The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ძალადობა ოჯახში-პიროვნული პროფილები.


ძალადობა ოჯახში-პიროვნული პროფილები.


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან
საავტორო უფლებები: © ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი”
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 ძალადობა ოჯახში-პიროვნული პროფილები.

▲ზევით დაბრუნება


ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ოჯახური ძალადობა, კერძოდ ძალადობა ისეთ წყვილებს შორის, როგორიცაა ცოლ-ქმარი, რაც მრავალი აღიარებული კვლევებით დადასტურებულია. გარდა ამისა ცნობილია, რომ მოძალადეებად უმრავლეს შემთხვევებში, ითვლებიან ქმრები, ხოლო მსხვერპლად ცოლები, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 70% შეადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ ოჯახური ძალადობა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ მწვავე პრობლემაა, რომელიც ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება, რაც შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზებით იყოს განპირობებული. თუმცა, ქალთა საკონსულტაციო ცენტრს „სახლი” ნაკვლევი აქვს ოჯახური ძალადობის ზემოთ აღნიშნული საკითხი, კერძოდ ცენტრის კვლევის საგანს წარმოადგენდა DV-ის მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის, სტერეოტიპების გამოვლენა, ძალადობის გავრცელებული ფორმების, მაპროვოცირებელი ფაქტორების, ძალადობის სუბიექტების დადგენა, სოციალურ-ეკონომიური ფაქტორების მნიშვნელობის გარკვევა, ოჯახის წევრთა როლს და ფუნქციონირება, ოჯახური კონფლიქტების მოგვარების სტილი და კონფლიქტში ჩართული მხარეების (ქალი-მამაკაცის) თვითშეფასების რაგვარობა. ყოველივე ზემო თქმულიდან გამომდინარე, ჩვენ საინტერესოდ მივიჩნიეთ მიზეზების ძიება უშუალოდ დაქორწინებულ წყვილებში, დადგენა იმისა, თუ რამდენად რეალურად აცნობიერებენ ისინი კონფლიქტური სიტუაციების სიმძიმეს და რა გზებით ცდილობენ მისგან გამოსავლის პოვნას.

ჩვენი კვლევის მიზანი იყო კიდევ ერთხელ შევხებოდით წყვილებს შორის ძალადობის, მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოლოგიური პორტრეტების დახასიათების საკითხს, რაც გულისხმობს წყვილების შეხედულებების გარკვევას ძალადობის მიზნის, ძალადობის განხორციელების შემდეგ მოძალადისა და მსხვერპლისთვის დამახასიათებელი ქცევებისა და გრძნობების, კონფლიქტის მოგვარების საშუალებების შესახებ, მაგრამ გარდა ფსიქოლოგიური პორტრეტების შექმნისა, შევეცადეთ გაგვერკვია მოძალადისა და მსვერპლის ის ღრმა პიროვნული მახასიათებლები და ემოციონალური მდგომარეობა, რითაც შეიძლება აიხსნას მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოლოგიური პროფილი, რაც თავისთავად წარმატებული სარეაბილიტაციო მუშაობის საფუძველია.

კვლევაში მონაწილეობდნენ დაქორწინებული პირები, რომელთა ასაკი მერყეობდა 23-დან 35-წლამდე, ხოლო ქორწინების ხანგრძლივობა ყველაზე მცირე იყო 4 წელი. კვლევაში მონაწილეობდა 90 ცდის პირი: 45 ქალი, 45 კაცი.

კვლევა ჩატარდა კითხვარის საშუალებით, რომელიც ეძლეოდათ რესპოდენტებს შესავსებად. კითხვარი მიზნად ისახავდა ინფორმაციის მოძიებას შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:

  1. რამდენად რეალურად აცნობიერებენ წყვილები ძალადობის მიზანს;

  1. წყვილის აზრით, ქცევის რა სტრატეგიებს შეიძლება მიმართოს და რას შეიძლება გრძნობდეს როგორც მსხვერპლი, ასევე მოძალადე ძალადობის შემდეგ;

  1. წყვილი კონფლიქტის დარეგულირებისათვის რის შეცვლას მიიჩნევს საჭიროდ.

პიროვნული მახასიათებლებისა და ემოციონალური მდგომარეობის კვლევისათვის გამოვიყენეთ აიზენკის კითხვარი, რომლის საშუალებითაც ასევე 4 სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტიპი დგინდება. ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს მიეკუთვნება პიროვნების ექსტრავერტულ - ინტრავერტულობა, ხოლო ემოციოურ მდგომარეობას ნევროტულ - სტაბილურობა.

