The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

პრემიერი №8


პრემიერი №8


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: მირცხულავა ლელა, კახიძე ნინო, კვაშილავა კახა, ჭკადუა მალხაზ, შონია ნანა, ფანოზიშვილი რუსუდან, აფციაური ქეთევან, მესხი რობერტ, მანია ესმა, სუთიძე მარიამ, ბარბაქაძე გვანცა, გოგილავა ლაშა
თემატური კატალოგი პრემიერი
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ზუგდიდი. 2009. მარტი. საზოგადოებრივ - შემეცნებითი ჟურნალი მთავარი რედაქტორი ლელა მირცხულავა ნომრის რედაქტორი ქეთევან აფციაური დიზაინერი გია ტუღუში სპორტული გვერდის რედაქტორი ლაშა გოგილავა ლიტერატურული რედაქტორი შორენა ლომიძე სტილის რედაქტორი ლელა გიგლემიანი მედია ჯგუფი „დრო“ დირექტორი დიანა სალია სტატიის სიზუსტეზე და მასში მოხმობილ ფაქტებზე პასუხისმგებელია ავტორი. ნომერზე მუშაობდნენ: რობერტ მესხი კახა კვაშილავა მალხაზ ჭკადუა ნანა შონია მარიამ სუთიძე რუსუდან ფანოზიშვილი ნინო კახიძე



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მთავარი რედაქტორისაგან!

მოგესალმებით!

ჩვენ დავბრუნდით!

დავბრუნდით ახალი იდეებით, სურვილებითა და ემოციებით!

დავიბადეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ზუგდიდში, ფეხი ავიდგით, წამოვიზარდეთ და აჰა, ახლა უკვე მთელს საქართველოში გავიფანტეთ, რათა მადლიანი ქართული სიტყვა ქართველი მკითხველის გულამდე მივიტანოთ და იქ დავიდოთ ბინა. ჩვენი მიზანია რომ თქვენ, იგრძნოთ ის დადებითი მუხტი და ემოცია, რაც გასდევს ჟურნალის თითოეულ გვერდს და ერთად გავიკვლიოთ გზა შემეცნებისაკენ... ქვეყნის მომავალი ჩვენსავე ხელშია, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და ამით თითო აგურს დავდებთ ქვეყნის მომავლის მშენებლობაში...

სათქმელი ბევრი გვაქვს ფართო საზოგადოებისთვის, მოგვისმენთ?...

ვქმნით რა პატარპატარა სამყაროებს შემეცნებისა და არ ვშორდებით რეალობას, ჩვენი ქვეყნის ცხოვრების რიტმს... მთავარი პრიორიტეტი კი შემეცნებისა და აზროვნების გაფართოებაა, ჟურნალში ნახავთ უამრავ საინტერესო და სახალისო ისტორიებს, გაეცნობით ბევრ უცნობ დეტალს; ცნობილი ადამიანები ზოგჯერ უჩვეულო ამპულაშიც ვემოგვევლინებიან, ვერ ნახავთ მასში პოლიტიკურ განცხადებებსა და გამოსვლებს. კულტურა, ლიტერატურა, სპორტი მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო, უჩვეულო ამბები, უცნობი კულტურული შტრიხები, ჩვენი ქვეყნის ძველი თუ ახალი ტრადიციები, აი, რას გთავაზობთ ჩვენ...

გაქვთ სურვილი საკუთარი სიტყვა თქვათ?.. შემოგვიერთდით! პრემიერი'' მზადაა თქვენს მისაღებად და მოსასმენად!

ლელა მირცხულავა

2 გაზაფხული - სილამაზის ზეიმი

▲ზევით დაბრუნება


ხომ გაგიგიათ: ყველა ლამაზი დღე ქალთა დღეაო, ასეც არის... ლამაზი ქალი კი თითქმის ყოველთვის სიყვარულთან, სათნოებასთან, პოეზიასთან, ხელოვნებასთან, სიცოცხლის საწყისთან ასოცირდება... ჩვენ გავესაუბრეთ ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ ქალბატონებს, რათა მათ ჩვენთან ერთად მიელოცათ პრემიერის'' მკითხველისათვის ეს სიხარულითა და სილამაზით სავსე დღესასწაული...

0x01 graphic

მომღერალი ნანი ბრეგვაძე - პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ ქალბატონებს, რადგან ეს აუცილებელია, შემდეგ ყველა სიკეთეს და კეთილშობილებას, გამძლეობას, სილამაზეს, სულიერებას, შინაგან სილამაზეს, და რაც მთავარია, წყნარ ცხოვრებას, დამშვიდებულ და გაძლიერებულ საქართველოს.

0x01 graphic

მსახიობი მედეა ჩახავა - პირველ რიგში ამ გადმოსახედიდან მე ვარ დედა, მსახიობი, ბებია, დიდი ბებია, მოქალაქე, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანი, აფასებს და მასზეა დამოკიდებული. ამჯერად მინდა მივმართო ქალს, დედებს, ახალგაზრდა დედებს, - შვილზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ამ ბედნიერებისა და სიტკბოს გაგებას ყველა ქალს ვუსურვებ. ყველა ქალს ვუსურვებ იყოს ბედნიერი დედა და ჰყავდეს ბევრი შვილი, აგრეთვე წარმატებული იყოს იმ საქმეში, რომელსაც მოეკიდება. მამაკაცის ყურადღება და სითბო არ მოკლებოდეს ქართველ ქალს და მშვიდი ცხოვრება.

0x01 graphic

მსახიობი ლეილა აბაშიძე - მინდა ქართველ ქალებს ჯანმრთელობა, ბედნიერება, გამძლეობა და მოთმინება ვუსურვო, სჯეროდეთ მომავლის. ქართველი ქალი ყოველთვის იყო ბურჯი საკუთარი ქვეყნისა და მინდა შემდგომშიც ასე იყოს.

მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი - ბევრი ლამაზი სურვილი მაქვს ქალბატონების მისამართით და მათთვის ყოველივე საუკეთესო მემეტება, რადგან ბევრი რამ გადაიტანეს და ახლაც მხრებით მიაქვთ ამ ქვეყნის ჭირ-ვარამი. მოთმინებას, გამძლეობას, ნათელ მომავალს, სიმშვიდეს ვუსურვებ ქალებს. მიმაჩნია, რომ ქართველი ქალი კარგი დედაა, კარგი მეუღლეა, კარგი მოქალაქეა და ის ყოველივე საუკეთესოს ღირსია. მინდა რომ ამის შესახებ არა მარტო ქალთა დღესასწაულებზე გაიხსენონ.

ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე - ვულოცავ ყველას გაზაფხულის დადგომას! ბუნებისათვის სიცოცხლის საწყისს, ჩვენთვის - იმედისა და რწმენის მომცემ დღეებს!.. განსაკუთრებით ვულოცავ გაზაფხულს ჩვენს მანდილოსნებს, უპირველეს ყოვლისა, ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიყვარულს, მრავალშვილიანობას და, რაც მთავარია, ბედნიერ დედობას.

0x01 graphic

რეჟისორი მედეა კუჭუხუძე - გულით ვულოცავ ქალებს გაზაფხულის შემობრძანებას და ვუსურვებ ქალურობის და ქართველობის შენარჩუნებას.

ხელოვებათმცოდნე, პროფესორი ნადეჟდა შიუტაშვილი - ქართველ ქალბატონებს ჯანმრთელობას ვუსურვებ. მინდა, რომ ქართველმა ქალმა სამშობლოს მოსიყვარულე შვილები გაზარდოს და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს. მინდა რომ ქართველ ქალს ყოველთვის ახსოვდეს, რომ ის ქალია და დედაა. ჩვენი წინაპარი ქალბატონები ამაყები იყვნენ და კარგი იქნება, თუ თანამედროვე ქალბატონები ამ სიამაყეს (კარგი გაგებით) დაიბრუნებენ.

პროფესორი ლილი იოსელიანი - ჩვენ, ქართველმა ქალებმა, და საერთოდ, ყველამ ერთად უნდა გავუძლოთ ამ მძიმე ცხოვრებას. მინდა იყოს სიმშვიდე საქართველოში, არ იყოს ცილისწამება და ერთმანეთის შეურაცხყოფა. უნდა აღვასრულოთ ღვთის ნება და გავერთიანდეთ. ჯანმრთელობას, სითბოს, სიყვარულს და გაძლებას ვუსურვებ ქალბატონებს. მათ ყველგან და ყოველთვის მშვიდობის მედროშეთა როლი უნდა ითამაშონ, რათა მომავალი თაობების მაგალითად იქცნენ.

პროფესორი თეთნულდი გონიტაშვილი - ღვთის სიყვარულს ქართველი ქალი მიეყვანოს ამ ურთულეს ჟამს რწმენასთან, რომ საქართველო გაბრწყინდება და ქართველ დედებსაც აუხდებათ ეს ნატვრა. მინდა ჩვენი შვილების მომავალი დაფუძნებული იყოს ღვთის სიყვარულზე, სათნოებასა და კაცთმოყვარეობაზე და ყველა ქალი ბედნიერი იყოს.

3 ეკრანზე გაცოცხლებული იავნანა...

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იავნანა ეს ის სიმღერაა, რომელსაც მუსიკალური ნიჭის მიუხედავად, ყველა ქალი მღერის. იავნანას მღერის სურვილი დედობასთან ერთად მოდის და სასწაულების მოხდენაც შეუძლია. ხომ გახსოვთ იავნანამ, რა ჰქმნა?

თამრიკო ჭოხონელიძემაც იავნანა პირველად შვილებისთვის იმღერა და ისე, რომ ამ სიმღერით დედის სიმბოლოდ იქცა.

იავნანას შეიძლება ბევრი მომღერალი დედა მღეროდეს, მაგრამ საჯაროდ ვერ შეძლოს მისი მღერა, გვითხარით, როდის გაჩნდა იდეა, რომ იავანანით წარმდგარიყავით მსმენელის წინაშე?

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც სცენაზე არ ვჩანდი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ჩემი შვილები გაჩნდნენ. მარიამსა და კონსტანტინეს შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ერთი წელია. ამის გამო მუსიკალურ შემოქმედებაში დიდი პაუზა მქონდა. სწორედ, იმ პერიოდში ნანა ჯანელიძე იღებდა ფილმს „იავნანამ რა ჰქნა?!“ დამირეკა და მითხრა, ძალიან გვინდა, რომ ეს სიმღერა შენ შეასრულოო; გამიკვირდა იმიტომ რომ, ვიფიქრე ვიღას ვახსოვარ-მეთქი?! მან კი, მითხრა რომ მეც და ბატონმა ჯანო კახიძემაც არჩევანი შენზე შევაჩერეთო. ეს იყო ძალიან რთული მისია, საპასუხისმგებლო და ამასთანავე დიდი პატივიც. წარმოიდგინეთ, მე ვარ მუსიკათმცოდნე - ფოლკლორისტი, რომელმაც ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს აკვნის ნანა, რომლისთვისაც თითონვე მომისმენია ექსპედიციებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ყოფნისას და მაშინ იმდენად საოცრებათა სამყაროში ვხვდებოდი, როდესაც ვუსმენდი დედას, რომელიც მღეროდა აკვნის ნანას, ვფიქრობდი, რომ მე ძალიან გამიჭირდებოდა ამის შესრულება. მიუხედავად იმისა რომ მე უკვე დედა ვიყავი და სხვადასხვა ნანებს ვუმღეროდი ჩემ შვილებს, შემოთავაზებული იავნანა ნამღერი არ მქონდა. ამ სიმღერის შესრულებისას მინდოდა რომ ვყოფილიყავი ძალიან წრფელი. გასათავისებელი მქონდა, რომ ახალი იავნანა ჩემთან ერთად უნდა დაბადებულიყო და ჩემი უნდა ყოფილიყო. ორი თვის განმავლობაში სადილს ვაკეთებდი, ბავშვებს ვუვლიდი, თუ რაიმე სხვა საოჯახო საქმეებს ვაკეთებდი, სულ ვღიღინებდი და არ მომწონდა ჩემი ნამღერი. თითქოს, ჩემ ნამღერს არც სითბო ჰქონდა და სიტკბოც აკლდა. ერთ დღეს, როდესაც ჩემ შვილებს ეძინათ, საძინებელში შევედი და ორივეს ფეხებთან მივუცუცქდი, დავიწყე ამ სიმღერის ჩუმად მღერა. მივხვდი, რომ ხმის პოზიცია და ვიბრაცია სწორი იყო. მაშინვე დავურეკე ნანა ჯანელიძეს და ვუთხარი, რომ მე უკვე მზად ვიყავი იავნანის შესასრულებლად. მეორე დღესვე წავედი ჯანო კახიძესთან სიმღერის ჩასაწერად, მინდა გითხრათ, რომ რასაც თქვენ ისმენთ ეს არის ერთი მცდელობით ჩაწერილი; როდესაც დავამთავრე ჩაწერა, ბატონ ჯანოს ვთხოვე, რომ კიდევ ერთხელ ვცდიდი, რადგან მივხვდი, რომ უკეთესად ჩავწერდი მეორე ჯერზე, მაგრამ ბატონმა ჯანომ მკითხა - ცოცხალი ხარ, ამდენი ენერგიის დახარჯვის შემდეგო? ეს იყო ერთი ამოსუნთქვით ნამღერი და მეტი აღარ ღირსო.

თუმცა, ეს არ იყო, თქვენთვის პირველი იავნანა...

დიახ, მანამდე ბასტი-ბუბუსთვის მქონდა ნამღერი „ვარსკვლავებს ეძინება“, ესეც დასაძინებელი სიმღერა იყო. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ნდობა. და როდესაც მეუბნებიან, რომ იავნანათი შენ ყველა დედის სათქმელი თქვიო, აი, აქ არის ჩემი გამარჯვება.

ქალბატონო თამარ, თქვენი რეპერტუარი გამოკვეთილად ქართულია, ცნობილია, რომ დიდი დაკვირვებით ირგებთ ახალ სიმღერებს. რისი მიხედვით არჩევთ რეპერტუარს, არის თუ არა მასში თქვენი ხასიათი გათვალისწინებული?

ჩემი რეპერტუარი ძალიან მწირია, რადგან ყველა სიმღერაში ჩემ სათქმელს ვერ ვპოულობ. განსაკუთრებით, თანამედროვე სიმღერებში. ჩემთვის სიმღერაში ამოსავალი წერტილი ყოველთვის არის მელოდია და სიმღერებსაც მელოდიიდან გამომდინარე ვარჩევ. ის არის სარკე, თუ რისი თქმა უნდა კომპოზიტორს. ტექსტშიც ვეძებ ჩემ მარცვალს, ჩემ სათქმელს. პოეტი ტექსტს დაწერს, კომპოზიტორი მელოდიას, მაგრამ როდესაც შენ ამ ყველაფრის შემსრულებელი ხარ და შენ უნდა გადაწყვიტო ამ სიმღერაში რისი თქმა გინდა; მაშინ იქნება სიმღერა საინტერესო, როდესაც ამ ყველაფრის შენებურ ინტერპრეტაციას მოახდენ. აგრეთვე, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რამდენად ჰარმონიულად არის სიმღერა მდიდარი. ასეთ კომპოზიტორად პირველ რიგში, რეზო ლაღიძეს მივიჩნევ. შესაბამისად, ჩემს რეპერტუარში მრავლად არის რეზო ლაღიძის შემოქმედება. აგრეთვე, ძალიან დიდ პატივს ვცემ ბიძინა კვერნაძეს, მარიკა კვალიაშვილს, ილონა გურგულიას, რომელიც მიმაჩნია, რომ ასევე ძალიან ახლოს არის ჩემთან, სულხან ცინცაძეს და ბევრ სხვას; არ მინდა რომელიმე გამომრჩეს.

საქმისადმი პროფესიული მიდგომა და გარკვეული წუნიაობაც, ხშირ შემთხვევაში მიუწვდომელს ხდის მომღერალს, თქვენ თუ გქონიათ შემოთავაზებები, რომელსაც პრინციპულად არ ეთანხმებით?

ძალიან ბევრი და ბევრი გამინაწყენებია კიდეც. ზუსტად იმიტომ, რომ იქ ვერ ვნახე ჩემი სათქმელი. თქვენ არ იცით, კვირაში რამდენი ადამიანი მოდის, რომლებსაც უარით ვისტუმრებ. მთავაზობენ ისეთ სიმღერებს, რომლებიც 16 წლის ასკში დაწერეს. როდესაც შეყვარებულები იყვნენ. მე ეს არ მაინტერესებს, რადგან ვთვლი, რომ პრიმიტიულია.

თუ მომხდარა პირიქით, როდესაც თქვენ მოგწონებიათ მელოდია და შეგითავაზებიათ კომპოზიტორისთვის, რომ შეასრულებდით იმ სიმღერას?

არ იფიქროთ, თითქოს ამპარტავანი ვიყო. მსგავსი რამ არ ყოფილა. თუმცა, რომ დამჭირდეს შესაძლებელია ასეც მოვიქცე.

მიუხედავად იმისა, რომ ესტრადაზე უკვე დიდი ხანია არაფერი ხდება, მაინც საინტერესო იქნება, თქვენი აზრის მოსმენა, იმ თანამედროვე სასიმღერო ტენდენციებსა და შემსრულებლებზე, რომლებიც ძირითადად, მუსიკალური ტელეკომპანიების ეკრანზე ჩანან?

სამწუხაროდ, გულნატკენი ვარ ახალგაზრდა თაობის მომღერლებზე, მაგრამ ეს მათი კი არა მათი მშობლების ბრალია. ისინი ტრადიციებს მოწყვიტეს, ანუ ლაპარაკი მაქვს იმაზე, რომ თუ საკუთარ ტრადიციას კარგად არ იცნობ, მყარ საფუძველზე არ დგახარ. დღეს საქართველოში ძალიან ბევრი კოპირებული ჰიუსტონები, მერაია ქერები და ელტონ ჯონები არიან. ახალგაზრდა თაობის უბედურება იმაშია, რომ ისინი არ იღებენ შენიშვნას. და თუ შენ მას რაიმე უთხარი, აუცილებლად მტრის აზრად მიიჩნევენ. მაშინ, როდესაც შენ გაქვს ჩაკრულო, ხასანბეგურა, ლილეო და მრავალი სხვა, სირცხვილია, სხვის ხალხურ ესტრადაზე აღმოცენებული სიმღერა იმღერო და ბრმად ენდო მას, მაშინ, როდესაც უცხოეთში ქართული ხალხური სიმღერების შემსწავლელი კლუბები იქმნება. მე მაქვს იმის იმედი, რომ ჩვენ უცხოეთს იმაში მივბაძავთ, თუ როგორ უყვართ მათ საქართველო და ქართული კულტურა.

თქვენი გოგონაც მღერის, რამდენად ემთხვევა თქვენი მუსიკალური გემოვნება ერთმანეთს?

მინდა გითხართ, რომ ჩვენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს, რადგან იგი ჩემი გაზრდილია. მარიამმა ძალიან კარგად იცის ხალხური სიმღერის, კლასიკური მუსიკის ფასი. მას კარგი გემოვნება ჩამოუყალიბდა. შემიძლია გითხრათ, ზუსტად ვიცი, დღეს მარიამი რომელ სიმღერას დაიწუნებს და რომელს აირჩევს. ყველაზე დიდი პატივი, რაც მარიამს ერგო, ეს არის პატრიარქის დიდი ნდობა, რომელმაც მისი ულამაზესი საგალობელი, „კირილეისიონი“ ანდო მარიამს, რომელსაც იგი სამების გუნდთან ერთად, ყოველ კვირას გალობს. ეს მართლა უფლის საჩუქარია.

რაიმე სიახლეს ხომ არ უნდა ველოდეთ თქვენგან ან მარიამისგან? სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

სამომავლო გეგმები ყოველთვის შვილებს უკავშირდება. მალე მარიამს იტალიაში მოუწევს გამგზავრება მუსიკალური განათლების გასაღრმავებლად. ასევე ძალიან საინტერესო გეგმები აქვს კონსტანტინეს. რამდენიმე დღის წინ, მე დავესწარი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრში სპეკტაკლს ,,ჩვენი პატარა ქალაქი'', რომელიც ეხლა აღადგინეს. მე ვიყავი ძალიან ამაყი და ეს იყო დიდი პატივი კოკოსთვის, რომელიც მას ერგო. ის იდგა ისეთი მსახიობების გვერდით, როგორიც არის ზურა ყიფშიძე, ნინელი ჭანკვეტაძე და მთელი შესანიშნავი დასი. მაქვს ჩემი გეგმებიც. სტუდიას, რომელიც ჩამოვაყალიბეთ აქვს ძალიან სერიოზული მიზნები. ჩვენ ვზრდით პატარა ბავშვებს, რომლებიც ხვალ იმ ხალხის მსმენელი იქნება, რომელიც დღეს მღერის. ისინი უგემოვნო მომღერლებს ტაშს აღარ დაუკრავენ. პირადად მე კი მაქვს რეზო ლაღიძის პროექტი ჩაფიქრებული, რომელიც არის ძალიან სერიოზული. იმ მელოდიებზე, რომლებიც ჯერ-ჯერობით არ არის ამოტივტივებული და ფართო საზოგადოება მას არ იცნობს, მოხდება ტექსტების დაწერა და ახალი სიმღერები შეიქმნება.

ნინო კახიძე

4 უბინაო თეატრი, რომლისთვისაც ზღვა ჯერ ისევ შორია...

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ინტერვიუ სოხუმის . გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველთან დიმიტრი ჯაიანთან

- ბატონო დიმიტრი, საკმაოდ გახმაურებული და წარმატებული სპექტაკლის ზღვა, რომელიც შორია შემდეგ, დღეს რაზე მუშაობს სოხუმის დრამატული თეატრი?

21-22 იანვარს თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში წარმოვადგინეთ პრემიერა კ. გამსახურდიას ნოველების მიხედვით შექმნილი სპექტაკლისა „ეწერში მდგარი თხმელა“. მარტიდან კი ამ სპექტაკლს უკვე კ. მარჯანიშვილის თეატრში ვუჩვენებთ მაყურებელს. ძალიან საინტერესო სპექტაკლი გამოგვივიდა. რეჟისურა თემურ ჩხეიძის ასპირანტის, გიორგი თავაძისაა. ეს არის ახალი სპექტაკლი, რომელიც ჩვენმა დასმა გააკეთა „ზღვა, რომელიც შორია“-ს შემდეგ.

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ სოხუმის თეატრს შენობა არ გააჩნია...

დიახ, ვართ შეყუჟულები ორ ოთახში, მაგრამ ამისთვისაც ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებთ ბატონ გიგა ლორთქიფანიძეს და მთლიანად თეატრალურ საზოგადოებას, აქ ყოფნის შესაძლებლობა რომ გვაქვს. რაც შეეხება თეატრის შენობის საკითხს, ადრე რუსთაველის თეატრს ვიყავით თავშეფარებულნი. იქიდან „სამეფო უბნის თეატრში“ გადავინაცვლეთ. ახლა დახმარების ხელი გამოგვიწოდა „თავისუფალმა თეატრმა“ და ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა. იქ უნდა ვითამაშოთ ორი სპექტაკლი: „ზღვა, რომელიც შორია“ და „ირმის უკანასკნელი ბღავილი“, რომელიც, ასევე გახმაურებული სპექტაკლია.

- კულტურის ახალმა მინისტრმა ნიკა რურუამ, ამ თანამდებობაზე მისი წარდგენისას, ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის ხაზი ამჟამად კულტურაზე გადისო. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

ბატონი ნიკა ჯერჯერობით ახალი კაცია და ბევრსაც ვერ მოვთხოვთ. საბედნიეროდ, ჩვენი დასი ისეთ ფორმაშია, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან გრან-პრით გვაჯილდოებენ. აი, მაგალითად, 2007 წელს ჩვენ საერთაშორისო ფესტივალზე ვიყავით უკრაინაში, საიდანაც გრან-პრი ჩამოვიტანეთ და, აგრეთვე, მე მომენიჭა მეორე პრიზი მამაკაცის როლისათვის სპექტაკლში „ზღვა, რომელიც შორია“.

- პირადად მე ყოველთვის მაინტერესებდა, თქვენ როგორ დათანხმდით როლზე, რომელიც სპექლტაკლში ითამაშეთ?

ერთხელ მკითხეს, რას შეცვლიდიო შენს ცხოვრებაში? ჩემი ასაკის გარდასახედიდან, შევცვლიდი ერთ რამეს: აფხაზებთან ჩემს ურთიერთობას. დღეს მე მათთან არ ვიქნებოდი ისეთი რადიკალური, როგორიც ადრე ვიყავი. სწორედ ამიტომ დავთანხმდი ამ როლს. მე დღესაც მყავს მეგობარი აფხაზები, მაგრამ შეიძლებოდა უფრო მეტიც მყოლოდა.

0x01 graphic

- ბატონო დიმა, დევნილები თუ დადიან სოხუმის თეატრის სპექტაკლებზე?

რა თქმა უნდა, დადიან. მეკითხებიან ხოლმე, თქვენთან სულ ანშლაგიაო და შემოსავალი მაინც ცოტა რატომ გაქვთო? არც ერთ დევნილს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ როცა ჩემთან დევნილი მოდის და მეუბნება, რომ სპექტაკლზე დასწრება უნდა, მაგრამ ფული არ აქვს. შენ გენაცვალე-მეთქი, მოდი და ვინც გინდა მოიყვანე-თქო. მე არავის უკან არ ვუშვებ, ვისაც სპექტაკლის ნახვა უნდა, მაგრამ ბილეთის ფული არ აქვს.

შარშან ცნობილი გახდა, თუ არ ვცდები, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში უნდა შექმნილიყო ჯგუფი, სადაც აფხაზეთელები ისწავლიდნენ და ისინი იქნებოდნენ სოხუმის თეატრის მომავალი. რა მდგომარეობაა ამ მხრივ,მოდიან თუ არა ახალი კადრები?

კი, რა თქმა უნდა, მოდიან. ახლახანს ორი ახალგაზრდა მივიღე. მათგან ერთი სოხუმელია, თეატრალური უნივერსიტეტში გოგი ქავთარაძის კურსდამთავრებულია. მოგეხსენებათ, ბატონი გოგი 10 წელი მოღვაწეობდა სოხუმში ჩვენს თეატრში და ეს იყო მისი მოღვაწეობის ოქროს ხანა. ეს იყო გენიალური, საოცარი პერიოდი. ჩვენ გვინდოდა ჩვენი ჯგუფი გაგვეკეთებინა თეატრალურში, მაგრამ რაღაც გაუგებრობა მოხდა.

- და რა მდგომარეობაშია დღეს თეატრი?

საბედნიეროდ, თვითონ თეატრი კარგ ფორმაში, თორემ სურათი უმძიმესია. რამოდენიმე დღის წინ ბატონმა გიგამ ნახა ჩვენი ახალი სპექტაკლი და მითხრა, მიხარიაო, თუ რა დონეზე გყავს ეს თეატრიო. მე ვუპასუხე, მე რა შუაში ვარ, თვითონ თეატრია ასე ძლიერი-თქო. არ დაგიმალავთ და მიხარია, ასეთ რამეს რომ მეუბნებიან. სანქტ-პეტერბურგში გამგზავრებამდე, რეპეტიციაზე, „პრაგონს“ რომ ვეძახით თეატრალები, თემურ ჩხეიძე დაგვესწრო. რაღაც შენიშვნები მოგვცა. გახარებული იყო დასის ამ დონის ხილვით. თეატრს, რომელსაც შენობა აქვს, მაგრამ თეატრი არ არის, ჩვენ კი შენობა არ გვაქვს, მაგრამ თეატრი ვართ. აი, ეს არის ბედნიერება. კი, მე მესმის და ყოველთვის ვამბობ კიდევაც, რომ სოხუმის თეატრს მნიშვნელობა მარტო სოხუმში აქვს, თორემ თბილისში ძალიან ბევრი კარგი თეატრია. თუმცა, ზოგიერთი დასახურია, მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია. მე და ჩემი დასი ვაპირებთ სოხუმში დაბრუნებას და ამით ვამართლებთ ჩვენს აქ ყოფნას: ჩვენ იქ რომ ჩავალთ, იმავე დღეს უნდა შეგვეძლოს სეზონის გახსნა. სოხუმის თეატრი სოხუმში მარტო თეატრი არ ყოფილა. ყველა ქალაქში და ყველა რესპუბლიკაში უნივერსიტეტი იყო საზოგადოების მამოძრავებელი ძალა. სოხუმში კი ასე არ იყო. არ ეწყინოთ ჩვენს სოხუმის უნივერსიტეტელებს, რომელნიც მე ძალიან მიყვარს და ვაფასებ. ჩვენთან ეროვნულობის ბურჯი თეატრი იყო. იქ იკრიბებოდა ეროვნული მოძრაობა. მოკლედ, ყველაფერი კ. გამსახურდიას თეატრში ხდებოდა.

0x01 graphic

- დასასრულს,ბატონო დიმა, თქვენი ემოციები სოხუმთან დაკავშირებით.

ყოველთვის სოხუმის სანაპირო მესიზმრება. სიზმარშივე შევიგრძნობ იმ იოდნარევ სურნელს, იქ რომ ტრიალებდა, რაღაც თავისებურს, რომელიც ძალიან უყვარდა ჩემს უფროს მეგობარს კოტე მახარაძეს. იგი ხშირად სტურობდა ჩემთან სოხუმში. მას ძალიან უყვარდა სოხუმი და ბევრს უყვარდა ეს ქალაქი. ძალიან მწყდება გული, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ ომის დღეებში და, განსაკუთრებით, დევნილობის წლებში. მაგალითად, ბახა ბექაური სოხუმის კოლორიტი იყო. ნაღდი სოხუმელი კაცი იყო გიზო სირაძე, აი, აქვე მიკიდია კედელზე მისი სურათი. საოცრად ნიჭიერი პიროვნება და ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. სოხუმი ყოველთვის სოხუმი იყო. სოხუმი „კუკურ-ჩაიცაა“. რუსთავში გარდაიცვალა ცხონებული.

საოცარი ნოსტალგია აქვს ამ ქალაქს. რაღაც სხვანაირი.

