The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ინტელექტუალი№12


ინტელექტუალი№12


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ხეცურიანი თამარ, ბიგანიშვილი თინათინ, ავეტისიანი ვიოლეტა, წერეთელი ლია, ხაბეიშვილი ბელა, კოდუა თეიმურაზ, პაპასკირი ვაჟა, თარგამაძე გიორგი, მადუაშვილი გიორგი, აბაშიძე გივი, ბაღუაშვილი პაატა, მაისურაძე თამარ, მზარელუა ლანა, ბუჩუკური ციალა, წერეთელი ნუგზარ
თემატური კატალოგი ინტელექტუალი
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია GEORGIAN SOCIAL ACADEMY OF YOUNG SCIENTISTS საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი International Scientific Journal Intellectual თბილისი TBILISI 2010 ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ.№77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, ოთ.№323. ტელ.: 36-53-51, 8-99-79-10-12 ელ–ფოსტა giorgi–maduashvili@yahoo.com www.inteleqtuali.ge მთავარი რედაქტორი გიორგი მადუაშვილი EDITOR-IN-CHIEF GIORGI MADUASHVILI ГЛАВНЫЙ РЕДАКТОР ГИОРГИ МАДУАШВИЛИ სარედაქციო კოლეგია EDITORIAL BOARD РЕДАКЦИОННАЯ КОЛЛЕГИЯ თამაზ გამყრელიძე რალფ ილნერი ვაჟა პაპასკირი თემურ ჯაგოდნიშვილი მარინა ხარატიშვილი ზიგფრიდ კრაინერი ვანო ჭიაურელი ჰარალდ სუმა ქეთი ქოქრაშვილი კარლო ღურწკაია ნიკოლას თეოდორისი ნუგზარ სიხარულიძე რეზო კლდიაშვილი თენგიზ წივწივაძე სერგო თოფურია გოგი ფანცულაია რუდი ვან მეიერი არჩილ მოწონელიძე ლევან კლიმიაშვილი ლალი ღოღელიანი არჩილ ფრანგიშვილი ზურაბ წვერაიძე გელა ყიფიანი ერვინ შვინგი დავით თავხელიძე გიორგი სალუქვაძე Tamaz Gamkrelidze Ralph Illner Vaja Papaskiri Temur Jagodnishvili Marina Kharatishvili Siegfried Kreiner Vano Chiaureli Harald Summa Keti Kokrashvili Karlo Gurtskaia Nikolas Theodoris Nugzar Sikharulidze Rezo Kldiashvili Tengiz Tsivtsivadze Sergo Topuria Gogi Pantsulaia Rudi van Meier Archil Motsonelidze Levan klimiashvili Lali Gogeliani Archil Prangishvili Zurab Tsveraidze Gela Kipiani Erwin Schwing David Tavkhelidze Giorgi Salukvadze Тамаз Гамкрелидзе Ральф Ильнер Важа Папаскири Темур Джагоднишвили Марина Харатишвили Зигфрид Краинер Вано Чиаурели Гаральд Сума Кети Кокрашвили Карло Гурцкаиа Николас Теодорис Нугзар Сихарулидзе Резо Клдиашвили Тенгиз Цивцивадзе Серго Топуриа Гоги Панцулаиа Руди ван Меиер Арчил Моцонелидзе Леван Климиашвили Лали Гогелиани Арчил Прангишвили Зураб Цвераидзе Гела Кипиани Ервин Швинг Давид Тавхелидзе Гиорги Салуквадзе



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


წარმოგიდგენთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ინტელექტუალის“ მეთორმეტე ნომერს.

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „ინტელექტუალი“ საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემიის ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენს.

ჟურნალი „ინტელექტუალი“ 2005 წელს დაფუძნდა. ჟურნალს მინიჭებული აქვს სერიულ გამოცემათა საერთაშორისო ნომერი, საერთაშორისო გრიფი.

ჟურნალი „ინტელექტუალი“ რეფერირებულია როგორც ქართულ (ტექინფორმი), ასევე რუსულ (винити) და საერთაშორისო ელექტრონულ გამოცემებსა და მონაცემთა ბაზებში, რაც ხელმისაწვდომს ხდის მას საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც.

ჟურნალი „ინტელექტუალი“ მიზნად ისახავს ქართველი ახალგაზრდა თუ ცნობილი მეცნიერების სამეცნიერო კვლევებისა და ნაშრომების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის. ჟურნალი გამოიცემა პერიოდულობით სამ თვეში ერთხელ (წელიწადში ოთხი გამოცემა).

ჟურნალ „ინტელექტუალის“ კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აერთიანებს როგორც ქართველი ახალგაზრდა, ისე ცნობილი მეცნიერების სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერების ყველა სფეროს მიმართულებით (საბუნებისმეტყველო, ტექნიკური, ჰუმანიტარული, სოციალური და ა.შ.)

ჟურნალ „ინტელექტუალის“ რედაქცია

2 ჰუმანიტარული და სოცილური მეცნიერებები

▲ზევით დაბრუნება


2.1 ლიტერატურული მოდის კანონზომიერება და კრიტიკული თვალთახედვის მონაცვლეობა შერვუდ ანდერსონის მემკვიდრეობის მაგალითზე

▲ზევით დაბრუნება


თამარ ხეცურიანი

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა
ფილოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი

ნოველისტიკის ჟანრის კვლევა მეცნიერთათვის ყოველთვის წარმოადგენდა ინტერესის სფეროს. ფილოლოგებისა და კრიტიკოსების საერთო აზრით, ამ ჟანრის განვითარება და აღმავლობა ყოველთვის ემთხვეოდა საზოგადოებაში მიმდინარე რაიმე ისტორიულ ძვრებსა და ცვლილებებს. ამ ჟანრით იწყება ნებისმიერი ეროვნული ლიტერატურის განვითარება. ცნობილი რუსი ლიტერატორის, ე. მ. მელეტინსკის აზრით, ამ ინტერესს სხვადასხვა მიზეზი განაპირობებდა, და ერთ-ერთ მათგანად ის გამოყოფს - ჟანრის მცირე ფორმატს, რაც მისივე განმარტებით, „ნოველისტურ ლიტერატურას სძენს მიმოხილვით ხასიათს, რისი მეშვეობითაც საშუალება იძლევა მინიატურაში, მოცემულ მასალაზე დაყრდნობით გავეცნოთ მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს.“ [Мелетинский. 1990:3-4]

უნდა აღინიშნოს, რომ დამწერლობის გაჩენის შემდეგ მცირე მოცულობის ჟანრის ნაწარმოებები ლიტერატურაში ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ფორმა ხდება. ასეთ პოპულარობას მკვლევარები უკავშირებენ ამ ჟანრისთვის დამახასიათებელ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: მოქნილობა, ლაკონურობა, ტევადობა, ახალი თემებისა და მხატვრული ხერხების ადვილად ათვისების უნარი.

ვინაიდან ყველა ეს თვისება ფორმის მოქნილობაზე მეტყველებს, თავისთავად ცხადია, რომ ეს ჟანრი ქმნის აგრეთვე ძალიან მოსახერეხებელ „საცდელ მოდელს“, რომელშიც ავტორს შეუძლია შეამოწმოს და გამოსცადოს რაიმე იდეური ნოვაციის მხატვრული ვარგისიანობა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ XIX ს-ის დასაწყისიდან ნოველებში გამოცდილი თემატიკა შემდეგ იხვეწებოდა და იშლებოდა ვრცელ პროზაულ ფორმებში.

ერთ-ერთი ასეთი აქტუალური თემა, რაც მოიტანა ურბანიზაციამ იყო დეკადანსიდან დაწყებული თემა ადამიანთა გაუცხოების. ამ თემას დაემატა კიდევ მათი სულიერი დაცემის მოტივი თანამედროვე „განივთებულ“ სამყაროში, სიგიჟისა და ფსიქოლოგიური კრიზისის ამსახველი სიუჟეტები. ამრიგად, ნოველისტურ ჟანრში ყველაზე უფრო მეტადაა გახსნილი ისეთი საკითხები, რაც დაკავშირებულია ადამიანის თვითიდენტიფიკაციისა და ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთდაპირისპირების პრობლემატიკასთან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული ლიტერატურის განვითარება სწორედ რომ, ნოველისტიკის ჟანრთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ ამერიკული ლიტერატურა შევაფასოთ ზოგადად, დასავლური მწერლობის კონტექსტში, არსებობს ორი პარამეტრი: 1) ისტორიული განვითარების კუთხე, და 2) ჟანრების ევოლუციის თვალსაზრისი. პირველი მიდგომა აჩვენებს მწერლობას „საწყისი ეტაპიდან“, ანუ კოლონიზაციის პირველივე დღეებიდან შექმნილ დღიურებს და ქრონიკებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მომენტი საერთოდ უნიკალურია მსოფლიო მწერლობის ისტორიაში, რაკი ამ ეტაპს წინ არ უძღვოდა ფოლკლორული სტადიის ხანგრძლივი პერიოდი. რაც შეეხება მეორე მომენტს, ამერიკა აგრეთვე იძლევა ეროვნული ლიტერატურის განვითარების კიდევ ერთ განსაკუთრებულ მაგალითს, ვინაიდან ამ მწერლობას არ გაუვლია ყველა ის ეტაპი, რაც ახასიათებს არა მხოლოდ ევროპულ, არამედ საერთოდ, მსოფლიო ლიტერატურის ევოლუციას - ე.ი. მითოლოგიის, ხალხური პოეზიის, საგმირო ეპოსის, დრამის სინთეტიკური ხელოვნების განვითარების ეტაპები. ამის შედეგად, ამერიკული მწერლობა აღმოჩნდა „პირდაპირ ჩასმული“ ევროპული თანადროული, ე.ი. XVIII-XIX საუკუნეების ლიტერატურის კონტექსტში, ანუ ლიტერატურის, რომლის მხატვრული გამოცდილების აქტივში იყო არათუ ანტიკური ლიტერატურის გათავისებული ესთეტიკური მოდელები და ნორმები, არამედ კიდევ ევროპული საგმირო ეპოსი, სარაინდო ლიტერატურა, განმანათლებლობის ხანა.

რა მოუტანა ამერიკულ მწერლობას სახელმწიფოს ისტორიული განვითარების თავისებურებამ? ერთის მხრივ, ამ ქვეყნის ლიტერატურის ახალგაზრდულ ასაკს თითქოს უნდა განეპირობებინა იდეების და მხატრული მანერის გამოუცდელობა და ერთგვარი ინფანტილურობაც, მაგრამ რეალობამ აჩვენა სულ სხვა სურათი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკულ ლიტერატურას მსოფლიო აღიარება პირველად ნოველისტურმა ჟანრმა მოუტანა, და მისი წარმატება და ორიგინალობა განაპირობა სწორედ ეგზოტიკურმა და რომანტიკულმა თემატიკამ და ხალასმა, ერთი შეხედვით, გულუბრყვილო მხატვრულმა ფორმამ და თხრობის მანერამ. ყველაფერმა ამან გადაწყვიტა მისი წარმატება, გაცილებით უფრო გამოცდილი და ტრადიციული ევროპული მწერლობის ფონზე. ნოველა ჩამოყალიბდა ამ ქვეყნის ლიტერატურის როგორც თავისებური, ეროვნული ჟანრი, რომლის განვითარებას ხელი შეუწყო არა მხოლოდ ახალაღმოცენებული ეთნიკური კულტურის იდეურმა და ესთეტიკურმა მომენტებმა, არამედ პერიოდის რეალურმა ამერიკულმა ყოფამ; შეიძლება ითქვას, რომ სინამდვილის მხატვრულად ასახვის მთელი სიმძიმე იტვირთა სწორედ ნოველისტურმა ჟანრმა.

უპირველეს ყოვლისა, ეს ნაკარნახევი იყო მსმენელების და მკითხველების მოთხოვნით. ფაქტიურად, XVIII ს-ის ბოლოს, ამ პატარა მოცულობის ჟანრში ყველაზე უფრო სრულად გამოვლინდა ეროვნული სულისკვეთება, და ყველაზე უფრო ნაკლებ იჩინა თავი უცხოური ლიტერატურის ზეგავლენამ. ნოველა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავშირებულია ამერიკელი ხალხის კულტურულ თავისებურებებთან, პირველ ყოვლისა კი ამერიკულ ფოლკლორთან, ზეპირგადმოცემებთან, ფანტასტიკურ თუ ნამდვილ ამბებთან. ყოველივე ეს კი იქმნებოდა ამერიკის პირველ მოსახლეთა შორის.

ამერიკული ნოველისტური ჟანრის ფუძემდებლად ითვლება ცნობილი რომანტიკოსი მწერალი უოშინგტონ ირვინგი. ამ ჟანრის განვითარება ასევე დაკავშირებულია რომანტიზმის მიმდინარეობის განმავითარებელ სხვა მწერლებთანაც - ესენი იყვნენ: ედგარ პო, ნათანიელ ჰოთორნი, ჰერმან მელვილი. თვითოეული მათგანი გამოირჩეოდა თავისებური ხელწერით, კომპოზიციით, იდეურ-მხატვრული ხედვით, მაგრამ მათ აერთიანებდა ის, რომ ყოველი მათგანი ღრმად წვდებოდა გმირების ფსიქოლოგიას.

ნოველისტიკის ჟანრმა თავისი განვითარების მანძილზე სხვადასხვა ეტაპები გამოიარა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაკავშირებულია ფსიქოლოგიური ხასიათის ნოველის ჩამოყალიბებასთან, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც არის შერვუდ ანდერსონი. მისი ნაწარმოებების გმირები ექცევიან იმ ისტორული თუ ფსიქოლოგიური ცვლილებების ცენტრში, რაც დამახასიათებელი იყო XX ს-ის დასაწყისის ამერიკისთვის.

როგორც ცნობილია, შერვუდ ანდერსონმა გვიან დაიწყო წერა. მწერლობასთან ის მიიყვანა ამერიკის სინამდვილის საერთო სურათმა და ტენდენციამ, რომ სულიერი და ზნეობრივი ღირებულებები ფეხქვეშ ითელებოდა მატერიალური მომხვეჭელობისკენ მიმავალ გზაზე. როგორც ტიმ ტაუნსენდი, ანდერსონის ბიოგრაფი, აღნიშნავდა: „ის, რამაც იგი მიიყვანა მწერლობასთან არის არა მისი, არამედ ამერიკის ისტორია.“ [რადიო „სვობოდა“, პროგრამა „კულტურა“ 2006წ.] ლიტერატურულ ასპარეზზე შერვუდ ანდერსონი 37 წლის ასაკში გამოვიდა. წარმატებულმა ბიზნესმენმა, ფაქტიურად „ერთი ხელის დაკვრით“ გაწყვიტა კავშირი ბიზნესის სამყაროსთან, ვინაიდან აღმოაჩინა გაცილებით უფრო მეტყველი, მდიდარი, ამოუწურავი სამყარო ადამიანის სულიერ ცხოვრებასა და ფსიქოლოგიაში. მისი შემოქმედება აღმოჩნდა XIX ს-ისა და XX ს-ის ლიტერატურის გზაგასაყარზე. ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში, მისი როლი წარმოგვიდგება ერთგვარ საკვანძო ფიგურად, რადგან ანდერსონი ანვითარებდა ამერიკული კლასიკური ლიტერატურის ტრადიციებს, და ამავე დროს, ითვისებდა იმ „სალიტერატურო პრობლემატიკას“, რომელიც წარმოიქმნა ქვეყანაში სოციალური განვითარების ახალ ეტაპზე. მისი პროზის თემები უკავშირდება სწორედ იმ მოვლენებს, რაც მოჰყვა ახალი საუკუნის დადგომას; ეს არის: 1) ისტორიული და სოციალური ფონი, ანუ კრახი ამერიკის თავისუფალი ფერმერული წყობისა, და შესაბამისად, მატერიალურ წარმატებაზე აგებული მიზნების დამღუპველობა; 2) ინდივიდთა პერსონალური დრამა, პიროვნების გაუცხოება, სულიერი ღირებულებების ტრანსფორმაცია ან სრული დაკარგვა ინდუსტრიული კაპიტალიზმის განვითარების პირობებში.

ლოგიკურია, რომ ამ უკანასკნელი მომენტის გამო, გავამართლოთ მისი პროზის განხილვა დრაიზერთან ერთად, რადგან ორივე წარმოგვიდგება როგორც XX ს-ის ამერიკული რეალიზმის წამყვანი ფიგურები; მაგრამ ასეთი მიდგომა არ იქნება გამართლებული, თუ გავითვალისწინებთ მეტად მნიშვნელოვან განმასხვავებელ მომენტსაც, ანუ იმას, რომ ანდერსონის შემოქმედებით ესთეტიკას ახასიათებდა შინაარსობრივი და სტილისტურ-ფორმალური „გარღვევა“ ახალი მიზნებისაკენ, ამოცანებისკენ და ძვრებისკენ. იგი მახვილს აკეთებდა სინამდვილის ფსიქოლოგიურ-ემოციურ მხარეებზე, და ამისათვის მან ჩამოაყალიბა მისთვის დამახასიათებელი სტილი და წერის მანერა, რასაც განასახიერებს მისი მოთხრობების კრებული, „უაინსბურგი, ოჰაიო“, რომელიც 1919 წელს გამოვიდა. ამ წიგნმა უმალ მიიქცია ყურადღება არა მხოლოდ ფსიქოლოგიური თემატიკით, არამედ თავისი ფორმითაც: გაბნეული ნოველები ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებულნი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთს ავსებენ და წიგნის მთლიანობას განაპირობებენ. ზოგი კრიტიკოსი ახალი ჟანრის დაბადებაზეც კი ალაპარაკდა - „რომანი ნოველებში“. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ კრებულისთვის ასეთი ფორმის მიცემა განაპირობა იმ ზეგავლენამ, რომელიც ანდერსონზე მოახდინა ედგარ ლი მასტერსის წიგნმა, „სპუნ-რივერის ანთოლოგია.“

ანდერსონს მანამდე უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ორი რომანი, მაგრამ ის უპირატესობას მაინც ნოველისტიკის ჟანრს ანიჭებდა, რადგან თვლიდა, რომ ამბის გადმოსაცემად მისთვის ეს ფორმა უფრო „მომგებიანი“ იყო. მისი ნოველები გამოირჩევა განსხვავებული ხელწერით. როგორც კრიტიკოსი ბ. კანდელი აღნიშნავს: „ანდერსონი პრინციპულად ამბობს უარს ნოველებზე დასრულებული სიუჟეტით. ამიტომ უმეტეს მის ნოველებში არ არის მოქმედება, მათში თითქმის არაფერი ხდება და ყველა მათგანი დაბოლოების გარეშეა.“ [Кандель. 1959:3] ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მოთხრობა- „წიგნი გროტესკულ ადამიანებზე.“ ამ მცირე ზომის მოთხრობაში ხშირად იცვლება თხრობის თემა, სტილი, მანერა და იგი სქემატურ გეგმა-მონახაზად იქცევა. მოთხრობის ბუნდოვანებას კიდევ უფრო ზრდის ერთი, დაუმთავრებელი სიუჟეტის ჩანაცვლება მეორე, ასევე დაუმთავრებელი, განუვითარებელი სიუჟეტით. სამგვერდიანი მოთხრობის ჩარჩოები ნამდვილად ვიწროა ასეთი ეკლექტიკური ნარევისათვის. წერის ასეთი მანერა შეიძლება აიხსნას შერვუდ ანდერსონის, როგორც ჯერ კიდევ დამწყები მწერლის გამოუცდელობით და არაპროფესიონალიზმით.

ნაწარმოებების, თუ ზოგადად მწერლის შემოქმედების შეფასებისას დროის მნიშვნელობა ყოველთვის გადამწყვეტია, რადგან ის ქმნის იმ დისტანციას, რომელიც გვეხმარება, რომ ობიექტურად შევამოწმოთ და შევაფასოთ მხატვრული პროდუქციის ნამდვილი ღირებულება, ანუ რამდენად მისაღებია და მეტყველია ეს პროდუქცია სხვა ისტორიულ და კულტურულ პერიოდში, და სხვა თაობისათვის. ამიტომ, განსაკუთრებით საინტერესოა ანდერსონის შემოქმედების ნაგვიანევი თვალსაზრისი და შეფასება სახვა მწერლების და კრიტიკოსების მიერ, რადგან ამით საშუალება გვეძლევა: 1) დავრწმუნდეთ ჩატარებული კვლევის გეზის სისწორეში, და 2) კიდევ უფრო ობიექტურად ვიმსჯელოთ შემოქმედების სხვადასხვა თავისებურებათა იმ ნიუანსებზე, რომელთა გაჩენას განაპირობებს მწერლის ფსიქოლოგია, ხასიათი, მისი პიროვნული ნიშანთვისებები - და ამის მეტყველ მაგალითს იძლევა ფოლკნერის დამოკიდებულება და სიტყვები ანდერსონზე.

ჩვენ სავსებით ვიზიარებთ ფოლკნერის აზრს, რომ ანდერსონის ყურადღება სტილის მიმართ, გადამეტებულია, რადგან მისი ,,სტილის დახვეწაზე მისი თავგადაკლული მუშაობის შედეგად, მას (ანდერსონს) მხოლოდ სტილიღა შერჩა, რითაც, ფაქტიურად, ხერხი და საშუალება მან მიზნად გადააქცია.“ და რასაკვირველია, ფოლკნერი არც იმას ივიწყებს, და ჯეროვნად აფასებს ანდერსონის სწრაფვას სიმარტივისკენ, უბრალოებისკენ - „საიდანაც ის ცდილობდა მაქსიმუმი ამოეწურა და ჩასწვდომოდა საგანთა დედაარსს.“

ფოლკნერის ეს შენიშვნა პრინციპულად ახლოა ჩვენი თვალთახედვისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ შერვუდ ანდერსონის შემოქმედების შეფასებები მეცნიერებისა და კრიტიკოსების მიერ ყოველთვის არაერთგვაროვანი იყო, რიგ შემთხვევებში კრიტიკული დამოკიდებულება მისი ნაწარმოებების მიმართ მეტად მკაცრიც კი იყო. მისი მოთხრობების კრებული „უაინსბურგი, ოჰაიო“ მიჩნეული იყო სკანდალურ ნაწარმოებად და ბევრი კრიტიკოსი მას „საზიზღარ, ბინძურ წიგნს“ უწოდებდა, რეცენზიებში ლანძღავდნენ ნაწარმოებს და ავტორს სექსის პრობლემებით ავადმყოფურად გატაცებულ ადამიანად თვლიდნენ. [ვ. ჭკადუა. 1972:24] „ხელები“ იყო ერთ-ერთი, რომლის ციტირებასაც ამ კონტექსტში ხშირად ახდენდნენ. ჰომოსექსუალიზმის თემა, რომელიც „ფრთხილად“ არის წარმოჩენილი ამ მოთხრობაში, ითვლებოდა ნოვატორობად იმ პერიოდის მწერლობისთვის და ამ ნოვატორობის ხარისხი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ პროფესიონალი ლიტერატურული კრიტიკოსებისთვის, არამედ მკითხველი საზოგადოებისთვისაც, რომ სეილემში, ახალი ინგლისის პურიტანებმა ეს წიგნი „საზეიმო” ვითარებაში კოცონზე დაწვეს.

თავად ანდერსონი მოგვიანებით, 1929 წლის ნოემბერში, ასე წერდა: „საკმაოდ დიდხანს, ჩემი მწერლობის დაწყებიდან, მე მკიცხავდნენ. ახლა კი სულ დამივიწყეს. ჩემს ,,უაინსბურგ, ოჰაიოს“ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს უწოდებდნენ. რა უცნაურად აღიქმება ახლა ასეთი განმარტება.“ [Кандель. 1959:18] ამ სიტყვებში უკვე ჩანს ის დამოკიდებულება, რომელსაც მის მიმართ იჩენდა კრიტიკოსთა თუ მთელი არა, გარკვეული წრეები მაინც.

უარყოფითი შეფასებების პარალელურად წიგნს დამცველებიც გამოუჩნდნენ. კრიტიკოსი ჰენრი მენკენი მიესალმა „ლიტერატურის ამ შესანიშნავ ნაწარმოებს“, რომლის პროზას ახასიათებს სილამაზის განუმეორებლობა. ირლანდიელი კრიტიკოსი მერნი კოლუმნი მიიჩნევდა მას ამერიკის უნატიფეს პროზაიკოსად, ხოლო რებეკა უესტი - ყველაზე საინტერესო პიროვნებად ამერიკელ მწერლებს შორის. ანდერსონის თანამედროვე პოეტი ჰარტ კრეინი „უაინსბურგის“ შესახებ წერდა: „ამერიკამ მუხლმოდრეკით უნდა იკითხოს ეს წიგნი, რომელიც მისი ცნობიერების სახარებას წარმოადგენს.“ [ვ. ჭკადუა. 1972:25]

„სიკვდილი ტყეში“ შედარებით დიდ მოთხრობაა. შესავალში ჩანს, რომ ავტორს მიზნად აქვს დასახული, რომ თხრობის თემა და მასალა ისეთი სტილით იყოს დაწერილი, რომ შეეხამებოდეს სათქმელისა და პერსონაჟის სულისკვეთებას, და შექმნას ფორმისა და შინაარსის ერთიანობის შეგრძნება. სტილი არის უმარტივესი და ამბის თხრობაც მიდის უბრალო ენით. ყოველივე ამის მიზანია, რომ მკითხველს გაუღვიძოს კეთილგანწყობა და მოწყალება მთავარი პერსონაჟის მიმართ. გარდა ამისა, ავტორი იშველიებს სურათოვან ხერხსაც, რათა გააძლიეროს ამბის ზემოქმედება უფრო მდიდარი, ხილვითი ემოციური განცდით. ძირითადი თემის ფონზე აქ შემოტანილია მისტიციზმის ცალკეული ელემენტები, რომელიც კარგად ერწყმის თხრობას. „სიკვდილი ტყეში“ უფრო გვიანდელი ნაწარმოებია. ავტორი ცხრა წელი მუშაობდა მასზე, ვიდრე 1933 წელს საბოლოო სახით გამოაქვეყნებდა იმავე სათაურის მოთხრობათა კრებულში. მანამდე ანდერსონს ჩანახატის სახით ჰქონდა ჩართული წიგნში - „მთხრობელის ამბავი“ (1924), ხოლო ცალკე თავად მის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში - „თარი: შუადასავლეთის ბავშვობა“ (1926)

თუმცა, ეს მოთხრობა აღიარებულია მწერლის გამორჩეულ ნამუშევრად, კრიტიკოსები არაერთგვაროვნად აფასებდნენ მას. 1933 წელს, უილიამ ტროიმ (William Troy (1903-1961), ლიტერატურული კრიტიკოსი, რომელსაც გარდაცვალების მერე მიენიჭა პულიტცერის პრემია ჰენრი ჯეიმსის, გერტრუდა სტაინის, დ. ჰ. ლოურენსის და შექსპირის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ნარკვევებისთვის), გამოაქვეყნა რეცენზია ანდერსონის მოთხრობაზე „სიკვდილი ტყეში“. იგი წერდა, რომ ცალკეული ადგილები ამ მოთხრობიდან იყო ნამდვილი რეგრესი ავტორის მხრიდან, და მისი ტრიუმფი, როგორც მწერლისა, შემთხვევითობა იყო. ტროის მიაჩნდა, რომ ამ ემოციურად შთამბეჭდავ მოთხრობას მაინც ეტყობოდა გარკვეული დაღი ანდერსონისათვის ჩვეული მორიდებული და მოუქნელი თხრობისა [www.enotes.com]. ამასთან დაკავშირებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ტროის ამ კონკრეტულ შეფასებას პრინციპულად არ ვეთანხმებით, რადგან კრიტიკოსს თვალიდან გამორჩა მთავარი მომენტი - კავშირი ესთეტიკურ ტრადიციასთან, რაც კარგად ჩანს მოთხრობის საერთო ფსიქოლოგიურ-მხატვრული სტილისტიკაში. ეს სტილისტიკა საოცრად შეესატყვისება XVIIIს-ის ჰოლანდიელი პეიზაჟისტების და ჟანრული სკოლის ფერწერას, სადაც უაღრესად დრამატული მომენტიც კი გადმოცემულია განზრახ ზომიერი ფერებით, ასე ვთქვათ „აუჩქარებელი ტემპით“. ამ ტიპის მსგავსების გარდა, ანდერსონი ამ მოთხრობაში ერთგულია აგრეთვე უშუალოდ მშობლიური ლიტერატურის ტრადიციისა, კერძოდ, უოშინგტონ ირვინგის და ნათანიელ ჰოთორნის მხატვრული პროზის. აქედან გამომდინარე, ტროის ხსენებული შენიშვნა ჩვენ მცდარად მიგვაჩნია და გაკვირვებას იწვევს.

ამავე დროს, ჩვენ ვიზიარებთ რიგი სხვა მკვლევარის კრიტიკულ დამოკიდებულებას, ოღონდ პრინციპულად მიუღებლად მიგვაჩნია „რეგრესის“ ხმარება ანდერსონის პროზის ევოლუციასთან მიმართებაში.

თ.ს. მეთიუზი (T.S. Matthews, კრიტიკოსი, 1929-1953 წლებში მუშაობდა ჟურნალ „ტაიმის“ რედაქტორად), თავის რეცენზიებში აფასებდა მის ნამუშევარს როგორც უსწორმასწოროს [www.enotes.com]. ჯონ ჩემბერლეინი [www.enotes.com] უარყოფით შეფასებას აძლევდა მთლიანად კრებულს, „უაინსბურგი, ოჰაიო“, და გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ანდერსონის მოთხრობებს მხოლოდ ხარისხი აკლია, და ადრინდელი თვალსაზრისი მის შემოქმედებაზე საჭიროებს პრინციპულ გადახედვას.

შერვუდ ანდერსონის შემოქმედების ირგვლივ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების შეფასებისას, გვერდს ვერ ავუვლით ამერიკელი კრიტიკოსის, ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორის ჰილბერტ ჰ. კემპბელის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელიც ეხება მოთხრობების კრებულს ,,უაინსბურგი, ოჰაიო''. ამ შემთხვევაში ჩვენს კონკრეტულ შენიშვნას ჩვენ ვაკავშირებთ კემპბელისეულ პარალელთან ანდერსონსა და სოლოგუბს შორის. თავის კვლევაში იგი ყურადღებას აქცევს იმ მსგავსებას, რაც მას თვალს მოხვდა რუსი მწერლის ფ. სოლოგუბის მოთხრობების და ანდერსონის კრებულის „უაინსბურგი, ოჰაიოს“ მოთხრობების შედარებისას. კერძოდ, მახვილი გადატანილია ორ მოთხრობაზე: სოლოგუბის „თეთრ ძაღლზე“ და ანდერსონის „თავგადასავალზე“. ჩვენი შენიშვნა ეხება ეპიზოდების გარეგნულ მსგავსებას: სოლოგუბის მოთხრობაში მთვარიან ღამეში უცნაური ჟინით ატეხილი ქალი პერსონაჟი გაშიშვლებული ყმუის მგელივით მიწაზე გართხმული შუა ეზოში. კემპბელისეული ვერსიით წარმოდგენილი მსგავსება ეყრდნობა ამ ქალის სიშიშვლეს და ანდერსონის უბედური პერსონაჟის სხეულის სიშიშვლეს (მოთხრობაში „სიკვდილი ტყეში“). გარდა ამისა, ანდერსონთან მეორდება აგრეთვე ძაღლის და მგლის თემა.

დავუბრუნდეთ მოთხრობას „თავგადასავალი“. მთავარი გმირი, ელის ჰაინდმენი, ასევე მარტოხელა, ელოდება თავის შეყვარებულს, რომელიც აღარ უბრუნდება ელისს. ასეთმა ერთგულმა ლოდინმა ელისი გარიყულ ადამიანად აქცია. ერთ წვიმიან საღამოს მას ეუფლება გიჟური სურვილი, რომ შიშველი გაიქცეს გარეთ და ირბინოს ქუჩებში. ველური, სასოწარკვეთილი გრძნობით მოცული ის გარბის წვიმაში. მან აღარ იცის რა უყოს საკუთარ თავს და წვიმა შვების მომცემ ძალად ეჩვენება. ბოლოს იგი ეცემა მიწაზე და ხოხვა-ხოხვით მიცოცავს სახლისკენ.

ამ მოთხრობების გაანალიზება, იმ ადგილების შედარება, სადაც აღწერილია ზემოთ მოყვანილი პერსონაჟების ემოციური მდგომარეობა ალბათ იძლევა იმის საფუძველს, გამოვთქვათ მოსაზრება, რომ ანდერსონს წაკითხული ჰქონდა სოლოგუბის ეს მოთხრობა და შემდგომში, უკვე თავის მოთხრობაში გამოიყენა ეს ფრაგმენტი პატარა ცვლილებებით. ამ მოსაზრებას ჩვენ გამოვთქვამთ ჯერ ვარაუდის დონეზე (ვარაუდის იმიტომ, რომ დაბეჯითებით ამის მტკიცება ამ ეტაპზე ძნელია. ეს საჭიროებს შემდგომ კვლევას).პარალელის გასავლებად არა მხოლოდ ამ მოთხრობების მოყვანა შეიძლება. მაგალითად გამოდგება ანდერსონის ისეთი მოთხრობები, როგორიცაა: „წიგნი გროტესკულ ადამიანებზე“, „მარტოობა“, „დედა“, „თენდი“, რაც მსგავსებას პოულობს სოლოგუბის მოთხრობებთან „შუქი და ჩრდილები“ და „თეთრი დედა“.

პარალელიზმი საერთოდ ხშირი მოვლენაა ისტორიაში და მით უმეტეს, ლიტერატურის ისტორიაში. მხატვრულ-იდეური მოდელის მსგავსება არის შედეგი ისტორიულ-ეპოქალური პროცესებისა. რიგ შემთხვევებში, ასეთი მსგავსება განპირობებულია ხოლმე ავტობიოგრაფიული მომენტითაც. ჩვენს მიერ აღნიშნულ ავტორებთან ჩანს მსგავსი პარალელიზმები მათ პირად განცდებში, ცხოვრებისეულ გამოცდილებაში, რაც შემდგომში ასახვას პოულობს მათი გმირების მხატვრულ სახეებში. ანდერსონის და სოლოგუბის გმირების ბედი არის ანარეკლი მათივე ბიოგრაფიისა. მარტოობის, გაორების განცდა, რაც შედეგია გარკვეულ, ცხოვრებისეულ ვითარებაში წარმოქმნილი კონფლიქტისა, არის ის ძირითადი ხაზი, რომელიც გასდევს ზემოთ აღნიშნულ მოთხრობებს. უნდა ითქვას, რომ ზნეობრივი პოლარიზაციის საკითხი განსაკუთრებით დამახასიათებელი გახდა რუსული ლიტერატურისთვის ჯერ კიდევ XIXს-დან, და არამარტო რუსული მწერლობისთვის, არამედ ზოგადად, დასავლური ლიტერატურისათვის, რაც იყო მაჩვენებელი იმ სულიერი კრიზისის, რომელიც მწიფდებოდა ევროპაში იმ პერიოდში. ზნეობრივი პოლარიზაცია, რაც ასე გამოკვეთილად ჩანს ანდერსონისთვის მშობლიურ, ამერიკულ ლიტერატურაშიც, მომდინარეობს პურიტანული მსოფლმხედველობიდან. თავის დროზე ამ მსოფლმხედველობის გამტარებელი ამერიკულ ლიტერატურაში იყო ჰოთორნი, რომლის მემკვიდრედაც და ტრადიციების გამგრძელებლადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოგვიანებით მოგვევლინა შერვუდ ანდერსონი.

უნდა აღინიშნოს, რომ ანდერსონი აქტიური მკითხველი იყო, და მის შემოქმედებაზე ბევრმა მწერალმა იქონია ზეგავლენა, მათ შორის რუსმა მწერლებმაც. და რადგან ბევრი რამ რუსული ლიტერატურიდან მისთვის მისაღები და ახლო იყო, შეიძლება ითქვას, რომ ეს ზეგავლენა შემდგომში გადაიზარდა მის ერთგულებაში რუსული ლიტერატურისადმი. 1923 წლის იანვარში ანდერსონი წერდა რუს მთარგმნელს პ.ფ. ოხრიმენკოს: „ჩემი მოთხრობების კითხვისას, თქვენ, ალბათ, შენიშნავდით, რომ მე ბევრს უნდა ვუმადლოდე რუს მწერლებს. მე ვიქნები ბედნიერი, თუ შევძლებ, რომ რუს მკითხველს მივანიჭო ესთეტიური სიამოვნება და უფრო მეტი სიღრმითა და სისავსით დავანახო რუს ხალხს ამერიკის ცხოვრება და ამით მცირედით მაინც გადავიხადო ჩემი ვალი მათ წინაშე. ვიდრე არ აღმოვაჩინე რუსი პროზაიკოსები, თქვენი ტოლსტოი, დოსტოევსკი, ტურგენევი, ჩეხოვი, ვთვლი, რომ მე არ წამიკითხავს ისეთი პროზა, რომელიც დამაკმაყოფილებდა რუს მწერლებთან ყველგან, თითოეულ ფურცელზე იგრძნობა ცხოვრება.“ [Б.Л. Кандель. 1959: 3-18]

მართალია, ამ წერილში სოლოგუბის გვარი არ ფიგურირებს, მაგრამ ამ მწერლის ნაწარმოებები ანდერსონისთვის ხელმიუწვდომელი არ უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ერთ ფაქტს. 1915 წლის ივნისში ლონდონში მარტინ სეკერმა გამოაქვეყნა ჯონ კორნოსის მიერ შესრულებული თარგმანი სოლოგუბის კრებულისა „ძველი სახლი და სხვა მოთხრობები“, ხოლო 1916 წელს ალფრედ კნოპფის მიერ გამოვიდა ამ თარგმანის ამერიკული გამოცემა. 1915 წელს ანდერსონი უკვე მუშაობდა უაინსბურგის ციკლის მოთხრობებზე და 1916 წლის თებერვალსა და მარტში პირველად გამოქვეყნდა „წიგნი გროტესკულ ადამიანებზე“ და „ხელები“. სოლოგუბის მოთხრობების თარგმანის ასლი ნაპოვნი იყო ანდერსონის წიგნებს შორის მისი გარდაცვალების მერე. კვლევის ამ დეტალს საკმაოდ ართულებს ერთი მომენტი, რაც განაპირობებს თავისებურ ინტრიგას ჭეშმარიტების დადგენაში: როგორც კრიტიკოსი კემპბელი აღნიშნავს, ეს ასლი დაკარგულია, მაგრამ სავარაუდოდ, იგი უნდა ყოფილიყო აღებული კნოპფის 1916 წლის გამოცემიდან. თავისთავად „უაინსბურგი, ოჰაიო“ მიჩნეულია ერთ-ერთ მთავარ და წამყვან ნაწარმოებად ანდერსონის შემოქმედებაში, რომელმაც თავისებური კვალი დატოვა ამერიკულ ლიტერატურაში. მაგრამ, იყო თუ არა იგი შექმნილი ნაკლებად ცნობილი რუსი მწერლის ნაწარმოებების ზეგავლენის ქვეშ, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ამის მტკიცება ამ ეტაპზე პრობლემატურია.

საერთოდ, გავლენის თემა მუდამ საჩოთირო და საფრთხილო თემად ითვლებოდა ლიტერატურის კვლევის სფეროში. შესაბამისად, ჩვენი პოზიციაც საკმაოდ ფრთხილია კემპბელის ინფორმაციასთან მიმართებაში. ვინაიდან, ჩვენს ხელთ არ არის სრული აკადემიური შრომა ანდერსონის ბიოგრაფიისა და შემოქმედების საკითხზე, ამიტომ ვეყრდნობით იმ ინფორმაციას, რაც უფრო ხელმისაწვდომია, და სადაც რუსი მწერლების გავლენის საკითხში მუდამ იხსენიება ტოლსტოი, ჩეხოვი, დოსტოევსკი, მაგრამ არსად არ არის ნახსენები ფ. სოლოგუბი. ამავე დროს, შ. ანდერსონი, არაერთგზის და არამხოლოდ ფოლკნერის ან ჰემინგუეის ან კიდევ სხვა მწერლის მიერ, იყო აღიარებული, როგორც უაღრესად პატიოსანი და მართალი პიროვნება - და აქედან გამომდინარე, მისი ასეთი სიმართლის სიყვარული და მადლიერება მისი წინამორბედებისადმი, არ მისცემდა უფლებას, რომ დიდ რუს მწერლებთან ერთად ფ. სოლოგუბიც არ ეხსენებინა - მით უმეტეს, რომ, თუ დავუჯერებთ კემპბელს, მან ლამის მზა სურათი და სცენა გამოიყენა მისი ნოველიდან.

ჩვენს ასეთ სიფრთხილეს კიდევ მეორე არგუმენტიც განაპირობებს: ფაქტია, რომ 1920-30-იან წლებში არ იყო არც ერთი მწერალი, რომელსაც არ ჰქონდა რაიმე ფორმით მაინც, ესოდენ პოპულარული ზ. ფროიდის მოძღვრების ზეგავლენა, და ამ მწერლებს შორის, ცხადია, ანდერსონიც იყო. ამას დაბეჯითებით ვამტკიცებთ, რადგან მთელი მისი მოთხრობებისა თითქმის გამოძახილია ფროიდის მიერ ჩამოყალიბებული სექსუალური ნევროზის სიმპტომებისა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რასაც ერთი ნაწილი კრიტიკოსებისა მიიჩნევდა სუსტ მხარედ ანდერსონის შემოქმედებაში და უარყოფითად აფასებდა, მეორე ჯგუფი კრიტიკოსებისა ზუსტად იმავე მომენტებზე აკეთებდა აქცენტს და აღიარებდა მის შემოქმედების საუკეთესო ნაწილად. ასეთ ვითარებასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ნამდვილად ვერ გავიზიარებთ უკიდურეს პოლარიზაციას ანდერსონის შემოქმედების შეფასებაში. მართალია, დასაშვებად მიგვაჩნია, რომ კვლევის შემდგომ სტადიაზე, ანდერსონის პროზის კიდევ უფრო ძირეულმა და ღრმა კვლევამ შეიძლება გარკვეული კორექტივები შემოიტანოს ჩვენს დღევანდელ პოზიციაში, მაგრამ ეს კორექტივები არ იქნება დიამეტრალურად საწინააღმდეგო. ამის მიზეზი იმდენად მარტივია, რომ სწორედ ამის გამო გაოცებას იწვევს ჭარბი ემოციურობით გაჟღენთილი კრიტიკული შეფასებები, რომლებიც არ ითვალისწინებენ შერვუდ ანდერსონის მუდმივ კეთილგანწყობას ადამიანთა მიმართ, მიუხედავად იმ აუარება მინუსისა და ნაკლისა, რასაც ის ამჩნევდა საზოგადოებაში; ჩვენის აზრით, სწორედ ამ მომენტმა უნდა გადასწონოს ცალკეული მინუსები მისი პროზის ტექნიკურ მხარეში.

ლიტერატურა
Literature
Литература

  1. თოფურიძე, ც., ამერიკული ნოველა.-თბ.: საბჭოთა საქართველო, 1968 წ. ტ.I. გვ.5-22.

  2. ჭკადუა, ვ.,შერვუდ ანდერსონი.-თბ.: განათლება, 1972 წ. გვ 73

  3. Андерсон, Ш. Рассказы/ Сост. и вступ. статья Б. Л. Канделя..-C.3-18.- М.- Л.: Гослитиздат, 1959.- 507с.

  4. Мелетинский Е. М., Историческая поэтика новеллы.- М., 1990.-С.3-4.

  5. Фолкнер, У.,О Шервуде Андерсоне. Статьи, речи, интервью, письма./Пер. Ю.Палиевской.- М.: Радуга, 1985.-C.42-48.

  6. Campbell, H. H. The `Shadow People': Feodor Sologub and Sherwood Anderson's “Winesburg, Ohio''.Published in www.encyclopedia.com/doc/1G1-19638477.html bolo naxva 21.09.2008.

რეზიუმე
ლიტერატურული მოდის კანონზომიერება და კრიტიკული თვალთახედვის
მონაცვლეობა შერვუდ ანდერსონის მემკვიდრეობის მაგალითზე

თამარ ხეცურიანი

წინამდებარე სტატია წარმოადგენს ამერიკელი მწერლის, შერვუდ ანდერსონის პროზის შეფასებას ნოველისტიკის მხატვრული მოდელის კონტექსტში. ნაშრომში გაშუქებულია და შეფასებულია რიგ მეცნიერთა ხედვა და მიდგომა ანდერსონის ცალკეული ნოველების მიმართ მათ კრიტიკულ წერილებსა თუ სტატიებზე დაყრდნობით.

ნაშრომში, ასევე, მოცემულია ამერიკული ნოველის განვითარების მოკლე მიმოხილვა.

SUMMARY
REGULARITIES OF A LITERARY STYLE AN
D INTERCHANGES
OF THE CRITICAL VIEW-POINTS IN REFERENCE TO
SHERWOOD ANDERSON'S LITERARY HERITAGE
TAMAR KHETSURIANI

The present article is a short review of the prose of American novelist and short-story writer, Sherwood Anderson. It gives the evaluation of the critical comments done by a number of scientists in reference to the writer's prose, particularly, in the context of a short-story model.

The work also presents a brief survey of the stages in the development of the American Short Story.

РЕЗЮМЕ
ЗАКОНОМЕРНОСТИ В ЛИТЕРАТУРНОЙ МОДЕ И ЧЕРЕДОВАНИЕ КРИТИЧЕСКИХ ТОЧЕК ЗРЕНИЯ ОТНОСИТЕЛЬНО
ПРОИЗВЕДЕНИЙ ШЕРВУДА АНДЕРСОНА

ТАМАРА ХЕЦУРИАНИ

Данная статья касается оценки прозы американского писателя Шервуда Андерсона, в аспекте художественной модели в новеллистике.

В работе рассмотрена и дана общая оценка критических статей ряда исследователей, в которых освящены их взгляды и их представления относительно некоторых новелл.

Часть работы представляет собой экскурс, касающийся развития американской новеллы.

2.2 ჰიმნოგრაფიის ფორმის საკითხი

▲ზევით დაბრუნება


თინათინ ბიგანიშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
მეცნიერებატა ფაკულტეტის დოქტორანტი

ჰიმნოგრაფიის ფორმის საკითხი მეცნიერ მკვლევართა შორის დიდხანს იყო კამათის საგანი. დავა ძირითადად პავლე ინგოროყვას თეორიამ გაამწვავა, რომელიც ძველ ქართულ ლიტერატურაში ლექსის სამ სახეობას გვთავაზობს: 1. სილაბური მუხლედოვანი ლექსი (ძველი ქართული კლასიკური ლექსი); 2. სილაბური უკვეთელი ლექსი (ძველქართული საგალობელთა ,,მარცვლედი“); 3. „წყობილი სიტყუა რიცხუედი“, იგივე „წყობილი სიტყუაჲ”, ძველი ქართული თავისუფალი უმარცვლო ლექსი, შინაარსობლივ-ტაეპობრივი რიტმიკით (ინგოროყვა 1965: 19-20).

საგალობელთა რიტმის საკითხს პ. ინგოროყვა მეტრული პუნქტუაციის მიხედვით წყვეტს.ჰიმნების რიტმიკის საკუთარი ვერსიის დასადასტურებლად პ. ინგოროყვას ნიმუშები მოჰყავს მიქაელ მოდრეკილის კრებულის მეათე საუკუნის ხელნაწერიდან, კერძოდ, იოანე მინჩხის აღდგომის საგალობლები და მათ სქემატურად გვთავაზობს, რათა თვალსაჩინო იყოს, თუ როგორ ემთხვევა ერთი ოდის ფარგლებში სტროფთა ტაეპობრივი წყობა ძირითად სტროფს, ანუ სძლისპირს.

პ. ინგოროყვას არაერთმა მეცნიერმა გაუწია ოპონირება. მათ შორის იყვნენ კ. კეკელიძე და აკ. გაწერელია, რომელიც იცავდა პოზიციას, რომ ჰიმნოგრაფიაში სალექსო ფორმების ძიება (იამბიკოს გარდა) არის ამაო ცდა და რომ „მეტრის გარეშეც ჰიმნები მაღალი პოეზიაა“. ასევე - თანამედროვე ჰიმნოლოგები, რომელთა პოზიციასაც ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ.

თანამედროვე ჰიმნოლოგთა შორის განსაკუთრებით საინტერესოა ნ. ნაკუდაშვილის ,,ჰიმნოგრაფიული ტექსტის სტრუქტურა”. ავტორის კონკრეტული ამოცანაა მაქსიმალურად მოჰფინოს ნათელი დავას ჰიმნოგრაფიულ ტექსტებში სალექსო ფორმების და სხვადასხვა საზომების ძიების შესახებ. დაასაბუთოს, თუ რაში მდგომარეობს კანონის, როგორც ჰიმნოგრაფიული პოეზიის ერთ-ერთი უმთავრესი ფორმის პოეტურობა, რა შეგვიძლია ჩავთვალოთ კანონის პოეზიად გამოცხადების უმთავრეს კრიტერიუმებად და რატომ არის ლექსის, საზომის, რიტმის ზოგადი ფენომენიდან გამომდინარე საფუძველს მოკლებული ტროპართა მარცვლოვანი სტრუქტურის გამეორებადობა მთლიანი ოდის ფარგლებში იმ რიტმად გამოვაცხადოთ, რომელიც მსმენელისთვის ან მკითხველისთვის ისე შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც სხვა შემთხვევებში თანაზომიერ ერთეულთა კანონზომიერი მონაცვლეობა.

საკითხის გაშლას ნ. ნაკუდაშვილი რიტმის და მეტრის ცნებების ეტიმოლოგიური განხილვით შეუდგა და დასძენს, რომ „სიტყვები, „რიტმი“ და „მეტრი“ ყოველთვის როდი ატარებდნენ იმ მნიშვნელობას, რასაც მათში თანამედროვე ლექსმცოდნეობა გულისხმობს” (ნაკუდაშვილი 1996: 11).

