![]() |
ბიზნესი და კანონმდებლობა №1 (2009 იანვარი) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: პაპასქუა იური, ფუტკარაძე სულიკო, მესხია იაკობ, აქუბარდია თამაზ, ბიწაძე კობა, აბულაძე კონსტანტინე, გორელიშვილი ილნარ, კვარაცხელია დემნა, მაისურაძე მარინა, ქოქიაური ლამარა, ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე აიდა, ღოღობერიძე თემურ, მახარობლიძე რევაზ, მესხიშვილი ანზორ, ეგიაშვილი დავით, ჯიმშელაძე ეკა, კბილაძე დავით, ჯანჯალია ბორის, სამადაშვილი უშანგი, ბარდაველიძე იზა, თეთრუაშვილი მაია, მინდიაშვილი აკაკი |
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა |
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25. ტელ/ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. ვებ გვერდი: www.inovacia.ge e-mail: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი რედაქტორები: კობა ბიწაძე, ილნარ გორელიშვილი, ეკა ჯიმშელაძე. სამეცნიერო საბჭო: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ლევან გრიგალაშვილი, ნოდარ ხადური, ავთანდილ ჩუთლაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, მიხეილ ჯიბუტი, თემურ შენგელია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, კოტე აბულაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე, გიორგი ღავთაძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი). კონსულტანტები: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი, ჯემალ დუმბაძე. მარკეტინგის სამსახური: მაკა არახამია (ხელმძღვანელი), მზია ნაჭყებია, ეკა სამხარაძე. |
![]() |
1 უნდა დავუჯეროთ პატრიარქს! |
▲ზევით დაბრუნება |
დეკემბრის მიწურულიდან, როცა თქვენთან ახალი შეხვედრისთვის დავიწყე სამზადისი, ერთი საწუხარი მიტრიალებდა ძვალრბილში: რა უნდა გვეთქვა სანუგეშო. მით უმეტეს, გასული წელი მეტად მძიმე იყო, ახალი წელი კი პრობლემებით დაიწყო: მთავრობის მეთაური სამკურნალო გახდა, პარლამენტის თავმჯდომარეს კლინიკიდან კლინიკაში მოუწია გადასვლა, ევროპას შესცივდა...
იური პაპასქუა
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ მთავარი რედაქტორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
გასული წლის ბოლო მეთორმეტე ზარის ჩამოკვრას ადევნებული იმედიანი განწყობა პირველივე ორშაბათსვე დასრულდა... შარშანდელისგან განსხვავებით, ამ დღეს, ალბათ, ბევრი ქუჩაში უხვად გადააწყდა დეპრესიულ გამოხედვას. უმეტესი მათგანი (მათ შორის, ვისაც საახალწლო ნობათით გული მოულბეს და ვინამაც ბოლო ლარიანი შემოიტოვა შემდეგ ჩალუკმებამდე), საკუთარი არჩევანით შექმნილი ვირტუალური სამყაროდან რეალურში განსაკუთრებული მიპატიჟების გარეშეც ჩამოსახლდა.
დღეს უკვე ყველას აეხილა თვალი და კარგად ხედავს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა „ციხის ქონგურებს“ გვილეწავს, არ გვაქვს საკუთარი ეკონომიკა, რაც კი განძი გაგვაჩნდა, იაფად გავასხვისეთ და თუ ხელი არ გავანძრიეთ, კარსმომდგარი განსაცდელი კბოდეზე გადაგვჩეხავს. „სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია“, „დროზე დაძინება“, „ფიზიკური ვარჯიში“, თუ გნებავთ, საერთო გამაჯანსაღებელი ყველა პროცედურის დაფაზე უშეცდომო ჩამოწერა გაქცეულ ინვესტორს ვერ მოაბრუნებს, ორშაბათ დილას საშოვარზე გასულთა გრძელ რიგს ერთჯერადაც ვერ დააპურებს.
მართლა, რა უნდა მეთქვა...
ამ გაუსაძლის ყოფაში მე ის შევნიშნე მარტო სანუგეშოდ, რომ ევროპას შესცივდა.
არა ბატონო, ის კი არ გამიხარდა, სხვა რომ ითოშება. ჩვენ ხომ მათზე ადრე გამოვცადეთ უშუქობა, უგაზობა, უფულობა... (სხვაც ბევრი ვნახეთ უ-ზე დაწყებული სერიიდან) და ვიცი რა, ეს რაცაა, სხვას საამისოდ როგორ გავიმეტებ. ის ვიგულისხმე მხოლოდ, რომ გაიგებს ევროპა „რა ცაა“ საქართველოში, დაიწყებს ალტერნატივის ძებნას და ეშველება აღმოსავლეთიდან მზის დასალიერამდე ქვეყანასმეთქი. მაგრამ ჩემი ფიქრი უფრო შორს არ წასულა.
ნამდვილი იმედი მაშინ ჩამესახა, როცა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე მოვისმინე. მაშინ მივხვდი, რომ განწირულები არ ვართ და არის „გზა ხსნისა“. ამ სიბრძნით სავსე უპირველესმა ღვთის მსახურმა, არნახული სიმამაცით, თავად იტვირთა ღმერთს დაშორებულ ერისკაცთა მიერ ხელყოფილ საერო საქმეების გამოსწორებაზე ზრუნვა და მიზნისკენ მიმავალი, მათ შორის, მატერიალური კეთილდღეობის მიღწევის, ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზა დაგვანახა. აქ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. პირდაპირ ითქვა: რა გადაგვარჩენს, რა დაგვღუპავს.
თვალს ვადევნებდი, თუ როგორ ისმენდა მრევლი საშობაო ეპისტოლეს და მენიშნა: დიდი ძალა აქვს მართალ, ერის კეთილდღეობაზე გულანთებული და გულწრფელად მზრუნველი ღვთისკაცის თავდაუზოგავ მეცადინეობას.
ვერც ვიოცნებებდი, რომ მიზეზ-შედეგის და არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის უფრო უკეთესი ანალიზი შემეთავაზებინა თქვენთვის, ვიდრე ეს ეპისტოლედან ქვემოთ წარმოდგენილ ამონარიდშია. არაერთხელ უნდა მოისმინო, წაიკითხო, გაიგო და ჩასწვდე ამ სწორუპოვარ ბრძნულ ეპისტოლეში გადმოცემული აზრის სიღრმეს. მინდა თქვენც გიწილადოთ ჩემი აღმატებული განწყობილება, იმედიანად იყოთ და დაუჯეროთ მის ნააზრევს.
აი, რა ბრძანა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა:
„დღეს დღეა სიყვარულისა, დღეა ღმერთთან და ერთმანეთთან შერიგებისა“...
„ჩვენ ისედაც მეტად რთულ დროს გვიწევს ამქვეყნად ყოფნა. მართალია, საქართველოს მძიმე პერიოდები თავისი არსებობის მანძილზე თითქმის სულ ჰქონდა, მაგრამ მაშინ ადამიანებს რწმენა უფრო მტკიცე ჰქონდათ და თან განსაცდელთა ასეთი სიმრავლეც არ იყო;
ახლა ჩვენს ხალხს მოუწია პოსტსაბჭოთა გარდამავალი პერიოდის სიმძიმის გადატანა, ცხოვრების ერთი წესიდან მეორეში გადასვლა, უმუშევრობა, შიმშილი, ომი, მორალური კრიტერიუმების შეცვლა, ძალადობის და სიცრუის მორევში მოხვედრა... აღარაფერს ვამბობ ვიწრო ოჯახურ და პირად პრობლემებზე.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ხვალინდელი დღე იძლევა უკეთესი მომავლის იმედს, რადგან მთელი მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში შედის, რომელიც შეიძლება სისტემურ კრიზისად იქცეს, ანუ არსებული სისტემა სხვამ, პრინციპულად ახალმა, სისტემამ შეცვალოს.
ხდება მსოფლიოს და ცალკეული ქვეყნების რეგიონალიზაცია, ანუ გარკვეულ ჯგუფებად დაყოფა; ხოლო, იმის მიხედვით, თუ რა პრინციპი უდევს საფუძვლად ცალკეული გაერთიანების შექმნას, შეიძლება, ესა თუ ის ქვეყანა რაღაც მიმართულებით (მაგ., გაზის ან ნავთობის მოპოვებით) ერთ გაერთიანებაში მოხვდეს, ხოლო მეორე მიმართულებით (მაგ., კოსმოსის ათვისების სფერო), - სხვა გაერთიანებაში. ამასთან, მოსალოდნელია დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებების გამწვავება გავლენის სფეროების გასაფართოვებლად.
ისტორიის თანამედროვე ეტაპი მომხმარებლური საზოგადოების ღირებულებათა ზეობის დროცაა. მისთვის მთავარია მიწიერი კეთილდღეობა და არა სულიერი სიმდიდრე. ამიტომაცაა, რომ გამართლება ეძებნება მატერიალური გამდიდრების ყველა საშუალებას.
დიახ, დღეს ბაზარზე საქონლისა და მომსახურების შეუზღუდავი წარმოება კი არა, ფული ბატონობს და თუ ეს მომხმარებლური პროცესი დროზე არ შეჩერდა, საზოგადოება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.
სისტემური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით დასავლეთმა კურსი ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სექტორის შედარებით გაძლიერებაზე აიღო, რაც თავისუფალი ბაზრიდან უფრო რეგულირებად ბაზარზე გადასვლას გულისხმობს და, ბუნებრივია, ცალკეული სახელმწიფო ეფექტური მართვის საკუთარი მექანიზმის ძიებას დაიწყებს.
ჩვენც უნდა გამოვნახოთ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზები.
როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, აუცილებელია, საშუალო და მცირე საწარმოთა დონეზე, მართვის სწორ სისტემაზე დაყრდნობით, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი დარგის სწრაფი განვითარება.
ის, რომ ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის წინსვლისთვის გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მისასალმებელია, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია.
აქ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ რამდენიმე მიმართულებას შევეხები.
საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ის მდგომარეობა, რაც ამ კულტურების მიმართ დღეს არის, დამღუპველია, როგორც სულიერი, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ჩვენი წინაპრებისთვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდებოდა და, ამიტომაც ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებულადაც უვლიდა; და ეს უნდა აღდგეს.
დღეს კი მავანნი კახელ გლეხს სოლიდურ თანხას სთავაზობენ, რომ მან შვილივით ნაზარდი ვაზი აჩეხოს და სანაცვლოდ საზამთრო ან სხვა კულტურა დარგოს; ამასთან, ყურძნის მოყვანის ინტერესს იმითაც უკლავენ, რომ მოსავლის ჩაბარებისას, მინიმალურ ფასსაც არ აძლევენ. ასე არ უნდა გაგრძელდეს. იქნება გამოსავლად იქცეს გლეხურ მეურნეობებში დამზადებული სუფთა ღვინის ექსპორტი სახელმწიფოს მიერ.
რაც შეეხება ხორბალს, მისი ადგილობრივი წარმოება კატასტროფულად არის შემცირებული და ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების მხოლოდ 9%25 აკმაყოფილებს; სამწუხაროდ, ამ 9%25-შიც არ შედის ჩვენი ტრადიციული ადგილობრივი ჯიშები.
მეტად სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ უნიკალური ქართული ხორბალი სრული გაქრობის პირასაა. არადა, ჩვენგან წაღებულ თესლს სხვა ქვეყნები თავისად წარმოაჩენენ და ამით ამაყობენ; ხოლო საქართველოში ექსპორტირებული ხორბალი და პურის ფქვილი, რომელიც მოხმარებული პროდუქციის 91%25 შეადგენს, იმდენად დაბალი ხარისხისაა, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
საქმე შემდეგშია: მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ხელოვნური მეთოდებით (გენური ინჟინერია, შხამქიმიკატები, მცენარის ზრდის სტიმულატორები და ასე შემდეგ) მიღებული საკუთარი ჭარბი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრები გააფართოვონ და სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ბუნებრივი პროდუქციის წარმოება შეაფერხონ, საქართველოც სურთ, თავისი გავლენის სფეროდ და მათი სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად გადააქციონ; მით უმეტეს, რომ აქ, ხალხის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო, იაფფასიანი, უხარისხო ნაწარმის გასაღება პრობლემას არ წარმოადგენს.
ამ ტენდენციას ჩვენ ჩვენი პოზიცია და ინტერესები უნდა დავუპირისპიროთ. სოფლის მეურნეობის აღორძინების მიზნით სახელმწიფოს პოლიტიკა, მართალია, მნიშვნელოვანია (ვგულისხმობ სახელმწიფო დოტაციებს, სარწყავი წყლითა და საძოვრებით უზრუნველყოფას, რაიონებში უფასო საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედებას), მაგრამ თვით მოსახლეობასაც შეუძლია ზომების მიღება, - მან უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე, თვითონ უნდა დაიწყოს მიწის დამუშავება და შექმნას მცირე საწარმოები.
ყველამ იცის, რომ, ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ, დღეს უკვე სერიოზული ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება.
ვფიქრობ, ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების კარგი შესაძლებლობა გვაქვს და ამ სახით მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების პერსპექტივაც. ამიტომაც, ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები (არა მარტო ყურძნის და ხორბლის, არამედ ლობიოს, კარტოფილის, საერთოდ ბოსტნეულის, ხილისა და საქონლის), თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს. ამით ჩვენ ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობასაც დავიცავთ.
აღნიშნულის შესახებ მე ადრეც ვწერდი, მაგრამ დღეს ეს უკვე აუცილებლობად იქცა. მითუმეტეს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც აქეთკენ გვიბიძგებს, რადგან მისგან გამოწვეული დეფიციტი, პირველ რიგში, ალბათ, კვების პროდუქტებს შეეხება.
როდემდე გაგრძელდება ამდენი პრობლემები? - ბუნებრივია, ყველას გულში ეს კითხვა ტრიალებს.
- ეს ჩვენზეა დამოკიდებული“.
უთუოდ მკრეხელობა იქნება რაიმე კომენტარი დავურთო ამ ბრძნულ ნათქვამს.
ვისაც ხელგეწიფებათ, გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა, გაგვიზიარეთ მოსაზრებები, თავდაუზოგავად ვიღვაწოთ აქ წარმოდგენილ მიმართულებათა რეალიზაციისთვის.
გფარავდეთ უფალი!
![]() |
2 საყურადღებო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში |
▲ზევით დაბრუნება |
გადამხდელებისთვის უკვე ცნობილია, რომ 2008 წლის 26 დეკემბრის საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“.
სხვა არაერთ წინამორბედთა შორის, საქართველოს მთავრობის ინიცირებით ამ ჯერზე განხორციელებული ეს აქტი ყველაზე მასშტაბურია: მოქმედი საგადასახადო კოდექსის 282 მუხლიდან 119-ში 220 ცვლილება და დამატება შევიდა. შესაბამისად, ცვლილებები შევიდა ადრე მოქმედ საშემოსავლო გადასახადის, დღგს დეკლარაციების, ანგარიშ-ფაქტურების შევსებისა და წარდგენის ინსტრუქციებში, აგრეთვე, სხვა კანონქვემდებარე აქტებში.
ასეთი სახეცვლილება უმთავრესად განაპირობა არსებითი ხასიათის უზუსტობებმა, ტექნიკურმა და რედაქციულმა გაუმართაობებმა, რაც ჭარბად იყო გაბნეული საგადასახადო კოდექსსა თუ მის ქვემდებარე აქტებში და ხშირად ქმნიდა გაუგებრობებს გადასახადების ადმინისტრირებისას; გარდა ამისა, გასული წლის აგვისტოს მოვლენებმა ცხადყო, რომ საომარი და საგანგებო მდგომარეობისთვის ფაქტობრივად არ არსებობდა ნორმატიული სივრცე, რამაც უპრეცედენტო პრობლემები შექმნა; ასევე, მიჩნეულ იქნა, რომ დაბეგვრის მიზნებისთვის ეკონომიკური საქმიანობა არ უნდა იყოფოდეს სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობად; აგრეთვე იმან, რომ საქართველოს მთავრობის ახალმა გუნდმა საჭიროდ ჩათვალა უფრო საგრძნობლად (2009 წლიდან - 5 %25-ით) შეემცირებინა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, ვიდრე ეს გაწერილი იყო 2013 წლამდე.
როგორც კანონპროექტზე დართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებებისა და დამატებების მიღების მიზანი იყო:
- პროცედურების გამარტივება და ბიზნესის წარმოების ლიბერალიზაცია;
- ადმინისტრირების ეფექტურობის ამაღლება;
- ეკონომიკური საქმიანობის სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობად დაყოფის გაუქმება;
- სამართალდარღვევის ნორმათა სრულყოფა;
- ჰარმონიზაცია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის საერთაშორისო სასაქონლო ნომენკლატურასთან.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მის შემუშავებაში მონაწილეობდნენ მხოლოდ ამ სისტემის თანამშრომლები. რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ექსპერტებს, ორგანიზაცია-დაწესებულებების წარმომადგენლებს ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.
უნდა შევნიშნოთ, რომ საკანონმდებლო აქტებში ასეთი ხშირი ცვლილებები, როგორიც დღესაა პრაქტიკაში, ქმნის არასტაბილურ ბიზნეს გარემოს და არც მეტი, არც ნაკლები - ცალკეული ჯგუფების პირად ამბიციებს ემსახურება. ამასთან, ხაზს უსვამს იმას, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ნაჩქარევად, არ ხდება პრაქტიკული (პრაქტიკოსების) გამოცდილების, სპეციალისტთა შენიშვნების მოსმენა-გათვალისწინება, მიღებულ აქტებს აშკარად აკლია კომპეტენტურობა, რის გამოც ხანმოკლეა მათი მოქმედების (ან უმოქმედობის) ვადები. რბილად რომ ვთქვათ, ტარდება მოუმზადებელი ექსპერიმენტები გადამხდელებსა და სახელმწიფოებრივ მოწყობაზე.
შორს რომ არ წავიდეთ, აღნიშნულზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტიც, რომ საგადასახადო კოდექსში მხოლოდ 2008 წელს 7-ჯერ შევიდა ცვლილებები, 2007 წელს - 10 ჯერ, 2006 წელს - 14-ჯერ და ა.შ.
ხარვეზებისგან არც ბოლო ცვლილებაა დაზღვეული: აქედანვე იგრძნობა, რომ ცალკეული მუხლის შინაარსი არ ემთხვევა დეკლარირებულ მიზნებს, საჭიროებს დახვეწას, ბუნდოვანია და აზრობრივად გასამართია, კვლავაც შეიცავს ინტერპრეტაციის დაშვების შესაძლებლობას. ამდენად, დროის გამოცდას დიდხანს ვეღარ გაუძლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ექსპერიმენტები მექსიკური თუ ბრაზილიური სერიალებივით არ დასრულდება.
სავსებით გასაგებია, რომ ცხოვრება და ქვეყნის განვითარება დინამიური პროცესია. შესაბამისად, დასაშვებია კორექტივი შევიდეს ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებში. მაგრამ ის მაინც უნდა იცოდეს „შემოქმედებითმა ჯგუფებმა“, რომ არ გადადგას „ჰარი-ჰარალო“ ნაბიჯი.
აქვე მინდა ვაღიარო, რომ კანონპროექტის ავტორთა მიერ ამ ჯერზე გაწეულმა მეცადინეობამ გარკვეული დადებითი შედეგი გამოიღო. მართლაც, სიცხადე შევიდა ისეთ ცნებებში, როგორიცაა: პროცენტი, უიმედო ვალი, ძირითადი საშუალებები. უდავოდ საჭირო იყო საომარი და საგანგებო მდგომარეობისთვის განსაკუთრებული პირობების შემოღება. საგრძნობლად გამარტივდა ცალკეული პროცედურა. ცალკეულ შემთხვევაში შემცირდა საგადასახადო ტვირთი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ლიბერალიზაციასთან ერთად, პასუხისმგებლობის გამკაცრებასთანაც გვაქვს საქმე.
ცვლილებების გარკვეული ნაწილი ტექნიკური და რედაქციული ხასიათისაა ან აზუსტებს კონკრეტულ პირობას:
მაგალითად, მუხლებში, სადაც იყო აღნიშნული: „საგადასახადო ინსპექცია“, ყველგან შეიცვალა „საგადასახადო ორგანოთი“; მუხლებში, რომლებშიც გამოყენებული იყო სიტყვები: „გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი“ შეიცვალა ტერმინით „პირი“, რადგან „პირის“ ცნება ისედაც მოიცავდა საწარმოებს/ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს, აგრეთვე საგადასახადო აგენტებს; სიტყვები „საგადასახადო სამართალდარღვევათა ერთობლიობისას“ იცვლება სიტყვებით „რამდენიმე საგადასახადო სამართალდარღვის გამოვლენისას“; სადაც ეწერა „რამდენიმე პირის საკუთრებაშია“ ამჟამად გვაქვს: „რამდენიმე პირის საერთო საკუთრებაშია“.
ამიერიდან, მკაფიოდაა ხაზგასმული, რომ „დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის მიზნით საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტი ითვლება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურად და უფლებას აძლევს დღგ-ის გადამხდელს განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის საანგარიშო თვის მიხედვით“.
ვფიქრობ, გადამხდელის სასარგებლოდაც, მართლაც, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები: ამიერიდან, დღგ-ის ცალკეულ გადამხდელებს ეძლევათ შანსი ჩასათვლელი თანხის გადამეტება საანგარიშო პერიოდში დარიცხულ თანხაზე (ანუ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა) დაიბრუნონ არა 6 თვის შემდეგ, როგორც აქამდე იყო, არამედ საგადასახადო ორგანოში განაცხადის წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო სხვებს - 3 თვის შემდეგ;
უკუდაბეგვრის რეჟიმი უკვე გავრცელდება ზოგადად გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირზე, რომელშიც მოიაზრება, როგორც არარეზიდენტი ფიზიკური პირი, ასევე გადამხდელის მოწმობის არმქონე რეზიდენტი ფიზიკური პირიც;
ასევე, საყურადღებოა, რომ საგადასახადო კოდექსში გაჩნდა ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის გავრცელების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისთვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა - გამოიყენება სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა და ა.შ.
მთლიანობაში იგრძნობა, რომ საგადასახადო ორგანოს ყურადღება ძირითადად გადატანილია გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე და არა საბუღალტრო აღრიცხვის წესების დარღვევაზე, რომელიც არც უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ორგანოს კონტროლის ობიექტს.
აშკარად დადებითი ტენდენციების მიუხედავად, ძირითადი ყურადღება მინდა კვლავ ნაკლოვანებებზე გავამახვილო, რადგან ჩემის აზრით, მხოლოდ ამ გზით (ჯანსაღი ოპონირებით) შეიძლება სრულყოფისაკენ სვლა. კოდექსის ახალ რედაქციაში ერთიც უდაოდ შესამჩნევია: ჟურნალ „ბიზნესისა და კანონმდებლობის“, აგრეთვე, სხვა ანალოგიური გამოცემების ფურცლებზე ექსპერტთა, სპეციალისტთა, პრაქტიკოსთა მიერ გამოთქმულ შენიშვნებს თუ რეკომენდაციებს უკვალოდ არ ჩაუვლია, მათი ნაწილი გაზიარებულია.
უმთავრესი ნაკლი, რაზეც შეიძლება ვიკამათოთ, გახლავთ ის, რომ საგადასახადო კოდექსის ცალკეული დებულებები დამწყები და გამოცდილი გადამხდელებისთვის გაუგებარია, მათ აღსაქმელად და სამოქმედოდ საჭიროა სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტების მოძიება, კვალიფიციური კომენტარის მიღება. დაუსრულებელი ცვლილებების ფონზე, გადამხდელებს უჭირთ სიახლეებში გარკვევა, კომპენტენტური აზრის ჩამოყალიბება.
ფაქტობრივად, ჩვენი ჟურნალის ფორმატში შეუძლებელია ერთ ჯერზე ყველა ცვლილება წარმოადგინო, შეეხო მნიშვნელოვან დეტალებს და გასაგებად განმარტო.
აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა გადამხდელთა ინტერესს, საკითხის აქტუალობას, გადავწყვიტეთ ამ და შემგომ ნომრებში შემოგთავაზოთ ცნობილი, გამოცდილი ექსპერტების ვრცელი თემატური კომენტარები ყველა ცალკეულ საყურადღებო დეტალებზე.
ასევე, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება და საგადასახადო კოდექსის შემდგომი დახვეწის მიზნებისთვის შეუზღუდავად დავუთმობთ ადგილს თქვენს გამოხმაურებებს, პრაქტიკულ გამოცდილებას, სურვილებსა და შენიშვნებს.
ვითვალისწინებთ რა გადამხდელთა ფართო წრის ინტერესს, ამჟამად გთავაზობთ საგადასახადო სამართალდარღვევათა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით კოდექსში შესული ცვლილებების მუხლობრივ კომენტარს.
![]() |
3 ფინანსური სანქციები |
▲ზევით დაბრუნება |
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ფინანსური სანქციები შერბილდა და... გამკაცრდა კიდეც!
სულიკო ფუტკარაძე
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აჭარის რეგიონული ფილიალის თავმჯდომარე, ექსპერტი
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ 2008 წლის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ ჩემს სტატიაში ,,დემოკრატიზაციის ახალმა ტალღამ საგადასახადო კანონმდებლობაშიც უნდა შეაღწიოს“, მკითხველს მივაწოდე ჩემი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ქვეყნის საგადასახადო კანონები ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან დღემდე მნიშვნელოვნად დაიხვეწა და სრულყოფილი გახდა. ამასთან, მკითხველთა ყურადღებას მივაპყრობდი იმაზეც, რომ მოქმედი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები ცალკეულ საგადასახადო სამართალდარღვევებზე ზომაზე მეტად მკაცრია. საგადასახადო ადმინისტრირების პრაქტიკამაც დაადასტურა, რომ გადაჭარბებულ სიმკაცრეს ზოგჯერ არასასურველი გვერდითი მოვლენები და უკუეფექტიც ახლავს თან და საბოლოო ჯამში საგადასახადო პოტენციალზე უარყოფითად აისახება.
ბიზნესწრეებში და გადამხდელთა უმეტესობამ უკვე იცის, რომ გასული წლის მიწურულს ქვეყნის მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები შეიტანა საქართველოს საგადასახადო კოდექსში, მათ შორის, გადახალისდა XVIII თავი - „საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა.“ ცვლილებები შევიდა ამ თავში წარმოდგენილი 17 მუხლიდან 13-ში (129-138, 140 1421, 143 მუხლებში) და დაემატა ახალი 1422 მუხლი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადასახადების ადმინისტრირება და გადამხდელებზე ზემოქმედების ძირითადი მექანიზმები, აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების ინტერპრეტაციები სწორედ ამ მუხლების (ა)მოქმედებას უკავშირდება. ამდენად, სავსებით ბუნებრივია, რომ მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს. აქედან გამომდინარე, უპრიანი იქნება განვიხილოთ ამ თავის თითოეული მუხლი ცალცალკე:
სსკის 129-ე მუხლის პირველ ნაწილში შესული ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა. აღნიშნულ მუხლში (აგრეთვე, ყველგან - სხვა მუხლებშიც) სიტყვები: „გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი“ შეიცვალა ტერმინით „პირი“.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილში შესატანი ცვლილება აზუსტებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით კომერციული ბანკებისათვის საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს, ამ რეჟიმის დაწყებამდე არსებულ საგადასახადო დავალიანებებზე საურავი არ დაერიცხება.
ამ მუხლის მე-5 ნაწილში შეტანილმა ტექნიკური ხასიათის ცვლილებამ ხაზი გაუსვა, რომ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებაზე გადამხდელს საურავი ერიცხება კალენდარული დღეების მიხედვით, რაც პრაქტიკულად ასეც ხდებოდა, ახლა კი აღნიშნულს მიეცა წერილობითი აღიარება, ასე, რომ ამით გადამხდელის ტვირთი არც დამძიმებულა და არც შემსუბუქდა.
საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლს დაემატა მე6 ნაწილი:
„6. ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირს „საგადასახადო მოთხოვნა“ ჩაბარდა გადასახადის გადახდის ვადის დადგომის შემდეგ, საურავის დარიცხვა განხორციელდება „საგადასახადო მოთხოვნის“ ჩაბარების დღის შემდეგ მე-15 კალენდარული დღიდან.“
აღნიშნული ნაწილით გადამხდელის იმ გადასახადებზე, რომლის დარიცხვის ვალდებულებაც საგადასახადო ინსპექციას აკისრია (ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) ამიერიდან საურავის დარიცხვა იწარმოებს არა გადასახადის გადახდისთვის დაწესებული სავადო პერიოდიდან, არამედ გადამხდელზე ,,საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების მე-15 კალენდარული დღიდან, რაც გარკვეული შეღავათია გადამხდელისათვის და ეს ასე უნდა ყოფილიყო თავიდანვე, რამდენადაც, თუ გადამხდელისთვის ცნობილი არ იქნებოდა გადასახადის ოდენობა, ის მის გადახდასაც ვერ უზრუნველყოფდა. ამდენად, მისთვის საურავის დაკისრება გადაუხდელობისთვის გარკვეულად არასამართლიანი იყო. როგორც ვხედავთ, ეს ნაკლი სსკის 129-ე მუხლში შეტანილი მე6 ნაწილით, უკვე აღმოფხვრილია.
სსკის 130-ე მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმას, როგორც საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციის, ისე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე დადგომის წესის დარღვევისთვის. აღნიშნული მუხლის ახალი რედაქცია ასეთნაირად ჩამოყალიბდა:
მუხლი 130. საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა
პირის მიერ საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა - იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
როგორც ვხედავთ, ამჯერად 200 ლარიანი ჯარიმა გათვალისწინებულია მხოლოდ საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად საგადასახადო აღრიცხვაზე დადგომის წესის დარღვევისთვის და ესეც სწორედ ასე უნდა ყოფილიყო აქამდეც, რამდენადაც სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დარღვევა არ უნდა იყოს საგადასახადო კოდექსით რეგულირებადი ნორმა, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს (მუხლი 164).
მნიშვნელოვნად დაიხვეწა სსკის 131-ე მუხლი და იგი ახალი რედაქციით შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
მუხლი 131. საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა
პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა,-
იწვევს პირის დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ სრულ (არასრულ) თვეზე. ამასთანავე, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 60 პროცენტს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა იყოს 200 ლარზე ნაკლები.
3. თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.
უდავოა, რომ ამ მუხლის ახალი რედაქციით, საგადასახადო ინსპექციაში დეკლარაციის გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენისათვის სანქცია მნიშვნელოვნად შეიზღუდა და ახლა სანქციის თანხა საბოლოო ჯამში გადასახდელი თანხის 60%25-ს არ აღემატება (ამასთან, იგი საერთო ჯამში 200 ლარზე ნაკლები არ შეიძლება იყოს), ეს მაშინ, როცა ადრინდელი რედაქციით იგი შეზღუდული არ იყო და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ყოველ სრულ, არასრულ თვეზე დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისას გადასახდელი თანხის 5%25, მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა ეკისრებოდა, რაც საბოლოო ჯამში მეტად მძიმე ტვირთი იყო და ზოგჯერ სოლიდურ თანხებს შეადგენდა. სიახლე კი, ცხადია, გადამხდელისათვის მნიშვნელოვნად საკეთილდღეოა.
აქვე გადამხდელთა ყურადღება უნდა მივაპყროთ იმასაც, რომ თუ ყოფილი რედაქცია ამ მუხლით გათვალისწინებულ ჯარიმას მხოლოდ დეკლარაციის წარუდგენლობაზე ითვალისწინებდა და იგი გაანგარიშების (მაგალითად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის გაანგარიშება) წარუდგენლობაზე ან დაგვიანებით წარდგენის შემთხვევებზე არ გამოიყენებოდა, ამიერიდან ეს სანქცია გაანგარიშების წარუდგენლობაზეც ვრცელდება და მას გადამხდელები მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდონ.
მნიშვნელოვნად გამკაცრდა საგადასახადო კოდექსის 132-ე მუხლი, თუმცა იგი ყოფილ რედაქციასთან შედარებით დაიხვეწა და ახლა ასე იკითხება:
მუხლი 132. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება
პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის 50 პროცენ ტამდე შემცირება - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის 50 პროცენტით ან მეტი ოდენობით შემცირება - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 75 პროცენტის ოდენობით.
3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის 25 000 ლარზე მეტით შემცირება განიხილება გადასახადისაგან დიდი ოდენობით თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორც ვხედავთ, ამ მუხლის ახალი რედაქციით, ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის 50, ან კიდევ 75 პროცენტს შეადგენს. იმისდა მიხედვით თუ შემცირებული გადასახადი 50%25-მდეა, თუ 50%25-ზე მეტია.
საგადასახადო კოდექსის აღნიშნული მუხლის ყოფილი რედაქციით კი გადასახადის 15 000 დოლარამდე შემცირებისას გადამხდელი შემცირებული თანხის 25%25-ით ჯარიმდებოდა, 15000-დან 25000 ლარამდე შემცირების შემთხვევაში შემცირებული თანხის 50%25-ით და 25000 ლარზე მეტით გადახდის შემცირებისას კი შემცირებული თანხის 75 პროცენტით. ახალ რედაქციაში ჯარიმის მინიმალური ზღვარი შემცირებული თანხის 50 პროცენტია, რაც გადამხდელისათვის მეტად არასახარბიელოა. მოცემული ჯარიმის ასეთნაირად დამძიმება განსაკუთრებით დააწვება წვრილ გადამხდელებს, რომლებსაც არა აქვთ მოგვარებული თავიანთი საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა ან კიდევ სრულყოფილად ვერ ერკვევიან საგადასახადო კანონმდებლობის პერიპეტიებში და უბრალოდ, არაკვალიფიციური ცოდნის გამო, უნებლიედ გადასახადების შემამცირებლებისა და დამმალველის როლში გამოდიან.
აქვე მკითხველის ყურადღება გვინდა მივაპყროთ იმ გარემოებასაც, რომ სსკ-ის 132-ე მუხლის ახალ რედაქციაში აღარ ფიგურირებს მე-5 ნაწილი, რომელიც არეგულირებდა გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის მიერ შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის ან გაანგარიშების წარდგენის უფლებამოსილებას, ეს იმით არის გამოწვეული, რომ საგადასახადო კოდექსის ახალი რედაქციით აღნიშნული ნაწილი გადატანილია სსკს 124-ე მუხლში „საგადასახადო პასუხისმგებლობის სუბიექტები“ დამატებით შეტანილი 21 პუნქტის სახით. ასე, რომ ეს უფლებამოსილება პირს კვლავ რჩება და იგი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.
გადამხდელთა გასახარად, საგადასახადო კოდექსიდან მთლიანდ ამოღებულია 133-ე მუხლი - „შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე, გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის წესის დარღვევა“. აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილი, როგორც უკვე აღვნიშნავდით ადრინდელ წერილში, მაკონტროლებლებს მისი გამოყენების შესაძლებლობას ნებისმიერ შემთხვევაში აძლევდა და პრაქტიკულად არ იწერებოდა გადამხდელთა გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომ მაკონტროლებლებს სსკ-ს ამ მუხლით გადამხდელები მინიმუმ 1000, ან 3000 ლარით, ან კიდევ შემცირებული ძირითადი გადასახადის 10%25-ით არ დაეჯარიმებინათ და იგი სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებულ ჯარიმასთან ერთად დამატებითი ტვირთი ხდებოდა.
ახლა სსკს 133-ე მუხლის ახალი რედაქცია შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული:
მუხლი 133. სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევა
პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით - იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.
როგორც ვხედავთ, ახლა უკვე ამ მუხლით ეს სანქცია (ჯარიმა) წესდება მხოლოდ სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მოსაკრებლის გადახდის წესის დარღვევაზე, კერძოდ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის და ობიექტის დალუქვის გარეშე საქმიანობის შემთხვევაში და იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა.
გარკვეულად შემსუბუქდა სსკ-ის 134-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. აღნიშნული მუხლის ახალ რედაქციაში აღარ ფიგურირებს მე-2 პუნქტი, რომელიც დადგენილ ვადაში ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის დაუკავებლობის ან/და გადაურიცხველობის შემთხვევაში ხელფასის გაცემაზე პასუხისმგებელი უმაღლესი თანამდებობის პირის დაჯარიმებას იწვევდა მინიმალური ხელფასის 50-მაგი (2000 ლარი) ოდენობით. ეს ყველაფერი კი, როგორც ადრე გამოქვეყნებულ სტატიაში აღვნიშნავდით, დამატებითი ტვირთი იყო გადამხდელთათვის და განსაკუთრებით მძიმე კი წვრილი მეწარმეებისათვის.
ადრე, სსკ-ის 135-ე მუხლი „საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა“, ითვალისწინებდა ჯარიმას საგადასახადო ორგანოს თანამდებობის პირისთვის გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის მხრიდან ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ტერიტორიების და შენობანაგებობების დათვალიერებაზე წინააღმდეგობის გაწევისთვის და იგი მიზერულ თანხას 100 ლარს შეადგენდა.
სსკ-ს აღნიშნული მუხლი ამჟამად შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
მუხლი 135. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა
1. პირის გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვებისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა - იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში - იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1000 ლარის ოდენობით.
როგორც შენიშნეთ, 135-ე მუხლის ახალი რედაქციით საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილ პირთათვის წინააღმდეგობის გაწევის და კონტროლის განხორციელების ხელშეშლისათვის სანქცია უფრო გამკაცრდა. ჯარიმა პირველ შემთხვევისათვის 200 ლარამდე გაიზარდა, ამასთან თუ ჩადენილი ასეთი ქმედება განმეორდა საგადასახადო სამართალდარღვევიდან 12 თვის განმავლობაში, პირი უკვე 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება ყოველ განმეორებულ ფაქტზე.
დამეთანხმებით, სანქცია სოლიდურია, თუმცა ჩემის აზრით სამართლიანი!
ცვლილებები განიცადა სსკ-ის 137-ე მუხლმაც, ამ მუხლის მეორე ნაწილი ახალ რედაქციაში სრულიად განსხვავებულად არის წარმოდგენილი და იგი ყოფილ რედაქციასთან შედარებით ლმობიერია:
მუხლი 137. საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობა
1. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე ქონების ნუსხის მითითებულ ვადაში წარუდგენლობა - იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში - იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1000 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლის „გადასახადის უკანონო ჩათვლა“ ახალი რედაქცია უკვე ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბდა, მკითხველს ალბათ კარგად ახსოვს ის გაუგებრობები, რაც თან ახლდა ამ მუხლის არასწორი ინტერპრეტაციით გადამხდელთა არამარლთზომიერად დასჯის ფაქტებს. თავის დროზე, თვით საგადასახადო ორგანოების აღმასრულებელმა ორგანოებმაც კი ვერ გაიგეს სწორად, თუ რისთვის გამოიყენებოდა ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია და მთელი 3 წლის განმავლობაში მანამდე, სანამ შემოსავლების უფროსის 2007 წლის 12 დეკემბრის №7892 ბრძანებით საგადასახადო კოდექსით 129-144ე მუხლებით გათვალისწინებული ფინანსური სანქციების გამოყენებაზე გამოცემულ მეთოდურ მითითებებში ცვლილებები არ შევიდა. (ამ საკითხზე ჩვენი მოსაზრებები გამოქვეყნებული იყო ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის” 2008 წლის თებერვლის №3 ნომერში).
აღნიშნული მუხლის ახალი რედეაქციით ჯარიმის თანხა 300-დან 200 პროცენტამდე შემცირდა ე.ი. იგი გარკვეულად შერბილდა, თუმცა ჩემის აზრით, იგი არ უნდა შერბილებულიყო, რადგანაც ფიქტიური ოპერაციის განხორციელებული ან კიდევ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის შემქმნელი შენდობას არ იმსახურებს და იგი რაც შეიძლება მკაცრად უნდა დაისაჯოს, ვფიქრობ აქ უკან დახევა არ იყო საჭირო.
აქვე მკითხველის ყურადღება მინდა გავამახვილო იმ სიახლეებზეც, რომელიც ამ მუხლთან არის დაკავშირებული, ამჟამად უკვე ფაქტიური ოპერაციის შემთხვევაში, როგორც წესი, არის ორი მხარე გამყიდველიმყიდველი, სამუშაოს/მომსახურების შემსრულებელიმიმღები. აქამდე, სსკ-ს 138-ე მუხლით ფიქტიური ოპერაციის შემთხვევაში ისჯებოდა მხოლოდ ჩათვლის მიმღები (მყიდველი, სამუშაოს/მომსახურების, ფიქტიური მიმღები), ხოლო ამ ოპერაციის ხელშემწყობი ანუ გარიგების მონაწილე პირველი მხარე (ფიქტიური გამყიდველი, სამუშაოს შემსრულებელი, მომსახურების გამწევი) ფაქტიურად დაუსჯელი რჩებოდა, რაც უსამართლო იყო, რამდენადაც ასეთ დროს მიმწოდებელი აღნიშნული ფიქტიური ოპერაციის თანამონაწილეა და ისიც უნდა დაისაჯოს, როგორც ხელშემწყობი პირი.
სსკ-ს 140-ე მუხლის ახალ რედაქციაში მე-5 პუნქტით (რომელიც ფაქტობრივად სიახლეა) ეს ხარვეზი აღმოიფხვრა და მის შესაბამისად ფიქტიური გარიგების მონაწილე პირველი მხარის (გამყიდველის, სამუშაოს/მომსახურების მიმწოდებლის) საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამომწერის გამცემი პირის დაჯარიმებას ითვალისწინებს, საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული თიხის 200 პროცენტის ოდენობით.
მთლიანობაში საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლი ახალი რედაქციით შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
მუხლი 140. დღგ-ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა - იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი დღგის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
2. პირის მიერ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შევსების დადგენილი წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია დღგის თანხის შემცირება ან ჩასათვლელი დღგის თანხის გაზრდა - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული ან ჩასათვლელად გაზრდილი დღგის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
3. საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაუცემლობა - იწვევს პირის დაჯარიმებას დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
4. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არასრული შევსება (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ შესაბამის ველში ჩასაწერი ინფორმაცია არსებობს - იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ ამას საფუძვლად უდევს ფიქტიური გარიგება/უსაქონლო ოპერაცია ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა - იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.“
სამართლიანობა ითხოვს, ითქვას, რომ ეს მუხლი მთლიანობაში რედაქციულად და შინაარსობრივად დაიხვეწა. ახალ რედაქციაში (ნაწილი 2) ძველი რედაქციის ბ) ქვეპუნქტისაგან განსხვავებით, დაკონკრეტდა: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შევსების დადგენილი წესის დარღვევისთვის (არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, სსკ-ის მუხლი 248 ნაწილი 1) ჯარიმდება (დღგ-ის თანხის 100 პროცენტით) მხოლოდ საგადასახადო - ფაქტურის გამომწერი პირი, არადა, აქამდე მაკონტროლებლები ჩათვლის მიმღებ პირთა მიმართაც იყენებდნენ ამ სანქციას და სრულიად უმიზეზოდ, მათ უუქმებდნენ ჩათვლას, რაც იწვევდა დეკლარირებულთან შედარებით ბიუჯეტში გადასახდელი თანხის გაზრდას, შედეგად გადამხდელს დამატებით სსკს 129-ე და 132-ე მუხლების საფუძველზე დამატებით არიცხავდნენ ჯარიმას და საურავსაც გადასახადის შემცირებისთვის, არადა, ამ შემთხვევაში მათი ბრალეულობა არ იკვეთებოდა. ამ თემაზე ჩვენი ვრცელი სტატია „დღგ-ის გადამხდელთა დასჯის ახალი ტექნოლოგიები“ გამოქვეყნებულია ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ 2008 წლის ივნისის №11 ნომერში. მასში სწორედ ამ თემებზე გვქონდა ჩვენი შენიშვნები დაფიქსირებული.
კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ეტყობა ჩვენი - ექსპერტების, სპეციალისტების შენიშვნები და წინადადებები ბოლოს და ბოლოს ყურადსაღები და გასათვალისწინებელი ხდება, რაც საბოლოო ჯამში ბიზნესმენების, გადამხდელების და საერთოდ საზოგადოების ინტერესების დაცვას ემსახურება.
საგადასახადო კოდექსში დაემატა ახალი 1422 მუხლი, რომლის შესაბამისადაც საგადასახადო კოდექსის 168-ე, 172-ე, 195-ე და 196-ე მუხლების დებულებებით გათვალისწინებული საფონდო ბირჟებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის, იწვევს ემიტენტის დაჯარიმებას არასწორი ინფორმაციის საფუძველზე პირის მიერ ზემოაღნიშნული მუხლების დებულებების გამოყენებით მიღებული საგადასახადო შეღავათის თანხის 150 პროცენტის ოდენობით.
ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლშიც, რედაქციულად დახვეწილია ამ მუხლის 1 ნაწილი, მე-2 ნაწილი კი აკონკრეტებს, რომ პირველადი დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი საქონელი ჩაითვლება აღურიცხავად და პირი ჯარიმდება აღმოჩენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულების ოდენობით (აქციზისა და დღგს გარეშე).
აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი გადამხდელთა სასარგებლოდ გამარტივდა და თუ ადრე ზედნადებში მისათითებელი აუცილებელი რეკვიზიტების ჩამონათვალი, (რომლითაც საქონლის ტრანსპორტირების დროს ერთერთის არ ქონის შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ ზედდებული არ გააჩნია მფლობელს, რაც ხდებოდა მისი დაყადაღებისა და დაჯარიმების საფუძველი) 7-დან 3-მდე შემცირდა, ამ ნაწილის ახალ რედაქციაში აღარ ფიგურირებს იმ რეკვიზიტების აუცილებლობა, როგორც იყო ძველ რედაქციაში:
გ) ინფორმაცია ტვირთის გადამზიდველის შესახებ (სატრანსპორტო საშუალების სახე, ბირჟა და სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი;
ე) ტრანსპორტირების (გადაზიდვის) დაწყებისა და დამთავრების ადგილები, მისამართების ჩვენებით;
ვ) ტვირთის გამყიდველის ან/და ტვირთის გამგზავნის ხელმოწერა, ტვირთის გადამზიდველისათვის ჩაბარების შესახებ;
ზ) ტვირთის გადამზიდველის ხელმოწერა ტვირთის მიღების შესახებ.
როგორც ვხედავთ, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური სანქციების ნაწილი შერბილდა, ნაწილიც გამკაცრდა, თუმცა, ვფიქრობ, პრაქტიკა უფრო დაგვანახებს როგორ იმუშავებს ეს ნორმები. დროა, ამიერიდან მაინც აღარ მიეცეს მაკონტროლებელებს საგადასახადო კოდექსის მოქმედ დებულებების სხვადასხვაგვარი ინერპრეტაციების შესაძლებლობა გადამხდელთა დასასჯელად.
![]() |
4 ანტიკრიზისული პროგრამის მაკროეკონომიკური იდეოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
იაკობ მესხია
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურიატი
მსოფლიო ფინანსური კრიზისის ახალ მწვავე ფაზაში შედის. წამყვანი საფინანსო-ეკონომიკური კომპანიების და საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზებში სულ უფრო პესიმისტური ხდება. დღემდე გარატებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. წამყვან სახელმწიფოთა მთავრობებს სისტემატურად შეაქვთ ცვლილებები ანტიკრიზისულ პროგრამებში და კონცეფციებში. კაცობრიობა სერიოზული საფრთხის წინასე დადგა. კრიზისის შემდგომმა გაღრმავებამ და მისმა დროში გაჭიანურებამ შესაძლებელია საყოველთაო გლობალური სოციალური დაძაბულობა გამოიწვიოს, ან კოდევ ეკონომიკური კრიზისი გადაზარდოს პოლიტიკურ კრიზისში და საბოლოო ჯამში ომები გამოიწვიოს.
ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნები, რომლებიც მსოფლიო გლობალიზაციის მასშტაბებს და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავენ. პატარა ქვეყნები, რომლებიც შედარებით ნაკლებად ინტეგრირებულნი არიან მსოფლიო ეკონომიკაში, ჯერ-ჯერობით მთელი სიმწვავით არ გრძნობენ გლობალური კრიზისის გავლენას, თუმცა, ამ ბოლო დროს ამ ჯგუფის ბევრი განვითარებული ქვეყანა დეფოლტის ზღვარზე აღმოჩნდა (ისლანდია, ბალტიისპირეტის ქვეყნები და ა.შ.) დღეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ძირითადი აქცენტი გადატანილია კრიზისის ჩაქრობაზე ისე, რომ მისი გამომწვევი მიზეზების და ფაქტორების სიღრმისეული შესწავლა და ანალიზი ყურადღების მიღმაა დარჩენილი. ამის დროც ალბათ დადგება. ვინაიდან მსოფლიოს კრიზისის მთლიანად დაძლევა მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის გარეშე შუძლებელია.
საქართველოში ფინანსური საფრთხეები მსოფლიო კრიზისამდე დაფიქსირდა, თუმცა, იგი მნიშვნელოვნა გაღრმავდა აგვისტოს მოვლენების შემდეგ. ქვეყნის ხელისუფლებამ დაგვიანებით, მაგრამ მაინც აღიარა, რომ „ერთი წლის წინ ბევრად უფრო ადვილი ცხოვრება გვქონდა“, თუმცა შექმნილი ვითარების შეფასება მაინც არ ხდება ობიექტურად. ფაქტობრივი მდგომარეობა შემაშფოთებელია.: საკრედიტო ბაზარი თითქმის პარალიზებულია, კომერციული ბანკების უმეტესობას ლიკვიდურობის პრობლემა გააჩნია, იზრდება ურჩ კრედიტორთა რიცხვი, გარედან თანხის მოზიდვა გართულებულია, ბანკებიდან დათხოვნილია 6 ათასამდე თანამშრომელი და ეს პროცესი დღესაც გრძელდება, თუ არ იქნა გატარებული რადიკალურად ანტიკრიზისული ღონისძიებები.
საბანკო სექტორში მიმდინარე ნეგატიურმა პროცესებმა პრობლემები შეუქმნა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს, განსაკუთრებით კი მშენებლობის სექტორს. ახალი მშენებლობები თითქმის გაჩერდა, აშნებული ბინების რეალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა, დეველოპელურ კომპანიებს სერიოზული სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნათ, იწყება უძრავ ქონებაზე ფასების დაცემის პროცესი, ამ სფეროში კრიზისმა აშკარად გამოკვეთილი სახე მიიღო.
რთული მდგომარეობაა ტურიზმის სფეროში. გლობალურმა კრიზისმა აღნიშნული სფერო მთელ მსოფლიოში დააზარალა მათ შორის, საქართველოშიც. პრობლემები შეექმნა მატერიალური წარმოებისა და არასაწარმოო სფეროს თითქმის ყველა დარგებს, რაზეც მეტყველებენ შემდეგი ფაქტები: გაჩერებულია ან შემცირებულია წარმოების მასშტაბები რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში, აზოტის ქარხანაში, ზესტაფონის ფეროშენადნობში, ჭიათურის მარგანეცში, ქსნის მინის ქარხანა გაჩერდა და ა. შ. ფასები გაიზარდა წიგნებზე, ტანსაცმელზე, წამლებზე, კვების პროდუქტებზე, ავეჯზე და ა.შ. ლარის გაუფასურებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი აზარალა. უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა (დახმარება) მნიშვნელოვნად შემცირდა, უმუშევართა რიცხოვნობა იზრდება, შემცირდა გაყიდვების მოცულობა თითქმის ყველა სფეროში, სავაჭრო ობიექტების საკმაოდ დიდი ნაწილი დაიხურა ან დახურვის პირასაა. ყველაფერი ეს სამწუხარო რეალობაა, რომლის მაკროეკონომიკური ციფრებით და მახასიათებლებით შელამაზება მხოლოდ ზიანის მომტანია. რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ და სწორედ დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ამ მხრივ, ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯები ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, ვარდისფერი ეკონომიკური წარმატებების ფერი ოდნავ გამუქდა. ამის ნიშანია, რომ დაიწყო ფიქრი და მოქმედება ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავების მიმართულებით. პარლამენტში შეიქმნა ანტიკრიზისული საბჭო., მთავრობამაც გააკეთა განცხადება ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავების შესახებ. სახელისუფლებო განცხადებებში ხშირად მოიხსენიება ანტიკრიზისული ღონისძიებები ფრაგმენტები, მაგრამ დღემდე ოფიციალური ფორმით შედგენილი არანაირი სახის სახელისუფლებო ანტიკრიზისული პროგრამა ბუნებასი არ არსებობს, და თუ არსებობს, იგი საზოგადოებისათვის უცნობია. რა თქმა უნდა, კომპიუტერულ შუქ-ჩრდილებში ასახული საპრეზენტაციო თვალსაჩინოები, არ შეიძლება ოფიციალურ ანტიკრიზისულ პროგრამად მივიჩნიოთ. როგორც ჩანს, დღის წესრიგში დადგება ქვეყნის კომპლექსური ანტიკრიზისული პროგრამის სასწრაფოდ შემუშავების საკითხი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურებმა., ასევე ბიზნეს წრეებმა, მეცნიერებმა, ექსპერტებმა, არასამთავრობო სტრუქტურებმა, მასმედიამ და ა.შ. წორედ ამ კითხით და ამ მიზნითვთავაზობ დაინტერესებულ ხელისუფლებას და საზოგადოებას ჩვენს მოკრძალებულ მოსაზრებებს ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით.
ანტიკრიზისული პროგრამის შედგენას წინ უნდა უძღოდეს მისი რეალიზაციის უზრუნველმყოფელი თეორიულ-მეთოდოლოგიური პაკეტის გააზრება. იგი უნდა იყოს გაბედული, აგრესიული და უკომპრომისო, რაც ნიშნავს დადგენილი საბაზრო ნორმებიდან გადახვევას და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი ეკონომიკური ურთიერთობების დონეზე სახელმიფოს ჩარევას. ეს შეიძლება შეეხოს როგორც მაკრო, ისევე მიკროეკონომიკურ პოლიტიკას, კერძო ქონების ნაციონალიზაციას, კომერციული სტრუქტურების საქმიანობაში სახელმწიფო რეგულირების შემოღებას, მონეტარული, ფისკალური და ინვესტუციური პოლიტიკების რადიკალურ ტრანსფორმაციას, ფასების სახელმწიფო რეგულირებას და ა.შ. ყველა დროის ეკონომიკური კრიზისი ყველა ქვეყანაში მხოლოდ სახელმწიფოს აქტიური ჩარევის შედეგად იქნა დაძლეული. ამას ადასტურებს ამჟამად მსოფლიოში მიმდინარე კრიზისის დაზლევის მიმართულებით შექმნილი ანტიკრიზისული პროგრამები. მათში ეკონომიკის მართვასა და რეგულირებასი წამყვანი როლი განეკუთვნება მთავრობებს.
ანტიკრიზისულ პროგრამაში სახელმწიფო ადმინისტრირების წინა პლანზე წამოწევა უნდა იყოს მოკლევადიანი და მისი მოქმედების ვადა უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ კრიზისის დაძლევამდე, ხოლო მას შემდეგ ეკონომიკა უნდა დაუბრუნდეს ლიბერალურ საბაზრო ურთიერთობებს.
ანტიკრიზისული პროგრამის შედგენას წინ უნდა უძღოდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზი, უნდა გამოვლინდეს მწვავე, გადაუჭრელი პრობლემები, რომლებიც ხელს უწყობს კრიზისის გაღრმავებას, აგრეთვე ამ ანალიზის საფუძველზე დაპროგნოზდეს მოალოდნელი შედეგები უახლესი და შერეული პერსპექტივისათვის. უპირველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს კრიზისის რომელ ფორმასთან და სტადიასთან გვაქვს საქმე. თუ ადგილი აქვს სახელმწიფო ფინანსების, ფულადი სისტემის მოშლას, ბიუჯეტი შემოსავლების და ხარჯების შეუსაბამობას, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობას და დაცვას, არგადახდებს სამეურნეო სუბიექტებს შორის, ფულის მიოქცევის კანონის დარღვევას და ინფლაციას, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ღრმა ფინანსურ კრიზისს.
ანალიზის შედეგად თუ დაფიქსირდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება (ეკონომიკის მკვეთრი დაცემა), ჩამოყალიბებული ეკონომიკური ურთიერთობების მოშლა, საწარმოთა გაკოტრება, უმუშევრობის ზრდა და საბოლოო ჯამში მოსახლეობის ცხოვრების დონის და ხარისხის გაუარესება, მასინ აშკარაა, რომ საქმე გვაქვს ეკონომიკურ კრიზისთან. მაგრამ, თუ გამოვლინდა წარმოების შედარებით ზომიერი დაცემა ან ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება, მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში (ევროპული მიდგომა), ან ეკონომიკური ზრდის 1-2%25-მდე დაცემა (ამერიკული მიდგომა), მაშინ ასეთი მოვლენა უნდა შეფასდეს რეცესიად.
ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ფინანსური კრიზისი, როგორც წესი, ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება ხოლმე. რაც შეეხება რეცესიას, ის თავისი ბუნებით და ეკონომიკის ციკლური განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, კანონზომიერი პროცესია, მაგრამ იგი ხშირად გამოდის კონტროლიდან და შეუმჩნევლად გადაიზრდება კრიზისში.
ამგვარი ანალიტიკური ანალიზის შემდგომ ეტაპზე უნდა დადგინდეს ფინანსური, ეკონომიკური კრიზისების და რეცესიის გამომწვევი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები (მიზეზები). ისინი შეიძლება იყოს გამოწვეული საგარეო (გლობალური კრიზისი, ომები და ა.შ.) და საშინაო (შიდა კონფლიქტები, არასწორი მენეჯმენტი და ა.შ.) ფაქტორებით. ანტიკრიზისული პროგრამის შინაარსი ბევრადაა დამოკიდებული კრიზისის ბუნება-ხასიათთან - მსუბუქი, ღრმა, მოკლევადიანი, გრძელვადიანი, ლოკალური, ზოგადი, ფარული, ღია კრიზისი. კვლევას უნდა დაექვემდებაროს, აგრეთვე ეკონომიკური ხასიათის კრიზისები რა ვადაში შეიძლება გადაიზარდოს მწვავე სოციალურ კრიზისში და არის თუ არა ამ უკანასკნელის პოლიტიკურ კრიზისში გადაზრდის წინაპირობები.
მიმდინარე ეტაპზე საქართველოში შექმნილი და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს ის ძირითადი ფაქტორები, პირობები და პრობლემური სფეროები, რომლებიც მაღალი ალბათობით შეიძლება იქნან ასახულნი ანტიკრიზისულ პროგრამაში. კერძოდ, მსოფლიო ფინანსური კრიზისის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის, აგრეთვე აგვისტოს მოვლენებისა და ეკონომიკის სახელმწიფო მენეჯმენტის უარყოფითი შედეგების ნიველირების მიზნით ანტიკრიზისულ პროგრამაში უნდა აისახოს როგორც მაკროეკონომიკური, ისე მიკროეკონომიკური, ორგანიზაციულ-მმართველობითი და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური მოწყობის ტრანსფორმაციული ღონისძიებები, რომელთა შორის, ჩემის აზრით, ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ ძირითად საკითხებზე:
ანტიკრიზისულ პროგრამაში, მსოფლიო გლობალური კრიზისის გავლენის თავიდან აცილების ან შერბილების მიზნით, პრიორიტეტული ადგილი უნდა მიენიჭოს, ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას. გლობალური კრიზისის პირობებში, ბუნებრივია, რომ თითოეული ქვეყანა თავის ეკონომიკურ ურთიერთობებში უპირატესობას ანიჭებს საერთო ეროვნულ ინტერესებს და საჭიროების შემთხვევაში ზღუდავს სხვა ქვეყნებთან ტრადიციულ საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. გამომდინარე აქედან, შედარებით მწვავე ეკონომიკური საფრთხეები ექმნებათ იმპორტიორ ქვეყნებს, რისი თავიდან აცილების ყველაზე საუკეთესო და შედეგიანი საშუალებაა იმპორტშემცვლელი საქონლის და მომსახურების ადგილზე წარმოება. უნდა ითქვას, რომ ასეთი მიდგომა გამართლებულია ყველა შემთხვევაში (არა მხოლოდ კრიზისის დროს), რადგან იგი მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და შესაბამისად უსაფრთხოებასაც.
როგორც ცნობილია, საქართველოში დღევანდელ ეტაპზე მოხმარებული პროდუქციის დაახლოებით 70-75 პროცენტი იმპორტულია, ანუ საქართველო ცალმხრივად მჭიდროდაა ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკასთან. ცალმხრივად იმიტომ, რომ ექსპორტი იმპორტს 4-5-ჯერ ჩამორჩება. უფრო მეტიც, საქართველო გარესამყაროსთან მეტწილად დაკავშირებულია სტრატეგიული პროდუქციის (ხორბალი, ნავთობპროდუქტები, გაზი და ა.შ.) იმპორტირების კუთხით, ხოლო ექსპორტის პოზიციებიდან ჩვენი ქვეყნის პროდუქცია არაა პირველადი, აუცილებელი მოხმარების, განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციაში (ღვინო, ხილი, ციტრუსი და ა.შ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ანტიკრიზისულ პროგრამაში პრიორიტეტული ადგილი უნდა განეკუთვნოს ადგილობრივი წარმოების შენარჩუნება-განვითარებას. უფრო მეტიც, სახელმწიფომ უნდა შექმნას ხელსაყრელი მაკროეკონომიკური და ბიზნესგარემო იმ პროდუქციის საწარმოებლად, რომელიც დღეისათვის უცხოეთიდან შემოდის და მისი ადგილზე წარმოებისთვის საჭირო ბუნებრივი პირობები და სათანადო ადგილობრივი რესურსები არსებობს. საქართველოს პირობებში ასეთი სფეროა აგროსაწარმოო კომპლექსი - სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება, დამზადება და საწარმოო გადამუშავება. მიუხედავად ამისა აგროპროფილის პროდუქცია შემოტანილი სხვა ქვეყნებიდან საქართველოში თითქმის 2-ჯერ აღემატება ადგილზე წარმოებულს. ამით საქართველო ხელს უწყობს უცხოეთის ქვეყნებში სამუშაო ძალის დასაქმების და შესაბამისად ადგილზე უმუშევრობის ზრდას. ანტიკრიზისულმა პროგრამამ ამ მხრივ რადიკალურად უნდა შეცვალოს სიტუაცია საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, ანტიკრიზისულ პროგრამაში პრიორიტეტული ადგილი უნდა მიეკუთვნოს ადგილობრივი რეალური სექტორის აღორძინება-გადარჩენა-განვითარებას, კერძოდ სამრეწველო წარმოებას, მშენებლობას, მომპოვებელ დარგებს, გადამუშავებულ მრეწველობას და ა.შ.
ანტიკრიზისულ პროგრამაში პრიორიტეტული ადგილი უნდა დაეთმოს ინვესტიციური პოლიტიკის ეფექტიან გამოყენებას. კრიზისის დროს ყველაზე სწრაფად ფრთხებიან ინვესტორები. ამ დროს ფულის მოძრაობა ნელდება და შესაბამისად სუსტდება ეკონომიკური აქტივობა. კრიზისისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი ხდებიან უცხოელი ინვესტორები რისკ-ფაქტორების ზრდის გამო და ეს ბუნებრივი პროცესია. საქართველო არ იყო განებივრებული უცხოური ინვესტიციებით (2007 წელს მან 1,7 მლრდ ლარი შეადგინა), მაგრამ აგვისტოს მოვლენებისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად იგი მნიშვნელოვნად შემცირდა და პროგნოზებიც პესიმისტურია. დღეისათვის საინვესტიციო შიმშილმა დაისადგურა. არის გარკვეული გამონაკლისებიც. მაგალითად, გასული წლის მიწურულს საქართველოს მთავრობამ არაბულ კომპანია „რაკ ინვესტმენტს“ 65 მილიონ აშშ დოლარი ინვესტიციის საფასურად გადასცა ფოთის ნავსადგური (სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩენილი 49 პროცენტი), რითაც მთლიანად დაკარგა კონტროლის მექანიზმი. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების პოზიციებიდან გაუაზრებლად და სპონტანურადაა მთელი რიგი სტრატეგიული ობიექტები პრივატიზებული იმ მიზნით, რომ მოზიდულიყო უცხოური ინვესტიციები. არადა, ცნობილია, რომ დღეს მსოფლიოში მომრავლებულია არაკეთილსინდისიერი ინვესტორები, რომლებიც ოფშორულ ზონებში სახელდახელოდ გახსნილ კომპანიებს ამოფარებულები, შავი ფულის გარეცხვით არიან დაკავებულები. ინვესტიცია დღეს ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხის შემცირებისა და შეიძლება ითქვას ქვეყნის ეკონომიკური (და პოლიტიკურიც) დაპყრობის ერთ-ერთ ძლიერ ინსტრუმენტად იქცა. ამიტომაცაა, რომ მთელი რიგი ქვეყნები (გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ა.შ.) უცხოურ ინვესტიციებზე საკმაოდ დაბალ კვოტებს აწესებენ, რათა ხელიდან არ გაუშვან ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება.
განსაკუთრებით საშიშია კრიზისის დროს უცხოური ინვესტიციის მოძალება. კეთილსინდისიერი ინვესტორი მაღალი რისკის პირობებში თავს არიდებს საკუთარი სახსრების უცხო ქვეყნებში გადაადგილებას. არაკეთილსინდისიერი ინვესტორი კი სარგებლობს რა კრიზისის დროს ინვესტიციური შიმშილით, თავის სახსრებს თავისუფლად მიმართავს არაკეთილსინდისიერი მიზნების სარეალიზაციოდ.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან ანტიკრიზისულმა პროგრამამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ინვესტიციების წარმომავლობას, მის დივერსიფიკაციას და არ უნდა დაუშვას ერთი ქვეყნისგან ან ქვეყანათა ერთი ჯგუფისგან ინვესტიციების უპირატესი მოზიდვა. ინვესტიცია დღეს პოლიტიკურ ელფერს ღებულობს. მოქმედმა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ნებისმიერი ინვესტიციის, ნებისმიერი ქვეყნებიდან შემოდინება, იმ მიზნით, რომ მან გაზარდოს თავისი პოლიტიკური დივიდენდები მიმდინარე ეტაპზე, ხოლო მომავალ ხელისუფლებას და ხელისუფლებებს შეუმჩნეველი „ბომბი“ დაახვედროს.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ჩემი აზრით, ინვესტიციურმა პოლიტიკამ კრიზისის პირობებში გარკვეული, თავდაცვითი სახე უნდა მიიღოს. ამასთან მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს საკუთარ, შიდა კერძო და სახელმწიფო ინვესტიციებზე, განსაკუთრებით, იმ სფეროებში, რომლებსაც ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნიათ.
ანტიკრიზისული პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი უნდა გახდეს სახელმწიფო ბიუჯეტი და საერთოდ ქვეყნის საბიუჯეტო სისტემა. კრიზისი და ბიუჯეტი ერთმანეთთან კაუზალურ ურთიერთქმედებაში იმყოფებიან. ერთის მხრივ ეკონომიკური კრიზისი ამცირებს საბიუჯეტო, განსაკუთრებით საგადასახადო შემოსავლებს, ხოლო, მეორეს მხრივ საბიუჯეტო ხარჯების გონივრული მანევრირების ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შერბილების საშუალებას იძლევა. მთავარია სწორი ხარჯვითი პოლიტიკის გატარება, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური იდეოლოგიისგან და ოპტიმალურად იქნება მიმართული როგორც საზოგადოების სოციალური სტანდარტების უზრუნველყოფის, ასევე ეკონომიკის განვითარების სტიმულირებისკენ.
როგორც დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პრაქტიკა გვიჩვენებს, ყველა ქვეყნის მთავრობის მთავარი ეკონომიკური ბერკეტი კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად საბიუჯეტო სახსრები აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში კრიზისის დასაძლევად სხვადასხვა ქვეყნების ბიუჯეტისგან დღეისათვის გამოყოფილია თითქმის 8 ტრილიონამდე დოლარი, განსაკუთრებით საბანკო, სადაზღვევო და სამშენებლო სექტორების გადასარჩენად.
საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი თავისი სტრუქტურით და შინაარსით არსებითად არ განსხვავდება წინა წლის ბიუჯეტისაგან და მას არც შიდა და არც გარე ეკონომიკური კრიზისის კვალი არ ამჩნევია. შემოსავლები 2008 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ 46,5 მლნ ლარით შემცირდა, ხარჯები კი - 285 მლნ ლარით, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზარდა დეფიციტი და მან 660 ლარი შეადგინა. უმნიშვნელოდ შემცირდა და კრიზისის პირობებისათვის გაუმართლებელი დარჩა ხარჯები საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე (1,4 მლრდ ლარი). ასევე ყოველგვარ არგუმენტს სცილდება კრიზისის პირობებში ხარჯების ზრდა დასვენებაზე და კულტურაზე (30,8 მლნ ლარით), გარემოს დაცვაზე (15,5 მლნ ლარით). მართალია ეკონომიკურ საქმიანობაზე ხარჯების გეგმა 734 მლნ ლარამდე გაიზარდა, მაგრამ იგი ძალიან დაბალია. ასევე გაუგებარია, რითაა გამოწვეული „იაფი კრედიტის“ პროგრამისათვის თანხის 20 მლნ-მდე შემცირება (2008 წელს იყო 49,5 მლნ), მაშინ როდესაც პრეზიდენტის ფონდი და მთავრობის ფონდი 10-10 მლნ-ით გაიზარდა და 50:50 მილიონი ლარი შეადგინა. მოკლედ, რომ ვთქვათ, ბიუჯეტს ანტიკრიზისული სახე ნამდვილად არ გააჩნია.
რა თქმა უნდა, ბიუჯეტში კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად საკმაოდ დიდი რეზერვი არსებობს. ბიუჯეტში მრავლადაა ისეთი პროგრამული ხარჯები, რომელთა გაწევა კრიზისის პირობებში მხოლოდ ფუფუნებაა, ხოლო მათი ერთი ნაწილი საერთოდ უმიზნო და ნაკლებად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, მეტიც, შეიძლება ითქვას კორუფციული რისკის მატარებელია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩემის აზრით, შესაძლებელია განხილულ იქნას 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხელახალი „გადაწერის“ საკითხი, იმ მიმართულებით, რომ არსებითად შემცირდეს სახელმწიფო მმართველობაზე, თავდაცვაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, დასვენებასა და კულტურაზე, გარემოს დაცვაზე გამოყოფილი ასიგნებები და დაახლოებით 2 მილიარდამდე ლარი გამოიყოს რეალური სექტორის მხარდასაჭერად. ამ მიზნით შეიქმნას „კრიზისის დაძლევის ფონდი“, საიდანაც დაბალი საპროცენტო განაკვეთებით სესხები გაიცეს ეკონომიკის სისტემაწარმომქმნელ სფეროებზე (საბანკო სექტორი, სამშენებლო სექტორი, ტურიზმი, მოპოვებითი და გადამამუშავებელი მრეწველობა და ა.შ.). ღონისძიების განხორციელება-არგანხორციელების საკითხი დამოკიდებულია ანალიზის შედეგად გამოვლენილი კრიზისის სიმწვავის ხარჯზე. ამასთან, აქ ერთ გარემოებას უნდა გაესვას ხაზი. როგორც მსოფლიო პოლიტიკა გვიჩვენებს დღევანდელ ეტაპზე კრიზისის პირველი ტალღის ჩასაქრობად ძირითადად საბიუჯეტო სახსრები გამოიყენება. საქართველოში კი საბიუჯეტო დახმარების შესახებ სამშენებლო სექტორის მიერ მოთხოვნილმა დახმარებამ ადგილობრივი ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც ყოვლად უსაფუძვლოა. თუ ბიზნესს კრიზისის პერიოდში ფინანსური დახმარება არ გაეწია, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა შეექმნება და შესაბამისად ჯაჭვური რეაქცია ახალ, თვისობრივად უფრო ღრმა კრიზისამდე მიგვიყვანს. ამიტომაც, სახელმწიფო და ბაზარი კი არ უნდა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, არამედ, პირიქით, ერთობლივი ძალისხმევით უნდა იბრძოლონ კრიზისის დასაძლევად. მშენებლებს და რეალური სექტორის სხვა დარგებს, სახელმწიფომ უნდა გამოუყოს საბიუჯეტო დახმარება, რაღაც პირობებით (პროცენტები, საკონტროლო პაკეტი, ნაწილობრივი ცენტრალიზაცია და ა.შ.), რათა ეკონომიკა არ მივიდეს კოლაფსამდე და საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის მომავალს.
