![]() |
საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ №4 |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ |
| საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
| თარიღი: 2006 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 შესავალი |
▲back to top |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „ინფორმაციის თავისუფლების, სამართლებრივი რეფორმისა და ფინანსური გამჭვირვალობის“ პროექტის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ხარჯვის მონიტორინგს. 2005 წლის განმავლობაში მოსახლეობას პერიოდულად მიეწოდებოდა ინფორმაცია და კვარტალური ანგარიშები კვლევის შედეგების შესახებ. ამჯერად კი, წარმოგიდგენთ 2004-2005 წლებში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ხარჯვის შემაჯამებელ, საბოლოო და სრულ ანგარიშს.
მონიტორინგის მიზანია, ქვეყნის გამჭვირვალედ მართვისა და სახელმწიფოს მხრიდან ანგარიშვალდებული ფინანსური მართვის წახალისება, ამასთანავე, საზოგადოების ინფორმირება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების, ხელისუფლების პრიორიტეტებისა და მოსახლეობის პრობლემებისადმი მათი დამოკიდებულების შესახებ.
გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების ჩვენ მიერ განხორციელებული მონიტორინგი ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად გამოთხოვილი და საჯარო დაწესებულებების მიერ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციის ანალიზს. შესაბამისად, ყველაფერი, რაც აღნიშნულ ანგარიშშია მოცემული, ჩვენ მიერ დოკუმენტურად დადასტურებადია და, ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მზად ვართ, ყველას მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.
სარეზერვო ფონდების არსებობას „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონი და შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონი ითვალისწინებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წლებთან ერთად ფონდების მოცულობა და დანიშნულება მუდმივად იცვლება.
„საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი ადგენს: საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები იქმნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით. კანონში ამ ჩანაწერის არსებობა გულისხმობს, რომ პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები არც დამოუკიდებელი ელემენტია, არც რაიმე განსაკუთრებული სახსრებით დაფინანსებული ფონდი და არც პრეზიდენტისა თუ მთავრობის პირადი საკუთრება. ეს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი რიგითი პარამეტრია და, როგორც ბიუჯეტში არსებული ყველა სხვა თანხა ფინანსდება მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით და კონსოლიდირებულია ერთიან საბანკო ანგარიშზე, ბიუჯეტის ყველა სხვა პუნქტის მსგავსად, მასაც კანონით დადგენილი მიზანი და დანიშნულება აქვს. გამომდინარე აქედან, ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც ყველა სხვა პარამეტრთან მიმართებით, განუხრელად უნდა იყოს დაცული საბიუჯეტო სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნები. უფრო კონკრეტულად კი, ამ ფონდიდან უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევები, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ვალდებულებები.1
როგორ ხდება პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ სარეზერვო ფონდებიდან თანხების განკარგვა?
საბიუჯეტო სისტემების შესახებ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა პრეზიდენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად გამოიყოფა. ანუ სარეზერვო ფონდებიდან თანხის გამოსაყოფად საჭიროა პრეზიდენტისა და მთავრობის შესაბამისი განკარგულებები, ეს კი, თავისთავად იმას ნიშნავს, რომ სარეზერვო ფონდიდან თითოეული თეთრის განკარგვას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი თავად აწერენ ხელს.
იხარჯება თუ არა სარეზერვო ფონდებიდან თანხები კანონით დადგენილი მიზნების შესაბამისად? ამ კითხვაზე პასუხის ძიების პროცესში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უხეში და მრავალჯერადი კანონდარღვევები გამოავლინა. ამასთანავე, გვინდა კვლავაც გავუსვათ ხაზი, რომ ჩვენ მიერ მოყვანილი ყველა ფაქტი ოფიციალურ დოკუმენტებს ემყარება. შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული დამოკიდებულება მონიტორინგის შედეგების მიმართ.
მაგალითად: პირველი კვარტალური ანგარიშის საზოგადოებისათვის წარდგენის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ზურაბ ნოღაიდელის კომენტარი შემდეგი იყო:
„ახალგაზრდა იურისტთა“ საქმე არ არის, რაზე დაიხარჯება სარეზერვო თანხები, ეს მთავრობის პრეროგატივაა... თანხები მიზნობრივად და გამჭვირვალედ იხარჯება და ხმარდება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას, გაუთვალისწინებელი პრობლემების მოგვარებას და იმ ღონისძიებებს, რომელთა დაგეგმვაც შეუძლებელი იყო.“2
შეეფერება თუ არა პრემიერ-მინისტრის კომენტარი სიმართლეს, ამაზე პასუხს ქვემოთ მოყვანილი კვლევა გასცემს.
რაც შეეხება, მეორე კვარტალური ანგარიშის შედეგებზე ხელისუფლების კომენტარს, აქ აღარ თქმულა, რომ სარეზერვო ფონდების ხარჯვა „ახალგაზრდა იურისტთა“ ან საზოგადოების საქმე არ არის. ამჯერად, საუბარი იყო ჩვენს უუნარობაზე, გაგვერკვია, რას მოითხოვს კანონი და რომ 26 მაისი სწორედაც გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებაა.
თუმცა, ჩვენს მიმართ გამოთქმულ „კრიტიკაში“ ყველაზე უცნაური და სამწუხარო მაინც ის იყო, რომ „მოპასუხეების“ როლში ძირითადად პარლამენტის წევრები მოგვევლინნენ მაშინ, როდესაც ჩვენი მონიტორინგი პრეზიდენტისა და მთავრობის კანონდარღვევებს შეეხებოდა. პარლამენტარებს კი შევახსენებთ, რომ მათი ერთერთი უმთავრესი ფუნქცია და დანიშნულება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლია3 და, ჩვენი აზრით, ისინი, საიასათვის პასუხის გაცემის ნაცვლად, ანგარიშებში წარმოდგენილი დოკუმენტებითა და ფაქტებით უნდა დაინტერესებულიყვნენ. ამის ნაცვლად კი, პარლამენტმა არა მხოლოდ საკუთარ თავზე აიღო დარტყმა, არამედ, 2004 და 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანით, თავად გაასწორა მთავრობისა და პრეზიდენტის უკანონო ხარჯები და ასე შეეცადა კანონდარღვევების დამალვას.
გთავაზობთ უფრო კონკრეტულ ანალიზს იმისა, თუ რა ტენდენციები იკვეთებოდა 2004 და 2005 წელს სარეზერვო ფონდების განკარგვისას.
_____________________
1. „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი, 2005 წელს მოქმედი რედაქციით.
2. 2005 წლის 23-24 ივლისი, ტელეკომპანია „იმედი“, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“” (19:00, 22:00).
3. „საქართველოს კონსტიტუციის“ 48-ე მუხლი.
![]() |
2 საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2004 წელი |
▲back to top |
„საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, სარეზერვო ფონდებიდან „სახსრები გამოიყოფა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობებისა და პირობების შესაბამისად“.1
„2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის თანახმად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 10 მილიონი ლარით განისაზღვრა.
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ ფიქსირებული ასიგნებების ზევით ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია“. ე.ი. 2004 წელს პრეზიდენტს სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ 10 მილიონი ლარის განკარგვის უფლება ჰქონდა, ისიც მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფებისა და გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ვალდებულებებისათვის.
თუმცა, 2004 წლის დასასრულისათვის პრეზიდენტს სარეზერვო ფონდიდან, 10
კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ სარეზერვო ფონდების დანიშნულება და მიზანი: „საქართველოს პრეზიდენტისა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ვალდებულებები“.2
2004 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განკარგული 34,564,666 ლარიდან უდიდესი ნაწილი მილიონის ნაცვლად, 34,564,666.00 ლარის განკარგვის ვალდებულება ჰქონდა აღებული, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა-დასხვა უწყებები პირნათლად ასრულე-ბდნენ პრეზიდენტის ყველა განკარგუ-ლებას.
2004 წლის დასაწყისში ხარჯვის პროცესი სტაბილურად მიმდინარეობდა და კანონდარღვევასა თუ არამიზნობრივ ხარჯვასაც იშვიათად ჰქონდა ადგილი. წლის მეორე ნახევარში კი, ხარჯვის ტემპმა იმატა, საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ მოცულობასაც გადააჭარბა და არამიზნობრივი ხარჯვაც გახშირდა. 2004 წლის განმავლობაში კვარტლების მიხედვით ხარჯვის დინამიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

არამიზნობრივად დაიხარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არც ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების და არც გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ვალდებულებებისათვის დახარჯულა. შესაბამისად, 2004 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დახარჯული თანხის მხოლოდ 30%25 აღმოჩნდა მიზნობრივი.

უფრო კონკრეტულად, 2004 წელს სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა:
√ ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავის აღნიშვნა;
√ გ. წერეთლის 100 წლის იუბილე;
√ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ავტომანქანის შეძენა და ოთახის აღჭურვა;
√ უშიშროების საბჭოსათვის მანქანების შეძენა;
√ ვარდების რევოლუციის იუბილის აღნიშვნა;
√ ექსპერიმენტული კინოჯგუფის დაფინანსება;
√ რაჭა-ლეჩხუმის რწმუნებულისათვის ავტომანქანის შეძენა;
√ და სხვა...
როგორც ვხედავთ, 2004 წელს 10 მილიონიანი სარეზერვო ფონდიდან 34,564,666.00 ლარი დაიხარჯა, მათ შორის, 24,192,711.00 ლარი - არამიზნობრივად. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სარეზერვო ფონდში არსებული 10 მილიონი ლარი 2004 წელს სრულიად საკმარისი იყო ფონდისათვის გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი ღონისძიებების დასაფინანსებლად. მიუხედავად პრეზიდენტის მიერ სარეზერვო ფონდის გადახარჯვის უტყუარი მტკიცებულებებისა, რაც თავად პრეზიდენტის მიერ გაცემულ საჯარო განკარგულებებში გამოიხატება, ფინანსთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები ჯიუტად აცხადებენ, რომ გადახარჯვას და, შესაბამისად, კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
2004 წლის მეორე ნახევარში საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ განხორციელებული კანონდარღვევების გამოსწორებას შეუდგა და პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ უკანონოდ გადახარჯული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტის სხვადასხვა ასიგნებებში გადაანაწილა. მაშასადამე, როგორც მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, 2004 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯვა აშკარა და უხეში კანონდარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.
ადგილი ჰქონდა:
„საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის უგულებელყოფას - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფოდა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობების და პირობების დარღვევით;
„2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონისა და „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა მოხდა „ფიქსირებული ასიგნებების ზევით“;
მთელ რიგ შემთხვევებში, „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის დარღვევით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრები განიკარგა არამიზნობრივად;
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან უკანონოდ გადახარჯული თანხები 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვადასხვა ასიგნებებში გადაანაწილა.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი
2005 წელი
2005 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ტრადიციულად, 10 მილიონი ლარით განისაზღვრა და 300%25-იანი გადახარჯვით განიკარგა. ამ წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაწეულმა ხარჯვამ 39,911,037.00 ლარი შეადგინა.
მომდევნო თვეების განმავლობაში პრეზიდენტის ფონდის ხარჯვის აქტიურობამ საგრძნობლად იკლო, თუმცა, ამ დროიდან უკვე მთავრობა გააქტიურდა (იხ. გვ. 13).
ვინაიდან, 2005 წლის პირველ კვარტალში სარეზერვო ფონდი არათუ დახარჯული, არამედ უკვე 220%25-ით იყო გადახარჯული, საჭირო გახდა „2005 წლის ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანა და ფონდის მოცულობის გაზრდა.
2005 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, ადვილი შესამჩნევია, რომ თანხის 89%25 წლის პირველ კვარტალში დაიხარჯა. 2005 წლის პირველი მარტისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უკვე 32,694,752 ლარი იყო განკარგული.

2005 წლის 8 აპრილს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაცემა 15 მილიონი ლარით გაიზარდა, მთავრობის სარეზერვო ფონდი კი უცვლელი დარჩა. ამრიგად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობამ 25 მილიონს მიაღწია.
სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა შემდეგ უწყებებსა და სტრუქტურებში გადანაწილდა:

რაც შეეხება პრიორიტეტულად დაფინანსებული ღონისძიებების ჩამონათვალს, მისი პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:

2005 წელს „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონი ჯერ კიდევ ძველი რედაქციით მოქმედებდა და, შესაბამისად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთ საგანგებო შემთხვევებს უნდა მოხმარებოდა, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ვალდებულებები.
გამომდინარე აქედან, ფონდიდან ნებისმი-ერი სხვა ღონისძიების დაფინანსება კანონის უხეში დარღვევაა.
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2005 წელს, წინა წელთან შედარებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივი ხარჯვის რიცხვი თითქმის 5-ჯერ შემცირდა. თუკი 2004 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივად გაწეული ხარჯების ოდენობა 30%25-ს შეადგენდა, 2005 წელს მთლიანი ფონდიდან მიზნობრივად მხოლოდ 7%25 დაიხარჯა.

იმ კონკრეტულ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელიც 2005 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან არამიზნობრივად დაფინანსდა, ანუ არც ბუნებრივ და სხვა სახის კატასტროფების და არც გაუთვალისწინებელ სახელმწიფოებრივ ვალდებულებებს არ მოხმარებია, საკმაოდ დიდია, მათ შორის, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს შემდეგი:
√ პარლამენტის წევრთა ვიზიტები იტალიაში, უკრაინაში, ყაზახეთში, ნიდერლანდებში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და მოსკოვში;
√ საქართველოს დღეები კიევში;
√ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა;
√ გია თორთლაძის ექსპედიცია ყარაყორუმში;
√ ფორუმი „პატრიოტი“;
√ კონცერტი აბიტურიენტებისათვის;
√ ბათუმის ფესტივალი;
√ საზეიმო ღონისძიებების ტრანსლაცია;
√ გადარბენა რალი;
√ ახალი წელი;
√ და სხვა ...
სულ 2005 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 28,115,536 ლარი განიკარგა არამიზნობრივად.
აღსანიშნავია, რომ 2005 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით ყველაზე ხშირად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო სარგებლობდა. პრეზიდენტმა ამ წელს კულტურის სამინისტროს 14-ჯერ გამოუყო თანხა სარეზერვო ფონდიდან. ამ თანხის ფარგლებში ფინანსდებოდა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა:
საქართველოს დღეები კიევში - 150 182 ლარი;
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღნიშვნა - 132 200 ლარი;
პრეზიდენტ იუშენკოს ვიზიტი საქართველოში - 270 989 ლარი;
ფორუმი „პატრიოტი“ - 80 000 ლარი;
ბათუმის ფესტივალი - 75 000 ლარი;
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საზეიმო გახსნის ტრანსლაცია - 45 550 ლარი;
გადარბენა-რალი - 30 000 ლარი;
საახალწლო ღონისძიებები - 74 532 ლარი;
საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო ნაძვის ხე - 65 520 ლარი და სხვა;
არის სიახლეც, რომელიც 2005 წელს ახასიათებდა. ამ წელს პრეზიდენტის ფონდის 24%25 ანუ 9,538,548 ლარი საიდუმლო ღონისძიებების დაფინანსებას მოხმარდა. აქედან 6,313,800 ლარი თავდაცვის სამინისტრომ განკარგა, 1,072,530 ლარი თბილისის მერიამ, 1,019,358 ლარი ოზურგეთის გამგეობამ, 767,860 ლარი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, დარჩენილი 365,000 ლარი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. შესაბამისად, ყველა ღონისძიება, რომელიც ამ თანხის ფარგლებში დაფინანსდა, საიდუმლოა და საზოგადოებისათვის უცნობი რჩება.
დაბოლოს, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, რომლის მთავარი დანიშნულება ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციაა, სტიქიით დაზარალებულთათვის მხოლოდ 94,000 ლარი გამოიყო, აქედან 90,000 ლარი - აშშ-ში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, ხოლო 4,000 ლარი - საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
ამრიგად, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2004 და 2005 წლების ხარჯვის ინტენსივობის, დარღვევების რიცხვისა და ხარისხის შედარებისას სავალალო შედეგს ვიღებთ. 2004 წელთან შედარებით 2005 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გადახარჯვა გაიზარდა, ხარჯვის მიზნობრიობა კი 5-ჯერ შემცირდა.

_____________________
1. „საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი.
2. „საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი.
![]() |
3 საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი |
▲back to top |
თუკი წინა ანგარიშებში ჩვენ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კანონდარღვევით განკარგულ ცალკეულ თანხებზე ვისაუბრეთ, ამჯერად გვსურს, შემოგთავაზოთ მთავრობის სარეზერვო ფონდის წლიური, შემაჯამებელი ანგარიში, სადაც შევაფასებთ ზემოაღნიშნული ფონდიდან წლის განმავლობაში განკარგული თანხების დინამიკას, მიზნობრიობას, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაზე გამოყოფილი თანხების ოდენობას, მოვახდენთ კვარტალურად დახარჯული თანხების შედარებას და ა.შ.
რა ღონისძიებების დასაფინანსებლად შეიქმნა მთავრობის სარეზერვო ფონდი?
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის არსებობა პირველად საბიუჯეტო კოდით - 16.04.02 - საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტმა გაითვალისწინა და ფონდმა 15,000,000 ლარი შეადგინა. საქართველოს 2005 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით უნდა დაფინანსდეს შემდეგი სახის ღონისძიებები:
„საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგება;
მაღალმთიან რეგიონებში განლაგებულ საბიუჯეტო დაწესებუ-ლებებში დასაქმებულ მუშაკთა ხელფასებზე მაღალმთიანობისათვის დანამატების შემოღება;
სახელმწიფო ჯილდოები და პრემიები;
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებები;
სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებები.“
გარდა ამისა, საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარეზერვო ფონდებიდან თანხები წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობისა და პირობების შესაბამისად უნდა გამოიყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფამ არ უნდა გადააჭარბოს წლიურ საბიუჯეტო კანონში გაწერილ ოდენობას და, ამასთანავე, უნდა დაიხარჯოს იმ პირობების მიხედვით, რაც წლიური ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, ანუ უნდა მოხმარდეს მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებს.
2005 წლის განმავლობაში „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში სამჯერ, 8 აპრილს, 20 მაისსა და 12 ოქტომბერს შევიდა ცვლილებები, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდს ცვლილებები ორჯერ, 20 მაისსა და 12 ოქტომბერს შეეხო. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ ბიუჯეტში შესულ ცვლილებებთან ერთად როგორ იცვლებოდა სარეზერვო ფონდების მოცულობა.
2005 წლის 1 იანვარი:
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში არსებული თანხა 10 მილიონ, ხოლო
მთავრობის სარეზერვო ფონდში 15 მილიონ ლარს შეადგენს.
ღინისძიებების |
ღონისძიებების |
თანხის |
16.04 |
საქართველოს |
25 000 000 |
16.04.01. |
საქართველოს |
10 000 000 |
16.04.02 |
საქართველოს |
15 000 000 |
2005 წლის 8 აპრილი:
ღონისძიების
|
ღონისძიების
|
თანხის |
|
საქართველოს |
|
|
საქართველოს |
|
|
საქართველოს |
|
2005 წლის 20 მაისი: საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 5 მილიონი ლარით გაიზარდა და 20 მილიონ ლარს მიაღწია.
ღონისძიების
|
ღონისძიების
|
თანხის |
|
საქართველოს |
|
|
საქართველოს |
|
|
საქართველოს |
|
2005 წლის 12 ოქტომბერი: საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების მოცულობა კვლაც შემცირდა.
ღონისძიების
|
ღონისძიების
|
თანხის |
|
საქართველოს |
|
|
საქართველოს |
|
|
საქართველოს
|
|
შესაძლებელია, უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ, როგორ იცვლებოდა - მცირდებოდა ან იზრდებოდა - სარეზერვო ფონდები ბიუჯეტში შეტანილი ზემოაღნიშნული ცვლილებების მიხედვით:

რა თქმა უნდა, ბიუჯეტში შეტანილი ეს ცვლილებები კონკრეტულ მოვლენებთან იყო კავშირში, რასაც ძალზე ადვილად შევამჩნევთ, თუკი მოვლენების განვითარებას თვალყურს გულისყურით გავადევნებთ.
2005 წელი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2005 წლის განმავლობაში სულ გამოიყო 80 მილიონ ლარზე მეტი, ანუ კანონით გათვალისწინებულ მოცულობაზე, 20 მილიონ ლარზე, 60 მილიონი ლარით მეტი.
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2005 წლის განმავლობაში მიზნობრივად გამოყოფილი თანხები ლარებში:

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2005 წლის განმავლობაში მიზნობრივად გამოყოფილი თანხები პროცენტებში:

როგორც ვხედავთ, თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
0%25 - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებები;
1%25 - მაღალმთიან რეგიონებში განლაგებულ საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა ხელფასებზე მაღალმთიანობისათვის დანამატების შემოღება;
1%25 - სახელმწიფო ჯილდოები და პრემიები;
9%25 - სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებები;
3%25 - საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგება;
84%25 - არამიზნობრივად გამოყოფილი თანხები.
როგორც დავინახეთ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არამიზნობრივად 86%25 გამოიყო. ამ მონაცემების ნახვისას, ძნელია, დაეთანხმო პრემიერ-მინისტრის სიტყვებს „თანხები მიზნობრივად და გამჭვირვალედ იხარჯება და ხმარდება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას, გაუთვალისწინებელი პრობლემის მოგვარებას და იმ ღონისძიებებს, რომელთა დაგეგმვაც შეუძლებელი იყო.“ ამასთან, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ზღვარგადასული და არამიზნობრივი ხარჯვა 2005 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო და თუკი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კვარტალურად გამოყოფილ თანხებს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან კვარტალურად გამოყოფილ თანხებს შევადარებთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ ზემოაღნიშნული ხარჯვა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა ფაქტობრივად მინიმუმამდე დავიდა:

