცენებული ზოროასტრიზმის მიხედვით, სამყაროს ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო აბსოლუტური საწყისის განსახიერებანი - ორმუზდი და არიმანი ერთმანეთს პირიდან სტაცებენ „მსოფლიო კვერცხს“; ჩინელებს სწამდათ, რომ პირველი ადამიანი იმ კვერცხიდან გამოიჩეკა, რომელიც ციდან ჩამოვარდნილი, „პირველწყალზე“ ტივტივებდა; ანტიკური ვერსიით, კვერცხიდან იშვნენ პოლიდევკესი და მშვენიერი ელენე (სპარტის ერთ-ერთ ტაძარში ამ ისტორიული კვერცხის ნაჭუჭს ანახვებდნენ); კვერცს საკრარული მნიშვნელობა აქვს იუდაიზმშიც: მოთუშული კვერცხი - იმედისა და მარადიული სიცოცხლის ეს სიმბოლო, აუცილებელია სედერის (ებრაული პასეკის) თუ სულის მოსახსენიუებელ სარიტუალო სუფრაზე. კვერცხი, ვითარცა უკვდავებისა და ნ ა ყ ო ფ ი ე რ ე ბ ი ს თვალნათელი განსახიერება გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის დღესასწაულების აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ იმ ქვეყნებში, სადაც გავრცელებული იყო მითრაიზმი: ბუნიობისას ქურუმები სამსხვერპლო ხარის სისხლს აპკურებდნენ ყოველივეს, რასაც კი ამ სისხლის სიწითლით („მზისფერობით“) - სწორედ მზის ცხოველმყოფელობა უნდა შესძენოდა. ამ ანალოგიით, აღდგომის დღესასწაულზე წითლად შეღებილი კვერცხი უკვე ორმაგ სიმბოლიკას იძენს - გაზაფხულისა და მაცხოვრის აღდგომის, ხელახალი დაბადების...

„კოსმიური კვერცხი“ შუალედურ მდგომარეობასაც განასახიერებს - ქაოსსა და სამყაროს წესრიგს შორის, როგორც სიცოცხლის სიმბოლური პირველწყარო. არ არის გასაკვირი, რომ ძველი კელტების მისტიკური ქურუმები - დრუიდები ამულეტებად კისერზე შებმულ ბროლის კვერცხებს ატარებდნენ. ასეთივე საკრარული მნიშვნელობა ჰქონდა მრავალ კულტურასა და მითოლოგიაში ვერცხლისა თუ ოქროს კვერცხს.

რუსული ფოლკლორის ჯადოსნური პერსონაჟის - „უკვდავი კაშჩეის“ სული კვერცხშია მომწყვდეული; რუსეთშივეა აღმოჩენილი პრეისტორიული სამარხები, მიცვალებულთათვის ჩატანებული თიხის კვერცხებით. ეტყობა, სწორედ სლავურ სამყაროში ჩაისახა სააღდგომო კვერცხის მოხატვის ნატიფი ტრადიცია და შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ რუსეთში შეიქმნა საიუველირო ხელოვნების ისეთი უნიკალური ფენომენი, როგორიც იყო „ფაბერჟეს კვერცხი“.

ასეთი გახლავთ სამყაროს შექმნის საიდუმლოსა და პირვანდელ სიცარიელეში სიცოცხლის წარმოშობის ეს უნიკალური სიმბოლო.

8 ფაბერჟე - სააღდგომო კვერცხის ისტორია

▲ზევით დაბრუნება


სად არის 8 საიმპერატორო ფაბერჟეს კვერცხი? ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხის ისტორია რუსეთის ხელმწიფის ალექსანდრე III-ისა და დედოფალ მარია ფიოდოროვნას სიყვარულს უკავშირდება. ხელმწიფემ მეუღლეს პირველი ფაბერჟე მიართვა ქორწინების 20 წლის თავზე (1885 წელს) განახლებული სიცოცხლისა და იმედის სიმბოლოდ. განსაკუთრებული და ორიგინალური საჩუქარი მეფემ ახალგაზრდა იუველირს პიტერ კარლ ფაბერჟეს (Peter Carl Faberge) შეუკვეთა. საჩუქარმა დედოფლის აღფრთოვანება გამოიწვია. ასე დაიბადა პირველი ფაბერჟე aHen Egg...

ფაბერჟე 1885-1917 წლებში 69 უნიკალური და ძვირფასი კვერცხის ავტორი გახდა, საიდანაც 54 რუსეთის საიმპერატორო კარის საჩუქარი იყო.

The Hen egg (1885)

0x01 graphic

ერთი შეხედვით, ეს იყო მარტივი კვერცხის ფორმის საგანი, მაგრამ დედოფლის გასაოცრად, მის შიგნით აღმოჩნდა ოქროს კვერცხის გული, რომელშიც იდო ოქროს ქათამი, ხოლო ქათმის შიგნით - სამეფო გვირგვინის მარგალიტის მინიატურა და პატარა ლალის კვერცხი. დედოფლის აღფრთოვანება იმდენად დიდი იყო, რომ ხელმწიფემ გადაწყვიტა მსგავსი საჩუქარი ყოველ აღდგომას გაეკეთებინა მისთვის. მას იუველირთან ჰქონდა განსაზღვრული მოთხოვნა - თითოეული კვერცხი იმდენად ორიგინალური უნდა ყოფილიყო, რომ დედოფლის გაოცება გამოეწვია.

0x01 graphic

Coronation egg (1897)

გენიალური ქმნილების ავტორი ფაბერჟე დაიბადა 1846 წელს. მან მცირე ზომის ვერცხლისა და სამკაულების მაღაზია სანტ-პეტერბურგში მემკვიდრეობით მიიღო მამისაგან, თუმცა თავისი კრეატიულობითა და მონდომებით განსაკუთრებულობა შესძინა თავის ნამუშევრებს. 1882 წელს ის მიწვეული იყო მოსკოვში საიუველირო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მოიპოვა ოქროს მედალი და დიდი მოწონება დაიმსახურა ინოვაციური იდეებისათვის. სწორედ აქ გაიცნეს ხელმწიფემ და დედოფალმა ფაბერჟეს სახლი და დაუახლოვდნენ მას.

ფაბერჟეს მიერ საიმპერატორო კვერცხების დამზადებამ ძალიან ცნობილი გახადა ის მთელ მსოფლიოში. ამან განაპირობა უბრალო საიუველირო მაღაზიის გადაქცევა ცნობილ „ფაბერჟეს სახლად“, რომელიც გაიხსნა მოსკოვში. იქ საჩუქრებს იძენდნენ არისტოკრატები, ბარონები და სხვა იმ დროის მაღალი წრის საზოგადოება. თუმცა, ფაბერჟე უპირველესად ყოველთვის ხელმწიფის წინაშე იყო ვალდებული.

1918 წელს „ფაბერჟეს სახლი“ დაიკავეს ბოლშევიკებმა. ფაბერჟემ და მისმა ოჯახმა დატოვეს რუსეთი და შვეიცარიას შეაფარეს თავი. სწორედ იქ გარდაიცვალა შესანიშნავი ხელოვანი 1920 წელს.

ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდგომ ტახტის მემკვიდრემ, ნიკოლოზ II-მ ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხების ისტორია გააგრძელა. მხოლოდ მამისაგან განსხვავებით, ნიკოლოზ II ყოველწლუირად ორ კვერცხს უკვეთავდა - დედისათვის და თავისი ახლადშერთული მეუღლის, დედოფალ ალექსანდრა ფიოდოროვნასათვის. პირველი კვერცხი, რომელიც ნიკოლოზ II-მ დედოფალ ალექსანდრას აჩუქა, იყო ღოსებუდ ეგგ 1894 წელს, ამიტომ ეს კვერცხი ითვლება მათი სიყვარულის სიმბოლოდ.

ფაბერჟეს პროდუქციის ძირითადი შემადგენლობაა მინა, რომელიც მორთულია ისეთი ძვირფასი ქვებით, როგრიცააა ოქრო, ვერცხლი, პლატინა, ლალი, ბრილიანტი, მარგალიტი და ა.შ. კვერცხების დეტალები ძირითადად გამომდინარეობს რუსული კულტურის სიმბოლოებიდან ან დედოფალ მარიასა და ალექსანდრას ხასიათებიდან.

რომანოვების მმართველობის დასასრულს, 1917 წელს შეიქმნა ბოლო ორი ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხი Constellation და Karelian Birch. ამით დასრულდა საიმპერატორო ფაბერჟეს კვერცხის წარმოების 32 წლიანი ისტორია. შემდგომ რომანოვების სასახლეები ბოლშევიკებმა დაიკავეს. ამ პერიოდში ფებერჟეს კვერცხების უმეტესობა, საიმპერიო ოქროსა და ვერცხლის დიდი რაოდენობა გადატანილ იქნა კრემლის საწყობებში, რასაც რამდენიმე ფაბერჟეს კვერცხის დაკარგვა მოჰყვა. ლენინის მიერ დაცული რუსული კულტურის ნიმუშები სტალინმა თავისი ახალი რეჟიმის დასაფინანსებლად გამოიყენა და

0x01 graphic

Twelve Monograms egg (1895)

0x01 graphic

Caucasus egg (1893)

მათი გაყიდვა დაიწყო. იმ დროისათვის ფაბერჟეს კვერცხების ფასი ძალიან დაბალი იყო. ისინი სწრაფად იყიდებოდა და ტოვებდა რუსეთის ფარგლებს...

0x01 graphic

Trans-Siberian Railway egg (1900)

1930-1933 წლებში საზღვარგარეთ გაიყიდა 14 საიმპერატორო აღდგომის კვერცხი. კაცი, რომელმაც იმ დროისათვის მოახერხა ყველაზე მეტი ფაბერჟეს კვერცხის შეგროვება, იყოს კოლექციონერი ამერიკის შეერთებული შტატებიდან არმანდ ჰამერი (Armand Hammer). ამ პერიოდში აშშ-ში ფაბერჟეს მიმართ აქტიური ინტერესით ხუთი კოლექციონერი გამოირჩეოდა: მატილდა გედინგს გრაი, ლილიან ტომას პრატი, მარჯორე მერივეზერ პოსტი, თრანს-შიბერიან ღაილწაყ ეგგ (1900) ინდია ერლი მინშელი და მალკოლმ ს. ფორბესი. ზოგიერთი საიმპერატორო კვერცხი აუქციონზე სულ რაღაც 4 ან 5 ათას დოლარად იყიდებოდა. ათწლეულები დასჭირდა „ფაბერჟეს“, რომ ის მიჩნეულიყო ხელოვნების ნიმუშად. დღეისათვის თითოეული ანტიკვარული სუვენირის ღირებულება მილიონებს ითვლის. საიმპერატორო კვერცხების უმეტესობა 3-დან 6-მდე დიუმის სიმაღლისაა. მხოლოდ Trans-Siberian Railway-ისა და the Bay Tree eggs-ის სიმაღლე შეადგენს 10-11 დიუმს.

0x01 graphic

Alexander Palace egg (1908)

ფაბერჟეს მიმართ ინტერესს იმპერატორების გარდა კერძო პირებიც იჩენდნენ. ფაბერჟემ 15 კვერცხი კერძო კლიენტებისათვის დაამზადა. მათ შორის იყო 7 ინდუსტრიალისტი ალექსანდრე კელჩისთვის.

0x01 graphic

Rosebud egg (1895)

ფაბერჟეს 69 კვერცხიდან დღეისათვის აღმოჩენილია მხოლოდ 61. მათი უმეტესობა მოთავსებულია საზოგადოებრივ მუზეუმებში. 30 მათგანი არის რუსეთში. დაკარგულია 8 საიმპერატორო სააღდგომო ფაბერჟე.

ყველაზე ძვირადღირებული ფაბერჟეს „ზამთრის კვერცხის“ ღირებულება 1913 წელს დაახლოებით 25 000 რუბლს (12500 დოლარს) შეადგენდა.

0x01 graphic

Lilies of the Valley egg (1898)

ფაბერჟეს კვერცხი დღეს გაცილებით ძვირი ღირს. მაგალითად, 1994 წელს აუქციონზე ამერიკელმა ბიზნესმენმა ამ ფაბერჟეში 5.5 მილიონ დოლარი გადაიხადა, ხოლო 2002 წელს ის 9.8 მილიონ დოლარად გაიყიდა. 2007 წლის ნოემბერში, რუსეთის ეროვნულმა მუზეუმმა ერთ-ერთ აუქციონზე როსტჩილდის კვერცხი (Rothschild Egg) 8.9 მილიონ ევროდ შეიძინა. ეს დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული რუსული ხელოვნების ნიმუშია.

0x01 graphic

Winter egg (1913)

9 საეა 19 წლისაა

▲ზევით დაბრუნება


დაარსების დღიდან საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა), როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარ მიზანს სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიის ხელშეწყობა, პარტნიორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს.

1989 წლის 25 აპრილიდან მოყოლებული ასოციაცია მკაცრად იცავს დეკლარირებულ პრინციპებს, კერძოდ: იგი თანამშრომლობს ნებისმიერ დაინტერესებულ სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო სექტორთან და მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებებთან. მასმედიის მეშვეობით ფართო საზოგადოებას საეა მუდმივად აწვდის ინფორმაციას მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და სიახლეების შესახებ. ასოციაციის ექსპერტების შეფასებებთან ერთად ჟურნალისტებს მათთვის აქტუალური თემების ირგვლივ კონსულტაციებსაც უწევენ და რეალური პრობლემების წარმოჩინებაშიც ეხმარებიან.

დღეისათვის ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაციის“ იმერეთის, და აჭარის ფილიალები, ამას გარდა წარმომადგენლობები: გორსა და საჩხერეში.

ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა დონორებთან და პარტნიორებთან. მათ შორის: ეუთოს მისია საქართველოში; GTZ; TACIS; ფრიდრიხ ებერტის ფონდი; USIS; კანადის საელჩო; ევრაზიის ფონდი; AMEX International Inc.(USAID); „ოქსფამ-ნოვიბი“, „ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა“; ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“; IRIS-Center; CRS; საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის ცენტრი; CRRC, და ა.შ.

ასოციაციამ დაარსდების დღიდან 50-ზე მეტი პროექტი განახორციელა. საეა-ს საქმიანობის სფეროებიდან პრიორიტეტულია: ბიზნესგარემოს განვითარების მხარდაჭერა, ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სექტორის მხარდაჭერა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ეკონომიკური განათლება.

10 როგორი იქნება „მსოფლიოს წონიანი სტატისტიკოსების“ შეფასება?

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რუბრიკის სტუმარი: სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე გრიშა ფანცულაია -

- ბატონო გრიშა, რა ეტაპზეა სტატისტიკის დეპარტამენტის განვითარების გეგმა?

სტატისტისკის დეპარტამენტის განვითარების გეგმის შემუშავების კუთხით გარკვეული სამუშაოები უკვე განხორციელდა, კერძოდ UNDP-ის პროექტი დაიწყო მარტის შუა რიცვებში, რომელიც 3 თვის განმავლობაში მსოფლიოში „წონიანი სტატისტიკოსების“ საქართველოში ჩამოყვანას და მათი შეფასებების მომზადებას ითვალისწინებს. სწორედ ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით იგეგმება სამომავლოდ სტატისტიკის დეპარტამენტის ორგანიზაციული მოწყობა და მენეჯმენტის გამართვა.

- მსოფლიოში წონიანი სტატისტიკოსებიდან რომელიმე თუ იყო ჩამოსული?

ჯერ-ჯერობით ჩამოსული იყო მხოლოდ ჰერმან ჰებერმანი გაეროს სტატისტიკის ყოფილი თავმჯდომარე, რომლის შეფასებაც, სავარაუდოდ, 2 კვირაში გახდება ცნობილი. რაც შეეხება პირად საუბრებს, მისი თქმით ჰებერმანი აღნიშნავდა, რომ განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება სტატისტიკის დეპარტამენის მიერ მომზადებული მონაცემების სანდოობაზე და იმიჯის ამაღლებაზე.

- როდის უნდა წარედნიოს მთავრობას განსახილველად სტატისტიკის დეპარტამენტის განვითარების გეგმა?

UNDP-ის პროექტის პროეტის დასრულება ივნისის შუა რიცხვებში იგეგმება და მას შემდგომ, რაც ექსპერტების მოსაზრებების თავმოყრა დასრულდება, უკვე შესაძლებელი იქნება მთავრობის სხდომაზე განსახილველად აღნიშნული დოკუმენტს წარდგენა.

0x01 graphic

- სტატისტიკის დეპარტამენტის განვითარების დოკუმეტის დამტკიცებამდე რა სახის კვლევებზე გააკეთებთ ორიენტირს?

ჩვენ ძირითად აქცტენს გავაკეთებთ პატარა კვლევებზე 4 ძირითადი მიმართულებით, კერძოდ: მთლიანი შიდა პროდუქტზე, სიღარიბესა და უმუშევრობაზე, ფასების ინფლაციაზე, საგარეო ვაჭრობასა და საგარეო ურთიერთობებზე.

0x01 graphic

- ბატონო გრიშა დაგეგმილია თუ არა უახლოეს მომავალში კადრების ოპტიმიზაცია?

ერთი წელია, რაც სტატისტიკის დეპატრამენტის თავმჯდომარე ვარ და კადრებთან მიმართებაში არაფერი არ შეცვლილა, ანუ რამდენად საჭიროა ძველი კადრების გადამზადება ან მათი ახლით ჩანაცვლება, ეს ყოველივე სტატისტიკის დეპარტამენტის განვითარების გეგმის დამტკიცების მერე გაირკვევა.

ამჟამად სტატისტიკის დეპარტამენტს განკარგულებაში 7 რეგიონალური ოფისი და 169 თანამშრომელია. გამსხვილებამდე თანამშრომელთა რიცხოვნობა 600-ს შეადგენდა.

თანამშრომლების ჩანაცვლებაზე ცოტა მოგვიანებით, ახლა მთელი ყურადღება განვითარების სტრატეგიის დროულად მომზადებაზეა გამახვილებული.

0x01 graphic

11 წარმატებული პოზიციონირების საიდუმლო

▲ზევით დაბრუნება


მარკეტინგი - ეს არის ყველაფერი თქვენს გარშემო. მარკეტინგია ის რეკლამები, რომლებსაც უყურებთ ტელევიზიით, ნახულობთ ჟურნალგაზეთებში, რომლებითაც გადატენილია თქვენი საფოსტო ყუთები და ვებ-გვერდები. სახლში, სკოლაში, სამსახურში, ყველგან სადაც ხართ, რასაც აკეთებთ - ხედავთ მარკეტინგს. და მაინც, მარკეტინგი იმაზე მეტია, ვიდრე ამას მყიდველის თვალი აღიქვამს...

მარკეტოლოგები ძალიან ბევრს შრომობენ იმისათვის, რომ მათი პროდუქტი მომხმარებლისთვის პოზიციონირებული იყოს; რომ თქვენ, თუნდაც ერთი წუთი მაინც დაუთმოთ მათ პროდუქტზე ფიქრს; წამით შეჩერდეთ ბილბორდთან და არა მხოლოდ პროდუქტის სახელი დაიმახსოვროთ, არამედ კონკურენტებისგან გამიჯნოთ და განსხვავებული პოზიცია მიანიჭოთ თქვენს ცნობიერებაში.

0x01 graphic

თუმცა, თქვენ ხომ ძალიან გადატვირთული ხართ პროდუქტისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციით... რთულია თითოეული ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას პროდუქტის შეფასება. ყიდვის პროცესის გასამარტივებლად მომხმარებლები პროდუქტებს, მომსახურებასა და კომპანიებს გარკვეულ კატეგორიებად ყოფენ და მათ გონებაში „პოზიციებს ანიჭებენ“. პროდუქტის პოზიცია ეს არის მყიდველის აღქმის, შთაბეჭდილებისა და გრძნობის ერთობლიობა, რომელიც მას სხვა კონკურენტ პროდუქტებთან შედარებით ამ პროდუქტზე ჩამოუყალიბდა.

თქვენ პროდუქტის პოზიციონირებას ახდენთ როგორც მარკეტოლოგების დახმარებით, ასევე მათ გარეშე, მაგრამ მარკეტოლოგებს არ სურთ თავიანთი პროდუქტების ბედი უბრალო შემთხვევას მიანდონ. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ, რომ სწორად და ზუსტად მოახდინონ საკუთარი ბრენდის პოზიციონირება.

