The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თავისუფლება № 9 (21), სექტემბერი, 2003


თავისუფლება № 9 (21), სექტემბერი, 2003


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ადეიშვილი ზურაბ , კოტეტიშვილი ირაკლი , პაპუაშვილი ნუგზარ , გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა, კიკნაძე ზურაბ
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედკოლეგია: დავით ზურაბიშვილი გიგა ბოკერია ლევან რამიშვილი თამარ კინწურაშვილი მაია ოქრუაშვილი სოზარ სუბარი დიზაინი: ბესიკ დანელია ყველა უფლება დაცულია WWW. LIBERTY.GE თბილისი 380008 გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge



1 საყოველთაო უფლება და ქართული სამართალი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ურაბ ადეიშვილი

არის თუ არა ქართული სასამართლო სისტემა ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი?

სახელმწიფო აპარატი ყოველთვის მიისწრაფვის, საჯარო ინტერესის დაცვის საბაბით, შეზღუდოს პიროვნების თავისუფლება და მისი უფლებები. უმრავლესობას კი ყოველთვის ახასიათებს უმცირესობათა პოზიციების და ინტერესების იგნორირება.

სწორედ ამიტომაც, სამართლებრივ სახელმწიფოში უმთავრესი ამოცანაა როგორც ინდივიდის დაცვა სახელმწიფოს რეპრესიული აპარატისაგან, ასევე უმცირესობის - უმრავლესობის დიქტატისაგან. თანამედროვე სახელმწიფოში ეს ამოცანა ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ დებულებებად გადაქცევის გზით მიიღწევა. კონსტიტუცია, როგორც წესი, მთელი საზოგადოების კონსესუსს ასახავს, მასში ცვლილებების შესატანად კი პარლამენტის უბრალო უმრავლესობის თანხმობა არ კმარა. ეს ფაქტორი უმრავლესობაში მყოფ პოლიტიკურ თუ სხვა სახის ჯგუფებს უნელებს სურვილს, თავის თავზე მოირგონ კონსტიტუცია და საზოგადოებას თავს მოახვიონ საკუთარი ფასეულობები. მეორეს მხრივ, აღნიშნული პრინციპები საერთაშორისო დოკუმენტებშია ასახული და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრობა ცალკეული ქვეყნებისთვის სწორედ ამ დოკუმენტებთან მიერთებაზეა დამოკიდებული. ასე მაგალითად, ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის სავალდებულო პირობაა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდეს. სწორედ კონსტიტუცია და საერთაშორისო დოკუმენტები წარმოადგენენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკანონმდებლო გარანტიებს.

არსებობს თუ არა ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ამ საკანონმდებლო გარანტიების იმპლიმენტაციაზე, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა რეალურად იყოს შესაძლებელი და არა ქაღალდზე? შეიძლება ბევრ ოპონენტს ამ სტატიის სათაურში გამოტანილი კითხვა არასწორად მოეჩვენოს და თავისი მოსაზრება იმით დაასაბუთოს, რომ სასამართლო ადამიანის უფლებების დაცვის დაწესებულება კი არა, მართლმსაჯულების განხორციელების ორგანოა, მხოლოდ კანონს ემორჩილება და ამდენად, სასამართლო სრულებითაც არ არის ვალდებული, იქცეს ადამიანის უფლებების დაცვის ბასტიონადო. მაგრამ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც საკანონმდებლო ბაზის ღერძს ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვა წარმოადგენს, სწორედ სასამართლო უნდა იყოს ის ნეიტრალური არბიტრი, რომელმაც დავის არსებობისას, არ უნდა დაუშვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით გარანტირებული უფლებების დარღვევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა იდენტური ცნებებია.

მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფის შემთხვევაში, მის ინტერესებს დაიცავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო.

0x01 graphic
ადამიანის სამართლიანობის უნარი დემოკრატიას შესაძლებელს ხდის, უსამართლობისკენ მისი მიდრეკილება კი დემოკრატიის აუცილებლობას წარმოშობს.

რეინოლდ ნიბური
ამერიკელი თეოლოგი

უზრუნველყოფს თუ არა ქართული სასამართლო სისტემა ამ კონსტიტუციური უფლებების დაცვას? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. სასამართლოებს, ერთის მხრივ, ბევრი ისეთი გადაწყვეტილება აქვთ გამოტანილი, რომლებიც კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტიებს ქმნიან, თუმცა, არსებობს წინააღმდეგობრივი პრაქტიკაც. ამჯერად მკითხველის ყურადღებას სწორედ იმ გადაწყვეტილებებზე მივაპყრობთ, რომლებშიც, ჩვენი აზრით, კონსტიტუციური და საერთაშორისო გარანტიები იგნორირებულია. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყროს ასეთ შემთხვევებს, რათა მსგავსი პრაქტიკა ტენდენციად არ ჩამოყალიბდეს, რაც კონსტიტუციური ფასეულობების ეროზიას გამოიწვევს. განსაკუთრებით საშიში კი დღეს არსებული პრაქტიკის არაერთგვაროვნება და არათანმიმდევრულობაა, რაც დაუცველობასთან ერთად არასტაბილურობისა და სოციალური პროტესტის განცდას იწვევს. ქვემოთ ჩვენ მხოლოდ სამი ფუნდამენტური უფლების - გამოხატვის, აღმსარებლობის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით გამოტანილ რამოდენიმე გადაწყვეტილებას შევეხებით.

0x01 graphic
უმობესია, გაათავისუფლო დამნაშავე, ვიდრე დასა უდანაშაულო.

ვოლტერი
ფრანგი ფილოსოფოსი

გამოხატვის თავისუფლება

კლარა შუკვანის საქმე

ეს საქმე იმითაა საყურადღებო, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ და დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის ფონზე პირველად განხორციელდა შეტევა გამოხატვის თავისუფლებაზე. ,,შუკვანის საქმე“ დღემდე რჩება გამოხტვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით სისხლისსამართლებრივი სასჯელის გამოყენების ერთადერთ მაგალითად.

კლარა შუკვანის დანაშაული კი, განაჩენის მიხედვით, მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ მან 1997 წლის 23 აგვისტოს რესპუბლიკის მოედანზე გამართულ მიტინგზე

,,გამოიტანა ტრანსპარანტი წარწერით ,,ძირს არძინბას ნახმარი შევარდნაძე. იგი აღნიშნული ტრანსპარანტით უმობესია, გაათავისუფლო დამნაშავე, ვიდრე დასა უდანაშაულო. ვოლტერი ფრანგი ფილოსოფოსი ხელში ტრიალებდა ხალხში და ხმამაღლა ყვიროდა ,,ძირს იუდა, ძირს არძინბას ქალივით ნახმარი შევარდნაძე, რითაც გამოხატა აშკარა უპატივცემულობა მიტინგზე შეკრებილი საზოგადოებისადმი, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩეოდა უაღრესად დიდი ცინიზმით და თავხედობით. პოლიციის მუშაკებმა მას მოუწოდეს წესრიგისაკენ, მაგრამ კლარა შუკვანმა, ნაცვლად იმისა, რომ შეეწყვიტა თავისი ხულიგნური მოქმედება, პოლიციის მუშაკებს, რომლებიც აღნიშნულ მიტინგზე ასრულებდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, მიაყენა შეურაცხყოფა, მოიხსნიებდა მათ სიტყვებით: ,,ძაღლებო, ღორებო, შევარდნაძის მონებო და იფურთხებოდა პოლიციის მუშაკების მიმართულებით.

კ. შუკვანს ხულიგნობისა და პოლიციის თანამშრომელთა შეურაცხყოფისათვის მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ეს სასჯელი შეეცვალა პირობითით და გამოსაცდელ ვადად ორი წელი დაენიშნა. ალბათ ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ კლარა შუკვანის ეს საქციელი ძალზე შორსაა ხულიგნობისაგან. უფრო მეტიც, პატივისა და ღირსების შელახვა უწესო, უცენზურო ფორმითაც კი არ ყოფილა გამოხატული. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ,,საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვასთან“ დაკავშირებულ შუკვანის საქმეში ათასხუთასკაციან მიტინგზე მყოფთაგან არც ერთი პირი არ მონაწილეობდა დაზარალებულის სახით; დაზარალებულთა წრე მხოლოდ პოლიციელებით შემოიფარგლა.

ამ საქმესთან დაკავშირებით არ შეიძლება არ გავიხსენოთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმადაც:

0x01 graphic

აზრის გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ისეთი განცხადებებისა და აზრების გამოთქმის უფლებას, რომლებიც შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი და შემაწუხებელია. დაცვას ექვემდებარება ისეთი ინფორმაციები, რომლებიც შეურაცხყოფს, აღიზიანებს ან შოკს ჰგვრის სახელმწიფოს ან საზოგადოების გარკვეულ ფენას.

ივანე ჩხარტიშვილი ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ

ივანე ჩხარტიშვილმა ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა და პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე გაზეთ ,,ახალ დვრიტა“-ში გამოქვეყნებულ ლევან ბერძენიშვილის ინტერვიუს უთითებდა, რომელიც ,,დაუსაბუთებელი ქონების ხალხისათვის დაბრუნებას“ და დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონპროექტს შეეხებოდა. მოსარჩელე პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციიის შემლახველად განიხილავდა აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ გამონათქვამებს:

,,არსებობს საშიშროება, ამ სასახლეებს გადაჰყვეს არა მარტო პრეზიდენტი, მისი ახი და ,,ვანოები, არამედ მთელი საქართველო, ,,ერ არ მიღებული კანონის წინააღმდეგ უკვე ილაშქრებენ ის მაფიოზები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ არაკანონიერი გზით მოპოვებული სიმდიდრე. ვანო ჩხარტიშვილი თანამდებობაზე დანიშვნიდან მცირე ხანში, ნულიდან გახდა მილიონერი. ჩხარტიშვილის წრიდან, რომელსაც .. ,,გურული მაფიას ეძახიან, სხვებმაც გამოხატეს უკმაყოფილება, მაგრამ ისინი ცოტა მოკრძალებით მაინც ლაპარაკობდნენ.; ,,ამით მან დაამტკიცა, რომ ყველაზე მეტი აქვს მოპარული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ჩხარტიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. ლევან ბერძენიშვილს დაევალა გაზეთ ,,ახალი დვრიტა“-ს მეშვეობით გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი ფორმულირებით:

,,გავრცელებული ივანე ჩხარტიშვილის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები იმის შესახებ, რომ ივანე ჩხარტიშვილი არის კორუმპირებული ჩინოვნიკი, აქვს არაკანონიერი გზით მოპოვებული მოპარული სიმდიდრე და არის მაფიის წევრი, არ შეესაბამება სინამდვილეს.

0x01 graphic
სამართლიანობა სინდისია არა პიროვნების, არამედ მთელი კაცობრიობის. მას, ვინც ნათლად აცნობიერებს საკუთარი სინდისის ხმას, როგორც წესი, სამართლიანობის გრძნობა არ ღალატობს.

ალექსანდრე სოლენიცინი
რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი

უნდა აღინიშნოს, რომ ბერძენიშვილის ინტერვიუ ძირითადად მოსაზრებებისა და შეფასებითი მსჯელობებისაგან შედგება. მისი გამონათქვამების ნაწილის სინამდვილესთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დადგენა შეუძლებელია. მაგალითად, აბსურდულია მოითხოვო იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ისეთი გამონათქვამი, როგორიცაა

,,ყველაზე მეტი აქვს მოპარული,

რადგანაც ასეთ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რამდენი მოიპარეს სხვებმა.

საზოგადოების ნებისმიერ წევრს უფლება აქვს, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას მიიპყროს საზოგადოების ყურადღება და გამოიყენოს მწვავე გამოთქმები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ნათლად გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და სახელმწიფო მოხელეებმა პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გამართულ დებატებში დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ. ამ შემთხვევაში რეპუტაციის (პატივის, ღირსების) დაცვის ინტერესი წონასწორდება საზოგადოების ინტერესთან - თავისუფლად განიხილოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხებზე.

0x01 graphic
შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა ჩვენ ვიქნებით უძლურნი, აღვკვეთოთ უსამართლობა, მაგრამ არასდროს უნდა დადგეს დრო, როცა ჩვენ ვერ შევძლებთ პროტესტის გამოხატვას.

ელი ვისელი
ნობელის პრემიის ლაურიატი მშვიდობის დარგში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ:

,,სასამართლომ პირადი არაქონებრივი უფლების აღმდგენი სარჩელის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს და შეფასება მისცეს იმ გარემოებას, მონაწილეობდა თუ არა მოსარჩელე საარო პოლემიკაში და ხომ არ იყო მოპასუხის განცხადება პასუხი ანალოგიურ მოქმედებაზე... არ დასტურდება და არც მოპასუხე მიუთითებს, რომ . ჩხარტიშვილმა საარო პოლემიკაში მიიღო მონაწილეობა და . ბერძენიშვილის მიმართ რაიმე შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.

ვერ დავეთანხმებით საჯარო დებატების ცნების ასეთ ვიწრო გაგებას. საჯარო დებატების თავისუფლება მხოლოდ შეურაცხყოფაზე შეურაცხმყოფელი შეპასუხებით არ გამოიხატება.