აღნიშნული მონაცემები იმაზე უფრო მეტყველებს, რომ საქართველოს მთავრობამ, ფაქტობრივად, თავად იტვირთა როგორც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, ისე საკუთარი სახსრებიდან დასაფინანსებელი მიზნობრივი თუ არამიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსება. ამასთან დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევებზე ჩვენს წინა ანგარიშებში გვქონდა საუბარი.
მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ დაფინანსდა საპრეზიდენტო პროგრამა - „საჩუქარი ბავშვებს.“ ამ ღონისძიების დასაფინანსებლად საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 490,000 ლარი გამოიყო,1 თუმცა, 10 დღეში პრეზიდენტმა პოზიცია შეიცვალა (ამ მომენტისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადახარჯვა 10 მილიონ ლარს შეადგენდა) და მთავრობის 2005 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე პროექტი წარადგინა, რომლითაც აღნიშნული პროგრამის დაფინანსება საქართველოს მთავრობას დაავალა. საქართველოს მთავრობამ, ბუნებრივია, მოიწონა პრეზიდენტის ინიციატივა და საპრეზიდენტო პროგრამის დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო.2
კვლევის განხორციელების პროცესში ჩვენ იმითაც დავინტერესდით, ძირითადად რომელ უწყებებზე გადანაწილდა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 80,000,000.00 ლარი.
2005 წლის განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაწესებულებებისათვის გამოყოფილი თანხები პროცენტებში:

2005 წლის განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაწესებულებებისათვის გამოყოფილი თანხები ლარებში:

როგორც კვლევების ანალიზმა ცხადყო, 80 მილიონიანი „ნამცხვრის“ ყველაზე დიდი ნაჭერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერგო.
რა სახსრებით „სწორდებოდა“ სარეზერვო ფონდებიდან
გადახარჯული თანხები?
საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების მონიტორინგის ანგარიშების პრეზენტაციის დროს საზოგადოების მხრიდან ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა საკითხი, თუ რა სახსრებით და რა ფორმით ხდებოდა სარეზერვო ფონდებიდან გადახარჯვით გამოყოფილი თანხების დაფარვა. ამ პროცესის თვალსაჩინო მაგალითი საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტის 2005 წლის საშემოდგომო სესიაზე წარმოდგენილი და 2005 წლის 12 ოქტომბერს დამტკიცებული „საქართველოს 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონი წარმოადგენს.
ბიუჯეტის ზემოაღნიშნული ცვლილებები საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა სამინისტროებისა და პროგრამების დაფინანსების ზრდად მონათლა, თუმცა, თუკი გაზრდილი პარამეტრებით შემოთავაზებულ ღონისძიებებს სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილ თანხებსა და მათ მიზნობრიობას შევადარებთ, ადვილად მივხვდებით, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საბიუჯეტო ცვლილებები სხვა არაფერი იყო, თუ არა სარეზერვო ფონდებიდან უკვე დიდი ხნის წინ, გადაჭარბებით გამოყოფილი თანხების გადაფარვა.
ბიუჯეტის „გასწორება“ 2004 წელი
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის ცვლილებები 2004 წელს 2-ჯერ განხორციელდა, კერძოდ, „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2004 წლის 13 აგვისტოს და 2004 წლის 28 დეკემბრის კანონებით. ვინაიდან, „საქარ- თველოს 2004 წლის ბიუჯეტის შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 10 მილიონ ლარს შეადგენდა და 2004 წლის განმავლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილმა თანხამ 34,638,344 ლარს მიაღწია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კითხვით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თუ რა წყაროებიდან მოხდა სარეზერვო ფონდიდან გადაჭარბებით გამოყოფილი 24,628,344 ლარის დაფარვა.3
ზემოაღნიშნული წერილის პასუხად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განგვიცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2004 წლის განმავლობაში გამოყოფილი დამატებითი სახსრები „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს №366 და 2004 წლის 28 დეკემბრის №827 კანონებით შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის დამტკიცებულ ასიგნებებში გადანაწილდა.“ 4
ამ წერილის შემდგომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კიდევ 2-ჯერ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კითხვით, თუ ბიუჯეტის კონკრეტულად რომელ მუხლებში, რომელი სამინისტროებისა და უწყებების საბიუჯეტო ასიგნებებში მოხდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადახარჯული თანხების გადანაწილება,5 თუმცა, ფინანსთა სამინისტროდან ორჯერვე არაფრისმთქმელი პასუხი მივიღეთ, რომლითაც კვლავ და კვლავ მხოლოდ იმას გვატყობინებდნენ, რომ „პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2004 წლის განმავლობაში გამოყოფილი თანხები შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების ასიგნებებში 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გადანაწილდა.“6
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტრომ არ ან ვერ მოგვაწოდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ჩვენ საკუთარი ძალებით შევეცადეთ 2004 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადახარჯვით გამოყოფილი თანხების დაფარვის შესახებ ზოგადი სურათი შეგვექმნა.
2004 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა სულ 69 განკარგულება გამოსცა სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ, თუმცა, წლის ბოლოს ხაზინის ანგარიშში მათგან მხოლოდ 43 აისახა, ანუ ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხები მხოლოდ 43 განკარგულების შესაბამისად დაიხარჯა. სულ გამოიყო 9,970 ათასი ლარი, აქედან ათვისებულ იქნა 9,796 ათასი ლარი. ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფონდიდან თანხების ხარჯვის კუთხით არავითარი პრობლემა და კანონდარღვევა არ არსებობს, თუმცა, რაღა თქმა უნდა, საქმე სხვაგვარადაა.
უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა 2004 წელს კანონით დადგენილი ხარჯების გეგმას დაახლოებით 220%25-ით გადააჭარბა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წლის ბოლოს ფონდიდან დახარჯული თანხები კვლავ კანონიერ ზღვარს დაუბრუნეს.
2004 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში განკარგულებები უკვე 32 მილიონი ლარის ხარჯვაზე იყო გამოცემული, აქედან ათვისებული იყო 29,8 მილიონი ლარი, რაც 19,8 მილიონი ლარით აჭარბებდა კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელს. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური წარმოდგენილ ანგარიშში „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარივნისის შემოსავლებისა და ხარჯების შესრულების შესახებ“ ამ კანონდარღვევის შესახებ აღნიშნავდა და მიუთითებდა, რომ საჭირო იყო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა - „2004 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ოდენობამ შეადგინა 32,199.1 ათასი ლარი, რაც 22,199.1 ათასი ლარით აღემატება კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელს, რომლის დაზუსტებაც საჭიროებს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.“
13 აგვისტოს პარლამენტმა კანონში მართლაც შეიტანა ცვლილებები, თუმცა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა იგივე დატოვა, სამაგიეროდ, დახარჯული ხარჯები სხვადასხვა სამინისტროების ასიგნებებში7 გადაანაწილა.
ყოველივე ზემოთქმულიდან აშკარა ხდება, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა პრეზიდენტის მიერ კანონის დარღვევა, მეორე მხრივ, ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტის და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ბიუჯეტის არაადეკვატური კორექტირებით.
მიუხედავად იმისა, რომ 13 აგვისტოს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით პრეზიდენტის ფონდის მოცულობა არ გაზრდილა, კვლავ გაგრძელდა სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება. სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, 2004 წლის მესამე კვარტალში ფონდიდან, პრეზიდენტის განკარგულებების შესაბამისად, 31,8 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი, აქედან ათვისებული - 25,1 მილიონი ლარი. ხაზინის ანგარიშში კვლავ მითითებულია, რომ ბიუჯეტში შესატანია ცვლილება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობის გაზრდის მიზნით. მიუხედავად ამისა, ამ კუთხით ცვლილება კვლავ არ განხორციელებულა და თანხები კვლავ სხვადასხვა სამინისტროს ასიგნებებში გადანაწილდა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ „სხვადასხვა“ სამინისტროს ქვეშ ძირითადად თავდაცვის, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები იგულისხმება.
ბიუჯეტის „გასწორება“ 2005 წელი
რაც შეეხება 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ სარეზერვო ფონდების უკანონოდ განკარგული თანხების „გასწორებას“, საქართველოს პარლამენტი 2005 წლის საშემოდგომო სესიაზე შეეცადა. ის, რომ 2005 წლის სექტემბერში მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებებით, სხვადასხვა უწყებებისათვის გათვალისწინებული „დამატებითი“ თანხები პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ კანონის დარღვევით უკვე დახარჯული თანხების დაკანონებაა, შემდეგი ფაქტებით დასტურდება:
ცვლილების შემდეგ საქართველოს ბიუჯეტს დაემატა 22.01.11 კოდი - „მოსახლეობის მხარდაჭერა საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოების ჩასატარებლად (საწვავის შეძენა)“. აღნიშნული საქმიანობისათვის გამოყოფილ იქნა 15,093,400 ლარი. დაგვეთანხმებით, რომ შესაშური სიზუსტეა მომავალში დაგეგმილი ღონისძიებისათვის. ასევე საინტერესოა, როდესაც შემოდგომაზე საგაზაფხულო სამუშაოების დაფინანსება იგეგმება. სინამდვილეში, რაღა თქმა უნდა, აღნიშნული ღონისძიება უკვე დაფინანსებული და დასრულებულიც იყო. ეს სწორედ პრეზიდენტის ის სკანდალური განკარგულებაა, რომლითაც 2005 წლის 16 მარტს, მაშინ, როცა პრეზიდენტის ფონდი მხოლოდ 10 მილიონ ლარს შეადგენდა, 13,560,000 ლარი გამოიყო დიზელის საწვავის შესაძენად.8
მ/წ 22 აპრილს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, №143 განკარგულებით, დამატებით იქნა შეძენილი 1,148,445 ლარის საწვავი, ხოლო 2005 წლის 18 აგვისტოს, ასევე მთავრობის №342 განკარგულებით, გასტუმრებული იყო დიზელის საწვავის ტრანსპორტირების ხარჯი 385,296 ლარის ოდენობით.9
საბოლოოდ, ორივე ფონდიდან შეძენილი დიზელის ფასმა 14,708,445 ლარი, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯმა 385,296 ლარი შეადგინა. საერთო ჯამი კი 15,093,741 ლარია, რაც ანალოგიურად აისახა კიდეც ბიუჯეტის კანონის ცვლილებებში.
შეგახსენებთ თავად ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის 2005 წლის პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ ბიუჯეტის კანონის მოთხოვნების შესაბამისად გამოგზავნილ კვარტალურ ანგარიშს, სადაც ვკითხულობთ:
„საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი განისაზღვრა 10 მილიონი ლარით. 2005 წლის პირველ კვარტალში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 25 562.1 ათასი ლარი, რაც 23 062.1 ათასი ლარით აღემატება გეგმით განსაზღვრულ მაჩვენებელს და 15 562.1 ათასი ლარით - ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელს“. იმავე ანგარიშში ვკითხულობთ: „საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები მხარჯავი დაწესებულებების მიერ ხუთ შემთხვევაში სრულად იქნა ათვისებული. მათ შორის, მოსახლეობის მხარდაჭერა საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოების ჩასატარებლად - 13,560.0 ათასი ლარი“.
ამრიგად, საგაზაფხულო ხვნა-თესვისათვის განკუთვნილი დიზელის საწვავის შემოდგომაზე დაფინანსება ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ 2005 წლის სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით „სხვადასხვა სამომავ ლო პროგრამები“ კი არ დაფინანსებულა, არამედ ბიუჯეტიდან უკვე კანონდარღვევით გახარჯული სახსრები დაიფარა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, ბიუჯეტის კოდი 03.00, ცვლილებებით დაემატა 51,000 ლარი. შედარებისათვის იხილეთ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება №197 გამოცემული 21 მარტს, რომლითაც „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს გამოეყო 51,000 ლარი. ამჯერადაც აშკარაა პრეზიდენტის მიერ კანონის დარღვევით გაღებული კონკრეტული ხარჯის „გასწორების“ მცდელობა.
ე.წ. ზრდა შეეხება საქართველოს მთავრობის კანცელარიასაც. მაგალითად, საქართველოს მთავრობის განკარგულებები №172, 200 და 252 სწორედ სახელმწიფო მინისტრებისათვის ჯამურად 350 ათასი ლარის ასიგნებების გამოყოფას მოითხოვს.
მომდევნო „გაზრდილი“ პარამეტრი არის ბიუჯეტის კოდი 23.1 - ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აპარატისათვის თანხის დამატება 948,400 ათასი ლარის ოდენობით. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მთავრობის ორი განკარგულების №118 და №253 ჯამს, შესაბამისად, 378,400 და 570 ათასი ლარის გამოყოფის თაობაზე.
იდენტურია მდგომარეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებითაც, ვინაიდან 27.01 კოდით გათვალისწინებული 451,200 ლარის ზრდა 2005 წლის 14 თებერვალს პრეზიდენტის №52 განკარგულებით გათვალისწინებული განბაჟების ხარჯების გასტუმრებას მოხმარდა და სწორედ ამ თანხის „გასწორებას“ ისახავდა მიზნად.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტისათვის გამოყოფილი 1,020,000 ლარი მთავრობის №173, 205 და 564 განკარგულებებით რამდენიმე თვის წინ გაცემული თანხების ჯამს წარმოადგენს.
განათლების სამინისტროსათვის გამოყოფილი მილიონ ორასი ათასი ლარიც მთავრობის 18 აგვისტოს №340 განკარგულებით გაცემული ბრძანების დაკმაყოფილებაა, რომლითაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა წასახალისებელი ღონისძიებები დაფინანსდა. ისევე, როგორც ყველა ზემოხსენებული „მატება“, ამ შემთხვევაშიც, სახეზეა მთავრობის კანონდარღვევით გამოცემული განკარგულების „გასწორების“ მცდელობა.10
ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისათვის დამატებული თანხა წარმოადგენს ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავის აღნიშვნის ღონის- ძიებების დაფინანსებისათვის გამოცემული მთავრობის №140 განკარგულებით გამოყოფილი 200,000 ლარის ბიუჯეტთან „გასწორების“ მცდელობას. აღნიშნული ღონისძიებები, მოგეხსენებათ, 9 მაისს ჩატარდა და, შესაბამისად, მომავალში განსახორციელებელ საქმიანობად ვერ გამოგვადგება.
კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც ფინანსდება აღნიშნული დამატებებით, არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ცვლილებებით გათვალისწინებულია 1,134,100 ლარის გამოყოფა. თუმცა, აღნიშნული თანხა დიდი ხანია გამოყოფილი და დახარჯულია. კერძოდ, პრეზიდენტის ორი №241 და №552 განკარგულებებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამი სწორედ ცვლილებით გათვალისწინებული ასიგნების ტოლია.
დაბოლოს, უმნიშვნელოვანესია, როგორ ცდილობს საქართველოს მთავრობა „გაასწოროს“ გართობაზე დახარჯული ასიათასობით ლარი, რომლებიც წლის განმავლობაში იხარჯებოდა პრეზიდენტისადა მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან. ბიუჯეტის 30.03.02 კოდით გათვალისწინებულია საპრეზიდენტო პროგრამა „საჩუქარი ბავშვებს,“ რომელიც, №331 განკარგულებით, 11 აგვისტოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.11 30.04 კოდით გათვალისწინებული პროფესიული სამუსიკო კადრების აღზრდისათვის დამატებით გამოყოფილი 100,000 ათასი ლარი, სინამდვილეში, ასევე კანონის დარღვევით უკვე იყო გამოყოფილი 2005 წლის 5 ივლისს პრეზიდენტის №534 განკარგულებით.12
დანარჩენი 1,856,100 ლარი, რომელიც გათვალისწინებულია როგორც კულტურის სამინისტროს პროგრამების დამატება, ძირითადად ბანაკი „პატრიოტის“ დასკვნითი ფორუმისა და კონცერტის, კიევში საქართველოს დღეების, 26 მაისის კონცერტის, უცხო ქვეყნების დელეგაციებისათვის გამართული კონცერტებისა და მსგავსი ტიპის ღონისძიებების დაფინანსებას მოხმარდა, რომელიც წლის განმავლობაში მრავლად ფინანს-დებოდა ქვეყნის პრეზიდენტის სხვადასხვა განკარგულებებით.13
ეს არის მხოლოდ მოკლე ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც პარლამენტმა ოქტომბრის ცვლილებებით გაასწორა. თანხა აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა სარეზერვო ფონდებიდან გადახარჯვის იმ მომენტისათვის არსებულ მდგომარეობას.
ფინანსთა სამინისტროს კვარტალური ანგარიშები სარეზერვო ფონდებიდან
გამოყოფილი თანხების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა და ოდენობა, პრეზიდენტისა და მთავრობის განკარგულებების გარდა, სარეზერვო ფონდების ხარჯვის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კვარტალურ და საბოლოო ანგარიშებშიც აისახება, რომლებსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან და საბიუჯეტო დეპარტამენტიდან სისტემატიურად იღებდა.14 ზემოაღნიშნული ანგარიშები საშუალებას გვაძლევდა, ჯერ ერთი, ზუსტი მონაცემები მიგვეღო სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების შესახებ და, მეორეც, მოგვეხდინა დაკვირვება, თუ რამდენად სწორად აისახებოდა თანხის გამოყოფის შესახებ პრეზიდენტისა და მთავრობის განკარგულებები ბიუჯეტში. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ჩვენი და ფინანსთა სამინისტროს მონაცემები პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების შესახებ ერთმანეთს საკმაოდ დაშორდა (როგორც მოგეხსენებათ, საია ფონდების ხარჯვის შესახებ ინფორმაციებს კიდევ სხვა მრავალი დაწესებულებიდან იღებდა), თუმცა, ეს კიდევ არაფერი, საინტერესო ის არის, რომ ფინანსთა სამინისტროდან კვარტალურად მიღებული ანგარიშები არა მარტო ჩვენს მონაცემებს, არამედ ხშირად მათ საკუთარ მონაცემებსაც ეწინააღმდეგებოდა. კერძოდ:
ა) პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ფინანსთა სამინისტროს კვარტალურ
ანგარიშებში
2005 წელს, მესამე კვარტლის ჩათვლით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 39,911,037 ლარი იყო გამოყოფილი, რაც ფინანსთა სამინისტრომ 2006 წლის 9 იანვრის №06-10/343 წერილითაც დაადასტურა.
მიუხედავად ამისა, სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, 2006 წლის 14 თებერვლის №18-02-21/222/452 წერილით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა დაადგინა, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 39,911,037 ლარი კი არა, მხოლოდ 6,108,709 ლარი იქნა განკარგული.
სახაზინო სამსახურის მონაცემებში 2005 წლის განმავლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემული 65 განკარგულებიდან მხოლოდ 40 განკარგულება აისახა, დანარჩენი 25 კი „გაქრა“.
ამასთან, საკმაოდ საინტერესოდაა შერჩეული „გასაქრობი“ განკარგულებები. სახაზინო სამსახურის მონაცემებში ის ხარჯები არ აისახა,15 რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოყოფას შეეხებოდა. ამ 25 განკარგულების საერთო ღირებულება თითქმის 34 მილიონ ლარს აღწევდა (33,802,328 ლარი), მონაცემებში ასახული 40 განკარგულების საერთო ჯამი კი მხოლოდ 6,108,709 ლარს შეადგენს.
სახაზინო სამსახურის მიერ სიიდან ამოღებულია ისეთი განკარგულებები, როგორიცაა:
პრეზიდენტის №183 განკარგულება დიზელის საწვავის შეძენის თაობაზე - 13,560,000 ლარი;
პრეზიდენტის №229 განკარგულება ენერგეტიკის სამინისტროსათვის 10,500,000 ლარის გადაცემის თაობაზე;
პრეზიდენტის №05-ს საიდუმლო განკარგულება თავდაცვის სამინისტროსათვის 6,313,800 ლარის გადაცემის თაობაზე;
პრეზიდენტის №552 განკარგულება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის სპეცტექნიკის შესაძენად - 326,203 ლარი;
პრეზიდენტის №184 განკარგულება - უკრაინაში საქართველოს დღეების გამართვასთან დაკავშირებით - 150 182 ლარი;
და სხვა.
ამასთან, სახაზინო სამსახურის მონაცემების მიხედვით, სიიდან ამოღებული პრეზიდენტის 25 განკარგულებიდან 24 გამოცემული იყო 2005 წლის 12 ოქტომბერს პარლამენტის მიერ „საქართველოს 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონის მიღებამდე, ცვლილების შეტანის შემდეგ კი, მხოლოდ ერთი. აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ 2005 წლის 12 ოქტომბერს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „საქართველოს 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ სხვა არაფერი იყო, თუ არა სარეზერვო ფონდებიდან დიდი ხნის წინ უკანონოდ გამოყოფილი თანხების გაუგებარი და არაკანონიერი მექანიზმებით განხორციელებული გადაფარვა.
ბ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი ფინანსთა სამინისტროს კვარტალურ ანგარიშებში რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს კვარტალურ ანგარიშებს მთავრობის სარეზერვო ფონდის შესახებ, უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ფინანსთა სამინისტროს მონაცემების შეუსაბამობა ამ შემთხვევაში ცალსახაა. თვალსაჩინოებისათვის შეგვიძლია სქემის სახით წარმოვადგინოთ საიას და ფინანსთა სამინისტროს კვარტალური მონაცემები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების ცვალებადობის შესახებ:

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ამ ორ მონაცემს შორის აშკარა განსხვავება 2005 წლის მე-3 კვარტლიდან დაიწყო. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს მთავრობას მე-3 კვარტალში 15 მილიონით უფრო ნაკლები აქვს განკარგული, ვიდრე ეს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დასტურდება. რაც შეეხება საბოლოო ანგარიშს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მთავრობას 2005 წლის განმავლობაში მხოლოდ 10,219,055 ლარის გამოყოფის შესახებ აქვს განკარგულება გაცემული, დანარჩენი 70 მილიონი ლარის ხარჯვის ვალდებულების დამადასტუ-რებელი 80 განკარგულება კი, საბოლოო ანგარიშში, უბრალოდ, არ აისახა.16 ისევე, როგორც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის შემთხვევაში, მთავრობის ე.წ. “გამქრალი” 80 განკარგულებიდან 69 განკარგულება 2005 წლის 12 ოქტომბერს, ანუ საქართველოს ბიუჯეტში განხორციელებულ ზემოაღნიშნულ ცვლილებებამდეა გამოყოფილი.
ე.წ. „გამქრალ“ განკარგულებათა აბსოლუტური უმრავლესობა კი ის განკარგულებებია, რომლებთანაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას განსაკუთრებული პრეტენზიები ჰქონდა, მათ შორის:
მთავრობის №361 და №482 განკარგულებები შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 18,000,000 ლარის გამოყოფის შესახებ;
მთავრობის №515 განკარგულება ვარდების რევოლუციის წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით - 306,296 ლარი;
მთავრობის №478 განკარგულება საადვოკატო მომსახურების დაფინანსების შესახებ - 250,000 დოლარი;
მთავრობის №448 და №381 განკარგულებები იუსტიციის სამინისტროსათვის 4,845,000 ლარის გამოყოფის შესახებ;
მთავრობის №402 განკარგულება ბორჯომის პარკის მშენებლობის შესახებ - 1,800,000 ლარი;
მთავრობის საიდუმლო განკარგულებები - 1,645,436 ლარი;
და ა.შ.
უკანონოდ დახარჯული საბიუჯეტო სახსრების „გასწორების“ სქემა მარტივია და სულ სამი საფეხურისაგან შედგება:
1. თავდაპირველად, სარეზერვო ფონდებიდან თანხების გამოყოფა ყოველგვარი ლიმიტების გარეშე, დიდი სარეკლამო კამპანიის და კეთილი ხელისუფლის საყოველთაო სახალხო მადლიერების ფონზე ხორციელდება;
2. მოგვიანებით, ფინანსთა სამინისტრო ზრუნავს, რომ ეს რეალური სურათი სააშკარაოზე არ გამოვიდეს და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ბიუჯეტის რომელ ასიგნებებში უნდა გადანაწილდეს გადახარჯული თანხები;
3. დაბოლოს, პარლამენტი მორჩილად აწერს ხელს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას კანონდარღვევების დამალვის შესახებ.
სარეზერვო ფონდები საქართველოს 2006 წლის ბიუჯეტში
მონიტორინგის განხორციელების პროცესში მუდმივად გვეკითხებოდნენ, რა შედეგები გამოიწვია ანგარიშების გამოქვეყნებამ და იქონია თუ არა კვლევის შედეგებმა გავლენა საქართველოს მთავრობაზე. 2006 წლის დასაწყისში, 2005 წლის შეჯამებისას, შეგვიძლია, ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გავცეთ: დიახ, ზეგავლენა ნამდვილად იქონია, თუმცა, სამწუხაროდ, ხელისუფლების რეაქცია და პასუხი აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. პირველი ნათელი დადასტურება 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 23 დეკემბერს მიიღო. ვინაიდან ჩვენმა ხმამაღალმა შეძახილმა იმის შესახებ, რომ სარეზერვო ფონდებიდან თანხები არამიზნობრივად და გადაჭარბებით იხარჯება, საქართველოს მთავრობის ყურამდე მიაღწია, ამგვარ „უსიამოვნო“ სიტუაციაში ყოფნის „საუკეთესო“ გამოსავლად საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდების შესახებ კანონმდებლობის შეცვლა მიიჩნია.
კერძოდ, „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტში სარეზერვო ფონდების მიზნის შესახებ ამჯერად ნათქვამია:
„საგანგებო, ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის და მთავრობის სარეზერვო ფონდის შექმნა, შესაბამისად, 30.0 მლნ და 25.0 მლნ ლარის ოდენობით. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების განკარგვა განხორციელდება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტების საფუძველზე.“ ნათელია, რომ საქართველოს ბიუჯეტის ზემოაღნიშნული მუხლი, წინა წლის ბიუჯეტისაგან განსხვავებით, არაკონკრეტულია და აღარ განმარტავს, თუ რა სახის საგანგებო ან გაუთვალისწინებელი ღონისძიებები უნდა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფონდების ხარჯზე.
ამას გარდა, საქართველოს 2006 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდები მნიშვნელოვნად გაიზარდა და შემდეგნაირად არის წარმოდგენილი:
ღინისძიებების |
ღონისძიებების |
თანხის |
16.04 |
საქართველოს |
55 000 000 |
|
საქართველოს |
|
|
საქართველოს |
|
2006 წლის ბიუჯეტის მიღებიდან ხუთი დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ კანონის იმ მუხლშიც, რომელიც სახელმწიფო სარეზერვო ფონდების მიზნობრიობას ეხებოდა და დაადგინა:
„საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისთვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე, სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯის დასაფინანსებლად. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებები განისაზღვრება, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის მიერ, წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობებისა და პირობების შესაბამისად.“
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მუხლის ახალი ვარიანტის მიხედვით, გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ხარჯის ფორმულირებიდან ამოვარდა „სახელმწიფოებრივი ვალდებულება“, რაც ჩვენი პრეტენზიების სამართლიანობას ადასტურებს, თუმცა, ამჯერად საქართველოს პრეზიდენტსა თუ მთავრობას თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს, მონათლოს მისთვის სასურველი ღონისძიების დაფინანსება „სახელმწიფო ხარჯად“. ცვლილებამდელი ფორმულირების მიხედვით კი, როგორც არაერთგზის ითქვა, კანონი ზემოაღნიშნულ პირებს მხოლოდ ისეთი გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსების საშუალებას აძლევდა, რომლებიც გაუთვალისწინებელ „სახელმწიფოებრივ ვალდებულებებს“ წარმოადგენდა.
საქართველოს „საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ კანონის ზემოაღნიშნული მუხლის ბოლო წინადადება სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმართულებისა და პირობების განმსაზღვრელად წლიურ საბიუჯეტო კანონს მიიჩნევს, წლიური საბიუჯეტო კანონი, ანუ 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კი, ამჯერად ბუნდოვნად და გაუგებრად განსაზღვრავს საბიუჯეტო ფონდების ხარჯვის პირობებსა და მიმართულებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნული მხოლოდ ერთი დასკვნის საშუალებას იძლევა: 2005 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო სარეზერვო ფონდების შესახებ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას ქმედების სრული თავისუფლება ეძლევა, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ სარეზერვო ფონდებიდან დასაფინანსებელ ღონისძიებათა სახეები.
კანონმდებლობაში შეტანილი ეს ცვლილებები სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს მცდელობა, წინასწარ და კანონმდებლობით მოახდინოს თავისი მომავალი თვითნებური ქმედებების „ლეგიტიმაცია“.
ასეთი ტენდენცია კი მხოლოდ იმ სამწუხარო ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ 2006 წელს სარეზერვო ფონდებიდან ხარჯების გაცემა გაცილებით „თავისუფლად“ და, შესაბამისად, თვითნებურად მოხდება.
____________________
1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივლისის №628 განკარგულება „საპრეზიდენტო პროგრამა საჩუქარი ბავშვებს“ განხორციელების შესახებ“
2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის №332 განკარგულება „საპრეზიდენტო პროგრამის საჩუქარი ბავშვებს დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“
3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2005 წლის 18 აპრილს №5-397 წერილი.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 27 აპრილის №04-02-01-15/10401 წერილი.
5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2005 წლის 3 მაისის №5-443 და 30 აგვისტოს №4-997 წერილები.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 16 მაისის 04-02-01-151/10809 და 2005 წლის 3 ოქტომბრის №04-02-01-17/4749 წერილები.
7. ასიგნება - ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მინზებისათვის დამტკიცებული მოცულობის ფარგლებში ხარჯის გაწევის უფლებამოსილება, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით. ასიგნების გარეშე ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია (საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ, მუხლი 12, პუნქტი 1).
8. იხ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგის“ I კვარტალური ანგარიში. გვ.6.
9. იხ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგის“ III კვარტალური ანგარიში. გვ.16.
10. იხ. საიას „საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგის“ III კვარტალური ანგარიში. გვ.32.
11. იხ. საიას „საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგის“ III კვარტალური ანგარიში. გვ.34.
12. იხ. საიას „საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგის“ III კვარტალური ანგარიში. გვ. 33.
13. იხ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგის“ III კვარტალური ანგარიში. გვ. 25.
14. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 18 ივლისის №06-02/214/14107; 19 აგვისტოს №06-02/257/1526; 16 იანვრის №06-10-343; ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის №(8-02-2)/222/452 წერილები.
15. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის №(8-02-2)/222/452 წერილი.
16. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის №(8-02-2)/222/452 წერილი.
![]() |
4 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდის ფინანსური მონიტორინგი |
▲back to top |
შესავალი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავაც დგას სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე და აგრძელებს საჯარო დაწესებულებების მხრიდან კანონის დაცვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვის კანონიერების შემოწმებას. ამჯერად ჩვენი ყურადღება აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდზე შეჩერდა. სამწუხაროდ, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიც არ გამოირჩევა თანხების განკარგვის კანონიერებით.
წინამდებარე კვლევა წარმოადგენს აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2004 - 2005 წლებში თანხების განკარგვის კანონიერების ანალიზს. 2004 წელს აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდი შეადგენდა 1 500 000 ლარს, აქედან დაიხარჯა 1 499 178 ლარი. 2005 წელს ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდი შეადგენდა 2 000 000 ლარს, დაიხარჯა 1 363 122 ლარი.
ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნათა დაცვა
კვლევის განხორციელების პერიოდში ინფორმაციის მოპოვების წყაროს წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით აღიარებული ინფორმაციის თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ნათლად ადგენს გასაცემი ინფორმაციის კატეგორიებს, კვლევისათვის აუცილებელი მასალების მოპოვება წარმოუდგენელ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. აღნიშნული მონიტორინგის განსახორციელებლად აჭარის სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში დაგზავნილ იქნა 149 განცხადება, რომელთაგან მიღებული პასუხები პროცენტულად ასე გამოიყურება:
![]()


როგორც ხედავთ, განცხადებების უმეტეს ნაწილზე პასუხები კანონით დადგენილ ვადებში არ მიგვიღია, რამაც, თავისთავად, ასახვა ჰპოვა წინამდებარე კვლევაზე. აქედან გამომდინარე, იგი არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორიც გვსურდა, რომ ყოფილიყო. გამოთხოვილ ინფორმაციაზე, ცნობიერად თუ არაცნობიერად, არასწორ პასუხებს გვცემდნენ, რითაც ურყევად დასტურდება ცენტრალური ხელისუფ-ლების პრაქტიკის წარმატებული განმეო-რება და დანერგვა ავტონომიური რესპუბ-ლიკის ხელისუფლების მიერ.
ხსენებული დარღვევების საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს:
2005 წლის 26, 30 და 31 აგვისტოს აჭარის ა/რ მთავრობაში გაგზავნილ იქნა 4 განცხადება, რომლითაც ვითხოვდით აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 9 ნოემბრის №84, 2004 წლის 5 ოქტომბრის №56, 2004 წლის 6 ნოემბრის №81, 2005 წლის 29 დეკემბრის №108, №114, №115, №117, 29 მარტის №74, 2 თებერვლის №20, 4 მაისის №112 დადგენილების და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2005 წლის 4 მაისის №106 ბრძანების განხორციელების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. 2005 წლის 9 სექტემბერს ყველა განცხადებაზე ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ, რომლითაც აჭარის ა/რ მთავრობა იუწყებოდა: „წერილებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებულია აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის თანახმად გეგზავნებათ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებების ასლები.“
პასუხიდან ნათლად ჩანს, რომ აჭარის ა/რ ხელისუფლება მაქსიმალურად არიდებს თავს ინფორმაციის სრულყოფილად მოწოდებას. ამასთან, პასუხი მოიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციას არასწორად ითხოვდა, რამეთუ ჩვენი მოთხოვნა მთავრობის დადგენილებების ნაცვლად მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებებს უნდა შეხებოდა. ამგვარი „შეცდომის“ მიზეზი კი მთავრობის მიერ მანამდე მოწოდებული მცდარი ინფორმაცია გახდა. კერძოდ, 2005 წლის 19 აგვისტოს გამოგზავნილ იქნა 2004-2005 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად, ფონდიდან თანხის გამოყოფა ხდებოდა მთავრობის მიერ დადგენილების მიღების სახით. თუმცა, მოგვიანებით განგვიმარტეს, რომ მათ მიერ 2005 წლის 19 აგვისტოს მოწოდებულ ინფორმაციაში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა და სიტყვა დადგენილების ნაცვლად უნდა ყოფილიყო ბრძანება (იხ. დანართი №1). საჯარო დაწესებულების მხრიდან ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, შეცდომას სხვადასხვა უწყებებიდან პასუხების გამოგზავნის დროს მთელი რიგი გაუგებრობები მოჰყვა.
განცხადებების შინაარსის არ ან ვერ გაგების კარგი მაგალითია აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის 2005 წლის 8 აგვისტოს გაგზავნილ განცხადებაზე პასუხი. აღნიშნული განცხადებით ვითხოვდით ინფორმაციას 2004 წლის 21 ოქტომბრის №20 განკარგულების „აჭარის ა/რ უკიდურესად გაჭირვებული და ხელმოკლე ოჯახების ბავშვებისათვის დახმარების მიზნით, დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“ მე-3 პუნქტის შესრულების შესახებ. მოპასუხე საჯარო დაწესებულებამ 2005 წლის 9 სექტემბერს მარტო ხსენებული განკარგულება გამოგვიგზავნა. ხოლო რეალურად გამოთხოვილი ინფორმაცია მხოლოდ 2005 წლის 14 სექტემბერს გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი.
საიას მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების თავით გარანტირებული საჯარო დაწესებულებებში დაცულ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების მცდელობისას, მსგავს კანონდარღვევებს, მოთხოვნის იგნორირებასა და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევებს მრავალჯერადი ხასიათი აქვს. როგორც წესი, სახეზეა კანონის დარღვევა და საჯარო დაწესებულებების მხრიდან გამჭვირვალობის იმიტირების მცდელობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, მაგალითად, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო დროულად გვაწვდიდა პასუხებს, ხოლო მონიტორინგის განმავლობაში საგრძნობი გამოსწორება დაეტყო განათლების სამინისტროს, რასაც ვერ ვიტყვით აჭარის მთავრობაზე, რომელიც ჯიუტად არიდებდა თავს ინფორმაციის მოწოდებას. შესაბამისად, ასოციაციის მიერ კვლევის პროცესში მომზადებული სარჩელები სწორედ აჭარის ა/რ მთავრობის წინააღმდეგ არის შეტანილი. კერძოდ:
სარჩელთა
|
დაკმაყოფილებული
|
გასაჩივრებული
|
551 |
551 |
551 |
შენიშვნა: ზემოაღნიშნული სარჩელების გარდა, 1 სარჩელი შეტანილია აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წინააღმდეგ, თუმცა, განმწესრიგებელ სხდომაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე, რადგან ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა სწორედ პროცესის წინ მოგვაწოდა ინფორმაცია.
აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვის მარეგულირებელი აქტები
საქართველოს კანონი „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს და არეგულირებს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, დამტკიცებას, შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს, აგრეთვე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას.
წინამდებარე კვლევის საგანს წარმოადგენს აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდის თანხების განკარგვა. ფონდის თანხების განკარგვა კი სწორედ „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა მოხდეს. ხსენებული კანონი ცალკე მუხლს უთმობს ავტონომიური რესპუბლიკების სარეზერვო ფონდებს: „ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისათვის ავტონომიური რესპუბლიკურ ბიუჯეტებში იქმნება სარეზერვო ფონდები.“ კანონის მე- 13 მუხლის მე-2 პუნქტი1 კი საზოგადოებისათვის უკვე კარგად ცნობილი დებულებაა.2 კანონის ხსენებული მუხლი მკაცრად განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც, შესაძლებელია სარეზერვო ფონდებიდან თანხების განკარგვა. ასეთ შემთხვევებს წარმოადგენს ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციები, როგორიცაა:
1. ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები;
2. გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებები.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის ბიუჯეტის შესახებ“ კანონმა, „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონის თანახმად, გაითვალისწინა ოთხი ფონდის შექმნა. კერძოდ, შეიქმნა:
სარეზერვო ფონდი 1.500,0 ათასი ლარის ოდენობით;
საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებათა რეორგანიზაციის ხარჯების ფონდი 200,0 ათასი ლარის ოდენობით;
უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა სოციალური დახმარების ფონდი 717,7 ათასი ლარის ოდენობით;
ერთჯერადი სოციალური დახმარებების ფონდი 84,1 ათასი ლარის ოდენობით.
სრულიად გაურკვეველია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ სარეზერვო ფონდის და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებათა რეორგანიზაციის ხარჯების ფონდის განკარგვის მიმართულებებს განსაზღვრავს აჭარის ა/რ მთავრობა. გარდა ამისა, ჩნდება ლოგიკური კითხვა - თუ მე-6 მუხლი „განსაზღვრავს“ 2 კონკრეტული ფონდის (სარეზერვო ფონდისა და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებათა რეორგანიზაციის ხარჯების ფონდი) ფინანსური რესურსების განკარგვის წესს, მაშინ რატომ არ რეგულირდება მე-5 მუხლით განსაზღვრული კიდევ ორი ფონდის თანხების განკარგვის მიმართულებები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები.
როგორც ვხედავთ, „აჭარის ა/რ 2004 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში“ არ არის განსაზღვრული კონკრეტულ ღონისძიებათა ჩამონათვალი, თუ რისი დაფინანსება არის შესაძლებელი ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან, თუმცა, ეს არ იძლევა თანხების თვითნებურად განკარგვის შესაძლებლობას, რადგან, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, სარეზერვო ფონდებიდან თანხების განკარგვის საფუძვლები დადგენილია საქართველოს კანონით „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“.
საზოგადოებისათვის საინტერესო უნდა იყოს იმის გარკვევაც, თუ რამდენად კანონიერად განკარგა (განსაზღვრა მიმართულებები) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2004 და 2005 წლებში სარეზერვო ფონდის თანხები მაშინ, როცა ამ რეგიონს, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებს, ბუნებრივი კატასტროფები არ დაჰკლებია.
2004 წელი აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვა
აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდი განისაზღვრა 1,500,000 ლარით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” ძალაში 2004 წლის 1 ოქტომბერს შევიდა და, შესაბამისად, ყველა ის ღონისძიება, რომლის დაფინანსებაც სარეზერვო ფონდიდან მოხდა, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება.
აღნიშნული თანხა კი მოხმარდა შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:
საქართველოს მთავრობის გასვლით სხდომასთან დაკავშირებით, მთავრობის წევრების კვების ხარჯები;
შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები;
სამთავრობო დელეგაციების ვიზიტები;
აჭარის ა/რ მე-10 საშუალო სკოლის რემონტი;
გაუთვალისწინებელი ადმინისტრაციული ხარჯები;
სამთავრობო დელეგაციების ვიზიტები;
მთავრობის ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები;
უშიშროების მთავარი სამმართველოს შენობის სარემონტო სამუშაოები და ა.შ.
სარეზერვო ფონდიდან 2004 წელს დაფინანსებული ღონისძიებები პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:

ვფიქრობთ, წარმოდგენილი ხარჯვის კონკრეტული ჩამონათვალი უკვე საკმარისია თანხების არაკანონიერად განკარგვის საილუსტრაციოდ, ვინაიდან ნათლად ჩანს, რომ არც ერთი დაფინანსებული ღონისძიება არ წარმოადგენს საქართველოს „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ მოქმედებას (ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები ან გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებები).
სამწუხაროდ, ამგვარი ერთპიროვნული და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ნაცვლად პასუხისმგებლობისა, ქვეყანაში სტიმულირებულია. ამგვარი სტიმული კი რეგიონული ხელისუფლებისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვისას თავად საქართველოს პრეზიდენტის მოქმედებებიდან მომდინარეობს.
სარეზერვო ფონდების განკარგვისას შექმნილი კანონდარღვევების გამოაშკარავება და კონკრეტული ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხი საიას ერთერთი ფუნქციაა კორუფციისა და ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მიზნით, ქვემოთ დაწვრილებით იქნება განხილული თითოეულ ღონისძიებაზე უკანონოდ გამოყოფილი თანხების ხარჯვის „კანონიერება“. ამასთან, საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას ვაცნობოთ აჭარაში მომხდარ სტიქიურ უბედურებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონის- ძიებათა შესახებ.
სტიქია
2004 წლის სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხები საერთოდ არ გამოყოფილა. უმნიშვნელოვანესია, დასაწყისისათვის გაირკვეს:
რა ზარალი მიადგა აჭარის რეგიონს 2004 წელს სტიქიის შედეგად;
რამდენად იყო ინფორმირებული აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე აღნიშნული ზარალის შესახებ.
ეს ის პირველადი კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემასაც შევეცადეთ ჩვენ მიერ სხვადასხვა უწყებებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. ინფორმაციის მოპოვების მიზნით კი, მივმართეთ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ სამთო საქმისა და გეოლოგიის დეპარტამენტს და აჭარის რაიონების - ხულოს, ქედის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის გამგეობებს. ჩვენდა გასაკვირად, ისეთი უწყება, როგორიცაა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, არ ფლობს ინფორმაციას 2004 წელს აჭარაში მომხდარ სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებით. ამას კი 2005 წლის 9 ნოემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელზე გამოგზავნილ წერილში ასე ხსნის: „სამმართველო არ ფლობს 2004 წელს მომხდარ სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რადგან სამმართველო 2004 წლის 2 სექტემბერს შეიქმნა.“ ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდა ხულოს და ქედის რაიონებმა, არასრულყოფილი და არაფრისმთქმელი პასუხები მივიღეთ ქობულეთისა და შუახევის გამგეობებისაგან. თუმცა, საბოლოოდ, სხვადასხვა უწყებიდან მიღებული ინფორმაციების შეჯერების შედეგად შემდეგი სურათი გამოიკვეთა.
ხელვაჩაური
ხელვაჩაურის გამგეობის მიერ სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ ხელვაჩაურში სტიქიური უბედურებები ძირითად 2004 წლის ოქტომბრამდე მოხდა. ამ დროისათვის ჯერ კიდევ ძალაში არ იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და, შესაბამისად, მოქმედებდა წინა წლის საბიუჯეტო პარამეტრები, რომლითაც სარეზერვო ფონდი არ იყო გათვალისწინებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სტიქიური უბედურების დროს ა/რ მთავრობას არ შეეძლო თანხების გამოყოფა ზარალისა და დამანგრეველი შედეგების ლიკვიდაციისათვის.
გამგებლის მიერ 2005 წლის 2 დეკემბერს მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ მეწყრის და გრიგალის შედეგად ხელვაჩაურში 300-მდე ოჯახს დაუზიანდა სახლი. იყვნენ თუ არა ამის შესახებ ინფორმირებული შესაბამისი თანამდებობის პირები? როგორც გამგეობის მიერ მოწოდებული მასალიდან გაირკვა, დაზარალებულ პირთა სიები (II და III კატეგორიის ხარისხით დაზარალებულები) პირველად 2004 წლის 25 მაისს წარედგინა მინისტრთა საბჭოს, მოგვიანებით კი - აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს გამგებლის მიერ 2005 წლის 2 დეკემბერს მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ მეწყრის და გრიგალის შედეგად ხელვა- ჩაურში 300-მდე ოჯახს დაუზიანდა სახლი.
იყვნენ თუ არა ამის შესახებ ინფორმირებული შესაბამისი თანამდებობის პირები?
როგორც გამგეობის მიერ მოწოდებული მასალიდან გაირკვა, დაზარალებულ პირთა სიები (II და III კატეგორიის ხარისხით დაზარალებულები) პირველად 2004 წლის 25 მაისს წარედგინა მინისტრთა საბჭოს, მოგვიანებით კი - აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს. 2004 წლის 26 აგვისტოს ბატონ ვარშალომიძეს ასევე მიმართა ხელვაჩაურის გამგებელმა და აუწყა, რომ მინისტრთა საბჭომ დაზარალებულ კომლთა სიები და მიწის ნაკვეთები რეაგირების გარეშე დატოვა. მეწყერსა და გრიგალს დაემატა კოკისპირული წვიმები, რომელმაც, ხალვაჩაურის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონს 21,000 ლარის ზარალი მიაყენა. მათ შორის, შენობა-ნაგებობებს - 10,300 და სოფელში მისასვლელ საავტომობილო გზებს - 10,700 ლარი.
ხელვაჩაურში 2004 წელს მომხდარ სტიქიაზე საუბარს 2004 წლის ხანძრით დავასრულებთ, რომელმაც არანაკლებ დააზიანა შენობა-ნაგებობები. როგორც გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან შევიტყვეთ, ხანძრის შესახებ ინფორმირებული იყო პირადად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე. მას 2004 წლის 23 აგვისტოს ხელვაჩაურის გამგებელმა წარუდგინა დაზარალებულ კომლთა სია შესაბამისი საკომპენსაციო თანხის მითითებით, რომელიც 18,500 ლარს შეადგენდა. ხელვაჩაურის რაიონმა 2004 წელს ბუნებრივი და სხვა კატასტროფების შედეგად არცთუ მცირე ზარალი განიცადა: 300-მდე ოჯახს მეწყრის, გრიგალისა და ხანძრის შედეგად დაენგრა, დაუზიანდა და დაეწვა სახლები. სახლები და გზები მოგვიანებით კვლავ დაზიანდა წვიმის შედეგად. ამ ფონზე კი აჭარის ა/რ ხელისუფლების, ისევე როგორც ცენტრალური ხელისუფლების, რეაგირება და გამოყოფილი თანხა ნულის ტოლია (იხ. დანართი №2).
შუახევი
ინფორმაცია, რომელიც შუახევის გამგეობამ 2005 წლის 15 დეკემბერს მოგვაწოდა, ძალზე მწირია და შუახევის რაიონში ბოლო ათ წელიწადში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 960 ოჯახს შეეხება, რომლებიც საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას საჭიროებენ. მათ შორის:
100 ოჯახს დაენგრა საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები;
60 ოჯახს დაეწვა საცხოვრებელი სახლი;
400 ოჯახს დაემეწყრა საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი;
400 უკუმიგრირებული ოჯახი საჭიროებს ხელახალ განსახლებას მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებისა და სახლების უქონლობის გამო.
მოწოდებული მასალიდან გავარკვიეთ ისიც, რომ შუახევის გამგებელმა წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს აჭარაში,3 საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული სამსახურის კოორდინატორს და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს4 და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საკითხის განხილვა სთხოვა, თუმცა, 2004 წლის სარეზერვო ფონდიდან ამ ოჯახებისათვის თანხები არ გამოყოფილა. სარეზერვო ფონდიდან თანხები მათთვის მოგვიანებით, 2005 წელს გამოინახა. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გვ. 34
ქობულეთი
ქობულეთის გამგეობა საკმაოდ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარის სახელზე 2005 წლის 28 დეკემბერს გამოგზავნილი წერილით5 გვაცნობა, რომ ქობულეთის რაიონში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახთა სიები შესწავლილი და გადაგზავნილია აჭარის ა/რ შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისათვის. რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას, გამგეობამ იმავე წერილით გვაცნობა: „ვინაიდან წლის ბოლოა და გადატვირთული სამუშაო რეჟიმია, დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით“ (იხ. დანართი №3).
ამით ამოიწურება აჭარის რაიონების და მათი ხელმძღვანელების მიერ მოწოდებული მასალები. სურათი ასეთია: ქობულეთის გამგეობამ არ მოგვაწოდა სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა შესახებ ინფორმაცია, შუახევის გამგეობიდან მოსული პასუხი არაფრისმთქმელი იყო, ხოლო ქედისა6 და ხულოს7 რაიონებმა საერთოდ უპასუხოდ დატოვეს ჩვენი განცხადება. ამის მიუხედავად, სტიქიის შედეგად დაზარალებულებსა და მათ შენობა-ნაგებობებზე ინფორმაციის მოპოვება ავტონომიური რესპუბლიკის გეოლოგიის დეპარტამენტისაგან მაინც შევძელით. გეოლოგიის დეპარტამენტის 2005 წლის 24 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაცია ასე გამოიყურება:
|
დანგრეული
|
საშიში
|
პროფილაქტიკური
|
გეოლოგიური
|
ქობულეთი |
32 |
47 |
82 |
103 |
ხელვაჩაური |
7 |
6 |
62 |
15 |
ქედა |
19 |
39 |
132 |
43 |
შუახევი |
4 |
98 |
45 |
192 |
ხულო |
14 |
216 |
69 |
548 |
სულ: |
76 |
404 |
390 |
910 |
შენიშვნა: 2004 წელს თანხები არც იმ ადამინებისათვის გამოყოფილა, რომელთაც სტიქიის შედეგად დაენგრათ და დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები და არც იმათთვის, რომელთა სახლებიც პროფილაქტიკურ და გასამაგრებელ სამუშაოებს საჭიროებდა.
აჭარაში 2004 წლის სტიქიაზე საუბარს კი სოფლის მეურნეობისათვის მიყენებული ზარალით დავასრულებთ, რომელიც, სამინისტროს მიერ 2005 წლის 6 დეკემბერს მოწოდებული ინფორმაციით, 14,263,000 ლარს შეადგენს
იხილეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემები:
|
რაიონი |
კულტურა
|
დაზიანების
|
მოსავლის |
ზარალი |
1 |
ქობულეთი |
ციტრუსოვანები |
93 |
30000 |
7.500 |
2 |
ხელვაჩაური
|
ციტრუსი |
72 |
1500 |
375 |
3 |
შუახევი |
კურკოვნი |
92 |
150 |
150 |
4 |
ქედა |
კურკოვნი |
92 |
560 |
190 |
5 |
ხულო |
კურკოვნი |
80 |
720 |
227 |
|
სულ |
|
- |
- |
14263 |
იყო თუ არა ინფორმირებული ლევან ვარშალომიძე სოფლის მეურნეობისათვის მილიონობით მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით?
კითხვაზე პასუხის გაცემა სირთულეს არ წარმოადგენს, თუკი გადავხედავთ აჭარის ავტონომიური რეს-პუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №59 დადგენილებას აჭა-რის სოფლის მეურნეობისათვის სტიქიით მიყენებული ზარალის შედეგების შეფა-სებისა და სათანადო ღონისძიებების გატარების შესახებ. დადგენილება განსაზღვრავს, რომ აჭარაში 2004 წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობა და მოსახლეობის ზარალმა 14,263,000 ლარი შეადგინა. ამავე დადგენილების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით, მთავრობამ დაადგინა:
დაევალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის შესაძლო დახმარების გაწევის წესისა და ოდენობის შესახებ;
დაევალოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიმართოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარებისათვის ხელშეწყობის მიზნით.
შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რომ მთავრობის ხელმძღვანელი ინფორმირებულია და სათანადოდ მოქმედებს. სწორედ ამიტომ დავინტერესდით დადგენილების შესრულებით. 2005 წლის 28 ნოემბერს განცხადებით მივმართეთ როგორც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროებს.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2005 წლის 9 დეკემბერს გვაცნობა, რომ „სამინისტროს მიერ არ მომხდარა აჭარის ა/რ მთავრობისათვის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის შესაძლო დახმარების გაწევის შესახებ წინადადებების წარდგენა, რადგან 2004 წელს დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში ვერ მოხერხდა აღნიშნულზე თანხის გამოყოფა“ (იხ. დანართი №4). ვფიქრობთ, პასუხი ამომწურავად გვიჩვენებს დამოკიდებულებასა და ა/რ მთავრობის მხრიდან საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. რაც შეეხება აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, 2005 წლის 6 დეკემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალისათვის გამოგზავნილი წერილიდან შევიტყვეთ, რომ მან პირნათლად შეასრულა დადგენილებით მისთვის დაკისრებული მოვალეობა. კერძოდ:
დახმარებისთვის მიმართა მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელს;8
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2004 წლის 21 ოქტომბერს მიმართა ლევან ვარშალომიძეს თხოვნით - თოვლისა და ყინვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის 220 ტ. პურის ფქვილის გამოყოფის თაობაზე.
თუმცა, უშედეგოდ! სამინისტროს ინფორმაციით, დახმარების მიზნით თანხები კვლავაც არ გამოყოფილა! (იხ. დანართი №5).
ჩვენ ხელთ არსებული მწირი ინფორმაციის მიუხედავად, ძალზედ შემაშფოთებელი სურათი გამოკვეთა - 2004 წელს აჭარის რეგიონმა სტიქიის შედეგად მილიონობით ზარალი განიცადა. დაზიანდა გზები, ათეულობით ოჯახს დაენგრა და დაუზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაგრამ 2004 წელს ერთი თეთრიც კი არ გამოყოფილა. ლევან ვარშალომიძე ამ დროს სხვა ღონისძიებების დაფინანსებით იყო დაკავებული. თუ რაში დაიხარჯა ბუნებრივი და სხვა კატასტროფებისათვის, ასევე, გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებებისათვის განსაზღვრული თანხა, ჩვენ მიერ ქვემოთ მოყვანილი ბრძანებების ანალიზიდან შეიტყობთ.
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2004 წლის 10 მაისის №56 ბრძანება
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2004 წლის 10 მაისის №56 ბრძანებით, სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 3,891 ლარი „საქართველოს შსს აკადემიის ბათუმის ფაკულტეტის უკიდურესად გაჭირვებული კურსანტების მატერიალური დახმარებისათვის“. აღნიშნულმა ბრძანებამ ყურადღება მიიპყრო არა თანხის ოდენობის თვალსაზრისით, არამედ მისი გამოყოფის მიზნობრიობიდან გამომდინარე. როგორც ზემოთ იქნა ხაზგასმული, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ იქნა 4 ფონდის არსებობა. ერთ-ერთი მათგანი იყო „უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა დახმარების ფონდი“ და „ერთჯერადი სოციალური დახმარებების ფონდი.“ ნათელია, რომ ორივე ფონდის მიზანი სწორედ გაჭირვებულ ოჯახთა თუ პირთა დახმარება იყო. შესაბამისად, აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ამგვარი ხარჯის გაწევა პრობლემური და კანონსაწინააღმდეგოა.
სრულიად იდენტური არამიზნობრივი ხარჯვა განხორციელდა აჭარის ა/რ მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №20 განკარგულებით „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების ბავშვებისათვის დახმარების მიზნით დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“, რომლის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 32,200 ლარი. განკარგულებაში აღნიშნულია: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ დაზუსტებულ იქნა იმ ოჯახების ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც ეკონომიკური სივიწროვის გამო ვერ იძენენ სახელმძღვანელოებს, სასწავლო ნივთებსა და ტანსაცმელს, რის გამოც ვერ ცხადდებიან სკოლაში. ავტონომიურ რესპუბლიკაში ასეთ ბავშვთა რაოდენობა შეადგენს 820-ს, მათ შორის, ქ.ბათუმში 335, ქობულეთის რაიონში 93, ხელვაჩაურის რაიონში 39, ქედის რაიონში 192, შუახევის რაიონში 32, ხულოს რაიონში 129...“
აღნიშნული განკარგულების შესრულების მიზნით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან 32,200 ლარის გამოყოფა. განკარგულებაში არ იყო მითითებული, თუ კონკრეტულად ბიუჯეტის რომელი პუნქტის შესაბამისად უნდა მომხდარიყო თანხის გამოყოფა. მიუხედავად ამისა, თანხის გამოყოფა განხორციელდა აჭარის ა/რ სარეზერვო ფონდიდან, რასაც ადასტურებს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელშიც მითითებულია, რომ მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №20 განკარგულებით მოხდა თანხის გამოყოფა სარეზერვო ფონდიდან, რაც მოგვიანებით 2004 წლის მთავრობის 1 დეკემბრის №27 განკარგულებით მიღებული ცვლილებითაც დადასტურდა. 2004 წლის 1 დეკემბრის №27 განკარგულებასთან დაკავშირებულ დამატებით თავსატეხს წარმოადგენს მისი მიღების საფუძველი. განკარგულების მიღებას საფუძვლად დაედო ა/რ მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №60 დადგენილება, რომელიც ა/რ ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. ამავე კანონის 38-ე მუხლის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები შედის საქართველოს ნორმატიული აქტების რეესტრის ერთიან სისტემაში, რომელიც საჭიროებს რეგისტრაციას. თუმცა, იუსტიციის დეპარტამენტის 2005 წლის 12 სექტემბრის პასუხის თანახმად, “საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული არ არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №60 დადგენილება”. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ნორმატიული აქტების შესახებ ნორმატიული აქტის მიმღებ ორგანოს ავალდებულებს ნორმატიული აქტის იუსტიციის დეპარტამენტისათვის სარეგისტრაციოდ გადაცემას.9 ამავე კანონის 32-ე მუხლის თანახმად, ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ხოლო გამოქვეყნება დაუშვებელია მანამ, სანამ ნორმატიულ აქტს არ მიენიჭება შესაბამისი სარეგისტრაციო ნომერი, ანუ არ გატარდება იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ 2004 წლის 1 დეკემბრის №27 განკარგულება კანონიერ ძალაში არც კი შესულა, ისე მოხდა მისი გამოქვეყნება და თანხების განკარგვა.
სამწუხაროდ, ეს არ არის პრობლემის ერთადერთი ასპექტი. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2005 წლის 16 აგვისტოს №1-11/1890 მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, თანხის გაცემა მოხდა სკოლის დირექტორებზე, თუმცა, ამავე სამინისტროს მიერ 2005 წლის 14 სექტემბრის №1-11/2088 მოწოდებული პასუხის მიხედვით, გამოყოფილი თანხა გადაეცა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს. ერთი და იმავე უწყების მიერ ერთსა და იმავე საკითხზე არაერთგვაროვანი პასუხების გაცემა ბუნებრივ ეჭვს ბადებს, როგორც მინიმუმ, მათი თანამდებობრივი დაუდევრობის შესახებ, რომ არაფერი ვთქვათ კორუფციასა და უფლებამოსილების გადამეტებით საბიუჯეტო სახსრების გამოყენებაზე.
აღნიშნული განკარგულების შესწავლისას კიდევ უფრო საინტერესოა იმის გარკვევა, თუ როგორ და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა მთავრობა გაჭირვებულ ბავშვთა დადგენისას. აღმოჩნდა, რომ გაჭირვებულ ბავშვთა შერჩევა განხორციელდა განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილებებში სკოლებიდან წარმოდგენილი სიების საფუძველზე, ხოლო სკოლებისათვის „გაჭირვების ხარისხის“ კრიტერიუმები არავის დაუდგენია. საკითხი მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ქვეყანაში არსებული გაჭირვების ფონზე, მთელი აჭარის მასშტაბით 820 ბავშვის გამოყოფა, როგორც განსაკუთრებით გაჭირვებულის, ძალზედ არარეალურად გამოიყურება. შესაბამისად, მკაცრად დადგენილი კრიტერიუმების არსებობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და იმპერატიული მოთხოვნა ხდება, როდესაც წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ, მაგალითად, ქედის რაიონში, რომელიც ა/რ არსებულ რაიონთაგან ყველაზე პატარაა, უფრო მეტი გაჭირვებული ბავშვია, ვიდრე ხელვაჩაურის რაიონში, რომელიც ქედის რაიონს სულ მცირე ორჯერ მაინც აღემატება მოსახლეობით, მაგრამ ნამდვილად ბევრად არ აღემატება ეკონომიკური მდგომარეობით.10 ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქედაში ზოგადად უფრო მძიმე ვითარებაა მისი გეოგრაფიის, კლიმატური პირობების და სხვა ფაქტორების გამო, მაგრამ არც ხელვაჩაურში უნდა იყოს დალხენილი ცხოვრება. ხელისუფლება კი ვალდებულია, ყველა კითხვაზე დასაბუთებული და მოტივირებული პასუხი ჰქონდეს მოსახლეობაში თანასწორობისა და არადისკრიმინაციული მოპყრობის უზრუნველსაყოფად.
აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გაჭირვებულ ბავშვთა რაოდენობა რაიონების მიხედვით ასე გამოიყურება:
ქედა |
192 |
შუახევი |
32 |
ხულო |
129 |
ქობულეთი |
93 |
ხელვაჩაური |
39 |
|
|
სულ |
820 |
|
|
|
|
არის კიდევ რამოდენიმე „დეტალი“, რომელიც მთელი პროცესის კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ აყენებს. მაგალითად, ერთ-ერთ სკოლა-ინტერნატზე გაცემულია მხოლოდ 30 ლარი მაშინ, როცა თითოეულ ბავშვზე, განკარგულების შესაბამისად, უნდა გაცემულიყო 35 ლარი. 2005 წლის 4 ოქტომბერს სამინისტრო ასევე გვწერდა, რომ სკოლა-ინტერნატზე გასაცემი თანხა არ იყო ყველა მზრუნველობამოკლებული ბავშვისათვის საკმარისი: „შეიქმნა აზრი, რომ მათთვის დამატებით გაკეთებულიყო შუამდგომლობა დახმარების შესახებ. აღნიშნულის გამო, სკოლა-ინტერნატის დირექტორმა თანხა არ გაიტანა და იგი ინახება სამინისტროს ბუღალტერიაში.“
შავი ზღვის საერთაშორისო დღე
