![]() |
ტაბულა №57 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჩერგოლეიშვილი თამარ, უგულავა სალომე, ჩიკვაიძე დავით, მაჭარაშვილი ნინო, კოკიჩაიშვილი თეონა, მაჭავარიანი ლექსო, რობერტსი ჯეიმს, დარსალია გაგა, გილაური ირაკლი, ტურაშვილი თეონა, მეგრელიშვილი მარიამ, ბასილაია მიხეილ, კვანჭილაშვილი ელენე, ელერდაშვილი ვახო, ყიფიანი ქეთი, ალექსანდრია ნანა, გოდუაძე ლაშა, მაჩაბელი სიმონ, ჯაფარიძე თეონა, ჯანდიერი სანდრო, ახლოური ნინა, სადუნიშვილი თიკო, პაიჭაძე დავით, მესხიშვილი გიგო, გაჩეჩილაძე თეკუნა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2011|23 - 29 მაისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ვანო გეგია, ლევან მეტრეველი, დათო გოგოხია, ნათია სოფრომაძე/ახალი ამბები: მზია ყუფუნია, ეკა ჯანაშია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: ლევან ლეკიაშვილი/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე, გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2011 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„ბიზნესი ჩემი უდიდესი ვნებაა და მე არ ვარ მზად, დავტოვო კერძო სექტორი“.
▪ ამერიკელმა ბიზნესმენმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე უარი თქვა. 16 მაისი
„მე ტვინს მივიჩნევ კომპიუტერად, რომელიც მუშაობას შეწყვეტს, როცა მისი კომპონენტები ფუჭდებიან. გაფუჭებული კომპიუტერებისთვის არ არსებობს სამოთხე ან სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“.
▪ ბრიტანელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არარსებობაზე ისაუბრა. 16 მაისი
„ეს ირლანდიასა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების სრულიად ახალი დასაწყისია“.
▪ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ედნა კენიმ ეს განცხადება დედოფალ ელისაბედ II-ს ირლანდიის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს გააკეთა. 17 მაისი
„ჩემი ვარაუდით, ვიღაცამ იცოდა“.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, რობერტ გეიტსი მიიჩნევს, რომ პაკისტანის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს შორის იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ ალ-ყაიდას ლიდერი, უსამა ბინ ლადენი პაკისტანში ცხოვრობდა. პაკისტანელი ოფიციალური პირები ამას კატეგორიულად უარყოფენ. 19 მაისი
14 მაისი
▪ ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ანდრეი სანიკოვს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სანიკოვს 19 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მინსკის ქუჩებში მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ედება ბრალი. 3-წლიანი პატიმრობა მის ოთხ მხარ დამჭერსაც მიესაჯა. ისინი 19 დეკემბრის დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ.
15 მაისი
▪ ეგვიპტეში რელიგიურ ნიადაგზე კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დროს ქაიროში 70-მდე ადამიანი დაშავდა. საპროტესტო აქციის მონაწილე კოპტი ქრისტიანები სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან მივიდნენ. ისინი ხელისუფლებას კონფესიათა შორისი დაპირისპირების საწინააღმდეგოდ სასწრაფო ქმედებების დაწყებას სთხოვდნენ. მათ ქვებითა და ბოთლებით შეიარაღებული 100-მდე მუსლიმი დაესხა თავს. მდგომარეობა პოლიციამ განმუხტა.
16 მაისი
▪ პოლონეთში 1920-იან წლებში დაღუპული წითელარმიელებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფიდან რუსულენოვანი წარწერა მოხსნეს. მედიის ცნობით, ის ოფიციალური პოლონური წარწერის ქვეშ უცნობმა პირებმა დაამონტაჟეს. „აქ განისვენებს 8 ათასი საბჭოთა წითელარიელი, რომლებიც პოლონეთის „სიკვდილის ბანაკებში“ სასტიკად აწამეს 1919-1921 წლებში“ - ასეთი იყო რუსული წარწერის შინაარსი, იუწყება ტელეკომპანია BBC-ს რუსული სამსახური. პოლონური მხარის მტკიცებით, რუსულენოვანი წარწერის შინაარსი და მისი დადგმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო.
▪ ცნობილმა მსახიობმა და გაეროს კეთილი ნების ელჩმა, ანჯელინა ჯოლიმ გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი ქართველი ჯარისკაცები მოინახულა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა. სამინისტროს ცნობით, ჰოსპიტალში ამ დროისთვის ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს - მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, კაპიტანი ალუდა სეთურიძე და ამავე ბატალიონის კაპრალი, ედნარ აბულაძე.
ფოტო: თავდაცვის სამინტრო
![]() |
2 კვირა |
▲ზევით დაბრუნება |
17 მაისი
▪ რესპუბლიკელმა სენატორებმა ვაშინგტონს საქართველოს მიმართ დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდეს. მათი გეგმის მიხედვით, აშშ-მა საქართველოს თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის ნება უნდა დართოს. რეკომენდაციებს შორის არის საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, ქვეყნის ევროკავშირში მიღება, ასევე აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსება.
▪ რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ მსოფლიოს ყველა კათოლიკე ეპისკოპოსს მოუწოდა სამართალდამცველებს აცნობონ ყველა იმ შემთხვევის შესახებ, როცა კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირები მცირეწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში არიან ეჭვმიტანილი.
ყველა ფოტო: REUTERS ©
▪ ებრაელმა წყვილმა თავის ახალშობილ გოგონას ლაიქი დაარქვა. ლიორდა ვარდიტ ადლერების თქმით, შთაგონება მათ სოციალურ ქსელ Facebook- ის ღილაკიდან, ლაიქიდან მიიღეს.
18 მაისი
▪ საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში საოკუპაციო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებმა ხუთ ადგილობრივ მცხოვრებს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის დროს ორი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. შსს-ს ცნობით, ხუთი მამაკაცი საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს მდებარე ჩოლთოს ხეობაში იმყოფებოდა, როცა მათ დაკავებას შეეცადნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. ახალგაზრდებმა გაქცევა სცადეს, თუმცა, მათი მიმართულებით სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს.
▪ რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა პრესკონფერენციაზე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ- საქართველოს ომის შესახებ ისაუბრა. „ჩვენ შევძელით საკუთარი თავის დაცვა და დღესაც შეგვიძლია თავის დაცვა. შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენული მიდგომები“, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. „მე მხედველობაში მაქვს ყველაზე რთული მოვლენები, მათ შორის 2008 წლის მოვლენებიც. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის, რათა ის არ დაშლილიყო, და რომ თავი ძლიერად ეგრძნო. რა ინტერპრეტაციაც არ უნდა მიეღო ამ მოვლენებს სხვა ქვეყნებში, ეს მნიშვნელოვანი იყო, პირველ რიგში ჩვენთვის“, დასძინა მედვედევმა.
19 მაისი
▪ აშშ- ის სენატმა 18 მაისს საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტი საქართველოს დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა. საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის ხელმძღვანელს სხდომაზე მიწვეული ჰყავდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი. გორდონმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გატარებას მეგობარი ქვეყნების ინტერესების ხარჯზე არ აპირებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
▪ 22 მაისს დიდი ბრიტანეთი ერაყის ომში რვაწლიან მონაწილეობას დაასრულებს - კვირას ბრიტანელი ჯარისკაცები სახლში დაბრუნდებიან. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მათ შორის 2008 წლის მოვლენებიც. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის, რათა ის არ დაშლილიყო, და რომ თავი ძლიერად ეგრძნო. რა ინტერპრეტაციაც არ უნდა მიეღო ამ მოვლენებს სხვა ქვეყნებში, ეს მნიშვნელოვანი იყო, პირველ რიგში ჩვენთვის“, დასძინა მედვედევმა.
19 მაისი
▪ აშშ- ის სენატმა 18 მაისს საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტი საქართველოს დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა. საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის ხელმძღვანელს სხდომაზე მიწვეული ჰყავდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი. გორდონმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გატარებას მეგობარი ქვეყნების ინტერესების ხარჯზე არ აპირებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
▪ 22 მაისს დიდი ბრიტანეთი ერაყის ომში რვაწლიან მონაწილეობას დაასრულებს - კვირას ბრიტანელი ჯარისკაცები სახლში დაბრუნდებიან. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიამ ფოქსმა განაცხადა.
20 მაისი
▪ ისრაელის პრემიერ- მინისტრმა, ბინიამინ ნეთანიაჰუმ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მოწოდება იმის შესახებ, რომ პალესტინის სახელმწიფო 1967 წელს შეთანხმებულ საზღვრებში უნდა ჩამოყალიბდეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას, ობამამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის
მოლაპარაკებები მიმართული უნდა იყოს „სიცოცხლისუნარიანი პალესტინისა” და „უსაფრთხო ისრაელის“ ჩამოყალიბებისკენ.
▪ კანის ფესტივალის დირექციამ დანიელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ფესტივალის ორგანიზატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ჟურნალისტებთან შეხვედრისას რეჟისორმა ფაშიზმის გამართლება სცადა, რასაც დარბაზის უკმაყოფილება მოჰყვა.
![]() |
3 მიწისძვრა ფრანგულ პოლიტიკაში |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
თამარ ჩერგოლეიშვილი
ყველა ფოტო: REUTERS ©
წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტი ხართ. არჩევნებში გამარჯვება ძირეული რეფორმების დაპირებამ მოგიტანათ, მაგრამ აგერ უკვე 4 წელი გავიდა და ამ დროისთვის, ამომრჩევლებს ხელში რეფორმის მხოლოდ ნაკუწები უჭირავთ. მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი შემცირებულია. თქვენი პერსონით გაღიზიანება - გაზრდილი. მემარჯვენეებს იმედი გაუცრუეთ. მემარცხენეები ისედაც ვერ გიტანდნენ. საპრეზიდენტო არჩევნები კარზეა მომდგარი, რეიტინგი დაბალი, სულ რაღაც 21%25 გაქვთ. მოკლედ რომ ვთქვა, წყალს მიჰყავხართ და ხავსს ეჭიდებით.
და აი, ერთ მშვენიერ დილას იგებთ, რომ თქვენი მთავარი მოწინააღმდეგე, რომელსაც ბოლო კვლევები 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, ნიუ იორკის პოლიციამ პარიზის რეისიდან ჩამოსვა, ბორკილები დაადო და თავი რიკერ აილენდის საპყრობილეში ამოაყოფინა.
უდავოდ საინტერესო სანახავი იქნებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გამომეტყველება, როდესაც მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის „ცელქობის“ შესახებ აცნობეს - დომინიკ სტროს-კანს სასტუმროს დამლაგებელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ბრალდების მიხედვით, ნიუ იორკ სოფიტელის მოახლე, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის ოთახს ალაგებდა, როდესაც შიშველი მასპინძელი აბაზანიდან გამოვიდა. მან ჯერ მისი გაუპატიურება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და ორალურ სექსს „დასჯერდა“. ამის შემდეგ, სტროს- კანმა ისე სწრაფად დატოვა სასტუმრო, რომ ოთახში პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი დარჩა და ქალიშვილთან ერთად წახემსების შემდეგ, კენედის აეროპორტისკენ გაეშურა. იქ რაც მოხდა, უკვე ვიცით.
პროკურორის მტკიცებით, სასამართლო ექსპერტიზის შედეგები მსხვერპლის ჩვენებას ადასტურებს. თუმცა ვარაუდობენ, რომ დაცვის მხარე შეეცდება, სასამართლო ინციდენტის ნებაყოფლობით ბუნებაში დაარწმუნოს.
დომინიკ სტროს-კანის აგრესიული მექალთანეობა საიდუმლო არავისთვის ყოფილა - „მისი ერთადერთი სერიოზული პრობლემა ქალებისადმი დამოკიდებულებაა, - წერდა მემარცხენე ფრანგული გამოცემა Libйration ჯერ კიდევ 2007 წელს, - ის ზედმეტად მიმწოლია, მის მოქმედებებს ხშირად ძალადობის ელფერი დაჰკრავს, ამის შესახებ მედიამ მშვენივრად იცის, მაგრამ არ საუბრობს (ჩვენ ხომ საფრანგეთში ვართ)“. ვარაუდობდნენ იმასაც, რომ საფრანგეთის აღიარებული ეკონომისტის „დონ ჟუანობა“, მის პოლიტიკურ კარიერას შეუქმნიდა საფრთხეს. „სტროს-კანის საარჩევნო კამპანია ერთ კვირასაც ვერ გასტანს“, - წერდა სარკოზის მრჩეველი, ფრედერიკ ლეფებრი რამდენიმე წლის წინ, მიიჩნევდა რა, რომ მისი უხერხული თავგადასავლები, წინასაარჩევნო პერიოდში წამოჰყოფდა თავს. ლეფებრი ამტკიცებდა, რომ მას ნანახი ჰქონდა ფოტომასალა, სადაც სვინგერთა კლუბიარენა დან გამოსული სტროს-კანია აღბეჭდილი. მაგრამ მანჰეტენზე მომხდარმა ამბავმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ისეთი ამბავი გამოააშკარავა, რამაც არა მხოლოდ სტროს-კანს, არამედ მთელ სოციალისტურ პარტიას მოჭრა თავი.
დომინიკ სტროს-კანი მეუღლე ან სინკლერთან ერთად
„აღგზნებული შიმპანზესავით იქცეოდა“, - ჰყვება სოციალისტური პარტიის მაღალჩინოსნის ქალიშვილი ტრისტან ბანონი. როგორც ირკვევა, ცხრა წლის წინ, სტროს- კანთან ინტერვიუზე მისულ 22 წლის ქალბატონს, მასპინძელთან იატაკზე ჭიდაობა მოუწია, გაუპატიურებას რომ გადარჩენოდა. ეს ამბავი მისმა სოციალისტმა დედამ მიჩქმალა - შვილს ურჩია არ ეჩივლა. „ჩავთვალე, რომ ასე აჯობებდა, ტრისტანი ხომ დომინიკის ქალიშვილის ახლო მეგობარი იყო, - იხსენებს ის, - ახლა ძალიან ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი“. კრიტიკოსები ამბობენ, რომ სოციალისტი ქალბატონი, სინამდვილეში, პარტიის დისკრედიტაციას მოერიდა და მოძალადეს ამიტომ შეუნახა ნამუსი.
ამ დრომდე, ფრანგი პოლიტიკოსების მრავალფეროვან სექსუალურ თავგადასავლებს, მათი კარიერისთვის პრობლემა არასოდეს შეუქმნია. საფრანგეთში ყველამ იცოდა, რომ პრეზიდენტ მიტერანს მეორე ოჯახი ჰყავდა. „მერე რა?“ - ასე უპასუხა სოციალისტმა პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვას, საყვარელთან შეძენილი შვილის თაობაზე. ჟაკ შირაკს თავს იმდენი ქალი ეხვია, რომ თანამშრომლებმა მეტსახელად „სამი წუთი, შხაპის ჩათვლით“ დაარქვეს. თავად ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტობის დროს გაშორდა ცოლს და სუპერმოდელზე იქორწინა.
ამგვარი ისტორიები ამყარებს ისედაც გამჯდარ სტერეოტიპს, რომ ფრანგები უფრო თავაშვებულები არიან, ვიდრე ანგლოსაქსები. მაგრამ მიზეზი მხოლოდ კულტურაში კი არა, კანონმდებლობაშიც უნდა ვეძებოთ. მაშინ როდესაც ამერიკაში სიტყვის თავისუფლება, კონსტიტუციის პირველ შესწორებას, თითქმის აბსოლუტურ ხარისხში აჰყავს, საფრანგეთში სიტყვა პირადი ცხოვრების დაცვის მოტივითაა შევიწროებული. შესაბამისად, ფრანგული პრესა, სანქციების შიშით, ერიდება საჯარო პირების პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურებას, რაც საზოგადოებას თავიანთ რჩეულთა მორალზე მსჯელობის შესაძლებლობას მკვეთრად უზღუდავს.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფრანგები ქალზე ძალადობას არაფრად დაგიდევენ. თუმცა კინორეჟისორ რომან პოლანსკის ისტორიას თუ გავიხსენებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფრანგებს ამის შენდობაც უფრო იოლად შეუძლიათ. როდესაც ამერიკული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი რეჟისორი შვეიცარიაში დააკავეს და მისი ამერიკაში ექსტრადიციის საკითხს იხილავდნენ, საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა წერილიც კი მისწერა ჰილარი კლინტონს, სადაც შვეიცარიელებს „ასეთი ტალანტის მქონე“ პერსონის დაპატიმრების გამო აკრიტიკებდა. მერე რა, რომ მან 1977 წელს 13 წლის მოზარდს ნარკოტიკი მიაღებინა - იმ მიზნით, რომ სექსზე დაეთანხმებინა, შემდეგ კი საფრანგეთში გაიქცა და შეერთებულ შტატებში ფეხიც აღარ ჩაუდგამს დაპატიმრების შიშით.
ალბათ ამიტომ გაღიზიანდა ფრანგული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი, როდესაც მედიაში ბორკილებდადებული, გაუპარსავი და დემორალიზებული „სადაცაა საფრანგეთის პრეზიდენტი“ იხილა. ნიუ იორკის პოლიციის მოქმედებას, ლინჩის წესით გასამართლება უწოდა საფრანგეთის ყოფილმა კულტურის მინისტრმა ჟაკ ლანგმა. გაღიზიანებულ ფრანგებს ნიუ იორკის მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა მოკლე და კონკრეტული პასუხი გასცა - „ვისაც ხელბორკილებით სიარული არ სურს, დანაშაულს ნუ ჩაიდენს“.
საფრანგეთში კონსპირაციის თეორიებს ფართო გზა მიეცა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ ფრანგების 57%25-ს ინციდენტი “მოწყობილი” ჰგონია, სოციალისტებში ეს მაჩვენებელი 70%25-ზე მეტია.
ეს გასაგებიცაა - სოციალისტური პარტია ხელისუფლებაში მოსვლას 2002 წლიდან წარუმატებლად ცდილობს, საპრეზიდენტო არჩევნები კი მათ კანდიდატს 1988 წლის შემდეგ არ მოუგია. ახლა კი, როცა გამარჯვება განაღდებული ეგონათ, ასეთი ამბავი დაატყდათ თავს.
„თითქოს ცა ჩამოგვექცა თავზე. ბუნებრივია, რომ ხალხს ეჭვი გაუჩნდა და კითხვას სვამს, ვის ინტერესებს ემსახურებოდა მომხდარი“, - განუცხადა Reuters-ს სოციალისტური პარტიის წარმომადგენელმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, რადგან ხელმძღვანელობა პარტიის წევრებს ამ თემაზე საუბრისგან თავშეკავებას ურჩევს.
ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ, დომინიკ სტროს-კანს 6 მილიონი დოლარის გირაოთი გამოუშვებენ. პროკურორი ამის წინააღმდეგი იყო, ამერიკელებს კარგად ახსოვთ გირაოთი გამოშვებული პოლანსკი, რომელიც მართლმსაჯულებას დაუსხლტა. მაგრამ სტროს-კანს გაქცევა გაუჭირდება. მას ელექტრონული ბორკილი ადევს და სამართალდამცავთა მეთვალყურეობის ქვეშ, შინაპატიმრობაში მოუწევს ყოფნა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი 25-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
როგორც უნდა დასრულდეს სასამართლო პროცესი, ერთი რამ უკვე ცხადია - მანჰეტენზე მომხდარმა ინციდენტმა, როგორც გაზეთმა Le Monde-მა ხატოვნად აღნიშნა, ფრანგულ პოლიტიკაში სეისმური ძვრები გამოიწვია.
ფოტო: REUTERS ©
![]() |
4 სერტიფიცირება კონკურენციის ნაცვლად |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
განათლების რეფორმა
სალომე უგულავა
ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტი სერტიფიცირებულ მასწავლებელთა იმ ნაწილს შეხვდა, რომელთა ხელფასიც, მომავალი სასწავლო წლიდან ათასი ლარი გახდება. სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მან სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ფინანსურ სტიმულირებაზეც ისაუბრა. ყველა პედაგოგს, რომელიც სერტიფიცირებისთვის სავალდებულო ორ გამოცდას ჩააბარებს - მაპროფილირებელ საგანსა და პროფესიულ უნარებში - ხელფასზე 75 ლარი დაემატება. თუ სერტიფიცირებული მასწავლებელი კიდევ ერთ, კომბინირებულ, გამოცდას ჩააბარებს, რომელიც „ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნის“ შემოწმებას გულისხმობს, მისი ანაზღაურება 125 ლარით გაიზრდება. 1000-ლარიანი ხელფასი კი ამ უკანასკნელთა 25%25-ს ერგება.
სასერტიფიკაციო გამოცდების დანერგვაზე, საქართველოში წლებია საუბრობენ. თუმცა, პირველი ეტაპი გასულ წლამდე არ ჩატარებულა. 2010 წელს პირველ სასერტიფიკაციო გამოცდებში, დაახლოებით, ათი ათასი პედაგოგი მონაწილეობდა. მათგან 6075 ორივე სავალდებულო გამოცდაზე გავიდა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, ამ ორი საგანში, 1147-მა მასწავლებელმა მოახერხა.
პირველ წელს, გამოცდებზე გასვლა მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენებისა და მათემატიკის მასწავლებლებს შეეძლოთ. წელს, ივლისში, მათ რიგს კიდევ რამდენიმე საგანი დაემატება: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება. გამოცდა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვისაც ჩატარდება. ამ დროისთვის სასერტიფიკაციო გამოცდისთვის 24 ათასი პედაგოგია დარეგისტრირებული. სულ საქართველოში დაახლოებით 79 ათასი მასწავლებელია.
2014 წლამდე სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. შემდეგ კი, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, სავალდებულო გახდება. თუმცა, ფინანსური სტიმულირება მხოლოდ საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი. სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასვლა ყოველ წელს იქნება შესაძლებელი. სერტიფიკატის ვადა რვა წელია. მასწავლებელს, შუალედში, ალტერნატიული გზებით - იქნება ეს კონფერენცია-ტრენინგებში მონაწილეობა, თუ სახელმძღვანელოების ავტორობა - შეეძლება დააგროვოს საკმარისი კრედიტები. შესაბამისად, მას გამოცდაზე კიდევ ერთხელ გასვლა აღარ დასჭირდება.
ამრიგად, განათლების სამინისტრო კიდევ ერთ რეგულაციას აწესებს - ყველა მასწავლებელს ერთიანი, სტანდარტული სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ისვე განსაზღვრავს, თუ რამდენით უნდა გაეზარდოთ ხელფასი სერტიფიცირებულებს საჯარო სკოლებში. სამინისტროს განცხადებით, რახან საჯარო სკოლების ბიუჯეტს თვითონ ამტკიცებს, სკოლებს იმის რესურსს აძლევს, რომ მასწავლებლებს გაზრდილი, მათ შორის, 1000-ლარიანი ხელფასი გადაუხადონ.
სერტიფიცირების მიზნად სამინისტრო მასწავლებლის პროფესიის რეგულირებასა და მათი კომპეტენციის დაწესებულ პროფესიულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას აცხადებს. რეგულირების ფარგლებში ისინი ვარაუდობენ, რომ გაიზრდება მასწავლებლების პროფესიონალიზმი და პროფესიული განვითარება უწყვეტი გახდება. ახალ მოტივირებულ კადრებსაც მიიზიდავენ და უნივერსიტეტებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაამყარებენ.
თუ სერტიფიცირების მიზანია, მასწავლებელი პროფესიონალი იყოს და მოსწავლეს უკეთ ასწავლოს, ეს სტანდარტიზირებული გამოცდით ვერ მიიღწევა. სერტიფიკატი კვალიფიკაციის გარანტი არ არის. ერთადერთი, რასაც ხსენებული ინიციატივა უზრუნველყოფს, მასწავლებლის მიერ თავისი საგნის მინიმალურ დონეზე ცოდნის დადასტურებაა. ასევე იმას, რომ პედაგოგი სწავლების გარკვეულ მეთოდებს თეორიულად იცნობს. ამგვარად, სერტიფიკატს, სავარაუდოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის ის მასწავლებელი ვერ მოიპოვებს, რომელსაც ბოდლერი, კანტი და ჰეგელი „უცხო სიტყვები“ ჰგონია - ასეთი პასუხები 2010 წლის გამოცდებზე არცთუ იშვიათი იყო. თუმცა, ტესტირებული გამოცდა ვერც ზემოთქმულის გარანტი იქნება - შესაძლოა, მინიმალურ ბარიერგადალახულმა, თავის საგანში რაიმე ელემენტარული არ იცოდეს. ეს გამოცდა ვერც იმას შეამოწმებს, პედაგოგი ამა თუ იმ მეთოდოლოგიას, თუ ტრენინგებზე დასწავლილ თეორიას, პრაქტიკაში რამდენად გამოიყენებს.
ის, რომ სერტიფიცირება მასწავლებლის კომპეტენციის ზრდის გარანტი არაა, აშშ- ში 2007 წელს ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა. იგი ნიუ იორკის შტატში თომას კეინმა, ჰარვარდის განათლების სკოლის პროფესორმა, რამდენიმე კოლეგასთან ერთად ჩაატარა. მათ იმ მოსწავლეების შედეგები იკვლიეს და შეადარეს, რომლებსაც სერტიფიცირებული, არასერტიფიცირებული და ალტერნატიულად სერტიფიცირებული მასწავლებლები (ვისაც პედაგოგიური განათლება არ აქვს) ასწავლიან. გამოვლინდა, რომ ის, თუ რა სტატუსი აქვს მასწავლებელს და როგორ შევიდა პროფესიაში, მოსწავლეთა შედეგებზე პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს. ასევე ის, რომ სერტიფიცირებული პედაგოგი არ ნიშნავს ეფექტიან მასწავლებელს. მათი პროფესიონალიზმის შეფასება, ყველაზე უკეთ, თავად სკოლებს შეუძლიათ პრაქტიკაში.
სერტიფიცირებამ, მომავალი პედაგოგებისთვის, უნივერსიტეტებში სწავლების შინაარსის სტანდარტიზებაც შეიძლება გამოიწვიოს. სასწავლებლებიც და სტუდენტებიც გამოცდების ჩაბარებაზე გახდებიან ორიენტირებული. ეს მაშინ, როდესაც მომავალ მასწავლებელს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი განათლება სჭირდება, რათა საჭირო უნარები განივითაროს. ამგვარი განათლება, შესაძლოა, სულაც არ იყოს პროფესიული სტანდარტის შესაბამისი, მაგრამ პრაქტიკაში უკეთესი შედეგი მოიტანოს.
თავი რომ დავანებოთ იმას, რომ განსაზღვრული ფინანსური სტიმულირება მასწავლებლის პროფესიული ზრდის გარანტიას ვერ შექმნის, ეს სტიმულირებაც გაუმართავად ხდება. მაგალითად, გამოდის, რომ ათასლარიანი ხელფასი, არა ყველა სერტიფიცირებული მასწავლებლის საუკეთესო 25%25-ს ექნება, არამედ კონკრეტულ წელს სერტიფიცირებულთა იმ მეოთხედს, რომელმაც კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდაც ჩააბარა. მათი რიცხვი კი წელს 54-ია. გარდა იმისა, რომ ეს რეპრეზენტატული ვერ იქნება (თუნდაც იმის გათვალისწინებითაც, რომ შარშან გამოცდაზე გასვლის უფლება ყველა საგნის პედაგოგს არ ჰქონდა), კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდაზე ბუნებრივი უპირატესობა, მაგალითად, ინგლისური ენის მასწავლებლების მხარეს შეიძლება იყოს. სამინისტროს მტკიცებით, ეს უპირატესობა არ არის, რადგან გამოცდაზე მხოლოდ მინიმალურ ცოდნას ითხოვენ.
მასწავლებლების კვალიფიკაციისა და სწავლების ხარისხის ასამაღლებლად, სახელმწიფო რეგულირება კი არ უნდა გაიზარდოს, სკოლებს თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა მიეცეთ და კონკურენცია წახალისდეს. ბოლო დროს ამის საპირისპირო ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, რაც საერთო კონტექსტს ქმნის - მაგალითად, სახელმძღვანელოების შინაარსის სტანდარტიზება; ვაუჩერული დაფინანსების სახეცვლილება, რაც სკოლებს გაუმჯობესების სტიმულს უმცირებს. ახლა ამას მასწავლებელთა სავალდებულო სერტიფიცირებაც ემატება. სამინისტრო საჯარო სკოლებს ისედაც უდგენს დაქირავების სტანდარტებს, უმტკიცებს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს. ამიერიდან სახელფასო დანამატსაც თავად განსაზღვრავს, თითქოს, ამ საკითხში სკოლაზე უფრო კომპეტენტურია.
