![]() |
საჯარო პოლიტიკის ნარკვევი№1 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: აბაშიძე არჩილ, დარჩიაშვილი დავით, ზედანია გიგა, ლოსაბერიძე დავით, მაჭარაშვილი ნანი, ნოდია გია, სალდაძე მალხაზ |
თემატური კატალოგი საჯარო პოლიტიკის ნარკვევები |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი www.cipdd.orgww.cipdd.org 2007 19 თებერვალი, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს.CIPDD ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს და სამუშაო შეხვედრებს - მრგვალ მაგიდებს. ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის პრობლემები და სამოქალაქო ინტეგრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. ინსტიტუტის საქმიანობა ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნებს, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, მდგრადი მშვიდობისა დაუსაფრთხოების საფუძვლების შექმნას. ინსტიტუტის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.cipdd.org. |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
საჯარო პოლიტიკის ნარკვევი მზადდება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ექსპერტული შეფასების და ანალიზის ეფექტური მექანიზმების შექმნა.
წინამდებარე ნარკვევი მოამზადა დავით აფრასიძემ. ნარკვევზე ასევე მუშაობდნენ კავკასიურ ინსტიტუტთან შექმნილი პოლიტიკის ექსპერტთა საბჭოს შემდეგი წევრები:
არჩილ აბაშიძე
დავით დარჩიაშვილი
გიგა ზედანია
დავით ლოსაბერიძე
ნანი მაჭარაშვილი
გია ნოდია (რედაქტორი)
მალხაზ სალდაძე
![]() |
2 ქალაქ თბილისის განვითარება და კერძო საკუთრება |
▲ზევით დაბრუნება |
პრობლემის აღწერა
ურბანული განვითარება, ისევე როგორც ყველა სახის დაგეგმილი „განვითარება“, ობიექტურად წარმოშობს საზოგადოებრივი და კერძო ინტერესების კონფლიქტს. მსგავსი შემთხვევაა ბოლო დროინდელი მოვლენები, როცა თბილისის მერია ქალაქგანვითარების მიზეზით „უკანონო“ თუ „უსახური“ ნაგებობების დემონტაჟს ახორციელებს და ამით კერძო მესაკუთრეთა უფლებებს ეხება. დილემას ამწვავებს ის ფაქტიც, რომ 1990-იან წლებში ქალაქის გეგმარებითი განვითარება საერთოდ არ ხდებოდა და ბიზნესი და პოლიტიკა ბუნებითი კანონებით ვითარდებოდა. ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც „სახელმწიფოს გაძლიერებისა“ და „წესრიგის დამყარების“ ლოზუნგით მოქმედებს, გასული წლების ყველა „დაშვებული შეცდომის“ გამოსწორებას ცდილობს და არ იზიარებს „უკანონოდ დაკანონებულის“ აღიარების სამართლებრივ თუ მორალურ ვალდებულებას. ასეთ პირობებში წარმოიშვება შემდეგი სახის პრობლემები, რაზეც ხელისუფლების კრიტიკოსებიც მიუთითებენ:
1. სამართალმემკვიდრეობის საკითხი - დღევანდელი ხელისუფლება შევარდნაძის ხელისუფლების სამართალმემკვიდრეა და ისევე უნდა იკისროს პასუხსმგებლობა მისი წინამორბედის მიერ შექმნილ ვალდებულებებზე, როგორც ამას თუნდაც უგუნური და ოდიოზური საგარეო ვალდებულებების შემთხვევაში აკეთებს;
2. სტაბილურობის საკითხი - ნებისმიერი წარმატებული ბიზნესის ან შეძენილი ქონების მიმართ შეიძლება გამოითქვას საფუძვლიანი ეჭვი, რომ, შევარდნაძის რეჟიმის პირობებში, მისი შექმნა და განვითარება კორუფციულ გარიგებებთან იქნებოდა დაკავშირებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამნისტიის, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების თემა. ასეთი ამნისტიის გარეშე ბიზნესსა და საზოგადოებას სტაბილურობის განცდა ვერ შეექმნება, ხოლო ხელისუფლება თვითნებური და შერჩევითი მიდგომის ბრალდებებს ვერ აიცილებს თავიდან;
3. ნდობის საკითხი - ზემოთქმული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ნდობის, როგორც სოციალური კაპიტალის დაგროვებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იქნება მოლოდინი, რომ ხელისუფლების სრული, ნაწილობრივი და პიროვნული ცვლილებაც კი მისი პრიორიტეტების შეცვლას გამოიწვევს და ეს „წარსულის შეცდომების გამოსწორების“ დაუსრულებელ პროცესად იქცევა.
რეკომენდაციები
ცხადია, ხელისუფლებას არავინ მოუწოდებს უმოქმედობისაკენ, ან ისეთი უკანონობის დაკანონებისაკენ, რომელიც ქალაქის განვითარებას უშლის ხელს. ამავე დროს, ბოლო დროს განხორციელებულმა მოვლენებმა ბუნებრივად გამოიწვია საზოგადოებაში შეშფოთება იმის გამო, თუ რამდენად დაცულია საქართველოში კერძო საკუთრება. ამ შეშფოთების გასაქარწყლებლად საჭიროა, მუნიციპალურმა ხელისუფლებამ ამგვარი საკითხების გადაწყვეტისას შემდეგი პრინციპებით იხელმძღვანელოს:
1. კანონის უზენაესობს - კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას უპირობო პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს. საჭიროების შემთხვევაში, თუ კანონმდებლობა პრობლემის დროულად მოგვარებას აფერხებს, პირველ რიგში მის სრულყოფაზე უნდა მოხდეს ზრუნვა;
2. პროცესის დაგეგმვა - კონკრეტული მოქმედებები, განსაკუთრებით როცა ეს კერძო მესაკუთრეთა უფლებებს ეხება, წინასწარ განსაზღვრული და ნათელი პრინციპების სახით წარმოდგენილი. ასევე პრინციპების დონეზე წარმოდგენილი უნდა იყოს ალტერნატივებისა და კომპენსაციის საკითხები;
3. პროცედურების სიცხადე და გამჭვირვალობა - პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების პროცედურები უნდა იყოს ცხადი და ადვილად აღსაქმელი, უზრუნველყოფილ უნდა იქნას მასში საზოგადოებისა და მცირე ბიზნესის ჩართულობა. მაგალითად, ცნობილი იყოს ორგანოები და კრიტერიუმები, რომლებიც ნაგებობების „უსახურობას“ ადგენენ;
4. კომუნიკაცია საზოგადოებასთან და მესაკუთრეებთან - ყველაზე დიდი პრობლემაა. ხელისუფლებას, ფაქტობრივად, პოსტფაქტუმ უხდება თავისი ნაბიჯების ახსნა როგორც საზოგადოებისათვის, ისე თითოეული მესაკუთრისათვის.