იმ დროისათვის მიმდინარეობდა საჯარო პოლემიკა საზოგადოებისათვის ძალზედ აქტუალურ კანონპროექტზე, რომლის მიმართ ჩხარტიშვილმა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა, თავისი პოზიცია გამოხატა. საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, რატომ უჭერს ან არ უჭერს თანამდებობის პირი მხარს გარკვეულ საკითხს. საზოგადოებას ასევე აქვს უფლება, იცოდეს, მოქმედებს თუ არა თანამდებობის პირი საზოგადოებრივი საკითხის გადაწყვეტისას პირადი ინტერესებით. იმ დროისათვის ასევე მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ როგორ შეიძინეს საჯარო მოხელეებმა, მათ შორის მოსარჩელემაც, მათ მიერ დეკლარირებული ქონება. თუ საჯარო მოხელე თავად ვერ შეძლებს ნათლად და ცალსახად მიუთითოს თავისი ქონების წარმომავლობის შესახებ, რისი მტკიცების ტვირთი ,,საჯარო სამსახურის ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ კანონით მთლიანად მათზეა გადატანილი, საზოგადოების თითოეულ წევრს უფლება აქვს, გამოხატოს თავისი ეჭვები ამ ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, თუ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოებას,

0x01 graphic

მოხელეების ქმედებებთან დასაპირისპირებლად სიტყვის გარდა სხვა ბერკეტი ხშირად არ გააჩნიათ.

ამავე დროს, ჩხარტიშვილს ჰქონდა საშუალება საჯარო პოლემიკისას პასუხი გაეცა ბერძენიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და შეფასებებისათვის. მით უმეტეს, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმეზე ,,ივანე კერესელიძე ნოდარ ჯაიანის წინააღმდეგ“ სწორედ ამგვარი პოზიცია გამოხატა.

შეკრებების და მანიფესტაციების თავისუფლება

სახარებისეულ ქრისტიანთა საქმე

1999 წლის 21 ივლისს თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს სარჩელით მიმართეს ზაალ და ნანა ტყეშელაშვილებმა და მოქალაქეთა ჯგუფმა. მოსარჩლეებმა მოითხოვეს ,,შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტის აღიარება; პოლიციის თანამდებობის პირთა მოქმედების არაკანონიერად ცნობა და დარღვეული უფლების აღდგენა. ჯგუფის წევრები მიუთითებდნენ, რომ მათი შეკრება უკანონოდ დაარბიეს და შეწყვიტეს ხელისუფლების, კერძოდ კი, პოლიციის თანამშრომლებმა.

გლდანის სასამართლოს მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა. შეკრების შეწყვეტა მან კანონიერად მიიჩნია და მოუხმო საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლსა და ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლს, რომლის თანახმადაც,

,,ხელისუფლება უფლებამოსილია შეწყვიტოს შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნათა დარღვევით იმართება.

სასამართლომ ეს იმით დაასაბუთა, რომ ,,მოწმე ანანიაშვილის და სხვების ჩვენებიდან ირკვევა, რომ ჯგუფი შეპირდა მათ ვაჟიშვილებს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას, თუ მათ წრეში გაერთიანდებოდა“. მოსამართლის აზრით, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის პროპაგანდა ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებაა და ხელისუფლება უფლებამოსილი იყო ასეთი შეკრება შეეწყვიტა.

0x01 graphic

შეკრების შეწყვეტის მეორე საფუძვლად სასამართლომ შემდეგი გარემოება დაასახელა: ,,მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს და მოწმეებიც ადასტურებენ, რომ რელიგიური ჯგუფის შეკრებას ისეთი ხმაური ახლდა, რომ დაირღვა მოსახლეობის სიმყუდროვე. გარდა ამისა, შეკრებილნი უკრავდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტს ,,იომახას“. მოსამართლის ამ დასაბუთებიდან გაურკვეველია, რა ითვლება კანონდარღვევად - მუსიკალური ინსტრუმენტის ,,იომახას“ დაკვრა, თუ არამდუმარე შეკრების ორგანიზება. შეკრების შეწყვეტის კანონიერად მიჩნევისას, მოსამართლეს აუცილებლად უნდა მიეთითებინა, რომელი კანონითაა აკრძალული შეკრებისას ხმაური ან მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრა.

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ გლდანის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და შეკრების შეწყვეტის კანონიერების დასასაბუთებლად დამატებითი არგუმენტიც კი მიუთითა:

,,აღნიშნულს თან დაერთო დაპირისპირებული პირის - მღვდელი ბასილის გამოჩენა თავისი მომხრეებითა და ორივე მხარისათვის ფიზიკური საშიშროება შეიქმნა. ამდენად საქმის მასალებით დადგენილია, რომ შეკრებილთა, ჭირისუფალთა, მობინადრეთა და მღვდელი ბასილის დაპირისპირებამ მიიღო მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რაც გამოწვეულ იქნა რელიგიური გუფის მიზეზით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 24 მარტის განჩინებით ძალაში დარჩა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინება. უზენაესი სასამართლოს განჩინებაში მითითებულია:

0x01 graphic
თუ სახელმწიფო მანქანა შენგან მოითხოვს, იყო უსამართლო სხვათა მიმართ, მაშინ მე ვამბობ, დაარღვიე კანონი.

ჰენრი დავიდ ტორო
ამერიკელი ფილოსოფოსი

,,დადგენილია, რომ 1999 წლის 27-29 მაისს სახარებისეულ ქრისტიანთა რელიგიური გუფის შეხვედრამ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების ანმრთელობას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს. ასეთ შემთხვევაში სასამართლომ სწორად გამოიყენა ,,პოლიციის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი, რომლითაც პოლიციას უფლება აქვს აღკვეთოს მიმდინარე მშვიდობიანი აქცია, თუ იგი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების სიცოცხლეს, ანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს... როგორც კონვენციის მე-11 მუხლის მეორე ნაწილი, ისე მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მშვიდობიანი შეკრების, მანიფესტაციის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, მოსალოდნელ ძალისმიერ ქმედებებს კონტრდემონსტრაციის გამოვლენისას. ასეთ შემთხვევაში შეკრების ორგანიზატორებს არა აქვთ შესაძლებლობა თვითონ აღკვეთონ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამომწვევი ფაქტორები, ეს უფლება კანონით მინიჭებული აქვს პოლიციას, მოცემულ შემთხვევაში პოლიციამ სწორედ ეს უფლება გამოიყენა.

0x01 graphic
სხვების მიმართ სამართლიანად მოქცევა ყველაზე მეტად შეუძლია მას, ვინც თვლის, რომ ცხოვრება სამართლიანად მოექცა.

უილიამ ჰეზლიტი
ინგლისელი მწერალი

ის ფაქტი, რომ მშვიდობიან შეკრებას სხვა ჯგუფი დაუპირისპირდა, შეკრების დაშლის საფუძველს კი არ იძლევა, არამედ წარმოშობს პოლიციის ვალდებულებას, უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება. ასეთ ვალდებულებას პოლიციას ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ და ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონები აკისრებენ. ამავე დროს, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი მშვიდობიანი აქციის აღკვეთის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ იგი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უშიშროებას და არა საზოგადოებრივ წესრიგს, რაც ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნებებია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად ამა თუ იმ უფლების შეზღუდვა მხოლოდ სხვა პირთა უფლებების დაცვის ინტერესით ვერ იქნება გამართლებული. ამავე დროს, უნდა დადასტურდეს, რომ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა ,,აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში“, ანუ შეზღუდვა უნდა გამომდინარეობდეს კანონიერების პრინციპისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეისაგან და ასეთი შეზღუდვა აბსოლუტურად აუცილებელი უნდა იყოს იმ სოციალური სიკეთის გადასარჩენად, რომლის დასაცავადაც ეს შეზღუდვა დაწესდა. ამ საკითხზე კი სასამართლოს გადაწყვეტილებაში საერთოდ არ ყოფილა მსჯელობა.

საკონსტიტუციო სასამართლო შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

2002 წლის 5 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ზაალ ტყეშელაშვილის და სხვათა სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მხოლოდ ორად ორი დებულება. კერძოდ, საკონსტიტუციომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი და დაადგინა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, მიიღოს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ წინასწარი გაფრთხილება; ასევე მე-14 მუხლის პირველი ქვეპუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სათანადო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, შეკრებისა და მანიფესტაციის აკრძალვის უფლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ჩამოერთვა. საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა კანონის სხვა არანაკლებ საჭირბოროტო დებულებები, რომელთა არაკონსტიტუციურ ბუნებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. სახელდობრ:

ცალსახად ანტიკონსტიტუციურად მიგვაჩნია საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების შეზღუდვა. ანტიკონსტიტუციურად უნდა ჩაითვალოს კანონის ის დებულებაც, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანებს შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება ეზღუდებათ.

სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გააუქმა მე-8 მუხლის პირველ პუნქტი, რომელიც შეკრების გამართვისათვის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ხუთდღიან ვადას აწესებდა. ეს ვადა აშკარად გაზრდილია. ზოგჯერ აუცილებელია ამა თუ იმ მოვლენაზე მყისიერი რეაგირება. ხუთდღიანი ვადა ხშირ შემთხვევებში შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების ბლოკირებას იწვევს.

საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ ჩათვალა ანტიკონსტიტუციურად მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ა ქვეპუნქტი, სადაც საუბარია, რომ გაფრთხილებაში უნდა მიეთითოს შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა და მიზანი. ასეთი დამატებითი მოთხოვნა ანტიკონსტიტუციურია, რადგანაც ის ქვეყნის ძირითადი კანონით გათვალისწინებული არ არის. გაფრთხილების მიზანი ერთადერთია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს შეკრების ან მანიფესტაციის დროს ტრანსპორტის მოძრაობის ალტერნატიული გზების გამოძებნა ან უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბუნებრივი შეკრების მიზნის ან ფორმის გაგება სრულიადაც არ უკავშირდება ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული ფუნქციის განხორციელებას.

დაუსაბუთებლად მიგვაჩნია კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციათან შესაბამისობის აღიარება. ხელისუფლებამ კანონით დააწესა გაუმართლებელი მოთხოვნები, რის შემდეგაც დაადგინა, რომ ხელისუფლებას შეუძლია კანონის მოთხოვნების დარღვევით გამართული შეკრება ან მანიფესტაცია დაშალოს. კონსტიტუციური ტერმინი ,,კანონსაწინააღმდეგო ხასიათი” სრულებითაც არ ნიშნავს კანონის ფორმალური და საორგანიზაციო ხასიათის მოთხოვნების დარღვევას. შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები, თუ ეს დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთას ემსახურება.

ასევე ანტიკონსტიტუციურად მიგვაჩნია კანონის ის დებულება, რომელიც პრევენციულ ზომად შეკრების აკრძალვის გამოყენებას ითვალისწინებს. შეკრების ან მანიფესტაციის წინასწარ კანონსაწინააღმდეგოდ აღიარება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. შესაძლებელია, მხოლოდ უკვე დაწყებული შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა, თუ ამ შეკრებაზე ან მანიფესტაციაზე დანაშაულებრივ ქმედებებს აქვს ადგილი. ოპერატიული მონაცემების საფუძველზე, მომავალი კანონდარღვევის თავიდან აცილების მოტივით, კონსტიტუციური უფლების განხორციელებაზე უარის თქმა დაუსაბუთებელი და ანტიკონსტიტუციურია.

აღმსარებლობის თავისუფლება

,,იეჰოვას მოწმეთა კავშირის, ,,პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის რეგისტრაციის გაუქმება.

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელიც შემდგომში უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა, გაუქმდა ისნის რაიონის სასამართლოს 17 აპრილის და 1998 წლის 11 ივნისის დადგენილებები ,,იეჰოვას მოწმეთა კავშირის“ და ,,პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის“ რეგისტრაციის თობაზე.

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ეს ორგანიზაციები რელიგიურ გაერთიანებებს წარმოადგენენ. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რელიგიური გაერთიანებების განმარტებას. არც ერთ საკანონმდებლო აქტში რელიგიური გაერთიანების დეფინიცია მოცემული არ არის. შესაბამისად, საინტერესოა, რის საფუძველზე და რა კრიტერიუმების გათვალისწინებით ჩათვალა სასამართლომ ეს საზოგადოებები რელიგიურ გაერთიანებად.

სასამართლომ აღნიშნა, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არ შეიძლება გააჩნდეთ რელიგიური მიზნები. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ამ კავშირთა მიზნები სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ცნებაში თავსდება. ჩვენი აზრით, რელიგიური მიზანი ავტომატურად არ ნიშნავს საჯარო მიზნის არსებობას. რელიგიური მიზანი შეიძლება საერთოდ არ ითვალისწინებდეს ან ეწინააღმდეგებოდეს საჯარო მიზანს. რელიგიური გაერთიანებების დავალდებულება, აუცილებლად საჯარო მიზნებს ემსახურონ, წარმოადგენს აღმსარებლობის თავისუფლების უხეშ შელახვას. კავშირს ან ფონდს შეიძლება გააჩნდეს რელიგიური მიზნები. კანონმდებლობა განმარტავს კავშირს, როგორც იურიდიულ პირს, რომელშიც რამოდენიმე პირი საერთო მიზანს ისახავს. სხვაგან ,,საერთო მიზანი“ დაზუსტებული არსად არის და არც ერთი საკანონმდებლო ნორმა მისი ვიწრო ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ამავე დროს, სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლი ადგენს, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს, განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა წესდებაში გათვალისწინებული.

სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია რელიგიური გაერთიანებების კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრაცია, ვიდრე კანონით არ განისაზღვრება რელიგიური ორგანიზაციის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირების, შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი. ამით სასამართლომ აღიარა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნება შეუძლებელი იყო საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის გამო. ეს კი ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ქვეყანაში გაუქმებულად ან შეჩერებულად სცნო საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით გარანტირებული რელიგიისა და გაერთიანებების თავისუფლება. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ საქართველოს კანონი რელიგიური გაერთიანებების საკითხს არ აწესრიგებს. გაერთიანების შექმნის უფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს. ასევე ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს პირის უფლება, შეასრულოს რელიგიური რიტუალები როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად. ამ ფუნდამენტურ უფლებათა განხორციელების პირობად კონსტიტუცია არ ითვალისწინებს კანონის არსებობას. კანონის არარსებობა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს კონსტიტუციური უფლების გაუქმებას.

0x01 graphic
მსოფლიო ისტორიის გამოცდილების მიხედვით, სამართლიანობა ყოველთვის საფრთხეშია.

უოლტ უიტმენი
ამერიკელი პოეტი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამართლიანად აღნიშნა, რომ რეგისტრაციის გაუქმება არ ნიშნავს საზოგადოებრივი ორგანიზაციის აკრძალვას ან საქმიანობის შეჩერებას, რაც საქართველოს 26-ე მუხლითაა გათვალისწინებული. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ რა ფორმით არსებობს რეგისტრაციაგაუქმებული კავშირი? როგორც საჯარო სამართლის არარეგისტრირებული პირი? ასეთ რამეს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სასამართლო თავისივე არგუმენტებთან მოვიდა წინააღმდეგობაში, როდესაც მიუთითა, რომ ნებისმიერი გაერთიანება შეიძლება არსებობდეს არარეგისტრირებული კავშირის ფორმით, რომელიც მართალია არ არის იურიდიული პირი, მაგრამ აქვს თავისი ქონება და კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ არარეგისტრირებული კავშირიც კავშირს წარმოადგენს და უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ პირობას, რაც კანონმდებლობით კავშირისთვისაა დადგენილი. რეგისტრაცია მხოლოდ შემდეგი ნაბიჯია და იგი თავისთავად არ განაპირობებს ამა თუ იმ გაერთიანების კავშირად მიკუთვნებას. სხვაგან სასამართლო მიუთითებდა, რომ მოპასუხეების მსგავსი მიზნების მქონე გაერთიანება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად უნდა იქნეს განხილული და იგი კავშირად არ უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, სახეზეა აშკარა წინააღმდეგობა სასამართლო გადაწყვეტილების ამ ორ არგუმენტაციას შორის. თუ შესაძლებელია რელიგიური გაერთიანების არარეგისტრირებულ კავშირად ფუნქციონირება, მაშინ რატომ არ შეიძლება იგი რეგისტრირებული კავშირის ფორმით მოქმედებდეს. ასეთი რეგისტრაციისათვის ხომ კანონი შესაბამისი პირის მხრიდან ნების არსებობას საკმარისად მიიჩნევს და დამატებით სტანდარტებს არ ადგენს.

სასამართლოს გადაწყვეტილების ლოგიკა იქამდე მიდის, რომ საქართველოში არ შეიძლება ფუნქციონირებდეს არც ერთი რელიგიური გაერთიანება. კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებამ ეს პრობლემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას მოუხსნა, თუმცა ყველა დანარჩენი რელიგიური გაერთიანებისათვის ეს პრობლემა ისევ პრობლემად რჩება.

2 გასაჩივრების ანაბანა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რაკლი კოტეტიშვილი

ადამიანის უფლებები ფილოსოფიურ კატეგორიას წარმოადგენს, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში კანონმდებლობაში პოულობს ასახვას. სამართლის ასეთი ნორმების არსებობა არ იქნებოდა საჭირო, თუ აპრიორი არ დავუშვებდით მათი პერმანენტული დარღვევის შესაძლებლობას. ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა მხოლოდ სახელმწიფოს პოზიტიური თუ ნეგატიური (მოქმედება თუ უმოქმედობა) მედებებითაა შესაძლებელი. ეს ვლინდება როგორც ადამიანის უფლებების დაცვისათვის აუცილებელი ზომების მიუღებლობის, ასევე უსამართლო კანონებისა თუ კანონქვემდებარე აქტების დამტკიცების გზით. წინამდებარე სტატია შეეცდება, მოქალაქეებს განუმარტოს ამგვარი კანონებისა თუ კანონქვემდებარე აქტების სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმები.

საქართველოში ნორმატიული თუ ინდივიდუალური აქტების გასაჩივრების ორი გზა არსებობს:

1. გასაჩივრება აქტის გამომცემ ორგანოში ან პირდაპირ საერთო სასამართლოში;

2. გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში. გასაჩივრების თითოეულ ამ ტიპს თავისი სპეციფიკა ახასიათებს. განსხვავებულია ასევე მოთხოვნები, რომელთაც აქტი პირველი ან მეორე წესით განხილვის შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებდეს.

თავდაპირველად განვმარტოთ ტერმინები ,,ინდივიდუალური აქტი“ და ,,ნორმატიული აქტი“.

ინდივიდუალური აქტის ლეგალურ დეფინიციას იძლევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I (დ) ქვეპუნქტი:

,,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

0x01 graphic
სამართლიანობა მოითხოვს, რომ ყველას ჰქონდეს საკმარისი საკვები. მაგრამ ის ასევე მოითხოვს, რომ ყველამ შეიტანოს წვლილი საკვების დამზადებაში.

ელიას კანეტი
ავსტრიელი მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატი

ინდივიდუალური აქტია, როცა, ვთქვათ, ქალაქის სოცუზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვინმე დობორჯგინიძე გამოსცემს ბრძანებას, რომლის საფუძველზეც, ვინმე პენსიონერ ქამუშაძეს ენიშნება პენსია.

რაც შეეხება ნორმატიულ აქტს, აქ მოიაზრება როგორც საკანონმდებლო, ისე კანონქვემდებარე აქტები. ყველა კანონი ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, ამიტომაც აღარ ეხება კანონმდებლობა მის სამართლებრივ ბუნებას. განსხვავებული სიტუაციაა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან მიმართებით, ამიტომაც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I (ე) ქვეპუნქტი ადგენს, რომ

,,ნორმატიულ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

ნორმატიული აქტის მაგალითია, ვთქვათ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც 1991 წლამდე შემნახველ სალაროებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციის წესს შეეხება. ნორმატიული აქტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის თანახმად,

,,კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა შეიძლებამხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესაბამისად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით.

თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალოდ აყენებს ზიანს თქვენს კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს თქვენს უფლებას, შეგიძლიათ სარჩელით მიმართოთ საერთო სასამართლოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით; ან კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოს და კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება მოითხოვოთ.

მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ სულ რაღაც ერთი თვის წინანდელი სასამართლო საქმე, როდესაც მედიაორგანიზაციებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის დადგენილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს. აღნიშნული დადგენილებით, არჩევნებამდე 50 დღით ადრე, მედიას წინასაარჩევნო ხასიათის ინფორმაციის ეთერში გაშვება აეკრძალა. ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის აქტმა (დადგენილება) დაარღვია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 24 (IV) მუხლი, ასევე ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი. კანონის საფუძველზე მოსარჩელეებს ჰქონდათ უფლება, მიემართათ როგორც საოლქო, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.

0x01 graphic
თავისუფლების დასაცავად უკიდურესობა არ არის ბოროტება. სამართლიანობის მისაღწევად ზომიერება არ არის სიქველე.

ბარი გოლდვოტერი
ამერიკელი სენატორი

ამასთანავე, საერთო სასამართლოში სარჩელის შეტანისას, აუცილებელია, ყურადღება გაამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:

ა) აქტი, რომელსაც ასაჩივრებთ, უშუალოდ თქვენს ინტერესებს უნდა ეხებოდეს (მაგალითად, თქვენ არა გაქვთ უფლება, თქვენი ბიძაშვილის სახელით სარჩელი შეიტანოთ არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ იმის გამო, რომ თქვენი საყვარელი ბიძაშვილის საცხოვრებელი სახლის ფანჯრების წინ, არქიტექტურის სამსახურის აქტის საფუძველზე, მეზობელმა ამოაშენა კედელი);

ბ) საჭიროა, დაიცვათ სარჩელის შეტანის ხანდაზმულობის ვადა.

აქვე დავძენთ, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვისხანდაზმულობის ვადა 6 თვეა, რომლის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა თქვენ ამ აქტს ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გაეცნობით. ნორმატიული აქტის შემთხვევაში კი, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა 3 თვეა, რომლის ათვლა უშუალოდ თქვენთვის ზიანის მოყენების მომენტიდან იწყება.

გ) სარჩელი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ სასამართლოს. შესაბამისი განსჯადობის წესს ადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი:

0x01 graphic
მართლმსაულების ყველაზე დიდი მტერი პრივილეგიაა.

მარი ფონ ებნერ აიზენბახი
ავსტრიელი მწერალი

საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელს:

● საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე;

● საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის, აგრეთვე მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე;

● ქალაქების - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, სოხუმი, ბათუმი და ფოთი - საკრებულოებისა და მერიების (მერების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასამართლო ინსტიტუტს, სადაც შეგიძლიათ, დაიცვათ საკუთარი კონსტიტუციური უფლებები, წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. იგი ახორციელებს კონსტიტუციურ ზედამხედველობას, რაც გამოიხატება სხვადასხვა ნორმატიული აქტებისკონსტიტუციურობის დადგენაში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნორმატიულ აქტებში მოიაზრება როგორც კანონები, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I (ე) ქვეპუნქტის მიერ განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. შესაძლებელია, რომ თქვენი კონსტიტუციური უფლებები კანონითაც დაირღვეს. მთლიანად კანონის, ან მისი ნაწილის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების და შესაბამისად, გაუქმების მოთხოვნით შეგიძლიათ, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოთ.

იმისათვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენი სარჩელი წარმოებაში მიიღოს და დაიწყოს საქმის არსებითი განხილვა, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეთ რამდენიმე მნიშვნელოვან პირობას:

1. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე I (ა) ქვეპუნქტისთანხმად,

,,საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ და საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია, უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;

2. აუცილებელია, რომ კანონსა თუ სხვა ნორმატიულ აქტზე, რომელსაც თქვენ ასაჩივრებთ, ადრე არ იყოს გამოტანილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება;

3. უფლება, რომლის დარღვევასაც ასაჩივრებთ, აუცილებლად კონსტიტუციაში უნდა იყოს ფორმულირებული.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და კანონები, რომლებმაც ხელყვეს თქვენი უფლებები (ან მომავალში არსებობს ამის საფრთხე), შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ, საოლქო ან საკონსტიტუციო სასამართლოში. იმისათვის, რათა მეტი სიცხადე შევიტანოთ გასაჩივრების ამ სისტემაში, გთავაზობთ ცხრილს:

აქტის ბუნება

დამდგარი შედეგი

ინსტანცია,სადაც შეიძლება
სარჩელის შეტანა

პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტები

აქტმა დაარღვია კანონი

საოლქო სასამართლო

პრეზიდენტის ნორმატიული აქტები

აქტმა დაარღვია კანონი

საოლქო სასამართლო

აქტით დაირღვა თქვენი კონსტიტუციური უფლება

საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის, აგრეთვე მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ინდივიდუალური აქტები

აქტმა დაარღვია კანონი

საოლქო სასამართლო

საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის, აგრეთვე მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ნორმატიული აქტები

აქტით დაირღვა თქვენი კონსტიტუციური უფლება

საკონსტიტუციო/საოლქო სასამართლო

ქალაქების - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, სოხუმი, ბათუმი და ფოთი - საკრებულოებისა და მერიების (მერების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტები

აქტმა დაარღვია კანონი

საოლქო სასამართლო

აქტით დაირღვა თქვენი კონსტიტუციური უფლება

საკონსტიტუციო სასამართლო

ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან გამომდინარეობს, რომ იმ აქტების განსჯა, რომლებიც არ შედის არც საოლქო და არც საკონსტიტუციო სასამართლოების კომპეტენციაში, ხდება რაიონულ სასამართლოებში.

3 ძველი სასამართლო და ძველი რეფორმა (ისტორია)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

უგზარ პაპუაშვილი

ქადაგება, რომლის თემამ ამჯერად ჩვენი ყურადღება მიიპყრო, შესულია ავტორის, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძის), ქადაგებათა პირველ ტომში (მეოთხე გამოცემა, ქუთ., 1913, გვ. 444-447).

