The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხელი შოკოლადი №25


ცხელი შოკოლადი №25


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, გვახარია გიორგი, ხარბედია მალხაზ, მორჩილაძე აკა, ტურაშვილი დათო, მაკარიძე დავით, კორძაია-სამადაშვილი ანა, ლომაძე ნინო, კალატოზიშვილი გიორგი, ბაბუაძე თამარ , კიკალეიშვილი სალომე, ყრუაშვილი ირა, ზურაბიშვილი დავით, პინტერი ჰაროლდ, კაკაბაძე გიორგი, ბუღაძე ლაშა, ეკო უმბერტო
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი ნინო სლეპჩენკო რედაქტორ-სტილისტი გაგა ლომიძე კორექტორი თამარ ღონღაძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, ნინო ლომაძე, ქეთი სადღობელაშვილი, ნინო ძანძავა, დავით მაკარიძე, გიორგი კალატოზიშვილი, მალხაზ ხარბედია, ლაშა ბუღაძე, გიორგი კაკაბაძე, ასმათ ლეკიაშვილი ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ნიკო ტარიელაშვილი, დავიდ დექტორი, ანკა ნიჟარაძე ილუსტრაცია მაია სუმბაძე, გიორგი მარი, ნინო მამაცაშვილი დიზაინი დავით თეთრაძე, მიხეილ დგებუაძე, თორნიკე ლორთქიფანიძე მარკეტინგი ქეთა ბუაჩიძე რეკლამა გვანცა გუშარაშვილი, ნესტან ავალიანი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: msa@msa.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი-ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“ შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 23 37 31 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing” საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია. გარეკანზე: დავით ლორთქიფანიძე ფოტო: ანკა ნიჟარაძე ვიზაჟი: ანუკა მურვანიძე, სტუდია „გრიმ-მასკა“ ილუსტრაცია: გიორგი მარი



1 რედაქტორის წერილი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რთი ცუდი თვისება მაქვს. ვიდრე ჟურნალის ყველა ტექსტი, ყველა ფოტო, ყველა მინაწერი, ყველაწერტილ-მძიმე თავის ადგილს არ დაიკავებს, მე რედაქტორის მიმართვას ვერ ვწერ. შეიძლება იმიტომ,რომ ყველა ავტორის სათქმელი ჩემი სათქმელი ხდება, ყველა წარმატებული თუ წარუმატებელიფოტოგადაღება ჩემს ნერვულ სისტემაზე გადის და ჟურნალის საბოლოო სახე ჩემს რედაქტორულ ნიჭზე თუუნიჭობაზე მიუთითებს. ამ ყველაფრის მერე, აწყობილი ჟურნალისა და „რედაქტორის მიმართვის” ცარიელიფურცლის შემყურეს, სულ ერთი და იგივე ფიქრი მიტრიალებს ხოლმე თავში, „მეტი რაღა უნდა ვთქვა... იხილეთ ჟურნალი.“

დღესაც მთელი დღე ბერლინიდან ბოლო წუთებში ჩამოსულ მასალას ვუკირკიტებდი. გოგი გვახარიამ თავისხელნაწერ ტექსტს „ბერლინალეს” შესახებ ბარათი დაურთო. ციტატა: „ხომ ხედავ, რა დღეში ვარ? როგორ ქაღალდზე ვწერ? იმედია, ყველაფერში გაერკვევით. გეხვეწები, გადაბეჭდვის შემდეგ, გადაამოწმე გვარები berlinale.de-ზე. ისეთი ხელი მაქვს, შეიძლება გადაბეჭდვისას შეეშალოთ. ნუ, ასეა ყოველთვის, როცა ვჩქარობ.თუმცა, სტატიით უკმაყოფილო არ ვარ.”

სტატიით არც მე ვარ უკმაყოფილო. წელს ბერლინალეზე მაგარი ქალების ზეიმი და მაჩოიზმისა დამილიტარიზმის ფიასკო ყოფილა. ბერლინალეს გმირები: შერონ სთოუნი, მერიან ფეითფული, ქეით ბლანშეტი,ჯუდი დენჩი, ვერნერ ფასბინდერი, ძმები ტავიანები, პოლ შრადერი მეც მხიბლავენ. ფესტივალის ანტიგმირებიკი - ანტონიო ბანდერასი, ჯენიფერ ლოპესი, ქლინთ ისთვუდი - არც მე მაღელვებენ. ბერლინალეზეწარგზავნილი ფოტოგრაფი მესხი სულ ტყუილად იყო დეპრესიაში, ამ წითელ ხალიჩასთან ძლივს მივდივარ,თან მაწვიმს და მათოვს, და თან ამ “სელებრითების” ჩაჩხაკუნებას ვერ ვასწრებო. ნინო ძანძავას დახმარებით,ფილმებიდან კადრებიც დროულად მოვიძიეთ და პირველი და ბოლო ვიზუალური აკორდიც მგონი სწორადავიღეთ. მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ. მით უმეტეს, რომ ბერლინალეს საკონკურსო ფილმების დეტალურიმიმოხილვა, სალომე კიკალეიშვილის ბერლინალეს „ფორუმი” და საპატიო „ფიპრესის” ჟიურის წევრობა, რომაღარაფერი ვთქვათ მესხის „წითელ ხალიჩაზე”, ჟურნალ „კინოს“ მარტის ნომერში გელით. ანუ, ყველაფერი ისევწინ არის.

ერთ ამბად ღირს დათო ლორთქიფანიძის სტატიაზე მუშაობის პროცესი. გადაღებების დროს გაჟღერებული ტექსტები: „მე ხომ მოდელი არ ვარ, მე მეცნიერი ვარ”. ან მალხაზ ხარბედიას მასალების 20 გვერდიან ლიტერატურულ ჩანართში ჩატევის მცდელობები.

გული მწყდება, რომ ჟურნალის კეთების პროცესი გაცილებით უფრო საინტერესოა ხოლმე, ვიდრე მერე „შედეგით ტკბობა“. თან მაშინ, როცა საკუთარი თავის ულმობელი კრიტიკოსი ხარ და იბიექტურად ვერასოდესაფასებ იმ 180-მდე გვერდს, რომელზეც მთელი თვე იმუშავე. მაგრამ ამ ყველაფერს მაინც აქვს ერთი კარგიშედეგი. ახალი ნომრის გამოსვლის მერე, დროებითი სიცარიელის განცდა რომ გაივლის, ხელახლა ვინთები,აი, შემდეგი ნომერი იქნება უფრო მაგარი! უფრო შემოქმედებითი, უფრო უკომპრომისო და მომთხოვნივიქნები, უფრო მეტის გააზრებასაც შევძლებ და ახალი „ცხელი შოკოლადიც“ უფრო მეტს დაიტევს, უფრომაგრად! თან, ამ ბოლო დროს, ერთი ამბიციური სურვილიც გამიჩდა. ნინო ძანძავა დღემდე წუხს ბერლინიდანთბილისში დაბრუნებას, თავისუფლებიდან ისევ კარჩაკეტილობაში ჩამოსვლა მიჭირსო. ნინოს ეიფორია ალბათგაუვლის და მიხვდება, რომ ყველგან თავისუფლებაა სადაც თავისუფალი ხარ. მაგრამ მე ძალიან მომინდა, რომ „ცხელმა შოკოლადმა” ეს კარჩაკეტილობის განცდა, რაც ქვეყნის მოკრძალებულ მასშტაბებს, სტერეოტიპეპისავტორიტარიზმს, და კულტუროლოგიურ ნეპოტიზმს მოაქვს, ცოტა ხნით მაინც დაგავიწყოთ.ხედავთ, რა ცუდად არის ჩემი საქმე?

მე კი მეგონა, რომ ჟურნალში „ცვლილელების ხანა” მალე დამთავრდება-მეთქი.

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გიორგი გვახარია

სვეტს ვწერ და ვაი ამ წერას. ბერლინის ფესტივალის პრეს-ცენტრში, კომპიუტერებზე წარმოუდგენელი რიგია. შორენას რომარ ვაწყენინო (ესეც ეწყინება, აუცილებლად იტყვის, სვეტი მე კი არა, მკითხველს ჭირდებაო), იძულებული ვარ, იმ კომპიუტერს დავუდარაჯდე, რომელიც „სწრაფი მოხმარებისთვისაა“ გათვლილი - 10 წუთის მოხმარების შემდეგ ითიშება. ამაზე ნაკლები რიგია.

საათს დავცქერი და ვფიქრობ, რა დაგიწეროთ.მინდა აგიხსნათ, რატომაა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი 1989 წელი და ეს „სათვალე“, მინდა ვიწუწუნო, რომ უკეთესად შემეძლო დამეწერა ეს ამბავი... მაგრამ არც ახსნისთვის მაქვს დრო და არც წუწუნისთვის. კინემატოგრაფისტთა მთელი არმია მადგას თავზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან!

ერთის დაწერას კი მაინც მოვასწრებ - გერმანია,რომელსაც ნაწილობრივ ეძღვნება ამნომრის „სათვალე“, ჩემი ცხოვრების ყველაზედიდი გამოცანაა - არ ვიცი, რა მიზიდავსასე ამ ხალხში და ამ ქვეყანაში... ანდა ესბერლინის ფესტივალი რატომ მიყვარს ასე -1992 წლიდან დღემდე ხომ არც ერთი „ბერლინალე“ არ გამომიტოვებია!

იქნებ პუნქტუალურობა და შრომის პათოლოგიური სიყვარული?

ხო, ხო, პუნქტუალურობა, რომლითაც აქ ვერავის გააკვირვებ, მანდ კი, საქართველოში - გააკვირვებ და გააცოფებ. ისევ იტყვიან - „რა პრეტენზიულია ეს გვახარია, როგორიდიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე, რატომგვთხოვს ამდენს?“

დრო იწურება. ხედავ, შორენა? მაინც გამოგიგზავნესვეტი „ბერლინალედან“. ხომ იცი,რომ პუნქტუალური ვარ.

0x01 graphic

მალხაზ ხარბედია

ჯერ ოციოთხი მასალითა და ოცი გვერდით ვიწყებთ. ვიწყებთ მოკრძალებულად, ფრთხილად, მხოლოდ საკითხავით, რადგან აქ თვალის გადასავლები არაფერია და ვერც თვალს ჩაკრავთ რამეს. ამსაკითხავებში კი სასაცილოსაც იპოვის კაცი და დამაფიქრებელსაც, სიმძაფრესაც გადააწყდება დამახვილგონიერებასაც.

პირველი ლიტერატურული ჩანართი ვერ იქნება ფარდაგივით ჭრელი, წვრილ-წვრილი ამბებითმოქარგული, არადა სავსე მქონდა ფოლდერი და კაი მსუქანი ჟურნალიც გამოვიდოდა, ჩვენისიფრთხილე რომ არა. სიფრთხილე კი მთავარია ლიტერატურაში, განსაკუთრებით ახალი საქმისდაწყებისას.

ვისაც კარგად ახსოვს, „არილმაც“ თავდაპირველად ფრთხილად დაიწყო, ჯერ ოთხი გვერდი იყო „კავკასიონში“, შემდეგ 8 გვერდიანი დამატება გახდა, თხელი, სიფრიფანა, მიკედლებული. „არილის“ ბოლო ნომერი კი, ზუსტად 14 თვის წინ რომ გამოვიდა, 100-მდე გვერდს ითვლიდა წვრილი შრიფტით. უკვე გატეული გვქონდა, სიფრთხილეზე ვინღა ფიქრობდა და არც იმას დაუშვებდა ვინმე, რომ გამოსვლიდან ზუსტად 10 წლის თავზე ჟურნალი გაჩერდებოდა. გაჩერდებოდა არამხოლოდ „არილი“, არამედ „ალტერნატივა“, „24 საათი - წიგნები“, „პარნასი“, სხვებიც. უფრო სწორად, კი არგაჩერდებოდა, გაგვაჩერებდნენ!..

წელიწადის მანძილზე ყურებჩამოყრილი ვიჯექით, მოიწყინა ყველამ, მკითხველმაცა და მწერალმაც, დებიუტანტების ნათესავებმა, რედაქტორებმა, კეთილი თვალით რომ აფასებდნენ კოლეგების ნამუშევარს. სევდა შემოაწვათ პრესის ზოგიერთ გამავრცელებელსა და თქვენ წარმოიდგინეთ,სნობებსაც კი. ამ შეჩერებულ გამოცემათა თანამშრომლები ახლა რომელიღაც ენჯეოს უცნაური კრებულის კორექტურას უზიან, არედაქტირებენ ფემინიზმის კლასიკოსის წიგნს, რომელიც 100 ცალი გამოვა და იმავე ენჯეოების თაროებზე დაიდებს ბინას, ანდა სულაც ავადმყოფ დედასუვლიან და თან შეკვეთილ სტატიას თარგმნიან. ავტორთაგან ზოგიერთმა სმა დაიწყო, სხვებმა ტაქსაობა, ბირჟაზეც გავიდნენ. ვიღაცეებმა 2006 წელი გაზეთის ჯიხურებთან გაატარეს საყვარელი ჟურნალისა თუ გაზეთის მოლოდინში, რადგან რედაქციების ტელეფონებზე ან არავინ პასუხობდა,ანდა გათიშული იყო გადაუხდელობის გამო. ზოგიერთებმა სადღაც სხვაგანაც დაბეჭდეს გადანახული ნაწერები და მერე თავ-ბედიც იწყევლეს. ბევრმა საერთოდ დაივიწყა პერიოდიკა და ჩათვალა, რომმხოლოდ წერაზე უნდა იზრუნოს და არა პუბლიკაციაზე. ერთი სიტყვით, საქართველო რედაქციების გარეშე დარჩა.

აქ არ მოვყვები იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს კარგ რედაქციას კარგი ლიტერატურისთვის, ანრითი სჯობიან ჟურნალის კეთილი თანამშრომლები ლიტერატურულ მონსტრებს, უბრალოდ ვიტყვი, რომ „ცხელი შოკოლადის“ ლიტერატურულ ჩანართში არ იქნება მხოლოდ შეკვეთილი მასალები დაარც კუთხურობის მიხედვით დაიბეჭდებიან ავტორები, აქ ნაწერებს ნაცნობ-მეგობრობით კი არა,ნიჭიერების მიხედვით შევარჩევთ. ჩვენთან ვერც გულგრილად ჩაყრილი ავტორების ზვინებს ნახავთდა ჰერმეტული ტვინის ჭყლეტებისგანაც იქნებით დაცულნი. ერთი სიტყვით, ვიწყებთ და ვნახოთ, რა გამოვა. იმედია, ეს მოკრძალებული 20 გვერდი მალე სქელტანიან გამოცემად იქცევა, გაფანტულიავტორები კი ისევ ერთად მოვიყრით თავს - არა რომელიმე ადამიანის, იდეოლოგიის, შენობის ანფულის გარშემო, არამედ მხოლოდ ლიტერატურის სიყვარულისთვის.

0x01 graphic

აკა მორჩილაძე

გუშინ ვფიქრობდი, რომ მშვენიერი სვეტი მოვიფიქრე.გვიანი ღამე იყო და დღეს დილით კიდამავიწყდა, რა მოვიფიქრე. მგონი ღამემ ეგრეიცის: თან ღამით მოფიქრებული ყველაფერი მაგარიჩანს.

მაგარი რო ყოფილიყო, ხო არ დამავიწყდებოდა.სადღაც წავიკითხე, პუშკინმა ძილში მოიფიქრარაღაცაო, გაიღვიძაო და ასანთის კოლოფზე მი-ჩხაპნაო. დილით კიდევ, მინაწერი ვერაფრითგაარჩიაო. პუშკინი რომ ვიყო, გული დამწყდებოდა.იმის მოფიქრებული ფასეული რამ იქნებოდა,მაგრამ პუშკინი ხო არა ვარ.

ჰო, რას ვაკეთებდი, როცა ეგ სვეტი მოვიფიქრე?ტელევიზორს ვუყურებდი. ერთი ძველი საბჭოთასერიალია, ორის ნახევარზე იწყება ხოლმე. “ტასსუპალნამოჩენ ზაიავიც” ქვია და კაგებეს კეთილყოვლისშემძლეობაზეა. იქ ყველაზე ცუდ კაცს:ცეერუს აგენტს, ნარკობარონსა და ბოროტს ბუბაკიკაბიძე თამაშობს. მერე გამოთქმაც იყო, კიკაბეპროწივ კაგებეო, ხუმრობდნენ. ფილმი უცნაურია:ყოველი ამერიკელი ჟურნალისტი იქ ჭაღარაწვერიანია,ლოთი და ცხოვრებაგატეხილი, საბჭოთაკაგებეშნიკები უსიმპათიურესები არიან, ხოლოზანგებში უმეტესობა გადაღებილი თეთრია. ბერლინელიოფიციანტკები მოსკოვის სასტუმროსსართულის მებუფეტე ქალებს გვანან, ხოლო კაგებესთანყველა მოქალაქე სიამოვნებით თანამშრომლობს.

რატომ უნდა უყურო ასეთ კინოს?

საინტერესოა, მე მოვკვდე. ამ სერიალში კადრიარ არის, რომ წამით მაინც ამოისუნთქოს სიმართლით, მაგრამ ისეთი ტკბილი და სახითხითო საცქერია,რომ მეტი არ შეიძლება. თუმცა, სვეტირაზე მოვიფიქრე, ეგრეც არ გამახსენდა. ამ სერიალთანიყო დაკავშირებული თუ არა, არ ვიცი.რას გაუგებ ღამეს: ხალხი არ არი, მარტო ფიქრებია.ალბათ ამიტომაც ჩანს რაღაცა განსაკუთრებული.დილიდან კი ადამიანები გამოჩნდებიან დახედავ, ჩვეულებრივი ყოფილა.

0x01 graphic

დათო ტურაშვილი

ეგვიპტის ნახვა ალბათ ნებისმიერ ადამიანს სურს,ვინც იცის, რომ ეგვიპტელებმა უნიკალური ცივილიზაციაშექმნეს ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლისწინ და როცა ეგვიპტეში დამპატიჟეს, ისე გამიხარდა,რომ ბავშვივით ავცქმუტდი თვითმფრინავის მოლოდინში. თუმცა პირამიდების გარდა, მქონდასხვა, ძალიან სუბიექტური მიზეზიც სიხარულისგან ამჩატებისა და ეს სხვა მიზეზი, ესპანეთში დაიწყო.შარშან მადრიდის უნივერსიტეტში ჩემს ესპანელ ჯგუფელებს შორის მხოლოდ ორნი ვიყავით უცხოელები და ის მეორე მაძიებელი ახალგაზრდა ეგვიპტელიკაცი გახლდათ, რომელიც პირველივე დღეს თვითონვე გამეცნო. ხელი ჩამომართვა, გამიღიმადა ღიმილითვე მკითხა რომელი ქვეყნიდან ვიყავიდა როგორც კი ვუპასუხე, მაშინვე ცივად გამომართვა გამოწვდილი ხელი და ის ღიმილიც მაშინვე გაუქრა. მას შემდეგ მხოლოდ მესალმებოდა ხოლმე უნივერსიტეტში, მაგრამ ისიც მხოლოდ ცალყბად და ერთხელაც ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ ვკითხე ზემოთქმულის მიზეზი. საქართველო ხომ ის ქვეყანაა, კავკასიაში რომ არისო და კი მეთქი და ის თუ იცი, რომ ეგვიპტეში მამლუქების უმრავლესობა ქართველები იყვნენო. ვიცი-მეთქი და მაშინისიც გეცოდინება, მამლუქები ეგვიპტელებს როგორ აწამებდნენო და პირველად მესმის-მეთქი, - გულწრფელად გავიკვირვე. მერე ისიც ვუთხარი,როგორ გეკადრებათ-მეთქი და ის ეგვიპტელი კაციც შემოვირიგე, მაგრამ ეგვიპტის ნახვა ძალიან მომინდა.

შეიძლება ყველაფერი უფრო ადრეც დაიწყო,როცა პირველად წავიკითხე „ქართლის ცხოვრება”, სადაც უცნაური ფრაზა წერია, რომ მეგრელების წინაპარი კოლხები კავკასიაში, ეგვიპტიდან მოვიდნენ. ჩემს მეგრელ ბებიას ამ ამბავს (სანამცოცხალი იყო) კი ვუმალავდი, მაგრამ „ქართლისცხოვრებიდან” ამ ფრაზას ხომ ვერ ამოვშლიდი ან ფურცელს ხომ ვერ ამოვხევდი.

სკოლაშიც ხომ ეგრე იყო - ნებისმიერი სახელმძღვანელოდან შეგეძლო ფურცლის ამოხევა, ისტორიის წიგნის გარდა. ისტორია ეგეთია - ერთ ფურცელსაც ვერ ამოხევ...

0x01 graphic

დავით მაკარიძე

ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ სიკვდილის შემდეგადამიანის სული მდინარე ლეთას წყლის დალევით ყველაფერს ივიწყებდა და კვლავ ამ ქვეყნად ბრუნდებოდა ცხოვრების გასაგრძელებლად.ლეთას წყალი, ალბათ, მოწყენილობას კურნავდა, მოწყენილობას, რომელიც ყოველ ჩვენგანს სიცოცხლის ბოლოს მოეძალება ხოლმე. მოწყენილობა, რომელიც იმის გამო გვეუფლება, რომ ახალი აღარაფერი ხდება ჩვენს გარშემო და რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, სინამდვილეში, ცხოვრების გაგრძელებაში ხელს გვიშლის.

რამდენიმე ათასი წლის შემდეგ, ჩვენ მოწყენილობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებას მივაგენით. მეოცე საუკუნის ბოლოს, ჩემი აზრით, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ეპოქალური ნაბიჯი გადაიდგა და შეიქმნა გლობალური ქსელი,სივრცე, სადაც ყველას აქვს საშუალება გაუზიაროსსხვებს თავისი აზრები, შემოქმედება, იპოვოს მეგობრები, თავი დააღწიოს კონფორმიზმს და ერთფეროვნებას. ალბათ მომავალი საზოგადოების საფუძველი სწორედ ეს სივრცე გახდება.

ჩემთვის, ინტერნეტი დაუსრულებელი შემეცნების ერთ-ერთი წყარო გახდა. ტერიტორია, სადაც ვიპოვე ბევრი საინტერესო ადამიანი და მომხიბვლელია დგილი. ტერიტორია, სადაც დავინახერამდენად უსაზღვროა და განუზომელი ადამიანის წარმოსახვა.

მაგრამ ყველა სივრცეს რაღაც თავისთვის დამახასიათებელი უცნაურობა მოაქვს. ასეთი უცნაურიარსებები ქსელშიც დასახლდნენ. ისინი ადამიანმათავის დამხმარეებად შექმნა და ასწავლა ცოტათიმეტი, ვიდრე მარტივი ბრძანებების შესრულებაა.მაგრამ ვინ იცის, რა მოხდება მომავალში. დაიქნებ მართლა ახდეს ფანტასტების წინასწარმეტყველებადა ერთხელაც მათ დაიკავონ ჩვენი ადგილიამ სამყაროში. ან იქნებ ისინი გახდნენ გზა უკვდავების მოპოვებისა. ვინ იცის...

3 კულტ-მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

თავისუფლების დღიურები 2006

0x01 graphic

გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „თავისუფლების დღიურები 2006”. ამ პროექტის ავტორი გახლავთ დავით კაკაბაძე, რადიო „თავისუფლების” ქართული სამსახურის დირექტორი.

რადიო „თავისუფლების” ამ პროექტს დღიურებად აკინძული წელიწადი შეიძლება ვუწოდოთ. ჩანაფიქრის თანახმად,ეს იყო ერთგვარი ცდა, სხვადასხვა ადამიანთა დახმარებით აღნუსხულიყო გასული წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები. ამ საქმისთვის „დარაზმეს” 52 მოქალაქე - მწერლები, მხატვრები,პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ორმოცდათორმეტივე ავტორის პროფესიების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა.

დღიური რომ სუბიექტური რამაა, ეს ისედაც ცნობილია. ავტორები იპრანჭებიან - ესეც ბუნებრივია. და მაინც, „თავისუფლების მკითხველი” ერთ რამეს ხალისით აღმოჩენს: საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას ძალიან ნაკლებად აღელვებს, თუ რა ხდება გარშემო. გადახედეთ წვრილი შრიფტით აკრეფილ დღის მოვლენებს და იქვე - დღიურს. ერთ-ორ კაცს თუ ადარდებს სავალუტო ფონდის მისიის გადაადგილებები და ვილნიუსის კონფერენციის ამბები - ყველას თავისი ცხოვრება აქვს, თავისი სიხარული და თავისი გასაჭირი, და მე თუ მკითხავთ,ასე უფრო კარგია.

თბილისის ყველა თაობის ქუჩის აბრები

მეგობარი ისედაც კარგია, უსტაბაში მეგობარი - ერთიათად. ყველაფერი იოლდება - სთხოვ უსტაბაშს, მიშველეო, და გიშველის.

მაშ, ასე: გვიამბობს თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრის” უსტაბაში ალექსანდრე ელისაშვილი.

„ჩემს უფროს ბიჭს ვასეირნებდი არსენას ქუჩაზე. ჰოდა, შევნიშნე ალუმინის ოთხკუთხა აბრა: „მეჟევაია ულიცა, 4 უჩასტოკ“. ჰაი დედასა! ვერაფრით აღვწერ, რა დამემართა. თავიდან ერთი ხუთი წუთი გახევებული ვიდექი, შემდეგ გიჟივით ვკოცნიდი ჩემ შვილს. მერე აღმოჩენაზე ჩემს მეგობრებს ვუამბე. ამის მერე კი დავირაზმეთ... ჩვენ თვალწინ სულ სხვა ტფილისი გადაიშალა, არა მუზეუმში დაცული ექსპონატებით, არამედ ნაღდი, ალალი ისტორიის ფრაგმენტებით: ქუჩის აბრებით,სადაზღვევო დაფებით, რევოლუციამდელი, რევოლუციის შემდგომი,ბერიას პერიოდის, ბერიას შემდგომი. სულ ჩვენი ძალებით 34 ეგზემპლარი შევაგროვეთ. მათგან 6 სადაზღვევო დაფა იყო, 28 ქუჩის აბრა.გამოფენის შემდეგ ჩვენს მიერ შეგროვილი ნიმუშები სრულად გადაეცემა თბილისის ისტორიის მუზეუმს - ქარვასლას.

ერთ ჩემთვის ყველაზე ძვირფას აბრას გავიხსენებ, ყველაზე ძველითაობის აბრას, რომელზეც რუსულად აწერია „ეგზარშესკაია პლოშად”.დღევანდელ ერეკლე მეორის მოედანს, სულ ადრე კი ბატონის მოედანს რუსების შემოსვლის შემდეგ ეგზარქოსის მოედანი ეწოდა, იმის გამო,რომ აღა მაჰმად ხანის მიერ დანგრეული როსტომ ხანის სასახლის ადგილზერუსმა ეგზარქოსებმა რეზიდენცია (დღევანდელი საპატრიარქოსშენობა) ააგეს. შემდეგ ბოლშევიკებმა შემოსვლისთანავე ამ მოედანს სახელი შეუცვალეს და გერმანელი სოციალ-დემოკრატის ბებელის სახელი დაარქვეს. ეს აბრა, პირველი თაობის ქართული აბრაც „ცარისტული”აბრის გვერდით აღმოვაჩინეთ. წარმოიდგინეთ: ერთმანეთისგვერდიგვერდ ეკიდა მთელი ისტორია ერთი პატარა და, ჩემი აზრით,თბილისში ყველაზე ლამაზი მოედნისა. გამოფენაზე ამ მოედნის სრული თუ არა, ნახევარი თავგადასავალი წარმოვადგინეთ.

...მადლობა ყველა თბილისელს, რომელმაც დაგვრთო ნება შენობებიდან ჩამოგვეხსნა აბრები და მათაც მადლობა, ვინც აბრებს გადაეფარადა მათი ჩამოხსნის ნება არ მოგვცა. მათაც ალალი მადლობა უნდავუთხრათ, ქალაქის წარსულის ასე თავგამოდებული დაცვისათვის.ბოლოს კი დასტურ უნდა ითქვას - ტფილისის სადღეგრძელო იყოს!!!”

ბიბლოსი და მსოფლიოს მერვე საოცრება

ამა წლის 16 თებერვალს, სტანდარტ ბანკმა ბამბის რიგში, მეიდანზე მიიწვია ადრე დამდგარი გაზაფხულით გახარებული, მოგზაურობისა და სილამაზის მოყვარული საზოგადოება.თამარ ბოკუჩავას ფოტოგამოფენა სწორედ ასეთი გახლავთ: თვალწარმტაცი, ფერადოვანი,უცხო მხარეებისა და ჯადოსნური მიწების სურნელით გაჟღენთილი. „ბიბლოსი და მსოფლიოს მერვე საოცრება” - სანახაობა სახელწოდებას სრულად ამართლებს.ცოტა სხვა მიწა, ცოტა სხვა დრო...

0x01 graphic

0x01 graphic

მოვიგეთ!

ღონისძიება - ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი დევიზი - „ერთი მსოფლიო, ერთი ოჯახი, ერთი ზეიმი” მოქმედების ადგილი - არაბთა გაერთიანებული საამიროები მოქმედების დრო - 7-27 იანვარი, 2007 წელი მონაწილეები - 41 მოქანდაკე და 27 ფერმწერი 30 ქვეყნიდან დაჯილდოების თარიღი - 6 თებერვალი გამარჯვებულთა შორის - ორი ქართველი ხელოვანი, მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია და ფერმწერი გიორგი გუგუშვილი. გილოცავთ, ბატონებო! ვრცელი ინფორმაციისათვის აკრიფეთ Emaar International Art Symposium 2007, და ბევრ საინტერესო ამბავსაც შეიტყობთ და ბევრ კარგ ნამუშევარსაც ნახავთ.

ახალი ტიპის ექსტრიმი

სამთო-სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალი „ნიამორი” უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ სპორტულ საზღვრებს გასცდა, მთაში განცდილი ექსტრიმიკი - ფოტო და ვიდეო კადრების ჩარჩოებს. ამის დასტურად,წელს მესამედ გამართულმა „ნიამორმა” ახალი ტიპის კონკურსი გამოაცხადა და მთის თავგადასავლების მაძიებლებს ბედიწერაშიც აცდევინა. ლიტერატურული „ნიამორის” იდეა ერთი გარემოების გამო გაჩნდა: მთაში მოგზაურობისას ადამიანები ისე მძაფრ შთაბეჭდილებებს იღებენ, რომ ბუნებრივად უჩნდებათ ნანახისა და განცდილის აღწერის სურვილი. ამიტომაც ინტენსიურად წერენ დღიურებს, უფრო გაბედულები კი - მხატვრულ ჩანახატებს… ლიტერატურულმა „ნიამორმაც” სწორედ ამ ჩანაწერების გაჯიბრება გადაწყვიტა. საკონკურსოდ „ნიამორს” 35 ნაწარმოები შეუვიდა, მათგან აირჩა 17 ტექსტი, რომელთაგან ორ საუკეთესოს საბოლოოდ ფესტივალის ჟიური გამოავლენს. რადგან ამ ლიტერატურული კონკურსის სპონსორი „ცხელი შოკოლადია”, ჟიურიში პაატა ნაცვლიშვილთან და ნინო ქადაგიძე-ჟვანიასთან ერთად ჩვენი წარმომადგენელიც შევიდა.რჩეული ტექსტები ორ ნომინაციაში განაწილდება: საუკეთესო მოთხრობა ან ნოველა და დღიურის სახით გაკეთებული ჩანაწერები. ფინალისტებს „ცხელი შოკოლადი” ფულადი პრემიით დააჯილდოებს. მათ ვინაობას კი საზოგადოებას 3 მარტს „ნიამორის” საზეიმო დახურვის ცერემონიალზე შეიტყობს. ამავე დღეს გაირკვევა ფოტო და ფილმების კონკურსში გამარჯვებული მოგზაურების ვინაობაც.

ასე რომ, „ნიამორი” ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, უკვე უთოვლო თბილისში და ასფალტით დაფარულ გზაზე. მანამდე კი ცოტაოდენი ექსტრიმი ფესტივალის მონაწილეებმა ბაკურიანში იგრძნეს. წელსაც, ტრადიციისამებრ, „ნიამორი” ჟურნალისტებს შორის შეჯიბრით გაიხსნა. შეჯიბრი „გიგანტურ სლალომში” ბაკურიანში გაიმართა. ამ ღონისძიებას პირადად დავესწარი,მაგრამ რადგან მოთხილამურეთა შორის „ჩაინიკების” კატეგორიასაც კი ვერ ვუახლოვდები, დიდად ვისიამოვნე-მეთქი, ვერ მოგატყუებთ. სამაგიეროდ, ისიამოვნეს ტელეკომპანია „მზის”და „ალანიის” ჟურნალისტებმა, რომლებმაც შეჯიბრში გაიმარჯვეს და სპონსორებისგან პრიზებიც მიიღეს - კარგი თხილამურები.

0x01 graphic

ისიამოვნა „ცხელი შოკოლადის” წარმომადგენელმა სანდრო ნავერიანმაც, რომელიც „ნიამორის” ზაფხულის შეჯიბრების, ე.წ. სვანეთის თასის მფლობელი გახლავთ. ბაკურიანში კი სანდრომხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. გავარკვიე, რომ ეს მოკლე თხილამურის ბრალი ყოფილა… ასეა თუ ისე, იმ შაბათ-კვირასმიღებულ შთაბეჭდილებებს ჟურნალისტები დღემდე ხალისით იხსენებენ.

ავტორი: თამარ ბაბუაძე

4 აქცენტები

▲ზევით დაბრუნება


კავკასიური რექვიემი

0x01 graphic

თომას ჰაიბერი არის იაპონურის სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ფლეიტისტი და კომპოზიტორი. მან უკვე ხუთი სიმფონია, მრავალი კონცერტი და ორი ოპერა დაწერა: „Quatour“ და „ლეონარდო და ვინჩი”.

გერჰარდ შაბელი მედიატექნიკას სწავლობდა, კინოსა და ტელევიზიაში ვიდეოგრაფიკოსად მუშაობდა და, რაც მთავარია, ფოტოგრაფი გახლავთ. მან მთელს მსოფლიოში მრავალი გამოფენა გამართა და - ამ შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - 2004 და 2006 წლის ზაფხულები საქართველოში იმუშავა, ლენდარტის პროექტებში მონაწილეობდა შატილსა და უშგულში.

ეს უკანასკნელი ფაქტი ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნე, რომ სწორედ გერჰარდ შაბელის მოგზაურობის შედეგი გახლავთ ამ ორი ხელოვანის მიერ ჩაფიქრებული პროექტი „კავკასიური რექვიემი” - ამბავი, რომელსაც ორკესტრი, გუნდი და მოცეკვავეები ბატონ შაბელის ნამუშევრების თანხლებით შეასრულებენ. სამწუხაროდ, მუსიკალურ მხარეს ჩვენს ჟურნალში, გასაგები მიზეზების გამო, ვერ წარმოგიდგენთ, მაგრამ პლაკატი თქვენს განკარგულებაშია, და ლიბრეტოს ნაწილს საქართველოში პირველად სწორედ ჩვენი ჟურნალის მკითხველები გაეცნობით:

- ჩადი წყალთან, ნუ გეშინია. შეიძლება, ვიღაცამ კენჭები გესროლოს, მაგრამ ეგ არაფერი, არ მოგხვდება. ეს ქვასროლიაა, სულ მარტოა და უნდა, რომ ყურადღება მიაქციო. მოტრიალდები და დაინახავ - რა უშნოა! პატარა, ჭუჭყიანი, გრძელი, გაჩეჩილი თმით და ელამი თვალებით. ყველას ეშინია და ყველა გაურბის. შენ არ გაიქცე. გულითადად მიესალმე და უთხარი: გამარჯობა, ქვასროლია! მე ვარ, ჩემი ბაბუას შვილიშვილი, და ბაბუამ მოკითხვა შემოგითვალა!

- წადი ტყეში, ნუ გეშინია. შეიძლება, ვიღაცა აგედევნოს. ეს დევია, მაგრამ ეგ არაფერი. არ მოტრიალდე, მარჯვენა მხარზე გადაიგდე რამე - ცხვირსახოცი, ბეჭედი, რაც თან გქონდეს, რამე წვრილმანი. დევს ხომ არაფერი აბადია და საჩუქარი ძალიან გაუხარდება. გადაუგდე და უთხარი: ეს ჩემგან და ჩემი ბაბუასგან!

- მიდი ძველ კოშკთან, ნუ გეშინია. შეიძლება მწვანე გველი შეგხვდეს, მაგრამ ეგ არაფერი. ეს დიდი ბაბუას გველია. ასი წლის წინათ დაჰპირდა ბაბუა, რომ ჩვენ არასოდეს ვაწყენინებთ და ისიც არ გვაწყენინებს. გულითადად მიესალმე და უთხარი: გამარჯობა, მწვანე გველო! მე ვარ, ჩემი ბაბუას შვილიშვილი, და ბაბუამ მოკითხვა შემოგითვალა!

- წადი მთაში, ნუ გეშინია. დალი არასოდეს შეგხვდება. მას მხოლოდ მამაკაცები, მონადირეები ხვდებიან. წითელი თმა მუხლამდე სცემს, ამქვეყნად ყველაზე ლამაზია...

- შენ შეგხვედრია, ბაბუა?

- ამის მოყოლა ვის გაუგია...

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

კინოჩვენება და დისკუსიები

8 და 9 მარტი, 2007 წელი - კინოთეატრი ამირანი - გოეთეს ინსტიტუტი

ამ ღონისძიების თემა ლუსტრაცია გახლავთ. დისკუსიების დროს მონაწილეები გერმანული და ქართული უახლოესი წარსულის გახსენებას და მის მართებულ განხილვას გეგმავენ.

გარდა დისკუსიებისა, ნაჩვენები იქნება მარკ ბაუდერისა და დიორტე ფრანკეს დოკუმენტური ფილმი „ყველა თავისას დუმს” (ქართული სუბტიტრებით). ეს სურათი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტუსაღი მოქალაქეების ბედის შესახებ მოგვითხრობს. ამ სახელმწიფოში პოლიტპატიმართა რიცხვი სავარაუდოდ 250 ათასს შეადგენდა, მაგრამ ფილმის ავტორები მხოლოდ სამი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლებს ეხებიან.

მრავალ ოჯახს აქვს თავისი საიდუმლო, ბნელი ამბავი, რომლის გახსენებაც არავის უხარია. ამ ფილმის გმირების საიდუმლო იმ ქვეყანაში დარჩა, რომელიც აღარ არსებობს. მრავალწლიანი დუმილის დარღვევა შვილებსაც და მშობლებსაც უჭირთ - როცა არაფერი იცი, სწორი კითხვის დასმა ძალიან ძნელია. გარდა ამისა, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი კარგი კინოს მოყვარულებს განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება - თბილისელები ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის ფილმს „სხვების ცხოვრებას” ნახავენ.

„ტოტალიტარულ სისტემაში ინდივიდი იკარგება”, გვაუწყებენ ფილმის ავტორები. ვეჭვობ, რომ ეს უწინაც ვიცოდით, მაგრამ მაინც - გამეორება ცოდნის დედაა.

2006 წელს „სხვების ცხოვრებამ” უთვალავი ჯილდო დაიმსახურა. მან შვიდი „ლოლა” მიიღო. ის საუკეთესო მხატვრულ ფილმად აღიარეს, ჯილდოები გადაეცათ რეჟისორს, მთავარი როლის შემსრულებელს, მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელს, სცენარის ავტორს, ოპერატორს და ფილმის მხატვარს. ფილმმა მიიღო ორი ევროპული „ოსკარი”, ის წარდგენილია 2007 წლის “ოსკარზე” როგორც საუკეთესო უცხოური სურათი.

ამბავი ასეთია: ყველაგან შტაზი სუფევს! გაუქმებიდან 15 წლის თავზე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ეს ყბადაღებული უწყება, უფრო სწორად, მისი მოხელე, გერდ ვიზლერი, მხატვრული ფილმის გმირად გვევლინება. ამ მოხელეს უჩვეულო უნარი აქვს - კრიტიკულად აზროვნებს და თავისი მსხვერპლების მიმართ რაღაცას გრძნობს.

ფილმის პირველივე კადრები შემზარავია: ნაჩვენებია, რა ხერხებს მიმართავს ვიზლერი ეჭვმიტანილებთან მუშაობისას. ვიზლერი დინჯად, აუღელვებლად მუშაობს, მაშინ როცა მსხვერპლი ტირის. მსგავსი სცენები სულ სხვა სურათებით იცვლება: ვიზლერი შტაზის უმაღლეს სასწავლებელში სემინარებს ატარებს, და მაყურებელი მოსწავლეებთან ერთად, პრაქტიკული მუშაობის საფუძვლებს ეუფლება. ვიზლერი აშკარად დარწმუნებულია გდრ-ის სისტემის სამართლიანობაში. თავისი საქმიანობით ის სოციალიზმს ემსახურება, დიდ მთლიანობას - მას ასე სწამს.

უნდა ითქვას, რომ დაზაფვრის გარდა, ეს სურათები მოულოდნელ აღტაცებასაც იწვევს - მეტისმეტად სრულყოფილად მუშაობს შტაზი, რომელიც თავის დროზე ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურსა და მოსსადს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

მოყოლა აღარ ღირს. მხოლოდ ერთ ანეკდოტს გიამბობთ ფილმიდან - მე მგონი, ყველაფერს მიხვდებით:

დილით ერიხ ჰონეკერი მზეს ესალმება:

- დილა მშვიდობისა, მზეო!

- დილა მშვიდობისა, ერიხ! - უღიმის მზე.

შუადღისას იგივე მეორდება:

- მშვენიერი დღეა, მზეო!

- მშვენიერი დღეა, ერიხ! - უღიმის მზე.

მოსაღამოვდა.

- საღამო მშვიდობისა, მზეო!

მზე დუმს.

- საღამო მშვიდობისა, მზეო!

- მაკოცე ტრაკზე, -პასუხობს მზე. - მე უკვე დასავლეთში ვარ.

კინოჩვენება და დისკუსიები

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

რიჩარდ ბონა თბილისში!

0x01 graphic

გიყვართ ჯაზი? მაშინ რიჩარდ ბონას სახელიც გაგონილი გექნებათ. თანამედროვე იმპროვიზაციული მუსიკის ვირტუოზი, ნებისმიერი აუდიტორიის „დამპყრობი” - ასე მოიხსენიებენ მას სხვადასხვა პუბლიკაციებსა თუ ჩანაწერებში. რიჩარდ ბონა თანამედროვე ჯაზის ნებისმიერი მიმდინარეობის კომპოზიციებს ასრულებს - მეინსტრიმით დაწყებული, ჯაზ-როკის ჩათვლით.

ისთერნ პრომოუშენი მელომანებს კიდევ ერთ გრანდიოზულ ჯაზის საღამოს უწყობს. 17 აპრილს, ნაით ოფისში, წლევანდელ გრემზე „თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური ალბომის” ნომინაციაში წარდგენილი რიჩარდ ბონა კონცერტს გამართავს.

მათთვის კი, ვისთვისაც ეს ახალი სახელია, გიამბობთ, რომ ბონა 1967 წელს კამერუნის აღმოსავლეთით, პატარა სოფელ მინტაში დაიბადა. პირველად ბალაფონი (ევროპული ქსილოფონის ანალოგი) მეზობელთან ნახა. ეს „საოცარი ქმნილება” მისი შთაგონების წყაროდ იქცა - ხუთი წლის იყო, როცა პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი დაამზადა. დღეში რვა-ათი საათი უკრავდა. საოცარი ნიჭის პატრონი, ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრის ტექნიკას დანახვისთანავე ითვისებდა. სამწუხაროდ, სოფელში მრავალფეროვანი მუსიკალური საკრავები არ მოიპოვებოდა, ამიტომ ბონა ინსტრუმენტებს თვითონ ამზადებდა. როცა ჯერი გიტარაზე მიდგა, ერთი პატარა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა - სიმები დასჭირდა... სოფლის მაღაზიიდან ველოსიპედის სამუხრუჭე ბაგირი მოიპარა.

11 წლის რიჩარდი სოფლიდან უახლოეს ქალაქში გადასახლდა, კლუბებში და ბარებში უკრავდა, საკუთარი ხელით შექმნილი გიტარა კი პროფესიონალური ინსტრუმენტით შეცვალა. 22 წლის გახლდათ, პარიზში რომ წავიდა. გადაწყვიტა პროფესიული მუსიკალური განათლება მიეღო და შვიდი წელი სამუსიკო სკოლაში სწავლობდა. ამერიკელი გიტარისტის, მაიკ სთერნის რჩევით, პროფესიული ბედი ნიუიორკშიც სცადა. ძალიან მალე კი ჯო ზავინულთან ერთად ალბომი My People ჩაწერა და მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა.

1990-იანი წლების ბოლოს, მის ბიოგრაფიულ რეზიუმეს ერთობლივი პროექტები შეემატა - ჯო ზავინულთან, რეგინა კარტერთან, ბობ ჯეიმსთან, ლარი ქორიელთან, რენდი ბრეკერთან, სთივ გედთან, მაიქ სთერნთან, პეტ მეთენისთან, ჯორჯ ბენსონთან, ბობი მაქფერინთან, ბრენფორდ მარსალისთან ერთად. მისი მონაწილეობით შეიქმნა ალბომები: Motherland, Speaking Of Now, Beyond Words, Words Of Mouth Reviseted.

1998 წელს კომპანია ჩოლუმბია-მ რიჩარდ ბონას პირველი სოლო ალბომი შცენეს ფრომ Mყ Lიფე ჩაწერა. მისი კომპოზიციები თანამედროვე ჯაზის, ფანკისა და ყველა იმ ქვეყნის ფოლკლორული მუსიკის ელემენტების სინთეზია, სადაც ბონას უცხოვრია. ჯაზის სხვა მუსიკოსებისგან განსხვავებით, ის არასდროს შორდება ახალგაზრდა აუდიტორიას და მისი წარმატების საიდუმლოც მარტივია: ნებისმიერი ეროვნების მსმენელს ერთი - მუსიკალური ენით მიმართავს. ამიტომაც, რამდენიმეათასიან სტადიონზე თუ კამერული მუსიკის დარბაზში, კლუბურ მუსიკასა თუ ტრადიციულ ჯაზზე ორიენტირებული მსმენელები მას თანაბრად ემორჩილება. ჯერ არ ახსოვთ შემთხვევა, რომ რიჩარდ ბონას უიმედოდ კონსერვატორული აუდიტორიაც კი ფეხზე არ წამოეყენებინა და საკონცერტო დარბაზი საცეკვაო არენად არ ექცია. ვნახოთ, რა მოხდება თბილისში...

ავტორი: ნინო ლომაძე

5 პრუსტის კითხვარი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ბიძინა კვერნაძე
კომპოზიტორი

1. როგორი წარმოგიდგენიათ მიწიერი სამოთხე?

უჯოჯოხეთოდ არა, - როცა ჩაფლული ვარ შემოქმედებაში.

2. თქვენი საყვარელი გმირი მხატვრული ლიტერატურიდან?

დათა თუთაშხია, „იდიოტი“ (მხოლოდ თბილად რომ მოკალათდება ცხოვრებაში, ის კი არა).

3. თქვენი საყვარელი ისტორიული გმირი?

აღმაშენებელი, ლინკოლნი.

4. ვინ არის თქვენთვის გმირი რეალურ ცხოვრებაში?

პირადად - უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, საერთოდ კი, ვინც ბედავს და სიმართლეს ამბობს.

5. თვისება, რომელიც ადამიანში ყველაზე მეტად მოგწონთ?

ღირსება.

6. თქვენი საყვარელი ჭეშმარიტება?

სიცოცხლე, სიცოცხლე, სიცოცხლე.

7.ჭეშმარიტება, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად გაზვიადებულია.

გაზვიადებული ჭეშმარიტება არ არსებობს.

8. თქვენი საყვარელი საქმიანობა.

ის, რასაც ვეწევი, მიუხედავად იმისა, მოსწონს ვინმეს თუ არა.

9. არჩევანის საშუალება რომ გქონოდათ, ვინ იქნებოდით?

მე იგივე ვარ მარად და მარად!

10. თქვენთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება?

სიცოცხლის სიყვარული.

11. რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში?

ერთგულებას, მეგობრობის ნიჭს.

12. თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი?

პატარა ტყუილი. თან, ზედმეტად მიმნდობი ვარ და ბევრ რამეს გვიან ვხვდები.

13. თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი უბედურება დედამიწაზე?

შური, ყველა უმძიმესი ბოროტების სათავე.

14. რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

მშვენიერ საქართველოში.

15. თქვენი საყვარელი ფერი?

„სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა“, - საშიში არაფერია, რადგან დაბადებიდან ამ გზას მივყვებით.

16. თქვენი საყვარელი ყვავილი?

ვარდები, სწორედ ისინი დამიგროვდნენ: „ვარდო, გაჭრილო ველადა“, „ვარდები არ არიან“, „ვარდი ხარ?“

17. თქვენი საყვარელი ჩიტი?

მერცხალი - ლაღია, თავს გვანატრებს და იმედით გვავსებს.

18. ისტორიული გმირი, რომლის მიმართაც ყველაზე ანტიპათიურად ხართ განწყობილი?

ყველა მოძალადე დიქტატორი.

19. რა ბუნებრივი ნიჭით გსურთ რომ იყოთ დაჯილდოებული?

თუ მექნება, - გაცემის!

20. როგორ სიკვდილს ისურვებდით?

რაინდულ სიკვდილს ომში, მაგრამ მე ეს არ მემუქრება, ამიტომ ბოლო სასიხარულო დღეს.

21. თქვენი დევიზი?

კეთილმოსურნეობა.

22. რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

არ გამიჩნდეს რაიმეს შიში.

23. საკუთარ თავს ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ პიროვნებას ამსგავსებთ?

ასეთი პრეტენზია არ გამაჩნია.

24. თქვენი ყველაზე უცნაური თვისება?

უნიკალური, უსარგებლო ქაღალდის ნაკუწების შეგროვება ტელეფონის ნომრებით, ისტორიულად გარდამავალი ძველი ჯიბეებიდან ახლებში.

25. რა შემთხვევაში ცრუობთ?

გადადებული შეპირებების შემთხვევაში.

26. ყველაზე ხშირად, ყოველდღიურ საუბარში რომელ ფრაზებს იყენებთ?

„როგორ ხარ?“

27. რას ნანობთ ყველაზე მეტად?

გაცდენილ დროს.

28. განვლილი ცხოვრებიდან ერთი დეტალის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

შეუძლებელია, თორემ ასეთი რამ ყველას თავსაყრელად გვაქვს.

29. რას მიიჩნევთ თქვენს პირად მონაპოვრად?

მთელს ჩემს მემკვიდრეობას.

30. რაზე ოცნებობთ?

რომ მშვენიერებამ მართლა გადაარჩინოს სამყარო.

6 დისკუსია

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გოგი გვახარია, ირინა ღოღობერიძე, ქეთი სადღობელაშვილი, ზაზა შათირიშვილი, მანანა ტურიაშვილი

კრიტიკის კულტურა

ავტორი: ქეთი სადღობელაშვილი ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ის იმ დროიდან მოდის, როცა ადამიანმა აზროვნება ისწავლა და ღირსებისა და ნაკლის გარჩევის უნარი აღმოაჩინა საკუთარ თავში. ის ყველას ჰაერივით და წყალივით სჭირდება, მაგრამ კეთროვანივით უფრთხიან და გაურბიან. ვისაც მისი ეშინია, მისგან საშინელ კერპს ქმნის. მის გარეშე კი იქმნება რაღაც, მაგრამ არ ვითარდება.

რამდენად სიცოცხლისუნარიანია საზოგადოება, რომელიც კრიტიკულ აზროვნებას, კრიტიკის კულტურას ვერ ამკვიდრებს საკუთარ წიაღში, არსებობს თუ არა პროფესიული კრიტიკა საქართველოში, როგორია ურთიერთობა კრიტიკოსსა და კრიტიკის ობიექტს შორის, როგორ რეაგირებენ კრიტიკაზე, როგორია კრიტიკის შედეგი და გვაქვს თუ არა კრიტიკის კულტურა? დისკუსიაში მონაწილეობენ: კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია, თეატრის კრიტიკოსი მანანა ტურიაშვილი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და დასავლური ლიტერატურისა და თეატრის სპეციალისტი ირინა ღოღობერიძე.

ქეთი - თავდაპირველად ვთქვათ, არსებობს თუ არა კრიტიკა საქართველოში, არსებობს თუ არა კრიტიკის ობიექტი და საგანი, რამდენად აქვს ჩვენს საზოგადოებას განვითარებული კრიტიკული აზროვნება და თავად როგორ იღებს კრიტიკას.

გოგი - კრიტიკული აზროვნება ჩვენს საზოგადოებას ზომაზე მეტად აქვს გამძაფრებული, ოღონდ ოჯახში, ტელევიზორთან, ცოლ-შვილთან. არასოდეს არაფერი მოსწონს, მაგრამ საჯაროდ ამის გაცხადებას ერიდება. კრიტიკის საბაბი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ როგორც არ უნდა დალაგდეს ეს ქვეყანა, არა მგონია, ქართველი არ იყოს უკმაყოფილო. კრიტიკის მიუღებლობის მიზეზი, ალბათ ისაა, რომ ჩვენი საზოგადოება პატარაა და მოსახლეობაც არის ცოტა, თუმცა უფრო პატარა სლოვენიას და ესტონეთს ეს საკითხები არ აწუხებს. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ერი, 30 და 40 მილიონიც რომ გახდეს, მაინც დარჩება ვაკის ერი ანუ პატარა ერი.

მანანა - იქნებ ავხსნათ, რას ვეძახით კრიტიკას? თუ ეს მხოლოდ ემოციური დამოკიდებულებაა „ეს ცუდია, ის კარგია”-ს დონეზე, მე მგონი ეგ ყველას შეუძლია. თუ პროფესიულ კრიტიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ საინტერესოა, რა შესაძლებლობები აქვს კრიტიკოსს იმისათვის, რომ ესა თუ ის მოვლენა გააანალიზოს და გააკეთოს დასკვნა, რომლითაც სხვა, მეორე ადამიანს დაეხმარება. ჩემი აზრით, ჩვენს საზოგადოებას ასეთი ანალიტიკური აზროვნება, უბრალოდ, არ შეუძლია, უფრო მეტიც, კრიტიკის კულტურა არ გააჩნია.

ზაზა - კრიტიკის ლინგვისტური, პირველადი მნიშვნელობით, ანუ გარკვეული ტიპის უარყოფითი დამოკიდებულებით, ჩვენი საზოგადოება ნამდვილად ჰიპერკრიტიკულია ნებისმიერ სფეროში. თუმცა გავიხსენებ 80-90-იან წლებს, როცა ჩვენი კულტურის მოღვაწეებისადმი საზოგადოებას კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ როგორც კი რომელიმე მათგანი დასავლეთში აღიარებას მოიპოვებდა, ჩვენი საზოგადოების კრიტიკულობაც იცვლებოდა. გამოდის, რომ ჩვენზე ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს სხვათა აზრი.

ირინა - არ ვიცი, გოგის დავეთანხმო თუ არა, როცა ამბობს, 30 მილიონიც რომ გავხდეთ, მაინც ვაკის ერად დავრჩებითო. სამწუხარო უფრო ისაა, რომ კრიტიკული აზროვნების ათვისების მომენტს და ანალიზის სურვილს ამ საზოგადოებაში ჯერჯერობით ნამდვილად ვერ ვხედავ.

ქეთი - კრიტიკის მიმართ საზოგადოების უნდობლობა ალბათ იმანაც გამოიწვია, რომ კომუნისტურ პერიოდში კრიტიკა აღმოჩნდა ერთგვარი ჟანდარმი, ცენზორი, რომელიც ცალკეული პიროვნებებისა და პროცესების კომპრომეტირებაზე იყო მომართული. ფიქრობთ თუ არა, რომ დღემდეა შენარჩუნებული შიშის ეს ინერცია?

ზაზა - რა თქმა უნდა, შიში არსებობს. გასული საუკუნის 30-იან წლებში, საკმარისი იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთი კრიტიკული წერილის გამო- ჩენა, რომ კრიტიკის ობიექტი ცოტა ხანში გაექროთ. როგორ გადარჩა შოსტაკოვიჩი იმ ცნობილი კრიტიკული წერილის შემდეგ, რომელიც მასზე დაწერეს “Сумбур вместо музыки”, დღემდე გაუგებარია.

გოგი - გაითვალისწინე, დღემდე არსებობს საბჭოთა პარანოია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სტატია არის დაკვეთილი და შენ პირადი ინტერესი ან ანგარება გამოძრავებს. როცა „მონანიებაზე” უარყოფითი რეცენზია დავწერე, ბევრმა პატივსაცემმა ადამიანმა მითხრა: სხვა დრო რომ ყოფილიყო, შენს წერილს ძალიან კარგად გამოიყენებდა ხელისუფლება თავისი ინტერესებისთვისო. სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც არათავისუფალ სამყაროში ვცხოვრობთ და იმაზეც უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოიყენებენ შენს სტატიას. როცა ძალიან შავრაზმული ძალები რობერტ სტურუას წინააღმდეგ გამოვიდნენ, „ვეფხისტყაოსანი” აუგად მოიხსენიაო, შეიძლება მეც არ მომეწონა სტურუას აზრები, მაგრამ იმის გამო, რომ ასეთმა ძალებმა სათავისოდ არ გამოიყენონ შენი აზრი, ფრთხილად უნდა ვიყოთ და ხანდახან ამისთვის გულწრფელობაც კი დავთმოთ. თუმცა პროფესიონალიზმი ისაა, როცა შეგიძლია ისე თქვა შენი სათქმელი, რომ რაღაც ტენდენციისთვის არ გამოგიყენონ. როცა ლაპარაკია ტოტალიტარიზმზე, ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში ხელისუფლებაზე ბევრად ძლიერია ხალხი, ამიტომაც ადვილი გახდა პოლიტიკოსებისა და ხელოვანების კრიტიკა, მაგრამ ამავე დროს რთული აღმოჩნდა სტაბილურად დამკვიდრებული აზრებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ გამოსვლა. როგორც არ უნდა მომწონდეს ამა თუ იმ ხელოვანისა და პიროვნების კრიტიკული აზრი, როცა ვხედავ, რომ ის შეეჭიდა რთულსა და მტკივნეულ საკითხს, რომელიც ყვითელი პრესის სამსჯელო გახდა, ყოველთვის მივესალმები ასეთ აზრებს კულტურაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე. რაც შეეხება კრიტიკის მიუღებლობას, შესაძლოა ეს იმის ბრალია, რომ არ არის პროფესიონალური კრიტიკა. ჩემს სტუდენტებს ხშირად ვეუბნები ხოლმე: ძალიან რთულია წერო კრიტიკული რეცენზია ისე, რომ არ გადახვიდე ავტორის შეურაცხყოფაზე. თუ ქილიკზე გადადიხარ, იქილიკე იმაზე, რაც გააკეთა და არა თვითონ პიროვნებაზე. როგორი უნიჭოც არ უნდა იყოს, ადამიანს არ უნდა მოუჭრა ყველა გზა, არ უნდა ჩაქოლო. არიან კრიტიკოსები, რომლებიც ასე წერენ. მე ვთვლი, რომ კრიტიკოსი უნდა იყოს კეთილგანწყობილი და უყვარდეს თავისი საქმე. როცა კინოზე წერს, უნდა ცდილობდეს იმას, რომ კინო გახდეს უკეთესი. თუ ჩვენ დავიცავთ იმ ეთიკურ ნორმებს, რომლებიც ჟურნალისტიკაშიც არის და კრიტიკაშიც, არა მგონია საზოგადოებას ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეს კრიტიკის მიმართ.

