The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

GEORGIAN BUSINESS TODAY №1


GEORGIAN BUSINESS TODAY №1


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ხარაიშვილი ეთერ
თემატური კატალოგი GEORGIAN BUSINESS TODAY
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2007წ. ნოემბერი რედაქტორი: დოდო ჭუმბურიძე სარედაქციო ჯგუფი: ანა ქათამიძე ოლიკო ზედელაშვილი მარი ნანიტაშვილი ნატა კუხალეიშვილი დათო მერაბიშვილი ანა ოხანაშვილი დიზაინი: ნათია ზედელაშვილი ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი ირაკლი ღუღუნიშვილი გია ჭუმბურიძე რედაქტორები: ქეთი ფაცაცია ეკა მახარაძე დაიბეჭდა შპს. „სეზანი“ – ში



1 რედაქტორისაგან

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო მკითხველებო! წარმოგიდგენთ ჟურნალ Georgian Business Today -ის პირველ ნომერს, რომლის მთავარი მიზანია ბიზნესის აქტუალური თემების განხილვა, სიახლეების გაცნობა, წამყვანი ბიზნესმენების მოსაზრებების გაზიარება, სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული ანალოგიების მოძიება და დამწყები ბიზნესმენებისთვის პრაქტიკული რჩევების შეთავაზება.

წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ დროულად ვუპასუხებთ კითხვას - როგორია ქართული ბიზნესი დღეს? ჩვენი პასუხები ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს, ბიზნესგარემოში სწორი ორიენტირის განსაზღვრაში დაეხმარება. Georgian Business Today გაძლევთ შესაძლებლობას, საუკეთესო რაკურსით წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია.

ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებაში უმთავრესია, არსებული სიტუაციის ადეკვატურად შეფასება, ჩვენი გუნდის ძირითად მოტივაციას სწორედ ამ წინაპირობის შესრულება წარმოადგენს.

ჟურნალის ძირითადი აუდიტორია წამყვანი ბიზნესმენემენებით, ასევე ბიზნეს საკითხებში სხვადასხვა მიმართულებით ჩართული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით განისაზღვრება.

ჟურნალი Georgian Business Today მზადდება საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ, „საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრი“ - CIPE-ის ფინანსური მხარდაჭერით. ჟურნალი გამოდის სამ თვეში ერთხელ და ვრცელდება უფასოდ.

დოდო ჭუმბურიძე

UDC (უაკ) 338.22(47922) A-37

2 „საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრი“ - CIPE

▲ზევით დაბრუნება


„საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრი“ - CIPE ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატისა და აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული მხარდაჭერის ორგანიზაციის არაკომერციული წევრია. CIPE ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის მიერ 1983 წელს დაფუძნდა. CIPEს მხარდაჭერილი აქვს 1000-ზე მეტი პროექტი, მათ შორის, 100-მდე ინიციატივა - განვითარებად ქვეყანაში. CIPE-ი ითვალისწინებს კერძო სექტორის ჩართულობას სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწობასა და ინსტიტუციონალურ რეფორმებში, ასევე სახელმწოფო მმართველობის გაუმჯობესებასა და საბაზრო საწყისებზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემის მშენებლობას.

CIPE-ის მისია - მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის გაძლიერება კერძო მეწარმეობისა და საბაზრო რეფორმების ხელშეწყობის გზით.

0x01 graphic

CIPE-ის ამოცანები:

  • ლეგალური და ინსტიტუციონალური სტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც აუცილებელია ღია საბაზრო საზოგადოების ფორმირებისა და შენარჩუნებისათვის;

  • დემოკრატიულ პროცესებში ბიზნესის ჩართულობის გაზრდა;

კერძო მოხალისეობრივი ბიზნესორგანიზაციების და ასოციაციების დამოუკიდებლობის ხელშეწყობა;

  • ისეთი პროგრამების ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის შესახებ ცოდნის ამაღლებასა და კერძო სექტორის სამეწარმეობრივი კულტურის გაძლიერებას;

  • მხარდაჭერის გაზრდა უფლებების, თავისუფლების და ვალდებულების შესახებ, რომელიც განუყოფელია დემოკრატიული კერძო მეწარმეობის სისტემისათვის;

  • ბიზნესსაზოგადოებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად.

CIPE მუშაობს ოთხი პრინციპული კუთხით, რომელიც მოიცავს ბიზნესსაზოგადოების დახმარებას გახდნენ საბაზრო რეფორმებისა და დემოკრატიული მმართველობის წამყვანი ხელშემწყობები.

CIPE თანამშრომლობს ბიზნეს ასოციაციებთან და სხვა კერძო სექტორის ორგანიზაციებთან ისეთ ქვეყნებში, სადაც არის პროგრესის საჭიროება და რეფორმების შესაძლებლობა.

2007 წლის სექტემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია CIPE-ის პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს „ბიზნესგარემოს გაუმჯობესება საქართველოში“.

3 ქართული ბიზნესის თვალით

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში თითქოს ყველა ეკონომიკური აქსიომა თეორიად იქცევა. ის მეთოდები და მიდგომები რაც ევროპასა თუ ამერიკაში ძლიერია და ეფექტიანი, საქართველოში უკურეაქცია აქვს ხოლმე. როდესაც ქართული ბიზნესის (არ აქვს მნიშვნელობა, დიდი ზომისაა კომპანია თუ პატარა) ოპერირებას ვაფასებთ და ვაანალიზებთ, ჩანს, რომ აუცილებელია კომპანიის მართვისა თუ მარკეტინგული მეთოდოლოგია საერთა- შორისო სტანდარტების გადახედვა და ქართული ვერსიების შემუშავება.

საქართველოს ახალგარზდა ეკონომისტთა ასოციაცია ახალია ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი, იკვლევს ბიზნეს გარემოს. აღნიშნული კვლევის პირველ ეტაპზე ჩატარდა 3 ფოკუსჯგუფი, რომლის მიზანიც იყო შემდგომი ანალიზის მიმართულებების დადგენა და იმ ძირითადი ხედვებისა და საკითხების იდენტიფიცირება, რომელიც ქართული ბიზნესისათვის ყველაზე აქტუალურია.

არავისთვის სიახლეს არ წარმადგენს, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა ის პირველი ინდიკატორია, რომლიც განსაზღვრავს ბისზნესგარემოს მიმზიდველობას. ბუნებრივია, საგადასახადო კოდექსი ყველაზე აქტუალური კანონია, რომლიც უკლებლივ ყველა ტიპისა და ზომის ბიზნესს ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ზომის საწარმოებისათვის საგადასახადო კანონმდებლობაში ყველაზე მძიმე ტვირთს ჯარიმებისა და სანქციების მოცულობა წარმოადგენს. ხოლო საშუალო და მსხვილი კომპანიებისათვის ყველაზე დიდი პრობლემა კანონის ხშირი ცვლილებები და რიგი ორაზროვანი ჩანაწერებია.

ახალმა საბაჟო კოდექსმა, ერთი შეხედვით, გაამარტივა პროცედურები და განაკვეთებიც შემცირდა, თუმცა მრავლადაა ისეთი საკითხები, რომლებიც ბოლომდე და ნათლად არაა დარეგულირებული და ასეთი ცარიელი ადგილები, ზოგადად, პრობლემებს ქმნის მეწარმეებისათვის.

ახალმა საბაჟო კოდექსმა, ერთი შეხედვით, გაამარტივა პროცედურები და განაკვეთებიც შემცირდა, თუმცა მრავლადაა ისეთი საკითხები, რომლებიც ბოლომდე და ნათლად არაა დარეგულირებული და ასეთი ცარიელი ადგილები, ზოგადად, პრობლემებს ქმნის მეწარმეებისათვის.

თავისთავად ქვეყნის კანონები უდაოდ ლიბერალურია. თუმცა, როდესაც საკანონმდებლო გარემოზე ვსაუბრობთ, ალბათ ყველაზე მნიშველოვან საკითხად უნდა დავსვათ ორაზროვანი ჩანაწერები და ზუსტი განმარტებების ნაკლებობა. პარალელი რომ გავავლოთ, ეს დაახლოებით იმას გავს, რომ მოთამაშეები არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას თამაშის წესების შესახებ და ამ წესების განმარტებას ისინი მსაჯისაგან იღებენ, როდესაც რომელიმე წესს დაარღვევენ, ისევ და ისევ მსაჯის გადაწყევტილებით.

თუმცა კანონების რაოდენობაც ძალიან დიდია და მათზე ძალიან ბევრის თქმაა შესაძლებელი, რასაც სხვა სტატიებში უფრო დეტალურად შევეხებით. ბიზნესის წარმატებულად მართვისთვის კი მხოლოდ გამართული კანონმდებლობა არ კმარა.

როდესაც ქართული ბიზნესის გაკრიტიკების სურვილი წარმოჩინდება ხოლმე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენს ქვეყანას ბიზნესის კეთების არანაირი გრძელვადიანი ტრადიაცია და გამოცდილება არ გააჩია. არც მომხმარებელია კონკურენტუნარიანი ბაზრებითა და მომსახურების მაღალი დონით განებივრებული.

საიდან დავიწყოთ, რა უნდა შევცვალოთ იმისათვის, რომ ქართულ ბიზნესს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მათ საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად განვითარდეს და გახდეს კონკურენტუნარიანი ჯერ საქართველოს, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზრებზე. არსებული პროგრესი უდავოა, დღეს ნამდვილად არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც შესაძლოა მაგალითი იყოს სხვებისთვის. თუმცა, ისიც ნათელია, რომ არსებობს რიგი ისეთი საკითხები, რაც საჭიროებს გაუმჯობესებას. პირველ რიგში, უნდა მოვუსმინოთ კერძო კომპანიებს და გავიგოთ, სად და როგორ შეუძლია სახელმწიფოს, არასამთავრობო მედიასა თუ თვითონ კერძო სექტორს თავისი წვლილის შეტანა ეკონომოკური ზრდისა და ბიზნესის განვითარების უზურნველყოფისათვის.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც აწყუხებს კერძო სექტორს, არის შრომის ბაზარი, რომელზეც ნაკლებადაა მაღალკვალიფიციური კადრები. შედეგად გვაქვს ის, რომ ასეთი კადრების სიმცირე ძალიან აძვირებს ბაზარს. შესაძლოა ამ საკითხის დასმით, ვეხებით უმაღლესი განათლების სისტემას. თუმცა, ფაქტია, რომ უმაღლესი განათლების დიპლომი (ყოველ შემთხვევაში, ბიზნესისათვის საჭირო სპეციალობებით) ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მის მფლობელს აქვს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა და რაც მთვარია, უნარ-ჩვევები. განსაკუთრებით მწვავეა მოთხოვნა, ე.წ. ტექნიკურ სპეციალისტებზე, რომელთა ახალი ნაკადები თითქმის ხელმიუწვდომელია ქართველი მეწარმეებისათვის, - შედეგად კი ისინი უამრავ თანხებს იღებენ ასეთი სპეციალისტების უცხოეთიდან ჩამოყვანისა და დაქირავებისათვის.

ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით კიდევ ბევრ საკითხსა თუ მიმართულებას შეიძლება შევეხოთ, თუმცა აღნიშნულ თემებს შემდგომ გამოშვებებში შევეხებით.

ზოგადად, ბიზნესის განვითარებას თვითონ ბიზნესმა უნდა შეუწყოს ხელი ყველაზე მეტად. თუმცა, ეს დებულება არ ათავისუფლებს ვალდებულებებისა თუ უფლებებისაგან არასამთავრობო სექტორს ან მას-მედიას, მით უმეტეს, სახელმწიფოს. ნამდვილად ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი თავისუფალი და ლიბერალური ბიზნესგარემოს განვითარებისათვის, ამ მიმართულებით კი რამოდენიმე ამოცანა უნდა დაკმაყოფილდეს: პირველი, ზუსტად განვსაზღვროთ, რომელი საკითხები და არეები მოითხოვენ გაუმჯობესებას და შემდგომ პრიორიტეტულობისა და რეალისტურობის კრიტერიუმით შევუდგეთ, მათ თანმიმდევრულ გამოსწორებასა და მოგვარებას.

4 ხვალ იქნებ პურიც გაიაფდეს

▲ზევით დაბრუნება


ზაფხულში მითქმა-მოთქმა რომ დაიწყო, შეიძლება პურის ფასი ერთ ლარამდე გაიზარდოსო, აღვშფოთდი, ავნერვიულდი, მაგრამ შემდგომ არგუმენტი მოვიშველიე, მაგას როგორ იზამენ მეთქი, და გულდამშვიდებული ოჯახთან ერთად დასასვენებლად გავემგზავრე... ზოგი იმასაც ამბობდა, ფასები მოიმატებსო, მაგრამ ისე, რომ მოსახლეობა ვერც იგრძნობსო.

სხვა პროდუქტები ხო, მაგრამ ერთი კვირის წინ მაღაზიის გამყიდველმა ღიმილით რომ მიმითითა, 5 თეთრი გაკლდებათ, პური გაძვირდაო - არ მესიამოვნა, მივხვდი, ეს კარგს არაფერს მოასწავებდა... სამი დღის მერე სცენარი განმეორდა და უკვე არამომღიმარმა გამყიდველმა შესვლისთანავე მაუწყა, ეს პური (ე.წ. თეთრი მრგვალი) უკვე 65 თეთრი ღირსო. ცოდვას ვერ ვიტყვი და ადრე, თუ პურები პირდაპირ ელაგა დახლზე, ეხლა საგულდაგულოდ ერთჯერად წითელ ცელოფნებში დამხვდა თითოეული მოთავსებული. რეკლამის ინსტრუმენტებში გაუთვითცნობიერებელ გამყიდველს (იქნებ მაღაზიის მფლობელსაც) ინტუიციამ უკარნახა, რომ ეს ფასი შეფუთვას მოითხოვდა...

კარის გაღება ძლივს მოვასწარი, ბაბუაჩემმა დამირეკა, ასე უნდა დავიწყებაო?! რომ დაიწყო... მივხვდი, მოსმენას მისვლა რომ სჯობდა და ამოვალ მეთქი, ვუთხარი. -კაიო, ოღონდ შავი „კირპიჩის“, მრგვალი თეთრის და ქვის პურის ამოტანა არ დაგავიწყდესო, გამაფრთხილა.

0x01 graphic

გავაღე კარი და მკითხა: „ბაბუ, დღეს იცი რა მოხდა?“ პასუხს არ დაელოდა, პარკი გამომართვა და განაგრძო, - „პური გაძვირდა“. საოცარი ექსპერიმენტის მომსწრე გავხდი, ბაბუაჩემმა პურების აწონვა დაიწყო. ჩემს მიერ ნაყიდი პურებიდან 65 თეთრიანი მრგვალი (თეთრი) - 505 გრამი, 70 თეთრიანი შავი („კირპიჩი“) - 395 გრამი, ხოლო 60 თეთრიანი ქვის პური 390 გრამი აღმოჩნდა. „კაი იქნებოდა, დაჭრილიც რომ ამოგეტანა“, - სინანულით გაიქნია თავი ბაბუაჩემმა.