ავტორი, სწორედ რიტმის თანამედროვე ლექსმცოდნეობის გაგებიდან გამომდინარე, უარყოფს ჰიმნოგრაფიასთან კავშირში ტერმინს „რიტმული პოეზია“ და მას მეცნიერულ ნონსენსად აცხადებს. მით უმეტეს, როცა მისივე კვლევიდან გამომდინარე, რიტმის თანამედროვე გაგება (თანაზომიერ ერთეულთა კანონზომიერი გამეორება) ჰიმნოგრაფიის ძირითად ნაწილში (იამბიკოს გარდა) არ გვხვდება.

ამ ვერსიის დასადასტურებლად ნ. ნაკუდაშვილი გვთავაზობს სქემებს, სადაც თანაბარი მარცვლოვანი შედგენილობის ტროპართა გამეორება გვხვდება ოდებში, თუმცა ეს, ნ. ნაკუდაშვილის აზრით, არ არის საკმარისი ოდაში თანაბარმარცვლიან ტროპართა გამეორება ოდის სალექსო ფორმად გამოცხადების საფუძვლად მივიჩნიოთ და ამგვარი ფსევდორიტმულობით მოვნათლოთ კანონი. ამ აზრის დასადასტურებლად ნ. ნაკუდაშვილი მიმართავს ფსიქოლოგიის მეცნიერულ ჭეშმარიტებას ყურადღების კონცენტრაციისა და რიტმის აღქმის ფსიქოლოგიური ზღვრის შესახებ: „25 მარცვალი ის მაქსიმუმია, რაც საუკეთესო პორობებში შეიძლება აღიქვას ადამიანის ცნობიერებამ ერთ, თუმცა ქვეჯგუფებად დანაწილებულ ერთეულებად“ (ნაკუდაშვილი 1996: 19).

სწორედ ამის მიხედვით არის შედგენილი მის მიერ შემოთავაზებული სქემა საგალობელთა მარცვლოვანი სტრუქტურისა და მათი განმეორების შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ ხშირად განმეორებათა შუალედი სცდება 3 - 4 წამს, რომელიც არის მაქსიმუმი რიტმის ნორმალური აღქმისთვის და აქედან გამომდინარე, ოდაში ტროპართა თანაბარი მარცვლოვანი სტრუქტურის პერიოდული განმეორებადობა ვერ გამოდგება რიტმის იმ გაგებად, რაც საშუალებას მოგვცემს, ოდები სალექსო ფორმებად გამოვაცხადოთ: ,,სხვადასხვა სალექსო სისტემაში შემავალ საზომთა სკრუპულოზური ანალიზი საჭიროდ აღარ მივიჩნიეთ, რადგან ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს, ზედაპირზე დევს და ერთი თვალის გადავლებითაც ადვილი შესამჩნევია: რიტმული სტრუქტურა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიქმება, თუ ხანგრძლივობის ელემენტები და კავშირები ჩართულნი იქნებიან ერთი და იმავე ფსიქოლოგიური აწმყოს ჩარჩოებში. თუ პროპორციულად გავადიდებთ ყველა ხანგრძლივობას, დადგება დრო, როცა აღქმული იქნება უკვე არა რიტმი, არამედ თანმიმდევრობა ერთმანეთთან დაუკავშირებელი ბგერებისა. როგორც დადასტურდა, ეს ზღვარი მიიღწევა დაახლოებით 2 წამის ინტერვალის დროს, რიტმის შეგრძნება ქრება. თუ ინტერვალი განმეორებად ელემენტებს შორის აღემატება 2 წამს, ეს ელემენტები უკვე აღარ აღიქმება ერთმანეთის მიმდევრად” (ნაკუდაშვილი 1996 : 22).

ქართული ხელნაწერების შესწავლამ მეცნიერებს ჰიმნოგრაფიული პოეზიის თვისებების განზოგადების საშუალება მისცა და შედეგად, არაერთი სამეცნიერო გამოკვლევა მიეძღვნა როგორც ჰიმნოგრაფიული კანონის კომპოზიციას, ასევე მისთვის დამახასიათებელ სხვა პოეტურ კატეგორიებს. ერთ-ერთი ამგვარი ნაშრომია ლიანა კვირიკაშვილის „ჰიმნოგრაფიული კანონის კომპოზიცია“. ავტორი საკუთარ პოზიციას ბიზანტიური პოეზიისა და ანტიკური პოეზიის შეპირისპირებით წარმოგვიდგენს. ამ მხრივ, ჩვენთვის ყველაზე მეტად საგულისხმოა ის, რომ მკვლევარი ჰიმნოგრაფიული ტექსტების აშკარა და მიზანმიმართული ასიმეტრიულობის საფუძველს ზოგადად ქრისტიანული კულტურის ესთეტიკურ პარამეტრებში ხედავს. ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ტროპართა შიგნით არაპროპორციულობის კანონი მოქმედებს. ჰიმნოგრაფიული კანონის ერთ-ერთი მახასიათებელი, კლასიკური პოეზიის სიმეტრიისგან განსხვავებული სტრუქტურა, ლ. კვირიკაშვილის აზრით, კანონის კომპოზიციის შესასწავლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია: „როგორც ცნობილია, ჰიმნოგრაფიულ თხზულებათა, კერძოდ, კანონთა, რიტმულ აგებულებას განსაზღვრავს ისოსილაბიზმი და აქცენტუაციის კანონზომიერება. რას წარმოადგენს სტრუქტურულად ცალკე აღებული ტროპარი, ანუ მუხლი? ჩვეულებრივ (ვგულისხმობთ არაიამბურ ბერძნულ საგალობლებს), იგი შედგება სხვადასხვა რაოდენობის მარცვალთა შემცველი პერიოდებისგან, რაოდენობრივი თანაფარდობანი ძალიან იშვიათად არის დაცული. როგორც წესი, პერიოდები არათანაბარმარცვლიანია. გარდა ამისა, ტროპარს არ ახასიათებს მონაკვეთთა ურთიერთშესატყვისობა უკანასკნელი მელოდიური, რიტმული მახვილის ადგილის მიხედვით და არც საერთოდ მელოდიურმახვილიანი და უმახვილო მარცვლების კანონზომიერი მონაცვლეობა, ანუ მახვილთა სიმეტრიული განაწილება. ერთი სიტყვით, ტროპარის შიგნით არაპროპორციულობის, ასიმეტრიულობის კანონი მოქმედებს” (კვირიკაშვილი 1982: 9).

ავტორი ასევე მიუთითებს ჰიმნოგრაფიული ტექსტების სტრუქტურის კიდევ ერთ თავისებურებას. მისი აზრით, მართალია, ტროპარი სცდება ვერსიფიკაციულ ჩარჩოებს, მაგრამ ის მაინც წარმოადგენს პოეტური ფორმის ნიმუშს, რადგან სიმეტრია აქ ერთგვარად ალტერნატიული სახით ვლინდება: „მთავარია ის, რომ არაპროპორციული რიტმული მონაკვეთებისაგან შედგენილი ტროპარები თითოეულ ოდაში ქმნიან რთულ კომპოზიციას, რომელსაც ახასიათებს ნაწილთა სიმეტრიულობა, გამოხატული ტროპართა განსაზღვრული მონაკვეთების სილაბური თანაფარდობით. ბიზანტიურსა და ქართულ ჰიმნოგრაფიაში ერთი ძირითადი პრინციპია გატარებული: „არაპროპორციულად ასიმეტრიულად აგებული შედარებით მცირე ერთეულების - ტროპარებისაგან მიიღება სიმეტრიაზე დაფუძნებული გალობა. ჩვენ დასაშვებად ვთვლით, გამოვლენილ იქნას საგალობლებში სტრუქტურის ტრანსლაციური სიმეტრია. ოდის ყოველი ტროპარი მეტრული თვისებებით ადასტურებს ელემენტარული ფიგურის - ირმოსის - თანხვედრას თავის თავთან. სიმეტრიის ოპერაციების შედეგად იგება ექვივალენტური მონაკვეთები“ (კვირიკაშვილი 1982: 10).

ჰიმნოგრაფიულ კანონში არ გვეგულება სალექსო ფორმა ტრადიციული ან თანამედროვე ლიტერატურის თეორიის გაგებით, თუმცა ქრისტიანული ლიტერატურის ფარგლებში სახელწოდებები კანონი, სტიქარონი, ოდა, გალობა სწორედ ტექსტების პოეტურ ფორმაზე მიუთითებს (უძველესი. 1980: 685).

საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ჩამოყალიბდა იმ ეპოქაში, როცა სასულიერო ლიტერატურის ჟანრობრივი თავისებურებების შესახებ წმ. მამათა პოზიციები გამოიკვეთა. სისტემატიზაციის პერიოდში, რა თქმა უნდა, აქტუალური იყო კლასიკური და ქრისტიანული ფორმების განსხვავება-მსგავსების პრობლემა: „კლასიკური ლიტერატურული ფორმისა და ქრისტიანული შინაარსის თანაარსებობა ეთანხმება სტილის ახალ ცნებას, რომელიც მიქაელ ფსელოსის მიერ „თეოლოგიურად“ არის სახელდებული და რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში საღვთისმეტყველო-რიტორიკულ სტილს უწოდებენ. მიქელ ფსელოსი გულისხმობდა ქრისტიანული სადა სტილის შერწყმას რიტორიკულ და ფილოლოგიურ მაღალფარდოვნებასთან გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომებში“ (ბეზარაშვილი 2008: 59).

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ჰიმნოგრაფია, პოეტური ფორმის მიუხედავად, შორს დგას ვერსიფიკაციული ჩარჩოებისგან. ამის ერთ-ერთი საფუძველი კი ის არის, რომ ჰიმნოგრაფია ტრადიციული სალექსო სისტემის საპირისპიროდ შეიქმნა (ბეზარაშვილი 2001: 113). მისი პარამეტრები სხვაგვარია, რომელთაგან ძირითადია სახეთა პარალელიზმი. ის კი, თავის მხრივ, ფუნდამენტურ ქრისტიანულ კატეგორიას ემყარება, ესაა იერარქიულობა, როგორც უმთავრესი ესთეტიკური ფენომენი. იერარქიის პრინციპითაა აგებული ლიტურგიის წესი, ხილული და უხილავი ეკლესიის წყობა, მთელი ღვთისმსახურება და ღვთისმეტყველება. იერარქიაა ყოფის ფუძე - პირველხატი, პირველსახე, პირველმიზეზი და მასთან მიმართებაში ყველა სხვა დანარჩენი სახეები. მეორე მხრივ, ტროპარში სახეთა პარალელიზმი სწორედ იერარქიას ეფუძნება და სახეების იერარქიული განლაგება შედეგად ტექსტის დაყოფას გვაძლევს. ეს პრინციპი მოქმედებს არა მარტო ტროპარს შიგნით, არამედ ოდის შიგნითაც, რადგან სძლისპირ-ტროპართა მიმართება, როგორც მოდელისა და მისი ვარიაციებისა სწორედ იერარქიის გარდაუვალი მექანიზმის მოქმედების შედეგია. ხოლო თავად ოდების სტრუქტურა კანონის ფარგლებში ასევე იერარქიას ეფუძნება, ესაა ცხრა ბიბლიური ფუძე-გალობის, როგორც მოდელის იპოდიგმურობა ჰიმნოგრაფიული კანონის თემატიკისთვის. ამგვარი მიმართებები ქმნის იერარქიით მოწესრიგებულ მონაცვლეობას, რომელიც ქმნის რიტმის არა სენსორულ დონეზე შეგრძნებას, როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს ნ. ნაკუდაშვილი, არამედ რიტმის ინტელექტუალურ დონეზე განცდას (კვირიკაშვილი 1982: 89). შესაბამისად, ამგვარად მოწოდებული იერარქიულობა არა მარტო ტროპარის, არამედ ოდის და მთლიანად კანონის სტრუქტურის საფუძველს წარმოადგენს (რიტმის ინტელექტუალურ დონეზე შეგრძნების მაგალითები ბუნებაში ხშირად გვხვდება, მაგალითად, დღე-ღამის, კვირის დღეების, თვეების, წელიწადის დროების და ა.შ. რიტმს უფრო ინტელექტუალურად (დაკვირვების და გაანალიზების ხარჯზე) განვიცდით, ვიდრე სენსორულად).

აქედან კი ამგვარი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია: თუკი ტროპართა პოეტური სტრუქტურის საფუძველი არის სახეთა პარალელიზმი, რომელიც, თავის მხრივ, იერარქიულობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას წარმოადგენს, მაშინ ოდისა და კანონის სტრუქტურის ხერხემლადაც თუ იერარქიული წყობა გვეგულება, მათი ფორმის პოეტურობაც გარდაუვალი ფაქტია. შედეგად, კანონი, თავისი კომპოზიციური აგებულებით არის კონკრეტულ თარგზე გამოჭრილი სტრუქტურა, რომელშიც ელემენტების ურთიერთმიმართება იერარქიის პრინციპზე დამოკიდებული ურთიერთმონაცვლეობითაა გამოხატული და ეს კი ქმნის რიტმის ფიქსაციას, რომელიც, მართალია, არ აღიქმება სენსორულ დონეზე, მაგრამ საკმარისადაა გამოვლენილი იმისათვის, რომ ის ამ სტრუქტურის (მთლიანობაში) პოეტურ ტექსტად განცდის საფუძველს იძლეოდეს.

აქედან გამომდინარე, კანონში გვხვდება ერთგვარი ინტელექტუალურ-ანალიტიკური „რითმა“, რომელსაც სახეთა პარალელიზმი ჰქვია, ასევე ინტელექტუალურ-ანალიტიკური „რიტმი“, როგორც „დაფარული სიმეტრიის“ შემეცნებითი ჭვრეტა (კვირიკაშვილი 1982: 89) და კანონის იერარქიული კონსტრუქციის თითოეული წევრის კანონზომიერ მონაცვლეობას გულისხმობს. ეს კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვაღიაროთ, გამოვთქვათ აზრი: ანტიკურ ფორმებთან დაპირისპირებაში და ტრადიციული სიმეტრიული სალექსო სისტემის უარყოფით ჰიმნოგრაფმა ავტორებმა შექმნეს ალტერნატიული პოეტური ფორმა, რომელიც უშუალოდ სასულიერო ჟანრის მწერლობისთვის იყო განკუთვნილი, რომელსაც არ გააჩნია კლასიკური ან თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობისთვის ცნობილი სალექსწყობო პარამეტრები, მაგრამ მასში შეგვიძლია მოვიძიოთ თითოეული ძირითადი ვერსიფიკაციული კატეგორიის ალტერნატიული ელემენტი, რომელიც სწორედ რომ გამორიცხავს მათ აღქმას სენსორულ დონეზე (ნ. ნაკუდაშვილი), თუმცა გულისხმობს მათ განცდას ინტელექტუალურ დონეზე (ლ. კვირიკაშვილი) და ამითაა ჰიმნოგრაფიული კანონი, როგორც ერთიანი პოეტური ფორმა უნიკალური, დახვეწილი, მაღალესთეტიკური და თავისუფალი სტანდარტული ვერსიფიკაციული ჩარჩოებისგან.

ზემოხსენებული „ინტელექტუალურ-ანალიტიკური რითმა და რიტმი“, როგორც ფენომენი, არ არის სიახლე ლიტერატურული ტექსტის მეცნიერული განხილვის ისტორიაში. სტრუქტურა, ფორმა, რომელიც პირდაპირი (სენსორული შეგრძნების) გზით არაა მოცემული და აღმქმელის შემეცნებითი, ინტელექტუალური პროცესების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს თანამედროვე ლიტერატურისმცოდნეობის თეორიათა უმეტესი ნაწილის წამყვანი კატეგორიაა.

ნაგულისხმევი, მაგრამ არსებული და ირიბი ფორმით წარმოჩენილი ფენომენები ხშირად იმაზე მეტად წარმოადგენენ ტექსტის ამა თუ იმ ფორმით ჩამოყალიბების მიზეზს, ვიდრე ამას თვალსაჩინო ან რეცეპციულად შესაგრძნები კატეგორიები განაპირობებენ. „ინტელექტუალური რიტმი“ და „ინტელექტუალური რითმა“, რომელნიც რეცეპციის დონეზე არ გამოიხატება, არამედ კოგნიტური პროცესების ბევრად მაღალი ფუნქციის მოქმედებას მოითხოვს, რათა გამოვლენილ იქნას, სიმეტრიული პოეზიის (ბერძნულ-რომაული, კლასიკური პოეზია) ალტერნატიულ ფორმებად, ალტერნატიულ გამომსახველობით საშუალებებად შეგვიძლია წარმოვაჩინოთ. შესაბამისად, ამ კუთხით ჰიმნოგრაფიული კანონის ფორმის განხილვა კვლევის ცალკე საგანს წარმოადგენს და შემდგომ შესწავლას უდავოდ მოითხოვს.

ლიტერატურა
Literature
Литература

  1. ქ. ბეზარაშვილი ქ., სააზროვნო მოდელები ბიზანტიურ კულტურაში, ელინოფილობა და ქართული საერო ლიტერატურის წარმოშობის პრობლემა, სემიოტიკა, III, თბ., 2008.

  2. ინგოროყვა პ., თხზულებანი, III, თბ., 1965.

  3. კვირიკაშვილი ლ., ჰიმნოგრაფიული კანონის კომპოზიცია, თბ., 1982.

  4. ნაკუდაშვილი ნ., ჰიმნოგრაფიული ტექსტის სტრუქტურა, თბ., 1996

  5. უძველესი იადგარი, გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს ელ. მეტრეველმა, ც. ჭანკიევმა და ლ. ხევსურიანმა, თბ., 1980.

რეზიუმე
ჰიმნოგრაფიის ფორმის საკითხი
თინათინ ბიგანიშვილი

სახეთა იერარქიული სისტემით გამოვლენილი სიმბოლური სახისმეტყველება, ერთი მხრივ, ფუძეა ტროპართა პოეტური ფორმისა („სახეთა პარალელიზმი“), მეორე მხრივ, კი ის კანონის, როგორც მაღალესთეტიკური პოეტური ფორმის განმსაზღვრელ კატეგორიად გვევლინება, როგორც სძლისპირტროპართა იერარქიული მიმართებისა და მოწესრიგებული მონაცვლეობის მიზეზი, რაც, ჩვენი აზრით, ქმნის რიტმის ალტერნატიულ კატეგორიას - „ინტელექტუალურ რიტმს“. შესაბამისად, ამ კონტექსტში, სახეთა პარალელიზმი აღიქმება, როგორც „ინტელექტუალური რითმა“. აქედან გამომდინარე, კანონი გვევლინება, როგორც კლასიკური და თანამედროვე ლექსმცოდნეობისთვის უცხო, მაგრამ ქრისტიანული ესთეტიკისთვის ჩვეული ასიმეტრიული პროპორციების პრინციპი, სადაც სენსორულად აღქმადი რიტმის ფუნქციას ინტელექტუალურად განცდადი რიტმის ალტერნატივა ცვლის, ხოლო სენსორულად შესაგრძნები რითმების როლს, ინტელექტუალურად აღსაქმელი პარალელური სახეები, ანუ ე.წ. ..სახეთა პარალელიზმი“, ალტერნატიული რითმა ასრულებს.

SUMMARY
THE QUESTION OF FORMS OF HYMNOGRAPHY
TINATIN BIGANISHVILI

Principle of hierarchical structure of a hymnographic canon is shown by parallel symbols and by connection which is between the hirmoes (main hymn) and other hymns. On the other hand, parallel symbols are an alternative form of the rhyme, as an intellectual-analytical form of the rhyme. Connection which is between the hirmoes (main hymn) and other hymns is an alternative form of the rhythm, as an intellectual-analytical form of the rhythm and this is a main principle of hymnographic poetry.

РЕЗЮМЕ
ВОПРОС ФОРМЫ ГИМНОГРАФИЧЕСКОЙ ПОЭЗИИ
ТИНАТИН БИГАНИШВИЛИ

Принцип иерархии выявляется в структуре тропарей, песнопений и гимнографического канона. В связи с этим можно сказать, что паралельные образы со своей стороны являются частью принципа иерархии. Таким образом мы пришли к выводу, что гимнографическая поэзия имеет алтернативные формы, которые являются алтернативными к симетричной греческой поэзии. Алтернативные формы представляют собой алтернативные понятия рифмы и ритма, принцип которой заключается в иерархичной структуре не только одного единственного стиха, но и относительно крупных форм (канон, стихирь и т.д.).

2.3 ვ. ნაბოკოვის ბანქოს თამაში

▲ზევით დაბრუნება


ვიოლეტა ავეტისიანი
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ვლადიმირ ნაბოკოვს ბევრჯერ მიუმსგავსებია ლიტერატურული შემოქმედება ჭადრაკის ამოცანების შედგენისთვის. მკითხველის მიზანია ამოიცნოს ყველა თავსატეხი და აიცდინოს ყველა მახე, რომელიც მისთვის ავტორმა მოამზადა [3]. ნაბოკოვის პროზაში ნამდვილად ბევრია სიტყვათა თამაში, ან, როგორც ის თვითონ ამბობდა, შელოცვა. ნაბოკოვის პროზის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ავტორის განზრახვაში გარკვევაა საჭირო, რათა გაგებული იქნეს მწერლის შემოქმედების არსი.

ჯერ კიდევ ნაბოკოვის ადრეულ რომანებში მონიშნულ არსებით დეტალს გმირის მიერ სიუჟეტის მთლიანობის (სისრულის) არცოდნა წარმოადგენს. გმირმა შეიძლება იფიქროს, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ეს თვითონ მას სურს. მან შეიძლება, აგრეთვე, იფიქროს, რომ მოვლენების შედეგი ზუსტად ის არის, რომლისკენაც ის მიისწრაფვოდა. მაგრამ სხვა გმირებთან და დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობაში შესვლით ის გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიდის [1, 20], კერძოდ კი - სიკვდილამდე.

ამგვარ სურათს ჩვენ ვხედავთ ვ. ნაბოკოვის რომანში - მეფე, ქალი, ვალეტი. რომანი მიეკუთვნება მწერლის ადრეული ნაწარმოებების რიცხვს, რომლებსაც ის რუსულ ენაზე წერდა. ნაბოკოვმა ის ბერლინში დაწერა 1928 წელს, მაშინ, როდესაც მწერალი წერდა ფსევდონიმით - სირინი. თვით რომანის დასახელება თავის თავში შეიცავს თამაშის ჩანაფიქრს. სირინი თავისი მკითხველის თვალწინ „აწყობს“ ბანქოს განლაგებას მეფის - კურტ დრაიერის, ქალის - მარტას და ვალეტის - ფრანცის სახით. ჩვენს წინაშეა „კლასიკური სასიყვარულო სამკუთხედი“, რომელიც რომანის ბოლოს ბანქოს სახლივით ჩამოიქცევა.

განვიხილოთ ამ ნაწარმოების გმირები. კურტ დრაიერი - შუახნის ასაკის მეწარმეა, ზომიერად - ესთეტი, ზომიერად - ინტელექტუალი. ეს არის ადამიანი, მცხოვრები თავის საკუთარ, ოდნავ ეგოისტურ სამყაროში. ის წარმატებული კომერსანტია, რომელმაც თავისი კარიერა უბრალო გამყიდვლიდან დაიწყო. დრაიერი ავლენს ინტერესს ახალი, მისთვის ჯერ შეუცნობელი ნივთებისადმი, მაგრამ როგორც კი ის „ითვისებს“ რაიმეს (ანუ თავისად აქცევს), ესეოდენ გასაგებად და გააზრებულად, ის თანდათან კარგავს ინტერესს მის, ამ უკვე ნაცნობი „სიახლის“ მიმართ და რაღაც ახალზე ოცნებობს. ასეთია საქმის ვითარება მექანიკური თოჯინების წარმოების პროექტის სპონსორობასთან დაკავშირებით. თავდაპირველად ეს გარიგება იზიდავს და აინტერესებს დრაიერს იმიტომ რომ ამან შეიძლება დიდი ფულის შოვნის შანსი მისცეს, იმიტომ რომ მას ეს აინტერესებს და ეს წამოწყება ზოგჯერ ახალისებს კიდევაც. მაგრამ, როგორც კი ამ თოჯინების მექანიზმი ამოცნობილი იქნა, დრაიერის ინტერესი გაქრობას იწყებს, თავის შემდეგ ტოვებს სიცარიელეს, რომელიც უნდა შეავსოს რაიმემ, მისმა უფრო აღმაფრთოვანებელმა და გამრთობმა.

ასეთივე დამოკიდებულება აქვს დრაიერს თავისი სასიყვარულო საქმეების მიმართ. ის ეგოისტურად შორდება ერიკას, მაგრამ მრავალი წლის შემდეგაც ვერ იაზრებს, თუ რაოდენ აწყენინა მას მაშინ, შვიდი წლის წინ.

თავისი ცოლის - მარტას მიმართ მას ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც ამინდისადმი, რომელსაც პერიოდული ცვლილება ახასიათებს. და ყოველ ჯერზე შეჰყურებს ის ამ საოცარ „ცას“ - სახელით მარტა და თუ ის „ღრუბლებმა“ დაფარეს, იმის იმედი აქვს, რომ ისინი მალე დაიფანტებიან და მარტა კვლავ გაუღიმებს. მაგრამ დრაიერი არასოდეს დაფიქრებულა იმის თაობაზე, თუ რატომ არსებობს მასა და მის ცოლს შორის მუდვიმი სიცივე. თავისი ქცევით ის ადასტურებს ერიკას სიტყვებს, რომელმაც ერთხელ უთხრა დრაიერს: „შენ სვამ ადამიანს თაროზე და ფიქრობ, რომ ის ასე იჯდება მარად, ის კი ჩამოვარდება, - შენ ვერც ამჩნევ, - ფიქრობ, რომ ყველაფერი ასევე გრძელდება და აინუნშიც არ აგდებ არაფერს <...>“ [2, 222].*

დრაიერისათვის „სამყარო, როგორც ძაღლი, დგას - მსახურობს, მხოლოდ რომ ეთამაშონ მას“ [იქვე, 223]. ასეთივე დამოკიდებულება აქვს მას თავისი დისშვილის - ფრანცის მიმართ. დრაიერი თანხმდება დაეხმაროს მას იმიტომ, რომ ეს მისთვის „თამაშის“ მორიგი შესაძლებლობაა. ის შესცქერის თავის მეუღლეს - მარტას და ფიქრობს „მეც დამრთე თამაშის ნება, დამიტოვე დისშვილი <...>” [იქვე, 138].

მარტა დაეჩვია ყოველივეს მიღებას, რაც მას სურს და როდესაც სურს - მხოლოდ ამის გამო გაჰყვა ცოლად დრაიერს - წარმატებულ მეწარმეს. მას აქვს სახლი, რომელიც მან აჩუქა და რომელიც მოგვიანებით მარტა საკუთარი გემოვნებით მოაწყო, მას აქვს ბაღი, იშვიათი ხეებითა და ყვავილებით, რომლებითაც მას შეუძლია გააოცოს თავისი სტუმრები, მას აქვს ყველაფერი, რაც მას მდიდრად აქცევს, მაგრამ ყოველივე ეს მარტას ბედნიერს ვერ ხდის. ფრანცის გაჩენა მის სახლში და მის ცხოვრებაში უბიძგებს მარტას საკუთარი მარტოობის გააზრებისა და მის გულში არსებული სიცარიელის შეგრძნებისაკენ. დრაიერისაგან განსხვავებით, რომელიც ცდილობს გარშემომყოფი სამყარო და ადამიანები დაინახოს იმგვარად, როგორც მას უნდა მათი დანახვა, მარტას არ სურს არაფერთან შერიგება, ის იბრძვის საკუთარი ბედნიერებისათვის. ამიტომ არის, რომ ის არ იშურებს არც ძალისხმევას, არც დროს და არც საკუთარ ჯანმრთელობას, ოღონდ სასურველ შედეგს მიაღწიოს. ერთადერთი, რაც მას დრაიერისაგან სჭირდება, რაზეც მან თავისი ცხოვრების შვიდი წელი დახარჯა - ეს არის სიმდიდრე, რომელიც მას თავისად მიაჩნია და რომლის გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმოუდგენია. მას აღიზიანებს დრაიერის მიერ გამოგონილი მათი ოჯახური ბედნიერება. ფრანცის გაცნობის შემდეგ მას ანერვიულებს ის, რომ იგი მის ქმარს ნათესავად ეკუთვნის. მარტას არ სურს რაიმე საერთო გააჩნდეს დრაიერთან. მას არ უნდა რაიმეთი დავალებული იყოს მისგან და არც აპირებს გაუყოს მას შეძენილი ქონება. აქედან ჩნდება მისი ვნებიანი სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად აქციოს ფრანცი თავისად და მხოლოდ თავისად სიცოცხლის ბოლომდე.

რაც შეეხება ფრანცს, ეს არის ოცი წლის ყმაწვილი პროვინციიდან, რომლისთვისაც დედაქალაქი - ეს არის ხალხში გამოსვლის, კარიერის გაკეთების და, ბოლოსდაბოლოს, საკუთარი გრძნობებისათვის თავისუფალი გამოხატვის ნების მიცემის უფლება. დიდ ქალაქში გადასვლა მისთვის განთავისუფლების და აბსოლუტური თავისუფლების შეგრძნების საშუალებას ნიშნავდა, ის ხომ თვლიდა, რომ დედაქალაქში „<...> ქალები ადვილად ხელმისაწვდომნი არიან, ისინი მიჩვეულნი არიან ხარბ მზერებს, უხარიათ კიდეც ისინი, ალბათ შეიძლება ნებისმიერის გაჩერება და მასთან გასაუბრება <...>“ [2, 142].* დედაქალაქი მისი ნათელი მომავლის იმედი იყო. ეს იყო მისი შანსი გათავისუფლებულიყო უსიამოვნო მოგონებებისაგან და შესაძლებლობა „მოშორებოდა ბინძურ, მუწუკისებურ ცხოვრებას“.

ფრანცი წინასწარ განიცდიდა რაღაც არაჩვეულებრივს, მესამე კლასის ვაგონიდან მეორე კლასის ვაგონში გადასვლის ტოლფასს (რაც მისთვის ძალიან ძვირიან წამოწყებას წარმოადგენდა). გადაუხადა რა გამყოლს გარკვეული დამატებითი მგზავრობის თანხა, ფრანცი ძვირიან მეორე კლასის ვაგონში აღმოჩნდა და შეიგრძნო ის, რაც მას «დაუშვებლად მიმზიდველად, ცოტა ცოდვიანად“ ეჩვენებოდა. კომფორტმა, რომელიც მან შეიგრძნო და რაღაც განსაკუთრებულის და საოცარის მისმა მოლოდინმა შექმნეს სანეტარო ატმოსფერო, რომელიც ბევრს ჰპირდებოდა ფრანცს.

ფრანცისა და მარტას სასიყვარულო კავშირი ადვილად განჭვრეტადი და წინასწარ განსაზღვრულია. უკვე მათი პირველივე შეხვედრისას მატარებლის ვაგონში ფრანცი მთელი გზა ტკბებოდა მარტას ცქერით (ვერ ხვდებოდა, რომ ის მისი ბიძის ცოლი იყო), ხოლო მგზავრობის ბოლოსათვის მან გონებაში გაიაზრა „თავისი სიცოცხლის რამდენ დღეს დათმობდა ის, რათა დაუფლებოდა ამ ქალს“. ფრანცი იმდენად მოხიბლული იყო ამ, მაშინ ჯერ კიდევ მისთვის უცნობი ქალის მიერ, რომ როდესაც ბაქანზე ჩამოვიდა, მან წამით ინანა, რომ სამუდამოდ შორდება იმ „მშვენიერ, დიდთვალება ქალბატონს“. მათი ნაცნობობის დასაწყისში, მარტა ფრანცისათვის იყო იმ ადამიანის ცოლი, რომელზეც დამოკიდებული იყო მისი მომავალი და რომლიდანაც, როგორც მას უთხრეს, „უნდა გამოეწურა ყველაფერი, რაც კი შეიძლება“. ამიტომ, მარტა სულ უფრო შორდებოდა მას და რაღაც მიუწვდომლად ეჩვენებოდა უკვე. მაგრამ, როგორც ვიცით, „აკრძალული ხილი ტკბილია“, თანაც ამას ემატებოდა ფრანცის მზარდი შური მდიდარი ბიძის მიმართ, რომელსაც აქვს ის, რაც არა აქვს ფრანცს და რისი ქონაც მას ძალიან უნდოდა.

ყურადღება უნდა მიექცეს ფრანცის მიერ მარტას აღქმის თავისებურებას. შემთხვევით მატარებელში შეხვედრილი უცნობი ქალიდან ის იქცევა იმ კაცის მეუღლედ, ვისზეც დამოკიდებულია ფრანცის მომავალი. მაგრამ ამ ქალის სახე მისთვის არაზუსტი და არაცხადი რჩება იმ დრომდე, სანამ ის არ დაიკავებს გარკვეულ ადგილს მის ცხოვრებაში. ვაგონში დიდებული ქალბატონის და ბიძის ცოლის სახეების „ერთმანეთთან შერწყმა“ მისთვის მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ მოხუცმა, რომელთანაც ფრანცი ოთახს ქირაობდა მარტა ფრანცის მეგობრად ჩათვალა. ამ მომენტიდან დაწყებული, მარტა ფრანცისათვის ხდება ყველაზე ახლობელი, ძვირფასი და საყვარელი ადამიანი. მაგრამ მისი დამოკიდებულება მარტას მიმართ იცვლება როგორც კი ჩნდება დრაიერის მკვლელობის ჩანაფიქრი და ამაოება. როცა მარტა ენციკლოპედიურ ლექსიკონში ეძებს ინფორმაციას შხამების შესახებ, ფრანცი, თავისთვის მოულოდნელად, იხსენებს, რომ ჯერ კიდევ მოსწავლემ წაიკითხა მსგავს წიგნში „სტატია პროსტიტუციის შესახებ“. მარტას სახე თანდათან უარყოფით „ნაკვთებს“ იძენს. მარტა უკვე ის სასურველი ქალბატონი აღარ არის, რომელსაც ფრანცი ერთხელ შეხვდა. ეს, აგრეთვე, ის „სახიფათო თამაში“ არ არის, რომელსაც ის ბიძამისთან თამაშობდა. ხოლო ამ ისტორიის ბოლოსკენ ჩვენი გმირი ფიქრობს, რომ ხალხი ლაპარაკობს მის სასიყვარულო კავშირზე მარტასთან და „შეიძლება, დამცინავად ეცოდებათ იგი“, რადგან მას თავბრუ დაახვია „სიბერეშეპარულმა ქალმა“, რომელიც, როგორც ის უკვე ფიქრობს, „დიდ თეთრ გომბეშოს“ ჰგავს. ამგვარად, წამოიწყო რა დრაიერის მკვლელობა, მარტამ, თავისთვის მოულოდნელად, საკუთარი მკვლელობაც წამოიწყო. ის ხომ ჯერ მახინჯდება და კვდება ფრანცის გონებაში, ხოლო შემდეგ სინამდვილეშიც იღუპება.

ფრანცის გამო დრაიერი კარგავს სულ მცირე იმედსაც კი იმ გამოგონილ ოჯახურ სიმყუდროვეზე, რომელიც მას მარტასთან ჰქონდა, ხოლო შემდეგ კი შეიძლება სიცოცხლეც კი დაეკარგა. მაგრამ დრაიერი ცოცხალი რჩება, რომან „ლოლიტას“ გმირის - შარლოტასაგან განსხვავებით.

ამ რომანში ნაბოკოვი თავიდან ჰქმნის სასიყვაროლო სამკუთხედს, ადრე შექმნილს რომანში „მეფე, ქალი, ვალეტი“. მაგრამ აქ ჩვენ ავტორის სულ სხვა „ბანქოს განლაგებას“ ვხვდებით. „ლოლიტაში“ კლასიკური სასიყვაროლო სამკუთხედის მონაწილეები არიან: შარლოტა გეიზი, ჰუმბერტ ჰუმბერტი და ლოლიტა გეიზი.

შარლოტა, „ვნებიანი და მარტოხელა“ ქალია, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ ლამობდა შეხვედროდა ვინმეს, ვისაც ის შეიყვარებდა. ამიტომ, როდესაც ჰუმბერტი დაინახა, მას ის „ერთი ნახვით შეუყვარდა“ და გაანდო რა მას თავისი გრძნობები წერილით, ის იმედოვნებდა, რომ ჰუმბერტი სამუდამოდ შეუერთებს თავის ცხოვრებას მის ცხოვრებას და მისი გოგონას მამა გახდება.

შარლოტა საგულდაგულოდ არჩევს სიტყვებს, ისევე, როგორც დრაიერი ასწავლის ფრანცს კლიენტებისათვის ჰალსტუხების შერჩევას. ისევე, როგორც დრაიერი, შარლოტაც მეოცნებეა. მას არ აკვირვებს, რომ ჰუმბერტი მაშინვე გადაწყვეტს მის ცოლად მოყვანას, თუმცა მისი წერილის მიღებამდე მის მიმართ არანაირ ინტერესს არ იჩენდა.

ჰუმბერტი, თავის მხრივ, საოცრად ჰგავს თავისი განზრახვებითა და მიზნებით რომანის „მეფე, ქალი, ვალეტი“ გმირს - მარტას. თუ მარტამ შეიყვარა ფრანცი და არ შეცბა იმით, რომ ის მასზე თხუთმეტი წლით ახალგაზრდა იყო, ჰუმბერტს სურს გოგონა, რომელიც მასზე ოცდახუთი წლით უმცროსია. მაგრამ მარტასგან განსხვავებით, ჰუმბერტს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს - ლოლიტას დაუფლება.

მარტამ ძალიან ადვილად აქცია დრაიერის დისშვილი თავის საყვარლად და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო დაფიქრება თავისი ქმრის ქონების დაუფლების შესახებ, რისი მიღწევაც მას მხოლოდ ერთი საშუალებით - დრაიერის მკვლელობის გზით შეუძლია. ჰუმბერტი კი, შარლოტას ცოლად შერთვის შემდეგ მისი ქონების თანამფლობელი გახდა, თუმცა ეს მისი მიზანი არ ყოფილა, უფრო ეს იყო მის მიერ მოფიქრებული „სიყვარულის ფორმულის“ დამატებითი ელემენტი.

მარტამ ფრანცის გაცნობისას აღნიშნა მისი სიყმაწვილე და განსაზღვრა ის, როგორც „თბილი დამყოლი ცვლილი, რომლისგანაც შეიძლება რასაც მოისურვებ ყველაფრის გაკეთება“. მარტასთვის ფრანცი ის ადამიანია, რომელმაც უნდა გააბედნიეროს ის თავისი სიყვარულით, მისცეს მას ის, რაც აკლდა და რაც მან ვერ განიცადა დრაიერთან. ასევე ჰუმბერტიც, ლოლიტასთან შეხვედრის შემდეგ ოცნებობს გააკეთოს მასთან ყველაფერი, რაც მოესურვება. მას სწყურია ლოლიტასთან იმის განცდა, რაც ვერ განიცადა თავის პირველ სიყვარულთან - ანაბელასთან. ჰუმბერტი ოცნებობს ლოლიტაზე და მასში ხედავს თავის განკურნებას. ის მისთვის „პატარა Herr Doctor“ [1, 71] იყო, რომელსაც უნდა განეკურნა იგი „ყველა ტკივილისაგან“. ჰუმბერტისათვის მისი ვნებიანი ლტოლვა ლოლიტასკენ და მისი დაუფლების სურვილი პარანოიას წარმოადგენს, რომელსაც ის განკურნებად მიიჩნევს. მარტასთვის ფრანცის სიყვარული არის განკურნება მისი სულიერი მარტოობისაგან, რაც შემდგომში პარანოიად იქცევა.

ჰუმბერტი ლოლიტასთან შეხვედრას თვლის შანსად, რომელსაც მას აძლევს „მაკ-ფატუმი“, ასე უწოდებს ის თავის ეშმაკს. მან აცთუნა და შემდეგში - მოკლა ჰუმბერტი. მარტასთვის ფრანცთან შეხვედრა - ეს არის დრაიერის მიერ ნაჩუქარი მორიგი „საჩუქარი“ და ამაში მდგომარეობს მისი პრობლემა. მარტას არ უნდა თავისი ბედნიერებისათვის ქმრისაგან იყოს დავალებული, ანუ იმ ადამიანისაგან, რომელიც მისი სიყვარულისა და ფრანცთან უდარდელი ცხოვრებისათვის დაბრკოლებას წარმოადგენს. ამიტომ, შემდგომში, დრაიერი მარტასთვის მისი ეშმაკის სახით - მისი „მაკ-ფატუმის“ სახით გამოდის, რომელიც აცთუნებს მას და შემდეგში - კლავს.

მარტა კვდება, როდესაც დრაიერის მოკვლას ცდილობს, რომელიც მისი ბედნიერების დაბრკოლებას წარმოადგენს. ხოლო ჰუმბერტი კვდება იმ ადამიანის მოკვლის შემდეგ, რომელმაც, როგორც მას მიაჩნია, ხელი შეუშალა მის ბედნიერებას, წაართვა ის, რაც მისი აზრით, მხოლოდ მას ეკუთვნოდა.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ორივე ნაწარმოებში ამ დანაშაულებრივი სასიყვარულო კავშირების მოწმედ ნაბოკოვი ირჩევს ვიღაცას, სახელად ტომს. რომანში „მეფე, ქალი, ვალეტი“ - ეს არის ძაღლი, ხოლო რომანში „ლოლიტა“ - ეს არის მამაკაცი, რომელიც ეხმარება ლოლიტას და ჰუმბერტს ნივთების სასტუმროს ნომერში წაღებაში.

ორივე რომანში ვ. ნაბოკოვი ეხება მშობლებისა და შვილების ურთიერთობის პრობლემას. ამ პრობლემაში დიდი აქცენტი კეთდება დედის შვილისადმი არასაკმარის სიყვარულზე. რომანში „მეფე, ქალი, ვალეტი“ ფრანცს ეცოდება თავისი თავი, რადგან გააზრებული აქვს დედის გულგრილობა მის მიმართ. ახსენდება, როგორ „ურტყავდა ლოყებში“ დედა, როცა ის უკვე დიდი იყო. ფრანცს ესმის, რომ დედას უფრო მისი და უყვარს და ამიტომ აკეთებს დასკვნას, რომ ის მას არ ჭირდება. მაგრამ ფრანცს იმის იმედი აქვს, რომ დედას ის ენატრება, თუმცა „ის ამას არ წერს“ თავის წერილებში ვაჟს. ავტორი გვეუბნება იმის შესახებ, რომ დედის სიყვარული იყო ფრანცის „პირველი უიღბლო სიყვარული“ [2, 172]. ეს არ აძლევდა მას საშუალებას ყოფილიყო ბედნიერი სიყვარულში და იწვევდა მის მოჩვენებით ქცევას ქალებთან.

„ლოლიტაში“ ჩვენ ვხედავთ პრობლემას დედისა და ქალიშვილის ურთოერთობებში. ლოლიტა, ჯერ კიდევ ათი წლის ბავშვი, სიმპათიას გრძნობს კლერ კუილტის მიმართ, რომელიც ბევრად უფროსია მასზე. ასეთი ქცევა მოზარდის თავისებურ პროტესტს წარმოადგენს. შემდგომში, ის ინტერესს იჩენს ჰუმბერტის მიმართ და სთავაზობს კიდევაც მასთან იმის კეთება, რაც საზაფხულო ბანაკში ისწავლა. ლოლიტას ახარებდა ის აზრი, რომ დედამისი, რომელიც ჰუმბერტის სიტყვებით საავადმყოფოში იმყოფებოდა, გაცოფდებოდა იმის გამო, რომ ლოლიტა და ჰუმბერტი საყვარლები იყვნენ. ყოველივე ზემოთქმული, დედის მხრიდან ქალიშვილისადმი უყურადღებობისა და არასაკმარისი სიყვარულის მიზეზით, დედისათვის პატარა გოგონას თავისებური სამაგიეროს გადახდის სურვილზე მეტყველებს.

გეიზების ოჯახში ჰუმბერტის გამოჩენისთანავე შარლოტა მაშინვე ავლენს ინტერესს ჰუმბერტისადმი. მას სწყურია მისი ყურადღება და აღიზიანებს საკუთარი ქალიშვილის იქ ყოფნა, რომელიც შარლოტასთვის ახალი ცხოვრების დაწყების დაბრკოლებად იქცევა. თან ჰუმბერტის გადაჭარბებული დაინტერესება და უჩვეულო სიმპათია მისი ქალიშვილის მიმართ გარკვეულწილად შარლოტას ეჭვიანობას იწვევს. აქედან არის ხშირი ჩხუბი და ის, რომ მას არ ესმის ლოლიტასი, ხოლო მოგვიანებით უჩნდება შვილის გარკვეული დროით თავიდან მოცილების სურვილი. როდესაც ლოლიტას საზაფხულო ბანაკში გააგზავნის, შარლოტას ჰუმბერტთან თავისი ცხვორების მოწყობის იმედი აქვს, ამიტომ ის სასიყვარულო წერილს წერს ჰუმბერტს. ჰუმბერტი თავისი მთავარი მიზნის - ლოლიტას დაუფლებისათვის გადაწყვეტს შარლოტას ცოლად მოყვანას. დაქორწინების გადაწყვეტილებასთან ერთად მკვლელობის ჩანაფიქრი ჩნდება.

სასიყვარულო ნიადაგზე მკვლელობის მოტივი რომანების „ლოლიტა“ და „მეფე, ქალი, ვალეტი“ დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს. რომანში „მეფე, ქალი, ვალეტი“ მარტა ჩაიფიქრებს დრაიერის მკვლელობას და ამ შეთქმულებაში ითრევს ფრანცს. ხოლო ფრანცი ოცნებობს დრაიერის სიკვდილზე, რათა ხელში ჩაიგდოს „მდიდარი ქვრივი“. ის ქორწილზეც იწყებს ფიქრს, მაგრამ ქორწინების შესახებ აზრი მასთან „გარედან“ მოდის, როგორც ბანქოს თამაშის მორიგი სვლა.

ცალკე უნდა იქნეს განხილული მსგავსება დრაიერისა და შარლოტას მკვლელობების ჩანაფიქრებში. ორივე რომანში მკვლელობის ჩანაფიქრი გადაედინება და ერწყმის მოწამვლის იდეას. მარტა დარწმუნებული იყო, რომ არსებობს ისეთი შხამები, რომელნიც „უკვალოდ მოქმედებენ“. ჰუმბერტს შარლოტასთვის „კლასიკური შხამის“ ჩაყრაში ხელს უშლიდა ის, რომ „ყველა ცხვირს ჰყოფს სხვის საქმეში“ და შარლოტას მოწამვლა გახსნილი იქნებოდა. ჰუმბერტმა გაიგო რა თვით მოწამვლის იდეის სირთულე და არა მარტო მისი განხორციელების, მივიდა იმ აზრამდე, რომ „მკვლელი ქიმიკოსი უნდა იყოს“. ასევე, მარტამაც, დრაიერისათვის იდეალური, ანუ „უკვალო“ შხამის ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, ინანა, რომ ფრანცი „მედიკოსი არ არის“, მაშინ ის ხომ „შეძლებდა გაეგო, ემსჯელა“.

მოწამვლის ჩანაფიქრს ცვლის აზრი - დახრჩობის შესახებ. ჰუმბერტი ათვალიერებს შარლოტას სავარაუდო მკვლელობის ადგილს - ტბას, და გონებაში ათამაშებს ამ კომბინაციას, გულდასმით მოიფიქრებს და გონებრივად გადაითამაშებს ყველა სვლას. მაგრამ ჰუმბერტმა „ვერ აიძულა თავი“ დაეხრჩო შარლოტა. როდესაც წარმოიდგინა მისი მკვლელობა, ის მიხვდა, რომ შარლოტას „გაოცებული მზერა“ რომ დაენახა, ან გაეგო მისი „საშინელი ხმა“, ის ალბათ ვერ გაუძლებდა ამ გამოცდას. ჰუმბერტმა გაიაზრა, თუ რამდენად სუსტი ნებისყოფა ჰქონდა და რომც მოეხერხებინა შარლოტას მოკვლა, მისი აჩრდილი თან სდევდა „მთელი სიცოცხლის“ მანძილზე. მარტაც აპირებდა დრაიერის მოკვლას ზღვაზე. ის თითქმის ახორციელებს თავის ჩანაფიქრს, მაგრამ მისი საკუთარი ანგარება „ურევს მთელ ბანქოს“ და ის კარგავს კონტროლს სიტუაციაზე, ხოლო შემდეგ - თავის თავზეც.

ჰუმბერტის მიერ ჩაფიქრებული მკვლელობის გადამწყვეტი მომენტი ხდება მისი დღიური ლოლიტას მიმართ მისი გრძნობებისა და გეგმების ჩანაწერებით. მისთვის მოულოდნელად, ის, რასაც ის ასე გულდასმით უმალავდა შარლოტას, თავის საწერ მაგიდაში, ხდება იდეალური, უკვალო იარაღი მის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია რომანიდან „მეფე, ქალი, ვალეტი“ მარტა განზრახ ეძებდა ქმრის საწერ მაგიდაში პისტოლეტს მისი კვლელობისათვის, ჰუმბერტმა კი თავისი დღიურის შექმნით და უცხო თვალისგან მისი დამალვით, თავისთვის მოულოდნელად, მოიფიქრა იარაღი, რომელმაც მიიყვანა შარლოტა ისტერიულ მდგომარეობამდე და შემდგომში, ავტომობილის ბორბლებქვეშ სიკვდილამდე.