კონკურენტულ გარემოში სკოლა მეტი ფინანსების მიზიდვას ახერხებს და კარგ მასწავლებლებს უკეთეს ხელფასსაც გადაუხდის. ვინაა უფრო კვალიფიციური, ან არაკვალიფიციური, ეს თავად სკოლამ შეიძლება გადაწყვიტოს. ამგვარ კონკურენტულ გარემოში მასწავლებელიც მოტივირებულია, რომ უფრო და უფრო უკეთესად ასწავლოს. ამით ის, ერთი მხრივ, ბაზარზე ადგილს შეინარჩუნებს და მეორე მხრივ, მეტ ანაზღაურებას მოიპოვებს.
![]() |
5 სქიზმა სქიზმატებს შორის |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
კანონიკური ქურდები
დავით ჩიკვაიძე
მღვდელი ბესარიონ აფლიაა (მარჯვნივ) ახალი ათონის მონასტერთან
ფოტო: REUTERS ©
აფხაზეთში, სამღვდელოება და მრევლი იდეოლოგიური დაპირისპირების შედეგად, ორ ნაწილად გაიყო. 15 მაისს, ახალი ათონის მონასტერში, ნაციონალისტური დროშების თანხლებით შეკრებილმა საეროთა და სამღვდელოთა ყრილობამ, არქიმანდრიტ დოროთე დბარის, მღვდელმონაზონ ანდრეი ამფარისა და იეროდიაკონ დავით სარსანიას მეთაურობით, ახალი - ანაკოფიის მიტროპოლია ჩამოაყალიბა. ეპარქიის დროებით მმართველად, არქიმანდრიტი დოროთე დაინიშნა. სასულიერო პირთა მეორე ნაწილი, აფხაზეთის თვითგამოცხადებული ეკლესიის მეორე ბანაკს - სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის მმართველ ბესარიონ აფლიაას უჭერს მხარს. შესაბამისად, მათ მიტროპოლიის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
„არაფერია საშინელი ორი თემის ჩამოყალიბებაში: ის, ვისაც ადრე ეყოლება ეპისკოპოსი, იქცევა აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიად“, - განმარტა არქიმანდრიტმა დბარმა ახალ ათონში გამართულ ყრილობაზე. საქმე ის არის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკის თანახმად, ეკლესია ეპისკოპოსის გარეშე ვერ იარსეპოლიტიკა ბებს. ეპისკოპოსის კურთხევას კი, სულ მცირე, ორი კანონიერი მღვდელმთავრის ხელდასხმა სჭირდება.
კანონიკურად ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ- ერთ ეპარქიას წარმოადგენს. ცნობილია, რომ წმ. სინოდის 21 დეკემბრის განჩინებით, ეპარქიის მმართველობა უშუალოდ გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. მის ტიტულს „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის“ სტატუსი დაემატა. ამ გზავნილის აუცილებლობა დღის წესრიგში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ დადგა.
2009 წლის 15 სექტემბერს სოხუმში შეკრებილმა აფხაზეთის სამღვდელოებამ საზეიმოდ ამცნო ქვეყნიერებას, რომ „აღდგა” აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია - ბიჭვინთის საკათალიკოსო. ვითარება აშკარად სხვა რელსებზე გადავიდა.
აფხაზებმა თითქოს რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაზეც კი უარი განაცხადეს: „განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ გავდივართ არც ერთი მართლმადიდებლური იურისდიქციიდან და არ შევდივართ არც ერთ სხვა იურისდიქციაში. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სამშობლოში და ვითხოვთ დახმარების აღმოჩენას აფხაზეთში ჩვენი ეკლესიის კანონიკური წყობილების აღსადგენად”, საგანგებოდ არის აღნიშნული 15 სექტემბრის სხდომის ოქმში.
რუსული ეკლესია ორმაგ თამაშს თამაშობს. საქართველოს ეკლესიის კანონიკური ერთიანობის აღიარების პარალელურად, თავის სასულიერო სასწავლებლებში მიჰყავს აფხაზი ახალგაზრდები, შემდეგ ხელს ასხამს და მსახურებისთვის ტაძარს აღარ აძლევს. ბუნებრივია, ისინი მშობლიურ აფხაზეთს მიაშურებენ, ხოლო რუსეთს საქართველოს საპატრიარქოსთან თავის გასამართლებელი საბუთი აქვს: მას ხომ არ გაუგზავნია ისინი აფხაზეთში მსახურებისთვის!
სიტუაცია საბოლოოდ მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრად იღუმენი ეფრემ ვინოგრადოვი გამოგზავნა. ახალი ათონის წინამძღვრად, მანამდე, მღვდელმონაზონი ანდრია ამპარი ითვლებოდა. აფხაზ სასულიეროთა ნაწილმა ეს ქმედება მათ შინაურ საქმეებში ჩარევად მიიღეს.
ბესარიონ აფლიაა რუსეთში დაფასებული მღვდელია, რეალურად, სწორედ მისი მეშვეობით აკონტროლებს კრემლი აფხაზეთის ეპარქიას. ის ოკუპირებული რეგიონის მთავრობასთანაც დაახლოებულია და კრემლს მათთან ერთად ხშირად სტუმრობს. სწორედ მოსკოვის რუპორის როლი შეასრულა, ცოტა ხნის წინ, საოკუპაციო რეჟიმის პრემიერმა სერგეი შამბამ. მან ყოველგვარი შეფარვის გარეშე, 15 მაისს შეკრების მსურველნი, კრემლთან ურთიერთობის გაუარესებით და „სხვა ნეგატიური გაგრძელებებით“ დააშინა.
დბარის მხარეს ნაციონალისტურად განწყობილი აფხაზები, მათ შორის პოლიტიკოსები დგანან. მაგალითად, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. მათი სურვილია აფხაზეთში საეკლესიო ცხოვრება რუსეთისგან დამოუკიდებლად წარიმართოს. დბარმა კავკასიაში რუსეთის საეკლესიო პოლიტიკაც გააკრიტიკა. დბარის მხარეს ნაციონალისტურად განწყობილი მამა ანდრია ამფარი და მამა დავით სარსანია დგანან.
რაც შეეხება აფლიაას ჯგუფს, იქ ინტერნაციონალური შემადგენლობაა: აფხაზი ვასილისკო ადლეიბას, დალმატ გოფიასა და სერგი ჯოფუას გვერდით არიან პავლე ხარჩენკო, სავატი ლაგუტინი, ეგნატე კიუტი, პეტრე სამსონოვი, გრიგორი ხორკინი, იოანე სვინუხოვი და იგორ არტემიევი. ამდენად, რუსეთში კარგად ხვდებიან, რომ შესაძლოა, აფხაზ სასულიერო პირებზე გავლენა დაკარგონ.
ამ ფონზე რუსეთის საპატრიარქოს პოზიციაც გასაგებია: „ეკლესიურ ცხოვრებაში პოლიტიკური ვნებების ჩართვა, მორწმუნეებს შორის განხეთქილების გაჩენა - ეს მხოლოდ და მხოლოდ ართულებს აფხაზეთის ეკლესიის საკითხის ლეგიტიმურ გადაწყვეტას“. ლეგიტიმურ გადაწყვეტაში, რუსეთი, სავარაუდოდ, მის მიერ არაერთხელ გამოთქმულ პოზიციას, ანუ აფხაზეთის ეპარქიის მისთვის „დროებით“ გადაცემას გულისხმობს.
მოსკოვში ჩასულ ჩვენი საპატრიარქოს დელეგაციას ხომ არაერთხელ შესთავაზეს, მიეცათ აფხაზეთის იურისდიქციის დროებით გადაცემის უფლება, რითაც მათ საბოლოოდ გაეხსნებოდათ ხელ- ფეხი აფხაზი მართლმადიდებლების „სულიერად გამოსაკვებად“. სხვა მხრივ კი, რუსეთი პირდაპირ ვერ იღებს აფხაზეთს საკუთარ კანონიკურ იურისდიქციაში, რადგან ამან შესაძლოა საქართველოს საპატრიარქო აიძულოს, აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რაც მოსკოვში მტკივნეული თემაა.
როგორც ჩანს, კრემლიდან „ეგზეკუციის“ დირექტივამ არ დააყოვნა და აფლიაამ სასწრაფოდ მოიწვია „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ საგანგებო კრება, რომელმაც „ახალგაზრდა და უპასუხისმგებლო ზოგიერთი აფხაზის“ გამოსვლა დაგმო. იქ მისული მრევლი პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა, „როგორც გაუგებრობის მსხვერპლნი“, ხოლო დბარის ჯგუფთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა. თავის მხრივ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა სამსახურებიდან ის თანამშრომლები დაითხოვა, რომლებმაც „სამარცხვინო კრებაში” მიიღეს მონაწილეობა.
აფხაზი ნაციონალისტი სასულიერო პირების ნაწილმა, მამა ბესარიონი პრორუსულ პოლიტიკაში ღიად დაადანაშაულა და ახალი ეპარქიის შექმნით, მისი პოლიტიკის საბოლოოდ განეიტრალება გადაწყვიტა.
რეალური ავტოკეფალიის ძიება მართლმადიდებელი ეკლესიის გულში - კონსტანტინოპოლში დაიწყო. თუმცა მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია დღემდე საქართველოს ეკლესიის კანონიკური ერთიანობის მხარდამჭერია. სწორედ მან აღიარა ორი ათეული წლის წინ საქართველოს საპატრიარქოს თვითმწყემსობა და ავტოკეფალიის ტომოსიც უბოძა.
2 წლის წინ მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა მცხეთაში სტუმრობისას, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს პატრიარქი თავის კანონიკურ უფლებებს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში მალე აღიდგენდა.
ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე, მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთიანი წესი არ არსებობს. ბერძნული საპატრიარქოები მიიჩნევენ, რომ ამის უფლება მსოფლიო საპატრიარქოს აქვს. რუსეთის ეკლესია სხვაგვარად ფიქრობს: ავტოკეფალიას ანიჭებს დედა-ეკლესია.
აფხაზ სასულიეროთა მცირე ჯგუფმა დაინახა, რომ მოსკოვში სიარული არაფრის მომტანია: კრემლის ოფიციალური პოზიციით ხომ ავტოკეფალიის გასაღები აფხაზებმა მცხეთაში უნდა ეძიონ. თან, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის საპატრიარქოში იციან, რომ აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა ჯაჭვურ რეაქცის გამოიწვევს და შესაძლოა, საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალია ცნოს.
ამ ფონზე აფხაზებს საიმედოდ ესახებათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. სწორედ მათ მიმართეს შექმნის თხოვნით, რომელმაც აფხაზეთში მართლმადიდებლობის კანონიკური სტატუსი უნდა განიხილოს. შემთხვევითი არც ისაა, რომ მამა დოროთემ არქიმანდრიტის ხარისხი სწორედ ბერძენთა ეკლესიისგან მიიღო და თანაც პირდაპირ თავყრილობის წინ. ამ ფონზე კი საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია კვლავ ერთმნიშვნელოვანია: „მივმართავთ კრების მონაწილეთ და აფხაზეთში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს, რომ დავდგეთ გარეშე ძალების მიერ ინსპირირებულ პროცესებზე მაღლა (რაც არის მიზეზი არსებული დაპირისპირებებისა) და ქრისტესმიერი სიყვარულით და მშვიდობისმყოფელობით აღვადგინოთ კანონიკური ერთობა ჩვენს შორის...“
![]() |
6 რას იტყოდა უცნაური ემილი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
როგორც ჩანს, მოსალოდნელი კოსმიური და ბირთვული კატასტროფა, კარზე მომდგარი გლობალური დათბობა, საკვებსა და ჰიგიენურ საშუალებებში დამალული კიბოსა და ათასგვარი უბედურების მიზეზები, საკმარისად შთამბეჭდავი არ არის. ორიოდე კვირის წინ მედიამ საზოგადოება ახალი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. თურმე ნუ იტყვით, ჩვენს დედაქალაქში სატანისტები დაიარებიან. „სატანისტები“, არც მეტი, არც ნაკლები, ის მოზარდები აღმოჩნდნენ, რომლებიც თავს კონკრეტულ სუბკულტურას, გოთებს, მიაკუთვნებენ. ტელეკომპანია იმედმა განგაშის ზარებს შემოჰკრა - თბილისელი თინეიჯერები სატანისტურ რიტუალებს ატარებენ! უფრთხილდით მათ, მოარიდეთ საკუთარი შვილები და საყვარელი კატები, რადგან მათ ეს ბავშვები სასაფლაოებზე ხოცავენ.
სიუჟეტი ჩვეული სცენარით ვითარდება: ანონიმი დედა 14 წლის გზას აცდენილ შვილს მონასტერში გზავნის. ანონიმი „სატანისტი გოთები“ მაჯის ზედა მხარეს იკაწრავენ და ცხოველებს აწამებენ. ბოლოს, ხატების ფონზე მჯდომი ანონიმი „ექსპერტი“, ამოუცნობივე პროფესიითა და სტატუსით, ამ მოზარდებს მომავალში ოჯახების ნგრევას უწინასწარმეტყველებს.
იმედის ჟურნალისტებმა შეშფოთებული სახით მოიხადეს ბოდიში „მძიმე კადრების“ ჩვენებისათვის. შემდეგ შეეცადნენ, სანდომიანი ტონით დაერწმუნებინათ მაყურებელი, რომ სანამ დანარჩენები პატიოსანი და ღვთისნიერი ცხოვრებით ცხოვრობენ, მსგავსი „პრაქტიკულად დაუჯერებელი ისტორიები“ ჩვენს ქალაქში მართლაც ხდება.
არის თუ არა მსგავსი ახალგაზრდული გაერთიანება „დაუჯერებელი“ მოვლენა? რა თქმა უნდა, არა. პირიქით, მათი არსებობა ნორმაა და ყველა მეტ-ნაკლებად თავისუფალ საზოგადოებას ახასიათებს. თქვენ წარმოიდგინეთ, გოთური და თუნდაც „სატანისტური“ კონტრ-კულტურის არსებობა საზოგადოების განვითარებისთვის რაიმე სახის საფრთხეს არ წარმოადგენს. ბუნებრივია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რაიმე იდენტობის მქონე ჯგუფი კრიმინალური და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებითაა დაკავებული. იმედის კონსპირაცია უფრო შორსაც წავიდა. ჟურნალისტებმა იეჭვეს, რომ არსებობს ადამიანების მისტიკური, დიდი ჯგუფი, რომელიც ქართველი გოთების „საქმიანობას“ აფინანსებს. საინტერესოა, ვის ინტერესში უნდა შედიოდეს მოზარდების სასაფლაოზე შეკრება, ან რამდენად რეალურია სუბკულტურების „დაფინანსების“ ხარჯზე არსებობა.
გოთურმა სუბკულტურამ არსებობა გასული საუკუნის 80-იან წლებში ბრიტანეთში შესაბამის მუსიკალურ სტილთან ერთად დაიწყო. შუა საუკუნეებისა და ვიქტორიანული ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილის სამოსი, ვარცხნილობა და მკვეთრი მაკიაჟი, მელანქოლია, რომანტიზმი და ორიენტაცია ესთეტიკაზე - დღეს უკვე მოდურად ქცეული გოთური იმიჯის განუყრელი ატრიბუტებია. ამ მიმდინარეობის სატანიზმთან კავშირი ერთ-ერთი გავრცელებული მითია. ადამიანებს, რომლებიც ამ წრეში ტრიალებენ, ეს „ბრალდება“ სასაცილოდაც არ ჰყოფნით. სამაგიეროდ, როგორც ხშირად ხდება, სტერეოტიპს ადვილად „წამოეგო“ ქართული მედია.
მაინც რატომ ისწრაფვიან მოზარდები სუბკულტურაში გაერთიანებისკენ? ამის მიზეზი, შესაძლოა, მეინსტრიმ კულტურის, ახლობლების, ოჯახის მიმართ პროტესტი იყოს. ანაც - განსხვავებულობის სურვილი, თვით დამკვიდრების მცდელობა. ზოგს კი უბრალოდ კონკრეტული ჩაცმის სტილი, იმიჯი, მუსიკა მოსწონს.
საბოლოოდ, ამ ყველაფერს ასაკის ფსიქოლოგიური თავისებურებები და გარშემომყოფთა დამოკიდებულება განაპირობებს. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინისგან ვითარების ფონდის ბავშვთა დახმარების ცენტრის ფსიქოლოგის, ქეთევან თავართქილაძის თქმით, მოზარდობის ასაკი პიროვნებისგან ვითარების კრიზისული პერიოდია - ახასიათებს კონფლიქტები, სოციალურ გარემოში ადაპტაციის გართულება. „ამ პერიოდში სუსტდება მშობლებთან დამოკიდებულება და ძლიერდება თანატოლებისაკენ მისწრაფება. მოზარდები თანატოლებთან ემოციურ მხარდაჭერას პოულობენ, ამიტომ მათთან გაცილებით მეტ
დროს ატარებენ, ვიდრე უფროსებთან. უჩნდებათ სამყაროს დამოუკიდებლად შეცნო ბისა და მშობლებისგან გამოყოფის სურვილი, თან არც მარტო დარჩენა სურთ. თუ ამ დროს ოჯახში გაგებით არ ეკიდებიან, მხარდაჭერას სხვა ადგილებში - სხვადასხვა არაფორმალურ გაერთიანებებში ეძებენ. გამოდის, რომ არაფორმალურ გაერთიანებებში შესვლისკენ ყველა მოზარდს აქვს მიდრეკილება. მიდრეკილების ხარისხს კი მათ მიმართ მოზრდილი ადამიანების, პირველ რიგში, მშობლების დამო კიდებულება განაპირობებს“.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმედის რესპონდენტები გოთურად სულაც არ გამოიყურებიან. დამახასიათებელი ტანისამოსის ნაცვლად ადიდასის ფირმის მაისურები აცვიათ. შეკრების ადგილზე აღმოჩენილი სატანიზმის „ნივთმტკიცებების“ ჩამონათვალი კი ასეთია: კათოლიკური ჯვარცმა, კედელზე გაკრული მხიარული როჯერის დროშა, მეტალ-ჯგუფების პლაკატები, წარწერა „sanctus spiritus” (სული წმინდა) და მსხვილი კადრით ნაჩვენები ედგარ პოს მოთხრობების კრებული. როგორც ჩანს, საქართველოში „სატანისტების“ ფანტაზიაც ისევე შორსაა მათი უცხოელი „კოლეგების“ ფანტაზიისგან, როგორც ქართველი მედიაჟურნალისტების ეთიკა დასავლელი კოლეგების ეთიკისგან.
ქართულ სკოლებში ნამდვილად ვერ შეხვდებით გოთური აქსესუარებით მორთულ იმდენ მოზარდს, რამდენსაც დასავლეთის ქვეყნებში. თუმცა, ახალგაზრდული სუბკულტურებისადმი მედიის ინტერესი არც გასაკვირია, არც და საგმობი. განვითარებულ მსოფლიოში კარგა ხანია, ეს საზოგადოების თუ სოციალური მეცნიერების ინტერესის საგანს წარმოადგენს.
როგორც წესი, გარკვეული ასაკის შემდეგ, ალტერნატიული სუბკულტურის წევრების უმრავლესობა ცხოვრების მეტ-ნაკლებად ჩვეულ რეჟიმში ჯდება. ასე მოხდა, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოძრაობის, ჰიპების პირველი თაობის შემთხვევაში. მათი დიდი ნაწილი, შემდგომში, საშუალო რგოლის მენეჯერად იქცა. ერთ-ერთი კვლევის ავტორები მშობლებს ურჩევენ, პანიკაში არ ჩავარდნენ, თუ ერთ დღესაც აღმოაჩენენ, რომ მათმა შვილმა თმა შეიღება, გამორჩეულად ჩაცმა, განსხვავებული მუსიკის მოსმენა და „უცნაურ“ ადამიანებთან მეგობრობა და იწყო - მოკლედ, გოთურ სუბკულტურას შეუერთდა. კვლევა გვეუბნება, რომ ასაკთან ერთად, „უცნაურობაც“ გადის და გოთი მოზარდები შემდგომში ექიმები, ადვოკატები, მოკლედ, ასე თუ ისე, წარმატებული პროფესიონალები ხდებიან.
ითვლება, რომ „გოთი“ მოზარდების უმრავლესობა ინტელექტუალია. თანატოლებს განათლების დონითაც არ ჩამოუვარდებიან. არც აგრესიის მაღალი დონით გამოირჩევიან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოზარდს ყურადღების მიქცევა არ სჭირდება. არსებობს ავტორიტეტული უნივერსიტეტების ისეთი კვლევებიც, რომლებიც აჩვენებს, რომ სუიციდისა და თვით დაზიანების მცდელობები გოთებს შორის უფრო ხშირია. საკითხავი ისაა, „ცუდი წრე“ ახდენს ასეთ გავლენას, თუ ამ წრეში უკვე გარკვეული პრობლემებით ხვდებიან. ზოგადად, მოზარდები, რომლებიც ალკოჰოლს ხშირად სვამენ ან წამლებს იღებენ, თვით მკვლელობის მაღალი რისკის ქვეშ არიან. ასევე, ჰომოსექსუალი და შავკანიანი მოზარდები მაღალი რისკის ჯგუფებია.
ტელევიზიით გადაჭრილ ვენებზე გვესაუბრნენ, კადრში კი ხელის მეორე მხარეს არსებული ნაკაწრები ჩანდა - ისეთი, როგორსაც „ჩვეულებრივი“ ბიჭებიც იკეთებენ ხოლმე თავის გამოჩენის მიზნით. მოზარდები, რომლებიც საკუთარ თავს ვნებენ, არც არანორმალურები არიან, არც მაზოხისტები და არც რომელიმე „ბოროტი“ სუბკულტურის მსხვერპლნი. როგორც წესი, თვით დაზიანებების მიზეზი დაბალი თვითშეფასება, დაბნეულობა, გარემომცველი წრისა და ოჯახისადმი აგრესიაა.
თუ ქართული ინტერნეტ ფორუმებით ვიმსჯელებთ, მაყურებელში განსაკუთრებული გაღიზიანება კატების წამებამ გამოიწვია. ამ გაღიზიანებაში ჩაიკარგა ის ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც, პირველ რიგში, არა ცხოველებს, არამედ თავად მედიას უკავშირდება. თუ ცოტა ხნით დავივიწყებთ იმას, რომ რასაც შეჩვეულები ვართ, ის მეტად ბუნებრივად გვეჩვენება, აღმოვაჩენთ, რომ სასაფლაო ზე ცხვრის მსხვერპლად შეწირვა, ტექნიკურად, კატის მოკვლის რიტუალისგან არაფრით განსხვავდება.
რა თქმა უნდა, კატების ხოცვა მისასალებელი საქმე არაა. მაგრამ ამ ნიშნით რომელიმე კონკრეტული ჯგუფის გამორჩევა არასწორია. ფსიქოლოგების აზრით, მოზარდი ცხოველების მიმართ აგრესიას მაშინ იჩენს, როცა მოზრდილ ადამიანებთან აქვს კონფლიქტი და აგრესია უგროვდება. რახან „დიდები“ უფრო ძლიერები არიან, ეს გრძნობა უფრო სუსტზე - ცხოველზე გადააქვთ. მსგავსი პრობლემა კი გოთი „სატანისტების“ ჯგუფის მიღმაც ფართოდაა გავრცელებული.
რაც უფრო დიდია სიუჟეტში ნაჩვენები მოზარდების პრობლემა, მით უფრო დიდია ტელეკომპანიის დანაშაულიც. ადამიანების, განსაკუთრებით კი ამ ასაკის, რაიმე ნიშნით მიზანმიმართული სტიგმატიზება, მათთვის სახიფათოს იარლიყის მიკერება კიდევ უფრო და ამძიმებს მათ მდგომარეობას და საზოგადოებისგან გარიყავს. გამოსავალი არც მოზარდის წრისთვის მოწყვეტა და მონასტერში იძულებითი გაგზავნაა. „ეს შეიძლება ძალზე სახიფათო იყოს ბავშვის შემდგომი განვითარებისა და სამომავლო ცხოვრებისთვის. მშობლის ამგვარმა საქციელმა, შესაძლოა, მასში მძაფრი პროტესტი და სუბკულტურისადმი მიკუთვნებულობის კიდევ უფრო ძლიერი სურვილი გამოიწვიოს. პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ კარგი ემოციური კლიმატით ოჯახში, სამართლიანი და გულწრფელი დამოკიდებულებით მოზარდისადმი, მისი პირადი ცხოვრების პატივისცემით“, - ამბობს ქეთი თავართქილაძე.
სიუჟეტში დაავიწყდათ ეთქვათ, რომ ლედ ზეპელინის ცნობილი სიმღერის - Stairway to Heaven - ლირიკა, თუ მას უკუღმა დავატრიალებთ, უნებლიეთ თუ გამიზნულად, ასე ჟღერს: Oh here's to my sweet Satan... როგორც ვხედავთ, ჩვენი შვილებისთვის და ზეციური საქართველოს იმიჯისთვის საფრთხის შემცველთა სია განუხრელად იზრდება. დროა, დავიჯეროთ „დაუჯერებელი ისტორიები“ - ერთმანეთის გვერდით განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ, პრობლემების მქონე მოზარდებს კი, იზოლირებისა და მონასტერში გაგზავნის ნაცვლად, ამ პრობლემის აღმოჩენა და მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა სჭირდებათ.
![]() |
7 ძილი ჩვენი არსობისა |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
დამქანცველი დღის შემდეგ რბილ, ფაფუკ ბალიშში თავის ჩარგვა, ფუმფულა საბანში გახვევა და დილამდე ძილი, ადამიანთა უმრავლესობისთვის, დიდი სიამოვნებაა. ზოგიერთი ჩვენგანი, იმავეს გამეორებაზე, არც დღის განმავლობაში იტყოდა უარს. თუმცა, სულ უფრო ხშირად შეხვდებით ისეთ ადამიანებს, ვისთვისაც ძილი დროის ფუჭად ფლანგვასთან ასოცირდება. გასაკვირი არც არის - თანამედროვე ცხოვრების ტემპი დროს სულ უფრო დიდ ფასს ადებს. ამიტომაც, „უმოქმედო“ მდგომარეობაში ყოფნისათვის, ბევრს მხოლოდ რამდენიმე საათი თუ ემეტება. არიან ისეთებიც, ვისთვისაც ლოგინი უძილობით გამოწვეულ ტანჯვასთან ასოცირდება. მოზრდილი პაციენტების თითქმის 50%25, ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთზე, ჩაძინებისა და ადრეული გამოღვიძების პრობლემას მაინც უჩივის.
ალბათ ყველამ იცის, რომ ძილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ დროს ორგანიზმის „გადატვირთვა“ ხდება. მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ უძილობა გვიტევს, ან დაძაბული რეჟიმი სათანადოდ გამოძინების საშუალებას არ გვაძლევს? მეცნიერები ამბობენ, რომ მთავარია არა რამდენ ხანს, არამედ როგორ გვძინავს.
პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევა სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ეს მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოებით 28-45%25-ს აღენიშნება. ძილის დარღვევების მაჩვენებელი ჩვენთანაც მაღალია. საქართველოში ძილის ასოციაციის პრეზიდენტის, მაია ჯიბლაძის თქმით, ციკლის დარღვევა განსაკუთრებით ხშირი ქალებში, ხოლო ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით - ხანშიშესულებშია. 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, ახალგაზრდებზე ხშირად უჩივიან გატეხილ ძილს.
ძილი ნელი (Non-Rapid Eye Movement) და სწრაფი (REM) ფაზისაგან შედგება. სწორედ ამ ფაზების ერთობლიობა წარმოქმნის ძილ-ღვიძილის ციკლს, რომელიც ჯანმრთელ ადამიანს ღამის განმავლობაში 4-6-ჯერ უმეორდება. საქმე ისაა, რომ ძილის ავკარგიანობას ფაზების მოწესრიგებული მონაცვლეობა განსაზღვრავს და არა საათების რაოდენობა. შეიძლება, ყოველდღიურად ათ საათსაც იძინოთ, მაგრამ მეორე დღეს მაინც გამოუძინებელი იყოთ.
ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ფაზაში იმყოფებით იმ დროს, როდესაც იღვიძებთ. ნელი ძილის პირველ ორ ეტაპზე ადამიანს ზერელედ სძინავს. ასეთ დროს გაღვიძება უფრო ადვილი, ძილის უკმარისობის შეგრძნება კი ნაკლებია. ზერელეს ღრმა ძილი მოსდევს. თუ მაღვიძარამ ძილის ამ ფაზაში დარეკა, გამოფხიზლება ნამდვილად გაგიჭირდებათ. ჩაძინებიდან 70-90 წუთის შემდეგ, ნელს სწრაფი ძილის ფაზა ენაცვლება. სიზმრებს სწორედ ამ დროს ვხედავთ. თუ სწრაფი ძილისას გაგეღვიძებათ, სიზმარიც გემახსოვრებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში - არა. ზრდასრულ ადამიანებში ძილის 75%25-ს ნელი, ხოლო 25%25-ს სწრაფი ძილი შეადგენს. ასაკის მატებასთან ერთად, ძილის სტრუქტურაც იცვლება. მცირდება მისი საერთო ხანგრძლივობა.
