![]() |
ბიზნეს-მაცნე №2(4) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: პატარაია ლელა, ავალიშვილი მარინა, ვარსიმაშვილი ზაალ, გორელიშვილი ილნარ, ჯგერენაია ემზარ, ჭეჟია თამარ, ფუტკარაძე სულიკო, გოგოლაშვილი თამარ, ალფაიძე მანანა, ჟოჟუაშვილი ნათია, პაპაჩაშვილი ნინო |
თემატური კატალოგი ბიზნეს-მაცნე (ჟურნალ "ბიზნესი და კანონმდებლობის" დამატება) |
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ 2008 www.inovacia.ge; e-mail: inovacia@caucasus.net რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა მთავარი რედაქტორის მოადგილე: ელგუჯა ლებანიძე მარკეტინგის სამსახ. ხელმძღვანელი: ეკა ბალახაძე ხელმომწერებთან ურთიერთობის კოორდინატორი: მზია ნაჭყებია კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ბოჭორიშვილი, ოთარ წიგნაძე, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა კორექტურა: ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. |
![]() |
1 ბიზნეს-ნიუსი |
▲ზევით დაბრუნება |
„მხოლოდ შედი და იცხოვრე“
დეველოპერულმა კომპანია „რედიქსმა“ სადემონსტრაციო ოთახის, ე.წ. „შოუ-რუმის“ თეატრალიზებული პრეზენტაცია ამ სლოგანის ფონზე გამართა და მიწვეულ უმრებს დასრულებული რემონტიანი, ავეჯით გაწყობილი, საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღჭურვილი და ინტერიერის სხვადასხვა დეტალით გაწყობილი საცხოვრებელი ბინა წარუდგინა.
ვაჟა-ფშაველას გამზირის №71-ში მდებარე საზოგადოებრივ-სავაჭრო კომპლექსი ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე“ წელს, ოქტომბერში დასრულდება. „შოუ-რუმის“ უმრობისას პოტენციური კლიენტები დეტალურად გაეცნობიან, კონკრეტულად რისი ლობელები გახდებიან კომპლექსში ბინის შეძენის შემდეგ და მოსაპირკეთებელი მასალების ხარისხსაც უკეთ შეაფასებენ. საგულისხმოა, რომ „რედიქსი“ მომხმარებლებს მხოლოდ გარემონტებულ საცხოვრებელ ბინებს, ოფისებსა თუ კომერციულ ფართებს სთავაზობს, რომელთა ფასი, მართალია, მაღალია და ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 1 200 დოლარიდან იწყება, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ მფლობელს რემონტზე ცალკე დრო, ენერგია და თანხა აღარ დაეხარჯება და საცხოვრებელ ბინებში სამზარეულო ტექნიკაც კი ჩამონტაჟებული დახვდება. კომპანია „რედიქსის“ გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი მომხმარებლებს ჰპირდება, რომ ისინი ბინის, ოფისისა თუ ბიზნეს-ფართის შეძენის შემდეგ დარწმუნდებიან, როგორ სკურპულოზურად გათვალა ვიღაცამ თითოეული დეტალი მათთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად. დეველოპერული კომპანია „რედიქსი“ გაზაფხულზე ვაკეში 22-სართულიანი ექსკლუზიური სახლის მშენებლობას იწყებს და იმედოვნებს, რომ ნაგებობა თბილისის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცევა. შენობის პირველ სამ სართულზე მსოფლიოს სახელგანთქმული ბრენდების მაღაზიები განთავსდება.
„რედიქსი“ დედაქალაქში რამდენიმე ბიზნესცენტრს ააშენებს, ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპებიდან გამომდინარე კი, საკურორტო ზონებსაც აითვისებს და სიღნაღში, აბასთუმანსა და ბაკურიანში სასტუმროებს ააგებს, ქობულეთში კი ფეშენებელურ ვილებს ააშენებს. კომპანიის საქველმოქმედო პროექტებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სიღნაღში მდებარე გაქრისტიანების მუზეუმი და ყვარლის სამუზეუმო კომპლექსი.
დეველოპერული კომპანია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მშენებარე კომპლექსში ფართის მყიდველებს ავტოსადგომებს ჩუქნის და „რედიპრიზის“ - კომერციული ფართის მოგების შანსს აძლევს, რომელიც 22 მარტს გათამაშდება.
„მასპინძელო“ სოლიდურ სტუმრებს უხმობს!
თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე რესტორნების რიცხვს კიდევ ერთი - მასპინძელო“ შეემატა. რესტორანი, რომელმაც ბინა ბამბის რიგის №7-ში დაიდო, „მ-გროუპ“-მა გახსნა და უახლოეს მომავალში დროული მომსახურების ქართული რესტორნების მთელი ქსელის შექმნასაც აპირებს.
თბილისში წლის ბოლომდე „მასპინძელოს“ კიდევ სამი ფილიალი გაიხსნება, გაისად კი ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება და ამ დასახელების რესტორნებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც ვიხილავთ.
რესტორნის ინტერიერი ქართული ტრადიციული დეტალებითაა გაფორმებული, სტუმრებს კი მიმტანებად ახალუხში გამოწყობილი მასპინძლები მოემსახურებიან და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნას შეეცდებიან.
რესტორნის მეპატრონეები ირწმუნებიან, რომ ყველაზე მზრუნველი და ტუმართმოყვარე ქართული რესტორანი ტრადიციული ოჯახური კერძებითა და დროული მომსახურებით გამორჩეული იქნება.
„m-group“-ი ამ პროექტზე დიდხანს მუშაობდა. ასე რომ, რესტორანი შესაბამისი კვლევების შედეგებისა და, აქედან გამომდინარე, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. მომღერალი და „m-group“-ის დამფუძნებელი გიორგი ხუციშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსულ ყველა ტურისტს აინტერესებს ხინკლის, ქაბაბისა თუ მწვადის გასინჯვა, „მასპინძელო“ კი მათ ამ და ქართული სამზარეულოს სხვა ტრადიციულ კერძებს ქართულ ინტერიერში, თანაც, ქართული სიმღერის ფონზე შესთავაზებს. მართალია, კვების ახალ ობიექტში ფასები მაღალი, ანუ, როგორც „m-group“- ის დამფუძნებელი ამბობს, „რესტორნის შესაფერისი“ იქნება, რადგან ეს უბრალოდ, სახინკლე ან ე.წ. „ზაბეგალოვკა“ კი არა, მაღალი კლასის რესტორანია, სადაც თამამად შეგიძლია შემოუძღვე ნებისმიერი დონის სტუმარს: „მასპინძელო“ კლიენტებს მომსახურებასაც შესაბამისს ჰპირდება, თანაც დილიდან უკანასკნელ კლიენტამდე.
2005 წელს შექმნილი «m-group»-ი დღეისათვის თბილისში, ბათუმში, ბაკურიანსა და თელავში 17 ობიექტს მართავს, კომპანიაში დასაქმებული 400-ზე მეტი ადამიანი კი დღეში დაახლოებით 2 000-ზე მეტ სტუმარს ემსახურება.
ევროობლიგაციებსაც ვეღირსებით!
მსოფლიოს ორი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი - „ჯეი-პი მორგანი“ და „იუ-ბი-ესი“ საქართველოს ევროობლიგაციების ემისიაში დაეხმარება. ხელშეკრულებების პროექტმა საქართველოს მთავრობის მოწონება დაიმსახურა. ასე რომ, დოკუმენტები უახლოეს მომავალში გაფორმდება, შერჩეული ბანკები კი ევროობლიგაციების ემისიის პროცესში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები გახდებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ლადო გურგენიძემ და ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა ლონდონში ბანკების ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები უკვე გამართეს.
ლადო გურგენიძე ვარაუდობს, რომ მოზიდული საინვესტიციო კაპიტალის მოცულობა წელს 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო თუკი მთავრობა ევროობლიგაციების სადებიუტო ემისიის პროექტს განახორციელებს, მაშინ ქვეყანაში დამატებით 500 მილიონი დოლარის საინვესტიციო რესურსი შემოვა. აღნიშნული თანხის ევროობლიგაციებს 5-დან 10 წლამდე ბრუნვის ვადით გამოუშვებენ.
ევროობლიგაციების სადებიუტო ემისია, სავარაუდოდ, აპრილში დაიწყება.
უმდიდრესებში ქართველი მილიარდერებიც ბრწყინავენ
რუსეთის უმდიდრეს ადამიანთაგან ხუთი ქართველია. ფინანსურ ჯგუფ „უნიკორის“ მფლობელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონებაც 5,2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რუსული ჟურნალის - „ფინანსის“ მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის 25-ე ადგილზე მოხვდა. აღსანიშნავია, რომ შარშანდელ რეიტინგში ივანიშვილი მხოლოდ 35-ე ადგილზე იყო, მისი ქონება კი 4,5 მილიარდ დოლარს ითვლიდა.
ქუთაისელმა შალვა ჩიგირინსკიმ რეიტინგის 48-ე ადგილი დაიკავა. მის ქონებას რუსი ექსპერტები 2,95 მილიარდ დოლარად აფასებენ. ჩიგირინსკი კომპანიების „სიბირ ენერჯისა“ და „რაშენ ლენდის“ თანამფლობელია.
1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს კომპანია „ევრაზია დრილინგის“ თანამფლობელის, ალექსანდრე ჯაფარიძის ქონება. ბიზნესმენს ექსპერტებმა რეიტინგის 63-ე ადგილი მიაკუთვნეს.
აგროჰოლდინგ „ევროსერვისისა“ და 0,75 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონების მფლობელ ბიზნესმენ კონსტანტინე მირილაშვილს 129-ე ადგილი ერგო, ხოლო რეიტინგის 195-ე ადგილი კომპანია „ვიმ-ბილ-დანის“ ხელმძღვანელმა დავით იაკობაშვილმა დაიკავა, რომლის ქონება 0,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„ფინანსის“ უმდიდრეს ადამიანთა 500-კაციანი რეიტინგის პირველი ადგილი უკვე მეორე წელია უზარმაზარი ბიზნეს-იმპერიის - „ბაზოვი ელემენტის“ მფლობელ ოლეგ დერიპასკას უჭირავს, რომლის ქონება 40 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მას ჩუკოტკის ავტონომიური ოლქის გუბერნატორი და საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი და ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის უმსხვილესი აქციონერი ვლადიმირ ლისინი მოყვებიან.
საბაჟოში კორუფცია არ ყოფილაო!
აშშ-ს სავაჭრო პალატა საქართველოს საბაჟოს შავი და კასპიის ზღვების რეგიონში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ სტრუქტურად მიიჩნევს. სავაჭრო პალატამ გამოკითხვა საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, უკრაინასა და თურქეთში მოქმედ 990 კომპანიას შორის გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარა, კვლევის შედეგების პრეზენტაცია კი ახლახან საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართა.
ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს სამ მთავარ გამოწვევას შორის რვა ქვეყნის ბიზნესკომპანიათა 60 პროცენტი ბიზნესისთვის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად კორუფციას ასახელებს. კვლევის შედეგების თანახმად, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კორუფცია სამ უმთავრეს პრობლემას შორის არ დასახელებულა. კანონის უზენაესობა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და საგადასახადო ადმინისტრირება - აი, ის სამი საკითხი, რომელიც გამოკითხულებმა საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს უმთავრეს გამოწვევად აღიარეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები კიდევ ერთი კარგი სტიმულია უცხოელი ინვესტორებისათვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისათვის, რათა თამამად მიიღონ ქვეყანაში ინვესტირებისა და ბიზნესის შემდგომი განვითარების გადაწყვეტილება.
მონიტორინგის ცენტრიც შეიქმნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ახალი, თანამედროვე მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ქვეყნის ძირითადი საბაჟოებისა და საგადასახადო ტერიტორიული ოფისების საქმიანობას გააკონტროლებს. ვიდეომონიტორინგის ცენტრი კომპიუტერული და ვიდეოხედვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებითაა მოწყობილი და ფინანსთა სამინისტროს ერთიან გლობალურ ქსელსა და შემოსავლების სამსახურის სპეციალურ პროგრამულ სისტემაშია ჩართული.
ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური მიიჩნევს, რომ ცენტრის ამოქმედება საბაჟო და საგადასახადო პროცედურების ყველა ეტაპის გაკონტროლების საშუალებას იძლევა, შესაბამისი ოპერატიული რეაგირება კი მცირე პრობლემასაც კი მოყვება, მომსახურების ცენტრებსა და საბაჟოგამშვებ პუნქტებს შორის სწრაფი კოორდინაცია კი რიგების აღმოფხვრასა და ტვირთებისა და მგზავრების შეუფერხებლად მოძრაობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს, გააუმჯობესებს გადამხდელთა მომსახურებას, კორუფციული გარიგებების რისკს კი მინიმუმამდე შეამცირებს.
იაფი კრედიტი შეღავათიანი პროცენტით
საქართველოს მთავრობა „ექსპორტის წახალისების“ პროგრამას იწყებს. ქართული საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, მეწარმეები 100 000-დან 2 500 000 ლარამდე იაფ სესხს მიიღებენ შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთითა და ხანგრძლივი ვადით. პროგრამის საერთო ფონდი 25 000 000 ლარს შეადგენს. მთავრობა ასეთი გზით საქართველოს რეგიონებში საწარმოების გახსნის, ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისა და მოცულობის ზრდის, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ამ პროდუქციის აქტიურად დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობას აპირებს. „ექსპორტის წახალისების“ პროგრამა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ინვესტიციების მოზიდვასაც გულისხმობს. საქართველოს პრემიერ- მინისტრი ლადო გურგენიძე და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე უკვე შეხვდნენ საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ბანკების ხელმძღვანელებს, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში იაფი სესხები უნდა გასცენ. დაინტერესებულმა მეწარმეებმა იაფი სესხის მისაღებად განაცხადი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში უნდა წარადგინონ. განაცხადის ფორმებს სამინისტრო თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს.
„საფრანგეთის ბიზნეს- საბჭო“ საქართველოში
საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად ახლადშექმნილი „საფრანგეთის ბიზნეს - საბჭო - საქართველო“, რომლის საერთო კრება „ბანკი რესპუბლიკას“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა. ბიზნეს-საბჭო საქართველოსთვის ღია საბაზრო სისტემის უზრუნველყოფას, ქვეყანაში საერთაშორისო ვაჭრობისა და საინვესტიციო საქმიანობის ზრდას, გაძლიერებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. კომერციული და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიზნით, „საფრანგეთის ბიზნეს - საბჭო - საქართველო“ ორი ქვეყნის ბიზნეს-საწარმოებსა და სავაჭრო პალატებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის დამყარებაზე იზრუნებს.
მოსახლეობა ბანკებს უკვე ენდობა
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2007 წელს საქართველოში მოქმედ 19 კომერციულ ბანკში განთავსებული მოსახლეობის ანაბრების საერთო მოცულობამ 1,1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2006 წელში 17 ბანკში განთავსებული ანაბრების მოცულობას 37,5 პროცენტით აღემატება. კომერციულ ბანკებს შორის მოსახლეობის ანაბრების მოცულობის მიხედვით „თი-ბი-სი ბანკი“ ლიდერობს, სადაც 317,1 ლარი, ანუ გასულ წელთან შედარებით 27 პროცენტით მეტი თანხა განთავსდა. საქართველოს უმსხვილესი ბანკების სიაში მეორე ადგილი 249,9 მილიონი ლარით „საქართველოს ბანკს“ უჭირავს. საპატიო მესამე ადგილზე „პროკრედიტ-ბანკი“ გავიდა, სადაც მოსახლეობამ გასულ წელს 193,9 მილიონი ლარი განათავსა. მას მოჰყვებიან „ბანკი რესპუბლიკა“ 114,8 მილიონი ლარით, „ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია“ 79,1 მილიონი ლარით, „სახალხო ბანკი“ 50,1 მილიონი ლარით, „სტანდარტ ბანკი“ 26,2 მილიონი ლარით, „ბაზისბანკი“ 13 მილიონი ლარით, ბანკი „ქართუ“ 9,1 მილიონი ლარით და „ტაოპრივატბანკი“ 6,6 მილიონი ლარით.
რით გაგვაოცებს „აფთაუნ მოლი“?!
არაბეთის გაერთიანებული ემირატების ერთერთმა უდიდესმა დეველოპერულმა კომპანია “Rakeen Development”-მა პირველი ქართული პროექტი - სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი კომპლექსი „აფთაუნ თბილისი“ წარმოადგინა. კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი - 200 000 კვადრატული მეტრი ფართობის სავაჭრო ცენტრი „აფთაუნ მოლი“, რომელიც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყობა. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, კომპლექსში შემავალი 70 000 კვადრატულ მეტრიანი ორი საოფისე ცათამბრჯენი მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის შენობებში განთავსებული კომპანიების თანამშრომლებსა და მათ სტუმრებს.
„აფთაუნ თბილისის“ მშენებლობა დიღმის ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია, ასე რომ, ცენტრი პირველ მომხმარებელს უკვე 2009 წლისთვის მიიღებს. საოფისე ცათამბჯენების მშენებლობა 2010 წელს დასრულდება, სამეტაპიან პროექტს კი 2012 წელს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულება დააგვირგვინებს.
კომპანია „Rakeen Development“-ი სამომავლოდ ტაბახმელაში მთელი ქალაქის - „თბილისი ჰაითსის“ გაშენებას აპირებს, ვარძიაში, ბათუმსა და გონიოში კი ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს ააგებს. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კომპანია მილიარდნახევრიან ინვესტიციას განახორციელებს, რაც, როგორც „Rakeen Development“-ში აცხადებენ, ათასობით ადამიანის დასაქმებასა და ქვეყანაში ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.
რას გვპირდება ირანულ- ქართული საინვესტიციო ფონდი
უახლოეს მომავალში ირანულ-ქართული საინვესტიციო ფონდი დაარსდება, რომლის შექმნის ინიციატორები ირანის ისლამური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ირანული საინვესტიციო ჯგუფი „Alite Saba Investment Co“ არიან. ფონდის შექმნას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეუწყობს ხელს, სადაც აცხადებენ, რომ ფონდის დაარსების იდეა განაპირობა ირანული ბიზნეს-წრეების ინტერესმა და საქართველოში ეკონომიკური პროექტების განხორციელების დიდმა სურვილმა. ირანულ-ქართული საინვესტიციო ფონდი ერთობლივი საწარმოების შექმნას შეუწყობს ხელს და დააფინანსებს პერსპექტიულ ბიზნეს-პროექტებს ტურიზმის, მშენებლობისა და კვების მრეწველობის სფეროში: ირანელების მხრიდან სწორედ ამ სფეროებში ინვესტიციების განხორციელების დიდ ინტერესზე ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მოჯთაბა დამირჩილუც საუბრობს და აცხადებს, რომ საელჩო ყველანაირად დაეხმარება ქართულ მხარეს ირანელ ბიზნესმენებთან საქმიანი კონტაქტების დამყარებაში.
სულ მალე თეირანში ქართულ-ირანული ბიზნეს-ფორუმი მოეწყობა, სადაც ქართულ კომპანიებს თავიანთი საინვესტიციო პროექტებისა და ბიზნეს-წინადადებების წარდგენის საშუალება ექნებათ. დაინტერესებულმა პირებმა საინვესტიციო პროექტები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უნდა გააცნონ.
„პროკრედიტბანკი“ ფართოვდება
„პროკრედიტბანკმა“ თავისი ქსელი კიდევ უფრო გააფართოვა და 46-ე ფილიალი ოზურგეთში გახსნა. როგორც ბანკში აცხადებენ, ფილიალი კლიენტებს კვირაში 6 დღის განმავლობაში მოემსახურება და მათ უმაღლესი ხარისხის საბანკო მომსახურებას შესთავაზებს. „პროკრედიტ ბანკის“ ოზურგეთის ფილიალი უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.
ბანკის გენერალური დირექტორი ფილიპ პოტი მიიჩნევს, რომ ოზურგეთს ბიზნესის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და აცხადებს, რომ ახალი ფილიალი, უმთავრესად, რეგიონში მცირე ბიზნესის დაფინანსებაზე გაამახვილებს ყურადღებას, მომხმარებლებს კი მაქსიმალურად მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს ჰპირდება.
„ბილაინის“ ნოვაცია
კომპანია „ბილაინმა“ თავის აბონენტებს ახალი სატარიფო გეგმა - „იყავი ახლოს“ წარუდგინა. მისი ჩართვისას „ბილაინის“ აბონენტი ერთი ნებისმიერი ოპერატორის - „ჯეოსელის“, „მაგთისა“ თუ „ბილაინის“ არჩევისას ამ ოპერატორის აბონენტებთან საუბრისას წუთში მხოლოდ 9 თეთრს გადაიხდის. სხვა ქსელის აბონენტებთან ან ქალაქის ნომრებზე დარეკვისას ერთი წუთის საფასური 27 თეთრია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი სატარიფო გეგმის ჩართვით ახლობლებთან ურთიერთობა უფრო მრავალმხრივი და საინტერესო გახდება.
* * *
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომმა“ „მაგთისა“ და „ბალის“ აბონენტებს წამახალისებელი გათამაშება შესთავაზა. გათამაშების პირობები აბონენტებს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პრეზენტაციაზე თავად კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ლიმ განუმარტა. 25 თებერვლიდან, ერთი წლის განმავლობაში კვირაობით 20:45 საათზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პირდაპირ ეთერში დოლურას საშუალებით გამოვლინდება 10 გამარჯვებული, რომლებსაც მესამე თაობის მობილური ტელეფონები გადაეცემათ, შემდეგ კი ლოტოტრონის მეშვეობით გადაწყდება, მათგან ვის ერგება C-180 სერიის „მერსედესის“ მარკის ავტომობილი. „მაგთიკომი“ სულ 52 ავტომობილსა და 520 მობილურ ტელეფონს გაათამაშებს. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად „მაგთისა“ და „ბალის“ აბონენტებმა უნდა დარეკონ ნომერზე 5959, რითაც, გათამაშებაში დარეგისტრირების გარდა, მათი ნომრის ანგარიშზე დაირიცხება 7 ერთეული, რომლის საშუალებითაც აბონენტს დღის ასტროლოგიური პროგნოზის 7-ჯერ გამოწერის უფლება ექნება. ანგარიშზე დაგროვილი ერთეულების გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება.
51 გათამაშების განმავლობაში, ყოველ კვირას გამოვლინდება თითო აბონენტი, რომელმაც 5959-ზე ყველაზე მეტჯერ დარეკა, მაგრამ მანქანა ვერ მოიგო. 52-ე კვირას ავტომობილი მხოლოდ ამგვარი წესით შერჩეულ 51 აბონენტს შორის გათამაშდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2008 წლის იანვარში 57 საჩივარი განიხილა, რომელთა საპრეტენზიო თანხამ 21 897 069 ლარი შეადგინა. ნაწილობრივ ან სრულად დაკმაყოფილდა 6 საჩივარი, რაც 355 321 ლარს შეესაბამება.
43 საჩივარზე, რომლის საპრეტენზიო თანხა 7 063 729 ლარია, დავის განხილვა შეჩერდა, საბჭოში სათანადო ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოდგენა შემოსავლების სამსახურს დაევალა. 3 საჩივარი 1 100 ლარიანი საპრეტენზიო თანხით არ განხილულა მომჩივანის მიერ გასაჩივრების პროცედურების დარღვევის გამო. არ დაკმაყოფილდა 5 საჩივარი, რომელთა საერთო საპრეტენზიო თანხა 14 435 186 ლარია.
![]() |
2 ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით - მითი, თუ შორეული პერსპექტივა?! |
▲ზევით დაბრუნება |
ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა
ლელა პატარაია,
ეკონომიკის მაგისტრი
ლელა პატარაია,
ეკონომიკის მაგისტრი
საბჭოური სისტემის გადმონაშთებს ყველგან ვაწყდებით - გამონაკლისი არც საჯარო სექტორია. საქართველო თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა საბჭოური სისტემის ნაწილს, რამაც სხვა სფეროებთან ერთად, გავლენა ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებაზეც იქონია. შედეგად, სააღრიცხვო საქმიანობა, წლების განმავლობაში, ინერციით, რუსეთის გამოცდილებითა და საბჭოური აღრიცხვის მოთხოვნების დაცვით ხორციელდებოდა. ყოველივე ამან, ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის თანდათანობითი რღვევა გამოიწვია, რაც, ისედაც თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შეუსაბამო სააღრიცხვო წესებისათვის, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი აღმოჩნდა.