კიდევ ერთ დეტალს, რომელსაც უნდა ყურადღება მიექცეს, წარმოადგენს „ზედმეტი“ გმირის სიკვდილის მოტივი. რომანში „მეფე, ქალი, ვალეტი“ ნაბოკოვი გაითამაშებს ავტომობილის ბორბლებქვეშ დრაიერის სიკვდილის ალბათობას. დრაიერის დიდი ხნით არ ყოფნის შემდეგ მარტას ხომ მისი ავარიაში დაღუპვის იმედი აქვს. თავის იმედებს ის აძლიერებს იმის მითითებით, რომ „გუშინ ხომ დნობა დაიწყო“ და მერე ისევ ყინვებმა მოუჭირეს. ხოლო გაზეთში მან წაიკითხა, რომ მოკვდა მსახიობი - კურტ ვინტერი. მისი ქმრის და დაღუპული მსახიობის სახელების დამთხვევა მარტას უბრალო დამთხვევად კი არ მოეჩვენა, არამედ, რაღაც მაგიური წინასწარმეტყველების მსგავსად, მინიშნებად სწრაფ სასურველ განთავისუფლებაზე. მისი იმედის გამღვივებელ კიდევ ერთ ნაპერწკალს წარმოადგენდა მის მიერ ნანახი სცენა, როდესაც დილით ხნიერ ქალბატონს ფეხი დაუსრიალდა „შიშველ ყინულზე“, ანუ გზები მართლაც მოყინული იყო და მისი ქმრის მძღოლს შეიძლება ვერ დაემორჩილა მართვა და მოეხდინა გადამწყვეტი ავარია, რომელიც დრაიერის სიკვდილს გამოიწვევდა. ამასწინდელი ავარია, რომელშიც ის ქმართან ერთად მოხვდა, ასრულებდა „მისაგდები ბანქოს“ როლს მარტას მიერ წამოწყებულ დრაიერის სიცოცხლესთან უაზრო თამაშში.

თავის ადრეულ რომანში ვლადიმირ ნაბოკოვი ჰქმნის ბანქოს თამაშს, სადაც არის მეფე, ქალი, ვალეტი. მოგვიანებით, რომანში „ლოლიტა“ ავტორი იმეორებს ამ მცდელობას, მხოლოდ ამჯერად ჩვენ თვალწინ წარმოგვიდგება სასიყვაროლო სამკუთხედი მეფის - ჰუმბერტის, დედოფლის - შარლოტას და ახალგაზრდა ქალის - ლოლიტასაგან. მაგრამ დედოფალი ზედმეტი აღმოჩნდება (ასეთი ბანქო დასტაში ხომ არ არის), ამიტომ ის ეთიშება თამაშს. შემდგომში, ნაბოკოვი რომანში „ლოლიტა“ ჰქმნის ნამდვილ სასიყვაროლო სამკუთხედს მეფის - ჰუმბერტ ჰუმბერტის, ქალის - ლოლიტა გეიზის და ვალეტის - კლერ კუილტისაგან. და მხოლოდ მაშინ დგება ყველაფერი თავის ადგილზე. მეფე კლავს ვალეტს იმისათვის, რომ მან მას ქალი წაართვა (მიაქციეთ ყურადღება, დრაიერმა ეს არ გაუკეთა ფრანცს). ამ „ბრძოლის“ შედეგი ხდება ჰუმბერტის, კლერ კუილტისა და თვით ლოლიტას სიკვდილი.

ლიტერატურა

Literature

Литература

  1. Набоков В., «Лолита». - СПб: Изд. «Азбука-классика», 2003.

  2. Набоков В., Собрание сочинений в четырёх томах. Т. 1. - М.: Изд. «Правда», 1990.

  3. Русанов А., Особенности функционирования интертекста в романе В. Набокова «Лолита» //http://nabokovandko.narod.ru/intertext.html#link6 (2009. 17 ноября).

რეზიუმე
. ნაბოკოვის ბანქოს თამაში
ვიოლეტა ავეტისიანი

ნაშრომში განხილულია ვ. ნაბოკოვის რომანი „მეფე, ქალი, ვალეტი“ და „ლოლიტა“. წარმოდგენილია ამ ნაწარმოებების შედარებით-შეპირისპირებითი ანალიზი.

SUMMARY
V. NABOKOV'S CARD GAME
VIOLETA AVETISIAN

The work deals with V. Nabokov's novel „King, Queen, Knave“ and „Lolita“. There is presented a comparative analysis of the books.

РЕЗЮМЕ
КАРТОЧНАЯ ИГРА В. НАБОКОВА
ВИОЛЕТТА АВЕТИСЯН

В работе рассмотрены романы В. Набокова «Король, дама, валет» и «Лолита». Представлен сравнительно-сопоставительный анализ данных произведений.

_________________

* თარგმანი ავტორისაა

* თარგმანი ავტორისაა

2.4 გრაალის ძიება - გმირის ინიციაციის გზა გრ. რობაქიძის რომანში „გრაალის მცველნი“

▲ზევით დაბრუნება


ლიკა წერეთელი
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო
უნივერსიტეტისუცხო ენათა
ფილოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი

გრაალის მაძიებელი გმირის სულიერი განვითარების გზის წარმოსაჩენად პასუხი უნა გაეცეს კითხვას: რას განასახიერებს გრაალი სიმბოლურად და როგორია მისი მაძიებლისა და შემდგომ მცველის ცხოვრების გზა.

უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას თავად გრაალის ლეგენდის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სიტყვა „გრაალის“ წარმოშობა ბოლომდე დადგენილი არ არის: სავარაუდოა, რომ იგი ძველი ფრანგული „გრაალი“-დან არის ნაწარმოები, რაც ჭურჭელს, თასს ნიშნავს. ქრისტიანულ ტრადიციაში გრაალი აღიქმებოდა, როგორც საიდუმლო სერობის თასი, რომელშიც შემდგომ იოსებ არიმათიელმა ჯვარცმული მაცხოვრის სისხლი შეაგროვა. სწორედ ამ ლეგენდას მოგვითხრობს რობერტ დე ბორონი თავის „Estoire du Graal“-ში (1170/80). კრეტიენ დე ტრუასა (1180/90) და ვოლფრამ ფონ ეშენბახის (1215) ნაწარმოებებში, ისევე, როგორც უფრო გვიანდელ თხზულებებში გრაალის ამბავი უპირველესად დაკავშირებულია გმირთან სახელად პერსევალი ან პარციფალი, რომელიც აღთქმული სიწმინდის მოსაპოვებლად რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზას გადის.

უნდა ითქვას, რომ გრაალს ძალზე მრავალმხრივი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ასეთი მრავალმხრივობა იმით არის განპირობებული, რომ გრაალი საუკუნეთა განმავლობაში უნივერსალური საოცნებო ობიექტი გახდა. ყველა დროში ცალკეული ადამიანები თუ მთელი ერები სწორედ ამ ობიექტს უკავშირებდნენ თავის ყველაზე სანუკვარ ოცნებებს. თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში ეს ოცნებები ერთმანეთისგან განსხვავებული შეიძლებოდა ყოფილიყო, ყოველი ადამიანი მათში რაღაც თავისას, განუმეორებელს, პირადულს აქსოვდა და მთელი ეს სიმრავლე კვლავ და კვლავ ერთ საგანს - გრაალს - უკავშირდებოდა.

აქედან გამომდინარე, გრაალის უამრავი სიმბოლო არსებობს: მოციმციმე თასი, მაგიური ქვა, თასი შიგ მოთავსებული გულით. ყოველივე ეს უფრო რომ განვაზოგადოთ, შეიძლება ითქვას, რომ გრაალი კოსმიური ცენტრია, რომელიც ადამიანის სულიერ ძალებს იზიდავს და მოქმედებაში მოჰყავს ისინი. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ გრაალის ძიების სიმბოლო წიგნიც შეიძლება იყოს, რაც დაკარგულ „სიტყუას“ განასახიერებს (4, 67). ეს სიმბოლო უფრო იმ მოვლენასთან უნდა იყოს კავშირში, რომელიც სამყაროს შექმნის მესამე დღეს მოხდა, როდესაც სამყარო ორად გაიყო და სინათლით განმსჭვალული უფლის გვერდით ნაღვლიანმა და მოუსვენარმა ლუციფერმა დაიდო ბინა. მას შემდეგ ადამიანი დაკარგული ერთიანობის ძიებაშია. სწორედ ამ ძიების სიმბოლოდ გვევლინაბა გრაალი. ამ მხრივ ცხადი ხდება გრაალის ნათესაობა ალქიმიკოსების ფილოსოფიურ ქვასთან - lapis philosophorum-თან. მისი თვისება ჩვეულებრივი ლითონების ძვირფას ლითონებად გადაქცევისა შესაძლოა სიმბოლურად თვითონ ადამიანის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის, მის ღვთიურ სავანეში დაბრუნების გამომხატველი იყოს.

წმინდა სამების სქემას თუ მოვუხმობთ, გრაალი სულიწმიდას განსახიერებად შეიძლება ჩაითვალოს, ანუ ეს ის სუბსტანციაა, ზეციურსა და მატერიალურ სამყაროებს ერთმანეთს რომ უკავშირებს. სიმბოლურად ის მაძიებელ ადამიანს ღვთის ძის მისტერიის ზიარებაში ეხმარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გრაალი ის ძვირფასი ქვაა, თვით ადამიანის ქვეცნობიერებაში რომ ინახება და რომლის მიგნების სურვილიც ყოველი მაძიებელი ადამიანის სულიერ მოთხოვნილებას წარმოადგენს. (6, 181).

დაკარგული გრაალი სიმბოლურად ადამიანის დაკარგულ სულიერებაზე მიუთითებს, რომელიც მან სამოთხეში ყოფნის ოქროს ხანასთან ერთად გაფანტა. სწორედ ამ დაკარგული ბედნიერების კვლავ მოპოვების, გარკვეულწილად „შინ”, ანუ საკუთარ თავთან დაბრუნების ნოსტალგიას გამოხატავს გრაალის ძიება, რომელსაც აუცილებლად ფათერაკების გზით მიჰყავს ადამიანი სულიერი სრულყოფისაკენ.

ჩვენ ვთქვით, რომ გრაალი სულიწმიდის გამოხატულებაა, ანუ იგი ხიდია ღვთიურსა და მატერიალურს შორის. მაგრამ იმისათვის, რომ გრაალი ნაპოვნი იქნეს, მთავარი მოქმედი პირია საჭირო - გრაალის მაძიებელი - ადამიანი. ადამიანი, რომელმაც ცოდვათდაცემის გამო ლუციფერის მსგავსად სამოთხე დაკარგა, მაგრამ მისივე მსგავსად მაინც ღმერთის ნაწილად დარჩა. ანუ, გრაალის ამბის სქემაში სამება მეოთხე ელემენტის - გრაალის მაძიებლის - გარეშე დაუსრულებელია. სწორედ ამ მაძიებელზე გვინდა შევჩერდეთ.

საკითხში უფრო კარგად საწვდომად გრ. რობაქიძის რომანის სიუჟეტი გავიხსენოთ. მოქმედება წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის პირველ წლებში ხდება, უშუალოდ 1924 წ. თავად-აზნაურთა აჯანყების პერიოდში. რომანის მთავარი გმირი, ლევან ორბელი არგვეთის მთავართან, თავად გიორგისთან სტუმრობს. ახალგაზრდა კაცი და მოხუცი თავადი ერთმანეთთან სულიერ სიახლოვეს გრძნობენ. ლევანსა და თავადის დაქვრივებულ რძალს, ნორინას ერთმანეთი შეუყვარდებათ. თავადისგან ლევანი იგებს, რომ მისი ხილვები გრაალის შესახებ უსაფუძვლო არ ყოფილა და ქართული გრაალი მართლაც არსებობს. თავადი გრაალის მცველად სწორედ ლევანს ირჩევს. მალე ლევანი ხვდება გპუ-ს თანამშრომელს, ველსკის, რომლის სახეც ღამის კოშმარებიდან ახსოვს და რომელიც რომანის ანტიგმირად გვევლინება. მისი უდიდესი სურვილი გრაალისა და მისი მცველის განადგურებაა. წარუმატებელი აჯანყების შემდეგ თავად გიორგის აპატიმრებენ. ლევანი მეგობრებთან ერთად გაქცევას და გრაალის გადარჩენას ახერხებს. აჭარის საზღვარზე იგი იღუპება. მას იქვე ასაფლავებენ, გრაალს კი მუხის ფუღუროში დაასვენებენ, სადაც ის ხელშეუხებლად რჩება. ასეთია მოკლედ ნაწარმოების შინაარსი. ახლა კი გრაალის მაძიებელს გმირს დავუბრუნდეთ.

გრაალის მაძიებლის კვალობაზე ლევან ორბელი განსაკუთრებული შემთხვევაა. ამ განსაკუთრებულობას ორი ფაქტორი განაპირობებს: ეპოქა და ქვეყანა, სადაც მწერალმა თავისი რომანის გრაალის მცველი მოაქცია. ერთი იყო, როდესაც შუა საუკუნეების რაინდები გმირული შემართებით მიეშურებოდნენ უცნობი ქვეყნებისაკენ აღთქმული ზღაპრული სიწმინდის საძიებლად. მეორეა ის, რაც რობაქიძემ გააკეთა: მის რომანში გრაალის მაძიებელი და მცველი XX საუკუნის ადამიანია, მოდერნიზმის ეპოქის შვილი, ნიჰილიზმის კვალი რომ დაჰკრავს, შემეცნების ტვირთის ქვეშ წახრილი და თანაც, ბედის ირონიით, ტოტალიტარულ ქვეყანაში მცხოვრები. ეს საკმაოდ რთული და უჩვეულო თაიგულია. თუმცა გრაალის მაძიებლის ერთ-ერთი მთავარი თვისება ყველა ეპოქასა თუ ქვეყანაში საერთოა: თავისი გასავლელი გზა გრაალის პოვნამდე მან ეულად უნდა განვლოს, რამდენადაც ინიციაციის გზა ინდივიდუალურია ყოველი ადამიანისათვის. გავიხსენოთ, თუნდაც კელტური მითოლოგიის თქმულება მეფე არტურის შესახებ. რამ განაპირობა ის, რომ მრგვალი მაგიდის რაინდები ცალ-ცალკე გაემგზავრნენ წმინდა გრაალის საძიებლად? სწორედ იმან, რომ თითოეული მათგანის გზა გრაალისაკენ ინდივიდუალური იყო და მას სხვა ვერ გაივლიდა. ამ მხრივ XX საუკუნეშიც არაფერი შეცვლილა, თუმცა შუა საუკუნეებთან შედარებით ეს გზა გართულდა, რადგანაც გრაალის ძიებამ გეოგრაფიული პუნქტებიდან მთლიანად სულიერ და ფსიქოლოგიურ სიღრმეებში გადაინაცვლა: „გრაალის თავგადასავალი - შინაგანი ძიება იმ შემოქმედებითი ფასეულობებისა, რომელთა წყალობითაც „უდაბნო ქვეყანა“ უნდა გადარჩეს - დღეს ყოველი ადამიანისათვის გარდაუვალ ამოცანად იქცა; რადგანაც დღეს მტკიცედ განსაზღვრული ჰორიზონტი აღარ არსებობს, აღარც მტკიცედ განსაზღვრული ცენტრი, აღარც მექა, აღარც რომი ან იერუსალიმი. ჩვენი წრე დღეს ისეთია, როგორც ნიკოლაუს ფონ კუესმა 1450-იან წლებში გამოაცხადა: გარე წრე არსადაა, შუაგული - ყველგან - წრე უსასრულო რადიუსით, რომელიც ამავდროულად სწორი ხაზიცაა“. (3, 594)

ლევან ორბელი სწორედ ასეთ გარემოშია მოქცეული. ის ეულად, მაგრამ დიდი გამძლეობით მიუყვება თავის გზას თავისი საუკუნის ტვირთით დამძიმებული. რომანის პირველ ნახევარში მისი სახე ზუსტად შეესაბამება იმ დახასიათებას, რომელსაც რუდოლფ შტაინერი თანამედროვე ადამიანს აძლევს: „ახალი დროის ადამიანი საკუთარ თავში ორმაგი ბუნების მატარებელია: მიზნისაკენ მიმავალი პარციფალისა და დაჭრილი ამფორტასისა. თავის თვითშემეცნებაში ის ასე უნდა გრძნობდეს თავს. აქედან მოედინებიან შემდგომ ძალები, რომელნიც ამ გაორებიდან ერთიანობაში უნდა გადაიზარდონ და ადამიანიც რამდენიმე ნაბიჯით წინ უნდა წასწიონ სამყაროს განვითარებაში. ჩვენს გონებასა და სულში, ჩვენი შინაგანი სამყაროს სიღრმეებში ერთმანეთს უნდა შეხვდნენ გარკვეულწილად ფიზიკურად და სულიერად დაჭრილი თანამედროვე ადამიანი, ამფორტასი და პარციფალი - ცნობიერების სულის მფარველი.“ (8, 81)

ლევან ორბელი განსაკუთრებულ გარემოებებში მოხვედრილი განსაკუთრებული ადამიანია. მისი მოვლენათა აღქმის უნარი ძალზე გამძაფრებულია, ხოლო მისი წარმოსახვის უნარი განსაკუთრებული სიძლიერითაა განვითარებული. მისი, როგორც გრაალის მცველის მისია იმითაც არის გართულებული, რომ იგი იძულებულია დაუპირისპირდეს სიწმინდის დამანგრეველს, არა მხოლოდ როგორც პიროვნებას, არამედ ის გაცილებით უფრო დიდ ფენომენს ერკინება - მთელს სისტემას, რომელიც გრაალის და, მაშასადამე, თვით ლევანის წინააღმდეგ არის მიმართული; სისტემას, რომელიც ყველა სიწმინდეს ისეთივე გაშმაგებით ებრძვის, როგორც ადამიანის ინდივიდუალურობის ნებისმიერ, სულ მცირე გამოვლინებასაც კი, რაც ფსიქოლოგიურად სრულიად გამართლებული და სწორი ქმედებაა. ის სულიერი სიწმინდე, რასაც გრაალი განასახირებს თავისი ნებისმიერი გამოვლინებით, იქნება ეს თასი, მასში ჩადებული გული, თუ ფილოსოფიური ქვა, უშუალო კავშირშია ადამიანის პიროვნულ სულიერ ძალებთან, ანუ მის ინდივიდუალურობასთან.

სწორედ ამიტომ ებრძვის გრაალს ტოტალიტარული სისტემა ასეთი გამეტებით. წმინდა რელიგიურ სიმბოლოებთან ბრძოლა გაცილებით უფრო მარტივია და დაუძლეველ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ გრაალი დიდ პრობლემას ქმნის: ის ზერელიგიურია. სწორედ ამიტომაა იგი ასე მრავალსახოვანი მოქმედების ასეთი ფართო დიაპაზონით. ის ცალკეული პიროვნების ინდივიდუალურობას ავითარებს, მის სულიერ ძალებს დიდი დატვირთვით ამუშავებს. გარდა ამისა, მას უნარი შესწევს გარკვეული იდეისა თუ მიზნის გარშემო ადამიანთა მთელი ჯგუფების, მეტიც, მთელი ერის გაერთიანებისა. მოცემულ შემთხვევაში ეს მიზანი ქვეყნის თავისუფლებაა - რომანის მოქმედება ხომ 1924 წ. თავად-აზნაურთა აჯანყებას უკავშირდება. ცხადია, რომ სიმბოლო, რომელსაც სწორედ თავისი ზოგადსაკაცობრიო, ზერელიგიური მნიშვნელობის წყალობით ასეთი სიძლიერით შეუძლია ნებისმიერი მიზნის გარშემო ადამიანების შეკავშირება, ტოტალიტარული სისტემისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას უნდა წარმოადგენდეს.

რაც შეეხება ლევან ორბელს, იგი საკმაოდ რთული პიროვნებაა, თუმცა თავის მისიას იდეალურად შეეფერება. ავტორი ლევანის შესახებ ამბობს, რომ ის შესანიშნავადაა გათვითცნობიერებული საქართველოს ისტორიაში, მაგრამ მისთვის ეს შიშველი ქრონიკა კი არ არის, არამედ სისხლხორცეული დანატოვარი (7, 21). ეს იმას ნიშნავს, რომ ორბელისთვის ეს წარსული, ფაქტობრივად, წარსული კი არა, არამედ ყოველგვარ აწმყოზე უფრო ხელშესახები რეალობაა. ეს კიდევ უფრო ცხადი ხდება, როდესაც რომანში ვკითხულობთ, რომ ლევანი „მისრიალებს ცხოვრების გზაზე ცხოვრებისაგან ხელშეუხებელი. იმისათვის იწვის, რაც შორეთში მოსჩანს, მაგრამ ისე ძლიერად, რომ სუნთქვას იქამდე აწვდენს.“ (7, 24). ყოველივე ეს ძალზე სხარტად არის გადმოცემული შემდეგ წინადადებაში: „ის მუდმივად ყოფიერების ზღვარზე იმყოფება (am Rande des Seins)“. საქმე მართლაც ისეა, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად უმკლავდება წარმავალსა და მარადიულს შორის წონასწორობის დამყარებას. რომანის დასაწყისში ლევან ორბელის სულიერი ძალები და გრძნობები სრული ძალით წარსულისკან არის მიმართული. სწორედ იქ გრძნობს იგი თავს ყველაზე კარგად, მით უმეტეს, რომ აწმყო ძალზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენებითაა დატვირთული და სამომავლო იმედის არანაირ საფუძველს არ იძლევა. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ლევანის წარმოსახვის, მართლაც, სასწაულებრივი უნარი წარსულსა და აწმყოს გააერთიანებს. ეს შემაერთებელი წერტილი გრაალია. ეს გარდამტეხი მომენტია როგორც რომანში, ასევე ლევან ორბელის ცხოვრებაში. გრაალის ხელშესახებ რეალობაში არსებობით ორბელისთვის ყველაფერი იცვლება. რომანის დასაწყისში ლევანის მეგობარი ავალა მასზე ამბობს, რომ რადგანაც „ის მოქმედების ადამიანია, სურს, რომ რასაც განჭვრეტს, სინამდვილეში განიცადოს“ (7, 26). გრაალის რეალობაში აღმოჩენით სწორედ ეს პრინციპი ხორციელდება. საფიქრებელია, რომ ლევანის სულიერი ძალები სწორედ იმისათვის მუშაობდნენ ასე აქტიურად, რომ გრაალის აღმოჩენის მომენტში იგი თავისი მისიისათვის საკმარისად მომზადებული ყოფილიყო.

აქ აუცილებელია იმ პრინციპების გახსენება, რომლითაც ძველი მისტერიების ხელდასმულები ხელმძღვანელობდნენ. ითვლებოდა, რომ ხელდასმულისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის განწყობაა, რომლითაც იგი უახლოვდება ღვთიურს. შესაძლოა, ადამიანს სამყაროს ყველაზე დაფარული საიდუმლოს ახსნა მიეცეს და მან არაფრად ჩააგდოს ის, თუკი მის მიმართ წინასწარ სკეპტიკურად იქნება განწყობილი. შტაინერი ამის შესახებ წერს: „ვთქვათ, ღვთაება გამოგეცხადა! ის ან არაფერია, ან ყველაფერი. ის არაფერს წარმოადგენს, თუკი მას იმავე განწყობით შეხვდები, როგორც ყოველდღიურობის საგნებს ეგებები. ის შენთვის ყველაფერია, თუკი მომზადებული ხარ, განწყობილი ხარ მის შესახვედრად. ის, თუ როგორია იგი თავისთავად, შენ არ გეხება; კითხვა იმაში მდგომარეობს, დაგტოვებს თუ არა იგი იგივე ადამიანად, თუ სულ სხვა პიროვნებად გაქცევს. მაგრამ ეს მთლიანად შენზეა დამოკიდებული. შენ შენი აღზრდით, პიროვნების ყველაზე ინტიმური ძალების განვითარებით მომზადებული უნდა იყო ღვთიური ძალის ასაგიზგიზებლად და გამოსათავისუფლებლად. ყველაფერი იმ აღქმაზეა დამოკიდებული, რომელსაც შენ ღვთიურთან შეხვედრას უმზადებ.“(9, 12).

ლევან ორბელი სწორედ რომ შინაგანად მზად იყო ამ შეხვედრისათვის. მას გრაალის ამბავი არა უბრალოდ განცდილი ჰქონდა, არამედ მისი სულიცა და ფსიქიკაც მთლიანად გაჟღენთილი იყო ამ წმინდა სიმბოლოთი, რომელიც მისთვის სრულ უკუნეთში ნაპერწკლის მხსნელი აციმციმების დარად სამშობლოს გადარჩენის საწინდარს განასახიერებდა. სწორედ ეს დაინახა მთელი სიაშკარავით თავადმა გიორგიმ. მან იცოდა, რომ გრაალი მის ხელში სრულიად უსარგებლო საგნად იქცა, რადგანაც მან „ღვთიური ცხოველის“ ძალები უმოწყალოდ დაფანტა და ისინი ცარიელ რაციოდ აქცია. მაგრამ როგორც თაურცოდნის მატარებელმა, თავადმა ისიც ზუსტად განსაზღვრა, რომ გრაალს, რომელიც მის ხელში სამუზეუმო ექსპონატად იქცა, სწორედ ლევანისნაირი ადამიანი შთაბერავდა ახალ სიცოცხლეს.

აქვე აუცილებლად უნდა შევეხოთ შემოქმედებითი ძალების საკითხს. ადამიანის სულის შემოქმედებითი ძალები განსაკუთრებული სქემით მოქმედებენ. ადამიანი სრულიად დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარ სულიერ ძალებზე დაყრდნობით შეიმუშავებს კანონებს, შემდეგ კი ხედავს, რომ ბუნებაშიც იგივე კანონები მოქმედებენ, რაც მან საკუთარი სულიერი ძალებიდან გამომდინარე დაადგინა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის სულის შემოქმედებითი პოტენციალი სამყაროსგან მოწყვეტილი კი არ არის, არამედ სწორედ ამ შემოქმედებით პროცესში მჟღავნდება ის, რაც სამყაროში კანონზომიერების სახით შედის. ეს ის არის, რაც ჩვენი ფიზიკური ხუთი გრძნობის ფარგლებს ცდება. სამყაროს მარადიული კანონზომიერი აუცილებლობა და მასში ჩაქსოვილი ღრმა აზრი მჟღავნდება და რეალობად იქცევა ადამიანის სულში. მარადიულობის კანონები სწორედ ადამიანის სულის სიღრმეში ინახება. იქ სუფევს უფალიც და სამყაროს მარადიული ჰარმონიაც სულის უხილავ შრეებში განიფინება. ამ პროცესებს თუ ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ისინი ორმხრივ განვითარებას ჰპოვებენ, კერძოდ: ერთის მხრივ, გრაალის ძიებით ხელდასმულის სულიერი ძალები საკუთარი პიროვნების საპოვნელად არის მიმართული, მეორეს მხრივ კი ყველაფერი, რასაც ადამიანი საკუთარ თავში მარადიულის გამოსაღვიძებლად აკეთებს, რეალურად ყოფიერების ფასეულობის ასამაღლებლად კეთდება. ამგვარად, ადამიანი სამყაროს ერთიანობის ფუჭი მაყურებელი აღარ არის. მისი შემეცნების ძალა ბუნების უმაღლესი შემოქმედებითი ძალაა, რომელსაც ადამიანი ინიციაციის გზით საკუთარი თავის შეცნობამდე მიჰყავს და სამყაროში მისთვის განკუთვნილ ადგილს უმკვიდრებს. ეს საკმაოდ ძნელი გასავლელი გზაა, ის გზა, რომელსაც ადამიანი მარტო გადის.

ამ გზას ადგას ლევან ორბელიც თავისი საუკუნისა და ქვეყნის პრობლემებით დამძიმებული. საკუთარ თავთან და ამით მარადიულთან მისვლა მოდერნიზმის ტვირთით დამძიმებულ საუკუნეში და, თანაც, ტოტალიტარულ ქვეყანაში თითქმის შეუსრულებელ ამოცანად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომაც აქვე ჩნდება მარადიული სიმბოლო, რომელიც გმირს გზას თავისი სხივებით უნათებს, თავისი თანხლებით უმარტივებს. ეს - წმინდა გრაალია, რომელსაც ლევანი, თავის მხრივ, თავისი რწმენის შემოქმედებითი ძალებით ახალ სიცოცხლეს შთაბერავს. როდესაც თავადი გიორგი ამ პროცესზე საუბრობს, მას ღვთიური წარმოსახვის ძალას ადარებს: „რაწამს ღმერთი რაიმეს წარმოიდგენს, ეს რაღაც ჩნდება“. (7, 127). ამაში მდგომარეობს თითოეული მორწმუნის ძალაც. ლევან ორბელიც ამ უდიდესი სულიერი ძალების მატარებელია. სხვათა შორის, ამას არა მარტო თავადი გიორგი შეამჩნევს, არამედ ანტიგმირი ველსკიც. როდესაც ისინი მატარებლის კუპეში გრაალის შესახებ საუბრობენ, ველსკი დიდი ენთუზიაზმით მსჯელობს გრაალის, როგორც სიმბოლოს განადგურების შესახებ. დიდ ნაპოლეონსაც კი აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან საბოლოოდ სიწმინდის დამანგრეველის როლი ვერ შეასრულა. ბოლოს კი ლევანს ეუბნება, რომ მისი აზრით, სწორედ ორბელს შესწევს იმხელა ძალა, რომ სიწმინდის დამანგრეველის როლი იკისროს. ის არ ცდება. ლევან ორბელს ნამდვილად შესწევდა ამის ძალა, მაგრამ არის მიზეზი, რომლის გამო ის ამაზე არასოდეს წავიდოდა. საქმე ის არის, რომ ჭეშმარიტი მორწმუნის ღვთიურ წარმოსახვასთან გატოლებული შემოქმედებითი სულიერი ძალა დესტრუქციული, გამანადგურებელი ვერ იქნება. ასეთი ძალა მხოლოდ კონსტრუქციულ ხასიათს შეიძლება ატარებდეს, რადგანაც მისთვის უფრო მაღალ ჭეშმარიტებათა კარია ღია, იმ ჭეშმარიტებათა, სიწმინდის გამანადგურებლისთვის მარადიულ გამოცანად რომ დარჩება.

ამიტომაც ათასწილად მართალია ლევან ორბელი, როდესაც ველსკის ეუბნება: „პარციფალი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე სიწმინდის ნებისმიერი შემბილწველი, თუნდაც ეს ნაპოლეონი იყოს“ (7, 141). თვით ლევანიც გარკვეულწილად პარციფალია, ოღონდ თავისი ეპოქის პარციფალი. გავიხსენოთ გერჰარდ ფონ დემ ბორნეს სიტყვები: „რაწამს ადამიანი მაღალი ფასეულობებისათვის მებრძოლად იქცევა, თვითშეგნების მზარდი ძალების მაძიებლად და შემმეცნებლად ამ ასპარეზზე, ის პარციფალი ხდება!“ (1, 219).

რაც შეეხება თავად გრაალს, ავტორმა მისი განსაკუთრებული მხატვრული სახე დაგვიხატა. მან, ფაქტიურად, ქართული გრაალის მოდელი შექმნა - ჩვენება, რომელიც სიზმარს უფრო ჰგავს, მაგრამ ისტორიული ფაქტი აღმოჩნდება: ქართული გრაალი - თასია, რომელშიც ნინოს ჯვარს მოწყვეტილი ვაზის ცრემლიებია დაგროვილი, შუა საუკნეებში ქართველი რაინდები მონღოლებს რომ გადაარჩინა.

აღსანიშნავია, რომ რომანის ბოლოს გრაალის სამყოფელზე, ისევე, როგორც ლევანის განსასვენებელზე ზუსტი ცნობები არ მოიპოვება, რაც, ალბათ, მოსალოდნელი იყო. გრაალიც და მისი მცველიც ლეგენდად უნდა დარჩნენ და ასეც ხდება. ლამაზ ლეგენდას ზემოქმედების უფრო დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს ადამიანებზე, ვიდრე რეალურად არსებულ საგანს. რა მნიშვნელობა აქვს მის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას? გრაალის სამკვიდრო ხომ უპირველესად ადამიანის სულია. ამ განწყობას საუკეთესოდ გადმოსცემს შემდეგი სიტყვები: “გრაალის მიუწვდომელი და ხელშეუხებელი სამეფო რეალობად რჩება, მაშინაც კი, როდესაც შეუძლებელია მისი დაკავშირება რაიმე ადგილთან, ხილულ ორგანიზაციასთან, ჩვენი სამყაროს რომელიმე სამეფოსთან. (5, 163).

და ბოლოს, წმინდა გრაალის შესახებ შემდეგი სიტყვები მინდა მოვიშველიო: „წმინდა გრაალი, შუა საუკუნეების საოცარი ქმნილება ყოველივე იმის განსახიერება იყო, რის თქმასაც ახერხებდნენ იმ დროის პოეტები ქრისტიანული რელიგიის წმინდა და მაღალ მატერიებზე. ისევე, როგორც რელიგიის უმაღლესი ჭეშმარიტებანი სიბნელითაა გარემოცული და მაძიებელ გონებას აშკარად და თავისუფლად არასოდეს გამოსცხადებიან, არამედ მხოლოდ ფანტაზიისთვის იყვნენ ხელმისაწვდომი, შეცნობადი კი - გონისათვის, ასევე ამ ნაწარმოებებში წმინდა გრაალის შესახებ, რომელიც საოცარია თავისი შექმნით, მისტიური - ქმედების ხანგრძლივობით, ბინძური გროვიდან ამოღებული და მხოლოდ ერთეული ხელდასმულებისათვის გამხელილი, თითქმის ღვთიური, თავისი გაქრობით მიუვალობის პირბადით მოსილი“ (2, 73).

ლიტერატურა
Literature
Литература

  1. Borne von dem, Gerhard: „Der Gral in Europa“, Stuttgart, 1976

  2. Büsching, J.G.G. „Der Heilige Gral ein wunderbares Gebilde“, in: „Das Buch vom Gral. Mythen, Legenden und Dichtungen um das größte Geheimnis des mittelalterlichen Abendlandes“, Hrgs. Kircher, B., 1993

  3. Campbell, Joseph: „Mythologie des Westens, Die Masken Gottes“ Basel, 1992

  4. Cooper, J.C. “Illustriertes Lexikon der traditionellen Symbole” Leipzig, 1986

  5. Evola, Julius: „Das Mysterium des Grals“, München, 1954

  6. Obleser, Horst: „Parzival. Ein Initiationsweg und seine Bedeutung“,Koenigsfurth, 2000

  7. Robakidse, Grigol, „Die Hüter des Grals“, Eugen Diederichs Verlag Jena, 1937

  8. Steiner, Rudolf: “Die Mysterien des Morgenlandes und des Christentums“, 4. Vortrag, 06.02.1913, Rudolf Steiner Verlag Dornach, 1985

  9. Steiner, Rudolf:„Christentum als mystische Tatsache und die Mysterien des Altertums“, C.Clement, Salt Lake City, 2004

რეზიუმე
გრაალის ძიება - გმირის ინიციაციის გზა გრ. რობაქიძის რომანში გრაალის მცველნი
ლიკა წერეთელი

სტატია განიხილავს გრაალის მაძიებელი გმირის ცხოვრების გზას. კვლევა ორ ასპექტში ხდება: ერთის მხრივ, წარმოჩენილია გრაალის მაძიებლის მიერ გასავლელი სულიერი განვითარების გზისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, რომლებიც ეყრდნობა აქამდე არსებულ კვლევებს ისეთი ავტორებისა, როგორებიცაა შტაინერი, ობლეზერი, ბიუშინგი და ა.შ; მეორეს მხრივ, განიხილება გრ. რობაქიძის რომანის - „გრაალის მცველნი“ - მთავარი გმირის, ქართული გრაალის მცველის, ლევან ორბელის ცხოვრების გზა, წარმოჩნდება მისი სულიერი განვითარების გზის თავისებურებები, რომლებიც ეპოქითა და გარემოებებით არის განპირობებული.

SUMMARY
THE SEARCH OF THE GRAIL - THE INITIATION WAY OF THE HERO IN THE NOVEL BY GR. ROBAKIDZE “T
HE CUSTODIANS OF THE GRAIL”
LIKA TSERETEL
I

The article descusses the life of the seeker after the grail. The search is characterised by two aspects: on the one hand, it demonstrates the peculiarities of the initiation way, which have to pass the person, who is searching for the grail. This is based upon the existing researches of the authors, such as Steiner, Obleser, Büsching, etc. On the other hand the article discusses the life of the main character.of the novel by Gr. Robakidze “The custodians of the grail”, Levan Orbelli, who is the custodian of the Georgian grail. The article demonstrates the features of the way of his spiritual development, which are defined by the epoche and circumstences.

РЕЗЮМЕ
ПОИСК ГРААЛЯ - ПУТЬ ИНИЦИАЦИИ ГЕРОЯ В РОМАНЕ ГР. РОБАКИДЗЕ «СТРАЖИ ГРААЛЯ»
ЛИКА ЦЕРЕТЕЛИ

В статье рассматривается жизненный путь героя, ищущего святой грааль. Исследование ведется в двух аспектах: с одной стороны, основываясь на трудах таких авторов, как Штейнер, Облезер, Бюшинг и т.д. показываются особенности пути духовного развития, который должен пройти ищущий герой. С другой стороны, освящяется жизненный путь главного героя романа Гр. Робакидзе «Стражи грааля», хранителя грузинского грааля, Левана Орбелли, представляя особенности пути его духовного развития, обусловленного эпохой и обстоятельствами.

2.5 ვერბალური კომუნიკაციის კრიზისის დაძლევის საშუალებები 50-იანი წლების ფრანგულ დრამატურგიაში (დიალოგის ტრანსფორმაცია)

▲ზევით დაბრუნება


ბელა ხაბეიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი

კომუნიკაციის პრობლემა 50-იანი წლების თეატრში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. ამ პერიოდის დრამატურგიაში მეტყველება ტრადიციული ურთიერთობების გაუცხოების წყაროდ მიიჩნევა. ვერბალური კომუნიკაციის შესაძლებლობებით უკმაყოფილო აბსურდის თეატრის დრამატურგებმა განსხვავებული გზა აირჩიეს. მათთან სიტყვას სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი გამომსახველობითი საშუალებები გაუტოლდა და, უმეტეს შემთხვევაში, ჩაანაცვლა კიდეც. XX საუკუნის დასაწყისში აბსურდის თეატრში კომუნიკაციის ორიგინალური ფორმების შექმნას საფუძვლად დაედო მეტყველებასთან გაუცხოების ტენდენცია.

კომუნიკაციის მოშლა, ენის ფუნქციის გადაფასება 1950-60-იანი წლების თეატრალური ბრძოლის ქვაკუთხედად იქცა. აბსურდის თეატრში ენის მიმართ გამოთქმული პროტესტი იონესკოს ბაბილონის გოდოლის ამბავს აგონებს: „მეჩვენება, რომ ბაბილონის გოდოლის განახლებულ თავგადასავალს ვადევნებთ თვალს“.1

„შენიშვნებსა და კონტრშენიშვნებში“ მოყვანილი თქმულების იონესკოსეული ინტერპრეტაცია, ენათა დივერსიფიკაციით გამოწვეული ადამიანთა ურთიერთგაუცხოების, კომუნიკაციის მოშლის პირველი მაგალითია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალი თეატრის ნოვატორული ტენდენციები ამ მითის სიმბოლური ანარეკლია.

ენის ფუნქციის ეჭვის ქვეშ დაყენება მასზე უარის თქმას არ ნიშნავს. 1950-იანი წლების თეატრში ენის მნიშვნელობა ერთგვარად დაკნინებულია, თუმცა მისი საკომუნიკაციო ფუნქცია ფორმალურად შენარჩუნებულია. აბსურდის თეატრში ენა ერთ-ერთი გამოხატვის საშუალებაა უამრავ საშუალებათა შორის; ერთი და არა ერთადერთი. საჭირო, თუმცა არასაკმარისი. მისი სტრუქტურა, ფორმალური გამოხატულება, ჩვეული ლოგიკურობა ახალი თეატრის მესვეურთათვის მიუღებელია; კოჰერენტული სტრუქტურის რღვევა, ალოგიკური კავშირები, აბსოლუტური აბსურდულობა არა ზოგადად ენის მიმართ გამოთქმული პროტესტია, არამედ ადამიანთა შორის გადაულახავ ბარიერად აღმართული, სიყალბის წყაროდ ქცეული ენის წინააღმდეგ გალაშქრება. უარყოფათა სერია, ენის სტრუქტურის დანაწევრება, მხოლოდ ახალი, ადამიანთა რეალური მდგომარეობის შესატყვისი ენის შექმნის მცდელობაა, ნამდვილი ენისა, რომელსაც საზოგადოებაში არსებული ურთიერთობების სრულფასოვნად გადმოცემა შეეძლება.

„ადამოვისა და ბეკეტის შემოქმედება, ენის აშკარა დანაწევრების გზით, რეალობის გაშიშვლებაა. დანაწევრებული ენა სხვაგვარად შეიკრა. ენის დაშლა ახალი სტრუატურის შექმნით დაგვირგვინდა; ენამ ახალი ტყავი, ჯავშანი მოირგო“.2

ენის საკომუნიკაციო ფუნქციის გადაფასება წმინდა ევროპული ფენომენია და თითქმის უცხოა ამერიკული დრამატურგიისათვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ენისადმი დამოკიდებულება ევროპულ თეატრშიც არაერთგვაროვანია. მაგ., ენის ეფექტურობაში დარწმუნებული ბ. ბრეხტი თეატრს დიდაქტიკურ ფუნქციას ანიჭებს. ბეკეტისა და იონესკოს დრამატურგია ბრეხტისეული თეატრისგან სრულიად განსხვავებულია. ბრეხტთან სიახლოვეს ვერც ადამოვს დავწამებთ. მართალია, მისი ბოლოდროინდელი შემოქმედება რეალისტური ნიშნის მატარებელია, მაგრამ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ აბსურდის თეატრში ენის დეფორმირების, გადალაგების ინიციატორი სწორედ ადამოვი იყო. ევროპული თეატრის ამ ორ ფრთას შორის განსხვავება ისაა, რომ ბრეხტი ადამიანთა ურთიერთგაუცხოების პრობლემას სოციალურ სიბრტყეში განიხილავს და კომუნიკაციის სირთულის შესახებ სოციო-პოლიტიკურ ფაქტორებზე დაყრდნობით მსჯელობს. აბსურდის თეატრი ამ პრობლემას უფრო სიღრმისეულად აფასებს და ადამიანის არა მარტო სოციუმთან, არამედ ენასთან გაუცხოებას ახალი საშუალებებით გამოხატავს.

ადამიანთა ურთიერთგათიშულობის საბაბად ქცეული ენის არასრულფასოვნების შესახებ მსჯელობის ნაცვლად, აბსურდის დრამატურგები კომუნიკაციის ახალი გზების ძიებას შეუდგნენ. გაცვეთილი, დაცლილი სამეტყველო ენა ახალი ფორმების აღმოჩენის საბაბად იქცა, რაც დრამატული ენის სრული ტრანსფორმაციით დაგვირგვინდა. ენის მოდიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად დრამატურგებმა სიმბოლური ასპექტი მიიჩნიეს. ელემენტარული სახელდებიდან დაწყებული, სტრუქტურული ცვლილებით დამთავრებული, თეატრში ყველაფერი შეიცვალა; წარმოდგენამ სიმბოლურ ჭრილში გადაინაცვლა, რამაც, თავის მხრივ, სივრცესა და დროსთან არსებულ მიმართებათა გადახედვის აუცილებლობაც წარმოშვა.

აბსურდის დრამატურგების ახლებური წერის მანერა, უპირველეს ყოვლისა, რეპლიკური სისტემის, დიალოგების ფორმალურ და ფუნქციურ მოდიფიცირებაში გამოვლინდა. ტრადიციული დრამატურგიის წიაღში გამოზრდილ მაყურებელთან განხეთქილების ვაშლის როლი ახალი ფუნქციით აღჭურვილმა დიალოგმა შეასრულა. კითხვა-პასუხის ფორმით არსებული ტრადიციული დიალოგი ფორმალურად მსგავსმა, თუმცა ალოგიკური რეპლიკებით დაკომპლექტებულმა დიალოგმა ჩაანაცვლა, საიდანაც შინაარსის გამოტანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

რეპლიკათა სისტემის დაუყოვნებლივ შეცვლაზე თავდაპირველად ადამოვი ალაპარაკდა და სულ მალე საიდუმლო გეგმის მონახაზიც შემოგვთავაზა: „არ მასვენებდა აზრი, რომ მე, რომელმაც იმდენი ვილაპარაკე ვერბალური კომუნიკაციის შეუძლებლობაზე, იძულებული გავხდი, სხვებივით მარტივი დიალოგები მეწერა (....). გადავწყვიტე, ხერხისთვის მიმემართა: დიახ, ისინი ილაპარაკებენ, თითოეული მოისმენს იმას, რასაც ამბობს სხვა, მაგრამ სხვა არ იტყვის იმას, რაც სინამდვილეში ევალება (...). მე თავს მოვუყრი ძირითად ფრაზებს, რომელთაც ყოველდღიურობიდან ავიღებ, თუმცა „სულ სხვა რამეს“ ვათქმევინებ“.3

ამგვარმა აღიარებამ ხორცი შეისხა და „ცრუ დიალოგად“ წოდებულ ფენომენს დაუდო სათავე.

ადამოვის შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით ე.წ. ცრუ დიალოგების სერიას, სადაც თითოეული პერსონაჟი საკუთარ მოსაზრებას პარტნიორისაგან დამოუკიდებლად ავითარებს. „პაროდიაში“ ამპლუაიეს დე ლილთან ურთიერთობის მცედელობა, გმირების განყენებულ საუბრად რჩება. ურთიერთმიმართული რეპლიკები ვერ იძენს რეალური სიტყვა-პასუხის ფორმას და გაუგებრობის გაღრმავების წყაროდ იქცევა. „პროფესორ ტარანში“ გმირის შესავალი ტირადა, თავის მართლების უშედეგო მცდელობად რჩება, რადგან ტარანს ყურს არავის უგდებს. ინსპექტორი და პოლიციელი საკუთარ საზრუნავს შეუპყრია. პიესის დასასრულს არც საბრალდებო დასკვნა იპყრობს ვინმეს ინტერესს. დამსწრე საზოგადოება დარბაზიდან გადის და ისედაც მარტოსულ ტარანს სიჩუმისა და სიცარიელის ტყვედ ტოვებს. დიალოგის ფორმით დაწერილი პიესა მხოლოდ ფორმალურად თუ ამართლებს ამ სახელს. რეალურად, საქმე არანაირ დიალოგთან არ გვაქვს.

ცრუ დიალოგის ფორმა არც იონესკოსთვისაა უცხო. „მოვალეობის მსხვერპლში“ ფსიქოანალიტიკოსი, პოლიციელის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი შუბერი, ვრცელი ტირადებით საკუთარ თავს წარსულზე ესაუბრება. „გაკვეთილის“ მოწაფე ვერანაირად ვერ ახერხებს ყბედად ქცეული მასწავლებლის უმისამართო საუბრის მოსმენას და პასუხად კბილის ტკივილს იმიზეზებს. პასუხსაც მხოლოდ ტირადებს შორის სიცარიელის ამოვსების მიზნით თუ იძლევა. „სკამებში“, ადამოვის მუტილეს მსგავსად, ორი პროტაგონისტი თვალით უხილავ პერსონაჟებს ესაუბრება. ე.წ. დიალოგი ალაგ-ალაგ წყდება კიდეც და მცირე პაუზის დროს მოხუცებულები სიჩუმეს უგდებენ ყურს. „ახალ მდგმურში“ ცრუ დიალოგი ახალ გამოხატულებას იძენს. პროტაგონისტი, „გაკვეთილის“ მოწაფისაგან განსხვავებით, სიცარიელის შესავსებად და მოჩვენებითი კომუნიკაციის გასაგრძელებლად პასუხის მოძებნისთვის თავს აღარ იწუხებს და ლაკონური, თუმცა, როგორც წესი, ალოგიკური „კი“ და „არა“-თი იფარგლება.

ფორმალური მსგავსების მიუხედავად, იონესკოს ცრუ დიალოგი გაცილებით მეტი სიღრმით გამოირჩევა. იონესკოს ორიგინალობა მისი პერსონაჟის დამუნჯებაში გამოვლინდა. „ახალ მდგმურში“ დუმილსა და ამაოდმეტყველების ურთიერთდაპირისპირებაზე აგებული დიალოგი გმირის ფსიქოლოგიურ სიღრმეს წარმოაჩენს. აქამდე საუბარში ჩართვის მოსურნე პერსონაჟი, იონესკოს პიესაში დუმს. საუბარში მონაწილეობის სურვილი მოსმენის მცდელობამდეა დაყვანილი.

ჩვენ მიერ მოყვანილ მაგალითებში დილოგი არ მყარდება, მაგრამ მოსაუბრეს ხან ფიზიკური, ხანაც ვირტუალური მსმენელი მაინც ჰყავს. ცრუ დიალოგის მომდევნო მაგალითში პერსონაჟს მსმენელი არ ჰყავს. „დიდ და მცირე მანევრში“ ჰალუცინაციის მორევში ჩაძირული მუტილე საკუთარ ხმას ეპასუხება და მისი პირითვე გაცემულ ბრძანებებს ემორჩილება. ამ სახის დიალოგი არა მარტო სოციუმთან, ენასთან, არამედ საკუთარ თავთან გაუცხოების საუკეთესო მაგალითია.

მსმენელის არარსებობა იონესკოსა და ადამოვის შემოქმედებაში საფუძვლად ედება ცრუ დილოგების მონოლოგებად გარდაქმნის ტენდენციას. აღსანიშნავია, რომ მათ ე.წ. მონოლოგებს კლასიკური მონოლოგისგან დიალოგურ პრინციპზე აგებული კონსტრუქცია განასხვავებს. მონოლოგის ავტორი საკუთარ თავთან დიალოგს მართავს, რაც, საბოლოოდ, ბოდვის სახეს იძენს. დიალოგური პრინციპით საკუთარ თავთან ლაპარაკი აბსურდის თეატრში დასაბამს აძლევს ახლი სახის დიალოგის არსებობას. აღნიშნულ ტრანსფორმაციას ახალ ფორმამდე მონოლოგურ დიალოგამდე მივყავართ.