ბუნებრივია, სწორად გამოძინების მიზნით, ძილის ფაზების გამოთვლა და რეგულირება რთულია. უფრო მარტივი გამოსავალი რეჟიმის დაცვაა - ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება. რაც მთავარია, ასე უნდა გააკეთოთ შაბათ- კვირასაც, დაძაბული კვირის მანძილზე უძილობის კომპენსირებისთვის, უიკენდზე ზედმეტი ძილი კი არ გამოგადგებათ.
ძილის დარღვევა თქვენს აქტიურობასა და ეფექტიანობაზე აისახება. თუ სისუსტეს, დაღლილობას, გონებრივი მუშაობის შენელებას გრძნობთ, ჩავარდნები გაქვთ მეხსიერებაში, ადვილად ღიზიანდებით, უჩივით დეპრესიას, მოტივაციისა და აქტიურობის დაქვეითებას, დაკარგული გაქვთ ინტერესი, ის დროა, ძილს მეტი სერიოზულობით მოეკიდოთ.
დარღვევა კი მრავალგვარი შეიძლება იყოს. მაგალითად, სომნამბულიზმი - როდესაც ადამიანი ლოგინიდან დგება და მძინარე დაეხეტება. ამ პრობლემის მქონეებს მთვარეულებს ვეძახით. დარღვევებს შორის ყველაზე გავრცელებული ინსომნიაა. ამ დროს ადამიანს უჭირს ჩაძინება, აწუხებს წყვეტილი ძილი, მალე ეღვიძება. რიგ შემთხვევებში ჭარბი ძილი და უძილობა - ერთმანეთს ენაცვლება. უფრო მარტივად ხდება წონის აკრეფაც, რადგან ნახშირწყლების მიღების მოთხოვნილება იმატებს. ხანდახან ინსომნია სეზონურია - ზამთრის ინსომნიას მეცნიერებმა ზამთრის ბლუზი, ანუ ზამთრის სევდა შეარქვეს.
უძილობის პრობლემას, როგორც წესი, ანტიდეპრესანტებითა და მასტიმულირებელი საშუალებებით მკურნალობენ. ხშირად ხდება, რომ ამ პრეპარატებს პრობლემის მქონე ადამიანები საკუთარ თავს „უნიშნავენ”. ყველა ასეთ პრეპარატს გვერდითი ეფექტები აქვს, ამიტომ აუცილებელია, მათი მიღება ექიმის დანიშნულებით მოხდეს. შეუძლებელია, თავად განსაზღვრო ის მედიკამენტი, სამკურნალო დოზა და მისი მიღების ხანგრძლივობა, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. თვითმკურნალობას, შესაძლოა, სიკვდილიც კი მოჰყვეს.
ძილის პრობლემები მაშინ ჩნდება, როცა სტრესის მაჩვენებელი პერმანენტულად მაღალია, კვების რეჟიმი დარღვეულია და არც რაციონია სრულფასოვანი. ადამიანი არ ან ვერ იცავს ძილ-ღვიძილის რიტმს, თამბაქოს აქტიური მომხმარებელია, თან მოწევა განსაკუთრებით ძილის წინ უყვარს და ალკოჰოლურ სასმელსაც ხშირად ეტანება. როგორც მეცნიერები ამბობენ, ამას გენეტიკური ფაქტორებიც ემატება. მართალია, მისი როლი ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა, მიჩნეულია, რომ სწორედ გენეტიკა და აღზრდის მეთოდი განსაზღვრავს ძილის ინდივიდუალურ მოთხოვნილებასა და ცირკადულ (ბიოლოგიური საათის) ხანგრძლივობას. ამიტომ თუ პატარას ძილის რეჟიმი ადრეული ასაკიდან მოწესრიგებული აქვს, გამომუშავებული ჩვევის წყალობით, ზრდასრულ ასაკში ის სტრესთან გამკლავებასაც უკეთ ახერხებს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ძილის დარეგულირებისთვის, დღის განმავლობაში, სულ მცირე, ნახევარსაათიანი გასეირნებაა აუცილებელი. მსუბუქი ვახშმის შემდეგ საჭიროა კოფეინის (ყავა, ჩაი, შოკოლადი) და ნიკოტინის შემცირება ან აკრძალვა. მნიშვნელოვანია საძინებლის სიმყუდროვე, ძილის დროს ღამის სათვალისა და ყურსაცობების გამოყენება, დაწოლის შემდეგ კი - მოდუნება. თუ კარგად გამოძინებას მაინც ვერ ახერხებთ და ეს პრობლემა პერმანენტულ ხასიათს იღებს, სპეციალისტთან კონსულტაცია, შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება და ინდივიდუალური მკურნალობის დანიშვნაა აუცილებელი. ქრონიკულმა ძილის დარღვევამ შეიძლება ადამიანი დისტრესამდე, დაუძლურებამდე მიიყვანოს. გამოკვლევა ელექტროენცეფალოგრამული აპარატით ხდება. მისი დახმარებით ძილის ფაზების ხანგრძლივობისა და მონაცვლეობის დარღვევებს განსაზღვრავენ. ეს ნევროლოგს მკურნალობის წარმართვაში ეხმარება. მკურნალობა ცხოვრების წესის შეცვლას ან მედიკამენტოზურ, თერაპიულ ჩარევას მოიცავს.
მართალია, ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამბობდა, რომ „დაავადება იწყება მაშინ, როდესაც ძილ-ღვიძილი არის დარღვეული“, - ძილის მედიცინა მაინც შედარებით ახალ კლინიკურ დისციპლინად მიიჩნევა. ეს მეცნიერება ძილის ანატომიას, ფიზიოლოგიას, პათოლოგიასა და ძილის მნიშვნელობას შეისწავლის.
ძილის საშუალო ხანგრძლივობა |
|
ასაკი |
საათი |
ახალშობილი (0-2 თვე) |
12-18 |
ჩვილი (3 თვიდან წლამდე) |
14-15 |
ახალფეხადგმული (1-დან 3 წლამდე) |
12-14 |
სკოლამდელი ასაკის (3-დან 5 წლამდე) |
11-13 |
სასკოლო ასაკის ბავშვები |
10-11 |
თინეიჯერები (12-დან 18 წლამდე) |
8.5-10 |
სრულწლოვნები (18+) |
(7.5-9) |
![]() |
8 დიდი მაესტროს დაბრუნება |
▲ზევით დაბრუნება |
ლექსო მაჭავარიანი|სვეტი
“And enterprises of great pith and moment. With this regard their currents
turn awry, And lose the name of action”.
უილიამ შექსპირი
„ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია ქართველი
დრამატურგებიდან, ყველაზე მეტად მომწონს ლაშა ბუღაძე“.
რობერტ სტურუა
მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, რობერტ სტურუამ კიდევ ერთხელ მოახერხა საზოგადოების აღელვება. მაშინ, როდესაც უკვე ყველას გვეგონა, რომ დიდი ქართველი რეჟისორი მის შემოქმედებას მონატრებულ მაყურებელს ახალს ვეღარაფერს შესთავაზებდა, ის კვლავ გამოჩნდა და საკუთარ თავზე აგვალაპარაკა. სტურუას ახალმა ნამუშევარმა ამჯერადაც დიდი ხმაური გამოიწვია. მის შესახებ ბევრს კამათობენ, მას განიხილავენ და სტატიებს უძღვნიან.
საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახალხო არტისტმა, ამჯერად რუსთაველის თეატრის კარგად ნაცნობი სცენის ნაცვლად, სადაც მას ისეთი უკვდავი შედევრები აქვს დადგმული, როგორებიცაა „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ და „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი“, ასპარეზად საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის ინტერნეტგვერდი აირჩია და შეეცადა, კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა იმ უმსგავსოებისთვის, რომელიც დამახასიათებელია გარემომცველი სინამდვილისთვის.
რეჟისორი თამამად ამხელს პოლიციის გამჭვირვალე შენობებს თავისი სარდაფებით, სადაც ყველამ იცის რაც ხდება; გულისტკივილით შეჰყურებს „თურქულ ჩეჩმუსად ქცეულ“ უგემოვნო ბათუმს, რომლის მისადგომებთან ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე იწყება გაფუჭებული გზები; ეძებს დამალულ სიმართლეს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე და გამოსავალსაც გვთავაზობს - კარის მეზობელთან მეგობრობის აღდგენას, რათა საბოლოოდ არ დავიღუპოთ.
დიდი მაესტროს ახალ ქმნილებას წითელ ხაზად გასდევს წარსულისადმი ნოსტალგიური დამოკიდებულება. ავტორი სინანულით იხსენებს ბოლო პერიოდის კომუნისტებისთვის დამახასიათებელ ზნეობას, მორალსა და კანონს და უპირისპირებს მას თანამედროვეობას. განსაკუთრებით ამაღელვებელია ეპიზოდი სტერეოტიპების დანგრევის მოსურნე, მაგრამ შეშინებული მინისტრის მოადგილის, პოპოვის მონაწილეობით, რომელიც მის მიერ წარმოთქმული ფრაზით - „რობერტ, ვიცით ყველაფერი, მაგრამ არ შეიძლება ამაზე საუბარი“, აწ უკვე ისტორიას ჩაბარებული პატიოსნების ეტალონად გვევლინება.
უაღრესად საინტერესოა ფორმა, რომლითაც რეჟისორი საკუთარ სათქმელს გადმოგვცემს. ისევე, როგორც „დიალოგების“ გარშემო აქამდე გრძელდება დავა, ეკუთვნის თუ არა სოკრატეს მოსაზრებები პლატონს, აქაც რთულია საზღვრის გავლება ქართლის ბედით შეწუხებული ქალბატონის შეკითხვებს და იმავე საკითხით არანაკლებ შეწუხებული ღვაწლმოსილი თეატრალური მოღვაწის პასუხებს შორის. როგორც ჩანს, რობერტ სტურუას მსოფლმხედველობის სწორი ინტერპრეტაციისთვის, ისინი ერთ მთლიანობად უნდა წარმოვიდგინოთ.
სტურუას ახალი ნამუშევრის მთავარი გმირი თავხედი პრეზიდენტია, რომელიც თავის რუს კოლეგას პირდაპირ ბაძავს და ხან მასზე ორი კვირით გვიან დელფინისთვის თავში პირის ჩაყოფას ბედავს, ხანაც პირველ შეხვედრაზე დაგვიანებას, მხარზე ხელის დარტყმას და უხამსი წინადადებით - “Я бы тоже искупался бы с тобой” - მიმართვას. ის კრიმინალია და დაჭერა ემუქრება. არც საკუთარი ერი უყვარს - სამშობლოს ამერიკას და დასავლეთს უმზადებს, გაუნათლებელი და იაფი მუშახელით. ამას ახსნაც აქვს - „ის სომეხია და რა ვქნათ?“. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს ქსენოფობიაა. არა, რეჟისორს უყვარს სომეხი ხალხი, მაგრამ როგორც ჭეშმარიტი პატრიოტი, ვერ ხვდება, „რატომ უნდა აბურთავებდეს საქართველოს სომეხი კაცი“.
სამწუხაროდ, გამოჩენილი ქართველი რეჟისორის დაბრუნებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც გაბედეს ეჭვის ქვეშ დაეყენებინათ მისი გენიალური სპექტაკლები და სტურუას მსოფლიო აღიარება პრედიგიტალურ ეპოქაში, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი სამხრეთული კოლონიის თეატრალურ სცენაზე, შექსპირის ეგზოტიკური ინტერპრეტაციის ხილვით გამოწვეულ გაოცებას მიაწერეს. ესეც არ იკმარეს, მისი დადგმებისთვის დამახასიათებელი უტრირებული თეატრალურობაც დაიწუნეს და ისიც კი წამოსცდათ, სტურუას სპექტაკლების გამოა ასეთ ცუდ დღეში ქართული თეატრი და სხვათა შორის კინოც, ერთი-ორის გარდა, ნორმალურ მსახიობს რომ ვერ ნახავ, ყველა რამაზ ჩხიკვაძის თამაშის მანერის კოპირებას ცდილობსო. მაგრამ არაკეთილმოსურნეები ვერაფერს დააკლებენ სამამულო თეატრის პატრიარქს. მე, ისევე როგორც თავად ბატონ რობიკოს, ღრმად მწამს, ქართველი ერის გონიერება და სიბრძნე განსაზღვრავს შემდგომი ნაბიჯების ბედს და რუსეთიც შემხვედრ ნაბიჯებზე წამოვა.
![]() |
9 ჯეიმს რობერტსი: ინსტიტუტების შენებას დიდი დრო უნდა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
საქართველოში საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის - Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლებისა და ეკონომიკური ზრდის მკვლევარი ჯეიმს რობერტსი ჩამოვიდა. მან ეკონომიკური თავისუფლების უახლესი ინდექსის პრეზენტაცია გამართა. რობერტსის თქმით, ინდექსის შედეგებს ქვეყნების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე აქვს გავლენა, რაც მათ უფრო მოკლე დროში, კეთილდღეობის მიღწევაში ეხმარება. ამ ინდექსში საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის 29-ე, ხოლო ევროპის 43 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა. ეკონომიკური თავისუფლების 10 კომპონენტის მიხედვით, ქვეყნის ძლიერი მხარეებია შრომის, ვაჭრობის, ფისკალური და ბიზნესის თავისუფლება, ხოლო სუსტი მხარეები - საკუთრების უფლებები და კორუფციისგან თავისუფლება. წინა წელთან შედარებით, ყველაზე მეტად მონეტარული თავისუფლება გაუმჯობესდა. მთავრობის ხარჯები კი გაუარესდა. თავისუფალ უნივერსიტეტში გამართული ლექციის შემდეგ, ეკონომიკური თავისუფლების ზოგიერთ ასპექტზე, ტაბულა ჯეიმს რობერტსს გაესაუბრა.
ესაუბრა ელენე კვანჭილაშვილი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
- რა არის ეკონომიკური თავისუფლება?
- ეკონომიკური თავისუფლება პირველ რიგში არის შესაძლებლობა კერძო პირებისთვის, რომ გააკეთონ რაც უნდათ, როგორც უნდათ. შემდეგ დამოუკიდებლად მოიმკან შედეგები: თუ ადამიანი აირჩევს, რომ ბევრი იმუშაოს - წარმატებას მიაღწევს, თუ აირჩევს, რომ იზარმაცოს - წარმატებას ვერ მიაღწევს. ამ ყველაფერზე მხოლოდ თვითონ იქნება პასუხისმგებელი. თუ ადამიანი ინოვაციურობას გამოამჟღავნებს, შექმნის კომპანიებს, სამუშაო ადგილებს და პროდუქციას, მაშინ მისი შემდგომი ბედი უნდა განსაზღვროს თავისუფალმა ბაზარმა და არა მთავრობამ. თუ ადამიანი ზარმაცია, მაშინ მარცხი უნდა იწვნიოს. სწორედ ეს პრინციპი არ ესმით სოციალისტებს. მათი გადმოსახედიდან ყველა მსხვერპლია: ადამიანის ცუდი გადაწყვეტილების შედეგი, მათი აზრით, მთავრობამ უნდა გამოასწოროს - უფრო პროდუქტიულს და წარმატებულს გამოართვას ფული გადასახადების სახით, რომ შემდეგ სხვის შეცდომებში გადაიხადოს. ეს არ არის ეკონომიკური თავისუფლება. ეს არც თანასწორობაა. ეკონომიკური თავისუფლება ნიშნავს ინდივიდის არჩევანის პატივისცემას და ღია კონკურენციას. მხოლოდ ამ პირობებში შეიძლება არადისკრიმინაციულობის მიღწევა.
- რა უშლის ხელს ეკონომიკური თავისუფლების მიღწევას?
- მთავრობის ზომა. გაბერილი სამთავრობო ხარჯებით, რეალურად, არანაირი პრობლემის გადაწყვეტა არ არის შესაძლებელი. მაგალითად, შეუძლებელია დიდი ზომის მთავრობის პირობებში, კორუფციას ეფექტიანად ებრძოლო. ასეთი მთავრობა კორუფციას კი არ ებრძვის - ქმნის. რაც უფრო ცენტრალიზებულია მთავრობა, მით უფრო კონცენტრირებულია ძალაუფლებაც და ფულიც, შესაბამისად, კორუფციის მეტი ცდუნებაც ჩნდება. დღეს ბევრი ქვეყანა დარწმუნდა, რომ ფედერალური მოწყობა უფრო მომგებიანია. ჩემი აზრით, ევროკავშირიც თავის დროზე სწორედ ამ მოდელით იყო ჩაფიქრებული. ხალხს უნდა, რომ მათი ხმა ისმოდეს, რომ მთავრობა რეალურად უსმენდეს და პასუხობდეს. რაც უფრო მეტად დაუტოვებს მთავრობა ხალხს თავისი შრომის ნაყოფს, მით უფრო მეტ წარმატებას და კეთილდღეობას მიაღწევს საზოგადოება.
- რასაც თქვენ ამბობთ, სრულიად ლოგიკურია, თუმცა მთავრობის ზომა დღემდე მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ამ ფაქტს 2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსიც ზუსტად ასახავს. რატომ არის ეს ასეთი აქტუალური პრობლემა წლების განმავლობაში?
- ცნობილი ფრაზა მახსენდება, რომელიც პრეზიდენტ ობამას ერთ-ერთ მრჩეველს ეკუთვნის. მან სრულიად გულწრფელად განაცხადა, რომ 2008 წლის კრიზისი ხელისუფლებას თავისი მიზნებისთვის უნდა გამოეყენებინა და შეშინებული ადამიანები სამთავრობო ხარჯების ზრდაში დაერწმუნებინა. იმ მოტივით, რომ მხოლოდ დიდ და ძლიერ მთავრობას შეუძლია თანაბრად გადაუნაწილოს მათ შემოსავალი. ამისთვის საკმარისია გაიზარდოს გადასახადები და ბიუჯეტში მეტი ფული შევიდეს, რასაც შემდეგ მთავრობა სწორად განკარგავს. სინამდვილეში, ფინანსური კრიზისი სწორედ დიდი ზომის მთავრობამ გამოიწვია. სახლების შესაძენად კრედიტები იმ ადამიანებმა მიიღეს, ვინც ვალს უკან ვერ დააბრუნებდა, რადგან ამისთვის არც შესაფერი საკრედიტო ისტორია და არც შემოსავალი ჰქონდათ. ეს იცოდა მთავრობამაც და იცოდნენ თვითონ ბანკებმაც. თუმცა რისკზე მაინც წავიდნენ, რადგან დიდი ქსელისა და ძალაუფლების მქონე კომპანიები - Fannie Mae და Freddie Mac - ასე იოლად ვერ გაკოტრდებოდნენ. ისინი, რა თქმა უნდა, ისევ მთავრობამ იხსნა, კვლავაც გადასახადების გადამხდელთა ფულით. ამ შემთხვევაშიც, მთავრობამ წარმატებით გაამართლა თავისი გადაწყვეტილება, თუ რატომ გაიბერა ასე უსაშველოდ სამთავრობო ხარჯები.
- 2011 წლის ინდექსი აჩვენებს, რომ საქართველოსთვისაც წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაუარესებული სწორედ მთავრობის ზომის კომპონენტია. რა არის ამის მიზეზი?
- საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის. მსოფლიოს ბევრმა მთავრობამ კრიზისზე პასუხად ამა თუ იმ ფორმით მაინც კეინზიანური სტიმულირების პოლიტიკა არჩია. საქართველომ, სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად, როგორც ჩანს, სამთავრობო ხარჯების გაზრდის ცდუნებას ვერ გაუძლო და ეს ინდექსის ქულაზეც აისახა.
- ზოგადად როგორ შეაფასებდით საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების დინამიკას?
- ნამდვილად შთამბეჭდავია. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ცოტა დროა გასული მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კომუნისტური სისტემისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. დიდი დრო სჭირდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას - რომ თავისუფალი ბაზარი მთავრობაზე უფრო ჭკვიანია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომ კანონის უზენაესობა და საკუთრების უფლებების დაცვა, ქვეყნის კეთილდღეობის გარანტია. ამ ინსტიტუტების შენებას დიდი დრო უნდა.
- შეიძლება თუ არა, რომ ესეც იყოს ერთ- ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვს საქართველოს დაბალი ქულები საკუთრების უფლებებისა და კორუფციისგან თავისუფლების კომპონენტების მიხედვით?
- ზოგადად, ამ კომპონენტებში ქვეყნების უმეტესობას უჭირს. კორუფციის კომპონენტი, მაგალითად, მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური თავისუფლების განვითარების სულ ბოლო - რეპრესირებულ - საფეხურზეა. კანონის უზენაესობა ორივე ამ კომპონენტისთვის გადამწყვეტია. გაერთიანებული სამეფოს მაგალითი რომ ავიღოთ, იქ დემოკრატიული ინსტიტუტების წარმატებული მშენებლობის ასწლოვანი ისტორია აქვთ და ჰყავთ ხალხი, რომლისთვისაც კანონია უზენაესი. ზუსტად ეს არის ყველაზე მთავარი - ინსტიტუტებთან ერთად აშენდეს სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო შეგნება, რომ კანონი კანონისთვის კი არ უნდა იყოს, არამედ იმისთვის, რომ ყველამ დაიცვას. ეს ადვილი არ არის. გაერთიანებულ სამეფომდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ეს ყველა ქვეყნისთვის ძნელია. კორუფციის თვალსაზრისით, საქართველო, სხვათა შორის, საკმაოდ ნორმალურ პოზიციაზეა - მსოფლიოს არაკორუმპირებული ქვეყნების მესამედში შედის.
- მთავრობის ზომასთან ერთად, 2011 წლის ინდექსში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაჭრობის თავისუფლებას. რატომ მაინცდამაინც ახლა და რატომ ვაჭრობა?
კრიზისის შემდეგ, განსაკუთრებით მწვავედ დადგა ხარისხიანი პროდუქციის დაბალ ფასად შეძენის აუცილებლობა. ისტორია გვაჩვენებს, რომ ბოლო 60 წლის განმავლობაში, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა დიდი მოგება მოუტანეს საკუთარ თავსაც და სავაჭრო პარტნიორებსაც - განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებს. თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მეტ კონკურენციას, რაც საბოლოო ჯამში აისახება პროდუქციის ფასსა და ხარისხზე - მოსახლეობას შესაძლებლობა უჩნდება, დაბალ ფასად მაღალი ხარისხის პროდუქცია შეიძინოს. ასეთი რამ დახურულ ეკონომიკურ სისტემაში უბრალოდ შეუძლებელია. ასე იყო, მაგალითად, საბჭოთა კავშირი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთში ვაჭრობენ, რომელთაც ერთმანეთში ინვესტიცია აქვთ ჩადებული, როგორც წესი, ერთმანეთს არ ეომებიან.
- მსოფლიოს რომელი რეგიონია ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი?
- ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნები, როგორც ცალკე ჯგუფი. ამ რეგიონების ქვეყნები ყველაზე მეტი კეთილდღეობით და ეკონომიკური თავისუფლებით გამოირჩევა.
- რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ინდექსში პოზიცია გაიუმჯობესოს?
შეკვეცოს სამთავრობო ხარჯი. ამ შემთხვევაში ქვეყანა ინდექსში ავტომატურად წინ წაიწევს. უფრო გრძელ ვადაში სასამართლო რეფორმას და საკუთრების უფლებების დაცულობას უნდა მიხედოს. Heritage Foundation-ს იმედი აქვს, რომ საქართველო ეკონომიკური თავისუფლების იდეას ბოლომდე მიჰყვება და ინდექსშიც სულ უფრო წინ წაიწევს.
![]() |
10 ჩინეთი საშუალო შემოსავლების მახეში |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ჩინეთი vs ამერიკა
გაგა დარსალია
ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩინეთის ეკონომიკა, ყოველწლიურად საშუალოდ 9.5%25-ით იზრდებოდა. შედეგად, დღეს ჩინეთი მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა. მასზე წინ მხოლოდ ამერიკაა: აშშ-ის მშპ ამ ქვეყნისას, დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2016 წლისთვის ჩინეთი ეკონომიკური ზრდით ამერიკას გაუსწრებს. ეკონომისტთა დიდი ნაწილი ამ შეფასებას არ ეთანხმება: მათი აზრით, ეკონომიკაში ქვეყნის მთავრობა დიდი დოზით ერევა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აუცილებლად აისახება. ჩინეთს საშუალო შემოსავლების მახეში გაბმა რეალურად ემუქრება. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ეკონომისტები ქვეყანას ეკონომიკის ლიბერალიზაციას ურჩევენ.
დღეს, ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე, მშპ 8 511$-ია. ბარი ეიშენგრინი სტატიაში - როდის ჩერდებიან სწრაფად მზარდი ეკონომიკები - საერთაშორისო მტკიცებულებები და ჩინეთის მაგალითი - წერს, რომ საშუალო შემოსავლის მახე გარდაუვალია. ეს მას შემდეგ, რაც ერთ სულ მოსახლეზე, მშპ 16 740$-ს გადააჭარბებს. ეიშენგრინის შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2015 წელს 17 335$ იქნება. ამასთან, ჩინეთის რეგიონებს შორის შემოსავლების თვალსაზრისით მკვეთრი დისბალანსი შენარჩუნდება. 2015 წელს, აღმოსავლეთით - ოკეანისპირა რეგიონებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 17 335$-ზე ბევრად მაღალი იქნება, ხოლო დასავლეთ რეგიონებში - 16740$-ზე ნაკლები. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის დასავლეთი რეგიონები საშუალო შემოსავლების მახეში, აღმოსავლეთ რეგიონებზე გვიან გაებმებიან, რაც ეკონომიკურ ზრდას დიდი ხნით შეანელებს.
საშუალო შემოსავლების მახეში გაბმა, ჩინეთის, დაბალი შემოსავლებიდან საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნად ქცევას გამოიწვევს. დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყანაში მუშახელი იაფია. ეს მრეწველობის - განსაკუთრებით დაბალტექნოლოგიურის - სწრაფ ზრდას განაპირობებს. თუმცა ინდუსტრიაში დასაქმებულთა რიცხვის მატებასთან ერთად იზრდება მათი ხელფასებიც. ეს კი დაბალტექნოლოგიური წარმოებების დანახარჯების მატებას იწვევს, რაც ასეთ ქარხნებს არარენტაბელურად აქცევს და ეკონომიკას აფერხებს. ამ დროს მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურად უფრო სრულყოფილი პროდუქციის წარმოების დაწყება.
იმისათვის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, სულ მცირე, სამი პირობის დაცვაა აუცილებელი: არსებობდეს რესურსები, იხვეწებოდეს ტექნოლოგია ამ რესურსების ასათვისებლად და სახელმწიფო ინსტიტუტები რესურსების ეფექტიანად განაწილებისთვის, გამართულად მუშაობდნენ. ჩინეთს სამივე მიმართულებით პრობლემები აქვს.
ჩინეთის ეკონომიკა სამუშაო ძალისა და დანახარჯების თვალსაზრისით დაუბალანსებელია. შრომითი ძალა მოსახლეობის 61%25-ია, რაც აშშ-ის ამავე მაჩვენებელს 11.5%25-ით, ხოლო ევროკავშირისას - 15.8%25-ით აღემატება. გარდა ამისა, ჩინეთის მთლიანი შრომითი ძალა აშშ-სა და ევროკავშირის ჯამურ მაჩვენებელზე 2.14-ჯერ მეტია. წლების მანძილზე ჩინეთის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა. ამას, დიდწილად, შრომითი ძალების აგროკულტურის სფეროდან, ინდუსტრიაში სწრაფი გადასვლა (საწარმოო სიმძლავრეების ასევე სწრაფი ზრდის ფონზე) განაპირობებდა. აგროკულტურიდან ინდუსტრიაში გადასული სამუშაო ძალის თითოეული პროცენტი, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს 2-2.5%25-ით ზრდიდა. თუმცა სახელმწიფოთა უმრავლესობისგან განსხვავებით, სადაც სამომხმარებლო დანახარჯები მშპ-ს 70%25-ზე მეტს შეადგენს, ჩინეთში სამომხმარებლო დანახარჯები მშპ-ს მხოლოდ 36%25-ია, ინვესტიციები - 44%25, წმინდა ექსპორტი კი - 9%25.