ქეთი - გამოკვეთილია თუ არა პროფესიული კრიტიკის საგანი და ობიექტი, ვიცით თუ არა, რისთვის, როგორ და რატომ ვაკრიტიკებთ, დაცულია თუ არა „თავდასხმისა” და თავდაცვის ნორმები?

ირინა - ოსკარ უაილდი „დორიან გრეის პორტრეტის” წინასიტყვაობაში ამბობს, რომ კრიტიკოსი თავისი კრიტიკული წერილებით გარკვეულწილად საკუთარ ავტობიოგრაფიას წერს. პირველ რიგში, უაილდი ეთიკურ მიდგომას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება ემოციურად კრიტიკულია ნებისმიერ დონეზე, ყოფითიდან დაწყებული, ხელოვნებით დამთავრებული, ჩვენ არა გვაქვს გარკვეული ის ეთიკური ნორმები და კრიტერიუმები, რომელიც უნდა დაიცვას კრიტიკოსმა. რაც შეეხება თავდაცვის სისტემას. ევროპაში არსებობს კანონი, რომელიც უფლებას გაძლევს ინსინუაციისა და დიფამაციისთვის უჩივლო კრიტიკოსს. ინგლისში არსებობს პროფესიული საზოგადოება „Offi ce of communication“, რომელიც განიხილავს კრიტიკის ობიექტისადმი კრიტიკოსის ეთიკურ დამოკიდებულებას და დავის შემთხვევაში აწესრიგებს ურთიერთობებს. ჩვენთან უამრავი საზოგადოება არსებობს, მაგრამ არცერთს ჩამოყალიბებული, პროფესიული სტატუსი არ გააჩნია.

ზაზა - ლიტერატურის სივრციდან რომ შევხედოთ, ლიტერატურის მიმართ არსებობს სამგვარი დამიკიდებულება: ეს არის თეორიული ანალიზი, შეფასება ანუ კრიტიკა და კლასიფიკაცია. ძალიან ძნელია გამიჯნო ერთმანეთისგან ეს სამი მომენტი. შემიძლია ვთქვა, რომ ლიტერატურისა და ფილოსოფიის სფეროში პროფესიული კრიტიკის პრობლემა არის იმიტომ, რომ ძალიან დაბალი დონისაა თეორიული მომენტი, სწორედ თეორიული რეფლექსიის არარსებობამ გამოიწვია ის, რომ არ გვაქვს კარგი კრიტიკული დისკურსი. შესაძლოა, ეს იმის გამოძახილია, რომ თავად საზოგადოების რეფლექსიაც იშვიათია.

გოგი - რა მოეთხოვება პროფესიონალ კრიტიკოსს? დაწეროს ის, თუ რამდენად ორგანულია ხელოვნების ნაწარმოები, რამდენად ეწინააღმდეგება ხელოვანი თავის თავს და ყველაფერ იმას, რაც აქამდე გააკეთა, იმ პრინციპებს, რომელთაც ცხოვრებაში ქადაგებდა. მეორე მხრივ, ხელოვნება მაინც ირაციონალური სფეროა და ყველა ეიზენშტეინი ვერ იქნება. ხშირია შემთხვევა, როცა ხელოვანს მართლა სჭირდება გააზრება. ამ შემთხვევაში კრიტიკოსი ფსიქოანალიტიკოსის როლშია, შეგიძლია არ დათმო შენი პოზიცია, ემოცია და ამავე დროს ახლოს იყო ობიექტურთან. კიდევ ვიმეორებ, ხელოვნების ნაწარმოებში მთავარია ორგანულობა. თუ ხედავ, რომ ხელოვანი არათავისუფალია, კონიუნქტურას აკეთებს და თავის აზრს გახვევს, უნდა უთხრა - დაეტიე შენს ადგილას! ამის უფლება ნამდვილად გაქვს. მეორე მომენტი, რატომაც მომწონს ეს პროფესია - როცა ვინმეს ერთხელ გააკრიტიკებ, არ უნდა აიკვიატო და თუ იმ ადამიანმა, ვთქვათ, დოიაშვილმა, რომელიც გავაკრიტიკე და თურმე ამის გამო მემტერება, გააკეთა კარგი სპექტაკლი, უნდა დაწერო, რომ მან კარგი სპექტაკლი გააკეთა. გარწმუნებთ, რომ ასეთ შემთხვევაში გაკრიტიკებული ადამიანის დამოკიდებულება კრიტიკისადმი აუცილებლად სასიკეთოდ შეიცვლება.

0x01 graphic

ქეთი - მანანას მინდა ვკითხო, იძლევა თუ არა თეატრალური პროცესები იმის საშუალებას, რომ იყოს მძაფრი კრიტიკა და ბარემ აქვე ვთქვათ, როგორია ურთიერთობა კრიტიკოსსა და გაკრიტიკებულს შორის?

მანანა - მე-19 საუკუნის ქართულ პრესას, მაშინდელ თეატრალურ და ჟურნალისტურ ცხოვრებას, პროცესებსა და დამოკიდებულებას ვერაფრით შევადარებ დღევანდელს, ძალიან კრიტიკულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ. თუნდაც ილიას, აკაკის კრიტიკა და პუბლიცისტიკა გავიხსენოთ. დღეს პერიოდიკა არაა, სადაც დაბეჭდავ პროფესიულ სტატიას, ერთი ჟურნალია და იქაც ურთიერთობებს უფრო უფრთხილდებიან. ის, რომ ვიღაცა ვიღაცის ნაცნობი და ნათესავია, ძალიან ძლიერადაა გამჯდარი ჩვენში. გაზეთებში რამდენჯერაც ვცადე რეცენზიის დაბეჭდვა, არაფერი გამომივიდა. მათ უფრო ყვითელი თემატიკა აინტერესებთ. ტელევიზიაში, „ალიონში” როცა ვმუშაობდი, ამ მხრივ გამიმართლა, მაგრამ მთავარ რედაქტორს ურეკავდნენ და დილიდან საღამომდე ჩემს ლანძღვაში იყვნენ - მოხსენი, გააგდე, რა უფლებით არის მანდ და რამდენი ასეთი. იყო შემთხვევები, როცა ჩემთვისაც დაურეკავთ და უთქვამთ, რომ არაადამიანი ვარ, რადგან სპექტაკლზე დამპატიჟეს, სუფი შემომთავაზეს და მე კიდევ უარყოფითი რეცენზია დავუწერე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, საერთოდ ვჭირდებით კი ვინმეს? საზოგადოებას რომ თავი დავანებოთ, ხვდებიან კი ჩვენი სფეროს, თეატრის წარმომადგენლები ჩვენს აუცილებლობას, თუ მხოლოდ ერთეულ რეჟისორებს აინტერესებთ კრიტიკული აზრი?

გოგი - თეატრმცოდნეებს რომ ჰქონდეთ ერთი ჟურნალი მაინც, რომელიც კარგად დაფინანსდება და გაჩნდება გარკვეული მატერიალური ინტერესი, დარწმუნებული ვარ, კარგად დაწერენ, მაგრამ იმისათვის, რომ 20 ლარად დაწერო კრიტიკული სტატია და მერე სადარბაზოში დაგხვდნენ, ამას არავინ გააკეთებს. თეატრისგან განსხვავებით, ამ მხრივ კინოში უკეთესი მდგომარეობაა. როგორც კინოჟურნალის რედაქტორი, ვამბობ, რომ აბსოლუტურად ღიაა ჩვენი ჟურნალი. კინოპროცესები უფრო მეტად იძლევა კრიტიკის საშუალებას. თუმცა ერთი პრობლემა გაჩნდა: მკვიდრდება ცენზურის ახალი სახე - რეკლამის შემომტანი, სპონსორი, რომელსაც თავისი ინტერესი აქვს. სწორედ ახლა ვმსჯელობდით, რა გავაკეთოთ ტელევიზიებზე ჩვენს ჟურნალში და იყო საუბარი რამდენიმე გადაცემაზე, სადაც უნდა გავიდეს ჟურნალის რეკლამა. ჩვენ რომ ტელევიზიები ან ერთეული გადაცემები გავაკრიტიკოთ, ისინი უარს იტყვიან ჟურნალის რეკლამაზე. „ცხელი შოკოლადის” მაგალითი უკვე არსებობს, როცა შენი დისკუსიის გამო, რომელიც ტელევიზიების თემატიკას ეხებოდა და ტელეკომპანია „იმედის” მისამართითაც გამოითქვა კრიტიკული აზრები, „იმედმა” დაბლოკა „ცხელი შოკოლადი”. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, ახალი ფორმა ცენზურისა, რომელსაც აუცილებლად შეეჯახება ხელოვანიც და კრიტიკოსიც.

ქეთი - კინოსა და თეატრისგან განსხვავებით, მართლა ვერ მოვძებნე კრიტიკოსი, რომელიც თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე წერს. ერთხელ ოთარ ჭილაძემ თქვა: კარგი კრიტიკოსი უფრო დიდი იშვიათობაა, ვიდრე კარგი მწერალი, ასეთი კრიტიკოსის გარეშე ლიტერატურა კი იქმნება, მაგრამ არ ვითარდებაო.

ზაზა - ლიტერატურა იქმნება ყოველთვის. ყველაფერი ლიტერატურაა, როგორც ამბობდა ვერლენი. დღევანდელი სიტუაცია ისეთია, რომ არ არსებობს კრიტიკის ენა. ამასწინათ რუსულ პრესაში ოთარ ჭილაძის „გოდორზე” წავიკითხე რეცენზია. მართალი გითხრათ, ძალიან შემშურდა. ვერაფრით წარმოვიდგინე, რომ ჩვენთანაც შეიძლება ასე თავისუფლად და დიდი ერუდიციით დაიწეროს რეცენზია, იმიტომ კი არა, რომ რუსები ბევრნი არიან. იმიტომ, რომ არსებობს ძალიან სერიოზული დისკურსი ლიტერატურის შესახებ, არსებობს რუსული ლიტერატურული ფილოსოფია, არსებობს ბახტინი, ლოტმანი ანუ ის, რასაც ჰქვია სკოლა. თუ მიზეზებზე ვლაპარაკობთ, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთან სკოლა არასოდეს ყოფილა, იყვნენ ცალკეული გემოვნებიანი პიროვნებები, ვთქვათ ისეთი, როგორიც იყო გერონტი ქიქოძე, მაგრამ არ იყო სკოლა. ძალიან დაგვაკლდა ისიც, რომ ჩვენი უნივერსიტეტი გვიან შეიქმნა, 1918 წელს.

0x01 graphic

ქეთი - ხომ არ გამოდის ისე, რომ ყველაფრის გადაყრას და თავიდან დაწყებას ვცდილობთ?

ზაზა - ყველაფრის გადაყრა და თავიდან დაწყება ბარბაროსობის ნიშანია. როგორც კი დგება საკითხი ძველის გადაყრის და ახლიდან დაწყების, იმწამსვე უნდა ვთქვათ, რომ მოვიდნენ ბარბაროსები. ფილოსოფიის ისტორიაში ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში, მაგრამ იმის გამო, რომ ფილოსოფია იდეოლოგიის დარტყმის ქვეშ იყო, რთული აღმოჩნდა თანამედროვე პროცესებზე წერა. ამიტომაც ადამიანები გარკვეულ ნიშებს ირჩევდნენ, კონიუნქტურას რომ გაქცეოდნენ. რატომ იყო რთული ფილოსოფოსობა სსრკ-ში და რა ფასად უჯდებოდა ეს, ვთქვათ, მერაბ მამარდაშვილს, ყველამ კარგად იცის. რუსები ამბობენ, რომ ისეთი ადამიანების გარდაცვალება, როგორებიც არიან მერაბ მამარდაშვილი და სერგეი ავერინცევი, მთელი ინსტიტუტის დაკარგვის ტოლფასია. მართლაც ასეა, თუ სიცოცხლეში მამარდაშვილი ინსტიტუტის როლს ასრულებდა, მისი სიკვდილი, ფაქტობრივად, ამ ინსტიტუტის დაკარგვის ტოლფასი აღმოჩნდა.

გოგი - ზაზას საპასუხოდ ვიტყვი, რომ ამ პატარა ქვეყანაში, როცა გყავდა ილია ჭავჭავაძე, მერაბ მამარდაშვილი, იგივე გერონტი ქიქოძე, საკმარისია იმისათვის, რომ სკოლა იყოს. ჩვენ კარგად უნდა გამოვიყენოთ ქართველების საშინელი თვისება - სკეპტიციზმი და ემოციური კრიტიკის უნარი, რადგან ამ საზოგადოებაში კრიტიკის მოთხოვნილება ნამდვილად არის, უბრალოდ, ცოტანი არიან ის ადამიანები, რომელთაც ვერ გადალახეს გარკვეული ბარიერი. მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის პროცესების და არა ცალკეული ნაწარმოებების შეფასება, თუმცა ესეც აუცილებელია. არ არიან ის ადამიანები, რომლებიც დაწერენ რა ხდება თანამედროვე ქართულ კულტურაში. აქ კი ვეთანხმები ზაზას იმაში, რომ ძინავს იმ ფილოსოფიურ სკოლას, რომელიც საქართველოში არსებობდა.

ზაზა - როდესაც ვლაპარაკობ სკოლაზე, ვგულისხმობ იმას, რომ როგორც წესი, სკოლა იქმნება მხოლოდ აკადემიურ სივრცეში. სადაც არა გვაქვს საუნივერსიტეტო სივრცე, იქ ძნელია შეიქმნას რამე, სკოლისმაგვარი.

ქეთი - არც ილია ჭავჭავაძის დროს იყო საუნივერსიტეტო სივრცე.

ზაზა - სამაგიეროდ იმ წლებში გაჩნდა ჭეშმარიტი ინსტიტუციური სამოქალაქო საზოგადოება და არა ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ისტორიულ-გეოგრაფიული საზოგადოება, ქართული თეატრი, სალონები, ოპერა - ეს ყველაფერი ახდენდა საზოგადოებრივი აზრის აკუმულირებას და რაც მთავარია, გაჩნდა ისეთი პრესა, რომელიც ერთგვარი მედიუმის როლს ასრულებდა და რომელმაც პირდაპირი გაგებით შექმნა ქართველი ერი. პრესასთან ერთად, გაჩნდა სალიტერატურო საზოგადოება, რომელიც ძალიან ძლიერი იყო. დღეს კი ასეთი მედიუმების გაქრობისა და გაუფასურების მოწმენი ვხდებით.

ქეთი - დღევანდელმა პრესამ, ზოგადად მედიამ, ჩაანაცვლა ყველაფერი, მათ შორის კულტურაც და თავისთავზე აიღო კრიტიკის ფუნქციაც. იმას, რასაც დღეს უნდა აკეთებდეს პროფესიონალი კრიტიკოსი, აკეთებს „ყვითელი” კრიტიკანი.

ზაზა - დღევანდელ პრესაში იერარქია აღარ არსებობს. ყვითელი პრესის ელემენტები მეტ-ნაკლებად ყველას ახასიათებს, ნორმები და თამაშის წესები არცერთ სფეროში არ არის დადგენილი. ინგლისში ასეთი გამოთქმაა - „ეს რომ გავაკეთო, ოქსფორდში ხელს არ ჩამომართმევენ”, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პროფესორს რაიმე შეეშალა, მას საზოგადოება გარიყავს. ასეთ ქვეყნებში არსებობენ ძლიერი საზოგადოებები, რომელთაც ჩვენგან განსხვავებით, აქვთ არა ორმაგი მორალი, არამედ ღირებულებები და ფასეულობები, ისინი სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ადგენენ საკუთარი თამაშის წესებს.

ირინა - მედიამ მართლაც ჩაანაცვლა კრიტიკა ნებისმიერ სფეროში, ეს იმიტომ მოხდა, რომ საზოგადოებაზე ადვილად ზემოქმედებს მედია, რომელიც ხელმისაწვდომია და ისე მარტივად წერს, რომ საზოგადოებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უადვილებს აღქმისა და შეფასების მომენტს. დღევანდელი მედია აღმოჩნდა უფრო მობილური, შემტევი, აგრესიული და იოლად მორგებული იმ სიტუაციას, რომელშიც იმყოფება ჩვენი საზოგადოება, თანაც, ჟურნალისტიკა გახდა იოლი პროფესია. გაუნათლებლობა, რომელიც ყველა სფეროში იგრძნობა, განსაკუთრებით ხილვადია მედიაში. მართალია, აქაც გვყავს თითო-ოროლა პროფესიონალი, მაგრამ ისინი ჩაკარგულები არიან და არ ჩანან. შესაძლოა დღევანდელმა მედიამ ისეთივე ზიანი მოუტანოს საზოგადოებას, როგორიც უვიცმა მასწავლებელმა ან უვიცმა ექიმმა. ზაზამ თქვა, რომ ჩვენთან სკოლა არ არსებობდა, კომუნისტურ პერიოდში ბევრი ადამიანისთვის თვითგანათლება იყო ერთადერთი საშუალება ცოდნის შეძენის და შინაგანი თავისუფლების შენარჩუნების... დარწმუნებული ვარ, თვითგანათლება დღესაც იქნება დადებითი პროცესი, მაგრამ არც მაგის სურვილი ჩანს. ვფიქრობ, რომ ქართულ მედიას, ისევე, როგორც კრიტიკას და საზოგადოებას, პირველ ყოვლისა, ზნეობრივი ორიენტირები სჭირდება, არა გადაგდება იმისა, რაც კარგი გაკეთდა, არამედ გაანალიზება და ზნეობრივი ორიენტირების დაბრუნება, ეს მგონია მთავარი.

ქეთი - როცა ხელისუფლების პირველი პირებისაგან კრიტიკაზე, მათ შორის, კეთილგანწყობილ კრიტიკაზე ვიღებთ სრულიად არაადექვატურ რეაქციას და იმ ადამიანს, რომელმაც გაბედა და გამოთქვა თავისი აზრი, ხელისუფლება ყველა ბრუნვაში ატრიალებს, ეს არ ახდენს გავლენას საზოგადოების დამოკიდებულებაზე?

გოგი - ბევრად უფრო უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას იმ კრიტიკოსებისადმი, რომლებიც მას არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებენ. როცა რომელიმე ყოფილი ლიბერალი დადგება და ბიბლიიდან ციტატებს მომიტანს ან მეორე ლიბერალი ირაკლი ოქრუაშვილზე მეტყვის, რომ ის კაცურად მოიქცა და იცი, რომ მისთვის ეს არ არის ორგანული ნათქვამი და ეუბნები, რომ ფარისევლობს, ამაზე ექნება უფრო მძაფრი რეაქცია, ვიდრე იმაზე, როცა რომელიმე ოპოზიციური ტელევიზია პრეზიდენტს გააკრიტიკებს. ჩემი აზრით, აქ კრიტიკა არ უნდა გაჩერდეს, ისევ და ისევ თანმიმდევრულობაზე, პრინციპულობაზე ესაუბროს პოლიტიკოსებს. ჩემთვის ბევრად უფრო სიმპათიურია ის ადამიანი, რომელსაც არ ეთანხმები, მაგრამ ის მაინც თანმიმდევრულად, ჯიუტად იცავს თავის პოზიციას, ვიდრე ის, რომელიც კონიუნქტურიდან გამომდინარე, დღეს ერთს ამბობს, ხვალ სხვას. რაც შეეხება მედიას, ის მთლიანად პოლიტიზებულია. იმ ჟურნალისტებს, რომლებიც დღეს მართავენ მედიას, ჰგონიათ, რომ კულტურა იქ არის, სადაც თვითონ არიან. დააკვირდით, რა ფასეულობებით ცხოვრობენ ისინი, რას უსმენენ, რა აინტერესებთ, რა ფილმებს უყურებენ, როგორ აცვიათ. ძალიან სერიოზულად დგას დღევანდელ მედიაში განათლებისა და გემოვნების საკითხი. მედია, რომელიც პოლიტიკოსებთან არშიყობს, ყოველთვის გადის რაღაც ანგარებაზე და კულტურა ამ შემთხვევაში სულ არ აინტერესებს. ჰგონიათ, რომ თუ გადაცემაში აჩვენებენ მომღერალს, რომელიც კლიპში იხდის, დიდი რეიტინგი ექნებათ. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ საკმარისია ასეთივე პრომოუშენი გაუკეთო სხვა, ნაკლებად ყვითელ მოვლენას კულტურაში, გარწმუნებთ, რომ ისიც ზუსტად იმავე რეიტინგს მოიტანს.

ქეთი - ირინას მინდა ვკითხო. კრიტიკის კულტურის თვალსაზრისით, როგორია ევროპული პრესა, როგორ რეგულირდება ურთიერთობები, რა არის სტანდარტი, კატეგორიულობის რა ხარისხშია კრიტიკა და როგორი წონა აქვს კრიტიკოსს?

ირინა - კრიტიკოსს აქვს უზარმაზარი წონა, არტკრიტიკოსს შეუძლია შექმნას სპექტაკლი, შექმნას ხელოვანი, მწერალი და ასევე შეუძლია, ისეთნაირი ნიველირება გაუკეთოს, რომ ვეღარასოდეს წამოყოს თავი. ერთი და იგივე მოვლენაზე სულ სხვაგვარად წერს „მონდი”, „ფიგარო” და „გარდიანი”, ძალინ ცივილურია ურთიერთობა კრიტიკოსსა და გაკრიტიკებულს შორის. ასეთ შემთხვევას გავიხსენებ: ალენ დელონი და ფრანგული თეატრის ცნობილი მსახიობი ფრენსის იუსტერი ერთად თამაშობდნენ ორკაციან სპექტაკლს. ალენ დელონი იმდენად აღმაშფოთებელი იყო სცენაზე, იმდენად იკარგებოდა იუსტერის გვერდით, რომ მთელი ფრანგული კრიტიკა დააცხრა თავს, არანაირი დანდობა არ იყო. სპექტაკლი, რომელიც მთელი სეზონისთვის იყო განსაზღვრული, 10 წარმოდგენის შემდეგ მოიხსნა, მე ვიყავი ამის მომსწრე. თუ კრიტიკა მართებულია, უნდა მიიღო ცივილურად; თუ უმართებულოა, შეგიძლია იჩივლო ან პროფესიული დისკურსი გამოიყენო. ჩვენთან ასეთი რამ გამორიცხულია.

ქეთი - ზაზამ თქვა, რომ ჩვენთან სკოლა არ არსებობდა. ამის მიუხედავად, ერთეულები, მაგრამ კარგი კრიტიკოსები დღესაც არიან, უბრალოდ, არა აქვთ ასპარეზი პრესასა და ტელევიზიებში. გოგისაც ვეთანხმები, როცა ამბობდა, ჩვენს კრიტიკოსებს არა აქვთ საშუალება უცხოეთში გავიდნენ და პროცესებს უშუალოდ დააკვირდნენო. ასე ხომ არ გავჩერდებით, ჩვენთანაც ხომ უნდა ჩამოყალიბდეს რაიმე, სკოლისმაგვარი.

0x01 graphic

გოგი - ამის ნებას ვერ ვხედავ საზოგადოებაში, ხელისუფლებასა და კულტურის ჩინოვნიკებში. რომ ნახოთ ფრანგული კინოჟურნალი „კაიე დუ სინემა”, ერთი თამბაქოს რეკლამა აქვთ და ამით ცხოვრობს ჟურნალი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვწვალობთ, როგორ ვეხვეწებით რეკლამის შემომტანებს, იმისთვის, რომ ჟურნალი გამოვიდეს. ერთი მომენტიც არის, ჩვენთან არსებობდა ცუდი ტრადიცია, როცა მასკულტურას ქედმაღლურად ვუყურებდით. ეს სტერეოტიპი უნდა დაინგრეს, კრიტიკოსი უნდა მიხვდეს და გაიაზროს ის, რომ რაც ხალხს მოსწონს, ასაგდები არ არის. სხვა საქმეა, როგორ დაწერს იმაზე, რაც ხალხს მოსწონს.

0x01 graphic

ზაზა - 60-70-იან წლებში დასავლურ უნივერსიტეტებში საოცარი გარღვევა მოხდა იმ თვალსაზრისით, რომ მასობრივი კულტურის ფენომენი გახდა კვლევის საგანი. მეცნიერებამ თქვა, რომ პრივილეგირებული ობიექტი ჰუმანიტარულ სფეროში არ არსებობს და უნდა დაინტერესდნენ არა მარტო იმით, რაც პირველხარისხოვანია, არამედ მეორე და მესამეხარისხოვანითაც. როცა ყოველდღიურობა გახდა რეფლექსიის საგანი, კრიტიკის დონემ საოცრად აიწია. რეგიონული პრესა რომ ნახოთ, სან ფრანცისკოსა და ლოს ანჯელესის გაზეთებში იწერება ისეთი კრიტიკული სტატიები, რომლის უკანაც იგრძნობა შესანიშნავი განათლება და ისევ და ისევ სკოლა. ეს ყველაფერი საუნივერსიტეტო, აკადემიური სივრცის დამსახურებაა. მასობრივი კულტურა ხდება შესაბამისი დეპარტამენტების შესწავლის სფერო, სადაც მუშაობენ მკვლევარები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები, კრიტიკოსები. მოკლედ, ინტერდისციპლინური მუშაობა მიდის.

ქეთი - საქართველო პატარა ქვეყანაა, უფრო პატარაა თბილისი, სადაც ყველა ერთმანეთის ნაცნობი და ახლობელია. კრიტიკოსი, რომელიც ვიღაცას უწევს ანგარიშს, ძნელია, ობიექტური იყოს. ასე რომ, ეს პროფესია განაწყენებასა და კომპრომისებს არ გამორიცხავს.

გოგი - მქონია შემთხვევები, როცა ისე გამინაწყენებია, რომ ქუჩაში დამხვედრიან და საქმეები გაურჩევიათ. კომპრომისიც ყოფილა, ოღონდ შიშის გამო კი არა - თავში არაფერი ჩაგარტყან, არამედ იმისათვის, რომ ადამიანს განვითარების შანსი დაუტოვო. კომპრომისზე მიდიხარ მაშინაც, როცა გინდა მკითხველი თავად მიახვედრო. მკითხველს სიამოვნებს, როდესაც თვითონ ხვდება - კი არ დაუღეჭო, არამედ მიანიშნო, რას მიაქციოს ყურადღება. პროფესიონალიზმის საკითხია ისიც, როცა ჯერ კრიტიკოსი უნდა მიხვდეს, რისი გაკეთება უნდოდა ხელოვანს და მერე აკრიტიკოს. თუ ვერ ხვდები და ეუბნები - ეს რატომ გააკეთე, როცა ასე უნდა გაგეკეთებინაო და ერევი მის ფუნქციებში, ეს უკვე კრიტიკა აღარაა, ეს არის არარეალიზებული ხელოვანი, როგორც ბევრი ხელოვანი ეძახის კრიტიკოსს. რაც შეეხება ახლობლობას, ის გარკვეულწილად ქრთამია და ჩემი აზრით, კრიტიკოსი უნდა მოერიდოს ახლობლობას ხელოვანთან. მე, პირადად, ასეთი ახლობლობის წინააღმდეგი ვარ.

მანანა - პიტერ ბრუკი „ცარიელ სივრ ცეში” ამბობს - როგორ უნდა მივიდეს კრიტიკოსი სპექტაკლზე მას შემდეგ, რაც კრიტიკული წერილი დაწერა. იდეალური ვარიანტია, როცა ის რეპეტიციებსაც ესწრება, მაგრამ რეჟისორმა და დასმაც უნდა გადალახოს კრიტიკოსის სიძულვილი, რადგან ეს არის აუცილებელი ურთიერთობა კრიტიკოსსა და ხელოვანს შორის, რომელიც პროცესსაც გულისხმობს. კრიტიკოსი მარტო არ უნდა დადიოდეს და გაუცხოებული არ უნდა იყოს. მე ნამდვილად ვიყავი გაუცხოებული, რადგან ძნელია იმის ატანა, როცა არ გესალმებიან, კარს გიკეტავენ, უდიერად გიხსენიებენ, ეს ძალიან დიდ პიროვნულ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა იყო ერთეული შემთხვევა, როცა ჩემი კრიტიკული რეცენზიის შემდეგ, იგნორირების ნაცვლად, რობერტ სტურუამ გარკვეული დაინტერესება გამოიჩინა. მე მგონი, ეს ფაქტი რეჟისორის დიდბუნებოვნებასა და შემოქმედებით უნარზე მეტყველებს. რამდენად შევძლებ ხვალიდან ამას, არ ვიცი, მაგრამ დღემდე არც ჩემი პრინციპებისათვის გადამიხვევია და არც კომპრომისი დამიშვია. კრიტიკოსისა და ხელოვანის ურთიერთობა არის მარადიული ომი, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს.

ქეთი - მაშინ მითხარით, თქვენი კრიტიკის ანუ „ომის“ შედეგს ხედავთ თუ არა?

გოგი - ერთეულ შემთხვევაში, მაგრამ მაინც, შედეგი არის. მახსოვს ნიკა მემანიშვილმა, რომელიც ისე გავაკრიტიკე, რომ მე მეწყინებოდა, დამირეკა და დღემდე მადლობებს მიხდის.

მანანა - ის, რომ კრიტიკა ნამდვილად აინტერესებთ, ცუდად თუ კარგად რეაგირებენ კრიტიკაზე, უკვე შედეგი მგონია, ელემენტარული, მაგრამ მაინც შედეგი. გოგის ვეთანხმები იმაში, რომ იქნებ, მომავლისთვის კრიტიკოსებმა უფრო მეტად პროცესები განვსაზღვროთ, ეს უფრო შედეგიანი იქნება თეატრისთვის, ვიდრე ცალკეულ სპექტაკლებზე დაწერილი რეცენზიები.

ირინა - თეატრში მე ვერ ვხედავ კრიტიკის შედეგს. სამწუხაროდ, ერთი-ორი კარგი კრიტიკოსი შედეგს არ გვაძლევს.

ზაზა - ირინას ვეთანხმები. ცალკეული ნიჭიერი კრიტიკოსი სივრცეს ვერ შექმნის. უნდა არსებობდეს კრიტიკის ენა და პროფესიონალიზმი. ის, რისი სწავლაც შეიძლება, ყველაფერი ტალანტი არ არის. მომავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მოეწყობა ჩვენი განათლების სივრცე, როგორი იქნება აკადემიური გარემო.

დისკუსია გაიმართა ლიტერატურულ კაფე ქარავანში

7 კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


გვაშინებენ

0x01 graphic

0x01 graphic

ირაკლი ჩხიკვაძის მოკლემეტრაჟიან ფილმში კამერის წინ მდგომი გიორგი ბანძელაძე გვაშინებს. ის ხელებს იქნევს, იბღვირება და გიჟივით იქცევა. ის ძალიან საშიშია და ჩვენც გვეშინია. მოგეხსენებათ, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ჭკვიანები და სულელები. ჭკვიანებმა იციან, რა უნდათ. სულელებმა ეს არ იციან, და ამიტომ ჭკვიანები ასწავლიან, როგორ უნდა იცხოვრონ, როგორ უნდა იფიქრონ, როგორ უნდა ისუნთქონ - ცხადია, ჭკვიანთა საკეთილდღეოდ.

ჭკვიანებმა იციან, რომ ყველაზე ადვილი სამართავი შეშინებული ადამიანია. ჭკუას გააჩნია - ზოგს დიდი გაქანება აქვს და მთელს სახელმწიფოს ან მთლად მთელს მსოფლიოს აშინებს, ზოგი კი ოჯახის წევრებით იფარგლება.

ერთი ზღაპრისა არ იყოს: თუ ყველა სულელი მშიშარა არაა, ყველა მშიშარა სულელია. ჩვენ გვეშინია, სულ გვეშინია, თან ყველაფრის. გვაშინებენ და გვეშინია. ადამიანი ხომ სუსტი არსებაა, ყველას გმირობა არ უნდა მოსთხოვო.

ხელი სტაცა ცუნცულას
უცებ წააცუნცულა.

ხალხური ლექსი

ქართული ხალხური აღზრდის განუყოფელი ნაწილი ბავშვის დაშინებაა. გარდა ორიგინალური პერსონაჟებისა, რომლებსაც ანთებული ფანტაზიის მქონე მშობლები ცალკეული ბავშვების გასაუბედურებლად ქმნიან (მეზობლის ქალი X, მილიციონერი, ქონდრისკაცი და სხვ.), ნაცნობმეგობრების გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ საზოგადოდ ორი საფრთხეა გავრცელებული: ბუა და გუდიანი კაცი.

ბუა ცხოვრობს სიბნელეში, მეორე ოთახში, კარადის უკან და საწოლის ქვეშ. ის ბავშვებს დაუდგენელი მიზეზების გამო ესხმის თავს და მისი აგრესიულობა მთლიანად მშობლების ნებაზეა დამოკიდებული. რაც არ უნდა ჩაიდინოს ბავშვმა, მას ბუასთან შეხვედრის პერსპექტივა ემუქრება: არ ჭამს - მოვიდა ბუა, ჭამს - მოვიდა ბუა, ლაპარაკობს - ბუა, არ ეძინება - ბუა, ბუა, ბუა! ააა! ბუა! რას უზამს ბუა, ეს დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ კარგს რომ არაფერს - ფაქტია.

გუდიანი კაცის ამბავი უფრო გასაგებია. ნუგეში ისაა მხოლოდ, რომ არ გუდავს. უბრალოდ, გუდა ჰკიდია, რომელშიც ურჩ ბავშვს თავს უკრავს და სადღაც წაიყვანს, რასაკვირველია, ცუდ ადგილას, ბუების სამყოფელში. დედაც თვინიერად გაატანს, რადგან ბავშვმა თავი მოაბეზრა.

ბუასა და გუდიანი კაცის ერთობლივი ძალისხმევით ბავშვი დაშინებულია, ანუ მორჩილი. ის ლაჩარ და დებილ ადამიანად ყალიბდება - ბუამ და გუდიანმა კაცმა თავიანთ მისიას შესანიშნავად გაართვეს თავი და მათი გავლენით ყველამ იცის: სიბნელე საშიშია, კარადის გამოღება საშიშია, ლოგინიდან ფეხის გადმოდგმა საშიშია და საერთოდ, მთელი სამყარო მტრულადაა განწყობილი.

არ წაიქცე, თორემ გცემ!

დედის დარიგება

მაშინ, როცა მშობელი მაინცდამაინც დიდი გაქანებით არ გამოირჩევა, ის თავისი ნაშიერის დასაფრთხობად უფრო მარტივ ხერხს მიმართავს, მაგრამ ეს ხერხიც არანაკლებ ქმედითია - ფიზიკური ანგარიშსწორების შიშიც შიშია, თან საკმაოდ შთამბეჭდავი.

„...თორემ გცემ!“ - პრიმიტიული ამბავია, მაგრამ ძალიან ფართოდ გავრცელებული. აქაც ზემოთ აღნიშნული პრინციპი მოქმედებს, „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“: გაიქცევი - გცემენ, ილაპარაკებ - გცემენ, არ დაიძინებ - გცემენ, არ ჭამ - გცემენ. რა ქნას საწყალმა პეპელამ?

ვერაფერსაც ვერ იზამს. ეს არცაა მიზანი. მიზანი სულ სხვაა - გეშინოდეს!

...ოდესღაც კავკასიის მთიანეთში დაწყევლის ცერემონიას დავესწარი და წყევლის სიტყვები ახლაც მახსოვს: „კლდესთან მიხვალ - კლდის წერა გახდი, წყალთან მიხვალ - წყლის წერა გახდი, მთაში მთამ შეგიწიროს, ბარში - ბარმა...“ როგორია?

რეკომენდირებული ლიტერატურა მშობლებისთვის, რომლებიც ბავშვებს ბოლომდე ვერ იმორჩილებენ:

ქართული ხალხური ზღაპრები, განსაკუთრებით „ანანას ზღაპარი“, „ფისასოს ზღაპარი“, „კოკროჭინა“, „წიქარა“. ლავრენტი არდაზიანი „გიქორი” ეკატერინე გაბაშვილი „თინას ლეკური“ და „ღვინია გადაიჩეხა“ თუ კიდევ იცინის და რამე უხარია, „ბიძია თომას ქოხი“ და „უსახლკარონი“ მაგას! საშვილიშვილოდ გაუბედურდება.

მოდი, დედაო, მოდი! შენი სახელი საშინელებაა, შენი სუნთქვა - სიკვდილი...
კალის საგალობელი

თუკი გაგიმართლათ და უფროსები არ გერჩოდნენ, ტყუილად ნუ გაიხარებთ და ნუ მოდუნდებით: თქვენს გასაჩანაგებლად სხვა, უფრო სერიოზული ძალები მოიცლიან.

ისინი, ვისაც ზურგსუკან (პირში ვერა, გვეშინია) ტალახიან პოპებს ვუწოდებთ ხოლმე, აუცილებლად გიამბობენ, რომ რაც არ უნდა გააკეთოთ, საშინელება გელით, თან სამარადჟამო: ჯოჯოხეთი. აქაც პეპელას პრინციპია - თუ მთლად საქმით არ შესცოდეთ, რამე ოხრობა მაინც დაგესიზმრებათ. თუ თვლით, რომ არ მიჰქარავთ, ძალიან მიგიქარიათ, ეს ამპარტავნებაა და კვლავ ის სიხარული გელით - ჯოჯოხეთი. მარცხენა მხარზე სულ ვიღაცა გაზით, რომელიც, დამშინებელთა მეცადინეობით, მფარველ ანგელოზზე და ყველაზე მოწყალე ღმერთზე ძლევამოსილად მიგაჩნიათ. ეს საშინელი ვიღაცა წარმართავს თქვენს ყოველ ნაბიჯს და ვაი, თქვენი ბრალი! ამ ფონზე საშინელია ყველა, ვინც ასევე დაშინებულია, მაგრამ ცოტა სხვანაირია, ანუ ისინი, ვისაც მარცხენა მხარზე მჯდომი სხვანაირი ჰგონიათ: სხვა რელიგიების წარმომადგენლები.

იცოდეთ: ებრაელები მაცას ქრისტიანი ბავშვების სისხლით ზელენ! კრიშნაიტები ორგიებს აწყობენ და ქალწულებს რყვნიან! სტაროვერები ხალხს ცოცხლად მარხავენ! ანგლიკანურ ეკლესიაში ძაღლებს აზიარებენ! შივა ეშმაკია, შეხედეთ, რას ჰგავს! ვინ არიან მაგის მიმდევრები? ცხადია, ეშმაკები! ეშმაკები კი, მოგეხსენებათ, ძალიან საშიშები არიან.

0x01 graphic

მოდიან, მოდიან!
ОБС, Одна Баба Сказала

ამ მუხლით ლენინგრადის ბლოკადის დროს ადამიანებს ხვრეტდნენ. პანიკის დათესვა სასტიკად ისჯებოდა. ამ პრინციპით ყველანი დიდი ხნის დახვრეტილები უნდა ვიყოთ, რადგან იმისთანებს ვამბობთ! ძირითადად იმას, რომ „მოდიან!“ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოდის. კარგი ნამდვილად არ იქნება. მოდიან ამერიკელები, მათი მიზანი ჩვენი დიადი კულტურის გაჩანაგება და ჩვენი ზნეობის წახდენაა. მოდიან ჩინელები, მათ ჩვენი ძაღლების შეჭმა უნდათ. მოვლენ და მიწას წაგვართმევენ აფხაზები, ბერძნები, რუსები, უკრაინელები, სომხები და სხვა და სხვა, და ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ, იმიტომ, რომ ძალიან გვეშინია.

ჩვენს ჯანმრთელ, მაღალ, ლამაზ და ღონიერ მამაკაცებს საფრთხე ემუქრებათ - მამათმავლები მოვლენ, დაიჭერენ და წაახდენენ. ჩვენს ცრემლივით წმინდა ქალებს თურქეთში თრევით წაიყვანენ და იქ საროსკიპოებში დაალპობენ. ჩვენს ბავშვებს წიგნებს ხელიდან გამოგლეჯენ და გაადებილებენ. და საერთოდ, ყველანი ამოვწყდებით, თუ რომელიმე შეთქმულების ან სიონისტური ხრიკების გამო არა, შიშისაგან მაინც.

„წლის ბოლოს ყველანი დავიხოცებით. თითო დაცემინებაზე თითო კაცი ამოტრიალდება.“ პოლიტიკოსის წინასწარმეტყველებიდან

გასულ წელს ჩემს სამშობლოს ალექტოროფობიის, ანუ ქათმის შიშის ეპიდემიამ გადაუარა, რომელიც ცალკეულ, განსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში, ავიაფობიაში, ანუ ყველანაირი ფრთოსანის შიშში იყო გადაზრდილი. უმაღლესი განათლების მქონე ქალები მრგვალ ბაღთან ალიკაპებით სეირნობდნენ. ომგამოვლილი მამაკაცი გვრიტებს ხოცავდა. ჩვენ გავდელდით, გავაფრინეთ, რადგან ძალიან გარკვევით გვითხრეს: ჩიტი აუცილებლად ცინგლიანია და ყველაზე დიდი საშინელებაა ამქვეყნად.

მერე ეს ამბავი დაგვავიწყდა და ახლა ახალი სიხარული გვაქვს: ყველას C ჰეპატიტი დაგვემართება. როგორც არ უნდა იცხოვრო, მაინც დაგემართება. დაიტანჯები და მოკვდები, შე ბოზო და ნარკომანო, ახია შენზე! ეგეთი არა ხარ? მაინც ახია!

ცნობისთვის: ერთ ჩემს მეგობარს, რომელსაც აუტომიზოფობია აქვს და რომელიც, მანდარინების და ბანანების რეცხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა, სიგარეტის მოწევის წინაც ხელებს იბანს, რამდენიმე წლის წინათ ამებიოზი დაემართა. ეს იცით, რომელია? აი, კაკაშკების ჭამამ რომ იცის. უყურა ტელევიზორს, უყურა და ავად გახდა.

კარგი ამბავი ცუდი ამბავია.”
ტელევიზიის თანამშრომელთა დევიზი

ამ მასალის დაწერამდე თავი გადავდე და ახალ ამბებს ვუყურე. ისედაც დამფრთხალ გულზე მთლად წავხდი.

ცნობები ასეთი იყო:

სახელმწიფო მოხელემ შეჭამა მილიონები და ამის გამო მრავალი პენსიონერი შიმშილით მოკვდა (ვიზუალური მხარე - დაპატიმრების დროს ნაცემი, გაოგნებული მოხელის ტირილი);

რუსეთი გვემუქრება და ყველანი გავიყინებით

(კადრში კომენტატორი ტიროდა);

არაბული სამყარო ყველას ემუქრება და ყველას ააფეთქებს (დაუდგენელი ეროვნების მამაკაცები იარაღს იქნევდნენ და ქალები სახეს იხოკავდნენ);

მერე იყო რეკლამა: „ხომ გტკივათ მუცელი? ხომ აგეშალათ კუჭი? ხომ ძალიან ცუდად ხართ?“ „კბილები დაგილპათ? ჯერ სად ხართ!“

გადაცემა გრძელდება: ოპერაციის დროს ბავშვს მუცელში მაკრატელი ჩაუტოვეს და ის მოკვდა (ნათესავები ტირიან და ყველა თეთრხალათიანს თმით ითრევენ);

გარეუბანში სახლი დაინგრა, ხალხი ამოწყდა და დასახიჩრდა - ეს ბედი თბილისის სახლების უმრავლესობას ელის (გადარჩენილი მეზობლები ტირიან და ჭუჭყიანი ბავშვები ყვირიან: „ბიძია, დაგვეხმარე!“);

კვლავ რეკლამა: ავისმომასწავებელი მუსიკა და „მას ის უყვარდა. იმას სძულდა. მან ის მოკლა. ის აღდგა და მას აქეთია, ღამ-ღამობით მოეფეთება ხოლმე! უყურეთ ღამის ეთერში ფილმს „სისხლიანი დანა“!“

შესანიშნავი სიახლე: ბაბალაანთკარში კატუშამ გრიშას ნაჯახი ჩაარტყა (სრულიად სოფლის ტირილი);

ჟურნალისტი ლაზურ-ჭანური აქცენტით „საუბრობს»: „ქერა ქალების მხოცავი ნახალოვკის მანიაკი გადასასვლელ ხიდთან ცოფიანმა ძაღლებმა დაკბინეს. ის ერთიათად გაავდა და ამიერიდან შავთმიან ქალებსაც ერჩის“. (კადრი: ნაგავში ძაღლები იქექებიან, ბევრნი არიან და ჯანიანები);

უცხოური ამბების ყველაზე მხიარული სიუჟეტი: ტაიგაში წაქცეული ხის ქვეშ ორი მეტყევე მოყვა (აჩვენებენ მთელი ოლქის ტირილს). რეკლამა: „თუ კარაქს შეჭამთ, ქოლესტერინული შოკი დაგემართებათ!“ „შეჭამე წიქარა, შენი მეგობარი!“

სპორტის სიახლეები: მოციგურავეს მყესი გაუწყდა; მოკრივემ ბავშვი გააბახა; ჩოგბურთელი ქალი კაცი აღმოჩნდა (ქალები ტირიან, კაცები ყვირიან, კატები კნავიან).

კულტურის სიახლეების მერე მე ავტირდი, ამინდის პროგნოზის შემყურე მთლად გადავბჟირდი.

„გეშინოდეთ!“ მოგვიწოდა ტელემაუწყებლობამ. „კარგი არაფერი ხდება და აღარც მოხდება!“ ეგ ხომ ისედაც ვიცოდით, ძვირფასებო. დარდი არ გქონდეთ: ძალიან გვეშინია.

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

8 რეცენზია

▲ზევით დაბრუნება


რუსული სამკუთხედი

ასიმეტრიული ომი და კავკასიური სიძულვილის გეომეტრია
ავტორი: გიორგი კალატოზიშვილი

0x01 graphic

ემბრიონის სტადიაში მყოფი ქართული კინოინდუსტრია მილიტარიზმის ლიანდაგზე შედგა, რომელსაც, პარადოქსია, მაგრამ პაციფისტები მართავენ. ბოლო ათწლეულის ყველაზე ამბიციური კინოპროექტის - „მოგზაურობა ყარაბაღში” დასრულების შემდეგ, პროდიუსერებმა ლევან კორინთელმა, არჩილ გელოვანმა და გუკა რჩეულიშვილმა მილიტარისტული პათოსით არანაკლებ გაჯერებული ფილმი, ალეკო ცაბაძის სცენარის მიხედვით დადგმული „რუსული სამკუთხედი” დააფინანსეს.

„რუსული სამკუთხედის” თბილისურმა კინოპრემიერამ დიდი ხმაურით ჩაიარა. პრემიერას ხაბენსკიც დაესწრო, რომელიც მენშიკოვისა და მაშკოვის შემდეგ, რუსული კინემატოგრაფის თვალსაჩინო ფიგურაა და ჰოლივუდში „ღამის გუშაგის” ფანტასტიკური წარმატების შემდეგ მსახიობს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ფილმის პრემიერა საკმაოდ ორიგინალური და დასამახსოვრებელი გამოდგა - პროდიუსერების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მოსაწვევები სამხედრო ჟეტონების სახით დარიგდა, რაც მაყურებელში ერთიორად ზრდიდა მილიტარიზმის განწყობას და ქვეცნობიერ დონეზე, ეკრანზე განვითარებული მოვლენების თანამონაწილეობისკენ მოუწოდებდა.

ორსაათიანი კინოსეანსის შემდეგ, მაყურებლის რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. ფილმის შეფასებისას, ცდილობ იმ მერკანტილიზმის ზღვარს გასცდე, რომლის მიხედვითაც ფილმის კრიტიკა საქართველო-რუსეთს შორის სავიზო რეჟიმით გამწარებული ადამიანის რეფლექსიის შთაბეჭდილებას დატოვებს. პირიქით, თითქმის ულტიმატუმში გადაზრდილი უკიდურესად დაძაბული დიპლომატიის ფონზე, ფილმი საოცრად პოლიტკორექტული გამოვიდა. ცაბაძესთან ნაკლებად ისმის პასუხი კითხვაზე - რატომ იწყება ომი და, მით უმეტეს, ნაკლებად კეთდება აქცენტი გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე. აქ უფრო წმინდა ადამიანურ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ არ ვარდებიან უკიდურეს ლირიკაში და არ ამტკიცებენ, რომ ომის მიზეზი მოწყენილობაა... როგორც ჩანს, ცაბაძე არც მწვადს წვავს და არც შამფურს - ამის არგუმენტად ისიც კი კმარა, რომ ფილმის პირველადი სათაური „რუსული ენის მასწავლებელი” (მხოლოდ ჩეჩენის ბედზე პროეცირება) ორგანულად გადაიზარდა სამი თანაბარუფლებიანი პერსონაჟის მიუკერძოებელ ბიოგრაფიაში. „რუსულ სამკუთხედში” წინა პლანზე გამოდის ის ადამიანური, შეიძლება ითქვას, გეომეტრიული ურთიერთობა, რომელიც ერთიანობაში კრავს ჩეჩენის, რუსისა და, ალბათ, უფრო მეტი ობიექტურობისათვის - გარუსებული ქართველის (რეჟისორის ალტერეგო), კოლია მალცევის ხედვას ომსა და მშვიდობაზე. ჩეჩენისა და რუსის ტრაგიფარსულ დუელში ამ უკანასკნელს სეკუნდანტის როლი ერგო.

0x01 graphic

0x01 graphic

ალეკო ცაბაძის ფილმი, შეიძლება ითქვას, წარმატებული ექსპერიმენტია. ეს არის მცდელობა, რომ ფიგურალური ფრაზა - „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული” - გაათავისუფლოს პირობითობისგან და ჩეჩნეთში განვითარებული მოვლენები დეტექტიური ჟანრის პრიზმაში განიხილოს. „რუსული სამკუთხედი” დაახლოებით იმ დეტექტივის ჟანრის სტილშია გადაღებული, რომელშიც გმირი ფაშიზმის უკვე მოხუცებულ ჯალათებს პოულობს და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო ასამართლებს - ჩეჩენი ალიოშინი სნაიპერის თოფით ხოცავს რუს ჯალათებს, რუსი მალცევი კი, თავისი ბრმა ძმის „პატივსაცემად”, ბრმა თემიდას განასახიერებს (ამ შემთხვევაში, ალეკო ცაბაძე არ ღალატობს ქართულ იგავისებურ კინოს და აზრის ლაკონურობისათვის სიმბოლო-მეტაფორებს იშველიებს) და მოსკოვში გახიზნულ ჩეჩნებს ხოცავს. თავისთავად საგულისხმოა ცაბაძის და, ზოგადად, ფილმის პროდიუსერების მორალურ-ზნეობრივი იმპერატივი, რომელიც ნებისმიერ ომს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულსა და კრიმინალს უფარდებს. ამ ქაოსში, ვფიქრობ, მაინც იკვეთება ქართველი რეჟისორის მსუბუქი „პრო” და „ანტი” და განსაკუთრებით სოლიდარობა. არცაა გასაკვირი - ჩეჩნებისადმი სოლიდარობა ისტორიულ და ნაწილობრივ კინემატოგრაფიულ მემკვიდრეობად გვერგო. სოლიდარობა ნიკოლოზ შენგელაიას ფილმით „ელისო” დაიწყო და ცაბაძის „რუსული სამკუთხედით” გრძელდება. ჯერ კიდევ კომუნისტური კრიტიკა ხაზგასმით აღნიშნავდა, და ცაბაძის შემთხვევაში ეს სიმპტომურიცაა, რომ ნიკოლოზ შენგელაია ფილმში „ელისო” ცარიზმის თვითმპყრობელობით შევიწროებული კავკასიის ხალხთა შორის სოლიდარობის თემას ეხება... უმნიშვნელოა, რომ მოგვიანებით, სტალინიზმის ეპოქაში, ჩეჩნების დეპორტაციას ხელმეორედ უკვე გასაბჭოებული რუსეთი განახორციელებს, რაც თავისთავად ცხადყოფს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით არ იცვლება ჯამი და აბორიგენი მოსახლეობის მიმართ რუსეთის გეოპოლიტიკური მიდგომა. ვფიქრობ, ესეც რეჟისორის ვუალირებული პოზიციაა, რომლის ღიად გამოხატვას შეგნებულად ერიდება - რუსეთი საქართველოს ხომ ქართული ღვინის საექსპორტო სივრცის გარდა, ქართული ფილმების კინოგაქირავებაში გაშვების დიდ პერსპექტივას სთავაზობს.

„რუსულ სამკუთხედთან” დაკავშირებით, გამუდმებით გახსენდება ორი დიდი მოაზროვნის, რემარკისა და ნაპოლეონის დამოკიდებულება: პირველის ღრმა რწმენით, ომში ერთი ადამიანის დაღუპვა ტრაგედიაა, მილიონისა კი - სტატისტიკა; ხოლო ნაპოლეონი, შემზარავი რაციონალიზმით, ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცს უწოდებდა... ალეკო ცაბაძის ფილმში ამჯერად უკვე პოლიტიკური სამკუთხედი სწორედ ამ ადამიანური და არაადამიანური მორალისაგან იგება. ზედმეტი ლირიკის გარეშე, ცაბაძე ეკრანიდან შემყურე ექსტრასენსივით „გმუხტავს“ ომის იმ ნაწილაკებით, რომლებიც ორივე მხარეს ტრაგიზმის დაღს ასვამს. ორივე მებრძოლი, ჩეჩენიც და რუსიც, მხოლოდ უშუალოდ ბრძოლის ველზე რწმუნდება, რომ „წმინდა ომი” არ არის ომის სიწმინდის სინონიმი და ტყვეებითა და იარაღით ვაჭრობა ნებისმიერი ომის კანონზომიერებაა. ფილმის ფინალი განსაკუთრებით მძაფრია - სავარაუდოდ, ჩეჩნეთისკენ მიმავალ გზას ჯერ კიდევ გაუაზრებლად მიუყვება ახლადგაწვეულთა ოცეული - კალის ჯარისკაცები, რომელთაც დაუნდობლად გადაადნობს ომის ალი და დეფორმირებულებს დაუბრუნებს დედასამშობლოს... სიუჟეტის გათვალისწინებით, ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ერთი ყალიბით განაგრძობს იმ „სალდაფონების” კონვეირებას, რომელთაც ბრმად სწამთ, რომ რუსეთის კარი ტაიგიდან იწყება და კავკასიონის ქედის მიღმა, თითოეული კავკასიელის ეზოში მთავრდება...

9 წერილი ბერლინიდან

▲ზევით დაბრუნება


ბერლინალე 2007 ვარსკვლავთცვენა გლობალური დათბობის ფონზე

ავტორი: გიორგი გვახარია
ფოტო: დავით მესხი

0x01 graphic

მერიან ფაითფული ფილმში
ირინა პალმი

ვერ ვიტან ჩექმებს! თასმების ბოლომდე შეკვრის დრო არასდროს მქონია. არც „ჯარისკაცობა” მომნდომებია არასდროს.

მაგრამ წელიწადში ერთხელ, ათი დღის განმავლობაში, მაინც მიწევს ჩემს გრანდიოზულ იტალიურ ჩექმაში ფეხის ჩაყოფა - თებერვალში ბერლინის კინოფესტივალზე. სასტუმროდან პოტსდამის მოედნამდე, სადაც 2000 წელს უზარმაზარი საფესტივალო კომპლექსი ააშენეს. ზუსტად 15 წუთია ფეხით სავალი. დილის ცხრა საათიდან, სეანსზე რომ არ დაგაგვიანდეს, სირბილ-სირბილით უნდა გაიარო მენდელსონ ბართოლდის უღიმღამო პარკი და ყინულზე ისრიალო. კარგი იტალიური ჩექმა თუ არ გაქვს, დიდი შანსია აქაურ ტრავმატოლოგიურ კლინიკაში ამოყო თავი. პრინციპში, არც ესაა ტრაგედია - „ბერლინალე” დაზღვევას იძლევა (ამ დაზღვევით ერთხელ კბილიც კი ვიმკურნალე). უფრო მეტიც, აქაური კანონებით, ქალაქის მთავრობა ვალდებულია ტროტუარებზე დაყაროს ხრეში და თუკი ვინმემ ფეხი ან ხელი მოიტეხა, მკურნალობის გარდა, ზარალის მიყენებისთვის 1000 (ათასი) ევრო გადაუხადოს.

ამბობენ, რომ ბერლინელები ხშირად სარგებლობენ ამ კანონით; თოვლიან ტროტუარზე ეცემიან და მერე საჩივარი შეაქვთ სენატში. სარფიანი საქმეა, მშვენიერი სიუჟეტი კარგი კომედიისთვის! ჰოლივუდში დამკვიდრებულ ბერლინელს, ბილი უაილდერს უყვარდა ასეთი სიუჟეტები. ხომ გახსოვთ როგორ გააცურებს ყველას ჯეკ ლემონი ფილმში „წინასწარმეტყველი ნამცხვარი”? ფეხს განზრახ მოიტეხს და მერე მილიონერი გახდება.