დიალოგის ეს ფორმა ძირფესვიანად აქარწყლებს ტოდოროვის მიერ „ენის რეგისტრებში“ მონოლოგსა და დიალოგს შორის დადგენილ განსხვავებას: მონოლოგში მოსაუბრეა აქცენტირებული, დილოგში - მსმენელი. აბსურდის თეატრის დიალოგებში, ორივე შემთხვევაში, აქცენტი მოსაუბრეზეა გადატანილი.

თანამოაზრეებთან შედარებით სამუელ ბეკეტის ნოვატორული მცდელობა მეტი გამბედაობით გამოირჩევა. ბეკეტმა ცრუ დიალოგი დაიყვანა სრულ მონოლოგამდე, რომელსაც კლასიკურ მონოლოგთან საერთო არაფერი აქვს. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი ფუნქცია დრამატული მოქმედების გაგრძელებაში მდგომარეობს. დილემის წინაშე აღმოჩენილი გმირი სიტუაციას აანალიზებს და კონფლიქტის გადაჭრის გზებს ეძებს. ბეკეტის პერსონაჟის ბოდვითი მონოლოგი კი არსებობის შეცნობის ერთადერთი წყაროა. გაჩუმება სიკვდილის ტოლფასია, ლაპარაკი - არსებობის გარანტი. ბეკეტის მონოლოგები არ ჰგავს ბრეხტისეულ „სონგ“-ებს, რომლებშიც ლირიკული პაუზები, ერთიანი ხაზის დამრღვევი ელემენტები, მოქმედებისა თუ საუბრის გასაწყვეტად გამოიყენება და ხშირად სიმღერის ან ლექსის ფორმასაც ატარებს.

მონოლოგური კონსტრუქცია იმდენად დამახასიათებელია ბეკეტის შემოქმედებისთვის, რომ ხშირად პიესა ერთი გაბმული აბსურდული მონოლოგის სახეს იძენს და, შესაბამისად, სცენაც ერთ პერსონაჟს ეთმობა. რეპლიკები თითქმის გამორიცხულია, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს მონოლოგის არსებობას. „კომედიის“ ტექსტი შედგება მრავალი მონოლოგისგან, რომელთა ავტორებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. მართალია, რეპლიკები შენარჩენებულია, მაგრამ ცრუ დიალოგის შესაქმნელად საკმარისი არ არის. ამ კონსტრუქციას ვერც მონოლოგურ დიალოგს დავარქმევთ, რადგან რეპლიკათა არსებობის მიუხედავად, გმირის საკუთარ თავთან გამოლაპარაკების მცდელობა არსად შეინიშნება. ადამოვისა და იონესკოს შემოქმედებაში ცრუ დიალოგი მონოლოგურ დიალოგად გარდაიქმნება ან უბრალოდ მდუმარებით სრულდება. აღნიშნული ტენდენციების უკიდურესობამდე მიყვანით, ბეკეტმა სრულიად ახალი, მონოლოგური პიესები შემოგვთავაზა. რეპლიკური კონსტრუქციის გამორიცხვის შედეგად, ბეკეტი ფორმალური დიალოგის სრულ უარყოფამდე მივიდა.

ახალი თეატრის დრამატურგები ტრანსფორმირებულ დიალოგს მრავალფუნქციურად იყენებენ. კომუნიკაციის დამყარების ნაცვლად დიალოგი საკუთარი თავის ან სხვათა არსებობის შეცნობის საშუალებას წარმოადგენს. დიალოგი პარტნიორთან თუნდაც უმნიშვნელო, იშვიათი კონტაქტის დამყარების მცდელობაა; ურთიერთობისა, რომელსაც მუდამ გაწყვეტა ემუქრება. პერსონაჟთა რეპლიკები ლაკონიურობით გამოირჩევა. კომუნიკაცია მინიმალური ხარისხითაა წარმოდგენილი და ენაც, როგორც ამას რომან ჯაკოფსონი უწოდებს, მხოლოდ „საკონტაქტო ფუნქციით“ გამოიყენება.

„გოდოს მოლოდინში“ ვლადიმირი და ესთრაგონი ერთმანეთს განუწყვეტლივ ელაპარაკებიან, ურთიერთობის შეწყვეტის შიშით ტყვიის სისწრაფით ისვრიან რეპლიკებს. მარტო დარჩენის საფრთხეს აქა-იქ ახსენებენ კიდეც, თუმცა უმალვე უკუაგდებენ ამ მჭმუნვარე აზრს.

ვლადიმირი: - თქვი რამე!
ესთრაგონი: - ვეძებ. ხანგრძლივი პაუზა
ვლადიმირი (შეწუხებული): სულ ერთია, რაც გინდა თქვი!4

საკონტაქტო ფუნქციით დიალოგის გამოყენება ვრცელი ტირადების მოყვარული იონესკოსთვისაც არ არის უცხო. ლაკონიური, უაზრო ფრაზებით პერსონაჟების ალაპარაკების ერთადერთი მიზანი მასთანაც მოჩვენებითი კონტაქტის შენარჩუნება და მარტოობის დაძლევის სურვილია.

ეს ცარიელი, აზრისგან დაცლილი ენა გვამცნობს, რომ პერსონაჟთა შორის დამყარებული ფსევდოკომუნიკაცია მხოლოდ ზედაპირული მოვლენაა და ფორმალური კონტაქტის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

აბსურდის თეატრის დიალოგებში ხშირად ვხვდებით გაუგებრობით მოცულ სიტუაციებს. მაგ., როცა სიტყვათა ორაზროვნებით დაბნეულ პერსონაჟებს ჰგონიათ, რომ ერთსა და იმავე სიტყვას სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებენ. კვიპროკოზე აგებული ამ სახის ცრუ დიალოგები კითხვებით არის გაჯერებული და ენის ორბუნებიანობის, ხელოვნურობის წარმოჩენას ისახავს მიზნად. უსაგნო კითხვების შემცველ დიალოგებში, ლაკონიურ ტირადებზე აგებული დიალოგის მსგავსად, ენის საკონტაქტო ფუნქციას მეტალინგვისტური ფუნქციაც ემატება. უფრო მეტიც, ხშირად მათი ურთიერთაღრევაც ხდება. ამგვარი დიალოგის შესანიშნავი მაგალითია არტურ ადამოვის დრამა „შემოსევის“ პროტაგონისტი პიერი, რომელიც ისე კვდება, რომ ვერ ახერხებს მეგობრის ნაანდერძევი ხელნაწერის გაშიფვრას, რადგან არასდროს არ არის დარწმუნებული ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობაში და მუდამ რაღაც ფარული კოდის მიგნებას ცდილობს.

„რატომ ამბობენ „ის მოდის“? ვინ არის „ის“, რა უნდა ჩემგან? რატომ ამბობენ „ძირს“ და არა „ში“ „ზე“? დიდი დრო დავკარგე ამგვარ რაღაცეებზე ფიქრში... აღარაფერს ჩავეძიები (პაუზა). სიჩუმეში, გაუნძრევლად დავიცდი. ძალიან ყურადღებიანი გავხდები“.5

აბსურდის პიესების დიალოგური კონსტრუქციები, დრამატული ენის გარდაქმნასთან ერთად, სიმბოლური დატვირთვის მატარებელია: ცრუ დიალოგის მონოლოგურ დიალოგებად, შემდეგ კი სრულ მონოლოგად გარდაქმნის დეგრადაციული ევოლუცია ადამიანთა შორის ვერბალური კომუნიკაციის კრახს განასახიერებს. დიალოგის სტრუქტურული მოდიფიკაცია ნათლად წარმოაჩენს ახალი პიესების ნოვატორობის ხარისხს. აბსურდის დრამატურგების ეს გაბედული ინიციატივა კრიტიკამ დრამატული ხელოვნების ნგრევად მიიჩნია, თეატრს კი ანტითეატრი უწოდა. კრიტიკულ შეფასებათა მიუხედავად, დრამატურგებს საკომუნიკაციო საშუალებათა სრულყოფაზე მუშაობა არ შეუწყვიტავთ. მათი ძიება ახალი დრამატული ენის შექმნით დაგვირგვინდა.

როგორც მოგვიანებით გამოვლინდა, არც იონესკოს პერსონაჟთა დამუნჯება და არც ბეკეტის მხრიდან რეპლიკური კონსტრუქციის ნაწილობრივ უარყოფა არ აღმოჩნდა თეატრალურ ხელოვნებაში ნოვატორობის ზღვარი. წერის მანერით აბსურდის დრამატურგებთან საკმაოდ ახლოს მყოფმა პეტერ ჰენდკემ, 15 წლის შემდეგ გააგრძელა ეს ტენდენცია და დრამატურგიის ორი შემადგენელი ელემენტი - რეპლიკებით ხლეჩა და პერსონაჟი, საერთოდ გამორიცხა. პირველის ნაწილობრივ უარმყოფელმა, თუმცა მეორის შემნარჩუნებელმა ბეკეტმა, კლასიკურ დრამატურგიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, მაგრამ თეატრალურობის ჩარჩოებს ვერ გასცდა. სკანდალური ხასიათის მიუხედავად, ბეკეტის პიესები პიესების სახელს მაინც ინარჩუნებენ. პეტერ ჰენდკეს მცდელობა აბსოლუტურად გასცდა თეატრალურობის ფარგლებს; თანაც იმდენად, რომ მის შემოქმედებას თეატრს ვეღარც კი ვუწოდებთ. მისი ნაწარმოებები პიესებზე მეტად ლექსის ან ესსეს სახელს უფრო იმსახურებს.

აბსურდის დრამატურგთა მიერ დიალოგის დონეზე განხორციელებული ფორმალური ცვლილებები, ახალი საკომუნიკაციო ენის შექმნის გზაზე, პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მათ მიერ შექმნილი დიალოგური ფორმები აბსურდის თეატრის ერთიან საკომუნიკაციო სტრუქტურაში ჩაიწერა და აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქცია შეიძინა. ნებისმიერი დიალოგური კონსტრუქცია გაუტოლდა გაცილებით მასშტაბურ, ნოვატორულ დიალოგში ნათქვამ ერთ სიტყვას, რომლის უნივერსალურობა მისი ფუნქციური და სიმბოლური დატვირთვით განისაზღვრა. მართალია, ფრანგი დრამატურგების გამგრძელებელთა შემოქმედებაში დიალოგური კონსტრუქცია უფრო დიდ ტრანსფორმაციამდე მივიდა (ჩვენ მიერ ნახსენები პეტერ ჰენდკე თამამად შეიძლება დასახელდეს აბსურდის თეატრის მემკვიდრედ), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ, დიალოგის სიმბოლური და ფუნქციური დატვირთვის მხრივ, აბსურდის თეატრის დრამატურგებს ბადალი არ ჰყავთ.

ლიტერატურა

Literature

Литература

  1. Beckett, Ionesco, Adamov, Le théâtre complet, Le Seuil, 1998.

  2. Bruno Clément, L'œuvre sans qualité. Rhétorique de Samuel Beckett, Seuil, 1994.

  3. Jacquart, Emmanuel, Le théâtre de dérision, Gallimard, 1974.

  4. Janvier, Ludovic, Pour Samual Beckett, Éd. de Minuit, 1966.

  5. Mokhtar Sahnoun, Samuel Beckett. Une sémiotique des objets de valeur, École normale supérieure, «Études de littérature, langue et civilisation», vol. VI, 199

  6. Richard N. Coe, Eugène Ionesco, Edinburgh, Oliver and Boyd, 1961.

  7. Sénart, Philippe, Ionesco, Paris, Édition Universitaire, 1964.

რეზიუმე
ვერბალური კომუნიკაციის კრიზისის დაძლევის საშუალებები
50-იანი წლების ფრანგულ დრამატურგიაში
(დიალოგის ტრანსფორმაცია)
ბელა ხაბეიშვილი

XX საუკუნის დასაწყისში აბსურდის თეატრში კომუნიკაციის ორიგინალური ფორმების შექმნას საფუძვლად დაედო ენასთან გაუცხოების ტენდენცია. ვერბალური კომუნიკაციის შეუძლებლობაში დარწმუნებულმა აბსურდის თეატრის დრამატურგებმა, კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, ახალიAენის შექმნა განიზრახეს. ამ მიმართულებით პირველი ქმედება დიალოგური კონსტრუქციის ტრანსფორმაცია იყო. ფორმალურმა ცვლილებებმა ახალი დიალოგური ფორმების არსებობას დაუდო სათავე. ცრუ დილოგის, მონოლოგური დიალოგის, თუ სრულ მონოლოგამდე დაყვანილი დიალოგის ფორმებმა უპრეცედენტო ფუნქციური დატვირთვა შეიძინა და კომუნიკაციის დამყარების ნაცვლად, მისი შეუძლებლობის მატერიალურ გამოხატულებად იქცა. ახალი ფუნქციით აღჭურვილი დიალოგი გაცილებით ფართო, აბსურდის თეატრის ნოვატორული დიალოგის სტრუქტურაში ჩაეწერა.

SUMMARY
METHODS FOR OVERCOMING CRISIS OF COMMUNICATION
IN FRENCH DRAMA OF 50IES
(TRANSFORMATION OF DIALOG)
BELA KHABEISHVILI

In the beginning of XX century the tendency of becoming unfamiliar with the language was the basis for creation of original forms of communication in absurd theater. Playwrights of absurd theater assured in impossibility of verbal communication intended to create a new language in order to escape from the crisis. In this direction the first action was transformation of dialog construction. Formal changes gave the source to appear new forms of dialogue. Forms of false dialogue, monologue dialogue gained unprecedented functional meaning and became material expression of its impossibility instead of establishing of communication. Dialogue equipped with new function was enrolled in much broader structure of innovator dialogue of absurd theater.

РЕЗЮМЕ
ВОЗМОЖНОСТИ ПРЕОДОЛЕНИЯ КРИЗИСА ВЕРБАЛЬНОЙ КОММУНИКАЦИИ ВО ФРАНЦУЗСКОЙ ДРАМАТУРГИИ 50-ЫХ ГОДОВ
(ТРАНСФОРМАЦИЯ ДИАЛОГА)
БЕЛА ХАБЕИШВИЛИ

В начале ХХ века основой для создания оригинальных форм коммуникаций в Театре абсурда легла тенденция отчуждения языка. Драматурги театра абсурда, уверенные в возможности вербальных коммуникаций, с целью выхода из кризиса, задумали создать новый язык. Первым действием в этом направлении была трансформация диалогической конструкции. Формальные изменения положили начало возникновению новых диалогических форм. Формы ложного диалога, монологического диалога или диалога, сведенного до полного монолога, приобрели беспрецедентную функциональную нагрузку, и взамен установления коммуникации, стали материальным олицетворением ее невозможности. Диалог, вооруженный новой функцией, гораздо шире вписался в структуру новаторского диалога Театра абсурда.

________________

1. E. Ionesco, «Notes et Contre-Notes», Folio, 1991, p. 334. (თარგმნა ავტორმა).

2. E. Ionesco, «Entre la Vie et le Rêve», Folio, p. 132- 133. (თარგმნა ავტორმა)

3. A. Adamov, «Ici et Maintenant», La Poche, 1998, p. 18-19. (თარგმნა ავტორმა)

4. ს.ბეკეტი, გოდოს მოლოდინში, გვ. 84

5. Beckett, Ionesco, Adamov, Le théâtre complet, Le Seuil, 1998, p. 86. (თარგმნა ავტორმა)

2.6 DEVELOPING A FOREIGN LANGUAGE TRAINING PROGRAM FOR ADULT LEARNERS

▲ზევით დაბრუნება


LELA ABDUSHELISHVILI
ASSOCIATED PROFESSOR OF CAUCASUS UNIVERSITY

In its broadest sense, a program is the nexus of educational decisions, activities and outcomes in a particular setting. It is affected by a variety of things: explicit and implicit social expectations, educational and institutional policies and norms, teachers' beliefs and understandings and learners' needs and goals. It is a dynamic system, which includes the stages of planning, enacting and evaluating. At each of these stages there are a number of things that need to be considered. The planning processes include analyzing the needs of learners, expectations of the institution and resource availability as well as defining the aims and goals of learners and steps that are necessary to achieve them followed by organizing them accordingly. Lastly, the whole information gathered should be taken into consideration when choosing materials and activities. At the enactment stage, materials are used, activities implemented, they are adjusted according to learners' needs, abilities and interests. At the evaluation stage, learners' progress and achievement of aims is assessed, information is gathered about the effectiveness of aims, organization, materials and activities and this information is used in planning and teaching. These processes create a system that is stable, effective and responds to change, new ideas and people involved.

Developing a language training program is a complex process that requires vision, leadership, collaboration and commitment. It is a frame for action, creates spaces for educators to achieve their goals, although at the same time it may place restrictions on how they go about doing so. Thus, the program/curriculum often generates obvious feelings of support or antagonism, and because in its implementation it is a living, creating entity, the ways people position themselves in relation to it change as well.

The adult education literature supports the idea that teaching adults should be approached in a different way from teaching children and adolescents (pre-adults). Many aspects of effective teaching apply to all age groups. However, adults have had more life experiences and in many ways are differently motivated from children. Adults are more autonomous in their learning and have a greater need to know why they should learn something. They have set behaviors and strong opinions. Some of them may have prejudices, which are detrimental to the learning environment. They want a choice in what they learn. Brundage and McKeracher (1980, pp.21-31) in an article leading with adult learning styles, make the following points:

  • Adults learn best when they are involved in developing their own language objectives that are congruent with their needs

  • Adult learners react to experience as they perceive it, not as the teachers present it, and they learn best when the content is personally relevant to them

  • Adults learn best when they have learnt how to learn

These characteristics can be addressed in the learning environment to optimize learning. Understanding the principles of adult learning can help language teachers become better facilitators of learning. The importance of these principles is recognized in both educational and work settings.

I completely agree with all the above-mentioned since language programs should meet the needs of students and provide a positive learning experience, promote the learning of valuable knowledge and skills, be motivating to students and satisfy the needs of those involved in the process. For most of my language teaching career I have worked in contexts that allowed me to make decisions about what to teach, how and in what order. Organizing a program is deciding what the underlying systems will be that pull together the content and material in accordance with the goals and objectives and that give the program a shape and structure.

Organizing a program involves five overlapping processes:

  1. Determining the organizing principles that drive the program

  2. Identifying units, modules or strands based on the principles

  3. Sequencing units

  4. Determining the language and skills content of the units

  5. Organizing the content within each unit

Each of these processes plays a significant role, especially, while designing programs for adult learners since they are extremely interested in the rationale. There is another important direction that I used successfully and vigorously pursued in program development for adults and this is the task-based learning notion. Tasks are useful tools to present appropriate language items to students and help them use the target language meaningfully. For his purpose, as through needs analysis is conducted to identify the specific language use situations that learners will encounter. As Jordan (1997) states, “examining and classifying the results of the needs analysis leads to the pedagogic tasks that are the foundation of learning activities”. I fully share the idea of Jordan as needs analysis helped me a lot to design the program for my adult students so that to envisage their language learning aims and this encouraged them even more to study with pleasure. The task-based learning approach helped students to stimulate language use and provided a range of learning opportunities. Tasks encouraged learners to activate and use the language. Those tasks that were based on texts and recordings of spoken language provided students with a rich exposure to spoken and written language in use and this provided an environment which aided natural acquisition.

Although teachers perceive adults as being different, these perceptions do not automatically translate into differences in approaches to teaching. In this case the question should be not whether learner-centred methods are universally applied by teachers of adults, but rather for what purpose and under what conditions such methods (and others) are most appropriate and effective and in fact are used by teachers. The educational approach should be based on the purpose of the teacher-learning situation, goals of the learners, the educational content and other factors.

Undoubtedly, adults bring a great deal of background experiences and prior learning to any new learning process. Acknowledging adult's understanding and experiences validates them as competent and capable learners. It is important that the facilitators of adult learning help adult students see the connectors between earlier learning experiences and new information. Thus, teachers of adults could begin educational sessions by finding out what the adults already know about the topic.

Since adults are goal-oriented, they like to know how the educational activity will help them reach their goals. Therefore, the language teachers should create classes that are organized with clearly defined elements.

Adults desire course content to be relevant and practical, not necessarily interesting, enjoyable and entertaining. Learning should be applicable to the learner's work or other responsibilities valued by the learner. They want content that can be applied to real-life situations. Research shows that adults are capable of much greater success than may have initially been assumed, especially, when programs are tailored to meet their needs. Successful adult language learners have got past the stereotypes which can be a hindrance. Although it is said that language learning is better at a young age, this is not necessarily true for adults as they tend to be problem-centered rather than subject-centered and learn best through practical applications of what they have learned. To create a problem-centred learning environments, the teacher needs to know what the learners' needs are and design learning activities that are relevant to those needs. Techniques that can be used to facilitate making content relevant are use of collaborative, authentic problem-solving activities; using stories to link theory to practice.

Adults tend to rely on their long term memory system. But before new knowledge can be stored in the long-term memory, it must first be processed in the short term memory. Unlike children, adults have many responsibilities and duties that they must balance against the demands of learning. Because of these responsibilities, adults have barriers against participating in learning. Some of the factors that may prevent adult learners from participating in classes include lack of time, money, confidence, or interest; lack of information about the opportunity to learn; scheduling problems; “red tape”; and problems with child care and transportation.

In general, all theories of adult education are based on valuing the prior learning and experience of adults. Adult learning requires building on this prior learning, using methods that treat learners with respect, and recognizing that people have different learning styles and a variety of responsibilities and time commitments. Effective educators also recognize that adults often learn collectively from each other. The optimal role of the adult learner in the learning situation is that of a self-directed, self-motivated manner of personal learning who collaborates as an active participant in the learning process and who takes responsibility for learning. Adults are self-directed in their learning, have a great experience and want their learning to be immediately applicable to their lives. The implications are that these things should be considered when working out programs for older adults. Teachers can become more successful if they understand the basic principles of adult learning and apply these principles in their teaching. Besides, it will greatly help them if they understand how to deal with special challenges of older learners, tailors the learning plan and procedures to individual abilities, needs and circumstances, helps learners to become increasingly self-directed, helps learners achieve a higher level of proficiency than they dreamed possible.

We, as adult language instructions, should not have high expectations or requirements towards adult learners, especially, when they know that these students will not be preaching or teaching in the language but need it just for everyday communication. They should make the goal reasonable. The fact that the language instructor should do all they can to show confidence that they really can learn the language to the required extent is extremely important. In some ways helping older learners to learn the language may be like helping people with learning disabilities and the following suggestions may be helpful: presenting a variety of short assignments, focusing on their strengths, using the methods that they adapt to best. Frequent review is necessary to compensate for short memory loss. It is important to limit the amount of material learned in each lesson. “Learn a little, use it a lot” applies to any language learner but for adults it is crucial.

In conclusion, I would like to state that effective adult language training programs create a classroom atmosphere which supports the learner and builds confidence. Teaching adults is a pleasant experience. Their self-directedness, life experiences, independence as learners, and motivation to learn provide them with advantages in language learning. A program that meets the needs of the adult learner will lead to language acquisition by this group.

ლიტერატურა
Literature
Литература

  1. Brundage, D.H., and Maceracher, D (1980). Adult learning principles and their application to program planning. Toronto. Canada: Ontario Institute for Studies in Education

  2. Jordan, R.R (1997). English for Academic Purposes: A guide and resource book for teachers. Cambridge: CUP

  3. Patterns of Participation in Adult Education: Cross-National Comparisons. In : New Patterns of Adult Learning. A Six-Country Comparative Study Edited by Paul Belanger and Albert Tuijnman Pergamon, 1997

  4. New Ways in Teaching Adults. Marilyn Lewis, Editor. TESOL Publication

SUMMARY
DEVELOPING A FOREIGN LANGUAGE TRAINING PROGRAM
FOR ADULT LEARNERS
LELA ABDUSHELISHVILI

The aim of the article is to introduce to the reader the issue of how to design and develop an effective language training program for adult learners that lead to successful results envisaging peculiarities and principles of adult learning.

რეზიუმე
უცხო ენის სასწავლო პროგრამის შემუშავება ზრდასრულ შემსწავლელთათვის
ლელა აბდუშელიშვილი

სტატიის მიზანია მკითხველს გააცნოს ის პრინციპები და მიდგომები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია ეფექტური ენის შემსწავლელი პროგრამის მოსამზადებლად ზრდასრულთათვის, რასაც წარმატებული შედეგი მოჰყვება.

РЕЗЮМЕ
ПРИГОТОВЛЕНИЕ ЯЗЫКОВЫХ ПРОГРАММ ДЛЯ ВЗРОСЛЫХ
ЛЕЛА АБДУШЕЛИШВИЛИ

Цeлью статьи является ознакомить читателя с теми принципами которые играют значительную роль во время приготовления языковых программ для них.

2.7 ფართო მაუწყებლობის გამოყენება მოსახლეობის ფსიქოლოგიური მხარდაჭერისათვის. მეთოდის აღწერა, დასაბუთება, საჭიროებანი

▲ზევით დაბრუნება


თეიმურაზ კოდუა
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

თანამედროვე ადამიანი მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია ისეთი პროფესიის ადამიანი, რომელსაც ხშირად უხდება ყოფნა საზღვრით სიტუაციებში, ძალოვანი სტრუქტურების, ტრანსპორტის, მედიცინის მუშაკები. საერთოდ, საქართველში ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში უამრავი პრობლემა წარმოიშვა - შიდა და გარე ომები, რევოლუციები, ნავთობ და გაზსადენები, უმუშევრობა, უჩვეულო და საეჭვო ხარისხის მედიკამენტები და საკვები. შედეგად, მასობრივად აღინიშნება დეპრესია, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, დაბნეულობა და სხვ. თითოეულმა ამ პათოლოგიურმა მდგომარეობამ შეიძლება ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს, თუმცა მათი გამკლავება შედარებით ადვილია სათანადო დახმარების პირობებში.

ვფიქობთ, რომ კარდინალურად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ფსიქოლოგიისადმი. ის უნდა გახდეს უფრო ყოველდღიური მოხმარების. ფართოდ მიღებული არასასირცხვო, არამედ კულტურის გარკვეული დონის მაჩვენებელი დისციპლინა. აშშ-ში მარტო სამხედრო მოსამსახურეთა, მათი ოჯახების და ვეტერანების ფსიქოლოგიური მხარდაჭერისათვის 2004 წლიდან მოქმედებს სპეციალური პროგრამა Defense Graduate Psychology Education (D-GPE), რომლის ბიუჯეტი 8 მილიონ დოლარს აღწევს (1). მისი საშუალებით ხდება ფსიქოლოგთა გადამზადება სპეციფიკური მიზნებისათვის. აღებულია ოთხი ძირითადი მიმართულება:

  • სამხედრო ცხოვრებასთან შეგუების პრინციპები

  • მძიმედ დაზიანებულ მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური დახმარება

  • ტრავმისა და ტოლერანტობის ფსიქოლოგია

  • ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის ზეგავლენა სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებზე.

ჩვენი აზრით, საქართველოსთვის შესაძლებელია უფრო ეკონომიური, მაგრამ არანაკლებ ეფექტური მიდგომის შემუშავება. თერაპიული სესიის დროს, მთავარია ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე პიროვნებას დავეხმაროთ აწმყოს სრულად განცდაში და პრობლემის იდენტიფიკაციაში - პრობლემის იდენტიფიკაცია, ანუ თითოეული შემაწუხებელი გრძნობისთვის ზუსტად შესაბამისი სახელის მინიჭება იწვევს პრობლემის მოხსნას და შვების მოგვრას. რადიოს ან ტელევიზიის საშუალებით განხორციელბული კომუნიკაცია თავისთავად რამდენიმე დადებით მომენტს ქმნის:

  • აუდიტორიის სიდიდე შეუზღუდავია;

  • თავიდან აცილებულია ყოველგვარი პიროვნული უხერხულობა პრობლემებზე საუბრისას. პაციენტს არც უხდება საუბარი, ის სწავლობს აწმყოს განცდის ტექნოლოგიას, ავტომატურად ახდენს საკუთარი განცდების კატეგორიზაციას და იღებს შვებას.

  • ფსიქოთერაპიული მეთოდების ეფექტურობა იზრდება ჯგუფური მკურნალობისას. ფართო მაუწყებლობის აუდიტორია ანუ პუბლიკა, სივრცეში შეიძლება დაშორებული იყოს ერთმანეთისგან, მაგრამ დროში მათზე ზემოქმედება ერთდროულად ხდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მეთოდის შედეგიანობას

  • უკუკავშირის განსახორციელებლად საჭიროა სოციოლოგიური კვლევის გამოყენება.

აღწერილი ფსიქოთერაპიული მიდგომის ეფექტურობის გარანტად მიჩნეულია უკანასკნელი წლების ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა.

ფუნქციური ნეიროვიზუალური მეთოდების გამოყენებით დადგინდა, რომ უარყოფითი განცდისას თავის ტვინში მატულობს ნუშისებრი ბირთვის აქტივობა (იზრდება მასში ჟანგბადისა და გლუკოზის მოხმარება), ხოლო უარყოფითი განცდის სიტყვებით გამოხატვისას, აქტივობა გადაინაცვლებს შუბლის წილის არეში და ერთდროულად მცირდება ნუშისებრი ბირთვის არეში. შედეგად, ადამიანი გრძნობს შვებას (2).

უხსოვარი დროიდან (3) ცნობილია, რომ პრობლემის გადასაწყვეტად, ნეგატიური განცდის მოსაშორებლად, საჭიროა სავსე გონებით ჭვრეტა, პრობლემისა და მისი შემადგენელი კომპონენტების ზუსტი იდენტიფიკაცია და განცდების შესაფერისი სიტყვებით გამოხატვა. შედეგად, პიროვნება შინაგანად შორდება პრობლემას და თავისუფლდება მისგან. ასევე ხდება ცუდი გუნება-გაწყობის ან ემოციების სხვა ადამიანისათვის გაზიარების შემთხვევაში. ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება მრავალ რელიგიურ და სარიტუალო პროცედურაში. მაგრამ უკანასკნელი 2 ათეული წლის განმავლობაში დასავლური ფსიქოთერაპიული სკოლა წარმატებით იყენებს იგივე მეთოდს სხვადასხვა დაავადების, გუნება-განწყობის ცვლილების, სტრესის და სხვ. მკურნალობაში. მეთოდის სახელწოდება, ინგლისურად mindfulness meditation, ძნელი სათარგმნია. ინგლისელები წერენ, რომ სიტყვა mindfulness შედის იმ 1000 ინგლისურ სიტყვაში, რომელთა განმარტება და თარგმნა განსაკუთრებით რთულია. ქართულში, ვფიქრობთ, მას შეესაბამება გონებასავსეობა, აზრსავსეობა ან, უბრალოდ, აზრიანობა. მნიშვნელობით, ეს არის პროცესი, რომლის დროსაც პირი სრულად აცნობიერებს აწმყო სიტუაციას და აქვს მიმდინარე მომენტის განცდის უნარი. ან შეძლება თქვათ, რომ პირს აქვს მიმდინარე მომენტის გაცნობიერების და აღქმის განცდა. მაგ., პაციენტი ფსიქოთერაპევტის წაქეზებით ამბობს „აქ არის სიბრაზე“ ან „ის, რაც მე მაწუხებს, არის არა ეჭვიანობა, არამედ პარტნიორის დაკარგვის შიში“.

რა უშლის ხელს ჩვენი განცდებისა და ფიქრების მყისიერ აღქმას პირდაპირი, ავტომატური, გონივრული გზით? თითქოს დეპრესიული მდგომარეობა ხელს უნდა უწყობდეს შინაგანი ხედვის გაძლიერებას, გონების ფოკუსირებას?

ძირითადი პრობლემა უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ გრძნობების პროცესირება ხდება ქვეცნობიერ დონეზე, რომელიც მოიხმარს სიმბოლოთა ენას, მაშინ როცა გონება მხოლოდ სიტყვების, ანუ გრძნობებისა და ფიქრების გამოხატვის ლინგვისტური საშუალებებით ოპერირებას არის მიჩვეული. სიმბოლოთა ენა, კაცობრიობის მიერ შექმნილი ერთადერთი უნივერსალური, ყველასათვის გასაგები და ძლიერ მოსახერხებელი ენაა (4); მისი მთავარი კატეგორიებია ინტენსივობა და ასოციატურობა, და არა სამეტყველო ენისათვის დამახასიათებელი დროისა და სივრცის ლოგიკური დომენები. სიმბოლოთა ენა ძლიერ ეკონომიურია, და მისი ცნებების სამეტყველო ენაზე გადათარგმნა (ანუ ის, რაც იგულისხმება გრძნობების სიტყვებით გამოხატვის ქვეშ), ხშირად საკმაო დაკვირვებას და სიტყვების ფრთხილ შერჩევას მოითხოვს. მაგ., უკაცრიელ ადგილას, განთიადის წინ, ცივი, ქარიანი ამინდი, ადამიანთა უმრავლესობაში, ანგარიშმიუცემლად აღძრავს მარტოობის, მიუსაფრობის, უნუგეშობის გრძნობას, რაც მას ცუდ ხასიათზე დააყენებს და დააქვეითებს მის შრომის უნარს; ასეთი მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს, დამძიმდეს ან პერიოდულად გამწვავდეს მსგავსი სიტუაციის განმეორებითი ექსპოზიციისას ან სხვა სტრესული ფაქტორის ზედდებისას.

ხშირად ადამიანი ვერ აცნობიერებს, რა გახდა მისი დეპრესიული განწყობის მიზეზი და უშედეგოდ იღებს სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ საშუალებებს მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით. მის დასახმარებლად საჭიროა, ჯერ დავეხმაროთ აწმყო შეგრძნებების ჩამოყალიბებაში (რა აწუხებს ახლა და აქ), და შემდეგ შემაწუხებელი გრძნობის ზუსტ განსაზღვრაში (იდენტიფიკაცია ან იარლიყის მინიჭება, ან სიტყვებით გამოხატვა).

ასეთია მოკლედ აზრსავსეობის მედიტაციის მექანიზმი, ხოლო მისი ნერვული კორელატის დასადგენად აფექტური სტიმულის ვერბალური იდენტიფიკაციის პროცესში ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრაფიით გამოვლენილ იქნა მარჯვენა ვენტროლატერალური პრეფრონტული ქერქის (მვლპფქ) გააქტივება და ამიგდალას (რეგიონი, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება უარყოფითი განცდის მდგომარეობასთან) რეაქტიულობის დაქვეითება. ამ ფუნქციის რეალიზება ხდება ლიმბიკური რეაქციის ზემოდან ქვემოთ მიმართული ინჰიბიციით, რომელიც ხორციელდება მედიალურ პრეფრონტულ ქერქში გამავალ ნერვულ ბოჭკოებში. აფექტური გამღიზიანებლის სიტყვიერი გამოხატვა თიშავს ან ბოჭავს ავტომატურ აფექტურ რეაქციებს, ანუ აქვეითებს მათ ინტენსივობას და ხანგრძლივობას.

ამგვარი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ვარჯიშითაც, თვითტრეინინგის გზით, როცა ხდება ემოციის რეგულირების დასწავლა ან ფსიქოთერაპევტის ჩარევით, რომელიც სპეციალური შეკითხვების დასმით პაციენტს უადვილებს უარყოფითი განცდის აღმოჩენას და მის ზუსტ გამოხატვას სიტყვებით. განსაკუთრებით ეფექტურია მეთოდის გამოყენება ოჯახის წევრების თანდასწრებისას ან მსგავსი დაავადებით შებყრობილი პაციენტების ჯგუფური მკურნალობისას (ანუ სულიერად ან ხორციელად მსგავსი პიროვნებების თანაობისას). ვფიქრობთ, ჯგუფური თერაპიის მეტი ეფექტურობა ინდივიდუალურთან შედარებით, განპირობებული უნდა იყოს ე.წ. „რეზონანსის ეფექტით“.

ამრიგად, დისპოზიციური ანუ განწყობის გონებასავსეობა აფექტის იდენტიფიკაციის პროცესში ასოცირდება პრეფრონტული კორტექსის (მედიალური და მარჯვენა ვენტროლატერალური) უფრო მეტად გააქტივებასთან და ერთდროულად ამიგდალას დეაქტივაციასთან.

მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ადამიანის თავის ტვინში გამოვლენილი სპეციალური ნეირონები, რომლებიც აქტივდებიან როგორც ამათუიმ ქმედების შესრულებისას, ისე სხვის მიერ იგივე ქმედების შესრულების დანახვა/გაგონებისას და ასევე, თავის მიერ ან სხვის მიერ ამ ქმედების შესრულების წარმოდგენისას. ამ ნეირონებს სარკისებრი ნეირონები ეწოდებათ და ფიქრობენ, რომ მათი აქტივობა განაპირობებს ერთი ადამიანის მიერ მეორის განზრახვის ამოცნობას, ფიქრების გაგებას და რაც განსაკუთრებით საინტერესოა, პიროვნებათაშორისი აღქმის ანუ კომუნიკაციის განხორციელებას. სარკისებრ ნეირონთა სისტემა ქვეცნობიერად, ავტომატურად და მუდმივად ფუნქციონირებს, ოღონდ მისი მოქმედება იწყება მოვლენის დანახვიდან 30-100 მლ/წმ-ის შემდეგ.

სარკისებრი ნეირონების მეშვეობით ხორციელდება ემპათია, ანუ ალტრუიზმის ისეთი გამოვლინება, როდესაც ერთ ადამიანს შეუძლია მეორის ტკივილის შეგრძნება. ეს ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად ხდება. სხვისი ემოციის დანახვა ან გაგონება ჩვენში ავტომატურად იწვევს იგივე ემოციის აღმოცენებას. ამის მაგალითია, როცა ერთი ბავშვის ტირილი უცებ გადაედება სხვებს. მაგრამ ემპათია შეიძლება იყოს დასწავლილი და მართულიც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმისათვის. გარდა იმისა, რომ ადამიანს აქვს აფექტის გაზიარების უნარი, დამატებით ექიმს უნდა ჰქონდეს ემპათიის ემოციური კონტროლის უნარიც, რათა გაემიჯნოს სხვის განცდებს. თუ ის მიენდობა სხვისი ტკივილის შეგრძნებას, მაშინ აღმოჩნდება პიროვნული დისტრესის ზემოქმედების ქვეშ და ვეღარ შეძლებს პაციენტის დახმარებას. ფსიქოთერაპევტმა პაციენტის აზროვნება უნდა წარმართოს აწმყო სიტუაციის მთლიანი აღქმისაკენ და შემდეგ დაეხმაროს მას პრობლემების სიტყვიერ გამოხატვაში. შედეგად, უარყოფითი განცდა განეიტრალდება ტვინის სტრუქტურებში აქტივობის უბნის დისლოკაციის გზით (5).

ამრიგად, აღმოჩენილია ნევროლოგიური ბაზისი იმ კავშირისა, რომელიც არსებობს გონებასავსეობის მედიტაციის პრაქტიკასა და ნეგატიური აფექტის, ხასიათის დარღვევის, მრავალი დაავადების ფიზიკური სიმპტომის შესუსტებას შორის. ე.ი. აფექტის იდენტიფიკაციის პროცესში ჩაბმა გონებასავსეობის მედიტაციის პროცესში აუმჯობესებს ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოქმნილი მრავალი სიტუაციის ლიმბიკური პასუხის პრეფრონტულ ქერქულ რეგულაციას.

კერძოდ, ნაჩვენებია, რომ განწყობითი გონებასავსეობა ასოცირებულია უფრო მეტად პრეფრონტული ქერქის აქტივაციასთან და შესუსტებულ ამიგდალას რეაქციასთან აფექტის იდენტიფიკაციის პროცესში. აფექტის იდენტიფიკაციით ინდივიდი აფექტურ მდგომარეობას განიხილავს, როგორც ყურადღების ობიექტს, რითაც იზრდება მისი დაშორება ამ ნეგატიური მდგომარეობისაგან. მიიღება თერაპიული ეფექტი.

ამრიგად, ფართო მაუწყებლობის საშუალებით, წამყვანი ზემოქმედებას ახდენს აუდიტორიის განსაზღვრულ ნაწილზე, რომლებიც ქვეცნობიერად და ავტომატურად ახდენენ წამყვანის მიერ სიტყვიერად ან არასიტყვიერად გამოგზავნილი მესიჯის აღქმას. თავის მხრივ ეს აღქმა, ანუ პერცეპტუალური პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე აღიქმება მოძრაობა ან სიტყვებით გამოხატული ცნებები. მეორე ეტაპზე ხდება მათი მორგება გონებაში აღმოცენებულ ანალოგიურ სიმულაციურ ჩარჩოზე (6). მესამე ეტაპზე ხდება დასკვნის გამოტანა, თუ რა განზრახვა შეიძლება ამოძრავებდეს დანახულ ობიექტს ამგვარი სიტყვიერი ან არასიტყვიერი მესიჯის გამოგზავნისას. ე.ი. სარკისებური ნეირონების სისტემის საშუალებით მესიჯის მიმღები ახდენს გამგზავნის გონების ანუ ფიქრების და ზრახვების სიმულაციას, რის შედეგადაც ერთ ადამიანს შეუძლია მეორის ქმედების სიმულაციას. ანუ სიმულაციის თეორიის მიხედვით, რომელიც აზრიანობის თეორიის (Theoty of mind) ერთ-ერთი განშტოებაა, ფსიქოთერაპევტს tet a tet, ან ფართო მაუწყებლობის საშუალებით შეუძლია თავისი ემოციების და ფიქრების გადაცემა აუდიტორიის ყველა წევრზე. ანუ მისი კარნახით მსმენელი გაივლის ზემოთ აღნიშნულ ორ ეტაპს. ჯერ მოახდენს საკუთარი პრობლემების აწმყო დროში ჩამოყალიბებას და შემდეგ მათ სიტყვიერად გამოხატვას ანუ იდენტიფიკაციას, რის შედეგადაც მიიღებს შვებას.

თუ ტელევიზიით ან რადიოთი განმეორებით გადაიცემა გონებასავსეობის მედიტაციისათვის აუცილებელი მესიჯები, მაშინ მაყურებლის გონებაში წარმოიქმნება მყარი პატერნი უარყოფითი ემოციების რეგულაციის უნარის დასაუფლებლად.

ლიტერატურა
Literature
Литература

  1. Samantha Gaiber-Matlin. The psychological needs of military personnel and families. American Psychological Association. Public Policy Update. January 2007, Vol 38, No.1. Print version: page 56

  2. J. David Creswell, PhD, Baldwin M. et al. Neural Correlates of Dispositional Mindfulness During Affect Labeling. Psychosomatic Medicine 69:560-565 (2007)
    © 2007 American Psychosomatic Society

  3. Э. Фромм. Забытый язык. Москваю Издатьсто «Республика». Ст. 179-298.

  4. Analayo, from Satipatthana.

  5. Mirrored Emotion. University of Chicago Magazine (ISSN-0041-9508). http://magazine.uchicago.edu/0604/features/emotion.shtml

  6. Shaun Gallagher. Neural Simulation and Social Cognition. In the book Mirror Neuron Systems. Humana Press. ISBN 978-1-934115-34-3 (Print) 978-1-59745-479-7 (Online). 1-17. 01.03.2009

რეზიუმე
ფართო მაუწყებლობის გამოყენება მოსახლეობის
ფსიქოლოგიური მხარდაჭერისათვის.
მეთოდის აღწერა, დასაბუთება, საჭიროებანი
თეიმურაზ კოდუა

სტატიაში მოწოდებულია მოსახლეობის ფართო მასებში სტრესის შესამცირებლად ტელე-რადიომაუწყებლობის გამოყენება. კერძოდ, აზრსავსეობის მეტიდაციის გადაცემების მომზადება. დეტალურად არის აღწერილი აზრსავსეობის მედიტაციის ნერვული კორელატები. ხაზგასმულია, რომ მეთოდის თერაპიულ ეფექტს განაპირობებს უკანასკნელი ხანების ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა:

ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრაფიით გამოვლენილია აზრსავსეობის მედიტაციაზე დაფუძნებული ფსიქოერაპიული მეთოდების ნევროლოგიური საფუძველი - აქტივობის გადანაცვლება ნუშისებრი ბირთვიდან მარჯვენა ვენტროლატერალურ პრეფრონტულ ქერქში

სარკისებრი ნეირონების აღმოჩენა, რომლებიც განიხილებიან პიროვნებათაშორისი აღქმის სუბსტრატად სოციალურ კონტექსტში ან სიმულაციის თეორიის საფუძვლად.

SUMMARY
THE USE OF BROADCASTING
FOR
PSYCHOLOGICAL SUPPORT OF POPULATION.
METHOD DESCRIPTION, DOCUMENTATION AND NEEDS
TEIMURAZ KODUA

The aim of the article is to offer cost-effective method of stress reduction - namely, mindful meditation provided by broadcasting (TV or radio). The detailed explanation of neural correlates of mindful meditation is given. Evidence for the therapeutic effect of this method is underpinned by two exceptional discoveries of recent years:

The fMRI investigation of neural basement of the effect of mindfulness meditation - based psychotherapeutic methods - dislocation of activity from amygdala to right ventrolateral prefrontal cortex;

Discovery of mirror neurons that are considered as underlying part of enactive perception in the social context, or otherwise as a basement as the substrate of simulation theory.

РЕЗЮМЕ
ИСПОЛЬЗОВАНИЕ ТЕЛЕ-РАДИОВЕЩАНИЯ ДЛЯ
ПСИХОЛОГИЧЕСКОЙ ПОДДЕРЖКИ НАСЕЛЕНИЯ.
ОПИСАНИЕ, ДОКУМЕНТАЦИЯ И НУЖДЫ МЕТОДА
ТЕЙМУРАЗ КОДУА

В статье предлагается экономный метод понижения стресса - т.н. осознанная медитация осуществлённая по радио или телевидению. Приводится детальное описание неврологических коррелятов этого психотерапевтического метода; эффективность которого обеспечиваеться двумя открытиями последних лет:

фМРТ выявил неврологический базис психотерапевтических методов, основанных на феномене осознанной медитации - дислокцию активности от миндалевидного ядра к правой вентролатеральной префронтальной коре;

Открытие зеркальных нейронов, считающихся основой межперсональной перцепций а также субстратом теории симуляции.

2.8 საკომუნიკაციო საშუალებები და საზოგადოება

▲ზევით დაბრუნება


ვაჟა პაპასკირი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სრული პროფესორი

მედიის მნიშვნელობა საზოგადოებისათვის განსაკუთრებულად იზრდება და მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც ადამიანთა გარკვეულ გაერთიანებას ანუ სამოქალაქო კრებულს მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა უწევს. სწორედ მედიას ძალუძს შესარულოს უმთავრესი როლი ამავე საზოგადოების, როგორც მტკიცედ, ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებაში, ასევე მის დანაწევრებასა თუ ნეიტრალიზაციაში. მას ასევე ხელეწიფება სრულიად ახალი მიზნებისაკენ წარმართოს ხალხის ძალა და ჩამოაყალიბოს განსხვავებული, სრულიად ახალი, ტრანსფორმირებული საზოგადოება.

თუ ისტორიულ წარსულში საზოგადოების წევრის, თითოეული ჩვენგანის, ინფორმაციულობა უშუალოდ ემყარებოდა პირად კონტაქტებსა და მხოლოდ ამ გზით მოიპოვებოდა იგი, დღეს, წარსულის სრულიად საწინააღმდეგოდ, ინფორმაციის ძირითადი წყარო არაპირდაპირი, არაპირადი კონტაქტებია.

ინფორმაციული მასალის ზრდამ, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო მომცველობითი ხდება, ადამიანს ხელიდან გამოაცალა იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად, “თავად გადაემუშავებინა და ინდივიდუალურად აღექვა იგი“. მოჯარულმა ინფორმაციებმა წარმოშვეს „მედია-სუფლიორი”, რომელიც სრულიად ჩაენაცვლა ინდივიდუალრ აღქმებსა თუ მსოფლმხედველობას. ამდენად, ახალმა მედია საშუალებებმა ადამიანი, საზოგადოება, უზრუნველყვეს მზა საინფორმაციო ფორმულებითა და თეორემებით, რომლებიც ძირითადში შეიძლება არც კი გამოხატავდნენ საერთო-სახალხო განწყობას, არამედ ემსახურებოდნენ სხვადასხვა მიზეზ-ფაქტორებით გამოწვეულ და მიზანმიმართულ აზრების დამკვიდრებას.

როგორც აღვნიშნეთ ნებისმიერი საზოგადოების ურთიერთკავშირი ემყარება როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელებიც მთლიანად წარმოაჩენენ ინდივიდისა თუ მთელი საზოგადოების ინტერესებს და განიხილავენ მათ უფრო ფართო, მომცველობით სპექტრში.

რადგანაც საზოგადოების ტრასფორმირების პროცესში სოციალური და ეკონომიკური პირობები განსაზღვრავენ კომუნიკაციის ხარისხობრივ მაჩვენებელს მისი უგულვებელყოფა თავისთავად იქნებოდა არასწორ დასკვნათა საფუძველი, რაც უარყოფითად აისახებოდა ამავე საზოგადოების ახალ კონფიგურაციაზე.

მედია, როგორც უაღრესად სრულყოფილი ინსტრუმენტი, ოდითგანვე გამოიყენებოდა საზოგადოებაზე ზემოქმედების საშუალებად. სახელმწიფო ფორმაციები ინდივიდუალურად, ქვეყნის ინტერესთა გათვალისწინებით, წარმართავდნენ მედია-საინფორმაციო წყაროებს, რათა მათ მიმართ საზოგადოების ნდობა-განწყობა სარისკო დონეს არ გაცდენილიყო.

კომუნიკატივისტიკა, როგორც საზოგადოებაზე ზემოქმედების საშუალება, თავის შორეულ წარსულს სახალხო რიტორიკით, ზეპირსიტყვიერებით იწყებს, რომელსაც შემდგომში მძლავრ ნაკადად ერწყმის რელიგიური დატვირთვაც. იქმნება ცივილიზირებული სამყაროს ურთიერთობითი ფუნდამენტი. მოგვიანებით ამ კომუნიკატივისტურ ქსოვილს ემატება არანაკლები ზემოქმედების მატარებელი ძალა ხელოვნების სახით.