მიღებულმა შედეგებმა მოგვცა შემდეგი სურათი:

ქალი:

კაცი:

ექსტრავერტულობა 62,2%

ექსტრავერტულობა 46,6%

ინტრავერტულობა 37,8%

ინტრავერტულობა 53,4%

ნევროტულობა 55,6%

ნევროტულობა 51,1%

სტაბილურობა 44,4%

სტაბილურობა 48,9%

როგორც შედეგებიდან ჩანს, ქალების უმრავლესობა არის ექსტრავერტული ბუნების, რომელიც შემდეგნაირად ხასიათდება: მაღალი სოციალური მიმღებლობა, ემოციური კონტაქტების სწრაფად დამყარება და შენარჩუნება, სოციუმში გახსნილობა, ინიციატიობა, საზოგადოების მოთხოვნებისადმი ადვილად შეგუება, აფექტისა და სიტუაციის ზეგავლენით და არა წინასწარ შექმნილი გეგის მიხედვი; ხოლო რაც შეეხება ემოციოურ მდგომარეობას, იგი უფრო მეტად ნევროტულია, ვიდრე სტაბილური, რომელსაც ახასიათებს: თუდაც მცირე პრობლემების გამო შფოტვის მაღალი დონე, რასაც ხშირად რეალური საფუძველი არა გააჩნია, საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა და უკმაყოფილება გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მოსალოდნელი საფრთხის მიმართ მაღალი მგრძნობელობა, პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ღრმა გრძნობა, შფოთვა ახლობლების ბედის გამო, დაბალი თვითშეფასება, სასურველი მიზნის მისაღწევად შინაგანი მოტივის უქონლობა.

მამაკაცებს შემთხვევაში, უფრო მეტად ჭარბობს ინტრავერტული თვისებები: სოციალურად პასიურნი, მორიდებულნი, ინტერპერსონალური კონტაქტებისაგან ზედმეტად თავშეკავებულნი, პრობლემურნი ურთიერთობებში და ინდივიდუალურად მოქმედნი, ჯგუფურ მუშაობაში ნაკლებად ჩართულები, შესაბამისად მამაკაცების ინტერესთა სფერო მიმართულია შინაგან სამყაროზე, რომელსაც უფრო საინტერესოდ თვლიან, ვიდრე გარემოში არსებულ საგნებსა და მოვლენებს; ხოლო, მათი ემოციური მდგომარეობა სტაბილურია და ნევროტული მდგომარეობისაგან საკმაოდ თავისუფალი: მამაკაცებს არ ახასიათებთ შფოთვის მაღალი დონე, მიდრეკილნი არიან ლიდერობისაკენ, შეუძლიათ დადებითად განაწყონ ადამიანები საკუთარი თავის მიმართ და მოიპოვონ მათგან ნდობა.

რაც შეეხება, ზოგადად ფსიქოლოგიურ ტიპებს, შემდეგია:

  1. ექსტრავერტ-სტაბილური: მხიარული, კონტაქტური, უდარდელი, მოუსვენარი, გულისხმიერი, მეგობრული, ოპტიმისტი.

  1. ექსტრავერტ-ნევროტული: მშფოთვარე, აგრესიული, ადვილად აგზნებადი, არამდგრადი, იმპულსური, ოპტიმისტი, აქტიური, ემოციური, ემოციები ინტენსიური და ხანგრძლივია, ფიცხი.

  1. ინტავერტ-სტაბილური: მშვიდი, გაწონასწორებული, სანდო, კონტროლის კარგი უნარით, ყურადღებიანი, მზრუნველი, პასიური, მშვიდობისმოყვარე, აპათიური, გულგრილი, ნაკლებად ემოციური, არაფეთქებადი, მაგრამ გაცხარებისას წყობიდან გამოსულნი, არაგულფიცხი.

  1. ინტავრეტ-ნევროტული: მშფოთვარე, რიგიდული, პესიმისტური, ჩაკეტილი, უკონტაქტო, წყნარი, ცვალებადი ხასიათის.

კვლევის შედეგად მიღებული შედეგებით გამოვლინდა შემდეგი ტიპები:

ქალი:

კაცი:

ექსტრავერტ-სტაბილური 26,7%

ექსტრავერტ-სტაბილური 15,5%

ექსტრავერტ-ნევროტული 35,6%

ექსტრავერტ-ნევროტული 31,1%

ინტრავერტ-სტაბილური 17,7%

ინტრავერ-სტაბილური 35,6%

ინტავერტ-ნევროტული 20,0%

ინტრავერტ-ნევროტული 17,8%

0x01 graphic

ნახ.1

როგორც ჩანს, ქალებში უფრო მეტად ჭარბობს ექსტრავერტ-ნევროტული ტიპი, ხოლო მამაკაცებში კი ინტრავერტ-სტაბილური ტიპი.