კახა კვაშილავა

5 ბაგრატიონთა ჯვრისწერა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

საქართველოს გამაერთიანებლის და ბაგრატიონთა დინასტიის ერთ-ერთი უბრწყინვალესი წარმომადგენლის, წმიდა მეფე დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს, 5 საათზე თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვრისწერა გაიმართა. თუმცა ეს არ იყო რიგითი ჯვრისწერა. ხალხმა ტაძარში მისვლა შუადღიდან დაიწყო, რათა საუკეთესო ადგილი დაეკავა და საკუთარი თვალით ეხილა ნეფე-დედოფალი. არა, ჯვარს არ იწერდნენ არც პოლიტიკოსები, მსახიობები ან საზოგადოებისათვის სხვა ცნობილი პირები თუ მათი ნათესავები. ნეფე-დედოფალი ჯერ კიდევ სულ რამოდენიმე ხნის წინ იქ მისული ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისათვის სრულიად უცნობი ადამიანები იყვნენ. იმ დღეს ტაძარში ჯვარს იწერდნენ ბაგრატიონთა ოჯახის მერვე თაობის წარმომადგენლები: მადრიდში დაბადებული ბაგრატიონ-მუხრანელთა წარმომადგენელი დავით ბაგრატიონ-ზორნოზა და ერეკლე II-ს პირდაპირი შთამომავალი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი.

2008 წელს, მამის გიორგი ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელის გარდაცვალების შემდეგ, 32 წლის დავითი სათავეში ჩაუდგა ქართულ სამეფო სახლს. ის კი მამასთან ერთად საქართველოში 2003 წელს ჩამოვიდა და მალევე მიიღო მოქალაქეობა. დავითის ორი უმცროსი ძმა და ერთი და ესპანეთში ცხოვრობენ.

ნეფეს თეთრი მუხლამდე ჩოხა ეცვა წელზე შემორტყმული ხმლით, ფეხზე შავი მაღალყელიანი ტყავის ჩექმა ეცვა. ანა ბრწყინავდა თავის გრძელ კაბაში. 200 წლის შემდეგ ეს აღმოსავლეთში პირველი ქორწინება იყო, რომელმაც საქართველოში ბაგრატიონთა ოჯახის ორი შტო დინასტიის კანონებით ერთმანეთს დაუკავშირა. ეს ქორწინება ასევე ასრულებს ოჯახებს შორის შესაძლო კონფლიქტს ტახტთან დაკავშირებით, რადგან როგორც დავითი, ასევე ანა, ლეგიტიმური მემკვიდრეები არიან.

საინფორმაციო სააგენტო „ფაქტის“ ცნობით: „მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამეფო გვარის წარმომადგენლები ბედს ერთმანეთს უკავშირებდნენ და მათი მომავალი შვილი ტახტის შესაძლო მემკვიდრე ხდებოდა, ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში განხეთქილება მოხდა. მარიამ ბაგრატიონ-მუხრანელი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახი დავით ბაგრატიონს ზორნოზას, ქართული სამეფო ოჯახის მეთაურად არ ცნობს. უფრო მეტიც, მარიამ ბაგრატიონი ამტკიცებს, რომ ის ქართული სამეფო ოჯახის წევრიც არაა, შესაბამისად, მარიამ ბაგრატიონის ლოგიკით, დავით ბაგრატიონი არც საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე შეიძლება იყოს.

ქალბატონი მარიამი განმარტავს, რომ დავით ბაგრატიონის მამა ხორხე ბაგრატიონ პასკვინიც, სამეფო ოჯახიდან მათი მამის მეფე ირაკლის მიერ განდევნილი და მოკვეთილი იყო. ამრიგად, მისი მტკიცებით, საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, საქართველოს შესაძლოა, თვითმარქვია მეფე ჰყავდეს.

მარიამ ბაგრატიონის განცხადებას მონარქისტული მოძრაობა „სამეფო გვირგვინის“ მეურვე, ია ბაგრატიონ-მუხრანელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მარიამ ბაგრატიონს სამეფო ტახტის მემკვიდრეობაზე პრეტენზიის გამოთქმის არანაირი უფლება არ აქვს, რადგან ის და მისი ძმა, ბაგრატი, მათ მამას - ირაკლის მეორე ქორწინებიდან ჰყავს. სამეფო სახლის ხელმძღვანელი კი გიორგი ბგრატიონ-მუხრანელი იყო, რომელიც მეფე ირაკლის პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. გიორგი ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი, დავითი სამეფო სახლის ხელმძღვანელი გახდა“.

ტაძარში მისულ წყვილს ათასობით ადამიანი დახვდა. ხალხს სანთლები აენთო და სიყვარულით შესცქეროდა ნეფე-დედოფალს. ძნელია თქვა, რა იყო ეს, რას ელოდა იქ მისული ხალხი: ზღაპარს ცოცხალი პრინცებისა და პრინცესების მონაწილეობით თუ ეს იყო საკუთარი სამშობლოს წარსულში ჩახედვის მცდელობა? გვირგვინოსანი წყვილის ტაძარში შესვლის კი წინ მოულოდნელად ტაშმა იგრიალა. არა მგონია, რომ ეს ორგანიზატორების მიერ ყოფილიყო გათვალისწინებული. არა, ეს აშკარად ქართველი კაცის გულში ჩაბუდებული და იქიდან მოულოდნელად, იმ წუთას, ვულკანივით ამოფრქვეული სიყვარულის გამოხატულება იყო.

დავითისა და ანას ჯვრისწერა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით შედგა. თუმცა მოულოდნელი ავადმყოფობის გამო, მას სამკურნალოდ გერმანიაში გამგზავრება მოუწია. ამიტომ ბაგრატიონ ნეფე-დედოფალს ჯვარი მიტროპოლიტებმა გერასიმემ, თეოდორემ და ყოვლადწმინდა სამების წინამძღვარმა მამა ილიამ დასწერეს.

ამ ცერემონიაზე დასასწრებად სხვადასხვა სამეფო დინასტიების (მოქმედი და არამოქმედი) წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა ესპანეთის მეფე ხუან-კარლოსმა, რომელიც ნათესავად ერგება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს. მან წყვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა. სამების ტაძარში ქართული ბომონდის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და ოპოზიციური პოლიტიკოსებიც ჩანდნენ.

კახა კვაშილავა

6 „ხელოვნებაში რევოლუციას რა უნდა? ხელოვნებაში ევოლუციაა“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

საუკუნოვანი ერისიონი ტრადიციებზე დაყრდნობით საზოგადოებას მუდმივად განახლებულ პროგრამას სთავაზობს.

ანსამბლმა იანვრის ბოლოს ოპერისა და ბალეტის თეატრში მისულ მაყურებელს განახლებული ქართული ლეგენდა წარუდგინა, რომელმაც ერთნაირი მოწონება დაიმსახურა ქართველ და უცხოელ სპეციალისტებსა და მნახველებს შორის.

ანსამბლ ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელი ახალ პროგრამასა და ზოგადად, ფოლკლორში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრა:

- 2009 წლის 26-29 იანვარს ანსამბლი ერისიონი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განახლებული პროგრამით წარსდგა. თქვენ, როგორც დიდი ისტორიის მქონე აკადემიური ანსამბლის ხელმძღვანელი, ახალ პროგრამაში რას გამოარჩევთ ყველაზე მეტად?

ხელოვნებაში ასეა: რაც დგას, ის მკვდარია. ამიტომ ყოველთვის უნდა იზრუნო სიახლის შეტანასა და დამკვიდრებაზე. თუმცა ხაზგასასმელია, რომ ეს სიახლე ძველისა და ტრადიციული შენარჩუნებას, მომავლისკენ სვლას უნდა ემსახურებოდეს. სიახლე ხომ კარგად გახსენებული ძველია? ფოლკლორში ახალს ვერაფერს შემოვიტანთ, ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტს, რაც აქამდე შეინარჩუნეს და შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა, მათ ხომ ათასწლეულების ქარ-ცეცხლს გამოატარეს ჩვენი ეროვნული საგანძური და ამ საუნჯეს ისე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ცეცხლზე შედგმულ რძეს. ზოგადად, სიახლის შემოტანა და მისი დამკვიდრება საჭიროებს ძალიან ღრმა ცოდნას, დიდ გამოცდილებას, პრაქტიკას და ცოტა თეორიას. ფოლკლორი თავიდან ბოლომდე არის პრაქტიკა, ხელოვანის თვითგამოხატვა. თემას გადავუხვევ და ერთ რამეს აღვნიშნავ: ძალიან ბევრი იბნევა, როცა მსჯელობა ფოლკლორში ავტორის ფენომენს ეხება: ავტორი მუსიკალურ ტექსტსაც ჰყავს და, რა თქმა უნდა, ლიტერატურულსაც. ჩვენს მიერ შესრულებული სიმღერები საუკუნეების წინაა შექმნილი. იმდენად, რამდენადაც ფოლკლორი ზეპირსიტყვიერია, ყველა შემსრულებელი რაღაცას ამატებდა ან აკლებდა ტექსტს. დროთა განმავლობაში ამა თუ იმ ფოკლორული ნიმუშის დახვეწა და საბოლოო ფორმის ჩამოყალიბება ამგვარად ხდება. ბუნებრივია, რომ ორასი წლის წინ ნამღერი დღეს სხვაგვარად სრულდება. შეიძლება, რომ საუკუნეების წინ ნამღერი უკეთესიც კი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელობამდე ასეთი სახით მოაღწია. ეს ეხება როგორც მუსიკალურ ნაწარმოებს, ასევე ლექსს, საცეკვაო მუსიკას და ა.შ. ამიტომაც ავტორის ცნების გაგება ძნელი გახდა მათთვის, ვინც არ არის ჩახედული ფოლკლორში.

„ერისიონი“ ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლია, რომელიც დაყრდნობილია დიდებულ ეროვნულ ფოლკლორზე, სცენაზე საკუთარი რეპერტუარითა და პროგრამით გამოდის და მუდმივად რჩება პირველწყაროს ერთგული. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ფოლკლორი და ჩვენი ანსამბლი განსხვავდება ერთმანეთისაგან, ხალხური შემოქმედების ფენომენი გაცილებით მრავლისდამტევი და დიდია, ვიდრე ერთი ან თუნდაც ათი ანსამბლის შემოქმედება.

- ერისიონი მუდმივად ცდილობს, რომ ქართველი თუ უცხოელი მაყურებლების წინაშე განახლებული სახით წარსდგეს. ადვილი წარმოსადგენია, ეს რა მასშტაბის ძალისხმევას და შრომას მოითხოვს. ამ ფაქტორების გარდა, როგორ ახერხებთ ერთდროულად ტრადიციებისა და სიახლის ერთგულები იყოთ?

- ერთ საღამოს იმაზე ვფიქრობდი, თუ რამდენი კომპონენტის გათვალისწინებაა საჭირო სიმღერის კარგად დასამუშავებლად და შესასრულებლად? გონებაში ჩემთვის ჩამოვთვალე კომპონენტები და 30-მდე რომ ავედი, ჩამეძინა. 30 ძალიან ცოტა ციფრია, უბრალოდ ფიქრსა და ჩამოთვლაში გართულს ამ ციფრზე ჩამეძინა, ალბათ დედამიწის ზურგზე ბოლომდე არავინ იცის ზუსტი ციფრი.

0x01 graphic

ეს რაც შეეხება ერთ სიმღერას. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ პროგრამას, რომელიც „ერისიონს“ აქვს, რამდენი ფიქრი, დახვეწა და მუშაობა სჭირდება. „ქართულ ლეგენდას“ ხომ ანალოგი არ აქვს მსოფლიოში და ის დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. გემოვნება, ცალკე აღებული, დიდი ნიჭია და ის ყველა საქმეში ერთნაირადაა საჭირო - გნებავთ ლექსის წაკითხვასა და თუნდაც მიწის დამუშავებაში. გემოვნება ხელოვნებაში უპირველესი რამაა. „გემოვნებაზე არ დაობენ“, - ამ ფრაზის განუწყვეტელი გამეორება ადამიანებს იმისთვის სჭირდებათ, რომ გაამართლონ თავიანთი დაბალი გემოვნება, არაპროფესიონალიზმი და არასაკმარისი ცოდნა.

20-25 წელია იმაზე ვფიქრობ, რასაც ახლა „ერისიონი“ აკეთებს. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მართლაც ასეა. სასაცილო კი არა, საწყენიც არის, როცა ადამიანები ამბობენ, რომ ხვალ, ზეგ, თუნდა ერთი ან სამი წლის მერე ამას დავდგამ, განვახორციელებ. არავინ იცის, ხელოვანი როდის მივა იმ მდგომარეობამდე, როცა სრულად შეძლებს ნაფიქრის განხორციელებას. ისედაც, ხელოვნებაში მწვერვალი არავის დაუპყრია, ის ჰორიზონტივითაა - რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება, ეს დაუსრულებელი პროცესია.

ხელოვნებაში სასიცოცხლოდ აუცილებელია საქმისადმი ერთგულება და ხშირ შემთხვევაში თავდადებაც კი. გადახვევა და სხვა მიმართულებით წასვლა არავითარ შემთხვევაში არ მოიტანს სასიკეთო შედეგს, მთავარი ის კი არ არის დღეს ან ხვალ საღამოს კონცერტზე რით მოხიბლავ მაყურებელს, უმნიშვნელოვანესია მომავალზე ფიქრი. ამასთან, თუ ოდესმე კმაყოფილი დარჩი საკუთარი ნამუშევრით, ჩათვალე, რომ საქმე დაღუპულია.

ჩვენი ახლანდელი პროგრამით ქართველები და უცხოელები ერთნაირად აღფრთოვანებულები არიან და მქუხარე ტაშს გვიკრავენ, მაგრამ „ერისიონი“ ამაზე ვერ გაჩერდება. ერთობლივი რეპეტიციების დროს გამუდმებით ვფიქრობ ამა თუ იმ ნომერზე, ეს ფიქრი დამყვება ყველგან. ვცდილობ, მომდევნო რეპეტიციაზე ნაფიქრს ხორცი შევასხა, ზოგჯერ კარგ შედეგს ვიღებ, ზოგჯერ - არა. ეს დაუსრულებელი პროცესია, რადგან ჩვენი ფოკლორი უზარმაზარი და ამოუწურავია. ძალიან ბევრი ადამიანისა და თაობის ნააზრევია მასში ჩაქსოვილი.

ხელოვანმა შეიძლება ხალხური სიმღერა ახალი ნაწარმოების შექმნის წყაროდ გამოიყენოს და გენიალური რამ შექმნას, როგორც ამას ზაქარია ფალიაშვილი აკეთებდა, თუმცა რაც არ უნდა ბევრი ვიფიქროთ, პირველსაწყისს, იდეას რომელიმე ფოლკლორული ქმნილებისა ბოლომდე მაინც ვერ ჩავწვდებით.

- XX საუკუნის ბოლოს UNESCO- ხალხური მრავალხმიანობის სამშობლოდ საქართველო აღიარა. აღმოჩნდა, რომ კორსიკელებისა და მალტელების სამხმიანი სიმღერებისგან განსხვავებით, ქართულ პოლიფონიას გაცილებით ძველი ფესვები აქვს. თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი კუთხის სიმღერებში ჩანს ქართული მრავალხმიანობის მწვერვალი?

- რა თქმა უნდა, გურულ სიმღერებში ყველაზე მეტად იგრძნობა ქართული პოლიფონიის სიდიადე. თქვენს მიერ ნახსენებ კორსიკასა და მალტაში უბრალო სამხმოვანება აქვთ, რომელიც არც თუ ისე გამორჩეულია ფოლკლორული თვალსაზრისით.

ითვლება, რომ სტრავინსკი XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი კომპოზიტორია. ამ სახელმოხვეჭილმა შემოქმედმა 1963 თუ 1964 წელს მოისმინა გურული „კრიმანჭული“, რის შემდეგაც უთქვამს: მე რომ ადრეულ ასაკში მომესმინა ქართული ხალხური სიმღერის (გურული ხალხური სიმღერა) ჩანაწერი, ჩემი შემოქმედებითი გზა სხვა მიმართულებით წარიმართებოდაო.

0x01 graphic

როცა ვამბობ, რომ გურული სიმღერა მსოფლიო მუსიკალური აზროვნების შედევრია, მიკერძოებული ნამდვილად არ ვარ. ეს ფაქტია, რომელიც აღიარებულია. მუსიკალური აზროვნება რომ არა, გურული სიმღერა გაუგებარი იქნებოდა: თითქმის ყველა ხმა თავისთვის გარბის, პარალელური სვლები, ტერციები არ არსებობს, თითოეული ხმა სადღაც არის გაბნეული, მაგრამ ზუსტად ამ მოჩვენებით ქაოსშია ნამდვილი პოლიფონია და ერთიანობა, ბოლოს კი გვირგვინდება უნისონით. სხვათა შორის, ქართველები უნისონს სიმღერიდან ცხოვრებაშიც თუ გადმოვიტანთ და ერთად დავდგებით, ნადვილად წაგვადგება. ანსამბლშიც უნისონია მთავარი.

ისე, ცნობისთვის, „ჩაკრულო“ გაგზავნეს კოსმოსში, რაც ქართული სიმღერის გენიალურობის გარდა ამერიკელი ფოლკლორისტის ალან ლომაქსის დამსახურებაცაა. ეს ადამიანი იმდენად მოიხიბლა „ჩაკრულოთი“, რომ ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის სოლისტობით მოსკოვში ჩაწერილი ფირი წაიღო ამერიკაში. სხვათა შორის, ამერიკაში მცხოვრებმა ჩვენმა ყოფილმა თანამშრომელმა NASA-ს არქივიდან ზუსტად ის ჩანაწერი ამოიღო და გამოგვიგზავნა, რომელიც ლომაქსმა წაიღო.

ზოგადად, ჩემთვის ყველა ქართული სიმღერა უპირატესია. დამერწმუნეთ, რომ ლადო ასათიანზე უკეთესად ვერ გამოვხატავ ქართული ფოლკლორის სიყვარულს: „მე ვენაცვალე იმ გურულ მაყარს, კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს და კახურ ამბორს, შლეგსა და მაგარს, შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს“.

- ქართული ლეგენდის კონცერტები რომ იმართებოდა მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, საქართველოში იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ერისიონი თანამედროვე ელემენტების შეტანით პირველსახეს უკარგავდა მუსიკალურ თუ ქორეოგრაფიულ ნაწარმოებებს...

- ქართველებზე ნიჭიერი ხალხი იშვიათია მთელს მსოფლიოში, მაგრამ სიახლის მიღების გვეშინია ხოლმე. თან ერთი ლექსი მახსენდება: „ერთი ჭირი გვჭირს ქართველთა, გინდა დიდსა და მცირეთა - ჩამოსახდებიან, იტყვიან, უჩემოდ ვით იმღერეთა?“ აი, ამგვარი აზროვნება გვზღუდავს - სადაც ჩვენ არ ვართ, იქ თურმე არაფერი ვარგა. ახალი საუკუნე ახალი საუკუნეა, ის არ გვეკითხება, როგორი იყოს - როგორღაც უნდა მიუსადაგო შენი ტრადიციები და აზროვნება მის მოთხვნილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გაითელები. ჩვენი ფოლკლორი ჩვენი მოსავლელია. ერთი რამ ვერ გამიგია, დღეს თუ ყველას ჩოხები არ გვაცვია, ამით რა, ჩვენს ქართველობას დააკლდა რამე? სულ სხვაა სცენის მომენტი: ერთი და იმავე ანსამბლმა „მრავალაჟამიერი“ ჯერ ჩოხაში ჩაცმულმა და მერე ევროპულად გამოწყობილმა რომ იმღეროს, ხომ მოგეჩვენება, რომ მეორე შემთხვევაში სიმღერა ცუდად იმღერეს. ფოლკლორს ხომ ისედაც ბევრი რამ აკლდება სცენაზე წარმოდგენით? მთავარია, ფორმა და შინაარსი დაუხლოვო ერთმანეთს: ბას-გიტარა იმიტომ არის ჩვენს პროგრამაში, რომ ორკესტრი კონცერტზე აუცილებელია. სამწუხაროდ, არ გვქონდა იმის დრო და შესაძლებლობა, რომ სრულყოფილი ფოლკლორული ორკესტრი შეგვექმნა: მტერს ხან საიდან და ხან საიდან შემოვუვლიდით, ხან ხეზე გვეძინა, ხანაც კლდეებს ვაფარებდით თავს და რა თქმა უნდა, როიალს და ვიოლინოს ვერ შევქმნიდით. მიუხედავად იმისა, რომ გარმონი ჩვენი არაა, მთის სიმღერებმა ხომ ძალიან კარგად შეიგუა? იმავეს ვერ ვიტყვი აჭარულ ფოლკლორზე. მთელი ძალისხმევა უნდა დავხარჯოთ იმაზე, რომ შევქმნათ ქართული ხალხური სიმღერის ჟღერადობაზე მორგებული ორკესტრი, გადამეტებული დოლი და გარმონი უკვე ბრახუნსა და სხვა უსიამოვნო ჟღერადობაში გადადის. მართალია, ჩვენი ხალხური ორკესტრი მწირია, მაგრამ ვმუშაობთ იმაზე, რომ სრულვყოთ და გავამდიდროთ. ხელოვნებაში რევოლუციას რა უნდა, ხელოვნებაში ევოლუციაა, ევოლუციის გზა კი ხან 20 წელი, ხან ორი საუკუნე, ორი ათასი წელი გრძელდება, ხან სულაც არ შედგება.

0x01 graphic

„ქართულ ლეგენდაში“, რაც მთავარია, მელოდიებისთვის ხელი არავის აქვს ნახლები, ის ისეთივე პირვანდელი სახითაა წარმოდგენილი, როგორიც მანამდე იყო. თუ სიმღერის მელოდიას შეცვლი, იცვლება ცეკვაც, ხასიათიც, რაც ყოვლად მიუღებელია. გრიგოლ რობაქიძეს აქვს ნათქვამი, რომ არაფერში არ ჩანს ისე კარგად ქართველი კაცის ბუნება, როგორც სიმღერაშიო. ეს თუ შეცვალე, საქმე გათავებულია.

- ბატონო ჯემალ, დამეთანხმებით ალბათ, რომ ადამიანი სულ უფრო დამოკიდებული ხდება ტექნიკის განვითარებაზე, თავს ქალაქში უფრო კომპფორტულად გრძნობს, ამასობაში კი ქართული სოფელი ცარიელდება. ეს ყოველივე რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს ფოლკლორის განვითარებისთვის?

- რა თქმა უნდა, ეს საფრთხე კი არა, გარკვეულწილად დანაშაულიც კი არის. მაშინ, როცა სოფლიდან ქალაქში ჩამოდიხარ, ეუფლები პროფესიას, ხდები საზოგადოების წევრი, იცვამ ფრაკს და თავი ინტელექტუალად მოგაქვს, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ იქ, შინ, სოფელში დედა გელოდება - ალეგორიულად ასე შემიძლია გითხრათ ჩვენი დამოკიდებულება ფოლკლორისადმი. მთელი მსოფლიო გვეუბნება, რომ უნიკალური საგანძური გვაქვს. ტრაბახად არ ჩამოგვართვათ და მთელი მსოფლიო ტაშს გვიკრავდა, გაოცებულები გვეკითხებოდნენ, ეს რა მასშტაბის ფოლკლორიაო. ზოგიერთმა მოსაზრებაც კი გამოთქვა, რომ ჩვენი ფოლკლორი კოსმიური წარმოშობისაა. და ამის მოფრთხილებას სხვისგან უნდა ვსწავლობდეთ? უაზრობაა იმის მოწოდება, რომ ფოლკლორის გარდა არაფერი შევიყვაროთ: ვერდის ოპერას, კლასიკას და თუნდაც თანამედოვე ესტრადას თავ-თავისი ადგილი აქვს, მაგრამ საწყისი, პირველწყარო, საფუძველი ჩვენი აზროვნებისა არ უნდა დავივიწყოთ.

მალხაზ ჭკადუა

7 ფიქრიანი სოფიკო

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თბილისში არსებობს ქუჩა და სახლი, სადაც სამყარო სხვაგვარად ჩანს. ფიქრის გორაზე დიდი ხნის წინათ, მიხეილ ჭიაურელმა თურმე პირველად აკოცა ვერიკო ანჯაფარიძეს და უთხრა: „ჩემი ხელით აგიშენებ ამ ადგილას სახლსო!“

მართლაც, მიხეილ ჭიაურელმა თავისი ხელით ააშენა სახლი, რომელიც მუზების თავშესაფრად იქცა. აქ ხშირად იკრიბებოდნენ მომღერლები, მოისმენდით გემოვნებიან მუსიკას, ნახავდით ემიგრაციაში მყოფ რუს მსახიობებსა და რეჟისორებს, რომლებიც გათენებამდე საუბრობდნენ ხელოვნებასა და კულტურაზე. სწორედ აქ, მუზების გარემოცვაში, საკუთარ სახლში, 1937 წლის 21 მაისს სამყაროს სოფიკო ჭიაურელი მოევლინა.

პატარას დაბადებიდან 30 დღის განმავლობაში სახელი არ ჰქონდა შერჩეული. მისი დაბადების დღე 21 მაისს, წმინდა ელენეს ხსენების დგეს არის და მისთვის ელენეს დარქმევა სურდათ, თუმცა ის მეუღლის გადაწყვეტილებას დაელოდა. იმ დროისათვის საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი და სტალინის საყვარელი რეჟისორი თბილისში არ იმყოფებოდა. 30 დღის შემდეგ, ჩვილს მამამ ქუდში ხელი ჩააყოფინა, ფურცელზე ორი სახელი ეწერა. იმ დღიდან ის სოფიკო გახდა. იგი ბავშვობიდან არაჩვეულებრივი გამჭრიახობით, ნიჭიერებითა და დამოუკიდებლობისადმი ლტოლვით გამოირჩეოდა. 4 წლის ასაკში, როდესაც ის საბავშვო ბაღში მიიყვანეს, პირველივე დღეს გაუჩინარდა, დამოუკიდებლად დაბრუნდა სახლში და მკაცრად განაცხადა: „არასდროს წავალ ბაღში!“ იმ დღიდან მას ბაღში არასოდეს უვლია.

თელავში მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლს „მზის დაბნელება საქართველოში“ უჩვენებდა. კულისებში მდგარი პატარა გოგონა ყველასათვის მოულოდნელად სცენაზე აღმოჩნდა. კულისებიდან ხმა მოესმა იცეკვე სოფიკო! იცეკვეო! გოგონა არ დაიბნა და იცეკვა. ეს იყო მისი პირველი გამოსვლა!

მისი პირველი სპექტაკლის „ბაფთიანი გოგონას“ შემდეგ ბევრი რამ დაიწერა! ამბობდნენ ახალგაზრდა მსახიობი არავის არ ჰგავს, ის ძალიან მომხიბვლელი და პლასტიკურია!

თავისი პირველი კინო-როლი სოფიკო ჭიაურელმა სტუდენტობის დროს 1956 წელს ითამაშა რეზო ჩხეიძის ფილმში „ჩვენი ეზო“, ამ ფილმმა მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს მედალი მიიღო. მას მოჰყვა ფილმები, რომელმაც მსახიობს აღიარება და უამრავი ჯილდო მოუტანა: მრეცხავი ვარდო გ. შენგელიას ფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები“ (1937წ.); ფუფალა თ. აბულაძის „ნატვრის ხე“ (1965წ.); ტასია მ. ჭიაურელის „რაც გინანახავს, ვეღარ ნახავ“; სერგო ფარაჯანოვის „სურამის ციხე“ (1986წ) და სხვა.

სერგო ფარაჯანოვი სოფიკოს თავის მუზად თვლიდა, სოფიკოს საგრიმიოროში ყოველ დღე წერილებს აკრვდა. წერილებში ერთი და იგივე ფრაზები იყო დაწერილი „უშენოდ ფილმს არ გადავიღებ!“

მისთვის არ არსებობდა დიდი და მცირე როლები, მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე აღიარებული მსახიობი იყო.

ორი ქორწინება და ორივე სიყვარულით!

ნატო ვაჩნაძის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, მისი ახლო მეგობარი ვერიკო ანჯაფარიძე ნატოს შვილებზე ზრუნავდა. ასე დაახლოვდნენ სოფიკო და მისი პირველი სიყვარული გიორგი შენგელაია.

1955 წელს ისინი დაქორწინდნენ. 1958 წელს დაიბადა პირველი ვაჟიშვილი ნიკოლოზი, 1963 წელს კი ალექსანდრე.

გავა წლები და მარჯანიშვილის თეატრში ვერიკო ანჯაფარიძე „ურიელა აკოსთას“ აღდგენას დაიწყებს. სწორედ ამ სპექტაკლიდან იწყება კოტე მახარაძისა და სოფიკო ჭიაურელის სიყვარულის ისტორია, ამ სიყვარულზე მთელი თბილისი საუბრობდა.

ლეგენდა მარადიულ სიყვარულზე მათ რეალობაში გაცოცხლდა, კოტე მახარაძისა და სოფიკო ჭიაურელის სიყვარულს დრომ ვერაფერი დააკლო. სწორედ მათი ერთად ცხოვრების წლებში შეიქმნა ,,თეატრი მსხვილი ხედვით“, ერთი მსახიობის ხედვით როგორც მას თავად სოფიკო უწოდებდა და მუზეუმი.

ცხოვრებაში უმთავრეს როლად დედობა მიაჩდა, მუდამ შრომასა და ფუსფუსში იყო, სულ დროის სწრაფ წარმავლობას განიცდიდა. მეტის მოსწრება უნდოდა, აი რას ამბობს მასზე და მის პიროვნულ თვისებებზე ქალბატონი დალი, რომელიც სოფიკოს სახლ-მუზეუმის ხელმძრვანელია. „35 წელი მაქვს გატარებული სოფიკო ჭიაურელთან. ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო. სანდომიანი, საოცარი სიძლიერით აღსავსე, ენერგიული, მუდამ მოფუსფუსე, იდეალური დედა. ხასიათის სიძლიერე მთელი ცხოვრების მანძილზე თან გაჰყვა. ხალისიანი, ყურადღებიანი ყველა საქმისადმი, მოხდენილი, აურა მის გარშემო დადებით მუხტს ატარებდა. შვილები და შვილიშვილები იყო მისთვის მთავარი სიცოცხლის არსი უკანასკნელ წლამდე. ნიკუშას მეუღლეს ეკა ჭიჭინაძეს, განსაკუთრებულად ექცეოდა შედეგმაც არ დააყოვნა. სოფიკოს ავადმყოფობის დღეებში ოჯახი იღწვოდა საყვარელი ადამიანისათვის შეძლებისდაგვარად სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა.

