![]() |
ბიზნესი და კანონმდებლობა №23 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ხადური ნოდარ, ელიავა ლია, ხატიაშვილი გიორგი, იაშვილი თამაზ, კაკაშვილი ნატალია, ჭიოტაშვილი დავით, სახოკია ლიანა, ჯიმშელაძე ეკა, ბიწაძე კობა, აქუბარდია თამაზ, სისვაძე აზიკო, მეტრეველი შორენა, კოღუაშვილი პაატა, ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე აიდა, ქარჩავა ლოიდ |
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა |
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ნოემბერი 2010წ. სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი რეფერირებადია 2008 წლიდან ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 10-26-28; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. ვებ გვერდი: www.b-k.ge e-mail: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი იური პაპასქუა, კონომიკის აკადემიური დოქტორი სამეცნიერო საბჭო: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ჯამლეთ შათირიშვილი, ნოდარ ხადური, პაატა კოღუაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, ნატო კაკაშვილი, ნანა შონია, გიორგი ჭილაძე, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, ნაზირა კაკულია, კოტე აბულაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე, გიორგი ღავთაძე, ლავრენტი ჩიბურდანიძე, მერაბ ვანიშვილი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ გახოკიძე. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: ვაჟა შუბითიძე, ავთანდილ ბუცხრიკიძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი). კონსულტანტები: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი მარკეტინგის სამსახური: მაკა არახამია, მზია ნაჭყებია. |
![]() |
1 ექსპერტის კომენტარი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 რას გვაძლევს ახალი საგადასახადო კოდექსი? |
▲ზევით დაბრუნება |
ნოდარ ხადური
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში შედის 2011 წლის 1 იანვრიდან. თუმცა მის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ პროექტის ვარიანტშიც არსებობდა.
გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო კოდექსზე ბევრადაა დამოკიდებული გადამხდელთა კეთილდღეობა და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაც.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტმა მოკლე დროში მიიღო ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელსაც პროექტის ფრაგმენტების გაცხადებისთანავე „რევოლუციური“ უწოდეს, თუმცა ექსპერტებს შორის გაჩნდა საპირისპირო მოსაზრებებიც.
ახლა, როცა სახეზეა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული (რიგით მესამე), საქართველოს საგადასახადო კოდექსი და აგვისტოს თვიდან უკვე ამოქმედდა მისი ძირითადი ნაწილი (მნიშვნელოვანი სიახლეები), შესაძლებელია კოდექსის არგუმენტირებულად შეფასება.
ჟურნალის რედაქციამ მიმართა ცნობილ ექსპერტებს და სთხოვა გამოეთქვათ მათი მოსაზრებები საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით.
„ბ.კ.“ - როგორ ფიქრობთ, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო თუ არა ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება? თქვენი აზრით, რა შეიცვალა არსებითად, რა მნიშვნელოვანი სიახლეებია მასში ისეთი, რომელიც მას წინამორბედისგან განასხვავებს?
ნოდარ ხადური, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სრული პროფესორი - უდავოა, რომ: საგადასახადო სისტემა უნდა იყოს სტაბილური და ხშირად არ ხდებოდეს მასში ცვლილებების შეტანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან ბიზნესმენმა უნდა დაგეგმოს თავისი საქმიანობა და მოარგოს საგადასახადო კოდექსს. მსოფლიოში არ არსებობს საგადასახადო კოდექსი, რომელიც ყველას მოსწონს, განსაკუთრებით, ბიზნესმენებს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც სიხარულით ელოდება, როდის გაუზრდიან გადასახადებს ან როდის გაამკაცრებენ საგადასახადო ადმინისტრირებას. მაგრამ ყველა ადამიანმა იცის, რომ თუ დღეს რაღაც ხვრელი არსებობს საგადასახადო კოდექსში, ეს ხვრელი შენარჩუნდება და მას ლეგალურად მუშაობის საშუალებას მისცემს. საგადასახადო კოდექსის მიერ დადგენილი წესების მოქმედება მხოლოდ ორი-სამი თვით არ უნდა განისაზღვრებოდეს. 1997 წლის შემდეგ უკვე მესამე საგადასახადო კოდექსი მივიღეთ და სამივეს „რევოლუციური“ ერქვა. ამ დროს, რეალურად, მათ შორის ვერანაირ რევოლუციურ განსხვავებას ვერ ვხედავ. ერთი კია, რომ პირველი საგადასახადო კოდექსისგან განსხვავებით, დღეს გადასახადების რაოდენობა მცირეა. უწინდელი გადასახადების დიდი ნაწილი დღეს ისევ მოქმედებს, უბრალოდ, სახეშეცვლილია ან გაერთიანებული. მაგალითად, 1997 წლის საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა საშემოსავლო გადასახადს, სოციალურ გადასახადს, დასაქმების გადასახადს, ჩუქების გადასახადს, მემკვიდრეობის გადასახადს... ახლა 5 გადასახადის ნაცვლად გვაქვს ერთი - საშემოსავლო გადასახადი. ანუ, ეს ხუთივე გადასახადი ისევ არსებობს, უბრალოდ, შერწყმულია ერთში. ზოგიერთი გადასახადი, მაგალითად, სოციალური, მართლაც გაუქმდა. კიდევ ერთი ცვლილება პირველ კოდექსთან შედარებით გახლავთ ის, რომ საშემოსავლო გადასახადი იყო პროგრესული, ახლა კი პროპორციულია. სიახლეა ისიც, რომ საგადასახადო კოდექსი საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობას ერთიან დოკუმენტად აერთიანებს. გარდა ამისა, გაუქმდა რამდენიმე უაზრო გადასახადი: ტურიზმის, რეკლამის, ადგილსახელწოდებების გამოყენების გადასახადები და ა.შ. რაც შეეხება მეორე კოდექსიდან მესამემდე ნაბიჯს, კოდექსის შეცვლას აზრი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ის გახდებოდა უფრო მარტივი, უფრო ადვილად დაწერილი. სამწუხაროდ, ყველა ბიზნესმენს, განსაკუთრებით კი ინდმეწარმეებს, არა აქვთ საშუალება, დაიქირავონ მაღალკვალიფიციური ბუღალტრები და იურისტები, რომლებიც მათ კონსულტაციას გაუწევენ. ესე იგი, ბიზნესმენი პირისპირაა დატოვებული ამ საგადასახადო კოდექსთან. კოდექსი რევოლუციური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მტკიცების ტვირთი გადავიდოდა საგადასახადო სამსახურზე და არა გადამხდელზე. დღეს კი რა სურათი გვაქვს: საგადასახადო სამსახური შედის რომელიმე კომპანიაში, აჯარიმებს მას და მერე ამ უბედურმა, თუ ბედნიერმა კომპანიამ უნდა ამტკიცოს საკუთარი დანაშაული, თუ უდანაშაულობა.
კონსტანტინე გორბატკოვი,
ექსპერტი საგადასახადო საკითხებში
- ჩემის აზრით, ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების აუცილებლობა ფაქტიურად არ არსებობდა. რასაკვირველია, საჭირო იყო მასში საკმაოდ სერიოზული კორექტივების შეტანა, მაგრამ ის პიარ-აქცია, რომ „რევოლუციური კოდექსი“ მივიღეთ და საგადასახადო კოდექსის 98 პროცენტი სიახლეებისგან შედგება, აშკარად არ შეესაბამება სინამდვილეს.
გარკვეულწილად, წინ გადადგმულ ნაბიჯად შეგვიძლია მივიჩნიოთ არაერთი რედაქციული ხასიათის კორექტივი. დღევანდელი საგადასახადო კოდექსი აშკარად დახვეწილია და გაცილებით უფრო მარტივად იკითხება, თუმცა, რევოლუციურ ნაბიჯს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. დადებითი მხარეების მიუხედავად, ახალი კოდექსი სავსეა ისეთი ნორმებით, რომელიც გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ არ იმუშავებს. ასე მაგალითად, საკმაოდ სერიოზულად დამძიმებულია საგადასახადო ადმინისტრირების საკითხები. იმედი გვქონდა, მომავალი წლიდან მოქმედებაში შევიდოდა ის ცვლილებები, რომლებიც თავის დროზე ძველ საგადასახადო კოდექსში არსებობდა. არადა, ისინი გაუქმებულია, საგადასახადო განაკვეთების სიდიდე კი უცვლელი რჩება. დღეისათვის საგადასახადო ინსპექციის ქმედებები მიმართულია იქითკენ, რომ ბუღალტრული აღრიცხვიანობა იყოს საკმაოდ დაწვრილებით გაწერილი - დღეს გადასახადის გადამხდელს სთხოვენ, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა რაოდენობრივი პარამეტრებითაც განახორციელოს. თუმცა, საკუთრივ ნორმატიული აქტი, რომელიც რაოდენობრივ აღრიცხვიანობას არეგულირებს, ფაქტობრივად, არ არსებობს: დღეისათვის, არც ბუღალტრულ აღრიცხვაში, არც საგადასახადო კოდექსში და შესაბამის სხვა ნორმატიულ აქტებში რაოდენობრივი აღრიცხვა არ არის რეგულირებადი.
ლოგიკურად ისმება კითხვა: მცირე მოვაჭრეებმა რა ფორმით უნდა განახორციელონ ამა თუ იმ საქონლის აღრიცხვა? გამაგებინეთ, ერთნაირი ღირებულების მქონე მამაკაცის კოსტიუმების აღრიცხვა ფერის, ზომის ან ცალკეული აქსესუარების მიხედვით უნდა ვაწარმოოთ? ასეთი დეტალები არც ერთ ნორმატიულ დოკუმენტში არ არის ახსნილი.
ჩემი მეორე შენიშვნა დაკავშირებულია თვითონ ბუღალტრულ აღრიცხვასთან და, შესაბამისად, საგადასახადო აღრიცხვიანობასთან. ნამდვილად დადებითია ის ფაქტი, რომ საქართველო სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით. თუმცა ბაზა, სადაც ეს საერთაშორისო სტანდარტები ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული, საკმაოდ მცირეა. საქმე იმაშია, რომ საქართველოში საწარმოთა 80-90 პროცენტი მცირე საწარმოებზე მოდის, სადაც 10-20 კაცი მუშაობს. შესაბამისად, აქ საერთაშორისო სტანდარტების შემოღებაზე მოთხოვნილება არ არის ისეთ დონეზე, როგორც მსხვილ საწარმოებში. იმედია, ხვალ-ზეგ თუ მრეწველობა ფეხზე დადგება, სამრეწველო საწარმოებში აუცილებელი იქნება ასეთი აღრიცხვის განხორციელება, მაგრამ, ჯერჯერობით, ასეთი მიდგომა საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება გადასახადის გადამხდელებს. ამ სიტუაციაში საჭირო ხდება ცალკე ბუღალტრული, ცალკე საგადასახადო აღრიცხვის განხორციელება, რადგან საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, ხშირ შემთხვევაში, ბუღალტრული აღრიცხვის მოთხოვნებისგან განსხვავებულია. გამოდის, რომ გადასახადის გადამხდელმა უნდა იცოდეს ბუღალტრული აღრიცხვის წესები, უნდა შესწევდეს უნარი ამ წესების ტრანსფორმაციის განხორციელებისა, რომ გადავიდეს საგადასახადო აღრიცხვაზე და წლის დამთავრების შემდეგ, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია თუ მოგების გადასახადის დეკლარაცია შეავსოს. ასეთ სიტუაციაში საკმაოდ სერიოზული განათლება სჭირდება იმ ადამიანებს, ვინც ასეთ საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებას ახდენენ. სამწუხაროდ, დღევანდელი კადრები არ არის მზად ასეთი ნახტომისებრი ცვლილებებისთვის. დიახ, გადამხდელი მოვლენებისთვის ფეხის აწყობას ვერ ასწრებს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ხშირი შეცდომები საგადასახადო აღრიცხვისას.
კიდევ ერთი უარყოფითი მომენტი: ასე თუ ისე, დღეისთვის შეიცვალა მიდგომა, მაგრამ 3-5 წლის წინათ საგადასახადო ორგანოს ტვირთი, რატომღაც, მხრებზე აწვა გადასახადის გადამხდელებს. ცნებები „ყალბი დოკუმენტი“ და „აღურიცხავი საქონელი“ უარყოფითად მოქმედებდა ასეთი საქონლის კეთილსინდისიერ მყიდველზე. მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელმა პირნათლად შეასრულა ყველანაირი ქმედება: შეიძინა საქონელი, გამოიწერა სასაქონლო ზედნადები, გაიცა დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ მყიდველთან ეს საქონელი მაინც აღურიცხავ საქონლად იყო აღიარებული. დომინოს პრინციპით, შესაბამისი ქმედებები და საჯარიმო სანქციები არამარტო გამყიდველზე, არამედ მყიდველზეც ახდენდა ზეგავლენას. ფაქტობრივად, ეს ყველაფერი დღესაც დარჩა ძალაში: საქონლის შეძენისას ეს ქმედება აუცილებლად უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით (თუ არ ჩავთვლით მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირებს).
ასევე უარყოფით მხარედ მიმაჩნია ის, რომ ახალ საგადასახადო კოდექსში დარღვეულია თეორიული პრინციპები: თეორიულად და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიღებულია, რომ სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების აღიარება ხდება მათი განხორციელებისთანავე, ამ შემოსავლის მიღების და ხარჯებზე უფლების მოპოვების მომენტში (შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების გაწევის მომენტის მიუხედავად), მაგრამ ფაქტია, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ეს პრინციპები იგნორირდება. იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება ფიზიკურ პირებს და ხელფასის გაცემას არარეზიდენტებზე (რომლებიც მომსახურების გაწევას ახორციელებენ საქართველოში), გამოიყენება ხარჯების აღიარების საკასო მეთოდი. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს გადასახადის გადამხდელთათვის, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვს კოდექსის ამ მოთხოვნაზე. ვფიქრობ, აშკარად უამრავი შეცდომა იქნება დაშვებული 2011 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსებისას.
არსებითია იმის ხაზგასმაც, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით ძალიან ბევრი უფლების დელეგირება ხდება ფინანსთა მინისტრზე. ხშირ შემთხვევაში იგი არეგულირებს ისეთ საკითხებს, რომლებიც თავის დროზე უშუალოდ საგადასახადო კოდექსით ან სხვა ნორმატიული დოკუმენტით რეგულირდებოდა.
რაც შეეხება კოდექსის დადებით მხარეს, დავასახელებდი იმ ფაქტს, რომ, როგორც იქნა, საწარმოებს მიეცა (მართალია, ფასიანი გახდა) მოძველებული, გაფუჭებული, მოდიდან გასული, მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო მარაგების ჩამოწერის საშუალება. გადამხდელს ხომ აშკარად ხარჯი აქვს გაწეული ამ საქონლის შეძენაზე. დღესდღეობით კოდექსი მაძლევს ამის საშუალებას (ეს ივლისის თვეში შეტანილი ცვლილებებით განხორციელდა), თუმცა აქაც სასურველი იქნებოდა, ყოფილიყო შესაბამისი და მარტივი განმარტება: აქვს თუ არა საწარმოს უფლება, საგადასახადო ორგანოს ჩარევის გარეშე ჩამოწეროს ასეთი ექსპლუატაციიდან გამოსული ძირითადი საშუალებები, თუ ისევ და ისევ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მოწვევა და ნებართვაა ამისთვის საჭირო?
„ბ.კ.“ - ახალ საგადასახადო კოდექსში გაჩნდა რამდენიმე ახალი ტერმინი, კერძოდ: საგადასახადო ომბუდსმენი; მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი; წინასწარი გადაწყვეტილება; პირადი საგადასახადო აგენტი; აუდიტორთა საბჭო; იმპორტის გადასახადი და სხვა. თქვენ როგორც ექსპერტი, როგორ აფასებთ ამ სიახლეებს, კონკრეტულად რაში გამოიხატება მათი არსი, რა იმალება ამ სიახლეების უკან?
ნოდარ ხადური: - იმპორტის გადასახადი ახალი ტერმინი ნამდვილად არ არის. მას, უბრალოდ, ადრე საბაჟო ტარიფი ერქვა. საგადასახადო ომბუდსმენი ძალიან საინტერესო და კარგი სიახლეა, რაც საშუალებას მისცემს მეწარმეებს, რომ თავიანთი უფლებები დაიცვან სასამართლომდე. მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი, თუკი ეს მართლაც იმუშავებს, იმედია, გაუმარტივებს მუშაობას მეწარმეებს. რაც შეეხება აუდიტორთა საბჭოს, საგადასახადო აგენტს, წინასწარ გადაწყვეტილებას - ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხებია, რომლებიც არანაირ სურათს არ ცვლის საგადასახადო სისტემაში.
კონსტანტინე გორბატკოვი: - საგადასახადო ომბუდსმენი დადებითი მოვლენაა, მაგრამ გააჩნია, როგორი იქნება მისი ფუნქციები, რა უფლებამოსილება ექნება მას, რა შედეგი მოყვება საგადასახადო ომბუდსმენის მუშაობას... ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს;
მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსში კი ვერ ვხედავ ვერანაირ „რევოლუციურ“ ნაბიჯს, ვინაიდან 30 ათასი ლარის ოდენობის წლიური შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ თვეში 2500 ლარზე ნაკლები ნავაჭრი უნდა გქონდეს ასეთი სტატუსი მიიღო. ეს ეხება არა მხოლოდ მოვაჭრეებს, არამედ მომსახურების გამწევ პირებსაც. მათ ხომ თავისი ხარჯებიც აქვთ: ელექტროენერგია, იჯარის თანხა... კი გამოიყენებენ ამ სიახლეს საგადასახადო კოდექსში, მაგრამ საინტერესოა, ამ ხარჯებზე ადმინისტრირება ვინ და როგორ უნდა განახორციელოს? მცირე ბიზნესის სტატუსის შემთხვევაში, როცა 3 და 5 პროცენტზეა საუბარი, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობა სჯობს: შემოსავლები, სამწუხაროდ, იმდენად მცირეა, რომ იმ შემოსავლიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხები იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე მცირე ბიზნესის სტატუსის გამოყენების შემთხვევაში. მე თუ წელს 100 ათასი მაქვს შემოსავალი და 90 ათასი ხარჯი, ჩემი მოგება, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება, შეადგენს 10 ათასს. აქედან 20 პროცენტი რომ გადავიხადო, ეს 2000 ლარია. 100 ათასი ლარიდან 5 პროცენტი კი 5 ათას ლარს შეადგენს. გამოდის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობა სჯობს. აქვე დავძენ, რომ აღრიცხვიანობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალ დონეზე, რომ ის ხარჯები, რომლებიც მექნება აღიარებული, არ იყოს შემცირებული და არ მოყვეს ამას ადმინისტრირება;
წინასწარი გადაწყვეტილება დადებითი მოვლენაა, თუმცა, ძალიან ძვირადღირებული. ამასთან, მხოლოდ იმ ერთი საწარმოსთვის იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება და სხვა საწარმოს ანალოგიურ შემთხვევაზე არ ვრცელდება;
პირადი საგადასახადო აგენტი - გარკვეულწილად, ესეც დადებითი სიახლეა. ცხადია, ესეც ძვირადღირებული სიამოვნებაა, რადგან დღეს საგადასახადო ინსპექცია არც ერთ ნაბიჯს შესაბამისი ანაზღაურების გარეშე არ გააკეთებს. იქნება ეს ჩვეულებრივი კონსულტაცია, საჩივრის შედგენა, განცხადების დაწერა თუ სხვა რამ. ეს ყველაფერი უკვე ფასიანი გახდა.
საინტერესოა, ამის უკან ხომ არ დგას ის, რომ აუდიტის, კონსულტანტის ფუნქციებს საგადასახადო ორგანოები განახორციელებენ? ამით საკონსულტაციო აუდიტის არეალი, რომელიც ასევე ფასიანია საქართველოში, შემცირდება და ეს ფუნქციები საგადასახადო ორგანოებში გადავა. რამდენად კვალიფიციური იქნება ასეთი კონსულტაციები, ვერ გეტყვით, ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი რომელიმე საკითხზე აკეთებს კონსულტაციას, პირველ პლანზე დგას სახელმწიფოსა და საგადასახადო ორგანოს და არა გადამხდელის ინტერესები. ამიტომ ასეთი სტატუსის შემოღება საკმაოდ პრობლემურია.
აუდიტორთა საბჭო - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება მოწვეული ამ საბჭოში. სავარაუდოდ, ამ საბჭოში ისევ ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები იქნებიან, ისევ და ისევ წინა პლანზე დადგება სახელმწიფოს და არა გადამხდელის ინტერესები. ამიტომ, უკეთესი იქნებოდა ეფიქრათ იმაზე, რომ საგადასახადო ომბუდსმენისა და აუდიტორთა საბჭოს ნაცვლად, საგადასახადო დავებში კვლავ დაეშვათ (როგორც ეს მეორე გამოცემის საგადასახადო კოდექსის პირველ ეტაპზე იყო შემოღებული) არბიტრაჟის ინსტიტუტი, რომელიც ნამდვილად დამოუკიდებელი იყო სახელმწიფოსგან და გადასახადის გადამხდელისგან. დღესდღეობით ამ დამოუკიდებლობას ვერ ვხედავ;
იმპორტის გადასახადი და საბაჟო გადასახადი კი შინაარსით ერთი და იგივეა.
„ბ.კ.“ - როგორ ფიქრობთ: გაიზარდა თუ შემცირდა გადასახადები? დაგვეთანხმებით, საშემოსავლო გადასახადის თანდათანობითი შემცირების ტენდენცია დროში გაიწელა, თუმცა გაიზარდა: დღგ-თი დასაბეგრი ბაზა, აქციზის განაკვეთები. არადა, როგორც აცხადებდნენ, გადასახადებს არ უნდა შეხებოდა ე.წ. რევოლუციური აღტკინება.
საინტერესოა, ესეც გადასახადების ოპტიმიზაციისკენ მიმართული ნაბიჯი იყო, თუ სტრიქონებს შორის შემოპარებული ჩანაფიქრი?
ნოდარ ხადური: - ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამ საგადასახადო კოდექსით ბევრი გადასახადი გაიზარდა. მე ეს ძალიან მიკვირს, რადგან შარშან ოქტომბერში პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში აღარასოდეს აღარ გაიზრდებოდა არც გადასახადები და არც დაბეგვრის ბაზა. გადასახადები გაიზარდა. მაგალითად, გრანტების დაბეგვრა, იჯარიდან შემოსავალი და ა.შ. 12 პროცენტით იბეგრებოდა, ახლა კი 20 პროცენტით დაიბეგრება. გარდა ამისა, ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში შედის 2011 წლის 1 იანვარს. ძველი საგადასახადოს კოდექსის მიხედვით, სწორედ ამ დღიდან საშემოსავლო გადასახადი 18 პროცენტი უნდა გამხდარიყო. ასე რომ, გამოდის, გადასახადი იზრდება. ამასთან, ძალიან ბევრი შეღავათია ამოვარდნილი, ანუ დაბეგვრის ბაზა იზრდება. ამას ადასტურებს ჩვეულებრივი უმარტივესი გათვლები. თუკი დასაბეგრი ბაზა იზრდება 10-12 პროცენტით, საშემოსავლო გადასახადის გეგმა იზრდება 20-22 პროცენტით, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ გადასახადები იზრდება. სამწუხაროდ, გადასახადების რაოდენობის შემცირება არ ასახულა მათ თვისობრიობაში და თვისობრივ შემცირებაში.
კონსტანტინე გორბატკოვი: - თუ მხედველობაში მივიღებთ ფაქტობრივად უმოქმედო ნორმებს, რომლებიც მოქმედ საგადასახადო კოდექსშია (საშემოსავლო გადასახადის 18 %25-იანი განაკვეთი 2011 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში), რა თქმა უნდა, გაიზარდა. აღნიშნულის გარეშეც შეიძლება ითქვას, რომ გადასახადები გაიზარდა, ვინაიდან აქციზის გადასახადები თითქმის გაორმაგდა. ეს კი სხვა დანარჩენ გადასახადებზე ახდენს ზეგავლენას, რადგან აქციზით იბეგრება არა მხოლოდ ალკოჰოლიანი სასმელები და თამბაქოს ნაწარმი, არამედ, საწვავი და გაზიც. ეს გადასახადის გადამხდელისთვის სასიკეთო ნამდვილად არ არის.
როცა ხმამაღლა ცხადდება, რომ გადასახადების ოპტიმიზაცია ხდება, სინამდვილეში კი გადასახადების სიდიდის შემცირების დროში გადაწევას ვაკეთებთ, ვზრდით აქციზის გადასახადებს, ეს აშკარად სტრიქონს შორის შემოპარებული ჩანაფიქრია. ეს კეთდება იმისათვის, რომ ბიუჯეტის შემოსავლების წყარო გადასახადების სახით იყო ოპტიმიზირებული და შესაბამისად შენარჩუნებული.
„ბ.კ.“ - ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ზოგიერთი სიახლე, ვთქვათ, პირადი აგენტის მომსახურება; წინასწარი გადაწყვეტილების მიღება; საერთოდ, მომსახურების ფორმები - ცნობების გაცემაც კი, დღეს ფასიანია და არც თუ ისე იაფი.
თქვენის აზრით, რამდენად სამართლიანია (მიზანშეწონილია) ასეთი გადაწყვეტილება, თუ ეს უნდა მივიღოთ, როგორც ევროპელობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი? შესაძლებელია თუ არა პარალელის გავლება ევროპის ქვეყნების საგადასახადო სისტემასთან ამ თვალსაზრისით?
ნოდარ ხადური: - თავის დროზე, როდესაც საგადასახადო სამსახური გარდაქმნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, მაშინვე ვთქვი, რომ ეს მიმართული იყო სამსახურის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენისკენ. მაშინვე დასახელდა არგუმენტები, რომ ეს ასე არ არის, რომ ამით სამსახური უფრო მოქნილი გახდება და ა.შ. თავისთავად ცხადია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, გარდა ბიუჯეტის დაფინანსებისა, აქვს საკუთარი შემოსავლის წყარო. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, ცნობის აღებაშიც კი ფული უნდა გადაიხადოთ. მართალია, ზოგიერთი მეწარმისთვის ამ მომსახურების საფასური მხოლოდ ხურდა ფულია, მაგრამ საქართველოში ხომ მეწარმეთა აბსოლუტური უმრავლესობა მცირე მეწარმეა, რომელთათვისაც ამგვარად გაზრდილი ადმინისტრაციული დანახარჯების გადატანა რთული იქნება. ვფიქრობ, დღეს ფასიანი მომსახურების შემოღების აუცილებლობა არ არსებობდა. მეწარმე ისედაც იმდენ გადასახადს იხდის, ახლა კი დამატებით ფული უნდა გადაიხადოს იმისათვის, რომ გადასახადი გადაახდევინონ. ადამიანი გადასახადს იმიტომ იხდის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები და პირნათელი იყოს მის წინაშე. ამიტომ, ვფიქრობ, ზედმეტი ტვირთის დაკისრება მეწარმეებისთვის, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს იგი კარგი არ არის.
კონსტანტინე გორბატკოვი: - საგადასახადო მომსახურების კომერციულ ფორმაზე გადასვლას ნაწილობრივ უკვე შევეხეთ. ცხადია, აქაც იქნება განსხვავებული აზრი: ერთი მხრივ, ეს დადებითია, რადგან ნაკლებად გვიწევს რიგებში დგომა. კოდექსის არა, მაგრამ, საგადასახადო ორგანოს დამსახურებად ნამდვილად უნდა ჩავთვალოთ, რომ ელექტრონული ფორმით მომსახურების შემოღება, მართალაც, წინ გადადგმული ნაბიჯია, საერთო დადებით სურათს ქმნის, მაგრამ ისიც უნდა დავინახოთ, რომ უკანა პლანზე დგას გადასახადის გადამხდელების უზარმაზარი არმია, ვისაც დღესდღეობით დიდ ტვირთად აწვება ასეთი ცვლილებები. წვრილი გადამხდელი იქნება, თუ მსხვილი, მას სტაბილური სიტუაცია სჭირდება. მუდმივი ცვლილები კოდექსში ცხადია, უარყოფითი მოვლენაა. დამეთანხმებით გადასახადის გადამხდელი ვერ ასწრებს ამ ინფორმაციის გადამუშავებას. სულ ამ ცვლილებებზე უნდა ახდენდეს მეთვალყურეობას, მას კი, მაპატიეთ, სულ სხვა საზრუნავი (ბიზნესი) აქვს. გამოდის, რომ ცალკე პიროვნება უნდა დაიქირავოს. რაც დამატებით ხარჯს უკავშირდება. ეს კი, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრისათვის მიუღებლად მეჩვენება.
„ბ.კ.“ - ყველა სხვა ღირსებათა შორის (რომლებსაც ზოგი დადებით მოვლენად მიიჩნევს, ზოგი კი - პირიქით), გადასახადების ადმინისტრირება და სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. რამდენად შეუწყობს ეს ხელს გადამხდელთა პასუხისმგებლობის (კულტურის) ამაღლებას და რამდენად წაადგება საქართველოს ეკონომიკას?
ნოდარ ხადური: - აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი: გამკაცრება შეიძლება სასარგებლოც კი იყოს იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო და ბიზნესმენი პარტნიორები არიან. თუკი სახელმწიფომ ერთხელ, მეორედ, მესამედ გაგაფრთხილა, შენ კი მაინც არ იშლი შენს ცუდ საქმეებს, ცხადია, სასჯელის ღირსიც ყოფილხარ. ჩვენთან კი რა სიტუაციაა: მოვა სახელმწიფოს წარმომადგენელი პიჯაკში გამოწყობილი ჰალსტუხიანი ჯეელი, იყიდის 20 თეთრიან სანთებელას და იქვე გამოწერს 500 ლარიან ჯარიმას. ჩასაფრების პოლიტიკა არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება სახელმწიფომ გაუკეთოს მეწარმეს. სახელმწიფო არ არის (ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს) დამსჯელი აპარატი. მას თავისი ფუნქციები აქვს, რომელთა შესრულებისთვისაც ფული სჭირდება. როცა გადამხდელი დაინახავს, რომ მის მიერ გადახდილი გადასახადები კარგ საქმეებს ხმარდება, არ ვიტყვი, რომ ის აღარასოდეს აღარ იფიქრებს გადასახადების დამალვაზე, მაგრამ მისი მოტივაცია ამ საქმისკენ შემცირდება. ხომ არსებობს ცნობილი გამონათქვამი: ორი რამ არის გარდაუვალი: სიკვდილი და გადასახადებიო. ცხადია, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა თავს არ იკლავს. ანალოგიურად, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობს, გადასახადებს თავი აარიდოს, მაგრამ როდესაც ყალიბდება გარემო და არა სადამსჯელო ღონისძიება, ადამიანები თავს აღარ არიდებენ გადასახადების გადახდას და ასეთი სიმკაცრეც აღარ არის საჭირო. 30 თეთრიანი ქვითრისთვის 500 ლარიანი ჯარიმა წარმოუდგენლად შეუსაბამოა, რადგან, შესაძლოა, 500 ლარი იმ ჯიხურში მთელი კვირის ნავაჭრზე ნაკლებიც კი იყოს. ეს არაადეკვატური სიმკაცრეა. თანაც, თუკი ხდება ბიზნესის გამოწოვა, ეს ბიზნესი ჩერდება. შესაბამისად, აღარც გადასახადი იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, რაღაც ოქროს შუალედის დაცვა არ იქნებოდა ურიგო.
კონსტანტინე გორბატკოვი: - ეს, რა თქმა უნდა, დრაკონული მიდგომაა. ისეთი ნორმებია მოღებული, რომ ნებისმიერი შეიძლება კატასტროფის წინ აღმოჩნდეს. შორს რომ არ წავიდეთ, დღეს ნებისმიერ საწარმოს რაოდენობრივ აღრიცხვიანობაში თავისუფლად შეიძლება ხარისხობრივი ან სხვა პარამეტრების მიხედვით, თვალდახუჭულმა გამოავლინო ერთ შემთხვევაში ზედმეტობა, მეორეში - დანაკლისი. ამ დროს, ბუღალტრულად ყველაფერი აბსოლუტურად სწორად შეიძლება იყოს დაფიქსირებული და რაოდენობრივი მაჩვენებლებიც დაემთხვეს ბუღალტრულს. მაგრამ, მაინც უმკაცრეს საჯარიმო სანქციებს გაავრცელებენ გადასახადის გადამხდელზე. ეს მიუღებელია. ამით გადამხდელებს ხელოვნურად შეექმნებათ პრობლემები, რაც ეკონომიკის განვითარებაზეც უარყოფითად აისახება.
„ბ.კ.“ - ახალი საგადასახადო კოდექსი 2011 წლის იანვრიდან შედის ძალაში, ანუ ჯერ კიდევ არაა მოქმედებაში და უკვე რიგში დგას მასში შესატანი ცვლილებები - კერძოდ, მხედველობაში გვაქვს დევნილებისთვის საკუთრებაში გადაცემული ფართების (სახლების, ბინების) გაყიდვის დაბეგვრისგან განთავისუფლების ინიციატივა. აღნიშნული ფაქტი, ხომ არ ნიშნავს, რომ ადრინდელივით ახალ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების კასკადი გაგრძელდება?
ნოდარ ხადური: - საგადასახადო კოდექსში კიდევ ბევრი ცვლილება შევა. 1997 წლის შემდეგ მიღებული სამივე საგადასახადო კოდექსის ძალაში შესვლის პროცესი ძალიან ჩქარი იყო. ქვეყანაში ბევრი პრობლემა ჩნდება იმის გამო, რომ ყველაფრის ერთიანად გააზრება შეუძლებელია. ცხოვრება ძალიან რთული რამ არის, საგადასახადო კოდექსი კი ცხოვრების დარეგულირების ერთერთი საშუალებაა. ამდენად ასეთი სიჩქარის შედეგად საჭირო ხდება ცვლილებების შეტანა. ადამიანები თვალყურს ვერ ადევნებენ, ფეხს ვერ უწყობენ კოდექსის ყოველ ცვლილებას. მაგალითად, ადამიანს სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჩამოაქვს და სადღაც აბარებს. იგი ვერანაირად ვერ მოახერხებს, ყოველდღიურად შევიდეს პარლამენტის ან ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე და თვალყური ადევნოს, შეიცვალა თუ არა კანონი...
კონსტანტინე გორბატკოვი: - საგადასახადო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების უარყოფით გავლენის შესახებ ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ ახლა ამ პროცესის სხვა მხარესაც შევხედოთ. გასაგებია, რომ ცვლილებები აუცილებელია. ამას განაპირობებს განვითარების ლოგიკა. ამასთან, არსებობს უამრავი პრობლემური საკითხიც, რომელიც საგადასახადო კოდექსით არ არის განსაზღვრული. მაგალითად, გრძელვადიანი კონტრაქტების პრობლემა: ხარჯებიდან შემოსავლის განსაზღვრის არანაირი მეთოდური მითითებები და ინსტრუქცია არ არსებობს. თეთრი ლაქებია ლომბარდების მუშაობაში, სათამაშო ბიზნესის აღრიცხვის საკითხში. საშემოსავლო გადასახადი, ასე თუ ისე, პერსონიფიცირებულია. ვთქვათ, სათამაშო ავტომატში მივიღე 20 ლარი. ეს თანხა უნდა დაიბეგროს. ვინ უნდა დაიბეგროს? როგორ? აქ უამრავი თეორიული თუ პრაქტიკული ხასიათის პრობლემაა და ყოველთვის იქნება. საკმაოდ რთულია ამხანაგობების დაბეგვრის პრობლემები. წარმოიდგინეთ: ხალხი გამოასახლე, უხდი შესაბამის ანაზღაურებას იმისათვის, რომ ელოდება, როდის აშენდება მისი ახალი საცხოვრებელი ბინა...
„ბ.კ.“ - და ბოლოს: რომ იყოს თქვენზე დამოკიდებული დაუყოვნებლივ რას შეცვლიდით ახალ საგადასახადო კოდექსში?
ნოდარ ხადური: - ძალიან რთული საქმე კია, მაგრამ შევეცდებოდი, შემომეღო ინსტიტუტი საგადასახადო სამსახურში, რომელიც დაავალდებულებდა საგადასახადო სამსახურს, კარდაკარ ევლო და გაეფრთხილებინა (და არა მაშინათვე დაეჯარიმებინა) მეწარმეები მოსალოდნელ სიახლეებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შევეცდებოდი, რომ კოდექსი ყოფილიყო ადვილად წასაკითხი. მე ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვმუშაობდი საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით და ვიცი, რომ ეს ძალიან რთული საქმეა, მაგრამ კოდექსი ისე უნდა დაწეროს იურისტმა და ეკონომისტმა, რომ ადვილად წაიკითხოს ფილოლოგმა. გასაგებია, რომ იურისტებს და ეკონომისტებს ჩვენი ლექსიკა, წინადადებების წყობა და აზროვნების განსხვავებული წესიც კი გვაქვს, მაგრამ, ასეთ რამეს თუ შევძლებთ, ეს მართლაც სასიკეთო საქმე იქნება.
კონსტანტინე გორბატკოვი: - უპირველესად, ადმინისტრირების წესებს, შემდეგ კი - საგადასახადო ორგანოების, განსაკუთრებით კი, ფინანსური პოლიციისა და აუდიტის დეპარტამენტის მიდგომას გადასახადების გადამხდელების მიმართ.
დაუშვებელია გადასახადის გადამხდელებს უყურებდნენ როგორც სახელმწიფოს მტრებს და მძარცველებს. მათ უნდა მოვეპყრათ როგორც პარტნიორებსა და მეგობრებს. გადამხდელი ხომ ის ხეა, რომელზეც სახელმწიფო ზის. თუ მოვჭრით ამ ხეს, ხვალ-ზეგ აღარ იქნება არც ერთი გადამხდელი, რომელიც ბიუჯეტში შესაბამის თანხას გადაიხდის.
![]() |
2 საბანკო საქმე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 საბანკო კრიზისის დაძლევის პრობლემები საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
ლია ელიავა
ექსპერტი
თითქმის ორ წელზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ეკონომიკა მწვავე საბანკო კრიზისმა შეძრა. ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით (სადაც საბანკო კრიზისების განვითარების წინაპირობები თითქმის შეუმჩნეველი იყო მოსახლეობის ფართო მასებისათვის) საქართველოში მოახლოებული საბანკო კრიზისის შესაძლებლობაზე ბევრჯერ ხმამაღლა ითქვა და დაიწერა - ჯერ კიდევ 2007-2008 წლის პირველ ნახევარში.
სამწუხაროდ, მეცნიერთა და ექსპერტთა გაფრთხილება კრიზისის გარდაუვალობაზე არ გაიზიარა ქვეყნის ხელისუფლებამ, განსაკუთრებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. ეს უკანასკნელი საბანკო სისტემის მდგრადობის საფუძვლად მხოლოდ გაცემული კრედიტების განუხრელი ზრდის ტენდენციას მიიჩნევდა.
დიახ, ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შექმნა ვირტუალური წარმოდგენა იმისა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა გრანიტის ქვასავით მაგარია და ჰეოფსის პირამიდასავით მყარი. მაგრამ 2008 წლის რუსეთის აგრესიამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ ეს გრანიტი მრავალკუთხა ნაწილებად ერთ დღეში დაიშალა.
საქართველოში საბანკო კრიზისის მიზეზებს შორის შეიძლება დასახელდეს რუსეთის აგრესია, გლობალური ფინანსური კრიზისი და სხვა ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები, მაგრამ აშკარაა, რომ მისი წარმოქმნისა და განვითარების ხელშემწყობი მთავარი ფაქტორი იყო ქვეყნის შიგნით საბანკო ზედამხედველობის სისუსტე. როგორც პრაქტიკამ დაგვანახა, საქართველოში მოქმედი ბანკები თითქმის ორი წლის განმავლობაში ვერ გამოვიდნენ კრიზისით გამოწვეული შოკური მდგომარეობიდან. საბანკო კრიზისის შედეგები საქართველოს ეკონომიკისათვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ცხადია, ეს არ იყო განპირობებული მხოლოდ გლობალური ეკონომიკური კრიზისით, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სუსტადაა ინტეგრირებული საერთაშორისო ეკონომიკაში. სადავო არ უნდა იყოს ის, რომ ბანკების მხრიდან კრედიტის გაცემის შეზღუდვა გახდა საქართველოს ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
ჩვენი მიზანი არაა განვლილ პერიოდში დაშვებული შეცდომების კომპლექსური ანალიზი. მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მათი უმეტესი წილი განპირობებული იყო ეროვნული ბანკის არასწორი საზედამხედველო სტრატეგიით და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების კარნახით მიღებული გადაწყვეტილებებით. ამ მხრივ მდგომარეობა დღესაც ბუნდოვანია. საქმე იმაშია, რომ საზოგადოებისთვის უცნობია როგორც საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების სამომავლო პერსპექტივები, ასევე ეროვნული ბანკის მიერ განსახორციელებელი ანტიკრიზისული ღონისძიებები. უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა იმის გარკვევა, თუ ვის ზედამხედველობს საქართველოს ეროვნული ბანკი. მისივე ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს საბანკო სისტემის 19 ბანკიდან უცხოური კაპიტალის მონაწილეობით ფუნქციონირებს 13 ბანკი და უცხოეთის ბანკების 2 ფილიალი. უცხოელთა წილი ბანკების მთლიან კაპიტალში შეადგენს 79.7%25-ს, აქედან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ფლობენ 10.3%25-ს, კერძო უცხოური ბანკები - 55.6%25-ს და სხვა ინვესტორები - 34.2%25-ს. ამ სხვა ინვესტორების ქვეშ იგულისხმება აგრეთვე ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმები. რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, მათი შემოსვლა საქართველოს საბანკო სექტორში განხორციელდა საბანკო კრიზისის აღმასვლის პერიოდში 2008 წლის ბოლოს. მათი ფინანსური დახმარება გამოიხატა არა მარტო სესხების გაცემით, არამედ ადგილობრივი ბანკების თანამფლობელობაში მოქცევით. ესენია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC), გერმანული სარეკონსტრუქციო საკრედიტო ინსტიტუტი (KfW), ნიდერლანდების მეწარმეობის განვითარების ბანკი (FMO).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს ძირითადად უცხოური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილ ბანკებს, სადაც თავმოყრილია მთელი საბანკო სისტემის მთლიანი აქტივების 89.1%25, მთლიანი სესხების 89.2%25 და არასაბანკო, ანუ საქართველოს მოსახლეობის, დეპოზიტების 90.9%25. რა თქმა უნდა, საბანკო სექტორს გააჩნია ფინანსურად მძლავრი ინვესტორები, რომლებიც შემდგომი საბანკო კრიზისის დროსაც სავარაუდოდ დაეხმარებიან თავიანთ ბანკებს. მაგრამ, ვფიქრობთ, ეროვნული მეწარმეობისთვის უფრო საინტერესოა ის, თუ რა სტრატეგიით იმოქმედებს ეროვნული ბანკი იმისათვის, რომ უცხოური დახმარების საჭიროება არ წარმოიქმნას მომავალში.
საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების ტენდენციები არ აძლევენ მას საშუალებას სრულად უზრუნველყოს თავისი მაკროეკონომიკური ფუნქციის შესრულება, რაც დამახასიათებელია განვითარებული ეკონომიკებისთვის. კერძოდ, დღეისთვის შერჩეული სტრატეგიით საქართველოს საბანკო სისტემა ვერ უზრუნველყოფს კაპიტალის დარგთაშორის გადადინებას, მოთხოვნასა და მოხმარებას შორის წონასწორობის შენარჩუნებას, დანაზოგების ტრანსფორმაციას ინვესტიციებში. ქვეყნის საბანკო სისტემის მიმართ ჯერ კიდევ არსებული უნდობლობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აფერხებს მსხვილი სახსრების მოზიდვას საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან.