მაშასადამე, მამაკაცებისთვის დამახასიათებელია კონტროლის კარგი უნარი, რაც ერთგვარად ეწინააღმდეგება გავრცელებულ მითს იმის შესახებ, რომ კაცებს ახასიათებთ კონტროლის უნარის დაკარგავა და ძალადობას მიმართავენ იმის გამო, რომ არ შეუძლიათ საკუთარი თავისა და სიტუაციის გაკონტროლება. რეალურად, როგორც შედეგები გვიჩვენებს, ისინი მშვენივრად აკონტროლებენ თავს. ეს საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ მამაკაცები კონტროლის უუნარობას ძალადობის გამართლების მიზეზად ასახელებენ მხოლოდ და ერთი შეხედვით გაწონასწორებული, მშვიდობისმოყვარე ბუნების უკან შესაძლებელია მოძალადის თვისებები იმალებოდეს.

რაც შეეხება ქალებს, მათი მდგომარეობა ზოგადად აპათიურია. ისინი გამოირჩევიან შფოთვის მაღალი დონით და არამდგრადი ემოციებით, რომლებიც ინტენსიური და ხანგრძლივია, რამაც თავი იჩინა ექსტრავერ-ნევროტული პიროვნული მახასიათებლების ფორმით, რაც განაპირობებს მათ აქტიურ ქმედებას დამხმარე საშუალებების ძიებაში- იქნება ეს მეგობრის ინსტიტუტი თუ სარეაბილიტაციო ცენტრის დახმარების მოთხოვნილება; ხოლო მამაკაცები სწორედ მშვიდი ემოციების გამო აბსოლოტურად ჯანსაღად აფასებენ საკუთარ მდგომარეობას და ვერ ხედავენ რაიმეს შეცვლის აუცილებლობას. აქედან გამომდინარე, არც კორექციას თვლიან საჭიროდ.

განვიხილოთ სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით მოძიებული ინფორმაციის მონაცემები:

კითხვაზე: თქვენი აზრით, ძალადობის გამოვლინება რისი დასტური შეიძლება იყოს? შემდეგი მონაცემები მივიღეთ: (ნახ.2)

ქალი:

კაცი:

სამართლიანი დასჯა 4,5%25

სამართლიანი დასჯა 48.9%25

მოძალადის სუსტი პიროვნება 75,5%25

მოძალადის სუსტი პიროვნება 33,3%25

მოძალადის გაუნათლებლობა 20,0%25

მოძალადის გაუნათლებლობა 17,8%25

0x01 graphic

ნახ.2

ქალების უმრავლესობა გვპასუხობს, რომ ძალადობა მოძალადის სუსტი პიროვნების დასტურია, ხოლო მამაკაცების აზრით, ძალადობა სამართლიანი დასჯის შედეგია, რაც კიდევ ერთხელ ამართლებს არსებულ სტერეოტიპს: „თუ ქალი ცემეს, ე.ი მან ეს დაიმსახურა“.

თქვენი აზრით, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ძალადობას? (ნახ.3)

ქალი:

კაცი:

ძალაუფლების მოპოვება 61,0%25

ძალაუფლების მოპოვება 28,9%25

სრული კონტროლი
დაზარებულზე 17,8%25

სრული კონტროლი
დაზარალებულზე 20,0%25

როლების განაწილება 9,0%25

როლების განაწილება 22,2%25

პრინციპების მკაცრად
დაცვა 12,2%25

პრინციპების მკაცრად დაცვა 13,3%25

წესრიგის დამყარება 15,6%25

0x01 graphic

ნახ.3

როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში რესპოდენტი ქალებისა და კაცების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ძალადობის მიზანს ძალაუფლების მოპოვება წარმოადგენს. გარდა ამისა, მამაკაცების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ წესრიგის დამყარებაც შეიძლება იყოს მიზანი, მაშინ როცა საერთოდ არც ერთმა ქალმა არ გაიზიარა მსგავსი აზრი, უფრო მეტიც სავსებით მიუღებელი გახდა მათვის.

თქვენი აზრით, რას შეიძლება გრძნობდეს მოძალადე ძალადობის განხორციელების შემდეგ? (ნახ.4)

ქალი:

კაცი:

კმაყოფილება 41,1%25

კმაყოფილება 42,2%25

ძალაუფლება 27,8%25

ძალაუფლება 33,3%25

სიამაყე 6,7%25

სიამაყე 4,4%25

სინანული 11.1%25

სინანული 4,4%25

დანაშაულის გრძნობა 13,3%25

დანაშაულის გრძნობა 15,7%25

0x01 graphic

ნახ.4

ამ შემთხვევაშიც ქალებისა და მამაკაცების უმრავლესობა გვპასუხობს, რომ მოძალადე გრძნობს კმაყოფილებას.