გასული წლის ოქტომბერში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოსთვის გამოყოფილი 4,5 მლრდ დოლარის (2 მლრდ-გრანტი და 2,5 მლრდ სესხი) უმეტესი ნაწილი უნდა წარიმართოს ქვეყნის რეალურ სექტორში, აგრეთვე ინფრასტრუქტურის (მათ შორის საწარმოო ინფრასტრუქტურის) აღდგენა-განვითარებაზე (ენერგეტიკა, გზები, საბიუჯეტო დახმარება). პროგრამაში უნდა გაიწეროს ამ თანხის რეციპიენტების ჩამონათვალი, თანხის მიღების სავარაუდო ვადები და მოსალოდნელი შედეგები. თანხის ხარჯვის კანონიერებაზე, მიზნობრიობაზე და ეფექტიანობაზე ევროკავშირთან ერთად კონტროლი უნდა დააწესოს ქვეყნის მაკონტროლებელმა უწყებებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ (მასმედია, არასამთავროები და ა.შ.).
უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის საერთაშორისო ფინანსური დახმარება, ეკონომიკასთან ერთად დიდი დადებითი ფსიქოლოგიური მუხტის შემცველია, თუმცა იგი გარკვეულ რისკსაც შეიცავს, რამეთუ მომავალი 3 წლის განმავლობაში ამ თანხის ტრანშებად მიღება-არმიღების საკითხი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ სახეს მიიღებს გლობალური ფინანსური კრიზისი.
კრიზისის პირობებში რეალური სექტორის სტიმულირებისთვის მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული საგადასახადო სისტემა. ამასთან, აქცენტი უნდა იქნას აღებული არა მხოლოდ საგადასახადო განაკვეთების შემცირებაზე, არამედ, აგრეთვე საგადასახადო ტვირთის ოპტიმალურ გადანაწილებაზე მწარმოებლებს, მომხმარებლებს და კაპიტალს შორის, პირდაპირ და ირიბ გადასახადებს შორის.
ეკონომიკური კრიზისის პირობებში დღევანდელ ეტაპზე თითქმის ყველა ქვეყანამ მიმართა გადასახადების შედარებით ლიბერალიზაციას. არც საქართველოა გამონაკლისი. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 25 პროცენტიდან შემცირდა 20 პროცენტამდე, რაც, რა თქმა უნდა, ანტიკრიზისული კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია. მაგრამ აქ ერთ გარემოებას უნდა გაესვას ხაზი. ხელისუფლების განცხადება იმის შესახებ, რომ საშემოსავლო გადასახადების შემცირების შედეგად 250 მილიონი ლარი ეკონომიკას დარჩა და ინვესტიციურ აქტივობას შეუწყობს ხელს, გაუაზრებელი და უსაფუძვლოა. აღნიშნული თანხა დასაქმებულთა ფულად შემოსავალს ემატება და თითოეულ დასაქმებულზე იგი იმდენად მცირეა, რომ მისი ინვესტიციასთან დაკავშირება აზრს მოკლებულია. ამასთან, გაუგებარია, რა შუაშია ამ თანხის ეკონომიკაში დატოვება. უაზრო პიარი კრიზისის დაძლევაში მიუღებელია.
ჩემის აზრით, ანტიკრიზისულ პროგრამაში სრულად უნდა აისახოს საგადასახადო სისტემის შესაძლებლობანი კრიზისის დაძლევის საქმეში. ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგადასახადო მექანიზმის ოპტიმიზაციას, გადასახადების ფისკალურ და მასტიმულირებელ ფუნქციებს შორის რაციონალური თანაფარდობის დამყარებას.
კრიზისის პირობებში საგადასახადო განაკვეთების ოპტიმიზაციის პარალელურად დიდ მნიშვნელობას იძენს საგადასახადო პრეფერენციების სისტემის შემუშავება და პრაქტიკული რეალიზაცია. საგადასახადო შეღავათებიდან შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი მექანიზმები:
საგადასახადო ამნისტია. - იმ მეწარმეებს, რომლებსაც დაუგვიანდათ საგადასახადო დავალებები საჯარიმო სანქციების სახით, აღიარებენ თავიანთ შეცდომებს კანონდარღვევათა შესახებ და არ შეიცავს კრიმინალურ ქმედებებს. უნდა განთავისუფლდნენ ამ კუთხით დაგროვილი გადასახადებისგან. თითოეული შემთხვევა სიღრმისეულად უნდა იქნას შესწავლილი, გაანალიზებული და შესაბამისი გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ მიღებული;
საგადასახადო შეღავათი. - ის მეწარმეები, რომლებიც კონფლიქტური რეგიონებიდან არიან იძულებით გადაადგილებულნი, აგრეთვე ინვალიდები, უსინათლოები და ა.შ., რომლებიც ეწევიან მცირე მეწარმეობას მთლიანად უნდა გათავისუფლდნენ ბეგარის გადახდისაგან. ამ კატეგორიებს დაქვემდებარებულთა ჩამონათვალის განსაზღვრა უნდა დამტკიცდეს პარლამენტის მიერ, საგადასახადო კოდექსში სათანადო ცვლილების შეტანით;
ზედმეტად გადახდილი საგადასახადო თანხის დაბრუნება. - ამ პროცედურას საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა ფაქტობრივად იგი დროში იწელება. საჭიროა საკანონმდებლო წესით ამ ვადის მინიმუმამდე დაყვანა;
საგადასახადო არდადეგები. - იგი ნიშნავს გადასახადის გადახდის ვადების რესტრუქტურიზაცია-გადაწევას. იგი უნდა გავრცელდეს იმ მეწარმეებზე, რომლებსაც ხელი შეეშალათ ფორსმაჟორული გარემოებების გამო (აგვისტოს მოვლენები, სტიქიური უბედურებები და ა.შ.);
საგადასახადო განაკვეთების შემცირება. - უნდა შეირჩეს რეალური სექტორის ის საწარმოები, რომლებიც ქმნიან კონკურენტუნარიან საექსპორტო პროდუქციას, აგრეთვე უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელსაყრელ გარემოს და კრიზისული მდგომარეობის გათვალისწინებით შეუმცირდეთ საგადასახადო განაკვეთები. გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრირების კუთხით ეს საკმაოდ რთული პროცედურა იქნება:
ინვესტიციური პრემია. - იგი ნიშნავს ინვესტიციების უცხო ქვეყანაში გატანისას მოგების გადასახადის განაკვეთის შემცირებას. ეს ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტის სტიმულირებას;
დაუბეგრავი მინიმუმი. - მისმა გამოყენებამ უფრო აქტიური სახე უნდა მიიღოს საშემოსავლო და დღგ-ს გამოყენებისას;
გარდა ზემოაღნიშნულისა, საგადასახადო პრეფერენციებიდან შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი შემდეგი სახეები: ფასდაკლება წიაღისეულის გამოფიტვაზე; დაჩქარებული ამორტიზაციის მექანიზმი, საგადასახადო კრედიტი და ა.შ.
ანტიკრიზისული რეგულირების ერთ-ერთი სტრატეგიული მექანიზმია ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. მართალია, ეროვნული ბანკის ფუნქციები მნიშვნელოვნად იქნა შეზღუდული და მისი საქმიანობა ძირითადად ფასების სტაბილურობის შენარჩუნებამდე იქნა დაყვანილი, მაგრამ იგი მაინც ვერ გაექცევა ეკონომიკის სტიმულირების ფუნქციას, რომელიც ლოგიკურადაა მასთან მიბმული. კრიზისის პირობებში მონეტარული პოლიტიკა სახელმწიფო ჩარევისაგან არ იქნება თავისუფალი და ეს ობიექტური აუცილებლობაა, მაგრამ აქ საჭიროა გარკვეული დისტანციის დაცვა და კრიტიკული ზღვრის დადგენა, რომლის იქით ჩარევა დაუშვებელია. მონეტარული პოლიტიკა უნდა გახდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე საზოგადოებისა და ბიზნესისათვის. არ უნდა იქნას დაშვებული ეროვნული ვალუტის კურსის არც მყისიერად ხელოვნურად გამყარება და არც გაუფასურება. ეროვნულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს ის „ოქროს შუალედი“, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ, ფასების სტაბილურობას (დაბალ ფასებს), ხოლო მეორეს მხრივ, დაასტიმულირებს კომერციულ ბანკებს ხელი შეუწყონ ეკონომიკის, განსაკუთრებით კი რეალური სექტორის აღორძინება-განვითარებას.
ანტიკრიზისულ პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკებს შორის ოპტიმალური წონასწორობის მიღწევას. დაუშვებელია ფისკალური პოლიტიკის „დიქტატურა“ მონეტარული პოლიტიკის მიმართ. ეროვნულ ბანკს უნდა მიენიჭოს ბიუჯეტზე „ზემოქმედების“ ფუნქცია, მას უნდა შეეძლოს მონეტარული ინტერესების საზიანოდ შედგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის დაბლოკვა, როგორც მისი შედგენის, ასევე საბიუჯეტო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, თანაც არა ფორმალურად, არამედ რეალურად, ფაქტობრივად.
ეროვნულმა ბანკმა საბაზო (სააღრიცხვო) განაკვეთების რეგულირებით დადებითი როლი ითამაშა კომერციული ბანკების ლიკვიდურობის შენარჩუნებაში. ამ მიმართულებით (მისი შემცირების) მუშაობა კვლავაც უნდა გაგრძელდეს. ამასთან, სახელმწიფო ეროვნული ბანკის მეშვეობით კრიზისის პერიოდში პირდაპირ უნდა ჩაერიოს საკრედიტო განაკვეთების ფორმირებაში, გამომდინარე იქიდან, რომ კომერციული ბანკები გამოდევნებული არიან რა ზემოგების მიღებას, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, კრედიტებზე ინარჩუნებენ გაუმართლებლად მაღალ განაკვეთებს. კომერციულმა ბანკებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი მდგომარეობის და გადარჩენის ერთადერთი საფუძველია ეკონომიკის განვითარება და შესაბამისად, დასაქმების ზრდა.
მისაღებია კანონი საბანკო დეპოზიტების დაზღვევის შესახებ. ეს პრაქტიკა ფართოდ გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში და იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ანტიკრიზისულ მექანიზმად ითვლება. მაგალითად, მიმდინარე გლობალური კრიზისის დროს ჰონკონგის მთავრობამ მთლიანად იკისრა დეპოზიტების სახელმწიფოებრივი გარანტიები, ხოლო ავსტრალიამ, ირლანდიამ, საბერძნეთმა, გერმანიამ, ავსტრიამ და სხვა ქვეყნებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს დაზღვეული დეპოზიტების თანხობრივი მოცულობა, რუსეთის ფედერაციაში იგი 100 ათასი რუბლიდან 700 ათასამდე გაიზარდა.
კომერციულმა ბანკებმა კრიზისის პერიოდში უნდა დათმონ მოგების (რომლის მარჟა საკმაოდ მაღალია) გარკვეული ნაწილი, შეამცირონ საკრედიტო განაკვეთები (ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფომ იძულების წესით მოახდინა) და პირველ რიგში უზრუნველყონ იპოთეკური და რეალურ სექტორზე ინვესტირების კუთხით გაცემული კრედიტების რესტრუქტურიზაცია და მათი გადახდის ვადების გადაწევა და საჯარიმო სანქციების განულება.
დღევანდელ ეტაპზე კომერციულ ბანკებში კრედიტების დაბრუნების მწვავე პრობლემა დგას - „ურჩ“ გადამხდელთა რიცხვი 30-დან 120 ათასამდე გაიზარდა, რამაც რა თქმა უნდა, ბანკებს ლიკვიდურობის პრობლემა შეუქმნა. მიუხედავად ამისა, დაუშვებელია კრიზისის პირობებში სესხების დაბრუნების კუთხით ყველა კრედიტორის მიმართ ერთნაირი იძულებითი წესის გამოიყენება (საუბარია აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულებზე და ა.შ.).
დღის წესრიგში რჩება ინფლაციის პრობლემა. ამ მხრივ საჭიროა მეცნიერული არგუმენტირებული მეთოდიკის შექმნა და ინფლაციის შეულამაზებელი მაჩვენებლების გაანგარიშება.
პროგრამაში საჭიროა ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც მოაწესრიგებს ქვეყანაში შრომის ანაზღაურების სისტემას. ხელფასების ოპტიმიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კრიზისის პირობებში. არასამართლიანია, რომ სამეურნეო სუბიექტებიდან ახდენდნენ მუშაკთა დათხოვნას, ხოლო იმავდროულად ხელმძღვანელ მუშაკთა და დარჩენილ თანამშრომელთა ხელფასები იზრდებოდეს. საყურადღებოა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას წინადადება. მან ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელებს ურჩია, რომ მუშაკთა დათხოვნის შემთხვევაში თვითონ შეიმცირონ ხელფასები და ბონუსები.
საქართველოს საბიუჯეტო სექტორში სახელფასო სისტემა სრულიად უსისტემო და ქაოტურია. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სხვადასხვა თითქმის უსაქმურ მარეგულირებლებს ქვეყნის პრეზიდენტზე რამდენიმეჯერ მაღალი ანაზღაურება აქვთ. მაგრამ, ყოვლად დაუსაბუთებელია ის, რომ კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც მოსახლეობის ცხოვრების დონე ეცემა და ღარიბთა რიცხვი მატულობს, ბიუროკრატიული უწყებების ხელფასის ფონდი იზრდება. ამ მხრივ 2009 წლის ბიუჯეტმა რეკორდიც კი დაამყარა - მან 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა და წინა წელთან შედარებით 119,8 მილიონობით გაიზარდა.
საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია, როგორც კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტიანი მეთოდი, ფართოდ გამოიყენება მთელ რიგ ქვეყნებში. მაგალითად, ლატვიამ, რომელიც 90-იანი წლებიდან ეკონომიკური ზრდის მიხედვით ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ითვლებოდა, 2009 წლის ბიუჯეტში შეიტანა ცვლილებები და ხარჯები შეამცირა 10 პროცენტით (დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარით). ხარჯების შემცირება შეეხო ძირითადად მმართველობით სფეროს და გამოთავისუფლებული სახსრები გადასროლილ იქნა კრიზისის დასარეგულირებლად. საბიუჯეტო სფეროს მუშაკებს ხელფასები შეუმცირდათ ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც, რაც სამართლიანობისა და დემოკრატიის თვალსაჩინო ნიმუშია. საქართველოში კი პირიქით - სახელისუფლებო სტრუქტურებმა ხელფასები გაიზარდეს, რაც ალბათ უფრო გამოუცდელობის ან კიდევ კრიზისის მასშტაბების გაუცნობიერებლობის გამო მოხდა. უფრო მეტიც, არსებითი ცვლილებები არ განუცდია წარმომადგენლობით, სამივლინებო და სხვა ხარჯებს, რაც ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში სათანადო დარეგულირებას მოითხოვს. კრიზისი ხელისუფლებას იმ დონით თუ არ შეეხო, რაც მოსახლეობას, შეიძლება ამან ნეგატიური სოციალური ფონი შექმნას ქვეყანაში.
პროგრამაში ასახვა უნდა ჰპოვოს სახელმწიფო კანონების შესრულებაზე საკონტროლო-საზედამხედველო სისტემის ტრანსფორმაციის საკითხებმა. დღევანდელ სახელმწიფო და საფინანსო კონტროლის სისტემა არაეფექტიანია. გაუმართავია კონტროლის ფორმები და მეთოდები. სუსტია მომთხოვნელობა და პრინციპულობა. ამასთან, რადიკალურ ცვლილებას საჭიროებს საშემსრულებლო დისციპლინა. სახელმწიფო კონტროლი გაიგივებულია ფინანსურ კონტროლთან, რის გამოც სახელმწიფო დაწესებულებების მიერ კანონების შესრულებაზე მონიტორინგი ყურადღების მიღმაა დარჩენილი. დაუშვებელია, რომ სახელმწიფო ორგანიზაციების მუშაობის ხარისხი ფასდებოდეს მათი ხელმძღვანელების ტელეეკრანებზე გამოჩენის რაოდენობით. ჩემის აზრით, საჭიროა საქართველოს პრეზიდენტთან შეიქმნას მცირერიცხოვანი საკონტროლო-საზედამხედველო სამსახური, რომელიც მუდმივ ზედამხედველობას დააწესებს როგორც პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობაზე, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციების კანონშესაბამის საქმიანობაზე. ასეთი მოდელი თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაშია, რაც უზრუნველყოფს კანონდარღვევათა პრევენციას და ზრდის სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის ხარისხს.
რადიკალურადაა შესაცვლელი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა. უპირველეს ყოვლისა, იგი უნდა დაუბრუნდეს ეროვნულ ბანკს. ამასთან, საჭიროა მისი დაკომპლექტება კვალიფიციური, გამოცდილი და ანალიტიკურ-პროგნოსტიკული უნარის მქონე პროფესიონალებით. საყურადღებოა, რომ უცხოეთის განვითარებულ ქვეყნებში საფინანსო ზედამხედველობის სამსახურები ამ სფეროში 20-30 წლიანი გამოცდილების კადრებითაა დაკომპლექტებული.
რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე და სახელმწიფო ქონების გამოყენებაზე ფინანსური კონტროლის სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ კრიზისულ სიტუაციაშია, გამოცოცხლებას და კვალიფიციური ეკონომიკური კადრებით შევსებას საჭიროებს. ამ სფეროში ახალი კანონი მიღებულია, საჭიროა მისი სასწრაფოდ ამუშავება და მის შედეგებზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება, დასაჩქარებელია კონტროლის პალატის ქუთაისში განთავსება.
ანტიკრიზისულ პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას. როგორც ცნობილია, ეკონომიკური კრიზისის ნებისმიერი ფორმით გამოვლენის დროს იზრდება კორუფციული გარიგებების რაოდენობა და მასშტაბები. ხშირად კი კრიზისის გამომწვევი მიზეზი ფინანსური აფიორა და კორუფცია ხდება. ამჟამინდელი მსოფლიო კრიზისის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მას თვლიან, რის გამოც აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში ასობით „თეთრსაყელოიანი“ დაპატიმრებულია. საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას იმყოფებოდა სულ ორიოდე წლის უკან, მაგრამ 2007 წლის მონაცემებით, იგი 180 ქვეყანას შორის 79 ადგილზე აღმოჩნდა, რასაც ადასტურებს Transparansy International-ის ბოლო გამოკვლევები. სამწუხაროდ, მსოფლიოში კორუფციის დონე და მასშტაბები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. დღეს პლანეტაზე მთლიანად „სუფთა“ ქვეყანა პრაქტიკულად არ არსებობს. საქართველოში კი კორუფციამ ტრანსფორმაცია განიცადა, შემცირდა კორუმპირებულთა რიცხვი, შეიცვალო კორუფციის სახეები და მან ძირითადად გადაინაცვლა ელიტარულ სამყაროში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ანტიკრიზისულ პროგრამაში უნდა აისახოს ისეთი პრობლემური ეკონომიკური საკითხების დარეგულირების მექანიზმები, როგორიცაა: ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობა, რეგიონული განვითარების გათანაბრება, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ანტიმონოპოლიური რეგულირება, სტატისტიკური ინფორმაციის საიმედობისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება, ეკონომიკური პროგნოზირებისა და პროგრამების პრაქტიკის დანერგვა, სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფა, აგრეთვე, პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა, თავისუფლება სამაუწყებლო მედიაში, საარჩევნო სისტემის მოწესრიგება, მთავრობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია და ა.შ.
რა თქმა უნდა, კრიზისი უთუოდ დაიძლევა, მთავარია იგი განხორციელდეს მინიმალური სოციალურ-ეკონომიკური დანაკარგებით და რაც შეიძლება მოკლე დროში.
![]() |
5 არის თუ არა კრიზისები განმეორებადი |
▲ზევით დაბრუნება |
თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
მეოცე საუკუნეში მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკურ კრიზისს პრაქტიკულად ერთხელ ჰქონდა ადგილი. ეს იყო „დიდი დეპრესიის“ სახელით ცნობილი მსოფლიო საფინანსო კრიზისით გამოწვეული სრულმასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისი. კრიზისი პრაქტიკულად 10 წლის მანძილზე გაგრძელდა და მისი შედეგები დამანგრეველი იყო ყველა მიმართულებით (და, ცხადია, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის). უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ევროპაში პირველი მსოფლიო ომის შემდგომ დაწყებული კრიზისი ამერიკაში გადავიდა და თავის პიკს იქ მიაღწია. გასულ საუკუნეში არაერთ კრიზისს ჰქონდა ადგილი, თუმცა თავისი მასშტაბებით ვერც ერთი კრიზისი ახლოსაც ვერ მივიდოდა „დიდ დეპრესიასთან“.
გავიხსენოთ ზოგიერთი მეტ-ნაკლებად რეზონანსული კრიზისი. გასული საუკუნის მეორე ნახევარში, კერძოდ, 1973 წელს მსოფლიოში საკმაოდ ძლიერი კრიზისი აგორდა, რომელიც მართალია ისტორიაში ნავთობის კრიზისის სახელით შევიდა, მაგრამ მას მაინც პოლიტიკურად ანგაჟირებულის სუნი დაჰკრავდა (თუმცა, მისი შედეგები მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ შთამბეჭდავი იყო). ამ ფაქტის დასასაბუთებლად ისიც იქნება საკმარისი, თუ ვიტყვით, რომ თუ 1973 წელს ერთი ბარელი ნავთობის ფასი 2,64 დოლარი ღირდა, 1974-1975 წწ. მან ბარელზე უკვე 12 დოლარს გადააჭარბა. ანალოგიურ მოვლენებს ჰქონდა ადგილი 1979 წელსაც, როდესაც ახლა უკვე „ოპეკის“ წევრმა ქვეყნებმა შეგნებულად შეამცირეს ნავთობის მოპოვება, რათა ფასები აწეულიყო და მართლაც, ნავთობის ფასმა 35 დოლარს მიაღწია ბარელზე.
ალბათ ყველას გვახსოვს რუსეთში მიმდინარე კრიზისი 1998 წელს, როდესაც რუსეთის მაშინდელმა პრემიერმა, კირიენკომ რუსეთი პრაქტიკულად ბანკროტად გამოაცხადა (რასაც დოლარის მიმართ რუსული რუბლის მომენტალური 400 პროცენტიანი ვარდნა მოჰყვა). ამ პროცესებს წინ უძღვოდა 1997 წელს აზიაში დაწყებული საფინანსო კრიზისი. ასევე აღსანიშნავია 1994 წლის კრიზისი მექსიკაში, დაახლოებით იმავე პერიოდში კრიზისი არგენტინაში. აღარაფერს ვამბობ უფრო მცირემასშტაბიან კრიზისებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
ექსპერტთა აზრით, დღეს მსოფლიოში მიმდინარე საფინანსო კრიზისი თავისი მასშტაბებით „დიდი დეპრესიის“ კრიზისის ანალოგიურია.
ახლა მოდით გავიხსენოთ საკმაოდ ღრმა შინაარსის მქონე ერთი შეგონება: - „თუ რაიმე მოვლენა ერთხელ ხდება, შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე; თუ იგივე მოვლენა მეორედაც განმეორდა, მაშინ, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ დამთხვევასთან გვაქვს საქმე; მაგრამ თუ იგივე მოვლენა მესამედაც მოხდა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ განმეორებად მოვლენასთან გვაქვს საქმე, ანუ რაღაც კანონზომიერებას აქვს ადგილი.“ აქ მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა დროითი ინტერვალია მოვლენებს შორის. ყოველ შემთხვევაში მოვლენებს შორის მკაცრად განსაზღვრული პერიოდის არარსებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოვლენა პერიოდული არ არის.
ალბათ, იმისათვის, რომ ზემოთ ჩამოყალიბებული ფრთიანი ფრაზა ეკონომიკური კრიზისებისთვის კანონზომიერებად გამოვაცხადოთ, სულაც არ არის საჭირო დაველოდოთ მსოფლიო მასშტაბის მესამე კრიზისს. ცხადია, რომ ასეთი კრიზისი იქნება. ჩვენთვის ეს საკითხი საკამათო არ არის, იგი თავისთავად ცხადი გახდება, როდესაც ჩვენ გამოვიკვლევთ კრიზისების გამომწვევ მიზეზებს, და გავარკვევთ, შეიძლება თუ არა ამ მიზეზების თავიდან აცილება. თუ ეს შესაძლებელი იქნა, მაშინ შეიძლება დიდი ალბათობით დავასკვნათ, რომ კრიზისების აცილება შესაძლებელია, თუ არა და მაშინ კრიზისების აცილების 100 პროცენტიანი გარანტია არ არსებობს. ჩვენს მსჯელობაში, როგორც ვხედავთ, ალბათური ელემენტები შემოვიდა. ამას სრულიად შეგნებულად ვაკეთებ და მისი მიზეზი სრულიად ცხადი და ნათელია - ბაზარი, თავისი არსით ირაციონალურია. რას ნიშნავს ეს!
ბაზრის ირაციონალობა
ეკონომიკური თეორიის თანახმად, ბაზრის ფუნქციონირების ამოსავალი - საბაზრო ძალებია, მათ შორის ის „უჩინარი ხელი“, რომელიც ასე მახვილგონივრულად შემოიტანა ხმარებაში დიდმა მეცნიერ-ეკონომისტმა ადამ სმიტმა. მართალია საბაზრო ძალების მნიშვნელობა განუზომლად დიდია მთელს ამ სისტემაში, მაგრამ გარდა ამ ძალებისა საბაზრო სისტემაში მოქმედებენ სხვა ძალებიც, რომელთა მნიშვნელობა არა თუ მეორეხარისხოვანი, არამედ რიგ შემთხვევებში არანაკლებია, ვიდრე თვითონ საბაზრო ძალები. სწორედ იმიტომ, რომ ბაზარი ირაციონალურია, რეალურ ბაზარზე იმ თეორიული პოსტულატის აპრიორი მიღება, რომ მოთხოვნა-მიწოდების ძალები თავად მოახდენენ ბაზრის წონასწორულ მდგომარეობაში მიყვანას, ისეთივე მიამიტობაა, როგორიც ის ბავშვური რწმენა, რომ ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუას მოაქვს ჩვენთვის საჩუქრები.
რადგანაც ნებისმიერი ფუნდამენტალიზმი საზოგადოდ მიუღებელია ყველა ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანებისთვის, ზუსტად ასევე მიუღებელი უნდა იყოს საბაზრო ფუნდამენტალიზმი, ანუ საბაზრო ძალების უნარის გაფეტიშება.
არასაბაზრო ძალებიდან, პირველ რიგში, აღსანიშნავია ადამიანის ის ფსიქო-ემოციური, თუ ფსიქო-სოციალური ფაქტორებით განპირობებული ქცევა, რომელიც ხშირად არა თუ ფორმალიზებას არ ექვემდებარება, არამედ ელემენტარული ლოგიკის ჩარჩოებშიც ვერ ჯდება.
ეკონომიკური თეორია გვასწავლის, რომ ეკონომიკურ ურთიერთობებში მონაწილეობისას ადამიანი რაციონალურ ქმედებებს ჩადის. ანუ, თავის გადაწყვეტილებებში იგი ზღვრული ანალიზის პრინციპს იყენებს. მხოლოდ ამის შემდეგ იღებს იგი გადაწყვეტილებებს. სწორედ ასეთი პარადიგმა უდევს საფუძვლად ნებისმიერ ეკონომიკურ მოდელს. მაგრამ რამდენადაც რეალური სამყარო ვერ ჯდება ვერც ერთ თეორიულ მოდელში, ამიტომაც რეალურ სამეურნეო პრაქტიკაში არც თუ ისე იშვიათად გვხვდება მოვლენები, რომელიც ძალზე შორსაა რაციონალური ინდივიდების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისგან. სწორედ ამიტომაც არის ასე პოპულარული საკმაოდ მოარული ფრაზა იმის შესახებ, რომ „ინფლაციის ქიმიური ფორმულის 50 პროცენტზე მეტი ფსიქოლოგიურ ფაქტორში ძევს“. ეს გამონათქვამი იმის შესანიშნავი დადასტურებაა, რომ ადამიანების გადაწყვეტილებები საკმაოდ ხშირად შორსაა რაციონალურისგან და იგი ლოგიკურ მსჯელობებზე მეტად დამოკიდებულია, როგორც ადამიანის ეთნო ტიპზე, ისე მის ფსიქო-ემოციონალურ განწყობაზე, რელიგიურ შეხედულებებზე და ა.შ. და ა.შ.
ეკონომიკური კრიზისის ძირითადი მდგენელი
ზემოთ თქმული იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს, რომ ეკონომიკურ ურთიერთობებში ყოველთვის ადგილი აქვს ისეთ ქმედებებს, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ საბაზრო ძალებთან და რომელთაც შეუძლიათ კრიზისების პროვოცირება.
თავისთავად კრიზისი მრავალი სახის არსებობს. მათგან შევჩერდები მხოლოდ ეკონომიკურ კრიზისზე, უფრო სწორად ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე, რომელთაგან ერთ-ერთი თავად არის კრიზისის სახეობა და მას საფინანსო კრიზისი ეწოდება (გნებავთ საბანკო-საფინანსო კრიზისი).
კრიზისის ეს სახეობა, ანუ საფინანსო კრიზისი, ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდგენელია, ყოველ შემთხვევაში კრიზისის იმ სახეობებს შორის, რომელიც უშუალოდ ადამიანის მოქმედების შედეგია, თორემ ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ მიზეზთა შორის მრავალი სხვა ფაქტორებია, რომელთა ზეგავლენაც არც უშუალოდ ადამიანის მიერ არის გამოწვეული და არც ადამიანის მოღვაწეობის არცერთი საქმიანობით, ყოველ შემთხვევაში პირდაპირ მაინც.
ზემოთ თქმულის შესაძლო კლასიკური მაგალითებია გლობალური დათბობით გამოწვეული მოსალოდნელი კრიზისი, მიწისძვრებით გამოწვეული კრიზისი, ხანძრებით, რადიაციული აფეთქებით და ა.შ. გამოწვეული კრიზისები.
რა არის კრიზისი
როგორც უკვე აღვნიშნე, ამჯერად შევეხები კრიზისებს შორის ერთი შეხედვით ყველაზე უწყინარ, მაგრამ თავისი ავბედითი შედეგებით ყველაზე დამანგრეველი კრიზისის, ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ უმთავრეს მდგენელს, - საფინანსო კრიზისს.
ჯერ შევეცადოთ, თავად კრიზისის ცნება ჩამოვაყალიბოთ.
ვფიქრობ, კრიზისი, ეს არის ბაზარზე არსებული ისეთი სიტუაცია, როდესაც ბაზარი მყისიერად გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში ან, რამდენადაც ბაზარი ირაციონალურია, როცა ბაზრის მონაწილეების მხრიდან არის ამ გადასვლის მოლოდინი.
იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ, თუ რას ნიშნავს ბაზრის ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში მყისიერი გადასვლა, წარმოვიდგინოთ ქვეყნის საფინანსო სისტემა, როგორც უზარმაზარი ბუშტი, რომელიც ძალიან ნელა (თუ ქვეყნის ეკონომიკა სიდიდით უზარმაზარია) იბერება, და მისი ზომებში მატება იმდენად ნელა ხდება, როგორც ვთქვათ, ცნობილი პიზის კოშკის გადახრა, ან საათის ისრის მოძრაობა. საფინანსო კრიზისი შეიძლება შევადაროთ ამ უზარმაზარი ბუშტის უცაბედ გასკდომას, რომლის შედეგადაც ეკონომიკა მყისიერად გადადის თვისობრივად ახალ მდგომარეობაში. აქ თავდება მსგავსება ჩვეულებრივ ბუშტსა და მოცულობაში მატების მის თვისებასთან. ამ ბუშტს ჩვეულებრივი ბუშტისგან განსხვავებით, ერთი უაღრესად სპეციფიკური თვისება გააჩნია, კერძოდ, საღეჭი რეზინის თვისება: იმავე მასალისგან ისევ შეიძლება მივიღოთ ახალი ბუშტი, რომელიც ისევ იბერება, იბერება და ისევ სკდება; შემდეგ იმავე მასალისგან ისევ იწყება ახალი ბუშტის გაბერვის პროცესი და ასე დაუსრულებლად.
სიტუაციის მეტი დრამატიზებისათვის წარმოვიდგინოთ, რომ ამ ბურთის ზომები იმდენად დიდია, რომ დედამიწის ზომებს აღწევს და ამდენად ჩვენს ვირტუალურ ფინანსურ ორეულებს მასზე ცხოვრება არ უჭირთ. მეორეს მხრივ, ასეთი კოლოსალური ზომების გამო ჩვენს ვირტუალურ ორეულებს წარმოდგენა არა აქვთ, თუ რა ხდება საფინანსო სისტემაში.
რა იწვევს საფინანსო კრიზისს?
ახლა შევუდგეთ იმის გარკვევას, თუ რატომ იბერება ეს ბუშტი. ვფიქრობ, ამის თავი და თავი ინფლაციაა. ეკონომისტებს შორის ერთიანი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენად გარდაუვალია ინფლაცია. სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, აქ ერთი რემარკა მინდა მოვიყვანო და რადგანაც იგი არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს მისი ავტორისთვის, რომელიც მთელი ორი წლის მანძილზე ერთ-ერთი ზესახელმწიფოს პრეზიდენტის ეკონომიკურ ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარედ იყო არჩეული, და, როგორც თავად ამბობს, კვირაში ორჯერ ხვდებოდა პრეზიდენტს და მას რჩევებს აძლევდა(?), მის გვარს არ დავასახელებ. იმას კი ვიტყვით, რომ თავის საკმაოდ გახმაურებულ ეკონომიკური თეორიის სახელმძღვანელოში ინფლაციასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ეშინიათ ადამიანებს ინფლაციის. მისი აზრით, თუ ფასები იზრდება და ადამიანებს, როგორც მყიდველებს ყიდვისას მეტის გადახდა უწევთ, იმავე ადამიანებს, როგორც გამყიდველებს მეტის მიღება შეუძლიათ და, რადგანაც ნებისმიერი ყიდვა იმავდროულად გაყიდვაა, ამიტომ ინფლაცია მთლიანობაში არ უნდა იყოს საშიში.
ცხადია, შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ ამ პიროვნებამ არ იცის, თუ რატომაა ინფლაცია საშიში ნებისმიერი ადამიანისათვის. უბრალოდ ეკონომიკა, ისევე როგორც ნებისმიერი საზოგადოებრივი მეცნიერება, საკმაოდ პოლიტიზირებულია და ამიტომ ავტორი, იმისათვის, რომ მის, მართლაც და გასაგები ენით დაწერილ და საკმაოდ პოპულარულ წიგნს, დღის სინათლე ეხილა, უკაცრავად გამოთქმაზე და, იძულებული იყო „თავი წაეშტერებინა“, ხოლო თუ მას ამასთან ერთად მკითხველის „წაშტერებაც“ უნდოდა, ცხადია, მას ეს ნამდვილად არ გამოუვიდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ჯერ ერთი, ავტორისეული განმარტება ჭეშმარიტიც რომ იყოს, რამდენადაც არსებობს ადამიანების შიში ინფლაციისადმი, იგი სრულიად უსაფუძვლოც რომ იყოს, ეს კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია ბაზარის ირაციონალურობის სასარგებლოდ. მართალია, ავტორმა ის კი გაითვალისწინა, რომ ნებისმიერი გაყიდვა იმავდროულად ყიდვის ოპერაციაც არის, მაგრამ იმაზე არაფერს ამბობს, რომ მყიდველთა რაოდენობა გაცილებით აღემატება გამყიდველთა რაოდენობას და ამიტომ ერთი გამყიდველის მიერ მიღებული შემოსავლები გაცილებით აღემატება ერთი მყიდველის მიერ გაწეულ დანახარჯებს. ანუ, მყიდველთა შესაძლებლობები გაცილებით ნაკლებია გამყიდველთა შესაძლებლობებზე.
აქედან გამომდინარე, გამყიდველი უფრო მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე მყიდველი, მიუხედავად იმისა, რომ ფასების ზრდის გამო ბაზრის ზომები მცირდება და ბევრი მყიდველი, რომელიც ადრე ბაზრის ფუნქციონირებაში მონაწილეობდა, ახლა აუთსაიდერი ხდება.
გარდა ამისა, ინფლაციურ პროცესებში ყველაზე არსებითი ის არის, რომ ფასების ზრდის ტემპი წინ უსწრებს შემოსავლების ზრდის ტემპს. სწორედ ამაში მდგომარეობს იმ შიშის საფუძველი, რაც ადამიანებს ინფლაციის მიმართ გააჩნიათ.
კრიზისის არსი
რიგ ეკონომისტებს იმის არგუმენტად, რომ ინფლაცია გარდაუვალი არ არის, ისტორიიდან მოყავთ მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან ამერიკელ ფერმერთა მაგალითი.
კერძოდ, 1896 წელს ამერიკის ეკონომიკაში ფასების საშუალო დონე უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 1880 წელს, ანუ მთელი 16 წლის მანძილზე ადგილი ჰქონდა დეფლაციურ, ანუ ფასების შემცირებისკენ მიმართულ მოვლენებს. პრობლემამ იმდენად საშიში მასშტაბები მიიღო, რომ დეფლაციის ეს ფაქტი 1896 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დებატების უმთავრესი თემა გახდა. ამ შიშის საფუძველი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ფასების ასეთი მრავალწლიანი ვარდნის გამო ფერმერებს (ამერიკა კი იმ პერიოდში მართალია მთლიანად აგრარული ქვეყანა არ იყო, მაგრამ იქ ფერმერთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია ცხოვრობდა) ბანკების ვალი დაუგროვდათ და ამიტომ ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ გადამჭრელი ღონისძიებების გატარებას.
რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ ამ დროს? როგორც გაირკვა, ყველაზე ქმედითი ამ დროს ფულის მიწოდების ზრდა აღმოჩნდა. ამ მეთოდმა იმდენად გაამართლა, რომ ამის შემდეგ ნებისმიერი მთვრობა მას განუწყვეტლივ იყენებდა, ხოლო ამის შედეგად ეკონომიკის ე.წ. „მამებმა“ შესანიშნავი ახსნა მოუძებნეს ყოველწლიურ 2-3 პროცენტიან ინფლაციასაც. მათი აზრით, იგი მოთხოვნის სტიმულირებას უწყობს ხელს და ეკონომიკური ზრდისათვის ისეთსავე აუცილებელ ქმედებას წარმოადგენს, როგორც საცხებ-საპოხი მანქანის ძრავისა და სხვა დეტალებისთვის.
ამასთან დაკავშირებით მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმის შეხსენება, რომ დიდმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა დევიდ იუმმა ეკონომიკურ თეორიაში შემოიტანა ე.წ. „კლასიკური დიქოტომიის“ ცნება, რომლის თანახმადაც ეკონომიკაზე მოქმედი ყველა ცვლადები იყოფა ნომინალურ და რეალურ ცვლადებად. ასეთი დაყოფის მიზანი კი იმაში მდგომარეობდა, რომ აქედან გაკეთდება, შეიძლება ითქვას, რევოლუციური დასკვნა, რომ გრძელვადიან პერიოდში ნომინალური ცვლადები, ვთქვათ ფასები, გავლენას ვერ ახდენენ რეალურ ცვლადებზე (ვთქვათ, წარმოებული პროდუქციის მოცულობაზე). ამ კანონზომიერებას ეკონომისტების ენაზე ე.წ. „ფულის ნეიტრალიტეტი“ ეწოდება. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი დამოკიდებულება ნომინალურ და რეალურ ცვლადებს შორის გვაქვს გრძელვადიან პერიოდში, ხოლო მოკლევადიან პერიოდში მათ შორის, ანუ ნომინალურ და რეალურ ცვლადებს შორის, საკმაოდ მჭიდრო კორელაციური კავშირი არსებობს. სწორედ ეს იქნა გამოყენებული დეფლაციური პროცესების დასაძლევად.
აქ ჩვენ იმაზე კი არ ვსაუბრობთ, ან იმის დასაბუთება კი არ გვინდა, რომ სახელმწიფოს მიერ ზემოთხსენებული ღონისძიების გატარება მცდარი და არასწორი იყო, არამედ იმის ხაზგასმა გვინდა, რომ ყოველწლიური 2-3 პროცენტიანი ინფლაცია იმ პროცესების გასანეიტრალებლად სჭირდება ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელობას, რათა კრიზისების დროს გადახდისუნარიანი მოთხოვნის შემცირების გამო ფასების შემცირებით გამოწვეული პროცესებით კრიზისის კიდევ უფრო გამწვავებას არ შეუწყოს ხელი.
ფიგურალურად რომ ვთქვათ, ასეთი ღონისძიებები იქითკენ არის მიმართული, რომ „ფინანსური ბუშტი“ არ ჩაიფუშოს, ანუ ეს ფაქტი, რომელიც დროში უფრო სწრაფად შეიძლება მოხდეს, ვიდრე ფინანსური ბუშტის გაბერვის შედეგად გამოწვეული ფინანსური კრიზისი, თავად არ გახდეს კრიზისის მიზეზი.
ამგვარად, იმისათვის, რომ ფასების შემცირებით გამოწვეული სიტუაცია, რომელიც, ბაზრის ერთი მდგომარეობიდან მეორეში მყისიერი გადასვლის გამო, შესაძლოა საფინანსო კრიზისის მიზეზი გახდეს, თავიდან იქნას აცილებული, ხელისუფლება იწყებს მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას, ანუ მიმოქცევაში ფულის მასის გაზრდას, რაც იწვევს ფასების საშუალო დონის წლიური 2-3 პროცენტით ზრდას. ერთი სიტყვით, ხდება ერთი კრიზისის თავიდან აცილება, რომელიც თავის მხრივ სხვა, შესაძლოა არანაკლებ ძლიერი კრიზისის პროვოცირების მიზეზი გახდეს, თუმცა მისი შესაძლო დაწყების დრო მომავალშია გადატანილი.
კიდევ ერთხელ სტაგნაციისა და სტაგფლაციის შესახებ
რადგანაც ეკონომიკურ კრიზისს შევეხე, მინდა შევნიშნო, რომ დღეს მსოფლიოში სახეზე გვაქვს სტაგნაციური პროცესები, ანუ პროცესები, რომელიც ხასიათდება უმუშევრობის ზრდით, ფასების შემცირებით და წარმოების მოცულობის შემცირებით. სტაგნაციის პერიოდი ზემოთ აღნიშნულ მოვლენებთან ერთად, სწორედაც რომ ფასების შემცირებითაც ხასიათდება. როგორც ცნობილია, ეკონომიკური თეორიის სახელმძღვანელოებში სტაგნაციის განმარტებაში არაფერია ნათქვამი ფასების შემცირების შესახებ. დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ სტაგნაციის შემთხვევაში ადგილი აქვს წარმოების შემცირებისა და უმუშევრობის ზრდასთან ერთად, ფასების შემცირებასაც. სწორედ ამით განსხვავდება იგი სტაგფლაციისაგან და თუ არა ეს განსხვავება სტაგნაციის ცნება აზრს კარგავს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე არსებული ფასების კოლოსალური შემცირება. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ხორბლის მსოფლიო ფასებიც და ის, რომ საქართველოს ამ მხრივ არაფერი დატყობია, ეს მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ჩვენს არასაკმარის ინტეგრირებულობაზე მეტყველებს.
ერთი კრიზისიდან მეორე კრიზისისაკენ
ამგვარად, როგორც ვხედავთ, ფულადი მასის ზრდა, რომელიც თავიდან ანტიდეფლაციურ ღონისძიებად იყო გამოყენებული, შემდგომ სრულიად სხვა პროცესების პროვოცირების მიზეზი ხდება და ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება მას აუცილებლად იყენებს, რაც სხვა უფრო ღრმა და უფრო შორსმიმავალ დასკვნებთან ერთად, იმაზეც მიანიშნებს, რომ ხელისუფლებამ შეძლო საგადასახადო სისტემისთვის ერთი სპეციფიური გადასახადიც შეემატებინა, რომელსაც ეკონომისტები ინფლაციურ გადასახადს ეძახიან. ეს გადასახადი ნებისმიერი სხვა გადასახადისაგან იმით განსხვავდება, რომ მას ნებისმიერი ადამიანი იხდის, ანუ ამ გადასახადის საგადასახადო ბაზა ყოვლისმომცველია და ხელისუფლებას „ეხმარება“ ბიუჯეტთან მიმართებაში თავისი მდგომარეობაც გაიუმჯობესოს და მოთხოვნის სტიმულირებაც მოახდინოს, რაც ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელ ფაქტორად მოიაზრება.
საბოლოოდ ამ ყველაფრის შედეგი კი ის გახლავთ, რომ ქვეყნის ფინანსური მდგრადობა უარესდება, რაც, ცხადია, ერთ და ორ წელიწადში შესაძლოა არ გამოჩნდეს, მაგრამ თუ 70-ის წესს გავიხსენებთ (უფრო სწორად 72-ის წესს) დავინახავთ, რომ 2 პროცენტიანი ინფლაციის პირობებში ფასები 35 წელში გაორმაგდება, ხოლო 3 პროცენტიანი ინფლაციის დროს უკვე 24 წელიწადში.
ამგვარად, ის, რომ თავის დროზე, ანტიდეფლაციურ ღონისძიებად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკა, ფასების ზრდისთვის იყო გამოყენებული, - ანუ ანტიკრიზისულ ღონისძიებად მოიაზრებოდა, აღმოჩნდა, რომ თავადაც შეიცავს კრიზისულ მდგენელს, ანუ ინფლაციური ბუშტი, რომელზედაც თითოეული ჩვენთაგანი, გვინდა ეს, თუ არა, ვცხოვრობთ, - იწყებს ზომებში ზრდას. ანუ, ერთი კრიზისის თავიდან აცილების ღონისძიებები იმანენტურად წარმოადგენს მეორე კრიზისის წარმოშობის მიზეზს.
ამ ფინანსური ბუშტის გაბერვის მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებამ კარგად გააცნობიერა, რომ ნებისმიერი კრიზისი, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მისი თავდაპირველი მასშტაბების მიუხედავად, სწორედ იმის გამო, რომ ბაზარი ირაციონალურია და, ამდენად, ამ ირაციონალურობაში ბოლო სიტყვა არ ეთქმის ფსიქოლოგიურ ფაქტორს, შესაძლოა გადაიზარდოს მსხვილმასშტაბიან კრიზისში, რასაც, როგორც წესი, მოჰყვება მოთხოვნის შემცირება, ეს თავის მხრივ იწვევს წარმოების შემცირებას, უმუშევრობის ზრდას და, აქედან გამომდინარე, გადახდისუნარიანი მოთხოვნის შემცირების გამო, ფასების შემცირებას, ანუ დეფლაციასაც. ეს კი კრიზისის ყველაზე არასასურველი შედეგია ხელისუფლებისათვის, რადგანაც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მწარმოებელი უკვეთავს ხელისუფლებას თამაშის წესებს. და თუ ეს თამაშის წესები დაირღვა, ხელისუფლება უსწრაფესად შეიცვლება. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რათა ეს თავიდან იქნეს აცილებული, ხელისუფლება მიმართავს უკვე აპრობირებულ ხერხს: მოხდეს მოთხოვნის სტიმულირება და ხელისუფლებამ არ დაუშვას ფასების შემცირება. ამიტომ იგი შეგნებულად მიდის ფასების ზრდის პოლიტიკაზე, რისთვისაც იყენებს მონეტარული პოლიტიკის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა: ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ღია საბაზრო ოპერაციები, საპროცენტო განაკვეთის შემცირება და ა.შ. ამის შედეგად ხდება ყოველწლიური 2-3 პროცენტიანი ფასების მიზანმიმართული ზრდა, ანუ ინფლაციური პროცესები, რაც ხელისუფლების მხრიდან კრიზისის თავიდან აცილების ღონისძიებას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ეს ღონისძიება საშუალებას იძლევა კრიზისის „დღეს“ თავიდან აცილების საშუალებას, მაგრამ ამით ხდება მხოლოდ კრიზისის გადატანა დროში, - სამომავლოდ. ეს არ ნიშნავს კრიზისის თავიდან აცილებას, რადგანაც სწორედ ეს ყოველწლიური 2-3 პროცენტიანი შეგნებულად განხორციელებული ინფლაციური ღონისძიება კუმულატიური ეფექტით ხასიათდება, ანუ ხდება ამ მუხტის დაგროვება და რაღაც დროის შემდეგ (რადგანაც შეუძლებელია საზოგადოებამ მუდმივად გაუძლოს ასეთ პროცესებს), აუცილებლად მოხდება ამ ფინანსური ბუშტის იმ ზომამდე მიყვანა, რომ იგი გასკდება. შედეგი, რაც ამას მოყვება, როგორც წესი, კატასტროფულად მთავრდება: - გაუბედურებული ოჯახები, განადგურებული ეკონომიკა, მოშლილი ფინანსები და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საშინელი დეპრესია, რომელიც მთლიანად მოიცავს საზოგადოების ყველა სფეროს, საზოგადოების თითქმის ყველა ფენას. მაგრამ რადგანაც ცხოვრება მაინც გრძელდება, თუნდაც იმიტომ რომ ეს არ არის საზოგადოების ფიზიკური აღსასრული, კრიზისი ბოლოს და ბოლოს ამოწურავს თავის თავს და ყველაფერი იწყება თავიდან, ანუ ფინანსური ბუშტი იწყებს თავიდან გაბერვას.
აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ფასები, როგორც წესი, კარდინალურად ეცემა, თუმცა არ აღწევს საწყის ნიშნულს, ანუ ფიზიკის ენაზე თუ ვიტყვით, გვაქვს ე.წ. „ნარჩენი დეფორმაციის მოვლენა“, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ფასები თავისუფლდება იმ ხელოვნური ზრდის, ანუ მონეტარული პოლიტიკის გავლენისგან, რომელსაც ხელისუფლება მთელი კრიზისული პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა.
ახლა დავსვათ უმნიშვნელოვანესი კითხვა: - შეიძლება თუ არა კრიზისის თავიდან აცილება? თუ შეიძლება როგორ და თუ არადა, რატომ? თუ არ შეიძლება და კრიზისი აუცილებლად უნდა მოხდეს, როგორი პერიოდულობით ხასიათდება იგი? არის თუ არა იგი პერიოდული? თუ არის, როგორია მისი პერიოდი? თუ არა, ხომ არ იძლევა ეს იმის იმედს, რომ კრიზისები შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებილი? კითხვები კიდევ ბევრი შეიძლება დაისვას, მაგრამ, სამწუხაროდ მე არ გამაჩნია ყველა ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი, თუმცა გარკვეული მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით გამაჩნია და ამაზე უახლოეს მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ.
![]() |
6 ნუ აყვებით პანიკას! |
▲ზევით დაბრუნება |
ანუ კრიზისის დაძლევა თანამშრომელთა შემცირებით ყველაზე უხეირო საშუალებაა
კობა ბიწაძე
ექსპერტი, ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ რედაქტორი
კრიზისს, ისევე როგორც ბუმს, ისევ და ისევ „ბრბოს ეფექტი“ აძლიერებს. აღმავლობის დროს ბრბოსთან ერთად სირბილით შეიძლება სულ მუქთა მოგებას გამოჰკრა ხელი. თუმცა, კრიზისის პერიოდში შეიძლება იგივე ბრბოსთან ერთად უფსკრულში გადაიჩეხო.
ამიტომ სანამ სხვების მიბაძვას დაიწყებდეთ, ჯერ კარგად უნდა გაარკვიოთ, სწორი მიმართულებით გარბიან თუ არა თქვენი პარტნიორები თუ კონკურენტები?!
ნებისმიერ შემთხვევაში დამოუკიდებლად აზროვნება და მოქმედება სჯობს, რადგან ბრბოსთან ერთად მიღებული მოგება იმდენად ნაკლებია, რამდენადაც მეტია „თანამონადირეთა“ რაოდენობა.
მარტო „ნადირობის“ დროს კი შეიძლება ჯერ კიდევ დაუკრეფავ მარწყვის მდელოს წააწყდე, რომლის არსებობის შესახებ სხვებს წარმოდგენაც არ აქვთ.
სამწუხაროდ, კომპანიების უმეტესობა უაზროდ იმეორებენ იმ საწარმოების მოქმედებებს, რომლებიც მართლა კრიზისში აღმოჩნდნენ. ნებისმიერი კომპანიის გაყიდვები ნებისმიერ „ეპოქაში“ მერყეობს, მაგრამ პანიკის პირობებში გაყიდვების შემცირება აღიქმება როგორც გარდაუვალი ტენდენცია. გამოსავალსაც ადვილად ჰპოვებენ: „თუ „ჯენერალ მოტორსმა“ თანამშრომელთა 10%25-ი დაითხოვა, ე.ი. ეს პოლიტიკა ჩვენთანაც გაამართლებს?!“ - ფიქრობენ საშუალო მეწარმეები და იმ თანამშრომლებს ათავისუფლებენ, რომლებიც მათი აზრით ბევრს არაფერს აკეთებენ. ასეთ კატეგორიებში კი პირველ რიგში რეკლამისტები და მარკეტოლოგები ირიცხებიან, რადგან მათი მუშაობის შედეგები უშუალოდ არ ჩანს. არადა, რეკლამა და მარკეტინგი - თანამედროვე წარმოების ლოკომოტივია. მაგალითისთვის შორს რომ არ წავიდეთ, თვით საქართველოში „ეკოფუდის“ მესვეურები ამტკიცებენ, რომ ყოველი სარეკლამო კამპანიის შემდეგ მათი გაყიდვების მოცულობა უცებ იზრდებოდა 60%25-ით. ასეთი სწრაფი ზრდის შედეგად „ეკოფუდმა“ ბაზრის 15%25 დაიკავა. ასევე რეკლამით მოიპოვეს ლიდერობა ცნობილმა სავაჭრო კომპანიებმა („გუდვილი“, „პოპული“ და ა.შ.), თორემ ანალოგიური პროდუქციის შემოტანა ნებისმიერ მცირე კომპანიას შეუძლია. რეკლამის სტრატეგია კი მარკეტოლოგმა უნდა განსაზღვროს.
ზოგიერთ საწარმოებში კრიზისის მსხვერპლნი ხდებიან ის თანამშრომლები, რომლებიც შრომას უადვილებდნენ სხვებს: ასისტენტები, კურიერები, ანალიტიკოსები და ა.შ.
ისმება კითხვა: არის კი თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა კრიზისის დაძლევის ერთადერთი და აუცილებელი პირობა?
მასობრივი დათხოვნები ერთობლივ მოთხოვნას კიდევ უფრო ამცირებს, ეს კი თავის მხრივ ამცირებს გაყიდვების რაოდენობას. ე.ი. ბიზნესმენები თვითონვე იჭერენ ყელზე იმ სახრჩობელას, რომელიც რამდენიმე დიდი კომპანიის კრახმა წამოაცვა მათ კისერზე.
ხომ არ სჯობს რომ ბიზნესმენებმა ერთობლივად იმუშაონ მოთხოვნის სტიმულირებაზე და არა შემცირებაზე? არსებობენ უამრავი ბიზნეს-ფედერაციები, გადამხდელთა კავშირები, მეწარმეთა ასოციაციები, რომლებიც როგორც წესიმ პრეზენტაციებისთვის იკრიბებიან ხოლმე. ხომ შეიძლება, რომ ამ ორგანიზაციებში მოილაპარაკონ იმ საკითხზე, რომ რომელიმე გიგანტის კრახით გამოწვეული კრიზისი თავისი ბეცი სტრატეგიებით არ გააძლიერონ ?
მაგრამ ეს არ ხდება მარტივი რუსული არგუმენტით: «моя хата с краю». ან ქართულად რომ ვთქვათ: „ჩემით იწყება ეს ქვეყანა?“
ამიტომ მოთხოვნის სტიმულირება ისევ და ისევ სახელმწიფოს უწევს.
ისევ ისმება კითხვა: შემცირდა კი ერთობლივი მოთხოვნა? იქნებ მომხმარებელი უბრალოდ შეშინებულია და ვთქვათ სარეცხი მანქანის საყიდლად დაგროვებულ ფულს უფრო უარესი „შავი დღისთვის“ ინახავს?
სამომხმარებლო პოტენციალის დასადგენად მოვლენები უნდა განვიხილოთ საწყისებიდან: საიდან დაიწყო კრიზისი? - იგი დაიწყო მას შემდეგ რაც უმსხვილესმა ბანკმა „Lehman Brothers“-მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. მას მიჰყვა „Merill Lynch“-ი და სხვა გიგანტები
გაკოტრების მიზეზი, როგორც ამტკიცებენ, გახდა ის, რომ ბანკებმა ვერ დაფარეს „სამშენებლო“ ობლიგაციები, რადგან კრედიტორმა მენაშენეებმა ვეღარ გადაიხადეს პროცენტები იპოთეკურ კრედიტებზე.
თუმცა, ეს პროცესი ისე ელვისებურად განვითარდა, რომ ჩნდება ეჭვი - ხომ არ ჰქონდა ადგილი თაღლითობას თვით გადახდისუნარიანი კლიენტების მხრიდანაც? ან იქნებ აღნიშნულმა ბანკებმა ხელოვნურად გაიკოტრეს თავი სხვადასხვა ანგარებიანი მიზეზებით?
ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, გაკოტრება ეს არის პროცედურა, როდესაც ნაშოვნ ფულს პიჯაკის ჯიბიდან შარვლის ჯიბეში გადაიტან, გააფთრებულ კრედიტორებს კი ძველ პიჯაკს მისცემ ვალშიო“.
კრედიტორებმა ჯიბეში გადამალული ფული რომ გიპოვნონ, ამას სჭირდება სასამართლო პროცედურები, გამოძიება, ცნობები ბანკებიდან, ინსპექციებიდან და ა.შ.
მაგრამ ბანკის კლიენტები ბევრნი არიან, გამომძიებლები და მოსამართლეები კი ცოტა. ასე რომ, პანიკის დროს ბევრი გადახდისუნარიანი კლიენტი მალავს შემოსავლებს და ეს მათ რომ იტყვიან „ხახვივით რჩებათ“.
ასეთი ეჭვების საფუძველს იწვევს ევროპაში აღმოცენებული კრიზისი. როგორც ამტკიცებენ, ევროპულ იპოთეკურ ბაზარზე არავითარი „გაბერილი ბუშტები“ არ არსებობდა. მშენებლობები მიმდინარეობდა უმეტესად სოლიდური და მდიდარი კლიენტების დაკვეთით. ამიტომ ჩნდება კითხვა: ხომ არ ისარგებლეს ევროპელებმა (როგორც ბანკირებმა, ასევე სამშენებლო კომპანიებმა და თუნდაც რიგითმა დებიტორებმა) მასობრივი კრიზისით და თავიანთ კლიენტებს ვალდებულებების ნაცვლად ძველი პიჯაკები ხომ არ მიაჩეჩეს?
თვით ამერიკაში კი იპოთეკური ბაზარი ნამდვილად „გაბერილი“ იყო მასობრივი მაქინაციების შედეგად. მიმდინარე კრიზისის დროს 2,7 მილიონმა ამერიკელმა გამოაცხადა თავი გაკოტრებულად. მათი ვალები ბანკებმა უბრალოდ ჩამოწერეს, რამაც საერთო ჯამში 650 მილიარდი დოლარი შეადგინა. ე.ი. თითოეულ გაკოტრებულს 240 000 (!!!) დოლარი შერჩა. განა ეს ფული არ ქმნის სამომხმარებლო მოთხოვნას?
რა თქმა უნდა, იგივე 650 მილიარდი ვერ მიიღეს იპოთეკური ობლიგაციების მფლობელებმა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგალითად პურის გამყიდველისთვის, თუ ვინ იყიდის მისგან პურს - ობლიგაციის მფლობელი, თუ გაკოტრებით გამდიდრებული მენაშენე?!
გაკოტრებებით რომ მდიდრდებოდნენ, ამას თვით ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მასალები ადასტურებს. დადგენილი სქემის მიხედვით, როდესაც სამშენებლო კომპანია რეალურ მყიდველს ვერ იპოვიდა, მას ბანკში მიჰყავდა კლიენტი ყალბი საბუთებით. ბანკირებიც ამ სიყალბეს ვითომ და ვერ ამჩნევდნენ და კრედიტს გასცემდნენ. მაგალითად ერთი ავტოელექტრიკოსი, რომლის წლიური შემოსავალი 20 000 დოლარს ძლივს აღწევდა, კომპიუტერების „ელექტრიკ-პროგრამისტად“ გაასაღეს და საბუთებში ჩაუწერეს, რომ წლიური შემოსავალი 150 000 დოლარამდე ჰქონდა. შემდეგ ბანკმა ამ ავტოელექტრიკოსზე გასცა სესხი 200 000 დოლარის ოდენობით, რომლითაც მან სახლი შეიძინა. მიღებული ფულიდან სამშენებლო კომპანიამ ერთი ნაწილი ბანკირებს დაუბრუნა ქრთამის სახით, მეორე მცირე ნაწილი კი ელექტრიკოსს მისცა „მადლობის ნიშნად“ და თან სახლიც დაუთმო მანამდე, სანამ მას ბანკი დაისაკუთრებდა კრედიტის არდაბრუნების მოტივით.
ასე რომ, აღნიშნული 200 000 დოლარი რამდენიმე მცირეშემოსავლიან ადამიანზე გადანაწილდა. ასეთი ოპერაციები ათასობით ჩატარდა, რის შედეგადაც ერთობლივი მოთხოვნის დონე თუ არ გაიზარდა, იგივე დარჩა მაინც. უბრალოდ შეიცვალა სამომხმარებლო პრეფერენციები: თუ ობლიგაციის მფლობელები ორიენტირებულნი იყვნენ ვთქვათ როლს-როისის ყიდვაზე, ზემოაღნიშნული ბანკის მენეჯერები მაქსიმუმ მერსედესს იყიდნენ თავიანთი ქრთამებით (სხვათა შორის, მიმდინარე კრიზისის დროს „მერსედესების“ გაყიდვები 26%25-ით გაიზარდა!!!).
პრეფერენციების ასეთ ცვლილებას სწრაფად აუღო ალღო პრესტიჟულ რესტორანთა რამდენიმე ქსელმა: მათ მდიდრული მენიუს პარალელურად შემოიღეს სტანდარტული ბიზნეს-ლანჩი სულ რაღაც 75 დოლარად. „გაპროგრამისტებული ავტოხელოსნებისთვის“ ეს ფასი საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა და რესტორნების საშუალო კლიენტურამაც იმატა მდიდარ კლიენტთა შემცირების ფონზე.
ამრიგად, კრიზისის დროს პირველ რიგში უნდა დააკვირდეთ პრეფერენციების ცვლილებას, იმის ნაცვლად, რომ მასობრივად დაითხოვოთ თანამშრომლები.
კრიზისის პირობებშიც კი პოტენციური მოთხოვნა მაინც არსებობს, მაგრამ იგი გაყინულია მთელი რიგი ფსიქოლოგიური სტერეოტიპების გამო.
წარმოების აქტივიზაციას პირველ რიგში სჭირდება ამ სტერეოტიპების დანგრევა, ან შეცვლა კომპანიის სასარგებლოდ.
რეგრესული სტერეოტიპებისადმი ადაპტაცია მხოლოდ წამგებიანია. ამის მაგალითად ხშირად იხსენებენ ბაყაყებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებს:
თუ ბაყაყს ცხელ წყალში ჩააგდებთ - იგი მაშინვე ამოხტება. მაგრამ თუ ცივი წყლით სავსე ქვაბში ჩასვამთ და ნელ ცეცხლს მიუნთებთ, ბაყაყი მოიხარშება. რატომ? - იმიტომ, რომ როდესაც ბაყაყი გრძნობს წყლის ნელა გათბობას, მას ეს სიამოვნებს, რადგან იგი ცივსისხლიანია და ცდილობს ეს სითბო შეითვისოს. მაგრამ როდესაც ბაყაყი იგრძნობს, რომ წყალი მეტისმეტად გაცხელდა, იგი ისე არის გათანგული სიცხით, რომ ძალა აღარ ჰყოფნის ქვაბიდან ამოსახტომად.
ასეთივე ეფექტს იძლევა ზემოთაღნიშნული ანტიკრიზისული „სტრატეგია“: თანამშრომელთა დათხოვნა თავიდან კომპანიას „ათბობს“ - მცირდება დანახარჯები და იზრდება მოგების ნორმა. მაგრამ მასობრივი დათხოვნების შემთხვევაში კატასტროფიულად მცირდება გაყიდვების საერთო მოცულობა, რის შედეგადაც მოგება თავის ნორმიანად საერთოდ ქრება! კომპანიას უკვე აღარ შეუძლია თავისი ძალებით ამოხტეს კრიზისის ცხელი მორევიდან. მაშველის როლს ისევ და ისევ სახელმწიფო თამაშობს. მაგრამ როდესაც სახელმწიფო დახმარება შედეგებს გამოიღებს, როგორ უნდა შეხვდეს კომპანია ახალ სასიკეთო გარემოს? - განახევრებული კონტიგენტით, გაჩერებული წარმოებით და რაც მთავარია, მოძველებული მარკეტინგული სტრატეგიით?
ასე რომ, კომპანიამ მასობრივი კრიზისის დროსაც კი ისე უნდა იმოქმედოს, რომ თითქოს მხოლოდ თვითონ არის კრიზისში მასობრივი აღმავლობის ფონზე.
მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე ისეთი კომპანიებიც კი ჩავარდნილან კრიზისულ მდგომარეობაში, რომელთა სიძლიერეში არავის ეჭვი არ ეპარებოდა („ჯენერალ ელექტრიკი“, „მაიკროსოფტი“, „ჯენერალმოტორსი“ და ა.შ.).
მაგრამ ამ კომპანიებს მხოლოდ შრომითი დანახარჯების შემცირებაზე რომ ეზრუნათ, ისინი საბოლოოდ გაკორტდებოდნენ. ამ კომპანიებში განხორციელებული დათხოვნების თუ რეორგანიზაციების მიზანი იყო ბაზრის ახალი სეგმენტების ათვისება ან არსებულებში პოზიციების გაძლიერება.
ამიტომ კომპანია კრიზისის დროს უფრო მეტად უნდა ცდილობდეს, რომ გააფართოოს თავისი კლიენტურის არეალი.
მარკეტოლოგებმა უნდა შეისწავლონ გაღარიბებული მილიონერების და მათ ხარჯზე გამდიდრებული ნუვორიშების ახალი სამომხმარებლო პრეფერენციები. ამ გამოკვლევების საფუძველზე უნდა შეიცვალოს კომპანიის სტრატეგიებიც.
ერთადერთი საერთო უარყოფითი ტენდენცია - ეს არის პანიკა, რის გამოც მომხმარებელთა უმრავლესობას თვითგადარჩენის ინსტინქტი ისე უძლიერდება, რომ მათი მოტივები ბიოლოგიურ დონემდე დადის. ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ კომფორტზე, გართობაზე და პირველ რიგში უსაფრთხო პირობების შექმნაზე ზრუნავენ.
თუმცა, ამ გრძნობებზედაც შეიძლება ფულის „კეთება“: მაგალითად, ერთმა სამშენებლო კომპანიამ შესთავაზა საზოგადოებას ისეთი დაცული სახლების მშენებლობა, რომლის ბინადრებს შეეძლებათ თავი დაიცვან მშიერი ბრბოებისაგან სასურსათო კრიზისის გაღრმავების და მასობრივი შიმშილის შემთხვევაში. ამ კომპანიამ განცხადებიდან პირველივე დღეს 20-ზე მეტი შეკვეთა მიიღო - ეს სამშენებლო სექტორის კრახის დროს!!!
მეორე კომპანიამ შესთავაზა მომხმარებლებს, რომ მათ მანამდე მოემარაგებინათ კონსერვები თუ მაკარონები, სანამ ისინი კიდევ უფრო გაძვირდებოდა სასურსათო კრიზისის შედეგად! - ამ კომპანიის გაყიდვები გაიზარდა 40%25-ით, რადგან მათი „მშრალი“ კონსერვები თურმე 25 წელი ინახება.
ე.ი. ზემოთხსენებულმა მშენებლებმა და საკვების მშრალად „კონსერვატორებმა“ დამატებითი შემოსავლები მიიღეს. ახლა სხვა კომპანიებმა უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ დაახარჯინონ მათ „ზედმეტი“ ფული ...
ამრიგად, კრიზისის დროსაც იგივე სტრატეგიები უნდა გამოიყენებოდეს, რაც აღმავლობის პერიოდში. მთავარი სტრატეგია - ეს არის ბაზრის ცალკეულ სეგმენტებზე გათვლილი სიახლეები. ადამიანი იმანენტურად ისწრაფვის სიახლეებისაკენ და ცვლილებებისაკენ. ამიტომაც აღნიშნავენ ყველაზე დიდი ზარზეიმით ახალ წელს - ცივი გონების ადამიანებიც კი იმედოვნებენ, რომ ყველაფერი ცუდი ძველ წელს გაჰყვება და ახალი წელი მხოლოდ სიკეთეს მოიტანს. არადა, 1 იანვარი ერთი ჩვეულებრივი კალენდარული დღეა.
ასე რომ, პოზიტიური სიახლე - ყველაზე დიდი მარკეტინგული იარაღია. მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანი მეტისმეტად ეგოისტი ხდება. ამიტომ ზოგადი სარეკლამო მეთოდები არაეფექტური იქნება. რეკლამა უნდა იყოს მაქსიმალურად ინდივიდუალიზირებული. ყოველი ადამიანისათვის ცალკე რეკლამას ვერ დაწერ, მაგრამ შეეცადეთ, რომ ყოველი სარეკლამო აქცია ორიენტირებული იყოს მომხმარებელთა რამე განსაკუთრებულ ჯგუფზე. რეკლამის ინდივიდუალიზაციის საუკეთესო საშუალება - ეს სარეკლამო აგენტების თუ დილერების კლიენტთან პირადი საუბრებია. ასე რომ, თანამშრომლების საბოლოო დათხოვნას სჯობს ისინი სარეკლამო აგენტებად გადააკვალიფიციროთ.
კრიზისის დროს ასევე ძლიერდება მშობლის ინსტინქტი და ზოგადად გვარის გადარჩენის ქვეცნობიერი სურვილი, რაც ადამიანს ჯერ კიდევ ქვის ხანაში განუვითარდა. შესაბამისად, მარკეტინგული სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს ამ გრძნობებზე. შეიძლება მამამ ახალი ავტომობილი არ იყიდოს, მაგრამ შვილისათვის ველოსიპედის ფული მაინც გაიმეტოს. ასევე ადვილი იქნება ისეთი მომსახურების ან პროდუქციის გაყიდვა, რომელიც ორიენტირებულია სათემო თუ კომუნალურ გაერთიანებებზე - მაგალითად, მინიჰესების, სათბურების ან მინიქარხნების მშენებლობა თემის დაკვეთით და ა.შ.
ასე რომ, კრიზისის დროს კომპანიამ უნდა აამოქმედოს ის შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც აღმავლობის დროსაც უნდა ეცადა. თანამშრომლების დათხოვნა ხარჯების ოპტიმიზაციის ყველაზე წამგებიანი ვარიანტია. ამისათვის არსებობს სხვა უამრავი შესაძლებლობები: კრიზისის დროს მნიშვნელოვნად იაფდება ნედლეული, იკლებს საიჯარო გადასახადი, ეცემა უძრავი ქონების ფასი. თუ სოლიდური ფინანსური რეზერვები გაქვთ, შეგიძლიათ შეიძინოთ საკუთარი ბიზნეს-ფართი, ან თვითღირებულებაზე მეტად გაიაფებული აქციები.