როგორ ხარ მეთქი, ვკითხე და გულწრფელად ვინანე. მივხვდი, რომ ბაბუაჩემმა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ექსპერტების შეფასებები სულ ზეპირად იცოდა. დასკვნით ნაწილში სტალინიც გაიხსენა და მტკიცედ დაამატა, ამას იგი არ იზამდა, ვინ გაუბედავდაო?!

მონოლოგს რომ მორჩა, ბაბუ, ტელევიზორი ჩართე, რამე არ გამოგვრჩესო, - მთხოვა. ახალ ამბებში შაქრის ფასის 30-40 თეთრით გაიაფებაზე ლაპარაკობდნენ. უცებ გულს მომეშვა: „ხვალ იქნებ პურიც გაიაფდეს.

0x01 graphic

ექსპერტები:

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს მოსახლეობას ყოველწლიურად საშუალოდ 800 ათასი ტონა ხორბალი ჭირდება. წელს საქართველოში ხორბლის მოსავალმა 200 ათას ტონას გადააჭარბა, რაც შარშანდელთან შედარებით 40 ათასი ტონით მეტია. თუმცა ეს საქართველოს მოხმარების მხოლოდ ერთ მეოთხედს შეადგენს, დანარჩენი 600 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი საქართველოში, ძირითადად, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან ხორციელდება.

სასურსათო მაღაზიის გამყიდველების თქმით, „პურის ფასის 10-15 თეთრით გაძვირების მიუხედავად, პურზე მოთხოვნა უფრო გაიზარდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პურმა წონაში დაიკლოო.“

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტების შეფასებით, „მსოფლიო ბაზარზე პურზე არსებული ფასების გათვალისწინება მოგვიწევს მანამ, სანამ საკუთარი ძალებით არ მოვიყვანთ საკმარის პროდუქციას. ქართველმა გლეხებმა მოწეული მოსავალი რომ გააორმაგონ, მნიშვნელოვანია სადაზღვევო სისტემის ამოქმედება, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ რისკ ფაქტორებს მოიცავს. მნიშვნელოვანია ასევე ბანკების როლი, თუ ისინი ამ სფეროში შეღავათიანი კრედიტების გაცემას გაზრდიან ეს პროდუქციის ზრდაზე პირდაპირპროპორციულად აისახება“

5 რეკლამა მოკვდა?!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

არ ეთანხმებით? დაუსვით თქვენს მეუღლეს, მეზობელს ან თანამშრომელს ან თუნდაც საკუთარ თავს ეს კითხვები:

როდესაც ათვალიერებთ თქვენთვის საინტერესო ვებ-გვერდს, ან ამოწმებთ ელექტონულ ფოსტას და ეკრანზე ჩნდება სხვადასხვა სარეკლამო ბანერი - თქვენ აღფრთოვანებით კითხულობთ მის შინაარსს - კი თუ არა?

თქვენ ტკბილი და აღტაცებული მოლოდინით უყურებთ და ელით როდის გაივსება თქვენი “inbox” უამრავი შემოთავაზებითა და სხვადასხვა სარეკლამო წერილებით - კი თუ არა?

თქვენ ძალიან დიდი ყურადღებით კითხულობთ (შეიძლება შეხვედრაზეც კი დაიგვიანოთ), როდესაც თქვენი მანქანის საქარე მინაზე აღმოაჩენთ სარეკლამო „ფლაერს“, რომელიც ან სამშენებლო მასალებს, ან ფეხსაცმლის ახალი მაღაზიის, ან თუნდაც ახალი ღამის კლუბის შესახებ გამცნობთ და რაღაც გაურკვეველი 3-დან - 5%25-მდე ფასდაკლებას გთავაზოთ - კი თუ არა?

მიირთმევთ თუ არა სამსახურიდან სახლში დაბრუნებულები რამდენიმე ჭიქა ყავას მხოლოდ იმიტომ, რომ ფხიზლად და კონცენტრირებულად გაეცნოთ ტელემაღაზიაში შემოსული ახალი სუპერ პროდუქტის მახასიათებლებს - კი თუ არა?

ქუჩაში მიმავალი, მორიგ შეხვედრაზე ან თუნდაც საცობში გაჭედილი (ხელმძღვანელობა ალბათ ისევ არ დაიჯერებს, რომ კი არ ჩაგეძინათ, არამედ თბილისის რომელიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა უბრალოდ შეჩერდა), მრავალფეროვან სარეკლამო ბანერებს ზედმიწევნით ათვალიერებთ, შემდეგ კი თქვენს დღიურში იწერთ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციას - კი თუ არა?

თუ ტელემაღაზიას არ ადევნებთ თვალს დიდი ყურადღებით, საინტერესო „თოკ-შოუს“ ან თუნდაც ერთი კარგი მხატვრული ფილმის ყურება გაანეიტრალებდა დაძაბულ დღეს. თუმცა კარგ ფილმს ანდა გადაცემას ბოლომდე ვერ გაითავისებ, თუ ყოველ 20 წუთში 15 წუთიან სარეკლამო ტიხარს არ უყურებ - კი თუ არა?

ვფიქრობ ჩემი პოზიცია გასაგებია - კი თუ არა?

მე ყოველთვის აგრესიული და აქტიური სარეკლამო კამპანიის მომხრე ვიყავი, პრინციპში ახლაც არ შემიცვლია ჩემი ძველი პრინციპები. მაგრამ შენ, თუ კარგი მარკეტოლოგი ხარ, - დაზოგე ფული და არ გააკეთო მხოლოდ რეკლამა, მით უმეტეს, ტრადიციული. ეფექტიანი სატელევიზიო სარეკლამო რგოლი, რომლის დამზადების ღირებულება ალბათ მილიონს მიუახლოვდა, - და რა?! გაყიდვები 100 000-ადაც არ გაგეზარდათ? - რა უფრო მეტი უნდა დაგეხარჯათ კლიპის დამზადებაში? არა, ალბათ უფრო ცნობილი სახე უნდა მოგეწვიათ.

მომხმარებელი უბრალოდ ისხლიტავს რეკლამას იღებს რა უზარმაზარ მოცულობას, რომლის გადამუშავება და მიღება უბრალოდ შეუძლებელია ერთი ჩვეულებრივი მოქალაქისათვის.

იცით, დღეს რომელ რეკლამას აქცევს ყურადღებას და ყურადღებით ეცნობა მომხმარებელი? აი, დაახლოებით ასეთებს (რომლებიც ან მაღაზიების ვიტრინებზეა გან- თავსებული, ან ჟურნალებშია თანდართული): „გრანდიოზული ფასდაკლება; მხოლოდ ჩვენთან 1 კგ ვაშლი 1 ლარად“; „იყიდეთ ორი შეკვრა და მიიღეთ მესამე უფასოდ!“ - აი, რა განცხადებები იზიდავს ქართველ (მე მგონი, არა მხოლოდ ქართველ) მომხმარებელს.

ამის გარდა კი, მომხმარებელი, უკვე იმთავითვე, უარყოფითად არის განწყობილი ნებისმეირი აქციის ან შემპირებლის მიმართ და როგორც წესი, თვლის, რომ ალბათ ატყუებენ.

და თუ მომხმარებელს არ აქვს თქვენი და თქვენი პროდუქტის საჭიროება, ყიდვის სურვილი და შესაბამისი ცოდნა (რომელიც ისევ თქვენ უნდა უზურნველყოთ), ის ვერ აღიქვამს და, მით უმეტეს, არ მიიღებს ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას.

რამდენადაც მომხმარებელი სრულიად დეზორიენტირებულია რეკლამის ოკეანეში, თუკი თქვენ უშუალოდ ხელში არ მიაწვდით სარეკლამო ,,ფლაერს“, ან უშუალოდ მიზნობრივ ჯგუფს არ ამცნობთ ფასდაკლების ახალი აქციის შესახებ , ისინი ვერც კი შეგნიშნავენ.

0x01 graphic

როდესაც რეკლამაზე და მის აღქმაზე ვსაუბრობდით, ხშირად ვახსენებდით, ე.წ მესამე თვალს, რომელიც განაპირობებდა მომხმარებლის რეაქციას და ახდენდა ყიდვის სტიმულირებას. დღეს კი შესაძლოა, სწორედ ეს მესამე თვალი კარნახობს მომხმარებლის ორ თვალს, რა წაიკითხოს, არ მიაქციოს ყურადღება და შესაბამისად, არ გადატვირთოს, ისედაც დიდი ინფორმაციის მფლობელი გონება, კიდევ დამატებითი ამბებით.

მაგრამ, როდესაც კონკურენცია ასეთი ძლიერია, როდესაც ძნელია ახალ ბაზრებზე გასვლა, ან თუნდაც არსებული მომხმრებლის დარწმუნება, რომ მათ უმჯობესია სულ ჩვენთან იყიდონ. რა უნდა მოვიმოქმედოთ, როგორ დავიმკვიდროთ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ადგილი ბაზარზე?

სანამ ამ კითხვაზე პასუხის მოძიებას შევეცდებით, ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო. როგორ და რატომ ყიდულობს მომხმარებელი? - იმიტომ რომ მათ, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონთ მიყიდვის პროცესი, მათ ძალიან მოსწონთ რაიმე პროდუქტის ან მომსახურების ყიდვა. ალბათ ხშირად გსმენიათ და თქვენც გამოგიცდიათ, როდესაც ფლობთ ახალ ნივთს - ეს ხასიათსა და განწყობას განსაკუთრებულად ამაღლებს ხოლმე. საქმე ისაა, რომ ჩვენ არა მხოლოდ ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის ვყიდულობთ, არამედ იმიტომაც, რომ უბრალოდ ხასიათი გამოვიკეთოთ, ან უკეთესი ავტომობილით მივიდეთ სამსახურში, ახალი ტანისამოსი გვეცვას მეგობრის დაბადების დღეზე (მიუხედავად იმისა, რომ გარდერობში ადგილი თითქმის უკვე აღარაა). ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები ეძებენ ინფორმაციას, თუ სად, რა და რა პირობებით შეიძლება იყიდონ, ოღონდ ეს „რაღაც“ უნდა იყოს მათთვის განსაკუთრებული, განსხვავებული, მიმზიდველი და ა.შ.

დიახ, მომხმარებლები ეძებენ ინფორმაციას, რომელიც მათ აინტერესებთ. მომხმარებელი ეძებს დამატებით ინფორმაციას, რაც მას საშუალებას მისცემს, გააკეთოს უფრო ეფექტიანი არჩევანი იმის თაობაზე, თუ რა სურთ რომ მოიხმარონ და იყიდონ - დიახ, იყიდონ!

დღეს ის რეკლამა მუშაობს და ახდენს ზეგავლენას, რომელიც შესყიდვა მიზნობრივად მიმართულია ისეთი მომხმარებლისაკენ, რომელსაც გადაწყევტილი აქვს შესყიდვა და ამასთანავე აწვდის მას დამატებით ინფორმაციას, მეტად არწმუნებს და ზრდის მათში უკვე არსებულ სურვილს, განახორციელონ შესყიდვა.

ამდენად, რა ტიპის სარეკლამო საშუალებასაც არ უნდა იყენებდეთ, როგორი სარეკლამო მიმართვაც არ უნდა ჩამოაყალიბოთ, თუ მომხმარებელში არ არის გაღვივებული ყიდვის შესახებ გადაწყვეტილება, თქვენს მიერ დახარჯული თანხები ნამდვილად ბუღალტრულ ხარჯებში შეგიძლიათ გაატაროთ და მხოლოდ. თუმცა, თუ თქვენ სწორად მიაწვდით ინფორმაციას, ხაზს გაუსვამთ თქვენი პროდუქტის რეალურ სამომხმარებლო თვისებებს და მთლიან ბაზარზე კი არა, არამედ იმ მომხმარებლებს დაუმიზნებთ, რომლებიც ეძებენ მსგავს პროდუქტებს, თქვენ ნამდვილად ძლიერ კონკურენტულ უპირატესობას მიაღწევთ და მომხმარებლის გულებიც (ე.ი. ფინანსებიც) თქვენსკენ იქნება.

იყავით ორიგინალურები, კრეატიულები და, რაც მთავარია, ძალიან უშუალონი, ნუ ეცდებით მომხმარებლის დარწმუნებას, რომ, თუ არ იყიდის თქვენს პროდუქტს, ის არამოდური იქნება და დისკომფორტში იცხოვრებს, იმიტომ, რომ მისი გემოვნება თქვენსას არ ემთხვევა.

მინდა გისურვოთ წარმატებული გადაწყვეტილებები!

0x01 graphic

6 ზემოქმედების პოზიტიური ხერხები

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ახალგზრდა ეკონომისტთა ასოციაცია

თითოეული მენეჯერი ყოველთვის მიისწრაფვის თანამშრომლებში ერთდროულად ჰქონდეს გავლენა და პატივისცემა. თქვენ მათ შორის ხართ? თუ არა შეგახსენებთ, რომ ნდობა გუნდის წარმატების საწინდარია

გაითვალისწინეთ!!!

1. თქვენმა გარემოცვამ (უფროსმა, კოლეგებმა, მეუღლემ, ბავშვებმა) უნდა იცოდეს, როგორია თქვენი სტანდარტები და ღირებულებები.

2. კარგად გააცნობიერეთ საკუთარი მისწრაფებანი, რწმენა-წარმოდგენები და ა.შ. ანუ ყველაფერი ის, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს კომუნიკაციის პროცესზე

3. დარწმუნებული უნდა იყოთ, თუ რა ადგილს იკავებენ ირგვლივ მყოფები თქვენთან დამოკიდებულებაში, რას ელით მათგან და რას უნდა ელოდნენ თქვენგან.

4. არ დაიშუროთ კომპლიმენტები და ადამიანები შეაქეთ საჯაროდ, თუკი ამის საშუალებას მოგცემთ სიტუაცია, დრო და ადგილი.

5. იზრუნეთ სხვებზე. ყური დაუგდეთ მეუღლის, შვილების, კოლეგების პრეტენზიებს. თუკი გამოიჩენთ მზრუნველობას მათ მიმართ, საპასუხო რეაქციაც არ დააყოვნებს.

6. შეეცადეთ დაეხმაროთ სხვებს. იყავით იქ, სადაც საჭირო ხართ და თქვენს დახმარებას ელიან.

7. დააკისრეთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებს და, ამავდროულად, ნურც თქვენ მოიკლებთ ვალდებულებებს.

8. იყავით ტაქტიანი, ყურადღებიანი და დიპლომატიური. მოიქეცით ისე, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ თქვენ.

9. არასოდეს შეზღუდოთ სხვათა თვითგამოხატვის თავისუფლება. თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ სხვებმა იცოდნენ, რას ვგრძნობთ და ვფიქრობთ.

10. შთააგონეთ სხვები, რათა ისინი იქცნენ შემოქმედებად. თითოეულ ჩვენგანში არის „კრეატიული“ იდეები.