თავისი უშაულობითა და სტუმართმოყვარეობით ის ხიბლავდა ყველას, მუზეუმში თუ თეატრში მოსულ ადამიანს ქართულად უმასპინძლდებოდა, იყო არაჩვეულებრივი მზარეული.

მახსოვს, ერთ დღეს მის სახეზე ცრემლი დავინახე. შეშფოთებულმა მივმართე ქალბატონო სოფიკო რა ხდება ნუთუ თქვენ ტირით? მან აღშფოთება ვერ დამალა. ხედავთ რა მოხდა ბესლანში? როგორ გაწირეს პატარები. ეს მითხრა თუ არა კარებში მანქანა გაჩერდა. კარისკაცი შემოვიდა. „ქალბატონო სოფიკო რუსეთის ტელევიზიის ჟურნალისტები არიან მოსული ინტერვიუ უნდათ თქვენგან“. უცებ სახეზე ცრემლი შეიმშრალა, წელში გაიმართა და მკაცრად თქვა მოვიდნენ! მოვიდნენ! როგორ შეიძლება ასეთი უბედურება ხდებოდეს!“

„სოფიკო ჩემი ცხოვრების ტკივილია!

მე ის ძალიან მიყვარდა და მენატრება, ყოველდღე სანამ მუზეუმში მოვალ ჯერ მის საფლავზე ავდივარ, ჩუმად ვესაუბრები და მას ესმის ჩემი!

სოფიკო ჭიაურელი მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, არავის უნახავს უმწეო ის ძლიერი იყო და ასევე ძლიერად დაამახსოვრდა ყველას“.

სოფიკოსთან მისულ ყველა მსურველს შთაბეჭდილების წიგნში შეეძლო საკუთარი განცდის დაფიქსირება. ბოლო წერილი ნანი ბრეგვაძის აღმოჩნდა.

„ჩემო სოფიკო!

დღევანდელი დღე განსაკუთრებული იყო ჩემთვის. შენ როგორც გჩვევია აფრქვევ სცენიდან დიდ ნიჭს, სიღრმესა და ჭკუას.

0x01 graphic

სულ სხვა იყო ეს სპექტაკლი თავის ჩანაფიქრით. ძალიან, ძალიან მიყვარხარ უდიდესი პიროვნება ხარ და გენიოსი!“

შენი ნანი ბრეგვაძე 23 ოქტომბერი 2007 ქ.თბილისი

გაზაფხულს უჩვეულო სურნელი და ცხოვრების ხალისი მოაქვს თან... მაგრამ სევდიანი სილამაზეც ხომ არსებობს მიუწვდომელი?... ეს სოფიკოა, დიდი მსახიობი, ღირსეული პიროვნება, უდიდესი სულის ტკივილი თითოეული ქართველის ცნობიერებაში, რადგანაც მისთანანი ქმნიან მთელ ეპოქას... სოფიკო ჭიაურელი მართლაც განუმეორებელი სახეა ქართული თეატრისა თუ კინოს ფირებსა და ჩვენს გულებში სამუდამოდ აღბეჭდილი.

ნანა შონია

0x01 graphic

8 „საქმემან ჩვენმან წარმოგვაჩინოს“ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რას ვისახავთ მიზნად...

▲ზევით დაბრუნება


  • საინტერესო ადამიანები, საზოგადოება

0x01 graphic

ოთარ ჭილაძის ერთ-ერთ რომანს რეფრენად გასდევს გენიალური სიტყვები, რომელიც თითქოს განსაზღვრავს ადამიანის როლს და მნიშვნელობას საზოგადოებაში და საერთოდ სამყაროში: „ყველა თავისას სჭედავს კიდობანს“... ანუ ადამიანი თვითონ არის თავისი ბედისა და მომავლის შემქმნელი და განმსაზღვრელი და „ხელი გაანძრიე და გეშველებას“ პრინციპი, როგორც ყოველთვის, დღესაც ყველაზე აქტუალურია...

XXI საუკუნის ახალგაზრდა თაობის „სტანდარტები“ ჩარჩოებში არ ჯდება, რას ნიშნავს იყო წარმატებული, ჯანსაღი ამბიციებით და მებრძოლი სულის მქონე ადამიანი ამ საზოგადოებაში, ფიქრისა და განსჯის საკითხია ისევ და სანამ სხვები ფიქრობენ, ლიდერები მიიკვლევენ გზას „ახალი ცხოვრებისკენ“... მაგრამ გაუკვალო გზა სხვას, მისცე განვითარებისა და რეალიზების საშუალება ეს უფრო დიდი ნიჭი და კეთილი ადამიანების სულიერი გამოხატულებაა... საქართველოს ერთ-ერთ პატარა, მაგრამ ულამაზეს ქალაქ ზუგდიდში ყველა იცნობს ზვიად სიჭინავას, როგორც მეცენატს, იგი საფეხბურთო კლუბ „ბაიას“ პრეზიდენტია და მისი საქმეები, მის ბუნებაზე ყველაზე მეტად მეტყველებენ...

ბიოგრაფიული შტრიხები: - დავიბადე 1966 წლს, სსრკ-ში, სტავროპოლის მხარეში კჩაო ადიღე-ხაბლსკის რაიონის სოფელ სპარტაში.

პირველი პატიმრობა დედის წიაღში მოვიხადე, ცხრა თვეში გავთავისუფლდი... გათავისუფლებისას 4 კილოგრამსა და 200 გრამს ვიწონიდი, რის გამოც სპარტაში ქართველი მეფის (თავადის) მეტსახელი დავიმსახურე. შემდგომ ეტაპზე გადამიყვანეს საქართველოს სსრ-ში, რათა გარკვეული ვადა ჰესის საბავშვო ბაღში მომეხადა.

იქიდან 7 წლის ასაკში გავთავისუფლდი და მე-4 საშუალო სკოლაში აღმოვჩნდი. ცუდი ყოფაქცევის გამო არაერთხელ გადამიყვანეს შამგონის სკოლა-ინტერნატში და, მიუხედავად ამისა, სწავლის სრული კურსი დავასრულე ჩემთვის ძვირფას ზუგდიდის №4 საშუალო სკოლაში.

კარგი ყოფაქცევის გამო გამამწესეს სსრკ-ს შეიარაღებულ ძალებში.

იქიდან დაბრუნების შემდეგ გავემგზავრე უკრაინაში თავისუფალი ადამიანის პროფესიის დასაუფლებლად.

გარკვეული განათლების მიღების შემდეგ გადავწყვიტე მომეხიბლა სსრკ-ს დედაქალაქი - ქალაქი მოსკოვი.

1989 წელს ჩავეწერე ქ. მოსკოვში.

1991-1993 წლებში დავბრუნდი ახალ საქართველოში, ხოლო 1994 წელს გადავწყვიტე უკვე ახალი რუსეთი დამელაშქრა.

1995 წელს გავხდი მოსკოვის დუროვის კლოუნადის თეატრის დირექტორი.

მოვიარე რა გასტროლებით მთელი მსოფლიო, გადავწყვიტე დამესვენა.

2006 წლის ნოემბერში გავხდი ფინანსური დირექტორი კომპანიისა, სადაც დღემდე ვმუშაობ.

აი, პრინციპში ესაა ჩემი მოსაწყენი ცხოვრების მოკლე ისტორია.

როგორი როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში ბავშვობის წლებში დასახულმა მიზნებმა და სურვილებმა?

- იცით, ბავშვობაში, ისევე როგორც ბავშვების უმრავლესობა, მეც კოსმონავტობაზე, ექიმობაზე, მფრინავობაზე, მილიციონერობასა და კანონიერ ქურდობაზე ვოცნებობდი, ანუ ყოველივე იმაზე, რაზეც მაშინ ჩემი თაობის ბავშვები ოცნებობდნენ, ამდენად ბავშვურმა ოცნებებმა ჩემს ცხოვრებაში არავითარი როლი არ ითამაშეს.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?

- საქართველო ჩემს გულში არასოდეს დამიტოვებია. უბრალოდ სხვაგან გადავედი საცხოვრებლად, რადგან მაშინ ერთი საერთო ქვეყანა - საბჭოთა კავშირი არსებობდა.

რას გამოარჩევთ თქვენი თვისებებიდან, რამ განაპირობა ამ თვისებების ჩამოყალიბება?

- საკუთარ თავზე საუბრისას ღირსებების გამორჩევა არაკორექტული და ულამაზოა. მოდი, ამის შესახებ სხვებმა განსაჯონ. მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ და სხვანაირი ვერ ვიქნები.

0x01 graphic

როგორ დაიწყეთ კარიერა? რა სირთულეებთან მოგიწიათ გამკლავება?

- ყველაფერი უფლის ნებით ხდება. სწორედ მან ააგო და აგებს დღემდე ჩემს კარიერას. ღმერთი მეხმარებოდა ყველა პრობლემის გადაჭრაში.

რას გვეტყვით კლუბ „ბაიაზე“? საიდან დაიწყო კლუბის შექმნის ისტორია და რა გეგმები გაქვთ მის განვითარებასთან დაკავშირებით? - „ბაია“ შესანიშნავი კლუბია თავისი ამბიციებითა და პრობლემებით. მაპატიეთ, მაგრამ თუ შეიძლება თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხისაგან. მოდი, „საქმემან ჩვენმან წარმოგვაჩინოს” - ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რას ვისახავთ მიზნად...

თქვენი აზრით რაში მდგომარეობს ადამიანის წარმატების საიდუმლო?

- ფორტუნაში (თუკი ის ადამიანს სწყალობს, წარმატებაც გარანტირებულია).

რა მიაგჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად ცხოვრებაში?

- არა მგონია ეს იმაზე კარგად განისაზღვროს, ვიდრე ნოდარ დუმბაძეს აქვს განსაზღვრული თავის „თეთრ ბაირაღებში“.

დროშა, გერბი, ჰიმნი და თავისუფლება.

და როცა თითოეული ჩვენგანი კარგად ჩაწვდება ამ სიტყვების არსს, ჩვენც ვერავინ დაგვძლევს.

როგორი დამოკიდებულება გაქვთ სამშობლოს მიმართ და როგორ გრძნობთ თავს სამშობლოდან შორს?

- როგორია დედის დამოკიდებულება მამისადმი?..

როგორ ვგრძნობ თავს უცხოეთში?.. გამოგიტყდებით და გული გამუდმებით შინისკენ, სახლისკენ მექაჩება...

მომავალის გეგმები

- ვიცხოვრო, თუკი ამის ნებას ღმერთი დამრთავს...

აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

- კი, ვაპირებ და თან ძალიან მალე. მინდა გამოვადგე ჩემს მშობლიურ ქალაქს, ჩემს ქვეყანას. რაც არ უნდა ტრივიალურად და ბანალურად ჟღერდეს, ეს ფაქტია. მე მართლაც უზომოდ მიყვარს ზუგდიდი.

გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის.

სამყარო ერთი უზარმაზარი წრებრუნვაა, მივდივართ და მოვდივართ, ჩვენი საქმეები კი რჩება და სიკეთე არასოდეს იკარგება…

ლელა მირცხულავა

9 მტირალა ანიმატორი

▲ზევით დაბრუნება


  • საინტერესო პროფესიები

0x01 graphic

უკვე ოცდაოთხი წლისაა, თუმცა მაინც ყოველთვის ტირის, როცა „კეთილი“ თოვლის გუნდა დნება და წვიმის წვეთად იქცევა. ეს სცენა ზურას საყვარელი მულტფილმიდან არის. ბავშვობიდან მოყოლებული, როგორც კი „გუდა გუდა“ დნებოდა და გოგონასთან თამაშს ვეღარ აგრძელებდა, ზურაც ტირილს იწყებდა.

„მერე წვიმად რომ მოდის, წვიმის წვეთებად მოსვლა აღარ მამშვიდებს ხოლმე. მე მინდა რომ ისევ თოვლის გუნდა იყოს. დღემდე სიამოვნებით ვუყურებ, თუმცა მაინც ვნერვიულობ“.

თოვლის გუნდას გაუჩინარება ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა, რატომაც გადაწყვიტა ზურა მარხვაშვილმა მულტიპლიკატორი გამხდარიყო. თავიდანვე, „მოძრავ“ ნახატებს ხატავდა. მისი ცხენები, ლომები, ბიჭები იხვები - ყველა გარბიან, ან ხტებიან სადღაც, ან ყვირიან, ან თამაშობენ. „ერთ ადგილას რომ მდგარიყო“, ისეთ პერსონაჟები არ გამოსდიოდა.

„როგორც ტელევიზორში მულტფილმები, ჩემი ნახატებიც ისეთები მინდოდა ყოფილიყო, ამოძრავებულიყვნენ და თავიანთი ამბავი ჰქონოდათ. არ ვიცი, ადრე როგორ გამომდიოდა... ალბათ მულტფილმის ერთ კადრს ვატევდი ნახატში, თუმცა მინდოდა მთელი მულტფილმი ჩამეტია.”

ხატვა რომ დაიწყო 2 წლის იყო. მალევე, მოძრავ ნახატებს პერსონაჟების სიუხვე მოჰყვა. თოთოეულ პერსონაჟს - თავისი თავგადასავალი. ერთ ნახატზე ერთდროულად რამოდენიმე გმირი უნდა დაეხატა. მერე მათი ამბები ერთმანეთს უკავშირდებოდა თავისი პერსონაჟების გაცოცხლება და მათი მართლა ამოძრავება კი, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უფროსმა მხატვრებმა უთხრეს, შენს ნახატებში მომავალი მულტფილმების ავტორი დავინახეთო. 2003 წელს საგარეჯოში გამართულ გამოფენას გივი ყანდარელი და შოთა ციციშვილი ესწრებოდნენ. „მათ მირჩიეს და მეც გადავწყვიტე მულტიპლიკატორულზე ჩამებარებინა“, იხსენებს ზურა.

„ბავშვობიდან მოყოლებული, ვისაც შევხვდები, ყველაში ჩემს მომავალ ან უკვე ყოფილ პერსონაჟს ვხედავ. მოგვიანებით მათ ჩემს ანიმაციებში ან ნახატებში ვიყენებ“. ასე, რომ მისმა ნაცნობებმა საკუთარი თავი შესაძლოა ბავშვებისთვის შექმნილ ანიმაციებშიც იპოვონ. ზურა ახლა საბავშვო საიტისთვის მუშაობს და მის დამაარსებელთან ერთად, ისეთ ანიმაციურ ისტორიებს ქმნის, რომ ბავშვები ჩაითრიონ და შემეცნებითი ვიქტორინები თამაშით მოაგებინონ.

ახლა თავგადასავლების მოყვარული ნახევარქათამას ისტორიას ხატავს, რომელსაც ამოხეთქილი ვულკანისთვის ფოტოს გადაღება სურს. თუმცა პატარა ნახევარქათამას ვულკანი მოუსწრებს და იქიდან თავის დაღწევა უჭირს. ნახევარქათამას ისტორიის დასრულებაში ბავშვებმა უნდა შეიტანონ წვლილი. თუ დასმულ კითხვებს სწორად უპასუხებენ, ნახევარქათამა გადარჩება.

თავგადასავლებს სტუდიის ხელმძღვანელი ვახტანგ ჯინჯიხაძე და ზურა ერთად იგონებენ. მერე გადასაწყვეტია, თითოეული კადრი რომელი კუთხიდან დახატონ. ერთი თამაშისთვის დახატვას, რომელიც დაახლოებით ორ წუთიანი ანიმაციისგან შედგება, ორი დღე სჭირდება. ხატვა უკვე ზურას საქმეა. შემდეგ, ნახატების სპეციალური პროგრამით ამოძრავების და კომიქსების გახმოვანების დრო დგება. ვახტანგი ამბობს, რომ დეტალებზე ზოგჯერ, კამათობენ, თუმცა ზურას ხედვას ენდობა. „ზურას, რომ შევხვდი გამიმართლა. ძალიან კარგი ფანტაზიის უნარი აქვს. ერთმანეთს ვავსებთ ხოლმე იდეებით“.

თავიდან ანიმაციური თამაშების გაკეთება მხოლოდ ენთუზიაზმით დაიწყეს. 2007 წელს არც დაფინანსება ჰქონდათ. ეგონათ, მათ საიტს არავინ იცნობდა, თუმცა წლის ბოლოს საუკეთესო ქართული საბავშვო ვებ-გვერდისათვის პრიზი აიღეს.

სხვების მითითებები, აზრები, და დაწესებულ ჩარჩოებში მოქცევა არასოდეს მოსწონდა. მულტიპლიკაცია კი, ამ ჩარჩოებიდან თავის დაღწევის კარგი საშუალება აღმოჩნდა. ამიტომაც გრძნობს თავს კომფორტულად ამ სფეროში - მხოლოდ თვითონ როგორც უნდა, ისე რომ ხატავს და კანონებს არ მისდევს. სამხატვრო აკადემიაში ჩრდილების და ფერწერული ტონების შერჩევას ასწავლიდნენ. ფერწერულ ნამუშევარს უამრავი ტონი სჭირდება. გარდა ამისა, ადამიანის ანატომიის, ნახატებში სიმძიმის და ფორმის სიმრგვალის გათვალისწინებას სთხოვდნენ. იქაურ ლექციებზე სიარულს მალე უკლო.

0x01 graphic

„არასოდეს ასე არ დამიხატავს ნახატი. მე არ მიყვარდა ბევრი ტონებით ხატვა. აკადემიაშიც არ ვხატავდი იქ რასაც მასწავლიდნენ. კლასიკური ფიგურის ხატვა არ მსიამოვნებდა. მაინც ჩემს ანიმაციებს ვხატავდი“, - პატარა იყო, ხატვის მასწავლებელმა რომ უთხრა, ნატურიდან გადახატვისას ჩრდილი რომელ მხარეს უნდა გაეკეთებინა. ამაზე „ნერვები აეშალა“. „რას მასწავლიან, ამას ხომ მე თვითონაც ვხედავ, დებილი ხომ არ ვარო“ და იმის მერე გაკვეთილზე აღარ მისულა. „სახლში ვიჯექი და ჩემთვის მარტო ვხატავდი-ხოლმე“.

ძირითადად მარტო მუშაობა უყვარს. თუმცა, მისი მეგობარი, თეატრის რეჟისორი ზაზა კავთუაშვილი ის ადამიანი აღმოჩნდა, ვისთან მუშაობის დროსაც დისკომფორტი არ შექმნია, ზაზას მიაჩნია, რომ ზურა მულტიპლიკაციაში ისევე ნიჭიერია, როგორც ბევრ სხვა სფეროში. „ჩემს სპექტაკლებს ხორავას თეატრში, ისეთი დეკორაციები გაუკეთა, ისეთი რთული ნამუშევარი იყო, მერე სხვებმაც გამოიყენეს თავისი სპექტაკლებისათვის“, იხსენებს ზაზა, როგორ ახერხებს არ ვიცი, იმიტომ, რომ რასაც აკეთებს ყველაფერს ძალიან დიდი შრომა სჭირდება.

ზაზამ ხუმრობით ზურას „რაკურსა“ დაარქვა. „მულტფილმებს იცი როგორ ხედავს? წარმოუდგენელი რაკურსებით. აღქმის და მერე ამის გადმოცემის საოცარი უნარი აქვს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მარტო ანიმაციებს არ აკეთებს ასე. მისი მრავალმხრივობით ყოველთვის გაოგნებული ვარ. იცი, როგორ ვარ ხოლმე, რამეს რომ კარგად აკეთებს? უკვე იმის მეშინია, რომ თავი არ დაანებოს. მაგრამ ზურას კიდევ ერთი მიზეზი აქვს იმისათვის, რატომაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს მულტიპლიკაციაში და მისთვის თავის დანებებას არ აპირებს. მულტფილმები, ანიმაციები, კომიქსები და ზღაპრების გაფორმება მისთვის ბავშვობაში დარჩენის კარგი საშუალებაა. ბავშვების სამყაროში კი, თავს ყოველთვის ყველაზე კარგად გრძნობდა.

0x01 graphic

„მულტფილმები გვახსენებენ, როგორები ვიყავით, რატომ ვტიროდით ან რაზე ვიცინოდით ბავშვობაში“, ამბობს ზურა, „ყველაზე კეთილი სამყაროა, ჩემი საქმე კი მეხმარება, იქ დავბრუნდე და რამდენ ხანსაც მინდა იმდენ ხანს დავრჩე“.

„ეს ბავშვური მდგომარეობა თვითონ მოსწონს და იმიტომ არის ხოლმე ეგეთი“, ამბობს ზაზა, რომელიც ზურას ბავშვობიდან იცნობს. „ინდივიდუალური ტიპია, ჭკვიანია, და როცა სჭირდება, გაიზრდება ხოლმე. აი ასეთია და ჩემი აზრით, არასოდეს შეიცვლება“.

ზურას სახლში, ბავშვობისას ბალიშებზე დახატული ფიგურები არ შემორჩა. თუმცა ახლა მისი ნახატები კედლებზეა გაკრული. ბავშვობის დროინდელი პერიოდის ნახატებში ლომები და გძელი, შუბლზე ჩამოყრილთმიანი ბიჭის პორტრეტები ჭარბობს. ეს ბიჭი თვითონ არის.

რუსუდან ფანოზიშვილი


10 პატარა საქართველო

▲ზევით დაბრუნება


  • ეთნოგრაფია

ეს ის ადგილია, სადაც უთუოდ მიხვდები, რომ ქართველი ხარ. თუ სოფელში გაიზარდე, გაიხსენებ შენს სახლს და ეზოს. შენი სიცელქით დარღვეულ ხის ღობეს, მეზობლის სახლისკენ გატკეპნილ ბილიკს, კაკლის ხის ძირას, უბრალოდ მილურსმულ ხის სკამს - საჭორაო ადგილს. ხოლო, თუ თბილისში გაიზარდე, მაგრამ სოფელი გაქვს, წარმოუდგენელია აქ მოსული არ შენატროდე ბებიის თბილ პურს და ტკბილ ალერსს.

ეს მუზეუმი ერთადერთია მთელ კავკასიის რეგიონში. გარდა იმისა რომ, ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე წერა ჟურნალისტის მოვალეობაა. არ დაგიმალავთ და, სწორედ მუზეუმის პირველობამ გადამაწყვეტინა კონკრეტულად მასზე შემეჩერებინა ჩემი და თქვენი ყურადღებაც.

ქართველები პატარა ერი ვართ, მაგრამ უხვი და ფასდაუდებელი კულტურული საგანძური, რომ გაგვაჩნია, ეს ყველამ კარგად ვიცით. აბა, დავფიქრდეთ, თბილისში სხვადასხვა თემატიკის მუზეუმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ (ეროვნული მუზეუმი, რომელიც აერთიანებს - ისტორიის, ხელოვნების და სხვა მუზეუმებს) საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს, თავისი მუზეუმი აქვს (სიღნაღის, გურჯაანის, ვანის, დმანისის, ახალციხის, სვანეთის ხელნაწერების მუზეუმი და სხვა, რომელნიც ასევე ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია). ამით კი, მნახველს უსიტყვოდ ესაუბრება თავის კულტურულ მემკვიდრეობასა თუ წარსულსა და მომავალზე.

0x01 graphic

გამოგიტყდებით, ნანახი არ მაქვს, მაგრამ, მსმენია, რომ მაგალითად, სვანეთის მუზეუმში ინახება ისეთი უნიკალური ნივთები, როგორიცაა ჭედური ხელოვნების სხვა და სხვა ნიმუშები, ადიშის ოთხთავი და მათი ნახვის სურვილი დიდია.

გასული წლის ზაფხული იყო. ივლისი. ცხელოდა. ჩემმა მეუღლემ კუს ტბისკენ გასეირნება შემომთავაზა „დროებით, მაინც მოვცილდეთ აქაურ სიცხის ბუღსო“. დავთანხმდი.

იმ დღეს იქ აღარ ავსულვართ. კუს ტბამდე არ მისულებმა მარცხნივ გადავუხვიეთ და პატარა საქართველოში სასეირნოდ გავეშურეთ. ბავშვობის შემდეგ აქ არ ვიყავი ნამყოფი და ჩემი ყველა ემოცია სულ ახალი და გულწრფელი იყო. ვიწრო ასფალტის გზა მიგვიძღვებოდა 50 ჰექტარში მოქცეული საქართველოს თითქმის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელ სახლებისკენ და იქაური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის შესახებ, უსიტყვოდ გველაპარაკებოდა.

0x01 graphic

სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა- ლეჩხუმი, აფხაზეთი, აჭარა, სვანეთი, ქართლი, კახეთი - ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელი სახლების, პატარა და კოხტა ეზოებში შესვლისას, სურვილიც კი გამიჩნდა ჩვენებურად, ძველებურად დამეძახა - მასპინძელოოო!... და სახლიდან მკლავებაკაპიწებული დიასახლისი გამომგებებოდა. სახლები მოწყენილად იმზირებოდნენ.

მახსოვს, გურული ოდა-სახლის აივანზე რომ ავედი ფიცრების ჭრიალმა შემაშინა, არ ჩატყდეს-მეთქი. შემდეგ გავიგე, რომ მუზეუმში არსებული, დაახლოებით 70 ექსპონატ-ნაგებობიდან მეტ-ნაკლებად ყველა სარესტავრაციო იყო. ამჟამად, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და იუნესკოს პროექტის ფარგლებში აიკომოსი, თურმე ხუთი ექსპონატის რესტავრაციას ახორციელებს. აგრეთვე, დასასრულს უახლოვდება აფხაზური სახლის რესტავრაცია, რაც ნორვეგიელი პარტნიორების მხარდაჭერითა და იუნესკოს და აიკომოსის ექსპერტებთან კონსულტაციით, ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების მიერ კეთდება. მუშაობა მიმდინარეობს ოთხ ახალ სარესტავრაციო პროექტზე (გურიის სამზად სახლზე, მირვეთის სახლზე აჭარიდან, გორაბერიჟოულის სახლზე გურიიდან). ისევ ნორვეგიელი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა ხის მასალის ბანკი და აშენდა სპეციალური საშრობი, სადაც მასალა ინახება. მათივე მხარდაჭერით და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით შემუშავდა ექსპონატ-ნაგებობების გადაუდებელი რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც ამჟამად ხორციელდება. აგრეთვე, დასრულებულია სადურგლო და სარესტავრაციო სახელოსნოების მშენებლობაც.

ისიც მახსოვს, რომ ჩვენნაირად დაინტერესებული ადამიანები კანტი-კუნტად დაიარებოდნენ მუზეუმის მთა-გორიან გზებზე. რატომ ასე ცოტა-მეთქი გავიფიქრე და გადავწყიტე, რომ ამ პატარა სავანის პრობლემები გამეგო და, როგორც ერთხელ, ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა ბრძანა, ჩემს წყაროსთან, ანუ თქვენთვის გამეზიარებინა.

მუზეუმის ადმინისტრაციულ მენეჯერს, დავით ჟვანიას თებერვლის ცივ დღეს მივაკითხე. დღის 2 საათზე შეხვედრაზე შევთანხმდით. ჟურნალისტური პუნქტუალობით, 5 წუთით ადრე დავუკაკუნე, ასევე ხით ნაგები სახლის, ძველ, სავარაუდოდ წიფლის ხისგან გაკეთებულ კარზე. „ჩვენ ორზე შევთანხმდით, ხომ? - იყო მომენტალური კითხვა, როგორც კი, ბატონი დავითი ვიკითხე. დიახ - ვუპასუხე. მე ვარ, დავითი, მაშინ 5 წუთი კიდევ მაქვს დრო“ - სხარტად მიპასუხა ახალგაზრდა კაცმა.

კარები ცივად გამოვიხურე და ფიქრით შეპყრობილი, რომ ახი იყო ჩემზე, ხუთი წუთი კიდევ მომეცადა, იქვე აივანზე მიმაგრებულ გაყინულ ფიცრულ სკამზე ჩამოვჯექი და ჩემი განწყობის მიუხედავად, ბატონ დავითს დროის მენეჯმენტის შეგრძნება მაშინვე დავუფასე.

ბატონი დავითის ძველებური ავეჯით მოწყობილ ოთახში, ზუსტად 2 საათზე ვიყავი და შესვლისთანავე, ოთახშიც ციოდა. „დღეს რასაც ხედავთ მუზეუმის ტერიტორიაზე თანამშრომლების დიდი მონდომებით შემოინახა და გადმოდვეცა. აქაური თანამშრომლები რა პირობებშიც მუშაობდნენ უშუქობაში და უგაზობაში. ომების და უკანონობის წლებში მე მიმაჩნია, რომ გმირობა აქვთ მისაღები“, - მითხრა მუზეუმის ხელმძღვანელმა.

საქართველო მშვენიერია, ისევე როგორც კუს ტბის ასახვევში ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის - გიორგი ჩიტაიას სახელობის, პატარა საქართველო, „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, მაგრამ მიხედვა და პატრონობა ყველაფერს უნდა. როგორც, მუზეუმის ტექნიკურმა მენეჯერმა გია თოდუამ მითხრა: „ ყველას უნდა შესტკიოდეს გული ეროვნულ საგანძურზე. პატარა საქართველოს მოვლით უნდა ვისწავლით დიდი საქართველოს მოვლა., მაგრამ ასე არ არის. წითელზე მანქანა, რომ გაივლის, ყველა წუხს, მოძრაობა რატომ დაარღვიაო? ასეა აქაც. ვისაც უნარი შესწევს, რომ იფიქროს სხვაზე, მხოლოდ იმას შესტკივა გული“. და გამიმხილა, რომ საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლებს, ზოგჯერ სახლებიდანაც მოაქვთ საჭირო ნივთები.

ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ 43 წელია რაც არსებობს, როგორც ბატონმა დავითმა მითხრა, მისი მშენებლობა საბჭოთა პერიოდში ათი წელი მიმდინარეობდა და მუზეუმი, რეალურად, 1976 წელს გაიხსნა. მისივე თქმით, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია თურმე, თვითონვე იღებდა მშენებლობაში მონაწილეობას. „ეს მუზეუმი, საერთოდ რომ არ არსებობდეს, გიორგი ჩიტაიას, მაინც დიდი დამსახურება ექნებოდა ქართული ეთნოგრაფიის განვითარებაში. ის არის ქართული ეთნოგრაფიის ფუძემდებელი...

დავით ჟვანია, პროფესიით არქეოლოგია და მუზეუმს უკვე, 2 წელიწადზე მეტია, რაც ხელმძღვანელობს. მას ხმაურიანი, გაცოცხლებული მუზეუმის ხილვა უნდა.

მუზეუმი ღია ცის ქვეშ, საქართველოს მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის ძეგლთა საცავის გარდა, საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულებაც არის. ბავშვებთან ერთად ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს სხვადასხვა ქართულ ტრადიციულ საქმიანობებს. მუზეუმში არსებობს სამეთუნეო ქურა, სადაც ხდება კერამიკის წარმოება ასევე, სამჭედლო. რაც ყველაზე საიტერესო აღმოჩნდა, მუშაობის პროცესში ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. „ეს არის მუზეუმი, რომელსაც შეუძლია ფართო წარმოდგენა შეუქმნას ადამიანს ჩვენი ხალხის ყოფისა და ცხოვრების შესახებ. ეს არის ის კერა, სადაც ჩვენ შვილებს შეგვიძლია ვაჩვენოთ რით მოგვქონდა თავი საუკუნეების მანძილზე“, მითხრა ეროვნული მუზეუმის თანამშრომელმა, ეთნოგრაფმა ელდარ ნადირაძემ.

მნიშვნელობის მიუხედავად, მუზეუმს დღეს სერიოზული პრობლემები აქვს. „ძალიან მინდა, სიცოცხლე დუღდეს. საგანმანათლებლო ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობდეს. მუზეუმში დამთვარიელებელი, რომ მოდიოდეს, ამისთვის, თავად მუზეუმმავე უნდა იზრუნოს. ჩვენ კი, ინფრასტრუქტურული პრობლემები ჯერ კიდევ ვერ გადავჭერით“,- აღნიშნა ბატონმა დავითმა. თურმე ჰოლანდიელი პარტნიორების მხარდაჭერით წყლის ჭაბურღილი უკვე გაკეთებულია და ნორვეგიელი პარტნიორების მხარდაჭერით მალე განხორციელდება წყალგაყვანილობის პროექტი, რომელიც უკვე მომზადებულია. შესაძლოა, ამ საქმეში თბილისის მერიაც ჩაერთოს. ბუნებრივია, დავინტერესდი, თუ როდისთვის იგეგმებოდა სამუშაოების დაწყება, „დაძრულია ეს საქმე“,- იყო პასუხი.

გამომდინარე იქიდან, რომ ეთნოგრაფიული მუზეუმი სახელმწიფო დაწესებულებაა, ბუნებრივია, მას სახელმწიფო ინახავს. ხოლო იქ, სადაც მის დაფინანსებას ვერ წვდება, მუზეუმს დონორი ორგანიზაციები ეხმარებიან.

თბილისის მერიის დახმარებით 2008 წელს დასუფთავდა მუზეუმის ტერიტორია. „მცენარეების შარშანდელი ფიტოსანიტარული (მცენარეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა) მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. მერიის შესაბამისი სამსახური რომ არ დაგვხმარებოდა, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ასევე, მერია გვეხმარებოდა ერთჯერადი ღონისძიებების მოწყობაშიც. მაგალითად შარშან მათი და სხვათა მხარდაჭერით მოვაწყვეთ თუშეთის და გაზაფხულის დღეები“, - მითხრა ბატონმა დავითმა.

რაც შეეხება რესტავრაციას, მუზეუმს ნორვეგიელი პარტნიორები „მაიჰაუგენის“ მუზეუმიდან ეხმარებიან. მათი ფინანსური მხარდაჭერით, მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარდა არაერთი გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაო. მაგალითად, აფხაზეთის სახლის.

0x01 graphic

„სარესტავრაციო სამუშაოები ყოველდღიური საქმეა და დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან“,- მითხრა ბატონმა დავითმა.

არსებული პრობლემების მიუხედავად, მუზეუმის ხელმძღვანელობა შესაშური მონდომებით განაგრძობს მის სრულყოფასა და დამთვალიერებლის მოზიდვაზე ზრუნვას. მართალია, ბატონი დავითი მუზეუმში განსაკუთრებულ მნახველთა რაოდენობას არ ელის, რასაც მსოფლიო ტენდენციით ხსნის, მაგრამ გახალისებული მუზეუმი უნდა. „გლობალურია, ის პრობლემა, რომ მსოფლიოში მუზეუმებში ხალხი ნაკლებად დადის“,- მითხრა მან.

ეკონომიკური კრიზისი მუზეუმის განვითარებასაც შეეხო. აგვისტოს მოვლენებმა მუშაობის ტემპი შეასუსტა, თუმცა მუშაობა გრძელდება. მას, თითქმის დამთავრებული აქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც, მუზეუმს უნდა ჰქონდეს ახალი შემოსასვლელი, დღემდე მუზეუმში არ არსებული საექსპოზიციო კუთხე, სადაც მოეწყობა სხვა და სხვა გამოფენები. ასევე, საინტერპრეტაციო კუთხე, რომლის საშუალებითაც მუზეუმის დამთვარიელებელი მარტივად გაერკვევა, მუზეუმის ტერიტორიაზე როგორ და საით გადაადგილდეს. მუზეუმს ასევე, ექნება სუვენირების მაღაზია და კაფეც. როგორც, ბატონმა დავითმა მითხრა, კრიზისი, რომ არ დამთხვეოდა, ეს პროექტი განხორციელებას უკვე დაიწყებდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის პროექტი, რომელიც ნორვეგიის მუზეუმის „მაიჰაუგენის“ ფარგლებში გაკეთდება. ეს არის ხელოსნობის განვითარების პროგრამა, რომელიც პირდაპირ კავშირშია მუზეუმის საგანმანათლებლო ფუნქციასთან. ამ პროგრამის საშუალებით მოხდება ტრადიციული ტექნოლოგიების შენახვა. როგორც მუზეუმის ხელმძღვანელმა მითხრა, პროგრამის საშუალებით, რომელშიც გაზაფხილზე შვედი პარტნიორები ჩაერთვებიან მნახველს საშუალება ექნება, თვითონ მიიღოს კონკრეტულ საქმიანობაში მონაწილეობა. „მაგალითად, დამთვალიერებელს საშუალება უნდა მივცეთ, რომ თვითონ იხილოს, როგორ იტკეპნება ბანი“,- მითხრა ბატონმა დავითმა.

0x01 graphic

მუზეუმი უახლოეს მომავალში დამთვალიერებელს ქართული ბაღის ხილვასაც პირდება. ეს პროექტი მუზეუმის შესაძლებლობის ფარგლებში ხორციელდება. ესთეტურ სიამოვნებასთან ერთად ბაღი საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეითავსებს. როგორც ბატონმა დავითმა მითხრა, ბაღი თემატურად იქნება დაყოფილი - სამკურნალო, საღებ-დასაფერ ფლორის და სხვა უბნებად, სადაც წარმოდგენილი იქნება ყვავილთა მრავალფეროვნება. „ხომ, გსმენიათ ჰოლანდიური ბაღის, ფრანგული ბაღის ფენომენის შესახებ? ჩვენს მუზეუმში ქართული ბაღ-წალკოტი გვინდა გავაშენოთ“.

0x01 graphic

საინტერესო სიახლე იყო ის ფაქტი, რომ, ნორვეგიელების მხარდაჭერით მუზეუმის ტერიტორიაზე აშენდება ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ქულბაქები (სახელოსნო-მაღაზიები), სადაც მოხდება ტრადიციული პროდუქციის წარმოება და პროექტის მიხედვით, ეს ნივთები სუვენირების მაღაზიაში გაიყიდება. „წითელი წკაპუნები, ხომ გახსოვს, სადაც იყიდებოდა?“ მკითხა ბატონმა დავითმა. კი, ნამდვილად მახსოვს და ალბათ, ბევრისთვის ბავშვობის ოცნების ასრულებაც კი იქნება ძველ თბილისურ სახელოსნოში წითელი წკაპუნების მოზომვა. როგორც ბატონმა დავითმა მოთხრა, პროექტს დონორიც ჰყავს და მასთან კრიზისიც არაფერ შუაშია.

მისი ოთახიდან 3-სთვის გამოვედი. სიცივეს დიდად აღარ შევუწუხებივარ. ერთი წამით თვალი მუზეუმის ტერიტორიას გადავავლე და ბატონი დავითის მოყოლილი, ჩენს წარმოსახვაში გავაცოცხლე. ძალიან მიმზიდველი იყო. არადა, ერთი შეხედვით, მუზეუმი ისევ მოწყენილად გამოიყურებოდა.

ქეთევან აფციაური

11 ლიტერატურული სიახლენი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

პოეტი - რობერტ მესხი ასაკი - 35

პროფესია - პოეტი. ალბათ იტყვით, არ არსებობს ასეთი პროფესია, პოეტების და პოეზიის ქვეყანაში ამ სიტყვას ყველა ვერ ირგებს, იწერება ბევრი, მაგრამ დროს ვერ უძლებს და წლებთან ერთად იკარგება, ასეც არის და ასეც უნდა იყოს, გაფრენილ ქარაშოტს ვერ დაედევნები თუ სულში ნაკვალევი არ დატოვა... ლექსს მკითხველამდე განცდა, ემოცია, იდუმალება, შეუცნობი გრძნობები, სიხარული, ტკივილი, სევდა, სულის იდუმალი ჩურჩული მოაქვს, ღამის სიჩუმეში ზღვის ტალღების ხმაურის მაგვარი გრძნობები გეხლება გულში, გრძნობ, რომ სწორედ იგივეს განიცდი რაც ამ სტროფებშია დატეული, შენი სულის საიდუმლო შეუტყვია თითქოს პოეტს... ასე ფიქრობთ თქვენც? - თავად პოეტსაც ვკითხოთ:

განცდა: გულის ნიჟარიდან მოდის...

გრძნობები: მძაფრი და ზღვის წყალივით მლაშე

გულწრფელობა: მჭირს ასეთი „სენიც”...

პოეზია: მუზის პასეანსივითაა

ნიჟარები: მძივებივით ავისხი ყელზე

ახალგაზრდა პოეტი: დარჩა ზღვისპირა ქალაქში

დაბრუნება: იმედია, იმედი არ დამასწრებს გარდაცვალებას.

სურვილი: მინდა დედის საფლავთან მდგარი მაგნოლია ქვიშიან ნაპირზე გადავრგო.

თითქოს ყველაფერი მეორდება და სამყარო ერთი უსაშველო წრებრუნვაა, ეგ გრძნობებიც არ იცვლება, მაგრამ არ ხუნდება... პოეზია სარკეა სულისა, უბრალოდ, უნდა შეძლო შენი გულის ფეთქვამდე მიყვანა და შეგრძნობა... გულწრფელია პოეტი მკითხველთანაც და საკუთარ თავთანაც და ეს იმდენად გულში ჩამწვდომია, რომ არ შეიძლება მისი ლექსების ზედაპირულად და გულგრილად კითხვა.

რობერტ მესხის პოეზია ამაყად ჩადგება ოცდამეერთე საუკუნის ქართველი პოეტების შემოქმედების მწკრივში და „პრემიერი''-ს მკითხველიც არაერთხელ დარწმუნდება ამაში.

ლელა მირცხულავა

№№№

ილუზიაა მოვა აპრილი
ღვინით გამივსებს თიხის ფიალებს,
და შუქურასთან, პონტოს ნაპირას,
ზღვისფერ ენძელებს ააწკრიალებს.
ამჟამად მხოლოდ შენზე მინდობილს
დამიკრავს ქარი შეშლილ ბეთხოვენს,
გამოვეთხოვე უამინდობას,
დამღლელ ლოდინსაც გამოვეთხოვე...
თანდათან ვატან ღრუბლის ოხშივარს
ყველა ტკივილს და ყველა მეტასტაზს,
შენ შედი ახლა ისლის ქოხში და
მე გავფრინდები მაღლა დედასთან...

მეწამულ ქარვად

ძლივს გაქრა ალი...
დაჩეხილი ჩვენი ფიჭვები
არ ანათებენ,
შედედებული სისხლის მსგავსად
გადმოსდით ცრემლი.
ორივე თვალით შევეყინე მერქნის რელიეფს...
დიდი ხნის მერე
იპოვნიან ბიოლოგები
იშვიათ ქარვას, იშვიათი მინარევებით-
შენ რომ მაჩუქე
იმ ლექსებით,
გულის ჯიბეში.

სიყვარულის ინექცია

ტალღა უნდა იყოს
სწრაფი
და მჩქეფარე,
სიცოცხლესავით,
- ან პირიქით...

სიცოცხლე უნდა იყოს
ლაღი,
მენთოლიანი,
მაჭარივით,-
ანდა პირიქით...

მაჭარი უნდა იყოს
ცელქი,
მათრობელა,
მაისის წვიმასავით,
- ანდა პირიქით...

წვიმა უნდა იყოს
მირაჟი,
გამჭვირვალე,
ბროლივით,
- ანდა პირიქით...

ბროლი უნდა იყოს
თხელი,
გათოშილი,
თითქმის სიკვდილივით,
- ანდა პირიქით...

სიკვდილი უნდა იყოს
მლაშე,
უცაბედი,
ცუდი სიზმარივით,
- ანდა პირიქით...

სიზმარი უნდა იყოს
ბურუსი,
აუხსნელი,
ქალივით,
- ანდა პირიქით...

ქალი უნდა იყოს
ლამაზი,
მზისფერი,
ყვავილივით,
- ანდა პირიქით...

ყვავილი უნდა იყოს
გაშლილი,
ანუ ღია,
გულივით,
- ანდა პირიქით...

შეიყვანეთ სიყვარულის ინექცია?..
-დიახ,ახლახან...
-გაიმეორეთ!

ეკლესიები

ყოველი მხრიდან გაანათეთ ეკლესიები
დიდი და მძლავრი პროჟექტორებით,
რომ მტკვარში,
როგორც საქართველოს იორდანეში,
მთელი თბილისი აირეკლოს
ლურჯი მონასტრით,
ძველი მეტეხით,
ქაშუეთით
და ანჩისხატით...
ყველა ქართველი აირეკლოს,-
სულში მზით და ხელში სანთლებით.

უძილობის სეზონი

შენ რომ დასახლდი
ის კუნძული
სინამდვილეში ცისფერი ვეშაპის ზურგია
ქოლგით და წვიმიანი მარტოობით,
რომლითაც გაძრცვული ტყეები
ზამთრის დეფილეზე გამოდიან.

ახლა უძილობის სეზონია...
ცივა
და ლექსებში გათოშილი მეთოვლიები სახლდებიან.
ოდესღაც პონტ-მარის ხიდზე
კელაპტრებით ხელში
მე და შენ ერთმანეთი გვიყვარდა.

მას შემდეგ ფოფოდიების საღამოზე დავდივარ,
ჩალის ცხენების დოღზე,
ინტერნეტ-სივრცეში ნერვიულ კურსორს დავაცეცებ,
შენს გვერდებს ვპოულობ,
თოვლის ზეწარივით ცარიელს...

0x01 graphic

12 „ყველაფერი სიტყვიდან მოდის...”

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მისი ადრეული მოთხრობები ზღვისპირა ქალაქში დარჩა. იმ მოთხრობებში არ წიოდნენ ტყვიები, არ ფეთქდებოდნენ ყუმბარები, არ ითხრებოდა სანგრები... თბილისში დაწერილ ნაწარმოებებში ალმოდებული ქალაქი აირეკლა, ნაცნობ-მეგობრების, მეზობლების, ქალაქის კოლორიტების სახეები გაცოცხლდა. კოლორიტები” - სწორედ ასე ერქვა ახალგაზრდა სოხუმელი მწერლის გელა ჩქვანავას მოთხრობათა პირველ კრებულს, რომელიც 2004 წელს გამომცემლობა დიოგენეშიდაისტამბა.

თუმცა მანამდე იყო პირველი და დღეს უკვე საკმაოდ პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსი პენ-მარათონი”, რომელშიც სოხუმელმა მწერალმა გაიმარჯვა... ამ გამარჯვებას საყოველთაო აღიარება მოჰყვა. მისი სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული მოთხრობები რუსულ ენაზე ითარგმნა. შედეგად ისინი წაიკითხეს აფხაზეთში, ასევე მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში. რუსეთის პრესტიჟულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა Дружба народов” (4, 2007) სრულად გამოაქვეყნა გელა ჩქვანავას რომანი ტორეადორები”, რომელიც თბილისში 2005 წელს გამოიცა და რისთვისაც ავტორს კიდევ ერთი ლიტერატურული პრემია - საბამიეკუთვნა.

ჩვენი საუბარი ოჯახურ გარემოში, სოხუმში გამოცემული დასურათებული ალბომის - აფხაზეთისდა აკვარეუმში გაყურსული ნიჟარების ფონზე წარიმართა, ამდენად ლოგიკური იყო ჩემ მიერ დასმული პირველი (თითქოს ბანალური) კითხვა - საიდან მოდიხართ?”

- მოვდივარ სიტყვიდან, როგორც ყველა და ყველაფერი. სიტყვა საუკეთესოა იმათ შორის, რაც კი ადამიანს გამოუგონია. ვიტყოდი, რომ მისი შექმნით ადამიანმა საკუთარ თავსაც კი აჯობა. იქნებ, იმ სიტყვებიდანაც მოვდივარ, რომლითაც მამაჩემმა დედაჩემს აუხსნა პირველად სიყვარული. ასე მგონია, მე ჩემს თავში ორივე მშობელს დავატარებ და ამით ბედნიერი ვარ. პოეტი რომ ვიყო, ყველაფერ ამაზე ლექსს დავწერდი.

- როდის დაინტერესდით ლიტერატურით და რა პერიოდს განეკუთვნება თქვენი პირველი ნაწერები?

- ერთხელ, ბაბუაჩემის ბიძაშვილი, ბაგრატ ჩქვანავა თავისებური ინტერპრეტაციით მომიყვა ბიბლიურ ლეგენდას იმის შესახებ, თუ რატომ აქვს მერცხალს კუდი „ჩაჭრილი”. მაშინ ჯერ კიდევ წერა-კითხვა არ ვიცოდი, მაგრამ რატომღაც გამიჩნდა სურვილი ამაზე დამეწერა. საინტერესო პერსონაჟად მეჩვენა გველი, რომელმაც სიკეთე კი ქნა (გახვრეტილი ნოეს კიდობანი თავისი კუდით ამოქოლა და ამით ყველანი გადაარჩინა), მაგრამ ამ ქველმა საქციელმა თვითონვე გააკვირვა და მერცხალს, რომელიც მის გარშემო მადლიერების გამოსახატავად და გასამხნევებლად დაფრინავდა, საკბენად პირი წაატანა (კუდზე მოუხვდა, „ჩაუჭრა” და თვითონაც „ჩაიჭრა” ამით). ადამიანებიც ხომ ეგეთები ვართ, ხშირად „ვიჭრებით” ხოლმე.

ჩემი პირველი მოთხრობა (თუ არ ვცდები, რვა წლის ვიყავი) კი საფოსტო ყუთზე იყო, რომელიც ჩვენი ეზოს ჭიშკარზე ეკიდა სოხუმში და რომელშიც ფოსტალიონი ყოველ დილით გაზეთებს ყრიდა, ყუთის სახურავს კი ხმამაღლა დაახეთქებდა, რომ პრესის მოსვლა გაგვეგო. იმ გაზეთების სუნი ახლაც მახსოვს. ისიც მახსოვს, როგორ მინდოდა, ჩემთვის ფოსტალიონს წერილი მოეტანა. მაგრამ როგორ მომიტანდა, როცა არავინ მწერდა. იქიდან მოყოლებული დღესაც სულ წერილების მოლოდინში ვარ, მიუხედვად იმისა, რომ მათი წერა ჭირის დღესავით მეზარება.

- თქვენს მოთხრობებში მოქმედება (სიუჟეტი) ვითარდება ქალაქში, რომელსაც დღეს ჩვენთვის, ჩვენი თაობისთვის (და არა მარტო ჩვენი თაობისთვის) “მოგონებების ქალაქიჰქვია. რა არის თქვენთვის სოხუმი?

- მე ახლაც სოხუმში ვარ.

ჩვენ (ორივე მხარემ) ჩვენს ქალაქს ვუღალატეთ, ომი შევბედეთ, სისხლით მოვურწყეთ ქუჩები ქალაქს და მან ეს არ გვაპატია. ისე ვუყვარდით, რომ არ გვაპატია, როგორც ქალი არ აპატიებს ღალატს მამაკაცს, რომელიც თავზე მეტადაც უყვარს.

როგორ შეიძლება ომი დაუწყო საკუთარ ქალაქს. როგორ შეიძლება სასიკვდილოდ გაიმეტო შენი თანაქალაქელი, რომელიც შენი ნაწილია - შენი ქალაქის, შენი ბავშვობის; დენიკინი თურმე თავის თავდადებულ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს გმირობას არ ანიჭებდა - ის, ვინც თავისი ჯურის ხალხს ხოცავს არ შეიძლება გმირი იყოსო. ჩემთვის სოხუმი ყველაზე გულწრფელი და ყველაზე ამაყი ქალაქია. ჩვენზე ნაწყენი ქალაქი, რომელსაც ვესიზმრებით, ჩვენზე ფიქრობს და ჩვენზე წუხს. სოხუმელებიც ხომ სხვანაირები ვართ. ეს იმიტომ, რომ ქალაქი „გვყავდა” სხვანაირი. ადამიანისთვის მის ქალაქს მამის ოდნავ ნაღვლიანი თვალები აქვს და დედის ბედნიერი ღიმილი. სოხუმის წითელსახურავიანი ტაქსები მესიზმრება ხშირად და კიდევ ნახევარლიტრიან მინის ქილებში ჩადებული მანეთიანები. სოხუმში ხომ ბუნებრივი აირი არ იყო, ჰოდა, გაზის ბალონებს მანქანებით არიგებდნენ. თუ სახლში არ იყვნენ, ჩვენი ქუჩელები გაზის ცარიელ ბალონებს ჭიშკრის გარეთ დადგამდნენ, გაზის ბალონების ჩამომრიგებლისთვის კი ფეხის ქირას, მანეთიანს, ან ხურდა ფულს ბალონზე დადებულ პლასტმასის თავსახურავიან მინის ქილაში ჩადებდნენ, რომ ვინიცობაა, წვიმა წამოსულიყო, არ დასველებულიყო. არ მაგონდება თუნდაც ერთი შემთხვევა, რომ ის ფული ვინმეს აეწაპნოს. და ასეთი რამ ნამდვილად ხდებოდა და სულ რაღაც ოცდაათი წლის წინათ.

0x01 graphic

ადამიანი გაიზარდაო, უფრო კეთილი გახდაო... არა მგონია, ყოველ შემთხვევაში ოცდაათი წლის წინათ გზაზე დადებულ ფულს არ იღებდა.

- თითქმის ყოველთვის მარინისტის ფუნჯის ფერებში ცოცხლდება და იხატება ზღვა თქვენს ნაწერებში. სად იწყება იგი და სად მთავრდება? რა მოაქვს, როცა მოდის და რას ტოვებს?

- ზღვა მონანიე კაცობრიობის ცრემლებია. ამიტომაც არის ის სინანულის ცრემლებივით ამაღლებული და საოცარი. ზღვა კეთილი ფერიაა. როგორც ქარი ძერწავს ღრუბლებიდან ათასგვარ ფიგურებს, ისე ათასგვარი განწყობის ტალღებს ქმნის ზღვაც. ზოგიერთი ტალღა ბალერინასავით ფეხის წვერებზე შემდგარი ცეკვავს, ზოგიერთი „კლასიკობანას” მოთამაშე ბავშვივით ასკინკილათი მოხტის, ზოგიც ბებრული სიდინჯით მოირწევა, ან ლამაზი ქალივით მოგოგმანებს, მოკეკლუცობს, დელფინივით მოკუნტრუშებს, ვეშაპივით მძიმედ მოდის. ნაპირთან შეხებისას ყველა მათგანი სხვადასხვა ხმას გამოსცემს. ცისარტყელას შვიდი ფერი აქვს, ზღვას ცხრა ტალღა. ცისარტყელას შვიდი ფერიდან, მათი ერთმანეთთან შერევით, მხატვარს უამრავი სხვა ფერისა და ტონალობის მიღება შეუძლია. ზღვა კი იმ ცხრა ტალღიდან თვითონვე ქმნის უამრავ „ტონალობას” და ამ საქმეში ფანტაზიის უნარი არ ღალატობს. ზღვა ტალღებს კი არ აგორებს კამათლებივით და არც ნაპირს ლოკავს, უბრალოდ შენკენ მოდის, ყოველთვის, ყოველ წამს. როცა მისგან შორსა ხარ და მერე უბრუნდები, ხვდები, რომ შენ კი არ მიხვედი მასთან, ის მოვიდა შენთან - მოაღწია როგორც იქნა. მან კი არ აგილოკა ფეხები ლეკვივით, ეს შენ ემთხვიე მას. ჰოდა, მერე სულ ცდილობ, ბევრი არ ადევნინო, სულ მასთან იყო, ფიქრით, გონებით...

ხშირად უნდა დარჩე მასთან მარტო, ისევე, როგორც საკუთარ თავთან, რათა უკეთ გაიგო, ვინ ხარ შენ. ზღვა წვიმასავითაა - მისი შრიალის ენა საერთაშორისოა. ზღვა სასწაულია, იმიტომ რომ კეთილსა და ბოროტ კაცსაც ერთნაირად ამშვიდებს, ერთნაირად ეფერება, ერთნაირად „უგორებს კოჭებს”, მისი სუნთქვა მათ სუნთქვად იქცევა. ზღვა სუნთქვას გასწავლის, ღრმას. ის, ვისაც ზღვა უყვარს, ზღვასავით სუნთქავს, ჰაერის „დაგემოვნებით”, სიცოცხლის წყურვილით. ის, ვისაც ზღვა უყვარს, არ შეიძელება ბოროტი იყოს.

ჩეხოვი ერთგან იგონებს, ჩემთვის უცნობი ბავშვის ნაწერი გენიალური ფრაზით იწყებოდაო; ეს ფრაზა იყო „море смеялось”. ტრივიალურად გაიჟღერებს, მაგრამ მაინც ვიტყვი, ზღვა ყველაზე საინტერესო წიგნია.

- მწერალი, ნამდვილი მწერალი, ვერასოდეს წყდება თავის თავის ფესვებს, თავის ოდაბადეს, რომრლიც მისთვის სამყაროს აღქმის, მთელი თვალსაწიერის ქვაკუთხედია. თბილისში მოპოვებული წარმატება მოთხრობა თუნთიამდა კრებულმა კოლორიტებმაგანაპირობა. რა იყო ამ აღიარების გასაღები? როგორ ფიქრობთ, რა კრიტერიუმებს (თუკი ასეთი რამ საერთოდ არსებობს) უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე მწერალი?

- აღიარება, მე ვფიქრობ, ჩემი მოთხრობების „გულწრფელობამ” განაპირობა, თუ შეიძლება ასე ითქვას. მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი, ახლა კი ვხვდები რა მოსწონს მკითხველს პირველ რიგში პროზაიკოსში: ის, რომ ავტორს უარყოფითი გმირები გულწრფელად ეცოდება, უთანაგრძნობს მას და უყვარს კიდეც ისინი. არ შეიძლება შენს გმირს დასცინო. უნდა ესაუბრო, როგორც თანაბარი თანაბარს. არ შეიძლება ავტორი თავის გმირებზე ბევრად უფრო ჭკვიანი იყოს, ეს მისთვის კატასტროფა იქნება. არ არსებობს ბუნებაში აბსოლუტურად ბოროტი და აბსოლუტურად კეთილი კაცი. ეს ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა. ჰოდა, ამ ჭეშმარიტებით უნდა იხელმძღვანელო. თუ მწერალს საკუთარი თავი ყველაზე უკეთესი გონია, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში შემოქმედმა კვდომა დაიწყო.

0x01 graphic

- როგორ შეაფასებთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას? რომელ ავტორებს გამოარჩევდით მასში?

- გასაოცრად ნიჭიერი თაობა მოდის და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ამით ვიამაყოთ. ბევრს მუშაობენ საკუთარ თავზე, ბევრს კითხულობენ. სიახლის სურვილი არ ასვენებთ და ეს ძალიან კარგია. მანერულებიც არიან, მაგრამ ეს გადაუვლით ასაკთან ერთად. ეტყობათ, რომ განთავისუფლდებიან ამ სენისაგან. უბრალოებასა და გულწრფელობაშია ჭეშმარიტება. უბრალოებასა და გულწრფელობაშია ახალი ფორმაცა და ნოვაციაც. იმასაც კი ვფიქრობ, ჭკვიანი კაცი, ვისაც ეს ხელეწიფება, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების შემოქმედების „ექსპორტს“ მოახდენდა, უცხოეთს გააცნობდა (ნამდვილად, რომ არ შევრცხვებოდით) და ამით არა მარტო ლიტერატურის, ქვეყნის ისტორიაშიც ჩაეწერებოდა.

თანამედროვე ავტორებიდან ძალიან ბევრნი არიან ისეთები, ვისაც სიამოცნებით ვკითხულონ, ვისგანაც ვსწავლობ: ბესო ხვედელიძე, პაატა ბერიკაშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები. სამწუხაროდ ინგლისური არ ვიცი. ვკითხულობ რუსულ თანამედროვე პროზას. რუსები, ჩემის აზრით, უფრო შრომისმოყვარეები არიან. ახალგაზრდები ცდილობენ (და გამოსდით კიდეც), საკუთარი სტილი შეიმუშაონ. განსხვავებული ტექნიკა აქვთ - ერთი მეორეს არ ჰგავს. ყველაფერი ეს ძალიან დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. აი, ჩვენთან კი ძალიან ბევრი, ორიგინალობას გამოდევნებული ახალგაზრდა პროზაიკოსი, სწორედ რომ იმ შაბლონების ტყვეობაში აღმოჩნდება, რომელსაც გაურბის. შეუძლებელია ორიგინალური იყოს თინეიჯერი, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია და აბურდული თმები აქვს. გაიხედავ და ასეთები იმდენნი არიან, ვერც დაითვლი და ყველა ერთმანეთს გავს, თითქოს უნიფორმა ჩააცვესო. აი მოწესრიგებულებს შორის კი განსხვავებულ ტიპაჟებს შეხვდები, გარეგნობით, ჩაცმის სტილით და კიდევ ათასი რამით. ასეა მწერლობაშიც.