Mercedesbenz-მა წარმატებული პოზიციონირება მოახდინა, როდესაც განაცხადა, რომ მაღალი ფასის სანაცვლოდ უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხს, გამძლეობას, ფუნქციონირებასა და სტილს. ასეთი პროდუქტები მყიდველს გარკვეულ პრესტიჟს ანიჭებს და სტატუსისა და მდიდრული სტილის სიმბოლოს წარმოადგენს. Toyota Echo და Ford focus-ი პოზიციონირებულია როგორც ეკონომიური მანქანები, Mercedes-ი და Cadillac-ი - როგორც მდიდრული მანქანები, BMW და Porche კი - როგორც სპორტული. Volvo ამტკიცებს, რომ მისი მანქანა ყველაზე უსაფრთხოა. სლოგანმა, რომელიც კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა - „ყველაზე უსაფრთხო მანქანა თქვენი ოჯახისთვის!“ ერთი-ორად გაზარდა როგორც მომხმარებლების რაოდენობა, ასევე მათი ლოიალურობა. Toyota - ამ საწვავის დამზოგავ თავის ჰიბრიდულ მოდელ Prius-ის პოზიციონირებას ახდენს როგორც ენერგიის ეკონომიის მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტას. „რამდენად შორს წახვალთ პლანეტის გადასარჩენად?“ - კითხულობს იგი.

პროდუქტის შემოქმედებითი გზით პოზიციონირება ერთადერთი გზაა ძლიერ კონკურენტების დასამარცხებლად. მაგალითისთვის შეგვი- ძლია განვიხილოთ Wal-Mart-isa და Whole Foods-ის ბაზარი.

Wal Mart-ი თითქმის ყველაფერს ყიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ულმობელ კონკურენციას უწევს თითქმის ყველა საცალო მოვაჭრეს, მსხვილსა თუ წვრილს. ის ძლიერია და მისი დამარცხება ყველა სხვა მეწარმისთვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. საუკეთესო ქმედება ამ შემთხვევაში Wal Mart-ისთვის არაპირდაპირი კონკურენციის გაწევა იქნებოდა. სწორედ ასე იქცევა Wdole Foods-ი, პატარა მაღალხარისხიანი სასურსათო ქსელი. იგი Wal-Mart-ის 2700 მაღაზიის საპირისპიროდ მხოლოდ 143 მაღაზიას ფლობს და მისი წლიური შემოსავალი 3 მილიარდ დოლარზე ნაკლებს შეადგენს მაშინ, როცა Wal Mart-ის შემოსავალი 300 მილიარდ დოლარს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამართლიან ბრძოლას სულაც არ გავს, Whole Foods-ი აყვავების გზას ადგას. იგი წარმატებას ფრთხილი და Wal Mart-ისგან მოშორებული პოზიციონირების ხარჯზე აღწევს.

Whole Foods-ის ძლიერ პოზიციონირება მის დევიზშია შეჯამებული: „ჯანმრთელი საკვები, ჯანმრთელი ხალხი, ჯანმრთელი პლანეტა“. შეიარეთ Whole Foods-ის მაღაზიაში და ნახავთ, რომ ეს სულაც არ არის ტიპური მაღაზია. მასობრივი ტკბილი კოლას ნაცვლად, რომლითაც სავსეა სხვა ტრადიციული სასურსათო მაღაზიები, Whole Foods-ი ეკოლოგიურად სუფთა გაზიან წყალსა და ნატურალურ წვენს შემოგთავაზებენ.

მაღაზიის საქონლის უმეტესობას შემდეგი შინაარსის იარლიყები აკრავს: „ეკოლოგიურად სუფთა“, „100%25-ით ნატურალური“, „არ შეიცავს დამატებებს“ და ა.შ.

Whole Foods-ი პატარა მაღალხარისხიანი სასურსათო ქსელია, რომლსაც ჰყავს საგულდაგულოდ შერჩეული მომხმარებელი, რომელთა გამოცდილება და გემოვნება განსხვავდება Wal Martis მომხმარებლებისგან. ამიტომ, Whole Foods-ი მათ სთავაზობს „ორიგინალურ, ნატურალურ და გურმანებისთვის განკუთვნილ საკვებს“.

Whole Foods-ი ყველასათვის განკუთვნილი არ არის, ის მხოლოდ ფრთხილად გამიზნულ სეგმენტს ემსახურება. ამ მაღაზიის მომხმარებლები არიან მდიდარი, პროგრესული და განათლებული ადამიანები. Whole Foods-ის მომხმარებლები ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. მათ აინტერესებთ, რას მიირთმევენ და გარემოზე ზრუნავენ. ამ მომხმარებლისთვის Whole Foods-ი მართლაც არ არის ისეთი მასობრივი მოვაჭრის კონკურენტი, როგორიც Wal Mart-ია. ფაქტობრივად, Whole Foods-ის მომხმარებელი ბოიკოტს უფრო გამოუცხადებს Wal Mart-ს, ვიდრე იქ შევა და რაიმეს შეიძენს.

0x01 graphic

ამგვარად, Whole Foods-ი მსოფლიოში Wal Mart-ს პირდაპირ კონკურენციას ვერ გაუწევს, იგი არ მოერგება Wal Mart-ის მასშტაბურ ეკონომიას, შესყიდვების შესაძლებლობების დაუჯერებელ მოცულობას, განსაკუთრებით მიმზიდველ ლოჯისტიკას, ფართო არჩევანსა და ძნელად დასამარცხებელ ფასებს. უფრო მეტიც, ის არ შეეცდება ამის გაკეთებას. პირიქით, მყიდველისთვის იმ ფასეულობების შესთავაზებს, რომელიც Wal Mart-ს არ შეუძლია.

მას მიზანში ყავს ის კლიენტები, რომელთა მომსახურება Wal Mart-ს არ ძალუძს. Wal Mart-ისგან და სხვა მსგავსი პროფილის სასურსათო მაღაზიებისგან დისტანციური პოზიციონირებით, Whole Foods-მა მსოფლიოში საკუთარი, ძალიან მომგებიანი ადგილი დაიმკვიდრა. საუკეთესო არჩევანი კონკურენტულ ბაზარზე, ალბათ, სუსტი ადგილის მოძებნაა კონკურენტებისთვის და შემდეგ მომხმარებლის იმ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების შესრულება, რომელიც, ფაქტობრივად, კონკურენტებმა ვერ შესძლეს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კონკურენტი უკვე დიდი ხანია ერთი და იგივე მომხმარებელზე წითელ ვაშლს ყიდის, ალბათ, თქვენ გაგიჭირდებათ იგივე ვაშლის გაყიდვა, თუმცა შეიძლება მომხმარებელს წითელი უკვე მობეზრდა და ახლა მწვანეს ეძებს?!

0x01 graphic

12 სარეკლამო კამპანია ჟურნალ-გაზეთებში

▲ზევით დაბრუნება


რჩევები ეფექტური ბეჭდვითი რეკლამის მსურველთათვის

რჩევა 1 - ესაუბრეთ მომხმარებლებს მათ ენაზე.

„კარგი რამაა. საშვილიშვილო საქმეა“: - რიგითი პენსიონერი.

„ცვეტში მაგარი ვეშია“ - თქვენი სახლის კედელზე ატუზული ახალგაზრდა ბიჭი.

„არ არსებოოობს! უსაყვარლესია“ - მე-10 კლასის მოსწავლე გოგო.

მიხვდით? ერთი და იგივე აზრი სხვადასხვა ფორმითაა ნათქვამი სხვადასხვა აუდიტორიისთვის.

ვის ესაუბრებით? როგორ ესაუბრებით? ბეჭდვით მედიაში რეკლამა - ეს არის ნათქვამი სიტყვა. ჩვენ ყველას გვიყვარს ვიყოთ იმ ადამიანებთან და ვიყიდოთ იმათთგან, ვინც ჩვენნაირია. ეს ადამიანის ბუნებაა. ასე რომ, გაყიდვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, ვის ესაუბრებით და გაიგოთ, თუ რატომ საუბრობთ ამა თუ იმ ფორმით.

დაფიქრდით იმ ადამიანებზე, რომლებთანაც მოგწონთ ან არ მოგწონთ საუბარი. გაიხსენეთ ხალხი, რომლებსაც პაემანზე ხვდებოდით. თქვენ ფიქრობთ, რომ არ გექნებათ სერიოზული ურთიერთობა იმ ადამიანთან, რომლის საუბრის მანერა არ მოგწონთ? - მართალი ხართ.

0x01 graphic

საუკეთესო რეკლამა ეძებს ურთიერთობას. ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს მხარზე ხელს გადახვევს და ეტყვის: „მისმინე, მე ვიცი შენი პრობლემა და საჭიროება. მე შემიძლია მოგცე ზუსტად ის, რაც შენ გჭირდება“.

უნივერსიტეტის პროფესორებს უნდათ გაიგონ სხვა პროფესორებისაგან; ბანკის თანამშრომლებს სურთ მოისმინონ იმათგან, ვინც მათი საბანკო ჟარგონით ლაპარაკობს. რაც არ უნდა აღშფოთდნენ ქართველი ფილოლოგები და ენათმეცნიერები, ჩვენ ერთმანეთს მაინც „ჩვენს ენაზე“ ვესაუბრებით. თქვენი ნაწერის რითმები, ფრაზები, სინტაქსი უნდა შეესაბამებოდეს იმ აუდიტორიას, რომელსაც ესაუბრებით. შესაძლებელია ეს გაკეთდეს? ძნელია?!

თუ თქვენ წერთ კონკრეტული აუდიტორიისთვის, ყოველი სამუშაო დღე დაიწყეთ იმით, რომ დაწეროთ რაიმე მათ ენაზე. თქვენ შეგექმნებათ შინაგანი შეგრძნება იმისა, თუ როგორ საუბრობს თქვენი მიზნობრივი აუდიტორია და ძალიან მალე თქვენ დაწერთ სარეკლამო ტექსტს იმ ფორმით, როგორც თქვენი აუდიტორია საუბრობს.

გაითვალისწინეთ, რომ ადამიანებს, რომელთა ყურადღებასა და ნდობას ითხოვთ, უნდათ იმის ცოდნა, რომ თქვენ მათი გესმით. დღეს ის, თუ როგორ საუბრობთ და რას საუბრობთ ერთნაირად მნიშვნელოვანია.

მსოფლიოში ბევრი სარეკლამო სააგენტო ქირაობს ადამიანებს, რომლებსაც მაღალი სოციალური ინტელექტი აქვს. მათ იციან ხალხის ენა და იცნობენ სხვადასხვა აუდიტორიებს. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით სარეკლამო განცხადება იბეჭდება ბეჭდვით მედიაში, ძალიან ცოტა მათაგანი შეესაბამება მიზნობრივ აუდიტორიას. თქვენ უნდა იცოდეთ როგორ მოახდინოთ კომუნიკაცია. წაიკითხეთ ის, რასაც თქვენი მომხმარებელი კითხულობს; უყურეთ იმას, რასაც ისინი უყურებენ.

თუ თქვენ ახალგაზრდებს უნდა ელაპარაკოთ, წაიკითხეთ მათი ჟურნალები; შეხედეთ იმ სატელევიზიო გადაცემებს, რომლებსაც ისინი უყურებენ; წადით მათ ფილმზე კინოში; შედით ჩატ-ოთახებში (ინტერნეტ- ში), სადაც ისინი უამრავ დროს ატარებენ. გააკეთეთ იგივე ბავშვებისთვის, ქალებისთვის, კაცებისთვის და ხანში შესულებისთვის...

შეიცანით მათი ცხოვრება და ისინი ათასობით ლარით გადაგიხდიან მადლობას.

0x01 graphic

რჩევა 2 - სარგებელი უნდა იყოს ძირითადი მესიჯი.

თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს ისედაც იცით, მაგრამ გადახედეთ გაზეთებს. რამდენ სარეკლამო განცხადებაში გამოიკვეთება მთავარი სარგებელი? მიიპყარით ყურადღება იმით, რისი გაგებაც მომხმარებელს სწრაფად სურს. სარეკლამო განცხადების გაკეთებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მკითხველს არ მოუწიოს გამოცნობა თქვენი და თქვენი პროდუქტის სარგებლის.

0x01 graphic

პასუხი შეკითხვაზე: „რა არის ჩვენი დაპირება და როგორ ვამტკიცებთ მას?“ - არის ძალიან კარგი გზა, რომ ზუსტად განსაზღვროთ თქვენი პროდუქტის სარგებელი და დაიწყოთ სარეკლამო ტექსტის შემუშავება.

რას პირდებით თქვენს მომხმარებლებს? გაუადვილებთ მათ ცხოვრებას? გახდით მათ მეტად ჭკვიანს? გააძლერებთ მათ ბიზნესს? არ დააფიქროთ ამაზე მომხმარებლები. უთხარით რაც შეიძლება მალე, მოკლედ და ლაკონურად.

ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება თქვას: „მე არ ვფიქრობ, რომ რეკლამებს, რომლებსაც ვნახულობ, არის ცუდი“. თუ ასეა, მაშინ თქვენ არ კითხულობთ საკმარისი რაოდენობით ჟურნალებს. დროდადრო ჩვენ ვათვალიერებთ სხვადასხვა ჟურნალებს, რომ ვიპოვოთ ეფექტიანი სარეკლამო განცხადება.

0x01 graphic

ერთი უცხოური გამოშვების ჟურნალში წავაწყდით წარმატებული საბროკერო კომპანიის სარეკლამო განცხადებას. ამ კომპანიის მენეჯმენტს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ მათი წარმატება მათ მიერ განთავსებულ რეკლამაზე არ იქნება დამოკიდებული შემდეგი მიზეზებიდან გამომდინარე:

1. არ არის გამოკვეთილი ძირითადი მესიჯი;

2. არ ჩანს სარგებელი, რომელსაც მომხმარებელი მიიღებს კომპანიის სერვისით სარგებლობის შემ- თხვევაში;

0x01 graphic

3. ვიზუალური მხარე არის საკმაოდ მოსაწყენი: საშუალო ასაკის მამაკაცის პროფილი;

0x01 graphic

4. განცხადება შედგება ორმოცდაერთი სიტყვისაგან და ოცდაშვიდი მათგანი ვიზუალურად წაუკითხავია;

5. გამოყენებული აქვს ძალიან დაბალი ხარისხის ფერები.

ეს სარეკლამო განცხადება (უბრალოდ წაუკითხავი) ვაჩვენეთ ერთ-ერთი მსხვილი ბანკის მარკეტინგის მენეჯერს, რომელმაც აღშფოთება ვერ დამალა.

რატომ აკეთებს ძალიან ბევრი ადამიანი ცუდ რეკლამას, როდესაც არ არის ძნელი შექმნა კარგი? უბრალოდ უთხარით თქვენს მომხმარებლებს თქვენი კომპანიის სარგებლიანობის შესახებ. მიმართვა გახადეთ საინტერესო და კითხვადი. ეს ხომ ძალიან მარტივია, თუმცა ბევრს მაინც უჭირს. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, იყოთ კრეატიულები. რეკლამა ხომ მიზანმიმართული შემოქმედებაა.

დაბოლოს, როგორც ერთი მედია „გურუ“ იტყოდა: „ყველას შეუძლია მიიპყროს ყურადღება 20 მილიონის დახარჯვით. მხოლოდ საუკეთესოებს შეუძლიათ გააკეთონ ეს 1 მილიონით“.

13 „დაზღვევის ბუმი“ საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


- დაზღვეული ხართ?

- უკაცრავად, დაზღვევა რა არის ...?

ამ შეკითხვაზე 90-იან წლებში აუცილებლად შეკითხვითვე გიპასუხებდნენ. დაზღვევამ საქართველოში საკმაოდ გვიან მოიკიდა ფეხი. თუმცა მანამდე... მანამდე ხომ დიადი საბჭოთა კავშირი იყო, რომელიც დაზღვევას, რა თქმა უნდა, არ საჭიროებდა. იქ ხომ ყველა დაზღვეული იყო, რისკი - გაშუალედებული და მართული, ხოდა დაზღვევაც ყოვლად შეუსაბამო აღმოჩნდა მასთან.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ, ისევე როგორც სხვა ყველაფერმა, დაზღვევამაც თავისი ფუნქცია შეიძინა.

პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე „ალდაგი“ იყო, რომელიც 1990 წელს დაარსდა. თავდაპირველად იგი სადაზღვევო-სამედიცინო ფირმის სახით იყო წარმოდგენილი ბაზარზე.

ასე იყო თუ ისე, საქართველოში სადაზღვევო ბაზრის განვითარება დაიწყო...

0x01 graphic

სადაზღვევო ბაზარი სწრაფად ვითარდება, დღითიდღე იზრდება ინტერესი დაზღვევისადმი, შესაბამისად იზრდება კომპანიების მიერ შეთავაზებული პროდუქტების რიცხვიც.

- დაზღვეული ხართ?

- უკაცრავად, მე მეკითხებით? მე... ჯერ არა...

XI საუკუნის დასაწყისის საქარ- თველოში აღნიშნულ შეკითხვაზე უკვე ასეთ პასუხს მივიღებდით. საზოგადოებამ კარგად გაიცნო და გაიაზრა დაზღვევის არსი და მნიშვნელობა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას იმის შესახებ, დაზღვეულიყო თუ არა, მაინც არ ჩქარობდა. თუმცა იყო გამონაკლისებიც სავალდებულო დაზღვევის სახით. ყველა აღიარებდა, რომ გარშემო უამრავი რისკი არსებობდა, რომელიც ნამდვილად საჭიროებდა მართვას, თუმცა ამის განხორციელებას ძირითადად საკუთარი ძალებით ლამობდნენ. სადაზღვევო ბაზარი კი არ იცდიდა, იგი დღითიდღე უფრო ვითარდებოდა და მრავალმხრივი ხდებოდა.

დღეს? დღეს უკვე...

- დაზღვეული ხართ? -

- ... მე, მხოლოდ მანქანაღა დამრჩა დასაზღვევი...

დღეს უმეტეს შემთხვევაში უკვე ასეთი პასუხი გვესმის. ქართულმა საზოგადოებამ წარმატებით აუწყო ფეხი თანამედროვე მსოფლიოს და რისკების სამართავად ყველაზე ეფექტურ საშუალებას - დაზღვევას მიმართა. ბაზრის განვითარებასთან ერთად სადაზღვევო კომპანიებს შორის მძაფრი კონკურენცია გაჩნდა. აღნიშნული კი მომხმარებლის მოთხოვნილებების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებული პროდუქტები მართლაც მრავალფეროვანია.

ისინი მომხმარებელს ძირითადად შემდეგ პროდუქტებს სთავაზობენ: სიცოცხლის დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ქონების დაზ- ღვევა, ავტომანქანების დაზღვევა, პასუხიმგებლობის დაზღვევა, ტვირთების დაზღვევა, ფინანსური რისკების დაზღვევა და საპენსიო დაზღვევა.

კომპანიების მიერ გაყიდული პროდუქტების რაოდენობის მხრივ ყველაზე დიდი მოთხოვნა ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.

ასევე პოპულარობით სარგებლობს ავტომანქანებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევა

სადაზღვევო პროდუქტზე არსებული მოთხოვნა

0x01 graphic

მზარდი ბაზრის პირობებში კომპანიები გაჩერებას არ აპირებენ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ბაზრისთვის ახალი პოდუქტების შეთავაზებას გეგმავს. სულ მალე ქართველი მომხმარებლები სადაზღვევო ბაზარზე ისეთ პროდუქტებს უნდა ელოდონ, როგორიცაა: კრიზისების მართვა, სამშენებლო და სამონტაჟო რისკების დაზღვევა და სხვ.

სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებული ახალი და უფრო მოქნილი პირობები სულ უფრო ხშირად უბიძგებს მომხმარებელს სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობისაკენ.

ოჯახების მიხედვით დაზღვეულ წევრთა რაოდენობის საშუალო მაჩვენებელს რომ შევხედოთ, უმრავლეს შემთხვევაში ოჯახში ჯერ კიდევ მხოლოდ ერთ დაზღვეულ პირს ვხვდებით.

ოჯახებში დაზღვეულთა რაოდენობა

0x01 graphic

ამასთან, კვლავაც მრავლად არიან პოტენციური კლიენტები, რომლებისთვისაც სადაზღვევო კომპანიებს ჯერ ხმა არ მიუწვდენიათ.

თუმცა, გარდამავალი ეკონომიკის პირობებში დაუზღვევლობის სხვა მიზეზები დომინირებენ.

დაზღვევის არქონის მიზეზები

0x01 graphic

დაზღვევის არმქონე პირებს დაზღვევის არქონის მიუხედავად დაზღვევის მოთხოვნილება და სურვილი გააჩნიათ, შესაბამისად ისინი პოტენციურ მომხმარებელთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომელთა აზრი და შეხედულება ყურადღების მიღმა არ შეიძლება დარჩეს.