7 საქართველოს ახალგზრდა ეკონომისტთა ასოციაცია

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის 18 წლიანი გამოცდილება

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ანა ქათამიძის განცხადებით, საეას ექსპერტებმა ნებისმიერი ორგანიზაციის თანამშრომლების გადამზადების უფლება მოიპოვეს. 2008 წლის ბოლოს- თვის კი ასოციაცია საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლას გეგმავს. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტმა საერთაშორისო სტანდარტები (ISO 9000 - 2001, ხარისხის მართვის სისტემა) შეისწავლეს. ტრენინგებს მოწვეული კანადელი სპეციალისტი საერთაშორისო მომსახურების ორგანიზაციის (CESO ) ექსპერტ-მრჩეველი ხარისხის მენეჯმენტის დარგში ლორნ დუგუტი ახორციელებდა.

დაარსების დღიდან, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა), როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიის ხელშეწყობა, პარტნიორ ორგანიზაციებისა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა.

ასოციაცია მკაცრად იცავს დეკლარირებულ პრინციპებს, კერძოდ, იგი თანამშრომლობს ნებისმიერ დაინტერესებულ სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო სექტორთან და მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებებთან. მას-მედიის მეშვეობით საეა მუდმივად აწვდის ინფორმაციას ფართო საზოგადოებას მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და სიახლეების შესახებ. ასოციაციის ექსპერტები, შეფასებებთან ერთად, ჟურნალისტებს მათთვის აქტუალური თემების ირგვლივ, კონსულტაციებსაც უწევენ და რეალური პრობლემების წარმოჩინებაშიც ეხმარებიან.

დღეისათვის ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთისა და აჭარის ფილიალები, ამას გარდა, წარმომადგენლობებია გორსა და საჩხერეში.

ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სხვადასხვა დონორებთან და პარტნიორებთან. მათ შორის არიან: ეუთოს მისია საქართველოში; GTZ; TACIS; ფრიდრიხ ებერტის ფონდი; USIS; კანადის საელჩო; ევრაზიის ფონდი; AMEX International Inc.(USAID); Oxfam-Novibi, Oxfam-ის საქართველოს წარმომადგენლობა; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო; IRIS-Center; CRS; საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის ცენტრი; CRRC, და ა.შ.

ასოციაციამ 1989 წლიდან მოყოლებული 40-ზე მეტი პროექტი განახორციელა. საეა-ს საქმიანობის სფეროებიდან პრიორიტეტულია: ბიზნეს გარემოს განვითარების მხარდაჭერა, ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სექტორის მხარდაჭერა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ეკონომიკური განათლება.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში ეკონომიკური განათლების პროგრამა დაარსების პერიოდიდან მოქმედებს. საკმაოდ დაიხვეწა და გაიზარდა შემოთავაზებულ ტრენინგ-კურსთა ხარისხი და რაოდენობა, შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება ტრენინგებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაც. დღემდე 4500-ზე მეტმა პირმა გაიარა, ეკონომიკური განათლების პროგრამის ფარგლებში, ჩატარებული სემინარ-ტრენინგები.

2007 წელს ტრენინგებში მონაწილეობის სურვილი 10 000-მდე სტუდენტმა გამოთქვა. ამავე წელს, განათლების პროგრამის 60-მდე წარმატებულმა სტუდენტმა გაიარა სტაჟირება ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში. დღეისათვის 30-ზე მეტი მოხალისე ჩართულია ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში.

საეამ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში 20-მდე სამაგიდო კვლევა ჩაატარა. კვლევები გულისხმობდა კანონმდებლობის ანალიზსა, სფეროს მიმოხილვას, არსებული პრობლემების ანალიზს და შესაბამისი რეკომედაციების შემუშავებას სამომავლო განვითარებისათვის. კვლევები ხორციელდება სტატისტიკის და მეცნიერული სტანდარტების შესაბამისად, დაწყებული პროცესის შესწავლიდან, დამთავრებული მონაცემების ანალიზით.

საეა- პუბლიკაციები:

„ტრანზიტის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფინანსური მხარდაჭერა: ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისია საქართველოში. აღნიშნული გზამკვლევი გამოიცა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, იგი განკუთვნილია მეწარმეების, გადამზიდების, ასევე პორტების, რკინიგზისა და საბაჟო მოხელეებისათვის;

„გადასახადები და საგადასახადო სისტემა“ - ფინანსური მხარდაჭერა: საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის ცენტრი (ჰოლანდია), 2006 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით. გზამკვლევის პროექტი განხილულ იქნა საგადასა-ხადო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე. აღნიშნულმა გზამკვლევმა დიდი დაინტერესება მოიპოვა და 2007 წლის ცვლილებების გათვალისწინებით განახლებული ვარიანტი გამოიცა. „გადასახადები და საგადასახადო საქმის“ პუბლიკაცია მსურველებს უფასოდ გადაეცა.

8 პრივატიზაცია

▲ზევით დაბრუნება


საპრივატიზაციო ობიექტი

საწყისი ფასი/აუქციონის ბიჯი

განცხადების მიღების ვადა

ქ. თბილისში, ზედაზნის ქ. №2-ში მდებარე შენობა-ნაგებობები (№1-დან №17 ) და მიწის ფართი (9865 კვ.მ.)

1 000 000/20 000 §

23.10.2007 - 22.11.2007 14:00 - 17:00

ქ. თბილისში, თამარაშვილის ქ. №6-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი (16619 კვ.მ.)

7 000 000/20 000 §

23.10.2007 - 22.11.2007 14:00 - 17:00

ქ. თბილისი, დგებუაძის ქ. №1-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი ( I სართული - 187,79 კვ.მ.; სარდაფი, ლიტერი „ა“ - 78,14 კვ.მ.) და მიწის წილობრივი ფართობი 61,39 კვ.მ.

240 000/10 000 §

23.10.2007 - 22.11.2007 14:00 - 17:00 სს

„საქმეტალკომპანის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა 81,05762%25 (329928 ცალი 1 ლარიანი აქცია) - ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. №110

260 000 / 5 000 §

23.10.2007 - 22.11.2007 14:00 - 17:00

ქ. თბილისში. გორგასლის ქ. №41-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (I სართულის ნაწილი -376,84 კვ.მ.) და მიწის წილობრივი ფართობი

185000 / 5 000 §

23.10.2007 - 22.11.2007 14:00 - 17:00

ქ. თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ფართობი (5100 კვ.მ.)

180 000 / 5 000 §

30.10.2007 - 29.11.2007 14:00 - 17:00

ქ. თბილისში, ყოფილი კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ფართობი (1036 კვ.მ.) და მასზე განლაგებული საქვაბის შენობა-ნაგებობები (თბოქსელი)

311 000 / 15 550 §

31.10.2007 - 15.11.2007 12:00 - 17:00

თბილისში. დაბა კოჯორში სოფ.. კიკეთიში მდებარე შენობა-ნაგებობები (15 სტანდარტული კოტეჯი) და მიწის ნაკვეთი (68200,57 კვ.მ.).

700 000 / 10 000 §

23.10.2007 - 22.11.2007 14:00 - 17:00

შპს „მცხეთის სოფლტექნიკა“ - მცხეთის რ-ნი, სოფ. წეროვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, დამზადება, გადამუშავება და რეალიზაცია

150 000 / 5 000 §

30.10.2007 - 29.11.2007 14:00 - 17:00

ქ. ბორჯომში, „პლატო“-ზე მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი (95600 კვ.მ.)

4 500 000/ 20 000 §

12.11.2007 - 13.12.2007 14:00 - 17:00

მცხეთაში, საგურამოს ტერიტორიაზე მდებარე 16,45 ჰა მიწის ფართობი

1 700 000 / 20 000 §

12.11.2007 - 13.12.2007 14:00 - 17:00

ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალ ხიდთან მდებარე შენობა-ნაგებობები (საერთო ფართობით 244,29 კვ.მ.) აგრეთვე №4 და №5 ნაგებობა და მიწის ნაკვეთი (3531 კვ.მ.)

1 750 000 / 20 000 §

12.11.2007 - 13.12.2007 14:00 - 17:00

სს „ენერგოტრანსპორტმექანიზაციის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა 100%25 (197330 ცალი 1 ლარიანი აქცია)

400 000 / 5 000 §

12.11.2007 - 13.12.2007 14:00 - 17:00

ქ. თბილისი, ჭანტურიას ქ. №12 ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; მე-7 სართული; ტელ: (+995 32) 998980

9 საგადასახადო კოდექსის ცვლილებები

▲ზევით დაბრუნება


2008 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ერთიანდება სოციალური და საშემოსავლო გადასახადები და ასევე მცირდება მოგების გადასახადის განაკვეთი.

აღნიშნული ცვლილებები გაამარტივებს და უფრო მოქნილს გახდის გადასახადების ადმინისტრირებას. სოციალური და საშემოსავლო გადასახადის გაერთიანებით, მეტნაკლებად თანაბარ პირობებში დგებიან ფიზიკური და მეწარმე ფიზიკური პირები. შესაბამისად უფრო მარტივია, განისაზღვროს, ვის რა გადასახადი აქვს გადასახდელი. დღევანდელი საგადასახადო კოდექსის მდგომარეობით ხშირად გადასახა-დის გადამხდელები ვერ ერკვევიან, რომელი გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ მათ. ასევე თითოეულ აღნიშნულ გადასახადზე გადამხდელებს ცალ-ცალკე უწევთ დეკლარაციების წარდგენა.

0x01 graphic

არის შემთხვევები, როდესაც მეწარმეები ფიქრობენ, რომ უმჯობესია, დარეგისტრირდნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად და გადაიხადონ ნაკლები გადასახადები, ვიდრე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად (შ.პ.ს). რეალურად, დამფუძნებლისთვის უმჯობესია საწარმო იყოს შ.პ.ს., რადგან საგადასახადო ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში, მფლობელი პასუხს აგებს საწარმოს ქონებით, ხოლო ინდივიდუალური საწარმოს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება თავად დამფუძნებელს საკუთარი ქონებით.

2008 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის გაერთიანებული საშემოსავლო და სოციალური გადასახადი, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსში სოციალური გადასახადი მთლიანად ამოღებული იქნება და საშემოსავლო გადასახადი 12%25-დან გაიზრდება 25%25-მდე. დღევანდელი მდგომარეობით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12%25-ს, ხოლო სოციალური გადასახადი 20%25-ს. შედეგად, ბიზნესს რეალურად უწევს 27.5%25-ის გადახდა, ხოლო ცვლილების ძალა- ში შესვლისთანავე, შემცირდება - 25%25-მდე. ასევე თვითონ ბიზნესისთვის გადასახადის გამოთვლა გამარტივდება, რადგანაც პირდაპირ მოხდება 25%25-ის დაკავება.

2008 წლის 1 იანვრიდან მცირდება მოგების გადასახადიც. ამჟამად მოგების გადასახადის განაკვეთი შეადგენს 20%25-ს, ხოლო იანვრიდან იგი შემცირდება 15%25-მდე. (საგადასახადო კოდექსი, მუხლი 171, პუნქტი 1)

აღნიშნული ცვლილებაც ხელსაყრელია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და რეალურად, მათ უწევთ ნაკლები ოდენობის თანხის შეტანა სახელწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით და, შესაბამისად, ეს იწვევს მოგების ზრდას.

მოგების გადასახადის შემცირება იქნება ერთგვარი სტიმული ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით, დამწყები ბიზნესებისთვის.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, შემცირებულია „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულების ვადა. ცვლილებამდე ფინანსთა სამინისტროსთვის „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულების ვადა იყო 6 თვე. ცვლილების შედეგად კი, ფინანსთა სამინისტრომ, დაკმაყოფილების შემთხვევაში, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ უნდა შეასრულოს 3 თვიან ვადაში. (საგადასახადო კოდექსი, მუხლი 82, პუნქტი 4).

როგორ დავარეგისტრიროთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)

საწარმოს რეგისტრაცია საწყისი ეტაპია ორგანიზაციისათვის საქმიანობის დასაწყებად. ყველა საწარმოსთვის მნიშვნელოვანია, გატარდეს რეგისტრაციაში მაქსიმალურად მარტივად და სწრაფად მიიღოს საიდენტიფიკაციო ნომერი. ბიზნესის რეგისტრაციის სისწრაფე და მარტივი პროცედურები ქვეყნის ბიზნესგარემოს შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.

საწარმოთა რეგისტრაცია იურიდიულ-სამართლებრივ ფორმებად ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2005 წლამდე საწარმოების რეგისტრაციას ახორციელებდა სასამართლო 15 დღის ვადაში. ამასთან, მეწარმეს წარსადგენი ჰქონდა უამრავი სახის დოკუმენტი. მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა ახალი საგადასახადო კოდექსი, აღნიშნული ფუნქცია დაეკისრა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

თითოეულ საწარმოს შეუძლია ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად აირჩიოს სასურველი სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის სფეროსა და ხასიათის გათვალისწინებით. ამა თუ იმ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მისაღებად საწარმო ვადლებულია, გატარდეს რეგისტრაციაში შესაბამისი წესების დაცვით.

იმ შემთხვევაში, თუ საწარმო გადაწყვეტს დარეგისტრირდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად (შპს), სასურველია, ფლობდეს ინფორმაციას აღნიშნული ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმისა და მისი რეგისტრაციის შესახებ.

0x01 graphic

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაცია

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) არის საწარმოს დაფუძნების ერთ-ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. შპს წარმოადგენს იურიდიულ პირს და იგი, როგორც უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა.

საზოგადოების წესდება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. საზოგადოების დაფუძნებისას, წესდებას ხელს აწერენ საზოგადოების დამფუძნებელი მონაწილენი (დამფუძნებელი პარტნიორები), ხოლო წესდებაში ცვლილებების შეტანისას, წესდებაზე პარტნიორთა ხელმოწერა არ მოითხოვება. ხელმოწერა რწმუნებულის მეშვეობით დაიშვება მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

საზოგადოების დაფუძნებისას ან საწესდებო კაპიტალის გაზრდისას შესატანი შეიძლება დათქმული იქნეს და შესრულდეს ნებისმიერი ვალუტით. საზოგადოების საბუღალტრო წიგნებში თანხა აღინიშნება ეროვნული ვალუტით.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახორციელებს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით. რეგისტრაცია ხორციელდება სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებით, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გაცემის საფუძველზე. სამეწარმეო რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს საწარმოს მარეგისტრირებელ საგადასახადო ორგანოში რეესტრის ამონაწერები.

0x01 graphic

შეზღუდული პასუხისმგებლოს საზოგადოების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხდება განცხადებისა და დადგენილი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. განცხადება შეიტანება რეგისტრაციაზე უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში საზოგადოების ადგილსამყოფლის მიხედვით.

განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  • საფირმო სახელწოდებას (ფირმას);

  • ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;

  • ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);

  • ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდებას, ნომერს, პირად ნომერს, ხოლო თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია - მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები);

  • წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;

  • საწარმოს ხელმძღვანელის (ყოველი დირექტორის) სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდება, ნომერი, პირადი ნომერი.

განცხადებას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ ხელს აწერს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირი.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის გირავნობის სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უნდა იქნეს:

  • დამგირავებლისა და მოგირავნის მიერ შედგენილი განცხადება;

  • სანოტარო წესით დამოწმებული წილის გირავნობის ხელშეკრულება;

  • საზოგადოების ან პარტნიორთა თანხმობა, თუ ეს გათვალისწინებულია საზოგადოების წესდებით.

განცხადებას უნდა დაერთოს დოკუმენტები:

  • საზოგადოების წესდება (2 ეგზემპლარი);

  • დოკუმენტები დირექტორების დანიშვნის შესახებ;

  • სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პირები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საზოგადოება, ვალდებულნი არიან, წარადგინონ ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებსაც საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის წარსადგენი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირის ხელმოწერის ნიმუში, აგრეთვე თანდართული დოკუმენტები ან მათი ასლები, მოითხოვს ნოტარიულ დამოწმებას (დადასტურებას).

რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია, შპს-ს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში გაატაროს განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თუ 3 სამუშაო დღის ვადაში სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია არ განხორციელდა ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა ხარვეზის ან მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო რეგისტრირებულად ჩაითვლება. რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ გასცეს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.

შპს-ს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სამეწარმეო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანით, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებით და სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის გაცემით.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარი დაშვებულია, თუ:

  • განცხადება საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე არ შეიცავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 5.3 პუნქტში მითითებულ მონაცემებს;

  • განცხადება საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილია ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირის ხელმოწერის გარეშე;

  • არ არის წარმოდგენილი ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებსაც საწარმოს წარმომადგენლები გამოიყენებენ საქმიან ურთიერთობებში;

  • სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის დამოწმებული სანოტარო წესით;

  • საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას არ ერთვის საზოგადოების წესდება;

  • არ არის გადახდილი სარეგისტრაციო მოსაკრებელი;

  • განმცხადებელმა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი;

  • არ არის განსაზღვრული ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა და შესაბამისი წილი;

  • არ არის მითითებული ყოველი დირექტორის ამ კანონით დადგენილი მონაცემები და არ არის წარმოდგენილი მათი დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს უარი სახელმწიფო და საგადასახადო სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის გირავნობის სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უნდა იქნეს:

  • დამგირავებლისა და მოგირავნის მიერ შედგენილი განცხადება;

  • სანოტარო წესით დამოწმებული წილის გირავნობის ხელშეკრულება;

  • საზოგადოების ან პარტნიორთა თანხმობა, თუ ეს გათვალისწინებულია საზოგადოების წესდებით.

0x01 graphic

თუ განცხადება არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და არ ერთვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, საგადასახადო ორგანო ამის შესახებ წერილობით აცნობებს განმცხადებელს და მისცემს მას 15-დღიან ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ ამ ვადაში განმცხადებელი შეავსებს ხარვეზს, საგადასახადო ორგანო ხარვეზის შევსებიდან 2 დღის განმავლობაში საწარმოს ატარებს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში. ხარვეზის შევსებისათვის ამ პუნქტში აღნიშნული ვადის განმეორებით მიცემა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში განცხადების შეტანის ვადა აითვლება თავიდან.

რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება საჭიროებს სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანას. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი სამეწარმეო რეესტრში შეტანის შემდეგ.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) ინდივიდუალური საწარმოს შემდეგ ბიზნესის ორგანიზების ყველაზე მეტად გავრცელებული სამართლებრივი ფორმაა საქართველოში. ამ საზოგადოების მთავრი ნიშანი, რომელმაც განაპირობა მისი სახელი და რომელიც მის უმთავრეს უპირატესობას წარმოადგენს, ის არის, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წევრები საზოგადოების მიერ აღებულ ვალდებულებებზე პასუხს აგებენ მხოლოდ საზოგადოების კაპიტალში თავიანთი შენატანების ფარგლებში. ამავე დროს, თვით საზოგადოება, როგორც იურიდიული პირი, პასუხს აგებს მესამე პირების (მაგ., კრედიტორების) წინაშე მთელი თავისი ქონებით.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ითვლება ერთი ან რამდენიმე პირის მიერ დაფუძნებული კომერციული ორგანიზაცია/საწესდებო კაპიტალით. ეს კაპიტალი დაყოფილია წილებად, რომელთა ზომები განსაზღვრულია საწესდებო დოკუმენტებით. ასეთი საზოგადოების დამფუძნებელ დოკუმენტებად განიხილება წესდება და დამფუძნებელთა კრების ოქმი ან მხოლოდ დამფუძნებლის გადაწყვეტილების ოქმი, თუ საზოგადოება დაფუძნებულია ერთი პირის მიერ.

შპს-ს უპირატესობად, მეტ-ნაკლებად დიდი საწარმოს დაფუძნების სხვა ხშირ ფორმასთან - სააქციო საზოგადოებასთან შედარებით, შეიძლება ჩაითვალოს საკმაოდ დაბალი, მინიმალურად დასაშვები, საწესდებო კაპიტალის ზომა. ეს იძლევა საშუალებას, დაიწყო საკუთარი საქმე მცირე სასტარტო კაპიტალის შემთხვევაშიც კი.

უპირატესობები:

  • მესაკუთრეების პასუხისმგებლობა შეზღუდულია მათი შენატანებით. მათი სხვა ქონება ხელშეუხებელია;

  • კლიენტებისთვის და პარტნიოებისთვის უფრო სანდოა, ვიდრე ინდ. მეწარმე;

საბანკო კრედიტის აღება შპს-ს უფრო გაუადვილდება, ვიდრე ინდ. მეწარმეს;

შეიძლება ჰქონდეს საფირმო სახელი, რომელიც კანონით დაცულია (ინდ.საწარმოს სახელში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მისი სახელი და გვარი, რაც, როგორც წესი, საწარმოს იმიჯს სოლიდურობას არ მატებს);

სააქციო საზოგადოებისგან განსხვავებით, არ ევალება რეგულარული დეტალური ანგარიშების ჩაბარება საკუთარი საქმიანობის შესახებ;

ზოგადად, ფორმირებისა და ფუნქციონირების ხარჯები უფრო ნაკლებია, ვიდრე სააქციო საზოგადოების შემთხვევაში.

ნაკლოვანებები

ფორმირებისა და ფუნქციონირების ხარჯები უფრო დიდია, ვიდრე ინდ. მეწარმის შემთხვევაში; წილის გასხვისება (გაყიდვა) უფრო რთული და ხარჯიანია, ვიდრე სააქციო საზოგადოების შემთხვევაში;

გადაწყვეტილებების მიღება უფრო მეტ დროს მოითხოვს;

საქმიანობა შედარებით უფრო მკაცრად რეგულირდება, ვიდრე ინდ. მეწარმის შემთხვევაში;

გადასახადები ზოგადად უფრო მაღალია, ვიდრე - ინდ. მეწარმის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება რაღაცა ტიპის საქმიანობის შემთხვევაში საერთოდ არ იხდიდეს მათ.

10 ქართული ბრენდების წარმატებული ბიზნესი - საინტერესო ისტორიები

▲ზევით დაბრუნება


ქართული ბიზნესის პოპულარიზაციის მიზნით გთავაზობთ კონკურს ქართული ბრენდების წარმატებული ბიზნესი-საინტერესო ისტორიები. აღნიშნული კონკურსი ითვალისწინებს დამწყებ ბიზნეს კონპანიების ცნობადობის ამაღლებას და ბაზარზე უკვე არსებული ბრენდების განსხვავებული რაკურსით წარმოჩენას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ბიზნეს ორგანიზაციას განურჩევლად მისი ზომისა და ცნობადობისა.

მოთხოვნები:

გამოაგზავნეთ თქვენი კომპანიის შესახებ დაწვრილებითი ისტორია ინფორმაცია სტატიის სახით, რომელიც შეიძლება ეხებოდეს კომპანიის შექმნას ან ნებისმიერ მოვლენას, რაც დააინტერესებს მკითხველს. სტილი შეიძლება იყოს იუმორისტული ან ნებისმიერი.

0x01 graphic

კონკურსი ჩატარდება კომპანიებიდან შემოსული სტატიებს შორის. გამარჯვებული ისტორია მოხვდება ჟურნალის ფურცლებზე და წაიკითხავს მას უამრავი მკითხველი

გამოაგზავნეთ თქვენი ისტორიები ელექტრონულ მისამართზე: business@economists.ge.

არ დაკარგოთ შანსი, საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია .

წარმატებული ბრენდის მახასიათებელი ნიშნებია:

აწვდის ნათელ გზავნილს მომხმრებელს;

ადასტურებს კომპანიის საიმედოობას;

ემოციურად აკავშირებს მომხმრებელს მიმწოდებელთან;

მყიდველს უწევს მოტივირებას;

ერთგული მომხმარებელი მიბმულია კომპანიაზე

ყველა ბიზნესს, ყველა კომპანიას სურს, რომ იყოს მომხმარებლის „პირველი არჩევანი“. ძლიერი ბრენდის შექმნა და მართვა, სწორედ ამ სურვილის შესრულების მთავარი საყრდენი ძალაა. არსებული მომხმარებლი ენდობა ძლიერ ბრენდს იმიტომ, რომ მათ იციან, რას უნდა ელოდნენ ყიდვის შემდეგ და მათი მოლოდინი მუდმივად გამართლებულია.

თუმცა, ბრენდი არ არის მხოლოდ დიდი და ეკონომიკურად ძლიერ განვითარებული ქვეყნების კომპანიების პრეროგატივა. საქართველოში მრავლადაა ეროვნული ბრენდები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახე და სიამაყე უნდა გახდეს. თუმცა, ქართული ბრენდის ისტორია გაცილებით უფრო ადრე იწყება, ვიდრე ეს, ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მაგალითად, პურის ცნობილი სახეობა „დედას პური“, ანდა „აჭარული ხაჭაპური“ და სხვა მრავალი ძირძველი ქართული ბრენდებია.

11 მე ვარ პრეტენზიული მომხმარებელი

▲ზევით დაბრუნება


ყოველდღიურად ოჯახისთვის აუცილებელ საკვებ პროდუქტებზე უახლოეს მინიმარკეტში, სუპერმარკეტში ან თუნდაც ჰიპერმარკეტში საყიდლებზე სიარული იმას მიუთითებს, რომ ჩვენ დროის მენეჯმენტის აუცილებელ პრინციპებს არ ვითვალისწინებთ. არადა ყოველდღიური გადატვირთული დღის რეჟიმიდან გამომდინარე დრო არავის არაფერში არ გვყოფნის.

ახლობლების გარემოცვაში ჩატარებული გამოკითხვისა და პირადი დაკვირვების საფუძველზე დავრწმუნდი, რომ დიასახლისების უმრავლესობა ოპტიმალურ არ- ჩევანს აკეთებს და კვირაში ერთ დღეს ოჯახისთვის აუცილებელი სურსათ-სანოვაგის შეძენისთვის გამოყოფს.

ის აუცილებელი ატრიბუტი, რის გარეშეც საყიდელებზე არ უნდა გაემგზავროთ გახლავთ საყიდლების ნუსხა ე.წ. „სპისოკი“. მისი როლი და მნიშვნელობა ფასდაუდებელია - მასთან ერთად რამის გამორჩენის და ზედმეტი დანახარჯების გაწევის შანსი მინიმუმადე დადის. ის რაც არ წერია „სპისოკში“ ნაკლებად პრიორიტეტულია ჩვენთვის. ასე, რომ სანამ საყიდელბზე გავემგზავრებოდეთ ჩამოვწეროთ ჩვენთვის აუცილებელ პროდუქტთა ნუსხა.

მე იმ მრავალრიცხოვან მომხმარებელთა რიცხვს განვეკუთვნები, რომლებიც შაბათს ან კვირას ოჯახისთვის აუცილებელი პროდუქტების შეძენას უზრუნველყოფენ. ოჯახის ბიუჯეტიდან 100 ლარი ავიღე და სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტ „ზემელს“ ვეწვიე. აღნიშნულ სუპერმარკეტში ჩემთვის აუცილელებელი პროდუქტების უმრავლესობა დახლზე არ დამხვდა.

0x01 graphic

ამიტომ არ დავიზარე და იმ იმედით რომ სასურველი პროდუქტების სრულად შეძენას მოვახერხებდი „პოპული XL“-ს ვეწვიე. პირველ რიგში პურის დახლისკენ გავემართე, თუმცა პური „მხნეობა“ ვერ ვიპოვე, ვერც სოფლის ნობათის ხაჭო აღმოვაჩინე და ვერც ამალთეას არაჟანი. მისი ჩანაცვლება „სანტეთი“ მერჩიეს. რჩევა მოვისმინე, მაგრამ ჩემისთანა კლიენტის გადარწმუნება არც თუ ისე ადვილია. სანტეს მაწონის შეძენა გადაწყვეტილი მქონდა და შევიძინე კიდეც, რაც შეეხება დანარჩენ რძის პროდუქტებს, არ შემიძენია, ვიფიქრე, რომ მათ და სხვა „სპისოკში“ მოხსენიებული პროდუქტების შეძენას ჰიპერმარკეტად წოდებულ „გუდვილში“ მოვახერხებდი და იქით გავეშურე. რაც შეეხება გუდვილს, სივრცის მიხედვით აქ ყველა სასურველი პროდუქტის შეძენა შესაძლებელია. იმედები მაშინ გამიცრუვდა, როცა ჩემთვის მისაღები საპონის „სეიფგარდის“ ნაცვლად, „პროტექსი“ შემომთავაზეს, „ფეირის“ ნაცვლად - „პრილი“ და რაღა ბევრი გავაგრძელო, სასურველი პურის შეძენა ვერც აქ ვერ მოვახერხე.

როგორ ფიქრობთ, მე ვარ პრეტენზიული მომხმარებელი? ჩემს გაუთავებელ შეკითხვებს გამყიდველი გოგონები უკმაყოფილო მზერით და თავის ქნევით პასუხობდნენ (მომსახურების საკითხი ცალკე თემაა).

რას ელოდება ნებისმიერი მომხამრებელი სუპერ ან ჰიპერმარკეტში სტუმრობისას: სრულყოფილ მომსახურეობას, პოროდუქციის ფართო ასორტიმენტს და რაიმეს არ მოწონების შემთხვევაში უკმაყოფილების ხმამაღლა გაჟღერების უფლებას?