თქვენი აზრით, რას შეიძლება გრძნობდეს დაზარალებული ძალადობის შემდეგ? (რესპოდენტებს სამი პასუხის გაცემის შესაძლებლობა ჰქონდათ). (ნახ.5.6.7)

ქალი:

კაცი:

შიში 33,3%25

შიში 26,7%25

სიძულვილი 22,2%25

შფოთვა 20,0%25

შურისძიების სურვილი 31,1%25

შურისძიების სურვილი 31,1%25

მონაცემების მიხედვით, ქალების უმრავლესობა თვლის, რომ მსხვერპლი ძალადობის შემდეგ გრძნობს შიშს, სიძულვილს და შურისძიების სურვილს; კაცებიც იმავე შედეგებს ასახელებენ - შიშს და შურისძიების სურვილს, მაგრამ ქალებისგან განსხვავებით, ისინი სიძულვილის ნაცვლად უპირატესობას შფოთვას ანიჭებენ, შესაბამისად, შესაძლებელია მამაკაცები არც კი უშვებენ, რომ ქალებს სძულდეთ მოძალადე ქმრები.

0x01 graphic

ნახ.5

0x01 graphic

ნახ.6

0x01 graphic

ნახ.7

თქვენი აზრით, მოძალადის რა ქცევას შეიძლება ჰქონდეს ადგილი ძალადობის შემდეგ? (ნახ. 8)

ქალი:

კაცი:

ძალადობის განმეორება 35,6%25

ძალადობის განმეორება 24,4%25

დაზარებულთან
უკონტაქტობა 22,2%25

დაზარებულთან
უკონტაქტობა 20,0%25

დაზარ. მიმართ
უყურადღებობა 8,9%25

დაზარ. მიმართ
უყურადღებობა17,8%25

დაზარებულის იზოლირება 4,4%25

დაზარებულის იზოლირება 8,9%25

პატიების თხოვნა 28,9%25

პატიების თხოვნა 28,9%25

0x01 graphic

ნახ.8

ქალების დიდი რაოდენობა ფიქრობს, რომ ძალადობის შემდეგ კვლავ ძალადობის განმეორებას აქვს ადგილი, ასევე გარკვეული რაოდენობა ასახელებს მოძალადის მიერ პატიების თხოვნას, ხოლო მამაკაცთა უმრავლესობა, მიუთითებს მოძალადისგან პატიების თხოვნას და შედარებით ნაკლები რაოდენობა ეთანხმება ქალ-რესპოდენტთა აზრს, რაც მიგვანიშნებს მოძალადის ბუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ მახასიათებელზე: მოძალადისათვის მთავარია აღიარება, მისი პოზიცის გამყარება და არა მასთან შეწინააღმდეგება. მოძალადე პატიებას ითხოვოს ძალადობის განმეორების მიზნით.

თქვენი აზრით, დაზარალებულის რა ქცევას შეიძლება ჰქონდეს ადგილი ძალადობის შემდეგ? (ნახ.9)

ქალი:

კაცი:

მოთმენა 11,1%25

მოთმენა 13,3%25

დამალვა 13,3%25

დამორჩილება 6,7%25

თავის არიდება51,1%25

დამალვა 15,6%25

წინააღმდეგობის გაწევა 24,5%25

თავის არიდება 26,7%25

წინააღმდეგობის გაწევა 37,8%25

0x01 graphic

ნახ.9

როგორც შედეგები გვიჩვენებს, ქალების უმეტესობა თვლის, რომ ძალადობის შემდეგ ადგილი აქვს დაზარალებულის მიერ მოძალადისაგან თავის არიდებას, ხოლო კაცების უმრავლესობის აზრით, ძალადობის შემდეგ მსხვეპრლი ეწინააღმდეგება მოძალადეს. ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს პროექციას როგორც ქალების, ასევე მამკაცების მხიდან. კერძოდ, ქალი რესპოდენტები თავის თავს აიგივებენ მსხვერპლთან და მათვის დამახასიათებელ ქცევაზე თავის არიდებას, მიჩქმალვის ტენდენციას მიუთითებენ, ხოლო მამაკაცი რესპოდენტებისათვის მოძალადის როლი უფრო მისაღებია და ამიტომ, მუდმივ ავლენენ თავდამსხმელის პოზიციას.