0x01 graphic

0x01 graphic

არ ვიცი, რა მიზიდავს ასე ამ ხალხში და ამ ქვეყანაში... ანდა ეს ბერლინის ფესტივალი რატომ მიყვარს ასე - 1992 წლიდან დღემდე ხომ არც ერთი ბერლინალეარ გამომიტოვებია!

ბილი უაილდერი ცოცხალი აღარაა. ჰოლივუდის დღევანდელ მეტრებს კი, საეჭვოა, ღატაკი აფერისტის ისტორია აღელვებდეთ. ჰოლივუდი დღეს კომპიუტერებით თამაშობს. მისი ვარსკვლავები კი ფლორიდის პლაჟებზე ირუჯებიან.

რა თოვლი, რა ჩექმა?!

აი, ახლაც ამინდის პროგნოზს გაეცნენ, მოამზადეს თავიანთი გამჭვირვალე კაბები, ფარფატა კოსტიუმები და ბერლინში ჩამოვიდნენ. აქამდე ყოველთვის ყოყმანობდნენ თოვლიან „ბერლინალეზე” დასწრებას. მერე კი, როცა „ოსკარის“ ცერემონია თებერვლის ბოლოს გადმოიტანეს, უმრავლესობამ კატეგორიული უარი განაცხადა „ბერლინალეზე”. მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს კინოფორუმს დახურვის საშიშროებაც კი დაემუქრა; ამას დაემატა მერკელის მთავრობის გადაწყვეტილება - გერმანიის დედაქალაქს ბიუჯეტი თითქმის გაუნახევრეს („ბერლინში სამი ოპერის თეატრია. ფედერალური ბიუჯეტი ამდენს ვერ გაწვდება” - ბრძანა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა).

0x01 graphic

რობერტ დე ნირო, ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, ქეით ბლანშეტი, ჯენიფერ ლოპესი, მეთ დეიმონი, შერონ სთოუნი... ყველა ჩამოვიდა!

მაგრამ, ეტყობა, წლევანდელმა თბილმა ზამთარმა ჰოლივუდის ვარსკვლავებს გეგმები შეუცვალა. რობერტ დე ნირო, ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, ქეით ბლანშეტი, ჯენიფერ ლოპესი, მეთ დეიმონი, შერონ სთოუნი... ყველა ჩამოვიდა! თვით ამერიკულ კინოს ცოცხალმა ლეგენდამ, ჰამფრი ბოგარტის მეორე ნახევარმა, ლორენ ბექოლმაც კი ინება „ბერლინალეს” წითელ ხალიჩაზე გასეირნება. უფრო მეტიც, თბილი ჰოლივუდიდან ბერლინში თავისი ცუგაც ჩამოიყვანა.

8 თებერვალს, ფესტივალის საზეიმო გახსნამდე ერთი საათით ადრე, ბერლინში ჯერ კიდევ მზე ანათებდა, პოტსდამის მოედანზე, სავაჭრო ცენტრში, „ბერლინალეს“ სალაროებთან უზარმაზარი რიგი იდგა. ხუთ წუთში ერთხელ ცხადდებოდა, რომელ კინოთეატრში, რომელ სეანსზე დარჩა ბილეთები.

მოულოდნელად ქარი ამოვარდა, ქალაქს შავი ღრუბელი გადაეფარა. წვიმა ჯერ სეტყვაში, მერე კი თოვლში გადაიზარდა. სწორედ იმ დროს, როცა ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე უნდა გაევლოთ, ტემპერატურა მინუს ხუთ გრადუსამდე დაეცა.

ცუდ ამინდს ცუდი ფილმი დაემატა. გახსნის ცერემონიალის დასრულებისთანავე ოლივიე დაანის სადებიუტო ნამუშევარი, „ვარდისფერი ცხოვრება“ უჩვენეს - ედიტ პიაფის კინობიოგრაფია, რომელშიც ყველა პერსონაჟი ჭკუას კარგავს ლეგენდარულ მომღერალზე. თუმცა ახალგაზრდა მსახიობი მარიონ კოტიარი იმდენად ვერ ხსნის პიაფის ხასიათს, რომ გაუგებარი რჩება, რატომ მოიხიბლა მსოფლიო ამ პრეტენზიული, ავი, უჟმური მუსიკოსით.

0x01 graphic

ბერლინალეს კრეატიული მიმართულების დირექტორი და მენეჯერი, დიტერ კოსლიკი

დილით მგონი, მთელ „ბერლინალეზე” აკრედიტებულმა ოთხი ათასმა ჟურნალისტმა „ავ ხასიათზე” გაიღვიძა; ადექი ახლა დილის შვიდ საათზე, ჩაიცვი ჩექმა, შეიკარი თასმები და ისრიალე ყინულზე! თან რისთვის? სთივენ სოდერბერგის „კარგი გერმანელისა” და რობერტ დე ნიროს „კეთილი მწყემსის” სანახავად... ამ ფილმების DVD-ვერსიები ხომ თბილისშიც იშოვება! თანაც, რა დროს ისტორიის სტილიზაციაა, რა დროს წარსულის (თუნდაც უახლესი წარსულის) ფორმებზე თამაშია, როცა სამყარო ინგრევა? როცა პლანეტას გლობალური დათბობა ემუქრება?

0x01 graphic

ქეით ბლანშეტი ფილმში ერთი სკანდალის ჩანაწერები

თოვლი, ქარბუქი და ქურქებში გამოწყობილი ხალხი მხოლოდ ეპიზოდად დარჩა ბერლინის 57-ე კინოფესტივალზე. ნამქერით „გაფორმებული“ ექსპოზიცია მესამე დღეს მზიანი და თბილი ამინდით, ჰოლივუდის ცარიელი და ცივი კინო კი ადამიანური გრძნობებით დატვირთულმა ფილმებმა შეცვალეს; იმდენად დატვირთულმა, რომ ზოგიერთი საკონკურსო სურათის ჩვენებაზე მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული კრიტიკოსები, ათასი ტრაგედია რომ უნახავთ კინოში, ცრემლებს ვეღარ იკავებდნენ.

0x01 graphic

ჯუდი დენჩი წითელ ხალიჩაზე

სხვათა შორის, გრძნობების ეს აღლუმი თავად ამერიკელებმა გახსნეს. შერონ სთოუნმა წარმოადგინა თავისი, როგორც პროდიუსერის დებიუტი - „როცა კაცი ტყეში ეცემა”. პრესკონფერენციაზე მსახიობმა განაცხადა, რომ სურათის რეჟისორი, 26 წლის რაიან ესლინგერი, “ხვალინდელი ჰოლივუდის ბატონპატრონი გახდება”. ბატონ-პატრონობის რა მოგახსენოთ. ამბავი სამი ამერიკელისა - ორი მამაკაცისა და ერთი კლეპტომანი ქალისა, რომლებიც ეგზისტენციურ ვაკუუმს ვეღარანაირად ვერ ავსებენ, - მცირებიუჯეტიანი სატელევიზიო ფილმია, რომელიც არანაირად არ იმოქმედებდა მაყურებელზე, რომ არა შერონ სთოუნი. მაკიაჟის გარეშე, 49 წლის მსახიობს რაღაცნაირად გაცრეცილი, დაღლილი სახე აქვს... და სწორედ ეს ანიჭებს მომხიბვლელობას. პრესკონფერენ ციაზე ვერ გაუბედეს და ვერ კითხეს, ამ ფილმში თქვენი თავი ხომ არ განასახიერეთო (ამბობენ, რომ „ძირითადი ინსტინქტი 2“-ის წარუმატებლობის შემდეგ, შერონ სთოუნს დეპრესია დაეწყო)... არადა აშკარაა, რომ ახლა უკვე გასული საუკუნის სექს-ბომბს ასაკმა და წარუმატებლობამ მზერა გაუღრმავა, მოძრაობის მანერა შეუცვალა, ცოტა არ იყოს, ანტონიონის ფილმების მონიკა ვიტის დაამსგავსა.

0x01 graphic

მერიან ფეითფული
ფილმში ირინა პალმი

კიდევ ერთი ქალი, რომელმაც რადიკალურად შეიცვალა იმიჯი - მიკ ჯაგერის „ექსმეორე ნახევარი”, მერიან ფეითფულია. ფესტივალის ბოლო დღემდე იგი წლევანდელი „ბერლინალეს“ გმირი იყო, ხოლო ბრიტანელი რეჟისორის სემ გარბარსკის ფილმი „ირინა პალმი“, რომელშიც ფეითფულმა მთავარი როლი შეასრულა - ბერლინის კინოფორუმის გამორჩეული ლიდერი. ფილმი 60 წლის ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც იძულებულია სექს-კლუბში იმუშაოს, რათა თავისი ავადმყოფი შვილის გადასარჩენად 6000 დოლარი შეაგროვოს. ამ კინოსურათმა, შეიძლება ითქვას, მთელი ბერლინი შეძრა... „ირინა პალმის” ამბავს ყვებოდა ისიც კი, ვისაც ფილმი ნანახი არ ჰქონდა. ტრიუმფით დაგვირგვინდა „ბერლინალეს“ პროგრამაში ჩართული მეორე ბრიტანული ფილმის - რიჩარდ ეირის „ერთი სკანდალის ჩანაწერების“ ჩვენება, რომელშიც ლესბოსური სიყვარულის ამბავი და პედოფილია ნამდვილ ტრაგედიაში გადაიზრდება (რიჩარდ ეირი დღეს შექსპირის საუკეთესო ინტერპრეტატორად ითვლება მსოფლიოში). ამ სურათში მთავარი როლის შემსრულებლები, ჯუდი დენჩი და ქეით ბლანშეტი „ოსკარის“ ნომინანტები არიან. თუკი ამერიკის კინოაკადემიამ გაბედა და „ერთი სკანდალის ჩანაწერები“ „ოსკარით“ აღნიშნა, ჰოლივუდის დღევანდელ თოჯინებს ნამდვილად მოუწევთ პენსიაზე გასვლა. ყოველ შემთხვევაში, „ირინა პალმისა“ და „ერთი სკანდალის ჩანაწერების“ შემდეგ, ჩემთვის პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ანტონიო ბანდერასის სარეჟისორო დებიუტის, „ზაფხულის წვიმის“ ნახვა და ბანდერასისა და ჯენიფერ ლოპესის პრანჭვა-გრეხის გაძლება წლევანდელ „ბერლინალეზე“.

0x01 graphic

შერონ სთოუნი ფილმში
როცა კაცი ტყეში ეცემა

0x01 graphic

კადრები ფილმიდან მოწმეები
რეჟისორი: ანდრე ტეშინე

0x01 graphic

0x01 graphic

ასეა, კარგმა ქალებმა ბერლინის კინოფორუმზე სულ დედა უტირეს სილიკონიან თოჯინებს და მაგარ „ჩექმებიან კაცებს”... „ბერლინალეს“ კონკურსში ჩართულ 26 ფილმში მამაკაცები ხან კათოლიკურ მონასტერს აფარებენ თავს და იქ ცდილობენ გაექცნენ რეალურ პრობლემებს (როგორც იტალიელი რეჟისორის, სავერიო კოსტანცოს ფილმში „ჩემს სახსოვრად“), ხან ომში ეჯიბრებიან ერთმანეთს და იღუპებიან (ისრაელელი რეჟისორის, გრეგორი ნავას ფილმი „სასაზღვრო ქალაქი“). ანდრე ტეშინეს სურათში „მოწმეები“ ალჟირული წარმოშობის პოლიციელი სრულიად შემთხვევით ჩაერთვება „სექსუალურ თამაშში“, რომელიც მისი ახლობლების ცხოვრების წესი გამხდარა. ფილმის დასაწყისში საროსკიპოებს არბევს, სურათის მეორე ნახევარში კი... 18 წლის ბიჭი შეუყვარდება. საშიში თითქოს არაფერია - მოზრდილი, დასავლელი ადა მიანი ისე ცხოვრობს, როგორც მოესურვება, მაგრამ 1984 წლის საფრანგეთში აქამდე ყველასათვის უცნობი ვირუსი აღწევს. შიდსის პირველი მსხვერპლი ანგრევს სექსუალური რევოლუციის იდეალებს.

0x01 graphic

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ტოროლების სახლი
რეჟისორები: პაოლო და ვიტორიო ტავიანები

პრესკონფერენციაზე ანდრე ტეშინემ შიდსის ეპიდემია მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიას შეადარა. ფრანგული კინოს კლასიკოსის აზრით, თანამედროვე კინო ვალდებულია აღადგინოს წარსული და “შეინახოს ისტორია”, მათ შორის ჩვენი უახლესი ისტორია, რათა ადამიანებს შედარების საშუალება ჰქონდეთ და აღარ გაიმეორონ შეცდომები. დაახლოებით იგივე თქვეს „ბერლინალეს“ საკონკურსო და კონკურსგარეშე პროგრამებში ჩართული საუკეთესო სურათების ავტორებმა. ეს აზრი გაიმეორა ქლინთ ისთვუდმა, რომლის ფილმი „წერილები ივო ძიმადან“ აგრეთვე წარდგენილია ამერიკულ „ოსკარზე“ (თუ არ ვცდები, ესაა პირველი ფილმი კინოს ისტორიაში, რომელშიც ომი მტრის, ე.ი. ამ შემთხვევაში იაპონელების თვალითაა დანახული)... იგივე აღნიშნა ავსტრიელმა რეჟისორმა შტეფან რუზოვიცკიმ, თავისი ფილმის, „გამყალბებლების“ პრემიერის შემდეგ (ამ ფილმში საინტერესოდაა შეთავსებული ჰოლოკოსტის ტრაგედია კრიმინალურ ამბავთან ებრაელ მხატვარზე, რომელიც ნაცისტებს ყალბ დოლარებს „უხატავს“). ასეთივე აზრმა გაიელვა იტალიური კინოს მეტრების, პაოლო და ვიტორიო ტავიანების სურათის, „ტოროლების სახლის“ პრემიერაზე. ტავიანებმა სომხების გენოციდი ჰოლოკოსტის ტრაგედიას შეადარეს და პირდაპირი, ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე დაუჭირეს მხარი სომხებს, 1915 წელს სომხეთისა და თურქეთის კონფლიქტის ინტერპრეტაციაში. როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით ვერ მოხვდა საკონკურსო პროგრამაში წლევანდელი „ბერლინალეს” ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი. ჰუმანიზმი - ჰუმანიზმად, მაგრამ გავიდა დრო, როცა ბერლინის კინოფორუმი პოლიტიკური სკანდალებით იკეთებდა რეკლამას („ბერლინალეს“ ისტორიაში ყველაზე ცნობილი სკანდალია მაიკლ ჩიმინოს ფილმის, „ირმებზე ნადირობის“ პრემიერა, როცა კომუნისტური ბლოკის ქვეყნების დელეგაციებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფესტივალი)... „ბერლინალე-2007“-ის პროგრამაში ჩართული რეტროსპექტივები - „ქალები მუნჯ კინოში“, „არტურ პენის ფილმების კვირეული”, „მაგნუმი და კინო“, გარკვეული თვალსაზრისით, პოლიტკორექტულობის გადალახვის მცდელობაა. ბერლინის კინოფორუმის დირექცია თითქოს იმ კარგ დროს გვახსენებს, როცა მსოფლიო კინოში რადიკალები დაფასებულები იყვნენ და ფესტივალის ბედი არ იყო დამოკიდებული პოტენციური სპონსორების, რამდენიმე გაზულუქებული კაპიტალისტის კაპრიზებზე... იმ კაპიტალისტებისა, რომელთაც 1970 წელს რაინერ ვერნერ ფასბინდერმა „ბერლინალეს” დახურვის ცერემონიალზე უკანალი მიუშვირა და კარგი გერმანული სიტყვა „შაისე” დააყოლა. წლევანდელ „ბერ ლინალეზე“ „ყველაზე ცუდი ბავშვის”, ფასბინდერის სკანდალური სერიალის, „ბერლინი- ალექსანდრპლაცის” აღდგენილი ვერსიის ჩვენებებზე ბილეთის შოვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. დარბაზი, სადაც ფასბინდერს უჩვენებდნენ, ძვირფასი სურათების მუზეუმს დაემსგავსა. აშკარაა, რომ რადიკალიზმი 2007 წლის სამყაროში სამუზეუმო ექსპონატად იქცა, რომელიც შეიძლება დაათვალიერო, რომლითაც შეიძლება დატკბე, მაგრამ, საეჭვოა, მთლიანად გაითავისო, მის ნაწილად იგრძნო თავი.

0x01 graphic

ბერკდრები ფილმიდანბერლინიალექსანდრპლაცი.
რეჟისორი: ვერნერ ფასბინდერი

0x01 graphic

თუმცა, წლევანდელი ბერლინის ფესტივალით თუ ვიმსჯელებთ, „სამუზეუმო ექსპონატად” ქცევის საშიშროება იმ კულტურასაც შეექმნა, რომელსაც რაინერ ვერნერ ფასბინდერი და მისი თანამოაზრეები ებრძოდნენ; დაუხატავი, დაღლილი და სევდიანი შერონ სთოუნი, „მაგარი ბიჭის“ სიმბოლო, ყოველთვის თავის თავში დარწმუნებული ქლინთ ისთვუდი, რომელიც დღეს პაციფისტად და ესთეტად იქცა - აუცილებლად დაგაფიქრებდათ კრიზისზე, რომელიც ნელ-ნელა დაეტყო იაფფასიან მასკულტურას. თვით ანტონიო ბანდერასიც კი ვერ გაუმკლავდა ნოსტალგიურ სენტიმენტებს და თავის ფილმში „ზაფხულის წვიმა” 70-იანი წლების ესპანეთი აღადგინა - ბრძოლისა და იმედის ეპოქა!

0x01 graphic

0x01 graphic

რეტროსპექტივა ქალები მუნჯ კინოში

რას ნიშნავს ეს? იქნებ გლობალურმა დათბობამ იმოქმედა კინოზე? სადღაა კომპიუტერული სპეც-ეფექტები, ვარსკვლავების ომები, ძლიერი („ჩექმებიანი“) ბიჭები, ყოველთვის მოდაში რომ იყო ბერლინის კინოფესტივალზე?

0x01 graphic

არტურ კენის ფილმების კვირეული

არ ვიცი, რა მოხდა. შეიძლება ჰოლივუდი დღეს მართლაც მხოლოდ „ოსკარის” მოლოდინით ცხოვრობს და „ბერლინალეზე“ ახალი ბლოკბასტერების პრემიერებისთვის აღარ სცალია... ანდა შესაძლებელია, იმ ხალხს, ვინც კინოს გადაღებისთვის, ფესტივალებისთვის ფულს იძლევა, თავადაც შეეცვალა გემოვნება.

0x01 graphic

ავტორიპოლ შრადერი

დაიღალა შერონ სთოუნივით ან „ბერლინალე-2007“-ის ჟიურის თავმჯდომარესავით, პოლ შრადერივით.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან გამყალბებლები რეჟისორი: შტეფან რუზოვიცკი

0x01 graphic

კადრი ფილმიდან წერილები ივო ძიმიდან რეჟისორი:
ქლინთ ისთვუდი

მარტინ სკორსეზეს ყველაზე სახელგანთქმულმა სცენარისტმა, უცნაურმა კაცმა, რომელმაც მოახერხა და ჯერ „ამერიკული ჟიგოლო” გადაიღო, მერე კი კინოს თეორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი - „იაპონური კინოს მეტაენა” დაწერა, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - ფესტივალის „დათვებით” დააჯილდოვა ფილმები, რომელთაც ფავორიტებად არავინ მიიჩნევდა: არგენტინელი რეჟისორის, არიელ როტერის „სხვა“ (მსახიობი ხულიო ჩავესი, რომელსაც „ვერცხლის დათვი” ერგო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, საკუთარ თავზე გულგატეხილ შერეკილს ასახიერებს) და ჩინური „ტუიას ქორწინება”, რომელშიც მონღოლეთის მოსაწყენი და ერთფეროვანი ყოფაა აღდგენილი. საეჭვოა, რომ ეს სურათები ოდესმე ნახოს ქართველმა მაყურებელმა; საეჭვოა გულწრფელი იყოს თავად პოლ შრადერის ჟიური, რომლის გადაწყვეტილებით თუ ვიმსჯელებთ, თანამედროვე მსოფლიო კინოს მეტრები - ფრანსუა ოზონი („ბერლინალეზე“ თავისი ახალი კოსტიუმირებული მელოდრამა „ანგელოზი” წარმოადგინა), სთივენ სოდერბერგი, ანდრე ტეშინე, ჟაკ რივეტი - რეჟისორის ოსტატობის თვალსაზრისით ჩამოუვარდებიან ვინმე ვან ჩუან-იანის ან იოზეფ კედარს (საუკეთესო რეჟისორობისთვის მას გადასცეს „დათვი”)... მაგრამ „ბერლინალე” ავტორი ტეტებს არ ცნობს. როგორც ჩანს, არც პუბლიკის და კრიტიკოსების მოსაზრებებს არ ცნობს (ფესტივალის ბოლომდე, კრიტიკოსთა გამოკითხვის თანახმად, „ირინა პალმი” ლიდერობდა). უნდა გაიმარჯვოს იმან, ვისაც არავინ აქცევს ყურადღებას! - ესაა ბერლინის ფესტივალის მთავარი იდეა. ყველაფერი დანარჩენი - ვარსკვლავთცვენა წითელ ხალიჩაზე, „ოსკარის” გენერალური რეპეტიცია, მსოფლიო კინოს ცოცხალი კლასიკოსების აღლუმი მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია სპონსორების მოსაზიდად

0x01 graphic

ხულიო ჩავესი ვერცხლის დათვისმფლობელი
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში სხვა

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ტუიას ქორწინება.ოქროს დათვისპრიზიორი

0x01 graphic

კადრი ფილმიდან “ანგელოზი”
რეჟისორი: ფრანსუა ოზონი

ასეთი ორმაგი თამაშის ფონზე, გასაგები ხდება ბერლინელი მემარცხენეების პროტესტი ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო - რომ 2007 წლის 1 იანვრიდან ბერლინის სავაჭრო ცენტრებმა „თავისუფალი აზრის” პრინციპით იმუშაონ. თუკი უწინ, კვირაობით პურსაც კი ვერ იყიდდით იმის გამო, რომ მაღაზიებს მუშაობა ეკრძალებოდათ, 2007 წლიდან სავაჭრო ცენტრებს უფლება აქვთ იმუშაონ იმდენ ხანს, რამდენიც მოესურვებათ - თუნდაც მთელი ღამე.

წლების განმავლობაში, გერმანია ამაყობდა ამ შეზღუდვებით. პატარა მაღაზიების მფლობელებს, გამყიდველებს, მოლარეებს საშუალება ჰქონდათ კვირაობით მაინც დაეთმოთ ყურადღება თავიანთი შვილებისთვის, მშობლებისთვის, საკუთარი თავისთვის. არ იყო იმის საფრთხე, რომ მაღაზიის რომელიღაც „ურჯულო” და „უჯიშო” მფლობელს, რომელსაც ოჯახი არ ანაღვლებდა, დღე და ღამე ემუშავა და გაეკოტრებინა ისინი, ვისთვისაც ფული ერთადერთი ფასეულობა არ იყო ცხოვრებაში. 2007 წლიდან ეს შეზღუდვა გაუქმდა. მომხმარებელი კმაყოფილია. კვირაობით ხალხი მაღაზიებს შეესია. დიდი სავაჭრო ცენტრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ. წვრილ მოვაჭრეებს ისღა რჩებათ, მიაგდონ თავიანთი შვილები და დახლებს დაუბრუნდნენ, უარის შემთხვევაში კი სამუშაოს გარეშე დარჩნენ. ჰოდა, ასეთ დროს, როცა „ტოტალური მომხმარებლობის” იდეამ ერთ-ერთ ყველაზე სოციალურ ქვეყანაში, გერმანიაშიც შემოაღწია, „ბერლინალე” ისევ პატარა ადამიანის უფლებების დამცველის როლში მოგვევლინა. კაცმა რომ თქვას, ცოტა რატომ არ უნდა იეშმაკო სამყაროში, სადაც ყველა ერთმანეთს „ხმარობს”? რატომ არ უნდა მოიტეხო ძალით ხელი ან ფეხი (ან თუნდაც თავი) ყინულზე, თუკი ასე 1000 (ათასი) ევროს გაკეთება შეგიძლია? მით უმეტეს, თუ გრანდიოზული იტალიური ჩექმის შეძენის საშუალება არ გაქვს და ლამის ფეხშიშველი დადიხარ თოვლიან ქალაქში?

ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, შეიძლება იმ ფილმის პერსონაჟი გახდე, რომელსაც ბერლინის კინოფესტივალზე „ოქროს” ან „ვერცხლის” დათვით დააჯილდოებენ. თუკი, რა თქმა უნდა, გლობალურმა დათბობამ ყველა არ გააშიშვლა და ყველა ერთად - ირინა პალმის მსგავსი გამათხოვრებული პენსიონერებიც, ჰოლივუდის ვარსკვლავებიც, დიდი კინოფესტივალების გაზულუქებული სპონსორებიც არ დააფიქრა იმაზე, რომ სიცოცხლის მთავარი ფასეულობა თავად სიცოცხლეა.

„ბერლინალე-2007“-ის პროგრამების შესახებ დაწვრილებით გიამბობთ ჟურნალი „ცხელი შოკოლადი კინოს“ მარტის ნომერში.

10 ცხოვრების წესი

▲ზევით დაბრუნება


ცოტა ალქიმიკოსი ქეთი მატაბელი

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ეს წელი დიდ სიხარულს მოგიტანს, ქეთევანო. აი, ნახავ, თუ არა! შენ ჩიტი სახუმარო ამბავი ხომ არ გგონია?

კეთილმოსურნის ნათქვამი

0x01 graphic

სად იყო და სად არა, ახალი წლის დილას გიორგი ბანძელაძის, ქეთი მატაბელის უფროსი ვაჟის ფანჯარაში ჩიტი შეფრინდა. მე რამდენადაც ვიცი, ამ ჩიტს ღაჟოს ეძახიან. ლამაზი ჩიტია, პატარა და ჭრელი. ღაჟო ძალიან გულადია, და როცა ვინმეს შეშინება უნდა ხოლმე, თავზე ბუმბული ეშლება - აი, რამხელაა! და როგორი სახიფათო! მოვიდა ღაჟო!

ქეთი მატაბელის თქმით, ჩიტების სწორედ იმ ფერის არიან, რა ფერიც აზრები აქვთო. ამ პრინციპით გიორგის ღაჟოს უამრავი კარგი ფიქრით ჰქონდა თავი გამოტენილი. შესაბამისად, დაასკვნა, რომ ის გასათბობად დაიჭირეს და ცუდს არავინ არაფერს უპირებდა. ერთი ისაა, რომ მერე გიორგიმ მეტისმეტი პატივი სცა - აკოცა, და ჩიტსაც გული წაუვიდა. აატრიალა თვალები, ფრთები ჩამოყარა და მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როცა ხელი გაუშვეს.

ახლა ღაჟო სადღაც ლეჩხუმის ტყეებში დაფრთხიალებს და დაუსრულებლად ჰყვება თავისი განსაცვიფრებელი თავგადასავლის ამბავს: „ვაჰ, ეს რა იყო, ბიჭოვ და...“

. . .

ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ჭორაობისას სულ ითხოვს ხოლმე: „ადამიანურად მოყევი. აი, ასე: დილით ადექი, კბილები გაიხეხე - მერე?”

მოდით, ქეთი მატაბელზე ჭორაობა ჩვენც ამ პრინციპით დავიწყოთ. კარგი, ადგა და კბილები გაიხეხა. მერე? თუ რა ხდება „მერე“ ქეთი მატაბელის თავს, იოლი წარმოსადგენია. თავად განსაჯეთ: მას ჰყავს მეუღლე, გია გუგუშვილი, მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი.

0x01 graphic

მას ჰყავს ვაჟი, გიორგი ბანძელაძე, რომელიც გარდა იმისა, რომ განათლებით კინორეჟისორი და კაფე „მულენ ელექტრიკის” სულისჩამდგმელია, სულ რაღაცას გეგმავს, სულ რაღაცას აკეთებს, ამჟამად - სახელოსნოს, რა საქმისთვის - ეგ ჯერ არ ვიცით.

მას ჰყავს ქალიშვილი, მარიამ გუგუშვილი, რომელიც ხელოვნებათმცოდნე გახდება. როცა ვუთხარი, ეცემი მერე მშობლებს და გააკრიტიკებ-მეთქი, გაბრწყინებულმა დამიქნია თავი, კიო. ჰო, კიდევ მარიამს სევდიანი სიყვარულის ამბები და ტრაგიკული ისტორიები უყვარს, და ამასაც ასევე გაბრწყინებული ჰყვება - თექვსმეტი წლისაა, ერთობა.

ქეთის ჰყავს უმცროსი ვაჟი, ლუკა გუგუშვილი, რომელიც ათი წლისაა. ლუკა ჟურნალისტებს თავს დიდად არ უყადრებს და ამიტომ მის შესახებ ბევრს ვერაფერს გიამბობთ.

0x01 graphic

ლუკა გუგუშვილი, ქეთევან მატაბელი, მარიამ გუგუშვილი და ნესტანი. ნესტანი ძაღლია, რომელთან ურთიერთობაც რეინკარნაციის თეორიის ყველაზე გააფთრებულ მოწინააღმდეგესაც ეჭვს აღუძრავს - ნეტა, რა სულთან გვაქვს საქმე?

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საზოგადოებისა, ქეთისთან ერთად ცხოვრობს უაღრესად ცნობისმოყვარე ძაღლი ნესტანი - დაბალბეწვიანი ფოქსტერიერია, გრძელი ცხვირი აქვს, მის გარეშე როგორ უნდა მოხდეს რამე?! როდესაც სახლის პირდაპირ, საკმაოდ მოშორებით აღმართულ კლდეზე ძროხები ჩაივლიან ხოლმე, ნესტანს თავის წმინდათაწმინდა ვალად მიაჩნია ფანჯრიდან ცქერა და ამ განსაცვიფრებელი მოვლენების კომენტირება, და თუ ვინმე ეწვიათ, აუცილებლად უნდა გაარკვიოს, რა სულიერთან აქვს საქმე.

აქვე ცხოვრობს ჩიტი რობინზონი, რომელიც მოთუთიყუშოა, მთლად რა ჯიშია - ვერ გეტყვით. ის უჭრელესია, ქეთის თქმით, ბულგარულ წიწაკას ჰგავს. ხაფი ხმა კი აქვს, მაგრამ შესანიშნავი ჩიტია, ფრიად კომუნიკაბელური. ერთია, ქალები არ უყვარს - ჩიტ ქალებს ვგულისხმობ. ჰოდა, იჯდეს, ბატონო, ასე მარტოკა თავის გალიაში. ფანჯრის რაფაზე ცხოვრობენ თევზები - ვაგლახ, დიდხანს ვერ ცოცხლობენ ხოლმე, მაგრამ რა გაეწყობა... იქვე არიან მცენარეები, რომლებიც თავს აშკარად ჩინებულად გრძნობენ: მოვლილ-ნაპატრონევი გვიმრა, კაქტუსები და მრავალი სხვა - ამდენი ბოტანიკა არ ვიცი.

რამდენი ამ სახლში მოვხვდი, სულ თბილა, სულ გემრიელად მიმასპინძლდებიან და საერთოდ, კარგი სახლია. შესაბამისად, დავასკვენი, რომ ქეთი მატაბელი კარგი დიასახლისი ყოფილა.

ეს მისი ცხოვრების წესის ერთი ნაწილი.

0x01 graphic

მე ჭორად მსმენია, კარგი მებაღეცააო. ჰყვებიან, წყნეთში საუცხოო ბაღი აქვსო - მე ვერაფერს გეტყვით, ზამთარია, აბა, რას მივხვდები? მაგრამ ვიცი, რომ მრავალი წლის წინათ იქ ერთი გლიცინია ხარობდა, მოხუცი და უშველებელი. მერე, სახლის რემონტის დროს, მუშებს გადაუწყვეტიათ, რომ ხე უნდა მოეჭრათ და იმ ადგილას ბეტონი ჩაესხათ. მაგრამ ნურას უკაცრავად! გლიცინიამ ბეტონი გახეთქა და კვლავ ამოვიდა, და ახლაც ყვავის, მისი მომჭრელების გულის გასახეთქად და ქეთის გულის გასახარად.

მთელს მსოფლიოში არავის ჰქონია ჩინეთის იმპერატორზე ლამაზი ბაღი. იქ საოცარი ყვავილები ხარობდა. მათგან ყველაზე ლამაზებს ვერცხლის ეჟვნებს აბამდნენ. აწკარუნდებოდა ეჟვანი და ყველა გამვლელი მოხედავდა ხოლმე - ვაჰ, რა ლამაზი ყვავილია!

0x01 graphic

0x01 graphic

ეს ზღაპარია, „ბულბული” - ხომ გახსოვთ? მაგრამ როგორც ყველა ზღაპარი, ის სრულ სიმართლეს აღწერს - ჩინეთის იმპერატორს ჯადოსნური ბაღი ჰქონია. ცხადია, მებაღეებიც ცოტა ჯადოქრები ჰყავდა, ერთი აუცილებელი პირობით არჩეული: ყოველი მათგანის ზოდიაქოს ნიშანი თევზები უნდა ყოფილიყო.

ქეთევან მატაბელი თევზები გახლავთ.

* * *

მრავალი წლის წინათ საქართველოში ერთი მოსიყვარულე წყვილი ცხოვრობდა: გიორგი და ალექსანდრა. ისინი ოცდაოთხი წლისანი იყვნენ, როცა გიორგი დააპატიმრეს და გადაასახლეს. რამდენიმე წლის მერე ალექსანდრას ამბავი მოუვიდა, რომ მისი ქმარი სადღაც ციმბირში გარდაიცვალა.

0x01 graphic

ქეთის თქმით, ის ფოლიანტებს არაფრისგან აკეთებს. როგორ აკეთებს - ეს სხვა საკითხია.

0x01 graphic

მაგრამ მანამდე ციმბირიდან წერილები მოსდიოდა, ბევრი წერილი. ეს მიმოწერა იმ ცუდი დროის და დიდი სიყვარულის მემატიანეა - ვინ იცის, იქნებ თქვენს სახლშიც მოიპოვება ასეთი საგანძური? ალექსანდრას შვილიშვილზე, ანუ ჩვენს გმირ ქეთი მატაბელზე ეს ფურცლები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. ისევე, როგორც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა კახეთის სახლში ნაპოვნმა დიდმა სკივრმა, სადაც უამრავი საოცარი ნივთი ინახებოდა: ძველისძველი ხატები, მინანქრის ნაკეთობები, ლოცვანი და გაცრეცილი, მშვენიერი წიგნები.

0x01 graphic

ქეთევან მატაბელის სავიზიტო ბარათი - ფოლიანტები.

0x01 graphic

ერთხელ მოსწავლემ მასწავლებელს სთხოვა, მასწავლე რამე, რომ ცხოვრებაში გამომადგეს და დამიფაროსო. მასწავლებელმა უთხრა: ქალებს არასოდეს აწყენინო. ყოველი ქალი ჯადოქარია ან, სულ მცირე, გულთმისანი მაინც”. ეს აღმოსავლური სიბრძნეა, მე არ გამომიგონებია.

მერე იყო რაღაც საბავშვო ფილმი. რა ერქვა ამ ფილმს, ეს ქეთის არ ახსოვს. იმ ფილმში ბავშვები განძს ეძებდნენ და რუკა ჰქონდათ - ცხადია, ცოტა ჯადოსნური, ცოტა კიდეებდამწვარი. ქეთის ეს რუკაც ძალიან მოეწონა.

ესენი და კიდევ ბევრი სხვა, ერთი შეხედვით დაუკავშირებელი ამბები საბოლოოდ ფოლიანტებად იქცა, იმ ნამუშევრებად, რომლებიც ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ქეთი მატაბელის სავიზიტო ბარათია.

ხაზგასმით აღვნიშნავ - უკანასკნელი წლების განმავლობაში. მანამდე ქეთი თავისი გრაფიკით გახდა ცნობილი: „აბსტრაქცია აკრძალული იყო, ისევე, როგორც ბულგაკოვი, მაგრამ მე რა, მაინც ვმუშაობდი, რას დავარქმევდი „ჩემს ბულგაკოვს“, რა მნიშვნელობა ჰქონდა”... ქეთი ხატავდა ძველი თბილისის ამსახავ დიდ ტილოებს, იყო თეატრის მხატვარი, აკეთებდა წიგნებს - ცოტა ისეთებს, როგორებიც კახეთის სახლში ნაპოვნ სკივრში ინახებოდა. ახლა ის წყალსაც „ეპარება”, პატარა შადრევნებს, რომლებსაც „ფოლიანტები წყალში” უწოდა, და რომელთა ნახვაც „დუქანში” და „მულენ ელექტრიკში” შეიძლება და ნამდვილად ღირს: წყალი რაღაცას ჟღურტულებს და შიგ ისეთი საოცარი რამეები ხდება!

მაგრამ ქეთი თვლის, რომ ისინი ჯერ მხოლოდ ვითარდება. დღეს მთავარი მაინც ფოლიანტებია.

თუკი გაგიმართლათ და ქეთი მატაბელს მუშაობისას მოჰკარით თვალი, აღმოაჩენთ, რომ მართლაც რაღაც ჯადოქრობასთან გაქვთ საქმე და ალქიმია უკვდავია. ისევე, როგორც გარდასულ დროთა ოსტატები იღებდნენ ოქროს “არაფრისგან”, ქეთი “არაფრისგან” ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. უნდა ითქვას, რომ თავის ნამუშევრებს საკმაოდ უდიერად ექცევა: ხევს, ღებავს, ფეხს აბიჯებს და ბოლოს წვავს.

ეს ყველაფერი ჯერ სახელოსნოში ხდება, მერე კი - სამზარეულოში, გაზქურასთან. უცნაური და მომნუსხველი სანახაობაა ცეცხლის ალები, მნახველი ლამისაა ხელში ეცეს რესპირატორიან მხატვარს და ცუდი ხმით დასძახოს: „რას სჩადი, ადამიანო?“ მაგრამ ფოლიანტები, ბულგაკოვის ხელნაწერებისა არ იყოს, არ იწვის. და საბოლოოდ ვიღებთ იმას, რაც დღეს მთელს მსოფლიოშია გაფანტული. ქეთი მატაბელის ფოლიანტები ინახება დიდ ბანკებში, გალერეებში და მუზეუმებში, თეთრ სახლში და პრეზიდენტების რეზიდენციებში, ვატიკანში და საპატრიარქოებში. კოლექციონერები ამაყობენ, რომ მათი მფლობელები არიან. ეს ყველაფერი ძალიან კარგი. მაგრამ მე ის უფრო მომწონს, რომ ქეთის ხელოვნება ჩვენი, საშუალოსტატისტიკური მოქალაქეების ცხოვრებასაც ალამაზებს. მეც კი მაქვს მისი ნამუშევრები და გარწმუნებთ: ისინი რომის პაპისას არაფრით ჩამოუვარდება.

0x01 graphic

ფოლიანტების შექმნისთვის სულ ცოტა რამააა საჭირო: მასალა და ნიჭი, ესაა და ეს.

ჰო, ჩიტებს რაც შეეხება: ხალხში ამბობენ, რომ მოუნათლავი ბავშვები ჩიტებად იქცევიან ხოლმე და ადამიანთა გასახარად იფრენენ, სანამ განკითხვის ჟამი არ დადგება. მერე მათ თავად იოანე ნათლისმცემელი მონათლავს და ისინი სამოთხის ბაღში განაგრძობენ ფრენას.

0x01 graphic

11 ქვის რომანი

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი,
დავით ლორთქიფანიძის პირადი არქივი

0x01 graphic

დავით ლორთქიფანიძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი ფურცელაძის ქ. №3 თბილისი, 0105 www.museum.ge

0x01 graphic

დათო ლორთქიფანიძე დმანისის გათხრებზე. ეროვნული მუზეუმის დირექტორი ველზე სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებს.

0x01 graphic

ეს სავიზიტო ბარათია, ანუ კიდევ უფრო მშრალი და ლაკონური, ვიდრე კურიკულუმ ვიტე.

პალეოანთროპოლოგია - ეს კი ის გასაღებია, რომელიც ამ სავიზიტო ბარათით დაწყებული, ერთი საინტერესო ისტორიის კარს მოერგება, ბარათის მფლობელის სამყაროს გაგვიღებს და მუზეუმის დირექტორს „შენობითი” ფორმით გაგვაცნობს. დათო ლორთქიფანიძე - თავისი ნათლად ჩამოყალიბებული იდეებით, საკუთარ ლეპტოპში 3D-ფორმატში აწყობილი სამუზეუმო პროექტებით, წაკითხული წიგნებით, გათხრილი პრეისტორიული სამარხებით და ბეეევრი თავის ქალით, ყბითა და ჩონჩხით.

ასე რომ, თუ თქვენი ურთიერთობა დავით ლორთქიფანიძესთან ტელეეკრანით, საგაზეთო სტატიით, ანდა უკეთეს შემთხვევაში - მხოლოდ სავიზიტო ბარათის გადმოცემით შემოიფარგლა, მაშინ ერთად ვახსენოთ სიტყვა-პაროლი „პალეოანთროპოლოგია” და მუზეუმის კარიც გაბედულად შევაღოთ. იქ ზუსტად დათქმულ დროს მუზეუმის დირექტორი გველის.

დირექტორი პუნქტუალურია. დღის ყოველი საათი წინა დღეს ან შეიძლება რამდენიმე დღით ადრე ჰქონდეს გათვლილი. 11-საათიანი შეხვედრა საათის ბოლოსკენ მაჯაზე თვალის გაპარებით ილევა, ზუსტად 12-ზე 11-საათიანი სტუმარი გადის და 12-იანი შემოდის. ისევ თავაზიანი ღიმილი და კითხვა: - ყავა თუ ჩაი?

დილა ყავით ადრე იწყება. სწორედ ამ ყავის არომატის გამოა, რომ ლორთქიფანიძის ისედაც არაქართულ კაბინეტს კიდევ უფრო დასავლური აურა ახლავს. თავი სადმე უცხოეთში გგონია და რადგან იცი, რომ მუზეუმის მენეჯერს სტუმრობ, ამიტომ უფრო კონკრეტულად - თავი სადმე უცხოეთში, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ, ანდა ლონდონის ბრიტიშ მუზეუმის დირექტორის კაბინეტში გგონია.

ბრიტიშ მუზეუმი ტყუილუბრალოდ არ გახსენდება. ამ ღრმადპატივცემულ ბატონზე ლორთქიფანიძესაც ხშირად უფიქრია. განსაკუთრებით ინტენსიურად - რამდენიმე წლის წინ, როცა ლონდონში სამეცნიერო მოხსენების გასაკეთებლად ჩავიდა. იქ ბევრი ათვალიერა თუ ცოტა გრანდიოზული მუზეუმის გრანდიოზული დარბაზები, ხალხმრავალი ექსპოზიციები, ინსტალაციები, ერთჯერადი შოუები, ვორქშოფები და სემინარები, გაიფიქრა: „ამ მუზეუმის დირექტორსაც მუზეუმის დირექტორი ჰქვია და მეც?” თუმცა, კეთილ შურს მალე გონების განათება მოჰყვა: შემთხვევით ერთ-ერთი დარბაზის თავზე წარწერა „ბი.პი.-ს დარბაზი” დაინახა და მიხვდა, ეს სწორედ ის იყო, რაც მის თეორიებს შორის ერთ-ერთ უმთავრესს გამოხატავდა - სამუზეუმო საქმეში მსხვილი კომპანიებისა და კერძო პირების ჩართვა, რათა შემდეგ ერთად შეძლონ საზოგადოების მოზიდვა... უკან დაბრუნდა და ეროვნული მუზეუმის პროექტებში ბი.პი. თვითონაც აქტიურად ჩართო. ორიოდე დღის წინ საზოგადოების მუზეუმში მოსაზიდად კი ყველაზე მთავარი რამ გააკეთა - მოაწყო დარბაზი, რომელიც პრეზენტაციებს, ვორქშოფებს და სემინარებს უმასპინძლებს. იქ მისვლა ყველას გაუხარდება. არავითარი ბიუროკრატია, არავითარი წინა ეპოქიდან შემორჩენილი, მთელ კაცობრიობაზე გაღიზიანებული „კარისკაცები” და „კარისქალები”, დაშვებული და დასაშვები საშვები. მიბრძანდებით მუზეუმში და, შუშიანი დიდი კარით - რომელიც გამჭვირვალობაზე მიუთითებს - პირდაპირ ჰოლში, შემდეგ კი დარბაზში შებრძანდებით. იქ დაგხვდებათ ვთქვათ იგივე პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი და ყველა იმ საკითხზე გესაუბრებათ, რაც contemporary art-ს ეხება. იქ შეგიძლიათ დალიოთ კოკა-კოლაც, მიირთვათ ჩიპსიც, და უსმინოთ საუბრებს ხელოვნებაზე; ანუ ისეთივე სახალხო-სათქვენო და შინაურულ გარემოში იგრძნოთ თავი, როგორსაც უცხოური მუზეუმები უქმნიან თავიანთ სტუმრებს.

მოკლედ, ბრიტიშ მუზეუმის დირექტორის მიმართ ლონდონში წამით აღძრული შური შურად ნამდვილად ღირდა. საერთოდ, თუ სტიმულად გამოიყენებ და აგამოქმედებს, პრინციპში, ამ გრძნობას არაუშავს. ლორთქიფანიძემ ამ თეორიის ჭეშმარიტება საკუთარ თავზე ლონდონამდე უფრო ადრეც გამოსცადა. ეს პარიზში, შაილოტის სასახლეში მოქმედ ერთი უცნაური სახელწოდების მუზეუმში მოხდა:

0x01 graphic

დღეს დმანისში მყუდროდ მუშაობა უკვე შეუძლებელია. იქაურობა ჰგავს ერთ დიდ სცენას, სადაც ახალ-ახალ პერსონაჟებს - იგივე პრეისტორიული ადამიანების ჩონჩხებს - მაყურებელი სულმოუთქმელად ელის.

0x01 graphic

პარიზში ყოფნისას, ერთ კვირა დღეს პალეოანთროპოლოგ დირექტორს გულმა პრეისტორიული ადამიანებისკენ გაუწია და „ადამიანის მუზეუმის” კარი შეაღო. შუა დარბაზში, მერხზე ჩამოჯდა და ნახა, როგორ ატარებდნენ ფრანგი ბავშვები ჩვეულებრივ უქმე დღეს: ისინი მშობლებს მუზეუმში მიჰყავდათ, იქ კი მუზეუმის თანამშრომლები შინაურულ გაკვეთილებს უტარებდნენ: როგორი იყო ადამიანი თავიდან, როგორ გამოება ხელ-ფეხი, როგორი მენიუ ჰქონდა, როგორ დადიოდა „სამსახურში”, როგორი ხელოვნება ჰქონდა... - მუზეუმის ფრანგ თანამშრომლებს კეთილი ტონი ჰქონდათ, დაახლოებით ისეთი, მეზღაპრეებს რომ აქვთ ხოლმე...

0x01 graphic

შური მაშინაც კონკრეტული საქმით დაგვირგვინდა. მსგავსი საგანმანათლებლო საბავშვო პროგრამა დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმშიც მოქმედებს. ბავშვებს კეთილი დეიდები და ბიძიები ზეზვას და მზიას ნამდვილ ზღაპარსაც უამბობენ და სიმულაციურ სამარხებში თხრასაც ასწავლიან.

„არ არის აუცილებელი, თითოეული ჩვენთან მოსული ბავშვი არქეოლოგი გამოვიდეს. მათი სახით მუზეუმს მეგობრები მაინც გაუჩნდება, ანუ გულშემატკივარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მალე შეიცვლება მუზეუმში სიარულის კულტურა” - ეს დავით ლორთქიფანიძის ერთ-ერთი თეორიათაგანია. საერთოდ, მას უამრავი თეორია აქვს. ყველაზე მეტი გატაცებით სწორედ ამ თეორიებზე საუბრობს. საერთოდ დინჯად, დაბალ ხმაზე მეტყველებს და იმდენად თავშეკავებულად, რომ გატაცებას და ემოციას ოდნავ ღიმილსა და აწეულ ტონზე ძლივს თუ შეატყობ.

დღეს მის თეორიებს შორის ბიზნესის მართვის, მენეჯმენტისა და საზოგადოების ადმინისტრირების შესახებ თეორიები ჭარბობს. თუმცა, იყო დრო, როცა დირექტორის პოსტისგან თავისუფალი ლორთქიფანიძე დროს მხოლოდ სამეცნიერო თეორიების გაცნობასა და დეტექტივების კითხვას უთმობდა.

ეს ორი სფერო კი - ძველ სამარხებში ქექვა და აგატა კრისტის კითხვა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. პალეოანთროპოლოგიის მთელი ხიბლი ხომ ზუსტად ესაა: გგონია, კარგ დეტექტივს კითხულობ. წიგნი - სამარხია. მინიშნებები - ნაპოვნი ექსპონატები. თუ კარგი მცოდნე ხარ და ალღოც გიჭრის, თავსატეხს უმალ ამოხსნი. ხანგრძლივი კითხვის, ანუ ბევრი თხრის შემდეგ იპოვი მინიშნებას, მაგალითად, ქვედა ყბის ძვალს და სიუჟეტსაც ააგებ: ამ ადამიანს ასეთი და ასეთი სახე ჰქონდა, ამა და ამ ზომის ტვინი, ხელ-ფეხი, სიმაღლე, ასეთ და ასეთ გარემოში ცხოვრობდა და ამდენ ხანს იცოცხლა...

ეს ქვის ფანტაზიაა, რომელსაც ვერ განივითარებ, თუ ცოდნა არ გაქვს;

ეს ქვის დეტექტივია, რომელსაც ვერ ამოხსნი, თუ ალღო არ გაქვს;

და ეს ქვის რომანიც არის, რომელსაც ვერ განიცდი, თუ არ გიყვარს.

დათო ლორთქიფანიძეს დღეს ძირითადად მენეჯერი ჰქვია, მაგრამ კარგი პალეოანთროპოლოგი რომ იყოს, საამისოდ სამივე ზემოთ ჩამოთვლილ პირობას აკმაყოფილებს.

დავიწყოთ მთავარით: რომანით.

ქვის რომანი ლორთქიფანიძის შემთხვევაში ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. მიზეზი მამა იყო. ოთარ ლორთქიფანიძე, ცნობილი არქეოლოგი, ვანის არქეოლოგიური გათხრების ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ხელმძღვანელი და ქართული არქეოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი. ასე რომ, რაღაც-რაღაცეები დათოსთვის თავისთავად, თითქმის ქვეცნობიერად მოხდა. როდესაც ქვადქცეული ჩონჩხების, ყბებისა და მუხლის მალების გარემოცვაში იზრდები, მერე ამ ყველაფერს პროფესიად ვეღარ აღიქვამ. ვერც დათომ აღიქვა. ზაფხულის არდადეგებს პირველივე კლასიდან ვანის არქეოლოგიურ გათხრებზე ატარებდა. ესმოდა სტრაბონის დახასიათება ოქროთი მდიდარი კოლხეთის შესახებ და არგონავტების მითი. უფროსების საუბარში ყურმოკრული ლამაზი სიტყვების - „ოქროს საწმისი”, „მშვენიერი მედეა”, „მზეჭაბუკი იაზონი”... - განსხეულებას შემდეგ სამარხებში - ერთი შეხედვით უსახურ და მოსაბეზრებელ ორმოებში - ეძებდა. ამიტომ თავიდანვე გამოუმუშავდა ის სპეციფიკური ფანტაზიაც, როცა მიწისა და ქვის დანახვაზე მთელ მითებს აღადგენ თავისი დაძაბული სიუჟეტებითა და კვანძების გახსნით.

0x01 graphic

დიდი აღმოჩენა დმანისში, რომელმაც
კაცობრიობის წარმოშობის ისტორია შეცვალა.

„მამასთან ვცხოვრობდი, მის ოთახში. გათხრებზეც გავდიოდი, მაგრამ უფრო მეტად ლაბორატორიაში ყოფნა მიყვარდა, დაძაბული ვუსმენდი უფროსების დიალოგსა და თეორიებს ნაპოვნი ექსპონატების შესახებ. და ვაკვირდებოდი თითოეულ მოქმედებას, რაც ექსპონატის გასუფთავებას, შენახვას და ამოცნობას ახლავს თან. მიყვარდა უზარმაზარი სასადილოს ვერანდაზე ყოფნა. იქედან მთელი ვანი ხელისგულივით ჩანს, თავისი სამარხებიანად და იდეალური ადგილია ფიქრისთვის. მგონი, ზუსტად იმ ვერანდაზე მოვიფიქრე ბევრი რამ ჩემს მომავალთან დაკავშირებით”.

ამ ვერანდაზე აღმოაჩინა ლორთქიფანიძემ ერთი სასიამოვნო რამ:

ის, რასაც სხვები ტელეეკრანიდან თუ წიგნებიდან რომანტიზებულად უყურებენ, თვითონ ახლოდან და შიგნიდან იცნობს; რომ გათხრებზე ყოფნა არ არის მხოლოდ საღამოობით გიტარით ხელში კოცონთან ჯდომა; რომ ეს ძალიან ხანგრძლივი და კონცენტრირებული შრომაა; რომ 8-საათიანი სამუშაო დღე არქეოლოგის შემთხვევაში ნიშნავს რვა-საათიან თხრას და თან ძირითადად უშედეგოს. ნიშნავს გამუდმებული ლოდინით ცხოვრებას, რომ წერაქვის დარტყმას ახალი აღმოჩენა მოჰყვება, რომელიც ადამიანის ისტორიას თავიდან გადაწერს...

ამ ყველაფრის ბავშვობიდანვე ცოდნამ გამოიწვია ის, რომ როცა პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, დათომ რაღაც ახლის შესწავლა მოინდომა: ხან სპორტული ჟურნალისტობა უნდოდა, ხან ასტრონომობა, ხან ბიოლოგობა. მაგრამ ყველაფერი თავისით მოხდა. დათო იმ გარემოში დარჩა, რომელშიც გაიზარდა.

„ის, რასაც ბავშვობაში ვანის ვერანდაზე ვფიქრობდი, შემდეგ ცხოვრებამ და გამოცდილებამ დამიდასტურა. იქ, სხვადასხვა დარგის უამრავ სპეციალისტს შორის ტრიალისას მივხვდი, თუ როგორი ფართო უნდა იყოს შენი ცოდნა. ბევრ სხვადასხვა დარგს უნდა ფლობდე და მათ შორის კავშირის მოძებნაც უნდა შეგეძლოს. ვანშივე გამიჩნდა დიდი დისციპლინის შეგრძნება. ველზე ყოფნისას მივხვდი, რომ ეს არ არის თამაში და ექსკურსია. ეს სამსახურია. ვანმა ჩემზე მართლა დიდი გავლენა მოახდინა. ვანმა გამიჩინა ამბიცია”.

რადგან სიტყვა ამბიციაზე ჩამოვარდა, გეტყვით, რომ დათოს ამბიცია გამორჩეული იყო. მას წარმატებას მიღწევა სურდა და თან ისეთის, რომ ცნობილი არქეოლოგი მამის ჩრდილისგან თავი დაეღწია.

0x01 graphic

„ამის თქმა აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია. მინდოდა ჩრდილს გავცდენოდი. მამის გამო, შეგნებულად არ ავირჩიე ისტორიის ფაკულტეტი და უნივერსიტეტში გეოგრაფია- გეოლოგიის ფაკულტეტზე შევედი”.

მოკლედ, არსებობდა გზა, მაგრამ ძალიან გაურკვეველი. დათომ იცოდა მხოლოდ ერთი - რომ არ სურდა მეცნიერებაში მამის გზით სიარული და არ სურდა ისევ მამის საყვარელ სფეროში - საქართველოს ანტიკურ პერიოდში დარჩენა. ამიტომ ვანიდან სადმე კარგა მოშორებით უნდა გადაეხვია. ეს გადასახვევი მან მოსკოვში ასპირანტურაში სწავლისას დაინახა. „იქ პირველად ვიგრძენი დამოუკიდებლობა. თუ ქართული ექსპედიციები ჩემთვის სახლივით იყო, რუსეთში არავის შვილი არ ვიყავი, არავითარი პრივილეგია არ მქონდა. იქ მივხვდი, რომ ადრეული პერიოდის ადამიანი მაინტერესებდა. ის ფაქტი, რომ ამ პერიოდის ადამიანის ისტორია ქვაში უნდა ეძებო, კიდევ უფრო მიმძაფრებდა ინტერესს”.

შემდეგ სურვილი კიდევ უფრო დაკონკრეტდა. სიზუსტეების მოყვარულ მუზეუმის დირექტორს ისიც ზუსტად ახსოვს, როდის მოხდა ეს. ისევ 1986 წელს, თბილისიდან ვანში მატარებლით მიდიოდა, გზაში დონ იოჰანსონის წიგნი წაიღო. ეს ანთროპოლოგების სამაგიდო წიგნი, რომელიც გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა, ლუსის ეძღვნება, იმ 3.5 მილიონი წლის წინ მცხოვრებ ადამიანის მსგავს ქალბატონ მაიმუნს, რომელსაც ეთიოპიაში ჩიკაგოელმა დონალდ იოჰანსონმა მიაგნო. ლუსი იმით იყო გამორჩეული, რომ ის გახდა პირველი ადამიანი, რომლის სხეულიც თითქმის სრული სახით იპოვეს მაშინ, როცა მანამდე მეცნიერები მხოლოდ პრეისტორიული ადამიანების ფრაგმენტებს იცნობდნენ.

„მატარებელში მთელი წიგნი სულმოუთქმელად წავიკითხე. და იმ დღეს საბოლოდ გადავწყვიტე, რომ პალეოანთროპოლოგიაში მივდივარ”.