საზოგადოებისთვის მასმედიური ძალა ერთერთი ყველაზე ანგარიშგასაწევია, ამიტომაც მისადმი ნდობა საკმაოდ მაღალია, და თვით ყველაზე „დიდი ჩავარდნის“ დროსაც კი მასმედიური ინფორმაცია მაინც ახერხებს საზოგადოებაზე ზემოქმედებას.

კომუნიკაცია, რომელიც სათავეს იღებს და ეფუძნება ზეპირსიტყვიერებას, საკმაოდ ტრანსფორმირებადი აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი დამწერლობის დამკვიდრების შემდეგ, ხოლო XX-XXI საუკუნეების ტექნიკურმა პროგრესმა, განსაკუთრებით კი ინტერნეტ-კავშირმა, მისი ძალა და სამოქმედო არეალი უკიდეგანო გახადა. ეს უკანასკნელი (ინტერნეტ-კავშირი) პირდაპირ განსაზღვრავს პოზიტიური და უარყოფითი ინფორმაციის წონასწორობას და საპირისპირო ძალთა რეიტინგსაც მისთვის სასურველი ლოგიკით ადგენს.

როგორც პოლიტიკური ან სახელმწიფო ძალა წარმოადგენს მძლავრ, ქმედით ინსტრუმენტს, ასევე მასმედიაც ფლობს ამ უკანასკნელზე ზემოქმედების საშუალებებს. კერძოდ, მასმედიას შეუძლია ამა თუ იმ პრობლემებზე ყურადღების განსაკუთრებული აქცენტით აიძულოს ნებისმიერი ძალა (სახელმწიფო, საზოგადოება, პოლიტიკური პარტია) ყურად იღოს მის მიერ „რჩეული“ და წარმოშვას სიმპათია ან ანტიპათია მისდამი.

როდესაც სახელმწიფო მმართველობითი ორგანოები მასმედიური კორპუსისაგან გრძნობენ ძლიერ ზეწოლას, მაშინ ისინი ცდილობენ თავიანთი „მკაცრი შეფასებლები“ (მასმედიური წყაროები) ჩართონ სახელმწიფო მმართველობით სტრუქტურებში, რის შედეგადაც სახელმწიფოსა და მედიის ამგვარ წარმომადგენელთა შორის წარმოიქმნება სრულიად განსახვავებული კომუნიკაბელურობა, რომელიც არ იქნება შემცველი იმ ადეკვატური სიმწვავისა, რაც მათი ურთიერთობის ადრეულ ეტაპს ახასიათებდა.

საზოგადოება, მუდმივად ილტვის ინფორმაციულობისაკენ. იგი ბუნებითაა აქეთკენ მიდრეკილი, მაგრამ ინფორმაციული დატვირთვა, რომელიც ცხოვრების ადრეული ეტაპისათვის მოდიოდა მასზე, დღესდღეობით სრულიად შეცვლილია. კერძოდ, უცვლელი დარჩა ადამიანის ბიოლოგიური შესაძლებლობა, ხოლო ინფორმაციული ნაკადი უსაშველოდ გაიზარდა. თუ ადამიანი ადრეულ საზოგადოებაში ინფორმაციულობის საფუძველზე უფრო და უფრო ღია და კომუნიკაბელური ხდებოდა, თანამედროვე ყოფამ იგი მეტწილად თავის თავში ჩაკეტა. ადამიანს არსებობის ადრეულ ეტაპზე უფრო მეტი ჰქონდა საზოგადოებისათვის სათქმელი და ინდივიდუალურად გასააზრებელი, ვიდრე დღეს, თანაც, ინფორმაციის საიმედოობაც მეტად იყო გარანტირებული. ასევე უფრო აქტიური იყო ადამიანის წარმოსახვითი ინფორმაციები (მედიუმის სამსახური), თუმცა მედიუმთა სამსახური სახელმწიფოს მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება უეცრად აღორძინდეს და აქტიურად ჩაერთოს საზოგადოების ტრანსფორმირებაში, რისი მაგალითიც გახლდათ მიხეილ გორბაჩოვისა და მისი თანამოაზრეების მიერ ე.წ. „პერესტროიკის“ ეპოქაში გამოჩენილი სხვადასხვა სახის ექსტრასენსები. გლობალიზაციის პროცესმა ადამიანს აღარ დაუტოვა არჩევანი და მთლინად მსოფლიო მნიშვნელობის პროცესების თანამონაწილედ გახადა.

მასმედიამ ანუ კომუნიკატორმა კარგად იცის, რომ „პიარი“ საზოგადოებრივი სიმპათიის მოსაპოვებლად უპირველესად იმ ღირებულებებზე უნდა განხორციელდეს, რომლის დეფიციტსაც ეს უკანასკნელი განიცდის. ამგვარი ხერხებით ადვილად მიიღწევა ის სასურველი, რომელიც ამა თუ იმ სუბიექტის ნებითაა. პოლიტიკური კონკურენციის დროს, როგორც პარტიული, ასევე სახელმწიფო მოღვაწენი „პიარის“ ამ ფორმას ხშირად მიმართავენ, რისი დასტურიცაა აშშ-ს პრეზიდენტების - რონალდ რეიგანის, ჯორჯ ბუში უფროსისა და უმცროსის, ბილ კლინტონის და ბარაკ ჰუსეინ ობამას საპრეზიდენტო საარჩევნო გამოსვლები.

მასობრივი კომუნიკაციის ისეთ წყაროებს, როგორიცაა: რელიგია, ხელოვნება და მეცნიერება ძალუძთ საზოგადოებრივი აზრის სურვილისამებრ წარმართვა. ისინი რიგ შემთხვევაში პირდაპირ, ხოლო ზოგჯერ ირიბად, ახდენენ სასურველის მიღწევას. როდესაც საინფორმაციო საშუალებები მიზანმიმართულად და დაუფარავად მოქმედებენ, მათი სურვილი განცხადებულია სპეციალიზებულ საინფორმაციო გადაცემებში, სატელევიზიო ახალი ამბებში, სპეციალური გამოშვებებსა და საჯარო დებატებში.

სასურველის დამკვიდრება, ხელოვნების სხვადასხვა შეფარული ფორმითაც მიიღწევა, კერძოდ - საპნის ოპერებითა და სხვადასახვა შოუ-სანახაობით. იგივე ფუნქციონალური დატვირთვა შეიძლება მიენიჭოს სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი ხასიათის პროექტებსაც. ზემოთ ჩამოთვლილი ხერხები, სხვა მრავალთან ერთად, თავისუფლად ახერხებენ მორალურად არასანქცირებულის, არატრადიციულის, მიუღებლის დამკვიდრებას.

ამდენად აშკარა ხდება, რომ ცნობიერების ტრანსფორმაცია დიდადაა დამოკიდებული ინფორმაციულ და კომუნიკაციურ ტექნოლოგიებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ ცნობიერების ძირეულ ცვლილებებს. რიგ შემთხვევაში ისინი აღწევენ საზოგადოების წევრთა ჩამოყალიბებული ტრადიციული შეხედულებების კარდინალურ ცვალებადობას. რითაც ამტკიცებენ, რომ კომუნიკაცია უთვალავ შესაძლებლობათა ხელოვნებაა, რომელიც თანაბარი წარმატებით გამოიყენება როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ ინტერესთა სხვადასხვა სფეროში.

ცხადია, რომ ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა მთლიანად შეცვალეს თავად ინფორმაციულობის სტატუსი. მსოფლიო ეკონომიკა, პოლიტიკა და სამხედრო ძლიერება დღესდღეობით დიდადაა დამოკიდებული ამ უკანასკნელზე. ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს ტერორიზმთან დაპირისპირებასა და სამხედრო ძლიერების განსაზღვრაში.

ტექნოლოგიური სფეროს ტრანფორმაციამ მთელი საზოგადოების ტრანსფორმირებაც გამოიწვია.

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ყოველივე ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშრიებული, საკომუნიკაციო საშუალებებმა ერთგვარი კატალიზატორის ფუნქციაც შეითავსეს, რამაც ადამიანთა აზროვნებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების დაჩქარებას სწორედ საკომუნიკაციო საშუალებებმა შეუწყო ხელი. სწორედ მან შეცვალა თანამედროვე ადამიანის აზროვნება, ისე როგორც ადრე, საუკუნეების მანძილზე, ცვლიდა ადამიანის დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ. ანტიკური ცივილიზაციის მიერ შექმნილი აზროვნების პრინციპები, რომელიც უმთავრესად კოლექტიური მსოფლმეხდველობის საფუძველზე იყო აღმოცენებული, შეიცვალა ინდივიდუალურით, რაშიც ასევე დიდი როლი შეასრულა კომუნიკაციამ. ამ უკანასკნელმა, შემდგომ საუკუნეებშიც, წარმატებულად განახორციელა თავისი ფუნქციონალური დატვირთვა.

მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა სახეობები საზოგადოებას საშუალებას აძლევენ გაეცნონ იმ ფაქტებსა და მოვლენებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მათგან დამოუკიდებლად ხდება, ამავე დროს მათივე საშუალებებით მონაწილეობას იღებენ ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა: ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო მდგომარეობა, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა სოციალური პრობლემის მოგვარებაში.

მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების უპირატესობა ძირითადად ორ სფეროში - აუდიტორიის მასშტაბურობასა და ინფორმაციის მიტანის სისწრაფეში თავსდება. ამავე დროს ზოგიერთ მათგანს (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი) შეუძლია, აუდიტორიის შემადგენლობის გათვალისწინებით, შექმნას ერთიდაიგივე შინაარსის, მაგრამ განსხვავებული ფორმის მატარებელი საინფორმაციო ნაკადები, სადაც გათვალისწინებული იქნება საზოგადოების სხვადასხვა ფენის ინტერესები.

მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს იმიტომაც ხელეწიფებათ მოქმედებისა და არეალის გაფართოება, რომ თავად საზოგადოებას, ლოკალურთან ერთად, მეტად მოეძალა გლობალური საკითხებიც და რადგანაც ამ უკანასკნელისადმი დღეს გულგრილი ვერავინ რჩება - მასობრივმა ინტერესებმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოქმნეს. ინფორმაციულობასთან ერთად საზოგადოების ინტერესებს განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის ინტერპრეტაციაც. ამიტომ საზოგადოების ყოველი წევრი იმ საინფორმაციო წყაროს ეტანება, რომელშიც მისი აზრის მსგავს, იდენტურ შეფასებას ხედავს. ფაქტის ინტერპრეტაციას კი საფუძვლად უდევს სხვადასხვა ინტერესთა შესაბამისი წყარო, რომელთა უკან მოიაზრება, გარკვეულ წილად, „მართული შეხედულება“.

საუკუნეობრივ ტრადიციებზე ფორმირებული საზოგადოების აზრის განმტკიცების ან მისი მოდერნიზებისას მედია საშუალებების მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება. აშკარად იკვეთება ამ უკანასკნელის უდიდესი შესაძლებლობანი - გაართიანოს ან დაქსაქსოს საზოგადოებრივი აზრი, მიმართოს იგი ახალი მიზნებისაკენ, ან განამტკიცოს ტრადიციული შეხედულებანი, ჩასახოს ან ჩამოაყალიბოს ნოვატორული ღირებულებები.

სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებმა: მომაჯადოებელმა ზეპირსიტყვიერებამ (ორატორია), დამწერლობითმა მემკვიდრეობამ (რომელიც ინდივიდუალური აზროვნების საფუძველი გახდა), ბეჭდური მედია-საშუალებების განვითარებამ, რადიოსა და ტელევიზიის დაფუძნებამ, დაბოლოს, ინტერნეტის დამკვიდრებამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეტაპობრივად განახორციელა რევოლუციური პროცესები ადამიანის აზროვნებაში.

მასობრივი კომუნიკაციების ზეგავლენის სფეროდ, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრება საზოგადოება, თუმცა ამ უკანასკნელზე თავისებურად დიდ გავლენას ახდენს ხელოვნებაც, კერძოდ, მისი ცალკეული ნაწილები: ლიტერატურა, კინო და თეატრი. ამავე კუთხით მოიაზრება მეცნიერების ზეგავლენაც საზოგადოებრივ აზრზე.

ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება საკომუნიკაციო საშუალებებით, შეიძლება პირდაპირ იყოს მიზანმიმართული შეწონილი რაიმე ფაქტის ან მოვლენისადმი, ან გათვლილი იყოს სასურველი, ზოგადი პრინციპების ჩამოსაყალიბებლად.

მოწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება ლიდერის ფუნქცია მოიპოვოს ან დარჩეს „დამხმარე საშუალებად“, თუმცა ორივე შემთხვევაში, იგი გამოიყენება ახალი, განსხვავებული საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. კომუნიკაციური ტექნოლოგიები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ სასურველი პოზიციის გამომხატველი შეხედულებების სწრაფ ან შენელებულ მოქმედებას.

კომუნიკაციური მეთოდები საზოგადოებაზე ზემოქმედებისას მრავალფეროვნებითა და სრულყოფილებით უნდა გამოირჩეოდნენ. ამავე დროს მოჭარბებულმა ინფორმაციულობამ შეიძლება საპირისპირო განწყობაც კი შექმნას, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ გადაუმოწმებელ, დაუმტკიცებელ ფაქტებს, იმის აქცენტირებას, რისი დამტკიცებაც ამჟამად აშკარად არ შეგვიძლია.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად აუცილებელია საზოგადოებას „მთლიანად ესმოდეს” ის, რაზედაც ვსაუბრობთ, იმავდროულად „არ გადავღალოთ“ იგი ინფორმაციულობით, მუდმივად გვახსოვდეს მთავარი და წინასწარ შემუშავებული მეთოდიკა მის მისაღწევად და გასახორციელებლად.

ინფორმაციის მიწოდების ზემოაღნიშნული სტრუქტურა ნართაული აზროვნებიდან უნდა მომდინარეობდეს, რადგანაც ეს უკანსაკნელი წარმოადგენს, იმ მეთოდების კრებულს, რომელიც კი კაცობრიობას გამოუყენებია მთელი არსებობს მანძილზე. ნართაული აზროვნება სხვადასხვა ტრანსფორმირებული საშუალებებით, თავისთავად გულისხმობს მიზნის განხორციელების სხვადასხვა ხერხებს. იგი არაა უცხო არც მედია საშუალებებისათვის და არც ვერბალური მეტყველებისთვის, უფრო მეტიც, ის მათი განუყოფელი ნაწილია.

ლიტერატურა
Literature
Литература

  1. Windahl S., Signitzer B.Using communication theory. An introduction to planned communication. - London etc., 1992.

  2. Severin W.J., Jr. Communication theories. Origins, methods, and uses in the mass media. - New York etc., 2001.

რეზიუმე
საკომუნიკაციო საშუალებები და საზოგადოება
ვაჟა პაპასკირი

მთელმა რიგმა ობიექტურმა თუ სუბიექტურმა ფაქტორებმა XXI საუკუნის დასაწყისისათვის შექმნა მასმედიის ინტერესთა ისეთი განსაკუთრებული სფერო, რომელმაც სოციალურ პროცესებთან ერთად თავის სამოქმედო ასპარეზად აქცია არამხოლოდ ცალკეული, ლოკალური პროცესები, არამედ წინა პლანზე წამოწია მსოფლიო, გლობალური ღირებულებები, განსაკუთრებით, ეროვნული და ეკონომიკური საკითხები.

XXI საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა კომუნიკატივისტიკას, რადგანაც ამ უკანასკნელმა მთლიანად შეცვალა საზოგადოების წევრთა ურთიერთობა და ხელი შეუწყო მის ტრანსფორმირებას. ამავე დროს აშკარა გახდა, რომ კომუნიკაბელობისათვის “დაკეტილმა საზოგადოებებმა” არსებობა თითქმის შეწყვიტეს.

SUMMARY
COMMUNICATION MEANS AND SOCIETY
VAJA PAPASKIRI

In the beginning of XXI century many objective and subjective factors created especial sphere of interests for mass media which together with social processes transformed into operating arena not only local processes, and on the foreground put forward world and global values, especially national and economic questions.

In the beginning of XXI century especial value was appropriated to communication as a science, as the last completely changed the attitude between members of a society and promoted its transformation. At this time it became obvious, that «the closed societies» stopped the existence for the sake of communication.

РЕЗЮМЕ
КОММУНИКАЦИОННЫЕ СРЕДСТВА И ОБЩЕСТВО
ВАЖА ПАПАСКИРИ

Целый ряд объективных и субъективных факторов создали особенную сферу интересов для массмедии в начале XXI века, которые вместе с социальными процессами превратили в действующую арену не только локальные процессы, а на первый план выдвинули мировые и глобальные ценности, особенно национальные и экономические вопросы.

В начале XXI века особенное значение было присвоено коммуникативистике, так как последнее полностью изменила отношение между членами общества и способствовало его трансформации. В это время стало очивидно, что «закрытые общества» для коммуникабельности прекратили своё существование.

2.9 თანამედროვე მასმედიის როლი საზოგადოების კონსოლიდაციაში

▲ზევით დაბრუნება


გიორგი თარგამაძე
ხელოვნების დოქტორის ხარისხის მაძიებელი

Were it left to me to decide whether we should have a government without newspapers,
or newspapers without a government, I should not hesitate a moment to prefer the latter.
Thomas Jefferson

ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, როგორ სახელმწიფოში ვარჩევდი ცხოვრებას,
სადაც არის მთავრობა, მაგრამ არ არის პრესა, თუ პირიქით,
უყოყმანოდ ავირჩევდი მეორე ვარიანტს.
თომას ჯეფერსონი

ტერმინი „მასმედია“ მასობრივი მედიუმების (საკომუნიკაციო გარემოთა) უნივერბიზაციით მიღებული სიტყვაა და მისი ფუნქცია არის ხალხთა ფართო მასებისათვის ინფორმაციის გაზიარება (კომუნიკაცია ლათინურად გაზიარებას ნიშნავს), იქნება ეს ჟესტი ან მიმიკა თუ საერთაშორისო ახალი ამბების ქსელები. არ არსებობს აუდიტორიის ზომის სტანდარტი, რაც მას მასობრივს გახდის, არც ინფორმაციის ტიპია მკაცრად განსაზღვრული - რაიმე საქონლის რეკლამა თუ ნატოს რეზოლუცია - ორივე მასმედიის მაგალითია.

მასმედია სტრუქტურულად მოიცავს ურიცხვ ინდივიდსა და დაწესებულებას, რომლებიც განსხვავდებიან მიზნებით, მსოფლმხედველობით, ტექნოლოგიებითა და კულტურალური კონტექსტით, ან, უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, მედია საკომუნიკაციო ინდუსტრიისა და პროფესიის წარმომადგენელთა კრებულია მაგ., კორპორაციები, გამომცემლობა, ჟურნალისტი, რედაქტორი და სხვ.

მედიის პროდუქტია გასართობი საშუალებებიც და ახალი ამბებიც; მაგრამ არსებობს მეორე ტერმინიც - ნიუს მედია - მხოლოდ ახალი ამბების, ან პრესის აღსანიშნავად.

ნიუსი გადმოგვცემს ფაქტებს და მათ ინტერპრეტაციას, რედაქტორის შეხედულებებს, პროფესიული ჟურნალისტების ნააზრევს. მენეჯმენტი წყვიტავს ფაქტების ამორჩევას, მათთვის ადგილის და სივრცის გამოყოფას, ინტერპრეტაციის ტენდენციეს და სხვ.

მასმედიის მნიშვნელობა განუზომელია, მას მეოთხე ხელისუფლებას უწოდებენ. იგი არის ყველგან: სახლში ტელევიზორი, საფოსტო ყუთში გაზეთი, სამუშაო მაგიდაზე კომპიუტერი, რადიო, სარეკლამო ფურცლები და ა. შ.

მასმედია განსაზღვრავს ადამიანთა საქმიანობას, აყალიბებს მათ ინტერესებს, განწყობას, ნერვულ-ფსიქოლოგიურ ფონს. მასმედიის საშუალებით აღიქვამს სამყაროს ადამიანთა უმრავლესობა. ნიუსები არამარტო გადაიცემა მასმედიის საშუალებით, არამედ იქმნება მის მიერ, ვინაიდან ჟურნალისტი იღებს გადაწყვეტილებას რა აჩვენოს, ან რა გადასცეს. რედაქტორი განსაზღვრავს რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ნიუსის გადმოცემის ტექნიკურმა მხარემ ან ქარგამ აუდიტორიაზე, რასაც უპირველესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აუდიტორიაზე ზეგავლენა ნიშნავს მათი ფიქრებით მანიპულირებას.

ფუნქციათა მრავალფეროვნება ასევე მრავალფეროვან კრიტიკასაც განაპირობებს. მასმედიას ადანაშაულებენ დროის ფუჭად გაფლანგვაში, ბავშვთა ძალადობისადმი წინასწარგანწყობის შექმნაში, საზოგადოების კრიმინალიზაციაში, საზოგადოებრივი სისტემის დანგრევაში, აჯანყების, რევოლუციებისა და ხალხის მასობრივი დაღუპვის ინიცირებაში. მეორეს მხრივ, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მოდერნიზებულია მისი მასმედია. რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ მასმედია პროგრესის და განვითარების სასარგებლო ფუნქციებსაც ასრულებს.

ლიბერალური დემოკრატიის პირობებში მასმედიის მთავარი დანიშნულებაა საზოგადოების კონსოლიდაცია. პარადოქსი კი მდგომარეობს იმაში, რომ შემაკავშირებელი ფუნქცია მოთავსებულია ხშირად მედიის გამთიშველი შინაარსის მქონე კონტექსტში. მედიის ამ ფუნქციის წარმოშობა თანამედროვე მასმედიის საშუალებების მიერ საზოგადოების ყურადღების მიპყრობისათვის კონკურენციით არის განპირობებული. პუბლიკის ყურადღების ფოკუსირება მედიაზე განაპირობებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების გაცნობას, ურთიერთდაკავშირებას და შედეგად, საზოგადოების განმტკიცებას. საზოგადოების მიერ ყურადღების მიპყრობის საშუალებები მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს სიახლეების გადმოცემა, ცნობილი თემების გარჩევა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ხდება ძლიერი ემოციების, როგორც დადებითის, ასევე უარყოფითის, გამოწვევა.

კონკურენციაში უპირატესობის მოსაპოვებლად თანამედროვე მასმედია ამუშავებს უამრავ მასალას, რათა დააკმაყოფილოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ინტერესები. შედეგად, მედიის შემცველობა ხშირად წინააღმდეგობრივია ან შეიცავს საზოგადოებისათვის შეურაცხმყოფელ და პოტენციურად გამთიშველ თემებს, ვინაიდან ის, რაც ერთისთვის საინტერესოა, ხშირად მეორისთვის მიუღებელია. მაგ., ახალგაზრდა მამაკაცები საზოგადოების ყველაზე მძლავრი ჯგუფია. მათი ინტერესები მოიცავს დანარჩენი საზოგადოებისათვის აგრესიულ, უპატივცემულო ან სქესობრივ თემებს. თუ მასმედია ეფექტურად ახორციელებს მის ძირითად ფუნქციას, ჩამოაყალიბოს სოციალური კავშირები განსხვავებულ და გათიშულ პოპულაციაში, მაშინ თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიას სჭირდება ფართო სპექტრის ტოლერანტობა და ასევე უსაზღვრო ფსიქოლოგიური უნარი, რომ გაუძლოს უთანხმოებასა და აზრის სხვადასხვაობას. მაგ., ლიბერალური დემოკრატიის პირობებში ხშირად ექიმები და მეცნიერები ჩივიან, რომ მათი დარგი ამორჩევით დამახინჯებულად და სენსაციურად წარმოდგინდება. მედიის შინაარსი ხშირად მკაფიოდ გამთიშველია საზოგადოებისათვის, ვინაიდან უბიძგებს ბრაზის, შიშის, ზიზღის, შურისძიების და სხვა ნეგატიური ემოციებისაკენ. ამიტომ მასმედიის შესახებ არსებობს გავრცელებული შეხედულება, რომ ის არის ტრივიალური და პოტენციურად საშიში. მეორე შეხედულების მიხედვით მასმედია წარმოადგენს მმართველი ძალების სასარგებლო იდეოლოგიური პროპაგანდის იარაღს.

არსებობს მესამე შეხედულებაც, რომ თანამედროვე მასმედია აძლევს საშუალებას ლიბერალურ დემოკრატიას, რომ გაუმკლავდეს იმ ძალადობას, პროპაგანდას და ცეზურას, რომელიც წარსულში აუცილებელი იყო კომპლექსური საზოგადოების ერთიანობის შესანარჩნებლად.

მასმედიით გამოწვეული შეკავშირება დაფუძნებულია ყურადღების მიპყრობაზე და ამიტომ შინაგანად დამოკიდებულია მედიის შინაარსის სპექტრზე, რომელიც მიმართულია სოციალური ჯგუფებისა და დანაყოფებისათვის. ვინაიდან ერთი ჯგუფისათვის მიმზიდველი მასალა აუცლებლად არასასურველი იქნება სხვისთვის, ამიტომ თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია ემყარება ტოლერანტობის უნარს, რათა გააძლიეროს სოციალური შეკავშირება.

ტვინის ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით დადასტურდა, რომ რეაქცია ნეგატიური ემოციის პროცესირებაზე იწვევს ვერბალური და მოტორული ცენტრების გააქტივებას. საინერესო ისაა, რომ ვერბალური ცენტრის განმუხტვა, ანუ აზრის გამოთქმა ნეგატიურ მოვლენაზე, იწვევს მოტორული ცენტრის ინჰიბიციას, რაც გამორიცხავს ფიზიკურ რეაქტიულობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტელედებატები ან ტელედისპუტი, ან მათი ყურება და მოსმენა ხალხთა მასებში, ისევე, როგორც პოლიტიკურ ლიდერებში ხელს უწყობს ფიზიკური დაპირისპირების პრევენციას. ამგვარად, ტელემედიის როლი ზოგადოების შეკავშირებაში მით უფრო საგრძნობია, რაც მეტია მასში მოცემული დაპირისპირებები.

მოსახლეობის უმრავლესობის დრო და ფინანსები ინფორმაციის მოძიებაში იხარჯება; ამიტომ ადამიანი კმაყოფილია თვით ტენდენციური ან ლიმიტირებული ინფორმაციის მიღებითაც, რისთვისაც მხოლოდ ტელევიზორის ჩართვაა საჭირო. რაც მეტ ინფორმაციის წყაროს შევადარებთ მით უფრო ნათელ სურათს მივიღებთ სამყაროს შესახებ; მედია კონგლომერატების გვერდით ფუნქციონირებს უამრავი დამოუკიდებელი მედია კომპანია, რომელთაც მცირე აუდიტორია ყავთ, მაგრამ მათი განსხვავებული შეხედულებები მშვენიერი შევსებაა ნიუსების უზომოდ ჭრელი სპექტრისათვის. ტექნოლოგიური პროგრესი საშუალებას იძლევა ადვილად გადაილახოს ენობრივი ბარიერიც, ბრაზილიაში მცხოვრებ იაპონელს ყოველდღიური ახალი ამბები მშობლიურ ენაზეც მიეწოდება და თავისი ქვეყნის ახალი ამბების ყურებაც შეუძლია „ლაივში“.

მედია საშუალებებით ნიუსების გადაცემის სისწრაფეს უდიდესი და ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მოსალოდნელი უბედურების შესახებ ხალხის გაფრთხილების საქმეში. იქნება ეს ურაგანის მოახლოება თუ მტრის ძალების თავდასხმა, ან ტრანსპორტის მოძრაობის შემაფერხებელი გარემოებების მიწოდება მძღოლებისათვის.

კომუნიკაციის სისწრაფე და ადვილმიწვდომობა ამომრჩეველს უქმნის „თანდასწრების“ გრძნობას, მისთვის საინტერესო საკითხების განხილვაში ვირტუალურად მონაწილეობისას, ბუნებრივ ელფერს აძლევს დეპუტატის ურთიერთობას ხალხთან და საერთოდ ადამიანებს აახლოებს მაშინაც კი როცა მათ შორის სასტიკი კამათი მიმდინარეობს.

სოციალური შეკავშირების მექანიზმი

თანამედროვე მასმედია ძალიან დიდი, კომპლექსური, მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული სოციალური სისტემაა, რომელიც მიიზიდავს ამ საზოგადოების შემადგენელი სოციალური ჯგუფებისა და ინდივიდების ყურადღებას. სწორედ ყურადღების ეს ფოკუსირება მასმედიაზე აღძრავს სოციალურ დარაზმულობას თანამედროვე საზოგადოებაში. თანამედროვე მასმედია ამჟამად სოციალური შეკავშირების მთავარი წყაროა, რაც პუბლიკის ყურადღების მიზიდვისთვის მზარდი კონკურენციის არაწინასწარგანზრახული შედეგია. ე. ი. მასმედიის სისტემა თანამედროვე დემოკრატიაში ფუნქციონირებს, როგორც სოციალური შეკავშირების მთავარი წყარო, მაგრამ ეს ფუნქცია თვითგაუცნობიერებელი, არაგანზრახული და არადაგეგმილია, ვინაიდან ის განვითარდა ყურადღების მიპყრობის კონკურენციის გამო.

თანამედროვე მასმედიის პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ მაშინ, როცა მედიასისტემა მოწოდებულია საზოგადოების შესაკავშირებლად, მისი შემცველობა ხშირად ხელს უწყობს გათიშულობასა და გაყოფას. ეს იმიტომ ხდება, რომ პუბლიკის ყურადღების მიპყრობისა და შენარჩუნების საშუალებები და მექანიზმები თითქმის არ მიეკუთვნება თანამედროვე მასმედიას, რომელიც ამიტომ განსაკურებით მრავალსახეობრივი და წინააღმდეგობრივია თავისი შინაარსით. ზოგი მედიის შინაარსი ყურადღებას იზიდავს თავისი ფამილარობით, სხვები - სიახლით. მათ მიერ აღძრული ემოციები ხშირად საწინააღმდეგო ხასიათისაა. შეიძლება იყოს სასიამოვნო, არასასიამოვნო გრძნობა, დადებითი ან უარყოფითი, სილამაზე და საშინელება. საზოგადოების ჰარმონიულობის გამომწვევი და საზოგადოების გამთიშველი იმპულსები. ეს შინაგანი მერყეობა წარმოიშვება იმიტომ, რომ მედიის სპეციფიკური შინაარსი ემორჩილება წამყვან მიზანს - კონკურენტულ მედიაგარემოში მიიზიდოს და შეინარჩუნოს პუბლიკის ყურადღება.

ამრიგად, ტრადიციული და ტოტალიტარული საზოგადოების ზემოდან ქვემოთ გაძლიერებული იდეოლოგიური ერთგვაროვნებისგან განსხვავებით, თანამედროვე საზოგადოებაში შეკავშირება ხდება კამათითა და განსხვავებით. მართლაც, ლიბერალურ-დემოკრატიულ პირობებში, საზოგადოების შემაკავშირებლად წარმოგვიდგება დისპუტები, რომლებიც განაპირობებენ ყურადღების ფოკუსირებას.

ტოლერანტობა ამყარებს და აფართოებს სოციალურ კავშირს

პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ მასმედია ხელს უწყობს მთლიან სოციალურ შეკავშირებას იმ საშუალებებით, რომლებიც წარმოქმნიან სოციალურ ბრძოლას. სოციალური შეკავშირების სიმტკიცე დამოკიდებულია იმ ძალაზე, რითაც მასმედიას შეუძლია ყურადღების მიზიდვა. კონკურენტული მედია უფრო ფართო არჩევანის შეთავაზებით ცდილობს უფრო მეტი ხალხისა და ხალხთა ჯგუფების ყურადღების მიზიდვას. ხალხი ერთმანეთისგან განსხვავდება, მათი პრეფერენსიები იცვლება ასაკის, სქესის, რეგიონის, რელიგიის, პოლიტიკის, ჰობებისა და სხვა ურიცხვი სპეციალური ინტერესის მიხედვით. პუბლიკის ორი წევრიც არ მოიძებნება, რომელსაც ზუსტად ერთიდაიგივე ელემენტი აინტერესებს მასმედიისა. შესაბამისად, მედიის თემის შეფასებაც შეიძლება იყოს მრავალგვარი და წინააღმდეგობრივი. თანამედროვე მასმედია ამიტომაც შლის და ანადგურებს ბევრ ტრადიციულ სოციალურ დაჯგუფებას, რომლებიც წინათ მნიშვნელობანი იყო სოციალური შეკავშირებისათვის და საზოგადოება მიყავს ერთეული ინდივიდების საზოგადოებისაკენ. მართლაც, თანამედროვე ინდივიდთა უნიკალურობა განიზაღვრება მათი მოხმარების ცალკეული პროფილებით და მასმედიის მიერ მოწოდებული ჭარბი შესაძლებლობებიდან ერთერთის ამორჩევით. ამიტომ, თანამედროვე მედია ერთდროულად წარმოქმნის თანამედროვე ინდივიდებს და საშალებას აძლევს მათ, დაკავშირდნენ ერთმანეთთან. ამ უნიკალური ინდივიდების სოციალური შეკავშირება ემყარება მათ პიროვნულ ტოლერანტობას იმის მიმართ, რომ სხვა ინდივიდებს შეუძლიათ გააკეთონ სხვა არჩევანი. ექიმებმა და მეცნიერებმა უნდა აიტანონ მათი საქმიანობის დამახინჯებული მედიასურათები ისევე, როგორც სხვა მოქალაქეებმა უნდა აიტანონ მედია-შინაარსი, რაც კანონით დაშვებულია, მაგრამ მათ არ მოსწონთ. მასმედიის უნარი, მიიზიდოს სხვადასხვა პოპულაცია, მოითხოვს, რომ ყურადღების მიმპყრობი მასალა აკმაყოფილებდეს ინტერესთა ფართო სპექტრს, მაგრამ მედია თემის უნარი, მიიზიდოს და შეაკავოს ერთი პიროვნების ყურადღება, ხშირად შეიცავს სხვისთვის შეურაცხმყოფელ შინაარს. ცხადია, თუ მედია აღძრავს ძალიან ძლიერ აზრთა სხვადასხვაობას, ეს გახდება საშიში სოციალური შეკავშირებისათვის - მაგ., გამოიწვევს ამბოხს ან რევოლუციას. ამიტომ, მასმედია არ შეიძლება მთლიანად თავისუფალი იყოს კონტროლისა და ცენზურისაგან და ტოლერანტობის საზღვრები უნდა განისაზღვროს და გაძლერდეს. მეორე მხრივ, რაც მეტია პროვოკაცია მედიიდან, რომლის ატანაც შესაძლებელია, მით უკეთესი, ვინაიდან ცნობილია, რომ მოკლე ვადიანი აზრთა სხვადასხვაობა არ იწვევს ჭეშმარიტ გათიშვას. პირიქით, ის უბიძგებს ხანგრძლივი სოციალური შეკავშირებისაკენ, ვინაიდან ჩაითრევს უფორ მეტ ხალხს უფრო ძლიერად. ლიბერალური დემოკრატიისათვის ეს სიტუაცია ჩამოაყალიბა ნიცშემ - რაც ჩვენ არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.

თანამედროვე მასმედიის პარადოქსი იმაშია, რომ მისი გამთიშველი შინაარსი შეიძლება შინაგანად აძლიერებდეს მის ეფექტირობას და ინვაზიურობის უნარს. ამიტომ, ლიბერალური დემოკრატიის შეკავშირება დამოკიდებულია ფართოდ გავრცელებულ ფსიქოლოგიურ უნარზე, აიტანონ აზრთა სხვადასხვაობისა და შეუთანხმებლობის პერმამენტული მდგომარეობა. რაც მეტია სოციალური ტოლერანტობა, მით მეტია სოციალური შეკავშირების სიმტკიცე.

ლიტერატურა
Literature
Литература

  1. www.mediachannel.org/ownership/chart.shtml

  2. Berne, Eric (1964). Games People Play - The Basic Hand Book of Transactional Analysis. New York: Ballantine Books. ISBN 0-345-41003-3

  3. Claude E. Shannon and Warren Weaver. The Mathematical Theory of Communication. urbana, 1949

  4. Norber Wiener. Cybernetics or Control and Communication in the Animal and the Machine, Hermann et Cie, Paris, The MIT Press, Cambridge (Mass.), Wiley and Sons, New York, 1948. Second edition, revised, with two more chapters, The MIT Press, Cambridge (Mass.), Wiley and Sons, New York, 1961.

რეზიუმე
თანამედროვე მასმედიის როლი საზოგადოების კონსოლიდაციაში
გიორგი თარგამაძე

მასმედია აკავშირებს საზოგადოების მმართველ ძალებს მის შემადგენელ ფართო ფენებთან. მასში გაერთიანებულია გასართობის გადაცემებიც და ახალი ამბებიც, მაგამ ამ უკანასკნელის აღსანიშნავად არსებობს მეორე ტერმინიც - ნიუსმედია, რომელიც პრესის მნიშვნელობითაც იხმარება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასმედიის სხვადასხვა წარმომადგენელს შორის კონკურენციას საზოგადოების ყურადღების მიპყრობაში. მედიაკონგლომერტები ხშირად მთელი ერის ყურადღების ფოკუსირებას ახერხებენ. საზოგადოების მრავალფეროვნება მასმედიისგან ტოლერანტობის დიდ უნარს მოითხოვს, ვინაიდან თითოეულმა დაინტერესებულმა ჯგუფმა მასმედიაში უნდა იპოვოს თავისი მოთხოვნის დამაკმაყოფილებელი და სხვისი მოთხოვნის უგულვებელმყოფელი ელემეტები. ცხადია, ეს ხშირად შეუძლებელია და ასეთ შემთხვევები მასმედია მიმართავს ტელედებატების და დისპუტების მოწყობას პირდაპირ ეთერში. აღმოჩნდა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ადამიანთა ტვინში მოქმედების აღმძვრელი მექანიზმების მუხტის გაუვნებელყოფას იწვევს, რაც შესანიშნავი სტიმულია მწვავე დებატების მოსაწყობად ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილების საქმეში. მასმედიამ გამოიმუშავა სპეციფიკური ჰიბრიდული ფორმა სამეცნიერო მიღწევების ფართო აუდიტორიისათვის გადასაცემად. უპირატესობა ენიჭება არა ღრმა მეცნიერული კვლევების დემონსტრირებას, რომელიც გასაგებია მხოლოდ მეცნიერთა ვიწრო წრისათვის, არამედ ნახევრად მეცნიერული, ნახევრად პოპულარული ენით სიახლის მნიშვნელობის მიწოდებას ფართო აუდიტორიისათვის.

ამრიგად, მასმედია საზოგადოების კონსოლიდაციაში დადებით როლს თამაშობს მაშინაც კი, როდესაც აშუქებს სხვადასხვა ფენების ურთიერთდაპირისპირებულობას. ვინაიდან ყურადღების ფოკუსირება მასმედიაზე იწვევს ერთგვარი საზიარო სივრცის წარმოქმნას მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის, შედეგად ხდება ამ ფენების ურთიერთგაცნობა, ნელდება აგრესიული მუხტი და მიიღება შეკავშირებული საზოგადოება.

SUMMARY
A ROLE OF MODERN MASS MEDIA IN CONSOLIDATING SOCIETY
GIORGI TARGAMADZE

Mass media connects governing layers of society to its wider masses. It comprises entertainment as well as news. However, while describing the latter, a different term 'news media' is used. Competition between different representatives of mass media in attracting the public attention has a significant importance. Media conglomerates even manage to attract the attention of the whole nation.

Diversity of society demands a high level of tolerance from mass media as each interested group should find in it the elements which complement their requirements and the ones which neglect requirements from others. Obviously, it is often impossible and mass media employs live TV debates and disputes. Verbal confrontation turned out to sooth impulses which stir actions in human brain, and is an excellent stimulus in arranging harsh debates in order to avoid physical confrontation. Mass media invented a special hybrid form in order to effectively communicate scientific achievements to wider public. While providing news, advantage is given to a half scientific, half-popular language over the in-depth scientific researches comprehensible only to a narrow circle of scientists and scholars.

Thus, mass media is playing a positive role in consolidating society even when it gives coverage to the events describing the confrontation of different layers of society. The fact that the attention is focused on mass media creates a certain joint space for different parts of society. As a result, familiarization of the different layers of society is taking place, aggressive impulses sooth and the society becomes inter-connected.

РЕЗЮМЕ
РОЛЬ СОВРЕМЕННЫХ СМИ В КОНСОЛИДАЦИИ ОБЩЕСТВА
ГИОРГИ ТАРГАМАДЗЕ

СМИ объединяют руководящие силы общества с её широкими слоями. В них соединены как развлекательные программы, так и новости. Для обозначения последних существует и другой термин - ньюсмедиа, который также употребляется в смысле прессы. Огромное значение имеет конкуренция между разными представителями СМИ в привлечении общественного внимания. Медиаконгломераты часто осуществляют фокусирование внимания целой нации. Многообразность общества требует от СМИ большой способности толерантности, так как каждая заинтересованная группа должна найти в СМИ элементы, удовлетваряющие его требованиям и игнорирующие чужим. Конечно, это часто невозможно и в таких случаях СМИ обращаются к теледебатам и проведению диспутов в прямом эфире. Оказалось, что словесное противопоставление вызывает в мозгах людей обезвреживание заряда механизма возбуждающего действия, что является прекрасным стимулом для проведения острых дебатов с целью предотвращения физических противопоставлений. СМИ выработали специфическую гибридную форму передачи научных достижений широкой аудитории. Предпочтение отдаётся не демонстрации глубоких научных исследований, что понятно только узкому кругу учёных, а передаче широкой аудитории значения новизны на научно-популярном языке.

Таким образом, СМИ играют положительную роль в консолидации общества даже тогда, когда освещают взаимное противопоставление разных слоёв.

Так как фокусирование внимания на СМИ вызывает создание однородного общего пространства для разных слоёв населения, в результате происходит взаимознакомство этих слоёв, уменьшается агрессивный заряд и получаем соединённое общество.

2.10 საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოება - მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის

▲ზევით დაბრუნება


გიორგი მადუაშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
სამართალმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ასისტენტ-პროფესორი

საქართველო პოლიეთნიკური ქვეყანაა და აქ ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, რომელთა უფლებების დაცვაც არის როგორც სახელმწიფოს შინაგანი სურვილისა და რწმენის, ასევე საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ვალდებულებების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა.

საქართველო აღიარებს უმცირესობების ინტეგრაციის საჭიროებას. მას ხელმოწერილი აქვს ევროპის საბჭოს ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენცია და აღიარებული აქვს უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო ინსტრუმენტების და რეკომენდაციების უმეტესობა, მათ შორის, გაეროს დეკლარაცია ეროვნულ და ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული ადამიანების უფლებების შესახებ და ასევე ეუთოს დოკუმენტები: ჰააგის რეკომენდაცია ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების შესახებ და განმარტებითი ბარათი, ეუთოს ადამიანური განზომილების კონფერენციის კოპენჰაგენის შეხვედრის დოკუმენტი, ლუნდის რეკომენდაციები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების ეფექტური მონაწილეობისათვის და განმარტებითი ბარათი და სხვა.

ეროვნული ურთიერთობები საზოგადოებრივი ცხოვრების განსაკუთრებით რთული და დამოუკიდებელი სფეროა. ამა თუ იმ ქვეყანაში ისტორიული განვითარების თავისებურებების გავლენით, მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობითა და სხვა ფაქტორებით განპირობებული ერთა კონტაქტები უმთავრესად წინასწარ განსაზღვრავენ საზოგადოებაში მიმდინარე ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს.

თანამედროვე მსოფლიოში არ მოიძებნება ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი ერთ ენაზე ლაპარაკობდეს, ეკუთვნოდეს ერთ რასას, ჰქონდეს ერთნაირი კულტურა, რწმენა და ტრადიციები. ნებისმიერ სახელმწიფოში სხვადასხვა ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი თუ რელიგიური ჯგუფების მშვიდობიანი ცხოვრება წარმოადგენს დადებით ფაქტორს, რომელიც სოციალური და კულტურული რენესანსის წყაროა.

ასეთი სახელმწიფოს მაგალითი იყო დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროინდელი საქართველო, რომლის აღზევების ერთ-ერთი ფაქტორს სწორედ ქართველთა სხვა ეროვნებების წარმომადგენელთა მიმართ ტოლერანტობა წარმოადგენდა. გავიხსენოთ, როგორ უერთგულა იმ პერიოდში 40000 ჩამოსახლებულმა ყივჩაღთა ოჯახმა საქართველოს შემოსეულ მტრებთან გამართულ ბრძოლებში, როგორ გასწირა მართლმადიდებლობის სადიდებლად თავისი სიცოცხლე არაბმა აბომ.

მსგავსად სხვა ქვეყნებისა, საქართველო პოლიეთნიკურ, პოლილინგვისტურ, პოლიკონფესიონალურ გაერთიანებას წარმოადგენს.

ქვეყნის მოსახლეობის მრავალეთნიკური შემადგენლობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულმა ისტორიულმა პირობებმა და აგრეთვე XIX-XX საუკუნეების მიგრაციულმა პროცესებმა განსაზღვრა. ქართველების გარდა, საქართველოში სომხები (საერთო მოსახლეობის 9%), რუსები (7,4%), აზერბაიჯანელები (5,1%), ოსები (3,2%), ბერძნები (1,9%), აფხაზები (1,7%), უკრაინელები (0,9%), ებრაელები (0,6%), ქურთები (0,5%) და ა.შ. ცხოვრობენ. აღნიშნული ხალხებიდან მკვიდრ მოსახლეობას ქართველები და აფხაზები წარმოადგენენ, ყველა დანარჩენი კი საქართველოში სხვადასხვა პერიოდში დასახლდა.

ამგავრად, ქართველების გარდა საქართველოში დასახლებულნი არიან სხვა ეთნო-ნაციონალური ჯგუფები, ეს კი ქმნის მრავალშემადგენლობიან საზოგადოებას ქვეყნის შიგნით.

ლიფსეტის განმარტებით, მრავალშემადგენლობიანია საზოგადოება, რომელშიც ადგილი აქვს მრავალსეგმენტალურ დაყოფებს ეთნიკური, კონფესიონალური, ლინგვისტური და სხვა ნიშნებით.

მაღალი დონის მრავალშემადგენლობიან საზოგადოებებში უმცირესობანი არსებობენ ყველა მის შემადგენელში, ყველა სეგმენტში. ასე მაგალითად, საქართველოში უმცირესობაში შეიძლება აღმოჩნდეს სომეხი მცხოვრები ქუთაისში, ქართველი მცხოვრები ახალქალაქში, ებრაელი მცხოვრები ცხინვალში. ამიტომ, ცნება „უმცირესობათა უფლებების დაცვა“ თავის ფუძეში უპირველეს ყოვლისა უნდა გულისხმობდეს ყველა ცალკეული ადამიანის უფლებების დაცვას და არა ცალკეულ ეთნიკურ, რელიგიურ და სხვა ჯგუფებს.

სხვადასხვა ეთნოსი საქართველოში როგორც დისპერსიულად, ასევე კომპაქტურად არის დასახლებული. კომპაქტურად მცხოვრებთა შორის შეიძლება გამოვყოთ აზრბაიჯანელთა, სომეხთა, ოსთა, ასირიელთა, ბერძენთა, რუსთა და სხვა დასახლებანი.

ზოგიერთი სომხური, აზერბაიჯანული, ოსური და აგრეთვე, ქისტების კომპაქტური დასახლება ესაზღვრება სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს, შესაბამისად, სომხეთს, აზერბაიჯანს, ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკას (რფ) და ჩეჩნეთ-იჩკერიას (რფ).

რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარე, ასევე, მეზობელი იმპერიული სახელმწიფოების მიგრაციული პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა სხვადასხვა პერიოდში იცვლებოდა. ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფი საკუთარ საცხოვრებელ ადგილას განცდილი რეპრესიების შედეგად იძულებული გახდა საქართველოსათვის შეეფარებინა თავი და შემოსევებისაგან გაუკაცრიელებულ საქართველოს ტერიტორიებზე დასახლდა. XVIII საუკუნის მიწურულიდან XIX საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა საქართველოს მოსახლების ეროვნულ სტრუქტურაში. ეს ცვლილებები გამოიწვია სომხების, რუსების, ბერძნებისა და გერმანელების ჩამოსახლებამ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და რუსეთის იმპერიის შიდა პროვინციებიდან. ამის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე გაიზარდა სხვადასხვაეთნიკური ჯგუფების რაოდენობა. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიგრაციული და ეროვნული პოლიტიკის შესაბამისად, ინტენსიურად მიმდინარეობდა არაქართული მოსახლეობის ჩამოსახლება. ზოგიერთ შემთხვევაში რუსეთის იმპერია ძალით ასახლებდა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ერებს. მაგალითად, XIX საუკუნის 60-70-იან წლებში იძულებითი ემიგრაციის შედეგად აფხაზური სოფლების თითქმის ნახევარი მთლიანად დაიცალა.

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში რუსეთის მცდელობით მიმდინარე პროცესების შედეგად დაიძაბა ურთიერთობა არა საერთოდ ქართველებსა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის, არამედ აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ამ ეთნოსთა წარმომადგენლებთან. ჯერ კიდევ 1991 წელს თვით რუსეთის დუმის სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამაც კი შეისწავლა რა აღნიშნული საკითხი, გამოიტანა დასკვნა, რომ სამხრეთ ოსეთში წარმოშობილი კონფლიქტი მხოლოდ პოლიტიკური ხასიათისაა.

მართლაც, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა ოსები საქართველოს მრავალ რაიონში არიან განსახლებულნი, მათ შორის კომპაქტურადაც, მაგრამ იქ არსად არ დაფიქსირებულა ეთნოკონფლიქტის შემთხვევა.