თქვენი აზრით, როგორ შეიძლება დარეგულირდეს კონფლიქტი? (ნახ. 10)

ქალი:

კაცი:

მოძალადის დათმობით 22,2%25

მოძალადის დათმობით 6,7%25

დაზარალებულის დათმობით 4,4%25

დაზარალებულის დათმობით 15,6%25

სიტუაციისადმი შეგუებით 2,2%25

სიტუციისადმი შეგუებით 4,4%25

მდგომარეობის იგნორირებით11,1%25

მდგომარეობის იგნორირებით 8,9%25

სხვა პირების ჩარევით 22,2%25

სხვა პირების ჩარევით 11,1%25

მდგომარეობის გარკვევით 37,8%25

მდგომარეობის გარკვევით 53,3%25

0x01 graphic

ნახ. 10

როგორც ჩანს, როგორც ქალების, ასევე კაცების დიდი რაოდენობა კონფლიქტის დარეგულირების საშუალებად მდგომარეობის გარკვევას (განხილვას) მიიჩნევს.

თქვენი აზრით, სიტუაციის გამოსწორებისათვის რისი შეცვლა შეიძლება იყოს აუცილებელი? (ნახ.11)

ქალი:

კაცი:

მოძალადის პიროვნება 24,4%25

მოძალადის პიროვნება 11,1%25

გარკვეული პირობების
შემოღება 33,3%25

დაზარალებულის პიროვნება 8,9%25

განქორწინება 31,1%25

გარკვ. პირობ. შემოღება 40,0%25

მდგომარეობა არ შეიცვლება 2,2%25

განქორწინება 24,4%25

მდგომარ. არ შეიცვლება 15,6%25

0x01 graphic

ნახ.11

მონაცემების მიხედვით, ქალებისა და კაცების უმრავლესობა კონფლიქტური სიტუაციის გამოსწორებისათვის გარკვეული პირობების შემოღებას თვლის აუცილებლად. თუმცა, არ მიუთითებენ კონკრეტულად რას გულისხმობენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ რეალურად რაიმე რადიკალური ზომების გატარებას არ თვლიან საჭიროდ.

თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს დაზარალბული შემდეგი ძალადობის ფაქტის თავიდან ასაცილებლად? (ნახ.12)

ქალი:

კაცი:

პასუხი არ აქვთ 6,7%25

პასუხი არ აქვთ 35,6%25

განქორწინება 33,3%25

განქორწინება 4,4%25

მსხვერპლია დამნაშავე 4,4%25

მსხვერპლია დამნაშავე 8,9%25

თავი აარიდოს 20.0%25

თავი აარიდოს 8,9%25

სხვა პირების ჩარევა
(სასამართლო და ა.შ) 6,7%25

სხვა პირების ჩარევა 11,1%25

მსხვერპლის მოთმენა 4,4%25

მსხვერპლის მოთმენა 2,2%25

საკუთარ თავზე მუშაობა 13,3%25

საკუთარ თავზე მუშაობა 11,1%25

შეეცადოს სიტ. მოგვარებას 4,4%25

დამუქრება 6,7%25

შეთახმდნენ 6,7%25

შეეცადოს სიტ. მოგვარებას 6,7%25

შეთახმდნენ 4,4%25

0x01 graphic

ნახ.12

ქალების უმეტესობა თვლის, რომ ძალადობის თავიდან აცილების მიზნით დაზარალებული უნდა განქორწინდეს მოძალადისაგან, თუმცა გარკვეული ნაწილი თავის არიდების სტრატეგიას ანიჭებს უპირატესობას, მამაკაცებს კი უმეტესწილად კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ, რდაგან შესაძლებელია ისისნი ნაკლებად ფიქრობენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხის შემთხვევაში მიუთითებენ, რომ დაზარალბულმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და პიროვნულად უფრო ძლიერი გახდეს, რადგან მოძალადემ მისგან წინააღმდეგობა იგრძნოს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს მამაკაცებში ძალადობრივი ხედვის დომინირებას.

თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს მოძალადე ძალადობის შემდგომი ფაქტის თავიდან ასაცილებლად? (ნახ.13)

ქალი:

კაცი:

პასუხი არ აქვთ 6,7%25

პასუხი არ აქვთ 20,0%25

მიმართოს ფსიქოლოგს 17,8%25

მიმართოს ფსიქოლოგს 11,1%25

საკუთარ თავზე იმუშაოს 44,4%25

საკუთარ თავზე იმუშაოს 35,5%25

ირწმუნოს ღმერთი 8,9%25

ირწმუნოს ღმერთი 4,4%25

შეთახმდნენ 2,2%25

მსხვერპლი მორჩილი გახდეს8,9%25

თავი აარიდოს 2,2%25

მსხვეპლმა წინააღ. გაუწიოს 6,7%25

განქორწინდნენ 17,8%25

თავი აარიდოს 4,4%25

განქორწინდნენ 8,9%25

0x01 graphic

ნახ.13

მონაცემების მიხედვით, ქალებისა და კაცების დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ მოძალადემ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კაცები ხშირად ამ შემთხვევაშიც არ პასუხობდნენ დასმულ კითხვას.