დაზღვევის არ მქონე პირების მოთხოვნა სადაზღვევო პროდუქტებზე

ამრიგად, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი სწრაფი ტემპებით ვითარდება.

დღითიდღე იზრდება კომპანიების მიერ შეთავაზებული პროდუქტებისა და, მეორე მხრივ, დაზღვეულთა რაოდენობა.

თუმცა, ქუჩაში ჯერ კიდევ მრავლად შეხვდებით დაუზღვეველ ადამიანებს. შეიძლება ითქვას, საქართველოში კვლავაც დაბალია სადაზღვევო კულტურა, მომხმარებლები სხვადასხვანაირად აღიქვამენ დაზღვევას. ამდენად, აღნიშნული სადაზღვევო კომპანიებს კიდევ უფრო გააქტიურებისკენ უბიძგებს. საქარ- თველოს ბაზარი სავსეა ახალ-ახალი გამოწვევებით, რომლებიც შესაბამის გამოხმაურებას საჭიროებს. ასე რომ, გისურვებთ წარმატებებს!

14 ცეცხლოვანი ფლამინგო და მზიანი სანაპირო

▲ზევით დაბრუნება


რა არის ის რაღაც განსხვავებული ის, რაც აღმაფრთოვანებს და გადამისვრის სხვა განზომილებაში? ზაფხული ახლოვდება და ჩუმი ფიქრები განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილების შესახებ უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება.

მინდა რაღაც ემოციური, ეგზოტიკური და იმავდიულად ევროპული, კომფორტული და თანამედროვე - თუ თვქენი ფიქრები ამგვარია, თქვენ გჭირდებათ ტური ესპანეთში, ქვეყანაში, რომელიც არის ევროპის სამხრეთ საზღვარი და ასევე ჩრდილოეთ აფრიკასთან დამაკავშირებელი ხიდი.

ცეცხლოვანი ფლამინგო; ხარებთან ორთაბრძოლები ე.წ. კორიდები; განთქმული ღვინის ბრენდები; პიკასოს, დალის, სერვანტენსის სამშობლო; სახალეგანთქმული საზღვაო კურორტები; საოცნებო კუნძულები - ეს ესპანეთია!

ამ საუცხოო ევროპულ და იმავდორულად ეგზოტიკით გაჯერებულ ქვეყანაში სამოგზაუროდ აუცილებლად დაგჭირდებათ ვიზა. საქართევლოში ესპანეთის საელჩო არაა, ამიტომ ან სხვა შენგენის ზონის ქვეყნის საელჩოს უნდა მიმართოთ, ან/და საბუთები მოსკოვში გაატანოთ. ალბათ, უპირატესობას პირველ ვარინატს მიანიჭებთ.

0x01 graphic

მოკლე ცნობები, რომლიც ყველა ტურისტმა უნდა იცოდეს:

ქვეყნის სახელწოდება: ესპანეთის სამეფო (საპარლამენტო მონარქია);

დედაქალაქი: მადრიდი;

კლიმატი: ზომიერი, ცხელი ზაფხული ქვეყნის შუა ნაწილში; შედარებით ზომიერი და ნოტიო სანაპიროების მიმდებარე ტერიტორიაზე; ცივი ზამთარი, თუმცა ზამთარში ტემპერატურა იშვიათად ჩამოდის ნულ გრადუსს ქვევით;

მოსახლეობა: 40 491 051 (მათი 75%25 ეთნიკური ესპანელებია);

რელიგია: 96%25 რომანული კათოლიკეა, სხვა - 6%25;

გეოგრაფია: მთალიანი ტერიტორია მოიცავს 507.6 ათას კვადრატულ კილომეტრს და უკავია პირენეის ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი. ქვეყნის შუა ფართობები საკმაოდ მათაგორიანია. ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბისკაის ყურეა, სამხრეთდასავლეთით კი - ხმელთაშუა ზღვა. ამასთან, ესპანეთის სახლემწიფოს შემადგენლობაში შედის ბელეარის კუნძულები ხმელთაშუა ზღვაში და კანარის კუნძულები ატლანტიკის ოკეანეში;

ვალუტა: ევრო;

განსაკუთრებული ტრადიციები: რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც ტურისტმა აუცილებლად უნდა იცოდეს ქვეყანაში ჩასვლის წინ, არ არის. პირიქით, თვენი მოგზაურობის მიზანიც ეს უნდა იყოს - აღმოაჩინოთ ქვეყნის თავისებურებები და დატკბეთ განსახვავბული გარემოთი.

ტურიზმი: ტურისტების უამრავი რაოდენობა სტუმრობს როგორც დიდ ქალაქებს (მადრიდი, ბარსელონა და ა.შ.), ასევე საზღვაო ტურიზმის მრავალ გამოჩენილ კუნძულებს, როგორებიცაა მალიორკა, იბიცა და სხვა მრავალი. ზოგადად კი, ესპანეთის სანაპიროები საზღვაო დამსვენებლების სამოთხედ მიიჩნევა. ესპანეთში მოგზაურობისათვის იდეალურ პერიოდებად ითვლება მაისი, ივნისი ან/და სექტემბერი;

ენა: ქვეყნის ოფიციალური ენაა ესპანური, ასევე გამოიყენება გერმანული, იტალიური ან/და ფრანგული, პროვინციებში კი შესაძლოა მხოლოდ ადგილობრივ ენებზე

0x01 graphic

საუბრობდნენ - კასტილიური, გალისიური და ბასკური;

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში განთავსებულია ქალაქ მადრიდში (მისამართი S; ტელეფონი +(34 91)429-33-29, 429-01-55).

გასაოცარი ხედები, მთები და სანაპიროები, ისტორიული ძეგლები, განსხვავებული სამზარეულო, ხელოვნების გამოჩენილი გენიოსების სამშობლო - ამ საოცრებათა ნაზავს ერთი არომატიც აერთიანებს და განსაკუთრებულად მომაჯადოვებლს ხდის. ეს არომატი ცეცხლოვანი და ვნებებიანი ცეკვა ფლამინგოა. ამიტომ, ესპანეთში მოგზაურობისას ცეკვის კურსების გავლას თუ ვერ მოასწრებთ, ერთ წარმოდგენას მაინც უნდა დაესწროთ და დატკბეთ ამ გასაოცარი პერფომანსით.

ფლამინგო არის ესპანური მუსიკალური ჟანრი ძლიერი, რიტმული მელოდიით. ცეკვაც შესაბამისად ხასიათდება შესრულების ძალისმიერი და იმავდროულად გრაციოზური მანერით. ფლამინგო აერთიანებს მუსიკალურ და კულტურულ ტრადიციებს. მიუხედავად იმისა, რომ ფლამინგო ესპანურ ტრადიციებთან ასოცირდება, მისი წარმომავლობა ერთ რეგიონს უკავშირდება, კერძოდ კი ანდალუზიას. ფლამინგოს ფესვები ცნობილი არაა, თუმცა ითვლება, რომ იგი წარმოადგენს ანდალუზიური, ისლამური, სეფარდიული კულტურების ნაზავს. ასევე ცალსახაა კუბური ზეგავლენაც.

0x01 graphic

დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებს ფლამინგოს პროფესიული სკოლები და უამრავი ადამინია გატაცებული ამ მიმართულებით. თუმცა, ფლამინგოს ჭეშმარიტი შეგრძნებისათვის ის აუცილებლად ესპანეთში უნდა მოისმინოთ და ნახოთ.

იმის შესახებ, თუ რა შეიძლება და რა უნდა მოინახულოთ ესპანეთის დიდ ქალაქებში, ძალიან ბევრი რამ შეი- ძლება ითქვას. თითოეული ქალაქი განსაკუთრებული თავისებურებებითა და მიმზდველობით გამოირჩევა - მადრიდი, ბარსელონა, სევილია, ვალენსია, სანტანდერი და ა.შ. მათგან ყველაზე პოპულარული ტურისტებს შორის ბარსელონაა, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებსაც კი უმასპინძლა გასულ საუკუნეში.

0x01 graphic

ბარსელონაში სასტუმროების საკმაოდ დიდი არჩევანია. ერთი სტანდარტული ნომრის ფასები 150 ევროდან იწყება. თუ კომფორტულ და იმავდროულად ცენტრალურ ადგილზე განთავსებულ სასტუმროში გსურთ ცხოვრება, მაშინ საშუალოდ 400 ევროს გადახდა მოგიწევთ ერთ ღამეში.

თუ ამ ქალაქში პირველად ხართ, მაშინ რეკომედირებულია აიღოთ „ბარსელონას კლასიკური ტური“. ეს ექსკურსი დაახლოებით 4 საათს გრძელდება და ერთი პირის ღირებულება 65 ევროს შეადგენს. ამ ტურის დროს თქვენ თვალს შეავლებთ ძირითად ღირშესანიშნაობებს, უძველეს კოშკებს, პორტს, ვილა ოლიმპიას (რომელიც სპეციალურად ოლიმპიადისათვის აიგო), ასევე საშუალება გექნებათ მონჯუიჩის მთიდან გადახედოთ ქალქს და დატკბეთ პანორამული ხედებით. ტურში შედის ლანჩი ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებით.

ასევე შეგიძლიათ აიღოთ ერთდღიანი კრუიზ ტური, რომლის დროსაც საშუალება გექნებათ ზღვიდან დაათვალიეროთ ქალაქის გამოჩენილი არქიტექტორული ნაგებობი. ალბათ, საკმაოდ კარგი ალტერნატივაა.

ამ მიმოხილვითი ექსკურსიის შემდეგ თვითონაც შეძლებთ მოინახულოთ სწორედ ის ადგილები, რომლებიც თქვენში განსაკუთრებულ ემოციებს გამოიწვევს.

ესპანეთს მრავალი საზღვაო კურორტი აქვს, თუმცა ამ სამეფოს მფლობელობაში არსებული კანარის კუნძულები მათ შორის ნამდვილად გამორჩეულია.

კანარის კუნძულები შედგება 7 ძირითადი და რამოდენიმე მცირე ზომის კუნძულისაგან. კუნძულები ატლანტიკის ოკეანეშია განთავსებული და ვულკანური წარმოშობისაა. კუნძულების არქიპელაგი ახლოსაა განთავსებული მაროკოსა და დასავლეთ საჰარასთან.

კუნძულები მთელი წლის განმავლობაში სიმწვანეშია ჩაფლული, სანაპიროზე ოქროსფერი ქვიშებია. ლანდშაპტი განსაკუთრებით მდიდარია სხვადსხვა სახის მცენარეებით.

მე-15 საუკუნემდე კუნძულები დასახლებული იყო იზოლირებული „ქვის ხანის“ მოსახლეობით, რომლებსაც გუანჩებს ეძახდნენ. პირველად ეს კუნძულები ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა. კანარის კუნძულებზე თუ მოხვდებით, გირჩევთ ვილა დაიქირაოთ. იმიტომ არა, რომ ამ გამორჩეულ ადგილზე ფეშენებელური სასტუმროები არ არის. არა, აქ ნამდვილად უმაღლეს დონეზეა განვითარებული ტურისტული ინფრასტუქტურა. თუმცა, კუნძულის მთელი სილამაზისა და მომხიბვლელობის სრულყოფილად შეგრძნებისათვის ვილაში ცხოვრება ნამვილად უდიდესი განცხრომაა.

ტურისტული ბიზნესის ეს მიმართულება - ვილების გაქირავება საკმაოდ განვითარებულია ყველა კუნძულზე.

ვილების ფასები განსხვავბულია და იგი დამოკიდებულია საძინებლი ოთახების რაოდენობაზე, ტექნიკურ აღჭურვილობაზე, ვილის ადგილმდებარეობაზე, ბასეინისა და სხვა მსგავს ფაქტორებზე.

საშუალოდ, ვილა 3 საძინებლით, ნორმალური მდებარეობით, ტროპიკიულ ტყესთან და პლაჟთან ახლოს, საკუთარი ბასეინით კვირაში 3000 ევრო დაგიჯდებათ. თუმცა, თუ თქვენი ჯგუფი 6 ადამინისაგან შედგება, მაშინ ფასი არც თუ ისე მაღალი გამოვა. ერთ ადამიანს დღეში 71 ევრო ექნება გადასახდელი, რაც ნამდვილად საკმაოდ დაბალი ფასია. 70 ევროდ კანარის კუნძულებზე სასტუმროს ნამდვილად ვერ იშოვით. თუ ამგავრ ჯგუფურ ტურისტულ ტურს დაგეგმავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი ვილები ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რამოდენიმე თვით ადრე უკვე დაბრონილია - ამიტომ, თადარიგი ადრე უნდა დაიჭიროთ.

წარმოიდგინეთ ხედი ოკეანზე, ტროპიკული ტყე და აღჭურვილი ვილა საკუთარი ბასეინით... თქვენ ამას ვერასოდეს დაივიწყებთ!

0x01 graphic

ბრაზილია

კარნავალის, ფეხბურთისა და ყავის სამშობლოში არასდროს თოვს...

მოსახლეობა ბრაზილიის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 146 მილიონ ადამიანს. მოსახლეობის 90%25 ცხოვრობს ბრაზილიის ტერიტორიის 10%25-ზე. 15 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს სან-პაულოსა და რიო-დე-ჟანეიროში. ბრაზილიის ეთნიკური შემადგენლობა: 55%25-ს შეადგენენ ევროპული წარმოშობის (ძირითადად პორტუგალიელები) ადამიანები, 38%25-ს - ნარევი კულტურის (აფრიკელები, გერმანელები, იაპონლები, ამერიკელები და ა.შ) ადამიანები, 6%25-ს - აფრიკელები, მხოლოდ 1%25-ს - ამერიკელი ინდიელები.

დროშის სიმბოლიკა

ბრაზილიის დროშაზე მწვანე ფერი ტყის სიუხვის მაჩვენებელია. დროშაზე დატანილი ყვითელი რომბი სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრის, ხოლო მისი ფორმა ალმასების მოპოვების ნიშანია. რომბის ცენტრში მოთავსებულია სფერო, რომელსაც შუაზე თეთრი ხაზი ყოფს. ეს ეკვატორია. მასზე ასეთი წარწერაა: „წესრიგი და პროგრესი“. სფეროზე 27 ვარკვლავი ქვეყნის ადმინისტრაციულ დაყოფას ასახავს.

სახელმწიფო მოწყობა

ბრაზილია წარმოადგენს მრავალპარტიულ ფედერაციულ რესპუბლიკას. იგი შედგება 26 შტატისა და ერთი ფედერაციული რეგიონისგან. პრეზიდენტი არის როგორც ქვეყნის, ასევე მთავრობის მეთაური. ბრაზილიაში საკანონმდებლო ორგანო წარმოდგენილია კონგრესის სახით, რომელიც მოიცავს სენატის 81 წევრსა და დეპუტატთა პალატის 503 წევრს. სახელმწიფოს ოფიციალური ენაა პორტუგალიური, ხოლო მოსახლეობის ნაწილი საუბრობს ესპანურად, იტალიურად, ან სხვადასხვა ამერინდოურ ენებზე. ბრაზილიაში არ აქვთ ოფიციალური რელიგია, მაგრამ დომინირებენ კათოლიკები.

0x01 graphic

ეკონომიკა

ბრაზილიაში კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, მანუფაქტურა, სამთო მრეწველობა და მომსახურების სექტორი. ქვეყანაში 2001-2003 წლებში აღინიშნა ეკონომიკური ჩავარდნა, ხოლო ამის შემდგომ ბრაზილიის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. 2003-2007 წლამდე ეკონომიკამ ზრდის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

0x01 graphic

ბრაზილიის მთლიანი შიდა პროდუქტი 1,838 ტრილიონს შეადგენს. დასაქმებულთა 5,2%25 დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, 30,8%25 - მრეწველობაში, ხოლო უმეტესი ნაწილი 64%25 - მომსახურების სექტორში. უმუშევრობის დონე შეადგენს 9.8%25-ს. მოსახლეობის 31%25 იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ინფლაციის დონე გამოხატულია 4,1%25-ით. სოფლის მეურნეობიდან კარგად არის განვითარებული ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: ყავა, სოიოს მარცვლეული, ხორბალი, ბრინჯი, კაკაო, ციტრუსი და ძროხის ხორცი.

გეოგრაფია

კლიმატი უმეტესად არის ტროპიკული, მაგრამ სამხრეთში ზომიერი ჰავაა დამახასიათებელი.

0x01 graphic

ბრაზილიაში არასოდეს არ თოვს, აქ ყოველთვის გაქვთ გარუჯვის შესაძლებლობა.

ბრაზილიას ესაზღვრევა შემდეგი ქვეყნები: არგენტინა, ბოლივია, კოლუმბია, გვინეა, პარაგვაი, პერუ, სურინამი, ურუგვაი და ვენესუელა. აქედან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ბოლივიასთან (3400 კმ), ხოლო ყველაზე მოკლე - სურინამთან (597 კმ).

ტრადიცია და კულტურა

ბრაზილიაში მიუღებელია მწვანე და ყვითელი ფერების კომბინაციის სამოსის ტარება, რადგანაც ეს ფერები ბრაზილიური დროშის ფერებია. ბრაზილიაში მიუღებელია ნიკაპზე თითების თამაში. აღნიშნული ჟესტი თანამოსაუბრის უცოდინრობის ან არაკომპეტენეტურობის მაჩვენებელია. ბრაზილიელებისთვის ცუდი ტონია O.K-ის საჩვენებელი და ცერა თითით მინიშნება.

0x01 graphic

ბრაზილიაში ძირითადად ერთობიან რესტორნებში, თუმცა ასევე ხშირია სახლში გამართული წვეულებები. ასეთ წვეულებაზე მისვლის შემთხვევაში სტუმრები მადლობის ნიშნად მასპინძელს მეორე დღეს უგზავნიან ყვავილებსა და სამადლობელ ბარათს.

ბრაზილია ტურუსტების დიდ ნაწილს იზიდავს კარნავალით, რომელიც იმართება სხვადასხვა ქალაქებში. ყველაზე ცნობილია „რიოს“ კარნავალი. იგი ტარდება 1845 წლიდან. მას აქვს მოძრავი თარიღი და მერყეობს 4 თებერვლიდან 10 მარტამდე. კარნავალისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან სამბას ცეკვის სკოლები. ასეთი სკოლები მრავლადაა ბრაზილიაში და ისინი კარნავალისთვის მხოლოდ გამორჩეულ მოცეკვავეებს არჩევენ.

ბრაზილიაში მეწამული ფერის ყვავილებს ხშირად იყენებენ დაკრძალვებზე, ასე რომ, ცუდი ტონია მათი ვინმესთვის ჩუქება. ყველაზე ხშირად საჩუქრად გამოიყენებენ იებს.

0x01 graphic

ბრაზილიელების საყვარელი საქმიანობაა მუსიკის მოსმენა და ხანგრძლივი ცოცხალი საუბრები. მიღებული სასაუბრო თემებია ფეხბურთი, ოჯახი და ბავშვები. ბრაზილიაში ერიდებიან ისეთ თემებზე საუბარსა და დისკუსიას, როგორიცაა პოლიტიკა, სიღარიბე, რელიგია და წვიმის შესახებ პროგნოზი.

ქცევის ფორმები

0x01 graphic

ბრაზილიელებს ყოველთვის მკაცრად აქვთ გაწერილი დღის განრიგი, ამიტომ აზრი არ აქვს ექსპრომტად სცადოთ ბიზნესის ან მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრის დანიშვნა უნდა მოხდეს მინუმიმ ორი კვირით ადრე. ბიზნესშეხვედრის დროს ბრაზილიაში არასოდეს იწყებენ პირდაპირ საქმეზე საუბარს. თავდაპირველად მიღებულია საუბარი ზოგად თემებზე. ახალ პარტნიორს პირველივე შეხვედრისას ბრაზილიელები არასდროს ჩუქნიან სუვენირს ან სხვა საჩუქარს, უმჯობესია სადილზე ან ლანჩზე დაპატიჟება.

საქმიანი შეხვედრის დროს მიღებულია ხელის ჩამორთმევა (ხშირად ხანგრძლივი ჩამორთმევა). ჩამოართვით ხელი მისალმებისას და დამშვიდობებისას; გამოიყენეთ თვალის კონტაქტი; როდესაც ტოვებთ პატარა ჯგუფს, დარწმუნდით, რომ ყველას ჩამოართვით ხელი. როდესაც ქალები ხვდებიან ერთმანეთს, ისინი ლოყებს ადებენ ერთმანეთს და ჰაერში კოცნიან.