დღეისათვის, როდესაც „საბჭოური მარწუხებისგან განთავისუფლებულები“ მივისწრაფვით ევრო- ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ქვეყნის სააღრიცხვო სისტემის რეფორმაზე საუბარი, რომლის ძირითად საკითხებს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IPSAS) და „სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის“ (GFS) სისტემის დანერგვა წარმოადგენს და რომელიც მსოფლიო ბანკს, განვითარების პარტნიორებსა (გაერთიანებული სამეფო, შვედეთი და ჰოლანდია) და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული საგრანტო ხელშეკრულების „საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის“ - (PSFMRSP) ფარგლებში ხორციელდება.
ისტორიას თვალი რომ გადავავლოთ, პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან საქართველო იყო პირველი, რომელმაც 1999 წლის 5 თებერვალს მიღებული საქართველოს კანონით „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ (ძალაში შევიდა 1999 წლის 11 მარტიდან) მკვეთრად გამიჯნა ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სახელმწიფო რეგულირებისა და თვითრეგულირების სფეროში შემავალი საკითხები - სახელმწიფო რეგულირებას (კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს) დაუქვემდებარა ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების აღრიცხვა- ანგარიშგება, კერძო სამართლებრივი სუბიექტების აღრიცხვა- ანგარიშგება კი პროფესიული საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის კომპეტენციაში შეიყვანა. იმ დროისათვის მოცემული საკითხის ამგვარი გადაწყვეტა საკმაოდ გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენდა, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან უნდა ითქვას, რომ მხოლოდ უფლებამოსილებების დელეგირება საკმარისი არ აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის ითარგმნა და სამოქმედოდ იქნა შემოღებული ბუღალტრული აღრიცხვის და შემდგომ უკვე, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, რასაც საჯარო სექტორზე ვერ ვიტყვით - საჯარო სექტორი ჯერ კიდევ საბჭოური აღრიცხვის სისტემით ხელმძღვანელობდა. ამან გამოიწვია ის, რომ აღრიცხვის თვალსაზრისით ისედაც განსხვავებული ორი სფერო ერთმანეთს კიდევ უფრო დაშორდა. იმ ფაქტმა, რომ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები და ნორმები ვერ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს, ასევე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების აღრიცხვის წესებში განსხვავებამ, აუცილებელი გახადა შემუშავებულიყო აღრიცხვის რეფორმის სტრატეგია, რომელიც დროში გაანაწილებდა საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის პროცესში განსახორციელებელ საკითხებს.
აღრიცხვის რეფორმის სტრატეგიით (რომელიც შემუშავდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით და დამტკიცდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 10 თებერვლის №101 ბრძანებით) განისაზღვრა რეფორმის ვადები - 2007-2015 წლები, რომლის განმავლობაშიც თანდათანობით უნდა განხორციელდეს საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა - დარიცხვის მეთოდზე დაფუძნებული სააღრიცხვო სისტემის შექმნა - როგორც ორგანიზაციულ ჭრილში, ასევე ბიუჯეტის აღრიცხვის თვალსაზრისითაც (თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები დარიცხვის მეთოდს უკვე დიდი ხანია იყენებენ), რომელიც მოიცავს ორ მიმართულებას: პირველი - საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მიღწევას და მეორე, სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 2001 წლის მეთოდოლოგიის დანერგვას. აღრიცხვის რეფორმის სტრატეგიით, სახელმწიფო სექტორის აღრიცხვის რეფორმის განხორციელებაში წამყვანი როლი დაეკისრა სახელმწიფო ხაზინას - იქედან გამომდინარე, რომ იგი განსაზღვრავს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სააღრიცხვო პოლიტიკას, ბუღალტრული აღრიცხვის წესებსა და ფინანსური ანგარიშგების ფორმებს.
აღრიცხვის რეფორმის გარდამავალ ეტაპზე, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების არსებული მეთოდოლოგიის დახვეწისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების ერთიანი წესებით წარმოების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2006 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანებით დაამტკიცა „საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქცია (რომელიც ძალაში შევიდა 2007 წლის 1 იანვრიდან). ცხადია, ის პრობლემა, რომ ბუღალტრული აღრიცხვა ძალიან ჩამორჩებოდა საერთაშორისო პრაქტიკას, ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ინსტრუქციით შესაძლებელი გახდა საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის აღრიცხვის ერთიანი წესების შემუშავება, მათი სააღრიცხვო მონაცემების კონსოლიდირების მიზნით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოცემული ინსტრუქცია ვერ პასუხობდა ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე მოთხოვნებს.
რეფორმის ფარგლებში, 2007 წლის 1 იანვრიდან საჯარო სექტორში დაინერგა „სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის“ 2001 წლის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით მომზადებული ხარჯების ფუნქციონალური კლასიფიკაცია. 2008 წლის 1 იანვრიდან კი ძალაში შევიდა ამავე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით შემუშავებული ეკონომიკური კლასიფიკაცია, რომელიც გავრცელდა მხოლოდ სახელმწიფო მმართველობის სექტორზე (რაც შეეხება ადგილობრივ მმართველობას, საბიჯეტო კლასიფიკაციის დანერგვა დაგეგმილია 2009 წლის 1 იანვრიდან).
მას შემდეგ, რაც საბიუჯეტო სექტორში დაინერგა ახალი საბიუჯეტო კლასიფიკაცია, აუცილებელი გახდა ბუღალტრული აღრიცხვის წესების გადახედვაც. სწორედ ამიტომ, „სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის“ სისტემის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, მომზადდა ახალი ინსტრუქცია „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“, რომელიც დამტკიცდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით (ძალაში შევიდა 2008 წლის 1 იანვრიდან), რომელიც საწყის ეტაპზე (მანამ, სანამ ქვეყანაში ე.წ „ინსტიტუციონალიზაციის“ - საჯარო სექტორის ორგანიზაციების ცალკეული ქვესექტორებისთვის მიკუთვნების - პროცესი არ განხორციელდება) მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებზე გავრცელდება (ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები ჯერ კიდევ იხელმძღვანელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 27 დეკემბრის №1278 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით).
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სააღრიცხვო სისტემის არსებობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ფინანსების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესისა და ნდობის ამაღლებას, გაზრდის საქართველოს კრედიტუნარიანობას და გააუმჯობესებს საჯარო და კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხარისხს. ამასთან, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა საჯარო სექტორში მნიშვნელოვანია არა მარტო აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის სრულყოფისათვის, არამედ, ზოგადად, ფინანსური მართვის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც - საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის დაწესებულებების მიერ განხორციელებული ოპერაციების ინტეგრირებულად ასახვას და მთავრობის ანგარიშებსა და ანგარიშგებაში ფისკალური მაჩვენებლების უფრო სრულყოფილად წარმოდგენას, რაც, თავის მხრივ, წინაპირობა იქნება ფისკალური პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და საერთოდ, საერთაშორისო ფინანსურ სტატისტიკაში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის.
და ბოლოს, რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის, რაც, არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა.
![]() |
3 ბიზნეს-რისკების შეფასება და მართვა |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნეს-რისკები
თანამედროვე სამყაროს ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების სპექტრი თანდათან იზრდება. განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის მანძილზე, რისკების მართვა მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა, როგორც ფინანსური ბაზრების მონაწილეებისათვის, ასევე კომპანიებისა და სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის. ამის მიზეზია არა სხვადასხვა კომპანიისა და ბანკის გაკოტრება, ან სახელმწიფო ფინანსების კრიზისები (მათ ადგილი ჰქონდათ ადრეც), არამედ, მათი მასშტაბი, წარმოშობის სიხშირე და გავრცელების სიჩქარე.
ფინანსური ინსტიტუტებისა და არასაფინანსო კომპანიების საქმიანობის მოუქნელობის ძირითად ფაქტორად მიჩნეულია მსოფლიო მეურნეობის გლობალიზაცია. ამ პროცესში ეროვნული ეკონომიკა დაუცველი ხდება სხვა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის ზემოქმედებისაგან (მაგალითად, 1997 წლის ,,აზიური გრიპი“). სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორებია წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების სწრაფი განვითარება, საერთაშორისო კონკურენციისა და საბაზრო დეფოლტების ინტენსიურობის ზრდა და ბოლოს ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება1.
რისკების სპექტრის გაფართოება და მათი შემცირების ეფექტიანი გზების ძიება აქტუალურს ხდის რისკ-მენეჯმენტის თეორიასა და პრაქტიკას. რისკ-მენეჯმენტი რისკების მართვის სისტემა და ამ პროცესში წარმოქმნილი საფინანსო ურთიერთობების რეგულირებაა. რისკ-მენეჯმენტის ორგანიზაცია რამდენიმე ეტაპს მოიცავს: სარისკო კაპდაბანდებების მიზნების ფორმირება; სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიღება და მისი ანალიზი, რისკის დონის გამოვლენა, მდგომარეობის დადგომის ალბათური შეფასება; კაპიტალდაბანდების რისკისა და მოსალოდნელი მოგების ვარიანტების ანალიზი; რისკების მართვის სტრატეგიის შერჩევა, რისკიანობის დონის შემცირების მეთოდების არჩევა, სარისკო გადაწყვეტილებების აღქმის ფსიქოლოგიური ასპექტების ჩამოყალიბება; რისკების შემცირების მოქმედებათა პროგრამის დამუშავება; დასახული პროგრამის განხორციელების ორგანიზაცია; პროგრამის რეალიზაციაზე მონიტორინგი და კონტროლი; მიღებული სარისკო გადაწყვეტილების შედეგების შეფასება და ანალიზი2.
რისკების მართვის წარმატება დამოკიდებულია კონკრეტულ ეკონომიკურ, იურიდიულ და ორგანიზაციულ გარემოში მენეჯერთა მიერ გამოყენებულ ინსტრუმენტებზე. მენეჯერთა არსენალი ძალიან მრავალფეროვანია, მათ შორის, ყველაზე გავრცელებული მეთოდებია: დაზღვევა, რეზერვირება ანუ თვითდაზღვევა, ჰეჯირება, დივერსიფიკაცია, განაწილება, მინიმიზაცია და სარისკო ოპერაციიდან თავის არიდება. სამეწარმეო საქმიანობის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და რისკების მართვის ეფექტიანობის მისაღწევად იყენებენ რისკების მართვის მეთოდების კომბინაციებს3. სხვადასხვა მეთოდის პარალელური გამოყენება გამოწვეულია ინტეგრალური რისკის (შემცირებული და დარჩენილი რისკის დონის ჯამი) სირთულით. როცა დანაკარგების რისკი მისაღებ დონემდეა (შესაძლოა დანაკარგების სიხშირე მაღალი იყოს, მაგრამ სიმძიმე ანუ დანაკარგების სიდიდე უმნიშვნელოა), სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტმა უმჯობესია გამოიყენოს თვითდაზღვევის მეთოდი. როცა დანაკარგების სიხშირე მისაღებ დონეს სცილდება და ამასთან, იზრდება ზარალის მოცულობაც, სასურველია რისკების შეზღუდული დაზღვევა. შეზღუდული დაზღვევის დროს, ტრადიციულ დაზღვევასთან შედარებით, სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედების ხანგრძლივობა უფრო დიდია (3-5 წელი) და იგი ერთდროულად მოიცავს რამდენიმე ტიპის დაზღვევას. შეზღუდული დაზღვევა ჩვეულებრივ გულისხმობს მოგების განაწილებას, ანუ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის სადაზღვევო ანაზღაურება იცვლება განუსაზღვრელად, შესაძლებელია მოხდეს სადაზღვევო პრემიის კორექტირება4. უნდა აღინიშნოს, რომ დანაკარგების სიდიდის ზრდის შესაბამისად მათი დადგომის სიხშირე მცირდება. თუ დანაკარგების სიმძიმის დონე მაღალია, იყენებენ ტრადიციული დაზღვევის ან გადაზღვევის მექანიზმებს. როცა სადაზღვევო და გადამზღვევი კომპანიების რეზერვები არასაკმარისია სამეწარმეო საქმიანობის დასაცავად, კრიტიკული და კატასტროფული რისკების კომპენსაციისთვის ხორციელდება სახსრების მოზიდვა ფინანსური ბაზრებიდან, სეკიურიტიზაცია უზრუნველყოფს სერიოზული დანაკარგების კომპენსაციას სოციალური, პოლიტიკური და სხვა რისკების დადგომისას. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რისკების შემცირების მეთოდების შერჩევა დამოკიდებულია პოტენციური დანაკარგების რისკის დონეზე - სწორედ ამიტომაა აუცილებელი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტმა გამოყოს ინტეგრალური რისკის მინიმალური, დასაშვები, კრიტიკული და კატასტროფული დონეები.
გარდამავალი ეკონომიკის პირობებში ორგანიზაციები და ინვესტორები ძირითადად რისკების მართვის ორ მეთოდს იყენებენ: თვითდაზღვევასა და დაზღვევას. ითვლება, რომ ორივე მექანიზმი თანაბრად უზრუნველყოფს მოსალოდნელი ზარალის კომპენსაციას, მაგრამ რომლის გამოყენებაა უფრო ეფექტიანი კონკრეტულ შემთხვევაში, დამოკიდებულია კომპანიის ღირებულებაზე, რაშიც იგულისხმება თავისუფალი აქტივების ღირებულება (ყველა აქტივისა და ვალდებულების სხვაობა). დაზღვევის დროს ზარალის სიდიდე არ მოქმედებს კომპანიის ღირებულებაზე და კომპენსირდება სადაზღვევო კომპანიის მიერ, თუმცა დაზღვევა ზრდის სამეწარმეო საქმიანობის დანახარჯებს, ვინაიდან მოითხოვს სადაზღვევო შენატანების რეგულარულ გადახდას. თვითდაზღვევის შემთხვევაში კომპანია სრულად ინარჩუნებს რისკს და ქმნის სპეციალურ სარეზერვო ,,სარისკო“ ფონდს. ამ შემთხვევაში კომპანიას ორი ტიპის დანაკარგი გააჩნია: პირდაპირი და ირიბი. პირდაპირი დანახარჯი არასასურველი მოვლენის დადგომისას დანაკარგების სიდიდეა, ხოლო ირიბი დანაკარგები განპირობებულია სარეზერვო ფონდის დაბალი შემოსავლიანობით, ვინაიდან ,,სარისკო“ ფონდი ძირითადად ლიკვიდურ ფორმაში ინახება და ამიტომაც ნაკლები შემოსავალი მოაქვს.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ დაზღვევის გამოყენება მით უფრო ეფექტიანია, რაც მეტია ,,სარისკო“ ფონდის სიდიდე, ან რაც უფრო რენტაბელურია კაპიტალდაბანდება წარმოების საშუა ლებებსა და სხვა დაბალლიკვიდურ აქტივებში. თვითდაზღვევის უპირატესობები კი შეგვიძლია ეკონომიკური და მმართველობითი თვალსაზრისით განვიხილოთ, ეკონომიკური ეფექტიანობა გულისხმობს ეკონომიას სადაზღვევო პრემიაზე და შესაბამისად ხარჯების შემცირებას; სარეზერვო ფონდზე შემოსავლის მიღების შესაძლებლობას; წარსულში გაწეულ დანაკარგებზე დეტალური დაკვირვების შედეგად მიღებულ ეკონომიას, ხოლო მმართველობითი თვალსაზრისით, შეიძლება გამოიყოს რისკების მართვის მოქნილობის ზრდა; ფულად სახსრებზე კონტროლის შენარჩუნება და სხვა.
რისკების მართვის სრულყოფისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ რისკების სწორი იდენტიფიკაცია, გაზომვა- შეფასება და შემცირების ეფექტიანი მეთოდის შერჩევა. საჭიროა ოპტიმალური ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება, ორგანიზაციული კულტურის განვითარება და რისკების მართვის კონტროლის პროცესის სწორად წარმართვა. განვითარებულ ქვეყნებში თითქმის ყველა მსხვილი და საშუალო ორგანიზაციის მართვის სისტემაში შექმნილია სპეციალური რგოლი ე.წ. ,,რისკების მართვის ცენტრი“ (Corporate governance), რომელიც ეხმარება ანგარიშვალდებულ ერთეულებს შეაფასონ რისკები, შეიმუშაონ და განახორციელონ მათზე მანიპულირების ღონისძიებები5. ამ მოსაზრებით, რისკმენეჯმენტი წარმოადგენს რისკების შეფასების, რისკების მართვისა და ეკონომიკური ურთიერთობების სისტემას, რომელსაც გააჩნია რისკების მართვის სტრატეგია და ტაქტიკა.
გარდამავალი ეკონომიკის პირობებში რისკების მართვას ნაკლები ყურადღება ექცევა. ორგანიზაციის მენეჯერები მიიჩნევენ, რომ რისკ-მენეჯმენტი სპეციალიზირებული საქმიანობაა და რისკ-ფაქტორების გათვალისწინება მხოლოდ შესაბამისი თანამშრომლების საქმეა (მაგალითად, საკრედიტო ოფიცრის, ბუღალტერ-ანალიტიკოსის და სხვა). ორგანიზაციებში ყველა განყოფილება (ფუნქციების შესაბამისად) თავად საზღვრავს რისკების მართვის პროცესს, ამასთან ეს პროცესი ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი განყოფილების მენეჯერე ბი და თანამშრომლები საჭიროდ ჩათვლიან. თანამედროვე ეტაპზე კი გაცილებით ეფექტიანია, რომ ორგანიზაციაში რისკების მართვის კოორდინირებას ახორციელებდეს უმაღლესი ხელმძღვანელობა და ყოველი თანამშრომელი რისკმენეჯმენტს თავისი სამუშაოს ნაწილად თვლიდეს, უნდა მიმდინარეობდეს, სასურველია ყველა რისკის გათვალისწინება და მათი ოპტიმიზაციის გზების ძიება.
ცხადია, ამა თუ იმ ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება დამოკიდებულია ორგანიზაციის სიდიდეზე, საქმიანობის სფეროსა და თავისებურებებზე, გარემო ფაქტორების ცვალებადობაზე და სხვა. მაგრამ რისკ-მენეჯმენტთან მიმართებაში შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაციული სტრუქტურისადმი წაყენებული შემდეგი მოთხოვნები:
რისკ-მენეჯმენტის სამსახურის შექმნა სასურველია შემდეგი შემადგენლობით: საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება (რისკების შეფასებისა და პერსპექტიული განვითარების ქვეგანყოფილებები); დაგეგმვისა და რისკების მართვის განყოფილება (პრევენციული ღონისძიებების ქვეგანყოფილებები); რისკების კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილება და სხვა;
რისკ-მენეჯმენტის სამსახური პირდაპირ უნდა ექვემდებარებოდეს პირველ ხელმძღვანელს;
დივიზიონალური ან ადაპტირებადი (ორგანული) სტრუქტურების არსებობისას რისკების მართვის სამსახურის საქმიანობაში აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა განყოფილებებისა და პროექტების ხელმძღვანელებმა, ვინაიდან სწორედ ისინი აწარმოებენ საჭირო გაანგარიშებებსა და კვლევებს. ასეთი სტრუქტურა ძალიან ეფექტიანია, რასაც განაპირობებს კომუნიკაციის (რისკ-მენეჯმენტის სამსახურსა და ორგანიზაციის სხვადასხვა განყოფილებას შორის) მაღალი დონე;
რისკების მართვის ცენტრალიზაციისა და დეცენტრალიზაციის ოპტიმალური შესაბამისობა - მართალია, სამეწარმეო რისკების მართვის პროცესში უმჯობესია ყველა ქვეგანყოფილების მართვა ცენტრალიზე ბულად, მაგრამ აუცილებელია მოხდეს იმ თანამშრომლების წახალისება და უფლებების დელეგირება, რომლებმაც გამოიჩინეს ინიციატივა ანალიტიკური ამოცანების გადაჭრაში;
ზომიერი რეგლამენტაცია - რისკების მართვისადმი სისტემური მიდგომა და სხვადასხვა ქვესისტემის ელემენტებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი განაპირობებს, რომ ყველა ქვეგანყოფილებას შორის ურთიერთობა მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული, ასევე უნდა განისაზღვროს მართვის სხვადასხვა დონეზე უფლებები და მოვალეობები. რისკების მართვის ქვესისტემას უნდა ახასიათებდეს რეგლამენტისადმი დაქვემდებარების მაღალი დონე და ამასთან გათვალისწინებული უნდა იყოს მისი განვითარების შესაძლებლობა. ამიტომ აუცილებელია კომპრომისის მოძებნა რეგლამენტირებასა და შემოქმედებითი ინიციატივების განსაზღვრულ თავისუფლებას შორის;
რისკების მართვის პროცესის მეცნიერულობა - აუცილებელია მეცნიერული მიდგომების გამოყენება და ისეთი დისციპლინების მიღწევების დანერგვა, როგორიცაა: მენეჯმენტი, ეკონომიკური ანალიზი, მათემატიკური მოდელირება, სტატისტიკა, ინვესტიციური მენეჯმენტი და სხვა;
რისკების მართვის აპარატის სრულყოფა - ეკონომიკური ანალიზის თანამედროვე მეთოდოლოგიური აპარატის გამოყენება და ამასთან საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება მმართველობითი ამოცანების პრინციპულად ახალი, ხშირად კი მოულოდნელი, გადაწყვეტის საშუალებას იძლევა;
რისკების მართვის ქვესისტემის საიმედო ინფორმაციით უზრუნველყოფა - რისკების მართვის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა აუცილებელია მუდმივად ხორციელდებოდეს, რაც ხარისხიანი და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა;
რისკების მართვის სისტემის მუდმივი მოდიფიკაცია - რისკების მართვის სისტემა ადაპტირებადი უნდა იყოს სამეწარმეო საქმიანობის პროცესში გარემო ფაქტორების ცვლილებისადმი და უნდა განიცდიდეს მუდმივ მოდიფიცირებას მიღებული ინფორმაციული ნაკადების ადეკვატურად. სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტი რთული და დინამიურად ცვალებადი სტრუქტურაა და შესაბამისად მართვის ნებისმიერი მეთოდი დროდადრო ძველდება, ამიტომ რისკების მართვის სისტემა მოქნილი უნდა იყოს.
რისკის შეფასება და მართვა ობიექტურ საფუძვლებზე უნდა ხდებოდეს, ვინაიდან თავად რისკის მიზეზებიც და შედეგებიც ობიექტურ ხასიათს ატარებს. მაგრამ რისკების შეფასება სუბიექტურიცაა - რისკ-მენეჯერი ახდენს რისკების იდენტიფიკაციასა და მათ ანალიზს, შესაბამისად ინფორმაციის საიმედოობისა და სიზუსტის აღქმა დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე, მის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე, ანალიტიკური და მეცნიერული გათვლების შესაძლებლობებსა და ინტუიციაზე. უკანასკნელ წლებში მნიშვნე ლოვნად გაიზარდა მოდელების რისკის აქტუალურობა.
მნიშვნელოვან როლს რისკ-მენეჯმენტში ორგანიზაციული კულტურა ასრულებს, სასურველია ორგანიზაციაში შემდეგი ღონისძიებების გატარება:
მუდმივად უნდა ვითარდებოდეს პერსონალის მოტივაციისა და მართვის პრინციპები;
რისკების ყველა სახეზე და მიღებულ შედეგებზე დაკვირვება და ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
მონაცემთა სწორი კლასიფიცირება და ანალიზი, ინფორმაციის წარმოდგენის ეფექტიანი და მოსახერხებელი საშუალებების (სხვადასხვა ტიპის ანგარიშების) შემუშავება, ამასთან, დანახარჯების ოპტიმიზაციაზე ორიენტაცია;
ისტორიული მონაცემების ზომიერი გამოყენება, ვინაიდან ნებისმიერი გაანგარიშების სიზუსტე დამოკიდებულია არჩეულ მოდელსა და სწორ დაშვებებზე;
კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა, რაც მაღალი ორგანიზაციული კულტურის მქონე ორგანიზაციებისათვის არის დამახასიათებელი.
რისკების მართვის ბოლო კომპონენტია მონიტორინგი და კონტროლი. მონიტორინგით ახორციელებენ რისკების დიაპაზონის პერიოდულ შემოწმებას, რათა მან არ გადააჭარბოს დასაშვებ ზღვარს, კონტროლი კი მიმართულია აქტიური მოქმედებებისაკენ აღმოჩენილი ხარვეზების გამოსასწორებლად. სწორად ორგანიზებული კონტროლი უზრუნველყოფს, ერთის მხრივ, თანამშრომლებისთვის აუცილებელი დამოუკიდებლობის მინიჭებას და, მეორე მხრივ, თუნდაც უმნიშვნელო შეცდომების თავიდან აცილებას. რისკების მართვის პროცესის კონტროლის ძირითადი მიზანია არა მხოლოდ რისკების შემცირება, არამედ რისკების მართვაზე გაწეული დანახარჯების ეფექტიანობის შეფასება.