დასკვნა

წინამდებარე ნაშრომი ეხებოდა ოჯახური ძალადობის ყველაზე მეტად გამოვლენილი კონფლიქტური წყვილის (ცოლ-ქმარი) ფსიქოლოგიური მახასიათებლების შემდეგი ასპექტებით კვლევას:

  1. წყვილთა მიერ ძალადობის მიზნის გათვიცნობიერებას;

  2. მოძალადისა და მსხვერპლის სტრატეგიების შეფასებას;

  3. წყვილთა მიერ ოჯახური ძალადობის დაძლევის მზაობის გამოვლენას;

  4. მოძალადისა და მსხვერპლის ქარაქტეროლოგიური ტიპების დადგენა და ემოციონალური მდგომარეობის შეფასება.

შეგვიძლია მოკლედ შევაფასოთ შედეგები და დასკვნის სახით ჩამოვაყალიბოთ:

1. რესპოდენტი ქალებისა და მამაკაცების უმრავლესობის აზრით, ძალადობის მიზანს ძირითადად მოძალადის მიერ მსხვერპლზე ძალაუფლების მოპოვება წარმოადგენს, ზოგადად ძალადობის გამოვლინება ქალების უმეტესობისათვის მოძალადის სუსტი პიროვნების დასტურია, მამაკაცების დიდი ნაწილისთვის კი ძალადობა სამართლიანი დასჯის შედეგია ანუ ქალი იმ შემთხვევაში ისჯება როცა ამას იმსახურებს. აქვე უნდა მივუთითოთ, რომ მამაკაცების უმეტესობამ ძალადობის მიზნად წესრიგის დამყარება დაასახელა, ხოლო ქალებიდან არცერთი არ იზიარებდა ამ აზრს. ისინი წესრიგის დასამყარებლად ძალადობას არ ამართლებენ, მამკაცებისთვის კი სრული კონტროლი დაზარალებულზე და პრინციპების მკაცრად დაცვა ასევე ძალადობის მიზნად არის მიჩნეული.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალები რეალურად კარგად აცნობიერებენ ძალადობის მიზანს, იგივე შეიძლება ითქვას მამაკაცებზე, თუმცა ძალადობის გამოყენების მიზეზს ისინი მაინც უფრო ქალში ეძებენ, ვიდრე საკუთარ თავში და თავისი პოზიციის გადასინჯვას შინაგანად არ საჭიროებენ, რადგან დარწმუნებული არიან თავიანთ პოზიციაში.

2. რაც შეეხება ძალადობის შემდეგ მოძალადისა და მსხვერპლის გრძნობებსა და ქცევის სტრატეგიებს, შედეგები ასე განაწილდა: როგორც ქალების, ასევე მამაკაცების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ძალადობის შემდეგ მოძალადე კმაყოფილებას გრძნობს, მსხვერპლი კი, ქალების დიდი ნაწილის აზრით შიშს, სიძულვილსა და შურისძიების სურვილს, ხოლო მამკაცების მეტი პროცენტისათვის დაზარალებული შიშს, შფოთვასა და შურისძიების სურვილს გრძნობს. როგორც ჩანს, მამაკაცებს უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ ქალებს სძულთ მოძალადე ქმრები, აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ზოგიერთი მამაკაცი იზიარებს მათ პოზიციას.

ძალადობის შემდეგ მოძალადისა და მსხვერპლის შესაძლო ქცევების განხორციელების შესახებ ქალების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ძალადობა კვლავ განმეორდება, თუმცა შედარებით მცირე ნაწილი მოძალადისგან პატიების თხოვნასაც არ გამორიცხავს. რესპოდენტი მამაკაცების უმრავლესობა კი თვლის, რომ ძალადობის შემდეგ მოძალადე პატიებას ითხოვს, თუმცა ზოგიერთი მათგანი მიუთითებს, რომ ძალადობას განმეორებადი ხასიათი აქვს და მოძალადე ისევ ძალადობას მიმართავს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, ძალადობის კლასიკურ ვარიანტთან გვაქვს საქმე: ძალადობის შემდეგ „შენიღბვის” პერიოდი დგება: მოძალადე ჩადენილ საქციელზე პატიებას ითხოვს მსხვერპლისაგან, დებს პირობას, რომ იგივე აღარასდროს განმეორდება, პირდება უკეთს ცხოვრებას და ა.შ. თუმცა, მსხვერპლისაგან პატიების მიღება, შემდგომი ძალადობის დასაბამად იქცევა.