დაუბალანსებლობის მიზეზი, ქვეყანაში არსებული საბანკო აქტივების 98%25-ის სახელმწიფოს მიერ კონტროლია. მთავრობა ხელოვნურად ინარჩუნებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთს დაბალ დონეზე, რაც ქმნის ილუზიას, რომ პროექტები, რომლებიც ბანკისგან იღებს სესხებს, ეკონომიკურად მომგებიანია. სესხების 75%25-ს კი სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ორგანიზაციები იყენებენ. სწორედ ეს ორგანიზაციები ახორციელებენ მშპ-ში შემავალი ინვესტიციების თითქმის 58%25-ს.
ხელოვნურად შენარჩუნებული დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ქვეყანაში კაპიტალის არასწორ ფორმაციას განაპირობებს. იქმნება ისეთი საწარმოები და ინფრასტრუქტურა, რომელიც საპროცენტო განაკვეთის ბუნებრივი დონის შემთხვევაში წამგებიანი იქნებოდა. სასესხო კაპიტალის შეზღუდულობის პირობებში, ასეთი პროექტების მიერ სესხების მიზიდვა, მაღალი უკუგების მქონე ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას ამცირებს. ეს გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. კაპიტალის არასწორი ფორმაციის ნათელი გამოხატულებაა ის, რომ ჩინეთს მშპ-ს ერთი ერთეულით ზრდისთვის, ორჯერ მეტი ენერგიის რესურსი სჭირდება, ვიდრე აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს.
ჩინეთის მთავრობა დაბალ დონეზე რენმინბის გაცვლით კურსსაც ხელოვნურად ინარჩუნებს. 1981 წელს, ერთი ჩინური იუანი 0.6 ამერიკულ დოლარს უტოლდებოდა, დღეს კი - 0.15-ს უდრის. რენმინბის დაბალი კურსი ჩინეთის მაკროეკონომიკურ დისბალანსს უწყობს ხელს: ერთი მხრივ, სტიმულია ექსპორტისთვის - აიაფებს ჩინურ საქონელს უცხო ქვეყნებისთვის, მეორე მხრივ კი, დემოტივატორია შიდა მოხმარებისთვის - ჩინელებისთვის იმპორტულ საქონელს აძვირებს. ექსპორტზე ზედმეტად დამოკიდებულება კი, ჩინეთის ეკონომიკას, მისი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური მდგომარეობისადმი, განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის.
დღეს ჩინეთი მრავალი მაღალტექნოლოგიური პროდუქტის ექსპორტს ეწევა. თუმცა პროდუქციის საბოლოო ღირებულებაში ამ ქვეყნის წვლილი, მხოლოდ 12%25 - საბოლოო აწყობის ღირებულებაა. ამის მაგალითია iphone, რაც საბოლოო სახეს მთლიანად ჩინეთში იღებს, თუმცა პროდუქტის საერთო ფასს მხოლოდ 3.6%25 - საბოლოო აწყობის ღირებულება - ემატება. ჩინეთის ეკონომიკა, შრომითი და საწარმოო რესურსების ეფექტიანობის ამაღლების გარეშე, დაბალტექნოლოგიურიდან მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე ვერ გადაერთვება.
ჩინეთის ეკონომიკის შემდგომი ზრდის გასაღები ლიბერალიზაციაშია - მთავრობას არ სჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება. იგი უნდა გაჰყვეს ლიბერალიზაციის რეფორმების კურსს, რომელმაც უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა უკვე განაპირობა. საპროცენტო განაკვეთზე და რენმინბის გაცვლით კურსზე კონტროლი უნდა მოიხსნას. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი ნათლად წარმოაჩენს, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორგანიზაციების მიერ დაბალტექნოლოგიურ მრეწველობასა და ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ ინვესტიციებს სინამდვილეში მცირე მოგება მოაქვთ. კერძო სექტორს მეტი საშუალება გაუჩნდება, თავისი სერვისებისა და მაღალი ტექნოლოგიების წარმოება გაზარდოს. ეს კაპიტალის სწორ ფორმაციას განაპირობებს, რაც ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისთვის მნიშვნელოვანია. ამით ჩინეთის ეკონომიკა საშუალო შემოსავლების მახეს აიცილებს.
ბარი ეიშენგრინი
დაიბადა 1952 წელს. ამერიკელი ეკონომისტი. 1987 წლიდან კალიფორნიის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების ლექტორი. 1997-98 წლებში იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი მრჩეველი. აქვს ჩატარებული მრავალი კვლევა საერთაშორისო ფინანსური სისტემების წარსული და დღევანდელი ოპერირების შესახებ. არის ავტორი წიგნისა Golden Fetters: The Gold Standard and the Great Depression.
___________________
„საშუალო შემოსავლების მახე“:
ტერმინი მსოფლიო ბანკმა შემოიტანა. სწრაფად მზარდი ეკონომიკები, რომელთა მამოძრავებელი ძალა აგროკულტურიდან დაბალტექნოლოგიურ მრეწველობაში გადინებული იაფი მუშახელია, დგანან საფრთხის წინაშე, რომ ეკონომიკის ზრდის პარალელურად სამუშაო ძალის შემოსავლების ზრდა ამ ქვეყნებს მათი ეკონომიკური ზრდის მთავარი საწვავის - იაფი მუშახელის გარეშე დატოვებს.
![]() |
11 ირაკლი გილაური: ევროკავშირის შესაძლო რეგულაციები საქართველოს კონკურენტუნარიანობას შეამცირებს |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
ესაუბრა ელენე კვანჭილაშვილი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
კომერციული ბანკი ქვეყნის ეკონომიკის ნერვული სისტემაა - ის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს და მოთამაშეებს ერთმანეთთან აკავშირებს. კომერციული ბანკი რომ არ არსებობდეს, ქვეყნის კაპიტალის დიდი ნაწილი სრულიად უმოქმედო იქნებოდა: ბანკი სხვადასხვა საინვესტიციო მიზნებისათვის მოქალაქეების დანაზოგების მობილიზებას ახდენს. გარდა ამისა, დოვლათის გაცვლის, განაწილებისა თუ მოხმარების პროცესში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თანამედროვე ვაჭრობაც, ბანკების გარეშე, უბრალოდ წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, ქვეყნის საბანკო სისტემაზე, მისი ეკონომიკის ყველა შოკი თუ მიღწევა, განსაკუთრებულად აისახება. ტაბულა ბაზრის ლიდერთან - საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურთან ინტერვიუს გთავაზობთ.
- საქართველოში მაღალი ინფლაციაა. საქსტატის ინფორმაციით, 2011 წლის აპრილში, 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონემ 13.5%25 შეადგინა. რა არის ამის მიზეზი?
მნიშვნელოვანია ის, თუ რა სახის ინფლაციასთან გვაქვს საქმე - ე.წ. ძირითად ინფლაციასთან (core inflation) თუ სავაჭრო ინფლაციასთან (tradable inflation). საქართველოში დაბალია ძირითადი ინფლაციის მაჩვენებელი, ხოლო მაღალია სავაჭრო ინფლაციის მაჩვენებელი, რაც გამოწვეულია პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდით. სახეზე გვაქვს მიწოდებით და არა მოთხოვნით განპირობებული ინფლაცია. მაგალითად, თუ საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალი ორჯერ გაძვირდა, ეროვნულმა ბანკმა რაც არ უნდა გააკეთოს, ის საქართველოშიც გაძვირდება. აქ, როგორც წესი, ჩნდება კითხვა - ბრიტანეთშიც გაძვირდა ხორბალი, თუმცა იქ ინფლაციის მაჩვენებელი უფრო დაბალია - რატომ? ძალიან მარტივი მიზეზის გამო - საქართველოში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე დაბალია და ამ შემოსავლის დიდი წილი საკვებზე იხარჯება. შესაბამისად, ინფლაციის კალათის დათვლის დროს, საკვებ პროდუქტზე ინფლაციას მეტი წონა აქვს, ვიდრე ბრიტანეთში. შედეგი ისაა, რომ ინფლაცია საქართველოში 10%25-ზე მეტია, ბრიტანეთში მხოლოდ 3%25. ბრიტანეთის ინფლაციის გაანგარიშებისას, თუ იგივე წონებს მივუყენებთ ინფლაციის კალათას, რასაც საქართველოში ინფლაციის გაანგარიშებისას ვიყენებთ, ბრიტანეთშიც ინფლაცია საქართველოს ინფლაციის დონეს მიაღწევს.
- მეორე მხრივ, იმპორტირებული ხორბლის ფასი, საქართველოსგან განსხვავებულ ვალუტაშია. გამოდის, რომ ხორბლის გაძვირებაზე გავლენას ახდენს გაცვლითი კურსიც. ასე არ არის?
მართალია. თუმცა ლარი მყარდება და აქ ბევრი ნიუანსია, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგალითად, ევროსთან მიმართებაში ლარი არ მყარდება, აშშ დოლარი სუსტდება და ა.შ. ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა სწორედ იქით არის მიმართული, რომ ინფლაცია არ გაიქცეს და ყველა პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს. ახლა, რეალურად, ფასები მხოლოდ საკვებზეა გაზრდილი. ვფიქრობ, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია სტაბილიზაციას მიაღწევს და წლიური ინფლაცია 10%25-ზე დაბლა ჩამოვა. ამის წინაპირობაა ის, რომ თვიდან თვემდე ინფლაცია 0%25-ის ფარგლებშია მარტშიც და აპრილშიც, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ამ ტენდენციის ფონზე, 2011 წლის მეორე ნახევრის ინფლაცია დასტაბილურდება და შესადარ პერიოდთან მაღალი ვეღარ იქნება. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია საქართველოში უკვე მაღალი იყო.
- ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ფულის მასა გაიზარდა. ამას არც ეროვნული ბანკი უარყოფს. რა გავლენა აქვს ამას საქართველოს ეკონომიკაზე?
- ფულის მასის ზრდა პრობლემურია მაშინ, როდესაც ის იმატებს და არა ეკონომიკა. როდესაც ფულის მასის ზრდა ეკონომიკის ზრდის პროპორციულია, ეს ნორმალურია. ეროვნულმა ბანკმა უკვე გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, რაც ფულის მასას ქვეყნის ეკონომიკაში შეამცირებს. და ის უკვე შემცირდა 800 მილიონი ლარით.
- როგორ აისახება ეროვნული ბანკის გამკაცრებული პოლიტიკა საბანკო სექტორზე?
- შეიძლება ბანკებმა განაცხადონ, რომ ეროვნული ბანკის მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდის შედეგად, სესხებს იმავე მოცულობით ვეღარ გასცემენ. ფულის გაზრდილი ნაწილის შენახვა ეროვნულ ბანკში უწევთ, ხოლო იქ განთავსებულ თანხაზე, საპროცენტო სარგებელი 0%25-ია, შესაბამისად, ბანკს ფულის დიდი ნაწილი უფრო ძვირი უჯდება. საერთო ჯამში, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული - ინფლაცია ცუდია ეკონომიკისთვის და ბანკისთვის, ხოლო რაც კარგია საქართველოსთვის, კომერციული ბანკისთვისაც დადებითი შედეგი მოაქვს. ზოგჯერ ამბობენ, რომ ბანკებს უხარიათ ინფლაცია, რაც მცდარი მოსაზრებაა. მაღალ ინფლაციას, ცალსახად, ცუდი გავლენა აქვს მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობაზე, რაც სესხებზე მოთხოვნას ამცირებს.
- მთავრობა ამბობს, რომ აპრილში ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდის გამოშვების გამო, საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო შემცირდება. რა კავშირია ევროობლიგაციებსა და კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთებს შორის?
- ბანკის საწარმოო მასალა ფულია. ფულის ღირებულება პირდაპირ არის მიბმული რისკის ღირებულებასთან. რაც უფრო რისკიანად აფასებს ინვესტორი ქვეყნის განვითარებას, მით უფრო ძვირი უჯდება კომერციულ ბანკს ფული. შესაბამისად, სესხებზე საპროცენტო განაკვეთებიც უფრო მაღალია.
ევროობლიგაციების კუთხით, ყველაზე მთავარი სწორედ ისაა, რომ უცხოელმა ინვესტორებმა ქვეყანას ნდობა გამოუცხადეს - ნახევარმილიარდიან ევროობლიგაციებზე მოთხოვნა, მათი მხრიდან მიწოდებას, 5.3-ჯერ აღემატა. ამასთან, ინვესტორებმა ქვეყნის მიმართ ნდობა, მთელი 10 წლით გამოხატეს. საქართველოს 10-წლიან ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი 7.125%25- ზე დაფიქსირდა, რაც დაახლოებით ხორვატიის 10-წლიანი ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთს უტოლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებს საქართველოს ბიზნესგარემოს შეუქცევადი გაუმჯობესების სჯერათ.
რადგან ინვესტორების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არის დადებითი და მათი რისკის აღქმა ქვეყნის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა, ყოველივე, დეპოზიტების და სესხების საპროცენტო განაკვეთის კლებაზე აუცილებლად აისახება. თუ დღეს დეპოზიტებზე სარგებელი საშუალოდ 8-9%25-ს შეადგენს, მომდევნო 1 წლის განმავლობაში, აუცილებლად დაიწევს 6-7%25-მდე. სესხების საპროცენტო განაკვეთებმა გაასწრო მოვლენებს და საპროცენტო განაკვეთების შემცირება უკვე მოხდა.
- თუმცა ეს მაინც ვალია. 10 წლის შემდეგ ქვეყანას ამ ფულის უკან დაბრუნება მოუწევს. იქნებ უმჯობესი იყო, ქამრების მოჭერის პრინციპით, მთავრობას ვალი დაეფარა და ახალი აღარ აეღო?
ვალის ოდენობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში უნდა იქნას განხილული. მაასტრიხტის აქტი ამბობს, რომ ვალის მიმართება მთლიან შიდა პროდუქტთან არ უნდა იყოს 60%25-ზე მეტი. საქართველოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 60%25-ზე მნიშვნელოვნად დაბალია. ევროობლიგაციების განთავსება ამ შემთხვევაში იყო ოპტიმალური სვლა და საუკეთესო გამოსავალი.
10-წლიანი ობლიგაციების გამოშვებით, მთავრობამ „ახალი ფული“ ძალიან მცირე ოდენობით მოიზიდა. ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ახალი ობლიგაციების გამოშვებით, მოხდა ძველი, 420 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციების გამოსყიდვა. შესაბამისად, რეფინანსირების თუ გადახდის რისკმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე 2013 წელს იდგა, 2021 წლამდე გადაიწია.
- ვალს და დეფიციტს რა გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე?
- ყველაფერი კონტექსტში უნდა გავიაზროთ. დიდი მნიშვნელობა აქვს საბიუჯეტო დეფიციტის დინამიკას. დეფიციტი ყოველწლიურად მცირდება - 2009 წელს 9%25-დან, 2011 წელს 4%25- მდე. რაც შეეხება ვალს, დღეს მშპ-სთან მიმართებაში საგარეო ვალი 35%25-ია. მაშინ, როდესაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საგარეო ვალი მშპ-ს მიმართ 100%25-ზე მაღალია. ვალის დიდი ოდენობით აღებისკენ, ევროპას ალბათ მაინც სოციალური დაცვის კუთხით არსებული რეგულაციები და ვალდებულებები უბიძგებს. საქართველო ამ მხრივ უფრო დისციპლინირებულია.
- რას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის?
- ქვეყანაში არსებობს გარკვეული რაოდენობის ფულის მასა. თუ გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, საჭიროა ქვეყანაში მეტი ფული გაჩნდეს, ამისთვის კი უნდა შემოვიდეს უცხოური ინვესტიცია და გაიზარდოს ექსპორტი. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შეიქმნას კონკურენტული გარემო.
თავისუფალი ბაზარი თავად დაარეგულირებს თუ კონკრეტულად რომელი საექსპორტო ბაზარი უნდა განვითარდეს. ბიზნესი კი მოძებნის პროდუქციის გასაღების გზას. მთავრობისგან ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ის, რომ მოხდეს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება სხვადასხვა პოტენციურ ქვეყანასთან.
- რა არის საქართველოს კონკურენტული უპირატესობები გლობალურ ბაზარზე?
- საქართველოს რამდენიმე მთავარი უპირატესობა აქვს: გეოგრაფიული მდებარეობა, ტურიზმის და ჰიდროენერგოპოტენციალი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - ლიბერალური გარემო. საქართველო ბუნებრივად არის ტრანსპორტის და ლოგისტიკის ცენტრი, გვაქვს ზღვაზე გასასვლელი და სავაჭრო კორიდორის ფუნქცია. მაგალითად, აზერბაიჯანს, სომხეთს, აგრეთვე ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ვისაც სურს ევროპასთან ვაჭრობა, შეუძლიათ ეს საქართველოს გავლით განახორციელონ. კონკურენტული უპირატესობა სახეზეა და ვერსად წავუვალთ.
თუ გვინდა, რომ ეს სატრანსპორტო პოტენციალი გამოვიყენოთ და საქართველო იქცეს ტრანზიტულ ქვეყნად, ეს ყველაფერი უნდა განვავითაროთ და პოტენციურ მომხმარებელს სწორად წარვუდგინოთ. რაც შეეხება ტურიზმს, აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს რეგიონალურ ტურიზმზე. საქართველო თურქეთს არ უნდა შეეჯიბროს მასობრივ ტურიზმში.
კიდევ ერთი უპირატესობა - ჰიდროენერგოპოტენციალია. მართალია, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი ან გაზი, მაგრამ გვაქვს უამრავი მდინარე ბევრი წყლით. ეს შეიძლება აქციო ელექტროენერგიად და მიიღო შემოსავალი. თუმცა სინამდვილეში არც ერთი, არც მეორე და არც მესამე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ჩვენს ქვეყანაში არსებული ლიბერალური გარემო.
- რას გულისხმობთ ლიბერალურ გარემოში?
როგორც არსებობს კონკურენცია კომპანიებს შორის, ასევეა ქვეყნებს შორისაც. საქართველოს ბევრი უშუალო კონკურენტი ქვეყანა ჰყავს - თურქეთი, ბულგარეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი... წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ რაღაც რაოდენობის თანხა და გინდათ ამ რეგიონში ჩადოთ ინვესტიცია - შეიტანოთ თქვენი ტექნოლოგიები და აწარმოოთ პროდუქცია. სად წახვალთ? ვის აირჩევთ? რა თქმა უნდა, იმ ქვეყანას ანდობთ ფულს, რომელიც გაგიმარტივებთ ბიზნესის აწყობას, რეინვესტირებისა და განვითარებისთვის მეტ ფულს დაგიტოვებთ. ხომ მართალია? ლიბერალურ გარემოში ვგულისხმობ ყველაფერს, რაც ინვესტორისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია - ნაკლები რეგულირება, გადაწყვეტილებების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა, ბიზნესის ადვილად კეთება, დაძლეული კორუფცია.
ბევრ უცხოელს ვერც კი წარმოუდგენია, როგორ შეიძლება, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაში დაძლიო კორუფცია. მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა და სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსებიც მიუთითებს ამაზე. ინდექსები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი მეშვეობით ინვესტორი მისთვის საინტერესო ყველა კითხვას პასუხობს მანამ, სანამ ქვეყანაში ინვესტიციის შემოტანას გადაწყვეტს.
- საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის გზაზე, მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას. ევროკავშირი, თავის მხრივ, საქართველოსგან მთელი რიგი რეგულაციების შემოღებას მოითხოვს. თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს საქართველოს კონკურენტუნარიანობაზე?
- დღეს მთავრობის ყველაზე რთული მისია, ჩემი აზრით, არის ის, რომ ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. თუმცა ქვეყანამ, რაც შეიძლება ნაკლები ვალდებულებები აიღოს, რეგულაციების შემოღების თუ გამკაცრების კუთხით. თუ მთავრობა ამ კომბინაციას მიაღწევს, ეს იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის.
საქართველო, ევროპასთან შედარებით, განვითარების სხვა ეტაპზეა და არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რეგულირების დიდი ტვირთი ზიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაფიქრებელია, უღირს თუ არა ქვეყანას ამ ხელშეკრულების დადება, რეგულაციებით დამძიმებულ გარემოდ. ეს ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, გაართულებს და საქართველოს კონკურენტუნარიანობას მკვეთრად შეამცირებს.
- დღეს რა დაკვეთა არსებობს ბიზნესისგან მთავრობის მიმართ?
- ბიზნესის მხრიდან არსებობს მუდმივი დაკვეთა - მისი ხელშეწყობის. ამ გზაზე, მთავარი დაკვეთა საგადასახადო კუთხით არსებობდა, რასაც მთავრობა ასრულებს. მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ის, რომ უკვე შესაძლებელია, საწარმოო დანაკარგების ოდენობა, საგადასახადოსთან შეთანხმებით ინდივიდუალურად დადგინდეს. ასევე საუბარია აუდიტორული კომპანიების ჩართვაზე საგადასახადო შემოწმებაში. არაერთი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბიზნესი ხედავს პროგრესს საგადასახადო მიმართულებით.
- თუმცა გაჩნდა დამატებითი რგოლი - ბიზნეს ომბუდსმენი. როგორ ფიქრობთ, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი და აქვს ასევე ბიზნეს დავების საბჭო, რატომ გახდა საჭირო კიდევ დამატებითი ერთეული მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციისათვის?
საქართველოს საგადასახადო სისტემა, მკაცრი ადმინისტრირებიდან უფრო ლიბერალურ მიდგომაზე გადადის. მკაცრი ადმინისტრირება აუცილებელი იყო, რადგან ბიზნესის დიდი ნაწილი ე.წ. შავი გახლდათ. გადასახადის გადახდის კულტურის დამკვიდრება აუცილებლად უნდა დაწყებულიყო. ეს პროცესი, ჩემი აზრით, დასრულდა, ბიზნესი მნიშვნელოვნად „გათეთრდა“ და დღეს მთავრობა უკვე ბიზნესის კეთების ხელშეწყობით არის დაკავებული. ეს კი გაზრდის ბიზნესის კეთების „მადას“, რაც ეკონომიკის განვითარების და წინსვლის მნიშვნელოვანი საწინდარია.
- რა შეიძლება ისწავლოს მთავრობამ ბიზნესისგან და პირიქით?
ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროა. კარგი იქნება, თუ თითოეული მათგანი ერთმანეთის პოზიციაში ჩადგება, რადგან წარმატებული ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა, შეძლო სიტუაციის მეორე მხრიდან შეფასება.
- თქვენი აზრით, სად ვიქნებით ეკონომიკურად 10-20 წლის შემდეგ?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, შენარჩუნდება თუ არა ჩვენი ქვეყნის განვითარების ლიბერალური კურსი. პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული. მერყევი და არანათელი ეკონომიკური პოლიტიკა ინვესტორებს ყველაზე მეტად აფრთხობს.
მთავრობამ დიდი რეკლამა გაუწია საკუთარ ინიციატივას, რომ 2010 წლიდან საშემოსავლო გადასახადს შეამცირებდა. თუმცა ბოლოს ეს დაპირება არ შესრულდა. როგორ ფიქრობთ, ამ ფაქტს ჰქონდა გავლენა ინვესტორებზე?
- არა. ეს სხვა შემთხვევაა. ქვეყანას გადატანილი ჰქონდა ომი და გლობალური ეკონომიკური კრიზისი. გასაგებია, რომ გადაწყვეტილების შეცვლა თავად შეცვლილმა, ობიექტურმა რეალობამ გამოიწვია.
- როგორ შეიძლება ლიბერალური კურსის შენარჩუნება?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტი კანონად იქცეს. ლიბერალური განვითარების კურსი თუ შენარჩუნდება, ეს მთავრობის გზავნილი იქნება ინვესტორებისადმი, რომ კურსი არ შეიცვლება და ქვეყანა იქნება თანმიმდევრული, ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით. შესაბამისად, ინვესტორთა რწმენა ქვეყნის მომავლისადმი კიდევ უფრო გაიზრდება და მერწმუნეთ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ნახვა 5-10 წლის თავზე ყველას გაგვახარებს.
![]() |
12 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
დომინიკ სტროს-კანი უზენაეს სასამართლოში. ნიუ იორკი
![]() |
13 მუდამ დაშლის პირას მყოფი სახელმწიფო ამჯერადაც გადარჩა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ბოსნია-ჰერცოგოვინა
თეონა ტურაშვილი
ბოსნიის სერბებით დასახლებული რეგიონის, სერბული რესპუბლიკის ლიდერმა მილორად დოდიკმა, ცენტრალური მთავრობის გვერდის ავლით, ივნისის შუა რიცხვებში რეფერენდუმის ჩატარება გადაიფიქრა. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ქეთრინ ეშტონთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. რეფერენდუმის გადადების მიზეზი ევროგაერთიანების მხრიდან მიღებული გარანტიაა - დასავლეთი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მის პრეტენზიებს მხედველობაში მიიღებს. შედეგად, ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ იკლო. თუმცა, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანას მთავრობა ჯერ კიდევ არ ჰყავს.
რეფერენდუმზე, სახელმწიფო სასამართლოსა და პროკურორის ოფისის ლეგიტიმურობის საკითხის გატანა იგეგმებოდა. ეს ინსტიტუტები ბოსნიის ომის (1992-1995 წლები) დანაშაულებათა გამოძიების მიზნით, 2002 წელს შეიქმნა. მათ ზედამხედველობას, 1995 წლის დეიტონის ხელშეკრულებით დანიშნული, საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესი წარმომადგენელი (დღეს - ვალენტინ ინცკო) უწევს. დოდიკს მათ სათანადო ფუნქციონირებაში ეჭვი შეჰქონდა - სასამართლოს სერბების წინააღმდეგ ტენდენციურობაში, ინცკოს კი უფლებამოსილებების გადაჭარბებაში ადანაშაულებდა. საერთაშორისო საზოგადოებაც დოდიკს მსგავს ბრალდებებს უყენებდა - რეფერენდუმზე გატანილი კითხვა მის კომპეტენციაში არ შედის და რეგიონის დონეზე ვერ გადაწყდებოდა. ინცკომ დოდიკს რეფერენდუმის გასაუქმებლად ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერბ პოლიტიკოსს სანქციების დაწესებით - მოგზაურობის აკრძალვა და საბანკო ანგარიშების გაყინვა - დაემუქრა.
მილორად დოდიკი და ქეთრინ ეშტონი
ფოტო: REUTERS ©
დასავლეთის ჩარევა ერთი ფაქტორით აიხსნება - სერბი პოლიტიკოსის ქმედებას სეპარატიზმის გამოვლინებად მიიჩნევდნენ. აღსანიშნავია, რომ დოდიკი ბოსნიის ერთიან სახელმწიფოს ხშირად „უაზროს“ უწოდებს. სამაგიეროდ, იგი სერბთა თვითგამორკვევაზე ამახვილებს ყურადღებას.
როგორც ცნობილია, დღეს ქვეყანა ორ, ნახევრად ავტონომიურ ერთეულად იყოფა - ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაცია და სერბული რესპუბლიკა. პირველი მათგანი ბოსნიელი მუსლიმებით (48%25) და ხორვატებითაა (კათოლიკე - 15%25) დასახლებული. მეორეში კი სერბები (მართლმადიდებელი - 34%25) ჭარბობენ. ეთნიკურ- რელიგიური დაყოფა პოლიტიკაშიც აისახება.
ბოსნიას დღეს მთვრობის ფორმირების საკითხი გადასაწყვეტი აქვს. ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SDP) ორ ხორვატიულ პოლიტიკურ გაერთიანებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. SDP, პარტიის რიგებში სერბი და ხორვატი წევრების ყოლით, მრავალეთნიკურ გაერთიანებად მიიჩნევს თავს. თუმცა ხორვატები, მუსლიმური პოლიტიკური კურსის გატარებასა და კოალიციიდან ძლიერ ოპონენტთა ეთნიკური ნიშნით გამორიცხვაში ადანაშაულებენ. მათ სამთავრობო კოალიციაში შესვლის ნაცვლად, პარალელური გაერთიანება - ხორვატიული ეროვნული ასამბლეა დააარსეს. SDP-მ კი კონსტიტუცია დაარღვია და ფედერალური მთავრობის ფორმირება სცადა.
ამას თან ერთვის შიში ბოსნიაში რადიკალური ისლამის მომძლავრების შესახებ. საერთაშორისო ტერორიზმის ექსპერტები, ქვეყანას ევროპაში ისლამ ექსტრემისტთა ერთ- ერთ ეპიცენტრად განიხილავენ. ისლამური ქვეყნები, 100 ათასი ბოსნიელი მუსლიმის რელიგიური განათლებისთვის, ფულს ბოსნიაში მოქმედი ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით ათეთრებენ. ახალგაზრდები სპეციალურად დარეგისტრირებულ ბანაკებში ტრენინგებს გადიან. ისინი არა მარტო ვაჰაბისტური ისლამის ინტერპრეტაციებს ეუფლებიან, არამედ ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებას, სნაიპერისა და სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებას სწავლობენ. ეს ბალკანეთის ქვეყნებში არსებული ტენდენციის ერთგვარი გამოვლინებაა.