აქტივობას ამცირებენ „ახლომჭვრეტელი“ ბიზნესმენები და თქვენ გეძლევათ შანსი დანახარჯების გარეშე მიითვისოთ მათი ბაზრები...
ასე რომ, ნუ აჰყვებით პანიკას და ნურც თქვენს მომხმარებლებს შეაშინებთ!
შესთავაზეთ კლიენტურას პოზიტიური სიახლეები და დაარწმუნეთ ისინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ ერთობლივად შეეჭიდებით პრობლემებს, რადგან მოთხოვნა ქმნის მიწოდებას და არა, პირიქით...
სწორად შეაფასეთ თქვენი რესურსები და ეძებეთ ხარჯების ოპტიმიზაციის მატერიალური პოტენციალი, იმის ნაცვლად რომ სამუშაო ადგილები შეამციროთ.
ეძებეთ მომხმარებელთა ახალი, განსაკუთრებული ჯგუფები, რომლებიც უახლოეს 2-3 თვის განმავლობაში იქნებიან დაინტერესებულნი თქვენი პროდუქციით. შემდეგ ეცადეთ, რომ ისინი მუდმივი კლიენტები გახდნენ…
შეისწავლეთ ახალი „კრიზისული“ პრეფერენციები და მათ საფუძველზე შეიმუშავეთ ახალი მარკეტინგული სტრატეგიები.
განასხვავეთ სტრატეგიული და ტაქტიკური პოზიციები. განსაკუთრებით ჩაეჭიდეთ სტრატეგიულ პოზიციებს, მაგრამ არც ტაქტიკური მანევრირების შესაძლებლობები დაივიწყოთ...
ასეთი ბიზეს-პოლიტიკით უფრო ძლიერი და მომზადებული შეხვდებით აღმავლობის პერიოდს, რომელიც სულ მალე დადგება...
![]() |
7 ეკონომიკური განვითარების ციკლურობა და სახელმწიფოს ანტიციკლური პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
კონსტანტინე აბულაძე
სტუ-ს სრული პროფესორი, ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ სამეცნიერო საბჭოს წევრი
ჟურნალის წინა ნომერში („ბ.კ“ დეკემბერი, 2008წ.) ვსაუბრობდით, რომ თანამედროვე ეკონომიკური ციკლები არსებითად განსხვავდება XIX საუკუნისა და XX საუკუნის პირველი ნახევრის ციკლებისაგან. ახლა სულ უფრო ნაკლებად ვლინდება მათი ზოგადი კანონზომიერება. ეკონომიკური ციკლის ზოგიერთი ფაზა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.
ასე, მაგალითად, XX საუკუნის მეორე ნახევარში შეინიშნებოდა ციკლური რყევების შესუსტების ტენდენცია. ამასთან, იზრდება მათი სიხშირე, ადგილი აქვს კლასიკური ციკლის დარღვევას.
ჩვეულებრივ, ეკონომიკური კონიუნქტურის დახასიათებისთვის იყენებენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა: მოთხოვნა, მიწოდება, საქონლის ფასი, მშპ, უმუშევრობა, ინვესტიციები, სარგებლის განაკვეთი.
იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება აღნიშნული ეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელობა თითოეული ციკლის (კრიზისის, დეპრესიის, გამოცოცხლებისა და აღმავლობის) პროცესში განასხვავებენ პროციკლურ, კონტრციკლურ და აციკლურ პარამეტრებს.
პროციკლური პარამეტრები აღმავლობის ფაზაში იზრდება, ხოლო დაცემის ფაზაში მცირდება (ფასების საერთო დონე, კორპორაციების შემოსავალი და სხვ.).
კონტრციკლური პარამეტრები კი პირიქით, დაცემის ფაზაში იზრდება, ხოლო აღმავლობის ფაზაში მცირდება (უმუშევრიბის დონე, გაკოტრებულ საწარმოთა რიცხვი და სხვ.).
აციკლური პარამეტრები ისეთი მაჩვენებლებია, რომელთა დინამიკა არ ემთხვევა ეკონომიკური ციკლის ფაზებს.
გარდა ამისა, პარამეტრებს განასხვავებენ სინქრონიზაციის ნიშნით - წინმსწრებს, დაყოვნებულსა და შესაბამისს.
წინმსწრები პარამეტრები აღწევს მაქსიმუმს, ან მინიმუმს პიკის, ან ჩაღრმავების მოახლოვებისას (მარაგების, ფულადი მასის ცვლილება).
დაგვიანებული პარამეტერები აღწევს მაქსიმუმს, ან მინიმუმს მხოლოდ პიკის, ან ჩაღრმავების შემდგომ (მაგალითად, უმუშევართა რიცხვი).
შესაბამისი პარამეტრები ეკონომიკური აქტივობის რყევების შესაბამისად იცვლება (ინფლაციის დონე, სამრეწველო წარმოების დონე და სხვ.).
ტალღების თეორიაში ცნობილია რყევების სამციკლიანი სქემა: მოკლე, საშუალო და გრძელი. მიუხედავად საერთო ფაზებისა, ეკონომიკური ციკლების შედარება შეუძლებელია. ისინი ფაზების პარამეტრების სხვადასხვა მნიშვნელობით განსხვავდება (ამპლიტუდა, სიგრძე და ა.შ.).
აქ ისევე, როგორც სხვა საკითხებში, რომლებიც საქმიან ციკლებს ეხება, ეკონომისტთა შორის არ არსებობს ერთიანი აზრი, ვინაიდან ძნელია ყველა ციკლის რომელიმე ერთ განსაზღვრულ ტიპთან შეწყობა, დროის განსაზღვრულ ჩარჩოში მოქცევა.
ციკლების ძირითადი ტიპებიდან ეკონომიკაში იყენებენ ამერიკელი ეკონომისტების ჯოზეფ კიტჩინისა (1861-1932) და უესლი მიტჩელის (1874-1948) ციკლებს, რომლებიც პირობითად „მოკლე ციკლებს“ მიეკუთვნება. ისინი განიხილავდნენ მოკლე ციკლურ რყევებს (ტალღებს), რომელთა ხანგრძლივობა 2-დან 4-წლამდეა. ამგვარ რყევებს სასაქონლო მარაგების მოცულობის ცვლილებით ხსნიდნენ. გარდა ამისა, ეკონომისტებმა გამოყვეს ციკლი, რომლის ხანგრძლივობა 7-12 წელია. მას „ბიზნეს-ციკლს“, „სავაჭრო ციკლს“, „სამრეწველო ციკლს“, „დიდ ციკლს“ უწოდებდნენ. შემდგომში ამ ციკლს მისი პირველი შემსწავლელის - ფრანგი ეკონომისტის კლიმენტ ჟუგლიარის სახელი დაერქვა.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ელვინ ჰანსენი (1887-1976), რომელიც წარმატებით იკვლევდა ციკლური მერყეობისა და ანტიციკლური რეგულირების პრობლემათა მექანიზმებს, დიდ ციკლებთან ერთად მცირე ციკლებსაც გამოყოფს, ვინაიდან საქმიანი ციკლის ექსპანსიის ფაზაში მცირე რეცესიები, ხოლო მნიშვნელოვანი დაცემის ფაზაში კი - მცირე ექსპანსიებია შესაძლებელი (ეს უკანასკნელი უფრო იშვიათია).
გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკელმა ეკონომისტებმა გამოიკვლიეს სხვადასხვა წლებში საბინაო მშენებლობაში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ რყევები ციკლურია, ე.ი. მშენებლობის ზრდას დაცემა მოჰყვებოდა. აგრეთვე შემჩნეული იყო ისიც, რომ ამ რყევების ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წლიან პერიოდს მოიცავდა. ასე წარმოიშვა ტერმინი „სამშენებლო ციკლი“, რომელსაც შემდგომ „კუზნეცის ციკლი“ უწოდეს (ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში საიმონ კუზნეცი 1901-1985). საიმონ კუზნეცის წიგნის „ეროვნული შემოსავლის“ (1946) გამოცემის შემდეგ ტერმინს „სამშენებლო ციკლი“ აღარ იყენებდნენ, იგი „კუზნეცის ციკლმა“ ან „ხანგრძლივმა რყევებმა“ შეცვალა.
„ხანგრძლივი რყევების“ წარმოშობას ამერიკელი ეკონომისტები შემდეგი სქემით ხსნიან: შემოსავალი - იმიგრაცია - საბინაო მშენებლობა - ერთობლივი მოთხოვნა - შემოსავალი.
მეცნიერებმა შენიშნეს, რომ „კუზნეცის ციკლები“ მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ დიდი ეკონომიკური ციკლების ბუნებას. ანალიზის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული ციკლების მნიშვნელოვანი განსხვავება რყევების ამპლიტუდის, ხანგრძლივობისა და ზოგად კონტურს შორის. ეს ნაწილობრივ აიხსნება თითოეული ეკონომიკური ციკლის თავისებურებებით უფრო ხანგრძლივი სამშენებლო ციკლის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ თუ დიდი ციკლის გარდატეხა და შემდგომი დაქვეითება ემთხვევა მშენებლობის დაცემას, მომდევნო დეპრესია შესაძლოა იყოს მძიმე და ხანგრძლივი, ხოლო თუ დიდი ციკლის გარდატეხა და შემდგომი დაქვეითება ემთხვევა მშენებლობის ზრდას, მომდევნო დეპრესია შესაძლოა იყოს ნაკლებად ხანგრძლივი და სერიოზული.
სტატისტიკური მასალების განზოგადების შედეგად მრავალმა მეცნიერმა, მათ შორის რუსმა ეკონომისტმა ნიკოლოზ კონდრატიევმა (1892-1938) შენიშნა, რომ ეკონომიკა ხანგრძლივვადიანი (40-60 წელი) ციკლური რყევებით გამოირჩევა. ამის შემდგომ გრძელვადიან ციკლებს კონდრატიევის - იმ მეცნიერის სახელი უწოდეს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა გრძელი ტალღების შესწავლაში.
თავის ნაშრომში „ეკონომიკური კონიუნქტურის დიდი ციკლები“ ნიკოლოზ კონდრატიევმა ჩამოაყალიბა სამეურნეო კონიუნქტურის დიდი ციკლების თეორია. მან გამოყო ციკლური მერყეობის სხვადასხვა მოდელი, მათ შორის სეზონური (ერთ წლამდე ხანგრძლივობისა), მოკლე (3-3,5 წელი), საშუალო ხანგრძლივობის სავაჭრო-სამრეწველო (7-11 წელი) და დიდი ციკლები (50-60 წელი).
შემდგომ გრძელი ტალღების მკვლევარებმა მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას, რომ საშუალოვადიანი ციკლის ბუნება დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ კონდრატიევის ციკლის რომელ ფაზაში იმყოფება ეკონომიკა - დაქვეითების, თუ აღმავლობის. გრძელი ტალღების აღმავლობის ფაზაში საშუალოვადიანი ციკლები ხანმოკლე დეპრესიებითა და ხანგრძლივი, სწრაფი ექსპანსიით ხასიათდება.
კონდრატიევის ციკლის დაქვეითების ფაზაში შეიმჩნევა გახანგრძლივებული, ღრმა დეპრესიები შედარებით მცირე და ხანმოკლე ექსპანსიებით.
არსებობს გრძელი ტალღების წარმოშობის რამდენიმე ვერსია. მრავალ ეკონომისტს მიაჩნდა, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში დანერგილმა ტექნიკურმა სიახლეებმა (რკინიგზის, ტრამვაის ხაზების მშენებლობა, ელექტრო-ენერგეტიკის, საავტომობილო ინდუსტრიის განვითარება) მისცა იმპულსი კონდრატიევის ციკლის ამაღლების ფაზას. ე. ჰანსენი თვლიდა, რომ ამას ხელი შეუწყო აგრეთვე ომმა - სამხედრო ხარჯებმა.
ანტიკრიზისულ პოლიტიკასა და მის ღონისძიებებზე მრავალი განსხვავებული შეხედულება არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა შეიძლება გამოვყოთ ორი მიმართულება: ნეოკეინზიანობა და ნეოკონსერვატიზმი.
კეინზელების მიმდევრები დიდ ყურადღებას უთმობენ საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკას. ნეოკონსერვატორების მხარდამჭერები კი - ფულის (ფულადი მასისა და მისი რეგულირების), აგრეთვე კრედიტის პრობლემებს.
მიუხედავად ამ თითქოს არსებითი განსხვავებისა ორივე მხარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს ძალუძს ციკლური რყევების შერბილება და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით მან უნდა განახორციელოს ამისთვის საჭირო ღონისძიებები.
დაქვეითების ფაზაში სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს საქმიანი აქტივობის სტიმულირებას. საგადასახადო პოლიტიკის თვალსაზრისით აქ იგულისხმება განაკვეთების შემცირება, საგადასახადო შეღავათების დაწესება ინვესტიციებზე, დაჩქარებული ამორტიზაციის პოლიტიკის გატარება.
ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში კი ეკონომიკის „გადახურების“ თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფო მიმართავს ე.წ. შეკავების ტაქტიკას - ატარებს საწინააღმდეგო ღონისძიებებს საგადასახადო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დარგში.
კეინზიანელები მაკროეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებად ფისკალურ და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას მიიჩნევენ. ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს გადასახადის განაკვეთის შეცვლას და სახელმწიფოს სოციალური დანახარჯების რეგულირებას.
იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკაში შეიმჩნევა ერთობლივი დანახარჯების ნაკლებობა ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს გადასახადების განაკვეთის შემცირებას, სახელმწიფო დანახარჯების გაზრდას ან ორივე მეთოდის ერთდროულ გამოყენებას. ეს გაზრდის სამომხმარებლო და სახელმწიფო დანახარჯებს, რაც გამოიწვევს ერთობლივი დანახარჯის მნიშვნელოვან ზრდას (მულტიპლიკატორის ეფექტი).
თუ ეკონომიკაში ერთობლივი დანახარჯების სიჭარბეა, მთავრობამ უნდა გაზარდოს გადასახადების განაკვეთი, შეამციროს დანახარჯები ან გამოიყენოს ორივე მეთოდი ერთდროულად. ამ შემთხვევაში შემცირდება სამომხმარებლო და სახელმწიფო დანახარჯები, რაც გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის მნიშვნელოვან შემცირებას.
პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს მასტიმულირებელ, ხოლო მეორეში - შემაკავებელ ფისკალურ პოლიტიკასთან. მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკა უფრო პოპულარულია და პოლიტიკოსები ხშირად სწორედ ამ ღონისძიებების გატარებას ცდილობენ.
ფისკალურ პოლიტიკას მთელი რიგი ნაკლოვანებებიც გააჩნია. კერძოდ, საჭიროა გარკვეული დრო იმისათვის, რომ განისაზღვროს თუ ციკლის რომელ სტადიაზე იმყოფება ეკონომიკა. შემდეგი პრობლემაც ე.წ. დროით ლაგთანაა დაკავშირებული - საჭიროა დროის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, ვიდრე ეკონომიკური პოლიტიკა ამოქმედდება და გამოიღებს შედეგს. დროის ამ მონაკვეთში ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში შესაძლოა კარდინალურად შეიცვალოს და ეკონომიკური პოლიტიკა უშედეგო აღმოჩნდეს ან ზიანი მიაყენოის ეკონომიკას.
ერთობლივი მოთხოვნის მართვა აგრეთვე საფინანსო-საკრედიტო პოლიტიკის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომლის ძირითადი ინსტრუმენტებია ოპერაციები ღია ბაზარზე, სარეზერვო მოთხოვნა, დისკონტის განაკვეთი.
ამ ინსტრუმენტების მეშვეობით ხდება ფულის მიწოდების, სარგებლი განაკვეთის, კრედიტის ხელმისაწვდომობის, საინვესტიციო და სამომხმარებლო დანახარჯების რეგულირება.
ერთობლივი მოთხოვნის შემცირების შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა გაატაროს ე.წ. „იაფი ფულის“ პოლიტიკა, გაზარდოს ბრუნვაში არსებული ფულადი მასა, რაც გულისხმობს ფასიანი ქაღალდების შესყიდვას, საბანკო რეზერვის ნორმისა და დისკონტის განაკვეთის შემცირებას. აღნიშნული ღონისძიებების გატარების შედეგად კრედიტი გაიაფდება, გახდება უფრო ხელმისაწვდომი, რაც მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის ზრდის აუცილებელი პირობაა.
იმ შემთხვევაში, თუ წარმოებისა და დასაქმების დონე გადააჭარბებს წონასწორულს საჭიროა ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, საბანკო რეზერვის ნორმისა და დისკონტის განაკვეთის გაზრდა.
ამგვარ ღონისძიებებს „ძვირი ფულის“ პოლიტიკას უწოდებენ. იგი მიზნად ისახავს კრედიტის გაძვირებას, რაც შეზღუდავს კრედიტების აღებას, შეამცირებს ბრუნვაში არსებულ ფულად მასას და ერთობლივ მოთხოვნას.
უნდა აღინიშნოს, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება აგრეთვე გარკვეულ სირთულეებთან და ნაკლოვანებებთანაა დაკავშირებული კერძოდ, მას ახასიათებს კონტროლის შესუსტება ფულის მიწოდებაზე, ფულის ბრუნვის სიჩქარის შეცვლა (ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, ფულის მიწოდების საწინააღმდეგო მიმართულებით), ე.წ. საინვესტიციო ეფექტი (ზოგიერთ მკვლევარს არასაკამარისად მიაჩნია ინვესტიციების მოცულობა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების პირობებში).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ეკონომისტების ერთ ნაწილს უშედეგოდ და ამაოდ მიაჩნია სახელმწიფოს ანტიციკლური პოლიტიკის გატარების მცდელობა, მაგრამ მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა და სირთულეებისა, თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს შეიმუშაოს და გაატაროს იგი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით.
კრიზისებისა და ციკლების ჩემს მიერ წარმოდგენილი სურათი არასრულია, ვინაიდან ჩამოთვლილი ფორმების გარდა არსებობს გლობალური, ხანგრძლივი კრიზისული მოვლენები, მათ შორის გამოწვეული სხვადასხვა სუბიექტური ფაქტორებით (ქვეყნის პოლიტიკური სისტემით, ეკონომიკური განვითარების დონით, დემოგრაფიული, ენერგეტიკული, ეკოლოგიური პრობლემებით). მრავალი ამგვარი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ახლა მსოფლიო ღრმა კრიზისმა მოიცვა, რომელიც არსებითად ჩვენს ქვეყანასაც დაემუქრა. ამრიგად, საზრუნავი ბევრი გვაქვს, ვინაიდან შექმნილი სიტუაცია ეკონომიკური სისტემის არაეფექტიანი ელემენტების, მოძველებული აზროვნების, მექანიზმების, ტექნოლოგიების შეცვლას, ინოვაციურ მიდგომებს მოითხოვს.
АНОТАЦИЯ
ЦИКЛИЧНОСТЬ ЭКОНОМИЧЕСКОЙ РАЗВИТИИ И АНТИЦИКЛИЧНОСТЬ ГОСУДАРСТВЕННОЙ ПОЛИТИКИ
К. Абуладзе, профессор
В данной статье рассматривается динамика изменения экономических параметров в каждой фазе экономических колебаний, дается характеристика коротких, средних и длинных циклов. Автор приводит нескоько версий происхождения длинных циклов, анализирует их природу прослеживает взаимосвязь с другими циклами.
Антикризисная политика государства рассматривается с позиций неокейнсианства и неоконсерватизма. Автор подчеркивает разность этих подходов и вместе с тем разделяет позицию последователей обоих учений, которые считают, что в фазе спада государство может смягчить последствия колебаний путем проведения эффективной фискальной политики по стимулированию деловой активности, а в период экономического подъема - умелого сочетания фискальной политики с денежнокредитной. Наряду с этим, автор заостряет внимание на проблемах, с которыми связано проведение как фискальной, так и денежнокредитной политики. Одним из основных недостатков фискальной политики является т.н. эффект временного лага, в то время, как денежнокредитная политика связана с проблемой контроля за предложением денег, уменьшения инвестиций в результате проведения политики «дорогих денег».
Несмотря на указанные трудности и недостатки, а также скептицизм некоторых экономистов, считающих неэффективной любую попытку проведения антикризисной политики, почти каждая страна пытается найти выход из создавшегося положения используя общепринятые подходы, с учетом политических, экономических, социально-культурных и других особенностей. Однако нынешняя ситуация требует инновационных решений - безотлагательной замены устаревших элементов, механизмов экономической системы, неэффективных подходов и технологий.
![]() |
8 სიცილი, წყენა და მოსალოდნელი რისხვა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა ქართული საზოგადოების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე
ილნარ გორელიშვილი
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ რედაქტორი
რა გავლენას ახდენს ეკონომიკური კრიზისი საზოგადოების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ემუქრება თუ არა კაცობრიობას მაღალი ღირსებების გაუფასურების საფრთხე. გაიზრდება თუ არა საქართველოში ნოოგენური ნევროზის საფრთხე და გადაიზრდება თუ არა ქართველების წყენა რისხვაში.
გვესაუბრებიან ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა და ტრეინინგების ცენტრის ფსიქოლოგები: ნანა ჩაჩუა, ქეთი ჭყოიძე, ნინო სხირტლაძე, ლელა თოფურია, სოფო მაისურაძე.
ნანა ჩაჩუა:
- ტექნიკური პროგრესი სულ უფრო და უფრო ანაწილებს შრომას. უფრო გასაგები რომ იყოს, ტექნიკური პროგრესი პირდაპირპროპორციულია შრომის დანაწილების პროცესისა. თავდაპირველად შრომის დანაწილება ვიწრო არეალში, ვიწრო სივრცეში ხდებოდა - ერთ დასახლებულ პუნქტში, შემდეგ კი ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს შორის. მერე უკვე მთლიანად ერთი ქვეყნის შიგნით და ამას შრომის საზოგადოებრივი დანაწილება ეწოდა. თანამედროვე ეტაპზე შრომის დანაწილება არათუ სახელმწიფოთაშორის, არამედ კონტინენტთაშორის ხასიათს იძენს. რა შედეგებამდე მივყავართ ამ პროცესს? - იქმნება მონოპოლიები ტექნიკის გარკვეულ სეგმენტებზე. დავუშვათ, სადაც მიკროსქემები და ელექტრო-ტექნიკაა განვითარებული, ამ სფეროში მსოფლიო ბაზარზე იაპონიასა და ამერიკას შორის მიმდინარეობს გარკვეული კონკურენცია. კონკურენცია კიდევ უფრო ანვითარებს ტექნიკურ მიღწევებს და დღეს ცნობილია, რომ მონოპოლია ბაზარზე ამ სფეროში იაპონიას უპყრია ხელთ. ასეთ შემთხვევაში მეორე ადგილზე შეიძლება იყოს აშშ, მესამეზე სხვა და ა.შ. მაგრამ ბაზრის პრინციპი გვეუბნება, რომ თუ ადგილი აქვს შრომის სახელმწიფოებრივ დანაწილებას და ვინმე პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე ყოფნა აღარ ღირს, ამ მეორეს ბაზარი ავტომატურად ამოაგდებს. ჩვენ ვიცით ჭარბწარმოების ისტორია, თუ რას სთავაზობს ეს პრინციპი მწარმოებელს - მას ურჩევნია სულ გაანადგუროს ზედმეტად წარმოებული პროდუქცია, ოღონდ ბაზარზე იყოს ფასი შენარჩუნებული, ეს ავტომატურად ხდება, რადგანაც ბაზრის სტაბილურობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია მეწარმის ფსიქოლოგიისთვის. დღეს მეწარმე არის არა ინდივიდი, არამედ, შრომის სახელმწიფოთაშორისი და კონტინენტური დანაწილების პირობებში, იგი თავად სახელმწიფოა. პოლიტიკა კი ყოველთვის ეკონომიკაზე იგება. ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ საწყისი ფუნდამენტი სახელმწიფოსი შეიძლება იყოს სხვა რამე, გარდა ეკონომიკისა.
რასაკვირველია, ტექნიკური პროგრესი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ შინაარსსაც თავისთავად ქმნის. როცა მე ამას ვამბობ, ჩემი ასაკის ადამიანებს აუცილებლად გაახსენდებათ მარქსი. ამ შემთხვევაში გავიმეორებდი მერაბ მამარდაშვილის მოსაზრებას - მარქსი გენიოსი იყო, მარქსიზმი იყო იდიოტიზმი. ამიტომ ჩვენ მარქსისა და მისი გენიალური აზრების მიმართ ნუ ვიქნებით გულგრილნი. აქვე გავიხსენებ ძალიან ცნობილ ფრაზას, როცა ჰეგელისა და ფოიერბახის შეფასება ხდებოდა, თუ რატომ ვერ გაიგო ფოიერბახმა ჰეგელი თავის დროზე (ისე მოხდა, რომ მან არ იცოდა ჰეგელის სამი დიდი აღმოჩენის შესახებ, ვერ გაიგო, რადგანაც პროვინციაში ცხოვრობდა. სისტემისა და მეთოდის საკითხთან დაკავშირებით ხდებოდა ეს) და დაიწუნა მისი ფილოსოფია - ფოიერბახს ისე დაემართა, როგორც ხდება, ხოლმე ნაბანავებ წყალს ბავშვიც თან მიაყოლა. ჩვენც ასე არ დაგვემართოს - რომელიმე ცნობილი პიროვნების დაწუნებული იდეოლოგიის გამო თავად ამ პიროვნების გენიალური აზრები მოვისროლოთ გვერდზე.
ერთი სიტყვით, ეკონომიკა განსაზღვრავს იმ პოლიტიკურ, თუ ყველა სხვა სახის ურთიერთობებს, რომელშიც საზოგადოება არსებობს. ერთი კარგი მაგალითი გამახსენდა: ეს იყო მე-13 საუკუნეში, ჯვაროსანთა მეექვსე ლაშქრობის დროს.
ფრიდრიხ II და სულთანი პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. ყველას ეგონა, რომ მათი მოლაპარაკება რელიგიურ საკითხებთან იქნებოდა დაკავშირებული. როცა ამ შეხვედრის შემდეგ, იმ დროის ეს ორი დიდი პიროვნება, გაბრწყინებული სახით გამოვიდა, აღმოჩნდა, რომ მათ ხელი მოაწერეს არა რელიგიურ, არამედ ეკონომიკურ შეთანხმებას. ასე რომ, დიდი პოლიტიკის წყალქვეშა დინება და მამოძრავებელი ძალა არის ეკონომიკა. პოლიტიკა, რომელსაც ტელევიზიით ვუყურებთ და რომლითაც ვიკვებებით, აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილია, მაგრამ არის ნამდვილი პოლიტიკა, ანუ ის წყალქვეშა დინებები, აისბერგის ქვედა ნაწილი, რომელიც პოლიტიკოსთა შორის მოლაპარაკებების და ერთი-ერთზე შეხვედრების შედეგია. თანამედროვე ეტაპზე ეს არის მსოფლიოს ის ზესახელმწიფოები, რომელთა მოლაპარაკებების ძირითადი თემა სწორედ ეკონომიკაა.
მინდა გითხრათ, რომ დედამიწა დააპატარავა ტექნიკურმა პროგრესმა. დააპატარავა იმით, რომ ერთიანი ეკონომიკის შექმნის შესაძლებლობა შექმნა. თანამედროვე ტექნიკურმა მიღწევებმა სივრცე შეავიწროვეს - ინტერნეტი, მობილური ტელეფონები და სხვა ტექნიკური საშუალებები ისეთი კონტაქტის საშუალებას იძლევა, თითქოს ამ ოთახიდან იმ ოთახში ელაპარაკებოდე ოკეანეების გადაღმა ადამიანს. ასეთ პირობებში ძალაში მხოლოდ აინშტაინის ფარდობითობის თეორია დარჩა, დანარჩენი ყველაფერი დროსა და სივრცესთან მიმართებაში აბსოლუტურად გადაფასებულია.
სხვათა შორის, ყველაზე სახიფათო, რაც კაცობრიობის ისტორიაში ხდება, ეს სოციალურ საკითხებში უკიდურესობის ჩამოყალიბებაა, ანუ უკიდურესად ღარიბისა და უკიდურესად მდიდარი ფენის გაჩენა. ეს პრობლემა კაცობრიობის ისტორიაში არსებითად დგას. სიმდიდრისა და სიღარიბის, უფრო მეტად სიღარიბის პრობლემის გაცნობიერება საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე სხვადასხვა ქვეყნებში ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ებრაელ ხალხს ეყო სიბრძნე, ის, რაც მათ ნახეს და გამოსცადეს, დაეფიქსირებისხვათა და გამოცდილების საფუძვლად ექციათ _ ეს არის ბიბლია, ძველი აღთქმა, თორემ ბევრმა ერმა, რომლებიც ისტორიის წიაღიდან მოდიან, ანუ რომლებიც ისტორიულ დროს ფლობენ, გადაიტანა მსგავსი რამ მეტ-ნაკლები სიმწვავით. ასევეა ახალი აღთქმაც, ანუ მათ ორივე შემთხვევაში გამოცდილება დადეს. ბიბლიაში ჩვენ ვნახულობთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს, თუ რა ხიფათი დევს სიღარიბეში, უმწეობაში, სოციალურ დაუცველობაში, შიმშილის მდგომარეობაში ყოფნაში, როგორ ისწრაფვიან ადამიანები ამ დროს სიმდიდრისაკენ. ეს ის მომენტია, როდესაც მოსეს უდაბნოში გამოჰყავს ხალხი და თქვენ ხედავთ, როგორი ლტოლვა ჩნდება მაშინ ოქროსადმი, მრუშობისადმი, ქურდობისადმი, კარგად ჩანს, როგორ კარგავენ ადამიანები საკუთარ საზღვრებს და როგორ გადადიან ისეთ საზღვრებში, რომლებიც უკვე ურთიერთობების დარღვევის საფუძველი ხდება.
ორ ადამიანს შორის საზღვრების დაუცველობის (ეს არის სუბიექტისა და ობიექტის მიმართების საკითხები) შემთხვევაში საზოგადოების ერთიანობას ხიფათი ელოდება, რადგან მისი ერთიანობა მხოლოდ ინდივიდუალობის პირობებშია შესაძლებელი. ეს ისევეა, როგორც მათემატიკაში, სადაც სიმრავლე არის მთელების ერთობლიობა - 1,2,3 და ა.შ., როცა ყოველი ორის შემადგენელი ერთი თვითონ ერთია, სამის შემადგენელი ერთი - თვითონ ერთია, აი, ესაა მთავარი დავუბრუნდეთ ისევ ბიბლიას - ხიფათი წარმოიქმნა და სწორედ მაშინ გაჩნდა ორი ფილა 10 მცნებით - პირველი ოთხი მცნება არის ღმერთის, ანუ უმაღლესი ღირებულებების, უმაღლესი ფასეულობების წინაშე პასუხისმგებლობის აღება და შემდეგი ექვსი - ადამიანებს შორის ურთიერთობაზე პასუხისმგებლობის აღება. პასუხისმგებლობის აღება კი უკვე თავისუფლებაა. ეს თავისუფლება იმ ხალხს იმ კანონებმა მისცა, რაც 10 მცნებაში იყო და ეს გარკვეული პერიოდი ეყო ებრაელ ხალხს. ჩვენ დღეს ეს 10 მცნება გვიდევს წინ, როგორც გამოცდილება იმისა, რომ რაღაც ეტაპისათვის ამან უნდა დაგვაკმაყოფილოს, გარკვეული ვალდებულება და პასუხისმგებლობა შემოიტანოს ჩვენში. ებრაელ ხალხს ეს პასუხისმგებლობა პირველ საუკუნემდე ეყო.
შემდეგ პრობლემა ისევ გაჩნდა, ისევ წამოიჭრა სიღარიბის საკითხი, რადგან ქონებრივი უთანასწორობა, სოციალური სამართლიანობის არარსებობა საზოგადოების დაშლის მარადიული ნაღმია. და მოდის უკვე ქრისტე და ამბობს - მე ვარ გლახაკთა და უპოვართა ღმერთი და სიყვარულია ეს: როცა ერთი პური მრავალ პურად იქცევა, ერთი თევზი - ურიცხვ თევზად, წყალი კი ღვინოდ. ქრისტე ქადაგებს, რომ სისხლი სისხლით არ მოიბანება და ეს მან მკაცრ მოთხოვნად დააყენა. ქრისტიანული მორალი სწორედ ის ზემორალია, რომელიც ადამიანს აძლევს სულიერ საზრდოს, მის სიღატაკესა და გაჭირვებაში შურისძიების გრძნობა არ გაჩნდეს. „მართალნი“, ამბობს ქრისტე, რასთან „მართალნი“? - უმაღლეს ღირებულებებთან მართალნი! - არსებულის მიღება და არა გაქცევა თავისუფლებიდან, ანუ პასუხისმგებლობის აღება არსებულზე, მასთან მიახლოება და არა გაქცევა! ხალხებს კარგა ხანს ეყოთ ქრისტიანული მორალი და მერე, როდესაც შპენგლერმა გაანალიზა შექმნილი მდგომარეობა და ფულის პრიორიტეტად ქცევას ევროპის მზის ჩასვენება უწოდა, უკვე ფულის საფრთხე გაცნობიერებულად წარმოჩინდა. ასევეა ნიცშეს ცნობილი ფრაზაც - ღმერთი მოკვდა! და რა დარჩათ ადამიანებს? - ფული! ანუ პრობლემა ისევ გაჩნდა და ნაღმიც უკვე ასაფეთქებლად მზად არის - ამორალობის, ზნეობის დაცემის დიდი ტალღა გადადის მსოფლიოში და რა აკავებს საზოგადოებას, რა არის ურთიერთობის პასუხისმგებლობა ასეთ დროს? მაშინ მოვიდა მარქსი და თქვა: პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით! - ღატაკებს ახალი პატრონი გამოუჩნდათ.
მოდით, გადავხედოთ ფსიქოლოგიას: ადამიანები იყოფიან ნევროტიკებად და ნორმალურებად. ნევროტიკს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არა აქვს იმის უნარი, რომ მოახდინოს წარსულის ინტერპრეტაცია. თუ წარსულის ინტერპრეტაცია არ ხდება, როგორც ეს ნორმალური ადამიანის შემთხვევაშია, პიროვნება ბლოკირებულია, ანუ მასში შემოქმედებითი „მე“ დაბლოკილია და ასეთ ადამიანებს უჩნდებათ შიში, სიცარიელის განცდა, მათ არა აქვთ ის ხელჩასაჭიდი, რაც ერთ შემთხვევაში არის 10 მცნება, მეორეში გლახაკთა და უპოვართა ღმერთი, მერე კი ფული. ახლა აღარაფერი აღარ არის, მას აღარაფერი რჩება და განიცდის უზარმაზარ სიცარიელეს.
თუ ეკონომიკური კრიზისია, თუ პრობლემა არსებობს და ამ პრობლემის საფუძველი არის სახელმწიფოთა შორის შრომის დანაწილება, მაშინ უკვე ბრძოლა წარმოებს რესურსის მოპოვებისთვის და არა ბაზრის მოპოვებისთვის. ბაზრის მოპოვებისთვის ბრძოლა ეკონომიკაში დასრულდა, ახლა რესურსების მოპოვებისთვის ბრძოლის ეტაპია და არის ტექნიკა, რომელმაც ჩაანაცვლა ადამიანი. კაპიტალიზმის განვითარების პირველ ეტაპზე ადამიანები ტექნიკას ანადგურებდნენ, მტრად მიაჩნდათ და იმიტომ. ეს იმას ნიშნავს, რომ ინტუიციურ დონეზე მათ მიერ ეს საფრთხე მეტ-ნაკლებად იყო მიგნებული. ტექნიკა და ფული იდენტურია, რადგან ტექნიკის ფლობა ფულს ითხოვს.
როცა არ არის 10 მცნების დაცვის მოტივაცია, როცა რელიგიურობა ადამიანის სიღრმეში არ შედის და უფრო მეტად რიტუალურია, სამწუხაროდ, ადამიანი დარჩა მარტო. და რას ვაძლევთ სანაცვლოდ ადამიანს? თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფოთა და კონტინენტთა შორის შრომის დანაწილებამ გამოიწვია კულტურის ფულის სამსახურში ჩაყენება. კულტურაც ბიზნესად, ფულის კეთების საშუალებად იქცა. ამიტომ, უწოდეს მას მასკულტურა, ანუ მიზანი რაც შეიძლება მეტი მასების დაპყრობაა, თანამედროვე სახელწოდებაც ამაზე მეტყველებს - „შოუბიზნესი“, ანუ კულტურასთან დაკავშირებული ბიზნესი! ასეთ შემთხვევაში ხდება კულტურის გამარტივება, გაუბრალოება, არაარსობრივის წინ წამოწევა, რაც კიდევ უფრო აცარიელებს ადამიანის სულს.
მე შევეცადე ეკონომიკური კრიზისი საერთო სურათიდან დამენახა. რა ხდება კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში? ამის შესახებ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშიც ძალიან კარგად ითქვა - ითქვა იმ საფრთხეებზეც, რასაც დღევანდელი კრიზისი პატარა ქვეყნებს უმზადებს. ასეთ შემთხვევაში ამ პატარა ქვეყნების დამცავი მექანიზმი არის სამშობლოს განცდა, სამშობლოს სიყვარული. მაგრამ თუ გავიხსენებთ მასლოუს პირამიდას, სადაც მოთხოვნილებათა საფუძველთა საფუძველი არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, მისი დაუკმაყოფილებლობის პირობებში კი ვერ კმაყოფილდება მომდევნო - უსაფრთხოების, სიყვარულის (მიკუთვნებულობის), თვითაქტიურობის (თვითრეალიზაციის) საფეხურები, შედეგად ვიღებთ ნოოგენურ ნევროზებს. ეს ნიშნავს არსებობის არსის დაკარგვას და როცა ადამიანებს უჩნდებათ მაღალი ღირებულებების გაუფასურების საფრთხე, ისინი გარემოს განიცდიან მტრულად. აი, ეს ემუქრება დღეს არა მარტო საქართველოს, არამედ კაცობრიობას.
ნოოგენური ნევროზის დროს ადამიანს სიცარიელისა და მარტოობის განცდა აწუხებს. მაგრამ, თუ ამ განცდაში ადამიანი შეინარჩუნებს თვითცნობიერებას და ეს ინდივიდუალურია (ზოგს შეუძლია, ზოგს არა), მაშინ ჩიხიდან გამოსავალი უკვე არსებობს. ადამიანი თვითცნობიერების შენარჩუნებით არსებულ რეალობაზე მაღლა დადგომას ახერხებს და ეს უკვე გადარჩენაა. ასეთ შემთხვევაში მასლოუს პირამიდა, რომლის მიხედვითაც თუ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები არ არის დაკმაყოფილებული, ისე შემდეგ საფეხურებზე გადასვლა შეუძლებელია, მთლად მართალი არ არის. და იცით რატომ? იმიტომ, რომ თუ ადამიანს თვითცნობიერება შენარჩუნებული აქვს, ის ფიზიოლოგიური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის პირობებშიც კი, შეძლებს კრიზისიდან გამოსვლას, რადგან მე შეიძლება ფიზიოლოგიური მოთხოვნები დაკმაყოფილებული მქონდეს და დაპურებული ვიყო, მაგრამ თუ არა მაქვს დაკმაყოფილებული ის სულიერი მოთხოვნები, რომელიც კულტურიდან, თუნდაც სოციალური სამართლიანობის შეგრძნებიდან უნდა მივიღო (და მე ეს, ვითარცა ადამიანს, მოთხოვნილებაში მაქვს), პრობლემები მეც შემექმნება, რადგან მე, თქვენ და დანარჩენებს საერთო ის გვაქვს, რომ ყველანი იმ საერთოობაში ვართ, რომელშიც ერთი ადამიანი მეორეში თავის თავს ხედავს. ერთმანეთის სარკეები არიან ადამიანები და მეორის გაჭირვება ჩემში, თუ მე სოციალურად კარგ მდგომარეობაში ვარ, თვითდანაშაულის განცდას აღძრავს. ეს იმიტომ ხდება, რომ მე კავშირში ვარ ჩემს გარემოსთან. ინდივიდი მაშინ არის ინდივიდი, როდესაც მას შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, ადამიანთა შორის ურთიერთობაზე და ბუნებაზე. როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ამ პასუხისმგებლობების ქვეშ, ის ადამიანი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას ადამიანებთან ურთიერთობაზე, თვითდანაშაულის შეგრძნებას განიცდის მეორე, სოციალურად დაუცველი ინდივიდის მიმართ. ამდენად, ასეთმა მდგომარეობამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში ნოოგენური ნევროზი (მე კი მაქვს, მაგრამ მეორეს არ აქვს). ამიტომ არის, რომ ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც სოციალური პრობლემები არ არის, სუიციდიალური განცდები პროცენტულად მაღალია. თუმცა, ეს ქვეყნები კულტურულია, მათში ადამიანები იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ურთიერთობებზე და ბუნებაზე. ეს სამი კომპონენტი კი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ იქ, სადაც შენარჩუნებულია თვითცნობიერება, ეკონომიკური კრიზისი ადამიანს აძლევს სტიმულს იყოს შემოქმედებითი, განიცადოს ის სიხარული, რომელიც ამ პრობლემების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაცნობიერებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღების მდგომარეობას მოაქვს. თუ საზოგადოება ამას მიაღწევს, ეს უკვე აღარ არის კრიზისი.
რაც შეეხება საქართველოს კონკრეტულ მაგალითს. აქ შეიძლება ასეთი რამ ითქვას: საქართველოში არსებობს საზოგადოებრივი წყენა, ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში არსებობს წყენა! ვნახოთ, რასთან დაკავშირებით გაჩნდა ეს წყენა. პირველი, რაც „ვარდების რევოლუციის“ პოზიტიური განცდა იყო, არის ის, რომ იგი აგებული იყო სოციალური უსამართლობის განცდაზე. კორუფცია, აი ეს იყო პირველი სიტყვა და ამ სოციალური უსამართლობის ავტორად მოიხსენიებოდა არსებული ხელისუფლება. იგი უნდა დამხობილიყო და წასულიყო, თან ეს ხავერდოვნად, ვარდებით უნდა მომხდარიყო. ამიტომ ყველაფერი, რაც ამის შემდეგ მოხდა, თითქმის ცინიზმად განიცდება, რადგან აღმოჩნდა, რომ კორუფცია და სოციალური უსამართლობის განცდა ისევ დარჩა, რომელიც ყველა ადამიანშია, სადაც არსებობს ეგზისტენციალური განცდა. ეგზისტენციალური განცდა კი არის ის, რომ მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, ურთიერთობაზე და ბუნებაზე. ეს ქართულ ეთნოფსიქიკაში დევს და სწორედ ამიტომ გვაქვს „ვეფხვის და მოყმის“ ბალადა, „შემომეყარა ყივჩაღი“, სხვათა, უცხოთა მიღების კულტურა და ა.შ.
საქართველომ თუ ისტორიულ ქარტეხილებს გაუძლო, გაუძლო მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამი კომპონენტი არსებობდა და დღესაც არსებობს ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებაში. ეს ერთგვარი უხილავი ღერძია საზოგადოებისა და იგი ყოველთვის იჩენს თავს ინსტინქტის დონეზეც კი. ამიტომაც იყო, რომ ჩვენში სოციალური უსამართლობის განცდა ძალიან ძლიერი იყო და ამ რევოლუციის ფსიქოლოგიური მექანიზმი მისი ავტორებისგან ზუსტად იქნა მიგნებული. არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, ძალიან მოქნილი და ეფექტური, თუ როგორ და რა ძალით იმოქმედო მასების ფსიქიკაზე. ამ ტექნოლოგიის საშუალება გახლავთ ტელევიზია, მის შინაარსს კი შექმნის თავად ავტორი. ჩვენს რევოლუციას თავისი ავტორი ჰყავდა. აღნიშნული ტექნოლოგია მუშაობს იმ გრძნობებზე, რომელიც ამა თუ იმ ეთნოსს გააჩნია. ჩვენს შემთხვევაში სოციალური უსამართლობის განცდის აღძვრა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ აგორებულ ტალღას გადაეწია არსებული ხელისუფლება და მის ნაცვლად მოსულიყო ახალი, ფორმაშეცვლილი, თუმცა კორუფციული შინაარსით იგივე ხელისუფლება.
კორუფცია მხოლოდ და მხოლოდ ფულთან როდია დაკავშირებული. იგი დაკავშირებულია იმ საშუალებებთანაც, რომელთა მეშვეობითაც მე მოვიპოვებ იმ ყალბ ნდობას, რომელიც შემდგომში ჩემი ინტერესების დაკმაყოფილებისათვის კარგი მანიპულირების შანსს მომცემს. უნდა ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად არ არის გულგრილი თავისი მატერიალური კეთილდღეობის მიმართ. კარგად გვახსოვს, რა აჟიოტაჟის საბაბი გახდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის ორი ძვირადღირებული მანქანა, ის განცდები, რომელიც მაშინ საზოგადოებაში გაღვივდა. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ძვირადღირებული მანქანები ხელისუფლების უმრავლეს ოჯახებში ოჯახის თითოეულ წევრს გააჩნია.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ სოციალური უპირატესობა, ანუ ქონებრივი უპირატესობა საზოგადოების მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაშია კეთილგანწყობით მიღებული, თუ ეს არის პიროვნების დიდი შრომისა და გონებრივი უპირატესობის შედეგი. დღეს კი საქართველოში, უმეტეს შემთხვევაში, ასე არ არის. ესეც საზოგადოებაში არსებული წყენის ერთ-ერთი მიზეზია. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ქმნის წყენას, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ეს წყენა აუცილებლად გადავა მოქმედებაში და ამ მოქმედების საფუძველი იქნება არსებული ხელისუფლების მიუღებლობა. მიუღებლობის ფაქტორი კი აუცილებლად გაჩნდება, თუ არ მოხდა ხელისუფლების ცნობიერების რეფორმა და არა ე.წ. ეკონომიკური რეფორმები. შევიცვლები, ცუდად აღარ მოვიქცევი, - იცით, რას ჰგავს? კანტი რომ ამბობდა, ასი ტალერის ცნება არ ნიშნავს ჯიბეში 100 ტალერს.
ერთ მომენტზე შევაჩერებ კიდევ თქვენს ყურადღებას. საერთოდ, ანეკდოტები არის საზოგადოების ირაციონალური შინაარსის მანიფესტაცია. აი, ერთი ანეკდოტი ხელისუფლებაზე: კახელი მიხო ითხოვს კახეთში, რომ მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიონ. გამოვიდა, გამოიტანა ცნობილი ტრიბუნა და მიმართავს კახელებს: ხალხნო, მსოფლიოს აღარაფერი ეშველება, არც საქართველოს ეშველება რამე, ხალხნო, კახეთსაც არაფერი ეშველება, არც გურჯაანს ეშველება, მაგრამ მე რომ მეშველოს, ხმა მომეცით, დეპუტატი რომ გავხდეო. ასეთია ირაციონალურიდან დანახული ხელისუფლება. საზოგადოებაში ჯერ სიცილის ეტაპია, რადგან ჯერ ისევ წყენის ეტაპია და ეს წყენა ჯერ კიდევ არ არის რისხვაში გადასული. რატომ? იმიტომ რომ ადამიანებს ამ რისხვის გამოვლენის ფორმებისთვის ჯერ კიდევ არ მიუგნიათ. როგორც კი მიაგნებენ, რისხვაც იქნება. თუმცა, ამ რისხვამ ხელისუფლების კარი უკვე შეაღო. აი, ასეთი მდგომარეობაა ფსიქოლოგიურად საქართველოში.
კიდევ ერთ მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება: - რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შეხების უფრო ნაკლები შანსი აქვს. მე არ ვარ არც ეკონომისტი, არც პოლიტოლოგი, არც ვიცი, რა დინებებია პოლიტიკაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ბოლო დღეებში ერთი უკიდურესად გამაოგნებელი რამ მოხდა: „გამარჯვებულმა ქვეყანამ“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებს მიჰყიდა ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული ობიექტი. ამ ფაქტის ფორმულირებაც ასეთი იქნება - რისხვამ შეაღო ხელისუფლების კარი!
ქეთი ჭყოიძე
- ქალბატონმა ნანამ მასლოუს პირამიდის შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც პირველი საფეხური მოიცავს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას, მეორე - უსაფრთხოებას და სადაც ეს პირველი ორი იკარგება, დანარჩენ მოთხოვნილებებზე ნაკლებობა ჩნდება. ამ დროს საზოგადოებაში იბადება შიში, არ დაკარგოს პირველი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება, ანუ იყოს საკვებით უზრუნველყოფილი, ცდილობს შეინარჩუნოს ის, რაც აქვს. ჩვენთან საზოგადოებას, მასას უკვე გაუჩნდა შიში, რომ დღედღეზე რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, ადამიანები პანიკაში არიან და ეს მათ გამომეტყველებაზეც აისახება, იმასაც ამბობენ, ამინდიც კი რაღაც ცუდს მოასწავებსო, თუმცა რა ჰქვია იმ ცუდს, ისინი სახელს ვერ არქმევენ. ამიტომ სხვა დანარჩენ მოთხოვნილებებზე მოთხოვნა აღარ არის და ასეთ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება ადვილად მართვადი ხდება, რადგან თუ მათ ვიღაც დაუკმაყოფილებს კვებაზე მოთხოვნილებას და მეტ-ნაკლებად დაცულად აგრძნობინებს თავს, ნებისმიერ მოქმედებაზე წავლენ.
რაც შეეხება უსაფრთხოებაზე მოთხოვნილებას, იმ პირობებში, როდესაც ადამიანებს ბიოლოგიური არსებობის შიში უჩნდებათ, მასლოუს პირამიდის მიხედვით მეორე, დაცულობის, უსაფრთხოების მოთხოვნილება უკვე კანონთან მიმართების სახეს იძენს. საზოგადოებაში გაჩენილი შიში და პანიკა ყველაფერში ვლინდება, თუნდაც იმაში, რომ არავინ ახალს არაფერს იწყებს. რაც ძველი აქვს, იმასაც იცილებს, ანუ იცილებს ყველაფერს, რაც რაიმე პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, ოღონდ პირველს, კვებით უზრუნველყოფას არ შეექმნას საფრთხე.
რაც შეეხება მეორე, დაცულობაზე მოთხონვას, აქ ორი ასპექტია გამოსაყოფი. ერთია კერძო საკუთრებასთან, ქონებასთან დაკავშირებული და მეორე - კანონის წინაშე ყველას თანასწორობის საკითხთან. გირგვლიანის თემამ საქართველოში ადამიანებს კანონთან მიმართებაში დაუცველობისა და დამნაშავის დაუსჯელობის განცდა გაუჩინა, მათ სიცოცხლის დაცვის საფრთხე გაუჩნდათ. დღევანდელ საქართველოში ადამიანები აბსოლუტურ დაუცველობას განიცდიან ყველა სფეროში - რელიგიურში, როცა ათასგვარი მითქმა-მოთქმა და ლაპარაკი იმაზე, რომ პატრიარქს რაღაც საფრთხეს უქმნიან (და სწორედ აქ მჟღავნდება რელიგიურ საკითხში დაუცველობა), არის ეკლესიასთან უდიერი მოპყრობის ფაქტები; ცალკეა ეკონომიკური დაუცველობა, რისი საფუძველიც კერძო საკუთრების ხელყოფის არსებული ფაქტებია, და არის გირგვლიანის დაუმთავრებელი თემა, რომელიც ერთდროულად აღძრავს სიცოცხლის საფრთხეს და სამართლიანობის აღდგენის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხი გაურკვეველ მოლოდინშია და ეს მოლოდინი განსაკუთრებით ამძიმებს მათ ფსოქო-ემოციურ მდგომარეობას.
ლელა თოფურია
- როცა შინაგანი დაძაბულობა გადადის მასებში, ადამიანებში თვითდაცვის ერთგვარი მექანიზმი ირთვება, საზოგადოებაში ჩნდება და ძალიან სწრაფად ვრცელდება ერთგვარი მითები, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შინაარსის; მაგალითად, თითქოს ვიღაც სახლებს აშენებს უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის და სხვა ამის მსგავსი. ეს მოარული ხმები ერთგვარი დაცვის მექანიზმია, ისინი ერთგვარ ხელჩასაჭიდს ეძებენ, რომ უკიდურეს დეპრესიაში არ გადავარდნენ. ასეთ დროს აქტიურდება ე.წ. წინასწარმეტყველებების თემა, ყურადღებით კითხულობენ მსგავსი ინფორმაციის შემცველ ჟურნალ-გაზეთებს. ეს ფაქტობრივად რეალობიდან გაქცევის მცდელობაა და თვითგადარჩენის ერთგვარი ხერხი, საზოგადოება გადარჩენის გზებს მითების სამყაროში ეძებს.
აქ უკვე აღინიშნა, რომ ახალმა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა სივრცე დააპატარავა. კრიზისის პირობებში ადამიანი თავის შესაძლებლობებს აკნინებს და წარუმატებლობას აზვიადებს. ამ დროს ხდება თვითდათრგუნვა და ადამიანში თვითშეფასება დაბლა ეცემა, რაც ზრდის უმწეობის განცდას - მე აღარაფერი ვარ, - აი, ეს განცდა ეუფლებათ ადამიანებს.
ქეთი ჭყოიძე
- ეკონომიკური კრიზისის დროს ადამიანები თავის საქმეებს სამომავლოდ დებენ - ახლა არაფრის კეთებას აზრი არ აქვს, მოვიცადოთ! მოცდის ეს პერიოდი კი უსაშველოდ ჭიანურდება და დასასრული არც ჩანს. ამ დროს საზოგადოებაში დაგროვილი წყენა კიდევ უფრო იზრდება და საშიშ სახეს იძენს.
ნინო სხირტლაძე
- ასეთი კრიზისული მდგომარეობა ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას, მათ შორის, განათლებაზეც. საქართველოში განათლებულობის საკითხი ყოველთვის აღიარებული პრიორიტეტი იყო, მაგრამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში წინა პლანზე პრაგმატულმა დამოკიდებულებებმა გადმოიწია, მოხდა ღირებულებების გადაფასება და ძალიან შემცირდა მოტივაცია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მეცნიერებაში მოღვაწეობის შინაგანი მოთხოვნილება აქვთ. სამწუხაროდ, ძალიან დავიწროვდა ის სივრცეც, სადაც ასეთი ადამიანები საკუთარი თავის გამოხატვას და შესაძლებლობების რეალიზაებას მოახდენენ. ამიტომ ხდება ინტელექტის მასიური გადინება უცხოეთში...
საერთოდ, ეთნოფსიქიკა არის ფსიქიკური უნარების გარკვეული კომბინაცია. ფსიქიკურ უნარებში შედის: შემეცნებითი უნარები, რომლის საფუძველი ინტელექტია, ემოციები, რომლის საფუძველი ტემპერამენტია და შემოქმედებითობა, რომლის საფუძველიც ნებისყოფა, ანუ ნებელობითი პროცესებია. ქართველში პრიორიტეტული არის ინტელექტი, ეს მისი განძია, ეს ქართული ეთნოფსიქიკის კაპიტალია. ამიტომაა, რომ ინტელექტუალური ძალების ქვეყნიდან გადინება კატასტროფად შეიძლება გვექცეს. რა შეიძლება ჩვენ გვქონდეს ღირებული - „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, ვაშლი, ხინკალი თუ რა? რა თქმა უნდა, ინტელექტი! ამიტომ სწავლის გაუფასურება, ცოდნის მნიშვნელობის დაკნინება ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს.
ქართველები, საერთოდ, ბუნებით სნობები არიან. ამას თავისი პოზიტიური მხარეც აქვს და ნეგატიურიც. ქართული სნობიზმის უდიდესი გამოვლინება იყო ამაყი განცხადება - ჩემს შვილს დიპლომი აქვს და განათლებულია! 100 ცუდი დიპლომიდან ათიც რომ ყოფილიყო ძალიან კარგი და 10 მეცნიერი გამოსულიყო მათგან, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელი იყო. და მეორე, ქართველს კარგი
სახლი უნდა ჰქონოდა! გახსოვთ, ილია ჭავჭავაძე ლუარსაბ თათქარიძეს, პირველ რიგში, მისი მოუწესრიგებელი სახლ-კარის გამო საყვედურობს და მეორეც იმისთვის, რომ ლუარსაბი გაუნათლებელია. ანუ ადგილის პატივისცემის მომენტი ჩნდება აქ. ეს არის სწორედ გარემოზე პასუხისმგებლობის აღება, რაც ლუარსაბს არა აქვს (პასუხისმგებლობის სამ ძირითად მომენტზე ზემოთ უკვე იყო საუბარი). იმერეთში რომ მიდიხართ, სახლი ხომ დაგვილი და დასუფთავებული აქვს ქართველს, ეზოს ხომ დაასუფთავებს და, დაინახავთ, რომ თავის ჭიშკრიდან გარეთ, შარაგზას გვის ქალი. ეს არის სწორედ პასუხისმგებლობის აღება გარემოზე, იმ გარემოს პატივისცემა, სადაც ხარ.
ქართველისთვის ეს ორი მომენტი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ნუ დაუნგრევ მას სახლს, ნუ წაართმევ კერძო საკუთრებას და ნუ დაუკარგავ ცოდნას. ქართველი ამას ძალიან მტკივნეულად განიცდის. დღეს, სამწუხაროდ, განათლების გაუფასურება მოხდა, იმიტომ რომ შეიძლება იყო ხელისუფლებაში, შეიძლება გქონდეს ტელევიზია, შეიძლება შენი აზრი ფართოდაც ტირაჟირდებოდეს, მაშინ როცა ეს აზრი რეალურად უაზრობაა. ამიტომ გაედინება საუკეთესო ინტელექტი საზღვარგარეთ. უფრო მეტს გეტყვით - საქართველოში არის სკოლები (არ დავაკონკრეტებ), რომლებიც ძვირადღირებულია, ანუ მასში სოციალურად დაცული ოჯახების შვილები სწავლობენ, სადაც სწავლა მიმდინარეობს სრულიად არაქართული სისტემით. მათი პრიორიტეტი და პრივილეგია კი ის არის, რომ ამ სკოლის მოსწავლეებს მომავალში შეუძლიათ საზღვარგარეთ გააგრძელონ სწავლა. აი, ეს არის ის ნაღმი, რომელიც ქართული ინტელექტის საზღვარგარეთ გადაქაჩვას გამოიწვევს. სხვათა შორის, ქართველებს წინაქრისტიანულ რელიგიაში ჰქონდათ „ადგილის დედის“ თაყვანისცემა. ეს „ადგილის დედა“ კი საქართველოა, ის ქვეყანა, სადაც ქართველის სამშობლოა. აქედან ინტელექტის აყრა და სხვაგან გადახვეწა კი, რასაც ის სკოლები, იმედია, გაუცნობიერებლად აკეთებენ, ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ქვეყანას.
სოფო მაისურაძე
- ეკონომიკური კრიზისი ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას, განსაკუთრებით ბავშვებში. ბუნებრივია, ბავშვების სოციალური გარემო დაცული უნდა იყოს და ისინი დაცულად უნდა გრძნობდნენ თავს როგორც ოჯახში, ისე გარეთ. შესაბამისად, როდესაც რაღაც საფრთხე ექმნება სოციალურ გარემოს, ეს მათ განვითარებაზე დამთრგუნველად მოქმედებს. მოხდა ასეთი რამ: არსებობს ლეიკემიით დაავადებულთა განყოფილება იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ რაღაც მიზეზების გამო ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ, ეს ტელევიზიით მოწოდებული ინფორმაციიდან ვიცით. როდესაც მსგავს ფაქტებს უყურებ, როგორც მშობელს, უმწეობის განცდა გეუფლება, ეს გუნება-განწყობილება კი ბავშვებთან ურთიერთობაზეც აისახება და, ზოგადად, ოჯახურ ურთიერთობებზეც.
ლეიკემიით დაავადების შემთხვევაში დროული მკურნალობა (ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში), საბედისწეროა სიცოცხლისათვის. რა ხდება ჩვენთან? ქართველი მედიკოსები უტყუარ დიაგნოზს სვამენ, მაგრამ აქ არ არის სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება, არც მედიკამენტების, არც სხვა ტექნიკური საშუალებების სახით. ამიტომ მშობელი იძულებულია, ბავშვი სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანოს (ლეიკემიის შემთხვევაში - გერმანიაში, ან სქოლიოზის შემთხვევაში - იტალიაში), სადაც მკურნალობის ჩატარება 20 ათასი ევრო ღირს.
მადლობა ღმერთს, მსგავსი კრიზისების დაძლევის მექანიზმი ქართულ ხასიათში დევს. ჩვენში ძალიან დიდი ურთიერთთანადგომაა ხოლმე ასეთ დროს. ეს ძალიან კარგად მუშაობს. ასეთ შემთხვევაში იმ 20 ათასი ევროს მოგროვება იწყება ნაცნობებში, ახლობლებში, ამ დროს ძალიან გულუხვი და ხელგაშლილია ქართველი. ეს კი ერთ-ერთი დამცავი მექანიზმია ჩვენთვის ეკონომიკური კრიზისის არსებობის დროს. თუმცა, ეს ყველაზე მეტად ჯანმრთელობის პრობლემებისას გამოიხატება. საბედნიეროდ, ურთიერთთანადგომის კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, აქაც ვიკითხავთ - როდემდე?
პასუხი ამ საერთო კითხვაზე ასეთია: ვიდრე ბოლომდე არ გაცნობიერდება არსებული სიტუაცია და საზოგადოებრივი ცნობიერება არ მივა სიფხიზლის იმ მდგომარეობამდე, რომ უნდა შეიქმნას ეკონომიკის მართვის ისეთი მექანიზმი, რომელიც ქართულ სინამდვილეში არსებულ რესურსებს (ეს კი პირველ რიგში ინტელექტუალური რესურსებია და შემდეგ ბუნებრივი რესურსები) მაქსიმალურად ქვეყნის სასარგებლოდ შემოაბრუნებს. როგორ შეიძლება, საქართველოში არ არსებობდეს თუნდაც ხილის გადამამუშავებელი ქარხანა? როგორ შეიძლება, არ გვქონდეს თუნდაც ჩირის დამამზადებელი ქარხანა, რომლის პროდუქციაც ისეთი გამძლე იქნება, რომ მისი ბაზარზე გატანა მოხერხდება?! თუ თურქეთი აკეთებს ამას, ჩვენ, ასეთი ბუნებრივი რესურსების არსებობის პირობებში, რატომ ვერ ვაკეთებთ ამას? უამრავი რამ შეიძლება გაკეთდეს ყურძნისგან (არა მხოლოდ ღვინო), თუნდაც, ქიშმიში; არსებობს უძველესი ქართული ხორბლის ენდემური ჯიშები და ამაზე პატრიარქმაც ბრძანა თავის ეპისტოლეში, ზანდური და მახა, რომლებიც უნიკალურია. უნიკალურია აგრეთვე ქართული ფუტკარი, ქართული ცხვარი თავისი მატყლის ხარისხით. რა, ეს ყველაფერი ზღაპრებად ვაქციოთ?! ამიტომ გვჭირდება ეკონომიკის მართვის შეცვლა და იმ რესურსების გამოყენება, რომელიც ქართულ ინტელექტშიც დევს და ქართულ სოფლის მეურნეობაშიც.
![]() |
9 ლარის დევალვაცია - სამამულო წარმოების რეალური სექტორის აღორძინების აუცილებელი პირობა |
▲ზევით დაბრუნება |
დემნა კვარაცხელია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახ. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
საქართველოში, ბოლო 9-10 წლის მანძილზე ხორციელდებოდა სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის საზიანო ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა. მისი „წყალობით“ ინფლაციის მაღალი დონის პარალელურად საქართველოში მოხერხდა დოლართან და სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებაში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ამაღლება, რამაც რეალური გაცვლითი კურსის ყოვლად გაუმართლებელი ზრდა განაპირობა.
ყოველივე ამან ხელი შეუშალა არა მხოლოდ სამამულო წარმოების რეალური სექტორის აღორძინება-განვითარებას, არამედ ეკონომიკური ინტერესების მქონე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ექსპორტზე ორიენტირებულ დარგებში: რეალური გაცვლითი კურსის ამაღლებამ გააძვირა უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქცია დოლარებში, რამაც თავის მხრივ ნაწილობრივ გაანეიტრალა საქართველოში აღნიშნული პროდუქციის წარმოებისას შრომაზე, მასალებზე, ნედლეულზე, ელექტროენერგიაზე და ა. შ. გაწეული დაბალი დანახარჯები ლარებში, შესაბამისად, წარმოშვა პრობლემები მისი რეალიზაციისას მსოფლიო ბაზარზე.
აღნიშნულ პერიოდში სამამულო წარმოების აღორძინება-განვითარების საზიანო ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი მიზეზია საქართველოს ხელისუფლებაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკიდურესად პოპულარული თეორიულ-მეთოდოლოგიური შეხედულებების ცალმხრივობა, რომლის თანახმადაც ეკონომიკის განვითარებისათვის საჭიროა, ერთის მხრივ, ინფლაციის წლიური მაჩვენებლის დაბალ დონეზე, კერძოდ „ჯადოსნური“ ერთნიშნა რიცხვის ფარგლებში შენარჩუნება (ანუ მისი სიდიდე აუცილებლად ნაკლები უნდა იყოს 10 %25-ზე), ხოლო მეორეს მხრივ კი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მაღალი დონის უზრუნველყოფა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია სამამულო წარმოების, უპირველეს ყოვლისა კი, მატერიალური წარმოების დარგების აღორძინება, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ეკონომიკური ზრდის ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფლაციის ოპტიმალური ტემპის უზრუნველყოფას.
ნიშანდობლივია, რომ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამა ამოქმედდა ჰიპერინფლაციის პირობებში, რომელიც აუცილებელი იყო ამ უკანასკნელის აღმოსაფხვრელად. მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის უზრუნველყოფის შემდგომ ეტაპზე, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეტ-ნაკლებად სრულყოფილი სამართლებრივი ბაზისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის არსებობა, აუცილებელი იყო გარკვეული ცვლილებების შეტანა ეკონომიკურ პოლიტიკაში (ანუ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ხასიათდებოდეს მოქნილობით, ადექვატური რეაქციით გარემო პირობების ცვლილებების მიმართ), რაც ხელს შეუწყობდა სამეწარმეო აქტივობის შემდგომ წახალისებას და სამამულო წარმოების (უპირველეს ყოვლისა, რეალური სექტორის) აღორძინებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
ამრიგად, ეკონომიკური პოლიტიკის კორექტირების აუცილებლობას განაპირობებს ის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევის შემდგომ პერიოდში ფასების დონეზე მოქმედ ფაქტორებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროდუქციის გამოშვების გადიდების პარალელურად პროდუქციის ერთეულის წარმოებაზე გაწეული საშუალო დანახარჯების ზრდა, რაც გამოწვეულია თავისუფალი რესურსების ამოწურვით, სათბობ-ენერგეტიკული რესურსების გაძვირებითა და სხვადასხვა სახის მომსახურებაზე დანახარჯების ამაღლებით, აგრეთვე მოძველებული მანქანამოწყობილობების ექსპლუატაციისა და ახალი ტექნიკის დანერგვის ხარჯების გადიდებით. ანუ, ინფლაციის ტემპის რეგულირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ფულადი ფაქტორები, აგრეთვე ერთობლივ მიწოდებაზე ზემომქმედი ეგრეთწოდებული „ფასწარმომქმნელი“ ფაქტორებიც.
ამიტომ, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის უზრუნველყოფის შემდგომ პერიოდში ინფლაციის ტემპის შემცირება ზემოთ ნახსენებ მინიმალურ „ჯადოსნურ“ დონემდე წინააღმდეგობაში აღმოჩნდა ადგილობრივი საქონელწარმოების აღორძინების ინტერესებთან. ეს განპირობებულია იმით, რომ ინფლაციის ასეთი დაბალი დონე საკმარისი არ არის პროდუქციის გამოშვების გადიდებისას წარმოქმნილი დამატებითი დანახარჯების ანაზღაურებისთვის - მოგების საშუალო ნორმის არსებული დონის მკვეთრი შემცირების გარეშე.
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში, რომლებშიც მთლიანი შიდა პროდუქტის ფაქტობრივი მოცულობა პოტენციურს მაქსიმალურად უახლოვდება, ან მისი ტოლია, 13%25-იანი წლიური ინფლაციაც კი სრულიად საკმარისია ეკონომიკური ზრდის მაქსიმალური ტემპის უზრუნველსაყოფად. ჩვენთან კი ინფლაციის უფრო მაღალი (მაგრამ 10%25-ზე ნაკლები) ტემპიც კი მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის უზრუნველყოფის შემდგომ პერიოდში ვერ უზრუნველყოფდა და დღესაც ვერ უზრუნველყოფს ფასების დონის მოძრაობის ისეთ ტრაექტორიას, რომელიც საჭიროა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად და სამეწარმეო საქმიანობის წასახალისებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებლად მიმაჩნია ჩვენთან, ბოლო 9-10 წლის მანძილზე ჩამოყალიბებული ტენდენცია, რომელიც მდგომარეობს ინფლაციის ტემპის ზემოაღნიშნული მინიმალურ „ჯადოსნურ“ დონემდე შემცირების უსაფუძვლოდ გაპიარებული იდეის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად დეკლარირებაში, რასაც ეწირება ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. ამასთან, აღნიშნული იდეა რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკულად მიუღწევადი აღმოჩნდა, რაზეც მიუთითებს ფასების რეალური (და არა ოფიციალური და შესაბამისად, ხელოვნურად შემცირებული) დონის მკვეთრი ამაღლება, რაც ნებისმიერი ფენისათვის საგრძნობია.
სავალუტო პოლიტიკა, ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების ამაღლება და მათი მაღალ დონეზე შენარჩუნება მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პოლიტიკის დაწყებიდან დღემდე ემსახურება ინფლაციის ტემპის ზემოაღნიშნული მინიმალური დონის მიღწევას. ანუ, აღნიშნული პოლიტიკა მიმართულია შიდა ბალანსის (დასაქმების მაღალი დონე და ფასების სტაბილურობა) მხოლოდ მეორე ინგრედიენტის უზრუნველყოფისაკენ, ვინაიდან ასეთ პირობებში დასაქმების მაღალ დონეზე საუბარი ზედმეტია, მით უფრო, რომ სრულიად უგულვებელყოფილია საგარეო ბალანსის უზრუნველყოფის მოთხოვნები.