2004 წლის 10 ოქტომბრის აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის №73 ბრძანებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 11,978 ლარი - შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებისათვის. ა/რ-ის გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2005 წლის 18 აგვისტოს ინფორმაციით, ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხა სრულად იყო ათვისებული. რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა ა/რ მთავრობამ 19 აგვისტოს. გამოყოფილი 11,978 ლარიდან ათვისებულ იქნა 7,936 ლარი. ამჯერადაც ჩვენ ხელთ აღმოჩნდა ერთსა და იმავე ღონისძიებასთან დაკავშირებული ორი, ერთმანეთისაგან განსხვავებული, ინფორმაცია და ორივე მათგანი მოწოდებულია შესაბამისი, ღონისძიებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო დაწესებულებების მიერ. სხვაობის გარკვევისას ა/რ მთავრობამ 2005 წლის 9 სექტემბერს ბრძნულად „დაგვმოძღვრა“: „როგორც ჩვენთვის ცნობილია, შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხის ათვისების შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართული გაქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის. რადგანაც ბიუჯეტის ხარჯვის თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია არსებობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ამდენად წერილით მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას მოგაწვდით აღნიშნული სამინისტრო.” წარმოდგენილი პასუხიდან ნათლად ჩანს, რომ აჭარის ა/რ მთავრობისათვის უცნობია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს ეკისრებათ ვალდებულება ათი დღის ვადაში ინფორმაციის გაცემის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მისი გაცემისათვის საჭიროა „სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.“ განსხვავებით ა/რ მთავრობისაგან, ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „მეგობრულად“ გვირჩია, გვესარგებლა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით. ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ საერთოდ არ ისურვა პასუხის გაცემა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ არც ერთმა უწყებამ არ ინება ან ვერ შეძლო განემარტა გაურკვევლობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საჯარო დაწესებულებები არავითარ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობენ საზოგადოების წინაშე.
რა უჯდება აჭარას სამთავრობო დელეგაციების მასპინძლობა?
ლევან ვარშალომიძე რომ ქართული სტუმარ-მასპინძლობის საუკეთესო ტრადიციების მიმდევარია, ეს მრავალი სხვადასხვა ღონისძიების დროს გამოვლინდა. მისი სტუმართმოყვარეობის საუკეთესო დასტური კი ქვევით მოყვანილი ბრძანებებია.
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ოქტომბრის №74 ბრძანება.
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2004 წლის 29 ოქტომბრის №74 ბრძანებით, 6,840 ლარი გამოიყო „წინასწარ გაუთვალისწინებელი სამთავრობო დელეგაციის მიღების ხარჯებისათვის“. მთავრობის მიერ 15 ოქტომბერს ჩვენთვის მოწოდებული მასალიდან გაირკვა, რომ თურმე წინასწარ გაუთვალისწინებელი სამთავრობო დელეგაციების წევრებს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, წარმოადგენენ სილამაზის კონკურსში მონაწილეობისათვის მოწვეული სტუმრები, „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტები და ფერეიდნელი ქართველები. როგორც ჩვენთვის წარმოდგენილი მასალებიდან გაირკვა, „წინასწარ გაუთვალისწინებელ სამთავრობო დელეგაციას“ სექტემბრის თვის სხვადასხვა მონაკვეთში გაეწია მომსახურება სასტუმრო „ინტურისტში“. ბრძანება კი თანხის გამოყოფის თაობაზე დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 29 ოქტომბერსაა მიღებული. მოწოდებულ მასალებში ვხვდებით შპს ინტურისტის დირექტორის მიერ 2004 წლის 21 და 27 სექტემბერს ლევან ვარშალომიძის სახელზე გაგზავნილ შემდეგი შინაარსის წერილებს:
„თანახმად თქვენი განკარგულებისა, მ/წლის 14 - 15 სექტემბერს სასტუმრო მომსახურება გაეწია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს და 15 - 18 სექტემბერს „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტებს, რომელთა მომსახურების საერთო ღირებულებამ შეადგინა 740 ლარი.“
„თანახმად თქვენი განკარგულებისა, მ/წ 22 - 26 სექტემბერს სასტუმრო „ინტურისტში მომსახურება გაეწია 2004წ. 24 სექტემბერს ჩატარებული სილამაზის კონკურსის მონაწილეებს, მოწვეულ სტუმრებსა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს, რომელთა მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 2,680 ლარი.“
„თანახმად თქვენი განკარგულებისა, მ/წლის 18-20 სექტემბერს ფერეიდნელ ქართველთა ჯგუფს 36 კაცის შემადგენლობით გაეწია მომსახურება სასტუმროში განთავსებითა და 3 - ჯერადი კვებით, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 3,240 ლარი.“
საინტერესოა, რომელ განკარგულებაზე საუბრობს შპს ინტურისტის დირექტორი, რადგან ზემოაღნიშნული ღონისძიებებისათვის თანხის გამოყოფა მხოლოდ 2004 წლის 29 ოქტომბერს გადაწყდა. ასევე დავინტერესდით იმით, თუ როდის მოხდა შპს ინტურისტთან ხელშეკრულებების გაფორმება. კითხვაზე პასუხის მისაღებად 2004 წლის 18 ნოემბერს მივმართეთ ა/რ მთავრობას, მაგრამ მთავრობამ, როგორც ყოველთვის, დუმილით გვიპასუხა. საკითხის გარკვევის იმედით, სარჩელით მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თუმცა, პროცესი ჯერჯერობით არ ჩატარებულა.
საქართველოს მთავრობის კვების ხარჯები
2004 წლის 5 ნოემბრის №81 ბრძანებით ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 3,863 ლარი - 2004 წლის 24 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობის გამსვლელ სხდომასთან დაკავშირებით მთავრობის კვების ხარჯების დასაფინანსებლად. აჭარის მთავრობის მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ 2004 წლის 3 ოქტომბერს შპს „თალიონის“ კუთვნილ რესტორან „პორტო-ფრანკოს“ ადმინისტრაციამ მთავრობას შეახსენა დახარჯული თანხის რაოდენობა და გადაუგზავნა ჩეკები. სწორედ ამის შემდეგ მთავრობისათვის გადაუდებელ ღონისძიებად იქცა კვების ხარჯების დაფინანსება და, შესაბამისად, 2004 წლის 5 ნოემბერს მომსახურების შესყიდვიდან ერთი თვის შემდეგ გამოიყო ფული.
34 ავია რეისი
მსგავსად №81 ბრძანებისა, ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2004 წლის 8 დეკემბრის №102 ბრძანებითაც სამთავრობო დელეგაციის მიღების ხარჯები დაფინანსდა, ოღონდ ამჯერად 28,385 ლარის ოდენობით. დელეგაციების ვიზიტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით, 2005 წლის 9 აგვისტოს განცხადებით მივმართეთ ა/რ მთავრობას, თუმცა, უშედეგოდ. ინფორმაციის მოპოვების „იმედით“ 2005 წლის 13 სექტემბერს კიდევ ერთხელ
შევახსენეთ ჩვენი თხოვნის შესახებ და საპასუხოდ ისევ დუმილი მივიღეთ. მესამედ გაგზავნილმა წერილმა შედეგი გამოიღო. მთავრობის აპარატის მიერ 2005 წლის 15 ოქტომბერს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის აეროპორტის დირექტორმა მიმართა ლევან ვარშალომიძეს წერილით და სთხოვა ბათუმი-ხულობათუმის მიმართულებით უკვე შესრულებული 34 რეისის დაფინანსება (16 სპეცრეისი და 18 სამგზავრო რეისი).
შენიშვნა: მოწოდებული მასალიდან ირკვევა, რომ 34 რეისში შევიდა ასევე ბათუმი-ფოთი - ბათუმი, ბათუმი - თბილისიბათუმი, ბათუმი - ქედა - ბათუმი (2 რეისი) და ბათუმი - ქუთაისი - ბათუმის მიმართულებით შესრულებული რეისებიც. აეროპორტმა უკვე გაწეული ხარჯებისათვის 28,385 ლარი მოითხოვა, რომელიც ასე გადანაწილდა:
საწვავის გამართვის ხარჯები |
15359 |
საცხოვრებელ ბინაში დანარიცხებით |
1155
|
ეკიპაჟის ყოველდღიური სამჯერადი |
4414
|
ვერტმფრენთა მომსახურების და |
6253
|
ავიაბილეთების რეალიზაციიდან |
1204
|
სულ ხარჯი |
28385 |
მოწოდებულმა მასალამ საკმაოდ ბევრი კითხვა დაგვიტოვა. შესაბამისად, შეკითხვებზე პასუხის მისაღებად 2005 წლის 12 ოქტომბერს მივმართეთ ა/რ მთავრობას, რომელმაც 27 ოქტომბერს წერილითვე გვირჩია, გამოყოფილი თანხის ხარჯვის ამსახველი დოკუმენტაციისათვის შპს „ბათუმის აეროპორტისთვის“ მიგვემართა. დოკუმენტაციის უქონლობა მხოლოდ ერთ ფაქტს ადასტურებს, რომ მთავრობამ ისე დააფინანსა განხორციელებული 34 რეისი, რომ არა თუ დეტალურად მოიძია, არამედ საერთოდ არ დაინტერესებულა ხარჯვის ამსახველი დოკუმენტაციით. რაც შეეხება ასოციაციას, ჩვენ მართალია გავითვალისწინეთ მთავრობის რჩევა და ინფორმაციის მოპოვების მიზნით 2005 წლის 23 დეკემბერს მივმართეთ შპს „ბათუმის აეროპორტს“, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
ჩაქვისა და ხალას დამაკავშირებელი გზის დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2004 წელს სარეზერვო ფონდიდან დაბა ჩაქვისა და სოფელ ხალას დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 2004 წლის 10 დეკემბრის №103 ბრძანებით 970,000 ლარი გამოიყო. საიას აჭარის ფილიალმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებით მიმართა ქობულეთის გამგეობას. როგორც ქობულეთის გამგეობის მიერ 2005 წლის 24 აგვისტოს მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოების შესრულების მიზნით, 2004 წლის 21 დეკემბერს ხელშეკრულება გაფორმდა ქობულეთის რაიონის გამგეობასა და შპს. „ქობულეთის ავტოგზას“ შორის. ხელშეკრულება თავისთავად ძალზედ საინტერესოა, ვინაიდან, მაგალითად, არ ითვალისწინებს სამუშაოების შესრულების ვადას, შესაბამისად, არ არსებობს სამუშაოების დასრულების თარიღი. 2005 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით, ათვისებული იყო 301,642 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაო 30%25-ს შეადგენდა. ქობულეთის გამგეობა „დაგვპირდა“, რომ ჩაქვიხალას საავტომობილო გზის მშენებლობა აუცილებლად დასრულდებოდა მიმდინარე წლის ბოლომდე.
გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს სამუშაოს შესრულების ვადა, ხოლო გამგეობასა და შპს „ქობულეთის ავტოგზას“ შორის ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულების მე-15 პუნქტის თანახმად: „ხელშეკრულება ძალაში შედის სათანადო წესით შესაბამის სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე.“ ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია, რადგან სახელმწიფოებრივად ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებისას, როგორიცაა გზების რეაბილიტაცია, განუსაზღვრელი ვადით ხელშეკრულებების დადება სრული უპასუხისმგებლობისა და, უფრო მეტიც, კანონმდებლობის იგნორირებისა და დარღვევის დასტურია.
2005 წლის 10 აგვისტოდან დღემდე აჭარის ა/რ ქობულეთის გამგეობის მიერ ჩაქვისა და სოფელ ხალას საავტომობილო გზების მშენებლობასთან დაკავშირებული კანონდარღვევები ამით არ ამოიწურება. ყველაზე მნიშვნელოვანი აღნიშნული საკითხის შესწავლისას არის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის სრული იგნორირება. როდესაც საუბარია 970,000 ლარზე, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, ჩატარდა თუ არა ტენდერი. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, მიგვეღო ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ, მაგრამ უშედეგოდ - ქობულეთის გამგეობის მხრიდან მუდმივად ხდებოდა განცხადებაში აღნიშნული საკითხის იგნორირება. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, დავეყრდნოთ ხელშეკრულებას და მისი მუხლების საფუძველზე გავარკვიოთ, რეალურად რომელი გზით განხორციელდა შესყიდვა. ხელშეკრულებამ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შესყიდვა თურმე განხორციელებულა ფასთა კოტირებით. თავს მივცემთ უფლებას და შეგახსენებთ, რომ „ფასთა კოტირება არის - გამარტივებული მეთოდი საქონლის, მომსახურების და მცირე სახის სამუშაოების შესყიდვისათვის, რომელთა ღირებულება აღემატება 10,000 ლარს და ნაკლებია 25,000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას აღემატება 50,000 ლარს და ნაკლებია 120,000 ლარზე.“11
„გაუთვალისწინებელი“ კაპიტალური ხარჯები
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2004 წლის 29 დეკემბრის №114, №115 და
№117 ბრძანებები
2004 წლის 29 დეკემბრისათვის ა/რ სარეზერვო ფონდში დარჩენილი იყო 60,866 ლარი. ა/რ თავმჯდომარემ გულუხვად გამოყო თანხები „გაუთვალისწინებელი“ კაპიტალური ხარჯებისათვის. კერძოდ, 29 დეკემბრის №114 ბრძანებით, გაუთვალისწინებელი კაპიტალური ხარჯებისათვის ა/რ უშიშროების მთავარ სამმართველოს შენობის სარემონტო სამუშაოებისათვის გამოეყო 30,505 ლარი, №115 ბრძანებით - აჭარის ა/რ მთავრობას ქ. ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შესრულებული სამუშაოების დასაფინანსებლად 18,000 ლარი, ხოლო №117 ბრძანებით - ა/რ მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში შესრულებული სამუშაოების დასაფინანსებლად 12,361 ლარი.
აღნიშნულ ბრძანებებს ბევრი რამ აქვთ საერთო:
ხელშეკრულებებში არ არის მითითებული სამუშაოს ღირებულება, სამუშაო ღირებულება განსაზღვრულია მოგვიანებით სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არ ხდება წინასწარი შეთანხმება შემსრულებელთან შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებასთან დაკავშირებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა, გაუთვალისწინებელი კაპიტალური ხარჯებისათვის ნებისმიერ თანხა გადაიხადოს.
სამივე ბრძანებით დაფინანსებულია უკვე შესრულებული სამუშაოები.
მე - 10 საშუალო სკოლის რემონტი
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2004 წლის 8 ნოემბრის №82 ბრძანებით, მე-10 საშუალო სკოლის რემონტისათვის 120,000 ლარი გამოიყო. ინფორმაციის შესწავლით მრავალი დარღვევა გამოვლინდა. ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2005 წლის 15 სექტემბრის წერილის თანახმად: „ქ. ბათუმის №10 საშუალო სკოლის სარემონტო სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან გამოიყო 120,000 ლარი. ვინაიდან აღნიშნული თანხის გამოყოფა მოხდა 2004 წლის 27 დეკემბერს და წლის ბოლო ფორსმაჟორულ სიტუაციაში გვაყენებდა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა მოხდა ფასთა კოტირების მეთოდით და ხელშეკრულება გაფორმდა შპს „არქეოსთან“ (იხ. დანართი №6).
რატომ აღმოჩნდა წლის ბოლო ფორსმაჟორი განათლების სამინისტროსათვის ან რა აუცილებლობით იყო გამოწვეული დეკემბრის ბოლოს სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარება და, საერთოდ, რა იყო აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველი?
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 7 დეკემბერს მოწოდებული პასუხიდან გაირკვა, რომ სარეზერვო ფონდიდან 120,000 ლარი გამოეყო ბათუმის ტექნიკურ პროფესიულ სასწავლებელს სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. აღნიშნული სასწავლებელი განთავსებულია ქ. ბათუმის №10 საშუალო სკოლის შენობაში. 2005 წლის 2 ნოემბერს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ალეკო გეგენავამ მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს და აცნობა, რომ ბათუმის ტექნიკური პროფესიული სასწავლებელი თანახმაა დარჩეს აღნიშნულ შენობაში იმ შემთხვევაში, თუ მოხდება შენობის მთელი მარჯვენა სექტორის გამოყოფა ცალკე შესასვლელით, რომლის ღირებულება 120,000 ლარია. სწორედ აღნიშნული წერილი გახდა ლევან ვარშალომიძის 2004 წლის 8 ნოემბრის №82 ბრძანების გამოცემის საფუძველი.
ამ ბრძანებასთან დაკავშირებით კი ყველაზე გაუგებარი კანონის მოთხოვნების იგნორირებით დადებული ხელშეკრულებაა. თუკი ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას12 დავეყრდნობით, 2004 წლის 20 დეკემბრის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა კომისიის სხდომა ფასთა კოტირების მეთოდით სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მსურველ პრეტენდენტთა შერჩევისათვის.13 კომისიის გადაწყვეტილებით, ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით, პროფტექნიკური სასწავლებლის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება უნდა გაფორმებოდა შპს „არქეოსს“. მართლაც, 2004 წლის 21 დეკემბერს შპს „არქეოსსა“ და განათლების სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში აღნიშნული მუხლებიც მიუთითებენ ფასთა კოტირების განხორციელებაზე. ფასთა კოტირების თაობაზე ეჭვები მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც სამინისტროს მიერ მოწოდებულ მასალებში წავაწყდით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის2004 წლის 27 დეკემბერს გაგზავნილ წერილს, რომლითაც იგი სააგენტოსგან ითხოვდა თანხმობას სარემონტო სამუშაოების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიუთითა ფასთა კოტირების გამოყენებაზე.14
დაგვეთანხმებით, აჭარის ა/რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მოქმედება გაუგებარია. თუკი შესყიდვა ა/რ განათლების სამინისტრომ ფასთა კოტირების მეთოდით განახორციელა, მაშინ რატომ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამუშაოების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის ნებართვისათვის? საკითხის გასარკვევად ჯერ კიდევ 2006 წლის 20 იანვარს განცხადებით მივმართეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომელმაც 2006 წლის 30 იანვარს არაფრისმთქმელი პასუხი მოგვაწოდა და გვაცნობა, რომ „ხელშეკრულების დასაწყისში არასწორად არის მითითებული კანონმდებლობის მუხლები“. სავარაუდოდ, აჭარის ა/რ განათლების სამინისტრომ შესყიდვა არა ფასთა კოტირებით, არამედ სწორედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განახორციელა და მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდა სახელმწიფო შესყიდვების კანონის მოთხოვნა ერთ პირთან მოლაპარაკების დროს სააგენტოსგან ნებართვის საჭიროების თაობაზე. შესაბამისად, დაგვიანებით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ნებართვისათვის, რაზეც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ფასთა კოტირების გამოყენებაზე მითითება მიიღო. ამის შემდეგ სამინისტრო იძულებული გახდა, პასუხისმგებლობისაგან თავის აცილების მიზნით, შეექმნა ფასთა კოტირების განხორციელების დამადასტურებელი ფიქტიური დოკუმენტაცია.
სამწუხაროდ, ზემოთ მოყვანილი შემთხვევა, ისევე, როგორც სხვა მრავალი, კიდევ ერთხელ მიუთითებს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების თვითნებობასა და კანონის უპატივცემლობაზე.
აჭარის ა/რ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვა 2005 წელს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2005 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 2 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ბიუჯეტს 500,000 ლარით აღემატება.
2004 ბიუჯეტის კანონისაგან განსხვავებით, 2005 წლის ბიუჯეტის შესახებ აჭარის ა/რ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სარეზერვო ფონდს: „განკარგავს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. სარეზერვო ფონდის სახსრების გამოყენება კი შეიძლება იმ გადაუდებელი საგანგებო ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებას განეკუთვნება და რომელთა გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცებისას.”
აჭარის ა/რ 2004 წლის ბიუჯეტისაგან განსხვავებით, 2005 წლის ბიუჯეტის კანონით სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის წესი შეიცვალა, თუმცა, ბიუჯეტში სრულყოფილად არ აისახა „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ავტონომიური რესპუბლიკების სარეზერვო ფონდებიდან თანხების გამოყოფა შესაძლებელია ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებები.
გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2005 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ა/რ 2005 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, თანხის გამოსაყოფად აუცილებელია შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა:
დასაფინანსებელი ღონისძიება უნდა იყოს გადაუდებელი და საგანგებო;
დასაფინანსებელი ღონისძიება უნდა შედიოდეს ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებაში;
ღონისძიების დაფინანსების გათვალისწინება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო ბიუჯეტის დამტკიცებისას.
სარეზერვო ფონდის თანხების განკარგვისას დაცულ იყო თუ არა ზემოთ ხსენებული სამი კრიტერიუმის მოთხოვნა, დეტალურად ქვემოთ განვიხილავთ.
მიმდინარე წლის 2 თებერვლიდან 3 ნოემბრის ჩათვლით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ სარეზერვო ფონდიდან 51 ღონისძიების დაფინანსება განხორციელდა. თანხები უმეტესად საიუბილეო საღამოების, ზეიმების, სპორტული ტურნირების, წიგნების შეძენისა თუ გამოცემის, ცალკეული დახმარებების და სხვა მსგავსი ღონისძიებების დასაფინანსებლად გაიცემოდა მაშინ, როდესაც აჭარის რეგიონს სტიქიური უბედურებები არ დაჰკლებია და, შესაბამისად, სარეზერვო ფონდის ძირითადი სახსრებიც სტიქიური უბედურების ლიკვიდაციას უნდა მოხმარებოდა.
აჭარის ა/რ სარეზერვო ფონდიდან 2005 წელს დაფინანსებული ღონისძიებები პროცენტებში

