![]() |
სამხედრო მოსამსახურის სამხედრო წოდებაზე წარდგენა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
საავტორო უფლებები: © ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობისათვის დაწესებული ყოველი სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლისას დადგენილია გარკვეული ვადა.
სამხედრო სამსახურის ვადის გარდა, წოდების მისანიჭებლად აუცილებელია სამხედრო მოსამსახურეს ეკავოს ისეთი თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სამხედრო წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სამხედრო წოდება.
უმაღლეს ოფიცრებს სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი;
უმცროსი და უფროსი ოფიცრის წოდებას - შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელი.
ოფიცერს სამხედრო წოდება ენიჭება თანმიმდევრობით, დაუშვებელია სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა და კადრის ოფიცრებისათვის მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად, გარდა შესაბამისი თანამდებობისა, დადგენილია სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგი ვადები:
კაპრალიდან (საზღვაო კაპრალიდან) უმცროს სერჟანტამდე (უმცროს მიჩმანამდე) - 6 თვე;
უმცროს სერჟანტიდან (უმცროს მიჩმანიდან) სერჟანატამდე (მიჩმანამდე) - 6 თვე;
სერჟანატიდან (მიჩმანიდან) უფროს სერჟანტამდე (უფროს მიჩმანამდე) - 1 წელი;
უფროსი სერჟანტიდან (უფროსი მიჩმანიდან) მასტერ სერჟანტამდე (მასტერ მიჩმანამდე) - 2 წელი;
მასტერ სერჟანტიდან (მასტერ მიჩმანიდან) ბატალიონის სერჟანტამდე (ხომალდის მიჩმანამდე) - 2 წელი;
ბატალიონის სერჟანტიდან (ხომალდის მიჩმანიდან) ბრიგადის სერჟანტამდე (შტაბის მიჩმანამდე) - 2 წელი;
ბრიგადის სერჟანტიდან (შტაბის მიჩმანიდან) მთავარ სერჟანტამდე (მთავარ მიჩმანამდე) - 2 წელი;
მთავარი სერჟანტიდან (მთავარი მიჩმანიდან) სარჟანტ-ლეიტენანტამდე (მიჩმან-ლეიტენანტამდე) - 3 წელი.
უმცროსი ლეიტენანტიდან ლეიტენანტამდე - 1 წელი;
ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე - 2 წელი;
უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე (კაპიტან-ლეიტენანტამდე) - 3 წელი;
კაპიტნიდან (კაპიტან-ლეიტენანტიდან) მაიორამდე (მე-3 რანგის კაპიტნამდე) - 3 წელი;
მაიორიდან (მე-3 რანგის კაპიტნიდან) ვიცე-პოლკოვნიკამდე (მე-2 რანგის კაპიტნამდე) - 4 წელი;
ვიცე-პოლკოვნიკიდან (მე-2 რანგის კაპიტნიდან) პოლკოვნიკამდე (პირველი რანგის კაპიტნამდე) - 5 წელი.
უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო სამსახურის ვადა არ არის დაწესებული.
ბრიგადის გენერლის (კონტრ-ადმირალის) დროებითი სამხედრო წოდება ენიჭებათ უმაღლესი ოფიცრების საშტატო თანამდებობებზე დანიშნულ უფროს ოფიცრებს. თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მათ უნარჩუნდებათ ძველი სამხედრო წოდება. ბრიგადის გენერლის (კონტრ-ადმირალის) დროებით სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
დასაშვებია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბრიგადის გენერლის (კონტრ-ადმირალის) მუდმივი წოდების დამტკიცება, თუ ოფიცერმა პოლკოვნიკის (პირველი რანგის კაპიტანის) წოდებით იმსახურა არანაკლებ 5 წელი და ბრიგადის გენერლის თანამდებობაზე - არანაკლებ 3 წელი, ან ინიშნება უფრო მაღალ თანამდებობაზე.
სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო გემების ოფიცერსა და სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავ ოფიცერს მორიგი სამხედრო წოდება მიენიჭებათ დადგენილ ვადაზე 6 თვით ადრე.
ომის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს ოფიცერს შემდგომი სამხედრო წოდება მიენიჭება დადგენილ ვადაზე არანაკლებ 6 თვით ადრე - დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
ოფიცერს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდება ვადაზე ადრე შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ერთხელ, განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
სამხედრო წოდებას ვადამდე ანიჭებს:
ვიცე-პოლკოვნიკის (მეორე რანგის კაპიტნის) ჩათვლით - შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელი;
პოლკოვნიკს (პირველი რანგის კაპიტანს) - საქართველოს პრეზიდენტი.
არმიის გენერლისა და ადმირალის სამხედრო წოდებათა მინიჭება დაიშვება მხოლოდ ომის დროს განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
ოფიცერი, რომელსაც თანამდებობრივი მდგომარეობისა და სამსახურის ვადის გამო ეკუთვნის მომდევნო სამხედრო წოდება, პატაკით (განცხადებით) მიმართავს თავის უშუალო უფროსს, რათა მან სამხედრო სუბორდინაციის დაცვით შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელთან შუამდგომლობა გაუწიოს მომდევნო სამხედრო წოდების მისანიჭებლად.
მეთაური შესაბამისი სამხედრო უწყების საკადრო განყოფილებაში ოფიცრის სახელზე შეიტანს წარდგინებას, რომელშიც მოცემული უნდა იყოს ოფიცრის სამსახურებრივი დახასიათება, ბრძანების ნომერი და თარიღი, რომლითაც მას მიენიჭა წინა სამხედრო წოდება.
წოდების მინიჭების შესახებ გამოიცემა შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება. აღნიშნული ბრძანება უნდა გამოიცეს პატაკის შეტანიდან 15 დღის ვადაში. ბრძანებას, თუ იგი წოდების მისანიჭებლად დადენილ ვადაზე გვიან გამოიცა, უკუძალა უნდა მიენიჭოს, რათა დაცულ იქნეს წოდებებს შორის დადგენილი კალენდარული წლები.