![]() |
ტაბულა №115 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მაჭარაშვილი ნინო, ზუკაკიშვილი ქეთი, ავალიანი დიმიტრი, უგულავა სალომე, სუთიძე ლევან, თოდუა მაია, კოკიჩაიშვილი თეონა, კვანჭილაშვილი ელენე , ჩერგოლეიშვილი თამარ, ტუღუში გიორგი, თარხან-მოურავი სანდრო, გუნია ირაკლი, ჩხიკვაძე ანი, კაკაბაძე შოთა, ბასილაია მიხეილ, ელერდაშვილი ვახო, ჭავჭავაძე ილია, გოდუაძე ლაშა, გეგენავა არჩილ, ფირცხელანი გიორგი, მაღრაძე ირაკლი, ახლოური ნინა, ჯაფარიძე თეონა, ლებანიძე ანიტა, ესებუა ნიკა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012 | 24 – 30 სექტემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bцlgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციისნებართვის გარეშე აკრძალულია |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„რეალურად, მოხდა სისტემური მარცხი“.
„რა თქმა უნდა, ეს არის წარმოუდგენლად საზიზღარი ფაქტი, დისკრედიტაცია ყველაფრის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მთელი ეს წლები, თუ ჩემთვის პირადად რამე არის ღალატი, სწორედ ისაა, რასაც ეს არაადამინებად ქცეული არსებები ჩადიოდნენ“.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სისტემის სრული გარდაქმნა პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილს დაავალა. 19 სექტემბერი
„ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ დავუშვით მძიმე შეცდომა, როდესაც სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის სიგნალები, რომლებიც მოდიოდა სახალხო დამცველისგან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან, ამ სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემის შესახებ“.
უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილ ვითარებას აფასებს. 19 სექტემბერი
„მე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, იმ პოლიტიკური გუნდის წევრს, იმ პოლიტიკური გუნდის წევრს , რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემი პირადი სახელით, ისევე როგორც ჩემი კოლეგების სახელით, იმ ადამიანებს, ვისაც ასეთი სადისტური ზიანი მიაყენეს“.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ გლდანის მე-8 საპყრობილეში მომხდარ ფატთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება FACEBOOK-ის საშუალებით გაავრცელა. 19 სექტემბერი.
„ქართველებს სიამაყე არ გვაკლდა და დღესაც არ გვაკლია, მაგრამ აი ამ მტავარი ღირსების წართმევა უნდათ ჩვენთვის. ამას ებრძვის ერთი კაცი, ეს მშიშარა კაცი და ეშინია ძალის და ებრძვის ზალას და სიამაყეს. მას მოსწონს მხოლოდ ლაჩარი და ლოიალური ხალხი , ვინც დაუკრავს და ვინც შეასრულებს მის უველანაირ ბრძანებას. აი, ამის მაგალითები ნახეთ თქვენ გუშინ კადრებში, როგორ ასრულებენ ამ ერთი მშიშარა კაცის ბრძანებებს და რა დღეში ჰყავთ ჩვენი მოსახლეობა“.
კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დუშეთსი მხარდამჭერებთან შეხვედრისას პატიმრების წამების ფაქტებზე ისაუბრა. 19 სექტემბერი.
„დღეს რეალობა არის ის, რომ რელიგიის ფუძემდებლური ეთიკა აღარაა ადეკვატური. ამდენად, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ დადგა დრო, სულიერებაზე და ეთიკაზე ფიქრის გზა საერთოდ რელიგიის მიღმა ვეძიოთ“.
ტიბეტური ბუდიზმის სულიერმა ლიდერმა, დალაი ლამამ FACEBOK-ზე განათავსა პოსტი, სადაც რელიგიის როლის დაკნინებაზედ საუბრობს.
„მოწიწება“, რომელიც „შიშის“ აღმნიშვნელი კოდური სიტყვაა, ისაა, რისგანაც უნდა განვთავისუფლდეთ“.
სალმან რუშდი, BBC რადიო 4. 17 სექტემბერი
„მსოფლიო ისრაელს ეუბნება- დაიცადე, ჯერ კიდევ არის დრო. მე კი ვამბობ - ნრას დაველოდო? მათ, ვინც საერთაშორისო თანამეგობრობაში წითელ შუქს არ უნთებს ირანს. მორალური უფლება არ აქვთ, წითელი შუქი აუნთონ წარსულს“.
ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნული განცხადება ბინიამინ ნეთანიაჰუმ ინგლისურ ენაზე გააკეთა. 12 სექტემბერი
„შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში ვართ ერთად და ყველას, მტერსაც და მოყვარესაც ხმამაღლა განვუცხადოთ, რომ ყველა ჩვენგანი პირველ რიგში საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგ არის ქრისტიან-დემოკრატი, ლეიბორისტი, მეოცნებე, მემარჯვენე, ნაციონალი თუ მემარცხენე. ბაგრატის ტაძარი უკვე აღდგენილია, როგორც ერთიანობის, უკვდავების სიმბოლო, როგორც გატეხილის აღდგენის სიმბოლო. მე ვუერთდები პატრიარქის მოწოდებას, რომ ყველა მოვიდეთ ტაძრის კურთხევაზე. არის საკითხები, რაშიც არ შეიძლება გაყოფას გავუსვათ ხაზი.
14 სექტემბერს ბაგრატის ტაძრის ეზოდან პოლიტიკურ ოპონენტებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა და უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს მოწოდებას შეუერთდა, რომელმაც მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ტაძრის კურთხევუს ცერემონიალზე დასასწრებად მიიწვია.
![]() |
2 მანკიერი ბრძოლა მუსლიმთა უმანკოებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ნინო მაჭარაშვილი, ქეთი ზუკაკიშვილი
თავდასხმა აშშ-ის საკონსულოზე. ბენღაზი, ლიბია
კადრი ფილმიდან „მუსლიმთა უმანკოება“
18 სექტემბერს ინდოელი წარმოშობის მწერალმა, სალმან რუშდიმ, მემუარები გამოსცა - „იოსებ ანტონი“ აღწერს მწერლის ცხოვრების ბოლო ათწლეულებს, რომელიც მან ფატვის ქვეშ, მალვასა და სასიკვდილო მუქარებში გაატარა. მუსლიმური სამყარო მისმა „სატანურმა ლექსებმა“ 80-იანი წლების ბოლოს აღაშფოთა - მორწმუნეთათვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, რომ ისლამი, მუჰამედი და მისი ცოლები მწერლის საწერ მასალად იქცნენ. პროტესტის ნიშნად წიგნების დაწვა აიათოლა ხომეინის ფატვით დასრულდა, რომელიც რუშდის სიკვდილისკენ მოუწოდებდა.
დამთხვევა, ცოტა არ იყოს, ირონულია - წიგნი სწორედ მაშინ გამოიცა, როცა არაბულ ქვეყნებში ანტიამერიკულმა ძალისმიერმა პროტესტმა ხელახალი ძალით იფეთქა. შტატებში გადაღებულ ფილმს „მუსლიმთა უმანკოება“ ლიბიაში რადიკალური მუსლიმების მიერ აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა მოჰყვა, რასაც ამერიკის ელჩისა და საკონსულოს თანამშრომლების სიცოცხლე შეეწირა. ტალღა 20-ზე მეტ ქვეყანას მოედო და, საბოლოო ჯამში, არაერთი ადამიანი იმსხვერპლა. დემონსტრანტები, მათ შორის, შეიარაღებული ჯგუფები, შეიჭრნენ ამერიკის საელჩოებში, სკოლებსა და საკვებ ობიექტებში, თავს დაესხნენ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. დაშავებულია ასობით ადამიანი.
ფილმი, რომელიც პროტესტის ახალი საბაბი გახდა, მხატვრული ღირებულებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა, როგორც გამოცდილება აჩვენებს, მუსლიმური სამყაროს აღშფოთებას არანაირი ხელი არ აქვს ნაწარმოების თუ ფილმის ხარისხთან, მოტივებთან და უკან მდგომ კადრი ფილმიდან „მუსლიმთა უმანკოება“არგუმენტებთან.
რომ არა მუსლიმთა დამოკიდებულება, რომელიც მუჰამედის ნებისმიერი ფორმით გამოსახვას შეურაცხმყოფელად აღიქვამს, მდარე ტექნიკური თუ სამსახიობო შესრულების ფილმი, დიდი ალბათობით, შეუმჩნეველი დარჩებოდა - საუკეთესო შემთხვევაში, ისეთივე პაროდიად იქცეოდა, როგორც უკიდურესად დაბალი ხარისხის მუსიკალური კლიპები, რომლებსაც სწორედ ამ ნიშნის დამსახურებით ასობით მილიონი ნახვა აქვს სოციალურ ქსელებში.
„მუსლიმთა უმანკოების“ ნახვა Youtube-ზე დღესაც შეგიძლიათ, თუ იმ მუსლიმურ ქვეყნებში არ იმყოფებით, სადაც ის დაიბლოკა - ვიდეო თოთხმეტიოდე წუთის ხანგრძლივობისაა და აღწერილობის თანახმად, ფილმის ტრეილერს წარმოადგენს. დანამდვილებით არავინ იცის, არსებობს თუ არა სრულმეტრაჟიანი ფილმი, ერთ-ერთი ვერსიით, ის მხოლოდ ერთხელ აჩვენეს კალიფორნიაში. ტრეილერი Youtube-ზე ივლისში გამოჩნდა, არაბულ ენაზე კი სექტემბერში ითარგმნა და პროტესტის ცეცხლიც, ჩვეულებისამებრ, მარტივად აალდა.
სიუჟეტი ასეთია: ეგვიპტელ ქრისტიანებს თავს მუსლიმები ესხმიან, პოლიცია კი ამ ყველაფერს გულგრილად უყურებს. შემდეგ ამბავი ისლამის სათავეებთან გადადის, სადაც მუჰამედის პერსონაჟი სულელი, მექალთანე, პერვერსიული და მოძალადეა. მიმდევრები მას ჰომოსექსუალად მოიხსენიებენ, თავად ეროტიკულ საუბრებს მართავს ვირთან, პედოფილ მეომრებს კი ჰპირდება, რომ ომის ნადავლის სახით, ბავშვების გაუპატიურებას შეძლებენ. ყურანს მისთვის სხვა კაცი წერს, რომელიც ჰპირდება, რომ თორას და ახალ აღთქმას ერთად თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე. სანა, იემენიშეკრავს „ცრუ ლექსებში“. დასასრულს მუჰამედი, სისხლიანი ხმლით ხელში, ყვირის: „ყველა არამუსლიმი ურწმუნოა! მათი მიწები, მათი ქალები, მათი ბავშვები ჩვენი ნადავლია!“ და ცეცხლის ალში ეხვევა.
ფილმში მონაწილე მსახიობებმა, რომელთა შორის ქართველი წარმოშობის ანა გურჯიცაა, თავი შორს დაიჭირეს მისი შინაარსისგან და შეშფოთებულებმა განცხადებაც გაავრცელეს, სადაც თავს შეცდომაში შეყვანილებს უწოდებენ. მათი თქმით, არ იცოდნენ, რომ გადაღებული სცენებიდან ასეთი რამ აეწყობოდა.
ვიდეომ, რომელიც მსახიობების გარდა დაგმეს პოლიტიკოსებმა, კოპტურმა ეკლესიამ, ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ და, ბუნებრივია, თავად მუსლიმებმა, აშშ-ის ადმინისტრაციას დიდი თავისტკივილი გაუჩინა. ამერიკამ თავიდან მოიბოდიშა კიდეც - კაიროში შტატების საელჩოს პირველი განცხადება ამბობდა, რომ ის გმობს „შეცდომაში შეყვანილი ცალკეული პირების მიერ გამუდმებულ მცდელობებს, შეურაცხყონ მუსლიმთა რელიგიური გრძნობები“. ამერიკელმა რესპუბლიკელებმა და მათმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მსგავს რეაქციას სამარცხვინო უწოდეს. მოგვიანებით, როდესაც მუსლიმურ ქვეყნებში ანტიამერიკული პროტესტი ძალადობასა და დიპლომატების მკვლელობაში გადაიზარდა, თეთრი სახლი განერიდა საკუთარი საელჩოს განცხადებას და თქვა, რომ ის ადმინისტრაციის პოზიციას არ გამოხატავდა.
ადმინისტრაციამ აგრესიის შენელება შემოვლითი გზებით სცადა: 13 სექტემბერს თეთრი სახლის წარმომადგენლებმა კომპანია Google-ს სთხოვეს, გადაეხედა თავისი დირექტივებისთვის და ენახა, ხომ არ არღვევს ვიდეო Youtube-ის წესებს. Google-მა უარყო წინადადება, რომელიც ძალიან ჰგავდა ცენზურის ირიბ მცდელობას.
სიტუაციის დაშოშმინების მცდელობები ამით არ დასრულებულა: მალევე ლოს ანჯელესის პოლიციამ საკუთარი სახლიდან აიყვანა ნაკულა ბასელეი ნაკულა. ეგვიპტეში დაბადებული კოპტი ქრისტიანი იმ კომპანიის მფლობელია, რომელმაც ფილმი გადაიღო. ნაკულა ფილმის კეთებაში მონაწილეობას უარყოფს და ირწმუნება, რომ მას არ ეკუთვნის ვიდეოს ავტორის ფსევდონიმი „სემ ბასილი“. რა თქმა უნდა, დაკავების ოფიციალური მიზეზი ვიდეოს შინაარსი არ ყოფილა - ნაკულა 2010 წელს საბანკო თაღლითობის ბრალდებით 21 თვე ციხეში იჯდა, მომდევნო 5 წელი კი პრობაციის ქვეშ იმყოფება. ამ პერიოდში მას ეკრძალებოდა ფსევდონიმის გამოყენება ან ნებართვის გარეშე ინტერნეტთან წვდომა. სწორედ პრობაციის პირობების შესაძლო დარღვევა გახდა მიზეზი, რის გამოც პოლიციამ კინორეჟისორი დაკითხვაზე წაიყვანა.
ბუნებრივია, გაჩნდა მოსაზრება, რომ ობამას ადმინისტრაციას სურს, ამ ქმედებით აღშფოთებულ მუსლიმებს ბრაზი გაუნელოს. ამ ეჭვს საფუძველი აქვს - რეჟისორის დაკავებამდე 72 საათით ადრე ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მორსიმ ვაშინგტონს მოუწოდა, სამართლებრივი ზომები მიეღო ფილმის შემქმნელების წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, იმის გასაგებად, დაირღვა თუ არა პირობითი მსჯავრის წესები, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, მართლა ატვირთა თუ არა ნაკულამ ვიდეო Youtube-ზე. საბოლოო ჯამში, ეს ამბავი შესანიშნავად მოერგო კაიროში აშშ-ის საელჩოს პირველ განცხადებას, რომელიც ბოდიშს იხდიდა ფილმისთვის.
ინტერნეტში მალევე გაჩნდა ე.წ. მემეები ნაკულას დაპატიმრების სცენით და მსგავსი წარწერებით: „მას რომ ჯვარზე მოეშარდა, ახლაც საწოლში იწვებოდა“. საქმე ისაა, რომ ქრისტიანული რელიგიის სიმბოლოებზე პერვერსიული, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხმყოფელი ნიმუშების შექმნა არც ისე იშვიათი მოვლენაა დასავლურ ხელოვნებაში, თუმცა, როგორც წესი, ამას არც ტერორისტული აქტები მოსდევს და არც მთავრობის უარყოფითი რეაქცია - მეტიც, ხშირად ისინი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გალერეებსა და გამოფენებზე ჩნდება. მაგალითად, ჯერ კიდევ 1952 წელს, როდესაც ნიუ იორკის შტატმა იტალიური ნეორეალისტური ფილმის „სასწაულის“ ჩვენება დაბლოკა ქრისტიანული რელიგიის შეურაცხყოფის მოტივით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა: „სახელმწიფოს საქმე არაა, აღკვეთოს რეალური თუ გამოგონილი თავდასხმები ლოს ანჯელესის პოლიციამ ნაკულა ბასელეი ნაკულა საკუთარ სახლში დააპატიმრარომელიმე რელიგიურ დოქტრინაზე“.
ადმინისტრაციის გარდა, კრიტიკის წილი ერგო ამერიკულ მედიასაც, რომელიც ბევრმა უპასუხისმგებლო ქცევაში დაადანაშაულა: ფილმის ავტორების ვინაობაზე ნადირობისას, მედიით გავრცელებული პირველი ვერსია იუწყებოდა, რომ მისი ავტორი, სემ ბასილი, ისრაელისა და ამერიკის მოქალაქე უნდა ყოფილიყო, ფილმის ხუთმილიონიანი ბიუჯეტი კი ებრაელი დონორების შემოწირულობებით მოგროვდა. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ სემ ბასილი ფსევდონიმია, ის არც ისრაელიდანაა და არც ებრაელები აფინანსებდნენ. თანაც, არავინ იცის, ის მართლაც ზემოხსენებული ნაკულა ბასელეი ნაკულაა, თუ ვინმე სხვა. მედიის მხრიდან საქმეში ებრაელების ჩართვამ კი სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა, მათ მიმართ მუსლიმთა „განსაკუთრებული“ დამოკიდებულების გამო.
თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე. სანა, იემენი
განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში დებატი კომპრომისის მიზანშეწონილობაზე - გამოხატვის თავისუფლება, როგორც ფუნდამენტური ფასეულობა, თუ მუსლიმური სამყაროს გაღიზიანებისგან თავის შორს დაჭერა ნებისმიერ, თუნდაც მთავარ დასავლურ ფასეულობებზე კომპრომისზე წასვლის ფასად.
პარალელურად, კარგად გამოიკვეთა ამერიკული საგარეო პოლიტიკის კრიზისი. როგორც ჩანს, თეთრი სახლი ძალადობის ახალი ტალღის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს და აცხადებს, რომ მუსლიმების პროტესტი ამერიკის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს დისკურსი საგარეო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ ობამას რბილი პოლიტიკის გაგრძელებაა.
ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში თომას ჯეფერსონი მიიჩნევდა, რომ სისუსტე მტრებს ზიანის მიყენებისკენ უბიძგებს, ამის თავიდან არიდების საშუალება კი მათი დასჯის უნარია. მოგვიანებით, რადიკალური ისლამისტური ჯგუფების ანტიდასავლური გამოსვლების დაშოშმინება ერთდროულად, „რბილი ძალითა“ და სამხედრო ძლიერების დემონსტრირებით ხდებოდა.
ბარაკ ობამამ საპირისპირო მიდგომა აირჩია: რადიკალურ მუსლიმურ დაჯგუფებებთან ისლამისა და ამერიკული ღირებულებების თანხვედრაზე, რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვაზე“, ირანთან კი ბირთვული პროგრამის მოლაპარაკებებით შეჩერებაზე დაიწყო საუბარი. ობამას კონსერვატორი ოპონენტების აზრით, პრეზიდენტის მსგავსი პოლიტიკა მოწინააღმდეგეებმა ამერიკის დასუსტებად აღიქვეს, რასაც ანტიამერიკული ტალღის კიდევ უფრო გაძლიერება მოჰყვა. დღესდღეობით, შტატებით უკმაყოფილოთა რიცხვი იორდანიაში 79%25-დან 86%25-მდე, ეგვიპტეში კი 75%25-დან 79%25-მდე გაიზარდა. ეს უკანასკნელი, ამერიკისგან მიღებული დახმარებების (1 მილიარდი აშშ დოლარი) ეკვივალენტს თავდასხმითი წყალქვეშა ნავების შეძენაში ხარჯავს და არავითარ ღონეს არ ხმარობს ძალადობრივი ანტიამერიკული გამოსვლების შესაჩერებლად.
საპროტესტო გამოსვლა ავღანეთში, ჯალალაბადისაბოლოოდ, გაურკვეველია, რა იყო ვიდეოს შექმნის მიზანი - ბრაზის გამოწვევა, მუსლიმთა შეურაცხყოფა, სკანდალი, რომელზეც ავტორები გაერთობოდნენ თუ უგემოვნო ხუმრობა, რომელმაც არ გაამართლა. მთავარი ის არის, რომ მოტივის დადგენას ან ვიდეოს შინაარსის კვლევას არც აზრი აქვს და ეს არც საქმის არსს ცვლის - აშშ-ის კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლებას იცავს, მოტივის მიხედვით ავტორების განსჯას ამ პრინციპის რღვევისკენ მივყავართ. ფილმის კეთებისას თუ სამზარეულოში საუბრისას თავისი მოქალაქეების კონტროლის მცდელობა კი დასავლეთს თავად ამგვანებს მას, ვისი გაღიზიანებაც არ სურს. მით უმეტეს, როდესაც გაღიზიანების შესაძლო ვარიანტები საკმარისზე მეტია.
გამოცდილება აჩვენებს, რომ შეხვედრები პოლიტიზებულ ისლამსა და გამოხატვის თავისუფლების დასავლურ ტრადიციას შორის არცთუ მშვიდობიანად სრულდება. ამ საკითხში ერთმანეთთან პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის შარიათი, რომელიც მუჰამედის გამოსახვას მკრეხელობად მიიჩნევს და აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება. მაგალითად, 2004 წელს რეჟისორ თეო ვან გოგის მკვლელობაც კმარა. მაროკოელი წარმოშობის ახალგაზრდა მუსლიმმა ის ამსტერდამის ქუჩაში მოკლა - მიზეზი ისლამურ კულტურაში ქალების ჩაგვრაზე გადაღებული ფილმი იყო. მომდევნო წელს კი რისხვა თავს დანიას დაატყდა - გაზეთში მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების ცნობილი ამბის გამო.
ამავე ჯაჭვის რგოლია უკანასკნელი ამბები - პრინციპული წინააღმდეგობის შესახებ კარგად უნდა სცოდნოდა დასავლეთში განათლებამიღებულ ეგვიპტის პრეზიდენტს, როცა ფილმის ავტორების დასჯა მოითხოვა - ეს საფუძველს იძლევა, ვიფიქროთ, რომ თავის დროზე აიათოლა ხომეინის მსგავსად, მორსი და მუსლიმური საძმოც შტატების ადმინისტრაციის აშკარა სისუსტემ წაახალისა. შემრიგებლური მცდელობები, ერაყის ომის დაგმობა თუ სამყაროს არაბული ქვეყნების პრიზმიდან ხედვა, როგორც 2008 წელს პრეზიდენტი ბარაკ ობამა აპირებდა, არაქმედითუნარიანი აღმოჩნდა. ისევე, როგორც „უკნიდან წინ გაძღოლის“ პოლიტიკა, რომელიც ამერიკის დომინანტი როლის უარყოფას გულისხმობს.
წინა შემთხვევების მსგავსად, მომხდარში მთავარ საფრთხეს ახლაც ბრალეულობის ავტორებისთვის შემოტრიალება შეიცავს, დამოუკიდებლად მათი მოტივისა. რელიგიის ლეგიტიმურ კრიტიკას, შარჟსა და შუღლის გაღვივებას შორის მკაფიო ხაზის გავლება შეუძლებელია - არავინ იცის, რომელი ქმედება აღმოჩნდება სხვების შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებების საბაბი. შეუძლებელია, დავადგინოთ ზღვარი, სადაც გამოხატვის თავისუფლება „საშიში“ ხდება: რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით, სიტყვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც მყისიერ საფრთხეს ქმნის. მხატვრული ნაწარმოები, ფილმი თუ რომელიმე რელიგიის ნებისმიერი ფორმით კრიტიკა ამ კატეგორიაში ისევე ვერ თავსდება, როგორც ბეტმენის ეკრანიზაცია, რომლის პრემიერასაც კოლორადოს კინოთეატრში მასობრივი მკვლელობა მოჰყვა.
ლოს ანჯელესის პოლიციამ ნაკულა ბასელეი ნაკულა საკუთარ სახლში დააპატიმრა
ასეთი „დანაშაულის“ კატეგორიზება და გამოხატვის თავისუფლების ერთ ნაწილში შეზღუდვა შეუძლებელია - ის ან არსებობს, ან არა. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ე.წ. ისლამოფობიის რაიმე სახით რეგულირებას ან სრულად კრიმინალიზებას ითხოვენ. მაგალითად, ამ იდეას ლობირებს გავლენიანი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელმაც 2007 წელს ისლამოფობია „ტერორიზმის ყველაზე უარეს სახედ“ შეაფასა. გასულ წელს ობამას ადმინისტრაცია მხარს აქტიურად უჭერდა გაეროში მათ რეზოლუციას რელიგიური ტოლერანტობის შესახებ. ეს უკანასკნელი რელიგიასთან დაკავშირებული გარდაუვალი ძალადობის კრიმინალიზებას ითვალისწინებდა, რაც, თავისთავად, მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
სადავო ტერმინია თავად „ისლამოფობიაც“, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ისლამის კრიტიკას მოიაზრებს, მაგრამ ანტისემიტიზმის, რასიზმის, ქსენოფობიის რანგში განიხილება. მის კრიმინალიზებას დასავლეთში ულტრამემარცხენეები მულტიკულტურალიზმის სახელით ლობირებენ - ორგანიზაციები, რომლებიც იმავე ისრაელს გამუდმებით აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, არაბულ ქვეყნებს განსხვავებულ კრიტერიუმებს უყენებენ. პარალელურად კი, დასავლური პოლიტიკიდან, სამართალიდან და კულტურიდან ტრადიციული რელიგიის გაძევებისთვის იღვწიან. მუსლიმურ ქვეყნებში ჰომოსექსუალთა და ქალთა უფლებების უხეშ ხელყოფაზე თვალის დახუჭვა და, მეორე მხრივ, საკუთარ ქვეყანაში ამ უფლებებისთვის ბრძოლა, ერთი შეხედვით, პარადოქსია, თუმცა რადიკალ მემარცხენეებს და ისლამურ ქვეყნებს აერთიანებთ ამერიკის მჩაგვრელ, ბოროტ ძალად აღქმა. ისევე, როგორც მტრული განწყობა ისრაელის მიმართ.
იგივე შეიძლება ითქვას დასავლურ მედიასა და აკადემიურ ისტებლიშმენტზე: როგორც წესი, მათი შეფასებები ბევრად მკაცრია ქრისტიანთა მიმართ, რომლებიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, ვიდრე მუსლიმების. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანების პროტესტი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მშვიდობიანია.
კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში დებატი კომპრომისის მიზანშეწონილობაზე - გამოხატვის თავისუფლება, როგორც ფუნდამენტური ფასეულობა, თუ მუსლიმური სამყაროს გაღიზიანებისგან თავის შორს დაჭერა ნებისმიერ, თუნდაც მთავარ დასავლურ ფასეულობებზე კომპრომისზე წასვლის ფასად. ისლამოფობიის საერთაშორისო რეგულირების შემთხვევაში, არა მარტო გამოხატვის თავისუფლების პრინციპი ირღვევა, არამედ ისლამურ ქვეყნებში დამატებითი საფრთხე ექმნებათ რელიგიურ რეფორმატორებს და უმცირესობებს, რომელთაც ისედაც ეზღუდებათ თავისუფლება - მკრეხელობა და ისლამისგან გადახრა სიკვდილით ისჯება ავღანეთში, ირანში, პაკისტანში, საუდის არაბეთში. რომ არაფერი ვთქვათ ტერორისტული ორგანიზაციების გამუდმებულ ფატალურ თავდასხმებზე, რომლის მაგალითად გასულ წელს, ეგვიპტეში კოპტური ეკლესიის დაწვა და შემდგომში მსხვერპლი გამოდგება. ამასთან, დაცვის გარანტიების არქონა ცხოვრებას კიდევ უფრო გაურთულებს დისიდენტებს, რომლებიც ისედაც გამუდმებული სასიკვდილო მუქარის ქვეშ არიან.
საპროტესტო გამოსვლა ავღანეთში, ჯალალაბადი
დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. კაირო, ეგვიპტე
როგორც აღმოჩნდა, გამოხატვის თავისუფლება უპირატესია თავად ამერიკის მოქალაქეებისთვის: ანტიამერიკული პროტესტის დღეებში Rasmussen Reports-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელი ამომრჩევლის 72%25-ს ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვნად სიტყვის თავისუფლების გარანტია მიაჩნია. მხოლოდ 15%25 ფიქრობს, რომ მეტად მნიშვნელოვანია, სხვა ერების ან კულტურების გაღიზიანებას მოერიდო. დარჩენილ 13%25-ს კი ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
ერთი რამ ნათელია - მობოდიშების მცდელობები ბრბოს დაშოშმინებას არ გამოიწვევს - ძალადობის ეს ტალღა, ისევე როგორც წინამორბედები, სპონტანური სამოქალაქო პროტესტი არ ყოფილა. სიტუაციით კარგად ისარგებლეს რადიკალმა ისლამისტებმა - გაჩნდა ვარაუდი, რომ თავდასხმების ორგანიზატორები იყვნენ ტერორისტული დაჯგუფების წევრები, რომელთაც ფილმს მოყოლილი პროტესტი წინასწარ შერჩეულ სამიზნეებზე დარტყმისთვის გამოიყენეს. Fox News-ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ბენღაზიში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზატორი გუანტანამოდან 2007 წელს გათავისუფლებული სუფიან ბინ ქუმუ იყო, ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა.
დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოსკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. კაირო, ეგვიპტეარაბულ გაზაფხულს დიქტატორების ჩამოგდება მოჰყვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თავისუფლება შეუქცევადად გავრცელდა. ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს: როგორც წესი, ქვეყნები დიქტატორული რეჟიმიდან პირდაპირ ლიბერალურ დემოკრატიაზე ვერ გადადიან. აღსანიშნავია ისიც, რომ პროამერიკული დიქტატორების ჩამოგდების შემდეგ, ძალაუფლებას ანტიამერიკანისტი ტირანები იღებენ, როგორც ბატისტას და ფიდელ კასტროს, ან 1979 წელს ირანის შაჰის ბევრად რეპრესიული რეჟიმით შეცვლისას მოხდა. ამასთან, არც თავისუფლებასა და არც ტოლერანტობას არაბულ სამყაროში საძირკველი არ აქვს. თანაც, ადამიანების ეკონომიკური ცხოვრება, ტრადიციულად, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რაც თავისუფალი საზოგადოების განვითარებას აფერხებს. რომ აღარაფერი ვთქვათ ისრაელის განადგურების იდეაზე, რაც თანამედროვე სამყაროში ინტეგრირების სერიოზული დაბრკოლებაა.
მნიშვნელოვანია კულტურული ფაქტორებიც. ფოუდ აჯამი, ლიბანელი წარმოშობის ამერიკელი პროფესორი და ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, წერს, რომ მუსლიმებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აწამებთ - ამერიკის საელჩოების დასარბევად ისინი ამერიკული ძალის ხიბლისა და მისი სიძულვილის სასიკვდილო ნაზავს გამოჰყავს. ეს კონტრადიქციები ძალაში რჩება დასავლეთის მკაცრი თუ რბილი დამოკიდებულების მიუხედავად. ერთადერთი, რაც თავის დახრას შეუძლია, იმ მოლოდინის გამძაფრებაა, რომ აშშ ვიდეოს ავტორებს დასჯის და ამით უპასუხებს მოთხოვნას, რომელზე მკაფიო „არას“ თქმა, როგორც ჩანს, ადმინისტრაციას აშინებს.
![]() |
3 გაფრთხილება ქართულ ოცნებას |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
ემზადება თუ არა ქართული ოცნება არჩევნების შემდეგ არეულობის ორგანიზებისთვის? აპირებს თუ არა კოალიცია, ცნოს არჩევნების შედეგები, თუნდაც ისინი ქართულ ოცნებას არ აკმაყოფილებდეს? შეშფოთაბას ამ საკითხების გამო დასავლელი დიპლომატები უკვე ღიად გამოხატავენ.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებშ ი, შტეფან ფულემ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ საკუთარი მოთხოვნა გააჟღერა. როგორც რადიო თავისუფლებას ფულეს სპიკერმა, პეტერ სტანომ აცნობა, ივანიშვილს ევროკომისართან შეხვედრა სურდა. თუმცა ფულე ამ შეხვედრაზე თანახმა მხოლოდ გარკვეული პირობითაა - თუ ქართული ოცნება ხელს მოაწერს პარტიების ქცევის კოდექსს და მისთვის „მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტული სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა, ეუთო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR)“.