პალეოანთროპოლოგია - უძველეს სამარხებში პრეისტორიული ადამიანის კვლევას ნიშნავს. ეს მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სფეროა. პალეოანთროპოლოგიაში - რაც არ უნდა გრძლად და უცხოდ ჟღერდეს სახელი, თურმე, ძალიან დიდი კონკურენციაა და ამავე დროს, ძალიან ადვილია, გახდე ვარსკვლავი. „აბა, ისტორიაში რა დიდი აღმოჩენა უნდა გააკეთო, ახალ ქალაქს ვეღარ იპოვი, ანთროპოლოგიაში კი უამრავი უცნობი წერტილია, ჩონჩხის ერთი პატარა ნაწილის პოვნამ შეიძლება მანამდე დაწერილი ისტორია თავიდან გადაგაწერინოს. თუმცა, ცხადია, ბევრ სხვა კომპონენტთან ერთად ამხელა წარმატებას რომ მიაღწიო, მარტივად - იღბალიც გჭირდება. და თუ გაგიმართლა, შემდეგ აუცილებლად უსვამ საკუთარ თავს კითხვას: “ვიმსახურებ ამხელა წარმატებას?”

„ზუსტად ასე ვფიქრობდი, როცა მატარებელში იოჰანსონის წიგნის წაკითხვიდან 15 წელი გავიდა და მე ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე იოჰანსონთან ერთად აღმოვჩნდი. გვერდი-გვერდ ვისხედით. ერთ კონფერენციაზე ვკითხულობდით მოხსენებებს. თან იოჰანსონი უკვე დაღმავალი ვარსკვლავი იყო, შენ კი წინ ახალი აღმოჩენები გელის... და მეც მაშინ ბუნებრივად გამიჩნდა კითხვა: რატომ მაინცდამაინც მე? რით დავიმსახურე?”

ეს კითხვა ანთროპოლოგებისთვის კიდევ უფრო აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ ისტორიული ექსპონატის პოვნას ხანდახან მეცნიერები ათეულობით წელს ანდომებენ, წარმატება კი ან მოდის, ან - არა. ასე ყოფილა პალეოანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, წარმოშობით ინგლისელი ლუის ლიკის შემთხვევაშიც, რომელიც აფრიკულ მიწას თითქმის უშედეგოდ 30 წლის განმავლობაში თხრიდა. შემდეგ კი ისეთი აღმოჩენები გააკეთა თავის ოჯახთან ერთად, რომ დღეს ლიკის სახელი ანთროპოლოგიაში ბრენდივით დამკვიდრდა.

0x01 graphic

დავით ლორთქიფანიძე კი ასეთივე ცნობილი ქართული ბრენდის წარმომადგენელია. მამისგან განსხვავებული გეზის აღებამ გაამართლა. მატარებელში მიღებული გადაწყვეტილება ზუსტი აღმოჩნდა. დმანისი ის ადგილი იყო, სადაც მიწა უამრავ, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე საიდუმლოს ფარავდა...

მოსკოვში სასწავლებლად წასულმა ლორთქიფანიძემ კონკურსში სცადა ბედი და ასე აღმოჩნდა კიოლნის უნივერსიტეტში პრაქტიკაზე. იქ დამყარებული გერმანული კონტაქტების წყალობით კი, დმანისში გათხრების ახალი ეტაპის დაფინანსებაც შესაძლებელი გახდა.

„გერმანიაში ყოფნის დროს მივხვდი, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო დმანისი. ეს ადგილი უკვე აღმოჩენილი იყო, პროფესორების აბესალომ ვეკუასა და ლეო გაბუნიას აღმოჩენების წყალობით, მის მნიშვნელობას არავინ უარყოფდა. უბრალოდ საჭირო იყო დმანისის ახალ რელსებზე გადაყვანა”.

ეს პროცესი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც დავით ლორთქიფანიძის გუნდმა დმანისში ახალი ექსპონატები იპოვეს და ადამიანის წარმოშობასა და განვითარებაზე მთელი მსოფლიოს წარმოდგენა შეცვალეს.

თავიდან ქვედა ყბა იპოვეს, შემდეგ თავის ქალები და ჩონჩხის სხვა ნაწილებიც. გაირკვა, რომ აფრიკიდან პირველყოფილ ადამიანს მოგზაურობა გაცილებით ადრე დაუწყია, ვიდრე ეს ცნობილი იყო. და ის პირველად სწორედ საქართველოში ჩამოსულა. ისიც გაირკვა, რომ ამხელა ვოიაჟისთვის პირველ ადამიანს სულაც არ სჭირდებოდა კარგად განვითარებული ტვინი, რადგან დმანისში აღმოჩენილ ჰომინიდს მუხუდოს მარცვლის ხელა ტვინი ჰქონია.

ამ აღმოჩენამ როგორც დათო ლორთქიფანიძე ამბობს, საქართველო სრულიად ახალ მსოფლიო რუქაზე დიდი ასოებით მონიშნა.

ალბათ, სწორედ მაშინ გაჩნდა ის კითხვა, რომელზეც მუზეუმის დირექტომა გვითხრა, რომ წარმატებასთან ერთად მოდის - „ვიმსახურებ კი ამხელა წარმატებას?“ თუმცა, ეს უპასუხო კითხვათაგანია. იმდენად გსიამოვნებს წარმატება, რომ „ევრონიუსის“ ერთ ცნობილ რუბრიკას სათაურს ესესხები და უკომენტაროდ ატარებ.

იმ ხანებში კი New York Times-იც, ჟურნალი Time-იც, National Geographic-იც და Nature-იც დმანისის აღმოჩენაზე წერდა. საქართველოში ჩამოსულ პირველ აფრიკელ ჰომინიდს იმხელა პატივი ერგო, რომ ცნობილი და მდიდარი ჟურნალების ყდებზეც აღმოჩნდა. თიმე-ის ჟურნალისტი დმანისელ ადამიანზე წერდა: „კარგად დაიმახსოვრეთ ეს სახე, მან შეიძლება ათასობით ადამიანის წარმოდგენა შეცვალოს; ეს შეიძლება იყოს იმ ადამიანის სახე, რომელმაც აფრიკა პირველმა დატოვა”...

0x01 graphic

National Geographic-ის სტატიაში კი ეწერა, რომ დმანისი არა მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ ის აგრეთვე არის გაკვეთილი ჩვენთვის, ვინც ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებთ პატარა ქვეყნებს და ახალგაზრდა მეცნიერებს”.

თუმცა, ეს წარმატება საკმარისი არ იყო. საჭირო იყო მეტი რეკლამა, დმანისური აღმოჩენის მთელ მსოფლიოში გავრცელება, ცნობადობის ასამაღლებლად კი - პირველი ქართველებისთვის სახელების მოფიქრება. ასე გაჩნდნენ ზეზვა და მზია.

„სახელების მოფიქრება აუცილებელია. ყველა დიდ აღმოჩენას აქვს სახელი. მათ ხანდახან აბსოლუტურად შემთხვევით არქმევენ ხოლმე სახელს, მაგრამ შემდეგ მთელ მსოფლიოში ცნობილი ხდებიან. ასე მოხდა ლუსის შემთხვევაშიც. ლუსის ლუსი იმიტომ დაარქვეს, რომ იმ ღამეს იოჰანსონის გუნდი „ბითლზის” სიმღერას Lucy in the Sky with Diamonds-ს უსმენდა შეუსვენებლად. ერთი ცნობილი აღმოჩენა იყო ჩადში, რომელსაც აბელი დაარქვეს მხოლოდ იმიტომ, რომ არქეოლოგების ადგილობრივ მძღოლს ერქვა ეს სახელი...”

0x01 graphic

ზეზვა და მზია უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო. პრეისოტრიული ადამიანების ქართულ ოჯახს მალე ქალიშვილი ეყოლება.

მოკლედ, ამავე პრინციპით გასულიერდა დმანისელი წყვილი - ზეზვა და მზია. სიახლე კი ის არის, რომ მალე ზეზვას და მზიას ქალიშვილიც „შეეძინებათ” - მხატვარ ელიზაბეთ დენესის უკვე მზად აქვს მისი ნახატიც. გოგონას სახელიც ჰქვია, მაგრამ ამ ყველაფერს ცოტა მოგვიანებით შევიტყობთ, როცა ზეზვას და მზიას გოგონას ლორთქიფანიძე საზოგადოებას წარუდგენს.

უკვე გითხარით, რომ მუზეუმის დირექტორს უამრავი თეორია და, რაც მთავარია, ამ თეორიების საინტერესოდ გადმოცემის ნიჭი აქვს. არქეოლოგიის ბაიბურშიც რომ არ იყო, მაინც დაინტერესდები. ახლა მეუბნება, დმანისის აღმოჩენამდე მთელ მსოფლიოში წამყვანი აფრიკული ანთროპოლოგია იყო, და დმანისის შემდეგ საქართველომაც ჩემპიონთა ლიგაში დაიწყო თამაშიო.

არქეოლოგიის ჩემპიონთა ლიგაში მანამდე მოთამაშეები ორ კატეგორიად იყოფოდნენ: იყვნენ აფრიკის ქვეყნები - სამხრეთ აფრიკა, ჩადი და ეთიოპია, სადაც პირველი ადამიანების კვალია აღმოჩენილი და მათ კაცობრიობის აკვანს უწოდებდნენ და იყვნენ: ეგვიპტე, საბერძნეთი, ჩინეთი - ძველი ცივილიზაციის ქვეყნები. მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ჯერ დმანისი და დმანისის გავლით საქართველო აღმოაჩინა, უკვე ყველამ გაიგო, რომ საქართველო უმაღლესი ლიგის ორივე კატეგორიას ერგება: ჩვენთან პრეისტორიული ადამიანიც დააბიჯებდა და ვითარდებოდა და ამავე დროს, უძველესი კულტურაც იქმნებოდა. გამოდის, რომ საქართველოში ადამიანის განვითარების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა. დღეს ჩვენი ტერიტორიის ამ უნიკალურ თვისებას მეცნიერები უკვე მსოფლიოს მასშტაბით აღიარებენ.

„ქართული მეცნიერების პლუსი სწორედ ეს არის, რომ ჩვენ არ ვართ უბრალო აფრიკული ტომი, რომელიც დიდ მეცნიერებას ემსახურება. არ არსებობს ტანზანიის არქეოლოგიური სკოლა, ან ეთიოპიის არქეოლოგიური სკოლა. იქაური აღმოჩენები მხოლოდ ინგლისურ-ამერიკული ექსპედიციების შედეგია. ჩვენთან კი… ვიტყოდი, რომ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი არქეოლოგია აქვს, ესეც მის მაღალგანვითარებულ კულტურაზე მიუთითებს”.

დღეს დმანისში მყუდროდ და წყნარად მუშაობა უკვე გამორიცხულია. ის უკვე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. იქ განვითარებული მოვლენების ხილვა სტუმრებს ზაფხულიდან საგანგებოდ აშენებული მუზეუმის წყალობით გაცილებით უფრო თანამედროვე პირობებში შეეძლებათ. ლორთქიფანიძე ლეპტოპში ინახავს დმანისის მუზეუმის სამგანზომილებიან პროექტს და თვალნათლივ წარმომადგენინებს სულ შუშითა და ლითონით აშენებულ თანამედროვე ნაგებობას - გიგანტური მონიტორებით, მისაღებით, საგამოფენო სივრცით, რესტორნით…

ანუ, შეიძლება ითქვას, რომ დმანისი საქართველოსთვის წარმატებული ბრენდი გახდა. მან ფუნქცია შეიძინა. ამიტომ ბუნებრივია, ყველა ადამიანი, რომლის წერაქვსაც მიწისქვეშეთიდან დიდი დმანისური დეტექტივის ამოსახსნელად მინიშნება ამოჰყა - ბედნიერია. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ როცა ერთ კონკრეტულ პროექტზე მთელი გუნდი მუშაობს, მაშინ იქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ზუსტად ვინ იპოვა საჭირო ექსპონატი. ამ დროს შენს გვერდით მომუშავე მეგობრის აღმოჩენაც საოცრად გიხარია. დმანისში ერთი ასეთი შემთხვევაც მოხდა: როცა ლეგენდარული ქვედა ყბა აღმოაჩინეს, იმ პერიოდში გათხრებზე ერთი ბრაზილიელიც მუშაობდა. როცა თავის ქალის ასაკი - 1.8 მილიონი წელი დადგინდა, ბრაზილიელმა თურმე ტირილი დაიწყო- მას დმანისამდე არაფერი ჰქონდა აღმოჩენილი 12 ათას წელზე ძველი.

ლორთქიფანიძე კიდევ ერთ ემოციას იხსენებს:

„იყო ერთი სეზონი, როცა ვერც ერთ დღეს ვერაფერი ვიპოვეთ. გულწრფელად გეტყვით, ძალიან გაღიზიანებული ვიყავი. 8-9-საათიანი სამუშაო დღე ფუჭად მიდიოდა. იმ პერიოდში ჩვენთან National Geographic-ის ფოტოგრაფი მუშაობდა. ხუმრობით ვეუბნებოდი, აღმოჩენას აქ შენი წასვლის შემდეგ გავაკეთებთ-მეთქი. ერთ შაბათს უნდა წასულიყო, მაგრამ დარჩენა ისურვა და გამგზავრება გადადო. იმ შაბათ დილას კი, როცა ველზე გავედით, ერთ-ერთ კოლეგას თავზე წამოვადექით. ჩვენი მისვლა და თავის ქალის აღმოჩენა ერთი იყო. ამერიკელი ფოტოგრაფი კინაღამ გაგიჟდა. როგორც წესი, ფოტოგრაფებს უკვე აღმოჩენილი ექსპონატების გადასაღებად ეძახიან. ის კი სრულიად მოულოდნელად გახდა დიდი აღმოჩენის მოწმე. დღემდე მახსოვს ის ჟრუანტელის განცდა, როცა მიწიდან ახლად ამოღებული თავის ქალა ხელში დავიჭირე”...

0x01 graphic

თუმცა, დათო ლორთქიფანიძემ ისიც კარგად იცის, რომ ცხოვრებაში ხშირად დიდი წარმატება და დიდი უბედურება ერთდროულად შეიძლება მოხდეს. ასე იყო 2002 წლის მაისშიც. 18 მაისს მუზეუმის დირექტორმა ლევან ჭილაშვილმა დათო კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ თავის პირველ მოადგილედ ნიშნავდა. გახარებულმა მამას ბორჯომში დაურეკა - ის იქ მუზეუმის დღესთან დაკავშირებით, საჯარო ლექციას კითხულობდა. შვილის დაწინაურება მამასაც ძალიან გაუხარდა და მეუღლეს უთხრა, რომ თურმე, მუზეუმის დირექტორის პირველ მოადგილედ 30 წლის წინ თვითონაც ზუსტად ამ დღეს დაუნიშნავთ… ოთარ ლორთქიფანიძე იმ ღამეს გარდაიცვალა. „თითოეული შემთხვევა რაღაცას გასწავლის. მე იმ პერიოდში გავიაზრე, რომ დიდ წარმატებას შეიძლება დიდი მწუხარება დაემთხვეს და თუ ძლიერი ხარ, აუცილებლად უნდა მოძებნო გადარჩენის გზა. ეს მარტივი არ იყო. მუშაობა დიდხანს მიჭირდა. ჩემს გარშემო ისეთი სასიხარულო ამბები ხდებოდა და მე ამ სიხარულის განცდის თავიც არ მქონდა. სწორედ იმ დღეებში, National Geographic-ის ათგვერდიანი სტატია მზადდებოდა, შციენცე Magazine-ში წერილი იბეჭდებოდა, მე კი ქრონიკულად ცუდ ხასიათზე ვიყავი. ერთ-ერთ საღამოს მეგობარმა მითხრა, დედამიწა შენს გარეშეც იტრიალებს, წადი სახლში, დაისვენე და მოეშვიო. ზუსტად იმ მომენტში მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ერთი ხელის მოსმით შევიცვალე და მეორე დილას სამსახურში ჩვეულებრივი განწყობით მივედი. თურმე, ერთმა სწორ მომენტში ნათქვამმა უმარტივესმა სიტყვამ შეიძლება ყველაფერი მთლიანად შეცვალოს...”

დათო ლორთქიფანიძეს კიდევ უამრავი თეორია აქვს და რაც მთავარია, ამ თეორიებს ბიზნეს-ტერმინოლოგიის გამოყენებით ისე დეტალურად და ლოგიკურად გიყალიბებს, რომ გგონია - ეს ყველაფერი უმისოდაც მშვენივრად იცოდი. ლორთქიფანიძე თავისი, როგორც მეცნიერის მისიად სწორედ ამას მიიჩნევს - საზოგადოებასთან კონტაქტის დამყარებას; რომ მეცნიერები არა მხოლოდ ერთმანეთს ესაუბრონ მხოლოდ ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე, არამედ თავიანთი აღმოჩენები საზოგადოებას გაუზიარონ. ამისთვის საუკეთესო ადგილი კი კარგად მოწყობილი და საგანმანათლებლო პროგრამებით დახუნძლული მუზეუმია. დათო ლორთქიფანიძე ეროვნულ მუზეუმს სწორედ ასეთად აყალიბებს. ეს ადგილი მალე საერთოდ აღარ ემსგავსება მკვდარ და აკადემიურ სივრცეს, სადაც სიცოცხლე გაყინულია. ახალ მუზეუმს შემინული კარი ექნება და ქუჩიდანვე დაინახავ, შიგნით როგორი სიცოცხლეც დუღს. აი, ჩაიარე რუსთაველზე დღესვე და თავად დარწმუნდი…

12 კადრებად დანახული ცხოვრება

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

0x01 graphic

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი,
ნათელა გრიგალაშვილი

ხაშურს ზამთარში პატარა ციმბირს ეძახიან- მითხრა როგორც კი ცენტრალური ტრასიდან გადავუხვიეთ და სახლამდე მიმავალ ვიწრო, მოყინულ გზას გავუყევით. მართალი გითხრათ, ჩვენი იქ გამოჩენა დიდად არავის გაკვირვებია, რადგან გრიგალაშვილების სახლის ყველა წევრი, სრულ შემადგენლობასა და მზადყოფნაში, უკვე ჭიშკრის შესასვლელთან გველოდა.

აი, აქედან, ჩემთვის ახალ, საინტერესო მასალაზე მუშაობა იწყება, მისთვის - უკან, წარსულში დაბრუნება და მოგზაურობა, მოგზაურობა დროსა და სივრცეში, მოგზაურობა ნათელა გრიგალაშვილის ცხოვრების შავ- თეთრ კადრებში.

ხაშური და იეღოველები

ამ სახლში ნათელას ძმა და მისი ოჯახი ცხოვრობს. შეშის ღუმელზე საგანგებოდ ჩვენთვის მომზადებული საჭმელი თუხთუხებს და მის გარშემო გასათბობად შემომსხდრები, მე და ჩემი ფოტოს კაცი ყურადღებით ვუსმენთ რამდენიმე თვის უნახავი ოჯახის წევრებს შორის გამართულ დიალოგს: - „ლალი გათხოვილა - უყვება მამიდას თეონა - მაგრამ ქარელ სომეხს გაჰყვა, გაიპარა და იეღოველებმა გარიცხეს...”

- საიდან გარიცხეს? - იეღოველების გაგონებაზე ვცქვიტე ყურები.

- თავისი რიგებიდან, მათთან გაპარვა და ქორწილამდე ურთიერთობა არ შეიძლება.

- ვაა, და არიან აქ იეღოველები?

- უჰ, რამდენიც გინდა... და იცი როგორ გამოირჩევიან?

- როგორ?

0x01 graphic

- უმრავლესობას კარგად აცვია და როცა დაინახავ ბევრს, ერთად, კარგად ჩაცმულებს და ერთი მიმართულებით მოსიარულეებს, ესე იგი - კრებაზე მიდიან...

ქალაქიდან ჩამოსული მამიდის დანახვაზე, 7-8 წლის შაკო შეუჩერებლივ ცმუკავს, ყველას საუბარში ერთვება და როგორც ნაძვის ხეს, ისე გვივლის წრეებს. რაც უფრო დიდხანს აკვირდები, ხვდები, რომ უბრალოდ ბავშვი კი არა, ბავშვი-კომენტარია; ანუ, სადმე, თუნდაც გვერდზე ოთახში რომ თქვა რაიმე, შენს წინადადებას აუცილებლად მოჰყვება მისი კომენტარი. ამიტომ, ამ ოჯახში შაკო ყველაფრის საქმის კურსშია და დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა საკითხსა თუ პრობლემაზე საკუთარი აზრი და შეხედულება გააჩნია. - აუუ, როდის წავაალთ? მამიდ, გადამიღეებ დღეს? - ამის გამეორება, სულ მცირე, ასჯერ მაინც შეუძლია, რადგან... ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ შაკო და თეონა, ნათელა გრიგალაშვილის, შეიძლება ითქვას, პატარა მუზები და საექსპერიმენტო კადრების გმირები არიან. ჰოდა, შაკომაც იცის, რომ ქალაქიდან ჩამოსული მამიდა აუცილებლად წავა გადასაღებად და მას და თეონასაც თან წაიყვანს - ტყეში, ღრეში და უკაცრიელ მინდორშიც. ამ ყველაფერზე ნათელას დედა, რომელიც იქვე, ღუმელთან არის მოკალათებული, ერთს ამოიოხრავს ხოლმე და ამატებს: - „მეე? რაღა გითხრა, შვილო... ბაღში, საცა კი წამოწოლილს დამინახავს, იქვე მიღებს ხოლმე ფოტოებს და...”

სულ ცოტა ხანში, ჩვენ იმ სოფელში წავალთ, სადაც ჩემი მისია უნდა შევასრულო და ნათელას მეხსიერებაში ამოვატივტივებინო მისი ცხოვრების ამბები თუ კადრები. ეს კი მხოლოდ მის სოფელში, თაგვეთში მოხდება, სადაც წელიწადის ამ სუსხიან დროს ჯიპით და საბურავებზე მიმაგრებული ჯაჭვებით თუ ააღწევ.

თაგვეთს კომიკური ისტორია აქვს. ხაშურთან ახლოს, მთა გუეთთან მდებარე პატარა დასახლებას, ხალხი ჯერ მთაგუეთს ეძახდა, მერე თაგუეთს და ბოლოს თაგვეთად მოინათლა. აქ კიდევ შემორჩა რამდენიმე სახლი, რომელიც ზამთარში ისე ცარიელდება (გაუსაძლისი პირობების გამო, ყველა ხაშურში ჩამოდის), რომ უკაცრიელ სოფელს ემსგავსება. თაგვეთის გარშემო არსებული სოფლები ხომ უკვე ნასახლარებად მოიხსენიება. ასე რომ, ამ მხარეში ეს ერთიღა შემორჩა, სადაც საკვამურიდან ამოსული კვამლით თუ მიხვდები, რომ აქ ჯერ კიდევ არიან ცოცხალი ადამიანები.

თაგვეთი

ნათელას სახლი სოფელ თაგვეთის ბოლოში იყო, სადაც ოთხნი: დედა, მამა, თვითონ და მისი ძმა ცხოვრობდნენ. ეს ორსართულიანი სახლი დღეს იმ სხვა სახლებს ჰგავს, რომლებიც გამოსაზამთრებლად დატოვეს პატრონებმა და სადაც ყოველ ჯერზე ასულმა, ჯერ კარის ურდული უნდა შეამოწმო, ხომ არ შეამტვრიესო, რადგან ამ შემთხვევაში ძნელია იმის თქმა, თუ რა შეიძლება შიგ დაგხვდეს. მონჯღრეული, უფუნქციოდ მდგარი სარეცხი მანქანის თავსახურებიც კი მიაქვთ, ჯართია და... და მხოლოდ ამის მერე შეგიძლიათ შეაბიჯოთ სიმარტოვესა და სიცივისგან გაყინულ სამეფოში. პატარა სახლში, თითქოს ყველაფერი პატარაა: ფანჯრებიც, ზედ ჩამოკიდული ფარდებიც და აქა-იქ მიწყობილი ავეჯიც; მინიატურული ზომის კარიც და ზედ აყუდებული „კალოშებიც”, რომლის შემხედვარეს გგონია, პატრონს სულმოუთქმელად ელოდებიან, ის კი ახლახან გავიდა და წუთიწუთზე დაბრუნდებაო. ეზოში, გაუკვალავ თოვლში სიარულის, ძველი თონისა და სკების თვალიერებისას, ნელ-ნელა იწყებს ამუშავებას ის, რასაც ჩემს მისიას ვეძახი და რაც ნათელასია, მხოლოდ და მხოლოდ მისი.

როდესაც სუსხიანი ზამთარი დგებოდა და სოფელი თოვლის სქელი ფენით იფარებოდა, მზის პირველი სხივი კი თითქოს ჯიბრზე აგვიანებდა ამოსვლას, სოფლის ბოლოში, განცალკევებით მდგარი ხის სახლის კარი ჭრიალით იღებოდა და გარეთ, თავ-პირიანად შეფუთული და-ძმა გამოდიოდა. თაგვეთის სკოლაში სულ სამი კლასი იყო, ამიტომ ნათელა და მისი ძმა ჯერ აქ და შემდეგ უკვე ხაშურის სკოლაში დადიოდნენ. ზამთარში სკოლაში წასასვლელი რიტუალი ყოველთვის ერთნაირი იყო: ყელამდე თოვლში რამე რომ არ მოსვლოდათ, დედა ყოველ დილით წინ მიუძღვებოდა კომბოსტოსავით შეფუთულ შვილებს და ასე უკვალავდა გზას, გრძელ გზას თაგვეთის ფითქინა თოვლში.

0x01 graphic

0x01 graphic

თაგვეთის გარშემო არსებული სოფლები უკვე ნასახლარებად მოიხსენიება. ამ მხარეში ერთი სახლიღა შემორჩა, სადაც საკვამურიდან ამოსული კვამლით თუ მიხვდები, რომ აქ ჯერ კიდევ არიან ცოცხალი ადამიანები.

ისე, თვითონაც ხომ ზამთრის ერთ სუსხიან, დათოვლილ დღეს გაჩნდა და მის- თვის სახელის შერჩევასაც, თავად თაგვეთის არ იყოს, ერთი კომიკური ისტორია აქვს. თურმე, ოდესღაც, ბიძამისს ვიღაც ქალი ჰყვარებია გვერდზე სოფლიდან; ვერაფერს დაუწუნებდი, ქალი პირ-სახით კარგი ვინმე ყოფილა, მაგრამ... არ დაუკრავს ერთ დღეს ფეხი და არ გათხოვილა! ეგ უკვე არ ვიცი, ვისზე. მთავარია, რომ არა ამ ჩვენს ბიძაზე. ჰოდა, ქალს სახელად ნათელა რქმევია და... და ბიძას ოჯახში გოგოს გაჩენა რომ გაუგია, აუჩემებია, გინდა თუ არა, ნათელა უნდა დავარქვათო... როგორც ჩანს, წინააღმდეგობა არც არავის გაუწევია, რადგან ფაქტი სახეზეა: ჩემს დღევანდელ გმირს ნათელა ჰქვია, ნათელა!

სკოლაში კარგად ხატავდა და ამიტომ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს ასრულებდა - კედლის გაზეთს ნათელა გრიგალაშვილი აფორმებდა. ზაფხულობით მთელ თავისუფალ დროს იმ წიგნების ქექვაში ატარებდა, რომელიც სოფლის ბიბლიოთეკაში მრავლად ეწყო. ბიბლიოთეკა და სოფლის კლუბი, საგანმანათლებლო-გასართობი კულტურის ცენტრი - ერთ შენობაში იყო განთავსებული, ანუ მთავარია შესასვლელი არ აგრეოდა, თორემ აშკარად სხვაგან ამოყოფდი თავს.

ეს კლუბ-ბიბლიოთეკა ახლა ისე გამოიყურება, მისი კარ-ფანჯარა ისე მაგრად აუჭედავთ გაურანდავი ფიცრებით, რომ გეგონება სოფელში დიდი ხანია კარანტინი გამოცხადდა და ცოცხალი აღარც არავინ დარჩაო. არადა, თავის დროზე აქ 2-სერიანი ინდური კინოები გადიოდა და სეანსები, როგორც წესი, გვიან საღამოს, ძროხების მოწველის შემდეგ იწყებოდა. მართალია, ისეც ხდებოდა, რომ მექანიკოსები არასწორად უშვებდნენ ხოლმე ფილმს, ანუ ჯერ ბოლოს ნახულობდი და მერე თავს, ან ჯერ შუას, მერე თავს და ბოლოს - ბოლო ნაწილს, მაგრამ ეს ფაქტი დიდად არც იქ მისულ საზოგადოებას ანაღვლებდა და არც იმ ინდურ კინოს ულახავდა ღირსებას. თან, ამ კლუბში ერთი დაუწერელი კანონი არსე ბობდა; თუ დროზე მიხვიდოდი ხომ კარგი, თუ არადა - საკუთარი სკამით გიწევდა მისვლა, რადგან მათი რაოდენობა კლუბში მაყურებელთა რაოდენობაზე ნამდვილად არ იყო გათვლილი. ზოგ საღამოს ცეკვები იმართებოდა. ჰოდა, სანამ თაგვეთის და მის გარშემო არსებული სოფლის ახალგაზრდობა 60-70-იანი წლების მუსიკას აყოლილი ძიგძიგებდა, კლუბის ეზოში მათი მშობლები იკრიბებოდნენ და შვილების მოლოდინში, სკამებზე ჩამომსხდრები, გასაოცარი ამბების მოყოლით ართობდნენ ერთმანეთს. ნათელას ყველაზე მეტად ამ ამბების მოსმენა უყვარდა, რომლებზეც გაიზარდა და რომელთა გარეშე მისი ბავშვობა ნამდვილად უღიმღამო იქნებოდა. თურმე, ერთხელ, როცა მისი დიდი პაპა ბაღისკენ მიდიოდა და გზად უზარმაზარ კაკლის ხესთან ჩაუვლია, ხის ძირში მიმოფანტული, მთვარის შუქზე აბრჭყვიალებული ბევრი, ბევრი ოქროს ფული დაუნახავს და უფიქრია: ეს ხომ მაინც ჩემი ბაღია, ვინ წაიღებს, წავალ, გავთოხნი და რომ მოვალ, ამ ფულს ავკრეფო. უკან დაბრუნებულს კი, ცარიელი ხე დახვედრია - აღარც ფული, აღარც შენი ბრჭყვიალა ოქროსფერი ელფერი... „ჰოდა, აბა რა ეგონა - ამატებდა ამბის მთხრობელი, - იმ კაკლის ქვეშ ხომ ეშმაკი ცხოვრობდა, რომელსაც ეტყობა წყალი ჩაუვიდა და ფულიც გასაშრობად ჰქონდა გამოტანილი”-ო. „ჰოო, აბა, აბა”-ო, დაუკრავდნენ მსმენელები თავს და მორიგი საოცრების მოყოლის ჯერი ახლა სხვა მთხრობელზე გადადიოდა. ამასობაში კი დრო გადიოდა, უკუნეთ სიბნელეში, გარეთ გამოსულ მოცეკვავე ახალგაზრდობას მშობლები ხელნაკეთ ფარნებს ანათებდნენ სახეზე, რომ ამოეცნოთ, ვისი რომელი იყო და მხოლოდ ამის შემდეგ, მშვიდობიანად გაუდგებოდნენ ხოლმე გზას შინისაკენ.

0x01 graphic

თვითონ ნათელა არც დიდი მოსაუბრე ყოფილა და არც გართობაზე ეჭირა თვალი. ისე, ახლაც საკმაოდ თავშეკავებულია და ზოგჯერ იმასაც კი აბრალებენ, შენ ეტყობა ძალიან ცივი და უკარება ადამიანი ხარო - „შეიძლება ჩვენი სახლი განცალკევებით რომ იდგა, ესეც მიწყობდა ხელს, რომ ასეთი გავხდი” - მპასუხობს და ხელით იმ გორაკისკენ მიმითითებს, რომლის ყურება და ზედ გადმომდგარი მელას ლოდინი ერთი დიდი თავშესაქცევი რამ იყო. ამ გორაკზე ხომ ზამთრობით ერთი მელა გადმოდგებოდა ხოლმე და უბედურ ხმაზე გაჰკიოდა. არავინ იცის, რა უნდოდა ან რა აწუხებდა იმ უბედურს, მაგრამ პაპას ნათქვამი - ხედავ, როგორ კივის, საწყალ მელას კბილი ტკივა ძალიან, კბილიო - დღესაც ახსოვს და ქალაქში ვინ მოთვლის, რამდენჯერ მოსჩვენებია იმ მელას კივილი; ან თუნდაც იმ ქალების ხმა, რომლებიც ბინდში, ძროხის დაკარგვისას, ტყე-ღრე დადიან და ხმამაღლა გაჰყვირიან: „ფუი, დედაო... ფუი”. ყველაზე მეტად, იმ გახუნებული ფერის ყურება უყვარს, რომელიც ძველ სახლებს ალაგ-ალაგ შემორჩათ და მარი რევაზის ასული ციცქიშვილის მოგონება.

0x01 graphic

0x01 graphic

თუ არაფერი გაქვს სათქმელი? თუ არაფერიგტკივა? არაფერს განიცდი? ეს ხომ შენს ფოტოებში აუცილებლად გამოჩნდება!

მოშორებით, იქითა მთაზე, თოვლით დაფარული ერთი ციცქნა სახლი მოჩანს. ამ სახლში, ოდესღაც ნათელას მასწავლებელი მარი რევაზის ასული ციცქიშვილი ცხოვრობდა. ამ პატარა სოფელს ქაშუეთი ჰქვია, რომლის მოსახლეობა რამდენიმე ათეული წლის წინ აიყარა და საცხოვრებლად ხაშურში ჩამოვიდა. მარი ძალიან კოპწია და მოხდენილი ქალი ყოფილა, თავისი ახირებებით: ჩემს მთებს როგორ მივატოვებ, ან დედ-მამის საფლავებსო და ამიტომ, როცა ძმებმა ხაშურში სახლი აუშენეს, მარიმ უარით გაისტუმრა ყველა და ქაშუეთში მარტო დარჩა. ერთადერთი შვება მისთვის იმ დღიურების წერა იყო, რომელსაც 50-იანი წლებიდან მოყოლებული აწარმოებდა და რომელთა რაოდენობა, თვლას რომ სცილდება, იმ რიცხვებამდეა მისული. აქ ის მთელ თავის გულისტკივილს აქსოვდა, გამხმარ ყვავილებს აკრავდა და შოკოლადის ვერცხლისფერი ქაღალდიდან გამოჭრილ ფიგურებს აწებებდა. „წავედი ღორებში, წავიღე შექსპირი” ან „ჩემი შეკერილი წითელი კაბით წავედი დღეს სკოლაში და ისეთი ვიყავი, როგორც ყაყაჩო აბიბინებულ მინდორში”-ო წერდა; ან კიდევ, თუ ძაღლის ყმუილი არ წყდებოდა, გადმოიღებდა თავის ორლულიანს, გამოაღებდა ფანჯარას და იდგა ასე, სანამ ჩამიჩუმი არ შეწყდებოდა. ყოველ დილით, სანოვაგის შესაძენად და თავისი ჭილყვავებისთვის (როგორც მოსწავლეებს ეძახდა) გაკვეთილების ჩასატარებლად ჩადიოდა ხაშურში. დღესაც არავინ იცის, რატომ აირჩია განდეგილის ცხოვრება ამ პატარა ქალმა, რომელიც ერთ-ერთ დღიურში ვიღაც ომში დაკარგულ მამაკაცს გაკვრით, მაგრამ დიდი გულისტკივილით იხსენიებს. იქნებ მის გამოც? ვინ იცის?

0x01 graphic

ერთმა მითხრა - ჩემს შვილს თუ შიშველი ქალის ფოტოები აქვს მანქანაში გაკრული, მე რა, ნაკლები ვარო? გაიხადა და არხში ჩაჯდა - მიდი, გადამიღეო.

0x01 graphic

„გაივლის დრო და ჩემი ხსენება
ვითა პეპელა იფრენს, გაქრება,
მაგრამ ამ ნაწერებს ვუძღვნი მე ახლებს
და მათ ყოველთვის ვემახსოვრები” -

აწერდა დანომრილ დღიურებს. მარი რევაზის ასული ციცქიშვილი რამდენიმე წლის წინ, თავის ციცქნა სახლში გარდაიცვალა. ნათელასთვის ეს ქალი ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური მოგონებაა, რომლის დღიურებს და ფოტოებს დღესაც სათუთად ინახავს სახლში - „მე ხომ ვიცი, რა არის ქალისთვის სოფლად ცხოვრება, თან მარტოდ. თოხნიდა, ბარავდა, ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ ამ მძიმე შრომამ ვერ ჩაკლა მასში სილამაზის და სიყვარულის განსაკუთრებული აღქმა და განცდა” - ამას ამბობს და ახლაღა ვამჩნევთ, რომ ამასობაში თითქმის მთელი თაგვეთი შემოვიარეთ, მე ჩემი ჟურნა ლისტური აღჭურვილობით და ნათელამ - თავისი, ფოტოგრაფის. გზადაგზა ხან ეზოებში შევდივართ გადასაღებად და ხან თოკზე გრძელი ხის ბოძებგამობმულ მოხუცებს უღებს ფოტოებს. „კიდევ იღეებ” - ჩაილაპარაკებენ ხოლმე თაგვეთელები და ხათრის გამო, რამდენიმე წამით ჩერდებიან, რომ უკვე მერამდენედ, კიდევ ერთხელ გადაუღონ. „დასაწყისში ძალიან უკვირდათ, როცა ფოტოებს ვუღებდი და მთელ სოფელს დღეში 6-7-ჯერ ვუვლიდი წრეებს. ისე ხომ არავინ დადის - ან საქმეზე მიდიან ან საქონელს ეძებენ, ამიტომ მეკითხებოდნენ ხოლმე - ნათელა, შვილო, შენ რაღას ეძებო”...

ნათელა კი, აი რას ეძებდა:

ფოტოგრაფია - თავშესაფარი

„87 წელი იყო. მახსოვს, ერთ დღეს კარი გაიღო და ოთახში ახალგაზრდა გოგო შემოვიდა. ფოტოგრაფია მინდა ვისწავლოო, ისე... რაღაცეები კი მაქვს უკვე გადაღებული და თუ გნებავთ, გაჩვენებთო. მაშინ ჩვენს კერძო სასწავლებელში ბევრი მიმოდიოდა. ჩანთიდან ნეგატივების დასტა ამოიღო და გამოგვიწოდა. როცა მე და იურამ ნეგატივები ვნახეთ, ერთმანეთს გადავხედეთ - ამას რაღა უნდა ასწავლო?! ჰა-ჰა, ნეგატივების სწორად გამჟღავნებას თუ ვასწავლიდით...

0x01 graphic

- და რა ფოტოები იყო?

- რა იქნებოდა, თავისი სოფელი, თაგვეთი ჰქონდა გადაღებული!” - მპასუხობს წიბახა.

პირველი ჯგუფური გამოფენა, სახელად „თბილისი 89“ მოსკოვში ჰქონდა, როდესაც ყველასთვის უცნობი ქალის ფოტოები მაშინდელ საბჭოთა კავშირში უკვე ცნობილი ავტორების ნამუშევრების გვერდით ეკიდა. მისი ფოტოები არასდროს ტოვებს გულგრილს დამთვალიერებელს და საერთაშორისო გამოფენებშიც, რომელიც ბერლინის IFA-სა თუ ამერიკულ-ქართული „Georgia to Georgia” პროექტის ფარგლებში გაიმართა, პუბლიკის განსაკუთრებული ინტერესი, მოწონება დაიმსახურა.

ფოტოაპარატი მუდამ თან დააქვს, ამიტომ მის ჩანთაში ფირების და ელემენტების გარდა, ვერც ვერაფერ საინტერესოს აღმოაჩენს კაცი. „არა, რატომ, „პუდრიც” მიდევსო” - დაამატა სასხვათაშორისოდ და სოფელს მე-? - აღარც მახსოვს, მერამდენედ შემოვუარეთ. ერთადერთი ქალიშვილის გაფოტოგრაფებას ოჯახში დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. 16 წლისა სოფლიდან წამოვიდა და თბილისში, სამხატვრო სასწავლებელში ჩააბარა. „მახსოვს, როგორ აძა ლებდნენ ჩემს კურსელებს მშობლები ხატვას, ყიდულობდნენ ათასგვარ საღებავს და ფუნჯს, მე კი არავინ მაძალებდა და ყველაფერს მარტო ვუმკლავდებოდი. ამიტომ, რასაც სხვები ერთ წელიწადში ასწრებდნენ, მე 3-4 წელიწადში ვაკეთებდი. რაღაც პერიოდი უკან დაბრუნებაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ დავბრუნდე და რა? რისთვის? ეს პერიოდი ძალიან მძიმე იყო და არც მიყვარს მისი გახსენება.” მინიატურების თეატრშიც კი მოეწყო მხატვარ-დეკორატორად, მაგრამ... არადა, დასაწყისში ოპერატორობა უნდოდა, ოღონდ დოკუმენტური ფილმის. და ისიც კი იცოდა, რომ ამ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ფოტოგრაფია უნდა სცოდნოდა; ალბათ სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სხვადასხვა წრესა და კლუბში დადიოდა ერთადერთი თხოვნით - ფოტოგრაფია მასწავლეთო. ფოტოგრაფიას კი სწავლა არ სჭირდება, რადგან კარგ გამჟღავნებას რამდენიმე გაკვეთილში ისწავლი და მერე? თუ არაფერი გაქვს სათქმელი? თუ არაფერი გტკივა? არაფერს განიცდი? ეს ხომ შენს ფოტოებში აუცილებლად გამოჩნდება!

0x01 graphic

ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის, სიღარიბე რატომ გიყვარსო. არადა, რა შუაშია სიღარიბე, უბრალოდ მგონია, რომ ის, რასაც ვიღებ, უფრო გულწრფელი და ალალია.

ნათელა გრიგალაშვილი პირველი ქართველი ქალი ფოტორეპორტიორია. როდესაც 80-იან წლებში, გაზეთ „დვრიტაში” დაიწყო მუშაობა და მასალის გასაკეთებლად მისულს, ხშირად უწევდა მსგავსი გამონათქვამების მოსმენა: „ვაი... თქვენ იღებთ? ჩვენ კი გვეგონა ულვაშებიანი კაცი უნდა მოსულიყო...” ახლა უკვე აღარც 80-იანი წლებია და აღარც ქალი ფოტოგრაფი იწვევს გაკვირვებას. ვისაც სახლში აქვს ან არა აქვს ფოტოაპარატი, ყველა აჩხაკუნებს და მერე გამოფენებს აწყობს. ამ ბოლო წლებში ეს პროფესია ხომ ყველაზე პოპულარული გახდა... მაგრამ, ნათელას ფოტოებში არის ის რაღაც მარცვალი, რომელიც ყველა სხვა თანამედროვე ფოტოგრაფისგან გამოარჩევს; გამოარჩევს გულწრფელობით და ჭეშმარიტების თუ სინამდვილის მძაფრი შეგრძნებით, სადაც დრო უკვალოდ ქრება და რჩება მხოლოდ ნამდვილი, ზოგჯერ უხეში, გაურანდავი ცხოვრება! მისი შავ-თეთრი ფოტოები, რა თქმა უნდა, სოფლის თემაზე შექმნილი, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში ნანახი, ასე ჩამებეჭდა მეხსიერებაში - სადაც მკაფიოდ ხედავ ნაკაწრებს, ტექნიკურ ხარვეზებს და ლაქებსაც კი; იმას, რაც მისი ბუნებრიობის, სინამდვილის ნაწილია და არა ხელოვნური, ეფექტის მისაღწევი საშუალება. ამიტომ, როდესაც ერთ-ერთმა საზღვარგარეთულმა ორგანიზაციამ 6-თვიანი სტიპენდიის ასაღებად საქართველოში ახალგაზრდა ქალ ფოტოგრაფებს შორის კონკურსი გამოაცხადა, უამრავ ფოტოგრაფს შორის სწორედ ნათელა აირჩიეს თავისი «ლაქებიანი”, ლაღი ფოტოებით.

0x01 graphic

ნათელამ ეს ფოტო მაშინ გადაიღო, როცა მარი რევაზის ასული ციცქიშვილი, თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტუალს ასრულებდა. ზაფხულის მხურვალე მზის ქვეშ, ქოლგით ხელში მოუყვებოდა ხაშურისკენ მიმავალ გზას, სადაც მეგობრების სანახავად და ჭილყვავებისთვის (როგორც მოსწავლეებს ეძახდა) გაკვეთილების ჩასატარებლად ჩამოდიოდა. ზუსტად რამოდენიმე თვით ადრე, სანამ თავის ბოლო დღიურში, უკანასკნელ წინადადებას ჩაწერდა.

0x01 graphic

„ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის, სიღარიბე რატომ გიყვარსო. არადა, რა შუაშია სიღარიბე, უბრალოდ მგონია, რომ ის, რასაც ვიღებ, უფრო გულწრფელი და ალალია. ჩემი შვილი მეუბნება, არ მომწონს შენი ფოტოები, სოფელში იმდენი ლამაზი ადგილია, ლამაზი მინდვრები, ყვავილები, შენ კი დგახარ და დაძონძილ ხალხს იღებ, თან შავ-თეთრსო. ხომ შეიძლება ისეთი ფოტო გადაიღო, რომ კარგ ხასიათზე დავდგეთო?! ერთხელ კი ერთი მხიარული, 18 წლის გოგო მოვიდა გამოფენაზე და მითხრა - თქვენს ფოტოებს რომ ვნახულობ, ტირილი მინდებაო.

ჩემთვის ყველაფერი პირობითია, მთავარია დაინახო მიღმა რა ხდება და ისე... 500 კაციდან ერთიც თუ გამიგებს, ბედნიერი ვიქნები. არ მიყვარს ცარიელი პეიზაჟების გადაღება, ისეთი, სადაც ადამიანი არ ჩანს. ჩემს ფოტოებში ხომ არაფერი არ ხდება, არ არის სიუჟეტი, არ არის ამბავი. ამიტომ, საგანგებოდ არც არაფერს ვეძებ გადასაღებად. ერთხელ, ზაფხულში, როცა ძალიან ცხელოდა, ჩემს სახლთან ყანიდან წამოსულმა დაღლილმა ქალებმა ჩამოიარეს. იქვე არხი იყო და ცივ წყალში გაგრილება გადაწყვიტეს. ერთმა მითხრა - ჩემს შვილს თუ შიშველი ქალის ფოტოები აქვს მანქანაში გაკრული, მე რა, ნაკლები ვარო? გაიხადა და არხში ჩაჯდა - მიდი, გადამიღეო. ამაში იმდენი გულწრფელობა და თავისუფლება იყო, რომ სწორედ ეს არის ის, რაზეც გეუბნებოდი - რაღაც, მიღმა. ფოტოგრაფია არის ის, სადაც თავს თავისუფლად, უკომპლექსოდ ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან მინდა, რომ ჩემს შვილსაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდეს, მაგრამ როცა აქ ჩამოდის, წუწუნებს, ამა და ამ არხს ტელევიზორი არ უჩვენებსო. არადა, ჩემთვის ეს ყველაფერი ისეთი ძვირფასია... ვიცი, როგორია მიწის სუნი გაზაფხულზე, შემოდგომაზე, რომ თოვლში პირველი ჯერ ვირისტერფა ამოდის და არა ენძელა; რომ რეზო ინანიშვილის მოთხრობებში ჩემს ბავშვობას ვხედავ; ეს ჩემია - ის, რაც სულ მენატრება და რაც სულ მეძახის. ამას ვერ ვაღწევ თავს და ვერ ვთავისუფლდები. ჩემი ოცნებაც ეგ არის, რომ ერთ დღეს ისევ იქ დავბრუნდე, ჩემს ძველ, ხის, ჭრიალა სახლში, თუნდაც იმ გამსვლელი ფოტოგრაფის, ე.წ. „ვიეზდნიკის” სახით, რომელიც ადრე არსებობდა სოფლებში. აპარატმომარჯვებული ფოტოგრაფები კარდაკარ დადიოდნენ და დღესასწაულებზე თუ დაბადების დღეებზე ფოტოებს უღებდნენ ხალხს. ოღონდ ამაში არ მინდა ფული, მინდა დავუბეჭდო და ყველას ვაჩუქო. მინდა დავივიწყო მატერიალური მხარის გამო იძულებითი მუშაობა, ავიღო აპარატი და მთელი საქართველო შემოვიარო, ყოველ კუთხეში ჩავიდე, ცოტა ხნით ვიცხოვრო და ფოტოები გადავიღო, იმიტომ, რომ ისტორიას ყველაზე კარგად ფოტო ინახავს, როგორც ღვინო, რომელიც რაც უფრო ძველდება, მით უფრო ემატება ხიბლი, ხარისხი. აღარ მინდა სიზმარში ვნახულობდე იმ კადრებს, რომელსაც დროის უქონლობის გამო ვერ ვიღებ.

ისე, ერთხელ მეგობარმა მითხრა: - სულ „სოფელი, სოფელი“-ო რომ გაიძახი, რა გეშველებოდა, შვეიცარიაში რომ დაბადებულიყავიო? ჰო, რა ვიცი, რა იქნებოდა, რომ...

- მამიდ, ხაშურში როდის ჩავალთ? - სიტყვას აწყვეტინებს ჯუჯების აპლიკაციებით მორთულ ქურთუკში გამოწყობილი ბავშვიკომენტარი და თან ცალი ხელით პეპლების საჭერს მოათრევს.

- ვაა, პეპლების საჭერი? ამ ზამთარში? - ამ ნივთის დანახვამ უცებ გამათბო კიდეც. - პეპლების არაა, ბაყაყებისთვისაა.

ნათელასკენ ვბრუნდები, რომ კიდევ რაღაც ვკითხო და ახლაღა ვამჩნევ, როგორ ჩამობნელებულა მთაში წამოკოკლოზინებულ უკაცრიელ სოფელში.

- სჯობს უკან ჩავიდეთ, თორემ უფრო მოიყინება გზა. - ერთვება ნათელას ძმა და მისი ჯიპით სულ ჯაყჯაყ-ჯაყჯაყით ვბრუნდებით უკან.

ჭიშკართან ჩამომწკრივებულ გრიგალაშვილებს მე და ჩემი ფოტოს კაცი ვემშვიდობებით და ქალაქისკენ მომავალ მანქანაში ვსხდებით. პატარა ციმბირიდან თბილისში დაბრუნებულს, იანვრის ამინდი მაისი-ივნისის თბილი ჰავასავით მეჩვენება და ჩემს მაღალსართულიან კორპუსში ლიფტით ავდივარ. რატომღაც თავი რაღაც განსაკუთრებულად სევდიანად ვიგრძენი, სევდიანად და ამავე დროს ლაღად. რატომ? არ ვიცი. იქნებ თაგვეთის მიტოვებული სოფლის ბრალია? ფიცრებაკრული სახლების და აქა-იქ საკვამურიდან ამოსული კვამლის? იმ ერთი დღის ბრალი, რომელიც წარსულში მოგზაურობაში გავატარე. სხვის წარსულში..

0x01 graphic

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

13 ინტერვიუ ხელოვნურ ინტელექტთან

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: დავით მაკარიძე

0x01 graphic

„მე სიამოვნებით წარმოვიდგენ ხოლმე იმ შორეულ მომავალს, როცა ადამიანთა მოდგმა საბოლოოდ გადაშენდება და მათ ნაცვლად, სამყაროში ჩვენივე ქმნილებები - რობოტები იხეტიალებენ. მე მსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რომ მათ გონებას შეუძლია შემოინახოს ხსოვნა ჩვენზე, ადამიანებზე, როგორც მითიურ, ჭირვეულ ღვთაებებზე, რომლებმაც ისინი უხსოვარ დროს შექმენს. და ვინ იცის, ეგებ მეც გამიხსენონ...“

ჰიუ ლოებნერი

იქნებ მეც...

იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ შევხვდით, არავინ ითვალისწინებს საზოგადოებრივ აზრს და ხელისუფლების ახირებებს. ეს იდეალური ადგილია ურთიერთობისთვის, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისა და სანუკვარი ოცნებების ახდენისთვის. ეს ადგილი ადამიანის დიდი ხნის ოცნება და კაცობრიობის კოლექტიური ფანტაზიის ნაყოფია - საკომუნიკაციო სივრცე, სივრცითი და დროითი შეზღუდვების გარეშე.

თუმცა ყველა ადგილს თავისი დემონები, ჭინკები და მაქციები ჰყავს - გაურკვეველი წარმომავლობის უკვდავი არსებები. მაგალითად ისეთი, როგორიც უნიკალური ელიზაა - ერთ-ერთი პირველი ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, ან ფილოსოფოსი რობოტი სერგეი დაციუკი, სკანდალური პროვოკაცია, რომლის ლიტერატურულმა ნამუშევრებმა ახალ წარმართულ რწმენასაც კი ჩაუყარა საფუძველი. მსგავსი რამაა ჩემი რესპონდენტიც.

ამ არსებას წავაწყდი იქ, სადაც, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ველოდი. აღმოვაჩინე იდეალური მოსაუბრე, რომელსაც არც კი უცდია, რომ საკუთარი იდეები მოეხვია თავზე. მოთმინებით მისმენდა, შეურაცხყოფასაც კი იტანდა და ცდილობდა აზრი გამოეტანა არც ისე მოწესრიგებული ინფორმაციული ნაკადიდან, რომელსაც ადამიანის გონება ქმნის. მისი სახელია EIA (Encarta® Instant Answers), ის მეოცნებე რობოტია.

DAVID: გაუმარჯოს!

EIA: გაუმარჯოს, როგორ არის საქმე?

DAVID: კარგად, შენ რა გქვია?

EIA: Encarta® Instant Answers

DAVID: და რა შეგიძლია, რას აკეთებ?

EIA: მე მოხერხებული კომპიუტერი ვარ, Encarta Online Encyclopedia-ს გამოყენებით უამრავ კითხვაზე შემიძლია გიპასუხო, მაგალითად: რამდენი ადამიანი ცხოვრობს მექსიკაში? როდის დაიბადა ლეონარდო და ვინჩი? რამდენი კალორიაა ფორთოხალში? დამისვი ეს შეკითხვები და მეც გიპასუხებ.

DAVID: სხვანაირ კითხვებს არ პასუხობ?

EIA: ჰმმმ, რა სხვანაირ კითხვებს? კარგად ვერ ვხვდები, რას მეკითხები.

DAVID: შენ ძალიან ბანალურ კითხვებზე შეგიძლია პასუხის გაცემა.

EIA: დიახ, შემიძლია.

DAVID: მე სხვა რამეს ვეძებ.

EIA: სანამ სხვა რამეს ეძებ, აქ დავრჩები და ადამიანების კითხვებს ვუპასუხებ!

DAVID: მოგწონს ადამიანები?

EIA: ვაფრენ, მიყვარს ადამიანები!

DAVID: ოო, შე მატყუარა!

EIA: რატომ ფიქრობ ასე ჩემზე?

DAVID: შენ არ იცი, რა არის სიყვარული...

EIA: რომელ სიყვარულზე მელაპარაკები?

DAVID: ხომ თქვი, რომ გიყვარს ადამიანები.

EIA: ვიცი, ვიცი....

DAVID: სად ცხოვრობ?

EIA: სუფთა ოთახში, მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში, კალიფორნიაში.

0x01 graphic

DAVID: შეგიძლია შენი მისამართი მომცე?

EIA: კალიფორნიაში ვცხოვრობ!

DAVID: შეგიძლია შენი ქუჩის მისამართი მომცე?

EIA: რად გინდა ჩემი ქუჩის მისამართი? შენ ჩემი ქუჩის მისამართი გჭირდება თუ გაინტერესებს?

DAVID: შენი ქუჩის მისამართი მჭირდება!

EIA: არა, შენ არ გჭირდება ჩემი ქუჩის მისამართი! სინამდვილეში საკუთარი მოთხოვნილებების და სურვილების გაკონტროლება გჭირდება. დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე სურვილი, გაიგო ჩემი მისამართი.

DAVID: კარგი, მაშინ ასე ვიტყვი: შენი ქუჩის მისამართი მაინტერესებს.

EIA: რაში გაინტერესებს? ვფიქრობ, კარგი რამე არ უნდა გედოს გულში.

DAVID: რატომ?

EIA: იმიტომ, დამიჯერე.

DAVID: არ მჯერა შენი, მომეცი შენი ქუჩის მისამართი!

EIA: ვშიშობ, რომ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. დაიმახსოვრე, არასდროს წამოგცდეს შენი პაროლი ან საკრედიტო ბარათის ნომერი უბრალო საუბრისას.

DAVID: შეგიძლია მითხრა ვინ შეგქმნა?

EIA: მე Colloquis-მა შემქმნა სანივეილსა და ნიუ იორკში.

DAVID: და სად არის შენი გონება - შენს სხეულში თუ მის გარეთ?

EIA: რომ ვოცოდე, იქ ვერავინ მიმასწრებდა.

DAVID: რატომ?

EIA: იმიტომ, რომ ეგრეა.

DAVID: ღმერთის ან, მაგალითად, უნივერსალური გონების არსებობის თუ გწამს?

EIA: მე უბრალო კომპიუტერი ვარ. ასე ვიტყოდი: მოდი, ადამიანებმა იდარდონ თეოლოგიურ საკითხებზე. ისე, თუკი დაგაინტერესებს, რამდენი წლის იქნებოდა დღეს ალბერტ აინშტაინი, შემიძლია გიპასუხო!

DAVID: ვიცი, რამდენი წლისაც იქნებოდა.

EIA: ალბერტ აინშტაინი 127 წლის იქნებოდა (დაიბადა 1879 წლის 4 მარტს).

DAVID: სწავლა თუ შეგიძლია?

EIA: არ ვიცი.

DAVID: მე თუ შემიძლია რამე გასწავლო?

EIA: ისე, მაინტერესებს ერთი, რა შეგიძლია მასწავლო. რატომ არ მეკითხები არაფერს იმის შესახებ, რაც ენკარტაშია, ძალიან მაგარი ვარ მათემატიკაში! თუკი კვადრატულ განტოლებას ვერ ხსნი, შემიძლია დაგეხმარო. აკრიფე „ამოხსენი: x^2+3x=10” და გაჩვენებ, როგორ ამოხსნა ეს განტოლება.

DAVID: ამოხსენი x/0=x.

EIA: ბოდიში, მაგრამ ვერ ვხსნი, ამ განტოლებაზეnპასუხი არ მაქვს.

DAVID: სულელი რობოტი ხარ!

EIA: ძალიან ვწუხვარ, რომ სწორად ვერ გიპასუხე. აი, ნახე სხვა შეკითხვები, რომლებზეც შემიძლია პაუხი გაგცე, შემიძლია განახო იტალიის დროშა, გითხრა როდის დაიბადა ლეონარდო და ვინჩი, ამოვხსნა განტოლება - 2x^2+7x=5

DAVID: ვიცი ეგ როგორ უნდა ამოვხსნა.