ახსნა მარტივია, კონფლიქტური ტერიტორიები ესაზღვრება მათ მიტაცებაში დაინტერესებულ მესამე მხარეს - რუსეთს. სწორედ რუსეთის შემოსვლის შემდეგ (1801 წლიდან) დაიწყო საქართველოში ეთნოკონფლიქტების წარმოშობა.

დიდია ეთნოკონფლიქტების დამანგრეველი ძალა. მათი ინსპირირებით და მომიზეზებით გაჩაღდა I და II მსოფლიო ომები, ჯერაც არ მოუშუშებია ჭრილობები ბალკანეთს, ხელყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

აფხაზების და ოსების მნიშვნელოვან ნაწილს მიტოვებული აქვს მშობლიური კუთხე და ისინი რუსეთის იმპერიის უკიდეგანო სივრცეში არიან გაფანტულნი. დღეს ქართული მოსახლეობა ეთნიკური წმენდის შედეგად მთლიანად განდევნილია ცხინვალის რეგიონიდან. მათ ადგილს ავსებენ რუსი კოლონიზატორები. იქმნება სამხედრო დასახლებები. აფხაზეთის უძრავი ქონების პრივატიზების პროცესში უმნიშვნელოა ეთნიკურ აფხაზთა წილი.

საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა 1990-იან წლებში განვითარებული პროცესების შედეგად, როდესაც სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე კონფლიქტები განვითარდა. თუ 1989 წლის აღწერის მონაცემებით, ეროვნული უმცირესობები ქვეყნის მოსახლეობის 30%-ს შეადგენდნენ, 2002 წლის აღწერის შედეგებით, საქართველოში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიების გამოკლებით) მათი ხვედრითი წილი 16%-მდე შემცირდა.

ისტორიული გამოცდილება მოწმობს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ეროვნებათშორის ურთიერთობაზე გავლენას ახდენს პოლიტიკური რეჟიმი. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პოლიტიკამ საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობებში არცთუ ისე დადებითი როლი ითამაშა. მართალია, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის შესახებ საკმაოდ ლიბერალური გახდა (ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებნი ავტომატურად გახდნენ მოქალაქეები, მათი ეთნიკურობის და სხვა პირობების მიუხედავად, თუ ისინი თავად არ იტყოდნენ უარს, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კანონით განისაზღვრა აფხაზებისთვის სადეპუტატო მანდატების 50%-ის გარანტირება), ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს კანონმდებლობა რეალურად უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული არ იყო, მაგრამ ქვეყანაში გამეფებულმა დაძაბულმა და ნაციონალისტურმა გარემომ უმცირესობის ბევრ წარმომადგენელს საქართველოს დატოვებისკენ უბიძგა. ბევრი თავის ძირ სახელმწიფოში წავიდა: ისრაელში, სომხეთში, რუსეთში და ა.შ.

1992 წლის დასაწყისში ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა ხელმძღვანელობამ უარი თქვა ნაციონალისტურ პოლიტიკაზე, თუმცა ამას ეროვნულ უმცირესობებს შორის ემიგრაციული აქტიურობის შემცირება არ გამოუწვევია. ამის შემდეგ ემიგრაციის მთავარ ფაქტორად უმუშევრობა, ცხოვრების დონის გაუარესება და საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაციისაათვის პირობების არარსებობა იქცა. ამ ფაქტორის გამო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში ეთნიკური ქართველებიც წავიდნენ.

ეროვნული უმცირესობების სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ამძიმებს საინფორმაციო იზოლაცია. საბჭოთა კავშირში რუსული ენა ეთნიკურ ჯგუფებს შორის კომუნიკაციის ძირითადი ენა იყო, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული გახდა სახელმწიფო ენა, რომელმაც თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა რუსული მასმედიაში. ქართული ენის ცოდნა საბჭოთა პერიოდში არ იყო პრიორიტეტული ეროვნული უმცირესობებისათვის. შედეგად, საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა (ეროვნულმა უმცირესობებმა) არ იცოდა ქართული ენა, რაც მათი იზოლაციის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი გახდა.

დღეს სარწმუნო მონაცემები არ არსებობს იმის შესახებ, თუ ვინ, სად და რა მიზეზით დატოვა მაშინ ქვეყანა, თუმცა, წლების განმავლობაში მოსახლების აღწერის მონაცემები ქვეყნის ეთნიკურ შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებებზე აშკარად მიუთითებს. 1979, 1989 და 2002 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს სომხური მოსახლეობა 9%-დან 8,1%-მდე და შემდეგ 5,7%-მდე შემცირდა. კიდევ უფრო მკვეთრი იყო რუსული მოსახლეობის შემცირება - მისი პროცენტული მაჩვენებელი 7,4%-დან 6,3%-მდე, შემდგომში კი 1,5%-მდე შემცირდა.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის (1995-2003) ხანა, ალბათ, ყველაზე კარგად შეიძლება დახასიათდეს, როგორც სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით სხვადასხვა ინტერსთა დაბალანსების მცდელობა. ძირითადად, ეს იმას გულისხმობდა, რომ ერთი შეხედვით, ზედაპირზე საგანგაშო და ფეთქებადი კონფლიქტი არ ჩანდა, თუმცა, უფრო ღრმად დუღდა პრობლემები. ეს განსაკუთრებით ცხადი იყო ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში, რომლებიც ხელისუფლების მიერ უმეტესწილად უგულებელყოფილნი იყვნენ. მათი ინტეგრაციისა და სხვა პრობლემები კი საერთოდ არ იყო აღიარებული. პრაქტიკულად, უმცირესობებით დასახლებული რეგიონები ადგილობრივი კლანების მიერ იმართებოდა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ მხარი შევარდნაძისა და მისი პარტიისათვის დაეჭირათ. ეს მხარდაჭერა არჩევნების დღეს მოსახლეობის საარჩევნო უბნენზე მიყვანითა და მმართველი პარტიისათვის ხმების მიცემით გამოიხატებოდა. ბუნებრივია, ასეთ პირობებში სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის არც საჭიროება არსებობდა და არც სარგებელი.

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ, განსაკუთრებით კი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აქტიურად დაიწყო ეთნიკური უმცირესობების თემის წამოწევა. თავის გამოსვლებში პრეზიდენტი ხშირად ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს მრავალეთნიკური შემადგენლობისა და აქედან გამომდინარე უდიდესი პოტენციალის შესახებ. სიმბოლური ჟესტებით გამოირჩეოდა პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალი. ის გამოსვლისას ეთნიკურ ჯგუფებს თავიანთ მშობლიურ ენაზე მიესალმა. საქართველოს დროშა საქართველოში მცხოვრები სხვადსხვა ეთნიკური ჯგუფების ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილმა ბავშვებმა ერთად აღმართეს. პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საჭიროებაზე და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ასიმილაციასა და საკუთარი იდენტურობის დავიწყებას არ ნიუშნავს. ახალი ხელისუფლება სამოქალაქო ნაციონალიზმს ანიჭებს უპირატესობას ეთნიკურ სიამაყესთან შედარებით, რაც ტრადიციულად აქამდე დომინირებდა.

«ვარდების რევოლუციის» შემდეგ ინსტიტუციონალურ დონეზე შეიქმნა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რათა ამით კიდევ ერთხელ ყოფილიყო ხაზგასმული თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი ხელისუფლება საქართველოში უმცირესობების მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

უკვე რამდენიმე წელია უმცირესობების მიმართ თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება ხელისუფლების დღის წესრიგში დგას.

ეთნიკური უმცირესობების შესახებ ჩარჩო კონვენციის რატიფიცირების დროს პარლამენტის ქმედება მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. კონვენციას 2000 წელს მოეწერა ხელი და რატიფიცირება 2005 წელს პარლამენტის დადგენილებით განხორციელდა.

პარლამენტში მომზადდა კიდევ ერთი დოკუმენტი. ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შემუშავებული პროექტი «ეროვნული უმცირესობების დაცვისა და ინტეგრაციის კონცეფცია“. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი უმცირესობების დაცვასა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, იგი უმცირესობების მიმართ გარკვეული სიფრთხილის სულისკვეთებისგან თავისუფალი არ არის. კონცეფცია მოითხოვს მკაცრად იქნას დაცული: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობა, უმცირესობების მიერ ქართული კანონმდებლობის პატივისცემა, ქვეყნის უსაფრთხოებისათვის საფრთხის შეუქმნელობა და სხვა. გარდა ამისა, უმცირესობებმა განსაკუთრებით უნდა სცენ პატივი ქართველ და აფხაზ ხალხს, ისტორიას და ტრადიციებს, ისევე როგორც სხვა უმცირესობებს. დოკუმენტი უარყოფს ძალდატანითი ასიმილაციის მცდელობებს, მაგრამ მასში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევებში სახელმწიფოს აქვს უფლება, წვლილი შეიტანოს უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციაში. უმცირესობებს ექნებათ თავიანთი ენის სწავლის შესაძლებლობა. ქართული ენის კარგი ცოდნა მათი ინტეგრაციის «აუცილებელ წინაპირობად» არის მიჩნეული. კონცეფცია ასევე განსაზღვრავს, რომ უმცირესობებს აქვთ მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება, თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, არსებობდეს საკითხები, რომლებიც უმცირესობებს, როგორც საქართველოს საზოგადოების შემადგენელ ნაწილს, არ შეეხებოდეს.

წინა ხელისუფლებასთან შედარებით, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება უფრო მეტად აღიარებს ეროვნული უმცირესობების მიმართ სრულყოფილი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას, თუმცა, ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი ნაკლებად ჩანს. დღემდე სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული და სრულყოფილი პოლიტიკის შექმნის უუნარობა ქართული საზოგადოების წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას გამოხატავს. ის სრულად უჭერს მხარს ეთნიკური უმცირესობების მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას, მაგრამ მაინც ეჭვის თვალით უყურებს მათ. ეს უნდობლობა მხოლოდ უმრავლესობასთან არ ასოცირდება. ეჭვები ორივე მხარეს არსებობს. წარმატებული ინტეგრაციის (რაც მოსახლეობის ყველა ნაწილისთვის და მთლიანად სახელმწიფოსთვისაც მომგებიანი იქნება) ერთ-ერთი საწყისი წერტილი სწორედ ამ ეჭვების გაფანტვა უნდა იყოს.

ინტეგრაციის პროცესი არ შეიძლება წარმატებული იყოს იმ მტკივნეული საკითხების გათვალისწინების გარეშე, რასაც უმცირესობები სამართლიანად აყენებენ. უმცირესობების ენობრივი პრობლემების გადასაჭრელად სისტემატური და თანმიმდევრული მიდგომა უნდა იქნას გამოყენებული. სახელმწიფო ვალდებულია, ყველა მოქალაქეს ადეკვატური შესაძლებლობები შეუქმნას სახელმწიფო ენის შესასწავლად და უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ ვალდებულების შესასრულებლად. გაცნობიერებული უნდა იყოს, რომ ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის სამოქალაქო და ეკონომიკურ ცხოვრებაში საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აქტიურად ჩართვისას. უმცირესობებსაც უნდა განემარტოთ, თუ რა შესაძლებლობებს მოუტანთ მათ მიერ სახელმწიფო ენის უკეთ ცოდნა და მათი მხრიდან ქვეყნის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად უფრო ინტენსიური ძალისხმევა. მხოლოდ დიალოგისთვის საჭირო შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნის შემდეგ არის შესაძლებელი, რომ გაუცხოებულმა მოსახლეობამ გაითავისოს არსებული განსხვავებები და მსგავსებები და შექმნას ჭეშმარიტად პლურალისტური საზოგადოება.

აუცილებელია, რომ ინტეგრაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში თავად უმცირესობები იყვნენ ჩართულნი. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე მომუშავე რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა არსებობს, ისინი, როგორც წესი, ნაკლებად ეფექტურები არიან. ჩვეულებრივ, ასეთ ფორმატში უმცირესობების ჯგუფებიც ღებულობენ მონაწილეობას, მაგრამ ძირითადად დედაქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. მართალია ეს ორგანიზაციები/პირები პროცესის ლეგიტიმური მონაწილეები არიან, მაგრამ ისინი თბილისში და უფრო განვითარებულ ადგილებში მუშაობენ, არა აქვთ სათანადო შესაძლებლობები, რომ უფრო ინტენსიური კავშირები ჰქონდეთ რეგიონებთან, რათა შეძლონ უმცირესობებისათვის საჭირბოროტო საკითხებისა და ინტერესების ეფექტურად წარმოჩენა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ყურადღებას საჭიროებს პოლიტიკის თანმიმდევრულობას უკავშირდება. დონორების მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა, რომლებიც სახელმწიფო პროგრამებზე ადრე დაიწყო, ახალი შესაძლებლობები შექმნეს, მაგრამ, როგორც წესი, ისინი წყვეტილი ხასიათისაა ხოლმე (პროგრამები მხოლოდ ერთი ან ორი წლის განმავლობაში გრძელდება). გრძელვადიანი პასუხისმგებლობა და თანმიმდევრული საქმიანობა კი მდგრადი და ხელშესახები შედეგების უზრუნველსაყოფად აუცილებელია.

ამრიგად, საქართველოში მცხოვრებთა სახვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრება წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას მათი ინტერესების რეალიზებისათვის, სახელმწიფოს ერთიანობისა და წინსვლისათვის.

ლიტერატურა
Literature
Литература

  1. Русецкий, «От этноцентризма к общенациональной идее», Тбилиси, 2000

  1. З.В. Анчабадзе, «Очерк этнической истории абхазского народа», Сухуми, 1976

  2. О.П. Маркова, «Россия, Закавказье и международные отношения в XVIII в», Москва, 1966

  3. ა. სონღულაშვილი. ეროვნულ უმცირესობათა კულტურა საქართველოში. თბილისი, 2002

  4. ჰააგის რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით, ინტერ-ეთნიკურ ურთიერთობათა ფონდი, 1996 წელი;

  5. საქართველოს მთავრობის პირველი ანგარიში ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის 25-ე მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად, 2007 წელი;

  6. საქართველოს სახალხო დამცველის 2005, 2006, 2007 წლების საანგარიშო მოხსენებები ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ;

  7. ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება, თბილისი, 2006 წელი;

  8. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიში, 2003 წელი;

  9. ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისრის რეკომენდაციები მართლწესრიგის დაცვის თაობაზე მრავალეროვან საზოგადოებაში, IშNB-10: 907598909-1; ISNB-13: 978-90-75989-09-0, 2006 წელი;

  10. ახალგაზრდული ალტერნატივა, ბიულეტენი ¹2 (ეთნიკური უმცირესობების პრობლემების შესახებ), 2007 წელი;

  11. დეკლარაცია ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობათა უფლებების შესახებ (მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 47/137), 1992 წელი;

  12. http://www.coe.int/T/E/Human%5FRights/Minorities/

  13. http://www.parliament.ge/files/603-8080-187110-concepcia-en.pdf

  14. http://www.coe.int/t/e/human-rights/minorities/Country-specific-eng.asp#P315-16467

რეზიუმე
საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოება - მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის
გიორგი მადუაშვილი

აღნიშნულ ნაშრომში განხილულია საქართველოს პოლიეთნიკურ საზოგადოებაში წარსულსა და ამჟამად არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები. ნაჩვენებია მეზობელი ზესახელმწიფოების, განსაკუთრებით კი რუსეთის, მიგრაციული პოლიტიკის როლი წარსულში ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული შემადგენლობის ხელოვნურ ცვლილებასა და ამჟამად ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებაში. განხილულია უკანასკნელ წლებში საქართველოს ხელისუფლების და პარლამენტის მიერ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და მათი კეთილდღეობისათვის განხორციელებული ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ცვლილებანი.

კეთდება დასკვნა, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრება წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას მათი ინტერესების რეალიზაციისათვის, სახელმწიფოს ერთიანობისა და წინსვლისათვის.

SUMMARY
MULTIETHNIC SOCIETY OF GEORGIA - FOR PEACEFUL CO-RESIDENCE
GIORGI MADUASHVILI

In the given article is discussed past and recent social-economic and political problems existed in the poly-ethnic society of Georgia. Here is depicted the role of neighboring empires' migration policy that caused the artificial changes among demographic composition of country population in the past and currently stirring up ethnic conflicts as a result. There are discussed the legal and institutional changes for the latter years, implemented by the Georgian government and the Georgian Parliament in terms of the protection of the rights of ethnical minorities and their prosperity.

The article concludes that only peaceful co-habitation of different ethic groups living in Georgia is able to offers essential precondition of realization their interests as unity and prosperity of the State.

РЕЗЮМЕ
ГРУЗИНСКОЕ МНОГОЭТНИЧЕСКОЕ ОБЩЕСТВО - ЗА МИРНОЕ СОСУЩЕСТВОВАНИЕ
ГИОРГИ МАДУАШВИЛИ

В данной работе рассмотрены социально-экономические и политические проблемы имевшие и имеющие место в грузинском полиэтническом обществе. Показана роль миграционной политики соседних держав, особенно России, в искусственном изменении демографического состава населения страны в прошлом и разжигании этноконфликтов в настоящем. Рассмотрены институциональные и законодательные изменения осуществлёные за последные годы руководством м парламентом Грузии в деле защиты прав национальных меньшинств и их благополучия.

Делается вывод, что только мирное сосуществование проживающих в Грузии разных этнических групп является обязательной предпосылкой как для реализации их интересов, также для единения и развития государства.

2.11 ეთნოკონფლიქტებიდან ოკუპაციასა და ანექსიამდე

▲ზევით დაბრუნება


გიორგი მადუაშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
სამართალმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

რუსეთ-საქართველოს შორის ცივი ომი მიმდინარეობს და ის უკვე ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება. ძნელი სათქმელია, რა იქნება. რუსეთის პოზიცია ნათელია: „სანამ სააკაშვილი არ წავა...”. საქართველო კი აცხადებს: “სანამ რუსეთი წართმეულ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებს...

„რასაკვირველია, აშკარაა ის ფაქტი, რომ ერთმა სახელმწიფომ მეორეს იარაღით წაჰგლიჯა ტერიტორიები და რაც უნდა იმართლონ თავი, „ხალხის ნებას ვასრულებდითო“, ამას წყალი არ გაუვა. აშკარა გულუბრყვილობაა იმის იმედად ყოფნა, რომ მომავალში საქართველოს ახალი ლიდერი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დათმობს. გასაგებია, რომ არასამართლებრივი წაგლეჯვის ფაქტორი შემდგომშიც იმუშავებს და მას, ვინც განაცხადებს, „ბედს ვერ ავცდებითო“, მაშინვე მოღალატედ შერაცხავენ. ამიტომ, უაზრობაა საუბარი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტის „კონსტრუქციულ მიდგომაზე“, რადგან ამ სიტუაციაში მხოლოდ ორი გამოსავალია - ან წართმეულის დაბრუნება და სიტუაციის საწყის მდგომარეობამდე მიყვანა, ან ათწლეულობით მტრებად დარჩენა.

თანამედროვე ისტორიაში საოცარი პარადოქსები ხდება, მაგრამ მათში მთავარი ის არის, რომ როგორი სამხედრო ოპერაციაც უნდა დაგეგმო და განახორციელო, რა პროპაგანდაც უნდა გამოიყენო, რაც უნდა იღონო, სულერთია - თანამედროვე ომში ვერავინ ვერავის დამარცხებას ვერ შეძლებს, თუ ძირფესვიანად არ გაანადგურებს მოწინააღმდეგეს. მსოფლიოს გახსნილობა, თანამედროვე კომუნიკაციები, მეზობელი ქვეყნების ინტერესების მრავალსახეობა - ვითომდა დამარცხებულს მნიშვნელოვან გარანტიას აძლევს: მსოფლიო მისთვის ისევ ღიაა, მალე მოიშუშებს ომის ჭრილობებს, უფლება აქვს, ენერგიულად და მიზანმიმართულად განუმარტოს მსოფლიოს, - ჩვენს წინააღმდეგ აგრესია მოხდაო. ამის შედეგად მსოფლიო საზოგადოებრიობა დროდადრო აიძულებს რუსეთს თავი იმართლოს განხორციელებული აგრესიის გამო. რუსეთისათვის საქართველოსთან ცივი ომი მდორედ მიმდინარე, მაგრამ გლობალურ პრობლემაში გადაიზარდა.

მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების და წამყვანი სახელმწოფოების მოწოდებისა, რუსეთი დღემდე ჯიუტად არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ე.წ. სარკოზი-მედვედევის საზავო ხელშეკრულების პირობებს, რომლის თანახმად მას აღებული ჰქონდა ვალდებულება საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ჯარები გაეყვანა.

ამის ნაცვლად, რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, გააფორმა მათთან მთელი რიგი ხელშეკრულებები, მათ შორის სამხედრო სფეროში. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა დღეისათვის არამარტო ჩამოაშორა საქართველოს ეს კუთხეები, არამედ გარანტადაც დაუდგა მის მიერ ხელდასმულ მარიონეტულ მთავრობებს მათი «დამოუკიდებლობის» დასაცავად. ქართული მოსახლეობა კი იქ საშინელ მდგომარეობაშია. ხალხს იტაცებენ, სძარცვავენ, ემუქრებიან, კლავენ. აუცილებელია პროვოკაციის პრევენციაზე ზრუნვა. უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს ძალისხმევა საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებაზე. სხვა შემთხვევაში შესაძლოა საქართველოს სერიოზული პრობლემა შეექმნას. საფრთხე დღითიდღე მატულობს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიარაღება იმდენად დიდია, რომ ცხადი ხდება რუსეთი რაღაცისთვის ემზადება. ახლახანს რუსეთში მიიღეს კანონი, რომლითაც პრეზიდენტს უფლება ეძლევა ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნებში საკუთარი არმიის გამოყენებაზე. ისმის ლავროვის განცხადებებიც, რომ რუსეთი საქართველოსგან თითქოსდა მომავალი საფრთხისაგან დავდასაცავად ემზადება. რუსეთს კავკასიაზე სრული კონტროლი სურს და სანამ მიზანს არ მიაღწევს ეცდება მუდმივად ასეთ ვითარებაში გვამყოფოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია მდგომარეობს იმაში, რომ პარტნიორი ქვეყნები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ არსებული ვითარების თაობაზე და მათგან სათანადო მხარდაჭერაც გვქონდეს. არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ ჩვენს დასაცავად ომს ვიღაც სხვა დაიწყებს. ამიტომ, უნდა ვეცადოთ მშვიდობიანი, საერთაშორისო სამართლებრივი გზით მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა.

რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ორასწლიანი ანექსიის პერიოდში რუსეთმა „ძმური“ დახმარება აღმოუჩინა აფხაზ და ოს ხალხებს რუსული ანბანის ბაზაზე დამწერლობის შექმნის კუთხით, რათა მათსა და ქართველების ურთიერთობაში ჯერ შეეტანა და შემდეგ გაეღრმავებინა გაუცხოვების ელემენტი.

საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში რუსეთმა მცდელობა არ დააკლო ამ კონფლიქტების გამძაფრებას, ვინაიდან საფუძველი ეცლებოდა საქართველოს ტერიტორიაზე მისი სამხედრო ძალების ყოფნას. ვერაგული მოქმედებით მოახერხა საქართველოს თანხმობით გაეროსაგან მიეღო უფლება დსთ-ს ჯარების მშვიდობისმყოფელთა სტატუსით ამ კონფლიქტურ ზონებში განლაგებაზე. ფაქტიურად, მას შემდეგ ამ ტერიტორიების ხელახალი ანექსია და საქართველო-რუსეთის გამოუცხადებელი ომი დაიწყო.

დსთ-ს მშვიდობისმყოფელების შემადგენლობა კონფლიქტის პერიოდში ყოველთვის განისაზღვრებოდა მხოლოდ ერთი ქვეყნის - რუსეთის სამხედრო ძალებით. კონფლიქტურ ზონებში, დღიდან თავისი განლაგებისა, ისინი არასოდეს იკავებდნენ ნეიტრალურ და ობიექტურ პოზიციას, არამედ ცალსახად მხარს უჭერდნენ სეპარატისტებს და იგნორირებდნენ ადგილობრივი ქართულენოვანი მოსახლეობის უფლებებს. ასეთ ვითარებაში ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად რუსეთის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელდა რუსული მოქალაქეობის მინიჭება იმ ხანად რუსეთის მიერაც საქართველოს ტერიტორიებად აღიარებულ მიწა-წყალზე მუდმივად მცხოვრები ადამიანებისათვის. სწორედ ამ ტიპის რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის საბაბით განახორციელა რუსეთმა თავისი სანუკვარი მიზანი და რუგულარული სამხედრო ნაწილებით შემოიჭრა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში.

რუსული პასპორტების დარიგება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის ეს არა მათზე ზრუნვის, არამედ მათი კოლონიზაციისა და გადაგვარებისაკენ გადადგმული ნაბიჯია. მათ ეძლევათ უფლება, აითქვიფონ რუსი მოსახლების მასაში და ბედნიერნი იყვნენ ამით.

„Независимая Газета“-ში მოსკოველი მეწარმის ალბერტ ჯუსოევისაგან ვიგებთ: „2008 წლის აგვისტოს ომით დანგრეული სახლების აღდგენის საქმე ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ხალხი მეორე წელია ზამთარს ქუჩაში ხვდება. სოფლები დანგრეულია. იქაც კი, სადაც სახლები გადარჩა, კაციშვილი არ ჭაჭანებს. ხალხი მხოლოდ ცხინვალში, ჯავაში, კვაისაში, ლენინგორში, ზნაურსა და რამდენიმე მოზრდილ სოფელში დარჩა. ბევრი კარავში ცხოვრობს ვისაც შეეძლო, ზოგი რუსეთში წავიდა, ზოგი ჩრდილოეთ ოსეთში, რესპუბლიკაში 16-18 ათასი კაციღა თუ დარჩა მივლინებით ჩამოსულთა და რუსი სამხედროების გარდა. ეს კატასტროფული რიცხვია. მასობრივი მიგრაცია ომის შემდგომ დაიწყო. შარშანდელი ზამთარი ხალხმა ძლივს გადაიტანა და არც გაზაფხულზე გახსენებია ისინი ვინმეს. მთავრობა ფულის ფლანგვის მეტს არაფერს აკეთებს. მხოლოდ მტრის ხატს ეძებს. საქართველოში გადახვეწილთაგან ყველა ქართველი როდია - 30% ოსიცაა. თითქმის ყველა მათგანს მისცეს კოტეჯები, ნაკვეთი, სამუშაო, მატერიალური დახმარება. ისინი კი იქიდან გვატყობინებენ, ნახეთ ჩვენ როგორ ვცხოვრობთო!“

საყოველთაოდ ცნობილია იმის ფაქტები, რომ ჯერ კიდევ მეფის რუსეთი დაინტერესებული იყო ქართული ელემენტის შემცირებით თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში, სოხუმის ოკრუგში და ესწრაფვოდა დემოგრაფიული სიჭრელის შექმნას რუსეთის ჰეგემონიით. ამ მხრივ საინტერესოა კვაკასიის მთავარმართებლის თავად გოლიცინის და საქართველოს ექზარხოსის ალექსის მიმართვა სინოდისადმი: „სოხუმის ეპარქია სასურველია მოვწყიტოთ მეტად არასასურველი ქართული გავლენისაგან. ამ მიზნით ძალზედ სასარგებლო იქნებოდა სოხუმის ეპარქიის ყუბანისადმი მიერთება. ყუბანის მხარეში ირიცხება 1 716 245 წმინდა რუსული მართლმადიდებელი მოსახლეობა. ამ მასაში ადვილად შეერევა და აითქვიფება 100 000-იანი შავი ზღვისპირეთის მოსახლეობა“.

დღეს რუსეთის სინოდი სიტყვით აღიარებს საქართველოს ეკლესიის ერთიანობას, საქმით კი მისი მღვდელთმთავარნი ახორციელებენ ამ ეპარქიების ჩვენგან მოწყვეტას და დაუკითხავად ეწევიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მღვდელთმსახურებას.

საყურადღებოა მეფის მოხელის ლიტერატურათმცოდნის და კავკასიის საკითხებში ავტორიოტეტული ექსპერტის ე. ვეიდენბაუმის აზრი, რომელიც რუსული ენისა და კულტურის კონკურენტს ხედავდა ქართულ ენასა და კულტურაში, რომლებიც არამარტო დიდ ზეგავლენას ახდენდნენ სააქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე, არამედ იცავდნენ კიდეც მათ რუსულ გარემოში შთანთქმისაგან. მართალი აღმოჩნდა რუსი კოლონიზატორი იმაში, რომ ქართული ენა და კულტურა არ ემუქრებოდნენ ასიმილაციით აფხაზ და ოს ხალხებს, რაც დადასტურებული იყო წინა ისტორიით. სინამდვილეში ხდებოდა ქართული ენის განდევნა, მისი ჩანაცვლება რუსულით, რასაც ეს ხალხები გარუსებამდე მიჰყავდა.

ქართველ ერს, რომელიც ირანისა და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთი მოევლინა არა მხსნელად, არამედ ჩვეულებრივ დამპყრობლად. ეთნიკური დაპირისპირებები საქართველოში რუსების დაწყებულია და ცარიზმის დროიდან მოყოლებული დღემდე გრძელდება.

ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ფიოდორ გერშერმანი კავკასიის კოლონურ ადმინისტრაციისადმი 1900 წელს გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებაში წერდა: „აფხაზეთში გარუსების საქმე ძალიან კარგად მიდის, მაგრამ მეტს წინ ვერ წაიწევს, თუ აფხაზეთიდან ქართველები არ გავაძევეთ და აფხაზები არ მოვწყვიტეთ ქართულ კულტურასა და გარემოს“.

აქვე უნდა გავიხსენოთ 1913 წლის „პროექტი პოლიგონისა“ - ტირიფონის ველიდან ქართული მოსახლეობის აყრა (40 ათასი ოჯახი) და სანაცვლოდ სამხედრო დასახლებების მოწყობა. აგრეთვე, იმავე წელს, თბილისში, ალექსანდრეს ბაღში ქართულ კულტურულ საზოგადოებათა წარმომადგენლების კრება, სადაც ერევნის ვიცე-გუბერნატორი სტრელბიცკი თავის გამოსვლაში („ხიზანთა მოწყობის პროექტი“) ასაბუთებდა, რომ სამაჩაბლოში ჩამოესახლებინათ ოსები და მათთვის სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცათ მიწები.

ამ პროექტის განხორციელებას თავის დროზე I მსოფლიო ომის დაწყებამ შეუშალა ხელი. შემდეგ კი იგი ეტაპობრივად განხორციელდა: ჯერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა საქართველოს შემადგენლობაში და საზოგადოებრივი აზრის შეჩვევა ამ ვითარებისადმი, შემდეგ ეთნოკონფლიქტის ინსპირირება, რუსული პასპორტების დარიგება და ბოლოს, სამხედრო აგრესია, ოკუპაცია და ანექსია.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად და მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად და მზაკვრულად, რუსეთი ახორციელებს თავის დამანგრეველ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.

გადიან საუკუნეები, იცვლებიან ხელისუფალნი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემები, მაგრამ არ იცვლება რუსული იმპერიული, „დერჟავული“ მისწრაფებები.

რუსული ფაშიზმის სახე კარგად გამოჩნდა 2009 წლის ზაფხულში, როდესაც ცხინვალის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკიდან გამოიტანეს ქართულ ენაზე გამოცემული მსოფლიოს გამოჩენილ ავტორთა წიგნები და აუტოდაფე მოაწყვეს. მათი გამართლება სცადა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა (?!) და ზოგიერთმა რუსმა მეცნიერმა (?!), რომელთაც განაცხადეს, რომ აღნიშნული იმის გამო მოხდა, რომ გაენთავისუფლებინათ ადგილი მათ მიერ ნაჩუქარი წიგნების განსანთავსებლად, რომ ვითომ განადგურდა მხოლოდ დაზიანებული წიგნები. მაგრამ თვით რუსულ პრესაში გამოქვეყნებული თვითმხილველთა მონათხრობი უარყოფს ამ ვერსიას.

სამოცდაათი წლის წინ საბჭოთა კავშირმა პრიბალტიკის სამი ქვეყანა დაიპყრო და ძალით შეიერთა ისინი. აღნიშნული ფაქტი არ უღიარებია ამერიკის შეერთებულ შტატებს. სხვადასხვა მიზეზთა და მათ შორის, ამ არაღიარების შედეგად, ოკუპაციის 50 წლის თავზე ეს სამივე ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა.

ამჟამადაც მსოფლიოს უმრავლესი ქვეყანა და პირველ რიგში აშშ უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც იმედს იძლევა, რომ მომავალში ეს პრობლემა ჩვენდა სასიკეთოდ გადაწყდება.

საქართველოში ომის განახლების საშიშროება კვლავ არსებობს და რუსი ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ საომარი მოქმედებები შესაძლოა განმეორდეს. როგორც ჩანს, აგრესიის საშიშროება არსებობს, ჩვენი მხრიდან კი კლიმატი არ რბილდება. საქართველოსა და რუსეთის ხელმზღვანელებს შორის არსებული ანტაგონისტური დამოკიდებულება სიტუაციის გამწვავებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე ნორმალიზებას, მითუმეტეს, რომ კოკოითის ხელით რუსები ყველაფერს აკეთებენ ამ დაპირისპირების გასამძაფრებლად და საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოსაგებად.

დამაფიქრებელია მსოფლიოს პოზიცია ასეთ ვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი ფაქტები იყო წარმოდგენილი და ტალიავინის კომისიას კომპეტენტურობისა და დამოუკიდებლობის მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდა, დასკვნები არ შეესაბამებოდა ფაქტებს. საერთაშორისო დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ამ დასკვნამ კარდინალურად არ შეცვალა. ტალიავინის კომისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დასავლეთისა და რუსეთის დამოკიდებულებაზე მსჯელობისას, რუსეთთან უფრო თანამშრომლობას და გამორჩენას ცდილობენ, ვიდრე მის მძაფრ გაკრიტიკებას, ან მისი ზრახვებბის განეიტრალებას.

მოსალოდნელია, რომ მომავალშიც რუსეთი ყველანაირად შეეცდება მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის შენარჩუნებას კავკასიაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და ყარაბახის პრობლემის ხარჯზე. ასეთი სცენარი რუსეთს ძალიან აძლევს ხელს, რადგანაც ეს იქნება დასასრული ისეთი პროექტისა, როგორიც ნაბუკოა და ასეთ შემთხვევაში, რუსეთის მონოპოლიურობას ენერგომატარებლებზე ხელს ვერაფერი შეუშლის. ხოლო, თუ კავკასია ჩაიკეტა, როგორც გამტარი ხაზი, ევროპის ერთადერთი ენერგოდონორი რუსეთი გახდება.

გავიხსენოთ XX საუკენეში წამყავნი ევროპული სახელმწიფოების გულგრილობამ და წინდაუხედაობამ როგორ გაუხსნა ხელ-ფეხი ნაცისტური გერმანიის აგრესიულ ქმედებებს, რამაც კაცობრიობა II მსოფლიო ომამდე მიიყვანა. ასევე დღესაც ევროპის ზოგიერთი პოლიტიკოსის კონფორმიზმი აშკარად უჩრდილავს მათ რუსეთისაგან მომავალი საფრთხის საშიშროებას. იმედია, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები აიძულებს მსოფლიოს იმ გამოსავლის მოძიებას, რომელიც საქართველოსთვისაც ხსნის მომტანი იქნება.

ეზიუმე
ეთნოკონფლიქტებიდან ოკუპაციასა და ანექსიამდე
გიორგი მადუაშვილი

ნაშრომში განხილულია რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ომის შემდგომი პოლიტიკური ვითარება და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არამხოლოდ რომელი ერთი კონკრეტული პირის, მთავრობის ან პოლიტიკური რეჟიმის მიზეზითაა გამოწვეული, არამედ რუსეთის საუკუნოებრივი იმპერიული ამბიციების განუყოფელი ნაწილია.

SUMMARY
FROM ETHNO-CONFLICT UP TO THE ANNEXATION
GIORGI MADUASHVILI

The article deals with the discussion of political situation subsequent to the war between Russia and Georgia and is expressed some opinion based on the historic facts, that military aggression and occupation Georgian territories by Russia is made not only against one concrete person, government or for a political regime but it is imperial centuries-long ambitions of Russia.

РЕЗЮМЕ
ОТ ЭТНОКОНФЛИКТОВ К ОККУПАЦИИ И АННЕКСИИ
ГИОРГИ МАДУАШВИЛИ

В данном труде рассмотрены грузинско-русские после военные политические обстоятельства и на основе анализа исторических фактов высказано соображение, что осуществлённая Россией военная агрессия и оккупация грузинских территорий не является причиной действия только одного конкретного лица, правительства или политического режима, а представляет собой неотъемлемую часть вековых имперских амбиций России.

2.12 ბრალდება, როგორც სისხლის სამართლის პროცესის მამოძრავებელი ძალა

▲ზევით დაბრუნება


გივი აბაშიძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის დოქტორანტი
ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

სისხლის სამართლის საპროცესო საქმიანობას ბიძგს აძლევს ბრალდება. თუმცა ეს მტკიცება არ უკავშირდება პროცესის კონკრეტულ სტადიებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ბრალდების ასეთი გაგება უნდა გავრცელდეს როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლის სამართლის საპროცესო საქმიანობის ბიძგად გამოდის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებისათვის გამოვლენილი საფუძველი. გამოძიების შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე ხდება კონკრეტული დამნაშავე პირის მიმართ ბრალდების ჩამოყალიბება და მისი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რაც თავისთავად სისხლის საპროცესო საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს და არის ამ საქმიანობის გადამწყვეტი მექანიზმი. საპროცესო საქმიანობის არსი ის კი არ არის, რომ ნებისმიერ დროს დავადანაშაულოთ პიროვნება, არამედ შევიცნოთ და მის საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ ჩვენი დამოკიდებულება ჩადენილი ქმედებისა და ქმედების ჩამდენი პირის მიმართ.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, წინასწრი გამოძიების დროს ბრალდება არ შეიძლება იყოს პროცესის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იმდენად, რამდენადაც ამ სტადიაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროცესი წარიმართება ბრალდებულის გარეშეც. თუმცა ბრალდებულის გამოჩენაც არ ათავისუფლებს შესაბამის ორგანოებს იმ ვალდებულებისაგან, რომ დაიცვან ძირითადი პრინციპები სისხლის სამართლის საქმის გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, ვინაიდან მათ წინაშე დასახულია კონკრეტული მიზანი დაადგინონ გარემოებები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებას. მათ შორის თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებებს, რომლებიც უდანაშაულობაზე ან უფრო მსუბუქ ბრალეულობაზე მიუთითებენ, ვიდრე წარდგენილი იყო ბრალდებულის მიმართ. ასეთი მოტივაციით აყალიბებს ამ გარემოებებს და საქმიანობას საქართველოს სსს კოდექსის 112-ე მუხლი.

საქართველოს სსს კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. როგორც სჩანს, პროკურორს ერთდროულად დაკისრებული აქვს როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის, ასევე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ფუნქცია. თუმცა, იმის გამო, რომ ადრე მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გამომძიებლის საპროცესო საქმიანობაზე მხოლოდ საპროკურორო ხელმძღვანელობა აღმოჩნდა ნაკლებ ეფექტური, 1998 წლის 20 თებერვალს მიღებულ და ამჟამად მოქმედ საქართველოს სსს კოდექსის მიხედვით წინასწარ გამოძიებაზე გარკვეული საკონტროლო ფუნქციები მიენიჭა სასამართლოს და ამჟამად გამომძიებლის საქმიანობაზე გარკვეულ კონტროლს ახორციელებს აგრეთვე სასამართლო ორგანოები.

იმის მიუხედავად, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილების მიღების დროს იყო აზრთა სხვადასხვაობა, ზოგი თვლიდა, რომ ასეთი კონტროლი მოსამართლეს ჩაითრევდა საგამოძიებო საქმიანობაში, ჩამოუყალიბებდა ბრალდებისაკენ მიდრეკილებას, შეზღუდავდა მათი ობიექტურობის ფაქტორს და სხვა, მიგვაჩნია, რომ სასამართლო კონტროლის შემოღება წინასწარ გამოძიებაზე იყო აუცილებელი ღონისძიება. მისი ეფექტურობა ამ პერიოდში საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების პრაქტიკულმა საქმიანობამაც დაადასტურა.

მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით პროკურორისათვის სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ფუნქციის მინიჭებით და მისი რეალიზაციით ფაქტიურად ჩამოყალიბდა პროკურორის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია.

მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ პროკურორს მთლიანად არ ეხსნება საპროცესო პრინციპების რეალიზაციის მოვალეობა. ყველაზე მთავარი პრინციპი მაინც ის არის, რომ კონკრეტულ პირზე ბრალის წარსადგენად პროკურორს უნდა ჩამოუყალიბდეს შინაგანი რწმენა იმისა, რომ ბრალდებული ნამდვილად არის დამნაშავე ჩადენილ დანაშაულში. ასევე საჭიროა უშუალობის პრინციპის დაცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესის მონაწილემ სისხლის სამართლის საქმეზე უშუალოდ, თვითონ უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საპროცესო პრინციპების სრული რეალიზაცია ხდება სასამართლო განხილვის დროს და მასზე ბევრად არის დამოკიდებული განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა, რამდენადაც საქართველოს სსს კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილისა და 496-ე მუხლის თანახმად სასამართლოს განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია თუ:

ა) იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით;

ბ) მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად;

გ). დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

პროკურორს, რომელიც გამოძიების პროცესში ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას, როგორც დამნაშავე პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, ასევე საბრალდებო დასკვნის შედგენის დროს უხდება მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასება. ამ ეტაპზე პროკურორი აუცილებლად ამოწმებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მათი შეფასების შედეგად არკვევს მტკიცებულებათა შემხებლობის, დასაშვებობის და საკმარისობის საკითხებს, რის საშუალებას იძლევა კონკრეტულ სისხლის სამრთლის საქმეში არსებული წერილობითი მასალები. თუმცა მათზე დაყრდნობით გამოძიების ეტაპზე არ შეიძლება გაკეთდეს დასკვნა მათი ჭეშმარიტების შესახებ. ამიტომ, პროკურორი ადგენს რა საბლალდებო დასკვნას და სისხლის სამართლის საქმეს განსახილველად უგზავნის სასამართლოს, აგრძლებს სისხლის სამართლებრივ დევნას, საქმის განხილვის დროს მიდის სასამართლოში და უშუალოდ ღებულობს მონაწილეობას მტკიცებულებების გამოკვლევაში და თვითონ რწმუნდება დამამტკიცებელი საბუთების სისწორესა და ჭეშმარიტებაში.

სასამართლო განხილვის სტადიაზე, ბრალდების, როგორც პროცესის მამოძრავებელი ძალის საკითხის გადაწყვეტა მჭიდრო კავშირშია პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორის საპროცესო მდგომარეობის განსაზღვრასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილ ყველა საკითხზე პასუხის გაცემა შეიძლება სასამართლო განხილვის დროს პროკურორის საქმიანობის შეფასების ანალიზით.

პროკურორი, მისი ფუნქციებიდან და საპროცესო მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლოში მიდის როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი და მხარს უჭერს ბრალდებას, აქტიურ მონაწილეობას იღებს საქმის სასამართლო განხილვაში, თავისი საქმიანობით ეხმარება სასამართლოს კონკრეტულ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში, რეალური, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებაში. მაგრამ თუ სასამართლო გამოძიების დროს დადგინდება განსასჯელის უდანაშაულობა, ის ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე. ამ დროს იგი ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნებით და თავისი შინაგანი რწმენით, რაც ემყარება სასამართლო გამოძიებისას განხილულ მტკიცებულებებს. წინასწარი გამოძიების პროცესში პროკურორს არ შეიძლება სრულად ჩამოუყალიბდეს შინაგანი რწმენა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ. ასეთი შეიძლება მას შეექმნას მხოლოდ სასამართლო განხილვის, კერძოდ სასამართლოში მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევის დროს, რის შემდეგ იგი გადადის უკვე საბრალდებო ფუნქციაზე და ახორციელებს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად მოქმედი საქართველოს სსს კოდექსის მიღების შემდეგ, შეჯიბრებითობის პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროკურორი რომელიც მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში, წარმოადგენს ერთ-ერთ თანასწორუფლებიან მხარეს, როგორც დაცვის მხარე. მისი საპროცესო მდგომარეობა არ აძლევს მას შესაძლებლობას ჰქონდეს დამატებითი უფლებები სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის დროს. მას მხარეებთან მიმართებაში არანაირი უპირატესობა არ გააჩნია. სწორედ ამის მანიშნებელია ის გარემოება, რომ თუ მოქმედი სსს კოდექსის მიღებამდე სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ საკითხებზე მხარეთა მიერ გაცხადებულ შუამდგომლობაზე პროკურორი იძლეოდა დასკვნას, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, ის, ისე როგორც დაცვის მხარე, შუამდგომლობაზე გამოთქვამს მხოლოდ თავის მოსაზრებას.

სასამართლო განხილვის დროს განსახილველი საქმის ძირითადი საკითხების გარშემო შინაგანი რწმენა უყალიბდება არა მარტო პროკურორს, არამედ სასამართლოს. ამ პოზიციაზეა კანონმდებელიც. კერძოდ, საქართველოს სსს კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. როგორც პროკურორი, ასევე მოსამართლე და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით. სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად შეფასება არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა პროკურორი უარს ამბობს ბრალდებაზე? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საქართველოს სსს კოდექსის 446-ე მუხლის საფუძველზე პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე, თუ მისი რწმენით იგი არ დასტურდება სასამართლო განხილვისას. ბრალდებაზე პროკურორის უარის შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარდაჭერაზე უარი თქვა დაზარალებულმაც, სასამართლო ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

მიგვაჩნია, რომ მცდარია ზოგიერთი მეცნიერ-იურისტის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს ასეთ შემთხვევაში, სისხლის სამართალწარმოების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე გარკვეულად შეზღუდულია სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპი და სასამართლო პროკურორის შეფასებაზე და გაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, პროკურორს, რომელიც არის სისხლისსამართლებრივი დევნის სუბიექტი, აძლევს დამნაშავე პირს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ადგენს საბრალდებო დასკვნას და საქმეს აგზავნის სასამართლოში განსახილველად, შესაბამისი კანონიერი საფუძვლების არსებობისას აქვს კანონით მინიჭებული უფლება საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე უარი თქვას ბრალდებაზე. ვთვლით, აღნიშნულით არ ილახება სასამართლოს დამოუკიდებლობა და მისი ავტორიტეტი.

ლიტერატურა
Literature
Литература

  1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. თბილისი, 2008 წ.

  2. Петрухин И.Л. Прокурорский надзор и судебная власть. пособие, М. „проспект“, 2001 г.

  3. КУРОЧКИНА Л. А. Журнал «Уголовный процесс» № 2 (50) февраль, 2009 г.

  4. გ.აბაშიძე. სახელმწიფო ბრალმდებელი პირველი ინსტანციის სასამართლოში. საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“, თბ. 2009 წ.

რეზიუმე
ბრალდება, როგორც სისხლის სამართლის
პროცესის მამოძრავებელი ძალა
გივი აბაშიძე

წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სტადიაზე ბრალდების, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო საქმიანობის ძირითადი მექანიზმისა და პროცესის მამოძრავებელი ძალის არსი და მნიშვნელობა. შეჯიბრობითობის პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე გაანალიზებულია პროკურორის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია და მისი საბრალდებო ფუნქცია.

SUMMARY
PROSECUTION AS THE LEADING FORCE
OF THE CRIMINAL PROCESS
GIVI ABASHIDZE

In the present study examined the preliminary investigation as the primary mechanism of Criminal Procedure, the case, its leading power and importance. Emerging from the principles of competition analyzed the position of the prosecutor as a public prosecutor and his prosecutorial function.

РЕЗЮМЕ
ОБВИНЕНИЕ, КАК ДВИГАТЕЛЬ
УГОЛОВНОГО ПРОЦЕССА
ГИВИ АБАШИДЗЕ

В представленной работе рассмотрено обвинение на стадии предварительного расслндования и судебного рассмотрения, как основная движущая сила уголовно-процессуальной деятельности и его значение. Исходя из требований принципов состязательности, проанализирована позиция и обвинительная функция, как государственного обвинителя.

3 ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

▲ზევით დაბრუნება


3.1 სამყაროს მოდელი

▲ზევით დაბრუნება


ააღუშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული

ეს თეორია აგებულია ძირითადათ ორ პრინციპზე. პირველ პრინციპს წარმოადგენს ჭეშმარიტების ცნება და მისი ძიების მეთოდი.

  1. ჭეშმარიტება ერთია, იგი წარმოადგენს ვერსია ექსტრემუმს არაჭეშმარიტი უსასრულო ვერსიათა შორის და არის ის, რაც ვლინდება სამყაროში.

„ეძიე ექსტრემუმი და იპოვი ჭეშმარიტებას”.

როგორც ამ პრინციპიდან ჩანს ჭეშმარიტება არის გზა, რომელიც გაიარა და მომავალში გაივლის ჩვენი სამყარო. ჭეშმარიტების არსებობის საფუძველს წარმოადგენს ის არაჭეშმარიტი უსასრულო ვერსიები, რომლებიც არსებობენ მხოლოდ პოტენციის საახით (მაგალითად ჩვენს გონებაში). შეიძლება ითქვას, რომ არაჭეშმარიტება არის ის, რაც არ ვლინდება და არ ხორციელდება სამყაროში, მაგრამ არსებობს. იმის გამო, რომ ჩვენი განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ჭეშმარიტება, სიტყვა „ვლინდება“-ს ნაცვლად ვიხმაროთ „არსებობს“, მაგრამ ვიგულისხმოდ პირველი. აქედან გამომდინარე, მეორე პრინციპი შეიძლება ჩამოვაყალიბოდ შემდეგნაირად.