შტეფან ფულე
კარლ ბილდტი
მანამდე კი შეშფოთება ქართველი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის პოსტსაარჩევნო გეგმების გამო, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა გამოთქვა. „შემაშფოთებელია ის შესაძლო უცნაური სიგნალები, რაც ოპოზიციის ლიდერი მულტიმილიარდერისგან მოდის. ზოგჯერ ეს ისე ჟღერს, რომ საარჩევნო ყუთებმა კი არა, არჩევნების შემდეგ ქუჩამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართოს ქვეყანა“, - ეს ჩანაწერი შვედმა დიპლომატმა საკუთარ ბლოგზე 4 სექტემბერს, საქართველოში ვიზიტით ყოფნისას გააკეთა.
ამავე ჩანაწერში ბილდტი აღნიშნავდა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ევროპული სტანდარტების დაცვით ჩატარდეს. ოპოზიციამ კი, როგორც ბილდტი საგანგებოდ უსვამს ხაზს, „უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შედეგები მის სასარგებლოდ არ იქნება“.
თავად ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ კარლ ბილდტმა, რომელიც საქართველოში შეხვედრებს პოლონელ კოლეგა რადოსლავ სიკორსკისთან ერთად მართავდა, ქართული ოცნების ლიდერთან შეხვედრაზე ეს საკითხი მართლაც დასვა. თუმცა ივანიშვილმა დიპლომატის ამ საკითხით დაინტერესება ხელისუფლების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით ახსნა. „ჩვენ ძალიან კარგად ავუხსენით და გავაგებინეთ, რომ ხელისუფლება ახერხებს სიცრუის დანერგვას და ისინი შეცდომაში შეჰყავდათ“, - თქვა ივანიშვილმა.
თუმცა ამან, როგორც აღმოჩნდა, ბილდტი ვერ დაარწმუნა. პირიქით, როგორც დიპლომატი უკვე ოპოზიციონერებთან, მათ შორის, ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ წერდა, „კიდევ უფრო გაძლიერდა“ მისი ეჭვი, რომ ოპოზიციის ნაწილი „არჩევნების შემდგომ დღეზე უფროა ფოკუსირებული, არეულობების თვალსაზრისით“, ვიდრე უშუალოდ საარჩევნო პროცესზე.
რაც შეეხება ევროკომისარ ფულეს მთავარ მოთხოვნას. პარტიების „ქცევის კოდექსი“ ივლისის თვეში შემუშავდა. დოკუმენტი, რომელსაც ქართული ოცნების გარდა, არჩევნებში მონაწილე პრაქტიკულად ყველა ძალა შეუერთდა, წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ პრინციპებს აყალიბებს. პირველ რიგში - უარს ძალადობაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე და არჩევნების შედეგების უპირობო ცნობას, თუ მათ სამართლიანობას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები დაადასტურებენ.
ქართულმა ოცნებამ მაშინ ქცევის კოდექსის ხელმოწერის (და მომავალი არჩევნების შედეგების აღიარების) სანაცვლოდ საკუთარი პირობები წამოაყენა - მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის მიერ კოალიციის წინააღმ დეგ წარმოებული საქმეების გადახედვა; სატელიტური ანტენების გავრცე ლებაზე შეზღუდვების მოხსნა და უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცედურის გამარტივება. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა კოალიციის ეს მოთხოვნები ულტიმატუმად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ქართულ ოცნებას კოდექსით გათვალისწინებული თამა ის წესების დაცვა არ სურს.
თუმცა, უკვე მას შემდეგ, რაც ევროკომისრის პოზიცია გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქცევის კოდექსისთვის კოალიციას ხელი მოწერილი აქვს, შტეფან ფულეს კი „ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს“.
ასევე არასწორ ინფორმირებულობას მიაწერა ქართული ოცნების ლიდერმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ურმას რეინ სალუს სტატია Wall Street Journal- ში, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება აპირებს, არჩევნების შე დეგები არ აღიაროს და სწორედ ამის გამო, პარტიათა ქცევის კოდექსს ხელს არ აწერს. რეინ სალუ ქართულ ოცნებას პუტინის პროექტად მოიხსენიებდა. მას მიაჩნია, რომ საქართველოში მომავალი არეულობა სწორედ მოსკოვის ჩარევისთვის ნიადაგის მზადებას ემსახურება.
თავად ივანიშვილმა კატეგორიულად უარყო არეულობის მოწყობის გეგმები. თუმცა 5 სექტემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხმების არასწორად დათვლის შემთხვევაში, „ჩვენ გამოვიყვანთ და პირდაპირ და ვათვლევინებთ ხალხს ქუჩაში, რამდენმა კაცმა მოგვცა ხმა“. დასავლეთში ქართული ოცნების ლობისტური კომპანიების აქტიური მცდელობების მიუხედავად, კოალიციამ ვერ შეძლო დასავლელი დიპლომატების ბოლომდე დარწმუნება იმაში, რომ ხელისუფლებაში ლეგიტიმური გზით მოსვლა სურს.
ამავე დროს, საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩნდა ძალა, რომელმაც დასავლეთის შეშფოთება არ გაიზიარა და ქართული ოპოზიციის მიმართ დიპლომატე ბის მოთხოვნები გააკრიტიკა. 11 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უსაყვედურა. მან აღნიშნა, რომ კარლ ბილდტი, რომელიც „ცნობილია თავისი აქტიური მხარდაჭერით არაბული რევოლუციების და სხვა ქვეყნებში საპროტესტო აქციების მიმართ“, ცდილობს „საქართველოში არჩევნების დროს დემოკრატიული ნორმების შესაძლო დარღვევებზე რეაქცია აპრიორი შეიზღუდოს“. რაც, ოფიციალური მოსკოვის აზრით, არათანმიმდევრული პოზიციისა და „შერჩევითი აღქმის“ ნიშანია.
საქართველოს საგარეო უწყებამ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ მოსკოვის ამგვარი რეაქცია საქართველოს საქმეებში ჩარევის და „ხელის ფათურის“ მცდელობაა.
![]() |
4 საარჩევნო გარემო, წინასწარი შეფასებები |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
კონკურენტული და, ამავდროულად, ძალიან პოლარიზებული - ასეთი შეფასება საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს სამმა საერთაშორისო დელეგაციამ მისცა. საკუთარი დასკვნები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მისიებმა წარმოადგინეს. შეფასება ასევე აშშ-ის უწყებათაშორისმა დელეგაციამაც გააკეთა.
სწორედ პოლარიზაციასა და ანტაგონიზმს გაუსვა განსაკუთრებით ხაზი PACE-ის დელეგაციამ, რომლის აზრითაც, ეს თავად საარჩევნო კამპანიას ჩრდილავს. „პარტიებმა ასეთი ნეგატიური კამპანიისგან თავი უნდა შეიკავონ და ფოკუსირება საკუთარი შეხედულებების და პარტიების პროგრამების შესახებ ამომრჩევლების ინფორმირებაზე უნდა მოახდინონ“, - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.
დაკავშირებული: გიორგი ბარამიძე: ქართული ოცნება ზუგდიდში საარჩევნო კომისიის დაშინებას ცდილობს რუსთავი 2 და იმედი ეგზიტპოლის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს რუსთავი 2 და იმედი ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს ასამბლეის დელეგაციამ მოუწოდა როგორც ხელისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა „ძირი გამოუთხაროს“ საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ. ოპოზიციამ კი წინასწარ არ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა.
PACE-მ ხელისუფლებას მიმართა, რათა „განაგრძოს ძალისხმევა“ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების აღმოსაფხვრელად. ასევე, დაგმო ქართული ოცნებისთვის დაკისრებული „არაპროპორციული ჯარიმები“. ამავე დროს, მოუწოდა არჩევნებში მონაწილე ძალებს, სრულად დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა, რადგან კანონის „უსამართლობის განცდით“ კანონდარღვევა ვერ გამართლდება.
PACE-ის დელეგაცია მიესალმა არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიისა და უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას.
თავის მხრივ, აშშ-ის უწყებათაშორისი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ტომას მელიამ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები და მისი შემდგომი დღეები მშვიდად ჩაივლის. მისი თქმით, ცალკეული ნაკლოვანებების მიუხედავად, ნათელია, რომ ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. PACE-ის დელეგაციის მსგავსად, აშშ-ის წარმომადგენელმაც მოუწოდა მოქმედ პოლიტიკურ ძალებს „პოლიტიკური ამოცანები საარჩევნო ყუთის მეშვეობით გადაჭრან“ და „უარი თქვან ძალადობაზე და თავიდან აიცილონ პროვოკაციები“.
საარჩევნო გარემოს პოლარიზებას და პოლიტიკური მეტოქეების მისამართით „ხშირ საჯარო ბრალდებებს“ გაუსვა ხაზი თავის ანგარიშში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მისიამაც. „ხანდახან კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის წარმოჩენის მაგივრად, წინასაარჩევნო კამპანია, ერთი მხრივ, თანამდებობის და მეორე მხრივ, კერძო ფინანსური რესურსების გამოყენებაზე ფოკუსირდება“, - ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის ძირითადი ნაწილი ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით ბრალდებების ჩამოთვლას ეთმობა, მათი შეფასების გარეშე. ისინი, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლას და სახელმწიფო აუდიტის მიერ პარტიებისთვის ფინანსური სანქციების შერჩევით დაკისრებას ეხება.
საერთაშორისო მისიები ცალკე ყურადღებას უთმობენ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში მედიის საქმიანობას. OSCE/ODIHR-ის შეფასებით, მედია მრავალფეროვნებით ხასიათდება, თუმცა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მედიასაშუალებები პოლიტიკური ნიშნით იყოფიან.
პარტიებმა ნეგატიური კამპანიისგან თავი უნდა შეიკავონ და ფოკუსირება საკუთარი შეხედულებების და პარტიების პროგრამების შესახებ ამომრჩევლების ინფორმირებაზე უნდა მოახდინონ. PACE-ის მისიაPACE-ის დელეგაცია ხაზს უსვამს „უნდა გავუშვათ“ პრინციპის შემოღების შედეგად მედიაგარემოს პლურალიზმის კუთხით მიღწეულ გაუმჯობესებას და მოუწოდებს ხელისუფლებას არჩევნების დღის შემდეგ ამ წესის მოქმედების გახანგრძლივებისკენ. ამავე დროს, დელეგაცია აღნიშნავს, რომ საკაბელო ტელევიზია არ არის ფართოდ გავრცელებული საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა „შეისწავლოს ყველა შესაძლებლობა“ რეგიონებში მედიის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.
„უნდა გავუშვათ“ პრინციპის ამოქმედებას ტომას მელიაც მიესალმა. აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმაც მოუწოდა ხელისუფლებას, ამ პრინციპის მოქმედება არჩევნების შემდეგაც გაგრძელდეს და შედეგების გასაჩივრების პერიოდიც მოიცვას.
საქართველოში წინა, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, OSCE/ODIHR-მა რამდენიმე შუალედური და ერთი დასკვნითი ანგარიში მოამზადა, რომელშიც მაშინდელი წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
ახლანდელისგან განსხვავებით, მაშინდელი წინასაარჩევნო კამპანია, დამკვირვებელთა დასკვნებით, „ძირითადად მშვიდ ატმოსფეროში“ ჩატარდა. მაგრამ მაშინაც, ისევე როგორც დღეს, მისია ხაზს უსვამდა გარემოს პოლარიზებულობას და ოპოზიციის დაბალ ნდობას ხელისუფლების მიმართ.
მაშინდელ ანგარიშში აისახა ოპოზიციური პარტიების შეშფოთება ფინანსური რესურსების ხელმიუწვდომლობის გამო. მნიშვნელოვანი ადგილი 2010 წლის ანგარიშებში ოპოზიციის საჩივრებს დაეთმო (ხელისუფლების მხრიდან კანდიდატებსა და მხარდამჭერებზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ). ამ განცხადებების ნაწილი მისიამ სარწმუნოდ მიიჩნია.
ასევე ხაზი გაესვა მმართველი პარტიის მიერ უკანონო საარჩევნო კამპანიის წარმოებასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და ამასთან დაკავშირებით, თანამდებობის პირების მიმართ ბრალდებებს. მისიის შუალედურ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ „ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზოგჯერ ბუნდოვანია“.
ამგვარი შეფასებები მიმდინარე საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით საერთაშორისო მისიების განცხადებებში ჯერჯერობით არ გვხვდება.
ისევე, როგორც ახლა, გასულ არჩევნებზეც დამკვირვებლებმა ყურადღება მიაქციეს მედიის დაყოფას, რომლის ნაწილი უპირატესობას სახელისუფლებო, ნაწილი კი ოპოზიციურ კანდიდატებს ანიჭებდა.
როგორც 2010 წლის არჩევნების შეფასებისას OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოდრი გლოვერი აცხადებდა, არჩევნები გამოირჩეოდა „აშკარა გაუმჯობესებით“ და ხელისუფლების მცდელობებით, მოეგვარებინა პროცესის დროს წარმოშობილი პრობლემები. მან განაცხადა, რომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდეგი არჩევნებისთვის არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.
რამდენად დაძლია ხელსუფლებამ ხარვეზები და მოხდა თუ არა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება, წესით, 1 ოქტომბრის შემდეგ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საბოლოო შეფასებებში უნდა გამოჩნდეს.
![]() |
5 ხმის მიცემა საზღვარგარეთ |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა დაეკმაყოფილებინათ: უნდა ყოფილიყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე; უნდა გაევლოთ საარჩევნო რეგისტრაცია შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბანში. 11 სექტემბერს, კანონით განსაზღვრულ ვადაში, საარჩევნო სიების კომისიამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების სია. ასეთი სულ 42 613 ამომრჩეველი იყო. მათგან რეგისტრაცია 1409-ამ გაიარა. საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე დამატებითი რეგისტრაცია კი კიდევ 768 ამომრჩეველმა გაიარა. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას სწორედ ისინი შეძლებენ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ხელშესაწყობად, მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, საარჩევნო რეგისტრაცია დამატებით გაევლოთ - 12 და 13 სექტემბერს. ამისათვის საჭირო იყო, პირადად გამოცხადებულიყვნენ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე და წარედგინათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები სხვა პიროვნების მეშვეობით, ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულებების საფუძველზე. საკონსულოში საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად მოქალაქეს თან უნდა ჰქონოდა პასპორტი. ოპოზიციური პარტიებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რეგისტრაციის მსურველებს დაბრკოლებას უქმნიდნენ, რადგან დამატებით დოკუმენტაციას სთხოვდნენ, კონკრეტულად - საცხოვრებელი ადგილიდან ცნობას, რასაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უარყოფენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმაზეც, რომ საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ მყოფ ყველა მოქალაქეს თავისუფლად შეეძლო საკონსულოებში მისვლა და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირება, რადგან არჩევნებში მონაწილეობისთვის არ არის სავალდებულო საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა.
პრობლემურ საკითხად სახელდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში საარჩევნო უბნების არასაკმარისი რაოდენობაც. საბოლოოდ, ცესკომ არსებული უბნების რაოდენობა 45-მდე გაზარდა. დამატებითი საარჩევნო უბნები შეიქმნა ხუთი ქვეყნის ხუთ ქალაქში: დუბლინში, ოტავაში, ბუდაპეშტში, ლისაბონსა და ბარსელონაში. ჯამში, საქართველოს მოქალაქეებს 36 ქვეყნის 43 ქალაქში შეეძლებათ ხმის ცესკომ არსებული უბნების რაოდენობა 45-მდე გაზარდა. დამატებითი საარჩევნო უბნები შეიქმნა ხუთი ქვეყნის ხუთ ქალაქში: დუბლინში, ოტავაში, ბუდაპეშტში, ლისაბონსა და ბარსელონაში. ჯამში, საქართველოს მოქალაქეებს 36 ქვეყნის 43 ქალაქში შეეძლებათ ხმის მიცემა.
რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, საზღვარგარეთ უბნების შექმნისას კომისია პირველ რიგში ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადმოცემული მონაცემებით. ხოლო იმისთვის, რომ უბანი გაიხსნას, საქართველოს ამ ქვეყანასთან უნდა ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა და იქ საკონსულო უნდა იყოს გახსნილი. ამ საკითხზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემაც: „მოსკოვში საარჩევნო უბნის გახსნა უდავოდ პრობლემური საკითხია. ბევრი ვიმსჯელეთ ამაზე, თუმცა, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისას, ძალიან რთულია ტექნიკურად უზრუნველყო არჩევნების ჩატარება უსაფრთხო და დაცულ პირობებში“, - განაცხადა მან.
საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები ერთ საარჩევნო ოლქს შეადგენს და, კანონის თანახმად, მათ შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია აჯამებს. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, სხვა სახელმწიფოში გახსნილ უბნებზე რეგისტრირებული იყო 32 903 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მათმა 10.5%25-მა - 3454-მა ამომრჩეველმა.
![]() |
6 ქრისტიანთა გეოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
რა მოსდის ქრისტიანობას იმ რეგიონებში, სადაც ის იშვა, სადაც ცივილიზაციების წარმოქმნას შეუწყო ხელი და სადაც არასდროს ყოფილა ტრადიციული რელიგია? კვლევები აჩვენებს, რომ გლობალიცაზიასთან ერთად, ქრისტიანობის გავრცელების არეალები იცვლება და დადგა დრო, როცა ყველაზე გავრცელებული რელიგიის გეოგრაფიაზე ჩვენს წარმოდგენებში კორექტივები უნდა შევიტანოთ.
როგორც Pew Forum-ის კვლევა ცხადყოფს, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა დაიბადა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, დღეს იქ ქრისტიანთა ყველაზე მცირე რაოდენობა ცხოვრობს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მსხვილ გეოგრაფიულ რეგიონში - დაახლოებით 1%25. აქედან ნახევარი სუდანსა და ეგვიპტეზე მოდის. დამძიმებული სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ამ რეგიონებში ქრისტიანთა სისტემატური დევნის გამოა შექმნილი, მათი კიდევ უფრო შემცირება გამორიცხული არ არის.
ქრისტიანები ბოლო დროს გახშირებული თავდასხმების გამო დასავლეთში მიგრაციას განაგრძობენ. ერთი კვირის წინ, ლიბანში ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ რეგიონში მცხოვრებ ქრისტიანებს მოუწოდა, რეგიონი არ დატოვონ. მან ინტერრელიგიური დიალოგის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და მუსლიმურ-ქრისტიანული მეგობრობის აღდგენას შეეცადა, თუმცა რელიგიური ლიდერების მოწოდებები, მაგალითად, ერაყის ასირიულქალდეური თემისთვის, ბევრს ვეღარაფერს შეცვლის - ის მეოცე საუკუნიდან დღემდე, 20%25-დან 5%25-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ხუთი უძველესი საპატრიარქოდან - რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი - უკანასკნელი ოთხი, ახლო აღმოსავლეთის არაქრისტიანულ და ზოგჯერ ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებში მდებარეობს.
ბეთლემი, სადაც ქრისტე იშვა და რომელიც წლების მანძილზე ითვლებოდა უმთავრესად არაბი ქრისტიანებით დასახლებულ ადგილად, დღეს მხოლოდ 15%25-ით არის ქრისტიანული. როცა 1948 წელს ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა, იერუსალიმის მოსახლეობის 15%25 ქრისტიანული იყო, ხოლო დღეს იქ ქრისტიანთა რაოდენობა 1,5%25-ს შეადგენს. ქრისტიანთა რაოდენობა მცირდება როგორც იმ ადგილებში, სადაც ქრისტიანული სიწმინდეები მდებარეობს, ისე მთელ ახლო აღმოსავლეთში. მუსლიმური ქვეყანა ინდონეზიაც კი უფრო მეტი ქრისტიანის საცხოვრებელი ადგილია, ვიდრე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 20 ქვეყანა ერთად აღებული. მსოფლიოში ტრადიციული ქრისტიანული კონფესიების გავრცელების არეალიც შეიცვალა. აფრიკულ ნიგერიას დღეს უკვე ორჯერ მეტი პროტესტანტული მოსახლეობა ჰყავს, ვიდრე გერმანიას - მარტინ ლუთერისა და რეფორმაციის სამშობლოს. ბრაზილიას კი ორჯერ მეტი რაოდენობის კათოლიკური მოსახლეობა ჰყავს, ვიდრე იტალიას. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები მსოფლიო მოსახლეობის ერთ მესამედს წარმოადგენენ, ისინი მსოფლიოს 158 ქვეყნის საზოგადოებათა ორ მესამედს შეადგენენ. ქრისტიანთა მხოლოდ მეათედი ცხოვრობს პლანეტაზე, როგორც უმცირესობა.
მსოფლიოში 2 მილიარდ 180 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობს. ისინი მსოფლიო მოსახლეობის მესამედს შეადგენენ. ქრისტიანობა პლანეტის ყველაზე მსხვილი რელიგიაა. ასი წლის წინ, 1910 წელს, ქრისტიანთა უმრავლესობა - ორი მესამედი, ევროპაში ცხოვრობდა. დღეს ამ კონტინენტზე ქრისტეს მიმდევართა მხოლოდ ერთი მეოთხედი ცხოვრობს. ხოლო უმრავლესობის, მესამედზე მეტის სახლი ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაშია. სამხრეთ საჰარის ქვეყნებში დღეს დაახლოებით იმავე რაოდენობის ქრისტიანი ცხოვრობს, რამდენიც ევროპაში და მხოლოდ ერთი მერვედი ცხოვრობს აზიასა და წყნარი ოკეანეთის რეგიონში. ქრისტიანები წარმოადგენენ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით იმავე წილს, რამდენსაც წარმოადგენდნენ ასი წლის წინ - 35%25 1910 წელს, 32%25 2010 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და ამერიკა დღესაც ქრისტიანთა 63%25-ის სახლია, მათი წილი პლანეტის ამ ნაწილში გაცილებით მცირეა, ვიდრე ასი წლის წინ იყო, როცა აქ ქრისტიანთა 93%25 ცხოვრობდა. ქრისტიანი ევროპელების წილი ოცი ნიშნულით არის შემცირებული, ხოლო ჩრდილო და სამხრეთამერიკელი ქრისტიანები 10%25-ით ნაკლები არიან, ვიდრე მეოცე საუკუნის დასაწყისში.
ამავდროულად, ქრისტიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხრეთ საჰარისა და აზიურ-წყნაროკეანურ რეგიონებში. ასი წლის მანძილზე აფრიკის სამხრეთით ქრისტიანთა რაოდენობა 9%25-დან 63%25-მდე გაიზარდა, ხოლო აზიურ და წყნაროკიანურ რეგიონებში 3-დან 7%25-მდე. ქრისტიანთა თითქმის ნახევარი კათოლიკეა, პროტესტანტები, ამ მიმდინარეობის ფართო გაგებით, წარმოადგენენ 37%25-ს. ხოლო მართლმადიდებლები ქრისტიანთა მხოლოდ 12%25-ს შეადგენენ.
ქრისტიანთა თითქმის ნახევარი 10 ქვეყანაში ცხოვრობს: ტოპ სამი ქვეყანა ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს (აშშ, ბრაზილია და მექსიკა), ორი მათგანი ევროპაში (რუსეთი და გერმანია), ორი აზიასა და წყნარ ოკეანეთში (ფილიპინებსა და ჩინეთში), ხოლო სამი აფრიკაში, საჰარის სამხრეთით (ნიგერია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ეთიოპია), რაც ქრისტიანობას გლობალურ რელიგიად აქცევს.
Pew Forum-ის კვლევა გვანახებს, რომ შეცვლილია პლანეტის გლობალური ჩრდილოეთისა და გლობალური სამხრეთის ქრისტიანული მოსახლეობის რუკაც. დღეს დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ქრისტეს მიმდევართა უმრავლესობა - 61%25 ცხოვრობს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები სამხრეთ ნახევარსფეროში უფრო მრავალრიცხოვანნი არიან, მათი კონცენტრაცია ჩრდილოეთში გაცილებით მეტია, სადაც მოსახლეობის 69%25 ქრისტიანია. საპირისპიროდ, ქრისტიანები სამხრეთ ნახევარსფეროს მოსახლეობის მხოლოდ 24%25-ს წარმოადგენენ. ეს კარგად ასახავს იმ ფაქტს, რომ მოსახლეობა ეკვატორის სამხრეთით 4.5-ჯერ მეტია, ვიდრე ჩრდილოეთით.
![]() |
7 ცნობისმოყვარეს მოგზაურობა მარსზე |
▲ზევით დაბრუნება |
მაია თოდუა|სვეტი
დაგუგლეთ mars curiosity და ამ დროისთვის 9 მილიონზე მეტ ლინკს ამოგიგდებთ. მარსმავალ კურიოსიტის წარმატებული დაშვება მარსის ზედაპირზე, ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერების ბოლო დროის უდავოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. შეიძლება ითქვას, კურიოსიტის (რაც ქართულად ცნობისმოყვარეობას ნიშნავს) ციებ-ცხელება დგას. ეს არც არის გასაკვირი 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტისთვის, რომელზეც 400-ზე მეტი მეცნიერი და ინჟინერი მუშაობდა.
თითქმის 9 თვე დასჭირდა კოსმოსურ ხომალდს იმისთვის, რომ მარსმავალი კურიოსიტი მეწამულ პლანეტამდე მიეყვანა და 6 აგვისტოს წარმატებით გადაესვა მის ზედაპირზე. ის აღჭურვილია 15-მდე საკვლევი ინსტრუმენტით, რომლებითაც მარსის ატმოსფეროსა და ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა დღემდე არნახული სიზუსტით იქნება შესწავლილი, თანაც გაცილებით უფრო ფართო არეალზე, ვიდრე ეს წინამორბედებს შეეძლოთ. მისიის მთავარი მიზანია ორგანული ნაერთების ძიება: არის თუ არა, ან იყო თუ არა ადრე მარსზე სიცოცხლე - ამ კითხვებზე საბოლოო პასუხი ჯერ არ არსებობს. ამასთან, შესწავლილი იქნება მარსზე ადამიანის დაშვების პირობები. კურიოსიტი თავის წინამორბედებზე ორჯერ დიდია - დაახლოებით საშუალო ზომის ჯიპის და 900 კილოგრამს იწონის. ფუნქციონირებისათვის საჭირო ენერგიას ის რადიოაქტიური პლუტონიუმისგან იღებს.
მარსმავალმა დაშვებისთანავე გადაიღო პლანეტის ზედაპირის ფოტოები, მოგვიანებით კი ატმოსფეროსა და ნიადაგის ნიმუშების შეგროვება და დამუშავება დაიწყო. ამისთვის პირველად იყო გამოყენებული ლაზერული გამოსხივება. როგორც მისიის ერთ-ერთმა ინჟინერმა ინტერვიუში ხუმრობით განაცხადა, ამ ექსპერიმენტის დროს არცერთი მარსიანელი არ დაზიანებულა. შემდგომ კურიოსიტიმ ზედაპირზე გაიარა და შეამოწმა, რამდენად მყარად „დგას ბორბლებზე“ - მარსის რთულ რელიეფზე გავლა დედამიწელი პლანეტა მარსის ზედაპირიმანქანებისთვის ადვილი საქმე არაა და აქ ძალზე დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ რამეს არ დაეჯახოს ან არ გადაყირავდეს.
რამდენიმე დღის წინ კურიოსიტიმ თავისებური კონცერტიც კი გამართა: Reaching the stars „იმღერა“ (ანუ, დედამიწისკენ გამოუშვა ჩანაწერი) და ადამიანებმა პირველად მოისმინეს მარსიდან გამოგზავნილი ხმა. ამის შემდეგ მან მოგზაურობა დაიწყო და გაემართა 400 მეტრით დაშორებული ადგილისკენ, სახელად გლენელგი, სადაც ნიმუშების შეგროვებას და ანალიზს განაგრძობს.
უკვე ერთი თვეა, რაც კურიოსიტი მარსს სტუმრობს. ენერგეტიკული რესურსი ერთ წელზე მეტხანს უნდა ეყოს. მეცნიერები მარსის შესახებ ახალი ინფორმაციის მოლოდინში არიან.
მისიების მოკლე ისტორია
მარსს ხელოვნურმა თანამგზავრმა პირველად 1965 წელს ჩაუფრინა. ეს იყო მარინერ 1. 1971 წელს მარინერ 4 გახდა მარსის პირველი ხელოვნური თანამგზავრი, ხოლო 1976 წელს ვიკინგ 1 პირველად დაეშვა მარსის ზედაპირზე. მას შემდეგ ამ პლანეტისკენ 50-მდე მისია გაიგზავნა სხვადასხვა ქვეყნების მიერ, საიდანაც დაახლოებით მესამედი წარმატებით დასრულდა, დანარჩენებმა კი მარცხი განიცადა.
რატომ მარსი?
მზის სისტემის პლანეტებს შორის მარსი ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას და მთვარის და ვენერას მერე ყველაზე ახლოა. სწორედ ეს განაპირობებს მისდამი განსაკუთრებულ ყურადღებას. უბრალო ცნობისმოყვარეობას სულ უფრო მეტად ენაცვლება პრაგმატული ინტერესი: დღეს მარსი დედამიწელებისთვის იგივეა, რაც მე-16 საუკუნეში ევროპელებისთვის ამერიკის კონტინენტი იყო. შემთხვევით არ დაერქვა მასზე გაშვებულ პირველ ხელოვნურ თანამგზავრს „ვიკინგი“.
დედამიწის მსგავსად, მარსის ერთი დღე-ღამე 24 საათია, თუმცა რადიუსით ორჯერ პატარაა. მარსის ბრუნვის ღერძი თითქმის ისევეა მისი ორბიტის მიმართ დახრილი, როგორც დედამიწის, ამიტომაც, მასზეც არის სეზონები. თუმცა მისი ორბიტა უფრო ექსცენტრულია, ანუ გაწელილი და სეზონებს შორის განსხვავებაც ბევრად მკვეთრია. ტემპერატურა ზედაპირთან იცვლება -140-დან +35 გრადუსამდე. მარსის წელიწადი 687 დღეს შეადგენს.
ვიკინგ 1 მარსის ზედაპირზე. 1976
მყარი ზედაპირის მქონე მარსს აქვს ატმოსფერო, რომელიც უმეტესწილად ნახშირორჟანგისგან შედგება, თუმცა დედამიწისაზე ბევრად თხელია. შედარებისთვის, მის ზედაპირთან ყველაზე დიდი ატმოსფერული წნევა ისეთივეა, როგორც დედამიწის ატმოსფეროში 35 კმ სიმაღლეზე. ადამიანს კი 4 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე ჟანგბადის ბალონის გარეშე სუნთქვა უჭირს. ჟანგბადი ატმოსფეროში ბევრად მცირე რაოდენობითაა.
მარსზე არის წყალი. თუმცა ზედაპირზე ის თხევად მდგომარეობაში პრაქტიკულად არ გვხვდება, მხოლოდ ყინულია პოლარულ ქუდებში. ამავე დროს, მასზე ისეთი გეოლოგიური წარმონაქმნებია, რომლებიც იქ ოდესღაც წყლის არსებობაზე მიუთითებს.
მარსმავალი კურიოსიტი
მარსის ზედაპირის რელიეფი უაღრესად მრავალფეროვანია. არქტიკისა და ანტარქტიდის მსგავსად, მას „ახურავს“ პოლარული ქუდები, მარსმავალი კურიოსიტირომლებიც გაყინული წყლისა და მშრალი ყინულისგან (გაყინული ნახშირორჟანგი) შედგება. გვხვდება მთები და ველები, ალაგ-ალაგ კი დასერილია კანიონებით. მარსზე იმყოფება მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთა ოლიმპოსი, რომლის სიმაღლე 27 კმ-ია და ყველაზე დიდი კანიონი ვალეს მარინერისი - დაახლოებით 4000 კმ სიგრძის. თუმცა გეოლოგიური აქტივობა, მაგალითად, ვულკანების ამოფრქვევები, არ შეინიშნება. მარსს ორი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს: ფობოსი და დეიმოსი, რომლებიც, როგორც ფიქრობენ, ადრე ასტეროიდები იყვნენ და მარსმა ისინი გრავიტაციის წყალობით „მოიტაცა“.
პირველად პლანეტას გალილეო გალილეი დააკვირდა ტელესკოპით. მარსის როლი გადამწყვეტი იყო ჰელიოცენტრული სისტემის ჩამოყალიბებისას: სწორედ მისი უკუღმა მოძრაობის ახსნისას მივიდა კოპერნიკი დასკვნამდე, რომ სამყაროს ცენტრში იმყოფება არა დედამიწა, არამედ მზე.