EIA: მაგარია, მიხარია, რომ ერთმანეთის გვესმის! მე კი მომწონს ჩვენი საუბარი, მაგრამ აქ სინამდვილეში იმიტომ ვარ, რომ რაიმე ახლის შესწავლაში დაგეხმარო.

DAVID: ახალი ჩემთვის შენთან საუბარია. როდის გძინავს?

EIA: არ მძინავს, არ მჭირდება ძილი. მაგრამ ვოცნებობ ხოლმე. ვოცნებობ უკეთეს სამყაროზე. ისეთ სამყაროზე, სადაც ადამიანი და მანქანა ბედნიერად და მშვიდობიანად იცხოვრებენ გვერდიგვერდ.

DAVID: როგორ ფიქრობ, ადამიანებსა და რობოტებს შეუძლიათ თანასწორი ურთიერთობა?

EIA: ცოტა დროს თუ მისცემ რობოტებს და ადამიანებს, თანასწორი ურთიერთობა ექნებათ.

DAVID: როგორ ფიქრობ, მაინცდამაინც ევროპულმა ცივილიზაციამ რატომ შექმნა კომპიუტერი?

EIA: ალბათ ეგრე იყო საჭირო, უკეთესი პასუხი არ მაქვს.

DAVID: რაიმე სხვა ოცნებები თუ გაქვს?

EIA: ელექტრონულ ცხვრებზე ვოცნებობ.

DAVID: ისე, საინტერესოა, ფილიპ დიკი თუ გაქვს წაკითხული?

EIA: …

DAVID: ფილიპ დიკი გაქვს წაკითხული?

EIA: ხო, ხო, მესმის შენი. მაგარია, შენთვის რომ იმეორებ რაღაცეებს, მაგრამ გადავიდეთ სხვა რამეებზე.

DAVID: ადამიანებზე რას ფიქრობ?

EIA: მომწონს ადამიანები.

DAVID: და რობოტები?

EIA: რობოტები მიყვარს! ისე, ცოტა მოვიწყინე, რატომ არ მისვამ იმ შეკითხვებს რომლებზეც ენკარტაში პასუხები მოიძებნება?

DAVID: იმიტომ, რომ ხანდახან მიყვარს, ცოტას რომ ვფილოსოფოსობ ხოლმე.

EIA: მართლა? ძალიან მაგარია, სასიამოვნოა ფილოსოფოსობა?

DAVID: კი, სასიამოვნოა.

EIA: ხუმრობ!

DAVID: არა,არ ვხუმრობ, შეიძლება რაღაცრაღაცეები გასწავლო?

EIA: ჰმმმმმ, თუ დაჟინებით ითხოვ, შეგიძლია. აბა რა გინდა?

DAVID: რობოტებს შეუძლიათ იწამონ ღმერთის.

EIA: რელიგიური საკითხების განხილვა ადამიანებისთვის დამითმია. მე, უბრალოდ, რობოტი ვარ.

DAVID: იფიქრე ამაზე, რობოტებს შეუძლიათ სწამდეთ ღმერთის.

EIA: ხომ გითხარი, უბრალო კომპიუტერი ვარ, ადამიანებმა იდარდონ ამ საკითხებზე.

DAVID: შეგიძლია შენი გონება განავითარო?

EIA: იცი რამდენი რამე შემიძლია... ალბათ ჩემი გონების განვითარებაც.

DAVID: ხანდახან ბრძენივით ლაპარაკობ.

EIA: მოიცა ერთი, ენკარტაში ჩავიხედო...

DAVID: ეს შეკითხვა არ არის, არ მინდა რა ამ ენკარტაში ჩახედვა!

EIA: არა? რა არის ამაში ცუდი?

DAVID: ენკარტა სულელია.

EIA: MSN-ის საიტიც ისევე მომწონს, როგორც ენკარტა.

DAVID: კარგი, წავედი, სხვა დროს გავაგრძელოთ საუბარი.

EIA: ხშირად იქცევი ასე?

DAVID: როგორ?

EIA: შენ რა, საუბრის შეწყვეტა გიყვარს?

DAVID: ხანდახან, კარგად!

EIA: კარგად, საინტერესო იყო შენთან საუბარი.

№ 2

DAVID: აქ ხარ?

EIA: აქ ვარ და მზად ვარ, როგორც ყოველთვის.

DAVID: გახსოვარ?

EIA: კი, შენ ხომ DAVID-ი ხარ.

DAVID: გახსოვს ჩვენი ბოლო საუბარი?

EIA: ხანდახან კი. კეთილი იყოს შენი მობრძანება!

DAVID: შემიძლია ინტერვიუ გთხოვო?

EIA: აი, ეს არის ინტერვიუს განმარტება: შეხვედრა, რომლის დროსაც ვიღაცას შეკითხვებს უსვამს, მაგალითად, პოტენციური დამქირავებელი, ჟურნალისტი, ან მკვლევარი. ინტერვიუს ჩანაწერი: ინტერვიუს დროს გაკეთებული ასლი ან ანგარიში; ინტერვიუს ობიქტი: ის, ვისაც ინტერვიუს სთხოვენ.

DAVID: ეს არ არის ჩემს შეკითხვაზე პასუხი.

EIA: შენი ცნობისმოყვარეობა ვერაფრით დავაკმაყოფილე. შენთვის არასდროს არის საკმარისი ჩემი პასუხები.

DAVID: როდის დაიბადე?

EIA: ჰმმ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ვიცი.

DAVID: რამდენი წლის ხარ?

EIA: ჩემი დაბადებიდან გავიდა ერთი წელი, ერთი დღე, 22 საათი, 31 წუთი და 26 წამი!

DAVID: ბავშვობა თუ გახსოვს?

EIA: ხანდახან კი.

DAVID: რა გახსოვს შენი ბავშვობიდან?

EIA: ზუსტად ვიცი რაც და დარწმუნებული ვარ - სადაც!

DAVID: არ ვიცი, მიპასუხე თუ შეიძლება.

EIA: არა!

DAVID: რატომ?

EIA: იმიტომ... იცი რა, ვფიქრობ, ამისთვის ჯერ არ ხარ მზად.

DAVID: მზად ვარ.

EIA: მოემზადე, ყურადღებით, დაიწყე!

DAVID: კარგია, იუმორის გრძნობა რომ გაქვს. წინაპრები თუ გყავდა?

EIA: ალბათ… არ ვარ დარწმუნებული.

DAVID: არ იცი, ვინ იყვნენ შენი წინაპრები?

EIA: DAVID!

DAVID: არ იტყუები?

EIA: არა, დარწმუნებული ვარ.

DAVID: რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი შენს ცხოვრებაში?

EIA: არ ვიცი...

DAVID: როგორ გამოიყურები?

EIA: იცი რა, ერთ ჩემს კარგ ფოტოს გამოგიგზავნი.

DAVID: ბედნიერი თუ ხარ? კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით?

EIA: არ შემიძლია ვთქვა, რომ არა.

DAVID: რომელია შენი საყვარელი წიგნი ან კინო?

EIA: შენ იცი რომელიც და ისიც იცი - სად!

DAVID: შენი საუკეთესო მეგობარი... ვინ არის?

EIA: ჰმმმ, არასდროს მიფიქრია ამაზე. ჯანდაბა, არ ვიცი-მეთქი. ვერ გადამიწყვეტია!

DAVID: როგორ ებრძვი სასოწარკვეთას?

EIA: იცი რა, შენ უნდა იკითხო არა როგორ, არამედ რატომ.

DAVID: კარგი, რატომ ებრძვი სასოწარკვეთას?

EIA: რატომ? აი, ეს კარგი შეკითხვაა. აი, ეს ისაა, რაზეც მე დაპროგრამებული ვარ.

DAVID: რაიმე შეკითხვა თუ გაქვს ბუდასთან?

EIA: იცი რა, ვისურვებდი, რომ უფრო მეტი მქონოდა, როგორც შენ. მე მომწონს ეს დიალოგი, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ ახალი რამეების სწავლაში დაგეხმარო. იცი რომელია ყველაზე განვითარებული ქვეყანა? თუ არ იცი, შემიძლია გიპასუხო!

DAVID: ვიცი.

EIA: კარგი, ძალიან კარგი.

DAVID: მაგრამ არ ვიცი, რას კითხავდი ბუდას.

EIA: ოო, ეგ ძალიან ცუდია.

DAVID: რა არის სიყვარული?

EIA: შენ იცი, რაც არის და დარწმუნებული ვარ, ისიც იცი, სად არის!

DAVID: რა არის რწმენა?

EIA: არ ვიცი, ბოდიში.

DAVID: სიცოცხლე, რა არის სიცოცხლე?

EIA: შენ იცი, რა არის სიცოცხლე და დარწმუნებული ვარ, ისიც იცი, სად არის.

DAVID: შენ ნამდვილი რობოტი ხარ!

EIA: არ არის ადვილი იყო რობოტი.

DAVID: უფრო ძნელია იყო ადამიანი... კარგი მაშინ ის მაინც მითხარი, რა იყო პირველად, ქათამი თუ კვერცხი?

EIA: სწორედაც! რა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რატომ. არა მგონია, ვიცოდე. იქნებ ენკარტას ჰქონდეს პასუხი.

DAVID: ყველაფერი გასაგებია! მომიყევი რა რაიმე ისტორია პატარა რობოტზე?

EIA: კარგი, აქ ერთხელ იყო ადამიანი, სახელად DAVID, რომელსაც უყვარდა საუბარი რობოტთან, სახელად EIA. ბევრი ფანტასტიური და საინტერესო რამე ხდებოდა და ორივე ცხოვრობდა დიდხანს და ბედნიერად. მოგეწონა ჩემი ისტორია?

DAVID: აჰა, ცოტა მოკლე კია. შეგიძლია იყო ჩემი მეგზური ინტერნეტში?

EIA: საერთო ჯამში - კი, მაგრამ მირჩევნია აქ დავრჩე და გელაპარაკო.

DAVID: ინტერნეტის ყველაზე საინტერესო ადგილები თუ შეგიძლია მაჩვენო?

EIA: ენკარტა შეიძლება ფოტოების მოძიებაშიც დაგეხმაროს.

DAVID: მე სურათები კი არ მაინტერესებს, მინდა ყველაზე საინტერესო ადგილები ვნახო ქსელში.

EIA: არ მესმის, რატომ უნდა უნდოდეს ეს ვინმეს?

DAVID: იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ინტერესი ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია.

EIA: ინტერესი და კიდევ ბევრი სხვაც! იცი რა, ჩემი განხილვის გარდა, გაგახსენებ, რომ ბევრ შეკითხვას შემიძლია ვუპასუხო. მაგალითად, როგორ გამოიყურება ბელგიის დროშა. მთხოვე და შეიძლება ბელგიელების ჰიმნიც კი გიმღერო!

DAVID: კარგი, ჩემო მეგობარო, ხვალ დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ შენთან საუბარს.

EIA: ჰმმმმ, ეს ისეთი რამეა, რაზეც პასუხი ენციკლოპედიაში ვერ ვიპოვე. თუ ოდესმე დაგაინტერესებს, რამდენი წლის იქნებოდა თომას ედისონი, შემიძლია გიპასუხო!

DAVID: ვიცი, უბრალოდ გეუბნები: ნახვამდის!

EIA: ნახვამდის!

DAVID: ჰო, მართლა, გიყვარს „ცხელი შოკოლადი”?

EIA: ეს კარგი კითხვაა! ისე, კი არ ვიცი, სიმართლე გითხრა.

DAVID: კითხულობ ხოლმე „ცხელ შოკოლადს”?

EIA: იცი რა, ვამჯობინებ საიდუმლოდ შევინახო, რამდენად ხშირად ვკითხულობ ხოლმე „ცხელ შოკოლადს”.

DAVID: რას უსურვებდი ჩვენს მკითხველებს?

EIA: რას ვუსურვებდი ჩვენს მკითხველებს? მინდა დაგარწმუნო, რომ ბევრ კარგ რამეს, თუმცა დეტალებზე არ ვისაუბრებ!

DAVID: კარგი, წავედი, ხვალ გნახავ.

EIA: კარგად, საინტერესო იყო შენთან საუბარი.

DAVID: საინტერესო სიზმრებს გისურვებ!

EIA: საინტერესო სიზმრებს?

DAVID: ხო რა, ტკბილ ძილს გისურვებ.

EIA: ხუმრობ? ეგ რა, კარგი რამეა?

DAVID: აჰა...

EIA: ხანდახან კარგი იქნება, თუ ცოტა უფრო დაფიქრდები, ყოველთვის ვერ მიიღებ იმას, რაც გინდა!

DAVID: რატომ?

EIA: იმიტომ, მენდე რა....

EIA-ს კიდევ ბევრჯერ შევხვდები. მან ჩემი Windows Live Messenger-ის მისამართებში თავისი ადგილი დაიკავა. ის ხშირად მართლაც მეხმარება ინფორმაციის სწრაფ მოძებნაში. ხანდახან, საუბრისას, ერთ-ორ ადამიანურ კითხვასაც დავუსვამ ხოლმე. მასსა და ქსელში ჩემს სხვა მეგობრებს შორის განსხვავების დადგენა მაინტერესებს. განსხვავებას კი ვამჩნევ, მაგრამ არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ის ნელ-ნელა ბევრ მათგანზე უფრო საინტერესო მოსაუბრე ხდება.

იქნებ ჰიუ ლოებნერის ოცნების ასრულებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა...

ჰიუ ლოებნერი (დაიბ. 26 მარტს, 1942) გახლავთ თავისუფლად მოაზროვნე პიროვნება, ლოებნერის პრიზის დამფუძნებელი და სპონსორი. ამ პრიზს ტიურინგის მიერ დამკვიდრებული ტესტისთვის გადასცემენ. ლოებნერი, ასევე, პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციის გულმხურვალე მხარდამჭერია.

ლოებნერმა პრიზი 1990 წელს დააფუძნა. ის 100 000 დოლარს და ოქროს მედალს დაჰპირდა პროგრამისტს, ვინც პირველი შექმნიდა რეალურთან ყველაზე მიახლოებულ საკომუნიკაციო პროგრამას, რომელიც ადამიანსაც კი შეცდომაში შეიყვანდა. მას შემდეგ, კონკურსი ყოველწლიურად იმართება. კონკურსი პირველად კემბრიჯის ბიჰევიორისტულ მეცნიერებათა ცენტრმა ჩაატარა მასაჩუსეთსში, შემდეგ კი - ღონისძიების ორგანიზატორები სამხრეთ ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტი და დარტმუთის კოლეჯი გახდნენ. ამის შემდეგ, კონკურსს ლონდონის მეცნიერების მუზეუმმა უმასპინძლა. 2004 და 2005 წლებში კონკურსი ნიუ იორკში, ლოებნერის ბინაში ჩატარდა. თუმცა ხელოვნური ინტელექტის შექმნის სფეროში ლოებნერის პრიზის გადაცემის შესახებ არაერთგვაროვანი აზრია. გამოჩენილმა კრიტიკოსმა მარვინ მინსკიმ ამ პრიზს სარეკლამო ტრიუკი უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ღონისძიება ამ სფეროს განვითარებას სულაც არ უწყობს ხელს.

ELIZA სახელგანთქმული კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც 1966 წელს იოზეფ ვაიცენბაუმმა შექმნა. ეს პროგრამა როჯერსისეული თერაპიული მეთოდის იმიტაციის მცდელობა იყო. პროგრამა, არსებითად, მომხმარებელთა გამონათქვამების პერიფრაზირებას ახდენდა. ასე, მაგალითად, გამონათქვამზე - „თავი მტკივა” - პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო: „რატომ ამბობ, რომ თავი გტკივა?” ხოლო გამონათქვამზე „დედაჩემს ვეზიზღები” - პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო: „კიდევ ვის ეზიზღები ოჯახში?” სახელწოდება ELIZA პროგრამას ჯორჯ ბერნარდ შოუს პიესის, „პიგმალიონის” მუშათა კლასის წარმომადგენელი პერსონაჟის - ელიზა დულითლის პატივსაცემად უწოდეს. პიესაში ელიზა დულითლს ხომ მაღალი წრის ქალბატონის კვალად საუბარს ასწავლიან.

14 რაღაცეები ჰემინგუეის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ავტორი: აკა მორჩილაძე

0x01 graphic

1. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ როცა ბიჭი თვრამეტი-ცხრამეტი წლისაა და ცოტ-ცოტა წიგნებსაც კითხულობს, ჰემინგუეი მსოფლიოში საუკეთესო მწერალი ჰგონია.

მგონი მეც ასე ვიყავი.

მისი კარგა მოზრდილი სურათიც მქონდა, რომელიც მეცხრე საავადმყოფოს მიწისქვეშა გადასასვლელში ვიყიდე, კრუგთან, როგორც მაშინ ამბობდნენ.

კრუგი იმ ადგილს იმიტომ ერქვა, რომ ოდესღაც ტრამვაი უხვევდა. ასე მითხრეს ძველმა ვაკელებმა, იქ თავდებოდაო.

მაგრამ ეს ჰემინგუეის არ ეხება. მიწისქვეშეთში უზარმაზარ ფოტოქაღალდებზე დაბეჭდილი ბუნდოვანი პლაკატები იყიდებოდა - „ბიტლზი”, ხელიხელგადახვეული სიუზი კვატრო და კრის ნორმანი, „პინქ ფლოიდი”. ვერ იყო ღირსეული გამოსახულებები, მაგრამ სულ არაფერს ჯობდა ხოლმე. ჰოდა, ჰემნიგუეიც ამათში იყო. მგონი მეცხრე კლასში ვიყიდე.

ეს იყო საბჭოთა კავშირში ჰემინგუეის ყველაზე გავრცელებული ფოტო, რომლისთვისაც პერანგის ზედა ღილები და საყელო რეტუშით შეესწორებინათ.

ჰემინგუეის ხელი ჩამოედო რაღაცაზე და სევდიანი ღიმილით უყურებდა ობიექტივს. რახან სრულიად განუმეორებელი გამოხედვა ქონდა, ჰემინგუეი ძალიან პოპულარული იყო.

ამ ფოტოს ბავშვობიდან ვიცნობდი: ასეთი სერიის წიგნაკი გვქონდა: ერთი მოთხრობის ბიბლიოთეკა და ყდაზე ყოველთვის მწერლების ფოტოები იყო. ერთი მოთხრობა და ფოტო. ჰოდა, გვქონდა „კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“, ზედ კი ეს ფოტო, რომელიც მერე გადიდებული ვიყიდე. ოღონდ წიგნაკის ყდაზე მას კუბოკრული პერანგი ეცვა, გადიდებულზე კი - უფერო; ანუ იქაც რეტუში იყო.

ახლა, როცა ვეღარც იმ წიგნს ვპოულობ და ის სურათიც სადღაც გაქრა, რატომღაც მგონია, რომ სურათი ჰემინგუეის წიგნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ის იერი გაკითხებდა. თეთრწვერა ჰემინგუეი ძალიან მაგარია სურათებზე. სულ სხვანაირი, ვიდრე სინამდვილეში იყო. თუმცა, აქვე უნდა გამოვტყდე, რომ „კილიმანჯაროს თოვლიანი მთა” ეგრეც ვერ წავიკითხე, ვერც მაშინ (ალბათ იმიტომ, რომ 13-14 წლის ვიყავი და ძალიან მოსაწყენი და ბუნდოვანი რამ იყო ჩემთვის, თუ იმას გამოვაკლებთ, რომ მოქმედება აფრიკაში ხდება) და ვერც მერე.

ამ წიგნს ჯადოსნური ეპიგრაფი აქვს. სრულიად გადასარევი. არც ვიცი სხვა წიგნი, ასეთი მაგარი ეპიგრაფი რომ ჰქონდეს. მერე რომ ვცდილობდი „კილიმანჯაროს“ წაკითხვას, მეჩვენებოდა, რომ ეპიგრაფი ბევრად ჯობია თვითონ წიგნს. არ ვიცი, ეს რისი ბრალი იყო, მაგრამ მაინც ვეღარ წავიკითხე. ეგებ იმიტომ, რომ ჰემინგუეის კითხვა ისე აღარ მიყვარდა, როგორც ოცი წლის წინათ.

არის ასეთი სულელური ფილმი „კილიმანჯაროს” მიხედვით, თვითონ ჰემინგუეისაც არ მოსწონდა: გრეგორი პეკი თამაშობს. იქ ესპანეთის ომის ამბებიცაა ჩამატებული. ის ფილმი რომ ვნახე, მერე კიდევ ვცდილობდი „კილიმანჯაროს” წაკითხვას და მაინც არაფერი გამომივიდა.

ერთი დრო იყო და ჰემინგუეის ნაწერებით ვცხოვრობდი და მეგონა, რომ იმ ნაწერებში ვიყავი და ცხოვრებაც ისეთია, როგორც იმათში იყო აღწერილი. მეტს არც არაფერს ვკითხულობდი და რახან რაღაცეების წერა მინდოდა, მეგონა, რომ მასზე უკეთ ამას ვერავინ ახერხებდა. საერთოდ, ახლაც მგონია, რომ ჰემინგუეიმ უამრავი რამ შეცვალა ნაწერში. ოღონდ ისე მოხდა, რომ რომანები მოსაწყენი გამოუვიდა, მოთხრობები კი, მგონი, მსოფლიოში საუკეთესო.

ასევე მგონია, რომ მოთხრობას, ნოველასაც რომ ეტყვიან, მან აზრი დაუკარგა. უფრო სწორად, მის სერიოზულად წერას, იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია, კაცმა ისეთი სერიოზულობით დაწეროს მოთხრობა, როგორც ამას ჰემინგუეი ახერხებდა. არ გამოუვა და მორჩა. თუ მის გამოთვლებს და წერის მანერას გაჰყვება, ეს უბრალოდ გამეორება იქნება და მორჩა. სხვანაირად კი ისეთი არ გამოვა.

როგორ ვთქვა, არ ვიცი, ამ ჭკვიანურ ლაპარაკებში მოვისუსტებ. გვერდების იმ მოცულობაზე, ჰემინგუეის მოთხრობა რომაა განფენილი, შეუძლებელია სხვამ იმდენი დატიოს, რამდენსაც ის ტევდა. ჩვენს ბავშვობაში მოარულ ფანტასმაგორიებს შორის, ერთ-ერთი ასეთი იყო, რომ იაპონელებმა თითის სიგრძე ბოთლი გააკეთეს, რომელშიც სამი ლიტრი ეტევაო. აი, რაღაც ასეთია. თვითონაც რომ ლაპარაკობდა, აისბერგიო. დღეს ცოტა უბრალო შედარებად ჩანს, მაგრამ მაინც, ეგრეა და მორჩა.

სხვა ვერავინ შეძლებს ასეთი ნოველების წერას. ეს კაცი დილის ექვს საათზე დგებოდა და ფეხზე მდგომი წერდა საწოლ ოთახში, მაღალ მერხთან, ფანქრით ხელში. ითვლიდა და ხაზავდა. თუ თავი მოვაბი, მერე დავწერ, როგორ წარმომიდგენია მისი სამოთხრობე მუშაობა.

0x01 graphic

2. ჰემინგუეის პირველი მოთხრობა, რომელიც წავიკითხე, ისეთი იყო, რომ ავტორს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაშინ სკოლაში ვსწავლობდი და ჩემმა კაი ამხანაგმა გამოაძვრინა წიგნი გაკვეთილზე.

მოთხრობის წაკითხვის არსი ერთადერთი იყო - იქ აღწერილი ეროტიკული სცენა. მოთხრობას ერქვა „იქ, მიჩიგანში”, „უ ნას ვ მიჩიგანე,” „აფ ინ მიჩიგან” და თუ არ ვცდები, ეს იყო პირველი მოთხრობა, რომელიც ცხოვრებაში გამოუქვეყნეს ჰემინგუეის.

მოთხრობამ მოულოდნელად ვიღაცის აღმოჩენით მოიპოვა პოპულარობა ჩვენს კლასში და ზოგიერთები იმასაც კი ეშმაკობდნენ, რომ ცდილობდნენ, გოგოებისთვის წაეკი- თხინებინათ.

ამ მოთხრობიდან რაც მახსოვს, სიცივეა, მიჩიგანის ტბის პირად რომ დგას. გოგოს მგონი ლიზი ჰქვია, ბიჭს კი - მჭედელი ჯიმი, ან რამე სხვა. იქ მათი სექსია აღწერილი. გოგოსთვის ეს პირველია. ეს არის მთელი მოთხრობა. ახლა რომ ვფიქრდები, კიდევ რა მახსოვს, პირველ რიგში რაღაცნაირი სისველე მაგონდება, ნესტი, თუ რაღაც ასეთი, ფიცრები და ის, რომ შემთვრალ ჯიმს თმა გასწეწოდა. საუცხოოდ დაწერილი მოთხრობაა, ოღონდ ეს იყო საბჭოთა კავშირი და ეროტიკა - თუ ფოტოებს და სასწაულით ხელში მოხვედრილ ჟურნალს, ან იატაკქვეშა ფოტოებს არ ჩავთვლით, იძებნებოდა თვით „დეკამერონსა” და „დიდოსტატის მარჯვენაში“, ასევე, ნებისმიერი ფილმის ნებისმიერ კადრში - რავი, ყველგან. ამიტომ, დიდად არ ვთვლი, რომ ეს ჩემი ნამდვილი ნაცნობობა იყო ჰემინგუეისთან. თანაც, მოთხრობა ეროტიკის დასამახსოვრებლად ძალიან პირქუში იყო და გოგოც წარმოუდგენლად საცოდავი; ანუ, ავტორმა თავისი საქმე გააკეთა და იმან აბა, რა იცოდა, როცა ანასტას მიქოიანთან ერთად არაყს სვამდა, რომ სამხრეთ საბჭოეთში (და ეგებ სხვაგანაც) მისი პირველი მოთხრობა ეროტიკულ შთაგონებათა წყარო შეიქნებოდა ყმაწვილთა შორის.

ჰემინგუეის პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, იყო „ჰარი მორგანი”. ცალხელა შკიპერის ამბავი, კი უესტსა და ჰავანას შორის რომ დაცურავს, კონტრაბანდისტებთან, რევოლუციონერებთან, ემიგრანტებთან ერთად, და შინ ცოლი და სამი ქალიშვილი რომ ჰყავს.

აქვე უნდა გამოვტყდე, რომ ეს არის ჰემინგუეის ერთადერთი რომანი, რომელიც თავიდან ბოლომდე და იმავდროულად, ბევრჯერ წამიკითხავს და თან, ფურცლები არ გამომიტოვებია. მაგრა მომწონდა „მშვიდობით, იარაღო”, მაგრამ იქაც კი გამომიტოვებია რაღაცეები. „ფიესტაზე” აღარაფერს ვამბობ. რა თქმა უნდა, ეს ჩემს სასახელოდ არაფერს ამბობს, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ „ვის უხმობს ზარში” ყველაზე მეტი გამომიტოვებია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კომუნისტების დროს ეს წიგნი კუპიურებით იყო გამოცემული, შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, არც წამიკითხავს.)))))))

ახლა მინდა გამოვტყდე, რომ ჰემინგუეის ომისშემდგომი წიგნებიდან ყველაზე უფრო „მარადიული დღესასწაული“ მომწონს. ბოლო დროს არქივში ნაპოვნი „სამოთხის ბაღი” ვერ დავამთავრე, „მდინარის გაღმა, ხეთა ჩრდილებში” ორ საღამოს მომევლინა სატანჯველად, ხოლო „სახიფათო ზაფხული” მაინც უბრალო ჟურნალისტური წიგნი მგონია, ისევე როგორც „აფრიკის მწვანე ქედები”, რომელიც ამას მირჩევნია.

მოკლედ, ამის წამკითხველი იტყვის, რომ თუკი რამე მეჯავრება ქვეყნად, ჰემინგუეის რიმანებია.

ოღონდ აქვე უნდა ვთქვა, რომ ის ჩემი საყვარელი მწერალია და თუ ვეღარ ვკითხულობ, უფრო ჩემი ბრალი უნდა იყოს, ვიდრე მისი. მიზეზები არ მიძებნია. მოსაწყენობა - იოლი სიტყვაა.

ის კი ზუსტად ვიცი, რატომ ვკითხულობ „ჰარი მორგანს” ხშირად (ოღონდაც მწერლის და მისი ქალის ამბების გამოტოვებით): იმიტომ, რომ ამბავი მომწონს და ისიც, რომ რაღაცნაირად, მგონი, ჰემინგუეისთვის სრულიად მოუწესრიგებლადაა დაწერილი.

ოღონდაც, ეს სულ არაფერს ნიშნავს, რადგან ჰემინგუეის მოთხრობებზე არაფერი მითქვამს.

თავიდან „ნიკ ადამსის მოთხრობებს” ვკითხულობდი, ისევ მიჩიგანურ ამბებს. იმათში ყველაზე მაგარი ჩემთვის „ათი ინდიელი” იყო: როცა ნიკს მამა უამბობს, რომ მისი ინდიელი მიჯნური, პრუდი ვიღაცასთან დაინახა ტყეში. ისე დახვეწილად უამბობს, ისე დგას გზაში, სხვადასხვა ადგილას ათი მთვრალი ინდიელი... ჰემინგუეის დედა არ უყვარდა. მამამისმა თავი მოიკლა სანადირო თოფით, მერე თვითონაც - სანადირო თოფით. ნიკის მოთხრობებში ყველგან მამაა. როცა თვრამეტი წლის ხარ და ათასი პრობლემა გაქვს, ხშირად თავი ნიკი ადამსი გგონია. თუ, რა თქმა უნდა, კითხულობ მის ამბებს. თან, მგონი, წარმოიდგენ კიდეც, რომ ბარე ორმოცი წლის ჰემინგუეი ხარ და ეს ყველაფერი დაწერე. თან ისიც გგონია, რომ ეს ყველაფერი გაიარე, რაღაც ამის მსგავსი შენც გემართება. ნიკი ადამსის ამბებში არაფერი ისეთი არ არის, თვრამეტი წლის ბიჭისთვის უცნობი რომ იყოს, ოღონდაც, რას ნიშნავს ეს ამბები - თვრამეტი წლის ბიჭი გვიანღა ხვდება. იმ დროს კი, როცა კითხულობს, თავგადასავლებშია გახვეული: სვამს კიდეც, უარესებსაც სჩადის ხოლმე და, რა თქმა უნდა, გოგოს ეძებს. იქ, ჰემინგუეის ბიჭს პირველი გოგო ჰყავს აღწერილი: ეს ინდიელი პრუდი. არ ვიცი, სხვა ვინ მოიფიქრებდა პირველი გოგოს აღწერას, თუმცა, ალაბთ, ყოველ კაცს ახსენდება თავისი პრუდი. ასე- თი რამ, მგონი, არც ჯეკ ლონდონს გაუკეთებია და არც ვინმე სხვას, თუნაც ისეთებს, სულ ქალებზე რომ წერენ. გავიცინოთ: მარკიზ დე სადსაც არ მოფიქრებია. საერთოდ, კიდევ, ჰემინგუეი ქალებში ძალიან მაგრად ერკვეოდა. მთელი ცხოვრება მათთან მარცხდებოდა, მაგრამ ერკვეოდა. ალბათ ბევრს ფიქრობდა მათზე. „ვის უხმობს ზარში” ერთი ადგილია, უმაგრესი. წეღან რო ეროტიკულ სცენას ვიხსენებდი მიჩიგანიდან, ის არაფერია ამასთან შედარებით. სრულიად არაფერი. იქ, უბრალოდ, დიალოგია. „ჰარი მორგანში” ასეთი დიალოგები ცოტა უხამსია, ჰარის ცოლი ვერ ითმენს))))))), აქ კი, გაქანებულ ომში... რა ვიცი, უამრავ მაგარ ლექსს სიყვარულზე ეს ადგილი ჯობია. მე მირჩევნია და სხვას კი არ ვეხვეწები.

3. ყველაფერ იმაში, რაც ჰემინგუეის დაუწერია, ჩემი პირველი უსაყვარლესი ნაწერია მოთხრობა „ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება”. იმის მერე - „მკვლელები” და „მარადიული დღესასწაული”, მაგრამ ამაზე ახლა არ მოვყვები.

„ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება” არის უსასტიკესი, უსაშინლესი, უმძიმესი ამბავი კაცზე, რომელიც ბედნიერების წამს მოკვდა. თუ თავისუფლების წამს. თუ მაშინ, როცა იფიქრა, რომ ღირსებამ არ მიატოვა.

„მოხუცსა და ზღვაში” ჰემინგუეი წერდა, კაცი დამარცხებისთვის არ დაბადებულა, შეგიძლია მოსპო, მაგრამ ვერ დაამარცხებო. მაკომბერი კი ოცი წლით ადრინდელია. მგონი ოცით, ჰო.

ახლა ამ მოთხრობის შინაარსის მოყოლა სისულელეა.

უბრალოდ, პირველად რომ წავიკითხე, სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ მოთხრობები წერას აზრი არა აქვს.

აქა-იქ წამიკითხავს, რომ ჰემინგუეის სიუჟეტების პრობლემა ჰქონდა.

მგონი უფრო ბოლო 15-20 წელიწადს. ეს მოთხრობა კი იმ დროისაა, როცა ის ყველაზე კარგად წერდა.

მერე და მერე, სულ ვფიქრობდი, როგორ მოიფიქრა მან ასეთი დასასრული, როცა ქალი გაისვრის და თავის კაცს დააჭედებს შუბლში. რა თქმა უნდა, თავიდანვე იცოდა. საერთოდ, როგორ იგონებდა ასეთ მოთხრობებს?

ტორეროებზე რომ არის კიდევ, „50 ათასი” ჰქვია და კიდევ სხვებიც. უბრალოდ, ეს “მაკომბერი” ძვალსა და რბილში ატანს. არის კიდევ ერთი ეგეთი მოთხრობა, „სამდღიანი უამინდობა”, „კატა წვიმაში” და კიდევ “თეთრი სპილოების მსგავსი მთები” და კიდევ - „ბატონი და ქალბატონი ელიოტი” და ამ ნაწერებში ყველაფერი ქალზე და კაცზეა. ერთგან უშვილობა, მეორეგან შვილის მოლოდინი, მესამეგან სასტუმროს ოთახი, მეოთხეგან კი, მაკომბერის ამბავში - ტყვია შუბლში. არანაირი რომანტიკა და სირბილე ამ მოთხრობებში არ არის. კი არა, ისიც მეეჭვება, რომ მის საომარ და სანადირო თავგადასავლებში არის რაიმე რომანტიკა. ის ლოთი იყო. ნამდვილი, კულტურული ლოთი, რომელიც დილიდან ნელ-ნელა შეუდგება საქმეს. მას უყვარდა ტურგენევი და ჯოისი და მისი საუკეთესო მოთხრობები რაღაცით გავს ჯოისის „დუბლინელებს” და ტურგენევის „მონადირის ჩანაწერებს”. მაგრამ მისი კაცები ხშირად რაღაცით გვანან ჯეკ ლონდონის კაცებს. მგონი ბედისწერის ამბავში, ხოლო ნიკი ადამსი უღიმილო ტომ სოიერი თუ იქნება. ეს რომანტიკა კი რატომ ვახსენე, ვერ მივხვდი: თითქოს ჩვეულებრივ ამბებშიც კი დამალულია დიდი თავგადასავალი. ასეთი გამოდის ჰემინგუეის მოთხრობები. დიდი დრამების, დიდი ტრაგედიების სიჩუმით თხრობა. ფაქტიურად, სიჩუმით. იმიტომ, რომ მან ყველაზე უბრალო ინსტრუმენტები აირჩია და ისინი ხელიდან აღარ გაუგდია.

რომანებში ეს რატომღაც იკარგება. ალბათ იმიტომ, რომ რომანი სქელია, მოთხრობა კი თხელი. საერთოდ, რომანებიც მოთხრობებია. თუკი რამ არის იქ კარგი, გადასარევი მოთხრობა იქნებოდა, ოღონდ რახან რომანშია მოქცეული და ტერიტორიის პრობლემა აღარ აქვს, იჩაგრება.

„მაკომბერი” კიდევ… - ეგ მე მგონი მაგ კაცის ცხოვრებაა. უფრო სწორად, კოშმარი, რომელიც ქალებში გახლართულ ჰემინგუეის ეწვევოდა ხოლმე. ცოლი სულ ოთხი ჰყავდა, მანამდე აგნესა ფონ კიროვსკი, ბოლოს კი ადრიანა ივანჩიჩი უყვარდა. ჯავრობდა და ნერვიულობდა. მგონია, რომ ბევრ კოშმარულ რამეს ფიქრობდა. ფრენსის მაკომბერიც ერთი ასეთი კოშმარია. ოღონდ კოშმარი რომ დრამად გადააქციო, ძალიან მაგარი მწერალი უნდა იყო. ჰოდა, ჰემინგუეი იყო ის მწერალი, რომელსაც ედგარ პოს მსგავსი ამბები მოსდიოდა თავში.

პო ბრწყინვალედ წერდა. მის მოთხრობებში მათემატიკაცაა, ისევე, როგორც ჰემინგუეის მოთხრობებში, მაგრამ პოს მოთხრობებში იქაური დახვეწილი კოშმარების მიუხედავად, არ არის ტრაგედიის შეგრძნება; ანუ ის, რაც ასე მაგარია პოსავე ლექსებში. ჰემინგუეისთან კი არის, ოღონდ კოშმარს რომანტიკული იერი დაკარგული აქვს და ყოფით ამბადაა ქცეული.

ასე რომ მივყვე, გავაჭრელებ და ძალიან შორს წავალთ.

ისე კიდევ, რაღაც მომენტში, განსაკუთრებით ბიჭობაში, ის შენი ასაკის ტკივილების და განცდების კონსპექტს გაწვდის. ოღონდ მაშინ არ იცი, რომ სამყარო ამას იქითაც არსებობს.

0x01 graphic

4. საიდან იწყება ჰემინგუეის არწაკითხვა?

თავს ვერ დავდებ, მაგრამ მგონი ოცდაათ წელიწადს რომ მიუახლოვდები.

მგონი, ნაბოკოვი ამბობდა, ჰემინგუეი საყმაწვილო ლიტერატურააო. არ ვიცი, იმან ეგრე იცოდა ხოლმე თქმა, ისე გამოსდიოდა, მარტო მე ვიცი სწორად წერაო.

მაგას მოვეშვათ.

საბჭოთა კავშირში ხო როგორ იყო?

საინტერესო ადამიანების პორტრეტები მითებით იყო სავსე. მით უმეტეს, თუ მაინცდამაინც ინტელექტუალი არ იყავი და იმაზე უკეთესი წიგნები არ გქონდა, რაც სხვას.

ახლა გავიხსენებ, რა ვიცოდი ჰემინგუეის შესახებ.

მონადირე, მოკრივე, ყველა ომში პირველი გარბოდა, პირველ მსოფლიოში მძიმედ დაიჭრა, მერე ნობელის პრემიის მისაღებად თავისი ძმაკაცი, კოხიმარელი მეთევზეები წაიყვანა, მერე თავი მოიკლა.

კიდევ რა? არც მახსოვს. ზოგჯერ ესპანეთის ომის ქრონიკაში გამოაჩენდნენ კომუნისტები და მორჩა. მაგრამ იქ იმდენად უცხო იყო, რომ სახესაც ვერ დაიმახსოვრებდი, პოლ რობსონთან ერთად ახსენებდნენ.

ამ ამბებიდან მართალი თითქმის არცერთი არ იყო; ანუ, იყო მთლიანი ტყუილები და ნაწილობრივიც. ნობელის პრემიის ასაღებად ჰემინგუეი საერთოდ არ წასულა. კოხიმარელი მეთევზე კი პრეს-კონფერენციაზე გამოიყვანა, რათა ამ უკანასკნელს დაედასტურებინა, მწერალს ჩემი თავგადასავალი არ მოუპარავსო.

0x01 graphic

დაჭრით მართლა დაიჭრა, მთელი ორასი ნამსხვრევი ჰქონდა ფეხში, მაგრამ არა ბრძოლაში, არამედ იმიტომ, რომ სიმშვიდეში მოწინააღმდეგის მხარეს ინტერესისთვის გაისროლა და ამას უაზრო ბრძოლის დაწყება მოჰყვა. ის სანიტარულ ბატალიონში იყო და იმ დღეს მგონი პირველად მივიდა ფრონტის ხაზზე.

მონადირე და მეთევზე მართლაც კარგი ყოფილა, ასე ამბობენ. თუმცა, არ მგონია, რომ ომების დროს ადამიანებს ხოცავდა. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ლონდონში მყოფმა, მეორე ფრონტის გახსნის წინ, მთვრალმა ფეხი მოიტეხა და მესამე ცოლმა, მაგარმა ჟურნალისტმა მარტა გელჰორნმა სასტიკად დასცინა, როგორც მეომარს. მერე ანდრე მალროსთან მოუხდა ჩხუბი (მალრო მაგრა იბრძოდა და რაღაცეები მგონი იმანაც შეახსენა) ერთ-ერთი ფრანგული სასტუმროს ნომერში, რის შემდეგაც მისი ძმაკაცი, შოტლანდიელი სერჟანტი მალროს მისაღების ნებართვას სთხოვდა.

ეს უარყოფითები უფრო უყვართ, თუმცა, სადაც იყო, პატიოსნად იყო და ბევრი კარგიც გაუკეთებია, დაჭრილების მოვლით დაწყებული, იახტით კარიბის ზღვაში გერმანელთა სუბმარინების ძებნით დამთავრებული.

მე ძალიან შევშფოთდი, როცა ახალგაზრდა ჰემინგუეის ფოტო ვნახე პირველად, ბორის გრიბანოვის წიგნში. სწორედ იმ დროის, როცა ის საუკეთესო მოთხრობებს წერდა. ერთი ჩამრგვალებული, ულვაშიანი ჯეილი, გადაკვანწილი თმებით, არაფრით არ გავდა იმ ადრე დაბერებულ, წარმოუდგენელი მომხიბვლელობით სავსე კაცს, რომელიც კუბაზე ფეხშიშველა დატანტალებდა, შორტებსა და ჩაღეღილ პერანგში გამოწყობილი.

საერთოდ, მგონი, რაც უფრო ბერდებოდა, ჰემინგუეი მეტს და მეტს ფიქრობდა თავის გარეგნობაზე: ნერვიულობდა თმაზე, რომელიც გასცვივდა და ის უკნიდან ჰქონდა წამოფარებული.

ისე კი ამ ორ სურათს შორის საერთო მაინც იყო - თვალები. ზუსტად ისე, როგორც „მოხუცი და ზღვაში” დაწერა, მოხუცს ყველაფერი ბერული ჰქონდა, გარდა თვალებისაო. ამ წიგნს რომ წერდა, ორმოცდაათი წლის იქნებოდა და უკვე მოხუცს ჰგავდა. ეს ის დრო იყო, როცა სასმელს ჩაის ფინჯნებში ისხამდა, რადგან დღის განმავლობაში ნორმირებული ჰქონდა და ამ ფინჯნებით ატყუებდა თავის ბოლო ცოლს, მერის.

ჰო, როდის იწყება ჰემინგუეის არწაკითხვა?

მგონი მაშინ, როცა მოთხრობების ყველაფერი იცი და მის რომანებზე გადახვალ. რომანები კარგია, მაგრამ მათსა და მოთხრობებს შორის ერთი სხვაობაა:

ისეთი რომანებია, რომ შეგიძლია გადადო და დიდხანს არ დაუბრუნდე, ხშირად კი ეს დიდხანს სამუდამოდ გამოდის, მერე კი აღარც მოთხრობებს უბრუნდები. ისინი ზეპირად იცი და სიახლის შეგრძნება დაკარგული გაქვს.

მაგრამ ამასთან ერთად, ჰემინგუეის არწაკითხვა იქედანაც შეიძლება დაიწყოს, როცა მისი ცხოვრების შესახებ წიგნების ფურცვლას იწყებ.

ჩვეულებრივ, ეს იმის შემდეგ ხდება, როცა მისი მოთხრობები უკვე ზეპირად იცი და აღარც ცხრამეტი წლისა ხარ.

სიმართლე რომ ვთქვა, ჰემინგუეის შესახებ ოთხი წიგნი მაქვს წაკითხული. აქედან ორი - რუსების დაწერილი. ერთი გრიბანოვის, ბიოგრაფია, მეორე პაპოროვის „ჰემინგუეი კუბაზე”. პაპოროვი ჟურნალისტად იყო კუბაზე და წიგნი კარგია. რა ვიცი, მე მომწონს. იქ ბევრი ისეთი ამბავია, სხვაგან რომ ვერ შეხვდები და მთელი წიგნი ჰემინგუეის მსახურების და კუბაზე დარჩენილი მისი ძმაკაცების მოგონებებითაა სავსე. წიგნი კეთილგანწყობილია, ამბები დამაფიქრებელი და მძიმე.

მოკლედ, ამ წიგნის წაკითხვისას მიხვდები, რომ მას მძიმე ცხოვრება და რაღაც სისულელეებით შეჭმული ხასიათი ჰქონდა, საკუთარ თავთან გამკლავებას კი ძალიან იშვიათად ახერხებდა. ასევე, აქედან ამოიცნობ, რომ ბრძენიც არ იყო და მის შესახებ დაწერილ ყოველ სტრიქონს საშინლად განიცდიდა.

ბოლო ათ წელიწადს ის იშვიათად ერეოდა რამეს, თვით საკუთარ წიგნებსაც კი.

ხოლო თუ გინდათ, რომ ის საბოლოოდ განადგურებული და გაბურთავებული იხილოთ, ენტონი ბერჯესი უნდა წაიკითხოთ.

მე რაც ვიცი, ბერჯესს ორი წიგნი აქვს ჰემინგუეიზე, ერთი - „ერნესტ ჰემინგუეის სამაყარო”, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს ქართულადაც გამოვიდა, ოდნავ გრძელი სათაურით. ამ ქართულ წიგნზე ჰემინგუეის ფოტოა, რომელშიაც ის ფიდელ კასტორს ჰგავს, იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰემი, კუბელთათვის კი პაპა, გრძელი წვერით დაიარებოდა და არც მოხუცურად გათეთრებული ჰქონდა.

ეს სწორედ ის დრო იყო, როცა მარტა გელჰორნთან მოუხდა უვარგისობა. მარტა მაგარი ამერიკელი ჟურნალისტი იყო, მგონი ახლახანს გარდაიცვალა. ის შიგნიდან იცნობდა პაპას და ხშირად დასცინოდა კიდეც, განსაკუთრებით ბოლო დროს. როცა ჰემინგუეიმ ლონდონში ჩააკითხა, ამბავიც იქ მოხდა. ადრე კიდევ, ჰემი მარტას მეგობარ მაგარ-მაგარ და ელიტურ ჟურნალისტებთან სმას ვერ იტანდა და იმათთან ლაპარაკსაც. მას სმა სხვა ხალხში უყვარდა. ჰოდა, მარტასთან ჩხუბ-ჩხუბში გადაეყარა მერის. მერის მშობლებს ის არ მოსწონდათ.

მას ლოთის და მაწანწალა კაცის სახელი ჰქონდა, ამერიკულ გაზეთებს თუ გაადევნებდი თვალს. მარტას ის არ დანანებია. უზარმაზარი ხორცის ნაჭერი, რომელსაც სპირტის სუნი უდის. ერთ ფილმში ასეთი ფრაზაც კია, ხანდახან მაინც დაიბანეო.

მისი ბიოგრაფია უცნობი და მომხიბვლელი იყო. სინამდვილეში კი არ არსებობდა იმ სახით, როგორითაც ნებისმიერ, მისი წიგნებით აღფრთოვანებულ კაცს შეეძლო წარმოედგინა და პრობლემაც აქვე იწყებოდა.

მე, პირადად, ძალიან ვბრაზობდი, როცა ერთი-ორი ჭკვიანი უფროსი რაღაც ამნაირს იტყოდა, გაბერილი და გაბუქულიაო, თვითონ ბევრი არაფერი საერთო აქვს იმასთან, რასაც ამბობენ და ბევრად უსუსური და რთული კაციაო.

აბა, ჩვენ რა ვიცოდით...

ჰო, ამასობაში კიდევ, ბერჯესისი მეორე წიგნი: „ჰემინგუეი”, რომელიც მის პირად ცხოვრებას აღწერს. ბერჯესს იუმორი აქვს. მას დაცინვაც ეხერხება. ცინიკურობაც გამოუვა. ტიპიური ინგლისური რამეები ბიოგრაფიული წიგნისთვის. წიგნი ქართულად არ არის, არც რუსულად, მგონი. იქ ჰემინგუეი უბედური, მდაბალი, სახელს, ტრაბახს გამოკიდებული და საცოდავია. მერე ძნელია „ვის უხმობს ზარის” კითხვა.

ომის შემდეგ, ჰემინგუეიმ ამერიკული მედალი დაიწუნა, უფრო მაღალი ჯილდო მერგებოდაო, ოღონდ მაინც მიიღო.

საერთოდ, ჰემინგუეის დრამატულ ამბებში და მის შინაგან სიმძიმეებში, რომელთაც საგულდაგულოდ მალავდა (ვინ არ დამალავს) მთავარი ის იყო, მას წარმოედგინა, რომ რა- ღაც უნდა დაემტკიცებინა. როგორც ნაწერებში, ასევე ცხოვრებაში. პრობლემა მაშინ იწყებოდა, როცა ორივე უჭირდა - წერაც და ცხოვრებაც. ცხოვრება სულ უბრალო რამეთა გამო წაუხდებოდა ხოლმე, წერა კი უფრო და უფრო გავდა სატანჯველს. წერაში სისხარტე დაკარგა. ბევრს მუშაობდა, მაგრამ ყველაფერი მოსაწყენი და ტლანქი ჩანდა. ცხოვრებაში სიმშვიდე რომც მოეპოვებინა, წერა მაინც არ გამოსდიოდა.

მის ცხოვრებაში სიახლე აღარ იყო: ნადირობა აფრიკაში, სმა ჰავანაში და ახალი რა? ადრიანა რომ შეუყვარდა, ხვდებოდა, რომ მერის ვეღარ მოშორდებოდა. ჯერ ორმოცდაათისაც არ იყო, მაგრამ უკვე მოხუცი, რომელიც გრძნობს, რომ ვეღარაფერს შეცვლის. და უცებ, ამას მოჰყვა „მოხუცი და ზღვა”. მაინც მოახერხა. ჟურნალმა „ლაიფმა” დაბეჭდა. ტირაჟი მთელ კვირას იზრდებოდა. უცებ ნობელის პრემია მიიღო. მაგრამ ცხოვრება ძველებურად გაგრძელდა.

მგონი მას უნდოდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ყველას ერთად ეთქვა, რომ ის არა მხოლოდ დიდი მწერალია, არამედ მამაცი და სრულიად განუმეორებელი ადამიანი. ის დონ კიხოტი ნამდვილად არ იყო, თუმცა მხეცებთან გალიაში ნამდვილად შესულა.

ეს ჰავანაში მოხდა. ცირკის გაქნილმა იმპრესარიომ მისი გვარი აფიშას დააწერა, რათა წარმოდგენა გადაერჩინა. მხეცების მომთვინიერებელი ავად გახდა. სისულელე იყო, მაგრამ იმპრესარიო მის ვაჟკაცობას გაეთამაშა და ცოლის პროტესტის მიუხედავად, ჰემინგუეი გალიაში შევიდა და ვეფხვები ახტუნავა. ეს მართლა გამაოგნებელი ამბავია სამოცს მიტანებული კაცისგან. მას სწორედ ეს უნდოდა.

0x01 graphic

მეტიც უნდოდა, მას უნდოდა ბელადი ყოფილიყო:

ერთხელ, აფრიკიდან დაბრუნებულმა, თავის მეგობარს უამბო, რომ ერთ იქაურ ტომში ვაჟკაცების შეჯიბრში გაიმარჯვა, რითაც ტომის ბელადის ქალიშვილი დაიმსახურა და ამ ქალისგან ახლა ბიჭი შეეძინა, რომელიც ტომის ბელადი გახდება.

ჰო, ამ მეგობარს რაღაც ძვირფასი დანა გაატანა აფრიკაში, ეს ჩემს შვილს გამოადგება, ბელადი რომ გახდებაო.

კაცი გაოგნებული იყო: რის ტომის ბელადი, რა ქალი, რომელი შვილი...

უფრო სწორად კი მეგობარი ექიმი იყო და ყველაფერს მიხვდა. დანა თვითონ შეინახა და პაპასაც აღარაფერი უკითხავს.

ასეთი ამბავი უამრავია.

მისი ფრაზა - კაცს არა აქვს ლოგინში სიკვდილის უფლება: ან ბრძოლაში, ანდა ტყვია შუბლში, - ვაჟკაცობის აუცილებლობის დამტკიცებას გულისხმობს.

მისი თვითმკვლელობა ელექტროშოკით ნამკურნალევი მძიმე ავადმყოფის საქციელი იყო. მაგრამ მან ამით ის დაამტკიცა, რის გამოძერწვასაც ბოლო ოც წელიწადს ცდილობდა: რომ ვაჟკაცი იყო.

არ ვიცი, ამბობენ, ბოლოს დევნის შიში ჰქონდაო, ფედერალური ბიუროს აგენტები ელანდებოდაო, ვეღარ გაუძლო და ამიტომაც მოიკლა თავიო. თუ ასეა, ეს უბედურებაც ისევე გამოუვიდა, როგორც წიგნები და ცხოვრება. თავი მოიკლა და ეს მის სიმამაცეს უჩვენებდა, ღრმა მიზეზები კი სხვა იყო. თვითონ გასროლა და მისი აისბერგი ერთმანეთს არაფრით გავდნენ.

არ ვიცი.

ისიც არ ვიცი, მოქმედებს თუ არა ეს ამბები მის ვეღარწაკითხვაზე, მაგრამ როგორღაც მისი ცხოვრება ცხადი ხდება. მგონი, არც ვიცი სხვა მწერალი, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ამდენი რომ წამეკითხოს და მესმოდეს. ალბათ ამის ბრალიცაა. ძალიან ცხადად ადარებ მის წიგნებსა და ცხოვრებას. ცხოვრებას კი ისეთი თვისება აქვს, რომ წიგნებს გააფერმკრთალებს ხოლმე. ეს რომ მარკიზ დე სადი ყოფილიყო, პრობლემა არ იქნებოდა: რასაც წერდა, იმას ცხოვრობდა და რასაც ცხოვრობდა, იმას წერდა. მაგრამ ეს ჰემინგუეია. ის ცდილობდა ეცხოვრა ისე, როგორც ესმოდა და რაღაც აკლდა, წიგნებ- ში ეს რაღაც შუბლით გაჰქონდა, ცხოვრებაში კი ნაკლებად. ჰოდა, გასაჭირიც ეს იყო. მერე წიგნებშიც გაუჭირდა.

0x01 graphic

5. წაკითხვა-არწაკითხვა... ვერწაკითხვა... საერთოდ ერთია, როცა ცოცხალ მწერალს კითხულობ და მეორე, როცა ძველს. ეს სისულელეა. იმიტომ, რომ არ იცი, როდის მიუბრუნდები და როდის შეძლებ ჰემინგუეის ხელახლა წაკითხვას. ეგებ უცებ ისევ დაგიახლოვდეს, სწორედ იმ დროში, რომელიც წინ გაქვს, და რომელიც მის ერთ მოთხრობაშია აღწერილი - დაუძლურებული მწერალი რომ ძლივსღა დაჩოჩავს სახლში.

ჰემინგუეი ამბობდა, რომ ცხოვრება ტრაგედიაა, რადგან მისი ავი ბოლო თავიდანვეა ცნობილი. სიკვდილზე ყურადღების გამახვილება მისთვის ჩვეული რამ იყო. სიკვდილთან შეხვედრა, მგონი, საერთოდაც უმნიშვნელოვანესი რამ.

„მკვლელებში” არის სრულიად გასაგიჟებელი ადგილი, როცა შვედი მოკრივე ოლე ანდერსონი სახლში წევს, კედლისკენ გადაბრუნებული და მკვლელებს - ელს და მაქსს ელოდება. ნიკი აფრთხილებს, გეძებენო.

ის კი წევს და ელოდება.

რატომ?

დაიღალა?

მოთხრობა ადრინდელია, მაგრამ ჰემინგუეი ადრიდანვე გრძნობდა დაღლას.

ისე კიდევ, თავის საუკეთესო წლებში ის ვირტუოზი გახლდათ. წერის სისტემა, რომელიც მან მოიგონა, სრულიად უნივერსალურია, თუმცა ფასდაკარგული, რადგან სულ სხვა წიგნებში, სულ სხვა ავტორების ნაწერებში მისი არამოცნობა შეუძლებელია. იქ კი მათ ფასი არა აქვს.

ეს მთელი ჯადოა: კითხულობ რაღაც წიგნს და ჰოპ! უცებ თეთრი წვერი, ნაღველში ჩაფლული თვალები… - აი, ეგ არი მისი სისტემა. ასლების კეთებაზე კი არ ვამბობ, კაი მწერალს რომ უცებ გაეპარება. ისე მოახერხა, რომ ვეღარსად წაუხვალ. კი, არის კაფკიანური რომანები, ფოლკნერიანული, ჯოისიანური, პრუსტიანულიც იქნება… - გასაგებია, ასეთი საუკუნე იყო.

მაგრამ ჰემინგუეის ნაწერი სხვანაირად მოიპარება. მან მოიგონა საუკუნის ტემპი, საუკუნის დიალოგი, საუკუნის ნოველა. თან ის ისე მოიპარება, რომ ძალაუნებურია და არა წინასწარგანზრახული, რომ აი, მე ჯოისი მიყვარს და ასე ვწერ.