დღეისთვის საქართველოს საბანკო სექტორში მდგომარეობა კვლავაც მერყევია. მიუხედავად ბანკების უცხოური მფლობელების ფინანსური დახმარებისა, კრედიტების გაცემა ისევ შეზღუდულია. თავისუფალი სახსრები ბანკებმა ძირითადად სახაზინო ვალდებულებების შესასყიდად მიმართეს. მათ შესაძენად გამოყოფილი თანხა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაიზარდა 60%25-ით და შეადგინა მთლიანი აქტივების 20%25 და საკრედიტო პორტფელის 38%25. ერთის მხრივ, დადებით მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს აქტივების ასეთი დივერსიფიცირება. ხოლო მეორეს მხრივ, ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ბანკებმა გააკეთეს შესაბამისი დასკვნები საბანკო კრიზისიდან გამომდინარე და მიზანშეწონილად ჩათვალეს სახსრების ნაწილის შემონახვა შესაძლო რთული პროცესების დასაძლევად. ბანკების ამგვარი დაბანდებები წაახალისა ეროვნულმა ბანკმა, როდესაც საბანკო კრიზისის დადგომისას ვადაზე ადრე გამოისყიდა სახაზინო ვალდებულებები კომერციული ბანკებისგან, რითაც ბანკებს შემატა ლიკვიდობის მარაგი. რა თქმა უნდა, მაღალშემოსავლიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავალი უფრო ხელსაყრელია, ვიდრე რისკებთან დაკავშირებული საკრედიტო საქმიანობიდან.
ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა მოსახლეობისა და ეკონომიკური აგენტების ნდობა საბანკო სექტორის მიმართ. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიხატება კომერციულ ბანკებში განთავსებული ანაბრებისა და დეპოზიტების მოკლე ვადიანობაში, რომელიც საშუალოდ არ აღემატება 1 წელს. გრძელვადიანი რესურსების დეფიციტი განაპირობებს ბანკების უუნარობას განახორციელონ გრძელვადიანი დაბანდებები. ასევე დაბალია ბანკების უზურნველყოფა გრძელვადიანი უცხოური საკრედიტო რესურსებით. მათი ვადიანობა შეადგენს საშუალოდ 1-3 თვეს. სწორედ ასეთმა მოკლევადიანობამ განაპირობა უცხოური პორტფელის ინვესტიციების სწრაფი გადინება საქართველოს ბანკებიდან საბანკო კრიზისის დადგომისას.
კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი ფორმირებულია ძირითადად 1,5 წლის ვადის მქონე სესხებით. ქვეყნის ეკონომიკას კი დაჩქარებული განვითარებისთვის სწორედ რომ გრძელვადიან საკრედიტო რესურსებზე ორიენტირებული რეალური სექტორის განვითარება სჭირდება. სამწუხაროდ, არც ადრე, საკრედიტო ბუმის პერიოდში, და მით უმეტეს, არც დღეს, საქართველოს საბანკო სისტემას არა აქვს შესაძლებლობა და ნება ადგილობრივი რეალური სექტორი უზრუნველყოს გრძელვადიანი ფინანსური რესურსით. უფრო მეტიც, მოკლევადიანი რესურსებით უზრუნველყოფაც კი პრობლემურ ხასიათს ღებულობს. რეალური სექტორის ისეთ დარგებზე, როგორიცაა: მრეწველობა, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა, გაცემული სესხების მოცულობა კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 20%25 შეადგენს. დანარჩენი სეხსები არამატერიალური წარმოების სფეროზეა გადანაწილებული, მეტწილად ვაჭრობაზე, სადაც რისკის ხარისხი შედარებით დაბალია.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ დაბალია საბანკო სექტორს შიგნით ბანკებს შორის ურთიერთნდობის ხარისხი. ეს გარემოება განპირობებულია იმით, რომ ისინი კარგად ფლობენ თითოეულ ბანკში რეალურ ვითარებას. ამაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ დღემდე არაა ჩამოყალიბებული ბანკთაშორისო საკრედიტო ბაზარი. ბანკები, არ ენდობიან რა ერთმანეთს, თავს არიდებენ საფინანსო რესურსის ურთიერთსესხებას. ასეთი ვითარებაა არა მარტო დღეს, როდესაც საბანკო კრიზისის პირველმა მწვავე ტალღამ ჩაიარა, არამედ ასეთი ვითარება იყო საკრედიტო ბუმის პერიოდშიც, როდესაც საბანკო სექტორი საპნის ბუშტივით იბერებოდა და ქვეყნის ერთ-ერთ წარმატებულ სექტორად მოიხსენიებოდა.
კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება კომერციული ბანკების დეკაპიტალიზაციის პრობლემა, რაც გამოწვეულია კრედიტებზე ვადაგადაცილებული დავალიანების ზრდით. ოფიციალური ინფორმაციით, დღეს უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში შეადგენს 15%25-ს, რაზედაც შექმნილია რეზერვები, რომელთა სიდიდე მთლიანი სესხების 8%25-ს აღწევს. სამწუხაროდ, ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ოდენობის სესხები იქნა რესტრუქტურირებული და პროლონგირებული, საზოგადოებისათვის ხელმიუწვდომელია. სავარაუდოდ მთლიანობაში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება არ უნდა იყოს 30%25-ზე ნაკლები. ბუნებრივია, უმოქმედო სესხი უნდა ჩამოიწეროს ბანკის ბალანსიდან როგორც ზარალი, ეს კი პირდაპირ მოქმედებს ბანკების საკუთარი კაპიტალის სიდიდეზე, ანუ იმ ქვაკუთხედზე, რომელზედაც აიგება ბანკის ფინანსური მდგრადობის ფილოსოფია.
კრედიტებზე ვადაგადაცილებული დავალიანების ზრდის შედეგია კრედიტების გაცემის ინტენსივობის ვარდნა და მათი გაცემის პირობების გამკაცრება. ამას თან ერთვის: ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი დონე, რაც გარკვეულწილად განპირობებულია კომერციული ბანკების მიერ სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემით; დანაზოგების და შემოსავლების შემცირებით; ბანკებისადმი ნდობის ვარდნით. შედეგად ამისა, შენელდა ეკონომიკური აგენტებისა და მოსახლეობის სახსრების ნაკადი დეპოზიტებსა და საბანკო ანგარიშებზე, რაც, თავის მხრივ, აუარესებს ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტების პირობებს.
კომერციული ბანკების ბალანსების გაწმენდის პრობლემაზე ეროვნულ ბანკს საკმაოდ საინტერესო რეაქცია ჰქონდა. ნაცვლად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს შეექნმა გარკვეული სტიმულები კომერციული ბანკებისთვის ბალანსების გასაწმენდად, მან მიმართა საზედამხედველო ნორმატივების შესუსტების ტაქტიკას. კერძოდ, 100-დან 75 პროცენტამდე შეამცირა საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატურობის დასადგენად გამიზნული რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების გაანგარიშება საბაზრო რისკის მიხედვით. ამ კოსმეტიკური ზომის შედეგად კომერციული ბანკების კაპიტალი არც ისე ცუდად გამოიყურება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოჩვენებითი ღონისძიება თვითმოტყუების ზომა იყო კომერციული ბანკებისათვის საშუალო ლიკვიდურობის კოეფიციენტის მინიმალური სავალდებულო დონის დაწევა 30%25-დან 20%25-პროცენტამდე. რისთვის იყო ეს გაკეთებული, ძნელი სათქმელია, თუმცა სიტუაცია ეროვნული ბანკის სავალდებულოდ დასაცავი ნორმატივების მხრივ საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება. როგორც ვხედავთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სრულად ვერ უზრუნველყო მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენება კრიზისის დასაძლევად. არადა მისი დაძლევის გზები და მექანიზმები არაერთხელ იქნა აპრობირებული თითქმის მთელს მსოფლიოში (ამის გამოცდილება თითქმის ყველა ქვეყნის ცენტრალურ ბანკს გააჩნია). ზოგადად, საბანკო კრიზისის შედეგების დაძლევის წარმატებული პროგრამები ორ ძირითად კომპონენტს მოიცავენ. ეს არის პრობლემური აქტივების თავისდროული შეფასება და მათი დროული მოცილების მიზნით ბანკებისთვის სტიმულების შექმნა, აგრეთვე ბანკების რეკაპიტალიზაცია.
ყველაზე მთავარი და სწორი დასკვნა, რომელიც გააკეთა ეროვნულმა ბანკმა საბანკო კრიზისის გაკვეთილიდან, აღმოჩნდა საქართველოს საბანკო სექტორში რისკების სრული უმართაობა. სიტუაციის გამოსწორების მიზნით ეროვნულმა ბანკმა სასწრაფო წესით დაიწყო საბანკო რისკების მართვის პრაქტიკის შესწავლა და რისკ-მენეჯმენტის ელემენტების დანერგვის მცდელობა კომერციული ბანკების საქმიანობაში. სამწუხაროდ, როდესაც ურემი გადაბრუნდა, გზა მაშინ გამოჩნდა. არადა, ცივილიზებული სამყაროსთვის ეს გზა საკმაო ხანია ცნობილია და მას ბაზელი-II ჰქვია.
ბაზელი-II შეთანხმება მიღებულ იქნა 2004 წელს. იგი წარმოადგენს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციებს. მრავალ ქვეყანაში, სადაც საბანკო სექტორის გამართულ ფუნქციონირებას უკავშირებენ ეკონომიკურ კეთილდღეობას, რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარდა მასზე გადასასვლელად მოსამზადებელი სამუშაოები. ასე, მაგალითად, საკუთარი კაპიტალის ადეკვატურობის ნორმატივები იაპონიაში დაინერგა 2007 წელს, ევროპის კავშირის ქვეყნებში - 2008 წელს, აშშ-ში - 2009 წელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა ბაზელის შეთანხმებებს, ახლაც კი, როდესაც მიღებულია ბაზელი-III შეთანხმება, არსებობს შიში იმისა, რომ მას შეერთებული შტატები არ გაიზიარებენ. თუმცა გლობალურმა საფინანსო კრიზისმა, რომლის მიზეზიც გახდა ამ ქვეყნის საფინანსო სექტორი, ხელისუფლება დაარწმუნა იმაში, რომ ბანკების დერეგულირებას შეიძლება მოჰყვეს საკმაოდ მძიმე და საფრთხის შემცველი შედეგები. კრიზისის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ აშშ-მ მიზანშეწონილად ჩათვალა ბაზელი-II-ის პრინციპების დანერგვა საკუთარ საბანკო სისტემაში. მართალია, საქართველოში დაწყებულია ბაზელი-II-ის პრინციპებზე გადასვლის სამუშაოები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ამ სისტემის დანერგვა ძალზე შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, უნდა ვივარაუდოთ, რომ მასზე გადასვლა უახლოეს პერიოდში არ მოხდება!
სწორედ რომ შეერთებული შტატების საბანკო ზედამხედველობის ანარეკლად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის მისწრაფება - თავის კონტროლს დაუქვემდებაროს კომერციული ბანკების რისკ-მენეჯმენტი. უნდა ითქვას, რომ ეროვნული ბანკი დღემდე ახორციელებს რისკ-ორიენტირებულ ზედამხედველობას, რომელიც მოიცავს ზედამხედველობის ფაქტიურად ყველა კომპონენტს, მათ შორის ანგარიშგების ანალიზს, საფრთხის შემცველი მოვლენების ადრეულ გამოვლენას, ბანკების კლასიფიკაციას ფინანსური მდგრადობის ხარისხის მიხედვით, ანუ ე.წ. სარეიტინგო სისტემებს, საბანკო სექტორის სისტემურ მდგრადობას.
ბანკებზე ზედამხედველობის კუთხით ბაზელი-II ითვალისწინებს რისკების მართვას. ზოგადად საბანკო სფეროში რისკების მართვა საკმაოდ რთული მეთოდოლოგიური პრობლემაა. რისკების მართვა შეიძლება განვიხილოთ მაკრო და მიკრო დონეზე. საბანკო სისტემის დონეზე საბანკო რისკების რეგულირების ძირითადი მექანიზმებია: ახლად შექმნილი ბანკებისთვის კაპიტალის მინიმალური ოდენობა; მოთხოვნები კაპიტალის შემადგენლობის მიმართ და კაპიტალის ადეკვატურობის ნორმატივები; შიდა კონტროლის სამსახურების საქმიანობისა და რისკების მართვის სტანდარტები; მოთხოვნები ბანკის საერთო ფინანსური მდგომარეობისა და საერთო რისკის შესახებ; რისკების რაოდენობრივი შეფასების მეთოდიკებისადმი ნორმატიული მოთხოვნები და სხვა. მიკროდონეზე, ანუ კომერციული ბანკები დონეზე, მაკრო პირობებთან ერთად გამოიყენება რისკების მართვის შიდა მექანიზმები, რომლებსაც მიეკუთვნება რისკების შეფასებისა და მართვის (ლიმიტირება, ჰეჯირება, შიდა კონტროლი და სხვ.) მეთოდების შიდასაბანკო მოდელები.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ როგორც თავის დროზე ბაზელი-I არ გახდა პანაცეა საბანკო პრობლემების გადაწყვეტის კუთხით, ასევე ნათელი გახდა ბაზელი-II -ის არაადეკვატურობა მსოფლიო საბანკო სისტემის ისეთი ძირითადი პრობლემების მიმართ, როგორიცაა: საბანკო კაპიტალის საკმარისობა, ნასესხები სახსრების ჭარბი რაოდენობა, არასაკმარისი ლიკვიდურობა, ერთი ბანკის დამოკიდებულება მეორეზე, ანუ რისკის ჯაჭვურად გადადინება. ბაზელი-II ეყრდნობა ორ დებულებას. პირველის თანახმად, აუცილებელია გარკვეული პირობების დაცვა რისკების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, რისი დანერგვის მცდელობები აქვს დღეს ეროვნულ ბანკს. მეორე ითვალისწინებს გარკვეულ სარეკომენდაციო ნორმატივებს, რომლებსაც მარეგულირებელი ორგანოები თავისი შეხედულებისამებრ უწესებენ ბანკებს.
სულ სხვა მდგომარეობაა შექმნილი ბაზელი-III-ის შეთანხმებაში. მისი დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ რეკომენდაციებს ჩაენაცვლა სავალდებულო ნორმატივები. ამ უკანასკნელის გამოყენება ეროვნულ ბანკს დაეხმარება არა მხოლოდ საბანკო კრიზისის შედეგების საბოლოო დაძლევაში, არამედ კომერციულ ბანკებს მისცემს სტიმულს მათი საქმიანობის წარმატებულად წარმართვისათვის.
ANNOTATION
Banking crises redution in Georgia
Lia Eliava
It is already two years after the banking crisis has started in Georgia but the situation in banking sector is still unfavorable. Financial stability of banks is uncertain, credits are restrained, people don't have a trust in banking sector and there are serious problems with regard to banking supervision. Toxic debts are not wiped off the balance sheets of commercial banks yet. Weakening of banking supervisionguidelines became seriously hazardous for the banking system of the country.
As the banking crisis has shown for the purposeof adequate management of risks it is essential to increase the implementation of Basel III Agreement Principles in Georgian banking sector.
![]() |
3 ექსპერტის კომენტარი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 რემონტის ხარჯების გამოქვითვა |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვა:
- ვარ ფიზიკური პირი. ჩემი კუთვნილი გარემონტებული ფართი იჯარით გადავეცი იურიდიულ პირს. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ფართი დამიბრუნა, რბილად რომ ვთქვათ, ექსპლუატაციისთვის უვარგის მდგომარეობაში. შემდგომი გაქირავებისთვის აუცილებელია ფართის გარემონტება. გთხოვთ განმიმარტოთ:
1. მექნება თუ არა უფლება, ფართის რემონტის ხარჯები გამოვქვითო შემოსავლებიდან და ვრცელდება თუ არა ჩემზე საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლი, რემონტის ხარჯების გამოქვითვის თაობაზე. როგორია რემონტის ხარჯების ბუღალტრული გატარებები?
2. როგორ უნდა მოვიქცე, რომ ახალმა მოიჯარემ იმავე მდგომარეობაში არ დამიბრუნოს ფართი, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ?
კითხვა:
- გავარემონტეთ ჩვენი კუთვნილი ოფისი - გამოვცვალეთ შპალერი, შევღებეთ ჭერი და კარფანჯარა. სამუშაოებზე გაწეული ხარჯები მთლიანად გამოვქვითეთ საანგარიშგებო პერიოდის ერთობლივი შემოსავლებიდან.
საგადასახადო შემოწმებისას, ხარჯებში დაგვიტოვეს მხოლოდ 5%25. გაგვეზარდა მოგება, გაგვიჩნდა დამალული შემოსავალი და არასწორად ჩაბარებული დეკლარაციები, შესაბამისი ფინანსური სანქციებით. რამდენად კანონიერია ასეთი გადაწყვეტილება?
პასუხი:
- საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი შემოსავლებიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან. ვინაიდან, საიჯარო ფართის რემონტის ხარჯები, უშუალოდაა დაკავშირებული შემოსავლების - საიჯარო შემოსავლების მიღებასთან, ასეთი ხარჯები ერთობლივი შემოსავლებიდან უნდა გამოიქვითოს.
როგორ უნდა მოხდეს ასეთი გამოქვითვა.
საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად (ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯების გამოქვითვა):
1. საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითოეულ ჯგუფში შემავალ, სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დაიშვება ყოველწლიურად, საანგარიშო წლის წინა წლის ბოლოსათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5%25-მდე ოდენობით.
2. თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს.
როდესაც სააღრიცხვო დოკუმენტებში დაფიქსირებულია „რემონტი“ და „რემონტის ხარჯები“, ასეთი ხარჯები უნდა გამოიქვითოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლის მიხედვით, რომელიც არეგულირებს რემონტის ხარჯების გამოქვითვას (მუხლი 184. „რემონტის ხარჯების გამოქვითვა“).
ყველაფერი ნათელია, რომ არა ერთი მარტივი კითხვა, რას გულისხმობს „რემონტი“ 184-ე მუხლისა და მთლიანად საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის. ტერმინი „რემონტი“ ფრანგულია (ღემონტე) და გულისხმობს ნივთის, საგნის მოყვანას ვარგის მდგომარეობაში, მის შეკეთებას.
ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ტერმინოლოგიით, რემონტი გულისხმობს ნივთის (ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის) შეკეთებას, მისი საექსპლუატაციო თვისებების აღდგენას.
სამეურნეო საქმიანობის პრაქტიკაში „რემონტი“ აღნიშნავს:
ა. ნივთის შეკეთებას (მიმდინარე რემონტი); და
ბ. ნივთის აღდგენას (კაპიტალური რემონტი).
პრაქტიკულად იმავეს იმეორებს საგადასახადო კოდექსის 12.40 მუხლი, რომლის თანახმად:
ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯებია - ხარჯები, რომლებიც ამაღლებენ ძირითადი საშუალების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლობას (მათ შორის შენობა-ნაგებობების ელემენტების მოდიფიკაცია, რეკონსტრუქცია მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, მანქანა დანადგარების ნაწილების გაუმჯობესება მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა), გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალებების ამოსავალი მწარმოებლობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი ბასს 16 „ძირითადი საშუალებები“, მუხლი 24:
დანახარჯები, რომლებიც გაწეული იქნება ძირითადი საშუალებების უკვე აქტივებად აღიარების შემდეგ, მხოლოდ მაშინ დაემატება აქტივების საბალანსო ღირებულებას, თუ ამ დანახარჯების შემდეგ საწარმო მიიღებს მეტ ეკონომიკურ სარგებელს, ვიდრე არსებული აქტივების ამომავალი ნორმატიულ მწარმოებლობის პირობებში. აქტივების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა სხვა დანახარჯი აღიარებული უნდა იქნეს ხარჯებად მათი გაწევისთანავე.
ამდენად, თუ გასაქირავებელი ფართის სარემონტო სამუშაოების დანიშნულებაა ფართის საწყისი მდგომარეობის აღდგენა, არ არის გამიზნული მწარმოებლობის ამაღლების, სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივებისათვის, ასეთი სამუშაოები საგადასახადო მიზნებისათვის ვერ ჩაითვლება რემონტად, იგი მიეკუთვნება მიმდინარე საოპერაციო ხარჯებსა და მთლიანად გამოიქვითება მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდის ერთობლივი შემოსავლებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ამის შესახებ ცალსახადაა მითითებული საგადასახადო კოდექსის 184-ე და 12.40 მუხლებში, აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტში, დღეისათვის არსებულ პრაქტიკაში ნებისმიერი სარემონტო სამუშაო ხშირად განიხილება „რემონტად“ და გამოქვითვა ხდება 184-ე მუხლით დადგენილი წესით.
მოცემულ კონტექსტში საგულისხმოა ორი არსებითი გარემოება:
1. როდესაც მეწარმეს უჭირს კოდექსის 184-ე და 12.40 მუხლებში გარკვევა, იგი იძულებულია, იმ სამუშაოების ხარჯებიც, რომელთა მიზანია ძირითადი საშუალებების ამოსავალი მწარმოებლობის აღდგენა ან შენარჩუნება და არაფერი აქვს საერთო „რემონტის ხარჯების“ კოდექსისეულ განმარტებასთან, გამოქვითოს 184-ე მუხლით განსაზღვრული წესით. ასეთი გამოქვითვა აიძულებს მეწარმეს შეზღუდოს ხარჯები „ძირითადი საშუალებების ამოსავალი მწარმოებლობის აღდგენის ან შენარჩუნებისათვის“, რაც აუცილებლად და ნეგატიურად აისახება საწარმოს საქმიანობაზე, ასეთი საქმიანობის ფინანსურ და ეკონომიკურ შედეგებზე. საგულისხმოა ისიც, რომ 184-ე მუხლის ერთადერთი, და ძალზე მნიშვნელოვანი მიზანია - დააინტერესოს მეწარმე, სარემონტო სამუშაოების მოცულობებისა და ასეთი სამუშაოების ხარჯების ზრდაში.
2. საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის დარღვევით, მიმდინარე რემონტების ხარჯების, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გაზრდილი კაპიტალიზაცია (ძირითადი საშუალებების ჯგუფის ღირებულებით ბალანსზე მიკუთვნება) დაუსაბუთებლად ზრდის, ერთის მხრივ, საანგარიშგებო პერიოდის მოგებას და მეორეს მხრივ, ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მიმდინარე რემონტებით, ძირითად საშუალებას პრაქტიკულად არაფერი მიმატებია. ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულების ასეთ „ზრდას“, მომავალ საანგარიშგებო პერიოდებში მოყვება მოგების შემცირება, გაზრდილი საამორტიზაციო ანარიცხებით.
ვფიქრობთ, რომ რემონტის ხარჯების გამოქვითვასთანაა დაკავშირებული გაუგებრობები, რომელიც გამოწვეულია „რემონტებისა“ და „რემონტების ხარჯების“ არასრული განმარტებით, რადგან საგადასახადო კოდექსი ამ ორი, ერთმანეთისგან ეკონომიკურად და ტექნიკურად განსხვავებული სამუშაოებსა და ხარჯებს აქცევს პრაქტიკულად ერთი ტერმინის ქვეშ - „რემონტები“.
კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 12.40 და ბასს 16-ს 24-ე მუხლებიდან რბილად რომ ვთქვათ, ძნელი გასარკვევია, რა ჰქვია სამუშაოებს, რომელთა მიზანია: ძირითადი საშუალებების ამოსავალი მწარმოებლობის აღდგენა ან შენარჩუნება, და რა ჰქვია ასეთი სამუშაოებისთვის გაწეულ ხარჯებს.
შედეგად, არც თუ იშვიათად საგადასახადო კოდექსის 12.40-ე მუხლით განმარტებული მთელი სამუშაოები ხდება „რემონტები“ და ავტომატურად ექცევა 184 -ე მუხლით რეგულირებულ ფარგლებში
„რემონტისა“ და „რემონტის ხარჯების“ განმარტებასთან დაკავშირებული შესაძლო გაუგებრობების ასაცილებლად (თუ ასეთი შეგნებულად არ არის ჩადებული საგადასახადო კოდექსში ბიუჯეტის „დასახმარებლად“) იქნებ სჯობდეს:
1. სამუშაოებს, რომლის მიზანია და შედეგია შენობებისა და ნაგებობების ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების შეცვლა (გადაკეთება) თავდაპირველი საპროექტო (საპასპორტო) მწარმოებლურობის ამაღლებისა და სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით, ეწოდოს - რეკონსტრუქცია.
სამუშაოებს, რომლის მიზანი და შედეგია მანქანა-დანადგარების ნაწილების გაუმჯობესება, მათი საწყისი (საპასპორტო) მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველყოფა და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა), ეწოდოს - მოდერნიზაცია.
მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის ძირითადი ნიშნებია:
დამატება - როდესაც ძირითად საშუალებას უმატებენ ახალ სტრუქტურულ ერთეულს მისი წარმადობის გაზრდის მიზნით. მაგ. სატვირთო ავტომობილზე პორტატული ამწეს დამონტაჟება დატვირთვა-გადმოტვირთვის დაჩქარების, გაადვილებისა და შრომითი დანახარჯების შემცირების მიზნით.
შეცვლა - როდესაც იცვლება აქტივის ერთი ან რამდენიმე აგრეგატი ამოსავალი წარმადობის გაზრდის მიზნით. მაგ. სატვირთო ავტომანქანის ძრავის შეცვლა შედარებით მაღალი სიმძლავრის ძრავით, ჩვეულებრივი ძარას შეცვლა თვით დამცლელი ძარითა და სხვა.
სასარგებლო გამოყენების ვადის გაზრდა. მაგ. შენობის საძირკვლის, მზიდი კონსტრუქციების გამაგრება. გადახურვის შეცვლა. ახალი ლიფტების, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების დამონტაჟება და სხვა.
ასეთი სამუშაოების ხარჯები - რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის ხარჯებია, რომლებიც გამოიქვითება საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლით დადგენილი წესით.
მიმდინარე საექსპლუატაციო სამუშაოებს, რომლის მიზანია ძირითადი საშუალებების ამოსავალი მწარმოებლობის აღდგენა ან შენარჩუნება, ეწოდოს რემონტი. ასეთი სამუშაოებისთვის გაწეულ ხარჯებს - რემონტის ხარჯები, რომელიც აღიარებული უნდა იქნეს მათი გაწევისთანავე, ანუ გამოქვითული იქნეს ერთობლივი შემოსავლებიდან იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც მოხდა ასეთი ხარჯების გაწევა. ან,
2. დავტოვოთ რემონტისა და რემონტის ხარჯების კოდექსისეული განმარტება: ხარჯები, რომელიც ამაღლებს ძირითადი საშუალების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლობას (მათ შორის შენობა-ნაგებობების ელემენტების მოდიფიკაცია, რეკონსტრუქცია მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, მანქანა-დანადგარების ნაწილების გაუმჯობესება მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა).
მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებს, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალებების ამოსავალი მწარმოებლობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით და რომლებიც არ მიეკუთვნება „რემონტებსა“ და „რემონტის ხარჯებს“ მოვუძებნოთ სახელი, რომელიც შესაძლებელს გახდის სააღრიცხვო და საგადასახადო მიზნებისთვის ასეთი ხარჯების განსხვავებას „რემონტის ხარჯებისგან“ (პირობითად „მიმდინარე რემონტის ხარჯები“, „ქონების მოვლის ხარჯები“ ან სხვა).
3. ან იქნებ უკეთესია არ ვიწვალოთ ველოსიპედის გამოგონებაზე და:
სამუშაოებს, რომელიც ამაღლებს ძირითადი საშუალების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლობას (მათ შორის, შენობა-ნაგებობების ელემენტების მოდიფიკაცია, რეკონსტრუქცია მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, მანქანა-დანადგარების ნაწილების გაუმჯობესება მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა), რომლის ხარჯების ძირითადი (95%25) ნაწილი ექვემდებარება კაპიტალიზაციას, დავარქვათ „კაპიტალური რემონტი“. შესაბამისად, ხარჯებს „კაპიტალური რემონტის ხარჯები“.
სამუშაოებს, რომელთა მიზანია ძირითადი საშუალებების ამოსავალი მწარმოებლობის აღდგენა, შენარჩუნება და რომლებიც არ მიეკუთვნება კაპიტალურ რემონტებს, დავარქვათ „მიმდინარე რემონტები“. ასეთი სამუშაოებისათვის გაწეულ ხარჯებს კი „მიმდინარე რემონტების ხარჯები“, რათა შესაძლებელი იქნეს ამ ორი, პრინციპულად (ორგანიზაციულად, ფინანსურად, ტექნიკურად, ბუღალტრულად და საგადასახადო მიზნებისათვის) განსხვავებული პროცესების გარჩევა (განსხვავება) და მათი სწორი ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა, გაუგებრობებისა და შეცდომების გარეშე, ხშირად შორს მიმავალი და ძვირადღირებული შედეგებით.
რემონტების ხარჯების ბუღალტრული გატარებები პირდაპირაა დაკავშირებული სარემონტო სამუშაოების შედეგებზე. გაწეული ხარჯები გროვდება რემონტების ხარჯების ანგარიშის დებეტში, ხარჯების წყაროების (ფულადი სახსრები, მასალების, ვალდებულებები) შესაბამისი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით:
დებეტი 7440.
რემონტის ხარჯები
კრედიტი 1110. სალარო
კრედიტი 1210. ბანკი
კრედიტი 1620. მასალები
კრედიტი 3190.
მოკლევადიანი ვალდებულებები
თუ სარემონტო სამუშაოების შედეგად ხდება მხოლოდ აქტივის საწყისი (საპროექტო) მწარმოებლობის აღდგენა, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს 7440 ანგარიშის ნაშთი ჩამოიწერება 5330 ანგარიშის დებეტში და მონაწილეობას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური შედეგის - მოგება/ზარალის ფორმირებაში.
თუ სარემონტო სამუშაოების შედეგია: ძირითადი საშუალების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლობის ამაღლება, მათ შორის შენობა-ნაგებობების ელემენტების მოდიფიკაცია და რეკონსტრუქცია, გაწეული ხარჯების ნაწილი, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5%25-დე რჩება რემონტის ხარჯების ანგარიშზე, დანარჩენი თანხით იზრდება ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი:
დებეტი 2100.
ძირითადი საშუალებები
კრედიტი 7440.
რემონტის ხარჯები
სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და ხარჯების კაპიტალიზაციის შემდეგ უნდა დაზუსტდეს საამორტიზაციო ღირებულება და გადანაწილდეს სასარგებლო გამოყენების დარჩენილ ვადაზე. ამისათვის საბალანსო ღირებულებას უნდა დაემატოს
რემონტის კაპიტალიზებადი ხარჯები და გამოაკლდეს სალიკვიდაციო ღირებულება. როდესაც აქტივის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის შედეგად იზრდება სასარგებლო გამოყენების ვადა მიზანშეწონილად მიგვაჩნია გატარება, რომელიც ითვალისწინებს როგორც აქტივის საბალანსო ღირებულების, ისე სასარგებლო გამოყენების ვადის გაზრდას:
დებეტი 2200.
დარიცხული ცვეთა
კრედიტი 7445.
რემონტის ხარჯები
შედარებით მარტივია პასუხი კითხვაზე: როგორ უნდა მოიქცეს მეიჯარე, რომ იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, ნორმალურ მდგომარეობაში დაიბრუნოს იჯარით გაცემული ფართი?
ამ საკითხის დარეგულირება ადვილად შეიძლება საიჯარო ხელშეკრულებისა და მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ფარგლებში, რომელიც სრულად ითვალისწინებს, როგორც გამქირავებლის (მეიჯარის), ისე დამქირავებლის (მოიჯარის) უფლებებსა და მოვალეობებს. მათ შორის:
მუხლი 547. პასუხისმგებლობა ნორმალური ცვეთისათვის. დამქირავებელი პასუხს არ აგებს გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით.
მუხლი 552. ქირავნობის ურთიერთობის უზრუნველყოფის ოდენობა. თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება დამქირავებელს ეკისრება ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების წარდგენა, მაშინ უზრუნველყოფის თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვის ქირის სამმაგ ოდენობას.
წინასწარ გადახდილ უზრუნველყოფას უნდა დაერიცხოს კანონით დადგენილი პროცენტი და ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდეს დამქირავებელს პროცენტებთან ერთად.
მუხლი 557. ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით. გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი, გამქირავებლის გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს, ან ქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას.
მუხლი 564. დამქირავებლის მოვალეობანი ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას. ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.
მუხლი 573. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობა. გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
მუხლი 548. მიმდინარე რემონტის ხარჯები. მიმდინარე რემონტის ჩატარება ჩვეულებრივ ევალება დამქირავებელს. დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით.
აუცილებლად მიგვაჩნია განვმარტოთ, 548-ე მუხლში მოყვანილი სიტყვა „ჩვეულებრივ“. საქმე იმაში გახლავთ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია საიჯარო ხელშეკრულებაზე და იჯარის ფორმაზე. არსებობს იჯარის რამდენიმე ფორმა, რომლებიც განსხვავებულად ანაწილებენ ვალდებულებებს მხარეთა შორის, მათ შორის მიმდინარე რემონტებზე. უძრავი ქონების შეფასების მიზნებისათვის იჯარა შეიძლება იყოს:
ჯამური იჯარა - დამქირავებელი (მოიჯარე) იხდის იჯარის ქირას. გამქირავებელი (მეიჯარე) გასწევს ყველა ხარჯსა და იხდის ყველა ვალს, მათ შორის საკუთარი სახსრებით აფინანსებს მიმდინარე რემონტებს.
მოდიფიცირებული ჯამური იჯარა - ხარჯებს თანაბრად იყოფენ მოიჯარე და მეიჯარე.
ერთჯერადი წმინდა იჯარა - დამქირავებელი იხდის კომუნალური მომსახურების ხარჯებს, გადასახადებს ან დაზღვევას. გამქირავებელი მიმდინარე რემონტებისა და ქონების მოვლის ხარჯებს, ასევე გადასახადებს, ან დაზღვევას.
ორმაგი წმინდა იჯარა - დამქირავებელი იხდის კომუნალური მომსახურების ხარჯებს, გადასახადებსა და დაზღვევას. გამქირავებელი მიმდინარე რემონტებისა და ქონების მოვლის ხარჯებს.
სამმაგი წმინდა იჯარა - დამქირავებელი იხდის კომუნალური მომსახურების ხარჯებს, გადასახადებს, დაზღვევასა და ქონების მოვლის ხარჯებს. გამქირავებელი მიმდინარე რემონტების ხარჯებს.
მიაქცევდით ყურადღებას, რომ ტექსტში ერთნაირი მნიშვნელობითაა გამოყენებული „ქირავნობა“ და „იჯარა“. ქონების სარგებლით, დროებით სარგებლობაში გადაცემის ამ ორ ფორმას შორის განსხვავება პირობითია. სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები.
გიორგი ხატიაშვილი,
ექსპერტი
![]() |
4 ქონების შეფასება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 ძირითადი საშუალებების გადაფასება |
▲ზევით დაბრუნება |
დღეისათვის, საგადასახადო ინსპექტორს შეუძლია ჩვენი ქონების ნარჩენი ღირებულება განსაზღვროს საბაზრო ფასით, ჩვენ კი უფლება გვაქვს ასეთი შეფასება გავასაჩივროთ სასამართლოში. იმისათვის, რომ ავიცილოთ ნარჩენი ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შედეგები და სასამართლოებში უშედეგო განხილვის ხარჯები, საჭიროა ქონების გადაფასება.
გთხოვთ განგვიმარტოთ, რამდენად აუცილებელია გადაფასება, როგორ ხდება გადაფასების შედეგების ბუღალტრული აღრიცხვა და როგორია ქონების შეფასების წესი?
ძირითადი საშუალებები, ანუ საწარმოს აქტივები, რომლებიც აკმაყოფილებენ ძირითად საშუალებებად აღიარების კრიტერიუმებს თავდაპირველად ფასდება და აღირიცხება მისი თვითღირებულებით.
ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისთვის ძირითადი საშუალებების თვითღირებულება უნდა შეიცავდეს ყველა დანახარჯს, რომელიც იქნა გაწეული მის მოცემულ ადგილზე სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად, კერძოდ:
ნასყიდობის ფასს, კონსულტანტთა, შუამავალთა, ექსპერტთა, ინჟინერთა და არქტიტექტორთა შრომის ანაზღაურებას. აქტივის განთავსების ადგილის მომზადების ხარჯებს. ტრანსპორტირების, დატვირთვა-გადმოტვირთვის დაცვისა და შენახვის ხარჯებს. საიმპორტო ბაჟს და ამოღებას დაუქვემდებარებელ გადასახადებს, მონტაჟის ხარჯებს.
თვითღირებულებაში ჩაირთვება საპროცენტო ხარჯი ბასს 23-ით გათვალისწინებული წესით. ფინანსური იჯარის საგნის თვითღირებულება განისაზღვრება ბასს 17-ის მოთხოვნების გათვალისწინებით.
საგადასახადო მიზნებისთვის ძირითადი საშუალებების თვითღირებულება რეგულირდება საგადასახადო კოდექსის 211-ე მუხლით.
როგორც წესი, ინფლაციის პირობებში, იზრდება სხვაობა აქტივების საბალანსო და მიმდინარე (საბაზრო, რეალურ) ღირებულებას შორის, შესაძლოა არსებობდეს აქტივების ზრდის სხვა, არანაკლებ არსებითი მიზეზიც.
ამავე დროს, საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მიზანია, მის მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. ბუღალტრული აღრიცხვის აღიარებული წესები, აღრიცხვის ნაციონალური და საერთაშორისო სტანდარტები საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებას უყენებენ კონკრეტულ ხარისხობრივ მოთხოვნებს. კერძოდ, ასეთი ანგარიშგება უნდა იყოს: სრული, შესადარისი, აღქმადი და საიმედო.
ამდენად, როდესაც საწარმოს აქტივებია (პირველ რიგში, ძირითადი საშუალებები), რომლებიც ჩვეულებრივად შეადგენენ სამეურნეო სუბიექტის აქტივების ძირითად ნაწილს, ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილია არარეალური ღირებულებით, ასეთი ფინანსური ანგარიშგება ვერაფრით ვერ იქნება სამართლიანი და ობიექტური. თუ ზემოაღნიშნულს ოდნავ განვაზოგადებთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ რიგ შემთხვევებში მიზანშეწონილია აქტივების გადაფასება თავდაპირველი ასახვის შემდგომ პერიოდებში, მათი რეალური ღირებულებით წარმოდგენის მიზნით, რასაც ითვალისწინებს ბუღალტრული აღრიცხვის მე -16 საერთაშორისო სტანდარტი „ძირითადი საშუალებები“.
აქტივების შეფასებისთვის სტანდარტი ითვალისწინებს ორ მეთოდს:
საბაზისო მეთოდის მიხედვით - აქტივის პირველადი ასახვის შემდეგ ძირითადი საშუალებების ობიექტი უნდა აისახოს პირვანდელი ღირებულებიდან დარიცხული ცვეთის გამოკლებით მიღებული თანხით. ასე გრძელდება აქტივის საამორტიზაციო ღირებულების ხარჯებში სრულად გადატანამდე.
ნებადართული ალტერნატიული მეთოდის მიხედვით - პირველადი ასახვის შემდეგ, ძირითადი საშუალების ობიექტი უნდა აისახოს გადაფასებული თანხით, რომელიც გადაფასების მომენტისთვის არსებული რეალური ღირებულების ტოლია, დაგროვილი ცვეთის თანხის გამოკლებით. გადაფასება უნდა ტარდებოდეს რეგულარულად, იმისათვის რომ აქტივის საბალანსო ღირებულება არსებითად არ განსხვავდებოდეს მისი რეალური ღირებულებისგან ბალანსის შედგენის თარიღისთვის.
შენობა-ნაგებობების და მიწის რეალური ღირებულება ჩვეულებრივად მისი საბაზრო ფასის ტოლია მათი ფაქტიური გამოყენებისას, რაც გულისხმობს მათი გამოყენების გაგრძელებას იმავე ან მსგავს საქმიანობაში. ასეთი ღირებულება განისაზღვრება შეფასებით, რასაც ჩვეულებრივად ასრულებენ პროფესიული კვალიფიკაცია მინიჭებული შემფასებლები.
როგორც ვხედავთ, ალტერნატიული მეთოდი მოითხოვს ძირითადი საშუალებების გადაფასებას, ანუ მათ პერიოდულ შეფასებას რეალური (როგორც წესი, საბაზრო) ღირებულების დადგენის მიზნით.
გადაფასების პროცესის სიხშირე დამოკიდებულია შესაფასებელი ძირითადი საშუალების რეალური ღირებულების ცვალებადობის ხარისხზე. როდესაც აქტივის საბალანსო ღირებულება არსებითად განსხვავდება მისი საბაზრო ღირებულებისგან, აუცილებელია მისი გადაფასება. ზოგიერთი აქტივისთვის აუცილებელია ყოველწლიური გადაფასება. ხოლო შედარებით სტაბილური საბაზრო ფასების მქონე აქტივებისთვის საკმარისია გადაფასების ჩატარება სამ-ხუთ წელიწადში ერთხელ.
ბუნებრივად ისმება კითხვა: რომელი მეთოდია უკეთესი, რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა. როდესაც არსებობს „ძირითადი“ და „ალტერნატიული“ მეთოდი, კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ძნელია. თუმცა, არჩევანის გაკეთება კი სრულადაა დამოკიდებული სამეურნეო სუბიექტის სააღრიცხვო პოლიტიკაზე, ფინანსური მენეჯმენტის მიზნებსა და მოსაზრებებზე.
როგორც წესი, დახურული სააქციო საზოგადოებებისთვის, მეტად მარტივი და იაფი იქნება ძირითადი მეთოდის გამოყენება. ღია სააქციო საზოგადოებებისთვის, რომელთა საქმიანი ავტორიტეტი და კეთილდღეობა პირდაპირაა დამოკიდებული მათი აქციების ფასების ზრდის დინამიკაზე, შესაძლოა უკეთესი აღმოჩნდეს ალტერნატიული მეთოდი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი აქტივების რეალური ღირებულება საბალანსო ღირებულებაზე ბევრად დიდია და გადაფასების შედეგად არსებითად გაიზრდება ერთი აქციის საბაზრო ღირებულება.
აქტივების გადაფასების აუცილებლობა გამოწვეულია აქტივების ღირებულების ცვალებადობით, რაც თავისთავად გულისხმობს, ცალკეული აქტივის ღირებულების როგორც ზრდას, ისე შემცირებას. შესაბამისად, გადაფასების შედეგად შესაძლოა მივიღოთ აქტივის როგორც გაზრდილი (აფასება), ისე შემცირებული ღირებულება (ჩამოფასება).
რომ არ მოხდეს შერჩევითი გადაფასების შედეგად, ფინანსურ ანგარიშგებაში განსხვავებული თარიღებისთვის შეფასებული დანახარჯებისა და ღირებულებების არევა, სტანდარტი მოითხოვს, ერთი და იმავე ჯგუფის აქტივების ერთდროულად გადაფასებას.
როდესაც გადაფასების შედეგად ხდება ძირითადი საშუალების ღირებულების შეცვლა, უნდა დაზუსტდეს დარიცხული ცვეთის მოცულობაც. გადაფასების პროცესში ცვეთის გათვალისწინება ხდება ორი გზით:
1. დარიცხული ცვეთა იცვლება აქტივის ღირებულების ცვლილების პროპორციულად, ისე რომ აქტივის საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ მისი გადაფასებული თანხის ტოლი იყოს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, საწყისი ღირებულება და დარიცხული ცვეთა იზრდება პროპორციულად - მრავლდება ერთი და იგივე სიდიდეზე - ინდექსზე. ასეთი მეთოდი უპირატესად გამოიყენება მასიური გადაფასებების - ინდექსაციისთვის.
გამოიყენება ინდექსაციის რამდენიმე ვარიანტი:
ა. ერთი ინდექსი ყველა ძირითადი საშუალებისთვის.
ბ. ერთი ინდექსი ყველა ძირითადი საშუალებისთვის ასაკის მიხედვით.
გ. ინდექსები ძირითადი საშუალებების თითოეული ჯგუფისთვის.