სიცოცხლე მარსზე
მარსზე სიცოცხლის არსებობაზე საუბარი მას მერე დაიწყო, რაც 1877 წელს ჯოვანი სკიაპარელიმ მის ზედაპირზე შენიშნა ზოლები, რომელიც ფორმით წყლის არხებს ჰგავდა. ზოგმა ჩათვალა, რომ ისინი ხელოვნური იყო, გონიერი არსებების მიერ გათხრილი. 1899 წელს ნიკოლა ტესლამ ატმოსფერული რადიოგამოსხივების შესწავლისას საერთო რადიოხმაურში პერიოდული სიგნალები შენიშნა და ჩათვალა, რომ ეს გონიერი არსებების გამოგზავნილი სიგნალები იყო. სავარაუდოდ, მარსიდან.
ამ დროიდან დაიწყო ის, რასაც შემდგომ „მარსის ციებ-ცხელება“ უწოდეს. მარსზე სიცოცხლის არსებობას მიეძღვნა სამეცნიერო-პოპულარული თუ ფანტასტიკის ჟანრის უამრავი წიგნი, კინო, სერიალი და ანიმაციური ფილმი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰერბერტ უელსის „სამყაროთა ომი“ იყო. მის მიხედვით 1938 წელს ორსონ უელსმა რადიოსპექტაკლი დადგა, რომელსაც ახალი ამბების სახე მისცა. ერთ-ერთ სერიაში ახალი ამბები მარსიანელების შემოტევის შესახებ იტყობინებოდა. ადამიანებს ეს ამბავი ნამდვილი ეგონათ და ნიუ იორკი მასობრივმა პანიკამ მოიცვა.
ვიკინგ 1 მარსის ზედაპირზე. 1976მარსის ციებ-ცხელება გაგრძელდა მანამ, სანამ მასზე პირველი ხელოვნური თანამგზავრი დაეშვა. ვიკინგ 1-ს იქ სიცოცხლე არ დახვდა. დღემდე ვერც გონიერი და ჯერჯერობით ვერც პრიმიტიული ფორმით სიცოცხლე ვერ იპოვეს, თუმცა ითვლება, რომ მარსზე არსებული მინერალები და წყალი მცენარეულ ვეგეტაციას ხელს უნდა უწყობდეს.
მომავალი მისიები
მარსზე მომავალშიც მრავალი მისია შესრულდება. ადამიანის გაშვება კი ჯერჯერობით ძალიან რთულ ამოცანად რჩება. პირველ რიგში, დღევანდელი ტექნოლოგიებით მარსზე მოგზაურობას სულ ცოტა ორი წელი სჭირდება. საჭირო იქნება დიდი რაოდენობით საკვებისა და აღჭურვილობის თან წაღება. გარდა ამისა, უწონობის მდგომარეობაში ასე ხანგრძლივად ყოფნა მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის, ხოლო კოსმოსური სხივების დასხივება - უაღრესად საშიში. თუმცა, მეცნიერები და ინჟინრები უკვე მუშაობენ ისეთ ტექნოლოგიებზე, რომელიც სატელიტს საშუალებას მისცემს ბევრად დიდი სიჩქარე განავითაროს და მარსამდე სულ რაღაც 40 დღეში ჩავიდეს. ასევე მუშაობენ კოსმოსური სხივებისგან დამცავ მოწყობილობებსა და მცენარეების თანამგზავრზევე გაზრდის შესაძლებლობაზე.
დარწმუნებული ვარ, ადამიანი ამ დაბრკოლებებს გადალახავს და დაახლოებით 20-30 წელიწადში მარსზე ფეხს დაადგამს, ხოლო მე, ალბათ, ამის შესახებ ტაბულაში სვეტის დაწერა მომიწევს.
![]() |
8 როგორ ვისწავლოთ დისტანციურად |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
წლების წინ ქვენიდან გაუსვლელად მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებში სწავლა წარმოუდგენელი იყო. დღეს განათლების ონლაინრეჟიმში მიღება უპრობლემოდ შეგიძლიათ: თუ კომპიუტერი, ინტერნეტი და შესაბამისი თანხა გაქვთ, შეგიძლიათ სასწავლო კურსი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გაიაროთ. მეტიც, ზოგიერთ ონლაინ სასწავლო პროგრამაზე სწავლა სრულიად უფასოა.
დისტანციური სწავლების ახალი ფორმის - ონლაინსწავლის - დანერგვა ინტერნეტის გავრცელებამ და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა. იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტს, სწავლის კურსსა და სწავლის დროს სურვილისამებრ ირჩევთ, უწყვეტი ან მეორადი განათლების მისაღებად, სპეციალისტების გადასამზადებლად ეს ეფექტიანი მეთოდია. საკმარისია ინტერნეტში მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა ან კურსები, საიტზე დარეგისტრირდეთ, საჭიროების შემთხვევაში გადაიხადოთ სწავლის საფასური. თანაც, როგორც წესი, დისტანციური სწავლება ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით იაფი ჯდება.
დისტანციური ონლაინკურსები თანდათან სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სწავლის ამ მეთოდს ცნობილი უნივერსიტეტები და ორგანიზაციები გთავაზობენ. მაგალითად, ბრიტანეთის საბჭოს კურსები: თუ გსურთ მოემზადოთ ACCA-ს რომელიმე კვალიფიკაციისთვის ან ცოდნა გაიღრმაოთ მენეჯმენტის სფეროში, ამისთვის ACCADEMY.COM-ს უნდა მიმართოთ.
DISTANCE DELTA-ს პროგრამა ინგლისური ენის მასწავლებლებისთვისაა, იგი საერთაშორისო სახლისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ არის შემუშავებული. პროგრამა სპეციალისტებს ამზადებს DELTA-ს (ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი კემბრიჯის დიპლომი) გამოცდისთვის.
FATHOM ონლაინსწავლების ცენტრია, რომელსაც უძღვება ბრიტანეთი/აშშ-ის უნივერსიტეტების კონსორციუმი. აქ ტარდება კურსები და სემინარები სხვადასხვა თემებსა და საკითხებზე.
I LEARN.TO - ბრიტანეთში არსებული ონლაინტრენინგ კომპანიაა, რომელსაც ელექტრონული სწავლების ბაზრის მიმართ ახლებური მიდგომა აქვს; ყურადღებას ამახვილებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ძირითადი კომპიუტერული ცოდნა, მაღალი დონის IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები), მენეჯმენტი, მოლაპარაკებები და კომუნიკაციები.
LEARN DIRECT ბრიტანული სამთავრობო ვებგვერდია. იგი მსურველებს სხვადასხვა ონლაინკურსს სთავაზობს.
NATIONAL EXTENSION COLLEGE ნებისმიერი ასაკის სტუდენტს სხვადასხვა სპეციალობაში სთავაზობს GCSE, A-Levels და პროფესიულ კურსებს.
OPEN LEARNING CENTRE INTERNATIONAL პიროვნულ განვითარებასა და განათლებასთან დაკავშირებით მოსახერხებელ ტრენინგსა და კურსების ფართო არჩევანს გთავაზობთ.
OPEN LEARNING ACADEMY მოიცავს ტრადიციულ დისტანციური სწავლების მასალებსა და უნიკალურ საერთაშორისო ინდივიდუალური სწავლების სისტემას. ნებისმიერი ასაკის სტუდენტს სხვადასხვა სპეციალობაში სთავაზობს GCSE, AS და A- Levels კურსებს.
OXFORD OPEN LEARNING გთავაზობთ GCSE-ს, A-Levels და პროფესიულ სასწავლო კურსებს. მასში გაერთიანებულია GCSE და A-Levels-ის საგანთა უმრავლესობა.
TRACE ONLINE - ეს არის კურსები შემოქმედებითი წერის ხელოვნებაში. გაერთიანებულია: ელექტრონული წერა, ვებგვერდის დიზაინი, საბავშვო მწერლობა, ვორქშოფები შემოქმედებით წერაში, ნოველის წერა, მონახაზის გაკეთება, სტატიის წერა. კურსი გათვლილია მწერალთა გამოცდილების ასამაღლებლად და გასავარჯიშებლად.
BEGINNERS' TUTORIALS (უფასო) - აქ არის ასობით უფასო ონლაინ სასწავლო პროგრამა.
LEARN DIRECT FOR BUSINESS (უფასო) - დამწყებთათვის განკუთვნილი კურსებია ICT-ში, ბიზნესმენეჯმენტსა და ზოგად უნარ-ჩვევებში; აქვე შედის გამოცანები და თამაშები. ეს არის დაწყებითი დონე, რომელიც გამოადგებათ როგორც არაინგლისურენოვან მსურველებს, ასევე მათ, ვისაც ფორმალური სწავლის შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვთ.
NUTROCKER (უფასო) - ეს არის კომპიუტერული პროგრამებისა და პროგრამირების უფასო ონლაინკურსები.
ONLINE WEB PRACTICALS (უფასო) - ორგანიზებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის ქიმიის განყოფილების მიერ. აქ გაერთიანებულია კომპიუტერული სამომხმარებლო პროგრამები, ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT) და ქიმია. განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის, რომელთაც სამეცნიერო გზა აქვთ არჩეული.
WRITERS BUREAU (უფასო) სთავაზობს სასწავლო კურსებს შემოქმედებითი წერის ხელოვნებაში, ჟურნალისტიკასა და პოეზიაში.
დისტანციურ ონლაინკურსებს გთავაზობთ კოლუმბიის უნივერსიტეტი (www.cvn.columbia.edu/); BBC (www.bbctraining.com/); ჰარვარდის უნივერსიტეტი (www.extension.harvard.edu/DistanceEd/); მისურის უნივერსიტეტი (www.cdis.missouri.edu/); თქვენთვის სასურველ უფასო კურსებს ადვილად იპოვით www.coursera.org-სა და www.edx.org/-ზე.
Coursera და EDX ალბათ ყველაზე ცნობილია ონლაინკურსებს შორის. Coursera სტუდენტებს რამდენიმე ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტის - ბერკლის, ბრაუნის, კოლუმბიის, ჰონგკონგის, ოჰაიოს, ბრიტანული კოლუმბიის, კალიფორნიის, ფლორიდის, ლონდონის, მერილენდის, მელბურნის, პიტსბურგის, ვანდერბილტის, უესლეიანის, დიუკის, ჯონ ჰოპკინსის, პრინსტონის, სტენფორდის, ჯორჯიის, ედინბურგის, მიჩიგანის, ტორონტოს, ვირჯინიის, ვაშინგტონის, პენსილვანიის - კურსებს სთავაზობს. სულ საიტზე 196 კურსია, მათ შორის - კომპიუტერულ მეცნიერებებში, ეკონომიკაში, განათლებაში, ინჟინერიაში, ჯანდაცვაში, მათემატიკასა და ბიზნესმენეჯმენტში. EDX-ზე კი ჰარვარდის, ბერკლისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტების კურსების გავლაა შესაძლებელი.
ფრანგულ ენაზე სამაგისტრო პროგრამების დისტანციურ სწავლებას სთავაზობს მსურველებს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო. მის მიერ შეთავაზებული დისტანციური სწავლება სხვადასხვა უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებს მოიცავს: სამართალი, ეკონომიკა, პოლიტიკური მეცნიერება, სოციოლოგია, ინფორმატიკა, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, მულტიმედია, მედიცინა და მეცნიერების ისტორია. აღსანიშნავია, რომ კანდიდატის დოსიეს მიხედვით, ზოგიერთ სამაგისტრო პროგრამას ნაწილობრივ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო აფინანსებს, ხოლო მათთვის, ვინც დაფინანსებას ვერ მოიპოვებს, შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს, სწავლების საფასური კი უნივერსიტეტსა და სპეციალობაზეა დამოკიდებული. სემესტრული გამოცდები ცენტრში ტარდება, ზეპირი გამოცდა კი ვიდეოკონფერენციის სისტემის საშუალებით ხორციელდება. დისტანციური სწავლებით მიღებული დიპლომი აბსოლუტურად იდენტურია უნივერსიტეტის კლასიკური დიპლომის. მსურველებმა ფორმულარი საიტზე http://www.foad.refer.org უნდა შეავსონ.
ბოლო რამდენიმე წელია დისტანციური სწავლება საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებშიც დაიწყო. სწავლების ეს მეთოდი ეხება როგორც ბაკალავრიატს, ისევე მაგისტრატურას.
![]() |
9 ახალი აგრარული პოლიტიკა სუბსიდირება რეფორმირების ნაცვლად |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
სოფლებში კერძო ბიზნესმა არ გაამართლა“ - ეს სიტყვები საქართველოს პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის. ასედაასაბუთა მან საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის შექმნის და ბაზარზე ჩარევის აუცილებლობა. ჩანს, საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის დარგის რეფორმირებასა და მოდერნიზაციას, მისი სუბსიდირება და კონსერვაცია არჩია.
ახალი სახელმწიფო კომპანია გლეხებს და ფერმერებს მათი პროდუქციის რეალიზებაში უნდა დაეხმაროს“ კომპანია პროდუქტის ტრანსპორტირებასა და მის საზღვარგარეთ გატანას უზრუნველყოფს. ასევე აოქმედდება ტანამედროვე ტიპის საამქრო უკრაინაში, რაც გლეხებს და ფერმერებს შესაძლებლობას შეუქმნის რისკის გარეშე შეინახონ საკუთარი პროდუქცია და უცხოურ ბაზარზე მაშინ გაიტანონ, როცა მასზე მოთხოვნა ყველაზე მაღალი იქნება. უკრაინა სახელმწიფო კომპანიის გეგმებში მხოლოდ ერთ-ერთი ბაზარია. მის გარდა, სახელმწიფო კომპანია საქართველოდან სოფლის მეურნეობის მეტი პროდუქტის გატანას გეგმავს ევროპის, ბელარუსისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზეც. თუმცა, ეს უფრო გრძელვადიანი გეგმებია. შედარებით მოკლე ვადაში, სახელმწიფო კომპანია სუბსიდიების დარიგებას აპირებს.
სოფლის მეურნეობის დარგი ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება, თუ მისო ზრდის ერთ-ერთი ძრავი გახდება და ეს დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოლიტიკას აირჩევს მთავრობა. ამ მიმართულებით ორი ძირითადი ალტერნატივა არსებობს“ ამ დარგის სუბსიდირება და კონსერვაცია, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, დარგის რეფორმირება და მისი მოდერნიზაცია. პირველი მეორეს ხელს უშლის.
ჯერ ერთი, სახელმწიფო სობსიდირება, იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი - სოფლის მოსახლეობის კლავს სამეწარმეო ჟინს: სახელმწიოფ დახმარება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიების მოტივაციას სპობს. ამას გარდა, სუბსისიდები ხელს უწყობს ბაზრის ჩაკეტვას: სუბსიდირებული პროდუქცია ხელოვნურად არის გაიაფებული, ამიტომ იმპორტიორ ქვეყნებს თავიანთ ბაზრებზე პრობლემეს უქმნის და კონკურენციას ამახინჯებს. შესაბამისად, როდესაც სუბსიდირებას უკეთებ პროდუქციას და გაგაქვს სხვა ქვეყანაში, მას ადგილობრივ წარმოებასთან კონკურენტული უპირატესობა აქვს. მოცემული ნაბიჯის საპასუხო რეაქცია ყოველთვის მტკივნეულია იმ ქვეყნების მხრიდან, სადაც ექსპორტს ეწევი. ღია ბაზრის პირობებში მნიშვნელობა არა აქვს, რას რამდენს ვაწარმოებთ. მტავარია შევძლოთ, რამე სხვაზე უკეთესად გავაკეთოთ, რისი გაყიდვითაც მიღებული შემოსავლით ვიყიდით იმას, რის კეთებას ჩვენზე უკეთესად, ანუ იაფად, ვინმე სხვ ახერხებს.
სოფლის მეორნეობის დარგი ბევრ რისკს შეიცავს - ზისტად ისე, როგორც სხვა ნებისმიერი სამეურნეო წამოწყება. დიდმა წყალდიდობამ, გვალვამ, ან ყინვამ, შეიძლება მთელი მოსავალი თვალის დახამხამებაში გაანადგუროს. ერთმა ჭირმა შეიძლება მთელი საქონელი გაწყვიტოს. საქონლის ფასები მცირე ეკონომიკურ რყევებზეც კი რეაგირებს. ეს და კიდევ ბევრი ასეთი რისკი ხშირად გლეხების და ფერმერებისათვის სუბსისდიების დარიგების წინაპირობა ხდება.
თუმცა, ნულოვანი რისკი არ არსებობს, არც სოფლის მეურნეობის დარგში და არც არსად, არცერთ პროფესიონალურ საქმიანობაში. რა დოზითაც საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს ხელოვნურად დაიცვას ზოგიერთი გლეხი თუ ფერმერი თავიანთი საქმიანობის რეალობისგან, მითუფრო გაიზრდება იმის შანსი, რომ ეს გლეხები თუ ფერმერები გაუმართლებელ რისკებს აიღებენ საკუთარი მეურნეობის მართვის პროცესში. მეტიც, მცირე საოჯახო ფერმები, რომელთა შენარჩუნებაზეც ამდენს საუბრობენ პოლიტიკოსები, სუბსისდიების რეჟიმის დროს ყველაზე მეტად ზარალდებიან: პირდაპირი სუბსიდიები უფრო მსხვილ კომპანიებს საშუალებას უქმნის უფრო დიდ კრედიტები აიღონ და გააფართოონ ან საკუთარი ოპერაციების მოდერნიზება მოახდინონ. ამ სექტორში უფრო მეტი ფულის ჩადება იმასაც გამოოიწვევს, რომ მიწა გაძვირდება, რაც ბაზარზე ახალშემოსულებს დაბლოკავს და მცირე საოჯახო მეურნეობებს მხოლოდ ნიშა-ბაზრებზე დატოვებს.
საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანია სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულების მარცხის ხარჯებს გადასახადების გადამხდელებზე გადაიტანს.„თუკი სახელმწიფო კომპანიას ტვირთი გზაში გაუფუჭდება, ამ შემთხვევაში კომპენსაციას მიიღებს ფერმერიც, გლეხიც და მწარმოებელიც“, - აღნიშნა პრემიერმინისტრმა, რომლის თქმითაც, „სახელმწიფო სტაბილურობის გარანტად უნდა გამოვიდეს“. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეთი პოლიტიკა სოფლის განვითარებაზე მეტად, იმ პოლიტიკურ სუბიექტს მოუტანს ხმებს, ვინც ამომრჩევლისთვის მთავრობის თავისუფალ ბაზარზე ჩარევის აუცილებლობას უკეთ შეფუთავს.
სოფლის მეურნეობის სფეროს სტიმულირება ყველა შემთხვევაში გულისხმობს სხვა, ეფექტიანად ფუნქციონირებადი სფეროებიდან ფულის ამოღებას და სოფლის მეურნეობის პროგრამებში დახარჯვას. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად როგორ მოხდება ეს-პირდაპირ ფულის მიცემით, ტექნიკური საშუალებების შესყიდვით და დარიგებით თუ იაფი სესხების გამოყოფით. სხვადასხვა დროს საქართველოს მთავრობამ ყველა ეს მეთოდი გამოსცადა, თუმცა ამ დრომდე სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვან განვითარებას ვერ მიაღწია. მეორე მხრივ, ქართული სოფელი შეიძლება უკიდურესად არაპროდუქტიული და ღარიბი, მაგრამ ეკონომიკურად და ბიოლოგიურად მდგრადია: უდიდესი გაჭირვების მიუხედავად, მასობრივი შიმშილი ან ამის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფა საქართველოს არ ახსოვს.
სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის ჩანაცვლებასა და ექსპორტის ბაზრის გაფართოებისკენ, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც მოუწოდებენ. მათი რჩევითაც, მთავრობამ თავისთავზე უნდა აიღოს ამ სექტორის განვითარება, რადგან კერძო სექტორმა ეს ვერ შეძლო.
USAIDის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის უდიდესი წილი კერძო მფლობელობაში გადავიდა, გლეხებს და ფერმერებს აკლდათ მიწის დამუშავების ცოდნა დაგ ამოცდილება, ასევე გამართული ინფრასტრუქტურა, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის, როგორც თვითგამოკვების დარგად ჩამოყალიბებას ამავე ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაშია რსებული დასამუშავებელი მიწის მხოლოდ1/3ია ათვისებული.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ 2003-2007 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა სტაბილურად საშუალოდ 8%25 იყო, სოფლის მეურნეობის სექტორი იყო პირველი, საიდანაც სამუშაო ადგილების გადინება ხდებოდა: ამ პერიოდში, მსოფლიობანკის მონაცემებით, 95230მა ადამიანმა დატოვა ეს სექტორი.
ორივე ორგანიზაცია თანხმდება, რომ ახალგაზრდა თაობა მიწის დამუშავებაში ვერანაირ მოგებას ვერ ხედავს,ამიტომ სოფლის მეურნეობის სექტორი ძირითადად ასაკში შესული ადამიანების დასაქმების ბოლო შანსად გადაიქცა,რაც ამ დარგის პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას საგრძნობლად ამცირებს.
კვლევების მიხედვით, სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებული ადამიანების საშუალო შემოსავალი მხოლოდ 20%25 - ია იმ შემოსავლისა, რომელსაც სხვა სექტორებში დაქირავებული ადამიანები იღებენ. შესაბამისად, ამ სექტორში უფრო მაღალია სიღარიბის მაჩვენებელიც (22.6%25), მაშინ როცა დაქირავებულთა შორის სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ ნაკლები- 11.4%25 ია.
ამავე კვლევების თანახმად, სასოფლო სამეურნეო სამუშაო ადგილების 63%25 თვითდასაქმებულებზე მოდის. მათი უდიდესი ნაწილი საკუთარი თავის გამოკვებაზეა გადასული და ექსპორტი არ აინტერესებს; ახალგაზრდებს ურჩევნიათ დასაქმდნენ არასასოფლოსამეურნეო სამსახურებში- როგორც წესი, უფრო დიდ ქალაქებში; მათ, ვინც მიწაზე მუშაობას მცირე ბიზნესად აქცევს, თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნა და მათი გამოყენების გამოცდილება აკლიათ; სოფლისმეურნეობისდარგშიდასაქმებულთადიდუმეტესობასარსურსრაიმეტიპისრი კი გასწიოს იმისთვის, რომთავისისაქმიანობაგააფართოოსდამეტიმოგებამიიღოს.
საქსტატის 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულია მთელი მოსახლეობის თითქმის ნახევარი, ხოლო ამ სექტორის წილი მშპში8%25~ს ვერ ცდება. ამ მონაცემების საფუძველზე ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა:
რატომ იცის მთავრობამ ან სხვადასხვა დონორმა ორგანიზაციამ სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ ადამიანებზე უკეთესად, პროდუქტიული და მოგებიანია თუ არა ეს სექტორი?
სინამდვილეში, მთავრობამ ეს არ შეიძლება იცოდეს: ბიუროკრატიას არ შეუძლია რაციონალურად გაანაწილოს რესურსები, რადგან ის მოგება წაგების ტესტს არ ატარებს. კერძო კომპანიის, გლეხის თუ ფერმერის მიერ მიღებული შემოსავალი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ სპონტანურ- ორგანულ მოთხოვნაზე მაშინ, როცა სახელმწიფო კომპანიას ასეთი მოთხოვნა არ აინტერესებს: მას გარანტირებული შემოსავალი აქვს გადასახადების სახით, რომელსაც თითოეული ჩვენგანი, მათ შორის, ეს კერძო კომპანია, გლეხი თუ ფერმერიც იხდის.
მოგების მასშტაბები ამ კერძო კომპანიას, გლეხს თუ ფერმერს სიგნალს აძლევს, ჩადოს მეტი ამა თუ იმ სექტორში, ან შეკვეცოს დანახარჯები, როცა ესუკანასკნელი დაღმასვლას განიცდის. მაგრამ თუ გამოჩნდება სახელმწიფო კომპანია, რომელიც თავისთავზე აიღებს მათ სუბსიდირებას, მაშინ დანახარჯების შეკვეცის აუცილებლობა შემცირდება და შეიძლება ფული არაეფექტიანად გაიფლანგოს. ამდენად, სახელმწიფო კომპანიამ შეიძლება უკუშედეგი მოიტანოს- სოფლის მეურნეობაში წარმოშვას დანაკარგები და შემოსავლებიც შეამციროს.
გარდა ამისა, სუბსიდირებიდან პირდაპირი გავლენა მაინც არ იქნება- დღეს ფული მიდის ქარხანაში, რომელმაც შედარებით მაღალფასად უნდა ჩაიბაროს გადასამუშავებელი პროდუქტი. გამოდის, რომ სუბსიდირების მეშვეობით გამოყოფილი თანხები უმეტეს წილად მსხვილმწარმოებლებზე ნაწილდება, მცირე მეურნეობებს კი ნაკლები თანხები ხმარდებათ. არადა, სახელმწიფო კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი სწორედ მცირე მეურნეობების მხარდაჭერაა.
ნებისმიერი ტიპის სუბსიდია გადასახადის გადამხდელს ძვირად უჯდება და ამახინჯებს ქვეყნის ეკონომიკას. სუბსიდიები გლეხებს და ფერმერებს ზედმეტი პროდუქციის გამოშვებისკენ უბიძგებს, რაც ხელოვნურად ამცირებს ამპროდუქციის ფასს და ზრდის მოთხოვნას სახელმწიფოკო მპანიის მხრიდან კიდევ უფრო მეტ სუბსიდირებაზე. ეს კი, თავისმხრივ, ხელს უშლის გლეხებს, დანერგონ ინოვაციური მიდგომები, შეამცირონ ხარჯები, მოახდინონ მიწის გამოყენების დივერსიფიცირება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ კონკურენტულ გლობალურ ეკონომიკაში დამოუკიდებლად მიაღწიონ ზრდასა და წარმატებას. სუბსიდირება არ ნიშნავს რეფორმირებას, შესაბამისად, სუბსიდირების დროს არ აღმოიფხვრება ის თანდაყოლილი პრობლემები, რომლებიც ამ დარგის განვითარებას სისტემურად უშლის ხელს. დღეს მთავარი მითი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროსთან მიმართებით არსებობს, ისაა, რომ სახელმწიფოს დახმარების გარეშე ის ვერ იარსებებს. ასეთი მითი ახალმა ზელანდიამ 1984 წელს დაამსხვრია, როცა სოფლის მეურნეობის სფეროში გააუქმა ყველა სუბსიდია. ეს ცვლილებები მოსახლეობამ თავიდან ძალიან მტკივნეულად მიიღო, თუმცა დროთა განმავლობაში ახალიზელანდიის ფერმების პროდუქტიულობა და მოგებიანობა ერთი ორად გაიზარდა. ახალზელანდიელმა გლეხებმა და ფერმერებმა შეამცირეს ხარჯები, მოახდინეს მიწის გამოყენების დივერსიფიცირება, მიწის დამუშავებით მიღებული შემოსავლები არასასოფლოსამეურნეო სფეროდან მიღებული შემოსავლებით დააბალანსეს და განავითარეს ნიშაბაზრები- მაგალითად, კივის ბაზარი.
დღეს როცა საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად არის დასაქმებული, ხოლო ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი ზოგადად მაღალია, ანუ ქვეყნის ეკონომიკას არ შეუძლია მიიღოს სოფლის მეურნეობის სფეროდან გამოთავისუფლებული ადამიანები და დაასაქმოს, სახელმწიფო კომპანიის შექმნა შეიძლება პოლიტიკურად რაციონალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეკონომიკურად-არა.
![]() |
10 გლდანტანამო ანუ სისტემური მარცხი |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
სალომე უგულავა
თამარ ჩერგოლეიშვილი
საპროტესტო აქცია თბილისში
„როცა რიგითი პოლიციელი რამე უკანონობას სჩადის, ეს მთელი ქვეყნისთვისაა ცნობილი, და როცა მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ეს მინისტრი ისეთივე ნაძირალაა, როგორც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და პრეზიდენტი ამის გამო მას არ ანთავისუფლებს პოსტიდან - მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა!“ - ეს სიტყვები მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს, ვარდების რევოლუციამდე თქვა. საკუთარი განცხადება მას რამდენიმე დღის წინ შეახსენეს.
18 სექტემბერს გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებია ასახული. მათ ჯგუფურად ცემენ, აწამებენ და აუპატიურებენ. შემზარავი კადრები გლდანის მე-8 საპყრობილეშია გადაღებული. ერთ-ერთ მათგანში, მსხვერპლი არასრულწლოვანია.
ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თუმცა, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე უკვე დიდი ხანია ვიცით.
ომბუდსმენი წლიდან წლამდე თავის ანგარიშებში წერდა, რომ ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და ცემდნენ. გლდანის საპყრობილე დღიდან გახსნისა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი იყო. უფრო მეტიც, სახალხო დამცველი ზოგიერთი იმ პირის სახელსაც კი მიუთითებდა, რომლებიც ვიდეოჩანაწერებში ვიხილეთ. თუმცა, მის შენიშვნებს ყურადღებას არავინ აქცევდა. ომბუდსმენს, როგორც წესი, ნახევრად ცარიელ დარბაზში უხდებოდა ხოლმე თავისი მოხსენების პარლამენტის წევრებისთვის გაზიარება.
ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, ცხადი იყო, რომ ხელისუფლებას აინტერესებდა ქვეყანაში დანაშაულის აღკვეთა და ციხეში ნებისმიერ ფასად წესრიგის დამყარება, მაგრამ პატიმრის უფლებები მის ფოკუსში ვერ ან არ ხვდებოდა. მოგვიანებით, ასეთ დამოკიდებულებას უშიშროების საბჭოს მდივანმა ხელისუფლების „მძიმე შეცდომა“ უწოდა.
რასაც ომბუდსმენმა წლების განმავლობაში ვერ მიაღწია, ერთ საღამოში შეძლო გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერებმა.
ხელისუფლებას სილა გაეწნა.
თუ რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტი პენიტენციარული სისტემის სამაგალითო მართვით ტრაბახობდა და გვიმტკიცებდა, რომ საფრანგეთის სასჯელაღსრულების თანამშრომლები ჩვენი „მეციხოვნეებისგან“ სწავლობდნენ საპყრობილეების მენეჯმენტს, კადრების ხილვის შემდეგ ის „სისტემის მარცხზე“ ალაპარაკდა.
საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
თანამდებობა დატოვა სასჯელაღსრულების მინისტრმა და შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს პენიტენციარული სისტემის ათი თანამშრომელი.
უდავოა, რომ მომხდარზე პასუხს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა აგებს. დღეს, მისი მოვალეობაა შეაფასოს რა მოხდა, უზრუნველყოს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და განახორციელოს ცვლილებები, იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. პატიმრები, მიუხედავად იმისა, რა დააშავეს მათ, საქართველოს სახელმწიფოში იხდიდნენ სასჯელს და ხელისუფლება ვალდებული იყო, მათი კანონიერი უფლებები დაეცვა. მმართველმა ძალამ ეს ვერ ან არ შეძლო და, ცხადია, შეცდა. ხელისუფლების უმოქმედობის გამო, უსამართლოდ დაზარალდნენ პენიტენციარული სისტემის ის თანამშრომლებიც, რომლებიც შესაძლოა პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას.
გლდანის მერვე საპყრობილე
კარგია, რომ დაგვიანებით, მაგრამ ახლა მაინც, ხელისუფლებამ მარცხი აღიარა. ცხადია, მომხდარზე თავის წილ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ხელმძღვანელობა უნდა შეფასდეს, არის არა თავად მარცხი, არამედ ის, თუ როგორ გაუმკლავდება ხელისუფლება მას.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კალმახელიძის გადადგომა საკმარისი არ არის და ხელს შინაგან საქმეთა მინისტრისკენ იშვერს - მართალია, ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების სამინისტროს 2005-2008 წლებში უძღვებოდა, მაგრამ ციხეებში „წესრიგის დამყარებასთან“ ბევრისთვის სწორედ ის ასოცირდება. რაც შეეხება ხათუნა კალმახელიძეს, მას არასდროს დაუტოვებია შთაბეჭდილება, რომ საკუთარ უწყებაში სიტუაციას აკონტროლებს.
მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მხოლოდ საკადრო ცვლილებები, მიუხედავად იმისა ვის შეეხება, უმნიშვნელოა, თუ სისტემის ძირეული გარდაქმნა არ მოხდა.