საქართველოში, 2004-2007 წლებში და 2008 წლის პირველ ნახევარში, გაცვლითი კურსებისა1 და ინფლაციის ერთდროული ამაღლება გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, უცხოური დახმარებებისა და უცხოეთში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების ფულადი გზავნილების, აგრეთვე სახელმწიფო ხარჯებისა და კრედიტების ზრდამ. ქვეყანაში შემოდინებული უცხოური ვალუტის მოცულობის ზრდამ ლარის ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების ამაღლებასთან ერთად განაპირობა მიმოქცევაში მყოფი ლარის მასისა და შესაბამისად, ფასების დონის ზრდა. ანუ, ინფლაცია საქართველოში მნიშვნელოვანწილად იმპორტირებულია. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ აღნიშნულ პერიოდში აუცილებელი იყო ლარის რეალური გაცვლითი კურსის ამაღლების არდაშვება, რაც მართალია კიდევ უფრო მეტად აამაღლებდა ფასების დონეს, მაგრამ ეს საბოლოო ანგარიშით ხელს შეუწყობდა სამამულო პროდუქციისათვის სავაჭრო პირობების გაუმჯობესებას, ანუ წარმოების მოცულობისა და დასაქმების ზრდას და საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა ვფიქრობ, ინფლაციური პროცესების განვითარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა სახელმწიფო დანახარჯების გადიდებამ და საბანკო კომერციული კრედიტების არსებითმა გაფართოებამ, რაც განპირობებული იყო თითქოსდა თვითდასაქმების წახალისების მოტივით. აღნიშნულ პერიოდში მეტისმეტად გამარტივდა კრედიტის ასაღებად მოთხოვნილი პირობები, რამაც ამ სფეროში ნამდვილი ბუმი გამოიწვია. უფრო მეტიც, მსესხებლები ერთ კომერციულ ბანკში აღებულ სესხებს ფარავდნენ მეორე ბანკში აღებული კრედიტებით და ასე შემდეგ, და ამაში მათ ხელს არავინ და არაფერი არ უშლიდა. ყოველივე ეს კი გაუმართლებლად ზრდიდა მიმოქცევაში მყოფ ლარის მასას და აღრმავებდა ინფლაციურ პროცესებს.2
ლარის გაცვლითი კურსის ამაღლების პირობებში ჩახშობილი ინფლაციის ზეწოლა გამოვლინდა იმპორტის სასარგებლო საგარეო დისბალანსის ზრდაში და ეროვნული ბანკის განკარგულებაში არსებული უცხოური ვალუტის რეზერვების ამაღლებაში. ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ამაღლების გზით ინფლაციის მოთოკვას უნდა გამოეწვია ინფლაციის ტემპის მინიმალურ დონემდე შემცირება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაგრამ ჩვენთან ესეც პრაქტიკულად მიუღწეველი აღმოჩნდა. ამასთან, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსისა და ფასების დონის ერთდროულმა ამაღლებამ განაპირობა ლარის რეალური გაცვლითი კურსის მკვეთრი ამაღლება, რამაც გამოიწვია სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირება, ექსპორტთან შედარებით იმპორტის უფრო სწრაფი ზრდა, მისი დარგობრივი სტრუქტურის დეფორმაცია, ანუ მრეწველობის დარგების პარალიზება, რამაც ხელი შეუშალა ეკონომიკის დაბალანსებულ განვითარებას, საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ-ეკონომიკურ უსაფრთხოებას და საფუძველი მოამზადა მომავალში გაცვლითი კურსების მკვეთრი მერყეობისათვის, რის შედეგებსაც საქართველოს მოსახლეობა ბოლო პერიოდში იმკის.
როცა ეროვნული ვალუტის რეალური გაცვლითი კურსის ამაღლება გამოწვეულია სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებითა და მასზე მოთხოვნის გადიდებით, მაშინ ეს ნორმალური სიტუაციაა, მაგრამ, თუ იგი გამოწვეულია სხვა ფაქტორებით (თუნდაც უცხოური ვალუტის ტოტალური შემოდინებით), მაშინ იგი იწვევს სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის დაცემას, ექსპორტის შეზღუდვასა და იმპორტის წახალისებას.
ამგვარად, უნდა ითქვას, რომ მცირე ღია ეკონომიკისათვის საშიშია არა შედარებით მაღალი ინფლაცია (ზომიერი ტემპის ფარგლებში), არამედ ინფლაცია ეროვნული ვალუტის საგარეო ბაზარზე ერთდროული გაძვირების პირობებში, რასაც სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა საქართველოში.
ისმება კითხვა: ვის აწყობს ლარის საგარეო კურსის ამაღლება და ინფლაცია?
ლარის დოლარის და სხვა წამყვანი ვალუტების მიმართ გაძვირება, ანუ ლარის საგარეო კურსის ამაღლება გარკვეულწილად აწყობთ დანაზოგების მფლობელებსა და კომერციულ ბანკებს. მათ წესით არ უნდა აწყობდეთ ინფლაცია. თუმცა კომერციული ბანკები და დანაზოგების მსხვილი მფლობელები ამ ორი ურთიერთ საწინააღმდეგო პროცესისაგან მაინც მოგებულნი რჩებიან. კომერციული ბანკები არიან შუამავლები დანაზოგების მფლობელებსა და მსესხებლებს შორის, რის შედეგადაც ნებისმიერ შემთხვევაში რჩებათ საკომისიო (საბანკო პროცენტი). ანუ მიუხედავად ინფლაციისა, რომელიც რა თქმა უნდა აუფასურებს მათ კუთვნილ საკომისიოს, მათ მაინც რჩებათ მოგება. ამასთან, ინფლაციისას დანაზოგების მფლობელებს, კომერციულ ბანკებში განთავსებული დანაზოგები შესაბამისი პროცენტით მართალია უკან უბრუნდებათ შემცირებული ღირებულებით, მაგრამ იმავდროულად ლარის საგარეო ბაზარზე გაძვირება მათ საშუალებას აძლევს აღნიშნული თანხით შეიძინონ უცხოური ვალუტის მეტი რაოდენობა (ისევე როგორც კომერციულ ბანკებს შეუძლიათ მიღებული მოგებით შეიძინონ მეტი უცხოური ვალუტა), ვიდრე ამას შეძლებდნენ დანაზოგების კომერციულ ბანკებში განთავსებამდე (სწორედ ესაა ბოლო წლებში დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი). შესაბამისად, მათ შეუძლიათ მეტი უცხოური საქონლის შესყიდვა და შიდა ბაზარზე ძვირად გაყიდვა, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს ინფლაცია (ანუ ისინი ინფლაციისაგანაც ღებულობენ მოგებას). ამასთან, იმპორტული საქონლის გაყიდვიდან მიღებული თანხით ყიდულობენ მეტი რაოდენობის უცხოურ ვალუტას, მით უფრო, თუკი ლარის საგარეო კურსის ამაღლების პროცესს გააჩნია შეუქცევადი ხასიათი. აქედან დასკვნა: ლარის საგარეო ბაზარზე გაძვირება და ინფლაცია შიდა ბაზარზე ყველაზე მეტად აწყობთ იმპორტიორებს, რომლებიც მოგებას ღებულობენ როგორც ლარის საგარეო კურსის ამაღლებისაგან, აგრეთვე ინფლაციისაგან. წაგებულნი კი რჩებიან სამამულო საქონელმწარმოებლები, რომელთა საქმიანობასაც მძიმე დარტყმას აყენებს ლარის გაძვირება საგარეო ბაზარზე და მომხმარებლები, რომლებიც იტანჯებიან ინფლაციისაგან.
ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ეტაპზე, უპირველეს ამოცანად მიმაჩნია ბოლო წლების მანძილზე სამამულო წარმოების ინტერესების საზიანოდ ამაღლებული რეალური გაცვლითი კურსის შემცირება. ამ მიზნით საჭიროა დოლართან და სხვა წამყვან ვალუტებთან მიმართებაში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის შემცირება. როგორც მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარება გვიჩვენებს, ამ მიზნით დღეისთვის საჭირო არაა ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე დოლარის შესაძენად სავალუტო ინტერვენციის განხორციელება. დოლარზე მოთხოვნის ამაღლების პირობებში საკმარისია ეროვნული ბანკის მიერ დოლარების მიწოდების შეზღუდვა. იმისათვის, რომ ამან არ გამოიწვიოს ფასების დონის მკვეთრი ამაღლება, საჭიროა ერთდროულად გონივრულ ფარგლებში შეიზღუდოს სახელმწიფო ხარჯები (რაც თავის მხრივ შეამცირებს რეალურ გაცვლით კურსს) და შიდა კრედიტების გაცემა (აღნიშნული პოლიტიკა უკვე დაწყებულია და საჭიროა მისი შენარჩუნება). ანუ, ლარის ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების შემცირების მიზნით აუცილებელია ერთდროულად განხორციელდეს, ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე დოლარით ინტერვენციის შეზღუდვა, მეორეს მხრივ კი სახელმწიფო ხარჯებისა და შიდა კრედიტების გონივრულ ფარგლებში შემცირება. პირველი ღონისძიება ლარის დევალვაციასთან ერთად გამოიწვევს ფასების დონის ზრდას, მაგრამ მისი გარკვეული ნეიტრალიზება შესაძლებელია მეორე ღონისძიებით. ამ შემთხვევაში აღნიშნული სავალუტო პოლიტიკა ძირითადად ზემოქმედებას მოახდენს იმპორტულ საქონლის ფასზე, ხოლო სამამულო პროდუქციაზე ფასები ამაღლდება შედარებით უმნიშვნელოდ, ვინაიდან ადგილობრივი წარმოება, სავალუტო ბაზარზე მომხდარ ასეთ ცვლილებებს ფასების ამაღლებასთან ერთად უპასუხებს საქონლის მიწოდების გადიდებით. შედარებით გრძელვადიანი პერიოდისათვის ეს პროცესი კიდევ უფრო გამოიკვეთება, მით უფრო, რომ, ლარის გარდაუვალი დევალვაციის მიზეზი არა ლარის მასის ზრდაა, არამედ მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული დოლარის დეფიციტი. ხოლო თუ საკითხს უფრო ჩავუღრმავდებით, მაშინ ნათელი გახდება, რომ ლარის დევალვაციის აუცილებლობა განპირობებულია 2008 წლის ნოემბრის წინა პერიოდში (1999-2008წ.წ.) ლარის ყოვლად გაუმართლებელი რევალვაციით და ამით გამოწვეული ფასების ზრდით. ერთი სიტყვით, ლარის საგარეო კურსისა და ფასების აღნიშნული ზრდის უარყოფითი ზეგავლენა სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობაზე უნდა განეიტრალდეს ლარის დევალვაციით.
ვალუტის დევალვაცია ხშირად ინფლაციის გამკაცრებას იწვევს, თუმცა პრაქტიკაში მკაცრი კანონზომიერება მათ შორის თანაფარდობაში არ არის დადგენილი. ასე მაგალითად, როდესაც ქვეყანაში, ზომიერი ინფლაციის არსებობის პირობებში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხელოვნურად შენარჩუნებულია სტაბილური გაცვლითი კურსი (რასაც ადგილი ჰქონდა ლარის შემთხვევაში 1996-97 წლებში და 1998 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში), მაშინ სავალუტო კურსის შენარჩუნებაზე უარის თქმა გამოიწვევს ვალუტის დევალვაციას, რასაც შედეგად მოყვება ნომინალური გაცვლითი კურსის ბუნებრივი დონის აღდგენა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შესაბამისად, ხოლო ფასების დონე შედარებით უმნიშვნელოდ გაიზრდება. დევალვაციის ტემპსა და ინფლაციის ტემპს შორის თანაფარდობა დამოკიდებულია დევალვაციის წინა პერიოდში ფასების დონის ცვლილებასა და სავალუტო კურსის ცვლილებას (რომელიც აღნიშნული კურსის სტაბილურობის პირობებში ნულის ტოლია) შორის არსებულ თანაფარდობაზე.
ე.ი., 1998 წლის დასაწყისში, როცა უკვე მიღწეული იყო მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია, ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმზე უარის თქმა და დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება გამოიწვევდა ფასების დონისა და შესაბამისად ინფლაციის ტემპის შედარებით უმნიშვნელო ამაღლებას, ისიც ძირითადად იმპორტული საქონელის ხარჯზე, რაც აამაღლებდა ქართული საქონლის კონკურენტუნარიანობას, ანუ ქართულ ნაწარმს მიანიჭებდა ფარდობით უპირატესობას იმპორტულთან შედარებით (ამასთან ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტის რეზერვების შენარჩუნების საშუალებას მისცემდა). მიუხედავად ამისა, ეს არ განხორციელებულა მანამ, ვიდრე რუსეთში 1998 წლის აგვისტოს ფინანსურმა კრიზისმა საბოლოოდ არ დაარწმუნა საქართველოს მთავრობა და მისი მთავარი მრჩეველი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასეთი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში.
თუმცა ამ ნაბიჯმა მაინც ძალიან დაიგვიანა. 1998 წლის სექტემბერ-ნოემბრის თვეებშიც კი საქართველოს ეროვნული ბანკი, სავალუტო ბაზარზე ინტენსიური ინტერვენციების მეშვეობით ეწინააღმდეგებოდა ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრ გაუფასურებას აშშ-ის დოლართან მიმართებაში და ცდილობდა გაცვლითი კურსის შემცირებას მართვადი მცურავი რეჟიმის პოლიტიკის გატარებით, ანუ ცდილობდა ლარის გაცვლითი კურსის უკიდურესად მცოცავი ტემპით შემცირების შენარჩუნებას. რამაც გამოიწვია სების უცხოური ვალუტის რეზერვების მკვეთრი შემცირება. ამავე დროს, ცხადი გახდა მართვადი მცოცავი რეჟიმით განსაზღვრულ ფარგლებში ლარის გაცვლის კურსის შენარჩუნების შეუძლებლობა დოლარზე მაღალი მოთხოვნისა და სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვების შევსების წყაროს არარსებობის გამო. ამიტომ ნოემბრის შუა პერიოდიდან სებ-მა შეწყვიტა ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე და ლარის გაცვლითი კურსი გაათავისუფლა სავალუტო კონტროლისაგან. აქედან გამომდინარე ლარის გაცვლითმა კურსმა მიიღო თავისუფლად მცურავი სავალუტო კურსის სტატუსი, რამაც საფუძველი ჩაუყარა აშშ-ს დოლართან თანაფარდობაში გაცვლითი კურსის დადგენას სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების არსებული თანაფარდობის შესაბამისად (თუმცა როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, თავისუფლად მცურავი საკურსო რეჟიმისადმი სიტყვიერი ერთგულების მიუხედავად, ეროვნული ბანკი შემდგომ წლებშიც, კერძოდ 1999 წლის დასაწყისიდანვე აგრძელებდა მნიშვნელოვან და სისტემატურ ზემოქმედებას სავალუტო კურსზე, რომელიც ხშირად არ იყო მიმართული სამამულო წარმოების ინტერესების სასარგებლოდ. აღნიშნულ პერიოდში მოქმედ სავალუტო-საკურსო რეჟიმს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ მკაცრად მართვადი მცურავი კურსის, ანუ მართვადი კურსის რეჟიმი, რომლის ძირითად მიზანსაც წარმოადგენდა ინფლაციის მოთოკვის მიზნით ლარის გაცვლითი კურსის ხელოვნურად მაღალ დონეზე შენარჩუნება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სამამულო საქონელწარმოებას. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ 1998 წლის გვიან შემოდგომაზე ლარის დევალვაცია და შესაბამისად სამამულო საქონელწარმოებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა არ შედიოდა მთავრობისა და საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების გეგმაში. იგი წარმოადგენდა იძულებით რეაქციას რუსეთის საფინანსო-სასაქონლო ბაზარზე განვითარებული მოვლენების მიმართ, რომლის შედეგად დოლარმა საქართველოდან რუსეთში დაიწყო გადინება).
ჩვენთან ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს მონოპოლიზაციის მაღალი ხარისხისა და სამამულო წარმოების რეალური სექტორის პრაქტიკულად განადგურების შედეგად ძნელია იმის განჭვრეტა, თუ რა ზემოქმედებას მოახდენს, დღევანდელ პირობებში, ლარის გაცვლითი კურსის დაცემა სამამულო წარმოებაზე. თუმცა, თუკი ლარის დევალვაციის ტემპთან შედარებით, ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ამ მიზეზით (ლარის დევალვაციის შედეგად) ფასები გაიზრდება უფრო ნაკლები ტემპით, მაშინ იმპორტულ საქონელზე მოთხოვნა შემცირდება, ხოლო სამამულო წარმოების საქონელზე პირიქით გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს ქართული საქონელწარმოების აღორძინება-განვითარებას შედარებით გრძელვადიანი პერიოდისათვის. ხოლო, თუკი დევალვაცია არ განხორციელდება, მაშინ სამამულო წარმოება არც არასოდეს გვექნება.
ლარის გაცვლითი კურსების შემცირებასა და სამამულო წარმოების აღორძინებას (მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებასა და ექსპორტის ზრდას) შორის კავშირის თვალსაზრისით, ასევე საინტერესოა 1998 წელს განვითარებული მოვლენების შეფასება.
1998 წლის ბოლოსთვის ლარის დევალვაციას წესით უნდა გამოწვია სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლება მომდევნო წლებში. სინამდვილეში კი აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად დაეცა. რა იყო ამის მიზეზი? ჩემის აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ეროვნული ბანკის მიერ ლარის დევალვაცია 1998 წლის ბოლოსათვის წარმოადგენდა დაგვიანებულ რეაქციას, ერთის მხრივ ფასების დონის ამაღლების მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 1996 წლის დასაწყისიდან, მეორეს მხრივ კი რუსეთის ეკონომიკაში 1998 წლის აგვისტოში განვითარებული პროცესების მიმართ, რომლის უპირველეს შედეგიც იყო რუსული რუბლის მკვეთრი გაუფასურება საგარეო ბაზარზე. ამ მოვლენამ თავის მხრივ გამოიწვია რუსული პროდუქციის გაიაფება და საბაჟო სამსახურის სრული დეზორგანიზაციის პირობებში კატასტროფული სახე მიიღო არალეგალური იმპორტული რუსული პროდუქციის მიერ ქართული ბაზრის შევიწროებამ. მკვეთრად შემცირდა რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ერთობლივი მოცულობაც. საქართველოს ხელისუფლებამ, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ალღო სწრაფად ვერ აუღო აღნიშნულ პროცესს, რის შედეგადაც, საბოლოო ანგარიშით, დაზარალდა სამამულო წარმოება და განიავდა უცხოური ვალუტის რეზერვებიც, რომელიც ძირითადად მსფ-ის სესხების საფუძველზე იყო ფორმირებული.
ამგვარად, 1999 წლისათვის ეკონომიკური ზრდის ტემპის 2,9%25-მდე, ხოლო 2000 წლისათვის 1,8%25-მდე შემცირების მიზეზი ლარის დოლარის მიმართ დევალვაცია კი არ იყო, რომელიც 1998 წლის ბოლოსთვის მნიშვნელოვანი დაგვიანებით განხორციელდა, არამედ ლარის აღნიშნული დაგვიანებული დევალვაცია, რასაც შედეგად მოჰყვა იაფი რუსული იმპორტის (იგივე ითქმის თურქული და სხვა იმპორტული პროდუქციის შესახებაც) მიერ ქართული ბაზრის დაპყრობა და რუსეთში ქართული ექსპორტის ერთობლივი მოცულობის (როგორც ლეგალურის, აგრეთვე არალეგალურის) შემცირება. ქართველმა მეწარმეებმა მთელი 4-5 წელი მოანდომეს შეცვლილ გარემო პირობებთან ადაპტირებას და დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. ე.ი. 1998-2002 წლებში სამამულო წარმოებაზე უარყოფითად იმოქმედა ეკონომიკური სივრცის მოშლამ და დემპინგური საქონლის კონტრაბანდის არნახულმა აყვავებამ.
ე.ი. მიუხედავად ლარის დევალვაციისა, სამამულო წარმოებამ ვერ შეძლო დაკარგული პოზიციების სწრაფი დაბრუნება. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ დევალვაციის წინა პერიოდში დაიკარგა როგორც ადგილობრივი, აგრეთვე საგარეო ბაზრების მნიშვნელოვანი სეგმენტები. ქართველმა მეწარმეებმა ვერ შეძლეს საქმიანობის თავიდან დაწყება და დაკარგული ბაზრების სწრაფი დაბრუნება. მიუხედავად ამისა, ლარის დევალვაციამ მნიშვნელოვანწილად გაანეიტრალა ქართულთან შედარებით რუსული (და სხვა ქვეყნების) პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რამაც, ჩვენი აზრით, დადებითი შედეგები გამოიღო უფრო გრძელვადიანი პერიოდისათვის, კერძოდ 2003 წლიდან. ე.ი. 1998 წლისათვის ეროვნული ვალუტის დევალვაციამ სასურველი შედეგი მოგვცა მოგვიანებით, 2003 წლისათვის.
საქართველოში, ბოლო წლებში, ლარის ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების ამაღლების მიუხედავად იზრდებოდა ექსპორტის მოცულობა (ექსპორტის ზრდა, ისევე როგორც მთელი ეკონომიკისა, ჩვენი აზრით, განპირობებული იყო კრიმინოგენული ვითარების გარკვეული გაჯანსაღებით, სამამულო წარმოების დაგვიანებული პოზიტიური რეაქციით 1998 წლის ბოლოსთვის განხორციელებული ლარის დევალვაციისადმი, საბაჟო სამსახურის საქმიანობაში ადმინისტრირების გაუმჯობესებით და ა.შ.). ამიტომ მიჩნეულ იქნა, რომ გაცვლითი კურსების ამაღლება არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობაზე. თუმცა, ეს რომ ასე არ არის, რომ უფრო სწრაფი ტემპებით გაიზარდა იმპორტი, რამაც გამოიწვია სამამულო წარმოების განვითარებისათვის აუცილებელი სასიცოცხლო სივრცის შეზღუდვა. ანუ, რეალური გაცვლითი კურსის ამაღლებამ იმპორტული პროდუქციის გაიაფებისა და წახალისების გზით დაბლა დასცა სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობა, რამაც შედარებით გრძელვადიანი პერიოდისათვის, გარდაუვალი გახადა ეკონომიკური კრიზისის წარმოშობა და წარმოების დაცემა. შედეგიც სახეზეა - ეროვნული ვალუტის გაძვირებამ, რასაც განსაკუთრებით ადგილი ჰქონდა 2004 წლიდან, უარყოფითი შედეგები მოიტანა მიმდინარე მომენტისათვის და მოიტანს უახლოესი წლების მანძილზეც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2008 წლის ნოემბრის დასაწყისში განხორციელებული ლარის დევალვაცია არ უნდა მივიჩნიოთ მთავრობის მხრიდან რაიმე წინასწარგანზრახულ და სამამულო წარმოების ინტერესებით ნაკარნახევ ღონისძიებად. დევალვაციის ძირითადი მიზეზი ბოლო წლებში ლარის ხელოვნური რევალვაციაა, რამაც ლოგიკურად წარმოშვა დევალვაციის ბუნებრივი უკუპროცესის გარდაუვლობა შესაბამის ხელსაყრელ პირობებში. ამიტომ იგი წარმოადგენს გარდაუვალ რეაქციას აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისა და მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის მიმართ. ანუ, მოცემულ კონკრეტულ ეტაპზე ლარის დევალვაციის მიზეზი არა მიმოქცევაში არსებული ლარის მასის ზრდაა, არამედ დოლარის დეფიციტი, რომელიც გამოწვეულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ჩვენი თანამემამულეების გზავნილების შემცირებით (რომლის ჩანაცვლება უცხოური დონორების ფინანსური დახმარებებით ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რასაც უარყოფით შედეგებთან ერთად, გონივრული კომპლექსური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში შეუძლია პოზიტიური შედეგების მოტანაც. საქმე იმაშია, რომ დევალვაციის პროცესს აუცილებლად მოჰყვება უცხოურთან შედარებით ქართული პროდუქციის გაიაფება და შესაბამისად, სამამულო პროდუქციისათვის სავაჭრო პირობების გაუმჯობესება).
საზოგადოებაში არსებობს ლარის შემდგომი დევალვაციის მოლოდინი. მოსახლეობა ელოდება, რომ მთავრობა დიდი ხნით ვერ შესძლებს ლარის არსებული კურსის შენარჩუნებას და იგი დღეს თუ ხვალ მკვეთრად დაეცემა. აღნიშნული განწყობა მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული პრობლემებისა და ლარის საგარეო კურსის ჯერჯერობით მაინც არაბუნებრივად მაღალ დონეზე შენარჩუნების პირობებში ლოგიკურია.
მიმდინარე ეტაპზე არსებობს ლარის დევალვაციის სამი გზა:
ა) ლარის საგარეო კურსის თანდათანობით, მცოცავი რეჟიმით შემცირება;
ბ) ლარის საგარეო კურსის ერთჯერადი ნახტომისებური და მასშტაბური დევალვაცია;
გ) ლარის საგარეო კურსის ნახტომისებური დევალვაციის განხორციელება რამდენიმე ეტაპად.
საქართველოში, სავალუტო პოლიტიკის მეშვეობით ლარის დოლართან მიმართებაში თანდათანობით, მცოცავი რეჟიმით გაუფასურება (რაც მიმდინარე მომენტში გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე შედარებით შეზღუდულ აქტივობას დოლარზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ), სახელმწიფო ხარჯებისა და საბანკო კრედიტების შემცირების პირობებში, არ გამოიწვევს ფასების დონის შესაბამისი ტემპით ამაღლებას. იგი ძირითადად ზემოქმედებას მოახდენს იმპორტული საქონლის ფასზე, ხოლო სამამულო პროდუქციაზე ფასები ამაღლდება შედარებით უმნიშვნელოდ, ვინაიდან შიდა სასაქონლო ბაზარი სავალუტო ბაზარზე მომხდარ ასეთ ცვლილებებს უპასუხებს როგორც ფასების, ასევე სამამულო პროდუქციის მიწოდების გადიდებით.
გაცვლითი კურსების რეგულირებისას, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ პუი-ისა და უცხოეთში დასაქმებული ჩვენი თანამემამულეების ფულადი გზავნილების მოცულობების შემცირება (მსოფლიოში მიმდინარე საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის შედეგად) განაპირობებს ლარზე მოთხოვნის შემცირებას, რაც თავის მხრივ შეამცირებს ნომინალურ და რეალურ გაცვლით კურსებს. სულ რამდენიმე თვის წინ უცხოური ვალუტის ბაზარზე ლარზე მოთხოვნა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების ამაღლების პროცესი მიმდინარეობდა მიმოქცევაში მყოფი ლარის მასის ზრდისა და ფასების დონის ამაღლების პირობებში, რაც ართულებდა გაცვლითი კურსების ცვლილებას სასურველი მიმართულებით.
გაცვლითი კურსებისა და ინფლაციის რეგულირებისას ძირითადი პრობლემაა, ინფლაციის ტემპის ეკონომიკურად მიზანშეწონილი დიაპაზონის შერჩევა. ჩვენთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ინფლაციის წლიურმა ტემპმა არ გადააჭარბოს დასაშვებ „ჯადოსნურ“ ერთნიშნა დონეს, ანუ მისი მაქსიმალური დასაშვები ზღვარი 10%25-ზე ნაკლებია. თუმცა ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ეტაპის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ინფლაციის წლიური ტემპის დასაშვები დონე ამაღლდეს 15-25%25-მდე.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ეროვნული ვალუტის ნომინალური და რეალური გაცვლითი კურსების თანდათანობით შემცირების პოლიტიკა აუცილებლად მოგვცემდა დადებით შედეგებს შედარებით სტაბილურ მაკროგარემოში, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის ზაფხულამდე. ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებისას, რასაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ეროვნული ვალუტის თანდათანობით, მცოცავი რეჟიმით დევალვაცია, ისევე როგორც რამდენიმე ეტაპად ლარის საგარეო კურსის ნახტომისებური გაუფასურების განხორციელება (რასაც ბოლო პერიოდში ახორციელებს საქართველოს მთავრობა), აუცილებლად გამოიწვევს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების მასშტაბურ შემცირებას და სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის დაბალ დონეზე გრძელვადიან შენარჩუნებას.
ლარის საგარეო კურსის ერთჯერადი, ნახტომისებური და მასშტაბური დევალვაციის შემთხვევაში თავიდან ავიცილებთ მისი თანდათანობითი დევალვაციით განპირობებულ ნეგატიურ შედეგებს. თუმცა, ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია ფასების დონის არსებითი ამაღლება და მოსახლეობის იმ ნაწილის ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემა, რომლებიც შემოსავლებს ღებულობენ ლარებში. შედარებით გრძელვადიანი პერიოდისათვის კი მოსალოდნელია ადგილობრივი წარმოების ადექვატური რეაქცია რეალური გაცვლითი კურსის შემცირებაზე და პროდუქციის გამოშვების მოცულობის ზრდა, რაც გამოიწვევს მოსახლეობის შემოსავლებისა და ცხოვრების დონის შესაბამის ამაღლებას.
ლარის საგარეო კურსის დევალვაციის მიზნით ეკონომიკური პოლიტიკის ზემოთ აღნიშნული ვარიანტები არ არის ადვილი განსახორციელებელი, მაგრამ ერთ-ერთის პრაქტიკული უზრუნველყოფა აუცილებელია სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოპტიმალური ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარება, რომლის ფარგლებშიც ინფლაციის ტემპისა და სავალუტო კურსების რეგულირება მიმართული იქნება არა მხოლოდ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის უზრუნველყოფად, არამედ აგრეთვე სამამულო წარმოების, უწინარეს ყოვლისა კი მატერიალური წარმოების სფეროების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და ასაღორძინებლად, მოითხოვს ძლიერი და დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკის არსებობას. ეროვნული ბანკის ფუნქციების შეკვეცა, მონეტარული პოლიტიკის სფეროში მისი როლის შესუსტება ამ სფეროში ყველაზე აბსურდული და გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეროვნული ბანკი (მიუხედავად მის მიერ დაშვებული შეცდომებისა, რომლებიც მნიშვნელოვანწილად გარე ფაქტორებითაც იყო გამოწვეული) და საერთოდ ორსაფეხურიანი საბანკო სისტემა დამოუკიდებელი საქართველოს მნიშვნელოვანი მონაპოვარია და მას გაფრთხილება სჭირდება. სათანადო საკანონმდებლო ბაზისა და სათანადო გარემოს (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური) პირობებში ეროვნული ბანკი ქართული ეკონომიკური სივრცის ნორმალური ფუნქციონირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.
დაბოლოს: მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ფინანსური კრიზისის დროს ეროვნული ვალუტის მყარი კურსის შენარჩუნებას ეწირება რეზერვების (ოქროს სტანდარტის პირობებში ოქროს, დღევანდელ პირობებში უცხოური ვალუტის) მნიშვნელოვანი მოცულობა, მაგრამ ამ გამოცდილებას საქმე საქმეზე რომ მიდგება ხშირად უგულვებელყოფენ. ასე მოხდა დიდი დეპრესიის საწყის ეტაპზე, როდესაც დიდი ბრიტანეთი ცდილობდა ფუნტი სტერლინგის კურსის (ფუნტი სტერლინგის ოქროში გამოხატული ფასი) უცვლელ დონეზე შენარჩუნებას. ამას შეეწირა მისი ოქროს მარაგების დიდი ნაწილი და დიდ ბრიტანეთს საბოლოოდ მაინც მოუწია უარის თქმა აღნიშნულ პოლიტიკაზე. ანალოგიურ პოლიტიკას ახორციელებდა აშშ-იც ბრეტონ-ვუდსის სისტემის ფუნქციონირების ბოლო პერიოდში, როდესაც ცდილობდა ოქროს მიმართ დოლარის მყარი კურსის შენარჩუნებას, რამაც თითქმის გაანახევრა მისი ოქროს მარაგები და მასაც მოუწია ოქროს მიმართ დოლარის ფიქსირებულ კურსზე ხელის აღება.
შორს რომ არ წავიდეთ, იგივე დაემართა საქართველოს ეროვნულ ბანკს 1998 წელს, რომელმაც უცხოური რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი შესწირა ლარის დოლართან მიმართებაში უცვლელი კურსის შენარჩუნებას და საბოლოოდ მიზანს მაინც ვერ მიაღწია.
იგივე განმეორდა ბოლო პერიოდშიც, კერძოდ 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 300 მილ. დოლარით შეითხელა ჯიბე ლარის კურსის შესანარჩუნებლად, მაგრამ შედეგი მაინც არსებითი არ არის.
ანუ გამოცდილება ცხადყოფს, რომ როდესაც ესა თუ ის კურსი (მითუმეტეს ხელოვნურად უკიდურესად დეფორმირებული) თუკი მეტისმეტად დაშორდება ბუნებრივ დონეს, მაშინ მისი შენარჩუნება უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული და რაც მთავარია, მიზანი ყოველთვის მიუღწეველი რჩება.
როგორც ჩანს, ასეთ დანახარჯებს ყველგან და ყოველთვის ვიღაცისთვის მოგება მოაქვს. ალბათ იმ წრეებისათვის, რომლებიც ასეთ პოლიტიკაზე პასუხისმგებელნი არიან, ან მასზე ზეგავლენა შეუძლიათ, შესაბამისად მისი შედეგები წინასწარ იციან და ამიტომაც დგამენ ასეთ ნაბიჯებს. ანუ, სრულიად შესაძლებელია, რომ წინასწარგანზრახული პოლიტიკის შედეგად 300 მილიონი დოლარიდან გარკვეული ნაწილი იაფ ფასებში ვიღაცის ჯიბეში წინასწარგამიზნულად იყოს დალექილი, ანუ ვიღაცამ დღეს არსებულ კურსთან შედარებით დოლარები შეიძინა ბევრად იაფად.
ლარის დევალვაცია გარდაუვალი იყო და უახლოეს მომავალშიც გარდაუვალია მისი შემდგომი გაუფასურება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სტაბილური კურსის შენარჩუნებას შეეწირება როგორც ეროვნული ბანკის განკარგულებაში დღეს არსებული უცხოური ვალუტის რეზერვები, აგრეთვე საერთაშორისო უცხოელი დონორების მიერ უახლოეს მომავალში გაწეული ფინანსური დახმარების უდიდესი ნაწილი, ასევე კვლავ (ისევე როგორც დღემდე), დაზარალდება სამამულო წარმოებაც. საკითხავი ისაა, საბოლოოდ რა გზას აირჩევს ხელისუფლება: ხანგრძლივ და მტკივნეულ თანდათანობითი დევალვაციის პროცესს (მტკივნეული სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის დაბალ დონეზე შენარჩუნებისა და ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების შემცირების თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არა აქვს დევალვაცია თანდათანობით, მცოცავი რეჟიმით განხორციელდება, თუ რამდენიმე ეტაპად ნახტომისებური შემცირებით), თუ მასშტაბურ და ერთჯერად ნახტომისებურ დევალვაციას, რაც არანაკლებ მტკივნეული იქნება მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრების პირობების გაუარესების თვალსაზრისით, თუმცა იგი შესაძლებელს გახდის წამყვანი უცხოური ვალუტების მიმართ ლარის ბუნებრივი თანაფარდობის შედარებით სწრაფ ფორმირებას და სამამულო პროდუქციისათვის სავაჭრო პირობების შესაბამის გაუმჯობესებას.
ANNOTATION
DEVALVATION OF LARI - WHICH IS THE MEIN CONDITION TO REGENERATE THE REAL PART OF NATIONAL PRODUCTION
Demna Kvarackhelia, The academical doctor of economic
There is considered the positive and negative results of monetarukredit and currence politic, ofter the period of macroeconomical stabilization in Georgia. Also, it's mentioned the mein causes of Lari's devalvation beggining the november of 2008 y.
According tu the Financial-economical crisis in Georgia and also in world generallu it proved that the devalvation of Lari is intransitive and the objective nessesaritu in the nearest period.
________________
1 უნდა აღინიშნოს, რომ 2005-2007 წლებში გაცვლითი კურსების ამაღლება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო, სავალუტო პოლიტიკისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. სავალუტო პოლიტიკამ კი ვერ შეძლო წინ აღდგომოდა მათ ამაღლებას.
2. აქსიომაა, რომ გონივრულ ფარგლებში იაფი კრედიტების სიუხვე, ხელს უწყობს სამეწარმეო საქმიანობის აღმავლობას, მაგრამ კრედიტების მოცულობის არამართლზომიერი გაფართოება განაპირობებს ინფლაციის გაღრმავებას. იაფი კრედიტების პოლიტიკის გატარებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა მისმა მოცულობამ არ გადააჭარბოს გარკვეულ დასაშვებ ზღვარს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ შეღავათიანი კრედიტები უნდა გაიცეს მხოლოდ პრიორიტეტულ და ექსპორტზე ორიენტირებულ დარგებში.
![]() |
10 სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თვითღირებულების ფორმულების გამოყენება |
▲ზევით დაბრუნება |
მარინა მაისურაძე
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი
ბასს 2-ის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გაყიდვის ან პროდუქციის დასამზადებლად მისი გამოყენების შემდეგ, მათი პირვანდელი ღირებულება აღიარებულ უნდა იქნეს იმ პერიოდის ხარჯად, როცა შესაბამისი შემოსავალი იქნა მიღებული, ე.ი. უნდა მოხდეს გაყიდული ან დახარჯული ფასეულობის ჩამოწერა მარაგის შემადგენლობიდან. ამ მიზნით აუცილებელია ჩამოსაწერი მარაგის (ფასეულობის) თვითღირებულების დადგენა.
ბასს 2-ის მიხედვით დადგენილია თვითღირებულების განსაზღვრის სამი მეთოდი:
იდენტიფიცირებული ფასების მეთოდი;
„ფიფოს“ მეთოდი;
საშუალო შეწონილი ღირებულების მეთოდი.
ცალკეული სახის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება, რომლებიც არ არიან ურთიერთშემცველი, აგრეთვე სპეციფიკური პროექტისათვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების თვითღირებულება უნდა განისაზღვროს მათი ინდივიდუალური დანახარჯების სპეციფიკური იდენტიფიკაციით.
დანახარჯების სპეციფიკური იდენტიფიკაცია გულისხმობს, რომ სპეციფიკური დანახარჯები მიეკუთვნება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების იდენტიფიცირებულ ერთეულს. ეს არის შესაფერისი მიდგომა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ისეთი ელემენტებისთვის, რომლებიც სპეციალური დანიშნულებისაა, მათი წარმოშობის ხასიათის მიუხედავად, შეძენილია თუ წარმოებულია ადგილზე. დიდი რაოდენობის ურთიერთშემცვლელი ელემენტებისაგან შემდგარი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თვითღირებულების დასადგენად, გამოყენებულ უნდა იქნეს „ფიფო“ (პირველი შემოსავალში-პირველი გასავალში) ან საშუალო შეწონილი ღირებულების ფორმულა. ბასს 2-ის თანახმად, საწარმომ თვითღირებულების ერთნაირი ფორმულა უნდა გამოიყენოს ყველა სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისათვის, რომლებსაც საწარმოსთვის მსგავსი ბუნება და გამოყენება აქვს.
„ფიფო“ ფორმულის გამოყენება გულისხმობს, რომ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ის ელემენტები, რომლებიც პირველად შეიძინეს, იყიდება პირველად. ცხადია, სამეურნეო წლის ბოლოს შეიძლება დარჩეს ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც შეიძინეს ან აწარმოეს ბოლოს.
საშუალო შეწონილი ღირებულების ფორმულის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თითოეული ელემენტის ღირებულება განისაზღვრება საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ერთგვაროვანი ელემენტების საშუალო შეწონილი სიდიდისა და იმ ერთგვაროვანი ელემენტების ღირებულების საფუძველზე, რომლებიც აწარმოეს, ან შეიძინეს საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში.
განვიხილოთ, საანგარიშგებო პერიოდში დახარჯული და საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ნაშთად დარჩენილი მარაგის ფაქტიური თვითღირებულების გაანგარიშების მაგალითი, სპეციფიკური იდენტიფიკაციის, „ფიფო“ და საშუალო შეწონილი ღირებულების გამოყენების შემთხვევებში.
მაგალითი: დავუშვათ საწარმომ 1-დან 31 დეკემბრამდე პერიოდში შეიძინა 1 5000 ცალი ნაკეთობა, საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის ნაშთი არ ჰქონია, ხოლო წლის ბოლოსათვის 4500 ცალი.
შეძენის თარიღი |
რაოდენობა |
ერთეულის ფასი |
ღირებულება |
2.12 |
2000 |
3.00 |
6000 |
7.12 |
2700 |
4.00 |
10800 |
13.12 |
3000 |
3.50 |
10500 |
17.12 |
3500 |
4.50 |
15750 |
21.12 |
3800 |
3.70 |
14060 |
სულ გასაყიდი |
15000 |
|
57110 |
რეალიზებული |
10500 |
|
|
ნაშთი |
4500 |
|
|
დავუშვათ, ინვენტარიზაციით დადგინდა შემდეგი: გაყიდულია 2 დეკემბრის შეძენილიდან 1500, 7 დეკემბრის შეძენილიდან 2400, 13 დეკემბრის შეძენილიდან 1800, 17 დეკემბრის შეძენილიდან 2300 და 21 დეკემბრის შეძენილიდან 2500 ნაკეთობა.
შეძენის თარიღი |
რაოდენობა |
ფასი |
ღირ-ბა |
ნაშთი |
|
|
|
|
|
რდ-ბა |
ღირებ. |
2.12 |
2000 |
3.00 |
6000 |
500 |
1500 |
7.12 |
2700 |
4.00 |
10800 |
300 |
1200 |
13.12 |
3000 |
3.50 |
10500 |
1200 |
4200 |
17.12 |
3500 |
4.50 |
15750 |
1200 |
5400 |
21.12 |
3800 |
3.70 |
14060 |
1300 |
4810 |
სულ გასაყიდი |
15000 |
|
57110 |
4500 |
17110 |
რეალიზებული |
10500 |
|
40000 |
|
|
იდენტიფიცირებადი ფასების გამოყენებით გაყიდული მარაგის თვითღირებულება შეადგენს 40000 ლარს, ხოლო ნაშთად დარჩენილის-17110 ლარს ბასს 2-ის თანახმად „ფიფო“ მეთოდის გამოყენების დროს არ ხდება ცალკეული ელემენტის გასვლის აღრიცხვა ინდივიდუალური ფასებით, პირველად ხდება იმ მატერიალური ფასეულობის გასვლა, რომელიც პირველად იყო ნაყიდი. „ფიფო“ მეთოდის გამოყენებით გასული და ნაშთად დარჩენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თვითღირებულება იქნება, შესაბამისად 39900 ლარი და 17210 ლარი.
მაჩვენებლები |
რაოდენობა |
ღირებულება |
სულ გასაყიდი საქონელი |
15000 |
57110 |
ნაშთი 31 დეკემბრისათვის |
4500 |
17210 |
მ.შ. 21 დეკემბერს შეძენილიდან |
3800 |
14060 |
17 დეკემბერს შეძენილიდან |
700 |
3150 |
რეალიზებულია |
10500 |
39900 |
„ფიფო“ მეთოდის გამოყენების დროს გაანგარიშება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: ინვენტარიზაციით დგინდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი; შემდეგ ხდება დადგენილი ნაშთის ღირებულების განსაზღვრა და ბოლოს გასაყიდი საქონლის ღირებულებას აკლდება ნაშთად დარჩენილი ფასეულობის ღირებულება.
საშუალო შეწონილი ღირებულება ეფუძნება პერიოდის განმავლობაში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის საშუალო შეწონილ თვითღირებულებას, რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად: პერიოდის დასაწყისში არსებული მარაგის მთლიან ღირებულებას ემატება პერიოდის განმავლობაში შემოსული ფასეულობის მთლიანი თვითღირებულება და იყოფა პერიოდის დასაწყისში არსებული მარაგის და შემოსული ფასეულობის რაოდენობის ჯამზე.
ზემოთ მოცემული პირობის გამოყენებით:
მარაგის ერთეულის თვითღირებულება = 57110/15000=3.80
ნაშთად დარჩენილი მარაგის ღირებულება = 4500*3.80=17100
მარაგის შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას განსხვავებულ ფინანსურ შედეგამდე მივყავართ:
მაჩვენებლები |
იდენტიფიკაციის |
„ფიფო“ მეთოდი |
საშუალო |
ამონაგები |
60000 |
60000 |
60000 |
გასაყიდი |
57110 |
57110 |
57110 |
დარჩენილი ნაშთის |
17110 |
17210 |
17100 |
რეალიზ. საქონლის |
40000 |
39900 |
40010 |
მოგება |
20000 |
20100 |
19990 |
მაგალითიდან ჩანს, რომ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისას მიიღება სხვადასხვა ფინანსური შედეგი. საწარმომ მატერიალური მარაგის ხარჯვის (გაყიდვის) ოპერაციები უნდა განიხილოს იმ მეთოდის შესაბამისად, რომელსაც აღიარებს თავის სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად.
საწარმოდან მარაგის გასვლა (გაყიდვა) გატარდება შემდეგი ბუღალტრული მუხლით:
დებეტი - 7200 რეალიზებული საქონლის თვითღირებულება
კრედიტი - 1600 სასაქონლო-მატერიალური მარაგი (შესაბამისი ანგარიში)
ამ გატარებასთან ერთად აღრიცხვაში უნდა აისახოს საწარმოში შემოსავლის მიღების ფაქტი შემდეგი ჩანაწერით:
დებეტი - ფულადი საშუალებები
ან დებეტი - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან
კრედიტი - შემოსავალი რეალიზაციიდან
წარმოებაში გადასამუშავებლად ნედლეულის გადაცემა:
დებეტი - 1630 დაუმთავრებელი წარმოება
კრედიტი - 1620 ნედლეული და მასალები
ბასს 2-ის თანახმად, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს თვითღირებულების განსაზღვრის ისეთი მეთოდები, როგორიცაა: ნორმატიული და საცალო ფასების მეთოდი, თუ შედეგები მიახლოებით გაუტოლდება თვითღირებულებას. ნორმატიული მეთოდის დროს მხედველობაში მიიღება ნედლეულისა და მასალების ხარჯვის, სამუშაო ძალის გამოყენების, მწარმოებლურობისა და საწარმოო სიმძლავრეთა გამოყენების ნორმატიული დონეები. ეს ნორმები რეგულარულად უნდა გადაისინჯოს და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს თანამედროვე პირობების გათვალისწინებით. საცალო ფასების მეთოდს უფრო ხშირად საცალო ვაჭრობაში იყენებენ; აქ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შედგება სწრაფად ცვალებადი დიდი რაოდენობის ელემენტებისაგან, რომლებსაც ერთნაირი მარჟა (სხვაობა გასაყიდ ფასსა და თვითღირებულებას შორის) აქვთ და მათთვის შეუძლებელია თვითღირებულების გაანგარიშების სხვა მეთოდების გამოყენება. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება განისაზღვრება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გასაყიდი ფასის მიხედვით, რომელსაც აკლდება საერთო მომგებიანობის დონისათვის დადგენილი გარკვეული პროცენტის შესაბამისი თანხა (მარჟა). პროცენტულ თანაფარდობას იყენებენ იმ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისათვის, რომელთა შეფასება მოხდა ფასდაკლებით, თავდაპირველ გასაყიდ ფასთან შედარებით.
საცალო ვაჭრობის ქვეგანაყოფებში უფრო ხშირად იყენებენ საშუალო საპროცენტო განაკვეთს.
ANNOTATION
USING COMMDITY STOCK VALUES FORMULAE OF PRIME COST
M. Maisuradze
Doctor of Economic, Professor of TSU
After selling the commodity stock or using it in the manufacturing, the cost of its purchase must be acknowledged as spendings of the period, when the corresponding income was accepted which means that the spent or the sold values should be written off from the stock-in-trade.
The prime cost of commodity stock acknowledged as expenses of a given period, which is often nominated as a prime cost of products sold, consists of costs that originally were comprised in the evaluation of the sold commodity stock; of undivided bills from manufacturing expenses; and also of hyper normative manufacturing costs of commodity stock.
The accounting policy applied to commodity stock including the applied formula of prime cost must be explained in the notes of financial statements.
An enterprise must apply the same formulae of the prime cost for all commodity stocks, that have similar nature and usage for an enterprise. Different formulae of prime cost can be used for commodity stocks with varied nature or usage.
![]() |
11 ეკონომიკური კრიზისი და ინვესტიციები |
▲ზევით დაბრუნება |
ლამარა ქოქიაური
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი
პოსტკომუნისტურ ქვეყნებში შეინიშნება ტენდენცია, როცა სტრატეგიულად არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შედეგად ქვეყნის ეკონომიკა კრიზისულ სიტუაციაშია: პრაქტიკულად ეკონომიკური უსაფრთხოების ყველა მაჩვენებელი ზღვრულზე გაცილებით დაბლა დგას.
ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ეკონომიკური უსაფრთხოების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის უზრუნველყოფაა, რომელიც დიდი ხანია გახდა ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ფაქტორი.
თანამედროვე ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი კანონზომიერებაა მისი ციკლური ხასიათი. მსოფლიო ეკონომიკის ყოველი სტრუქტურული კრიზისის დროს ყალიბდება ახალი შესაძლებლობები. ქვეყნები, რომლებიც ლიდერობდნენ განვლილ ციკლში, განიცდიან კაპიტალის გაუფასურებასა და სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დაცემას მოძველებული ტექნოლოგიების მქონე დარგებში, მაშინ, როცა ის ქვეყნები, რომელთაც მოასწრეს ინოვაციური პოტენციალის შექმნა, აღმოჩნდებიან კაპიტალის მოზიდვის ცენტრში, რომელიც გამოთავისუფლდება მოძველებული წარმოებისაგან. შესაბამისად, სახელმწიფოები, რომლებმაც განახორციელეს სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო კაპიტალის ინვესტირების პოლიტიკა პერსპექტიულ მიმართულებებში, შეიძენენ პრინციპულ კონკურენტულ უპირატესობას.
ეკონომიკის მდგრადი განვითარების ტრაექტორიაზე გასვლისათვის აუცილებელია ინოვაციურ-ინვესტიციური აქტივობის მრავალჯერადი და სწრაფი გადიდება და ახალი ტექნოლოგიური მიმართულებებისა და საბაზისო ტექნოლოგიების ათვისება. სწორედ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციებში ინვესტიციების წახალისებაზე, უზრუნველყოფს ეკონომიკის მოდერნიზაციას, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიღწევას.
განვითარების ინოვაციური გზა ინვესტიციურ პოლიტიკაში. ასე რომ, წარმმართველი როლი ეკისრება განვითარების ინოვაციურ ტიპს, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს როლის ზრდას ინვესტიციური პოლიტიკის გატარებაში. მაღალგანვითარებული ქვეყნები თავიანთ თავზე იღებენ ისეთი დარგების დაფინანსებას, როგორიციაა: ფუნდამენტური მეცნიერება და მაღალრისკიანი გამოყენებითი კვლევები, სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი ცოდნის გავრცელება, მოსახლეობის განათლება.
სახელმწიფო თანამედროვე პირობებში მოწოდებულია შექმნას განვითარების ინსტიტუტები, რომლებიც მხარს უჭერენ ინვესტიციებს ახალ ტექნოლოგიებში. ასტიმულირებენ ინოვაციურ აქტივობას. თუმცა, მან შეიძლება უარი თქვას იმ წარმოების განვითარების ორგანიზაციის პასუხისმგებლობაზე, სადაც ფორმირებულია შესაბამისი ბაზრები და ჩამოყალიბებულია კონკურენტული ურთიერთობები. ამავე დროს, მან მხარი უნდა დაუჭიროს ინვესტიციური აქტივობის ახალ მაღალრისკიან მიმართულებებს, რომლებიც გზას უხსნიან პერსპექტიული წარმოების შექმნას მეცნიერულ-ტექნიკურ მიღწევათა დანერგვის საფუძველზე. ასე მაგ.: ეკონომიკის დერეგულირების ტალღამ, რომელიც განვითარებული ქვეყნებიდან წამოვიდა გასული საუკუნის 80-იან წლებში, მნიშვნელოვანწილად ტრადიციული დარგები მოიცვა და პრაქტიკულად არ შეხებია მაღალტექნოლოგიურ სექტორს, მათში, პირიქით, გაძლიერდა პირდაპირი სახელმწიფო მხარდაჭერის ინსტიტუტების მნიშვნელობა ინოვაციური და ინვესტიციური აქტივობისათვის და შედარებით კაპიტალტევადი წარმოების ორგანიზაციისათვის.
მეცნიერების დაფინანსების აუცილებლობა და მისი დაფინანსების არსებული მდგომარეობა. სწორედ წარმოების აქტიური ინვესტირება (განსაკუთრებით სამეცნიერო-ტექნოლოგიური დანიშნულებისა), ინოვაციური და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა აყალიბებს მატერიალურ წინაპირობებს ეკონომიკური ზრდისათვის. დღეისათვის ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის შემცირება - ეს იმის შედეგია, რომ დარღვეულია ტექნიკური ერთიანობა სამეცნიერო კვლევებს და დამუშავებებს შორის, დაიშალა ადრე შექმნილი სამეცნიერო კოლექტივები, ქვეყნიდან გაედინება კვალიფიციური ინტელექტუალური პოტენციალი. შედეგად ძლიერდება ქვეყნის დამოკიდებულება უცხოელ მწარმოებლებზე.
აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ შეიქმნას ეკონომიკური ზრდისთვის შესაბამისი პირობები, საჭიროა კაპიტალის ინოვაციური განახლება პრინციპულად ახალ, კონკურენტუნარიან საფუძველზე. ეს გაძნელებულია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო დაფინანსების მკვეთრი შემცირებისა და სახელმწიფო საწარმოო შეკვეთების პრაქტიკულად არარსებობის პირობებში მეცნიერება თითქმის განვითარების შიდა რესურსების გარეშეა დარჩენილი.
უკანასკნელ წლებში დანახარჯები მეცნიერულ კვლევებსა და დამუშავებაზე მკვეთრად შემცირდა. შედეგად მეცნიერებაზე გაწეული დანახარჯების წილი მშპ-ში 1999 წელს 0,97%25-ის ტოლი იყო, რაც 2-ჯერ ნაკლებია 1990 წლის დონესთან შედარებით. ბიუჯეტის დანახარჯები სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე მცირდება აბსოლუტური მოცულობით და აქვს მშპ-ს მიმართ მკვეთრად გამოხატული კლების ტენდენცია, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართ. სამეცნიერო-საწარმოო პოტენციალის დეგრადაციის დასტურია სამეცნიერო კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე დანახარჯების მკვეთრი შემცირება და შედეგად ამ სფეროში მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით პროგრესირებადი ჩამორჩენა.
განვითარებული ქვეყნებისათვის შედარებით ტიპურია სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების დაფინანსებაზე ინვესტიციების თანაბარი წილით გადანაწილება კერძო და სახელმწიფო კაპიტალებს შორის. ასე მაგალითად, აშშ-ში არასახელმწიფო ინვესტიციების წილი ინოვაციურ ბაზარზე შეადგენს 50%25-ს. ასევე სახელმწიფო ექსპერტიზის მონაცემებით, ინოვაციების 10%25 ღებულობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სტატუსს და, შესაბამისად, ფინანსირდება სახელმწიფო სახსრების ხარჯზე (იაპონია აფინანსებს მთელი მეცნიერული ხარჯების 33%25-ს. მრეწველობაში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების 73%25 აშშ-ში ხორციელდება თვითდაფინანსების ხარჯზე).
თავის მხრივ, მრეწველობის საწარმოო აპარატის ტექნიკო-ტექნოლოგიური მოდერნიზაცია და რეკონსტრუქცია მოითხოვს ინოვაციების სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას. აქ აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკის აქტივიზაცია სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში და ეკონომიკის სამეცნიერო-სამრეწველო განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებების შემუშავება. ამასთან, სახელმწიფომ, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ეკონომიკის რეალური სექტორის ტექნოლოგიური გადაიარაღების საქმეში თავის თავზე უნდა აიღოს მეცნიერების ფუნდამენტური სექტორის და მაღალრისკიანი გამოყენებითი ხასიათის კვლევების დაფინანსება.
სამეცნიერო პოტენციალის ფაქტიური შემცირება პოსტკომუნისტურ სივრცეში დაკავშირებულია იმასთან, რომ არ განხორციელდა სამეცნიერო დაწესებულებების ქსელის რესტრუქტურიზაცია, რაც აუცილებელია საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად.
ყოფილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პრივატიზაციამ არ მოიტანა სასურველი შედეგები, ვინაიდან შეკვეთები სამრეწველო საწარმოებიდან თითქმის არ შემოდის, ამავდროულად, მოხდა სამეცნიერო კადრების მკვეთრი დაბერება. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მთელი სიმწვავით დგას, ე.წ. „ტვინების გადინების“ აქტუალობის პრობლემა. ამისათვის მიზანშეწონილია რიგი სამეცნიერო ორგანიზაციების გაერთიანება დარგთაშორის ცენტრებად. რიგი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები უნდა გადაეცეთ სამრეწველო საწარმოებს და ამით გაძლიერდეს მათი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი.
მეცნიერების დაფინანსების წყაროები და გზები. სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების ნაწილის რესტრუქტურიზაცია ინჟინრინგული ფირმებად განვითარებული საფინანსო-ეკონომიკური მარკეტინგული და კომერციული ინფრასტრუქტურებით გააფართოებს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგების პრაქტიკულ გამოყენებას. გამოყენებითი მეცნიერების გადასვლა საკონტრაქტო საფუძველზე შესაძლებელს გახდის რეალიზებული იქნას სამეცნიერო-ტექნიკური პროექტები, რომლებიც შესრულდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ცენტრალიზებული არასაბიუჯეტო ფონდების ხარჯზე საკონკურსო საწყისებზე. ასევე მოზიდულ უნდა იქნას არასახელმწიფო სახსრები ვენჩურული, წილობრივი უკანდაბრუნებადი და სხვა ფინანსური მექანიზმების მეშვეობით.
მათი განხორციელება შეიძლება მოხდეს უპირატესად პორტფელური ინვესტიციების სახით საფონდო ბაზრის ინსტრუმენტების გამოყენებით. პრაქტიკულ გამოყენებას პოვებს სახელმწიფო გრანტული უზრუნველყოფა და ინსტიტუციური ფორმების სამართლებრივი დაცვა ინვესტიციური რესურსების სააგენტო და ნდობითი (ტრასტული) მართვის მეშვეობით. ინოვაციის დაფინანსების არასაბიუჯეტო რესურსების ფორმირებისას საჭიროა გამოყენებულ იქნას საამორტიზაციო ანარიცხების სახსრები რენოვაციაზე იმ ნაწილში, სადაც გათვალისწინებულია: საწარმოო ხარჯები ძირითად საწარმოო ფონდების ღირებულებაში მეცნიერულ კვლევებსა და ინოვაციებზე დანახარჯების ჩათვლით; არამატერიალური აქტივების ცვეთის სახსრები, რომელიც შედის პროდუქციის თვითღირებულებაში და რომელიც ასახავს სამეცნიერო-კვლევებისა და სამეცნიერო-ტექნიკურ სიახლეთა ღირებულების გადატანას პროდუქციის ღირებულებაზე; შემოსავლები სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის გაყიდვიდან, ინტელექტუალურ და სამრეწველო ობიექტების საკუთრებაზე უფლება, ასევე, შემოსავლები მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურის ობიექტების და მათი სარგებლობის უფლების გაყიდვიდან.
რა როლი დაეკისრება ინოვაციურ ფონდებს? ჩამოთვლილი წყაროების პრაქტიკული გამოყენება ხორციელდება სპეციალურად დადგენილი წესებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მიხედვით, დასაბუთებული მეთოდების საფუძველზე მოცემული წყაროების მიხედვით მიღებული სახსრები გადაირიცხება ცალკე საბანკო სუბანგარიშზე „ინოვაციური ფონდები“. ინოვაციის სახელმწიფო ფონდის შექმნა, რომელიც გამიზნულია მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების რეალიზაციისათვის, შესაძლებელს გახდის შემუშავდეს თანამედროვე სახის მეცნიერებატევადი კონკურენტუნარიანი პროდუქცია და მოხდეს მისი გამოშვების ორგანიზაცია. ამ მიზნისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გარდა, გამოიყენება ინვესტიციების მოზიდვის საბაზრო მექანიზმები. დღეისათვის ინოვაციებში ინვესტირების მექანიზმი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ გათვალისწინებულია ამ პროცესში საბანკო სტრუქტურების მონაწილეობა, რომლებიც ახდენენ ფულადი რესურსების მობილიზაციას და არეგულირებენ მათ მოძრაობას სამეცნიერო-ტექნიკური და ინოვაციური პროგრამების გამოყენების მიხედვით.
ინოვაციურ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის დიდი შესაძლებლობებია საფონდო ბაზრის ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებაში. მისი ძირითადი ამოცანაა ინვესტიციური რესურსების დარგთაშორისი გადანაწილება, შიდა და უცხოური ინვესტიციური ნაკადების უზრუნველყოფა ეროვნული ეკონომიკის შედარებით პერსპექტიულ სექტორებში. გარდამავალი ეკონომიკის პირობებში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მოახდენდა მოსახლეობის დანაზოგების ტრანსფორმირებას ინოვაციურ ინვესტიციებში და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას.
ინოვაციური განვითარების ძირითადი სტადიები. ეკონომიკის ინოვაციური განვითარება, როგორც სხვა ნებისმიერი პროცესი, ბუნებრივია, ორიენტირებული უნდა იყოს სტადიებზე, ეტაპებსა და ფაზებზე. თავდაპირველად უნდა მოხდეს იმ დარგის ტექნოლოგიური ბაზის აღდგენა და შექმნა, რომელთა პროდუქცია ფორმირებულ ბაზრებზე სარგებლობს სტაბილური მოთხოვნით. ამასთან, საბაზრო ნიშა ფართოვდება აქტიური იმპორტშემცველებით, ინოვაციების დანერგვით, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულია რესურსდამზოგი ტექნოლოგიების მოდერნიზაციაზე და პროდუქციის სამომხმარებლო თვისებების გაუმჯობესებაზე. ასე რომ, ამ ეტაპზე ძირითადი ამოცანაა ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციონალური საფუძვლების შექმნა სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის განმტკიცებისათვის.
სახელმწიფო ინვესტიციურ-ინოვაციური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მომავალში. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება გამოვყოთ სახელმწიფო ინვესტიციურ-ინოვაციური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მომავალში. ეს მიმართულებებია:
- ინოვაციური სფეროს განვითარების რაციონალური პრიორიტეტების შერჩევა ინოვაციური პროექტების რეალიზაციისას. ისეთი ტექნოლოგიების პროგრამების შერჩევა, რომელიც გავლენას მოახდენს წარმოების ეფექტიანობის ამაღლებასა და ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე;
- საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ქმედებების კოორდინაცია, რათა შემუშავდეს კომპლექსური მიდგომა იმ ამოცანების გადაწყვეტისას, რომელიც ეხება ქვეყნის ინოვაციურ განვითარებას, ინოვაციური სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებას და სახელმწიფოს ინვესტიციურ-ინოვაციური სტრატეგიის განხორციელებას;
- ფუნდამენტური მეცნიერების სამეცნიერო და საწარმოო-ტექნოლოგიური პოტენციალის შენარჩუნება და განვითარება, კადრების მომზადების სისტემის შექმნა თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური დონის შენარჩუნება-განვითარებისათვის და მეცნიერების უფრო მაღალ საფეხურზე განვითარებისათვის;
- ხელსაყრელი ეკონომიკური და ფინანსური პირობების უზრუნველყოფა ინოვაციური საქმიანობის აქტივიზაციისათვის, ვენჩურული, ინჟინრინგული, ინვესტიციურ-სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის და ჯანსაღი კონკურენციისათვის.
ხელსაყრელი პირობების შექმნა ინოვაციების სფეროში ინვესტირებისათვის შესაძლებელს ხდის არა მარტო სამამულო საწარმოების სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაციისათვის, არამედ აამაღლებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ხარისხობრივად ახალ დონეზე.
ინოვაციური საქმიანობის განვითარების ახალი მიმართულებები და ინოვაციური პოლიტიკის პრიორიტეტები, რაც განისაზღვრება სამრეწველო საწარმოთა მოთხოვნით ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და ინოვაციური რესურსების არსებობის თვალსაზრისით, ეს პროცესი სამ ეტაპს მოიცავს.
პირველ ეტაპზე მთავარი ამოცანებია: იმ დარგის ტექნიკური ბაზის კვლავწარმოება, რომლის პროდუქციაც უკვე ფორმირებულ ბაზრებზე სარგებლობს სტაბილური მოთხოვნით. ამის შემდეგ საბაზრო ნიში ფართოვდება აქტიური იმპორტშემცვლელების წარმოებით. ინოვაციები ორიენტირებულია ძირითადად იმ საწარმოების მოდერნიზაციაზე, რომლებიც იყენებენ რესურსდამზოგ ტექნოლოგიებს და აუმჯობესებენ პროდუქციის სამომხმარებლო თვისებებს.
მეორე ეტაპზე იქმნება საწარმოები, რომლებიც ახდენენ უახლესი ტექნოლოგიური წყობის რეალიზაციას. ხდება ქვეყნის შიდა და საგარეო მეცნიერებატევადი პროდუქციის ბაზრებზე გასვლა. შედეგად - ბაზრის პერსპექტიულ სექტორებზე კონკურენტული პოზიციების უზრუნველყოფა, სადაც ადრე სამამულო პროდუქცია არ იყო წარდგენილი, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მოთხოვნის ახალი სფეროების ფორმირება, რომელთა დაკმაყოფილებაში სამამულო მეცნიერებატევადი პროდუქცია დომინირებულ როლს ასრულებს. სახელმწიფოს საქმიანობა ამ ეტაპზე მიმართულია: ფართო მასშტაბიანი კერძო ინვესტიციების მოზიდვისათვის საჭირო მექანიზმების შექმნა და სრულყოფა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, ინვესტიციური განვითარებისთვის საჭირო აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მხარდაჭერა. სამეურნეო საქმიანობაში სახელმწიფოს პირდაპირი მონაწილეობის შემცირების პარალელურად ხდება მისი როლის ზრდა ქვეყანაში სამეწარმეო და ინვესტიციური კლიმატის შექმნაში. მესამე ეტაპზე მნიშვნელოვანია შემდეგი საკვანძო საკითხების გადაწყვეტა: სახელმწიფო მხარდაჭერა ინოვაციური ინფრასტრუქტურისათვის, წინაპირობების შექმნა სამამულო ინოვაციებზე მოთხოვნის გადმორთვისათვის, სამრეწველო საწარმოებისათვის ინფორმაციული მხარდაჭერა, მეცნიერებასა და წარმოებას შორის კავშირების განმტკიცება.
სამეცნიერო-ინოვაციური და საინჟინრო საქმიანობის ახალი ფორმების განხორციელების გზები. სახელმწიფოს ყურადღების ცენტრშია სამეცნიერო-ინოვაციური და საინჟინრო საქმიანობის ახალი ფორმები, რომლებიც იყენებენ თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, თანდათან ხდება მათი გადართვა „რაოდენობრივიდან“ „ხარისხობრივ“ ასპექტებზე, რაც ხორციელდება შემდეგი გზებით:
სამეცნიერო და საწარმოო ტექნოლოგიური პოტენციალის (ფუნდამენტური მეცნიერებისა და კადრების მომზადების სისტემის ჩათვლით) შენარჩუნება და განვითარება. მისი გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიური დონის მისაღწევად და უფრო მაღალ ტექნოლოგიებზე გადასვლა.
ინოვაციური სფეროს განვითარებისათვის რაციონალური სტრატეგიისა და პრიორიტეტების შერჩევა. იმ დარგებში კრიტიკული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელება, რომლებიც გავლენას ახდენენ წარმოების საერთო ეფექტიანობაზე და პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე.
ხელსაყრელი ეკონომიკური და ფინანსური პირობების შექმნა ინოვაციური საქმიანობის აქტივიზაციისათვის, ლეგალური მეწარმეობისა და ჯანსაღი კონკურენციის შექმნა.
იმისათვის, რომ განხორციელდეს ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები, საჭიროა შემდეგი პრაქტიკული ქმედებების გატარება:
რადიკალურად უნდა გაუმჯობესდეს ინფორმაციული უზრუნველყოფა. მათ შორის კომერციული სტრუქტურების ჩართვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ინოვაციური საქმიანობის განვითარებაში.
დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების ნაწილის რეკონსტრუირება ინჟინრინგულ ფირმებად განვითარებული ფინანსურ-ეკონომიკური, მარკეტინგული და კომერციული სტრუქტურებით. სანაციის გატარება და არაეფექტიანად მომუშავე ობიექტების დახურვა.
ვენჩურული ინვესტირების სისტემის შექმნა, (მაღალრისკიანი პროექტების არასაბიუჯეტო დაფინანსება). სამეცნიეროტექნიკურ სფეროში ვენჩურული ბიზნესის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მანამ, სანამ მისდამი ინტერესს არ გამოიჩენს მრეწველობა.
ინოვაციური რისკების არასახელმწიფო და კერძო უზრუნველყოფის სისტემის განვითარება. ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფების ფარგლებში სადაზღვევო კომპანიების შექმნა, რომლებიც თავის თავზე აიღებენ მსხვილი რისკების დაზღვევას, რაც დაკავშირებულია ინოვაციური პროდუქციის შექმნასთან. სადაზღვევო კომპანიები ბანკებთან ერთად გადაინაწილებენ ინოვაციურ რისკს.
ინჟინრინგის პროგნოზირების და მეცნიერებატევადი პროდუქციის მარკეტინგის თანამედროვე მეთოდების გამოყენება.
მცირე ინოვაციური ბიზნესის განვითარება ხელსაყრელი პირობების და ინფრასტრუქტურის შექმნით მცირე საწარმოების შექმნისა და ფუნქციონირებისათვის.
შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც დაარეგულირებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ურთიერთობებს, ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება, რომლებიც მიმართულია, პირველ რიგში, სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისაკენ. იგი ითვალისწინებს სამეურნეო ბრუნვაში იმ სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის შედეგების ჩართვასთან, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებით.
ტიპიური სახელმწიფო კონტრაქტების მომზადება, იმისათვის, რომ დაბალანსებული იქნას ამ პროცესის მონაწილეთა კანონიერი ინტერესები სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის შედეგების გამოყენების კუთხით.
ასე რომ, ინვესტიციური პოლიტიკის შემუშავების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს ეკონომიკის გადასვლა განვითარების ინოვაციურ გზაზე. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს როლი განისაზღვრება იმგვარი მექანიზმების შექმნით, რომლებიც უზრუნველყოფს ნაციონალური ინოვაციური სისტემის ფორმირებას და ინოვაციური მეწარმეობის განვითარებას. ინოვაციების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა შესაძლებელს ხდის ეკონომიკის ტექნოლოგიური ბაზის მოდერნიზაციას და მკვეთრად აამაღლებს სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობას.
ANNOTATION
CRISIS IN THE COUNTRY ECONOMY AND INVESTMENT
Lamara Qoqiauri, Doctor of Economics, Professor
Important currents of developing modem economy are made by its cycled character. Each structural crisis of the world economy gives rise to the new possibilities. Countries, which were leaders during the last cycle,?are infuenced by devaluation of a capital and falling of qualification of the man power in the fields having old technologies, while those, which have been able to creat innovative potential, appear themselves in the sentre of attracting capital freed from the enterprisses growing old. Appropreately,?those countries,which have realized policy of investing scientific-technical and industrial capitals in perspective directions,?will be able to gain principally compatitionable priorities. Realizing such policy in the phase of structural crisis, gives their authors possibilities to reach economical growth on the basis of increasing competitionable priorities.
For letting economy to the trajectory of firm development, it is necessary to increase innovative-investing activities and involve new technological directron and basic technologies.?exactly that economical policy, which is directed to wards encauraging investments in innovations,?provides economical modernization,increasing its competition abilities and high rates of economical growth.
Technique-technological modernization and reconstruction of industrial aparatus of the economy, in itsturn, needs attracting important investments into the sphere of innovations. It is necessary to activate state policy in the scientific-technical sphere and processing important directions of the economy. Herewith,?the state, which has an important role in the field of technological reequipment of the real economical sector, must oblige itself with finansing foundamental sector of science and researches of highrisky applied character. It must recover tradition of financing science from the budget, develop scientific-researching infrastructure.
We may separate basic directions of innovative-investment policy of the state in the future.They are:
- selected rational priorities of developing innovative sphere whili realizing such projects. Selecting programs of such technologies, which will infuence upon rising effectiveness of the production and competition abilities of the country;
- coordinating actions of legislative and executive governmental organs for processing complex method of approach towards solving problems, which touch upon innovative development of the country, effective functioning of innovative systems and realisation of investment-innovative strategies of the country;
- keeping scientific and industrial-technological potential of the sience and its development, creating a system of traints staff for keepeng-development of modern scientific-technological level and letting science to the higher step of development.
- providing advantage economical and financial conditions for activating innovative activities, also developing venture, engineering and investment-industrial activities and healthy competition abilities.