გამოცემის ტიტული გვაუწყებს, რომ კრებული 1860-1870 წლებს შორის წარმოთქმულ ქადაგებებს აერთიანებს, მაგრამ ქადაგებას, რომლის სათაურია ,,სიტყვა ახალთა სასამართლოთა ზედა“, კონკრეტული თარიღი არ ახლავს. ამის მიუხედავად მისი დათარიღება ადვილად მოხერხდება, თუკი თემას, შინაარსსა და ისტორიულ ფონს გავითვალისწინებთ.

თემისა და შინაარსის მიხედვით ეს ჰომილია (ქადაგება) უფრო საერო-საზოგადოებრივი ხასიათისაა, ვიდრე უშუალოდ საეკლესიო-საღვთისმეტყველო. მისი მიზანია, სხვადასხვა განათლების, ინტერესების, სოციალური კუთვნილების და ეკონომიური მდგომარეობის მორწმუნეებს, ეკლესიაში შეკრებილთ, გააცნოს და განუმარტოს იმ სიახლის დანიშნულება და მნიშვნელობა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა შემოღებული და რაც მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის არსობრივად, ჩანს, ჯერჯერობით უცნობია. სათაური მიგვანიშნებს, რომ მღვდელმთავარს მხედველობაში აქვს ცნობილი სასამართლო რეფორმა, რომლის თარიღის ცოდნა საშუალებას გვაძლევს, პასუხი გავცეთ კითხვას, თუ როდის წარმოითქვა იგი.

1864 წლის 20 ნოენბერს იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ ხელი მოაწერა და დაამტკიცა პროექტი, რომლის ძალით და მეშვეობით რუსეთში სასამართლო რეფორმა დაიწყო. პროექტი ხუთი წლის მანძილზე მზადდებოდა; მონაწილეობდნენ უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტები, რომლებმაც ისეთი დოკუმენტის მომზადება შეძლეს, რომ რუსი სწავლულები და ინტელექტუალები ამაყობდნენ.

თანამედროვე მკვლევრებიც აღიარებენ, რომ დოკუმენტი, რითაც რუსეთის იმპერიაში სასამართლო რეფორმა განხორციელდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა მაშინდელი დაწინაურებული ქვეყნების ანალოგიურ პროგრამებს და დადგენილებებს. ასე რომ, მე-19 ს-ის რეფორმებს შორის ეს რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვან, პროგრესულ და დემოკრატიულ მოვლენად გამოიყურებოდა.

სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია:

,,1864 წლის სასამართლო რეფორმამდე სასამართლო წოდებრივი იყო. ყოველ წოდებას, ბატონყმობის რიგისამებრ, თავისი ცალკე სასამართლო ჰქონდა. სასამართლოში სხდომა დახურულ კარებში მიმდინარეობდა. ხალხმა არ იცოდა, რა ხდებოდა იქ. სამართალში მიცემულ პირებს, .. განსასელებს არ ჰყავდათ დამცველები. სასამართლო არ იყო ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებელი ორგანო... 1864 წლის 20 ნოემბრიდან სასამართლო სხდომები უკვე სააროდ იმართებოდა. პრესა აშუქებდა სასამართლო პროცესის მსვლელობას. სამსავრო გამოძიება უკვე სიტყვიერად წარმოებდა თვით სასამართლოს სხდომაზე. 1864 წლის რეფორმით სახალხოდ გამოცხადდა სასამართლოს ადმინისტრაციისაგან სრული დამოუკიდებლობის პრინციპი. მართალია, მოსამართლეს, რომელსაც დიდ გასამსელოს აძლევდნენ, მთავრობა ნიშნავდა, მაგრამ მისი თანამდებობიდან გადაყენება მთავრობის განკარგულებით კი არ ხდებოდა, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებით. საოლქო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეების განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ ნაფიცი მსაულები, რომლებიც ყველა წოდების წარმომადგენლებისაგან იყვნენ შერჩეული. ნაფიც მსაულთა შორის გლეხებიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ. ნაფიცი მსაულები განსაზღვრავდნენ, დამნაშავე იყო თუ არა სამართალში მიცემული (განსასელი) პირი, სასამართლო კი განსაზღვრავდა სასელის ზომას. საქმის წინასწარ გამოძიებას აწარმოებდნენ გამომძიებლები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ პოლიციას. ბრალდებულს იცავდნენ ადვოკატები, ხოლო ბრალდებას მხარს უჭერდა და ასაბუთებდა პროკურორი... სასამართლო რეფორმა ყველაზე უფრო თანმიმდევრული ბურუაზიულდემოკრატიული რეფორმა იყო მაშინდელ რუსეთში.

(. ნადარეიშვილი, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, თბ., 1986, გვ. 404-405).

აღნიშნული რეფორმის, ისე როგორც ნებისმიერი ისტორიული მოვლენის, არსში გარკვევისა და სრულყოფილად შეფასებისათვის სასურველია ვიცოდეთ, რას ფიქრობდნენ იმდროინდელი სასულიერო პირები მის შესახებ.

ბატონ გაბრიელს (ასე მიმართავდნენ მას მღვდელმთავრობისას) საზოგადოებრიობის თვალში შარავანდედი ემოსა და მის სიტყვას ყველა, ქრისტიანებიც და არაქრისტიანებიც, მორწმუნეებიც და ნიჰილისტებიც, ანგარიშს უწევდა. ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებაში იგი აქტიურად მონაწილეობდა და ბევრ საჭირბოროტო კითხვას, რასაც კი საერო-სამოქალაქო ყოფაცხოვრება დასვამდა ხოლმე, ერთობ კვალიფიციურ პასუხს სცემდა. გამონაკლისი არც აღნიშნული მოვლენა გახლდათ.

0x01 graphic
ის, ვინც ოდენ სამართლიანია, ულმობელია. იცხოვრებდა კი ვინმე დედამიწაზე, სადაც ყველა სამართლიანად ის?

ბაირონი
ინგლისელი პოეტი

წმ. ეპისკოპოს გაბრიელის ქვემოწარმოდგენილი სიტყვა იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ხსენებულ სიახლეს სამღვდელოების პროგრესული ნაწილი კმაყოფილებით შეეგება, რადგან მასში სახარების სულისკვეთებისა და იდეალების გამოძახილი შეიცნო. იგულისხმება საჯაროობა და დემოკრატია, რაც პირველქრისტიანთა ცხოვრებისა და თანაცხოვრების საფუძველს წარმოადგენდა (შდრ. მოციქულთა საქმენი). მართლმსაჯულების საყოველთაობა, სასამართლო პროცესის გამჭვირვალეობა, ოპერატიულობა, პიროვნების ღირსების ხელშეუხებლობა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვა, რაზეც მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა საუბრობს, ქრისტიანული ეთიკის განუყოფელი ელემენტებია. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეკლესიის, როგორც ჭეშმარიტების სვეტისა და სიმტკიცის, ერთ-ერთი მისია ჩამოთვლილ ფასეულობათა კვალდაკვალ წუთისოფლის გარდაქმნა და განახლებაა. თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ: იმერეთის ეპისკოპოსი საიმპერატორო კარის განჩინებას, მისი დასათაურებით - ,,მართლმსაჯულების ახალ წყობილებასა და წესს“, ,,ახალი სამართლის წესს“, ,,ახალი სამართლის წესდებას“, გულდასმით გაცნობია. იგი მრევლს ამ დოკუმენტის მოკლე, მაგრამ საფუძვლიან მიმოხილვას სთავაზობს. მისი სიტყვები, რომ ეს სიახლე არის ,,თითქმის ყოველთა უდიდესი და უმეტესად სასარგებლო ცვლილება“, არის პროფესიული ანალიზის ნაყოფი და ეს ანალიზი თანამედროვე მკვლევართა ანალიზსა და შეფასებას ეთანხმება.

0x01 graphic
კარგად, ლამაზად და სამართლიანად ცხოვრება ერთი და იგივეა.

სოკრატე
ბერძენი ფილოსოფოსი

მოძღვარს, რომელიც ბიბლიას, საეკლესიო მწერლობასა და საეროჰუმანიტარულ დისციპლინებს შესანიშნავად იცნობდა, ამ რეფორმის მთავარ ღირსებად მართლმსაჯულების სისტემაში საზოგადოების როლის გაფართოება, პიროვნების ღირსების გამოკვეთა და მისი უფლებების აღიარება წარმოუდგება. იგი იმოწმებს პავლე მოციქულს, რომლის სიტყვები (ეფეს. 5:12-13) სასამართლო სისტემის დემოკრატიზაციის ანუ სახალხო კონტროლის შემოღების კანონზომიერებას შთაგვაგონებს. ვინაიდან, მოძღვრის შეფასებით, ,,ახალი სამართლის წესდება“ ქრისტიანობის სულისკვეთებასთან თანხმობაშია, მოსალოდნელია, რომ იგი ზნეობრივი ატმოსფეროს გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. ,,ახალი წესდების“ ცენტრში ღვთისმეტყველი ანალიტიკოსი ადამიანს, როგორც ასეთს, და მის პრობლემატიკას ხედავს, რაც მას იურიდიული პრაქტიკის სიახლედ და სარწმუნოებრივი თვალსაზრისით სასურველ ფაქტად წარმოუდგება.

,,მხილებულობა“ და ,,განცხადებულობა“, ე.ი. საზოგადოებრიობა (საჯაროობა) და სიმარტივე არის ,,ახალი სჯულის“ (სასამართლო რეფორმის) არსებითი მხარე, რასაც მღვდელმთავარი უპირველეს სიკეთედ რაცხს. ქრისტიანული ცხოვრების ნიშანიც უბრალოებაა. სული, იდეები, ღმერთი მარტივია, მატერიალური სამყარო და, შესაბამისად, წუთისოფელი - რთული. სიმარტივე ღვთისა და ყოველივე ღვთაებრივის თვისებაა, სირთულე - ამა ქვეყნისა. კაცთა მოდგმის იდეალი, ქრისტიანული მოძღვრებისა და, კერძოდ, სახარების სულის შესაბამისად, უბრალო და მარტივი ცხოვრებაა. ქრისტიანები, თუ მარტო სახელით არ არიან ქრისტიანები, უბრალოებას ელტვიან და ცხოვრების გამარტივებისათვის მეცადინობენ. ძველ ქართულში მოიპოვება სიტყვა ,,მარტივცხოვრებულობა“, რაც ცხოვრების მარტივ წესს ნიშნავს. ლაპარაკია არა მარტო ინდივიდის პირად ცხოვრებაზე, არამედ კოლექტივზეც, ადამიანთა მოქალაქეობრიობაზე და, ცხადია, სახელმწიფოებრივ სტრუქტურებზეც, მათ შორის - სასამართლოზეც. სხვა წყაროებითაც ცნობილია და წმ. ეპისკოპოსიც ადასტურებს, რომ ძველი ქართული სასამართლო ტრადიციულად მარტივი, საჯარო და სწრაფი იყო. მართალია, ქრისტიანი მოძღვრის დაკვირვებით და შეფასებით, მას ბევრი ნაკლოვანება ახასიათებდა, მაგრამ აღნიშნული თვისებები ამკობდა. ,,ახლად დაწესებული სამართალი“ ამ თვისებებს არამც თუ არ უპირისპირდება, არამედ აკანონებს მათ და ახალ რეგისტრში აჰყავს ისინი, რის გამოც ეს რეფორმა ჩვენთვის, ქართველებისათვის, მშობლიური და ,,საყვარელი“ უნდა იყოსო.

უნდა ვიფიქროთ, რომ ,,სიტყვა ახალთა სასამართლოთა ზედა“ წარმოითქვა ქუთაისის საკათედრო ტაძარში (,,სობოროსა შინა“) ,,ხელმწიფის ბრძანების“ გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საღმრთო-სამღვდელმთავრო ლიტურგიის ჟამს. ეს ბრძანება, ვიმეორებთ, პეტერბურგში 1864 წლის 20 ნოენბერს გამოქვეყნდა. ზუსტად ვერ ვიტყვით, წერილობითი დოკუმენტი იმპერიის ცენტრიდან ქუთაისამდე მაშინ რამდენ ხანში აღწევდა. ერთი რამ უდავოა: დადგენილების ტექსტს იმერეთის ეპისკოპოსი გულდასმით გაცნობია და მისი შინაარსი მორწმუნე საზოგადოებისთვისაც დროულად მიუწოდებია.

4 სიტყვა ახალთა სასამართლოთა ზედა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა

,,რამეთუ რაი-იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს სიტყვადცა. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადნების, რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს. ეფეს. 5:12-13

ივერია

,,ივერია, 1886, 141

გაზეთი ,,Русскiя Вьдомости“-ს ლაპარაკი აღუძრავს სასამართლო წესდებაზე. გაზეთის წერილმა რუსეთის ჟურნალ-გაზეთების ყურადღება მიიქცია. წესდებათა შემადგენელნი, ამბობს გაზეთი, იმ აზრისა იყვნენო, რომ დედააზრი, რომელზედაც სასამართლოს ვაფუძნებთ, შეურყეველს ჭეშმარიტებას შეადგენსო; ეს ჭეშმარიტება მოპოვებულია კაცობრიობის მიერ ხანგრძლივის გამოცდილებითა. შემდეგ გაზეთი ლაპარაკობს მსაჯულთა ხელშეუხებლობის თაობაზე. მანამ სასამართლოს რეფორმები შემოვიდოდა,მინისტერი სრული ბატონი იყო სასამართლოს უწყებაშიო. რომ ამ ნაირი ყოფა შაეცვალათ, დაადგინეს ისეთი მუხლი კანონისა (243 მუხლი), რომლის ძალითაც მსაჯული ხელ-შეუხებელი არისო.