0x01 graphic

ბრაზილიური ყავა

ბრაზილიის მთავარი სავიზიტო ბარათი არის მსოფლიოში ცნობილი ბრაზილიური ყავა, რომელიც ჩრდილავს სხვა ქვეყნების ყავის ჯიშებს, მათ შორის ამერიკულს. ბრაზილიაში ყავა პირველად შემოიტანეს 1727 წელს. დღეს ბრაზილია არის მსოფლიოში ყავის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანა.

ყავის სახეობები: Typica, Bourbon, Caturra, Catuai, Pache comum, Pache colis, Catimor, Mundo Novo, Maragogype, amarello, Blue mountain da sxv.

ბრაზილიური ფეხბურთი

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ტენდეციების მიხედვით სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი ერთ-ერთ ყველაზე სარფიან ბიზნესად იქცა.

ბრაზილიელები დიდ ყურადღებას აქცევენ ფეხბურთს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სპორტის სახეობის თამაშის პირობები არცთუ ისე ხელსაყრელია, ბრაზილიელთა უმეტესობას ეს სპორტი გადაექცა ცხოვრების სტილად, რაც გამოიხატება ბრაზილიელთა საფეხბურთო ნაკრების წარმატებებით (ეროვნულმა ნაკრებმა 5-ჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული).

ფეხბურთის მეფედ აღიარებულია ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე (Edson arantes do Nascimento Pele). ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელთა უმეტესობა თამაშობს ევროპის სხვადასხვა წამყვან კლუბებში.

ბრაზილიაში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სტადიონი მარაკანა, რომელიც 95 000 ადამიანს იტევს.

15 ფერების როლი პროდუქტის შეფუთვისას

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ადამიანების უმრავლესობა თავისი აღქმით ვიზუალები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ფერთა სისტემა. პირველ რიგში პროდუქტის ან მომსახურების შემქმნელები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ ვისთვის არის ეს კომპანია შექმნილი, ანუ ვინ არის ან იქნება მათი მომხმარებელი. ამის გათვალისწინებით ირჩევა ფერები და შეფუთვა. თუ პროდუქტი ან მომსახურება ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი, ირჩევენ მწვანე და ნარინჯისფერს, ხოლო თუ ინტელექტუალური საზოგადოებაა ჩვენი აუდიტორია, მაშინ გამოვიყენებთ ლურჯსა და ცისფერს. საქართველოში ხშირია წითლის, შავისა და თეთრის კომბინაცია, რომლებიც არქეტიპულ ფერებად ითვლება და ზემოქმედების თვალსაზრისით ძალიან ეფექტურია.

რაც შეეხება კულტურასა და ადათ-წესებს, ბიზნესის დაწყებიდანვე უნდა იყოს შესწავლილი. არ შეიძლება აწარმოო სკამები იმ ქვეყანაში, სადაც მიღებულია რბილ ბალიშებზე ჯდომა. ერთერთი თვალსაჩინო მაგალითი კულტურული მომენტების არგათვალისწინებისა არის არაბულ ქვეყნებში მომხდარი ფაქტი, სადაც გამოკრული იყო წამლის სარეკლამო ბანერი. მასზე გამოსახული იყო სამკადრიანი მოქმედება მიმართულებით მარცხნიდან მარჯვნივ: ცუდად იყო ადამიანი, დალია წამალი და გახდა კარგად. ამ რეკლამის შემქმნელებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ არაბულ ქვეყნებში ადმიანები კითხულობენ და წერენ პირიქით ანუ მარჯვნიდან მარცხნივ. ამ უყურადღებობამ კურიოზულ სიტუაციაში ჩააყენა წამლის მწარმოებლები. ადამიანების ფსიქოლოგიასა და ქვეცნობიერ სამყაროზე მრავალი ნიუანსი ახდენს გავლენას. შესაძლოა, ვერც კი ვხვდებოდეთ როგორ გამოგვიკეთა ან გაგვიფუჭა განწყობა ამა თუ იმ დეტალმა.

ფსიქოლოგების აზრით, ფერები დიდ გავლენას ახდენენ ადამიანებზე. სწორედ ამიტომაა ოფიციალურ დაწესებულებებში ყოველთვის დაცული ფერთა სტანდარტები, რათა იქ შესვლისას ადამიანებს ადეკვატური განწყობა ჩამოუყალიბდეთ. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ საავადმყოფოებში თეთრი, გასართობ ობიექტებში მკვეთრი ფერების, ხოლო ორგანიზაციებში ღია ტონებში გადაწყვეტილი კედლები. შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა ლუშერმა დაადგინა ადამიანზე სხვადასხვა ფერში წარმოდგენილი გარემოს ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ზემოქმედება. ხანგრძლივმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ფერები მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის კულტურასთან, ფიზიკურ მდგომარეობასთან, ცნობიერებასა და ქვეცნობიერ სამყაროსთან, ემოციურ სფეროსთან და ა.შ.

წითელი: განაპირობებს ნერვული ცენტრების სტიმულაციას, ენერგიით ამარაგებს კუნთებსა და ღვიძლს, ამაღლებს სისხლის წნევას, აძლიერებს მაჯისცემასა და სუნთქვის სიხშირეს და უფრო აქტიურებს ხდის ასეთ გარემოში მოხვედრილ ადამიანებს. ყვითელი: წითლის მსგავსად იგი აძლიერებს სისხლის წნევას, ადამიანის ტვინის აქტივობას, აძლიერებს გულისცემას და სუნთქვის სიხშირეს.

ყვითელი: ასოცირდება მზის სითბოსთან, სიმხიარულესთან, ბედნიერებასთან. ამ ფერისადმი უპირატესობის მინიჭება მეტყველებს პიროვნების ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა კონფლიქტისაგან გათავისუფლების სურვილი, დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვა, ბედნიერების იმედი და მოლოდინი, პატივისცემის მოპოვება და ა.შ.

0x01 graphic

მწვანე: გამოხატავს ადამიანის მიზანსწრაფვასა და შეუპოვრობას, სიმყარეს, მუდმივობას. ადამიანი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მწვანე ფერს, თავისი შეხედულებებისა და მრწამსის გამარჯვებისაკენ, საკუთარ ღირებულებებში დარწმუნების გაძლიერებისაკენ, საზოგადოებრივი აღიარებისა და თავისი პოზიციების შენარჩუნებისაკენ ისწრაფვის.

0x01 graphic

მწვანე ფერი დაბადებასთან, სიყმაწვილესა და იმედთან ასოცირდება. მწვანე ფერი ხელს უწყობს სისხლისა და თვალის წნევის რეგულირებას, მაჯისცემისა და სუნთქვის სტაბილიზებას, მხედველობის გაძლიერებას, ყურადღების კონცენტრაციას, ადამიანის დამშვიდებას, დადებითი ემოციების გამოვლენას.

ნაცრისფერი: ნეიტრალური ფერია და ადამიანის ფსიქოლოგიაზე არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს. ამ ფერისადმი უპირატესობის მინიჭება მეტყველებს ადამიანის სურვილზე, ჩაიკეტოს და გაემიჯნოს ყველასა და ყველაფერს. ამ ფერს უპირატესობას ანიჭებენ ისინიც, რომელთაც საკუთარი ღირსების გამოვლენა არ სურთ. ნაცრისფერი აღმოსავლური ტრადიციების მიხედვით სამგლოვიარო ტანსაცმელის ფერია, ხოლო მუსლიმანებისათვის - უბედურებისა და ზიანის მომტანი. თუმცა, შუა საუკუნეების ევროპაში იგი მაღალი საზოგადოების ფერად ითვლებოდა.

ცისფერი: ნათელ ცასა და წყალთან ასოცირდება. ის ადამიანს ამშვიდებს, ადუნებს, სისხლის წნევას და სუნთქვის სიხშირეს ამცირებს.

უფრო მუქ ცისფერზე უპირატესობის მინიჭება სიჯიუტეზე, ქედმაღლობასა და პიროვნების სისასტიკეზე მეტყველებს. ამ ფერს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი თვისება, თუმცა მისი ხანგრძლივი ზემოქმედება დაღლასაც იწვევს...

თეთრი: ასოცირდება სისუფთავესა და სიმსუბუქესთან. ეს ფერი ყოველთვის ამშვიდებს ადამიანებს, აძლევს საკუთარ თავში მეტ რწმენასა და შემართებას.

შავი: ფერთა სრული უარყოფის როლში გამოდის და გაუჩინარების იდეას, განდგომის სურვილს გამოხატავს.

შავი ფერის ტანსაცმელს ძირითადად პროტესტის ნიშნად ან აგრესიულად განწყობილი მამაკაცები ატარებენ. ისინი ჯიუტად ისწრაფვიან თავიანთი მიზნების მისაღწევად. ასევე ეს ფერი ძალიან პოპულარულია ქალებში. შავი ფერი ხშირად უბედურებასთან, სტიქიასა და სიცარიელესან ასოცირდება.

16 წამყვანი ბრენდების შემოთავაზებები

▲ზევით დაბრუნება


2008 Bentley Brooklands

0x01 graphic

კონკურენტი მოდელები: Ferrari 612 Scaglietti;

ავტომობილის მონაცემები: 530 ცხენის ძალა, ტურბო 6.8-ლიტრ V-8, 6 სიჩქარიანი ავტომატური გადამცემთა კოლოფი;

ფასი: 200,000$;
საწვავის წვა: 10/15 ლიტრი.

2008 წლის პირველი ნახევრისთვის „ბენტლი“ მხოლოდ 550 „ბრუკლენდის“ აწყობას გეგმავს.

2008 Mercedes-Benz CL65 aMG

0x01 graphic

კონკურენტი მოდელები:

Bentley Continental GT;

ფასი: 197,500 $; საწვავის
წვა: 11/17 ლიტრი.

გარეგნული მხარე; „ბენტლის“ წარმომადგენლების განცხადებით, „ბრუკლენდი“ არის მძლავრი, ძლიერი და სწრაფი დიდებული ტურისტული კუპე. ამ მარკის ფანები დაუყოვნებლივ ამოიცნობენ „ბრუკლენდისთვის“ დამახასიათებელ გრძელ კაპოტს. ვერტიკალური გისოსი და ოთხი ფარი გამოიყურება არნაგე-ის იდენტურად. ამ მოდელს აქვს სტანდარტული 20 - დიუმიანი საბურავები.

ინტერიერი: როგორც მოსალოდნელი იყო, „ბრუკლენდის“ ინტერიერი არის მდიდრული და განკუთვნილია მდიდარი და ცნობილი ადამიანებისთვის. ავტომობილს აქვს 4 - ადგილიანი ტყავში გაწყობილი ინტერიერი.

კაპოტის ქვეშ: „ბენტლის“ აქვს 6.8 - ლიტრიანი V8-ის ტიპის სტანდარტული ძრავი და 6 - სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. ძრავი გამოიმუშავებს 530 ცხენის ძალას.

უსაფრთხოება: „ბენტლი ბრუკლენდს“ აქვს ორი წინა უსაფრთხოების ბალიში და ასევე ბალიშები გვერდებზე წინა და უკანა მგზავრებისთვის. მას აქვს ასევე მძლავრი მოჭიდების სისტემა.

ავტომობილის მონაცემები: 612 ცხენის ძალა, 6.0 ლიტრი twin-ტურბო V12, 5 - სიჩქარაიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

ავტომობილი 1-100 კილომეტრამდე ავითარებს 4 წამში. CL 65 - ს აქვს 2007 წლის CL - ის ორი კარი. ასევე აქვს twin-ტურბო V-12 ტიპის ძრავი, როგორიც ჰქონდა ძველ ჩL65-ს. პირველი თაობის 412 ცხენის ძალის ნაცვლად ახალ ავტომობილს აქვს 612 ცხენის ძალა. AMG-ს წარმოების დაწყებიდან 40 წლის თავზე „მერსედესი“ გამოუშვებს 40 CL65 AMG-ს, როგორც საიუბილეო ავტომობილებს.

გარეგნული მხარე: სტანდარტულ მოდელს აქვს 20 - დიუმიანი საბურავები. 40 წლის საუბილეო CL 65-ი იქნება ასვალტის ფერი. „მერსედესის“ წარმომადგენელთა თქმით, საღებავი იქნება უფრო ბრწყინვალე და წინა მოდელთან შედარებით ნაკაწრებისგან უფრო დაცული.

ინტერიერი: 4 - ადგილიან ინტერიერში არის AMG-ს ნიშნები სპიდომეტრზე, სავარძლებსა და კარის რაფებზე. მოდელს აქვს წრიული რბოლისთვის ტაიმერი, ტყავის სავარძლები მასაჟორებით და 360 - სიჩქარიანი სპიდომეტრი. საჭე აღჭურვილია სიჩქარეების გადამრთველი ღილაკებით.

2008 Nissan Altima Coupe

0x01 graphic

კონკურენტი მოდელები: Honda accord coupe, Toyota Camry Solara;

ავტომობილის მონაცემები: 175 ცხენის ძალა, 2.5 ლიტრი, 4 ცილინდრი; ან 270 ცხენის ძალა, 3.5 ლიტრი, V6 ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ან ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ასევე წინა წამყვანი თვლები.

ფასი: 20 000§ - 25 000$;
საწვავის წვა: 2.5 ლიტრიანი ძრავი - 23/32 ლიტრი; 3.5 ლიტრიანი ძრავი - 19/27 ლიტრი;

ეს არის „ნისანის“ პირველი წინა მავალი კუპე 1998 წლიდან. ეს კარგ კონკურენციას გაუწევს Honda accord- da Toyota Camry-, რომელთაც აქვთ 2-კარიანი მოდელები. არსებობს Altima coupe-ს ორი ვარიანტი: 2.5 S - ოთხცილინდრიანი ძრავით და 3.5 SE - V6 ძრავით. ორივეს აქვს მექანიკური და ავტომატური გადაცემის კოლოფი.

კაპოტის ქვეშ: ორი ტურბო კომპრესორის დახმარებით SL65- 6.0-ლიტრიანი V-12 ტიპის ძრავი გამოიმუშავებს 612 ცხენის ძალას წამყვანი უკანა საბურავებით. ავტომობილი ასევე აღჭურვილია 5-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

უსაფრთხოება: CL65 აღჭურვილია უსაფრთხოების ბალიშების სრული პაკეტით, ელექტრონული სტაბილიზაციის სისტემით, მოჭიდების კონტროლის სისტემითა და მუხრუჭების ბლოკირების სისტემით.

გარეგნული მხარე: „ნისანის“ წარმომადგენელთა განცხადებით, „ალტიმას“ კუპესა და „სედანს“ არ აქვთ არც ერთი საერთო გარე ნაწილი. მისი ყველაზე შესამჩნევი ნაწილი არის უკანა წითელი ფარები, რომელიც ძალიან ჰგავს Pontiac G6-ს.

ინტერიერი: ინტერიერი არის თითქმის იგივე, რაც აქვს ალტიმა სედანს. სალონში შესაძლებელია 5 ადამიანის მოთავსება.

ეს მოდელი აღჭურვილია ტყავის სავარძლების გათბობით, კლიმატ-კონტროლით, სტერეო და ნავიგაციის სისტემებით.

სავარძლები მოთავსებულია იატაკთან ახლოს, რაც იძლევა მოხერხებულად დაჯდომის საშუალებას. მოდელს აქვს ასევე ნავიგაციის სისტემა.

კაპოტის ქვეშ:

altima coupe 2.5S, 2.5 - ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავი გამოიმუშავებს 175 ცხენის ძალას. altima coupe 3.5SE, 3.5 - ლიტრიანი V6 ძრავი გამოიმუშავებს 270 ცხენის ძალას. ორივე ვარიანტისთვის შესაძლებელია როგორც 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემის კოლოფი, ასევე ავტომატური გადაცემის კოლოფი.

უსაფრთხოება: ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების ბალიშებით, სამუხრუჭე მოწყობილებებითა და მოჭიდების კონტროლით.

17 Microsoft

▲ზევით დაბრუნება


დროის და ფინანსების ეფექტიანად მართვის მექანიზმი

„მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელობა მზად იყო Yahoo-ს შესყიდვაზე 44.6 მილიარდი აშშ დოლარი გადაეხადა (2008 წელი, თებერვალი). Microsoft Corporation-ის სურვილი ვერ განხორციელდა, თუცა ზედაპირული მიზეზების არგუმენტირებას მოვერიდები და თავს ნებას მივცემ კიდევ ერთხელ წარმოგიდგინოთ წარმატებული ბრენდის ისტორია.

„მაიკროსოფტი“ ამერიკული მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციაა, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 79 000 ადამიანი (მსოფლიოს 102 ქვეყანაში). კორპორაციის შემოსავალი 2007 წლის მონაცემებით 51.12 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. კომპანია ამუშავებს, ამზადებს, აპატენტებს და მხარდაჭერას უწევს კომპიუტერული მოწყობილობებისათვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს. კორპორაციის ყველაზე პოპულარული პროდუქცია არის Microsoft Windows-ის ოპერაციული სისტემა და Microsoft Office-ის პროგრამული პაკეტი. „მაიკროსოფტის“ მთავარი მესიჯია - „თქვენი პოტენციალი, ჩვენი მისწრაფება“.

„მაიკროსოფტის“ მთავარი ოფისი მდებარებს რედმონდში, აშშ. კორპორაციის ყველაზე კარგად გაყიდ-ვადი პროდუქცია არის Microsoft Windows და Microsoft Office. მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქციას უჭირავს ლიდერის პოზიცია, 90%25-იანი ბაზრის წილით.

„მაიკროსოფტის“ 79 000 თანამშრომლიდან 12 000 მილიონერია. „მაიკროსოფტი“ თავისი არსებობის განმავლობაში ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი. კრიტიკის ერთერთი არგუმენტი იყო ბაზარზე მისი მონოპოლისტობა.

კომპანია აწარმოებს როგორც კომპიუტერის ხელსაწყოებს, ასევე სახლის გასართობ პროდუქციას, როგორიცაა Xbox, Xbox 360, Zune da MSN ტელევიზია (MSNTV).

„მაიკროსოფტის“ ოფიციალური საიტი ინტერნეტ სამყაროში ერთერთი ყველაზე პოპულარული საიტია, რომელსაც ყოველდღიურად დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი სტუმრობს. alexsa.com - ის მიხედვით მსოფლიოს საიტების რეიტინგში „მაიკროსოფტი“ მე-18 ადგილზეა.

„მაიკროსოფტის“ პირველი ინტერნაციონალური ოფისი დაფუძნდა 1978 წლის 1 ნოემბერს იაპონიაში. მისი პირვანდელი სახელწოდება იყო ASCII Microsoft, დღეისათვის იგი ცნობილია Microsoft Japanis სახელით.

პირველი დიდი წარმატება „მაიკროსოფტს“ მოუტანა ოპერატიულმა სისტემამ - DOS (Disk Operating System).

0x01 graphic

1985 წლის ნოემბერში „მაიკროს მაიკროსოფტმა“ შეიმუშავა Microsoft Windows-ის პირველი ვერსია.

0x01 graphic

1990 წლის 22 მაისს „მაიკროსოფტმა“ წარმოებაში ჩაუშვა Windows 3.0. გამოშვებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში მისი 100 000 ეგზემპლიარი გაიყიდა.

1995 წელს „მაიკროსოფტმა“ წარმოებაში ჩაუშვა Windows 95. გამოშვებიდან 4 დღეში ერთ მილიონზე მეტი ასლი იქნა გაყიდული. ამავე წელს კომპანიამ შექმნა Internet Explorer-ი, რომელიც შედიოდა ჭინდოწს 95-ის პაკეტში.

1995 წლის 24 აგვისტოს „მაიკროსოფტმა“ გამოუშვა ინტერნეტ სერვერი MSN (Microsoft Network), რომელიც გახდა „მაიკროსოფტის“ სავიზიტო ბარათი ინტერნეტ მომსახურებაში.

კომპანია ინტენსიურად აგრძელებდა ბრძოლას ბაზრის ახალი სეგმენტების ასათვისებლად. 1996 წელს NBC-სთან ერთად შექმნა 24/7 საკაბელო ტელევიზია MSNBC.

1997 წელს კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა Internet Explorer 4.0.

1997 წლის ბოლოს „მაიკროსოფტმა“ შექმა Hotmail-ი, ყველაზე პოპულარული ინტერნეტ მეილის სერვისი. 1999 წელს „მაიკროსოფტმა“ წარმოადგინა MSN-მესენჯერი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. 1998 წელს კომპანიამ გამოუშვა Windows 98 - Windows 95-ის განახლებული ვარიანტი.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

„მაიკროსოფტის“ „blibbet“ ლოგო (გამოიყენებოდა 1987 წლამდე )

„მაიკროსოფტის“ „Pacman“ ლოგო, რომელიც შექმნილია სკოტ ბეიკერის მიერ. ლოგო გამოიყენებოდა 1987 წლამდე. 1997-2002 წწ. არსებობდა სლოგანი - „სად გინდა რომ წახვიდე დღეს“.