ქართული კომპანიები, მათ შორის მსხვილი კომპანიებიც, ნაკლებად უთმობენ ყურადღებას რისკების იდენტიფიცირებასა და ანალიზს, რაც გამოწვეულია, როგორც ქვეყნის განვითარების თავისებურებებით, ასევე იმითაც, რომ სამეწარმეო რისკ-მენეჯმენტი მსოფლიო ეკონომიკური მეცნიერებისა და პრაქტიკის შედარებით ახალი მიმართულებაა. საბაზრო ურთიერთობების განვითარებასთან ერთად იზრდება განუსაზღვრელობა, მეწარმული რისკების რაოდენობა და მათი მართვის მექანიზმები. შესაბამისად, საქართველოში იზრდება რისკების მართვის მნიშვნელობა და კომპანიების მხრიდან ამ პროცესების შეუფასებლობამ შეიძლება შეაფერხოს მათი განვითარება.
რისკ-მენეჯმენტი შედარებით უფრო განვითარებულია ერთობლივ საწარმოებში, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ უცხოელი დამფუძნებლების ან პარტნიორების გამოცდილება. მიუხედავად ამისა, მსხვილ და ერთობლივ საწარმოებშიც რისკ-მენეჯმენტის სისტემა ფრაგმენტულ, ეპიზოდურ და შეზღუდულ ხასიათს ატარებს. მაგალითად, კომპანიათა უმრავლესობა რისკების იდენტიფიცირებისას არ განიხილავს სტრატეგიულ რისკებს, როგორებიცაა: რეპუტაციის რისკი, ტექნოლოგიური ინოვაციების რისკი, დემოგრაფიული, სოციალური რისკები და სხვა. საერთოდ არ განიხილება მოდელების რისკი, რაც სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან კომპანიათა უმრავლესობა არ იყენებს რისკ-მენეჯმენტის მოდელებს; ამასთან, სტატისტიკურ მონაცემთა ბაზები ძირითადად მხოლოდ საფინანსო ორგანიზაციებს გააჩნიათ. არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ რისკების მართვას კომპანიებში ამა თუ იმ თანამდებობის პირები ახორციელებენ და არა სპეციალური განათლების მქონე პირები. აღნიშნული პროცესები დამახასიათებელია გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის, ბიზნესის განვითარებისა და მენეჯმენტის სრულყოფის კვალობაზე საქართველოში რისკ-მენეჯმენტი აუცილებლად გახდება აქტუალური, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნეს- სექტორისთვის რისკების შეფასებისა და მართვის, ასევე რისკ-მენეჯმენტის ისეთი სისტემის შეთავაზება, რომელიც შეესაბამება ქართულ რეალობას და პრაქტიკულად ადვილი გამოსაყენებელი იქნება ქართული კომპანიების მენეჯერებისთვის.
მარინა ავალიშვილი,
საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი
________________
1. Лобанов А.А., Чугунов А.В., Энциклопедия Финансового Риск-менеджмента, М., 2006, с. 564.
2. თ.ხომერიკი, მენეჯმენტი, თბ., 2006, გვ. 410.
3. Ермасова Н.Б., Риск-менеджмент организации, М., Альфа-Пресс, 2005.- ც. 185.
4. შეზღუდული დაზღვევის დროს არსებობს რისკის გადაცემის შეზღუდვა, ამიტომ ეს მეთოდი წარმოადგენს რისკის დაფინანსების შუალედურ ფორმას ვითდაზღვევასა და ტრადიციულ დაზღვევას შორის.
5. Балдин К.Б., Воробьев С.Н., Управление рисками, М., ЮНИТИ-ДАНА, 2005. - с. 174.
![]() |
4 როგორ ხდება საწარმოთა შერწყმა-გაერთიანება |
▲ზევით დაბრუნება |
კომენტარი
ზაალ ვარსიმაშვილი
იურისტი
საწარმოთა გაერთიანების მოტივები არამონოპოლიზირებული, ჯანსაღი, კონკურირებადი ბიზნესატმოსფეროს პროდუქტია. ეს აპრობირებული სტრატეგია ბაზარზე რესურსების ახალ გადანაწილებას ისახავს მიზნად და ფინანსური წარმატების წინაპირობას ქმნის. დემოკრატიულ გარემოში ზემოხსენებული პროცესები სამართლებრივად ლიბერალიზირებულია და დახვეწილ საკანონმდებლო ბაზას ემყარება.
ქართული სამართლის მიხედვით, საწარმოთა შერწყმის ანუ ფუზიონირების ორი კატეგორია არსებობს:
1. საწარმო მთლიანად შედის სხვა საწარმოს შემადგენლობაში ისე, რომ იგი წყვეტს არსებობას, იშლება სამეწარმეო რეესტრიდან. ამავდროულად შემთავსებელი საწარმო აგრძელებს არსებობას (Absorbtions Fusion, Acquisition);
2. საწარმოები თანასწორობის საწყისებზე ერთიანდებიან და შედეგად ქმნიან ახალ სამეწარმეო ერთეულს (Kombinationsfusion, Merger).
ფუზიონირებას სამი დამახასიათებელი ნიშანი ახასიათებს:
1. წევრობის განგრძობადობა - ავტომატურად არის დაცული შთანთქმულ, თუ გაერთიანების შედეგად ახლად წარმოშობილ საზოგადოებაში პარტნიორის შემდგომი მოღვაწეობა;
2. ქონებრივი ხასიათის ურთიერთობების განგრძობადობა - მომხდარი ცვლილებების მიუხედავად ქონებრივი უფლებები და მოვალეობები სამართლებრივად განაგრძობს არსებობას;
3. საზოგადოების არსებობის შეწყვეტა ლიკვიდაციის გარეშე - კომპანია, რომელიც მთლიანად შედის სხვა კომპანიის შემადგენლობაში ან მათი გაერთიანებით იქმნება ახალი სუბიექტი ლიკვიდაციის გვერდის ავლით, წყვეტს არსებობას.
შერწყმის დროს თითოეული საწარმოს უფლება-მოვალეობანი გადაცემის აქტის საფუძველზე ახლადშექმნილ, თუ მიერთებულ საწარმოზე გადადის. საწარმოთა შერწყმა-მიერთება არის კომპლექსური პროცესი, რომელიც იწყება ამ საზოგადოებათა აღმასრულებელი ორგანოების მიერ პროექტის შექმნით. მოცემული პროექტის ლეგალიზირება სამოქალაქო ხელშეკრულების დადებით, ქმნის ფუზიონირების სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, შეიძლება ფუზიონირების ხელშეკრულების დეფინირება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, როგორც კომპანიათა შერწყმა, თუ მიერთებისათვის მიმართული მრავალმხრივი ნების გამოვლენა. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ შერწყმის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის მოითხოვს ორი კომპონენტის არსებობას: პროექტის შექმნას ხელმძღვანელი ორგანოს მიერ და მოცემული საზოგადოების პარტნიორთა კრების მხრიდან ამ ხელშეკრულების პროექტის მოწონებას მის პირობებთან ერთად (შენიშვნა: ტერმინი მოწონება არ გულისხმობს უკვე ძალაში არსებულ ხელშეკრულებას, რასაც სსკ 101-ე მუხლი ითვალისწინებს).
კრიტიკულ მიდგომას იმსახურებს პარტნიორთა კრების მოწონების კრიტერიუმი, რომელიც ამხანაგური ტიპის საზოგადოებაში (სპს, კს) გადაწყვეტილების მიღებისთვის ერთსულოვნებას, ხოლო კაპიტალურ საზოგადოებებში ხმათა კვალიფიციურ უმრავლესობას აწესებს. მოცემული საკითხის მარეგულირებელი ნორმა კი პასუხობს ზოგადად სამართლიანობის მოთხოვნებს, რადგან მართლაც ოპტიმალურად წყვეტს საკითხს, მაგრამ დაცვის მექანიზმის თვალსაზრისით, არაკეთილსინდისიერი განზრახვის განხორციელების შესაძლებლობასაც იძლევა, მაგ.: შპს-ს პარტნიორი აღმოჩნდა უმცირესობაში და პირობები, რომლებიც აშკარად ლახავს მის უფლებებს, უსამართლოა. შვეიცარულ კანონში ფუზიონის შესახებ პირდაპირაა გათვალისწინებული, რომ შეცვლილი გარემოებები არ უნდა იყოს არამართლზომიერი. მართლზომიერების კრიტერიუმების განსაზღვრა ქართულ სამართალში პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს და აგრეთვე სასამართლოში მნიშვნელოვანი ხელმოსაკიდი იქნება პარტნიორის უფლების დასაცავად.
საწარმოთა შერწყმა-შეერთების ხელშეკრულების დადების კომპეტენცია მინიჭებული აქვთ, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიხედვით, ხელმძღვანელობის უფლების მქონე ორგანოებს. შერწყმა-მიერთების ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდგომ არსებით რეკვიზიტებს: საფირმო სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს კანონით ამ ფორმისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შეთანხმებას ქონებრივი უფლებების გადასვლის შესახებ ახლადშექმნილ თუ მისაერთებელ საზოგადოებაში; პროცენტულად გამოხატულ წილთა ან შესატანის შემთხვევაში მის ოდენობას; თარიღს, როდესაც გაუქმებული კომპანიის უფლებამონაცვლეობა გადავა სხვა კომპანიაზე; პრივილეგირებული თუ სხვა სახის აქციონერთა უფლებებს შერწყმის შემდგომ; ხელმძღვანელ ორგანოთა უფლება მოვალეობათა ნუსხას; დამოუკიდებელი ექსპერტის დანიშვნის საკითხს ბალანსში მისი ღირებულებიდან გადახვევის შემთხვევაში; შრომის ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილთა მდგომარეობას შერწყმა-შეერთების შემდგომ; საზოგადოების კაპიტალის გაზრდის მაჩვენებლებს და მის წყაროებს; შერწყმა- მიერთების ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს წილისა და საზოგადოების წევრობის სანაცვლო ანაზღაურებას, რაც იურისპრუდენციაში მიღებულს სამართლიანობის შეგრძნებას უნდა ემყარებოდეს, რომლის მიხედვით, ანაზღაურებული თანხა უნდა იყოს მისი წილის ექვივალენტური, ე.ი არ უნდა აუარესებდეს პირის მატერიალურ მდგომარეობას. ეკონომიკური სტაბილურობის და კრედიტორთა დაცვის მიზნით, შერწყმის დროს კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ „M&A“ შედეგად წარმოშობილი საზოგადოება წინამორბედის უფლებამონაცვლეა. „M&A“ დროს მთელი აქტივები და პასივები გადადის ახალ ან მიერთებულ საზოგადოებაზე. მათში მოიაზრება როგორც ქონებრივი სიკეთე, ისე უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც ჰქონდა საზოგადოებას შერწყმამდე. აქედან გამომდინარე, კრედიტორები დაცულნი არიან საკუთარი მოთხოვნის ხელყოფისაგან, რამდენადაც საზოგადოება დებიტორის როლში გამოდის ზუსტად იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გარდაქმნამდე იყო. პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები შერწყმა-მიერთების შედეგად იცვლიან ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას და ხდებიან შეზღუდული პასუხისმგებელი პარტნიორები. ამიტომაც „შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საწარმო ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს თავის კრედიტორებს“.
ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე შრომის ხელშეკრულებით აყვანილი პერსონალის ბედი. დასავლეთის ქვეყნების, მაგალითისთვის შვეიცარული სამართლის მიხედვით, შერწყმა- მიერთების შემთხვევაში შრომით სამართლებრივი ურთიერთობები გადადის ახალ ან მიერთებულ საზოგადოებაზე, მაგრამ შრომითი ურთიერთობების სპეციფიკიდან გამომდინარე, საწარმოს პერსონალს საკუთარი ნებით შეუძლია შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა ახალ თუ მიერთებულ საზოგადოებასთან.
საზოგადოებათა შერწყმისა თუ მიერთების დამამთავრებელი სტადიაა შესაბამისი ჩანაწერების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
ქართულ სამართალში საწარმოთა შერწყმა- მიერთების თითქმის მთელი პროცესი ხორციელდება კერძო ავტონომიის საფუძვლებზე, მხარეთა სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებების კომბინაციით. ეს იმ ფაქტით შეიძლება აიხსნას, რომ „M&A“ ჯერ ახალი მოვლენაა ქართულ ბაზარზე და შესაბამისად, სამართლებრივ რეგულირებას მოკლებული. დღეს საწარმოთა შერწყმის მოთხოვნილება ქვეყნის მზარდი ეკონომიკური ტემპებითაა ნაკარნახევი, ხოლო მისი მარეგულირებელი ნორმების არასრული ხასიათი ბუნებრივია აძნელებს მის უხარვეზო განხორციელებას. მოცემული საკითხის რეგულირებისთვის მიზანშეწონილად მიმაჩნია დასავლური გამოცდილება და მოდელი ავირჩიოთ და მოხდეს მისი რეცეფცია.
![]() |
5 სამთავრობო პროგრამა „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“: შესაძლებლობის ზღვარი, საოცნებო პერსპექტივა, თუ რეალობა |
▲ზევით დაბრუნება |
რა-კურსი
საზოგადოებაში მკვეთრად პოლარიზებული პოზიციების მიუხედავად, 5 იანვრის არჩევანი ერგო „საქართველო სიღარიბის გარეშე“. მთავრობამ პრეზიდენტისაგან მიიღო შესაბამისი დავალება და წინასაარჩევნო დაპირება პროგრამის სახით ჩამოყალიბდა. საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის ახალ შემადგენლობას და მის მიერ ინიცირებულ სიღარიბის დაძლევის პროექტს.
უმრავლესობის მიერ მოწონებული და სამოქმედოდ აღიარებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილია მიზნები და ამოცანები, რომელიც 2008-2012 წლებში უნდა განხორციელდეს. ახალ სამთავრობო გუნდს ეჭვიც არ ეპარება მისი შესრულების შესაძლებლობებში. თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც. ერთი შეხედვით, მთავრობის განაცხადში იკითხება საოცნებო პერსპექტივა. ამ დოკუმენტის უფრო ღრმა გაცნობისას კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ წარმოდგენილი ცალკეული მიმართულებები და ტემპები არ შეესაბამება ფაქტობრივად არსებულ რესურსებს.
ბუნებრივია, დიდია საზოგადოების მოლოდინი და ინტერესი თავისი არჩევანის მიმართ. ცხადია, მას აქვს უფლება იცოდეს, თუ რას დაუჭირა მხარი, რამდენად რეალისტურია მიღებული დაპირებების შესრულება ან რამდენად შორია აღთქმული საოცნებო ქვეყანა, სადაც ღარიბი და მიუსაფარი აღარ იქნება.
საქართველოს სამთავრობო პროგრამა - „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ - ამა წლის 4 თებერვალს გამოქვეყნდა. ახლა უკვე შეიძლება მასზე საფუძვლიანი მსჯელობა და პროგნოზების გაკეთება. თუმცა, ის, შეიძლება ითქვას, განაცხადია და მისი რეალიზაციისთვის პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში უკვე იხილება მთლიანი პაკეტის შემადგენელი კანონპროექტები.
გამოქვეყნებული სახით, ეს დოკუმენტი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ნების გამომხატველი. მას ახალი ეკონომიკური წესრიგის, აწმყოს გარდაქმნის და უკეთესი მერმისის დამკვიდრების პრეტენზიაც გააჩნია.
ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა განაცხადის გაკეთებას, არამედ მის საფუძვლიანობას (გათვლებს), რეალიზაციის გზებს და ფაქტობრივ შესაძლებლობებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უდავოდ საინტერესოა რასთან გვაქვს საქმე, როგორ აფასებენ ამ დოკუმენტს ქართველი ექსპერტები?
ამის თაობაზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ ექსპერტებს: ბატონ სოსო ცისკარიშვილსა და ბატონ გია ხუხაშვილს.
რამდენად შეესაბამება აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილი „მოსახლეობისა“ და „ეროვნული“ კეთილდღეობის, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული ორიენტირები საზოგადოებრივ დაკვეთას და არსებობს თუ არა რეალური რესურსი ამ პროგრამის განხორციელებისათვის?
სოსო ცისკარიშვილი:
- თავისთავად საქართველოს მთავრობის პროგრამა საკმაოდ ამბიციური და ოპტიმისტური დოკუმენტია, იგი გამოსასწორებელი და ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელი საკითხების საკმაოდ ფართო სფეროს მოიცავს, თუმცა, ვშიშობ, რომ მასში ოპტიმიზმის ხარისხი სჭარბობს რეალიზმის აღქმის დონეს. აქედანვე ცხადია, რომ ეროვნული უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფი ლი სრული ტერიტორიული და სამოქალაქო რეინტეგრაციის გარეშე. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული დღევანდელი გამოწვევები, მხოლოდ კეთილდღეობის ზრდაზე ორიენტაციის ფუფუნებას არ აძლევს ქვეყნის სტრატეგიის შემომქმედთ. ქაღალდზე წასაკითხად კარგია სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, დოკუმენტში ლაპარაკია სხვადასხვა ტიპის მცდელობაზე, ძირითადად მაკროეკონომიკური ძვრების მოლოდინზე, მაგრამ, რაც შეეხება თავად ეკონომიკური წარმოების პროცესს, კვლავწარმოებას, მრეწველობას, აქ ისევ ლოზუნგები ჭარბობს. არანაირი სპეციალიზაციის მეცნიერებადტევადი, თუ დამზოგი ენერგოტექნოლოგიების მქონე დარგების განვითარებაზე აქ ჩანაწერს ვერ ვხედავთ. შესაბამისად, დოკუმენტში აშკარად იგრძნობა ინტელექტუალური შრომის მიმართ სკეპტიციზმი (მიუხედავად იმისა, რომ მასში არის ასეთი ჩანაწერი - ნიჭზე იქნება ყველაფერი ორიენტირებული. მაგრამ ნიჭი მრავალნაირია, მათ შორის, ბოროტების ნიჭიც არსებობს). თავად განსაჯეთ: ის, რომ კომპიუტერიზაციის პროგრამა სკოლებში 5 წლის შემდეგ უნდა დამთავრდეს თურმე და არა ამ ხუთწლედის დადგომამდე, ჩემთვის გარკვეული სიახლეა, რადგან „ირმის ნახტომი“ ცოტა უფრო უკეთ მოზომილი ჩანდა განათლების წინა მინისტრის გამოსვლებში. დღეს კი აღმოჩნდა, რომ „ნახტომის“ ნაცვლად ადგილი გვქონია „გადასკუპებასთან“, რაკიღა სკოლების კომპიუტერიზაციის დასრულებამ 2012 წლისთვის გადაინაცვლა.
ამ პროგრამიდან ძალიან საინტერესო რამეს ვიგებთ - სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, თურმე, გაითვალისწინებს რესურსების კონსოლიდაციას. რა, ვაღიარებთ, რომ აქამდე ეს რესურსები იფლანგებოდა და არ იყო კონსოლიდირებული ამ მიზნისთვის? მაშ, რატომ მივიღეთ მშვიდი კმაყოფილებით ის ფაქტი, რომ სავალუტო ფონდმა დაასრულა საქართველოში საკუთარი მისია და ამოწურა სიღარიბის პროგრამის მიმართ საკუთარი ვალდებულებები. თუ ეს ფიქცია იყო, საქართველოს მთავრობას ადრე უნდა ამოეღო ხმა; ხოლო, თუ ქართული სიღარიბე რეალობა გახლდათ და არ დადგა ამ მიმართულებით სასურველი შედეგი, მითუმეტეს უფრო უნდა ამოეღო ხმა ჩვენ ხელისუფლებას. მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენს ეკონომიკას ახასიათებდა ფსევდოლიბერალიზმი, სინამდვილეში კი ეკონომიკური პროცესები იმ „ბენდუნომიკად“ იყო ქცეული, რომლისთვისაც დამახასიათებელი არ არის სიღარიბის პროგრამაზე ზრუნვა. „ბენდუნომიკა“, უპირველეს ყოვლისა, ერთგულია საკუთარი პრინციპის - „კეთილდღეობა რჩეულთ“. სწორედ ამ რჩეულთა კეთილდღეობას გადაყვა იმ რესურსების უმრავლესობა, რომლის კონსოლიდაციასაც იგივე ხალხი ახლა ფიქრობს სიღარიბესთან ბრძოლის ეფექტიანი ინსტიტუტების შესაქმნელად - თითქოს ვინმე უკრძალავდა მათ ამის გაკეთებას ადრე. ამდენად, ნდობა ხელისუფლების სურვილებისა საკმაოდ პრობლემატურია. მითუმეტეს, რომ პროგრამაში კვლავ ვხედავთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის გარჩევა „ბენდუნომიკას“ არ ძალუძს, მიაჩნია რა ისინი ერთი და იგივე რამედ! თითქოს ჯანმრთელობის დაცვა სჭირდება მხოლოდ ღატაკს, ხოლო ის, ვისაც სოციალური დაცვა სჭირდება, ავტომატურად დაცულია ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. ამის თქმის მიზეზს მაძლევს ის ფაქტი, რომ სიღარიბის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკაში კვლავაა ჩაწერილი ეს ავადსახსენებელი „ჰოსპიტალური სისტემის განვითარების პროგრამა“, რაც „ბენდუნომიკის“ პირობებში სხვა არაფერია, თუ არა მიწის ნაკვეთებითა და შენობა- ნაგებობებით სპეკულაცია ქალაქების ცენტრალურ ნაწილებში. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ჰოსპიტალური სისტემის რეალობაც და პერსპექტივაც პრაქტიკულად შეძენილია ორი მონოპოლისტი კომპანიის, „ავერსის“ და „პსპ“-ს მიერ და იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ეს კომპანიები ფლობენ მედიკამენტების სადისტრიბუციო ბაზებს, სავაჭრო-საცალო ქსელს, ფარმაცევტულ ქარხნებს, საავადმყოფოებს, მალე სადაზღვევო კომპანიების მფლობელებიც გახდებიან, ისღა დარჩება, რომ მათ შეიძინონ სასწრაფო დახმარების ქსელი და სასაფლაოები, რითაც, ნაცვლად მოსახლეობის სოციალური დაცვისა, მიაღწევენ ხელისუფლებასთან შეთანხმებულ მიზანს - საქართველოს ყველა მოქალაქე გახდება მიბმული ამ ორ მონსტრზე დაცემინებიდან დასაფლავებამდე.
მინდა გითხრათ, რომ ასეთი საფრთხეების რამდენიმე ნაღმი მეგულება თეზისებად ჩამოყალიბებულ სიღარიბის შემცირების ამ პროგრამაში, რომელიც საუბრობს ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების, ასევე, 5 წლის განმავლობაში პენსიების 100 დოლარამდე ზრდაზე, უფრო სწორად, საპენსიო პაკეტის ზრდაზე. ხოლო ის, თუ რა შედის საპენსიო პაკეტში, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა - თუ საპენსიო პაკეტში შედის ისევ საქონელი გასაღების პრიორიტეტული სიიდან, რის მოწმეც ჩვენ ამას წინათ უკვე გავხდით პენსიონერებზე უიოდო მარილის გასაღების მცდელობისას, არ გამოვრიცხავ, რომ მათ მალე თანხა საერთოდ აღარ დაანახონ და იმ ჩამოსაწერი საქონლით შეუვსონ 100 დოლარის ღირებულების მქონე რაიმე ტიპის პაკეტი. თუმცა, კარგად გვახსოვს, რომ 100-დოლარიანი პენსია თითქოს ჩვენს პენსიონერებს 2008 წლის თებერვლიდან უნდა მიეღოთ.
გია ხუხაშვილი:
- ამ შემთხვევაში საფუძველშივე გვაქვს პრობლემა. ამ დოკუმენტში იქნება თუ სხვაში, ყველგან სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზეა საუბარი და სწორედ ეს არის პრობლემა. საქმე იმაში გახლავთ, რომ სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას სჭირდება შესაბამისი ბიზნეს- გარემო, დაბალი რისკებითა და თანაბარი კონკურენციის პირობებით და ამ ყველაფრის შესაბამისი სამართლებრივი ასპექტები. სამწუხაროდ, ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებაში ჯერჯერობით არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ დოკუმენტის მიმართ და ვშიშობ, რომ მას განხორციელება არ უწერია.
რა ეკონომიკურ მოდელს ირჩევს მთავრობა თავისი უპირატესობის დასამკვიდრებლად (ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის გასახანგრძლივებლად), აცხადებს რა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენარჩუნდება ბოლო წლების კურსი და დინამიკა. მის მხრიდან რამდენად იგრძნობა პასუხისმგებლობა აღებული ვალდებულებების მიმართ?