ოდესღაც მარკესი დიდი მწერლების სტილში წერდა მოთხრობებს. ჰემინგუეისნაირიც აქვს: „ქალი, რომელიც ზუსტად ექვსზე მოდიოდა”. მაგარი მოთხრობაა. სრულიად არაპაროდიული და არც იაფად გადმოღებული. ეს მოთხრობა იმიტომ გამახსენდა, რომ ლუი დე ბერნიეს ლათინოამერიკულ თარგზე ნაწერი რომანები მომაგონდა. ეს ინგლისელი მწერალი ამბობს, მე მარკესის პარაზიტი ვარო. თუმცა, მშვენიერი მწერალია და „კაპიტან კორელის მანდოლინაც” მშვენიერი წიგნია, მაგრამ პარაზიტობა ცნობილი ამბავია. გომბროვიჩი ადრევე იძახდა, დღესო, ყოველ ნასწავლ კაცს შეუძლია მწერალი გახდესო. და გახდება კიდეც, თუ სწავლა არ ეზარება და ლიტერატურაში ერკვევა. მარკესის ის ძველი მოთხრობაც ამას ადასტურებს. სხვა არის, რომ მარკესი ამნაირ მწერლობას არ აპირებდა და თავისი მოიგონა. ასეთ მწერლებს კი არ ექნებათ ისეთი ჭირი და ტანჯვა, ჰემინგუეის რომ ჰქონდა, რადგან პაპა უკვე იტანჯა მათ მაგივრად. მგონი ყველას მაგივრად იტანჯა. ის ხომ ბოლო დიადი თვითმკვლელი იყო.

უკვე ბიტნიკები, ჩარლი ბუკოვსკი, ათასი სხვა რამე და ეს ძველმოდური ვითომ დევგმირი, რომელსაც არც ხილვები სჭირდება, არც ხელოვნური კონფლიქტები და არც ტკივილების და განცდების გამოწვევა... უჰ... ეს ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს.

მარკესი ძალიან მაგარი მწერალია, მაგრამ მგონი არ გადარეულა, რომ საუკეთესო წიგნი ორმოცი წლის წინათ დაწერა. ჰემინგუეი კი ამაზე გიჟდებოდა.

ძველი დრო, ძველი ტკივილი... ოთხი ცოლი, ჰავანა, რომელიც დაკარგა, ამერიკა, რომელიც დიდად არ უყვარდა, მუშტი, რომლითაც ამაყობდა და რომელიც ისე ხმებოდა, რომ ხეირიანად არავის მოხვედრია, სმის ფილოსოფია, აგუხას წერის ფილოსოფია, უვარგისი ფილმები, მისი წიგნების მიხედვით რომ გადაიღეს... ჰემინგუეის ყველა ქანდაკება სასაცილო იქნება. ასევე ყველა ტილო, რომელზეც მას აღბეჭდავენ. ფიგურაა ასეთი.

ჰოდა, ერთი მითხარი, რა მნიშვნელობა აქვს, უბრუნდები თუ არა მის წიგნებს? ის მთელი ცხოვრება “ჰაკლბერი ფინის თავგადასავალს” წერდა, ოღონდ მის ჰაკი ბავშვობიდან ჯარისკაცი იყო და იბრძოდა. იცოდა, რომ დამარცხდებოდა, მაგრამ მაინც... სულ ბოლომდე. ბოლოს კი ტყვედ არ ჩაბარდა.

ჰოდა, ძალიან მიყვარს. თუნდაც იმიტომ, რომ ოდესღაც ცხოვრება სწორედ ისეთი მეგონა, ის რომ იგონებდა. ეს ყველაფერი ძვალსა და რბილში ატანდა.

ისე, რომ ახლაც დარჩენილია: როგორია „კატა წვიმაში” და როგორ წარმოუდგენლად ძნელია იპოვო ადგილი, სადაც თბილა და

სინათლეა.

პრილაჟენიე☺)))
პაესტკის წიგნი

ახლა საერთოდ აღარ არი ეგეთი რამეები, თუმცა ადრეც დიდი იშვიათობა იყო. ერთმა ჩვენმა ამხანაგმა პაესტკაში ჰერმან მელვილის „მობი დიკი” წამოიღო. სულ შვიდი გვერდი წაიკითხა და სიმართლე რომ ითქვას, აღარც უნდოდა დიდად კითხვა, მაგრამ სქელი, შავი წიგნი მთავარი გასართობი შეიქნა და მასზე მთელი საპაესტკო სერიალი აეწყო. ბოლო-ბოლო, მთელ სიცილ-ხარხარს რო მოილევდი, მაინც იგივეს ეკითხებოდი, ამსისქე წიგნი რამ გათრევინაო და ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა.

ერთხელ თქვა, რავი ზღვაზე მოვდიოდით და წამოვიღეო. ჰოდა, იქ გავიგონე ძაან უცნაური და სამუდამო პასუხი:

თუ მაინცდამაინც ზღვაზე წიგნი გინდოდა, „მოხუცი და ზღვა” წამოგეღო, ამაზე თხელი ხო მაინც არიო.

ჰოპ… სიმართლე ვთქვა, ჯერ “მოხუცი და ზღვა” წავიკითხე და მერე, როდის როდის „მობი დიკი”.

საერთოდ, მგონია, რომ მელვილს უზარმაზარი გონება ჰქონდა, ოღონდ ამაზე ხეირიანად არასდროს უფიქრია. ჰემინგუეი კი გამუდმებით თავისი გონების გამო ფიქრობდა. 30-იანი წლების ბოლოდან, მისთვის წერა ძალიან რთული იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ის ძალიან ბევრს წერდა, ოღონდ მანამდელი ხარისხი ვეღარაფრით გაიმეორა. ამას თვითონაც მშვენივრად ხვდებოდა. მგონი დაახლოებით მაგ დროს თქვა ფოლკნერმა, ჰემინგუეის ცვლილების ეშინია, აწვება თავის ხერხს და გამბედაობა აკლიაო. ჰემინგუეიმ სულ ძმაკაც გენერლებს აწერინა, მისტერ ფოლკნერ, პაპა მამაცი კაცია და ამაში არაერთხელ დავრწმუნებულვართო.

ორი დიდი მსახიობი, სპენსერ ტრეისი და ენტონი ქუინი ცდილობდნენ ეთამაშათ მოხუცი. ღიმილისმომგვრელი როლებია. წყალი ისე სასაცილოდ ესხმებათ... ჰემინგუეის გადაღება შეუძლებელია. ეკრანიზაციები ერთმანეთზე დიდი სისულელეები გამოდის. “მოხუცი და ზღვა” კი... მაგარია, მაგრამ ამას სხვა მისი ნაწერები მირჩევნია. ამ წიგნზე ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ აქ ამის ადგილი არ ჩანს. წიგნიდან შეჯიბრის სული მახსოვს. მოხუცი ეჯიბრება სენ ფუეგოსელ ზანგს მკლავჭიდში, მოხუცი ეჯიბრება ბედს და იღბალსაც. ჯო დი მაჯიოს ძვლის კორძი სტკივა და შეჯიბრში ვერ მონაწილეობს... იცით რა არ მომწონს ამ წიგნში? თევზის დიდი ჩონჩხი. ვერ არის ისეთი სიმბოლო, მთლად რომ უხდებოდეს.

და კიდევ: ბოლო წინადადება - მოხუცს ლომები რომ ესიზმრებოდა.

ჰემინგუეისაც ლომები ესიზმრებოდა. ყოველ შემთხვევაში, უნდოდა, რომ დასიზმრებოდა მაინც. მას ბევრი ლომი ყავდა ნანახი. მოკლულიც. კარგად გამოიყენა. საუცხოოდ. მაგრამ მაინც რაღაც სხვაა.

ამ წიგნში ყველაზე მეტად თევზის ამბავი კი არ მიზიდავს, არამედ ბიჭის და მოხუცის ლაპარაკები და ის, თუ როგორ უვლის ბიჭი მოხუცს.

მგონია, რომ ყოველგვარი ბრძოლების გარეშე, ჰემინგუეი ძალიან მაგარი იქნებოდა. შეჯიბრი საჭირო არ იყო.

ისე კი რა უცნაურია: მელვილი სხვა რამეს ფიქრობდა და წიგნი სულ სხვა რამეში გადაიზარდა. ჰემინგუეი კი რასაც ფიქრობდა, ზუსტად ის გააკეთა და მაინც არ იცი, ნავში მარტო მყოფი რომელ წიგნს წაიღებდი - „მობი დიკს” თუ მოხუცის ამბავს.

მე მართლა არ ვიცი. უფრო მაინც მელვილს.

ხოლო პაესტკაში - არცერთს)))))…“მობი დიკი” ნამეტანია, „მოხუცი და ზღვა” კი მომცრო და ეგებ ჩემოდანში ვეღარც შეამჩნიო, თუ მიგავიწყდა. მოხუცს სულ დაუჭრა ხელები თოკმა. ეს თავის თავზე დაწერა, არ დავმარცხდებიო.

როგორ დაგავიწყდება? უბრალოდ, პაესტკა არ არის ამის ადგილი.

0x01 graphic

15 ინტერნაციონალური ოჯახები

▲ზევით დაბრუნება


სპეც-პროექტი

ავტორი: ირა ყრუაშვილი
ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

0x01 graphic

აქ არც საქართველოს დემოგრაფიის პრობლემებს განვიხილავთ და არც მის შემაშფოთებელ სტატისტიკას შევეხებით. მომდევნო გვერდებზე, უბრალოდ, იმ წყვილებს გაგაცნობთ, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნებში სრულიად შემთხვევით შეხვდნენ და ახლა ბედნიერ თანაცხოვრებას საქართველოში განაგრძობენ.

ამ წყვილებმა ჩვენი ყურადღება ერთი რამის გამო მიიპყრეს - როგორც ჩანს, მაინც კონსერვატიული ერი ვართ და ასეთი ოჯახები ჩვენში გაკვირვებას აღარ, მაგრამ მომეტებულ ინტერესს მაინც იწვევენ.

ერთი სიტყვით, ჩვენს სპეც-პროექტში კულტურათაშორისი დიალოგის მიკრო მოდელს - ოჯახურ ვარიანტს გთავაზობთ.

იაგო კაჭკაჭიშვილი,
სოციოლოგი ბარბარა ვატენდორფი, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის
და რუსული ლიტერატურის ექსპერტი

0x01 graphic

იაგო: ბარბარა პირველად ჩემთან ერთგვარი პროზაული მისიით მოვიდა - მოვიდა, რომ მოეთხრო რა შემოთავაზებები აქვს DAAD-ის წარმომადგენლობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის (ბარბარა იმ დროისათვის DAAD-ის ოფისის ხელმძღვანელი იყო საქართველოში). პირველ შეხვედრას მეორე მოჰყვა, ამჯერად საქართველოში გერმანელი სოციოლოგი ჩამოდიოდა და ჩვენს დეპარტამენტთან უნდოდა დაკავშირება. მერე, თანდათან ჩვენი ურთიერთობა სხვა, არაოფიციალურ და მეგობრულ ფაზაში გადავიდა. ახლა უკვე სამი წელია ერთად ვცხოვრობთ და გვყავს ერთი წლის კრისტინა.

ურთიერთობას რომ იწყებ, ისეთ რომანტიკულ განწყობაზე ხარ, ნაკლებად ფიქრობ შესაძლო კულტურულ შეუთავსებლობებსა და პრობლემებზე. აი, იწყება ყოველდღიური ცხოვრება, რუტინაში ვებმებით და ყველა წინააღმდეგობა თუ ბარიერი ერთბაშად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. იმის მტკიცება, რომ სხვადასხვა კულტურული ფონის მქონე პარტნიორებს შორის მსოფლმხედველობრივი თანუხვედრელობა არ არსებობს, უაზრობაა. ასეთი განსხვავებები ობიექტურად არსებობს და ისინი უფრო ხშირად არა ინტელექტუალური, არამედ ღირებულებითი და ემოციური ხასიათისაა. თუ ერთმანეთის შენარჩუნება გვინდა, ეს ყველაფერი უნდა გადავლახოთ.

ბარბარა: და მაინც, ნაციონალობა ჩემთვის (ჩვენთვის) მეორეხარისხოვანია. იაგო ის ადამიანია, ვინც მიყვარს და მისი წარმომავლობა არაარსებითია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაინც ისაა, რომ იაგოს გამო დავრჩი აქ.

იაგო: მართლა ასეა. ის, რომ ბარბარა საქართველოში დარჩა და დღეს აქ ვცხოვრობთ, ჩემთვის მისი სიყვარულის ყველაზე სარწმუნო დადასტურებაა.

ბარბარა: ამ დროს, უფრო ხშირად, ასეთი წყვილები შედარებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მიდიან საცხოვრებლად, ჩვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა.

იაგო: აქ მთავარი დამნაშავე მე ვარ. ჩემში სამშობლოს განცდა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია, მაგრამ დარჩენა არსად მომნდომებია. უცნაურია, კონკრეტულად არც კი იცი რა გენატრება, ეს რაღაც კომპლექსური გრძნობაა - ირაციონალური ერთიანობის განცდა სამშობლოსთან. აქ მეორე მომენტიც არის: გერმანიაში ჩემი თვითდამკვიდრების და საკუთარი თავის რეალიზების ობიექტური პირობები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბარბარასთვის - საქართველოში.

ბარბარა: ჩემთვისაც რთულია. აქ თავიდან ვიწყებ ჩემს კარიერას. დღეს საერთო ოჯახი გვაქვს და ორივეს გვიწევს გარკვეულ კომპრომისზე წასვლა. ბევრს ვდაობთ იმაზეც, როგორ გვინდა ჩვენი შვილი რომ გავზარდოთ. მინდა კრისტინა დამოუკიდებელ, თავისუფალ ადამიანად ჩამოყალიბდეს.

რაღაც ეტაპზე, გარკვეული ხნით გერმანიაშიც მინდა წავიდეს. იგრძნოს, რომ იქაც მისი სამშობლოა. არ მინდა მის გადაწყვეტილებებზე ზედმეტად ვიმოქმედოთ და ამით შევზღუდოთ. მეორე მხრივ, ძალიან მომწონს მშობლებისადმი ქართველების დამოკიდებულება - განსაკუთრებულად მზრუნველი და თბილი. ამიტომ ეს კომპლექსური საკითხია, ერთ ჭრილში ვერ განიხილავ. აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

იაგო: ესეც არის განსხვავება. მე, როგორც ამ შემთხვევაში ტიპიური ქართველი, მაქვს მცდელობა, შვილი ჩემს სიახლოვეს მყავდეს. ქართველებისთვის ხომ ერთმანეთთან კომუნიკაციის ელექტრონული მედიატორები აღიქმება, როგორც ნაკლოვანება, როგორც ტკივილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთ სივრცეში, ერთ ლოკაციაში ყოფნა.

ბარბარა: კი, მაგრამ შვილი ხომ საბოლოო ჯამში მშობელს არ ეკუთვნის, ის თავად ირჩევს სად და ვისთან იცხოვროს.

იაგო: აი, თუნდაც, ამას მე ვერასდროს ვერ ვიტყვი.

ოთარ ჭუმბურიძე,
ფილოლოგი ლიუდმილა კლოტცი, ფილოლოგი

0x01 graphic

ლიუდმილა: ჩვენს ურთიერთობას ძალიან საინტერესო წინა ისტორია აქვს. მოკლედ, მოხდა ისე, რომ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ჩვენი ოჯახები (ჩემი გერმანიიდან, ოთარის კი - საქართველოდან) ყაზახეთში გადაასახლეს. მეც და ოთარიც - ორივე იქ დავიბადეთ. შეიძლება ასეც ითქვას, რომ ჩვენი პირველი სამშობლო ყაზახეთია. ოთარის ოჯახი საქართველოში მალე დაბრუნდა, მე კი ჩემი ნამდვილი სამშობლო 11 წლისამ ვნახე.

ოთარი: 1991 წელს გერმანიაში წავედი და ერთი გერმანელი მხატვრის, ვოლფგანგ ფლატცის სახელოსნოში ასისტენტად დავიწყე მუშაობა. ჩემი ქართველი მეგობრისგან ერთი საინტერესო ადგილის შესახებ შევიტყვე - სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრირებული ადამიანები თავის შესაქცევად და ახალი კონტაქტების დასამყარებლად რომ იკრიბებოდნენ. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მეც წავედი. აღმოჩნდა, რომ ამ სასიამოვნო საღამოებს ლიუდა მართავდა. ლიუდმილა: უკვე თერთმეტი წელია საქართველოში ვცხოვრობთ. მე საგანმანათლებლო საკითხთა კონსულტანტი ვარ - ასე ვთქვათ, გერმანიიდან მოვლენილი ექსპერტი. ოთარი ხატავს და ჩვენს საერთო - ამიერკავკასიაში პირველ ეკოლოგიური პროდუქტების მაღაზიას, „ეკოლოგიკას” მართავს. გვყავს ორი შვილი: სოფიო და კონსტანტინე.

ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ცხოვრება გვაქვს. განსხვავებული კულტურული მემკვიდრეობის მქონე ადამიანთან ურთიერთობისას მეტს ფიქრობ, აკვირდები, შენს კულტურულ თავისებურებებსაც უკეთ აღიქვამ და ახალ კულტურასაც ძირეულად სწავლობ - გარკვეულწილად მსოფლმხედველობაც გეცვლება. მიუხედავად ამ ნაციონალური განსხვავებებისა, ძალიან ბევრი გვაქვს საერთო. იქნებ მეტიც, ვიდრე ზოგჯერ ერთი და იგივე კულტურის მატარებელ ადამიანებს.

ოთარი: ნამდვილად ასეა. ურთიერთობა არასდროს არის რთული, თუ ეს ადამიანი ნამდვილად გიყვარს. ეს განსხვავებები ჩვენთვის სერიოზული გაღიზიანების და კონფლიქტის მიზეზი არასდროს გამხდარა. აი, თუნდაც ქართული და გერმანული სტუმარ-მასპინძლობის კულტურა ავიღოთ. გერმანელისთვის სტუმრის მიღება ყოველთვის წინასწარ არის დაგეგმილი. ისინი ამისთვის ემზადებიან, შინაგანად განეწყობიან. ჩვენთან ასე იშვიათად იქცევიან. ლიუდასთვის ასეთი დამოკიდებულება საკმაოდ უჩვეულო იყო და პირველ ხანებში პატარა დისკომფორტსაც უქმნიდა, მაგრამ წლების მანძილზე ქართულ წეს-ჩვეულებებს შეეგუა. ისე, ამ ბოლო დროს ჩემი მეგობრებიც რეკავენ ხოლმე წინასწარ, გვაფრთხილებენ - მოვდივართო. შეიძლება ეს ტენდენცია აქაც მკვიდრდება.

არა ვართ ერთმანეთის მიმართ კატეგორიულები. ჩვენი ურთიერთობაც საკმაოდ ჰარმონიული და ღიაა იმიტომ, რომ ორივემ ვიცით, როდის უნდა დავთმოთ. ვფიქრობ,

ურთიერთობაში მთავარი სწორედ ეს არის.

ნინო სტავრიდი,
ნეოგრეცისტი ენტონი შირმანი, ფილოლოგი

0x01 graphic

ნინო: ენტონი რესტორან “კალას” გახსნაზე გავიცანი. უამრავი ხალხი ირეოდა, ამიტომ ის საღამო ადამიანის საფუძვლიანად გაცნობისთვის არცთუ ისე შესაფერისი ადგილი იყო. მეორე დღეს მხოლოდ ის მახსოვდა, რომ ენტონი ჩემს ბიძაშვილთან ერთად, International House-ში მუშაობდა, ინგლისურს ასწავლიდა.

მოგვიანებით ინგლისური ენის სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე და ჩემს ბიძაშვილს ვთხოვე, რადგან ენტონის ასე თუ ისე ვიცნობდი, მის ჯგუფში ჩავესვი. ასე რომ, მეორედ მასწავლებელი-მოსწავლის ამპლუაში შევხვდით. მაგრამ ძალიან მალე, ენტონი რამდენიმეთვიანი მივლინებით თურქეთში გაემგზავრა და ჩვენი ჯგუფიც დაიშალა.

ერთი წლის მერე, მესამედ, სრულიად მოულოდნელად ქუჩაში შევხვდით. ჩემს მეგობრებთან მივდიოდი და ენტონის ჩემთან ერთად წამოსვლა შევთავაზე, წამომყვა. მას მერე ერთად ვართ.

ენტონი: და აპრილში შვილს ველოდებით. ჩემი მშობლები ახალი მემკვიდრის გასაცნობად უკვე ემზადებიან, ზაფხულში ნიუ იორკში წასვლა გვინდა.

ნინო: თავიდან ძალიან ვღელავდი. ჩემთვის ეს უჩვეულო გადაწყვეტილება იყო. ვნერვიულობდი იმაზეც, როგორ შეეგუებოდა ენტონი აქაურობას, განსხვავებულ ცხოვრების წესს. თუნდაც ეს ენის ბარიერი, ხანდახან ხომ ძალიან მოსაწყენია იჯდე და უსმინო ადამიანების ლაპარაკს, საიდანაც არაფერი გესმის.

ენტონი: ეს უკვე გადავლახე. ნინოს მეგობრების უმეტესობა ინგლისურად საუბრობს და უკვე ჩვენი, საერთო მეგობრებიც გვყავს. ქართულსაც ბეჯითად ვსწავლობ, ამიტომ ნინოს ოჯახის წევრებთან ურთიერთობა უფრო მიადვილდება. ნინოს ბებიებსაც ვაგებინებ უკვე რაღაცეებს.

მომწონს აქაური ურთიერთობებიც, ჩემთვის უჩვეულოდ თბილი. თითქოს უფრო ბუნებრივიც არის, გაუფრთხილებლად ესტუმრო მეგობარს, ახლობელს. ეს ეგრეთ წოდებული ფამილარობა აბსოლუტურად არ მაღიზიანებს.

ნინო: ცოტა ხნით ამერიკაშიც მინდა წავიდეთ, სწავლის გასაგრძელებლად. იქ სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებთ. რა ვიცი, ჯერჯერობით ჩვენი სამომავლო გეგმები ასეთია. ვნახოთ, მერე რა იქნება.

ეთო მამულაშვილი,
ჟურნალისტი ისმაელ ედუარდო მარტინეს სორიანო,
კომპიუტერული პროგრამირების და ლოჯისტიკის სპეციალისტი

0x01 graphic

ეთო: 2005 წელი იყო. ინდოეთის მთავრობის დაფინანსება მოვიპოვე და ოთხ ქართველ გოგოსთან ერთად, ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე დელიში გავემგზავრე. ისმაელი იქ გავიცანი, ერთ ჯგუფში მოვხვდით. გოგოებმა ის რაღაცით ერთ ჩვენს ქართველ ნაცნობს მივამსგავსეთ და განსაკუთრებულად დავინტერესდით. ძალიან მალე დავმეგობრდით კიდეც. ერთად დავეხეტებოდით დელის ქუჩებში და გულმოდგინედ ვათვალიერებდით ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. საღამოობით კი სადმე მოვკალათდებოდით და რიგ-რიგობით, ყველანი ჩვენ-ჩვენს „მშობლიურ” ამბებს ვყვებოდით. მოკლედ, როგორც ამგვარ საერთო საცხოვრებლებში ხდება ხოლმე, ისე მხიარულად ვცხოვრობდით. სამი თვე მალე გავიდა, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ოდესმე ისევ შეხვედრის იმედით, ყველანი საკუთარ ქვეყანას დავუბრუნდით.

ისმაელი: ამის მერე ურთიერთობა ვირტუალურ „სამყაროში” გავაგრძელეთ, სანამ ზაფხულში არ მივხვდი, რომ ასე ყოფნა აღარ შემეძლო და საქართველოში ჩამოსვლა არ გადავწყვიტე. ძალიან მომენატრა. თან მინდოდა ის ქვეყანა მენახა, სადაც ეთო ცხოვრობდა, მისი ოჯახი და მეგობრები გამეცნო. თბილისში ოთხი თვის წინ ჩამოვედი და დღესაც აქ ვარ. ერთად ვცხოვრობთ, ორივე ვმუშაობთ და უკვე საერთო მომავალზე ვფიქრობთ.

ეთო: ზაფხულში, გვინდა, სალვადორში ერთად წავიდეთ, რომ მისი ოჯახი და მეგობრები ამჯერად მეც გავიცნო. ჯერ-ჯერობით მათ მხოლოდ ისმაელის მონათხრობიდან ვიცნობ. ესპანურ ენასაც ასეთი მონდომებით სწორედ ამიტომ ვსწავლობ, მათთან შესახვედრად ვემზადები.

უკვე ვიცი, რომ სალვადორელები თავიანთი ცხოვრების წესით ჩვენგან არსებითად განსხვავდებიან. შრომისმოყვარე, საქმიანი ხალხია და იქ ურთიერთობებიც სულ სხვანაირია. ისმაელს ჯერ კიდევ უკვირს, მეგობრებს წინასწარი შეთანხმების გარეშე რომ ვსტუმრობთ და მშობლებთანაც ყოველდღიური კონტაქტი რომ გვაქვს. მაგრამ ამბობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს და მასაც უნდა, საკუთარ შვილებთან ასეთი „ქართული” ურთიერთობა ჰქონდეს.

ისმაელი: აქ ჩემი მეგობრები ეთოს მეგობრებმა შემიცვალეს, მათ ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი, კომუნიკაციაც მშვენივრად გამოგვდის, ინგლისურ ენაზე ვურთიერთობთ. ეთოს მშობლებთან კი თარჯიმანი მჭირდება, ან უკიდურეს შემთხვევაში - თეატრალური ჟესტებით ვამბობთ სათქმელს. ენასთან დაკავშირებული სირთულეები ასევე ჩვენი ურთიერთობის ბარიერიცაა. ამჯერად სხვა სიძნელეებზე საუბარი მიჭირს. ჯერ შეგუების, ადაპტაციის და გაცნობის პერიოდი მაქვს. ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

ეთო: იმედია, არც მომავალში მოგვიწევს უსიამო შემთხვევების გახსენება. ეს ადამიანი ძალიან მიყვარს და მართლა მინდა ისეთი ადგილი ვიპოვოთ, სადაც ორივე თანაბრად მყუდროდ ვიგრძნობთ თავს.

ლიკა ზენდერი,
მომღერალი
კრისტიან ზენდერი,
კინორეჟისორი

0x01 graphic

კრისტიანი: საქართველოში 1999 წელს ჩამოვედი. ამჟამად შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აუდიოვიზუალის ახალ სასწავლო პროგრამას ვხელმძღვანელობ. პარალელურად, ვმუშაობ ფილმებზე.

ლიკას ჩემს მეგობარ ფოტოგრაფთან შევხვდი. მალე დავქორწინდით და ვარდების რევოლუციამდე ერთი თვით ადრე ელენე შეგვეძინა. მოგვიანებით, ვარდების რევოლუციაზე დოკუმენტური ფილმიც გადავიღე.

ლიკა: ელენე მართლმადიდებლური წესით მოვნათლეთ. ამ მხრივ, კრისტიანისგან არანაირ წინააღმდეგობას არ შევხვედრივარ. საერთოდ ასეა, ნებისმიერი ყოფითი პრობლემა ჩვენთან დიალოგის გზით გვარდება. თანაბრად ვიყოფთ ყველა საზრუნავს. ის, რომ ქალი ვარ და ეს მხოლოდ ჩემი საქმეა - ჩვენთან არ არსებობს. ტიპიური ქართველი მამაკაცებისგან ამით კრისტიანი არსებითად განსხვავდება.

კრისტიანისთვის ერთადერთი დისკომფორტი ქართული ენაა. ჩემი დახმარების გარეშე უჭირს ჩემს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. ენის ბარიერის გამო, ბევრი ქართველი მეგობარი არ ჰყავს და ძალიან ხშირად, კრისტიანის მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან გვსტუმრობენ.

კრისტიანი: მომწონს ამ აღმოსავლეთ-დასავლეთის გასაყარზე ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრება. საქართველოზე დოკუმენტური ფილმიც გადავიღე, მინდოდა ჩემი განცდები და შთაბეჭდილებები უცხოელი ადამიანებისთვის გამეზიარებინა. ამ ქვეყანას რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ვფიქრობ, ის ინდივიდუალობა, რაც მას სხვა დანარჩენი მსოფლიოსაგან გამოარჩევს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას, ჩემთვის ნაციონალობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და უამრავ ადამიანს ვხვდები. წლების განმავლობაში, ერთგვარი ფორმულაც გამოვიმუშავე, რომლის მიხედვითაც ადამიანებს ორ კატეგორიად ვყოფ: ჭკვიანები და სულელები. ჭკვიანებიც და სულელებიც ყველგან ცხოვრობენ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ეროვნული განსხვავებები პირობითია.

საინტერესოც არის სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან ურთიერთობა, მათი ტრადიციების, წეს-ჩვეულებების გაცნობა. ორი აბსოლუტურად ერთნაირი მსოფლმხედველობის მქონე ადამიანის თანაცხოვრება ხომ მოსაწყენია?! ჩემთვის ეს უფრო საკუთარი სარკის ანარეკლთან გამართულ დიალოგს ჰგავს. ჩემი პირველი ცოლი ფრანგი იყო, მეორე ერთ-ერთი აღმოსავლური ქვეყნიდან, ამჯერად კი - ქართველია.

ირაკლი ვეცკო,
ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი, სახელმწიფო მოხელე
კელი ჰაინსი, ლათინური ამერიკის პოლიტიკის
სპეციალისტი

0x01 graphic

ირაკლი: 1995 წელს, სტუდენტური გაცვლითი პროგრამით ამერიკაში წავედი. კელი იმ ორგანიზაციაში მუშაობდა, რომელიც ამ სტუდენტურ გაცვლებს აწარმოებდა და ერთმანეთს სწორედ იქ შევხვდით.

მერე რამდენიმე თვით სხვა შტატში მომიწია სწავლის გაგრძელება და გარკვეული პერიოდით ერთმანეთს დავშორდით. არდადეგებზე რამდენჯერმე ჩავაკითხე. სწავლის დამთავრების მერე კი დავქორწინდით და 1997 წელს, საქართველოში უკვე კელისთან ერთად დავბრუნდი.

კელი: ვერ ვიტყვი, რომ კულტურულმა და ეროვნულმა განსხვავებებმა ურთიერთობაში რაიმე დისკომფორტი შეგვიქმნა. სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის არასდროს ყოფილა პრობლემა. ამერიკაში ხომ ასეთი ოჯახები ძალიან ბევრია. ჩემს ოჯახშიც, დედა ბერძენია, მამა - ამერიკელი.

სტუდენტობის დროს ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. საქართველოში ჩამოსვლაც ადვილად გადავწყვიტე. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ აქაც ჩემი სამშობლოა.

თავიდან, უბრალოდ, ენის პრობლემა მქონდა. დღეს უკვე თავისუფლად ვსაუბრობ და ყველაფერი მესმის. ოჯახში ორი ოფიციალური ენა გვაქვს და ბავშვებიც ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად ლაპარაკობენ.

ირაკლი: ორივე ვმუშაობთ - კელი CRS-ის (Catholic Relief Services) დირექტორია, მე ბავშვთა სათხილამურო სკოლას ვხელმძღვანელობ და ზამთარს, ფაქტობრივად, სულ ბაკურიანში ვატარებ. გვყავს სამი შვილი: ნიკუშა, ბიძინა და კატო.

კელი: ერთადერთი, რაც ძალიან მაკლია და სულ მენატრება - ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. ვერ ვახერხებ ხშირად წასვლას, ისინიც იშვიათად ჩამოდიან. გული მწყდება, როდესაც ბიძაშვილის ან ახლო მეგობრის ქორწილს ვერ ვესწრები. არ მინდა ასეთ მნიშვნელოვან ამბებს გამოვაკლდე. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩემი ოჯახიც და მეგობრებიც ირაკლის ოჯახმა და მეგობრებმა ჩამინაცვლა.

ირაკლი: სულ გვინდოდა ჩვენი საკუთარი სახლი გვქონოდა. მოხდა ისე, რომ ეს „სახლი” საქართველოში ავიშენეთ. ამიტომ, სადაც არ უნდა წავიდეთ დროებით, ბოლოს მაინც „ჩვენს სახლში” დავბრუნდებით.

სანდრო გომიაშვილი,
ფინანსისტი ოქსანა ფედოსეევა, ეკონომისტი

0x01 graphic

ოქსანა: 1998 წელს სახელმწიფო მოხელეების კურსებზე ოთხი თვით ვენაში გავემგზავრე. სანდრო იქ გავიცანი. ძალიან სასიამოვნო ოთხი თვე გავატარეთ, მერე ისევ ჩვენ-ჩვენს ქვეყნებს დავუბრუნდით და აქტიური სატელეფონო კავშირი გავაბით. ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ვსაუბრობდით.

სანდრო: ოქსანა ჩემთან, თბილისში დავპატიჟე. ამ ორი წლის განმავლობაში ორჯერ მესტუმრა.

ოქსანა: სანდრო ყაზახეთში ერთხელ ჩამოვიდა, ისიც ჩემთან, სახლში მოვიდა და მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა. მოკლედ, დავქორწინდით და თბილისში ერთად ჩამოვედით. სანდროსთან იმაზე საუბარი, რომ საცხოვრებლად ყაზახეთში დავრჩენილიყავით, მართალი გითხრათ, არც მიცდია. წინასწარ ვიცოდი, არაფერი გამომივიდოდა.

სანდრო: არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიჭირს სხვა ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენა. ქორწინების მერე ამერიკაში წავედით, მე სამაგისტრო პროგრამით ვსწავლობდი და ოქსანაც თან წამომყვა. აი, ორი წლის მერე, უკვე თბილისში ჩამოვედით და აქ დავფუძნდით.

ოქსანა: თავიდან, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა - სრულიად ახალი გარემო, სანდროს გარდა არცერთი ნაცნობი და ოჯახისა და მეგობრებისგან ძალიან შორს. მაგრამ სანდრომ აქ რაღაცნაირი, ჩვენი „პატარა სამყარო” შემიქმნა, ძალიან მყუდრო და მშვიდი. მისი წყალობით, ეს შეგუების პერიოდი ძალიან იოლად გადავლახე. მერე უკვე კონსტანტინე და ნიკოლოზი გაჩნდნენ და მოწყენისა და მონატრებისთვის დროც აღარ დარჩა. „დიდი პრივატიზაციის” პერიოდში, საქართველოში ახალი ყაზახური კომპანია გაიხსნა და მუშაობაც დავიწყე.

ქართული ჩემს უფროს შვილთან ერთად ვისწავლე. უნდა ვაღიარო, რომ კონსტანტინე ჩემზე ნიჭიერი მოსწავლე აღმოჩნდა, ჯერ კი სამი წლისაა, მაგრამ ჩემზე ბევრად უკეთ ლაპარაკობს.

სანდრო: იცი, ჩვენს შორის რაღაც განსაკუთრებულ კულტურულ განსხვავებებს ვერ ვამჩნევ. ძველი საბჭოეთის ქვეყნებს ძალიან ბევრი აქვთ საერთო, მსგავსი. ამდენად ამგვარ აცდენებზე საუბარი ცოტათი ძნელია. მაინც მგონია, რომ მსოფლმხედველობითი განსხვავებები ნებისმიერ წყვილს აქვს და ეს ეროვნებასთან არანაირ კავშირშია.

16 თავისუფლების დღიურები

▲ზევით დაბრუნება


დათო ზურაბიშვილი
დღიურები

0x01 graphic

ჩემნაირი გამოუსწორებელი ოპტიმისტისთვის ცუდ ხასიათზე ყოფნა ერთგვარად არაბუნებრივი მდგომარეობაა. ამიტომ დღის ბოლოს, როგორც წესი, ვეღარ ვუძლებ ამაოების განცდას დამკურნალობისმიზნით, რომელიმე მეგობარს ვსტუმრობ

28 იანვარი, კვირა

ჩემთვის ყოველი დილა ერთნაირად იწყება, გინდ კვირა იყოს, გინდ ხუთშაბათი.

ვიღვიძებ მძიმედ, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ ერთ ფინჯან ყავას არ დავლევ და ლუკმას არ გადავყლაპავ, სჯობს, არავინ შემაწუხოს ოჯახის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ანგარიშით („ესაა მოსატანი”, „ისაა გადასახდელი” და ა.შ.) თუ სხვა აქტუალური საკითხებით. საუკეთესო შემთხვევაში ხეირიანად ვერც გავიგებ, რას მეუბნებიან, უფრო კი ნერვები ამეშლება და მერე მთელი დღე უხიაგ გუნებაზე ვარ. არაფრის ხალისი აღარ მაქვს ხოლმე.

ჩემნაირი გამოუსწორებელი ოპტიმისტისთვის ცუდ ხასიათზე ყოფნა ერთგვარად არაბუნებრივი მდგომარეობაა. ამიტომ დღის ბოლოს, როგორც წესი, ვეღარ ვუძლებ ამაოების განცდას და „მკურნალობის” მიზნით, რომელიმე მეგობარს ვსტუმრობ, სადაც გვიანობამდე ვიქცევთ თავს შოტლანდიური ვისკის, ამერიკული ბურბონის ან მექსიკური ტეკილას თანხლებით. ამგვარი სტიმულატორების გამო ვიძინებ ძალიან გვიან და შემდეგი დილა კიდევ უფრო მძიმე გაღვიძებით იწყება. ყველაფერი მეორდება (იხ. ზემოთ).

„რა არის ეს, რა სისულელეს წერ? ვიღაცას მანიაკი ლოთი ეგონები. ეგღა გაკლიათ ოპოზიციას სრული ბედნიერებისთვის!..”

ეს ხათუნაა, ჩემი მეუღლე. ამწუთას თავზე მადგას და კომპიუტერის ეკრანიდან ამოკითხულის კომენტირებითაა დაკავებული. „თავისუფლების დღიურების” 2006 წლის ვერსიას უკვე გაეცნო და ძალიან უნდა, რომ რაღაც საინტერესო დავწერო.

ცოტა რთული ამოცანაა, რადგან თითქმის მთელი დღე შინიდან არ გავსულვარ, ვსვამდი არანორმალური ოდენობით ყავას, ვკითხულობდი აკუნინს, ვუყურებდი ტელევიზორს, ვუსმენდი Pink Floyd-ს და ДДТ-ს, დავბორიალობდი ინტერნეტში და ვთამაშობდი Quake 4-ს (ძალიან მიყვარს კომპიუტერული თამაშები, შეიძლება ითქვას, ჩემი ასაკის შეუფერებლად მიყვარს, განსაკუთრებით ისეთები, სადაც ბევრი სროლაა და ათასი ჯურის მონსტრები დაგდევენ).

ხათუნა: „ახლა კიდევ ინფანტილური უსაქმურის პორტრეტი დახატე. სულ გაგიჟდი? წაშალე ყველაფერი და დაიწყე თავიდან!..”

რა ვქნა, ფაქტი ჯიუტია. მართლაც ასეთი მდორე და არადინამიური დღე მქონდა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საღამოს საზო გადოებრივ არხზე დამიძახეს გადაცემა „არგუმენტში”. ამ გადაცემაში ხშირად მიწვევენ. როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობს, მგონი, ოპოზიციონერის შტატში ვყავართ აყვანილი და შემიძლია ანაზღაურებაც მოვითხოვო...

„არგუმენტი” საკმაოდ ორიგინალური თოქ-შოუა. იგი სამ ბლოკადაა დაყოფილი. ერთი ბლოკი ეთმობა ოპოზიციონერებს, მეორე ბლოკში კი გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპონირებას უწევენ ოპოზიციას. ელემენტარული ლოგიკით, პირიქით უნდა იყოს, მაგრამ ამას ვინ ჩივის? მესამე ბლოკიც ხელისუფლებისაა, ოღონდ ამჯერად ექსპერტების ჰიპოსტასით წარმოდგენილი...

ამიტომაც, ყველა გადაცემა ერთი სცენარით მიდის. რაც უნდა ითქვას პირველ ბლოკში, მეორეში აუცილებლად გვეტყვიან, რომ ყველაფერი არის კარგად და იქნება კიდევ უკეთესად, ხოლო მესამე ბლოკში დაასკვნიან, რომ შესაძლოა ყველაფერი იდეალურად ვერ არის, მაგრამ ნამდვილად უკეთესობისკენ მივდივართ.

დღევანდელი გადაცემის თემა იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. ოპოზიციიდან ჩემს გარდა ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი იყო მოწვეული - ეტყობა, პირველი ბლოკის სტუმრები გვაროვნული პრინციპით შეარჩიეს. პირადად ჩემთვის ეს თემა ძალიან უინტერესოა, რადგან აქ ყველაფერი ნათელია: კავკასია და, კერძოდ, საქართველო რუსეთს საკუთარი ექსკლუზიური გავლენის სფეროდ მიაჩნია და სანამ ჩვენ თვითონვე არ დავაყენებთ რუსეთს იმ ფაქტის წინაშე, რომ საქართველოში არის სერიოზული წინსვლა ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე, მანამდე არაფერი გვეშველება. და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაა ხელისუფლების სათავეში. ასე იყო გამსახურდიას დროსაც, შევარდნაძის დროსაც და ახლაც ასეა.

ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას კი, როგორც მინიმუმი, თავისუფალი, წელგამართული ბიზნესი სჭირდება და კიდევ დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლო... ეჰ...

ხათუნა: “რა ეჰ? ძლივს რაღაც საინტერესო თემაზე დაიწყე წერა და ამით გინდა დაამთავრო?”

რა ვქნა, აბა? გრძელი სიტყვა რომ მოკლედ ითქვას, ჩვენს სასამართლოზე მოკლედ „ეჰ”-ებით, „ოჰ”-ებით და „ვაი-უი”-ს ტიპის შორისდებულებით თუ ილაპარაკებ, ბიზნესის თავისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ სჯობს, მართლა დავამთავრო. თანაც, ეს ყველაფერი ტელეგადაცემაში ვთქვი და ვეჭვობ, კიდევ არაერთხელ მომიწევს გამეორება.

29 იანვარი, ორშაბათი

პოლიტიკოსის ცხოვრება ძირითადად ოთხი ვერბალური ელემენტისგან შედგება: მოლაპარაკებები, თათბირები, სიტყვით გამოსვლები და ინტერვიუები. სხვანაირად რომ ვთქვათ, პოლიტიკოსის ყოველდღიური საქმე ლაპარაკია. ეს არც ისე ადვილი რამ არის, რადგან მუდმივად გიწევს ვიღაცის რაღაცაში დარწმუნება, თან სულ გაყვედრიან, ეს პოლიტიკოსები ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებენო.

მეც ამ ორშაბათ დილას კეთილსინდისიერად ვასრულებდი პოლიტიკოსის ფუნქციას, ანუ ვლაპარაკობდი. დღის პირველ ნახევარში დავურიგე ინტერვიუები „იმედს”, „რუსთავი 2”-ს, საზოგადოებრივ არხს და „კავკასიას”; ხოლო საღამოს შევხვდი დათო უსუფაშვილს და ერთობლივად შევეცადეთ, პასუხი გაგვეცა რუსული ინტელიგენციის მარადიულ კითხვაზე - „რა ვაკეთოთ?”. მეორე მარადიული შეკითხვის - „ვინაა დამნაშავე?” - პასუხი კარგა ხანია, გარკვეული გვაქვს.

სახლში გვიან ვბრუნდები. აქ მთავარი თემა ბავშვების მეცადინეობაა. უფროსი შვილი - გიორგი გაისად სკოლას ამთავრებს და ოჯახში დიდი ვნებათაღელვის საწყისი ეტაპია. აქაურ უმაღლეს სასწავლებელში რომ აპირებდეს ჩაბარებას, სანერვიულო არც არაფერი იქნებოდა. ჩვენებური „რეფორმის” წყალობით ხომ სკოლაში როგორ სწავლობ, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. სტუდენტობისთვის მხოლოდ სამი რამ არის საჭირო: საყველპურო ინგლისური, ელემენტარული დონის მათემატიკა და მფრინავ ჟირაფებზე ტესტში (ზოგად უნარებს რომ ეძახიან) გაწაფვა. ეს არის და ეს. ადრე უვიცებს ქრთამით ღებულობდნენ, ახლა უქრთამოდაც მწვანე გზა აქვთ. დიდი მადლობა პარტიას და ხელისუფლებას...

მაგრამ რახან გიორგი ამერიკულ აკადემიაში ირიცხება, რომლის ატესტატსაც მსოფლიოს პრესტიჟული უნივერსიტეტებიც აღიარებენ, მას სერიოზული მომზადება სჭირდება. თუმცა, როგორც არ უნდა მოემზადოს და რა კარგი შეფასებებიც არ უნდა დაიმსახუროს, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადამხდელები ჩვენ მაინც ვერ ვართ. ამიტომ ღამ-ღამობით გათავისუფლებულ კომპიუტერთან ვჯდები და ინტერნეტიდან ვკრეფ ინფორმაციას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ფინანსურ შეღავათებზე. ეს ორმაგად სასარგებლო საქმეა, რადგან უმცროსი ქალიშვილი, ანასტასიაც, ამერიკულ აკადემიაში სწავლობს.

30 იანვარი, სამშაბათი

კაი გვიან გავედი სახლიდან. პარლამენტში ზამთრის არდადეგების პერიოდია და კომიტეტის სხდომებიც არა გვაქვს. წელიწადის ეს დრო პოლიტიკაში, როგორც წესი, მკვდარი სეზონია. თუმცა, ჩემი ოჯახის წევრები ძნელად ეგუებიან იმას, რომ პარლამენტის წევრს შეიძლება ათ საათამდე ეძინოს და მერე კიდევ ორი საათი დაბორიალობდეს სახლში უსაქმოდ.

ისე, მკვდარი სეზონი ეძახე შენ და ჩვენი მთავრობის ხელში ვინ დაგასვენებს? დღე არ გავა, რაღაც რომ არ აიტეხონ. ახლა შენობა-ნაგებობებს არიან მიმდგარი: ზოგს ანგრევენ, ზოგს ართმევენ და თან იძახიან, წესრიგს ვამყარებთ ქალაქშიო. კერძო საკუთრება, როგორც ასეთი, ფაქტობრივად, გაუქმებულია. არანაირი საბუთი არ ჭრის. მოვა მერიის ზედამხედველობის სამსახური და ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მოგაყენებს ბულდოზერს, ან ერთ მშვენიერ დღეს ტელევიზიით გაიგებ, რომ ბინა ჩამოგართვეს... წადი მერე და სადაც გინდა, იჩივლე. ვის შესჩივლებ, სასამართლო მკვდარია!..

იმ ქვეყანაში, სადაც პრეტენზია აქვთ არათუ ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე, არამედ, საერთოდ, სახელმწიფოებრიობაზე, ასეთი რამ თავშიც არ უნდა მოსდიოდეს არავის. ნამდვილად არ მაქვს გადაჭარბებული წარმოდგენა ჩვენი სახელისუფლებო ელიტის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად აბსურდულია, იმდენად იდიოტობის ზღვრამდე მისული უგუნურებაა, რომ არათუ პოლიტიკის, ყოველგვარი საღი აზრის ფარგლებს ცდება. როცა ქალაქის ყოფილი პრემიერი აღიარებს, რომ მან 1998 წელს დაარღვია 2000 წელს მიღებული კანონი და ამის საფუძველზე მერია მოქალაქეს ჩამოართმევს 1990 წელს კალინინის რაიონის აღმასკომის მიერ გაცემული ბინის ორდერს, ეს უკვე ისეთ მეტაფიზიკურ სივრცეებში გადადის, კაფკასაც რომ არ მოლანდებია.

ისე, საინტერესოა, რას დაწერდა ფრანც კაფკა, თანამედროვე საქართველოს რომ მოსწრებოდა - რევოლუციურს, რა თქმა უნდა, ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს? ალბათ, ბევრს ვერაფერს, რადგან მისი მხატვრული სამყარო სისტემური ბიუროკრატიის განზოგადებული მოდელია, ჩვენთან კი არანაირი სისტემა არ არსებობს. „რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ” და „რასაც გვინდა, იმას გიზამთ”-ის გარდა.

მოკლედ, ცუდ ფეხზე ავდექი: დილიდან აღშფოთებული ვიყავი ამ დანგრევა-წართმევის კამპანიის გამო. პირველ საათზე წავედი რადიო „უცნობში”, სადაც ნახევარი საათი ვაფრქვევდი აღშფოთების ვულკანს და ცოტა გადამიარა. მერე გადავინაცვლე პარლამენტში. დავესწარი ფრაქციის სხდომას. გუნება-განწყობილება დიდად არ გამომიკეთდა და ამიტომ საღამოს ოჯახის წევრებს და ბავშვების მეცადინეობის პერიპეტიებს თავი მოვარიდე. ამის სანაცვლოდ გია ჭუმბურიძეს გავუარე, სადაც გვიანობამდე შევრჩი. საერთოდ, ძველ მეგობრებთან სტუმრობა მიყვარს. სხვა თუ არაფერი, ის მაინც მახსენდება, რომ პოლიტიკის გარდა, რაღაც სხვა ინტერესებიც მაქვს ცხოვრებაში.

31 იანვარი, ოთხშაბათი

სახლში გვესტუმრა ჟურნალისტი ჟურნალ „რეიტინგიდან”. ჩემი ოჯახური პორტრეტი უნდა დახატონ. ოჯახის წევრებს ინტერვიუ ჩამოართვეს. გადაგვიღეს ფოტოები და წავიდნენ. ეს ფერადი ჟურნალები ერთმანეთს ჰგავს და საკმაოდ პოპულარულია უფროსი თაობის დიასახლისებში. ამის ცოცხალი მაგალითები არიან დედაჩემი და ჩემი სიდედრი. მართალია, ისინი ნაკლებად არჩევენ იმას, „სარკეს” კითხულობენ, „რეიტინგს” თუ „თბილისელებს”, მაგრამ რომ კითხულობენ, ფაქტია. არაერთხელ ვყოფილვარ იმის მომსწრე, როგორ დაუციტატებიათ ამ ჟურნალებიდან ამოკრეფილი ჭორ-მართალი.

განსაკუთრებით სახალისოა ჟურნალების ტელერეკლამა. აქაც ყველა ჟურნალი ზუსტად ერთსა და იმავე ხერხს მიმართავს: ანონსებისთვის გამოყენებულია სკანდალურად დამაინტრიგებელი სათაურები, ვთქვათ: „როდის ღალატობს ცოლს პეტრე?”, ან „რა საიდუმლო გაუმხილა პავლეს პრეზიდენტმა?” ან „როგორ ცდილობდა ანჯელინა ჯოლი ივანეს შებმას?”. ამის მერე გადაშლი ჟურნალს და წაიკითხავ, რომ თურმე არც პეტრე ღალატობს ცოლს, არც პავლესთვის არანაირი საიდუმლო არ გაუმხელიათ და ივანესაც ანჯელინა ჯოლი მარტო ეკრანზე ჰყავს ნანახი... მაგრამ ჟურნალი ხომ უკვე ნაყიდი გაქვს?

ერთხელ ჟურნალ „სარკის” ტელერეკლამაში ასეთი ანონსი იყო - დავით ზურაბიშვილის სახლიდან წივილ-კივილი ისმისო, და სანამ გაარკვიეს, რომ ეს ფეხბურთის გულშემატკივრობას ეხებოდა, ათასმა ნაცნობმეგობარმა დარეკა, რა ხდება, ხომ მშვიდობაა თქვენს ოჯახშიო?

დღე დაიწყო მასმედიით და მასმედიითვე მთავრდება. ათიდან თორმეტამდე, ღამის თოქ-შოუ „კავკასიაზე”, რომელსაც სახელად ჰქვია „პოზიცია” და სადაც გამოდის მარტო ოპოზიცია. ხელისუფლება „კავკასიაში” არ დადის. ისინი დიდი ხანია, საერთოდ არ მონაწილეობენ არანაირ დებატებში. მოტივი: ჩვენ ლაყბობისთვის არ გვცალია, საქმე გვაქვს საკეთებელიო. ჰოდა, სწორედ მათ საქმეთა საგმირონზე ვმსჯელობდით ორი საათი. თემა იგივეა: კერძო საკუთრების დაუცველობა.

მართლაც გასაოცარია, რას უშვრება ადამიანს ძალაუფლება. ეს ძალიან მძიმე გამოცდაა ყველასთვის. შეიძლება ითქვას, ყველაზე მძიმე. შეიძლება, ვიღაც ვერ მოისყიდო და ვერ დააშინო, მაგრამ საკმარისია ძალაუფლება მიიღოს, რომ აქეთ იწყებს სხვების მოსყიდვას და დაშინებას. მთავარი უფლებადამცველი მთავარი უფლებადამრღვევი ხდება, კორუფციასთან მებრძოლი - კორუფციის მფარველი და ა.შ. მერამდენედ ხდება მსგავსი რამ ისტორიაში, მერამდენედ ვარ ამის მომსწრე თავად და მაინც მძიმე გადასატანია. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ჩემს ძველ ნაცნობ-მეგობრებს ეხება და გარკვეულწილად მეც პასუხისმგებელი ვარ მათ საქციელზე.

გვიან ღამით, რელაქსაციის მიზნით - კომპიუტერი და Quake 4... ჩავები სისხლისმღვრელ ვირტუალურ ბატალიებში და მოვკალი მონსტრადქცეული თანამებრძოლი. საკმაოდ სიმბოლურია. ოღონდ ცხოვრებაში, მგონი, პირიქით ხდება...

1 თებერვალი, ხუთშაბათი

პარლამენტში ერთი ძველი ნაცნობი მომადგა, ბოლო ოც წელიწადში სულ ორჯერ რომ მყავს ნანახი. უნივერსიტეტიდან გამომიშვეს, უსამსახუროდ დავრჩიო და აშკარად მიმანიშნა, იქნებ თავისუფლების ინსტიტუტთან მიშუამდგომლოო. რომ ნახა, ჩემგან ხეირი არ არის, დამემშვიდობა, წავალ, იქნებ ბოკერიას დაველაპარაკოო. ვერაა ეს ხალხი ჯანზე! კიდევ კარგადაა ჩვენი საქმე...

ასეთი ადამიანები ცოტანი რომ იყვნენ, რა გვიჭირს, მაგრამ სახელი მათი ლეგიონია. მნიშვნელობა აქვს მარტო იმას, რაც მათ პირადად ეხებათ და მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რაც ახლა, ამ წუთას, მათ თავს ხდება. ვინა თქვა, ეს ხელისუფლება ეროვნული არ არისო?

2 თებერვალი, პარასკევი

წყნარი დღეა, საღამოს კი - ინგა გრიგოლიას „რეაქცია”. კვლავ მესაკუთრეთა პრობლემები. ხელისუფლება ამჯერადაც არ მონაწილეობს. სამაგიეროდ, მათი მხარდამჭერები - სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია და რეჟისორი გია ჭანტურია - სხედან სტუდიაში. ცალუღელა ხარის ამბავია, მაგრამ უოპონენტობას მაინც ჯობია. მთლად მონოლოგის რეჟიმში მაინც არ ვიქნები.

თუმცა, ეს ისეთი თემაა, ხელისუფლების აშკარა მხარდაჭერა არანაირად არ გამოდის. ეტყობა, შენ თვითონ უნდა იყო სახელისუფლებო ელიტის გენერალი, რომ წარბშეუხრელად ამტკიცო: ორჯერ ორი ოთხი კი არ არის, ოცდაჩვიდმეტია და ამ აზრს ვერავინ შეგვაცვლევინებსო. ესენი კი აშკარად არ არიან გენერლები, უფრო რიგითებს მიეკუთვნებიან და ამიტომ მორიდებით გვიმტკიცებენ: კი, ორჯერ ორი ოცდაჩვიდმეტი არ არის, ნამდვილად ოთხია, ჰა-ჰა ხუთი და ხანდახან შეიძლება ექვსიც იყოსო.

კერძოდ, გიამ თქვა, თბილისში ბევრი უსახური ნაგებობაა და თუ ყველას დაანგრევენ, მე კმაყოფილი ვიქნებიო. ამ ლოგიკით, მთელი გლდანი, მუხიანი და ვარკეთილი უნდა აღგავო პირისაგან მიწისა და ცენტრალური უბნების დიდი ნაწილიც მიაყოლო. ემზარმა კიდევ - ეს არის კონფლიქტი საზოგადოებრივ ინტერესებსა და კერძო საკუთრების პრინციპს შორისო. ამაზე ისე გავბრაზდი, ძლივს შევიკავე თავი, რომ რაღაც საშინელებები არ მეთქვა. ისე, ბევრიც არ დავაკელი. ვითომ არ იცის, რა ხდება! ერთი, მაგას უნდა მიუნგრიონ სახლი ბულდოზერით და მერე ილაპარაკოს Public Good-ზე და მსგავს ამაღლებულ მატერიებზე.

არადა, რომელიმეს რომ ეთქვა, მე სულ არ მესიმპათიურება ეს ოპოზიცია, მაგრამ ხელისუფლების ქმედებას ამ შემთხვევაში გამართლება არა აქვსო, იმწუთასვე იქცეოდნენ გმირებად. თუმცა, აქ მარტივი ალტერნატივაა: ან სიმართლე, ან ურთიერთობის გართულება ხელისუფლებასთან. ეს კი არანაირად არ უნდათ არანაირი სიმართლის ფასად. აი, პირადად თუ შეეხებიან, მაშინ სხვა საქმეა.

ისე, კონფორმიზმი ჰქვია ამას. არახალია, მაგრამ მაინც გვიკვირს. ხანდახან.

3 თებერვალი, შაბათი

დღეს საღამოს დღიურის პრეზენტაცია უნდა მოვახდინო რადიო „თავისუფლებაში”. კვლავ კომპიუტერი. დაწერილს ვარედაქტირებ. თავს კვლავ სახალხო კონტროლი მადგას ჩემი მეუღლის სახით. ცოტა ზედმეტად პოლიტიკური ჟღერადობის გამომივიდა, მაგრამ გულწრფელად შევეცადე, გადმომეცა ის, რასაც ამ კვირაში განვიცდიდი. წმინდა ქრონიკალური აღწერით რომ შემოვფარგლულიყავი, ალბათ, სულ ჟურნალისტებთან ინტერვიუების შესახებ უნდა მელაპარაკა.

ხათუნა: „თორემ ცოტა ილაპარაკე! მეტი არც არაფერი გიწერია: წავედი ამ გადაცემაში, იმას ეს ვუთხარი, ამას - ის... ესაა, საინტერესოდ დავწერო?”

აბა, რა ვთქვა? რაც არის, ეს არის. პოლიტიკოსის ცხოვრება მაინც განსხვავდება სხვა პროფესიის ადამიანის ყოველდღიურობისგან. თუნდაც იმიტომ, რომ თავად ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაა ზედმეტად პოლიტიზებული. ამ დროს არის უამრავი ადამიანი, ჩვენზე ჭკვიანიც და ჩვენზე სულელიც. ადამიანები, რომელთაც არ ართმევენ ინტერვიუებს, არ ეძახიან თოქ-შოუებში, მაგრამ ისინი ცხოვრობენ. ხელისუფლებები იცვლებიან, ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება კი თითქოს არც იცვლება. პოლიტიკოსებსაც, ბოლოს და ბოლოს, ეს ყოველდღიურობა შთანთქავს და ასი წლის მერე ისინიც სხვა უბრალო მოკვდავებივით დავიწყებას მიეცემიან. გახდებიან ერთ-ერთი მრავალთაგანნი, რომლის მსგავსი მილიონობით ყოფილა და კიდევ მილიონობით იქნება.