,,მსაჯულს, - ამბობს გაზეთი, - ვერ დაითხოვთ იმიტომ, რომ მან ვერ დააკმაყოფილა ვსთქვათ ესა და ესაო, ვერ მორიგდა ამასთან ღა ამასთანაო. მსაჯულს მხოლოდ ერთი ვალდებულება აქვს, აასრულოს კანონი და სინიდისით მოქმედებდესო. მსაჯულის გასამართლება მხოლოდ სასამართლოს შეუძლიან; მისი გასამართლება შეიძლება მხოლოდ დანაშაულისათვის, რომელიც კანონის საწინააღმდეგოაო.“

მოსამართლე მართლა და უნდა ხელ-შეუხებელი იყოს, დამოუკიდებელი ადმინისტრაციისაგანაო. განა იმიტომ, რომ ზოგიერთს შემთხვევაში თითო ოროლა მსაჯული რიგიანად ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ხელ-შეუხებლობა და დამოუკიდებლობა სასამართლოს წესებისა უნდა შეირყესო? საქმე დედა აზრია და არა ზოგიერთი მოსამართლეს მრუდე ქცევა და მოქმედებაო, დასასრულ სამართლიანად ამბობს გაზეთი.

თუმცა საგანი იგი, რომელზედაც დღეს განვიზრახეთ უბნობა თქვენთანა, პირდაპირ არ შეეხება ჩვენს სულიერსა მსახურებასა, გარნა ჩვენ მაინც გარდავსწყვიტეთ ლაპარაკი მას ზედა, პირველად მისთვის, რომ ამ საგანზედ არის დამოკიდებული მშვიდობა, მყუდროება და ყოველი წარმატება ჩვენისა ამ სოფლად მოქალაქობისა. მაშასადამე, მას აქვს დიდი კავშირი თვით ქრისტიანობასთანა, ვინაითგან თვინიერ მშვიდობისა და მყუდროებისა ქრისტიანე ვერ აღასრულებს თვისსა სჯულსა; მეორედ, თუმცა ჩვენ ვართ თქვენნი მოძღვარნი და წინამძღოლნი ზეციერისა მხოლოდ მიმართ სასუფეველისა, გარნა, ვითარცა მოძმეთა თქვენთა, არ შეგვიძლია არ მივიღოთ მონაწილეობა ხორციელსაცა შინა თქვენსა ცხოვრებასა. ყოველი თქვენი წარმატება და ბედნიერება ამ სოფელში გვახარებს ჩვენცა, გარნა ყოველი თქვენი მწუხარება და გაჭირვება ჩვენთვისცა არის სამწუხარო.

რომელ არს ეს საგანი?

- ახალი წყობილება და წესი მართლმსაჯულობისა, სიმართლისა და სასამართლოთა, რომელი თქვენ გამოგეცხადა მდგომარე კვირიაკესა უმაღლესითა ხელმწიფის ბრძანებითა.

ეს ცვლილება არის ერთობ დიდი; იგი ყოველს კერძოდ შეგეხებათ თქვენ; მან უნდა გააუმჯობესოს ყოველი კერძონი თქვენისა ამ სოფლად მოქალაქობისა. მრავალი ცვლილებანი მოახდინა აწინდელმან ხელმწიფემან გაუმჯობესობისა და განათლებისათვის თვისთა ქვეშევრდომთა, გარნა თითქმის ყოველთა უდიდესი და უმეტესად სასარგებლო არის ეს ცვლილება, რომელზედაც აწ ჩვენ ვიტყვით.

როგორადაც სიმართლე და მართლმსაჯულება არის უმაღლესი და უსაჭიროესი ყოველთა სხვა საზოგადოების მოთხოვნილებათა, მზგავსადვე გაუმჯობესობა და შემსუბუქება მართლმსაჯულების აღსრულებისა არის უდიდესი ყოველთა სხვათა განათლებულის მთავრობის ზრუნვათა და მოვალეობათა. და აჰა ესერა კეთილმან და დიდსულოვანმან ხელმწიფემან ჩვენმან შეავსო ეს უმთავრესი თვისი ჩვენდამი მოვალეობა.

გარნა რასა შინა მდგომარეობს ეს ახალი წყობილება? რით განსხვავდება იგი უწინდელისაგან?

მოკლე პასუხი ამისა იქმნება შემდგომი: ძველი სამართალი სრულდებოდა, პირველად, ფარულად ანუ საიდუმლოდ, ოთხს კედელს შუა; მეორედ, წერილობითის სახითა; მესამედ, გრძლად და გვიან. ახალი წესი, წინააღმდეგ ამისა, პირველად, უნდა აღსრულდეს განცხადებულად ანუ სახალხოდ; მეორედ, უმეტესი ნაწილი ზეპირად, ესე იგი ლაპარაკით და არა წერილობით; მესამედ, მსწრაფლად ანუ, ვითარცა თქმულ იყო ხელმწიფე იმპერატორის უმაღლესსა მანიფესტსა შინა, ამიერითგან სამართალი ყოველი კაცისათვის უნდა იყოს განცხადებული, - მსწრაფლი, სწორი და პირუთვნელი.

ამ მოკლე აღწერისაგან შენვე შეგიძლია, ძმაო, ასწონო, თუ რით აჯობებს ახალი სამართლის წესი ძველსა წესსა. აქ არის ადგილი განვიმეოროთ ჩვენ ის საღმრთო წერილის სიტყვა, რომლითაც დავიწყეთ ეს უბნობა: რომელი იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს სიტყვადცა. წმიდა მოციქულმა ეს სთქვა წარმართთა ზედა, რომელნი მრავალთა საძაგელთა საქმეთა იქმოდენ ფარულად. მართალია, ნამეტანი იქმნება, ახლა ჩვენ რომ ვსთქვათ, რომელ ძველთა სასამართლოთა შინა ყოველნი საქმენი წარმოებდენ უსამართლოდ, გარნა ის კი მართალია, რომელ მრავალნი საქმენი გარდაწყდებოდენ მათ შინა უსამართლოდ და საძაგლად. რისთვის? მისთვის, რომ ფარულად სწარმოებდა მათ შორის საქმე; არავინ იყო მხილებელი და გამამტყუნებელი მათი. გარნა ახლა დაწყობილთა სასამართლოთა ზედა განვიმეოროთ კვალად თავიდგანვე მოყვანილი სიტყვა: ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადნების, რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს. რათგანაც ახალთა სასამართლოთა შინა სამართალი უნდა აღსრულდეს განცხადებულად, სახალხოდ, უთუოდ მათ შინა ყოველი საქმე გარდასწყდება სისწორით. მოსამართლემ თუ მრუდედ წაიყვანა საქმე, ათასი კაცი ეყოლება მას მხილებელი და განმამტყუნებელი.

ახლად დაწესებული სამართალი კიდევ მისთვის უნდა იყოს ჩვენ აქაურთა მცხოვრებთათვის საყვარელი, რომელ იგი, ერთი მხრით, დაემგზავსება ძველად მყოფს ჩვენში სამართალსა და ჩვეულებასა. ძველს დროებაში ჩვენში სამართალი, თუმცა იყო სუსტი, ხშირად პირმოთნე და უმართლო, გარნა ერთი კარგი თვისება ქონდა მას, - იგი მალე გათავდებოდა; წარმოებდა სახალხოდ, ხშირად ხეთა ქვეშე და ეზოებში.

გარნა ჩვენ, მოძღვართა თქვენთა, ახალი სამართლის წესდება გვახარებს მით უმეტესად, რომელ თუ, შეწევნით ღვთისათა, ახალთა მოსამართლეთა კეთილგონიერად წაიყვანეს იგი, მას ექმნება კეთილი ზნეობითი მოქმედება აქაურთა მცხოვრებთა ზედა. ახალსა ამას სჯულსა სწორედ ის თვისება აქვს, რომელი იგი გასწავლის შენ, ძმაო, ყოვლისა ცუდისა სიტყვისა და საქმის მორიდებასა. ამიერითგან შენ სწორედ იძულებული იქმნები აღვირი უსხა შენსა ცუდსა ხასიათსა და ჩვეულებასა. აქამომდე შენ ერთობ ადვილად დაჩაგრავდი, ვისაც მოერეოდი. რისთვის? მისთვის, რომ დაჩაგრული კაცი მალე ვერ იპოვნიდა სამართალსა. სად იყო იმერეთში, ანუ სად არის ახლაც ჯერედ სჯულის შიში, ცუდი საქმის მორიდება, ადამიანის პატივისცემა? ჩვენში პატივისცემა აქვს ტანისამოსს, სახელსა და სახესა; პატივისცემა აქვს სიმდიდრესა. ადამიანს კი პირადი პატივი არა აქვს. საწყალი და ღარიბი კაცი ხშირად იყო დათრგუნული და დასრესილი მდიდარისა და მძლავრისა კაცისაგან. გარნა ამიერითგან იქმნება, ღვთის მადლით, ახალმა სჯულმა ჩვენ გვასწავოს პატივისცემა კაცისა, ვითარცა კაცისა, ადამიანისა. აჰა, რა უნდა ახარებდეს ყოველსა ქრისტეს მოყვარესა კაცსა; აჰა, რა გვაიმედებს მოძღვართა თქვენთა! გარნა, ძმაო, თუ გსურს, ამ დიდ ცვლილებას მიეცეს წარმატება; თუ გსურს, რომ ახალმა წყობილებამ უმეტესი კეთილი გიყოს შენ და ყოველსა საზოგადოებასა, მიიღე გულითადი მონაწილეობა მას შინა. რა სახით? ამ სახით, რომ სადაც შეგეძლოს შეეწიე მსაჯულთა, რათა სიმართლე არ დაიმალოს. მოწამედ თუ იქმნები მოწოდებული, კეთილსინდისიერად აღიარე ყოველივე, რაიცა იცი.

ივერია

,,ივერია, 1886, 87

1 ივლისს ტფილისის სამოსამართლო პალატაში ირჩეოდა კერძო ვექილის ბ-ნ ქუთათელაძეს საქმე, რომელსაც ბრალდებოდა ის დანაშაული, რომ ,,Юурид. Обоз.“ რაღაცა წერილი დაებეჭდა და ამ წერილში ნოვო-სენაკის პოლიციის ბოქოულის სახელს ცუდად იხსენიებდა და უტეხდა. სასამართლომ ბ-ნი ქუთათელაძე დამნაშავედ ვერ იცნო.

აჰა, ესერა, კარნი სიმართლისანი გამღებულ არიან. ხშირად შეხვიდოდე სასამართლოში და ყურს უგდებდე, როგორ სწარმოებს სამართალი. თუ შეიტყო, რომ მოსამართლე გონიერად მიუძღვის სამართალსა, აქე, დალოცე, წაახალისე. თუ სიმრუდე რაიმე შეიტყო, თამამად გაამტყუნე; ბევრი იყვირე საზოგადოებაში. ესრედი ბეჯითი საზოგადოების ყურადღება მღვიძარედ და ფრთხილად დაიჭერს მოსამართლეთა და აქითგან საზოგადოებას მიეცემა აღუწერელი და განუზომელი სიკეთე.

ღმერთო, ადღეგრძელე კეთილი და დიდსულოვანი ჩვენი ხელმწიფე! ღმერთო, მიეც ძალა ახალსა სჯულსა და მხნეობა მსაჯულთა. - ამინ.

5 ეროვნული პრობლემა მართლმადიდებლურ ტრადიციაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ურაბ კიკნაძე

ეროვნული პრობლემა მწვავედ არ მდგარა ქრისტიანობამდე. ერთადერთი ერი, რომელსაც გამძაფრებული ჰქონდა ეროვნული თვითშეგნება უნიკალობის თვითაღიარებამდე, ებრაელი ერი იყო. ერის იდეა მისგან მოდის, მისგან გადმოდის მემკვიდრეობით ქრისტიანულ ხალხებში. მაგრამ ამ პრობლემას არც დასავლურ და არც აღმოსავლურ ქრისტიანულ თეოლოგიაში დოგმატური დამუშავება არ ჰქონია. ამდენად, ეს საკითხი ღიად არის დარჩენილი. კათოლიკე ეკლესია დუმს ეროვნულ პრობლემაზე და ეს დუმილი ბრძნული დუმილია, რომლის შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს.