  1. ორი ურთირთსაწინააღმდეგო არსიდან, (ისეთები, როგორიც: პირველის მტკიცებით უარყობთ მეორეს, ხოლო მეორეს მტკიცებით უარყობთ პირველს) თუ ერთი მათგანი არსებობს სამყოროში (ანუ ჭეშმარიტებაა), არსებობს მეორეც (და ისიც ჭეშმარიტეებაა).

მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ თუ არსებობს სასრული სამყარო მაშინ არსებობს უსასრულო სამყაროც.

ძირითადათ ამ ორ პრინციპზეა აგებული სამყაროს მოდელი, რომელსაც წარმოგიდგენთ. ამ ფორმატში ვერ მოვახერხებთ განვიხილოთ ის, თუ როგორ გამომდინარეობს ამ პრინციპებისგან აღნიშნული სამყაროს მოდელი, მხოლოდ მოკლედ განვიხილავთ მას.

სამყარო წარმოადგენს ოთხგანზომილებიან უსასრულო სივრცეს, რომელიც შედგება უძრავი და მოძრავი (0 ზომის) წერტილებისაგან და მათი მოძრაობიდან გამომდინარე შეიძლება დავყოთ სამ ნაწილად: A, B, და C სივრცეებად იხ. ნახ.1.

ნახ. 1

0x01 graphic

C სივრცეში შემავალი მოძრავი წერტილების ჯამური მოძრაობა შეიძლება განვიხილოდ, როგორც ერთი მთლიანი ღ რადიუსის ოთხგანზომილებიანი სივრცის ბრუნვა O წერტილის გარშემო WC კუთხური სიჩქარით. A სივრცეში შემავალი მოძრავი წერტილების ჯამური მოძრაობა შეიძლება განვიხილოდ, როგორც O წერტილიდან [R+d ; ∞] მანზილზე დაშორებული ერთი მთლიანი ოთხგანზომილებიანი სივრცის ბრუნვა O წერტილის გარშემო Wa კუთხური სიჩქარით.

0x01 graphic

სადაც C არის სინათლის სხივის სიჩქარე.

B სივრცე წარმოადგენს A და C სივრცეებს შორის არსებულ (d სისქის) ფენას და წარმოიქმნება ამ სივრცეების ზემოქმედების შედეგად. d<<R.

ფაქტიურად (თუ უგულველყობთ მის სისქეს) B სივრცე შეიძლება ჩაითვალოს სამგანზომილებიან დახურულ სივრცეთ, რომელიც დაშორებულია O წერტილს (სამყაროს ცენტრს) R რადიუსის მანძილზე. გარკვეულ დროის მომენტში A და C სივრცეების ბრუნვის კუთხური სიჩქარეების ვექტორები ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ხდება B სივრცის განვითარების წინა ციკლის დასრულება და ახალი ცილკის დაწყება.

როდესაც Wa და Wc ვექტორები იწყებენ გაშლას A და C სივრცეების მომიჯნავე „ზედაპირებზე” წარმოიქმნება წნევათა სხვაობა (მოძრავი წერტილების ხარჯზე), რაც იწვევს A სივრციდან C სივრცეში წერტილების მოძრაობას და პირიქით. წერტილების ერთი სივრციდან მეორეში მოძრაობა, მათი მიმართულების პერპენდიკულარულ სიბტყეებში (B სივრცეში), ქმნის ციკლურ მოძრაობებს (d დიამეტრის P ნაწილაკებს).

P ნაწილაკი წარმოადგენს მოძრავი წერტილების ერთობლიობას (B სივრცის ნაწილს), რომლებიც ბრუნავენ გარკვეული ღერძის გარშემო და დაგორავენ, როგორც ერთი მთლიანი B სივრცეში სპირალურად (მარჯვენა ან მარცხენა ხრახნით) 4C სიჩქარით. P ნაწილაკი ბრუნვის დროს უკან გასტყორცნის მის გარშემო არსებულ მოძრავ წერტილებს, რის შედეგადაც წინ გადაადგილდება. B სივრცე (ანუ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ) გაჯერებულია P ნაწილაკებით, რომლებიც ქმნიან ველს (ვაკუუმს). ნებისმიერი ურთიერთქმედება ვრცელდება P ნაწილაკის ველის საშვალებით 2C სიჩქარით.

ჩვენი სამყაროს განვითარების შუა პერიოდში, როდესაც Wa და Wc ვექტორები მიიღებენ საპირისპირო მიმართულებას, B სივრცის ორ საწინააღმდეგო პოლუსზე ხდება დიდი აფეთქება. P ნაწილაკის ნაკადები ეჯახებიან ერთმანეთს, რის შედეგადაც წარმოიქმნებიან კვარკები და შესაბამისად მეორე პოლუსზე ანტიკვარკები (მატერია და ანტიმატერია).

კვარკი წარმოადგენს დიდი რაოდენობის P ნაწილაკის ერთობლიობას, რომლებიც ბრუნავენ გარკვეული ღერძის გარშემო და დაგორავენ, როგორც ერთი მთლიანი PP ნაწილაკების ველში (ვაკუუმში) სპირალურად (მარჯვენა ან მარცხენა ხრახნით) 2C სიჩქარით. იმის გათვალისწინებით, რომ კვარკები მოძრაობენ სპირალური ტრაექტოორიით, მათი გადაადგილების სიჩქარე C ტოლია. თუ პირობითად ერთი კვარკი მოძრაობს მარჯვენა ხრახნით მისი ანტიკვარკი მოძრაობს მარცხენა ხრახნით.

P ნაწილაკებისგან განსხვავიბით კვარკები შეიძლება იყვნენ სხვა და სხვა ზომისა და ენერგიის. კვარკის ზომის გარკვეული პარამეტრები დამოკიდებულია P ნაწილაკის მოძრაობის მრუდის რადიუსზე, ხოლო მასსა და ენერგია პროპორციულია მისი მოცულობის. აქვე უნდა ავღნიშნოდ, რომ P ნაწილაკის მოძრაობის მრუდის რადიუსი ბევრად მეტია ვიდრე მანძილი, რომელსაც ის გადის ვაკუუმში სხვა P ნაწილაკებთან შეჯახებიდან შეჯახებამდის.

კვარკები თავის თვისებებიდან გამომდინარე შეიძლება დავყოთ რამოდენიმე კატეგორიად. P პირველი კატეგორია არის კვარკები და ანტიკვარკები. მათი ზომები და ენერგია ტოლია, მხოლოდ განსხვავდება მოძრაობის მიმართულება (მოძრაობა მარჯვენა ან მარცხენა ხრახნით). შემდეგი კატეგორიების განსახილველად ვიხილოდ ცხრილი1.

ცხრილი 1

კვარკები

0x01 graphic

როგორც ცხრილიდან ჩანს კვარკები განლაგებულია შესაბამის მწკრივებში და სვეტებში მათ გამოსახულებასთან ერთად. უჯრედში მარცხენა მხარეს მოცემულია შესაბამისი კვარკის გვერდხედი, ხოლო მარჯვენა მხარეს მისი ზედხედი. ერთ სვეტში განლაგებულ კვარკებს აქვთ თანაბარი რადიუსის გარშემოწერილობა, რომელიც განსაზღვრავს მის ელ. მუხტს. კვარკების გარშემოწერილობის რადიუსის სიდიდეს განაპირობებს მის გარე პერიმეტრზე P ნაწილაკების მოძრაობის მრუდის რადიუსი. მესამე სვეტში განლაგებულია ელექტრონი, მიონი, ტაონი და მათი შესაბამისი ნეიტრინოები. ისინი არსებობენ დამოუკიდებლად და არ მონაწილეობენ ძლიერ ურთიერთქმედებებში. მათ გარე პერიმეტრზე არსებული P ნაწილაკების მოძრაობის მრუდის რადიუსი ემთხვევა ვაკუუმში განცალკევებით მოძრავი P ნაწილაკების მრუდის რადიუსს, რაც განაპირობებს ამ კვარკების დამოუკიდებლად არსებობას. პირველ და მეორე სვეტში არსებული კვარკები დამოუკიდებლად არ არსებობენ და მონაწილეობენ ძლიერ ურთიერთქმედებებში. მათ შემადგენლობაში მყოფი P ნაწილაკების მოძრაობის მრუდის რადიუსი მეტია ვაკუუმში განცალკევებით მოძრავ P ნაწილაკების მრუდის რადიუსზე. ეს გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ ძლიერ ურთიერთქმედებებში მონაწილე კვარკები უიშვიათებენ ერთმანეთს მოძრავი წერტილების კონცენტრაციას სივრცეში, რაც იწვევს მათში არსებული P ნაწილაკების მოძრაობის მრუდის რადიუსის გაზრდას.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, კვარკები მოძრაობენ ვაკუუმში სპირალურად (მარჯვენა ან მარცხენა ხრახნით) 2 C სიჩქარით, ხოლო გადაადგილების სიჩქარე C ტოლია. პირველ სამ მწკრივში განლაგებული კვარკები, სპირალურად მოძრაობისას, ასევე ბრუნავენ გარკვეული წერტილის გარშემო შესაბამისი რადიუსით. იხ ნახ 2.

ნახ .2

0x01 graphic

ნახაზში მოცემულია ელექტრონი და პროტონი.Pპროტონის გარე პერიმეტრზე მოძრაობს ორი u კვარკი, ხოლო შიდა პერიმეტრზე მოძრაობს ერთი d კვარკი. თუ ელქტრონს ან პროტონს მოვიყვანთ მოძრაობაში მაშინ წრიული მოძრაობა იცვლება სპირალურით. იხ. ნახ.3.

ნახ.3

0x01 graphic

როგორც ცხრილიდან ჩანს პირველ სამ წკრივში განლაგებულ კვარკებს სიგანე ბევრად ნაკლები აქვთ სიმაღლესა და სიგრძესთან შედარებით. ის იცვლება კვარკის მოძრაობის ცვლილებასთან ერთად(მათი სიგანე მატულობს, როგორც მოცულობა და მასსა, კვარკის გადაადგილების სიჩქარის ზრდასთან ერთად).

მეოთხე მწკრივში განლაგებული კვარკები წარმოადგენენ ნეიტრინოებს. ისინი სპირალურად მოძრაობისას სწორხაზოვნად გადადგილდებიან. იხ.ნახ 3.

ნახ. 3

0x01 graphic

თუ νe, νμ da ντ ნეიტრინოები დამოუკიდებლად არსებობენ νu და νd ნიეტრინოები არსებობენ მხოლოდ წყვილებად νu; νd და νu; νd (ნეიტრინო და ანტინეიტრინო). ერთი ასეთი წყვილი შეადგენს ერთ ფოტონს. ნახ4.

ნახ 4.

0x01 graphic

სადაც λ ტალღის სიგრძეა λ/2

ფოტონში შემავალი ნეიტრინოების სტაბილურად სწორხაზოვანი გადაადგილება ვაკუუმში გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ერთერთი მათგანის მცირედი კურსის ცვლილებაც კი სტაბილურდება მეორე ნეიტრინოთი, რაც ვერ ხერხდება დამოუკიდებლად არსებული ნეიტრინოების შემთხვევაში.

როგორც უკვე ავღნიშნეთ ნებისმიერი ურთიერთქმედება ვრცელდებa P ნაწილაკების ველში (ვაკუუმში) ამ ნაწილაკების საშვალებით 2C სიჩქარით. სრულად ურთიერთქმედებების განხილვა ვერ მოხერხდება ამ ფორმატში, მხოლოდ მოკლედ წარმოგიდგენთ მათ.

მოძრავი კვარკი ეჯახება მის გზაზე მყოფ P ნაწილაკებს, რაც იწვევს P ნაწილაკების ველში (ვაკუუმში) ტალღის გავცელებას 2C სიჩქარით. პირობითად მარჯვენა ხრახნით მოძრავი კვარკი ქმნის, მისი მოძრაობიდან გამომდინარე, შესაბამისად მიმართულ ტალღებს (ელექტრომაგნიტურ ველს), რომელიც მარცხენა ხრახნით მოძრავ კვარკს მიიზიდავს, ხოლო მარჯვენა ხრანით მოძრავ კვარკს კი განიზიდავს. ერთ შემთხვევაში ხდება P ნაწილაკების ველის გაიშვიათება(მათი მოძრაობიდან გამომდინარე), რაც წარმოქმნის დაბალ წნევას და მიზიდულობას, მეორე შემთხვევაში კი მაღალ წნევას და განზიდვას.

კვარკში შემავალი P ნაწილაკები წინ გადაადგილდებიან ბრუნვის შედეგად უკან გასტყორცნილი მოძრავი წერტილების ხარჯზე, რაც იწვევს ვაკუუმში არსებული P ნაწილაკების ციკლურ მოძრაობებს. იხ. ნახ.5.

ნახ. 5

0x01 graphic

სიმარტივისთვის P ნაწილაკების ციკლური მოძრაობები განვიხილოდ სიბრტყეში. როგორც ნახ.5. ჩანს P ნაწილაკების ერთი ნაწილი ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით ხოლო მეორე საწინააღმდეგოდ, რაც იწვევს ორი საწინააღმდეგოდ მიმართული ტალღის (ველის) გავრცელებას. თუ კვარკები დაშორებულნი არიან დიდ მანძილზე მაშინ ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ველი კომპენსირდება, ხოლო თუ კვარკები იმყოფებიან ახლოს სხვაობა ამ ველების პოტენციალებს შორის დიდია და ერთი მიმართულებით მოძრავი კვარკები მიიზიდებიან (შედიან ძლიერ ურთიერთქმედებებში).

P ნაწილაკების ციკლური მოძრაობები იმის მიუხედავად საათის ისრის მიმართულებით ბრუნავენ თუ მის საწინააღმდეგოდ ქმნიან P ნაწილაკების ველში დაბალი წნევის არეს, რაც წარმოშობს გრავიტაციულ ველს. რაც უფრო მეტია კვარკის მოცულობა მით უფრო ძლიერია P ნაწილაკების ციკლური მოძრაობები, რომელსაც ის წარმოშობს და აქედან გამომდინარე ძლიერია გრავიტაციული ველიც.

რეზიუმე
სამყაროს მოდელი
პაატა ბაღუაშვილი

ზემოთ მოცემული სტატია წარმოადგენს სამყაროს მოდელის შემოკლებულ ვარიანტს. როგორც ცნობილია, არ არსებობს ერთიანი თეორია, რომელიც ახსნის ყველა ფიზიკურ მოვლენას ერთიან კონტექსში. ეს თეორია არის მცდელობა გარკვეულ ფილოსოფიურ შეხედულებებზე (პრინციპებზე) სამყაროს ერთიანი მოდელის შექმნის. იგი არ არის სრულად მათემატიკური აპარატით დაწერილი, მაგრამ შეიცავს ძირითად პარამეტრებს.

SUMMARY
WORLD MODEL
PAATA BAGUASHVILI

Above mentioned article is about the shorten variant of World Model. As it is known, there is no unique theory that could explain all the physical events in the common context. The exact theory is about the philosophical principles of the world creation of the unique model. It contains the main parameters as it is not written with mathematical apparatus.

РЕЗЮМЕ
МОДЕЛЬ ВСЕЛЕННОЙ
ПААТА БАГУАШВИЛИ

Выше изложенная статья является сокращенною моделью вселенной. Как известно не существует единная теория, которая бы объясняла физические явления в единном контексте. Эта теория является попыткой на основе философских взглядов (принципов) построить единную модель вселенной. Она не написанно полностью математическим аппаратом, но содержит основные параметры.

3.2 კათარზისის თეორიის ნევროლოგიური ბაზისი

▲ზევით დაბრუნება


თეიმურაზ კოდუა
მედიცინის
მეცნიერებათა დოქტორი

მასმედია წარმოადგენს ახალ სოციალურ ინსტიტუტს, რომლის ერთერთი დანიშნულებაა ცოდნის პროდუცირება და გავრცელება ძალიან ფართო მასშტაბით. მას გააჩნია რამდენიმე მკვეთრად გამოხატული მახასიათებელი. მათ შორის, ფრიად განვითარებული ტექნოლოგია მესიჯის შექმნისა და მისი მასობრივი გავრცელებსიათვის. მესიჯის მიმღებია უზარმაზარი აუდიტორია, რომელმაც არ იცის გამომგზავნის ვინაობა და მის ნებელეობაზეა დამოკიდებული, აღიქვამს თუ არა მიღებულ ინფორმაციას. აუდიტორია ღიაა, მოიცავს მრავალ ასაკობრივ ჯგუფს და მისთვის მიწოდებული მასალის კონტროლი თითქმის შეუძლებელია.

მასმედიას შეიძლება ჰქოდეს დადებითი და უარყოფითი ეფექტები. ამ უკანასკნელთაგან განსაკუთრებით საინტერესოა, რამდენად ახდენს მასმედია მოსახლეობის კრიმინალიზაციას.

ჩვენი შრომის მიზანია, მასმედიის და კერძოდ, ტელევიზიის მაგალითზე, მიმოვიხილოთ დღეისათვის არსებული შეხედულება ტელემედიით გადაცემული ძალადობის შესახებ, ანუ რა ზემოქმედებას ახდენს მაყურებელზე ან ვიდეოთამაშების მომმარებელზე ძალადობრივი მესიჯები. საკითხის გადასაწყვეტად მოვიხმობთ მედიცინის უკანასკნელ აღმოჩენებს.

მასმედიას ხშირად ადანაშაულებენ ძალადობის პოპულარიზაციაში. განსაკუთრებით საყვედურობენ ტელევიზიას. თუმცა, ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორია არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენად უწყობს ხელს ტელევიზიით ძალადობის ყურება აგრესიული ქმედების გავრცელებას საზოგადოებაში. რასაკვირველია, ზუსტად დამტკიცება, რომ ტელევიზიით ნანახი ძალადობა მეორე წუთში გამოიწვევს მხილველის მიერ ბოროტების ჩადენას, შეუძლებელია. მაგრამ მათ შორის რომ რაღაც დონის კავშირი უნდა არსებობდეს, ამაში ვინმეს გადარწმუნება უფრო ძნელია, ვიდრე ის, რომ ბრალი დასდო მასმედიას ძალადობის პოპულარიზაციაში. თავად ალფრედ ჰიჩკოკი მიიჩნევდა, რომ „ტელევიზიის ერთერთი უზარმაზარი დამსახურება მდგომარეობს იმაში, რომ მან მკვლელობა დააბრუნა უკან სახლში. მკვლელობის ყურება ტელევიზიით მშვენიერი თერაპიაა. მან შეიძლება ხელი შეუწყოს ანტაგონიზმის აღმოფხვრას“. ასევე, 1992 წელს პოლ ვერჰოვენი წერდა: „მე ვფიქრობ, ძალადობის ყურება ერთგვარი განმწმენდი პროცესია“.

ძალადობრივი კომპიუტერული თამაშების და ფილმების პროდიუსერები ამტკიცებენ, რომ მათი პროდუქტი განმწმენდი მოქმედებისაა. მაგ., SEGA SOFT-მა შექმნა ონლაინ ქსელი, რომელიც შეიცავს ძალადობრივ თამაშებს და ამტკიცებს, რომ მომხმარებლებს თავაზობს საშუალებას „პირველადი ადამიანური მოთხოვნის, მკვლელობის საწინააღმდეგოდ“. კიბერდივიზიონის ფუძემდებელი, დოქტორი ბარტჰა ამბობს: „ჩვენ ვკლავთ, ეს ჩვენი ბრალი არ არის, ისევე როგორც ის, რომ ვსუნთქავთ ან ვშარდავთ“. მისი აზრით, აგრესიული იმპულსები გამოიდევნება ძალადობრივი ვიდეოთამაშების დროს.

ცხადია, ბევრი რამ საკამათოა, ვინაიდან ნევროლოგების დასკვნით, ძალადობის ყურება უნდა ზრდიდეს აგრესიულობას. ისინი ფიქრობენ, რომ ძალადობის ყურებას არ აქვს კათარზისული ეფექტი, ის კი არ ამცირებს ბრაზსა და მის თანმდევ აგრესიას, არამედ ზრდის მათ.

ნებისმიერ შეთხვევაში, კორელაცია მედია-ძალადობასა და აგრესიას შორის შეიძლება შევადაროთ თამბაქოს მოწევასა და ფილტვის კიბოს შორის კორელაციას. ყველა მწეველი არ ავადდება ფილტვის კიბოთი და ყველა ფილტვის კიბოთი დაავადებული არ არის მწეველი. მაგრამ თამბაქოს მწარმოებლებიც კი თანხმდებიან, რომ მოწევას შეუძლია გამოიწვიოს ფილტვის კიბო.

რომ შევაჯამოთ, მოწევა არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც იწვევს ფილტვის კიბოს, მაგრამ ის მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ დაავადების განვითარებაში. ანალოგიურად, ყველა ვინც უყურებს ძალადობას, არ ხდება აგრესიული და ყველა, ვინც აგრესიულია, არ უყურებს ძალადობას ტელევიზიით. მედია-ძალადობის ყურება არ არის ერთადერი ფაქტორი, რომელიც იწვევს აგრესიას, მაგრამ ის არის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

მედია-ძალადობის მომხრენი იმარჯვებენ კათარზისის თეორიას (კათარზისი - ბერძნულად განწმენდა, გამოსუფთავება), რომელიც სათავეს იღებს არისტოტელეს შრომებიდან. „პოეტიკაში“ ის წერდა: „ტრაგიკული პიესების ყურება ადამიანში იწვევს უარყოფითი ემოციებისაგან, როგორიცაა სინანული, შიში, სიბრაზე და სხვ. დაცლას (კათარზისს)“. სწორედ ეს იყო ანტიკურ ეპოქაში თეატრის ერთერთი მთავარი დანიშულება და ითვლებოდა, რომ ამგვარი ემოციური გაწმენდა აუცილებელი იყო როგორ ინდივიდისთვის, ასევე საზოგადოებისათვის. შემდგომში ზიგმუნდ ფრეიდმა კვლავ ააღორძინა კათარზისის ცნება ფსიქოანალიზის მეთოდის სახით. დასავლური კულტურისათვის მან შექმნა პრეცედენტი, რომ პრობლემის შესახებ საუბარი ნევროტულ პიროვნებას მოუტანდა შვებას. ფსიქოანალიზიც, ისევე როგორც სხვა მრავალრიცხოვანი ფსიქოთერაპიული მეთოდი, ეფუძნება პრობლემის სიტყვიერ გამოხატვას, გადაცემას ექიმისთვის, განსაკუთრებით ეფექტურია, თუ წარმოვიდგენთ, რომ პრობლემა მოვლენათა ერთგვარი ჯაჭვის ბოლო რგოლია. ხოლო პირველი რგოლის პოვნა საუბრით და გამოკითხვით იწვევს პრობლემის გაქრობას. ამიტომაც ენიჭება ასეთი დიდი მნიშვნელობა ფსიქოთერაპიას თანამედროვე სტრესებით გადატვირთულ ცხოვრებაში.

საუკუნეებია კაცობრიობისათვის ცნობილია, რომ დარდის გამოხატვა და განსაკუთრებით, სხვისთვის გაზიარება, იწვევს შვებას. ქრისტიანული რელიგიას ეს პროცედურა დაკანონებული აქვს, რათა ადამიანმა პერიოდულად შეიმსუბუქოს ცოდვილი ცხოვრება. მეთოდის ეფექტურობა ყოველ ადამიანს გამოუცდია, მაგრამ მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მისი არსი, მატერიალური მექანიზმი გახსნილი არ იყო გასული საუკუნის 90-იან წლებამდე.

1991 წელს პადუის ლაბორატორიაში ჯაკომო რიზოლატიმ და სხვ. აღმოაჩინეს, რომ ადამიანისმაგვარ მაიმუნებს გააჩნიათ ნეირონები, რომლებიც აღიგზნებიან როგორც მაიმუნის ქმედებისას, ასევე მის მიერ სხვა მაიმუნის ან ადამიანის ქმედების დანახვისას ან გაგონებისას. მათ სარკისებრი ნეირონები ეწოდათ. ამ აღმოჩენამ დასაბამი მისცა რევოლუციურ ძვრებს მედიცინაში და სოციალურ მეცნიერებებში. ამ მოვლენით აიხსნება მასობრივი ისტერია, ბრბოს ფსიქოლოგია, ემოციის გადამდები ხასიათი და უამრავი სხვა, მანამდე აუხსნელი მოვლენა.

მედიაეფექტების, განსაკუთრებით ტელევიზიის მასებზე ზემოქმედების მექანიზმის ახსნაში ამ ნეირონების აღმოჩენას ფასდაუდებელი მნიშვნელობა ენიჭება. დღეისათვის, არსებული აღმოჩენების ფონზე შეიძლება დამტკიცებულად ჩავთვალოთ, რომ არისტოტელეს კათარზისის თეორიას გააჩნია ნევროლოგური ბაზისი. სპექტაკლის ან ტელე- კინო წარმოდგენის ყურებისას ადამიანის ტვინში აღიგზნება სწორედ ის ნეირონები, რომლებიც აგზნებული აქვს მოქმედ პირებს. შესაბამისად, მაყურებელს მოქმედი პირის ანალოგიური ემოცია აღეძვრება და მის ორგანიზმში უნებლიედ ჩაირთვება ბიოქიმიურ რეაქციათა მკვეთრად განსაზღვრული თანმიმდევრობა. შედეგად გამოთავისუფლებულ აქტიურ ნივთიერებებს მაყურებელი, აქტორისაგან განსხვავებით, ვერ ხარჯავს ფიზიკური მოქმედებით. უმეტესად, ეს ნივთიერებები იწვევენ საჭმლის მომნელებელი სისტემის გააქტივებას საკვების მიღების ან მისი ნარჩენების გამოყოფის სახით.

ტერმინი კათარზისი, რომელიც განწმენდას ნიშნავს, შეიძლება გამოვიყენოთ როგორ მორალური, ასევე ფიზიკური (ნაწლავი) განწმენდის აღსანიშნავად. საინტერესოა, რომ საფაღარათო პრეპარატებს კათარტიკები ანუ კათარზისის გამომწვევი ეწოდებათ. ფართო გაგებით კათარზისია რელიგიური მარხვა ანუ მძიმე საკვების შეზღუდვა განსაზღვრული დროით. შედეგად ხდება სულიერი განწმენდა ანუ ემოციური განახლება (რა თქმა უნდა, შესაბამის რიტუალებთან ერთად).

ამრიგად, მაყურებელი აქტორს უკავშირდება სარკისებრი ნეირონების სისტემით, რომელიც შეიძლება შევადაროთ მიმღებ-გადამცემ ანტენას. ამ კავშირის პროცესში მაყურებელში ხდება აქტორის ემოციური და ფიზიკური სტატუსის სარკისებური ასახვა. მაყურებელი უმეტესად მთლიანად არ იმეორებს აქტორის მოტორიკას, ვინაიდან, სარკისებრ ნეირონთა სისტემას გააჩნია საკუთარი დამამუხრუჭებელი მექანიზმიც. ამასთან, მაყურებლის ბიჰევიორზე გავლენას ახდენს საზგადოების სხვა წევრების სარკისებრ ნეირონთა სისტემები, სოციალური ნორმები და ა.შ.

ლიტერატურა
Literature
Литература

1. Bushman, Brad J., and Huesmann, L. Rowell. (2000). "Effects of Televised Violence on Aggression." In Handbook of Children and the Media, eds. Dorothy G. Singer and Jerome L. Singer. Newbury Park, CA: Sage.

2. Geen, Russell G., and Bushman, Brad J. (1997). "Behavioral Effects of Observing Violence." In Encyclopedia of Human Biology, Vol. 1, ed. Renato Dulbecco. New York: Academic Press.

3. Smith, S. L., and Donnerstein, Edward. (1998). "Harmful Effects of Exposure to Media Violence: Learning of Aggression, Emotional Desensitization, and Fear." In Human Aggression: Theories, Research, and Implications for Policy, eds. Russell G. Geen and Edward Donnerstein. New York: Academic Press.

4 Freud, S. Introduction to Psychoanalysis (Vorlesungen zur Einführung in die Psychoanalyse, 1917)

რეზიუმე
კათარზისის თეორიის ნევროლოგიური ბაზისი
თეიმურაზ კოდუა

მასმედია სოციალური ინსტიტუტია, რომელიც ემსახურება ცოდნის გავრცელებას, მაგრამ უკონტროლობის გამო ის შეიძლება გახდეს საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენის (ძალადობა, ჰიპერსექსუალობა) განმახორციელებელი.

შრომის მიზანია, ტელევიზიით ნაჩვენები ძალადობის საზოგადოებაზე გავლენის ანალიზი. პრობლემის გადაწყვეტის საფუძვლად მოწოდებულია ჯაკომო რიზოლატისა და თანაავტორების მიერ 1990 წელს აღმოჩენილი სარკისებრი ნეირონების სისტემის მუშაობა.

ტელევიზიის გავლენა შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც ინდივიდის მიერ თავისი სარკისებრი ნეირონების მეშვეობით ინფორმაციის მიღება. აქტორის ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა მთლიანად გადადის მაყურებელზე, რომელსაც არ შეუძლია აქტორის ანალოგიური რეაქციების გამოხატვა და მათ ჩანაცვლებას ახდენს ფიზიოლოგიური პროცესებით, როგორიცაა საკვების მიღება ან ექსკრეცია. სტატიაში აღნიშნულია, რომ ტერმინი კათარზისი გამოიყენება როგორც მორალური, ასევე ფიზიკური განწმენდის მნიშვნელობით.

SUMMARY
NEURAL BASIS OF CATHARSIS THEORY
TEIMURAZ KODUA

Mass media represents separate social institution which produces and distributes knowledge and has a number of salient features. Messages are directed to the large public who are unknown to the sender and free to attend or not. They are open to accept the messages that are poorly controlled. Aggression stimulation is considered as the main negative influence of media on society.

The aim of our work was to review social impact of violence showed by TV. The opinions and literature data are controversial. The basis for problem solving had come from biomedical laboratory of Padova. In 1990s Giacomo Rizzolatti et al. discovered specific type of neurons that fire during action and during seeing (hearing) the action. They were named mirror neurons.

The TV influence may be pictured as receiving of inputs by the individual through his mirror neuron system as sender-receiver antenna. Emotional and physical statutes of actor are fully transferred on viewer individual but the latter can't react like actor and his response mostly is expressed by physiologic reactions of eating or excreting. Interestingly, Aristotelian term katharsis equally is used both in the senses of moral and bowel cleansing. Even purgative medications are called cathartics.

РЕЗЮМЕ
НЕВРОЛОГИЧЕСКИЙ БАЗИС ТЕОРИИ КАТАРЗИСА
ТЕЙМУРАЗ КОДУА

Массмедия является социальным институтом, который служит распространению знаний, но в условиях слабой контролируемости может осуществить негативное влияние (насилие, гиперсексуальность) на общество.

Целью работы является анализ влияния теле-насилия на общество. Основой решения вопроса предлагаеться функционирование системы зеркальных нейронов открытых Дж. Ризолати и соавторамы в 1990 году.

Влияние телевидения можно представить как проём информации с помощью зеркальных нейронов. Эмоциональное и физическое состояние актора полностью передаётся эрителям. Последний не может реагировать аналогично актору и вместо этого прибегает к физиологическим реакциям - питанию и/или экскреции. Отмечено, что термин катарзис употребляется как в моральном, так и в физическом смысле.

3.3 ღეროვანი უჯრედების როლი თანამედროვე მედიცინაში

▲ზევით დაბრუნება


თამარ მაისურაძე
ივ
. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი

თანამედროვე მედიცინა, როგორც მეცნიერება წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება. ღეროვანი უჯრედების აღმოჩენა და მისი გამოყენება, არის საუკუნის აღმოჩენა და დიდი მიღწევა მეცნიერებაში, რომელმაც შეძლო შეეცვალა ტრადიციული მიდგომა მედიცინაში.

ღეროვანი უჯრედები (ინგლ.-stem cell) თვითგანახლებადი უჯრედებია, რომელთაც ახასიათებთ ორი თავისებურება: მათ შეუძლიათ in vivo გარდაიქმნან ქსოვილის დიფერენცირებულ უჯრედებად და აქვთ თვითგანახლების ანუ ღეროვანი უჯრედების ფორმირების უნარი. მათ შეუძლიათ წარმოქმნან ყველა ტიპის უჯრედი და ქსოვილი, რომლებისგანაც სხეული შედგება. მაგალითად, დაზიანებულ ღვიძლში გადანერგვისას ღეროვანი უჯრედები ღვიძლის ფუნქციას ითავსებენ. ამის გამო, მათი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დაავადებების მართვისა და განკურნებისათვის, როგორებიცაა: გულის დაავადებები, პარკინსონი, დიაბეტი, ზურგის ტვინის დაზიანებანი და ა.შ. ეს ერთდროულად უნიკალური და უნივერსალური უჯრედები წარმოადგენენ ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის პატარა აგურებს.

არსებობს ემბრიონალური, ფეტალური და მოზრდილ ადამიანთა ღეროვანი უჯრედები.

ემბრიონალური ღეროვანი უჯრედები ხელოვნური განაყოფიერების გზით შექმნილი ემბრიონისაგან მიიღება.

ფეტალური ღეროვანი უჯრედები - აბორტის შემდგომი ნარჩენებისა და ახალშობილის ჭიპლარის სისხლიდან, ხოლო ზრდასრული ადამიანის ღეროვან უჯრედებს ძვლის ტვინიდან, პრიფერიული სისხლიდან და ცხიმოვანი ქსოვილიდან იღებენ.

მეცნიერები ყველაზე ეფექტურად ემბრიონალურ ღეროვან უჯრედებს მიიჩნევენ, რადგან მათ თვითგანახლების ყველაზე დიდი უნარი აქვთ. თუმცა კვლევებისათვის ემბრიონის გამოყენება მეცნიერებს ეთიკური დილემის წინაშე აყენებს. კვლევის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ემბრიონი ცოცხალი ორგანიზმია და მის ხარჯზე სხვა ადამიანის სისოცხლის გადარჩენა არ შეიძლება და მოზრდილი ადამიანის ღეროვანი უჯრედების გამოყენებას ამჯობინებენ, რომლებსაც ძვლის ტვინიდან და პერიფერიული სისხლიდან მოიპოვებენ. ხოლო, მომხრეები ფიქრობენ, რომ მოზრდილთა ღეროვანი უჯრედების მოქმედება, თვითგანახლების შედარებით დაბალი უნარის გამო შეზღუდულია. ემბრიონალური უჯრედების გამოყენება კი - უფრო ეფექტურია. თანაც მიიჩნევენ რომ 8 უჯრედიანი ემბრიონი არ შეიძლება ადამიანად ჩაითვალოს.

შეერთებულ შტატებში ღეროვანი უჯრედების კვლევის დაშვება - არდაშვების საკითხი პარტიული დაპირისპირების მიზეზი გახდა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეასრულა საარჩევნო კამპანიის დაპირება და გადარიცხა ემბრიონალური ღეროვანი უჯრედების გამოკვლევისათვის საჭირო თანხები, რითაც ცვლილებები შეიტანა წინამორბედი ხელისუფლების გადაწყვეტილებაში. ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისინი სამომავლოდ მხოლოდ ისეთ მეცნიერულ დასკვნებს და მიგნებებს დაუჭერენ მხარს, რომლებიც იქნება დაფუძნებული ფაქტებზე და არა იდეოლოგიაზე, იდეებზე. ბარაკ ობამამ შეცვალა ბუშის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი მკაცრი ზღვარი ადამიანის ემბრიონულ ღეროვანი უჯრედების გამოკვლევაზე.

„ბევრი განათლებული და საღად მოაზროვნე ადამიანი არ უჭერს მხარს ჩვენს კვლევებს. მე მესმის მათი დამოკიდებულების და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ხედვას“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

თუმცა მან ისიც თქვა, რომ ამერიკელების უმრავლესობა კონსესუსამდე მივიდა: „ჩვენ უნდა განვაგრძოთ ეს კვლევები, რომ, რასაც ეს შესწავლები გვთავაზობს შესანიშნავია... დღეს ჩვენ ცვლილება შეგვაქვს, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი დიდი იმედით ელოდა რვა წლის განმავლობაში. ჩვენ ვხსნით აკრძალვას დღის წესრიგიდან და ვაფინანსებთ ემბრიონულ კვლევებს. მიზნად ვისახავთ მსოფლიო დიდ აღმოჩენამდე მივიყვანოთ.“

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ძალიან მკაცრად უარყო ადამიანის კლონირების - საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში იქცა საკამათო საგნად - ადამიანის ემბრიონალური ღეროვანი უჯრედის გამოკვლევა.

ობამას ადმინისტრაცია არასდროს მიესალმება კლონირებას. „ეს არის სახიფათო, აბსოლუტურად არასწორი და არ აქვს ადგილი ჩვენს, და არა მარტო ჩვენს, სოციუმში.“

საქართველოში ემბრიონს ღეროვანი უჯრედების მისაღებად არასდროს იყენებდნენ. საკითხიც არასდროს მოხვედრილა პოლიტიკური პარტიების სამოქმედო გეგმებში. თუმცა, აბორტის ნარჩენებისაგან ღეროვანი უჯრედების გამოყვანის პრაქტიკამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მეცნიერებსა და სასულიერო პირებს შორის. საქმეში საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭო ჩაერთო, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საკონსულტაციო ორგანოა. საბჭოში ექიმებთან ერთად სასულიერო პირებიც შედიოდნენ. საბჭომ 2002 წლის 29 აპრილს მოამზადა დასკვნა, რომლის საფუძველზეც, ფეტალური ღეროვანი უჯრედების გამოყენება საქართველოში შეწყდა.

ექიმებმა მიიღეს საბჭოს დასკვნა და აირჩიეს მეთოდი, რომლის ეთიკურობაზეც არავინ დავობს. ფეტალური უჯრედების მიღების ალტერნატიულ წყაროდ ამჟამად ჭიპლარის სისხლს იყენებენ. ამ დროს ეთიკური დილემა ნაკლებია, სამაგიეროდ, ჭიპლარის სისხლიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები ემბრიონალური უჯრედებივით უნივერსალური არ არის. მათი გამოყენება მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც უჯრედი უშუალოდ ეკუთვნის, დედმამიშვილებში თავსებადობის ალბათობა შეადგენს 1:4-ს, არამონათესავე პირებში კი ალბათობა 1:70000-მდე მცირდება.

როგორც აღვნიშნეთ ღეროვანი უჯრედების, განსაკუთრებით კი ემბრიონალური ღეროვანი უჯრედების მიღება და გამოყენება საკმათო საკითხს წარმოადგენს, ამიტომ მეცნიერები ცდილობენ მიაგნონ ალტერნატიულ გზებს.

ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ღეროვანი უჯრედების კვლევაში მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს - შეძლეს ამ უჯრედების ისეთი წყაროს პოვნა, რომელიც საშუალებას იძლევა უარი ვთქვათ ემბრიონის გამოყენებაზე. მეცნიერების თქმით, მათ ღეროვანი უჯრედები მოიპოვეს ამნიონის გარსიდან, რომელიც ემბრიონს ერტყმის გარს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ დადგება დრო, როდესაც ამ უჯრედების გამოყენებით არაერთი დაავადების მკურნალობა გახდება შესაძლებელი. კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი დოქტორი ენტონი ატალა კვლევის შედეგებს მოკლედ ასე აყალიბებს:

„ეს არც ადამიანის ემბრიონის ღეროვანი უჯრედებია და არც მოზრდილთა უჯრედები. თუმცა მათ ორივე ჯგუფის მახასიათებლები აქვთ. ამდენად, ეს ღეროვანი უჯრედების ახალი ჯგუფია“

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ ამნიონის გარსი, რომელშიც ემბრიონი იმყოფება, მრავალფეროვან, მაგრამ ჩამოუყალიბებელ უჯრედებს შეიცავს. თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი არ იყო, არსებობდა თუ არა ამ უჯრედებში ნამდვილი ღეროვანი უჯრედი.

ენტონი ატალას ხელმძღვანელობით მოქმედმა სამეცნიერო ჯგუფმა ორსული ქალების ამნიონის სითხე გამოიკვლია. შეაჯერეს და დაადგინეს, რომ გარსში არსებული უჯრედების მცირე ნაწილი მართლაც ღეროვანი იყო.

ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, მეცნიერები ამ უჯრედებს ამუშავებდნენ მათგან კუნთოვანი ქსოვილის, ძვლის, ცხიმის, სისხლძარღვების, ნერვებისა და ღვიძლის უჯრედების მისაღებად.

თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ამგვარად მიღებულმა ქსოვილმა დაზიანებულ ტვინში გარკვეული ფუნქციებიც კი აღადგინა. ენტონი ატალა ფიქრობს, რომ ამ უჯრედებით მომავალში, შესაძლებელია, დაზიანებული ქსოვილები თუ ორგანოები ადამიანებშიც აღდგეს.

მიუხედავად ამდენი სადავო საკითხისა, ფაქტია, რომ ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ 200-ზე მეტი ტიპის ქსოვილად ჩამოყალიბება: თუ ღეროვანი უჯრედების ჩასახვა პანკრეასში მოხდება, მათგან წარმოიქმნება პანკრეასის უჯრედები, რომლებსაც შეეძლებათ დიაბეტით დაავადებული ადამიანის განკურნება. თუ ღეროვან უჯრედებს ჩასახავენ და გაამრავლებენ გულის კუნთში, მათ შეეძლებათ დაზიანებული გულის უჯრედების შეცვლა, რითაც შესაძლებელი გახდება გულის დაავადებების, მათ შორის, ინფარქტის განკურნება. თუ ღეროვან უჯრედებს ღვიძლის ქსოვილში გადანერგავენ, ისინი გამრავლდებიან და შეცვლიან დაზიანებულ ღვიძლის უჯრედებს, რითაც შესაძლებელი გახდება ჰეპატიტების მკურნალობა. ღეროვანი უჯრედებიდან მიღებულ ნერვულ ქსოვილს შეეძლება ზურგის ტვინის დაზიანებების, ინსულტისა და პარკინსონის განკურნება.

2007 წლის სტატისტიკა იმ დაავადებებისა საქართველოში, რომლებიც ღეროვანი უჯრედების გადანერგვით შეიძლება განიკურნოს.

ანემია

19 030 შემთხვევა

დიაბეტი

59 875 შემთხვევა

ლეიკემია

419 შემთხვევა

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის სამსახური

ახლახან თბილისში გულის დაავადების მქონე მამაკაცს გადაუნერგეს ღეროვანი უჯრედები და ოპერაცია საკმაოდ წარმატებით დასრულდა.

ღეროვანი უჯრედების გამოყენება შესაძლებელია არა მარტო სამკურნალო მიზნით, ასევე შესაძლებელია მათი გამოყენება პლასტიკურ ქირურგიაშიც.

იაპონელმა ქირურგებმა განაცხადეს,რომ წარმატებით დამთავრდა მკერდის გადიდების ახალი ტექნიკის კლინიკური გამოცდა, რომელიც განხორციელდა ჭარბი რაოდენობით ღეროვანი უჯრედების შემცველი პაციენტის საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილით.

კვლევის ხელმძღვანელის ტოკიოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ქირურგის კოტარო იოშიმურის თქმით, მათ მიერ შემუშავებული მეთოდი გამოცდილი იყო ორმოცზე მეტ პაციენტზე და არსებითი გართულებები არ აღინიშნა არც ერთ შემთხვევაში.

ქირურგების მიერ ცხიმის აღება ხდება პაციენტის მუცლისა და ბარძაყის ცხიმოვანი ჩანართებიდან. ამის შემდეგ ხდება ცხიმოვანი ქსოვილის გამდიდრება ღეროვანი უჯრედებით, რომლებიც ახდენენ ახალი ცხიმოვანი უჯრედებისა და სისხლძარღვების ფორმირებას. ასე მომზადებული სუსპენზია ინექციის გზით შეჰყავთ სარძევე ჯირკვალში.

საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილით მკერდის გადიდების მეთოდი დიდი ხანია ცნობილია, თუმცა მის არსებით ნაკლს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გადანერგვის შემდეგ ცხიმოვანი უჯრედების დიდი რაოდენობა იღუპება, წარმოქმნის კიბოს მსგავს შემკვრივებებს. იუშიმურის მეთოდი გამორიცხავს ამ გართულებებს, რადგან ღეროვანი უჯრედებით გამდიდრებულ ქსოვილებში ბევრად უფრო სწრაფად ხდება სისხლძარღვების ფორმირება, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ შესაბამის კვებას. გარდა ამისა, სხვა იმპლანტატებისაგან განსხვავებით, საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილი არ გამოიყურება როგორც უცხო სხეული და სწორედ ამიტომ, ხელოვნურად გადიდებული მკერდი ბუნებრივისაგან მხოლოდ ზომით განსხვავდება.

ღეროვანი უჯრედების გამოყენება შესაძლებელია ასევე ესთეტიკურ მედიცინაში. მათი გამოყენება ამ სფეროში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, აძლიერებს მასში სისხლის მიმოქცევას, აცილებს ნაოჭებს. კანში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისას უჯრედებს შესწევთ უნარი შეაჩერონ ის პროცესები, რომელიც კანის დაბერებას უწყობს ხელს.

ასე რომ, ეს უჯრედები უზრუნველყიფენ არა მარტო ჯანმრთელობას არამედ სილამაზესაც.

ფართოდ იყენებენ ღეროვან უჯრედებს სტომატოლოგიაშიც. ექიმებმა შეძლეს მძიმე პაროდონტოზის განკურნება ძალიან მოკლე ვადაში.

ღეროვანი უჯრედების შენახვა ხდება სპეციალურ ღეროვანი უჯრედების ბანკში. საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ბანკია, რომელიც ღეროვან უჯრედებზე მუშაობს. თანაც იგი კომერციული დაწესებულებაა და იქ ღეროვანი უჯრედების გამოყვანა ბიზნესია. მსოფლიოში, უკვე წლებია, ორი ტიპის სისხლის ბანკი არსებობს - სახალხო და კერძო. სახალხო ბანკში სისხლის დონაცია ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები კი, საკუთრივ „მფლობელის“ ან დედმამიშვილის გარდა ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს, რადგან ბანკებში ასეთი უჯრედები დიდი რაოდენობით ინახება. საქართველოში მსგავს ფუფუნებაზე ფიქრი ჯერჯერობით ნაადრევია. ასეთი სისტემის განვითარებისთვის საჭიროა დრო, სახელმწიფო დაფინანსება და საზოგადოების უკეთ ინფორმირება.

ლიტერატურა
Literature
Литература

  1. თ. ცომაია, ე. ჭითანავა „ღეროვანი უჯრედები.“

  2. ს. ასათიანი „მეცნიერებმა ემბრიონული ღეროვანი უჯრედების „ალტერნეტივას“ მიაგნეს“.

  3. www.wordpress.com

  4. www.mkurnali.ge

  5. www. narkozi.com

რეზიუმე
ღეროვანი უჯრედების როლი თანამედროვე მედიცინაში
თამარ მაისურაძ

თანამედროვე მედიცინა, როგორც მეცნიერება წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება. ღეროვანი უჯრედების აღმოჩენა და მისი გამოყენება, არის საუკუნის აღმოჩენა და დიდი მიღწევა მეცნიერებაში, რომელმაც მთელს მსოფლიოში გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა მათი კვლევის დაშვება-არდაშვების საკითხში, როგორც მეცნიერებში, ასევე პოლიტიკოსებში. სწორედ ამ საკითხებზეა საუბარი ამ სტატიაში. ასევე განხილულია ღეროვანი უჯრედების მიღების სხვადასხვა წყაროები, საუბარია მათი გამოყენების მნიშვნელობაზე სხვადასხვა დაავადების მკურნალობის დროს.

SUMMARY
STEM CELLS IN MODERN MEDICINE
TAMAR MAISURADZE

Modern medicine, as science flies unimaginable pace. Opening and use of stem cells, is the biggest achievement in the world, which offer large provoked discussion among scientists and politicians.

This article describes the origins of creating stem cells and their use against many diseases.

РЕЗЮМЕ
СТОЛОВЫЕ КЛЕТКИ В СОВРЕМЕННОЙ МЕДИЦИНЕ
ТАМАР МАИСУРАДЗЕ

Cовременная медицина, как наука развевается невообразимим темпом. Открытие и использования столовых клеток, является самым большим достижением в мире, которая вызвала болшое обсуждение между учеными и политиками.

В этой статье говорится об истоках создания столовых клеток и об их использовании против многих заболевании.

3.4 კოლხეთის შავიზღვისპირა ლანდშაფტების ეკოლოგიური ტიპიზაცია და საკურორტო რეკრეაციული ფუნქციები

▲ზევით დაბრუნება


ლანა მზარელუა
გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

ნებისმიერი ტერიტორიის ბუნებათსარგებლობის დაგეგმარებისას პირველ რიგში აუცილებელია ლანდშაფტური ერთეულების ეკოლოგიური ტიპიზაცია, რომელიც მოიცავს ეკოლოგიური თავისებურების ანალიზს და სინთეზს. ამგვარად ეკოლოგიური ტიპიზაცია ეფუძნება აბიოტური და ბიოტური კომპონენტების ანალიზის შედეგებს. რაც თავის მხრივ წარმოადგენს საფუძველს ლანდშაფტურ-ეკოლოგიური დარაიონებისათვის.

ლანდშაფტების ეკოლოგიური ტიპიზაცია, იძლევა საშუალებას, არა მხოლოდ ადამიანის (საზოგადოების) ბუნებაზე ზემოქმედების კლასიფიკაციისა, არამედ ანთროპოგენური ზემოქმედების მიმართ ლანდშაფტების საპასუხო რეაქციის ტიპიზაციისა, რომელიც აისახება ლანდშაფტის სტრუქტურის სტაბილიზაციასა და მდგრადობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად დამუშავებულია მხოლოდ ადამიანის (საზოგადოების) ლანდშაფტებზე ზემოქმედების ტიპიზაცია, პირიქით კი - ძალიან სუსტად (Дрдош, 1983).