მაგალითად, 2011 წლის მარტში მუსლიმები (კოსოვოდან) ფრანკფურტის აეროპორტში ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ. ამას მოშლილი პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები განაპირობებს. ქვეყანა ევროპის ერთ-ერთ ღარიბ სახელმწიფოდ ითვლება. ბოსნიის საერთაშორისო ვალი 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, უმუშევრობის დონე 40%25, ინფლაცია კი 2,5%25-ია. ქვეყნის ეკონომიკამ 2009 წელს მშპ-ს-3,2%25-იანი ზრდა აჩვენა. კერძო ბიზნესის წასახალისებლად სტრუქტურული რეფორმებია საჭირო.
რეფორმების გატარებაში, დასავლეთის როლი განმსაზღვრელია. ბოსნიამ 2010 წელს NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღო. 2009 წლიდან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ქვეყანას სოციალური დანახარჯების შემცირებასა და ფისკალური კრიზისის აღმოფხვრაში ეხმარება. საბიუჯეტო დეფიციტის დასაბალანსებლად კი, ევროკავშირის მხრიდან 140 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ელოდება. თუმცა, ბოსნია მას კრიზისის საბოლოო დაძლევის შემთხვევაში მიიღებს.
![]() |
14 მოჩვენებითი ტერორის სინამდვილე |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
სირია
მარიამ მეგრელიშვილი
უკვე რამდენიმე თვეა, სირიაში, მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხის მასობრივი გამოსვლები მიმდინარეობს. ამ პროტესტმა უკვე ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია მოიცვა. დაძაბულობა დღითი დღე მატულობს. არსებობს საშიშროება, რომ მოვლენები ლიბიის მსგავსად შეიძლება განვითარდეს. არც მომიტინგეები და არც პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დათმობას არ აპირებენ. მშვიდობიანი პროტესტი უკვე სამხედრო შეტაკებებში გადაიზარდა. სამხედრო ძალების მიერ დარბეული მშვიდობიანი მიტინგების რაოდენობა პიკს აღწევს.
ამ ძალების ძირითად ნაწილს კი წარმოადგენს ე.წ. შაბბიჰა - ეს არის კარგად შეიარაღებული და ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრებიც ძირითადად ალავიტების კლანიდან არიან. ბევრი მათგანი, ჰეზბოლასა და ირანის რევოლუციური გვარდიის (IRG) ინსტრუქტორების მიერაა გაწვრთნილი.
მის შემადგენლობაში დაახლოებით 3 ათასზე მეტი ადამიანია. შაბბიჰას წევრებს გაზეთები, ჟურნალები და მედიასაშუალებები, ბაშარ ალ-ასადის დაქირავებულ რაზმად განიხილავენ.
კონკრეტულად სიტყვა შაბბიჰა-არაბულ ენაში არ არსებობს. მაგრამ მისი ეტიმოლოგიის გამოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ტერმინი მომდინარეობს სიტყვისგან - მოჩვენება - (შაბაჰ).
შაბბიჰა ჩამოყალიბდა XIX საუკუნის 60-70-იან წლებში, ბაშარ ალ- ასადის მამის, ჰაფეზ ალ- ასადის მმართველობის დროს, მისი ძმის ჯამილის და ძმის შვილების მუნზირისა და ფავვაზის მიერ. ისინი და შაბბიჰას სხვა წევრები, ასადის გვარის წარმომადგენლებსა და მათ მოკავშირეებს იცავდნენ.
ამის სანაცვლოდ მათ ყველანაირი უფლება ჰქონდათ მინიჭებული. ისინი ძალადობდნენ ქალებზე, ქუჩებში იპარავდნენ მანქანებს, ძარცვავდნენ სახლებს, ბანკებს, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს და ა.შ. ამ კრიმინალური ქმედებებისათვის კი პასუხი არ მოეთხოვებოდათ.
ყველა ფოტო: REUTERS ©
შაბბიჰას კონტრაბანდაც შემოჰქონდა. ამიტომაც, ჩამოყალიბებიდან დღემდე, მისი წევრები, ძირითადად, სასაზღვრო რეგიონებში იდებენ ბინას. მათი მთავარი ქალაქი ლატაკიაა. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი მხარს უჭერდა შაბბიჰას, ბაშარ ალ-ასადმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძაშვილებისა და შაბბიჰას განადგურება დაიწყო.
მას შემდეგ, რაც სირიაში ყველაფერი აირია, ბაშარ ალ-ასადმა, შაბბიჰას დახმარებით ქვეყანაზე კონტროლის აღდგენა გადაწყვიტა. პრეზიდენტმა კვლავ მისცა უფლება, რომ ხალხი გაეძარცვათ, დაეშინებინათ და დაეხოცათ.
ახლა კი შაბბიჰას სათავეში ბაშარ ალ-ასადის ძმა ნუმეერ ალ-ასადია. ცნობილი ფაქტია, რომ შაბბიჰას წევრები ქალაქ ჰომსის, ბენიასა და ლატაკიის აქციების დარბევაში მონაწილეობდნენ - აქტივისტებმა შეიარაღებულ ძალებს შორის შენიშნეს. ისინი დამასკოსა და ალეპოს უნივერსიტეტების სტუდენტების აქციების დარბევაშიც იყვნენ ჩართული.
შაბბიჰას რამდენიმე სირიელი ოფიცრის სიკვდილით დასჯასაც მიაწერენ. ისინი დახოცეს, რადგან მშვიდობიან მომიტინგეთათვის სროლაზე უარი განაცხადეს. მაგალითად, ზუსტად ამ მიზეზით, ლეიტენანტი რამი ქატტაში თავისი რაზმის 10 წევრთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმეს. ყველაზე დიდი სისასტიკე ის არის, რომ შაბბიჰას წევრები, მოძრავი მანქანიდან ისვრიან და ყველა გამვლელს განურჩევლად ხოცავენ.
![]() |
15 უწიგნურთა მხარის სიმდიდრე და სიღატაკე |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
პაკისტანი
კონფლიქტი, რომელმაც სამხედროები სახელმწიფოდ სახელმწიფოში აქცია
მარიამ მეგრელიშვილი
სამხრეთ აზიისკენ მიპყრობილი ყურადღება, ძირითადად ავღანეთსა და თალიბანს ეთმობა. არადა რეგიონი მსოფლიოს ერთ-ერთი ცხელი წერტილია, სადაც მრავალი კონფლიქტია გაჩაღებული. ზოგიც ესკალაციისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდება.
პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში დაპირისპირება უკვე 60 წელია გროვდება. რეგიონი ქვეყნის უდიდესი პროვინციაა და მისი ტერიტორიის 42%25-ს იკავებს. თუმცა იქ მხოლოდ 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რაც პაკისტანის მოსახლეობის მხოლოდ 6-7%25 პროცენტია.
ბელუჯისტანში, ეთნიკურ ჯგუფ ბელუჯის გარდა პუშტუნები და სინდჰები, ასევე სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები ცხოვრობენ. ბელუჯი რამდენიმე ტომად არის დაყოფილი - მათ შორის ბუგტი, მირრი და მინგალი გამოირჩევა. მათ სარდარები, ტომთა ლიდერები უდგანან სათავეში.
ბრიტანეთის იმპერიის მმართველობის დროს, ბელუჯის ტომებს ფართო ავტონომია ჰქონდათ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთმა კოლონიებს თავისუფლება მიანიჭა. ბელუჯისტანი 1947 წელს პაკისტანის შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა უკვე 1948 წელს პროვინცია პაკისტანის მმართველობის წინააღმდეგ გამოდიოდა. მას შემდეგ, ბელუჯისტანში კონფლიქტი არ განელებულა. რიგით მეხუთე ამბოხება 2004 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ბოლო 5 წლის მანძილზე კონფლიქტს ორივე მხრიდან 3 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.
ბელუჯისტანი პაკისტანის უღარიბესი, ამავე დროს რესურსებით უმდიდრესი რეგიონია. სხვა რეგიონებთან შედარებით აქ პროცენტულად ყველაზე ცოტა საგანმანათლებლო დაწესებულებაა, წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა კი სულ 34%25-ია (მთლიანად ქვეყანაში წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა 52%25-ს უტოლდება).
ყველა ფოტო: REUTERS ©
აღსანიშნავია, რომ ბელუჯი სპარსული წარმოშობის ტერმინია და უმეცარს, უვიცს ნიშნავს. რეგიონის ეკონომიკური წილი პაკისტანის მთლიან ეკონომიკაში მხოლოდ 5%25-ს აღწევს, ისიც ბუნებრივი რესურსების ხარჯზე. უმუშევრობის დონე 30%25-ია, წყალთან მუდმივი წ ვდომა კი მოსახლეობის დაახლოებით 10%25 აქვს. პროვინცია პაკისტანის მთელი გაზის მოხმარების დაახლოებით 40%25-ს აკმაყოფილებს, მაშინ, როდესაც ბუნებრივი აირის საბადოების სრული ექსპლუატაცია არ ხდება. ამას გარდა ბელუჯისტანი ოქროთი, სპილენძით, ურანითა და ნავთობითაა მდიდარი. უკვე ათწლეულებია, პროვინციუა პაკისტანის ცენტრალურ თავრობას ადანაშაულებს, რომ რესურსების ექსპლუატაციის სანაცვლოდ რეგიონს არაფერი უბრუნდება. ბელუჯისტანში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. გვადარში ჩინეთის ნაწილობრივი დაფინანსებით აშენდა ახალი პორტი, პაკისტანის მეორე საპორტო ქალაქ ყარაჩიდან გვადარამდე კი ახალი საავტომობილო მაგისტრალი გაიყვანეს. თუმცა სამუშაო ადგილები, ბელუჯის ნაცვლად სხვა პროვინციებიდან მოსულმა პუშტუნებმა მიიღეს, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
ბელუჯისტანზე, შეიძლება, რამდენიმე დიდმა დაგეგმილმა გაზსადენმა გაიაროს. მათ შორისაა, ირან-პაკისტან-ინდოეთისა და თურქმენეთ-ავღანეთ-პაკისტან-ინდოეთის დაზსადენები. ბელუჯისტანი, ენერგეტიკულის გარდა, კრიმინალური დერეფანიცაა. ის ტრეფიკინგების, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის კვანძია. ავღანეთში წარმოებული მთელი ოპიუმის 40%25, ბელუჯისტანის გავლით ირანში მიდის, საიდანაც მთელ მსოფლიოშუი ვრცელდება.
ბელუჯისტანის კონფლიქტი სეკულარულია და მხოლოდ ეთნიკურ ხასიათს ატარებს. რეგიონში მოქმედი სხვადასხვა სამხედრო დაჯგუფებების მიზანი ავტონომიის მოთხოვნით იწყება და დამოუკიდებლობის მოთხოვნის სურვილით მთავრდება.
ბელუჯის ეთნიკური ჯგუფი, პაკისტანის გარდა, ავღანეთსა და ირანში ცხოვრობს. პაკისტანის ბელუჯისტანს ირანის პროვინცია სისტან-ბელუჯისტანი ესაზღვრება. შეიარაღებული დაპირისპირება სამხედრო ჯგუფ ჯუნდალაჰსა (ღმერთის მეომრები) და ირანის ცენტრალურ მთავრობას შორის იქაც დაიწყო, ირანის უსაფრთხოების ძალები, მიუხედავად ლიდერ აბდელმალეკ ტიგის მოკვლისა ჯუნდალაჰის დამარცხებას ვერ ახერხებენ.
პაკისტანის ბელუჯისტანი ავღანეთის პროვინცია ჰელმანდს ესაზღვრება, რომელიც ავღანეთის სამხედრო ოპერაციების მთავარი თეატრია. თალიბანის წევრები ჰელმადიდან ბელუჯისტანშიც ხვდებიან.
თალიბანს რეგიონზე უარყოფითი გავლენა აქვს და ისედაც მწვავე კონფლიქტს კიდევ უფრო ამძიმებს ის ცდილობს რეგიონში რელიგიურ-სექტარიანული კონფლიქტი გააღვივოს და შიიტები და სუნიტები ერთმანეთს წაჰკიდოს. ამას გარდა, თალიბანს ხელს აძლევს სამხედრო მოქმედებების თეატრის გაფართოება. მას, ავღანეთის მოსაზღვრე პროვინციებიდან, პაკისტანისა და ამერიკის ყურადღების გადატანა სურს.
ბელუჯისტანი ამერიკის სამხედრო ძალების მომარაგებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ნავთობით, საკვებითა და აღჭურვილობით დატვირთულ ამერიკულ კოლონიებზე, ბოლო წლებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. მათზე პასუხისმგებლობა ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა აიღო, რომელიც თალიბანისა და ალ-ყაიდას ნაზავს წარმოადგენს.
პაკისტანის ცენტრალური მთავრობა, უფრო კონკრეტულად კი, ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი (2001-2008) კონფლიქტის ესკალაციაში ტომობრივ ლიდერებს ადანაშაულებდა. მისი თქმით, სარდარები ხელს უშლიან პროვინციის ეკონომიკურ განვითარებას, რადგანაც ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ.
ცენტრალური მთავრობის პოლიტიკა პროვინციაში სწორედ მუშარაფის დროს გამკაცრდა. 2006 წელს პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა ბუგტის ტომის ლიდერი აქბარ ხან ბუგტი მოკლეს, თუმცა ამან დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა. პაკისტანი კონფლიქტის კიდევ ერთ მხარედ ინდოეთს მიიჩნევს და მას ამბოხებულების დაფინანსებაში სდებს ბრალს. 2005 წლის შემდეგ, სამართლებრივი ნორმების დარღვევით, ბელუჯისტანში ათეულობით ადამიანი დააპატიმრეს. მრავალი ადგილობრივი აქტივისტი უცნობმა პირებმა გაიტაცეს, შემდეგ კი ისინი ნაწამები და მოკლული იპოვეს.
ადგილობრივები წამებისა და დახვრეტის ფაქტებში პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურებს ადანაშაულებენ. მათი საქმიანობით უკმაყოფილება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოთქვა. ახლანდელმა პრემიერ- მინისტრმა იუსაფ რაზა გილანიმ კი ბელუჯისტანის მიმართ პოლიტიკა შედარებით შეარბილა. 2010 წელს ფედერალურმა მთავრობამ პოლიტიკური, ადმინისტრაციული და ეკონომიკური ინიციატივების პაკეტი შეიმუშავა, რომელსაც ბელუჯისტანის უფლებების დასაწყისი ეწოდა. ინიციატივების იმპლემენტაცია, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც დაიწყო.
სამთავრობო მონაცემებით, 61 პროექტიდან 15 უკვე დასრულდა, დანარჩენები კი ხორციელდება. ხელისუფლებამ ბელუჯის ტომების ლიდერებსა და ამბოხებულთა სამხედრო მეთაურებს მოლაპარაკებები შესთავაზა. თუმცა აჯანყებულები პირობების უთანასწორობის მიზეზით ჯერჯერობით უარობენ.
პაკისტანის შიდა პოლიტიკაში გარდამტეხი 1970-იანი წლები გამოდგა. 1971 წელს ქვეყანა ინდოეთთან სამხედრო კონფლიქტში დამარცხდა, რასაც ქვეყნის შემადგენლობიდან ბანგლადეშის გამოყოფა და დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა. ბანგლადეშის მაგალითი ბელუჯისტანსაც გადაედო.
1973 წლის იანვარში პრეზიდენტმა ზულფიკარ ალი ბჰუტომ (პრეზიდენტი 1971-1973 და პრემიერ-მინისტრი 1973-1977 წლებში) პროვინციაში 100 ათასი სამხედრო გაგზავნა აჯანყების ჩასახშობად. იქამდე ბჰუტომ საკუთარი ინიციატივით ჩამოაყალიბა ფედერალური უსაფრთხოების სამსახური. 1974 წელს ინდოეთმა ბირთვული იარაღი გამოსცადა, რის საპასუხოდაც ბჰუტომ ბირთვული პროგრამა დაიწყო.
სამხედრო კონფლიქტებმა, ბირთვულმა იარაღმა და შიდა დაპირისპირებებმა სამხედროები და სპეცსამსახურები არნახულად გააძლიერა. ძალოვანი სტრუქტურები იქცნენ სახელმწიფოდ სახელმწიფოში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენა დღემდე შენარჩუნებული აქვთ.
1977 წელს გენერალმა მუჰამად ზია-ულ-ჰაქმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. ზულფიკარ ალი ბჰუტო, 1974 წელს პოლიტიკური ოპონენტის მოკვლის შეკვეთის ბრალდებით, 1979 წელს სიკვდილით დასაჯეს. თავად ზია-ულ-ჰაქი, 1988 წელს, საეჭვო ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ექსპრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი სამხედრო გახლდათ და 1971 წელს ინდოეთთან სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილეობდა.
ზულფიკარის ქალიშვილი, ბენაზირ ბჰუტო 1993-1996 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, მისი ქმარი ასიფ ალი ზარდარი კი პაკისტანის ახლანდელი პრეზიდენტია. 2007 წელს ბენაზირ ბჰუტო მოკლეს. პოლიტიკას მისი ორი ძმაც შეეწირა. 2008 წელს სცადეს პრემიერ გილანის მოკვლაც. 2011 წელს პაკისტანის სასამართლომ ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობაში მონაწილეობისთვის ფერვეზ მუშარაფზე დაპატიმრების ორდერი გასცა.
ბელუჯისტანში კონფლიქტის დაწყნარება პაკისტანის სხვა შიდა პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან პირდაპირ კავშირშია, რასაც ცენტრალური მთავრობის ინიციატივების პაკეტი ჯერჯერობით სასურველ დონეზე ვერ პასუხობს.
თავად ბელუჯის ტომების ლიდერებსა და სამხედრო მეთაურებს შორის კოორდინაციის პრობლემაა. ადგილობრივი აქტივისტები შიდა უთანხმოების გამო ერთიანი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებენ. რეგიონში არ არსებობს საკმარისი ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსები, რაც რეფორმებს ართულებს. როგორც მთლიანად პაკისტანის, ისე ბელუჯისტანის უახლოესი პოლიტიკური მომავალი, მუქ ფერებში ისახება.
![]() |
16 გარდაუვალი ცვლილებების პირისპირ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ჩინეთი
მიხეილ ბასილაია
არაბულ ქვეყნებში, დომინოს პრინციპით გავრცელებულმა საპროტესტო ტალღამ, ჩინეთის პოლიტიკური სისტემის მგრძნობიარე ადგილები გამოააშკარავა. ჟასმინის რევოლუციებმა ჩინელი აქტივისტებიც გამოაცოცხლეს, რასაც მთავრობამ რეპრესიებით უპასუხა. გამკაცრდა კონტროლი ინტერნეტზე, პოლიციამ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ჟურნალისტებზე ზეწოლა დაიწყო. დააკავეს და დაკითხეს ადამიანის უფლებათა აქტივისტები და ბლოგერები. ზოგიერთი მათგანი ჩინეთის მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებების ბრალდებით დააპატიმრეს, ანტიკომუნისტური ფიქრების სამკურნალოდ ნაწილს შინაპატიმრობა გამოუწერეს. დატუსაღებას ვერც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცნობილი ხელოვანი აი ვეივეი გადაურჩა.
ჩინეთის ახლანდელი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი დენ სიაოპინის (1978-1992) სახელს უკავშირდება. მან ჩინეთის მართვის სადავეები მაო ძედუნის შემდეგ ჩაიბარა. მისი მოდელი სამ საყრდენზე იყო დაფუძნებული. დენმა კომუნისტური პარტიის ლეგიტიმურობა არა იდეოლოგიაზე, არამედ ეკონომიკურ წარმატებაზე დააფუძნა.
ეკონომიკურმა პრაგმატიზმმა, რომელიც თავისუფალ ბაზარზე გადასვლითა და საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციით გამოიხატა, ჩინეთს არნახული ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დენის მეორე საკვანძო რეფორმა საგარეო პოლიტიკაში მოხდა. მან გააუმჯობესა ურთიერთობები ამერიკასთან და საგარეო პოლიტიკაში იდეოლოგიურ აქცენტებზე უარი თქვა.
ჩინეთმა გადაწყვიტა ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობები ჰქონოდა ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელიც მას (და არა ტაივანს) აღიარებდა ქვეყნის ტერიტორიების ერთადერთ წარმომადგენლად.
პრეზიდენტი ჰუ ძინტაო და ვიცე-პრეზიდენტი სი ძინპინი
დენის პოლიტიკა, კონფლიქტების თავიდან აცილებასა და საერთაშორისო საკითხებზე რაც შეიძლება მცირე პასუხისმგებლობის აღებას ითვალისწინებდა. დენის მოდელის მესამე პუნქტი, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკისგან განსხვავებით, არ გულისხმობდა შიდაპოლიტიკურ რეფორმებს - მმართველობა ისევ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში უნდა დარჩენილიყო. ეს 1989 წლის ივნისშიც დადასტურდა, როდესაც ტიანანმენის მოედანზე სტუდენტთა საპროტესტო აქცია მთავრობამ ძალადობრივი მეთოდებით ჩაახშო.
ფოტო: REUTERS ©
დენის რეფორმების სტაბილურობას ხელი შეუწყო იმან, რომ მან ქვეყნის სათავეში ძალაუფლების გადაცემის ინსტიტუციონალიზაცია მოახერხა. დენმა თავის მემკვიდრედ ძიან ძემინი დატოვა, რომელიც ახლანდელმა პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ შეცვალა. თავად ჰუს კი 2012 წელს სი ძინპინი ჩაანაცვლებს. სწორედ ძინპინს მოუწევს ახლანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება.
ათწლეულების შემდეგ, დენის მოდელს წყალი შეუდგა. 2009 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყანას პრობლემები დაუტოვა. მსოფლიო ბაზარზე ჩინურ პროდუქციაზე მოთხოვნა დაეცა, გაიზარდა ნავთობისა და მინერალური რესურსების ფასი, ჩინეთი მუშახელის ღირებულებამ კი აიწია. ამით ჩინეთის ექსპორტზე დამყარებულ ეკონომიკას საფრთხე ექმნება.
ბოლო ათწლეულების მანძილზე ჩინეთს ყველაზე დაუბალანსებელი ეკონომიკა აქვს. მთავრობა მიხვდა, რომ წარმოებულ პროდუქციაზე შიდა მოთხოვნის გაზრდა და ეკონომიკის რებალანსი სჭირდებოდა, თუმცა რეფორმას დრო სჭირდება. ის ზრდის ტემპების შენელებასა და უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს, რაც სოციალური უკმაყოფილების გავრცელების მიზეზი გახდება.
ეს უკანასკნელი კი კომუნისტური პარტიის ლეგიტიმურობას დააყენებს ეჭვქვეშ. შესაძლოა, დღის წესრიგში, პარტიის ლეგიტიმაციის ისევ იდეოლოგიურ საფუძვლებზე გადაყვანა დადგეს. 2012 წელს სი ძინპინის სათავეში მოსვლასთან ერთად, ივარაუდება სხვადასხვა შიდაპოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება.
ერთ-ერთი მათგანი არის ახლანდელი პრეზიდენტის, ჰუს ფრაქცია, რომელიც ჩინეთის ახალგაზრდული კომუნისტური ლიგიდან მომდინარეობს. ამ ჯგუფის პოლიტიკური შეხედულებები ეკონომიკური სიმდიდრეების რედისტრიბუციასა და იდეოლოგიური ორიენტაციის მკაფიოობას გულისხმობს.
კიდევ ერთი ფრაქცია კომუნისტური პარტიის ადრინდელი ლიდერების შთამომავლებისგან შედგება და პარტიის მარცხენა ფლანგზეა განლაგებული. პოლიტბიუროში მათ 25-დან 7 ადგილი ეკუთვნით. ჯგუფის ლიდერად მოიაზრება ბო სილაი, რომელმაც სახელი ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლით გაითქვა. მის მიერ რევოლუციური სიმღერების საჯაროდ შესრულება მაოისტური ნოსტალგიის გამომხატველია.
გასულ წელს პროპაგანდის დეპარტამენტის ინიციატივით, სოციალურ ქსელ Twitter-ის ჩინური ანალოგი შეიქმნა - ე.წ. წითელი მიკრობლოგი, რომელიც მოსახლეობაში რევოლუციური სულის აღორძიპრეზიდენტი ჰუ ძინტაო და ვიცე-პრეზიდენტი სი ძინპინი ნებას ისახავს მიზნად. ბომ, ბლოგზე მაო ძედუნის გამონათქვამების ციტირებით, პოპულარობა მალე მოიპოვა.
შთამომავლების დაჯგუფების რიგებში პრეზიდენტ ჰუსა და პრემიერ- მინისტრ ვენ ძიაბაოს ვაჟებიც არიან. პირველი ჩინური აეროპორტებისთვის სკანირების სისტემების მიმწოდებელ კომპანიას ფლობს, მეორე კი წარმატებული ფინანსისტია. იდეოლოგიის გარდა, ფრაქციის წევრებს, საზოგადოებაში მოპოვებული ადგილისა და სიმდიდრის შენარჩუნების სურვილი აერთიანებთ.
დენ სიაოპინის პოლიტიკურ კურსს ძირს სამხედროებიც უთხრიან. მათი აგრესიული გამოხტომები საგარეო პოლიტიკაში დაპირისპირებების თავიდან აცილების პოსტულატს ეწინააღმდეგება. ზოგიერთ შემთხვევაში, სამხედროები ნაციონალისტური გრძნობებით ხელმძღვანელობენ. მეორე მხრივ, პარტიამ საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად, შესაძლოა, მაოიზმთან განზავებული ნაციონალიზმი გამოიყენოს.
დროის გასვლასთან ერთად, პოლიტიკური რეფორმების თავიდან აცილება უფრო რთულდება. მოსახლეობის სხვადასხვა ფენებსა და რეგიონებს შორის, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა სახალხო უკმაყოფილების წინაპირობაა. მას ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობაში, აგრეთვე სახელმწიფო კორპორაციებში გამჯდარი კორუფცია ამძაფრებს. პროტესტი და თავისუფალი აზრის გამოხატვა შეზღუდულია.
კონტროლის შესუსტება ნაკლებ მოსალოდნელია, რადგანაც ჩინეთის პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების ნაწილი, ინტერნეტისა და მედიის ცენზურის მიუხედავად, საკმარისად არის ინფორმირებული. შესაბამისად, მთავრობის მიერ ზეწოლის შემცირება პროტესტის ესკალაციის შანსებს ზრდის.
პრემიერმა ვენ ძიაბაომ ბოლო წლების მანძილზე რამდენჯერმე ისაუბრა პოლიტიკური რეფორმების აუცილებლობაზე. აპრილში მან განაცხადა, რომ პარტიამ ხალხს სიმართლე უნდა უთხრას, მთავრობის პოლიტიკა კი საზოგადოების მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.
ვენის დემოკრატიულ გამოსვლებს რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. შესაძლოა, მისი ლიბერალური პოლიტიკური ფრაქცია, ლიდერის ცვლილების წინ, საკუთარი პოზიციების გამყარებასა და სხვების ხელის შეშლას ცდილობს. ამით ვენი უპირისპირდება როგორც ბო სილაის მემარცხენე ფრთას, ისე ნაციონალისტურ და უფრო ძალისმიერი პოლიტიკის მსურველ ფრაქციებს. თუმცა გამორიცხული არაა, პრემიერი ხალხის ფუჭი დაიმედებით უკმაყოფილების ჩაცხრობას ცდილობდეს. პარტიულ სპექტრში ჰუ და მომავალი ლიდერი სი ძინპინი ცენტრში არიან მოქცეული. მათი დამატებითი საზრუნავი ფრაქციების დაბალანსება და კონსენსუსის პოვნაა.
ჰუ ძინტაოს ძინპინისთვის ძალაუფლების გადაბარება, ფრაქციული დაპირისპირებების, ეკონომიკური გადახურების, საერთაშორისო ზეწოლისა და გარკვეულწილად უკონტროლო სამხედრო ელიტის პირობებში უწევს. 1978 და 1989 წლების შემდეგ, ჩინეთი კიდევ ერთ გზაჯვარედინს უახლოვდება. მტკივნეულ ეკონომიკურ რეფორმებს, შესაძლოა, რეჟიმი შეეწიროს. კორუმპირებული და ავტორიტარული სისტემის მიერ რეფორმების გადადებას კი ეკონომიკური დაღმასვლა მოჰყვება.