მართალია გვიან, მაგრამ ხელისუფლება პენიტენციარული სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. პრეზიდენტმა, როგორც თავის დროზე საგზაო პოლიციაში, სასჯელაღსრულების თანამშრომლების დათხოვნის განკარგულება გასცა. ციხეებში დროებით პატრული შევიდა. ამან საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პროტესტი გამოიწვია, რადგან ბევრმა ეს ნაბიჯი ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულებით სისტემაში დაბრუნებად აღიქვა. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ სიტუაციის კონტროლი არა შინაგან საქმეთა მინისტრს, არამედ პრემიერს დაეკისრა.
პრეტენზიები გაჩნდა მთავარ პროკურორთანაც. საქმე ისაა, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არაერთხელ მიუმართავთ მისთვის ციხეებში ჩადენილ უკანონობასთან დაკავშირებით. თუმცა, გამოძიების პროცესი ჭიანურდებოდა და ბოლომდე არ მიდიოდა. მაგალითისთვის, პროკურატურის ცნობით, 2011 წელს 29 საქმეზე დაიწყო გამოძიება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, მაგრამ სულ 2 გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.
პრეზიდენტმა ომბუდსმენის ინსტიტუტის მატერიალურ და საკადრო გაძლიერებაზეც ისაუბრა. თუმცა, მხოლოდ თანამშრომელთა რაოდენობის და დაფინანსების გაზრდა საკმარისი არ არის. საჭიროა ამ ინსტიტუტის კომპეტენციის გაფართოება.
სასურველია, ხელისუფლებამ იმ პატიმართა მორალური ზიანის ანაზღაურებაზეც იფიქროს, რომლებიც სახელმწიფოს სახელით მოქმედი ველურების მსხვერპლად იქცნენ.
ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის დამოუკიდებელი სისტემაც შეიქმნას. იმდენად, რამდენადაც დახურულ უწყებებში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკი განსაკუთრებით მაღალია. მით უმეტეს, იმ ქვეყნებში, რომელთაც კანონის უზენაესობის ტრადიცია და ძლიერი ინსტიტუტები არ აქვთ.
სამწუხაროა, რომ შოკური თერაპიის გარეშე, ვერც ხელისუფლების და ვერც საზოგადოების ფართო ნაწილის გამოღვიძება ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივი ამოძრავებდა მას, ვინც ეს ვიდეოჩანაწერები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა, ამ ფაქტმა ყველა ჩვენგანს დიდი სამსახური გაგვიწია. მმართველ პარტიას სამართლიანად მოუწევს მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა.
აშკარაა, რომ თუ ახლა მაინც არ მოხდა სახალხო დამცველის ანგარიშების სერიოზულად აღქმა და იქ მოყვანილი ფაქტების გამოძიება, მათ შორის, სასჯელაღსრულებითი სისტემის ყოფილი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის გარკვევა, ჩრდილი მიადგება ყველა იმ რეფორმას, რომელიც საქართველოში გატარდა. ხოლო საუბარს ნებისმიერ სხვა დარგში ხელისუფლების წარმატების შესახებ, უტიფრობის ელფერი ექნება და მხოლოდ ნეტარნი თუ დაიჯერებენ.
![]() |
11 გიორგი ტუღუში: „ადრე ორი კაციც რომ დასჯილიყო, ჩვენ ამის მომსწრეები არ გავხდებოდით“ |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
ესაუბრა ნინო მაჭარაშვილი
18 სექტემბერს გამოქვეყნებული, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოებისა და სასჯელაღსრულებით სისტემაში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე, ტაბულა საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს ესაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
სახალხო დამცველის ანგარიშებიდან ვიცოდით, რომ გლდანის მე-8 დაწესებულება განსაკუთრებით პრობლემურია პატიმრების უფლებების დარღვევის მხრივ - თუმცა ნანახმა ბევრის მოლოდინს გადააჭარბა. საუბრობდნენ თუ არა მონიტორინგისას თქვენს წარმომადგენლებთან პატიმრები კონკრეტულად ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა, მაგალითად, გაუპატიურება?
ის პირები, რომელთაც ასე მოექცნენ, სავარაუდოდ, ამაზე საუბრისგან თავს იკავებდნენ არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვებთანაც. შესაძლოა, საკუთარ ადვოკატთან რომელიმე ამას კონფიდენციალურად ამბობდა, თუმცა პატიმრების მხრიდან გაუპატიურების ფაქტებზე საუბარი და რაიმე სახის საჩივარი არ ყოფილა. მეტიც, გლდანის დაწესებულებიდან ელემენტარული ცემის ფაქტის გამოტანაც პრობლემა იყო, ისევე როგორც რაიმე სხვა სახის არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირება. ანგარიშებში შემოვიფარგლებოდი ინფორმაციის მიწოდებით, ოფიციალურად პატიმრებისგან დადასტურებული ფაქტები არ მქონია. როგორც ჩანს, ისინი თავს არიდებდნენ ამის ოფიციალურად გაცხადებას. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სარწმუნო ინფორმაცია მივიღეთ და მთელი რიგი უფლებადარღვევების თვითმხილველები გავხდით. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი საკმაოდ დიდი ხანია, აღბეჭდილია სხვადასხვა ფირებზე.
აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ სხვა საპყრობილეებშიც იგივე ხდება და ამის შესახებ ცნობილი არ არის?
გამიჭირდება გადაჭრით გითხრათ, რომ მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია სხვაგან. თუმცა შემიძლია ვიხელმძღვანელო წარსული მონიტორინგის შედეგებით - ჩემთვის ყოველთვის ყველაზე პრობლემური იყო გლდანის მე-8, ქუთაისის მე-2 და მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო მე-18 დაწესებულება. იყო სერიოზული ინციდენტები ქსნის დაწესებულებაშიც. დანარჩენ დაწესებულებებს რაც შეეხება, შეიძლება, ცალკეული ბრალდებები ყოფილიყო, თუმცა სისტემური პრობლემა, პირველ რიგში, დამახასიათებელი იყო გლდანის დაწესებულებისთვის.
ადამიანები, ვინც გავრცელებულ ვიდეოებში მონაწილეობისთვის დააკავეს, თქვენს ანგარიშებში ადრეც იყვნენ ნახსენები, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. რა ბერკეტი არსებობს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები შესრულდეს?
დიახ, რამდენიმე მათგანი, მაგალითად, ოლეგ ფაცაცია და სხვები, სახელით და გვარებით არიან ნახსენები 2010-2011 წლის ანგარიშებში, თუმცა, ამას არ მოჰყვა სათანადო რეაგირება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან - ესაა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც აქამდე მივედით. ამ ხალხს გამჯდარი ჰქონდა დაუსჯელობის სინდრომი. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ დაუსჯელობა პირიქით - მოტივაციას აძლევს თითოეულ ადამიანს, მით უმეტეს ჩაკეტილ დაწესებულებებში, ჩაიდინოს უფრო მეტი მსგავსი უფლებადარღვევა.
რაც შეეხება ამ პირებს, პატიმრებს ოფიციალური განცხადება მათ წინააღმდეგ არ გაუკეთებიათ, თუმცა მათ ასახელებდნენ, როგორც ყველაზე სასტიკ უფლებადამრღვევ თანამშრომლებს სასჯელაღსრულების სისტემაში. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე ხმამაღალი განცხადება, თუმცა ამ პრობლემამდე მივედით იმიტომ, რომ წარსულში ჩემი რეკომენდაციები და განცხადებები სათანადო ორგანოების მხრიდან ყურადღების გარეშე დარჩა. ახლა ისინი ისჯებიან, თუმცა ადრე ორი კაციც რომ დასჯილიყო, ჩვენ ამის მომსწრენი არ გავხდებოდით.
საკმარისია თუ არა პოლიტიკური ნება სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად?
პოლიტიკური ნება ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა გააკეთონ შესაბამისი განცხადებები და საზოგადოებამ ნათლად დაინახოს, რომ ეს პირები რეალურად დაისაჯნენ და მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს კანონის მთელი სიმკაცრე. ესაა ერთადერთი გზა, რომ პენიტენციარულ სისტემაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის და უკანონო დასჯის ფაქტები.
ვიდეოების გავრცელების შემდეგ გადადგა სასჯელაღსრულების მინისტრი, დააკავეს მონაწილე პირები. საკმარისად მიგაჩნიათ ეს, თუ ფიქრობთ, რომ უფრო ფართო სპექტრზე უნდა გავრცელდეს პასუხისმგებლობა?
მე ვფიქრობ, გაცილებით მეტი პირია დასაკავებელი. ამ ფირზე ალბათ არ არის აღბეჭდილი ყველა ის უფლებადამრღვევი, რომელიც მსგავს ქმედებებს ჩადიოდა. ამან ასევე უნდა მოიცვას სხვა საპატიმროებიც, განსაკუთრებით - სამკურნალო დაწესებულება გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის და ქსნის დაწესებულებები. ეს არის ყველასთვის მკაფიო სიგნალი, რომ დროა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც, პირველ რიგში, ხელი შეუწყო ამ სისტემის ჩამოყალიბებას. მეორე მხრივ, მათი, ვინც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მძიმე უფლებადარღვევის ფაქტების გარდა, ხელს უწყობდა იმას, რომ ფაქტობრივად არ გამოსულიყო ინფორმაცია.
რაც შეეხება მომხდარის პოლიტიზებას, რამდენად წაადგება ეს თავად ციხეში მყოფ პატიმრებს?
ყოველთვის ვამბობდი, რომ საკითხების პოლიტიზება პოზიტიურ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოების გარკვეულ წრეებში სერიოზული საფუძველი არსებობს მღელვარებისთვის. ძალიან რთულია, ვიდეოფირზე მსგავსი ფაქტის ნახვის შემდეგ, საკუთარი აღშფოთება ვინმემ დამალოს და საჯაროდ არ გამოხატოს. მაინც მინდა, ყველას მოვუწოდო, დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში, ამ პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე სწორი გზაა კანონის ნორმების გამოყენება და იმ პირთა დასჯა. არავინ არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, დროა სასჯელაღსრულების სისტემა გაიწმინდოს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არანაირ კანონიერ ჩარჩოში არ ეტევიან.
როგორ ფიქრობთ, ციხეებში საპატრულო პოლიციის შესვლას ექნება თუ არა მყისიერი დადებითი ეფექტი?
იმ პერსონალზე უარესი, განსაკუთრებით, ვინც იმ ფირშია, რთულია რამე მოძებნო. პოლიციის მიერ სასჯელაღსრულების სამსახურის ჩანაცვლებას არ ვამართლებ, თუმცა ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ნორმალურ სასჯელაღსრულების სამსახურს, რომელიც ნულიდანაა შესაქმნელი. იმედს ვიტოვებ, პოლიციის შეყვანა არის ძალიან მოკლეხნიანი, იძულებითი ღონისძიება. რაც შეიძლება მალე, შსს-ს თანამშრომლები უნდა გაერიდონ სასჯელაღსრულების სისტემას - ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი და საერთაშორისო სტანდარტია, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ინსტიტუციურად არ უნდა იყოს დაკავშირებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვიმედოვნებ, მალე მოხდება არსებული თანამშრომლების ჩანაცვლება ისეთი ადამიანებით, რომლებიც მიდრეკილნი არ იქნებიან მსგავსი ქმედებებისკენ, თუმცა ამას ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება.
მოძალადე თანამშრომლები, ისინიც, რომლებიც არ ჩანან ფირებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არიან და არა მარტო გლდანის დაწესებულებაში, დროულად უნდა მოშორდნენ სისტემას. ეს არის მთავარი ამ მომენტში.
უკეთესი გამოსავალი თუ არსებობდა ამ სიტუაციაში, პოლიციით ჩანაცვლების გარდა?
ციხე ვიღაცამ უნდა დაიცვას, გააკონტროლოს, რომ იქ წესრიგი იყოს, არ განვითარდეს არეულობა. აქედან გამომდინარე, ეს ალბათ უკიდურესი ზომაა. კარგია, რომ იქ კრიმინალური პოლიცია არაა შეყვანილი და საუბარია საპატრულო პოლიციაზე. დარწმუნებული ვარ, იქ ასევე დარჩება თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ხალხი დროულად ჩანაცვლდეს სასჯელაღსრულების სისტემის ღირსეული თანამშრომლებით, თუნდაც გამოუცდელებით.
თავად სისტემის თანამშრომლების გადამზადება თუ გამოიღებს რეალურ შედეგს, პატიმრებისადმი მოქცევის თვალსაზრისით?
სასჯელაღსრულების სისტემას ჰყავდა ისეთი თანამშრომლებიც, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, არ იღებდნენ მონაწილეობას მსგავს ქმედებებში, ამიტომ, უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება. ბევრი ქვეყნისთვის დიდი ფუფუნებაა პროფესიონალი სასჯელაღსრულების სამსახურის შექმნა. ამას დრო დასჭირდება, თუმცა ცოტა ადრე რომ დაწყებულიყო ამაზე ზრუნვა, აქამდე არ მივიდოდით. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ზოგადად უფლებებს არღვევდნენ, მათი საშუალო მომზადების დონე იყო ძალიან დაბალი.
რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას ციხეებში სახალხო დამცველის მონიტორინგის შესახებ: რას გულისხმობს ეს გაძლიერება და როდის დაიწყება?
სავარაუდოდ, პრეზიდენტთან პირადად მექნება საუბარი ამ თემაზე - მივესალმები იმას, რომ სახალხო დამცველი დამატებით რესურსებს მიიღებს. ეს მიუხედავად იმისა, რომ იმ რესურსებით, რაც გვქონდა, მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ვახორციელებდით და დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ვასრულებდით. მაგრამ არის გზები, რითაც შეიძლება კიდევ უფრო ეფექტიანი და ინტენსიური გახდეს მონიტორინგი.
ვიმედოვნებ, რომ მთლიანად ბიუჯეტიდან მოხდება ჩვენი მონიტორინგის დაფინანსება, ვინაიდან დღემდე გარკვეულ ნაწილს დონორების საშუალებით ვაფინანსებთ.
რაც შეეხება თქვენს უფლებამოსილებებს - რა დამატებითი უფლებამოსილება გჭირდებათ იმისთვის, რომ ომბუდსმენის აპარატის მოქმედება უფრო ეფექტიანი გახდეს და ყველაფერი რეკომენდაციების შეუსრულებლობით არ დასრულდეს?
მე პარლამენტის წინაშე მქონდა გარკვეული მოთხოვნები უფლებამოსილებების გაზრდასთან დაკავშირებით, ნაწილი დაკმაყოფილდა, ნაწილი - არა. იმედია, თავიდან შევძლებ წამოვწიო ის მოთხოვნები, რაც კანონთან მიმართებით მქონდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ის, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე, რომელიც ეგზავნება შესაბამის უწყებას, მას ჰქონოდა ვალდებულება, დასაბუთებული პასუხი გაეცა თითოეულზე. მთელი რიგი წვრილმანი ცვლილებები შედიოდა კანონში, რომელიც სახალხო დამცველს უზრდიდა კომპეტენციებს და უადვილებდა სამუშაოს - ნაწილი დაკმაყოფილდა, თუმცა კიდევ არის დარჩენილი საკითხები.
მომდევნო დღეებში გაგრძელდება მონიტორინგი გლდანის ნომერ მე-18 დაწესებულებაში?
რა თქმა უნდა. არ არის არცერთი დაწესებულება, სადაც ამის საჭიროება იყო და ჩვენი წარმომადგენლები იქ არ ყოფილან. მათ შორის, გუშინ ღამე მოვინახულეთ დასავლეთ საქართველოს დაწესებულებები. გლდანს, რასაკვირველია, ჩვენი მხრიდან ყველაზე დიდი ყურადღება მიექცევა, ასევე ქსნის დაწესებულებაშიც ავლენ ჩვენი წარმომადგენლები. არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ძალისხმევას დავიშურებთ, რათა დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას სანდო ინფორმაცია მიეწოდოს.
![]() |
12 18 სექტებერი |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
სანდრო თარხან-მოურავი
18 სექტემბერს, პატიმრებზე ძალადობის სცენების გამომზეურებით, საქართველომ ერთი ბრუნი შეასრულა მანკიერ წრეზე; წრეზე, რომელზეც მაშინ დავიწყეთ მოძრაობა, როდესაც „გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს“.
ვინ აღაშფოთა ძალადობამ და ვის უბრალოდ სურს იყოს შემდეგი მოძალადე - ამის ტესტი ძალიან მარტივია. ადამიანები, რომლებიც ითხოვენ ვენდეტას და ცოცხებს ცოცხების წილ, შემდეგი ბრუნისკენ გვექაჩებიან.
„ამათ იგივე უნდა უქნა, ცოლ-შვილის თვალწინ“ - ეს ხუთი წუთის შემდეგ შეიძლება იყოს ემოციური გამოძახილი, მაგრამ მეორე დღეს უკვე იდეაა, რომელიც მომხდარის თამაშის წესად მიღებას ნიშნავს. ციხის ძალადობაც ამ იდეამ შვა - წარმოდგენამ, რომ ძალადობის, კრიმინალის ან ქურდული მენტალობის ჩაკვლა ძალადობითვე შეიძლება. ან, რომ ციხეში ძალადობის გაგრძელებით წინა რეჟიმისგან განსხვავებული რეჟიმი შეიძლება აშენო.
ასევე ვერ აბარებენ ჰუმანიზმის ტესტს ისინი, ვისაც 18 სექტემბრის კადრებმა გაახსენა და ათქმევინა „ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი“. დიახ, ასეთებიც მოიძებნენ. ქურდული მენტალობის თუ სამყაროს გულშემატკივარი ძალადობასთან მებრძოლის როლში ისეთივე სასაცილოა, როგორც ჩრდილოკორეელი კიმი დასავლეთის არადემოკრატიულობის კრიტიკისას. მოძალადის ვნება და ფანტაზია ქურდებს ან მათ „პაძელნიკებს“ ყველაზე ნაკლებად ესწავლებათ, თუნდაც მე-8 საპყრობილის პერსონალისგან.
მაგრამ იმათაც აქვთ ჩასახედი საკუთარ „შინაგანში“, ვისაც არც ქურდებზე აქვს თბილი მოგონებები და არც „ლინჩი, ლინჩის“ ყვირილი დაუწყია. ვინც ჩაიხედავს, ძალიან ბევრი დაინახავს, რომ ცოტათი მაინც ამ ამბების თანამონაწილეა. ბევრმა ჭკვიანმაც, განათლებულმაც, ჯიგარმაც და დარბაისელმაც დაუშვა, რომ იმ „ცუდ როჟებზე“, ჩვენი ახალგაზრდობის ჩამშხამებლებზე, ნაირა დეიდას ჯიხურის ამწიოკებლებზე ძალადობა, პრინციპში, მისაღებია. ვაღიაროთ, რომ ეს იყო წინა წლების უთქმელი ჭეშმარიტება; რომ კადრები იყო დამთრგუნველი, მაგრამ არა წარმოუდგენელი. ყველა თუ არა, ბევრი ხვდებოდა, რომ რაღაც მსგავსი ხდებოდა და ამის გამომზეურების სურვილით თავსაც არ იკლავდა.
სამწუხაროა, თუ კადრები აღმოჩნდა ამ ყველაფრის გააზრებისთვის აუცილებელი, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო იქნება, თუ არ აღმოჩნდება საკმარისი. დგება გაცილებით უფრო ღრმა არჩევანის მომენტი, ვიდრე ნებისმიერი საკადრო საკითხია. ან ვირჩევთ „ბოზებსა“ და „ქურდებს“ შორის, და მივდივართ შემდეგ ბრუნზე, ან უარვყოფთ ძალადობას, როგორც იდეა(ლ)ს. მხოლოდ მეორე შემთხვევაში შეიძლება გაირღვეს წრე და „დაიდგას ახალი სპექტაკლი“.
![]() |
13 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
ბრაზილიელი წყალბურთელების მოთელვა.
სან პაულო
![]() |
14 რთული ბიბი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთი
ირაკლი გუნია
ისრაელის პრემიერ მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. მან მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ირანული პოლიტიკის გამო. ბიბის ეს ნაბიჯი განსხვავებულად იქნა აღქმული, ზოგიერთმა მასში აშშ-ის მოახლოებულ არჩევნებში ჩარევის სურვილი ან საზოგადოების ირანზე მოსალოდნელი პრევენციული დარტყმისთვის შემზადება წაიკითხა. ნეთანიაჰუს ეს ქმედება უფრო კომპლექსური პოზიციის შედეგია და ირანის ბირთვულ პროგრამაზე არსებულ დებატებს ეხმიანება.
11 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა ნეთანიაჰუმ აშშ-ის ადმინისტრაცია გაკიცხა ირანის ბირთვულ პროგრამაზე იმ „წითელი ხაზების“ არარსებობის გამო, რომლის გადაკვეთასაც სამხედრო ქმედება მოჰყვება. მისი რისხვის ობიექტი უპირატესად სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იყო, რომელმაც თქვა, რომ აშშ არ აცხადებდა ბოლო ვადას ირანზე სამხედრო პასუხის გასაცემად. ბიბიმ საყვედური გამოთქვა, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობაში ვინც უარს ამბობს ირანის წინაშე წითელი ხაზების გავლებაზე, არ აქვს მორალური უფლება ისრაელს წითელი შუქი აუნთოს“. ვითარება უფრო დაიძაბა მოგვიანებით გავრცელებული ცრუ ხმების გამოც, რომლის მიხედვით, თეთრმა სახლმა უარყო ნეთანიაჰუს თხოვნა პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შესახებ. იმავე ღამეს ორი სახელმწიფოს ლიდერს ერთმანეთთან მძიმე ერთსაათიანი საუბარი ჰქონდა.
ნეთანიაჰუს განცხადებას ამერიკულ მედიაში მრავალი გამოხმაურება მოჰყვა მთავარი შეკითხვით - შორს ხომ არ შეტოპა ბიბიმ უპირველესი მოკავშირის და ზესახელმწიფოს გაკრიტიკებით. მისი ნაბიჯის სავარაუდო განმარტებებს შორის დასახელდა მოახლოებულ არჩევნებში ჩართვა და რესპუბლიკელთა კანდიდატის, მიტ რომნის მხარდაჭერა, რომელთანაც ბიბის ახლო კონტაქტები აქვს. ამგვარი ახსნა ნაკლებად სანდოა, რადგან ნეთანიაჰუს მსგავსი გამოცდილი პოლიტიკოსი არ გარისკავდა იმ ადამიანთან ღია დაპირისპირებას, რომელთანაც, წინასწარი გამოკითხვების თანახმად, სავარაუდოდ, უფრო მოუწევს ურთიერთობა ზესახელმწიფოს ლიდერის რანგში.
ალტერნატიული განმარტებაა ირანზე შეტევის წინ რიტორიკული საფუძვლის შექმნა და გადაწყვეტილების წინასწარ გამართლება. ამ მოსაზრების მიხედვით, ნეთანიაჰუს მთავრობა, რომელიც დარწმუნებულია სანქციების უუნარობასა და ირანის „იმუნიტეტის ზონამდე“ მისულ ბირთვულ შესაძლებლობებში, იწყებს საზოგადოებრივი აზრის სამხედრო შეტევისთვის მომზადებას.
გამოცემა The Atlantic-ის ცნობილი ჟურნალისტის, ჯეფრი გოლდბერგის შენიშვნით, ნეთანიაჰუს შეშფოთება კეთილგონივრულია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. როგორც ცნობილია, თეთრი სახლის პოზიციაა, რომ აშშ არ დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობას. ისრაელის ლიდერისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკითხი, ნიშნავს თუ არა ეს ირანის მხრიდან იაპონიის მსგავსად ბომბის ასამოქმედებლად საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანის და სარაკეტო სისტემის არსებობას. ამ შემთხვევაში როგორ უნდა გახდეს ცნობილი, თუ როდის გადაწყვეტს ირანი მის ხელთ არსებული მასალებიდან ბირთვული იარაღის შექმნას? ამერიკული მხრიდან ამას უზრუნველყოფს დაზვერვა, თუმცა არც ეს უკანასკნელია შეუცდომელი.
აშშ-ის დაზვერვა არასაკმარისი აღმოჩნდა ჩრდილოეთ კორეის, ინდოეთის და პაკისტანის ბირთვული პროგრამების შემთხვევაში, რაც ამ ქვეყნების ბირთვულ კლუბში გაწევრიანებით დასრულდა. ობამას მსგავსად, მისი წინამორბედები კლინტონი და ბუში იმეორებდნენ, რომ ბირთვული ჩრდილოეთ კორეა მიუღებელი იყო. აშშ-ის დაზვერვას აგრეთვე არ ჰქონდა ინფორმაცია ლიბიის და სირიის პროგრამების შესახებ და შეცდა ერაყის შემთხვევაში. ნეთანიაჰუს მღელვარება უფრო დამაჯერებელი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ჰილარი კლინტონის მიერ იმავე განცხადებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული დიპლომატია და სანქციების პოლიტიკა უძლური აღმოჩნდა შეეფერხებინა IAEA-ის (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) ინფორმაციით ირანის მიერ გამდიდრებული ურანის რაოდენობის არნახულად ზრდა. მიუხედავად ამისა, ირანი ბირთვული იარაღის დამზადებისგან ჯერ შორსაა.
ნეთანიაჰუს პოზიციის განხილვა შეუძლებელია ისრაელის მხრიდან ირანზე შეტევის ირგვლივ არსებული დებატების გარეშე. ერთი ბა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონინაკი მიიჩნევს, რომ ისრაელისთვის ბირთვული ირანი სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს და ისრაელს მოქმედება მართებს. მეორე, უფრო რეალპოლიტიკის მომხრეთა აზრით, ისრაელს ბირთვულ ირანთან თანაცხოვრება შეუძლია, ხოლო აშშ-ის ჩარევა მიზანშეწონილი არაა მკაფიო ეროვნული ინტერესების არარსებობის გამო.
პრემიერი ნეთანიაჰუ პირველ, „ეგზისტენციალისტთა“ ბანაკს მიეკუთვნება და მიიჩნევს, რომ ბირთვული ირანის თავიდან არიდება ამ ქმედებით გამოწვეულ შედეგებს აღემატება. მას ურჩევნია გადადგას მტკივნეული ნაბიჯი დღეს, რათა მომავალში უფრო დიდი საფასური არ მიიღოს. ამ ბანაკის წარმომადგენელთა აზრით, ირანი ასეთ საკითხში რაციონალური არაა და ირანის ლიდერების რელიგიური ფანატიზმი მათი ქმედებების პროგნოზირებას შეუძლებელს ხდის. შესაბამისად, ბირთვული პარიტეტი (MAD), რაც ცივი ომის დროს აშშ-საბჭოთა კავშირის ბალანსს ხელს უწყობდა, ამ შემთხვევაში უადგილოა. ამგვარი პოზიციის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ისრაელის საზოგადოების და სამხედრო ელიტის საგრძნობ ნაწილს წარმოადგენენ, ირანს რაციონალურ მოთამაშედ მიიჩნევენ.
ნეთანიაჰუს კრიტიკოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ თავად პრემიერი არ არის რაციონალური. ისინი ხაზს უსვამენ ბიბის მიერ ისტორიული ანალოგების და ლიდერების მაგალითებად ხშირ მოყვანას და ჰოლოკოსტის ტრაგედიით ხელმძღვანელობას, რასაც ოჯახური ფაქტორებიც განაპირობებს (მამამისი, ცნობილი ისტორიკოსი ბენციონ ნეთანიაჰუ შუა საუკუნეების ესპანეთში ებრაელების დევნას იკვლევდა და რევიზიონისტულ სიონიზმს მისდევდა). მათი აზრით, უაღრესად თვითდაჯერებული ნეთანიაჰუ საკუთარი გმირული მისიის გრძნობითაა შეპყრობილი და ნაკლებად ითვალისწინებს თვით უახლოესი მრჩეველების აზრსაც კი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
ისრაელის პოლიტიკურ არენაზე ბირთვული ირანის საფრთხე პრემიერ ნეთანიაჰუს პოზიციებს ამყარებს. მოსახლეობის უმეტესობისთვის ამგვარ ვითარებაში ის საიმედო ლიდერია. ირანის ბირთვული პროგრამა აგრეთვე მეორეხარისხოვნად აქცევს პალესტინურ მხარესთან სამშვიდობო პროცესს, რაც მმართველი პარტია ლიკუდისთვის საუკეთესო სფეროდ არ მიიჩნევა.
განსხვავებული პირობები განაპირობებს ბიბის ყველაზე რთული ოპონენტის, პრეზიდენტ ობამას პოზიციებს. ამ უკანასკნელმა მრავალჯერ დადო პირობა, რომ ირანი ბომბს ვერ მიიღებს. შესაბამისად, მისი პრეზიდენტობა წარუმატებლობად შეფასდება, თუ მის ვადაში ირანი ბირთვულ კლუბში გაწევრიანებას მოახერხებს. პირადი პრესტიჟის გარდა, დემოკრატიულ პარტიას მნიშვნელოვნად შეელახება რეპუტაცია სისუსტისა და უპასუხისმგებლობისთვის. ამასთანავე, ის ბირთვული გაუვრცელებლობის მომხრეა და მიიჩნევს, რომ ბირთვული ირანის შემთხვევაში, ყველაზე ცხელი რეგიონი, შეიარაღებისთვის რბოლის სცენად გადაიქცევა. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მან იცის, რომ ბირთვული ირანის არსებობას ვერ დაუშვებს.
![]() |
15 ჰოლანდიის ევროპული არჩევანი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ანი ჩხიკვაძე
12სექტემბერს, ჰოლანდიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრ მარკ რუტეს თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტიამ (VVD) გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა ლეიბორისტული პარტია (PvdA) 38 ადგილით და სამი ადგილით ჩამორჩა VVD-ს. ჰოლანდიელმა ამომრჩეველმა უარი თქვა რადიკალურ პარტიებზე და შედარებით შუალედური არჩევანი გააკეთა. 15 ადგილი მიიღო გეერტ ვილდერის რადიკალურმა მემარჯვენე თავისუფლების პარტიამ (PVV), რომლის კოალიციიდან გამოსვლამ 2012 წლის არჩევნების დანიშვნა გამოიწვია. „მოხარული ვიქნებოდი, აქ კარგი ახალი ამბებით ვმდგარიყავი, მაგრამ ამომრჩეველთა გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენ ცუდი შედეგებით წავაგეთ“, - აღნიშნა ვილდერმა გამოსვლისას.
წინაასარჩევნო გამოკითხვებში სოციალისტური პარტია (SP) ლიდერობდა. ვარაუდობდნენ, რომ ის 38 ადგილს მიიღებდა, თუმცა, როგორც არჩევნების შედეგებმა აჩვენა, მხოლოდ 15 ადგილი მიიღო. არჩევნების ბედი გადაწყვიტა ამომრჩეველთა 40-მა პროცენტმა, რომელსაც არჩევნებამდე არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ ვის მისცემდა ხმას. მათი ხმები თითქმის თანაბრად გაიყო ორ ძირითად პარტიას შორის.
არჩევნების შემდგომ პირველი ნაბიჯი პარტიათაშორისი კოალიციის შექმნაა. რუტემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ არ სურს წინასწარ გააკეთოს კომენტარი კოალიციის ჩამოსაყალიბებლად მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ექსპერტთა ვარაუდით, რუტე კოალიციას ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბებს, თუმცა ეს რთული პროცესი იქნება, ვინაიდან ამ ორ პარტიას ცოტა რამ აქვს საერთო. PvdA-ს ლიდერის, Greenpeace-ის ყოფილი აქტივისტის და ბირთვული ინჟინრის, დიდერიკ სამსონის პოზიციები ახლოს დგას PvdA-ს ლიდერი დიდერიკ სამსონი საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის შეხედულებებთან. იგი დანახარჯების და მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის მომხრეა. ხოლო რუტე, თავისი პოლიტიკური პროგრამით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკერს უახლოვდება და მხარს უჭერს საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრისთვის შემოთავაზებულ მკაცრ ზომებს. „არსებული კურსი უნდა შეიცვალოს და უკანასკნელი 2 წლის მემარჯვენე პოლიტიკა არ უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დიდერიკ სამსონმა.
რუტეს და სამსონის შესაძლო კოალიციას 79 ადგილი ექნება, უმრავლესობის მოსაპოვებლად 76-ია საჭირო. მყარი პოზიციისთვის მნიშვნელოვანი იქნება პატარა პარტიების მიმხრობაც. ერთ-ერთი კანდიდატი დემოკრატები 66-ია. VVD, PvdA და D66 ნიდერლანდების სამეფოს 1994-2004 წლებში მართავდნენ. შესაძლოა, კოალიციას ქრისტიან-დემოკრატიული პარტიაც შეუერთდეს.