პროდუქტის
სახეობა

ბრენდის
სახელწოდება

რაოდენობა
(წონა)

პოპულის
ფასები

გუდვილის
ფასები

ზემელის ფასები

1

პური

მხნეობა

1 ცალი

არ იყო

არ იყო

არ იყო

2

მარილი

კალასი

პატარა

(ჩვეულებრივი) 40 თეთრი

(ჩვეულებრივი) 40 თეთრი

არ იყო

3

შაქარი

აგარა

1კგ

(პოპული) 1,20

(რაღაც სხვა) 1,30

არ იყო

4

ყავა

ჯაკოფსი მონარქი

1 დიდი

15,40

14,85

16,6

5

ჩაი

ტვინიქსი

1 კოლოფი

(ერთჯერადი)9,65

9,1

9,2

6

საქონლის ხორცი

2 კგ

(1 კგ) 9 ლარი

8,8

არ იყო

7

სოსისი

ივერია

2 კგ

(1 კგ) 7,70

არ იყო

(ნიკორა) 3,04

8

ქათამი

კოდა

1 ცალი

5,65

(სადია 900 გრ)5,30

6,4

9

თევზი

კალმახი (ასაწონი)

1 კგ

17

16

არ იყო

10

კვერცხი

პატარძლეული

15 ცალი

(1 ცალი) 35

(სავანეთი) 35

არ იყო

11

რძე

პარმალატი (ლურჯი)

1 ცალი

3,40

3,1

3,8

12

ყველი

გუდა

1 კგ

16,10

12

15

13

კარაქი

ელისევსკი

250 გრ

(500 გრამი) 7,70

7,6

8

14

მაწონი

სანტე

1 ცალი

1

1,1

1,2

15

ხაჭო

სოფლის ნობათი

1ც.დიდი

(სანტე) 2,90

3,1

3,9

16

არაჟანი

ამალთეა

1ც.დიდი

(სანტე) 90

2

2, 30

17

სტაფილო

1კგ

1,40

1,5

არ იყო

18

კომბოსტო

1კგ

65

60 თეთრი

არ იყო

19

ხახვი

1კგ

95

1,2

არ იყო

20

ჭარხალი

1კგ

1,1

1,2

არ იყო

21

კარტოფილი

1კგ

90

1

არ იყო

22

ვაშლი

მწვანე

2 კგ

4,50

5,2

არ იყო

23

ზეთი

იდეალი

1 ლიტრა

(ფინალი)
4,60

(სლობოდა) 4,70

არ იყო

24

ჭურჭლის სარეცხი სითხე

ფეირი

1 ცალი

(სპარი)
2,60

(პრაილი) 2,30

(პრილი) 2,90

25

სარეცხი ფხვნილი

პერსილი

1კგ

(1.5 კგ)
8,60

(3 კგ) 14,30

3,2

26

შამპუნი

შაუმა

1ც (დიდი)

6

4,6

450გრ

27

საპონი

სეიფგარდი

1 ცალი

(პროტექსი)
95

(პროტექსი) 95

თეთრი 1,1

28

კბილის პასტა

კოლგეითი სენსიტივი

1 ცალი (საშუალო)

(პერმალი) 1,65

(პროპოლისი)
90

1,2

12 ეფექტური PR ბიზნესში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

აღნიშნულ რუბრიკაში ყურადღებას გავამახვილებთ PR-ის როლზე ბიზნესის წარმატებულად წარმართვაში. საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისას მნიშვნელოვანია მომხმარებლის დროულ ინფორმირებულობაზე ზრუნვა.

პიარი გვჭირდება ყველგან და ბიზნესშიც, რადგან ბიზნესის წარმატება მომხმარებლის მოთხოვნილებების დროულ შესწავლასა და მათ სრულად დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. ინფორმირების გარეშე შეუძლებელია მომხმარბელთა მომხრობა. საზოგადოებას პიარი ეხმარება თავისი ინტერესების პოვნაში და არჩევანის გაკეთებაში. საჭიროა გვიცნობდნენ, რომ გვენდობოდნენ. ბიზნესკომპანიის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი სწორი და დროულიდაპიარება“. ჩვენს რეალობაში დიდია არათანმიმდევრული კომუნიკაციის მაგალითები. კომპანიები სისტემატიურად უნდა აწვდიდნენ მომხმარბელს ინფორმაციას სხვა შემთხვევაში წინა ჩატარებული სამუშაოები: რეკლამა, პიარი, პრომოუშენი შეიძლება დაკარგული აღმოჩნდეს.

რუბრიკის სტუმარია პიარ სააგენტო ფაბლისითის პიარ მენეჯერი ელდარ პირმისაშვილი

როგორ გავხადოთ ჩვენი კომპანია წარმატებული!

როგორ გაგვიცნოს ხალხმა, რა არის ცნობადობის შექმნის საიდუმლო?

ცნობადობის საიდუმლო მოიცავს სამ ეტაპს, რომელიც იწყება რაიმეს შესახებ მაგალითად პროდუქტის, ინფორმაციის მიღებით, შემდეგ ამ ინფორმაციის გავლენით ხდება ცდა და შემდეგ მუდმივად გამოყენება, რომელსაც თან უნდა სდევდეს ეფექტური საკომუნიკაციო კამპანია, რომ არ დაიკარგოს ინფორმირების დრო და საშუალებები. არსებობს კონკრეტული სამუშაო, რომელიც უნდა შეასრულოს ყველა კომპანიამ, რომელსაც უნდა გაიცნოს ხალხმა და გახდეს ცნობადი. საჭიროა საზოგადოების მუდმივი და თანმიმდევრული ინფორმირება.

რა ეფექტი აქვს პირველ გამოჩენას და პირველ შთაბეჭდილებას?

პირველ გამოჩენას ძალიან დიდი მინშვნელობა აქვს რადგან ხალხის ცნონიერებაში პირველი სიტყვა, პირველი შთაბეჭდილება ადვილად აღიქმევა და ადვილად დამახსოვრებელია, იოლია საზოგადოების პირველადი დარწმუნება. ვიდრე მათი გადარწმუნება.

როგორ უნდა გადმოვიბიროთ და შევინარჩუნოთ მომხმარებლები? მომხმარებლებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია კომპანიის მასზე ზრუნვა, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა გათამაშებებში, ფასდაკლებებსა ან თუნდაც მათ გამოკითხვაში - თუ რას ფიქრობენ კომპანიის შესახებ. PR-ის ერთ-ერთი განმარტება ასე გამოიყურება: Pღ არის შედეგი იმის, რასაც ამბობ, რასაც აკეთებ და ამბობენ სხვები შენზე. ზუსტად ეს არის შედეგი წარმატებული კომპანიის მუშაობისა და კეთილგანწყობილი მომხმარებლების არსებობისა.

როგორია კომუნიკაციის განხორციელების ვერტიკალი, ვინ იღებს და ქმნის საზოგადოებრივ აზრს?

ეფექტური კომუნიკაცია ყოველთვის არის ვერტიკალური, რაც გულისხმობს აზრის ლიდერებთან მუშაობას და მათ დარწმუნებას. ეს არის ეფექტური ტექნიკა, რომელიც გულისხმობს ცნობილი ადამიანების ჩართვას კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიაში, რეკლამებსა და PR აქციებში. მათ მოპოვებული აქვთ საზოგადოების ნდობა და დადებითი რეპუტაციით სარგებლობენ, რომლებსაც უადვილდებათ მილიონობით ადამიანების დარწმუნება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანო ლონდონში მოხდარი შემთხვევა, როდესაც ტელეფონ „ვოდაფონის“ მწარმოებლებმა ერთ-ერთ გავლენიან ინგლისელ ქალბატონს აჩუქა 300 დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონი, მან კი 2700 ადამიანს გაუწია რეკომენდაცია და შეაძენინა „ვოდაფონის“ მობილური. ეს მაგალითი ნათლად ასახავს აზრის ლიდერების მნიშვნელობას და მის გავლენას საზოგადოებაზე და კონკრეტულად გაყიდვებზე.

რა ფაქტორები ახდენს გავლენას მომხმარებლის ცნობიერებაზე?

სხვადასხვა კომპანიები ახორციელებენ გარკვეულ აქტივობებს - ქუჩაში ბუკლეტების დარიგებიდან დაწყებული სპონსორობით დამთავრებული, რომელის საბოლოო მიზანს კომპანიის დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის შექმნა წარმოადგენს, რაც იმავდროულად გვევლინება საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის გამოხატულებად. ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის კომპეტენტურობის და მასში მომუშავე ხალხის პროფესიონალიზმი. ასევე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობების პოლიტიკა, რამდენად გამჭირვალეა ბიზნესია, რამდენად ჩართულია მასში საზოგადოება. ეს ყველაფერი ქმნის დადებით განწყობას, სადაც ორივე მხარე კომპანია და საზოგადოება/მომხმარებლები კმაყოფილია.

რა საკომუნიკაციო მიდგომებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა?

დღეისათვის მთელ მსოფლიოში დიდი ეფექტურობით მუშაობს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მიდგომა, რომელიც თავის თავში გულიხმობს კომუნიკაციების თანმიდევრულ და მიზანმიმართულ მოქმედებას. მარკეტინგი, პიარი, პრომოუშენი, რეკლამა ამ სამუშაოების ეფექტური მოქმედება არის წინაპირობა წარმატეგული კომპანიის არსებობისა. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის ჯონ როკფელერის სიტყვები:

კომუნიკაციების ცოდნა არის უნარი, რომელიც შეიძლება გაიყიდოს როგორც ჩაი ან ყავა. მე მასში გადავიხდიდი უფრო მეტ ფულ ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ პროდუქტში.

კომპანიის კომუნიკაციურ (PR) სტრატეგიაზეა დამოკიდებული წარმატება ან წარუმატებლობა.

0x01 graphic

E-INFO.GE-ს ახალი შემოთავაზება

ელექტრონული საინფორმაციო სამსახური E-INFO.GE აუმჯობესებს მომსახურებას, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს განახორციელოს პროდუქციის ან სერვისების პირველადი ანალიზი და შეფასება.

ორი ახალი პროექტი, რომელიც აღნიშნულ ინტერნეტ რესურსს დაემატა, უძრავ-მოძრავი ქონების შეძენის მსურველებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება, დაზოგავს მომხმარებლის დროს და უზრუნველყოფს მას საჭირო ინფორმაციით.

13 ბიზნესსიახლეები

▲ზევით დაბრუნება


მაგი სტილმა ბეტონის მწარმოებელი ახალი ქარხანა შეიძინა.

„მაგი სტილის“ ახალი ქარხნის წარმადობა დღეში 1000 კუბურ მეტრს შეადგენს. ქარხანა აწარმოებს უმაღლესი ხარისხის 300-350 მარკის ბეტონს. მთავარი სიახლე კი მდგომარეობს იმაში, რომ ამი-ერიდან კომპანიებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ კომპლექსური პაკეტით, რომელიც გულისხმობს ბეტონის წარმოებას, ტრანსპორტირებას და პომპით მომსახურებას. აქამდე, სამშენებლო კომპანიებს უწევდათ დროისა და რესურსების ხარჯვა ამ მომსახურებების ცალ-ცალკე შესაძენად, რაც ბუნებრვია, აისახებოდა ამა თუ იმ პროექტის განხორციელების ვადებზეც.

0x01 graphic

სამშენებლო მასალების ქარხანა თბილისში

ისანი-სამგორის რაიონში, დიდი ლილოს ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების ახალი ქარხანა „ინტერპლასტი“ გაიხსნა. საწარმო მთელს ამიერკავკასიაში პირველია წარმოებული პროდუქციის რაოდენობითა და ხარისხით. „ინტერპლასტი“ მთლიანად ქართველ ბიზნესმენთა ინვესტიციებით (20 მილიონი აშშ დოლარი) აშენდა.

მშენებლობა სულ ექვს თვეში დასრულდა და ქარხნის შენობანაგებობები 8 ჰექტარ მიწაზეა განთავსებული. დღეისათვის „ინტერპლასტში“ 1000-მდე მოქალაქეა დასაქმებული. საწარმოში დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიები, გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ნედლეული, რომელთა მეშვეობითაც სამშენებლო მასალების ფართო ასორტიმენტი მზადდება.

იყავით მუდამ ინფორმირებული!

ს/ს „ბაზისბანკის“ მორიგი სიახლე S/MS ბანკინგის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც ბანკის კლიენტებს საშუალებას მისცემს დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია საკუთარი ანგარიშების შესახებ, შეიტყონ სავალუტო კურსი, შეავსონ სატელეფონო ბალანსი და ა.შ. ამისთვის საკმარისია შესაბამისი ბრძანების გაგაზვნა SMS შეტყობინების სახით ნომერზე 9292. ბანკი უზრუნველყოფს კონფიდენციალურურობას.

რაშენ ემბარგო ქართული ნაციონალური ბრენდი ხდება

ფარმაცევტულმა კომპანიამ „PSP” კომპანია „რაშენ ემბარგოს“ საზეიმოდ გადასცა კახური ყურძნის სპირტზე დამზადებულ საკონიაკე მასალა. აღნიშნული ინიციატივის პრეზენტაცია შედგა ფოლკლორის თეატრ „ნაბადში“.

„PSP”-ში მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის, გამოცხადებულმა ეკონომიკურმა ბლოკადამ შესანი-შნავ ტრადიციას და საქმეს დაუდო საფუძველი. რუსეთის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული ბლოკადის შემდეგ, ფარმაცევტულმა კომპანიამ “PშP”-მ კახეთში 2006 წელს 100 ტონა, 2007 წელს კი - 150 ტონა ყურძენი შეიძინა. შეძენილი ყურძნით მომზადდება კონიაკი სახელწოდებით „რაშენ ემბარგო“.

12 წლიანი დაძველების შემდეგ პრემიუმ ბრენდის კონიაკი „რაშენ ემბარგო“ აუცილებლად გაიყიდება რუსეთის ბაზარზე და რუს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გემო გაუსინჯოს რუსულ ემბარგოს.

თიბისი ბანკის ახალი სერვისი

თიბისი ბანკმა და ელექტრონულმა საინფორმაციო სამსახურმა (www.e-info.ge) ერთობლივი პროექტის განხორციელება წამოიწყეს.

ერთობლივი პროექტის მიზანს წარმოადგენს საქმიანი ადამიანებისთვის ახალი ტიპის სერვისის შეთავაზება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ - ვისთვისაც ძვირფასია დრო, ერთ ინტერნეტ საიტზე მიიღონ:

ა) ინფორმაცია „თიბისი ბანკის“ ახალი საბანკო პროდუქტებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;

ბ) მუდმივად განახლებადი ინფორმაცია, მათ ბიზნეს და საყოფაცხოვრებო საქმიანობასთან დაკავშირებით.

14 ეგვიპტეში დასვენების მსურველებო, გააქტიურდით!

▲ზევით დაბრუნება


ქართველი ტურისტების უმრავლესობას შემოდგომის მიწურულს ზაფხულის ნოსტალგია შემოაწვებათ და თბილ ქვეყნებში მიუწევთ გული.