როცა საქმე ორიგინალობას ეხება, ფრთხილად უნდა იყო, რადგან აქ ყველაზე უფრო ამართლებს „უდიადესიდან სასაცილომდე მხოლოდ ერთი ნაბიჯის“ პრინციპი. ჩვენთან ახლა ნიჰილიზმია მოდაში და სარკაზმიც. არც ერთ მათგანზე დაყრდნობით ნამდვილს ვერაფერს შექმნი. მე თუ მკითხავთ, ერთიცა და მეორეც დიდი „გოიმობაა“. ეს სენი სხვა ერებმა დიდი ხანია მოინელეს, ჩვენ კი ჯერ ვერა. ახლა ლიტერატურა ისე სწრაფად ვითარდება, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება მწერალს, დროს არ ჩამორჩეს, არ გაიცვითოს, არ მოძველდეს. თუმცა, თუ ის ნიჭიერია არ გაუჭირდება. ნამდვილი მწერალი კარგი მკითხველიცაა - კითხვის მოთხოვნილება მისი განუყოფელი ნაწილია. ნამდვილი მწერალი თითქმის ყოველთვის მოკრძალებულია. აქ საქმე მარტივადაა: როცა ის ღირებულ ტექსტს ქმნის, მთლიანად იხარჯება და არავითარი სურვილი და ენერგია არ რჩება იმისთვის, რომ ილაყბოს, სხვებს ასწავლოს ჭკუა. დღეს ბევრ ლიტერატორს სხვების ჭკუის სწავლებისთვის მიუყვია ხელი. კი არ გირჩევს, პირდაპირ ჭკუას გასწავლის. ასე ის იქცევა, ვინც ეს ჭკუა თავისთვის ვერ მოიხმარა. ამასთან დაკავშირებით ყოველთვის ერთი დიდი მწერლის სიტყვები მაგონდება: „ნურასოდეს დაუჯერებ სხვის რჩევას, მათ შორის ამასაც!“ სხვა ვერაფერს გასწავლი, თუ შენით ვერ მიხვდი, შენით ვერ გაიაზრე რაში ხარ სუსტი და რა უნდა განავითარო და დახვეწო შენში. ეს მტკივნეული პროცესია, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ მწერალი ნამდვილ მწერლად ჩამოყალიბდეს.

- თქვენი აზრით, რამდენად შორია აფხაზეთამდე?

- სოხუმამდე ახა შორია. ალბათ ასე შორს ჯერ არ ყოფილა. გული მტკივა, მაგრამ თავის მოტყუებას ისევ ის აჯობებს, სიმართლეს გაუსწორო თვალი. რა ვიცი, კიდევ რა ვთქვა ამ თემაზე. ალბათ ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, როგორ არა - იმედითა ვარ. უიმედობისთვის არც თავი მემეტება და არც სხვები.

- გმადლობთ საინტერსო საუბრისათვის. წარმატებებს გისურვებთ და იმედების გამართლებას!...

რობერტ მესხი

13 ასე უყვარდათ საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


როცა ადამიანმა გვერდით მდგომი უამრავი თანამოაზრე დაინახა, როცა თანამედროვე დარბაზი სანთლის შუქის ასე თბილი განათების ანაბარა დარჩა, როცა ტექნიკური საშუალებები საწერი მაგიდის ძველებურმა გარნიტურებმა და ჩუქურთმიან-ორნამენტიანმა სასანთლეებმა შეცვალა, როცა თანამედროვე ევროპულ ფერადოვნებას XIX-XX საუკუნეების ოდნავ ბზინვარებაშეპარული ლურჯ-შინდისფერი შეენაცვლა, როცა ადამიანმა გვერდით მდგომის სითბო იგრძნო, როცა ამ სწრაფ საუკუნეში გვერდზე გაატარა აჩქარებული დრო და ფიქრისთვის მოცლილმა თავი საკუთარ მუჭს დააყრდნო, როცა ხელახლა მიაყურადა სიტყვის ძალას, ეპისტოლეს ძალას, თბილი ურთიერთობის ძალას, და, რაც მთავარია, სიყვარულის ძალას, რაღაც დიდმნიშვნელოვანის დაკარგვის სინანული იგრძნო...

სავარაუდო იყო, რომ გამკიცხველიც ბევრი ეყოლებოდა ამ საქმეს. შესაძლოა, ვაშავებდეთ კიდევაც სხვის პირად ცხოვრებაში ასე თამამად შეჭრით, არაფერს ვუტოვებდეთ, არაფერს ვარჩენდეთ საიდუმლოს, ინტიმურს, პირადულს, შინაგანს... მაგრამ არსებობს არცთუ უსაფუძვლო კონტრარგუმენტებიც - თურმე როგორ მონატრებია თანამედროვე საზოგადოებას ნაწერში შემონახული, უკვე ხელოვნების ნიმუშადქცეული ძველი საყოფაცხოვრებო გარემო, ის მიმართვები, ის ურთიერთობები... დარბაზში ხავერდოვანი ხმით კითხულობდნენ ცნობილი ადამიანების სასიყვარულო მიმოწერას და არაფერი იყო ამაში საუხერხულო, უხამური... სხვათა პირადი წერილების კითხვა, რასაკვირველია, აკრძალულია, მაგრამ ეს ის წერილები იყო, რომლებიც თურმე ასე სჭირდებოდა დარბაზს, რომელმაც მალევე იგრძნო რაღაც კათარზისისმაგვარი...

19 თებერვალს თი-ბი-სი ბანკის საგამოფენო დარბაზში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ცნობილი საზოგადო მოღვაწეების პირადი სასიყვარულო მიმოწერა გამოიფინა. გამოფენა სახელწოდებით „სიყვარულის ბარათები“ „ქართული სიყვარულის“ კონტურების წარმოჩენის მცდელობა იყო. სიყვარული, რასაკვირველია, უნივერსალური კატეგორიაა, მაგრამ ყველა ქვეყანაში თავისებურად უყვართ. უფრო მეტიც, თავისებურად უყვარს ყველა ადამიანს. უწყვეტი, ერთიანი და ძლიერი, მაგრამ ათასსახოვანი და ათასგვარია აზროვნების ეს ხაზი მსოფლიო ცნობიერებაში.

თავისებურად უყვართ ქართველებს და ეს გამოცდილება, თუნდაც ყველაზე ინტიმური, ყველაზე შინაგანი, ღრმა არა თუ ღირს პუბლიკაციისთვის, დამალვა ერთგვარი დანაშაულიც კი იქნებოდა.

ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის, ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის, კონსტანტინე გამსახურდიასა და რებეკა ვაშაძის, იური და სოფიო მარების, დიმიტრი ხოშტარიასა და ანასტასია ერისთავის, სერგი გორგაძისა და თამარ ეგაძის, ასევე XVIII საუკუნის უცნობი ავტორების პირად მიმოწერას დრომ, ყველაზე ანგარისგასაწევმა ფაქტორმა, მოხსნა გრიფი სახელწოდებით „პირადი, საიდუმლო“. საჯარო გახადა ემოციური ერთიერთობის ასე დახვეწილი კულტურა და მხოლოდ ფოლიანტების საკუთრებად არ დატოვა.

ამ პირად სასიყვარულო ბარათებში ამ პიროვნებების პორტრეტებისთვის უნიკალურ შტრიხებსაც ვპოულობთ. პირადი გრძნობების გამოხატვის ტაქტი და უნარი პიროვნების შეფასების ერთგვარი „საჯილდაო ქვაცაა“. ეს ის სფეროა, სადაც ადამიანი განტვირთულია მანევრულობისაგან, საზოგადოებრივი დაკვეთისაგან, სულისშემხუთავი ეტიკეტისგან და თითქოს პირველქმნილი სახით ჩანს. ეს წერილები იმის მაგალითია, გარეცენზურის მიუხედავად, რა მოკრძალება, მოწესრიგებულობა, წონასწორობა, ზღვარგადაულახაობა ახასიათებთ ჩვენს წინაპრებს ყველაზე ზღვარდაუდებელ სასიყვარულო ურთიერთობებშიც კი. ეს წერილები ძლიერი ექსპრესიული, ამავე დროს, მართალი და ჯანსაღი ემოციის წყაროა.

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გრძნობები და მოვალეობები ერთმანეთისგან რომ გაემიჯნა, ერთგვარ ექსპერიმენტსაც მიმართა: გამოსაფენად შეარჩია შეყვარებულობის და ქორწინებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ ერთმანეთისთვის მიწერილი წერილები. საიტერესო ის იყო, რომ საყოფაცხოვრებო სფერო, რომელიც თანდათან მეტად და მეტად იჭრებოდა მათ ცხოვრებაში, მხოლოდ სიფაქიზეს, სინაზეს და ოჯახის სიმყარის შეგრძნებას ანიჭებს ამ წერილებს.

ფრაგმენტებს ძეგლებადქცეულ ამ ეპისტოლეებიდან მკითხველს იმ იმედით ვთავაზობთ, რომ ბევრ სასურველსა და ნოსტალგიურს იპოვის მათში.

ილიას წერილები ოლღასადმი

1863 წელი...

„შენი სულისა ოლიკო! თუმცა დაგპირდი, რომ ხვალ წერილს არ მოგწერ, მეთქი, მაგრამ ვერ მომითმენია, შე გიჟო! რაზედ გამაგიჟე პატიოსანი, დარბაისელი რექტორი. მე ვინა და შუაღამისას ქალთან წიგნების წერა: ამაზედ არი ნათქვამი გლეხური ანდაზა: „ნუ შეხვალ, ნუ იბანებო, ნუ გამოხვალ და ნუ თრთიო“.

1874 წელი...

„ჩემო კარგო და სანახავად სანატრელო ოლიკო! ამ უკანასკნელს დროს ძალიან გამოინადირე შენს ქმარზედ. მას წინად მომწერე, რომ მე ვითომც გაზილა უფრო მახსოვდეს, ვიდრე შენ. ახლა მწერ, შენაო ჩემს წიგნებს არა კითხულობო, ამიტომაც არც ერთზედ პასუხს არა მწერო. არ ვიცი, ამგვარი საყვედურები საიდან და როგორ დავიმსახურე. შენ რომ იცოდე, რა რიგად მაწუხებს ხოლმე ამისთანა საყვედურები, შემირიგდებოდი და არ მომწერდი... ამას იმიტომ კი არ გწერ, რომ გაწყენინო ან მე შენზედ ძალიანა ვჯავრობდე, მე მარტო იმის თქმა მინდოდა, რომ ალერსი მიჭირდა ამ ჩემს მდგმოიარობაში და არა საყვედური. მერე საყვედური იმისთანა, რომელსაც არა რაიმე საფუძველი არა აქვს. დაიცა, მოვალ მანდ და ყველაფერში გავსწორდებით, ჩემო კუკლუშკი!

1873 წელი...

ჩვენი ბანკის საქმისა ვერა შევიტყვე რა, გარდა იმისა, რომ გლავნი უპრავლენიეს ჩვენი პროექტი დაუბრუნებიაო. რაღაცას ცუღლუტობენ დიდნი და პატარანი. მე ვერ გამიგია როდის უნდა დაბოლოვდეს ჩვენი საქმე. გლახის ნაამბობი იბეჭდებოდა და ჯერ კი არ დაბეჭდილა. ისიც ბანკის საქმედ გახდა, აღარა თავდება. აგრე ორ წყალ შუა რო ვარ დარჩენილი, გული არაფერზე მიმდის, კალამი ხელში ვერ ამიღია რომ დავწერო რამე. თავი გამოყრუებული მაქვს ასე, რომ ერთი ხეირიანი და რიგიანი აზრი არ მომდის. ნეტავი ან შენ იყო აქ, ან მე ვიყო მანდ!

ივანეს წერილები ანასტასიასადმი

1909 წელი

ჩემო მშვენიერო, ჩემო კეთილო, ჩემო ლამაზო ანგელოზო, სტაზიაჯან! დღეს მესამე წერილი მივიღე შენგან. ჩემო იმედო, დაგიკოცნი ხელებს, რომ შენი წერილებით დამამშვიდე და ნათელასი და შენი ამბავი შემატყობინე. ჩემო გვრიტო, იმედი მაქვს, რომ შემდეგაც გაანებივრებ შენს ვანოს და ყოველთვის, როცა დრო გექნება, თქვენი აზრით გამახარებ. თითოეული შენი წერილი არ შემიძლიან, რომ რამდენჯერმე არ გადავიკითხო ხოლმე. მინდა, რომ შეუწყვეტლივ მიმდინარეობდეს იგი და შენი ალერსიანი ხმა ჩემს ყურს ატკბობდეს. სულ თქვენს საგონებელში ვარ, სულ თქვენზე ვფიქრობ და ვოცნებობ იმ ნეტარ დღეზე, როცა თქვენ, ჩემო სიხარულო, აქ, ჩემთან მეყოლებით.

...მე ძალიან მოხარული ვარ რომ სკრიპკას უკრავ. იცი, ჩემი მერცხალო, ნუ დაანებებ მუსიკას თავს ნურც როდის, თუ ისე დაანებე, მაშინ შენც სხვებს დაემსგავსები, რომელნიც უკრავენ, უკრავენ და ბოლოს მიატოვებენ ხოლმე. მე ხომ არ გეუბნები, კონცერტები გამართე მეთქი, არა, მე მინდა მხოლოდ, რომ ამ მშვენიერ ხელოვნებას თავი არ დაანებო... მე ვერ შევძელი მუსიკის დამთავრება. მე ბედნერი ვარ, რომ შენ ჩემი თვალის ჩინი ჩემი საყვარელი სტაზია ამ ზეციურ ხელოვნებას ემსახურება. თითქოს მე ვემსახურებოდე, იმიტომ რომ მე და შენ განუყრელნი ვართ, ერთს არსებას წარმოვადგენთ, ძლიერი სიყვარული და გულითადი მეგობრობა გვაერთებს ჩვენ, მე ბედნიერი ვარ, როცა შენ უკრავ ხოლმე, იმიტომ რომ რასაც არ უნდა უკრავდე შენ მე ვიცი, რომ სიყვარული, ჩვენი მხურვალე სიყვარული მოიმკის ხოლმე“.

1915 წელი, პეტერბურგი...

ერთი კვირა წერილის მოუსვლელობა, რასაკვირველია, არაფერია, სხვები, როგორც ვხედავ, ახალჯვარდაწერილი ცოლ-ქმარნიც კი ერთიერთმანეთს ორ კვირაში ერთხელ უგზავნიან წერილებს! მაგრამ, რა ვქნა, ჩემო გულის სატრფოვ, რომ ჩვენ ასე განებივრებული ვართ და ათი წლის სიყვარულის მიუხედავად, ტრფობის ალით არის მოცული წინანდებურად ჩვენი არსება.

სტაზიაჯან, იმედი მაქვს, რომ შენი მშვენიერი ვიოლინო ტფილისში ჩამოიტანე და თანდათან მის დაკვრას განაახლებ ჩემ გულისთვის მაინც. შენ ხომ კარგად იცი, რა ბედნიერი ვიქნები, რომ ეს ჩემი ნატვრა განახორციელო“.

ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის წერილი ივანე ჯავახიშვილისადმი

1916 წელი, ქუთაისი...

ბავშვები გახარებულები არიან საჩუქრებით და ტკბილეულობით. ჩვენ სამივენი მაგრად ვეხვევით ჩვენ საყვარელ მამიკოს და უდიდეს მადლლობას ვუგზავნით ამ წერილით, ოღონდ, როცა შენ ისევ ჩვენთან იქნები, მაშინ მხურვალეთ დაგკოცნით, ისე როგორც გვიყვარხარ სამთავეს. ჩემო ვანიკო, დაუფასებელო ჩემო! შენმა წერილებმა ხო გამაგიჟა, ოხ, რა კარგია, როცა შეიძლება ასე თავისუფლად ადამიანმა გამოთქვას თავის გულის გრძნობა, არ შეიკავოს, ვანიკო, ჩემო კარგო, ჩემო ლამაზო, მაგრამ ეს მხოლოდ შენ იცი ასეთი სიყვარულის გამოთქმა. მე კი საძაგელმა, არა, მე ხომ მშიშარა ვარ“.

კონსტანტინე გამსახურდიას წერილი რებეკა ვაშაძისადმი

ბერლინი...

ასე ხდება ყველგან, საცა სიყვარული ადნობს ინდივიდუალობის უკარებ ყინულს, განა მე გეუბნები, გინდა თუ არა ჩემი სამშობლო (სულიერი სამშობლო იგულისხმება). შენად გაიხადე მეთქი?! არა, ეგ უსტყვოდ უნდა მომხდარიყო.

შენ უნდა დაამსხვრიო ყველა კერპები, თუკი ასეთები შენ გყავს და ჩემ ღმერთზე უნდა ილოცო - სამაგიეროდ მიიღე ჩემგან უსპეტაკესი სიყვარული, სამაგიეროდ მიიღე ჩემგან ყველაფერი. მე ხომ შენი ერთი გაცინება მირჩევნია ყველა მათ. მაგრამ დამიჯერე, თუ ჩვენ ერთ ტაძარში არ ვილოცეთ, გული დაიფერფლება. ყოველი ჩვენგანი სულიერი მარტოობით იქნება მოცული. და უკეთუ ეს ასე არ მომხდარა, ეს იმის მომასწავლებელია, რომ მე შენს თვალში ფრიად მცირე ღირსებათა მატარებელი ვყოფილვარ.

ღმერთო, რა ვქნა, ისე დავწერე, რომ ეგონება ადამიანს, ეგ თავნება ქმარი უკვეთავს ცოლს თავის მოდაზე იაროს. ოჰ, რევა, თუ მე გიყვარდე, უსიტყვოდ გაიგე ჩემი ტკივილი, ჩემო სულო, გლახად არ მიიღო. გაფიცებ ჩვენ უანგარო წმინდა სიყვარულს, გაიგე ის, რაც ჩემს გულს აწუხებს. აკი შენ ჩემი გესმოდა, ჩემო. როგორ დავიჯერო, გოგო, რომ ჩემი წყლულით შენ არ იყო დაკოდილი, რომ ჩემი ცოდვები შენც არ გწვავდეს მაგ გამხდარ ლოყებს...“

P. S. დამეთანხმებით, ბედნიერია ერი, რომელსაც ასე შეყვარება შეუძლია..., რომელსაც სხვისი წერილით გაკეთილშობილების უნარი შესწევს... რომელიც თითქმის ფოლკლორად აქცევს ასეთ სასიყვარულო საგებს... კალამს და ფურცელს მონატრებული გვერდზე ატარებს აჩქარებულ დროს და საკუთარი ფიქრის მიყურადებას იწყებს...

ესმა მანიამ

14 ნიღბით ნათქვამი სიმართლე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

  • ქართული ტრადიციები

Stop Russia - ამ ფორმით გამოხატა მთელმა საქართველომ თავისი დამოკიდებულება რუსეთ - საქართველოს ომისა და ზოგადად, აგვისტოს მოვლენების მიმართ. თუმცა, ეს ორი სიტყვა ვერც შინაარსით იტევდა მომხდარის შედეგების შეფასებას და ვერც ქართველების მდიდარ ტრადიციას გამოხატავდა. ამ ტრადიციის შესაბამისად, ქართველები სპეციალურ იმპროვიზაციულ სანახაობას მართავდნენ, რომ მსგავს სიტუაციებში გადმოეცათ უცხოელი დამპყრობლების სისასტიკე და ეჩვენებინათ ქართველი ხალხის დამპყრობლებთან ბრძოლის სცენები. გამართულ სანახაობას ყეენობა ერქვა.

ყეენობა ქართული ხალხური თეატრის ერთ-ერთი სახეობაა და ქართული პროფესიული თეატრის წინამორბედია. მისი დიდი ტრადიციული მნიშვნელობის მიუხედავად, დღეს ყეენობა სრული ფორმით შემორჩენილი არაა, თუმცა მსგავსი სანახაობები ჯერ კიდევ იმართება კახეთში, მესხეთსა და სვანეთში.

თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე შემდეგნაირად აღწერს ყეენობის დღესასწაულს: ყეენობა ნახევრად იმპროვიზირებული მასშტაბური სანახაობაა. მისი სიუჟეტი ბერიკაობისგან განსხვავებით, წინასწარაა შედგენილი. აქ მტრის ხატს ყეენი წარმოადგენდა, მას აბრძოლებდნენ ქართველთა მთავარსარდალთან, და რა თქმა უნდა, ქართველი იმარჯვებდა.

0x01 graphic

თავდაპირველად, ყეენობა საკულტო ცერემონიალი იყო და წარმართულ ელემენტებს შეიცავდა. შემდეგ ის საერო სანახაობად იქცა, ხოლო 19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ყეენობა გამოხატავდა ქართველების ბრძოლას მეფის რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ ყეენობა საქართველოში ცარიზმის გაბატონებისთანავე აიკრძალა.

ყეენობისთვის მზადება დიდმარხვის ორშაბათს იწყებოდა. ამ დღეს შავ ორშაბათს უწოდებდნენ. სოფელი ირჩევდა ყეენს და მის ამალას, რომელსაც შეადგენდა ყეენი(მეფე), დედოფალი, ვეზირი, მოსამართლე, ხუმარა, მტრის ჯარისკაცები, ქართველთა მეთაური - სარდალი და სხვა. ყეენის მორთულობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მას ქაღალდისგან გაკეთებული და წითლად შეღებილი ნიღაბი ეკეთა, ზოგჯერ კი სახეს შავად იღებავდა და ხელოვნურ წვერ-ულვაშს იკეთებდა. ყეენს ცხვრის ტყავ-კაბა ეცვა.

სანახაობას თავისი სიუჟეტი ჰქონდა. ყეენი სოფელს ბეგარას სთხოვდა. მისთვის თითოეულ მოსახლეს უნდა მიეცა ნატურალური პროდუქტი: არაყი, ღვინო, ხაჭაპური, ერბო, ყველი, ქადა. ვინც უარს იტყოდა, მას ატყვევებდნენ და ჯარიმად ორმაგ ბეგარას სთხოვდნენ. შემდეგ მდინარის პირას ჭიდაობა იმართებოდა. ყეენის ფიტულს თივაზე უკუღმა სვამდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ, მერე მდინარეში აგდებდნენ და საბოლოოდ, ქართველების გამარჯვებით მთავრდებოდა სანახაობა.

ყეენობა და ბერიკაობა ისეთი ქართული ტრადიციაა, რომელიც ყოველთვის ერთად მოიხსენება. ყეენობა ბერიკაობის საფუძველზე ჩამოყალიბებული დღესასწაულია. ისინი განაყოფიერების და მიწათმოქმედების კულტის სადიდებლად იმართებოდა. თუმცა, ბერიკაობა ხალხური სანახაობიდან დროთა განმავლობაში ნიღბების საიმპროვიზაციო თეატრად ჩამოყალიბდა, რომელშიც ბერიკები დგამდნენ სპექტაკლებს თაობიდან თაობისთვის გადმოცემულ სიუჟეტზე დაყრდნობით.

0x01 graphic

ბერიკაობა გაზაფხულის დამდეგს იწყებოდა და მისი ხანგრძლივობა ყველიერის კვირას უკავშირდებოდა. მასში 40-დან 100-მდე ბერიკა მონაწილეობდა, მონაწილეები, მხოლოდ კაცები იყვნენ და ქალის როლსაც, ქალად გადაცმული მამაკაცი ასრულებდა.

ცხვრის, თხის და ხარის ტყავებში გამოწყობილი ბერიკები ნიღბებად ცხოველების რქებს, ფრინველების ფრთებს, ნახშირს, სიმინდს, გოგრას და სხვადასხვა პროდუქტებს იყენებდნენ. ბერიკების ტრადიციული ნიღბები - მეფის, კეკელას, მაჭანკალის, გლეხის, თავადის, ექიმის, მოსამართლის, თათრის, ასევე თხის, ტახის, დათვის და სხვა ცხოველების ნიღბები იყო. მთავარი ბერიკა, რომელსაც თამადას უწოდებდნენ წელზე ქამარს ატარებდა. ქამარი ძვლის ან ხის ფალოსით იყო გაფორმებული, თუმცა განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონდა.

ბერიკები ზურნას და დაირის მუსიკის თანხლებით სოფელს დაივლიდნენ და მასპინძელს სურსათ-სანოვაგეს სთხოვდნენ. დახმარების თხოვნა ბერიკაობის ტრადიციის ის ელემენტია რომელიც ყველა სხვა ტრადიციაზე უფრო ხშირად, მაგრამ დიდი სახეცვლილებით გვხვდება. ქუჩაში საკმარისია 5 წუთით ფეხით გაისეირნო და მთხოვნელების გამასპინძლებას ვერ აუხვალ. თუმცა ამ შემთხვევაში, ისინი არც მუსიკას გთავაზობენ და არც გაზაფხულს ელოდებიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ბერიკაობის ტრადიცია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის სრულიად უცნობია.

მე-11 კლასის მოსწავლე ლექსო ბითაძე დაუფიქრებლად მპასუხობს, რომ ბერიკაობის ტრადიცია მისთვის უცნობია. თუმცა ჩემი დიდი თხოვნით და მისი დაძაბული ფიქრის შედეგად, ლექსომ ყურმოკრული ამბავი გაიხსენა: მგონი სადღაც გამიგია რომ ეს რაღაც ძველი ქართული ტრადიციაა, მაგრამ რას ნინავს ზუსტად არვიცი

დღეს ბერიკაობის მნიშვნელობის გასაგებად ან ქართული თეატრის ისტორიის წაკითხვა მოგიწევს ან უკეთეს შემთხვევაში, ადიგენის რაიონის სოფელ უდეში მოგზაურობა, სადაც ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ცოცხლობს. რაც შეეხება ქალაქის ქუჩებში მათ არსებობას, თბილისში მათი ნახვა ხშირად არა, თუმცა შესაძლებელია.

მანქანით მოძრაობისას დიდ გადასასვლელებთან, ლაგუნა ვერესთან, ვეფხისა და მოყმეს ძეგლთან რამდენჯერმე მინახავს ბერიკები,- ამბობს თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე ისინი ფანჯრებს გიწმენდენ და სამაგიეროდ ფულს გთხოვენ. ისინი უბრალოდ ხალხია, ვისაც ფულის ოვნა უნდათ და ამისთვის მხატვრულ ხერხს იყენებენ. პროფესიულ თეატრში კი, ნიკა, მხოლოდ ერთ სპეკტაკლს იხსენებს, სადაც ბერიკაობის ტრადიცია ძველი ფორმით იყო წარმოდგენილი: მარჯანივილის თეატრ იყო რეზო მირცხულავას სპექტაკლი ბერიკაობა, ამ სპექტაკლ თამაობდნენ სოფიკო ჭიაურელი, ლა კვიტაივილი,…სხვა არაფერი მაგონდება.

ბერიკაობის და ყეენობის მსგავსი იმპროვიზირებული სანახაობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას აქვს. თუმცა, ქვეყნების დამოკიდებულება საკუთარი ტრადიციის მიმართ სრულიად განსხვავებულია.

- საზღვარგარეთ ვინმეს რამე რომ აქვს, უზომოდ უფრთხილდებიან, ლამაზად ფუთავენ, წიგნებს ვებენ და ტურისტებს აჩვენებენ თუ რა ჰქონდათ, ჩვენ ამისთანა სანახაობა გვქონდა და ამას უფრო მოფრთხილება და პოპულარიზაცია სჭირდება, - ასე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე ბერიკაობის ტრადიციის მიმართ და მის ნაკლებ აქტუალობას იმ ფაქტით ხსნის, რომ დღევანდელ თანამედროვე თეატრში სხვა ხერხები გამოიყენება, თუმცა ფიქრობს რომ ბერიკაობის, როგორც უძველესი ტრადიციის შენარჩუნება აუცილებელია, თუნდაც ეს მოხდეს სცენაზე, მცირე დოზით, მაგრამ არ დაიკარგოს,'' რადგანაც ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისტორიული და ეროვნული სულის განტკიცებისთვის.

მარიამ სუთიძე

15 3333-ჯერ აღმოჩენილი მსოფლიო

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

  • სპორტული ცხოვრების რიტმი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VIII კორპუსი. მესამე სართული. ნახევრად განათებული დერეფნის ბოლოს მომღიმარი სახით უნივერსიტეტის კიბერნეტიკის კათედრის თანამრომელი მელოდება. ოთახ ერთმანეთზე სხდადასხვა ზომის ყუთებია დალაგებული, დათარიღება 1993 წლიდან იწყება. კედლებზე მსოფლიოს ფიზიკური და პოლიტიკური რუკებია ჩამოკიდებული, ესანინავად მოხაზული მარრუტებითა და სხვადასხვა აღნივნებით...

ოთახის კუთხე მოლბერტსაც ნახავთ, აქა-იქ დასრულებული სურათებიც გხვდებათ თვალ...

ქართული ხუთჯვრიანი დროის ფონზე კი საქართველოს ერთიანობის დასაცავად დაღუპული მებრძოლების მოკლე ბიოგრაფიებია მოცემული ფოტოებთან ერთად.

თვალს ვუსწორებ მოსაუბრეს და მოგზაურიც ათწლიანი პილიგრიმობის ისტორიის მოყოლას იწყებს...

3333 დღე დედამიწის გარემო.

გავლილი ქვეყნებისა და დამოუკიდებელი ტერიტორიების რაოდენობა 234.

გავლილი დისტანცია ველოსიპედით 270 ათას კილომეტრამდე.

სხვადასხვა სახელმწიფოს საზღვრის 4000-ჯერ გადაკვეთა.

ეს ჯუმბერ ლეჟავას მოგზაურობათა სტატისტიკაა...

და მაინც საიდან დაიწყო ყველაფერი?