რაც შეეხება დაზარალებულის ქცევას, ქალების უმეტესობა თვლის, რომ ძალადობის შემდეგ ადგილი აქვს მსხვერპლის მიერ მოძალადისაგან თავის არიდებას, ხოლო მამკაცების უმრავლესობის აზრით კი მსხვერპლი წინააღმდეგობის გაწევასა და თავდასხმას ამჯობინებს. აშკარაა, რომ მამაკაცებს არ აინტერესებთ მსხვერპლის პოზიციის გააზრება, მის ბუნებაში ჩაწვდომა და რაც, თავისმხრივ მათგან მნიშვნელოვან ცვლილებებს გამორიცხავს.

3. კონფლიქტის დარეგულირებასა და მოგვარებასთან დაკავშირებით როგორც ქალების, ასევე მამაკაცების უმრავლესობის აზრით, პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია მდგომარეობის გარკვევით, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებს, ქალებისა და მამაკაცების დიდი ნაწილი თვლის, რომ არსებული პირობების შეცვლაა საჭირო, მაგრამ აშკარაა, რადიკალური ზომების მიღება არ იგულისხმება. რაც შეეხება შემდგომი ძალადობის თავიდან აცილებას ქალების უმეტესობა თვლის, რომ აუცილებელია განქორწინება რაც, დაზარალებულის კონფლიქტური სიტუაციიდან „გაქცევას” გულისხმობს. ამავე საკითხის იგნიროროება მამაკაცების უმრავლესობის მხრიდან მათში მოძალადის ტენდენციის არსებობაზე მიგვანიშნებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მამაკაცთა უმცირესობა მიუთითებს მსხვერპლის პიროვნების გაძლიერების აუცილებლობაზე. რაც შეეხება ძალადობის მოძალადის პრევენციას, ქალები უფრო ფიქრობენ ამ საკითხზე ვიდრე მამაკაცები და ზოგადად ორივესთვის მისაღებია საკუთარი ქცევებისა და ემოციების კორექცია. თუმცა მამაკაცების პოზიცია ამ საკითხთან დახავშირებით უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს არ ასახელებენ.

შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ქალებსა და მამაკაცებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ძალადობის მიზანი და ძალადობის შედეგები, მაგრამ რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარებას, გამოსავალს ისინი ვერ ხედავენ. ამას ადასტურებს ერთმანეთის მსგავს კითხვებზე გაცემული პასუხების შეუსაბამობა. ასე მაგალითად, კითხვაზე, სიტუაციის გამოსწორებისათვის რისი შეცვლაა აუცილებელი, როგორც აღვნიშნეთ, ქალებისა და მამკაცების უმრავლესობა პასუხობს, რომ არსებული პირობებაა შესაცვლელი, მაგრამ დაახლოებით იგივე შინაარსის კითხვაზე როგორ უნდა მოიქცეს მოძალადე და მსხვერპლი ძალადობის შემდგომი ფაქტის თავიდან ასაცილებლად, მამაკაცების და ქალების დიდი რაოდენობა გვპასუხობს, რომ მოძალადემ საკუთარი პოზიციის კორექცია უნდა შეძლოს, რაც შეეხება დაზარალებულს, მამაკაცების უმეტესობა აღნიშნულ საკითხს აქტუალურდ არ მიიჩნევენ ან ზოგიერთი მამაკაცი მსხვერპლის გაძლიერებას აღიარებს. რესპოდენტი ქალების უმრავლესობა კი განქორწინებას თვლის აუცილებლად.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მოძალადის მიერ პრობლემის გაუცნობიერებულობა და მსხვერპლის უუნარობა წინ აღუდგეს ძალადობას, ოჯახურ კონფლიქტს მოუგვარებელს ხდის.

ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ რესპოდენტების მიერ კითხვებზე პასუხის გაცემისას აღინიშნება გამოკვეთილი ტენდენცია იმისა, რომ ქალებს უფრო მეტად გაცნობიერებული აქვთ როგორც მსხვერპლის ასევე, მოძალადის ბუნება, ვიდრე მამაკაცებს, რომელთა ცნობიერებაში არნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულ ილუზიებს აქვს ადგილი.