0x01 graphic

დასვენება წელიწადის ნებისმიერ დროს სასურველია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა დასასვენებლად მიიწევს. ზაფხულის დასვენება საქმეში ჩაფლულმა ვერ მოვახერხე, ერთი სიტყვით, მთელი წელი თბილისში გავატარე და სამსახურს მივუძღვენი. ახლობლების აბეზარ კითხვებს „უი, ზაგარი არ გაქვს?“ იძულებული სიმშვიდით ვპასუხობდი „ჰო, დასვენება ვერ მოვახერხე“. საბედნიეროდ, ჩემი გულმოდგინება უფროსებმაც დააფასეს და ჩემი მოტივაციის ამაღლებისთვის განკუთვენილ თანხას (პრემიას) ორკვირიან შვებულებაც დაამატეს. თავი სიზმარში მეგონა. სახლში გახარებული დავბრუნდი და ჩემს საოცნებო ქვეყანაში გასამგზავრებლად ჩემოდნის ჩალაგებას შევუდექი, მაგრამ... უი, ბილეთები?. რადგანაც ახლობლებისთვის ჩემი გეგმების გამხელას ნაადრევად არ ვაპირებდი, ამიტომ ჯერ ინტერნეტში ტურისტული სააგენტოების ჩამონათვალი მოვიძიე და ჩამორეკვას შევუდექი. დაახლოებით 60-მდე (დარეგისტრირებულ) ტურისტულ ფირმაში გადავრეკე, აქედან 10-მდე გაუქმებული აღმოჩდა. რაღა დაგიმალოთ და, ამ პროცესს 3-4 საათი შევალიე.

0x01 graphic

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტის შეფასებით: საქართველოს ბაზარზე ტურისტულ ფირმებთან მიმართებაში შემდეგი ტენდენცია შეინიშნება; ისინი როგორც სწრაფად ჩნდებიან, ასევე სწრაფად უჩინარდებიან. ამას მრავალი მიზეზი აქვს; ერთ-ერთი ის რომ ფირმა იხსნება სპონტანურად - რამდენიმე კომპიუტერით და ორი უცხო ენის მცოდნე თანამშრომლით. ასეთი კომპანიები კონკურენციას ვერ უძლებენ და მალევე იხურებიან - ეს სუსტი მენეჯმენტის და არასწორი მარკეტინგული სტრატეგიის შედეგია.

ტურისტული სააგენტოების მიერ შემოთავაზებული პირობები:

ტურისტული სააგენტო №1 - ქაირო, ჰურგადა, ალექსანდრია, შარმ ელ შეიხი ორკვირიანი ტური 5 სასტუმრო ორჯერადი კვება, დაზღვევა ანუ all inclusive, ბილეთის ფასიც 1500 დოლარიდან...

ტურისტული სააგენტო №2 - მხოლოდ შარმ ელ შეიხი ჩარტერით მიფრინავს იმ შემთხვევაში თუ ჯგუფი შედგება. 12 დღიანი, 2 ჯერადი კვება, სასტუმრო 3 - 2 645 ევროდან 5 - 967 ევროდან.

ტურისტული სააგენტო №3 - იგივე მოთხოვნები, 600-დან (საშუალო დონის სასტუმრო) 12 დღიანი, ორჯერადი კვება, სასტუმრო 3 -2 645 ევროდან 5* 967 ევროდან.

ტურისტული სააგენტო №4 - შარმ ელ შეიხი, ჰურგადა, ალექსანდრია. 2 კვირით, ჩარტერი, იგივე მოთხოვნები 1100 დოლარიდან. Eხეტუსივე ტოურ 10 დღიანი (გიდით) 1300 დოლარიდან.

0x01 graphic

დაზღვევის ღირებულება თითოეული ზემოთ აღნიშნული ტურისტული კომპანიის მომსახურეობის ფასშია გათვალისწინებული.

ჩემს მიერ ჩატარებულმა კვლევამ დამარწმუნა, რომ კომპანიების მიერ შემოთავაზებულ ფასებში დიდი სხვაობა არ შეიმჩნეოდა. დრო რომ არ დამეკარგა, ჩემთვის მისაღები პირობების მქონე ტურისტულ სააგენტოს ვეწვიე.

პასპორტს რომ ერთ თვეში ვადა გასდის, სულ დამავიწყდა. - არა უშავს, 2 დღეში 150 ლარად განვაახლებ.

გამოსამშვიდობებელ საღამოს სამზადისს შევუდექი. მეგობრები ერთად შევკრიბე, ჩემი სიურპრიზი გავუმხილე „ამას როგორ გვიმალავდიო“ და ... და ლანძღვას რომ მორჩნენ, შემდეგ რჩევები დამაყარეს.

რჩევები ეგვიპტეში წამსვლელთათვის?

0x01 graphic

უსიამოვნო მოულოდნელობებს, თავი რომ აარიდოთ გაითვალისწინეთ შემდეგი: უფრთხილდეთ სუვენირების გამყიდველებს, როგორც გაირკვა ისინი თურმე ჯერ გჩუქნიან ნივთებს, 5-10 წუთის მერე ფულს გთხოვენ და პოლიციის გამოძახებით გემუქრებიან.

აეროპორტში ახლობლებს ღიმილით დავემშვიდობე და ჩემი ოცნების ეგვიპტეში გასაფრენად გავიქეცი. ქაირომდე 3 საათი და 15 წუთი მთელი ფრენის მანძილზე ჩემი ჯგუფის წევრები თავიანთ ზაფხულის შთაბეჭდილებებზე საუბრობდნენ რომლებიც: ანტალიის, ბოდრუმის და მარმარისის სანაპიროებზე დაუგროვდათ.

ექსპერტის შეფასებით, წინა წელთან შედარებით საქართველოში თითქმის 2-ჯერ გაიზარდა გამსვლელი ტურისტების რაოდენობა. ძირითადი მოთხოვნებია: თურქეთზე (გაზაფხული-ზაფხული) და ეგვიპტე (შემოდგომა - ზამთარში); აგრეთვე ევროპაზეც, თუმცა ვიზებზე შეზღუდვის გამო ტურები ვერ დგება. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოში დასვენება გაძვირდა, იმ თანხით რითაც საქართველოს საზღვაო კურორტებზე ისვენებ შეგიძლია ნახო თურქეთი, სადაც ფულის ხარისხთან შეფარდება უფრო ოპტიმალურია. გასვლითი ტურიზმის ზრდას ბოლო 2 წელია ხელი შეუწყო ადგილობრივი ბანკების ახალმა პროდუქტმა „დასვენება განვადებით“.

0x01 graphic

ეგვიპტური სუვენირები:

პატარა პირამიდები; სილაში გამოსახული ნახატები; სფინქსის მინიატურული ქანდაკებები; პაპირუსები.

0x01 graphic

ეხლა მთავრია ვინმე არ გამომრჩეს სუვენირები არ დამავიწყდეს ოცნებიდან „სტიუარდესას“ ხმამ გამომარკვია: „ძვირფასო მგზავრებო 10 წუთში დავფრინდებით ქაიროში 38 გრადუსია, გთხოვთ უსაფრთხოების ღვედები შეიკარით.“

15 ქართული ვაზის ჯიშები

▲ზევით დაბრუნება


ეთერ ხარაიშვილი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მიკროეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა ქართული მევენახეობა- მეღვინეობის კულტურა. ჩვენამდე მოაღწია ვაზის უნიკალურმა ჯიშებმა და ღვინის წარმოების მდიდარმა ტრადიციებმა.

ხალხური მეთოდების მეშვეობით გამოყვანილია 500-ზე მეტი ვაზის ჯიში, რომელთაგან 400-ზე მეტი, დაცულია საკოლექციო ნარგაობებში. ამჟამად სტანდარტულ ასორტიმენტში 47 ვაზის სამრეწველო ჯიშია შეტანილი, აქედან 35 საღვინე ჯიშებს უკავიათ.

ქართული აბორიგენული ჯიშებია: რქაწითელი, კახური მწვანე, გორული მწვანე, ხიხვი, ქისი, საფერავი, ჩინური, ალექსანდროული, ალადასტური, უსახელური, ცოლი -კაური, ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე, ოჯალეში, ჩხავერი, კაჭიჭი, თავკვერი, შავკაპიტო და სხვა.

0x01 graphic

რქაწითელი ქართული აბორიგენული, უნივერსალური ვაზის ჯიშია. იგი საქართველოს გარეთაც ფართოდ არის გავრცელებული. სამშობლოში რქაწითელი სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ დამაკმაყოფილებელი გამძლეობით ხასიათდება.

რქაწითელი ზამთრის ყინვებსაც კარგად იტანს. მისთვის დამახასიათებელია ყლორტების ვერტიკალური ზრდა, რაც აადვილებს მისი მოვლის პირობებს. სექტემბრის შუა რიცხვებში ყურძენი უკვე მწიფეა.

რქაწითელს შაქრის დიდი რაოდენობით დაგროვების უნარი აქვს და ამასთან ინარჩუნებს მჟავიანობას.

0x01 graphic

რქაწითელისგან დგება ღია ჩალისფერი, ნაზი ჰარმონიული, მსუბუქი, ევროპული ტიპის ღვინოები. კახური წესით დამზადებულ ღვინოებს, განსაკუთრებით როცა რქაწითელში ურევია ,,კახური მწვანე“ და ,,ხიხვი“, აქვს ლამაზი ჩალისფერი შეფერილობა და ახასიათებს სისრულე, ჰარმონიულობა და მეტი სინაზე. ამასთან იგი წარმატებით გამოიყენება აგრეთვე როგორც სასუფრე ყურძენი. თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშებს შორის რქაწითელს წამყვანი ადგილი უკავია.

საფერავი ქართული, წითელყურძნიანი, კახური ვაზის ჯიშია. სამშობლოში საფერავი იძლევა უმაღლესი ხარისხის წითელ ღვინოებს. საქართველოში იგი ტექნიკურ სიმწიფეს სექტემბრის მეორე ნახევრიდან აღწევს. დღეს მსოფლიოში ძირითადად მოთხოვნილება წითელ და ვარდისფერ ღვინოებზეა, საქართველოში კი ამ ღვინოების ხარისხი მეტად მაღალია. ამიტომ აუცილებელია ხელსაყრელი გარემოს შექმნა ფერმერებისთვის ყურძნის ეთერ ხარაიშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მიკროეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი წითელი და ვარდისფერი ჯიშების საწარმოებლად, ძირითადად კაბერნეს, საფერავისა და ოჯალეშის გასაშენებლად. პრაქტიკულად კახეთი განკუთვნილია მაღალხარისხოვანი წითელი ღვინოების წარმოებისთვის. სავსებით შესაძლებელია ყვარელის, კაჭრეთისა და ახმეტის ზონებში ბორდოს მსგავსი ღვინოების წარმოება.

თელავის რაიონში მიღებულ ღვინოებს ხარისხის მიხედვით საშუალო ადგილი უკავია ბორდოსა და ბურგუნდიის ღვინოებს შორის, მაგრამ ახლოსაა ბორდოსთან, ხოლო გურჯაანისა და სიღნაღის რაიონის ღვინოები შემადგენლობის მიხედვით უფრო ბურგუნდიულ ღვინოებს ჰგვანან. რაც შეეხება დედოფლისწყაროს ზონას, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ზონას აქვს მაღალხარისხოვანი ნატურალური ნახევრადტკბილი და სადესერტო მიმართულების ღვინოების მიღების მკვეთრად გამოხატული პირობები.

0x01 graphic

მევენახეობა - მეღვინეობის ქვეკომპლექსი ყველაზე მეტად არის ორიენტირებული ბაზარზე და მისი პროდუქცია კონკურენტუნარიანობითაც გამოირჩევა. საქართველოს შეუძლია მაღალხარისხოვანი სუფრის სამარკო და უნიკალური ნახევრადტკბილი ღვინოები მსოფლიო ბაზარს მიაწოდოს. დიდი მოთხოვნილებაა ქართულ სამარკო შამპანურზე და კონიაკზეც. არსებობს ღვინო პროდუქტების საექსპორტო გატანის შესაძლებლობებიც. მაშასადამე, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ჯიშობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც.

დღეს კახეთის ვენახების თითქმის 68,2%25 უჭირავს მხოლოდ ერთი ჯიშის ყურძენს - „რქაწითელს“, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი მრავალფეროვანი თეთრი სამარკო და ორდინალური მშრალი ღვინოები იწარმოება ერთი ჯიშის ყურძნისაგან. დანარჩენი ჯიშების სტრუქტურა ასეთია: ,,საფერავი“ - 8,7%25, „ციცქა“ - 5,9%25, „ჩინური“ - 4,6%25, „,ცოლიკაური“ - 4,1%25, „გორული მწვანე“ - 2,1%25, ,,კახური მწვანე“ - 1,7%25, ,,კაბერნე“ - 1,2%25, „პინოშავი“ - 1,0%25, „ალექსანდროული“ - 0,8%25, „ჩხავერი“ - 0,3%25, სხვა ჯიშები 1,4%25. ამჟამად, ვენახების უმეტესი ნაწილი გადასულია კერძო საკუთრებაში, რაც ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს ჯიშობრივი სტრუქტურის სრულყოფას. საჭიროა მხოლოდ ამ პროცესის ორგანიზებულად წარმართვა.

შამპანურის წარმოებაში ძირითადი როლი მინიჭებული აქვს ციცქას ჯიშის ყურძენს. შამპანურის ღვინომასალების წარმოების ზონაში აღნიშნულ ჯიშთან ერთად ჩინურის, გორული მწვანესა და სხვა ჯიშების ხვედრითი წონის ზრდა წარმოადგენს საქართველოს მევენახეობის პერსპექტიული განვითარების მნიშვნელოვან ამოცანას. საშამპანურე ნედლეულის წარმოების ძირი- თადი რაიონებია: ზესტაფონი, თერჯოლა, კასპი, გორი, მცხეთა, ხაშური, საჩხერე.

საქართველოში საკონიაკე სპირტების მომცემი ძირითადი ვაზის ჯიშებია: ცოლიკაური, ციცქა, ჩინური, გორული მწვანე და ძველშავი. საკონიაკე სპირტისათვის უმჯობესია დაბალალკოჰოლიანი და მაღალმჟავიანი ღვინომასალები, ის უნდა იყოს საღი, არ უნდა ჰქონდეს გარეშე სანერგე მეურნეობის განვითარებაზე ჩვენს მიერ განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება იმით არის ნაკარნახევი, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბაზრებზე გასვლის სტრატეგიას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ყურძნის ჯიშობრივი შემადგენლობა. მაგალითად, მაღალი ხარისხის წითელ ჯიშებს (საფერავი, ალექსანდროული, მუჯურეთული) ინვესტიციების დაბრუნების მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე თეთრ ჯიშებს (რქაწითელი, ცოლიკაური, ციცქა). 1 ჰექტარი ვენახის გაშენებისათვის ინვესტიციების ამოღების ვადა 2-5-ჯერ უფრო მოკლეა წითელი ყურძნის შემთხვევაში, ვიდრე თეთრი ყურძნის შემთხვევაში. ჩვენი გაანგარიშებით ვენახის გაშენებისა და მოვლისათვის 15-20%25-იანი სესხის აღების შემთხვევაშიც კი წი- თელი ყურძნის წარმოება მომგებიანია.

