The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ლადო ასათიანი („ლიტერატურული პორტრეტები“)


ლადო ასათიანი („ლიტერატურული პორტრეტები“)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან
საავტორო უფლებები: © შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


დღეს ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთი რომელიმე პოეტით გატაცება მთელი თაობისათვის ცხოვრების ისეთივე უცილობელ ნიშნად გადაიქცეს, როგორც ვთქვათ - ბავშვობაში ჩუტყვავილის გადატანა. მაგრამ ომისშემდგომი თაობისათვის ეს მართლაც ასე იყო, და პოეტი, რომლის სიყვარულიც ლამის სავალდებულოდ ითვლებოდა - ლადო ასათიანი გახლდათ.

არის რაღაც სულისშემძვრელი ლადო ასათიანის ლექსებისა და ბიოგრაფიის ერთიანობაში: ამ ჩაფერფლილ ცხოვრებაში, ამ გაელვებულ სიყვარულში, ამ ლიტერატურულ ოპტიმიზმში, რომელსაც ესოდენ უცნაურად უთავსდებოდა მოახლოვებული აღსასრულის წინათგრძნობა, ამ პოეტურ გულახდილობაში, რომლის მიღმაც ერთი დიდი სატკივარი იმალებოდა...

ხდება ხოლმე - გრძნობ ადამიანში რაღაც გამოუთქმელ ტკივილს, რაღაც საიდუმლო დრამას, რომელიც, შესაძლოა, დაკავშირებულია კიდეც მის თვალშისაცემ უიღბლობასთან, მაგრამ, რომც არ იყრს, მაინც ყოველთვის მოგეჩვენება, რომ მისი ცხოვრების ფატალური ძაფი სწორედ შენთვის უცნობი საიდუმლოთი ინასკვება.

რაღაც ამდაგვარი გრძნობა იბადებოდა ლადო ასათიანი ლექსების პირველი კითხვისას. მხოლოდ შემდგომ აეხადა ფარდა მის საიდუმლოს და სააშკარაო გახდა მისი ფარული ტკივილი: აბა, წარმოიდგინეთ, რა უნდა ხდებოდეს იმ რომანტიული ლეჩხუმელი ბიჭის სულში, რომლისთვისაც უეცრად სიტყვა „დედას“ ტაბუ ედება და რომელსაც 1938 წელს ქუთაისის პედინსტიტუტიდან რიცხავენ, როგორც „ხალხის მტრის“ შვილს.

შემდგომში ლადო ინსტიტუტში კი აღადგინეს, მაგრამ ეს დაღი - „მტრის შვილისა“, ეტყობა სიცოცხლის ბოლომდე თრგუნავდა.

იყო რაღაც მისტიკური თანხვედრა იმაშიც, რომ ლადო და დედამისი - ლიდა ცქიტიშვილი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს გარდაიცვალნენ: სიცხით გათანგული ლადო - თბილისში, 1943 წლის ზაფხულში და სწორედ ამ დროიდან შეწყდა წერილები შორეულ უზბეკეთში გადასახლებული დედამისიდან.

კიდევ ერთი დამთრგუნავი სიმბოლიკა ლადო ასათიანი ბიოგრაფიაში: ქუთაისშიცა და თბილიშიც ძერჟინსკის ქუჩაზე ცხოვრობდა. განგებას თითქოს განზრახ უნდოდა გამოეფხიზლებინა ეს გამოსუწორებელი მეოცნებე...