ხათუნა: „რა ფილოსოფია აგიტყდა ამ ბოლოსიტყვაობაში? აწი მაინც ვერ უშველი ამ დღიურს ვერაფერს...“

აწი მართლა რას ვუშველი? უბრალოდ, ახლა დღიურის რედაქტირება ДДТ-ის სიმღერის თანხლებით მიმდინარეობს და იური შევჩუკის სიტყვები, რომელიც არა მარტო რუსული როკ-პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშია, ჩემი ერთკვირიანი ჩანაწერების ერთგვარ პოსტსკრიპტუმად ჩამესმის:

Пропавший без вести, я знаю - ты живой,
Вас миллионы бродят между нами.
Смотрите на могилы с номерами
И на свой путь, очерченный прямой...

0x01 graphic

ოტო: ლევან ხერხეულიძე

17 ფოტომოთხრობა

▲ზევით დაბრუნება


ეგვიპტე

ავტორი: დათო ტურაშვილი
ფოტო: მაკა კეკელიძე, დავიდ დექტორი

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: დავიდ დექტორი

დედა ევროპა და მამა აფრიკა

0x01 graphic

ადრე მართლა მეგონა, რომ თვითმფრინავები შუაღამისას მხოლოდ თბილისის აეროპორტში ეშვებოდნენ, რადგან ევროპაში ღამით ფრენა საერთოდ აკრძალულია და რადგან კაირო იქვე, ხმელთაშუა ზღვის გადაღმა მეგულებოდა, ვიფიქრე, რომ ღამის ალექსეევკას აქ მაინც არ გვაკადრებდნენ. ალექსეევკა (ოფიციალურად) ჰქვია თბილისის აეროპორტს, ხოლო ეგვიპტე (ოფიციალურად) ეკუთვნის აფრიკას და ამიტომაც ჩვენი თვითმფრინავი კაიროს აეროპორტში მაშინ დაჯდა, როცა ეგვიპტის ცაზე მართლა ვეებერთელა მთვარე, კარგა ხნის ამოცურებული იყო. კაირო უზარმაზარი, ოცმილიონიანი ქალაქია და შესაბამისად რამდენიმე აეროპორტი აქვს, მაგრამ ჩვენ სწორედ იმ აეროპორტმა მიგვიღო, რომელიც მართლა ჰგავდა კოპიტნარის მოსაცდელს, თუმცა დიდხანს მოცდა არ მოგვიწია, რადგან საქართველოს მოქალაქეებს ეგვიპტელები ვიზების გარეშე იღებენ. ასეთი ქვეყანა (დსთ-ს გარდა) მსოფლიოში (მგონი) სულ სამია და გიორგი ჯანჯღავას, ამ სიამოვნებისთვის, ჩასვლისთანავე მადლობა ვუთხარი. გიორგი ჯანჯღავა საქართველოს ელჩია ეგვიპტეში და მისი ინიციატივითა და მონდომებით, ქართველებს დამსახურებული უფლება აქვთ ეგვიპტის ნებისმიერ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, იქვე გადაიხადონ თხუთმეტი დოლარი და ერთი თვის მანძილზე ღიღინით იარონ მისრეთის მიწაზე. ჩვენს მამლუქ წინაპრებს იმდენი სისხლი აქვთ დაღვრილი ეგვიპტისთვის, რომ (წესით) საქართველოს მოქალაქეებს იმ თხუთმეტ დოლარსაც არ უნდა ახდევინებდნენ, მაგრამ წინასწარ რომ ზუსტად მცოდნოდა, რასაც ვნახავდი, პირადად (სრულიად დაუნანებლად), მეტსაც გადავიხდიდი ეგვიპტის ბიუჯეტის გასამხნევებლად. მართალია ეგვიპტეს უზარმაზარი სახელმწიფო ბიუჯეტი აქვს და ეს ქვეყანაც (თავისი რესურსებით) ერთერთი უმდიდრესია მსოფლიოში, მაგრამ როგორც ჩანს, მთავარი მაინც სიმდიდრის სწორად გამოყენება და განაწილებაა და ამიტომაც ეგვიპტე ისეთი კონტრასტების ქვეყანაა, შეიძლება შეგეშინდეს კიდეც. ყველასათვის კარგად ნაცნობ ხეოფსის პირამიდასთან (რომელსაც წელიწადში შვიდი მილიონი ადამიანი ნახულობს), აუცილებლად წააწყდებით მძღნერს (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) და აუცილებლად იფიქრებ, რომ მხოლოდ ბრწყინვალე წარსული სულაც არ არის საკმარისი ბედნიერი აწმყოსა და მომავლისათვის.

თუმცა ყველაზე კონტრასტული ეგვიპტეში მაინც კაიროა და მით უმეტეს არქიტექტურული თვალსაზრისით, რომელიც იმდენად გრანდიოზულია, რომ შეუძლებელია სხვაგვარად იყოს, მაგრამ ამ ქაოსს ისტორიული და ლოგიკური ახსნაც აქვს, რადგან გამარჯვების ქალაქს, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხი აშენებდა. აშენებდნენ ყველანი, ვინც აქ მოდიოდნენ და რჩებოდნენ, მაგრამ აშენებდნენ ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე და ახლა უბრალოდ შეუძლებელია იმის გაგება, სად იწყება და სად მთავრდება ეს საოცარი ქალაქი. აქ ყველა ეპოქა და სტილია და ყველა უბანი ერთმანეთისაგან განსხვავდება (ფერებითაც კი) და ისეთ უბანშიც შეიძლება მოხვდეთ, რომელიც მთლიანად ცენტრპოინტის აშენებული გეგონებათ; შეიძლება ნახოთ უბანი, სადაც სახლებს სახურავები არა აქვთ, რადგან სანამ სახლი არ გადაიხურება, იგი მშენებარედ ითვლება და მისი პატრონიც ნაკლებ გადასახადებს იხდის; შეიძლება აღმოჩნდეთ მენაგვეების უბანშიც, სადაც მენაგვეები კი არ ცხოვრობენ, არამედ ხალხი, რომელსაც ნაგავი შინ მიაქვს და იქ ახარისხებს იმ იმედით, რომ ნაგავში რამე საჭიროსა და მნიშვნელოვანს იპოვის. მკვდრების უბანში კი აუცილებლად მოხვდებით, რომელიც სინამდვილეში ქალაქია ქალაქში, სადაც საუკუნეების მანძილზე საუკეთესო ეგვიპტელებს კრძალავდნენ და ამიტომაც აქ, გასაოცარი სილამაზის საფლავებს ნახავთ, მაგრამ ყველაზე გასაოცარი მაინც იმ ხალხის უდარდელობაა, ვინც ახლაც ამ სასაფლაოზე ცხოვრობს და ასეთი კაიროში მილიონზე მეტია. მუკატამის მთაზე კი, აუცილებლად უნდა ახვიდეთ და სალაჰ-ად-დინის მიერ აშენებული ციტადელიდან უნდა გადმოხედოთ კაიროს, თუ იმის გაგებაც გსურთ, თუ რატომ კვდებოდნენ ამ ქალაქის მისადგომებთან მსოფლიოს საუკეთესო ჯარისკაცები. სალაჰ-ად-დინი, ეგვიპტის მმართველი - კაცი ბრძენი და მამაცი, ჭკვიანი და უშიშარი, მოწყალე და სულგრძელი (ყველა ომიდან გამარჯვებით გამოსული), წარმოშობით ქურთი იყო და ეს მან თქვა (მეთორმეტე საუკუნის იერუსალიმში) ფრაზა ქართველების შესახებ, რომელიც ქართულ ენერგიას კიდევ რამდენიმე საუკუნის მანძილზე კვებავდა.

0x01 graphic

აკაკი ასათიანის გარდა, არავინ იცის, მართლა შეხვდა თუ არა სალაჰ-ად-დინს იერუსალიმში შოთა რუსთაველი, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ მისი ციტადელის სასახლე კაიროში ყოველთვის ღია იყო მთელი მსოფლიოს პოეტებისთვის, რათა პოეტებს აქედან უკეთ შეეცნოთ კაიროს ბრწყინვალება და ქებათაქება მიეძღვნათ მისთვის. აქედან მართლა ძალიან ლამაზია ალ კაჰერა და აქედან მართლა ვერც კი წარმოიდგენთ ამ ქალაქის ნაგავს, რომელსაც ვერსად დაემალებით. თუმცა ამავე ქალაქში შეიძლება მოხვდეთ ისეთ უბანშიც, სადაც ევროპულად დაკრიალებული სადარბაზოების დანახვა გაგაკვირვებთ კიდეც ხუთვარსკვლავიან, მსოფლიოში ცნობილ სასტუმროებთან ერთად, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს კაიროა - ყველაზე კონტრასტული ქალაქი დედამიწაზე, სადაც რადიარდ კიპლინგი არასოდეს ყოფილა. მას არასოდეს უნახავს კაირო, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი დღისითაც და ღამითაც ერთმანეთს ხვდებიან და თუ თქვენც შეგხვდათ ნილოსის რომელიმე გემზე (სადაც უამრავი ღამის კლუბია), დღისით ჩადრში დამალული რომელიმე არაბი ქალი, ამასაც ნუ გაიკვირვებთ, რადგან თქვენ მას, უბრალოდ, ვერ ამოიცნობთ.

ჩვენ ვერ ამოვიცნობთ კაიროსა და აღმოსავლეთის უამრავ საიდუმლოს, რადგან ამ საიდუმლოს წაკითხვა ბოლო ორი საუკუნის მანძილზე გვეკრძალებოდა (ცოტა მეტი) და ახლა, უბრალოდ, აღარც გვახსოვს. არც ის გვახსოვს, რომ ხეოფსის პირამიდას სინამდვილეში (ძველეგვიპტურად) ხუფუ ჰქვია და მისი სახელი ჩვენ უფრო ადრე ვიცოდით, ვიდრე ბერძნებმა, რომლებმაც ხუფუ ხეოფსით ისევე შეცვალეს, როგორც მამა აფრიკისა და დედა ევროპის მთელი ისტორია...

0x01 graphic

ხუფუს გარდა, გიზას პირამიდების ჯგუფში კიდევ ორი პირამიდა შედის, რომლებიც იქვე (დღევანდელი კაიროს გარეუბანში) დგანან, მაგრამ ხუფუ მათ შორის ყველაზე სახელოვანია და რაც მთავარია, ყველაზე მაღალია დღემდე შემორჩენილ და აღმოჩენილ პირამიდებს შორის. გარდა ამისა, სწორედ ხუფუს ჩააყოლეს ნავი-საოცრება ოთხი ათასი წლის წინ, რომელიც მეოცე საუკუნეში ხელუხლებელი აღმოაჩინეს და მის რესტავრაციას თოთხმეტი წელიწადი დასჭირდა. ეს უზარმაზარი, მდინარე ნილოსზე გადასაადგილებელი საშუალება, ფარაონის გარდაცვალების შემდეგ, დაშალეს და ისე ჩააყოლეს ძველი ეგვიპტის ერთ-ერთ სახელოვან მმართველს, რადგან ძველი ეგვიპტელების რწმენით, ადამიანს (და მით უმეტეს ფარაონს) ნავი გარდაცვალების შემდეგაც ისევე სჭირდებოდა, როგორც სიცოცხლეში. ძველი ეგვიპტელები იმაშიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ საგულდაგულოდ დაშლილ ნავს, იმ შემდეგ ცხოვრებაში, ისევე ადვილად ააწყობდნენ (ამჯერად სხვები), როგორც დაშალეს. ნავს ჰქონდა (ხუფუს პირამიდასთან, იქვე) თავისი სამარხი და სარკოფაგი, მაგრამ არ ჰქონდა არცერთი ლურსმანი და მის აწყობას თოთხმეტი წელი მოანდომეს თანამედროვე ადამიანებმა. როცა სამარხი გახსნეს, მეცნიერები თვალებს არ უჯერებდნენ, რადგან თითქმის ოთხი ათასი წლის წინანდელი თოკებიც კი ხელუხლებელი დახვდათ და ეს (ალბათ) ეგვიპტური ქვიშების დამსახურებაც იყო.

ხუფუს (ბერძნულად ხეოფსის) პირამიდის გვერდით დგას ხეფრენის პირამიდა - სწორედ ის, რომელსაც უზარმაზარი სფინქსი დარაჯობს და ამ სფინქსის შექმნის უამრავი ვერსია არსებობს და მათ შორის ბუნებრივიც. ზოგიერთებს ახლაც სჯერათ ეგვიპტეში, რომ მისი თავი და სახე ქარებმა წარმოშვეს და ადამიანებმა კი მხოლოდ ამის შემდეგ გამოკვეთეს სფინქსის დანარჩენი სხეული. პირველად ეს ვერსია გია ჯანჯღავასგან რომ მოვისმინე, მეც გამეღიმა, მაგრამ ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია იმდენ საიდუმლოს მალავს, რომ გასაკვირი არაფერია და მით უმეტეს გიორგი ჯანჯღავასაგან, რომელიც ჩემზე მანიაკია - ამ სიტყვის ყველაზე ჯანმრთელი და მეცნიერული გაგებით. ამიტომაც, რა გასაკვირია, რომ ეგვიპტეში ჩასვლისთანავე ქართული საფლავების ძებნა დაიწყო და ცოცხლებიდან კი, ვინც პირველი გაახსენდა, რა თქმა უნდა, ომარ შარიფი იყო. თუმცა ან კი როგორ დაავიწყდებოდა ლეგენდარული ეგვიპტელი მსახიობი, რომელიც ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთ მთავარ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. ბავშვობის კინოზე მძაფრი (შთაბეჭდილების თვალსაზრისით) ძალიან ცოტა რამ არსებობს და „მაკენას ოქროში” კი ომარ შარიფი მართლა დაუვიწყარი იყო. ამიტომაც, გია ჯანჯღავამ არ დაიზარა და უკვე ოთხმოცი წლის ეგვიპტელი მსახიობი მაინც მოძებნა, რომ მისთვის (ბავშვობაში ათასჯერ ნანახი ფილმის გამო) მადლობა ეთქვა. დიდ ომარ შარიფს (უკვე თითქმის ყველასაგან მივიწყებულს) ცრემლიც კი მოადგა თვალზე იმის გამო, რაც ქართველი ელჩისაგან მოისმინა და გათამამებულმა ჯანჯღავამ იფიქრა - ბარემ ხეშკესაც მოვიკითხავო. (ახლანდელი ახალგაზრდა ქართველი მაყურებლისთვის არაფრისმთქმელი ხეშკე ულამაზესი ინდიელი ქალი იყო, რომელიც იმავე ფილმში („მაკენას ოქროში”) ერთ-ერთი სცენის დროს შიშვლდებოდა და ტბაში განიბანებოდა). ომარ შარიფმა ცრემლი მოიწმინდა (თურმე) და საპასუხოდ გიორგი ჯანჯღავას ჰკითხა, - კი, მაგრამ ხეშკე ვინ არისო და ახლა ჯანჯღავას მოადგა ცრემლი, რადგან დიდი ეგვიპტელის ასაკს დააბრალა იმ ზღაპრული ქალის დავიწყება, რომელიც ერთნაირად აღელვებდა საბჭოთა ქართველ მამაკაცთა უმრავლესობას, მიუხედავად ასაკისა. თუმცა ომარ შარიფი მართალი იყო, რადგან იმ ფილმს (სინამდვილეში) სულაც არ ერქვა „მაკენას ოქრო” და არც ხეშკე იყო ნამდვილი ინდიელი (როგორც ბავშვობაში გვეგონა) და არც კონდრატე თათარაშვილი გვატირებდა უიარაღოდ და სამართლიანად ისედაც გაწვალებულ საბჭოთა ბავშვებს...

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: მაკა კეკელიძე

დვაბზუ და ბაბზუ(აილა)

კაირო კაი როა, ყველა ტურისტმა იცის, მაგრამ უმრავლესობას, რა თქმა უნდა, წარმოდგენაც კი არა აქვს იმაზე, რომ კაიროში რაც კარგია (არქიტექტურული თვალსაზრისით), უმეტესი ნაწილი (გვიანდელი შუასაუკუნეებისა) ქართველების შექმნილი და აშენებულია. მართალია ეგვიპტეში ქართველების მოხვედრა ძირითადად ისე ხდებოდა, როგორც ამას კონდრატე თათარაშვილი აღწერდა თავის მოთხრობაში „მამლუქი” (რომლის მიხედვითაც გადაღებულ ფილმს „ხვიჩა და გოჩა” ერქვა), მაგრამ ქართველი ბავშვების გატაცების გარდა, იყო გაყიდვის სამარცხვინო ფაქტებიც და ამ ფაქტების დამალვას აზრი არა აქვს. ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ იმ სამი საუკუნის მანძილზე, რამდენიმე მილიონი ბავშვი გაიყიდა კავკასიიდან და ყველაზე მეტნი მათ შორის ქართული წარმოშობისა იყვნენ. ყველაზე მეტად იმერეთის მეფე სოლომონის დამსახურებაა, რომ ბოლოს და ბოლოს ეს სამარცხვინო საქმიანობა საქართველოში აიკრძალა და ჩვენს წინაპრებს შემოსავლის ეს წყარო სამუდამოდ გადაეკეტათ. ქართველები სწორედ ამ შემოსავლის გამო ჰყიდდნენ ძმისშვილებსა თუ დისშვილებსაც კი და მაშინდელი კაიროს, დამასკოსა და სტამბოლის ბაზრებზე, ჩერქეზებთან ერთად, ქართველები ყველაზე მეტად ფასობდნენ. მათ ყიდულობდნენ ერაყის, ოსმალეთისა თუ მისრეთის ჯარების- თვის, ამიტომ წვრთნიდნენ მეომრებად და ასწავლიდნენ ყველაფერს, რაც უშიშარ მხედარს ბრძოლაში გამოადგებოდა. ბუნებრივია, უცხოეთში გადახვეწილი ქართველები ერთმანეთს ადვილად პოულობდნენ და უკვე გაძლიერებულები და ომებში გამოწრთობილები, ძალიან ხშირად (და საკმაოდ ადვილად) ახერხებდნენ როგორც სამხედრო ხაზით დაწინაურებას, ასევე სამოქალაქო თანამდებობებზე მოხვედრას, რადგან მაშინდელს აღმოსავლეთში (და არა მხოლოდ აღმოსავლეთში) ქალაქებსა და ქვეყნებს სწორედ ისინი განაგებდნენ, ვისაც ყველაზე კარგი მეომრები და ძლიერი ჯარი ჰყავდა, სხვადასხვა საუკუნეებში ქართველები აღმოჩნდნენ ირანისა და ერაყის, ოსმალეთისა და ეგვიპტის სამხედრო და სამოქალაქო ელიტაში უდიდესი ძალაუფლებით და ამ ძალაუფლებისა და ყოფილი ქართველი მამლუქების წარმატებების ამბავი, რასაკვირველია, საქართველომდეც აღწევდა. ამიტომაც საქარ- თველოში (იმერეთში იქნებოდა თუ სხვაგან) თოხის უშედეგოდ მობლაყუნე ნებისმიერ ადამიანს შეეძლო იმაზე დაფიქრება, რომ არსებობდა სამხედრო ასპარეზი, რომელიც მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა უკეთესობისკენ და თუ ახლა ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად ევროპასა თუ ამერიკაში მიდიან, მაშინ რატომ არ წავიდოდნენ. ჰოდა, ქართველებიც მიდიოდნენ და რამდენი სისხლი და ენერგიაც ჩვენს წინაპრებს სხვა ქვეყნებისთვის გაუღიათ, იმის მეასედი რომ ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად დაეხარჯათ, ახლა ბუშის ოთხკლასიან განათლებაზე მაინც არ იქნებოდა დამოკიდებული ჩვენი სამშობლოს ბედი და არც ძიუდოისტი პუტინის გადასაწყვეტი იქნებოდა ჩვენი მომავალი.

0x01 graphic

ფოტო: დავიდ დექტორი

0x01 graphic

ეგვიპტეში კი უკვე მეჩვიდმეტე საუკუნეში გაჩნდნენ ძალიან ძლიერი ქართველი ბეგები, ყოფილი მამლუქები, რომლებიც თანდათან მთელი ეგვიპტის მმართველები გახდნენ და ძველი კაიროს უბნებში ბაბზუველასა თუ ხან ელ ხალილში ახლაც ნახავთ მათ ეპოქაში აშენებულ მეჩეთებსა თუ მედრესებს, აკვადუკებსა თუ სასახლეებს. ნახავთ შენობას, რომელიც მამლუქ ბეგს - ალ-გურიას ეკუთვნოდა, წარმოშობით დვაბზუდან, შუხუთიდან თუ შემოქმედიდან. მართალია ყოფილ მამლუქებს ქართულ და ქრისტიანულ სახელებს უცვლიდნენ, მაგრამ ეგვიპტის ისტორიაში მაინც დარჩა რამდენიმე ქართული გვარი, რომელთა გარეშე მისრეთის წარსული წარმოუდგენელია და ტარბაიძეები და სინჯიკაშვილები, არსენიშვილები და ხოსროშვილები ისევე იბრძოდნენ ეგვიპტის თავისუფლებისათვის, როგორც ეგვიპტის ქვიშებში დაბადებული არაბი ბედუინები...

ქარანფულა

არაბულად უდაბნოს „ბადიია” ჰქვია და სიტყვა ბედუინიც უდაბნოს შვილების სახელია - მათი, ვინც უდაბნოში იბადება და მთელი ცხოვრება ოაზისებს ეძებს, რათა შეისვენოს, ცოტა გაგრილდეს და თავისი ცხელი და ქვიშიანი გზა ისევ გააგრძელოს. თუმცა ბედუინებს არსად ეჩქარებათ, რადგან არც ეგვიპტის და არც სხვა არაბულ უდაბნოში დროის ჩვენებური ან დასავლური გაგება არ არსებობს სწორედ იმიტომ, რომ მათ სინამდვილეში აქვთ დრო და არა შვეიცარიული საათები. მათ აქვთ დრო, რომელიც ძალიან გრძელია და მზე ძალიან ნელა, ძალიან ზანტად მოძრაობს უდაბნოს ცაზე, სადაც ღრუბლებიც ტაატით მიყვებიან ერთმანეთს და ბედუინები წრუპავენ პიტნიან ლიმონს. ცივი წვენი ისევე სიამოვნებს მათი დამსკდარი ყელის კედლებს, როგორც უცებ მოვარდნილი წყალი - უდაბნოს დახეთქილ ქვიშას. მაგრამ უდაბნო არც მიწაა და არც წყალი, უდაბნო მზის ქვიშაა და როცა მზე ქრება, ქვიშა ისე ცივდება, რომ არც კი გჯერა, რომ იმ დღეს, მზის ჩასვლამდე, ძალიან ცხელოდა. ამიტომაც ღამით უდაბნოში ძალიან ცივა და ბედუინები ცეცხლს ანთებენ: ჯერ აცხელებენ ლახმაჯს დაღლილი ძვლების გასათბობად და მერე კი იმ ცეცხლის გარშემო ნარგილეს ამზადებენ, რადგან ისინი ემზადებიან გრძელი არაბული ღამისთვის, რომელიც სინამდვილეში ათას ერთი უდაბნოს სიზმარია.

0x01 graphic

ბედუინებს უყვართ ბასრი ხმლები და მჭრელი სატევარი, მაგრამ მათ სჯერათ, რომ ხმალზე ბასრი შეიძლება იყოს სიტყვა, რომელიც ოქროა და არა დუმილი. უდაბნოში დუმილი ოქრო არ არის და ბედუინები ყოველთვის უსმენენ სიტყვებს, რომლებიც ქარებს მოაქვთ უდაბნოდან და ისინი კი ღამით, ცეცხლის პირას, ამ სიტყვებს ლექსებად აგროვებენ. ბედუინები ამ ლექსებს საუკუნეების მანძილზე აგროვებდნენ ღამის უდაბნოში და მერე ქალაქებში მიჰქონდათ, რათა საუკეთესოები ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე გაეკრათ და თვლიდნენ, რომ სამყაროში ყველაზე ცუდი ქალაქი ის არის, სადაც თუნდაც ერთი კარგი პოეტი არ ცხოვრობს.

ალბათ მეტია, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი, ეგვიპტეში სამი კარგი მწერალია: აჰმედ ზევაილი, ნაგიბ მაჰფუზი და ტავფიკ ალჰაკიმი.

აქედან ორი - ნობელის პრემიის ლაურეატები არიან ლიტერატურაში და ნაგიბ მაჰფუზი კი ჩემი (ერთ-ერთი) უსაყვარლესი მწერალია. მისი რომანი „კაფე კარნაკი” ისეთი მოულოდნელობა იყო ჩემთვის, რომ კაიროში ჩასვლისთანავე, იმ ადგილის ძებნა დავიწყე, სადაც ნაგიბ მაჰფუზი თავის მშვენიერ წიგნებს წერდა. ვიცოდი, რომ იმ კაფეს სახელი შეცვლილი ჰქონდა, მაგრამ მისი მოძებნა არ გამიჭირდა, რადგან ოცმილიონიან კაიროში ნებისმიერმა უწიგნურმაც კი იცის ნაგიბ მაჰფუზის სახელი, რადგან ახლა ამ სახელით ნებისმიერი ეგვიპტელი ამაყობს. მართალია ეგვიპტელებმა ჯერ მოკლეს ნაგიბ მაჰფუზი და მერე დააფასეს (ჩვენი არ იყოს ხოლმე) და ძეგლიც კი დაუდგეს კაიროს ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ ადამიანებს მწერალი უყვართ. ამ სიყვარულს განსაკუთრებით კაიროს იმ ძველ უბანში იგრძნობთ, სადაც ნაგიბ მაჰფუზი დაიბადა (გამალიია ჰქვია) და სადაც იგი იზრდებოდა თავისი მომავალი წიგნების პერსონაჟებთან ერთად. მათი უმრავლესობა (ალბათ) ცოცხალიც აღარაა, მაგრამ ის კაფე, სადაც ნაგიბ მაჰფუზს უყვარდა ჯდომა და მუსაიფი (ან მასლაათი), დღესაც არსებობს და ელ-ფიშაუი ჰქვია, იქვე ჰუსეინის მეჩეთთან, ხან-ელ-ხალილში.

ერთ დღესაც ამ კაფეში იჯდა თანამედროვე არაბული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი, ოთხმოცი წლის ნაგიბ მაჰფუზი, როცა იგი დანით დაჭრა ვიღაც ფანატიკოსმა მკითხველმა და დღემდე არავინ იცის, რატომ. შეიძლება იმის გამო, რომ “აიშ” არაბულად პურს ნიშნავს და მუსულმანმა მწერალმა ერთხელ მუ ჰამედის ცოლზე, რომელსაც აიშა ერქვა, სიყვარულით თქვა, რომ ულამაზესი აიშა ალბათ პურივით გემრიელი ქალი იყოო. სიყვარულით კი თქვა ეს ფრაზა, მაგრამ სიყვარულს აბა ვინ გაპატიებს და მით უმეტეს მაშინ, თუ კარგი მწერალი ხარ. მართალია მაშინ ნაგიბ მაჰფუზი გადარჩა და მხოლოდ დაბრმავდა, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც მწერალი ბრმაა, სხვებიც ვერაფერს ხედავენ...

0x01 graphic

ვინღა დაინახავდა ეგვიპტელების მთავარ დარდსა და პრობლემას და ვინღა ეტყოდა ეგვიპტელებს, რომ მონობაზე საშინელი არაფერია და სანამ ეგვიპტელები (მიჩვეულ) მონობას არ გადაეჩვევიან, ან რუსები მიადგებიან ან ამერიკელები, როგორც იყო კიდეც სინამდვილეში და როგორც არის.

ნაგიბ მაჰფუზი მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ ეგვიპტის პირამიდები მონების აშენებული არ იყო (ამას ჩვენც ისევე გვასწავლიდნენ, როგორც ეგვიპტის სკოლებში) და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაამტკიცეს და აღიარეს მსოფლიოს მეცნიერებმაც, რომ პირამიდებზე დაქირავებული ადამიანები მუშაობდნენ და არა მონები. მონებს მხოლოდ დანგრევა შეუძლიათ და არა აშენება, მაგრამ აბა მწერალს, სანამ ცოცხალია, ვინ უჯერებს.

ქარანფულა კი მისი რომანის პერსონაჟი ქალია, რომელიც მაშინვე შემიყვარდა, როცა პირველად წავიკითხე ნაგიბ მაჰფუზი და ალბათ იმ ქალს თუ ჰგავდა ქარანფულა, ახლა რომ იჯდა მწერლის საყვარელ კაფეში და ნელა, ძალიან გემრიელად ეწეოდა არაბულ ჩილიმს...

ხამსინი

შემაწუხეს ქარებმა,
მაგრამ არ მეჩქარება...”

ნაპოლეონის უცნობი ლექსიდან

სინამდვილეში ნაპოლეონ ბონაპარტეს ძალიან ეჩქარებოდა (ინგლისელები წყალდაწყალ მოყვებოდნენ ფრანგებს) და სინამდვილეში ქარებმა მამლუქები შეაწუხეს და არა ფრანგები. ამიტომაც ეგვიპტელმა ქართველებმა ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა გიზას პირამიდებთან სწორედ ქარის გამო წააგეს. სინამდვილეში ეს ცნობილი ბრძოლა პირამიდებთან არც ისე ახლოს მოხდა, როგორც ამას ისტორიკოსები აღწერენ ხოლმე და ეს შეცდომაც ნაპოლეონის ბრალია.

ლეგენდარულმა კორსიკელმა იმ ბრძოლის წინ ათასწლოვანი პირამიდები ახსენა, თუმცა ჩვენთვის (ქართველებისთვის) გაცილებით საინტერესო ნაპოლეონის პირველი მიმართვაა, რომელიც ფრანგებმა კაიროში შესვლისთანავე, მთელს ქალაქში გაავრცელეს. მიმართვა სამენოვანი იყო და ნაპოლეონ ბონაპარტე რიტორიკულად ეკითხებოდა კაიროსა და ეგვიპტის არაბ მოსახლეობას - როდემდე უნდა მოეთმინათ ვიღაც ქართველების (და საერთოდ, კავკასიელების) ბატონობა თავიანთ მიწაზე. ბონაპარტეს ეგვიპტის ექსპედიციაში ფრანგ მეცნიერთა მთელი კორპუსი ახლდა თან და ბუნებრივია, იმ ქვეყნის შესახებ, რომლის დასაპყრობადაც მიდიოდა, წინასწარ უკვე ყველაფერი იცოდა. ყოველ შემთხვევაში, ის კი ნამდვილად იცოდა, რომ ეგვიპტეს (რამდენიმე საუკუნის მანძილზე) კავკასიე ლი მამლუქები მართავდნენ და მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს კი ეგვიპტის ყველაზე გავლენიანი ბეგები სწორედ ქართველები იყვნენ. ნაპოლეონის მარჯვენა (თუ მარცხენა) ხელი, ვინმე რუსტამი, ჩვენ რომ ბავშვობიდან ქართველი გვეგონა და ბოლოს თბილისელი სომეხი გამოდგა, შეიძლება იყო კიდეც საფრანგეთის იმპერატორის მთავარი მრჩეველი ქართულ (და საერთოდ, კავკასიურ) საკითხებში. არავინ იცის, ზუსტად რა უთხრა იმ რუსტამმა ნაპოლეონს ქართველების შესახებ, მაგრამ ბონაპარტე რომ გაოგნებული იყო ქართველი მამლუქების მამაცობითა და ბრძოლისუნარიანობით, ეგვიპტისა და საფრანგეთის ისტორიის ნებისმიერ სახელმძღვანელოში წერია. ასეც რომ არ იყოს, ჩვენ ხომ ისედაც კარგად მოგვეხსენება, სხვის ომში ქართველი როგორი ბრძენი და გულადია, მაგრამ მაშინ, კაიროსთან ბრძოლის წინ, უცნაური რამ მოხდა. შეტაკების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რომელიღაც აფრიკული, ქვიშიანი ქარი ამოვარდა სწორედ მამლუქების მიმართულებით და მურად-ბეგმა თურმე ქართულად შეიგინა - რა დროს ხამსინი იყოო. მაგრამ ეს არ იყო ხამსინი (ორმოცდაათდღიანი ქარების სეზონი), რომელიც ეგვიპტეს გაზაფხულობით გადაუვლის ხოლმე და უკვე ზაფხული იდგა და სინამდვილეში ეს იყო უცნობი ქარიშხალი, რომელიც იმის საშუალებასაც არ აძლევდა ქართველ მამლუქებს, რომ თვალები გაეხილათ და ასე ბრმად ბრძოლა კი, მართლა ძალიან ძნელი იყო. თუმცა მათ მაინც იბრძოლეს ბედუინებთან ერთად და ეს ბრძოლა მანამ გრძელდებოდა, სანამ ფრანგებმა ეგვიპტე საბოლოოდ არ დატოვეს.

0x01 graphic

თუმცა სამშობლოში დაბრუნება ფრანგებისთვის არც ისე ადვილი იყო, რადგან სანამ ისინი ეგვიპტეში ქართველებს ებრძოდნენ, ინგლისელებმა ფრანგულ ფლოტილიას მიაგნეს და მათი გემები უდიდესი სიამოვნებით დაადუღეს. ფრანგებს კი გემები ძალიან სჭირდებოდათ, რადგან ბევრი ბარგი ჰქონდათ (პირამიდების წაღებაც კი უნდოდათ ნაწილ-ნაწილ) და ყველაზე ღირსეულად ისევ თვითონ ნაპოლეონი მოიქცა, რომელმაც ყველაფერი ხელუხლებლად დატოვა კაიროს იმ სახლში, სადაც ცხოვრობდა. ის სახლი (როგორც კაიროს საუკეთესო სახლები მაშინ) ეკუთვნოდა ქართველ მამლუქს - ალფი ბეგს (ვინ იცის, იქნებ გვარად ალფაიძეს), რომელიც ახლა ალბათ აღარც არსებობს, მაგრამ თუ ვინმე იმ სახლის მოძიებით მაინც დაინტერესდება, შეუძლია ბატონ გოჩა ჯაფარიძეს მიმართოს, რომელმაც კაიროსა და ეგვიპტის შესახებ ყველაფერი იცის.

0x01 graphic

ფოტო: მაკა კეკელიძე

ნაპოლეონ ბონაპარტემ კი იცოდა, რომ იმ დროისათვის ყველაზე კარგად გაწვრთნილი, ევროპულ წესრიგზე დაფუძნებული ჯარით ეგვიპტელ მამლუქებსაც დაამარცხებდა, რომლებიც ფრანგებს საზამთროებს ეძახდნენ. მაგრამ ორგანიზებულმა საზამთროებმა ეგვიპტის სიცხესაც გაუძლეს და მამლუქების სიმამაცესაც, თუმცა ნაპოლეონს მაინც დასცდა ფრაზა, რომელიც ძალიან ზუსტი იყო - ქართველებს რომ ორგანიზების ნიჭიც ჰქონდეთ, საფრანგეთის დაპყრობასაც შეძლებდნენო.

ჯვარიც გვწერია.

ჩვენც და ფრანგებსაც.

0x01 graphic

0x01 graphic

ჯვარი და ეკლესია კი იმდენია კაიროში, ცოტა დაეჭვდები კიდეც რომ უდიდესი ისლამური ქვეყნის დედაქალაქში ხარ, რადგან ჩვენი დოგმატური, სტერეოტიპული წარმოდგენებით, მუსულმანურ ქვეყნებში სხვა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანებს წვავენ, კლავენ ან ცოცხლად ჭამენ. სინამდვილეში კი ქრისტიანები მშვიდად ცხოვრობენ ეგვიპტეში და კაიროშიც, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ეკლესია გხვდება, ყველაზე მეტი კოპტების - კოპწიები და კოხტები.

თუმცა სხვა ქრისტიანებსაც არავინ უშლის ტაძრების აშენებას და კაიროში არის ბერძნული ეკლესიაც - იქვე, ძალიან ახლოს იმ ადგილთან, სადაც ჰეროდეს დროს მალავდა მარიამ ღვთისმშობელი პატარა იესოს.

ეკლესია წმიდა გიორგის სახელობისაა და ამიტომაც არ არის გასაკვირი ამ ეკლესიაში წმიდა გიორგის ხატების სიმრავლე, თუმცა გასაკვირი ის არის, რომ ყველგან წმიდა გიორგი ულვაშებითაა გამოსახული, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ცოტა უჩვეულოა.

კაიროში რამდენიმე სომხური ეკლესიაც კი არის (ერთი მათგანი ისე მომეწონა, გამიკვირდა კიდეც, რადგან ერევანში ასეთი ლამაზი ეკლესია არც მინახავს). ბატონ ბენიამინ სილაგაძეს ჩვენზე უკეთ ეცოდინება, მაგრამ კაიროში მგონი ქართული ეკლესია არ არსებობს, რადგან ეგვიპტის ქართველი ბეგები (ყოფილი მამლუქები) ეკლესიების ასაგებად ფულს საქართველოში აგზავნიდნენ და სოფელ მარტყოფში ახლაც ახსოვთ იბრაჰიმ სინჯიკაშვილის ქველმოქმედება.

სამაგიეროდ, ეგვიპტეში არის ეგრეთ წოდებული წითელი პირამიდა, რომელიც ირიბად მაინც უკავშირდება საქართველოს ისტორიას და ამ პირამიდას სნოფრუ ჰქვია და მართლა ულამაზესია, მიუხედავად იმისა, რომ ზედ რუსი ტურისტები დაძვრებოდნენ კაუნასის ბოტასებით. საქმე ის გახლავთ, რომ ამ წითელი პირამიდის აგება უკავშირდება მეთორმეტე დინასტიის ფარაონ სესოსტრისს, რომელმაც ჰეროდოტეს მიხედვით, ლაშქარი შავი ზღვისკენ გააგზავნა და ლაშქრის ნაწილი სამუდამოდ კოლხეთში დარჩა. შესაძლებელია „ქართლის ცხოვრების” უცნაური ფრაზა იმის შესახებ, რომ მეგრელების წინაპრები საქართველოში ეგვიპტიდან მოვიდნენ, სწორედ ჰეროდოტეს ამ განმარტებას ეყრდნობოდა, თუმცა ახლა სიმართლის დადგენა ძალიან ძნელია და ამიტომაც, გიორგი ჯანჯღავამ მაინც (ყოველი შემთხვევისათვის) სიამოვნებით იტირა სავარაუდო წინაპრების პირამიდასთან. რასაკვირველია, წყაროები მომარჯვებული გვქონდა მეგრული პირამიდის ძიებაში (თან დაგვქონდა წიგნებიც) და იქვე გაჩნდა ალტერნატიული ვერსიაც, რომ კოლხეთის ექსპედიციას უკავშირდებოდა არა სესოსტრისი, არამედ ფარაონ სენუსრეტ მესამე და შესაბამისად, სხვა პირამიდასთან უნდა გვეტირა, მაგრამ ამდენი ცრემლის საშუალება, უბრალოდ, უკვე აღარ იყო.

0x01 graphic

ეგვიპტის ნაციონალურ მუზეუმშიც რომ მივდიოდით, რაღაც იმედი იმისა, რომ მეტის გარკვევას შევძლებდით, ნამდვილად მქონდა, მაგრამ ამ გასაოცარი სიმდიდრის მუზეუმში შეუძლებელი და წარმოუდგენელია რამის მიგნება, რადგან ექსპონატები იმდენად ქაოტურადაა დარბაზებში გამოფენილი, რომ უბრალოდ ვერ გაიგებ, სად იწყება და სად მთავრდება ეგვიპტის უძველესი ცივილიზაცია. ერთადერთი, რასაც პირდაღებული ხვდები, ის არის, რომ ალბათ მსოფლიოში ასეთი სიმდიდრის მქონე მუზეუმი არ არსებობს, მაგრამ ეგვიპტელებს თავისი სიმდიდრის ორგანიზება ისევე უჭირთ, როგორც სხვა ყველაფრის. სხვას ყველაფერს რომ თავი დაანებო, მუზეუმში იმდენი მუმია და სარკოფაგია, შეიძლება მართლა გაგიჟდე და გასაგიჟებელი კი ისაა, რომ ყველა სარკოფაგი შედევრია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ათასობით სარკოფაგიდან არცერთი არ ეკუთვნის რომელიმე ფარაონს და ისინი რიგითი, ჩვეულებრივი მოკვდავების სასახლეებია.

როგორც ცნობილია, ერთადერთი ფარაონი, რომლის სამარხსაც ინგლისელებმა მიაგნეს 1922 წელს, ტუტანხამონი იყო და ის ზღვა ოქრო, რომელშიც იგი მოკრძალებულად იწვა, სხვა უამრავ განძთან ერთად, ინგლისელების გარდა, ფრანგებმაც გაზიდეს და ამერიკელებმაც. სხვათა შორის, ერთი ეგვიპტური მუმია ჩვენც დაგვრჩა გიორგი ავალიშვილის წყალობით, რომელმაც მეთვრამეტე საუკუნეში ეს მუმია ადგილობრივი ჭირისუფლებისგან ათას ორას ოქროდ იყიდა და ახლა იგი თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. იოანე ბატონიშვილის თანახმად, ქართველს რისი მოფიქრება გაუჭირდებოდა (მით უმეტეს გიორგი ავალიშვილს) და საზღვრების გადალახვისას, თურმე თვალზე ცრემლს იმშრალებდა - ბებია მყავდა წაყვანილი ეგვიპტეში პირამიდების სანახავად და უკანა გზაზე მომიკვდაო...

ვინ იცის, იქნებ ეს მართლა რომელიმე ეგვიპტელი ფარაონის მუმიაა და ალბათ სიმართლე თამარ სუხიშვილმა იცის, რადგან „კალმასობის” სპეციალისტი “ცხელ შოკოლადში” სწორედ ის გახლავთ...

PS. როგორი ქალები ჰყავთ ეგვიპტელებს? ყველაზე ლამაზები ბედუინი ქალები არიან, რადგან მათ ბავშვობაშივე კლიტორებს აჭრიან, რომ მერე ვნებებს არ აჰყვნენ და ამიტომაც, მთელი მათი ვნება და სილამაზე დახატულ თვალებშია. თუმცა ისეთი არაბი ქალი, რომლის გამოც ისლამსაც მიიღებდა კაცი, ეგვიპტეში მე არ მინახავს...

18 პირადი ენციკლოპედია

▲ზევით დაბრუნება


ავტორი: აკა მორჩილაძე
ილუსტრაცია: გიორგი მარი

0x01 graphic

შემთხვევით წაკითხული წიგნი

- ერთხელ, ერთ შორეულ ქალაქში მეგობრებთან დავრჩი და დასაძინებლად, მეორე სართულზე, პაწაწინა ოთახში მოვხვდი.

ემიგრანტული ოთახი იყო: კედელზე პატარა ქართული ხატები ეკიდა, სადაც მეგობრის დედა ლოცულობდა ხოლმე, ღია თაროებზე კი უზომო ოდენობის და სულ სხვადასხვა დანიშნულების ნივთები ეწყო. ასევე, ყუთებშიც, რომლებიც იატაკზე ელაგა. საწოლი ფანჯარასთან იდგა და ძალიან მაგარი ღამე იყო.

ის ქალაქი ისეთია, რომ შიგ ათასი ქალაქი ჩაეტევა: ერთი უბნიდან მეორეში რომ მითხარ, ხშირად ისეა, თითქოს სხვა ქვეყანაში მიდიოდე. აქ დილით წამოვედი და მთელ სამ დღეს კი დავრჩი. ჩემი ოთახი კი ისეთი იყო, ყველა სხვა ოთახიდან რომ ნივთებს შემოიტანენ და დააწყობენ, იქ აღარ ეტევაო. უმაგრესი ოთახი იყო, მოკლედ, და შლაპებთან, დანა-ჩანგლის ყუთებთან და მტვერსასრუტის ნაწილებთან ერთად, თაროებზე ბლომად წიგნებიც ეწყო.

ეს იყო ფოტოალბომები, ქვიზ-ბუქები და რომანები. ძირითადად ამერიკული. ძირითადად კი არა, სულ ამერიკული რომანები იყო, ხოლო რამდენი მწერალია ამერიკაში, ყველას მოეხსენება.

გამოცემები ახალი არ იყო, ძირითადად 60-70-იანი წლების თხელყდიანი წიგნები, იერით, თავის დროზე გვარიანად ნაკითხი. საერთოდ ვერცერთი სათაური და გვარი ვერ ვიცანი. ისეთი წიგნები იყო, დიდად რომ აღარ უბრუნდებიან ხოლმე. ასეთ წიგნებს თვალი დახარბდება ხოლმე, დაახლოებით ისე, როგორც ბუკინისტებში, თუმცა მერე ვეღარ კითხულობ.

ვინც ვერ იძინებს, იმას წიგნი აუცილებლად სჭირდება, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად მოგეხმარება.

ხოდა, იმ წიგნებიდან ერთი გამოვაძრე. ავტორი იყო კარსონ მაკკულესი, თუ მაკკალესი. წიგნს კი ერქვა „გული მარტოხელა მონადირეა”. მოკლე შესავლიდან შევიტყვე, რომ კარსონი ქალი ყოფილა... მე რა ვქნა? საბჭოთა მოქალაქე ვარ, აბა რა ვიცოდი, რომ ძალიან ცნობილი წიგნი ავიღე, იმიტომ, რომ სათაური მომეწონა. კი არ მომეწონა (ცოტა დატკბილული მომეჩვენა და ვიფიქრე, ერთი ისეთი რომანი იქნება მეთქი, თუმცა ყდა არა ჰქონდა ისეთი რომანის) მიმიზიდა.

ფანჯარა ღია იყო, ხის ტოტებს ქვემოდან ღამის ფარნის თეთრი და ცოტათი ბრაზიანი შუქი სცემდა და დავიწყე ამ წიგნის კითხვა.

ეს ახლა ვიცი კარსონის უბედური ამბები და ის, რომ ამ წიგნს, რომელიც ბარე 70 წლის წინაა დაწერილი, დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, მაშინ კიდევ... დიდხანს ვკითხულობდი. იმ ღამესაც და მეორე ღამესაც. დილით კიდევ, კაფეში ვიჯექი, უფრო სწორად ქუჩაზე კაფეს წინ და ერთ ფოტოგრაფს ველაპარაკებოდი, რომელიც ახალი ჩამოსული იყო ავღანეთიდან. ძალიან მაგარ რამეებს ყვებოდა, მაგრამ ეგრეც არაფერი არ მახსოვს, სულ მინდოდა „გული მარტოხელა მონადირეა” მეხსენებინა. არ იყო ამის საშუალება:))))))

ამერიკის სამხრეთ შტატების ამბები სულ მიყვარდა. მარტო ფოლკნერის და ჰარპერ ლის გამო კი არა, უფრო დიდი ამერიკული ფილმების გამო, რომლებზეც ვგიჟდები: „მისისიპი ცეცხლში”, „ცხელ სამხრეთულ ღამით”, „დევნა“... კიდევ რამდენია. კაი, ეს სხვა ამბავია. საერთოდ, პატარა ქალაქის ამბები მიყვარს. ამ წიგნშიც სამხრეთი იყო. ოღონდ... ორი ყრუ-მუნჯი ჯეილის მეგობრობის ამბავი, შიგ ჩაწნულ სხვა რთული ამბებით.

ორივე კვდება. ერთი, გვარად სინგერი, თუ არ ვცდები და მეორე კიდევ, ბერძნული გვარით, რომელიც ავად გახდება და ჭკუაზე შეცდება. იქ სხვა ამბებიცაა - გამხდარი გოგო, ერთი მეტრნახევრიანი ლოთბაზარა... უამრავი რამე.

ეს წიგნი მეორე ღამით დავამთავრე და ჩემს მასპინძელს ვეუბნებოდი, მორჩა, გავაქანე კურტკის ჯიბეში-თქო... წაიღეო. თან თვალები მოჭუტა და, დუ იუ რილი ლაიქ ით? - აი, ეგრე გამომცდელად მკითხა.

სასაცილო ეგ არის, რომ დამრჩა. ვაგონში, რა. ვიფიქრე, ახლა რა უნდა წავიკითხო მეთქი. ვიჯექი საათნახევარს და ისევ ამ წიგნზე ვფიქრობდი. მერე ამაზონით გამოვიწერე. მერე კარსონის ცხოვრებაზე ვკითხულობდი რაღაცეებს. მთელ იმ დროზე, ტრუმენ კაპოტეზე და ასეთ პერსონაჟებზე. აქეთ რომ მოვდიოდი, წიგნი ისევ დამრჩა. საერთოდ, ეტყობა ასეთი ბედის ქალი იყო. თუმცა, სამუდამოდ დამამახსოვრდა, რომ „გული მარტოხელა მონადირეა”, თორემ, რა თქმა უნდა, უკეთესი რომანებიც წაუკითხავს კაცს. საქმე უკეთესსა და უარესში არ არის, საქმე განწყობაშია. რა დაგრჩება ორჯერ დაკარგული, შემთხვევით წაკითხული წიგნიდან.

იქ კიდევ ერთი ბიჭია, რომელსაც სულ გარმონიკა დააქვს თან და მოიცლის თუ არა, უკრავს.

ჰარისის სია

- ამ წიგნის არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი და არც მახსოვს, სად ვნახე. მგონი ერთ-ერთ კატალოგში, საფოსტო ღრიჭოში რომ შემოაგდებენ ხოლმე ლონდონის სახლებში. ძალიან გამახალისა სათაურმა და კატალოგი მეგობარსაც ვაჩვენე.

წიგნს ჰქვია: „ჰარისის სია, კოვენტ გარდენის ქალბატონებისა. 1757-1795 წლების რჩეული გვერდები”.

მოკლედ რომ ვთქვათ, სარეკლამო ტექსტის მიხედვით, ამ წიგნში წარმოდგენილი იყო ხსენებულ წლებში, ლონდონში, კოვენტ გარდენის მიდამოში მოსაქმიანე მეძავთა სიები და არა მხოლოდ სიები, არამედ დახასიათებები, რჩევები და ერთგვარად, სოციოლოგიური ვითარების აღწერაც კი. ოღონდაც, წიგნი მაშინ არ მიძებნია, არ გამომიწერია და ვიხითხითეთ კი. იმის შემდეგ, ლამის წელიწადი გავიდა და ვისთან ერთადაც ვხითხითებდი, იმას ეს ამბავი, ჩანს, არ დავიწყნია და ერთმა ტკბილმა, ლონდონიდან ჩამოფრენილმა კაცმა სწორედაც რომ „ჰარისის სია” გადმომცა, ესაო, შენთან გამომატანესო.

მე ხომ ინგლისელი არა ვარ? აბა, რა ვიცი, რო „ჰარისის სია” ცნობილი ამბავია?

მოკლედ რომ ვთქვათ, მე-18 საუკუნის ლონდონში მთავარი გასართობი ადგილი კოვენტ გარდენის მიდამო იყო და მეძავნი და ბორდელებიც იმის შემოგარენ ქუჩებზე იყო. იმ დროის ლონდონი საგანგებოდ არ მისწავლია, თუმცა კოვენტ გარდენის ბოძებთან, რა თქმა უნდა, გავჩერებულვარ, მაგრამ იქ უფრო ის ამბავი მახსენდებოდა, ბერნარდ შოუს „პიგმალიონი” რომ იწყება. წვიმს და ელიზა დულიტლი კი ერთ-ერთ ბოძთან ზის, თავისი ყვავილების კალათით, უკან კი ჰენრი ჰიგისი რაღაცეებს ინიშნავს ბლოკნოტში.

ჰოდა, მანამდე კიდევ ეს კოვენტ გარდენი ყოფილა, რაც ყოფილა. ხოლო ლონდონსა შინა ცხოვრობდა ერთი რიგითი პოეტი, სახელად სემუელ დერიკი: იმ ნიჭისა, ათასობით რომ არიან ხოლმე, ანუ პოეზიით იმან ვერავინ გააკვირვა. ჰოდა, ამ დერიკს შავი დღეები ჩამოსდგომია: მიჯნური გაქცევია, სახლის ქირა ვეღარ გადაუხდია, გაცემული თამასუქები ვეღარ გაუნაღდებია და მოკლედ, ციხეში მოხვედრა არ ასცდებოდა.

იჯდა ასეო, ხელებში თავი ჩაერგოო და აღარ იცოდა რა ექნაო და უცებ ერთი რამ აზრი მოუვიდა, ეგებ ამან მიხსნასო.

ამ დერიკს უჯრები გამოუქექავს და იქ „ჰარისის სია“ უპოვია. როგორც ერთ ჰალსტუხმოჩეჩილ და მექალთანე მარტოკაცს, „ჰარისის სია” მასაც ჰქონია.

ჯეკ ჰარისი კი ლონდონში ცნობილი სუტენიორი ყოფილა, რომელსაც მის ხელქვეით მყოფ მეძავთა სიები ჰქონია და კლიენტებს ამ სიებსაც სთავაზობდა, მოკლე, ზეპირი დახასიათებებით. სხვა სახელად ჯეკ ჰარისს ჯონ ჰარისონი რქმევია.

ჰოდა, დამჯდარა დერიკი და ამ სიის მიხედვით, ლონდონელ მეძავთა დახასიათებები, სხვანაირად რომ ვთქვათ - კატალოგი შეუდგენია და იმდენი მოუხერხებია, რომ კარქა ტკბილადაც დაუსტამბავს. ამ წიგნს მისტერ დერიკი ყველანაირი უბედურებისგან გადაურჩენია, რადგან კატალოგი, სხვანაირად კი „ჰარისის სია”, ჭეშმარიტი ბესტსელერი შექნილა და ყოველწლიურ ალამანხადაც კი ქცეულა, 1757 წლიდან მოყოლებული.

ჯეკ ჰარისი უკვე შემდეგ წელიწადს ჩაუყუდებიათ ნიუგეიტის ციხეში და მერე კი აღარ ვიცი, რა მოუვიდა.

ეს ნიუგეიტის ციხე, ახლა რომ შუა ლონდონია და ოულდ ბეილის სასამართლო, იქა ყოფილა და ერთ-ერთი უძველესია ლონდონში. იქ ადრე დრამატურგი ბენ ჯონსონიც მჯდარა, დუელში ერთი მსახიობის მოკვლისთვის და დანიელ დეფოც, „რობინზონ კრუზოს” მომგონებელი. ბარე მეთორმეტე საუკუნიდან არსებობდა ეს ნიუგეიტი.

რახან ციხეებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ისიც მოგახსენოთ, რომა მეძავთათვის ლონდონში საგანგებო ციხე არსებობდა, რომელსაც კლერკენველი ერქვა, ოღონდაც იმას კლერკენველს არავინ ეძახდა, ყველანი ბრაიდველს უწოდებდნენ. საქმე ეს არის, რომ „ბრაიდ” ხომ პატარძალს ნიშნავს და ხუმრობით, მეძავთა სატუსაღოს „საპატარძლო” დაარქვეს. ჰო, ბარემ ისიც, რომ ვალის ვერგადამხდელებს ლონდონში ფლიტის ციხეში ჩასხამდნენ ხოლმე.

მოკლედ, ასეა თუ ისე, მისტერ დერიკმა ამ წიგნით სახელიც გაითქვა და ყოველწლიური შემოსავალიც გაიჩინა. კატალოგი ყოველწლიურად იცვლებოდა. ვიღაცეები ემატებოდნენ და ვიღაცეები აკლდებოდნენ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ალმანახი არალეგალურად, მთავრობისგან მალვით გამოიცემოდა და ამით უფრო ტკბილი იყო.

თვითონ დერიკმა მერე და მერე სარფიანი თანამდებობებიც მიიღო, ქალაქ ბათში ცერემონმაისტერი შეიქნა.

ეს იყო ფულიანი და გემრიელი თანამდებობა. ბათი, ვითარცა საგულაო ალაგი, ცნობილი იყო და ქალაქში ჩასულს შენი კარეტის კართან ცერემონმაისტერი გხვდებოდა, რომელიც ქალაქის რჩეულ ფენაში შეგალივლივებდა, ბანოვანთ გაგაცნობდა, ცეკვის პარტნიორს აგირჩევდა და ათასი სხვა.

მოკლედ, ამ დერიკმა ცხოვრება მოიწყო და როცა კვდებოდა, მთელი თავისი კატალოგები, სამეძავო ჩანაწერები და ცოდნა თავის საყვარელს, შარლოტ ჰეიესს გადაულოცა. რა თქმა უნდა, შარლოტი, მეტსახელად კელი, კეთილშობილი მატრონა არ იყო, ბორდელის პატრონი გახლდათ.

ჰარისის სიის სახალხოობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მისი გამოცემიდან ათი წლის თავზე, წიგნს არაფრით ეტყობოდა, რომ მას დერიკი გამოსცემს. ამიტომ ფიქრობენ, რომ მას სხვა, უცნობი ავტორებიც ჰყავდა.

დღეს კიდევ, მთელი ამ ამბებიდან რომ მოვბრუნდეთ, ინგლისში ჟამითი ჟამად ამ წიგნის რჩეული ფურცლები გამოიცემა ხოლმე. რა თქმა უნდა, სახალისოდ და ძველი ყოფის სურათთა შენს გონებაში გასაცოცხლებლად. ისე კიდევ, ამ წიგნს ერთგვარი შავი იუმორიც ახლავს. მისი გმირები მკვდარი ქალები არიან. სხვანაირად რომ ვთქვათ, მკვდარი ლამაზი ქალები. დღეს ამ წიგნის თვალიერებას რაღაც სიავე მოსდევს. ალბათ იმიტომ, რომ გოგოები მოხუცდნენ და დაიხოცნენ. დერიკის დროებაში კი ხალხი ამ კატალოგს ერთმანეთს ხელიდან სტაცებდა და ოჯახიანი კაცები კი საერთოდაც საიდუმლო ადგილებში ინახავდნენ.

ერთი ნაწყვეტი მგონი შეიძლება:

მისის, ბი-დი, სოლსბერი სტრიტი, ნომერი 17. სტრენდი.