პრემიერმინისტრი მარკ რუტე
PvdA- ს ლიდერი დიდერიკ სამსონი
„ბრიუსელი ალბათ აღნიშნავს ჩვენს დამარცხებას“, - განაცხადა გეერტ ვილდერმა არჩევნების დღეს. ოპოზიციურ სპექტრზე ევროსკეპტიკური ძალები გაერთიანდებიან. სავარაუდოდ, საერთო ენას გამონახავენ რადიკალი მემარცხენე SP და რადიკალი მემარჯვენე PVV, რომელთაც ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკა აერთიანებთ.
ჰოლანდიის არჩევნების შედეგები - 2012 |
||
პარტია |
ადგილი |
ცვლილება 2010 წელთან |
თავისუფლების და |
41 |
+10 |
ლეიბორისტული პარტია |
38 |
+8 |
პარტია თავისუფლებისათვის |
15 |
-9 |
სოციალისტური პარტია |
15 |
0 |
ქრისტიან-დემოკრატიული |
13 |
-8 |
დემოკრატები 66 |
12 |
+2 |
ქრისტიანული კავშირი |
5 |
0 |
მწვანეები |
4 |
-6 |
რეფორმისტული პოლიტიკური |
3 |
+1 |
50 პლუსი |
2 |
+2 |
პარტია ცხოველებისთვის |
2 |
0 |
უმრავლესობის მოსაპოვებლად
საჭიროა 76 ადგილი 150დან
წყარო: BBC
ბევრმა აღნიშნა, რომ ჰოლანდიის არჩევნებით ევროკავშირმა ლაკმუსის ტესტი გაიარა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არჩევნები არც მთლად პანევროპულ წისქვილზე ასხამს წყალს. პროევროპული პარტიებისადმი მხარდაჭერა იმანაც განაპირობა, რომ მათ ევროკრიტიკული პოზიცია აირჩიეს და მომავალში რიტორიკის შეცვლა გაუჭირდებათ. გარდა ამისა, ჰოლანდიელ ამომრჩეველთა 60 პროცენტი კრიზისში მყოფი ევროკავშირის ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის წინააღმდეგია.
უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ჰოლანდიაში 5 არჩევნები ჩატარდა. ამომრჩეველი დაიღალა მთავრობის ცვლილებებით. კოალიციის ჩამოყალიბებას იქ თვეები სჭირდება და პარტიებს შორის მომავალი ფორმალური მოლაპარაკებები გვაჩვენებს, თუ ვინ იქნება ნიდერლანდების სამეფოს ღამის გუშაგი.
![]() |
16 სერბეთის ახალი ძველი საგარეო პოლიტიკა - გზა ევროპისკენ რუსეთის გავლით |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ქეთი ზუკაკიშვილი
გართულებული ევრო ინტეგრაციის პროცესი, კოსო ვოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სესხის განახლებაზე გაჭიანურებული მოლაპარაკებები - სერბეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.
ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე მკვეთრად პრორუსული კურსი აიღო და პირველი ოფიციალური შეხვედრებიც მოსკოვში გამართა. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტი ნიკოლიჩი რუსეთს ხელმეორედ ეწვია და სოჭში ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლო ბის გაღრმავება იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აჭიანურებს სტრატე გიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერას, მზარდ ეკონომიკურ ინტერესებს არ უარყოფს.
გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრო ბა 42%25-ით გაიზარდა და 2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო 2003-2011 წლებში სერბეთში განხორციელებულმა რუსულმა ინვესტიციებმა 1,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2009 წელს სერბეთმა რუსეთისგან 1მილიარდევროიანი სესხი მიიღო. დღეს რუსული სბერბანკი სერბული ბანკების შეძენითა და მსოფლიოს უდიდესი ბანკების ათეულში მოხვედრით, გაზპრომი კი სრბა გაზისგან დავალიანებების ამოღებითაა დაინტერესებული.
რუსეთისა და სერბეთის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო პროექტი მაინც „სამხრეთ ნაკადის“ გაზსადენია, რომელმაც შავი ზღვის ფსკერზე, ბულგარეთის, სერბეთის, საბერძნეთის, იტალიისა და ავსტრიის ტერიტორიებზე უნდა გაიაროს და დასავლეთ ევროპა რუსული გაზით მოამარაგოს. სამუშაოების დაწყება სერბეთში წლის ბოლოს იგეგმება, რაც, სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინის ვიზიტის საფუძველი გახდება.
ეს ინვესტიცია 1,9 მილიარდი აშშ დოლარია და რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სანაცვლოდ მოსკოვი სერბეთისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას ითხოვს. მსგავს ცნობებს ნიკოლიჩი უარყოფს, თუმცა მოულოდნელი არაფერია პრეზიდენტისგან, რომელიც თავს „რუსოფილს“ უწოდებს და „რუსეთზე მეტად მხოლოდ სერბეთი უყვარს“.
სოჭში გამართულმა შეხვედრამ სერბეთის რუსეთზე და მოკიდებულება კიდევ უფრო გააძლიერა. სულ მალე ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, სერბეთი რუსეთისგან წელიწადში 5 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მიიღებს. შეთანხმება უზრუნველყოფს სერბეთის ენერგოუსაფრთხოებას, სხვა სიტყვებით კი, რუსეთზე დამოკიდებულებას მომავალი 10 წლის განმავლობაში.
ტომისლავ ნიკოლიჩი და ვლადიმირ პუტინი
გარდა ამისა, სერბეთი რუსეთისგან რამდენიმე მსხვილ კრედიტს მიიღებს. მოლაპარაკებები ბიუჯეტის შესავსებად 300 მილიონი აშშ დოლარისა და განვითარების პროექტებისთვის 800 მილიონი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ დასრულებულია. განხილვის პროცესშია 2013 წლისთვის 1 მილიარდი დოლარის სესხიც, რომლის საპროცენტო განაკვეთი ჯერ შეუთანხმებელია. იზრდება რუსეთისა და სერბეთის სამხედრო თანამშრომლობაც.
„ორ ქვეყანას შორის სრულიად ახალი ურთიერთობის დასაწყისი“ ევროკავშირს სიფრთხილისკენ უბიძგებს. ევროპული მხარე აჭიანურებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და კოსოვოს საკითხზე აპელირებით ცდილობს სერბეთზე გავლენის მოხდენას. ევროპელი მაღალჩინოსნები ასევე ხაზს უსვამენ შიდა რეფორმების, განსაკუთრებით კი, უცხოელი ინვესტორების რეკეტისგან დაცვის აუცილებლობას.
ევროკავშირის შენიშვნებზე არაპარტნიორულად რეაგირებს სერბული მხარე: პრემიერი დაჩიჩი ევროპელ დიპლომატებს „ტონის დაწევისკენ“ მოუწოდებს და სერბეთისთვის „ლექციების კითხვის“ შეწყვეტას სთხოვს, პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ „ევროკავშირი პრიორიტეტია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“.
სერბეთის რუსეთისკენ გადახრას კიდევ უფრო გააძლიერებს კოსოვოს დამოუკიდებლობაზე საერთაშორისო ზედამხედველობის გაუქმება. 2008 წლიდან - დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებიდან - მოყოლებული, კოსოვოს, ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, უცხოელი დამკვირვებლებისგან შემდგარი „საერთაშორისო სამოქალაქო ოფისი“ მართავდა. ზედამხედველობის დასრულებას კოსოვოში სრული დამოუკიდებლობის მოპოვებად აღიქვამენ, სერბეთში კი ცდილობენ, დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭონ.
ამ ეტაპზე კოსოვოს დამოუკიდებლობას 90-ზე მეტი სახელმწიფო აღიარებს. მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები. მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოში კვლავ რჩებიან ევროკავშირის და NATO-ს მისიები, ბარაკ ობამამ საერთაშორისო ზედამხედველობის რეჟიმის დასრულება უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეაფასა.
სერბეთის მთავარი თანამოაზრე ყოფილი რეგიონის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რუსეთია. „ისტორიული მოკავშირე“ კოსოვოს დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის ვეტოთი ბლოკავს და მას „კვაზისახელმწიფოდ“ მოიხსენიებს.
რეალობა კი ის არის, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა შეუქცევადი პროცესია. შესაბამისად, მხარდაჭერის სანაცვლოდ, რუსეთი „მეგობარ ერს“ მოთხოვნებს კიდევ უფრო გაუზრდის.
ამ ფონზე, სერბეთისთვის პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. სააგენტო ფაქტორ პლუსის უკანასკნელი კვლევის მიხედვით, სახალხო პოპულარობით სერბეთის პროგრესისტული პარტია (29%25) ლიდერობს. მას მოსდევს დემოკრატიული პარტია - 20%25, სოციალისტური პარტია - 12,2%25 და სერბეთის დემოკრატიული პარტია - 7,1%25. დემოკრატიული პარტია მნიშვნელოვან შიდა პრობლემებს განიცდის, რაც მომავალში შესაძლოა კოალიციურ მთავრობაზეც აისახოს.
საგულისხმოა, რომ ევროკავშირთან გაჭიანურებული მოლაპარაკებების მიუხედავად, სერბეთის ახალ მთავრობას ურთიერთობა დაუთბა გერმანიასთან. ორ ქვეყანას შორის გაღრმავდა ეკონომიკური, განსაკუთრებით კი ენერგეტიკული ურთიერთობები. ცოტა ხნის წინ, სერბეთის წყალმომარაგების კომპანიამ და გერმანულმა ელექტრო მაგნატმა RWE-მ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.
თუმცა გერმანია სერბეთით სხვა კუთხითაც ინტერესდება. გერმანულმა გაზეთმა Der Spiegel სერბი პოლიტიკოსების ფუფუნებაში ცხოვრებას კრიტიკული სტატია მიუძღვნა. გამოქვეყნდა პარტიის ლიდერების სამხრეთამერიკული არდადეგების ფოტოები. ყოველი ასეთი მოგზაურობა ათი ათასობით ევრო ჯდება, საშუალო სერბის ხელფასი კი მხოლოდ 400 ევროა. კორუფციის ასეთი მასშტაბებით სერბეთს ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან გაუჭირდება.
![]() |
17 ჩინეთის გაუჩინარებული ლიდერი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
შოთა კაკაბაძე
ჩინეთის ვიცეპრეზიდენტი სი ძინპინი
მედიაში ბოლო რამდენიმე დღეა ფართოდ გაიშალა დისკუსიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო. 1 სექტემბერს, 59 ნლის სი dინპინი, მედიასივრციდან, პრაქტიკულად, გაქრა. ამ ფაქტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან ამერიკის შეერთებული მტატების სახელმნიფო მდივანთან, პილარი კლინტონთან შეხვედრა გამოტოვა. მხოლოდ თორმეტი დღის შემდეგ გამოჩნდა მისი პირველი ოფიციალური მიმართვა, რომელშიც სი dინპინმა მნუხარება გამოთქვა ას ორი ნლის ყოფილი გენერლის გარდაცვალების გამო, თუმცა თავად სი მინპინის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან მისი არყოფნის მიზეზის შესახებ არაფერი თქმულა. გასულ შაბათს კი მედიაში ჩინეთის ვიცეპრეზიდენტის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში ვიზიტის ფოტო გავრცელდა.
ბუნებრივია, ლიდერის დროებითმა გაუჩინარებამ, რომელმაც სულ მალე ჩინეთის მართვის სადავეები უნდა ჩაიბაროს, საზოგადოებამი დიდი მითქმა-მოთქმა გამოინვია. მედიამი ხელისუფლების გადაბარების პროცესის საფრთხეებზეც ალაპარაკდნენ.მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირების მხრიდან რაიმე ინფორმაცია არ გაჟღერებულა, გაჩნდა სხვადასხვა ვერსიები თითქოს სინ dინპინმა კუნთი დაიჭიმა ფეხბურთის თამაშისას, ხოლო მოგვიანებით - გულის შეტევას თუ გადაუდებელ ოპერაციასაც არ გამორიცხავდნენ.
ჰონგკონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ სი ძინპინს, 2 სექტემბერს, ღვიძლზე სიმსივნური ნარმონაქმნი აღმოუჩინეს და მისი სასწრაფო ამოკვეთა გახდა საჭირო. ეს ოპერაცია მას პეკინის ერთ-ერთ ელიტარულ სამხედრო ჰოსპიტალმი ჩაუტარდა. თუმცა თავად საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მსგავსი ინფორმაცია არ დაადასტურა.
თუმცა ეს სპეკულაციები ჰონკონგის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ ორმაბათს გაკეთებული განცხადებით დასრულდა, როდესაც მან დაადასტურა, რომ სი ძინპინმა ცურვისას ზურგის ტრავმა მიიღო და ის ახლა სრულად გამოჯანმრთელდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მომავალი ლიდერის დროებითი გაუჩინარების გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ფრთხილად ეკიდება მმართველი პარტიის ელიტა იმ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მათი ლიდერების პირად ცხოვრებას ეხება. ჰოლიტიკურ მომავალი მიმომხილველთა შეფასებით, მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში მიმდინარე მსგავსი მოვლენები ისეთივე ყურადდების ცენტრშია, როგორც ამერიკის შეერთებული - შტატების საპრეზიდენტო არჩევნები.
ოფიციალური პეკინი ცდილობს რაიმე სახის არეულობისა თუ - დაძაბულობის თავიდან აცილებას. განსაკუთრებით კი, ბოლო დროს ბო სილაის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე. ეს უკანასკნელი ჩინეთის პოლიტიკურ სპექტრმი ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ფიგურაა, რომელმაც მიმდინარე ნლის მარტში თანამდებობა დაკარგა. გისოსებს მიღმა აღმოჩნდა მისი მეუღლე, რომელსაც ბრიტანელი ბიზნესმენის მკვლელობა ედება - ბრალად.
სი ძინპინის პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულყოფილად დაბრუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქეს, რადგან სნორედ ამ - თვეში იგეგმება ჩინეთის პოლიტბიუროს ნევრთა შეხვედრა, - რომელზეც პარტიის კონგრესის ჩატარების ზუსტი თარიღი უნდა გახდეს ცნობილი. მეგახსენებთ, რომ თავად პარტიის კონგრესი ხუთ ნელინადში ერთხელ იმართება, ხოლო - წლევანდელი კონგრესი სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოსკენ ჩატარდება. იქ - სი ძინპინი ოფიციალურად დასახელდება ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჰუ ძინტაოს შემცვლელად. საინტერესოა ისიც, რომ პარტიას არასდროს მოუხდენია პრეზიდენტის არჩევის პროცესის ინსტიტუციონალიზაცია, რის გამოც საზოგადოებისათვის უცნობია, თუ რის საფუdველძზე დაასახელეს სი ძინპინი - ჩინეთის მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატად.
მიუხედავად იმისა, რომ .- მომავალი პრეზიდენტის ვინაობა ასე თუ ისე გარკვეულია, ჩინეთში dალაუფლებისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება. ეს პროცესები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, როგორც წესი, ლიდერის ცვლილებასთან ერთად ინყება და მედიაში ხშირად - ,,ცვლილებების კასკადად" მოიხსენიებენ. პარტიის ელიტის ნევრები პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის 9 ადგილიდან შვიდისთვის იბრძვიან, რომლიდან ორი, სავარაუდოდ, სინ ძინპინისთვის და მომავალი პრემიერის, ლი კექიანისთვისაა განკუთვნილი. კომიტეტის წევრობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის ქვეყანამი პოლიტიკური გადანყვეტილებების მიმღებ მთავარ - ორგანოს ნარმოადგენს.
![]() |
18 კაცობრიობის უკანასკნელი იმედი მცირე ექსკურსია ამერიკის გამორჩეულობის ისტორიაში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
მიხეილ ბასილაია
1630
ინგლისიდან ამერიკისკენ ახალი ცხოვრების აღმოსაჩენად მიმავალ გემ Arabella- ზე პურიტანმა სამართალმცოდნემ ჯონ უინთროპმა მგზავრებს განუცხადა, რომ ადამიანებს თვალი მათკენ აქვთ მიპყრობილი და კოლონისტებს ახალი ინგლისი მომავალი დასახლებებისთვის მისაბაძ მაგალითად უნდა ექციათ. ჩვენ უნდა ვიყოთ მოელვარე ქალაქი მთაზე - უინთროპმა მოიხმო ნაწყვეტი იესოს მთასა ზედა ქადაგებიდან (მათეს სახარება). უინთროპი იყო მასაჩუსეტსის კოლონიის ერთერთი ფუძემდებელი და მი სი რი გით მე-2, მე-6, მე-9 და მე1-2 გუბერნატორი.
1776
თომას პეინი თავის პამფლეტში Common Sense (საღი აზრი) ამე რი კას აღწერს, როგორც თავისუფლების შუქურას. „მსოფლიოში თავისუფლება იდევნება. აზიამ და აფრიკამ დიდი ხნის წინ განაგდო იგი, ევროპა უცხოსავით უყურებს, ინგლისი კი უკვე გამოემშვიდობა“, - წერდა პეინი. ის მოუწოდებდა ამერიკას, მიეღო დევნილი თავისუფლება და კაცობრიობის შესაფარებლადაც მომზადებულიყო.
1780
თომას ჯეფერსონმა ამერიკა, რომელიც ბრიტანეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, დაახასიათა როგორც თავისუფლების იმპერია. კონცეფცია გულისხმობდა ამერიკის ვალდებულებას, ყოფილიყო მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და დედამიწაზე გაევრცელებინა თავისუფლება. თავისუფლების იმპერიას, როგორც მსოფლიოში თავისუფლების დამცველს, საგარეო ინტერვენციის არ უნდა მორიდებოდა. ჯეფერსონს სურდა, ამერიკა, პირველრიგში, კონტინენტის დასავლეთისკენ გაფართოებულიყო. ჯეფერსონი ჩრდილოდასავლეთში ამერიკული სამხედრო ძალების სარდლის, ჯორჯ როჯერს კლარკისადმი 25 დეკემბერს მიწერილ წერილში აღნიშნავდა: „ჩვენს ქვეყანაზე უნდა გავატაროთ კომერციის არხი, რომლისთვისაც ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთს ებრძოდნენ. მშვიდობის დამყარების შემდეგ ამერიკული კავშირის დასაცავად უნდა ჩამოვაყალიბოთ ბარიერი ბრიტანეთის კანადის სახიფათო გაფართოების წინააღმდეგ, თავისუფლების იმპერიას კი დავუმატოთ ნაყოფიერი და ვრცელი მიწები, ასე ჩვენ სახიფათო მტრებს მეგობრებად ვაქცევთ“.
1840
ფრანგმა პოლიტიკურმა მოაზროვნემ ალექსის დე ტოკვილმა ამერიკაში იმოგზაურა. თავის ნაწარმოებში Democracy in America (დემოკრატია ამერიკაში) ტოკვილი წერდა: „ამერიკელთა მდგომარეობა გამორჩეულია და ალბათ სხვა ვერცერთი დემოკრატიული ქვეყანა ასე მოწყობილი ვერასოდეს იქნება. პურიტანული წარმომავლობა, კომერციული ჩვევები, თუნდაც ადგილი, სადაც ცხოვრობენ, მათ გონებას საშუალებას აძლევს ყურადღება გადაიტანონ მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნებისგან, მაგრამ, ამავე დროს, არ გადაიჭრან ბარბაროსობაში. მათ ასევე ახასიათებთ თვისებები, რომლებიც საშუალებას იძლევა, ყურადღება გაამახვილონ პრაქტიკულ საკითხებზე. მათი მისწრაფებები, საჭიროებები, განათლება და სხვა ყველაფერი მიწიერებისკენ არის მიმართული. ჩვენ ყველა დემოკრატიული საზოგადოება ამერიკელი ხალხის მაგალითზე უნდა განვიხილოთ“.
1862
ამერიკის სამოქალაქო ომის (18611865) დროს, როდესაც ჩრდილოეთის შტატები სამხრეთის მონათმფლობელური შტატების წინააღმდეგ იბრძოდნენ, პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა ამერიკას კაცობრიობის უკანასკნელი იმედი უწოდა. კონგრესის წინაშე გამოსვლისას მან განაცხადა“ მონებისთვის თავისუფლების გაუქმებით ჩვენ თავისუფალ ადამიანებსაც ვუნარჩუნებთ თავისუფლებას. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ან დავკარგოთ კაცობრიობის უკანასკნელი საუკეთესო იმედი.
1898
მარკ ტვენი აღნიშნავდა, რომ არსებობს ერთი რამ, რასაც შეიძლება დაერქვას სუფთა ამერიკული - ეს არის ამერიკელთა ლტოლვა ყინულიანი წყლის მიმართ. ტვენის თქმით, ეს სასმელი მხოლოდ ამერიკელებს მოსწონდათ.
1914
ამერიკის პრეზიდენტმა ვუდრო ნილსონმა გაიხსენა ტომას პეინის კონცეფცია ამერიკის, როგორც თავისუფლების ბასტიონის შესახებ. ვილსონის აზრით, ამერიკას უნიკალურს ხდიდა მსოფლიოში თავისუფლების გავრცელების მოვალეობა.
1929-1930
სწორედ ამ პერიოდში გამოიყენეს პირველად სიტყვათშეთანხმება „ამერიკული განსაკუთრებულობა“ (American Exceptionalism). ეს გააკეთა სტალინმა, რომელმაც დაგმო ამერიკული განსაკუთრებულობა, როგორც ერესი. სტალინის განცხადება მოჰყვა ამერიკელ კომუნისტთა ლიდერის, ჯეი ლოვსტოუნის განცხადებას, რომ ამერიკული კაპიტალიზმი მარქსიზმის უნივერსალური კანონებისგან გამონაკლისს წარმოადგენს. ლოვსტოუნს აშშ-ს გამორჩეულობის შესახებ რწმენა ამერიკის კომპარტიის მსოფლიო ინტერნაციონალიდან გარიხვად დაუჯდა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ დიდი დეპრესიისას, ამერიკელი კომუნისტები აცხადებდნენ, რომ ამერიკამ საკუთარ გამორჩეულობას თავადვე გადაუსვა ხაზი.
1941
ამერიკული ჟურნალების, Time-ისა და Sports Illustrated - ის გამომცემელი ჰენრი ლუისი თვლიდა, რომ ამერიკა მეორე მსოფლიო ომში უნდა ჩართულიყო , იზოლაციონიზმი კი ამერიკული საუკუნით შეეცვალა და ყოფილიყო ამერიკული იედალების დამცველი მსოფლიოში.
1950 იანი წლები
ისტორიკოს დანიელ ბორსტინის აზრით, ამერიკის განსაკუთრებულობა მდგომარეობდა იმაში, რომ ის დაფუზნებული იყო პრაგმატიზმზე და არა იდეოლოგიაზე. ამერიკული საზოგადოება ყალიბდებოდა, როდესაც ველური კონტინენტის დამორჩილებას ცდილობდა. ამის გამო, მისი საზოგადოებრივი ინსტიტუტები უფრო მოქნილია, ხოლო მისი ლიდერები კონსენსუუს არ თაკილობენ - ისინი მზად არიან გარემოებების შესაბამისად გადახედონ, განიხილონ და თავიდან ჩამოაყალიბონ თავიანთი გადაწყვეტილებები.
ისტორიკოსი ლუის ჰარტცი თვლიდა, რომ ამერიკული პოლიტიკური კულტურა არ გამომდინარეობდა მემარცხენე სოციალისტური და მემარჯვენე ფეოდალისტურ-არისტოკრატული დაპირისპირებიდან. ამერიკაში არ არსებობდა ეკლესიის დომინანტი და მემკვიდრეობით არისტოკრატია. შესაბამისად, პოლიტიკური კონფლიქტი დარჩა ადამიანთა პოლიტიკური უფლებების, კერძო საკუთრებისა და წარმომადგენლობითი მთავრობის შესახებ კამათის ფარგლებში.
ჰარტცს ეთანხმებოდნენ სხვა ამერიკელი ისტორიკოსებიც, მაგალიტად, რიჩარდ ჰოფსტატდერი და დევიდ პოტერი. მათი აზრით, ამერიკის პოლიტიკური წარსული არ იყო იდეოლოგიათა ჭიდილის ისტორია და საზოგადოება თანხმდებოდა ძირითად პოლიტიკურ პრინციპებზე.
თუმცა, ისტორიკოსები ეჭვობდნენ, შესაძლებელი იყო თუ არა ამერიკის პოლიტიკური სისტემის ამ თავისებურებების ექსპორტი. ბორსტინის განმარტებით, ყველაზე არაამერიკული იქნებოდა, ამერიკის სხვა ქვეყნებისთვის დაეძალებინა, რომ მას დამსგავსებოდნენ.
1961
ჯონ კენედიმ ვაშინგტონის უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოსვლაში გამოაცხადა, რომ ამერიკის განსაკუთრებულობა მდგომარეობდა მის შეუპოვრობაში, ექცია თავისუფლება მისაბაძ მაგალითად და დაეცვა ის მთელ მსოფლიოში: „ყველა სხვა სახელმწიფოზე მეტად, ჩვენ ვატარებთ უპრეცედენტო ტვირთსა და რისკს, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც უყვარს, იყოს თავისუფალი“.
1964
რონალდ რეიგანის ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლა ლინკოლნს გამოეხმაურა. კუბელ ემიგრანტებზე საუბრისას რეიგანმა განაცხადა, რომ მათ გაუმართლათ, რადგანაც ამერიკაში შეეძლოთ გამოქცევა. რეიგანი ამერიკელებს მიმართავდა: „მაგრამ თუ ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება, ვერსად გავიქცევით. ჩვენ ვართ კაცობრიობის უკანასკნელი იმედი.“
1975
სოციოლოგი დანიელ ბელი National Affair- ში გამოქვეყნებულ სტატიაში The end of Ameican exceptionalism (ამერიკული განსაკუთრებულობის დასასრული) ახმოვანებს აკადემიურ წრეებში არსებულ სკეპტიციზმს კონცეფციის მიმართ. უნდობლობა და ეჭვი განსაკუთრებულობის შესახებ გამოიწვია ვიეტნამის ომმა და უოტერგეიტის სკანდალმა. ბელი აღნიშნავს, რომ ამერიკის განსაკუთღებულობის შესახებ რწმენა კრიზისშია - იმპერიის დასასრულის, ქვეყნის დასსუტებისა და მომავლის რწმენის დაკარგვის პარალელურად.
1977
რონალდ რეიგანი ჰილსდეილ კოლეჯში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შესახებ სიტყვით გამოვიდა.მისთვის სიტყვის გადაცემამდე, კოლეჯის პრეზიდენტმა ჯორჯ როშემ გაიხსენა ისტორია ერთი ქალბატონის შესახებ, რომელიც ჯერ საბჭოთა კავშირიდან კუბაში გაიქცა, ფიდელ კასტროს გამარჯვების შემდეგ კი - კუბიდან ამერიკაში. მას ორჯერ მოუწია ცხოვრების თავიდან დაწყება, მაგრამ თავს მაინც იღბლიან ადამიანად გრძნობდა: „ორჯერ დავკარგე ქვეყანა მაგრამ ამერიკაში აღმოვჩნდი. თუ თქვენ დაკარგავთ ქვეყანას, სად უნდა გაქცეთ?“
1980
რონალდ რეიგანი პრეზიდენტ ჯიმი კარტერს დაუპირისპირდა. თუ კარტერი ამერიკაში თავადჯერებულობის კრიზისზე საუბრობდა, რეიგანმა თავის საპრეზიდენტო კამპმანიაში განაცხადა: „მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს დალოცვილი ქვეყანა სხვანაირად იყო მოწყობილი“.
1984
5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს. კანდიდატმა რონალდ რეიგანმა ამერიკელებს განიცხადა: „როცა ვსაუბრობთ ამერიკის ტრადიციულ ფასეულობებსა და პოლიტიკურ ფილოსოფიაზე, უნდა გვახსოვდეს, რა განასხვავებს ამერიკას სხვებისგან: დაღლილი და რწმენადაკარგული მსოფლიოსთვის ჩვენ ყოველთვის ახალი სამყარო ვიყავით, მოელვარე ქალაქი, სადაც ყველაფერი შესაძლებელია“.
1989
ორის საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, 11 იანვარს, რონალდ რეიგანმა ამერიკელებს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა: „ხშირად ვსაუბრობდი მოელვარე ქალაქის შესახებ, მაგრამ არასდროს მითქვამს როგორ წარმომიდგენია ის. მე ვხედავდი მას, როგორც ღმერთისგან დალოცვილ, მაღალ ამაყ ქალაქს, რომელიც მტკიცე კლდეზე იყო ნაშენი; სადავ განსხვავებული ადამიანები ჰარმონიულად და მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ; რომლის რომლის თავისუფალი პორტები კომერციით ყვაოდა და თუ ქალაქს ჰქონდა გალავანი, მას ჰქონდა მრავალი კარი, რომლებიც ყოველთვის ღია იყო შესვლის მსურველთათვის.მე ამ ქალაქს ახლაც ასე ვხედავ...“
1989
ცივი ომის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა რწმენა, რომ ამერიკული მოდელი მთელ მსოფლიოსი შეიძლებოდა ყოფილიყო ნორმა და არა გამონაკლისი. ცნობილმა ექსპერტმა ფრენსის ფუკუიამამ ისტორიის დასასრული - დასავლური ლიბერალური დემოკრატიული მოწყობის უნივერსალიზაცია იწინასწარმეტყველა.
1995
ამერიკელმა პოლიტიკურმა მოაზროვნემ სეიმურ მარტინ ლიპსეტმა გამოაქვეყნა წიგნი American Exceptionalism: A DoubleEdged Sword (ამერიკის გამორჩეულობა: ორლესული მახვილი). ლიპსეტის აზრით, ამერიკულ საზოგადოებას ერთი და იგივე ღირებულებები ხდიდა გამორჩეულს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვალსაზრისით.
ამერიკელები არიან ევროპელებზე მეტად რელიგიურები, მაგრამ აქ უფრო მაღალია განქორწინებისა და კრიმინალის დონე. ამერიკელები ევროპელებზე მეტად არიან ეგალიტარიანიზმისკენ მიდრეკილი, მაგრამ აქ სხვა ქვეყნებზე მეტი მდიდარი ადამიანია და უთანასწორობა უფრო ღრმაა. მორალიზმი ამერიკელებს თვითგანვითარებისკენ უბიძგებს, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარ სამართლიანობაში დარწმუნებულობის მიზეზია. მერიტოკრატია საზოგადოებას დინამიზმს სძენს, თუმცა ჩავარდნებისადმი უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულების საფუძველია.
ლიპსეტის განმარტებით, ამ საპირისპირო თავისებურებების მიზეზი ის არის, რომ ამერიკული საზოგადოება ინდივიდუალიზმისა და თვითგამოხატვის პრინციპებზეა დაფუძნებული.
1996
პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, საუბრობდა რა ბოსნიაში NATOს ინტერვენციის შესახებ, განაცხადა: „ამერიკა შეუცვლელი ქვეყანაა. არსებობს შემთხვევები, როდესაც ამერიკას, მხოლოდ ამერიკას შეუძლია ომის მშვიდობით, რეპრესიების თავისუფლებით, შიშის იმედით შეცვლა“.
2001
პოლიტიკურმა მიმომხილველმა ჩარლზ კრაუტჰამერმა პირველმა გამოიყენა ტერმინი
ბუშის დოქტრინა, რომელსაც შემდგომში განსხვავებული ინტერპრეტაციები მიეცა. მაგრამ დოქტრინის ძირითადი პოსტულატები იყო მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელება და დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა და საჭიროების შემთხვევაში, ამერიკის ინტერესების შესაბამისად ცალმხრივად მოქმედება.
2002
ჯორჯ ბუში უმცროსი ლინკოლნის 1862 წლის სიტყვებს გამოეხმაურა და 11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავზე ამერიკელებს მიმართა: „იყავით თავდაჯერებული. ჩვენი ქვეყანა ძლიერია. ამერიკის იდეალი მთელი კაცობრიობის იმედია“.
2004
ჯორჯ ბუში უმცროსის განცხადებით, ამერიკას ზეციდან აქვს მოწოდება, დაიცვას თავისუფლება. „ეს არის ამერიკის მარადიული ოცნება“, - განაცხადა ამერიკის 43- ე პრეზიდენტმა.