Creating advantage conditions for investments in innovative sphere makes it possible not only to modernize scientifictechnical base of native enterprises, but also to rise competition abilities of the country to the qualitatively new level.
![]() |
12 სამკურნალო მცენარეული ნედლეული - ფარმაცევტული ბაზრის პერსპექტიული სეგმენტი |
▲ზევით დაბრუნება |
აიდა ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან სინთეტიკური წარმოშობის ძლიერმოქმედი სამკურნალო საშუალებების ინტენსიურმა გამოყენებამ როგორც სამკურნალო, ისე პროფილაქტიკური დანიშნულებით, უკან ჩამოიტოვა ტრადიციული მედიცინა. თუმცა, დღეისათვის სიტუაცია არსებითად შეიცვალა - მომხმარებელთა მხრიდან არნახული ტემპით იზრდება ინტერესი და მითხოვნა ბუნებრივი წარმოშობის ფიტოპრეპარატების მიმართ. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე მსოფლიოში საგრძნობლად მატულობს ალერგიულ დაავადებათა რიცხვი - მსოფლიო მოსახლეობის 12%25 კი ებრძვის ამ პრობლემას, რის გამოც ადამიანები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიმართავენ ძლიერმოქმედ ქიმიურ პრეპარატებს.
სამკურნალო მცენარეული ნედლეული, ისეთი ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც მიუხედავად მისი გამოყენების უძველესი ტრადიციებისა, დღესაც არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა. თანამედროვე მედიცინაში გამოყენებული სამკურნალო საშუალებების 40%25-ზე მეტი საკურნალო მცენარეულ ნედლეულზე დამზადებული სინთეზური წარმოშობის სამკურნალო საშუალებები ან მონოპრეპარატებია. ე.ი. ამ თვალსაზრისითაც ის საჭირო რესურსია ფარმაცევტული მრეწველობისთვის მყარი სანედლეულო ბაზის ან იმპორტშემცვლელი და საექსპორტო პროდუქციის შესაქმნელად.
საქართველოში სამკურნალო მემცენარეობა სპეციალიზებული მეურნეობების ბაზაზე იყო წარმოდგენილი (მაგ. ქობულეთის და შუა ხორგის სამკურნალო მცენარეთა სპეციალიზებული მეურნეობები) და ემსახურებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქიმიურ-ფარმაცევტული მრეწველობისთვის დეფიციტური ტროპიკული და სუბტროპიკული სამკურნალო მცენარეული ნედლეულის მიწოდებას. დღეს სამკურნალო მემცენარეობას სასურველია უფრო ეროვნული დატვირთვა მიეცეს, რათა გამოვიყენოთ ეს უნიკალური რესურსები, როგორც ველურადმოზარდი სახეობების, ისე გაკულტურებული ფორმების სახით, რაც სახელმწიფოს დამატებითი შემოსავლის წყაროც იქნება.
სამკურნალო მემცენარეობა ძალიან სპეციფიკური საქმიანობაა, რომელსაც როგორც აგრარული, ისე ფიტოფარმაცევტული საფუძველი გააჩნია. ბუნებრივია ფიტოპროდუქციის წარმოება დიდ პასუხისმგებლობას და მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს და ამავე დროს ჯანდაცვის შესაბამისი უწყების მხრიდან საჭირო ნებართვას. თანამედროვე პრაქტიკამ ცხადყო, რომ ფერმერული მეურნეობები არ იჩენენ ინტერესს სამკურნალო მცენარეთა კულტივირების მიმართ ორი მთავარი მიზეზის გამო: პირველი, იგი მკაცრად ლიცენზირებადი საქმეა, რადგან საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება და მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს ფარმაკოლოგიურად ვარგისი ნედლეულის მისაღებად. მეორე, ნათესებიდან კომერციული უკუგების თვალსაზრისით დანახარჯთა გამოსყიდვა არაუგვიანეს 2-3 წლის შემდეგ ხდება. სამკურნალო მცენარეთა უმრავლესობა მრავალწლიანია და მოსავლის აღების ვადები დგება რამდენიმე წლის შემდეგ - სხვადასხვა მცენარეს სხვადასხვა დროს უდგება ეს პერიოდი (ე.ი. როდესაც, სამკურნალო-მცენარეულ ნედლეულში ოპტიმალური დოზით მოხდება ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა აკუმულირება), ხოლო ნედლეულად სამკურნალო მცენარის სხვადასხვა ორგანო შეიძლება იყოს გამოყენებული. გამომდინარე აქედან, კერძო მეურნეობებისთვის არახელსაყრელია კრედიტების მოძიება ისეთი საქმიანობისთვის, სადაც ეკონომიკური უკუგება 2-3 წლის შემდეგ ხდება. იგივე შეიძლება ითქვას ველურად მოზარდი სამკურნალო ბალახების უსისტემო და არაორგანიზებული დამზადებებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე, რაც ხშირად პროდუქციის დაბალ ხარისხში და ბუნებრივი მარაგების გაქრობა-გადაშენებაში აისახება. სამკურნალო მემცენარეობა სპეციალიზებული მეურნეობების ბაზაზე და უახლესი ტექნოლოგიების ფონზე (აგროტექნიკა, სელექცია, მექანიზაცია-ავტომატიზაცია, ფიტონირინგი და სხვა) ნედლეულის მაღალინტენსიური წარმოების უფრო სტაბილური გარანტია. ექსპერტთა აზრით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც აფერხებს ფიტოთერაპიის განვითარებას და პრაქტიკაში დანერგვას ამ სფეროში განათლების არასაკმარისი დონეა, ამას ემატება ექიმთა და პროვიზორთა გადამზადებისა და ინფორმირების დაბალი ხარისხიც. სამკურნალო მცენარეების მიმართ პოტენციურ მწარმოებელთა ინტერესი გარკვეულწილად სტიმულირდება საჭირო ინვენსტიციათა შედარებით დაბალი მოცულობით. ამასთან, სამკურნალო ფიტოპრეპარატების წარმოება საჭიროებს ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვას და შენობა-ნაგებობას მისი განთავსებისთვის ნებადართულ ტერიტორიაზე. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სამკურნალო მცენარეული ნედლეულის გადამუშავება-დამზადება რთული არ არის და არც მოგებიდან გადასახადით არ იბეგრება.
სამკურნალო მემცენარეობის განვითარებას სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღება ეთმობა და მისი განვითარების თანამედროვე საბაზრო კონცეფცია უკვე შემუშავებული აქვს (როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ჩანს) რუსეთს, უკრაინას, ბელორუსიას, უზბეკეთს, ყაზახეთს, აგრეთვე ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ბულგარეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ეგვიპტეს, ჩინეთს, ინდოეთს, აფრიკის ზოგიერთ სახელმწიფოს, ევროკავშირის მაღალგანვითარებული ქვეყნების უმრავლესობას და რაღა თქმა უნდა აშშ-სა და გერმანიას, სადაც ფიტოპროდუქციაზე, შესაბამისად მის ნედლეულზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ეს ქვეყნები აღნიშნული ნედლეულის ექსპორტს ეწევიან, თუმცა საჭირო ოდენობით იმპორტულ ნედლეულსაც მოიხმარენ.
სოციალური გამოკითხვების თანახმად, ამერიკის და ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი - 60-70%25, ყოველდღიურ ყოფაში ფართოდ იყენებენ ფიტოპრეპარატებს, სამკურნალო ბალახების ნაკრებს, რის შედეგადაც სახეზეა მსგავს პროდუქციაზე სამომხმარებლო ინტერესის ზრდა.
შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ძირითადი ფაქტორები, რომელთა გავლენითაც ადგილი აქვს სამკურნალო მცენარეულ ნედლეულზე დამზადებულ სამკურნალო საშუალებებზე მომხმარებელთა მოთხოვნილების სისტემატურ ზრდას:
ადამიანის ორგანიზმზე შედარებით უსაფრთხო მოქმედების უნარი;
ორგანული ბუნების გამო გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე შემცირება;
არაალერგიული მოქმედება;
სხვა ტიპის, მათ შორის სინთეტიკური წარმოშობის პრეპარატებთან რაციონალური შეთავსება;
მომხმარებლის კონსერვატიზმი;
ბავშვთა, ხანშიშესულთა და ქრონიკულ დაავადებათა მატარებელ პირთა განსაკუთრებული მგრძნობიარობა ძლიერმოქმედი წამლების მიმართ.
სამწუხაროდ, საქართველოს სამკურნალო-მცენარეული ნედლეულის ბაზარი, მოკრძალებულად გამოიყურება. ნიშანდობლივია, რომ ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიები ძირითადად იმპორტულ ნედლეულზე მუშაობენ, თუმცა არიან ისეთი ცნობილი ბრენდებიც, როგორიცაა: „სალხინო“, „კოლხური“. ისმება კითხვა: როგორ მიიქციეს მათ მომხმარებლის ყურადღება, როდესაც ირგვლივ ამდენი კონკურენტული პროდუქციაა? რა თქმა უნდა, ბაზარზე მათი პოზიციონირების და სწორი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, რის საფუძველზეც მომხმარებლის თვალში კიდევ უფრო ამაღლდა საქონელში განივთებული ქართული სამკურნალო ფლორის დიდი სამკურნალო ძალა.
საქართველოს ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს, რომელსაც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა, აკადემიკოსი, ეთერ ქემერტელიძე უდიდესი როლი მიუძღვის ქართული სამკურნალო ფლორის ფიტოქიმიური კვლევისა და ფიტოპრეპარატების მიღების საქმეში. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოში ფარმაკოლოგიისა და სამკურნალო მემცენარეობის საქმეში მოღვაწე რიგი უწყებების მიმართ, მაგ. სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის, ფარმაკოლოგიის და ფიტოფარმაციის კათედრები, თბილისის და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებთან არსებული სამკურნალო მცენარეთა საინტროდუქციო სამეცნიეროკვლევითი სადგურები, სპეციალიზებული მეურნეობები. საჭიროა ძველი და ახალი გამოცდილების რაციონალური შეჯერება, რათა ეს პერსპექტიული დარგი უფრო მყარად ჩადგეს ქვეყნის სამსახურში. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს საბედნიეროდ გააჩნია შესანიშნავი ინტელექტუალური პოტენციალი ამ სფეროშიც, რომელსაც სერიოზული სახელმწიფო მხარდაჭერა და ინვესტიციები სჭირდება. ექსპერტთა აზრით, მსოფლიო დონეზე ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სამკურნალო ფიტოთერაპიის სათანადო დონეზე განვითარების და პრაქტიკაში დანერგვისა არის ამ სფეროში განათლების არასაკმარისი დონე, ასევე პროვიზორთა და ექიმთა გადამზადების და ინფორმირების დაბალი ხარისხი.
რუსეთში ყოველთვის დიდი ტრადიციები იყო სამკურნალო მემცენარეობის განვითარებისთვის, რადგან ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფოსთვის ეს არის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. მართალია, სამკურნალო და არომატულ მცენარეთა საკავშირო ინსტიტუტი, ანუ, იგივე „ვილარი“, დღეს სათანადოდ დატვირთული არ არის, თუმცა რუსეთის ბაზარზე სამკურნალო მცენარეული ნედლეულის და ფიტოპრეპარატების 100-მდე მწარმოებელი კომპანია ფუნქციონირებს. მათ მიერ შექმნილი პროდუქციის ხვედრითი წილი ფარმპრეპარატების საერთო მოცულობის 0,5-1,5%25-ია. ევროკავშირის ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი სამკურნალო საშუალებათა ბაზრის საერთო მოცულობის 10%25-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რის გამოც პერსპექტიულ სეგმენტად ითვლება მსოფლიო ფარმაცევტული ბაზრისთვის.
ოფიციალური სტატისტიკით, სამკურნალო მცენარეული ნედლეულის ექსპორტით ევროპულ ბაზარზე ლიდერობს გერმანია, იგივე შეიძლება ითქვას ბულგარეთზე, მესამე ადგილზეა პოლონეთი. ის აღიარებულია, რეკორდსმენია კულტივირებული სამკურნალო მცენარეული ნედლეულის სეგმენტზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ველურადმოზარდი სამკურნალო მცენარეების სეგმენტზე ლიდერი ბულგარეთია. სოლიდური პოზიცია უკავია რუსეთს, რომელიც სამკურნალო მცენარეული ნედლეულის მსოფლიო ბაზარზე მაღალხარისხოვანი ნედლეულის და მზა ფიტოპრეპარატების მიმწოდებელია, თუმცა უფრო მეტად ის იმპორტზეა დამოკიდებული.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამკურნალო-მცენარეულ საშუალებათა მწარმოებელ კომპანიებს ცვალებადი საბაზრო კონიუნქტურის ფონზე უწევთ საქმიანობა, სადაც გარდა ძირითადი პარამეტრებისა, როგორიცაა: მოთხოვნა, მიწოდება და ფასი, აგრეთვე გავლენას ახდენს საერთო ფარმაცევტული ბაზრის სეგმენტ-დიფერენცირების ფაქტორი (ფიტოპრეპარატების და სინთეტიკური პრეპარატების სეგმენტად).
უდავო ფაქტია, რომ მცენარეული პრეპარატები უფრო ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა, ვიდრე მათი სინთეტიკური ანალოგპროდუქცია. თუ გავითვალისწინებთ მომხმარებელთა კონსერვატიზმსაც, ამ კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს მარკეტინგული პოლიტიკის სწორად შემუშავებას, რადგან ეს ფაქტორები კიდევ უფრო აძლიერებს რეკლამის ეფექტს და ხდება საქონლის, როგორც „სრულფასოვანი ბრენდის“ პოზიციონირება სარეკლამო-საინფორმაციო მხარდაჭერის გზით.
კონკურენციის გაძლიერება სამკურნალო ნედლეულის მწარმოებელ საწარმოებს შორის მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე საჭიროს ხდის მოიძებნოს მომხმარებლის თვალში საქონლის მიმზიდველობის უფრო საიმედო და მომგებიანი ნიშა. თუ ადრე სამკურნალო მცენარეული ნედლეულის მწარმოებელთა მცირერიცხოვანი ჯგუფის მხრიდან კონკურენცია ძირითადად აგებული იყო საფასო პოლიტიკასა და დისტრიბუტორებთან კონტრაქტის პირობებზე, დღეისათვის ეს მეორეხარისხოვანი პრობლემაა. მთავარი გახდა პროდუქციის მიმზიდველობა არამარტო საბითუმო პარტნიორების (ქიმიურ- ფარმაცევტული ქარხნები, კომპანიები და სხვა), არამედ აფთიაქების და საბოლოო მომხმარებლების მხრიდან.
თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, როგორიცაა სამკურნალო-მცენარეული ნედლეულის მინი შეფუთვა და ფილტრპაკეტები, ამ სფეროში ფაქტიურად ახალი საბაზრო ნიშა შეიქმნა, რამაც საბოლოო მომხმარებლის დამოკიდებულება კიდევ უფრო პოზიტიური გახადა და გაზარდა მოთხოვნის დონე. ასეთი ფორმით შეფუთული და დამზადებული სამკურნალო-მცენარეული ნედლეული უფრო ადვილი გახდა გამოსაყენებლად, რადგან არ მოითხოვს დროის, ენერგიის და სხვა მატერიალური საშუალებების დაკარგვას (მაგ. ელექტრო-ენერგია ნაყენის მოსადუღებლად ან ორთქლის აბაზანაზე გასაჩერებლად და ა.შ.) და მზადდება ძალიან მარტივად სასმელი ჩაის სახით. იგი მოსახერხებელია მისაღებად ნებისმიერ სიტუაციაში და დროის ნებისმიერ ინტერვალში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ სამკურნალო-მცენარეულ ნედლეულზე და მათგან მიღებულ ფიტოპრეპარატებზე მოთხოვნა სისტემატურად იზრდება თანამედროვე მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში.
ერთ-ერთი აღიარებული საერთაშორისო დონის გერმანული ფარმაცევტული კომპანია „BIONORICA AG“, გერმანულ ბაზარზე ლიდერია სამკურნალო მცენარეული ნედლეულის და მცენარეული წარმოშობის ფიტოპრეპარატების წარმოებასა და ექსპორტში. კომპანია ასე ახდენს თავისი მისიის ფორმულირებას: „მომავალი ფიტოპრეპარატებს ეკუთვნის“. კომპანია „BIONORICA AG“-ს თავისი წარმომადგენლობა აქვს გახსნილი უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში, ესპანეთში, უნგრეთში, ჩინეთში, ცენტრალურ ამერიკაში. 2006-2008 წლებში კომპანიამ 6-ჯერ გაზარდა ფინანსური კაპიტალის წლიური ბრუნვა, რომელმაც საშუალოდ წელიწადში 53მლნ. ევრო შეადგინა, ხოლო გაყიდვების მოცულობამ 18 მლნ.ევრო.
მსოფლიო დონის ფიტოფარმაცევტული კომპანია „Martin Bauer Gmbh“, ასევე ცნობილია, როგორც სამკურნალო ფიტოპრეპარატების ლიდერი მწარმოებელი და ექსპორტიორი. რუსეთის სამკურნალო ფიტოპრეპარატების მწარმოებელი კომპანიებიდან «Красногорсклексредства», ლიდერია ადგილობრივ ბაზარზე. ამ კომპანიის მენეჯმენტი გერმანული კომპანია „Martin Bauer Gmbh“-ის მიერ ხორციელდება და ყოველწლიურად 1500 ტონა ნედლეულს ამუშავებს, რაც რუსეთის ბაზრის საერთო მოცულობის თითქმის ნახევარია. პროდუქციის ასორტიმენტი 160 დასახელებას შეადგენს და მოიცავს: სამკურნალო მცენარეთა მონობალახებს და ბალახთა მზა ნაკრებს, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს (ბად-ი), სამკურნალო მცენარეულ სუბსტანციებს, ექსტრაქტებს, სიროფებს, სამკურნალო ჩაის ასორტიმენს (ხილის ჩაი) უახლესი ტექნოლოგიით, ფილტრ-პაკეტის სახით. კომპანია „Martin Bauer Gmbh“-ის პერსპექტიულ გეგმებში შედის ფიტოთერაპიის აქტუალური ამოცანების გადასაჭრელად სამკურნალო-მცენარეების ფიტოქიმიური შესწავლა და ახალი სამკურნალო მცენარეული საშუალებების წარმოება.
თანამედროვე ფიტოპრეპარატები რამდენიმე ჯგუფად შეიძლება გავყოთ:
1) გამომშრალი სამკურნალო მცენარეული ნედლეული (შრობითი ტექნოლოგიით მიღებული);
2) სამკურნალო მცენარეებისგან მომზადებული ექსტრატები, ნაყენები, სიროფები (გალენური ფიტოპრეპარატები, უკავშირდება ძველი რომაელი ექიმის და მწიგნობარის კლავდი გალენის სახელს, რომელმაც პირველმა გამოიყენა მცენარე სანკურნალოდ ასეთი ფორმით);
3) ახალგალენური ფიტოპრეპარატები, რომლებიც სრულად შეიცავს სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს და გასუფთავებულია ნარჩენი უსარგებლო მინარევებისგან;
4) ინდივიდუალური შენაერთები, გამოყოფილი სამკურნალო-მცენარეული ნედლეულიდან ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სახით;
5) კომპლექსური ფიტოპრეპარატები, რომლებიც შეიცავს, როგორც მცენარეული წარმოშობის, ისე არამცენარეულ სამკურნალო ექსტრატებს, მაგალითად, სინთეტიკური და ენდოკრინული წამლები.
დღეისათვის რეგისტრირებულ ფიტოპრეპარატებს შორის ყველაზე მოთხოვნადია ახალგალენური და ინდივიდუალური სამკურნალო-მცენარეული შენაერთები. მათზე მსოფლიო ფიტოპრეპარატების ბაზრის 40%25-ზე მეტი მოდის. მათი დიდი ნაწილი- 68,3%25 მონოპრეპარატებია, ხოლო დანარჩენი 31,7%25-მრავალკომპონენტური. ყველაზე ფართო მოხმარებით გამოირჩევიან ისეთი მონოპრეპარატები, როგორიც არის: გვირილა, სალბი, ალოე, კატაბალახა (ვალერიანა), თირკმლის ჩაი, პიტნა, ცაცხვი, მუხის ქერქი, კალენდულა და სხვა.
ფარმაცევტულ სფეროში მეცნიერების, განათლების და წარმოების მჭიდრო ინტეგრაცია, ენდემური სამკურნალო ფლორის რესურსების ეფექტიანი გამოყენება და სამამულო ფიტოპრეპარატების წარმოების მოცულობის გაზრდა, შედარებით იაფი და საიმედო იმპორტშემცვლელი სამკურნალო საშუალებების წარმოება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ორიგინალური „ბრენდების“ შექმნა, აი, მოკლედ ის მცირე ჩამონათვალი, რომელიც ნამდვილად წარმოაჩენს სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, როგორც ფარმაცევტული ბაზრის პერსპექტიულ სეგმენტს.
АНОТАЦИЯ
РЫНОК ЛЕКАРСТВЕННЫХ ТРАВ - ПЕРСПЕКТИВНЫЙ СЕГМЕНТ ФАРМРЫНКА
АИДА КИТАШВИЛИ-КВАЧАНТИРАДЗЕ
Для мирового рынка лекарственных трав и сборов в настоящее время характерна тенденция к росту, однако объем грузинского рынка и его доля в общем объеме рынка фармпрепаратов на сегодняшний день выглядят довольно скромно.
Примечательно, что в странах Евросоюза аналогичная продукция занимает до 10%25 от общего объема Лекарственного рынка, составляя около 800 млн долларов США. В настоящее время интерес к фитопрепаратам проявляет целый ряд компаний. Со стороны потенциальных производителей интерес к лекарственным травам во многом стимулируется относительно небольшими размерами необходимых инвестиций. На грузинском рынке наблюдается рост потребления лекарственных трав и сборов. Важным фактором специфики потребительских предпочтений лекарственных растительных средств выступает консерватизм человеческого разума, оказывающий существенное влияние на формирование маркетинговой политики производителя в плане продвижения на рынок новой продукции. На сегодняшний же день можно наблюдать тенденцию к тому, что все чаще, обладающей уникальным по своим характеристикам естественным лекарственным богатством, приходится импортировать растительное сырье из Индии, Китая, Польши и других стран. В статье на основе статистических данных проанализированы и изучены эти проблемы и оценивая современные тенденции развития мирового рынка лекарственных средств и сборов, он представлено как весьма перспективный сегмент для грузинского фармацевтического рынка.
![]() |
13 როგორ მოვუაროთ ფუტკარს |
▲ზევით დაბრუნება |
თემურ ღოღობერიძე
პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი
ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან, რამდენიმემ თუ გაუძლო იმპორტის შემოტევას (ღვინო, ახალი ხორცი, მწვანილი, ყველის ადგილობრივი სახეობები, მეფუტკრეობის პროდუქტები, სიმინდის ფქვილი). აქედან მხოლოდ ღვინომ და მწვანილმა მოახერხა ექსპორტზე გასვლა. ზემოთ ჩამოთვლილთაგან, ჩემი აზრით, საექსპორტო პოტენციალი მხოლოდ მეფუტკრეობის პროდუქციას გააჩნია, თუმცა, მის ექსპორტირებას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. ერთერთი, მეფუტკრეობის პროდუქციის მაღალი თვითღირებულებაა. ეს ძირითადად განპირობებულია მეფუტკრეობის თანამედროვე ტექნოლოგიების არცოდნით. ცხადია, ქართველი მეფუტკრეები, მამაპაპური მეთოდებით მსოფლიო ბაზარზე ვერ გავალთ, რადგან იქ ძლიერი კონკურენციაა. ქვევით მოყვანილია 50 წლის წინ შემოთავაზებული და პრაქტიკაში აპრობირებული, ფუტკრის მოვლის საკმაოდ მარტივი მეთოდი, რომელიც კაშკოვსკის სახელთანაა დაკავშირებული.
კაშკოვსკის სისტემა
ცნობილმა მეცნიერმა და პრაქტიკოსმა მეფუტკრემ ვლადიმერ კაშკოვსკიმ, რომელიც პროფესორ გუბინის ხელმძღვანელობით მუშაობდა კემეროვოს მეფუტკრეობის საცდელ სადგურში, 20 წლიანი შრომის შემდეგ, 1963 წელს გამოსცა წიგნი „ფუტკრის მოვლის კემეროვოს სისტემა“. მას შემდეგ, ფუტკრის მოვლის ეს პროგრესული სისტემა კაშკოვსკის ან კემეროვოს სისტემის სახელითაა ცნობილი. ვფიქრობ, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება მასთან გაცნობა. მასში მინიმუმამდეა დაყვანილი მეფუტკრის სამუშაოები, რაც სამჯერ მეტი ფუტკრის ოჯახის მოვლის საშუალებას იძლევა და იმავდროულად 30-50%25-ით ზრდის პროდუქტიულობას. ამ სისტემის ძირითადი დებულებებია: ამოღებულია ოჯახების გათანაბრება, სამაგიეროდ ადრე გაზაფხულზე ყველა ფუტკრის ოჯახს ორჯერ უთანაბრებენ საკვებ მარაგს; ხელს არ უშლიან ბუნებრივ ნაყრობას; ერთი ან ორი ჩარჩოთი ბუდის გაფართოება შეცვლილია ბუდის ერთჯერადი გაფართოებით; ყოველწლიურად ღალიანობის წინ ცვლიან დედებს; ყოველწლიურ ნამატს ღებულობენ მხოლოდ ძლიერი ოჯახებიდან; ყოველწლიურად შემოდგომაზე, ლიკვიდაციას უკეთებენ საფუტკრის 20%25-დე სუსტ ოჯახებს მათი შეერთების გზით.
ახლა კი გადავიდეთ ამ პროგრესული სისტემის აღწერაზე.
საგაზაფხულო სამუშაოები
პირველივე საგაზაფხულო ხილვისას ოჯახებს ახალ დეზინფიცირებულ სკაში გადასვამენ და უმატებენ თაფლიან-ჭეოიან ჩარჩოებს იმ გათვლით, რომ ოჯახს 8-12 კგ თაფლის მარაგი ჰქონდეს (ფუტკრის ოჯახების გათანაბრების მაგივრად ათანაბრებენ საკვებ მარაგს). კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბარტყის გაჩენის შემდეგ ფუტკრის ოჯახი საშუალოდ 200 გრ. თაფლს ჭამს დღეღამეში. აქედან გამოდის, რომ 8 კგ თაფლს ფუტკრის ოჯახი 40 დღეში მოიხმარს, 9 კგ-ს - 45 დღეში, ხოლო 10 კგ-ს - 50 დღეში. ეს საშუალებას გვაძლევს ზუსტად განვსაზღვროთ, გაზაფხულის მცირეღალიანობის ან უღალობის დროს, შემდეგი ხილვის დრო, რომლის მიზანია საკვები მარაგის შევსება და ბუდის გაფართოება. ამ მიზნით საწყობში წინასწარ ამზადებენ მეორე კორპუსს, რომელშიც ათავსებენ 5 ჩარჩოს თაფლით და 7 ჩარჩოს ხელოვნური ფიჭით. ამ კორპუსს პირდაპირ ათავსებენ ძირითად, პირველ კორპუსზე. სამუშაო სრულდება სწრაფად, ქვედა კორპუსის ბუდის გაუხსნელად, რაც დედაფუტკარს ხელს არ უშლის კვერცხდებაში. შემდეგ ხილვას ატარებენ 30-36 დღის შემდეგ. ექსპერიმენტებით დადგენილ იქნა, რომ ფუტკრის ოჯახების ხილვების შემცირებისას, ოჯახები უკეთ მუშაობენ, დედა ფუტკარი მეტ კვერცხს დებს, ხოლო მეფუტკრეს შეუძლია იგივე შრომითი დანახარჯებით 5-6-ჯერ მეტ ფუტკრის ოჯახს მოუაროს. კაშკოვსკის სისტემაში ასევე ამოღებულ იქნა სუსტი ოჯახების გაძლიერება ძლიერი ოჯახების ხარჯზე, როგორც არამიზანშეწონილი, რადგან ის იწვევდა სუსტი ოჯახების გადასვლას სანაყრე მდგომარეობაში, რითაც მთლიანი საფუტკრის თაფლპროდუქტიულობა 5-15 %25-ით მცირდებოდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სუსტი ოჯახების ასეთი გაძლიერება სხვა ძლიერი ოჯახების ხარჯზე ხელს უწყობს ნამეტი ახალი ოჯახების მიღებას სუსტი ოჯახებიდან, ეს კი დამღუპველია სელექციის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, თანამედროვე მეფუტკრეობის ტექნოლოგიაში მიღებულია და სახელმძღვანელოებშიც რეკომენდაციას უწევენ საკმაოდ შრომატევად ფუტკრის ოჯახების გათანაბრების მეთოდს. ეს მეთოდი ამცირებს საფუტკრის საშუალო პროდუქტიულობას და ფაქტიურად სპობს სელექცია-მომშენებლობის სამუშაოებს, რის შედეგად მომდევნო წლებში საფუტკრის პროდუქტიულობა კიდევ უფრო ეცემა. ამის გარდა სკიდან სკაში ჩარჩოების გადატანა არაჰიგიენურია, რადგან შეიძლება დაავადების გავრცელებას შევუწყოთ ხელი. ჩატარებულმა ცდებმა აჩვენეს, რომ მიუხედავად წლის განმავლობაში ფუტკრის ოჯახების 3-ჯერ ჩატარებული გამოთანაბრებისა, ფაქტიურად ოჯახების გათანაბრება არ მოხდა (იგივე შედეგამდე მივიდა ტარანოვი, როდესაც 70-იან წლებში მეფუტკრეობის სამრეწველო ტექნოლოგიას ქმნიდა). უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფუტკრის ოჯახების გათანაბრების სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია. კაშკოვსკი ღალის წინ და საშემოდგომო ხილვისას სუსტი ოჯახების შეერთება-ლიკვიდაციის რეკომენდაციას იძლევა. მისი მეთოდით ახალი ოჯახები მიიღება მხოლოდ ძლიერი, სანაშენო, ოჯახებისგან ბუნებრივი ნაყრობის ან ხელოვნური გაყოფის გზით. ასეთი გადარჩევის შედეგად 3 წელიწადში ნებისმიერი მიუხედავი და არარენტაბელური საფუტკრეც კი გამოთანაბრდა და მომგებიანი გახდა.
ნაყრიანობა და მთავარი ღალიანობა
უმეტესი რეკომენდაციები მეფუტკრეობის სახელმძღვანელოებში მიმართულია ნაყრობის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით, დიდ საფუტკრეებში. ამიტომ კაშკოვსკის სისტემის მიხედვით, არ ებრძვიან განსაკუთრებულად ნაყრიანობას და ნაყრებს იყენებენ როგორც ახალი ჩარჩოების ასაშენებლად, ისე თაფლის შესაგროვებლად. ამასთან ერთად ცდილობენ იყოლიონ საფუტკრეებში ნაყრიანობისადმი ნაკლები მიდრეკილების მქონე ფუტკრის ოჯახები. ამისთვის ახდენენ ადვილად მონაყრე ოჯახების გამოწუნებას, ამრავლებენ მხოლოდ ძლიერ, მაღალპროდუქტიულ ოჯახებს, რომლებსაც არ აქვთ მიდრეკილება ნაყრიანობისკენ. ამასთან აძლევენ საკმაოდ ბევრ ჩარჩოს ხელოვნური ფიჭით შენებისათვის, ცვლიან ყოველწლიურად დედებს და წინასწარ აფართოებენ ბუდეს, ღალიანობის დროს თაფლს არ იღებენ (ელოდებიან ღალიანობის დამთავრებას), ამით მეფუტკრეს უმცირდება სამუშაო და არც ფუტკარს ეშლება ხელი მუშაობაში. ცდებით დადგინდა, რომ თაფლის ღალიანობის დროს ამოღება მეფუტკრესაც მძიმე ტვირთად აწვება, ამასთან თაფლის მომწიფებაც, ხანდახან არ შეესაბამება სტანდარტს. ამის მაგივრად თითოეულ ოჯახზე უმჯობესია შექმნათ 36 ბუდის ჩარჩოიანი მარაგი, რომელიც საშუალებას იძლევა ყველა ოჯახმა უმტკივნეულოდ დააგროვოს 80-90 კგ თაფლი.
თაფლის ამოღება
თაფლიანი ფიჭების ამოღება საკმაოდ შრომატევადია. თითოეული ფიჭის ამოღების ნაცვლად, რეკომენდირებულია დამწიფებული თაფლიანი კორპუსების ან მაღაზიების მთლიანად მოხსნა. ფუტკრის გასარეკად გამოიყენება კვამლი და ჰაერის ნაკადი მტვერსასრუტიდან.
დედების შეცვლა
დედების შეცვლას ახდენენ მთავარი ღალიანობის დაწყების წინ. ამასთან, ძველი დედის მაგივრად, მისი ამოყვანიდან მეორე-მესამე დღეს, ეძლევა მწიფე სადედე. ამის შედეგად იზრდება თაფლის მოპოვება ორი ფაქტორის გამო. პირველი, ეს არის დედის კვერცხისდების შეწყვეტის და მუშა ფუტკრების შიდა სამუშაოებისგან გათავისუფლება, მეორე კი, ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა. კაშკოვსკიმ ცდებით აჩვენა, რომ ის მუშა ფუტკრები, რომლებიც არ იღებდნენ მონაწილეობას ბარტყის გამოზრდაში, 100-150 დღესაც კი ცოცხლობენ. თუ მოსალოდნელია მეორე გვიანი ღალა ძველ დედა ფუტკარს ცალკე გამოყოფენ ორ-სამ ჩარჩო ფუტკართან ერთად და აერთებენ ძირითად ოჯახს მეორე ღალიანობის დაწყების წინ. კაშკოვსკის სისტემა ყოველწლიურად მოითხოვს ვცვალოთ დედა ფუტკრები ყველა ოჯახში, რადგან, როგორც კორობლიოვმა აჩვენა და სხვა ცდებითაც დამტკიცდა, ერთწლიანი დედები 100%25-ით გამოიზამთრებენ, ორწლიანებში გამოზამთრების პროცენტი 93-95 %25-ია, ხოლო 3 წლიანებში 75-80 %25.
სანაშენე საქმე და ფუტკრის ოჯახების გამრავლება
კაშკოვსკის ფუტკრის ოჯახების მოვლის სისტემა წარმოუდგენელია კარგად წარმართული სანაშენო საქმის გარეშე, რადგან კარგად წარმართული სანაშენო საქმე 2 წელიწადში 20-25%25-ით ზრდის ფუტკრის ოჯახის და საფუტკრის საერთო პროდუქტიულობას. თავისი მეთოდის დამუშავებისას კაშკოვსკი გამოდიოდა იმ მოსაზრებიდან, რომ ბუნებრივი გადარჩევა ხელს უწყობს და ავლენს ფუტკრის ოჯახის დადებით თვისებებს. ამიტომ საფუტკრეში გამრავლებას ახდენენ მხოლოდ კარგი პროდუქტიულობის და ძლიერი ოჯახებიდან და მუდმივად გამოიწუნებენ სუსტებსა და დაბალპროდუქტიულ ოჯახებს. ამასთან ხელს უწყობენ მამალი ფუტკრების გამოყვანას მხოლოდ ძლიერ ოჯახებში და ხელს უშლიან სუსტებსა და საშუალოებში, რაც ქმნის საფუტკრის ირგვლივ კარგი გენის მქონე მამალი ფუტკრების მაღალ კონცენტრაციას. ეს კი ზრდის ახალგაზრდა დედა ფუტკრების დადებითი გენის მქონე მამლებით განაყოფიერების ალბათობას. ამის შედეგია ის, რომ დედა ფუტკრების 2-3 შეცვლის შემდეგ საფუტკრის ყველა ოჯახი აღწევს მანამდე საუკეთესო ოჯახების დონეს. სანაშენედ არჩეულ ოჯახებს ყოფენ შუაზე სხვა სადედის ან განაყოფიერებული დედის მიუცემლად და აცდიან უდედო ნახევარს თავისით გამოიყვანოს დედა. ასეთი გაყოფით ჩვენ ვიღებთ ორ გენეტიკურად მონათესავე ოჯახს, ერთს ძველი დედით, ხოლო მეორეს მისი ქალიშვილით. შემდეგი გაყოფის დროს (რადგან მხოლოდ ძლიერ და პროდუქტიულ ოჯახებს ვყოფთ) გადაირჩევა, გაიყოფა და შესაბამისად გამრავლდება საფუტკრეში მხოლოდ კარგი პროდუქტიულობის და გამრავლების უნარის მქონე ოჯახები, სუსტები კი გამოიწუნება. გამრავლების მეორე მეთოდია ძლიერი ოჯახის გაყოფის შედეგად მიღებული გაჭირვების სადედეებზე ნაკრები ხელოვნური ნაყრების ჩამოყალიბება, რომელიც სხვა ოჯახებისგან მხოლოდ 1-2 ბარტყიან-ჭეოიანი ან თაფლიანი ჩარჩოების დამატებას ითვალისწინებს. ამ დროსაც მხოლოდ დადებითი გენის მქონე დედა ფუტკრების გამრავლება ხდება საფუტკრეში. კაშკოვსკის მეთოდის გამოყენებით კემეროვოს საცდელი სადგურის ყველა საფუტკრეში შრომის ნაყოფიერება ამაღლდა 3-ჯერ, ხოლო თითოეული საფუტკრის საშუალო თაფლპროდუქტიულობამ 5 ტონას გადააჭარბა.
![]() |
14 საქართველოს სოფლის მეურნეობის ტექნიკური საშუალებებით გადაიარაღების სტრატეგია |
▲ზევით დაბრუნება |
რევაზ მახარობლიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
უდავოა, რომ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში სოფლის მეურნეობას წამყვანი როლი ეკუთვნის. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, მსოფლიო მიღწევების გათვალისწინებით, სწორად განისაზღვროს სასოფლოსამეურნეო კულტურების მოვლამოყვანის ტექნოლოგიური პროცესების საწარმოო ძალებით, ე.ი. მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ძირითადი მიმართულებანი.
იმის გათვალისწინებით, რომ ადრე გამოყენებული მექანიზაციის ტექნიკური საშუალებანი უკვე მოძველებულია, აგრარულ სექტორში მკვიდრდება მეურნეობრიობის მრავალფორმიანობა და საბაზრო ურთიერთობა, ხდება სტრუქტურული ცვლილებები ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების ქვეყნის რეგიონების მიხედვით განთავსებაში. ერთი სიტყვით, ვდგავართ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ხელახალი გადაიარაღების რთული პრობლემის წინაშე. პრობლემა კი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ამჟამად გამოყენებული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები და მათი შემსრულებელი მანქანათა კომპლექსები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან მსოფლიო მიღწევებს. ამის გამო ნაციონალური შემოსავლის ფულის ერთეულზე იხარჯება 4,5 - ჯერ მეტი სათბობ-ენერგეტიკული რესურსები, ვიდრე აშშ და 6,8-ჯერ მეტი, ვიდრე იაპონიაში.
შრომის დანახარჯები მეცხოველეობის პროდუქტების ძირითად სახეებზე 10-30-ჯერ მეტია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. საერთოდ, ჩვენი სასოფლო-სამეურნეო წარმოება 5-ჯერ უფრო ენერგოშემცველი და 4-ჯერ უფრო ლითონტევადია, ვიდრე აშშ-ში.
აღნიშნული გასაკვირი არ არის, რადგან თვით მარცვლეული კულტურების წარმოებისას ერთსა და იმავე მინდორზე მაინც გავდივართ 15-ჯერ. ჩვენში გამოყენებული სამანქანო ტექნოლოგია მრავალოპერაციულია, რომელიც გათვლილია სპეციალიზებულ, ერთი ოპერაციის შემსრულებელ მანქანებზე. ყოველივე ეს, უმეტეს შემთხვევაში, იწვევს წარმოების არამდგრადობას, რადგან რომელიმე ტექნოლოგიური ოპერაციის რაიმე მიზეზით შეუსრულებლობას მაშინვე მოყვება წარმოების მთელი ციკლის ჩავარდნა და მოსავლის დანაკარგები. საჭირო ტექნიკის დიდი ნომეკლატურისა და რაოდენობის პირობებშიც კი, სახეზეა აგროტექნიკურ ვადებში ტექნოლოგიური პროცესების შეუსრულებლობა, მოკრძალებული შედეგები შრომის დანახარჯების შემცირებისა და პროდუქციის ზრდის საქმეში.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანაში თვითღირებულების შემცირების ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებაა რესურსდაზოგვა. ამ ტერმინში იგულისხმება არა მარტო ენერგიის, არამედ ლითონის, ნიადაგის, სასუქის, წყლის, მცენარეთა დაცვის საშუალებების და სხვა მასალების ეკონომია.
რესურსდაზოგვა ძირითადად ხდება ნიადაგზე და მცენარეზე მინიმალური და ნულოვანი ტექნოლოგიური ზემოქმედებით, ოპერაციებისა და პროცესების შეერთებით, კულტურებისა და თესლბრუნვის ოპტიმალური შერჩევით, აგროლანდშაფტური პირობების გათვალისწინებით და ა. შ. შესაბამისად, სულ უფრო გამოყენებას ჰპოვებს ისეთი მანქანები, რომელთაც აქვთ შემდეგი კონსტრუქციული და ექსპლუატაციური თავისებურებანი:
ადაპტაციის უნარი, რაც ნიშნავს მანქანის შეგუებას მცენარის ზომებზე სიმაღლისა და რიგთაშორისების მიხედვით ვეგეტაციის სხვადასხვა ეტაპზე, აგროლანდშაფტზე (მათ შორის ფერდობზე), მანქანათმშენებლობისა და აგროსამრეწველო სერვისის ინფრასტრუქტურაზე, წარმოების ტექნოლოგიისა და შრომის ორგანიზაციის ცვალებად პირობებზე.
დაპროექტებული და აწყობილი არიან ბლოკ-მოდულური პრინციპით. ე.ი. უნიფიცირებული ბლოკებისა და მოდულებისაგან, რომელთაც აქვთ უნარი, ერთის მხრივ, ერთი გავლით შეასრულონ კულტურების მოვლა-მოყვანის მთელი ტექნოლოგიური ციკლი მაგალითად, ნიადაგის თესვისწინა ყველა ტექნოლოგიური ოპერაცია და თესვა), მეორეს მხრივ, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნენ, როგორც ერთოპერაციული მანქანები.
აღჭურვილი არიან ინტელექტუალური ტექნიკით, მაღალი კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და პროცესების ავტომატიზაციის ბაზაზე. არსებობენ მანქანები კოორდინატული მიწათმოქმედებისთვის, რომლებიც სასუქების დიფერენციალურად შეტანის ტექნოლოგიის საფუძველზე ახდენენ სახნავის ყოველი კვადრატული მეტრის მიხედვით მოსავლიანობის გათანაბრებას კომუნიკაციების ახალი სახეების (კოსმოსური, სატელევიზიო, ლაზერული და სხვა) გამოყენებით.
ზემოთ აღნიშნული პრიორიტეტული თვისებების მქონე აგრეგატების ტიპიურ მაგალითებად გამოდგებიან ფირმების „დუტცი“, „ამაზონე“ და „რაოს“ ნიადაგდამამუშავებელისათესი კომბინირებული მანქანები ნახ.1.
ერთი ასეთი აგრეგატი ემსახურება 1600 ჰა-ს და ცვლის 12 ტრაქტორს, 8 გუთანს, 5 დისკოს, 2 კულტივატორს და 2 სათესს. ტრადიციული ტექნოლოგიით, (ხვნა, დადისკვა, დაფარცხვა, დათესვა, მიტკეპნა) ერთ ჰა-ზე იხარჯება 48,9 კგ საწვავი (რაც 1600 ჰა-ზე გადაანგარიშებით შეადგენს 78,25 ტ-ს), ხოლო ახალი ტექნოლოგიით (ჩამოთვლილი ოპერაციების ერთი გავლით შესრულება)-19.25კგ (30,8 ტ/1600ჰა). იზოგება 47,45 ტ. საწვავი (60%25). ერთი ოპერატორი ცვლის 12 ოპერატორს. ზემოთ აღნიშნულს უნდა დაემატოს მოსავლიანობის ზრდით მიღებული მოგება, რადგან ასეთი ტექნოლოგიით მკვეთრად მცირდება ნიადაგში დაგროვილი წყლის აორთქლება და ტენი შენარჩუნდება გვალვიანი ამინდის პირობებშიც კი.
სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების სამანქანო ტექნოლოგიების და მანქანათა კომპლექსების განვითარების თანამედროვე მსოფლიო ტენდენცია ისეთია, რომ დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ოპერაციების რაოდენობა იყოს მინიმალური. იდეალურ შემთხვევაში ოპერაციების რაოდენობა უნდა გაუტოლდეს წარმოების საერთო პროცესებში ციკლების რაოდენობას, ანდა მაქსიმალურად მიუახლოვდეს მას. ასეთ შემთხვევაში გარანტირებული იქნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების მდგრადობა ნებისმიერი ამინდის პირობებში, რადგან მრავალოპერაციული კომბინირებული აგრეგატით ერთდროულად ხდება როგორც ენერგოტენდამცავი, ისე მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიების რეალიზება.
მექანიზაციის განვითარების ისტორიამ იცის მანქანების სამი თაობა. ტექნიკის პირველი თაობის ენერგეტიკულ წყაროს წარმოადგენდა კარბურატორიანი ძრავა და გამოიყენებოდა თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში. მეორე თაობის ტექნიკას წარმოადგენდა ჰიდროფიცირებული მანქანები, თვითმავალი მოსავლის ამღები და სხვა მანქანები, რომელთა ენერგეტიკულ წყაროს წარმოადგენდა დიზელის ძრავა და გამოიყენებდნენ 50-იან წლებში. მანქანების მესამე თაობას წარმოადგენენ ე.წ. ჩქაროსნული აგრეგატები, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ერთეული ენერგოაღჭურვილობით და მწარმოებლურობით. ისინი განკუთვნილი არიან მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში ინტენსიური ტექნოლოგიებით პროდუქციის წარმოებისათვის. ასეთი მანქანები სოფლის მეურნეობას მიეწოდება 70 წლებიდან დღემდე. XXI საუკუნეში კი მსოფლიო შევიდა მეოთხე თაობის მანქანებით, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი კონსტრუქციული და ექსპლოატაციური თვისებები გააჩნია და განკუთვნილი არიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოვლა-მოყვანისათვის მაღალი და ეკოლოგიურად სუფთა (ბიოლოგიური) ტექნოლოგიებით, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისათვის.
მიუხედავად ასეთი მანქანების ერთეულის მაღალი ღირებულებისა, ფინანსური რესურსების ახლანდელი დეფიციტის პირობებშიც კი, ეკონომიკურად გამართლებულია სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღება მოხდეს სწორედ მეოთხე თაობის, ენერგორესურსდამზოგი მანქანებით და არა დანაწევრებული ოპერაციების შემსრულებელი მრავალმანქანიანი ტექნიკით.
ამჟამად საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის ქარხნები არ ფუნქციონირებენ. ამიტომ სოფლის ხელახალი ტექნიკური საშუალებებით გადაიარაღება ხდება საზღვარგარეთიდან შემოტანილი ტექნიკით. ტექნიკის შეძენის დროს მანქანების ნომენკლატურა და პარამეტრები უნდა განისაზღვროს ადგილობრივ ზონალურ პირობებში კულტურების ინტენსიური და მაღალი ტექნოლოგიებით მოვლა-მოყვანის მოთხოვნილებების გათვალისწინებით. კერძოდ, სამანქანო ტექნოლოგიების ზემოთ მოყვანილი ტენდენციები განაპირობებენ მექანიზაციის ძირითადი ენერგეტიკული საშუალებების-ტრაქტორების და მათი ძრავების კონსტრუქციული განვითარებების მიმართულებებს. ისე როგორც ამჟამად, უახლოესი ათწლეულისთვის ტრაქტორები განვითარდება როგორც უნივერსალური წევა-აძვრითი ენერგეტიკული საშუალება. კომბინირებული მუშა ორგანოების გამოყენება და ტრაქტორზე ტექნოლოგიური სათავსოების განლაგების აუცილებლობა, რამდენიმე ტექნოლოგიური ოპერაციის შეერთების მიზნით, მოითხოვს ტრაქტორისთვის ისეთი ახალი თვისების მინიჭებას, როგორიცაა მისი ტვირთამწეობა, ასე მაგალითად, ტრაქტორ „ჯონდირის“ (სერია 7000) საკიდი სისტემის ტვირთამწეობა შეადგენს 7980 კგ-ს, ტრაქტორ „კლაასის“ 8680 კგ-ს. მაშინ, როცა МТЗ-82-ის ტვირთამწეობა შეადგენს 900 კგ-ს. გაზრდილია ყველა წამყვანთვლიანი ტრაქტორების მოდელების ხვედრითი წილი. უპირატესობა ენიჭება ტრაქტორებს, რომელთა დიზელის ძრავებში გამოიყენება ტურბოჩაბერვა, მათ შორის საშუალედო გაგრილებით. მრავალდიაპაზონიანი სიჩქარეთა კოლოფი, გადაცემების ავტომატური გადართვით, სიმძლავრის ნაკადის გაწყვეტის გარეშე, უზრუნველყოფენ თანამედროვე ტრაქტორების სიჩქარეების დიდ ზღვრებში 0,3-40 კმ/სთ-დე რეგულირებას.
თანამედროვე ტრაქტორებში შერწყმულია მანქანათმშენებლობის და ელექტრონული მრეწველობის მიღწევები. სამუშაო დღის ბოლოს ტრაქტორისტს შეუძლია საბორტო კომპიუტერიდან ამოიღოს მაგნიტური მატარი ჩატარებული სამუშაოს შესახებ მონაცემებით და გადაიტანოს იგი კომპიუტერში, რათა ჩაატაროს შესრულებული სამუშაოს ანალიზი და განსაზღვროს მეორე დღისთვის აგრეგატის ეფექტურად გამოყენების გზები კონკრეტულ სამუშაოზე. შესამჩნევად შემცირებულია საწვავის ხვედრითი ხარჯი 105-120 გრ/კვტ.სთ-მდე, მაშინ როცა, ტრაქტორ „ბელორუს“-ის ძრავისათვის იგი შეადგენს 184 გრ/კვტ. სთ-ს მანქანა-ტრაქტორთა აგრეგატების გამოყენების ეფექტურობას ამაღლებს ძრავების მაბრუნი მომენტის გაზრდა. მაქსიმალური სიმძლავრიდან მაქსიმალურ მაბრუნ მომენტამდე სიჩქარითი რეჟიმი იმყოფება 2200-1300 ბრ/წთ ზღვრებში. საწვავის ხვედრითი ხარჯის მუდმივობის პირობებში, მაბრუნი მომენტის მარაგი (სხვაობა მომენტის მაქსიმალურ სიდიდესა და მაქსიმალური სიმძლავრის შესაბამის ეფექტურ მომენტს შორის) შეადგენს 29-40%25-ს, ბელორუსიის ტრაქტორის ძრავისათვის კი 15%25-ს.
ფართოდ გამოიყენება ახალი ჩაჭიდების ქუროები და მუხრუჭები, რომელთა დისკოებს აქვთ მეტალოკერამიკული საფარი, მუშაობენ ზეთში და პრაქტიკულად არ ცვდებიან, არ მოითხოვენ შეცვლას ტრაქტორის მთელი მომსახურების პერიოდში.
ჰიდროსისტემებში ყველაზე უფრო გავრცელებულ წნევას შეადგენს 240-260 ატმ. ამის გამო მკვეთრადაა გაზრდილი ჰიდროდაკიდების სისტემის ტვირთამწეობა, რომლის საჭიროების შესახებ ზემოთ იყო აღნიშნული. ჰიდროდაკიდების სისტემებში ფართოდაა გამოყენებული ავტომატური ჩამჭიდები განივი წევისათვის და ჰიდროცილინდრები ზედა წევის სიგრძის რეგულირებისთვის. გარდა ამისა, დაკიდების სისტემაში მთავარ ძალურ ცილინდრთან ერთად გამოიყენება დამატებითი ჰიდროცილინდრი ტვირთამწეობის გაზრდისათვის. ხვედრითი ტვირთამწეობა, რომელიც წარმოადგენს ტვირთამწეობის შეფარდებას ტრაქტორის ძრავას სიმძლავრესთან, განუწყვეტლივ იზრდება და ამჟამად შეადგენს 50-70 კგ/კვტ. ჰიდროსისტემებში აუცილებლად გამოიყენება ფილტრები 8-10 მკრ გასუფთავების ხარისხით. წინა და უკანა დაკიდების სისტემების მართვა ხდება ღილაკებით. საჭის მექანიზმებში გამოიყენება ორმაგი ქმედების ჰიდროცილინდრები, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ მობრუნების ბერკეტების სატაცებზე და გამორიცხავენ ტრაპეციული მექანიზმის რიგი რთული დეტალების საჭიროებას.
კომბინირებული მანქანა-იარაღების გამოყენების აუცილებლობამ გამოიწვია ტრაქტორების აღჭურვა წინა დაკიდების სისტემით და წინა და გვერდითი სიმძლავრის ამთრევი ლილვებით. წინა დაკიდების სისტემას ხშირად ამზადებენ სპეციალიზებული ფირმები, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ დაკიდების სისტემის სხვადასხვა ვარიანტებს ტრაქტორის ყოველი მოდელისათვის. წინა დაკიდების სისტემის ტვირთამწეობა ნაკლებია, ვიდრე უკანასი, თუმცა, ბოლო დროს განიერი წინა თვლების გამოყენების ხარჯზე მისი ტვირთამწეობა აიყვანება 3000-6000 კგ.
საზღვარგარეთის ფირმების მიერ გამოშვებული ტრაქტორების უმეტესობა ორხიდიანია. წინა ხიდების კონსტრუქცია ძელური ტიპისაა. უმეტესი ფირმებისა აყენებენ ე.წ. „დიდი კუთხეს“ ტიპის წინა ხიდს, რომლის საჭის ტრაპეცია აღჭურვილია ორი ჰიდროცილინდრით და კარდანით. მობრუნების კუთხე შეადგენს 50-550-ს. არის ფირმები, რომელთა ტრაქტორზე დადგმულია სისტემა „ავტოტრონიკი“, რომლებიც უზრუნველყოფენ გარკვეულ პირობებში წინა ხიდის ავტომატურ ჩართვა-გამორთვას. წინა ხიდი ჩაირთვება ავტომატურად უკანა თვლების ბუქსაობის დროს, ხოლო გამოირთვება ტრაქტორის მიგორვითი მოძრაობისას. ელექტრო-ჰიდრავლიკური ავტომატური სისტემებით ხდება ასევე დიფერენციალების ბლოკირების პროცესის მართვა. ისინი აბლოკირებენ დიფერენციალს თვლების მოცემული ბუქსაობის დროს და ახდენენ განბლოკირებას საჭის გარკვეული კუთხით მობრუნებისა და მოცემული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში.
ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის განვითარების ისეთმა ტენდენციებმა, როგორიცაა: ენერგეტიკული საშუალების ერთეული სიმძლავრის და სიჩქარის ზრდა, კომბინირებული აგრეგატების გამოყენება, სასოფლო-სამეურნეო მანქანების მოდების განის გადიდება, ავტომატური რეგულირებისა და მართვის სისტემების, ელექტრო-კომპიუტერული მოწყობილობების გამოყენება და ა.შ. განაპირობეს ტრაქტორების და ტექნოლოგიური მანქანების დამზადების ხარისხისა და საიმედობისადმი მოთხოვნილების გადიდება. ამასთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ფირმები დიდ ყურადღებას უთმობენ ისეთი ღონისძიებების გატარებას როგორიცაა: სხვადასხვა კვანძებისა და დეტალების კონსტრუქციული სრულყოფა; თანამედროვე მაღალხარისხოვანი მასალების გამოყენება; მანქანათმშენებლობის სხვა დარგებიდან მაკომპლექტებელი კონსტრუქციული ელემენტების გამოყენება; დამამზადებელ ქარხნებში წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფა და ხარისხის ყოვლისმომცველი კონტროლი.
დამზადების ხარისხზე კონტროლი წარმოებებში იწყება ნედლეულის, გარედან შემოტანილი მაკომპლექტებელი დეტალებისა და კვანძების გულმოდგინე შემოწმებით. მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მთავარ ელემენტია ტექნოლოგიური პროცესების, მოწყობილობებისა და ინსტრუმენტების მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, წარმოების ყველა ეტაპზე ტექნიკური ნორმების ზუსტი დაცვა. ხარისხის კონტროლისათვის გამოიყენება უახლოესი მეთოდები და მოწყობილობანი.
ფირმა „კლაას“-ის (გერმანია) ქარხნებში დამზადებული დეტალები (კბილანები, ლილვები, ღერძები) მოწმდება კომპიუტერებით აღჭურვილი მაღალი სიზუსტის დანადგარებზე. შემდეგ ხდება მიღებული სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი. ელექტრომაგნიტურ ველში მათი გაცხელებისა და სწრაფად გაცივების შემდეგ, ურღვევი კონტროლის მეთოდებით, ბზარების აღმომჩენი ხელსაწყოებით (მაგნოფლოქსი), ულტრაბგერითი და სხვა მეთოდებით განისაზღვრება მათი წრთობის ხარისხი. სხმული დეტალების პარტია დამუშავების შემდეგ ამორჩევით მოწმდება ზომების დაცვის სიზუსტეზე. კომპიუტერულად მოწმდება თვით ის ჩარხდანადგარები, რომლებზედაც დამზადდა დეტალები. სპეციალურ სტენდებზე მოწმდება მთლიანი ტრანსმისია, საკიდი სისტემის ელექტრონული მართვის მოწყობილობა, მუხრუჭები, სიმძლავრის ამთრევი ლილვები, დიფერენციალური ბლოკირების სისტემა და ა.შ. ყოველი აწყობილი ტრაქტორი საბოლოოდ გამოიცდება გორგოლაჭური ტიპის სტენდზე.
ხარისხის კონტროლის ასეთი სისტემა ფირმებს შესაძლებლობას აძლევს გაზარდონ ტრაქტორების უმტყუნო მუშაობის საგარანტიო ვადა 3000 ან მეტ მოტოსაათამდე, ანუ 2-3 წლამდე („კლაას“, „ჯონდირი“, „კეისი“, „ფორდი“). ძრავების მოტორესურსი, ფირმების მტკიცებით, აღწევს 12 ათას მოტოსაათს. უმეტესი ტრაქტორების ნამუშევარი მტყუნებაზე შეადგენს 1000 და მეტ საათს, ხოლო მარცვლეულის ამღები კომბაინებისათვის 100 საათზე მეტს.
საზღვარგარეთის ფირმები არ ზოგავენ დანახარჯებს საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე, რათა მიაღწიონ ტრაქტორებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანებში ეფექტური კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის მაღალ ტემპს, სოფლის მეურნეობის საწარმოო პროცესებში მაღალი ტექნოლოგიების ათვისებისათვის.
თანამედროვე სოფლის მეურნეობისათვის საჭიროა ისეთი საინჟინრო სერვისის სტრუქტურა, რომლის მეშვეობით სახელმწიფოს შეეძლება, დღევანდელი ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად, გაატაროს თანამედროვე ტექნიკური და ტექნოლოგიური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების პრაქტიკაში ინტენსიური, მაღალი ტექნოლოგიების დამკვიდრებას ახალი თაობის საზღვარგარეთული ტექნიკის ბაზაზე. სწორედ ტექნოლოგიური ფაქტორების გამოყენებით მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მიაღწიეს აგროლანდშაფტის პოტენციური შესაძლებლობის უმაღლესი დონით გამოყენებას და პროდუქტიულობას მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში. უმეტეს შემთხვევაში.
მაღალი მწარმოებლური ტექნიკის შესაძლებლობებმა და მაღალი ტექნოლოგიების ათვისების აუცილებლობამ სტიმული მისცა საზღვარგარეთ ფერმერული მეურნეობების გაერთიანებას. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში ცნობილ მოდელებს (გერმანიაში მანქანური რინგი, იტალიაში და აშშ-ი კონტრაქტული ფირმა, ნიდერლანდებში კოოპერატივი და ა.შ.), ასეთ სტრუქტურად საქართველოში გამოდგება სხვადასხვა საკუთრებისა და ფუნქციების მქონე მანქანა-ტექნოლოგიური სადგურები (მტს). მტს-ების ძირითად ამოცანას უნდა შეადგენდეს, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის წარმოებაში მაღალი ტექნოლოგიების ათვისება და მისი გავრცელება რეგიონის ფერმერულ მეურნეობებში, საქონელმწარმოებლების დაკვეთით მაღალეფექტური საწარმოო და ტექნიკური ექსპლუატაციის სამუშაოების შესრულება.
სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციის განვითარების სახელმწიფო რეგულირებისთვის მისაღებია მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები: კანონი აგროსამრეწველო კომპლექსის მანქანათმშენებლობის შესახებ; კანონი საქართველოს აგროსამრეწველო წარმოების ტექნოლოგიური პოლიტიკის შესახებ; ტრაქტორების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მოწყობილობების და ხელსაწყოების სერტიფიკაციის ნორმატიული აქტები; აგროსამრეწველო კომპლექსებში საწარმოო-ტექნოლოგიური და აგროსაინჟინრო სერვისის შესახებ; საამორტიზაციო ანარიცხებისა და აგროსამრეწველო კომპლექსის სისტემაში ტექნიკური განახლების მიზნობრივი ფონდების ფორმირების შესახებ; ამასთან, უნდა დამუშავდეს მომხმარებელთა დაკრედიტების მექანიზმი ტექნიკის შესყიდვის დაფინანსებისათვის, მათ შორის ლიზინგის საფუძველზე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებით გადაიარაღების ზემოთ მოცემული პრიორიტეტებისა და შემოთავაზებული კომპლექსური ღონისძიებების რეალიზაციის საფუძველზე სოფლის მეურნეობას შეუძლია გავიდეს პროდუქტების წარმოების ახალ, მაღალ, XXI საუკუნის შესატყვის ტექნოლოგიებზე.
![]() |
15 მიწას პატრონი უნდა გამოუჩნდეს! |
▲ზევით დაბრუნება |
რატომ არ არსებობს მიწის კოდექსი?!
ანზორ მესხიშვილი
დამოუკიდებელი ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-ორესპონდენტი
მიწა ადამიანის ყველა სახის საქმიანობის საწყისი და საფუძველია, მას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბუნებრივ რესურსებს შორის.
დავიწყოთ სტატისტიკით, ჩვენი პლანეტის საერთო ფართობი 510 მლნ.კვ.კმია (მისი უმეტესი ნაწილი დაფარულია წყლით), აქედან ხმელეთს 149 მლნ. კვ.კმ. უკავია.
რაც შეეხება საქართველოს - მისი ტერიტორია 7628400 ჰა-ს მოიცავს, აქედან 30263009 ჰა (39,67%25) სასოფლო-სამეურნეო სავარგულია (მათ შორის სახნავია 802100 ჰა (10.51%25), მრავალწლიანი ნარგავებია 26400 ჰა, (3.46%25), სათიბი 143500 ჰა(1.88%25), საძოვარი 1796600 ჰა(23.55 %25). არასასოფლო-სამეურნეო სავარგულია 3857200 ჰა(50.57 %25), მათ შორის ტყე 2838300 ჰა (37.23%25), მდინარეები და ნაკადულები 91300 ჰა(1.19%25).
საქართველო მეტწილად მთიანი ქვეყანაა. მისი ტერიტორიის 53,6%25 მთაზე მოდის, 33,4%25 კი-მთის წინებზე. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ბარს ტერიტორიის მხოლოდ 13%25 უჭირავს. ამდენად, საქართველოში მიწის დასამუშავებელი ხვედრითი წილი ძალიან დაბალია. საქართველო მცირე მიწიანი სახელმწიფოა. ერთ სულ მოსახლეზე მოდის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 0,64 ჰა და სახნავის 0,14 ჰა. მთლიანი მიწის ფონდიდან საქართველოში სახნავ-სათესი მიწებია მხოლოდ 9,26%25, 3,97%25 - მრავალწლიანი ნარგავებისაა, ნასვენი და სათიბ-საძოვარი მიწები 28,7%25. სულ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს მიწის ფონდის 41,7%25 უჭირავს, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ საქართველოს მიწები საგრძნობლად ეროზირებულია, ქვეყნის სპეციფიკური თავისებურებაა ის, რომ სახნავი მიწების უმეტესი ნაწილი განლაგებულია სხვადასხვა დაქანების ფერდობებზე. ამჟამად ქვეყნის მიწების 1 მილიონ ჰა-მდე დაზიანებულია მეწყერებით, ღვარცოფებითა და თოვლის ზვავებით (ამჟამად საქართველოში აღრიცხულია 10 ათასზე მეტი მეწყერი და 1000-მდე ღვარცოფიანი აუზი). საგულისხმოა ისიც, რომ სოფლის მოსახლეობის 25 ათასამდე სახლი დაზიანებულია ან იმყოფება მეწყერის გავლენის ზონაში.
2005 წლის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან (3026.3 ათასი ჰექტარი) კერძო საკუთრებაში გადაიცა 769.6 ათასი ჰექტარი (მათ შორის სახნავი 441.7 ათასი ჰა, მრავალწლიანი ნარგავები 180.3 ათასი ჰა, სათიბი 43.0 ათასი ჰა, საძოვარი 84.5 ათასი ჰა. საცხოვრებელი, სამეურნეო შენობები და ეზოები 20.1 ათასი ჰა), ხოლო იჯარით გაცემული 824.0 ათასი ჰა (მათ შორის სახნავი 214.9 ათასი ჰა). გაუცემელი დარჩა 1432.7 ათასი ჰა (მათ შორის სახნავი 145.5 ათასი ჰა, მრავალწლიანი ნარგავები 56.7 ათასი ჰა, სათიბი 58.9 ათასი ჰა, საძოვარი 1171.5 ათასი ჰა).
აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ აღნიშნული მონაცემები აღებულია 2004 წლის მიწის ბალანსიდან, რის შემდეგაც იგი არ გაკეთებულა (არადა, აღნიშნულ დრომდე ყოველწლიურად კეთდებოდა მიწის ბალანსი); როგორც წესი, რაიონის მიწის სამმართველოები ყოველი წლის პირველი იანვრისთვის უზრუნველყოფდნენ თითოეული სოფლის, ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში (თუ საკუთრებაში) არსებული მიწის ფართობების დაზუსტებას მიწის კატეგორიებისა და ხარისხობრივი ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით, კეთდებოდა რაიონის ჯუმლი, რომელსაც იხილავდა რაიონის გამგეობა და ამტკიცებდა მიწის ბალანსს, შემდგომ იგი იგზავნებოდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც კოლეგიაზე განიხილავდა თითოეული რაიონის მიწის ბალანსს, უზრუნველყოფდა საქართველოს მთლიანი მიწის ბალანსის შედგენას და წარუდგენდა დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №56 დადგენილებით ლიკვიდირებული იქნა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და რაიონების მიწის სამმართველოები. დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ, დეპარტამენტისა და მიწის ბალანსის შედგენის ძირითადი ფუნქციები გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან სამინისტროს გადაეცა 247 საშტატო ერთეული). იმ დროინდელმა მინისტრმა ქალბატონმა თამარ ლებანიძემ უარი განაცხადა მიწის ბალანსის შედგენის ფუნქციებზე და სამწუხაროდ ასეთმა (რბილად რომ ვთქვათ) არაკვალიფიციურმა მიდგომამ საქართველოს მიწები დატოვა უპატრონოდ. დღეს, როდესაც არ არის დაზუსტებული საქართველოს საზღვრები რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ვერავინ ვერ გეტყვის ზუსტად რა და რამდენი მიწის ფართობი აქვს გარდაბნის, ახალქალაქის, ზუგდიდის, წალენჯიხისა და სხვა რაიონებს. ფაქტი ერთია: საქართველოს მიწები დარჩა უპატრონოდ. აღირიცხება მხოლოდ ის, რაც გაიყიდება, გაჩუქდება და სარგებლობაში გაიცემა.
თუ გასული საუკუნის 20-იან წლებს დავუბრუნდებით, გავიხსენებთ, რომ 1917 წელს ვ.ლენინმა მიიღო მიწის დეკრეტი, რომელიც მიწის ნაციონალიზაციას ითვალისწინებდა (ყველა მიწა გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში). ხოლო საქართველოში 1921 წელს ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ, მიწაზე სახელმწიფო საკუთრება გამოცხადდა. 1930-37 წლებში, კოლმეურნეობების ჩამოყალიბების პერიოდში, სახელმწიფო მიწის ნაწილი კოლმეურნეობებს გადაეცა მუდმივ სარგებლობაში. კოლმეურნეობების (არტელების) გამგეობა კოლწევრებს აძლევდა მიწას სარგებლობაში (ე.წ. საკარმიდამო მიწები). საბჭოთა მეურნეობების ჩამოყალიბების პერიოდში მეურნეობების დირექტორის ბრძანებით, მეურნეობების მუშა-მოსამსახურეებს ეძლეოდათ მიწის ნაკვეთები სოფლის მეურნეობის პროდუქციის საწარმოებლად. ნიშანდობლივია ისიც, რომ კანონის თანახმად, სახელმწიფოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი კომლისთვის (ოჯახისთვის) შეეძლო მიწის ჩამორთმევა და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა. 1965-72 წლებში დაიწყო ქალაქების მოსახლეობისთვის საბოსტნე ნაკვეთების დარიგება 600 კვ.მ-ის ფარგლებში, რამაც ისედაც დაქუცმაცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაქუცმაცება გამოიწვია. ასე მაგალითად: დედოფლისწყაროს რაიონში მიწის რეფორმამდე ირიცხებოდა 46 ათასი ჰექტარი სახნავი მიწა, რომელიც წარმოდგენილი იყო 560-მდე მიწის ნაკვეთზე, რეფორმის შედეგად 46 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი დანაწევრდა 26000 მიწის ნაკვეთად, რის შედეგადაც დედოფლისწყაროს რაიონში მარცვლეულის წარმოება შემცირდა ოთხჯერ. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა რაიონებშიც.
საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოსვლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1992 წელს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა მიიღო სამი დადგენილება (18 იანვარს, 7 თებერვალს და 10 მარტს). ეს დადგენილებები, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“, შეიძლება ითქვას, ისტორიული და რევოლუციური დადგენილებებია - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილზე გამოცხადდა კერძო საკუთრება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ორ ნაწილად გაიყო: ერთი ნაწილი რეფორმის ფონდს გადაეცა და კომლებს (ოჯახებს) დაურიგდა კერძო საკუთრებად, ხოლო მიწის მეორე ნაწილი სახელმწიფომ თავად დაიტოვა საკუთრებაში და მისი იჯარით გაცემა დაიწყო. 2005 წლის ივლისიდან ამ მიწების კერძო საკუთრებაში გაყიდვა დაიწყო, რაც ამჟამადაც მიმდინარეობს.
მიწის რეფორმის პერიოდში საქართველოს კომლები (ოჯახები) დაიყო მიწის მიმღებთა 3 კატეგორიად და განისაზღვრა მიწის ზღვრული მაქსიმალური ნორმა. მიწები საკუთრებაში გადაიცა ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. მიწის მიმღებთა პირველ კატეგორიას მიეკუთვნენ სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეები, სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტები. მათთვის მიწის გასაცემი ფართობი განისაზღვრა ბარისა და ზეგნის რაიონებში 1 ჰექტრამდე, ხოლო იმ რაიონებში, სადაც ამის შესაძლებლობა იყო-1,25 ჰექტარამდე, მთის რეგიონებში -5 ჰექტარამდე.
მეორე კატეგორიას მიეკუთვნენ სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეები. მათ განესაზღვრათ გასაცემი მიწის ფართობი ბარის და ზეგნის რაიონებში 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონში 5 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები 0,75 ჰექტარამდე).
მესამე კატეგორიას მიეკუთვნენ ქალაქში და დაბაში მცხოვრებნი, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი და ქალაქში და დაბაში მცხოვრები ის მოქალაქეები, რომელთაც სურდათ სოფლად მიეღოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, მათ განესაზღვრათ 0,25 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, ხოლო თბილისის საგარეუბნო ზონებში 0,15 ჰექტრამდე.