სოსო ცისკარიშვილი:
- მოდით უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ პროგრამის ეკონომიკურ ბლოკზე. ამ დოკუმენტში ტრაბახი იმის თაობაზე, რომ ჩვენ საშემოსავლო გადასახადს 5 წლის განმავლობაში 15%25-მდე შევამცირებთ, ასევე დემაგოგიის ნიმუშია, რადგან კარგად გვახსოვს, რომ 2007 წელს ეს ციფრი 12%25 გახლდათ და სწორედ „ბენდუნომიკის“ იდეოლოგებმა გაზარდეს იგი 25%25-მდე. ახლა კი თითქოს ღვთიური მოწყალება უნდათ მოიღონ საკუთარი მოსახლეობის მიმართ და 5 წლის შემდეგ ეს გადასახადი 15%25-მდე შეამცირონ.
საინტერესო ანალიზის გაკეთება შეიძლება „მომავალი თაობების ფონდის“ შესახებ. იმ დებულებების შესაბამისად, რაც დოკუმენტშია მოყვანილი, მინიმუმ 3 მილიარდი ლარი უნდა იყოს ამ ფონდის მიერ აკუმულირებული კაპიტალი და ეს საპრივატიზაციო შემოსავლების 75%25-ს უნდა აღწევდეს. შესაბამისად, ჩვენ დაახლოებით მაინც შევძლებთ იმის გამოთვლას, რა შემოსავლებს ელოდებიან საპრივატიზაციო პროცესიდან ბიუჯეტის დამგეგმავი პირები. მართალი გითხრათ, საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტორისთვის მიმზიდველი საწარმოების სახით არსებული 4 მილიარდის გასაყიდი ქონება ნაკლებად მეგულება, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ აქ გათვალისწინებული იყოს უკვე რეინტეგრირებული ტერიტორიის საპრივატიზაციო ობიექტებიდან შემოსული თანხა. თუმცა, აფხაზეთის თუ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ასეთი პროცესების განსავითარებლად აუცილებელი პოლიტიკური საფუძვლის არსებობა ასევე უაღრესად ოპტიმისტურად მიმაჩნია.
მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ ექსპორტის მთლიანი მოცულობა გაიზრდება, შესაბამისად გაიზრდება ექსპორტის წილი და ეს ექსპორტი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდება, მაგრამ საექსპორტო წარმოების ზრდის რაიმე რეალურ წყაროზე საუბარი არც ამ დოკუმენტში არ არის - სად გვეგულება ეს მარაგები და რა ტიპის ხელშეწყობაზეა საუბარი, თუნდაც, კანონმდებლობის თვალსაზრისით? ვერ ვხედავ აქ რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებათა ნუსხას იმის გათვალისწინებით, რომ დედამიწაზე ძვირდება ენერგორესურსები, პრაქტიკულად ორმაგდება ხორბლის ღირებულება; ამასთან, გარდა ამ ღირებულებების ზრდისა, ჩვენ საქმე გვაქვს რეალური დეფიციტის მოლოდინთან, ვინაიდან უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში ამ პროდუქტების ამთვისებელი ისეთი სერიოზული ბაზარი წარმოჩინდა ჩინეთისა და ინდოეთის სახით, რომელიც აქამდე არ იყო ასეთი უნარებით მოსილი და რომელიც სერიოზულ კონკურენციას ბადებს ამ ბაზარზე. შესაძლებელია, სწორედ ინდოეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის რეალური შედეგების გათვალისწინებით აღმოვჩნდეთ სერიოზული პრობლემის წინაშე. ინდოეთი და ჩინეთი აქამდე არ იყო კონკურენტუნარიანი შემსყიდველი. ბოლო წლების ეკონომიკურმა ბუმმა ამ ქვეყნებში წარმოაჩინა, რომ ლამის 3 მილიარდი ადამიანი გახდა პურპროდუქტებისა და საწვავის პოტენციური მომხმარებელი. ასე რომ, მოთხოვნის ზრდა ფასების ზრდასთან ადეკვატურია. ამ დოკუმენტში კი ვერანაირ მზადებას ამ პროცესებისთვის ვერ ვხედავ, ისევე როგორც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე საუბრისას არავინ ფიქრობს რეალურ სტრატეგიაზე. საერთოდ, აბრეშუმის გზის, როგორც ენერგომატარებლების ასამოძრავებელი ტრასის პერსპექტივაზე ფიქრისას რაღაც ახლის მოფიქრებაა საჭირო, რადგანაც შუა აზიის ბუნებრივი რესურსები ბევრად მარტივად განთავსდება სწორედ ჩინეთის ან ინდოეთის ბაზარზე, ვიდრე (რუსეთთან კონკურენციის ფონზე) ევროპის მიმართულებით მათი გადაზიდვა შეიძლება იყოს მომგებიანი ამ მწარმოებელი ქვეყნებისთვის. აქვე ვიტყვი, რომ მგონი, ჯერ არავის დაგვვიწყებია ივლისის თოვლივით რომ დაგვეცა თავს წინადადება ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, რომელიც, რატომღაც, ივლისის თოვლივითვე გაქრა. მე არ ვთვლი, რომ ეს საკითხი ასე ერთი ხელის მოსმით უნდა იქნას დავიწყებული, სწორედ იმ ახალი საფრთხეების გამო, რაც შეიძლება დაემუქროს ე.წ. ევრაზიულ სატრანსპორტო დერეფანს და მის ფუნქციას ენერგორესურსებით ევროპის მომარაგებისა. ამიტომ აქ ენერგომომავალზე საუბრისას ამ საკითხის საფუძვლიანი შესწავლა მაინც უნდა იყოს ქვეყნის ამოცანა. ამის მცდელობის სრულიად უპასუხისმგებლო მაგალითი ჩვენ უკვე გვაქვს, როდესაც, დახლოებით 25 წლის წინ, იყო გაცემული ბრძანება, რომ საქართველოში დაგვეგეგმარებინა 5-ბალიანი მიწისძვრის გამძლე ატომური ელექტროსადგური, 5-ბალიანისა იმ ზონაში, სადაც თეორიულადაც და პრაქტიკულადაც დადასტურებულია, რომ ხიფათი წარმოადგენს 8 ბალს (ამიტომ არის სომხეთის ატომური სადგური 9 ბალზე გათვლილი). საერთოდ, როდესაც ლაპარაკია ენერგეტიკის პერსპექტიულ გეგმებზე, ატომური ენერგეტიკის უგულებელყოფა, ისევე როგორც განახლებადი ენერგიის უგულებელყოფა სამომავლო ენერგეტიკულ ბალანსში მისი შესაძლო ჩართვის თაობაზე, არ მიმაჩნია სერიოზულად. ყოველ შემთხვევაში, ქვეყანაში უნდა იყოს მზაობა იმისა, რომ დოკუმენტები შესაბამისი გათვლებით არსებობს (რაშიც ეჭვი მეპარება) და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, ჰიდრორესურსების რა პროცენტი იქნება შიდა ენერგომომარაგებაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ძალიან მყიფეა ქვეყნის საიმედო ენერგომომარაგების გარანტიები. აქ კარგი მეზობლობა, ნათესაობა და კარგი ბიჭობა არგუმენტი აღარ არის - ძვირდება აზერბაიჯანული გაზი (შესაბამისად ძვირდება სხვა რესურსებიც), ძვირდება ნავთობი და ამ ყველაფრის მიმართ ქვეყანაში მზაობა უნდა იყოს.
კიდევ ერთი საკითხი: არ ვიცი, რას გულისხმობს პროგრამაში მოხსენიებული „სტაბილური განვითარების ფონდი“, მაგრამ აქ აღნიშნულია, რომ იგი შეივსება საპრივატიზაციო შემოსავლების 25%25 და პროფიციტის 30%25-ით და მასში სულ იქნება 2 მილიარდი ლარი; თუმცაღა, თუ ამავე პროგრამიდან ზემოთ ნახსენებ „მომავალი თაობების ფონდს“ გავიხსენებთ, რომელიც ანალოგიური საპრივატიზაციო შემოსავლების 75%25-ით უნდა შეივსოს და ეს 75%25 ყოფილა 3 მილიარდი ლარი, ერთი შემიძლია გითხრათ - 3 მილიარდი 2 მილიარდზე სამჯერ მეტი არ არის!
რაც შეეხება საქართველოში „საერთაშორისო საფინანსო ცენტრის“ შექმნას, თუ ვინმეს რეალობის განცდა გააჩნია, არ იყურება მხოლოდ საბუღალტრო წიგნში და მხოლოდ საკუთარი შემოსავლების დღეში რამდენჯერმე გადაანგარიშებებით არ არის გართული, უნდა მიხვდეს, რომ ვერანაირი ფინანსური ინტერესი საქართველოში სტაბილური ვერ იქნება მანამ, სანამ ჩვენს წინაშე დგას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა.
საინტერესოდ და დამაინტრიგებლად გამოიყურება პროგრამაში მოცემული კონკრეტული ციფრები. მაგალითად, სამუშაო ადგილების რაოდენობასთან დაკავშირებით ამ დოკუმენტის შემდგენლები, მართალია, „მოქალაქეთა კავშირის“ ფანტაზიამდე არ მიდიან და მილიონ სამუშაო ადგილს არავინ ჰპირდება მოსახლეობას, მაგრამ გაუგებარია, საიდან მოდის ეს ციფრები, ერთგან 200 ათასი, მეორეგან - 20 ათასი, ცალკე - 10 ათასი. თუ ვთვლით, რომ ეს 200 ათასი დაიშლება დარგებად, მაშინ საინტერესოა, როგორ არის გადანაწილებული სამუშაო ადგილების რაოდენობა დარგების მიხედვით (?)
არის პროგრამაში კიდევ ასეთი ჩანაწერი - „შემცირდება სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში - ბიუჯეტის ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებაში 29%25-დან 22%25-მდე შემცირდება“. საინტერესოა, რატომ 29-დან 22-მდე და არა 20-მდე?! რაღაცა გათვლები, იმედია, არსებობს, მაგრამ ეს, ალბათ, „რჩეულ გენიოსთა“ ხვედრია მიხვდეს საიდუმლოს იმისას, რატომ 29-დან და რატომ 22%25-მდე.
რაც შეეხება სტატისტიკას, „ბენდუნომიკის“ პარალელურად ქვეყანაში ნაცვლად სტატისტიკისა ჩამოყალიბდა „არველასტიკა“ და მოახერხებს თუ არა არველაძის ფანტაზიებით დახუნძლული ქართული სტატისტიკა გათავისუფლდეს იმ ფსევდორეალობიდან, რომელშიც ის უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა და იმყოფება, ამასაც მომავალი გვიჩვენებს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის მარტივია საბჭოთა პერიოდის გავლენებისგან მთლიანად გამოსვლა და ჭეშმარიტი სტატისტიკით ხელმძღვანელობა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს სტატისტიკა შიდა გამოყენებისთვის მაინც არსებობდა, რომ თვითონ მაინც ყოფილიყვნენ აზრზე, რა ხდებოდა ქვეყანაში, ახლა კი ხელისუფლებას იმის სურვილიც არ აქვს დღეს, თავად იცოდეს, რეალურად რა ხდება. აქედან გამომდინარე, წინ უფრო სერიოზული პრობლემები გველოდება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. - პროგრამაში არის ჩანაწერი -„მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენარჩუნდება ბოლო წლების ეკონომიკური კურსი და დინამიკა“. ექსპერტები კი ბოლო წლების ეკონომიკურ პოლიტიკას ხომ მკვეთრად უარყოფითად ახასიათებენ...
- მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენარჩუნებული ბოლო წლების ეკონომიკური კურსი ნიშნავს, რომ ქვეყანა არ აპირებს უარის თქმას „ბენდუნომიკაზე“ ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას განაგებს არა პრემიერ- მინისტრი, არა ეკონომიკური განვითარების მინისტრი, არამედ კანცელარიის გამგე. „სიღარიბის დაძლევის“ ასეთი პროგრამის შედეგი იქნება ის ფაქტი, რომელიც უკვე დადგა და რომელიც გინესის წიგნში შეიძლება იქნას შეტანილი - სიღარიბესთან ბრძოლა ჩვენთან დაიწყო იმით, რომ გვყავს დედამიწაზე ყველა კანცელარიის გამგეებში ყველაზე მდიდარი კანცელარიის გამგე და ძალიან დიდი სურვილია, რომ სიღარიბესთან ბრძოლის მიღწევები საქართველოში ამით არ დამთავრდეს! თუ ქვეყანა გააგრძელებს „ბენდუნომიკის“ კურსს, მაშინ დინამიკა, რასაკვირველია, იქნება, მაგრამ მგონი, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, როგორი ნიშანი შეიძლება ჰქონდეს ამ დინამიკას - პლუსი თუ მინუსი.
გია ხუხაშვილი:
- ალბათ, აქ მხედველობაში აქვთ ის ვირტუალური სურათი, რომელსაც ქმნიდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, ანუ ეკონომიკური აღმავლობა რეალურად არ არსებობდა და ამას ყველაფერს ქაღალდზე გვიხატავდნენ. მე იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც რეალური იქნება ის ციფრები, რაც დღემდე მხოლოდ ქაღალდზე იყო წარმოდგენილი. თუმცა, თუ პროგრამის ავტორების მტკიცებას დავუჯერებთ კურსისა და დინამიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, გამოდის, ისევ ქაღალდზე უნდა დაგვიწერონ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები და რეალურ ცხოვრებაში უკუპროცესების მონაწილენი გავხდეთ. და თუ ეს ასე მოხდა, აღარ ვიცი, რასთან გვექნება საქმე.
- პროგრამაში არის იმის დაპირებაც, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველო მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საშუალო მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში უნდა გადაინაცვლოს...
- ქაღალდი საერთოდ ყველაფერს იტანს. ამის რეალური საფუძველი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გაგვაჩნია. საერთოდ, ეს მთავრობა 5-წლიან პროგრამებს რომ წერს, ესეც ძალიან გასაკვირია. ეს, ალბათ, იმას უფრო ნიშნავს, რომ მომდევნო 5 წელი ის იძახონ, გვაცალეთ, ბატონოო.
- სამთავრობო პროგრამაში საკმაოდ ზუსტი კონკრეტიკაა. თქვენი აზრით, რა მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა ეს გათვლები იმის გათვალისწინებით, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკის სამინისტროს ქვესტრუქტურაა და ის დამოუკიდებლად კარგა ხანია ვეღარაფერს ითვლის.
- რა თქმა უნდა, ეს ციფრები აბსოლუტურად არარეალისტურია. სტატისტიკის დეპარტამენტი მთავრობისთვის დიდი ხანია იქცა ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრის პოლიტიკურ ინსტრუმენტად და უკვე კარგა ხანია, რაც ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა. აქედან გამომდინარე, სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ციფრებზე საერთოდ კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელი ხდება, იმდენად აბსურდულად გამოიყურება ხოლმე ზოგჯერ მათი მონაცემები.
- ინფლაციის დაპროგრამებულ 7%25-იან მაჩვენებელზე რას იტყვით?
- მოდით, ჯერ ის ვთქვათ, რომ ინფლაცია ჩვენ ქვეყანაში 7%25 არასოდეს ყოფილა და წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალი იყო. ესეც ჩვენი სტატისტიკის „გმირობის“ შედეგია. რაც შეეხება პროგრამაში დაფიქსირებულ პროცენტს, მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ ყველაფერს, რადგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ამ მიმართულებით ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. მთავრობის მხრიდან მე ვერ ვხედავ ვერცერთ ნაბიჯს, რამაც ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციური პროცესები შეიძლება შეაჩეროს. ჩემის ღრმა რწმენით, ინფლაციური დაძაბულობა ჩვენთან ბევრად უფრო მაღალია.
- ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, სამთავრობო დოკუმენტს ნაჩქარევობის დამღა ატყვია და ფაქტობრივად გამორიცხულია აღებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობის მომენტი. თქვენ რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?
- საერთოდ, პასუხისმგებლობა ჩვენში ძალიან საინტერესო საკითხია ზოგადად. ამ თვალსაზრისით, ჩვენს მთავრობას კარგად აქვს ათვისებული ე.წ. პინგ-პონგის თამაშის ტექნოლოგიები, მაშინ როცა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის გამოვლენის საჭიროება ჩნდება ხოლმე ქვეყანაში. გეტყვით იგივე ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, ინფლაციაზე პასუხისმგებლობა რომ მთლიანად ეროვნულ ბანკს უნდათ გადაულოცონ. ეს აბსოლუტურად არასამართლიანია შექმნილ ვითარებაში, რადგან ინფლაციის გამომწვევი მიზეზები და თუნდაც ინფლაციის პროცესების კონტროლი აბსოლუტურად არ არის ეროვნული ბანკზე დამოკიდებული ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობის საკითხი მუდმივი პრობლემაა საქართველოში. ვფიქრობ, ეს ბუნდოვანება ახლაც შენარჩუნებული იქნება. და საერთოდ, ჩინოვნიკური მიდგომით ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, როცა განტევების ვაცს გზადაგზა ეძებენ ხოლმე იმის ნაცვლად, თავიდანვე განსაზღვრონ პასუხისმგებელი პირი თუ ორგანო.
- დოკუმენტის სახელწოდებაზე რას იტყვით - „საქართველო სიღარიბის გარეშე“?!
- ეს სახელწოდება არ არის, საარჩევნო ლოზუნგია და ესეც ერთი სამწუხარო რეალობაა, როცა საარჩევნო ლოზუნგს პირდაპირ სამთავრობო პროგრამას უდებენ სათაურად. ეს კი, ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ძალიან სერიოზული თემებისადმი რეალურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
იანვრის არჩევნებში ჩატარებული პლებისციტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე უნდა დაინიშნოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა ხომ არაა წინასაარჩევნო დაპირებების ერთგვარი კასკადი?
სოსო ცისკარიშვილი:
- ეს პროგრამა არის წინასაარჩევნო სურვილებით გაჯერებული დოკუმენტი, რომელზეც არ მომხდარა ქვეყნის ეკონომიკური ინტელექტუალური პოტენციალის სერიოზული დაფიქრება. საბედნიეროდ ყველა თაობაში მეგულება არაერთი ადამიანი, რომელთა ღია დისკუსიები ამ საკითხებზე, მერწმუნეთ, ძალიან საინტერესო იქნებოდა პირდაპირი ეთერით ტრანსლაციის პირობებშიც კი. საერთოდ, ხმამაღალი ფიქრი ბევრად უფრო აკეთილშობილებს შედეგს. ასეთი რამ ამ დოკუმენტს არ ეტყობა და არც სურვილი ჩანს ავტორებისა, რომ მსგავსი საჯარო მსჯელობა ოდესმე შედგეს.
და კიდევ ერთი, რაც მოსალოდნელი იყო: მას შემდეგ, რაც იძულებითი წესით გადანაწილდა არაერთი ბიზნესი და შეიცვალა არაერთი მესაკუთრე, დღეს სამთავრობო პროგრამაში ჩნდება ჩანაწერები, რომ კერძო საკუთრება იქნება დაცული. არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმაზე, რომ აღდგეს სამართლიანობა კერძო სექტორში. ამდენად, ეს დოკუმენტი ვერ დაიცავს იმ ახალ მეპატრონეებს, ვინც უკანონო გზით დაისაკუთრა სხვისი ქონება. დღეს თუ არა ხვალ უსათუოდ დადგება დრო, როცა უწესო გზით მიღებული ყველა საკუთრება დაიბრუნებს თავის კანონიერ მფლობელებს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ეს საკუთრება დაცული. ამიტომ „რჩეულთ“ შერჩეთ ის, რაც თავად შეირჩიეს უკანონო მფლობელობისთვის, ამის დაკანონებას ვერანაირი ახალი ხელისუფლება წინამორბედს ვერ დაჰპირდება.
მინდა პასუხისმგებლობის დეფიციტზეც გითხრათ ორიოდ სიტყვა. ცხადია, პასუხისმგებლობების კონკრეტიზაცია შეიძლება არ გახლავთ სტრატეგიული დოკუმენტის აუცილებელი კომპონენტი, მაგრამ ამ დოკუმენტს ჰქვია „საქართველოს მთავრობის პროგრამა 2008-2012 წლებში“. ჯერ ერთი, ოპტიმიზმი უკვე იმაში ძევს, რომ ეს მთავრობა 5-წლიან პერსპექტივაზე საუბრობს, მაშინ როცა პრაქტიკულად ამ პროგრამის შემადგენელი დოკუმენტები მთლიანობაში ჯერ პარლამენტს არ დაუმტკიცებია და მას ჯერ კიდევ წინ აქვს ახალ პარლამენტთან ნდობის მოპოვების პრობლემა. საქართველოს მთავრობა დამოუკიდებლად, როგორც ერთი, ცალკე აღებული ქვეყნის მთავარი მეურნე, ამ პროგრამის დამძლევი არ არის. ეს უნდა იყოს ფართოდ გაზიარებული პროგრამა. ძალიან კარგია, როცა წერენ, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება სოციალური სოლიდარობის პრინციპებზე. საინტერესოა, როგორ მოხდება, ან რატომ აქამდე არ ხდებოდა, რა მეთოდებით აპირებენ კონსოლიდაციას და რა ტიპის საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება ასეთ კონსოლიდაციას? თუ ეს არ არის გაწერილი სადმე, აღნიშნული ფრაზა ისევ სადღეგრძელოს ნაწილი შეიძლება იყოს. ხოლო ის, თუ ვის დაეკისრება ამ პროგრამის შესრულებაზე პასუხისმგებლობა, ისევ საზოგადოების გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იმ მასხრად აგედბული პრივატიზაციის პროცესიდან დაწყებული, რომელიც დიდი ალბათობით უკვე რუსეთის სასარგებლოდ ავითარებს მოვლენებს ბათუმისა და ფოთის პორტებში, რადგან სიცრუე, რომელიც ბატონი ბენდუქიძის მიერ იქნა გაჟღერებული, თითქოს ბათუმის სანაოსნო 49 წლის იჯარით გადაეცა ნილსენს, გამჟღავნდა. ნილსენი ყოფილა მისი მესაკუთრე თურმე და არა დამქირავებელი და ახლა ბათუმის პორტი ისევ ნაციონალიზებულია, ოღონდ ნაზარბაევის და არა საქართველოს ხელისუფლების მიერ. არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ნაზარბაევი არ დაუთმობს მას პუტინს ან მის მემკვიდრეს, არ არსებობს!
გია ხუხაშვილი:
- რა თქმა უნდა, ეს არის პოსტ და წინასაარჩევნო დაპირებების კასკადი. ხელისუფლებას არა აქვს სურვილი, რომ რაღაცა გამოასწოროს ქვეყანაში. თუმცა, მათ უნდათ, რომ ერთის მხრივ სიტუაციის კონტროლი არ გაუშვან ხელიდან, მეორეს მხრივ, კი ქმნიან ილუზიას, რომ ყველა კარგად ცხოვრობდეს. რეალობაში კი ასე არ ხდება, ორივეს ერთად რეალიზება შეუძლებელია. ამიტომ, ხელისუფლება იძულებულია ლოზუნგებით ილაპარაკოს. მე ნამდვილად არ ველოდი პრემიერ- მინისტრ ლადო გურგენიძისგან, როცა მან პირველი, რაც ახალ პოსტზე გააკეთა, იყო ის, რომ გახსნა ქარხანა, რომელიც დიდი ხნის გახსნილი იყო. ანუ მანაც პიარკამპანიით დაიწყო თავისი სამეურნეო საქმიანობა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება კვლავაც ვირტუალური კეთილდღეობის სურათების ხატვით აგრძელებს მოღვაწეობას, რაც ძალიან სამწუხარო რეალობაა.
მოამზადა
ილნარ გორელიშვილმა
![]() |
6 „ეროვნული ბანკი მსოფლიო ბაზარზე სრულფასოვან მოთამაშედ ჯერ ვერ გამოდგება!“ |
▲ზევით დაბრუნება |
კომპეტენტური აზრი
ემზარ ჯგერენაია:
დღემდე საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და საბანკო სფეროს საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავდა. ფინანსური სექტორის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყანაში შექმნილ საინვესტიციო კლიმატზე, საბანკო სექტორის რეგულირებაზე. საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წინაშე ერთიანი კონცეფციის არსებობის აუცილებლობის საკითხი დადგა. საქართველოს საბანკო სისტემა სერიოზული სტრუქტურული, თუ საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინშია. საქართველოში ერთ-ერთი სერიოზული საბანკო ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება.
,,რევოლუციურ“ საკანონმდებლო პაკეტში არსებულ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ,,ეროვნული ბანკის შესახებ'' კანონპროექტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მეორე მოსმენით უახლოეს მომავალში დაამტკიცებს. რა საკანონმდებლო ცვლილებები ელის საქართველოს საბანკო სისტემას და როგორი იქნება ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობები? ქვეყნის ფულად- საკრედიტო პოლიტიკაზე და ქართული ეკონომიკის პრობლემებზე საუბრობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ბატონი ემზარ ჯგერენაია.