2009
ობამა გახდა პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელმაც პოსტზე ყოფნისას საჯაროდ გამოიყენა ფრაზა „ამერიკულიგამორჩეულობა“ (American Exceptionalism). 4 აპრილს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ განაცხადა: „მე მჯერა ამერიკის გამორჩეულობის ისევე, როგორც ბრიტანელებს ბრიტანეთის გამორჩეულობის, ან ბერძნებს - საბერძნეთის“. პრეზიდენტის ეს ფრაზა რესპუბლიკელებმა მრავალჯერ მოიხმეს იმის დასამოწმებლად, რომ ობამას ამერიკის უნიკალურობის არ სჯერა.
2010
USA Today/Gallup-ის 2010 წლის დე კემბერში გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 80 პროცენტს სწამდა, რომ მათ ქვეყანას გააჩნია უნიკალური
თვისებები, რაც მას მსოფლიოს უდიდეს ქვეყ ნად აქ ცევს. თუმ ცა მხო ლოდ 58%25 მიიჩ ნევ და, რომ ობა მაც ასე ფიქ რობს. რეიგანის მიერ ამერიკის გამორჩეულობის რწმენაში ამერიკელთა 86%25 იყო დარწმუნებული. შესაბამისად, 77 და 74%25 ფიქრობდა, რომ ამერიკის განსაკუთრებულობის ბილ კლინტონსა და ჯორჯ ბუშ უმცროსსაც სწამდათ.
![]() |
19 გლობალური ტრენდები და პროგნოზები |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
სამუშაოს ძებნა ინტენსიური, დამღლელი პროცესია, რომელსაც არც გამოკვეთილი წესები გააჩნია, არც გარანტიები და თან ფსონიც საკმაოდ მაღალია. სამუშაოს ძებნის მოტივაციაც და ამ მოტივაციის შესანარჩუნებლად აუცილებელი ჯილდოც ინდივიდისგან უნდა მოდიოდეს. როცა უარს უარზე იღებ, წარმოუდგენლად ძნელია, სამუშაოს ძებნის მოტივაცია არ დაკარგო.
მინესოტის უნივერსიტეტის ახალი კვლევა სამუშაოს ძებნის პროცესს შემდეგნაირად განმარტავს: „სამუშაოს ძებნა ავტონომიური და თვითორგანიზებული პროცესია. შედეგად, როგორც წესი, და გეგმვაც და დედლაინების მართვაც რთულია. ინდივიდებმა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება როგორ და რამდენ ხანს ეძებონ სამუშაო. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, რთულია იმის გარკვევაც, ეფექტურია თუ არა ძებნის პროცესი და ის სტრატეგია, რომელიც სამუშაოს საძებნელად აირჩიეს“.
ბოლო დრო ის ეკონომიკური კვლევები აჩვენებს, რომ 2012 წელს სამუშაოს ძებნა მთელ მსოფლიოში გართულდება. გლობალურ შრომით ბაზრებზე სამწლიანი დაუსრულებელი კრიზისის შემდეგ, 2012 წლის გლობალური უმუშევრობა 200 მილიონს მიაღწევს - ეს კრიზისის დაწყებიდან 27მილიონიან ზრდას ნიშნავს. მსოფლიო შრომითი ორგანიზაციის შეფასებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს იმაზე 400 მილიონით მეტი ახალი სამუშაო ადგილი დასჭირდება, ვიდრე დღეს აქვს. გამოდის, რომ მდგრადი ზრდის მისაღწევად მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს, სულ მცირე, 600 მილიონი ახალი პროდუქტიული სამუშაო ადგილი სჭირდება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მსოფლიო შრომითი ორგანიზაციის გათვლებით, 900 მილიონი მუშა ხელი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ - ყოველდღიურად 2 აშშ დოლარზე ნაკლები ანაზღაურების ამარა დარჩება.
ამგვარად დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი სწორედ განვითარებად ქვეყნებში იცხოვრებს. როგორც კვლევა აჩვენებს, განვითარებად ქვეყნებში რიგითი მუშახელი 1/5ით უფრო ნაკლებად პროდუქტიულია, ვიდრე განვითა რებულ ქვეყნებში. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ, ერთი მხრივ, განვითარებულთან შედარებით, განვითარებად ქვეყნებში მეტია ხელით მუშაობა, რაც ამცირებს გამოშვებული პროდუქციის რაოდენობას და ზრდის მის ფასს. მეორე მხრივ, განვითარებად ქვეყნებში ნაკლებია ინტერნეტზე წვდომა, რაც აფერხებს ინოვციური მიდგომების დანერგვას.
სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ უახლოეს მომავალში, მთელ მსოფლიოში, სულ მცირე, 5 მილიარდი ადამიანი გამოიყენებს რაიმე ტიპის მობილურ მოწყობილობას ინფორმაციის ჩამოსატვირთად და ცოდნის გასაღრმავებლად. ამათგან ნაწილს ეყოფა ამბიცია და მონდომება, რომ ეს უნარი საკუთარი და საქმეებისთვის გამოიყენოს. ამით ისინი ერთმანეთს მძაფრ კონკურენციას გაუწევენ, რითაც სულ უფრო მაღლა ასწევენ წარმატების მიღწევის თამასას.
კვლევების შეფასებით, ასეთი მძაფრი კონკურენცია, საბოლოო ჯამში, გააქრობს ისეთ სამუშაო ადგილებს, რომლებსაც საშუალო უნარები სჭირდება და საშუალო შემოსავალიც მოაქვს - მაგალითად: მენეჯერები, მდივნები. ასეთი სამუშაო ადგილები რისკჯგუფია იმიტომ, რომ მათი აუთსორსინგი შესაძლებელი გახდება ისეთ რეგიონებში, სადაც უფრო დაბალი ხელფასებია, ან ჩანაცვლდება ტექნოლოგიებით.
ამდენად, თუ ამ კვლევებს დავუჯერებთ, უახლოეს მომავალში მსოფლიოში მივიღებთ სიტუაციას, როცა დასაქმების სპექტრი პოლარიზებული იქნება. ერთ მხარეს დაბალი კვალიფიკაციისა და ანაზღაურების მქონე სამუშაო, მაგალითად, დალაქები, მიმტანები, საბანკო ოპერატორები, მაღაზიის კონსულტანტები - ამ სამუშაოს ავტომატიზება რთულია, რადგან ადამიანის ხელი აქ აუცილებელია. და მეორე მხარეს - მაღალი კვალიფიკაციის და ანაზღაურების მქონე სამუშაო - მაგალითად, საინვესტიციო ბანკირები, იურისტები, ინჟინრები, IT სპეციალისტები - რომელთაც სამუშაო ადგილას კომპლექსური ცოდნა და ექსპერტიზა მოაქვთ, რისი ტექნოლოგიებით ჩანაცვლებაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
კვლევები აჩვენებს, რომ სამუშაოების ასეთი გადანაწილების შედეგად დასაქმების სტრუქტურაც შეიცვლება. ახალ სტრუქტურაში თანამშრომლებიც სამ ძირითად კატეგორიაში განაწილდებიან: პირველი, ეს არის პროფესიონალური, კორპორატიული ბირთვი - მცირე რაოდენობის ადამიანი იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ რესურსები სწორად განაწილდეს, სწორ დროს სწორი ადამიანების ხელში აღმოჩნდეს, რათა დაიზოგოს დრო და გაიზარდოს ღირებულების შექმნის ალბათობა.
მეორე ჯგუფი იქნება სპეციალიზებული კონტრაქტორები - მათი პასუხისმგებლობა იქნება დამატებითი ღირებულება შემატონ სამუშაო პროცესს, გარკვეულ დროში გარკვეული ანაზღაურებით. ამ ტიპის თანამშრომლები, როგორც წესი, თავად ირჩევენ მუშაობის მეთოდს. დავალების შესასრულებლად ისინი ძირითადად იყენებენ იმ რესურსს, რომელიც თავიანთი მუშაობის პერიოდში დააგროვეს. კომპანიამ ამ სახით შეიძლება დაიქირაოს როგორც ცალკეული პროფესიონალები, ისე მსხვილი პროფესიონალური ფირმები ან კონკრეტული სპეციფიკის მატარებელი კომპანიები. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ტიპის სპეციალიზებული კონტრაქტორები საკუთარ თავს უფრო ბიზნეს პარტნიორებად მიიჩნევენ, ვიდრე კორპორატიული ბირთვის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებად.
მესამე ჯგუფი საჭიროებისამებრ დაქირავებული პერსონალისგან შედგება. მათ, როგორც წესი, საათობრივი, დღიური ან ყოველკვირეული ანაზღაურება აქვთ.
ბევრი ბიზნესი უკვე გადავიდა და საქმების ამ მოდელზე. თანამშრომლების ასეთი კლასიფიკაცია საკმაოდ მოსახერხებელია მზარდი ბიზნესისთ ვის, რომლის მოთხოვნილებები სწრაფად იცვლება: ამგვარად უფრო ადვილია რესურსების ისე გადანაწილება, რომ მაქსიმალურად ზუსტად უპასუხოს შეცვლილ მოთხოვნებს.
საინტერესოა ისიც, რომ ამ ტიპის დასაქმების ბაზარი სულ უფრო იზრდება. დროებით კონტრაქტებს ძირითადად ის ადამიანები თანხმდებიან, ვინც რამდენიმე საქმეს ერთმანეთს უთავსებს. მათ მოქნილი გრაფიკი ხელს აძლევთ, რადგან ასე თავად არჩევენ სად და როგორ იმუშაონ და, შესაბამისად, უკეთ აკონტროლებენ საკუთარ კარიერას. თუმცა რისკებიც არსე ბობს: ერთი სამუშაოდან მეორემდე შეიძლება დრო გავიდეს და ამგვარად დასაქმებულ ადამიანს დროებით შემოსავალი შემოაკლდეს.
როგორც კვლევითმა ორგანიზაციამ - Taleo Research - გამოთვა ლა, კომპანიამ შეიძლება, სულ მცირე, 20%25- ით შეამციროს თავისი დანახარჯე ბი, თუ სწორად დააბალანსებს სხვადასხვა ფორმით დასაქმებულ თანამშრომლებს.
კვლევები აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის მოთხოვნა გაიზრდება თვით დასაქმებულ, შტატგარეშე, მოკლე კონტრაქტებისთვის შესაფერის და ბიზნესის კეთების უნარის მქონე ადამიანებზე. დასაქმების სტრუქტურის ცვლილებამ, წინასწარი შეფასებით, კონკურენციისა და პროდუქტიულობის ზრდა უნდა გამოიწვიოს.
![]() |
20 უნდა ვიყიდოთ თუ არა iPhone 5?! |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
პირველი iPhone-ის გამოსვლიდან დღემდე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, უკვე ტრადიციად იქცა, რომ საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი ერთ კონკრეტულ შეკითხვას უსვამს საკუთარ თავს: იყიდოს თუ არა ახალი iPhone და რითი სჯობს ის წინა მოდელს?! არც მიმდინარე, 2012 წელი აღმოჩნდა გამონაკლისი. კომპანია Apple-მა 21 სექტემბერს ახალი iPhone 5 ჩაუშვა გაყიდვაში, რითიც თანაბრად გაახარა სტივ ჯობსის გასხივოსნებული სული ზეცაში და Apple-ის ფანი ბიჭუნები სადა გოგონების მილიონიანი არმია დედამიწაზე... და მაინც, თუ iPhone-ს არ განვიხილავთ, როგორც ტექნოფილიური ექსტაზის მიღწევის ფორმას, ან საკუთარი გამორჩეულობის ხაზგასასმელ საშუალებას, საინტერესოა, თუ რა არის ისეთი ახალ iPhone-ში, რამაც უკვე მეექვსედ შეაზანზარა სმარტფონების ბაზარი.
ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება iPhone-ის ახალ და წინა მოდელს შორის ზომები გახლავთ. მე-5 მოდელი თითქმის ერთი სანტიმეტრით გრძელია სიმაღლეში. ის ასევე 1.7 მილიმეტრით თხელია სისქეში და 28 გრამით მსუბუქია, თუმცა სისქეში და წონაში სხვაობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. სამაგიეროდ, შარჟების და ხუმრობების მთელი კასკადი მოჰყვა ერთ სანტიმეტრიან ზრდას სიმაღლეში, რომელთა მოკლე შინაარსი ერთ მარტივ აზრამდე დაიყვანება: iPhone 5 იგივე iPhone 4S-ია, ოღონდ ცოტა მაღალი. ეს, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, iPhone 5-ში მრავალი ტექნოლოგიური სიახლეა წარმოდგენილი, თუმცა რამდენად რელევანტურია ის, მაგალითად, ქართული ბაზრისთვის, ეს ცალკე სასაუბრო თემაა.
თანამედროვე სამყაროში „ჭკვიანი“ ავტონომიური ელექტრო მოწყობილობები, მათ შორის, სმარტფონები და შესაბამისად iPhone 5, ხასიათდებიან სამი უმთავრესი პარამეტრით, რომლებიც შემდგომში მათი ფარდობითი სიავკარგის დასადგენად გამოიყენება. ეს პარამეტრები სამი მარტივი შეკითხვით დგინდება: 1) რამდენად სწრაფია გამოთვლებში, 2) რამდენი ხანი ჰყოფნის ელემენტი, 3) რამდენად სწრაფია მისი კავშირი გარე-სამყაროსთან. ამ სამი პარამეტრის მაგალითზე ძალიან მარტივად ჩანს iPhone 5-ის უპირატესობები და ნაკლოვანებები წინა მოდელებთან და კონკურენტი კომპანიების სმარტფონებთან შედარებით.
ასე მაგალითად, პროცესორი A6, რომლითაც აგრერიგად თავს იწონებს Apple-ი, აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის განცხადებით, ორჯერ სწრაფია წინამორბედ A5-ზე - რაც, თავის მხრივ, იწვევს იმას, რომ ტელეფონი უფრო მეტენერგიას მოიხმარს, ვიდრე მისი წინამორბედი. ამ პრობლემის გადაჭრა Apple-ის ინჟინრებმა ელემენტის გადიდებული ტევადობის ხარჯზე სცადეს, თუმცა ტექნოლოგიურ ბლოგებზე ამას ყველა სკეპტიკურად უყურებს. გარე სამყაროსთან კავშირი iPhone 5-ს ახალი ტექნოლოგიით, უკვე 4G-ით მონათლული LTE-ს საშუალებით ექნება (არსებულ 2G-სა და 3G-სთან ერთად). LTE-ს პოტენციური გამტარობა რამდენიმე ათეულჯერ მეტია 3G-სთან შედარებით, თუმცა ჯერჯერობით ის ძალიან ცოტა მობილურ ოპერატორშია დანერგილი. საქართველოში - არც ერთში.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეკითხვა - უნდა ვიყიდოთ თუ არა ახალი iPhone?! - კვლავაც რიტორიკულად რჩება, ვინაიდან მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები, რომლითაც ის თავს იწონებს, ჯერ არ არის დანერგილი ყველა მობილურ ოპერატორში (LTE, Nano-Sim და ა.შ.). მძლავრი პროცესორი და გაუმჯობესებული ეკრანი მას იმ მთავარ კოზირს უკარგავს, რითაც აქამდე სჯობდა კონკურენტებს. კერძოდ, iPhone-ის ელემენტი გაცილებით დიდი ხანი ძლებდა აქამდე, ვიდრე ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სმარტფონები. და მესამე თვალში საცემი ფიზიკური განსხვავება რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის (რაც მას საშუალებას მისცემს, ფართო ფორმატი ან ფილმებს უყუროს საყვარელ მობილურ ტელეფონში), ამას მომავალი გვიჩვენებს. მთავარი შეკითხვა კი მათთვის, ვინც არ არის შეყვარებული სტივ ჯობსის ქმნილებაში და ცდილობს ბაზარზე არსებულ სმარტფონებს შორის საუკეთესოს გამორჩევას, კვლავაც პასუხგაუცემელი რჩება.
![]() |
21 კრიტიკული აზრის უქონლობა |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
ილია ჭავჭავაძე
1888 წ. 8 იანვარი
თუ ჩვენს მწერლობასა და საზოგადოებას ჩაუკვირდებით, შენიშნავთ ერთს არასასიამოვნო გარემოებას, რომელიც ხელს უშლის ერთის და მეორის წარმატებასაც. არც მწერლობასა და არც საზოგადოებას არ აღმოუჩენია ნამდვილი გზა, რომლითაც უნდა მსვლელობდეს აზრი და გონება, არ დაუდგენია ნამდვილი აზრი ჩვენის წარსულ და აწმყოს ვითარების შესახებ და სამართლიანად ვერ დაგვიფასებია, ვერ გამოგვიკვლევია ჩვენი ყოფა-ცხოვრება. ჯერჯერობით ვერ შევთანხმებულვართ და ვერ აღმოგვიჩენია ის ცენტრალური წერტილი, სადაც გადანასკვულია ცხოვრების სხვადასხვა მიმდინარეობა. ერთის სიტყვით, დღემდის ვერ დაგვიდგენია სამართლიანი კრიტიული აზრი ჩვენის ცხოვრების შესახებ. ეს გარემოება ამით არის უსიამოვნო, ჩვენის წარმატების დამაბრკოლებელი, და გვიჩვენებს ჩვენის გონების გაუწრთვნელობას, ჩვენს გაუფრთხილებლობას და დაუკვირებლობას. აი, აქ არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ყოველი კეთილი საზოგადო საქმე ჩვენში ერთობ ნელის ნაბიჯით მიდის წინ...
ჩვენა ვთქვით, რომ კრიტიკული აზრი ვერ დაგვიდგენია ჩვენის ვითარების შესახებ, სამართლიანად ვერ დაგვიფასებია ჩვენი წარსული და აწმყო. კრიტიკულის აზრის უქონლობა იმოდენად შესამჩნევია ჩვენში, რომ არ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ, თუ ცოტათი მაინც ჩაუკვირდებით ჩვენს აზროვნებასა. აი, სხვათა შორის, აქ არის იმის მიზეზი, რომ ვერც ჩვენის ისტორიის შესწავლა და კვლევა ვერ დამდგარა ჯერჯერობით ნამდვილს გზაზე და ვერც საზოგადო აზრის მიმდინარეობა. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, ვითომ ყველანი ერთისა და იმავე გზით უნდა ვმსვლელობდეთ, ერთსა და იმავე ყაიდაზე ვგრძნობდეთ და ვგონებდეთ, რომ ყველანი ერთისა და იმავე აზრისა ვიყვნეთ, არამედ იმასა, რომ ჩვენ ერთმანერთის აზრი და მოქმედება ვერ დაგვიფასებია და სამართლიანის თვალით არ გაგვისინჯავს, და თუ ერთმანერთს წუნს ავდებთ, მხოლოდ იმისთვის, რომ სურვილი და ღონე არა გვაქვს ერთმანერთის აზრსა და მიზიდულებას საძირკველი გავუსინჯოთ.
ყოველ დაწინაურებულ საზოგადოებაში აზრის სხვადასხვაობა, მრავალგვარობა კრიტიკის შედეგია და სხვადასხვა აზრისა და მიმართულების მიმდევართ აქვთ ისეთი წერტილი, რომელიც ყველასათვის საერთოა. ჩვენში კი სხვადასხვაობა აზრისა კრიტიკულის აზრის უქონლობის ბრალია და ჩვენის გაუფრთხილებლობისა. ჩვენში ხშირად ერთისა და იმავე საგნის შესახებ იმდენად შეუთანხმებელს და წინააღმდეგს აზრს გაიგონებთ, მერე ისეთს საგნებზე, რომელთა შესახებ მორიგებულნი უნდა ვიყვნეთ, რომ სწორედ გასაოცარია.
მაგალითად, ადიდეთ წარსული, აქეთ ძველთა გმირობა და საქვეყნოდ აღიარეთ, რომ ჩვენნი ძველნი შესანიშნავნი იყვნენო, და უსათუოდ გამოვარდება ვინმე და დაგვძახებს, ვითომ თქვენ ადიდებთ ყოველს ნაკლულევანებას წარსულისას, სამარეში იყურებით და მერმისისათვის ზურგი შეგიბრუნებიათ: რა არის პატივსაცემი წარსულშიო, რომელს ერს არ გამოუჩენია გმირობა, რომელს არ გამოუცდია ლხინი და ჭირიო. პირიქით, თუ ვინმემ სთქვა, რომ ჩვენი წარსული შესანიშნავს არაფერს წარმოადგენს, იმაში არც ერთი ნათელი წერტილი არ მოიპოვებაო, მაშინ უსათუოდ ვინმე ყელში გეცემათ და დაგძახებთ, როგორ თუ ჩვენი წარსული სრულიად ტიალ-ოხერიაო. თუ გაბედეთ და სთქვით, რომ ვახტანგ მეფის კანონდებულება დიდი ნაშთია ჩვენის წარსულისაო, რომ იგი ნაყოფია დიდის შრომისა და ჭკუისა, არ შეიძლება ვინმემ არ გიპასუხოთ, რომ იგი კანონდებულება შეიცავს მრავალს მუხთლებს, რომელნიც სრულიად არ ეთანხმებიან კაცთმოყვარეობას და დაწინაურებულის ერის ცხოვრებასაო და, მაშასადამე, არც თვით კანონდებულება არის საყურადღებო და შესანიშნავიო. გაბედეთ და სთქვით, რომ ესა და ეს მწერალი დიდად შესანიშნავია, თავისის ნაწერებით დიდი სამსახური გაუწია სამშობლო მწერლობასა და ენასაო და მაშინვე მოგვარდებიან და შეგძახებენ, რომ თქვენა სცდებით და უღირს მწერალს ადიდებთო. საბუთად იმას დაგისახელებენ, რომ ამ მწერალმა ამა და ამ დროს ესა და ეს უგვანო აზრი წარმოსთქვა და თანაც ესა და ეს საქციელი ჩაიდინაო. თუ გაბედეთ და სთქვით, რომ ჩვენში მწერლობა დიდი ძალაა საზოგადოების წარმატებისაო, მაშინვე, თქვენის აზრის მიუხედავად, გაიძახიან, რომ ჩვენი მწერლობა სრულიად უძლურია, უფერულია, ენა გარყვნილიაო და სხვანი და ამასთანავე დაგწამებენ, რომ საკუთარის ნაკლულევანების აღმოჩენას ერიდებითო და უფრთხითო. ვინმემ რომ სთქვას, საჭიროა ვეცადოთ, თავადაზნაურობამ საკუთარი სკოლები იქონიოსო, იმ წამსვე მოგვარდებიან და დაგწამებენ, რომ საკუთრად თავადაზნაურობის მომხრე ხართ, არისტოკრატიულის აზრებითა ხართ გამსჭვალულიო და გლეხობას სრულიად არ დაეძებთო. თუ გლეხობაზე იზრუნეთ, მაშინ დაგწამებენ მტრობას თავადაზნაურობისამდი და სხვა. ეხლა ვიკითხოთ, ნუთუ ამგვარი უთანხმოება აზრისა, ერთმანერთის გაუგებლობა სამწუხარო არ არის? განა ყოველივე ესე შესაძლებელი იქნებოდა, ჩვენში რომ კრიტიკული აზრი მუშაობდეს? განა ეგ შესაძლებელი იქნებოდა, თუ რომ ჩვენ შეჩვეულნი ვიყვნეთ სამართლიანს მსჯელობას და ყოველსავე საქმის რიგიანად დაფასებას და აწონ-დაწონვას?
ცხადია, რომ ზემოთ მოხსენებული გარემოება ხელს უშლის ყოველ საზოგადო საქმის წარმატებას, რადგანაც ყოველივე უსაფუძვლო შეტაკება აზრისა მოითხოვს გარდამეტებულს ლაპარაკს, მითქმა-მოთქმას, რომელიც სრულიად წარმოუდგენელიაიქ, სადაც კრიტიკული აზრი მუშაობს. ასე და ამრიგად ხშირად მრავალს სიტყვასა ვხარჯავთ იმისათვის, რაიცა სრულიად უეჭველი უნდა იყოს.
![]() |
22 თბილისი 2015: ნაბიჯი მომავლისკენ! |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ლაშა გოდუაძე
ინტერვიუ არჩილ გეგენავასთან
2015 წელს თბილისში ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. ეს შეჯიბრება 1991 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ეწყობა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. თბილისი ფესტივალის მასპინძელი ყველაზე აღმოსავლეთევროპული ქალაქია და, ამავდროულად, პირველი პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვისაც ასეთი პატივი ერგო.
ევროპის 48 ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენი - საქართველოში ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება არასდროს ჩატარებულა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ერთგვარი გამოცდა, რომელიც მხოლოდ უმაღლეს დონეზეა ჩასაბარებელი.
თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტი რევაზ ჩომახიძის (პროექტის გენერალური მენეჯერი), გიორგი ხაჩიძის (აღმასრულებელი კოორდინატორი), ირაკლი სამყურაშვილის (სპორტული კოორდინატორი) და ნუცა მალაშხიას (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური) შემადგენლობით წელიწადზე მეტია მუშაობს და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტიც განახორციელა.
ტაბულა ფესტივალის შესახებ თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალურ დირექტორს არჩილ გეგენავას ესაუბრა.
ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა თბილისი 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლად 2010 წელს, ბელგრადში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე დაასახელა. მაშინ არავინ ელოდა, რომ ეოკ-ი თბილისისადმი ასეთ ნდობას გამოიჩენდა.
დღეს ნათელია, რომ ორი წლის წინ ჩვენმა დელეგაციამ ძალიან დიდი გამარჯვება მოიპოვა. ამ წარმატების ფასი და მნიშვნელობა წლიდან წლამდე გაიზრდება. სამწუხაროდ, მასპინძლის დასახელებას წინ უსწრებდა ჩვენთვის არცთუ სასიამოვნო რამდენიმე მოვლენა, რომელიც არაკეთილმოსურნე მეზობლის მიერ იყო ინსპირირებული. საბედნიეროდ, ჩვენმა პროექტმა ევროპული სპორტული ოჯახის მაღალჩინოსნებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მათ საბოლოო არჩევანზე ასევე იმოქმედა სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის, ლეგენდარული კალათბურთელის ვლადე დივაცის თბილისში ვიზიტმაც... ახლა, როცა ოლიმპიურ ფესტივალამდე სამ წელიწადზე ნაკლები დროა დარჩენილი, ჩვენი მთავარი მიზანი იმ ნდობის სრულად გამართლებაა, რომელიც ეოკ-მა ჩვენი ქვეყნისადმი, თბილისისადმი გამოიჩინა.
თბილისი 2015-ის საორგანიზაციო ჯგუფი კარგა ხანია მუშაობს. რა პროექტები განახორციელეთ განვლილ პერიოდში?
შევიმუშავეთ გენერალური გეგმა, რომელსაც სპორტის სამინისტროსთან, დედაქალაქის მერიასთან და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად თანმიმდევრულად ვახორციელებთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ სრულად შევისწავლეთ თბილისის სპორტული ნაგებობები, მათი მდგომარეობა და დავიწყეთ შენობების რეაბილიტაცია. ამას გარდა, დროგამოშვებით ვმასპინძლობთ სადამკვირვებლო ჯგუფებს და მათთან ერთად ვხვეწთ სამუშაო პროცესს - ასე ვთქვათ, „ვსწავლობთ“ დიდი სპორტული ფორუმების საორგანიზაციო საკითხებს. გაისად ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ჰოლანდიის ქალაქი უტრეხტი უმასპინძლებს და ჩვენი დელეგაცია უკვე ადგილზე გაეცნობა საორგანიზაციო პროცესს. შარშან ფესტივალს ტრაბზონმა უმასპინძლა და მაშინაც დავესწარით შეჯიბრებას...
თუ არის ცნობილი ოლიმპიადის კონკრეტული ვადები?
ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ ასპარეზობები ივლისის მესამე კვირაში გაიმართება. საერთო ჯამში, ახალგაზრდული ოლიმპიადა 7 დღეს გასტანს: გახსნის და დახურვის საზეიმო ცერემონიალები, პლუს 5 საშეჯიბრო დღე.
თბილისის ოლიმპიური სოფლის ესკიზი
სპორტის რამდენი სახეობა იქნება ჩართული თბილისის ოლიმპიურ ფესტივალში?
ცხრა. გუნდურიდან მხოლოდ კალათბურთი, ხელბურთი და ფრენბურთი. რაც შეეხება სხვა სახეობებს, გაიმართება შეჯიბრებები ძიუდოში, ველოსპორტში, მძლეოსნობაში, ტანვარჯიშში, ცურვასა და ჩოგბურთში. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ნაკრები ცხრავე სახეობაში წარდგება. უკვე ხორციელდება სპორტსმენთა მომზადების პროგრამა, რომელიც გოგონებისა და ვაჟების საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლასაც ითვალისწინებს. ამ პროექტს სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ. სპორტსმენთა დაფინანსება წლიდან წლამდე გაიზრდება.
თუ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელი არენა რა შეჯიბრებას უმასპინძლებს?
გადაწყვეტილია, რომ ვაჟთა შორის საკალათბურთო ტურნირი სპორტის სასახლეში გაიმართება. რაც შეეხება კალათბურთელ გოგონებს, ასევე ფრენბურთელებსა და ხელბურთელებს, მათთვის ოთხ დარბაზს განვიხილავთ: ქარიშხალას, არენას, გლდანის ხელბურთის სკოლას და სპორტის სამინისტროს საკალათბურთო ცენტრს. ძიუდოს ტურნირს ძიუდოს აკადემია მიიღებს, საწყლოსნო შეჯიბრებებს ოლიმპიკის აუზი უმასპინძლებს, ველორბოლა დედაქალაქის ქუჩებში გაიმართება - ამ მხრივ ყველაზე იოლადაა საქმე, ჩოგბურთელთათვის ახალი კორტები მოეწყობა, მძლეოსნები კი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამოვლენ. ამ ეტაპზე მხოლოდ ტანმოვარჯიშეთა საკითხია გადასაწყვეტი. არაა გამორიცხული, თბილისს კიდევ ერთი სპორტის სასახლე შეემატოს, სადაც ფესტივალის დღეებში ტანმოვარჯიშეები გამოვლენ, შემდეგ კი ის სხვა ღონისძიებებით დაიტვირთება, მათ შორის, კონცერტებითაც.
ითქვა, რომ ოლიმპიადა დინამო არენაზე გაიხსნებოდა...
გეთანხმებით, თავდაპირველად ამ ვარიანტს განვიხილავდით, მაგრამ საბოლოოდ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ვამჯობინეთ: გახსნის და დახურვის ცერემონიალებს ის უმასპინძლებს.
აკმაყოფილებენ თუ არა ეს სპორტული დარბაზები ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნებს?
ამ ეტაპზე არა, მაგრამ როცა ჩვენი გეგმა დასრულდება, ყველა არენა უმაღლესი დონისა იქნება. გადაწყვეტილია, რომ მალე ვერის საკალათბურთო დარბაზის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე იგეგმება ოლიმპიკის საცურაო აუზთან მეორე საწყლოსნო კომპლექსის აგება და იქვე, ახლომდებარე ტერიტორიაზე, საჩოგბურთო კორტების მოწყობა. რაც შეეხება ძიუდოს აკადემიას, მის სრულ რემონტს და ტრიბუნების დამატებას ვგეგმავთ. გარდა ამისა, გათვალისწინებული გვაქვს იმ შენობების კეთილმოწყობა, სადაც გუნდები ივარჯიშებენ. ამ პროექტის ფარგლებში, მალე დავიწყებთ დიდუბის საკალათბურთო ცენტრის სრულ რეკონსტრუქციას - იქ ოთხი დიდი დარბაზია, მაგრამ დღეს ყველა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
ოლიმპიურ ოლიმპიადაში 48 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სად უმასპინძლებთ სპორტულ დელეგაციებს?
რა თქმა უნდა, ოლიმპიურ სოფელში. დედაქალაქის მერია თბილისის ზღვის გარშემო გრანდიოზულ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს და ოლიმპიური სოფელიც მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის ოლიმპიური სოფელი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ევროპაში. ის თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსების გარდა სასტუმროს და პატარა სპორტულ მოედნებსაც მოიცავს. მშენებლობა უკვე დაწყებულია. წესით, წლის ბოლოს პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს.
თბილისის ოლიმპიური სოფლის ესკიზი
საინტერესოა, რამდენია თბილისი 2015-ის ბიუჯეტი?
ამ ეტაპზე ძნელია კონკრეტული რიცხვის დასახელება, მაგრამ ის უდავოდ შთამბეჭდავია. თავად განსაჯეთ: მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 60 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ამ თანხაში არ შედის ოლიმპიური სოფლის ღირებულება - ის მთლიანად უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. ამას ემატება საორგანიზაციო ხარჯები, სპორტსმენთა მზადება... წინასწარი გათვლით, დაახლოებით 150 მილიონ ლარზეა საუბარი.