რა შეუძლია დაუპირისპიროს ულმობელ სინამდვილეს ჭაბუკმა, რომელსაც ხალასი პოეტური ნიჭი აქვს მომადლებული, მაგრამ არანაირი ცხოვრებისეული ნიჭი არ ნააჩნდა, რომელიც ხედავს ღმერთისაგან მისთვის მიზის ქვეშ მიჩენილ ადგილს, მაგრამ იქ მისასვლელად აუცილებელი ბრძოლისუნარიანობა არ ჰყოფნის... ლექსი. მხოლოდ ლექსს შეუძლია გაუქარწყლოს ეს უკმარისობის გრძნობა, ბრძოლის ჟინი და გამარჯვებით თრობა განაცდევინოს. ასეთ წამს ლადო ასათიანში ის გენეტიკური მეხსიერება იღვიძებს, რომელიც მას თვალწინ კრწანისის, მარაბდის, ასპინძის, ბასიანის სურათებს წარმოუსახავს, სულიერ სიმხნევეს შთაბერავს და შინაგან უფლებას მისცემს მამულისათვის თავდადებულ წინაპრებს ელაპარაკოს, როგორც თანამედროვეთ და თანატოლებს:

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგეხსნია
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?

ახლა, როდესაც ლადო ასათიანისათვის განსაკუთრებით ნიშანდობლივი სტრიქონები გავიხსენეთ, ჩავუკვირდეთ არაგველების სათლავებთან მუხლმოდრეკილ ჭაბუკს და შევეცადოთ მისი პორტრეტი მაქსიმალურად მიახლოვებული იყოს რეალურ ლადო ასათიანთან. დარწმუნებული ვარ, ამით ოდნავადაც არ მოაკლდება ხიბლი იმ ლამაზ ლეგენდას, რომელიც ყოველთვის თანსდევს ადრე წასულ, თანამედროვეთაგან დაუფასებელ, ნიჭითა და უბედობით გამორჩეულ პოეტებს.

ლადო ასათიანის ხასიათის, ჩვევების, ყოველდღიური ყოჭის ჩანახატები, მეხსიერებაში სათუთად შემონახული და შემდგომ უკვე მოგონებების წიგნში თავმოყრილი, ლადოს სიყრმის მეგობარს, მწერალ ნიკა აგიაშვილს ეკუთვნოდა. მანვე შემოგვინახა მეგობარი პოეტების ამ წრის - მირზა გელოვანის, ალექსანდრე საჯაიას, გიორგი ნათეტვერაძის პორტრეტები.

აი, ერთი ყოფითი, მაგრამ ბევრისმთქმელი ჩანახატი: იმ დროს ლადო ქუთაისის სადგურთან ცხოვრობდა - ძერჟინსკის ქუჩაზე, 35-ე ნომერში, ერთ პატარა ღარიბულ „კოლოფში“. კუთხეში მიდგმული საწოლი, მაგიდაზე დაწყობილი წიგნები და ჟურნალ-გაზეთები, უბრალო მოწაფური საწერ-კალამი და ძაბრიანი სამელნე, კედელზე გაკრული ვაჟასა და ბაირონის ფოტოსურათები, იქვე - ცალფა ლურსმანზე - წითელაშიებიანი ტილოს პირსახოცი, ლურხი კეპი და ჟღალი კურტაკი, - ეს იყო მთელი მისი ავლადიდება.

და, როგორც ბნუებრივი გაგრძელება ამ ციტატისა, უკვე თვით ლადოს პორტრეტი იგივე წიგნიდან - „ჭაბუკები დარჩნენ მარად“: „ერთ ზამთარში სულ ედგარ პოს, შელისა და ვერლენის წიგნებს კითხულობდა. ხიბეებში ხელჩაწყობილი, იღლიაში ამოდებული წიგნით, ყელზე კაშნეშემოხვეული და თავშიშველი, დადიოდა ქუჩებში და ნელი ხმით, მარცვალ-მარცვალ, ღიღინებდა საყვარელ ავტორთა ლექსებს. ამისთვის იგონებდა სხვადასხვაგვარ საკუთარ მოტივს, ერთ ხანს სულ აკაკის ლექსებს იმეორებდა, სხვა დროს - ბარათაშვილის 3შევიშრობ ცრემლსა“ და „დამქროლა ქარმან სასტიკმან“. რამდენიმე კვირას რუსულად, თითქმის სრულიად უმოტივოდ, დუდუნებდა ბლოკის სტრიქონებს: „Ночь, улица, фонар, аптека…”