- დღეს განვითარების იმ ეტაპზე ვიმყოფებით და ბოლო დროს, ჩვენთან ერთად მსოფლიოც, როცა საქართველოს საბანკო სექტორი აუცილებელ და ფუნდამენტურ გარდაქმნას მოითხოვს. დღის წესრიგში დადგა როგორც ეროვნული ბანკის ფულად- საკრედიტო პოლიტიკის, ისე, მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ფუნქციების გარდაქმნის საჭიროების საკითხი, ასევე შეიცვალა კომერციული ბანკებისადმი მიდგომაც. რა ტენდენციები იკვეთება ამ კუთხით მსოფლიოში?
- მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ყველა ცენტრალურ ბანკს ორი ძირითადი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, ინფლაციის მხარდაჭერა, ინფლაციის რეგულირება და მეორე მხრივ, ეკონომიკის ზრდისა და უმუშევრობის რეგულირება. აი, ეს ორი უზარმაზარი ნაწილი გააჩნია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს - ყველა ქვეყანაში ცენტრალური ბანკი ბანკთაბანკად რჩება თავისი იურიდიული ფუნქციით და მარეგულირებელი ორგანო ყველგან ცალკეა. ასე ხდება აშშ-ში, ინგლისში, ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, იგივე ხდება რუსეთშიც, მაგრამ, ძირითადი ტენდენცია ასეთია: კომერციული ბანკების მარეგულირებელი ფუნქცია ცენტრალური ბანკის ფუნქციებს ემიჯნება.
- რას ნიშნავს ფინანსური მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ფუნქცია?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კომერციული ბანკი სპეციფიური იურიდიული პირია და ის აუცილებლად სააქციო საზოგადოების სახით უნდა შეიქმნას, რომლის საქმიანობა ,,მეწარმეთა შესახებ კანონით“ და „საბანკო საქმიანობის შესახებ“ კანონით განისაზღვრება. საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზიას გასცემს არა ეროვნული ბანკი, არამედ, კომერციული ბანკების სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო, რომელიც მუდმივად, პერმანენტულად, ყოველკვარტალურად, ყოველწლიურად განახორციელებს ბანკებზე კონტროლს და გააკონტროლებს საბანკო კაპიტალს, მოზიდულ სახსრებსა და დაბანდებულს შორის ადექვატურობას, აქტივებსა და პასივებს შორის შეფარდებას, სესხების ოდენობას და ა.შ. ყველა ამ პარამეტრების კონტროლს, დღეს უკვე განიხილავს მარეგულირებელი ორგანო; საბანკო საქმიანობას კი, დღემდე საქართველოს ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში მყოფი საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებდა. ეს გახლავთ ის სიახლე, რაც დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში და საბანკო კანონმდებლობაში ხდება. მაგრამ ჩემთვის გაურკვეველია ზოგიერთი რამ: აუცილებელი სავალდებულო რეზერვების დონეს ვინ განსაზღვრავს - ეროვნული ბანკი, თუ მარეგულირებელი? „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტში ეს არსად არაა მითითებული. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. თუ ანგარიშვალდებულია, ესეც მნიშვნელოვანი დაქვემდებარებაა, თუ მარეგულირებელ ორგანოში ექსცესები მოხდა, ამაზეც ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი. ამით ეროვნული ბანკის ფუნქციები კი არ კნინდება, არამედ, იზრდება, მას უზარმაზარი ფუნქცია ეკისრება და ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობის კონცენტრაცია შემდეგ ძირითად მიმართულებებზე იყოს: 1. ინფლაციის რეგულირება; 2. წარმოების ეკონომიკის ზრდის რეგულირება; 3. უმუშევრობის რეგულირება - ეს ყველაფერი მსოფლიო სტანდარტებს ექვემდებარება, მაგრამ, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა საბანკო ინსტიტუციონალური რეფორმა გარდამავალ პერიოდში - 3-4 წელიწადში ნელ-ნელა მომხდარიყო. დაიხვეწა კანონი, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხიც კიდევ უფრო გართულდა, მაგრამ ვსვამ სერიოზულ კითხვას: რა მექანიზმებით ებრძოლოს ეროვნულმა ბანკმა ინფალაციას, წარმოების ტემპის ზრდასა და უმუშევრობას? - რა თქმა უნდა, შესაბამისი საფინანსო ბერკეტებით და სავალუტო პოლიტიკით.
- როგორაა ჩვენთან განვითარებული სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და სახელმწიფო ვალდებულებების ბაზარი?
- ძალიან ცუდად. ამის სამწუხარო მაგალითად 2003 წლის მერე სახელმწიფო ვალდებულებების სადეპოზიტო სერტიფიკატებთან დაკავშირებული ემბრიონის დონეზე გაკეთებული ოპერაციაც გამოდგება. საამისოდ ეროვნულ ბანკს ფინანსური ბერკეტები ჯერ არ გააჩნია და ის საფონდო ბაზარზე მოთამაშედ ვერ გამოდგება. საქართველოს საფონდო ბაზრის ფორმირებასაც თავისებური პრობლემები ახლავს: ვერ გააიაფებ და ვერ გააძვირებ საკრედიტო რესურსს. როცა საკრედიტო რესურსი იაფდება, ამით წარმოების და ეკონომიკის ტემპის ზრდას ვუწყობთ ხელს, როცა საკრედიტო რესურსი ძვირდება, - ეკონომიკის ზრდის ტემპს ვაჩერებთ. ამ დროს იზრდება უმუშევრობა, მცირდება ინფლაცია და პირიქით, როცა დაბლა ვწევთ საკრედიტო განაკვეთს, იზრდება ინფლაციის რისკი, რომელიც ბოლო დროს სერიოზულად მატულობს. ამ ბრძოლაშია მსოფლიოში თითქმის ყველა ბანკი და მათთან ეს მექანიზმები ძალზე მძლავრია, საქართველოში კი, ამგვარი მექანიზმები არ არსებობს, მიმაჩნია, რომ ერო ეროვნულ ბანკს ცივილური მექანიზმები არ გააჩნია და ის მსოფლიო ბაზარზე სრულფასოვანი მოთამაშე ჯერ კიდევ არაა. უფრო მეტიც, დღემდე ეროვნული ბანკი დიახაც, რომ მხოლოდ მაკონტროლებელი ორგანო გახლდათ ბანკთაშორისი ბანკების და ის მნიშვნელოვან პარამეტრებს აკონტროლებდა, რომელიც წესით კომერციულ ბანკებში უნდა კონტროლდებოდეს. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არ შეიძლება დადებითად მივიჩნიოთ. ეს აზრი სენსაციური იქნება და ყველას გაუკვირდება ამგვარი შეფასება. ეროვნული ბანკი დღემდე კონტროლირებად-რეგულირებად სისტემაზე მუშაობდა. მართალია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებული გაკოტრება ბანკებისა არ მომხდარა და მათ მეანაბრეებთან განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ფულად - საკრედიტო პოლიტიკა გამართლებულია. - როგორია დღეს ლარის კურსი? - ძალიან მყარი. - დოლარიც საკმაოდ გამყარდა. რისთვის კეთდება ეს? - ინფლაციის გასაჩერებლად ხომ არა? - არა და რატომ?
- მსოფლიო ბაზარზე ძვირდება ნავთობპროდუქტები, ბენზინი, გაზი, ხორბალი, კვების პროდუქტები და ა.შ. ეს ყველაფერი აისახება ჩვენს შიდა ბაზარზე, აქ უძლურია ეროვნული ბანკი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვაკეთებთ? - ვაიაფებთ იმპორტს და ვამყარებთ ლარს - იაფი იმპორტი აკავებს გაძვირებულ ფასებს და ამით ვცდილობთ ინფლაციის დარეგულირებას, რაც არასწორია. ცხადია, ამას დიდხანს არ ექნება შედეგი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ექსპორტის კალათაში დღემდე რუტინული სიტუაცია სუფევდა. მუდმივად პირველ ადგილზე ჯართი და ისეთი მინერალური ნედლეული იყო, რომელიც არ იყო დანახარჯზე გათვლილი და ლარის კურსი მასზე დიდ ზეგავლენას არ ახდენდა. რითი ვამყარებთ დღეს ლარის კურსს? - სერიოზული ფულადი ინვესტიციებით - შემოდინებული უცხოური ვალუტის გაყიდვით ცხოვრობს დღეს ქვეყანა. ნოემბრის მოვლენების შემდეგ შესამჩნევად შეჩერდა ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში - 2008 წლისთვის 2 მლრდ იყო მოსალოდნელი, ამ წელს ინვესტიციების სერიოზულ ზრდას არც უნდა ველოდოთ, რადგან, ეს წელი საარჩევნო წელია და მას დიდი გავლენა აქვს ინვესტიციაზე. ფულადი ინვესტიციების ძირითადი შემოდინება ძირითადად საბანკო კაპიტალზე ხდება, რომელიც სარისკოდ იზრდება. აქედან გამომდინარე, სწორედ დღეს უნდა მოხდეს ქართული ფულად- საკრედიტო პოლიტიკის დიამეტრალურად შეცვლა იმისკენ, რომ ის ორიენტირებული იქნება ურთულესი ამოცანისკენ - მოთოკოს 14%25-იანი ინფლაცია და ამავე დროს, გაზარდოს წარმოების ტემპი, რაც თითქმის მსოფლიოს ცენტრალური ბანკებისთვისაც ურთულესი ამოცანაა; ან ერთი უნდა გაკეთდეს, ან მეორე. როცა ამ ამოცანას ერთდროულად ვუსახავთ ეროვნულ ბანკს, მისი მნიშვნელობა ფუნდამენტურად უნდა გარდაიქმნას. დღემდე საქართველოს ფულად - საკრედიტო პოლიტიკა არ იყო ოპტიმალური, მხოლოდ საბანკო სექტორის სიმყარე არ შეიძლება ჩაითვალოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შეფასების კრიტერიუმად - მისი შეფასების მთავარი კრიტერიუმი იქნება სწორედ ოპტიმალური დონე, როგორც ინფლაციაში, ისე წარმოების ზრდაში. ამას რომ მივაღწევთ, ვიტყვით, რომ ეროვნული ბანკი წარმატებულად მუშაობს. ამიტომ, დროა, საქართველოს ეროვნული ბანკი სერიოზულ ფინანსურ მოთამაშედ ვაქციოთ და ის იქნება არა მარეგულირებელი ფინანსური, თუ საბანკო ინსტიტუტების, არამედ, როგორც ბაზის, უმუშევრობის და ინფლაციის რეგულატორი. ეს მეტად რთული, მაგრამ, გარდაუვალი პრობლემა გახლავთ.
- საქართველოში ბანკების სიმრავლეა, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დიდმა შთანთქას პატარა? როგორ ვითარდებიან ისინი, როგორია საბანკო მომსახურების ხარისხი?
- საერთოდ, ბანკების რაოდენობას ბაზარი განსაზღვრავს. თუ ბაზარზე არ იქნება მოთხოვნა და მას ამდენი ბანკი არ სჭირდება, აუცილებლად მოხდება მათი გამსხვილება და ეს პროცესი წინაა ქართულ საბანკო ბაზარზე. უნდა ითქვას, რომ ბანკი ყველაზე მომგებიანი სფეროა და საქართველოში ნებისმიერი ინვესტორი სწორედ აქ ცდილობს ფულადი ინვესტიციების დაბანდებას. მიუხედავად იმისა, რომ ბანკი კაპიტალურად მეტად ტევადი ბიზნესია და ნაკლებ რისკებთანაა დაკავშირებული, ჯერჯერობით ის დაცული და გარანტირებულია გირაოთი და მეორე, ის პოლიტიკური რისკის ქვეშ იმყოფება. რაც შეეხება საბანკო მომსახურების ხარისხს, საქართველოში ის ძალიან ძვირი, საკმაოდ ცივილური და მისაღებია. ბანკი გახლავთ ერთ-ერთი სერიოზული სფერო ეკონომიკის, რომელიც საქართველოში მაღალ დონეზე ვითარდება. გვაქვს ისეთი სტაბილური ბანკები, როგორიცაა: „ქართუ ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ძვრებიც აქვთ სხვა ბანკებსაც - სხვადასხვა საბანკო პროდუქტები ინერგება საქართველოში, რაც მიღებული და აპრობირებულია მსოფლიოში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობაში კი, საბანკო ურთიერთობის კულტურა ცხოვრების დონის ზრდასთან და საბანკო მომსახურების გაიაფებასთანაა დაკავშირებული, რასაც დიდი დრო დასჭირდება. საქართველოში საბანკო მომსახურება საკმაოდ ძვირია.
- დღეს საბანკო სისტემა უცხოური კაპიტალით იკვებება, როგორ მიმოიქცევა ქართული ლარი, როგორია ეროვნული ვალუტის დამოკიდებულება უცხოური ვალუტისადმი და ეს ხომ არ ახდენს ინფლაციაზე გავლენას?
- ინვესტიციების სტერილიზაციის პრობლემა ბოლო ორი წლის განმავლობაში სერიოზულად იდგა ეროვნული ბანკისა და ქართული ეკონომიკის წინაშე. ერთი პერიოდი ის მეტ-ნაკლებად გავლენას ახდენდა ინფლაციაზე. ყველაფერს სტერილიზაცია სჭირდება. უნდა ითქვას, რომ ლარი თავისი ბუნებით კვაზიკონვერტირებადი ვალუტაა, ის შეუფერხებლად გადადის სხვა ვალუტაზე, შეუფერხებლად გადახურდავდება როგორც ქეშის სახით, ისე ნებისმიერ ვალუტაზე და თავისუფალია უცხოური ტრანსაქციების მიმართაც. ამ მხრივ, ლარს პრობლემა არა აქვს და სხვათაშორის, ფსიქოლოგიურადაც ის საკმაოდ მყარი ფულადი ერთეულია
- ბიზნესის დაკრედიტება მასობრივად არ ხდება, ზოგიერთისთვის ის ხელმისაწვდომია, ზოგიერთისთვის არა, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მეწარმეებს. თქვენის აზრით, რამდენად ხელმისაწვდომია ამგვარი სესხები ბიზნესმენთათვის?
- სესხები ხელმისაწვდომია და მოსახლეობა მას ადვილად იღებს. შესაძლოა, ერთ პერიოდში მოსახლეობის მიერ აღებულმა დავალიანებამ რამდენჯერმე გადააჭარბოს მათ სავარაუდო შემოსავლებს. აშშ-ში 140-180%25-ით მეტია დავალიანება შემოსავალთან. ინგლისში აღებული კრედიტების შეფარდება მოსახლეობის შემოსავალთან 180%25-ს შეადგენს, ჩვენთან კი, ჯერ-ჯერობით დაახლოებით ერთი- ერთზეა; საქართველოში კრედიტი ძვირი ღირს, ამ მხრივ ის რისკიანი ქვეყანაა მოზიდული კაპიტალი ძვირია, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ანაბრებზე დარიცხული პროცენტიც კოშმარულად დიდი - 14%25-ია, მსოფლიოში ვერ გაიგონებთ ანაბარზე დარიცხულ ასეთ პროცენტულ მაჩვენებელს; ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ რეალურად იაფი რესურსი შევთავაზოთ მოსახლეობას და ქართულ ბიზნესს, რაც ბანკის კუთვნილი მოგების შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს. მიმაჩნია, რომ ბანკებს დაუმსახურებლად დიდი მოგება მიაქვთ, ეს, პირველ რიგში, ეროვნული ბანკის პრეროგატივაა.
- რამდენად ხელშეუხებელია ბანკები საქართველოში და განიცდიან თუ არა ისინი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას?
- ბანკი იმდენადაა ძლიერი ფინანსური ორგანო, მას იმდენად შეუძლია დიდი ზეგავლენის მოხდენა პოლიტიკაზე, რომ არ შეიძლება არ იყოს პოლიტიკური. ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასეა. როგორც არ უნდა გვინდოდეს, რომ ის ჩვენს ქვეყანაში იყოს სუფთა და ყოველგვარი ჩარევის გარეშე მუშაობდეს, თავს ნუ მოვიტყუებთ - ბანკი პოლიტიკის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. მაგრამ არსებობენ ბანკები, რომლებსაც სერიოზული ბალანსის მოხდენა შეუძლიათ პოლიტიკას, ბიზნესსა და ეკონომიკას შორის.
ესაუბრა
თამარ ჭეჟია
![]() |
7 საკანონმდებლო სიახლენი კომენტარით |
▲ზევით დაბრუნება |
შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის
2007 წლის 28 დეკემბერის N5652 - რს დადგენილებით
მუხლი 1
პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
ეს შეთანხმება გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი, ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს.
მუხლი 2
გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი მხარის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა, ან მისი ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოს მიერ გადახდილი ან გასამრჯელოს მთლიან თანხებზე გადახდილი გადასახადების ჩათვლით. 3.არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
a) საქართველოს შემთხვევაში:
(i) საშემოსავლო გადასახადი;
(ii) მოგების გადასახადი; (შემდგომში „საქართველოს გადასახადები“);
b) თურქეთის რესპუბლიკის შემთხვევაში :
(i) საშემოსავლო გადასახადი;
(ii) კორპორაიცული გადასახადი; (შემდგომში „თურქეთის გადასახადები“).
4. შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური, ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.
მუხლი 3
ზოგადი განსაზღვრებები
1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „საქართველო” ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ზემოთ საჰაერო სივრცეს, რომლებზეც საქართველო ახორციელებს თავის სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი „თურქეთი“ ნიშნავს თურქეთის ტერიტორიას, ტერიტორიულ ზღვას, ასევე საზღვაო არეალს, რომელზეც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ვრცელდება თურქეთის იურისდიქცია ან სუვერენული უფლებები ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიებაზე, ექსპლოატაციაზე და კონსერვაციაზე;
c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ ნიშნავს საქართველოს, ან თურქეთს, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e) ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ ერთეულს და ნებისმიერ საწარმოს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც დებეგვრის სუბიექტი;
f) ტერმინი „რეგისტრირებული ოფისი“ ნიშნავს თურქეთის შემთხვევაში, თურქეთის სავაჭრო კოდექსის საფუძველზე დარეგისტრირებულ ლეგალურ სათავო ოფისს და საქართველოს შემთხვევაში, რეგისტრაციის ადგილს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონოს შესაბამისად;
g) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით იმ შემთხვევების გარდა, როდესაც საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
(i) საქართველოში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, და
(ii) თურქეთში: ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
j) ტერმინი „ნაციონალური პირი“ ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს რომელსაც გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალობა ან მოქალაქეობა,
(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც მასში არ არის განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონებით.
მუხლი 4 რეზიდენტი
1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, რეგისტრირებული ოფისის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოს და მის ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს.
ამასთან ეს ტერმინი არ მოიცავს ნებისმიერ პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ სახელმწიფოში, მხოლოდ მასში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი წარმოადგენს ოროივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელთანაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესის ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, რომელთანაც მას გააჩნია სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში, ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს;
d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არც ერთი მათგანის მოქალაქე, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის ფიზიუკრი პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის, მაშინ იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც მისი რეგისტრირებული ოფისია განთავსებული.
მუხლი 5
მუდმივი დაწესებულება
1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად, ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ მოიცავს კერძოდ:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს; და
f) მაღაროს ნავთობის, ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს, ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან სააწყობო ობიექტი, რომელიც მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს თორმეტ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს:
a) ნაგებობის გამოყენებას მხოლოდ საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების შენახვის, დემონსტრირების, ან მიწოდების მიზნით;
b) საქონლის ან ნაკეთობის იმ მარაგების შენახვას, რომელიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;
c) საქონლის ან ნაკეთობის იმ მარაგების შენახვას, რომელიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობების შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ a)-e) ქვეპუნქტებში აღნიშნულ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ფიქსირებული ადგილიდან წარმოებულ საერთო საქმიანობას, რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსაზადებელი ან დამხმარე ხასიათი.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, თუ პირი, მე-6 პუნქტში აღნიშნულ დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე ამ სახელმწიფოში. იგივე გავრცელდება ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმ საქმიანობის გარდა, რომელიც აღწერილია მე-4 პუნქტში. ეს უკანასკნელი, განხორციელებული საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, ამ პუნქტის დებულებების შესაბამისად, საქმიანობის ამგვარ ფიქსირებულ ადგილს არ გადააქცევს მუდმივ დაწესებულებად.
6. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო არ განიხილება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ სახელმწიფოში თავის საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, თუ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
7. ის ფაქტი, რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია აკონტროლებს ან თავად კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ, ან, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით). თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.
მუხლი 6 შემოსავალი უძრავი ქონებიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაებეგროს ამ მეორე სახემწიფოში.
2. ტერმინს „უძრავი ქონება“ აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს ქონებას, რომელსაც უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათი აქვს, პირუტყვს, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ მოწყობილობას (თევზის მოშენებისა და გამრავლების ჩათვლით), უფლებებს, რომლებსაც ეხება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის ნორმები, უძრავი ქონების უზუფრუქტს, უფლებებს ცვლად ან ფიქსირებულ ანაზღაურებაზე, რომლებიც წარმოადგენენ კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისათვის, ან დამუშავების უფლებისათვის. საზღვაო გემები და საჰაერო ხომალდები უძრავი ქონებად არ განიხილება.
3. პირველი პუნქტის დებულებები ეხება, აგრეთვე უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავალს.
4. პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ეხება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებს.
მუხლი 7 მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2. მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან მსგავი საქმიანობით დაკავებულ, იმავე, ან მსგავს პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსაგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.
4. მუდმივ დაწესებულებას მოგება არ მიეწერება ამ მუდმივი დაწესებულებების მიერ საწარმოსათვის მხოლოდ საქონლის ან ნაკეთობების შეძენის საფუძველზე.
5. როდესაც მოგება შეიცავს შემოსავალის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ იმ მუხლების დებულებებზე ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს.
მუხლი 8 საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
1. ხელშეკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემების ან საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე იმ მოგებების მიმართ, რომლებიც მიიღება პულში, ერთობლივ საწარმოებში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობიდან.
მუხლი 9
ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
1. იმ შემთხვევაში, როდესაც:
a) ხელშემკვრელი სახლმწიფოს საწა პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან
b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებში იქმნება ან წესდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხვოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ დაერიცხა, შეიძლება ჩართულ იქნას ამ საწარმოს მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს გადასახადით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო, პირველი მუხლის დებულების თანახმად, ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს - და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს - იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარება დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას, თუ ეს მეორე სახელმწიფო ამგვარ კორექტირებას გამართლებულად მიიჩნევს. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში,ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.
მუხლი 10
დივიდენდები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო თანხის 10 პროცენტს.
ამ პუნქტის დებულებები არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგებასთან მიმართებით, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები.
3. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „დივიდენდი“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, „jouissance“-ის აქციებიდან, ან „jouissance“-ისუფლებებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, მოგებაში მონაწილეობიდან, აგრეთვე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს იმ კომპანიის მოგება, რომელიც ეწევა საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მე-7 მუხლის შესაბამისად დაბეგვრის შემდეგ,დარჩენილ თანხაზე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება, მხოლოდ განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაკვეთს.
5. პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც აწარმოებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
6. როდესაც ხელეშმკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს მოგებას ან შემოსავალს, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას დააკისროს გადასახადი გადახდილ დივიდენდებზე, იმ შემთხვევის გარდა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, ან როდესაც ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. გადასახადით არ დაიბეგრება კომპანიის გაუნაწილებელი მოგება, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.
მუხლი 11
პროცენტი
1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს.
3. ტერმინი „პროცენტი“ მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად; კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან.
4. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშვება პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზე ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
5. პროცენტი წარმოქმნილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როცა გადამხდელს წარმოადგენს თავად ეს სახელმწიფო, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ხელეშმკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება პროცენტის გადახდა, ამასთან ამ პროცენტის გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავის პროცენტები წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება, ან ფიქსირებული ბაზა.
6. თუ პროცენტის გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 12
როიალტი
1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, როიალტი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს როიალტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს.
3. ამ მუხლიში გამოყენებისას, ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს გადასახადის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების სფეროს ნებისმიერი ნაწარმოებით, მათ შორის, კინემატოგრაფიული ფილმებით, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის ჩანაწერებით, ნებისმიერი პატენტით, სასაქონლო ნიშნით, დიზაინით ან მოდელით, გეგმით, საიდუმლო ფორმულების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის, ან სარგებლობის უფლების გადაცემისათვის.
4. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით, ან რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან, ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
5. როილტი ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილად ჩაითვლება, როცა გადამხდელად გამოდის თავად ეს სახელმწიფო, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო, ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება, ამასთან ასეთი როიალტის გადახდის ხარჯებს ეწევა ეს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი როიალტი წარმოიქმნა იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.