ლოგო, სლოგანი, ჰიმნი, თილისმა, პლაკატი... - ეს ყველაფერი ოლიმპიური მოძრაობის თანამდევია. რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
ფესტივალის ლოგო და სლოგანი უკვე შემუშავებულია. გამოვაცხადეთ კონკურსი, რომლის საწყის ეტაპზე მოყვარულთა ნამუშევრები შევარჩიეთ. პირველადგილოსანი ლონდონის ოლიმპიადის საგზურითაც დავაჯილდოვეთ, თუმცა საბოლოო ჯამში თბილისი 2015-ის ლოგო და სლოგანი კომპანია Windfor's-მა შეიმუშავა. მიმაჩნია, რომ ჩვენთან ჩატარებულ ოლიმპიურ ფესტივალს ძალიან ლამაზი ლოგო და ეფექტური სლოგანი აქვს - ნაბიჯი მომავალისკენ (Step to the Future). ჩვენ უკვე მოვაწყვეთ მათი პრეზენტაცია. რაც შეეხება ჰიმნს, თილისმას და პლაკატს, ისინი დამუშავების პროცესშია და როცა მზად იქნება, გულშემატკივრებს აუცილებლად წარვუდგენთ.
მოივლის თუ არა ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოს?
ჩვენი სურვილია, რომ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტას ყველა ქალაქმა თუ დაბამ უმასპინძლოს, მაგრამ დღეისთვის კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით - რუკაზე მუშაობა ჯერ არ დაგვიწყია. გულდასაწყვეტია, რომ ბევრს ჯერაც ვერ გაუცნობიერებია, თუ რა ღონისძიების მასპინძლობის პატივი ერგო თბილისს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს ახალგაზრდული ოლიმპიადის მნიშვნელობა. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაც უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული.
მნიშვნელოვან ღონისძიებას სათანადო საინფორმაციო მხარდაჭერაც სჭირდება...
ჩვენ უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება ტელეკომპანია GMG-სთან, რომელიც ფესტივალის დაწყებამდე თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის ყველა ნაბიჯს აშუქებს. რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდულ ოლიმპიადას, ყველა შეჯიბრება ტელევიზიით გადაიცემა. არაა გამორიცხული, ტელერეპორტაჟები ევროსპორტის მაყურებელმაც იხილოს - ეს პროექტი დამუშავების პროცესშია და ვიმედოვნებ, წარმატებით დაგვირგვინდება. თუ პირდაპირი ტელეტრანსლაციები არ გამოვიდა, სავარაუდოდ, ოლიმპიურ დღიურებს შევთავაზებთ ქომაგებს. მოკლედ, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ.
თქვენთვის, როგორც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გენერალური დირექტორისთვის, რას ნიშნავს თბილისი 2015?
ორი აზრი არ არსებობს, რომ ესაა ძალიან დიდი ღონისძიება, რომლის მნიშვნელობა ჩვენთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტული შეჯიბრება. ვფიქრობ, თბილისი 2015 თავისი არსით ზუსტად ემთხვევა იმ კურსს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია - ესაა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა.
![]() |
23 თავით თამაშის ხელოვნება |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
გიორგი ფირცხელანი
მათი დიდების ჟამი მაშინ დგება, როდესაც ბურთი მიწიდან ორი მეტრის სიმაღლეზეა...
ტიმ კეჰილი
დადა მარავილია
კევინ დევისი და ჯონ ჰეიტინგა
„არაა საჭირო გქონდეს ორმეტრიანი ჩეხის, იან კოლერის აღნაგობა, რომ პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური “თარგეთმენი“ იყო“ - კევინ დევისი. საშუალო სიმაღლისა და არც თუ დიდი გაბარიტების მქონე ფორვარდს რიო ფერდინანდი ერთ-ერთ ურთულეს მეტოქედ მოიხსენიებს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ თამაში დიდ ფიზიკურ დატვირთვასა და გამძლეობას მოითხოვს. ბოლტონ უონდერერსის სათამაშო სქემა თითქმის ცხრა სეზონი სწორედ დევისზე იყო მორგებული. მას ეკუთვნის პრემიერ ლიგის რეკორდები: ყველაზე მეტი თამაშის წესის დარღვევა და ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი (100). მეათე ადგილოსან როი კინზე 38-ით მეტი. სათამაშო როლისა და 84 საგოლე გადაცემის ფონზე (რაც ფორვარდებში მეათე შედეგია), ბოლტონელის მიერ თავით გატანილი გოლების რაოდენობა - 25, ნორმალური მაჩვენებელია. მაგრამ პროცენტულად, ათეულშიც ვერ ხვდება.
პრემიერ ლიგის ტოპ ათეულს ტიმ კეჰილი ლიდერობს. 1.78 სმ სიმაღლის მქონე ავსტრალიელს თავით გოლი თითქმის ყოველ ექვს თამაშში ერთხელ გაჰქონდა. მან უკან ჩამოიტოვა ისეთი მოთამაშეები, როგორებიც იყვნენ: დიონ დაბლინი, დან კანფერგი უსონი, ნეილ ქუინი და ასე შემდეგ.
ჯონ ტერი პრემიერ ლიგის ზევსად კენ უაინჯონსს აღიარებს. ტრინიდადელი ფორვარდი დღეს ბოლტონის გაუმჯობესებული ვერსიის - სტოკსიტის ღირსებას იცავს. სტოკი გიგანტების კლუბია. ადგილი, სადაც პიტერ კრაუჩს, კენუაინ ჯონსს, იონ კარეუს და კემერონ ჯერომს ერთად შეუძლიათ თამაში.
ადრეულ წლებში, საფეხბურთო ლიგაში თავური დარტყმების ისტორია დიქს დინიდან იღებს სათავეს და ჯო როლით, ალან კლარკით, მარტინ ჩივერსით სრულდება.
სამხრეთამერიკული ფეხბურთი ზოგადად მაღალ პასთან და თავით თამაშთან არ ასოცირდება, მაგრამ თავით თამაშის ოსოსტატებს აქაც მრავლად შეხვდებით. “მხოლოდ ამ სამეულს შეუძლია ჰაერში გაჩერება - კოლიბრს, ვერტმფრენს და დადა მარავილიას!“ - ეს სიტყვები 1960-70 იანი წლების ბრაზილიის ჩემპიონატის ბირჰოფს - დადა მარავილიას ეკუთვნის. 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარავილია ბრაზილიის ნაკრებს ახლდა, მაგრამ ტურნირზე ერთი წუთიც არ უთამაშია. მისი თქმით, მან მხოლოდ ორი რამ არ იცოდა ცხოვრებაში - საგოლე მომენტის გაფუჭება და ფეხბურთის თამაში.
მარავილიას ეპარქიიდან სამხრეთით, მონტევიდეოს პენი აროლში ალ ბერტ სპენსერი ბრწყინავდა. ეკვადორელი ლეგენდა, პელემ მის მიერ შედგენილ ყველა დროის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია ში შეიყვანა, რომელიც 2004 წელს გამოქვეყნდა. ფეხბურთის მეფემ (რომელიც ასევე ძალიან ძლიერი იყო მეორე სართულზე) განაცხადა, რომ სპენსერს თავით თამაშში ბადალი არ ჰყავდა. კარიერის დასრულების შემდეგ ის ეკვადორის კონსული იყო ურუგვაიში. 2006 წელს, ოჰაიოს შტატში, კლივლენდში გარდაიცვალა.
შედარებით ახლო წარსულიდან მარტინ პალერმოს, მარიო ჟარდელისა და ივან სამორანოს გამოყოფა შეიძლება. სამორანოს, ტიმ კეჰილის მსგავსად, საკუთარი ხელწერა ჰქონდა, საკუთარი მკვდარი ბურთის ალღო, საკუთარი მეექვსე გრძნობა. ინსტინქტი, რომელიც “კროსს“ არასოდეს ღალატობს. ხარედ ბორხეტი? ერთ-ერთი უკანასკნელი კაცი, რომელმაც ჯან ლუიჯი ბუფონი გაშეშებული დატოვა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში - მექსიკა 1:1 იტალია. ბლან კოს პასი და ბორხეტის ულამაზესი და ამავდროულად ურთულესი შესრულება. ბორხეტიმ 2005 წელს კევინ დევისის გვერდით სცადა თამაში. გახდა ინგლისურ ლიგაში მოთამაშე პირველი მექსიკელი, მაგრამ მისი პერიოდი ბოლტონში წარუმატებელი აღმოჩნდა. ისევე, როგორც მარიო ჟარდელის.
პაოლო მალდინი და ხარედ ბორხეტი
ივან სამორანო და რივალდო
მარკო ვან ბასტენი
გერმანული სკოლა ამ მხრივ არავის ჩამოუვარდება. ყველასთვის ცნობილია, რომ ოლივერ ბირჰოფის “ტრეიდმარკი“ სწორედ თავით თამაში იყო. უვეზე ელერის გოლის გახსენებაზე კი ჯეკი ჩარლტონს დღემდე ცრემლები მოსდის. ბიგ ჯეკი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, როდესაც ჰამბურგელმა ჩია კაცმა (1.68 სმ იყო სიმაღლეში) ბობი მურს და ბრაიან ლებოუნს მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოუგო და პიტერ ბონეტის კარში ბურთი კეფით გადაგზავნა. ზეელერის თავურმა და გერდმიულერის დამატებით დროში გატანილმა გოლმა გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარ ფინალ ში გაიყვანა, სადაც ჰელმუტ შონის ნაკრები იტალიასთან უმძიმეს ბრძოლაში დამარცხდა. ამ ჟანრში, ზეელერისა და ბირჰოფის ღირსეული შემცვლელი, გერმანიის ნაკრებს 2001 წელს გამოუჩნდა, მიროსლავ კლოზეს სახით.
„საუკუნის მატჩში“ ზეელერის მოწინააღმდეგე ლუიჯი რივა, საუკეთესო თავის მქონე იტალიელ ფეხბურთელად არის აღიარებული.
შანდორ კოჩიში, ჟოზე ტორესი და ტელმოსარა პირენეისცას აკონტროლებდნენ. ტელმოსარა ექვსჯერ გახდა პრიმერა დივიზიონის ბომბარდირი, რაც დღემდე რეკორდია. ფერნანდო ლორენტემ, ფრედერიკ კანუტემ, ნიკოლა ზიგიჩმა, ფერნანდო მორიენტესმა, ისმაელ ურსაისმა და არიცად ურიცმა მათი კონტროლის ზონა ჩაიბარეს. ბასკები - ლორენტე და ადურიცი ჯერჯერობით ბილბაოში არიან. დანარჩენები, ზოგი პრიმერაში აღარაა, ზოგი საერთოდ ფეხბურთში.
თანამედროვე ტენდენცია - ბურთის ფლობაზე აქცენტის გაკეთება და მოკლე პასით თამაში, ცალკეული შემთხვევების გარდა, ძველი ყაიდის, მარტო ხელა მძიმე ფორვარდს არ ითვალისწინებს. დღეს ბურთი მეტწილად მიწაზეა. მიუხედავად ამისა, ევრო 2012-ზე გატანილი 77 გოლიდან, 20 თავური დარტყმით გავიდა, რაც ევროპის ჩემპიონატების რეკორდია. მიშელ პლატინიმ ეს ფაქტი კარის გასწვრივ მყოფი მსაჯების არსებობით ახსნა.
თავით თამაში მომაკვდინებელი იარაღია. მისტიკაა. მეკარე ვერასოდეს განსაზღვრავს ბურთის ტრაექტორიას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი ადრენალინითაა გაჟღენთილი, როდესაც ხრისტო ბონევი წამიერად პელეა, იორდან ლეჩკოვი - სოკრატესი და სოფია - რიოს გარეუბანი.
ისევე, როგორც 1988 წელს, აქაც წერტილს მარკო ვანბასტენი დასვამს. ოღონდ, საბჭოეთის და რინატ დასაევის წინააღმდეგ არა. რა შეიძლება იყოს ვანბასტენის გოლზე ლამაზი და ელეგანტური, რომელიც მან 1989 წელს ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში მადრიდის რეალს გაუტანა? არ ვიცი, ალბათ ჟიზელის ფეხები, ან ახალგაზრდა მიკი რურკი. წარმოდგენა არ მაქვს.
![]() |
24 მანასელი ძვლის მტვრეველი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ირაკლი მაღრაძე
ტაბულა იწყებს ახალ რუბრიკას - მსოფლიო კრივის ვარსკვლავები, რომელსაც ორ კვირაში ერთხელ შემოგთავაზებთ. დღევანდელი წერილი ლეგენდარულ ჯეკ დემპსიზეა.
მსოფლიოში რთულად თუ მოიძებნება მოკრივეთა ისეთი რეიტინგი, სადაც ჯეკ დემპსი ნომერ პირველადაა მოხსენიებული. არა, მას ყველა დროის საუკეთესო მოკრივეს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი სიის მონახვა, სადაც დემპსი ათეულში ან უარეს შემთხვევაში ოცეულში არ იყოს.
სანამ მოკრივე გახდებოდა, ლეგენდარულმა უილიამ ჰარისონ დემპსიმ წარმოუდგენლად რთული გზა გაიარა. დაიბადა კოლორადოში, მაგრამ იქ დიდხანს არ გაჩერებულა. მანასელი ძვლის მტვრეველი (როგორც მას შემდგომში უწოდებდნენ) ურთულეს პირობებში იზრდებოდა. ხშირად ყოფილა, რომ ჯეკი და მისი 10 და-ძმა რამდენიმე დღე მშივრები იყვნენ.
ერთხელ, მატარებლით მგზავრობისას, დემპსიმ შენიშნა, თუ როგორ ეხვეწებოდა დედა კონდუქტორს, რომ ვაგონიდან არ ჩაეგდო, რადგან მგზავრობის საფასურის გადახდა არ შეეძლოთ. სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა გარდამტეხი, 15 წლის უილიამ ჰარისონ დემპსიმ გადაწყვიტა - რამე უნდა ექნა, ასე ცხოვრება არ სურდა. შემდგომში, ამ ეპიზოდის გახსენებისას, დემპსი ჰყვებოდა: „ვუყურებდი დედას, კონდუქტორის დამცინავ სახეს და გული ბრაზით მევსებოდა. იმ წამს თავს პირობა მივეცი, რომ არასოდეს არავის მოწყალების იმედზე არ ვიქნებოდი!“. ჯეკ დემპსი მსოფლიოს ჩემპიონი და ლეგენდა მხოლოდ ვარჯიშის ხარჯზე არ გამხდარა - მას ღირსება და თვითგადარჩენის ინსტინქტი სისხლში ჰქონდა.
დემპსი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა სახლიდან წავიდა - ვაგონებში ცხოვრობდა და ნავთობჭაბურღილებზე მუშაობდა. ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობდა ლუკმა-პურის საშოვნელად მანამ, სანამ ერთ დღეს პოლიციელმა ისე არ სცემა, რომ ძლივს გადარჩა. მაშინ მიხვდა, რომ მხოლოდ მუშაობა არ კმაროდა და ველური დასავლეთის ტიპური ბარები, სადაც სასტიკი ბრძოლები იმართებოდა, ჯეკის მუდმივ ადგილსამყოფელად იქცა. ბარში ჩხუბების შემდეგ რინგზე გასვლა ერთი სიამოვნებააო, ამბობდა ის.
19 წლის კიდ ბლექი, როგორც თავის თავს მოიხსენიებდა, ნიუ იორკში ჩავიდა. იქამდე დემპსის ასამდე არაოფიციალური ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, რომელთა უმეტესობაც ბრუტალურად მოიგო. სისწრაფე და არანორმალური სიძლიერის მარცხენა ჰუკი მანასელი ძვლის მტვრეველის კოზირები იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ნიუ იორკი დემპსის არ იცნობდა. თავის დამკვიდრება ამ ქალაქში ურთულესი იყო და ჯეკმა გადაწყვიტა, შანსისთვის ებრძოლა. დემპსიმ ადგილობრივი ორთაბრძოლების ორგანიზატორები მოატყუა, რომ კლდიანი მთების ჩემპიონი იყო, თუმცა ასეთი ტიტული არ არსებობდა. მომავალ მოწინააღმდეგეთა სამწუხაროდ, ჯეკი რინგზე დაუშვეს.
სასტიკი ნოკაუტების აურაცხელი რაოდენობა - ჯეკ დემპსი მიწასთან ასწორებდა ყველას, ვისაც ხვდებოდა. მალე მისი ბრძოლის აგრესიულმა მანერამ, რომელიც ქუჩურ ჩხუბს მოგაგონებდათ, ლეგენდარული პრომოუტერის, ტექს რიკარდის ყურადღება მიიპყრო. ტექსი მიხვდა - დემპსისგან დიდი ჩემპიონი დადგებოდა და მანასელ ძვლისმტვრეველს ოცნებაც აუხდა - რიკარდის დახმარებით, მძიმე წონაში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან მოუწევდა ბრძოლა.
ჯეს უილარდი ნამდვილი გიგანტი და იმ დროის საუკეთესო მოკრივე იყო. 1.98 სანტიმეტრის სიმაღლის, დემპსიზე 15 სანტიმეტრით მაღალი და, როგორც აწონვაზე გაირკვა, 26 კილოთი მძიმე აღმოჩნდა. სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ჯეკს მცირე შანსიც კი არ ჰქონდა და გოლიათი, რომელსაც ცოტა ხნის წინ რინგზე მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, მოწინააღმდეგეს ადვილად დაამარცხებდა. მზადების პროცესში დემპსის სპეციალურად არ აჩვენებდნენ მოწინააღმდეგეს და ეუბნებოდნენ - ჯეკ, ის ძლიერია, მაგრამ ქონის მასაა... ფორმაში არ არის, არ ინერვიულო.
დემპსი ჰყვებოდა, რომ როდესაც რინგზე გავიდა და მთასავით კაცი დაინახა, მიხვდა, უილარდთან ტიტულისათვის კი არა, სიცოცხლისთვის მოუწევდა ბრძოლა.
რა თქმა უნდა, ისტორია ჯეს უილარდის ქონთან და ფორმაში არყოფნასთან დაკავშირებით, ტყუილი აღმოჩნდა. 1919 წლის 4 ივლისს, თვრამეტი ათასი ადამიანის წინაშე, შედგა ბრძოლა, რომელსაც ხშირად დავითისა და გოლიათის შერკინებასაც უწოდებენ. 90 წამის განმავლობაში, მოკრივეები წრეზე დადიოდნენ, შემდეგ კი მოხდა ის, რამაც პუბლიკა შეძრა. მიუხედავად სიმაღლისა, ჯეს უილარდი დაბლიდან ჩხუბობდა. იგი ცდილობდა, რომ ფიზიკურად და გამძლეობით დაეჯაბნა მოწინააღმდეგე, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. უილარდმა ყურადღება მოადუნა, ოდნავ გააქტიურდა, დემპსიმ ამით ისარგებლა და მომენტალურად გაუშვა მარცხენა ჰუკი. გოლიათი რინგზე დაენარცხა, ისევე როგორც მისი კბილები. ასევე გაუტყდა ყბა და ცხვირი. ეს იყო კრივის ისტორიაში ყველაზე ძლიერი დარტყმა. შემდგომში მაიკ ტაისონი აღფრთოვანებით საუბრობდა ამ ეპიზოდზე.
უილარდი ადგა. მას წაგება არ სურდა, დემპსი კი შეუჩერებლივ ურტყამდა: მარცხენა, მარჯვენა, ისევ მარცხენა... იმდროინდელი წესებით, მოკრივე არ იყო ვალდებული, მოწინააღმდეგის ნოკდაუნში გაგზავნის შემდეგ, კუთხეში მდგარიყო. დემპსიც დავარდნილ მეტოქესთან ახლოს იდგა და წამომდგარ ჩემპიონს დარტყმების კორიანტელს აყრიდა. მეოთხე რაუნდში უილარდმა ვეღარ შეძლო ბრძოლის გაგრძელება და შედეგად, მსოფლიომ ახალი ჩემპიონი გაიცნო.
არა, დემპსი უბრალოდ ჩემპიონი არ იყო. რთულია იმის ახსნა, თუ რა აღიარება ხვდა წილად 24 წლის კოლორადოელ ბიჭს. საკულტო ფიგურა, ეროვნული გმირი, ვარსკვლავი. ასეთი აღიარება, ალბათ, მუჰამედ ალისაც კი არ ჰქონია. გაზეთები მხოლოდ ჯეკ დემპსიზე წერდნენ, ხალხი კინოთეატრებში მისი ბრძოლის ჩანაწერის სანახავად დადიოდა. მოკლედ, დემპსი გახდა ერის ნომერი პირველი გმირი, ხოლო კრივი - ნომერი პირველი სპორტი.
დემპსის მოსვლის შემდეგ კრივი შეიცვალა. სპორტის ეს სახეობა პროფესიონალური და, ამავდროულად, პრესტიჟულიც გახდა. თუ მანამდე რინგის გარშემო ძირითადად მუშებს შეხვდებოდით, ახლა ბრძოლების საყურებლად დადიოდნენ კონგრესმენები, ლამაზად გამოწყობილი ქალბატონები ბრილიანტებით, ცნობილი მსახიობები... კრივი მოდაში იყო, დემპსი კი - შესანიშნავი. ჯეკ დემპსი ნახევრად ინდიელი, ნახევრად ირლანდიელი, ნახევრად ებრაელი - ზუსტად ასეთი ხალხის ხარჯზე გახდა ამერიკა წარმატებული სახელმწიფო. ეს ემიგრანტების ქვეყანაა, ჯეკ დემპსი კი ამის ნათელი განსახიერება - ამერიკაში თავისუფლების ქანდაკებასა და ემპაიერ სტეიტ ის ჰყვებოდა, რომ თვით ალ კაპონემ, რომელიც მოკრივის დიდი თაყვანისმცემელი იყო, შესთავაზა მსაჯის მოსყიდვა. ჯეკმა იტალიური მაფიის შეფს უარი შეუთვალა.ბილდინგთან ერთად, დემპსი ქვეყნის სიმბოლოდ იქცა.
ერთ დროს უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები სოფლელი ბიჭის ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა. ხალხი აღმერთებდა და ახალი ბრძოლების ჩატარებას სთხოვდა, ჯეკმა კი სპორტულ ცხოვრებას თავი დაანება და შოუბიზნესით დაინტერესდა - ჰოლივუდის კარი შეაღო. რამდენიმე მხატვრული ფილმი - თვალებდახატული ჯეკ დემპსის ნახვა ხალხს უკვე კინოთეატრებში შეეძლო, მაგრამ აშკარა იყო, რომ ჩემპიონს ჩხუბი ბევრად უკეთ გამოსდიოდა. ზღაპარი კი გრძელდებოდა. დემპსიმ ფილმის გადაღებაზე ესტელ ტეილორი გაიცნო და ცოლად მოიყვანა. ამის შემდეგ, ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, ჩარლი ჩაპლინს დაუმეგობრდა და კრივში დაბრუნებაზე აღარც ფიქრობდა. მანასელი ძვლისმტვრეველი არა მხოლოდ ბომონდის ნაწილად, არამედ მის მთავარ პერსონად იქცა. შემდგომში, მოხუცებული დემპსი იტყვის, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი იყო.
თუმცა პრომოუტერების მცდელობებმა შედეგი გამოიღო. კრივის საზომებით უკვე მოხუცი დემპსი ჯინ ტანის ორჯერ შეხვდა და ორჯერვე დამარცხდა. თუკი პირველი ბრძოლის შედეგი ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, საპასუხო ორთაბრძოლის არასამართლიანობაზე დღესაც ბევრს საუბრობენ. მეშვიდე რაუნდში, ვეტერანმა ტანის მარცხენა საზარელი ჰუკი უთავაზა და დააგდო, საკამათო კი ის იყო, რომ მსაჯმა ძირს დავარდნილ ტანის, არა 10, არამედ 13-14 წამი დაუთვალა. ამბობდნენ, რომ რეფერი ფილადელფიურმა მაფიამ მოისყიდა, რაც იმ დროს ხშირად ხდებოდა, მაგრამ ფაქტია - ჯეკ დემპსიმ წააგო. ის ჰყვებოდა, რომ თვით ალ კაპონემ, რომელიც მოკრივის დიდი თაყვანისმცემელი იყო, შესთავაზა მსაჯის მოსყიდვა. ჯეკმა იტალიური მაფიის შეფს უარი შეუთვალა - „მე მას მივწერე, რომ ამ შეხვედრას უამრავი ხალხი ელოდებოდა და მათი მოტყუება სწორად არ მიმაჩნდა“.
ეს იყო ლეგენდარული მოკრივის ბოლო შეხვედრა. ამერიკას არ სურდა სრულყოფილი გმირი და სწორედ ამიტომ ვერ გახდა ინტელექტუალი ტანი ახალი დემპსი. ტანი ბერნარდ შოუსთან მეგობრობდა, უყვარდა კითხვა და მათემატიკა - აბსოლუტურად საპირისპირო პერსონაჟი ამერიკის ახალ გმირად ვერ იქცა.
ჯეკ დემპსი ჰარი ჰუდინი და ბენი ლეონარდი
ჯეკ დემპსის სახელი რასაც უკავშირდებოდა, კატის საჭმლის რეკლამიდან დაწყებული, ყველაფერი პოპულარული ხდებოდა. საბოლოოდ, სანამ მეოთხე და უკანასკნელ ცოლს მოიყვანდა, წინამორბედები ჩემპიონს არც ისე კარგად მოექცნენ და ქონება გაუნიავეს. სწორედ ამიტომ, ჯეკმა რესტორნის გახსნა გადაწყვიტა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ცნობილმა ადამიანმა თავისი სახელობის რესტორანი გახსნა. ეს ადგილი მალევე იქცა ნიუ იორკის ყველაზე პოპულარულ დაწესებულებად. ჯეკი რესტორნის კართან იდგა და - გამარჯობა, მე ჯეკ დემპსი ვარ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
ჩემპიონი კვლავაც რჩებოდა ხალხის კერპად და სულ იმეორებდა, იმ დღეს მსურს მოვკვდე, როცა ხალხი ავტოგრაფს აღარ მთხოვსო. მისდა საბედნიეროდ, ასეთი დღე არ დამდგარა...
ერთხელ, 82 წლის ჯეკი მეუღლესთან ერთად რესტორნიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა უეცრად ორი ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა და საფულეს წართმევა მოუნდომა. მოხუცებულმა ჯეკ დემპსიმ ორივე ნოკაუტში ჩააგდო საფირმო მარცხენა ჰუკით. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ ბაბუმ ბიჭები ადგილზე გათიშა და პოლიციელებს მათი წაყვანა არა განყოფილებაში, არამედ საავადმყოფოში მოუწიათ.
უილიამ ჰარისონ დემპსი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
![]() |
25 პოლიტიკური პლაკატი - გასაკეთებელი კიდევ ბევრია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნინა ახლოური
ფოტო: ალექსანდრე ისკანდაროვი
იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში საარჩევნო ციებ - ცხელებაა (თუმცა ბიბლიოთეკა არ გახლავთ პოლიტიკური ორგანიზაცია), მაინც შევეცადეთ, გამოვხმაურებოდით ამ ყველაფერს. არაპოლიტიკური ფორმით, არამედ დაცული მასალების გამოქვეყნებით და საზოგადოების წინაშე წარდგენით“, - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და იქვე ამატებს: „ჩემი აზრით, გამოფენა იმითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ ერის ისტორიული მეხსიერების ერთგვარი ამსახველია და ძალი ან კარგად გვახსენებს, განსა კუთრებით ჩემს და მომდევნო თაობას, რომელსაც შეიძლება ზოგიერთი პლაკატი საერთოდ არ უნახავს, თუ რა მესიჯებს სთავაზობდა იმდროინდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ასევე, როგორ შეკვეთას აძლევდა საზოგადოება პოლიტიკოსებს. ბუნებრივია, შეიცვალა თავად პლაკატების ხარისხი, იქიდან გამომდინარე, რომ აქ უკვე მუშაობს მეტი ინსტრუმენტი, ტექნიკური კუთხითაც კი. თუმცა ვიღაცის დასკვნა შეიძლება ისეთის იყოს, რომ სლოგანების დონეზე ბევრი არც არაფერი შეცვლილა“.
გამოფენა „პოლიტიკური პლაკატი - საქართველოს არჩევნების ისტორია“ 14 სექტემბერს, ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით გაიხსნა და ორასამდე საარჩევნო პლაკატს წარმოგვიდგენს. საგამოფენო დარბაზში პოლიტიკურ წარსულში მოგზაურობა იწყება მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს შავ - თეთრი პლაკატიდან, რომელზეც პატარა გოგონა, დამოუკიდებელი საქართველოს დროშით ხელში, თითქოს სიმბოლურად გამოხატავს ახლადფეხადგმული სახელმწიფოს მდგომარეობას. იქვე ბევრ პათეტიკურ პოსტერს დაინახავთ, ამაღლებული ფრაზებითა და პოეტური ამონარიდებითაც კი.
ჯაბა იოსელიანი, სტალინური პარტია ნოსტალგიური ლოზუნგით, მუხრან მაჭავარიანის პოეზია, „ერთიანი საქართველოს“ მცდელობა, საქართველოს რუკაზე ერეკლე მეორის, ილიასა და სტალინის სახეებით პოლიტიკური გზავნილი შექმნას...
აქვე გვხვდება მწვანეთა პარტიის მხიარული, მაგრამ აზრიანი პლაკატებიც, ხეზე შემომჯდარი ხერხიანი კაცის გამოსახულებით... და ვკითხულობთ რუსთაველის საზოგადოების შეგონებებს: „ხმა მიეცით რუსთაველის საზოგადოებას, თუ გსურთ, გათავისუფლდნენ მონები! ხმა მიეცით რუსთაველის საზოგადოებას, თუ გსურთ, სამუდამოდ დაემხოს ქაჯეთის ციხე! ხმა მიეცით რუსთაველის საზოგადოებას, თუ გსურთ, მიეცეს ნიჭსა გზა ფართო!..“
გიორგი კეკელიძის აზრით, ის, რომ 90-იანების პლაკატებში პოეზია ჭარბობს, ბუნებრივი მოვლენაა, რადგან თემები მაშინ გაცილებით ჰეროი კული იყო. მაგალითად ისეთი, როგორიც ქვეყნის გათავისუფლებაა. „ის, რომ რაღაც თემების კონკრეტიზაცია მოხდა და პოლიტიკური ძალები „მიწაზე დაეშვნენ“, არაა__გასაკვირი, იმიტომ რომ სიტუაცია შეიცვალა, ჩვენ აღარ ვიმყოფებით ყრმობის ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებრიობისთვის ოცი წელი არ არის ბევრი. ამის გამომხატველია ის მესიჯებიც, რომლებიც ადამიანს კონკრეტულ ცვლილებებს აგრძნობინებს, ანუ იმას კი არ გვეუბნება, რომ საქართველო გაბრწყინდება, არამედ იმას, რომ, ვთქვათ, ხელფასი იქნება ხუთა სილარი“.
„კრეატიულობას უფრო შეატყობთ იმ ნაწილს, რომელსაც ჩვენ პოეტური ნაწილი დავარქვით, შემდეგ უკვე აქცენტი კეთდება კონკრეტულ სახეებსა და ძალიან კონკრეტულ მესიჯებზე. შემოქმედებითი თვალსაზრისით მთლად წინ ვერ ვართ, თუმცა ალბათ იმიტომაც, რომ ამის საჭიროება რატომღაც არ არის - რასაც ითხოვს საზოგადოება, იმას აწვდის მას პოლიტიკოსი“, - მიაჩნია კეკელიძეს.
შემოქმედებითი აღმაფრენა დროის გასვლასთან ერთად მართლაც იკლებს. შემდეგ სტენდებს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მომდევნო პერიოდში გადავყავართ - მთავარი ლაიტ მოტივებით „საქართველო კორუფციის გარეშე“, „საქართველო შევარდნაძის გარეშე“... ამაღლებული განწყობა აღარ არსებობს, ლექსებს სერიოზული სახეები და სერიოზული პრობლემები ცვლის. მოქალაქეთა კავშირის პლაკატზე თონესთან მდგარი ქალი წარწერით „პური უნდა ცხვებოდეს“ ალბათ ერთ -ერთი ყველაზე მძიმე და უკანასკნელი „კრეატიული“ სურათია. თუმცა არა, მოგვიანებით გაჩენილ პლაკატზე, ზაზა და გიორგი სიხარულიძეების სახეები, საშობაო მილოცვასთან ერთად, საქართველოს გეოგრაფიული რუკისა და წმინდანების გამოსახულების ფონზე, „შემოქმედებითი“ აზროვნების აპოთეოზად და პოლიტიკური პროპაგანდის ერთ -ერთ უცნაურ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.