1996 წლის 22 მარტს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, რომლის საფუძველზე 1992 წლიდან საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის (ოჯახებისათვის) გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად. ამავე კანონით საკუთრების უფლება არ გავრცელდა იმ კომლების მიწებზე, რომელთაც მიწის რაიმე ნაკვეთი მიღებული (მითვისებული) ჰქონდათ დარღვევით.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ნაწილზე კერძო საკუთრება გამოცხადდა საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებიდან - 1997 წლის 25 ნოემბრიდან. 1998 წლის ოქტომბერში მიღებულ იქნა ორი კანონი „ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიულ სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრების გამოცხადების შესახებ“ და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნელების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ (კანონები ძალაში შევიდა 1998 წლის 12 ნოემბრიდან). პირველი კანონის შესაბამისად, თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები 1998 წლის 12 ნოემბრამდე კანონიერად სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთით სათანადო საფასურის გადახდის შემდეგ ეს მიწები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად (ეს საფასური შეადგენდა 1999 წლის 1 იანვრამდე ერთი წლის მიწის გადასახადს, ხოლო 1999 წლიდან ერთი წლის მიწის გადასახადის ორმაგ რაოდენობას).
საქართველოში 1990-2000 წლებში მიმდინარე კრიზისულმა პროცესებმა უაღრესად მძიმე და დამანგრეველი გავლენა მოახდინა აგროსამრეწველო კომპლექსზე. მიწის არა რაციონალურად გამოყენების შედეგად მკვეთრად შემცირდა ან მთლიანად შეწყდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, განსაკუთრებით მისი დამზადება. მოიშალა სარწყავი და დამშრობი სისტემები.
დაიკარგა არა მარტო რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ბაზარი, არამედ საქართველოს საკუთარი ბაზარი დაიკავეს თურქეთის, ირანის და ევროპის სახელმწიფოებმა, რომლებმაც დაიპყრეს საქართველოს ბაზარი თავიანთი დაბალხარისხოვანი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით. არასწორი ეკონომიური და პოლიტიკური საქმიანობის შედეგად ქართველი გლეხი გაღარიბდა და გაღატაკდა, ბევრმა მიწას ზურგი აქცია და საზღვარგარეთ: თურქეთში, რუსეთში, საბერძნეთში, ამერიკაში და სხვაგან ეძებს საარსებო წყაროს.
ეკონომიკურმა კრიზისულმა პროცესმა და ინფლაციის მაღალმა ტემპმა უარყოფითად იმოქმედა არა მარტო მოსახლეობის ერთობლივ შემოსავალზე, არამედ მის გამოყენების ხასიათსა და სტრუქტურაზე. გამოყენებული ნომინალური ერთობლივი სულადობრივი შემოსავალი (ერთობლივი ხარჯები) 1995 წელს 28,3-ჯერ გაიზარდა 1990 წელთან შედარებით, მათ შორის კვებაზე გაწეული ხარჯზე - 39,9 ჯერ, ამ წლებში მოსახლეობის ცხოვრების დაბალ დონეზე მეტყველებს გამოყენებული ერთობლივ შემოსავლებში კვებაზე გაწეული ხარჯების მკვეთრად გადიდების, ხოლო არასასურსათო საქონლის შეძენის ხარჯის არსებითი შემცირების ტენდენცია.
მოსახლეობის რეალური შემოსავლების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებისა და სურსათის სასაქონლო რესურსების შესამჩნევი შემცირების პირობებში მკვეთრად დაეცა კვების პროდუქტების მოხმარება, გაუარესდა მისი სტრუქტურა. განვლილ 1990-2000 წლებში მყარად დამკვიდრდა სიღატაკის ზღვარზე დაბალი მოხმარების ტენდენცია. 1990 წელთან შედარებით (რომ არაფერი ვთქვათ წინა წლებზე) 1995 წელს ხორცისა და ხორცის პროდუქტების მოხმარება შემცირდა 22,3კგ-ით (3,0-ჯერ), რძისა და რძის პროდუქტების 213კგ-ით (3,2-ჯერ), კვერცხის 73,9 ცალით (2,1-ჯერ), თევზეულის 7,5 კგ-ით (13,5-ჯერ), კარტოფილი 10,6კგ-ით (1,4-ჯერ), ბოსტნეულ- ბაღჩეულის 20,4 კგ-ით (1,7-ჯერ) და ა.შ. სამაგიეროდ, გაიზარდა არყისა და სხვა სპირტიანი სასმელების მოხმარება.
განსაკუთრებით იკლო მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტების -კარაქი, ერბო, არაჟანი, ნაღებისა და სხვა მოხმარებამ. მნიშვნელოვნად შემცირდა პურის და პურპროდუქტების მოხმარებაც, თუმცა, იგი ბევრად აღემატება კვების მეცნიერული ნორმით რეკომენდირებულ მოცულობას (126 კგ).
აღსანიშნავია ისიც, რომ ხორცის მოხმარება კვების ნორმას ჩამორჩება 67%25-ით, რძისა და რძის პროდუქტების 59,4%25-ით, მცენარეული ზეთის 24,2%25-ით, კარტოფილის 34,9%25-ით, ბოსტნეულის და ბაღჩეულის-50,1%25-ით, ხილი - 63,7%25-ით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული იმის შედეგია, რომ დაწყებული 1991 წლიდან საქართველოში მიმდინარეობდა სოფლის მეურნეობის დარგის (როგორც სხვა დარგების) მიზანმიმართული დანაშაულებრივი ნგრევა სახალხო დოვლათის დატაცების მიზნით.
სოფლის მეურნეობის პრობლემებისთვის სრულიად არაკომპეტენტური მიდგომა, ქაოსი და ანარქია სასოფლო-სამეურნეო წარმოების სფეროში, ფართო მასშტაბიანი კორუფცია დარგის მართვის სისტემაში, ინვესტიციების (გრანტების და კრედიტების) დანაშაულებრივად, არამიზნობრივად და არაეფექტურად გამოყენება, აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის მოშლა (მისი ჩაყენება სახელმწიფოს სახსრების მითვისების სამსახურში), აი, ძირითადი მიმართულება, რომელსაც ადგილი ჰქონდა.
ალბათ გახსოვთ, როგორ ვიწონებდით თავს და იმას ვამტკიცებდით, რომ ჩვენ მდიდარი რესურსების ქვეყანა ვართ, რომ ჩვენს წიაღში ბევრი ოქროა, ჩვენისთანა ნაყოფიერი მიწებისა და საუკეთესო კლიმატის მქონე ქვეყანა მსოფლიოში სხვა არ მოიძებნება, ჩვენ მარტო ქართული „მარგანეცი“, „ციტრუსი,“ „ბორჯომი“ და მწვანილი შეგვინახავს. ჩვენი არაკომპეტენტური ქმედებებით ჯერჯერობით ვერც ბორჯომმა გვიშველა (ისიც ჩალის ფასად ჩავუგდეთ ხელში მავანს და მავანს) და ვერც ქართულ მწვანილს მიეცა სათანადო ასპარეზი.
ახლა კი ისევ სტატისტიკას დავუბრუნდეთ.
საქართველოს ყოველწლიურად ესაჭიროება დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარის ღირებულების (1987 წლის შესადარ ფასებში) სასურსათო პროდუქცია, ოფიციალური მონაცემებით კი 2002 წელს საქართველოში წარმოებულ იქნა მხოლოდ ერთი მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების პროდუქცია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციები, საჭიროა ისეთი რადიკალური ღონისძიებების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს ტრადიციული დარგების აღორძინებას, კერძოდ, გასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:
სოფლის მეურნეობის პროტექციონისტური განვითარება;
რაიონების მიხედვით მიწის ბალანსის შედგენის სამსახურის აღდგენა;
საქართველოს მიწის კოდექსის შემუშავება (გამოტანილ უნდა იქნას საჯარო განხილვისათვის და დაამტკიცოს პარლამენტმა);
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კონსოლიდაცია (წვრილი კონტურიანი ნაკვეთების გაერთიანება);
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ნაწილ-ნაწილ გაყიდვის კატეგორიული აკრძალვა, თუ ის სივრცობრივად არ არის დაკავშირებული მყიდველის მიწის ნაკვეთთან;
ფერმერული მეურნეობის სწორი (ოპტიმალური) მოდელის შექმნა;
ფერმერული მეურნეობის სტიმულირება და მხარდაჭერა (იმპორტულ პროდუქციასთან მიმართებაში უფრო კონკურენტუნარიანი ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებისთვის შესაბამისი მექანიზმების ამოქმედება);
სულ ცოტა სამი წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტიდან ძირითადში დაფინანსდეს მხოლოდ და მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგები, რაც საშუალებას მოგვცემს ეს შემდგომში მრეწველობის, ხელოვნების, კუტურის და ყველა სხვა დარგების დაფინანსების შესაძლებლობას;
სახელმწიფოს მიერ ნამატი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სავალდებულო შესყიდვა გონივრულ ფასებში;
უცხოეთიდან შემოტანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების (რომლის წარმოების საშუალებაც ადგილზე გაგვაჩნია და განსაკუთრებით ის პროდუქტები, რომელიც საქართველოში უკვე იწარმოება), მაღალი ტარიფით დაბეგვრა;
სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება და მონოპოლიის დაწესება სპირტიანი სასმელების იმპორტზე და ტრანზიტზე;
თითოეული რაიონისთვის აგროსამრეწველო კოპლექსების განვითარების ღონისძიებათა შემუშავება, ეკონომიკური კლიმატური (და არა რეგიონალური) პირობების გათვალისწინებით;
მეცხოველეობის დარგის უპირატესი განვითარება (რომელიც უდიდეს როლს შეასრულებს არა მარტო მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის, არამედ საქართველოს საზღვრების და ტერიტორიების დაცვის საქმეში, ამისათვის საჭიროა ცხვრის რაოდენობის გაზრდა, მატყლის წარმოების გაფართოება და ცხვრის ყველის პოპულარიზაცია);
ცვლილებების შეტანა საქართველოს კანონში „მეწარმეთა შესახებ” და ფერმერული მეურნეობის მკვეთრი სამართლებრივი ფორმის შემუშავება;
საკუთარი ბაზრის დაცვა ოპტიმალური საგადასახადო და საბაჟო რეჟიმის გამოყენებით;
სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვის ორგანიზება სახელმწიფოს ხელშეწყობით;
გადამამუშავებელი მრეწველობის მონოპოლიზაციის მოსპობა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლების მიმართ;
სასოფლო-სამეურნეო წარმოების საიმედო დაზღვევის შექმნა;
სოფლის მეურნეობის სისტემის უზრუნველყოფა მაღალკვალიფიციური კადრებით და არა პოლიტიკოსებით. მიზანშეწონილად მიმაჩნია ყურადღება გამახვილდეს შემდეგ ნიუანსებზეც:
კლასიკური-ტრადიციული ტექნოლოგიების (მევენახეობა, მეხილეობა, მეჩაიეობა, მებოსტნეობა, მებაღჩეობა, მემარცვლეობა, მეცხოველოება და სხვა) გარდა სოფლის მეურნეობაში უნდა განვითარდეს ახალი არა ტრადიციული ტექნოლოგიები და აგროსამრეწველო კულტურები (სუბინდუსტრიული საკვებწარმოება ვენახის გაშენების ახალი მეთოდით, სოიოს გაფართოებული წარმოება ამორტიზირებული ვენახების ხარჯზე, ხორბლისა და ქერის წარმოება ახალი მეთოდით, ფართოდ დაინერგოს ფეტვის, უკვდავას, ველური თხილის, კულტურული ქაცვის, ბატატას, პეკანის, ტოპინომზესუმზირას, კოზლიატნიკის, ზეთისხილისა და სხვათა) წარმოება;
ვფიქრობ, ლოზუნგი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, უნდა შეიცვალოს ლოზუნგით „სოფლის მეურნეობის განვითარევა გადაარჩენს მრეწველობას და ორივე ერთად საქართველოს“.
![]() |
16 მსოფლიოში წმინდა სახის უძრავი ქონების კრიზისია |
▲ზევით დაბრუნება |
დავით ეგიაშვილი:
„უძრავი ქონებისა და ფინანსური კრიზისი: მიზეზები, ეფექტი და გავლენა განვითარებაზე“ -ამ თემისადმი მიძღვნილ სემინარს უმასპინძლა 2008 წლის 16 დეკემბერს ნიუიორკში გაეროს შტაბბინამ. შეხვედრა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ჯგუფის (UN ECE REM) ორგანიზებითა და უძრავი ქონების საერთაშორისო ასოციაციის (FIABCI) მხარდაჭერით ჩატარდა. საგულისხმოა, რომ გაერომ გლობალურ კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებზე ასეთი მაღალი დონის დისკუსია პირველად გამართა. შეხვედრა, რომელიც ინტერნეტის საშუალებით პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, აშა-როზე მიგირომ გახსნა. სემინარის მონაწილეებმა გლობალური კრიზისის გამომწვევი მიზეზები განიხილეს და დასასახ ღონისძიებებზე იმსჯელეს. წარმოდგენილი იყო აშშის, როგორც კრიზისის სამშობლოს, ასევე ევროპის პოზიციები. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ჯგუფის სახელით შეხვედრაში მონაწილეობდა „პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფის“ დირექტორი ბატონი დავით ეგიაშვილი, რომელმაც სემინარის მონაწილეებს აღმოსავლეთ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს პოზიციები გააცნო. შეხვედრის შესახებ ბატონი დავითი ჟურნალის მკითხველებს თავად უფრო დაწვრილებით მოუთხრობს და ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ რეალურ მიზეზებზე საუბრობს.
- ბატონო დავით, ნიუ-იორკში გამართულ სემინარზე შეკრებილი ექსპერტები, მათ შორის, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ჯგუფი, რომელსაც თქვენ წარმოადგენდით, რას მიიჩნევთ კრიზისის გამომწვევ მიზეზად?
- მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამ მიზეზების ე.წ. „ოფიციალური“ ვერსია (რომელიც ნაწილობრივ სწორია), ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ოდნავ განსხვავებული მიდგომა გაგვაჩნია. ვფიქრობთ, კრიზისი გამოწვეულია არა ფინანსების, წარმოების ან სხვა სფეროს პრობლემების გამო - ეს არის წმინდა სახის უძრავი ქონების კრიზისი. მსოფლიოში გაიაფდა უძრავი ქონება, რამაც საბანკო სისტემას შეუქმნა პრობლემები. ამან, თავისთავად, გამოიწვია კრიზისი სხვა სფეროებში, რადგან ბანკები ფულს ვეღარ გასცემდნენ. მაგალითად, ბანკმა გირაოს სახით, იპოთეკით დატვირთა 10 მილიონიანი ქონება, რომლის ღირებულება დღეს მხოლოდ 5 მილიონია. ფაქტობრივად, ბანკმა ეს ფული დაკარგა. ამიტომ, კრედიტებს სხვა სფეროშიც ვეღარ გასცემს. მეორე მხრივ კი, გადამხდელისთვის, რომელიც 10 მილიონიან კრედიტს იხდის, აზრს მოკლებულია ამ კრედიტის დაფარვა, თუკი გირაოდ ჩადებული ქონების ფასი 5 მილიონამდე დაეცა... სწორედ ამიტომ, როგორც ბიზნესმენებმა, ასევე მოქალაქეებმა კრედიტების დაბრუნებაზე უარის თქმა დაიწყეს. აქ უკვე დომინოს პრინციპი ამოქმედდა, რომელმაც ყველა სფერო მოიცვა. საგულისხმოა, რომ ასეთი კრიზისი მსოფლიოს გასული საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ არ ახსოვს. მსოფლიო მომზადებული უნდა შეხვდეს მას და სწორად განსაზღვროს კრიზისის აღმოფხვრისაკენ მიმართული სტრატეგია. მე სემინარზე ასეთი პოზიცია დავაფიქსირე: საქართველო და მისი მსგავსი სხვა ქვეყნები (უმთავრესად, აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნებს ვგულისხმობდი), პრობლემის მომგვარებლები არ არიან, რადგან ეს ეს კრიზისი მათ ქვეყანაში არ წარმოშვობილა. მეორეს მხრივ, ამ ქვეყნების ეკონომიკები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული აშშ-დან ან ევროპიდან მოზიდულ ფინანსურ რესურსზე. პრობლემები სწორედ დასავლეთიდან ფინანსების შემოდინების შეწყვეტამ წარმოშვა.
როდესაც კრიზისის რეალურ მიზეზებზე ვსაუბრობთ (ეს მიზეზი კი ჩემის აზრით, უძრავი ქონების გაიაფებაა), არ უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოში კრიზისი ამ მოვლენამ გამოიწვია. პირიქით, ეს გახლავთ კრიზისის შედეგი. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ რეალური მიზეზების დადგენა, რათა კრიზისის გადალახვაზე ორიენტირებული მთავრობის ძალისხმევა სწორად იყოს მიმართული. ეს ძალისხმევაც დიფერენცირებულია: თუ ამერიკის მთავრობა უნდა ეცადოს, რომ სიტუაციის გამოსწორება უძრავი ქონების გაძვირებით მოახერხოს, საქართველოს ან სხვა ქვეყნების პრიორიტეტები სულ სხვაგვარად წარმომიდგენია...
- კრიზისის გაჩენის მთავარ „დამნაშავეს” დავუბრუნდეთ... რამ გამოიწვია უძრავი ქონების გაიაფება?
- ამერიკაში მიწოდება-მოთხოვნის ბალანსის დარღვევამ! ერთის მხრივ, ეს იყო რენტაბელობით გამორჩეული ძალიან კარგი ბიზნესი, რომელმაც დიდი რაოდენობით ინვესტიცია მიიზიდა. საქმეში ჩაერთო ბევრი არაპროფესიონალიც, ისინი, ვინც ოდნავაც კი არ იყო დახელოვნებული ამ ბიზნესში. მახსენდება რამდენიმე მსხვილი კომპანია, რომელსაც ბრილიანტების ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ უძრავ ქონებაზე გადაერთო. ბაზარზე კი გამოჩნდა ძალიან ბევრი მყიდველი, რადგან ამერიკულმა ბანკებმა ძალიან გაამარტივეს კრედიტების გაცემა და ე.წ. სარისკო კრედიტებსაც კი აღარ ერიდებოდნენ. ბევრი მყიდველის გაჩენამ ამ ბიზნესის კიდევ უფრო მძლავრი განვითარება გამოიწვია. იმდენად მძლავრი, რომ გაჩნდა დიდი რაოდენობით ზედმეტი უძრავი ქონება, რომელიც, ბუნებრივია, გაიაფდა.
- თქვენის აზრით, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება საქართველოს მთავრობამ და რა კუთხით უნდა მიმართოს მან თავისი ძალისხმევა?
- მოდით, ჯერ გადავხედოთ, რა გზებით ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას ამერიკის მთავრობა. როგორც ცნობილია, აშშ-ის ბიუჯეტიდან კრიზისის დასაძლევად გამოიყო 750 მილიარდი დოლარი. როგორ ხარჯავენ მას? მაგალითად, ბანკს ჰქონდა 10 მილიონად დაგირავებული უძრავი ქონება. ქონების პატრონი ფულს არ აბრუნებს, ქონება ბანკის საკუთრებაში გადავიდა, ბანკი ასხვისებს ქონებას, რომლის დღევანდელი ღირებულება მხოლოდ 5 მილიონია... ამერიკის მთავრობა ყიდულობს ამ უძრავ ქონებას ბანკისგან 10 მილიონად, რაც გარიგების დადების დროს საბაზისო ღირებულებას შეადგენდა. ბანკს ამგვარად რესურსები აღუდგება. 5 წლის შემდეგ კი ბანკი ვალდებულია, გაასხვისოს ეს უძრავი ქონება და დაუბრუნოს სახელმწიფოს თავისი ფული. იმ შემთხვევაში, თუკი იმ დროისათვის ეს ქონება მაინც 10 მილიონ დოლარზე ნაკლები ეღირება, მაშინ ბანკი მთავრობას გადაუხდის იმდენს, რამდენადაც გაიყიდება ეს უძრავი ქონება, დანარჩენს კი თავისი რესურსებიდან დაამატებს.
ეს არის 5-წლიანი პროგრამა. თანხის ნახევარი, სხვათა შორის, უკვე დახარჯულია. ამ საკითხით ძალიან ინტერესდებიან ამერიკაში გადასახადის გადამხდელები, რომლებისთვისაც სულ ერთი არ არის, სად მიდის მათ მიერ გადახდილი ფული. სხვათა შორის, სემინარის პარალელურად, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებსაც შევხვდი. კრიზისი აშკარად სახეზეა - ეს საყოფაცხოვრებო დონეზეც კი იგრძნობა...
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: ის ხალხიც კი, რომელსაც აქვს ფული და სურს რაიმეს შეძენა, უძრავ ქონებაში დაბანდებისგან მაინც თავს იკავებს, რადგან ფასთა კლების ტენდენცია შეიმჩნევა. მხოლოდ მაშინ, როდესაც კერძო პირები თუ ბიზნესმენები დარწმუნდებიან, რომ ეს არის ბოლო ზღვარი და ფასები აღარ დაიკლებს, ბაზარზე გამოვა ის ინვესტიცია, რომელიც არსებობს, მაგრამ მიძინებულია.
თუკი ამერიკის მთავრობა მთავარ პრობლემად ფინანსურ პრობლემას აღიარებს და რესურსებს მხოლოდ ამ მიმართულებით მიმართავს, შეცდომას დაუშვებს... მხოლოდ სადაზღვევო და საბანკო სექტორის დახმარება არ არის საკმარისი. თუ უძრავმა ქონებამ გაძვირება არ დაიწყო, ეს ფული გადაყრილი იქნება...
ნებისმიერი კრიზისის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. ახალი პრეზიდენტის, თანაც, ახალი პარტიის წარმომადგენლის მოსვლამ ამერიკის საზოგადოებას ცვლილებების საკმაოდ დიდი იმედები ჩაუსახა. თუმცა, ახალ ადმინისტრაციას მოთელვისთვის გარკვეული დრო სჭირდება, რომ შემდეგ რადიკალური ღონისძიებები განახორციელოს. თუმცა, საკმარისია, არასწორი მიმართულებით განახორციელოს მთავრობამ ინვესტიციები, რომ ეს წყალში გადაყრილ რესურსად იქცეს...
საგულისხმოა, რომ დღევანდელი ნიუ-იორკის ყველაზე მასშტაბური ხიდები თუ სხვა ნაგებობები სწორედ 30-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის პერიოდში აიგო. ამერიკის მაშინდელმა ხელისუფლებამ „დიდი დეპრესიის“ აღმოსაფხვრელად მთელი ძალისხმევა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისკენ მიმართა და დღესაც ამგვარი პროექტების განორციელებას აპირებს. მერწმუნეთ, კრიზისის დასაძლევად ამერიკა არანაირ თანხას არ დაიშურებს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ თავად კაპიტალიზმი დგება, ამას კი ამერიკა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს!
- მოდით, საქართველოს დავუბრუნდეთ და ჩვენში კრიზისის დაძლევის გზების თავისებურებებზე ვისაუბროთ...
- საქართველოში სიტუაციის გამოსწორება გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. ბევრი ქართველი ექსპერტი საქართველოში კრიზისის წარმოქმნის მიზეზებზე საუბრისას სამშენებლო კომპანიებს ან საბანკო ინსტიტუტებს აკრიტიკებს. მინდა დარწმუნებით გითხრათ: ეს არასწორი მსჯელობა გახლავთ, კრიზისი საქართველოში სულაც არ არის ქართული: ის 100 პროცენტით ექსპორტირებული გახლავთ. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ კრიზისი ყველა ქვეყანაში თითქმის ერთნაირი სახით, თუმცა სხვადასხვაგვარი სიმძაფრით მიმდინარეობს. უკრაინაში გაცილებით მძაფრი კრიზისია, ვიდრე სხვა მეზობელ ქვეყნებში. გრივნას ინფლაციამ ის კიდევ უფრო გაამძლავრა...
ვინაიდან კრიზისი არ არის ქართული პრობლემა, ხელისუფლებას არ შეუძლია მისი გადაწყვეტა. ამის ცოდნა აუცილებელია, რადგან ჩვენ სულ გვაქვს მოლოდინი-მოთხოვნა - ხელისუფლებამ ისეთი სიტუაცია შექმნას, რომ ხალხმა ბედნიერად იცხოვროს. არსებობს ის, რაც მთავრობას შეუძლია და რაც არ შეუძლია. საკითხის ბოლომდე მოგვარება და საქართველოს ეკონომიკის აღმავლობით სვლა შეუძლებელია, სანამ დასავლეთში, უმთავრესად კი, ამერიკაში არ გამოსწორდება სიტუაცია.
საქართველოს ხელისუფლებამ, ისევე, როგორც ამას აღმოსავლეთ ევროპის ხელისუფლება აპირებს, უნდა მოახერხოს ინვესტიციების მაქსიმალური მობილიზება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეც არის დაგეგმილი. ინფრასტრუქტურული განვითარება არის ქვაკუთხედი ეკონომიკის, ბიზნესის და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისა. იგი საკმაოდ შრომატევად სამუშაოს მოიცავს და ბევრ სამუშაო ადგილსაც შექმნის. სხვაგვარად გაწეული დახმარებები სწორად არ მიმაჩნია. რასაკვირველია, არსებობს სხვა ტიპის ღონისძიებებიც, რომლებსაც უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება, რის შემდეგაც შეიძლება ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მიცემა. მხედველობაში მაქვს უძრავი ქონების ბაზართან დაკავშირებული საკითხები. მაგალითად, შეიძლება მთავრობამ უძრავი ქონების ყველა პირველ მყიდველს მისცეს უფასო კრედიტი. ეს სტიმულს მისცემს იმას, ვისაც აქვს ფული, მაგრამ არ ყიდულობს. ან აქვს ფულის მხოლოდ ნაწილი. ამგვარად, ე.წ. მუთაქაში შენახული ფული გამოვა და ეკონომიკაში იმოძრავებს. ან, შესაძლოა, მთავრობამ შეზღუდოს ახალი მშენებლობები. თუკი არ გაჩნდება ახალი უძრავი ქონება, ეს უძრავი ქონების კვლავ გაძვირებას გამოიწვევს და ბაზარიც გამოცოცხლდება. აბსოლუტურად გასაგებია ბანკების სიფრთხილე, როდესაც ისინი არ იძლევიან იპოთეკურ სესხებს, რადგან სესხის უზრუნველყოფისთვის გამოყენებული უძრავი ქონება ხვალ, შესაძლოა, დღევანდელი ღირებულების ნახევარიც აღარ ღირდეს. უძრავი ქონების გაიაფების შეჩერება კარგი სტიმული იქნებოდა ფინანსური რესურსის ბაზარზე გამოდინებისთვის. თუმცა, ეს ყველაფერი ღრმა ანალიზსა და სერიოზულ გათვლებს მოითხოვს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უცხოურ ინვესტიციებს აქვს ერთი თვისება: ის ძალიან ფრთხილია და მოუქნელი. თუკი ინვესტორმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში არ არის უსაფრთხო გარემო, თანხის ჩადებას არ გარისკავს. არადა, მსოფლიო ფული დღეს დასაბანდებელ ადგილს ეძებს...
მართალია, აგვისტოს მოვლენებმა ინვესტორები დააფიქრა: როდესაც გვერდით გყავს მეზობელი, რომელსაც, როცა მოესურვება, პრობლემებს შეგიქმნის, არც თუ ისე დადებითი მომენტია და სტაბილურ გარემოზეც მაინცდამაინც არ მიანიშნებს... მეორე მხრივ კი, აგვისტოს მოვლენებმა ძალიან პოლიტიკური გახადა საქართველო. გაჩნდა სპეციფიკური პოლიტიკური ინტერესი, რომ საქართველო დასავლურ ქვეყნად იქცეს. საუბარია პოლიტიკურ ბიზნესზე და დიდი დასავლური კომპანიების მხრიდან საქართველოში ინვესტირებაზე.
- და მაინც, საინტერესოა, განვითარების რა ეტაპზეა ამჟამად ეკონომიკური კრიზისი?
- ჯერ ამაზე ზუსტი პასუხი არავის არა აქვს. სხვადასხვა ექსპერტი სხვადასხვა ვარაუდს გამოხატავს. ჩემის აზრით, ეს ჯერ არ არის კრიზისის ქვედა ზღვარი - იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდება, შემოდგომისთვის კი მოსალოდნელია კრიზისის შეჩერება. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ სიტუაცია ავტომატურად აღმავლობის გზაზე წავა, თუმცა, კრიზისის შეჩერება თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია.
- გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ჯგუფი რა ღონისძიებებს ატარებს უძრავი ქონების ბაზრის პრობლემების წინა პლანზე წამოწევის მიზნით?
- ამჟამად უძრავი ქონების ბაზრის განვითარების სახელმძღვანელოზე ვმუშაობთ, რომელსაც მარტში რომში დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებაზე წარვადგენთ. ჩემი დაკვირვებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლი მიუძღოდათ ქვეყნების განვითარებაში. მაგრამ მათი ყურადღება, უმთავრესად, საკუთრების უფლებისკენ იყო მიმართული. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა რეესტრის ჩამოყალიბების, სარეგისტრაციო სამსახურის, კანონმდებლობის, კადასტრის საკითხებზე. ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არასაკმარისი. იმ ქვეყნებს, სადაც ახლა კრიზისია, მშვენიერი სარეგისტრაციო სისტემა ან კადასტრი აქვთ, მაგრამ სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ვფიქრობ, დონორების რაკურსი უნდა შეიცვალოს: მათ მხარი უძრავი ქონების ბაზრის განვითარების პროექტებსაც უნდა დაუჭირონ. ეს ბაზარი რამდენად მნიშვნელოვანია, ამ კრიზისმა ნათლად დაგვანახა...
ჩვენს სახელმძღვანელოში წარმოვადგენთ ზოგად რეკომენდაციებს მთელი მსოფლიოსათვის, მომავალში კი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით ანალიზის გაკეთებას ვაპირებთ. ეს ზოგადი სახელმძღვანელოა, მაგრამ მისი შექმნით გვსურს, დავანახოთ დონორებს, რომ ეს სფერო მნიშვნელოვანია და აუცილებელია ამ ბაზრის განვითარებისკენ მიმართული პროექტების დაფინანსება. უძრავი ქონების ბაზარი არც რეგისტრაციაა და არც კადასტრი, არც საბანკო და სადაზღვევო სექტორი, არც საკუთრების უფლებების საკითხია მხოლოდ - ეს არის ყველაფერი ერთად აღებული. ერთ-ერთი კომპონენტი თუ პრობლემურია, მთლიანად ბაზარს ექმნება პრობლემა. საქართველოში ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გაკეთებული, მაგრამ უძრავი ქონების ბაზრის განვითარების სტრატეგია ჩვენს ქვეყანაში მაინც არ არსებობს.
გარდა ამისა, მსურს, საქართველოში ჩატარდეს კონფერენცია გაეროს ეგიდით, რომელიც გლობალური კრიზისის განხილვას დაეთმობა (კავკასიის ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მასშტაბით). ამით საქართველო დაამტკიცებს, რომ ლიდერი ქვეყანაა და ორგანიზებას გაუწევს კრიზისის მოგვარების რეგიონული ზოგადი სტრატეგიის ჩამოყალიბების საკითხებზე მსჯელობას. ქართველები დანარჩენი მსოფლიოსგან დამოუკიდებლად ხომ არ ვარსებობთ?.. ისე, სხვათა შორის, ჩვენ ყველაზე მსუბუქი კრიზისი გვაქვს, რაც, ცოტა არ იყოს, არაბუნებრივი პროცესებით არის გამოწვეული. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებებს ვგულისხმობ, რასაც სხვა ქვეყნები მოკლებული არიან...
მთავარი კი მაინც კრიზისის რეალური მიზეზის გააზრებაა. თუ ჩვენ მის წარმოქმნას ხელისუფლებას, სამშენებლო კომპანიებს ან საბანკო სექტორს გადავაბრალებთ, მცდარ დასკვნებს გამოვიტანთ და, შესაბამისად, მცდარ გამოსავალს ვიპოვით.
ესაუბრა
ეკა ჯიმშელაძე
![]() |
17 როგორი სტატუსის სტატისტიკური უწყება სჭირდება დამოუკიდებელ საქართველოს?! |
▲ზევით დაბრუნება |
დავით კბილაძე
აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკოლოგიურ სფეროებში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივი პარამეტრების შეფასებაში განსაკუთრებული ადგილი ოფიციალურ სტატისტიკურ ორგანოებს უჭირავს. მათ მოქნილ საქმიანობაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული შესაბამის სფეროებში სწორი მმართველობითი ხასიათის გადაწყვეტილებების მიღება. სტატისტიკური ინფორმაციის უტყუარობა განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე ეტაპზე, როცა ძალას იკრებს მსოფლიო ფინანსური და უკვე ეკონომიკური კრიზისიც, როცა საქართველოს საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალი პერიოდის სირთულეები კიდევ უფრო გაამწვავა აგვისტოს ცნობილმა საომარმა მოქმედებებმა.
მიღებულია, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ძირითადი მიზანია, ეგრეთწოდებული მაგიური ოთხკუთხედის მიღწევა, რომლის მხარეებად განიხილება ეკონომიკის მდგრადი ტემპები, დასაქმების მაღალი დონე, ინფლაციის დაბალი ტემპები და დაბალანსებული საგარეო ეკონომიკური კავშირები. მოცემული უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ასპექტები ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებულია. ასე მაგალითად, ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს უნდა ახლდეს დასაქმების შესაბამისად, მაღალი ტემპები, ინფლაცია დასაშვებ საზღვრებში და დაბალანსებული საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს (მშპ ყოველწლიურად საშუალოდ იზრდება 8,5 პროცენტით) თან ახლავს დასაქმების არა ზრდა, არამედ ყოველწლიური შემცირება. სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლები სკეპტიკურად უყურებენ უკანასკნელი წლების ინფლაციის საშუალო წლიური 10 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელს. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებისა და უპირველეს ყოვლისა, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელს, იგი 2001 წლიდან მოყოლებული უარყოფითი სალდოთი ხასიათდება. ყოველივე ზემოაღნიშნული და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და ეკოლოგიურ სფეროებში შექმნილი მრავალი ასპექტის გასაშუქებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ობიექტური ინფორმაციის არსებობას, რაც მიღწევადია ოფიციალური სტატისტიკის წარმოებაში სრული დამოუკიდებლობის მოპოვებისას.
ოფიციალური სტატისტიკა სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ინფორმაციული სისტემის აუცილებელი ელემენტი და უპირველესი ბერკეტია. სწორედ ამითაა განპირობებული ის, რომ საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფო სტატისტიკა განეკუთვნება ქვეყნის უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებული გამგებლობის სფეროს. იგი მოწოდებულია, პროფესიული ეთიკისა და საყოველთაოდ აღიარებული სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე ასახოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკოლოგიურ სფეროებში შექმნილი რეალური მდგომარეობა მიმდინარე მოვლენებისა და პრინციპების რაოდენობრივი მახასიათებლების ობიექტურად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ გაშუქების გზით.
საქართველოს სახელისუფლებო წრეებში ამ ბოლო დროს დაიწყო დისკუსიები ოფიციალური სტატისტიკური ორგანოს სტატუსისა და უფლებამოსილებების საკითხებზე, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქვეყნის ცენტრალური სტატისტიკური უწყების ამჟამინდელი მდგომარეობა ყველაზე უფრო არასახარბიელოა 1919 წლის 25 ივლისიდან მოყოლებული, როდესაც საქართველოში მიღებული იქნა პირველი კანონი ოფიციალური სტატისტიკური ორგანოს დაარსების შესახებ. ამ პერიოდიდან იგი სხვადასხვა დროს იწოდებოდა ცენტრალურ სტატისტიკურ კომიტეტად, ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოდ, სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტად, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტად და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტად. მისი სტატუსი და უფლებამოსილება უმეტესწილად გათანაბრებული იყო სამინისტროს სტატუსთან და სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის სფეროში როგორც დარგთაშორისი ფუნქციის მატარებელი ორგანო, დამოუკიდებელი იყო ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკოლოგიურ სფეროებში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების შეფასებისას, თუ არ ჩავთვლით 1930-იანი წლებიდან 1948 წლამდე პერიოდს, როდესაც სტატისტიკური ორგანოები სახელმწიფო საგეგმო ორგანოების შემადგენლობაში შედიოდნენ. მაშინ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობდნენ სახალხო სამეურნეო გეგმების შესრულების ინფლაციური უზრუნველყოფის გაუმჯობესების აუცილებლობით, თუმცა, ამან არ გამოიღო სასურველი შედეგი, სტატისტიკურ ორგანოებს კი შეეზღუდათ რეალური ეკონომიკური პროცესების დამოუკიდებლად შეფასების შესაძლებლობები.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან 1994 წლის ჩათვლით, საქართველოს ცენტრალური სტატისტიკური უწყება იწოდებოდა სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტად და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საქვეუწყებო სტრუქტურა იყო. 1995 წლიდან 2004 წლამდე იგი, როგორც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, სამთავრობო უწყება გახლდათ და უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტს ექვემდებარებოდა.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გაუქმდა სამთავრობო სახელმწიფო დეპარტამენტები და ისინი შესაბამის სამინისტროებს გადაეცა მმართველობაში. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა. საქვეუწყებო დაწესებულება თავისი დანიშნულებით მოწოდებულია, დახმარება გაუწიოს ძირითადი ფუნქციების შესრულებაში იმ ორგანოს, ვისთანაც იგი ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე, ოფიციალური სტატისტიკური უწყება ვერ იქნება დამოუკიდებელი სტატისტიკური პარამეტრების შეფასებაში. მის ხელმძღვანელს უფლება არა აქვს, გამოსცეს ნორმატიული აქტი - ბრძანება სტატისტიკის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასეთ პირობებში ვერ შესრულდება სტატისტიკური ეთიკის, სტატისტიკის ორგანიზების ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპელ სტატისტიკოსთა ნორმების კოდექსის მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებს პროფესიულ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას, სიზუსტესა და საიმედოობას, აქტუალურობას, რესპოდენტების მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვას და ინფორმაციული ტვირთის ზომიერებას, ნაერთი სტატისტიკური მონაცემების სიცხადესა და ხელმისაწვდომობას.
ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკური სტრუქტურების შემდგომი რეფორმირებისა და ევროსტანდარტების მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით აუცილებელია, პირველ რიგში, განისაზღვროს, ოფიციალური სტატისტიკის როგორ სისტემას ვაყალიბებთ - ცენტრალიზებულს, თუ დეცენტრალიზებულს?! ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, გადაწყდეს საკითხი ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკური უწყების სტატუსისა და უფლებამოსილების შესახებ, რასაც, ბუნებრივია, მოყვება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დამოუკიდებლად ფუნქციონირების რამდენიმე ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ:
პირველი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. იგი იქნება ყველა სახელისუფლებო შტოსაგან დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ამ უწყებასთან შექმნილი სამეურვეო საბჭოს წინაშე, დაახლოებით ისე, როგორც ამჟამად ფუნქციონირებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. სამეურვეო საბჭოში არჩევითი წესით შევლენ სამთავრობო, არასამთავრობო, სამეცნიერო, საზოგადოებრივი და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობა ქვეყნის ცენტრალური სტატისტიკური უწყების საქმიანობის მონიტორინგში საჯაროს ხდის ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესს, უმნიშვნელოვანესი სტატისტიკური სამუშაოების ჩატარების მეთოდოლოგიას და ა.შ. ასეთ პირობებში სტატისტიკური უწყების ხელმძღვანელი ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტს საჯაროდ განსახილველ საკითხებს (ისე, როგორც ეს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გააკეთა სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარედ მოსულმა პიროვნებამ). ასე მაგალითად, შეცდომად მიგვაჩნია მეწარმეობაში ყოველთვიური პერიოდების გამოკვლევის ფორმის გაუქმება, რამაც შეაფერხა ქვეყანაში ბიზნესის განვითარების ყოველწლიური მონიტორინგის განხორციელება. ეს განსაკუთრებით მიუტევებელია ამჟამად, მსოფლიო ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის პირობებში (ცნობისთვის: გერმანიაში ერთი ახალი მაჩვენებლის შეტანას სტატისტიკური გამოკვლევის ფორმულაში სულ ცოტა ორი წელი სჭირდება სხვადასხვა ინსტანციაში შესათანხმებლად და ეს კეთდება არა ბიუროკრატიული მოსაზრებით, არამედ მეწარმეთა ინფორმაციული ტვირთის შესამსუბუქებლად). ამჟამად აღარ დგინდება პროდუქციის წარმოების განვითარების ყოველთვიური ინდექსები, რაც აუცილებელი ინფორმაციაა ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურისა და ინფორმაციის სხვა მომხმარებლებისათვის; ასევე, გაუქმებულია საშუალო და მცირე საწარმოთა სტატისტიკური აღრიცხვის ინსტრუმენტარი ყოველკვარტალური და წლიური პერიოდულობის გამოკვლევებში და ამ ტიპის საწარმოების სტატისტიკური დახასიათებისას მსხვილი საწარმოების სტატისტიკურ ინსტრუმენტარს უყენებენ, რითაც ირღვევა სტატისტიკის ორგანიზების საყოველთაოდ აღიარებული ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპის „საწარმოთა ზომიერი ინფორმაციული დატვირთვის შესახებ“ მოთხოვნა. როგორ შეიძლება ინდივიდუალურმა საწარმომ შეადგინოს მრავალმაჩვენებლიანი სტატისტიკური ფორმულარი, როგორსაც ამჟამად მისგან ითხოვენ; მეწარმეობის ამჟამინდელი ინსტრუმენტარი და მისი დამუშავების პროგრამა აღარ იძლევა მოვლენებისა და პროცესების დინამიკაში დახასიათების საშუალებას, რაც სტატისტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. აღარ არსებობს ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომები იმ მეწარმეთა მიმართ, ვინც არ ადგენს, დაგვიანებით ადგენს ან ამახინჯებს სტატისტიკური გამოკვლევების დოკუმენტაციას; ასეთი საკითხების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და მისი სამეურვეო საბჭოს ჩემს მიერ შემოთავაზებული სტატუსი და უფლებამოსილებანი საზოგადოების ნდობას დაუბრუნებს ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესს და, შესაბამისად, ამ უწყების მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს. იქნებ ახლო მომავალში დადგეს ის დრო, როდესაც საზოგადოება ყველაზე უფრო მიუკერძოებელ და ნეიტრალურ ორგანოს - სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მიანდობს ქვეყანაში ყველა დონის წარმომადგენლობითი სახელისუფლო ორგანოების არჩევნების ჩატარებას, ისე როგორც ეს გერმანიაში ხდება (ამ ქვეყანაში იმდენად დიდია საზოგადოებაში ოფიციალური სტატისტიკური ორგანოების ავტორიტეტი, რომ კანონმდებლობით მათ ევალებათ, ყველა დონის წარმომადგენლობით სახელისუფლებო ორგანოს არჩევნების ჩატარება).
ერთ-ერთ წინადადებად შეიძლება განვიხილოთ, აგრეთვე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის წინაშე, დაახლოებით ისე, როგორც ამჟამად ფუნქციონირებენ საქართველოს ეროვნული ბანკი და კონტროლის პალატა.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული წინადადებები მიზანშეწონილად მიგვაჩნია მეცნიერი და პრაქტიკოსი ეკონომისტების, სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენელთა მსჯელობის საგნად იქცეს.
АНОТАЦИЯ
КАКОЙ СТАТУС СТАТИСТИЧЕСКОГО ОРГАНА НЕОБХОДИМ ДЛЯ НЕЗОВИСИМОЙ ГРУЗИИ
Давид Кбиладзе,
доктор наук, ассоциированный профессор
В статье рассмотрен вопрос о нынешнем несоответствии статуса и полномочий официального статистического органа Грузии требованиям независимого и объективного ведения государственной статистики. Предложен конкретный вариант функционирования данного ведомства, позволяющий, по мнению автора, поднять доверие общества к информации в экономической, социальной, демографической и экологической сферах и эффективней использовать ее при принятии управленческих решений.
![]() |
18 მმართველობის ორგანოები სააქციო საზოგადოებაში |
▲ზევით დაბრუნება |
(უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა)
ბორის ჯანჯალია
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სპეციალისტი
კორპორაციული მართვის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კომპანიის მმართველობის ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გადანაწილება და მათი სათანადო ფუნქციონირებაა. ამის ნათელი დასტურია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2004 წლის კორპორაციული მართვის პრინციპები, რომელთა თანახმად, „კორპორაციული მართვის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს კომპანიისათვის სტრატეგიული მიმართულების დასახვას, ბორდის (კომპანიის მმართველი ორგანო) მიერ კომპანიის მენეჯმენტზე ეფექტური მონიტორინგის განხორციელებასა და ბორდის ანგარიშვალდებულებას თვით კომპანიისა და აქციონერების წინაშე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც განსაზღვრავს ზემოთ აღნიშნული ურთიერთობების ფორმატს, ბორდის კონცეფციაა, ანუ თუ როგორაა გადანაწილებული მასში კონტროლისა და მართვის ფუნქციები.
დღეის მდგომარეობით არსებობს ორი ძირითადი მოდელი - ერთსაფეხურიანი და ორსაფეხურიანი ბორდი, რომელთაგან პირველ შემთხვევაში მენეჯმენტისა და მონიტორინგის ფუნქციები დანაწილებულია ბორდის აღმასრულებელ და არააღმასრულებელ დირექტორებზე. როგორც წესი, ის გვხვდება საერთო სამართლის ქვეყნებში (მას ანგლოსაქსურ მოდელსაც უწოდებენ), თუმცა, ასევე, ახასიათებს ესპანეთის, იტალიისა და იაპონიის კანონმდებლობას.
რაც შეეხება მეორე მოდელს, აქ კონტროლისა და მართვის ფუნქციები გადანაწილებულია ორ ცალკეულ ორგანოზე (სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი), რომელთაგან სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელია ზედამხედველობის განხორციელებაზე, ხოლო დირექტორატი - მენეჯმენტზე. მოცემული მიდგომა დამახასიათებელია კონტინენტალური სამართლის ქვეყნებისათვის და გაზიარებულ იქნა გერმანიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებში, დანიასა და შვედეთში.
თუმცა, ამ ორი ძირითადი მოდელის გარდა, არსებობს შუალედური მოდელიც, სადაც კომპანიებმა შეიძლება აირჩიონ ერთსაფეხურიან ან ორსაფეხურიან ბორდებს შორის. ასეთი ტიპის მოდელი გვხვდება ბელგიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში.
უდაოა, რომ ორივე ძირითად მოდელს გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მაგალითისთვის, ერთსაფეხურიანი ბორდის ნაკლად ასახელებენ ნეიტრალურობის შენარჩუნების პრობლემას ბორდის მიერ ერთდროულად ზედამხედველობის და მენეჯმენტის ფუნქციების განხორციელების გამო, ხოლო რაც შეეხება ბორდის ორსაფეხურიან სისტემას, აქ ნაკლად მოიაზრება სამეთვალყურეო საბჭოს არაეფექტური საზედამხედველო ფუნქცია კომპანიის მართვის საქმეში ნაკლებად ჩახედულობის გამო, რითაც შეიძლება ისარგებლონ არაკეთილსინდისიერმა დირექტორებმა და არ მიაწოდონ საბჭოს სწორი ინფორმაცია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა მნიშვნელოვან კორპორაციულ სკანდალს ადგილი ჰქონდა იმ კომპანიებში, სადაც სწორედ ერთსაფეხურიანი ბორდი მოქმედებდა (მაგალითად, Maxwell, Polly Peck, Bank of Credit and Commerce International გაერთიანებულ სამეფოში, Enron da WorldCom აშშ-ში, Parmalat იტალიაში), რამაც, ამ შემთხვევებში, განაპირობა კორპორაციული მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, სადაც ბორდის მაკონტროლებელი ფუნქცია განცალკევებულია მისივე აღმასრულებელი ფუნქციისაგან. ამის ნათელი მაგალითია გაერთიანებული სამეფოს კორპორაციული მართვის კოდექსი, რომლის თანახმადაც, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს ბორდის თავმჯდომარის თანამდებობა.
როგორც ცნობილია, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ შემუშავდა კონტინენტალური სამართლის ნორმათა ზეგავლენით, მით უფრო, რომ ის ერთობლივად დაიწერა ქართველი და გერმანელი იურისტების მიერ. შესაბამისად, სააქციო საზოგადოებებისთვის გადმოღებულ იქნა ორსაფეხურიანი მართვის სისტემა (ანუ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი), რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვნად განსხვავდება ანგლოსაქსური ერთსაფეხურიანი ბორდისაგან. ანგლო-საქსური მოდელის თანახმად, ცალკეული კომპანიის მმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობები გაწერილია მისივე წესდებით ან კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტებით. მაშინ, როდესაც კონტინენტალურ სამართალში და განსაკუთრებით, გერმანიაში აღნიშნული რეგულირდება მხოლოდ და მხოლოდ კანონით, კომპანიის წესდებით ან სხვა აქტით, აღნიშნული უფლებამოსილებების მოცულობის შეცვლა ან მმართველობის ორგანოებს შორის გადანაცვლება დაუშვებელია.
კონტინენტალური სამართლის მოდელის მიმდევრობამ განაპირობა საქართველოში ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელი იყო აქციონერთა საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე და შესაბამისად, ვალდებული იყო შეემუშავებინა კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და განეხორციელებინა კონტროლი დირექტორატის საქმიანობაზე, ხოლო დირექტორატს ევალებოდა კომპანიის ყოველდღიური მართვა. 2008 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ლიბერალიზაციას, მნიშვნელოვნად შეცვალა სამართლებრივ სივრცეში მოქმედი სააქციო საზოგადოებების მმართველობითი ორგანოების არსებული სტრუქტურა და შემოიტანა სავსებით ახალი მოდელი.
კერძოდ, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი ვერსიის თანახმად, სააქციო საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისა აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს ანგარიშვალდებულ საწარმოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის შესაბამისად, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ან ლიცენზირებულია საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ან მისი აქციონერთა რაოდენობა აღემატება 100-ს. ყველა სხვა შემთხვევაში, სააქციო საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა არ არის აუცილებელი.
ზემოაღნიშნულმა ცვლილებებმა ერთსაფეხურიანი ბორდის არსებობის დაკანონებით არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეცვალა ქართული კორპორაციული მართვის მოდელი, უფრო მეტიც, ბევრი კითხვა დაბადა მასთან მიმართებაში. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანგლო-საქსური მოდელის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ბორდი წარმოადგენს ერთიან ორგანოს, მასში რეალურად არსებობს ფუნქციათა გადანაწილება მის წევრებს შორის, სადაც კომპანიის მართვას ახორციელებენ მისი აღმასრულებელი დირექტორები, ხოლო კონტროლის ფუნქცია მინდობილია ბორდის არააღმასრულებელ წევრებზე, რომლებიც, როგორც წესი წარმოადგენენ დამოუკიდებელ წევრებს. შეიცვალა კი რაიმე ამ მხრივ ქართულ კანონმდებლობაში? სამწუხაროდ, კანონში გაკეთებული ჩანაწერი, რომ სამეთვალყურეო საბჭოს არარსებობის შემთხვევაში კანონით დადგენილი მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები წესდებით გადანაწილდება საწარმოს მართვის სხვა ორგანოებზე, არ არის საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში და ვერ უპასუხებს ყველა იმ კითხვას, რაც ასეთმა ფუნქციათა გადანაწილებამ შეიძლება წარმოშვას. მართლაც, რამდენად ეფექტურად შეძლებს აქციონერთა საერთო კრება სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციის შესრულებას, თუ გავითვალისწინებთ საერთო კრების მოწვევის კანონით გაწერილ საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებს და იმას, რომ აქციონერებს შეიძლება არ გააჩნდეთ ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რაც საჭიროა დირექტორატზე ეფექტური ზედამხედველობის განსახორციელებლად. ერთსაფეხურიანი ბორდის არსებობისას, როგორც წესი, აქციონერთა კრებას არ გააჩნია უფლებამოსილება მითითებები მისცეს ბორდის წევრებს.
გაურკვეველია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კონტროლისა და მართვის ფუნქციების გამიჯვნა მაშინ, როდესაც დირექტორები, იმავდროულად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც არიან. საუბარია მეწარმეთა შესახებ კანონის იმ დებულებებზე, რომელთა თანახმად, კორპორაციის წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს მისივე დირექტორი (დირექტორები), რომელთა რაოდენობა არ უნდა წარმოადგენდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობას. აღნიშნული ცვლილება გაურკვეველს ხდის სამეთვალყურეო საბჭოს ამ სახით არსებობის მიზანშეწონილობას, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, თუ ვის საქმიანობას უნდა გაუწიოს მან ზედამხედველობა და კონტროლი - დირექტორების, რომლებიც ამავე კომპანიის საბჭოს წევრები არიან? იქნება კი ეფექტური ასეთი სამეთვალყურეო საბჭო, მით უფრო, რომ ახლადმიღებულმა ცვლილებებმა გაითვალისწინა სააქციო საზოგადოების წესდებით სამეთვალყურეო საბჭოს მნიშვნელოვანი ფუნქციების გადაცემის შესაძლებლობა დირექტორატისთვის(?!)
ამას ემატება ისიც, რომ ახლადწარმოდგენილი ზოგიერთი ცვლილება მნიშვნელოვნად ამცირებს სააქციო საზოგადოების მართვის გამჭვირვალობის ხარისხს. მაგალითად, შეიძლება მოყვანილი იქნეს ის საკანონმდებლო სიახლე, რომლის თანახმად, აუდიტის ჩატარება სავალდებულოა მხოლოდ იგივე კატეგორიის კომპანიებისთვის, რომლებსაც ახლადმიღებული ცვლილებების შესაბამისად, აუცილებელია ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს აქციონერთა ინფორმირებულობა სააქციო საზოგადოების მართვისა და მმართველობის ოირგანოების (იქნება ეს სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი, თუ მხოლოდ დირექტორატი) საქმიანობის შესახებ და წარმოშვას აქციონერთა უფლებების შელახვისა და დირექტორთა მიერ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების საშიშროება. აღნიშნული მით უფრო საყურადღებო ხდება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ იმ სააქციო საზოგადოებათა რიცხვი, რომლებშიც აუცილებელია სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა, შეიძლება გაცილებით ნაკლები იყოს იმ კორპორაციებთან მიმართებაში, რომლებსაც კანონმდებელმა მიანიჭა საბჭოს არქონის უფლება, რამაც საბოლოოდ შეიძლება არც თუ ისე სახარბიელო შედეგები გამოიწვიოს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქართული ეკონომიკისათვის.
ამ ცვლილებათა ფონზე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სააქციო საზოგადოების წესდებით შეიძლება დადგინდეს კანონმდებლობით განსაზღვრული წესებიდან განსხვავებული ბევრი წესი, ახალი მნიშვნელობა შეიძინა კორპორაციული მართვის საკითხმა. კორპორაციული მართვის ეფექტური და სრულყოფილი მექანიზმების არსებობა დღეს უკვე ფუფუნება კი არა, სააქციო საზოგადოების წარმატებული ფუნქციონირების წინაპირობაა. ყოველივე ზემოხსენებულმა გაზარდა ცალკეული სააქციო საზოგადოებების და მათი აქციონერების როლი და მონაწილეობის ხარისხი კარგი კორპორაციული მართვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მართლაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფომ ესოდენ დიდი ხარისხით მიანდო თავად მეწარმე სუბიექტებს საწარმოში არსებული ურთიერთობების დარეგულირება, ძალზედ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად სწორად და სრულყოფილად იქნება წესდებით გაწერილი მმართველობის ორგანოებს შორის უფლება-მოსილებებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების საკითხი (მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს არარსებობის შემთხვევაში ან თუ დირექტორები, ამავდროულად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან - დირექტორატის ან შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დაყოფა აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებად). რაც მთავარია, აქციონერთა ისეთი უფლებების დაცვა, როგორიცაა: ინფორმაციაზე წვდომა, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება და დივიდენდების მიღება. ამასთანავე, კარგი იქნება, თუ სახელმწიფოც გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯებს კარგი კორპორაციული მართვის კულტურის პროპაგანდის თვალსაზრისით, რათა ახლადწარმოდგენილმა საკანონმდებლო ცვლილებებმა სრულყოფილად იმუშაოს და ხელი შეუწყოს სტაბილური და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს დამკვიდრებას საქართველოში.
როგორ დავბეგროთ ავტორთა საწევრო შენატანი?
შემოსულ კითხვებზე კომენტარს იძლევა ჟურნალ
„ბიზნესი და კანონმდებლობის“ მთავარი რედაქტორი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ბ-ნი იური პაპასქუა.
კავშირი - „საქართველოს ავტორთა საზოგადოება“ შექმნილია და ფუნქციონირებს უკვე მეათე წელია და იგი დაფუძნებულია ყოფილი „საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს“ ბაზაზე. 2006 წელს მან, ერთადერთმა ორგანიზაციამ საქართველოში, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში კანონი) დადგენილი წესით გაიარა ხელახალი რეგისტრაცია ამავე კანონით დადგენილი ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით და იუსტიციის სამინისტროს მიერ მიენიჭა სპეციალური სტატუსი - „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია“.
წესდების მიხედვით, ორგანიზაცია შექმნილია, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მასში გაერთიანებული ერთობლივი საქმიანობის მიზნით გაწევრიანებული საავტორო უფლების მფლობელების (ავტორების ან მათი მემკვიდრეებისა და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების) საერთო ინტერესების დაცვისათვის.
საზოგადოების ძირითად მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს საავტორო უფლებათა რეალიზაცია (განხორციელება), დაცვა, ავტორების ან მათი მემკვიდრეებისა და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვა.
ამ მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის, საზოგადოება შესაბამისი წესითა და პირობებით, ავტორთა ნაწარმოებებით მოსარგებლეებზე ავტორთა სახელით გასცემს ლიცენზიებს და დებს მათთან ხელშეკრულებებს იმ უფლებების გამოყენებაზე, რომელთა მართვასაც იგი ახორციელებს. ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარგებლეები საზოგადოებას ურიცხავენ საავტორო ჰონორარს. ამავდროულად საზოგადოება აფორმებს ხელშეკრულებებს ავტორებთან, მათ მემკვიდრეებთან ან საავტორო უფლებების სხვა მფლობელებთან. ავტორთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და კანონის (66-ე მუხლის 1-ლი „ა“ ნაწილი) თანახმად, საზოგადოება იტოვებს უფლებას შეგროვებული ჰონორარებიდან გამოქვითოს ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვისათვის აუცილებელი თანხა, რაც რეალურად ავტორისათვის წარმოადგენს ნება-ყოფლობით შენატანს (რომლის ოდენობასაც იგი განსაზღვრავს თავად, საზოგადოების კოლეგიური ორგანოს მეშვეობით და მერყეობს 5-20%25-ის ფარგლებში), ხოლო საზოგადოებისთვის ეს თანხა წარმოადგენს ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვის წყაროს. გამოქვითვის შემდეგ დარჩენილი თანხა ერიცხება ავტორებს.
აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ უფლების მფლობელების მიერ საავტორო უფლებები საზოგადოებას არ გადაეცემა საკუთრებაში, არამედ გადაეცემა კოლექტიურ საფუძველზე სამართავად, რაც ნიშნავს იმას, რომ თვითონ ავტორები და საავტორო უფლების სხვა მფლობელები უშუალოდ მონაწილეობენ მათი ნაწარმოებების კოლექტიურ მართვაში საზოგადოების არჩევითი ორგანოების მეშვეობით (კანონის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად - ლიცენზიების გაცემის პირობებისა და გადახდის ტარიფების ოდენობის შეთანხმება მოსარგებლესთან, ჰონორარის შეგროვების, განაწილების, გადახდის პერიოდულობა და სხვა). ამდენად, კავშირი არ ხდება ნაწარმოების უფლებისმფლობელი ან/და საავტორო უფლების ობიექტის მესაკუთრე. მას კავშირის წევრებისა და უცხოეთის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციების მიერ, საწევრო ხელშეკრულებებითა და ინტერესების ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ავტორებისა და ასეთი ორგანიზაციების მიერ მინდობილი (გადაცემული) აქვს მათი უფლებების დაცვის მათი სახელით განხორციელება - ნებართვების გაცემა, საავტორო ჰონორარის (გასამრჯელოს) შეგროვება-განაწილება და კუთვნილებისამებრ გადახდა. ზემოაღნიშნულს იგი ახორციელებს მხოლოდ ავტორებთან ერთად, მათი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლებამოსილების საფუძველზე. აღნიშნულ პროცესებში საავტორო ჰონორარების შეგროვებისას საზოგადოება ასრულებს მხოლოდ აგენტის ოპერაციებს (რაზეც მისი წინამორბედის - საავტორო უფლებების დაცვის სახელმწიფო სააგენტოს - სახელწოდებაც მიუთითებს).
ჩვენი საზოგადოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვაწყდებით გარკვეულ პრობლემებს საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისას. ხდება საგადასახადო კოდექსის განსხვავებული სახით ინტერპრეტირება, კერძოდ, დღგ-ის და ქონების გადასახადის საკითხში. აღნიშნულის გამო ზარალდებიან ავტორები, რომელთა ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომით შექმნილ ნაწარმოებებს იყენებენ მოსარგებლეები (რადიო/ტელემაუწყებლობის, საკაბელო ორგანიზაციები, თეატრები, კაფე-ბარები, დისკოთეკები, ფონოგრამის დამამზადებელი სტუდიები და სხვა).
გთხოვთ, განგვიმარტოთ:
„მოსარგებლეების” მიერ გადმორიცხული თანხა განეკუთვნება თუ არა როიალტის სახით მიღებულ შემოსავალს და თუ განეკუთვნება, ვისთვის არის იგი როიალტის სახით მიღებული შემოსავალი - ავტორისთვის, საზოგადოებისთვის, თუ უშუალოდ ამ უფლების მოსარგებლისათვის)?
შეიძლება თუ არა ასეთი სახით მიღებული შემოსავალი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის იყოს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი (ვინაიდან ჩვენს შემთხვევაში ადგილი არა აქვს ახლად შექმნილ ღირებულებას) და თუ შეიძლება - დაბეგვრა უნდა მოხდეს საზოგადოების მიერ შეგროვებული ავტორების ჰონორარიდან, თუ ავტორების ნება-სურვილით იმ ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად გამოქვითული თანხიდან, რომელიც რეალურად წარმოადგენს საზოგადოების შემოსავალს?
შეიძლება თუ არა სსკ-ის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კავშირი ჩაითვალოს საწარმოდ, მიუხედავად კავშირის წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და დაიბეგროს როგორც მოგების, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადით;
ასევე გთხოვთ დაგვიდასტუროთ, რომ:
საზოგადოების მიერ შეგროვებული ჰონორარი არ წარმოადგენს არამატერიალურ აქტივს როიალტის ფორმით, და ზოგადად, როიალტი არამატერიალური აქტივის სახით შეიძლება ასახოს მხოლოდ საავტორო უფლებით მოსარგებლემ, ამ უფლებით სარგებლობისათვის გადახდილი ერთჯერადი მოსაკრებლის თანხის სახით.
როიალტი და როიალტის სახით მიღებული შემოსავლები სხვადასხვა ცნებებია და არ შეიძლება როიალტის სახით მიღებული შემოსავალი ერთდროულად იყოს როგორც შემოსავალი, ასევე ქონების გადასახადით დასაბეგრი არამატერიალური აქტივი.
კომენტარი:
- ვიდრე თქვენს წერილობით მომართვაში წარმოდგენილ საკითხებს განვიხილავდეთ, უნდა აღვნიშნო, რომ ამჟამად საგადასახადო კოდექსში შესულია ცვლილებები, რომლებმაც არსებითად შეცვალეს ადრე მოქმედი ცალკეული ნორმა. მათ შორის, ამ კონკრეტული შემთხვევისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გასათვალისწინებელია, რომ 125-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, „საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა - გამოიყენება სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა“.
2009 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებდა ამგვარ მიდგომას. ამდენად, ამ ნორმის შემოღების შემდგომ, საგადასახადო სამართალდარღვევის (თუ ასეთს ადგილი აქვს) შეფასებისას, უნდა ვიხელმძღვანელოთ ზემოაღნიშნული დებულებით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამჟამად მოქმედი კოდექსი (მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი) არ ითვალისწინებს ეკონომიკური საქმიანობის დაყოფას სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობად. ამიერიდან უკვე დაბეგვრის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც კი ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა. აქედან გამომდინარე, განსახილველი შემთხვევისთვის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის სტატუსზე ხაზგასმა ფაქტობრივად ვითარებას არ ცვლის, თუმცა, ვფიქრობ, არსებითი მნიშვნელობა მართლაც აქვს იმის გარკვევას, თუ რომელ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმასთან გვაქვს საქმე და რა სახის შემოსავალს ღებულობთ, უფრო სწორი იქნება ვთქვათ: განვსაზღვროთ, რა არის თქვენი შემოსავალი.
ვფიქრობ, არავისთვის არ უნდა იყოს სადავო, რომ განსახილველი წარმონაქმნის სტატუსი შეესაბამება ორგანიზაციას: საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ორგანიზაციად ითვლება შემდეგი წარმონაქმნები: ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები), დაწესებულებები, რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ან შექმნილი არიან და მოქმედებენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებული ფილიალები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები, რომელთა მეშვეობითაც ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებენ საქმიანობას (რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით), ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, კორპორაციები, დაწესებულებები». ფაქტია, რომ ასეთ ორგანიზაციაზე ვრცელდება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი ყველა უფლება და მოვალეობა.
როგორც თქვენი მომართვიდანაც ჩანს (ვფიქრობ, არც სხვისთვის უნდა იყოს საეჭვო), რომ ეს ორგანიზაცია ახორციელებს ავტორთა და მომიჯნავე უფლების მფლობელთა ქონებრივი უფლებების მართვას კოლექტიურ საფუძველზე და იცავს მათ ინტერესებს.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება არა აქვს განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა და ამ მიზნით გამოიყენოს ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელზედაც უფლებები მას გადაცემული აქვს სამართავად კოლექტიურ საფუძველზე. აღნიშნული ორგანიზაცია მოქმედებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით და რომელიც მას წესდების საფუძველზე მიენიჭა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისაგან“.
არც ის უნდა იყოს სადავო, რომ ამ ნაწილში ეს ორგანიზაცია ფაქტობრივადაც არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას: ის ავტორებთან და მომიჯნავე უფლების მფლობელებთან დებს ხელშეკრულებებს იმ უფლებების გამოყენებაზე, რომელთა მართვასაც იგი ახორციელებს. ნაწარმოებების მოსარგებლებზე ავტორთა სახელით გასცემს ლიცენზიებს და მოსარგებლეები ორგანიზაციას (კავშირს) ურიცხავენ ჰონორარს, რომელიც ეკუთვნის ავტორებს, მათ მემკვიდრეებს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელებს.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ორგანიზაცია ვალდებულია და ფაქტობრივადაც ის შეგროვებულ ჰონორარს იყენებს მხოლოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისათვის გასანაწილებლად და გადასახდელად. კავშირს ავტორები და მომიჯნავე უფლების მფლობელები ჰონორარიდან უტოვებენ თანხის ნაწილს (5-20 %25-ის ფარგლებში). მას „უფლება აქვს ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხები და მის მიერ ამ უფლებების მფლობელთა გადაწყვეტილებით შექმნილ სპეციალურ ფონდებში გადარიცხული თანხები“.
თუ გულდასმით დავუკვირდებით, ავტორების და მომიჯნავე უფლების მფლობელების მიერ ორგანიზაციის განკარგულებაში დატოვებული თანხა, ფაქტობრივად, წარმოადგენს საწევრო შესატანს (კავშირში გაერთიანებაზე არაა დაწესებული სხვა რაიმე სახის გადასახადი) და ეს თანხა არაპირდაპირი სახით ისევ მათვე (მოსარგებლებისგან ჰონორარების შეგროვების თუ განაწილების ორგანიზაციულ ღონისძიებებს, საამისო პირობების შექმნის ხარჯებს) ხმარდება.
თუ საკითხს ასე შევხედავთ (რაც რეალობაა), უთუოდ შევნიშნავთ, რომ ასეთი სახით ავტორების და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ დატოვებული „საწევრო შესატანი“ არაა მომსახურების საზღაური და არც კომპენსაცია, მით უმეტეს - როიალტი.
ზოგადად, როიალტი არ წარმოადგენს აქტივს. ის არის არამატერიალური აქტივის გამოყენებით (მისი სხვაზე დროებით გადაცემით - „გაქირავებით“) მიღებული შემოსავალი.
ბასს 38-ის თანახმად, არამატერიალური აქტივები არის იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, ფიზიკური ფორმის გარეშე. არამატერიალურ აქტივებს მიეკუთვნება ლიცენზია, საავტორო უფლება, პატენტი და ა.შ.
ამ კონკრეტული შემთხვევისთვის, საგადასახადო კოდექსის (მე-12 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) მიხედვით, როიალტი ესაა „საავტორო უფლებების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის, მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირზე გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი“. კი ბატონო, მაგრამ აქ წარმოდგენილი უფლებების სხვაზე გადაცემას ახდენს ავტორი და მომიჯნავე უფლების მფლობელი (კავშირის მეშვეობით). შესაბამის ანაზღაურებასაც ავტორი და მომიჯნავე უფლების მფლობელი ღებულობს (მერე რა, რომ ეს თანხა ორგანიზაციის ანგარიშზე იყრის თავს. ეს თანხა ეკუთვნის ავტორსა და მომიჯნავე უფლების მფლობელს). ამდენად, ეს საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს. მას ის ორგანიზაციისთვის არ გადაუცია. ორგანიზაცია მხოლოდ მართავს საავტორო უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე. მოსარგებლე პირები ორგანიზაციას უხდიან მოსაკრებელს, რაც ფაქტობრივად, ამ ნაწილში არის გაწეული მომსახურების საფასური. ორგანიზაცია (კავშირი), რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ავტორს მესამე პირთან ურთიერთობისას, არის ამ ავტორის აგენტი. ასეთი შემთხვევისთვის, არ გამოვრიცხავ, საგადასახადო აგენტის ფუნქციაც მას დაეკისროს.
თუ კიდევ ერთხელ გულისყურით მივადევნებთ თვალს ზემოაღნიშნულს, გასაგები უნდა იყოს, რომ ორგანიზაციის შემოსავალი არის მის ანგარიშზე თავმოყრილი თანხის ნაწილი, რომელსაც ავტორი და მომიჯნავე უფლების მფლობელი ნებაყოფლობით ტოვებს აქ, თავისი უფლებების უზრუნველმყოფ კავშირის ფუნქციონირებისთვის საჭირო შესატანის სახით.
ორგანიზაციას მხოლოდ ამ შემოსავლიდან შეიძლება დაეკისროს ის გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოექმნება განხორციელებული ოპერაციიდან გამომდინარე.