6. თუ გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა გამო როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია გამოყენებასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 13
შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მე-6 მუხლში აღნიშნული და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. შემოსავალი იმ მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი სახელმწიფოს საწარმოს კუთვნილ მეორე ხელეშმკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან შემოსავალი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე ფიქსირებული ბაზის ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად), ან ასეთი ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემების ან საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
4. შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან, პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი. ამასთან, წინა წინადადებაში აღნიშნული კაპიტალის ნამეტი, რომელიც წარმოიქმნება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იბეგრება ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ქონების შეძენასა და გასხვისებას შორის პერიოდი არ აღემატება ერთ წელს.
მუხლი 14
დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელმშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირი პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შემდეგ, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით. თუ მას ამგვარი ფიქსირებული ბაზა გააჩნია, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი მიეკუთვნება ასეთ ფიქსირებულ ბაზას.
2. ტერმინი „პროფესიული მომსახურება“ მოიცავს კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო ან პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას.
მუხლი 15 დაქირავებით მუშაობა
1. მე-16, მე-18, მე-19 და მე-20 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავის ანაზღაურება, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
a) ანაზღაურების მიმღები მეორე სახელმწიფოში იმყოფება პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო რაოდენობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ საგადასახადო წელს, და
b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს და
c) ანაზღაურება არ არის წარმოქმნილი მუდმივი დაწესებულებიდან ან ფიქსირებული ბაზიდან, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებების მიუხედავად, ხელფასი და სხვა ანაზღაურება, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებით მუშაობისათვის, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს საწარმო.
მუხლი 16
დირექტორთა ჰონორარები
დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
მუხლი 17
ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
1. მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, როგორიცაა თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვის ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელიც მიიღება ამ მუხლით განსაზღვრული საქმიანობიდან, თავისუფლდება გადასახადიდან იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში სადაც ხორციელდება ასეთი საქმიანობა, თუ ამ სახელმწიფოში ხელოვნების მუშაკის, მუსიკოსის ან სპორტსმენის ვიზიტი მთლიანად ან ძირითადად ფინანსდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან, თუ ეს საქმიანობა ხორციელდება ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის კულტურის ან სპორტის სფეროში დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში.
მუხლი 18
პენსიები
1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი8ს დებულებათა შესაბამისად, წარსულში მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურებები, აგრეთვე ანუიტეტები იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ფარგლებში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი ნებისმიერი პენსია და სხვა ანაზღაურება, შეიძლება დაიბეგრროს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.
3. ტერმინი „ანუიტეტი“ ნიშნას თანხის დადგენილ ოდენობას, რომლის გადახდა ხდება პერიოდულად, დადგენილ დროს სიცოცხლის განმავლობაში, ან დროის გარკვეულ, ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, იმ პირობით, რომ გადახდის სანაცვლოდ მოხდება მისი ადექვატური და სრული კონპენსაცია ნაღდი ფულით, ან შესაბამისი ფასეულობით.
მუხლი 19
სახელმწიფო სამსახური
1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, პენსიის გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, ან ხელისუფლების ორგანოს გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:
(i) არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე, ან
(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსია ამ სახელმწიფოსათვის, ან ხელისუფლების ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
b) ამასთან, ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და მოქალაქეს.
3. მე-15,მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებების გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, სხვა მსგავსი ანაზღაურებებისა და პენსიების მიმართ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებით.
მუხლი 20
მასწავლებლები და სტუდენტები
1. სტუდენტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიერ მიღებული ანაზღაურება, თუ იგი განკუთვნილია მისი ცხოვრების, განვითარების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, არ იბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ამ ანაზღაურების წყარო მდებარეობს პირველად ხსენებული სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
2. ანალოგიურად მასწავლებლის ან ინსტრუქტორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ სწავლების ან სამეცნიერო კვლევის მიზნით, მიერ მიღებული ანაზღაურება გათავსიუფლდება გადასახადისაგან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არაუმეტეს ორწლიანი პერიოდის, ან პერიოდების განმავლობაში სწავლების, ან სამეცნიერო კვლევის სფეროში მის მიერ გაწეული პირადი სამსახურებიდან მიღებულ ანაზღაურებაზე, თუ ამ ანაზღაურების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის დებულებები ეხება კვლევითი სამუშაებიდან მიღებულ შემოსავალს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის მიერ ამგვარი კვლევა ტარდება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა კერძო პირის, ან პირების პირადი გამორჩენის მიზნით.
4. სტუდენტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მიერ დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება, რომელიც წარმოიშვება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში კალენდარული წლის მანძილზე არა უმეტეს 183 დღის პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში მისი დასაქმების შედეგად, თუ ეს დასაქმება ემსახურება მის მიერ განათლების მიღების პროცესში პრაქტიკული გამოცდილების შეძენას, არ იბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.
მუხლი 21
სხვა შემოსავლები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლში, მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავდება მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისაგან, თუ ასეთი შემოსავლის მომღები წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მერე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით ან, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებით ხდება შემოსავლის გადახდა უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
მუხლი 22
ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეთოდი
1. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პირველად ხსენებული სახელმწიფო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადის საერთო მოცულობიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში გადახდილი გადასახადის ტოლია. ამასთან, ასეთი გამოქვითვა არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გმოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. როდესაც ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისაგან გათავისუფლებულია ამ სახელმწიფოში, ამ სახელმწიფოს, ამის მიუხედავად, შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გააგნარიგების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.
მუხლი 23
დისკრიმინაციის თავიდან აცილება
1. ხელეშმკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემსდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსაზღვრულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას, ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება, პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება, აგრეთვე, იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი, ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ, ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას, ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან, ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოთა ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში.
3. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კუთვნილი მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა ამ მეორე სახელმწიფოში არ უნდა განხორციელდეს უფრო ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე ხორციელდება ამ მეორე სახელმწიფოს ანალოგიური საქმიანობის მქონე საწარმოთა დაბეგვრა.
4. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის, ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის შემთხვევაში.
5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომლის კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელეშმკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
6. ეს დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ისინი ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის რამდენიმე გადასახადისაგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.
7. მე-2 მუხლის დებულებათა მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებზე.
მუხლი 24
ურთიერთშეთანხმების პროცედურა
1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორვე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ, მას შეუძლია, თავისი უფლებების დაცვის ამ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებისაგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიმდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი საკითხი ექვემდებარება 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნას ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.
2. კომპეტენტური ორგანო, თუ ის განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და თუ მას საკითხის დასაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად არ შეუძლია, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ოროგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმებასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მოღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დროითი შეზღუდვების მიუხედავად. გადასახადის გადამხდელმა უნდა მოითხოვოს ამგვარი ერთობლივი შეთანხმების შედეგად ნასაზღვრული არასწორად დარიცხული თანხის უკან დაბრუნება ერთობლივი შეთანხმების თაობაზე საგადასახადო ადმინისტრაციისაგან შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან დაძლიონ ეჭვები, რომლებიც წარმოიშვება შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ შეუძიათ, აგრეთვე, ერთმანეთთან კონსულტაციები აწარმოომნ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ საკითხებზე.
4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტების გაგებაში შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ მათი ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებითაც.
მუხლი 25
ინფორმაციის გაცვლა
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ შეთანხმების დებულებების ან ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობის შესასრულებლად იმ გადასახადებთან დაკავშირებით, რომლებსაც მოიცავს ეს შეთანხმება და რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული პირველი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა, ან მათთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომმლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მოზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
2. ამ მუხლის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) გასცეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერისავაჭო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება, ან სავაჭრო პროცესი, ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს).
მუხლი 26
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები
ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამ ართლის საყოველთაო ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.
მუხლი 27
ძალაში შესვლა
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები წერილობით აუწყებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. ეს შეთანხმება ძალაში შეთა უკანასკნელი ამგვარი გეტყობინების დღიდან.
2. ამ შეთანხმების დებულებები ამოქმედდება:
ა) წყაროსთან დასაკავებელ გადასახადებზე, თანხებზე, რომლებიც გადაიხდება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ, და
ბ) სხვა გადასახადების მიმართ, საგადასახადო წლებისათვის, დაწესებული ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
მუხლი 28
მოქმედების შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაშია ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მის შეწყვეტამდე. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 6 თვით ადრე შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას საგადასახადო წლებისა და პერიოდებისათვის იმ კალენდარული წლის დასრულების შემდეგ, რომელშიც შეწყვეტის შესახებ შეტყობინება იქნა გაცემული.
რის დასტურადაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შედგენილია 2007 წლის 21 ნოემბერს ქ. თბილისში, ორ პირად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით ფინანსთა მინისტრი
ნიკა გილაური
თურქეთის რესპუბლიკის სახელით სახელმწიფო მინისტრი
ქურშად თუზმენი
ოქმი
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“
შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ შემდეგ დებულებებზე, რომლებიც წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში:
გასაგებია, რომ თურქეთის შემთხვევაში, ტერმინი „დივიდენდი“ მოიცავს საინვესტიციო ფონდიდან და საინვესტიციო ტრასტიდან მიღებულ შემოსავლებს
რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შედგენილია 2007 წლის 21 ნოემბერს ქ. თბილისში, ორ პირად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით ფინანსთა მინისტრი
ნიკა გილაური
თურქეთის რესპუბლიკის სახელით სახელმწიფო მინისტრი
ქურშად თუზმენი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახური
ბრძანება №7892
12. 12. 2007 წ. ქ.თბილისი
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის 3 აპრილის №2903 ბრძანებით დამტკიცებულ „საგადასახადო სამართალდარღვევებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-144 მუხლებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების შესახებ მეთოდურ მითითებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით დამტკიცებული შემოსავლების სამსახურის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის 3 აპრილის ¹2903 ბრძანებით დამტკიცებულ „საგადასახადო სამართალდარღვევებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-144 მუხლებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების შესახებ მეთოდურ მითითებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 4. საგადასახადო კოდექსის მუხლი 132 - გადასახადების შემცირება
1. საგადასახადო დეკლარაციაში ან/და გაანგარიშებებში გადასახადის ოდენობის 15 000 ლარამდე შემცირება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში ან/და გაანგარიშებებში გადასახადის 15 000-დან 25 000 ლარამდე ფარგლებში შემცირება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში ან/და გაანგარიშებებში გადასახადის 25 000 ლარით ან უფრო მეტით შემცირება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული თანხის 75 პროცენტის ოდენობით.
4. თუ დამალული გადასახადების ოდენობა აღემატება 25 000 ლარს, განიხილება დიდი ოდენობით გადასახადებისაგან თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება, თუ „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში დაიფარება დამატებით გადასახდელად დაკისრებული გადასახადების ძირითადი თანხა.
5. გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს, რომელმაც საგადასახადო ორგანოს წარუდგინა შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ან გაანგარიშება გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ შეტყობინების მიღებამდე, შესწორებული, არასწორად ნაჩვენები ინფორმაციისათვის არ დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
მაგალითი პირველი: შპს „მერკურმა“ თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაცია წარადგინა 15 მარტს, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1500 ლარი. საგადასახადო შემოწ მების პროცესში გამოვლინდა, რომ გადამხდელს ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 1800 ლარი. გადასახადის შემცირებულმა თანხამ შეადგინა 300 ლარი, რაზედაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხება ჯარიმა ოდენობით 75 (300 X 25%25) ლარი.
მაგალითი მეორე: შპს „მერკურმა“ თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაცია წარადგინა 15 მარტს, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1500 ლარი. საგადასახადო შემოწმების პროცესში გამოვლინდა, რომ გადამხდელს ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 18000 ლარი. გადასახადის შემცირებულმა თანხამ შეადგინა 16500 ლარი, რაზედაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხება ჯარიმა 8250 (16500 X 50%25) ლარი.
მაგალითი მესამე: შპს „მერკურმა“ თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაცია წარადგინა 15 მარტს, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1500 ლარი. საგადასახადო შემოწმების პროცესში გამოვლინდა, რომ გადამხდელს ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 27500 ლარი. გადასახადის შემცირებულმა თანხამ შეადგინა 26000 ლარი, რაზედაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხება ჯარიმა 19500 (26000 X 75%25) ლარი.
მაგალითი მეოთხე: საწყისი მოცემულობა და პირობები იგივეა, რაც მე-3 მაგალითში. ამ შემთხვევაში, თუ გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე მიღებული „საგადასახადო მოთხოვნიდან“ 45 სამუშაო დღის ვადაში დაიფარება დამატებით გადასახდელად დაკისრებული გადასახადების ძირითადი თანხა, მის მიმართ არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა.
ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს, რომელმაც საგადასახადო ორგანოს წარუდგინა შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ან გაანგარიშება გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ შეტყობინების მიღებამდე. შესწორებული, არასწორად ნაჩვენები ინფორმაციისათვის არ დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს გადამხდელზე უკვე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი, თუ სანქციის გამოყენება მოხდა საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის ჩასატარებლად გაგზავნა სავალდებულო არ არის (მაგ. „კამერალური შემოწმება“ და სხვა).
ბ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. საგადასახადო კოდექსის მუხლი 138 - გადასახადის არასწორი ჩათვლა ან დაბრუნება.
გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოში არასწორი მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენა, რაც იძლევა გადახდილი გადასახადის მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლის ან დაბრუნების საფუძველს, - იწვევს დაჯარიმებას ჩასათვლელი ან დასაბრუნებელი თანხის 300 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის აღნიშნული მუხლით, ფინანსური სანქციის გამოყენებისათვის აუცილებელ საფუძვლად კანონმდებლის მიერ გამოკვეთილია არასწორი მონაცემების შემცველი დოკუმენტი. კერძოდ, ფიქტიური გარიგების ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა ან/და საბაჟო დეკლარაცია ან ჩათვლის მისაღებად მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტი, რომელიც გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნის განხილვის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მხრიდან სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, შეიძლება საფუძვლად დაედოს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის მომავალი საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ჩათვლა (გადასახადის თანხის ფარგლებში).
ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის უკან დაბრუნება“.
2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი გრიგოლ გობეჯიშვილი
როგორ განისაზღვრება საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი
2008 წლის 31 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ქონების (გარდა აქციებისა და წილისა) საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრება ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მიწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, როდესაც ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, ან ქონებას არ გააჩნია ნარჩენი საბალანსო ღირებულება, მისი რეალური ღირებულების დადგენა ხდება დამოუკიდებული აუდიტის სათანადო დასკვნის საფუძველზე. საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასი. შეზღუდული პასუხისმგებლობის და სააქციო საზოგადოებების აქციათა/წილის საპრივატიზებო საწყისი ფასი პრივატიზებისას, როგორც წესი, არ უნდა იყოს რეგისტრირებული საწესდებო კაპიტალზე ნაკლები. ამასთან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლება აქვს:
- სახელმწიფო ქონების (მოძრავი და უძრავი ნივთის) პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი განსაზღვროს აღნიშნული ქონების ნარჩენ, ნორმატიულ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილისა და აქციების პრივატიზებისას საპრივატიზებო საწყისი ფასი განსაზღვროს აქციების, წილის ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.
აღსანიშნავია, რომ თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი შეიძლება შემცირდეს 50%25-მდე, ხოლო თუ ქონება ამ ფასადაც არ გაიყიდა, ეს ფასი შეიძლება კიდევ შემცირდეს.
ბრძანებულება ძალაშია 2008 წლის 31 იანვრიდან.
როგორ ხდება მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება
2008 წლის 28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, სამთავრობო დელეგაციის წევრებს, №3 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებს და დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებს, NATO/PFP/TOFA-ს ფარგლებში და NATO-ს უსაფრთხოების კონფერენციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გენერალური პროკურორის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების თანმხლებ პირებს და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა პირად დაცვას სასტუმროში დაქირავებული ნორმის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით.
დანართი № 2
„ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები“
|
|
სადღეღამისო ნორმები |
|
|
ქვეყნის |
უცხოური |
მოკლევადიანი |
საზღვარგარეთ საქ. |
საცხოვრებლი |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
ავსტრალია |
ავსტრალიური დოლარი |
43 |
30 |
135 |
ავღანეთი |
აშშ დოლარი |
30 |
21 |
75 |
აზერბაიჯანი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
125 ბაქოში, 60 |
ალბანეთი |
აშშ ოლარი |
48 |
34 |
120 |
ალჟირი |
აშშ დოლარი |
41 |
29 |
45 |
ამერიკის |
აშშ ოლარი |
60 |
43 |
235 ნიუ-ორკში, |
ანგოლა |
აშშ ოლარი |
44 |
31 |
70 |
ანდორა |
შვეიცარული |
66 |
- |
109 |
ანტიგუა და |
აშშ დოლარი |
34 |
- |
80 |
არაბეთის |
აშშ დოლარი |
33 |
23 |
159 |
არგენტინა |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
115 |
ახალი |
აშშ დოლარი |
40 |
28 |
120 |
ბანგლადეში |
ევრო |
34 |
24 |
63 |
ბარბადოსი |
აშშ დოლარი |
31 |
- |
132 |
ბახრეინი |
აშშ დოლარი |
31 |
- |
161 |
ბაჰამის |
აშშ დოლარი |
32 |
- |
165 |
ბელარუსი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
112 მინსკში, 76 |
ბელგია |
ევრო |
38 |
27 |
165 |
ბელიზი |
აშშ დოლარი |
31 |
- |
85 |
ბენინი |
ევრო |
36 |
25 |
110 |
ბერმუდის კუნძულები |
აშშ დოლარი |
37 |
- |
112 |
ბოლივია |
აშშ დოლარი |
30 |
21 |
50 |
ბოსნია და |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
79 |
ბოტსვანა |
აშშ დოლარი |
37 |
26 |
118 |
ბრაზილია |
შვეიცარული |
54 |
38 |
320 |
ბრუნეი |
აშშ დოლარი |
31 |
- |
140 |
ბულგარეთი |
აშშ დოლარი |
41 |
29 |
96 |
ბურკინა |
ევრო |
36 |
25 |
65 |
გაბონი |
ევრო |
35 |
25 |
95 |
გაიანა |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
159 |
გამბია |
ევრო |
28 |
19 |
72 |
განა |
აშშ დოლარი |
36 |
25 |
64 |
გერმანია |
ევრო |
57 |
40 |
153 |
გვატემალა |
აშშ დოლარი |
31 |
22 |
98 |
გვინეა |
აშშ დოლარი |
43 |
30 |
155 |
გვინეა ბისაუ |
აშშ დოლარი |
36 |
25 |
67 |
გიბრალტარი |
აშშ დოლარი |
32 |
- |
64 |
გრენადა |
აშშ დოლარი |
32 |
- |
148 |
დანია |
დანიური კრონა |
258 |
181 |
1070 |
დიდი |
ინგლისური |
27 |
19 |
135 ლონდონში, |
დომინიკის |
აშშ დოლარი |
31 |
- |
40 |
ეგვიპტე |
აშშ დოლარი |
32 |
22 |
105 |
ეთიოპია |
ევრო |
43 |
31 |
51 |
ეკვადორი |
აშშ დოლარი |
26 |
18 |
155 |
ეკვატორიალ |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
82 |
ერაყი |
აშშ დოლარი |
30 |
21 |
70 |
ესპანეთი |
ევრო |
45 |
31 |
134 |
ესტონეთი |
აშშ დოლარი |
35 |
30 |
120 ტალინში, |
ვანუატუ |
ევრო |
34 |
- |
65 |
ვენესუელა |
აშშ დოლარი |
39 |
27 |
103 |
ვიეტნამი |
აშშ დოლარი |
29 |
20 |
70 |
ზამბია |
აშშ დოლარი |
32 |
22 |
87 |
ზიმბაბვე |
აშშ დოლარი |
40 |
28 |
70 |
თურქეთი |
აშშ დოლარი |
43 |
30 |
81 |
თურქმენეთი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
52 |
იამაიკა |
აშშ დოლარი |
34 |
24 |
125 |
იაპონია |
იაპონური |
12150 |
8500 |
21500 |
იემენი |
ევრო |
42 |
29 |
38 |
ინდოეთი |
აშშ დოლარი |
30 |
21 |
124 |
ინდონეზია |
აშშ დოლარი |
31 |
22 |
52 |
იორდანია |
აშშ დოლარი |
34 |
24 |
102 |
ირანი |
აშშ დოლარი |
24 |
17 |
62 |
ირლანდია |
ევრო |
32 |
23 |
150 |
ისლანდია |
აშშ დოლარი |
39 |
27 |
185 |
ისრაელი |
აშშ დოლარი |
49 |
34 |
117 |
იტალია |
ევრო |
45 |
32 |
102 |
სერბია და |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
100ბელგრადში, |
კაბო ვერდე |
აშშ დოლარი |
34 |
24 |
50 |
კაიმანის კუნძულები |
აშშ დოლარი |
43 |
- |
85 |
კამბოჯა |
აშშ დოლარი |
31 |
22 |
65 |
კანადა |
აშშ დოლარი |
56 |
39 |
135 |
კატარი |
აშშ დოლარი |
41 |
29 |
95 |
კენია |
აშშ დოლარი |
28 |
20 |
124 |
კვიპროსი |
კვიპროსული ფრანკი |
49 |
34 |
195 |
კოლუმბია |
აშშ დოლარი |
31 |
22 |
59 |
კომორის |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
34 |
კონგო |
ევრო |
41 |
29 |
38 |
კონგოს |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
38 |
კორეის |
აშშ დოლარი |
32 |
22 |
96 |
კოსტა-რიკა |
აშშ დოლარი |
29 |
20 |
60 |
კოტ. |
ევრო |
42 |
29 |
98 |
კუბა |
აშშ დოლარი |
32 |
22 |
70 |
ლაოსი |
აშშ დოლარი |
33 |
23 |
75 |
ლატვია |
აშშ დოლარი |
35 |
30 |
121 რიგაში, 62 |
ლესოტო |
აშშ დოლარი |
32 |
22 |
61 |
ლიბანი |
აშშ დოლარი |
25 |
18 |
65 |
ლიბერია |
აშშ დოლარი |
43 |
30 |
39 |
ლიბია |
აშშ დოლარი |
24 |
17 |
54 |
ლიტვა |
აშშ დოლარი |
35 |
30 |
142 ვილნიუსში, 91 |
ლიხტენშტეინი |
შვეიცარული |
56 |
- |
65 |
ლუქსემბურგი |
ევრო |
38 |
27 |
102 |
მადაგასკარი |
აშშ დოლარი |
39 |
27 |
70 |
მავრიკია |
აშშ დოლარი |
30 |
- |
75 |
მავრიტანია |
აშშ დოლარი |
37 |
- |
35 |
მაკაო |
აშშ დოლარი |
28 |
- |
53 |
მაკედონია |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
117 |
მალავი |
აშშ დოლარი |
29 |
20 |
44 |
მალაიზია |
მალაიზიური რინგიტი |
69 |
48 |
200 |
მალდივი |
აშშ დოლარი |
23 |
16 |
25 |
მალი |
ევრო |
34 |
24 |
60 |
მალტა |
ევრო |
45 |
32 |
110 |
მაროკო |
ევრო |
36 |
25 |
50 |
მექსიკა |
აშშ დოლარი |
29 |
20 |
102 |
მიანმა |
ევრო |
32 |
22 |
45 |
მოზამბიკი |
აშშ დოლარი |
37 |
26 |
45 |
მოლდოვა |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
109 იშინიოვში, |
მონაკო |
ევრო |
38 |
- |
121 |
მონღოლეთი |
აშშ დოლარი |
34 |
24 |
39 |
ნამიბია |
აშშ დოლარი |
41 |
29 |
43 |
ნეპალი |
აშშ დოლარი |
24 |
17 |
45 |
ნიგერი |
ევრო |
33 |
24 |
60 |
ნიგერია |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
92 |
ნიდერლანდები |
ევრო |
41 |
29 |
125 |
ნიკარაგუა |
აშშ დოლარი |
33 |
23 |
55 |
ნორვეგია |
ნორვეგიული კრონა |
252 |
176 |
1013 |
ომანი |
აშშ დოლარი |
39 |
27 |
85 |
პაკისტანი |
აშშ დოლარი |
34 |
24 |
50 |
პალაუს |
აშშ დოლარი |
29 |
- |
50 |
პანამა |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
93 |
პაპუა-ახალი |
აშშ დოლარი |
36 |
25 |
95 |
პარაგვაი |
აშშ დოლარი |
27 |
- |
80 |
პერუ |
აშშ დოლარი |
31 |
21 |
85 |
პოლონეთი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
115 |
პორტუგალია |
ევრო |
34 |
24 |
127 |
პუერტო-რიკო |
აშშ დოლარი |
32 |
- |
120 |
რუანდა |
აშშ დოლარი |
37 |
26 |
75 |
რუმინეთი |
აშშ დოლარი |
37 |
26 |
118 |
რუსეთის |
აშშ დოლარი |
50 მოსკოვსა და |
35 მოსკოვსა და |
233 მოსკოვსა |
საბერძნეთი |
ევრო |
39 |
28 |
98 |
სალვადორი |
აშშ დოლარი |
28 |
- |
46 |
სამოა |
აშშ დოლარი |
27 |
- |
52 |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
აშშ დოლარი |
41 |
29 |
79 |
სამხრეთ კორეა |
აშშ დოლარი |
54 |
38 |
137 |
სან-მარინო |
ევრო |
24 |
- |
81 |
სან-ტომე და პრინსიპი |
აშშ დოლარი |
34 |
24 |
50 |
საუდის |
აშშ დოლარი |
51 |
35 |
75 |
საფრანგეთი |
ევრო |
56 |
40 |
134 პარიზში, 97 |
საფრანგეთის |
ევრო |
38 |
- |
84 |
სეიშელის |
ევრო |
47 |
33 |
128 |
სენეგალი |
ევრო |
38 |
27 |
65 |
სენტ-ლუსია |
აშშ დოლარი |
32 |
22 |
133 |
სვაზილენდი |
აშშ დოლარი |
27 |
- |
83 |
სიერა-ლეონე |
აშშ დოლარი |
33 |
23 |
31 |
სინგაპური |
სინგაპურული დოლარი |
64 |
45 |
288 |
სირია |
აშშ დოლარი |
34 |
24 |
61 |
სლოვაკეთი |
აშშ დოლარი |
24 |
17 |
89 |
სლოვენია |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
80 |
სომალი |
აშშ დოლარი |
39 |
27 |
25 |
სომხეთი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
105 ერევანში, 53 დანარჩენ ტერიტორიაზე |
სუდანი |
შვეიცარული |
60 |
42 |
125 |
სურინამი |
აშშ დოლარი |
51 |
36 |
90 |
ტაივანი |
აშშ დოლარი |
28 |
20 |
120 |
ტაილანდი |
შვეიცარული |
61 |
43 |
115 |
ტანზანია |
აშშ დოლარი |
39 |
27 |
75 |
ტაჯიკეთი |
აშშ დოლარი |
35 ე |
25 |
67 დუშანბეში, |
ტოგო |
ევრო |
36 |
25 |
34 |
ტონგა |
აშშ დოლარი |
27 |
- |
78 |
ტრინიდადი და ტაბაგო |
აშშ დოლარი |
34 |
- |
135 |
ტუნისი |
ინგლისური გირვანქა სტერლინგი |
24 |
17 |
35 |
უგანდა |
აშშ დოლარი |
36 |
25 |
75 |
უზბეკეთი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
100 ტაშკენტში, |
უკრაინა |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
185 კიევში, 82 |
უნგრეთი |
აშშ დოლარი |
27 |
19 |
165 |
ურუგვაი |
აშშ დოლარი |
27 |
19 |
44 |
ფილიპინები |
აშშ დოლარი |
28 |
20 |
105 |
ფინეთი |
ევრო |
39 |
27 |
110 |
ფიჯი |
აშშ დოლარი |
27 |
- |
58 |
ქუვეითი |
ქუვეითური დინარი |
8 |
6 |
45 |
ყაზახეთი |
აშშ დოლარი |
40 |
28 |
160 ალმა-ატასა |
ყირგიზეთი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
189 ბიშკევში, 55 |
შვეიცარია |
შვეიცარული |
80 |
56 |
191 |
შვედეთი |
შვედური |
310 |
220 |
750 |
შრი-ლანკა |
შვეიცარული |
49 |
34 |
95 |
ჩადი |
ევრო |
40 |
13 |
65 |
ჩეხეთი |
აშშ დოლარი |
35 |
25 |
165 |
ჩილე |
აშშ დოლარი |
28 |
20 |
91 |
ჩინეთი |
აშშ დოლარი |
30 |
20 |
131 |
ცენტრალური |
ევრო |
44 |
31 |
70 |
ხორვატია |
აშშ დოლარი |
44 |
31 |
154 ზაგრებში, |
ჰაიტი |
აშშ დოლარი |
34 |
- |
60 |
ჰონდურასი |
აშშ დოლარი |
31 |
- |
57; |
გ) ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცეული დანართი დანართი №3 ჩამოყალიბდესშემდეგი რედაქციით:
დანართი №3
მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ
სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი
მოსამსახურეთა თანამდებობის დასახელება |
სადღაღამისო |
საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი |
80 |
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული |
80 |
საქართველოს გენერალური პროკურორი |
80 |
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
80 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
80 |
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის |
80 |
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს |
80 |
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის |
80 |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს |
80 |
საქართველოს შეიარაღებული ძალების |
80 |
საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური |
80 |
საქართველოს სახალხო დამცველი |
70 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის |
70 |
საქართველოს მინისტრისა და სახელმწიფო |
70 |
საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი |
70 |
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო |
70 |
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის |
70 |
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე |
70 |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
70 |
ქ. თბილისის მერი |
70 |
ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) |
70 |
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური |
70 |
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის |
70 |
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს |
70 |
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი |
70 |
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი |
70 |
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის |
60 |
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე |
60 |
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი |
60 |
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის |
40 |
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მთავარი |
40 |
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს |
40 |
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის |
40 |
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი |
30. |
საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვრა 300 აშშ დოლარის ექვივალენტით შესაბამის ვალუტაში, ხოლო პრემიერ-მინისტრის სადღეღამისო ნორმის დანამატი კი 150 აშშ დოლარის ექვივალენტით შესაბამის ვალუტაში. მოსამსახურეებს კი უფლება აქვთ მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი.
საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გენერალურ პროკურორს, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოსამსახურეს მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებებისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
ბრძანებულება ძალაშია 2008 წლის 30 იანვრიდან.
იურიდიულ პირთა მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის მიწოდების მიზნით შემუშავებული პროგრამების დაფინანსების წესი
2008 წლის 1 თებერვალს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება „სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა მომსახურებისა და დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მოწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ“, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურებისათვის განკუთვნილი სახსრებიდან ეკონომიკური აგენტებისათვის ანაზღაურებული სახსრების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით კრედიტორი ქვეყნებისადმი ვალის დაფარვისა და მომსახურების მიზნით მოცემულ წელს გამოყოფილ ასიგნებათა საერთო მოცულობას. დაფინანსების განხორციელებისათვის აუცილებელია კრედიტორი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოთა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყნებში რომელიმე კონკრეტული პროდუქციის/სამუშაოს/მომსახურების ექსპორტის შემთხვევაში ექსპორტირებული პროდუქციის/სამუშაოს/მომსახურების ღირებულების შესაბამისად შეამცირებენ ამ ქვეყნებისადმი საქართველოს სახელმწიფო ვალის სახით არსებულ ფინანსურ ვალდებულებათა მოცულობას. აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო აფორმებს სათანადო ხელშეკრულებას იმ ეკონომიკურ აგენტებთან, რომელთაც სამინისტროში წარმოდგენილი აქვთ განაცხადი იმის თაობაზე, რომ საკუთარი სახსრებით მოახდინონ პროდუქციის/სამუშაოს/მომსახურების ექსპორტის სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში. ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული შემდეგი: -
მონაცემები კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გამოგზავნილი შეტყობინების თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების ხელმოწერას; -
რისი მიწოდება ხდება (მოხდა) სახელმწიფო ვალის შესამცირებლად (პროდუქციის, სამუშაოს, მომსახურების);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების საფუძველი იქნება კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა შეტყობინება, რომ საქართველოს ფინანსური ვალდებულება კრედიტორი ქვეყნის წინაშე შემცირებულია კონკრეტული თანხით;
- მხარეთა ვალდებულებები, მათ შორის ეკონომიკური აგენტის ვალდებულება, წინასწარ შეათანხმოს ფინანსთა სამინისტროსთან მის მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვის ანგარიშში კრედიტორი ქვეყნის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში მისაწოდებელი პროდუქციის/სამუშაოს/მომსახურების ღირებულება;
- მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფო საგარეო ვალის შემცირების გრაფიკი და ეკონომიკური აგენტისათვის თანხების ანაზღაურების ვადა; -
სადისკონტო განაკვეთი, რომლის გათვალისწინებითაც მოხდება ეკონომიკური აგენტებისათვის თანხების ანაზღაურება.
იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინებაში მითითებულია კონკრეტული სახის პროდუქცია, რომლის მიწოდებაზე არ არსებობს განაცხადი საკუთარი სახსრებით ამ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების თაობაზე, ფინანსთა სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს კონკურსი მიზნობრივი პროგრამის მომზადებისა და გამოვლენის მიზნით, რისთვისაც სამინისტროში შეიქმნება უწყებათაშორისი სატენდერო კომისია. განსაკუთრებულ შემთხვევებში მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს პროგრამები და მათი განმახორციელებელი ეკონომიკური აგენტები კონკურსის გამოცხადების გარეშეც.
პროგრამის შემუშავების ინიციატორი შეიძლება იყოს ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. იგი უნდა მოიცავდეს დასახელებას, ძირითად არსს, მიზნებსა და ამოცანებს, მისი რეალიზაციის ეტაპებს, საჭირო ინვესტიციების მოცულობას და მისი დაფარვის წყაროებს, სახელმწიფო ვალის შემცირების გრაფიკს, პროგრამის რეალიზაციისთვის პასუხისმგებელი იურიდიული პირების შესახებ მონაცემებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას. მასში მითითებული უნდა იყოს, მოითხოვება თუ არა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პროგრამას, გარდა კონკურსის გამოცხადებისას მოთხოვნილი სხვა ინფორმაციისა, უნდა დაერთოს ინფორმაცია ეკონომიკური აგენტის დავალიანებების შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის ან სხვა რომელიმე კრედიტორის მიმართ. პროგრამის მონაწილე პირებმა პროგრამა და თანდართული დოკუმენტები განსახილველად უნდა წარუდგინონ ფინანსთა სამინისტროს. პროგრამული დაფინანსების შემთხვევაში ეკონომიკური აგენტის შერჩევისას სხვა მონაცემთა შორის გათვალისწინებული იქნება ეროვნული წარმოების სტიმულირების შესაძლო ეფექტი და შეღავათი, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი თანხის გადახდისას სადისკონტო განაკვეთის სახით, რომლის შესაბამისადაც ფინანსთა სამინისტრო მოახდენს ანგარიშგებას ეკონომიკურ აგენტთან.
პროგრამული დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება აგრეთვე უნდა ითვალისწინებდეს:
- ეკონომიკური აგენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა უზრუნველყოფის საშუალებებს;
- პროგრამის შესრულების მიმდინარეობისა და დამთავრების თაობაზე ინფორმაციის წარდგენას ფინანსთა სამინისტროსათვის ხელშეკრულებაში მითითებული პერიოდულობით.
დადგენილება ძალაშია 2008 წლის 4 თებერვლიდან.
რა არის ელექტროენერგიის იმპორტის დროს საბაჟო ღირებულების ერთეულის ფასის განსაზღვრის საფუძველი
2008 წლის 30 იანვარს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება „საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1768 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის იმპორტის დროს საბაჟო ღირებულების ერთეულის ფასის მიხედვით განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი იმპორტირებული ელექტროენერგიის ზღვრული ტარიფი.
ბრძანება ძალაშია 2008 წლის 7 თებერვლიდან.
გვეკითხებიან, ვპასუხობთ
რედაქციაში შემოსულ კითხვაზე
კომენტარს იძლევა
ექსპერტი საგადასახადო საკითხებში,
სულიკო ფუტკარაძე
კითხვა:
- გთხოვთ განგვიმარტოთ, რა წესით ხდება სახელმწიფოებს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის თაობაზე საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება?
პასუხი:
- სახელმწიფოებს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის თაობაზე საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად არარეზიდენტების მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრისაგან განთავისუფლების (განაკვეთის შემცირების), მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ზედმეტი ოდენობით გადახდილი გადასახადების ანაზღაურების (დაბრუნების), საქართველოში მიღებული შემოსავლებისა და გადახდილი გადასახადების, აგრეთვე საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების და გამოყენების წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №059 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია: „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესის შესახებ“ (რომელშიც ცვლილებები შევიდა ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 იანვრის №3 ბრძანებით). ამ წესის დებულებები ვრცელდება იმ უცხო ქვეყნის რეზიდენტ პირებზე (არარეზიდენტები), რომლებიც საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება ძალაშია შესული (ე.ი. ხელშეკრულება რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ) და იმ პირებზე (რეზიდენტებზე), რომლებისგანაც არარეზიდენტები იღებენ შემოსავლებს საქართველოში არსებული წყაროდან.
აღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად საერთაშორისო ხელშეკრულებაში ასახული საერთაშორისო შეღავათების გამოყენება ხდება ინსტრუქციით დამტკიცებული ფორმების (დანართების) საფუძველზე:
ა) ფორმა №1 - მოთხოვნა წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის წინასწარ გადახდისაგან განთავისუფლებაზე ან შემცირებაზე;
ბ) ფორმა№2 - მოთხოვნა წყაროსთან დაკავებული (გადახდილი) გადასახადის დაბრუნებაზე;
გ) ფორმა №3 - ცნობა საქართველოში მიღებული შემოსავლებისა და გადახდილი გადასახადების შესახებ;
დ) ფორმა №4 - საქართველოს რეზიდენტის ცნობა.
ჩამოთვლილი ფორმების ბლანკები გაიცემა საგადასახადო ინსპექციის მიერ რეზიდენტის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, ან იმ საგადასახადო ინსპექციის მიერ, რომელსაც არარეზიდენტმა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წარუდგინა დეკლარაცია.
განსაზღვრული ფორმები უნდა შეივსოს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელთა წარდგენის პროცედურულ ნორმებს გირჩევთ გაეცნოთ ფინანსთა სამინისტროს ზემოთ დასახელებულ ინსტრუქციაში.
გვეკითხებიან, ვპასუხობთ
რედაქციაში შემოსულ კითხვაზე
კომენტარს იძლევა იურისტი
თამარ გოგოლაშვილი
კითხვა:
- რა უფლებები და მოვალეობები შეიძლება ჰქონდეთ დამსაქმებელსა და კანდიდატს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე?
პასუხი: - დამსაქმებელი მოცემულ შემთხვევაში არის პირი, რომელიც სთავაზობს პირებს შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დაწყებას, ხოლო კანდიდატი არის პირი, რომელიც გამოხატავს დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობების დაწყების სურვილს.
საქართველოს შრომის კოდექსი ადგენს იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც შეიძლება ჰქონდეთ დამსაქმებელსა და კანდიდატს შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დაწყებამდე, კერძოდ კი:
დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. მაგალითად, დამსაქმებელს უფლება აქვს მოიპოვოს ინფორმაცია კანდიდატის წინა დამსაქმებლებისაგან (ანუ კანდიდატის წინა სამუშაო ადგილებიდან) კანდიდატის პროფესიული ჩვევების შესახებ, ასევე დამსაქმებელი უფლებამოსილია შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე. დამსაქმებელს უფლება აქვს უარი უთხრას კანდიდატს შრომითი ხელშეკრულების დადებაზე და იგი ვალდებული არ იქნება დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის დასაქმებაზე უარის შესახებ.
რაც შეეხება კანდიდატს, მას უფლება აქვს მიიღოს დამსაქმებლისაგან სრული ინფორმაცია შრომითი პირობების, შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ურთიერთობისას მისი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. კანდიდატი ასევე უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია ხელფასის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი მასთან არ დადებს შრომით ხელშეკრულებას, კანდიდატი უფლებამოსილია გამოითხოვოს მის მიერ დამსაქმებლისათვის წარდგენილი დოკუმენტები (მაგ. განათლების, კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები), ამასთანავე, კანდიდატს ეკისრება ვალდებულება დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.
კითხვა: - ადგენს თუ არა კანონი შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო ვადებს და, შესაბამისად, შეუძლია თუ არა დამსაქმებელს თავად დაადგინოს შრომის ხელშეკრულების ვადა?
პასუხი:
- შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს:
1. განსაზღრული ვადით (ანუ როდესაც შრომით ხელშეკრულებაში არის მითითებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა);
2. განუსაზღვრელი ვადით (ანუ როდესაც შრომით ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის მითითება ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე);
3. სამუშაოს შესრულების ვადით (ანუ ამ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების ვადა დამოკიდებულია შრომითი ხელშეკრულებითვე განსაზღვრული სამუშაოს შესრულებაზე და აღნიშნული სამუშაოს შესრულების შემდეგ ხელშეკრულების მოქმედება ითვლება შეწყვეტილად).
ამდენად, დამსაქმებელს თავად შეუძლია ამოირჩიოს, რა ვადით სურს მას კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულების დადება.
კითხვა:
- რა უფლება-მოვალეობები გააჩნიათ დამსაქმებელსა და კანდიდატს გამოსაცდელი ვადის დროს?
პასუხი:
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით დამსაქმებელსა და კანდიდატს შორის შესაძლებელია დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს, რომ იგი გამოსაცდელი ვადითაა დადებული. გამოსაცდელი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ იქნა დადებული, ჩაითვლება, რომ მხარეთა შორის გაფორმებულია ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულება. გამოსაცდელი ვადის დროს კანდიდატი ჩვეულებრივ ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ დამსაქმებელს შეუძლია გამოსაცდელი ვადის პერიოდში ნებისმიერ დროს მოშალოს შრომითი ხელშეკრულება (ცხადია, ამ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების მოშლის მიზეზი იქნება კანდიდატის მიერ სამუშაოს არადამაკმაყოფილებელი შესრულება) ან პირიქით, კანდიდატთან გააფორმოს ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულება.
![]() |
8 საინვესტიციო პროექტები და მისი დაფინანსების ინსტრუმენტები |
▲ზევით დაბრუნება |
საინვესტიციო პოლიტიკა
ქვეყანაში საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრებასთან ერთად საინვესტიციო პოლიტიკის გააქტიურების აუცილებლობა შეიქმნა. იგი ერთ-ერთი მთავარი პირობაა სახალხო მეურნეობის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის. ამასვე მოწმობს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, რომ საზოგადოებრივი წარმოების ეფექტურობა წარმოუდგენელია საინვესტიციო პროექტებისა და მათი დაფინანსების სწორად შერჩეული ინსტრუმენტების (წყაროების) გარეშე.
დაფინანსების ოპტიმალური სქემის შედგენა საინვესტიციო პროექტების შემუშავების უმნიშვნელოვანესი სტადიაა. სქემის შედგენის მიზანია საინვესტიციო პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა და ფულადი ნაკადების ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მათი, ანუ ფულადი ნაკადების დადებითი სალდოს (შემოსავლების მეტობა ხარჯებთან შედარებით), იგი ასახავს რეალური ფულადი ნაკადების მოძრაობას.
ფულადი სახსრების შემოსვლა და გასვლა (შემოდინება და გადინება) სინქრონულად უნდა იყოს დროში განაწილებული. თუ განაწილება სწორად არ მოხდა, მაშინ პროექტში დროდადრო შეიძლება გაჩნდეს აუთვისებელი ფულადი სახსრები ან პირიქით, პროექტი შეიძლება განიცდიდეს ფულადი სახსრების დეფიციტს, რაც ზედმეტ დამატებით დაკრედიტებასთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ, საინვესტიციო პროექტის დაფინანსების სქემის დამუშავებისას გათვლილი უნდა იყოს, რამდენად არის საკმარისი არსებული ფულადი საშუალებები.
საინვესტიციო პროექტები შეიძლება დაფინანსდეს სხვადასხვა მეთოდით. კერძოდ: საკუთარი ფინანსური რესურსებით (მოგებიდან, საამორტიზაციო ფონდიდან, დაგროვების ფონდიდან და ა.შ.); ნასესხები ფინანსური სახსრებით (ბანკის კრედიტი, ობლიგაციები, სესხები და ა.შ.); მოზიდული ფინანსური სახსრებით (აქციების გამოშვებით, საწევრო შენატანები და ა.შ.); გაერთიანებათა ფულადი სახსრებიდან; არასაბიუჯეტო ფონდებიდან მოზიდული ფულადი სახსრებით; უცხოური ინვესტიციების საშუალებებით. ამჯერად ზოგიერთ მათგანს შევეხებით.
თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკა მოწმობს, რომ საინვესტიციო პროექტების შექმნისა და დაფინანსების პროცესში სახელმწიფო არ შეიძლება დარჩეს მხოლოდ დამკვირვებლის როლში. რამდენადაც მეტია ეკონომიკური პრობლემების სიმწვავე, მით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. მისი ჩარევა აუცილებელია თუნდაც გარანტის სახით. საქართველოში ბოლო პერიოდში საკმარისად ბევრი უცხოური ინვესტიციები შემოდის, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე პრივატიზებისა და ქონების გაყიდვა- გასხვისების პროცესებთან და ა.შ. უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი შემოვიდა ძირითადი კაპიტალის შეძენისათვის და აქ ეკონომიკური საქმიანობისათვის.
საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაბანდება ცალკეული დარგების მიხედვით /ათ. აშშ დოლარი/
დარგები |
2004 წ. |
2005 წ. |
2006 წ |
სოფლის |
890.2 |
784.4 |
964.8 |
მრეწველობა |
29523.4 |
49204.2 |
66013.3 |
მომსახურება |
136948.8 |
289404.4 |
430848.4 |
სულ |
167362.5 |
339393 |
497826.5 |
ცხრილიდან ჩანს, რომ უცხოურ ინვესტიციებს მატების ტენდენცია ახასიათებს. ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ცვლილებები პრიორიტეტული დარგების გამოვლენაში, კერძოდ, გაიზარდა ინვესტიციები სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი დარგების აღორძინებისათვის (ყურძნის, თხილის, ციტრუსების, ხილის, მზესუმზირის და ა.შ.). შემდეგ თავისი მნიშვნელობით დგას ტურიზმის განვითარება, საბანკო სექტორის გააქტიურება (იაფი კრედიტების გაცემა და სხვა) და ბოლოს სამშენებლო სექტორის მომძლავრება (გარდა საცხოვრებელი ბინების მშენებლობისა, იგი მოიცავს როგორც საოფისე ფართების, ასევე სასაწყობო მეურნეობათა მშენებლობის ქსელის გაფართოებას).
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღის წესრიგში დგება მოზიდული უცხოური ინვესტიციების რაციონალური გამოყენება, რაც გულისხმობს ქვეყანაში სწორი საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას. ქვეყანაში შემოსული დიდი კაპიტალი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის კრიზისიდან თავის დასაღწევად, სწორად უნდა იქნას განაწილებული პრიორიტეტული დარგების აღორძინებისა და განვითარებისთვის.
ასეთივე მატებით ხასიათდება ცალკეული ქვეყნებიდან საქართველოში დაბანდებული ინვეატიციები. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს შემდეგი მონაცემები:
საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაბანდება /ათ. აშშ დოლარი/
ქვეყნები |
2003 წ. |
2004 წ. |
2005 წ |
აშშ |
82748 |
95682 |
81182 |
ავსტრია |
0 |
18222 |
22160 |
აზერბაიჯანი |
0 |
29884 |
69099 |
დიდი ბრიტანეთი |
17632 |
37906 |
87875 |
გერმანია |
4252 |
4171 |
4590 |
იტალია |
9921 |
15995 |
30074 |
იაპონია |
0 |
8672 |
11416 |
კორეა |
0 |
8370 |
9210 |
ნორვეგია |
3011 |
11333 |
36080 |
რუსეთი |
7855 |
19856 |
77165 |
საბერძნეთი |
19210 |
1980 |
2178 |
საფრანგეთი |
6224 |
6324 |
21921 |
თურქეთი |
8889 |
17383 |
29907 |
ვირჯინიის კუნძ. |
0 |
6265 |
6894 |
ჩინეთი |
0 |
6265 |
6894 |
სულ |
167362 |
339393 |
497827 |
2006 წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში დაახლოებით 2 მლრდ 200 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. 2007 წლის იანვარ-ივნისში უცხოურმა ინვესტიციებმა 452,919 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წლის მეორე კვარტალში 27,7%25-ით გაიზარდა. საბოლოოდ მან დაახლოებით 2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
ეკონომიკის ექსპერტთა აზრით, ეს ინვესტიციები სპეკულაციურ ხასიათს ატარებს და ქვეყანაში საარჩევნოდ არსებული დაძაბული სოციალური პოლიტიკის ფონზე, არსებული ბიზნეს-გარემოს პირობებში უცხოური ინვესტიციების დიდი ოდენობით შემოდინება საეჭვო ელფერს იღებს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, 2008 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 656,788 მლნ აშშ დოლარის შემოდინებას ელოდებიან.