ჩვენ დღეს მრავალი რამის არქონას ვუჩივით და სამართლიანადაც. მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ჩვენი დღევანდელი ძნელბედობა სწორედ იმიტომაა პრინციპულად განსხვავებული ლადო ასათიანის დროინდელი გაჭირვებისაგან და უფრო ძნელი გადასატანიც, რომ სიღარიბემ ჩვენს სულებში გადმოინაცვლა. ცხოვრების მორიგ დარტყმას არაერთი ჩვენთაგანი დღეს უფრო სულმოკლედ ხვდება, ვიდრე წიგნების ამარა დარჩენილი ის ჭლექიანი ჭაბუკი9 ესოდენი მონდომებით რომ აფერადებდა დარჩენილ დღეებს:

რუსთაველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ ასე მხიარული,
ქართველი პოეტი მერქვას.

ეს სტრიქონები 1941 წელსაა დაწერილი. უკვე მესამე წელი იყო, რაც ლადო თბილისში გადმოსახლდა და დაოხაჯდა კიდეც. ძერჟინსკის ქუჩის დასაწყისში, ერთ პატარა, უფანჯრებო ოთახის კედლებმა შეიფარეს ახალი ოხაჯი - ლადო, მისი მომხიბლავი მეუღლე - ანიკო ვაჩნაძე ჟა მათი პატარა ქალიშვილი - მანანა.

ძალზე ცოტა ხანს გაგრძელდა ეს ოხაჯური იდილია. მით უმეტეს, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ლადოს თვეობით უწევდა აბასთუმანში ყოფნა სამკურნალოდ. და მაინც, ამ ხანმოკლე სიყვარულმა ლადოს ცხოვრებას რაღაც სრულიად განსხვავებული ელფერი მისცა, სისათუთე და სირბილე შემატა მის ხმას:

რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეგ ალუბლები
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.

ჩვენი ყურთასმენა უკვე ისე მიეჩვია ამ სტრიქონებს, ესტრადიდან თუ ტელეეკრანიდან არაერთხელ გამეორებულს, რომ, ვშიშობ, რაღაც ძალდატანება გვჭირდება მათი პირვანდელი ხიბლის აღსაქმელად.

ესტრადის ხსენებაზე ლადოს ლექსები გამახსენდა ფიროსმანზე - საყვარელი საკითხავი ჩვენი მსახიობებისა... ისე მგონია, რომ თავის აწეწილ ცხოვრებას ლადო როგორც უსადაგებდა ფიროსმანის ბედს და „საწყალი ნიკალას“ მოტივი მის პოეზიაში არ იყო მხოლოდღა ხადოქრული ნიჭით აღტაცების გამოძახილი.

კიდევ ერთი გამორჩეული მოტივი ლადო ასათიანის პოეზიისა ლეჩხუმი იყო: ცაგერი, ნამაკაშურის წისქვილები, ის ცისფერი სარწყული, რომელიც ლადოსათვის მის სოფელში - ბარდნალაში გატარებული ბავშვობის უღრუბლო დღეების სიმბოლოდ იქცა და რომელზეც წერდა ისე, როგორც ცოცხალ არსებაზე:

მან გამინათა ბილიკი ლაჟვარდებისკენ სავალი
აბა, როგორ არ მიყვარდეს ჩემი თავგადასვალი?
მისმა უზომო სილურჯემ გამიღო ზეცის კარები
და ქვეყანაზე სიცოცხლე მომიზღო ლექსის ბწკარებით.
და ახლა, როცა უმწეო ვდგევარ უფსკრულის ნაპირთან,
როცა ცხოვრებამ გამთელა და სიმჭლის სენმა დამფლითა,
როცა ცხელების ალმურში გაგიჟებამდე მაბოდებს,
რასაც ტივებზე მღეროდნენ, რასაცც წისქვილში ამბობდნენ, -
კვლავ შენ გნატრულობ, რომ მკერდზე სიცოცხლის წყალი მასხურო,
ბავშვობასავით ცისფერო, მამაპაპურო სარწყულო.