2. დარიცხული ცვეთის თანხა ჩამოიწერება ბალანსიდან (ცვეთა ნულს უტოლდება), ქონების გადაფასებულ ღირებულებასთან ერთად ფასდება ამ ქონების ცვეთაც და შემდგომ საანგარიშგებო პერიოდებში ცვეთა ჩვეულებრივად ერიცხება გადაფასებულ ღირებულებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადაფასების მიზანია აქტივის ღირებულების მოყვანა მის რეალურ ღირებულებასთან შესაბამისობაში. ამდენად შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც დადებითი (ინფლაციის, სხვა საბაზრო გარემოებათა გათვალისწინებით), ისე უარყოფითი (ფიზიკური და მორალური დაძველება, არასწორი ექსპლუატაცია და სხვა).
როდესაც გადაფასების შედეგად იზრდება აქტივის საბალანსო ღირებულება, ნაზარდი თანხით უნდა დაკრედიტდეს საკუთარი კაპიტალის ანგარიშების ჯგუფის ანგარიში „გადაფასების რეზერვი“. გადაფასების ნამეტი მხოლოდ მაშინ შეიძლება აღიარებულ იქნას შემოსავლად, თუ ქვითავს ამავე აქტივის გადაფასებით შემცირებულ თანხას, რომელიც ადრე ხარჯად იყო აღიარებული.
თუ აქტივის გადაფასების შედეგად ხდება მისი საბალანსო ღირებულების შემცირება, იგი აღიარებულ-ასახულ უნდა იქნას ხარჯების სახით. მაგრამ, გადაფასებით ჩამოსაწერი თანხა უნდა აისახოს უშუალოდ გადაფასების ნამეტი თანხების საპირისპიროდ, რათა ჩამოსაწერი თანხა არ აღემატებოდეს ამავე აქტივის მიმართ არსებული გადაფასების რეზერვს.
ბასს 16-ს 41-ე მუხლის თანახმად „გადაფასების რეზერვის” ანგარიშზე ასახული აქტივების გადაფასებით წარმოქმნილი ღირებულების ნამეტი შეიძლება პირდაპირ აისახოს გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე. მაგრამ გაუნაწილებელი მოგების ასეთი ზრდა არ აისახება „მოგებისა და ზარალის” ანგარიშზე.
მაგალითები. მაგალითი 1. ხის დამამუშავებელი დანადგარების გადაფასების ინდექსია (კოეფიციენტი) 2.5. კონკრეტული დანადგარის საწყისი სააღრიცხვო (პირვანდელი, ისტორიული) ღირებულება არის 200 000ლარი. დარიცხული ცევთა 80 000ლარი. სასარგებლო გამოყენების ვადა არ შეცვლია.
გადაფასების შედეგად: აქტივის გადაფასებული ღირებულება 200 000X2,5=500 000ლარი. გადაფასებული ცვეთა 80 000X2,5=200 000ლარი. ღირებულების ნაზარდი 500 000 - 200 000 = 300 000 ლარი. დარიცხული ცვეთის ნაზარდი 200 000 - 80 000 = 120 000ლარი. გადაფასების შედეგის აღრიცხვაში ასასახავად კეთდება გატარებები:
დებეტი 2151. ძირითადი საშუალებები
300 000
კრედიტი. 5440. ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი
300 000
დებეტი. 5440. ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი
120 000
კრედიტი. 2251. ძირითადი საშუალებების ცვეთა
120 000
მაგალითი 2. აქტივის საწყისი ღირებულება არის 200 000 ლარი დარიცხული ცვეთა 80 000ლარი. ცვეთის ნორმა 20%25. ჩატარებული შეფასების შედეგად დადგინდა, რომ გადასაფასებელის იდენტური აქტივის შესაძენად აუცილებელია 300 000ლარი.
მოცემული აქტივისთვის გადაფასების ინდექსი იქნება I = 300 000 / 200 000 = 1.5. გადაფასების შედეგად გვექნება: აქტივის გადაფასებული ღირებულება 200 000 X 1.5 = 300 000ლარი. გადაფასებული ცვეთა 80 000 X 1.5 = 120 000ლარი. აქტივის ღირებულების ნაზარდი 100 000ლარი (300 000 -200 000). ცვეთის ღირებულების ნაზარდი 40 000ლარი (120 000 -80 000). გადაფასების შედეგის აღრიცხვაში ასასახავად კეთდება გატარებები:
დებეტი 2100. ძირითადი საშუალებები ....................... 100 000
კრედიტი. 5440. ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი .............. 100 000
დებეტი. 5440. ძირითადი საშუალებების გადაფასების რეზერვი ................. 40 000
კრედიტი. 2200. ძირითადი საშუალებების ცვეთა ............................................. 40 000
მაგალითი 3. აქტივის საწყისი ღირებულება არის 200 000 ლარი, დარიცხული ცევთა 80 000ლარი. ცვეთის ნორმა 20%25. ჩატარებული შეფასების შედეგად დადგინდა, რომ გადასაფასებლის იდენტური აქტივის შეძენა შეიძლება 150 000ლარად. მოცემული აქტივისთვის გადაფასების ინდექსი იქნება 150 000/200 000=0.75. გადაფასების შედეგად გვექნება: აქტივის გადაფასებული ღირებულება 200 000X0.75=150 000, გადაფასებული ცვეთა 80 000X0.75=60 000 ლარი. საწყისი ღირებულება შემცირდება 50 000, დარიცხული ცვეთა 20 000 ლარით. გადაფასების შედეგის აღრიცხვაში ასასახავად კეთდება გატარებები:
დებეტი 8220.
არასაოპერაციო ზარალი ......................... 30 000
დებეტი 2200. დარიცხული ცვეთა .......20 000
კრედიტი 2100.
ძირითადი საშუალებები .........................50 000
მაგალითი 4. აქტივის საწყისი ღირებულება 200 000. დარიცხული ცვეთა 80 000. ქონების ღირებულება გაიზარდა 50 000ლარით. წინა საანგარიშგებო პერიოდებში ქონება ჩამოფასებული იყო 20 000ლარით, რომელიც ჩამოიწერა ხარჯებში. აქტივის გადაფასებული ღირებულებაა 250 000 ლარი (200 000+50 000). გადაფასების ინდექსი 1.25 (250 000/200 000). გადაფასებული ცვეთა 80 000X1.25=100 000 ლარი. ადრე ჩამოწერილი, ჩამოფასების თანხის - 20 000 ლარის საპირისპიროდ, აქტივის ღირებულების ნაზარდის ნაწილი 20 000ლარი მიეკუთვნება შემოსავლებს. გადაფასების შედეგის აღრიცხვაში ასასახავად კეთდება გატარებები:
დებეტი 2100.
ძირითადი საშუალებები 50 000
კრედიტი 8100.
არასაოპერაციო შემოსავალი 20 000
კრედიტი 5440.
გადაფასების რეზერვი 30 000
დებეტი 5440.
გადაფასების რეზერვი 20 000
კრედიტი 2200.
დაგროვილი ცვეთა. 20 000
მაგალითი 5. აქტივის საწყისი ღირებულება 200 000. დარიცხული ცვეთა 80 000. ქონების ღირებულება შემცირდა 50 000ლარით. წინა პერიოდებში ქონება აფასებული იყო 20 000ლარით. აფასება ასახული იყო გადაფასების რეზერვის ანგარიშზე. აქტივის ღირებულება შემცირდა 40 000ლარით. დარიცხული ცვეთა შემცირდა აქტივის ღირებულების შემცირების პროპორციულად 20 000 ლარით (80 000 - 80 000 X 150 000 / 200 000). წინა პერიოდებში ასახული გადაფასების რეზერვი არ არის საკმარისი ქონების ჩამოფასების საკომპენსაციოდ. შესაბამისად, სხვაობას ჩამოფასებისა და გადაფასების რეზევის თანხებს შორის ჩამოვწერთ ხარჯებში.
გადაფასების შედეგის აღრიცხვაში ასასახავად კეთდება გატარებები:
დებეტი 8220.
არასაოპერეაციო ხარჯები 10 000
დებეტი 2200.
დარიცხული ცვეთა 20 000
დებეტი 5440.
გადაფასების რეზერვი 20 000
კრედიტი. 2100.
ძირითადი საშუალებები 50 000
განხილული მაგალითები, აგებულია პრაქტიკაზე, როდესაც ხდება საწყისი ღირებულების ცვლილება: გაზრდა ან შემცირება, შესაბამისად, ფიქსირდება საწყისი ღირებულების აფასება და ჩამოფასება. საწყისი ღირებულების პროპორციულად იცვლება დარიცხული ცვეთაც.
ბასს 16-ს 35-ე მუხლი „ა“ პუნქტის თანახმად:
„როდესაც ხდება ძირითადი საშუალებების გადაფასება, გადაფასების თარიღისთვის არსებული დაგროვილი ცვეთა ტოლია - თანხის, რომელიც ამოვარდა საერთო საბალანსო თანხიდან და ხელახლა განისაზღვრა გადაფასებული თანხის მიმართ“.
სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, გადაფასებისას ხდება დარიცხული ცვეთის ჩამოწერა და მომდევნო პერიოდებში ცვეთა განისაზღვრება აქტივის გაფასებული ღირებულების მიმართ.
მაგალითი 6. აქტივის საწყისი ღირებულებაა 200 000ლარი. დარიცხული ცვეთა 160 000ლარი. აქტივის ახალი შეფასებული ღირებულებაა 120 000ლარი. გატარებას ექნება სახე:
დებეტი 2200.
დაგროვილი ცვეთა 160 000
კრედიტი 2100.
ძირითადი საშუალებები 160 000
დებეტი 2100.
ძირითადი საშუალებები 80 000
დებეტი 5440.
გადაფასების რეზერვი 80 000
რაც შეეხება ქონების შეფასების წესს, იგი მოკლედ ასეთია:
დააზუსტეთ რა ღირებულება გაინტერესებთ და რა მიზნისთვის.
დეტალურად შეისწავლეთ შეფასების ობიექტი.
შეარჩიეთ შეფასების მიდგომები და მეთოდები.
შეაგროვეთ აუცილებელი ინფორმაცია ყველა არსებული ლეგიტიმური წყაროებიდან.
შეასრულეთ აუცილებელი გამოთვლები.
გაანალიზეთ მიღებული შედეგები.
მოამზადეთ შეფასების ანგარიში.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეფასების პროცესში იხელმძღვანელოთ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით.
როდესაც ვახდენთ ძირითადი საშუალებების გადაფასებას უნდა გვახსოვდეს:
1. მიწას ცვეთა არ ერიცხება.
2. გადაფასების შემდეგ უნდა დაზუსტდეს საამორტიზაციო ღირებულება და გადანაწილდეს სასარგებლო გამოყენების დარჩენილ ვადაზე.
შესაძლოა ზედმეტად მოგეჩვენოთ გაფრთხილება, თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არც თუ იშვიათად, სათანადო ყურადღების მიღმა რჩება ეს ანბანური ბუღალტრული ჭეშმარიტება.
თამაზ იაშვილი,
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ ექსპერტი
![]() |
5 სადაზღვევო საქმე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 გადახდისუნარიანობის სპეციფიკა სადაზღვევო საქმიანობაში |
▲ზევით დაბრუნება |
სადაზღვევო კომპანიაში განსაკუთრებული როლი ეკისრება სადაზღვევო ვალდებულებებს, რამდენადაც მათი მეშვეობით რეალიზდება პოლისების მფლობელთა სადაზღვევო დაცვა, რომელიც მოცულობით მნიშვნელოვნად აღემატება მზღვეველის სხვა ვალდებულებებს.
სადაზღვევო მომსახურებას საფუძვლად უდევს სადაზღვევო რისკის კატეგორია, რაც გულისხმობს მზღვეველის ვალდებულებათა სიდიდის შეფასების განუსაზღვრელობას დროის ყოველ მომენტში.
მზღვეველის მიერ ფულადი ვალდებულებების უპირობო შესრულებისათვის, რაც განპირობებულია კანონით და ხელშეკრულებით, სადაზღვევო კომპანიას უნდა ჰქონდეს ე.წ. „გადახდისუნარიანობის მარჟა“, ე.ი. აქტივების სიჭარბე ვალდებულებებთან შედარებით.
ეკონომიკური შინაარსის მიხედვით გადახდისუნარიანობის მარჟა - ეს არის ვალდებულებების შესრულება, რომელიც ავსებს სადაზღვევო გარანტიებს: მზღვეველის ვალდებულებების ადეკვატურ სადაზღვევო ტარიფს და სადაზღვევო რეზერვებს. გადახდისუნარიანობის ფინანსურ გარანტიებად აღიარებულია სადაზღვევო კომპანიის საკუთარი კაპიტალი.
გადახდისუნარიანობის პრობლემა, ანუ მზღვეველის უნარი, შეასრულოს თავის ვალდებულებები, ცხადია, მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული სადაზღვევო კომპანიის საქმიანობაში, ასევე მთლიანად ეროვნულ სადაზღვევო ბიზნესში. იგი განსაზღვრავს საკანონმდებლო რეგულირებას, არის კოოპერაციის ფაქტორი სადაზღვევო კომპანიებს შორის და ასტიმულირებს ამ კომპანიათა საკუთარ კვლევებს. ევროკავშირში მიღებული წესის თანახმად, სადაზღვევო ორგანიზაციის გადახდისუნარიანობა ფასდება გადახდისუნარიანობის ფაქტიური რეზერვის შეფარდებით საანგარიშგებო სიდიდეებთან, ნორმატიულ ზომასთან.
გადახდისუნარიანობის მარჟის პირველი კონცეფცია აღმოცენდა დიდ ბრიტანეთში 1946 წელს. აქ მითითებული იყო, რომ კომპანიებში, რომლებიც სპეციალიზდებიან სადაზღვევო მომსახურებაზე, სიცოცხლის დაზღვევის გარდა, საერთო აქტივები საერთო ვალდებულებებს უნდა აღემატებოდნენ, სადაზღვევო პრემიის სიდიდის 10 პროცენტის ოდენობით.
Sigma-ს მონაცემების მიხედვით, სადაზღვევო სექტორში სიცოცხლის დაზღვევის გარდა, 1978 წლიდან 1994 წლამდე, მთელ მსოფლიოში 648 სადაზღვევო და გადამზღვევი კომპანია გადახდისუუნარო გახდა და შეინიშნებოდა ამ ტენდენციის გაძლიერება. მხოლოდ ერთ, 1992 წელს დარეგისტრირდა გაკოტრების 80-ზე მეტი შემთხვევა. გადახდისუნარიანობის რისკი მით უფრო მეტია, რაც უფრო სუსტად რეგულირდება ბაზარი. ასე, მაგალითად, მკაცრი წესების მქონე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვეცია, არ არის დაფიქსირებული მზღვეველთა გადახდისუუნარობის არც ერთი შემთხვევა.
„სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის შესახებ“, ევროკავშირის კონცეფციის პირველი საკოორდინაციო დირექტივის თანახმად, 1973 წლის 24 ივლისიდან ყოველი სადაზღვევო კომპანია, სიცოცხლის დამზღვევი სადაზღვევო კომპანიების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს:
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისი ტექნიკური რეზერვები. ამ რეზერვების სიდიდე და მათი განთავსების წესი განისაზღვრება დამოუკიდებლად მონაწილე ქვეყნის მიერ.
2. გადახდისუნარიანობის რეზერვი (მარჟა), როგორც დამატებითი ფინანსური გარანტია, თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ვალდებულებისგან. დირექტივაში მითითებულია, რომ აღებული ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, ერთი ზომის სადაზღვევო კომპანიები ერთნაირ პირობებში უნდა იყვნენ კონკურენციის თვალსაზრისით, აუცილებელია, ასევე, გათვალისწინებულ იქნას, რომ რეზერვი უნდა შეესაბამებოდეს საწარმოს გარიგებების საერთო სიდიდეს და განისაზღვროს საიმედოობის ორი ინდექსის საფუძველზე, რომელთაგან ერთი ემყარება შემოსულ პრემიებს, ხოლო მეორე - გადახდილ სადაზღვევო თანხებს.
3. საგარანტიო ფონდი, რომელიც შედგება თავისუფალი ქონების, ვალდებულებებისგან გადახდისუნარიანობის რეზერვის 1/3-მდე სიდიდით. ფონდი იქმნება იმისათვის, რომ გადახდისუნარიანობის რეზერვი საქმიანობის პროცესში ზღვარზე დაბლა არ დაეშვას, რაც სადაზღვევო ორგანიზაციის ფინანსურ შედეგებს საფრთხეს უქადის. იმისათვის, რომ გადახდისუნარიანობის რეზერვი გაითვალოს ევროკავშირის ქვეყნების მეთოდიკის მიხედვით, უნდა გაითვალოს გადახდისუნარიანობის ფაქტიური რეზერვი, ამის შემდეგ კი მოთხოვნილი (ნორმატიული) დონე.
გადახდისუნარიანობის ფაქტიური რეზერვის გადაჭარბება, ნორმატიულ დონეზე, სადაზღვევო ორგანიზაციისათვის ნიშნავს, ფინანსური მდგრადობის გარკვეული მარაგის არსებობას. ევროკავშირის დირექტივაში გადახდისუნარიანობის რეზერვი განისაზღვრება როგორც ქონება, თავისუფალი ნებისმიერი მომავალი ვალდებულებებისაგან, მისი მონაწილეების (აქციონერების) მოთხოვნის უფლებების გამოკლებით.
იგი მოიცავს:
- გადახდილ საწესდებო კაპიტალს;
- რეზერვებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ვალდებულებებთან;
- მომავალ მოგებას;
- შემოსავლებს, რომლებიც მიიღება პასივის ცალკეული მუხლის არასათანადო შეფასების შედეგად.
გადახდისუნარიანობის რეზერვის ნორმატიული სიდიდე გამოითვლება შემოსული შენატანების და სადაზღვევო გადახდების სიდიდის საფუძველზე.
საქართველოს სადაზღვევო კომპანიებისთვის აქტუალურია ფინანსური მდგრადობა და გადახდისუნარიანობა, რადგანაც სანდო და სტაბილურად მომუშავე კომპანიებს შეუძლიათ პოტენციური კლიენტების მოზიდვა, განსაკუთრებით სიცოცხლის დაზღვევაში.
გადახდისუნარიანობის პრინციპის თანახმად, სადაზღვევო მენეჯმენტის ძირითადი ამოცანაა, გადახდისუუნარობის რისკი იყოს კონტროლირებადი. 1980-იან წლებში ჯერ ფინეთში და შემდგომ დიდ ბრიტანეთში შეიქმნა „Finnish Solvency Working Party“ და „British Solvency Working Party“, რომელთა მიზანი იყო სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის შესწავლა. ამ ჯგუფების ამოცანა გახლდათ სადაზღვევო პროცესის მოდელების შექმნა და ამ მოდელების მეთოდიკის შესწავლა. სწორედ ამ დირექტივების საფუძველზე შემდგომში შეიქმნა თანამედროვე ევროპული კანონმდებლობა, შემუშავდა სტატისტიკური მონაცემების შეგროვების ახალი სტანდარტები „Finnish Solvency Working Party“, „British Solvency Working Party“-ის საფუძველზე.
მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ევროკავშირის საზღვრებში მოქმედებდა კონცეფცია, რომლის მიხედვით, სადაზღვევო საქმიანობის დაწყებამდე:
საწესდებო კაპიტალის გადახდილი ნაწილი არ უნდა ყოფილიყო გარანტირებული ფონდის სიდიდეზე ნაკლები;
გადახდისუნარიანობის რეზერვი (1/3 გადახდისუნარიანობის რეზერვისა შეადგენს მინიმალურ საგარანტიო ფონდს).
მზღვეველთა გადახდისუნარიანობაზე კონტროლი საშუალებას აძლევს საზედამხედველო ორგანოს, ადრეულ სტადიაზე გამოავლინოს პრობლემური შემთხვევები და ამით უკეთ დაიცვას დამზღვევები. Solvency-ის მიერ 2002 წელს მიღებულ იქნა მოთხოვნები, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წელს. ამ მოთხოვნების საფუძველზე მიღებული ახალი კანონით გაიზარდა მინიმალური საგარანტიო ფონდი, ზღვრული მნიშვნელობა დაზღვევაში გადახდისუნარიანობის ნორმატიული მარჟის გათვლისას (სიცოცხლის დაზღვევის გარდა). შეიცვალა ლიკვიდური კაპიტალის სტრუქტურა. გაძლიერდა კონტროლი მზღვეველებზე, ვინაიდან დადგინდა გადახდისუნარიანობისადმი მოთხოვნის შესრულების აუცილებლობა დროის ყოველ მომენტში (და არა მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების შედგენის მომენტში). გაფართოვდა საზედამხედველო ორგანოების უფლებები, მზღვეველის საქმიანობაში ჩარევის თვალსაზრისით. Solvency ავალდებულებს მზღვეველებს, გამოყონ გადახდისუნარიანობის ნორმატიული მარჟა და მინიმალური საგარანტიო ფონდი..
2000-2002 წლების ფინანსურმა კრიზისმა განაპირობა გადახდისუნარიანობაზე უფრო თანამედროვე რისკიან მიდგომაზე დამყარებული კონტროლის სისტემის არსებობის აუცილებლობა. ფინანსური ბაზრების კრახი, ობლიგაციებზე საპროცენტი განაკვეთების დაცემა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა, ასევე მსხვილი კატასტროფული ზარალი განაპირობებდა მთელი რიგი მზღვეველების ფინანსური სტაბილურობის შემცირებას. იმის გამო, რომ იზრდებოდა შემხვედრი ოფციონების და გარანტიების ფასები, უარესდებოდა ტექნიკური შედეგები, არსებითად დაეცა ინვესტიციების საბაზრო ღირებულება. ყოველივე ამან განაპირობა ცვლილებების შეტანა ანგარიშების წესებში, გაძლიერდა კონტროლი ხელისუფლების მხრიდან კომპანიების გადახდისუნარიანობაზე. აუცილებელი გახდა სპეციფიკური რისკების შეფასების სტანდარტების დაზუსტება, რომელთაც აწყდებიან სადაზღვევო კომპანიები.
Solvency I არის მარტივი და გასაგები სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ერთიმეორეს შეუდარდეს სხვადასხვა კომპანიების შედეგები. ამავე დროს მას გააჩნია რიგი ნაკლოვანებები:
1. აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება არ ემყარება საბაზრო პრინციპებს;
2. გამოყენებული სიდიდეები - პრემიები და გადახდები დაზღვევაში (სიცოცხლის დაზღვევის გარდა), მათემატიკური რეზერვები, რისკის ქვეშ მყოფი კაპიტალი სიცოცხლის დაზღვევისას - სრულად არ შეესაბამება ანდერრეიტინგული რისკის შეფასების კორექტირებას;
3. დანარჩენი რისკები არ გაითვალისწინება ანდა გაითვალისწინება ნაწილობრივ. გადახდისუნარიანობის ნორმატიული მარჟა არ მოიცავს საინვესტიციო რისკს;
4. მხედველობაში არ მიიღება რისკების დივერსიფიკაცია, რისკების გაცემის გარკვეული ფორმები, დამოკიდებულება აქტივებსა და ვალდებულებებს შორის;
5. გადაზღვევის გათვალისწინება შეზღუდულია. რისკების გადაცემა ისევე როგორც გადამზღვევის კრედიტუნარიანობა არასაკმარისად გაითვალისწინება.
რიგ ქვეყნებში (აშშ, კანადა, ავსტრალია, იაპონია) გადახდისუნარიანობაზე კონტროლისათვის საზედამხედველო ორგანოების მიერ გამოიყენება რისკიანი კაპიტალის სისტემები, რაც ემყარება რისკების გათვალისწინებას, რომელსაც თავისი საქმიანობის პროცესში აწყდება სადაზღვევო კომპანია. ყველა ასეთ სისტემაში ნორმატიული კაპიტალი იყოფა ნაწილებად, ცალკეული რისკების მიკუთვნების თვალსაზრისით. ძირითადი განსხვავებები დაკავშირებულია რისკების სახეებთან და გათვლის მეთოდებთან, მაგალითად, აშშ-ი სარისკო კაპიტალის სისტემა ემყარება საზედამხედველო ანგარიშგებას, სადაც გამოიყენება საჭირო კაპიტალის გათვლის საკმაოდ რთული მეთოდები, რისკების ყოველი ძირითადი კატეგორიისთვის, რომელთანაც საქმე აქვთ მზღვეველებს, კომპანიის სპეციფიკის გათვალისწინებით. ასე, მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევისას გაითვალისწინება რისკის ოთხი კატეგორია: აქტივების რისკი, სადაზღვევო რისკი, საპროცენტო რისკი და ბიზნესის რისკი. დამატებითი კაპიტალი, რომელიც შეესაბამება აქტივების განსაზღვრულ სახეობას, გაითვლება როგორც აქტივის სიდიდის გავლენა სარისკო ფაქტორზე (სახელმწიფო ობლიგაციებისათვის - 0-1 პროცენტი, აქციებისათვის 4-30 პროცენტი და ა.შ.). სადაზღვევო რისკი დამოკიდებულია ბიზნესის პროფილზე. ჯანმრთელობის დაზღვევაში რისკის ფაქტორი იცვლება 7-დან 35 პროცენტამდე, სიცოცხლის დაზღვევაში - 0,5-დან 0,15 პროცენტამდე პრემიის სიდიდესთან მიმართებაში. მსგავსი პრინციპით განისაზღვრება საპროცენტო რისკის და ბიზნესის სარისკო ფაქტორები.
რისკების უფრო სრულად გათვალისწინების აუცილებლობა გადახდისუნარიანობის მარჟის გათვლის ევროპულ მეთოდიკაში ადრეც იყო გააზრებული, მაგრამ მხოლოდ 2001 წელს დაიწყო ევროკომისიამ პროექტის Solvency IIის განხორციელება, სადაზღვევო კომპანიებზე ზედამხედველობის ევროპული სისტემის გადახედვის მიზნით. Solvency II-ის დანერგვა დამთავრდება 2010 წელს.
იგი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
ფასდება სადაზღვევო კომპანიის საერთო ფინანსური სტაბილურობა;
გამოიყენება დაზღვევაში ადაპტირებული სამსაფეხურიანი სტრუქტურა ბანკებისათვის, ბაზელის ნორმატივების ანალოგიურად;
შეფასება ხორციელდება სარისკო მიდგომის მეშვეობით, რაც მზღვეველებს განაწყობს პროფესიონალურ დონეზე მართონ იგი და შემდგომში გამოყონ საკუთარი მოდელები;
საზედამხედველო საქმიანობა რჩება რაციონალური რეგულატორების ამოცანად, ოღონდ გამიზნულია იქითკენ, რომ ზედამხედველობის მეთოდები ეთანხმებოდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზედამხედველობის მეთოდებს;
მცირე კომპანიებს უნდა შეეძლოთ, შეესაბამებოდნენ Solvency II-ის მოთხოვნებს, დამატებითი შეუსაბამო ხარჯების გარეშე;
შემოთავაზებული სტრუქტურა ხელს უწყობს, შეიქმნას თამაშის ერთიანი წესები ფინანსურ ინდუსტრიაში, საბანკო რეგულირების ერთგვაროვნებისა და შესაბამისობის მეშვეობით, რაც, კერძოდ, განაპირობებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ფინანსურ კონგლომერატებზე.
იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და შემცირდეს კომპანიებზე ადმინისტრაციული დატვირთვა, Solvency II უნდა შეესაბამებოდეს შეფასების და ანგარიშგების სტანდარტებით IASB-ის მოთხოვნებს (IASB - ფინანსური ანგარიშების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო); ამასთან, იგი უნდა შეესაბამებოდეს AIAISის (სადაზღვევო ზედამხედველობის საერთაშორისო ასოციაცია) და IAA-ის (საერთაშორისო აქტუარული ასოციაცია) მოთხოვნებს.
ასე რომ, Solvency II-ის სისტემა ბაზელის წესების ანალოგიურად გულისხმობს მოთხოვნების სამ ჯგუფს:
პირველი - ნორმატიული კაპიტალის რაოდენობრივი განსაზღვრა;
მეორე - ხარისხობრივი მოთხოვნები, კონტროლის პროცედურები საზედამხედველო ორგანოების მხრიდან;
მესამე - მოთხოვნებს უყენებს საბაზრო გამჭვირვალობას.
საერთოდ, აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება, საბაზრო პრინციპების საფუძველზე, არის Solvency II-ის ძირითადი სიახლე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს გათვლების შედეგებზე გადახდისუნარიანობის შეფასებისას. Solvency II საბოლოოდ ათვისებული იქნება 2010 წლისათვის. რიგი ევროპული ქვეყნების საზედამხედველო ორგანოები, Solvency II-ის დანერგვამდე ცდილობენ პარალელურად შეიმუშაონ სისტემა, რომელიც ემყარება აქტივების და პასივების ვალდებულებების საბაზრო შეფასებას, ყველა ძირითადი რისკის რაოდენობრივ გამოხატვას და შიდა მოდელების გამოყენებას. ასეთი პროექტები გამოიყენება დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში და ჰოლანდიაში.
ევროკავშირის პირველი საკოორდინაციო დირექტივებია:
1. თუკი რომელიმე სადაზღვევო კომპანია არ იცავს საბჭოს დირექტივების მოთხოვნებს, ტექნიკური რეზერვების ფორმირების შესახებ, მაშინ საზედამხედველო ორგანოს შეუძლია, აუკრძალოს მას აქტივების თავისუფალი გამოყენება;
2. სადაზღვევო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის აღდგენის მიზნით, გადახდისუნარიანობის რეზერვი თუ ვერ აღწევს დადგენილი მინიმუმის დონეს, სადაზღვევო ზედამხედველობა მოითხოვს მაკორექტირებელი ღონისძიებების პროგრამების შედგენას და წარდგენას;
3. თუ კი გადახდისუნარიანობის რეზერვის სიდიდე ვერ აღწევს მინიმალური საგარანტიო ფონდის სიდიდეს, ზედამხედველობის ორგანო სადაზღვევო კომპანიისგან მოითხოვს დაფინანსების მოკლევადიანი გეგმის შედგენას, რომლის განხილვის შემდეგ ზედამხედველობას შეუძლია შეზღუდოს ანდა აკრძალოს სადაზღვევო კომპანიის აქტივების თავისუფალი გამოყენება;
4. მათ შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც შეძლებს დამზღვევების ინტერესების დაცვას. ევროკავშირის პირველი დირექტივების მე-20 მუხლი არეგულირებს ასევე უცხოური სადაზღვევო ორგანოების ფინანსური მდგომარეობის კონტროლის წესს, რომელიც მოქმედებს მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე.
სადაზღვევო კომპანიის გადახდისუნარიანობის მინიმალური დონისადმი მოთხოვნა სხვადასხვა ქვეყანაში უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისგან და პრაქტიკულად 20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
ამ მაჩვენებლის გარდა გამოიყენება საკუთარი სახსრების დაფარვის საკმარისობის დონის მაჩვენებელი (Capital Adequacy Ratio anda (AR)), რომელიც გამოითვლება როგორც სხვაობა სადაზღვევო კომპანიის გადახდისუნარიანობის ფაქტიურ დონესა და მის ნორმატიულ სიდიდეს შორის.
გადახდისუნარიანობის წესი არის ევროპული რეგლამენტაციით ყველაზე მახასიათებელი გამოხატულება, რომელსაც უნდა ექვემდებარებოდეს ევროკავშირის ყველა სადაზღვევო კომპანია. მზღვეველის გადახდისუნარიანობის დონე განისაზღვრება მისი აქტივების შედარებით მოცემული მომენტისათვის არსებულ ვალდებულებებთან. ამასთან გაითვლება ფაქტიურად თავისუფალი აქტივების სიდიდე.
სადაზღვევო კომპანიის გადახდისუნარიანობა მიიღწევა მაშინ, როცა საკუთარი სახსრების ფაქტიური სიდიდე შეესაბამება ნორმატიულს. საკუთარი სახსრების გადახდისუნარიანობის ნორმატიული სიდიდე განისაზღვრება სამი მაჩვენებლით:
1. გადახდისუნარიანობის მარჟა;
2. გარანტირებული ფონდი - 1/3 გადახდისუნარიანობის მარჟა;
3. მინიმალური გარანტირებული ფონდი.
ევროპის ქვეყნებში მიღებულია სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის ერთიანი შეფასების მეთოდიკა Solvency. Solvency ის პირველი მოდელი არ აღმოჩნდა სრულყოფილი და შექმნილი ვითარების ფონზე ევროკავშირის ქვეყნებმა შექმნეს და განავითარეს ახალი, უფრო გაუმჯობესებული მოდელი Solvency II.
ნატო კაკაშვილი
თსუ ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.
annotation
Specificity of solvency in insurance
Nato Kakashvili,
Academic doctor of economics at Tbilisi State University
Problem of solvency or ability of insurer to execute liabilities is very important in activities of insurance company as well as for whole national insurance business. The reason is that it determines legislative regulations, it is the factor of cooperation between insurance companies and stimulates own researches of insurance company. In European Union solvency of insurance company is estimated by real reserves of solvency divided by normative size.
Financial stability and solvency is very actual for Georgian insurance companies, because reliable and trusty companies can attract potential clients, especially in health insurance.
Solvency of insurer is defined as conformation of its assets with its liabilities which exists at the moment. Also it is calculated size of free assets. The general evaluation method of solvency of insurance companies is excepted in European countries. The first pattern of solvency was not perfect and due to situation European countries created and implemented better pattern of solvency.
![]() |
5.2 სამედიცინო დაზღვევა და მედიაციის სამსახური |
▲ზევით დაბრუნება |
დავით ჭიოტაშვილი
პროფესორი
მიუხედავად გააქტიურებისა, სადაზღვევო სისტემამ მაინც ვერ დაიმკვიდრა თავისი კუთვნილი ადგილი საქართველოში. საზოგადოების დიდ ნაწილს (განსაკუთრებით პერიფერიებში), დაზღვევის აუცილებლობა და მნიშვნელობაარა აქვს გაცნობიერებული. მრავალი საკითხი გაურკვეველი და პრობლემატურია, როგორც პოტენციური დამზღვევებისთვის, ასევე უკვე დაზღვეული მოსახლეობისთვისაც, რაც განსაკუთრებით სამედიცინო დაზღვევის სფეროში აისახება. მიუხედავად ამისა, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის მოცულობის ზრდა მაინც შთამბეჭდავია და საინტერესო ტენდენციები შეინიშნება: იზრდება სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობა და მათ მიერ ანაზღაურებული ზარალებიც.
სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური სადაზღვევო პრემიების განსაკუთრებული ზრდა სამედიცინო დაზღვევის სახეობაში შეინიშნება. 2008 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 272,013 მილიონი ლარი შეადგინა, სადაც სამედიცინო დაზღვევაზე მოდის 161,229 მილიონი ლარი მოდიოდა, რაც ჯამური სადაზღვევო პრემიის, ანუ მთლიანი სადაზღვევო ბაზრის 59,27%25-ია. ხოლო, 2009 წლის შედეგების მიხედვით, ანალოგიური პარამეტრები ასე გამოიყურება: სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 309.706 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც სამედიცინო დაზღვევაზე მოდის 247.255 მილიონი ლარი, რაც ჯამური სადაზღვევო პრემიის, ანუ მთლიანი სადაზღვევო ბაზრის 68.6%25-ია. ზრდა ფიქსირდება ზარალების ანაზღაურების მაჩვენებლების კუთხითაც. კერძოდ, 2008 წელს სადაზღვევო კომპანიებმა ჯამურად 0.592 მილიონი ლარი აანაზღაურეს, საიდანაც სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე 0.472 მილიონი ლარი მოდის, რაც მთლიანად ანაზღაურებული ზარალების 79%25-ია. ხოლო, 2009 წლის შედეგების მიხედვით, ანალოგიური პარამეტრები ასე გამოიყურება: სადაზღვევო კომპანიებმა ჯამურად 189.211 მილიონი ლარი აანაზღაურეს, საიდანაც სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის 148.885 მილიონი ლარი, რაც მთლიანად ანაზღაურებული ზარალების 78.69%25-ია. აქაც, ისევე, როგორც დაზღვევის სახეობების მიხედვით მიღებულ შემოსავლებში, ზრდა ძირითადად სამედიცინო დაზღვევის ზარალებზე მოდის.
ნიშანდობლივია რომ, საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში ზრდა ყველა პარამეტრების მიხედვით ძირითადად სამედიცინო დაზღვევის ხარჯზე ხდება, სადაც ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია. შეიძლება ითქვას, სამედიცინო დაზღვევის სახეობის გარეშე საქართველოს სადაზღვევო ბაზარი დინამიურად არ ვითარდება. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ სადაზღვევო სივრცეში, 2009 წლის შედეგების მიხედვით, ბაზრის თითქმის 69%25, ხოლო მთლიანად ანაზღაურებული ზარალების 79%25 (2010 წლის ექვსი თვის შედეგების მიხედვით, ბაზრის თითქმის 73%25), ხოლო მთლიანად ანაზღაურებული ზარალების 80%25 დაზღვევის ერთ სახეობას - სამედიცინო დაზღვევას უჭირავს.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე იმისგან განსხვავებით, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. დღეს, ქვეყანაში სამი დიდი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა ხორციელდება: უმწეოთა სამედიცინო დაზღვევა, პედაგოგთა სამედიცინო დაზღვევა და „იაფი დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამა, თუ აქამდე ასეთ პროგრამებში ჩართული იყო 40 ათასამდე ადამიანი, დღეს მათი რიცხვი 1.3 მილიონზე მეტს აღწევს (აქედან დაახლოებით 900 000 უმწეოთა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამითაა დაზღვეული, დაახლოებით 70 000 პედაგოგთა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით და დაახლოებით 150 000 ადამიანი - „იაფი“ დაზღვევის პროგრამაშია ჩართული). თავის მხრივ, აღნიშნული პროგრამების განხორციელებას უდიდესი სოციალური დატვირთვა ენიჭება და მათ წარმატებით განხორციელებაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული სადაზღვევო ურთიერთობების ხვალინდელი დღეც საქართველოში.
„საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის“ კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 58,6%25 სადაზღვევო კომპანიებს არ ენდობა. 49,1%25-ს არ სჯერა, რომ სადაზღვევო კომპანია გადაუხდის ანაზღაურებას, 23,7%25-ს არა აქვს არავითარი ფინანსური საშუალება, 19,4%25-მა არ იცის რისი დაზღვევა შეუძლია, რა რისკებისაგან და რა ფასად. 13,7%25-ს ურჩევნია დანაზოგის გადანახვა და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენება, 5,1%25 დარწმუნებულია, რომ არავითარ ზარალს არ მიიღებს, 5,1%25-ს კი - ოჯახის ყველა წევრის დაზღვევის საშუალება არა აქვს.
იგივე კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირი პრობლემები ასე გამოიყურება: მოსალოდნელთან შედარებით სამედიცინო მომსახურების დაბალი ხარისხი, დაფარვების და გამონაკლისების ინტერპრეტაცია სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ, სამედიცინო პროვაიდერთა არჩევის შეზღუდულობა, ანაზღაურების გაცემის დაგვიანება, ან სულაც შეუსრულებლობა, სადაზღვევო კომპანიიდან პასუხის დაგვიანება ან ბუნდოვანება. ასევე ხშირია მზღვეველთა და დამსაქმებლის მხრიდან დაზღვევის პირობების არგაცნობა. დაზარალებულის უკმაყოფილებას ამძაფრებს ხშირად იმის არცოდნაც, თუ რა უნდა მოიმოქმედოს საკუთარი ინტერესების დასაცავად და სხვა.
რიგმა სადაზღვევო კომპანიებმა, რომლებმაც ვალდებულებები არ შეასრულეს სადაზღვევო ბაზრის მიმართ, მოსახლეობის ნდობა საფრთხის ქვეშ დააყენეს. კერძოდ, სადაზღვევო ბაზარზე ნაკლებად კვალიფიცირებული და სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე სადაზღვევო კომპანიების გააქტიურებამ გააუარესა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა, რაც ნეგატიურად აისახა სადაზღვევო ინდუსტრიისადმი განწყობის საერთო პოზიტიურ ფონზე.
შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ ეს პრობლემა ყველა დაინტერესებული მხარის მიერ დროულ და ეფექტიან გადაჭრას საჭიროებს, რათა დაზღვეული მოსახლეობის უკმაყოფილებამ არ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი და არ გამოიწვიოს როგორც არსებულ დაზღვეულთა უკმაყოფილების შემდგომი ზრდა, ასევე მომავალში პოტენციური დამზღვევების იმედგაცრუება და ნიჰილისტური დამოკიდებულება სადაზღვევო მომსახურების მიმართ.
ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი სადაზღვევო კომპანიასთან ისე აფორმებს ხელშეკრულებას, რომ არ იცნობს სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრულ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე დაზღვევის პირობებს, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს განსახორციელებელ სათანადო პროცედურებს. მოსახლეობის დაზღვევის შესახებ სათანადოდ ინფორმირება უმნიშვნელოვანესი საკითხია. უფრო მეტიც, ბაზარზე „სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის“ პროდუქტი ისე გამოვიდა, რომ პროდუქტის ბაზარზე შემოტანისა და გაყიდვების არცერთ ეტაპზე აქცენტი არ გაკეთებულა დაზღვეულთათვის სადაზღვევო პროდუქტის, დაფარვების, უფლება-მოვალეობებისა და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების შესახებ. შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაწილი, პირველივე დაბრკოლებისთანავე (პოლისის არსებობის შემთხვევაშიც კი) სამედიცინო ხარჯებს თვითონ ანაზღაურებს.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, სადაზღვევო კომპანიები არ, ან ვერ ახდენენ დაზღვეული მოსახლეობის ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლიათ სახელმწიფოს მიერ მიცემული სადაზღვევო პოლისებით.
რეალობა ცხადყოფს, რომ სადაზღვევო კულტურის ამაღლება მომხმარებლებთან ერთად თვითონ სადაზღვევო კომპანიებსაც სჭირდებათ, ამიტომ დაზღვეულთა უფლებების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
სადაც არსებობს სამედიცინო დაზღვევა, ასევე არსებობს ამ საკითხზე ორიენტირებული სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სექტორი. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. სწორედ ამ მიზნით, 2008 წლის 15 მარტს შეიქმნა ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური. მისი ძირითადი მიზანი დაზღვეულებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის წარმოქმნილი დავების არასასამართლო გზით მოგვარება და დაზღვევის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა იყო. მედიაციის სამსახური აქამდე არასახელმწიფო ორგანიზაციის სტატუსით მოქმედებდა, ახლახანს კი მას საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ფორმა მიეცა და შესაბამისად სახელმწიფოს დაექვემდებარა.
მედიაციის სამსახური ჯერჯეობით ერთადერთი სტრუქტურაა, რომელსაც სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილო ადამიანები აკითხავენ. მისი მიზანია, დავა მზღვეველსა და დამზღვევს შორის სასამართლოს გარეშე მოაგვაროს. სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ (და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაზღვევა საქართველოში ფართოდ არ ანნოტატიონ არის გავრცელებული), მედიაციის სამსახური ამ ეტაპზე საკმაოდ გამართულად მოქმედებს. ასე მაგალითად, 2009 წელს მედიაციის სამსახურში შევიდა 3 619 მიმართვა, აქედან 2625, ანუ 72,5%25 ეკუთვნით იმ ბენეფიციარებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან და რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. მიმართვის 3%25 რთულ მედიაციას მიეკუთვნებოდა - ეს ის შემთხვევაა, როდესაც დავა დაზღვეულსა და კომპანიას შორის დამატებით გამოკვლევას მოითხოვს. მიმართვის 9%25 მარტივ მედიაციაზე მოდის, როცა დავის მოგვარებას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდა და რაც შეეხება დარჩენილ 88%25-ს, მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად, ან დასაზუსტებლად მედიაციის სამსახურს მიმართეს. გასული წლის მონაცემებით, მოგვარდა მარტივი მედიაციის ყველა და რთული მედიაციის - 94 შემთხვევა.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ადრე მედიაციის სამსახური მხოლოდ დაზღვეულებსა და კომპანიებს შორის დავებს აგვარებდა, ახლა უკვე მათ კომპეტენციაში სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაჭრაც შედის. სიახლეა ისიც, რომ მედიაციის სამსახური აღარ მოემსახურება კორპორატიული წესით დაზღვეულებს და ამ საქმეს დღეიდან, სადაზღვევო ასოციაცია შეუდგება. იგივე შეუძლია შეითავსოს სადაზღვევო ინსტიტუტმაც. ასე რომ, კონკურენცია აუცილებლად იქნება, რაც ასევე აუცილებლად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხსაც.