ქრისტიანობით პროპაგანდის მცდელობას, როგორც ჩანს, თავის დროზე მწვანეთა პარტიამაც ვერ აუარა გვერდი. კვების უსაფრთხო პროდუქტების შესახებ დაბეჭდილ პლაკატზე ერთ -ერთი შეგონებაა „დაიცავი მარხვა“. აქ ვკითხულობთ, რომ ქრისტიანული სარწმუნოება არა მარტო ადამიანის სულიერი სიჯანსაღის და სიმტკიცის საფუძველია, არამედ მისი ჯანმრთელობის გარანტიაც - მწვანეები სწორედ ამ არგუმენტით ცდილობენ ხალხის დარწმუნებას ქოლესტერინის მავნებ ლობაში. „დავით გამყრელიძე - ახალი პრეზიდენტი“ კიდევ უფრო კონკრეტული ფრაზით ცდილობს ამომრჩევლის გულის დაპყრობას: „ჩვენ გვწამს ღმერთი და შეგვწევს ძალა!“.
აზერბაიჯანულ ენაზე გაკეთებული საარჩევნო პლაკატი სააკაშვილის ფოტოთი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, რამდენად ნაკლებად მიმართავენ ქართული პოლიტიკური ძალები საქართველოს ეთნიკურად არა ქართველ ელექტორატს. ზოგადად კი, ბოლო პერიოდის პლაკატები საოცრად მოსაწყენ „არტს“ გვიჩვენებენ - დაყენებული ღიმილი, გამჭოლი მზერა და ფრაზა - „ჩვენ შევცვლით!“, ყოველგვარი კრეატიულობისა თუ უბრალოდ, შთამბეჭდავი ვიზუალის პრეზტენზიის გარეშე.
ემზარ ჯგერენაია , რომელიც გამოფენის ერთ -ერთი ორგანიზატორია, ფიქრობს, რომ დღეს კრეატიულობა მხოლოდ ერთ რამეში ვლინდება - ამომრჩეველთან მარტივად მიხვიდე, იოლად გააგებინო სათქმელი ზედმეტი სიმბოლოებისა და გონების დაძაბვის გარეშე. „კრეატიულობა მაღალი ჰქონდათ კომუნისტებს - პატიჟებდნენ ცნობილ მხატვრებს, რომლებიც პლაკატებს მხატვრულად აფორმებდნენ და, შეიძლება ითქვას, ზოგიერთი მათგანი შედევრიც კი არის. დღეს პოლიტიკური ტექნოლოგია ისეთია, რომ ამომრჩეველს უნდა მიაწოდო მოკლე, მიმზიდველი იდეა რამდენიმე სიტყვაში და აგრძნობინო, რომ პრობლემის გადჭრა შეგიძლია. დიდი სტატიების და კვლევების წასაკითხად ამომრჩეველი ვერ მოიცლის, ამიტომ პოლიტიკური პარტიები სწორად იქცევიან, როდესაც სლოგანით ან ლოზუნგით მოკლეთხრობაში ცდილობენ აჩვენონ საკუთარი თავი, რაც ძალიან დიდხელოვნებასა და კულტურასთან არის დაკავშირებული“.
90-იანების პლაკატებს ჯგერენაია ამგვარ ანალიზს უკეთებს: „ჩვენს პოლიტიკაში, პირველ ეტაპზე, 90-იანებში, პოეზიის და მწერლობის ანუ ინტელექტუალების და ინტელიგენციის წარმომადგენლების მოძალება იმით იყო განპირობებული, რომ ქართველ ხალხს ხანგრძლივი პოლიტიკური დამოუკიდებლობის ისტორია არ ჰქონდა, ამიტომ ის ვერ ამოიღებდა და გადმოიტანდა აწმყოში ნიმუშებს წარსული პოლიტიკური ცხოვრებიდან. ეს ერთგვარი დაგვიანებული ერის სინდრომია, ერის, რომელმაც დიდი ხნის წინ დაკარგა დამოუკიდებლობა, ახლა კი ახალი შანსი მიეცა
დასჭირდება, რაღაც საყრდენი მოძებნოს. პოლიტიკაში ვერ მოძებნის, შუა საუკუნეების მაგალითები ახალ დროში არ გამოდგება, ამიტომ გადაწყვიტა გამოიყენოს პოეზია, პატრიოტიზმი, ლიტერატურა, რასაც მიმართავდნენ კიდეც 90-იან წლებში.
ეს კომპონენტი დღესაც არის შემორჩენილი, მაგრამ ახლა ამას ემატება სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი. სლოგანებში და პლაკატებში უკვე თავს იჩენს კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე მიმართვის შემთხვევები. ეს პლაკატები კარგად აჩვენებს, როგორ ვითარდებოდა ქვეყანა - ჩვენ უფრო და უფრო ვხედავთ პოლიტიკურ პარტიათა სიჭრელეს, ასევე იმასაც, რომ დროთა განმავლობაში ისინი იქმნებიან და ქრებიან, რაც დამახასიათებელია ჩვენი ტიპის დემოკრატიებისთვის. თუმცა სახეზეა პლურალიზმი, ასე რომ, ჩვენ გვაქვს დემოკრატია. თუმცა პარადოქსი ის არის, რომ მემარცხენე პარტიები მემარჯვენეებივით ლაპა რაკობენ და პირიქით, მაგრამ ეს დისკურსული უწესობაც საზოგადოებრივი შეკვეთითაა გამოწვეული“.
როდესაც ქართულ პოლიტიკურ პლაკატებს ვუყურებთ, ვხვდებით, რომ არ შეიძლება ყველაფერი საზოგადოებრივი შეკვეთის ფაქტორს მივაწეროთ. ვხვდებით იმასაც, რომ მსგავსი არტის შესაქმნელად პროგრამა Photoshop-ის საშუალოდ მცოდნე ადამიანიც საკმარისი იქნებოდა. პარტიები ძირითადად მხოლოდ ლოზუნგებზე მუშაობენ, ვიზუალურ მხარეზე ზრუნვა კი წითელი ფერის სიჭარბესა (მეტ ყურადღებას იქცევს) და ფოტოზე სახის შესაბამისი გამომეტყველების მიღებაში გამოიხატება. საეჭვოა, ვინმეს ახსენდებოდეს, რომ პოლიტიკური პლაკატი გრაფიკული დიზაინის ერთ -ერთი სერიოზული მიმდინარეობაა, ხელოვნება, რომლის შესაქმნელადაც ცოტა უფრო მეტია საჭირო, ვიდრე Photoshop-ის ცოდნა. გრაფიკული დიზაინი კი, ჩვენთან, რატომღაც, ძალიან ნელი ტემპით ვითარდება. სამწუხაროდ, საეჭვოა, უსახური პლაკატების გამო ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, რადგან აქციების მოსაწყობად ქვეყანაში ყოველთვის იარსებებს სხვა უფრო მნიშვნელოვანი, სოციალურ -ეკონომიკური პრობლემები, ვიდრე ხელოვნების განვითარებაა. პლაკატის დიზაინის ახალი ტენდენციებით თავის გამართლება არგუმენტად არ გამოდგება - მესიჯების კონკრეტიზაცია და სიმარტივე დასავლეთში დიდი ხანია იქცა კომილ ფოდ, ოღონდ მათი ხელოვნება რატომღაც უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება.
მაგალითად, მკლავებაკაპიწებული რონ პოლის პლაკატი, წარწერით - „ბრძოლა ეს -ესაა დაიწყო“ (The fight has just begun), ყველანაირი სენტიმენტების და პოეზიის გარეშე ამბობს სათქმელს დაკონკრეტუ ლი, მაგრამ არა იაფფასიანი არტის ნიმუშია. ობამას კამპანიისთვის შექმნილი სკოტ ჰენსენის „Progress“, შეპარდ ფეირის „Hope“ ის პლაკატებია, რომლითაც ქალაქის აჭრელება მძიმე დანაშაულად არავის ჩაეთვლება. ქართული პოლიტიკური პლაკატების დიდი ნაწილი კი ალბათ იმაზე უსახურიცაა, ვიდრე თავის დროზე ჟან - მარი ლე პენის ან ჟაკ შირაკის წინასაარჩევნო პოსტერები იყო.
ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ქართულ პოლიტიკურ პლაკატებზე წაწერილი „ჩვენ შევცვლით“ პლაკატის დიზაინსაც მოიაზრებს და მომავალში პოლიტიკური ძალები შემოქმედებითი ტვინების პოვნისთვის იმაზე ნაკლებ სახსრებს არ გამოჰყოფენ, ვიდრე ეს პიარის სპეციალისტების მუშაობისთვის იქნებოდა საჭირო.
![]() |
26 RefRaming - ახალ ჩარჩოში ჩასმული ნახატები |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|გამოფენა
თეონა ჯაფარიძე
მამუკა ცეცხლაძე „ერენდირა“ - 1988. ტილო, ზეთი. 180x200 სმ. დიპტიხი
25-ში ხომ მოდიხარ გამოფენაზე?“ - ამ დღეებში ხშირად გაისმის მსგავსი შეკითხვა ქართულ სახელოვნებო წრეებში. საუბარია 90-იანების ხელოვნებაზე, რომელსაც სურათების ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცე დაეთმო. ეს მოლოდინი, ერთი მხრივ, გამოწვეულია 90-იანებისადმი ახალი თაობის გამძაფრებული ინტერესით, მეორე მხრივ კი, საზოგადოება ფიქრობს, რომ იმ პერიოდში შექმნილი ნამუშევრების ერთად თავმოყრა და ისეთ ოფიციალურ სახელოვნებო სივრცეში გამოფენა, როგორიც სურათების ეროვნული გალერეაა, განაცხადი და პირველი ნაბიჯია თანამედროვე ხელოვნების ცენტრის იდეის განხორციელებისთვის. გამოფენას „ფოკუსი. 80-იანების ბოლო, 90-იანების დასაწყისი“ ჰქვია და მისი კურატორი ირინა პოპიაშვილია. აქცენტს ამ შემთხვევაში კურატორულ ნამუშევარზე გავაკეთებ, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა კურატორი გამოფენის კონცეფციით და ე.წ. სპეცეფექტებით კი არ მანიპულირებს დამთვალიერებელზე, არამედ შრომატევად და უმნიშვნელოვანეს სამუშაოს ასრულებს თანამედროვე ქართული არტის ისტორიისთვის. ცნობილი ფაქტია, რომ მაშინ შექმნილი ნამუშევრების ნაწილი 80-90-იანების არასტაბილური გარემოსა და უკვე მოშლილი სახელოვნებო ინსტიტუციების გამო დაიკარგა და განადგურდა, ნაწილი კი დასავლურ კოლექციებში მიმოიფანტა - რკინის ფარდის ახდის შემდეგ, იქ ახალი გეოპოლიტიკური სივრციდან, ახალი თაობის ქართველი მხატვრებით და მათი ნამუშევრებით დაინტერესდნენ. ამიტომაც გამოფენისთვის ნამუშევრების მოძიება საკმაოდ რთული მისია აღმოჩნდა.
ირინა პოპიაშვილი: „ამ პერიოდის ნამუშევრების ერთად თავმოყრა მართლაც ძნელი იყო. მაგალითად, ლევან ჭოღოშვილის იმ პერიოდის ნამუშევრები პარიზში იყო, ილიკო ზაუტაშვილის - ამსტერდამში... აი, ეს კი, კატალოგით ვიპოვეთ და გამოფენისთვის ჩამოვიტანეთ“, - მეუბნება და მიჩვენებს დასავლეთში დღეს უკვე ცნობილი არტისტის, გია ეძგვერაძის New Vitality-ს, მასშტაბურ, ოთხპანოიან ნამუშევარს დიუსელდორფის Villa merkel-იდან. იქვე რკინის ობიექტი დგას, რომლის ავტორიც მოსკოვსა და მიუნხენში მოღვაწე გია რიგვავაა - „ეს ნამუშევარი მისი მშობლების სარდაფში ინახებოდა“, - ამბობს ირინა.
ირინას კურატორული მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს: 2001 წლიდან ნიუ იორკის ჩელსიში „ნიუმან პოპიაშვილის ხელოვნების გალერეის“ თანამფლობელია და, შესაბამისად, კარგად იცნობს თანამედროვე არტბაზარსა და ცნობილ საგამოფენო სივრცეებს (ბიენალეებს, მასშტაბურ არტგამოფენებს). 1999 და 2003 წლებში, მისი კურატორობით, ქართველმა მხატვრებმა (მამუკა ჯაფარიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, თამუნა ხუნდაძე, თეა გვეტაძე) ვენეციის ბიენალეზე საქართველო წარადგინეს. დღეს ის თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორია.
ირინა პოპიაშვილი: „მე ვარ კურატორი გამოფენის, რომელიც 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისის ხელოვნებაზეა და, ამავდროულად, სწორედ 90-იანების დასაწყისიდან მომიხდა საქართველოდან წასვლა. მაგრამ არტისტთა ცნობილ ჯგუფს „მე-10 სართულს“, რომლებმაც საერთოდ ახალი ქართული ხელოვნება შექმნეს, სწორედ იმ დროიდან ვიცნობ. 1991-ში, როცა ირაკლი ფარჯიანზე ვაკეთებდი ნაშრომს, მან კარლო კაჭარავა გამაცნო, კარლომ კი მთელი „მე-10 სართულის“ მხატვრები. შემდეგ, როცა ამერიკაში წავედი, კარლო განუწყვეტლივ მწერდა წერილებს და ყოველთვის საქმის კურსში ვიყავი აქაურ არტმოვლენებზე. 2009-2010 წლებიდან უკვე ამ გამოფენაზე დავიწყე ფიქრი, რადგან მივხვდი, რომ ნამუშევრები, რომლებმაც ახალი ეპოქა შექმნეს თანამედროვე ქართულ არტში, გადასარჩენი და გამოსაფენი იყო“.
მიუხედავად იმისა, რომ ავტორი სრულიად ათავისუფლებს დამთვალიერებელს კურატორებისთვის დამახასიათებელი წინასწარ შერჩეული კონცეფციისაგან, ექსპოზიციაზე მაინც იგრძნობთ მისეულ ხელწერას.
ირინა პოპიაშვილი: „სუბიექტური გამოფენა იქნება. ის არ არის ქრონოლოგიური სიზუსტით დალაგებული. გამოფენის თავდაპირველი სახელწოდება გახლდათ Reframing the 80s. მინდოდა ძველი ნახატების ახალ ჩარჩოში, ანუ თანამედროვე, 21-ე საუკუნის არტსივრცეში დემონსტრირება. სულ 27 ავტორია წარმოდგენილი. გამოფენაზე შეხვდებით 90-იანების არტისტებს „მე-10 სართულიდან“: კარლო კაჭარავა, მამუკა და ნიკო ცეცხლაძეები, ოლეგ ტიმჩენკო, კოკა რამიშვილი... და, ამავდროულად, ისეთ ავტორებსაც, რომლებიც 80-90-იანებში კი მოღვაწეობდნენ, მაგრამ ამ კონტექსტით არასოდეს გამოფენილან. მაგალითად, დათო მიქაბერიძე (რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი „თვითმფრინავის ბიჭებიდან“ იცნობს), ლადო ბაგრატიონი, საინტერესო პრიმიტივისტი - გიორგი მაისურაძე ან თუნდაც ავთო მესხი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ქართველი მონდრიანი და რომელიც, სხვათა შორის, პირველად იფინება მუზეუმში“.
ექსპოზიციაზე 80-90-იანების „სულს“ გურამ წიბახაშვილის ცნობილი ფოტოარქივის უნიკალური მასალა გააცოცხლებს - არა როგორც დოკუმენტური ფოტო, არამედ როგორც 80-90-იანებში შექმნილი არტი. გამოფენა ნოემბერში ბათუმსა და მირზაანში გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ ამ გამოფენის პირველ ნაწილს, გასულ კვირაში, გოეთეს ინსტიტუტში კარლო კაჭარავას ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა წარმოადგენდა.
პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გოეთეს ინსტიტუტისა და ნიუმან პოპიაშვილის ხელოვნების გალერეის მხარდაჭერით.
![]() |
27 ნიუ იორკის და ლონდონის გაზაფხული- ზაფხული 2013 |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|FASHION
ანიტა ლებანიძე
ნიუ იორკის მოდის კვირეულზე ორასმა დიზაინერმა წარადგინა 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები. ზოგმა ტრადიციულ პოდიუმს ფოტოპრეზენტაცია ამჯობინა, ზოგმაც პერფომანსი გამართა. ამ სიჭრელეში საუკეთესოს გამოყოფა რთული საქმეა. დამკვიდრებული სახელების გვერდით, ბევრი საინტერესო ახალი დიზაინერია. მოდის კომერციული ხასიათიდან გამომდინარე, პოპულარობა დიდწილად მიანც გაყიდვებთან არის დაკავშირებული და ამ შემთხვევეაში, ძლიერი მოდის სახლები და დიდი ფინანსური შესაძლებლობები თავისას შვება.
Michael van der Ham
Victoria Beckham
Marc Jacobs
ის ამერიკული მოდის გლობალური სახეა. თუ რამდენიმე სეზონის განმავლობაში მის კოლექციებში გროტესკი ჭარბობდა, ამჯერად უარი თქვა გაზვიადებულ თეატრალურობაზე და ხისტი ხაზებიტ აწყობილი, ოპარტით ინსიპირეირებული გრაფიკული კოლექცია წარადგინა. ტანსაცმელი ძირითადად ოპტიკური ილუზიებისათვის აუციელებელ ორ ფერში იყო გადაწყვეტილი - შავი თეთრით და ჩალისფერი თეთრით. საშუალო სიგრძის ქვედაბოლო, რომელიც თეძოზე იყო დაშვებული, დიზაინერის ახალ პროპორციად შეგვიძლია ჩავთვალოთ. მაკიაჟი და თმის ვარცხნილობა 60-იანი წლების კონსტრასტული ფერების ახალი ვერსია გახლდათ. ჩვენება პლასტიკის კილტებითა და შოფინთ გაწყობილი თავისუფალი კაბებით დასრულდა.
Thom Browne
თამამად შეგვიძლია სიურრეალისტ დიზაინერად მივიჩნიოთ. მისი უკანასკნელი პრეზენტაციები პერფომანსი უფროა, ვიდრე ტრადიციული მოდის ჩვენება, ხოლო მოდელები ხშირად ცოცხალ ქანდაკებებს გვანან. ის ახერხებს და კომერციულ მოდას ქმნის, სხვა შემთევავაში, ისეთი პოპულარული ბრენდი, როგორიცაა Moncler, ნამდვილად არ ანდობდა კოლექციების შექმნას. მომავალი ცხელი სეზონისათის დიზაინერმა თავის ინსპირაციად ბაუჰაუზი და ოსკარ შლემერის სტრუქტურული ბალეტი დაასახელა. მართლაც, მოდელები თავიანთი სტილიზებული ფორმებით გასული საუკუნის 20-იანი წლების ექსპერიმენტულ ქორეოგგრაფიულ ნამუშევრებს მოგვაგონებდა. აქრომატული პალიტრა შოუს მსვლელობასთან ერთად აივსო ფერებიტ, კლასიკური გარდერობის სამოსი კი დროსა და სივრცეში შეცვლილ სურრეალისტურ ქანდაკებებს დაემსგავსა. პერომანსის კონცეპტუალური გადაწყვეტა ფინალში გახდა გასაგები, როდესაც პატარა წრეებზე შემდგარი ტომ ბრაუნის ქალები მამაკაცმა მოდელებმა აამოძრავეს. ეს ერთგვარი მეტაფორა იყო ბაუჰაუზის ესთეტიკისა და ოსკარ შლემერის ბალეტის პერიოდიდან.
Victoria Beckham
ის შეუპოვარი ხასიათის კარგი მაგალითია. მიუხედავად ცინიკური კრიტიკისა, მართლაც მოახერხა და პოპმომღერლის მიძინებული კარიერა დიზაინერის პროფესიაზე გაცვალა. მისი ცნობილიკაბები, ,რომლებიც სხეულის ფორმებს იმეორებენ, გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდელი გახლდათ. გაზაფხულის კვირეულზე ვიქტორიამშავი, ტეტრი და წითელი ფერის კომბინაციები აირჩია. გამოიყენა აბრეშუმი, თხელი შალი, კრეპი და შიფონი. საავტორო კაბების გარდა, ლაბადენი და მრავალნაირი კომერციული მოდელები წარადგინა და, როგორც შოუს დასრულების შემდეგ აღნიშნა, „ყველა მოდელი ემოციურია ჩემთვის, მე რისი ჩაცმაც მომინდება, მხოლოდ იმის დიზაინს ვაკეთებ“.
MM6 Maison
Martin Margiela
მარტინ მარჯიელა საფრანგეთში მოღვაწე ბელგიელი დიზაინერის ცნობილი სახლია. ნიუ იორკში ის თავის მეორე, შედარებით მოკრძალებულ ხაზს - MM6-ს წარადგენს. მცირე კოლექციები ურბანული გარემოსთვისაა და მოდის სახლის თვის დამახასიათებელი კონცეპტუალური დეტალებით არის აწყობილი. კოლექციაში ჰარმონიულ სურათს ქმნის კონტრასტი ძვირფასსა და უბრალოს, ერთ ფერსა და დაბეჭდილზე და პირებს შორის.
ნიუ იორკს ლონდონის მოდის კვირეული მოჰყვა. უკვე დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ლონდონის მოდის კვირეული ბრიტანული ბრენდების და ახალი საერთაშორისო სახელების აღმოჩენის ადგილია. კვირეულის ძირითად ნაწილს დამწყები დიზაინერების კოლექციები წარმოადგენს.
Acne
შვედური კომპანია, რომელმაც პოპულარობა სწორედ ლონდონში, 5 წლის წინ მოიპოვა. ბრენდის კრეატიულმა ხელმძღვანელმა ჯონი იოჰანსონმა წელს ჩაშლილი წვეულების სცენარი შემოგვთავაზა - კოლექცია სხვადასხვა ტიპის საღამოს კაბების დეკონსტრუირებული ვერსიებისგან შედგებოდა. არა გაწონასწორებული კონცეფცია, არამედ ბრენდისთვის დამახასიათებელი იუმორი და მოულოდნელი დეტალები, მონოქრომულ პასტელურ პალიტრას აცოცხლებდნენ. ამჯერად, ეს მაისურებზე და ბეჭდილი სიტყვები და ამერიკული როდეოს ქუდი აღმოჩნდა.
Paul Smith
სახელი, რომელიც მაღალი ხარისხის დიზაინს ბრიტანულ ტრადიციებთან აზავებს. წელს სერ პოლმა დიდი მართკუთხედებისგან გადაკერილი და ხასხასა, მაგრამ ღრმა ფერებისგან აწყობილი რომანტიკული კოლექცია აჩვენა, თხელი ქსოვილები კი ნაზ თავისუფალ სილუეტს შეუხამა საზაფხულო კაბებისთვის. გარდა ამისა, კოლექციაში გამოყენებული მყარი აბრეშუმით, შარვლები და გადაჭრილი პერანგები შექმნა, რომლებიც ყვითელ, თეთრ და ზურმუხტისფერ ტყავის ჩანთებთან ერთად იყო ნაჩვენები.
Michael van der Ham
მეორე წელია კოლექციებს ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგენს. მისი ხელწერა კაბაკოლაჟებია. ახალგზრდა დიზაინერი ერთ მოდელში სხვადასხვა დროის დიზაინის დეტალებს სხვადასხვა ქსოვილებისგან ურევს ერთმანეთში. მიუხედავად უცნაური კონცეფციისა, საბოლოო ეფექტი ცუდი ნამდვილად არაა. გაზაფხულიზაფხული 2013 მაიკლ ვან დერჰამმა ცივ ტონებსა და დაჩითულ ქსოვილებში წარმოადგინა. დღის ტანისამოსისთვის გამოყენებული იყო კონტრასტული ქსოვილები შიფონი, აბრეშუმი და ჩითი. საღამოს კაბები კი იმავე ნახატით, მაგრამ ძვირფასი, ბრჭყვიალა ზედაპირის ქსოვილებით იყო შესრულებული.
Vivienne Westwood Red Label
ვივიენ ვესტვუდი მისი ჩვენების ბოლოს
ვივიენ ვესტვუდი გამოუსწორებელი პანკია, მისი Red Label-ის კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე, გასული საუკუნის 50-იანი წლების უკვე კლასიკური მოდის პანკვერსია გახლდათ. ერ თი შეხედვით უხეში გადაწყვეტა, დისონანსური სტილი, მთლიანად შეღებილი სახეები სიგიჟის შთაბეჭდილებას ტოვებდა.სინამდვილეში კი, ცალკე აღებული თითოეული მოდელი ქალური, ნაზი და რომანტიკული ტანსაცმელია, რომელიც ნებისმიერ ქალს მოუხდება და მოუნდება. ჩვენების ბოლოს პანკი დიზაინერი უზარმაზარი ფეხსაცმელებით, უცნაური მაკიაჟით და მოსასხამით გამოვიდა, შემდეგ მოსასხამი და აგდო და მაისურზე დაბეჭდილი სლოგანი „Climate Revolution“ გვამცნო.
![]() |
28 მომავალი დიდი რეჟისორები |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|კინო
ნიკა ესებუა
პოლ ტომას ანდერსონი, ჩან ვუკპარკი, მაიკლ ლი, კრისტოფერ ნოლანი, ძმები დარდენები, მიხაელ ჰანეკე - ეს ხალხი სხვა, თითებზე ჩამოსათვლელ თანამედროვე რეჟისორებთან ერთად დღეს ამინდს ქმნის კინოში. თუმცა არიან კიდევ ნაკლებად ცნობილი სახეები, რომლებსაც თანამედროვე რეჟისორებში სხვებზე უკეთესი შანსი აქვთ გამორჩეულ, განსხვავებულ და დიდ ხელოვანებად იქცნენ. აქ სწორედ ასეთ რეჟისორებს წარმოგიდგენთ:
მარტინ მაკდონაჰი
ეს ირლანდიელი, ბრიტანული თეატრალური სამყაროს ერთ-ერთ გამორჩეულ დრამატურგად ითვლება. კინო ში კი მისი სახელი ცო ტას თუ გაუგია. ფილმი „ბრიუგეში“ მაკდონაჰის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი იყო, სადაც რეჟისორი ქალაქ ბრიუგეში განვითარებულ ორი მკვლელის ისტორიას ჰყვება და ამას შესაშური წარმატებით აკეთებს. „ბრიუგეში“ შავი კომედიაა, მშვენიერი ატმოსფეროთი, კარგად აწყობილი დიალოგებითა და ძალიან ძლიერი პერსონაჟებით. სადებიუტო ნამუშევარმა რეჟისორს ოსკარის ნომინაცია მოუტანა. წელს მაკდონაჰი კარგი დებიუტის გაგრძელებას მეორე ფილმით - „7 ფსიქოპათით“ შეეცდება.
ადამ ელიოტი
დღეს კომპიუტერული ანიმაცია და 3D ეფექტები მულტფილმების სამყაროში ბატონობენ, მაგრამ არსებობს ერთი ავსტრალიელი რეჟისორი, ადამ ელიოტი რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს stopmotion ანიმაციისა და ტრადიციული ნახატი ფილმის სინთეზით უპირისპირდება.მისი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი “ჰარვი კრამფეტი“ ოსკარის მფლობელი და არაერთი დიდი ფესტივალის ლაურეატია. “მერი და მაქსი“ კი პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც ტექნიკურად და ემოციურად სრულყოფილია. ელიოტის თხრობის სტილი და პერსონაჟები განუმეორებელია. მას ნამდვილად შეუძლია დიდი ანიმატორი გახდეს.
ნილ ბლომკამპი
ის “მეცხრე რაიო ნის“ რეჟისორია, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის რომ ბლომ კამპი იმედის მომცემი რეჟისორების სიაში შევიყვანოთ. მისი სადებიუტო და ჯერჯერობით ერთადერთი მხატვრული ფილმი სამეცნი ერო ფანტასტიკის და დრამის ნაზავია, დოკუმენტური კინოს ესთეტიკითა და დიდი დოზით შავი იუმორით გაჯერებული. ეს არის ნამუშევარი რასიზმზე, უცხოპლანეტელებზე, ეკოლოგიაზე, აპარტეიდის რეჟიმსა და კატის საჭმელზე. ბლომ კამპს აქვს ის, რაც დღევანდელ ფა ტასტიკას ასე აკლია - ორიგინალური ხედვა. რეჟისორი მუშაობს ახალ პროექტზე, “ელიზიუმზე“, რომელიც მისივე სცენარით შექმნილი სამეცნიერო ფანტასტიკა იქნება.
ნოა ბაუმბახი
ნოა ბევრად უკეთესი სცენარისტია („ფანტასტიკური მისტერ ფოქსი“, “სტივ ზისუს წყალქვეშა ცხოვრე ბა“), ვიდრე რეჟისორი. ის უეს ან დერსონის კარგი მეგობარია და როცა ფილმ „კალმარი და ვეშაპის“ სცენარი დაწერა, სწორედ მას შესთავაზა გადაღება. თუმცა ანდერსონმა ნოას ურჩია, თავად ეცადა რეჟისორობა, რადგან სცენარი ძალიან პირადული იყო და ვერავინ შეძლებდა ბაუმბახზე უკეთ მის ეკრანზე გადატანას. შედეგად, “კალმარი და ვეშაპი“ თანამედროვე ამერიკული ინდიკინოს მშვენიერი ნი მუში გამოვიდა. ოჯახური დრამა, ძალიან რეალური პერსონაჟებით და სიტუაციებით, ემოციებით დატვირთული და ყოველგვარ პათოსს მოკლებული ფილმი. წელს ნოა ბაუმბახი ახალი ნამუშევრით, „ფრანჩესკა ჰა“, შეეცდება უფრო მაღალ დონეზე ასვლას.
ტომას ვინტერბერგი
ვინტერბერგი ამ სიაში ყველაზე ასაკოვანია (42 წლის) და ბევრი შეიძლება შემომედავოს, რომ ის უკვე დიდი რეჟისორია, მაგრამ ვინტერბერგს კიდევ რაღაც აკლია - რაღაც დიდი და გამორჩეული პროექტი. დოგმა 95-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლარს ფონ ტრიერის ახლო მეგობარი, კრიტიკოსებს დიდად არასდროს უყვარდათ და არც მაყურებლები სწყალობენ კინოგაქირავებაში. მისი პროექტები ბიუჯეტის ამოღებასაც ვერ ახერხებს. არადა, რეჟისორი, რომელმაც “დღეობა“ (Festen) და “სუბმარინო“ გადაიღო, ნამდვილად მეტს იმსახურებდა. ყველაფერი წელს შეიცვალა, როცა ვინტერბერგის „ნადირობამ“ კანის კინო ფესტივალზე ფურორი მოახდინა. ვინტერ ბერგს წინ დიდი მომავალი აქვს, ისევე, როგორც თანამედროვე დანიურ კინემატოგრაფს.
ბონ ჯუნ ჰო
ბონ ჯუნ ჰო კორეელი რეჟისორია, რომელმაც კინო სამყაროს თავი 8 წლის წინ გააცნო ფილმით “მკვლელის მოგონებები“. ვეტერანი რეჟისორებისთვის შესაშური ოსტატობით აწყობილი კრიმინალური დრამა, რომელიც პირველიდან ბოლო წუთამდე ეკრანს მიგაჯაჭვებთ, უდავოდ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო დეტექტივია. ბონ ჯუნ ჰო არცერთ ზედმეტ პერსონაჟს არ იყენებს, ყველას თავისი დანიშნულება, ადგილი და როლი აქვს. ეს არა მხოლოდ სადებიუტო ფილმში, არამედ წლების შემდეგ გამოსულ ნამუშევარშიც, The Host, კარგად ჩანს. საშიში მონსტრი, კომედი ური ეპიზოდები, სასპენსი და დრამა - ყველაფერი ერთადერთ ფილმში, რომელსაც შეგვიძლია აზიური კინოს “პატარა მის მშვენიერება“ ვუწოდოთ. ბონ ჯუნ ჰომ კინო ჟანრების კოქტეილით საუცხოო შედეგი მიიღო, ახლა ამერიკაში იღებს ფილმს და, წესით, თავისი კარიერა ახალ საფეხურზე უნდა აიყვანოს