სრულად ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას მასზედ, რომ ავტორების და მომიჯნავე უფლების მფლობელების მიერ კავშირისთვის ნებაყოფლობით დატოვებული „საწევრო შესატანი“ არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას (ისე, როგორც პოლიტიკური პარტიების წევრების შესატანი და ამ გზით მიღებული შემოსავალი). მით უმეტეს, ორგანიზაციის ანგარიშზე შემოსული მთლიანი თანხის მოცულობა არ შეიძლება ჩაითვალოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო აღრიცხვის წინაპირობად. საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „პირი ვალდებულია გატარდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში, თუ: ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს“. ამ მუხლში კი პირდაპირაა ნათქვამი, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა უნდა აღემატებოდესო 100 000 ლარს“ და არა ორგანიზაციის ანგარიშზე შემოსული მთლიანი, მათ შორის, ავტორების და მომიჯნავე უფლების მფლობელი პირების კუთვნილი თანხა.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, როიალტის სახით შემოსავალს ღებულობს ავტორი და თუ კი მისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გადააჭარბებს 100000 ლარს, მას წარმოექმნება ვალდებულება აღირიცხოს დღგ-ის გადამხდელად. თავის მხრივ, როცა ავტორის აგენტი ღებულობს მომსახურების საზღაურს, ეს უდავოდ არის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და თუ ასეთი ოპერაციებიდან შემოსავალი წელიწადში გადააჭარბებს დადგენილ ზღვარს, მასაც წარმოექმნება დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო აღრიცხვის წინაპირობა. საქმიანობის ამ ნაწილში, ორგანიზაცია დაბეგვრის მიზნებისათვის უნდა განვიხილოთ, როგორც საწარმო და შესაბამისად, მიღებული შემოსავალი, ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით, ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ასევე, სწორია და ამდენად, შეიძლება დაგიდასტუროთ, რომ ორგანიზაციის (კავშირის) მიერ შეგროვებული ჰონორარი არ წარმოადგენს არამატერიალურ აქტივს. ნებართვებისა და ლიცენზიების სახით არამატერიალური აქტივი შეიძლება წარმოექმნათ საავტორო უფლებით მოსარგებლე პირებს (და არა კავშირი) მასში გადახდილი ღირებულების ოდენობით და შესაბამისად, ისინი არიან ვალდებული ასახონ თავიანთ ანგარიშებში დადგენილი ფორმითა და წესით. ამდენად, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი სწორედ ამ პირებთან წარმოიქმნება.
ჩემის აზრით, თქვენს მომართვაში წარმოდგენილი საკითხთა წრე ძალზედ სპეციფიურია და მოითხოვს დაკვირვებას. მათზე ცალსახა პასუხი ნორმატიულ აქტებში არ არის მოცემული. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ შეიძლება საგადასახადო კოდექსის ნორმების ინტერპრეტირება. ოფიციალური კომენტარი კი არ არსებობს. ამიტომაც, არაა გამორიცხული, რომ საგადასახადო ორგანომ ნორმის ინტერპრეტაცია ადმინისტრირების მიზნებისთვის და მის სასარგებლოდ გამოიყენოს. არცაა გასაკვირი. მით უმეტეს, ერთი შეხედვით, ორგანიზაციის საქმიანობა ძალიან ჰგავს მომსახურებას, მისთვის ავტორების მიერ ნებაყოფლობით დატოვებული თანხა (საწევრო შესატანი) კი - კომპენსაციას, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას განეკუთვნება შემდეგი საქმიანობა: პატენტების, მოწმობების, ლიცენზიების, სავაჭრო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა პირადი არაქონებრივი უფლების გამოყენებაზე უფლების გადაცემა;
მე-12 მუხლის 39-ე პუნქტის თანახმად კი, „კომპენსაცია ესაა პირის მიერ საქონლის მიწოდების, გაწეული მომსახურების ან მისივე ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება, გასამრჯელო, სარგებელი, საფასური, საზღაური“, თუმცა, სინამდვილეში არსებითად განსხვავებულ საქმიანობასთან გვაქვს საქმე.
ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის განხილვისას, ვფიქრობ, უნდა გაითვალისწინონ ექსპერტების მოსაზრებებიც.
![]() |
19 ნაფიც მსაჯულთა სასამართლო |
▲ზევით დაბრუნება |
ტიპური მოდელი და მისი ქართული (პროექტისეული) ვარიანტი
იური გაბისონია
სამართლის დოქტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საპროფესოროს ხელმძღვანელი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი
როგორც ცნობილია, ნებისმიერი, მეტ-ნაკლებად ცივილიზებული ქვეყნის სასამართლო სისტემა, შედგება როგორც ჰორიზონტალურად (ურთიერთდაუქვემდებარებლად), ისე ვერტიკალურად (ინსტანციურად) განფენილ სასამართლოთა (ავტონომიური იურისდიქციით), თუ სასამართლო სტრუქტურათა (მეტნაკლებად ავტონომიური იურისდიქციით) სისტემური ერთობლიობისაგან. მათგან, იმ სამ ათეულამდე ქვეყანაში, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სადღეისოდ არსებობს (მათგან დაახლოებით 20 ქვეყანაში - შედარებით „სრული იურისდიქციით“), ეს ინსტიტუტი ყველაზე უნიკალურია - ისტორიულადაც და თანამედროვე რეალიების პოზიციიდანაც. კერძოდ, იგი იყო და რჩება პირველი ინსტანციის (ანუ საქმის არსებითად განმხილველ) სასამართლო სტრუქტურად, რომელიც ორგანიზაციულად ცალკე არსად არსებობს და ვერც იარსებებს მისი ერთობ სპეციფიკური, იმანენტურად განსაკუთრებული, საგამონაკლისო კონსტრუქციის გამო.
მცირე ისტორიული ექსკურსი
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის „უცნაურობანი“ იმით იწყება, რომ სადღეისოდ, ისიც კი არ არის უდავოდ დადგენილი, ინგლისში შეიქმნა ეს ინსტიტუტი „თავისუფლებათა დიდი ქარტიის“ ეპოქაში (როგორც მრავალთ მიაჩნიათ), თუ აქ იგი საფრანგეთიდან გადავიდა ინგლისის დამპყრობ ნორმანთა მეშვეობით. მაგრამ ფაქტია, რომ ნაფიც მსაჯულთა კლასიკური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა სწორედ ინგლისში, საუკუნეთა მანძილზე, ერთობ რთული, ზიგზაგობრივი და წინააღმდეგობრივი ევოლუციის შედეგად1. მე-16 საუკუნის დამლევიდან და, განსაკუთრებით, მე-17 საუკუნის დასაწყისიდან, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გავრცელებას იწყებს დიდი ბრიტანეთის იმპერიაში შემავალ ქვეყნებში (უწინარესად - აშშ-ში, რომელზეც ამჟამად მოდის ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილულ საქმეთა 2/3), ხოლო მე-18 და, განსაკუთრებით, მე-19 საუკუნეში, იგი სწრაფად ვრცელდება კონტინენტური ევროპის ქვეყანათა უმრავლესობაში - ძირითადად, როგორც სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი სტრუქტურა (იშვიათად - სამოქალაქო საქმეებისაც). ამასთან, ფაქტები მოწმობს, რომ ეს ინსტიტუტი გაცილებით ბუნებრივად ეგუება ანგლო-საქსურ (საერთო სამართლის) სამართლებრივ სისტემას, ვიდრე კონტინენტურს (რომანულ-გერმანულს). ამის შედეგი და მაუწყებელია ის, რომ კონტინენტურმა ევროპამ (უწინარესად, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, სკანდინავიის რიგმა ქვეყნებმა...) დიდხანს ვერ იგუა ტიპური, ანუ კლასიკური ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რის გამოც იგი შეცვალეს ე.წ. „შერეული“ სისტემით, რომლის პირობებში უკვე აღარ არსებობს ნაფიც მსაჯულთა ავტონომიური ნების პროდუქტი - ვერდიქტი. კერძოდ, შერეული სისტემისას, პროფესიონალ მოსამართლეებს და არაპროფესიონალ მსაჯულებს (როგორც წესი, მათ „ინერციით“ ზოგან კვლავ ნაფიც მსაჯულებს უწოდებენ - მაგ., საფრანგეთში) ერთობლივად (!) გამოაქვთ საქმეზე განაჩენი - როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებში, როგორც ქვემოთ ვნახავთ, (ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, განაჩენი ერთპიროვნულად გამოაქვს მოსამართლეს).
მე-20 და 21-ე საუკუნეთა მიჯნაზე კვლავ იჩინა თავი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ზოგან ხელახალი „რეინკარნაციის“, რიგ პოსტსოციალისტურ ქვეყნებში კი - დაფუძნების ტენდენციამ. ამის დასტურია 1993-94 წლებში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ხელახალი აღორძინება რუსეთის 9 მსხვილ ავტონომიასა თუ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, 2004 წლის 1 იანვრიდან კი - დანარჩენ ერთეულებში (გარდა ჩეჩნეთისა, სადაც იგი, ცნობილი მოვლენების გამო, რამდენიმე წლით გადაიდო), 1996 წელს კი - ესპანეთში. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დაფუძნების მეტად არამყარი, წინააღმდეგობრივი პროცესები აღინიშნა, აგრეთვე რიგ პოსტსოციალისტურ ქვეყნებში2, მათ შორის საქართველოშიც (კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტში, რომელიც მიღებულია პირველი მოსმენით და მზადდება უახლოეს პერიოდში საბოლოოდ მისაღებად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დათმობილი აქვს XXV თავი).
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ძირითადი ნიშან-თვისებები
ძველქართული სიტყვა „მსაჯული“ აღნიშნავს პირს, „ვინც სჯის, ასამართლებს - მოსამართლე“3 მისი მსაზღვრელი სიტყვა „ნაფიცი“ კი მიუთითებს უპირატესად რიტუალურ ნიშანზე - მსაჯულად გასამწესებელი პირის დაფიცებაზე, ანუ, მის მიერ ფიცის მიღებაზე. აქ უპირველესი და უმნიშვნელოვანესი პირობაა ის, რომ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები უნდა შეირჩნენ და გამწესდნენ „ფაქტის მოსამართლეებად“ (სწორედ ასეთია ნაფიცი მსაჯული) შემთხვევითობის პრინციპით, ამასთან, იმ ანგარიშით, რომ მათში შეძლებისდაგვარად სრულად აისახოს საზოგადოების სხვადასხვა - ნეიტრალური და მიუკერძოებელი - ფენები, ეროვნულ-ეთნიკური, რასობრივი, გენდერული, ასაკობრივი, პროფესიული თუ რელიგიურ-კონფესიური ჯგუფები (ე.წ. წარმომადგენლობის პრინციპი).
ნაფიცი მსაჯულები არ არიან და არც შეიძლება იყვნენ „მუდმივი მოსამართლეები“ - ისინი ფუნქციობენ არამუდმივ საწყისებზე (პერიოდულად, სასესიო წესით, დროებით...), რათა გამოირიცხოს მათი პროფესიონალიზაცია, ზედმეტი „გაშინაურება“ - ადაპტირება და, შესაბამისად, კავშირების გაბმა“ პროფესიონალ მოსამართლეთა კორპუსთან (ე.წ. „არაპროფესიონალიზმის“ პრინციპი).
ნაფიც მსაჯულთა ჟიურის4 - ერთადერთს მსოფლიოში გავრცელებულ სასამართლო სტრუქტურათაგან! - კანონი აძლევს (უფრო ზუსტად, „ანებებს“) უფლებას, რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება არა ფორმალური კანონის საფუძველზე, არამედ თავისი რწმენის, სინდისის5, მართლშეგნების (სამართლიანობის და არა კანონიერების გაგებით), ცხოვრებისეული გამოცდილებისა და მოქალაქეობრივი პოზიციის შესაბამისად, ანუ უკანონოდაც (კანონსაწინააღმდეგოდაც!) კი!! ეს უკანასკნელი ნიშანი - ერთობ საგამონაკლისო და უცნაური! - ცნობილია „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ნულიფიკაციის“ სახელწოდებით. ამგვარი „ინსტრუმენტის“ გამოყენების „ქრესტომათიული“ ისტორიული მაგალითია მე-19 საუკუნის რუსეთში მომხდარი ისტორიული ფაქტი: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ (რომელსაც, საგულისხმოა, თავმჯდომარეობდა ცნობილი მეცნიერ-პრაქტიკოსი, პუბლიცისტი, და სახელმწიფო მოღვაწე ა. კონი, ხოლო, დაცვას ახორციელებდა რუსული ადვოკატურის კორიფე პ. ალექსანდროვი), ყველასათვის ფრიად მოულოდნელად, გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანა (და, ცხადია, დარბაზიდანვე გაათავისუფლა) ვერა ზასულიჩს, რომელსაც ბრალი ედებოდა პეტერბურგის ქალაქის თავის, გენერალ ტრეპოვის მკვლელობის მცდელობაში - რევოლვერით მძიმედ დაჭრაში!...
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ორი აუცილებელი, ერთმანეთისაგან იურისდიქციულად დამოუკიდებელი სეგმენტი
ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კიდევ ერთი (ამასთან ძირითადი, უმთავრესი, სპეციფიკური და, არსებითად, თვითკმარი!) ნიშანია ის, რომ იგი შედგება ორი ავტონომიური, ერთმანეთისაგან იურისდიქციულად გამიჯნული ნაწილისაგან („კომპონენტისაგან“), რომლებიც წყვეტენ მართლმსაჯულების ორი ურთიერთდაკავშირებული (ერთობლიობაში - „ყოვლისმომცველი“) საკითხიდან - ფაქტის (ფაქტობრივი) და სამართლის (სამართლებრივი) საკითხიდან თითო საკითხს: ნაფიცი მსაჯულები - პირველს, პროფესიონალი მოსამართლე, ანუ სხდომის თავმჯდომარე - მეორეს. ამგვარად, ნაფიცი მსაჯულები თავიანთი ვერდიქტით წყვეტენ ფაქტის (მოხდა თუ არა დანაშაულებრივი ქმედება, ჩაიდინა თუ არა იგი ბრალდებულმა, დამნაშავეა (ბრალეულია) თუ არა იგი ამ ქმედების ჩადენაში და სხვ.) საკითხებს, „წმინდა“ სამართლებრივი საკითხების (უწინარესად, სასჯელის განსაზღვრა - დანიშვნის) გადაწყვეტა კი პროფესიონალი მოსამართლის კომპეტენციაა (პრეროგატივაა)6.
ნაფიც მსაჯულთა კონტინგენტის შერჩევა
(ზოგადი სქემა). ნაფიც მსაჯულთა ჟიურის (კოლეგიის შემადგენლობის) ფორმირებას წინ უძღვის საკმაოდ „ფართოპლანიანი“ საქმიანობა - ნაფიც მსაჯულთა საერთო კონტინგენტის შერჩევა პირველადი „გაცხრილვითურთ“, რომელიც სქემატურად ასე გამოიყურება:
საერთო (პირველადი) სიის შედგენის მიზნით ძირითადად (მათ შორის, სამომავლოდ საქართველოშიც ასეა განზრახული) იყენებენ ჩვენში ეგზომ საქილიკოდ ქცეულ ამომრჩეველთა სიებს. ნაფიც მსაჯულთა კონტინგენტის შესარჩევად მათ ადგენენ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები (სპეციალური კომისიების, აპარატის მუშაკებისა თუ საგანგებოდ დაქირავებულ პირთა მეშვეობით). უწინარესად, ხდება აღნიშნული სიების თავდაპირველი, „უხეში“ გადარჩევა - ვთქვათ, ასაკის, მოქალაქეობისა და სხვა ნიშნების მიხედვით. ამგვარად „გაცხრილული“ სიები ეგზავნება შესაბამის ტერიტორიულ (რაიონულ, საქალაქო) სასამართლოებს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) პროექტის 246-ე მუხლის მიხედვით - ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 ივლისისა).
საერთო (პირველადი) სიების დაზუსტება - დახვეწა გრძელდება შესაბამის სასამართლოებში - იმ მიზნით, რომ მისგან ამოირიცხოს ყველა ის პირი, რომლის ნაფიც მსაჯულად ფუნქციობა კანონით აკრძალულია (მუდმივად ან დროებით). კერძოდ:
პროექტის 243-ე მუხლის თანახმად, პირი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ნაფიც მსაჯულად, თუ: ა) შეყვანილია ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში; ბ) ფლობს პროცესის ენას; გ) საამისოდ შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები; დ) ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი.
შეუთავსებლობა.
უარის თქმა
პირი, რომელიც, მართალია, აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაინც ვერ მიიღებს მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად, თუ არსებობს მისი აცილების საფუძველი (მაგ., განსასჯელის ახლობელია) ან/და იგი: ა) სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია; ბ)პროკურატურის, იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია; გ) ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; დ) სასულიერო პირია, ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, იურისტია; ე) აღნიშნულ (ამავე) საქმეზე პროცესის მონაწილეა, ანდა რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე იყო, ან არის ბრალდებული. ამგვარ გარემოებათა გასაგებ ჩამონათვალს ემატება აგრეთვე, საკმაოდ ბუნდოვანი და, ამასთან, ჩვენს სინამდვილეში სახიფათო, თუ დამაფიქრებელი შემდეგი ფორმულირება: „მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად ამ საქმეში აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე“ (მუხ. 244, ქვეპ. „ზ“). თუ სახელდობრ რა „მოსაზრებებზეა“ აქ საუბარი, ანდა მოსაზრებათა „გამოხატვის“ რა ფორმა იგულისხმება, ან კიდევ რა სახის „პირად გამოცდილებაზეა“ ეგზომ ზოგადი მინიშნება (რომელიც „აშკარად უსამართლოდ“ ხდისო ამ პირის ნაფიც მსაჯულად მონაწილეობას ამ საქმეში!) - გაუგებარია და მათზე მარჩიელობა თუ შეიძლება, რაც, რიგითი ადამიანების ბედთან ეგზომ მჭიდროდ დაკავშირებულ ამგვარ „რეპრესიულ“ საკანონმდებლო აქტში, ვფიქრობ, დაუშვებელია.7
პროექტის 245-ე მუხლი პირს უფლებას აძლევს, „უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე“, თუ: ა) უკანასკნელი წლის განმავლობაში იგი უკვე იყო ნაფიცი მსაჯული (სხვა ქვეყნებში, როგორც წესი, ეს ვადა მინიმუმ 2 წელია“...); ბ) იგი ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზარალს (ეს ნიშანი, ცხადია, შეფასებითია!); გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (ცხადია, აქ ლაპარაკია დროებით, ხანმოკლე ავადმყოფობაზე - იგი მხოლოდ დროებით გადავადების საფუძველია); დ) ხანგრძლივი ვადით იმყოფება, ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ (წარმოადგენს მინიმუმ ამავე ვადით გადავადების საფუძველს); ე) იგი 70 წელს გადაცილებულია. ამგვარად, ძნელი არ არის დავინახოთ, რომ ამ ჩამონათვალში ერთმანეთშია არეული ნაფიც მსაჯულად ყოფნის გადავადებისა („ა“ - „დ“ ქვეპუნქტები) და ნაფიც მსაჯულად ყოფნის მოვალეობისაგან გათავისუფლების საფუძველი (70 წელს გადაცილება; სხვა ქვეყნებში ეს ასაკი მეტწილად უფრო დაბალია).
ნაფიც მსაჯულთა შერჩევა.
აცილება და თვითაცილება
მოსამართლე (სხდომის თავმჯდომარე, რომელსაც განსახილველად დაეწერა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე) ე.წ. წინასასამართლო სხდომაზე მოიწვევს პროცესში მონაწილე მხარეებს (პროკურორი, ბრალდებული და მისი დამცველი, ხოლო თუ ბრალდებული არასრულწლოვანია - აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენელი) მსაჯულების შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად. კერძოდ, მოსამართლე, მის მიერვე განსაზღვრული ბიჯის8 გამოყენებით, წინასწარ ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას 50 პირის შემადგენლობით და იძახებს მათ წინასასამართლო სხდომაზე, სადაც, მხარეთა მონაწილეობით, წინასწარი განმარტებითი ხასიათის პროცედურების შემდეგ (მუხ. 247), ატარებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურას (მუხ. 248). კერძოდ, მხარეებს უფლება აქვთ დააყენონ აცილებანი - როგორც დაუსაბუთებელი (12 - თუ წაყენებული ბრალდება ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, 6 - ყველა დანარჩენ შემთხვევაში), ისე დასაბუთებული (არგუმენტირებული) - რაოდენობის შეუზღუდავად. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს, ცხადია, აქვს არგუმენტირებული თვითაცილების უფლება. თუ აცილებათა შედეგად დარჩა 14 ნაფიც მსაჯულზე ნაკლები (აქედან 12 ძირითადია, დანარჩენი 2 - სათადარიგო), მაშინ, სასამართლო სხდომა გადაიდება არაუმეტეს 10 დღისა და მოიწვევა დამატებით არაუმეტეს 30 კანდიდატისა, დამატებითი შერჩევის პროცედურის ჩასატარებლად (მუხ. 248, ნაწ.9).
ფიცის დადება, უფლება-მოვალეობათა განმარტება და სხვა „წინასწარი“ პროცედურები
არჩეულ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან, მათივე წილისყრის საფუძველზე, სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს უფროს ნაფიც მსაჯულს (სხვა ქვეყნებში მას შეიძლება ერქვას მამასახლისი, თავმჯდომარე და ა.შ.). ამის შემდეგ ტარდება რიტუალური პროცედურა - ფიცის დადება, (ინდივიდუალურად, ფეხზე დგომით, სპეციალური „ნორმატიული“ ტექსტის მიხედვით9). ამის შემდეგ მოსამართლე მათ განუმარტავს უფლება-მოვალეობებს. კერძოდ:
ნაფიც მსაჯულს უფლება აქვს: ა) მიიღოს წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი მტკიცებულებების შესახებ (ეს მოთხოვნა ლამის აბსურდულია, რადგან იგი თავად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციურ არსს და მსოფლიო პრაქტიკას ეწინააღმდეგება10); ბ) მიიღოს წინასწარი და შემდგომი განმარტებანი გამოსაყენებელი კანონის თაობაზე; გ) მოითხოვოს წინასწარი თათბირის გამართვა; დ) გააკეთოს ჩანაწერები სხდომის მიმდინარეობისას; დ) სათათბირო ოთახში გასვლის წინ მოითხოვოს სასამართლო სხდომის ოქმი (მუხ. 252).
ნაფიცი მსაჯული ვალდებულია: ა) პროცესის მიმდინარეობისას არ დატოვოს სხდომის დარბაზი; ბ) ვერდიქტის გამოტანამდე, საქმის განხილვისას, არ დაუშვას საქმეზე ინფორმაციის გამჟღავნება ან მასზე საკუთარი აზრის გამოთქმა; გ) საქმესთან დაკავშირებით არ იქონიოს ურთიერთობა სხვა პირებთან, გარდა სხდომის თავმჯდომარისა; დ) არ დაუშვას სასამართლო სხდომის გარეთ ინფორმაციის მოძიება; ე) არ დაუშვას მსაჯულთა თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა; ვ) არ დაუშვას სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა (მუხ. 253, ნაწ.1). ამ მოვალეობის შესრულებას შეიძლება მოჰყვეს ნაფიც მსაჯულთა მოვალეობისაგან გათავისუფლება და/ან კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (ნაწ. 3-4).
ვერდიქტის გამოტანა და გამოცხადება
სხდომის თავმჯდომარე, სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად გასვლის წინ, ნაფიც მსაჯულებს აძლევს წერილობით განმარტებას გამოსაყენებელი კანონმდებლობის თაობაზე, ამასთან, ისე, რომ არანაირი ფორმით არ გამოხატავს თავის პირად შეხედულებებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც ნაფიც მსაჯულთა კომპეტენციას განეკუთვნება (მუხ. 257). კერძოდ, ნაფიც მსაჯულებს განემარტებათ (257): ა) ბრალდების შინაარსი და მისი სამართლებრივი საფუძვლები; ბ) მტკიცებულებათა შეფასების ძირითადი წესები; გ) უდანაშაულობის პრეზუმფციის ცნება და ის გარემოება, რომ ყოველგვარი ეჭვი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ; დ) რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს კანონსა11 და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ამასთან, არ შეიძლება ვარაუდზე დაყრდნობა და დაუშვებელ მტკიცებულებათა გამოყენება. აქვე განმარტებულია, რომ თითოეულ წაყენებულ ბრალდებაზე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა სცადონ ერთსულოვანი ვერდიქტის მიღება. მაგრამ, თუ ისინი 6 საათის განმავლობაში12 ამას ვერ მიაღწევენ, მათ შეუძლიათ ჩაატარონ კენჭისყრა. სახელდობრ, ჯერ კენჭი ეყრება გამამართლებელ ვერდიქტს და, თუ იგი არ იქნა მიღწეული - გამამტყუნებელ ვერდიქტს, შემდეგი წესის მიხედვით: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ვერდიქტის დადგენისას, შედგება არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისგან, ვერდიქტი მიიღება 10 ხმით, თუ 10 მსაჯულისგან - 9 ხმით, თუ 9 მსაჯულისგან - 8 ხმით, თუ 8 მსაჯულისგან 7 ხმით, თუ 7 მსაჯულისგან - 6 ხმით, თუ 6 მსაჯულისგან -5 ხმით (მუხ. 261, ნაწ.3). უნდა შევნიშნოთ, რომ ვერდიქტის 5 ხმით მიღების პრაქტიკა მსოფლიოში არსად არ ფიქსირდება - მხოლოდ აშშ-ს ზოგიერთ შტატშია დაშვებული 6 ნაფიცი მსაჯულით ვერდიქტის დადგენა, მაგრამ, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ექვსივე მსაჯული მისცემს ხმას გამამტყუნებელ ვერდიქტს. პროექტის 241-ე მუხლი ადგენს, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთის დასანიშნად საჭიროა ვერდიქტის ერთხმად მიღება. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან დანაშაულთა საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა არ უნდა იყოს ათზე ნაკლები, მძიმე დანაშაულთა საქმეებზე - რვაზე ნაკლები, ნაკლებად მძიმე დანაშაულთა საქმეებზე კი - ექვსზე ნაკლები (მუხ. 241, ნაწ.3).
თუ ამგვარი კენჭისყრისას არ გამოვლინდა ვერდიქტის მიღების უუნარობა13, ყოველი ნაფიცი მსაჯული, თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად, რიგითობის მიხედვით (უფროსი მსაჯული ხმას აძლევს და ხელს აწერს ბოლოს), ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარის ეგიდით მისთვის წარდგენილი ორი ვერდიქტის ფორმიდან ერთ-ერთზე - გამამტყუნებელზე, ან გამამართლებელზე (ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება მას არა აქვს), ამასთან, ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით, ნაფიც მსაჯულებს შეიძლება წარედგინოთ გამამტყუნებელი ვერდიქტის დამატებითი ფორმა, რომელიც შეიცავს ბრალდების მიერ წაყენებული დანაშაულის ანალოგიური ელემენტების შემცველ უფრო მსუბუქ14 დანაშაულს (მუხ. 262, ნაწ.3). გარდა ამისა, ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, ხმათა უმრავლესობით (ანუ ვერდიქტისათვის დადგენილი წესისაგან გადახვევით) მოსამართლეს მისცენ ფაქტობრივად სავალდებულო (!) ხასიათის რეკომენდაცია სასჯელის დამძიმების, ან შემსუბუქების შესახებ (პირველ შემთხვევაში, განსასჯელს ვერ დაენიშნება სისხლის სამართლის კოდექსით ამ დანაშაულისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე მეტი - მუხ. 266).
თუ ნაფიც მსაჯულთა მიერ ხელმოწერილი ვერდიქტი მოსამართლემ, მისი წაკითხვის შემდეგ, დაშვებული შეცდომების გასასწორებლად არ დაუბრუნა უფროს ნაფიც მსაჯულს, ეს უკანასკნელი სხდომის დარბაზში აქვეყნებს ვერდიქტს (მუხ. 263, ნაწ. 1-5). ამის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე მადლობას უხდის ნაფიც მსაჯულებს მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობისათვის და დაითხოვს მათ (იქვე, ნაწ. 6). ამით ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესის პირველი ეტაპი მთავრდება და იწყება მეორე - განაჩენის დადგენის ეტაპი.
განაჩენის დადგენა
თუ ვერდიქტი მთლიანად გამამართლებელია, დაპატიმრებული განსასჯელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო სხდომის თავმჯდომარემ 3 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. ხოლო, გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე, არაუგვიანეს ერთი კვირისა, ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომას (მუხ. 263, ნაწ. 7-8). ამ სხდომაზე მხარეები, უკვე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის, აგრეთვე სხვა, დამატებით წარდგენილ („ახალ“) მტკიცებულებათა საფუძველზე (ასეთია, მაგალითად, დახასიათებები, ცნობები ნასამართლობის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის, ნამსახურობის, ჯილდოების და სხვა ყურადსაღებ გარემოებათა შესახებ, შუამდგომლობები და მისთ.) სასამართლოს წარუდგენენ მოსაზრებებს სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით15, ამასთან, უფლება აქვთ გამოხატონ თავიანთი პოზიცია მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებზე (მუხ. 265, ნაწ. 1-2).
პროექტი (მუხ. 267) ადგენს, რომ: ა) განაჩენი ერთმნიშვნელოვნად უნდა ემყარებოდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს, ამასთან, იგი არ არის უფლებამოსილი ეჭვი შეიტანოს მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტში ან რეკომენდაციაში (!) სასჯელის შემსუბუქების, ან დამძიმების შესახებ; ბ) განაჩენის დადგენისას მოსამართლე არ ასაბუთებს მას ვერდიქტის ნაწილში, ხოლო, რაც შეეხება სასჯელის ნაწილს, იგი მოტივირებული უნდა იყოს სასჯელის შემამსუბუქებელი, ან დამამძიმებელი რეკომენდაციის გათვალისწინებით (მუხ. 267, ნაწ. 1-3).
განაჩენის ძალაში შესვლა და გასაჩივრება
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცხადებისთანავე (მუხ. 267, ნაწ.1). მათგან, გამამართლებელი განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. რაც შეეხება გამამტყუნებელ განაჩენს, იგი საკასაციო (მაგრამ არა სააპელაციო!) წესით საჩივრდება კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში (მოსამართლის მიერ არსებითად უკანონო გადაწყვეტილების მიღების მტკიცებულებათა დასაშვებობის, საკითხის, მხარეთა შუამდგომლობის, განმარტების მიცემის, განაჩენის გამოტანისას ვერდიქტის გამოყენების, სასჯელის განსაზღვრის საკითხებში - იხ. მუხ. 268, ნაწ. 2). თუ განაჩენი გაუქმებულ იქნა ვერდიქტის ნაწილში, საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ახალ შემადგენლობას, ხოლო, თუ იგი გაუქმდა სასჯელის ნაწილში, „საქმე სასჯელის ხელახალი დანიშვნისათვის უბრუნდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის თავმჯდომარეს“ (მუხ. 268, ნაწ.4). ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ძნელია დაეთანხმო საქმეზე უკანონო სასჯელის გამომტანი მოსამართლისთვის საქმის ამ ნაწილში ხელახლა განხილვისთვის დაბრუნების გადაწყვეტილებას.
პროექტის ზოგიერთი სხვა „უცნაურობის“ შესახებ
როგორც ზემოთ ვნახეთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ქართული ვარიანტი, სსსკ-ის პროექტში, ერთი შეხედვით, თითქოს საკმაოდ დეტალურადაა გაწერილი. შემდგომი ანალიზისას კი ნათელი ხდება, რომ პროექტი ფაქტობრივად არ შეიცავს (!) უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირების სპეციფიკურ საპროცესო, თუ პროცედურულ წესებს. მართალია, პროექტის XXV თავის („ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“) პირველივე (240-ე) მუხლის მეორე წინადადება მიუთითებს, რომ „ამ კოდექსის ნორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ამ თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თანაბრად ვრცელდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განხილვაზე“, მაგრამ, ამავე მუხლის პირველი წინადადება ცალსახად გვამცნობს, რომ „ეს თავი ადგენს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, მართლმსაჯულების განხორციელებაში მათი მონაწილეობისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განხილვის წესებს“. პროექტის წინა (2006 წლის 3 ივლისის) ვარიანტისაგან განსხვავებით, „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განხილვის წესები“ (?!) პროექტის ბოლო ვარიანტში ფაქტობრივად არ ჩანს (პროცესის გახსნა, განხილვის დაწყება, მისი მიმდინარეობა, ანუ მტკიცებულებათა თუ შუამდგომლობათა განხილვა-გამოკვლევა და მისთ.).
გარდა ამისა, პროექტის ბოლო ვარიანტში (მუხ. 29.) გაჩნდა ერთობ სადავო, უცნაური და დამაფიქრებელი მე-8 და მე-9 ნაწილები. კერძოდ:
ა) მე-8 ნაწილი ლაპარაკობს რაღაც გაურკვეველ სიტუაციაზე - როცა „დანაშაულის სიმძიმიდან და ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად ხელყოფილ იქნეს მათი ხელშეუხებლობა, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს განსჯადობის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლო“. ამ მეტად უცნაურ დებულებას (მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში, საიდანაც ამ პროექტის „ჩონჩხია“ გადმოღებული, ასეთ შემთხვევაში აძლიერებენ ნაფიც მსაჯულთა დაცვას და არა ჩამოაშორებენ მათ საქმეს!...) მოსდევს შემდეგი, კიდევ უფრო უცნაური ნოველა: „იგივე წესი გამოიყენება, როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას“. გამოდის, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება „ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლების“ დარღვევის საფრთხის შემცველი მოვლენა ყოფილა, რაც, ვფიქრობ, აქ კომენტარს არც კი საჭიროებს16;
ბ) ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადია და ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, საქმე განიხილება მის დაუსწრებლად, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე». ამ დებულების „სოლიდურობა“ მაშინვე საფუძვლიან ეჭვქვეშ დადგება, როგორც კი ვიტყვით, რომ, ჯერ ერთი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ქვემდებარე (109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე!) არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით ჩვენში „გარეთ“ მყოფი კაცი ფაქტობრივად წარმოუდგენელია და, მეორეც, საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხომ მხოლოდ მისი თანხმობით (რასაც „თავარიდებული“ კაცი, ცხადია, იურიდიულად ვერ განაცხადებს!...) გადაეცემა!...
P.S. სიტყვამაც მოიტანა და ისედაც აუცილებელია აღინიშნოს კიდევ ერთი „უცნაურობის“ შესახებ: პროექტის მე-13 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ „თუ ორივე მხარე (!) უარს არ განაცხადებს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის ბრალეულობის საკითხს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“. გამოდის, რომ თუ ბრალდებულმა (განსასჯელმა) უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, ხოლო პროკურორმა თანხმობა განაცხადა, ან კიდევ, ბრალდებული (განსასჯელი) თანახმაა, მაგრამ პროკურორი წინააღმდეგია, ამ პირის ბრალდების საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერ განიხილავს!... თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, მსოფლიოში (აშშ, ინგლისი, რუსეთი და ა.შ.) პირის ბრალდების საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს მხოლოდ ბრალდებულის (განსასჯელის) თანხმობით (და არა თანხმობის მიუხედავად!) და, ამასთან, პროკურორს საერთოდ არ ეკითხებიან თანხმობის თაობაზე, ჩვენში კი „საეჭვო“ საქმეებზე პროკურორის თანხმობის არქონის გამო, საქმეს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ნაცვლად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს, ნაფიც მსაჯულთა ისედაც „ნელთბილი“ ინსტიტუტის ნოველირება, ფაქტობრივად, იმთავითვე „გარანტირებულია“!...
АНОТАЦИЯ
ТИПИЧНИЙ МОДЕЛЬ ПРИСЯЖНОГО СУДА И ЕГО ГРУЗИНСКИЙ (ПРОЕКТНЫЙ) ВАРИАНТ
Юрий Габисония, доктор
Суд присяжных заседателей, существующий в настоящее время в около 30 государствах мира (из них в США рассмотрываются более 2/3 всех дел с участием присяжных), в настоящее время внедряется в постсоциялистических государствах, в том числе в Грузии. В частности, согласно проэкту УПК, принятому парламентом Грузии первым чтением еще в 2006 году, сначала суд присяжных заседателей внедряется только в Тбилисском городском суде, для рассмотрения уголовных дел, предусмотренных ст.109 УК Грузии - убийства с отъягчающим обстоятельством. Уголовные дела рассмотрываються с участием 12 основных и 2 запасных заседателей, однако, допускается вынесение вердикта и в случае уменьшения числа присяжных в процессе рассмотрения уголовного дела.
Состав (коллегия, жюри) присяжных формируется из числа избирателей, с соблюдениеь принципа случайности, представительности, непостоянности. Они уголовные (в редких случаях - гражданские) дела рассмотривают и решают на основании совести, правосознания, опыта, гражданской позиции, притом, не исключается принятие незаконного (противозаконного) решения (т. н. «нулификация суда присяжных заседателей»), который на этом основании отмене не подлежит.
Суд присяжных заседателей - единственный судебный орган, в котором решения принимаются в двух автономных сегментах - присяжеными заседателями и профессиональным судьей, притом, первые автономно решают вопросы факта (совершил ли подсудиый преступление, является или нет выновным в его совершении и т.д.), а судья, до или после винесения обвинительного вердикта, решает лишь вопросы права, в том числе, на основании вердикта виносит приговоро назначении наюазания. Данный приговор не подлежит обжалованию в аппелационную инстанцию, а в кассационном порядке могут быть обжалованы только обвинительные приговоры.
_________________
1 უფრო დაწვრილებით იხ.: ი. გაბისონია. ნაფიც მსაჯულთა, მაგისტრატთა და მომრიგებელი სასამართლოები. თბ., „მერიდიანი“, 2008, გვ. 124-140.
2 ამის რელიეფური მაგალითებია: ა) სომხეთის 1995 წლის კონსტიტუციის 91-ე მუხლით გათვალისწინებული ეს ინსტიტუტი რეალურად არ შექმნილა, 2005 წლის 27 ნოემბერს ზემოხსენებულ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით კი იგი საერთოდ იქნა ამოღებული; ბ) აზერბაიჯანის 1995-2001 წლების კანონმდებლობამ დაადგინა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში; გ) ფორმალურ-იურიდიულად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შექმნის იდეა გახმიანდა, აგრეთვე, ყაზახეთსა და ბელორუსშიც.
3 ქეგლ, ტ. 5, თბ., 1958, გვ. 1134.
4 „ჟიურის“ ნაცვლად ზოგჯერ მას მოიხსენიებენ სხვა სახელწოდებით, მაგ., „კოლეგია“, „შემადგენლობა“, ქართულ პროექტში კი მას სახელწოდება... საერთოდ არა აქვს!...
5 აქედან: „Forum concientae“ - „სინდისის სასამართლო“.
6 ამ დასკვნას ვერ არყევს ის საგამონაკლისო გარემოებანი, რომ აშშ-ს 23 შტატში ნაფიცი მსაჯულები აგრეთვე იხილავენ და რეკომენდაციას (!) აძლევენ მოსამართლეს სასჯელის სახით სიკვდილით დასჯის (მათგან 5 შტატში კი - სხვა სასჯელებისაც) გამოყენების თაობაზე, რაც მოსამართლეებს ერთობ უადვილებს სიკვდილით დასჯით მსჯავრდების უძნელეს ამოცანას. იგივე შეიძლება ითქვას საგამონაკლისო დანიურ წესზეც, როცა 3 მოსამართლეს და 12 ნაფიც მსაჯულს ცალ-ცალკე გამოაქვთ ვერდიქტი.
7 ამგვარი „ექსტრა“ ნოველები პროექტში სხვაც მოიპოვება. ასე, მაგალითად, 242-ე მუხლის („ნაფიცი მსაჯულის სოციალური გარანტიები“) მე-3 ნაწილში მითითებულია შემდეგი: „სასამართლო ვალდებულია მოახდინოს ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესების ინდივიდუალიზებული აკომოდაცია (შეწყობა, შეგუება, ადაპტაცია. - ი.გ.). სასამართლო თავისუფლდება აკომოდაციის ვალდებულებისაგან, თუ ნაფიცი მსაჯულის კანონიერი ინტერესების აკომოდაციით დაცული სიკეთე ნაკლებია, ვიდრე მართლმსაჯულებისათვის ან მესამე პირისათვის (?!) მიყენებული ზიანი“. სხვას რომ თავი გავანებოთ, აქ სასამართლო გამოდის მკითხავის როლში, რომელმაც წინასწარ იცის, რომ „აკომოდაციით დაცული სიკეთე ნაკლებია“, ვიდრე მართლმსაჯულებისთვის ან ვიღაც მითიური „მესამე პირისათვის“ მიყენებული ზიანი!!!...
8 ბიჯი - აქ აღნიშნავს ნაფიც მსაჯულთა საჭირო რაოდენობის ინტერვალური შემთხვევითობის პრინციპის დაცვით ამორჩევის წესს.
9 იხ. პროექტის 251-ე მუხლის პირველი ნაწილი. ასეთივე გადაწყვეტაა ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც (იხ. ი. გაბისონია, დასახ. ნაშრ., გვ. 243-244)
10 იხ. ი. გაბისონია, დასახ. ნაშრ., გვ. 243-246 და სხვ.
11 პროექტში ჩაწერილია, რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს „სხდომის თავმჯდომარის მიერ განმარტებულ კანონს“, რაც ერთობ უცნაური და „უხერხული“ ფორმულირებაა, ისევე, როგორც 261-ე მუხლის (ნაწ.1) შემდეგი დებულება: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფაქტების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე“ (?!). სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობით დაწესებულია სხვადასხვა დრო - ნაკლები ან მეტი..
12 ძალზე მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის შემთხვევა, როცა, ვთქვათ, მსაჯული (ან მსაჯულები) უარს აცხადებს (აცხადებენ) მსჯელობაში მონაწილეობაზე, ან აღმოაჩნდება (აღმოაჩნდებათ) რაიმე ინტერესი საქმის მიმართ და ა.შ.
13 ძალზე მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის შემთხვევა, როცა, ვთქვათ, მსაჯული (ან მსაჯულები) უარს აცხადებს (აცხადებენ) მსჯელობაში მონაწილეობაზე, ან აღმოაჩნდება (აღმოაჩნდებათ) რაიმე ინტერესი საქმის მიმართ და ა.შ.
14 პროექტში (მუხ. 262, ნაწ. 3) ნახსენებია „შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაული“, რაც მოქმედი სსკ-ის (მუხ. 12, ნაწ. 1) მკაცრ ტერმინოლოგიურ ფორმულირებას შინაარსობრივად ეწინააღმდეგება თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ „უფრო მსუბუქი დანაშაული“ შეიძლება დარჩეს იმავე - მძიმე ან ნაკლებად მძიმე - დანაშაულის კატეგორიაში (მაგ., 109-დან 108-ე მუხლზე გადასვლისას).
15 პროექტის ამ ნაწილში (მუხ. 265, ნაწ.1) შემდეგ მითითებულია, რომ „თუ ორივე მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა ტარდება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით“. ძალზე რბილად რომ ვთქვათ, ეს გაუგებრობაა, რადგან ნაფიცი მსაჯულები უკვე რამდენიმე დღის დათხოვნილნი არიან სხდომიდან (მუხ. 263, ნაწ. 6).
16 უფრო დაწვრილებით იხ: ი. გაბისონია, დასახ. ნაშრომი, გვ. 434-435.
![]() |
20 როგორ გავხადოთ ბიზნესი სოციალურად წარმატებული |
▲ზევით დაბრუნება |
უშანგი სამადაშვილი
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი
ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესი ეროვნული ტრადიციებით, ადათჩვევებითა და ოფიციალური კანონებით წესრიგდება და რეგულირდება. იგი მოქალაქეებისა და თვით სახელმწიფოს ინტერესებს ეხება. სწორედ ამიტომ სახელმწიფო არ შეიძლება განზე იდგეს ამ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენისაგან. როგორც წესი, თუ იგი სათანადოდ არ უზრუნველყოფს ფირმების (ბიზნესის) სამართლებრივ რეგულირებას, მაშინ უარყოფითი შედეგებიც არ დააყოვნებს. ამის კარგი მაგალითია XX სის 90-იანი წლები, როდესაც ქართულ კანონმდებლობაში არსებული ვაკუუმის გამო, ე.წ. სატრასტო კომპანიებისა და სხვა ფირმების ვოლუნტარისტული მოქმედებებისაგან ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სერიოზულად დაზარალდა. ამ ნეგატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, დაჩქარდა სახელმწიფოს კანონშემოქმედებითი საქმიანობა.
ცნობილია, რომ ბიზნესის მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა, მაგრამ ამის მიღწევა უნდა მოხდეს ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, „ბიზნესმენი მაკიაველი არ უნდა იყოს“! ეს იმას ნიშნავს, რომ მის მიერ მიზნის მიღწევა (მოგების მაქსიმიზება) არ უნდა ხდებოდეს დაუშვებელი ხერხებითა და მეთოდებით. ვთქვათ, მოტყუებით, თაღლითობით, ვერაგობით, კოლექტივის, მომხმარებლების, სახელმწიფოსა და მთლიანად საზოგადოების წინაშე უპასუხისმგებლობით.
იმ შემთხვევაში, როცა მეწარმე მხოლოდ საკუთარი მოგების მაქსიმიზებაზე ზრუნავს და ბიზნესის სხვა მონაწილეების (აქციონერების, დაქირავებული მუშაკების) და საზოგადოების წინაშე არავითარ პასუხისმგებლობას არ კისრულობს, სახეზეა ეგოისტური, ინტუიტური ქცევა (ბიზნესმენის პირად გამოცდილებაზე და ინტუიციაზე დამყარებული), რომელიც ნიშანდობლივი იყო ველური კაპიტალიზმისთვის და რომელსაც თანამედროვე ბიზნესში მომავალი არა აქვს. ამგვარ ქცევას შეესაბამება ბიზნესის შესახებ კრიტიკული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ბიზნესის საბოლოო მიზანია მეწარმეთათვის მოგების მიღება ნებისმიერი გზითა და მეთოდით. აღნიშნულის გამო იგი საზოგადოებისთვის არასასურველი და ისტორიულად გარდამავალი მოვლენაა.
ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მეწარმე საკუთარ ინტერესებს ივიწყებს და უანგაროდ ზრუნავს სხვებზე, სახეზეა ალტრუისტული ქცევა, ანუ მეორე უკიდურესობა. ამგვარ ქცევას შეესაბამება ბიზნესის შესახებ პოზიტიური კონცეფცია, რომლის მიხედვით, ბიზნესი არის საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი საქონლისა და მომსახურების წარმოების პროცესი, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებისთვის ხორციელდება და არაწინააღდეგობრივი ხასიათისაა.
ამ ორ უკიდურესობას შორის საჭიროა შეირჩეს ოქროს შუალედი ანუ ალტრუისტულ-ეგოისტური ქცევა, რომელიც ბიზნესის სხვა მონაწილეების (მომხმარებლები, პარტნიორები, დაქირავებული მუშაკები, სახელმწიფო) მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და საბაზრო თამაშის წესების დაცვის საფუძველზე მაქსიმალური მოგების მიღებას გულისხმობს. ამგვარ ქცევას შეესაბამება პრაგმატული კონცეფცია, რომლის მიხედვით, ბიზნესი წინააღმდეგობრივი, მაგრამ განვითარებადი, პროგრესული მოვლენაა, რომელიც აუცილებელია როგორც ბიზნესმენებისთვის, რომლებიც გამომდინარეობენ საკუთარი ინტერესებიდან, ასევე საზოგადოებისთვის, რომელიც ბიზნესის საფუძველზე იკმაყოფილებს საქონელსა და მომსახურებაზე საკუთარ მოთხოვნილებებს. სწორედ ამგვარი, ეთიკური, პრაგმატული და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ქცევა და კონცეფცია დომინირებს თანამედროვე ბიზნესში და სწორედ ამ შემთხვევაში თანამშრომლობენ ბიზნესთან ხელისუფლების ადგილობრივი თუ ცენტრალური ორგანოები.
არისტოტელეს თქმით, ეთიკა გვეხმარება იმის შემეცნებაში, თუ რა უნდა ვაკეთოთ და რისგან შევიკავოთ თავი. „ეთიკის“ ცნებაში იგულისხმება ადამიანის სხვა ადამიანებთან ზნეობრივი (წესიერი) ურთიერთობა. „სხვა ადამიანებში“ კი იგულისხმება არა მარტო უკვე დაბადებულები, არამედ ჩვენგან წასულებიც და ისინიც, რომლებიც მომავალში დაიბადებიან. მაგალითად, გარემოსთვის დღეს მიყენებული ზარალი, უცხოელებზე მიწის ნაკვეთების მიყიდვით გატაცება, ან აგრესორების მიერ ქვეყნის გარკვეული ტერიტორიების დაპყრობა თავის უარყოფით გავლენას მოახდენს მომავალი თაობების სასიცოცხლო სივრცეზე, მათ ზრდა-განვითარებაზე. იგივე შეიძლება ითქვას ქვეყნის ვალების შესახებაც. კერძოდ, დღეს არსებული და დროზე დაუბრუნებელი ვალები, რომლებიც გარკვეულ ზღვარს გადასცილდა, მომავალი თაობების გასასტუმრებელი გახდება. ეს კი ეკონომიკურთან ერთად, ეთიკურ პრობლემასაც წარმოადგენს. მოკლედ, სხვათა უფლებებისა და ინტერესების შელახვა უზნეობაა (უწესობაა).
ეთიკა მოწესრიგებულ ეკონომიკურ ურთიერთობებში შეიძლება შევადაროთ ძრავის მუშაობისთვის აუცილებელ კომპონენტს - შემზეთავ საშუალებას. რაც არ უნდა კარგი ძრავა ავაგოთ, დიდი მარგი ქმედებისა და მექანიკის კანონების ზუსტი გამოყენებით, იგი არ იმუშავებს, ან იმუშავებს სულ ცოტა ხანს და დაიმსხვრევა, თუ არ იქნა შემზეთავი საშუალება, რომლის გარემოში მოქმედებს მისი შემადგენელი დეტალები. ასევეა მეწარმეობაც: თუ მას ეთიკა და მორალი მოსცილდა, იგი არ განვითარდება, ან თუ განვითარდება - არაცივილიზებული მიმართულებით.
თუ უფრო დავაკონკრეტებთ, ბიზნესის ეთიკა საბაზრო თამაშის წესების (ეკონომიკური კანონები, სამართლებრივი, ეთიკური ნორმები და პროგრესული ეროვნული წეს-ჩვეულებანი) მიხედვით განხორციელებული საქმიანობაა მოგებისათვის. სამეწარმეო კულტურა კი ეთიკური საქმიანობის მდიდარი ისტორია და ტრადიციაა. ჩვეულებრივ, მდიდარი სამეწარმეო კულტურის ქვეყნებში საზოგადოება არა მხოლოდ კეთილგანწყობილია მეწარმეობის მიმართ, არამედ მისი მნიშვნელოვანი ნაწილისთვის - განსაკუთრებულ ფასეულობასაც წარმოადგენს. სოციალური პასუხისმგებლობა კი, კანონიერი გზით მოგების მიღებასა და გადასახადების გადახდასთან ერთად, გულისხმობს საჭირბოროტო ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში მეწარმეთა ნებაყოფილობით მონაწილეობასაც. ამგვარი ქცევით ბიზნესი სახელმწიფოს პარტნიორი ხდება და ხელისუფლების ადგილობრივი, თუ ცენტრალური ორგანოებიც ხალისით მიდიან მასთან თანამშრომლობაზე.
ცხადია, ასეთი მრავალფეროვანი ინტერესების რეალიზება ერთობ რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც. საქმე ისაა, რომ შექმნილი დოვლათი იურიდიულად მთლიანად ბიზნესმენს (მეპატრონეს) ეკუთვნის. ეკონომიკური თვალსაზრისით კი დოვლათის შექმნაში მონაწილეობს ბიზნესის ყველა სუბიექტი და, სავსებით ბუნებრივად, თითოეულს აქვს პრეტენზია თავის წილზე. აღნიშნულის გამო, ბიზნესის წარმატებები დიდადაა დამოკიდებული მისი მონაწილეების ინტერესების ჰარმონიზაციაზე, ე.ი. იმაზე, თუ რამდენად არის მიღწეული კონტრაგენტთა ინტერესების ურთიერთშეხამება და ბიზნესის დინამიური წონასწორობა ანუ რამდენადაა სახეზე გუნდური მუშაობის პრინციპი. ამ საქმეში კი მთავარი ფიგურა ბიზნესმენია.
ბოლო ხანს საქართველოში რიგი მსხვილი კომპანია გარკვეულ სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენს. ასე მაგალითად, ზამთრის პერიოდში სათნოების სახლი „კათარზისის“ ელექტროენერგიის ხარჯებს ელეტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“ დაფარავს; დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაომ“ 21 ნოემბერს, მთავარ ანგელოზობას ლიახვის ხეობიდან და ზემო აფხაზეთიდან დევნილებს პირველადი საჭიროების მედიკამენტები გადასცა; ბანკმა „რესპუბლიკამ“ აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულები ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყო; „სახალხო ბანკმა“ 600 დევნილ ოჯახს პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა; ლუდსახარში „ნატახტარი» ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი გახდა; კომპანია „ვისოლმა“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორობა იკისრა; „რომპეტროლ ჯგუფმა“ რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების ფონდში მილიონი ლარი გადარიცხა და სხვა.
აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია სამეწარმეო ეთიკა, კულტურა და სოციალური პასუხისმგებლობა. ხშირია შემთხვევები, როცა მეწარმე არ გადის რეგისტრაციას, თავს არიდებს გადასახადების გადახდას სახელმწიფო ხარჯების (ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების და სხვათა) დასაფინანსებლად, უშვებს ფალსიფიცირებულ, ეკოლოგიურად უსუფთაო პროდუქციას, იტყუება ზომაწო-ნაში, ეწევა უმცირესობისა და ინვალიდების დისკრიმინაციას, აბინძურებს გარემოს და მრავალი სხვა.
სუსტი პროფკავშირების გამო განსაკუთრებით დაუცველია დაქირავებული მუშაკი. ხშირად დამქირავებლის მხრიდან არ გაითვალისწინება შრომის მავნე და მძიმე პირობები; არ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური სამუშაო დრო; იდება ორკვირიანი, ერთთვიანი კონტრაქტები, რომელიც დამქირავებლის მხრიდან თვითნებურად ირღვევა, უქმდება, იმ შემთხვევაში თუ, ვთქვათ, დაქირავებული მას არ გაეგზავნა ბაზარში, ან „არ უჩვენა 32 კბილი“. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში დაქირავებით მომუშავეთა 32%25 ღარიბია ანუ იღებს არსებობისათვის არადამაკმაყოფილებელ შემოსავალს. უფრო მარტივად, ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია და თვიდან თვემდე არასაკმარისია. ამას ემატება 25%25-იანი საშემოსავლო გადასახადი, რაც კიდევ უფრო ამცირებს მოთხოვნას და ამით აფერხებს მცირე ბიზნესის განვითარებას.
განსაკუთრებით დაუცველია თვითდასაქმებული. მაგალითად, „ლილოს“ ან „ელიავას“ ბაზრობაზე თვითდასაქმებული ქალი, რომელიც არც სახელმწიფო კანცელარიას აწუხებს და არც შრომის ბირჟასა და სამინისტროს, რატომ უნდა იყოს პენსიას, ან სადეკრეტო შვებულებას მოკლებული?! თვითდასაქმებულთა ამგვარი დაუცველობა მათში ბადებს არასრულფასოვანი მოქალაქის განცდას თავისი თანმდევი უარყოფითი ეფექტებით. ზოგჯერ კომპანიები საერთოდ არ იჩენენ ყურადღებას საზოგადოების ინტერესებისადმი, რის გამოც ბევრი ადამიანი ბიზნესის შესახებ კარგი აზრის არ არის. ისინი თვლიან, რომ ბიზნესმენები უნდა დაეხმარონ საზოგადოებას ისეთი პრობლემების გადაწყვეტაში, როგორიცაა: პროდუქციის დაბალი ხარისხი, გარემო ბუნების გაბინძურება, ეთნიკური უმცირესობისა და ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანების სამუშაოდ მიღება და სამსახურებრივი დაწინაურება, სიღარიბესთან ბრძოლა და სხვა. ბევრ მეწარმეს, აქვს რა ამ მიმართებით კეთილი ზრახვები, პრაქტიკულ მოქმედებებში ერთობ შეზღუდულია აღნიშნული ჯგუფების მიმართ გაბატონებული სტეროტიპებით. ყოველივე ამის გამო, მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი ჯერაც „ეჭვის თვალით“ უყურებს მეწარმეთა ფენას და მათი საქმიანობის შედეგებს. ამგვარ სოციალურ გარემოში კი ბიზნესის განვითარება ძნელდება. როგორც ჩანს, საჭირო იქნება არც თუ ცოტა წლები და ძალისხმევა საქართველოში ცივილიზებულ მეწარმეთა გამოზრდისათვის.
ამგვარად, მეწარმეც და სახელმწიფოც ასე თუ ისე ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას, დაქირავებული მუშაკი კი - ვერა. სახელმწიფო ვალდებულია დაარეგულიროს დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობები პროფკავშირების მეშვეობით. პოლიტიკოსებმა უნდა მართონ პოლიტიკა, ხოლო თავად პოლიტიკოსები არჩევნებიდან არჩევნებამდე - მოქალაქეებმა, ამომრჩევლებმა.
ყველა ქვეყანას თუ მსხვილ კორპორაციას აქვს საკუთარი სამეწარმეო კულტურა, რომლისაგანაც მუშაკის გადაცდომა „პათოლოგიაა“. ამგვარი „პათოლოგიის“ მქონე მუშაკი „მკურნლობას“ კი არ საჭიროებს, არამედ კორპორაციის კულტურისადმი ადაპტირებას (მორგება-შეგუებას), რათა კორპორაციის ჯანსაღი გუნდის ორგანიზმში „ვირუსი“ არ შეიჭრას.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლია კონსიუმერიზმს, მოძრაობას მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად, რომელსაც საფუძველი დაედო 1966 წელს, როცა რალფ ნეიდერმა ჩაატარა არასაიმედო ავტომობილების გამოაშკარავების კამპანია. ამჟამად კონსიუმერიზმით მოცულია მთელი ამერიკის კონტინენტი. კონსიუმერიზმი არის მოძრაობა მომხმარებელთა უფლებების (ინტერესების) დასაცავად, რომელიც მეწარმეთაგან მოითხოვს სამ უფლებას: 1. მომხმარებელთა ინფორმირებულების უფლებას; 2. მომხმარებელთა უსაფრთხოების უფლებას; 3. მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხის დაცვის უფლებას. კონსიუმერიზმი თავის გავლენას ახდენს ბიზნესზე და ქვეყნის მთავრობაზე. მომხმარებლები, ამ ორგანიზაციული ჯგუფების წყალობით, უკვე მარტონი აღარ არიან უწესო ბიზნესმენებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. კონსიუმერიზმი - ეს არის ძალა, რომლის დროც დადგა. ყოველი მეწარმე იძულებულია ანგარიში გაუწიოს მას. გარკვეულწილად, სწორედ კონსიუმერიზმმა განაპირობა სოციალურ-ეთიკური მარკეტინგის ჩამოყალიბება. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მომხმარებელთა მოთხოვნის მაქსიმალური გათვალისწინება როგორც ბიზნესის, ისე მისი უმთავრესი ფუნქციის - მარკეტინგის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.
გასათვალისწინებელია ეროვნულ მეწარმეთა მოსაზრებაც, რომ უფრო მეტად უნდა იყოს დაცული საკუთრების უფლება; ადმინისტრაციულ და საგადასახადო დავებთან დაკავშირებით სასამართლო ხშირად მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს; პრობლემატურია სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა; ნიშანდობლივია ისიც, რომ ეკონომიკური სუბიექტების მიერ საქმიანობის შეწყვეტას საქართველოში ორჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება საქართველოში ჩამორჩება ბიზნეს-გარემოს ლიბერალიზაციის ტემპს და ხელისუფლების მხრიდან გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს.
სამეურნეო საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭიროა, აგრეთვე, მეწარმეთა აზრის და ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით სამეურნეო საქმიანობის მარეგულირებელი ისეთი კანონების და კანონქვემდებარე აქტების, ანუ ბაზრის პირობებში ისეთი თამაშის წესების შემუშავება, რომელიც სამეწარმეო ინიციატივას კი არ ჩაახშობს, არამედ წაახალისებს. ასევე, ჩამოსულთ უცხოეთში არ აგრძნობინებს თავს. კანონი უნდა იცავდეს როგორც კერძო საკუთრებას, ისე მესაკუთრეს. ამასთან, საჭიროა საიმედო გარანტიები, რომ სახელმწიფო არასოდეს მიმართავს მესაკუთრის მიმართ ძალადობის მეთოდებს და კონფისკაციას და თუ ამგვარი რამ მაინც მოხდა, სახელმწიფო იკისრებს ზარალის კომპენსაციას.
ამგვარად, თანამედროვე ბიზნესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქმიანი ეთიკა, კულტურა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა მომხმარებლების, კომპანიების, სახელმწიფოსა და მთლიანად საზოგადოების წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმემ მოგებისკენ სწრაფვისას, ბიზნესის ყველა მონაწილესთან (პარტნიორი, თანამშრომელი, მომხმარებელი, სახელმწიფო, კრედიტორი, ინვესტორი) და დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფებთან საქმიანი ურთიერთობები უნდა ააგოს ურთიერთსარგებლიანობის, წესიერებისა (ეთიკური ნორმების დაცვით) და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპის დაცვით. თანამედროვე პირობებში მხოლოდ ამ კრიტერიუმების დაცვითაა შესაძლებელი ბიზნესი გახდეს სოციალურად წარმატებული.
АНОТАЦИЯ
КАК ПРЕВРАТИТЬ БИЗНЕС СОЦИАЛЬНО УСПЕШНЫМ
Ушанги Самадашвили,
Доктор экономических наук, профессор ТГУ
Этика это знание того что следует делать и от чего следует воздержаться. Предпринимательская этика является приложением обшечеловеческой этики к хозяйственной жизни и состоит как из законов, так и традиций. Предприниматель при достижении максимизации прибыли должен соблюдать правило рыночной игры, интереси субьектов бизнеса, должен избегать аморальных, неэтичных поступков.
бизнес может быть эгоистический, альтруистический и эгоистическо- альтруистический. Основой эгоистического бизнеса является критическая концепция бизнеса, основой альтруистического бизнесапозитивная концепция бизнеса, а основой эгоистическо-альтруистического бизнеса прагматическая концепция бизнеса. Критическая и позитивная концепция бизнеса являются крайними позициями в оценке бизнеса, как обьективного явления. преодоление этих крайностей происходит лишь в рамках прагматической концепции бизнеса.
Сегодня бизнесмены должны осознать свою социальную ответственность. Оны должны понять ту истину, что дело бизнесаэто не просто получение прибыли, но и повышение благосостояние всего общества. Бизнесмены должны взять на себя активное лидерство, для того чтобы помочь в разрешении таких проблем, как низкое качество изделии, загрязнение окружающей среды или дискриминация меньшиств и инвалидов. В процессе социализации бизнеса положительную роль играет коньсюмеризм.
Потенциальные предприниматели могут заняться своим бизнесом одним из трех способов: 1. приобретая существующего предприятие (покупка готового бизнеса); 2. создавя новое предприятие; 3. купить франшизу.
Покупка готового бизнеса облегчает вхождение на рынок и сохраняет силы и время. В то же время подобный шаг, сопровождается высокой степенью риска получить «недоброкачественный продукт». В месте с готовым и отлажженным делом можно приобрести массу проблем: долги, недобросовестный персонал, неудачную позицию на рынке, проблемы с правоохранительными органами и т. п. Поскольку хороший отлаженный бизнес, редко продают от хорошей жизни.
Для многих предпринимателей создание нового предприятия с самого начала является более привлекательным, чем приобретение предприятия. они предпочитают собственную продукцию, собственных работников, поставщиков, хотят сами выбирать местонахождение и т. д.
Преимушества покупки франшизы: получите поддержку и обучение на всех этапах работы, у вас будет раскрученный бренд, будете иметь более низкие цены на сырье и оборудование, по сравнению с началом собственного бизнеса. Недостатки покупки франшизы: работать будете по правилам, установленным франчаизером, франчаизер может не продлить договор по истечению срока и т. д.
![]() |
21 რეკლამა უნდა ეყოს ბიზნესს, თუ ბიზნესი რეკლამას? |
▲ზევით დაბრუნება |
იზა ბარდაველიძე
მედია-მენეჯერი
რეკლამა მილიონობით ადამიანის ინტერესებს ემსახურება, ვიღაცას არ შეუძლია მის გარეშე საკუთარი ბიზნესი ააწყოს, ვიღაცისთვის კი რეკლამაა სწორედ მისი ბიზნესი. საყოველთაოდ ნათელი ჭეშმარიტებაა ისიც, რომ რეკლამის გარეშე ბიზნესი არასრულია.
რეკლამა, საწყის ეტაპზე
შრომის საზოგადოებრივი დანაწილების ისტორიულ სტადიაზე, როცა გაცვლის ადრეულ ფორმას ჯერ კიდევ ბარტერი წარმოადგენდა, ჩაისახა მეტყველებითი სახის რეკლამა, მისი საშუალებით ქალაქის მაცნეები მოედნის ცენტრიდან, ხმამაღლა ეწეოდნენ ვაჭრობის ახალი ამბების თხრობას, ხოლო მოვაჭრენი საკუთარი პროდუქციის ქებითა და შეძახილებით აღწევდნენ სასურველი კლიენტების მოზიდვას (ეს ფორმა პირველყოფილი სახით დღემდეა შემონახული). მოგვიანებით, მწარმოებლური ძალების და გაცვლითი ურთიერთობების რამდენადმე ჩამოყალიბებამ, იგივე ფულის გაჩენამ მოიტანა სარეკლამო საშუალებების განვითარება. მაგალითად: ძველ საბერძნეთსა და რომში სარეკლამო წარწერებისთვის დაიწყეს ხის ფიცრებისა და სპილოს ძვლების გამოყენება; ეგვიპტის ქალაქი, მემფისი ცნობილია დანგრეული შენობის ფასადზე, ჩვენს ერამდე 257 წლით დათარიღებული გარე რეკლამის პირველი ნიმუშით; ყურადღებას იმსახურებს, 1473 წელს, ინგლისში შესრულებული ბეჭდური სარეკლამო განცხადებაც და რაც, ყველაზე მთავარია, მსოფლიოში პირველი სარეკლამო ბიურო, რომელიც გორჟისა და კოპის სახელთანაა დაკავშირებული, შეიქმნა მე-17 საუკუნის ლონდონში, 1611 წელს. მაგრამ აღებმიცემობის წარმოშობის შორეული წარსულიდან დღემდე, ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეში, როცა საკომუნიკაციო არხების ბუმია შექმნილი, რეკლამის უმთავრესი დანიშნულება საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის წარდგენის გზით დააჩქაროს მყიდველობითი მოთხოვნის ჩამოყალიბება, უცვლელი რჩება. უფრო მეტიც, თანამედროვე მარკეტინგის სისტემაში მისი როლი ისე გაიზარდა, დასაშვებია განიხილებოდეს, არა მარტო კონკურენტებთან ბრძოლის მძლავრ იარაღად, არამედ სამეურნეო სფეროს საექსპერტო-ანალიტიკურ დარგად, ვინაიდან, ქვეყნის ეკონომიკური სახის ყველაზე სუფთა ანარეკლს სარეკლამო ბიზნესი იძლევა.
რეკლამა, კრიზისამდელ საქართველოში
უკანასკნელ პერიოდამდე, ვიდრე მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი თავს დაგვატყდებოდა, არახელსაყრელი ბიზნესპირობების მიუხედავად, სარეკლამო კომპანიების რიცხვმა სოკოებივით დაიწყეს მომრავლება. მართალია, მათი დიდი ნაწილი მცირე ბიუჯეტიანი იყო, მაგრამ, მსხვილი დამკვეთებიდან რეკლამაზე გაზრდილი მოთხოვნილებების კვალდაკვალ, ვიწრო ქართული ბაზრისთვის ბრძოლა არ ითვლებოდა ურიგოდ; მით უმეტეს, მულტინაციონალური კომპანიების დამკვიდრებისთვის ხარისხიანი პროდუქციის და მომსახურების შეთავაზება იყო საჭირო. ამ მხრივ, კი მოგეხსენებათ, ვერ მოიძებნება კომპანია, ვისაც თავისი პროდუქციის ხარისხიანობაზე პრეტენზია არა აქვს. პრობლემა კი ისე გამოიყურებოდა, რეკლამის დამკვეთი, შემსრულებელი და სამიზნე ჯგუფი ხარისხის საერთო სტანდარტზე ვერ შეთანხმდნენ. ასეა თუ ისე, მსხვილი სამეწარმეო სუბიექტები თანხებს ნაკლებად ზოგავდნენ ეფექტიანი სარეკლამო კამპანიის ჩასატარებლად, ხოლო მომხმარებელს ყოველდღიურად უწევდა ფინანსური ინსტიტუტების, სააფთიაქო ქსელების, საწვავ-საპოხით მოვაჭრეების, სამშენებლო კომპანიების თუ სხვათა საინფორმაციო-პროპაგანდისტული ლოზუნგებით ცხოვრება. სარეკლამო სააგენტოებში შემოსავლების ზრდასთან ერთად, დღის წესრიგში დგებოდა რეკლამის ახალი ფორმების, ახალი სტრატეგიებისა და საშუალებების აუცილებლობა, ვინაიდან ინფორმაციის ტრადიციული გზებით მიწოდება ისეთივე არაეფექტიანი გახდა, როგორც ორი ათეული წლის წინ მოქმედი, გასაღების ფორმულა, რომლის თანამედროვე ვარიანტმა შემდეგი სახე მიიღო:
პროდუქციას+განაწილება+კვლევა+აგენტები+გადაადგილება+რეკლამა+გაყიდვა=გასაღებას. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გასაღების მთელ ამ სისტემაში, მრავალი კომპანიიდან თუ რომელიმე ერთის გაყიდვები აღმოჩნდა წარმატებული, ეს, სულ რეკლამის დამსახურეებაა, ანუ ყოველი თეთრი, რომელიც სარეკლამო კამპანიის წარმოებაში სწორად დაიხარჯა, იყო არა წყალში ჩაყრილი ფული, არამედ ინვესტიცია, რომელიც რეინვესტირდებოდა უკან, კომპანიის ბიუჯეტში.