ცხადია, დაზღვეულთა უფლებების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, მედიაციის სამსახურს, როგორც სახელმწიფო უწყებას, დაევალა აქტიურად ითანამშრომლოს ადგილობრივ თვითმართველობებთან და კლინიკებთან. ასევე, საჭიროების შემთხვევაში კარდაკარ იაროს დაზღვეულ მოსახლეობასთან, რათა კუთვნილი მომსახურება შეუფერხებლად მიიღონ.
annotation
Health insurance and mediation service
David Chiotashvili
Insuarnce field should take account insurance relations, state supervisions mechanisms and the improvement of the system. In this direction is still lot of problems there.
Insured protection of rights is very important. Thats why mediationservice as a state agency, assigned tu actively cooperatewith local self-governmentsand clincs. Ans if necessary must be closeto the population, in order to receive services whithoutdelay. All should fell that governmentwill protecttheir rigths.
![]() |
6 სერვიტუტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 სამრეწველო სერვიტუტისა და აუცილებელი გზის ინსტიტუტები უცხოური ქვეყნების კანონმდებლობაში |
▲ზევით დაბრუნება |
ლიანა სახოკია,
იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრი
ქართულ კანონმდებლობისათვის რომაული სამართლის სერვიტუტის პრინციპები XVIII ს-ს დასაწყისში უკვე ცნობილი იყო.
კერძოდ, ვახტანგ VI-სამართლის წიგნის 170-ე მუხლი, ამბობს: „სადაც არ უნდა სურდეს ხელმწიფეს გაიყვანოს წყალი და არხი, იგი ამას აკეთებს ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ და პურის მოსავლისათვის.... შესაბამისად არავის არ აქვს უფლება შეეწინააღმდეგოს ხელმწიფის გადაწყვეტილებას არხის გაყვანაში, სადაც მას მოესურვება, მიუხედავად იმისა თუ რა შეხვდება გზად, ვენახი თუ მინდორი, გათხრის და გაიყვანს.... ამის შემდეგ კი არავის არ ექნება უფლება ხელი შეუშალოს მოხსენიებული სამუშაოების წარმოებაში“.
აგრეთვე აღსანიშნავია, ვახტანგ VI-ს სამართლის წიგნის 244-ე მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ: „რუს გამდებისა, რომ შუაში სხვის მამულს ედვას, იმ შუას მამულის პატრონს არა გაუკეთდება რა, - ფასი უნდა მიეცეს. თუ იმასაც გაუკეთდება რამე, - კარგად შერიგდნენ“. ამრიგად, თუ ნაკვეთიდან გასული წყარო (რუ) მიედინება მეზობლის მამულის გავლით ისე, რომ იგი ამით არანაირ სარგებელს არ იღებს, მას უნდა მიეცეს საზღაური, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მეზობელიც იღებს სარგებელს, მაშინ „კარგად შერიგდნენ“. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სერვიტუტის სახე წყლის გატარების სერვიტუტს წარმოადგენს. აღნიშნული ნორმის წყაროა ბერძნული სამართლის 417-ე მუხლი: „ვინცავინ სხვის მიწაში რუ გაიღოს და წყალი გაიყუანოს, იმ მიწის პატრონის დასტური უნდა ქონდეს და ისე გაიღოს რუ. სამს წელიწადს იმ რუს გაღებისათვის უნდა ქირა მისცეს რუს გამღებმა მიწის პატრონსა“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში სერვიტუტები ფართოდ გამოიყენებოდა, რამაც ასახვა საკანონმდებლო დონეზე ჰპოვა ვახტანგ VI-ს სამართლის წიგნში XVIIIს-ს დასაწყისში.
ვახტანგ VI-ს სამართლის წიგნიდან მოყვანილი მაგალითები ცხადჰყოფს იმას, რომ XVII -ე საუკუნეში სერვიტუტებთან მიმართ მოქმედი პრინციპები რაოდენ აქტუალურია დღესაც, XXI-ე საუკუნეში.
ამჯერად მოგითხრობთ უცხოური ქყვეყნების კანონმდებლობაში სასერვიტუტო ურთიერთობების რეგულირების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სამრეწველო სერვიტუტისა და აუცილებელი გზის ინსტიტუტები, რომელთა აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ამ ტიპის იურიდიული მექანიზმების პრაქტიკაზე გამოყენებისა და მათი სამოქალაქო-სამართლებრივი რეგულირების სპეციფიკა საქართველოში ნაკლებად შესწავლილია.
განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, აქტუალურია მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის დაწესება ხაზობრივი ნაგებობის ექსპლუატაციის მიზნით. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობა არის „საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი“. აღნიშნული ნაგებობის მესაკუთრეებს კი წარმოადგენენ ელექტროენერგიის, გაზისა თუ ნავთობის სფეროში არსებული კომპანიები, მაგრამ მიწის ნაკვეთები, რომლებზეც გაყვანილი უნდა იქნეს ხაზობრივი ნაგებობა, სხვათა საკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად, მიწის ნაკვეთების სამრეწველო ბრუნვაში უფრო ფართოდ ჩართვის, ინვესტორი-კომპანიებისთვის და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირების მიერ ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის წახალისების, საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნისა და საქართველოში ამ ტიპის სერვიტუტის მარეგულირებელი კანონმდებლობის განვითარების მიზნით, საყურადღებოა უცხოურ კანონმდებლობაში არსებული სამრეწველო სერვიტუტთან დაკავშირებული გამოცდილების გაცნობა.
კერძოდ, საკმაოდ საინტერესოა პოლონეთში 2008 წლის 3 აგვისტოს პოლონეთის სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილება, რომლის თანახმად, შემოღებულ იქნა ახალი შეზღუდული სანივთო უფლება: სამრეწველო სერვიტუტი (მ.305 (1) 305(4)-ს და მ.49 (2). აღნიშნული უფლება შეიძლება დაწესდეს კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ინტერესთა სასარგებლოდ. სამრეწველო სერვიტუტების შემოღებამ შექმნა კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ მიწის ნაკვეთის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, რითაც მოწესრიგდა მიწის მესაკუთრეთა და კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შორის მრავალი წლის მანძილზე არსებული გაუგებრობა. ზოგადად, პოლონეთის სამოქალაქო კოდექსის თანახმად, თუ რაიმე ობიექტი აშენდა მიწის ნაკვეთზე, იგი ავტომატურად ხდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრება. ამ წესიდან გამონაკლისის სახით, სამოქალაქო კოდექსი ადრე აწესებდა, რომ თუ რაიმე შენობა-ნაგებობა გამოიყენებოდა კომუნალური მომსახურებისთვის და იგი მიერთებული იყო კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის ქსელთან, მაშინ იგი არ განიხილებოდა მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილად. თუმცა, სამოქალაქო კოდექსი კონკრეტულად და ცალსახად არ განსაზღვრავდა, თუ ვინ ხდებოდა ამ ინფრასტრუქტურის მესაკუთრე. თუნდაც, კომუნალური მომსახურების ქსელი/ შენობა-ნაგებობები ყოფილიყო აშენებული და ამ კომპანიების საკუთრებაში არსებული, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ითვლებოდა აშენებულად სხვისი პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. კომპანიათა უმეტესობა ცდილობდა მოეგვარებინა ურთიერთობები მესამე პირებთან ხელშეკრულებების დადებით, რომლებსაც თავის მხრივ, ჰქონდათ სარგებლობის უფლებით აღებული მიწის ნაკვეთები და ამ შემთხვევაში მაინც მოითხოვებოდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა ამდაგვარ გარიგებაზე. შედეგად, გავრცელებული იყო პრაქტიკა, როცა ხელშეკრულების დადების გარეშე ხდებოდა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსება მესამე პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ მიწის ნაკვეთების სარგებლობაზე არსებობდა მესაკუთრის თანხმობა, მაშინ მოიაზრებოდა ამ მიწის ნაკვეთებით უსასყიდლოდ სარგებლობა. ამავე დროს, მიწის ნაკვეთებით ასეთი სარგებლობა არ უზრუნველყოფდა კომუნალური მომსახურების ინფრასტრუქტურის მესაკუთრე კომპანიებისთვის საკმარის დაცვას, რადგან ასეთი სარგებლობა შეიძლებოდა შეწყვეტილიყო ნებისმიერ დროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე (მათ შორის მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურისგან განთავისუფლების მოთხოვნით). როცა ხდება მიწის ნაკვეთის სარგებლობა მესაკუთრის თანხმობის გარეშე, მესაკუთრეს გააჩნია იურიდიული უფლება მოსთხოვოს კომპანიას კომპენსაციის გადახდა მიწის ნაკვეთით ნებართვის გარეშე სარგებლობისთვის. უზენაესი სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებების თანახმად, მიწის ნაკვეთზე აშენებული ინფრასტრუქტურის შენობა-ნაგებობა განიხილება როგორც მოძრავი ნივთი და საკუთრების უფლება ეკუთვნის კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კომაპანიას.
არსებული წესებისგან განსხვავებით, ახალი წესები უზრუნველყოფენ მიწის ნაკვეთის გამოყენებას კომუნალური სერვიტუტის დადების მეშვეობით. ასეთი სერვიტუტი შეიძლება დაწესდეს კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც ფლობს ან აპირებს ააშენოს/დაამონტაჟოს ამდაგვარი ინფრასტრუქტურა. თუნდაც სერვიტუტი არ არის რეგისტრირებული მიწისა და იპოთეკის რეესტრში, მას მაინც ექნება შემბოჭველი ძალა მიწის ნაკვეთის შემდგომი მესაკუთრეთა მიმართ. სამრეწველო სერვიტუტი, როგორც წესი, წესდება მესაკუთრესა და კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას შორის ხელშეკრულების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ახალი წესების თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უარის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს სამრეწველო სერვიტუტის დადგენა სასამართლოს წესით. სასამართლო დაადგენს შესაბამის გადასახადს, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ. კანონმდებლობაში შესული ეს ცვლილება გააუმჯობესებს კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მდგომარეობას.
„სამრეწველო სერვიტუტების“ დაწესებას აგრეთვე ითვალისწინებს ესპანეთის კანონმდებლობა. ამ სახის სერვიტუტების არსებობა შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ სერვიტუტი შეიძლება დაწესდეს არა მხოლოდ სოფლის ან ქალაქის, არამედ სამრეწველო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. იტალიის სამოქალაქო კოდექსის 1028-ე მუხლი უშვებს სერვიტუტის დაწესებას მთავარი მიწის ნაკვეთის გამოსაყენებლად უკეთესი პირობების შექმნის მიზნით, რომელიც შესაძლებელია საწარმოს მიწა იყოს. ამის საფუძველზე ესპანური ცივილისტიკა შეეცადა ჩამოეყალიბებინა „არაკონკურენტული სერვიტუტების“ დოქტრინა, რომლის თანახმადაც, მიწის ნაკვეთის დანიშნულება შემოიფარგლება კონტრაჰენტის სასარგებლოდ სანივთო-სამართლებრივი ვალდებულების პროპტერ რემ საფუძველზე : მაგ. კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე არ შეიძლება იყოს განთავსებული საწარმოს ობიექტები. ზოგიერთი ესპანელი სამართალმცოდნის აზრით, „არაკონკურენტული სერვიტუტები“ თავისი ბუნებით არ წარმოადგენენ მიწის სერვიტუტებს, ვინაიდან მათი დაწესება ხდება არა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ, არამედ კონკრეტული პირის სასარგებლოდ. რუსეთის სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად, შესაძლებელია სერვიტუტების დაწესება ელექტროგადამცემი ხაზების, ნავთობსადენების გაყვანისა და ექსპლუატაციის მიზნით.
რეკომენდაცია საქართველოს სერვიტუტის კანონმდებლობის განვითარების მიზნით:
სამოქალაქო კოდექსის 253-ე მუხლში შეტანილ იქნეს შესაბამისი დამატება, რომლის მიხედვითაც, ამ მუხლში გაჩნდება სამრეწველო სერვიტუტის დეფინიცია, კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ და სხვა ინფრასტრუქტურის კომპანიებს მიწის ნაკვეთებზე/უძრავ ნივთებზე საკუთრების, ან სხვა ნებისმიერი უფლების წინასწარ შეძენის გარეშე მიეცემათ უფლება მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან დადონ პირადი სერვიტუტის ხელშეკრულებები და მოითხოვონ ამგვარი სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
აუცილებელი გზა
სერვიტუტებზე საუბრისას საინტერესოა სერვიტუტის უფლების ისეთი ნაირსახეობის განხილვა, როგორიც არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლში ასახული აუცილებელი გზა. აღნიშნული უფლება წარმოადგენს სამეზობლო თმენის ერთ-ერთ ვალდებულებას.
აუცილებელი გზა სახეზეა მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანადაა იზოლირებულ საჯარო გზებისაგან, ანდა მისი დიდი ნაწილია ამგვარ მდგომარეობაში. როდესაც გზაზეა საუბარი, მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა არ იგულისხმება, არამედ მხედველობაშია ასევე სამანქანე გზა. სამეზობლო ურთიერთობებში ხშირია სხვისი მიწით სარგებლობის საჭიროება ელექტრო, ნავთობის, გაზის და წყალმომარაგების ქსელთან დასაკავშირებლად. ამ შემთხვევაშიც სამეზობლო თმენის ვალდებულება ურყევია. საჭიროა, რომ ყველა შემთხვევაში აღნიშნული მიზნით საჭიროება აუცილებელი კავშირით იყოს გამოწვეული, რასაც მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სახეზეა სამეურნეო საჭიროება. აღნიშნული კანონისმიერი თმენის ვალდებულება არ არის უსასყიდლო; დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაცია. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც არსებული დაკავშირება საჯარო გზასთან გაუქმდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ 180-ე მუხლში ცალსახად არ არის გამოკვეთილი - ექვემდებარება თუ არა აუცილებელი გზა სახელმწიფო რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, რაც იწვევს გაუგებრობას ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევის დადგომისას.
ინტერესს იწვევს აგრეთვე იტალიისა და საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსებში განსაზღვრული აუცილებელი გზის კონცეფცია.
იტალიის სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომლის მიწის ნაკვეთი გარშემორტყმულია სხვა მიწის ნაკვეთებით, რის შედეგადაც არ გააჩნია მისავალი საზოგადოებრივ გზასთან, აქვს უფლება მიიღოს გავლის უფლება მეზობელ მიწის ნაკვეთზე, იმისათვის, რომ უზრუნველყოს თავისი მიწის ნაკვეთის დამუშავება და მოვლა. გავლა უნდა განხორციელდეს იქ, სადაც საზოგადოებრივ გზასთან მანძილი უმოკლესია და სადაც გავლა იწვევს ყველაზე ნაკლებ უხერხულობას და მიეყენება ყველაზე ნაკლები ზიანი მომსახურე მიწის ნაკვეთს. გავლა შეიძლება იყოს მიწისქვეშა, იმ შემთხვევაში, თუ ეს უფრო მოსახერხებელია იმ მიწის ნაკვეთისთვის, რომლის სასარგებლოდაც დგინდება სერვიტუტი და ამით მიეყენება ყველაზე ნაკლები ზიანი მომსახურე მიწის ნაკვეთს. მსგავსი წესები, დგინდება სატრანსპორტო საშუალების გავლის გაფართოების მიზნებისთვის და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მთავარი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს გასასვლელი საზოგადოებრივ გზაზე, მაგრამ ამ გასვლის სიგანე არა საკმარისია მიწის ნაკვეთის მოვლისთვის და ვერ ხერხდება გასვლის გაფართოება. ამ შემთხვევაში, გავლის უფლება შეიძლება მოპოვებულ იქნეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე დაამტკიცებს რომ გავლა აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო, ან სამრეწველო მოთხოვნებიდან გამომდინარე. მთავარი მიწის ნაკვეთის მფლობელმა უნდა გადაუხადოს მომსახურე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს კომპენსაცია გავლით მიყენებული ზიანისათვის. თუ ამგვარი გავლის შედეგად რჩება გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო მიწები, მაშინ სერვიტუტის მფლობელი ვალდებულია აუნაზღაუროს მომსახურე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მიწის ნაკვეთის ღირებულება.
ფრანგული სამოქალაქო კოდექსის 682-ე მუხლი, აგრეთვე საუბრობს აუცილებელი გზის უფლების შესახებ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომელიც გარშემორტყმულია ყველა მხრიდან და რომელსაც არ გააჩნია არავითარი გასასვლელი საერთო გზაზე, ან გააჩნია გასასვლელი, რომელიც საკმარისი არ არის მიწის ნაკვეთის სამეურნეო, სამრეწველო, ან კომერციული ექსპლუატაციისთვის, ან მშენებლობის რეალიზაციისთვის, ან მიწის ნაკვეთის გაყოფისთვის, მეზობლების მიწის ნაკვეთებზე გავლის უფლება, რომელიც საკმარისი იქნება მისი მიწის ნაკვეთის სრულყოფილი მომსახურებისათვის. ამავე დროს, მომავალ სერვიტუარს დაეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომელიც მან შეიძლება მიაყენოს მომსახურე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. რაც შეეხება ამ უფლების განხორციელების პირობებს, იგი ემთხვევა იტალიის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ პირობებს.
რეკომენდაცია საქართველოს სერვიტუტის კანონმდებლობის განვითარების მიზნით: -
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის (პუნქტი 1)-ში შეტანილი იქნეს დამატება, რომლის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, აუცილებელი გზა, როგორც შეზღუდვა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-მუხლის თანახმად, აგრეთვე, დაექვემდებარება რეგისტრაციას უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის (პუნქტი 1-ში) შეტანილი იქნეს დამატება, რომლის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, აუცილებელი გზა, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, როგორც შეზღუდვა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-მუხლის თანახმად, აგრეთვე, დაექვემდებარება რეგისტრაციას უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
annotation
The Institutes of Co mmercial Easement and Right of Way by Necess ity in the Legisl ation of For eign Countries
Liana Sakhokia
The purpose of the Article is to discuss the issues, related to legal regulation of Commercial Easement and Right of Way by Necessity, which applicationin Georgia happens in a limited number of cases, as well as to recommend respective legislative initiatives to boost the business activity. In order to develop the Georgian legislation on Commercial Easement and Right of Way by Necessity, it is important to explore the practiceof application of these legal concepts in the legislation of other countries, like Poland, Spain, France and Italy. Moreover, the proposed amendments in the Georgian legislation (Civil Code and the Law „On Public Register“) will create the legal basis for Utility Companies to implement the Infrastructure Projects, also increasing a level of guaranteof rights to land, granted by one person to another.
![]() |
7 ეკონომიკური ურთიერთობები: აზერბაიჯანი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 შოვგი მეჰდიზადე: აზერბაიჯანული ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია ქართული ბიზნესისათვის და პირიქით |
▲ზევით დაბრუნება |
აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მეზობელ სახელმწიფოსთან არსებული ურთიერთობები ბოლო დროს დღითიდღე აქტიურდება და კიდევ უფრო მასშტაბური ხდება. განსაკუთრებული ტემპით ვითარდება ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები: აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი გახდა. საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის იანვრიდან აგვისტომდე აზერბაიჯანთან საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 426,6 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 22,7 პროცენტით აღემატება. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში ბატონ შოვგი მეჰდიზადეს.
- ბატონო შოვგი, თქვენის აზრით, როგორი ბიზნესგარემოა დღეს საქართველოში, რამდენად მოსწონთ უცხოელ ინვესტორებს ქართული საგადასახადო სისტემა? -
ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმების წარმატებით განხორციელების უმთავრესი ფაქტორი ქვეყანაში უცხოური კაპიტალის არსებობა, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება, საქართველოს ბიზნესის სფეროში უცხოეთის ქვეყნების რეპრეზენტატიულობაა. ვფიქრობ, საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მაჩვენებლები, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, იმ ქვეყანათა ჩამონათვალი, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებაში მონაწილეობენ, აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ ეკონომიკური რეფორმები მიზანდასახულად ხორციელდება. ბუნებრივია, აზერბაიჯანული კომპანიები განზე არ გამდგარან და საკმაოდ აქტიურობენ: აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანია - „SOCAR“-ი გასულ წელს საქართველოში გადასახადების ყველაზე მსხვილ გადამხდელად დასახელდა. უმსხვილესი კომპანიების გარდა, რომლებმაც მრავალი სამუშაო ადგილი შექმნეს, მოქმედებს 100-ზე მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული აზერბაიჯანული კომპანია, ასევე ფირმის ერთობლივი კაპიტალით განხორციელებული ბიზნესპროექტები. რაც შეეხება საქართველოში ჩადებული ინვესტიციის მოცულობას: აზერბაიჯანულმა კომპანიებმა საქართველოს რეალურ სექტორში დღემდე 500 მილიონ დოლარზე მეტი განახორციელეს, თუ არ ჩავთვლით სხვა კაპიტალდაბანდებებს ნავთობისა და გაზის სექტორში, ნავთობსადენებში და სხვა. ეს კი აშკარად ეკონომიკური რეფორმების წარმატებით რეალიზაციაზე, ბიზნეს- გარემოს გაუმჯობესებაზე მეტყველებს... თუმცა, მიღწეულზე შეჩერება არ შეიძლება - საჭიროა ორიენტირება რეიტინგებზე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებზე... საქართველო ამ სიებში სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით საკმაოდ მაღალ ადგილებზე იმყოფება. თანდათანობით სულ მაღლა და მაღლა სწრაფვაა საჭირო, ამისათვის კი აუცილებელია, რომ რეფორმების მიზანდასახულობა გაგრძელდეს.
- თქვენის აზრით, რამდენად მოქნილი და ლიბერალურია დღევანდელი საგადასახადო სისტემა მეწარმეებისთვის? რამდენად უწყობს ხელს იგი ბიზნესის განვითარებას?
- ყველაფერი შედარებითია: მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების კიდევ უფრო მეტად მოქნილი პოლიტიკა რომ არსებობდეს - მისასალმებელი იქნებოდა - ეკონომიკის განვითარების საფუძველი ხომ სწორედ მცირე და საშუალო მეწარმეობაა! უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი წარმატებები ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ეკონომიკური რეფორმების წარმატების მიხედვით, საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ამ ქვეყნების ბიზნესის წარმომადგენელთა შემოსვლა ქართულ ბაზარზე.
- როგორ შეადარებდით აზერბაიჯანულ და ქართულ საგადასახადო პოლიტიკას?
- გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვარ საგადასახადო საკითხების ექსპერტი, მაგრამ ჩვენი კომპანიების მუშაობის გამოცდილებიდან, პრესის პუბლიკაციებიდან და ანალიტიკური დოკუმენტებიდან ვიცი, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემები პოსტსაბჭოთა სივრცეში მოწინავეთა შორისაა. დღეისათვის საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც ერთი ფანჯრის პრინციპი მოქმედებს ბიზნესის რეგისტრაციისას. აზერბაიჯანში ეს პროცესი იმდენად გამარტივებულია, რომ ბიზნესის რეგისტრაციისას კომპანია, გადასახადების სამინისტროს გარდა, სხვა არც ერთ სტრუქტურას არ მიმართავს. ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე ახლად დარეგისტრირებული კომპანიების რიცხვი აზერბაიჯანში მკვეთრად გაიზარდა. ამ სიახლის წყალობით, იხარჯება გაცილებით ნაკლები დრო, თანხა, ახალი ბიზნესის რეგისტრაციისათვის კი, ფაქტობრივად, მხოლოდ რამდენიმე საათია საჭირო. გარდა ამისა, ჩვენმა საგადასახადო სტრუქტურებმა ბოლო ხანებში კიდევ უფრო გაამყარეს და გააფართოვეს ორმხრივი კავშირები, რათა მუშაობის მოწინავე მეთოდები ერთმანეთს გაუზიარონ. როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო სისტემებში ყველაზე ფასეული რამ არის სტაბილურობა: ახლად შემოღებულმა საკანონმდებლო დოკუმენტებმა უნდა მისცენ დრო კომპანიებს რეგულირების ახალ წესებზე მოსარგებად. ეს ყველაფერი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებიდანაც გამომდინარეობს. საქართველო უკვე ამ ორგანიზაციის წევრია, აზერბაიჯანმა კი განახორციელა ამ ორგანიზაციის მოთხოვნათა შესაბამისი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და უახლოეს მომავალში ეცდება მასში გაწევრიანებას. ჩვენი ქვეყნების როგორც საბაჟო, ისე საგადასახადო სისტემების შემდგომი ლიბერალიზაციის, ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებისა და ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი კლიმატის გაუმჯობესების ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს. ეკონომიკური განვითარების საუკეთესო მაჩვენებლებსაც ის ქვეყანა მიაღწევს, რომელიც ამ მიმართულებით უფრო წარმატებული იქნება.
- სსრკ-ს დაშლამ გამოიწვია იმ ეკონომიკური კავშირების მოშლა, რომლებიც მასში შემავალ სახელმწიფოებს აერთიანებდა. ბუნებრივია, ეს თითოეულ მოკავშირე რესპუბლიკაზე, მათ შორის, საქართველოზე და აზერბაიჯანზეც აისახა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ახალ ეკონომიკურ გზას - საბაზრო ეკონომიკის გზას დაადგნენ. ყოველივე ამან თავისებური გავლენა იქონია სახელმწიფოთა შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზეც. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური კავშირები ნელ-ნელა აღდგა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ბიზნეს-სტრუქტურებმა შეასრულეს. დამეთანხმებით, ამ ურთიერთობების განვითარება წარმოუდგენელია ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურეკონომიკური ურთიერთობების გარეშე. თქვენ, როგორც დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, როგორ შეაფასებდით ორ მეზობელ სახელმწიფოს - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს?
- შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები მხოლოდ პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობების დონეზე გაცილებით მაღალია. დღეისათვის ჩვენ, ფაქტობრივად, ერთმანეთთან ეკონომიკურად ვართ შეკავშირებული, ამიტომ, ნებისმიერი ცვლილება ამ სფეროში საქართველოსა თუ აზერბაიჯანში ჩვენს ქვეყნებზე ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს. აზერბაიჯანი ეკონომიკური განვითარების საკმაოდ მაღალ დონეზე მყოფი ქვეყანაა. მაგალითად, 2009 წელს, როდესაც მთელს მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, აზერბაიჯანის ეკონომიკამ ეს პერიოდი მშპ-ს 9 პროცენტიანი ზრდით დაამთავრა. რაც უფრო მდიდარი ქვეყნები გვექნება, მით უფრო ამაღლდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დონე. აზერბაიჯანი დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლებითა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდით. ჩვენი კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში, ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანია უმოკლეს ხანში გაატარებს ღონისძიებებს საქართველოს სრული გაზიფიკაციის კუთხით თითქმის ყველა რეგიონში. როდესაც ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ, აქცენტს მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების გატარებაზე, მოგების მიღებაზე ვერ გავაკეთებთ. არც კი ვიცი სხვა რომელიმე ქვეყანა, რომელიც დღეს აზერბაიჯანივით არის საქართველოს ეკონომიკური განვითარებით დაინტერესებული. ეკონომიკური განვითარების ყველა სპექტრში ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც სხვა სფეროებში ჩვენს ურთიერთობებზეც აისახება. კულტურული ურთიერთობები ისტორიულად ვითარდება, მჭიდროა ურთიერთკავშირები პოლიტიკურ სფეროშიც, ვითარდება ორმხრივი ურთიერთობა სხვადასხვა ორგანოებს შორის, ღრმავდება თანამშრომლობა სოციალურ სფეროში... უკვე მეორე წელია, რაც ზამთარ-ზაფხულ საქართველო ჩვენი მოქალაქეებისთვის დასვენების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად იქცა. საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს ამოცანად დღეს მომსახურების ხარისხის ამაღლება და ტურისტებისთვის სათანადო პირობების შექმნა დგას. თავის მხრივ, იზრდება საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც დასასვენებლად აზერბაიჯანში მიემგზავრებიან.
- ჩვენ საკმაოდ სრული წარმოდგენა გვაქვს იმ აზერბაიჯანული კომპანიების საქმიანობაზე, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიცია განახორციელეს. თუნდაც, მათ შორის უმსხვილესის - „SOCAR“-ის დასახელებაც კმარა. ასევე მინდა აღვნიშნო ახლახან შემოსული, მაგრამ უკვე პოპულარული „EMBAW OOD“-ი. სამწუხაროდ, არ გვაქვს წარმოდგენა, როგორ ვითარდება ქართული ბიზნესი აზერბაიჯანში. გაქვთ თუ არა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და რამდენად არსებითია ქართული ბიზნესის წილი აზერბაიჯანის ეკონომიკაში?
- სამწუხაროდ, საზოგადოებაში და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ჯერჯერობით ძალიან მცირეა ამის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ, ასეთი სიტუაციით სარგებლობას ის სტრუქტურები ცდილობენ, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებით არიან დაინტერესებული. მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ქართული ბიზნესი აზერბაიჯანში არანაკლები წარმატებით ვითარდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხოლოდ საქართველოში არსებულ აზერბაიჯანულ ბიზნესს კი არ დავუჭიროთ მხარი, ამავდროულად დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს აზერბაიჯანულ ბაზარზე დამკვიდრებაში. ეს პრიორიტეტი გახლავთ. როდესაც აზერბაიჯანის საბაჟო, ან საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები ხორციელდება, ეს აბსოლუტურად ყველა ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელს ეხება. საგადასახადო ცვლილებები ასევე ერთნაირად ეხება ქვეყანაში წარმოებულ საქონელსა თუ მომსახურებას. ამ თვალსაზრისით შეუძლებელია არსებობდეს რამენაირი დისკრიმინაცია, ან მიკერძოება ქართული კომპანიების მიმართ, რაც წელს რამდენიმე პუბლიკაციის თემად იქცა. აზერბაიჯანში დარეგისტრირებული ქართული კომპანიების რიცხვი 100-ზე მეტია. ზოგიერთი მათგანი, უმთავრესად, ქართული პროდუქციის - მინერალური წყლების, ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტითაა დაკავებული. ჩვენში ქართული პროდუქტები და სასმელები ძალიან პოპულარულია. ხანდახან ქართველი მწარმოებლები აზერბაიჯანის ბაზრით უფრო კმაყოფილი არიან, ვიდრე ქართულით, რადგან ბაზრის მოცულობა უფრო დიდია და გაყიდვების მოცულობაც, შესაბამისად, ზოგიერთი კომპანია სადისტრიბუციო ბიზნესშია ჩართული. თბილისისგან განსხვავებით, სადაც აზერბაიჯანული რესტორანი, პრაქტიკულად, არ არის, ბაქოში უამრავ ქართულ რესტორანს შეხვდებით. ისინი ყოველდღიურად მარაგდება საქართველოდან ჩატანილი პროდუქტებით. მათი რიცხვი ბაქოში უკვე რამდენიმე ათეულია. აზერბაიჯანში ქართული სამზარეულო საკმაოდ პოპულარულია. ჩვენში ძალიან უყვართ ხაჭაპური, სუპ-ხარჩო, საცივი... ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანათა შორის ერთ-ერთი უახლოეს მომავალში თბილისში ამ სფეროს განვითარებაა: გვსურს შევქმნათ ჩვენი რესტორნების გახსნისთვის საჭირო პირობები საქართველოში. შევეცდებით, ჩვენი თბილისელი მეგობრები რაც შეიძლება მალე გავახაროთ აზერბაიჯანული ნაციონალური კერძებით. გარდა ამისა, ძალიან პოპულარულია ჩვენში ქართული მუსიკაც, რომელსაც ხშირად მოისმენთ სხვადასხვა არხზე. აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელების ასეთი დამოკიდებულება მოძმე ქვეყნის მიმართ მხოლოდ კი არ უნდა შენარჩუნდეს, უნდა განვითარდეს კიდეც. ამჟამად ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დავასახელებდი ერთობლივი საწარმოების შექმნას, რომლებიც ჩვენი ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციას შექმნიდნენ: საკვებ პროდუქტებს, გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციას, ტექსტილს. ამ მიმართულებით ჩვენს კოლეგებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა ასეთი კომპანიების საქმიანობას სტიმული მივცეთ. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ დღეს აზერბაიჯანული ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია ქართული ბიზნესისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აზერბაიჯანის ბაზარზე ქართული კომპანიებისა და ქართული პროდუქციის რიცხვი გაიზარდოს.
- აზერბაიჯანული ბიზნესი ნელ-ნელა, თუმცა, თამამად იკიდებს ფეხს საქართველოში. მნიშვნელოვანია მისი ხვედრითი წილი ქართული ეკონომიკის განვითარებაშიც. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობა?
- ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში საქმიანობენ. საქართველოში ჩვენმა კომპანიებმა შექმნეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია - აზერბაიჯანული ბიზნეს-ასოციაცია „AZEBI“. არსებობის ხანმოკლე პერიოდში ორგანიზაციამ მჭიდრო კავშირები დაამყარა თავის კოლეგებთან უცხო ქვეყნებში, აშშ-ის, თურქეთის, გერმანიის ბიზნეს-ასოციაციებთან და, რასაკვირველია, ქართველ კოლეგებთან. გარდა ამისა, საქმიანი და ეფექტური კონტაქტები დამყარდა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან იმ პრობლემებისა თუ რეკომენდაციების ადეკვატური ადრესაციისთვის, რომელიც აზერბაიჯანულ ბიზნესს ეხება. ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვაში, რაც ბიზნესისა და ხელისუფლების თანამშრომლობის დადებითი მაგალითია. ასევე დადებითად შევაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფისისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მუშაობას ამ სფეროში.
ვფიქრობ, მეტი სტიმული უნდა მიეცეს ბიზნესმენთა საზოგადოებრივ მუშაობას, რათა მათ უშუალოდ საკუთარი კომერციული საქმიანობის პარალელურად არ დაავიწყდეთ, რომ აქ თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ. ამიტომ საზოგადოებრივი მუშაობის ჩატარება აუცილებელია საზოგადოების სხვადასხვა კატეგორიებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ვინც, გარკვეული მიზეზების გამო მოკლებულია ყურადღებასა და ზრუნვას...
გარდა ამისა, „AZEB“ ახალ კომპანიებსაც დაეხმარება კონსულტაციებით, ტექნიკურად და ორგანიზაციულად ბაზრის ათვისებაში. ახალბედებს ინფორმაცია, იურიდიული მომსახურების გაწევა სჭირდებათ, რათა თავდაჯერებულად იგრძნონ თავი აზერბაიჯანისა თუ საქართველოს ბაზარზე. მთავრობის, სახელმწიფოსა და, ამ შემთხვევაში, საელჩოს როლია ასეთი ინიციატივებისა და ამგვარი მუშაობის ყველანაირად მხარდაჭერა. ვფიქრობ, ამ გზით ჩვენი კავშირები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაძლიერდება. მით უმეტეს, რომ არსებობს ძალიან ეფექტური თანამშრომლობის მაგალითები ხელისუფლების ყველა დონეზე. (მთავრობათა შორის, სხვადასხვა სტრუქტურებს შორის, ასევე პირადი მეგობრობა) და ისღა დაგვრჩენია, ვისარგებლოთ ასეთი პირობებით და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მეზობლები ვართ და გვაქვს ოპერატიულად გადაადგილების, საზღვრის გადაკვეთის საშუალება: დროის დანახარჯები ძალიან მცირეა. გარდა ამისა, ერთმანეთის კულტურისა და ტრადიციების გაცნობის აუცილებლობაც აღარ არის. ჩვენი მოქალაქეების ურთიერთობის გასაძლიერებლად საჭიროა საკონტროლოგამშვებ პუნქტებზე გამშვები სისტემის შემდგომი განვითარება და დახვეწა, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული პატივისცემა, უფლებების დაცვა, უმნიშვნელო დარღვევებისას პრობლემის ადგილზევე, სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის გარეშე მოგვარების საშუალება და ა.შ. იქნებოდა შესაბამისი სამსახურების მიმართ ნდობის გაძლიერებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ჩვენი მოქალაქეები საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ქართული მხრიდან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს მშობლიურ აზერბაიჯანულ ენაზე ესალმებიან.
ესაუბრა
ეკა ჯიმშელაძე
![]() |
7.2 მაკა ალიოღლი: AZEBI საჭიროების შემთხვევაში ლობისტის ფუნქციასაც შეასრულებს |
▲ზევით დაბრუნება |
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული წარმატებული მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აზერბაიჯანის ბიზნეს-წრეების სულ უფრო მეტ წარმომადგენელს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციის განხორციელების სურვილს უღვიძებს. ის აზერბაიჯანული კომპანიები კი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უკვე წარმატებით ეწევიან თავიანთ საქმიანობას, ცდილობენ, კიდევ უფრო გააღრმავონ თანამშრომლობა ერთმანეთთან და საქართველოს მთავრობასთანაც. სწორედ ამ მიზნით 2009 წლის იანვარში დაარსდა აზერბაიჯანული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში (AZEBI), რომელშიც დღეისათვის უკვე 30-მდე აზერბაიჯანული კომპანიაა გაწევრიანებული. ასოციაციის პრეზიდენტია SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, აღმასრულებელი დირექტორი კი - სარეკლამო კომპანია CaspiGeo-ს გენერალური დირექტორი გარათელ ალლახვერდიევა. აზერბაიჯანული ბიზნეს-ასოციაციის საქმიანობის შესახებ უფრო დაწვრილებით ორგანიზაციის პროექტის კოორდინატორი მაკა ალიოღლი გიამბობთ:
რამ განაპირობა აზერბაიჯანის ბიზნეს-ასოციაციის ჩამოყალიბება და რა არის მისი საქმიანობის მთავარი სტრატეგია?
- ჩვენი ბიზნეს ასოციაციის შექმნა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულმა კარგმა ეკონომიკურმა ურთიერთობამ, საქართველოში აზერბაიჯანული კომპანიების აქტიურად შემოსვლამ განაპირობა. საგულისხმოა, რომ ინიციატივა თავად ამ კომპანიებისგან წამოვიდა. აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს სურდათ, შექმნილიყო გაერთიანება, რომელიც დაეხმარებოდა მათ ერთმანეთთან დაახლოებაში, სამთავრობო სტრუქტურებთან მჭიდრო კავშირსა და თანამშრომლობაში. ამასთან მომავალში უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შეუწყობდა ხელს, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის ეკონომიკის გაძლიერებასაც ნიშნავს.
- რამდენადაც ვიცით, ასოციაციაში საქართველოში მოღვაწე 30-მდე აზერბაიჯანული კომპანიაა გაერთიანებული. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ვინ არიან ისინი და რამდენად სასარგებლო გამოდგა მათთვის თქვენს ასოციაციაში გაწევრიანება?
- ჩვენთან გაერთიანებული კომპანიები მოღვაწეობენ ეკონომიკის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: გაზისა და ნავთობის დისტრიბუცია, მშენებლობა, ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკის, კვების პროდუქტების წარმოება-გაყიდვა, საბანკო სფერო, ტერმინალი და სხვა. ესენი გახლავთ: Atlantika/Novo Group, Azersun Holding Georgia, Avita, Azerbaijan Railways, AZAL (Azerbaijan Airways), AA -Plast, AK ORD Georgia, Azerinshaat Servise LTD, A-Fuad, Bilim Pharmaceutical, BE STC OMP Group Georgia, Black Sea Terminal, Caucasus Bank, Caucasus Beton, CaspiGeo, Caspian Credo & Georgia (Customs Terminal), Creative 141, Embawood Georgia, International Bank of Azerbaijan, Karat Holding, Nissan Motors, Standard Insurance Georgia, Spesfarma და ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული კომპანია საქართველოში - „SOCAR“-ი. ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიები ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობისას ფასდაკლებით სარგებლობენ. რაც მთავარია, თუკი ასოციაციის წევრებს რაიმე სახის პრობლემა შეექმნებათ (ჯერჯერობით, საბედნიეროდ, მსგავსი რამ არ მომხდარა), ყველანაირად მხარში დავუდგებით, შესაბამის ინსტანციებთან ვუშუამდგომლებთ და პრობლემის მოგვარებაში მაქსიმალურად დავეხმარებით. გარდა ამისა, ჩვენი ბიზნეს-ასოციაციის წევრებს ხელს ვუწყობთ სხვა ასოციაციებში შემავალ კომპანიებთან დაახლოებაში, რომელთა შორის მათ, შესაძლოა, პარტნიორებიც იპოვონ.
- როგორც წესი, ანალოგიურ ასოციაციებში გაწევრიანებას ხშირად არა იმდენად თავად კომპანიების სურვილი უდევს ხოლმე საფუძვლად, რამდენადაც სახელმწიფოს მესვეურთა მითითება. რამდენად რეალურად გრძნობენ ისინი ასოციაციის მხარდაჭერას და რაში გამოიხატება იგი?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ასოციაციის უკან აზერბაიჯანის მთავრობა არ დგას. ასოციაციის შექმნის იდეაც თავად კომპანიების გან წამოვიდა. მართალია, კონსულტაციების სახით საკმაოდ აქტიურად გვეხმარება აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში, თუმცა, ყველაფერი, რაც ფინანსების განკარგვასთან და ხარჯვასთანაა დაკავშირებული, ასოციაციის წევრების გადაწყვეტილების მიხედვით, მათთან შეთანხმებით ხდება. ნებისმიერ პროექტზე მუშაობას მხოლოდ ასოციაციის წევრთაგან დასტურის მიღების შემთხვევაში ვიწყებთ. მომსახურებისა, ბიზნეს-ასოციაცია კომპანიებისთვის გარკვეული ლობის ფუნქციასაც უნდა კისრულობდეს. რამდენად ახერხებთ ამას?
- ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს სამთავრობო სტრუქტურებთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულ საინვესტიციო სააგენტოსთან, პრემიერ-მინისტრის აპარატთან, ფინანსთა სამინისტროსთან... როგორც აღვნიშნე, ჩვენს კომპანიებს ჯერ არ შექმნიათ რაიმე სახის პრობლემა, საჭიროების შემთხვევაში კი, რასაკვირველია, ლობისტის ფუნქციასაც შევასრულებთ. ასოციაციის წევრი კომპანიები აშკარად გრძნობენ ჩვენს მხარდაჭერას და ყურადღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, არც გაწევრიანდებოდნენ.
- საუბრისას ხშირად აღნიშნავთ-ხოლმე, რომ ახორციელებთ სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებს. იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, რას მოიცავს ეს პროექტები და რამდენად უწყობს იგი ხელს ქართული და აზერბაიჯანული ბიზნესის დაახლოებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას?
- აზერბაიჯანულ ბიზნეს-ასოციაციაში დავაარსეთ ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს მოქალაქეებს დასაქმდნენ ჩვენი ასოციაციის წევრ კომპანიებში. ამისთვის საჭიროა, რომ დაინტერესებულმა პირმა ასოციაციის ელექტრონულ მისამართზე მოგვაწოდოს თავისი რეზიუმე, შემდეგ კი ჩემთან გაიაროს გასაუბრება. მე რეზიუმეს ვურთავ სამუშაოს მაძიებელთან გასაუბრების შედეგად მიღებულ წარმოდგენას, რეკომენდაციას და, როგორც კი რომელიმე კომპანიაში ვაკანსია გამოჩნდება, მათთან ვაგზავნი. იმის გათვალისწინებით, რომ ასოციაციის წევრი კომპანიების ნდობით აღჭურვილ პირს წარმოვადგენთ, ჩვენს რეკომენდაციას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. გარდა ამისა, ბიზნესფაკულტეტის სტუდენტებს ჩვენს კომპანიებში სტაჟირების გავლაში ვეხმარებით. მომავალში დაგეგმილი გვაქვს ბავშვთა სახლების მონახულება, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარების პროექტებში ჩართვა...