სტიქია
2005 წელს აჭარის ა/რ სარეზერვო ფონდიდან გამოინახა სახსრები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. თუმცა, წინამდებარე ანგარიშის გაცნობისას მკითხველი მიხვდება, რომ ზარალთან შედარებით, რომელიც ავტონომიურმა რესპუბლიკამ მიიღო, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები აბსოლუტურად შეუსაბამო და მიზერული იყო. დასაწყისისათვის უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ა/რ შესაბამისი ორგანოები არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას 2005 წელს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის თაობაზე.
ქედა
ქედა ერთ-ერთი იმ რაიონთაგანია, რომელმაც 2005 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში წვიმების, თოვლისა და სეტყვის შედეგად ასობით ათასი ლარის ზარალი განიცადა. „21 აგვისტოს მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა წვიმებმა სერიოზულად დააზიანა და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა დანდალოს, მერისის, ოქტომბრისისა და ცხმორისის თემის საკრებულოს ცალკეული სოფლების ერთწლიან ნათეს ფართობებს და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ცალკეულ მონაკვეთზე და მათზე განლაგებულ ხელოვნურ ნაგებობებს. ზარალმა რაიონში მთლიანად შეადგინა 456,226.3 ლარი. აქედან 281,226.3 ლარის ზარალი სოფლის მეურნეობას მიადგა“ - გვაცნობა ქედის გამგებელმა. ამასთანავე გაირკვა, რომ სტიქიის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ შესაბამისი თანამდებობის პირები და, უშუალოდ, ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე15. თუმცა, გამგებლის წუხილსა და თხოვნას დაზარალებულთა დახმარება არ მოჰყოლია. მოგვიანებით, 2005 წლის 6 სექტემბერს, ლევან ვარშალომიძის №160 ბრძანებით16 მოხდა 28,000 ლარის გამოყოფა სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2005 წლის 5 სექტემბერს ქედის გამგებელმა ამჯერად უკვე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მიმართა თხოვნით, შიდასაავტომობილო გზების აღსადგენად დიზელის საწვავის შეძენისათვის 28,000 ლარი გამოეყოთ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, წვიმები და თოვლი ქედის რაიონს ოქტომბრის თვეშიც დაატყდა თავს. 20-21 ოქტომბერს მოსული ძლიერი წვიმებისა და თოვლის შედეგად, გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის ინფორმაციით, საფრთხე შეექმნა სახლებს, მწყობრიდან გამოვიდა ტელეგადამცემები, აპარატურა, დაზიანდა გზები, ხიდი, განადგურდა მოსავალი, დაიტბორა რამდენიმე ოჯახი. ქედის გამგებლის ინფორმაციით, „რაიონის მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის თანხამ მთლიანად შეადგინა 303,484 ლარი, გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული საკითხი და გაგვიწიოთ შესაძლო დახმარება.“17 სამწუხაროდ, ამჯერადაც ქედის გამგებლის თხოვნას შედეგი არ მოყოლია და სარეზერვო ფონდიდან თანხები არ გამოყოფილა.
საბოლოოდ, 2005 წლის აგვისტო - ოქტომბერში რაიონის მოსახლეობაზე მიყენებულმა ზარალმა ქედის გამგეობის ინფორმაციით 759,710 ლარი შეადგინა, სარეზერვო ფონდიდან კი მხოლოდ 28,000 ლარი და ისიც საწვავის შესაძენად გამოიყო.
შუახევი
როგორც შუახევის გამგეობის მიერ 2005 წლის 15 დეკემბერს მოწოდებული ინფორმაციიდან გაირკვა, ქედაზე არანაკლები ზიანი მიადგა ხელვაჩაურის რაიონს აგვისტოს წვიმების, სეტყვისა და ქარიშხალის შედეგად. „სტიქია, რომელიც მოვიდა მიმდინარე წელს და რომლის მსგავსი არ ახსოვთ რაიონის ღრმად მოხუცებულებსაც კი, არნახული ზარალი მიაყენა როგორც რაიონის მეურნეობას, ასევე სოფლის მეურნეობას და რაიონის მოსახლეობას. სტიქიურმა მოვლენებმა გაანადგურა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები, უვარგისი გახადა პირუტყვის საკვები. დაიმეწყრა სამანქანე გზები, წაიღო ხიდები, დააზიანა საცხოვრებელი სახლები,“ - ვკითხულობთ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და ზარალის დამდგენი კომისიის სხდომის ოქმში. სხდომის ოქმთან ერთად გამგეობამ მოგვაწოდა ინფორმაცია ზარალის ოდენობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, წვიმებისა და სეტყვის შედეგად სასოფლო სამეურნეო ნათესებსა და მრავალწლიან ნარგავებზე მიყენებული საერთო ზარალი 430,817 ლარს, მათ შორის, პირუტყვის ზარალი 30,817 ლარს (ადიდებულმა წყალმა წაიღო 126 სული პირუტყვი) შეადგენდა.
გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ შუახევის გამგებელის მიერ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისათვის გაგზავნილ წერილზეც18, რომლითაც ამ უკანასკნელს აუწყა სტიქიის შედეგების შესახებ: „უკიდურესად დაზიანდა როგორც ადგილობრივი, ისე შიდასასოფლო და მთებში მისასვლელი გზები. ბევრგან ჩამოწვა ლოკალური მეწყერი, გადაირეცხა გზის სავალი ნაწილი, მწყობრიდან გამოვიდა რამდენიმე ხიდი. სტიქიამ სახურავი ახადა საზოგადოებრივი დანიშნულების და კერძო საცხოვრებელ სახლს.“ ამ ფონზე შუახევის გამგებელი ითხოვს მხოლოდ 28-29 ათასი ლარის გამოყოფას გზებისა და ხიდების აღდგენისათვის. შუახევის გამგებლის მოთხოვნა დაკმა-ყოფილებულია აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 6 სექტემბრის №160 ბრძანებით და შუახევის რაიონს სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 28,000 ლარი.
როგორც ჩანს, შუახევის გამგებელმა და აჭარის ა/რ თავმჯდომარემ ჩათვალეს, რომ რეგიონისათვის, რომელმაც 430,817 ლარის ზარალი განიცადა, 28,000 ლარით შეძენილი საწვავი საკმარისი კომპენსაცია იქნებოდა.
სამწუხაროდ, შუახევის რაიონში სტიქიურ მოვლენებს ოქტომბრის თვეშიც ჰქონდა ადგილი და თანაც რამდენჯერმე. ოქტომბრის თვის დასაწყისში გადაუღებელი წვიმების შედეგად აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის ინფორმაციით დაზიანდა რაიონის ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, შიდა სასოფლო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, მისასვლელი და საცალფეხო ხიდები, ჯებირები, საფრთხე შეექმნა საცხოვრებელ სახლებს, მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები, დაიტბორა და გადაირეცხა მიწის ნაკვეთები. ოქტომბრის ბოლოს, კერძოდ კი, 2005 წლის 20 ოქტომბერს მოსული თოვლის შედეგად, როგორც გამგეობის მიერ 2005 წლის 15 დეკემბერს მოწოდებული ინფორმაციით გაირკვა, ძლიერად დაზარალდა შუახევის ენერგო-მეურნეობა. თოვლმა გაწყვიტა ელექტრო სადენები. ყველა საკრებულოს მიმართულებით დამტვრეული და დაგლეჯილია ელექტრო-საყრდენი ბოძები, რომლებიც, როგორც ცენტრალური, ასევე ცხრავე საკრებულოს მიმართულებით, მთლიანად გამოსულია მწყობრიდან. ოქტომბრის თვეში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ თანხები სარეზერვო ფონდიდან საერთოდ არ გამოყოფილა.
ხელვაჩაური
ხელვაჩაურის რაიონს სტიქია 2005 წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაატყდა თავს. ხელვაჩაურის გამგეობის მიერ იურისტთა ასოციაციისათვის 2005 წლის 21 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაციიდან შევიტყვეთ, რომ მეწყერმა ზიანი მიაყენა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, დაზიანდა ჯებირები, მიწის ნაკვეთები. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ აღნიშნული უკვე 2005 წლის 2 აპრილს ხელვაჩაურის გამგებელის წერილიდან შეიტყო. მისთვის ამავე დროს ცნობილი გახდა ისიც, რომ „საავტომობილო გზების აღდგენისათვის 12,000 ლარზე მეტი და 7,000 ლიტრამდე დიზელის საწვავია საჭირო“, თუმცა, სარეზერვო ფონდიდან თანხები არც ამჯერად გამოყოფილა.
ა/რ მთავრობას დაზარალებულთა დახმარება არც მაშინ უფიქრია, როდესაც, გამგეობის ინფორმაციით, აპრილ-მაისში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემა და ზარალმა ჯამში 105,140 ლარი შეადგინა. სტიქიურ მოვლენებს ხელვაჩაურშიც, ისევე როგორც სხვა რაიონებში, კვლავ ჰქონდა ადგილი 2005 წლის 29-30 აგვისტოში. ხელვაჩაურის გამგეობის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სწორედ აგვისტოს სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სასოფლო სამეურნეო ფართობები, ჩაიხერგა გზები, სანიაღვრე არხები, დაირღვა წყალგაყვანილობები. თუმცა, რაიონის გამგებელი ლევან ვარშალომიძესთვის გაგზავნილი წერილით19 მხოლოდ 30,000 ლარს ითხოვდა, რაც შედეგიანი აღმოჩნდა და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის №163 ბრძანებით, სარეზერვო ფონდიდან ხელვაჩაურის რაიონს 30,000 ლარი გამოეყო.
როგორც გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან შევიტყვეთ, ოქტომბრის თვეში რაიონს კვლავ დაატყდა თავს სტიქია და კვლავ დაიტბორა სოფლების ცენტრები, დაინგრა და დაიტბორა სახლები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, გადაიწვა 3 ტრანსფორმატორი, 40 ოჯახი მოსწყდა ცენტრალურ გზას. სწორედ ამ დროს გამოიყენა გამგეობამ 30,000 ლარიდან
შემორჩენილი თანხები და დანაზოგით ჩაატარა სარფის წყალმომარაგების სისტემის აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები.
ხულო
მიუხედავად იმისა, რომ ხულოს გამგეობამ არ ისურვა ჩვენს განცხადებაზე20 პასუხის გაცემა, ხულოში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოპოვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მაინც შევძელით:21 „2005 წლის 21, 27 და 28 აგვისტოს მოსული უხვი ნალექების, კოკისპირული წვიმებისა და სტიქიის შედეგად ხულოს რაიონის ეროვნულმა მეურნეობებმა საგრძნობი ზარალი განიცადა, განადგურდა ნათესები, დაიმეწყრა სახნავ-სათესი სავარგულები, მეწყრის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა საავტომობილო გზები. წინასწარი გაანგარიშებით კი, საერთო ზარალმა 800,000 ლარი შეადგინა“22 (იხ. დანართი №7). ამავე წერილით, ხულოს გამგებელმა 800,000 ლარად შეფასებული ზარალის ფონზე, შედეგების ნაწილობრივი ლიკვიდაციისათვის მხოლოდ 30,000 ლარი ითხოვა.
სტიქიური მოვლენები ხულოს რაიონში სექტემბერსა და ოქტომბერშიც განვითარდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა გამგებლის მიერ გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსისადმი მიწერილ წერილებს, შევიტყვეთ, რომ დაზიანდა ხიდი, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გზებს, დაიტბორა რამდენიმე მოსახლის სახლი და ა.შ. და მიუხედავად ამისა, სარეზერვო ფონდიდან თანხები არ გამოყოფილა.
2005 წელს წვიმას ეროზიული პროცესებიც დაერთო, ამიტომ მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი სახლები. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2005 წლის 28 დეკემბრის ინფორმაციით, 2005 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან 106 ოჯახი იქნა განსახლებული, აქედან ხულოდან განსახლებულ ოჯახთა მხოლოდ ნაწილს, კერძოდ, 17 ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება სარეზერვო ფონდიდან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 11 აპრილის №56 ბრძანებით, ხულოს სტიქიის შედეგად დაზარალებული 16 ოჯახისათვის, განსახლების მიზნით, მატერიალური დახმარების ხარჯებისათვის გამოიყო 11,128 ლარი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გვაცნობა,23 რომ ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, ხულოს ეროზიისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 11 ოჯახზე, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ წალკის რაიონში, დახმარების სახით სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისათვის გაიცა 500 ლარის დახმარება, ხოლო ტრანსპორტირებისათვის - 250 ლარი. საერთო ჯამში, ოჯახზე გაიცა 750 ლარი. სტიქიის შედეგად აჭარის ა/რ 2005 წლის 21 მარტის №59 ბრძანებით, კიდევ ერთ ოჯახს გამოეყო განსახლებისათვის 500 ლარი. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ასევე გვაცნობა,24 რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიისა და ეროზიული პროცესების შედეგად დაზარალებული კიდევ 5,424 ოჯახი გამოთქვამს განსახლების სურვილს, თუმცა, მათი საკითხი გადაწყვეტილი არ არის და ელოდება შემდგომ რეგულირებას.
დაბოლოს, ხულოში სტიქიისათვის გამოყოფილ თანხებს ემატება მთავრობის თავმჯდომარის 2005 წლის 7 აპრილის №85 ბრძანებით გამოყოფილი 14,782 ლარი ნაპირსამაგრი ჯებირის აღსადგენად. სამწუხაროდ, სტიქიაზე, რომელმაც გამოიწვია ნაპირსამაგრი ჯებირის აღდგენა, ინფორმაციას არ ვფლობთ.
ქობულეთი
აჭარის ა/რ გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ 2005 წლის 9 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაციიდან შევიტყვეთ, რომ ქობულეთში ივლისის თვეში დაიმეწყრა 27 ქუჩა მთლიანად, 16 კი - ნაწილობრივ, დაიტბორა 700-მდე ოჯახი, დაზიანდა 80-მდე სახლი, 15 სოფელში დაზიანდა გზის საფარი და 8 ხიდი, მწყობრიდან გამოვიდა 120 ელექტრო ბოძი. რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 14 სექტემბრის №163 ბრძანებით კი, სარეზერვო ფონდიდან თანხები მხოლოდ სტიქიური მოვლენების აგვისტოს თვეში განმეორების შემდეგ გამოიყო. როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2005 წლის 22 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაციიდან გაირკვა, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფამდე ქობულეთის გამგებელმა 2005 წლის 12 სექტემბერს მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს კახა შავაძეს და აცნობა, რომ „მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოს თვეში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა რაიონის შიდა სასოფლო გზებზე, რაც დიდ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას ზამთრის სეზონისათვის მოსამზადებლად. გთხოვთ, გამოგვიყოთ 36,000 ლარი, რათა შეძენილ იქნეს საწვავი აღნიშნულ გზებზე მოხრეშვითი სამუშაოების ჩასატარებლად“.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ 36,000 ლარით შეძენილი საწვავი არ იყო საკმარისი და ამიტომ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ 2005 წლის 29 სექტემბრის №173 ბრძანებით დამატებით გამოუყო 10,000 ლარი საწვავის შესაძენად.
როგორც უკვე მოგახსენეთ, იმისათვის, რომ საზოგადოებისათვის სტიქიის სრულყოფილი სურათი გვეჩვენებინა, შევეცადეთ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან მოგვეპოვებინა. ერთ-ერთი, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გეოლოგიის და სამთო საქმის დეპარტამენტი იყო, რომლის მიერ მოწოდებული პასუხი25 ასე გამოიყურება:

სტიქიაზე საუბარს კი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისათვის მიყენებული ზარალით დავასრულებთ. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2005 წლის 6 დეკემბრის წერილიდან შევიტყვეთ, 2005 წლის აგვისტო-სექტემბერში მიყენებული ზარალი 676,279,5 ლარს შეადგენს.

მაშ ასე, მიღებული ინფორმაციების საფუძველზე შემდეგი სურათი მივიღეთ - აჭარის რეგიონმა განიცადა 1,791,763.5 ლარის ზარალი. სარეზერვო ფონდიდან კი. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოიყო 193,826 ლარი, აქედან, 130,303 ლარი საწვავის შესაძენად, 14,782 ლარი ჯებირის აღსადგენად და 11,628 ლარი ეკომიგრანტთა ერთჯერადი დახმარებისათვის.
შენიშვნა: არც ერთი ზემოაღნიშნული კატეგორიისათვის სარეზერვო ფონდიდან თანხები არ გამოყოფილა.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები პროცენტულად ასე გადანაწილდა:

დაგვეთანხმებით ზარალი ბევრად აღემატება სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებს. ამასთან, თანხები ძირითადად გამოყოფილია არა მოსახლეობის დახმარებისათვის, არამედ საწვავის შესაძენად. დასკვნის გაკეთება საზოგადოებისათვის მიგვინდია. ახლა კი განვიხილავთ იმ ღონისძიებებს, რომელთა დაფინანსებაც უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მთავრობის მეთაურისთვის, ვიდრე სტიქიით დაზარალებულთა დახმარება.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამკვიდრებული
ტრადიციის გაგრძელება
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამკვიდრებული ტრადიციის ურყევი გამგრძელებელი აღმოჩნდა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე. მის მიერ სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ღონისძიებების უდიდესი უმრავლესობა არ შეესაბამება აჭარის ა/რ კანონით „აჭარის ა/რ 2005 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ განსაზღვრულ მოთხოვნებს. განვიხილოთ რამდენიმე ასეთი ბრძანება.
სტიპენდიები
ავტონომიური რესპუბლიკის 2005 წლის სარეზერვო ფონდიდან 2005 წლის 24 თებერვალს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის №45 ბრძანებით 15,000 ლარი გამოეყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი სასწავლებლების ფრიადოსანი და განსაკუთრებული მიღწევების მქონე სტუდენტებისათვის 2005 წლის იანვრის თვის სტიპენდიების გასაცემად. აღნიშნული თანხა ერთი თვის შემდეგ საკმარისი არ აღმოჩნდა და მინისტრის 2005 წლის 14 მარტის წერილით მთავრობის თავმჯდომარეს ეთხოვა, საქართველოს პრეზიდენტის ნების შესაბამისად დაწესებული სტიპენდიების გასაცემად საჭირო დამატებითი თანხების გამოყოფა: „2004 წლის ივნისიდან დღემდე შეუფერხებლად მიმდინარეობდა სტიპენდიების დაფინანსება, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 2005 წლის ივნისამდე გაგრძელდეს აღნიშნული სტიპენდიების დაფინანსება“ (იხ. დანართი №8). საპასუხოდ, 2005 წლის 21 მარტს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის №60 ბრძანებით, სარეზერვო ფონდიდან დამატებით 60,000 ლარი გამოიყო თებერვალ-მაისის თვეების სტიპენდიების გასაცემად.
მოცემულ საკითხზე საუბარს კი ერთი საინტერესო დეტალით დავასრულებთ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2005 წლის ბიუჯეტში 10 ივნისს შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მე-14 მუხლით განისაზღვრა, რომ „2005 წლის სექტემბრის თვიდან განახლდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებულ სტუდენტებზე სტიპენდიების გაცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.” აღნიშნული ღონისძიების დასაფინანსებლად ავტონომიური რესპუბლიკის 2005 წლის ბიუჯეტში 62,0 ათასი ლარი გამოიყო
ფესტივალი
ლევან ვარშალომიძე პრეზიდენტის ნებას რომ პირნათლად ასრულებს და ამისთვის ბუნებრივი კატასტროფების თუ სხვა უბედურებებისათვის განკუთვნილ სარეზერვო ფონდის სახსრებს გულუხვად ხარჯავს, ამას ბევრი მაგალითი ადასტურებს. 2005 წლის 20 სექტემბერი №165 ბრძანებით, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება - ფესტივალის ჩასატა რებლად საჭირო ხარჯებისათვის, სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 44,396 ლარი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, დეტალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით, 2005 წლის 4 ნოემბერს მიმართა აჭარის ა/რ განათლებისა და კ უ ლ ტ უ რ ი ს სამინისტროს. მათი 11 ნოემბრის პასუხიდან კი ირკვევა, რომ პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №682 განკარგულების შესაბამისად, გაზიარებულ იქნა წინადადება საქართველოს ყოველწლიური ფოლკლორის ეროვნული დათვალიერებაფ ე ს ტ ი ვ ა ლ ი ს დაარსების შესახებ. ამავე განკარგულების თანახმად, აჭარის მთავრობას დაევალა, მონაწილეობა მიეღო ფესტივალის გახსნასა და დახურვის საზეიმო ცერემონიების გამართვისათვის აუცილებელი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ასევე, იმავე განკარგულებით, „ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ქ. თბილისის მერიას მათ ტერიტორიაზე გასამართი საფესტივალო ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო ასიგნებათა გამოყოფა შესაბა-მისი ბიუჯეტებიდან.“26
შესაბამისი ბიუჯეტი, როგორც მოსალოდნელი იყო, სწორედ სარეზერვო ფონდი აღმოჩნდა და აჭარის ა/რ თავმჯდომარემ პრეზიდენტის დავალება სისრულეში მოიყვანა და 2005 წლის 20 სექტემბრის №165 ბრძანებით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება - ფესტივალის ჩასატარებლად საჭირო ხარჯებისათვის სარეზერვო ფონდიდან 44,396 ლარი გამოუყო. განათლების სამინისტროც სასწრაფოდ და გულმოდგინედ შეუდგა ბრძანების სისრულეში მოყვანასა და თანხების ათვისებას.
შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულებები. გამოყოფილი თანხის კონკრეტული ხარჯთაღრიცხვა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ასე გამოიყურება:
ყაზახეთის პრეზიდენტის ვიზიტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2005 წლის 29 სექტემბერს №172 ბრძანებით, ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტისათვის 33,686 ლარი გამოიყო.
ქ. ბათუმის მერიის მიერ 10 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულება შპს ბათუმის გემთსაშენ ქარხანასთან ფრანგული სტილის შადრევნების მიმდებარე ტერიტორიაზე დანადგარ-მოწყობილობათა მონტაჟისათვის 2005 წლის 26 სექტემბერს, ანუ ბრძანების გამოცემამდე დაიდო. ამასთანავე, საინტერესოა, რომ შპს „ბათუმის გემთსაშენ ქარხანასთან“ დადებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაო ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამ კონკრეტულ სამუშაოზე კი მიღება-ჩაბარების აქტი ნაზარბაევის ვიზიტის შემდეგ 31 ოქტომბერს გაფორმდა, ხოლო თანხა „ბათუმის გემთსაშენ ქარხანას“ გადაერიცხა 17 ოქტომბერს.
სწორედ პრეზიდენტ ნაზარბაევის ვიზიტის გამო და მისი მიმდინარეობის დროს, კერძოდ კი, 2005 წლის 23 სექტემბერს დაინტერესდა აჭარის ა/რ მთავრობა გონიო-აფსაროსის ციხის შიდა ტერიტორიისა და ნაკრძალის კეთილმოწყობითი-სარემონტო სამუშაოებით, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია, თუმცა, ვერაფრით ეტევა კანონით სარეზერვო ფონდის გამოყენებისათვის დადგენილ საზღვრებში.
1 |
დასაფინანსებელი |
შესასრულებელი |
თანხა (ლარი) |
|
აჭარის |
ტრანსპორტის |
1280 |
|
|
სტუმრების ვახშამი |
2000 |
|
|
გაუთვალისწინებელი |
500 |
|
|
ზღვისპირა პარკის |
5080 |
|
|
გონიო-აფსაროსის ციხის |
24 826 |
გამოფენა ქ. კანში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2005 წლის 21 სექტემბრის №179 ბრძანებით, ქ. კანში 2005 წლის 14-17 მარტის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობის ხარჯებისათვის სარეზერვო ფონდიდან 27,545 ლარი გამოიყო. აღნიშნული ბრძანების გაცნობის შემდეგ ბუნებრივია დავინტერესდით, თუ რა მიზანს ისახავს ქ. კანში 2006 წლის 14-17 მარტის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ა/რ სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობა? როგორი იყო სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა და როგორ მოხდა საბიუჯეტო თანხის ხარჯვა? თუმცა, სამწუხაროდ, ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ამჯერადაც აჭარის მთავრობისაგან პასუხი ვერ მივიღეთ და, შესაბამისად, მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა, გადაწყვეტილების აღსრულება ჯერჯერობით არ მომხდარა.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სარემონტო სამუშაოები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2005 წლის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს შენობაში შესრულებული სარემონტო სამუშაოები, რისთვისაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2005 წლის 5 ივლისის №134 ბრძანებით, ა/რ სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 13,670 ლარი. აღსანიშნავია, რომ აჭარის 2005 წლის ბიუჯეტის კანონის მე-13 მუხლი განსაზღვრავს აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამმართველოსთან არსებული ორგანიზაციების საბიუჯეტო ასიგნებებს 204,400 ლარის ოდენობით. ხოლო კანონით, მოცემულ ორგანიზაციათა ჩამონათვალში არ შედის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აჭარის შსს მთავარი სამმართველო. შესაბამისად, ვერც მისი სარემონტო ხარჯები იქნება გათვალისწინებული. თუმცა, რატომ და რა დებულებებზე დაყრდნობით გადაწყვიტა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანხის გამოყოფა, ჩვენთვის უცნობია.
მიხეილ მახარაძის „აჭარა პოლიტიკურ ჭრილში“
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უყურადღებობას ნამდვილად ვერავინ დასწამებს. 2005 წლის 4 მაისის №106 ბრძანებით, ა/რ სარეზერვო ფონდიდან 6,000 ლარი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს პროფესორ მიხეილ მახარაძის წიგნის „აჭარა პოლიტიკურ ჭრილში“ გამოცემისათვის გამოეყო. მონიტორინგის ჯგუფმა სცადა გაერკვია, თუ რის საფუძველზე და რა კრიტერიუმით მოხდა ა/რ სარეზერვო ფონდიდან პროფესორ მიხეილ მახარაძის წიგნის დაფინანსება. საფუძველი აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის 2005 წლის 26 აპრილის წერილი აღმოჩნდა (იხ. დანართი №9). კრიტერიუმი: აჭარის ა/რ 13 წლიანი ერთპიროვნული რეჟიმის არსის კრიტიკული შეფასება და მისი როლი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დამკვიდრება-გაღრმავებაში. გარდა ამისა, განცხადებით ვითხოვდით ისეთ ინფორმაციებს, როგორიცაა: გამოცემული წიგნის ტირაჟი, თანხის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებები, გამოცემული წიგნის რეალიზაციის და განაწილების წესი, ასევე, ხარჯვის ამსახველი დოკუმენტაცია, თუმცა, აჭარის მთავრობა არც ამ შემთხვევაში გამოირჩევა გამჭვირვალობის განსაკუთრებული დაცვით და მხოლოდ გამოცემული ტირაჟის რაოდენობა შეგვატყობინა (1000 ცალი). რაც შეეხება დანარჩენ მასალას, იგი ჩვენთვის დღემდე უცნობია. შევეცადეთ, აღნიშნული მასალა სასამართლოს დახმარებით მოგვეპოვებინა, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა, გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
წიგნი - ალბომი „ვარდების რევოლუცია“
აჭარის ა/რ მთავრობა წიგნებს რომ აფასებს და თანხებსაც არ იშურებს მათ შესაძენად, ეს სხვა შემთხვევაშიც დადასტურდა. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2005 წლის 4 მაისის №112 ბრძანებით, 9,150 ლარი გამოიყო წიგნი-ალბომის „ვარდების რევოლუცია“ 100 ეგზემპლარის შესყიდვის მიზნით. წიგნების შეძენის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ბრძანებით გამოყოფილი თანხით უნდა მომხდარიყო წიგნ „ვარდების რევოლუციის“ შეძენა, ხოლო ხელშეკრულებაში მითითებული წიგნის სახელწოდებაა „საქართველო“. ასევე არსებითი სხვაობაა წიგნის ფასშიც. ბრძანების თანახმად, შესაძენი წიგნის ერთი ერთეულის ღირებულებაა 100 ლარი, ხოლო ხელშეკრულების შესაბამისად - ერთი წიგნის ღირებულებაა 1,155 აშშ დოლარი. გარდა ამისა, ხელშეკრულება დადებულ იქნა 2 მაისს, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მიერ თანხის გამოყოფამდე ორი დღით ადრე.
სარეკლამო კლიპი
ტურიზმის განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთერთი პრიორიტეტია, ხოლო აჭარა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო კუთხე. ეს უდავო ჭეშმარიტება აჭარის ხელისუფლებისათვის 2005 წლის 12 აგვისტოს ფორსმაჟორულად თუ გახდებოდაცნობილი, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. აჭარის მთავრობის 2005 წლის 12 აგვისტოს №150 ბრძანებით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს სარეკლამო კლიპის დამზადებისთვის გამოიყო 39,450 ლარი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, საზაფხულო დასვენების კლიპის მომზადებასთან დაკავშირებით, ჩარიცხვა მოხდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მიხედვით, ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე. „ვინაიდან კლიპის დამზადებისათვის საჭირო თანხა არ იყო ჩვენს ბიუჯეტში და ამავე დროს შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია, საზაფხულო სეზონი იწურებოდა, ტენდერი არ ჩატარებულა. ტენდერის ჩატარება გამოიწვევდა დროის გახანგრძლივებას“ (იხ. დანართი №10). გაუგებრობის გასარ-კვევად შევეცადეთ შეგვესწავლა აჭარის ა/რ ტურიზმის დეპარტამენტსა და შპს „დიიეფის“ შორის დადებული ხელშეკრულება. პირველი და მნიშვნელოვანი, რაც ამ ხელშეკრულებით დასტურდება, არის ის, რომ სახელმწიფო შესყიდვა ერთ პირთან წინასწარ 11 აგვისტოს განხორციელდა, ხოლო აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის ბრძანება მხოლოდ ამის შემდეგ გამოიცა. აჭარის ხელისუფლებისათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი სრულ ფორმალობას წარმოადგენს და, შესაბამისად, აქტიურად ახდენს მისი დებულებების იგნორირებას. მაგალითად,
ამ კანონის თანახმად დადგენილი 10,000 მონეტარული ზღვარი მუდმივად დარღვეულია;
კანონით დადგენილი ვალდებულება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვაზე წინასწარი ნებართვის აღების თაობაზე, ასევე დარღვეულია;
გარდა ამისა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სახელმწიფო დაწესებულება შპს-ს ხელშეკრულებას უდებს განუსაზღვრელი ვადით მაშინ, როცა ხელშეკრულების დადება ფორსმაჟორულ ვითარებაში ხდება და მისი „სასწრაფოდ“ დამზადება „სასიცოცხლოდ“ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ავტონომიური რესპუბლიკისათვის.
ტურნირები და მრავალგზის დარღვეული კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
ხელშეკრულების წინასწარ დადებისა და თანხების შემდგომ გამოყოფის პრაქტიკა მუდმივად სახეზეა და, ამ მხრივ, გამონაკლისი არც ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2005 წლის 14 ივნისის ბრძანებაა. ბრძანება კი 2005 წლის 31 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით ჩატარებულ ჩოგბურთის ტურნირს შეეხებოდა. ტურნირის მონაწილეები განთავსებული იყვნენ „სანატორიუმ სასტუმრო ოაზისში“. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ღონისძიებისათვის სასტუმროსთან გააფორმა ხელშეკრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა „სრული დაცვით“. საზოგადოებას ბოდიშს მოვახსენებთ გარკვეული თარიღებისა და ფაქტების რამდენჯერმე გამეორებისათვის, მაგრამ რეალური სურათის სრულყოფილად აღსაქმელად, ვფიქრობთ, გამეორება აუცილებელია. ტურნირის მონაწილეები სასტუმროში განთავსებული იყვნენ 2005 წლის 31 მაისიდან 5 ივნისამდე, ხოლო აჭარის ა/რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება „სანატორიუმ სასტუმრო ოაზისთან“ 2005 წლის 20 ივნისს გააფორმა. ხელშეკრულების პირველი მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულების საგანს: „წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე „შემსრულებელი“ თანახმაა 2005 წლის 31 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით განათავსოს 64 კაცი სასტუმროში....“. მოყვანილი მაგალითით არ ამოიწურება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის დარღვევები. ხელშეკრულების ღირებულებაა 12,672 ლარი. შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის თანახმად, აუცილებელი იყო მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულიყო ტენდერი ან გამოყენებულიყო ფასთა კოტირების მეთოდი. სამწუხაროდ, წინამდებარე ანგარიშში მოხსენიებული საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მხოლოდ კვლევის განხორციელებისას დარღვევების გამოვლენის იარაღს წარმოადგენს, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენელთათვის მის არსებობა-არარსებობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
2005 წლის 2-3 ივლისს ქ. ბათუმში ჩატარდა ტურნირი რაგბში. ტურნირის ჩატარებამდე აღმოჩნდა, რომ სტადიონი საჭიროებდა სარემონტო სამუშაოებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად 15 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ წერილით მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, გამოეყოთ 19,500 ლარი სტადიონის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. იმავე დღეს განათლების სამინისტრომ ხელშეკრულება დადო შპს „ოქტანთან“ სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად. სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 17,900 ლარს. თუმცა, საინტერესო ის არის, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობდა თანხის გამოყოფაზე თანხმობის შესახებ და თანხის გამოყოფა რეალურად ტურნირის დასრულებამდე არც მომხდარა.
მიუხედავად უსახსრობისა, ხელშეკრულებების დადება გრძელდებოდა და 5 ივლისს კვლავ დაიდო ხელშეკრულება ინდმეწარმე ზაზა ფალავანდიშვილთან მინდვრის მოჭრა-ტრანსპორტირებისა და დაგებისათვის. სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 1,600 ლარს. ტურნირის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილემ კვლავ მიმართა წერილით მთავრობის თავმჯდომარეს, რომლითაც აცნობა „შვიდკაცა რაგბში“ ტურნირის ჩატარება და სთხოვა თანხების გამოყოფა სტადიონის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული დავალიანების დასაფარავად. ამჯერად, მთავრობის თავმჯდომარემ გაითვალისწინა თხოვნა და 8 ივლისს №136 ბრძანებით გამოყო 19,500 ლარი დავალიანების დასაფარავად. რაგბის ტურნირისათვის თანხების გამოყოფის პირველი ეტაპი ამით ამოიწურა.
მეორე ეტაპზე რაგბის ტურნირთან დაკავშირებით გასაწევი იყო სხვა ფაქტობრივი ხარჯებიც (სასტუმროს და გადაადგილების), რომელიც, როგორც ჩანს, ტურნირის ორგანიზატორებს ტურნირის დასრულების შემდეგ გაახსენდათ. 2005 წლის 5 ივლისს სასტუმრო ოაზისის დირექტორმა წერილით მიმართა განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აცნობა: „2005 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისამდე აჭარის ა/რ მთავრობის განკარგულებით სასტუმროში განთავსებულ იქნა “ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი შვიდკაცა რაგბში,“ სულ 115 კაცი, მომსახურების თანხამ შეადგინა 30,671 ლარი, მათ შორის, გადახდილი იქნა ნაღდ ანგარიშზე 3,600 ლარი, გასანაღდებელია 27,072 ლარი, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს, აღნიშნული თანხა ჩამორიცხონ ჩვენს ანგარიშზე“. უპირველესად, საინტერესოა, რომელ განკარგულებაზე საუბრობს სასტუმროს დირექტორი, რადგანაც მთავრობის თავმჯდომარის ბრძანება თანხის გამოყოფის თაობაზე მიღებულ იქნა მხოლოდ 27 ივლისს. ასევე გაურკვეველია 3,600 ლარის დაფარვის წყარო. თავისთავად, შეკითხვები დავუსვით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. 3600 ლართან დაკავშირებით სამინისტრომ გვიპასუხა, რომ არ გააჩნია შესაბამისი ინფორმაცია. რაც შეეხება წერილში ნახსენებ განკარგულებას, სამინისტრომ დუმილით გვიპასუხა.
2005 წლის 1 აგვისტოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს. „აჭარის ავტოტრანსპორტს“ - შორის დადებულ იქნა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი: „შემსრულებელი თანახმაა, 2005 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა ავტობუსებით.“
2005 წლის 1 აგვისტოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „აჭარავტოს“ შორის დადებულ იქნა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი: „შემსრულებელი თანახმაა, უზრუნველყოს მიმდინარე წლის 2-3 ივლისს ბათუმის ცენტრალური სტადიონზე გამართული ევროპის ჩემპიონატის შვიდკაცა რაგბის საერთაშორისო ტურნირში მონაწილე მსაჯების ადგილზე 3 მიკროავტობუსით მომსახურება...“
2005 წლის 12 აგვისტოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს. „თანამგზავრს“ შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი: შემსრულებელი თანახმაა, მიიღოს და მოემსახუროს რაგბისტთა გუნდს მ.წლის 30 ივნისი - 4 ივლისი...„
ალბათ მხოლოდ აჭარაშია შესაძლებელი 1 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებით, შემსრულებელი თანახმა იყოს, განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, ან 2 და 3 ივლისს მოემსახუროს მიკროავტობუსით და ა.შ. ამ ბრძანებებიდან ნათლად ჩანს სარეზერვო ფონდის თანხების არამიზნობრივი და არარაციონალური ხარჯვა. ხელშეკრულებების ერთი თვით დაგვიანებით გაფორმება სხვა არაფერია, თუ არა თვალთმაქცობა საზოგადოების წინაშე. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“ საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად საქონლისა თუ მომსახურების შეძენა ხდება კანონით მკაცრად დადგენილი წესების შესაბამისად. ერთ-ერთი უმთავრესი წესი, რასაც ადგენს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი, არის საჯარო დაწესებულების მხრიდან საკუთარ საჭიროებათა წინასწარ განსაზღვრა. აჭარის ა/რ მთავრობის მიერ ერთი თვით გვიან უკვე განხორციელებული მომსახურების თაობაზე შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება ცალსახად არღვევს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს და სამოქალაქო კოდექსის მოყვანილი მუხლის თანახმად, იგი ბათილია, როგორც კანონით დადგენილი წესის დარღვევით დადებული გარიგება.
დასკვნა
კვლევის დასაწყისშივე არაერთხელ გაესვა ხაზი იმ სირთულეებს, რამაც განაპირობა მონიტორინგის შედეგების დაგვიანება და ხელი შეუშალა მის წარმატებით განხორციელებას. მიუხედავად ინფორმაციის სიმწირისა, ვფიქრობთ, რთული არ არის აჭარის ხელისუფლების საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების დამოკიდებულების განსაზღვრა.
კვლევის დასასრულ, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ იმ პრობლემებსა და დარღვევებს, რომელთა გაუთვალისწინებლობაც, ჩვენი აზრით, ჩიხში შეიყვანს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასა და ხელისუფლების გამჭვირვალობას.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მუდმივად არღვევს საქართველოს კანონს „საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ და მისი დაცვა, უკეთეს შემთხვევებში, სრულ ფორმალობად არის ქცეული.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სარეზერვო ფონდის თანხებს საკუთარი შეხედულებისამებრ ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით განკარგავს და სრულ იგნორირებას უწევს კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის მრავალჯერად დარღვევებზე არ რეაგირებს არც ერთი მაკონტროლებელი ორგანო;
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არღვევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებულ ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნებს.
დაბოლოს, ზემოთ მოყვანილი დარღვევების ჩამონათვალი ატარებს სისტემატურ ხასიათს, უფრო მეტიც, ეს არის აჭარის ა/რ მთავრობის მუშაობის წესი, რაზეც მოვითხოვთ როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდან სათანადო რეაგირებას.
საქართველოს პრეზიდენტის
2004 წლის 13 მაისის №409 განკარგულება
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 13 მაისის №409 განკარგულებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყო 300 000 ლარი ამონიუმის გვარჯილის შეძენისა და აჭარის მაღალმთიანი რაიონების (ქედა, შუახევი, ხულო) მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადაცემაგანაწილების მიზნით (იხ. დანართი №11).
საკითხის დეტალურად შესასწავლად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განკარგულების მოსამზადებელი დოკუმენტაცია გამოითხოვა.
შესაბამისად, გაირკვა,27 რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მიღებამდე, 2004 წლის 26 აპრილს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბატონმა დავით შერვაშიძემ წერილით მიმართა ს/ს აზოტის გენერალურ დირექტორს ა. პაშიტუნს. წერილში ვკითხულობთ: „საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის დავალების თანახმად, მთიანი რაიონების მოსახლეობის დახმარების მიზნით შემუშავებული პროგრამა ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 900 ტონა ამონიუმის გვარჯილის შეძენასა და მის უსასყიდლოდ გაცემას მოსახლეობაზე. ფინანსური საკითხების მოგვარებამდე, ამ ეტაპზე, გთხოვთ, კოსიგნაციის წესით გამოგვიყოთ 60 ტონა სასუქი, რომლის ღირებულება ანაზღაურებულ იქნება 10 დღის ვადაში“ (იხ. დანართი №12). იმავე დღეს მართლაც დაიდო ხელშეკრულება ს.ს აზოტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის აჭარისათვის 60 ტონა ამონიუმის გვარჯილის შეძენის თაობაზე.
2004 წლის 13 მაისს კი აღნიშნული 60 ტონა ამონიუმის გვარჯილის შეძენის შემდეგ მიღებულ იქნა პრეზიდენტის №409 განკარგულება, რომელმაც დაადგინა მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის მიზნით ფულის გამოყოფის შესაძლებლობა. ის, რომ მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად ამონიუმის გვარჯილა ესაჭიროებოდა, ხელისუფლებას სასუქის ნათესებში შესატანად აგროვადების დასრულებისას გაახსენდა და ამაში ახალი თითქოს არც არაფერია, თუკი დიზელის ისტორიას გავიხსენებთ. აღნიშნულმა განკარგულებამ შესყიდვის დაუყოვნებლივ, ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელების საშუალებაც გააჩინა და ყველაფერი ამჯერადაც ისე მოხდა, როგორც ბოლო ორი წლის მანძილზე პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებების დიდი უმრავლესობის აღსრულებისას ხდება ხოლმე.
განკარგულების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „ვინაიდან საგაზაფხულო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია, საჭირო არის, რომ ამონიუმის გვარჯილის შესყიდვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ და დროულად იქნეს განაწილებული მოსახლეობაზე, რათა არ დაირღვეს სასუქის ნათესებში შეტანის აგროვადები.“ განმარტებითი ბარათის თანახმად, სამინისტროს დაევალა, 900 ტონა ამონიუმის გვარჯილის შესყიდვაზე ხელშეკრულება გაეფორმებინა ს.ს აზოტთან.
შენიშვნა: განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი 2004 წლის 26 აპრილს კოსიგნაციის წესით ს.ს. აზოტისაგან უკვე შესყიდულ 60 ტონა აზოტსა და ტრანსპორტირების ხარჯზე. ცნობისათვის: 60 ტონა ამონიუმის გვარჯილის ტრანსპორტირების ხარჯები და დაფინანსების წყარო, ჩვენთვის მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტაციის შესაბამისად, დღემდე დაუდგენელია.