საქართველოში 2007 წელს განხორციელებული უცხოური ინვესტიციები/მლნ აშშ დოლარი/
ქვეყნები |
2007 |
მათ შორისა |
|
|
|
I კვ |
II კვ |
დანია |
87.797 |
82.3 |
5.47 |
ნიდერლანდები |
74.757 |
32.756 |
42.001 |
ჩეხეთი |
72.554 |
|
|
ყაზახეთი |
69.4 |
|
|
თურქეთი |
66.209 |
|
|
ვირჯინიის კუნძ. |
56.826 |
|
|
აშშ |
53.259 |
|
|
რუსეთი |
34.556 |
|
|
რაც შეეხება ფასიან ქაღალდებს, მათი მფლობელები გამოდიან, როგორც საინვესტიციო პროექტების დამფინანსებლები, ხოლო ფასიანი ქაღალდების მიმწოდებლები (ემიტენტები) გვევლინებიან ამ ფინანსების მომხმარებლებად. ე.ი. ამ შემთხვევაში საინვესტიციო პროექტში მონაწილე ორი მხარედან - ერთი თანხის მიმწოდებელია, მეორე კი მომხმარებელი. ამიტომ, ფასიან ქაღალდებს დაფინანსების იმ საინვესტიციო ინსტრუმენტს (წყაროს) უწოდებენ, რომლებიც ადასტურებენ სავალო ვალდებულებებს (ობლიგაციების შემთხვევაში) ან მონაწილეობს მესაკუთრის უფლებით (აქციების შემთხვევაში).
საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად ინფრასტრუქტურას წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რომელიც გეგმიანი ეკონომიკის პირობებშიც არსებობდა (ობლიგაციების, საბანკო ჩეკების და სხვათა სახით). ფასიანი ქაღალდების ბაზარი სასესხო კაპიტალის ბაზარია, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. მან ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში წარმოების ზრდას, უმუშევრობის შემცირებას და დღეისათვის აქტუალურ ინფლაციის ტემპების შენელებას. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ,,მსხვილი პრივატიზების“ პროცესი საქართველოში ვაუჩერების გაცემით დაიწყო, რომლის დადებით მხარედ ითვლება ის, რომ პრივატიზებული ქონების თითქმის 20%25 შეიძინეს უცხოელმა ინვესტორებმა ვაუჩერების იაფად შესყიდვით. 1995-1996 წლებში ჩატარდა ყოფილი სახელმწიფო ბანკების აუქციონირება-პრივატიზება. შემნახველ ბანკებში შეტანილი ანაბრები მთლიანად გაუფასურდა. ეს პრობლემა დღესაც მოსაგვარებელია. უნდა აღინიშნოს, რომ პრივატიზებული ობიექტების (მათი რიცხვი დაახლოებით 15 ათასამდეა) 40-45%25 დღემდე უმოქმედოა. 90-იანი წლების შუა პერიოდიდან ფასიანი ქაღალდების ბაზარმა პრაქტიკულად არსებობა შეწყვიტა.
სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობის შედეგად გაჩნდა მინორიტარული აქციონერები. ისინი ჩვეულებრივ კომპანიის თანამშრომლები არიან, რომელთაც მიღებული აქვთ აქციები პრივატიზების შედეგად და ქმნიან კორპორაციულ საწარმოებს (ფირმებს). ასეთი სახის აქციონერულმა საზოგადოებათა საერთო რიცხვმა 1518-ს გადააჭარბა. შეიქმნა აქციონერთა ფენაც.
აღნიშნული სააქციო საზოგადოებებიდან 60%25-ზე მეტი ნორმალურად არ ფუნქციონირებს, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ირღვევა აქციონერთა (ინვესტორთა) უფლებები: ხმის, დივიდენდების, ახალი აქციების ყიდვის უპირატესი უფლება, უფლებები კორპორაციული საწარმოების შექმნისა და მათი ლიკვიდაციის პროცესში და ა.შ.
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პრაქტიკულად ყველა სახის საქმიანობა ლიცენზირებას უნდა ექვემდებარებოდეს. საქართველოში დღეისათვის ლიცენზირებას ექვემდებარება შემდეგი სახის საქმიანობები: ფასიანი ქაღალდების გამოშვება; საბირჟო საქმიანობა; უცხო ქვეყნების ემიტენტების ფასიანი ქაღალდების საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევა; ფასიანი ქაღალდების გამომშვები პოლიგრაფიული საწარმოების საქმიანობა.
საქართველოში დღეისათვის ეკონომიკური საქმიანობის სრულყოფისათვის მნიშვნელოვანია გარდამავალ პერიოდში სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნილ (ტრანსფორმირებულ) საწარმოთა ამოქმედება და მათი წარმატებული მუშაობა. ამის წინაპირობას კი წარმოადგენს კორპორაციული ფინანსების სწორი მართვა, რისთვისაც საჭიროა მცოდნე კადრების, მენეჯერების ჩაბმა და საქმეში გამოცდილი ინვესტორების მოზიდვა. ისინი უნდა იყვნენ თავისი საქმის პროფესიონალები და გააჩნდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია.
გარდა ამისა, ,,მეწარმეთა შესახებ'' კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის საინვესტიციო ინსტიტუტები, კომერციული ბანკები, ბროკერები, დილერები, როგორც იურიდიული პირები უნდა ფლობდნენ პიროვნულ ლიცენზიებს და საჭირო ფინანსურ საკმარისობას ანუ ბროკერის და დილერის მინიმალური საკუთარი კაპიტალი უნდა იყოს არანაკლებ 5000 აშშ დოლარისა, ხოლო საინვესტიციო კომპანიისა 10000 აშშ დოლარი.
საქართველოს კანონში ,,ფასიანი ქაღალდების შესახებ'' მითითებულ საქმიანობათა რეგულირების მიზნით სახელმწიფოებრივი ხელშეწყობისთვის აუცილებელია: ფასიანი ქაღალდების ბაზრის საკანონმდებლო უზრუნველყოფა; მასტიმულირებელი საგადასახადო პოლიტიკის განხორციელება; ფასიანი ქაღალდების ემისიის ზრდა; ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და ფუნქციონირების ხელშეწყობა.
საკანონმდებლო სრულყოფის მიზნით მიმდინარე წელს პარლამენტმა უნდა მიიღოს ,,ფასიანი ქაღალდების რეგულირების კანონში” ცვლილებები: 1) უნდა გაიმიჯნოს ბირჟის წევრისა და მესაკუთრის სტატუსი, რაც ერთდროულად რამდენიმე საფონდო ბირჟის არსებობის შესაძლებლობას ქმნის. თავად საფონდო ბირჟები სააქციო საზოგადოებებად ჩამოყალიბდება და მათი აქციებით ვაჭრობაც იწარმოებს; 2) დაგეგმილია კომერციული ბანკებისთვის დეპოზიტარის ფუნქციის მინიჭებაც, რაც ერთდროულად რამდენიმე საფონდო ბირჟის წევრობის საშუალებასაც იძლევა.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის ცენტრალური რგოლის ,,საფონდო ბირჟების'' ჩამოყალიბებისა და ნორმალური ფუნქციონირებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი გარემოებები:
- ფასიანი ქაღალდების ბაზრის ცენტრალური რგოლი - არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ბაზარში მონაწილე სხვა სტრუქტურებთან (ბანკებთან, საფინანსო- სამრეწველო ჯგუფებთან), რომლებიც ასევე ეწევიან ფინანსებისა და ინვესტიციების მოზიდვას. მათ შორის უნდა იყოს თავისუფალი კონკურენცია;
- ბანკების მიმართ მოსახლეობის ნდობის ზრდა, რაც შესაბამისად გამოიწვევს დეპოზიტების ზრდას;
- სანდოობის თვალსაზრისით, საფონდო ბირჟების საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, რისთვისაც საბაზრო ინფრასტრუქტურა (შემადგენელი ობიექტების ერთობლიობა) იმართება თვით მონაწილეთა და აქციონერთა ფართო წრის მიერ, რაც გამორიცხავს სახელმწიფოს ან სხვა სტრუქტურის მხრიდან რაიმე ზეწოლას;
- საფონდო ბაზრის მაკონტროლებელი და მარეგულირებელი უნდა იყოს ერთი ორგანო - სახელმწიფო კომისია, ეროვნული კომისიის სახით;
- ფართო მასების გათვითცნობიერება ფასიანი ქაღალდების ბაზრის რაობის შესახებ და მათი სახსრების სწორი გამოყენება, საკუთარი კაპიტალის ეფექტურად განკარგვისათვის;
- ინვესტორებისთვის სწორი, უტყუარი ინფორმაციის მიწოდება;
- ფასიანი ქაღალდების ემისიისა და ემიტენტი ორგანიზაციების რაოდენობის ზრდა.
ბოლოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ფასიანი ქაღალდების ბაზრის წარმატებული ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემის მოგვარებაა - ეს არის საკრედიტო და საინვესტიციო სტრუქტურების, სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურების შეთანხმებული მუშაობა, მათი ინტერესების თანხვედრა (მაგ: საფონდო ბირჟის და კომერციული ბანკის), რაც ინვესტორთათვის გარკვეული გარანტიების წყაროსაც წარმოადგენს.
საინვესტიციო პროექტების დაფინანსების პროცესი თავისი ხანგრძლივობის მიხედვით სამ დონედ იყოფა: მოკლევადიანი დაფინანსება (მოკლევადიანი საბანკო კრედიტები), გრძელვადიანი დაფინანსება (იპოთეკური კრედიტი) და საშუალო ვადიანი დაფინანსება (ლიზინგი).
ეკონომიკის გაჯანსაღების ერთ-ერთი გზა სალიზინგო ურთიერთობების განვითარებაა. ლიზინგში იგულისხმება ქონებრივი ურთიერთობები, როცა ერთი ორგანიზაცია თხოვს მეორე ორგანიზაციას (სალიზინგო კომპანიას) შეიძინოს გარკვეული სახის მოწყობილობა და გადასცეს მას დროებით სარგებლობაში. ამიტომ, ლიზინგი საინვესტიციო პროექტების დაფინანსების ერთ-ერთი ფორმაა, როცა სალიზინგო კომპანია რომელიმე სხვა ორგანიზაციის თხოვნით შეიძენს რომელიმე მესამე ორგანიზაციისგან გარკვეულ თანხად აღნიშნულ ქონებას (მანქანა-მოწყობილობა, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ა.შ.), შემდეგ გააქირავებს მას გარკვეულ თანხაში, რითაც ფარავს ხარჯებს და იღებს მოგებას. ლიზინგის გამცემი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას სალიზინგო ქონებაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სალიზინგო ვადის განმავლობაში, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია ამ პერიოდში გადაიხადოს სალიზინგო გადასახდელი.
ამ სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების მოქმედმა საფინანსო ინსტიტუტებმა კარგა ხანია გადაწყვიტეს, რომ უმჯობესია კლიენტს შესთავაზო კრედიტი არა ფულადი სახით, არამედ ის ქონება, რომლის ყიდვასაც იგი აპირებს ამ ფულით. ე.ი. ფაქტიურად ლიზინგიც კრედიტია, მხოლოდ სასაქონლო კრედიტი.
მსოფლიოს მასშტაბით სალიზინგო ოპერაციების ძირითადი მასა (თითქმის 1/3) კონცენტრირებულია აშშ-ში, შემდეგ მოდის იაპონია. ეს ქვეყნები იმავე დროს წარმოადგენენ რეგიონულ ლიდერებს საერთაშორისო ბიზნესში.
საერთაშორისო სალიზინგო ოპერაციების ლიდერები მსოფლიო რეგიონში
№ |
რეგიონების |
ლიდერი |
ლიდერის ხვ. წონა |
1 |
ჩრდილო ამერიკა |
აშშ |
95 |
2 |
ევროპა |
გერმანია, ინგლისი |
75 |
3 |
აფრიკა |
სამხრ. აფრიკის ესპ. |
95 |
4 |
აზია |
იაპონია |
74 |
5 |
სამხრ. ამერიკა |
ბრაზილია |
73 |
საქართველოში ლიზინგი ჯერ-ჯერობით სათანადოდ არ არის განვითარებული. 2004 წლის მაისში ჩატარდა საქართველოში პოტენციური ბაზრის გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ლიზინგზე მოთხოვნა არსებობს და იგი 15,3 მლნ დოლარს შეადგენს. ეს გამოკვლევა ჩატარდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IEC) და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია ,,გორბი“ - ს მიერ ქვეყანაში ბიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში (GBDP).
დღეისათვის საქართველოში დარეგისტრირებულია 138 სალიზინგო კომპანია. აქედან, 64 ქ. თბილისში, 14 იმერეთში, 26 კახეთში და ა.შ. ვინაიდან სალიზინგო მომსახურებაზე მოთხოვნა არსებობს, მაგრამ მისი უზრუნველყოფა არ არსებობს სალიზინგო კომპანიების სიმცირის გამო და კერძო სტრუქტურები თავს იკავებენ მათ გახსნაზე, ინიციატივა უნდა აიღოს სახელმწიფომ. მან თვითონ უნდა დააფუძნოს სალიზინგო კომპანიები და შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ტექნიკური, ტექნოლოგიური დანადგარებისა და საშუალებების ქვეყანაში შემოტანას. საინვესტიციო პროექტების დაფინანსების სალიზინგო საქმიანობა არის ერთ-ერთი წარმატებული ფორმა ადგილობრივი მეურნეობის ეკონომიკური ეფექტიანობის აამაღლებისათვის.
მანანა ალფაიძე,
ემკ, ასოცირებული პროფესორი
ნათია ჟოჟუაშვილი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
გამოყენებული ლიტერატურა
Бузов И.А., Маховиков Г.А., Терехов В.В. - ,,Коммерческая оценка инвестиций,, М. 2004 г.
ვ.კიკუტაძე - ,,ლიზინგის განვითარება საქართველოში მსოფლიო გამოცდილების ფონზე“. ჟურნ. ,,ეკონომიკა“. №10, 2005. გვ. 32.
მეწარმეობა საქართველოში. სტატისტიკური წელიწდეული. თბ. 2005, გვ.104.
ჟურნალი ,,საქართველოს ეკონომიკა”, 2007 №9, 10. 2008 №1.
![]() |
9 მსოფლიო ეკონომიკის ფიგურები |
▲ზევით დაბრუნება |
დავოსის ფორუმი - 2008
2008 წლის 23 იანვრიდან 27 იანვრამდე შვეიცარიაში, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მორიგი წლიური შეხვედრა გაიმართა. ფორუმი არასამთავრობო ორგანიზაციაა, მისი მამოძრავებელი მოტივია მეწარმეობა განვითარდეს გლობალური საზოგადოებრივი ინტერესების მიხედვით. დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს ეკონომიკური პროგრესი ვერ იქნება მდგრადი სოციალური განვითარების გარეშე.
ნინო პაპაჩაშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
განვითარებული ქვეყნებიდან 2500 გავლენიანი წარმომადგენელი, რომელთაგან უმრავლესობას ბანკირები და მულტინაციონალური კორპორაციების აღმასრულებლები (60%25) წარმოადგენდნენ, მსოფლიოს მომავალზე სასაუბროდ დავოსში შეიკრიბნენ.
საკითხები, რაზეც „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ საუბრობდნენ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მომავალსაც ეხება, იმიტომ, რომ მსოფლიოს ეკონომიკურ ამინდს ვერსად დავემალებით. იქ შეკრებილნი კი ნამდვილად ქმნიან „ამინდს“ თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გლობალური მასშტაბის უარყოფითი მოვლენებით ღარიბი ქვეყნები მეტად ზარალდებიან.
ფორუმის მონაწილეთა მთავარი თემა მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა იყო. კორპორაციებისა და პოლიტიკის ლიდერებმა დააფიქსირეს საშიშროება, რომელიც წლეულს გლობალურ ეკონომიკას ემუქრება. კონსენსუსმა ისინი მიიყვანა იქამდე, რომ საჭიროა დიდი რვიანის წევრების გაფართოება და ამერიკის ეკონომიკის ეფექტიანი სტიმულირება.
საერთოდ, თუ გადახედავთ დავოსი-08-ს, დამამშვიდებელი ინფორმაციები ნამდვილად არ ისმის. თუმცა, კრიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ შეხვედრიდან ბევრს არაფერს არც უნდა ველოდოთ. ამბობენ, რომ დავოსი უბრალოდ საზოგადოებრივი კავშირურთიერთობების გაფართოების კარგი შესაძლებლობაა...
ყველაზე მეტად შემაშფოთებელი აშშ-ის ეკონომიკური რეცესიის თემა იყო. მსჯელობდნენ იმაზე, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდის შენელება უარყოფითად აისახებოდა დანარჩენ მსოფლიოზე.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ღია მიმართვაში დაამშვიდა მსმენელებიც და მთელი მსოფლიოც, რომ „შეერთებული შტატების ეკონომიკა მოქნილია, მისი სტრუქტურა ნორმალურ მდგომარეობაშია და გრძელვადიანი ეკონომიკური საფუძვლები ჯანსაღია“. საინტერესოა ისიც, რომ მოხსენებაში, რომელიც აშშ-ის დიპლომატიას ეხებოდა, აღნიშნა: „ამერიკას არ ჰყავს მუდმივი მტრები, მას შეუძლია იმეგობროს ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც გაიზიარებს მის ღირებულებებს და სჯერა, რომ დიპლომატიას შეუძლია შექმნას მსოფლიო, სადაც მტრები მეგობრებად იქცევიან“. კონდოლიზა რაისი იძულებული იყო დაეცვა აშშ-ის ოპერაციები შუა აღმოსავლეთში. იგი ასევე შეეხო შეერთებული შტატების მზადყოფნას - იმოქმედოს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით.
ხშირად მიუთითებდნენ, რომ აშშ აღარ არის უდიდესი მოთამაშე მსოფლიო არენაზე. აშშ-ში საბოლოოდ აღიარებული რეცესიის ფონზე ჩანდა, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილ ქვეყნებს სურდათ დისტანცია დაეჭირათ შეერთებული შტატების ეკონომიკური დაცემისგან.
მოსაზრებები აშშ-ის რეცესიასთან დაკავშირებით:
ნობელის პრემიის ლაურეატმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოზეფ სტიგლიცმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვართ ცუდი ეკონომიკური მენეჯმენტის შედეგის მოლოდინში. შეერთებულ შტატებში ბუშტი გასკდება. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი ახლა იმოქმედებს, მაგრამ გვიანია.
მულტიმილიარდერი ჯორჯ სოროსის აზრით, ფინანსურ სამყაროს სჭირდება „ახალი შერიფი“. ბაზრები მიდიან „ეიფორიიდან სასოწარკვეთისკენ“. გლობალიზაციამ შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა შეესრუტა დანაზოგები მსოფლიოდან და მოეხმარებინა 6%25-ით იმაზე მეტი, ვიდრე აწარმოებს. ის, რისი მოწმეც ახლა მსოფლიოა, არის 60-წლიანი საკრედიტო სისტემის დასასრული, რომელიც ეფუძნებოდა დოლარს. ,,მე ვფიქრობ, ჩვენ ვხედავთ დოლარის, როგორც საერთაშორისო ვალუტის დასასრულს და ჩვენ გვჭირდება ახალი შერიფი“.
საჭიროა არსებული ინსტიტუტების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმა. ითქვა იმის თაობაზეც, რომ საერთაშორისო მართვა ერთობლივად უნდა განახორციელონ ეკონომიკურმა სუპერსახელმწიფოებმა - აშშ-მ, ევროკავშირმა და ჩინეთმა.
ინდრა კ.ნუუვი, PepsiCo-ს თავმჯდომარე და აღმასრულებელი: მიმდინარე ფინანსური კრიზისი გლობალიზაციის პირველი ტესტია. შეძლებენ ინდოეთისა და ჩინეთის ეკონომისტები თავიდან აიცილონ უდიდესი ეკონომიკის შენელების გავლენა მსოფლიოს სხვა ნაწილში?
როგორც ტონი ბლერმა (გაერთიანებული სამეფოს პრემიერ- მინისტრი 1997-2007, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი) აღნიშნა, შეხვედრის დასაწყისში ხალხი შეეხება ეკონომიკურ სიტუაციებს, მაგრამ მე ვფიქრობ, კვირის ბოლოს ყურადღებას გაამახვილებენ ათასწლეულის განვითარების მიზნებზე, კლიმატურ ცვლილებებზე და შუა აღმოსავლეთზე. მართლაც აშშ-ის ეკონომიკური დაცემა არ იყო ერთადერთი თემა.
Microsoft-ს მფლობელმა ბილ გეიტსმა მოუწოდა მონაწილეებს „შემოქმედებითი კაპიტალიზმისკენ“ სიღარიბისა და შიმშილის დასამარცხებლად. მისი აზრით, საჭიროა მსოფლიოს ლიდერებმა განავითარონ ისეთი კაპიტალიზმი, რომელიც წარმართავს საბაზრო ძალებს ღარიბი ქვეყნების საჭიროებების მიმართულებით. „ჩვენ იძულებულნი ვართ მოვძებნოთ გზები, რათა კაპიტალიზმი მოემსახუროს ღარიბ ხალხს ისე, როგორც მდიდარს.“
ფორუმის მონაწილე ლიდერებმა აღნიშნეს, რომ 2008 წელი გახდება შემობრუნების წერტილი სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში (!).
გორდონ ბრაუნმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ- მინისტრმა ხაზი გაუსვა კერძო და სახელმწიფო სექტორების თანამშრომლობის აუცილებლობას. მან ნეგატიური შეფასება მისცა განვითარების პროგრესს, მაგრამ მოიწონა შედეგები, რომელიც მიიღეს ბიზნესის სხვადასხვა სპეციფიკური პროგრამების განვითარების შედეგად.
იაპონია ახორციელებს კაპიტალდაბანდებებს განვითარებად ქვეყნებში, რომელთაც სერიოზული პრობლემები აქვთ ნახშირბადის გამოყოფას გამოყოფასთან დაკავშირებით. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იასუო ფუკუდამ, რომელიც უხელმძღვანელებს G8 სამიტს ჰოკაიდოში 2008 წლის ივნისში, აღნიშნა, რომ სამიტი ყურადღებას გაამახვილებს ნახშირბადის გამოყოფაზე. მან წარმოადგინა ახალი ფინანსური მექანიზმი განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად, რათა შეამცირონ ნახშირბადის გამოყოფა.
წლიური შეხვედრის მონაწილეებმა შეიტყვეს, რომ მსოფლიო არის წყლის გამოლევის პრობლემის წინაშე.
20-ზე მეტი ლიდერი სამხრეთ აზიიდან აღნიშნავდა ASEAN-ის ქარტიის ისტორიულ ხელმოწერას წლიურ შეხვედრაზე. მათ ყურადღება გაამახვილეს ამ საერთაშორისო ინტეგრაციული დაჯგუფების ფართო შესაძლებლობებსა და პოტენციალზე. აღმოსავლეთი აზია, ASEAN-ის შემადგენლობა, იაპონია და სამხრეთ კორეა ახლა წარმოადგენს დაახლოებით 2 მლრდ ადამიანს, რომლებიც ფლობენ 3 ტრლნ აშშ დოლარის სავალუტო რეზერვებს. მათზე მოდის მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით მეოთხედი.
ითქვა დოჰას სავაჭრო მოლაპარაკებების თაობაზეც. ხაზი გაუსვეს შეერთებული შტატების ვალდებულებებს სავაჭრო რაუნდზე საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
მანუჩერ მოტაკიმ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მონაწილეებს ამცნო ირანის ამჟამინდელი პოზიცია, რომ იგი მზად არის საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან მოლაპარაკებებისთვის.
და ერთი მეტად საინტერესო ინფორმაცია, რომელმაც დიდი გაკვირვებაც კი გამოიწვია: კომპიუტერული პროგრამების მწარმოებელმა, მილიარდერმა ბილ გეიტსმა განაცხადა ახალი მიმართულების შესახებ - 306 მლნ დოლარის გაცემას აპირებს გრანტის სახით ღარიბ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის(!). მართალია, აფრიკელებმა განაცხადეს, რომ მათი მოსახლეობის 70%25 სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და თუ ვინმეს ინვესტიცია სურს (მით უმეტეს, ნაჩუქარი თანხის დაბანდება) განახორციელოს, სწორედ სოფლის მეურნეობაა შესაბამისი სფერო. იქნებ ჩვენც გვეზრუნა ამ გრანტის მოზიდვაზე!!