უცნობია, გადაუხვევს თუ არა დენ სიაოპინის კურსიდან ახალი ლიდერი, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მას არჩევანი უმცირდება. ბოლოდროინდელი მოვლენების მიხედვით, პარტია ეკონომიკაში სამთავრობო ბერკეტების ამოქმედებას შეეცდება, აგრესიულ საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს, ხოლო პოლიტიკური მართვის სადავეებს, სოციალური კონტროლისა და იდეოლოგიის რელსებზე გადაიყვანს.
![]() |
17 რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
საქართველოს საექსპორტო ბაზრის სტრუქტურა და საქონლის სია, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად შეიცვალა. ერთი მხრივ, ამ სიაში ნარჩენებისა და შავი ლითონების ჯართის ექსპორტმა, პირველი ადგილიდან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. მეორე მხრივ, ქართულმა ღვინომ და მინერალურმა წყლებმა ახალი ბაზრები აითვისა. საქართველოს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის მთავარი კატალიზატორი 2006 წელს რუსეთის მიერ საქართველოს საექსპორტო პროდუქციაზე - ღვინოსა და მინერა ლურ წყლებზე - დაწესებული ემბარგო აღმოჩნდა. რუსეთს ასეთი ეფექტი გათვლილი ნამდვილად არ ჰქონდა.
კრემლის ვარაუდით, ემბარგოს საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზული დარტყმა უნდა მიეყენებინა. რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო არეალი იყო: 2005 წელს ამ ქვეყნის ბაზარზე, მინერალური წყლების ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა, ექსპორტით მიღებული მთლიანი შემოსავლის 72.9%25, ხოლო ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა - 77.4%25 შეადგინა.
გაცილებით უფრო მძიმე აღმოჩნდა გლობალური ეკონომიკური კრიზისი: 2007 წელს (ემბარგოდან ერთი წლის შემდეგ), საქართველოს ექსპორტის მოცულობა 5%25-ით გაიზარდა, 2008 წელს - რუსეთის შემოჭრის პირობებში - 21.4%25-ით, ხოლო 2009 წელს (გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან ერთი წლის შემდეგ) ექსპორტის მოცულობა 24.2%25-ით შემცირდა.
საქართველოსთვის, რუსეთის ბაზარი, როგორც ჩანს, „ნავთობის წყევლასავით“ იყო: როგორც კი ხელიდან გამოეცალა, ქვეყანამ საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია დაიწყო და ახალ ასპარეზზე გავიდა.
ემბარგოდან ერთი წლის თავზე - 2007 წელს, ორივე დასახელების პროდუქციის - ღვინისა და მინერალური წყლების - ექსპორტის სტრუქტურა შეიცვალა: ძირითადი ნაწილის გატანა უკრაინასა და ყაზახეთში დაიწყო.
2007 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ სულ 93.2 მილიონი ლიტრი ღვინო და 444.3 მილიონი ლიტრი მტკნარი წყალი გავიდა. ამ პროდუქციების ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 317.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (ამ თან ხის 94.3%25 უკრაინაზე, 20.6%25 - ყაზახეთზე მოდის).
2010 წელს მნიშვნელოვან ბაზრებს ღვინის ექსპორტისთვის ბელარუსი, ხოლო მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტისთვის - ლიტვა და აზერბაიჯანი დაემატა.
2010 წელს ლიტვასა და აზერბაიჯანში სულ 110.4 მილიონი ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა. ამან ქვეყანას 58.6 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა, რაც მინერალური და მტკნარი წყლების მთლიანი ექსპორტის 19.4 %25-ია. ამავე წელს, ბელარუსში სულ 11 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა 39.1 მი ლი ონ აშშ დო ლა რად. ეს ღვი ნის მთლია ნი ექ ს პორ ტის 10 %25-ია.
სასაქონლო პროდუქციის სტრუქტურა 2004
საქონლის ექსპორტის დინამიკა (არ მოიცავს საქონლის მომსახურებას)
2010 წელს, საქართველოს ექსპორტის 51%25 ოთხ სავაჭრო პარტნიორზე - აზერბაიჯანზე, თურქეთზე, აშშ-სა და სომხეთზე გადანაწილდა. ემბარგოს შემდეგ, 2007-2010 წლებში ამ ქვეყნებში ექსპორტი საშუალოდ 1.01-ჯერ გაიზარდა. რუსეთი მხოლოდ მეცხრე ადგილზეა - მთლიან ექსპორტში 2.2%25-ით. 2010 წელს საქართველომ ამ ქვეყანაში, დაახლოებით, 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანა. 2010 წელს რუსეთს ექსპორტის ზრდაზე გავლენა არ ჰქონდა. ყველაზე დიდი გავლენა - 12.7%25 - აშშ-მა მოახდინა.
ბაზრის დივერსიფიკაციასთან ერთად, საექსპორტო საქონლის სიაც შეიცვალა. თუ 2004-2005 წლებში ქვეყნის მთავარ ექსპორტს ნარჩენები და შავი ლითონების ჯართი წარმოადგენდა, 2006 წლიდან დღემდე, პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია. საექსპორტო საქონლის ეს ორი სახეობა, 2004-2010 წლებში, სტაბილური, 5%25-ზე მეტი წილით გამოირჩევა. მთლი ან ექსპორტში 2006 წლიდან დღემდე, საშუალოდ, 7.3%25-იანი წილი მსუბუქ ავტომობილებს და დაუმუშავებელ ოქროს აქვს. 2008 წლიდან, საექსპორტო საქონელთა სიას, ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცოცხალი თხები და ცხვრებიც დაემატა - 2009 წელს მთლიან ექსპორტში 1.5-1.5%25 შეადგინა.
საქსტატის მიხედვით, 2011 წლის იანვარ - მარტის მონაცემებით, ამ პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო. აქედან ექსპორტზე 24.9%25 მოდის, იმპორტზე - 75.1%25. სავაჭრო სალდო უარყოფითია: 934.4 მილიონი აშშ დოლარი. ექსპორტზე გატანილ საქონელსა და სერვისს შემოსავალი ექსპორტი ორი ქვეყნისთვის მოაქვს, იმპორტირებულს კი - სხვა ქვეყნისთვის. შესაბამისად, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მშპ-ს ამცირებს.
სასაქონლო პროდუქციის სტრუქტურა 2010
![]() |
18 თვალი თვალის წილ, თითი თითის წილ |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
მას შემდეგ, რაც პირველ ჰომო ერექტუსს დაებადა იდეა, მიწის ნაკვეთი შემოეხაზა და თავის საკუთრებად გამოეცხადებინა, შემოსაზღვრული ტერიტორიის დაცვა, მფლობელის უმთავრეს საზრუნავად იქცა. მთელი მსოფლიო ისტორიის მანძილზე, ტექნოლოგიების განვითარებას საკუთრების დაცვის იდეა წითელ ზოლად გასდევს. უსაფრთხოების ზომები და თავდაცვის საშუალებები, დროთა განმავლობაში იხვეწება, გასაღებისა და კლიტის შექმნიდან დაწყებული, უპირველეს პრობლემად რჩება ჩვენი იდენტობის საკითხი - თუ რო გორ და ვამტკიცოთ ის, რომ ჩვენ ნამდვილად ჩვენ ვართ და არა ვიღაც ბოროტ მოქმედი, რომელიც საკუთრების ხელყოფას აპირებს.
საკუთრების ცნებამ ციფრულ ეპოქაში მეტამორფოზა განიცადა. უფრო აბსტრაქტული და ნაკლებად ხელშესახები გახდა. უსაფრთხოებისა და იდენტობის კავშირს კი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ლოგიკური ასპექტიც აქვს. ეს დიდ თავის ტკივილს ბადებს, ვინაიდან ადამიანებს პირადი საბანკო ანგარიშის, თუ ელექტრონული ფოსტის სამართავად, ათასი იუზერნეიმისა და პასვორდის დამახსოვრება უწევთ. ხშირ შემთხვევაში ეს არაეფექტურია, პირველ რიგში იმიტომ, რომ პასვორდებს პერიოდული ცვლა და ხელახლა დამახსოვრება უნდა, ამასთანავე არ იძლევა უსაფრთხოების უტყუარ გარანტიას. საიდუმლო სიტყვა შეიძლება ვინმემ შეიტყოს და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან წვდომა გაუჩნდეს.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, ფართოდ ინერგება ბიომეტრული საშუალებები: თითის ანაბეჭდების წამკითხველი და ხმის ამომცნობი მოწყობილობები უკვე აღარავის უკვირს. ფილმებში ნანახი თვალის ფერადი გარსისა და რეტინას სკანერიც, წარმოდგენის დონეზე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. თუმცა ეს უკანასკნელი აქამდე ტექნოლოგიურად იმდენად ძნელად რეალიზებადი და ძვირი სიამოვნება იყო, რომ მისი ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობას ვერავინ წარმოიდგენდა.
გასულ კვირას სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე კომპანია Hoyos-ის წარმომადგენლებმა სკანდალური პრეზენტაცია მოაწყეს. მათ დამსწრე საზოგადოებას თვალის ფერადი გარსის წამკითხველი პირველი პორტატიული მოწყობილობა წარუდგინეს, რომელიც USB-ს საშუალებით უერთდება კომპიუტერს. პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციისა და კონფიგურაციის დროს, ვუთითებთ იმ საიტების ნუსხას, სადაც წვდომა ამ მოწყობილობის საშუალებით გვსურს. შემდეგ ელექტრონული ფოსტის, Facebook-ისა, თუ eBay-ის სისტემაში შესასვლელად იუზერნე იმისა და პასვორდის შეყვანის საჭიროება ქრება, საამისოდ საკმარისი იქნება Hoyos-ის ქმნილებას შევხედოთ.
Hoyos-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ თვალის ფერადი გარსის სკანერს, თითის ანა ბეჭდის სკანერთან, მრავალი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ის, რომ ამ ინფორმაციის მოპოვება „პირატული“ გზებით შეუძლებელია, ამავე დროს, ინფორმაცია, რომელსაც ის იტევს, გაცილებით უნიკალურია, ვიდრე თითის ანაბეჭდი (თითის ანა ბეჭდს 18 განსხვავებული შტრიხი აქვს, თვალის ფერად გარსს კი 2000!). ამასთან ფილმებში ნანახი სცენა, როდესაც ბოროტმოქმედები გარდაცვლილი ადამიანის მოჭრილი თითით ცდილობენ სასურველი ინფორმაციის მოპოვებას, აღარ არის ქმედითი. თვალის ფერადი გარსი ადამიანის სიკვდილის შემდეგ „ქრება“ და, შესაბამისად, კარგავს მთელ ინფორმაციას.
Hoyos Eyelock USB Iris Scanner-ს გაჯეტების მოყვარულმა ტექნომანებმა უკვე მიაკუთვნეს „ძალიან მაგარის“ სტატუსი. ის არ ც თუ ისე ძვირი, 99 დოლარი ეღირება და რამდენიმე თვეში გაიყიდება. თუმცა, როგორც Hoyos-ის მესვეურები ირწმუნებიან, მათი ქმნილება უბრალო გაჯეტი, ანუ მაღალ-ტექნოლოგიური სათამაშო არ არის. მათ სიტყვებს თუ მოვიშველიებთ: „ცვლილებების დრო დგება და მალე იუზერნეიმებისა და პასვორდების ეპოქა წარსულს ჩაბარდება“. ჰოდა, ჩვენც დაველოდოთ ამ ცვლილებებს.
![]() |
19 (ა)მორალური ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|რაზა
ქეთი ყიფიანი
დიდი ხანია მწერალი აღარ არის საკრალური არსება მედიატორის ფუნქციით ღმერთსა და ადამიანს შორის. საუკუნეების განმავლობაში მწერალი ზებუნებრივ არსებად, წერა - მწერლისაგან დამოუკიდებელ პროცესად მიიჩნეოდა. ანტიკურ პერიოდში პოეზია საერთოდ წინასწარმეტყველების მსგავსი მოვლენაც კი იყო. დანტე „ღვთაებრივ კომედიაში“ აგრძელებს ამ ტრადიციას და ის თავის თავს წარმოგვიდგენს, როგორც პოეტსა და წინასწარმეტყველს.
უფრო გვიან, როდესაც ქრისტიანული ხცივილიზაცია დასრულდა და კლესიის გავლენა შემცირდა, მოხდა მისი ერთგვარი ჩანაცვლება ლიტერატურით და ადამიანები მას, როგორც მანამდე რელიგიას ისე მიმართავდნენ. ისინი მხატვრულ ლიტერატურას ისეთივე გატაცებით კითხულობდნენ. როგორც შუა საუკუნეების რელიგიურ ტექსტებს. ადამიანებმა ლიტერატურაში ცხოვრების არსისა და საზრისის ძებნა დაიწყეს. ასე გაჩნდა შექსპირის, ტოლსტოის, დოსტოევსკის კულტი.
ცხადია, თანამედროვე მწერალს განსაკუთრებულ მისტიურობას და ღვთიურთატნ თანაზიარობას ვერ მოსთხოვ, მით უმეტეს, რომ წერის დროს მუზის ზემოქმედებას თვით ედგარ პოზ კი უარყოფს და ერთ-ერთ წერილში დაწვრილებით აღწერს „ყორანის“ შექმნის ტექნიკურ დეტალებს. ისიც ძნელია, მწერლობას და მწერალს ცალსახად გამოკვეთილი ფუნქცია დაუსახო. რაშეიძლება იყოს ლიტერატურის ფუნქცია? გართობა განათლება, რეალური და გამოგონილი მოვლენების უკვდავყოფა, ენის შენარჩუნება, კულტურის ამაღლება და მისი სინთეზი, ხალხთა შორის კომუნიკაციის დამყარება ან საზოგადოებაში არსებული პრობლემების ასახვა.
ჟან-პოლ სარტრი ამბობდა: „წერისთვის ყველას თავისი მიზეზი აქვს: ზოგისთვის წერა რეალობიდან გაქცევაა, ზოგისთვის რეალობასთან გამკლავების საშუალებაო“. ჩვენს დროში, საბაზრო ეკონომიკის ბატონობის ეპოქაში, სარტრის მიზეზებს კიდევ ერთს დავამატებდი - ზოგი იმიტომ წერს, რომ თავი ირჩინოს ანდა უფრო მეტი ფული იშოვოს. თუმცა ეს უკანასკნელი მიზეზი არ არის მხოლოდ ახალი დროის გამოძახილი. ყველა დროის მწერლის მიზანი წიგნთან მიმართებაში ფინანსურ ინტერესებს არ სცდება. მაგალითად, გაბრიელ გარსია მარკესი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „მარტოობის ასი წელიწადი“ იმიტომ დაწერა, რომ წაეკითხათ მისი ნაკლებად პოპულარული წიგნი „პოლკოვნიკს არა ვინ სწერს წერილებს“. თუმცა, დამეთანხმებით, ეს ფაქტი სულაც არ აკნინებს ბუენდიე ის ასწლოვან ისტორიას.
თანამედროვე ლიტერატურა კი ძირითდად სოციალური პრობლემების აღწერით არის დაკავებული. ამ ფაქტს მწერლების ნაწილი იმით ხსნის, რომ ასეთ წიგნებზე უფრო დიდი მოთხოვნაა ანუ უფრო კარგად იყიდება, ხოლო ნაწილი ლიტერატურას ერთგვარ იდეოლოგიურ ფუნქციას უსხავს და უბრალოდ თავს ვალდებულად თვლის იმ საზოგადოების პრობლემები ასახოს, სადაც ცხოვრობს. ვერაფერს იტყვი, თითქოს ასეც უნდა იყოს. ამასობაში კი ლიტერატურა მთლიანად სოციალურობაში იკარგება, სოციალური შინაარსის აუცილებლობა და რომელიმე იდეის პროპაგანდა ლიტერატურას უკარგავს მის უპირველეს, შემეცნებით და ესთეტიკურ ფუნქციას და დანიშნულებას - შეცვალოს ადამიანი უფრო კარგისკენ. სამაგიეროდ, გვაქვს უფრო მეტი ეროგენული შინაარსის ტექსტი, რომელიც შესაძლოა, ძალიანაც ესთეტიურად მიაჩნია მავანს. კითხულობ თანამედროვე ტექსტებს და შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ავტორის ერთადერთი მიზანი ის არის, რომ მისი წიგნის წაკითხვის შემდეგ (ან პარალელურად) რაც შეიძლება მეტი თინეიჯერი (და არა მარტო) დაკავდეს მასტურბაციით. ერთ-ერთი ახალგაზრდა ქართველი მწერალი სექსის საკითხს სოციალურ პრობლემად მიიჩნევს და შესაბამისად მასზე წერაც აუცილებლად მიაჩნია. თუ სექსის თემა ასე მწვავე სოციალურ პრობლემად დგას ქვეყანაში და მწერლებიც თავს ვალდებულად თვლიან საზოგადოების მაჯისცემას დაუგდონ ყური, მაშინ ისინი ასევე აქტიურად უნდა წერდნენ წიგნებს გარე ვაჭრობაზე, დევნილებზე ან თუნდაც ინვალიდებისათვის არა ადაპტირებულ გარემოზე. ვითომ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემებია? გარდა ამისა, არც ისე მოსახერხებელია მრავალგვერდიანი წიგნების კითხვა იმაზე, რასაც რადიოში ან ტელევიზიითაც მოისმენ, თანაც დროის და თანხების დაზოგვით.
სანამ მწერლები სოციალური პრობლემების მუზით მხარზე ახალახალ ტექსტებს აცხობენ, წიგნს ბროშურა ანაცვლებს (იდეაში მასაც წიგნი ჰქვია), რომელიც კაფეებში, ქუჩაში, მეტროს გაჩერებიდან მეტროს გაჩერებამდე იკითხება. ლიტერატურა ფასთ ფუდის ფუნქციას იძენს, შესაბამისად, მისი ერთადერთი დანიშნულებაა, რაც შეიძლება სწრაფად დაანაყროს მკითხველი. არავის ადარდებს ე.წ. ესთეტიური მანძილი, თავაზიანობა და სიფრთხილე, რომელიც მკითხველსა და ავტორს შორის აუცილებლად უნდა იყოს დაცული. არა და, მუსიე სარტრი იმდენს ფიქრობდა და წერდა ამაზე...
![]() |
20 ევროპის ჩემპიონატი მსოფლიოს ჩემპიონების ქვეყანაში |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ინტერვიუ ნანა ალექსანდრიასთან
ლაშა გოდუაძე
7-18 მაისს თბილისმა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს უმასპინძლა ქალ მოჭადრაკეთა შორის. ევროპის ჩემპიონატი მსოფლიოს ჩემპიონების ქვეყანაში - მიუხედავად ასეთი ლამაზი დევიზისა, კონტინენტის პირველობის მოგება ქართველებმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს: პირველი ადგილი ლიტველმა საერთაშორისო დიდოსტატმა ვიქტორია ჩმილიტემ დაიკავა, ვერცხლის მედალი ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას ერგო, ბრინჯაო - სომეხ ელინა დანიელიანს. ქართველთაგან საუკეთესო ბელა ხოტენაშვილი იყო, რომელიც მეხუთე ადგილზე გავიდა. ტაბულა ევროპის ჩემპიონატის მთავარ მსაჯს, ნანა ალექსანდრიას შეხვდა.
ასეთი მაღალი რანგის საჭადრაკო ტურნირი თბილისში ბოლოს ზუსტად 30 წლის წინ ჩატარდა, როცა 1981 წელს ჩემსა და მაია ჩიბურდანიძეს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი შედგა. მიხარია, რომ ამდენი წლის შემდეგ დიდ ჭადრაკს კვლავ სათანადოდ ვუმასპინძლეთ. როგორც ტურნირის მთავარი მსაჯი, ორგანიზებით ძალიან კმაყოფილი ვარ: მოთამაშეებმა იდეალურ პირობებში იასპარეზეს - განათებით დაწყებული დარბაზის ტემპერატურით დასრულებული, ყველაფერი ჩინებული იყო!
- რამდენად კმაყოფილი ხართ ჩემპიონატის სპორტული კუთხით?
- თბილისში იასპარეზეს ევროპის ორ- ორგზის ჩემპიონებმა - შვედმა პია კრამლინგმა, უკრაინელმა კატერინა ლაჰნომ და რუსმა ტატიანა კოსინცევამ, ასევე 2002 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულმა ბულგარელმა ანტუანეტა სტეფანოვამ. მათ გარდა არაერთი მაღალი დონის მოჭადრაკემ ითამაშა, მათ შორის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებმაც. ასეთი მონაწილეებისგან, ბუნებრივია, საინტერესო თამაშს ველოდით და მოლოდინი გამართლდა. პარტიების მაღალი დონე ჩემპიონატზე აკრედიტებულმა ჟურნალისტებმაც აღნიშნეს - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, ყოველდღიურად გადაიცემოდა ტელერეპორტაჟები. სხვათა შორის, ტურნირის ბოლო დღეებში ინტერნეტგვერდს, რომელზეც ჩემპიონატის მიმდინარეობა შუქდებოდა, რეკორდული დატვირთვა ჰქონდა...
- რამდენად მოსალოდნელი იყო ვიქტორია ჩმილიტეს გამარჯვება?
- მან ჩინებულად იასპარეზა, ტექნიკურად ითამაშა და ძალიან მაღალი შედეგი აჩვენა: პლუს 7. საერთოდ, 11 პარტიიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და ორიც ყაიმით დაასრულა. აქამდე ვიქტორია სამჯერ იყო ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 2003, 2008 და 2010 წლებში. ის ლიტვური საჭადრაკო სკოლის ჩინებული წარმომადგენელია. მას ვიქტორ გავრიკოვი ავარჯიშებდა, რომელიც ჩემი მწვრთნელი იყო წლების წინ. გავრიკოვის დახმარებით საუკეთესო ჭადრაკი ვაჩვენე, ამის გათვალისწინებით კი არ მიკვირს, რომ ვიქტორიამ წარმატებას მიაღწია. ჩმილიტეს მეუღლე ასევე დიდოსტატია, ის ჭადრაკით ცხოვრობს, ასეთ დროს კი წარმატება გასაკვირი სულაც არაა - ვიქტორია ღირსეული ჩემპიონია! სხვათა შორის, მას გამარჯვება ვიტაუტას ლანდსბერგისმაც მიულოცა. ლიტვის ექსპრეზიდენტი თბილისში იყო კონფერენციაზე და ვიქტორიასაც შეხვდა...
- სამწუხაროდ, ქართველი მოჭადრაკეები სამეულში ვერ მოხვდნენ. რით აიხსნება წარუმატებლობა?
- ჩვენი ჭადრაკის დღევანდელი ლიდერი ნანა ძაგნიძე ბოლო გრან პრიზე განცდილი მარცხის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და სიმართლე გითხრათ, მისგან ამ ტურნირზე დიდ წარმატებას არც ველოდით. ძალიან რთული გადასატანია, როცა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსს ბოლო მომენტში კარგავ, ნანას კი სწორედ ასე დაემართა. სამწუხაროდ, დოჰაში, ყატარის გრან პრი ინდოელმა დიდოსტატმა ჰუმპუ კონერუმ მოიგო და ახლა ის იბრძოლებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის.
ნანა ალექსანდრია
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
რაც შეეხებათ სხვებს, ოლიმპიური გუნდის წევრებისგან მეტს ველოდით - მათ შეეძლოთ საუკეთესო 14-ეულში მოხვედრა და მსოფლიო თასზე გასვლა. ნამდვილად გაგვაოცა ბელა ხოტენაშვილმა - ტურნირის მსვლელობისას სტეფანოვას სძლია, მეორე დღეს კი ჩმილიტეს დამარცხებაც შეეძლო, თუმცა ენერგია არ ეყო, ბოლო მომენტში დაკარგა უპირატესობა და შესაბამისად, გამარჯვებაც. ის ნიჭიერია, ამ ჩემპიონატზეც მაღალი ხარისხის პარტიები გაითამაშა და თუ ჭადრაკს მეტი პროფესიონალიზმით მოეკიდება, დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებას მიაღწევს. ლელა ჯავახიშვილს პრიზიორთა შორის მოხვედრა შეეძლო, რაც შეეხება ნინო ხურციძეს, მას ახლახან შეეძინა შვილი, ჩემპიონატისთვის სათანადოდ მომზადება ვერ შეძლო და სავარაუდოდ, ამიტომაც ვერ მოხვდა 14 საუკეთესოს შორის. მიუხედავად ამისა, ის მაინც ინარჩუნებს მსოფლიო თასზე თამაშის შანსს - ყველაფერი მალე გაირკვევა. საერთოდ, ევროპის ჩემპიონატზე მედლებით განებივრებულები არ ვართ: მხოლოდ მაია ჩიბურდანიძემ (2000 წელს) და ქეთევან არახამიამ (2001) შეძლეს ბრინჯაოს მედლების მოგება.
- 2000 წელს საქართველომ ევროპის პირველ ინდივიდუალურ ჩემპიონატს უმასპინძლა ქალთა შორის. მაშინ ტურნირი ბათუმში გაიმართა, წლეულს - თბილისში. რა სხვაობა დაინახეთ ამ ორ პირველობას შორის?
- ბათუმში ევროპის ჩემპიონატი სხვა ფორმატით ჩატარდა, თბილისში კი, ასე ვთქვათ, ღია პირველობა იყო: ყველას შეეძლო მონაწილეობა ასაკის და რეიტინგის მიუხედავად - პროფესიონალების მხარდამხარ მოყვარულებმაც იასპარეზეს.
საგულისხმოა, რომ ამ ჩემპიონატის ყველაზე უმცროსი მონაწილე 11 წლის იყო. ტურნირი დაამშვენა იმ ისტორიულმა მაგიდებმაც, რომელზეც თავის დროზე ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი და მე მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით...
- 1962 წლიდან 1991 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონის ზედიზედ ათი ტიტული ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ მოიგეს. მას შემდეგ ქართველ მოჭადრაკეთათვის დედოფლის გვირგვინი მიუწვდომელია...
ქართული საჭადრაკო სკოლა სამი ათეული წლის მანძილზე უძლიერესი იყო, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩინელები დომინირებენ, მომავალს მაინც იმედით ვუყურებ - ჩვენ ნიჭიერი თაობა გვეზრდება, მთავარია, რომ ისინი მეტი ყურადღებით მოეკიდონ ჭადრაკს. თავის დროზე ფიდეს პრეზიდენტმა ფლორენსიო კამპომანესმა იხუმრა, არ მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები არათუ ერთი ქვეყანიდან, ერთი ქალაქის ერთი უბნიდან არიანო: ნონა, მაია, ნანა და მე ყველანი ვაკეში ვცხოვრობდით. იმ წლების შედეგების გამეორება ძალიან ძნელი იქნება, სრული დომინაცია, ალბათ, საეჭვოა, მაგრამ 2008 წელს, დრეზდენში ყველასთვის მოულოდნელად მოგებული საჭადრაკო ოლიმპიადა იმის თქმის საფუძველს ნამდვილად მაძლევს, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ქართველი მოჭადრაკე კვლავ დაიბრუნებს.
ევროპის XII ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში (საუკეთესო 14 სპორტსმენი მსოფლიო თასზე იასპარეზებს) 1.ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2504) - 9.0; 2.ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2506) - 8.5; 3. ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2506) - 8.0; 4.სვეტლანა მატვეევა (რუსეთი, 2380) - 8.0; 5.ბელა ხოტენაშვილი (2470) - 7.5; 6.კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2530) - 7.5; 7.ლელა ჯავახიშვილი (2454) - 7.5; 8. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2559) - 7.5; ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია, 2462) - 7.5; 10.ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2537) - 7.5; 11.ქრისტინა- ადელა ფოიშორი (რუმინეთი, 2414) - 7.5; 12.ანასტასია ბონდარუკი (რუსეთი, 2419) - 7.5; 13.ნატალია პოგონინა (რუსეთი, 2448) - 7.5; 14.ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2567) - 7.5
![]() |
21 ბარსელონა VS მანჩესტერ იუნაიტედი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
მეთერთმეტე წარმოდგენა
28 მაისს ლონდონში, უემბლიზე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გაირკვევა: ესპანეთის ბარსელონა ინგლისის მან ჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება..
ორივე გუნდი მეოთხე ტიტულისთვის იბრძვის: იუნაიტედმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო 1968, 1999 და 2008 წლებში მოიგო, ბარსელონამ კი 1992, 2006 და 2009 წლებში.
უემბლიზე კარს მომდგარ პაექრობას ყველა უდიდესი ინტერესით ელის, ესპანელი და ინგლისელი ჟურნალისტები კი თავიანთი კლუბების პირველ ტრიუმფებს იხსენებენ: ორივემ ჩემპიონთა თასი პირველად სწორედ უემბლიზე აღმართა.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პირველი კლუბი გახდა, კონტინენტის მთავარ გათამაშებაში რომ გაიმარჯვა. ოლდტრაფორდელებს იმ ფინალში ლისაბონის ბენფიკას დასამარცხებლად დამატებითი დრო დასჭირდათ, საბოლოოდ კი 4:1 მოიგეს.