2008 წლის „მაიკროსოფტის“ ლოგო ახლანდელი სლოგანით - „თქვენი პოტენციალი, ჩვენი მისწრაფება“.

2001 წელს „მაიკროსოფტმა“ გამოუშვა windows XP-ის პირველი ვერსია, რომელიც აკმაყოფილებდა არა მარტო სახლის, არამედ ბიზნესსექტორის მოთხოვნებსაც.

2007 წლის იანვარში „მაიკროსოფტმა“ წარმოებაში ჩაუშვა Windows Vista da Microsoft Office 2007.

კომპანიის მართვაში მონაწილეობას იღებს დირექტორთა საბჭო, რომელიც შედგება ათი წევრისაგან.

ახლანდელი დირექტორთა საბ- ჭოს წევრები არიან: სტივ ბალმერი, ჯეიმს ქეში, ჯრ. დინა დუბლონი, ბილ გეითსი, რაიმონდ გილმარტინი, რიდ ჰასთინგსი, დევიდ მარქუარდტი, ჩარლს ნოსკი, ჰელმუტ პანკე და ჯონ შირლი.

დირექტორთა საბჭოს არჩევა ხდება წელიწადში ერთხელ აქციონერთა კრებაზე. 1987 წელს „მაიკროსოფტმა“ შეიმუშავა ახლანდელი ლოგო, ცნობილი როგორც Pacman Logo.

განახლებული ლოგოს ავტორია სკოტ ბეიკერი.

ვილიამ ჰენრი გეითსის ბიოგრაფიული შტრიხები

კორპორაციის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ვილიამ ჰენრი გეითსი - ბილ გეითსი (დაბადებული 1955 წლის 28 ოქტომბერ, აშშ) 2008 წლის მონაცემებით მსოფლიოს მდიდარი ადმიანების რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს. „მაიკროსოფტი“ მან დაარსა პაულ ალენთან ერთად. ბილი დაინტერესებული იყო პროგრამირებით, მან დაწერა თავისი პირველი კომპიუტერული პროგრამა: An implementation of tic-tactoe, რომელიც საშუალებასაძლევდა მომხმარებელს ეთამაშა კომპიუტერის წინააღმდეგ. 1994 წელს გეითსი დაქორწინდა მელინდა ფრენჩიზე. მათ ჰყავთ სამი შვილი: ჯენიფერ კატარინა გეითსი, რორი კონ გეითსი და ფობი ადელე გეითსი.

0x01 graphic

ბილ გეითსის სახლი მდებარეობს მედინაში, ვაშინგტონში ტბის სანაპიროზე, რომელიც შეფასებულია 125 მილიონ ამერიკულ დოლარად.

2006 წლის 16 ივნისს ბილ გეითსმა გაამხილა, რომ აპირებს კორპორაციის დატოვებას მიმდინარე ორი წლის განმავლობაში და ამისათვის იწყებს ვალდებულების გადანაწილებას.

გეითსი „მაიკროსოფტის“ დაარსების დღიდან (1975 წელი) და 31 წლის გამნმავლობაში პასუხისმგებელი იყო კომპანიის პროდუქციის სტრატეგიაზე.

18 მობილური ტელეფონები

▲ზევით დაბრუნება


მობილური ტელეფონი გამოიყენება მობილური კომუნიკაციისთვის. სტანდარტული ხმოვანი ფუნქციების გარდა თანამედროვე მობილურ ტელეფონს აქვს მრავალი ისეთი დამატებითი სერვისი, როგორიცაა: SMS - ტექსტური შეტყობინებებისათვის, ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტი, MMS-სურათების გასაგზავნად და მისაღებად, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა და სხვა მრავალი.

პირველი მობილური ტელეფონი დაპატენტებულია 1908 წელს ნათან სტაბალფიდის მიერ კენტუკის შტატში (აშშ). 1947 წელს AT&T-ს ლაბორატორიაში განავითარეს და გამოუშვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მუშაობდა რადიო სადგურების სიგნალით და ვითარდებოდა სხვა ლაბორატორიების მიერ 1960 წლამდე. ამ მობილურ ტელეფონებს იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომში. დაბალი დანახარჯებისა და ინფორმაციის მოკლე დროში გავრცელების გამო აღნიშნული ტელეფონი სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

„მოტოროლას“ მკვლევარმა და დირექტორმა მარტინ კუპერმა გამოიგონა პირველი პრაქტიკული მობილური ტელეფონი 1973 წლის 3 აპრილს.

0x01 graphic

დღესდღეობით ვიდეო და მობილური ტელევიზიის სერვისები შესაძლებელია მესამე თაობის (3G) ფარგლებში. მომავალში დაბალი ფასები, მაღალი სისწრაფე და სხვა მრავალი გარემოება შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონების მეოთხე თაობისათვის (4G).

მსოფლიოში სწრაფად იზრდება ისეთი ქვეყნების რაოდენობა (უმეტესწილად ევროპაში), სადაც მობილური ტელეფონების რიცხოვნობა აჭარბებს მოსახლეობის რაოდენობას. Eurostat-ის (ევროკავშირის სტატისტიკური ოფისი) მიხედვით, ლუქსემბურგს აქვს ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი მობილური ტელეფონების წილობრივ შეფარდებაში. ქეყანაში 100 ადამიანზე მოდის 158 მობილური ტელეფონი, რაც შეადგენს 158%25-ს. მას ფეხდაფეხ მიჰყვებიან ლიტვა და იტალია. ჰონგკონგში აღნიშნულმა მონაცემებმა შეადგინა 139.8%25, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში - 81%25.

მსოფლიოს მოსახლეობის 2.14 მილიარდი ადამიანი სარგებლობს მობილური ტელეფონით (2005 წლის მონაცემებით). ამ მონაცემებმა 2.7 მილიარდს მიაღწია 2006 წლის დასასრულს და 3.3 მილიარდს - 2007 წლის ნოემბრისთვის.

აფრიკას აქვს ზრდის ყველაზე დიდი პროცენტი მობილური ტელეფონების მომხმარებლებში. მისი ბაზარი იზრდება ორჯერ უფრო სწრაფად აზიასთან შედარებით.

0x01 graphic

მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალულია სხვადასხვა ადგილებში: ფრენის დროს, ავტომობილის მართვისას და სხვა რიგ შემთხვევებში. უზრდელობად და უსიამოვნოდ ითვლება მობილურის გამოყენება დაკრძალვის ან ქორწილის დროს, საპირფარეშოებში, კინოებსა და თეატრებში.

ჯერ-ჯერობით დაუდგენელია პირველი მობილურის ფოტოკამერის გამომგონებლის ვინაობა. არსებობს სხვადასხვა ადამიანების მიერ დაპატენტებული მოდელები 1990-ი წლიდან. მათ შორის არიან დევიდ ბრიცი, რომელმაც შექმნა 1994 წლის მარტში და ფილიპ კანი, რომელმაც გამოიგონა იგი 1997 წელს. ფოტოკამერიან მობილურ ტელეფონებს დღესდღეობით უჭირავს ბაზრის 85%25.

მობილური ტელეფონების ერთერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სერვისია SMS, ანუ მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი. დღეისათვის ამ სერვისით სარგებლობა პერსონალური კომპიუტერითაცაა შესაძლებელი. იგი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებს შორის.

„ნოკია“ არის მსოფლიოს ყველაზე დიდი მობილური ტელეფონების მწარმოებელი, რომელსაც მსოფლიო ბაზრის 40%25 უჭირავს (2007 წლის მონაცემებით). ბაზრის წილის მიხედვით დანარჩენი მობილური ტელეფონების მწარმოებელი ფირმებია: „სამსუნგი“ - (14%25), „მოტოროლა“ - (12%25), „სონი ერიქსონი“ - (9%25) და „ელჯი“ - (7%25). აღნიშნული კომპანიების წარმოებული პროდუქცია არის მთელ მსოფლიოში გაყიდული ტელეფონების 80%25.

მსოფლიოს ბაზარზე არსებობს ასევე სხვა მრავალი მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიები, მათ შორის აღსანიშნავია: „ეფლი“, „პანასონიკი“, „ფილიფსი“, „საგემი“, „სიმენსი“ და ა.შ., რომლებიც ძალიან საინტერესო მოდელებს სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს.

ნოკია - არის ფინური მულტინაციონალური კომუნიკაციების კორპორაცია, რომელსაც ჰყავს დაახლოებით 112.262 თანამშრომელი მსოფლიოს 120 ქვეყანაში და პროდუქციას ყიდის მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. „ნოკია“ აწარმოებს მობილურ ტელეფონებს თითქმის ყველა სეგმენტისათვის.

„ნოკია“ ასრულებს ძალიან დიდ როლს ფინეთის ეკონომიკაში, ის არის ფინეთის ყველაზე დიდი კომპანია, რომელმაც გაზარდა ფინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 1.5%25-ით 1999 წელს, ხოლო 2004 წელს მისმა წილმა შეადგინა 3.5%25.

სონი ერიქსონი - იაპონური სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანიის „სონის“ და შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია „ერიქსონის“ გაერთიანებული ძალებით დაარსებული მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიაა. ამ გაერთიანების მამოძრავებელი მიზეზი „სონის“ - სამომხმარებლო ელექტრონიკაში არსებული გამოცდილებისა და „ერიქსონის“ - კომუნიკაციების ტექნოლოგიებში ლიდერობის შეზავება იყო. ორივე კომპანიამ საკუთარი მობილური ტელეფონების წარმოება შეაჩერა გაერთიანების შემდეგ. „სონი ერიქსონს“ ჰყავს 8000 თანამშრომელი მთელ მსოფლიოში.

მოტოროლა - ამერიკის მულტინაციონალური კომუნიკაციის კორპორაცია, რომელიც დაფუძნებულია შაუმბურგში (ილინოისი, ჩიკაგო, აშშ). „მოტოროლამ“ მოღვაწეობა დაიწყო Galvin Manufacturing Corporation-ის სახელწოდებით 1928 წელს, ხოლო სახელის გადაკეთება „მოტოროლად“ მოხდა 1947 წელს.

„მოტოროლა“ ქმნის უამრავ პროდუქტს სამთავრობო, საჯარო და ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენელთათვის. აღნიშნული პროდუქცია არის როგორც მობილური ტელეფონები, ასევე ნოუთბუქები, პერსონალური კომპიუტერები და რადიო-კომუნიკაციის სისტემები.

სიმენსი - არის გერმანული ფირმა, რომელიც დაარსდა 1847 წელს ვერნერ სიმენსის მიერ ბერლინში. დღევანდელი კორპორაციის სათაო ოფისი მდებარეობს მიუნხენში. „სიმენსის“ რეგიონალური ოფისების საერთო რაოდენობა მხოლოდ გერმანიაში შეადგენს 125-ს, ხოლო მისი ფილიალები მსოფლიოს 190 ქვეყანაშია განლაგებული.

0x01 graphic

„სიმენსს“ დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 400 000 თანამშრომელი მსოფლიოს მასშტაბით (2008 წლის მონაცემებით), აქედან 161 000 (34%25) - გერმანიაში. 2005 წლის 1 ოქტომბერს „სიმენსი“ გაერთიანდა ტაივანურ ფირმა BNENQ-თან, რის გამოც მოუხდა ათასობით თანამ- შრომლის გათავისუფლება მიუნხენსა და ნორდჰაინ-ვესტფალენში.

0x01 graphic

2006 წლის 19 ივნისს „სიმენსმა“ თავის კონკურენტ ფინურ კომპანია „ნოკიასთან“ ერთად შექმნა ახალი საწარმო სახელწოდებით Nokia Siemens NeTworks-სი, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 60 000 ადამიანი.

19 კაბერნე სუვენიონი

▲ზევით დაბრუნება


კაბერნე სუვენიონი არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წითელი ღვინის ყურძნის სახეობა. ის იზრდება ღვინის მწარმოებელ თითქმის ყველა ქვეყანაში სხვადასხვა კლიმატის მიუხედავად. კაბერნე პირველად მსოფლიოსათვის ცნობადი გახდა ბორდეს ღვინოებში (Bordeaux wines).

კაბერნე საფრანგეთიდან გავრცელდა - ევროპიდან ახალ მსოფლიომდე. მან იპოვა ახალი სახლები ისეთ ადგილებში, როგორიცაა კალიფორნია, ავსტრალია და ჩილე. XX საუკუნეში ის იყო მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული წითელი ღვინის ყურძენი

მის პოპულარობას ხშირად მიაწერენ მოშენების სიმარტივეს. ყურძნის სქელი კანისა და ძლიერი ვაზის გამო ის ადვილად უძლებს სიცხესა და ყინვას.

0x01 graphic

კაბერნე სუვენიონი

1) ყველაზე პოპულარული სტანდარტული ზომის ბოთლი:

0x01 graphic

Château Lafite 1787 ფასი: §156,450; სტანდარტულ 750 მლ-იანი ბოთლის ექვივალენტის ფასი: §156,450; ერთი ჭიქის ფასი: §26,075; აუქციონის სახლი: Christie's London; გაყიდვის თარიღი: 1 დეკემბერი, 1985 წელი.

2) ყველაზე ძვირად გაყიდული ღვინო საქველმოქმედო აუქციონზე:

0x01 graphic

Imperial of Screaming Eagle Cabernet 1992

ფასი: §500,000; სტანდარტულ 750 მლ-იანი ბოთლის ექვივალენტის ფასი: §62,500; ერთი ჭიქის ფასი: §10,417; აუქციონის სახლი: Napa Valley Wine auction; გაყიდვის თარიღი: 2000 წელი.

3) ყველაზე ძვირად ღირებული ვისკი

0x01 graphic

Bowmore whisky, 1850 წლის ჩამოსხმა

ფასი: §60,000; სტანდარტულ 750 მლ-იანი ბოთლის ექვივალენტის ფასი: §60,000; აუქციონის სახლი: McTear's, Glasgow; გაყიდვის თარიღი: 2007 წელი.

4) ყველაზე ძვირად ღირებული წითელი ღვინო (დიდ ბოთლებში):

0x01 graphic

Jeroboam of Château Mouton- Rothschild 1945

ფასი: §310,700; სტანდარტულ 750 მლ-იანი ბოთლის ექვივალენტის ფასი: §51,783; ერთი ჭიქის ფასი: §8,631; აუქციონის სახლი: Sotheby's/aulden Cellars New York; გაყიდვის თარიღი: 28 თებერვალი, 1985 წელი.

5) ყველაზე ძვირად ღირებული დაძველებული ღვინო:

0x01 graphic

0x01 graphic

1775 Sherry from the Massandra collection

ფასი: §43,500; სტანდარტულ 750 მლ-იანი ბოთლის ექვივალენტის ფასი: §43,500; ერთი ჭიქის ფასი: §7,250; აუქციონის სახლი: Sotheby's London; გაყიდვის თარიღი: 2001 წელი.

0x01 graphic

20 გერმანული ლუდები

▲ზევით დაბრუნება


ახლოვდება ზაფხული და თანდათანობით უფრო და უფრო პოპულარული ხდება გამაგრილებელი სასმელები, რომელთაგან განსაკუთრებული ადგილი უკავია ლუდს.

0x01 graphic

და მაინც, რა არის ლუდი?

ლუდი მცირეალკოჰოლიანი არომატული სასმელია, რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს. მას ამზადებენ ქერის, ალაოს, სვიისა და წყლისაგან მიღებული ტკბილის ალკოჰოლური დუღილით. არსებობს ზოგიერთი ტრადიციული, კულტურული და რესურსული განსხვავება, რაც ლუდს სხვადასხვა ხარისხსა და გემოს ანიჭებს.

საინტერესოა, თუ როდის წარმოიშვა ლუდი - ზაფხულის განუყოფელი ატრიბუტი? მსოფლიოში პირველი ინფორმაცია ლუდის შესახებ დაფიქსირდა 766 წელს დუნაისთან ახლომდებარე მონასტრის დოკუმენტებში. შუა საუკუნეებში მონასტრები თამაშობდნენ საკმაოდ დიდ როლს ლუდის მრეწველობის განვითარებაში. დღეს საკმაოდ ცნობილი ლუდის ბრენდები ატარებენ ძველ სახელწოდებებს. მაგალითად, Paulaner და Franziskaner. ლუდი ასევე გავრცელდა სამხრეთ გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით მთელ გერმანიაში საკმაოდ პოპულარული სასმელი გახდა.

გიყვართ ლუდი? - მაშინ, ალბათ, დაგაინტერესებთ მისი კლასიფიკაცია.

საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ საერთაშორისო კლასიფიკაციაში მიღებულია ლუდის 23 ტიპი. მიუხედავად ლუდის მრავალფეროვნებისა, მასი დაყოფა სამი ძირითადი პროფილის მიხედვით ხდება. ესენია: ლაგერები, ელი და პილსნერი.

დღეისათვის ყველაზე გავრცელებულია ღია ფერის ლაგერის ტიპის ლუდი. მისი ძირითადი მახასიათებელია ის, რომ იგი მსუბუქი დასალევია. პრინციპული განსხვავება მხოლოდ ძველი და ახალი ტიპის ლაგერებს შორისაა. ახალი ტიპის ლაგერს (აშშ, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ავსტრალია) თითქმის არ აქვს სიმწარე. ძველი ტიპის (გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები) ლაგერს ხშირად ალაოს არომატი აქვს, ხოლო ევროპული ლუდის ტიპებს დაჰკრავს ოდნავ ტკბილი გემო. მუქი ფერის ლუდს ძირითადად აწარმოებენ ცენტრალურ ევროპაში (გერმანია, ბელგია, ავსტრია).

არა ნაკლებ პოპულარულია ელის ტიპის ლუდი (ინგლისი, ირლანდია, აშშ). ტრადიციული ყავისფერი ელი განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება, რაც გარკვეულ ტემპერრატურაზე დადუღებით ხასიათდება. თანამედროვე ელი გამჭვირვალე და ყოველთვის ნაკლებგაზიანია. სხვადასხვა დანამატების მეშვეობით მათ დაჰკრავთ კარამელის, ღვინის, ხილის გემო. მათი ირლანდიური ანალოგები - სლაუტები კი ყავის მაგარ სურნელს შეიცავენ და ფერიც, შესაბამისად, მუქი აქვთ. ამ ტიპის ლუდი მსუბუქი დასალევია.

ძველი ტიპის ლუდებისაგან განსხვავებით, ცალკე შეიძლება აღინიშნოს ტრადიციული ტიპის ლუდი, რომელიც არ იფილტრება. მათი დამზადების ტექნოლოგია ეფუძნება სპეციალური ჯიშის ხორბლის ან შავი ქერის დამუშავებას ფილტრაციის გარეშე. მათ აქვთ ხორბლის მოტკბო გემო, რომელიც ბოლოს ტოვებს სიმწარეს.

რომელი ქვეყანა გახსენდებათ ლუდის ხსენებაზე? - ალბათ, გერმანია, ასეა არა?

მოდით, გავეცნოთ გერმანიაში გავრცელებულ ამ საკმაოდ პოპულარული სასმელის სახეობებს:

პილსნერი - ეს სახელი დაერქვა გერმანიის ქალაქ პილზენიდან გამომდინარე. იგი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩრდილოეთ გერმანიაში. ლუდი შეიცავს ალკოჰოლს 4-დან 4.9%25-მდე და დასალევად მსუბუქია, თუმცა დაჰკრავს სვიის სიმწარე.

გერმანიაში გაყიდული ლუდების 68.6%25 მოდის ლუდის სწორედ ამ სახეობაზე - პილსნერზე. იგი სტატისტიკურად ყველაზე პოპულარული ლუდის სახეობაა.

თეთრი ლუდი შეიცავს ყველაზე მეტ ალკოჰოლს - 5-დან 5.6%25-მდე. მას აქვს ცხარე გემო და ძირითადად გავრცელებულია სამხრეთ გერმანიაში.

ძველ ლუდს არ აქვს გამორჩეული სახელი, მას ადუღებენ მაღალ ტემპერატურაზე და ხასიათდება გამოკვეთილი სვიის გემოთი. იგი შეიცავს 4.8%25 ალკოჰოლს. მისი სამშობლოა დუსელდორფი.

ლუდის სახელწოდება - კოლში წარმოდგება ქალაქ კიოლნიდან, სადაც ფართოდაა გავრცელებული. ლუდის ეს სახეობა მსუბუქი დასალევია და აქვს სვიის გემო. ის შეიცავს 4.8%25 ალკოჰოლს.