1986 წელს 46 წლის ასაკ ინაგანი ორგანოების განგრენით დავსნეულდი. ღვიძლი დაზიანებული მქონდა, სისხლი - მოწამლული. ორი ოპერაცია გადავიტანე, მედიკოსებს გადარჩენის იმედი გადაწურული ჰქონდათ. მაგრამ როდესაც მოვედი გონს, პირველი რაც გავიფიქრე ის იყო, რომ თავი უნდა გადამერჩინა. დავიწყე საკუთარი თავის ფსიქოლოგიური მომზადება. სპეციალობით კიბერნეტიკოსი ვარ და ჩვენს პროფესია, როგორც სხვებ, ყველაფერი ლოგიკას ეფუძნება. ჩემი იმდროინდელი ლოგიკით კი, სიცოცხლე უნდა გამეგრძელებინა და საკუთარი თავისთვის სიკვდილის უფლება არ მიმეცა. ფსიქოლოგიური მომზადების ემდეგ დავიწყე იდეის განხორციელება ჩემებური გზით: უარი ვთქვი მკურნალობისას დიეტის დაცვაზე, წოლით რეჟიმზე, პირიქით, ფეხებს ფიზიკურ დატვირთვას ვაძლევდი. მართალია, ბევრჯერ უგონოდაც ვეცემოდი, მაგრამ საბოლოო ჯამ ბუნების წინააღმდეგ წასვლამ და ჩემი ხასიათის გამოკვეთილმა ტრიხმა - სიჯიუტემ ედეგი გამოიღო: რამდენიმეთვიანი ინტენსიური ვარჯიების ემდეგ საბოლოოდ გამოვჯანმრთელდი.

ძალების სრულად აღდგენის ემდეგ 1990-1992 წლებ ჯუმბერ ლეჟავამ მსოფლიო და გინესის რეკოდები დაამყარა ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებ. გაჩნდა იდეაც, დედამიწა ველოსიპედით ემოეარა:

„იდეის ავტორი რატი კიკაჩეიშვილი იყო, რომელიც 19 წლის ასაკში გმირულად შეეწირა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას. მოგზაურობის სამეცნიერო ნაწილის ხელმძღვანელი გახლდათ ბატონი ჟიული შარტავა. მარშრუტის დაწყებიდან ერთ თვეში ბატონი ჟიულიც აფხაზეთში დაიღუპა. რა თქმა უნდა, მის გარეშე მოგზაურობა ყოველნაირი თვალსაზრისით მეტისმეტად გართულდა. ჩემი უახლოესი მეგობრები: თემურ მაისურაძე, ბიჭიკო სულიაშვილი, იუზა ვერულავა, ზურაბ წვერაიძე, ნიკო ჩხაიძე - ეს ის ადამიანები არიან, რომელთა თავდაუზოგავი მხარდაჭერის გარეშე ეს დიდი მოგზაურობა ვერ განხორციელდებოდა. სახელმწიფომ, კერძოდ კი სპორტის დეპარტამენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ დახმარება გამიწიეს, თუმცა ეს, რასაკვირველია, საკმარისი სულაც არ იყო ამხელა მარშრუტისთვის. მეხმარებოდნენ უცხოეთში შეძენილი მეგობრებიც, რომლებიც ჩემი მეგობრები და სპონსორებიც იყვნენ, ამასთან საქართველოს დიდი ქომაგებიც“, - ჯუმბერ ლეჟავას მოგზაურობის მთავარი მიზანიც ხომ შოთა რუსთაველის აფორიზმზე იყო დაფუძნებული: „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“.

0x01 graphic

ობლიური და ორეული საქართველო

„ადამიანები ძალიან გვანან ერთმანეთს. ბევრჯერ სხვადასხვა სახელმწიფოში ყოფნისას ამა თუ იმ გამვლელში ჩემი რომელიმე მეგობარი შემიცვნია. ადამიანებს ერთნაირად უხარიათ, სწყინთ და სტკივათ აფრიკაში, აზიასა თუ ამერიკაში, სადაც გნებავთ...

ქართველები სიყვარულის გამოხატვის ხარისხითა და ფორმებით გამოვირჩევით, სხვაგვარი დამოკიდებულება გვაქვს მოყვასისა თუ მტრის მიმართ, მგრძნობიარე ხალხი ვართ და ამას ყოველ ნაბიჯზე ვამჩნევ ხოლმე. ბევრი არაჩვეულებრივი ტრადიცია გვაქვს, რაც განსაზღვრავს კიდეც ჩვენს შინაგან სახეს, დამოკიდებულებას გარესამყაროს მიმართ.

მოგზაურობის ათი წლის განმავლობაში საქართველოზე ძალიან მწირად თუ ვგებულობდი ცნობებს. დამეთანხმებით, რომ ძნელია სამშობლოსა და ოჯახის გარეშე ყოფნა, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ სხვადასხვა შეხვედრებისას მთელს მსოფლიოში ბევრს ვყვებოდი ჩვენს კულტურაზე, უძველეს ისტორიაზე, ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე და რა თქმა უნდა, ჩვენს სპორტულ მიღწევებზე: არ არსებობს ქართველების მსგავსი სხვა მცირერიცხოვანი ერი, რომელსაც ამდენი უმაღლესი მიღწევა ჰქონდეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში - ეს ხომ ქართველი კაცის შინაგანი ბუნებიდან მოდის - სრულყოლებისაკენ სწრაფვიდან, ეს შენაძენი ან თუნდაც გამომუშავებული არ არის, ეს ჩვენს სისხლსა და ხორცშია...“

საზღვრები საზღვარს გარე

„მოგზაურობისას ყველაზე ხშირად საზღვრების გადაკვეთა მოგიწევთ: საბაჟოდან საბაჟომდე გავლილი მცირე მანძილი ცვლის ადამიანის ფერს, სახის აგებულებას, ტრადიციებს, ბუნებას, არქიტექტურას. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, კერძოდ კი ინდო-ჩინეთის ნახევრაკუნძულის სახელმწიფოებში მოგზაურობისას სხვა მრავალ მიზეზთან ერთად იმანაც დამაბნია, რომ გზის მიმართულებებიც კი სხვადასხვა აქვთ: ვერ ვასწრებდი, შევჩვეოდი გზის მარცხენა მხარეს მოძრაობას, საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მიწევდა მარჯვენა მხარეს გადაადგილება და ა.შ. საინტერესოა ბუნების ცვალებადობა, ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების მრავალფეროვნება და უნიკალურობა.

0x01 graphic

საქართველოს გეოგრაფიული და ფიზიკური განუმეორებლობა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ პატარა ტერიტორიაზე კომპაქტურადაა წარმოდგენილი რელიეფის თითქმის ყველა სახე: მთა, უდაბნო, ვაკე, დაბლობი, ზღვასა და მდინარეების სიუხვეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია?!

საქართველოს პატარა გეოგრაფიულ მოდელად მივიჩნევ კუნძულ როუნიონს ინდოეთის ოკეანეში, მადაგასკარიდან 350 კილომეტრზე. კუნძული ფრანგების მფლობელობაშია და გამოირჩევა ყოველნაირი სიუხვით, ასევე განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით. როუნიონი მდიდარი და პენსიაზე გასული ფრანგების და არა მარტო მათი ნამდვილი სავანეა.

მიუხედავად იმისა, რომ კუნძული სულ 26 კვადრატულ კილომეტრზეა განთავსებული, როუნიონზე არის მთაც, ბარიც, უდაბნოც, სანაპიროც, ჩანჩქერებიც, მდინარეებიც კი.

განგაცვიფრებთ ინდონეზიის კუნძულები. სუმატრა, იავა, ტიმორი... ზოგადად, ცნობილია, რომ ინდონეზია 14 ათას კუნძულს აერთიანებს, მაგრამ ძირითადი დიდი კუნძულების ხილვა ნამდვილად წარუშლელ კვალს ტოვებს მოგზაურის მეხსიერებაში...

„რა თქმა უნდა, მთელი მოგზაურობა საინტერესო, ღირსსახსოვარი, კომიკური და არც თუ იშვიათად სახიფათო შემთხვევებით იყო სავსე:

1994 წლის თებერვალი იყო. გარკვეული საფრთხის არსებობის გამო, იემენში სამხედროებმა მირჩიეს უკან გაბრუნება. მე მათ განვუმარტე, მშვიდობის დესპანი ვარ და თქვენ თუ ერთმანეთში ვერ მორიგებულხართ, რა ჩემი ბრალი-მეთქი? თეთრი პერანგი მივაბი ჯოხზე და გზა განვაგრძე. სამხედროებმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები რაციით გააფრთხილეს - მშვიდობის დესპანი მოგზაური მოდის და გაატარეთო. მათაც მშვიდობით მიმიღეს, გამესაუბრნენ და გზა დამილოცეს. სიმბოლურია, რომ ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში იემენი გაერთიანდა...

აფრიკისა და აზიის უდაბნოებსაც ველოსიპედით გავდიოდი და ხშირად ღია ცის ქვეშ მიხდებოდა ღამის გათევა. ერთხელ სინას უდაბნოში დამიღამდა. დილაადრიან შაშხანიანი ბედუინი დამადგა თავზე. გაგონილი მქონდა, ამ მიდამოებში ბედუინები ხალხს იტაცებენ, თუ დროულად გამოსასყიდ თანხას არ მიუტანენ, ტყვეს სიკვდილით სჯიანო. რა მექნა, ბედს დავმორჩილდი და გავყევი. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მათთვის გამეგებინებინა, ვინ ვიყავი და სად მივდიოდი. ბოლოს პირქვე დავემხე და მკლავებით აზიდვა დავიწყე (ჯუმბერ ლეჟავას ერთი პირველი რეკორდი ასეთია - საათ 5011 აზიდვა. ავტ.). ბედუინები გაკვირვებულები მომჩერებოდნენ, ბოლოს კი გადაიხარხარეს, არაბული ყავით გამიმასპინძლდნენ, შემდეგ ველოსიპედიანად აქლემზე შემსვეს და გამომაცილეს...

ბრაზილიაში ჟურნალისტებმა მიმიწვიეს ფეხბურთის სათამაშოდ. ერთმანეთს ეთამაშებოდნენ ყვითლები და წითლები. მე წითლების გუნდში ჩამრიცხეს. ორი მატჩის ჯამში წითლებმა გავიმარჯვეთ. რამდენიმე გოლი მეც გავიტანე. ჟურნალისტებმა აღნიშნეს ჩემი კარგი თამაში. მათ გაუკვირდათ, როდესაც ავუხსენი, რომ გამოჩენილი ფეხბურთელები მესხი, მეტრეველი, კავაზაშვილი, ჩოხელი, რომლებიც სსრკ-ს ნაკრებში თამაშობდნენ, ქართველები იყვნენ და არა რუსები...

ქალაქ ლოზანაში (შვეიცარია) გულთბილად მიმიღო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ხუან სამარანჩმა და სიდნეის ოლიმპიადაზე მიმიწვია, სადაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ჩავედი...“

ორი ეხვედრა აფრიკამდე

აზია, ავსტრალია, ოკეანეთი, ამერიკა უკვე მოვლილი მქონდა და აფრიკა წასასვლელად ვემზადებოდი. ყველას რატომღაც ეგონა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი მანძილი და სივრცეები გადავლახე, აფრიკის მონახულებას და იქ მოგზაურობას ვერ მოვახერხებდი. სწორედ ამ დროს ქართული სპორტის დიდმა ქომაგმა და არაჩვეულებრივმა პიროვნებამ ბატონმა კახი ასათიანმა გამიკეთა უდიდესი საჩუქარი - ამერიკა ჩემს სანახავად ჩემი უმცროსი ქალივილი გამოგზავნა, ევროპა ჩასულს კი პარიზ უფროსი ქალივილი დამახვედრა.

ერთ ოთახ დატეული მსოფლიო

შეხედეთ ამ უზარმაზარ არქივს! ეს ყუთები წლების განმავლობაში გაკეთებული ჩანაწერებითაა სავსე... ეს ნაფიქრალი დღის სინათლეზე გამოსვლას ელოდება. ბევრ სახელმწიფოში შემოუთავაზებიათ, რომ მათი ქვეყნის დროშის ქვეშ მემოგზაურა, მაგრამ ჩემი მოგზაურობა საქართველოს და ჩვენს საერთო მომავალ გამარჯვებებს მივუძღვენი. ამიტომაც ყველა ასეთ შემოთავაზებას უარით ვპასუხობდი.

0x01 graphic

2007 წელს „ქარვასლაში“ ჩატარებულმა ჩემმა გამოფენამ „ჯუმბერ ლეჟავას მსოფლიო“ დიდი წარმატებით ჩაიარა. მინდოდა, რომ ეს გამოფენა საქართველოს ყველა ქალაქში ენახათ, მაგრამ ეს ჩანაფიქრი უსახსრობის გამო ვერ განხორციელდა. ამ გამოფენაზე ჩემს მიერ აღქმული მსოფლიოს სახე წარმოვადგინე. ამასთან, მომზადებული მაქვს 14 თემის შესაბამისი ფოტომასალები გამოფენებისათვის: მსოფლიოს ბავშვები, მსოფლიოს ქალები, მსოფლიო პოლიციელები, მსოფლიოს ქალაქების არქიტექტურა, მსოფლიოს მდინარეები, მსოფლიოს ხიდები, მსოფლიოს რელიგიები, მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები და ა.შ. თამამად ვამბობ, რომ ჩემისთანა კოლექცია არავის აქვს: ზოგ სახელმწიფოში გადაღების უფლებაც კი არ მომცეს, მაგრამ აბა, როგორ შემეძლო გვერდით ჩამეარა და არ გადამეღო უნიკალური არქიტექტურული ძეგლები და სიძველეები?“

უთქმელი ბევრი რჩება, არადა, ერთმა საჟურნალო სტატიამაც რამდენი უნდა დაიტიოს?! ვგრძნობ, რომ მოგზაურს ბევრ ვინმესა და რამეზე აქვს გული დაწყვეტილი, არავინ ამბობს იმაზე, რომ ჩინეთიდან ახალი მარტურით მინდოდა საქართველო დაბრუნება, თუმცა ეს იდეაც იდეად დარჩა ცოტათი ობიექტური და უფრო მეტად სუბიექტური მიზეზების გამო, - ამბობს მსოფლიო სპორტსმენი და მოქალაქე - 1999 წელს UNESCO- ჯუმბერ ლეჟავას ასეთი სტატუსი მიანიჭა.

ცალკე თემაა ჯუმბერ ლეჟავა და მისი ველოსიპედები, თავს გადახდენილი ხიფათები და სა თავგადასავლები, მოგზაური და მისი მხატვრობა, ხის მხატვრული დამუავება... თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ეს საუბრისას მოგზაურმა და ჟურნალისტმა ჩავიფიქრეთ, ეიძლება ჩვენი ჟურნალის მომავალი ნომრიდან ჯუმბერ ლეჟავა თავად მოგიყვეთ მონაკვეთებს იმ პილიგრიმობის ისტორიებიდან, რომელიც არასდროს მთავრდება და სადაც მუდამ დააქვს რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, წმიდა გიორგის ხატი, ლოცვანი, ქართული მიწა, გარდაცვილი მეუღლის, ჟიული არტავასა და რატი კიკაჩეივილის ფოტოები.

მალხაზ ჭკადუა

16 ზუგდიდის „ბაიას“ანტალიური შეკრება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

საქართველოს მეოცე ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სეზონის განახლებამდე, საფეხბურთო კლუბებმა საწვრთნელი ეტაპი სერიოზული მომზადებით გაიარეს. ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების უმეტესობამ, ზამთრის შეკრებები ძირითადად ქვეყნის შიგნით გაიარეს, თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით. უმაღლესი ლიგის გუნდებიდან: თბილისის „დინამოს“, თბილისის „ვიტ-ჯორჯიას“, საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ და „ზესტაფონს” ხვდა წილად, უფრო მეტი მოტივაციით უცხოეთში მომზადებულიყვნენ. აღნიშნულმა გუნდებმა შეკრება თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიარეს. „დინამო“, „ვიტ-ჯორჯია“ და „ზესტაფონი” ამბიციური გუნდებია და ლიდერობისთვის იბრძვიან, ხოლო საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ ძალების მოკრებას მესამე წრიდან აპირებს. ვინაიდან უმაღლესი ლიგის გუნდებმა, საგაზაფხულო სეზონი თებერვლის დასაწყისში გახსნეს, ტრანსფერების და შემდეგ მომზადების საკითხები შუა ზამთარშივე ჩაამთავრეს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ახალ სეზონს პირველლიგელები მარტში განაახლებენ და უმაღლეს კლუბელთაგან განსხვავებით, მომზადებისთვის დროც საკმაოდ დიდი აქვთ. საფეხბურთო კლუბმა „ბაიამ“ შეკრება, თუ არ ჩავთლით ტექნიკურ და ინდივიდუალურ მომზადებას, ოფიციალურად იანვრის ბოლოს საკუთარ სპორტულ ბაზაზე მოახდინა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის ჰერბერტ ცანკერის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, თითოეულმა ფეხბურთელმა ტესტ-ვარჯიშები გაიარა. საგაზაფხულო სეზონის განახლებამდე, ზუგდიდის „ბაიას“ შეკრება ურეკსა და ქობულეთში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა სავარჯიშო ადგილმა, კლუბის მესვეურთა გადაწყვეტილებით მიმართულება შეიცვალა და უმაღლესი ლიგის ოთხი გუნდის მსგავსად, პირველლიგელმა „ბაიამ“ ორკვირიანი შეკრება ანტალიაში გადაწყვიტა და უკვე, თურქული შეკრებაც ნაყოფიერი გამოუვიდა. ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ დათმო პოზიცია. დანარჩენი მატჩები წარმატებით დაასრულა. საკადრო ცვლილებები გუნდში, როგორც ადრე მთავარი მწვრთნელი იუწყებოდა, არ განხორციელებულა და საგაზაფხულო სეზონის კალენდარულ შეხვედრებს უცვლელი შემადგენლობა განაახლებს, თავის გამოჩენის საშუალება მხოლოდ რამდენიმე ახალბედა ფეხბურთელს მიეცემა, რომლებიც მეორე ლიგის გუნდის ძირითად შემადგენლობაში გამოდიან. ანტალიაში ზუგდიდის „ბაია“, კლუბის ხელმძღვანელთა ჩათვლით, ოცდათექვსმეტკაციანი შემადგენლობით გაემგზავრა. ანტალიაში გამგზავრებამდე გუნდის გერმანელმა სპეციალისტმა ერთკვირიან ინტერვალში, ფეხბურთელები ორ ჯგუფად დაჰყო და მძიმე დატვირთვით ავარჯიშა. საფეხბურთო მარათონის ხანგრძლივი შესვენების მიუხედავად, ცანკერი ფეხბურთელთა ინდივიდუალური და ფიზიკური მომზადების მხრივ კმაყოფილია. თურქეთში გამგზავრებამდე ჰერბერტ ცანკერმა ჩვენთან საუბარი, კლუბის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას მიმართ სამადლობელი სიტყვებით დაიწყო: მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს იმისთვის, რომ მოგვცა საუალება ეკრება უცხოეთ სრულფასოვნად გაგვევლო. ჩემს ჩამოსვლამდე ფეხბურთელები ინდვიდუალურად, ჩვენს მიერ ედგენილი პროგრამით ვარჯიობდნენ და განცვიფრებული დავრჩი მათი მომზადებით. ამ ეტაპზე ფეხბურთელები იდეალურ ფორმა არიან. ვარჯიების დაწყებამდე, პროგრამის მიხედვით, თვდაპირველად თითოეული მოთამაის წონა დავადგინეთ და მხოლოდ ორ ფეხბურთელს ეტყობა პროპორციონალური მომატება, თუმცა ფორმის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მათ არ უნდა გაუჭირდეთ. ორი სირბილის და დამატებით ტექნიკური პროგრამების გარდა, გუნდთან ჩავატარე ტესტირება ლაზერული დანადგარებით, რაც იმის საუალებას იძლევა, რომ გვქონდეს ერთიანი სასტარტო ბაზისი. რაც ეეხება ტრანსფერების საკითხს, გუნდ ცვლილებები არ განხორციელებულა, თუმცა ყველა ფეხბურთელს, რომლებიც მეორე ლიგა არიან, დიდი ანსი აქვთ, რომ დაამტკიცონ მზადყოფნა პირველ გუნდ სათამაოდ. Aმათვისაც ეს ანსი მიეცემა აუცილებლად უნდა გამოიყენონ იგი. Pპირდაპირ ემიძლია გითხრათ, რომ განაცხად ის ფეხბურთელები მოხვდებიან, რომლებიც გუნდს ქულებს მოუტანს, სხვა ემთხვევას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ამ საკითხ ფეხბურთელს ჩვენგან არავინ დაეხმარება. მხოლოდ მათ ეუძლიათ საკუთარი თავის დახმარება და კარგი თამაით ძირითად ემადგენლობა მოხვედრა. ერთია როცა, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით, რაც იმიჯისთვის კარგია, მაგრამ მთავარი ამოცანა და მიზანია, ევქმნათ ისეთი საფეხბურთო სკოლა, რომ პატარა ასაკიდან დაწყებული ცხრამეტ წლამდე, უკვე პროფესიონალი ფეხბურთელების აღზრდა ევძლოთ. აქედან გამომდინარე დავწერე ფეხბურთის კონცეფცია და ამას სპორტულ ბაზაზე მომუავე თითოეულ მწვრთნელს გავაცნობ. ანტალიიდან დაბრუნებისთანავე თითოეულ სპეციალისტთან ამ საკითხზე ინდივიდუალურად მექნება საუბარი. რაც ეეხება ჩვენს ანტალიურ ეკრებას, აქ ძირითადად ორი მიმართულებით ვიმუავებთ. აქცენტი ტექნიკასა და ტაქტიკაზე გაკეთდება. ეკრების გეგმა არის ასეთი: თოთხმეტი ვარჯი და ოთხი ამხანაგური თამა. ასე, რომ ეს ჩვეულებრივი მოგზაურობა ნამდვილად არ იქნება და განაცხად მყოფ ოცდავიდივე ფეხბურთელს საკმაოდ რომატევადი ვარჯიების გავლა მოუწევს.

0x01 graphic

ვიდრე „ბაიას“ სპორტ-კოპლექსში გერმანელი სპეციალისტის მიერ შემუშავებული კონცეფციით დაიწყებენ ახალბედა ფეხბურთელების მომზადებას, მანამდე სპოტ-კომპლექსში დიდი ხანია სამასზე მეტი ბავშვი უფასოდ ვარჯიშობს. „ბაიას“ სპორტ-კოპლექსის მშენებლობა ბოლომდე დასრულებული არ არის, მაგრამ ორი ხელოვნურსაფარიანი მინდორი და სავარჯიშო ქვიშის მინი - მოედანი დიდი ხანია ექსპლუატაციაში შევიდა. სპორტ - კომლექსის მესვეურთა განმარტებით, სპორტული ბაზა „ბაია“, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, ჰოლანდიის სპორტ - კლუბ „აიაქსის“ ანალოგი უნდა გახდეს. ხელოვნურსაფარიან მინდვრებისა და ქვიშის მინი - მოედანის პარალელურად, ბაზისთვის გამოყოფილ ორ ჰექტარ მიწის ფართობზე სამი კორპუსია განთავსებული. აქედან ორი ადმინისტრაციას და სასადილოს უკავია, ხოლო ზომით ყველაზე დიდ კორპუსში, რომლის სიგრძეც ოთხმოცდაათ მეტრს შეადგენს, სამედიცინო ცენტრი, სატრენაჟო ფიტნეს - კლუბი, საშხაპეები, საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ოთახები განთავსდება. სამშენებლო პროცესი სწორედ ამ კორპუსში მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ისიც ექსპლუატაციაში შევა. სპორტული ბაზა ფართო სპექტრისთვისაა გათვლილი და ის არამარტო რეგიონის ბავშვებს, არამედ საქართველოს სხვადსხვა ქალაქის მოზარდებსაც მოემსახურება, რომლებსაც საფეხბურთო კარიერის მოწყობის სურვილი აქვთ. სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, ნიჭიერ და პერსპექტიულ ფეხბურთელს კარიერის გასაგრძელებლად, ევროპის რომელიმე წამყვან გუნდში მოსახვედრად გაუხსნას გზა და ფინანსურადაც დაეხმაროს. სპორტული კორპუსის სასტუმრო ოთახები, სამოცდათორმეტ კაცზეა გათვლილი და სხვადსხვა ქალაქებიდან ჩამოსული თუ ადგილობრივი სპორტსმენები აქ დაისვენებენ. ეს მოკლედ სპორტ-კომპლექსის სამომავლო გეგმებზე და გრძელვადიან პერსპექტივებზე, ხოლო უახლოეს პერიოდში კი, საფეხბურთო კლუბ „ბაიას“ ურთულესი კალენდარული შეხვედრების ჩატარება მოუწევს. ფეხბურთის მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საშემოდგომო სეზონი კლუბმა ჩინებულად ჩაატარა და პირველი ლიგის დასავლეთ ზონაში ერთპიროვნულად ლიდერობს. მთავარი ამოცანა კი ფეხბურთელებისთვის ახალ სეზონზე ამ შედეგის გამყარება და უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება იქნება.

მიმდინარე წლის მარტში საფეხბურთო კლუბს დაარსებიდან სამი წელი უსრულდება და ვფიქრობ, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება, მოკლე ისტორიული ექსკურსი გავაცნოთ გუნდის წარმომავლობაზე. მართალია „ბაიას“ საფეხბურთო გუნდი ახალჩამოყალიბებულია, მაგრამ სამი წლის მანძილზე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. შექმნის დღიდან გუნდი დღითიდღე პროგრესირებადი ხდებოდა და მეორე ლიგის გათამაშებაში, გასულ წელს, ჩართვისთანავე ლიდერობა არავის დაუთმო და პირველ ლიგაშიც აღმოჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ სეზონზე „ბაიას“ საფეხბურთო კლუბი სხვა გუნდებისგან განსხვავებით ყველაზე ახალბედა ფეხბურთელებით იყო დაკომლექტებული. ეს ტრადიცია, მცირე გამონაკლისების მიუხედავად წელსაც შენარჩუნებულია. პირველი ლიგის საგზურის მოპოვებამდე ახალბედა ფეხბურთელებს ვალერი გულორდავა თავკაცობდა და ამ გუნდის ფუნდამენტის მომზადებაც მის სახელს უკავშირდება. ზუგდიდის „ბაიას“ მეორე ლიგაში ასპარეზობისას, ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი ორივე სეზონზე ვალერი გულორდავა გახლდათ, თუმცა ძირითადი შემადგენლობის მომზადება, მან გაცილებით ადრე დაიწყო. ამ პერიოდისთვის საფეხბურთო კლუბი სხვადასხვა ტურნირში სხვა სახელით ასპარეზობდა. დღეისათვის აღნიშნული მწვრთნელი, ისევ მეორე ლიგაში მოასპარეზე ზუგდიდის „ბაიას“ დამრიგებელია და შედეგიც სტაბილური აქვს. საშემოდგომო სეზონის შემდეგ მეორე ლიგელი „ბაია“, სატურნირო ცხრილის ლიდერთა სამეულში იმყოფება. ჩვენთან საუბარში ვალერი გულორდავა აღნიშნავს: სანამ ბაიას გუნდი ჩამოყალიბდებოდა, მანამდე იყო 1992 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდი ყოჩები და ამ გუნდს მე ვავარჯიებდი. ნორჩ ფეხბურთელთა გუნდის ექმნაზე აქცენტი 2000 წელს გავაკეთე და საკმაოდ ნიჭიერი ბავვები ევკრიბე. ამ წლიდან მოყოლებული თითქმის ყველა ტურნირზე, ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა საკმაოდ მაღალი ედეგი აჩვენეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. მათ ორის, ევროპის პრესტიჟულ ტურნირზე, ფოქს-კიდსის თასის გათამაებაზე საქართველოს ნაკრების სახელით ჩვენმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. ნახევარფინალ ბრაზილიის ნაკრებთან დავმარცხდით. ამ ტურნირზე ჩვენს თამა ინგლისური კლუბების ხელმძღვანელები აკვირდებოდნენ და ჩვენი კლუბიდან სამი მოთამა, მაინ მანჩესტერ მიიწვიეს. თუმცა ფინანსების არქონის გამო, ფეხბურთელების ინგლის გამგზავრება ვერ ევძელით. ამის ემდეგ ბავვთა ფეხბურთით ბაიას პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დაინტერესდა და ჩვენი გუნდის ბაზაზე ეიქმნა ბაიას საფეხბურთო კლუბი. თავდაპირველად ოცდაორი ფეხბურთელი გვყავდა განაცხად და ორი მწვრთნელი, მე და ოთარ ძალამიძე ვმუაობდით. ამ ეტაპზე კი ბაზაზე 14 მწვრთნელი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს ავარჯიებს. პირველი ლიგის გარდა, გვყავს მეორე ლიგასა და ჭაბუკთა ლიგა მოასპარეზე საფეხბურთო კლუბები, რომლებსაც საპრიზო ადგილები უკავიათ მიმდინარე სეზონზე. წინა წლებ ჩვენი გუნდიდან, საქართველოს ჩვიდმეტწლამდე ნაკრებ რვა ფეხბურთელი იყო გამოძახებული. ამჟამად ამ ნაკრების ამხანაგურ ეეხვედრებ ხორვატიასა და სლოვენია, ბაიას სამი მოთამა, ნიკა ძალამიძე, ნიკა აფაქიძე და ნიკა კვეკვესკირი მონაწილეობდნენ. არაა გამორიცხული ჩვენი ფეხბურთელები საქართველოს ცხრამეტწლამდე ნაკრებიც ბლომად ვიხილოთ. სწრაფ ტემპ გუნდი პროგრესირებადი ხდება და ეს გულემატკივრებისთვის სასიამოვნოა.

