The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტარიელის ტრაგედიის ერთი ბიბლიური ასოციაცია


ტარიელის ტრაგედიის ერთი ბიბლიური ასოციაცია


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ტრაპაიძე ქეთევან
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან
საავტორო უფლებები: © შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ქეთევან ტრაპაიძე

ბიბლია უნივერსალური ქმნილებაა. მასში ადამიანური ცხოვრების ყველანაირი შემთხვევაა ასახული. „ბიბლიური სამყარო არის ერთადერთი ჭეშმარიტი და ეჭვმიუტანელი ისტორია კაცობრიობის ისტორიისა და ნებისმიერი სხვა მოქმედება, სხვა ისტორია, სხვაგვარი წესი ცხოვრებისა შეუძლებელია არსებობდეს ბიბლიის სამყაროსაგან დამოუკიდებლად და სწორედ ღვთის ნებაა, რომ ადამიანთა ცხოვრების გზა და ბედისწერა - ყოველივე ბიბლიის ისტორიის ჩარჩოში თავსდება“1.

„ვეფხისტყაოსანი“ ადამიანური ვნებების, მის რთულ შინაგან სამყაროს წარმოგვიდგენს. მიუხედავად რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში დამკვიდრებული თვალსაზრისისა პოემის მთავარ გმირთა იდეალურობის შესახებ, მათთვის მიწიერი ცხოვრება უცხო არ არის. მთელი პოემა ქრისტიანული მოტივებით არის დატვირთული, პიროვნების ამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი ეტაპები „ვეფხისტყაოსნის“ გმირებმაც გაიარეს.

ტარიელის ტრაგედიის არსი მისი მოქმედებიდან, „სუბიექტის თავისუფლებისა და ობიექტურის აუწილებლობას შორის ჭეშმარიტ ბრძოლაში წარმოიშვება“.2

ნების თავისუფლება შესაქმის აქტში მხოლოდ ადამიანს ებოძა და იგი საკუთარ მოთხოვნილებათა მართვაში გამოიხატება. ცხოვრების სხვადასხვა გარემოებანი პიროვნების ნების მიღმა იქმნება, მაგრამ პასუხი ამ გარემოებებზე უკვე ადამიანის საქმეა, რომელმაწ მსაჯულად და მეგზურად გონებას უნდა მოუხმოს. ტარიელმა ხვარაზმშას უდანაშაულო ძის მოკვლით „შმაგი გონებით“ ჩადენილი დანაშაულით დაარღვია ღვთიური კანონი და უფლის მარადიული სიკეთისაგან დადგენილი წესრიგი.

წმინდა წერილში მრავლადაა ასახული ისტორიები, რომელიც ცოდვით დაცემას, ღვთიურ სასჯელსა თუ მონანიებას ეხება, მაგრამ თავისი არსით ტარიელის ტრაგედია, ვფიქრობთ, იონა წინასწარმეტყველის თავგადასავალთან ასოცირდება.

ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ უფალმა დასაჯა იონა მძიმე ცოდვისათვის, აღარ დაიფარა და ისიწ უდიდესი განსაწდელის წინაშე აღმოჩნდა - უამრავი წვალების გადატანის შემდეგ ვეშაპის მუცელში აღმოჩნდა, ვეშაპის მუცელი სიმბოლურად ჯოჯოხეთს განასახიერებს და აქ, ამ უდიდესი სატანჯველის დროს იწყება იონას გზა უფალთან მიახლოებისა.

ტარიელის განსაცდელიც ცოდვის ჩადენით დაიწყო. „ვეფხისტყაოსნის“ მთელი მომდევნო ამბავი ამ ცოდვის გამოსყიდვის ისტორიაა. გამიჯნურებული რაინდი სატრფოს უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლის ფასად ვერ მოიპოვებს. მას ამისათვის უდიდესი განსაწდელისა და დაბრკოლების გადალახვა უწევს და თანდათან უახლოვდება საკუთარ ბედნიერებას.

„ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა,
ღმერთსა მადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა“.

უფლის მეშვეობით ტარიელი აღწევს საწადელს და კვლავ აღდგება კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის.

დამოწმებული ლიტერატურა: 1. Э. Ауэрбах, Мимесис, 1976, გვ. 25. 2.Ф. Шеллинг, Философия Искусства, Москва, 1966, გვ. 400.