- თითქმის ორწლიანი არსებობის მანძილზე რამდენად გაიზარდა ბიზნეს-ასოციაციის ავტორიტეტი? არის თუ არა სხვა აზერბაიჯანული კომპანიების მხრიდან გაწევრიანების მზადყოფნა?
- რასაკვირველია, ჩვენი ავტორიტეტი საგრძნობლად გაიზარდა: უკვე გაგვიცნეს სხვადასხვა ბიზნეს-ასოციაციებმა, სამთავრობო სტრუქტურებმა, აზერბაიჯანის საქმიან წრეებშიც კი გვიცნობენ. შემიძლია თამამად გითხრათ, ჩვენს წევრობას უკვე პრესტიჟულადაც კი მიიჩნევენ. არ შეიძლება ფინანსური მხარის უგულებელყოფაც: ერთმანეთის პროდუქტებით შეღავათიან ფასებში სარგებლობა კომპანიებისათვის საკმაოდ მომგებიანია. მოგეხსენებათ, ბიზნესმენი სადაც ვერ ხედავს მოგებას, უაზროდ ფულს არაფერში არ ჩადებს. ასე რომ, რადგან ასოციაციის წევრები ჩვენთან საწევროს იხდიან, ესე იგი უღირთ.
- ასოციაციის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა წევრი კომპანიებისთვის პიარ-სტრატეგიის დამუშავება. რომელ მედია-საშუალებებს იყენებთ ამისათვის?
- ამ ეტაპზე მედიასთან ურთიერთობა, უმთავრესად, პრესით შემოიფარგლება. ჩვენს მიერ მოწყობილი ფორუმები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ფართოდ შუქდება. აქტიურად ვთანამშრომლობთ საინფორმაციო სააგენტო „Black Sea Press”-სთან, „Georgian Business Week”-თან, „კომერსანტთან“. ყოველკვირეულად ვამზადებ ბიულეტენს, რომელშიც ამ გამოცემებიდან და სხვადასხვა ინტერნეტ-გვერდებიდან მოპოვებულ ბიზნეს-ინფორმაციას ვათავსებ. ასე რომ, ყოველ ორშაბათს ჩვენს წევრებს ხელთა აქვთ კონკრეტულად მათ ინტერესებზე მორგებული ეკონომიკურ-პოლიტიკური დაიჯესტი.
- როგორ გესახებათ ბიზნესასოციაციის პერსპექტივები?
- გვსურს მეტი ინვესტიციის მოზიდვა, ჩვენი ასოციაციის გაფართოება. საინვესტიციო სააგენტოსთან სწორედ ამ თვალსაზრისით ვთანამშრომლობთ. როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ხელიდან არ ვუშვებთ შესაძლებლობას და ვაკეთებთ რეკლამას: რატომ არის მომგებიანი საქართველოში ინვესტირება, რატომ უნდა ჩადოს აზერბაიჯანელმა ამ ქვეყანაში ფული და რომელ სფეროში... საქართველოს ეკომომიკაში წვლილის შეტანა ჩვენც გვინდა. მოხარული ვიქნებით, თუ მეტი სოციალური პროექტის განხორციელებას შევძლებთ. ვეცდებით, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები სამთავრობო სტრუქტურებთანაც და სხვა ბიზნეს-ასოციაციებთანაც. ვგეგმავთ სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მრგვალი მაგიდის მოწყობას. აზერბაიჯანის ბიზნეს-ასოციაციის თქვენს ჟურნალთან თანამშრომლობაც ერთ-ერთი პროექტია, რომელიც აზერბაიჯანული კომპანიების საქმიანობის წარმოჩინებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. კიდევ ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფრის განხორციელებას მატერიალური მხარდაჭერაც სჭირდება. ასოციაციას, საწევრო გადასახადის გარდა, ჯერჯერობით სხვა შემოსავალი არ აქვს. რაც უფრო მეტად განვითარდება და გაღრმავდება ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც უფრო მეტი აზერბაიჯანული კომპანია შემოვა საქართველოში და რაც უფრო მეტი წევრი გვეყოლება, მით უფრო მეტი საინტერესო და სასარგებლო პროექტის განხორციელებას შევძლებთ.
ესაუბრა
ეკა ჯიმშელაძე
![]() |
8 ნოუ-ჰაუ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 ახალი ტექნოლოგიები დედამიწის გადასარჩენად |
▲ზევით დაბრუნება |
კობა ბიწაძე
ექსპერტი, ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ რედაქტორი
გლობალური კლიმატური კატაკლიზმები, რომლის შესახებაც ასე დიდხანს საუბრობდნენ მეცნიერები - უკვე აშკარად დაიწყო. ამის მანიშნებელია მზარდი დისბალანსები სხვადასხვა რეგიონებსა და წელიწადის სეზონებს შორის. გაზაფხულობით უჩვეულოდ ბევრი ნალექი მოდის, ზაფხულობით კი გვალვა სულ უფრო და უფრო დიდხანს გრძელდება. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად იცვლება სეზონებს შორის თანმიმდევრული გადასვლების გარეშე.
ამ სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი საშუალება ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაა, რადგან, სითბური აირების შემცირების სხვა მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს.
ცხადია კლიმატურ პრობლემებს საქართველოში გაცილებით ნაკლები ყურადღება ექცევა, ვიდრე პოლიტიკურ ინტრიგებს. არადა, საქართველოს ნამდვილად ემუქრება გაუდაბნოების საშიშროება მთელს სამხრეთ ევროპასთან ერთად. აქედან გამომდინარე, ვალდებულნი ვართ ახლავე ვიზრუნოთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ამ მიზნით თბილისში დაარსდა ახალი ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც EB RD/ენერგოკრედიტის და USAID -ის თანადგომით ხელს შეუწყობს ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას მშენებლობაში და მცირე ენერგეტიკაში.
ამ ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებელი წინაპირობაა მათი პოპულარიზაცია, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი ახალ ტექნოლოგიებს ზედმეტად მიიჩნევს ან მცდარი წარმოდგენა აქვთ მათ შესახებ - ენერგოკრედიტით მოსარგებლეთა რაოდენობა შესაძლებელზე გაცილებით ნაკლებია.
ამიტომაც ახალი ტექნოლოგიების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ დისკუსიის მხარდაჭერა.
დისკუსიის ფარგლებში გვსურს წარმოგიდგინოთ ახალი ტექნოლოგია, რომელიც შეიმუშავა „საქართველოს ალტერნატიული ენერგეტიკის ინსტიტუტმა“.
ეს არის კომბინირებული აეროჰიდრო ტურბინა, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება არსებული წინამორბედებისგან.
უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მეცნიერები ცდილობდნენ შეექმნათ ხელოვნური ტორნადო, რომლის სიმძლავრეც რამდენჯერმე მეტი იქნებოდა, ვიდრე ქარის. გასული საუკუნის 30-იან წლებში ეს შეძლო ავსტრიელმა მეცნიერმა ვიქტორ შრაუბერგერმა.
მან შექმნა რამდენიმე ტიპის ტურბინა (ე.წ. „რეპულსინი“), რომლებიც ხელოვნურ ტორნადოებს ქმნიდნენ. თუმცა, მათი ქმედითუნარიანობა საკმაოდ მყიფე იყო. ხელოვნური ტორნადო ისევე ადვილად იშლებოდა, როგორც მისი ბუნებრივი ანალოგი, რადგან ტორნადოს აღმოცენებას საკმაოდ ბევრი პარამეტრის თანხვედრა სჭირდება - ტემპერატურა, ნაკადების ტურბულენცია, წნევების სხვაობა და პულსაცია (აქედან სახელწოდებაც - „რეპულსინი“) და ა.შ. პარამეტრების ასეთი „ბუკეტის“ დაცვა არც ისე ადვილი იყო. ასეთი სირთულის გამო შრაუბერგერის რეპულსინების აღდგენა და მისი ექსპერიმენტების განმეორება ვერავინ შესძლო. ამიტომ, სხვა მეცნიერები ტექნოლოგიის გამარტივებას ცდილობდნენ.
უფრო მარტივი მეთოდით ხელოვნური ტორნადოს მიღების კიდევ რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ ამერიკელ მეცნიერებს. 2004 წელს უილიამ მაკ-დევიდმა დააპატენტა ვიქტორ შრაუბერგერის პრინციპზე აწყობილი უფრო მარტივი ტურბინა (აშშ-ს პატენტი № 6800955). მაგრამ არც მისი ეფექტურობა აღმოჩნდა ტრადიციულებზე უფრო დიდი - მისი ფრთების გარშემო ისეთი დახვეული ნაკადები იქმნება, რომელიც ანეიტრალებენ სხვა უპირატესობებს.
ამ დახვეული ნაკადების გამოყენების მიზნით, 2008 წელს შეიქმნა კიდევ ერთი ტორნადო-ტურბინა დევიდ და გარი რობერტსების ავტორობით (აშშ-ს პატენტი 7329965), მაგრამ არც ამ კონსტრუქციამ გაამართლა მოლოდინები.
„საქართველოს ალტერნატიული ენერგეტიკის ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი ტურბინა კი მცირედით, მაგრამ არსებითად განსხვავდება აღნიშნული წინამორბედებისგან, რადგან, ეს ტურბინა არამდგრად ტორნადოს კი არ ქმნის, არამედ პირიქით - ძალზედ მდგრად მუდმივ „ანტიტორნადოს“.
თუ წინამორბედი ტურბინები „ცდილობდნენ“ შეექმნათ აღმავალი, ურთიერთდახვეული ნაკადები, ეს „ქართული“ ტურბინა პირიქით - ორ საპირისპირო ნაკადს აჯახებს თავის შიგნით და ამ დამატებითი წნევით ასრულებს ზედმეტ სამუშაოს.
წარმოდგენილი კონსტრუქციის პროტოტიპია ქარის გენერატორის ჩვეულებრივი ვერტიკალური პროპელერი, რომელიც ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში.
არსებული პროპელერის ნაკლია დაბალი ეფექტურობა, რადგან ქარის ნაკადის შემხვედრად მოძრავი ფრთები წინააღმდეგობას ქმნიან.
წარმოდგენილი ტურბინის ეფექტურობა კი რამდენჯერმე მეტია, რადგან ხდება აღნიშნული წინააღმდეგობის კომპენსირება.
ეს ეფექტი მიიღწევა იმით, რომ ვერტიკალურ ფრთებს შორის ხისტად განლაგებულია ორი (ან რამდენიმე) ჰორიზონტალური ხრახნი, რომლებიც ჰაერს ფრთებს შორის წნეხავენ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით. ზედა ხრახნი ჰაერს წნეხავს ქვემოთ, ქვედა ხრახნი კი პირიქით - ზემოთ. ორივე ხრახნის ნაკადი მიმართულია ფრთებს შორის სივრცეში. შესაბამისად, ფრთებს შორის წნევა იწევს. ამის გამო ფრთებს შორის სივრციდან ჰაერი იწყებს გამოსვლას ყველა მიმართულებით, რაც ქმნის დამატებით გამწევ ძალას ყველა ფრთაზე, მათ შორის, მათზე, რომლებსაც ქარი იმ მომენტისთვის არ ხვდება. რადგან, ეს ფრთები შინაგანი წნევის მიმართ მახვილი კუთხით არიან განლაგებული.
ამრიგად, ამ პროპელერის სიმძლავრე მინიმუმ 3-ჯერ მეტია, ვიდრე, ჩვეულებრივის, რადგან, ტრადიციულ კონსტრუქციებში ქარის ნაკადს ფრთების მხოლოდ 1/3 ითვისებს.
ამ ტურბინის ჰიდროვარიანტი მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის ხარჯს ჰიდროელექტროსადგურებში. ჰიდრო-ვარიანტში ტურბინას მეორე ქვედა პროპელერის ნაცვლად უბრალოდ გოფრირებული ფირფიტა ექნება. წყალი ჯერ პროპელერზე იმოქმედებს წნევით, შემდეგ ფირფიტის გოფრირებულ ზედაპირზე და ვერტიკალურ ფრთებზე და ამრიგად სამმაგ სამუშაოს შეასრულებს.
შესაძლებელია ამ ტურბინის სხვადასხვა მოდიფიკაციები, მათ შორის ბრუნვის მულტიპლიკატორების გამოყენებით:
მაგალითად, როდესაც ცენტრში მოთავსებულია გოფრირებული ფირფიტა, რომელიც მეტი სისრულით ითვისებს წნევის ძალას. თუ ამ ვარიანტს „შუაზე გავჭრით“, მაშინ ერთი ნახევარი გამოდგება ჰორიზონტალური პროპელერის შესაცვლელად. ცნობისთვის, ევროპაში ათასობით ჰორიზონტალურ პროპელერს ცვლიან, რომლებსაც ექსპლუატაციის 20-წლიანი ვადა გაუვიდათ.
ასევე შეიძლება, რომ ამ ტურბინას სხვადასხვა პროპორციები და ფორმები ჰქონდეს. მაგალითად ისეთი, რომელშიც მრავალი მცირე რადიუსის კომბინირებული პროპელერები ჰაერს დაწნეხავენ უფრო დიდი რადიუსის, სხვადასხვა მოდიფიკაციის ვერტიკალურფრთებიან კამერებში. ეს რადიუსთა სხვაობა საჭიროა ცენტრიდანული აჩქარების უფრო ეფექტური გამოყენებისთვის.
ამ ტურბინის პრინციპით იქმნება აღნიშნული კომბინირებული პროპელერიც. შესაძლებელია ორი ვარიანტი: პირველ ვარიანტში ჰორიზონტალური პროპელერები ერთი მიმართულებით გატყორცნიან ჰაერს
ასეთი პროპელერი წარმოქმნის უფრო მკვრივ და მძლავრ ნაკადს, რადგან პერპედინკულარულად განლაგებული ფრთები დამატებით ჰაერს დაწნეხავენ პროპელერებს შორის სივრცეში.
მეორე ვარიანტში კი პროპელერი მხოლოდ ერთი იქნება, აღნიშნული პერპენდიკულარული ფრთების ერთ რიგთან ერთად.
ასეთი ტურბინის, თუ პროპელერის გამოყენება შესაძლებელია ავტომობილების ბორბლებზე ხუფების (ან თვით დისკების) სახით. ასეთი დისკები ბორბალს დამატების სიმძლავრეს შესძენენ.
იმედია, ამ ტურბინის პერსპექტივების განხილვით, ასევე მისი დაპროექტებითა და დანერგვით ჩვენი ჟურნალის ბევრი მკითხველი დაინტერესდება.
ალბათ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენი ხელმომწერებისთვის პროფესიონალ ექსპერტთა და აერო-ჰიდრო-ინჟინერთა შეფასება.
ჟურნალის რედაქცია მზად არის გამოაქვეყნოს და განიხილოს სხვა ავტორების ენერგოეფექტური ტექნოლოგიები.
![]() |
9 PR |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 ავეჯი მათთვის, ვინც აფასებს მოდას და ხარისხს |
▲ზევით დაბრუნება |
კომპანია „ოპ-არტი“ 2007 წელს შეიქმნა. მისი ძირითადი საქმიანობა ბინებისა და ოფისებისათვის (დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით) ნებისმიერი ფორმისა და დიზაინის ავეჯისა და კარების დამზადებაა. „ოპ-არტში“ კლიენტს სთავაზობენ დიზაინერის უფასო კონსულტაციას, სამგანზომილებიანი პროექტის შექმნას, ღირებულების გათვლას ავეჯის დიზაინისა და მასალის სხვადასხვა ვარიანტის შესაბამისად.
კომპანიის ერთგვარ სავიზიტო ბარათის ავეჯში ირიბხაზიანი ფორმების (რადიუსული, ტალღისებური და ა.შ.) შემუშავება და დამზადება, რაც ავეჯის ორიგინალური დიზაინით - მახვილი კუთხეების გარეშე შექმნის საშუალებას იძლევა.
„ჩვენ არ გვაშინებს ბინაში არასწორი კედლებისა თუ კუთხეების, სხვადასხვა სახის მილებისა და სვეტების არსებობა: ვამზადებთ ნებისმიერი კონფიგურაციის, თუნდაც არასტანდარტული ზომის ავეჯს“, - აცხადებენ „ოპ-არტში“. კომპანიის მიზანი დამკვეთთან ინდივიდუალური მუშაობა, მისი სურვილების გათვალისწინება, მოხერხებული, უსაფრთხო და პრაქტიკული ავეჯის დიზაინის შემუშავება და დამზადებაა. უმაღლესი ხარისხი, მოხერხებულობა და ფუნქციონალურობა - ასეთი დევიზით ქმნიან ავეჯს „ოპ-არტში“. საგულისხმოა, რომ აქ დამზადებული ავეჯის ექსპლუატაციის ვადა 20-25 წლამდეც კი განისაზღვრება.
დიზაინერის დახმარებით კლიენტს საკუთარი, განუმეორებელი ავეჯის დაკომპლექტების საშუალება ეძლევა. იგი წინასწარვე ხედავს სასურველი ავეჯის სამგანზომილებიან ნახაზს კომპიუტერის ეკრანზე, თავადვე არჩევს ფასადს, ფერსა და დეკორატიულ ელემენტებს, დიზაინერი კი, კლიენტის სურვილებისა და ოთახის სივრცის გათვალისწინებით, კლიენტის თვალწინ ქმნის დიზაინ-პროექტს. შემდეგი ეტაპია ავეჯის საორიენტაციო ღირებულების გათვლა. თუ მისი სავარაუდო ფასი კლიენტისთვის მისაღებია, კომპანიის თანამშრომელი ბინაში ან ოფისში მიდის და ზუსტ აზომვით ნახაზს ქმნის, რომლის მიხედვითაც ხდება პროექტის კორექტირება, ფასის გადაანგარიშება და ხელშეკრულების გაფორმება. 1-1,5 თვეში დამკვეთს სასურველ ავეჯს ადგილზე უფასოდ მიუტანენ და დაუმონტაჟებენ კიდეც.
„ოპ-არტი“ მომხმარებელს სამზარეულოს, საძინებლის, სააბაზანოსა თუ საბავშვო ოთახის ნებისმიერი სირთულის ავეჯს სთავაზობს. აქვე შეგიძლიათ ოფისის, მაღაზია-სალონის, კაფე-ბარისა თუ სასტუმროსთვის განკუთვნილი ავეჯის შეკვეთაც. ორი წელია, სალონმა კარების ასორტიმენტი გააფართოვა, რაც, მენეჯმენტის განცხადებით, საკმაოდ წარმატებული გადაწყვეტილება გამოდგა: „ოპ-არტში“ დამზადებული კარები მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
რაც შეეხება ავეჯის ღირებულებას, უცხოეთიდან ჩამოტანილ, ანალოგიური უმაღლესი ხარისხის მქონე ავეჯთან შედარებით, ფასი გაცილებით დაბალია.
დავით კუხალაშვილი, „ოპარტის“ ოფის მენეჯერი: „ავეჯის ბაზარი საქართველოში საკმაოდ გაჯერებულია: კლიენტს ფართო არჩევანის საშუალება აქვს, ამიტომ პროდუქციისა და მომსახურების უმაღლესი ხარისხი, უბრალოდ, აუცილებელია. ჩვენი ავეჯის ხარისხი მომხმარებელს აშკარად მოსწონს, რადგან, რომ ვუკვირდებით, ერთ ოჯახში შესრულებული შეკვეთის შემდეგ აუცილებლად გვაკითხავენ-ხოლმე ამავე ოჯახის ახლობლებიც, რომლებსაც ასეთივე ხარისხიანი ავეჯის შეკვეთის სურვილი უჩნდებათ.“
თანამშრომლების შერჩევისას „ოპ-არტში“ მის ცოდნასა და გამოცდილებას ითვალისწინებენ. ბატონი დავითი ავეჯის პროფესიონალი ოსტატების დეფიციტზეც საუბრობს. „სწორედ ამიტომ, პრაქტიკის სახით მოგვყავს ახალგაზრდები, ვასწავლით საქმეს და, თუკი შევნიშნეთ მასში განსაკუთრებული ნიჭი ამ მიმართულებით, თავადვე „ვზრდით“: მათ ეხმარება ავეჯის საქმის დიდოსტატი, რომლის დონის პროფესიონალი, თამამად განვაცხადებ, თბილისში არ მეგულება“, - დასძენს დავით კუხალაშვილი.
ავეჯის შესაქმნელად ნედლეულს „ოპ-არტი“, უმთავრესად, ადგილობრივ ბაზარზე შეისყიდის, თუმცა, კლიენტის სურვილის შემთხვევაში, ავსტრიულ, ესპანურ, იტალიურ მასალაზეც მუშაობს. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მასიური ხისაგან დამზადებულ ავეჯზე მოთხოვნამ შედარებით იკლო: კლიენტები ე.წ. МДФ-საგან დამზადებულ ავეჯს ანიჭებენ უპირატესობას, რომლის ფასადიც ხის ანათალით არის მოპირკეთებული. ეს გასაკვირიც არაა, რადგან МДФ-ი შესანიშნავად უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს, ნესტიანობას და მოსავლელადაც საკმაოდ პრაქტიკულია.
„ოპ-არტში“, ახალი ავეჯის დამზადების გარდა, მოძველებული ავეჯის ფასადის განახლება და დაზიანებული ფურნიტურის შეცვლაც შეგიძლიათ.
მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი, წერეთლის გამზირი №117
tel/faqsi: 43 94 43; mob.: 899 91 26 28
ელ-ფოსტა;op -arti@yahoo. com
![]() |
10 SOS! |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
10.1 ინფორმაციული ოკეანის ქართველი ზღვაოსნები |
▲ზევით დაბრუნება |
თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
ანუ, ვინ უჭერს მხარს ასეთ მაღალ ფასებს ინტერნეტ მომსახურებაზე
ის, რომ 21-ე საუკუნე ინფორმაციის საუკუნეა, არავისთვის ეჭვს არ უნდა იწვევდეს; ის, რომ ადამიანს ყოველდღიურად ინფორმაციის (შეიძლება ითქვას), უზარმაზარ ოკეანესთან აქვს საქმე, ესეც არ გახლავთ ახალი ამბავი. ამ ინფორმაციულ ოკეანეში თითოეული ჩვენთაგანისთვის საჭირო მასალის მოპოვება, მისი გადამუშავება და საჭიროებისამებრ გამოეყენება, დღეისთვის უდიდეს პრობლემათა რიგს განეკუთვნება.
რა მაგის პასუხია და, დღეისთვის უმაღლესი სასწავლებლების უმთავრესი დანიშნულება სწორედ იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ მოზარდს გამოუმუშავოს უნარი იმ ცოდნის აუცილებელ მინიმუმთან ერთად, რომელიც მას უნდა ჰქონდეს, როგორც მოცემული დარგის სპეციალისტს, გაიაზროს, კრიტიკულად გადაამუშაოს და დაალაგოს საჭიროებისამებრ ის უზარმაზარი ინფორმაციული მასივები, რომელთანაც მას ყოველდღიური ურთიერთობა უხდება.
დღეისდღეობით კი ადამიანთა უდიდესი ნაწილი, შეიძლება ითქვას, ინფორმაციულ ქაოსში იძირება. ამ პროცესის სამწუხარო შედეგი ის გახლავთ, რომ ადამიანთა (განსაკუთრებით კი მოზარდთა), უდიდესი ნაწილი, სრულიად ინდიფერენტული ხდება ინფორმაციის შინაარსობრივი მხარის მიმართ... საქმე იმაშია, რომ, როდესაც ადამიანის ტვინი ინფორმაციის უზარმაზარი მასივების გადამუშავების აუცილებლობის წინაშე დგება და იგი „ვერ ახერხებს“ მის გადამუშავებას (თუნდაც იმის გამო, რომ იგი ვერ ფლობს მისი გადამუშავების შესაბამის მეთოდებს), მაშინ, ადამიანის ტვინი (რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს), თვითგადარჩენის მიზნით, საერთოდ უარს ამბობს ამ მოზღვავებული ინფორმაციული მასივების „გადამუშავებაზე“. იგი, უბრალოდ, აფიქსირებს ამ ინფორმაციას, ყოველგვარი ანალიზის, მითუმეტეს, კრიტიკული ანალიზის გარეშე.
სპეციალისტთა გათვლებით, 2006 წლისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, გამომცემლობებისა და სარეკლამო ინდუსტრიის მიერ, ერთობლივად „წარმოებულ“ იქნა 160 ჰექსაბაიტზე მეტი ინფორმაცია, რაც 3 მილიონჯერ აღემატება კაცობრიობის მიერ, მთელი თავისი არსებობის მანძილზე დაწერილ წიგნებში მოცემული ინფორმაციის რაოდენობას. მიმდინარე წლისთვის ინფორმაციის თითქმის ექვსჯერადი ზრდა არის მოსალოდნელი. გარდა ამისა, როგორც ირკვევა მე-17 საუკუნის განათლებული ევროპელის მიერ მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მიღებული ინფორმაცია თავისუფლად მოთავსდება „ნიუიორკ თაიმსის“ ერთ ნომერში. ალბათ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ამ გათვლების მთელი პირობითობის მიუხედავად, იგი საკმაოდ დამაფიქრებელი დასკვნების საშუალებას იძლევა. კერძოდ, ალბათ ესეც უნდა იყოს იმის ერთერთი მიზეზი, რომ დღევანდელი თაობა უფრო ინდიფერენტულია, ფლეგმატურია და, რაც ყველაზე დამაფიქრებელია, მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. სწორედ იგივე მიზეზით უნდა იყოს განპირობებული, რომ აქედან დაგროვილი სტრესების მოხსნის ისეთი უსაშინლესი და ადამიანის პიროვნების დამანგრეველი გზების არჩევა, როგორიცაა ნარკოტიკები, ალკოჰოლი და ა.შ.
მეორე მხრივ, დღევანდელი ცხოვრება სრულიად წარმოუდგენელია კავშირგაბმულობის სფეროში მოპოვებული კარდინალური მიღწევების გარეშე. ინტერნეტი დღეს ადამიანის ცხოვრების ისეთივე განუყოფელი ნაწილი გახდა, როგორც ჰაერი, რომელიც იმდენადვე არის საჭირო ორგანიზმისათვის და იმდენად დიდი რაოდენობით არის ბუნებაში გავრცელებული, რომ იგი პრაქტიკულად უფასოა. თავისი მნიშვნელობით ინტერნეტი მხოლოდ ჰაერს შეიძლება შევადაროთ, რომელიც (კიდევ ვიმეორებ), პრაქტიკულად უფასოა.
ამას კარგად აცნობიერებს სახელმწიფოთა უდიდესი ნაწილის ხელისუფლება. გამონაკლისს არც ჩვენი ქვეყნის მთავრობა წარმოადგენს, რაც პირველ რიგში, სკოლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების მასობრივ კომპიუტერიზაციაში გამოიხატება. მეორე მხრივ, სრულ გაკვირვებას იწვევს ინტერნეტით მომსახურების ის ფასები, რომლითაც საქართველო ყველაზე ძვირ ინტერნეტ პროვაიდერთა სამეულში შედის. ეტყობა, კავშირგაბმულობის ამ სფეროს მუშაკებმა, როგორც ინფორმაციული ოკეანის შეუდარებელმა ზღვაოსნებმა, კარგად იციან ინფორმაციის შესაძლო, თუ მოსალოდნელი ნეგატივების შესახებ ადამიანის ორგანიზმზე და ისეთი ფასები დაადეს ინტერნეტ მომსახურებაზე, რომ მათი შედარება მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, უბრალოდ აღშფოთების უნარს დააკარგვინებს ადამიანს.
ყველაზე გავრცელებული სიჩქარე, რომლითაც პროვაიდერები ინტერნეტის მომხმარებლებს აწვდიან ჩვენთან, 5 მეგაბაიტია წამში, რაც ცხადია, მხოლოდ დეკლარაციის დონეზეა, თორემ რეალურად სიჩქარე გაცილებით ნაკლებია. აი, ასეთი მომსახურების ფასი კი დაახლოებით 17 ამერიკული დოლარის ექვივალენტურია ლარებში. ამ დროს კი საფრანგეთში 18მგბ/წმ სიჩქარე მხოლოდ 2 დოლარი ღირს, ამერიკაში - 5მგბ/ წმ - 4 დოლარი და ა.შ. ამ ჩამონათვალში სრულიად ცალკე დგას იაპონია, რომლის ხელისუფლებამაც, ეტყობა, ყველაზე კარგად გააცნობიერა ინტერნეტის მნიშვნელობა, რაზედაც კარგად მეტყველებს მისი ფასიც, - 61მგბ/წმ სულ რაღაც 27 ცენტი ღირს.
ჩვენი ინტერნეტ პროვაიდერები კი უფრო შორს წავიდნენ. ზოგი მათგანი ყოველი დამატებით ნოუთბუქის ჩართვაზე კიდევ 15 ლარს, ანუ სადღაც 8 დოლარის ფარგლებში გვახდევინებენ და ეს მაშინ, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს 5მგბ/წმ სიჩქარის პაკეტს, და დამატებითი ნოუთბუქის ჩართვით, ეს შემოყვანილი სიჩქარე ნაწილდება ამ ორ კომპიუტერზე, ანუ იმას, რასაც პროვაიდერი იძლევა, მისთვის დამატებითი ხარჯის გარეშე, ხოლო მომხმარებლისთვის სიჩქარის შემცირების საფასურად, ის დამატებით 8 დოლარს იჯიბავს, ანუ სრულიად არაფერში და ამასთან ე.წ. „ვაიარლესი“, ანუ ხელსაწყო, რომელიც უმავთულოდ ანაწილებს სიგნალს ამ კომპიუტერებში, თავად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს.
სწორედ კავშირგაბმულობის სფეროში დასაქმებული ზოგიერთი ვაიბიზნესმენის მიერ ასე ხდება ქვეყნისთვის სასიკეთო წამოწყებების დამახინჯება, რომელსაც ცხადია, ისინი ვერ გაბედავდნენ, ზოგიერთი ვაიჩინოვნიკის დახმარების იმედად რომ არ იყვნენ. საინტერესოა, როდემდე გაგრძელდება ეს ვაკხანალია?
![]() |
11 მეცნიერება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.1 ინოვაციები, როგორც წარმატებული ბიზნესის საფუძველი |
▲ზევით დაბრუნება |
ბოლო რამდენიმე საუკუნეში კაცობრიობა არნახული პროგრესის მოწმე გახდა. თუ წინარე ისტორიულ ეპოქებში ათასწლეულთა მანძილზე ადამიანთა უამრავი თაობა ისე იცვლებოდა, რომ მათი მატერიალური კეთილდღეობა, სულიერება და დოვლათის წარმოების წესი ფაქტობრივად უცვლელი იყო, ამჟამად ადამიანთა ერთი თაობის სიცოცხლის განმავლობაში მიღწეული სიახლეები ხშირად ყველაზე გაბედულ ფანტასტთა პროგნოზებსაც კი აღემატება.
ასეთი თავბრუდამხვევი ტემპების მთავარი „დამნაშავე“ კი მეცნიერების განვითარების შედეგად მიღებული ახალი ცოდნის სამეურნეო გამოყენებაა. პროგრესი განსაკუთრებით საგრძნობი გახდა XX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც მეცნიერება ბიზნესის შემადგენელ ნაწილად იქცა, ხოლო ცოდნამ უშუალოდ წარმოებაში ფუნქციონირებადი ინტელექტუალური რესურსის ფორმა მიიღო. ამ თვალსაზრისით იგი უკვე წარმოების ერთ-ერთ პრიორიტეტული ფაქტორია, არა მარტო წმინდა თეორიული გაგებით, არამედ რეალურადაც, ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე სტანდარტებით, ინტელექტუალური რესურსები შესაბამისი ღირებულებით ფირმების არამატერიალურ აქტივებში აღირიცხება, რომელსაც მათი მოგების სოლიდური ნაწილი მოაქვს.
ბიზნესში თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის გამოყენების პროცესი ინოვაციის ცნებით გამოიხატება.
ინოვაცია - ესაა პრინციპულად ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონლის წარმოების, უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიის დანერგვის, წარმოების ორგანიზაციისა და მენეჯმენტის თვისებრივი სრულყოფის პროცესი.
ამ პირობებში ფირმის ინოვაციური საქმიანობა გულისხმობს თვისებრივად ახალი სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის კრისტალიზაციას უახლეს პროდუქტებად, ტექნიკად, ტექნოლოგიებად, ბიზნესის და წარმოების მართვის მეთოდებად. ამ თვალსაზრისით:
ინოვაციური ბიზნესი უახლესი ცოდნის შემოქმედებით პრაქტიკულ გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობაა, რასაც ბიზნეს-სუბიექტებისათვის არა მარტო ზემოგება მოაქვს, არამედ უკიდურესად კონკურენტულ ბიზნესგარემოში მათ გადარჩენასაც უზრუნველყოფს.
ინოვაციური ბიზნესის ნიშნები. თანამედროვე პირობებში ინოვაციური ბიზნესის შემდეგ ნიშნებს გამოყოფენ:
პირველი: ინოვაციური საქმიანობის შედეგები არსებითი სიახლეებით ხასიათდებიან; მეორე: ინოვაციები საბაზრო მოთხოვნის იმ ნაწილს აკმაყოფილებენ, რაც ტრადიციული მეთოდებით ვერ მიიღწეოდა; მესამე: ინოვაციები დარგში ჩამოყალიბებული მოგების საშუალო ნორმაზე გაცილებით მაღალი რენტაბელობის მიღწევასა და ბიზნესმენის მიერ სამეწარმეო, ანუ, ეკონომიკური მოგების მიღებას უზრუნველყოფს; მეოთხე: ინოვაციები რისკიანობის განსაკუთრებით მაღალი დონით გამოირჩევიან, რადგან, ასეთი საქმიანობა ჯერ კიდევ შეუცნობელ სამყაროში ძიების პროცესთანაა დაკავშირებული.
ინოვაციური ბიზნესის მაღალ რისკიანობას შემდეგი გარემოებანი განაპირობებს:
პირველი: სიახლეების ძიებასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების პირობებში სასურველი შედეგების და ამ საფუძველზე მაღალი მოგების მიღების ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან, წარმატებით მხოლოდ მათი მცირე ნაწილი სრულდება;
მეორე: ინოვაციური საქმიანობის შედეგები ხშირად იმდენად უსწრებენ ბიზნესის არსებულ ტექნიკურ დონესა და ტექნოლოგიებს, რომ მათ შორის სრული შეუთავსებლობა ფორმები ფირმაში იქმნება. ცხადია, ასეთ ინოვაციებზე საბაზრო მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ გაურკვეველ მომავალში წარმოიშვას.
ინოვაციური საქმიანობის პრინციპები. ინოვაციურ ბიზნეს-საქმიანობას მოქმედების შემდეგი წესები, ანუ პრინციპები უდევს საფუძვლად:
ინოვაციური საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს არა ლოკალურად, არამედ როგორც სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობის ორგანული ნაწილი და მისი მოღვაწეობის ყველა მიმართულებას კომპლექსურად მოიცავდეს;
ინოვაციურ საქმიანობას ტრადიციულთან შედარებით უპირატესობა ენიჭება;
ინოვაციური პროექტები ისე იგეგმება, რომ ტრადიციულ საქმიანობასთან შედარებით უფრო მაღალი მომგებიანობა უზრუნველყოს;
ინოვაციური საქმიანობა სამეწარმეო სუბიექტს მოცემულ დარგში მაღალი კონკურენტუნარიანობისა და ლიდერობის მიღწევის შესაძლებლობას უნდა უქმნიდეს;
ინოვაციები რეალური და განხორციელებადი უნდა იყოს. ე.ი. სამეწარმეო სუბიექტის წარმოების, ტექნიკის, ტექნოლოგიების, აგრეთვე მენეჯმენტის მიღწეული დონე და ფინანსური პოტენციალი ინოვაციების დანერგვისთვის საკმარისია.
ეკონომიკის მეცნიერებაში ინოვაციების მრავალ ფორმას განიხილავენ, რომელთა შორის ძირითადი შემდეგი ნიშნების მიხედვით კლასიფიცირდება (იხ. სქემა 1):
საქმიანობის სფეროების მიხედვით, არსებობს პროდუქტული, ტექნოლოგიური და მმართველობით-ორგანიზაციული ინოვაციები, რომლებიც იმავდროულად ინოვაციათა ძირითად ობიექტებს წარმოადგენენ;
სიახლის სიღრმის მიხედვით განიხილება რადიკალური, გამაუმჯობესებელი და ფსევდოინოვაციები;
სიახლის მასშტაბების მიხედვით გამოყოფენ მსოფლიო მნიშვნელობის დარგობრივ ინოვაციებს, ქვეყნის არეალის დარგობრივ ინოვაციებს და საფირმო მასშტაბის ინოვაციებს;
ფირმის საქმიანობის მოცვის მასშტაბების მიხედვით ინოვაციები შეიძლება იყოს ლოკალური, სისტემური და სტრატეგიული.
სქემა 1. ინოვაციების ფორმები ფირმაში
რადიკალური ანუ საბაზისო ინოვაციები გულისხმობს მწარმოებლურობისა და ფასის მიხედვით ადრე უცნობი ან არსებითად გაუმჯობესებული სამომხმარებლო და კაპიტალური საქონლის, მომსახურების, ტექნოლოგიების და სხვა სიახლეთა შექმნა-დანერგვას, რომლებიც პრინციპულად ახალ ფუნდამენტურ ცოდნას, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტას ემყარებიან. შესაბამისად, ისინი სათავეს უდებენ ტექნიკისა და ტექნოლოგიის ახალ თაობის წარმოშობასა და განსაზღვრავენ მათი განვითარების მიმართულებას. ეს ცვლილებები იმდენად ღრმაა, რომ არსებული დარგისა და შესაბამისი ბაზრის რადიკალურ გარდაქმნას იწვევს.
ახლო წარსულში ასეთი ინოვაციების მაგალითებია კომპიუტერის, მობილური ტელეფონისა და თხევად-კრისტალური ტელევიზორების გამოგონება.
გამაუმჯობესებელი ინოვაციები დაკავშირებულია რადიკალური ინოვაციების ძირითადი ობიექტების პროგნოზირებად და თანდათანობით ევოლუციურ სრულყოფასთან, რაც არსებული ცოდნის, ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაწყვეტის ფარგლებში ხორციელდება. ასეთ ინოვაციებად შეიძლება მივიჩნიოთ ზემოთდასახელებულ საქონელთა ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება და მათი წარმოების ხარჯების შემცირება, რომლის მოწმენიც საკმაოდ ხშირად ვხდებით.
ფსევდოინოვაციებში იგულისხმება ისეთი ნაწილობრივი არაარსებითი გარეგნული და ტექნიკური სრულყოფა, რომლებიც მნიშვნელოვნად არ ცვლიან ნაკეთობის კონსტრუქციას, მის სამომხმარებლო პარამეტრებსა და წარმოების ხარჯებს. მიჩნეულია, რომ ასეთი ინოვაციები წარმოადგენენ უკვე მორალურად მოძველებული ტექნიკისა და ტექნოლოგიის გაუმჯობესების უშედეგო ცდებს, რითაც ახალ ტექნოლოგიურ გარღვევებს აფერხებენ. ასეთი ინოვაციის მაგალითია ნაკეთობის დიზაინის გაუმჯობესება, ან რომელიმე დეტალის შეცვლა ტექნიკური სრულყოფის, ან გაიაფების თვალსაზრისით.
პროდუქტული ინოვაციები დაკავშირებულია ახალი, ან არსებითად გაუმჯობესებული კაპიტალური და სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე მომსახურების შექმნასა, წარმოებასა და ბაზარზე გატანასთან. ასეთი პროდუქტები ტრადიციულისგან განსხვავდება ფუნქციონალური დანიშნულებით, მაღალი სამომხმარებლო თვისებებით, დამზადების უნიკალური ტექნოლოგიით, კონსტრუქციით, ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლებით და გამოყენებული მასალებით.
პროცესული, ანუ ტექნოლოგიური ინოვაცია გულისხმობს სრულიად ახალი, ან არსებითად გაუმჯობესებული წარმოების მეთოდების შექმნასა და პრაქტიკულ გამოყენებას, რასაც ფირმის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და ხარჯების შემცირება მოსდევს შედეგად. მსგავსი ტექნოლოგიის შექმნისა და გამოყენების აუცილებლობა შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე ისეთი პროდუქტული ინოვაციების დანერგვის საჭიროებამ, რომლის განხორციელება ტრადიციული ტექნოლოგიით შეუძლებელია. როგორც წესი, ტექნოლოგიურ ინოვაციებს საფუძვლად უდევს ახალი ფუნდამენტური სამეცნიერო აღმოჩენები და გამოგონებანი, რომლებიც პროდუქტის წარმოების პრინციპს არსებითად ცვლიან.
მმართველობით-ორგანიზაციული, ანუ, ინოვაციური მენეჯმენტი გულისხმობს მართვის ისეთი სისტემის შექმნას, რასაც შედეგად მოსდევს მისი გაიაფება, ოპერატიულობისა და მოქნილობის ამაღლება, ოპტიმალურობა და მომგებიანობის არსებითი ზრდა. ინოვაციის ამ ფორმის შემდეგ მიმართულებებს გამოყოფენ:
პრინციპულად ახალი საფირმო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
მართვის ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა;
წარმოებისა და მართვის პრინციპულად ახალი ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნა;
საქონლის ხარისხის მართვისა და კონტროლის ახალი სისტემის დანერგვა;
ლოგისტიკისა და მომარაგების ახალი სრულყოფილი სისტემების დანერგვა;
ინოვაციური საქმიანობის ისეთი მოქნილი ორგანიზაციული ქვესტრუქტურების შექმნა, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, საცდელ-საკონსტრუქტორო და დანერგვითი სამუშაოების ეფექტურად განხორციელებას უზრუნველყოფს.
ფირმის ინოვაციური საქმიანობის მოდელები და ეტაპები
ცნობილია, რომ ინოვაციური საქმიანობა განსაზღვრული ციკლებით ხორციელდება, რომელთა მოდელის შერჩევა თვითონ სამეწარმეო სუბიექტზეა დამოკიდებული. კერძოდ, ბიზნესის თეორიაში ინოვაციური საქმიანობის ორ მოდელს განასხვავებენ - ხაზობრივს და ინტერაქტიურს.
ხაზობრივი ინოვაციური მოდელი. ასეთი მოდელის პირობებში ინოვაციური საქმიანობა მკაცრად განსაზღვრული ლოგიკური თანმიმდევრობით შემდეგი ეტაპებად მიმდინარეობს (იხ. სქემა 2).
პირველი, ფუნდამენტური კვლევები, რომლებიც თეორიული, ან ექსპერიმენტული საქმიანობის ფორმით ხორციელდება. მათ უშუალო პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნიათ და საზოგადოების, ადამიანის, ეკონომიკის და ბუნების ადრე უცნობ კანონზომიერებათა აღმოჩენაზე არიან მიმართულნი. კვლევის შედეგები სამეცნიერო აღმოჩენების სახით ფორმდება, მათ უშუალო კომერციული ღირებულება არ გააჩნიათ და თვითონ მეცნიერების მოცემული დარგის განვითარებას ემსახურებიან, ან მომავალი გამოყენებითი კვლევებისათვის თეორიულ საფუძველს ქმნიან;
მეორე, გამოყენებითი კვლევები, რომლებსაც გამიზნულად, კონკრეტული პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად წინასწარგანსაზღვრული კომერციული სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებენ;
მესამე, საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებს საფუძვლად უდევს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების პირობებში დაგროვილი ცოდნა. იგი მოიცავს ტექნიკური დოკუმენტაციის, პროექტების, ნახაზების, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, საცდელი ნიმუშების შექმნისა და მათი გამოცდის პროცესს. მისი საბოლოო შედეგებია ახალი საქონელი, მომსახურება, მასალები, ტექნიკა, ტექნოლოგიები და საწარმოო მეთოდები;
მეოთხე, ათვისებისა და სამრეწველო წარმოების პირობებში ფირმა ინოვაციების მასობრივი გამოყენების ეტაპზე გადადის, სადაც მათი სასარგებლო ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ პოტენციის სახით გამოვლინდება;
მეხუთე, მარკეტინგული საქმიანობისა და გასაღების ეტაპი, რომელიც ინოვაციების სისტემურობის პრინციპიდან გამომდინარე ასევე ინოვაციური ბუნებისა უნდა იყოს, რომლის დროსაც მარკეტინგის უახლესი მეთოდები პრაქტიკულად გამოიცდება. ამ ეტაპზე ინოვაციების ეფექტი, თუ იგი რეალურად არსებობს, ზემოგების სახით ვლინდება.