რეკლამა, კრიზისულ საქართველოში
ბოლო დროს, მსოფლიოსა და საქართველოში განვითარებული დრამატული მოვლენების საეჭვო დამთხვევებმა, ქვეყნის სასიცოცხლო ბიზნეს იმპულსები ძირს დააგდო. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში სავალუტო პოლიტიკის მეტ-ნაკლებმა კოორდინაციამ და პრობლემების ინერციულმა განვითარებამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც დააზარალა, თუმცა, დაგვიანებით ირკვევა, რომ ქართული კომპანიების უმეტესობა ფინანსურ ზარალს ითვლის და მათ შორის, სარეკლამო ინდუსტრიაც, რომლის ძირითადი მასა მცირე სააგენტოებზე მოდის. ადრე თუ ისინი მსხვილი დამკვეთების მონადირებაზე ამყარებდნენ იმედებს, ახალმა რეალობამ დაკვეთის არსებობაც წარმატებული გახადა. გასაღებაში დაგროვილმა პრობლემებმა უკვე ვეღარ დამალეს ბიზნესის დაწყების სიმარტივეში ადრე გაჩენილი ბზარებიც, რომელიც სახელმწიფო საბიუჯეტო ინტერესებს უფრო ემსახურებოდა, ვიდრე მცირე ბიზნესის განვითარებას. ბიზნესის მიმზიდველობაზე საუბარი, აქ ნაადრევია, ვიდრე მცირე და საშუალო საწარმოები მათი საქმიანობის ტიპის, იურიდიული ფორმის და ზომის მიუხედავად დღემდე, უშეღავათოდ იბეგრებიან, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობის ნეიტრალიტეტის პოლიტიკა არასამართლებრივ კონკურენციას უწყობს ხელს. ჯუჯა კომპანიები ვერც წარსულში სარგებლობდნენ ხელსაყრელი სასიცოცხლო პირობებით და რეცესიამ კიდევ უფრო დაამძიმა მათი ბედი. რაც შეეხება სარეკლამო ბაზარზე შედარებით მსხვილ მოთამაშეებს, აქ შეიძლება ერთი-ორი დავასახელოთ, ვისაც მოგება და შემოსავლები არ დაუკარგავთ, მაგრამ რამდენადმე შეუმცირდათ ფინანსები. ინფორმაციის თვალსაჩინოებისთვის გავეცნოთ ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, „მაგი სტილის“ მიერ მოწოდებულ მონაცემებს: დღეის მდგომარეობით, კომპანიაში დასაქმებულია 57 თანამშრომელი, სადაც 2008 წლის ნოემბრის მდგომარეობით ბრუნვამ 5.939.104 ლარი შეადგინა, საქართველოში კი მოგეხსენებათ მოქმედებს სტანდარტი, რომლის თანახმად, მსხვილია საწარმო თუ დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 100 კაცს და წლიური ბრუნვის მოცულობა 1.500.000 ლარს აღემატება. ძნელია იცოდე, რომელ კანონზომიერებასთან შესაბამისობაშია მოყვანილი აღნიშნული კრიტერიუმები, მაგრამ კომპანია „მაგი სტილის“ მაგალითი აჩვენებს, რომ მცირე თანამშრომლების შემთხვევაშიც შესაძლებელია წლიური ბრუნვის მოცულობაში მილიონებზე საუბარი. საანგარიშო პერიოდში, ადგილობრივი წესების მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობას თუ ავიღებთ ძირითად კრიტერიუმად „მაგი სტილი“ საშუალო სიდიდის კომპანიაა (100-მდე დასაქმებულითა და 1.500.000-მდე ლარის ბრუნვით), მაგრამ თუ აქ, ბრუნვა იქნება გადამწყვეტი, მაშინ - მსხვილი კომპანიების რიცხვს განეკუთნება. დღეს, „მაგი სტილს“ 100-ზე მეტი დამკვეთი ჰყავს. მათ შორის ბევრია მსხვილი კლიენტები, რომლებიც ინტენსიურად სარგებლობენ მომსახურების ფართო სარეკლამო პაკეტებით. დანახარჯების სიდიდის მიხედვით ლიდერობენ, კომპანიები: „ავერსიფარმა“, „ჯეოსელი“, „მაგთიკომი“, „რუსთავი 2“, „1-ლი არხი“, „სახალხო ბანკი“, ხოლო არაკომერციული ორგანიზაციებიდან სახელმწიფო უზრუნველყოფის სერვისი და ცენტრალური საარჩევნო კომისია. შეთავაზებულ სერვისებზე მოთხოვნების სტრუქტურაში პირველობას ისევ სატელევიზიო რეკლამები ინარჩუნებენ, უკან მოჰყვებიან: საფასადე კონსტრუქციები, პოლიგრაფია, ბილბორდები და სხვები. შემოსავლები, რომელიც კომპანიას მომსახურების ან პროდუქციის გაყიდვებიდან ყველაზე მაღალი ჰქონდა, დაკავშირებულია სატელევიზიო სტუდიების დიზაინ-კონსტრუქციების დამზადებასთან, მაგალითად: საქართველოში „რუსთავი 2-ის“, ხოლო უცხოეთში ალჟირისა და რუმინეთის ტელესტუდიები. 2007 წლის დაკვეთების მოცულობამ კომპანიის ბიუჯეტში შემოსავლე-ბის სახით აჩვენა 6.980.023 ლარი; ხოლო, 2008 წლის დასაწყისიდან ნოემბრის ჩათვლით 4.078.299 ლარი, ანუ ძველი შედეგების გამეორებისთვის, 2009 წლამდე, კომპანიას 2.901.724 ლარის მობილიზაცია სჭირდებოდა. რაც შეეხება მოგების წილს, 2008 წლის ნოემბერის თვეში გასული წლის ნოემბერთან შედარებით, ადგილი ჰქონდა 4,64%25-იანი კლების უმნიშვნელო მაჩვენებელს, ანუ მოგება 342.079 ლარიდან 326.207 ლარამდეა ჩამოსული. ამ რეალობაში, როცა გარე ეკონომიკური ფაქტორები ბაზრის ყველა მონაწილეზე თანაბრად ვრცელდება, კომპანია „მაგი სტილის“ საქმიანობა ვერ იქნება წარუმატებელი, მით უმეტეს, კონკურენტების ზომების, დაკვეთების და შემოსავლების რაოდენობიდან გამომდინარე, მათ ეკონომიკურ მაჩვენებლებში კლების უფრო მაღალი პროცენტებია მოსალოდნელი, ვიდრე ბაზრის მოწინავე კომპანიაში. მარტივი ჭეშმარიტებაა: იზრდება რეკლამები? - მაშასადამე, იზრდება დამკვეთი კომპანიების შემოსავლებიც; მცირდება რეკლამები ან ნაკლებად ეფექტურ არხებზეა მოთხოვნილება ან საერთოდაც, ეძებენ რეკლამის ახალ ალტერნატივას? - მაშასადამე, მცირდება, როგორც დამკვეთების შემოსავლები, ისე მათგან გამომდინარე ხარჯები და შედეგად ვიღებთ სააგენტოების მოკრძალებულ ფინანსურ შესაძლებლობებს. ვინაიდან, სარეკლამო კამპანიის წარმოების პროცესში, სასურველი შედეგების მისაღებად, აუცილებელია არა მხოლოდ რეკლამების, არამედ საკომუნიკაციო არხების მიმზიდველობაც, 2008 წლის ზაფხულში, ACT-ი იკვლევდა არხების ეფექტიანობის ხარისხს. შედეგების თანახმად, სატელევიზიო რეკლამების (84%25) შემდეგ, ყურებადობის მიხედვით, მომდევნოა გარე რეკლამის სხვადასხვა ფორმები: ქუჩის ბანერები (54%25), მოძრავი რეკლამა ტრანსპორტზე (49%25), ქუჩის ელექტრონული რეკლამა (37%25) და მერე დანარჩენები: შეტყობინება მობილურ ტელეფონზე (36%25), რეკლამა ჟურნალ-გაზეთებში (35), რადიო რეკლამა (27%25), სარეკლამო ბუკლეტი (23%25), რეკლამა ბანკომატზე (18%25) და სარეკლამო ლიფლეტი (18%25). მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური დეპრესიები დაიწყო, თუნდაც მისი ყველაზე მსუბუქი გამოხატულებით, ნაკლებად სავარაუდოა სარეკლამო კამპანიის დაგეგმარების, ისეთმა პოლიტიკამ იმუშაოს ან ისეთივე მნიშვნელობის აღმოჩდეს საკომუნიკაციო არხების ეფექტიანობის ხარისხი, როგორც წარსულში. თითოეული დამკვეთის გადაწყვეტილებებს ყოველთვის კომპანიის ფინანსური შესაძლებლობები განსაზღვრავდა და განსაზღვრავს მომავალშიც. და თუ, ორგანიზაციას უწევს სარეკლამო ხარჯების შემცირება, ეს იგივეა, რომ ნაკლებად ეფექტიან და შედარებით იაფ საშუალებებზე გააკეთოს არჩევანი. იმისათვის, რომ გაირკვეს, ცალკეული საკომუნიკაციო არხების მიხედვით არის თუ არა სარეკლამო ბაზრის წილებში რაიმე ცვლილებები, ამისათვის საკმარისია, მარტო სატელევიზიო და გარე სარეკლამო არხების ანალიზიც. სატელევიზიო ბაზრის შესახებ TV MR საქართველოს (AGB ნილსენ მედია რისერჩის წარმომადგენელი) მიერ მოწოდებული მონაცემებით, რომელიც ემყარება სარეკლამო ინვესტიციების მოცულობის შესახებ ოფიციალური „პრაის ლისტის“ მიხედვით მიღებულ ინფორმაციას (გარდა სპონსორობის, ლოგოს, სმს რეკლამის, მორბენალი სტრიქონის და ა.შ. სატელევიზიო-სარეკლამო დანახარჯების რაოდენობას), 2006 წელს ქართული სატელევიზიო ბაზრის მოცულობა იყო 55.196.537 USD; ხოლო 2007 წლისთვის 65.346.276 USD; 2008 წელს, ნოემბრის მდგომარეობით მან 63.402.279 USD-მდე დაიწია. რაც შეეხება ეფექტიანობის ნიშნით რიგით მეორე საკომუნიკაციო საშუალებას, იგივე გარე რეკლამას, IPM-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2006 წელს სარეკლამო ბაზარზე მისმა მოცულობამ 2.983.261 USD შეადგინა, 2007 წლისთვის 3.384.512 USD. რაც შეეხება 2008 წელს, ხარჯებმა 4.582.856 USD-ს მიაღწია. სატელევიზიო და გარე რეკლამის საშუალებებზე გაკეთებული აქცენტების შემდეგ, სარეკლამო ბაზრის მოცულობაში მათ წილობრივ მონაცემებსაც თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ 2007 წელს, გასული წლისგან განსხვავებით ტელევიზიაში განთავსების ხარჯებმა, უფრო მეტი პროცენტული ზრდა განიცადა (18,38%25), ვიდრე გარე რეკლამაზე (13,45%25). 2008 წელს კი, სულ სხვა რეალობა მივიღეთ, გარე რეკლამის ხარჯებში ზრდის პროცენტულმა მაჩვენებლებმა (35,40%25) საგრძნობლად გაუსწრეს ტელეგანთავსებების დროს გაწეული ხარჯების შემცირებულ პროცენტებს (-2,97%25), ანუ სატელევიზიო რეკლამაზე მოთხოვნების შემცირების კვალდაკვალ გაზრდილია გარე რეკლამაზე მოთხოვნების რაოდენობა. მაგრამ ეს არ არის მაგალითი, რომელიც სარეკლამო ბაზარზე არხიდან-არხებზე მოთხოვნების დინების მგრძნობიარე პროცესებს ამით ამოწურავდა... რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებზე ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული პრესის სარეკლამო შანსები ახლა უფრო სერიოზულია, ვიდრე არასოდეს. წარსულში, თუ ბეჭდური მედიის საერთო შემოსავლებიდან მხოლოდ 30%25 იყო რეკლამიდან მიღებული შემოსავლებით უზრუნველყოფილი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, შესაძლებელია (ლოგიკურიც იქნება) კომპანიებმა სარეკლამო სტრატეგიის დაგეგმვისას ორიენტაცია ბეჭდურ მედიაზე აიღონ, თუნდაც ხელსაყრელი სარეკლამო ტარიფებიდან გამომდინარე. მართალია ჩვენში, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის გაუარესების შედეგად ჟურნალ-გაზეთების რეალიზაციის მოცულობა პრაქტიკულად შემცირდა, მაგრამ იაფ საშუალებებზე სარეკლამო ინტერესების მოზღვავების შემთხვევაში საცალო გაყიდვებში დაგროვილი პრობლემების კომპენსირებაც ადვილად მოგვარებადია.
და ბოლოს: საახალწლო დღეებში სარეკლამო ხელგაშლილობის შემდეგ, ბიზნესის ალტერნატიული სარეკლამო არხებისკენ მკვეთრი გადახრები ან უარეს შემთხვევაში, სარეკლამო პროტექციონიზმის ნიშნები თუ გამწვავდა, დამკვეთი კომპანიებისთვის ბაზრის წილების დაკარგვის საშიშროება გარდაუვალია, ანუ იხილო განხორციელებული „სლოგანი“ - ბიზნესი რეკლამის გარეშე არასრულია - ეს რეალობაა.
![]() |
22 თანამედროვე ბიზნესის ახალი ორიენტირები |
▲ზევით დაბრუნება |
მაია თეთრუაშვილი
თსუ ასოცირებული პროფესორი
თანამედროვე საზოგადოებაში, ინფორმაციის მრავალფეროვანი ნაკადების ზემოქმედებით ხშირად იცვლება საზოგადოების სამომხმარებლო პრეფერენციები. ბევრი ბიზნესმენი ამ ცვლილებებს ვერ ითვალისწინებს და ბრმად მიჰყვება უკვე აპრობირებულ სქემებსა და სცენარებს.
მაგრამ ასეთი თავდაჯერებულობის შედეგი მხოლოდ დანაკარგებია. არსებული სტერეოტიპებისგან დროულად განთავისუფლება და მომხმარებლების განწყობებისადმი ჰარმონიული ადაპტაცია კი მხოლოდ მოგებას მოიტანს.
მთავარი სტერეოტიპი დაკავშირებული რეკლამასთან. მიიჩნევა, რომ ყველაზე ეფექტურია სატელევიზიო რეკლამა - იგი ყველაზე ძვირი ღირს და თითქმის ყველა ბიზნესმენი ცდილობს, რომ რეკლამისთვის გამიზნული სახსრები, პირველ რიგში, სატელევიზიო რეკლამაზე დახარჯოს.
სატელევიზიო რეკლამა მართლაც ძალიან ეფექტური იყო მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი - ორი არხი მაუწყებლობდა და ყოველი ახალი ფილმის გამოსვლა დიდ მოვლენას წარმოადგენდა. იმ „ძველ კეთილ დროში“ მომხმარებლები რეკლამასაც ინტერესით უყურებდნენ, რომ გაეგოთ თუ რა ახალი სახის პროდუქციას სთავაზობდნენ მათ მწარმოებლები.
მაგრამ XX საუკუნის დასასრულისთვის იმდენი ანალოგიური სიახლე შემოვიდა და იმდენი სატელევიზიო არხი მაუწყებლობს, რომ მაყურებლები მათი არჩევითაც კი იღლებიან. ინფორმაციის მოზღვავებულმა ნაკადებმა იმდენად გადაღალეს ტვინი, რომ ადამიანები ცდილობენ მხოლოდ მათთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია მიიღონ. თუ მომხმარებელი მისთვის საინტერესო გადაცემას უყურებს, რეკლამის დროს იგი ცდილობს ყურადღება მოადუნოს და ცოტა დაისვენოს. ამის საწინააღმდეგოდ რეკლამისტებმა ახალ-ახალი ფანდები მოიგონეს - სასიამოვნო მუსიკა, სახალისო სიუჟეტი, მიმზიდველი პერსონაჟები და ა.შ. მაგრამ ბოლო დროს არც ეს მეთოდებია ძალიან მიმზიდველი. კლიენტი, ხვდება რა, რომ ეს რეკლამა მისი ტვინის „გაბურღვისთვისაა“ გამიზნული - ტელევიზორს უბრალოდ სხვა არხზე რთავს, რომ თავიდან მოიცილოს ის სარეკლამო პერსონაჟები, რომლებიც ყალბი ხალისით სთავაზობენ მათ ახალ კბილის პასტას, თუ სარეცხ ფხვნილს. ე.ი. მომხმარებელს ურჩევნია უაზროდ უყუროს ეკრანს სხვა არხზე, ვიდრე მომაბეზრებელ რეკლამას უსმინოს. ამის შესახებ ტელეკომპანიებმაც კარგად იციან. ზუსატად ამიტომაა, ტელედიქტორები მუდარანარევი ხმით რომ გვეხვეწებიან - „არ გადართოთ, რეკლამა მალე გაივლის“.
ზოგი ტელეარხი უკვე „პარალელურ“ რეკლამის ხერხს მიმართავს - გადაცემის მიმდინარეობისას ეკრანის სხვადასხვა კუთხეებში ჩნდება კომპანიების ლოგოები თუ სარეკლამო ფრაზები. მაგრამ არც ეს იპყრობს დიდ ყურადღებას.
ასე რომ, თუნდაც მომღიმარი სახეების მიღმა დაფარულმა აგრესიულმა რეკლამამ უკვე ამოწურა თავისი თავი.
შესაბამისად უნდა მოიძებნოს რეკლამის ისეთი სახე, რომელიც მომხმარებელს არ გააღიზიანებს. ასეთი კი „შემთხვევითი“ რეკლამაა.
რეკლამის ამ მეთოდის არსი ისაა, რომ მომხმარებელი „შემთხვევით“ უნდა წააწყდეს რეკლამას მაშინ, როდესაც იგი თავისთვის საინტერესო ინფორმაციას ეცნობა.
შემთხვევითობის ორგანიზება უამრავი მეთოდით შეიძლება. მაგალითად, შედარებით ბნელ ქუჩაზე არა მუდმივად მოციმციმე, არამედ დრო და დრო (მაგალითად, წუთში ერთხელ) მოულოდნელად „აალებადი“ აბრევიატურის განთავსება. მოციმციმე აბრას უკვე აღარავინ აქცევს ყურადღებას, მოულოდნელი შუქით „შეშინებული“ გამვლელი კი აუცილებლად შეხედავს რა აინთო.
ასევე მოულოდნელია თუ მკითხველი სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში რომელიმე კაფე-ბარის მენიუსა და მისამართს აღმოაჩენს. კითხვით გადაღლილმა მეცნიერ-თანამშრომელმა შეიძლება დასვენების მიზნით მენიუს თვალი გადაავლოს და იმ კაფეში ჭიქა ყავის დალევაც მოისურვოს.
ყველაზე ეფექტურია რეკლამის განთავსება შემეცნებით-გასართობ ჟურნალებში, ან ტურისტულ ცნობარებში, სადაც რეკლამა გადმოცემული იქნება როგორც რაიმე ისტორიის საინტერესო ეპიზოდი.
ახალ პროდუქტს პირველ რიგში ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანები სინჯავენ. ამიტომ შემთხვევითი რეკლამის მთავარი მიზანი უნდა იყოს არა იმდენად პროდუქციის მახასიათებლების ჩამოთვლა, არამედ ზუსტად რომ ცნობისმოყვარეობის გაღვივება.
მაგალითად, ღვინის ბოთლებზე ხშირად აწერია, რომ იგი უხდება თევზის ან ხორციან კერძებს, ხილს ან სალათებს.
მაგრამ არც ერთ დაკონსერვებულ პროდუქტს არ აწერია თუ რომელი ღვინო უხდება მას. არადა, შეიძლება, რომ მაგალითად, გაყინული კრევეტების პაკეტს ან მარინებული მიდიების ქილას თვითონ მაღაზიის გამყიდველებმა (მწარმოებლებთან შეთანხმებაზე დრო და სახსრები რომ არ დაიხარჯოს) მიმზიდველი სტიკერი დააკრან წარწერით: - „ამ პროდუქტს ძალიან უხდება თეთრი მშრალი ღვინო, განსაკუთრებით კი „მანავის მწვანე“. მყიდველთა უმეტესობა ჩათვლის, რომ ეს ძალიან ტენდენციური და არასერიოზული რეკლამაა, მაგრამ ძალიან ბევრს ცნობისმოყვარეობა სძლევს და იფიქრებს: „იქნებ და მართალია, მოდი ერთ ბოთლ „მანავის მწვანესაც“ გავაყოლებ ხელს - ვნახავ მაინც როგორი ღვინოა“.
მთავარია, რომ მომხმარებელს იმედი არ გაუცრუვდეს. ამისათვის პროდუქცია უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის და ოდნავ მაინც უნდა ჰქონდეს ის თვისება, რომელსაც მას მიაწერთ. იმედგაცრუება იმდენად დიდ აგრესიას იწვევს ადამიანში, რომ იგი არათუ მეორედ არ იყიდის „გამაწბილებელ“ პროდუქტს, არამედ ყველა თავის ნაცნობმეგობარს მოუყვება, თუ როგორ მოატყუეს იგი რეკლამით და რა საზიზღარი საქონელი მიასაღეს.
ამიტომ ხარისხი - კომპანიის წმინდათაწმინდა ცნება უნდა იყოს. თანამედროვე ბაზარზე უხარისხო პროდუქციით ადგილს ნამდვილად ვერ დაიმკვიდრებ.
ამასთან, თანამედროვე ბაზარზე მთავარია არა მხოლოდ პროდუქციის ხარისხი, არამედ ამ პროდუქციის მიწოდების ხარისხიც. პროდუქციის შეფუთვა, დიზაინი, ეტიკეტი - ეს ყველაფერი უნდა იყოს ორიგინალური, თვალში საცემი მაგრამ არა „გამომწვევი“, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, მომხმარებელთა უმეტესობას „აგრესიული“ რეკლამა უკვე აღიზიანებს.
თუმცა, შეიძლება ხარისხიც არ აღმოჩნდეს ხანგრძლივი წარმატების გარანტი. ხშირად ხდება, რომ წარმატებული კომპანიაც კი მოულოდენლად ჰკარგავს კლიენტებს.
დასკვნას მაშინვე აკეთებენ კიდევ ერთი სტერეოტიპის მიხედვით: ყველაფერი მარკეტინგის ბრალია.
ბიზნესმენთა უმეტესობა ვერ ხსნის წარუმატებლობას და მათი რისხვის ობიექტი მარკეტინგის სამსახურის თანამშრომლები ხდებიან. არგუმენტები კი ასეთია: „ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქციას, გვაქვს გასაღების კარგად ათვისებული არხები..., მაგრამ გაყიდვები მცირდება... რისი ბრალია თუ არა მარკეტოლოგთა უნიათობის და არაპროფესიონალიზმის?“
ეს არგუმენტაცია მართებულად კი გამოიყურება, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პროდუქტს „დაბერება“ ჩვევია. კონკურენტების ორიგინალური სიახლეები ერთგულ კლიენტებსაც კი აკარგვინებს ინტერესს შეჩვეული კომპანიის თუნდაც ხარისხიანი პროდუქციის მიმართ.
საერთოდ ადამიანს სიახლეები ძალიან იზიდავს. კაცობრიობის უმეტესობას ახალი წლის დღესასწაული უყვარს ყველაზე მეტად, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ახალი წელი სიბერესთან აახლოებს ადამიანს...
ამიტომ პირველ რიგში, უნდა დაისვას კითხვა: იქნებ კომპანიის კორპორაციული მისია მოძველდა? ასეთ შემთხვევაში გაქცეულ კლიენტებს მხოლოდ რაიმე ორიგინალური სიახლე თუ დააბრუნებს. ასეთი სიახლეები შეიძლება იყოს: დამუშავების ახალი ტექნოლოგია, ახალი ტიპის მსგავსი ან განსხვავებული პროდუქტი, ახალი აქსესუარები და ა.შ.
ასევე ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ბაზრის ახალი სეგმენტები, რომლებიც მოულოდნელად აღმოცენდებიან ამა თუ იმ განვითარებად რეგიონში.
ასე რომ, დრო და დრო უნდა გარემონტდეს არა მხოლოდ საქმის ცალკეული ვაგონები, არამედ ასევე ლოკომოტივიც. ასეთი კომპლექსური განახლებებისათვის კომპანიის პრობლემები უნდა განიხილებოდეს ერთობლივად, ცალკეული ქვედანაყოფების დადანაშაულების გარეშე...
ფირმის მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია, რომ გქონდეთ მუდმივი კავშირი მომხმარებლებთან. უწყვეტად უნდა აკონტროლოთ მათი განწყობები, ახალი მოთხოვნები და პრეტენზიები.
ამ მიზნით საკმაოდ ბევრი კომპანია სპეციალიზირებულ მარკეტინგულ ფირმებს მიმართავს, რომლებიც არსებულ და პოტენციურ ბაზრებს იკვლევენ. ასეთი ფირმების მეთოდიკა ხშირად ნიველირებულია და არ ითვალისწინებს ცალკეული კომპანიების თავისებურებებს. მარკეტინგულმა ფირმამ შეიძლება საინტერესო ზოგადი მონაცემები მოიპოვოს, მაგრამ კომპანიის სპეციფიკას არავინ ისე კარგად არ იცნობს, როგორც თვითონ მფლობელი ან მმართველი. შესაბამისად, კლიენტურასთან ყოველდღიური ურთიერთობა თვითონ კომპანიის მესვეურებმა უნდა აიღონ თავის თავზე.
კლიენტთან კონტაქტი, პირველ რიგში, გამყიდველების საშუალებით უნდა ხორციელდებოდეს. თუ კომპანია საფირმო მაღაზიებს ფლობს - ეს შედარებით ადვილია. სხვა შემთხვევაში დილერების საშუალებით უნდა მოხდეს ამა თუ იმ მაღაზიის გამყიდველების მოსყიდვა, რომ მათ კომპანიის პროდუქციას ფარული პროტექცია გაუწიონ და თან მყიდველების განწყობებიც შეისწავლონ. ზოგი ნოვატორი კომპანია თავის წარმომადგენელსაც კი აყენებს სუპერმარკეტის იმ სტენდთან, სადაც მისი პროდუქცია იყიდება. ეს წარმომადგენელი „მსუბუქი“ საუბრით შედის კონტაქტში მყიდველთან და არკვევს თუ რატომ აირჩია ამა თუ იმ ფირმის ნაწარმი... შემდეგ თავისი კომპანიის პროდუქტზე „უგდებს“ სიტყვას და მის გასინჯვას სთავაზობს... კლიენტებთან ასეთი კონტაქტები საშუალებას აძლევს კომპანიას სწორად და დროულად მოახდინოს რეაგირება მომხმარებლების ცვალებად პრეფერენციებზე.
თუმცა, კლიენტების დიდ ნაწილს ასეთი „თავსმოხვეული“ მარკეტინგი შეიძლება არ მოეწონოს. ამის გამო ფირმები ცდილობენ, რომ მომხმარებლები ასევე „შემთხვევითი“ მარკეტინგით მოიზიდონ. ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ე.წ. ევენტს მარკეტინგი. ინგლისურად ევენტს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: შემთხვევა, დიდი ამბავი, მოვლენა. მართლაცდა, მარკეტინგის ეს ფორმა არ არის ტრადიციული - იგი უფრო მეტად პიარის და რეკლამის სინთეზს წარმოადგენს. ევენტმარკეტინგის ოსტატები მართლაც რომ „შემთხვევით დიდ ამბებს“ აწყობენ. მაგალითად, ერთმა პიცების დამტარებელმა კომპანიამ ამწე-კოშკურა დაიქირავა. ამ კოშკურაზე „ამხედრებული“ კურიერები კლიენტებს პიცას ფანჯრებიდან აწვდიდნენ. კოშკურა რა თქმა უნდა, დამშვენებული იყო ფირმის ლოგოთი და ტელეფონის ნომრებით, რომლითაც პიცის შეკვეთა შეიძლებოდა. ეს „დიდი ამბავი“ არც ისე დიდ ქალაქში მოხდა, სადაც ამწეს გაჩერებას და კოშკურას ფანჯრებამდე აწევას კომუნიკაციები ხელს მაინცდამაინც არ უშლიდა. თუმცა, ეს ამწე-კოშკურა ყველა ფანჯარას ვერ უდგებოდა და სულ რამდენიმე დღე „დათარეშობდა“, მაგრამ პიცებზე შეკვეთა მაინც გაიზარდა.
ერთ-ერთმა საკონდიტრო ფირმამ კი არანაკლებ ორიგინალური „ევენტი“ მოაწყო. ამ ფირმის კონდიტერებმა დიდი ტორტი გამოაცხვეს და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოიტანეს. ტორტის მაგიდის გვერდით კი სერსოს „დანადგარი“ დადგეს. ტორტის ნაჭერს უფასოდ მხოლოდ ის გამვლელი მიიღებდა, ვინც სერსოს რგოლს მიზანში მოარტყამდა. ამასთანავე, წაგებულად არავის ტოვებდნენ. ტორტის მსურველს იმდენჯერ ასროლინებდნენ სერსოს რგოლს, სანამ იგი მიზანს არ მიაღწევდა. ტორტის ყოველი ნაჭერი დამშვენებული იყო ამ ფირმის კრემლოგოთი. ამ მოვლენამ ისე გაართო და გაახალისა ქალაქის მცხოვრებნი, რომ მათ ორჯერ მოუმატეს ამ ფირმის ტკბილეულობით პირის ჩატკბარუნებას.
ასეთი ორიგინალური „ევენტის“ მოწყობა ალბათ ყველა ფირმას შეუძლია...
ასე რომ, იზრუნეთ თქვენს კლიენტებზე - დააკმაყოფილეთ მათი „შემთხვევითი“ ცნობისმოყვარეობა, შესთავაზეთ სიახლეები, გაართეთ და ისინიც ვალში არ დაგრჩებიან...
АНОТАЦИЯ
НОВЫЕ ОРИЕНТИРЫ СОВРЕМЕННОГО БИЗНЕСА
Майя Тетруашвили
ассоцийрованный профессор ТГУ
В современном обществе под влиянием разнообразных информационных потоков часто меняются потребительские преференции общества.
Считается, что телевизионная реклама самая эффективная, но от мощных потоков информации мозг настолько переутомился, что люди стараются получить только для них интересную информацию. Исходя из этого, эффекивнее всего разместить рекламу в познавательно-развлекательных журналах или в туристических справочниках, откуда реклама будет преподноситься, как интересный эпизод какой-нибудь истории...
Кроме того, многие компании обращаются к специализированным маркетинговым фирмам, изучающим существующий и процентный рынок. Эффективен и прямой контакт с клиентом. Это дает возможность компаниям грамотно и своевременно отреагировать на непостоянные референции потребителей.
![]() |
23 „განა გაიყო ქრისტე?!“ |
▲ზევით დაბრუნება |
(უფლის კვართის სულიერ-სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ)
აკაკი მინდიაშვილი
თეოლოგი
ძვირფასო მკითხველებო, ამჯერად შევეცდები წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მიხედვით განვმარტო ის, რასაც წმ. იოანე მახარებელი გადმოგვცემს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს, -ჯვარცმული ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი წუთების შესახებ.
დავიწყოთ იქიდან, ჯარისკაცებმა ქრისტე რომ ჯვარს აცვეს, მისი სამოსელი, ასევე სარტყელი, სანდლები, თავსაბურავი ოთხ ნაწილად გაიყვეს, თითოეულ ჯარისკაცს თავისი წილი შეხვდა და რადგან კვართი შეკერილი კი არა, არამედ ერთიანად, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო, ამიტომ ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, კვართი არ დაეხიათ, რათა მთლიანად არ დარღვეულიყო და ამიტომ წილი ჰყარეს მასზე (იოანე 19, 23-24; მათე 27, 35; მარკოზი 15, 24; ლუკა 23,34).
ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს შემდეგ ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი - ერთი მის მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ და ეს ქრისტეს მტრებმა შეგნებულად, მიზანმიმართულად გააკეთეს, რათა ჯვარზე გამოკიდებული იესო ავაზაკთა შორის უავაზაკესად წარმოეჩინათ.
მაგრამ წმ. იოანე ოქროპირის შენიშვნით, სურდათ რა ამგვარად დაემცროთ ქრისტეს დიდება, პირიქით გაზარდეს დიდება მისი, რადგან ქრისტე ჯვარზე - ავაზაკთა შორის რომ გამოჰკიდეს, ამით ქრისტეს მტრებმა თავიანთი ნების წინააღმდეგ ხელი შეუწყვეს მესიასთან დაკავშირებული ძველი აღთქმისეული კიდევ ერთი წინასწარმეტყველების განხორციელებას, რომლის თანახმად ქრისტემ, ანუ მესიამ, სასიკვდილოდ გასწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა (ესაია 53,12).
ჯალათები ძირითადად ყველაზე დამცირებული, დაუცველი, შეურაცხყოფილი და უმწეო ადამიანების სამოსს ინაწილებდნენ ხოლმე.
ამიტომ ჯარისკაცები, როგორც კი ქრისტეს ჯვარცმა დაასრულეს, მაშინვე შეუდგნენ მისი სამოსის განაწილებას, რომელიც ზოგიერთის თვალსაზრისით, საყოველთაოდ მიღებული ჩვეულების ძალით, ჯარისკაცთა საკუთრება უნდა გამხდარიყო.
არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ეს საყოველთაოდ მიღებულ ჩვეულებას არ წარმოადგენდა და ამ ჩვეულების საყოველთაობის თაობაზე არც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მოგვიანებით კი ეს ჩვეულება საერთოდ აიკრძალა.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ქრისტეს სამოსი ოთხ ნაწილად გაიყვეს, რადგან არ შეიძლებოდა ის რომელიმე ერთი ჯარისკაცის საკუთრება გამხდარიყო, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ქრისტეს ჯვარცმა უშუალოდ ოთხმა ჯარისკაცმა აღასრულა.
წმ. მათე მახარებლის მიხედვითაც, ჯვარს რომ აცვეს იესო, რომაელმა ჯარისკაცებმა მისი სამოსელი წილისყრით გაიყვეს (მათე 27, 35), მაგრამ შეუძლებელი იყო გაყოფა-განაწილება კვართისა, რადგან ის, როგორც უკვე ითქვა, შეკერილი არ გახლდათ, არამედ - თავიდან ბოლომდე - ერთიანად მოქსოვილი, რის გამოც განაწილება-გაყოფის შემთხვევაში მთლიანად დაირღვეოდა და მათთვის სრულიად უსარგებლო გახდებოდა (კვართი, სულხან-საბას განმარტებით, პერანგს ნიშნავს).
სწორედ ამიტომ ჰყარეს მასზე წილი (იოანე 19,24) და აი, აქ, წმ. ინოკენტის თქმით, ერთის შეხედვით, არც თუ ისე უმნიშვნელო მოვლენა ხდება, როდესაც ვგებულობთ, რომ ამით აღსრულდა მესიის შესახებ ერთ-ერთი უძველესი წინასწარმეტყველება, წმ. დავით მეფის ფსალმუნში გამოთქმული, რომელსაც კიდევ ერთხელ გავიმეორებთ:
- განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა წილი განიგდესო (იოანე 21, 18).
ჰეროდოტეს მიხედვით, კვართის მოქსოვის ოსტატობითა და ხელოვნებით განსაკუთრებით სახელგანთქმული ეგვიპტელები იყვნენ, მაგრამ გადმოცემის თანახმად, კვართი უფალს ჩვენსას და მაცხოვარს, იესო ქრისტეს - თავის პირმშოს - დედა ღვთისმშობელმა მოუქსოვა თავისი ყოვლადწმიდა თითებით და მოუქსოვა მაშინ, როდესაც მარადქალწული მარიამი ორსულად იყო.
მაშასადამე, კვართი უფლისა იესოსთან ერთად სასწაულებრივად იზრდებოდა.
წმ. საეკლესიო გადმოცემით, აქ გოლგოთაზე, ქრისტეს ჯვარცმას ივერიიდან ჩამოსული ელიოზი და ლონგინოზი ესწრებოდნენ, რომელთაც ღვთის ნებით, უფლის კვართი ჩვენს ქვეყანაში წამოიღეს.
წმ. იოანე ოქროპირის თქმით, ჯარისკაცებმა გაიყვეს ის სამოსელი, რომელიც მომავალში მრავალ სასწაულს აღასრულებდა (თუმცა, არც სამოსელი და არც კვართი იმ დროს - განაწილებისა და წილისყრის დროს - არანაირ ძალთაქმედებას, არანაირ სასწაულს არ ახდენდა).
ჩვენ ვხედავთ, ქრისტეს მიმართ ერთიმეორის მიყოლებით, როგო რი ზედმიწევნითა და გასაოცარი სიზუსტით აღესრულებოდა რეალურად ყველა ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველება ქრისტესმოძულე მღვდელმთავრების, უხუცესების, მწიგნობრებისა და ფარისევლების თვალწინ, მათ თვალწინ, რომელთაც ყრმობიდანვე ასწავლიდნენ ძველაღთქმისეულ, წმინდა წერილისეულ ყველა წინასწარმეტყველებას მესიასთან, ქრისტესთან დაკავშირებით.
ყველა იმ წინასწარმეტყველების - 60-ზე მეტი დიდი და მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებისა და 200-ზე მეტი დამოწმებისა და მითითების აღსრულება, - მოცემულ შემთხვევაში, მესიის, ქრისტეს ჯვარცმასთან დაკავშირებული მოვლენებისა და გარემოებების შესახებ წინასწარმეტყველებათა განხორციელება, უტყუარი ნიშანი და დასტური იყო იმისა, რომ ყოველივე ის, რაც ჯვარცმულ ქრისტესთან და ჯვართან ხდებოდა, წარმოადგენდა ქრისტესადმი არა მარტო ადამიანთა სიძულვილის, არა მარტო მათი მძვინვარების, მათი გაბოროტებულობისა და უგუნურების ნიშანს, არამედ ღვთის ნების, ღვთის საიდუმლო განგებულების მოქმედებასაც.
ჯარისკაცები სამოსლის განაწილებისა და კვართზე წილისყრის შემდეგ არ წასულან, - როგორც წმ. მათე მახარებელი შენიშნავს, - ისინი გოლგოთაზე, ჯვარცმის ადგილას ისხდნენ და ქრისტეს დარაჯობდნენ (მათე 27, 36), დარაჯობდნენ, რათა ახლობლებს, ჭირისუფლებს არ მოეტაცათ და სიკვდილისაგან არ ეხსნათ ჯვარზე ტანჯული, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ტიტუს იმპერატორის ბრძანებით, სამი ებრაელი ჯვრიდან რომ ჩამოხსნეს და ამგვარად მათ სიცოცხლე შეუნარჩუნეს, - სამივენი სიკვდილისაგან იხსნეს.
უნდა ვიგულისხმოთ, რომ ჯარისკაცები, რომლებმაც ქრისტე ჯვარცმის შედეგად მისი სამოსლის განაწილებითა და კვართზე წილისყრითაც დაამცირეს, იმ დროს, როდესაც მაცხოვარი მთელი კაცობრიობისათვის, მათ შორის, ამ ჯარისკაცებისათვის ევნებოდა და ეწამებოდა, იმ დროს, როდესაც ჩვენი ცხონებისათვის საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა და მსხვერპლად გვეწირებოდა, ჯვართან მსხდომი ეს ჯარისკაცები მანამდე, ვიდრე ქრისტეს სიკვდილი არ შეეხებოდა, მთელ დროს ჭამა-სმაში, სიცილ-ხარხარში, დაცინვასა და ხორხოცში ატარებდნენ.
ქრისტე პარასკევ დღეს ჯვარზე ჩვენთვის რამდენიმე საათის მანძილზე ევნებოდა და იტანჯებოდა ( და თუ როგორი იყო ეს ტანჯვა-წამება, ამის შესახებ შევეცდებით შეძლებისდაგვარად დაწვრილებით ვისაუბროთ ცალკე თხზულებაში, ცალკე წიგნში: „გოლგოთაზე“).
დიახ, ქრისტეს ჯვარმცმელი ჯარისკაცები ხორხოცში, სიცილ-ხარხარსა და ჯვარცმულის აბუჩად აგდებაში ატარებდნენ პარასკევ დღეს ქრისტეს სიკვდილამდე.
და განა ჩვენც, ნებისმიერი ჩვენთაგანი, როდესაც პარასკევ დღეს, თუ მსგეფსი არ არის, თუ ხსნილი არ არის, ქრისტეს ჯვარცმის დღეს, მისი ვნების, ტანჯვისა და სიკვდილის დღეს კი არ ვმარხულობთ, კი არ ვმწუხარებთ, კი არ თანავუგრძნობთ და კი არ თანავიტანჯებით ქრისტესთან ერთად, გულით, ფიქრებით, ლოცვით, აზრობრივად გოლგოთაზე კი არ ვიმყოფებით, არამედ მარხვას ვარღვევთ, უმრავლესობა კი, სამწუხაროდ, საერთოდ, უმარხველად ვცხოვრობთ, მთელს ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებას უმარხველად ვატარებთ და სულის ცხონებისათვის, სულის გადარჩენისათვის ღვთის მიერ თითოეული ჩვენთაგანისთვის გამოყოფილ დროს, თვით პარასკევ დღესაც კი - ე.წ. დროსტარებაში, ნადიმებში, სხეულის განდიდებაში, გართობის სხვადასხვა ფორმებში ვხარჯავთ.
ასეთ შემთხვევაში განა ქრისტეს ჯვარმცმელ იმ გულსასტიკ, უღვთო ჯალათ ჯარისკაცებთან ერთად არ ვიმყოფებით გოლგოთაზე მაცხოვრის ჯვართან და განა მათთან ერთად არ დავცინით, მათთან ერთად არ ვამცირებთ და მათთან ერთად არ შეურაცხვყოფთ ქრისტეს, თანაც ჯვარცმულსა და ჩვენთვის ტანჯულს?!
ვინც ცხოვრების ამგვარ წესს მისდევს, ვინც ქრისტეს გარეშე ულოცველად და უმარხველად, უეკლესიოდ და უმოძღვროდ ატარებენ ღვთისგან ბოძებულ სიცოცხლის უძვირფასეს წლებს, ბუნებრივია, რომ მათ მკაცრად მოეჩვენებათ ღვთის რჩეული მოციქულების მიერ სული წმიდის შთაგონებით დაწესებული საღვთო კანონი, რომლის თანახმად:
- ვინც დიდ მარხვას არ ინახავს, მთელი წელი არ მარხულობს ოთხშაბათსა და პარასკევს, განკვეთილ იქნას ეკლესიიდანო.
ასევე მკაცრად მოეჩვენებათ ერთ-ერთ წმ. საეკლესიო კრებაზე ღმერთშემოსილ მამათა მიერ დადგენილი კანონი:
- ვინც იძულების გარეშე დაარღვევს მარხვას, შეჩვენებული იყოსო.
და მართლაც, განა თავით თვისით არ არიან შეჩვენებულნი და საკუთარი ნებით ეკლესიიდან განკვეთილნი, ეკლესიის გარეშე მცხოვრები ის ადამიანები, რომლებიც არც წმ. დიდმარხვებს არ ინახავენ და არც ოთხშაბათ-პარასკევის მარხვებს, ყოველგვარი იძულებისა და ძალდატანების გარეშე ნებაყოფლობით არღვევენ როგორც ხორციელ, ისე სულიერ მარხვას, ამ საღვთო მცნებას, რომელიც უფალმა ჩვენს პირველ მშობლებს სამოთხეშივე დაუწესა?!
და თუ ესოდენ აუცილებელი იყო მარხვა ადამიანისათვის სამოთხეში, წარმოვიდგინოთ, რამდენად აუცილებელია, სიცოცხლისეულად მნიშვნელოვანი და მაცხოვნებელი უნდა იყოს მარხვა ჩვენთვის, როდესაც სწორედ პირველ ადამიანთა - ადამ და ევას მიერ მარხვის მცნების დარღვევისა და ამ ცოდვის ღვთის წინაშე მოუნანიებლობის გამო ვიმყოფებით არა სამოთხეში, არამედ სამოთხიდან გამოძევებულ მდგომარეობაში.
* * *
ჯარისკაცთა მიერ სამოსლის განაწილებისა და კვართზე წილისყრის შესახებ მოგახსენებდით.
წმ. კირილე ალექსანდრიელის ვრცელი განმარტების მიხედვით, ჯარისკაცებმა მაცხოვრის სამოსელი გაინაწილეს, რაც გამოხატულება იყო მხეცთა მსგავსი მათი სიველურისა და მათთვის დამახასიათებელი არაადამიანურობისა.
საერთოდ, ჯალათებისთვის დამახასიათებელი გახლდათ ის, რომ არანაირი თანატანჯვა, არანაირი თანაგრძნობა არ გააჩნდათ თვით უკიდურესად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი სიკვდილმისჯილებისადმიც კი და განაჩენსაც უფრო მეტი სისასტიკით აღასრულებდნენ ხოლმე, ვიდრე ეს ევალებოდათ და თან უბედურ ტანჯულებს დაცინვასა და აბუჩად აგდებასაც არ აკლებდნენ (გავიხსენოთ ამ მხრივ ქრისტეს გამათრახების ეპიზოდები პრეტორიუმში პილატეს პროკურატორის ბრძანებით რომაელ გულსასტიკ ჯარისკაცთა მიერ).
გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განაჩენის აღსრულების შემდეგ სიკვდილმისჯილის სამოსს ინაწილებდნენ და ისაკუთრებდნენ, როგორც ერთგვარად აუცილებელ და ვითომდა კანონიერ მემკვიდრეობას.
ამიტომ ინაწილებენ რა გოლგოთაზე უკვე ჯვარცმული ქრისტეს სამოსს ჯარისკაცები ოთხ ნაწილად, მხოლოდ კვართს სტოვებენ მთელსა და განუყოფელს, რათა ის განაწილება-განყოფის შემთხვევაში სრულიად უსარგებლო არ გამხდარიყო იმ მიზეზის გამო, რის შესახებაც უკვე მოგახსენეთ.
ამრიგად, ჯვარცმულმა ჯარისკაცებმა კვართის დასასაკუთრებლად წილი ჰყარეს, რადგან სრულიად უცხოა სიცრუე ღვთისათვის, რომელიც ამ მოვლენამდე 1000 წელზე ადრე წინასწარ გვაუწყებდა წმ. დავით მეფსალმუნის პირით, რომ:
- გარს შემომეხვივნენ მე ძაღლები, წრედ შემომერტყა ბოროტთა ხროვა და ჩემი ხელ-ფეხი... განხვრიტესო... ჩემს სამოსელს ინაწილებენ და ჩემს კვართზე წილს ჰყრიანო... (ფსალმუნი 21. 16,18).
ამის შესახებ უფალი მრავალი საუკუნით ადრე წინასწარ იმიტომ გვამცნობდა, რომ ოცდამეერთე ფსალმუნის ეს წინასწარმეტყველური სიტყვები მომხდარ, აღსრულებულ მოვლენებთან შეგვედარებინა და დაგვენახა და გვერწმუნა, რომ გოლგოთაზე ავაზაკთა შორის ჯვარცმული სწორედ ის იქნებოდა, ვისაც ძველი აღთქმისეული ყველა წინასწარმეტყველება დაუკავშირდებოდა, ვინც ჩვენი სახით მოვიდოდა, ხორცს შეისხამდა და ვისაც კაცთა მოდგმის საცხოვნებლად ბოროტ, უკეთურ ადამიანთა ხროვა გარს შემოერტყმოდა და ვისაც განუხვრეტდნენ ხელ-ფეხს, ანუ ჯვარს აცვამდნენ (ფსალმუნ. 21, 16).
საოცრებაა, რომ მესიის, მაცხოვრის ჯვარცმით სიკვდილი ნაწინასწარმეტყველებია მაშინ, როდესაც ჯვარზე სიკვდილი საერთოდ არ არსებობდა!
მაშ, ძვირფასებო, განიყოფენ რა ჯარისკაცები სამოსელს ოთხ ნაწილად, მთელსა და განუყოფელს ტოვებენ მხოლოდ ერთს - კვართს, რითაც ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი მხოლოდშობილის სიბრძნე ერთგვარ ნიშანს გვაძლევს ღვთის საიდუმლო განგებულებისას, რომლის ძალითაც, რომლის წყალობითაც ხსნა ქვეყნიერების ოთხივე კუთხეს უნდა მიეღო.
მართლაც, ქვეყნიერების ოთხივე ნაწილი, წმ. კირილე ალექსანდრიელის უაღრესად ღრმა და ხატოვანი თქმით, თითქოსდა ერთმანეთს შორის გაიყვეს და იმავდროულად განუყოფლად და დაუნაწილებლად დატოვეს ჭეშმარიტად ხორცშესხმული სიტყვა, ე.ი. სხეული მესიისა, მაცხოვრისა.
ცალკეულ ნაწილებად დანაწევრებული და ყოველი ჩვენგანის სულის სხეულთან ერთად განმწმენდელი და განმანათლებელი თავისი ხორცით, მხოლოდშობილი ძე ღვთისა, განკაცებული სიტყვა - ღმერთი მთლიანად, დაუნაწევრებლად და განუყოფლად იმყოფება ყველაში ერთი და იმავდროულად ყველგან მყოფი, რადგან იგი არ განიყოფება, როგორც წმ. პავლე მოციქული იტყვის ამასთან დაკავშირებით, განა გაიყო ქრისტე? (1 კორინთ. 1,13).
რაღაც მსგავსი უნდა ვიფიქროთ ქრისტეს სამოსზეც, - თუმცა სამოსი ოთხ ნაწილად იქნა განყოფილი, მაგრამ განუყოფელი დარჩა კვართი.
აქ შეიძლება ისიც ითქვას, რომ ვინც ზემოდან ერთიანად მოქსოვილ კვართს, - თავიდან ბოლომდე მოქსოვილსა და არა შეკერილს - აზრობრივად განჭვრეტს, კვართიდან ყურადღებას ქრისტეს სხეულზე გადაიტანს, რამდენადაც მისი სხეული შეიქმნა შეუუღლებლად და ასე ვთქვათ, შეუკერველად, ე.ი. არა კაცისა და ქალის შეერთებით, არამედ სული წმიდის მოქმედებით, უზენაესის ძალით „მოიქსოვა“ იგი ყოვლადწმიდა მარიამის წიაღში.
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ კვართი უფლისა და მაცხოვრისა, ღვთის განგებით, ელიოზმა და ლონგინოზმა ივერიაში შემოაბრძანეს;
კვართის ერთგვარი წინამორბედი და წინასწარმეტყველი იყო ხალენი წმ. ელია წინასწარმეტყველისა, რომელიც, მოგეხსენებათ, უდიდესი სიწმინდეა ძველი აღთქმის რჩეული ერისა და რომელიც, ღვთის ნებით, აგრეთვე ივერიაში იქნა შემობრძანებული წმ. იერემია წინასწარმეტყველის მოწაფეთა მიერ („ხალენი“ ზედა შესამოსელს ეწოდება).
დიახ, კვართი უფლისა და ხალენი წმ. ელია წინასწარმეტყველისა, როგორც ვიცით, სწორედ ივერიაშია და არა რომელიმე სხვა ქვეყანაში, - კონკრეტულად მცხეთაში, სვეტიცხოველში.
* * *
ისეთი სიწმინდეების ფლობა, როგორებიცაა: კვართი უფლისა, კვართი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ხალენი წმ. ელია წინასწარმეტყველისა, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისა, ანჩისხატად წოდებულისა და სხვა დიდ სიწმინდეთა, როგორც კვართის შესახებ გამოქვეყნებულ თავის საღვთისმეტყველო თხზულებაში განაცხადა დეკანოზმა არჩილმა (მინდიაშვილმა), ამ სიწმინდეთა ქონა ნიშანი და გამოხატულებაა ჩვენს ერთან და ჩვენს ერში ღვთის ყოფნისა.
ძვირფასებო, მოგეხსენებათ, რომ ისრაელიანებს შორის ღვთისმყოფელობის განსაკუთრებულ ნიშანს აღთქმის კიდობანი წარმოადგენდა.
ღმერთმა მოსეს აუწყა, რომ კიდობნის ორსავე კიდეზე სახურავზე გამოსახულ ქერუბიმთა შორის მოევლინებოდა და გამოუცხადებდა ისრაელიანებს თავის ნებას (გამოსვლა 25, 18-22).
ეს უდიდესი და უძვირფასესი ქრისტიანული სიწმინდე, კვართის, ანუ სულხან-საბას განმარტებით, პერანგი უფლისა, რომელზედაც სვეტიცხოველის ტაძარია აღმართული, ჩვენს ერში ღვთის ყოფნის განსაკუთრებული ნიშანია.
უფლის კვართი ღვთის მიერ ჩვენი ერისათვის გამოგზავნილი ფასდაუდებელი საჩუქარია.
უფლის კვართიდან მადლმოსილი უხილავი სხივები ეფინება წმ. მართლმადიდებელ ეკლესიას და ყოველი მართლმორწმუნე ადამიანის გულს ახარებს.
კვართიდან მომავალი ნათელი, მამა რაფაელის მართებული განცხადებით, აკავშირებს და აერთიანებს სრულიად საქართველოს წმინდა ეკლესია-მონასტრებთან.
ძველი აღთქმის მეფეთა პირველი წიგნიდან ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ფილისტიმელებმა კიდობანი წაიღეს, ისრაელიანებმა ყვირილით შეჰღაღადეს ღმერთს:
- დიდება განეშორა ისრაელს, რადგან ღვთის კიდობანი წაღებულიაო (1 მეფ. 4, 12).
ხოლო როდესაც კიდობანი დაუბრუნდა ისრაელს, მასთან ერთად ღვთის დიდებაც დაუბრუნდა.
ამჟამად კიდობნის ადგილი უცნობია.
სჯულის კიდობანს სად არ ეძებდნენ და ეძებენ დღესაც - თავად იერუსალიმში, იორდანიაში, ეგვიპტეში, ეთიოპიასა და სხვა ქვეყნებში, მაგრამ - ამაოდ.
გადმოცემის თანახმად, კი მხოლოდ უფლის მეორედ მოსვლის დროს გახდება მისი ადგილსამყოფელი ცნობილი.
მადლობა ღმერთს, კვართი უფლისა არასოდეს განშორებია 2000 წლის მანძილზე საქართველოს და ღვთის მფარველობა არასოდეს მოჰკლებია ჩვენს ერს.
კვართი უფლისა, რომელიც იესო ქრისტეს თვით დედაღვთისამ მოუქსოვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავისი ყოვლადუბიწო და უფაქიზესი თითებით, გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე მაცხოვრის უწმინდესი და პატიოსანი სისხლით შეიღება.
მცხეთას „მეორე იერუსალიმი“, დიახაც უწინარეს ყოვლისა, სწორედ ამ უდიდესი სიწმინდის - უფლის კვართის გამო ეწოდება.
სწორედ კვართი უფლისა, კვართი მაცხოვრისა აკავშირებს მცხეთასა და იერუსალიმს, სვეტიცხოველსა და აღდგომის ტაძარს, სადაც ყოველ დიდ შაბათს ხილულად ხდება ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლა.
ზემოთქმულის გარდა, ჩვენს ქვეყანას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღვთის ნებით, წილად ხვდა ღვთის განსაკუთრებული წყალობა, როდესაც ქრისტესშობამდე VI საუკუნეში ნაბუქოდონოსორისაგან დევნილმა ებრაელებმა, სახელდობრ, წმ. იერემია წინასწარმეტრყველის მოწაფეებმა (უნდა ვიგულისხმოთ, ამ დიდი წინასწარმეტყველის - წმ. იერემიას კურთხევით) სწორედ საქართველოში და არა რომელიმე სხვა ქვეყანაში ჩამოიტანეს ძველი აღთქმის ეს გამორჩეული სიწმინდე - ხალენი, ანუ მოსასხამი (ზედა შესამოსელი), წმ. ელია წინასწარმეტყველისა, რომელიც, თავის მხრივ, ერთგვარი წინამორბედი აღმოჩნდა იესო ქრისტეს კვართის საქართველოში ღვთის ნებით ჩამობრძანებისა.
* * *
საუფლო კვართის მნიშვნელობის შესახებ განმარტებები აქვთ მოცემული ისეთ დიდ მამებს, როგორებიც არიან წმ. კირილე ალექსანდრიელი, წმ. კვიპრიანე კართაგენელი, წმ. მაქსიმე აღმსარებელი, წმ. ისიდორე პელუსოელი, წმ. კოზმა მაიუმელი...
წმ. კვიპრიანე კართაგენელი წერს, რომ:
„უფლის კვართი იმ ერთიანობის მატარებელია, რაც ზეციური მამისაგან მოდის...
ქრისტეს კვართის ფლობა არ შეუძლია მას, ვინც არღვევს და ყოფს ქრისტეს წმ. ეკლესიას...
ქრისტეს კვართი არ შეიძლება დანაწევრდეს...
ქრისტეს კვართი ერთიანად, მთლიანადაა მოქსოვილი და შეკავშირებული, ამიტომ არ შეიძლება მისი დაყოფა და დაშლა მისი მფლობელის მიერ“.
ამრიგად, ქრისტეს კვართი მართლმადიდებლობის, წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის მთლიანობის, განუყოფლობის სიმბოლოს წარმოადგენს.
ამიტომ ქვეყანა, რომელიც მას ფლობს, ე.ი. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი მოწოდებულია, წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის მთლიანობის დამცველი და შემნახველი იყოს!
ხოლო ისინი, ვინც საქართველოს წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის დასარღვევად იბრძვიან, უმკაცრესად დაისჯებიან ღვთის მიერ, პირველ რიგში, როგორც უფლის კვართის არადჩამაგდებელნი და ქრისტეს შეურაცხმყოფელნი.
ღვთის ნებით, კვართზე ქართველმა ხალხმა 12 წმინდა მოციქულის სახელობის (სვეტიცხოველის) ეკლესია ააგო.
12 წმინდა მოციქული კი, ამავდროულად, მთელი ქრისტიანული სამყაროს სიმბოლოა, რადგან მათ ქრისტიანობა მთელს ქვეყნიერებაზე იქადაგეს.
ხოლო ის ფაქტი, რომ სვეტიცხოველის წმინდა ტაძარი 12 მოციქულის სახელობისაა და, ამავდროულად, ეს წმინდა ტაძარი კვართზეა აღმართული, მიგვანიშნებს და მიგვითითებს იმაზე, რომ საქართველოს ეკლესიის მისიას მთელს მსოფლიოში წარმოადგენს ჭეშმარიტი, შეურყვნელი და წმინდა მაცხოვნებელი მართლმადიდებლობის დაცვა და ამით, არსებითად, მთელს მსოფლიოში ჭეშმარიტი ქრისტიანული ერთობის ქადაგება.
ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მისი კვართისა და შესამოსლის შესახებ, მოგვითხრობს ოთხივე მახარებელი - მათეც, მარკოზიც, ლუკაც და იოანეც, მაგრამ კვართი რომ არ გაიყვეს, არ გახიეს, არ დაარღვიეს, არ დაშალეს ჯარისკაცებმა, ამის შესახებ მხოლოდ „სიყვარულის მოციქულად“ წოდებული იოანე მახარებელი გადმოგვცემს.
ქრისტეს გარეშესამოსელს რაც შეეხება, ის ჯარისკაცებმა, როგორც უკვე ითქვა, ოთხ ნაწილად გაიყვეს, რადგან შეკერილი იყო და არა ერთიანად მოქსოვილი, ამიტომ გაყოფა-განაწილების შემთხვევაში, გარეშესამოსელს კვართის მსგავსად დარღვევა და დაშლა არ ემუქრებოდა, რაც კვართისა და გარეშესამოსელის მიმართ რეალურად აღსრულდა კიდეც.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ყოველივე ამით განხორციელდა და რეალობად იქცა წმ. დავით წინასწარმეტყველის 21-ე ფსალმუნში ქრისტეს შობამდე მეთერთმეტე საუკუნეში ნაწინასწარმეტყველები, რომლის თანახმად, შესამოსელს გაიყოფდნენ, ხოლო კვართზე წილს იყრიდნენ.
წმ. ისიდორეს შენიშვნით, ის სამოსელიც იმიტომ კი არ დაინაწილეს, როგორც ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ ჯარისკაცებისათვის რაიმე განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენდა, არამედ ეს ქრისტეს კიდევ ერთხელ დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით გააკეთეს.
ამრიგად, ჯარისკაცებმა კვართი არ გაინაწილეს, რადგან ერთიანად იყო მოქსოვილი და რომ დაენაწილებინათ, - რომ გაეხიათ, სულ მთლიანად დაიშლებოდა, მაგრამ რაც ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანია, ამ გარემოებაში, ამ ფაქტში ღვთის საიდუმლო განგებულება უნდა დავინახოთ, რადგან მაცხოვრის განუყოფელი და დაუნაწევრებელი კვართი სიმბოლოა ერთიანი და განუყოფელი მართლმადიდებელი ეკლესიისა და მართლმადიდებლობისა, რომელსაც უბიწოდ, დაურღვევლად, დაუშლელად და დაუზიანებლად ინახავს საქართველოს წმ. მართლმადიდებელი ეკლესია და ეს გახლავთ, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი, ილია II აცხადებს, ამქვეყნად საქართველოს წმ. ეკლესიის უპირველესი მისია!
![]() |
24 „პროფილის“ წარმატებული პროექტი - „ქართული ბრენდის დღე“ |
▲ზევით დაბრუნება |
საუკეთესო ეროვნული ბრენდების გამოსავლენი კონკურსები და ლიდერი ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალები მსოფლიოს 22 ქვეყანაში ტარდება და ყველგან პოპულარობითა და წარმატებით სარგებლობს. მათ რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც: ლიდერ ქართულ ბრენდებს ჩვენში „ქართული ბრენდის დღე“ გამოავლენს...
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილმა“ ქართული ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიალი 2008 წლის 24 დეკემბერს მეექვსედ ჩაატარა. ღონისძიებას ამჯერად სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასმა“ უმასპინძლა. საღამო ტრადიციული პომპეზურობით გამოირჩეოდა, მოწვეულ სტუმართა რიცხვმა კი 600-ს გადააჭარბა.
წლის გამორჩეული ბრენდები „პროფილი-კვლევამ“ ხუთ ნომინაციაში გამოავლინა. 2008 წლის ლიდერი კომპანიები გახდნენ: ფარმაცევტული კომპანია „პე-ეს-პე“, ღვინის კომპანია „თელიანი ველი,“ სამშენებლო კომპანია „აქსისი“, ტურისტული კომპანია „ენ-ტური“, წყალი მარგებელი ბრენდისათვის „ნაბეღლავი,“ გია გვარამიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, ნავთობპროდუქტების კომპანია „ვისოლი,“ ავიაკომპანია „აირზენა ჯორჯიან ეარვეისი“, „თიბისი ბანკი“, ჟურნალი „სარკე,“ გაზეთი „კვირის პალიტრა“, „ბაგრატიონი 1882“, გურჯაანის ნაყინი და რადიო „ფორტუნა“. ნომინაციის „რეპუტაცია და ნდობა“ გამარჯვებულებად აღიარეს: „თელავის ღვინის მარანი,“ „ფაქტორ ელექტრონიკსი,“ „უშბა დისტილერი,“ სამშენებლო კომპანია „წავკისის ველი,“ დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო,“ კომპანია „ყაზბეგი.“
ნომინაციაში წარმატებული ახალი სახელი ბათუმის ფარმაცევტულმა ქარხანა „ბათფარმამ,“ ხორცპროდუქტების კომპანია „მითანამ,“ კომპანია „სანდოს“ ახალმა ბრენდმა „სუპერნოვამ,“ რადიო „კომერსანტმა,“ კომპანია „სარეკლამო ჯგუფმა,“ მაღაზიათა ქსელმა „მობი“ და დუეტმა „ჯორჯიამ“ გაიმარჯვეს. წარმატებულ ტელეპროექტად გადაცემა „ბიზნესკურიერი“ და „ღამის შოუს სტუდიის“ სერიალი „შუა ქალაქში“ აღიარეს. წარმატებული საერთაშორისო პროექტის ნომინაციაში საუკეთესო კი „ჩვენებურები“ აღმოჩნდა.
წელს „ქართული ბრენდის დღის“ ნომინაციებს ახალი დაემატა: პირველად გამოვლინდა ბრენდ-პერსონა. ეს ტიტული მომღერალ ვახტანგ კიკაბიძეს ერგო წილად.
ღონისძიებაზე სტუმარი ბრენდებიც იყვნენ წარმოდგენილი: კოსმეტიკური კომპანია „ფორევერ ლივინგი,“ კომპანია „მარი გოლდი,“ კომპანია „დელფოსი,“ კომპანია „მადიანო“ და ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრი „ელიტი.“
პროექტს პარტნიორობას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ეროვნული საინვესტიციო სააგენტო უწევენ. დაჯილდოების ცერემონიალის საინფორმაციო მხარდამჭერები კი რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, რადიო „კომერსანტი“, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, ტელეკომპანიები: პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მედია სახლი „პალიტრა“, ჟურნალები: „ბიზნესი და კანონმდებლობა“, „ბიზნესნიუსი“ და „სარკე“ იყვნენ.
„ქართული ბრენდის დღისადმი“ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. „პროფილის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, პროექტის ერთ-ერთი ავტორი მანანა გეგიძე გაოცებას ვერ მალავს, რომ, აგვისტოს სამწუხარო მოვლენებისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, კომპანიების უმრავლესობის მხრიდან პროექტის მიმართ ინტერესი არ შენელებულა. როგორც ქალბატონი მანანა აღნიშნავს, ნომინაცია „წარმატებულ ახალ სახელში“ ნომინანტების სიმრავლეა, რაც იმის დასტურია, რომ ამ უსიამოვნო მოვლენებმა ბიზნესის განვითარება ვერ შეაფერხა.
„ქართული ბრენდის დღე“ მიზნად ისახავს ქართული ბრენდების ფორმირება-პოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზარზე, კომპანიებს შორის არსებული კონკურენციის ჯანსაღი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრებას, ეთიკური ბიზნეს-გარემოს არსებობას, გარდა ამისა, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას.
მანანა გეგიძე: „ქართული ბრენდის დღე“ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი პროექტია, რომ მისი ოფიციალურად მოხსენიება მიჭირს კიდეც, რადგან პროექტის მიმართ საოცრად მშობლიური, თბილი გრძნობები მაქვს... დაიბადა 2003 წელს, იზრდება, ყოველწლიურად ემატება ასაკი... შესაბამისად, მისი მასშტაბურობაც მატულობს... ვფიქრობ, ჩვენი პროექტი ჯანსაღი კონკურენციისთვის საუკეთესო საშუალებაა. როგორც ვიცი, კომპანიები წლიდან წლამდე ცდილობენ, დააკმაყოფილონ ბრენდის აგებულებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი, გაააქტიურონ სოციალური ვალდებულების მიმართულება...
„ქართული ბრენდის დღეს“ საფუძველი სწორედ მაშინ ჩაეყარა, როდესაც საქართველო უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პირველი ღონისძიება სალონური ტიპის გახლდათ, რომელშიც მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. მას შემდეგ „ქართული ბრენდის დღე“ წარმატებით ვითარდება და ბიზნესის მრავალ სფეროს მოიცავს.
საკმაოდ შრომატევადი სამუშაო პროცესი დასკვნით ღონისძიებამდე სამი თვით ადრე, სექტემბერში იწყება. ამ დროისთვის მთელი სააგენტო მობილიზებულია და ურთულეს სამუშაო რეჟიმზე გადადის. სარეკლამო კამპანია ცერემონიამდე 10 დღით ადრე აქტიურდება.
შერჩევისა და შეფასების კრიტერიუმებად მკვლევარები ბრენდის შექმნის მარკეტინგულ მიზანსა და სტრატეგიას, პოზიციურობას, კრეატიულ სტრატეგიასა და ბრენდის შექმნის ეტაპებს, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგიას, მედია სტრატეგიასა და ბრენდის წინ წაწევის პროგრამის შედეგებს ითვალისწინებენ.
ელგუჯა მარღია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი: „ქართული ბრენდის დღე“ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა, რაც ჩვენი დიდი ძალისხმევისა და მონდომების შედეგია. სამომავლოდ უამრავი სიახლე გვაქვს დაგეგმილი, რაც პროექტის წინსვლას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ბრენდის დღე“ ერთგვარი მონიტორინგია, რომელიც ყოველწლიურად აფიქსირებს უკვე ცნობილი და პოპულარული თუ ახლადშექმნილი ბრენდების განვითარების ეტაპებს ქვეყნის მასშტაბით.“
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილმა“ ბრენდებს თავი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „ქართულ ბრენდზე“ მოუყარა, რომელიც ამ მიმართულების პირველი და ერთადერთი პორტალია ქართულ ინტერნეტ-სივრცეში. ინტერნეტის მომხმარებლებს მიეცათ უნიკალური საშუალება, სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ მათთვის სასურველი, მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი ინფორმაცია, თვალყური ადევნონ ბრენდების რეიტინგს და სხვადასხვა სფეროებისა და ნომინაციების მიხედვით გამარჯვებულებიც კი გამოავლინონ: კომპანია, რომელიც მომავალში ბრენდად ჩამოყალიბდება, საკონკურსო შეფასების ინოვაციურ ხუთქულიან სისტემაში ჩაერთვება. გამარჯვებული ბრენდები კი წლის ბოლოს სწორედ „ქართული ბრენდის დღეზე“ გამოვლინდება. თუმცა, კონკურსში გასამარჯვებლად მხოლოდ ვირტუალურ რეჟიმში ქულების დაგროვება არ კმარა: „პროფილი“ კვლევის სხვა ეფექტიან მეთოდებსაც იყენებს, ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვებული ბრენდი კი მონაცემების საბოლოო შეჯერების შედეგად გამოიკვეთება.
პროექტის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალ წელს „ქართული ბრენდის დღეზე“ სხვადასხვა სფეროს მიხედვით წარმოდგენილი და დაჯილდოებული ბრენდების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება, პროექტი კი, რომელსაც ზოგიერთი სკეპტიკოსი დაფუძნებისთანავე ჩაშლას უწინასწარმეტყველებდა, კიდევ უფრო მასშტაბური გახდება...
ეკა ჯიმშელაძე
![]() |
25 როგორი რწმენა გვიცავს დეპრესიისაგან? |
▲ზევით დაბრუნება |
ფსიქოლოგიური გადაღლა და დეპრესიული განწყობა განსაკუთრებით ძლიერდება კრიზისების დროს. შეერთებულ შტატებში უკვე 15%25-ით გაიზარდა თვითმკვლელობათა რიცხვი....
ფსიქოლოგები ცდილობენ, რომ დეპრესიის დაძლევის არალეტალური და არატრაგიკული მეთოდები შესთავაზონ საზოგადოებას.
ბოლო გამოკვლვებით დადგინდა, რომ დეპრესისაგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება, ეს არის რელიგიურობა და რწმენა უფლისადმი.
მაგრამ ადამიანებს განსხვავებულად სწამთ ღმერთის თუ ზეციური ძალების.
ზოგი აქტიურად მონაწილეობს მრევლის საქმიანობაში: ხშირად ესწრება წირვა-ლოცვებს, მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში და ა.შ.
ზოგნი კი უპირატესობას ანიჭებენ განმარტოებით ლოცვებს და მედიტაციებს.
ცნობილმა ფსიქოლოგებმა გამოსაკვლევ ადამიანთა რელიგიურობა 3 ტიპად დაჰყვეს: წირვა-ლოცვაზე დასწრება, რელიგიური „კეთილდღეობა“ (უზენაეს ძალებთან კავშირის შეგრძნება) და ეგზისტენციალური „კეთილდღეობა“ (ცხოვრების აზრისა და მიზნის შეგრძნება).
შემდეგ კი დააკვირდნენ ამ ჯგუფების მიდრეკილებას დეპრესიისადმი.
აღმოჩნდა, რომ დეპრესიისადმი მიდრეკილება ყველაზე სუსტად ახასითებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ეგზისტენციალურ კეთილდღეობას. ასეთი მორწმუნეები 70%25-ით უფრო ნაკლებად განიცდიან დეპრესიას ვიდრე ჩვეულებრივი ათეისტები.
დეპრესიისადმი გამძლეობის ნაკლები პოტენციალი აქვთ იმ მორწმუნეებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ წირვა-ლოცვებზე დასწრებას და მრევლის საქმიანობაში მონაწილეობას.
ხოლო ის მორწმუნეები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ზეციურ ძალებთან კავშირს 1,5- ჯერ მეტად არიან მიდრეკილი დეპრესიისაკენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს მათი რწმენის სისუსტეს. პირიქით, მორწმუნეთა ასეთ ტიპს თვით დეპრესიულმა მდგომარეობამ უბიძგა, რომ დასახმარებლად ზეციური ძალებისათვის მიემართა.
ეგზისტენციალისტი მორწმუნეებისათვის რელიგია ისეთივე მოვლენაა ცხოვრებაში, როგორც ოჯახი ან სამუშაო, ამიტომ მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერი კარგადაა და ცხოვრებაშიც მაქსიმუმს მიაღწიეს. მაგრამ სერიოზული ცხოვრებისეული პრობლემების დროს ისინი ზეციური ძალების მოიმედეთა რიგებში გადადიან.
დეპრესიის დაძლევის და პრობლემებისადმი გამკლავების საუკეთესო საშუალება კი მრევლთან მჭიდრო ურთიერთობაა, რადგან მრევლის წევრები შეიძლება დაგეხმარონ ფინანსური პრობლემების დაძლევაში, შეიძლება გიპოვნონ ახალი სამუშაო და ა.შ.
მატერიალური დახმარების გარეშედაც, ადამიანი მრევლის გარემოცვაში უფრო საჭიროდ თვლის თავის არსებობას და თვითმკვლელობაზე აღარ ფიქრობს.
ამრიგად, ფსიქოლოგებმა უკვე მეცნიერულად დაამტკიცეს, რომ მოწოდება „დედა-ეკლესია გვიხმობს“ ნამდვილად არ იმსახურებს უგულვებელყოფას...
კობა ცხრუკვეთელი