ეროვნულობის ფენომენი, მისი ძირი საიდუმლოებრივია და იქნებ მისი ჭეშმარიტება არც კი გაცხადდეს ისტორიის მსვლელობაში, არამედ მხოლოდ მის დასასრულს, როცა გამოჩნდება ისტორიის მიზანი. იქნებ მაშინ ეროვნულობის საიდუმლოსაც აეხადოს ფარდა, თუმცა ეროვნებებს, ხალხებს, შეიძლება ჰქონდეთ ზეციური მფარველობა, ჰყავდეთ ზეციური პატრონი, ეროვნული იდენტიფიკაციის შენარჩუნება მაინც მთლიანად ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული: ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს თავისი კუთვნილება ამა თუ იმ ეროვნული ერთობისადმი და ეროვნებაც მანამდე იარსებებს, სანამ ხალხის ეროვნული ნება მოითხოვს დარჩეს იმგვარ ერთობად, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბდა. მისი ნების გარეშე ვერ დაიფარავს მას ვერც სამება, ვერც ქრისტე, ვერც ღვთისმშობელი, ვერც მთავარანგელოზი. სოტერიოლოგიური მომენტი ეროვნებათა მიმართ პრობლემატურია. რადგან ხსნა (სოტერია) ინდივიდუალურია და ის ევლინება ადამიანის სულს, პიროვნებას, რომელიც ღვთის ხატად არის გაჩენილი. ეროვნებანი კი არც ღვთის ხატად, არც ცოცხალ არსებებად არ გაჩენილან - ისინი არ არიან ღვთის ქმნილებანი. ეროვნებები ფენომენოლოგიურ, დაცემულ სამყაროს ეკუთვნიან, ადამიანის არსება კი წმიდა სამების მარადისობიდან მოდის. ეროვნება ადამიანის ხატია და მისი არსებობა მხოლოდ და მხოლოდ მისი საზრუნავია.

ეროვნულ ინდივიდუალობებს ბაბილონის გოდოლთან მიეცა დასაბამი. ბიბლიური ამბავი ენათა აღრევისა გვამცნობს ჭეშმარიტებას ენათა წარმოშობის მიზეზზე. მიზეზი კი იყო ერთიანი კაცობრიობის ჯანყი ღვთის წინააღმდეგ, ენებად და ხალხებად დაქუცმაცება - სასჯელი ჯანყისთვის.

თუმცა კაცობრიობის ერთიანობა დაირღვა და ხალხების ხსოვნაში თითქმის წაიშალა ღმერთში დასაბამიერი ერთიანობის შეგნება, ეს კი ადამის დაცემის ტოლფასი იყო, მაგრამ უკვე წარმოშობილს, რა მიზეზითაც უნდა წარმოშობილიყო იგი, უნდა დაეკავებინა თავისი პოზიტიური ადგილი მოვლენათა იერარქიაში. ამიერიდან ნეგატიურ მოვლენას, რაც ამ განცალკევებაგაუცხოებაში მდგომარეობს, უნდა შეეძინა დადებითი მნიშვნელობა. სირიელი საეკლესიო მწერალი იაკობ სარუგელი (V-VI სს.) ერთ თავის სადიდებელში ასე ამბობს:

,,ენებად განაცალკევა ისინი, ტომებად დაჰყო, მაგრამ, ნახე, ეს ხომ ნიჭია, რომელიც ღმერთმა სასელის სახელით უწყალობა მათბრძენმა მოძღვარმა განასწავლა ისინი ენებში, გაუნაწილა და ყოველ ხალხს საკუთრად თავისი ენა მისცა... აჰა, მათი სასელი სამკაულად შეექმნა მთელს ქვეყნიერებას... მოწყალება მოიღო ბაბილონელებზე და ენებით, როგორც ოქროთი, გაამდიდრა ისინი

კაცობრიობის არსებობა განცალკევებულ ერებად ადამის სიმდიდრეა, მაგრამ ამ განცალკევებას არა აქვს კატეგორიული და აბსოლუტური ღირებულება. ერებად დაყოფა თითოეულ ერს აძლევს მხოლოდ შანსს საკუთარ გზაზე გავლით კვლავ ჰპოვოს უნივერსალური, რომელიც ადამში იყო პოტენციურად და ამ უნივერსალურამდე აიტანოს ყველაფერი ღირსეული, რასაც ის თავის განსაკუთრებულ გზაზე შეიძენს, რათა საბოლოოდ მთელი კაცობრიობის ძალისხმევით ამოწურულ იქნას ყოველი შესაძლებლობა, რეალობის ყოველი კუნჭული და საფეხური. ყველაფერი, რასაც ერთიანი კაცობრიობა ფლობდა, როგორც შესაძლებლობას, ამჟამად ეს სხვადასხვა ხალხებშია განაწილებული და კვლავ გამთლიანებას ელის. გათავთავისებული გზები, საბოლოოდ, კვლავ ერთად უნდა შეიყაროს, ყველა გზა კვლავ გოდლის - ოღონდ ახალი შეგნებით - აღსაშენებლად უნდა შეერთდეს.

როგორც დაცემულმა ადამმა ბოლომდე უნდა გამოსცადოს თავისი გზა, რომ ისევ მოიპოვოს თავისი თავდაპირველი სახე და რაღაც მასზე მეტი, ასევე კაცობრიობამ ბოლომდე უნდა გაიაროს გზა ამ დანაწევრებაში, რომ კვლავ დაუბრუნდეს ბაბილონის გოდლამდე არსებულ მდგომარეობას, როცა იყო ერთი ენა და ერთი სიტყვები, მაგრამ ეს ერთი იმ განცალკევებით მავალ გზებზე მოპოვებული მრავალი გამოცდილებით იქნება გამდიდრებული.

ღირებულია არა ერი თავისთავად, როგორც განცალკევებული ფენომენი, არამედ მხოლოდ ის, რაც მას შეუძლია შესძინოს კაცობრიობას და ეს რაღაც აბსოლუტური ღირებულების მომცველი იქნება. ერის გამართლება ისევ და ისევ კაცობრიობაშია, ადამშია, საიდანაც ის გამოვიდა და რომლის ნაპერწკალსაც ატარებს. მისი მიზანი ამიერიდან არის აბსტრაქციად ქცეული კაცობრიობის გაცოცხლება და მისთვის კონკრეტული, რეალური სიცოცხლის მინიჭება. ეს გზა ადამის დარღვეული ცნობიერების ინტეგრაციის ანალოგიურია და ამავე მიზანს ემსახურება. მსოფლიოს მთელი მომავალი ამ სამსაფეხუროვანი რეალობის - ადამიანის, ერისა და კაცობრიობის - ერთიანობაშია.

მართალია, ქრისტიანობას, როგორც ხსნის რელიგიას, ადამიანის პიროვნება ჰყავს მხედველობაში, როგორც რწმენის სუბიექტი, როგორიც ვერ იქნება ვერც ერი და ვერც კაცობრიობა, მაინც იგი ვერ უგულებელჰყოფს იმ ფაქტს, რომ ადამიანები ეროვნებებად არიან გაერთიანებულნი და ამ ერთობებს თავისი ადგილი უჭირავთ სამყაროს იერარქიის კიბეზე. ერი არსებობს როგორც ადამიანთა (ღვთის ხატის მატარებელთა) ერთობა და ამდენად, მას შეუძლია იყოს ქრისტეს ეკლესია. ყოველი ეთნოსი, რომელიც განიცდის ერთიანობას, პოტენციურად ატარებს თავის თავში ქრისტეს ეკლესიას. და რამდენადაც გამოკვეთილია მისი სახე, იმდენად უფრო მზად არის იგი ამ შესაძლებლობის გასანამდვილებლად. ქრისტემ უანდერძა მოციქულებს, ექადაგათ ხალხებში და მოექციათ ისინი, არა მხოლოდ ინდივიდები, ვინც ბადეს ამოჰყვებოდა, არამედ სწორედ ხალხები, რომლებიც ქვეყნებად და სახელმწიფოებად ცხოვრობდნენ და დღემდე ცხოვრობენ, იმ საერთო ბაბილონიდან არიან გამოსულნი.

თუმცა სახარებაში თავიდანვე ჩადებული იყო უნივერსალური, საკაცობრიო მუხტი, მაინც ისტორიული ქრისტიანობა არ დადგომია კოსმოპოლიტიზმის გზას. მოციქულთათვისვე უცხო იყო დიოგენისეული უსამშობლოობა (აპოლის) და აპოლოგია. ახალ აღთქმაში არ არის ძნელი მოსაძებნი დადებითი დამოკიდებულება ეროვნულობისადმი. თავად მაცხოვარი არამცირედ სიყვარულს ამჟღავნებდა თავისი მშობლიური ხალხისადმი, და ეს გამოწვეული იყო არა მხოლოდ რჩეულობისა და იმ მისიის გამო, რომელიც მის ხალხს ჰქონდა დაკისრებული ღვთის განგებით. წმ. პავლე მოციქული, რომელიც ფაქტიურად მოიკვეთა ებრაელობამ, ინარჩუნებდა მხურვალე სიყვარულს თავისი ხალხისადმი და მათი ხსნისათვის მზად იყო შეეჩვენებინა (ანათემა) მიეღო საკუთარ თავზე. მისი სიტყვებია:

,,რამეთუ ვილოცევდ მე შეჩვენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვის და ნათესავთა ჩემთა ხორციელად. (რომ.9:3)

როდესაც მოციქული ამბობს

,,არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთლობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში. (კოლ.3.11),

0x01 graphic

იგი არ გულისხმობს, რომ ქრისტეში უქმდება ეროვნული განსხვავებანი (კერძოდ, ებრაელსა და ბერძენს შორის), ან ყოფით-ტრადიციული თავისებურებანი (წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა), ან სოციალური საფეხურები (მონობა და თავისუფლება), ან კულტურული დონე (ელინი, ბარბაროსი, სკვითი), ქრიტე არ ეხება ამ სხვაობებს - ისინი რჩება. მაგრამ პავლე ამ სიტყვებით ამბობს, რომ ქრისტეში უქმდება ის უპირატესობანი, რომლებიც ზოგიერთი, რაღაც ნიშნით გამორჩეული, ხალხისა თუ კლასისათვის საამაყო ან სამარცხვინო იყო. ,,ახალ ერში“ (როგორც პირველ საუკუნეებში იწოდებოდნენ ქრისტიანები, განურჩევლად ეროვნებისა), რომელიც ქრისტეს სისხლით არის გამოსყიდული და ამ გამოსყიდვით გარდაქმნილი, ყველანი ერთმანეთის თანასწორნი არიან ღირსებით, რადგან ერთია მათი ღირსება - ქრისტე, როგორც მოციქული მიუწერს:

,,...თავადი არს უფალი ყოველთა, რომელი განამდიდრებს ყოველთა, რომელნი ჰხადიან მას. (რომ.10:12)

ყოველი განმასხვავებელი ნიშანი და თვისება რჩება. მაგრამ მას ქრისტეში არავითარი უპირატესობა არ ახლავს. ქრისტე ყველა უნიკალობისა და განუმეორებლობის - პიროვნულისა და ეროვნულის შემათავსებელია...

ქრისტეს მიმართ ყოველი ეთნიური თუ ეროვნული ინდივიდუალობა არის მასალა, რომელიც უნდა განმსჭვალოს მან, როგორც ცეცხლმა შანთი. ქრისტე და ერი ისეთ ურთიერთობაში უნდა იყვნენ, როგორც თავად ქრისტეს პიროვნებაშია ორი ბუნება მოქცეული - კაცობრივი და ღვთაებრივი. ერი ადამიანური საწყისია ამ შეპირისპირებაში, ქრისტე კი - ღვთიური და, როგორც ღვთიური არ შთანთქავს ადამიანურს ქრისტეს პიროვნებაში, ასევე ქრისტე ერში არ აუქმებს ეროვნულობას. ეროვნული თვისებები, რომლებიც წარმართულ ერში ბუნებრივი მოცემულობანია, ამიერიდან ახალ სიმაღლეზეა აყვანილი. ქრისტეში ყოფნა აუქმებს მხოლოდ იმას, რაც გასაუქმებელია, რაც აბრკოლებს საკაცობრიო ერთიანობის შეგნებას. ცეცხლი წვავს ყველაფერს, რაც იწვის და დასაწვავია. როგორც ბუნებრივ მადანში იწვის ყველაფერი, გარდა წმინდა ლითონისა, რომელიც უნდა გამოდნეს მისგან. ასევეა ქრისტეს ერში. ქრისტეს ერში ყველაფერი ემსახურება არა თვითგანდიდებას და სხვების მიმართ უპირატესობის ამპარტავნულ გამოჩენას, ეთნიურ გამაუცხოებელ დაპირისპირებას, რჩეულობისა და მესიანიზმის გაუკუღმარეთებულ შეგნებას, არამედ ისევ და ისევ დარღვეული საკაცობრიო ცნობიერების გამთლიანებას. არა დაპირისპირება, უცხოობა, არამედ ურთიერთშევსება, თანხმობა უნივერსალურში, რომელიც არის ქრისტე, ახალი ადამი, რომელშიც როგორც ერი, ისე ცალკეული ადამიანი თავისუფლდება ბუნებითი დასაზღვრულობისაგან, რათა ერიც და ადამიანიც ბატონობდეს თავის ბუნებაზე და არა ბუნება მასზე (შდრ.დაბ.4:7).

სულიწმიდამ დასტური დასცა ეროვნებათა არსებობას, როგორც ფაქტს, როცა მოციქულები სხვადასხვა ენებზე აამეტყველა (საქმე, 2:3-4). აქ თავი იჩინა სულიწმიდის გამაინდივიდუალებელმა ძალამ, რომელიც სათითაოდ ეფინება განსხვავებულ ენებზე მოლაპარაკეთ, და ამ ენებისთვის ლიტურგიული მნიშვნელობის მინიჭებით არა მხოლოდ ამართლებს მათ არსებობას, არამედ ახალ ხარისხში აჰყავს ისინი - გარდაქმნის რა მათ ქრისტოფორულ ენებად, როგორც სახარების ქადაგების ინსტრუმენტებად და გამოსყიდვის საიდუმლოს ამთვისებელ-შემნახველებად თავიანთ წიაღში.