საქართველოს ჩვიდმეტ წლამდე ნაკრებმა,დაგეგმილი ოთხი ამხანაგური შეხვედრიდან ორი წააგო, ერთი ფრედ ითამაშა და ერთიც გამარჯვებით დაასრულა. „ბაიას“ ფეხბურთელები, ნაკრების ხელმძღვანელმა გელა შეყილაძემ, ოთხივე შეხვედრაზე გაიყვანა მინდორზე. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს პირველი ლიგის დასავლეთ ზონაში საფეხბურთო კლუბები საგაზაფხულო სეზონს, პირველი მარტიდან განაახლებენ. ზუგდიდის „ბაია“ კი ახალ სეზონზე პირველ მატჩს, ხუთ მარტს გასვლაზე სამტრედიის გუნდთან ითამაშებს. ფეხბურთის მოყვარულებისთვის ეს შეხვედრა დიდ ინტერეს იწვევს, რადგან პირველ ადგილზე მყოფ „ბაიას“, სწორედ სამტრედიის საფეხბურთო კლუბი მოჰყვება.

ლა გოგილავა

0x01 graphic

17 ზუგდიდის „მგლები“ ამბიციური გუნდი გახდება

▲ზევით დაბრუნება


უმაღლესი ლიგის გუნდებმა საგაზაფხულო სეზონი ზამთრის ბოლო თვის დასაწყიში განაახლეს და ახალი წრის პირველ თამაშებს არანაირი სენსაციურობა არ დასტყობია. სატურნირო ცხრილის ლიდერმა „ვიტ-ჯორჯიამ“ პოზიცია უფრო განიმტკიცა „მესხეთთან“ მინიმალური ანგარიშით მოგების შემდეგ, „გაგრა“ ნულოვან ფრეს თბილისის „ლოკომოტივთან“ დასჯერდა, რუსთავის „ოლიმპმა“ გასვლაზე „ბორჯომთან“ იხეირა, ხოლო ზუგდიდის „მგლებმა“ სეზონი საკუთარ მოედანზე ლიდერთა სამეულში მყოფ ზესტაფონის გუნდთან მარცხით დაიწყო. გულშემატკივრები განახლებული ზუგდიდის გუნდიდან გამარჯვებას თუ არა ერთი ქულის აღებას მაინც ელოდნენ, ვინაიდან ახალი სეზონის დაწყებამდე ქართულ პრესაში გუნდის ხელმძღვანელთა განცხადებები ამის ოპტიმიზმს იძლეოდა. მეოცე ეროვნული ჩემპიონატი ზუგდიდის „მგლებმა“ ხუთეულში ადგილის დამკვიდრებით უნდა დაასრულონო - ასეთია კლუბის ხელმძღვანელთა მიზანი.

ამის სურვილი კი ზუგდიდელ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ჩემპიონატი თამაშების ხარისხით და დონით ვერ ბრწყინავს, უმაღლეს ლიგაში ნებისმიერი გუნდის თამაში გულშემატკივრებისთვის ფრიად სასიამოვნოა, მითუმეტეს თუ საკუთარი გუნდი შედეგიანად თამაშობს.

„მგლების“ მარცხით ახალი სეზონის დაწყებას ქომაგები საკუთარი გუნდის მიმართ აგრესიულად მაინც არ განუწყვია, ვინაიდან იციან, რომ საშემოდგომო სეზონის დაწყება „მგლების“ საფეხბურთო კლუბს სათითაოდ შეკოწიწებული ფეხბურთელებით მოუხდა. მეორე წელია ზუგდიდური გუნდი უმაღლეს ლიგაში გამოჩნდა და საფეხბურთო სეზონზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, ხელმძღვანელობას გუნდის ჩამოყალიბება და ახალი ფეხბურთელების ძიება თავიდან უწევთ. ეს კი სტაბილური კლუბის შექმნას, ბუნებრივია ხელს უშლის. ფეხბურთის სპეციალისტები და სხვადასხვა გუნდის მწვრთნელები ამტკიცებენ, რომ ზუგდიდიდან ქულის წამოღება ნებისმიერ გუნდს უჭირს და ეს მხოლოდ ურთულესი თამაშის ხარჯზე უწევთ. ძნელია ამ აზრს არ დაეთანხმო, რადგან მარცხის მიუხედავად გულშემატკივარი ფეხბურთელთა ბრძოლის ჟინს აშკარად ხედავს. ოღონდ ქომაგებს, როგორც გუნდის ხელმძღვანელობას ბრძოლასთან ერთად შედეგიც უნდა. საფეხბურთო კლუბმა ფინანსური კრიზისიც მიმდინარე სეზონზე დასძლია. როგორც მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია აცხადებს, სეზონის დასრულებამდე გუნდს ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ ექნება. გუნდის ჩამოყალიბების და შემდგომ მთავარ მიზნებზე, საფეხბურთო კლუბ „მგლების“ მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია გვესაუბრება, თუმცა მანამდე ერთ ფაქტს გვინდა შევეხოთ. პროფესიული ფეხბურთი ყოველ წელიწადს რეგრესის გზას ადგას და ამან საბოოლო თავი ამ ეტაპზეც იჩინა, იმ მხრივ, რომ დასავლეთ საქართველოდან უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ორი გუნდი, „ზესტაფონი“ და „მგლები“ არის წარდგენილი. ჩვენ კი კიდევ ერთ ფაქტს გამოვყოფთ. თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში კიდევ მრავალი წელია ზუგდიდელი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში არ გამოჩენილა და ეს ნავსი წლების ჩავარდნის მიუხედავად, „მგლების“ აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა ლომიამ გატეხა. „დინამოს“ გერმანელმა თავკაცმა ცობელმა, ლომიას „დინამოს“ შემადგენლობაში ასპარეზობის უფლება მისცა. ზუგდიდის „მგლების“ მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია კი, საკუთარი გუნდის მომავლის პერსპექტივებს ასე აყალიბებს:

0x01 graphic

მგლების პირველ გამოჩენას ახალ სეზონზე ზუგდიდელი ქომაგები, ოპტიმისტურად უყურებდნენ, თუმცა თქვენი გუნდი პირველ თამაზე წარუმატებელი გამოდგა. ეკრება ნორმალურად ვერ გაიარეთ თუ ეს უიღბლო თამა გამოდგა?

მართალია გუნდმა წარუმატებლად დაიწყო სეზონი, მაგრამ ამაში ტრაგედიას ნამდვილად ვერ ვხედავ, ვინაიდან დღეისათვის ჩვენს გუნდში არსებული სასტარტო შემადგენლობა მაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ უკეთეს შედეგზე რეალურად ვიფიქროთ. ამ ეტაპისთვის გუნდს შეთამაშება აკლია, მაგრამ ამ პრობლემას დავძლევთ. გუნდის ხარისხობრივი თამაშის გაუმჯობესების კუთხით ვმუშაობთ სერიოზულად და ეს პროცენტული მაჩვენებლით გამოსწორდება და ჩანაფიქრის მიხედვით დროთა განმავლობაში მწყობრში ჩადგება.

პირველი თამაშის მსგავსად დანარჩენი ტურების იოლი არ იქნება რასაკვირველია, მაგრამ იმ შეცდომებს რაც პირველ ტურში წავაწყდით, აღარ გავიმეორებთ. ახალი სეზონის განახლებამდე გუნდს ორჯერადი ვარჯიშები ჰქონდა. ფიზიკური მომზადების მხრივ გუნდი ნორმალურად გამოიყურება და ეს ზესტაფონთან თამაშის ბოლო ოც წუთზე მკვეთრად გამოჩნდა. ყურადღების გადატანა კი ტაქტიკის სრულ გაუმჯობესებაზე მოგვიწევს და ამ კუთხით სერიოზულად ვმუშაობთ.

საემოდგომო სეზონის დასრულებისთანავე გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. ახალი ენაძენი უფრო მეტ ანს იძლევა?

ჩვენი ყოფილი გოლკიპერი და ეროვნული ნაკრების კანდიდატი ზურაბ მამალაძე გუნდისთვის მართლაც დიდი ძალა იყო, თუმცა მას ექვსთვიანი კონტრაქტი აკავშირებდა ჩვენს გუნდთან და მისი ამოწურვის შემდეგ, მან ამბიციურ გუნდში თამაშის სურვილი გამოთქვა და თავისი კარიერა ზესტაფონს დაუკავშირა. შეიძლება ითქვას სანაცვლოდ ზესტაფონიდან ერთ - ერთი წამყვანი ფეხბურთელი როინ ონიანი დავიმატეთ, რაც უდაოდ დიდი შენაძენია ჩვენთვის. ხოლო გოლკიპერის ადგილი კი არანაკლებ გამოცდილი მეკარით შევავსეთ და ამ მხრივ გიორგი სომხიშვილი მართლა გამოსარჩევია. მისი თანაკლუბელი თემურ რაქვიაშვილი მარცხენა ფლანგის დამცველია და საკმაოდ პროგრესირებადი ფეხბურთელია. ბექა ნოზაძეს ტრავმების გამო თამაშები ჩაუვარდა, მაგრამ ფორმაში ნელ - ნელა შედის და გუნდს დიდად წაადგება. ჩვენი თანაქალაქელის პაატა ბაკარაძის გუნდში დაბრუნება შედეგიანი გამოდგა და ყველაზე მოძრავი იყო პირველ შეხვედრაში. გიორგი ჭედიას საკითხი კი ვფიქრობ დადებითად გადაწყდება და ის მართლა დიდი ძალა იქნება. ასე, რომ ხარისხიანი თამაშის გაუმჯობესებისთვის შემადგენლობას არ ვუჩივი. მთავარია შედეგზე ორიენტირებული გავხადო ეს ფეხბურთელები.

საგაზაფხულო სეზონის დაწყებამდე, თქვენი განცხადებებით ზუგდიდის მგლები მეოცე ეროვნული ჩემპიონატის დასასრულს ხუთეულ უნდა ვიხილოთ?

ფეხბურთი არის მარათონი და გადაჭრით ვერავინ იტყვის საბოლოო შედეგს. როგორც ნებისმიერი გუნდი, ჩვენც საკუთარ თავზე დამოკიდებული არა ვართ. პირველ წრეში ყველას ახსოვს გუნდის შეკრება როგორ მოგვიხდა. თითქმის არაფრისგან შევქმენით გუნდი და პირველ წრეში მათ, ამ შედეგის გამო მადლობა უნდა ვუთხრა. თვრამეტი ქულა პირველ წრეში ცუდი არ უნდა იყოს, მაგრამ ამბიციური გუნდისთვის ეს საკმარისი ბუნებრივია არ არის. ხუთეულში მოხვედრის შანსი ნამდვილად გვაქვს და უფრო მეტის გაკეთებაზეც შეიძლება ფიქრი, მაგრამ ჯობია მინიმალურზე ვიფიქროთ ამ ეტაპზე და თუ მეტიც შევძელით ეს ჩვენს ფეხბურთსაც წაადგება. ერთბაშად სტაბილური გუნდის შექმნა არავის არ შეუძლია. ყოველ წელს გუნდის შექმნაზე ფიქრი ახალი ფურცლიდან გვიხდება და ბრძოლისუნარიანობით ქომაგები უკმაყოფილო არ უნდა იყოს ასეთ ფონზე. თუმცა გულწრფელად ვეტყვი ჩვენს გულშემატკივრებს, რომ პირველი მარცხის მიუხედავად გუნდში აღმასვლა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

გუნდის აღმასვლაზე თამამად ამბობთ და ფინანსური მდგომარეობის მხრივ საქმე როგორ გაქვთ?

მაისამდე სიტუაცია მოწესრიგებულია. არანაირი დავალიანება არა გვაქვს და ხელფასებიც დროულად გაიცემა. სეზონის დამთავრებამდე ბიუჯეტი რაც გვაქვს, შეიძლება ითქვას მყარია. მომავალში კი ბიუჯეტის გაზრდაზეა საუბარი და ეს თუ მოხდა მართლაც სერიოზულ დონეზე შეიძლება ბრძოლა. მიზანი ჩვენი არის, ზუგდიდური ფეხბურთი იყოს მაღალი დონის და დროთა განმავლობაში ეს განხორციელებადია. „ბაიას“ ხელმძღვანელობას მინდა მადლობა ვუთხრა იმის გამო, რომ მოსამზადებელ პერიოდში უყოყმანოდ სპორტ - ბაზაზე ვარჯიშების ჩატარების საშუალებას გვაძლევს. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ზუგდიდის „ბაიას“ უმაღლესში გადასვლის დიდი გულშემატკივარი ვარ, ვინაიდან ეს გუნდი ახალაგაზრდა კონტიგენტს მოიცავსა და მეორე ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, რეგიონის ერთი ქალაქიდან უმაღლესში ორი გუნდი. სურვილი მაქვს იყოს ორი და რასაკვირველია ჯანსაღი დერბი.

ლა გოგილავა

0x01 graphic

18 საუკუნის გოლკიპერი

▲ზევით დაბრუნება


ქართული ფეხბურთის დაბალი დონისა და სუსტი მხარის შესახებ, არაერთხელ დაწერილა და თქმულა, თუმცა გულშემატკივარი ყველაზე მეტად ოპტიმისტურია და არასახარბიელო შედეგების მიუხედავად ჩვენი ფეხბურთის გამონათებას მომავალში იმედიანად შესცქერის. არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის ძებნაში კი ყველაზე მეტად, ყოფილი ვეტერანი ფეხბურთელების მოსაზრებას ითხოვენ. საქართველო-ირლანდიის ნაკრები გუნდების მსოფლიო შესარჩევი ციკლის ბოლო თამაში, მართლაც კულმინაციური გახდა იმ თვალსაზრისით, რომ ფინელი არბიტრის მიერ მართლაც საეჭვოდ დანიშნული თერთმეტრიანი, ამ შეხვედრის საბედისწერო შედეგიც კი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრები ამ თამაშში ციდან ვარსკვლავებს თუ არ წყვეტდა, 73-ე წუთამდე მატჩს იგებდა და დარჩენილ მცირე დროში საბედისწეროდ შემოტრიალდა ყველაფერი. პენალტი, რომ მსაჯის რაღაც უაზრო ახირება იყო, ამას ყველა და მათ შორის ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონიც აღიარებს, თუმცა საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელ თამაშზეც ბევრი მიუთითებს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი კლუბების ზოგიერთი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ დროა კუპერმა სასტარტო შემადგენლობას კარგად გადახედოს და ექსპერიმენტების პარალელურად, გამოცდილ ფეხბურთელებს დაეყრდნოს მნიშვნელოვან მატჩებში. მაგალითისთვის სახელდება, კანკავას, მუჯირის, გოგუას და ბევრი მითქმა-მოთქმის საგნად ქცეული ასათიანის ნაკრებში არ ყოფნა. ასაკის მიუხედავად, ბევრი თვლის, რომ ლევან ცქიტიშვილს გამოცდილების წყალობით ნაკრებში თამაში არ ამოუწურავს და არგეტინელ სპეციალისტს ამ ფეხბურთელსაც ხშირად ახსენებენ. ყველაზე მთავარი მომენტი კი ის გახლდათ, რომ ირლანდიის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა საკუთარი გუნდის კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს არასტაბილური გუნდი უწოდა და მისი გამონათქვამის მიხედვით, ჩვენს გუნდს ამაღლება არასდროს უწერია. თბილისის „დინამოს“ ყოფილ ვეტერან მეკარესთან, სერგო კოტრიკაძესთან საუბარი ნაკრების თამაშის დეტალებით დავიწყეთ და მან აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელებს ბრძოლისუნარიანობა არ დაუკლიათ ამ თამაშზე, ხოლო უცხოელის პროგნოზი კი კომენტარის გარეშე დატოვა და ჩვენი გუნდის მომავალი, დროს მიანდო. რაც შეეხება, სერგო კოტრიკაძეს, ის 2000 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად საუკუნის მეკარედ დასახელდა და ჩვენი რუბრიკის „ვეტერანი ფეხბურთელების“ გმირი თუნდაც ამ მოტივით ავირჩიეთ, თუმცა მისი საფეხბურთო ისტორიის გახსენება არანაკლებ საინტერსოა.

0x01 graphic

ჩემი პირველი საფეხბურთო სკოლა

როგორც ყველა ბავშვი,ფეხბურთის თამაშს მეც ქუჩაში ვეზიარე. ამ დროს კარებში აყენებდნენ იმას, ვინც წინ ვერ თამაშობდა კარგად. ერთ დღეს გამოიარა ცნობილმა მეკარემ, მესხის და ღოღობერიძის პლეადის გოლკიპერმა, დოროხოვმა და ჩემს თამაშს დააკვირდა. მან მიმიწვია 35-ე საფეხბურთო სკოლაში სავარჯიშოდ. ეს სკოლა ჩემთვის უცნობი არ ყოფილა, რადგან მის გვერდით ვცხოვრობდი და იქ ვარჯიშობდა ჩემი ძმა, ყოფილი „დინამოს“ ფეხბურთელი ალიოშა კოტრიკაძე. მივედი, მოვეწონე და დამტოვეს. ჩემი უშუალო მწრვთნელი არჩილ კიკნაძე იყო და მეკარეებს დოროხოვი გვავარჯიშებდა. დღეს 15-20 ბავშვს სტადიონზე და ერთი მწვრთნელი ავარჯიშებს. ჩვენს დროს სხვაგვარად იყო. თხუთმეტ ბავშვშს ოთხი მწვრთნელი ავარჯიშებდა, რომლებიც ყველა ფლანგზე იყვნენ განაწილებულები და თავიანთ პოზიციებზე აკვირდებოდნენ ახალბედებს. ამიტომ იყო, რომ 35-ე საფეხბურთო სკოლამ ხუთ წელიწადში საბჭოთა კავშირის მასშტაბით პრესტიჟული სახელი მოიპოვა.

1954 წელს საქართველოს ნაკრების წევრი გავხდი და გავემგზავრეთ საბჭოთა კავშირის პიველობაზე ალმაატაში.იქ მეორე ადგილი დავიკავეთ, პირველობა კი მოსკოვის ნაკრებს ხვდა წილად. ამ ჩემპიონატიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ, 1955 წლის შემოდგომაზე, ანდრო ჟორდანიამ თბილისის „დინამოს“ დუბლ-შემადგენლობაში მიმიწვია. ორი წელი გავატარე დუბლიორებში. ამ დროისთვის ვოვა მარღანიამ, მოსკოვის „სპარტაკთან“ მატჩის დროს ტრავმა მიიღო და დიდ გუნდში მე დამაყენეს მეკარედ და საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე ანუ 1971 წლამდე ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე. უამრავი შეხვედრიდან, ჩემთვის მაინც დასამახსოვრებელია 1960 წელი, როცა მოსკოვის „ტორპედოს“ თასის ფინალში შევხვდით და ეს მატჩი, პირდაპირ, რომ ვთქვათ მსაჯებმა წაგვართვეს, აი, 1964 წელი კი მართლაც დაუვიწყარია, როცა პირველად მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა.

კოტრიკაძე მეკარის და მცველის ამპლუა

თბილისის „დინამოს“ დუბლებში როცა ვიყავი, კარების გარდა, მარცხენა და ცენტრალური დაცვის ხაზზეც მათამაშებდნენ. საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში არაერთხელ ვითამაშე და მხოლოდ დიდ ნაკრებში არ მომიწია ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობამ. მართალია, 1962 წელს იაშინთან ერთად მეც ვიყავი განაცხადში, მაგრამ არცერთ თამაშში არ გამოვსულვარ. ახლა, რომ ვთქვა იაშინს არ უნდა ეთამაშა და მე უნდა ვყოფილიყავი ძირითადში, არ ვიქნები მართალი, რადგან იაშინი საქვეყნოდ აღიარებული მეკარეა, მაგრამ იყო ისეთი მომენტიც, როცა რუსი გოლკიპერის ადგილზე ჩემი დაყენება არამართებული არ იქნებოდა. როდესაც კოლუმბიასთან 4:1 ვიგებდით, იაშინმა ორი საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ურუგვაელებთან მეორე ბურთი, ძალიან შორი მანძილიდან გაუშვა და ვფიქრობ, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ის ფორმაში არ იყო. შემდეგ გამოვიდა იგორ ნედოს წიგნი და აქ აღნიშნული იყო ეს ფაქტი: „ჩვენ შეცდომა დავუშვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე სერგო კოტკრიკაძე არ ვათამაშეთო“.

სანამ მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართებოდა, მანამდე გუნდი აკლიმატიზაციას გადიოდა და ამხანაგურ შეხვედრებს ვმართავდით ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან. ბოლივიასთან გავმართეთ ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა. წინა დღეს ძირითადმა გუნდმა ჩაატარა მატჩი და ბოლივიელებმა ისევ გამოთქვეს თამაშის სურვილი. მეკარეებიდან აქ, იაშინი, მე და მასლაჩენკო ვიმყოფებოდით, წინა დღეს იაშინმა ითამაშა, მორიგ შეხვედრაში მასლაჩენკო დააყენეს ძირითადში, ხოლო მე გვერდითი მცველის პოზიციაზე გამიშვეს, რადგან ფეხბურთელები არ გვეყო. ერთ-ერთი ბოლივიელი თამაშის დროს მასლაჩენკოს შეეჯახა და მეკარე დაშავდა. რადგან მეკარე ვიყავი, გვერდით მსაჯს ვთხოვე მასლაჩენკოს ნაცვლად კარებში დავეყენებინე. ბოლივიელებს ეგონათ, გამოუვალი მდგომარეობის გამო შევცვალე გოლკიპერი და თითქმის ყველა მხრიდან ურტყამდნენ კარში, როცა ბურთი მიუვიდოდათ. მაგრამ ნახეს, რომ არც თუ ცუდი მეკარე ვიყავი, მეორე დღეს ადგილობრივი გაზეთები სტატიებით აივსო. წერდნენ: „საბჭოთა კავშირის ნაკრებს ვერავინ მოუგებს, რადგან აქ ყველა ფეხბურთელი, მეკარის, დაცვის და თავდასხმის ამპლუაში ერთნაირად თამაშობსო. ბოლივიის შემდეგ, ეკვადორში, კოსტარიკასა და ჩილეში ჩავედით და ვითამაშეთ. არ მიჭირდა დაცვაშიც თამაში იმიტომ, რომ თბილისის „დინამოს“ დუბლიორებში ხშირად მათამაშებდნენ და მეც ხშირად ვთხოვდი კაჩალინს ამ პოზიციაზე თამაშს. ეს პროცესი მეკარეს, პირიქითაც ეხმარება იმაში, რომ მოწინააღმდეგის მოძრაობა და გარღვევა ამოიცნოს. სხვათაშორის რუსული საფეხბურთო სკოლა ამ მხრივ კარგი იყო. მეკარეებს ხშირად ათამაშებდნენ ცენტრში, რადგან მათ უნდა სცოდნოდათ, ბურთის გაჩერება, მოტყუება და ზუსტი დარტყმაც. მეკარე თითქმის დამცველის როლსაც ასრულებს. ჰოლანდიელი გოლკიპერი, ვანდესაარი, არის მეხუთე დამცველი გუნდში. ის უკანა ხაზსს მთლიანად ასუფთავებს და გუნდის ლიბეროა.

0x01 graphic

ხშირად ამბობენ ჩვენთან მეკარის პრობლემაა. არავინ ფიქრობს მაშინ, რომ არსებობს დამცველის პრობლემა და იგივე თავდამსხმელის პრობლემა. როდის და როგორ გაიზარდნენ, მარღანია, კოტრიკაძე, გაბელია, ურუშაძე, გოგია და სხვები, თამაშიდან-თამაშამდე. მეკარე ნახევარი გუნდიაო იტყვიან და ამიტომ მიადგებიან მას პირდაპირ, არადა ეროვნული ჩემპიონატი თუ სიძლიერით არ ამაღლდა, ბუნებრივია ვერც მეკარე გაიზრდება. ხანდახან ჩვენს ჩემპიონატს თვალს რომ ვადევნებ ვხედავ, რომ მეკარეებს ხშირად თამაში არც უწევთ. მატჩი შეიძლება ისე დასრულდეს, რომ გვერდიდან ბურთი არც ჩამოაწოდონ და მეკარესაც არ მოუხდეს კარებიდან გამოსვლა და ასეთ დროს, რომელ კლასიკურ მეკარედ ჩამოყალიბებაზეა საუბარი. ზემოთ ჩამოთვლილი სპოტრსმენები იმიტომ იყვნენ კარგი გოლკიპერები, რომ ჭიდილში იყვნენ ყველა თამაშზე და ჩემპიონატიც ძლიერი იყო.

0x01 graphic

ჩვენი ფეხბურთი

პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც ქვეყანას ბოლო ათეული წლებია თავს დაატყდა, ფეხბურთის განვითარებაზეც დიდად აისახა. ავიღოთ ვეტერანი ფეხბურთელები: სიომა ბარქაია, ვოვა მარღანია, ბასა ღოღობერიძე, ძიაფშპა-ეს სპორტსმენები ყველა აფხაზეთიდან იყვნენ. აფხაზეთი ერთ-ერთი კუთხე იყო, საიდანაც ვარსკვლავები მოდიოდნენ დიდ ფეხბურთში. იგივე შეიძლება ითქვას ცხინვალის რეგიონზეც. ცხოვრებოვი, კალოევი ამ კუთხიდან მოხვდნენ „დინამოს“ რიგებში. შიდაარეულობა კი, კიდევ ერთი უსიამოვნო ბმული აღმოჩნდა, ქართული ფეხბურთის შეფერხებისთვის. ჩვენი ფეხბურთი, როცა გამოაკლდა სსრკ-ს ჩემპიონატს და მივიღეთ დამოუკიდებლობა, ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება, ვფიქრობ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. ფეხბურთის განვითარების მთავარი პრობლემა, არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობაა. დღეს ბავშვებს ძალიან დიდი დატვირთვები აქვთ ვარჯიშზე. ჩვენს დროს უფრო ტექნიკურ ფეხბურთს ექცეოდა ყურადღება, ახლა ტექნიკურთან ერთად ძალისმიერი თამაშზეა აქცენტი გაკეთებული. როდესაც ბავშვი სავარჯიშოდ მიდის, მასწავლებელი არ ეკითხება მას, ნასადილევი არის თუ არა, არადა მაღალი დატვირთვის შემდეგ, უჭმელი პატარა მოედანზე შეიძლება საერთოდ გაშეშდეს ან დაიკარგოს.

ადრე საფეხბურთო გუნდები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და ამ მხრივ პრობლემები არ იყო. დღეს გუნდები სპონსორების ძიებაში არიან რადგან, სახელმწიფოს შესაბამისი სახსრები არ გააჩნია მათ დაეხმაროს. მოედნები უმეტეს ადგილებში სავალალო მდგომარეობაშია და ყველაფერი ეს მოქმედებს საფეხბურთო გარემოზე. Gგარდა ამისა, მოწინააღმდეგე გუნდებიც არ არის ისეთი დონის, რომ გამართული ფეხბურთი ითამაშონ სპორტსმენებმა. ხუთასზე მეტი ჩვენი ფეხბურთელი საზღვარგარეთ არის გასული და ეს ფეხბურთის ფედერაციის მონაცემებია. ამ ხუთასი ფეხბურთელიდან, სანაკრებო დონეზე მათი შერჩევა მაინც ჭირს, იმიტომ რომ აქედან 2-3 ფეხბურთელია კლასიკური დონის და უმეტესობა კი სათადარიგო სკამზე არიან. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენებს მაინც იქ ურჩევნიათ ყოფნა ვინაიდან შემოსავლის წყარო აქვთ და ვერავინ ვერ დააძალებს სამშობლოში დაბრუნებას. არავის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი უცხოელი ფეხბურთელი მომრავლდა ქართულ კლუბებში და ვფიქრობ, რომ ის თანხები რაც ამ უცხოელების ჩამოსაყვანად იხარჯება უაზროდ არის გაფანტული. არცერთი მათგანი არ არის, ევროპული საშუალო დონის მოთამაშე. საერთოდ ფეხბურთს ღარიბები თამაშობენ. ჩოგბურთი და გოლფი მდიდრების სათამაშო სპორტული სფეროა. ბრაზილიის რიო-დეჟანეიროს სანაპირო 30 კილომეტრია, შეიძლება ითქვას ეს მთლიანად საფეხბურთო ზონაა. ყველგან ფეხბურთს თამაშობენ და ეს ქვეყანა ეკონომიკურად ღარიბია. ჩვენი ქვეყანა კი არა არის ეკონომიკურად ღარიბი და უკეთეს ფეხბურთსაც ვიმსახურებთ. ამიტომ აღვნიშნე, რომ საზღვარგარეთ გასული ფეხბურთელებიდან მხოლოდ, მცირე ნაწილი თუ აკმაყოფილებს სანაკრებო დონეს. ასპარეზზე გამოჩნდნენ ახალბედები, ყენია და მჭედლიძე, რაც მისასალმებელია კიდეც, მაგრამ ამ ეტაპზე მათ ვარსკვლავებად ვერ ჩავთვლით. უნდა დაიხვეწოს საფეხბურთო ბაზისი და მომავალზე ფიქრიც რეალური გახდება. ამისი პერსპექტივა ნამდვილად გაგვაჩნია.

ლა გოგილავა


19 ლევან კუტალიას ჩირო ბლაზევიჩმა ბოსნიის მოქალაქეობა შესთავაზა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოდან უცხოეთში საფეხბურთო კარიერის ასაწყობად წასული სპორტსმენების რიცხვი, საკმაოდ სოლიდურია. უცხოეთში ბედის მაძიებელთა კონტიგენტიდან, ზოგს მართლაც გაუმართლა და პრესტიჟულ გუნდში ასპარეზობს, ზოგიც გუნდში ირიცხება და ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, თუმცა ეს უკანასკნელნი მიუხედავად ამისა,ფინანსური მოტიბვაციით და უკეთესი საფეხბურთო დონის გამო მაინც საზღვარგარეთ ყოფნას ირჩევენ.