აქვე დავძენთ, რომ ლანდშაფტის ეკოლოგიური ტიპიზაცია არის ერთ-ერთი საფუძველი მათი ოპტიმიზაციისა, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ეფუძნება ლანდშაფტის ცალკეული კომპონენტის შესახებ ეკოლოგიურ ინფორმაციას (მონაცემებს). უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონაცემების მოპოვება მთელ რიგ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული (უახლესი მონაცემების არარსებობა, დამკვირვებლების სიმცირე და არაკომპეტენტურობა, ხელსაწყო-დანადგარების ნაკლებობა და ა.შ.). ამიტომ მას, უპირატესობა მივეცით „კლასიკურ“ ანალიტიკურ, განზოგადებულ მონაცემებს, რაც გულისხმობს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების სტაბილიზაციის, მდგრადობისა და თვითრეგულაციის უნარის გათვალისწინებას.

ლანდშაფტური ბუნებათსარგებლობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ანთროპოგენური ზემოქმედების ხარისხისა და ხასიათის დადგენა. ანთროპოგენრუი ზემოქმედების სახე დამოკიდებულია ლანდსაფტური ბუნებათსარგებლობის მიზანზე. სასურველია განხორციელდეს ზემოქმედების რენტაბელობის შეფასება და იმ თვისებების, ოპტიმალური გამოყენება, როცა ადგილი ექნება ამ ლანდშაფტების შენარჩუნებას და განვითარებას. ძირითადი კრიტერიუმების რანგში აქ გვევლინება შეფასება ისეთი ზემოქმედებისას, როცა ადგილი ექნება მოცემულ გარემოში კაპიტალურ მშენებლობას, წყალსატევების შექნას, სამრეწველო და რეკრეაციული ზონების გამოყოფას. რაც განსაზღვრას ლანდშაფტთა წონასწორობის მდგრადობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

საკვლევ რეგიონში ბუნებათსარგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ტერიტორიულ-რეკრეაციული სისტემის (ტრს) განვითარებაა.

ტერიტორიული რეკრეაციული სისტემა, ბუნებრივ-ტერიტორიულ სისტემისაგან განსხვავებით, სპეციფიური სისტემაა, რომლის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ადამიანია, ამიტომაც მას საკამოდ დიდი დატვირთვა აქვს, მათ შორის სოციალურ-ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ხასიათის და ეთიკური, ესთეტიკური კატეგორიის. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ტრას-ში ბუნებრივი კომპლექსების მდგრადობის საკითხი რეკრეაციული დატვირთვის მიმართ, ჩვენი კვლევის ძირითადი ობიექტია.

ტერიტორიული რეკრეაციული კომპლექსების განვითარების თანამედროვე ტენდენცია მოწმობს, საზოგადოების ცხოვრებაში რეკრეაციული საქმიანობის ზრდას და რეკრეაციული მოთხოვნილების მრავალფეროვნების გაფართოებას. სწორედ ამიტომაც, ჩვენს წინაშე დადგა პრობლემათა მთელი სისტემა:

- შემუშავებული იქნას ტრს-ბის ტერიტორიული ორგანიზაციისა და პროგნოზირების, პრინციპები და მეთოდები.

- შესწავლილი იქნას ტრს-ბის ფუნქციონირებისა და დინამიკის სპეციალური თვისებები - ერთიანობა, დინამიურობა, მიმზიდველობა, მრავალფეროვნება, მდგრადობა და საიმედობა. უნდა ითქვას, რომ ზემოაღიშნული მონაცემების სიზუსტეს და საიმედობაზე დიდადაა დამოკიდებული საკვლევი რეგიონის ლანდშაფტური ბუნებათსარგებლობის ეფექტურობა.

კოლხეთის ლანდშაფტური ბუნებათსარგებლობის რეკომენდაციების შემუშავებისას, გათვალისწინებულია კურორტების დასვენების ზონების და ტურისტული ობიექტების სივრცითი განაწილების თავისებურებანი. კერძოდ: სამკურნალო-გამაჯანსაღებელი დაწესებულების შესაძლო ჯამური რაოდენობა. აქვე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბუნებრივი პირობების (რელიეფი, კლიმატი, მცენარეულბა, ნიადაგი და სხვ.).

სამკურნალო-გამაჯანსაღებელი დაწესებულების შესაძლო ჯამური რაოდენობა. აქვე, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბუნებრივი პირობების (რელიეფი, კლიმატი, მცენარეულობა, ნიადაგი და სხვა), ანთროპოგენური დატვირთვის მიმართ მდგრადობა (ცხრ.1), ბუნების ძეგლების არსებობა და სხვ. გარდა ამისა, დადგენილ უნდა იქნას ტურისტული მარშრუტების სიგრძე და მათი ესთეტიური ხარისხის (ლანდშაფტის ხასიათი, შემეცნებითი პირობები და ა.შ.). აქვე უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ტერიტორიის ხასიათის მიხედვით (ტყე, ვაკე, დაბლობი) ზღვრული რეკრეაციული დასაშვები დატვირთვა (ფეხით ყოველდღიური სეირნობა 8 საათის განმავლობაში) სხვადასხვაა.

ასე მაგალითად, ფართოფოთლოვან ტყეებში მაჩვენებელი ტოლია 2-3კაც/ჰა.

ცხრილი 1
ტერიტორიის რეკრეაციული ტევადობა
(. ჩიმას მიხედვით)


ტერიტორიის
ტიპი

ზღვრული
დასაშვები
რეკრეაციული
დატვირთვა
კაცი/კმ2


ფართობი კმ2

ტერიტორიის
თეორიული
ტევადობა
მლნ. კაცი

1

ძალიან მაღალი
რეკრეაციული
ტევადობის


180-220


17500


3,5

2

მაღალი

140-180

8300

1,33

3

საშუალო

100-140

9500

1,14

4

საშუალოზე
დაბალი

60-100

12900

1,03

5

დაბალი

0-60

44800

1,34

ეს მაჩვენებელი ტოლია 2-3 კაც/ჰა, ხოლო ზომიერი დანესტიანების ჭალის ტყეებში და მდელოებში ის 10-20 კაც/ჰა-ის ტოლია.

ზდნ-ის შიდა დიფერენციაცია დამოკიდებულია ასევე მექანიკურ შედგენილობაზე. 3-80, 8-300 და 300-ზე მეტი დაქანების პირობებში, ნორმატიული მაჩვენებლები კლებულობს შესაბამისად, 25, 50 და 100%25-ით. ეს მაჩვენებლები ითვალისწინებს, სისტემატურად ფართობის 25%25-ით გამოყენებისაგან გამოთავისუფლებას, „რეკრეაციული დაღლილობის“ აღდგენის მიზნით. თუ „ტერიტორიის დასვენების“ რეგულირება მიზანშეწონილად მოხდება აღნიშნული ნორმები შესაძლებელია ამაღლდეს კიდეც. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბუნებაში მკაცრი ნორმების დადგენა ძალზე ძნელია, თუმცა მიახლოებითი მაჩვენებლები მაინც საფუძვლად დაედება კონკრენტულ პირობებში ხელსაყრელ ლანდშაფტურ დაგეგმარებას.

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო, რეკრეაციული დარაიონების თეორიულ საფუძვლების შემუშავების ისტორიას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ავღნიშნოთ, რომ ამ საკითხის დამუშავება დაიწყო გასული საუკუნის 60-70-იან წლებში (Родоман Б.Б. 1971). საქართველოს რეკრეაციული დახასიათების პირველი ცდა კი მოცემულია ე. კობახიძის (1961, 1971) შრომებში, სადაც ჩვენი საკვლევი რეგიონი - კოლხეთის შავიზღვისპირეთის ცენტრალური ნაწილი გაერთიანებულია კოლხეთის რეკრეაციულ რაიონში.

ჩვენს მიერ, გამოყოფილ იქნა ლანდშაფტი დაბალი, საშუალო და მაღალი რეკრეაციული ტევადობით.

მაღალი რეკრეაციული ტევადობის ლანდშაფტებს მივაკუთვნეთ ის ლანდშაფტები, რომელთაც ახასიათებთ სხვადასხვა სახის რეკრეაციული გამოყენების რელიეფი, რეკრეაციულად ფასეული საწყლო ობიექტები და შედარებით მაღალი ტყიანობის მაჩვენებელი. მათ მიეკუთვნებათ მდინარეთა ქვემო წელის ჭალის ლანდშაფტები ტყის ხეივნებით, გორაკ-ბორცვების ლანდშაფტები ხშირი ტყიანობით, ზღვისპირა ზოლი და სხვა.

საშუალო რეკრეაციული ტევადობით ხასიათდება ლანდშაფტები, რომლებიც ფლობენ დასვენებისათვის შედარებით ხელსაყრელ ბუნებრივ თვისებებს; მაგრამ ადამიანის მიერ ათვისებული და საკმაოდ სახეშეცვლილია. მათ მივაკუთვნეთ სელიტებური ლანდშაფტების მოსაზღვრე ბუნებრივი კომპლექსები, ბუნებრივ-მოზაიკური ელემენტებით და ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლებით.

დაბალი ბუნებრივ-რეკრეაციული ტევადობის ლანდშაფტებში ერთიანდება შედარებით ერთგვაროვანი (ერთფეროვანი) ლანდშაფტური სტრუქტურით, შედარებით მცირე ხარისხის ტყიანობით და სამეურნეო ათვისების მაღალი მაჩვენებლებით. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ათვისებული ჭალის ლანდშაფტები რეგულირებული წყლის რეჟიმით და ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგებით.

რაც შეეხება დასახლებულ ტერიტორიებს, სელიტებურ ლანდშაფტებს, რეკრეაციულ ტევადობაზე გავლენის მიხედვით ისინი დაყოფილ იქნა ოთხ ჯგუფად: 1) რეკრეაციული ტევადობაზე დადებითი ზემოქმედების რესპუბლიკური და რეგიონული მნიშვნელობის დასვენების ცენტრები; 2) რეკრეაციულ ტევადობაზე არამოქმედი ლანდშაფტები; 3) ლანდშაფტები, რომლებიც გარემოს დაბინძურების გამო, ამცირებენ რეკრეაციულ ტევადობას და 4) დასახლებული პუნქტები, რომლებიც ძლიერ აქვეითებენ რეკრეაციულ ტევადობას, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო-კომუნალური წყაროებით გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურების გამო.

ზემოხსენებული ავტორის (კობახიძე, 1971) მიერ, საკვლევ რაიონის პერსპექტიული განვითარება შესაძლებელია ორი მიმართულებით: საკურორტო-სამკურნალო (წყალტუბოს მინერალური წყლების შავიზღვისპირა კურორტების ბაზაზე) ტურისტული ცენტრით ქ. ქუთაისი და შავიზღვისპირეთი.

ჩვენი აზრით, კოლხეთის შავი ზღვისპირეთში შესაძლებელია სამი საკურორტო-ტურისტული კომპლექსის გამოყოფა: ანაკლიის, ფოთის და ურეკის. თითოეული მათგანის მიმდებარე ტერიტორია, ამ მხრივ, საკმაოდ დეტალურად არის განხილული ნაშრომის წინა თავში, აქ კი ავღნიშნავთ, რომ ანაკლია პერსპექტივაში შესაძლებელია საბავშვო კურორტად წარმოგვიდგეს, რის წინაპრობასაც აქ, მიმდებარე ტერიტორიებთან შედარებით, წარმოადგენს ვრცელი ქვიშიანი პლაჟი, მზის ნათების ხანგრძლივობა (2223სთ/წწ) და ნალექების ოპტიმალური რაოდენობა (1500 მმ-ზე ნაკლები).

ფოთის კომპლექსის ძირითად დანიშნულებად გვესახება ტურისტული და საბავშვო-საკურორტო მომსახურება. კერძოდ, ამ მხრივ გამორჩეული ობიექტია მალთაყვა (ქ. ფოთის გარეუბანში), მისი სამომავლო გამოყენების ძირითადი პირობაა მეტად მოხერხებული პლაჟი. თვით ქ. ფოთი კი, პერსპექტიულია ტურისტული ბაზებისა და სასტუმროების მოსაწყობად.

რაც შეეხება მე-3 კომპლექსის - ურეკი-გრიგოლეთის სამომავლო რეკრეაციულ გამოყენებას, ის ოდითგან საკმაოდ პოპულარული სააგარაკო ადგილი იყო. დღეს კი, იგი საკმაოდ პოპულარული სამკურნალო-საკურორტო კომპლექსია და პერსპექტივაში თავისი საუცხოო ქვიშნარ-სილნარი პლაჟით, ლამაზი ბუნებითა და სიმყუდროვით, ცენტრალური შავიზღვისპირეთის მთავარ ბირთვად უნდა იქცეს.

ამრიგად, მოცემული რეგიონის ლანდშაფტების ეკოლოგიური ტიპიზაცია და საკურორტო რეკრეაციული ფუნქციები და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი ღონისძიებების დასახვა და შემუშავება წინაპირობაა ამ რეგიონში რაციონალური ბუნებათსარგებლობის განვითარებისა და დაგეგმარებისა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

ლიტერატურა
Literature
Литература

  1. ალფენიძე მ. დავითაია ე. კოლხეთის შავიზღვისპირეთის რაციონალური ბუნებათსარგებლობის, რეგიონალურ-გეოგრაფიული საკითხები. გეოგრაფია და თანამედროვეობა თბ. 2003.

  2. ელიზბარაშვილი ნ. ლანდშაფტთა დაგეგმარების სოციალ-ეკონომიკური ასპექტები. ჟურნალ საქართველოს გეოგრაფია ¹1. თსუ 2002.

  3. სეფერთელაძე ზ. და სხვ. შავი ზღვის აჭარა-გურიის სანაპიროს და მიმდებარე მთების ბუნებათსარგებლობისა და ბუნების დაცვის პრობლემები. ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო თბ. 1987.

  4. ლ. მზარელუა კოლხეთის შავიზღვისპირა ლანდშაფტების რაციონალური ბუნებათსარგებლობის პრობლემა მონოგრაფია თბ. 2009.

  5. Исаченко А. Г. Экологический потенциал ландшафта. изв. ВГОб 1991 №4.

  6. Дрош Я. Географический подход к ландшафтиому планировнию. В сборнике «Охраное ландшафтов и проектирование». Москва, 1983.

რეზიუმე
კოლხეთის ცენტრალური შავიზღვის ლანდშაფტების ეკოლოგიური ტიპიზაცია და საკურორტო-რეკრეციული ფუნქციები
ლანა მზარელუა

სტატიაში მოცემულია, კოლხეთის ცენტრალური შავიზღვისპირა ზოლის ლანდშაფტების ეკოლოგიური ტიპიზაცია, რომელიც ეფუძნება აბიოტური და ბიოტური კომპონენტების ანალიზის შედეგებს, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს საფუძველს ლანდშაფტურ-ეკოლოგიურ დარაიონებისათვის, გარდა ამისა გამოყოფილია ლანდშაფტები დაბალი, საშუალო და მაღალი რეკრეაციული ტევადობით, მოცემულია საკურორტო-ტურისტული კომპლექსების ანაკლიის, ფოთის და ურეკის ძირითადი დანიშნულება, რომელიც პერსპექტიულია მოცემულ რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის.

SUMMARY
ECOLOGIC TYPIFICATION AND RESORT-RECREATIONAL FUNCTIONS OF CENTRAL BLACK SEASHORE IN KOLKHETI
LANA MZARELUA

In the above article Ecologic Typification of Kolkheti Central Black Seashore line Landscapes is given. It is based on the results of analysis of abiotic and biotic components and this, for itself, makes the basis for its landscape-ecologic division into regions. Besides, that, that, there are separated landscapes with low, middle and high recreative capacity. Here is shown the perspective of health-resort tourism complexes of Anaklia, Poti and Ureki with their main designation - to develop tourism in given region.

РЕЗЮМЕ
ЭКОЛОГИЧЕСКАЯ ТИПИЗАЦИЯ И КУРОРТНО-РЕКРЕАЦИОННАЯ ФУНКЦИЯ ЛАНДШАФТОВ ПРИЧЕРНОМОРЬЕ КОЛХИДЫ
ЛАНА МЗАРЕЛУА

В статье дана Экологическая типизация ландшафтов полосы Причерноморья Колхиды, которое основывается на результатов анализа абиотных и биотичных компонентов. Это в свою очередь представляется основой для ландшафтной-Экологический планирования, кроме этого выделены ландшафты низкий, средний и высокий рекреационным объёмом и данный основные предназначения курортно-туристических, которые перспективные для развития туризма на данном регионе.

3.5 დისკრეტული დროითი მწკრივის გამოყენება ეკონომიკური ამოცანების ამოხსნაში

▲ზევით დაბრუნება


ციალა ბუჩუკური
პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი

ცოდნის გადაცემისა და სწავლების შინაარსის ათვისებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათემატიკური ცნებების, კანონებისა და ამოცანების ამოხსნის ხერხების შინაარსიანად და ღრმად შესწავლას. განასხვავებენ „შიდა მათემატიკურ“ და „გამოყენებაზე ორიენტირებულ“ მოტივაციას. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მათემატიკის შესწავლის მოტივაციას საინჟინრო-ტექნიკური, ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის და სხვა სპეციალობის სტუდენტების პრაქტიკულ საქმიანობაში მათემატიკის გამოყენებისას. ამოცანის ამოხსნის პროცესი შედგება ხუთი ეტაპისაგან:

- საკითხის ჩამოყალიბება (საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო, ტექნიკური, ეკონომიკური დისციპლინებიდან და ა.შ.)
- შესაბამისი მათემატიკური მოდელის შექმნა;
- მოდელის ამოხსნა;
- შედეგების გაანალიზება;
- მოვლენების პროგნოზირება.

არსებობს მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ცხრილით მოცემული ფუნქციის ანალიზურად ჩაწერა.

განვიხილოთ მაგალითი:

კომპანია აწარმოებს შოკოლადის ნაკრებს. კომპანიის მარკეტინგის კვლევის დეპარტამენტმა, სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით, შეაგროვა მონაცემები (ცხრილი 1), სადაც P არის თითო შოკოლადის ნაკრების ფასი, რომლითაც Q ათასი შოკოლადის ნაკრები შეიძლება გაიყიდოს. რეგრესიული ანალიზის გამოყენებით, მონაცემთა მოდელირების მიზნით, გამოვიყვანოთ მოთხოვნისა და მიწოდების ფუნქციები.

ცხრილი 1.

P

22.4

19

17

15

12

9.5

Q

0

5

10

15

20

25

ამ მონაცემების მიხედვით მოთხოვნასა და ფასს შორის დამოკიდებულება შეიძლება ჩავთვალოთ წრფივად. მონაცემთა მოდელირებისათვის განვიხილოთ ფუნქცია

P(Q)=a+bQ, 0≤Q≤25 (1)

გავარკვიოთ a პარამეტრის ეკონომიკური შინაარსი. ცხადია, როცა P=a>0, მაშინ Q=0, ე.ი. როცა საცალო ფასი არის P-ს ტოლი, მაშინ განხილულ პროდუქციაზე მოთხოვნა არ არსებობს. ამრიგად a პარამეტრი დადებითია და პროდუქციის საცალო ფასი შემოსაზღვრულია a რიცხვით.

ასევე, ცხადია, როდესაც P=0, მაშინ Q= - a/b > 0 ამიტომ - a/b რიცხვი მიუთითებს ბაზრის მაქსიმალურ მოთხოვნას.

მიუხედავად იმისა, რომ მარტივი რეგრესიის მოდელი გამოყენებადია მრავალ პრაქტიკულ სიტუაციაში, მარტივი რეგრესიის მოდელით შემოფარგვლა ხშირ შემთხვევაში არ არის გამართლებული. ჩვენ გამოვიყენებთ დროითი მწკრივის მეთოდს. დაკვირვებანი რაიმე მოვლენაზე, რომელიც დროში ცვალებადია, წარმოქმნის მიმდევრობას, რომელსაც დროითი მწკრივს უწოდებენ. დროის დისკრეტულ t1, t2, tn მომენტებში დაკვირვებებით წარმოქმნილი ე.წ. დისკრეტული დროითი მწკრივი გვესმის, როგორც დამოკიდებულ შემთხვევი სიდიდეთა მიმდევრობა y(t1), y(t2), y(tn). t1, t2,, tn-ად შეგვიძლია ჩავთვალოთ Q1, Q2, Qn მოთხოვნილი საქონლის რაოდენობები. შემთხვევით სიდიდეთა მიმდევრობა იქნება P(Q1), P(Q2), P(Qn).

დროითი მწკრივის ანალიზის მიზანია იმ მექანიზმების დადგენა, რომლებიც განაპირობებს ამ მწკრივების წარმოქმნას. დროითი მწკრივების ანალიზის მრავალი მოდელიდან ჩვენ შევჩერდებით ეკონომიკაში ფართოდ გამოყენებად კლასიკურ მოდელზე, რომელიც გულისხმობს დროითი მწკრივის ოთხი ძირითადი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტის სახით წარმოდგენას.

ეს კომპონენტებია:

  1. გრძელვადიანი ტრედი, ანუ სისტემატური ძრაობა - Tt;

  2. ციკლური ეფექტი - მეტნაკლებად რეგულარული ხასიათის რხევითი მოძრაობა -ტრენდის მიმართ - Ct;

  3. სეზონური ეფექტი - St.

  4. შემთხვევითი, ანუ არარეგულარული არასისტემატური კომპონენტი - Lt.

დაწვრილებით დავახასიათოთ პირველი კომპონენტი: ტრენდი წარმოადგენს გრძელვადიან, შედარებით გლუვი ხასიათს, ძრაობას, რომელსაც ავლენს დროითი მწკრივი. ტრენდის ცნებაში ჩადებულია ის არსებითი გარემოება, რომ საკმაოდ გრძელი დროის ინტერვალში განხილული ძრაობა, წარმოგვიდგება გაგლუვებულად. ტრენდის ანალიზის მიზანია ისეთი წირის შერჩევა, რომელიც ასახავს დროითი მწკრივის ძრაობის ძირითად ტენდენციას, დროის ხანგრძლივ პერიოდში. ტრენდის კომპონენტა მნივშნელოვანია პროგნოზირებისათვის. ტრენდის ანალიზი შესაძლებელია რეგრესიული ანალიზის მეთოდების გამოყენებით.

გამოვიყენოთ ექსპონენცილური გაგლუვების მეთოდი. ამ მეთოდით გაგლუვებული დროითი მწკრივი St განისაზღვრება რეკურენტული განტოლებით

St=βPt+(1-β)Pt-1, t=2,3,…, ................(2)

სადაც β-ს ეწოდება გაგლუვების მუდმივი, 0≤β≤1, S1=P1. St-s გამოთვლისას გასათვალისწინებელია მწკრივის ყველა წევრი. შევნიშნოთ, რომ β პარატემტრის სიდიდე განსაზღვრავს გაგლუვების ხარისხს. რაც უფრო მცირეა β, მით უფრო მაღალია გაგლუვების ხარისხი. ავიღოთ β=0.01. (2) განტოლებიდან მივიღებთ:

S1=22.4, S2=22.37, S3=22.32
S4=22.25, S5=22.15, S6=22.02.

მივიღეთ წრფივი ტრენდი

S=a+bQ ................................... (3)

რეგრესიის განტოლების კოეფიციენტები განვსაზღვროთ უმცირეს კვადრატთა მეთოდით, რომლის არსი მდგმოარეობს ა,ბ პარამეტრების ისე შერჩევაში, რომ გადახრათა კვადარატების ჯამი იყოს მინიმალური ე.ი.

0x01 graphic

გამოსახულებას ჰქონდეს უმცირესი მნიშვნელობა. ამისათვის უნდა შესრულდეს ექსტრემუმის აუცილებელი პირობები:

0x01 graphic

მოთხოვნის S=a+bQ წრფის პარამეტრები გამოვთვალოთ ფორმულებით:

0x01 graphic

S -ის და Q -ის საშუალო მნიშვნელობები გამოითვლება

0x01 graphic

ტოლობებით.

მიღებული სათანადო მონაცემებით ვადგენთ ცხრილს

(ცხრილი 2)

S

22.4

22.37

22.32

22.25

22.15

22.02

Q

0

5

10

15

20

25

(ცხრილი 3)

S

Q

SQ

Q2

22.4

0

0

0

22.37

5

111.85

25

22.32

10

223.2

100

22.25

15

333.75

225

22.15

20

443

400

22.02

25

550.70

625

133.51

75

1662.50

1375

0x01 graphic

a და b პარამეტრები გამოვთვალოთ (7) ფორმულებით

0x01 graphic

ამრიგად, მოთხოვნის განტოლებაა S = a + bQ, კერძოდ

Ŝ = 22.4 - 0. 01Q……………………………………… (8)

(8) განტოლებას ეწოდება რეგრესიის წრფის შეფასება, ან უმცირეს კვადრატთა მეთოდით აგებული წრფე. თუ ამ წრფის განტოლებაში Q-ს ნაცვლად ჩავსვამთ Q1, Q2,…, Qn მნიშვნელობებს შესაბამის Ŝ1 = a + bQ1, , Ŝn = a + bQ1 მნიშვნელობებს ეწოდება S ცვლადის პროგნოზირებული მნივშნელობები, ხოლო
ε1 =S1- Ŝ1, εn = Sn - Ŝn სიდიდეებს კი ნაშთები. შევადგინოთ ცხრილი

ცხრილი 4

S

Ŝ

ε=S - Ŝ

ε2

22.4

22.4

0

0

22.37

22.35

0.02

0.0004

22.32

22.3

0.02

0.0004

22.25

22.25

0

0

22.15

22.2

-0.05

0.0025

22.02

22.15

-0.13

0.017

133.51

133.65

-0.14

0.02

S და Ŝ რიცხვების შედარება გვარწმუნებს, რომ შერჩეული ემპირიული ფორმულა საკმაოდ კარგად ასახავს ექსპონენციალური გაგლუვების მეთოდით მიღებულ მნიშვნელობებს.

პროგნოსის ქვეშ იგულისხმება მომავალზე წარსულის ექსტრაპოლაციის შედეგი. იგი მდგმოარეობს დროითი მწკრივის მომავალი მნივშნელობის განსაზღვრასა და მათი ალბათური საზღვრების დადგენაში დროითი მწკრივის მიმდინარე და წარსულ მნივშნელობათა საფუძველზე. მოვძებნოთ პროგნოზები: Q=26 (27, 28, 29, 30) მნიშვნელობებისთვის

S(26)=22.14, S(27)=22.13, S(28)=22.12, S(29)=22.11, S(30)=22.1.

ახლა განვიხილოთ მიწოდების ფუნქცია. იგი ამყარებს შესაბამისობას შოკოლადის ნაკრების ფასსა და ამავე პროდუცქიის იმ Q რაოდენობას შორის, რომლის მიწოდებასაც გეგმავს კომპანია. (2) ფორმულით მიღებული სათანადო მონაცემებით ვადგენთ ცხრილს

ცხრილი 5

S

22.02

22.15

22.25

22.32

22.37

22.4

Q

5

10

15

20

22

25

0x01 graphic

მიწოდების ფუნქციას ექნება სახე S=c+dQ (8), სადაც Q არის მიწოდებული პროდუქციის რაოდენობა, S საცალო ფასი, მიწოდების წრფივი მოდელია.

დავადგინოთ c პარამეტრის ეკონომიკური შინაარსი. რადგან ფასი ყოველთვის დადებითია, ამიტომ c პარამეტრიც დადებითია: c>0. ვიდრე პროდუქციის საცალო ფასი არ გადააჭარბებს c სიდიდეს მიმწოდებელი არ შეიტანს პროდუქციას ბაზარზე.

c და d პარამეტრები გამოვთვალოთ (7) ფორმულით d=0.02, c=21.95.

განტოლება მიიღებს სახეს S=21.95+0.02Q.

მივიღეთ მოთხოვნისა და მიწოდების ფუნქციები. გავარკვიოთ პროდუქციის რა რაოდენობისათვის გაუტოლდება ერთმანეთს მოთხოვნისა და მიწოდების ფასები, რისი ტოლია აღნიშნული ფასი?

22.4-0.01Q=21.95+0.02Q⇒Q=15, S(15)=22.25.

ბალანსი, ანუ წონასწორობა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის A(Q;S)=A(15;22.25) წერტილზე მდებარეობს. S=22.25 მნიშვნელობას კი წონასწორულ საბაზრო ფასს უწოდებენ.

სათანადო გრაფიკს აქვს ნახ. 1-ზე მოცემული სახე.

0x01 graphic

(ნახ. 1)

ამრიგად, წონასწორობის ფასი მყარდება მაშინ, როცა მოთხოვნის მოცულობა ემთხვევა მიწოდების მოცულობას. ე.ი. როცა მოთხვონისა და მიწოდების ფუნქციათა გრაფიკები ერთმანეთს გადაკვეთს.

ლიტერატურა
Literature
Литература

  1. Ричард Томас, Количественные методы анализа хозяйственной деятельности. Перевод с английского, изд. «Дело и сервис», Москва, 1999 г. ст. 185-213.

  2. ნ. ლაზრიევი, თ. შარვაშიძე და სხვები. ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა ეკონომისტებისათვის. გვ. 539-560.

  3. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, უმაღლესი სასწავლებელი „ESM-თბილისი“, თბილისი 2000.

რეზიუმე
დისკრეტული დროითი მწკრივის გამოყენება
ეკონომიკური ამოცანების ამოხსნაში
ციალა ბუჩუკური

ნაშრომში განხილულია ერთ-ერთი კომპანიის მიერ შოკოლადის ნაკრების წარმოების მოთხოვნასა და ფასს შორის დამოკიდებულება. კვლევის მიზანს შეადგენდა შეგვესწავლა პროდუქციის რა რაოდენობისათვის გაუტოლდებოდა მოთხოვნისა და მიწოდების ფუნქციები, ფასები, ანუ როდის დამყარდება წონასწორობა.

ამოცანა ამოხსნილია ექსპონენციალური გაგლუვების მეთოდით უმცირეს კვადრატთა მეთოდის დახმარებით. ამ მათემატიკური აპარატის გამოყენებით მიღებულია შესაბამისი დასკვნა.

SUMMARY
THE APPLICATION DISCRETE TEMPORAL LINE IN
DECISION ECONOMICALLY JOB
TSIALA BUCHUKURI

In article look at connection between volumes let out production and cost chocolate admission one company. The target effort appears place for how volume let out production tom out balance.

The task decides to method miter off application method square. With assistance this mathematical apparatus received need resume for balance.

РЕЗЮМЕ
ПРИМЕНЕНИЕ ДИСКРЕТНОГО ВРЕМЕННОГО РЯДА В РЕШЕНИИ ЭКОНОМИЧЕСКИХ ЗАДАЧ
ЦИАЛА БУЧУКУРИ

В статье рассмотрена связь между объемом выпущенной продукции и ценой шоколадного набора одной компании. Целью исследования является установить для какого объема выпущенной продукции получится равновесие.

Задача решена методом сглаживания с применением метода наменьших квадратов. С помощью этого математического аппарата получен нужный вывод для равновесия.

3.6 მაღალკაჟმიწაშემცველი ნაჭროვანი სპეცპროდუქტისა და საცდელი კაზმის მეტალურგიული თვისებების გამოკლვლევა

▲ზევით დაბრუნება


ნუგზარ წერეთელი
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი

ქეთევან წერეთელი
ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

არჩილ გრიგალაშვილი
ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

დოდო ნანობაშვილი
ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ფეროშენადნობთა წარმოებაში კვარციტების ნაცვლად სხვადასხვა კაჟმიწაშემცველი მასალების გამოყენების შესახებ ლიტერატურული ცნობები დიდი ხანია არსებობს. სპეციალისტთა ნაწილი მაღალსილიციუმიანი და მაღალალუმინიანი შენადნობის მიღებისას უხვნაცრიანი ნახშირების გამოყენების შესაძლებლობაზე მიუთითებს, ხოლო ავტორთა გარკვეული ნაწილი სილიკომანგანუმის კაზმში SiO2-ის შემადგენელი სხვადასხვა ტიპის ნედლეულის ეფექტურ გამოყენებაზე მიანიშნებს (როგორიცაა ტუფი: SiO2 64-71%25, Al2O3 14-17%25, Fe2O3 2-5%25, CaO 2-5%25, (Na2O+K2O) 8-10%25,; ტრაქიტი: SiO2-62.1%25, CaO 0,15%25, MgO 0,15%25, Al2O3 17%25, Fe2O3 1,6%25, P 0,013%25, (Na2O+K2O) 14%25, ნახშირთან ერთად დაბრიკეტებული მანგანუმის მადნების გამდიდრებისას წარმოქმნილი შლამი: Mn 21%25, SiO2 48%25, P 0,16%25; პეგმატიტი SiO2 70%25, Al2O3 16,8%25, (Na2O+K2O) 3,4%25 და სხვა).

ამჟამინდელი ტექნოლოგიით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სილიკომანგანუმის გამოდნობის პროცესი კაზმში დეფიციტური კვარციტების ნაცვლად სილიკომანგანუმის წიდების (Mn 17-20%25, SiO2 45-50%25) გამოყენებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, ოქსიდური კონცენტრატებისა (1200-1300 კგ/ტ) და სილიკომანგანუმის წიდების (2300 კგ/ტ) კაზმით მიღებულ ლითონში (Mn 75%25, ში 17%25) ფოსფორის შემცველობა 0,25%25-ს არ აღემატება. ამასთან, წიდაში ლითონური ჩანართების არსებობამ მანგანუმის ამოკრეფა 75%25-მდე გაზარდა. მართალია, წიდის ჯერადობა 2,2%25-ს აჭარბებს, მაგრამ წიდების ღირებულებიდან გამომდინარე აღნიშნული ტექნოლოგია ქარხნისათვის ეკონომიკურად გამართლებულია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წიდების მარაგი თანდათანობით ილევა და ქარხანას უახლოეს პერიოდში მოუწევს არჩევანი კვარციტის შემცვლელი სხვა მასალის გამოყენებაზე გააკეთოს.

სილიკომანგანუმის გამოდნობისას კაზმში კვარციტის შემცვლელი საჭირო გრანულომეტრიული შემცველობის მქონე მასალა შეიძლება ჭიათურის მანგანუმის მადნების გამდიდრების პროცესში იქნეს მიღებული, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში წვრილნაწილაკებმოცილებული 16+3 მმ ფრაქციის მქონე კუდებიც (Mn 14,7%25, SiO2 45,3%25, CaO 11,8%25, P 0,16%25, გ.დ. 16,4%25) შეიძლება გამოვიყენოთ.

ამ მიმართულებით სტუ-ს სპეციალისტების მიერ ჭიათურის ცენტრალურ გამამდიდრებელ ფაბრიკაში დამუშავებული იქნა ტექნოლოგია, რომელიც მაღალკაჟმიწაშემცველი ნაჭროვანი სპეცპროდუქტის მიღების შესაძლებლობას იძლევა [1].

სილიკომანგანუმის კაზმში სპეცპროდუქტის გამოყენების შესაძლებლობის დადგენის მიზნით შესწავლილ იქნა მისი ქიმიური, მინერალოგიური, გრანულომეტრიული, ფაზური შედგენილობა და ხვედრითი წონა. გამოკვლეულ იქნა სპეცპროდუქტისა და საცდელი კაზმების კუთრი ელექტროწინაღობის ტემპერატურაზე დამოკიდებულების ცვალებადობის ხასიათი და მათი გარბილების ტემპერატურული ინტერვალები. ამასთან, განსაზღვრულ იქნა სპეცპროდუქტის ენთალპია, სითბოტევადობა და სითბოგამტარებლობის კოეფიციენტი.

სპეცპროდუქტის ქიმიური, გრანულომეტრიული და ფაზური შემადგენლობა 1-3 ცხრილშია მოცემული, ხოლო მინერალოგიური შემადგენლობა პირველ სურათზეა ნაჩვენები.

სპეცპროდუქტის ქიმიური შემადგენლობა, %25

ცხრილი 1

Mn

MnO2

SiO2

CaO

MgO

Al2O3

Fe2O3

P

გ.დ.

ხვ.წ.გ/სმ3

16-25

4-7

35-45

3-10

1-3

3-5

2-5

0,12-0,17

17-23

2

ცხრილი 2

სპეცპროდუქტის გრანულომეტრიული შემადგენლობა, %25

ფრაქცია, მმ, %25

-60+40

-40+35

-35+20

-20+16

36-38

28-33

23-26

3-13

ცხრილი 3

სპეცპროდუქტის ფაზური შემადგენლობა, %25

Mn-ის საერთო რაოდენობა

Mn კარბონატის სახით

Mn ოქსიდების სახით

16-25

65-74

35-26

მე-3 ცხრილის მონაცემებით ირკვევა, რომ სპეცპროდუქტი ძირითადად კარბონატული ტიპის ნედლეულს განეკუთვნება, რაზეც აღნიშნული მასალის გამოწვის დანაკარგების მაღალი მნიშვნელობაც მიუთითებს (ცხრილი 1).

სპეცპროდუქტის კარბონატული ბუნება მინერალოგიური გამოკვლევითაც იქნა დადასტურებული. კერძოდ, კარბონატული მდგენელი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ნატეხოვან მასალას მიკროსფეროლიტური აღნაგობისაა, სპეცპროდუქტში კარბონატები ძირითადად წარმოდგენილია მანგანოკალციტის სახით, რომელშიც ალაგ-ალაგ მოთავსებულია ბზარების მქონე კალციუმიანი ფსილომელანი - რანსეიტი. ნიმუშში აღინიშნება ოოლიტური წარმონაქმნის დაჭიმულობა, რომლის ზონებიც მანგანოკალციტით და ქალცედონითაა წარმოდგენილი. არამადნური ნაწილი უმეტესწილად კვარციტს, ჰალცედონსა და ოპალს შეიცავს. ნიმუშში იშვიათადაა პირიტის მცირე რაოდენობაც.

ელექტროღუმელში ფეროშენადნობთა წარმოება ერთმანეთთან დაკავშირებული რთული ფიზიკო-ქიმიური, ელექტრული და თბური პროცესების ერთობლიობაა, რომელთა სწორი განსაზღვრის გარეშე შეუძლებელია ღუმელის მუშაობის რაციონალური რეჟიმის დადგენა.

სილიციუმიანი შენადნების გამოდნობისას (ფეროსილიციუმი სილიკოქრომი, სილიკოკალციუმი და სხვ.), იმის გამო, რომ კაზმი მაღალი დნობის ტემპერატურით ხასიათდება, ადგილი აქვს ელექტროდების ქვეშ აირადი სარტყლის წარმოქმნას. შედარებით ადვილდნადი კაზმის შემთხვევაში კი (სილიკომანგანუმი, ნახშირბადიანი ფერომანგანუმი და სხვ.), მკაფიოდ გამოხატული აირადი სარტყლის წარმოქმნა არ ხდება და ელექტრორკალი გამდნარ მასაში ან წიდაში იწვის.

0x01 graphic

სურ. 1 სპეცპროდუქტის მიკროსტრუქტურა.
თეთრი ფერის მანგანოკალციტია, ღია ფერის ნაპრალოვანი რანსეიტი, ხოლო შავი ფერის სილიკატური წარმონაქმნი.

ღუმელის ნორმალური მუშაობისათვის აუცილებელია ცხელი ქვედი და ცივი საკერძე, რაც კაზმში ელექტროდების ღრმა ჩაჯდომის შემთხვევაში მიიღწევა.

ცნობილია, რომ ღუმელის სიმძლავრის W=UYcosφ (cosφ-ის მომატების თვალსაზრისით) გაზრდის მიზნით უმჯობესია ღუმელმა ძაბვის მაღალ საფეხურზე იმუშაოს, რაც ხშირ შემთხვევაში კაზმიდან ელექტროდების ამოწევის მიზეზი ხდება. შედეგად ცივდება ქვედი და ცხელდება საკერძე; ამიტომ ღუმელის რაციონალური მუშაობისათვის საჭიროა თითოეული პროცესისათვის დადგენილ იქნეს ძაბვის შესაფერისი საფეხური, რომლის განსაზღვრაც მხოლოდ თეორიული გათვლებით შეუძლებელია, რის გამოც აუცილებელი ხდება ექსპერიმენტული გამოკვლევების ჩატარება.

ელექტრორკალსა და კაზმში გამოყოფილ სიმძლავრეებს შორის განსაზღვრული დამოკიდებულება არსებობს. კერძოდ, კაზმის წინაღობა (Rკაზ) გარკვეულწილად შუნტირების როლს ასრულებს რკალსა (Rრკალ) და ღუმელის წინაღობას (Rღუმ) შორის, რომელზედაც ძაბვის მოცემულ საფეხურზე უშუალოდაა დამოკიდებული დენის საერთო ძალა (Jსაერ) და იგი განისაზღვრება რკალისა და კაზმის წინაღობებით:

0x01 graphic

აღნიშნული დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, კაზმში გამავალი დენის ძალის შემცირება იწვევს ელექტრორკალში მისი სიდიდის გაზრდას და პირიქით, კაზმში გამავალი დენის ძალის გაზრდა რკალის სიმძლავრეებს ამცირებს. აქედან გამომდინარე, კაზმის წინაღობის ცვლილებით ღუმელის პარამეტრებისა და ძაბვის მოცემულ პირობებშიც კი შესაძლებელია რკალსა და კაზმში გამოყოფილი სიმძლავრის რეგულირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველი ახალი ნედლეულის ელექტროღუმელში რაციონალური გამოყენების მიზნით, აუცილებელი ხდება ამ მასალების ელექტროწინაღობისა და გარბილების ტემპერატურული ინტერვალების დადგენა.

სპეცპროდუქტისა და სპეცმასალშემცველი კაზმების კუთრი ელ. წინაღობისა და გარბილების ტემპერატურის განსაზღვრის ექსპერიმენტი სპეციალურ დანადგარზე განხორციელდა. კუთრი ელ. წინაღობა შემდეგი დამოკიდებულებიდან გამოითვალა:

0x01 graphic

სადაც:

Ρ - ხვედრითი ელექტროწინაღობაა, ომი⋅მ;
R - ელექტროწინაღობაა, ომი;
S - ნიმუშის განიკვეთის ფართია, მ2;
L - ნიმუშის სიმაღლეა, მ

ექსპერიმენტული მონაცემებიდან გამომდინარე სპეც-პროდუქტისა (Mn 20,3%25, SiO2 40,5%25, CaO 5,8%25, P 0,13%25) და კვარციტის (SiO2 95,3%25) კუთრი ელ. წინაღობა ჩვეულებრივ პირობებში 59,172 და 129,969 კ.ომს შედგენს, მათი ათობითი ლოგარითმი კი 200-12000C ტემპერატურულ ინტერვალში შესაბამისად 4,0-1,2 და 4,75-3,5 დიაპაზონში იცვლება. მიუხედავად ასეთი დიდი განსხვავებისა, ყველა განხილულ ტემპერატურაზე სპეცპროდუქტიანი სილიკომანგანუმის კაზმის (მანგანუმის კონცენტრატი კუთრი ელ. წინაღობა მაინც აღემატება ტრადიციული კაზმის შესაბამის მაჩვენებელს, რაც საცდელი ვარიანტის კაზმში სპეცპროდუქტის გამოყენებით აიხსნება.

ცნობილია, რომ ფეროშენადნობთა წარმოებისას კაზმების თბოფიზიკური სიდიდეები (თბომომხმარებლობა ί, კჯ/კგ, სითბოტევადობა C, კჯ/ კგ0C, სითბოგამტარებლობის კოეფიციენტი λ, ვტ/მ0C) უშუალო გავლენას ახდენს დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობაზე. ამიტომაცაა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული გამოკვლევები სპეციალისტთა დიდ ინტერესს იწვევს.

ექსპერიმენტი ჩატარდა დნეპროპეტროვსკის მეტალურგიული ინსტიტუტის თბოტექნიკის კათედრის მიერ შექმნილ „ОТСМ-1“ ტიპის დანადგარზე. რომელიც მცირე თბოგამტარებლობის კოეფიციენტის მქონე მყარი და ფხვიერი მასალების თბოფიზიკური თვისებების განსაზღვრის საშუალებას იძლევა [2-3]. ხელსაწყო ითვალისწინებს სითბოს ბალანსის კომპლექსური არასტაციონარული მეთოდის გამოყენებას, რომელიც ერთჯერადი ცდით უზრუნველყოფს თბოფიზიკური სიდიდეების ტემპერატურული ფუნქციის განსაზღვრას.

თბოფიზიკური თვისებების შესწავლით დადგინდა, რომ სპეცპროდუქტის სითბოტევადობა 200-11000C ტემპერატურულ ინტერვალში 0,78-1,1 კჯ/კგ.გრ ინტერვალში იცვლება და მისი მნიშვნელობა 600 და 9000C ტემპერატურაზე თითქმის ერთნაირია და 0,95-0,96 კჯ/კგ.გრ-ს აღწევს (ცხრ.3), აღნიშნული სპეცპროდუქტში კარბონატების დისოციაციით უნდა აიხსნას.

0x01 graphic

სურ. 2.2 მასალების ელ. წინაღობისა და გარბილების დამოკიდებულება ტემპერატურაზე

1. სპეცპროდუქტი; 2. კვარციტი; 3. სილიკომანგანუმის კაზმი სპეცპროდუქტით;
4. სილიკომანგანუმის კაზმი კვარციტით

სპეცპროდუქტის სითბოგამტარებლობის კოეფიციენტიდან გამომდინარე, მისი მნიშვნელობა მაღალ ტემპერატურებზე (800-11000C) 1,12-1,89 ვტ/მ.გრ დიაპაზონში მერყეობს და 0,4-1,06 სიდიდით აღემატება 200-4000C ტემპერატურაზე მის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება სპეცპროდუქტის თბომომხმარებლობას, იგი განხილულ ტემპერატურებზე საკმაოდ დიდ ზღვრებში იცვლება და ეს სხვაობა საწყის და საბოლოო ტემპერატურებს შორის 1136 კჯ/კგ-ს აღწევს. თბომომხმარებლობისაგან განსხვავებით უმნიშვნელოა სპეცპროდუქტის სითბოგამტარებლობის კოეფიციენტის მნიშვნელობათა შორის სხვაობა, კერძოდ მოცემულ ტემპერატურულ შუალედში (100-11000C) ეს სიდიდე ერთმანეთთანაა მიახლოებული და 0,98ვტ/მ.გრ არ აღემატება

ცხრილი 3

სპეცპროდუქტის თბოფიზიკური მახასიათებლები

ტემპერატურა, 0C

თბომომხმარებლობა,
კჯ/კგ

სითბოტევადობა,
კჯ/კგ.გრ

სითბოგამტარებლობის
კოეფიციენტი, ვტ/მ.გრ

100
200
300
400
500
600
700
800
900
1000
1100

74
156
225
360
460
570
637
736
864
1000
1210

0,74
0,78
0,75
0,90
0,92
0,95
0,91
0,92
0,96
1,0
1,1

0,91
0,72
0,80
0,83
0,86
0,90
0,96
1,12
1,86
1,87
1,89

მე-3 ცხრილის მონაცემებიდან გამომდინარე, ელექტროღუმელში დნობისას სპეცპროდუქტის გამოყენებამ სილიკომანგანუმის კაზმში თბური მახასიათებლების თვალსაზრისით, არ უნდა გაზარდოს ელექტროენერგიის ხარჯი.

ლიტერატურა
Literature
Литература

  1. ჭიათურის მანგანუმის მადნებიდან მაღალკაჟმიწაშემცველი ნაჭროვანი პროდუქტების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება. /ნ.წერეთელი, ქ. წერეთელი, ა. გრიგალაშვილი, დ. ნანობაშვილი/ “კერამიკა” 2009 წ.,

  2. გვ. 168-175.

  3. Ильченко К. Д., Розенгарт Ю. И. / Определение теплофизических свойств на основе баланса тепла. // В сб.: „Металлургия и коксохимия“. Киев. „Техника“. 1971 г. Вып. 26. Стр. 31-34.

  4. Ильченко К. Д., Розенгарт Ю. И. / Установка для исследования теплофизических свойств дисперсных материалов. // Тезисы докладов IV всесоюзной конференций „Механика сыпучих материалов“. Одесса. 1980 г. Стр. 279.

რეზიუმე
მაღალკაჟმიწაშემცველი ნაჭროვანი სპეცპროდუქტისა და საცდელი კაზმის მეტალურგიული თვისებების გამოკლვლევა
ნუგზარ წერეთელი, ქეთევან წერეთელი,
არჩილ გრიგალაშვილი, დოდო ნანობაშვილი

შესწავლილ იქნა მაღალკაჟმიწაშემცველი სპეცპროდუქტის ქიმიური, მინერალოგიური და ფაზური შედგენილობები. განსაზღვრულ იქნა მისი თბოფიზიკური თვისებები და სპეცპროდუქტიანი კაზმის კუთრი ელ. წინაღობის ცვალებადობის ხასიათი.

SUMMARY
STUDY OF METALLURGICAL QUALITIES OF HIGHLY SILICEOUS AGGLOMERATED PRODUCTS AND TEST FURNACE CHARGE
NUGZAR TSERETELI, KETEVAN TSERETELI,
ARCHIL GRIGALASHVILI, DODO NANOBASHVILI

Chemical, mineralogical and phase compositions of highly siliceous products were studied. Determined were their thermo physical and the changes in the electrical resistance of the furnace charge.

РЕЗЮМЕ
ИССЛЕДОВАНИЕ МЕТАЛЛУРГИЧЕСКИХ СВОЙСТВ ВЫСОКОКРЕМНЕЗЕМОСОДЕРЖАЩЕГО ОКУСКОВАННОГО СПЕЦПРОДУКТА
НУГЗАР ЦЕРЕТЕЛИ, КЕТЕВАН ЦЕРЕТЕЛИ,
АРЧИЛ ГРИГАЛАШВИЛИ, ДОДО НАНОБАШВИЛИ

Изучены химические, минералогические и фазовые составы высококремносодержащего спецпродукта, определены его теплофизические своиства а также характер изминения эл. сопротивления спецпродуктовой шихти.