თუ ქრისტე მთელ კაცობრიობას აერთიანებს, როგორც ეკლესიის თავი, წმიდა სულის მოქმედება ინდივიდუალურია. ის მოეფინება როგორც ცალკეულ ადამიანს, ასევე ცალკეულ ხალხებს, რამდენადაც მათ ინდივიდუალობის ბეჭედი აზის. ჩავუფიქრდეთ მოციქულის მოძღვრებას მრავალფეროვან ნიჭთა (ხარიზმების) შესახებ, როცა ის ამბობს, რომ

,,სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სულ ერთია. მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი ერთია. მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი ერთია... (1კორ.12:4-6)

მოციქული მოიხმობს ანალოგიას მრავალწევრიანი სხეულისა, სადაც თითოეულ წევრს თავისი ფუნქცია აქვს - ერთი ვერ გააუქმებს მეორის მოქმედებას და ვერ შეცვლის მას. ასევე თუ ერთი ასო გაბატონდა და მთელი გახდა, რა ქნას სხვა ასომ?

,,თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა? (1 კორ. 12:17)

სულიწმიდისმიერ ამ ინდივიდუალიზმს, რომლის გამოხატულებაა ეროვნულ ეკლესიათა ავტოკეფალურობა აღმოსავლურ საქრისტიანოში, შეიძლება მოეძებნოს ღვთისმეტყველური საფუძველი. ბიზანტიური თავისუფლების ფესვი, როგორც შეინიშნება, დევს ბიზანტიური რელიგიურობის ორიენტაციაში წმიდა სულის მიმართ, რის გამოც იგი უპირატესად სულიწმიდის რელიგიაა. ვიმოწმებ ვ. სოლოვიოვს, რომელიც წერს:

,,შუა საუკუნეებში ეს ესმოდათ დასავლეთშიც. დიდი პაპი ინოკენტი III (XII -X III სს.) გამოთქვამდა აზრს, რომ აღმოსავლეთის ეკლესია წარმოადგენს ქრისტიანობის სულისმიერ მხარეს და რომ იგი არის, უპირატესად, სულიწმიდის ეკლესია. (ტ.1. 1989, გვ.158)

დასავლეთის მწყემსმთავარი, დავძენთ ჩვენ, ამას აღნიშნავდა იმჟამად უკვე განმტკიცებული ფილიოქვეს ფონზე, რამაც შეუქცევადი განსხვავება გამოიწვია სამების ღვთისმეტყველებაში, იერარქიულად დაუქვემდებარა რა წმიდა სული მეორე იპოსტასს. რომ აღმოსავლეთში სამების ღვთისმეტყველება მისი სამწევრიანობით ანუ დიფერენციაციით იწყება და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის ერთარსებაზე, როგორც ეს გრიგოლ ღვთისმეტყველის ნაწერებში ჩანს, ამას თავისი ანალოგი ჰქონდა იმთავითვე აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესიების მოწყობაში ეროვნულსახელმწიფოებრივი ნიშნით, საკუთარ ანბანში, წმიდა წერილის თარგმანებში და ღვთისმსახურებაში ეროვნულ ენებზე, საკუთარ საეკლესიო არქიტექტურულ ტიპში. ავტოკეფალური ეკლესიები სამების წევრთა მსგავსად პიროვნულობისა და უნიკალობის ბეჭედს ატარებენ, მაგრამ თითოეული მათგანი თავისი ბუნებით კათოლიკე ეკლესიას წარმოადგენს. ეს ყველაფერი აღმოსავლურ ეკლესიაში სულიწმიდის მოქმედების შედეგად უნდა მივიჩნიოთ, აღმოსავლეთ საქრისტიანოში ორგანიზაციული დამოუკიდებლობა არასოდეს ყოფილა დამაბრკოლებელი იმისა, რომ თითოეულ მათგანს უნივერსალური მოეცვა თავის თავში. ისევე, როგორც ყოველი კონკრეტული ეკლესია, სადაც ევქარისტიის საიდუმლო ხდება, მისტიურად და რეალურადაც მთლიანია.

ეროვნულ კუთვნილებას და თვითცნობიერებას ქრისტიანი ინარჩუნებდა მონასტრებშიც კი, სადაც თითქოს ეს ნაკლებად იყო მოსალოდნელი. მონასტრები ბიზანტიურ საქრისტიანოში წარმოადგენდნენ მსოფლიო საკაცობრიო ეკლესიის ხატს, სადაც შეკრებილი იყვნენ ქრისტიანი ერების წარმომადგენლები. ერთმანეთის გვერდით მოღვაწე არაბი, სირიელი, სომეხი, ქართველი ბერები ერთსა და იმავე დროს ემსახურებოდნენ თავ-თავის ქვეყნებს, თავ-თავის ეროვნულ ეკლესიებს (საბა განწმედილის ლავრაში შეიქმნა სახარების ქართული თარგმანის ერთ-ერთი უძველესი რედაქცია), და უნივერსალურ-ქრისტიანულს, რამდენადაც ემორჩილებოდნენ საერთო სამონასტრო ტიპიკონს. ეს უნივერსალური ელემენტი მათი მსახურებისა საღვთო ლიტურგია იყო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბერძნულ ენაზე სრულდებოდა. საბა განწმედილის მონასტერი და ასევე სხვა მონასტრები (მაგ., წმ. ეკატერინესი სინას მთაზე, ათონი, შავი მთა და სხვანი) კაცობრიობის ჭეშმარიტ ხატს, მსოფლიო ეკლესიას წარმოადგენდნენ წინასახეობრივად. ბერძნული აქ უნივერსალურის და არა ეროვნულის გამომხატველი იყო.

დასასრულ, ამავე ეროვნული ინდივიდუალობისა და უნივერსალობის დიალექტიკის შუქზე უნდა გავიაზროთ გიორგი მერჩულეს სიტყვები

,,ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების, მხოლო კვირიელესონი ბერძულად ითქუმის.

ამ სიტყვებში დადასტურებულია არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქრისტიანოს ერთ-ერთი ეროვნული ენა ლიტურგიის ენა გახდა, არამედ, ისიც არის აღიარებული, რომ ამ ენაში, რომელიც აქ ერის განმსაზღვრელიგამოხატულებაა, გაისმის ზეეროვნული ხმა, მისი ნიშანი კი კირიელეისონია. ყველაფერი, რაც ითქმის ენის მიმართ, ერის მიმართაც ითქმის.

რამდენადაც ილუზორულია ,,ზეციური საქართველო“, რადგან ადამიანებიერებად და სახელმწიფოებად ვერ შევლენ ღვთის სასუფეველში, არამედ მხოლოდ როგორც მართალთა ეკლესია, ამდენადვე შეუწყნარებელია ფილეტიზმი, რომელიც კვებავს სიამაყეს ,,ქართული ქრისტიანობისადმი“. თუ რაიმე საამაყოა, ეს ისევ და ისევ უნივერსალურობის სიმბოლო კირიელეისონია. ასე სჯეროდათ ჩვენს მამებს, ასე უნდა გვჯეროდეს დღეს, ასე იქნება მომავალში.

6 ,,საზოგადოების თვალი“ სასამართლოს კარს მიღმა(კომენტარი)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სამართალდამცავი და უშიშროების ორგანოების რეფორმების სამთავრობო კომისიამ ახლახანს გამოაქვეყნა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტი. კანონპროექტის 383-ე მუხლი სისხლის სამართლის პროცესზე კამერების აკრძალვას ითვალისწინებს:

,,დაუშვებელია სასამართლოს მთავარი სხდომის სატელევიზიო ან რადიოტრანსლაცია, ასევე ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან აუდიოჩაწერა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტი, მუხლი 383.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე გამართული სხდომების ვიდეო, აუდიო თუ ფოტოს სახით დოკუმენტირება მედიის წარმომადგენლებს აეკრძალებათ.

მსგავსი პრაქტიკა მიღებულია დასავლეთში, სადაც ტელეოპერატორებსა და ფოტორეპორტიორებს მხატვარი რეპორტიორები ცვლიან, რომლებიც ჩანახატებს აკეთებენ სასამართლო პროცესიდან. თუმცა, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოს სხვა სამართლებრივი ტრადიცია, გნებავთ აწმყოც აქვს. მაქსიმალური საჯაროობა ერთგვარი ზეწოლის ბერკეტია თუნდაც იმ მოსამართლეებზე, რომელთა მიმართ საზოგადოება ნდობის დეფიციტს განიცდის.

ამ ნოვაციასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმმა უკვე მოამზადა თავისი შენიშვნები და რეკომენდაციები.

თუმცა ყველაზე საინტერესოა, როგორია ამ საკითხთან მიმართებაში თავად მედიის წარმომადგენელთა აზრი. ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ ,,რუსთავი 2“-ის საგამოძიებო პროგრამა ,,60 წუთის” ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძეს, რომელიც როგორც ხილული, ასევე ფარული კამერით ცდილობს სასამართლო სისტემაში კორუფციის მხილებას და საქართველოში ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ,,BBC“-ის საკუთარ კორესპონდენტს ნატალია ანთელავას, რომელსაც აქვს როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთის ქვეყნებში ჟურნალისტური მოღვაწეობის გამოცდილება.

0x01 graphic

ვახტანგ კომახიძე: პროგრამა ,,60 წუთის ურნალისტი

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძველი ვარიანტი, როდესაც თავად მოსამართლეს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, დაეშვა თუ არა სასამართლო პროცესზე ვიდეო-აუდიო გადაღება, მოსამართლეს ძალიან ფართო უფლებამოსილებას ანიჭებდა. ალბათ, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ეს საკითხი სასამართლო სხდომის მონაწილეთა, მხარეთა პრეროგატივა ყოფილიყო, რადგან არის შემთხვევები, როდესაც თავად მხარეა დაინტერესებული პროცესის საჯაროობით, ჟურნალისტების დასწრებით და საქმის რაც შეიძლება ფართოდ გახმაურებით. ასეთ შემთხვევაში, რატომ უნდა ჰქონდეს მოსამართლეს უფლება, რაიმე კორექტივები შეიტანოს მხარის გადაწყვეტილებაში - სასიკეთო იქნება ეს კორექტივი, თუ საზიანო?

რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ახალი ვარიანტით გათვალისწინებულ ცვლილებას - სასამართლო პროცესებზე გადაღებების აკრძალვას, ასეთი შეზღუდვა განსაკუთრებით საშიშია ჩვენი ტიპის განვითარებად ქვეყნებში, სადაც სასამართლო ხელისუფლება ჯერ კიდევ სერიოზული უნდობლობით სარგებლობს საზოგადოებაში. როდესაც საზოგადოება არა ერთი და ორი სასამართლო გადაწყვეტილების ობიექტურობას აყენებს ეჭვქვეშ, ასეთ ფონზე კატეგორიულად მიუღებელია საპროცესო კოდექსით შემოთავაზებული ცვლილებები.

0x01 graphic

ნატალია ანთელავა, ,,BBC-ის კორესპონდენტი საქართველოში

ამერიკაში სასამართლო პროცესებზე ჟურნალისტების დაშვება რამდენიმე დონეზე ხდება: ფედერალურ სასამართლოში მედიის დაშვება ძალიან შეზღუდულია, სისხლის სამართლის საქმეებზე კი კამერებს საერთოდ არ უშვებენ. მაგრამ, სამოქალაქო საქმეებზე განსხვავებული პრაქტიკაა და კამერების დაშვება პროცესებზე ხშირია. ამერიკის სამ შტატსა და ასევე ვაშინგტონში, კამერებს არ უშვებენ არც შტატების სასამართლოში. აქ ლაპარაკია არა მარტო კამერებზე, არამედ ფოტოაპარატებზეც. რეპორტიორების პროცესზე დაშვება ყოველთვის ხდებოდა და ახლაც ხდება, ხოლო კამერების შეტანაზე დიდი დებატები მიმდინარეობს. ბევრი ფიქრობს, რომ არ შეიძლება ფედერალურ სასამართლოებში გადაღება, მაგრამ სხვათა აზრით, სწორედ კამერაა სასამართლო პროცესებზე საზოგადოების წარმომადგენელი.

ამ შეზღუდვების არსებობის ფონზე, ამერიკაში არსებობს ძალიან დიდი ნდობის ფაქტორი სასამართლოსა და მოსამართლეებისადმი. სწორედ ეს პრინციპული სხვაობაა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. თუ საქართველოს მოსახლეობას არ ექნება საშულება, იხილოს რა ხდებაკონ კრეტული სასამართლოს კარს მიღმა და ამავე დროს პროცესზე არ იქნება წარმოდგენილი ,,საზოგადოების თვალი“ კამერის სახით, არა მგონია, ამან რაიმე სასიკეთო მოიტანოს, თუნდაც სასამართლო სისტემისადმი ნდობის თვალსაზრისით.