მიჩნეულია, რომ ხაზობრივი ინოვაციური მოდელის ძირითად ნაკლს მისი მოუქნელობა და უაღრესად დინამიური ბიზნეს-გარემოს ცვალებადობის გაუთვალისწინებლობა შეადგენს. ამასთან, იგულისხმება, რომ იგი თვითდინებით დამოუკიდებლად მუშაობს და სასურველ შედეგებამდე აქტიური ჩარევის გარეშე მივყავართ, რაც ყოველთვის არ ხდება. ამიტომ, ამჟამად უპირატესობას ინტერაქტიურ ინოვაციურ მოდელს ანიჭებენ.
ინტერაქტიური ინოვაციური მოდელი. ასეთი მოდელის პირობებში ინოვაციების განხორციელების მკაცრი ტრადიციული თანმიმდევრობა დარღვეულია იმ თვალსაზრისით, რომ საჭიროების შესაბამისად წინა ეტაპებს კვლავ უბრუნდებიან. ასეთი შეიძლება იყოს
წინასწარ გაუთვალისწინებელი ისეთი პრობლემების წარმოშობა, რომლებიც ეფექტურად მხოლოდ წინა ეტაპებზე მომუშავე სპეციალისტებთან მჭიდრო კავშირში გადაიჭრება. კერძოდ, შესაძლოა პრინციპულად ახალი იდეები ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მომდევნო სტადიაზეც გაჩნდნენ, რამაც წინა სტადიის კვლევების გადახედვა, ან თავიდან დაწყება მოითხოვოს. არ არის გამორიცხული, რომ კონსტრუქციული ხასიათის პრობლემებმა გაყიდვის შემდგომი მომსახურებისა და რემონტის პროცესში იჩინონ თავი, ხოლო, საცდელი მარკეტინგული კვლევების განხორციელების საჭიროება ჯერ კიდევ სამეცნიერო მუშაობისა და საპროექტოსაცდელი დამუშავების სტადიებზე წარმოიშვას (იხ. სქემა 3).
ინტერაქტიური ინოვაციური მოდელის უპირატესობას შეადგენს მისი მაღალი ეფექტიანობა ინოვაციური საქმიანობის კოორდინაციის, სიახლეთა დონის, მომგებიანობის, ხარჯებისა და დროის ეკონომიის თვალსაზრისით.
ინოვაციური ბიზნესის წამოწყებისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არაა. საამისოდ სამეწარმეო სუბიექტმა უპირველესად შესაბამისი საკმაოდ ძვირადღირებული ინოვაციური პოტენციალი უნდა შექმნას, რომელიც შემდეგ აუცილებელ კომპონენტებს მოიცავს (იხ. სქემა 4).
სქემა 2. ფირმის ინოვაციური საქმიანობის ხაზობრივი მოდელი
სქემა 3. ფირმის ინოვაციური საქმიანობის ინტერაქტიური მოდელი
სქემა 4. ბიზნესის ინოვაციური პოტენციალის სტრუქტურა
ინტელექტუალური პოტენციალი; ფინანსური პოტენციალი; სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი; საწარმოო-ტექნოლოგიური პოტენციალი.
ინტელექტუალური პოტენციალი პირველ რიგში ესაა ინოვაციურად განწყობილი მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელსაც გააჩნია როგორც შემოქმედებითი სამეცნიერო-ტექნიკური და კომერციული აზროვნების, ისე, ინოვაციების მართვის უნარ-ჩვევები. ინტელექტუალური პოტენცია ლი მოიცავს აგრეთვე ბიზნესის ინოვაციურ სტრატეგიულ გეგმას, ცალკეული ინოვაციური პროექტების ბიზნეს-გეგმების შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციას, პატენტებს, ლიცენზიებს და სხვა.
ინტელექტუალური პოტენციალის განუყოფელი ნაწილია რაციონალური და შემოქმედებითი აზროვნების პოტენციალი. მათ შორის რაციონალური აზროვნება უკვე დაგროვილი ცოდნის გამოყენებით წარმოშობილი პრობლემების ოპტიმალურ გადაწყვეტაზეა მიმართული, ხოლო, შემოქმედებითი აზროვნება ეჭვქვეშ აყენებს პრობლემათა გადაჭრის ტრადიციულ გზებს, შემოაქვს ახალი ცნებები და კატეგორიები, გვთავაზობს მოვლენათა არაორდინალურ ინტერპრეტაციას და ამ საფუძველზე ქმნის პრინციპულად განსხვავებულ ინოვაციურ ცოდნასა და მაღალეფექტურ მეთოდებს. აზროვნების ეს ფორმები კი არ გამორიცხავენ, არამედ ავსებენ ერთმანეთს და ბიზნესის წარმატების აუცილებელ პირობებს ქმნიან. ამიტომ ასეთი უნარისა და განწყობის თანამშრომლები ხელმძღვანელობის მიერ მაქსიმალურად უნდა იქნან მოტივირებული. გარდა ამისა, ბიზნესში შემოქმედებითი პოტენციალის ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა თანამშრომელთა საქმიანობის მინიმალური რეგლამენტირება, პრობლემათა დამოუკიდებელი გადაწყვეტისთვის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობების შექმნა და განსხვავებული აზროვნების ყოველმხრივი წახალისება.
ფინანსური პოტენციალი. ტრადიციული საქმიანობისგან განსხვავებით ინოვაციური ბიზნესი თავისი სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ სტადიაზე იმდენად დიდი მოცულობის ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რომ იგი ნებისმიერი წარმატებული ფირმის შიდა შესაძლებლობებს აღემატება. ამიტომ, ინოვაციები, როგორც წესი, გარედან მოზიდული სახსრების ხარჯზე ფინანსდება. ამასთან, თუ სასიცოცხლო ციკლის საწყის ეტაპებზე, როდესაც სამეწარმეო სუბიექტი ჯერ კიდევ თვითდამკვიდრების პროცესშია და საკუთარი ფულადი სახსრები ქრონიკულად არ ჰყოფნის, მისი ფინანსური რესურსების უდიდესი ნაწილი მოზიდულ სახსრებზე მოდის. სიმწიფის სტადიაზე კი, როდესაც იგი საბოლოოდ დგება ფეხზე და საკუთარი სტაბილური შემოსავლები გაუჩნდება, ფინანსურ რესურსებში უპირატეს წილს საკუთარი რესურსები იჭერენ.
ინოვაციური ბიზნესის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა სტადიაზე ფინანსური რესურსების შიდა წყაროები შეიძლება იყოს: საწესდებო კაპიტალი, ამორტიზაციის ფონდი, კაპიტალიზებული მოგება, შიდასაფირმო კრედიტი.
ინოვაციების დაფინანსების შესაძლო გარეთა წყაროებია: საბანკო კრედიტი, კომერციული კრედიტი, ფასიანი ქაღალდების გამოშვებიდან შემოსული ფულადი სახსრები, საინვესტიციო ფონდებიდან მოზიდული სახსრები, მოზიდული ინვესტიციები, სახელმწიფო სუბსიდიები. უცხოეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ინოვაციური ბიზნესის დაფინანსებაზე დასპეციალებული არიან ინოვაციური ბანკები და ვენჩურული კომპანიები, რომლებიც საკმაოდ რისკიან ინოვაციურ პროექტებს საკუთარი მაღალკვალიფიციური ექსპერტების დასკვნების საფუძველზე აფინანსებენ. გარდა ამისა, ასეთ ქვეყნებში ინოვაციების ხელშეწყობა სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი და შესაბამისად, მაღალტექნოლოგიური ინოვაციების დასაფინანსებლად საკონკურსო საფუძველზე დიდი მოცულობის გრანტები გაიცემა.
სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი საკადრო პერსონალის იმ ნაწილს მოიცავს, რომელიც უშუალოდაა ჩართული სამეცნიერო-კვლევით და დანერგვით სამუშაოებში. აქვე შედის ძვირადღირებული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროები, სამეცნიერო მოწყობილობა და ხელსაწყოები, ექსპერიმენტული საამქროები, სპეციალური კომპიუტერული ტექნიკა და სხვა. საწარმოო-ტექნოლოგიური პოტენციალი გულისხმობს სამეწარმეო სუბიექტში ისეთი დონის ტექნიკისა და ტექნოლოგიების არსებობას, რომელიც თვით ყველაზე რადიკალური პროდუქტული და პროცესული ინოვაციების დასანერგადაც კი საკმარისი იქნება.
ინოვაციური საქმიანობისთვის ერთი, ან რამდენიმე ინოვაციური კომპონენტის არსებობა საკმარისი არაა. სრული ინოვაციური ატმოსფეროს შესაქმნელად აუცილებელია, რომ ყველა განხილული ინოვაციური პოტენციალი ერთიან შეკავშირებულ ორგანიზმად მუშაობდეს, რომელსაც ასევე ინოვაციური მენეჯმენტი გაუწევს კოორდინაციას. მათ შორის გადამწყვეტი როლი მოტივაციის მოქნილი მექანიზმის არსებობას ენიჭება. სათანადო მოტივაციის გარეშე თვით ყველაზე რევოლუციური, ინოვაციური იდეაც კი თავიდანვე დასაღუპადაა განწირული.
ბიზნესის ინოვაციური პოტენციალის მთელი სპექტრისა და მისი ყოველი ქვედანაყოფის შემოქმედებითი სინქრონული მუშაობის პირობებში მიიღწევა ერთობლივი დამატებითი ე.წ. სინერგიული ეფექტი, რომელიც თითოეული მათგანის მარტივ დაჯამებულ ძალისხმევას მნიშვნელოვნად აღემატება.
აზიკო სისვაძე,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.
საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების
უნივერსიტეტის სრული პროფესორი
![]() |
11.2 ტურიზმის სტატისტიკის მაჩვენებელთა პროგნოზირების ძირითადი პრობლემები |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე სამყაროში ტურიზმი განიხილება ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ მოვლენად, რომელსაც პირდაპირი და საშუამავლო გავლენა აქვს მთელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. თანამედროვე ტურიზმი ეფუძვნება ტრანსპორტის, სოციალური და მომსახურების სფეროს განვითარებას, რაც საბოლოო ანგარიშით ტურიზმს მრავალშემოსავლიანი საქმიანობის სახედ აყალიბებს.
ტურიზმი საქართველოში ათეული წლების მანძილზე მიჩნეული იყო ქვეყნის ერთერთ წამყვან დარგად. მისი ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან დაიწყო ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე. ამ მხრივ საწყის წერტილად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს პარლამენტის მიერ ტურიზმის ქარტიის აღიარება 1994 წლის 25 იანვარს. კულტურული დასვენებისა და რელიგიური ღირშესანიშნაობების მონახულების მიზნით საქართველოს რამდენიმე ათასი ტურისტი თუ მოინახულებდა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით 2000-2004 წლებში ქვეყანაში წელიწადში საშუალოდ 617193 კაცი შემოდიოდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში მილიონამდე ვიზიტორი ჩამოდის, რომელთა უმრავლესობა ტურისტია. მათი ჩამოსვლის მიზეზების (წარმომავალი ქვეყნების მითითებით), საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობის, აქ მიღებული ტურისტული მომსახურების მოცულობის დადგენა, ტურისტული პროდუქციის განსაზღვრა და მისი წილის შეფასება ქვეყნის მშპ-სა და საბიუჯეტო შემოსავლების მოცულობაში, სტატისტიკურ აღრიცხვას დაქვემდებარებული უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტურიზმის სატელიტური ანგარიშის წარმოება, რომლის სტატისტიკურ მაჩვენებელთა საბაზრო თანამედროვე სისტემის დანერგვა შესაძლებელს გახდის ისეთი ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკურად დახასიათებას, რომელთათვისაც ტურისტული მომსახურება არაა ძირითადი საგანი და იგი ვერ ითვლება მეორე, მესამე ან შემდგომი საქმიანობის საგნად (რესტორნების მომსახურება, ვაჭრობა, სატრანსპორტო მომსახურება, კაზინოები, კავშირგაბმულობა და ა.შ.).
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო საერთაშორისო ტურისტული და სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, მაგრამ ქვეყანაში აღრიცხული არ არის მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაციის მოთხოვნათა შესააბამისად ტურიზმის სექტორის მახასიათებელი სტატისტიკა, აუცილებელია ჩამოყალიბდეს მათ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ტურიზმის ახალი სტატისტიკა. ამაში იგულისხმება როგორც უცხოელი ტურისტების სტატისტიკური აღრიცხვის, ისე შიდა ტურიზმის აღრიცხვის პრობლემები. ამ ამხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი პარამეტრების დადგენას, როგორებიცაა:
ტურისტების საერთო რაოდენობა ქვეყნისა და რეგიონის მიხედვით;
ტურისტების დასვენებისა და მათი განვითარების პირობების დახასიათება;
ტურიზმის სფეროში განსახორციელებელი ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტიანობის განსაზღვრა;
ტურიზმის სფეროში შექმნილი მომსახურების მოცულობის დადგენა;
ტურიზმის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში, საბიუჯეტო შემოსავლებში და სხვა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი სტატისტიკური მაჩვენებლებით დინამიკური მწკრივის აგება და პროგნოზული მაჩვენებლების გაანგარიშება სტატისტიკური მონაცემების არასრულფასოვნად წარმოების გამო, გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამიტომ იძულებული ვართ ასეთი სახის ინფორმაცია შევადგინოთ, როგორც ოფიციალური ორგანოებიდან მოპოვებული მონაცემებით, ისე ექსპერტული შეფასებით.
ცხრილი 1 საქართველოში უცხოელი მოქალაქეების ჩამოსვლების რაოდენობა 200-2008 წლებში (კაცი)
წლები |
2000 |
2001 |
2002 |
2003 |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
ჩამოს |
387258 |
302215 |
298469 |
313442 |
368312 |
560021 |
983114 |
1051769 |
1290134 |
ცხრილი 2
საქართველოში უცხოელი მოქალაქეების ჩამოსვლების რაოდენობის პროგნოზული შეფასებები (კაცი)
წლები |
2009 |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
ჩამოსულები |
1509.065 |
1732.136 |
1957.760 |
2184.958 |
2413.127 |
2641.895 |
2871.032 |
ტურიზმის სფეროში ძირითადი პარამეტრების შეფასებისა და პროგნოზირებული მაჩვენებლების გაანგარიშების მიზნით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჭიროა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სტატისტიკის პრაქტიკაში რიგი დეფინიციებისა და აღრიცხვის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების თანამედროვე მეთოდების დანერგვა. დავიწყოთ ტურიზმის დეფინიციით. მართალია, ქართული კანონმდებლობა განმარტავს ტურისტის დეფინიციას, მაგრამ უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას ძნელია ვიზიტორი გავარჩიოთ ტურისტისაგან. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ უცხოელი ვიზიტორის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლისას არაა განსაზღვრული მისი საქართველოში შემოსვლის მიზეზი. მაგალითად, სტატისტიკისა და ტურიზმის უწყებების ინფორმაციულ რესურსებზე დაყრდნობით, ჩვენთვის ცნობილია, რომ 2007 წელს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ჩვენი აზრით, ეს მოკლებულია რეალობას, რადგან ზუსტად არაა დადგენილი ტურისტების რაოდენობა. ამ რიცხვში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედის ყველა ის პირი, ვინც გადმოკვეთა საზღვარი. საჭიროა ჩვენი ქვეყნის სააღრიცხვო დოკუმენტებში შემოსული მიგრანტების (ვიზიტორების) შემოსვლის მიზეზების ჩვენება და მათგან ტურისტების გამოყოფა.
საქართველოთი უცხოელი მოქალაქეების ყოველწლიურად დაინტერესებულ პირთა საერთო მაჩვენებლების სწრაფი ტემპებით ზრდის პირობებში, ყურადღებას იქცევს 2008 წლის განმავლობაში თვეების მიხედვით ჩამომსვლელთა ნაკადების ცვლილება. ასე მაგალითად, რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დაწყებამდე ყოველთვიურად ჩამომსვლელთა მატების საშუალო ტემპი შეადგენდა 10 პროცენტს. ეს მაშინ, როდესაც ომის შემდგომ პერიოდში საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა ყოველთვიურად შემცირდა საშუალოდ 8 პროცენტით. ომის შედეგად, ცხადია, დიდი დარტყმა მიიღო ქვეყნაში ტურიზმის განვითარებამ.
საქართველოში შემოსული ვიზიტორების ანალიზი უკანასკნელი 9 წლის მანძილზე გვიჩვენებს, რომ ჩამოსულთა რაოდენობა საშუალოდ წელიწადში იზრდებოდა 16 პროცენტით. ეს მაშინ, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოცემულმა მაჩვენებელმა შეადგინა 37 პროცენტი. 2008 წლის მიხედვით ვიზიტორების რაოდენობა 2000 წელთან შედარებით გაზრდილია 3,3-ჯერ, რაც ასახულია ქვემოთ მოტანილ მონაცემებში (იხ. ცხრილი №1). საქართველოში ევროპიდან ჩამოსულთა უმრავლესობა მოდის თურქეთზე, რუსეთზე, უკრაინაზე, ისრაელზე, გერმანიაზე, საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთზე. ოკეანის გაღმიდანჩამოსულთაგან ყველაზე მეტი ნაკადები აღინიშნება აშშ-დან და კანადიდან. აზიიდან ჩამოსულთა უმეტესი ნაწილი მოდის აზერბაიჯანსა და სომხეთზე. ჩამოსული ტურისტების ინტერესის სფეროს წარმოადგენს კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმი, ეკოტურიზმი, სამთო-სათხილამურო, აგრო, სამკურნალო და სპეციალიზირებული ტურიზმი.
იმ შემთხვევაში თუ უახლოეს 5 წელიწადში ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა იქნება სტაბილური, მოხერხდება საქართველოთი უცხოელი ტურისტების მეტად დაინტერესება და ტურისტული რესურსების (ბუნებრივი, გამაჯანსაღებელი, ისტორიული, სოციალურ-კულტურული და ა.შ.) ამჟამინდელი მდგომარეობა შენარჩუნდება, ჩვენი აზრით, საქართველოში ჩამოსულთა პროგნოზული მაჩვენებლები 2015 წლისთვის გაიზრდება შემდეგი დინამიკით (იხ. ცხრილი №2).
ამ მონაცემთა საშუალო 617.193 ათასის ტოლია, ხოლო მედიანა და სტანდარტული გადახრა კი, შესაბამისად, 387.258 და 385.153 ათასის ტოლი.
განვიხილოთ ამ მაჩვენებლის პროგნოზული პარამეტრები, რისთვისაც ავაგოთ მისი წრფივი ტრენდული მოდელი, ავტორეგრესიული წევრით. ამ მოდელს, რომელიც აგებულია ცნობილი პროგრამული პაკეტის Eვიეწს-ს გამოყენებით აქვს სახე:
CHAM = -519.3515328 + 0.6166951329*CHAM (-1) + 88.0569763*(@TREND),
სადაც CHAM აღნიშნავს ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი მოქალაქეების რაოდენობას (ათასებში), CHAM(-1) ამ სიდიდის მნიშვნელობაა წინა წლისათვის (მოდელის ავტორეგრესიული წევრია), ხოლო @TREND - ხელოვნური ტრენდული ცვლადი.
მოცემული მოდელი საკმარისად ზუსტია; დეტერმინაციის კოეფიციენტი 0.95 რიგისაა, სტანდარტული გადახრის სიდიდე 110.4-ის ტოლია, დარბინუოტსონის სტატისტიკა 2.47-ის ტოლი, F - სტატისტიკის მნიშვნელობა 43.7. გარდა ამისა, საკმაოდ მაღალია მოდელის კოეფიციენტთა t - სტატისტიკის მნიშვნელობები (შესაბამისად 2.57-ის, 2.54-სა და 2.86-ის ტოლია).
ამ მოდელიდან მიღებული პროგნოზული შეფასებები 2009-2015 წლებისათვის მოცემულია №2 ცხრილში, ხოლო მაჩვენებლების დინამიკა ნაჩვენებია №1 ნახაზზე.
ცხადია, რომ 2009 წლის პროგნოზული შეფასება მიეკუთვნება ე.წ. ex.post ტიპის პროგნოზულ შეფასებებს, ხოლო დანარჩენი შეფასებები ex.ante ტიპის პროგნოზული შეფასებებია.
ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სტატისტიკის ფორმირების პროცესი ორ ეტაპად შეიძლება დავყოთ. პირველი ეტაპია 2000-2004 წლები. შემდეგ იყო წყვეტილობა ტურიზმის ძირითადი მაჩვენებლების პუბლიკაციაში. ეს განსაკუთრებით ტურიზმის პროდუქციის განსაზღვრას და ქვეყნის ეკონომიკაში მისი წილის დადგენას ეხება. ტურიზმის ძირითადი მაჩვენებლები ზემოაღნიშნულ წლებში ხასიათდება შემდეგი მონაცემებით (იხ. ცხრილი №3).
ნახ.1 საქართველოში უცხოელი მოქალაქეების ჩამოსვლების დინამიკა და პროგნოზული შეფასებები.
ცხრილი №3
ტურიზმის ძირითადი მაჩვენებლები 2000-2004 წლებში
წლები |
ტურიზმის |
წილი მშპ-ში |
საქართველოში |
2000 2004 |
826.7 |
13.8 |
387.3 |
მოტანილი მონაცემებიდან ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მოპოვებულია საქართველოს საზღვრის დაცვის იმდროინდელი სახელმწიფო დეპარტამენტიდან. რაც შეეხება ტურიზმის სფეროში შექმნილი პროდუქციის მომსახურების) მოცულობას და მის წილს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში, მოცემული მაჩვენებელი ნაანგარიშებია ოთხი სამთავრობო უწყების მიერ დამტკიცებული, მეთოდური მითითების საფუძველზე. მოცემული დოკუმენტის შედგენისას გათვალისწინებული იყო საერთაშორისო ექსპერტების წინადადებებიც. მოცემული გაანგარიშებების საფუძველს წარმოადგენს სტატისტიკური უწყების მიერ 2000 წელს ჩატარებული ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული ტურისტების მიერ საქართველოში გაწეული ხარჯები, მიღებული მომსახურების ყველა შესაძლო სახეზე. კერძოდ: სატრანსპორტო, ქვეყნის ღირშესანიშნაობების მონახულების, ღამისთევის, რესტორნის და კვების სხვა ობიექტების მომსახურება, კავშირგაბმულობის, სათამაშო ბიზნესის ობიექტებში მიღებული მომსახურება და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სფეროში შექმნილი შემოსავლების ექსპერტული შეფასების ზემოაღნიშნული მეთოდი დღესაც ძალაშია და იგი თავის დროზე მოწონებული იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკური სამსახურის ექსპერტების მიერ. ახლა შევეცადოთ მოვახდინოთ ტურიზმის პროდუქციისა და მისი მთლიანი შიდა პროდუქტში წილის (%25) გაანგარიშება იგივე მეთოდებით, რაც ვიზიტორების პროგნოზირებული პარამეტრების შეფასებებში გამოვიყენეთ.
ცხრილ №3-ში ასახული მონაცემების საფუძველზე ავაგოთ კვადრატული რეგრესიის განტოლება, რომელსაც ასეთი სახე აქვს:
TURPROD = 2456.131429 - - 512.37*(@TREND) + + 36.56428571*(@TREN D^2)
განტოლება მაქსიმალურად ზუსტია მოცემულ პირობებში: დეტერმინაციის კოეფიციენტი 0.79-ის ტოლია, დარბინ-უოტსონის სტატისტიკა 2.7, კოეფიციენტთა t - სტატისტიკები საკმაოდ კარგია.
ტურიზმის პროდუქციის დინამიკის გრაფიკი, პროგნოზული მაჩვენებლების ჩათვლით, ასე გამოიყურება: (იხ. ნახ. №2).
წლები |
ტურ. პროდუქცია |
წილი მშპ-ში (%25) |
2005 |
988.86
|
8.5 |
ნახ. №2
ამრიგად, როგორც მოტანილი გაანგარიშებები მეტყველებს, ვიზიტორების რაოდენობა 2015 წლისათვის საქართველოში 2009 წელთან შედარებით გაორმაგდება და დაახლოებით 2,9 მილიონ კაცს მიაღწევს. ტურიზმის პროდუქციის მაჩვენებელი 2015 წლისათვის, 2004 წელთან შედარებით, დაახლოებით 8.7-ჯერ გაიზრდება და სავარაუდოდ 6,8 მილიარდს მიაღწევს. მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი 2013 წლისათვის დაახლოებით 16 პროცენტი იქნება და 2004 წელთან შედარებით 7.4 პროცენტული პუნქტით გაიზრდება.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტურიზმის განვითარების სამომავლო სურათი, გვიჩვენებს, რომ ტურიზმი, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთერთი პრიორიტეტული დარგი სამომავლოდ სწრაფი ტემპებით განვითარდება.
შორენა მეტრეველი,
თბილისის ჰუმანიტარული
უნივერსიტეტის ასისტენტპროფესორი
ANNOTATION
Main problems of for ecasting indexes of tourism statistics
Shorena Metreveli
According to well-known events which happened in Georgia during last years, (War actions between Georgia and Russia, financial and economical crisis) foreigner tourists are anyway very interested in Georgia. The main reason of their interest is investments which are implemented in hotel industry . In order to estimate main parameters of evaluation in tourism and to calculate
indexes, we have to analyze factors like: number of tourists, value of tourist products and part of tourist product in Gross Domestic Product.
It goes without saying that if political situation in Georgia will be stable during five years interest of foreigner tourists will increase. In 2015 in comparison with 2009 number of tourists will reach 2.9 million.Index of tourism product in 2015 will increase till 6.8 milliard. Part of tourist product in Gross Domestic Product in 2013 will be 16 percent. This calculations are done by rectilinear trend method and on the basis of quadrature method.
Scheme of development of tourism offered by us shows that tourism as a priority of country economy will be developed rapidly in the future.
![]() |
12 აგრარული სექტორი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.1 რატომ არა აქვს აგროსასურსათო სექტორს განვითარების სტრატეგია (?!) |
▲ზევით დაბრუნება |
პაატა კოღუაშვილი,
სტუ, სრული პროფესორი,
ემდ ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობის“ სამეცნიერო საბჭოს წევრი
პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ წლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენებისთვის, უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით, რამდენიმე პროექტი შემუშავდა.
პირველი ასეთი პროექტი Tacis-ის პროგრამის ფარგლებში 1992-1993 წლებში ფრანგი ექსპერტის, დოქტორ მიშელ სიგოს ხელმძღვანელობით დამუშავდა. პროექტს საფუძვლად დაედო სოფლის მეურნეობის ისეთი დარგობრივი სტრუქტურა, რომელიც ძირითადად აგებული იყო, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეფარდებითი უპირატესობის პრინციპზე. მასში გათვალისწინებული იყო მრავალწლიანი ნარგავების, მათ შორის ვაზის, ხეხილის, ჩაის და ა.შ. ფართობის მკვეთრი შემცირება და სამაგიეროდ, ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილის, ეთერზეთების, მარცვლეულის, პირუტყვისთვის საჭირო საკვებისა და სხვა სასურსათო თუ ტექნიკური კულტურების ფართობის გაზრდა. პროექტი, რომელიც მრავალწლიანი ნარგავების ფართობის საშუალოდ 2-2,5-ჯერ შემცირებას ითვალისწინებდა, მიუღებელი აღმოჩნდა ქვეყნისთვის, რომელიც მანამდე სწორედ ვაზის, ხეხილის, სუბტროპიკული და სხვა სამხრეთული კულტურების წარმოებაზე იყო სპეციალიზებული.
2001-2004 წლებში საქართველოში ამოქმედდა მსოფლიო ბანკის პროექტი (IFAD), მათ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურები შემოსავლიანობის მიხედვით მნიშვნელოვნად აგებს ბოსტნეულთან, ბაღჩეულთან, თხილთან და სხვა კულტურებთან, რადგან მარცვლეულ კულტურებს შეფარდებითი უპირატესობა არ გააჩნიათ.
Tacis-ის პროგრამის პროექტის („საქართველოში ბიზნესბანკის შესაძლებლობათა გაძლიერება“) ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პროფესორი ქრისტოფერ კორდონიე თავის სტატიაში „საქართველოს სოფლის მეურნეობა და სოფლის საზოგადოების განვითარების პერსპექტივები. სამოქმედო გეგმის მონახაზი“ (ჟურ. „საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები“, 2005 წლის, დეკემბერი) აღნიშნავდა, რომ „სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი ცვლილებები საქართველოს სოფლის მეურნეობაში წინააღმდეგობაში მოდის მისივე საერთაშორისო კომერციულ სტრატეგიასთან. ისეთ პროდუქტებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, რომლებშიც საქართველოს შეფარდებითი უპირატესობა გააჩნია და დამატებული ღირებულება შეუძლია შექმნას (ხილი, ღვინო და ა.შ.), ქართველი ფერმერები ძირითადად არაპერსპექტიულ პროდუქციას აწარმოებენ, როგორიც ხორბალი ან კარტოფილია და რომელშიც ქვეყანას შეფარდებითი უპირატესობა არ გააჩნია“ (გვ. 81).
დაბოლოს, უფრო დაწვრილებით, 2006-2007 წლებში USAID-მა დაამუშავა პროექტი Agvantage „საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ეროვნული სტრატეგიის“ (2015 წლამდე) შესახებ. ნაშრომი პრაქტიკულად წარმოადგენს კომპლექსური ხასიათის დოკუმენტს, რომელშიც განხილულია აგროსასურსათო სექტორის და მასთან დაკავშირებული დარგების განვითარების თითქმის ყველა პრობლემური საკითხი (მათ შორის ეკონომიკური, ფინანსური, დემოგრაფიული, წარმოების შიგა და საერთაშორისო ასპექტები, მიწის პრივატიზების, სასურსათო უზრუნველყოფის, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნის და მრავალი სხვ.), რომელიც, საბოლოო ანგარიშით, ქვეყნის სასურსათო დამოუკიდებლობას უკავშირდება. სტრატეგიის შესავალში სწორადაა განსაზღვრული მისი დანიშნულება: „სტრატეგია წარმოადგენს იმ საყრდენს, რომლის საშუალებითაც შესაძლო უნდა გახდეს არსებული სიძნელეების დაძლევა და სახელმწიფოებრივი ხედვის რეალიზება სოფლის მეურნეობის სფეროში“. დარგის მესვეურებს ეს მუდამ უნდა ახსოვდეთ.
სტრატეგიის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, აგროსასურსათო სექტორში პრიორიტეტული დარგების და კულტურების, მათი შემდგომი განვითარების მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრას ეხება, რაც ერთი მხრივ, სწორია (რადგან კონკურენტუნარიანობის საფუძველზე დარგების სწორი სელექციის, წარმოების სპეციალიზაციის გაღრმავების და რაციონალური მიმართულების განსაზღვრის გარეშე მისი ძირითადი ამოცანის შესრულება თავისთავად არარეალური იქნებოდა), მაგრამ სტრატეგიის პროექტში არ ჩანს არც ხსენებული პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგია და არც პრიორიტეტული დარგებისათვის დასახული კონკრეტული ამოცანების განსაზღვრის საფუძველი, თუ არ ჩავთვლით სტრატეგიის პროექტის მე-9 და 215 გვერდზე არსებულ ჩანაწერებს: „მაღალი ღირებულების კულტურებს როგორიცაა: ხილი, ბოსტნეული, თხილი, ყურძენი და სხვა სპეციფიკური კულტურები, საქართველოს დასაქმებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საერთო ეროვნული მიზნების მიღწევაში არსებითი წვლილის შეტანის უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ. შესაბამისად, ეს კულტურები უნდა იქცეს პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებისას“... „საქართველოში მარცვლოვანებს და ზეთოვან კულტურებს არ გააჩნიათ არც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილების საშუალება და არც მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი. სამაგიეროდ, მომგებიანი იქნება ხილის, ბოსტნეულის, რძის, თევზისა და ხორცის პროდუქტების წარმოება“. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საქართველოში არსებობს კარგი შესაძლებლობები ისეთი პროდუქტების საწარმოებლად, რომელთა ბაზრები იზრდება და მოწოდებაც დეფიციტურია. მაგალითად, კენკრა, ეთერზეთები, სამკურნალო მცენარეები და სუნელები, გამშრალი ხილი და ბოსტნეული, ასევე, ორგანული პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, რომელთა წარმოებაში ინვესტიციები უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ექნება კონკურენტული უპირატესობა შედარებით ხანგრძლივვადიან პერიოდში. ასეთივე მიდგომით არის განსაზღვრული მეცხოველეობის პოტენციალი და ამოცანაც. კერძოდ, მე-12 გვერდის დასაწყისში ვკითხულობთ, რომ „არსებობს პოტენციალი მეცხოველეობის სექტორის ძირითადი პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მისაღწევად, სტრატეგიით განსაზღვრულ ვადებში, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული დახმარების პირობებში“. რაც შეეხება ამოცანას, ის მეცხოველეობის პროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის მოცულობათა გამოთანაბრებას და მიღწეული წონასწორობის შენარჩუნებას ითვალისწინებს. თუ რა ზომისაა „სახელმწიფოს გარკვეული დახმარება“, ან როგორი იქნება საკვების ბალანსი, პროდუქტიულობა, პირუტყვის შენახვის ტიპი და ა.შ., სტრატეგიაში არაფერია ნათქვამი. იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს „უზარმაზარი აგრარული პოტენციალი და რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ხუთჯერ გაზარდოს თავისი სასოფლო-სამეურნეო წარმოება“.
მიმაჩნია, რომ, როცა აგრარული პოტენციალის შეფასებაზეა მსჯელობა, საჭიროა სათანადო არგუმენტების, გათვლების, საწარმოო ფაქტორებისა და ბევრი სხვა პირობის გათვალისწინება. ვფიქრობ, აგროსექტორის პოტენციალის გასათვლელად სულ მცირე პრიორიტეტული დარგები უნდა იყოს დადგენილი, უნდა განისაზღვროს აგრარული პოლიტიკა (ექსპორტი, იმპორტ-ჩანაცვლება) და ა.შ., რაც წარმოდგენილ პროექტში არ არის. მე-10 გვერდზე აღნიშნულია, რომ საჭიროა ხილის, ბოსტნეულის, თხილისა და სპეციფიკური კულტურების შემოტანის, განვითარებისა და გაფართოების ხელშეწყობა, ჩაის ალტერნატიული კულტურების შესაძლებლობათა კვლევა, ძლიერი საბაზრო პოტენციალის მქონე კულტურების გამოვლენის და განვითარებისთვის ხელშეწყობა. მათ, შორის ავტორები ციტრუსების, ხილისა და ეთერზეთოვანი კულტურების გვერდით მწვანილს და მოცვსაც (?!) მოიაზრებენ.
ამით იმის თქმა მსურს, რომ როცა არაა ბოლომდე ცნობილი წარმოების სპეციალიზაციის განმსაზღვრელი კულტურები, დარგები და ა.შ. არა კორექტულია მსჯელობა აგროსექტორის პოტენციალზე, მის ამოცანებასა და მიზნებზე. საქართველოს აგროსექტორს რომ წარმოების გადიდების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, ამას მტკიცება არ უნდა, მაგრამ ეს იქნება ხუთჯერ თუ ათჯერ გაზრდა, ეკონომიკური გათვლებით უნდა იქნეს დასაბუთებული.
ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა სტრატეგიის ავტორების დამოკიდებულება ჩაის კულტურასთან. კერძოდ, 208-ე გვერდზე (პუნქტი 6.4.9) ვკითხულობთ, რომ უნდა მოხდეს „ჩაის ალტერნატიული კულტურების წარმოების შესაძლებლობების გამოვლენისთვის გამიზნული პილოტ-პროექტების დაფინანსება. პირველი ასეთი პროექტი მოცვის წარმოებასთან იქნება დაკავშირებული“. (?!) გამოდის, რომ არის არა მარტო ვარაუდი, არამედ პილოტ-პროექტიც, რომელიც ჩაის კულტურის მოცვით ჩანაცვლებას ითვალისწინებს, მაგრამ ვინ შეისწავლა, გამოსცადა ან/და გათვალა ასეთი ჩანაცვლების სოციალური ან ეკონომიკური ეფექტიანობა, მოთხოვნა მოცვზე, მისი ბაზარი და ა.შ. ეს წარმოდგენილი პროექტიდან არ ჩანს. (?!)
სტრატეგიის შემმუშავებლებს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების როლი, ქვეყნის სასურსათო ბალანსის ფორმირებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ ძირითად (სახელმწიფო) პრიორიტეტებში არ მოიაზრებენ. ერთადერთი არგუმენტი ის არის, რომ „დღეისათვის საქართველო მოხმარებული ხორბლის მხოლოდ 10%25-ს აწარმოებს. საუკეთესო სცენარის პირობებშიც მოსავლიანობისა და ნათესი ფართობების ზრდის შედეგად, ხორბლით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მხოლოდ 50-პროცენტიან ნიშნულს შეიძლება მიუხლოვდეს მომავალი ათი წლის განმავლობაში“. ეს არგუმენტი მარცვალთან მიმართებაში შეიძლება გამართლებული ყოფილიყო იდეალური მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის პირობებში, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში მარცვალზე ფასების პერმანენტული ზრდის, მწვავე სასურსათო კრიზისისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ჩემი აზრით, არ უნდა იქნას გაზიარებული. მით უფრო, რომ რაიმე კონკრეტული გაანგარიშება მარცვლეულის, პარკოსნებისა და ზეთოვანი კულტურების იმპორტის ჩანაცვლების არაეფექტიანობაზე სტრატეგიაში არ არის ნათქვამი. პირიქით, 71-ე გვერდზე აღნიშნულია, რომ მარცვლოვანი და ზეთოვანი კულტურების ნედლეული და მზა პროდუქცია წარმოადგენს იმპორტის ერთერთ მსხვილ კატეგორიას (100-120 მლნ. დოლარი), რომელსაც იმპორტის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 60%25-ი უკავია. ასეთ ვითარებაში გაუგებარია, რატომ ხასიათდება მესაქონლეობა და რძის სექტორი იმპორტის ჩანაცვლების ყველაზე დიდი პოტენციალით (74-ე გვ.) მარცვლოვან და ზეთოვან კულტურებთან შედარებით. დღეს, როდესაც საქართველოში რეალურად დგას მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სიღარიბის დაძლევის ამოცანა, შიმშილის პრობლემის გადაჭრა (ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 50%25 დღეში მოიხმარს FAO-ს მიერ რეკომენდებულ მინიმალურ 2100 კკალორიაზე ნაკლებს, ხოლო 22%25 1600 კკალ-ზე ნაკლებს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება FAO-ს მიერ რეკომენდებულ აბსოლუტურ მინიმუმს 1800 კკალორიას), გადადებას ვერ ითმენს. მისი დაძლევის მაგისტრალური, თანაც უმოკლესი გზა, საკუთარი წარმოების მარცვალზე გადის. მით უმეტეს, თუ ქვეყანას შესაბამისი რესურსები გააჩნია. ეს პრობლემა ყველაზე უფრო „მოკლევადიან“ გადაწყვეტას ექვემდებარება. საქართველოში იმის რეალური შესაძლებლობებია, რომ საკუთარი წარმოების მარცვლით 65-70%25-იანი უზრუნველყოფის საკითხი გადაიჭრას. ამისთვის საჭიროა სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომა (მისაღებია სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა), შესაბამისი (აგროტექნიკური, მატერიალურტექნიკურ-ტექნოლოგიური, ფინანსური) მხარდაჭერა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა. გათვლებით დადგენილია, რომ 350 ათას ჰა-ზე, თავისუფლად შეიძლება ვაწარმოოთ 1400-1500 ათასი ტ. ყველა სახის (ხორბალი, სიმინდი, ქერი, ჭვავი, შვრია) მარცვლეული, მათ შორის ხორბალი მოთხოვნილების (700-750 ათასი ტონა) 65-70%25-ის ფარგლებში (450-500 ათასი ტონა). მიწათმოქმედების ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიურ რუკებზე დაყრდნობით შესრულებულმა გაანგარიშებამ აჩვენა, რომ საქართველოში წარმოებული 1 ტონა ხორბლის ღირებულება 40-50 დოლარით ნაკლები იქნება დღეისათვის ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის ფასთან შედარებით. ამას განაპირობებს მარცვლეულის მოვლა-მოყვანის ისტორიული გამოცდილება (ხორბლის ენდემური ჯიშები), ხელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობები და კვების ტრადიციები. იგივე უნდა ითქვას პარკოსან კულტურებზეც, რომლებიც, ამავე დროს, გამოირჩევიან ხორცის ჩანაცვლების მაღალი სრულფასოვნებით.
სტრატეგიაში სავსებით ობიექტურადაა გაანალიზებული და გაკეთებული დასკვნები ფერმერთა ფინანსურ შეზღუდულობისა და საჭირო კრედიტების ხელმიუწვდომლობაზე. ამასთან დაკავშირებით სწორადაა აღნიშნული, რომ ფინანსური შეზღუდულობა საქართველოში აგრარული წარმოების განვითარების უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორია, რასაც არ შეიძლება არ დავეთანხმოთ. სტრატეგიაში უნდა ასახულიყო აგროსასურსათო სექტორის მთელი რესურსული პოტენციალი (მათ შორის უნიკალური ბიოგეოკლიმატური პირობები). მხედველობაში გვაქვს არა მარტო ტრადიციული, არამედ ბიომეურნეობის განვითარების შესაძლებლობები ქვეყნის მთასა და მთისწინეთში.
სტრატეგიაში თითქმის არაფერია ნათქვამი აგრარული და გადამმუშავებელი მრეწველობის, აგრეთვე სხვა მომსახურე დარგების საწარმოთა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაციის განხორცილებაზე. რასაც, ჩემი მხრიდან, შეიძლება დაემატოს ისიც, რომ აგრარული სექტორის აღორძინება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, შიგა ბაზრის დაუცველობის, აგროწარმოების მომსახურე დარგების მონოპოლიური მდგომარეობის და მთავრობის მხრიდან არასათანადო მხარდაჭერის პირობებში.
ზემოთქმულის თაობაზე არაერთხელ დაწერილა და გაცხადებულა ქართველი აგროეკონომისტთა მხრიდან, მაგრამ მკითხველისთვის შესაძლოა უფრო საინტერესო და დამაჯერებელი იყოს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ხელმძღვანელის დოქტორ ეკერჰარდ კლემენსის მიერ ჟურნალ ,,კვალში“ (№5-6, 1999) გამოქვეყნებული სტატია - „წარმოება და კონკურენცია“ - სადაც ის ხაზგასმით აღნიშნავდა: ,,ლარის ამერიკულ დოლარზე მიბმამ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, უცხოურ პროდუქციასთან შედარებით უფრო გააძვირა. ქართველი ფერმერი ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი გახდა, რადგან დაბალხარისხიანი, იაფი პროდუქტებით გაივსო ქართული ბაზარი. აგროსექტორის დასახმარებლად სახელმწიფომ არაფერი არ გააკეთა... დასავლეთის ქვეყნები აგრარულ სექტორს როგორც წარმოებას, ისე ექსპორტს მილიარდობით დოლარით ეხმარებიან. ისეთი მთიანი ქვეყნები, როგორიცაა: შვეიცარია, ნორვეგია და ავსტრია, ან კიდევ, არახელსაყრელი განლაგების ქვეყნები: ფინეთი, შვედეთი და სხვები, სოფლის მეურნეობას უფრო მეტ სუბსიდიებს უხდიან, ვიდრე ის ქვეყნები, რომელთაც კლიმატურად და გეოგრაფიულად ხელსაყრელი წარმოების პირობები აქვთ. საქართველოს დაწვრილერთეულებული სოფლის მეურნეობა ასეთ ვითარებაში, ცხადია, სუბსიდირებულ დასავლურ სოფლის მეურნეობას კონკურენციას ვერ გაუწევს. იგი დასაღუპადაა განწირული. თქვენი სოფლის მეურნეობა დაცული უნდა იყოს უცხოური სუბსიდირებული აგრარული პროდუქციის კონკურენციისაგან, უნდა დაწესდეს დამცავი საბაჟო ბარიერები და შეწყდეს ისეთი პროდუქტების შემოტანა, რომელიც ქვეყანაში იწარმოება. საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინება სახელმწიფოს მხრიდან დაცვისა და შესაბამისი ეკონომიკური ბაზის გაუმჯობესების გარეშე შეუძლებელია“.