ეს ლექსიც 1941 წლითაა დათარიღებული. აქვე შევნიშნავ, რომ იმ ლექსების უმეტესობა, რომლებითაც კი დარჩა ლადო ასათიანი, სწორედ 1930-1942 წლებშია შექმნილი - სულ რაღაც ოთხი წლის მანძილზე, არ ვიცი, გაუცნობიერებელი იყო ეს ამოფრქვევა, თუ ზურგსუკან ნაგრძნობი სიკვდილის აჭრდილი რაიმეს სამომავლოდ გადადების უფლებას უსპოდბა, მაგრამ ცხადია, რომ ლადო ასათიანის შემოქმედებით პორტრეტში ყოველთვის ვგრძნობთ ამ ფატალურ ნაძერწს.

ლადოს ბოლო წლებზე ნიკა აგიაშვილი წერდა: „უკანასკნელად ავსიტყვა გახდა და ზოგიერთისათვის თითქოს აუტანელიც. ბევრს ერთობ გულდახურული, აბეზარი და ხიუტი ეგონა, მაგრამ ლადო ისევ გულკეთილი დარჩა და ახლო მეგობრებმა იცოდნენ მისი გულისტკივილი, გრძნობდნენ, რომ მისი დღეები დათვლილი იყო და ბევრ რამეს აპატიებდნენ ნიჭიერ მეგობარს“.

ამ ბევრ რამეში პირველ ყოვლისა ლადოს ენამწარე ეპიგრამები იგულისხმება: იმდროინდელი ქართული ლიტერატურული საზოგადოების მთელი პანორამა, საკმაოდ სარკასტული თვალით დანახული. ჩვენში იუმორს ასე თუ ისე იტანენ, მაგრამ ირონიას არავის პატიებენ. ეგების ამითაც აიხსნება ლადოსთან უბრად მყოფთა მომრავლებული რიცხვი.

ლადო ასათიანი 1918 წლის 14 იანვარს დაიბადა და 1948 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა. ეს ორი თარიღი ძალზედ ახლოა ერთმანეთთან - იგი დაუხერებლად ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან, სულ 26 წლისაა... მთელი მისი მემკვიდრეობა, როგორც ვნახეთ, წიგნები და ლექსების ერთი რვეული იყო... ამ რვეულმა ჩემს თაობას სიყმაწვილეში ასათიანების ცისფერი სარწყულის მაგივრობა გაუწია - ლაჟვარდოვანი სივრცე გადაგვიხსნა. შემდგომში, კარგა ხნის განმავლობაში, ლადოს ლექსების წიგნი არ გადაგვიშლია - ხერ სხვა პოეტები, მერე კი სხვა პრობლემები დაეუფლნენ ჩვენს წარმოსახვას.

ახლა, როდესაც ნოსტალგია მოგვეძალება და კვლავ ვუბრუნდებით ლადო ასათიანის წიგნს, რაღაც შიშნარევით გრძნობით ვკითხულობთ, რადგან ბოლომდე დარწმუნებულნი არა ვართ - წარიხოცა ის ჩვენი სიჭაბუკისდროინდელი რომანტიზმი, თუ დარჩა კიდევ მისგან რამე ნიშანი... თუკი დარჩა, ისევ ლადო ასათიანს უნდა ვუმადლოდეთ. მას და მასავით უქრობი შინაგანი ცეცხლით ანთებულ მარადიულ ჭაბუკებს.

ზაზა აბზიანიძე

([ლიტერატურული პორტრეტები] / ზაზა აბზიანიძე // კრიტერიუმი. - თბილისი, 2000. - N1. - გვ.64-74 [MFN: 316598] UDC: 821.353.1(092))