თუ მან ჩესტერელებმა პირველივე ფინალი მოიგეს, ბარსელონა მწვერვალზე მესამე ცდით ავიდა: 1961 და 1986 წლებში წაგებული გადამწყვეტი მატჩების შემდეგ კატალონიელებმა 1992 წელს გაიხარეს. ინგლისელთა დარად, ეს პანელებმაც დამატებით დროში უწიეს მიზანს - გენუის სამპდორიას ერთადერთი გოლი საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე გაუტანეს.
სერ ალექს ფერგიუსონი
ფოტო: REUTERS ©
„სისულელეა, რომელიმე გუნდი ამ ფინალის ფავორიტად დავასახელო - ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი თანაბარი დონის არიან. ბრწყინვალე მატჩი გველის: მეტოქეებმა ორი კვირის წინ გაინაღდეს ჩემპიონობა და სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო ჰქონდათ. გვარდიოლას გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს, იუნაიტედის ყველა რგოლი კი თანაბარია... დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა თასს ღირსეული მფლობელი ეყოლება!“ - ინგლისის ნაკრების იტალიელი მწვრთნელისთვის, ფაბიო კაპელოსთვის, ჩემპიონთა ლიგა კარგად ნაცნობი ტურნირია. 1994 წელს მისმა მილანმა ფინალში იოჰან კრუიფის ოცნების ბარსელონა გაანადგურა - 4:0.
უემბლიზე კაპელო საპატიო სტუმარი იქნება. სავარაუდოდ, იოჰან კრუიფიც: ბარსელონას ჩემპიონთა თასი პირველად სწორედ მან მოაგებინა. ლეგენდარული ჰოლანდიელი სეზონის მთავარ პაექრობას მწვრთნელების დუელს უწოდებს:
„გვარდიოლა შესანიშნავი ხელმძღვანელია და ეს მან უკვე დაამტკიცა, მისი ბარსელონა კლუბის ისტორიაში ყველაზე ძლიერია. იგივე ითქმის ფერგიუსონზეც, მან ოლდ ტრაფორდზე მთელი ეპოქა შექმნა. ფინალს ორივე გუნდი ბრწყინვალე ფორმაში ხვდება, ეს კი მწვრთნელების დამსახურებაა! ბარსას კოზირი თავდასხმა და შემოქმედებითი ფეხბურთია, იუნაიტედი კი, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქისგან განსხვავებით ნაკლებად შთამბეჭდავია, მთლიანობაში ძალიან ძლიერია. ჩვენ ვერ ვხედავთ მესის ინგლისელთა შორის, მაგრამ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ არც რუნის დარი ცენტრფორვარდი თამაშობს კამპნოუზე. ვინ მოიგებს? მე ბარსელონას ვგულშემატკივრობ!“
2009 წელს ამ გუნდებმა ერთხელ უკვე ითამაშეს ფინალში. ის დაპირისპირება, მარადიულმა ქალაქმა რომ უმასპინძლა, გვარდიოლას ბიჭებმა 2:0 მოიგეს. ხოსეპ გვარდიოლა გახდა მეექვსე, რომელმაც ჩემპიონთა თასი ფეხბურთელის რანგშიც მოიგო და მწვრთნელის ამპლუაშიც. მანამდე ასეთი რამ მიგელ მუნიოსმა, ჯოვანი ტრაპატონიმ, იოჰან კრუიფმა, კარლო ანჩელოტიმ და ფრანკ რაიკაარდმა შეძლეს.
თუ მოხდა და ისევ ბარსელონამ გაიმარჯვა, გვარდიოლა იმ 16 მწვრთნელს შეუერთდება, რომლებმაც თასი ორჯერ აღმართეს. ასეთთა შორის ესპანელის მთავარი მეტოქე სერ ალექს ფერგიუსონიცაა, რომელსაც ლივერპულის ლეგენდარული დამრიგებლის, სერ ბობ პეისლის რეკორდის გამეორების ჩინებული შანსი აქვს: აქამდე მწვრთნელის რანგში ეს თასი სამჯერ მხოლოდ პეისლის მოუგია - 1977, 1978 და 1981 წლებში...
ოცი წლის წინ, 1991 წლის გაზაფხულზე, სერ ალექსმა მანჩესტერ იუნაიტედში თავისი პირველი ევროჯილდო მოიგო: თასების მფლობელთა თასის ფინალში ინგლისელებმა იოჰან კრუიფის ბარსელონა 2:1 დაამარცხეს. კატალონიელთა კარს იმ დღეს კარლეს ბუსკეტსი იცავდა, გვარდიოლას გუნდის ნახევარმცველის, სერხიოს მამა.
თასების თასის ის ფინალი მანჩესტერ იუნაიტედის და ბარსელონას რიგით მესამე ევროპაექრობა იყო, მათი გზები კი პირველად იმავე ტურნირის მეოთხედ ფინალში, 1984 წლის გა ზაფხულზე გადაიკვეთა: კამპ ნოუზე ბარსამ 2:0 მოიგო, ოლდ ტრაფორდზე კი მასპინძლებმა იძალეს - 3:0.
მას შემდეგ ეს გუნდები მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში ხვდებიან ერთმანეთს: 1994-95 წლების ჯგუფურ ტურნირში ბარსელონამ შინ 4:0 იმარჯვა, სტუმრად ფრედ - 2:2. 1998-99 წლების სეზონში, იგივე ეტაპზე ორივე დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა, 2008 წლის გაზაფხულზე კი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ფრანკ რაიკაარდის ბარსელონა ნახევარ-ფინალში შეაჩერა: 0:0 კამპ ნოუზე და 1:0 ოლდ ტრაფორდზე. ბოლო, მეათე პაექრობა რომის ფინალი იყო.
წინ მეთერთმეტე სპექტაკლია. ანშლაგი გარანტირებულია.
ახალი უემბლი
უემბლი პირველად, უემბლი მეექვსედ
1963 წელს მილანმა 2:1 მოუგო ბენფიკას.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა 4:1 შეარცხვინა ბენფიკა.
1971 წელს აიაქსმა 2:0 აკმარა პანათინაიკოსს.
1978 წელს ლივერპულმა 1:0 სძლია ბრიუგეს.
1992 წელს ბარსელონამ 1:0 დაამარცხა სამპდორია.
ჩემპიონთა თასის ამ ხუთ ფინალს ლონდონის უემბლიმ უმასპინძლა.
28 მაისს ევროგრანდები კიდევ ერთხელ გავლენ ულამაზეს სტადიონზე, ტურნირის ისტორიაშიც ჩაიწერება, რომ უემბლი სარეკორდოდ, მეექვსედ უმასპინძლებს მთავარი ევროგათამაშების გადამწყვეტ მატჩს, მაგრამ ამ სტადიონზე უზომოდ შეყვარებულ ლონდონელთათვის კარს მომდგარი დაპირისპირება ათვლის ახალ წერტილად იქცევა.
რატომ? პასუხი მარტივია: ეს ის უემბლი აღარაა. რა თქმა უნდა, ეს უკეთესი უემბლია! თან, ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ხომ პირველად სტუმრობს ამ უნაკლო სარბიელს - წინა ხუთივე დუელი ლიგამდელი იყო.
„ჩვენ მზად ვართ ზეიმისთვის! არ ვიცი, როგორ დასრულდება თამაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბარსელონას და მანჩესტერიუნაიტედის გულშემატკივრებს ჩვენთან გატარებული საათები სამუდამოდ დაამახსოვრდებათ!“ - უეფას გადაწყვეტილებით, წლევანდელი ფინალის ელჩი ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა გარი ლინეკერი იქნება.
ჩემპიონთა თასს სტადიონზე სწორედ ლინეკერი გამოიტანს, იმ წუთებში კი ტრიბუნები, სავარაუდოდ, სავსე იქნება: უეფამ ბარსელონას და მანჩესტერ იუნაიტედს 25-25 ათასი ბილეთი გადასცა, 11 ათასი ჯერ კიდევ 6 აპრილამდე გაყიდა, დარჩენილი 22 ათასი კი ტრადიციულად გადაანაწილა ოფიციალურ პირებზე, ტურნირის სპონსო რებსა და გულშემატკივრებზე.
ბურთიც მზადაა: ადიდასმა სპეციალურად ამ მატჩისთვის უკვე დაამზადა ადიდას ფინალე ლონდონ, წითელი ვარსკვლავებით დამშვენებული თეთრი ბურთი.
უემბლი ჩემპიონთა ლიგის პირველ ფინალს ელის.
ჩემპიონთა თასის მფლობელი უემბლიზე მეექვსედ გაირკვევა.
პეპ გვარდიოლა
![]() |
22 პორტუს მეოთხე ევრომწვერვალი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
ფოტო: REUTERS ©
ოთხშაბათს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, დაბლინ არენაზე უეფას ევროპის ლიგის ფინალში პორტუმ ბრაგას კოლუმბიელი ფორვარდის, რადამელ ფალკაოს ერთადერთი გოლით 1:0 სძლია. ეს იყო პირველი პორტუგალიური ფინალი ევროტურნირების ისტორიაში.
გოლი, რომელმაც ფინალის ბედი გადაწყვიტა, შესვენებამდე წუთით ადრე გავიდა: პორტუს ნახევარმცველმა გუარინმა მეტოქის შეტევა ჩაჭრა, ფლანგზე წაიწია და საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ფალკაომ ბრწყინვალედ ითამაშა - მოხდენილი თავურით ანგარიში გახსნა - 1:0. ეს რადამელ ფალკაოს მე-17 გოლი იყო წლევანდელ გათამაშებაში. გარდა იმისა, რომ მან ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიგო, ევროთასების რეკორდიც დაამყარა: ერთ გათამაშებაში ამდენი გოლი არავის გაუტანია!
„ძალიან ბედნიერი ვარ! წლევანდელ სეზონში შესანიშნავად ვთამაშობთ და მიხარია, რომ ტიტულებს ვიხვეჭთ. ევროპის ლიგის მოგება, ეს ასრულებული ოცნებაა!” - განაცხადა 25 წლის ფალკაომ, რომელიც ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ბრაგას მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეკარე ელტონთან პირისპირ გასულმა მოსორომ ცუდად დაარტყა - პორტუს კაპიტანმა მეკარემ ბურთი ტერფით მოიგერია.
პორტუს 33 წლის მწვრთნელის - ანდრე ვილიაშ- ბოაშისთვის დუბლინში მოგებული ევროპის ლიგა მეორე ტიტულია ორიოდ კვირის წინ მოგებული პორტუგალიის ჩემპიონატის შემდეგ. ვილიაშ- ბოაში ევროთასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ტრიუმფატორია! მისი ხელმძღვანელობით პორტუმ ამ სეზონში რამდენიმე რეკორდი დაამყარა: ევროპის საკლუბო ტურნირებზე ერთ სეზონში ყველაზე მეტი მატჩი მოიგო - 14 (პორტუგალიის რეკორდი); ქვეყნის ჩემპიონატში ყველაზე მეტი მოგება ზედიზედ - 16; ქულების სარეკორდო რაოდენობა - 84; უდიდესი უპირატესობით გამარჯვება - 21 ქულა მეორეადგილოსანთან; წაუგებელ მატჩთა სერია - 36 (საკლუბო რეკორდი). ამას გარდა, ვილიაშ- ბოაშის გუნდმა ბენფიკას რეკორდი გაიმეორა - პირველობა დაუმარცხებლად მოიგო!
დუბლინში მოგებული ევროპის ლიგის თასი პორტუს ისტორიაში მეოთხე ევროჯილდოა: 1987 და 2004 წლებში კლუბმა ჩემპიონთა თასი აღმართა, 2003 წელს კი უეფას თასი. თუ ფიფა-უეფას მიერ აღიარებულ საერთაშორისო ტიტულებს მივიღებთ მხედველობაში, პორტუს 7 გამარჯვება დაუგროვდება: 1987 წელს კლუბმა ევროპის სუპერთასი, 1987 და 2004 წლებში კი საკონტინენტთაშორისო თასებიც მოიგო. 7 საერთაშორისო ჯილდოთი პორტუ ევროპის კლუბებს შორის მე-9 ადგილზეა, საუკეთესო კი იტალიის მილანია 17 გამარჯვებით.
ზაფხულში პორტუს ევროპის სუპერთასის მეორედ მოგების შანსი ექნება: პორტუგალიელები მონაკოში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
„დუბლინური გამარჯვება უკვე ისტორიაა. მოვა დრო, როცა ამ წარმატების შესახებ შვილებს სიამაყით მოვუყვები, ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობ. ევროპის ლიგის თასზე უკეთესი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“, - განაცხადა რადამელ ფალკაომ.
![]() |
23 მანამ Dress Code-ზე ვთქვით უარი |
▲ზევით დაბრუნება |
აქსესუარი
სიმონ მაჩაბელი
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩაცმის ნორმები საქართველოში, პოლიტიკურ შეხედულებებთან ერთად, ქუჩაში რომ ყალიბდებოდა - ამაზე კამათი არც ღირს. გემახსოვრებათ, ეროვნული მოძრაობის დროს აქტუალური, თითქმის არქაული ტრაგიზმით განმსჭვალული, მეგრულ-ლაზური შავი დოლბანდები. შემდეგ - მხედრიონელების მოკაზმულობა, როდესაც ტყავის მცირე ზომის უსახელო ზედა ტანსაცმელი, ავტომატური იარაღის პატრონ სადისტს გულისხმობდა. უახლესი ქართული გენი, კლასიფიკაციისა და დეკლასიფიკაციისათვის ფერს მიმართავს. ვნებათაღელვის მიუხედავად, 2009 წლის მაისში, როგორც მოგვიანებით გაცხადდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხოლოდ ერთ რამეზე შეთანხმდა - ეს იყო: Dress code - თეთრი.
ამოუცნობი პრობლემა R.S.V.P-ია, ამ საკითხში უძველესმა ევროპელებმა მაგრად დავჯაბნეთ კონტინენტის ახალგაზრდა ნაწილი. Rйpondez s'il vous plaоt - საერთაშორისო ეტიკეტის ნორმაა, რომელიც ზრდილობიანად გთხოვთ შეატყობინოთ მათ, ვინც გეპატიჟებათ, შეძლებთ თუ არა წვეულებაზე დასწრებას. საქართველოში მოღვაწე უცხოურმა დიასპორამ (ქართველებს არც კი გვიცდია) არაერთი მცდელობის შემდგომ, უარი თქვა ამ ნორმაზე. ვინაიდან ის უბრალოდ არ მუშაობს აქ, ამ მიწაზე - არ გვინდა, არ გეტყვით, მოვალთ თუ არა!
მეორე მძიმე პრობლემა ფორმალური ტანსაცმელია. თუ საქმე არა რომელიმე ახლად გაჩენილ ქართულ ყელსახვევთან, არამედ საერთაშორისო ეტიკეტთან გვაქვს, მაშინ გაწვალებული ქართველი კაცი უმალ იბნევა. კარგი ჩაცმა, გემოვნებასა და ფულთან ერთად, ცოდნასაც გულისხმობს. ბრიტანელები ამბობენ: ჯენტლმენის გარდერობმა არა რომელიმე პერიოდი, არამედ მისი ცხოვრება უნდა მოგვითხროსო...
ფრანგების მიერ ჩამოყალიბებული ეტიკეტი ბრიტანელებმა დახვეწეს და მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან ნორმად აქციეს. გაგიკვირდებათ და ის, რასაც დღეს სმოკინგს (Dinner Jacket) ვუწოდებთ, დედოფალ ვიქტორიას ვაჟიშვილის, მომავალში მეფე ედუარდ VII-ს არაფორმალური ტანისამოსი გახლდათ. მასში გამოჩენა არისტოკრატებისათვის მხოლოდ ვიწრო წრეში იყო მისაღები, მაგრამ წარმოუდგენელი - რომელიმე ოფიციალური მიღების დროს. სმოკინგი გაცილებით უფრო ადვილი სახმარია, ვიდრე ფრაკი, ალბათ ამიტომაც განდევნა ეს უკანასკნელი, რომელმაც, თავის მხრივ, გვიანი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, მამაკაცის ზედა ტანისამოსი, ელეგანტურ საჯირითო ქურთუკად აქცია. საერთოდ, ფორმალური ტანისამოსი ევროპული ცივილიზაციის მონაპოვარია და გასული საუკუნის შუა წლებში მდიდარი წრეების ცხოვრების წესს დაექვემდებარა.
მამაკაცის ტანისამოსი დღის და საღამოს გარდერობად იყოფა. დღის ტანსაცმელი სამსახურს და დასვენებასაც ითვალისწინებს. დასვენება კი - სპორტს. საღამოს ტანისამოსი კი ვახშამს, ცეკვას, ოპერაში ან კლასიკური მუსიკის კონცერტზე ვიზიტს უკავშირდება. თუკი ქალები სიახლეს, სექსუალურობას და ორიგინალურ დიზაინს წინა პლანზე აყენებენ, პოსტინდუსტრიულ ევროპაში მამაკაცი თავისი ჩაცმულობით ტრადიციაზე, ხელობაზე და გარკვეულწილად, პატრიარქალური წყობის უპირატესობაზე საუბრობს.
თუ ტანსაცმელს ყურადღებას აქცევთ ან პროფესია გაიძულებთ ეტიკეტი დაიცვათ, მაშინ ფერთა კომბინაციების და საკუთარი სხეულის კარგი ცოდნა აუცილებელია. გამოცდილი თერძი ზუსტად მიხვდება სად რა არის დასაფარი და როგორ ეფექტს გამოიწვევს. სოლიდური ტანსაცმელი, დაუწერელი კანონების ნაკრებს წარმოადგენს, სადაც ფერი, ფორმა და პროპორცია ზედაპირულ მოდურ ტენდენციაზე იმარჯვებს.
კლასიკური Dress Code, კლასიკური პიჯაკის მსგავსად, უცვლელი რჩება. Dress Code - Black Tie არა უბრალოდ შავ ჰალსტუხს ნიშნავს, როგორც ეს საქართველოში ხშირად ჰგონიათ, არამედ შავ ბაფთას, შავ სმოკინგს, თეთრ პერანგს, შავ ან თეთრ ჟილეტს ამოღებული გულით და საყელოთი, სარტყელს, შავ შარვალს და შავთასმებიან ტყავის ფეხსაცმელს. ასე გამოწყობილმა შეიძლება R.S.V.P-ზეც არ დაიხიოთ უკან და სოციალური ქცევის ევროპულ კოდექსს მთლიანად დანებდეთ.
![]() |
24 დიდი პრემიერა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
თეონა ჯაფარიძე
დიდი პრემიერის წინ, რამდენიმე დღით ადრე, ტაბულა ჯანაშიას სახ. ისტორიის მუზეუმის „კულისებში” აღმოჩნდა. მის ფოტოობიექტივში ექსკლუზიურად მოხვდა განახლებული ვიტრინები - ახალი ექსპოზიციით.
წერტილოვანი განათების ეფექტის საშუალებით, გეგონება, რომ ექსპონატები ვიტრინებში, ყოველგვარი სამაგრების გარეშე, ჰაერში ლივლივებენ. ეს ინოვაციური მასალის - Plas Glass-ის დამსახურებაა, რომელიც განათებას არ ფანტავს და შუქის ობიექტზე კონცენტრირებას ახდენს. მასალა, ისევე როგორც განათება, ექსპონატებისთვის უსაფრთხოა და ვიტრინებში კლიმატ- კონტროლი მაქსიმალურადაა დაცული. ერთად თავმოყრილი ექსპონატების არქაულობა, საბჭოთა არქიტექტურის კვალი და 21-ე საუკუნის საგამოფენო ინოვაციები ახალ სამუზეუმო სივრცეს, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. საბჭოთა ეპოქის სუნთქვა, შეიძლება, ისეთ უმნიშვნელო ყოფით დეტალებზე შეამჩნიოთ, როგორიც ახლად ჩამონტაჟებული ლიფტი ან ინვალიდთა ეტლის პანდუსებია. ან თუნდაც გიდი, განახლებულ ექსპოზიციაზე მის მაგივრობას, უკვე უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ეკსპლიკაცია ასრულებს. ვიზიტორი თავისუფალია და გიდზე დამოკიდებული აღარ არის. ის ექსპონატების შესახებ ინფორმაციას ადგილზე, მარტივად იღებს. თუმცა ეს ეროვნული მუზეუმის მასშტაბური და სისტემური ცვლილებების ყველაზე მცირე დეტალებია.
სხვათა შორის, დღეს ყველა იხსენებს საბჭოთა პერიოდში - 70-იან წლებში - აქ წარმოდგენილ, ამავე არქეოლოგიური საგანძურის გამოფენას.
მაშინ იმ ლეგენდარული ექსპოზიციის ავტორები, ცნობილი მეცნიერი და არქეოლოგი - ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილი და ასევე ლეგენდარული მხატვარი - ავთო ვარაზი იყვნენ. ვარაზის მიერ აბსტრაქტულად მოხატული უხეში ტილოს ფონზე, ხის მასიურ, დიდმინებიან ვიტრინებში განლაგებული უნიკალური ექსპონატები, ყოველგვარი საბჭოთა სტანდარტიდან გაქცევა იყო.
„მაშინ ყველაფერი სტანდარტული გახლდათ. ფაბრიკები, ერთნაირად მორუხო, სადაც მოყავისფრო ტირაჟირებულ ტილოს ქსოვილს უშვებდნენ. ვარაზმა კი ექსპოზიციისთვის ტილო სპეციალურად მოხატა. მახსოვს, როგორ აზავებდა ფერებს მოლბერტზე და როგორ სვამდა ტილოზე ფონისთვის. ბატონმა ლალიმ კი სრულიად არასტანდარტული ექსპოზიცია შექმნა. მაგ: მუზეუმში შეგეძლოთ გენახათ პირდაპირ გათხრებიდან მოჭრილი მტკვარ-არაქსის კულტურის პერიოდის შემცველი ნაგებობის ფრაგმენტი კერიითა და თიხის ჭურჭლით. ეს არა მულაჟი, არამედ ორიგინალი იყო. ასეთი სიურპრიზები გამოფენაზე უხვად იყო. და ალბათ ამიტომაც, ამ გამოფენას უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან თუ აღმოსავლეთ ევროპიდან“, - იხსენებს მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი ერეკლე ქორიძე.
„გასული საუკუნის 70-იანების შემდეგ, ეს ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში არქეოლოგიური საგანძურის პირველი საეტაპო ექსპოზიციაა. ამჯერად სტანდარტების ნგრევის ნაცვლად, უფრო მეტად აქტუალური 21-ე საუკუნის საგამოფენო სტანდარტებთან ადაპტირება და ახალი სამუზეუმო სისტემის შექმნაა, და ეს საკმაოდ რთული პროცესი, ჩვენ უკვე დავიწყეთ“, - ამბობს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
ასე რომ, ხუთწლიანი ხარაჩოების შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიდ პრემიერას გვთავაზობს. თავად საგანძურზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, უძველესი ოქრომჭედლობის უნიკალური კოლექცია, მარტივი ეკსპლიკაციების დახმარებით, თავად შეგიძლიათ იხილოთ. ზაფხული მოდის და სამუზეუმო სეზონი დგება. რუსთაველის პროსპექტიდან, უკვე პირდაპირ ჯანაშიას მუზეუმისა და ეროვნული გალერეის საგამოფენო თუ ღია სივრცეებში შეგიძლიათ მოხვდეთ.
უახლოესი გეგმები კი ასეთია: 26 მაისს არქეოლოგიური საგანძურის საგამოფენო დარბაზი გაიხსნება, რასაც 28 მაისს ჯანაშიას მუზეუმში მე-19 საუკუნის ქართული ფოტოგრაფიის გამოფენა მოჰყვება. 29 მაისს ეროვნული გალერეა (ცისფერი გალერეა) გაიხსნება. სექტემბრისთვის დაგეგმილია ჯანაშიას მუზეუმის ბუნების ისტორიის საგამოფენო დარბაზის გახსნა, დეკემბერში კი უკვე შუა საუკუნეების ამსახველი საგამოფენო დარბაზი ამოქმედდება. ხოლო 25 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი დმანისის საზაფხულო- საველე სკოლაში გეპატიჟებათ.
![]() |
25 კავკასია: ომსა და მშვიდობას შორის |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|ფოტოგრაფია
თომას დვორჟაკი
სანდრო ჯანდიერი
ფოტოები გადაღებულია როვშანის ფოტოსტუდიაში. ყარდაღანი
ფოტო: თომას დვორჟაკის კოლექციიდან MAGNUM ©
თომასი დიდია და მაღალი. თვალები მწვანე აქვს, ნაცრისფერში გარდამავალი. არაერთფერი, თუმცა ალბათ განათებასაც გააჩნია. მზერა კრისტალური და საზრიანი, მიხვრა-მოხვრით ცოცხალი და მოძრავი. საუბრობს სწრაფად, ექვსივე ენაზე ერთნაირად სწრაფად. ქართულად საუბრისას რუსულსაც იშველიებს, შემდეგ ინგლისურზე გადადის. ზოგჯერ სიტყვებსაც „ყლაპავს“, მობილურს ფრანგულად სხაპასხუპით პასუხობს. სიცილით გულიანად იცინის, მოკლედ და გულწრფელად.
გუშინ ტრიპოლიში იყო, დღეს თბილისში შინდისფერი ნივით ნავარდობს („Niva is the best”), ზეგ გროზნოშია, იმ კვირას უკვე ავღანეთში. ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდება და მიდის „იქ, სადაც ქარიშხალია“, მშობლიური ბავარიიდან შორს, ყოველთვის შორს. მომცრო, სამოყვარულო Olympus Pen ხან გულზე უკიდია, ხან ხელში უჭირავს, მოულოდნელად იღებს და აჩხაკუნებს, მიჯრით, რამდენიმე კადრს ერთად. უკან რომ მიიხედავ, გამვლელის ჩრდილსღა ხედავ მხოლოდ. თომასი Olympus-ს მაგიდაზე აბრუნებს და ოფიციანტს ჩვეული თავაზიანობით მიმართავს: „ორმაგი ესპრესო, თუ შეიძლება“.
თომასმა ბავშვობა 1970-იან წლებში, ბავარიის პატარა პროვინციულ ქალაქში გაატარა. მისი მშობლები იძულებული გახდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩეხეთი დაეტოვებინათ და გერმანიისთვის შეეფარებინათ თავი. ოჯახი რკინიგზის სადგურთან ახლოს დასახლდა და თომასს ადრეული ბავშვობიდან ჩაესმოდა ღამით ჩამომდგარი მატარებლის მოგუდული საყვირის ხმა და მიჯრით დაძრული ვაგონების ჯაჭვური ექო: „დიდხანს ვფიქრობდი, რომ უნდა დამეტოვებინა ქალაქი, სადაც გავიზარდე, მაგრამ არ ვიცოდი რა გზით. ზუსტად არ მახსოვს როგორ მოხდა, მაგრამ ეს გზა ფოტოგრაფია აღმოჩნდა“. ყველაფერი, რაც ამას მოჰყვა, კარდინალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც სამხრეთ გერმანული პროვინციული ქალაქი სთავაზობდა. თუმცა, კარგად ახსოვს, რომ სიწყნარეს, სიმშვიდეს და ერთფეროვნებას მუდამ თან ახლდა „ცივი ომის აჩრდილი”, მოსალოდნელი ატომური კატასტროფის შიში ჰაერში ტრიალებდა. მოგზაურობის სულისკვეთებით შეპყრობილი ახალგაზრდა კაცის ცნობისმოყვარეობას ინფორმაციის ნაკლებობა ამძაფრებდა: „ეს ყველაფერი ინტერნეტამდელ ეპოქაში ხდებოდა. მართლა არ ვიცოდი და რეალურად მაინტერესებდა, თუ რა ხდებოდა ამ პატარა ქალაქის გარეთ“.
პირველი ხანმოკლე მოგზაურობები მატარებლით დაიწყო. იმოგზაურა ირლანდიაში, სარაევოში, პალესტინაში. შემდეგ, ოცი წლის ასაკში, - მოსკოვში დასახლდა. თუმცა მალე სამხრეთისკენ გამოუწია გულმა და ამ დროს აღმოაჩინა კავკასია, რომელიც მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. 1993 წელს, სოჭის გავლით აფხაზეთში ჩავიდა, სადაც უკვე ომი მძვინვარებდა. დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა დანარჩენ საქართველოში და თბილისში ჩამოვიდა. „კავკასიელების სტუმართმოყვარეობამ და სითბომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. სწრაფად ცვალებადი პოსტსაბჭოთა მოვლენები, ომი და დაპირისპირება, სიმამაცე და დაუნდობლობა. აქაურობამ შემძრა, შთაბეჭდილებები გაცილებით ღრმა და სავსე იყო, ვიდრე აქამდე გამომეცადა. თბილისში რამდენიმე თვით ცხოვრებას ვაპირებდი. თვეები წლებმა შეცვალა“.