0x01 graphic

16 ბიზნესკალენდარი

▲ზევით დაბრუნება


14 ნოემბერი:

  • ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნახშიროჟანგის (გაზი O2) მინერალური წყლების, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსებისა) სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელები საგადასახადო ორგანოში წარადგენენ ყოველთვიურ გაანგარიშებას და გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

0x01 graphic

15 ნოემბერი:

  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირები, წარადგენენ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციას და იხდიან კუთვნილ გადასახადს.

  • აქციზის გადამხდელები ყოველთვიურად წარადგენენ დეკლარაციას და იხდიან გადასახადს. ამასთან, აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებულ აქციზურ საქონელზე აქციზი გადახდას ექვემდებარება აქციზური მარკების შეძენისას.

  • სოციალური გადასახადის დეკლარირების, შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის გაანგარიშების და გადახდილი თანხების ინფორმაციის შესახებ ყოველთვიური საგადასახადო ანგარიშის წარდგენის ვადა.

  • კუთვნილი სოციალური გადასახადი გადახდას ექვემდებარება თანხის გადახდისთანავე.

  • დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარე თანხის (მოგების) გადახდისთანავე (გაცემისთანავე).

  • ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი საგადასახადო წლის წინა წელს აღემატება 40 000 ლარს, უძრავი ქონების, საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების, იახტების, (კატარღების), თვითმფრინავების, შვეულმფრენების, აგრეთვე საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწის ნაკვეთებისა) იხდის ქონების გადასახადს.

  • საწარმო, ოარგანიზაცია იხდის მიწაზე ქონების გადსახადს.

  • ფიზიკური პირი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე იხდის ქონების გადასახადს; ნახშიროჟანგზე (გაზი CO2) ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელები ყოველთვიურად გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

30 ნოემბერი:

  • სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელები საგადასახადო ორგანოში წარადგენენ წლიურ გაანგარიშებას და გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

0x01 graphic

14 დეკემბერი:

  • ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნახშიროჟანგის (გაზი CO2) , მინერალური წყლების, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსებისა) სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელები საგადასახადო ორგანოში წარადგენენ ყოველთვიურ გაანგარიშებას და გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

17 დეკემბერი:

  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირები, წარადგენენ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციას და იხდიან კუთვნილ გადასახადს.

  • აქციზის გადამხდელები წარადგენენ აქციზის შესახებ ყოველთვიურ დეკლარაციას და იხდიან კუთვნილ გადსახადს.

  • ამასთან, აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებულ აქციზურ საქონელზე აქციზი გადახდას ექვემდებარება აქციზური მარკების შეძენისას.

  • სოციალური გადასახადის დეკლარირების, შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის გაანგარიშების და გადახდილი თანხების ინფორმაციის შესახებ ყოველთვიური საგადასახადო ანგარიშის წარდგენის ვადა. კუთვნილი სოციალური გადასახადი გადახდას ექვემდებარება თანხის გადახდისთანავე. დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება თანხის (მოგების) გადახდისთანავე (გაცემისთანავე).

  • საწარმო, ორგანიზაცია გადაიხდის მოგების გადასახადების მიმდინარე გადასახდელებს.

  • მეწარმე, ფიზიკური პირი გადაიხდის საშემოსავლო და სოციალური გადასახადების მიმდინარე გადასახდელებს.

  • ნახშიროჟანგზე (გაზი CO2) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელები ყოველთვიურად გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

15 იანვარი:

  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირები, წადგენენ დღგ-ის წინა თვის (დეკემბრის) დეკლარაციას და იხდიან კუთვნილ გადასახადს.

0x01 graphic

  • აქციზის გადამხდელები წარადგენენ აქციზის შესახებ წინა თვის (დეკემბრის) კლარაციას და იხდიან კუთვნილ გადასახადს. ამასთან, აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებულ აქციზურ საქონელზე აქციზი გადახდა ექვემდებარება აქციზური მარკების შეძენისას.

  • სოციალური გადასახადის დეკლარირების, შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადსახადის გაანგარიშების და გადახდილი თანხების ინფორმაციის შესახებ ყოველთვიური საგადასახადო ანგარიშის წარდგენის ვადა.კუთვნილი სოციალური გადასახადი გადახდას ექვემდებარება თანხის გადახდისთანავე.დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარე თანხის (მოგების) გადახდისთანავე (გაცემისთანავე).

  • წამახალისებელი გათამაშების, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის, ლატარის მომწყობი (ორგანიზატორი) პირები, წარადგენენ სათამაშო ბიზნესის გადასახადის 2006 წლის დეკემბრის თვის დეკლარაციას და იხდიან კუთვნილ გადასახადს. ამასთან, კაზინოს (სამორინეს) მაგიდების, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროს მოწყობისას სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გადახდას ექვემდებარება საანგარიშო კვარტლის დაწყებამდე მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის გზით.

  • მინერალურ წყლებზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელები საგადასახადო ორგანოში წარადგენენ ყოველკვარტლურ გაანგარიშებას და გადაიხდიან გასული კვარტლის კუთვნილ მოსაკრებელს.

  • ნახშიროჟანგზე (გაზი CO2) ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელები ყოველთვიურად გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

  • ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნახშიროჟანგის (გაზი CO2) , მინერალური წყლების, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსებისა) სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელები საგადასახადო ორგანოში წარადგენენ ყოველთვიურ გაანგარიშებას და გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

30 იანვარი:

  • პირები, რომლებიც ახდენენ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას, საგადასახადო ორგანოში წარადგენენ ინფორმაციას 2006 წლის მიხედვით ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ.

14 თებერვალი:

  • ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნახშიროჟანგის (გაზი CO2) , მინერალური წყლების, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსებისა) სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელები საგადასახადო ორგანოში წარადგენენ ყოველთვიურ გაანგარიშებას და გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

0x01 graphic

15 თებერვალი:

  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირები, წარადგენენ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციას და იხდიან კუთვნილ გადასახადს.

  • აქციზის გადამხდელები წარადგენენ აქციზის შესახებ ყოველთვიურ დეკლარაციას და იხდიან კუთვნილ გადასახადს. ამასთან, აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებულ აქციზურ საქონელზე აქციზი გადახდას ექვემდებარება აქციზური მარკების შეძენისას.

  • სოციალური გადასახადის დეკლარირების, შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის გაანგარიშების და გადახდილი თანხების ინფორმაციის შესახებ ყოველთვიური საგადასახადო ანგარიშის წარდგენის ვადა.კუთვნილი სოციალური გადასახადი გადახდას ექვემდებარება თანხის გადახდისთანავე. დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება თანხის (მოგების) გადახდისთანავე (გაცემისთანავე).

  • ნახშიროჟანგზე (გაზი CO2) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელები ყოველთვიურად გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

17 მიკროსესხები

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესს, იქნება ეს დამწყები თუ უკვე არსებული, ესაჭიროება კაპიტალი იმისათვის რომ განვითარდეს. კაპიტალი შესაძლოა იყოს როგორც საწარმოს შიგნით დაგროვებული, ასევე გარედან მოზიდული სახსრები. სახსრები საწარმომ შეიძლება მოიზიდოს მრავალი საშუალებით, მათ შორის ყველაზე გავრცელებული მეთოდებია: სესხები, კრედიტების აღება მომწოდებლებისგან, აქტივების რეალიზაცია, საწარმოს მიერ დაგროვილი შემოსავლები და სხვა.

2000 წლიდან საქართველოში კომერციული ბანკებისა და სხვა საფინასო ორგანიზაციების რაოდენობამ საკმაოდ იკლო, თუმცა ამასთან საგრძნობლად გაიზარდა მათ მიერ გაცემული სესხების მოცულობა და მათ მიერ შეთავაზებული მოსახურებები. 2000 წელს არსებული 32 კომერციული ბანკიდან დღეს მხოლოდ 19 ბანკია დარჩენილი, რაც ერთის მხრივ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო ლიცენზიის მისაღებად 12 მილიონიანი კაპიტალის განსაზღვრამ განაპირობა. აქვე აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხების დაახლოებით 70%25 უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე მოდის.

0x01 graphic

ამჟამად საქართველოში არსებული ბაკნკები შესაძლებელია დაიყოს 3 ძირითად ჯგუფად:

  1. დიდი ბანკების ჯგუფი, რომელთა წილად საბანკო სისტემის მთლიანი აქტივების 5%25-ზე მეტი მოდის;

  1. საშუალო ბანკების ჯგუფი, რომელთა წილად მოდის 1-5%25;

  1. წვრილი ბანკების ჯგუფი, რომელთა წილად მოდი 15%25-ზე ნაკლები.

წლების განმავლობაში საქართველოში მოქმედი ბაკები ძირითადად უპირატესობას ანიჭებდნენ კორპორატიულ და მსხვილ კლიენტებს. აღნიშნულ სექტორზე ყურადღების გამახვილება არ იყო შემთხვევითი. ისინი მცირე და საშუალო ბიზნესებთან შედარებით ნაკლები რისკის მატარებლები იყვენენ და ფლობდნენ მეტ ლიკვიდულ აქტივებს. ეს დამოკიდებულება ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად შეიცვალა, რაც გამოიწვია ერთის მხრივ ასეთი კლიენტების რაოდენობის შემცირებამ და მეორეს მხირვ, ისეთი მსხვილი ფინანსური ორგანიზაციების გამოჩენამ ბაზარზე, როგორიცაა EBRD, მსოფლიო ბანკი და IFC.

დღეისათვის საქართველოში არსებობს ფინანსების მოზიდვის მრავლფეროვანი საშუალებები, მათ შორის საკმად კარგად განვითარებულია საბანკო და მიკროსაფინანსო ინსტიტუტები. საქართველოში არსებული ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ როგორც მოკლევადიან (ერთ წალმდე ვადით გაცემული სესხი), ასევე გრძელვადიან სესხებს (წელიწადზე მეტი ვადით გაცემული სესხი).

მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც სესხების გაცემა ხორციელდება ორი კრიტერიუმის გათვალისწინებით: 1. ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური რესურსების არსებობა და 2. რისკის მოცულობა. პირველი კრიტერიუმით განსაზ- ღვრა ხდება მარტივად, რესურსები ან არსებობს ან არა. რაც შეეხება რისკის დადგენას, ეს რთული პროცესია და ძირითადათ ითვალისწინებს უკვე არსებული სესხისა და მსესხებლის საკრედიტო და საფინანსო ისტორიის შეფასებას. დამწყები ბიზნესის შემთხვევაში არ არსებობს ასეთი სახის ისტორია, სწორედ ამიტომ მთელს მსოფლიოში ძალზე რთულია სესხის გაცემა ასეთი ტიპის ბიზნესზე. ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დამწყები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კაპიტალის მოიზიდვის ძირითადათ წყაროებს წარმოადგენენ მეგობრები, ნათესავები, სხვადასხვა კომპანიების მფლობელები და სხვა.1

მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე გაცემული სესხები იყოფა მიკროსესხებად და საშუალო სესხებად. ბანკების უმრავლესობა ორიენტირებულია მიკრო სესხებზე, რომელთა მოცულობა შეადგენს 2 000 დან 50 000 ლარს, თუმცა აღნიშნული სესხების მეტი წილი გაიცემა იურიდიულ პირებზე. სესხით სარგებლობის ვადები უმეტესად 3-დან 9 თვემდეა და მათი გაცემა ძირითადად ხდება მანქანა-დანადგარების შესაძენად, საბრუნავი სახსრების შესავსებად, ფიქსირებული აქტივების შესაძენად და სხვა.

მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების თვალსაზრისით მეორე ჯგუფს წარმოადგენს 50 000-დან 100 000 ლარამდე მოცულობის სესხები. აღნიშნულ სესხებზე ბანკის საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია საწარმოს საქმიანობის სახეზე.

იურიდიული პირებზე გაცემულ მცირე სესხებზე ბანკები ითხოვენ სხვადასხვა სახის უზრუნველყოფებს, რომლებიც შესაძლოა იყოს: კომპანიის კუთვნილი ქონება, მანქანა-დანადგარები, კომპანიის დამფუძნებლის ან მენეჯერის პირადი ქონება და ასევე მესამე პირის ფინანსური გარანტიები. რაც შეეხება საშუალო და მსხვილ სესხებს, ამ სესხების მიზნობრიობიდან გამომდინარე უზრუნველყოფა მოიცავს კომპანიის უძრავ ქონებას და სხვა ძირითად საშუალებებს, კომპანიის ლიკვიდურ საქონელს და მატერიალურ მარაგს და ასევე მესამე პირთა ფინანსურ გარანტებს.

საქართველოში, როგორც აგრარული პოტენციალის მქონე ქვეყანაში, მეწარმეების დიდი რაოდენობა საქმიანობას ეწევა აგრარულ სექტორში და დამატებითი წყაროების მოზიდვა მათთვის საკმაოდ გართულებულია, რაც საბოლოო ჯამში ხელს უშლის აღნიშნული სექტორის განვითარებას. ბანკებისა და მიკროსაფინანსო კომპანიების უმრავლესობა თავს იკავებს სოფლის მეურნეობის სფეროში სესხების გაცემისგან, რაც ძირითადათ განპირობებულია აღნიშნულ სექტორში მაღალი რისკის არსებობით. მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა, ქვეყანაში არსებობს საშუალებები, რომლითაც აგრობიზნესით დაკავებულ პირებს შეუძლიათ დამატებითი რესურსების მოზიდვა.

ბოლო სამი წლის მაჩვენებლების მიხედვით კომერციული ბანკების მთლიან საკრედიტო პორტფელში, რომელიც ბანკების საპროცენტო შემოსავლების მიღების წყაროა, გაცემული მთლიანი სესხების 53%25 ანუ 3 057 317 ათასი ლარი ვაჭრობაზე გაცემულ სესხებზე მოდის, წილობრივად მეორე ადგილზეა მრეწველობაზე გაცემული სესხები - 1 065 466 ათასი ლარი ანუ 18%25, მესამე ადგილი უკავია მშენებლობაზე გაცემულ სესხებს - 438 844 ათასი ლარი ანუ 75 და მხოლოდ 1%25 ანუ 56 425 ათასი ლარი მოდის სოფლის-მეურნეობაზე გაცემული სესხების წილად (აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს 2005 - 2007 წლის ანვარი აგვისტოს მონაცემბს).