შავი ლუდი სახელწოდებას ატარებს ფერის გამო, თუმცა დღეს ასევე იწარმოება ამ ლუდის თეთრი ვარიანტი. იგი გავრცელებულია აღმოსავლეთ გერმანიაში და შეიცავს ალკოჰოლს 4.8%25-დან 5%25-მდე.

ბერლინური თეთრი არის მსუბუქი დასალევი, ალკოჰოლის შემცველობა - 2.8%25. მისი სახელწოდება წარმოდგება ქალაქ ბერლინიდან. ძლიერი და სპეციალური ლუდები ძირითადად რეგიონებშია გავრცელებული და უფრო დიდი მასშტაბით არ არის ცნობადი. ასეთი ტიპის ლუდებს მიეკუთვნება

0x01 graphic

Bock, Doppelbock, Weizenbock, Eisbock, Rauchbier და Roggenbier.

ჰელესი არის ყვითელი ლუდი. მას ძირითადად მოიხმარენ ბავარიაში. ეს ლუდი გამოირჩევა ალკოჰოლის ყველაზე მაღალი შემცველობით და არის ოქტომბრის დღესასწაულის (Oktoberfest - იმართება 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით) გამორჩეული მასპინძელი.

ასევე არსებობს ლუდის შემდეგი სახეობები: ცოიგლი და ჰაუსბრაუ, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ბავარიაში.

გერმანული ვებ-გვერდის Bier.de-ს მონაცემებით, გერმანული ლუდების ათეული ასე გამოიყურება:

  1. Holsten Edel;

  2. Duckstein;

  3. Störtebeker Schwarzbier;

  4. Jever Pilsener;

  5. Holsten Pilsener;

  6. Berliner Pilsener;

  7. Landskron Premium Pilsener;

  8. Störtebeker Pilsener;

  9. Störtebeker Hanse-Porter;

  10. Störtebeker Bernstein-Weizen.

რა არის წარმატების გასაღები?

0x01 graphic

Jever-ის საწარმო პირველად აშენდა 1848 წელს მეფე დიტრიხის მიერ, თუმცა იგი იყო ერთ-ერთი სხვა საწარმოებს შორის.

მეფის სიკვდილის შემდეგ 1867 წელს მისმა ვაჟმა გაყიდა ლუდის ქარხანა. ახალ ფლობელს ერქვა Theodor Fetköter-ი. მან საოჯახო საწარმო აქცია დიდ ქარხანად და უკვე 1894 წელს ქალაქში უდიდეს წარმატებას მიაღწია.

დღეს ამ საწარმოს ჰყავს 270 თანამშრომელი და საათში უშვებს დაახლოებით 60 000 ბოთლს. ჟევერის საწარმო გვთავაზობს შემდეგ პროდუქტებს:

  1. Jever Pilsener - ალკოჰოლის შემცველობა 4.9%25;

  1. Jever Fun - უალკოჰოლო სასმელი;

  1. Jever Light - მსუბუქი ლუდი, ალკოჰოლის შემცველობა 2.7%25. იგი არის ასევე საკმაოდ დაბალკალორიული სასმელი;

  1. Jever dark - ჟევერ-ის საწარმოს შავი ვარიანტი, ალკოჰოლის აშემცველობა 4.9%25;

  1. Jever Lime - ალკოჰოლის შემცველობა 2.5%25;

  1. Jever Mibock - Bockbier-ი ალკოჰოლის შემცველობით 7.4%25. იგი ძირითადად იყიდება სეზონურად - თებერვლიდან ივნისამდე;

  1. Jever Digestif (მაგარი სასმელი) - ალკოჰოლის შემცველობა 40%25.

21 ახალი წიგნები

▲ზევით დაბრუნება


authenticity: What Consumers Really Want

0x01 graphic

ავტორები: James H. Gilmore, B. Joseph, II Pine.

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 288 გვერდი.

გამომცემელი: Hrvrd Business School Press (24 სექტემბერი 2008 წელი).

ენა: ინგლისური.

ზომები: 9.2 X 6.4 X 1.3 დიუმი.

წიგნის ანოტაცია: უნამუსო, თაღლითი, გაიძვერა... იყენებენ თქვენი კლიენტები ასეთ სიტყვებს, რათა აღწერონ ის, თუ რას ან როგორ ყიდით? თუ ასეა, მაშინ ეს წიგნი სწორედ თქვენთვისაა განკუთვნილი.

Women & Money: Owning the Powerto Control Your Destiny

0x01 graphic

ავტორი: Suze Orman.

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 272 გვერდი.

გამომცემელი: Spiegel & Grau (27 თებერვალი, 2007 წელი)

ენა: ინგლისური.

ზომები: 9.3 X 6.1 X 1.2 დიუმი.

წიგნის ანოტაცია:

„ქალები და ფული“ არის Suze Orman-ის უკანასკნელი წიგნი, განკუთვნილი მხოლოდ ქალებისთვის.

ქალბატონებისთვის გამიზნული წიგნის წაკითხვით თქვენ გაიგებთ საბაზისო ინფორმაციას ფინანსებზე.

The New Rules of Marketing and PR: How to Use News Releases, Blogs, Podcasting, Viral Marketing and Online Media to Reach Buyers Directly

0x01 graphic

ავტორები: David Meerman Scott.

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 304 გვერდი.

გამომცემელი: Wiley (4 ივნისი, 2007 წელი).

ენა: ინგლისური.

ზომები: 8.7 X 5.7 X 1.2 დიუმი.

წიგნის ანოტაცია:

ახალი წესები მარკეტინგსა და PR-ში ასწავლის მკითხველს, როგორ დაიწყოს კომპანიის ლიდერობა შორსმავალი, გრძელვადიანი საზოგადოებრივი მედიის იარაღის გამოყენებით. ეს არის ფასდაუდებელი გზამკვლევი ყველასთვის, ვისაც სურს სახელი გაუთქვას საკუთარ თავს, იდეებსა და ორგანიზაციას.

The Strategic Planning Workbook avtori: Neville Lake

0x01 graphic

ავტორი: Neville Lake

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 242 გვერდი.

გამომცემელი: Kogan Page (1 აპრილი, 2006 წელი)

ენა: ინგლისური.

ზომები: 9.1 X 6 X 0.9 დიუმი.

წიგნის ანოტაცია:

ამ წიგნში ნაბიჯ-ნაბიჯ არის აღწერილი სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი. თუ შენ ხარ დიდი ორგანიზაციის მენეჯერი ან პატარა ბიზნესის მფლობელი და გსურს აიყვანო შენი ბიზნესი ახალ დონეზე, ეს წიგნი გახდება საჭირო გზამკვლევი და სარეკომენდაციო იარაღი.

10 Steps to Success: a Commonsense Guide to Building a Successful Insurance Business

0x01 graphic

ავტორი: Daniel S Fowler.

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 54 გვერდი.

გამომცემელი: Universe, Inc. (18 იანვარი, 2006 წელი).

ენა: ინგლისური.

ზომები: 8.8 X 5.8 X 0.3 დიუმი.

წიგნის ანოტაცია:

ამ წიგნის მეშვეობით თქვენ გაიგებთ, თუ როგორ შეიძლება მარტივი ხერხებით გახდეთ წარმატებული სადაზღვევო აგენტი. წიგნის მეშვეობით თქვენ ისწავლით:

  • ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

  • მარკეტინგულ და ბიზნესგეგმებს;

  • საკუთარი თავისა და კლიენტების მოსმენას;

  • კარგი თანამშრომლების მნიშვნელობას.

„10 ნაბიჯი წარმატებისკენ“ გაჩვენებს, როგორ შესთავაზოთ არა მხოლოდ ის სერვისი, რომელსაც ხალხი მოელის, არამედ ისეთებიც, რომელსაც ხალხი ჯერ არ მოელის.

PR Idea Book: 50 Proven Tools That Really Work

0x01 graphic

ავტორი: Jeff Winke.

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 196 გვერდი.

გამომცემელი: Outskirts Press (14 აპრილი, 2006 წელი).

ენა: ინგლისური.

ზომები: 8.4 X 5.5 X 0.6 დიუმი.

წიგნის ანოტაცია:

შეგაწუხათ იდეების სიმცირემ? გამოიყენეთ 50 აპრობირებული ტაქტიკა, რომლებიც ამ წიგნშია აღწერილი და თქვენი გაყიდვები წარმოუდგენლად გაიზრდება. ასევე გაძლიერდება და გამყარდება თქვენი იმიჯი.

Media Planning Workbook

0x01 graphic

ავტორები: William B. Goodrich, Jack Z. Sissors.

ინფორმაცია პროდუქზე:

გვერდების რაოდენობა: 224 გვერდი.

გამომცემელი: McGraw-Hill Humanities (9 თებერვალი, 2001 წელი).

ენა: ინგლისური.

ზომები: 10.9 X 8.4 X 0.5 .

წიგნის ანოტაცია:

ეს წიგნი დაგეხმარებათ დაეუფლოთ ისეთ ხერხებსა და ტექნიკას, რომელიც საჭიროა სარეკლამო მედიის გამოკვლევის, დაგეგმვისა და ყიდვის პროცესის განხორციელებისათვის.

The New PR Toolkit: Strtegies for Successful Medi Reltions

0x01 graphic

ავტორები: Deirdre Breakenridge; Thomas J. De-Loughry.

ინფორმაცია პროდუქტზე:

გვერდების რაოდენობა: 272 გვერდი.

გამომცემელი: FT Press (9 თებერვალი, 2003 წელი).

ენა: ინგლისური.

ზომები: 9.1 X 6 X 0.7 დიუმი.

წიგნის ანოტაცია:

ახალი PR-ის იარაღების კრებული გთავაზობთ დამტკიცებულ სტრატეგიებსა და ტაქტიკებს, რათა გამოიყენოთ დღეისათვის ყველაზე ძლიერი, ახალი ინტერნეტ კომუნიკაციის იარაღი. ამით თქვენ საშუალება მოგეცემათ გააძლიეროთ ბრენდი და ყველა აქციონერის ურთიერთობა.

22 რა აბრკოლებს ცოდნის გაღრმავების მსურველებს?

▲ზევით დაბრუნება


გადაწყვეტილების მიღება არც ისე რთულია, თუ სწავლა არ გეზარება და მონდომებულიც ხარ, თუმცა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისევ მკაცრ რეალობას უბრუნდები და მიზნის მიღწევის საშუალებას, ფინანსური სახსრების მოძიების საკითხზე იწყებ ზრუნვას.

ქართველი ბაკალავრებისა და მაგისტრების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიღებული ცოდნა საკმარისია და მის პრაქტიკაში გამოყენებაზე იწყენებ ფიქრს. ისინი ორიენტირებულნი არიან სამუშაოს მოძებნაზე, რათა ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი. ამ მოტივით სტუდენტები ხშირად არაპროფესიულ სამუშაოსაც კი სთანხმდებიან.

ყოფილი სტუდენტების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება მათ დაეხმარებათ „მწვერვალების დაპყრობაში“. კარიერის მომზადებას სურვილთან ერთად „ფულიც“ სჭირდება. ეს გარდაუვალი აუცილებლობა, სამწუხაროდ, ბევრისთვის გადაულახავი დაბრკოლებაა.

თუ „ბედნიერ ვარსკვლავზე“ დაბადებულთა რიცხვში ხართ და თქვენს ოჯახს აზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების საშუალება აქვს, ხომ კარგი, თუ არა და ბანკებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის შემოვლა მოგიწევთ. ხომ გაგიგონიათ, ცდა ბედის მონახევრეაო.

ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც აფინანსებენ ნიჭიერი სტუდენტების სწავლებას აზღვარგარეთ არც ისე ბევრია. როგორც წესი, ასეთი სახის ორგანიზაციები აპლიკანტებს ერთი წლით ადრე არჩევენ და თუ უნივერსიტეტის დამთავრებამდე არ დაიჭირეთ თადარიგი, ერთი წელი უკვე დაკარგულია.

სამაგიეროდ, ბანკების კარი მუდამ ღიაა, სადაც ყოველ მომხმარებელს ღიმილით ხვდება მორიგი კრედიტოფიცერი.

დაფინანსება ასევე შეიგიძლიათ მოიპოვოთ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.

ბანკების პოზიცია უცხოეთში სწავლების დაფინასებისას, შეიძლება ითქვას, ერთსულოვანია უნივერსიტეტის შერჩევისას. შერჩეული უნივერსიტეტი უნდა შედიოდეს Finansial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში (ბოლო წლის მონაცემებით).

ბანკების მიერ გამოქვეყნებული ძირითადი პირობები საზღვარგარეთ სწავლებისთვის:

სესხის მაქსიმალური ვადა

სწავლის პერიოდს + 60-66 თვე

საშეღავათო პერიოდი

სწავლის პერიოდს + 3-6 თვე

სესხის უზრუნველყოფა

„თანამსესხებელი ; უძრავი ქონება; არ საჭიროებს.”

სესხის პროცენტი

16%25

კრედიტის დაფარვა

“ძირისა და პროცენტის თანაბარი წილი; მსესხებლის არჩევნით. “

ბანკში მიღებული ინფორმაცია, Finansial Times-ის საუკეთესო ასეული, ერთი მხრივ, შეიძლება სიამაყის გრძნობაც დაგეუფლოს - უნდა ვისწავლო მსოფლიოს საუკეთესო 100 უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში.კარგია, მაგრამ რომელი უნივერსიტეტები შედის ამ ასეულში? ჯდები კომპიუტერთან და იწყებ სასურველი ინფორმაციის ძიებას.

უნივერსიტეტების შეფასება და მათი რეიტინგის შედგენა ხდება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. ბიზნესმიმართულებაში ყველაზე პრესტიჟულია მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. აღნიშნული მიმართულების აქტუალობიდან გამომდინარე Finansial Times-ი ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოში არსებული ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო ბროგრამის (MBA) მქონე უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგს.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობენ უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები და თავად უნივერსიტეტი. გამოკითხული სასწავლებლებში MBA კურსი ფუნქციონირებს მინიმუმ 5 წლის განმავლობაში და ყოველწლიურად კურსდამთავრებულთა რაოდენობა 30-ზე მეტია.

კურსდამთავრებულების კვლევისას ძირითადად ყურადღება მახვილდება მათი იმდინარე მიღწევებსა და შემოსავლის ზრდაზე. 2008 წლის მონაცემებით პირველ ადგილზე არის University of Pennsylvania: Wharton.

0x01 graphic

მსოფლიოში საუკეთესო MBA კურსის რეიტინგი უნივერსიტეტების მიხედვით:

1

University of Pennsylvania: Wharton

US

2

London Business School

U.K.

3

Columbia BusinessSchool

US

4

Stanford University GSB

5

Harvard Business School

US

6

Insead

France/ Singapure

7

MIT: Sloan

US

8

IE Business School

Spain

9

University of Chicago GSB

US

10

University of Cambridge: Judge

U.K.

მსოფლიოში საუკეთესო MBA-ის ათეულში 6 უნივერსიტეტია წარმოდგელილი ამერიკიდან, 2 - დიდი ბრიტანეთიდან, ასევე ერთ-ერთი წამომადგენელით ათეულში შევიდა საფრანგეთი და ესპანეთი.

მოცემული რეიტინგის შედეგები გვიჩვენებს აღნიშნულ ქვეყნებში ბიზნესის სწავლების კულტურის განვითარების დონეს.

ევროპის საუკეთესო MBA კურსის რეიტინგი უნივერსიტეტების მიხედვით:

1

London Business School

U.K.

2

Insead

France/Singapore

3

IE Business School

Spain

4

University of Cambridge: Judge

U.K.

5

Iese Business School

Spain

6

IMD

Switzerland

7

HEC Paris

France

8

University of Oxford: Saïd

U.K.

9

Esade Business School

Spain

10

Lancaster University Management School

U.K.

ევროპის საუკეთესო ათეულში წარმოდგენილი უნივერსიტეტების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე გავიდა დიდი ბრიტანეთი (4), მეორეზე - ესპანეთი (3), მესამეზე - საფრანგეთი (2) მეოთხეზე - შვეიცარია (1). სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილთან ერთად გიჩნდება კითხვა, თუ რამდენ ხანში შეძლებ სესხის დაფარვას. ახლა აქამდე ნასწავლი მეთოდებითა და გამოცდილებით აფასებ რამდენად კარგ პროდუქტს შექმნი მომავალში. კითხვა რომელიც არ გასვენებს: „ნეტა რამდენად შეფასედება დაგროვილი ცოდნა და უცხოური გამოცდილება“?

0x01 graphic

23 ნავთობი

▲ზევით დაბრუნება


რა არის თქვენთვის ნავთობი? შესაძლოა, ამაზე არც არასოდეს გიფიქრიათ და, ალბათ, არც არავის დაუსვამს ეს კითხვა თქვენ-თვის. ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ნავთობი - ეს არის ყველაფერი? ვიმედოვნებ, არც მთლად ასეა საქმე, მაგრამ თუ თქვენ იყენებთ ხელოვნური ტყავის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, პლასტმასის ნივთებს, გჭირდებათ საკვები, მედიკამენტები, ასევე თქვენი მანქანისთვის საწვავი, საპოხი ზეთები, რეზინის საბურავები, სადენების იზოლაცია და ა.შ., ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენ მის „ფასდაუდებლობას“ აღიარებთ.

ზოგადად ნავთობის საკითხს უმნიშვნელო ყურადღებას ვუთმობთ, თუმცა მტივნეულად ამ საკითხს მაშინ აღვიქვამთ, როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის რეკორდული ფასები ჩვენს ყოველდღიურობაში შემოაღწევს.

ნავთობის პიკი, ანუ შევძლებთ ცხოვრებას ნავთობის გარეშე?

ნავთობი, მოგეხსენებათ, დედამიწის შემადგენელი ქანია, რომლის ჩამოყალიბება-ფორმირება ათეულ მილიონობით წელიწადს მოიცავს. კაცობრიობა უძველესი დროიდან იყენებდა ნავთობს - თავდაპირველად კუპრის სახით, თუმცა მისი გამოყენების ინტენსივობა ბოლო 150 წელზე მოდის.

უკანასკნელ პერიოდში ბევრი დაიწერა ნავთობის მომავალი კრიზისის შესახებ. ნავთობმა გადალახა 100 დოლარიანი ზღვარი და რამდენჯერმე რეკორდულ ფასსაც მიაღწია. არალელურად არსებობს წინააღმდეგობრივი ანგარიშები დარჩენილი ნავთობრეზერვების შესახებ ახლო აღმოსავლეთის დიდ ნავთობექსპორტიორ ქვეყნებში.

წინასწარი გათვლებით ნავთობის არსებული მარაგები მაქსიმუმ 2050 წლამდე შეიძლება იყოს საკმარისი. რა მოხდება შემდგომ? მომავალში მოსალოდნელია სერიოზული კრიზისი, რომელიც უკვე მონათლეს როგორც „ნავთობის პიკი“. მისი მასშტაბების შესახებ ნათელი წარმოდგენის შექმნა მიმდინარე თვეების მანძილზე ნავთობის ფასების გარშემო არსებული სიტუაციითაც შეიძლება. კრიზისი გვიტევს? ამის ნიშნები საკმაოდ არსებობს, მწვერვალს კი თითოეული დღის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო ვუახლოვდებით. ექსპერტები გარდაუვალობის დადგომას სწორედ 21-ე საუკუნეში წინასწარმეტყველებენ...

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე შეიმჩნევა ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიებისა და ნავთობის შემცვლელების ინტენსიური ძიება. ვიმედოვნებთ, რომ ადამიანები ისწავლიან ნავთობქიმიის იმ პროდუქტების ხელოვნურად დამზადებას, რომლის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელია. უახლოეს მომავალში ნავთობისა და გაზის ძიება დედამიწის უფრო ღრმა ფენებში გადაინაცვლებს (ინტენსიურად მიმდინარეობს ოკეანის ფსკერიდან ნავთობის მოპოვების პროცესი, რაც, თავის მხრივ, გრუნტის დაწევასა და მიწისძვრებს, ხოლო მილსადენთა კატასტროფები გარემოს მნიშვნელოვან დაბინძურებასა და დისბალანსს იწვევს. ამის დასტურია კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები). მიიჩნევა, რომ მოპოვებული ნავთობის 5%25 იკარგება მისი შენახვისა და გადაზიდვისას, რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად 150 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი ხვდება გარემოში ამ გზით. თანამ-გზავრებიდან გადაღებულ აეროფოტოსურათებზე დაფიქსირებულია, რომ ოკეანის ზედაპირის თითქმის 30%25 ნავთობის აპკით არის დაფარული (კატასტროფების შედეგად ზღვაში ხვდება 10 მილიონი ტონა ნავთობი).