4. რაც შეეხებათ მამაკაცისა და ქალის ქარაქტეროლოგიურ ტიპებს შედეგებიდან გამოვლინდა, რომ ქალები მიეკუთვნებიან ექსტრავერტ-ნევროტულ ტიპს, ხოლო მამაკაცები ინტრავერტ-სტაბილურ ტიპს.

როგოც ჩანს, ქალებისათვის უმეტესწილად დამახასიათებელია ექსტრავერტული ბუნება: სოციალური გახსნილობა და კომუნიკაბელურობა, გარემოს მოთხოვნებისადმი იოლი ადაპტაცია, ხოლო ემოციური მდგომარეობა უფრო მეტად ნევროტულია, ვიდრე სტაბილური: შფოთვის მაღალი დონე, დაბალი თვითშეფასება და ა.შ.

ქალების მიერ საზოგადოების მოთხოვნების ადვილად მიმღებლობა და შეგუება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათ მიერ კულტურული ნორმებიდან გამომდინარე მორჩილბა უფრო ბუნებრივად გაიაზრება, ეს კი თავის მხრივ კონფლიქტური სიტუაციებიდან რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების სიძნელის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს: მსხვერპლი ჩვეულებრივ, როგორც წესი მოძალადისთან ვერ წყვეტს ურთიერთობას, რადგან საზოგადოებაში არსებული ნორმების მიხედვით ქალი უნდა დაემორჩილოს ქმარს, რამაც შესაძლებელია უკმაყოფილება და დაეჭვება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ დაბალ თვითშეფასებასა და შფოთვის დონის მომატებასთან არის დაკავშირებული. ხანგრძლივი შფოთვითი მდგომარეობა კიდევ უფრო ხელს უწყობს ემოციურ გახსნილობასა და ვერბალურ დონეზე გამოხატვის მოთხვნილების გაძლიერებას, რაც უარყოფითი ემოციებისაგან გათავისუფებისა და სტრესული სიტუაციებიდან დაძაბულობის მოხსნის საშუალებას წარმოადგენს.

რესპოდენტ მამაკაცებს უფრო მეტად ახასიათებთ ინტრავერტული ბუნება: კონტროლის კარგი უნარი, სოციალური კონტაქტისა და ემოციების გაზიარების ნაკლები მოთხოვნილება, ეს კიდევ უფო აძიერებს და ამტკიცებს საზოგადოებაში გავრცელებულ მითს „ჭეშმარიტი მამაკაცის” შესახებ: ნამდვილმა მამკაცმა კი არ უნდა გამოხატოს უარყოფითი ემოციები, არამედ, პირიქით უნდა დათრგუნოს და მაქსიმალურად შეიკავოს თავი გამომჟღავნებისაგან. ეს კი დროთა განმავლობაში დაძაბულებას იწვევს, რაც შესაბამისად განმუხტვას საჭიროებს და მის გამოსახატავად მამაკაცებმა, ქალებისაგან განსხვავებით სწორედ ძალადობას მიმართავენ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, რეალურად მამაკაცებს ახასითებთ კონტროლის კარგი უნარი, მაშინ ძალადობის მიზეზად სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვას ასახელებენ, ეს კი რა თქმა უნდა, მათ მიერ თავის გამართლებაზე მიუთითებს და სწორედ, გარეგნულად მშვიდი ბუნების მიღმა შესაძლებელია ტიპიური მოძალადე იმალებოდეს.

მამკაცთა ემოციური მდგომარეობა კი უფრო მეტად სტაბილუია ვიდრე ნევროტული: ლიდერობისაკენ მიდრეკილებ, სფოთვის დაბალი დონე და ა.შ. შესაბამისად, ისინი საკუთარ პოზიციაში რაიმე უარყოფითს და მათი შეცვლის აუცილებლობასაც ვერ ხედავენ.

ქალებისათვის დამახასიათებლი შფოთვა და ინტენსიური ემოციები ერთგვარ ბიძგს აძლევს მათ, გაძლიერდეს დახმარების მოთხოვნილება, იქნება ეს მეგობრის ინსტიტუტი, თუ სარეაბილიტაციო ცენტრის დახმარება. ხოლო მამკაცების მხრიდან პოზიციების უგულვებელყოფა სწორედ მათ ფსიქოტიპს ეფუძვნება.

ზოდადად, შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცები საკუთარი პოზიციების გადამოწმებასა და შეცვლას არ მიიჩნევენ საჭიროდ, ხოლო ქალები, თუნდაც მათვის მინიჭებული როლის გამო, რასაც მწვავე ემოციური ვითარებაც ემატება ცდილობენ მდგომარეობის შეცვლას.