ამ კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები სოფლად საქონელმწარმოებელთა სახელმწიფო მხარდაჭერისა და სასურსათო უშიშროების დონის ამაღლების თაობაზე (კოლხეთში დაჭაობებული მიწების დაშრობის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში სარწყავი ფართობების გადიდების, დამუშავებაში მყოფი მიწების სასოფლოსამეურნეო ბრუნვაში სრულად ჩართვისა და სხვა), ფრიად ოპტიმისტურად გამოიყურება. ქვეყნის მრავალდარგოვანი აგრარული მეურნეობის მდგრადი და დინამიკური განვითარება შექმნილ ვითარებაში ობიექტურად მოითხოვს, ისეთი ეროვნული სტრატეგიის შემუშავებარეალიზებას, რომელშიც ასახული იქნება უახლოესი წლების (2-3 წ.) ამოცანები (კონკურენტუნარიანი, სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი დარგების მაღალი ტემპებით განვითარება) და მათი განხორციელების საშუალებები ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით (ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და აგრარული კრიზისის დაძლევა, სურსათის ექსპორტის გაფართოება და სურსათის იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება).
სახელმწიფოს სტრატეგია (ეროვნული მეურნეობის) ამა თუ იმ დარგში არის მოქმედების ძირითადი მიმართულება, წინასწარმოფიქრებული და დაგეგმილი. მიღებული სტრატეგია, მით უმეტეს - ოფიციალურად გაცხადებული, რომელმაც უკვე მოახდინა, სახელმწიფო აპარატისა და საზოგადოების ძალისხმევის ორიენტირება სათანადო მიმართულებით, სახელმწიფოსთვის გარკვეულ წილად სავალდებულოც ხდება. სახელმწიფო, ჩვეულებრივ, ერიდება ხოლმე აღიარებული სტრატეგიის შეცვლას ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე, ისევე როგორც მძიმე ტრანსპორტის მძღოლი ერიდება მკვეთრ მოხვევას. ამიტომაა აუცილებელი მისი მიღება.
ნებისმიერ კარგად დაბალანსებული სტრატეგიის რეალიზაციას, კარგად მოფიქრებული ორგანიზაციულ-ეკონომიკური მართვის ბერკეტები ესაჭიროება (მხედველობაშია ფასწარმოქმნის პარიტეტული დარეგულირება, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და მისი აღწარმოებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებზე, სეზონური ფასების ფორმირება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და აგრარულ შრომაზე მოთხოვნის გადადების სათანადო სტიმულების მოძებნა, სოფლად შრომისა და წარმოების ორგანიზაციის ადეკვატური ფორმების წახალისება და ა.შ.). ამ მიზნით, საუკეთესო იქნება, თუ საქართველოს მთავრობა შექმნიდა აგრარული პოლიტიკის ეროვნულ საბჭოს, სადაც მოხდება, სოფლის დახმარებისა და განვითარების, სოფლის მეურნეობის საინოვაციო და ხელშემწყობი ეკონომიკური გარემოს ფორმირების პოლიტიკის შემუშავება და სხვა პრობლემური საკითხების განხილვა, შესაბამისი რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების მიღება. აგრარული პოლიტიკის საბჭოს შექმნის აუცილებლობა, ჯერ კიდევ 1993 წელს დაფიქსირდა თაცისის 61-ე პროექტის ანგარიშში (საბჭოს დებულება და შემადგენლობის ფორმირების წესი, შემუშავებულია, დოქტორ მიშელ სიგოს მიერ). და არა ისე, როგორც უკვე მოხდა (XX საუკუნის ბოლოს) საქართველოში, როდესაც, მკვდრადშობილი „აგრარული პოლიტიკის საბჭო“ შეიქმნა ყოველგვარი დებულებისა და დაკომპლექტების წესის გარეშე.
მიმაჩნია, რომ მსოფლიოში არსებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის (მათ შორის სასურსათო) ხასიათი, საქართველოს წინაშე დღეს უკვე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის ობიექტური აუცილებლობის ამოცანები, რეალურად მოითხოვს, როგორც სასოფლო-სამეურნეო წარმოების დარგობრივი სტრუქტურის გადახედვას (პრიორიტეტული დარგებისა და კულტურების განსაზღვრა), ასევე თითოეული დარგის საწარმოო და საექსპორტო პოტენციალის დადგენასა და გამოყენების სოციალურეკონომიკური მიზანშეწონილობის განსაზღვრას. რისთვისაც აუცილებელი იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოეწყო სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა აგრარიკოს მეცნიერთა და სპეციალისტთა დონეზე მაინც, და განუხილველად არ შემოედო თაროზე. სტრატეგიის მე-7 გვერდზე არსებული ჩანაწერი კი გვეუბნება, რომ „საქართველოს ჰყავს კვალიფიციური პერსონალი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება და აღემატება კიდეც ძვირადღირებულ უცხოელ კონსულტანტებს, რომლებიც ხშირად ჩამოჰყავთ კონსულტაციისთვის“. სტრატეგიის პროექტზე უარის თქმა არ იყო სწორი. ის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლის შექმნა დღემდე ვერ შეძლო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. შედეგიც სახეზეა - უმწვავესი აგრარული კრიზისი. სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს უნდა ემუშავათ სტრატეგიის ავტორებთან პროექტის სრულყოფაზე და ქვეყნისთვის ოპტიმალური ვარიანტის მომზადება-მიღებაზე.
სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის სათანადო კონდიციამდე მიყვანა და მისი რეალიზაცია უდავოდ გახდება ქართული სოფლის აღორძინებისკენ შემობრუნების ათვლის წერტილი. სტრატეგიის განხორციელების მიმდინარეობაზე საჭირო იქნება სათანადო მონიტორინგის დაწესება, რომელიც ძირითადად უნდა დაეფუძნოს მისი რეალიზაციის შეფასების ისეთ განმაზოგადებელ კრიტერიუმებს, როგორიცაა: აგროსასურსათო სექტორში რეალურად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, ექსპორტზე და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებულ დარგებში პროდუქციის წარმოების გადიდება, სურსათის ექსპორტის და იმპორტის მოცულობათა გაწონასწორებული თანაფარდობა, შრომის მწარმოებლურობა და სხვა აგრეგირებული მაჩვენებლები. ამასთან ერთად, სტრატეგიის რეალიზაციის მიმდინარეობის პერიოდულად შეფასება და აუცილებლობის შემთხვევაში მასში სათანადო კორექტივების შეტანა, უნდა ხდებოდეს აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით.
დასასრულ, სოფლის მეურნეობა საქართველოს მთავრობამ უნდა აღიაროს, როგორც ეკონომიკის განსაკუთრებული, პრიორიტეტული დარგი, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. მთავრობის კომპეტენტურობა და აგრარულ პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი, მიმართულება და დონე გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენაში დღეს და სამომავლოდ.
სოფლის, ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული მოწყობის გარეშე - გზა, წყალი, ელექტროენერგია, ჯანდაცვა, ბაგა-ბაღები, სკოლები, ბიბლიოთეკები, კლუბები, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, დასაქმება და სხვა -ქართულ სოფელს დაცლა, ანუ მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია ემუქრება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ქართული გლეხობა მოწყდეს მიწას, არ იყოს მისი მესაკუთრე და პროდუქციის მთავარი შემქმნელი (მწარმოებელი). თუ დღეს მოქმედი უარყოფითი ტენდენციები შენარჩუნდა, მოკლე ხანში აღარ გვექნება არა მარტო ფორმალური სოფლის მეურნეობა, არამედ თვით სოფელიც კი, რომლის გარეშე წარმოუდგენელია მთავრობის მიერ დეკლარირებული, იმედის მომცემი კურორტებისა და ტურიზმის განვითარება.
ქვეყნის აგროსექტორში მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთ აუცილებელ ღონისძიებას, მიწის წვრილ მესაკუთრეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებების ჩამოყალიბება, სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის ურთიერთინტეგრაცია (პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა) და სპეციალური აგროსაკრედიტო სისტემის ფორმირება წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, თემის სამეწარმეო მობილიზაციის პროგრამის განხორციელება, რომელიც შეიძლება გახდეს სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის ტრადიციული დარგების, მწვანე (აგრო) ტურიზმისა და ენერგეტიკის ახლებური ორგანიზაციული მოწყობის, მისი ეფექტიანობის ამაღლებისა და შესაბამისად, თემის წევრთა შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის რეალური მექანიზმი, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის სოციალური განვითარების ძლიერ საფუძველს წარმოადგენს.
მთავრობის მარეგულირებელი როლი ხელს შეუწყობს აგრარულ სექტორში მეურნეობრიობისთვის საჭირო პირობებისა და ეკონომიკური სტიმულირების მექანიზმის შექმნას, აღწარმოების მასშტაბების გადიდებას და კონკურენტული გარემოს ფორმირებას, რომელიც მყარ გარანტიებს შექმნის კოოპერატიული გაერთიანებების ჩამოყალიბების, სასურსათო უშიშროების პრობლემის გადაჭრის და სოფლად ყოფაცხოვრების აღორძინებისთვის.
საქართველოს მთავრობა უნდა დაადგეს აგრარული პოლიტიკის ახალ სტრატეგიას, სწორად განსაზღვრული პრიორიტეტებით, რომელშიც არა უბრალოდ აგრარული, არამედ უფრო ფართო, - სოფლის, როგორც ტერიტორიალური ერთეულის განვითარების პოლიტიკა (სოციალური და ყოფითი პრობლემების კომპლექსურად გადაჭრა) იგულისხმება. ამასთან, უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული ეროვნული სპეციფიკა (ხასიათი, ჩვევები), რომელიც განსაკუთრებული თავისებურებებით წარმართავს ერის ყოფაცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, მექანიზმები ადამიანთა ურთიერთობის რეგულირებისა - ფსიქოლოგიური, ტრადიციისმიერი, ღირებულებათა შკალით განსაზღვრული, კულტურული, მიწასთან დამოკიდებულებისა და სხვა. გაგვაჩნია განსხვავებული გეოპოლიტიკური გარემო, რესურსული პოტენციალი, ბიოგეოკლიმატური პირობები, აგრარული წარმოების წესი, ტრადიციები, საიდანაც მომდინარეობს საკვების შემადგენლობა, კვების თავისებურებები, კვების ხასიათი და ა.შ. რაც, ბუნებრივია, მოითხოვს აგროსასურსათო სექტორის რეფორმირებისა და განვითარების განსხვავებულ მიდგომას,მის განხორციელებას ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, და არა უცხოეთის რომელიმე ქვეყნის (თუნდაც ძალიან წარმატებულის) გამოცდილების მექანიკურად გადმოტანა-გამეორებას. სტრატეგიის ავტორები ამას გულისხმობენ, როცა მე-12 გვერდზე წერენ: „ნუ ჩათვლით,რომ საქართველოსათვის ავტომატურად სასურველია რაიმეს მიღება მხოლოდიმის გამო, რომ ეს რაღაც მიღებულია ევროპის,ამერიკის, იაპონიის თუ განვითარებული სამყაროს სხვა ქვეყნებში“.
P.S. ამ ნაშრომის შექმნის იდეა, ცნობილ მეცნიერთან და სახელმწიფო მოღვაწესთან, ბატონ ნოდარ ჭითანავასთან საუბრისას გაჩნდა, როდესაც მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული აგრარული წარმოების წესზე, მის ტრადიციებსა და სპეციფიკურ თავისებურებებზე.
ANNOTTION
Georgian Agro -food SectorNeeds a Develop ment Strategy
Paata Koghuashvili, GTU , full Professor, DSE
The bringing of agriculture development strategy to proper condition and its implementation will undoubtedly become a reference point for the turn to revival of Georgian agriculture. The strategy progress would require the arrangement of proper monitoring that should be mainly based on such generalizing criteria of its implementation as growth of the number of actually employed in the agro-food sector, increase of output in the branches oriented at export and the substitution of import, a balanced equilibrium between export and import volumes, labor productivity, and other aggregated indicators. In addition, regular appriasal of the strategy implementation progress and its adjustment, where necessary, should be carried out at the decision of the National Council for Agrarian Policy.
The agro-food strategy should necessarily provide for the establishment of voluntary associations of small landholders, mutual integration of agricultural production and processing industry (creation of a single production, processing and marketing cycle), and the formation of a special agro-credit system; also of importance would be implementation of the rural community enterprise mobilization program that can become a real mechanism for a novel organizational arrangment of traditional agricultural and industrial sectors, of green (agro) tourism, resorts and power engineering, for raising their efficiency and correspondingly significant increase of the community members' revenues which, in its turn, will serve as a solid background for social development of the population.
![]() |
13 მეცნიერება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
13.1 უმაღლესი საგანმანათლებლო მომსახურების ბაზრის განვითარების ზოგადი ტენდენციების ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
აიდა ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე
ეკონომიკის დოქტორი, თბილისის
ეკონომიკურ ურთიერთობათა
სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი
საბაზრო ურთიერთობების ფორმირება, კონკურენციის გაძლიერება და სახელმწიფო რეგულირების ლიბერალიზაცია, ბოლო ათწლეულების თანმდევი მოვლენებია, რომლებიც განათლების სფეროშიც აქტიურად ვითარდება. განათლების ეროვნული სისტემა ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოს ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად და ეკონომიკური განვითარების დონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორად გვევლინება.
ბუნებრივია, მოთხოვნა საგანმანათლებლო მომსახურების ბაზარზე დამოკიდებულია შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე მიწოდება მნიშვნელოვნად აღემატება მოთხოვნას. ამ გარემოებას გარკვეულწილად ხელი შეუწყო უმაღლესი განათლების ბაზრის ასევე სტიქიურმა და არაბალანსირებულმა ზრდამ. იყო პერიოდი, როდესაც მომხმარებელთა მოთხოვნილებანი უფრო ხშირად მხოლოდ ფორმალური დიპლომის მიღებით შემოიფარგლებოდა, ვიდრე ღრმა, პროფესიული ცოდნის შეძენით. ამ პერიოდში პრობლემების წინაშე იდგნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიც, რომლებიც ვერ უზრუნველყოფდნენ სპეციალისტთა ხარისხიან მომზადებას, რადგან საბაზრო ეკონომიკის რეალური პრაქტიკა წინ უსწრებდა „ბიზნეს-განათლების“ სრულყოფას. რადიკალური კონიუნქტურული ცვლილებები გარკვეულ პერიოდში უფრო ეფექტიანად გამოიყენეს კერძო უმაღლეს-საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ადაპტური ორგანიზაციული სტრუქტურების, თვითდაფინანსების შესაძლებლობების და ბაზარზე ორიენტირებული ე.წ. კონიუნქტურული სპეციალობების შემუშავების შედეგად. მოსახლეობა მზად არის გადაიხადოს უმაღლესი განათლების საფასური მიუხედავად რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა. საბაზრო კონიუნქტურამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა უნივერსიტეტების ქცევაზე. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბაზარი საგანმანათლებლო მომსახურების სფეროში და მასთან დაკავშირებული კონკურენცია არა მარტო გარკვეულ შესაძლებლობებს ქმნის, არამედ ახალ პრობლემებს წარმოაჩენს, რომელთა შესწავლა, ვფიქრობთ, აქტუალურია.
დღეისათვის ძირითადი საბაზრო სეგმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საბაზო მოთხოვნას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მომსახურებაზე საშუალოვადიან პერსპექტივაში, არის საშუალო სკოლადამთავრებულების კონტინგენტი. უმაღლესი განათლების ბაზრის სეგმენტაციის დროს მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია დემოგრაფიული, გეოგრაფიული (რეგიონული), ეკონომიკური, სოციალური და ქცევითი.
მომხმარებელთა სტრუქტურის სტაბილიზაცია უმაღლესი განათლების მომსახურების ბაზარზე მიმდინარეობს ნეგატიური დემოგრაფიული პროცესების ფონზე. 80-იანი წლების შუა პერიოდიდან შეიმჩნევა შობადობის შემცირების ტენდენცია, რამაც პირდაპირი ასახვა ჰპოვა სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა რაოდენობისა და სკოლადამთავრებულთა პოტენციური კონტინგენტის შემცირებაზე. 2005-2009 წლებში ამ ტენდენციის შედარებით სტაბილიზაციას აქვს ადგილი (2%25-მდე).
რა თქმა უნდა, რეალური მოთხოვნის შემცირების მთავარი მიზეზი მარტო დემოგრაფიული ფონი არ არის. აქ გასათვალისწინებელია საშუალო სკოლის საატესტაციო გამოცდებისა და სახელმწიფო ეროვნული გამოცდების ფაქტორი, როგორც ერთერთი მნიშვნელოვანი ბარიერი, რომლის გადალახვაც არ შეუძლია უმაღლესი განათლების მიღების ყველა მსურველს.
მოთხოვნის განმსაზღვრელ ძირითად პარამეტრებს შორის უმაღლესი განათლების მომსახურების ბაზარზე აღსანიშნავია შემდეგი:
მოთხოვნის ზრდა, გარკვეული სტაბილიზაციის ეფექტით ეკონომიკურ, იურიდიულ და მმართველობით სპეციალობებზე; ახალი ორიენტირების გაჩენა მათემატიკურ, საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ სპეციალობებზე; ორიენტაცია ხარისხზე და არა საგანმანათლებლო პროცესის ფორმალურ მხარეზე; სახელმწიფო სტატუსის მქონე უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგის ზრდა; უნივერსიტეტთა ინტეგრაცია, რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის ფარგლებში; კონკურენციული ფონის ზრდა აკრედიტებული ხარისხზე ორიენტირებული კერძო უმაღლესი სასწავლებლის მხრიდან; მყარი მოთხოვნის ფორმირება მჭიდროდ დასახლებულ და შედარებით დაბალშემოსავლიან რეგიონებში; უწყვეტი განათლების მიღება და ხარისხობრივად ახალი მოთხოვნის ფორმირება ერთიანი საუნივერსიტეტო კომპლექსების ბაზაზე;
ძირითადი მომხმარებლები, რომლებიც ქმნიან მოთხოვნას საგანმანათლებლო დაწესებულებათა ბაზარზე არის: სახელმწიფო, როგორც ძირითადი შემკვეთი საბაზო საგანმანათლებლო მომსახურების; საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები; პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები; მეორადი სპეციალობის მიღებით დაინტერესებული სპეციალისტები; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და კერძო ორგანიზაციები.
უმაღლესი განათლების მომსახურების ბაზრის სტრუქტურაში მიწოდების თვალსაზრისით წამყვანი როლი სახელმწიფო უნივერსიტეტებს უკავია, რომლებმაც შეინარჩუნეს თავისი პოზიციები, როგორც მასშტაბების, ისე შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის თვალსაზრისით.: 2000/2001-დან 2009/2010ს/წწ.-ში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი საქართველოში 26-დან 21-მდე შემცირდა, ხოლო კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების - 145-დან 108-მდე. 2009 წლის მონაცემით კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობის 72%25 სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მოდიოდა, ხოლო კერძოზე - 28%25.
სტუდენტთა კონტინგენტის დინამიკა იგივე პერიოდში სახელმწიფო უნივერსიტეტებში 26%25-ით შემცირდა, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში 13%25-ით. 2005-2009 წლებში სტუდენტთა რაოდენობა 144, 2 ათასიდან 102, 7ათასამდე შემცირდა. სწავლების პირველ დონეზე, ბაკალავრიატში, მიღების მაჩვენებელი 19,5-ით შემცირდა ბოლო 2 წელში, მაგისტრატურაში კი გაიზარდა 19-%25-ით. საგრძნობლად გაიზარდა ასპირანტთა რაოდენობა (თითქმის 2-ჯერ). სპეციალობების მიხედვით სწავლების როგორც პირველ, ისე მეორე დონეზე ლიდერობს სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი, მათი ხვედრითი წილი 2009-2010 წლის მდგომარეობით -70%25-მდეა. შემდეგ მოდის ჯანდაცვა და სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება.
ბაზრის მონაწილეთა მეორე მნიშვნელოვანი კატეგორია არასახელმწიფო სტატუსის კერძო უმაღლესი სასწავლებლებია, რომლებიც ძირითადად 90-იანი წლებიდან განვითარდნენ აღნიშნულ ბაზარზე. ისინი ძირითადად სთავაზობენ ფასიან მომსახურებას და ორიენტირებულნი არიან საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე კონიუნქტურულ სპეციალობებზე, აგრეთვე აქვთ საკმაოდ მოქნილი სტრუქტურა და საფასო მექანიზმი. აკრედიტაციის, ლიცენზირების თუ სხვა ფორმალური სტატუსის ფონზე ფლობენ საჭირო რესურსებს და ცდილობენ განიმტკიცონ საბაზრო პოზიციები. მათი საბაზრო წილი 30%25-მდეა. ასეთი უნივერსიტეტები ადვილად რეაგირებენ კონიუნქტურულ ცვლილებებზე და ნოვატორები არიან ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებაშიც. ზოგიერთის რეიტინგი მცირედ ჩამორჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს. კონკურენცია და ერთიანი ეროვნული გამოცდები ამ ბოლო პერიოდში უნივერსიტეტებს შორის კიდევ უფრო აქტუალურს ხდის მარკეტინგული ღონისძიებების გატარებას. ძირითადად, კერძო უნივერსიტეტების მიზნობრივი ბაზარი არის აბიტურიენტმომხმარებელთა ის კატეგორია, რომლებსაც ცოდნის დონიდან გამომდინარე არ შეუძლიათ პრეტენდენტობა სახელმწიფო უნივერსიტეტების საბიუჯეტო ადგილებზე, ხოლო გადახდისუნარიანობის თვალსაზრისით შეუძლიათ უპრობლემოდ დაფარონ სწავლის გადასახადი თვითდაფინანსების ფორმით.
კონკურენტული ბრძოლის ძირითადი ინსტრუმენტი არის საფასო სტრატეგია, თუმცა არასაფასო კონკურენციის სტრატეგიები არანაკლებ მნიშვნელოვანია. უმაღლესი საგანმანათლებლო მომსახურების სფეროში სამომხმარებლო ფასეულობის შეთავაზების დიფერენციაციის სტრატეგიებიდან აღსანიშნავია პარტნიორული ურთიერთობების ფორმირება სტუდენტთა ინდივიდუალურ შესაძლებლობათა გამოვლენის და კარიერის მართვის თვალსაზრისით, კვალიფიკაციური პერსონალის მოზიდვა და გადამზადება, მოტივით „მასწავლებელი-სტუდენტი“. ასევე ორგანიზაციულ-სტრუქტურული ნოვაციები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებისთვის.
საქართველოს საგანმანათლებლო მომსახურების ბაზარი მონოპოლისტური კონკურენციის საბაზრო სიტუაციიდან ოლიგოპოლისტური ბაზრის ტიპისკენ იხრება. მოსალოდნელია რომ კონკურენციის გაძლიერების ძირითადი ფაქტორი გახდეს სახელმწიფო უნივერსიტეტების პოზიციის გამყარება და უნივერსიტეტების გამსხვილების ტენდენცია.. თუმცა მოხმარებლის არჩევანის დიფერენცირებას და ინდივიდუალობას, აგრეთვე მოთხოვნილების ზრდას საგანმანათლებლო მომსახურების დამატებით მაჩვენებლებზე, მივყავართ იმ ზუსტად განსაზღვრულ სეგმენტებამდე, სადაც ასევე ეფექტიანად იფუნქციონირებენ ხარისხზე ორიენტირებული და მყარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კერძო უნივერსიტეტები.
ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შეფასება 21-ე საუკუნეში განისაზღვრება არა მარტო საქონლისა და მომსახურების ბაზრების განვითარების შესაძლებლობებით, არამედ საზოგადოებრივ ფასეულობათა და განათლების დონის ამაღლებითაც. განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ მსოფლიო ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის დაძლევა ინოვაციური მიღწევების ათვისების გზით, რაშიც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცოდნის შეძენის უწყვეტი და მწყობრი მექანიზმის შემუშავებას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანალიტიკური ჯგუფის მიერ გამოვლენილი მსოფლიო ქვეყნების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, 2009-2010 წლებში მსოფლიოს კონკურენტუნარიანი ქვეყნების რეიტინგის პირველ ათეულებში არის საქართველოსავით პატარა ქვეყნებიც, როგორიცაა: შვედეთი, სინგაპური, ფინეთი, დანია, ნორვეგია, ჰონკონგი, ლუქსემბურგი, ისრაელი. რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ მოსახლეობის და ტერიტორიის რაოდენობრივი მაჩვენებელი მეორეხარისხოვანია კონკურენტუნარიანობის მისაღწევად.
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების გამოვლენის ანალიზის მიხედვით საქართველო 115-ე ადგილზეა, რეიტინგის სათავეში ლიდერობენ: დანია, ჰოლანდია, შვედეთი. ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის ზრდა წარმოადგენს კონკურენტუნარიანობის ამაღლების უმნიშვნელოვანეს ბერკეტს სახელმწიფო პოლიტიკის მხრიდან. ევროკავშირში შემუშავებული პროგრამით „ინოვაციური განვითარების ევროპული რეიტინგების ცხრილი“ შეფასება ჩატარდა 4 კატეგორიის საინდიკატორო მაჩვენებლით: ადამიანური რესურსები, სიახლეთა შექმნა, ცოდნის გადაცემა და გამოყენება, საინოვაციო დაფინანსება და რეალიზაცია. ჯამური ინოვაციური ინდექსით ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ჩრდილოეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს აქვთ: შვედეთს-6,5%25, ფინეთს- 4,7%25 და დანიას - 3,5%25. აღნიშნული ინდიკატორების სრულად განსაზღვრა საქართველოსთვის ჯერჯერობით ვერ ხერხდება რიგი მიზეზების გამო. თუმცა, ერთ-ერთ უახლეს წყაროზე დაყრდნობით ადამიანთა კეთილდღეობის მდგრადი განვითარების ინდექსის მიხედვით საქართველომ 74-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ქვეყნის ინოვაციური განვითარების მიზნით უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს, სამეცნიერო სექტორის (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და საგანმანათლებლო დაწესებულებები) და კერძო სექტორის აქტიურ თანამშრომლობას. ისეთ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი სფეროს განვითარების სათანადო დონეს, რომელიც საჭიროა კონკურენტუნარიანი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, თანდათან მიგვიყვანს აღნიშნული უწყებების მთავარი როლის დაკარგვამდე, ხოლო კვალიფიციური და გამოცდილი კადრების გადანაცვლებამდე საქმიანობის სხვა სფეროებში, თუნდაც კერძო სექტორში. ამ ბოლო ათწლეულებში სამეცნიერო დაწესებულებების რიცხვი 20%25-ით შემცირდა, ხოლო მეცნიერ-მუშაკთა რაოდენობა თითქმის 40%25-ით. გასაკვირი არ არის, რომ ტექნოლოგიური ჩამორჩენის დონე ხელს უშლის საქართველოს რეალური ბაზრის განვითარებას და ართულებს საერთაშორისო ვაჭრობაში ქვეყნის ჩართვას.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემებით, განათლების მსოფლიო ბაზარი დაახლოებით 28 მილიარდი დოლარია. განათლების დონის მიხედვით გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით პირველ ადგილზეა ა.შ.შ. მას მოსდევს ფინეთი, ინგლისი, შვედეთი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ.
ა.შ.შ.-ში, დანახარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლებაზე მ.შ.პ.-ის 2,5დან 3-%25-მდეა (დაახლოებით 267 მლნ. დოლარის ღირებულების ფარგლებში), კანადაში 7%25-მდე, შვედეთში 18,5მლნ.-მდე, ავსტრიაში 15 მლნ-მდე, რუსეთში 45 მლნ-მდე, ხოლო საქართველოში ეს მაჩვენებელი ბიუჯეტის 1%25-მდეც არ აღწევს.
თუ ამის მიზეზებს ჩავუღრმავდებით, ერთ-ერთი ფაქტორი ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა არის სახელმწიფო სტატუსის უნივერსიტეტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის პერსპექტივები.
მაგალითად, ინგლისში, რომლის მოსახლეობა 60,4 მილიონია, 89 უნივერსიტეტია, სადაც 640 ათასი სტუდენტი სწავლობს, ხოლო ერთ უნივერსიტეტზე საშუალოდ 7191 სტუდენტი მოდის. საქართველოში დაახლოებით 160000-მდე სტუდენტია (130-მდე უმაღლეს სასწავლებელში), თუმცა ეს მაჩვენებელი მკვეთრად დიფერენცირებულია უმაღლესი სასწავლებლების სარესურსო შესაძლებლობების მიხედვით. ე.ი. ერთ უნივერსიტეტზე მოდის საშუალოდ 1230 სტუდენტი.
უნივერსიტეტების შედარებით ძლიერი მხარეებია:
ფორმალური სახელმწიფო სტატუსი, შედარებით ხანგრძლივი არსებობა და საიმედო იმიჯი; 90-იანი წლებიდან თვითდაფინანსების ეფექტიანი სისტემის შექმნა, რომელიც უნივერსიტეტებს ეხმარება მოახდინონ საბიუჯეტო საშუალებათა დეფიციტის კომპენსირება; სუსტი მხარეა რეიტინგული და არარეიტინგული სპეციალობების დაუბალანსებლობა; მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებელთა კონტინგენტი, სუსტი მხარე: კადრების მიზიდვა კონკურენტების მხრიდან და ამ მხრივ გამოცდილი კადრის დეფიციტი; ძირითადი მიზეზი არის ამ უაღრესად საპასუხისმგელო და მაღალპროფესიული საქმიანობის დაბალი მოტივაცია. კერძოდ, მოკრძალებული ანაზღაურება, არასტაბილური სამუშაო გარემო, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის რთული პროცესი, ფსიქოლოგიური მზადყოფნა აუდიტორიასთან სამუშაოდ, რაც დიდ ძალისხმევას და სამუშაო გამოცდილებას მოითხოვს. 2007-2009 წლებში საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში პროფესურის რაოდენობა 5%25-ით შემცირდა.
რა შეიძლება იყოს საგანმანათლებლო მომსახურების ბაზარზე უმაღლესი სასწავლებლების სუსტი წერტილი:
დიდი, მოუქნელი და არაადაპტური ორგანიზაციულ-მმართველობითი სტრუქტურა; სააუდიტორიო ფონდის მწვავე დეფიციტი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების პრობლემა და ფინანსური პრობლემები; მასობრივი მიდგომა აბიტურიენტებისადმი, მომხმარებელზე და საბაზრო მოთხოვნებზე ორიენტაციის დაბალი ხარისხი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა იქცეს კონკურენტუნარიანობის დონის შემცირების მიზეზად; საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის ამაღლებაზე პროფესორმასწავლებელთა დაბალი მოტივაცია, რის საფუძველზეც ადგილი აქვს სასწავლო -მეთოდური ბაზის მოძველებას და ინტელექტუალური კაპიტალის არარაციონალურ გამოყენებას; პერსპექტიული კადრის გადინება დასაქმების ალტერნატულ სფეროებში, ამ პრობლემის გადაჭრას დიდი მნიშვნელობა აქვს გრძელვადიან პერსპექტივაში მყარი და კონკურენტუნარიანი განვითარებისთვის; სტრატეგიული დაგეგმვის დაბალი დონე. ნიშანდობლივია ისიც, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები კიდევ უფრო ამწვავებს კონკურენციას უნივერსიტეტებს შორის. აბიტურიენტები ნორმატიულ დოკუმენტში ერთდროულად უთითებენ რამდენიმე სასურველ უნივერსიტეტს, ასეთ სიტუაციებში უნივერსიტეტებმა ზუსტად უნდა განსაზღვრონ მიზნობრივი სეგმენტი, უფრო მჭიდროდ უნდა იცნობდნენ მიზნობრივ ბაზარს, მათ მოთხოვნილებებს, ახორციელებდნენ კონკურენტების მუდმივ მონიტორინგს.
უნივერსიტეტების გამორჩეული და საიმედო იმიჯის შექმნას ხელს უწყობს არა მარტო მაღალი დონის კლასიკური პროფესიული განათლების ფართო შესაძლებლობების შეთავაზება, არამედ არაკომერციული პროპაგანდისტური ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა: ღია კარის დღეები, შეხვედრები კურსდამთავრებულებთან, საზოგადოებრივი აქციები და ღონისძიებები, სპონსორობა და საქველმოქმედო ღონისძიებებში ჩართვა. ტაქტიკური მიზნებისთვის მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია კომერციული მარკეტინგული სტიმულების, მაგალითად - რეკლამის გამოყენება. თუმცა ამ სფეროს არ უხდება აგრესიული მარკეტინგული პოლიტიკა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს აკადემიური ღირებულებების დაცვას.
განათლების სფეროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ტენდენციას გლობალიზაციისა და საბაზრო ურთიერთობების პირობებში წარმოადგენს ჰორიზონტალური ინტეგრაცია. აღნიშნული სტრატეგია ითვალისწინებს უნივერსიტეტების სარესურსო ბაზაზე გაერთიანების, გამსხვილების ან შერწყმის რეორგანიზაციულ პროცესებს აკადემიური ან ეკონომიკური ღირებულებებიდან გამომდინარე. აღნიშნული პროცესები „მეგა უნივერსიტეტების“ შექმნას შეუწყობს ხელს. ეს მოვლენა საქართველოსთვის უცხო არ არის. თუმცა ახალი და რევოლუციური ნახტომია საერთოდ პოსტსოციალისტური სივრცისთვის (იგივე ტენდენციებს აქვს ადგილი რუსეთში, უკრაინაში, უზბეკეთში და ა.შ.). მსოფლიო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, უნივერსიტეტების გამსხვილებას ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ჰქონდა ადგილი აშ.შ-ში და დასავლეთ ევროპის წამყვან სახელმწიფოებში. მოგვიანებით ეს ტენდენცია ასოციაციური სტრუქტურების შექმნამ შეცვალა. დღეისათვის კი ყველაზე აქტუალური გახლავთ საუნივერსიტეტო ინტეგრაციის ქსელური ფორმა. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს სკოლებისა და უნივერსიტეტების ჰარმონიზაციას, დისტანციური სწავლების შესაძლებლობების გაზრდას, მომხმარებელთა მოზიდვის და კონტროლის ფართო შესაძლებლობებს. როდესაც საქმე უნივერსიტეტების გაერთიანებას ეხება საქმე, არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს. რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პასიური და არაკონკურენტუნარიანი სასწავლო დაწესებულებების რეორგანიზაციაზე, თუმცა შეიძლება გაერთიანებულ უნივერსიტეტთა შორის აღმოჩნდნენ საინტერესო ტრადიციების და იმიჯის მქონე უნივერსიტეტებიც. ასეთ შემთვევაში იკარგება თვითმყოფადობის და ორიგინალობის ელემენტები. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტიც, რომელიც რეორგანიზაციის და რესურსების ოპტიმიზაციის მოტივით უერთდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ეს თეუსუს კოლექტივისთვის მოულოდნელი ფაქტი გახლდათ, რადგან უნივერსიტეტს ჰქონდა მაღალი რეიტინგი ერთ-ერთი კონკურენტუნარიან საგანმანათლებლო ბაზარზე.
„მეგაუნივერსიტეტების“ შექმნის სავარაუდო მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს: სასწავლო დაწესებულებათა სუსტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; უმაღლესი განათლების ხარისხის დაცემა და შეუსაბამობა საყოველთაოდ აღიარებულ ხარისხობრივ სტანდარტებთან; საგანმანათლებლო დაწესებულებების სიმრავლე; დემოგრაფიული ტემპის დაცემა; სამეცნიერო-პედაგოგიური კადრის გაფანტვა; 12 წლიან სწავლებაზე გადასვლა საშუალო საგანმანათლებლო სკოლებში; სახელმწიფო საბიუჯეტო შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსებაზე ანუ სახელმწიფო დაფინანსების პრობლემები ცალკეულ სპეციალობებზე.
უნივერსიტეტების გამსხვილებამ ხელი უნდა შეუწყოს რესურსების ინტეგრაციის ბაზაზე სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის ხარისხის მნიშვნელოვან ამაღლებას; მყარი და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას; სამეცნიერო-პედაგოგიური კადრის თავმოყრას, კონცენტრირებას, მოტივაციასა და შენარჩუნებას, რადგან ეს რესურსი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია როცა საქმე ინტეგრირებულ საუნივერსიტეტო კომპლექსებს ეხება. უნივერსიტეტების ინტეგრაციის მსოფლიო გამოცდილებიდან ცნობილია, რომ, მაგალითად 165 000 სტუდენტით დაკომპლექტებულ უნივერსიტეტს 7000-მდე აკადემიური პერსონალი სჭირდება. ამიტომ ერთ-ერთ სერიოზული პრობლემას ასეთი რაოდენობის მაღალკვალიფიციური კადრის მოძიებაც წარმოადგენს. ყოველივე ამის გათვალისწინებით უნდა ვიმედოვნოთ, რომ უნივერსიტეტების ინტეგრაცია ყველა ინტეგრირებული სტრუქტურული ერთეულისთვის და მთლიანობაში საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებისთვის სასარგებლო და წინგადადგმული ნაბიჯი უნდა გახდეს.
Общие тенденции развития рынка образовательных услуг
Аида Киташвили-Квачантирадзе, Профессор
Кризис административно-командной системы регулирования и масштабные социально-экономические преобразования в Грузии обуславливают коренные изменения в национальной системе образования всех уровней.. В этой ситуации объективным выглядит возникновение как позитивных (конструктивных), так и негативных (де структивных) результатов тех или иных тенденций. В статье рaссмaтривается маркетинговая концепция, которая призвана обозначить цели, принципы, направления и приоритеты функционирования государственного высшего учебного заведения в условиях развивающегося рынка и усиления конкуренции со стороны других государственных и негосударственных высших учебных заведений.
![]() |
14 ეკონომიკა ყველასათვის |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
14.1 უხილავი ხელის, ხილვადი შედეგები, ანუ როგორ მუშაობს ბაზარი |
▲ზევით დაბრუნება |
რუბრიკას უძღვება საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ სამეცნიერო საბჭოს წევრი კოტე აბულაძე
ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას ეკონომიკის საოცარ სამყაროში - იქ, სადაც ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა მეგზურის როლის შესრულება, ხოლო მკითხველთათვის (როგორც მათი გამოხმაურებიდან ირკვევა) ხილვა ეკონომიკის თვალწარმტაცი პანორამისა. სწორედ ამიტომ ვცდილობ, ისე ჩავატარო თითოეული ჩვენი შეხვედრა, რათა გავამძაფრო ეს განცდა, რომ ყოველმა მკითხველმა, ვინც პირველად შეეხო ეკონომიკის სამყაროს, სრულად შეიგრძნოს მისი მშვენიერება, განსაკუთრებით კი - დიდი გავლენა დღევანდელი თაობების აწმყოსა და მომავალზე.
კაცობრიობის ისტორიაში მრავალი ღირსშესანიშნავი თარიღია. ზოგჯერ ისინი ერთმანეთს ემთხვევა და ამის ახსნა შეუძლებელია უბრალო შემთხვევითობით. ერთერთი მაგალითი ამგვარი დამთხვევისა ადამ სმიტის საყოველთაოდ ცნობილი ნაშრომის „ერთა სიმდიდრე“ და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის თითქმის ერთდროული გამოცემაა 1776 წელს. რთულია იმის მტკიცება, თუ რომელ მათგანს გააჩნია მეტი ისტორიული მნიშვნელობა. არსებითად, დეკლარაცია მოწოდებაა ისეთი საზოგადოების შექმნისკენ, რომელიც თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ მიისწრაფვის. ადამ სმიტმა კი თავის ცნობილ ნაწარმოებში წარმოადგინა თავისუფალი საზოგადოების მოწყობისა და საქმიანობის ეკონომიკური პროგრამა. ამით მან სამართლიანად და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის განვითარების ისტორიაში, როგორც „ეკონომიკური მეცნიერების მამამ“.
მას შემდეგ ორ საუკუნეზე მეტი გავიდა. ბუნებრივია, კონკრეტულ პირობებში შექმნილი ყოველი თეორიული მოდელი დროთა განმავლობაში, ამ პირობების ცვლილების კვალობაზე, კარგავს თავის მნიშვნელობას, მაგრამ ახალ ისტორიულ ეტაპზე მისი აქტუალურობა შესაძლოა კვლავ აღსდგეს. ასეა ამჯერადაც - მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რომელმაც საწარმოთა გაკოტრებისა და სამუშაოდან მასობრივი დათხოვნის ფაქტების ფონზე კვლავ გამოაცოცხლა ინტერესი ადამ სმიტის, კარლ მარქსის, ჯონ კეინსისა და ეკონომიკის სხვა კლასიკოსების იდეების მიმართ. ეს ბუნებრივიცაა. მსოფლიო გამალებით ეძებს გამოსავალს ეკონომიკური კრიზისიდან და, ამასთან ერთად, ფიქრობს ახალი ეკონომიკის ჩამოყალიბების პრინციპებზე.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რესურსების შეზღუდულობაზე, რამაც არსებითად განაპირობა ეკონომიკის წარმოშობა. ეს თემა მუდამ ძალზე აქტუალურია, ვინაიდან ადამიანის მოთხოვნილება განუხრელად იზრდება.
მოთხოვნილების კვალდაკვალ იქმნება დოვლათი - საქონელი და მომსახურება. დოვლათი ეკონომიკური და არაეკონომიკურია. ეს უკანასკნელი არ არის შექმნილი წარმოების პროცესში (ნიადაგი, წყალი, ჰაერი და სხვა).
ეკონომიკური დოვლათი ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ობიექტია, მაგრამ მისი წარმოება მუდამ შეზღუდულია მოთხოვნილებასთან შედარებით. ეკონომიკურ მეცნიერებაში მიღებულია დოვლათის შემდეგი კლასიფიკაცია:
პირდაპირი - სამომხმარებლო დოვლათი, პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (საკვები, ტანსაცმელი);
ირიბი - საწარმოო დოვლათი (წარმოების საშუალებები: შენობები, მანქანა-დანადგარები, მოწყობილობა);
ხანგრძლივვადიანი - ხანგრძლივი გამოყენების საქონელი (ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავტომობილი);
მოკლევადიანი (კვების პროდუქტები);
ურთიერთშემცვლელი - სუბსტიტუტები (მინერალური წყლები ბორჯომი - ლიკანი, ძროხის ხორცი - ღორის ხორცი);
ურთიერთშემავსებელი - კომპლიმენტარული (კომპიუტერი - პროგრამული უზრუნველყოფა, ფლეერი - კომპაქტ-დისკო, ავტომობილი - ბენზინი). მომხმარებელთა მოთხოვნილების დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ საქონლის ან მომსახურების წარმოების, განაწილების, ეკონომიკური გაცვლის (ყიდვა-გაყიდვის) და მოხმარების პროცესში. სწორედ ეკონომიკური საქმიანობის ამ ოთხივე სფეროს ერთობლიობა წარმოადგენს აღწარმოების პროცესს. არსებითად, აღწარმოება დოვლათის წარმოების პროცესია უწყვეტად განახლებადი გადანაწილებით, გაცვლითა და მოხმარებით.