დღის წესრიგში დგას კიდევ ერთი, ტექნიკური პრობლემა: მნიშვნელოვანი დანაკარგები ნავთობის მოპოვების პროცესში, რაც ხშირად 30-40%25-მდეც აღწევს.

კრიზისის შემაჩერებლად შეიძლება მოგვევლინოს ბუნებრივი ბიტუმები (მყარი ნავთობი), რომელიც არ ხასიათდება მაღალი სიბლანტით და მისი მოპოვება ნიშნავს მეტ დანახარჯებსა და გარემოს მეტად დაბინძურებას (საუბარია მისი წვის შედაგად ატმოსფეროში მოხვედრილ ნივთიერებებზე, როგორიცაა გოგირდი, ნიკელი, თავისუფალი კარბონატის დიოქსიდი). განიხილება მისი რენტაბელობის საკითხი. არსებობს რამდენიმე განსხვავებული ტექნოლოგია მძიმე ნავთობის მოსაპოვებლად, რომლებიც დამოკიდებულია მის შემადგენლობასა და მისაწვდომობის ფაქტორზე. თოთოეული მეთოდი ჯერ კიდევ უმჯობესდება და ნავთობკომპანიები ცდილობენ წინასწარ განჭვრიტონ მათი ეფექტურობა და დანახარჯები ბაზრის გაფართოებასთან ერთად.

0x01 graphic

აღსანიშნავია, რომ ყურადღება ფოკუსირებულია ალბერტას მძიმე ნავთობის ველებზე კანადაში და მძიმე ნავთობის ორინოკოს ველებზე ვენესუელაში. 90%25 მძიმე ნავთობისა აღმოჩენილია მექსიკაში, კალიფორნიაში, ბრაზილიაში, ალიასკაზე და ა.შ. მძიმე ნავთობი ვენესუელაში ნაკლებად სქელია ვიდრე კანადაში, ამრიგად უფრო ადვილად შეიძლება მათი ამოტუმბვა საბადოდან, თუმცა საერთაშორისო ნავთობ კომპანიები დაინტერესებულნი არიან ბიზნესის კეთებით პოლიტიკურად სტაბილურ ქვექნებში, სადაც კერძო კომპანიები არ იქნებიან დამოკიდებულნი მთავრობების მიერ გატარებულ ნაციონალიზაციის პოლიტიკაზე. ამას ადასტურებს აშშ-კანადის მინი ნავთობ-სამიტი, სადაც შეთანხმდნენ, რომ კანადა მალე გაზრდის თავისი მძიმე ნავთობის წარმოებას ხუთჯერ, რაც მიშნავს, რომ კანადა მოახდენს დღეში 5 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ამერიკაში. ეს მოიცავს ამერიკაში იმპორტირებული ნავთობის თითქმის ნახევარს.

2010 წლისთვის ვარაუდობენ დედამიწის მოსახლეობის 8 მილიარდამდე გაზრდას. ჟურნალ „საიენსის“ მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი განიცდის საკვები პროდუქტების ნაკლებობას.

ცხოველური ცილების დეფიციტი წელიწადში 40 მილიონ ტონაზე მეტს შეადგენს, პურპროდუქტებისა - 25 მილიონ ტონას და კიდევ ერთი აქტუალური საკითხი: ნავთობიანი ნახშირწყალბადების ბიოქიმიური დამუშავება ცილოვანი ნივთიერებების მისაღებად. ნავთობის მნიშვნელობაში ამით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით.

ფაქტორები, რომლებმაც 2008 წელს გავლენა მოახდინა შავი ოქროსფასზე

1) დოლარის კურსის ვარდნა არა მარტო ევროსთან, არამედ იაპონურ იენთან და შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაშიც. ეს თავისთავად იწვევს სპეკულაციური კაპიტალის შედინებას სანავთობო ბაზარზე და დოლარის დაბანდებას ნავთობში. ოპეკი მაღალი ფასების მიზეზად სწორედ სავაჭრო გარიგებებს ასახელებს, თუმცა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო თავის უკანასკნელ ყოველთვიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ სავაჭრო გარიგებები არ არის ერთადერთი მიზეზი მაღალი ფასებისა და რომ მომავალში მოსალოდნელია მათი შენარჩუნება;

2) გეოპოლიტიკური ფაქტორები: მუდმივად არასტაბილური სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, კენიაში, ალჟირსა და ნიგერიაში, ამერიკის მუქარა ირანის მისამართით და ა.შ.;

3) ვენესუელას სახელმწიფოსა და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია Exxonmobile-ს შორის კონფლიქტი;

4) მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) ოფიციალურად გამოაქვეყნა ინფორმაცია მომდევნო წელს მსოფლიოში ნავთობის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებით, საპირისპირო ხდება ჩინეთში, სადაც ნავთობის იმპორტი ბოლო 12 თვეში გაიზარდა 12.3%25-ით და შესაბამისად, დინამიურად იზრდება ნავთობის მოხმარებაც. ნავთობის მიწოდება გაიზარდა 185 ათასი ბარელით/დღეში. IEA-ს ცნობით, მსოფლიოში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 87.5 მილიონი ბარელი/დღეში. ნავთობის მსოფლიო მოპოვების ზრდა გამოიწვია კანადაში, მექსიკასა და კასპიის ზღვის რეგიონში მოპოვების ზრდამ, რამაც მოახდინა ნორვეგიასა და ოპეკის ქვეყნებში თებერვლის თვეში მოპოვების დაცემის კომპენსირება. 2008 წლის თებერვალში ნავთობის მოპოვება ოპეკის ქვეყნებში შემცირდა 120 ათასი ბარელით/დღეში, შეადგინა 32.1 მილიონი ბარელი/დღეში. ნავთობის მიწოდება სპარსეთის ყურესა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან შემცირდა 300 ათასი ბარელით/დღეში, ირანიდან კი გაიზარდა 150 ათასი ბარელით/დღეში;

5) ოპეკის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების უცვლელად დატოვების შესახებ. ერძოდ, 2008 წლის 5 მარტს ოპეკმა მიიღო გადაწყვეტილება მომავალი წლის მეორე კვარტლამდე ნავთობის მოპოვების ოდენობის უცვლელად დატოვების შესახებ; 2007 წლის 1 დეკემბრიდან ნავთობის მოპოვების კვოტა კარტელის 10 წევრისათვის (ინდონეზია, ირანი, კუვეიტი, ლიბია, ეკვადორი, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ვენესუელა, ანგოლა) დღეში 27.253 მილიონ ბარელს შეადგენს. ოპეკის მიერ წარმოების უცვლელად შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილება განპირობებულია იმითაც, რომ ქვეყნები ეძებენ საკუთარი მარაგების ოპტიმალურად გამოყენების გზებს, რათა ინიმუმამდე დაიყვანონ მოთხოვნა;

6) ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების ნაკლებობა მსოფლიოში. ერთი სიტყვით, არსებობს ურთიერთდაკავშირებულ მიზეზთა გრძელი ჯაჭვი, მაგრამ რეალურად რა არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემა? ამჟამად არსებული პრობლემების მოგავრების შემდგომ, ალბათ, მთელი ყურადღება ნავთობის ამოწურვის საფრთხეზე გამახვილდება. ნავთობის ალტერნატიული რესურსებით ჩანაცვლება კაცობრიობის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხთა რიცხვს მიეკუთვნება.

24 ნაყინის ფილოსოფია

▲ზევით დაბრუნება


უამრავი ლეგენდა არსებობს ნაყინის შექმნის შესახებ, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის პირველად სად და როდის დაამზადეს ეს უგემრიელესი დესერტი. ნეტა ვინ იყო მისი ავტორი?

თანამედროვე მაცივრების გამოგონებამდე „ნაყინის“ დამზადება და შენახვა საკმაოდ შრომატევადი იყო - ზამთრის განმავლობაში ტბებიდან და გუბურებიდან ჭრიდნენ ყინულს, რომელსაც მიწის სიღრმეში განთავსებულ სპეციალურ საცავებში ინახავდნენ.

ზაფხულში სწორედ ყინულის ამ ინგრედიენტით აციებდნენ ხილს. გადმოცემის თანახმად, ჯერ კიდევ 4 000 წლის წინათ შუამდინარეთში მდინარე ევფრატის ნაპირებზე არსებობდა ე.წ. ყინულის საცავები.

ასეულობით წლის წინ ყინულოვანი ხილის დესერტის მირთმევა ფუფუნებად ითვლებოდა. ეგვი პტის ფარაონები ცივი დესერტით საპატიო სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში საბერძნეთში ყიდდნენ კონუსის ფორმის თოვლს, რომელშიც არეული იყო თაფლი და ხილის ნაჭრები. სპარსელებს ყინულის საცავები ჰქონდათ და ზაფხულშიც შეეძლოთ გრილი დესერტის მირთმევა. რომის იმპერატორ ნერონს (37-68) ძალზედ უყვარდა ცივი ხილის ნაჭრები და ამისათვის მთებიდან ჩამოჰქონდათ მისთვის ყინული. ეს არის ადრეული ისტორიები გრილი დესერტის შესახებ.

ასევე ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩინეთში მიირთმევდნენ თოვლში არეულ ხილის ნაჭრებს. ასეთი დესერტი ძალიან უყვარდა ალექსანდრე მაკედონელსაც, რომლისთვისაც თოვლი წელიწადის ნებისმიერ დროს ჩამოჰქონდათ სპეციალურად მონებს მთებიდან.

ნაყინი ევროპაში ცნობილმა მოგზაურმა - მარკო პოლომ ჩამოიტანა ჩინეთიდან 1295 წელს. მას შემდეგ იგი ფუფუნების საგანი გახდა და აუცილებელ ატრიბუტად იქცა სამეფო კარის წვეულებებსა თუ საღამოებზე.

ასეულობით წლის წინ ჩარლზ I-მა გამართა ჩინებული სამეფო ბანკეტი, სადაც სტუმრებს შესთავაზეს უამრავი დასახელების დელიკატესი. საღამომ კულმინაციას მიაღწია მაშინ, როდესაც მეფის უფროსმა მზარეულმა წარმოადგინა ახალი დესერტი - ის იყო ცივი და წააგავდა ახალ თოვლს, იყო ასევე ჰაეროვანი და ტკბილი.

სტუმრები ისევე აღტაცებაში მოიყვანა მისმა დაგემოვნებამ, როგორც თავად ჩარლზ I განცვიფრდა სიახლის გემოთი. მეფემ დაუძახა მზარეულს და უბრძანა არავისთვის გაენდო ყინული კრემის რეცეპტის საიდუმლო. ჩარლზ I-ს სურდა გემრიელი დესერტი წარმოდგენილი ყოფილიყო მხოლოდ სამეფო წვეულებებზე და ამისათვის დათანხმდა, რომ მზარეულისთვის გადაეხადა 500 ფუნტი წელიწადში (იმ დროისათვის ძალზედ დიდ თანხა). როდესაც 1649 წელს ჩარლზ I-ს თავი მოკვეთეს, მზარეულმა დე მირკომ აღარ შეასრულა პირობა და ნაყინის რეცეპტი საყოველთაო გახდა. უფრო მოგვიანებით დაიწყეს არა თოვლის, არამედ რძის გაყინვა. მასში უამრავ დესერტს უმატებდნენ და არა მხოლოდ სამეფო წვეულებებისთვის ამზადებდნენ, არამედ მაღაზიებშიც დაიწყო ნაყინის გაყიდვა. თანდათან დესერტი უფრო და უფრო მეტი პუპულარობით სარგებლობდა ხალხში.

0x01 graphic

1649 წელს ფრანგმა კულინარმა ჟერარ ტირსენმა შექმნა ვანილის ნაყინი. პარიზი გახდა მსოფლიოში პირველი ქალაქი, სადაც მთელი წლის განმავლობაში იყო შესაძლებელი ნაყინის შეძენა. დღეისათვის ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ ვანილის ნაყინი სარგებლობს.

პირველი ნაყინის რეცეპტები გამოჩნდა ინგლისსა და ამერიკაში მე-18 საუკუნეში. ნაყინის მომზადების წესი გამოქვეყნდა მისის მერი ელისი რეცეპტების კრებულში, რომელიც გამოიცა 1718 წელს ლონდონში.

მე-19 საუკუნეში ძალიან პოპულარული იყო ნაყინი ხილით და ნიგვზით, ხოლო მე-20 საუკუნიდან შემოვიდა კონუსის ფორმის ნაყინი. ამ პერიოდიდან იწყება ნაყინის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროდუქტის ისტორია. ასევე მე-20 საუკუნეს უკავშირდება ჩამოსასხმელი ნაყინის შექმნა, რომელიც ძალიან პოპულარულია დღეისათვისაც. ნაყინის ბრენდების უმრავლესობა მომხმარებელს ჩამოსასხმელ ნაყინსაც სთავაზობს.

ჩატარებული კვლევების მიხედვით დგინდება, რომ ნაყინის გაყიდვები პიკს ივლისსა და აგვისტოში აღწევს. ივლისს „ნაყინის თვესაც“ კი უწოდებენ. ასევე გამოირკვა, რომ ყველაზე მეტი ნაყინი მსოფლიოში კვირა დღეს იყიდება.

ევროპაში მე-19 საუკუნის ბოლოს შემოვიდა მუყაოსა და ქაღალდის ჭიქებში ჩამოსხმული ნაყინი. რაც შეეხება საქართველოს, რუსეთმა მიიღო პატენტი მის დამზადებაში და სწორედ ამ ქვეყნიდან შემოვიდა ჩვენთან უგემრიელესი დესერტი.

საინტერესო სტატისტიკა:

საინტერესო სტატისტიკა:

  • ყველაზე დიდი ნაყინი დაამზადეს კალიფორნიაში 1985 წელს. ხილის ნაყინი იყო 12 ფუტი სიმაღლის და მის მომზადებაზე დაიხარჯა 4 667 გალონი ნაყინი.

  • დანიისა და შვედეთის შემდეგ დიდი ბრიტანეთი არის ნაყინის ყველაზე დიდი მომხმარებელი ევროპაში.

  • ფარენგეიტიე თერმომეტრის სკალის მიხედვით 8 გრადუსი არის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა ნაყინის შესანახად.

  • იმ მცენარეების 80%25, რომლისგანაც ვანილის ნაყინს ამზადებენ კუნძულ მადაგასკარზე ხარობს.

  • ამერიკაში მიღებული რძის დაახლოებით 9%25 იხარჯება ნაყინის წარმოებაზე.

  • ზოგიერთი სახეობის ნაყინი იმდენია, რომ ჰაერის 75%25-აღემატება.

  • ჩრდილოეთ ამერიკაში ნაყინი არის მეორე უსაყვარლესი დესერტი ოჯახებში გამომცხვარი ნამცხვრების შემდეგ.

გენიოსების აზრით:

ჰივუდ ბრაუნი (1888-1939): „მეეჭვება მსოფლიომ კიდევ შეძლოს და უფრო ამაღელვებელი სიურპრიზი მოგვიმზადოს, ვიდრე ეს ნაყინის გამოგონება იყო“.

რალფ ვალდო ემერსონი (1803-1882): „ჩვენ გავბედავთ და არ მივენდობით გონებას, მოვამზადებთ სახლს სამხიარულოდ მეგობრებისთვის. ასე რომ, ნაყინს ვყიდულობთ“.

ტორნტორ ვილდერი (1897-1975): „ჩემი რჩევა იქნება არ გამოიძიო რატომ ან როგორ, უბრალოდ დატკბი იმ სიამოვნებით, რომელსაც შენს წინ მოთავსებული ნაყინი გიქადის - ეს არის ჩემი ფილოსოფია“.

მე-19 საუკუნის ქალთა პოპულარულ ჟურნალში ვხვდებით ნაყინის რეცეპტს და შემდეგ ჩანაწერს:

„ნაყინი გახდა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. წვეულება ნაყინის გარეშე გავს უპურო საუზმეს და სადილს შემწვარი ხორცის გარეშე“.

მსოფლიოში ნაყინის მომხმარებელთა ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. აშშ;

  2. ახალი ზელანდია;

  3. დანია;

  4. ავსტრალია;

  5. ბელგია/ლუქსემბურგი.

0x01 graphic

25 „კოკა-კოლასა“ და „პეპსის“ ისტორიული ომები

▲ზევით დაბრუნება


ბრძოლა რომ ვისწავლოთ, აჯობებს ისტორიას გადავხედოთ. ეს ოქროს წესი იშვიათად წარმოადგენს დღევანდელი მარკეტოლოგების ყურადღების საგანს. ძალიან ცოტა ვინმე თუ დახარჯავს დროს კომპანიისა და კონკურენტების წარსულ სვლებზე, დატვირთულნი არიან რა დღევანდელი საქმეებით. ისტორიის შესწავლას, მართლაც რომ, შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს სამომავლო გადაწყვეტილებებსა და სწორ სტრატეგიულ სვლებზე.

ჩვენ არ გთხოვთ გადახედოთ საქართველოს მე-11 ან მე-12 საუკუნის ისტორიას, ან თქვენ პირად წარსულს. უბრალოდ გაიხსენეთ, მოიკითხეთ, შეისწავლეთ თქვენი კომპანიის ისტორია.

როგორ მიხვედით იქ, სადაც ამჟამად იმყოფებით? როგორ იბრძოდით ბაზრის მსხვილი ნაწილის მოსაპოვებლად? რა მეთოდებით გიწევდნენ კონკურენციას სხვა კომპანიები? მსხვილი კორპორაციების ისტორიები საკმაოდ საინტერესოა და გადავწვიტეთ, თქვენთვის მოკლედ მოგვეთხრო კარგად ნაცნობ „კოკა-კოლასა“ და „პეპსის“ ისტორიულ ომზე.

დაახლოებით 100 წლის წინ ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა კოკაინის შემცველი კოკას ფოთლებისგან და კოფეინის შემადგენლობის მქონე კოლას კაკლისგან გამოიგონა კოკაკოლა. პირველ წელს „კოკა-კოლას“ შემოსავალი იყო 50 აშშ. დოლარი, ხოლო დანახარჯი - 70 აშშ. დოლარი. 1902 წელს „კოკა-კოლას“ ბიუჯეტი უკვე 120 000 აშშ. დოლარს შეადეგნდა და მისი ცნობადობა საკმაოდ მაღალი იყო. 1915 წელს „კოკა-კოლას“ კლასიკური ბოთლის პირველი დიზაინი შეიქმნა. 20-იან წლებში „კოკა-კოლას“ კონკურენტები არ ჰყავდა ბაზარზე. თუკი 1929 წელს კომპანია ერთ სულ მოსახლეზე 3.3 გალონს (რაც დაახლოებით 12,5 ლიტრია) აწარმოებდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 151 ლიტრს შეადგენს.

ყველაფერი კარგად იყო „კოკა-კოლასთვის“ მანამ, სანამ აშშ-ში დიდი დეპრესია (მაღალი ინფლაციური პროცესები) არ დაიწყო 1929 წელს. ამ პერიოდმა გზა გაუხსნა „კოკაკოლას“ ისტორიულ მეტოქეს: „პეპსი-კოლას“ და ასევე ჩვენთვის ნაკლებად ნაცნობ „როიალ ქრაუნს“. „პეპსი“ 1939-ში ინოვაციური ნიკელის ბოთლით შემოვიდა ბაზარზე.

ცოტა ხანში „კოკა-კოლამაც“ იგივე გაიმეორა. იმავე წელს „კოკაკოლამ“ 15 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა რეკლამაზე, როდესაც „პეპსი“ 600 000 ათასს ხარჯავდა. „პეპსის“ ახალი ბოთლის წარმოებაში გაშვება საკმაოდ დიდი დარტყმა აღმოჩნდა „კოკა-კოლისთვის“.

მეორე მსოფიო ომის განმავლობაში „პეპსიმ“ საკმაოდ მომძლავრდა სხვა კონკურენტებთან მიმართებაში და „კოკა-კოლას“ შემდეგ კოლას წარმოებაში მეორე ადგილი დაიკავა.