მე ვაშუქებდი BBC-თვის რიჩარდ რიდისა და მუსევინის საქმეს შტატებში. სასამართლო მოსმენებისას მუსევინის პროცესი იყო ბევრად უფრო შეზღუდული, რადგან მიმდინარეობდა ვირჯინიაში, ხოლო რიჩარდ რიდისა გაცილებით ღია, მაგრამ ორივე შემთხვევაში ჟურნალისტები პროცესებზე კამერების გარეშე დაუშვეს. რეგულარულად ტარდებოდა პრესკონფერენციები, ასე რომ რაღაც დიალოგი მასმედიასა და სასამართლოს შორის ნამდვილად იყო. ამ დიალოგის შეწყვეტა წარმოუდგენელია. სხვათა შორის, იყო რამდენიმე საქმე, მაგალითად ოუ ჯეი სიმფსონის, ოკლაჰომა-თრაელის და სხვა, როდესაც ხდებოდა პროცესების პირდაპირი გაშუქება. ანუ, თვით ძალიან დახურულ საქმეებზეც კი, სადაც ყველა კამერა არ დაიშვება, ყოველთვის არის ერთი ან ორი კამერა, რომლის საშუალებითაც შემდეგ სხვადასხვა კომპანიები ავრცელებენ ტელევიზიებში მასალას.

არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმის შენიშვნები და რეკომენდაციები ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტზე

მივიჩნევთ, რომ საპროცესო კოდექსმა უნდა უზრუნველყოს პროცესის მაქსიმალური საჯაროობა, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პროცესის მწარმოებელი ორგანოსა და სასამართლოს მხრიდან შესაძლო პროცესუალური დარღვევები. საჯაროობა უნდა ოიცავდეს არამარტო რიგითი მოქალაქეების, არამედ პრესისა და სხვა მასობრივი აინფორმაციო საშუალებების (პრესა, ტელევიზია და სხვ.) დასწრებას. ერთადერთი გამონაკლისი საერთო წესიდან შეიძლება დაუკავშირდეს განსასჯელის წლოვანებას, მის პირად ცხოვრებას, კომერციულ თუ სახელმწიფო საიდუმლოებას.

მოამზადა გვანცა ლიპარტელიანმა

0x01 graphic

სიკეთე სამართლიანობაში ვლინდება.

არისტოტელე, ბერძენი ფილოსოფოსი

0x01 graphic

არ გაიღოთ მოწყალება: შექმენით თანასწორი კანონები, შესძინეთ ცხოვრებას კეთილდღეობა და მოწყალების გაღებაც აღარ დაგჭირდებათ.

რალფ ვალდო ემერსონი, ამერიკელი ფილოსოფოსი

0x01 graphic

ყოველთვის ვთვლიდი, რომ მოწყალება უფრო სასარგებლოა, ვიდრე მკაცრი მართლმსაულება.

აბრაამ ლინკოლნი, აშშ-ს მეთექვსმეტე პრეზიდენტი

0x01 graphic

ცოცხალთაგან ბევრი სიკვდილს იმსახურებს. გარდაცვლილთაგან ზოგიერთი სიცოცხლეს. შეგიძლია კი შენ ამის განს? მაშინ ნუიჩქარებ სასიკვდილო განაჩენის გამოტანას, რადგანაც უდიდეს ბრძენთაც კი არ ძალუძთ ყველა შედეგის განჭვრეტა.

ონ ტოლკინი, ინგლისელი მწერალი

0x01 graphic

ადვილია იყო პოპულარული. ძნელია იყო სამართლიანი.

როუზ ელისაბედ ბირდი, კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმდომარე

0x01 graphic

ობიექტური მტკიცებულება და რწმენა უეჭველად შესანიშნავი იდეალებია, მაგრამ სად გინდა იპოვო ისინი ამ მთვარის შუქსა და ცნებებით სავსე პლანეტაზე?

უილიამ ეიმსი, ამერიკელი ფსიქოლოგი

0x01 graphic

სამართალი არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, ის ორივე მხარისთვის უნდა იყოს.

ელიანორ რუზველტი, ამერიკის ყოფილი პირველი ლედი

0x01 graphic

მშვიდობა არ ნიშნავს ომის არარსებობას. მშვიდობა არის სიკეთე; სულიერი მდგომარეობა; კეთილგანწყობა; რწმენა და სამართალი.

სპინოზა, ჰოლანდიელი ფილოსოფოსი

7 გამოხმაურება

▲ზევით დაბრუნება


ურნალ ,,თავისუფლების რედკოლეგიას

თქვენი ერთობ საინტერესო ჟურნალის მე-7 და მე-8 ნომრებში სამწუხაროდ გამოქვეყნებულია ნაკლებად საინტერესო და ცალმხრივი სტატიები (პრესა პრესის ქვეშ, თუ ,,ბათუმელები“ გქვია სახელად, ქათამაძე საქართველოს წინააღმდეგ, პოლიტიკური დაკვეთა მედიის წინააღმდეგ), სადაც აშკარად იკითხება გაზეთ ,,აჭარა P.S.“-ის დისკრედიტაციის მცდელობა. გვჯერა რა თქვენი ობიექტურობის, გთხოვთ ჟურნალ ,,თავისუფლების“ ფურცლებზე მოგვცეთ საშუალება აღნიშნულ სტატიებში მოყვანილ რამდენიმე უზუსტობას ნათელი მოვფინოთ.

,,პრესა პრესის ქვეშ“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ,,აჭარა P.S.“ დადანაშაულებულია იმაში, რომ ხელისუფლებამ თურმე სწორედ ჩვენი გაზეთის მეშვეობით მოინელა გაზეთი ,,ქობულეთი“ და ახლა გაზეთ ,,ბათუმელებს“ ერჩის.

ქობულეთის გამგეობის ოფიციალურმა ორგანომ აწ უკვე ყოფილი გამგებლის დაკვეთით რომლის მოღვაწეობა ჩვენ მანამდე კრიტიკულად შევაფასეთ) ,,აჭარა P.S.“-ის რედკოლეგიის წევრებზე გამოაქვეყნა ყოვლად უხამსი სტატია, სადაც რედაქტორის პირადი შეხედულების გარდა უამრავი ცილისმწამებლური ბრალდებაა მოყვანილი, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ გაზეთ ,,ქობულეთს“ და სტატიის დამკვეთ რაიონის გამგეობას სასამართლო ინსტანციების მიერ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება. ამის მიუხედავად მაინც გადაჭარბებულია გაზეთის ,,მონელებაზე“ საუბარი, რადგან ,,ქობულეთი“ დღემდე შეუფერხებლად გამოდის.

რაც შეეხება ,,ბათუმელებთან“ დაკავშირებულ აჟიოტაჟს, ამ საკითხზე ნათელის მოფენის მიზნით გთხოვთგამოაქვეყნოთ ჩვენი მიმართვა, რომელიც საერთაშორისო ფონდებს და დონორ ორგანიზაციებს დავუგზავნეთ.

საერთაშორისო ფონდებს, დონორ ორგანიზაციებს
დამოუკიდებელი გაზეთის ,,აჭარა P.S. -ის მიმართვა

სინანულით აღვნიშნავთ, რომ მუდმივი ხასიათი მიიღო ,,აჭარა P.S.“ -ის წინააღმდეგ პროვოკაციებმა და პოლიტიკური ხასიათის გამოხტომებმა.

ორმაგად სამწუხაროა, რომ ინტრიგებს ,,აჭარა P.S.“-ში ფეხადგმული ჟურნალისტები ხლართავენ.

გაზეთი ,,ბათუმელები“ დაჟინებით ცდილობს ,,აჭარა P.S.“ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულოს, არადა ჩვენ, გარდა იმისა, რომ პლაგიატი კოლეგებისთვის ჭკუა გვესწავლებინა, სხვა არანაირი ავი ზრახვა გულში არ ჩაგვიდია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, რომელიც დავას ორ წელიწადზე მეტ ხანს იხილავდა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ გაზეთ ,,ბათუმელების“ დამფუძნებლებმა სახელწოდება ამავე დასათაურების ჟურნალისგან მიითვისეს, რომელიც ,,აჭარა P.S.“-ის დამატების სახით თვეში ერთხელ გამოდიოდა.

სასამართლომ გაზეთის ხელმძღვანელებს სახელწოდების შეცვლამდე პერიოდული ტირაჟირება აუკრძალა. ,,ბათუმელებმა“ სასამართლოს გადაწყვეტილება არაფრად ჩააგდეს და გაზეთის გამოშვება გააგრძელეს, საჯაროდ კი წუწუნი და ვაი უშველებელი ატეხეს - აჭარაში გამომავალი ერთადერთი თავისუფალი გაზეთი პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის და დახურვის პირასააო...

საოცარია, მაგრამ ,,ერთადერთი თავისუფალი“ გაზეთი ხშირად უტალახიანებს კარებს ჩინოვნიკებს, არღვევს პერიოდულობას და ამის მიუხედავად, სოფლის გაზეთისათვის შესაფერისი ტირაჟითაც ვერ გამოდის. უკვე ეჭვს აღარ იწვევს, რომ ,,ბათუმელების“ მიერ გავრცელებული პროკლამაციები და უმოტივაციო ბრალდებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება:

რადგან პლაგიატმა კოლეგებმა რეგიონში სახელის მოხვეჭა და საკუთარი ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლეს, პოპულისტობა გადაწყვიტეს და საერთაშორისო ფონდებისათვის თავის შეცოდება მოინდომეს.

ჩვენი ,,კეთილმოსურნეობის“ მცდელობათა მიუხედავად ,,აჭარა P.S.“ კვლავაც რჩება იმ ავტორიტეტულ გამოცემად, რომელიც არასოდეს ღალატობს თავისუფალი პრესის პრინციპებს და მზად არის შეუპოვრად დაუპირისპირდეს ყველა უკეთურ გამოვლინებას - რეგიონულ თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში. ჩვენ კვლავაც ვგრძნობთ საერთაშორისო ფონდებისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერას, ამ მხარდაჭერის ნაყოფია ის, რომ ,,აჭარა P.S.“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური თანადგომით ახორციელებს საინტერესო პროექტს.

კეთილის და ბოროტის გარჩევის სურვილით და მომავალი თანამშრომლობის იმედით:

გაზეთ ,,აჭარა P.S.-ის მთავარი რედაქტორი:
ტარიელ ქათამაძე

0x01 graphic

რედაქციისაგან:

პუბლიკაციები, რომელთაც ,,აჭარა P.S.“-ის მთავარი რედაქტორი ნაკლებად საინტერესოდ და ცალმხრივად მიიჩნევს, ეხება დავას, რომლის ავკარგიანობას მომავალში ევროსასამართლო გადაწყვეტს. ,,ქათამაძე საქართველოს წინააღმდეგ“ სახელწოდებით რეგისტრირებული საქმე ერთადერთია, რომელიც ევროკონვენციის მე-10 მუხლთან დაკავშირებით საქართველოდან სტრასბურგში წავიდა.

რაც შეეხება ,,აჭარა P.S.“-ის მეორე სამიზნეს - გაზეთ ,,ბათუმელებს“, ამ უკანასკნელს ადგილობრივმა სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილებით, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების საშუალება მოუსპო. დეტალების შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ იმის საილუსტრაციოდ, თუ რა დამოკიდებულება აქვს სიტყვის თავისუფლებასთან ,,აჭარა P.S.“-ს კიდევ ერთ დამატებით ფაქტს მოვუხმობთ:

,,აჭარა P.S.-მა 2001 წელს ,,ბათუმის პრეს კლუბს მხოლოდ იმის გამო უჩივლა სასამართლოში, რომ ამ უკანასკნელის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ რესპოდენტთა უმრავლესობა აჭარაში თავისუფალი პრესის არსებობას უარყოფდა. გამოკითხვის შედეგები ცენტრალურ გაზეთ ,,ახალ ვერსიაში გამოქვეყნდა. სარედაქციო სათაური ,,აჭარაში თავისუფალი მედია არ არსებობს აჭარის ხელისუფლებაზე მეტად ,,აჭარა P.S.-ისათვის აღმოჩნდა მიუღებელი. P.S.-მა ,,ბათუმის პრეს-კლუბს პატივისა და ღირსების გამო სასამართლოში უჩივლა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარაში თავისუფალი პრესის არსებობა სცნო და ამის დასტურად ,,ბათუმის პრეს კლუბი საზოგადოებრივი აზრის ,,გახმაურებისთვის 1000 ლარით დააარიმა.

მსგავსი ფაქტები დისკრედიტაციას, პირველ რიგში, თავად ,,აჭარა P.S.“-ს რომ უწევს, ამაში ბატონ ქათამაძეს ნამდვილად ვერ შეედავები. სადაო და საკითხავი მხოლოდ ის არის, რას გულისხმობს ყოველგვარ უკეთურობასთან დაპირისპირებაში ,,აჭარა P.S.“-ი - სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლას ხელისუფლების ძალმომრეობის წინააღმდეგ, თუ ბრძოლას ამ ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილ მედიასთან.

ჟურნალი ,,თავისუფლება“ ნამდვილად არ ისახავს მიზნად კონკრეტულ გამოცემასთან დაპირისპირებას. უბრალოდ, ჩვენ ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას და თუკი რომელიმე გამოცემას ხელისუფლება ამ უფლების შეზღუდვის მიზნით იყენებს, ბუნებრივია, ეს საინფორმაციო საშუალებაც კრიტიკის ობიექტი გახდება.