გაცვლის როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში და საზოგადოების არჩევანის პრობლემა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში გაცვლა თვით წარმოების ბუნებრივი გარემოს, აღწარმოების პროცესის საფუძველია. იგი განსაზღვრავს არა მხოლოდ წარმოების განვითარებას, არამედ განაწილებასა და მოხმარებას.
განვითარების ყოველ ეტაპზე თითოეული საზოგადოება და ეკონომიკური სუბიექტი ძირითადი ეკონომიკური პრობლემების ე.წ. ეკონომიკური ტრიადის წინაშე აღმოჩნდება. მან სამ კითხვას უნდა უპასუხოს: 1. რა ვაწარმოოთ და როგორი მოცულობით? 2. როგორ ვაწარმოოთ, რომელი რესურსებით, როგორი ტექნოლოგიით? 3. ვისთვის ვაწარმოოთ?
საზოგადოების წევრთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ნებისმიერი ეკონომიკური სისტემის პრობლემაა. იგი ყველა წარმოების, ეკონომიკისა და ადამიანების საქმიანობის მიზანია, რომელსაც ორი გარემოება ართულებს. პირველი, როგორც უკვე აღვნიშნე - ადამიანის უსაზღვრო ეკონომიკური მოთხოვნილებები, ხოლო მეორე - საწარმოო რესურსების შეზრუდულობაა. საზოგადოება ყოველთვის ცდილობს ეფექტიანად გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები, უზრუნველყოს სრული დასაქმება და საწარმოო სიმძლავრეების სრული დატვირთვა.
რესურსების შეზღუდულობა არჩევანის პრობლემის წინაშე აყენებს არა მხოლოდ მთელ საზოგადოებას, არამედ კომპანიებს, ფირმებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, მიუხედავად იმისა, ღარიბები არიან ისინი, თუ მდიდრები.
ამრიგად, ერთი რომელიმე პროდუქტის წარმოების ზრდის აუცილებლობის შემთხვევაში ეკონომიკამ უნდა დათმოს სხვა რომელიმე პროდუქტის გარკვეული ნაწილი.
არჩევანის პრობლემა ეკონომიკაში განაპირობებს შეზღუდული რესურსების გამოყენების ალტერნატიული ვარიანტის არჩევას. იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკა აწარმოებს მხოლოდ A და B პროდუქტს, მათი წარმოების ერთდროული ზრდა შეუძლებელია დამატებითი (როგორც მათ ეკონომისტები უწოდებენ „ზღვრული“) რესურსების გამოყენების გარეშე. ეს კი წარმოების (ეკონომიკის) განვითარების ე.წ. ექსტენსიური გზაა.
დავუშვათ, რომ სრული დასაქმების პირობებში უზრუნველყოფილია წარმოების სრული მოცულობა, რესურსების რაოდენობა და ხარისხი, ტექნოლოგია აგრეთვე უცვლელია, ეკონომიკა მხოლოდ ორ საქონელს აწარმოებს.
ამ მონაცემების საფუძველზე შევადგინოთ საწარმოო შესაძლებლობათა ცხრილი და ავაგოთ საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი (იხ. ნახაზი).
ალტერნატივები |
A |
B |
C |
D |
E |
კომპიუტერები |
12 |
9 |
6 |
3 |
0 |
კვების |
0 |
1 |
2 |
3 |
4 |
საწარმოო შესაძლებლობათა მრუდის თითოეული წერტილი ასახავს ორი პროდუქტის წარმოების მაქსიმალურ მოცულობას მათი სხვადასხვა კომბინაციის პირობებში, რომლებიც იძლევა რესურსების სრული გამოყენების საშუალებას.
ერთი ალტერნატივიდან მეორესკენ მოძრაობისას ეკონომიკა გადაიტანს რესურსებს ერთი საქონლის წარმოებიდან მეორეზე.
საწარმოო შესაძლებლობათა მრუდი გამოხატავს:
წარმოების ალტერნატიული დანახარჯების ზრდის ტენდენციას ერთ-ერთი საქონლის წარმოების ზრდის პირობებში.
წარმოების ეფექტიანობის დონეს.
აღნიშნულ მრუდზე განლაგებული ნებისმიერი წერტილი კი რესურსების ისეთ განაწილებას გამოხატავს, როდესაც წარმოების არც ერთ უბანს არ ძალუძს გაზარდოს, თუნდაც ერთი მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ხარისხი, საზოგადოების სხვა წევრების მდგომარეობის გაუარესების გარეშე.
ამრიგად, იმის მისაღებად, რაც გვსურს, როგორც წესი, უნდა დავთმოთ სხვა რამ, რაც აგრეთვე მოგვწონს. გადაწყვეტილების მიღება ერთი მიზნის მეორესთან დაპირისპირებას მოითხოვს. ვინაიდან ადამიანები მუდამ ალტერნატივის წინაშე დგებიან, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დანახარჯებისა და სარგებლობის შედარებას მოითხოვს. ეკონომიკაში იმ დანაკარგის ფასს, რაზეც მზადაა წავიდეს მომხმარებელი, რათა მიიღოს სასურველი სიკეთის შეძენის შესაძლებლობა ალტერნატიულ ღირებულებას უწოდებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური კატეგორიაა, ვინაიდან იგი ეკონომიკური სუბიექტების ქცევას განსაზღვრავს.
ჩვენს მიერ განხილულ საწარმოო შესაძლებლობათა დიაგრამაზე კვების პროდუქტის ერთი პირობითი ერთეულის ალტერნატიული ღირებულება უდრის კომპიუტერების იმ რაოდენობას, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ არსებული რესურსით კვების პროდუქტის წარმოების ერთი პირობითი ერთეულით გაზრდის შემთხვევაში. კომპიუტერების ყოველი დამატებითი ერთეულის წარმოებისთვის საზოგადოება სულ უფრო მაღალ ფასს იხდის იმ კვების პროდუქტების სახით, რომელთა წარმოებაზე იძულებულია უარი განაცხადოს რესურსების სხვა დანიშნულებით გამოყენების გამო.
წინა ნომერში გამოქვეყნებულ საუბარში ჩვენ განვიხილეთ საბაზრო თვითრეგულირების მექანიზმი. ახლა კი დროა „უხილავი ხელის“ ფუნქციასა და ხილვად შედეგებზე გავამახვილოთ ყურადღება.
როგორც უკვე აღვნიშნე, ბაზრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, ყოველგვარი ცენტრალიზებული დაგეგმვისა და განკარგულებების გარეშე სწორედ იმ საქონლის წარმოება ისეთი რაოდენობით, რაც სურს საზოგადოებას. ამ შემთხვევაში ბაზრის წარმმართველი ძალის, მგეგმავისა და კოორდინატორის როლს „უხილავი ხელი“ ასრულებს. ადამ სმიტის მიერ ამგვარად „მონათლული“ საბაზრო თვითრეგულირების მექნიზმი ბრწყინვალე მიგნებაა, რომელიც ხატოვნად და ზუსტად ასახავს საქონლითა და მომსახურებით საზოგადოების უზრუნველყოფის პროცესის წარმმართველ ძალას. ბაზარი თითქოს უხილავი ხელით აიძულებს თითოეულ მეწარმეს, მიმართოს მისი ეგოისტური მისწრაფება საზოგადოების სასარგებლოდ.
„ადამიანებს მუდმივად სჭირდება თანამოძმეთა დახმარება, მაგრამ მოლოდინი, რომ ისინი მხოლოდ დიდსულოვნების გამო დაეხმარებიან, უსაფუძვლოა... ჩვენი სადილი ყასბის, მეფუნთუშისა და სირაჯის დიდსულოვნების კი არა, იმის შედეგია, რომ ისინი საკუთარ ინტერესებს სცემენ პატივს...
ცალკეული პირი ნაკლებად ფიქრობს საზოგადოებრივ ინტერესებზე... ის მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურება, მაგრამ „უხილავი ხელი“ მის მოქმედებას ისე წარმართავს, რომ საბოლოო ჯამში მისი ქმედება საზოგადოებისთვისაც სასარგებლოა, თუმცა ეს სულაც არ შედიოდა თავად ამ პირის მიზნებში.“ ასე ხსნის ადამ სმიტი ადამიანის ქცევას საბაზრო ეკონომიკის პირობებში.
სმიტი ამბობს, რომ ეკონომიკური სუბიექტები მოტივირებულნი არიან პირადი ინტერესებით, მაგრამ ბაზარზე მოქმედი „უხილავი ხელი“ მათ მოქმედებას საზოგადოებისთვის სასარგებლოდ წარმართავს. ბაზარი უდაოდ უნიკალური ფენომენია. თითოეული ქვეყნის ეკონომიკური სისტემა უამრავ სხვადასხვა ბაზარს მოიცავს. დამეთანხმებით, რომ ძალზე რთული, შეუძლებელიც კი იქნებოდა მათ საქმიანობაში გარკვევა, ისინი სხვადასხვა კანონით რომ ფუნქციონირებდნენ, მაგრამ ყველა ბაზარი, როგორც წესი, მოთხოვნისა და მიწოდების კანონებს ექვემდებარება - ფასების მეშვეობით არეგულირებს მოთხოვნასა და მიწოდებას ისე, რომ კმაყოფილი დარჩეს მომხმარებელიც და მწარმოებელიც.
მოთხოვნა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური კატეგორიაა. მოდით ერთი წუთით წარმოვიდგინოთ შეუძლებელი - ერთ მშვენიერ დღეს მთელ მსოფლიოში სრულიად გაქრა მოთხოვნა. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა იქნება ამის შემდგომ. ალბათ გაქრება ყველაფერი. ამიტომ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა ზოგდსაკაცობრიო ფენომენია.
ეკონომისტები განსაზღვრავენ მოთხოვნას, როგორც მომხმარებლების ფულადი შესაძლებლობით უზრუნველყოფილ სურვილს, განზრახვას შეიძინოს საქონელი ან მომსახურება. მოთხოვნა გამოიხატება სიდიდით - საქონლისა და მომსახურების იმ რაოდენობით, რომლის შეძენაც სურს და შეუძლია მომხმარებელს მოცემულ ფასსა და დროის გარკვეულ პერიოდში.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში, თუკი არსებობს მოთხოვნა, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მოისურვებენ მის დაკმაყოფილებას. ამ თვალსაზრისით მოთხოვნის საპირისპირო მოვლენაა მიწოდება - მწარმოებლის (გამყიდველის) მისწრაფება, სურვილი - მიაწოდოს (მიყიდოს) მომხმარებელს თავისი საქონელი. რაოდენობრივად მიწოდება გამოიხატება საქონლისა და მომსახურების იმ მოცულობით, რომლის წარმოებაც სურთ და შეუძლიათ მიმწოდებლებს მოცემულ ფასად, დროის გარკვეულ პერიოდში.
საქონლის ან მომსახურების მიწოდება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, უპირველეს ყოვლისა, წარმოებისთვის აუცილებელ რესურსებზე, მწარმოებლურობასა და, ბუნებრივია, ფასზე.
მოთხოვნის (მომხმარებელთა საჭიროება და სურვილები) და მიწოდების (რესურსები და მწარმოებლურობა) თანამოქმედება განსაზღვრავს, თუ რა უნდა იქნას წარმოებული და როგორ განაწილდება ეს პროდუქტი. ჩვენ განვიხილავთ აგრეთვე თუ რა ახდენს გავლენას მოთხოვნასა და მიწოდებაზე და როგორ თანამოქმედებენ ეს უმნიშვნელოვანესი საბაზრო ძალები.
ბაზარზე ყველაფერს აქვს ფასი. ეს კიდევ ერთი საინტერესო ფენომენია თუნდაც იმიტომ, რომ ფასების დინამიკას მომხმარებლები და მწარმოებლები განსხვავებულად აღიქვამენ. ფასის შემცირება მომხმარებლისთვის სტიმულია, ხოლო მწარმოებლისთვის კი - სანქციაა და პირიქით. როგორც ხედავთ, ჩვეულებრივ პირობებში ბაზრის ამ ორი მონაწილის ეკონომიკური ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს. ამაზე მეტყველებს აგრეთვე მოთხოვნისა და მიწოდების ეკონომიკური კანონები. პირველი გულისხმობს, რომ სხვა თანაბარ პირობებში ფასის შემცირება იწვევს მოთხოვნის ზრდას, ხოლო მეორე - ფასის ზრდა იწვევს მიწოდების ზრდას.
ზოგადად თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ რაც უფრო დაბალია ფასი, მით უფრო მრავალ მომხმარებელს გაუჩნდება კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შეძენის სურვილი და პირიქით.
მოდით, უგულვებელვყოთ ცნება „სხვა თანაბარ პირობებში“ და ვნახოთ, თუ რამ შეიძლება ფასის გარდა მოახდინოს გავლენა საქონლისა და მომსახურების შეძენის სურვილზე. საბაზრო მოთხოვნა შესაძლოა შეცვალოს: მომხმარებელთა გემოვნებამ; მოსახლეობის რაოდენობამ; ფასებმა სხვა საქონელსა და მომსახურებაზე; მომხმარებელთა შემოსავლებმა; მომავალი ფასების ცვლილების მოლოდინმა.
მოთხოვნაზე გავლენის ფაქტორების (მოთხოვნის დეტერმინანტების) განხილვისას ეკონომისტები მათ ორ ჯგუფად ყოფენ: „ფასი“ და „სხვა დანარჩენი ფაქტორები“. ამასთან დაკავშირებით დროა გადავიდეთ საბაზრო მოთხოვნისა და მიწოდების მოდელის განხილვაზე. აღნიშნული მოდელი გვიჩვენებს, თუ როგორ ყალიბდება ბაზარზე ფასები და ნაწილდება რესურსები, როგორ შეიძლება აისახოს სახელმწიფო პოლიტიკის გავლენა საბაზრო კონიუნქტურაზე.
მოთხოვნა-მიწოდების მოდელის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, თუ რატომ იზრდება ფასი სამთო-სათხილამურო კურორტების სასტუმროთა ნომრებზე ზამთრის პერიოდში და რატომ მცირდება იგი სოფლის მეურნეობის რომელიმე პროდუქტზე უხვი მოსავლის შემთხვევაში.
ეს ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც დიდი პრაქტიკული სარგებლობის მოტანა შეუძლია ყველასათვის, ვისაც სურს ეკონომიკის შესწავლა. მას შემდეგ, რაც გაეცნობით აღნიშნულ მოდელს, თქვენ ახლებურად შეხედავთ კომერციას, ბიზნესსა და პოლიტიკას.
ყოველივე ამაზე ჟურნალის შემდეგ ნომერში გავაგრძელოთ საუბარი.
![]() |
15 კომუნიკაციები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
15.1 კომუნიკაციის ფორმები ბიზნესში |
▲ზევით დაბრუნება |
ლოიდ ქარჩავა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დოქტორანტი
ცნობილი იტალიელი მეცნიერი უმბერტო ეკო კაცობრიობის მთელ კულტურას კომუნიკაციად მიიჩნევს. ადამიანი სწორედ კომუნიკაციის წყალობითაა ადამიანი, თორემ, იზოლირებულად ის არაფერს არ წარმოადგენს. პიროვნება ფასდება თავისი გავლენის სფეროს, არეალის მიხედვით. გავლენაში იგულისხმება პიროვნების ავტორიტეტი, ან ძალაუფლება.
კომუნიკაცია, ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესშიც. მეცნიერები თვლიან, რომ წარმატებული მენეჯერები თავიანთი სამუშაო დროის 50-70 პროცენტს სწორედ კომუნიკაციებზე ხარჯავენ, მენეჯერის მთელი საქმიანობა სხვა არაფერია, თუ არა კომუნიკაცია. მაშინაც კი, როცა ბიზნესი ერთი პიროვნების საკუთრებაა, თვითონ ეწევა პროდუქციის (მომსახურების) წარმოებასა და რეალიზებას, მას ურთიერთობა აქვს ნედლეულისა და მასალების მომწოდებელთან, შეიძლება გამოიყენოს საკუთარი ან დაქირავებული ტრანსპორტი, ის აუცილებლად გაიტანს თავის პროდუქტს (მომსახურებას) ბაზარზე, ანუ მიჰყიდის მომხმარებელს, გარკვეულ გადასახადს იხდის სახელმწიფო და/ან ადგილობრივ ბიუჯეტში და შესაბამის ინფორმაციას აწვდის საგადასახადო და/ან სხვა ორგანიზაციებს, შეიძლება აკეთებს სხვადასხვა სახის რეკლამებს და ა. შ. ეს ყველაფერი კი კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია. რაც უფრო დიდია ბიზნესის მოცულობა დასაქმებულთა რაოდენობით, საქონელ-ბრუნვით, ფილიალების ქსელით და სხვა ორგანიზაციულ-ფუნქციური სტრუქტურით, მით მეტია კომუნიკაციის როლი და ადგილი ამ ორგანიზაციაში.
მეცნიერები ფაქტობრივად არ დაობენ იმაზე, რომ წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციები მნიშვნელოვანი და წამყვანი ფორმებია. წერილობითი კომუნიკაციის დროს ადგილი აქვს ინფორმაციის დამუშავებასა და მოძრაობას წერილობითი ფორმით, ხოლო ვერბალურია კომუნიკაცია, როცა ინფორმაციის გადაცემა, მიღება და დამუშავება ხდება ზეპირი ფორმით, სიტყვების ლოიდ ქარჩავა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დოქტორანტი კომუნიკაციის ფორმები ბიზნესში ცნობილი იტალიელი მეცნიერი უმბერტო ეკო კაცობრიობის მთელ კულტურას კომუნიკაციად მიიჩნევს. ადამიანი სწორედ კომუნიკაციის წყალობითაა ადამიანი, თორემ, იზოლირებულად ის არაფერს არ წარმოადგენს. პიროვნება ფასდება თავისი გავლენის სფეროს, არეალის მიხედვით. გავლენაში იგულისხმება პიროვნების ავტორიტეტი, ან ძალაუფლება. საშუალებით. წერილობითი კომუნიკაციის დროს ინფორმაცია მეტი სირთულისა და მნიშვნელობის მატარებელია. მას გაცილებით მეტი მტკიცებითი მნიშვნელობა ენიჭება და საქმისწარმოების დოკუმენტაციების დიდი ნაწილი წლობით ინახება. თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა აქვს ზეპირ კომუნიკაციებს როგორც ბიზნესში, ისე საერთოდ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ბიზნესში ძირითადად ჯერ ხდება ზეპირი გარიგება, ხოლო შემდეგ გადააქვთ ქაღალდზე. ბევრი რამე ზეპირ სიტყვაზე, ნდობაზეა დამოკიდებული - რადგან, ნდობის გარეშე (ფაქტობრივად შეუძლებელია), საქმის წარმოება ისე, რომ ყველა ნიუანსი, მოსალოდნელი ცუდი შედეგი გაითვალო შესაძლო არაკეთლსინდისიერ პარტნიორთან მიმართებაში (თუ ეს წინასწარ არ იცი).
სანამ სხვა ფორმებზე გადავიდოდეთ, გვინდა მაგალითის სახით მოვიტანოთ ერთ-ერთი ავტორიტეტული სპეციალისტის, ალბერტ მეჰრაბიანის (Albert Mehrabian) გამოკვლევა. ის თვლის, რომ სიტყვები გადმოსცემენ შეტყობინების მხოლოდ მცირე ნაწილს. მეტი წილი - 93%25 მოდის არასიტყვიერ, კომუნიკაციებზე. ცხრილი გვიჩვენებს ზემოქმედების დონეს პროცენტულად.
ჯ. ლეიჰიფი და ჯ. პენროუზი თვლიან, რომ „არავერბალური კომუნიკაციები ჩვეულებრივ ხორციელდება ვერბალურთან ერთობლივად და ყოველთვის არის, როგორც სიტუაციის ნაწილი, რომელიც გადმოსცემს კონტექსტს“. მე კატეგორიულად არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რასაც ვამტკიცებ მარტივი მაგალითით:
ვიზუალური კომუნიკაცია ყოველთვის არ ხორციელდება ვერბალურის პარალელურად, ვერბალურთან ერთად. ამის დასტურია მუნჯი კინო, პანტომიმის თეატრი და სხვა. სპორტული შეჯიბრების დროს (ფეხბურთი, ხელბურთი, ჭიდაობა) მსაჯები ხელის მოძრაობით გადასცემენ ინფორმაციას, სასტვენთან ერთად. საფონდო ბირჟებზე მიღებულია თითების კომბინაციებით შეტყობინების გადაცემა. როცა ვუსმენთ რადიოს, არ მონაწილეობს ვიზუალური კომუნიკაცია. ესე იგი, „ყოველთვის“, როგორც ამას ზემოთხსენებული ავტორები წერენ, არ არის ერთობლივად ვერბალური და ეგრეთ წოდებული „არავერბალური“ კომუნიკაციები, ანუ, უფრო სწორად - ვიზუალური და ხმოვანი კომუნიკაციები.
ვერბალური და არავერბალური* კომუნიკაციების შედარება
შეტყობინების ზემოქმედება |
კომუნიკაციების ტიპი |
7%25 |
სიტყვა |
38%25 |
ხმის ტონი და ინტონაცია |
55%25 |
სახის გამომეტყველება, |
ვიზუალურში კი იგულისხმება ადამიანის სახის, თვალების, ხელებისა და მთლიანად სხეულის მოძრაობა, რითაც ინფორმაციის გადამცემი შეტყობინებას უგზავნის მიმღებს, ხოლო, ეს უკანასკნელი ვიზუალურად იღებს ამას. ვიზუალური კომუნიკაციაა: აგრეთვე, სიმბოლოების გამოყენებით ინფორმაციის გადაცემა. როგორიცაა მხატვრობა, ფერწერა, ქანდაკება, ჩუქურთმები, მუნჯების ენა, ცეკვა... ვიზუალურ კომუნიკაციას განეკუთვნება, ასევე, საგზაო ნიშნები, შუქნიშნები, მანქანის ციმციმა შუქები, და ა.შ. ვიზუალურ კომუნიკაციას ეხება ალან პიზის წიგნი სახელწოდებით „სხეულის ენა“, სადაც ადამიანის 177 საქმიანი პოზაა განხილული და თითოეული განსხვავებული შინაარსის მატარებელია. კომუნიკაციის ვიზუალური ფორმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს კინესიკა, რაც ნიშნავს კომუნიკაციას სხეულის მოძრაობის მეშვეობით. ასეთი კომუნიკაციების გამომხატველი მნიშვნელოვანი საშუალებაა სახე და თვალები. დეილ ლიზერსის გამოკვლევის შესაბამისად, სახის გამომეტყველებით შესაძლებელია მნიშვნელობის 10 ძირითადი კლასის გადმოცემა: 1. ბედნიერება; 2. გაოცება; 3. შიში; 4. მრისხანება; 5. მწუხარება; 6. ზიზღი; 7. სიძულვილი; 8. ინტერესი; 9. დაბნეულობა; 10. გამბედაობა (სიმტკიცე). თუმცა, სპეციალურ ლიტერატურაში გვხვდება სახის თითქმის 20 000 გამომეტყველება.
თვალები განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კომუნიკაციის დროს, მიმიკის საშუალებით. თვალების კონტაქტი წარმოადგენს ვიზუალური კომუნიკაციების ერთერთ უძლიერეს ფორმას.
ძალიან ძლიერია ადამიანის თვალების ზემოქმედება მეორე ადამიანზე, თუკი მან იცის ამის მნიშვნელობა. მაგალითად, ამერიკელ მსახიობს, სტივენ სიგალს შეუძლია მზერით შეაჩეროს ძაღლების ხროვა. ამაზე მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება და არც თუ უსაფუძვლოდ ჩანს გამონათქვამები, „გათვალული“, „თვალი ეცა“ და ა.შ.
ხმოვან კომუნიკაციაში ვგულისხმობ არა სიტყვის ხმამაღლა წარმოთქმას, არამედ, სიტყვის გარეშე ხმოვან კომუნიკაციას (მაგალითად, ღიღინი, ყვირილი, კივილი, სტვენა, და ა. შ.).
ხმოვანი კომუნიკაციაა საქმიან ურთიერთობაში ტელეფონის ზარი. სანამ ყურმილს ავიღებთ, ტელეფონის ზარით ვღებულობთ ხმოვან ინფორმაციას, რომ ვიღაც გვირეკავს. კომპიუტერი, რომელიც ჩართულია ინტერნეტში, ვიზუალურთან ერთან ხმოვან სიგნალს გამოსცემს, ან ავტომატურ რეჟიმში დაყენების შემთხვევაში სიტყვიერადაც გვეუბნება, რომ ჩვენს ფოსტაში ახალი შეტყობინება შემოვიდა. მაღვიძარა საათი გვატყობინებს, რომ ის დროა, როცა ჩვენ უნდა გავიღვიძოთ.
ხმოვან კომუნიკაციაში შედის ერთის მხრივ ვერბალური კომუნიკაციაც, რადგან სიტყვები ხმამაღლა წარმოითქმის და ამის მეშვეობით იღებს მეორე მხარე შესაბამის ინფორმაციას. ამასთან, ვერბალურისგან განასხვავებენ და პარაენას უწოდებენ ხმის იმ ტონალობასა და ინტონაციას, რომელიც თან ახლავს სიტყვის წარმოთქმას ვერბალური კომუნიკაციის დროს. ვფიქრობ, პარაენა ვერბალური კომუნიკაციის შემადგენელი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ცხრილში დავინახეთ, სიტყვებით გადმოცემულ ინფორმაციას 7%25 ხვდა წილად ზემოქმედების მოსახდენად, ხოლო ხმის ტონსა და ინტონაციას - 38%25. თუ ენას საქმე აქვს იმასთან, რაც ითქმის - სიტყვებით, პარაენას აქვს საქმე იმასთან, თუ როგორ ითქმის ეს.
არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარაენის სწორად და ზუსტად დაცვა, თუ როგორ ცვლის რიტმი, ინტონაცია და პუნქტუაცია (სასვენი ნიშნები) წარმოთქმულის შინაარსს, როგორ შეიძლება შეცვალოს მსმენელის ფსიქოლოგია სიტყვის პოლემიკურობამ და რა შეიძლება მოხდეს საჯარო გამოსვლაში არასწორად წარმოთქმული სიტყვის ან ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევაში.
ინტეგრირებულია კომუნიკაცია, როცა კომუნიკაციის პროცესი ერთდროულად რამდენიმე ფორმით მიმდინარეობს. მაგალითად, საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები ეს კომუნიკაციის კომბინირებული ფორმაა. ერთი შეხედვით საუბარი ორ ადამიანს შორის ვერბალური კომუნიკაციაა (ასე თვლიან მას მეცნიერები და მკვლევარები). თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ასე არ არის, რადგან არ შეიძლება აქ არ მონაწილეობდეს ვიზუალური და ხმოვანი ფორმები. (ამას მოწმობს ა. მეჰრაბიანის შედგენილი ცხრილი).
ადამიანი ლაპარაკობს სიტყვით ერთს, მაგრამ მისი სახის გამომეტყველება, თვალების მოძრაობა, მზერა და სხვა ქცევის მანერები ეჭვს ბადებს მის სისწორეში. ანუ, ინფორმაციის მიმღები ღებულობს არა მხოლოდ იმას, რისი გადაცემაც სურს ინფორმაციის გამცემს. ის, რასაც ინფორმაციის მიმღები შეიგრძნობს და შეიცნობს ინფორმაციის გადამცემის მიერ წარმოთქმული სიტყვების უკან, ეს მაინც ვერბალური კომუნიკაციის შემადგენელი ნაწილია, თუმცა განცდები და ემოციები ახლავს ვიზუალურ და ხმოვან კომუნიკაციებსაც, ისე, როგორც წერილობითს.
თუ ჩვენ დავყოფთ კომუნიკაციას ვერბალურ და არავერბალურ, ანუ, სიტყვიერ და არასიტყვიერ ფორმებად, მაშინ, წერილობითი კომუნიკაციაც სიტყვიერი კომუნიკაციის ჯგუფში აღმოჩნდება. ამდენად, კვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მივედით, რომ უფრო მიზანშეწონილია კომუნიკაციის ფორმების შემდეგი სახით კლასიფიკაცია: წერილობითი; ვერბალური (ზეპირი, სიტყვიერი); ვიზუალური; ხმოვანი; ინტეგრირებული.
Th e Communication For ms in Business
Loid Karchava, Doctorant of Business and Manegement Faculty
of Grigol Robakidze University
In article „The Communication Forms in Business“ is rewied the consideration and appearance of different authors about communication forms. It's given the short characterized each communication forms and made the conclusion for them classification. These are as follow: 1. written; 2. verbal; 3. visual; 4. vowel; 5. integrated.
__________________
* „არავერბალურში“ ა. მეჰრაბიანი გულისხმობს ხმოვან (ხმის ტონი და ინტონაცია) და ვიზუალურ (სახის გამომეტყველება, სხეულის მდგომარეობა, ჟესტები) ანუ, უსიტყვო კომუნიკაციას.
![]() |
16 სიმდიდრის ფსიქოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
16.1 საქმიანი სტრატეგიის ფატალური შეცდომები |
▲ზევით დაბრუნება |
საკმაოდ გავრცელებული აზრია, რომ „ადამიანის ბედს მისი ხასიათი განსაზღვრავს“ და ამას ვერასგზით ვერ შეცვლი, რადგან „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“.
შეიძლება ასეც არის. ძნელია შეიცვალო ხასიათი და ჩვეულებანი, მაგრამ ქცევის სტრატეგიის და განწყობების შეცვლა დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ადამიანის წარმატებას ბიზნესში და საერთოდ, საზოგადოებაში მისი განწყობები განაპირობებს - პირველ რიგში, საკუთარი თავისა და საქმის მიმართ.
ისმება კითხვა: რით განსხვავდება მდიდართა და ღარიბთა განწყობები?
1. ყველაზე თვალშისაცემია ერთი თვისება: ღატაკ ადამიანს სურს რაც შეიძლება სწრაფად გამდიდრდეს და თან უშრომლად - მისი ოცნების სფეროა ლატარეაში მოგება, მდიდარ ქალზე დაქორწინება ან ნათესავისგან მემკვიდრეობის მიღება.
მდიდარი ადამიანი კი მცირე საქმით იწყებს და რუდუნებით უვლის მას როგორც მაგალითად მევენახე ვაზს. იგი ცდილობს, რომ მოსავალი რაც შეიძლება მეტი იყოს და არც ერთ პრობლემას არ ტოვებს უყურადღებოდ.
2. ასევე განსხვავებულია სამუშაოსადმი დამოკიდებულება: ღარიბი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ გინდა მეტი ფული იშოვო ამისთვის ბევრი უნდა იმუშაო. ბევრი მუშაობა კი ეზარება. მდიდარი ადამიანი კი უპირატესობას ანიჭებს არა შრომის რაოდენობას, არამედ მის ხარისხს - იგი ცოტას მუშაობს, მაგრამ ხარიხსიანად და შესაბამისად, შემოსავალიც მეტი აქვს. ფულის „კეთების“ სისტემის შექმნის შემდეგ მდიდარ ადამიანს შეუძლია საერთოდ არ იმუშაოს - მან მხოლოდ უნდა აკონტროლოს, რომ ეს სისტემა არ დაინგრეს - რასაც დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ სჭირდება - მით უმეტეს, თუ ცივილიზებულ ქვეყანაში ცხოვრობს.
3. ღარიბ ადამიანს არ უყვარს სიახლეები. მისი აზრით „რა საჭიროა გამოიგონო ველოსიპედი? - როდესაც ყველაფერი ისედაც ნათელია“. ამიტომ იგი მოქმედებს ისევე როგორც სხვები და ცდილობს აჯობოს მათ მხოლოდ ძალით ან გაიძვერობით.
მდიდარი ადამიანი კი ცდილობს პრობლემის გადაჭრის უჩვეულო, ორიგინალური გზები იპოვოს. თუნდაც ასეთი პირდაპირი „ველოსიპედური“ მაგალითი არსებობს - სულ ახლახანს ერთმა ბრიტანელმა ისეთი კომპაქტური, დასაკეცი ველოსიპედი გამოიგონა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მოხეტიალე „მეკემპინგეებს“ შორის. საქმე იმაშია, რომ იგი სტანდარტული ზომის ჩემოდანშიც ეტევა.
4. ღარიბი ადამიანი აკეთებს იმას, „რაც საჭიროა“ ან რასაც უბრძანებენ. მდიდარი კი მხოლოდ იმას, რაც მას სურს - რა თქმა უნდა, საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით. ე.ი. მდიდარი ცდილობს ძვირად გაყიდოს ის საქმიანობა, რომელიც მას ყველაზე მეტად მოსწონს.
5. ღარიბს პათოლოგიურად ეშინია პასუხისმგებლობის - მისი ლოგიკა ასეთია: „ვითომ მე რატომ? დაე, სხვებმა გამოიდონ თავი, მე კი დავაკვირდები, რა მოხდება“. ამიტომ, ღარიბი სხვისი წამხედურობით თამაშობს, რითაც ბევრს ვერაფერს იგებს, რადგან იგი მხოლოდ იმეორებს უკვე ერთხელ მომგებიან ოპერაციას - მეორედ კი მოგება გაცილებით ნაკლებია.
6. ღარიბი არავის არ ენდობა და ცდილობს ყველა წვრილმანი თვითონ აკონტროლოს. მდიდარი კი ეძებს სანდო ადამიანებს და თავისი უფლებების დელეგირებას ახდენს მათზე. თვითონ ამ სანდო ხალხს აკონტორლებს.
7. ღარიბი ადამიანის წარუმატებლობაში ყოველთვის სხვები არიან დამნაშავენი. მდიდარი კი წარუმატებლობას მხოლოდ ობიექტურ გარემოებებს აბრალებს და ამასთან, საკუთარ შეცდომებს ეძებს.
სიმდიდრე კი იმათი პრეროგატივაა, ვინც კი არ წუწუნებს, არამედ ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს არახელსაყრელ სიტუაციაზე.
8. ღარიბი ადამიანი ყოველთვის ელოდება მის წარმოსახვაში არსებულ იდეალურ პირობებს. მდიდარი კი ცდილობს ნებისმიერ გარემოებებში იმოქმედოს თავისი მიზნის მისაღწევად თან ისე, რომ ერთი წუთიც არ დაკარგოს - დრო ხომ ფულია!
ამიტომ, ღარიბი მთელი ცხოვრება ელოდება „ცის გახსნას“ ან „კომუნიზმის დამყარებას“, მდიდარი კი ამ დროს თვითონ თავისთვის ქმნის „კომუნიზმს“.
9. ასევე რადიკალურად განსხვავებულია დამოკიდებულება კრედიტების მიმართ. მდიდრისთვის კრედიტი - ეს არის უფრო მეტი ფულის შოვნის საშუალება, ღარიბისათვის კი დახარჯვისა და რამე ნივთის შეძენის საშუალება მომავალში საკმაოდ სათუო შემოსავლის მიღების იმედით. როგორც წესი, ღარიბი ადამიანის მიერ აღებული კრედიტი სამომხმარებლოა და არა - სამრეწველო.
10. შეკითხვა - რისთვისაა საჭირო ფული? - ღარიბისთვის საკმაოდ მარტივია. მისი პასუხია - რომ კარგად იცხოვრო - გაერთო და ა.შ. მდიდარი ადამიანისთვის კი ფული - ეს არის ცხოვრების უზრუნველყოფის ინსტრუმენტი. ოღონდ, არა მარტო მისთვის, არამედ მთელი მისი ოჯახისა და შთამომავლობისათვის.
სხვათა შორის, ღარიბის ფსიქოლოგიის ადამიანი ლატარეაში მოგებულ მილიონებს სწრაფად ფლანგავს და მორალურადაც დეგრადირებს - ან ნარკომანი ხდება ან ალკოჰოლიკი.
მდიდარი ფსიქოლოგიის ადამიანი კი მოგებულ ფულს საქმეში აბანდებს და დივიდენდებს ოჯახის კეთილდღეობას მოახმარს.
11. ღარიბ ადამიანს ოცნებები არა აქვს - ამიტომ იგი იძირება ყოველდღიურ რუტინაში, მისთვის მნიშვნელოვანი ხდება ზედმეტი, უსარგებლო წვრილმანები - რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის დეპრესიას და ნეგატიურ განწყობებს.
მდიდარი ადამიანი კი ოცნებობს - ცდილობს განახორციელოს თავისი ბავშვობის, თუნდაც მიამიტური და სასაცილო ოცნებებიც კი. ოცნება ხომ ადამიანს ფრთებს ასხამს და ამსუბუქებს!
12. განსხვავებულია დამოკიდებულება დროისადმი.
ღარიბ ადამიანს უსაქმურობა ტანჯავს - ამიტომ იგი ცდილობს როგორმე დასაქმდეს და ამაში თუნდაც მცირე ანაზღაურება მიიღოს - ე.ი. იგი თავის დროს ყიდის დაბალ ფასად.
მდიდარი კი თავის დროს გრანდიოზული გეგმების დასახვაში ხარჯავს და წვრილმანი საქმიანობისთვის, ზემოთაღნიშნული, ღარიბების დროს ყიდულობს.
13. სიტყვა „მუქთა“ ღარიბ ადამიანზე მაგიურად მოქმედებს. მდიდარმა კი იცის, რომ ყველაფერი ფული ღირს და მაშინვე ხვდება, რომ ამ მუქთაში შეიძლება ორმაგი გადაახდევინონ სხვადასხვა მაქინაციების საშუალებით. სხვათაშორის, არც ცდება - მაგალითად, „უპროცენტო კრედიტი“ ხშირად უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი საბანკო, რადგან ეს პროცენტი გაზრდილ ფასშია ჩაქსოვილი. ნამდვილად არ ღირს გადაიხადო უფრო მეტი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ფარულ ფასნამატს „უფასო“ ჰქვია.
14. ასევე განსხვავებულია განწყობები ქველმოქმედების მიმართ. ღარიბს გროშიც კი ენანება სხვისთვის და თუ რაიმეს გაიღებს, მხოლოდ სხვების დასანახად - შესაბამისად, მას ეს სხვებიც ეზიზღება და ქველმოქმედების ობიექტიც.
მდიდრისთვის ქველმოქმედება დიდი დანაკარგი არ არის - ამიტომ, ის ძალიან კმაყოფილია თავისი თავით, რომ ვინმეს დაეხმარა - ეს შეგრძნება კი ნამდვილად სჯობს ანტიპათიას ქველმოქმედებისადმი.
15. ღარიბ ადამიანს ყოველთვის ეშინია, რომ მას მოატყუებენ. ამიტომ, იგი არავის არ ენდობა და ყოველთვის ზედმეტ „კლიაუზნიკურ“ გარანტიებს ითხოვს. ბიზნესი კი უმეტესად ნდობაზეა აწყობილი. უნდო ღარიბი სხვების ნდობასაც ვერ იმსახურებს.
მდიდარი ადამიანი კი პირიქით - პარტნიორებთან ურთიერთობს პრინციპით „მე შენ გასარგებლებ, შენ კი მე“. ის საერთოდ არ აყენებს ნდობის საკითხს - მთავარი ურთიერთსარგებელია, რადგან ნდობა ა-პრიორი უნდა იყოს.
16. სიძნელეები აკაჟებს - მაგრამ მხოლოდ მდიდარს. ღარიბი კი სიძნელეების შემჩნევისთანავე თავის სოროში იმალება და უკეთეს დროებას ელოდება. ამ დროს კი ვიღაც სხვა ამ სიძნელეებს გადალახავს და თვითონვე ქმნის უკეთეს დროებას - შესაბამისად, ფინანსური მოგებაც და დიდების დაფნის გვირგვინებიც მას რჩება.
სოროდან გამოსული ღატაკი კი ფიქრობს - „აი, როგორ უმართლებს ზოგიერთებს - მე კი ბედმა ზურგი მაქცია“.
17. ინვესტიციებისადმი დამოკიდებულებაც რადიკალურად განსხვავებულია. ღატაკის ინვესტიცია, როგორც წესი, შავი დღისთვის გადანახული ფულია - მისი დაბანდება როგორ შეიძლება - რომ წააგოს - შავ დღეს ვინ მიხედავს?
მდიდარს კი ხელუხლებელი რეზერვებიც აქვს და საქმეში დაბანდებული ფულიც.
18. ღარიბი ადამიანი ყოველთვის ამაყობს დიპლომებით, სერტიფიკატებით და განათლების დამადასტურებელი სხვადასხვა საბუთებით. თან წუწუნებს, რომ ამ განათლებას არავინ არ უფასებს, არავინ ფულს არ უხდის ასეთ მაღალ კვალიფიკაციებში.
მდიდრისთვის კი მთავარია საქმე და ბიზნეს-მიღწევები.
არავინ არ არის ვალდებული ფული გადაუხადოს ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ მან 20 წლის წინ იელის ან რიჩმონდის უნივერსიტეტი დაამთავრა. ფულს კონკრეტულ მომსახურებაში, საქონელში ან ინოვაციურ იდეებში იხდიან კლიენტები.
19. მდიდარს არასოდეს რცხვენია, რომ სხვების რჩევები გაიზიაროს და სხვებისგან ისწავლოს.
ღარიბს კი მიაჩნია, რომ ის არის უმაღლესი ავტორიტეტი თავის დარგში და არავისი რჩევა არ სჭირდება!
მან თვითონ მიაღწია იმ მცირედსაც, რაც აქვს და როგორმე თვითონ გააგრძელებს თავის საქმიანობას.
20. ღატაკ ადამიანს ეთაკილება შევაჭრება - როგორ შეიძლება რომ მან რაღაც კაპიკებზე ან თუნდაც ლარებზე ივაჭროს?
მდიდარმა კი იცის, რომ ეს კაპიკები პროდუქციის მილიონ რაოდენობაზე გადამრავლების შემდეგ საკმაოდ სოლიდურ თანხად გადაიქცევა.
თანაც მისთვის საკუთარი ფინანსური ინტერესების დაცვა, თუნდაც თითო ლარებში - სამარცხვინო ნამდვილად არ არის. მთავარია, რომ მოლაპარაკება სათანადო დონეზე წარიმართოს.
ღარიბი ადამიანი მოლაპარაკების სტრატეგიაშიც უშვებს შეცდომებს. იგი ხელმძღვანელობს პრინციპით: „გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო“, მაგრამ ეს „გაღმა“ მოთხოვნები ხშირად ისეთი არარეალურია, რომ საერთოდ უკარგავს პარტნიორს მოლაპარაკების სურვილს.
ამიტომ, მდიდარი ოდნავ სახეცვლილ პრინციპით მოქმედებს „გაღმა დაუთმე და გამოღმა შეგრჩება“. და ნამდვილად - ასეთ დიპლომატიურ მიდგომას უფრო მეტი შედეგები მოაქვს, ვიდრე პირდაპირ კონფრონტაციას და დავას.
ამასთან, მოლაპარაკების დროს ღატაკი ადამიანი ვერანაირ შენიშვნას ვერ იტანს - ის ხომ არასოდეს ცდება - შესაბამისად, უფრო თავგამოდებით იცავს თავის, თუნდაც მცდარ პოზიციას, რითაც უფრო ირთულებს საქმეს.
რა თქმა უნდა, ასეთი სტრატეგიით შეთანხმება ვერ მოხდება, რაც ღატაკი ადამიანის გაღიზიანებას იწვევს და იგი პიროვნულ შეურაცხყოფებზე გადადის.
ეს კი ყველაზე პრიმიტიული და უკულტურო შეცდომაა. რადგან ენით დაკოდილი გული არასოდეს გამრთელდება. საქმიანი კრიტიკა კი იმდენად საწყენი არ არის. ჭკვიანი პარტნიორი ასეთ კრიტიკას გაითვალისწინებს და სათავისოდ გამოიყენებს, რისთვისაც შემდგომ შეიძლება მადლობელიც კი დარჩეს „პრინციპით“: „მოყვარეს პირში უძრახე და მტერს კი ზურგს უკანაო“.
კობა ბიწაძე