ზუგდიდელი ლევან კუტალია, ერთი წელია ბოსნიაში, სარაევოს „სლავიას“ გუნდში, სადაც იღვწის და ამ კლუბს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად დიდად ეხმარება. ზუგდიდის „მგლების“ ყოფილი მეოცე ნომერი, „სლავიას“ შემადგენლობაშიც მეოცე ნომრად დააყენეს, თუმცა ბოსნიელი მწვრთნელი საჭიროების შემთხვევაში ყველა ფლანგზე ათამაშებს. ელგუჯა ქომეთიანის აღზრდილი, საფეხბურთო კლუბ „მგლებს“, პირველი ლიგიდან ეხმარებოდა და ამ გუნდის უმაღლესში გადასვლის შემდეგ ერთი სეზონი მის ღირსებას იცავდა. ბოსნიაში კი, მას შემდეგ მოხვდა, რაც აკლიმატიზაცია ჩინეთში გაიარა. ბოსნიური საფეხბურთო ჩემპიონატიც დიდად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ დონით ბევრად გვისწრებს. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბოსნიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჩირო ბლაზევიჩს, ჩვენებური განსაკუთრებით მოსდის თვალში და მისი თამაშით აღფრთოვანებასაც ვერ მალავს. ბლაზევიჩს ქართველის ხილვა თავის ნაკრებში სურს და ამ მიზნით კუტალიასთვის, ბოსნიის მოქალაქეობის მიღება შეუთავაზებია ინფორმაციის მისღებად თავად ზუგდიდელ ფეხბურთელს დავუკავშირდით, რომელმაც ეს დაადასტურა.

გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ლევან კუტალიასთან.

ლევან გავიგეთ სლავიას რიგებ კარგად თამაობ, რა ვითარებაა კლუბ, ჩემპიონობის ანსი რამდენად რეალურია?

ჩემპიონობის ტიტულის მოპოვების შანსი გვაქვს და გუნდიც ამისთვის იბრძვის. ყოველშემთხვევაში მწვრთნელის დავალება თითოეული მატჩისას, მხოლოდ შედეგეზეა ორიენტირებული. პირველ ადგილზე „ზრინსკი“ იმყოფება და მას ხუთი ქულით ჩამოვრჩებით. აქედან გამომდინარე, ბრძოლას ძალიან დიდი აზრი აქვს, რადგან მთელი ტურები წინა არის.

ზუგდიდიდან ჩინეთ წასული, ბოსნიურ კლუბ როგორ მოხვდი?

გასულ წელს საფეხბურთო სეზონის დამთავრების შემდეგ, ჩინეთში გავემგზავრე სინჯებზე და შანხაიში ერთი თვე ვიყავი. აქ სამ მატჩში მივიღე მონაწილეობა და ორი ბურთი შევაგდე. კონტრაქტიც შემომთავაზეს, მაგრამ ჩემი მენეჯერი და იქაური კლუბის ხელმძღვანელობა ვერ შეთანხმდნენ და ტრანსფერიც ჩაიშალა. ამის შემდეგ ანტალიაში ჩავედი და აქ შევუერთდი „სლავიას“ ვარჯიშებზე. რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ და კლუბის პრეზიდენტმაც კონტრაქტი ადგილზე გამიფორმა.

0x01 graphic

გავრცელდა ინფორმაცია, რომ იქაურმა მთავარმა მწვრთნელმა ბოსნიის ნაკრებ მოხვედრის ანსი მოგცა, და მოქალაქეობის მიღებაც ემოგთავაზა. ეს სინამდვილეა?

„სლავიას“ ერთ-ერთ თამაშს, ბოსნიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩირო ბლაზევიჩი დაესწრო. ამ შეხვედრაზე ჩინებულ ფორმაში ვიყავი და თამაშიც კარგად წამივიდა. მატჩის დასრულების შემდეგ იგი ჩემთან მოვიდა ბოსნიის მოქალაქეობა შემომთავაზა. თანხმობის შეხმთხვევაში ოცდაერთ წლამდე ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაყენებას მპირდებოდა. დაუფიქრებლად უარი განვუცხადე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო მაინც მომცა. მისი შემოთავაზება ძალაში დღესაც რჩება, თუმცა გადაწყვეტილებას არ შევცვლი. სურვილი მაქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოვხვდე და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ.

ჩვენი ნაკრებიდან თუ ემოგეხმიანა ვინმე?

ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების განაცხადში მოვხვდე და თუ მომეცა ეს შანსი, აუცილებლად გამოვიყენებ. მთავარი მიზანი კი, ნაკრების დიდ გუნდში მოხვედრაა და ახალაგაზრდული ნაკრებიდან ერთი ნაბიჯია იქამდე. რასაკვირველია კარგი თამაშის წყალობით. ვფიქრობ, ასევე, კუპერის მიერ დანიშნულ შერჩევით ვარჯიშებზე მოვხვდე ანუ როგორც მას ეძახიან კუპერის სამშაბათობაზე. დანარჩენი შემდეგ ჩემზე იქნება დამოკიდებული.

ლა გოგილავა

20 მკვდარი ქალაქი

▲ზევით დაბრუნება


ჩერნობილი - ყოფილი ქალაქი ჩრდილოეთ უკრაინაში, ევაკუირებულ იქნა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიისას. ის ქალაქიდან 14,5 კმ-ში მდებარეობდა. ქალაქი უმაღლესი რადიაციული დაბინძურების ზონაში მოექცა. მას შემდეგ ჩერნობილში, მხოლოდ მგლები და ძაღლები ცხოვრობენ,

1986 წლის 26 აპრილს, შაბათი დღის დილის საათებში ატომური ენერგიის ისტორიაში ყველაზე საშინელი ავარია მოხდა. ორმა აფეთქებამ „ჩერნობილის მეოთხე რეაქტორს“ ათას ტონიანი გერმეტირებული სახურავი მოგლიჯა. რეაქტორში წარმოებული ბირთვული ენერგია ატმოსფეროში გადმოიღვარა. გაანადგურა ასობით სიცოცხლე და დააბინძურა მიმდებარე ტერიტორიები.

მეოთხე ბლოკის აფეთქება ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით, მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა იყო. პირველი აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60%25 ბელორუსიის ტერიტორიაზე დაილექა. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებულ იქნა 200 000 ადამიანი.

0x01 graphic

არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები კატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით. რეაქტორის მუშაობის მართვის სტილი მოძველებული სისტემის იყო. იგი არ ემორჩილებოდა ახალ კომპიუტერულ სისტემას, რომელსაც უსაფრთხოების რეჟიმის დაცვა ევალებოდა. ამიტომ, ძირითადად მისი უსაფრთხოება დამოკიდებული იყო ოპერატორების ცოდნასა და ოსტატობაზე. მიმდინარეობდა მთელი რიგი ცდები, თუ როგორ შეეცვალათ უსაფრთხოების რეჟიმი, რომ იგი ყოფილიყო უფრო საიმედო და დაცული. ცდები დაიგეგმა 25 აპრილისათვის. საჭირო იყო მუშაობის სიმძლავრის შემცირება, თითქმის გაჩერებამდე, რომელიც დაიწყო კიდეც დღის 1 საათისთვის. სიმძლავრე შემცირებულ იყო ნახევრამდე, როდესაც კიევის დისპეჩერმა მოინდომა ელექტროენერგიის მიწოდება ქსელში, ამიტომ რეაქტორის სიმძლავრის შეჩერება გაგრძელდა ღამის 11 საათამდე. ამან გამოიწვია ის, რომ ცდების ჩასატარებლად შერჩეული ,,მოსახერხებელი“ მომენტი გაშვებულ იქნა ხელიდან.

მთელი შემდეგი ქრონოლოგია 26 აპრილს გაშიფრული იქნა ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების ანალიტიკოსის, ჯეიმს რიზონის მიერ. იგი გამოყოფს შეცდომის ორ ხედვას: ერთი - ოპერატორების შეცდომები და მეორე - პროცედურული დარღვევები.

სპეციალისტების ორი ჯგუფი - ინჟინრები და ოპერატორები შეცდომას, შეცდომაზე უშვებდნენ. მიღებული იქნა არასწორი გადაწყვეტილება - გამორთეს მართვის ავტოპილოტი და ცდილობდნენ რეაქტორის გაჩერებას ხელის მართვით. რიზონის დასკვნით სპეციალისტების არაკომპეტენტურობამ და თავდაჯერებულობამ გამოიწვია სავალალო შედეგი.

0x01 graphic

არსებობს სსრკ-ს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მედვედევის მოსაზრება, თუ როგორ უნდა გაჩერებულიყო მეოთხე ენერგობლოკი სარემონტო სამუშაოებზე. ამ გაჩერებას დაურთეს თან ექსპერიმენტი, რომლის ჩატარებაზეც ყველა ენერგოსადგური უარს ამბობდა. „რისთვის დასჭირდა მეოთხე ბლოკის ხელმძღვანელობას რისკის გაწევა გაუგებარია. ხომ არ გახდა ეს ყველაფერი უკონტროლო პროცესების მიზეზი?“ ერთ-ერთი ცდის მიზანი იყო პროექტული რეჟიმის შემოწმება, რომელიც ითვალისწინებდა გენერატორის ტურბინის ინერციის გამოყენებას, შიდა ელექტრომომარაგების გათიშვის შემთხვევაში.

რეაქტიულობის ეფექტურობის მარაგი დაშვებულ სიდიდეზე დაბლა აღმოჩნდა, მაგრამ რეაქტიულობის პერსონალმა ამის შესახებ არ იცოდა. რეაქტორი სიმძლავრის მომატების ტენდენციას განიცდიდა, თუმცა მართვის სისტემა ამის წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობდა. ოპერატორმა ავარიული დაცვის ღილაკი ჩართო, თუმცა ოპერატორის ამ მოქმედების ზუსტი მიზეზი უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ მოქმედება განხორციელებული იყო სიმძლავრის სწრაფი ზრდის გამო.

ანატოლი დიალტოვმა - სადგურის ექსპლუატაციის მთავარი ინჟინრის წარმომადგენელმა, რომელიც ავარიის დროს მეოთხე ენერგობლოკში იმყოფებოდა განვლო გზა უბრალო მუშიდან ჩერნობილის რეაქტორის მთავარ ინჟინრამდე. ავარიის დროს მან მიიღო 550 ჰერცი დასხივება, როდესაც წლიური ნორმა თანამშრომლებისთვის 5 ჰერცს შეადგენს.

ანატოლი თავის ანალიზში ავარისს შესახებ, ამტკიცებდა, რომ რეაქტორი ადრე ინსტრუქტაჟზე იყო განხილული და მას შემდეგ, რაც ავტომატური რეგულატორის ღეროები აქტიური ხონის ქვემოთ დავიდა, მოქმედება შესრულდა შტატურ და არა ავარიულ რეჟიმში. ორი აფეთქება რამოდენიმე წამის ინტერვალით მოხდა, შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა. იმ პროცესის ზუსტი მიმდევრობის შესახებ, რომელიც აფეთქებამდე მიმდინარეობდა საერთო აზრი არ არსებობს. მეოთხე ბლოკში, ავარიული სამუშაოების შემსრულებელ ადამიანებს შორის რეგისტრირებული იყო მკვეთრი რადიაციული დაავადებების 134 შემთხვევა. მრავალ შემთხვევაში დაავადება რთულდება კანის რადიაციული დამწვრობებით.

1986 და 1994 წლებში აღმოჩენილ იქნა ბელორუსიის ზოგიერთ რეგიონში თანდაყოლილი პათოლოგიების რაოდენობის ზრდა. ასევე დაფიქსირდა დაუნის სინდრომის რამოდენიმე შემთხვევა. კვლევებმა აჩვენა, რომ დაბინძურებული ზონების მოსახლენი სხვადასხვა დაავადების რისკის ქვეშ არიან, ისეთების, როგორიცა კატარაქტა, გულ-სისხძარღვოვანი დაავადება და იმუნიტეტის კლება.

ერთ-ერთი დაზარალებული 19 წლის საშა ლევკინია, რომელიც დაავადებულია ცერემბლარული დამბლით. დღეს საშა ლევკინი ვესნოვაში, ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს და იმედი აქვს, რომ ოდესმე დაუბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქს რომელიც ერთ დროს სამოთხეს ჰგავდა.

11 წლის ანდრეიც ვესნოვას ბავშვთა თავშესაფარის მკვიდრია. ანდრეი დაავადებულია აუტიზმით. მას არ შეუძლია მოძრაობა. იგი ახერხებს მხოლოდ საკუთარი სურვილების, ჟესტით ჩვენებას. დედა ანდრეისთან ერთად ცხოვრობს და ეხმარება მას გამოჯანმრთელებაში. ანდრეის დედის თქმით, ჩერნობილის კატასტროფა საშინელება იყო და არანაირი სურვილი აღარ აქვს იმ ქალაქში დაბრუნების.

გვანცა ბარბაქაძე

21 ტაჯ-მაჰალი - თეთრი მარმარილოთი უკვდავყოფილი სიყვარული

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

  • მსოფლიოს საინტერესო ამბები

ტაჯ-მაჰალის ისტორიაში მჭიდროდაა გადახლართული ფაქტები და ლეგენდები. ხშირად მათი ერთმანეთისაგან გამორჩევა შეუძლებელია. ზუსტად არის ცნობილი ერთი: მავზოლეუმი აიგო მე-17 საუკუნის მეორე მესამედში დიდი მოგოლების დინასტიის იმპერატორის შაჰ-ჯაჰანის მიერ უდროოდ დაღუპული დედოფლის მუმთაზ-მაჰალის სახელზე. სხვა ყველა წყარო ძეგლის შექმნის ისტორიის შესახებ პირობითად უნდა მივიჩნიოთ.

თვით მუმთაზ-ხანუმის გარდაცვალებისა და სასახლის მშენებლობის დაწყების თარიღები ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია და მაინც, დედოფლის გარდაცვალების თარიღად უმეტესად 1631 წელს, ხოლო მავზოლეუმის მშენებლობის დაწყების თარიღად 1631, ან მომდევნო - 1632 წელს მიიჩნევენ.

ლეგენდის თანახმად, 1607 წელს ყმაწვილი პრინცი ხურამი, რომელმაც შემდგომში (შაჰ-ე-ჯაჰანის) მსოფლიოს მმართველის ტიტული მოიპოვა, პირველად შეხვდა თავის რჩეულს არჯუმანდს. მაშინ პრინცი 15 წლის იყო, ხოლო მისი მამის, იმპერატორ ჯახანგირის სამეფო კარის მთავარი მინისტრის ქალიშვილი - 14-ის. თუმცა დიდი მოგოლების სამეფო კარის მკაცრი კანონები ტახტის მემკვიდრისაგან სპარსეთის პრინცესის შერთვას მოითხოვდნენ. მოგეხსენებათ, ისლამი არ კრძალავს რამდენიმე ცოლის ყოლას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეყვარებულებმა მთელი ხუთი წელი იცადეს, ვიდრე შეუღლდებოდნენ. მამამთილმა, იმპერატორმა ჯახანგირმა ახალგაზრდა რძალს „სასახლის მშვენება” (მუმთაზ-მაჰალი) შეარქვა. სწორედ ამ სახელით შევიდა იგი ისტორიაში.

მუმთაზ-მაჰალი არა მხოლოდ სილამაზით, არამედ გონიერებითაც გამოირჩეოდა. იგი იმპერატორის უახლოეს მრჩევლად იქცა, მონაწილეობდა სახელმწიფო საბჭოს სხდომებში (და მის მოსაზრებას იშვიათად აკრიტიკებდნენ), ახლდა მეუღლეს ყველა ლაშქრობაში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობის დროს, გზაში, მშობიარობისას გარდაიცვალა მუმთაზ-მაჰალი და ქმარს მეთოთხმეტე შვილი - გოგო აჩუქა. ლეგენდის თანახმად, მუმთაზმა იწინასწარმეტყველა თავისი გარდაცვალება, რადგან მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე მის წიაღში ბავშვი ატირდა. გარდაცვალებამდე ქალმა მეუღლეს ორი სურვილის ასრულება სთხოვა: პირველი - არასოდეს შეერთო სხვა ცოლი და მეორე - მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად დიდებული განსასვენებელი აეგო.

მგლოვიარე შაჰ-ჯაჰანი რამდენიმე თვე იჯდა სამგზავრო კარავში მეუღლის ბალზამირებულ ცხედართან. კარვიდან იგი უკვე გაჭაღარავებული, გაუბედურებული, ცხოვრებისადმი ინტერესდაკარგული 39 წლის მოხუცის იერით გამოვიდა.

მმართველმა გამოაცხადა, რომ მეუღლის თხოვნის თანახმად გადაწყვეტილი ჰქონდა მდინარე ჯამნის ნაპირზე ისეთი განსასვენებლის აგება, რომლის მსგავსი დედამიწის ზურგზე არც ყოფილა, არც არის და არც იქნება. მთავარ ხუროთმოძღვრად იმპერატორმა დანიშნა სპარსეთის ქალაქ შირაზის მკვიდრი უსტადი (მასწავლებელი) ისუ ხანი. ეს, სწორედ რომ, „საუკუნის მშენებლობა” იყო. ცნობილია, რომ მასში 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ისტორიამ (უფრო ზუსტად, მორიგმა ლეგენდამ) მხოლოდ რამდენიმე მათგანის სახელი შემოგვინახა. მშენებელთა შორის იყო ფრანგი ოსტენი ბორდოდან, ვენეციელი ვერონეო, მოზაიკის ოსტატი ჩირანჯი ლალი დელიდან, ქვისმთლელი მოქამედ საჯადი ავღანეთიდან, სკულპტორი ათა მოჰამედი ბუხარადან, ასევე ოსტატები ინდოეთის არაერთი რაიონიდან, სპარსეთიდან, არაბული აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდან.

მავზოლეუმის ასაგებად საჭირო თეთრი მარმარილო რამდენიმე ასეული კილომეტრიდან - რაჯასტხანიდან მოჰქონდათ. მშენებლობამ 22 წელიწადს გასტანა. დღეს ნებისმიერი გიდი გეტყვით ასეთ რამეს: „დათვალეთ რამდენი ქონგურია იმ სახურავზე. 22 - თითო ქონგური მშენებლობის თითო წელიწადზე”.

ლეგენდის თანახმად, შაჰ-ჯაჰანი იმდენად მოიხიბლა მავზოლეუმის სილამაზით, რომ ბრძანა ხელები მოეკვეთათ ხუროთმოძღვრისთვის (გავიხსენოთ ქართული ხალხური ხეკორძულას წყალი მისვამს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია”), რათა მას შემდგომში არ გაემეორებინა მსგავსი შედევრი.

0x01 graphic

კიდევ ერთი ლეგენდა ამტკიცებს, რომ მდინარე ჯამნის მეორე ნაპირას შაჰ-ჯაჰანი თავისთვისაც აპირებდა მავზოლეუმის აგებას. იგი ტაჯ-მაჰალის ზუსტი ასლი უნდა ყოფილიყო ერთი განსხვავებით - ის შავი მარმარილოთი უნდა აეგოთ. ორ მავზოლეუმს ერთმანეთთან მდინარეზე გადებული აჟურული შავ-თეთრი ხიდი დააკავშირებდა.

ასეა თუ ისე, შაჰ-ჯაჰანის ჩანაფიქრს განხორციელება არ ეწერა. 1658 წელს გავრცელდა ჭორი მისი გარდაცვალების შესახებ (ზოგჯერ ამბობენ, რომ ეს ჭორი განზრახ დაყარეს). ამის შემდგომ მის შთამომავლებს შორის მალევე დაიწყო სისხლისმღვრელი ომები ტახტისათვის. მასში შაჰ-ჯაჰანის შვილებს შორის ყველაზე დაუნდობელმა - აურანგზებმა გაიმარჯვა.

გაუსწორდა რა სხვა პრეტენდენტებს, აურანგზებმა ჩამოაგდო ტახტიდან მამამისი და იგი ქალაქ აგრის ძველ ციხესიმაგრეში გამოკეტა. დამხობილ იმპერატორს შვილმა ერთადერთი რამ აღუსრულა - მისი საკნის სარკმლიდან მუმთაზ-ხანუმის დიდებული მავზოლეუმი ჩანდა. თითქმის 9 წელი იჯდა შაჰ-ჯაჯანი საპყრობილეში. მამის გარდაცვალების შემდეგ აურანგზებმა მასზე კიდევ ერთი მოწყალება მოიღო - იგი ტაჯ-მაჰალში, საყვარელი მეუღლის გვერდით დაკრძალა.

ძნელია თქმა, რითი იზიდავს მილიონობით ადამიანს ტაჯ-მაჰალი - სიყვარული, მუხანათობისა და სიკვდილის რომანტიკული ისტორიით თუ თავისი სრულყოფილებით. ეჭვგარეშეა, რომ იგი ინდურ-მუსულმანური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. ტყუილად როდი ითარგმნება მისი სახელწოდება როგორც „სასახლის გვირგვინი”.

ვერ ვიტყვით, რომ ეს დიდებული ძეგლი ერთბაშად აღმოცენდა მიწიდან. მსგავსი სრულყოფილების შექმნა შეუძლებელი იქნებოდა ინდური, არაბული, სპარსული და თურქული არქიტექტურის სინთეზის გარეშე. ტაჯ-მაჰალის ერთ-ერთ წინამორბედად მკვლევრები მიიჩნევენ დიდი მოგოლების დინასტიის მეორე იმპერატორის ხუმაიუნის განსასვენებელს, რომელიც დელიში ერთი საუკუნით ადრე აიგო.

დიდი მოგოლების ეპოქაში ხუროთმოძღვრებს ინდოეთში ხშირ შემთხვევაში მუსულმანური ქვეყნებიდან - ირანიდან, თურქეთიდან, ცენტრალური აზიიდან იწვევდნენ, ორნამენტს კი ადგილობრივ ოსტატებს ანდობდნენ. შედეგად მკაცრი რაციონალური ისლამური არქიტექტურა ერწყმოდა ინდუისტთა ირაციონალურ და მისტიკურ მსოფლმხედველობას. ასე იქმნებოდა არქიტექტურულ ფორმათა სიმკაცრისა და უზადო დეკორატიულობის უნიკალური ნაზავი, სწორედ ისეთი, როგორიც დიდებული ტაჯ-მაჰალია.

მოამზადა რობერტ მესხმა

22 ცნობილი ქართველი მწერლების მეგობრული შარჟები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

  • სახალისო ისტორიები

ქართველი მკითხველისთვის აკაკი წერეთლის სხარტი და მოსწრებული სიტყვა-პასუხის ამბავი კარგად არის ცნობილი. ერთხელ, სწორად აღუნინავს იონა მეუნარგიას: ლექს კიდევ ჰყავს აკაკის ბადალი, მაგრამ მახვილსიტყვაობა, იუმორ და ხუმრობა, იმას სწორი არა ჰყოლია და არცა ჰყავს ქართულ მწერლობაიო.

აკაკი ხუმრობის დროს, თავის სათქმელს, თურმე ყოველთვის ეულამაზებლად ამბობდა და მორიდებაც არ იცოდა. პირველი იუმორისტული ჟურნალის ხუმარას გამოცემაც,სწორედ მის სახელს უკავირდება.

აკაკისთან ილია, რომ არ ვახსენოთ არ ეიძლება. მართალია, ილია აკაკის იუმორ ვერ ჯობნიდა, მაგრამ მასზეც არანაკლები მეგობრული არჟები იბეჭდებოდა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

*

ახალი წლის წინა ღამეს, მოურავმა უთხრა აკაკის:

- თქვენი ცხენი მოუპარავთ, ბატონო, მაგრამ იმედია, ვიპოვით.

- თუ ღმერთი გწამს, ძებნას ნუ დაუწყებ, დაიკარგოს, - უპასუხა აკაკიმ, -ეს ძველი წელიწადი მთელი თორმეტი თვე უბედური იყო ჩემთვის! ახლა, ეტყობა, ჩემს ცხენზე შემჯდარა და ისე მიდის. ნუ გამოუდგები, აღარც მისი დაბრუნება მინდა და აღარც ჩემი ცხენისო.

*

ერთხელ აკაკი, სადგურიდან სოფელში ეტლით მიდიოდა. გზად მეეტლემ მგზავრი აიყვანა და აკაკის გვერდით დაჯდა. ამ მგზავრმა, რომელსაც არასდროს ენახა პოეტი, მოინდომა მისი გართობა და ზეპირად წარმოსთქვა მგოსნის რამდენიმე ლექსი და თან დააყოლა „ეს ლექსები ჩემიაო“.

აკაკის გაუკვირდა და ჰკითხა:

- ეს ლექსები, ხომ აკაკის არის?

- დიახ, ბატონო! აკაკი წერეთელი მე ვარ! - უპასუხა მგზავრმა და კიდევ რამოდენიმე ლექსი თქვა.

აკაკის არაფერი უთქვამს.

ცოტა ხნის შემდეგ, მგზავრმა მეეტლეს ეტლის გაჩერება სთხოვა და გამომშვიდობებისას თანამგზავრს ჰკითხა:

- თქვენ ჩემი ვინაობა გაიგეთ, არ შეიძლება მეც შევიტყო, თქვენ ვინ ბრძანდებით?

- მე... რა მოგახსენოთ! აქამდე აკაკი წერეთელს მეძახდნენ, აკაკი ვიყავი და ახლა კი, აღარ ვიცი, ვინ ვარ! - უპასუხა პოეტმა.

*

შემოდგომის ერთ დღეს, სეირნობის დროს, აკაკიმ წინ ჩაუარა მოლზე მსხდომ ქალ-ვაჟს. „ჩანს, მთაში თოვლი მოსულა“, დასცინეს ახალგაზრდებმა პოეტის ჭაღარას და გადაიხარხარეს.

აკაკიმ ყური მოჰკრა მათ ნათქვამს, მიუახლოვდა და უპასუხა:

- მართალსა ბრძანებთ, ეს იმით უფრო აიხსნება, რომ ვირები ძირს ჩამოსულან მწვანეზე და გორაობენო.

0x01 graphic

*

ერთმა ახალგაზრდა ქართველმა ინჟინერმა ხუმრობით ჰკითხა ნაავადმყოფარ აკაკის:

- ასე მალე, როგორ დაბრუნდით საიქიოდან?

- შენი გაკეთებული გზა, რომ ყოფილიყო, დღესაც იქ ვიქნებოდიო,- უპასუხა აკაკიმ.

*

ერთი გრძელცხვირა და დიდი პირის პატრონი აკაკის არწმუნებდა: „ბევრ ცუდს ამბობენ ჩემზე ხალხში, მაგრამ ტყუიან და არ დაუჯეროთო!“

- მეც ვხედავ, რომ სტყუიან, - მიუგო მგოსანმა,- მთელი ქვეყანა იმას იძახის შენზე, უცხვირპიროაო, და შენ კი, ორივე, რომ უნდა, იმაზე მეტიც კი, გაქვსო.

*

ფოთში ქართლელს საწყენი უთხრეს, ქუთაისში მიხვდა, გორში ეწყინა და თბილისში გული მოუვიდაო, - უთქვამს ერთხელ აკაკის.

*

აკაკი ერთ ოჯახში სადილად იყო. დიასახლისის პატარა ვაჟი გაჭირვეულდა და ვერმიშელის ჭამას თავი დაანება. დედა დაემუქრა. ბავშვმა იფიქრა, სტუმართან აღარ დამაძალებსო და ჩანგლის ტრიალი დაიწყო. მერე, მიუბრუნდა აკაკის და ჰკითხა: „ძიავ, ჩანგალზე რა წერიაო?“

აკაკიმ ჩანგალი გამოართვა და ვითომ წაიკითხა:

„თუ არ ჭამე ვერმიშელი, გაგლახვენ და ვერ გიშველიო“

ილია ჭავჭავაძე მეგობრულ შარჟებში

*

პუშკინი (აკაკის): - რა შეგემთხვა პოეტო?

ილია: -შენი პოემების ქართულ თარგმანს კითხულობდა და ენა მოიტეხა. „ნიანგი“,1936, №9.

*

გ. ბერძელიშვილი და ნ. დადიანი: „ჩემია“, „არა, ჩემია“, „გიჩივლებ“, „უკვე ვჩივია!“ „ეშვი ჩემს ნაწერს, თუ არ გსურს გადაგიმტვრიო წვივია“.

ილია: „რა გაქვთ სადავო, შვილებო, რად გაგიმართავთ კრივია?“ მე მახსოვს, თვითონ დავწერე - ეგ ოთარაანთ ქვრივია!“

ნახატი: გიგლა ფირცხალავა. „ნიანგი“, 1956,№1.

მოამზადა ქეთევან აფციაურმა

23 მომავლის „ბაია“

▲ზევით დაბრუნება


ზუგდიდის „ბაიას“ სპორტულ ბაზაზე, მიმდინარე წლის თებერვალში, 1994-95 წლებში დაბადებულ ჭაბუკ-ფეხბურთელთა სანაკრებო შემადგენლობის შერჩევის მიზნით დასავლეთზონის ფეხბურთელებს შორის გაიმართა მატჩი. მატჩს ფედერაციის წარმომადგენლობა დაესწრო, ხოლო მეკარეების თამაშს თვალი ყოფილმა ვეტერანმა ფეხბურთელმა და „დინამოს“ გოლკიპერმა სერგო კოტრიკაძემაც მიადევნა, რომელმაც თამაშის დეტალებზე საუბრის გარდა, „ბაიას“ სპორტ-კომპლექსში მიმდინარე მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება. სერგო კოტრიკაძემ განაცხადა: „ბაიას“ საფეხბურთო სპორტ-კომპლექსის შექმნა უდაოდ სერიოზული წარმატებაა არამარტო ზუგდიდისთვის, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთისთვისაც. სპორტ-სკოლის ხელმძღვანელებმა როგორც ამიხსნეს, აქ ყველა ასაკის ჯგუფი ვარჯიშობს და თან უფასოდ. ამისათვის პირადად მადლობას ვუხდი „ბაიას“ პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას და ყველას ვთხოვდი, ვისაც ფეხბურთთან შეხება აქვს, გვერდით დავუდგეთ ასეთ ხალხს.

არსებული ვითარებისას ფეხბურთში ინვესტიციების ჩადება, მართლაც ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს დამატებითი გადასახადებისაგან გათავისუფლების მექანიზმი იმ ბიზნესმენთა მიმართ, ვინც დიდ ინვესტიციებს დებენ ფეხურთში. ვნახე პატარების ვარჯიში და დიდად ნასიამოვნები დავრჩი,რადგან ქართული ფეხბურთის მომავალი სწორედ ესენი არიან.

0x01 graphic

გიორგი ჩუხუა
(გატუზო)

0x01 graphic

ილია ჯგუნჯგია
(ბექჰემი)

0x01 graphic

ლუკა ძანძავა
(ძოფი)

0x01 graphic

ლუკა ღვინჯილია
(ტორესი)