ამ მონაცემებიდან ნათლად ჩანს ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების არასახარბიელო მგდომარეობა. მართალია, ვაჭრობაში დასაქმებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობაზე გაცემული სესხების უმრავლესობა ძირითადად მზა პრდუქციის რეალიზაციას უკავშირდება (როგორც წესი იმპორტულ საქონელს), ხოლო ისეთ დარგებს რომელიც შესაძლოა საქართველოსთვის უფრო პრიორიტეტულს სექტორს წარმოადგენდეს, მაგალითად სოფლის მეურნეობა მასზე სესხების მხოლოდ 1%25 მოდის, თუმცა ამ სექტორში დასაქმებულია მოსახლეობის დაახლოებით 2/3.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები დარგების მიხედვით (ათასი ლარი)2

0x01 graphic

სოფლის მეურნეობაში დაფინანსების ძირითად წყაროს მაინც ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები წარმოადგენენ. დღეისათვის არსებული კომერციული ბანკებიდან მხოლოდ ექვსი მათგანი და ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გასცემს სესხს აგრობიზნესის განვითარებისთვის. განსხვავებულია თითოეული ბანკისთვის სესხის მიღებისთვის დასაკმაყოფილებელი და სესხის გაცემის პირობები.

კომერციული ბანკების მიერ გასაცემი აგრო სესხის მოცულობა მერყეობს 50 აშშ დოლარიდარ - 300 000 აშშ დოლარამდე, თუმცა ზოგიერთი ბანკს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თითოეული ტიპისთვის სპეციალურად შემუშავებული აქვს ინდივიდუალური ფინანსური პროდუქტები, რომლებიც ითვლისწინებს ვადიანობას, სეზონურ შემოსავლებსა და რეგიონის სფეციფიკას. ასევე განსხვავებულია სესხის გაცემის ვადაც და იგი მერყეობს 1 თვიდან 10 წლამდე და ვადის შესაბამისად იცვლება სესხის საპროცენტო განაკვეთი რომელიც იწყება 15 %25-დან.

ბანკების მიხედვით ასევე განსხვავებულია დასაფინანსებელი საქმიანობის სახეები, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად ერთ-ერთი ბანკისთვის დაფინანსების ნებადართული საქმიანობებია: აგროდამუშავება, დაკალიბრება, შეფუთვა და დახარისება, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის აუცილებელი მასალების წარმოება და სხვა, გარდა იმ საქმიანობებისა, რომელსაც შესაძლოა რაიმე უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს გარემოზე.

ზოგიერთი ბანკის მათ მიერ გაცემულ სესხზე ადგენენ ჯარიმებსა და საშეღავთო პერიოდებს. ჯარიმა ვრცელდება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%25-ის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება საშეღავათო პერიოდს იგი შესაძლოა იყოს 3-დან 6 თვემდე. მაგალითად თუ ბანკმა რომელიმე მეწარმეს დაუწესა 6 თვიანი შეღავათიანი გრაფიკი ეს იმას ნიშნავს, რომ მეწარმე 6 თვის განმავლობაში გადაიხდის მხოლოდ ბანკის პროცენტს, ხოლო მოსავლის აღების შემდგომ კი მოხდება ძირითადი კაპიტალის დაფარვა.

აგროსესხის მისაღებად მეწარმემ ან ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს სპეციალური საკრედიტო განაცხადი, რომელსაც თან უნდა დაერთოს პირადობის მოწმობის ქსერო ასლი, ხოლო გირავნობის არსებობის შემთავევაში ამონაწერი საჯარო რეესატრიდან. ზოგი კომერციული ბანკი გირავნობას ითხოვს მხოლოდ 10 000 ლარზე მეტი მოცულობის სესხის გაცემაზე. მას შემდეგ რაც მეწრმე სრულად შეავსებს საკრედიტო განაცხადს, შემდეგ ბანკის წარმოამადგენლის მიერ ხდება საწარმოს ადგილზე შემოწმება და ყოველივე ამის შემდგომ კი სესხის გაცემა. რაც შეეხება სესხის გაცემის ვადებს, ვინაიდან ბანკების მიერ აღნიშნული სეგმენტი ჯერ კიდევ ათვისების პროცესშია, არ არსებობს მკაცრად დადგენილი ვადები და იგი მერყეობს 1-დან 5 დღემდე.

_________________

1. წყარო: საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტი და საქართველოს ეროვნული ბანკები.

2. წყარო: საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტი და საქართველოს ეროვნული ბანკები.

18 ტესტი: შეგიძლია თუ არა გადაწყვეტილების მიღება

▲ზევით დაბრუნება


1. შგიძლიათ თუ არა ძველ სამუშაო ადგილზე, სრულიად ახალ წესებთან, მუშაობის ახალ სტილთან შეგუება?

  • დიახ

  • არა

2. ადვილად ეჩვევით ახალ კოლექტივს?

  • დიახ

  • არა

3. შეგიძლიათ თუ არა სახალხოდ გამოთქვათ თქვენი აზრი, იმის მიუხედავად, რომ იცით იგი ეწინააღმდეგება ხელმძღვანელის შეხედულებებს?

  • დიახ

  • არა

4. თუ კი სხვა დაწესებულებაში უფრო მაღალ ხელფასს შემოგთავაზებენ, დათანხმდებით სამუშაოდ იქ გადასვლაზე?

  • დიახ

  • არა

5. შეგიძლიათ თუ არა დაშვებულ შეცდომაში უარყოთ თქვენი დანაშაული და მოძებნოთ გასამართლებელი მიზეზი?

  • დიახ

  • არა

6. რაიმეზე უარის თქმის შემთხვევაში იძლევით თუ არა ჭეშმარიტ ახსნა-განმარტებას „შემარბილებელი“ მიზეზებისა და გარემოებების გარეშე?

  • დიახ

  • არა

7. სერიოზული დისკუსიიდან გამომდინარე შეგიძლიათ თუ არა შეიცვალოთ შეხედულება რაიმე საკითხთან დაკავშირებით?

  • დიახ

  • არა

8. თქვენ კითხულობთ ვინმეს ნამუშევარს (ვალდებულების ან უბრალო თხოვნის გამო), ჩამოყალიბებული აზრი სწორია, თუმცა თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ სხვანაირად ჩამოაყალიბებდით მას. დატოვებთ ყველაფერს ისე, როგორც არის, თუ დაიჟინებთ ყველაფერი თქვენებურად შეცვალონ?

  • დიახ

  • არა

9. მაღაზიაში მოგეწონათ ნივთი, რომელიც მოცემულ მომენტში არც თუ ისე გჭირდებათ, იყიდით თუ არა მას?

  • დიახ

  • არა

10. მომხიბვლელი ადამიანის გამო შეიძლება თუ არა შეიცვალოთ რაიმეზე შეხედულება?

  • დიახ

  • არა

11. ადრიანად გეგმავთ თქვენს შვებულებას?

  • დიახ

  • არა

12. ყოველთვის ასრულებთ დანაპირებს?

  • დიახ

  • არა

პასუხები

კითხვა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

დიახ

3

4

3

2

0

3

2

2

0

0

1

2

არა

0

0

0

0

4

0

0

0

2

3

0

0

0x01 graphic

9 ქულა: თქვენ გადაუწყვეტელი ადამიანი ხართ, ყველაფერს ზედმეტად დიდხანს „წონით“, თუ კი შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება სხვას გადააბაროთ ამოისუნთქვათ ხოლმე. სანამ რაიმეს გადაწყვეტთ ხშირად ეკითხებით სხვებს აზრს და ხშირად იღებთ სანახევრო გადაწყვეტილებებს. შეკრებებზე ჩუმად ყოფნას ამჯობინებთ, თუმცა კულვარებში იკრებთ გამბედაობას და მჭერმეტყველებასაც იწყებთ. თქვენთან მუშაობა ძნელია. განათლების, ერუდირებულობისა და გამოცდილების მიუხედავად, თქვენი ხასიათი აქვეითებს თქვენი „სარგებლიანობის კოეფიციენტს“. თქვენზე დაყრდნობა ძნელია, რადგან შეიძლება ადამიანებს იმედები გაუცრუოთ. რა თქმა უნდა ხასიათის გამოცვლა ძნელია, მაგრამ შესაძლებელი.

10-18 ქულა: თქვენ საკმაოდ ფრთხილი ხართ გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა როცა სწრაფი მოქმედებაა საჭირო არ ნებდებით. ყოყმანობთ მაშინ, როცა დრო გაქვთ. ასეთ დროს მოგეძალებათ ხოლმე ეჭვი და სურვილი გიჩნდებათ ყველაფერი გადასინჯოთ და შეათანხმოთ ხელმძღვანელობასთან, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება თქვენს დონეზე უნდა იქნეს მიღებული. თქვენს გამოცდილებას დაეყრდენით, ის გიკარნახებთ როგორ უნდა მოიქცეთ, ბოლოს და ბოლოს თქვენს დაქვემდებარებულ პირებსაც ჰკითხეთ აზრი.

19-28 ქულა: თქვენ საკმაოდ ადვილად იღებთ გადაწყვეტილებას, თქვენი ლოგიკა და გამოცდილება გეხმარებათ უმეტეს შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. საკუთარი თავის იმედი გაქვთ, ითვალისწინებთ სხვების აზრსაც, თუმცა არცთუ ისე ხშირად მიმართავთ მათ რჩევისათვის. მიღებულ გადაწყვეტილებას ბოლომდე იცავთ, მაგრამ თუ კი დადასტურდება მათი მცდარობა, აღარ აგრძელებთ ღირსების დაცვას. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ შეეცადეთ ყოველთვის იყოთ ობიექტური, ნუ თვლით სირცხვილად იმ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს, რომელშიც არაკომპეტენტური ხართ.

29 და მეტი: თქვენთვის უცნობია ცნება „გადუწყვეტელობა“, თქვენ საკუთარ თავს ყველა ასპექტში კომპეტენტურად თვლით, ამიტომ საჭიროდ არ მიგაჩნიათ დაინტერესდეთ ვინმეს მოსაზრებით. ერთმმართველობა გესმით, როგორც გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება. ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები გაღიზიანებთ და ამას არც მალავთ. თქვენ მოგწონთ, როცა ძალაუფლებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონედ მოგიხსენიებენ. იმისათვის, რომ გაამართლოთ ასეთი შეხედულება, ზოგჯერ უარყოფთ სხვების ჭკვიანურ აზრებსაც კი. შეცდომებს მძაფრად განიცდით, გჯერათ, რომ მათში სხვა არის დამნაშავე. ყველა საკუთარი შეხედულების „უცოდველობის“ რწმენა სერიოზული ნაკლია. თქვენი ასეთი ხასიათი და მუშაობის სტილი თრგუნავს თქვენს დაქვემდებარებულ პირებს და უკარგავს ინიციატივას, დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას. ყოველივე ეს ხელს უშლის მუშაობის პროცესს და ზიანს აყენებს კოლექტივის ფსიქოლოგიურ კლიმატს. თქვენ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოთ მუშაობის სტილი.

19 თავისუფლების ინდექსი

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო 35- ადგილზეა მსოფლიოში

The Wall Street Journal და The Heritage Foundation მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველო მსოფლიში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით 35 ადგილზე გან- თავსდა. ევროპის 41 ქყევნიდან საქართველო 20 ადგილზეა რაც საშუალო შედეგია. წინა წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი 3.9 პროცენტით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ გამოიწვია მეთოდურმა ცვლილებებმა და ძირითადად შრომის თავისუფლების კრიტერიუმის გაზრდამ.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ათი მაჩვენებელი საქართველოში:

  • ბიზნესის თავისუფლება 78.9 %25

ჩვენთან ბიზნესის დაწყებისთვის საშუალოდ საჭიროა 16 დღე, რაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე (48 დღე) სამჯერ ნაკლებია. მოცემული უპირატესობა ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას. ბიზნესის დაწყების, ფუნქციონირებისა და დახურვის თავისუფლება სათანადოდ არის დაცული საკანონმდებლო გარემოთი.

0x01 graphic

  • ვაჭრობის თავისუფლება 61.8 %25

სავაჭრო რეჟიმებს ლიბარალიზაციის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სუფსიდირება და უუნარო საბაჟო სისტემა, განაპირობებს სავაჭრო ფასის ზრდას.

  • ფისკალური დამოუკიდებლობა 94.2 %25

საქართველოს აქვს დაბალი საგადასახადო განაკვეთები. ყველაზე დიდი გადასახადია 12 პროცენტი ფიზიკური პირებისთვის, ხოლო იურიდიული პირებისთვის 20 პროცენტი. საგადასახადო შემოსავალი გასული წლის შედეგებით მშპ-ს 18.2 %25 შეადგენს.

  • მთავრობისგან დამოუკიდებლობა 91.3%25

2006 წლის მონაცემებით სამთავრობო ხარჯები მშპ-ს 19.1 %25-ის, ხოლო სამთავრობო შემოსავლები 0.7 %25-ის ტოლია.

  • მონეტარული დამოუკიდებლობა 77.9%25

საქართველოში 2003-2005 წლებთან შედარებით ინფლაციის დონე გაიზარდა. მოცემული შეფასება არასტაბილური ფასებით არის გამოწვეული. ფასწარმოქმნა ხდება საბაზრო პირობებში თუმცა სახელმწიფოს შეუძლია კონტოლი დააწესოს ფასებზე მის საკუთრებაში არსებული ბიზნესების მეშვეობით. მთავრობა ასევე ახდენს სოფლის მეურნეობის სუფსიდირებას. შესაბამისად 5%25 აკლდება მონეტარული დამოუკიდებლობის მაჩვენებელს.

  • ინვესტირების თავისუფლება 60.0 %25

საქრთველომ განახორციელა სტრუქტურული რეფორმა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის. უცხოელ ინვესტორებს არ აქვთ არანაირი შეზღუდვა ინვესტირებისას ადგილობრვ კომპანიებში, აქციებში, ობლიგაციებში ან სხვა სახის საკუთრებაში. როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ ინვესტორს შეუძლია მიიღოს ლიცენზია ერთი სარკმლის პრინციპით 24 საათში. ინვესტორებს თავისუფლად შეუძლიად მონაწილეობა მიიღონ პრივატიზაციის პროცესში. სასამართლო სისტემის არაეფექტურობა და კორუფცია არის მთავარი წინააღმდეგობა უცხოელი ინვესტორებისათვის.

საკუთრების უფლება 30.0%25 მიუხედავად სახელმწიფოს მცდელობისა გაზარდოს სამართლიანობის დონე, სასამართლოს კორუმპირებულობა ისევ რჩება მნიშვნელოვნად პრობლემად. ანტიკორუფციული პროგრამის ფარგლებში დაჭერილ იქნა მრავალი სახელმწიფო მოხელე და ბიუროკრატი.

  • კორუფციისგან დამოუკიდებლობა 23.0%25

2005 წლის მონაცემებით საქართველომ ამ ინდექსის მიხედვით (Transparency International's Corruption Perceptions Index ) 158 ქვეყნიდან 130-ე ადგილი დაიკავა.

  • შრომის დამოუკიდებლობა 99.9 %25

შრომის ბაზარი ფუნქციონირებს მაღალეფექტური რეგულირების მეთოდებით, რაც ზრდის მწარმოებლურობასა და დაკავებულობის დონეს. წესები რომლითაც შეიძლება სამუშაო საათების გაზრდა ან შეთანხმება არის ძალიან მოქნილი. საქართველო არის ლიდერი შრომის თავისუფლების კუთხით.