განმარტებითი ბარათით იქვე განისაზღვრა, რომ ტვირთის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის რატომღაც შპს “მარისთან” უნდა დადებულიყო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფდა ავტომანქანებით ტვირთის ქ. რუსთავიდან აჭარის რაიონებამდე გადაზიდვას.
როგორ დადგინდა, რომ აჭარის რაიონებს ზუსტად 900 ტონა სასუქი ესაჭიროებოდა?
იმავე განმარტებითი ბარათის შესაბამისად, „პრეზიდენტის დავალების მიღების შემდეგ, სპეციალისტებმა გაიანგარიშეს, თუ რა ოდენობის ამონიუმის გვარჯილა იქნებოდა საჭირო აჭარის მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობისათვის მათ სარგებლობაში არსებულ სასოფლო - სამეურნეო ნათესებში შესატანად და დაადგინეს: ქედას რაიონი - 400 ტონა, ხულოს რაიონი - 300 ტონა და შუახევის რაიონი - 200 ტონა (რაიონებში სასოფლო სამეურნეო სავარგულების ოდენობის მიხედვით) სულ - 900 ტონა.“
თუმცა კვლევის განხორციელებისას დავრწმუნდით, რომ განმარტებითი ბარათის ზემოაღნიშნული არცერთი პუნქტი ან თავიდანვე არავითარ ობიექტურ კრიტერიუმს არ ეფუძნებოდა ან ისინი შემდეგ იყო იგნორირებული და არ შესრულებულა. კერძოდ:
1. სპეციალისტების მიერ თითქოსდა გაანგარიშებული ციფრები მალევე შეიცვალა (900 ტონის ნაცვლად შესყიდულ იქნა 993 ტონა. შესაბამისად, შეიცვალა რაიონებში შესატანი სასუქის რაოდენობაც);
2. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საბოლოოდ გადაიფიქრა და არ გააფორმა ხელშეკრულება შპს „მარისთან“, რომელსაც რაიონებამდე უნდა მოეხდინა ტვირთის ტრანსპორტირება;
3. თავად ს.ს. „აზოტმა“ ითავა როგორც სასუქის მოწოდება, ასევე რკინიგზის საშუალებით სასუქის ტრანსპორტირება ქ. ბათუმამდე.
4. ქ. ბათუმიდან რაიონის ცენტრებამდე სასუქის ტრანსპორტირებისათვის კი ხელშეკრულება, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, შპს „ი.გ.“-თან დაიდო.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესდა თითოეული ცვლილების მიზეზითა და მოტივაციით. როგორც უკვე მოგახსენეთ, შესყიდულ იქნა არა 900, არამედ 993 ტონა ამონიუმის გვარჯილა. რაც თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს მთელი პროცესის დროს წარმოებული გაანგარიშებების სისწორეს. ჩვენი აზრით, შეუძლებელი იყო, დროის ასეთ მოკლე პერიოდში შეცვლილიყო სასოფლო სამეურნეო სავარგულების რაოდენობა.
რაიონის |
რაიონებში შესატანი |
საბოლოო |
ქედა |
400 |
250 |
შუახევი |
200 |
300 |
ხულო |
300 |
443 |
საკითხის გასარკვევად მივმართეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს28 და მოვითხოვეთ წინასწარი გაანგარიშებების საფუძველი და სრული დოკუმენტაცია. სამინისტრომ გვაუწყა, რომ გაანგარიშებები გაკეთდა რაიონებში არსებული სახნავი მიწების ფართობების მიხედვით ამ საკითხზე გამართულ თათბირებზე მოწოდებული ზეპირი ინფორმაციის შესაბამისად. სხვა ინფორმაციის მოწოდებისაგან კი თავი შეიკავეს.
შენიშვნა: ქედის რაიონი, არა თუ აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე პატარა რაიონია როგორც მოსახლეობის რაოდენობის, ისე ტერიტორიის მიხედვით. თუმცა, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ამონიუმის გვარჯილა ყველაზე დიდი ოდენობით სწორედ ქედის რაიონისათვის იყო მოთხოვნილი. ამასთანავე, რაიმე მითითება გვარჯილის არაპროპორციულად, მაგალითად, ქედაში უფრო დიდი ოდენობით დარიგების შესახებ არ არსებობს.
რაც შეეხება 900 ტონის 93 ტონით გაზრდას, 2005 წლის 17 ნოემბრის წერილით, სამინისტრომ ეს ფაქტი შემდეგნაირად ახსნა: „900 ტონა ამონიუმის გვარჯილის ტრანსპორტირება ს.ს. „აზოტიდან“ დანიშნულების ადგილამდე დაგეგმილი იყო ავტომანქანებით და გაანგარიშებაც შესაბამისად იყო გაკეთებული. ს.ს. „აზოტთან“ მოლაპარაკების დროს გაირკვა, რომ შესაძლებელი იყო ტვირთის ტრანსპორტირება ქ. ბათუმამდე რკინიგზით, რაც იძლეოდა ტრანსპორტირების ხარჯების ეკონომიის საშუალებას. აღნიშნული ეკონომიის შედეგად შეძენილ იქნა დამატებით 93 ტონა სასუქი, რომელიც ასევე გადაეცა აჭარის ა/ რ მაღალმთიანი რაიონის მოსახლეობას“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან კი ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს არავითარი ობიექტური და ფაქტობრივი გაანგარიშება არ ჩაუტარებია და მთლიანად მინდობილი იყო მესამე პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს.
განხორციელებული ღონისძიების გაუთვლელობისა და უსისტემო დამოკიდებულების უტყუარ დასტურს წარმოადგენს რაიონებში სასუქების დარიგება კომლების მიხედვით მაშინ, როცა სასუქის ოდენობა თითქოსდა დათვლილი იყო რაიონებში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სავარგულების რაოდენობის მიხედვით.
როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაწყვიტა ეკონომიის გაკეთება და სასუქის ტრანსპორტირება არა ავტომობილებით, არამედ რკინიგზით. შესაბამისად, ს.ს აზოტმა თავის თავზე აიღო ტვირთის ტრანსპორტირება ბათუმამდე.29 რაც შეეხება სასუქის ბათუმიდან რაიონების ცენტრამდე ტრანსპორტირებას, 2004 წლის 21 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულება დადო შპს „ი.გ.“- თან. გაუგებრობებისა და შეცდომების ახალი ჯაჭვი სწორედ სასუქის ბათუმში ჩამოტანის შემდეგ გაიბა. როგორც ზედნადებებისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიღება-ჩაბარების აქტის შესწავლის შედეგად გაირკვა, აჭარაში შემოვიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე 7 ტომრით ნაკლები სასუქი.
იხილეთ ცხრილი №1:
№ |
ვაგონის № |
ტომრების რაოდენობა |
|||
|
|
ზედნადები |
სამინისტრო |
- |
+ |
1 |
24470965 |
1262 |
1257 |
5 |
|
2 |
21214457 |
1265 |
1258 |
7 |
|
3 |
21151907 |
1181 |
1187 |
|
6 |
4 |
21172028 |
1264 |
1264 |
|
|
5 |
26053397 |
1260 |
1257 |
3 |
|
6 |
21143367 |
1260 |
1260 |
|
|
7 |
21031836 |
1260 |
1263 |
|
3 |
8 |
21224183 |
1263 |
1259 |
4 |
|
9 |
24471534 |
1260 |
1256 |
4 |
|
10 |
21706205 |
1260 |
1259 |
1 |
|
11 |
22050058 |
1261 |
1264 |
|
3 |
12 |
21161203 |
1220 |
1258 |
|
38 |
13 |
24548380 |
1265 |
1238 |
27 |
|
14 |
24377863 |
1262 |
1258 |
4 |
|
15 |
24471732 |
1260 |
1258 |
2 |
|
|
|
ჯამი |
ჯამი |
ჯამი-57.+50. |
|
ბუნებრივია, 7 ტომრის გაქრობა დიდ ფინანსურ დანაკლისს არ წარმოადგენს, თუმცა, ამ ფაქტმა კიდევ უფრო გააღვივა ჩვენი ინტერესი სასუქის ისტორიის ბოლომდე შესწავლისათვის. დავინტერესდით, თუ როგორ და რა პრინციპით განხორციელდა სასუქის დანაწილება და რამდენად სწორად იყო დათვლილი დახმარების საჭიროება?
შუახევის რაიონი
შუახევის რაიონის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით30 ირკვევა, რომ „რაიონში შემოვიდა 297,15 ტონა აზოტოვანი სასუქი, დოკუმენტაციის მიხედვით უნდა ყოფილიყო 298,44 ტონა, დანაკლისმა შეადგინა 1,3 ტონა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ დატვირთვაგადმოტვირთვის დროს აზოტოვანი სასუქის ტომრები დახეული აღმოჩნდა და დაიპნა, დაიკარგა სასაქონლო სახე.” მიუხედავად ამისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესა და შუახევის რაიონის გამგებელს შორის გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტი 300 ტონაზეა შედგენილი.
შუახევის რაიონის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „აზოტოვანი სასუქი მიეცა შუახევის რაიონში მცხოვრებ ყველა კომლს, თითოეულს 50 კგ, მათ შორის, სხვა რაიონებიდან უკუმიგრირებულ ოჯახებსაც, რომლებიც არ არიან ჩაწერილი შუახევის რაიონში, სულ 5,320-მა ოჯახმა მიიღო 266 ტონა. გაცემის შედეგად ნაშთად დარჩა 31,15 ტონა სასუქი.” მიუხედავად იმისა რომ შუახევში სასუქის წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა არ შევიდა (დანაკლისმა შეადგინა 2,85 ტონა), სასუქი მოსახლეობისათვის მაინც ზედმეტი აღმოჩნდა. ამრიგად, შუახევის რაიონში 31,15 ტონით მეტი სასუქი შევიდა, რომლის შემდგომ რეალიზაციასთან დაკავშირებით შუახევის გამგეობა იუწყება, რომ - „ნაშთად დარჩენილი 31,15 ტონა სასუქის გაცემა, როგორც ირკვევა, მოხდა რაიონის მაშინდელი პასუხისმგებელი პირების მიერ.” თუმცა, გაურკვეველია, ვინ არიან ეს პასუხისმგებელი პირები და რა პრინციპით მოქმედებდნენ ნაშთად დარჩენილი სასუქის განაწილების დროს. შუახევის რაიონზე საუბარს კი ისევ შუახევის რაიონის გამგეობის მიერ მოწოდებული ერთი მეტად საინტერესო ინფორმაციით დავასრულებთ, რომლის მიხედვითაც, 31,15 ტონა ნაშთად დარჩენილი აზოტოვანი სასუქიდან 4,5 ტონა დღესაც ნაშთის სახითაა დარჩენილი.
ხულოს რაიონი
სასუქთან დაკავშირებული პრობლემებით შუახევის რაიონს არც ხულოს რაიონი ჩამორჩება. როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესა და ხულოს რაიონის გამგებელს შორის 2004 წლის 23 მაისს გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტით ამ უკანასკნელმა მიიღო 443 ტონა სასუქი. აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხულოს რაიონში შეტანილი 443 ტონა სასუქიდან 60 ტონა უშუალოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ავტომანქანებით 26 აპრილს უნდა შეტანილიყო. თუმცა, ორივე მათგანი - რკინიგზით ტრანსპორტირების შედეგად ხულოში გაგზავნილი 383 ტონა სასუქი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ავტომანქანებით შეტანილი 60 ტონა სასუქი - ხულოს რაიონში 2004 წლის 23 მაისს ჩავიდა, რაც იმით დასტურდება, რომ სწორედ 2004 წლის 23 მაისის გაფორმდა ერთიანი მიღება-ჩაბარების აქტი 443 ტონა სასუქზე. ხულოს რაიონის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით31 ირკვევა, რომ: „სასუქი განაწილებული იქნა რაიონში მცხოვრებ 8,435 კომლზე (თითოეულ კომლზე 50 კგ-ის ოდენობით), რამაც შეადგინა 422 ტონა. დარჩენილი სასუქი - 21 ტონა - გაცემულ იქნა დამატებით რაიონში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე”. რა კრიტერიუმის საფუძველზე შეარჩია გამგეობამ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები, ჩვენთვის უცნობია, რადგან ხულოს გამგეობამ უპასუხოდ დატოვა ჩვენი 2006 წლის 8 თებერვლის მიმართვა, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება რომ აჭარის მოსახლეობის მიმართ ხელმომჭირნეობას არ იჩენს, ეს უკვე დადასტურებულია და ხულოს რაიონშიც, ისევე როგორც უმეტეს სხვა შემთხვევებში, იმაზე მეტი სასუქი შევიდა, ვიდრე ეს საჭირო იყო. მაგრამ ამ შემთხვევაში, შუახევის რაიონისაგან განსხვავებით, ნაშთად დარჩენილი 21 ტონა სრულად იყო „ათვისებული.“
ქედის რაიონი
ზემოთ განხილული შემთხვევების მსგავსად, ქედაშიც იმაზე მეტი სასუქი შევიდა, ვიდრე მოსახლეობას სჭირდებოდა. ქედის რაიონიდან 2005 წლის 14 სექტემბერს მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2004 წლის 23 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ნ. სარჯველაძესა და ქედის რ-ნის გამგებელს დ. ტაკიძეს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელმა მიიღო 250 (ორას ორმოცდაათი) ტონა ამონიუმის გვარჯილა.
ქედის რაიონის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქედაში სულ 4,892 კომლია, ხოლო რაიონში 250 ტონა, ანუ 5000 ტომარა სასუქი შევიდა. შესაბამისად, 108 ტომრით, ანუ დაახლოებით 5 ტონით მეტი, ვიდრე რეალურად იყო საჭირო. ქედის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, „საკრებულოებში გადანაწილებული სასუქიდან დარჩენილი სხვაობა დამატებით გაიცა უკუმიგრირებულ და გაჭირვებულ ოჯახებზე”.
შუახევში, ხულოსა და ქედაში სულ 57,18 ტონით მეტი სასუქი შევიდა. სასუქი განაწილდა არა სავარგულების, არამედ მარტივად - კომლების მიხედვით. ხოლო გამგეობების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეტობა განსაკუთრებით გაჭირვებულ ოჯახებს შორის განაწილდა.
სასუქის ტრანსპორტირება
სასუქზე საუბრის დასასრულ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ტრანსპორტირების შედეგად წარმოქმნილი დამატებითი ხარჯების ანაზღაურების საკითხს.
ამ თემაზე საუბარს კი შპს „ი.გ.“-ის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად წარმოქმნილი დამატებითი ხარჯების ანაზღაურებით დავიწყებთ. აქვე შეგახსენებთ, რომ სასუქის მეტობით შეძენის მოტივი ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ხარჯების ეკონომია იყო.
ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, 2004 წლის 25 მაისს შპს „ი.გ.“-მა წერილობით მიმართა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრს, სადაც აღნიშნავდა, რომ მის მიერ გაწეულმა რეალურმა ხარჯებმა შეადგინა 13,293 ლარი, რაც 3,393 ლარით აღემატება ტრანსპორტირებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ხელშეკრულებით გამოყოფილ 9,900 ლარს. შესაბამისად, შპს. „ი.გ.“ ითხოვდა გაწეული ხარჯის სხვაობის ანაზღაურებას.
ამას გარდა, ქედის რაიონში შეტანილი 250 ტონა ამონიუმის გვარჯილას „ოპერატიულად
მომხმარებლამდე გადასატანად გახარჯულია 925 (ცხრაას ოცდახუთი) ლარი”. შესაბამისად, ქედის რაიონის გამგებელი ითხოვდა 925 ლარის ანაზღაურებას.
საინტერესო ის არის, რომ იმავე შინაარსის წერილით მიმართა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრს შუახევის რაიონის გამგებელმაც, რომელიც ითხოვდა 1,745 ლიტრი საწვავის ხარჯების ანაზღაურებას. სავარაუდოდ, მსგავსი შინაარსის წერილით უნდა მიემართა ხულოს რაიონის გამგებელსაც, რადგან აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ აჭარის ა/რ-ში პრეზიდენტის რწმუნებულის სახელზე გაგზავნილ წერილში დამატებითი თანხის მოთხოვნის ხარჯთაღრიცხვაში ხულოს რაიონიც არის მოხსენიებული. თუმცა, აღნიშნულ წერილში ძალზე საეჭვოდ გამოიყურება ჯამურად მოთხოვნილი თანხა რომელიც 7,380 ლარს შეადგენს (იხ. დანართი №13). ამ წერილთან დაკავშირებით 2004 წლის 10 ივნისის №33 განკარგულებით, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა აჭარის ა/რ რესპუბლიკაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყო 7,380 ლარი (იხ. დანართი №14). გაზრდილი თანხების მაგალითად გამოგვადგება ქედის რაიონისათვის მოთხოვნილი 925 ლარის ნაცვლად 1,025 ლარის გამოყოფა, რაც ასევე ასახულია აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში. თუმცა, მიუხედავად ყველა დოკუმენტის გაცნობისა, მაინც გაუგებარია, რატომ და რის საფუძველზე მოხდა ტრანსპორტირების ხარჯის გაზრდა.
რწმუნებულის გადაჭარბებული უფლებამოსილება
ვის უნდა აენაზღაურებინა აზოტოვანი სასუქის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დამატებითი ხარჯები - საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს საერთო ჯამში გამოყოფილი 300,000 ლარიდან, თუ საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს აჭარის ა/რ-ში?
ჰქონდა თუ არა პრეზიდენტის რწმუნებულს უფლებამოსილება, მოეხდინა თანხის აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან გამოყოფა?
პირველ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოვიშველიებთ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიანი რაიონის მოსახლეობის დახმარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათს, რომლის მიხედვითაც: - „900 ტონა ამონიუმის გვარჯილის შესაძენად და ქედას, ხულოს და შუახევის რაიონებამდე ტრანსპორტირებისათვის საჭირო არის სულ 300 000 ლარი, რომლის გამოყოფაც უნდა უზრუნველყოს ფინანსთა სამინისტრომ.“ განკარგულების პროექტი, რომელიც მომზადებული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 მაისის სხდომის ოქმის მიხედვით, მოწონებულ იქნა, რის თაობაზეც საქართველოს მთავრობამ 2004 წლის 8 მაისს მიიღო განკარგულება №20. იმავე წლის 11 მაისს კი საქართველოს მთავრობის კანცელარიამ მოწონებული განკარგულების პროექტი შემდგომი მსვლელობისათვის გადაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ამრიგად, შპს „ი.გ.“-ის დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაც სწორედ რომ განკარგულებით გამოყოფილი 300,000 ლარიდან უნდა მომხდარიყო და არა აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან. მაგრამ, რადგან პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი თანხიდან 290,000 ლარი უკვე ს/ს „აზოტისათვის“ იყო გადარიცხული, ხოლო 9,900 ლარი შპს „ი.გ.“-სთვის, თანხა გამოიყო აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან. ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ განკარგულება არანაირ გაანგარიშებას არ ეყრდნობოდა და გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა სპონტანურად.
მეორე კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა, ვიხელმძღვანელოთ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 მაისის №151 ბრძანებულებით, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებას შეეხება.
აჭარის ა/რ 2004 წლის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თაობაზე განკარგულებას ლევან ვარშალომიძე აწერს ხელს, როგორც საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. თუმცა, მსგავსი ტიპის უფლებამოსილება რწმუნებულისათვის არც ხსენებული ბრძანებულებით, არც მისი დანართებით და არც რომელიმე სხვა ნორმატიული აქტით არ არის გათვალისწინებული.
რწმუნებულისათვის მსგავს უფლებამოსილებას ასევე არ იცნობდა იმ დროისათვის ჯერ კიდევ მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივნისის №363 ბრძანებულება, მით უმეტეს, რომ რწმუნებული ავტონომიურ რესპუბლიკაში წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის ხელისუფლებას და მას არანაირი უფლებამოსილება და სამართლებრივი შემხებლობა არ ჰქონდა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტთან.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ
პრეზიდენტის 13 მაისის №409 განკარგულება, რომელიც მოსახლეობის „დახმარებას“ ისახავდა მიზნად, მსგავსად სხვა განკარგულებისა, ყოველგვარი გათვლებისა და გაანგარიშებების გარეშეა მიღებული;
დარღვეულია კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რადგან მომსახურება და საქონელი შესყიდულია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მაშინ, როცა კანონი ითვალისწინებდა ტენდერის ჩატარებას;
სახეზე გვაქვს პრეზიდენტის რწმუნებულის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებით გამოცემული განკარგულება აჭარის ა/რ ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თაობაზე.
ბათუმის ფესტივალი
2005 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ ბათუმის ფესტივალი გაიმართა. ისევე, როგორც სახელმწიფოს მიერ მოწყობილი ყველა „უფასო“, „საჯარო“, „უპრეცედენტო“ კონცერტი, ეს უკანასკნელიც სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა. საქართველოს პრეზიდენტმა 2005 წლის 20 სექტემბრის №733 განკარგულებით, ბათუმის ფესტივალის „მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით,“ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 75 500 ლარი გამოუყო.
23 სექტემბერს კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს №2/5-2689 წერილით, მოიპოვა ყველა შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელების ნებართვა, რადგან, როგორც შესყიდვების სააგენტო ზემოთ აღნიშნულ წერილში უთითებს, „ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული პრობლემის“ სხვაგვარად მოგვარება ყოვლად შეუძლებელი იყო.
„ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული პრობლემის“ მოსაგვარებლად კულტურის სამინისტრომ, „საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, „ბათუმის ფესტივალის“ ქვეპროგრამაც შეიმუშავა, რაც პრობლემის გადასაჭრელად „პოპულარული DJ-ების, მოცეკვავეების, ვიზუალური ეფექტების შემქმნელი ჯგუფების“ და სხვა მსგავსი ხელობის მქონე პირების დაქირავებას ისახავდა მიზნად.
კულტურის სამინისტრომ, „ტექნიკური სირთულეებიდან გამომდინარე,“ მიზანშეწონილად მიიჩნია, საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა ანრი კაპანაძისათვის დაევალებინა, ვინაიდან „მას გააჩნია მჭიდრო ურთიერთობა რუს შემსრულებლებთან“. ამ მისიის შესასრულებლად ანრი კაპანაძეს, 26 სექტემბრის №449 ხელშეკრულების თანახმად, 69 300 ლარი გადაეცა. მასვე დაევალა ამ თანხის ფარგლებში ფესტივალის მონაწილეთათვის ჰონორარებისა და საორგანიზაციო ხარჯების გაცემა.
დაიდო მეორე №469 ხელშეკრულებაც, ამჯერად შპს „ბაკურთან“ და იგი სასტუმრო ნომრებით მომსახურებას ითვალისწინებდა. აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულებამ 6 200 ლარი შეადგინა.
ამრიგად, ორივე ხელშეკრულების ჯამმა, კვლავაც ნაშთის გარეშე, არც მეტი, არც ნაკლები, 75 500 ლარი შეადგინა და მის განსაკარგავად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ათი დღე დასჭირდა. თუმცა, თუკი გავიხსენებთ პრეზიდენტ იუშენკოს ვიზიტს, როდესაც კულტურის სამინისტრომ სულ რამდენიმე საათში მოახერხა 270 989 ლარის ღირებულების შესყიდვების განხორციელება, ათი დღე საკმაოდ ხანგრძლივ ვადადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. დასასრულ კი, არაფერი ახალი - კულტურის სამინისტრო კვლავაც უხვად ფინანსდება სარეზერვო ფონდებიდან ისეთი „ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული პრობლემის“ მოსაგვარებლად, როგორიცაა „ბათუმის ფესტივალის“ მოწყობა, „26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა“, „პარიტოტის ფორუმის“ ორგანიზება და ა.შ.
სამწუხარო კი მხოლოდ ერთია - კონცერტები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ არც თუ ისე ეფექტურია.
რაც შეეხება ფესტივალის ხარჯთაღრიცხვას:
რუსი DJ-ების ჰონორარი |
ევრო |
|
1 |
DJ Marsel Gonzales |
1 300 |
2 |
DJ Dima Fly |
1 300 |
3 |
DJ YO-Yo |
1 000 |
4 |
DJ Groov |
3 000 |
სულ: |
6 600 |
|
ქართველი DJ-ების ჰონორარი |
USD |
|
1 |
DJ გიორგი ბაქანიძე |
150 |
2 |
Dj კენზო |
150 |
სულ: |
300 |
|
ქართველი მოცეკვავეების ჰონორარი |
ევრო |
|
4 მოცეკვავე გოგონა 3 დღით |
3000 |
|
ვიზუალური ეფექტების შემქმნელი |
|
|
1 |
ქაფის შოუ |
3 000 |
2 |
შოუ „რადუგა“ |
3 000 |
ორგანიზაციული ჯგუფის ჰონორარი |
5 100 ევრო |
|
დანარჩენი ხარჯები (ვიზები, |
16 285 ლარი |
|
სულ ჯამი |
75 500 ლარი |
|
______________________
1. 2005 წლის ბოლომდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად (მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი), „საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებები.“
2. 2005 წლის 28 დეკემბერს ცვლილება იქნა შეტანილი ხსენებულ მუხლში და გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულები შეიცვალა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯებით. რადგან კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს, ჩვენ მიერ განხილულ ღონისძიებეზე მოქმედებს მუხლის სწორედ ძველი რედაქცია.
3. შუახევის გამგებლის 2004 წლის 6 ივლისის წერილი საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს აჭარაში.
4. შუახევის გამგებლის 2004 წლის 29 ივნისის №830 წერილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს.
5. ქობულეთის გამგეობის 2005 წლის 28 დეკემბერის №5-309 წერილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.
6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის 2005 წლის 7 ნოემბრის №5-273 წერილი ქედის გამგებელს.
7. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის 2005 წლის 7 ნოემბრის №5-275 წერილი ხულოს გამგებელს.
8. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2004 წლის 20 სექტემბრის №01-0813 წერილი მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელს.
9. აჭარის ა/რ კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 39 მუხლის ნაწილი 1-ლი.
10. სტატისიტიკის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
ბათუმი |
122207 |
ქობულეთი |
87968 |
ხელვაჩაური |
90858 |
ქედა |
20144 |
შუახევი |
21833 |
ხულო |
32821 |
11. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლი, „თ“ ქვეპუნქტი.
12. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2005 წლის 20 დეკემბერს მოწოდებული ინფორმაცია.
13. 2005 წლის 6 დეკემბერს სამინისტროს მიერ მოწოდებულ იქნა სხდომის ოქმი.
14. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2004 წლის 29 დეკემბერის №2019 წერილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
15. ქედის გამგებლის 2005 წლის 30 აგვისტოს წერილი ლევან ვარშალომიძეს.
16. ამავე ბრძანებით გამოიყო თანხები ხელვაჩაურის, შუახევის და ხულოს რაიონებისათვის.
17. ქედის გამგებლის 2005 წლის 8 ნოემბრის №1330 წერილი აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს.
18. შუახევის გამგებლის 2005 წლის 2 სექტემბრის №422 წერილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს.
19. ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 2005 წლის 4 სექტემბრის №2/2-15-183 წერილი აჭარის ა/რ მთავორობის თავმჯდომარეს.
20. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის 2005 წლის 7 დეკემბრის №5-275 წერილი ხულოს რაიონის გამგებელს.
21. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2005 წლის 22 ნომებერს №01-22/1897 წერილით მოწოდებული ინფორმაცია.
22. ხულოს რაიონის გამგებლის 2005 წლის 5 სექტემბრის №669 წერილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს.
23. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2005 წლის 6 სექტემბრის №01-19/1644 წერილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს.
24. აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2005 წლის 28 დეკემბრის №01-19/2665 წერილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს.
25. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გეოლოგიის და სამთო საქმის დეპარტამენტის 2005 წლის 24 ნოემბერის №01 - 12/16 წერილით მოწოდებული ინფორმაცია.
26. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №682 განაკრგულება „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული დათვალირება - ფესტივალის დაარსების შესახებ”.
27. პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2005 წლის 15 სექტემბრის №15/429 წერილით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის მოწოდებული ინფორმაცია.
28. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2005 წლის 24 ნოემბრის №4-1319 წერილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.
29. 2004 წლის 18 მაისი, ს.ს აზოტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულება.
30. შუახევის რაიონის გამგებლის 2005 წლის 7 სექტემბრის №434 წერილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს.
31. ხულოს რიაონის გამგებლის 2005 წლის 13 სექტემბრის №693 წერილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს.
![]() |
5 დანართი №1 |
▲back to top |

![]() |
6 დანართი №2 |
▲back to top |


![]() |
7 დანართი №3 |
▲back to top |

![]() |
8 დანართი №4 |
▲back to top |

![]() |
9 დანართი №5 |
▲back to top |

![]() |
10 დანართი №6 |
▲back to top |

![]() |
11 დანართი №7 |
▲back to top |

![]() |
12 დანართი №8 |
▲back to top |

![]() |
13 დანართი №9 |
▲back to top |

![]() |
14 დანართი №10 |
▲back to top |