სადაც მოხვდებოდა, ყველგან დაუღალავად იღებდა. იღებდა ყოველდღე, წინასწარი იდეის, კონცეფციის თუ მომზადების გარეშე, იღებდა ყველაფერს, რასაც ირგვლივ ხედავდა. ეს იყო ერთადერთი „ვიზუალური სკოლა“. ყოველი გამოცდილება ახალი მეთოდისკენ უბიძგებდა. ამას მოჰყვა პირველი წარმატება, პრესტიჟული სააგენტოს - მაგნუმის - წევრობა, რომელმაც, როგორც თვითონ ამბობს, „უფრო მეტი თავისუფლება“ უფრო მოუტანა, ვიდრე პრივილეგირებული სტატუსი.
„ქართული გაზაფხული - მაგნუმის ჟურნალი“ (www.georgianspring.com) - თომას დვორჟაკის შთაგონებით განხორციელდა. 2009 წელს საქართველოში მაგნუმის ათი ფოტოგრაფი ჩამოვიდა. ყველამ საკუთარი გზა აირჩია, სად უნდა ემოგზაურა და რა უნდა გადაეღო. შედეგი შარშან გამოცემული ამავე სახელწოდების ალბომია, უპრეცედენტო და მრავალფეროვანი ფოტოქრონიკა. თომასმა ფოტოების გარდა წიგნს წინასიტყვაობაც დაურთო. „ერთადერთი მოთხოვნა, რაც საკუთარ თავს დავუწესეთ, იყო ძველსა და ნოსტალგიურზე უარის თქმა, ამით გვსურდა თანამედროვე საქართველოზე გაგვეკეთებინა აქცენტი. ჩემი ინტერესი ამ შემთხვევაში გაორმაგდა: მაინტერესებდა როგორი იქნებოდა იმ ფოტოგრაფების ხედვა, რომლებიც საქართველოსთან ისე მჭიდროდ არ არიან დაკავშირებული, როგორც მე, ან სულაც, მათი პროფილი ან თემატიკა სრულიად განსხვავებულია ჩემი სტილისგან“.
დვორჟაკის ფოტოებს რომ უყურებ, რთულია განსაზღვრო, თუ რა არის მისი სტილი, თუნდაც მისი კოლეგის, „ქართული გაზაფხულის“ ერთ-ერთი თვალსაჩინო კონტრიბუტორის, ბრიტანელი ფოტოგრაფის - მარტინ პარისგან განსხვავებით, რომლის ხელწერა და საავტორო ტერიტორია მეტ- ნაკლებად ადვილი ამოსაცნობია. „მე არ მაქვს სტილი, არ ვცდილობ მქონდეს სტილი, ჩემი მეთოდი მარტივია და გამოიხატება მიდგომაში, თუ გნებავთ მკაცრ დოგმაში: არასდროს არ ვცდილობ რეალობის აღბეჭდვას იმგვარად, რომ აქედან კარგი სურათი გამოვიდეს. თუ რეალობა ვიზუალურად „სწორად“ არ გამოიყურება, მერე რა? ისეთია, როგორიც არის. ყოველ შემთხვევაში, მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. უფრო მონადირე ვარ, ვიდრე შემოქმედი“.
„კავკასია” თომას დვორჟაკის ახალი წიგნია, რომელშიც 1990-იანი წლების ჩეჩნეთში, დაღესტანსა თუ საქართველოში გადაღებული 80 შავ-თეთრი სურათია თავმოყრილი. წიგნი კავკასიური მოგზაურობაა, სევდიანი და ღირსეული, სისხლსავსე, ტრაგიკული და ამაყი. გამოცემას თან ახლავს ამონარიდები პუშკინის, ტოლსტოისა და ლერმონტოვის კავკასიური ნაწარმოებებიდან - ლიტერატურული პარალელები, რომელთა რეზონანსიც დღესაც აქტუალურია: „ყველაფერზე გაიმარჯვა ადამიანმა, მილიონობით ბალახი გაანადგურა და ეს (თავცეცხლას ეკალი) მაინც არ ნებდება” (ლ. ტოლსტოი, „ჰაჯი-მურატი”).
ერთ-ერთ ფოტოში, რომელიც უკვე ძველ, რემონტამდელ რუსთაველის პროსპექტზეა გადაღებული, თეთრხალათიანი ქალი (სავარაუდოდ, უკვე გამქრალი „ლაღიძის წყლების” თანამშრომელი) უხალისოდ გაჰყურებს მის გასწვრივ მომავალ ტანკს. ქალის გვერდით, ჭადრის ქვეშ უსიცოცხლოდ გაშოტილი შუახნის კაცი გდია. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი გასაგებია, სამოქალაქო ომის კადრია. სინამდვილეში, კადრი ზუსტად 16 წლის წინ არის გადაღებული - 1995 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე. ჭადრის ქვეშ გაშოტილი კაცი უბრალოდ მთვრალია. ომად აღქმული რეალობა სინამდვილეში მშვიდობისა და თავისუფლების ზეიმია. ამ პარადოქსზე თომასს ეღიმება და ჩვეული სისწრაფით მპასუხობს: „მე ისევე სკეპტიკურად ვუყურებ ომს, როგორც მშვიდობას“.
თომას დვორჟაკის ფოტოგამოფენა „კავკასია“ 25 მაისს, ლიტერატურის მუზეუმში, 18:00 საათზე გაიხსნება და სამ კვირას გასტანს.
გამოფენა თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში იმართება.
თომას დვორჟაკის ფოტოალბომის - „კავკასია“ - შეძენა შესაძლებელია „პროსპეროს ბუქსში“. ახალგაზრდა ფოტოგრაფებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მაგნუმის კონკურსში „ახალგაზრდა ფოტოგრაფები კავკასიაში 2011”. განაცხადები მიიღება 15 ივნისამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.magnumfoundation.org/awards.html
![]() |
26 მუსიკაში ნათარგმნი მოდა |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნინა ახლოური
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
წელს თბილისის მოდის კვირეულის მუსიკალური მხარის უზრუნველყოფისთვის შვედი დიჯეი, ალექსანდრ მაქსველი გახლდათ მოწვეული. მის ჯგუფს, MODE-F-ს განსაკუთრებული პროფილი აქვს - ის ექსკლუზიურად მოდის კოლექციებისთვის ქმნის მუსიკალურ კომპოზიციებს. ქართული მოდის კვირეულზე იშვიათად მოისმენ მუსიკას, რომელიც ორგანულად ერწყმის დიზაინერის კოლექციას და საერთო განწყობას ისე აძლიერებს, რომ მომდევნო საათების განმავლობაშიც მიგყვება. ამჯერად ასეთი მუსიკალური გარემო სწორედ MODE-F-ის დამსახურებით შეიქმნა. მაქსველმა თავისი ჯგუფის წევრები - ლორან ბალო და ნანო დე კლოზელი პარიზში, თერთმეტი წლის წინ გაიცნო. ისინი აუდიოინჟინერიის სკოლაში, რამდენიმე პროექტზე ერთად მუშაობდნენ. ერთმანეთთან მუსიკის სიყვარული აკავშირებთ, თორემ ისე სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნიან - ლორან ბალო ელექტრონული მუსიკის ბიტებით ცოცხლობს, დე კლოზელი პოპით, თავად მაქსველი კი „როკ-ენ-როლის ბიჭია“. სწორედ ამ მდიდარმა მუსიკალურმა განათლებამ შთააგონა მათ იდეა, რომ ე.წ. ხმის დიზაინერები გამხდარიყვნენ. ასე შეიქმნა MODE-F.
ჩვენებებისთვის მუსიკის შეთხზვა რთული შემოქმედებითი პროცესია, მაშინაც კი, როდესაც სხვა მუსიკოსების კომპოზიციებს იყენებენ. მათთვის მთავარი ისტორიაა, ამბავი, რომელსაც დიზაინერი თავის შემოქმედების ნაყოფზე, შთაგონების წყაროსა და გავლენაზე უყვება. კოლექციის ნახვის შემდეგ იწყება შთაბეჭდილებების, ასოციაციების შეჯერება, რომლებიც ხმის სტუდიაში „მიაქვთ“ და იწყებენ სიმღერებთან მათ სინთეზირებას. „ეს ჩვენთვის ადვილია, რადგან ხმის ინჟინერიას ვსწავლობდით“, - ამბობს მაქსველი. თავიანთი საქმე კი მართლა ძალიან კარგად იციან - ასე ფიქრობენ Prada-ს, Dior-ის, Guerlain-ის, Lanvin-ის, Givenchy-ს, Yves Saint Laurent-ის და სხვა ცნობილი მოდის სახლებიც.
ვეკითხებით, რატომ მაინცდამაინც მოდა. როგორც ჩანს, პარიზის გავლენა აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს - არა მხოლოდ მაქსველის აქცენტზე, არამედ საქმიანობაზეც. წლების წინ მოდის დედაქალაქში ოტ კუტიურის შემქმნელი დიზაინერები გაიცნო, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. „ეს ადამიანები ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობენ - თავიანთ სამოსზე. მე ვაფასებ ამ ენთუზიაზმს. მოდა, ისევე როგორც მუსიკა, ხელოვნებაა და მათი დაკავშირება, სტილის მუსიკალური ექსპრესია გვინდოდა“.
ჯგუფის წევრები საკუთარ თავს არ აძლევენ უფლებას, რომ მათმა მუსიკალურ გემოვნებამ ჩვენების გაფორმებაზე გავლენა მოახდინოს. სტილის სრული თავისუფლება რომ მისცენ, მაინც იმას აირჩევენ, რომლის ასოციაციასაც კონკრეტული ნამუშევარი გამოიწვევს. „ეს ის ადგილი არ არის, სადაც საკუთარი ეგოს დემონსტრაცია უნდა გააკეთო, თუმცა, ზოგადად, ჩემზე, როგორც მუსიკოსზე, ისეთი ხალხი ახდენს გავლენას, როგორც ჯეფ ბაკლი და ბობ დილანია“, - ამბობს მაქსველი.
თბილისიდან MODE-F კანში გაემართა, Louis Vuitton-თან სამუშაოდ. ჩვენთან, ალბათ, კიდევ დაბრუნდებიან. ყოველ შემთხვევაში, ალექსანდრ მაქსველი მაინც. როგორც აღმოჩნდა, ის საქართველოში პირველად არ არის. „ეს ჩემი მეექვსე თუ მეშვიდე ვიზიტია. მე უკვე თითქმის ქართველი ვარ, გული მაქვს ქართული“, - აცხადებს მაქსველი. თბილისსა და მის მცხოვრებლებზეც საკუთარი აზრი გააჩნია: „ძალიან ძლიერი კონტრასტია ძველ თბილისსა და ახალ შენობებს შორის. ამასთან, აქ საკმაოდ შთამბეჭდავი ურბანული გარემოა. თბილისი რომ წარმოვიდგინოთ, როგორც პოდიუმი, აქაურების სტილს მუსიკალურად ასე ვთარგმნიდი - დავიწყებდი აუცილებლად კლასიკური მუსიკის კომპოზიციით და თანდათან შემოვიყვანდი რამე ინდუსტრიულს, თანამედროვეს. ასეთი ქალაქია“.
MODE-F-ზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენი აეროპორტის რკინიგზამ, სადაც დათუნა სულიკაშვილის ჩვენება გაიმართა. „გიჟური იდეები აქვს ასევე გიორგი ქებურიას, მოგვწონს გიორგი შაღაშვილთან, თამუნა ინგოროყვასა და თამარა ბოჩიკაშვილთან მუშაობაც“, - აღნიშნა მან საუბრის დასასრულს.
![]() |
27 10 კითხვა თიკო სადუნიშვილს |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ფოტო: კიკალა სტუდიო©
- კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა ძალიან მოგბეზრდათ?
- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- ვის დაპატიჟებდით თქვენი ოცნების სადილზე?
- მირჩევნია მე დამპატიჟოს ჩემი ოცნების მამაკაცმა.
- თქვენი ოცნების მამაკაცი როგორია და სად არის?
- ოოოო.... ჩემი ოცნების მამაკაცი იმდენად შეუდარებელია, სულ თავს ვიკავებ, ბევრი არ ვისაუბრო მასზე, რომ ვინმემ არ წამართვას... მართალია, ჯერ მხოლოდ ჩემს ფანტაზიებშია, მაგრამ იმედი მაქვს, მალე გამოჩნდება...
- რას ჩაწერდით საკუთარ თავზე, გაცნობის ბიუროს განცხადებაში?
- ეს გვერდი თუ ეყოფა, დავიწყებ...
- ბოლოს როდის და რის გამო იტირეთ?
- ზუსტად ერთი თვის წინ, მეგობარმა ბიჭმა მხარზე მიკბინა.
- რა შემთხვევაში დაანებებდით თავს ამჟამინდელ სამსახურს?
- ალბათ გადაცემისთვის ტექსტები მაია ასათიანმა რომ დამიწეროს...
- რა არ იციან თქვენ შესახებ ადამიანებმა?
- სიბნელის რომ მეშინია და ისიც არ იციან, აგოროფობი, პენიაფობი და ფილოფობი რომ ვარ... ვთვლი, რომ შენი ყველა დიაგნოზი უნდა იცოდე და ყოველთვის გახსოვდეს...
- რაც არ უნდა გადამიხადონ...
- თავს არ მოვიკლავ!!!
- ბოლოს რა წაიკითხეთ?
- ამ კითხვის გარდა, მიურიელ ბარბერის „ზღარბის ელეგანტურობა“.
- რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
- 3 წელი ტელევიზიას რატომ გავეშვი?
![]() |
28 როგორ უყვარდათ მათ ერთმანეთი |
▲ზევით დაბრუნება |
დავით პაიჭაძე|სვეტი
ფუნაგორიები, ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი, 2011 წ. გამომცემელი ლაშა ბაქრაძე
„ფუნაგორიების“ გამოცემა შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ საქართველოში, სადაც ხელისუფლება უარს ამბობს მწერალთა მომსახურებაზე: არც მწერალთა კავშირს ინახავს, არც მწერლებს აყვირებს თავის სასარგებლოდ, არც პრივილეგიებს უნაწილებს უთანაბროდ და არც იდეოლოგიურ შეკვეთებს იძლევა. ფუნაგორია ყველაზე ხშირად არის გალექსილი ინვექტივა, რომელსაც ავტორი უძღვნის რომელიმე მწერალს, მის ქცევას, ნაწარმოებს, მოვლენას ლიტერატურაში და მის გარეთ. ფუნაგორიას ამავე დროს ე.წ. ნეხვის ხოჭოსაც ეძახიან. ის ქართულ სიტყვიერებაში ვრცელდება XX საუკუნის 30-იანი წლებიდან. ესაა დრო, როცა ბოლშევიკებმა ლიტერატურისთვის მეტი დრო გამონახეს - არა წასაკითხად, ცხადია.
პოლიტიკის ჩარევამ ლიტერატურაში წარმოშვა და გაამძაფრა ბრძოლა ძალაუფლებისათვის. მნიშვნელობა შეიძინა, მაგალითად, ვინ გახდებოდა მწერალთა კავშირის მდივანი და ვინ - ამა თუ იმ გამომცემლობა/გამოცემის რედაქტორი. ფუნაგორია „ჟანრის“ ენდემური სახელია, თორემ გესლიან ეპიგრამებს პოეტები ოდითგანვე თხზავდნენ.
ლიტერატორთა ცხოვრებაში გავლენისა და ძალაუფლების ადრეულ განაწილებას ერთი ლოკალური თავისებურება ახლავს: საქართველო სსრკ- ის პერიფერიაა, დიდი პრივილეგიების დრო ჯერ არ მოსულა, თბილისში მწერლებს არ დაესიზმრებათ ის პატივი, რაც მოსკოვ ში, ვთქვათ, მაქსიმ გორკის ერგო საეჭვო სიკვდილამდე. შეგრძნება, რომ გასანაწილებელი ბევრი არც არაფერია, ახლავს ფუნაგორიათა საგრძნობ ნაწილს. დისტანციური, დამცინავი, ქედმაღლური ზიზღი (ხანაც შეფარული შური) მოჩანს სტრიქონებში, ნომენკლატურულ ლიტერატორებს რომ ეხება. მათი დაცურების შემდეგ კი ირონიულ ნიშნისმოგებას შეიძლება ცოტა სითბოც გამოერიოს. მოკლედ, ყველამ იცის, რომ ნეხვში არიან და თანაზიარობის ეს განცდა აიშვიათებს დაუნდობლობას ფუნაგორიის ადრესატის მიმართ.
„რაჟდენმა თქვა: გამგეობას მეცილები, დემეტრაძე?
გვიან მივხვდი, თორემ დღემდის ასჯერ უნდა დემეტრაწე“.
საბჭოთა საქართველოს ლიტერატურული ცხოვრება ძალიან მწირად არის შესწავლილი და ფუნაგორიათა ეს კრებული უნებლიეთ ასრულებს, სულ მცირე, საკვლევი მასალის როლს. ფუნაგორიებში ნახსენებია 30-50-იანი წლების 250-მდე მწერალი თუ მწერლობას თან დაკავშირებული პირიმათი დიდი უმრავლესობა დღეს დავიწყებულია - ეგებ, სრულიად დამსახურებულადაც. ფუნაგორიებიდან იძერწება ლიტერატურული ფეოდალების, ლიტერატურული მილიციელების, ლიტერატურული მასხარების, თაღლითებისა თუ აუტსაიდერების შტრიხები. ფუნაგორიები უმოკლესი ალტერნატიული რეცენზიებიცაა - ვვარაუდობ, გაცილებით გულწრფელი, ვიდრე მაშინ დაბეჭდილი კრიტიკული წერილები იყო. კომუნისტების ნებიერა რომელიმე მწერალზე (დღეს მათ საფლავებს ბლომად ნახავთ დიდუბის პანთეონში) ოფიციალურად, შესაძლოა, ვერაფერი დაგებეჭდა, სამაგიეროდ, იტყოდი:
„ნონეშვილი იოსება
წვერულვაშით იმოსება,
პაგონებით დარდიმანდობს,
აუხდა, რაც იოცნება.
მაგრამ ლექსებს რისთვისა სწერს,
ტყვილა რატომ იოსება?
პაგონებით, გაგონებით,
არც ნიჭით და არც გონებით!“
ადრე აკაკი ბაქრაძემ შენიშნა პოეტ კარლო კალაძეზე: ყოფაში იუმორის გრძნობა ჰქონდა, მაგრამ შემოქმედებაში საერთოდ ვერ ავლენდაო. ფუნაგორიები სწორედ იუმორის დასაბანდებელი ასპარეზია ბევრი მწერლისათვის. ქართული საბჭოთა ლიტერატურა ნოდარ დუმბაძის მოსვლამდე არ „იცინის“ (გამონაკლისი: უიშვიათესი ირონიული სტრიქონები, ვთქვათ, გალაკტიონთან). მაგრამ ოფიციალური, ლეგალური ლიტერატურა პირქუშია. ფუნაგორიების კითხვისას ხვდები, რომ სიცილს, ისევე როგორც გულწრფელობას, კომუნიზმის სიყმაწვილე არ იწყნარებდა. წამახულ და შხამიან ეპიგრამებს, უკეთეს შემთხვევაში უბის წიგნაკები იმახსოვრებდნენ. ლაშა ბაქრაძემაც ერთი ასეთი ხელნაწერი წიგნაკი დაბეჭდა.
ფუნაგორიები, გარკვეული აზრით, ლიტერატურული კარნავალია, ყეენობაა: ის კილავს ყველას და ყველაფერს. აქ თანაბრად დასცინიან დიდკაცებს და უჩინოებს. დასცინიან ჯილდოებს, გარეგნობას, საქმიანობას, უნიჭობას, გაფხორვას, ზნეს, წარმოშობას, მარიფათს, სექსუალურ ქცევას... ფუნაგორიებში ჩანს გამომთქმელის ნიჭი და უუნარობაც. წიგნში, სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან იდენტიფიცირებულია ავტორი და ადრესატი.
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი ფუნაგორიის საწერად: პოეტს არ ასვენებს რითმები, სიტყვათა თამაში, მის ტვინში უნიკალური „ვერბალურ-ქიმიური“ რეაქციები ხდება, მათ შედეგს კი სერიოზულ პოეზიაში ვერ გამოიყენებ. და სწორედ ამ დროს იწერება
მატილდამ ტრაკით გალახა შვილი.
ატირდა ჟაკი ბალახაშვილი.
და ბოლოს: ფუნაგორიათა კითხვა სასარგებლოა გამოსაფხიზლებლად და მითების დასამიწებლად. აქ იგებ, როგორ უყურებდა ზოგი თანამედროვე დღეს ძეგლებად ქცეულ კლასიკოსებს - გინდა, მათ შემოქმედებას, გინდა - პიროვნებას, გინდა - „სტრატეგიებს“. გიორგი ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია, იოსებ გრიშაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, გერონტი ქიქოძე, ირაკლი აბაშიძე... სხვების, უფრო წვრილთა ღვაწლის ჩამოთვლაც შეიძლება. მაგრამ ორიგინალში გაცნობა სჯობს.
![]() |
29 In Vitro: ახალი ღვინის ფესტივალი 2011 |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|ღვინის კლუბი
გიგო მესხიშვილი
14 მაისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში რიგით მეორე - ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღვინის კლუბის წევრ-ენთუზიასტების შთაგონებისა და მოხალისური სულისკვეთების შერწყმის შედეგმა, წელს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 2011 წლის ფესტივალზე, სტუმრების მხრიდან განსაკუთრებული ენთუზიაზმი და ცნობისმოყვარეობა იგრძნობოდა. ამ სოლიდარობამ, თამამად შეიძლება ითქვას, ახალი ღვინის ფესტივალი ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო, ღიაცისქვეშა ღირსშესანიშნაობად აქცია.
ახალგაზრდა ღვინის სურნელით გაბრუებული, ხასხასა მწვანე ბალახით მოფენილ მოლზე მორბენალი ბავშვები და აყვავებული ხეხილის ჩრდილქვეშ შეფარებული - შეზარხოშებული ქართველი, თუ დაბნეულად გაბადრული გერმანელი ტურისტი წითლად შეღებილი ტუჩებით… ამ ყველაფერს დროდადრო აშიშხინებული მაყალის სუნთქვა - სიონარევი მაძღარი კვამლი გადაუვლიდა და ერთი წამით იქაურობა იდუმალ სახეს იძენდა: Bibamus, moriendum est! (შევსვათ რამეთუ მოკვდავნი ვართ).
ფესტივალის მიზანი 2010 წლის მოსავლის გაცნობა, დაჭაშნიკებაა. ახალ, 2010 წლის ჩამოსხმებს წარმოადგენენ როგორც ღვინის კომპანიები, ასევე მცირე მარნები, რომლებიც სტუმრებს უფასოდ სთავაზობენ საკუთარი ნაწარმის დაგემოვნებას. შარშანდელთან შედარებით გაფართოვდა ფესტივალის მასშტაბიც: მონაწილე კომპანიების რიცხვი შარშანდელი 17-დან წელს 28-მდე გაიზარდა. მოიმატა მცირე მარნების წარმომადგენლობამაც - 21-დან 34-მდე. განსაკუთრებით მისასალმებელი კი ის არის, რომ შარშანდელი ფესტივალის მონაწილე ზოგიერთი ოჯახი წელს უკვე ინდივიდუალურ მეწარმედ ჩამოყალიბდა და მომსვლელებს ბოთლში ჩამოსხმული ღვინო შესთავაზა. ახალი ღვინის ფესტივალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიუხედავად უამრავი სუბიექტური და ობიექტური პრობლემისა, ქართული მეღვინეობა საკუთარ პოტენციალს ავითარებს, ფესვებს იმაგრებს და ახალ ტექნოლოგიებს ითვისებს.
ღვინის არჩევანი იმდენად დიდი და მრავალფეროვანი იყო, რომ რთულია საუკეთესო ღვინოების ჩამოთვლაც კი, განსაკუთრებულსა და საინტერესოზე რომ არაფერი ვთქვათ. და მაინც, ფესტივალის აღმოჩენად და ფავორიტად ალბათ ზურაბ თოფურიძის თეთრი ჩხავერი უნდა დასახელდეს. ასევე საინტერესო იყო კახური ტექნოლოგიით დაყენებული ამავე მარნის რქაწითელი, რომლის ქვევრის მოხდის პატივი თბილისის მერს - გიგი უგულავას ხვდა წილად.
ალავერდის მონასტრის ქისი
აღნიშვნის ღირსია ალავერდის მონასტრის ინიციატივაც: ამ მარანმა წლევანდელ ფესტივალზე საკუთარი ღვინის გარდა (ქვევრის რქაწითელი, რომელმაც გასული წლის დეკანტერის კონკურსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ასევე ქვევრის საფერავი და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ქისი), ასოცირებული ოჯახების ღვინოები წარმოადგინა. ეს ოჯახური მეურნეობები „ალავერდის მონასტრის მარნის მეგობრების“ სტატუსით სარგებლობენ და ტრადიციულ ქართულ მეღვინეობას მისდევენ. ამ ასოციაციის სტატუსით წარმოდგენილი იყო რეზო პეტრიაშვილის, ლექსო ფიცხელაურის (ზემო ხოდაშენი), პაატა ნუცუბიძის, გია ზესაშვილის (თბილისი) და ვანო გრემელაშვილის (შალაური) ჩამოსხმები. ღვინის კლუბის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ვანო გრემელაშვილის რქაწითელმა და პეტრიაშვილის მწვანე კახურმა, როგორც საუკეთესო ქვევრის ღვინოებმა.
შარშანდელთან შედარებით ქვევრის ღვინო გაცილებით მეტ კომპანიას ჰქონდა წარმოდგენილი. აქ, როგორც ჩანს, ზოგიერთი მეღვინე თამამ ექსპერიმენტებს მიმართავს. მაგალითად, მცირე მარნის მეღვინემ და ქვევრის ასოციაციის წევრმა - იაგო ბიტარიშვილმა ქართლში, სოფელ ჩარდახში ჩინურიდან ღვინო სრულ ჭაჭაზე დადუღებით დააყენა. შედეგი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მომავლ წელს მსგავსი მეთოდით ღვინის დაყენებას იმერელი მეღვინე რამაზ ნიკოლაძე ცოლიკოურისგან აპირებს.
ახალი ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის ფორუმია, სადაც ტრადიცია და ინოვაცია ერთმანეთს ხვდება, მეღვინეობის მომავალი ყალიბდება და ვარგდება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ ღვინის ფესტივალზე კიდევ უფრო ბევრი იქნება ახალი, საინტერესო და აღმაფრთოვანებელი.
![]() |
30 კალმახი ნიგვზის ქერქით ბადრიჯნის პიურესთან ერთად |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
თეკუნა გაჩეჩილაძე
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
4 ულუფა
მასალა:
კალმახის ფილე - 4 ც.
100 გრ. ნიგოზი
5 გრ. სვანური მარილი
50 გრ. კარაქი
50 გრ. ზეითუნის ზეთი
საშუალო ზომის კარტოფილი - 2 ც.
საშუალო ზომის ბადრიჯანი - 4 ც.
საშუალო ზომის თეთრი ხახვი - 1 ც.
200 გრ. ცოცხალი ბროწეულის წვენი
50 გრ. სოიოს სოუსი
20 გრ. ჩილის სოუსი
შაქარი
მარილი
პილპილი
ჯამში: 16 ლარი:
მომზადების წესი:
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გარჩეული ნიგოზი დაჭერით წვრილად ან გაატარეთ, შეურიეთ სვანური მარილი, დაუმატეთ 50 გრ. გამდნარი კარაქი. მიღებული მასით დაფარეთ თევზის ნაჭრები და გამოაცხვეთ ღუმელში 20 წუთი.
ამასობაში მოხარშეთ კარტოფილი.
დაჭერით ბადრიჯანი პატარა კუბებად, ხოლო ხახვი წვრილ ნაჭრებად. გააცხელეთ ტაფა და შეწვით ოქროსფერ შეფერილობამდე.
შემწვარი ბადრიჯანი და ხახვი დაუმატეთ მოხარშულ კარტოფილს და დაჭყლიტეთ ხელის ბლენდერით, ვიდრე პიურეს არ მიიღებთ. დარბილებული მასა შეკაზმეთ მარილითა და პილპილით.
დაწურეთ ბროწეულის წვენი, შეურიეთ ჩილის და სოიოს სოუსი, წამოადუღეთ. დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და ადუღეთ მასის გასქელებამდე.
ბადრიჯნის პიურე გადაანაწილეთ ოთხ თეფშზე, დაადეთ გამომცხვარი თევზი და მოასხით ბროწეულის სოუსი.
რეკომენდებული ღვინო კერძთან: მშრალი თეთრი ღვინო - მაგალითად, წინანდალი
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03)