ომის დამთავრების შემდეგ „კოკაკოლას“ ძალიან გაუმართლა, როდესაც „პეპსის“ საკმაოდ მძიმე დრო დაუდგა - გაუძვირდა მუშახელი და შაქარი. თუმცა, „პეპსიმ“ აქაც ნახა გამოსავალი და ახალი, დიდი შეფუთვა გამოუშვა სლოგანით: „იყავი სოციალური“, რაც კვლავ დიდი დატყმა აღმოჩნდა „კოკაკოლასთვის“. ამან 1954 წელს გამოიწვია „კოკა-კოლას“ გაყიდვების 3%25-ით შემცირება და „პეპსის“ 12%25-იანი ზრდა. „პეპსის“ დიდი ხანი არ მოუწია დამტკბარიყო გამარჯვებით და „კოკა-კოლამ“ დაიწყო სხვადასხვა ზომის შეფუთვაში პროდუქციის ჩამოსხმა. ასევე 50-იანი წლების მეორე ნახევარი მიმდინარებობდა „კოკა-კოლას“ საკმაოდ ეფექტური სარეკლამო კამპანია.

დაიწყო 60-იანი წლები და „პეპსის“ მორიგი წარმატების ხანა. „კოკაკოლა“, რომლის მთავარი ძალა მისი პირველობა იყო, საკმაოდ კარგად გამოიყენა მეტოქემ. მისი პირველობიდან გამომდინარე, „კოკა-კოლას“ უფრო მეტად საშუალო ასაკის ადამიანები სვამდნენ. ამიტომაც „პეპსიმ“ მთელი 60-იანი წლები აქტიური ფოკუსირება მოახდინა ახალგაზრდულ სეგმენტზე. 60-იან წლები „პეპსის თაობის“ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს.

70-წლებში „კოკა-კოლამ“ მოუნახა „პეპსის“ სუსტი წერტილი და ბაზარზე შემდეგი სლოგანით პოზიციონირებდა: „ეს ნამდვილია“, „საქმეები კარგად მიდის კოკასთან ერთად“, „შეისვენე და განიტვირთე“ და სხვ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ „კოკა-კოლა პირველია“, კარგად ითქვა: „ეს ნამდვილია!“ და „პეპსისაც“ მოუწია პოზიციების დათმობა.

დაიწყო 80-იანი წლები და 90-იან წლებშიც მიმდინარიებდა „ანტიკოლა“ კამპანიები ორივე მსხვილ მეტოქეს შორის. „პეპსიმაც“ და „კოკა-კოლამაც“ გამოუშვა „ლაითი“ სახის პროდუქცია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაზარზე ისინი შემოვიდნენ ახალი ბრენდებით: „კოკა-კოლა“ - „ფანტა“, „სპრაიტი“, „დოქტორ პეპერ“; „პეპსი“ - „აკვაფინა“, „მირინდა“, „სობე“, „ტროპიკანა“ და სხვ. რა ხდება დღეს? ორივე მეტოქე მხარდამხარ მიდიან, თუ „კოკა-კოლა“ სჯობს „პეპსის“, ან პირიქით?

ფაქტები „კოკა-კოლასა“ და „პეპსის“ შესახებ:

ინფო

„კოკა-კოლა“

„პეპსი“

ბაზრის წილი

139,82 ილიარდი დოლარი

7,56 მილიარდი დოლარი

კომპანიის ღირებულება

144,20 მილიარდი დოლარი

12,03 მილირადი დოლარი

მოგების მარჟა

20,64%25

3,91%25

შემოსავალი 2007

30,13 მილიარდი დოლარი

13,59 მილიარდი დოლარი

სხვა

„კოკა-კოლას“ ბრენდს დედამიწის მოსახლეობის 94%25 ცნობს; რეკლამირება 200-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება; სარეკლამო სიმღერები პოულარული ხდება; ყოველ წამს მსოფლიოში „კოკა-კოლას“ ბრენდის 10,450 პროდუქტი მოიხმარება. მსხვილი პარტნიორი - „მაკდონალდსი“;

მისი სარეკლამო სახეებს ცნობილი ადამიანები წარმოადგენენ; 200-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება;

მსხვილი პარტნიორი - „პიცა ჰატ“;

26 ბიზნესკალენდარი

▲ზევით დაბრუნება


14 მაისი

  • ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნახშირორჟანგის (გაზი CO2) მინერალური წყლების, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსებისა) სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადამხდელები საგადასახადო ორგანოში წარადგენენ ყოველთვიურ გაანგარიშებას და გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

15 მაისი:

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირები წარადგენენ დღგ-ის წინა თვის (აპრილის) დეკლარაციას და იხდიან კუთვნილ გადასახადს;

  • აქციზის გადამხდელები წარადგენენ აქციზის შესახებ წინა თვის(აპრილის) დეკლარაციას და იხდიან კუთვნილ გადასახადს. ამას თან, აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებულ აქციზურ საქონელზე აქციზი გადახდას ექვემდებარება აქციზური მარკების შეძენისას;

  • პირები, რომლებიც დაქირავებულ ფიზიკურ პირებს უხდიან ხელფასს, გაწეულ მომსახურებას უნაზღაურებენ გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირებს, აგრეთვე გასცემენ მოგებებს (მათ შორის ნივთმოგებებს), წარადგენენ საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ გაანგარიშებებს. დაკავებული

საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება თანხის (მოგების) გადახდისთანავე (გაცემისთანავე);

  • საწარმო, ორგანიზაცია გადაიხდის მოგების გადასახადის მიმდინარე გადასახდელებს;

  • მეწარმე ფიზიკური პირი გადაიხ დის საშემოსავლო გადასახადების მიმდინარე გადასახდელებს;

  • პირები, რომლებმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოიტანეს საქონელი, იხდიან ყოველთვიურ გადასახადს; გადასახადი გადაიხდევინება საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე დასაბეგრი საბაჟო გადასახადის იმ თანხის 3%25-ით, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. ბოლო გადახდა ხორციელდება საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს;

  • ნახშირორჟანგზე (გაზი CO2) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გადამხდელები ყოველთვიურად გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

0x01 graphic

27 როგორია თქვენი ხასიათი?

▲ზევით დაბრუნება


1. ხშირად ფიქრდებით თუ არა იმაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს თქვენი ქცევები გარშემო მყოფებზე?

ა) ძალიან იშვიათად;
ბ) იშვიათად;
გ) საკმაოდ ხშირად;
დ) ძალიან ხშიარად.

2. გიხდებათ თუ არა ისეთი რამის თქმა, რისიც თავადვე არ გჯერათ (მხოლოდ სიჯიუტის, სხვის ჯიბრზე, ან თუნდაც „პრესტიჟული მოსაზრებების“: გამო)?

ა) დიახ;
ბ) არა.

3. ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანში?

ა) მტკიცე ხასითი;
ბ) აზროვნების სიფართოვე;
გ) საკუთარი თავის უკეთ წარმოგენის უნარი.

4. გააქვთ მიდრეკილება პედანტურობისადმი?

ა) დიახ;
ბ) არა.

5. სწრაფად ივიწყებთ უსიამოვნებას, რომელიც თქვენ გხვდებათ?

ა) დიახ;
ბ) არა.

6. გიყვართ თქვენი ქცევების გაანალიზება?

ა) დიახ;
ბ) არა.

7. იმყოფებით რა თქვენთვის კარგად ცნობილი ადამიანების წრეში:

ა) ცდილობთ შეინარჩუნოთ ამ წრეში მისაღები ტონი;
ბ) რჩებით ის, რაც ხართ.

8. შეუდგებით რა რთული დავალების გაკეთებას, ცდილობთ იფიქროთ მოსალოდნელ სირთულეებზე?

ა) დიახ;
ბ) არა.

9. ქვემოთ ჩამოთვლილი განსაზღვრებებიდან, თქვენი აზრით, რომელი მიგესადაგებათ ყველაზე მეტად?

ა) მეოცნებე;
ბ) გულღია ადამიანი;
გ) გულმოდგინე შრომაში;
დ) პუნქტუალური, აკურატული;
ე) ამაო ადამიანი.

10. ამა თუ იმ საკითხის განხილვის დროს

ა) გამოხატავთ თქვენს აზრს, თუმცა შეიძლება იგი განსხვავდებოდეს უმრავლესობის აზრისაგან;
ბ) ფიქრობთ, რომ მოცემულ სიტუაციაში უმჯობესია გაჩუმება, თუმცა გაგაჩნიათ თქვენი თვალსაზრისი;
გ) მხარს უჭერთ უმრავლესობას, ისე, რომ არ ფიქრობთ თქვენს შეხედულებაზე;
დ) არ იტვირთავთ თავს ფიქრებით და იღებთ იმ თვალსაზრის, რომელიც გავრცელებულია უმრავლესობაში.

11. ჩამოთვლილთაგან, რა გრძნობამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენში ხელმძღვანელისადმი მოულოდნელი გამოწვევა?

ა) გაბრაზება;
ბ) აღელვება;
გ) ზრუნვა;
დ) გულგრილობა.

12. თუ პოლემიკის დროს თქვენი ოპონენტი „აფეთქდა“ და დაუშვა ზედმეტი გამოხტომები თქვენს წინააღმდეგ, როგორ მოიქცევით?

ა) უპასუხებთ იმავე ტონით;
ბ) იგნორირებას გაუკეთებთ ამ ფაქტს;
გ) დემონსტრაციულად იგრძნობთ თავს შეურაცხყოფილად;
დ) შესთავაზებთ გადაიტანოთ საუბარი სხვა დროს.

13. თუ თქვენი სამუშაო „დაიბრაკა“, ეს გამოიწვევს თქვენში:

ა) წყენას;
ბ) სირცხვილს;
გ) გაბრაზებას.

14. თუ თქვენ გაეხვიეთ ხათაბალაში, ვის დაადანაშაულებთ პირველ რიგში

ა) საკუთარ თავს;
ბ) „ფატალური გაუმართლებლობა“;
გ) სხვა „ობიექტური მდგომარეობა“.

15. ხომ არ გეჩვენებათ, რომ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები - არიან ეს ხელმძღვანელები, კოლეგები ან დაქვემდებარებულები - არ აფასებენ თქვენს ცოდნასა და უნარს?

ა) დიახ;
ბ) არა.

16. თუ თქვენი მეგობრები ან კოლეგები იწყებენ თქვენზე ხუმრობას, მაშინ

ა) ბრაზდებით მათზე;
ბ) ცდილობთ უკან დაიხიოთ;
გ) არ ბრაზდებით, იწყებთ მათ გათამაშებას;
დ) პასუხობთ სიცილით და როგორც ამბობენ „ноль внимания“;
ე) იღებთ გულგრილ სახეს და იღიმებით კიდეც, მაგრამ გულში ბრაზდებით.

17. თუ თქვენ ჩქარობთ და შემთხვევით ჩვეულებრივ ადგილას ვერ აღმოაჩენთ თქვენს ჩანთას (ქოლგას...), მაშინ თქვენ

ა) ჩუმად გააგრძელებთ ძებნას;
ბ) მოძებნით, თანაც დაადანაშაულებთ თქვენს შინაურებს უწესრიგობაში;
გ) წახვალთ თქვენთვის საჭირო ნივთის გარეშე.

18. რას გამოყავხართ ყველაზე მეტად წონასწორობიდან?

ა) დიდი რიგი მისაღებში;
ბ) ჭედვა ტრანსპორტში;
გ) აუცილებლობა მიხვიდეთ განსაზღვრულ ადგილას რამდენჯერმე, ერთი და იგივე; საკითხთან დაკავშირებით.

19. დაამთავრებთ რა კამათს, აგრძელებთ თუ არა მის წარმართვას აზრობრივად, თქვენი თვალსაზრისის დასაცავად ახალ-ახალი არგუმენტების მოყვანით?

ა) დიახ;
ბ) არა.

20. თუ სასწრაფო სამუშაოების შესასრულებლად თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, ამოირჩიოთ თქვენთვის დამხმარე, შესაძლებელი ვარიანტებიდან რომელს აირჩევთ?

ა) გულმოდგინე ადამიანი, მაგრამ უინიციატივო;
ბ) მცოდნე ადამიანი, მაგრამ ჯიუტი და მოკამათე;
გ) ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ ზარმაცი.

შედეგები:

1. ა - 0, ბ - 1, გ - 2, დ - 3;

2. დიახ - 0, არა - 1;

3. ა - 1, ბ - 1, გ - 0;

4. დიახ - 2, არა - 0;

5. დიახ - 0, არა - 2;

6. დიახ - 2, არა - 0;

7. ა - 2, ბ - 0;

8. დიახ - 0, არა - 2;

9. ა - 0, ბ - 1, გ - 3, დ - 2, ე - 2, ვ - 0;

10. ა - 2, ბ - 0, გ - 0, დ - 0;

11. ა - 0, ბ - 1, გ - 2, დ - 0;

12. ა - 0, ბ - 2, გ - 1, დ - 3;

13. ა - 2, ბ - 1, გ - 0;

14. ა - 2, ბ - 0, გ - 0;

15. დიახ - 0, არა - 2;

16. ა - 0, ბ - 1, გ - 2, დ - 0, ე - 0;

17. ა - 2, ბ - 0, გ - 1;

18. ა - 1, ბ - 0, გ - 2;

19. დიახ - 0, არა - 2;

20. ა - 0, ბ - 1, გ - 2.

0x01 graphic

თუ თქვენ დააგროვეთ:

15 ქულაზე ნაკლები - თქვენ სუსტი ხასიათის, გაუწონასწორებელი და უზრუნველი ადამიანი ხართ. გადაგხდებათ რა უსიამოვნო შემთხვევა, მზად ხართ დაადანაშაულოთ ნებისმიერი, საკუთარი თავის გარდა. როგორც მეგობრობაში, ასევე სამუშაოზე თქვენზე დაყრდნობა ძნელია.

15 - 25 ქულა - თქვენ საკმაოდ მტკიცე ხასიათი გაქვთ. ცხოვრებას რეალურად უყურებთ, მაგრამ თქვენი ყველა ქცევა არა არის ტოლფასი. თქვენს ცხოვრებაშიც არის ჩავარდნები და შეცდომები. ხართ კეთილსინდისიერი და სრულიად მომთმენი კოლექტივში და მაინც თქვენ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ თავიდან მოიშოროთ ზოგიერთი ნაკლოვანება (ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ ეს ნამდვილად გამოგივათ).

26 - 38 ქულა - თქვენ მიეკუთვნებით იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც მტკიცე ხასიათი აქვთ და ფლობენ პასუხისმგებლობის საკმაო გრძნობას. აფასებთ თქვენს შეხედულებებს, მაგრამ სხვების აზრსაც ითვალისწინებთ. აკეთებთ სწორ ორიენტაციას წარმოქმნილ სიტუაციებში და უმრავლეს შემთხვევაში იღებთ სწორ გადაწყვეტილებას. ეს მეტყველებს თქვენი ძლიერი ხასიათის არსებობაზე. თავი აარიდეთ მხოლოდ თავის თავის შეყვარებას და ყოველთვის გახსოვდეს: ძლიერი - ეს არ ნიშნავს იყო სასტიკი.

38 - ზევით ქულა - ბოდიში, მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვიძლია გითხრათ. რატომ? იმიტომ, რომ უბრალოდ დაუჯერებელია, რომ არსებობენ ადამიანები ასეთი იდეალური ხასიათით. ან ქულების ასეთი რაოდენობა არის - შედეგი თქვენი ქცევების არაობიექტური შეფასებისა.

28 ეკონომიკური ინდიკატორები

▲ზევით დაბრუნება


ცხრილები

სამომხმარებლო ფასების ინდექსები

იანვარი 2008 .

თებერვალი 2008 .

მარტი 2008 .

აპრილი 2008 .

სულ

102,5

100,9

100,1

100,3

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები

104,9

101,3

98,9

100,0

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო

99,8

100,1

99,1

100,0

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

100,5

99,4

97,5

99,9

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვ.

100,1

100,1

102,2

101,2

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება

101,2

100,5

99,3

100,2

ჯანმრთელობის დაცვა

102,7

102,9

102,3

101,3

ტრანსპორტი

100,3

100,5

103,4

99,9

კავშირგაბმულობა

100,0

100,0

100,2

102,8

დასვენება, გართობა და კულტურა

100,5

100,6

100,5

99,2

განათლება

99,8

99,6

98,9

99,0

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები

100,2

101,0

99,7

99,7

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება

100,6

100,6

100,5

100,3

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსები

იანვარი 2008 წ.

თებერვალი 2008 წ.

მარტი 2008 წ.

სულ

99,9

102,5

100,8

სამთომოპოვებითი მრეწველობა

97,3

110,3

109,1

სათბობ-ენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება

100,1

100,0

127,6

სამთომოპოვებითი მრეწველობა

95,9

115,9

100,2

დამამუშავებელი მრეწველობა

100,1

102,6

100,1

საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება

98,1

102,7

100,3

ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება

100,3

99,4

98,6

ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება

100,0

100,0

100,0

ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება

100,4

99,8

101,6

ცელულოზა-ქღალდის მრეწველობა; საგამომცემლო საქმიანობა

100,4

100,6

99,4

კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოება

100,0

100,0

100,0

ქიმიური წარმოება

110,4

100,3

99,4

რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება

101,8

99,9

99,9

დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოება

105,7

99,4

100,7

მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება

101,4

104,8

99,7

მანქანებისა და მოწყობილობების წარმოება

100,0

100,0

100,0

ელექტრომოწყობილობების წარმოება

100,0

100,3

100,0

სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობების წარმოება

100,0

100,0

100,8

მრეწველობის სხვა დარგები

100,2

100,4

99,1

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება

100,0

100,0

100,0

ლარის კურსის დინამიკა მარტის მიხედვით

08.05.2008 1 EUR = 2.2569 GEL
07.05.2008 1 EUR = 2.2604 GEL
06.05.2008 1 EUR = 2.2663 GEL
05.05.2008 1 EUR = 2.2706 GEL
03.05.2008 1 EUR = 2.2706 GEL
02.05.2008 1 EUR = 2.2792 GEL
01.05.2008 1 EUR = 2.2812 GEL
30.04.2008 1 EUR = 2.2755 GEL
29.04.2008 1 EUR = 2.3033 GEL
24.04.2008 1 EUR = 2.3272 GEL
23.04.2008 1 EUR = 2.3119 GEL
22.04.2008 1 EUR = 2.3053 GEL
21.04.2008 1 EUR = 2.3151 GEL
18.04.2008 1 EUR = 2.3147 GEL
17.04.2008 1 EUR = 2.2973 GEL
16.04.2008 1 EUR = 2.2985 GEL
15.04.2008 1 EUR = 2.2903 GEL
14.04.2008 1 EUR = 2.2948 GEL

აშშ დოლარის კურსის დინამიკა ლართან მიმართებაში (საშუალოდ კურსი1.457

0x01 graphic

08.05.2008 1 USD = 1.4570 GEL
07.05.2008 1 USD = 1.4600 GEL
06.05.2008 1 USD = 1.4630 GEL
05.05.2008 1 USD = 1.4680 GEL
03.05.2008 1 USD = 1.4680 GEL
02.05.2008 1 USD = 1.4680 GEL
01.05.2008 1 USD = 1.4660 GEL
30.04.2008 1 USD = 1.4620 GEL
29.04.2008 1 USD = 1.4600 GEL
24.04.2008 1 USD = 1.4675 GEL
23.04.2008 1 USD = 1.4545 GEL
22.04.2008 1 USD = 1.4535 GEL
21.04.2008 1 USD = 1.4515 GEL
18.04.2008 1 USD = 1.4505 GEL
17.04.2008 1 USD = 1.4505 GEL
16.04.2008 1 USD = 1.4505 GEL
15.04.2008 1 USD = 1.4505 GEL
14.04.2008 1 USD = 1.4505 GEL

ევროს კურსის დინამიკა ლართან მიმართებაში (საშუალოდ კურსი 2.2891)

0x01 graphic

ფუნტი სტერლინგის კურსის დინამიკა ლართან მიმართებაში (საშუალოდ კურსი 2.8785)

08.05.2008 1 GBP = 2.8516 GEL
07.05.2008 1 GBP = 2.8704 GEL
06.05.2008 1 GBP = 2.8910 GEL
5.05.2008 1 GBP = 2.9119 GEL
03.05.2008 1 GBP = 2.9119 GEL
02.05.2008 1 GBP = 2.9165 GEL
01.05.2008 1 GBP = 2.8829 GEL
30.04.2008 1 GBP = 2.8968 GEL
29.04.2008 1 GBP = 2.8842 GEL
24.04.2008 1 GBP = 2.9054 GEL
23.04.2008 1 GBP = 2.8760 GEL
22.04.2008 1 GBP = 2.8901 GEL
21.04.2008 1 GBP = 2.8976 GEL
18.04.2008 1 GBP = 2.8618 GEL
17.04.2008 1 GBP = 2.8588 GEL
16.04.2008 1 GBP = 2.8591 GEL
15.04.2008 1 GBP = 2.8608 GEL
14.04.2008 1 GBP = 2.8644 GEL

0x01 graphic