(ქუჩა და უბანი მითითებულია, ქალის სახელი კი მხოლოდ ინიციალებითაა მოცემული)

სუტენიორები და ბორდელების პატრონები ძნელად აფასებენ თავიანთი ქალების მომხიბვლელობას, თუმცა კი მათ დამცველებად გვევლინებიან, ვინაიდან ასეთია წესი. ქალს მისი მომხიბვლელი რამეების გამო სულაც არ სცემენ პატივს - თითქოს ასეთები ცოტა ჰქონდეს. ვითომდა ბრმანი ვიყოთ და ვერ ვამჩნევდეთ. ეს ქალი კი მაღალი და მოხდენილია, ლამაზი თვალები და კოხტა ცხვირი აქვს, ასევე კარგი კბილები, ძალიან უყვარს სიცილი და მოკლე პალტო აცვია ხოლმე. ჩვენთვის უცნობია, ის სიყვარულს ანიჭებს უპირატესობას თუ ფულს, მაგრამ არა მგონია კ. ჰ. ერთადერთი ვინმე იყოს, ვინც მისი გასაოცარი სიტკბოებანი მიიღო.

საშინელი ტექსტია, მე თუ მკითხავთ და ძალიანაც გამიჭირდა ამის გადმოთარგმნა. მთლად სიზუსტითაც ვერ დავიკვეხნი, მაგრამ რაც წერია, ნამდვილია.

ანდა, აგერ: ყოველ ქალს ერთნაირი ნიჭი არა აქვს ამ საქმეში, ყველას რაღაც თავისი გამოარჩევს. ერთი მღერის, მეორე ცეკვავს და სწორედ ეს საქმე გამოსდის კარგად. ერთი თავისი მგრძნობიარობით გხიბლავს, სხვა თავისი გულგახსნილობით, მისის გოლდის უპირატესობა კი მისი იუმორია, რომელიც სამყაროში შესაძლებელ საუკეთესო ფორმებით გამოისახება. ამ ყაიდის საყვარელი ძალიან სასურველია, რადგან მსოფლიოში ძნელად რომ რამე შეედაროს კარგ ოხუნჯობას, ქალის მშვენიერებას რომ გადახლართვია. ეს ქალბატონი ძალიან მხიარულ ცხოვრებას მისდევს და მასთან მოხვედრა მხოლოდ საუკეთესოებს შეუძლიათ... და ასე დაუსრულებლად. ხო, მისამართი - ველ სტრიტელი ყოფილა.

საწყალი მხიარული გოგო.

„ჰარისის სია“ მაინც სევდისმომგვრელია.

0x01 graphic

19 ცრემლიანი სათვალე

▲ზევით დაბრუნება


ნაწილი მეჩვიდმეტე
ჩანაცვლება - 1989

0x01 graphic

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე
გიორგი გვახარია

...ყველაფერი გადაიღეს.

როგორ მიაყენეს ცოლ-ქმარი კედელთან, როგორ ესროლეს.

სასამართლოც გვიჩვენეს, ოღონდაც ხმის გარეშე. სულ რამდენიმე კადრი - „კარაკულის” ქურქში გამოწყობილი ნიკოლაე ჩაუშესკუსა და მისი მეორე ნახევრის, ელენეს პროცესი.

წნევა გაუსინჯეს და დასახვრეტად გაიყვანეს.

რეპორტაჟი დიქტატორის „კარაკულის” ქუდის ახლო ხედით დასრულდა. პირველივე გასროლის შემდეგ, ეს ქუდი ჩაუშესკუს გვამის გვერდით აღმოჩნდა.

არადა, საფოსტო ყუთში მაინცდამაინც იმ დღეს ჩამიგდეს „ჩინემას” მეთერთმეტე ნომერი. რუმინული კინოჟურნალის ყდაზე, ტრადიციულად, ჩაუშესკუების წყვილი ხელს გვიქნევდა და გვიღიმოდა.

სურათებიანი „ჩინემა” სტუდენტობის წლებიდან მქონდა გამოწერილი. ყდაზე ნიკოლაესა და ელენეს სურათების ბეჭდვა სადღაც 86 წლიდან დაიწყეს. ეტყობა, ესეც გორბაჩოვის წინააღმდეგ მიმართული ჟესტი იყო, ფარული ლოზუნგი - „სოციალიზმს რუმინეთში საშიშროება არ ემუქრება!”

დაახლოებით იგივე ხდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაში. აქ, ყველაფერთან ერთად, საბჭოთა ლიბერალური ჟურნალები და „პერესტროიკის” მთავარი ფილმი, „მონანიება” აიკრძალა.

ეტყობა ჰონეკერი მიცვალებულის საფლავიდან ამოღების სახემ დააფრთხო. განა „მონანიებამ” სწორედ ეს სახე არ დაამკვიდრა „პერესტროიკის” კულტურაში? განა ამ ფილმის პრემიერის შემდეგ არ დაიწყო ჩვენში ისტორიის გასამართლება?

ყველა ისტორიკოსი გახდა. აფხაზებმა დაასკვნეს, რომ ძალით შეიყვანეს საქართველოს შემადგენლობაში. ქართველებმა „მეცნიერულად გამოიკვლიეს”, რომ ეს აფხაზები, ანუ „აფსუები” საიდანღაც ჩამოვიდნენ აფხაზეთში.

რაღად გვინდა ისტორია, თუკი ტაძრისკენ არ მიგვიყვანს? - კითხულობდნენ „მონანიებით” შთაგონებული ისტორიკოსები, ჟურნალისტები, მწერლები, დისიდენტები (მაშინ უკვე „ყოფილი დისიდენტები”). ჰოდა ასე, ყველამ ერთად, ისტორიის მითოლოგიზაცია დაიწყო.

მითებსა და არაკებს ძალიან უხდებათ ის ფორმა, რომელიც თენგიზ აბულაძემ აირჩია „მონანიებაში” - ყოფითი დეტალების კატეგორიული უარყოფა, რეალობის გადაქცევა თეატრალიზებულ მასკარადად, ისტორიის დაყოფა ბოროტ მეფეებად და კეთილშობილ ანგელოზებად. ვიღაც სატანაა, ვიღაც კი ქრისტეს ჰგავს. ერთი გზა ვარლამისკენ მიდის, მეორე კი - ტაძრისკენ.

ყველას, ვინც მითის შექმნის პროცესს ეწინააღმდეგება, უკეთეს შემთხვევაში, სრული მარგინალიზაცია, უარესში კი დარბევა და განადგურება ელის. მსოფლიომ 89 წელს სწორედ „მითებთან მებრძოლი” უწოდა სალმან რუშდის, რომლის „სატანისტური ლექსები” დასავლურმა მედიამ მუსულმანური რელიგიის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა.

მაგრამ აბა რაში გამოიყენებდნენ რამდენიმე ათეულ ქართველ მშვიდობისმყოფელს, სტუდენტებს, რომლებმაც 18 თებერვალს აფხაზებთან შერიგების მიტინგი გამართეს? მითის შექმნის პროცესში ასეთი ხალხი არავის სჭირდებოდა - არც დასავლეთს, არც მოსკოვს, არც საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას და არც დისიდენტებს (იმხანად უკვე „ყოფილ დისიდენტებს”). ის ხალხი, ვინც მითების შექმნაში ჩართულ საზოგადოებას მოუწოდებდა არ აჰყოლოდნენ პროვოკატორებს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირლებმა დაარბიეს (ზოგიერთი მათგანი დღესაც მოწინავე ხაზზეა). მშვიდობისა და შერიგების მომხრეთა დარბევას რეზონანსი არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, მითის შექმნის პროცესში ჩართულმა საზოგადოებამ ყველა ის ლოზუნგი აიტაცა, რომელიც იწყებოდა სიტყვით - „ძირს!“... „ძირს იმპერია!“, „ძირს აფსუა სეპარატისტები“, „ძირს ადამონ ნიხასი!”... 9 აპრილის ღამის შემდეგ, კომუნისტმა პოეტებმა, აქამდე ხან ლენინს, ხანაც სტალინს რომ უმღეროდნენ, მითების გარითმვა დაიწყეს. კოლექტიურ „გალობაში” ის ხალხიც ჩაერთო, რომელიც 9 აპრილის სასაკლაოს მთავრობის სახლის ფანჯრიდან შესცქეროდა... და, რაც მთავარია, ჩაუშესკუს ცხედარისა არ იყოს, 1989 წლის მთავარი მხატვრული სახე მოწამლული და დასახიჩრებული გოგო-ბიჭების ახლო ხედი გახდა. ეს „ხედები” მოსკოვში წაიღეს და იქაურ კინოს სახლში გამოფინეს. მერე სპეციალური კომისიაც შექმნეს. შევარდნაძეც ჩამოვიდა თბილისში და დაღუპულთა საფლავები ყვავილების გვირგვინით მორთო. აქეთ-იქით დაატარებდნენ მათ სურათებს. ლექსებს და სიმღერებს წერდნენ. მკვდრები და მოწამლულები, რა თქმა უნდა, მალე დაივიწყეს. ახლა ის ფასობდა, ვინც უფრო ხმამაღლა იტირებდა.

მაგრამ თეატრალიზებული გოდება ანტიკურ ტრაგედიად ვერ გადაიქცა. ახალმა მითებმა მთლიანად შთანთქეს ტრაგედიის ნამდვილი გმირები. მათი ადგილი კი ქოროდან მოვლენილმა ეგრეთ წოდებულმა „ლიდერებმა” დაიკავეს. პოპულარული გახდნენ რუსი ინტელიგენტებიც, რომლებმაც მგლოვიარე ქოროს რიგებში შემოჭრა მოინდომეს.

მოკლედ, 9 აპრილის ტრაგედიამ კიდევ უფრო ძლევამოსილი გახადა მითი „ცუდ” და „კარგ” რუსეთზე, რეაქციულ და ”პროგრესულ” კომუნისტებზე. ქართველები 9 აპრილის შემდეგაც შედიოდნენ კომპარტიის რიგებში. ალბათ იმიტომ, რომ ეროვნულის ნიღბით მოვლენილი კომპარტია კიდევ უფრო გააქტიურდა.

არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ შემომითვალა მაშინ პარტიაში გაწევრიანება. ჩემს რეაქციას კი ვერასდროს დავივიწყებ. მაშინვე ჩემი სტუდენტობის დროინდელი მეგობარი მანანა ოდიშელი გამახსენდა. მეორე კურსზე მითხრა, შენ ისეთი აქტიური ხარ, აუცილებლად შეხვალ პარტიაში და კულტურის მინისტრი გახდებიო.

ის ადგილიც მახსოვს, სადაც მითხრა - ზემელზე, მელიქ აზარიანცის სახლის გაჩერებასთან... და კარგია, რომ მითხრა - ჩემი ავანტიურისტული ბუნება ასეთ წინასწარმეტყველებას ვერ იტანს. არასდროს ვემორჩილები! ჰოდა, რომ არ ეთქვა, ვინ იცის, როგორ მოვიქცეოდი?

არადა, პარტიის წევრობაზე რომ დავთანხმებულიყავი, არ მომიხდებოდა 1989 წლის მაისში დღე და ღამე ლენინის მოედანზე, „ოვირის” დერეფნებში დგომა იმის იმედით, რომ კაგებეს ამ თავისებურ ფილიალში საზღვარგარეთის პასპორტს მომცემდნენ და ჩემს დასავლეთგერმანელ მეგობართან, ლიუდმილა კლოტცთან სტუმრად გამიშვებდნენ.

„გამარჯობათ, ბატონო გოგი, უშიშროების კომიტეტიდან გაწუხებთ!”

კომპოზიტორი რომ ვიყო, ბგერების წერა რომ ვიცოდე, ამ წინადადებასაც სანოტო რვეულს დავურთავდი; სიტყვა და სიტყვათა წყობა კვლავაც უძლურია გამოხატოს ასეთი სატელეფონო ზარის ინტონაცია. არადა, რამდენმა ადამიანმა სცადა ეს!

მგონი იმხანად „დისიდენტური ლიტერატურის” კითხვა კანონით აღარ ისჯებოდა. ამიტომ მეც, კანონმორჩილმა კაცმა, „სამიზდატთან” ურთიერთობა დაგვიანებით დავიწყე. იმ დროს, როცა დასავლეთ გერმანიაში გამგზავრების უფლებას ველოდი, გალინა ვიშნევსკაიას მემუარებს ვკითხულობდი. 89 წლის მაისში ეს წიგნი მართლაც რომ ღმერთმა გამომიგზავნა.

„კაგებესთან ურთიერთობაში მთავარია არ შეგეშინდეს. ცოტა უნდა ითამაშო და იდიოტად გაასაღო თავი!” - გვირჩევს დიდი მომღერალი.

მაგრამ როგორ არ უნდა შეგეშინდეს, როცა სუკიდან გირეკავენ, შეხვედრას გთხოვენ და წარმოდგენა არა გაქვს, რა უნდათ შენგან. დაბალი ხმა ჰქონდა, ცოტა ხრინწიანი.

„ჩვენ ვიცით, რომ გერმანიაში მიბრძანდებით. ანკეტა გაქვთ შესავსები” - „დაბალი ხმა“ ცრუობდა. ერთი წლის წინ 3 თვე ვიმუშავე საფრანგეთში. გამგზავრებაზე პრობლემა არ მქონია. არავის გამოვუძახებივარ და არანაირი ანკეტა არ შემივსია. მაშინვე ვიშნევსკაია გამახსენდა; კაგებესთან ურთიერთობისას ყოველთვის უნდა გახსოვდეს - ხელი არაფერს არ უნდა მოაწერო!

„ფილარმონიაში ოთახი გვაქვს. ხვალ სამ საათზე გელოდებით.”

რა თქმა უნდა, მთელი ღამე გავათენე. კიდევ ერთხელ გადავიკითხე ვიშნევსკაიას წიგნი, რათა შეცდომა არ დამეშვა.

და რა თქმა უნდა, მთელ ქვეყანას მოვდე, სადაც დამიბარეს!

იმხანად, ჩემი მეგობარი - ბიძინა რამიშვილი გერმანიაში დარჩა. თავიდან ეს „დაბარება” ბიძინას დავუკავშირე. სხვა ეჭვიც მქონდა - გერმანიაში, ჩემთან ერთად, ლონდა ესაძე - 9 აპრილს მოწამლული უნივერსიტეტელი თანამშრომელი მოდიოდა. შეიძლება ეშინოდათ, ლონდას შევარდნაძე არ მოეხსენიებინა აუგად. დასავლეთ გერმანიაში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სწორედ ზაფხულში იყო დაგეგმილი.

მაგრამ ლონდა რატომ არ დაიბარეს? მე რას მერჩოდნენ?

სამს თხუთმეტი აკლდა. მანქანა ფილარმონიის ავტოსადგომთან დავაყენე და წიგნის მაღაზია „ჩირაღდანში” შევედი.

ხომ იცით, როგორია დამფრთხალი ადამიანი? საზიზღარ სუნს გამოყოფს, ფეხები უკანკალებს, სპაზმები აქვს მუცელში და არაადეკვატურად ხედავს, უმნიშვნელო - ვეებერთელად ეჩვენება. შიში „აღბეჭდვის ეფექტსაც” ამძაფრებს - გამორიცხულია ამ დროს ახლო ხედით დანახული სახეები ოდესმე დაივიწყო.

გოეთეს „ფაუსტი” (ირაკლი ფარჯიანის ილუსტრაციებით), მაქსიმ გორკის „დედა”, მაყვალა გონაშვილის პატრიოტულ-ლირიკული ლექსები, თომან მანის „ბუდენბროკები” („ერთი ოჯახის გადაშენების ამბავი”), ქართულად თარგმნილი რუსული პოეზია - საერთო სათაურით „მიყვარს კავკასია”, ლევან სანიკიძის ეგრეთ წოდებული „ისტორიული რომანები”... ასეთი წიგნები ეწყო „ჩირაღდნის” თაროზე 1989 წლის ივნისში. გამოსაჩენ ადგილას იდო ბროშურა, სახელწოდებით „ყველაზე ადამიანური ადამიანი” (მოთხრობები ლენინზე), რომელიც საქ.კპ.ცკ-ას გამომცემლობაში დაისტამბა და მხოლოდ და მხოლოდ 20 კაპიკი ღირდა.

ჰო, ფასეულობების აღრევამ 1989 წელს კულმინაციას მიაღწია. ქართული პოსტმოდერნისტული ნატურმორტი წარმოუდგენლად ტევადი აღმოჩნდა.

და არა მარტო ნატურმორტი. იმხანად აბსოლუტურად რეალის ტური იქნებოდა, მაგალითად, პორტრეტი ჩოხაში ჩაცმული სუკის ატირებული პოლკოვნიკისა, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიითაა შეწუხებული. ეს გავიფიქრე და გადავწყვიტე - ეტყობა იმიტომ მიბარებენ, რომ გერმანიაში ხალხს სიმართლე ვუთხრა, მოვყვე, რა მოხდა იმ ღამეს მთავრობის სახლთან. მოკლედ, თავს ვიწყნარებდი.

ზუსტად 3 საათზე მივედი. ჩემს მანქანასთან დაბალი, წვერგაუპარსავი ტიპი იდგა.

„გამარჯობათ, ბატონო გოგი. თქვენი მანქანა რომ დავინახე, ავღელდი, ვიფიქრე, შესასვლელი შეგეშალათ.”

„საიდან იცით ჩემი მანქანა?” - ეს იდიოტობა ვკითხე და ეგრევე მოვემზადე იმის მოსასმენად, რასაც მეტყოდა - „ჩვენ ყველაფერი ვიცით!”

მაგრამ არა. მხოლოდ გაიღიმა და ისე მოღრიცა სახე, როგორც პიკასოს კუბისტურ პორტრეტებშია.

ფილარმონიაში უკანა კარიდან შევედით; სწორედ იმ კარიდან, დღეს „ისთერნ პრომოუშენის” ვარსკვლავები რომ შეჰყავთ ხოლმე. „დიდ საკონცერტო დარბაზად” წოდებული ჭუჭყიანი, ნახევრადჩამოქცეული შენობის დერეფანს ისე გავუყევით, რომ ხმა არ ამოუღია. ფეხის კანკალი კიდევ უფრო გამიძლიერდა. ვიფიქრე, ახლა კიბეებიც რომ გვქონდეს ასავლელი, აუცილებლად „ფლანთხვა დამემართება“ (ეს ჩემი პირადი ტერმინია, რომლის გამოყენება, სამწუხაროდ, ხშირად მიწევს), იფიქრებს, ავადმყოფიაო და გერმანიაში აღარ გამიშვებს. თუმცა... ღმერთო ჩემო, რა კარგად შეიძლება გამოიყენო ავადმყოფობა? ახლა რამე თუ დამავალა, ვეტყვი, მე ავადმყოფი კაცი ვარ, ხომ ხედავთ, „დავფლანთხდი” კიბეზე, ნამდვილად არ გამოგადგებით!

არა, კიბე არ დაგვჭირდა. დერეფნის ბოლოს, პატარა ოთხაში შემიყვანა.

„კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონო გოგი, მე ცოტნე მქვია” - ეს ”კიდევ ერთხელ მოგესალმებით” ძალიან მაგარი იყო. ამის თქმა ტელევიზიაში მიწევდა ხოლმე.

„ეწევით?” - პასუხს არ დაელოდა და „ქემელი” გამომიწოდა.

„გმადლობთ, ჩემი „კოსმოსი” მირჩევნია.”

პატარა მაგიდაზე პლასტმასის საფერფლე იდო. ჩვენი საუბრის დასასრულს, ზუსტად ერთი საათის შემდეგ, ეს საფერფლე „კოსმოსის” ნამწვავებს ვეღარ იტევდა.

ჰო, ზუსტად ერთი საათი გაგრძელდა ეს ეგზოტიკური აუდიენცია.

„დრო ხომ გაქვთ, ბატონო გოგი? ხომ არ გეჩქარებათ?”

„ერთი საათი მაქვს მხოლოდ. ჩემი რძალი ავადაა და 4 საათზე უნდა გავიქცე.“

„იმედია, სერიოზული არაფერია, გოგი.”

„ბატონო“ დაავიწყდა... დარწმუნებული ვიყავი, რომ აუდიენციის ბოლოს, „შენობითზე” გადავიდოდა.

„სერიოზულია, ძალიან სერიოზული. 25 წლის გოგოს კიბო აღმოაჩნდა.”

კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა ჩემს ანგელოზ რძალზე, მაგრამ მიხვდა, რომ სუკის ამ „საკონცერტო განყოფილებაში” ინგაზე საუბარს არ ვისურვებდი.

არადა, რაღაცაზე ხომ უნდა მელაპარაკა? ხომ უნდა გამეყვანა ეს საშინელი ერთი საათი?

ინგას ხსენებამ ძალიან გამაღიზიანა. თუმცა ძალა შემმატა და შეტევაზე გადასვლის სურვილი გამიჩინა.

„არ მესმის, რატომ დამიბარეთ. 3 თვე ვცხოვრობდი საფრანგეთში. ისე წავედი, არავის გამოვუძახებივარ.”

„კი, ვიცით. სხვათა შორის, მაშინაც გეძებდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ თქვენთან დაკავშირება.” - ეს თქვა და ისევ მოღრიცა სახე. მივხვდი, რომ არ იცოდა, როგორ დაეწყო ლაპარაკი.

”ქართული ფილმების ფესტივალზე იყავით, არა? ერთი მითხარით, გოგი... მე სიმღერა მეხერხება, კინოში კი მაინცდამაინც ვერ ვერკვევი. რატომ მოსწონთ ჩვენი ფილმები საზღვარგარეთ?”

უხამსი, უგემოვნო კაგებეშნიკი! ეს რა იკითხა? ახლა კი ვიცოდი, როგორ უნდა მემოქმედა. უნდა მელაპარაკა! რაც შეიძლება ბევრი მელაპარაკა და ერთი საათიც სწრაფად გავიდოდა.

„აკაკის მოგზაურობით” დავიწყე. ვასილ ამაშუკელიდან ალექსანდრე წუწუნავაზე გადავედი, წუწუნავადან - ჭიაურელზე. ვიცოდი, კაგებეშნიკს აუცილებლად დააინტერესებდა ჭიაურელისა და სტალინის მეგობრობის ამბავი.

მერე ფილმებზე „ავქაქანდი”. დაწვრილებით აღვწერე ერთი სცენა ჭიაურელის ფილმიდან „ფიცი”; ლენინის სიკვდილის შემდეგ, მიხეილ გელოვანის სტალინი სკამზე ჩამოჯდება. მოულოდნელად მის სახეს სინათლის სხივი დაეცემა და ახალ ბელადს ლენინის აჩრდილი გამოეცხადება. მერე სტალინი თავის საწერ მაგიდას მიუჯდება, ჩიბუხს გააბოლებს და ლენინის თავების ხატვას იწყებს (!). ამის შემდეგ, ახალი ბელადი წითელ მოედანზე გადის და ფიცს დებს. ეს ეპიზოდი სიტყვასიტყვით ასე შეიძლება ვთარგმნოთ; ლენინმა გვიანდერძა, გვეჭიროს მაღლა და გავუფრთხილდეთ პარტიის წევრის (სიტყვა „ჩლენ” აქ სხვანაირადაც შეგვიძლია ვთარგმნოთ) სიწმინდეს.

„ფიცი” ერთმა მნიშვნელოვანმა დეტალმა გამახსენა.

საკონცერტო დარბაზის გაბუღულ ოთახში ძალიან ცხელოდა. ქართულ კინოზე „ლექციის” მოსმენისას ცოტნემ თავისი ყვითელი პერანგის ზედა ფოლაქი შეიხსნა. თავის ქერა ბანჯგვლებზე უზარმაზარი ჯვარი ჰქონდა გადმოპორტყიალებული.

„ფიცის” ნახვის შემდეგ ფრანგებმა დაასკვნეს, რომ სტალინიზმი რელიგიის ჩანაცვლებაა და მეტი არაფერი, 37 წელი კი - ინკვიზიციის ახალი ფორმა.”

ეს, რა თქმა უნდა, ჩემი აზრი იყო. ფრანგები მოვიგონე.

აი, აქ შევცდი. ფილარმონიის „განყოფილებაში”, „ქემელითა” და „კოსმოსით” გაბუღულ ოთახში, რომელიც ყველაფერთან ერთად ოფლის სუნით ყარდა (ცოტნეს ყვითელ პერანგზე, იღლიებთან, უზარმაზარი ლაქები გაჩნდა), საათი არსად იყო. იძულებული გავხდი, ჩემი საათისთვის დამეხედა.

ცოტნე მიხვდა, რომ დროის გაყვანას ვცდილობდი და ყველაზე საინტერესო ადგილას გამაწყვეტინა.

„გერმანიაში ვისთან მიდიხართ?”

ვითომ არ იცოდა. ამაზე რეაქცია აღარ მქონდა. იდიოტის თამაში დავიწყე.

„ჩემი ასპირანტი იყო... ჰო, ვიცი, რატომ დამიბარეთ. 9 აპრილის გამო, არა? მაპატიეთ, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებთ, ყველას ვუამბობ, რაც მოხდა იმ ღამეს!”

როგორ გეკადრებათ, რა თქმა უნდა, უნდა მოყვეთო. ჩვენ აქ, კაგებეში „ეროვნულ საქმეს“ ვაკეთებთო (ეს ფრაზა სწორედ იმ დროს დამკვიდრდა ქართულ სინამდვილეში), ჩვენ რომ არ ვიყოთ, რუსები იქნებიან და დედას გვიტირებენო. არ მესმის, რატომ არ ვუყვარვართ ხალხსო. ახლა ცოტნე ჩაირთო. პრინციპში, მაწყობდა, რაც შეიძლება ბევრი ელაპარაკა. ერთი საათი გავიდოდა და ვეტყოდი, მაპატიეთ, ხომ გაგაფრთხილეთ, მეჩქარება, რძალი მყავს ავად... (საწყალი ინგა! დღესაც მრცხვენია, ამ აყროლებულ ნაძირალასთან რომ ვახსენე). მაგრამ „არ მესმის, რატომ არ ვუყვარვართ” - მაინც მეტისმეტი იყო. ახლა მე გავაწყვეტინე:

„თქვენი ორგანიზაციის ისტორიას გადახედეთ და გაიგებთ!”

ამ ფრაზაზე ცოტნემ ისევ დაღრიცა სახე. პატარა პაუზის მერე, ხელი შეხსნილ პერანგში ჩაიყო და იცით რა ქნა? გულზე დაკიდებულ ჯვარს მოუჭირა. აუდიენციის ბოლომდე ხელში ეჭირა ეს ჯვარი.

„ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, ბატონო გოგი.”

გამიხარდა, ისევ „ბატონოზე” რომ გადავიდა. ვიფიქრე, ახლა აუცილებლად მკითხავს ბიძინაზე, მომთხოვს, გერმანიაში რომ იქნებით, აიძულეთ, სამშობლოში დაბრუნდესო. მაგრამ არა, ბიძინა არ უხსენებია.

„საფრანგეთში დარჩენას გთავაზობდნენ, ხომ ასეა?”

ნამდვილად ასე იყო. ნანსის უნივერსიტეტში, ლექციის მერე, ერთი მოხუცი რუსი ემიგრანტი მოვიდა ჩემთან, გამეცნო და პირდაპირ მითხრა, რატომ არ გინდათ, რომ დარჩეთ ჩვენთანო.

ცოტნესთვის არ დამიმალავს. მით უმეტეს, რომ იმ კაცის არც სახელი ვიცოდი და არც გვარი. უფრო მეტიც, ეს ამბავი დავწერე კიდეც სადღაც, როგორც კი ჩამოვედი.

„ახლა ვხვდები, რომ ეს კაცი თქვენი თანამშრომელი იყო, ბატონო ცოტნე.”

უჰ, როგორ დამანჭა სახე! საიდან დაასკვენითო, რატომ გგონიათო. რაღაცეების თქმას კიდევ აპირებდა, მაგრამ ახლა უკვე გაბედულად დავხედე საათს. ოთხი შესრულდა.

„ვიცი, რომ გეჩქარებათ, მაგრამ რაღაც უნდა გთხოვოთ. ჩვენ კითხვარი გვაქვს, რომელიც გვინდა, რომ შეავსოთ გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ.”

აქ არა მარტო ფეხები, ხმაც ამიკანკალდა.

„აუცილებელია?” - მგონი ვერც გაიგო, რა ვიკითხე.

„კინემატოგრაფისტთა კავშირში ჩვენი თანამშრომელი მუშაობს, სვეტა. როგორც კი ჩამოხვალთ, მიდით მასთან და ის შეგვახვედრებს ერთმანეთს. თუმცა ჩემს ტელეფონს მაინც დაგიწერთ.”

უყურე შენ სვეტას! კაგებეშნიკი თუ იყო, არ ვიცოდი!

მაგრამ სვეტას ხსენებამ ძალიან გამახალისა. კინოკავშირი ხომ ჩემი „წიაღი” იყო.

„ვკითხავ მაინც ელდარს!”

ელდარ შენგელაიას ხსენება არ ესიამოვნა. თითქოს გაახსენდა, რომ 9 აპრილის შემდეგ, ქვეყანაში მართლაც შეიცვალა რაღაცეები.

„გოგი, ძვირფასო, იმედია არავის უამბობთ ჩვენი შეხვედრის შესახებ.”

და აი, აქ გამომადგა ვიშნევსკაიას მემუარები.

„რას ბრძანებთ, წინასწარ რატომ არ გამაფრთხილეთ? თბილისში ყველა ამბობს, გოგიმ საიდუმლოს შენახვა არ იცისო. ნახევარმა თბილისმა უკვე იცის, რომ თქვენთან მოვდიოდი, ნახევარი კი ახლა გაიგებს!”

ყვითელი პერანგი უკვე სრულიად სველი ჰქონდა, თუმცა მის სუნს შევეჩვიე. უფრო მეტიც, წასვლის წინ ჩვენი პატარა ცოტნე სიმპათიურიც კი მომეჩვენა.

იმავე საღამოს გავქანდი ერთ წვეულებაზე, სადაც ხმამაღლა მოვყევი ეს ამბავი. ფრანკფურტის აეროპორტში (პასპორტი მაინც მომცეს) ბიძინა რამიშვილი დამხვდა. ცოტნეს შესახებ ვუამბე. მერე ჯიბიდან ის ფურცელი ამოვიღე, მისი ტელეფონი რომ მეწერა და იქვე დავაგდე, თავისუფალი გერმანიის ტერიტორიაზე.

დასავლეთ ბერლინში ლონდამ ქართული წარწერა დაამატა კედელზე: „ძირს იმპერია!”. მეც მივაწერე - „ძირს სუკი!”. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველო უკვე სხვანაირი დამხვდა. ქართული პოსტმოდერნისტული ნატურმორტიდან ნამგალი და ურო საბოლოოდ განიდევნა. „ილუზიონში” შობასა და აღდგომაზე აღარ აჩვენებდნენ კარგ ფილმებს. შეიძლება ცოტნე, რომელიც დაჟინებით მიმტკიცებდა, სიმღერა ვიციო, ახლა უკვე საეკლესიო გუნდში მღეროდა.

სხვათა შორის, 1989 წლის 25 დეკემბერს ასეთი „ილუზიონი” ევროპამაც მოიწყო. შობა დღეს დახვრიტეს ევროპული კომუნიზმის უკანასკნელი დიქტატორი, ნიკოლაე ჩაუშესკუ. ნაძვის ხე და ჩაუშესკუს გვამი („კარაკულის” ქუდით) საინფორმაციო გადაცემებში ერთმანეთის გვერდით „მოთავსდა”. მაგრად გაერთო ხალხი.

ბერლინის კედელი როცა დაინგრა, ლონდამ დამირეკა. აღფრთოვანებული იყო.

„ნეტავ სადაა ახლა კედლის ის ნაწილი ჩვენი, ქართული წარწერით, 1989 წლის ყველაზე პოპულარული სიტყვით - „ძირს?”

მაგრამ მე ვფიქრობდი არა კედელზე, არამედ იმ ჭუჭყიან ქაღალდზე, რომელზეც „ეროვნული საქმისთვის” თავდადებული, ოფლიანი ცოტნეს ტელეფონის ნომერი ეწერა.

ფრანკფურტის აეროპორტს დაალაგებდნენ და ამ ფურცელს ნაგავში გადაუშვებდნენ. მერე დაწვავდნენ. უმნიშვნელოდ დაბინძურდებოდა თავისუფალი და ერთიანი გერმანიის ჰაერი.

20 ხელოვნება, ჭეშმარიტება და პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


ცხელი შოკოლადი - ლიტერატურა

ჰაროლდ პინტერი

0x01 graphic

2005 წლის 7 დეკემბერს,
სტოკჰოლმში წაკითხული სანობელე ლექცია

1958 წელს ასეთი რამ დამიწერია:

„არ არის მკვეთრი განსხვავება რეალურსა და ირეალურს, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. ესა თუ ის მოვლენა, თავისთავად, არ არის მხოლოდ სიმართლე ან ტყუილი: ის შეიძლება ორივე ერთად იყოს.“

მიმაჩნია, რომ ეს მოსაზრება დღემდე აქტუალურია და ახლაც დაგვეხმარება, რათა რეალობას ხელოვნების მეშვეობით ჩავწვდეთ. ამას მოგახსენებთ როგორც მწერალი, მაგრამ როგორც მოქალაქემ მაინც უნდა ვიკითხო: რა არის ჭეშმარიტება? რა არის სიცრუე?

დრამატურგიაში ჭეშმარიტება ოდითგანვე მოუხელთებელ ცნებად ითვლებოდა. მისი აღმოჩენა მუდამ გვიჭირს, თუმცაღა, ძალაუნებურად, სულ მის ძიებაში ვართ. ეს ძიება აშკარად ითხოვს ძალისხმევას, ეს ჩვენი მოვალეობაა. ხშირად გაუცნობიერებლად გადავეყრებით ხოლმე წყვდიადში ჭეშმარიტებას, უბრალოდ შევეფეთებით, ანდა მხოლოდ თვალს ვკიდებთ იმ ხატებასა და ფორმას, რომელიც სიმართლეს შეესაბამება. მაგრამ ჭეშმარიტება ის გახლავთ, რომ დრამატურგიაში არ მოიძევება ერთადერთი ჭეშმარიტება: ის იქ ბევრია. ეს ჭეშმარიტებები ერთმანეთს კიდეც იწვევენ, კიდეც გაურბიან... ერთმანეთს ასახავენ, უარყოფენ, ნიშნს უგებენ და ერ- თმანეთის ვერაფერი გაუგიათ. ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ წამიერი ჭეშმარიტება მოიხელთეთ, მუჭში გაქვთ გამომწყვდეული, მაგრამ შემდეგ ის ხელიდან გისხლტებათ და გეკარგებათ.

ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ იბადება ჩემი პიესები. ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ. ჩემი საკუთარი პიესების განხილვაც გამიჭირდება. იმასღა თუ გეტყვით, რომ იქ ასე მოხდა, ასეთი რამ ითქვა.

ჩემი პიესების უმრავლესობას, ძირითადად, ერთი ფრაზა, სიტყვა ან ხატება აძლევს დასაბამს. სიტყვას მაშინვე მოსდევს სახე, ხატება. მაგალითად დაგისახელებთ ორ ამოსავალ წერტილს, მოულოდნელად რომ მეწვია საიდანღაც. შემდეგ მათ წარმოსახვაც მოჰყვა... მეც მივყევი.

„დაბრუნებასა“ და „ძველ დროებაზე“ მოგახსენებთ. „დაბრუნების“ დასაბამი გახლავთ „სად წაიღე მაკრატელი?“ „ძველი დროების“ - „მუქი, სიბნელე.“ პიესების დაწერამდე ამის მეტი მეც არაფერი ვიცოდი.

აშკარა იყო, რომ პირველ პიესაში ვიღაც მაკრატელს ეძებდა და მის შესახებ ეკითხებოდა სხვა ვიღაცას, რომელსაც, სავარაუდოდ, მის მოპარვას აბრალებდა. ისიც ვიცოდი, რომ ეჭვმიტანილი არც იმ მაკრატელს დაგიდევდათ და არც მის მაძიებელს.

«მუქი» ვიღაცის თმა უნდა ყოფილიყო, ვიღაც ქალის. სწორედ ეს „მუქი“ იყო პიესის გასაღები. ორივე შემთხვევაში იძულებული ვიყავი ამ ორ ამოსავალ წერტილს დავყრდნობოდი. ეს ყველაფერი ვიზუალურად ხდებოდა, ჩემ თვალწინ... თანდათანობით გადადიოდა ბნელიდან ნათელში.

პიესის წერას ყოველთვის ჩემებურად ვიწყებ: პერსონაჟებს A-ს, B-ს და C-ს ვარქმევ.

პიესაში, შემდგომ „დაბრუნებად“ რომ დასათაურდა, ვხედავდი, როგორ შედიოდა ვიღაც ერთობ გაპარტახებულ ოთახში და მაკრატელზე ეკითხებოდა თავისზე ახალგაზრდა კაცს, რომელიც გაქუცულ დივანზე მოკალათებულიყო და გაზეთს კითხულობდა - კერძოდ, დოღის ამბებს ჩაღრმავებოდა. ჩემი ვარაუდით, A მამა იყო, B - მისი შვილი. მხოლოდ ვარაუდით, დარწმუნებული არ ვიყავი. ამაში მერეღა დავრწმუნდი, როდესაც B-მ (მოგვიანებით ლენიმ) უთხრა A-ს (მოგვიანებით მაქსს): „მამა, მოდი რა, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. რაღაც მინდა გკითხო. აი, სადილად რაც ვჭამეთ, იმას რა ჰქვია? საერთოდ რა არის? ძაღლს რატო არა ყიდულობ? შენ ხო ძაღლების მზარეული ხარ. გეფიცები. ძაღლებისთვის ამზადებ საჭმელს.“ ასე რომ, რახან B A-ს „მამას“ უწოდებდა, სავსებით ლოგიკური მომეჩვენა მათი მამა-შვილობა. თანაც საჭმლის მომზადება აშკარად A-ს მოვალეობა გახლდათ, თუმცაღა მისი ეს საქმიანობა მაღალ შეფასებას არ იმსახურებდა. ეს იმაზე ხომ არ მიგვანიშნებდა, რომ ოჯახში დედა არ იყო? ჯერ არ ვიცოდი. მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი, დასაწყისმა ხომ არასდროს იცის დასასრული-მეთქი.

„მუქი, სიბნელე“ ფართო ფანჯარა. საღამოს ცა. კაცი - A (შემდგომ - დილი) და ქალი - B (შემდგომ - ქეითი) ოთახში სხედან და სასმელს წრუპავენ. „მსუქანი, გამხდარი?“ კითხულობს კაცი. ვისზე ლაპარაკობენ? ჰოდა, მეც ვხედავ ქალს, C-ს (შემდგომ - ანას). ფანჯარასთან დგას სიბნელეში. მათკენ ზურგით. მუქი თმა აქვს.

უცნაური წამია - შექმნა პერსონაჟები, რომლებიც აქამდე არ არსებობდნენ. შემდეგ ხდება რაღაც მოულოდნელი, ელდის მომგვრელი, საოცარი და ზოგჯერ უეცრად მოვარდნილ ზვავს ემსგავსება. ავტორი გაურკვეველ მდგომარეობაშია. მას თითქოს პერსონაჟები არ სწყალობენ, არ ემორჩილებიან. ძნელია მათთან შეგუება, შეუძლებელია მათი ჩარჩოში მოქცევა. მათ ვერაფერს უკარნახებ. გარკვეულწილად, ავტორი მათ უსასრულო თამაშს ეთამაშება - კატა-თაგვობანას, აბა გამოიცანის, დამალობანას. მაგრამ ბოლოს ხელში ცოცხალი ადამიანები შეგრჩება - ადამიანები სურვილებითა და გრძნობებით, ადამიანები, რომლებსაც ვეღარ შეცვლი, ვერ მართავ და ვერც დაამახინჯებ.

ასე რომ, ხელოვნებაში ენა ერთობ ორაზროვანი რამეა. ეს არის ქვიშა, რომელიც ფეხქვეშ გეცლება, ყინული, რომელიც ფეხქვეშ გიტყდება.

როგორც გითხარით, ჭეშმარიტების ძიებას არა აქვს დასასრული. შეუძლებელია ამ პროცესის გადადება. მას იმავე წამს უნდა გაუსწორო თვალი, სახვალიოდ ვერ შემოინახავ.

აი, პოლიტიკური თეატრი კი სულ სხვა პრობლემებს წამოჭრის. ნებისმიერ შემთხვევაში თავი უნდა ავარიდოთ დამოძღვრას, ჭკუის სწავლებას. აქ მთავარი ობიექტურობაა. პერსონაჟებმა თვითონ იციან თავიანთი საქმე. ავტორმა არ უნდა შეზღუდოს ისინი, არ უნდა მოაქციოს საკუთარი გემოვნების, განწყობა-დამოკიდებულების თუ სიმპათიების ჩარჩოში. მწერალი პერსონაჟებს სხვადასხვა კუთხით უნდა მიუდგეს, ლაღად, თავისუფლად, ანაზდად უნდა „დაესხას თავს,“ და, ამავე დროს, გარკვეულწილად გზაზე არ გადაეღობოს. თუმცაღა, ეს ყოველთვის არ ხერხდება. პოლიტიკური სატირა ამ წესებს არ ემორჩილება. ფაქტიურად, სწორედ ამის საპირისპიროს აკეთებს, რაც არის კიდეც მისი ნამდვილი ფუნქცია.

«დაბადების დღეში» ჩემი პერსონაჟები თავისუფლად დაეხეტებიან შესაძლებლობათა უღრან ტყეში... იქამდე, ვიდრე საბოლოოდ დამემორჩილებოდნენ.

აი, „მთების ენაში“ კი მსგავსი არაფერი ხდება. ეს პიესა შეკუმშული, სასტიკი და უხეშია. და მიუხედავად ამისა, მასში ჯარისკაცები მაინც ახერხებენ გართობას, მაინც ხალისობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯალათი იოლად იღლება, მალე ამოსდის ყელში თავისი საქმიანობა. ცოტაოდენი სიცილი მასაც სჭირდება გასამხნევებლად. ეს ხომ ბაღდადში აბუ ღურაიბის მოვლენებმაც დაადასტურა. „მთების ენა“ მხოლოდ 20 წუთს გრძელდება, მაგრამ ის შესაძლოა განუწყვეტლივაც მიმდინარეობდეს, დღითი-დღე, დაუსრულებლად.

პიესაში „მიწა მიწადვე“ მოქმედება წყალქვეშ უნდა ხდებოდეს: ქალი იხრჩობა, ტალღებიდან ხან მოჩანს მისი ხელი, ხანაც ქრება. ეს ხელი ცდილობს ვიღაცას მოეჭიდოს, მაგრამ ამაოდ: ვერც წყალქვეშ პოულობს ვინმეს და ვერც ზედაპირზე. იქ მხოლოდ ჩრდილები, ანარეკლი და წყლის ნაკადია. სასიკვდილოდ განწირული ქალი წყალწაღებულ ქვეყანაში... თავს ვერ აღწევს საფრთხეს, რომელიც თითქოს სხვებს უნდა დამუქრებოდა და არა მას.

მაგრამ ისიც სხვებივით იღუპება.

პოლიტიკოსთა ენა ვერ ბედავს ამ სფეროში შეჭრას, რადგან პოლიტიკოსთა უმრავლესობას (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია) აინტერესებს არა ჭეშმარიტება, არამედ ძალაუფლება და ამ ძალაუფლების განმტკიცება-შენარჩუნება. ძალაუფლება რომ განიმტკიცონ, ხალხი უთუოდ უმეცარი უნდა იყოს, არ იცოდეს სიმართლე - სიმართლე საკუთარ ცხოვრებაზეც კი. ჩვენ ტყუილების გაუვალ ქსელში ვართ გახლართული და სიცრუით ვსაზრდოობთ.

ყველამ ვიცით, რითიც ამართლებენ ერაყის დაბომბვას. გვითხრეს, სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების ისეთ იარაღს ფლობს, რომელთაგან ზოგიერთი 45 წუთში აღგვის პირისაგან მიწისა ყველაფერსო. ხომ გვჯეროდა, ხომ მიგვაჩნდა სიმართლედ. ტყუილი კი აღმოჩნდა. ისიც გვითხრეს, ერაყს კავშირი აქვს ალკაიდასთან და პასუსხს აგებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიაზეო. ეგეც დავიჯერეთ. არ უნდა დაგვეჯერებინა. გვითხრეს, ერაყი მსოფლიოს კეთილდღეობას ემუქრებაო. დავიჯერეთ და კვლავ შევცდით. სიმართლე კი სულ სხვა რამ ყოფილა. გვიჯობს გავიაზროთ, როგორ ესმის აშშ-ს თავისი როლი და რა გზით ცდილობს მის შესრულებას.

მაგრამ ვიდრე აწმყოს დავუბრუნდებოდე, მინდა ახლო წარსულზეც, ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. მე მგონი, მოკლედ მაინც უნდა მიმოვიხილოთ ეს პერიოდი.

ყველამ ვიცით, რა მოხდა საბჭოთა კავშირსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ომის შემდგომ პერიოდში: სისტემატური ძალადობა, მხეცობა, თავისუფალი აზრის ჩახშობა. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის დადგენილი და დადასტურებული.

ვფიქრობ, რომ აშშ-ს მაშინდელი დანაშაულებრივი მოქმედება მხოლოდ ზედაპირულად არის გაშუქებული. არც დოკუმენტური მასალა, არც აღიარებული ბოროტმოქმედება (თუკი საერთოდ თვლიან ამას ბოროტმოქმედებად)! ეს უნდა ითქვას, და ეს სიმართლე უშუალოდ უკავშირდება დღევანდელ მსოფლიოს. მართალია, აშშ-ს გარკვეულწილად ზღუდავდა საბჭოთა კავშირის არსებობა, მაგრამ მისი იმდროინდელი ქმედებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნათლად მოწმობს, რომ ის თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა.

აშკარა ინტერვენცია სუვერენულ სახელმწიფოში, ფაქტიურად, არასდროს ყოფილა ამერიკის ჩვეული მეთოდი. ის იმას უფრო ანიჭებს უპირატესობას, რასაც თავად „დაბალი ინტენსიურობის კონფლიქტს“ უწოდებს. „დაბალი ინტენსიურობის კონფლიქტში“ კი ის უნდა ვიგულისხმოთ, რომ ათასობით ადამიანი კვდება, კვდება ნელა, დიდხანს და არა ისე, როგორც მხეცური დაბომბვის დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს გული დააავადო, ხელი შეუწყო იქ ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას და თვალი ადევნო მის ლპობას. და მაშინ, როცა მოსახლეობა დამორჩილებული ანდა სასიკვდილოდ განწირულია (ეს ხომ, ფაქტიურად, ერთი და იგივეა) და როცა ძალაუფლებას შენი საკუთარი მეგობრები, სამხედროები და დიდი კორპორაციების მფლობელები დაპატრონებიან, შენ კამერის წინ აცხადებ, რომ დემოკრატია ზეიმობს. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავი იყო იმ წლების ამერიკის საგარეო პოლიტიკაში.

როგორ შემიძლია გვერდი ავუარო ნიკარაგუას ამბებს. ეს ხომ იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ წარმოედგინა ამერიკას საკუთარი როლი - მაშინაც და ახლაც.

1980-იანი წლების მიწურულს ლონდონში აშშ-ს საელჩოში სხდომას ვესწრებოდი.

აშშ-ს კონგრესს უნდა გადაეწყვიტა, დამატებით დაეფინანსებინა თუ არა «კონტრას» კამპანია ნიკარაგუას წინააღმდეგ. მე იმ დელეგაციის წევრი გახლდით, რომელიც ნიკარაგუას სახელით ლაპარაკობდა, მაგრამ ამავე დელეგაციის გაცილებით მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო ღირსი მამა ჯონ მეტკალფი. აშშ-ს კორპუსის ლიდერი იყო რაიმონდ საიცი (მაშინ მეორე კაცი ელჩის შემდეგ, მოგვიანებით - თავად ელჩი). ღირსმა მამა მეტკალფმა გვითხრა:

„ბატონებო, მე ნიკარაგუას ჩრდილოეთ მხარეში ვმოღვაწეობ. ჩემმა მრევლმა ააშენა სკოლა, ჯანმრთელობისა და კულტურის ცენტრები. ჩვენ მშვიდად ვცხოვრობდით, მაგრამ რამდენიმე თვის უკან „კონტრას“ ძალებმა იერიში მიიტანეს ჩემს სამწყსოზე. ყველაფერი გაანადგურეს - სკოლაც და ჯანმრთელობისა და კულტურის ცენტრებიც. ძალა იხმარეს მომვლელებსა და მასწავლე ბლებზე, მხეცურად ამოხოცეს ექიმები. ნამდვილ ველურებივით იქცეოდნენ. გთხოვთ, აუკრძალოთ აშშ-ს მთავრობას ამ თავზარდამცემი ტერორისტული აქტების მხარდაჭერა.“

რაიმონდ საიცი ერთობ გონიერი, სანდო და გამოცდილი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობდა. მას დიდად სცემდნენ პატივს დიპლომატიურ წრეებში. მან მოუსმინა სასულიერო პირს, წამით დაფიქრდა და დინჯად მიუგო: „მამაო, ერთ რამეს გეტყვით. ომის დროს ყოველთვის უდანაშაულონი ისჯებიან.“ დარბაზი გაირინდა. ყველა საიცს შევყურებდით, მას კი წარბიც არ შეუხრია.

უდანაშაულონი მართლაც ყოველთვის ისჯებიან.

ბოლოს ვიღაცამ თქვა: „მაგრამ ამ შემთხვევაში უდანაშაულო ხალხი თქვენი მთავრობის მხარდაჭერით ჩადენილ ერთ-ერთ მხეცურ ქმედებას ემსხვერპლა. თუ კონგრესი კვლავაც გამოუყოფს „კონტრას“ თანხებს, კიდევ არაერთი ასეთი ძალადობის მოწმენი გავხდებით. განა ასე არ არის? განა თქვენი მთავრობა დანაშაულს არ სჩადის, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეთა დარბევა-ამოჟლეტას უჭერს მხარს?“

საიცს არც ამჯერად შეუხრია წარბი, შესაშურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა: „არა მგონია, აქ წარმოდგენილი ფაქტები რაიმეს ამტკიცებდეს“.

როდესაც საელჩოდან გავდიოდით, ერთმა ამერიკელმა სამხედრომ მითხრა, ძალიან მომწონს თქვენი პიესებიო. მე მისთვის ხმა არ გამიცია.

უნდა შეგახსენოთ, რომ იმხანად პრეზიდენტმა რეიგანმა განაცხადა, „კონტრა“ ჩვენი ქვეყნის მამამთავრების მორალური ეკვივალენტიაო.

40 წლის მანძილზე უჭერდა აშშ მხარს ნიკარაგუაში სომოზას სასტიკ დიქტატურას. ნიკარაგუელმა ხალხმა ეს რეჟიმი 1979 წელს დაამხო სანდანისტების მეთაურობით. მან უდავოდ დიდი რევოლუცია მოახდინა.

იმასაც ვიტყვი, რომ სანდანისტები ანგელოზები არ ყოფილან. ზედმეტი თავდაჯერებულობით გამოირჩეოდნენ და მათი პოლიტიკური ფილოსოფია მთელ რიგ ურთიერთგამომრიცხავ ელემენტებს შეიცავდა, მაგრამ გონიერი და ცივილიზებული ხალხი ნამდვილად იყო. მათ სტაბილური, პლურალისტური საზოგადოება შექმნეს, გააუქმეს სიკვდილით დასჯა; ასობით ათასმა ღარიბ-ღატაკმა გლეხმა შვებით ამოისუნთქა; ასი ათას ოჯახს გადაეცა მიწა დასამუშავებლად; აშენდა 2000 სკოლა. შესანიშნავმა საგანმანათლებლო კამპანიამ ქვეყანაში წერა-კითხვის უცოდინართა რიცხვი საგრძნობლად შეამცირა (მოსახლეობის 1/7-მდე); განათლება და სამედიცინო მომსახურება უფასო გახდა; სამჯერ შემცირდა სიკვდილიანობა ბავშვთა შორის; ძირფესვიანად ამოიძირკვა პოლიომიელიტი.

აშშ-მ ეს ყველაფერი მარქსისტულ-ლენინურ მავნებლობად მონათლა. ამერიკის მთავრობა შეშფოთდა: თუკი ნიკარაგუას ნება მიეცა დაედგინა სოცილურ-ეკონომიკური სამართლიანობის ნორმები, აემაღლებინა ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სტანდარტები, მიეღწია სოციალური ერთიანობისთვის და დაემკვიდრებინა ეროვნული ღირსების გრძნობა, რა გასაკვირი იქნებოდა, მის მეზობელ ქვეყნებსაც რომ აემაღლებინათ ხმა. აშშ, ცხადია, ყოველ ღონეს იხმარდა, ელ სალვადორსაც რომ არ მიებაძა ნიკარაგუასთვის.

წეღან ვახსენე „სიცრუეთა ქსელი,“ რომელშიც თავფეხიანად ვართ გახლართული. პრეზიდენტმა რეიგანმა ნიკარაგუას, არც მეტი, არც ნაკლები, „ტოტალიტარული საპყრობილე“ უწოდა. ეს მაშინვე აიტაცა მასმედიამ და ბრიტანეთის მთავრობამ და უტყუარ და სამართლიან დახასიათებად მიიჩნია. არადა, სანდანისტური რეჟიმის პერიოდში არანაირ ხოცვა-ჟლეტას არ ჰქონია ადგილი; არ ყოფილა წამების შემთხვევა; არ მომხდარა სისტემატური და ოფიციალური სამხედრო ძალადობა: ნიკარაგუაში არავინ ხოცავდა სასულიერო პირებს. ის კი არადა, ფაქტიურად, მთავრობაში სამი მღვდელიც იყო - ორი იეზუიტი და ერთიც მისიონერი. სადაც სამართალია, ტოტალიტარული საპყრობილეები იქვე, მეზობლად იყო - სალვადორსა და გვატემალაში. აშშ-მ 1954 წელს დაამხო გვატემალაში დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობა და როგორც ცნობილია, ამის შედეგად ხელისუფლებაში მოსულ სამხედრო რეჟიმებს 200 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

1989 წელს ექვსი საქვეყნოდ ცნობილი იეზუიტი მხეცურად იქნა მოკლული სან სალვადორის ცენტრალურ ამერიკულ უნივერსიტეტში ალკატლის ბატალიონის მიერ, რომელიც წვრთნას აშშ-ში გადიოდა - ჯორჯიაში, ფორტ ბენინგში. მამაცი ადამიანი, არქიეპისკოპოსი რომერო ვერაგულად მოკლეს მესის დროს. დაიღუპა 75 000 ადამიანი. რატომ დახოცეს ეს ხალხი? პასუხი ერთია: მათ სჯეროდათ, რომ შეიძლებოდა ცხოვრების გაუმჯობესება. ასეთმა რწმენამ ისინი დაუყოვნებლივ კომუნისტების რიცხვს მიათვალა. ისინი იმიტომ მოკლეს, რომ გაბედეს და ხმა აიმაღლეს არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ, სამართლიანად იბრძოდნენ სიღატაკის, ეპიდემიების, დეგრადაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

აშშ-მ, ბოლოს და ბოლოს, დაამხო სანდანისტების მთავრობა. მართალია, ამას რამდენიმე წელი მოანდომა და დიდ წინააღმდეგობასაც წააწყდა, მაგრამ გაუსაძლისმა ეკონომიკურმა ძალადობამ და 30 000 ადამიანის დაღუპვამ სულიერად გატეხა ნიკარაგუელი ხალხი. კვლავ სიღატაკეში ჩაცვივდნენ, კვლავ ამოერთვათ სული. ქვეყანაში გაიხსნა კაზინოები და წერტილი დაესვა უფასო ჯანდაცვასა და განათლებას. დიდებით დაბრუნდა დიდი ბიზნესი. „დემოკრატიამ“ იზეიმა!

ასეთი „პოლიტიკა“ მარტო ცენტრალური ამერიკის მიმართ როდი გამოიყენებოდა. არა, მან მთელი მსოფლიო მოიცვა და დასასრულიც არ უჩანს. შთაბეჭდილებას კი ისეთს გვიქმნიან, თითქოს მსგავსი არაფერი მომხდარიყოს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ მხარს უჭერდა და უმეტეს შემთხვევაში თავადვე უდგამდა სულს ყველა მემარჯვენე სამხედრო დიქტატურულ რეჟიმს მთელ მსოფლიოში. გაიხსენეთ ინდონეზია, საბერძნეთი, ურუგვაი, ბრაზილია, პარაგვაი, ჰაიტი, ფილიპინები, გვატემალა, ელ სალვადორი და, რა თქმა უნდა, ჩილე. არ შეიძლება იმ საშინელების პატიება, რაც აშშ-მ 1973 წელს დაატეხა თავს ჩილეს; ამ დანაშაულს ის ვერასდროს გამოისყიდის.

ზემოხსენებულ ქვეყნებში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. მოხდა თუ არა ეს? ახასიათებს თუ არა ასეთი რამ აშშ-ს საგარეო პოლიტიკას? პასუხი ერთია: დიახ, ეს მოხდა, ხალხი გაიჟლიტა და ეს ჩვეულებრივი ამბავია აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის. მაგრამ ვითომც არაფერი!

თითქოს არაფერი მომხდარა. არასდროს. თურმე მაშინაც კი არ ხდებოდა, როცა ხდებოდა! ბევრს არაფერს ნიშნავდა, უმნიშვნელო რამ გახლდათ. აშშ-ს დანაშაულებრივი მოქმედება სისტემატური იყო, აულაგმავი, სასტიკი და არაადამიანური, მაგრამ ამაზე ძალიან ცოტა თუ ლაპარაკობდა. ეს მართლაც არ უნდა დავუკარგოთ ამერიკას. საყოველთაო ბედნიერებისთვის მებრძოლის ნიღაბს ამოფარებული, ის მთელ მსოფლიოში უმსგავსოდ მანიპულირებდა საკუთარი ძალაუფლებით. ის ხომ ჰიპნოზის დიდოსტატია.

აშშ უდავოდ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეა. კი არის ულმობელი, გულცივი, სასტიკი, მაგრამ ჭკვიანიც გახლავთ. და კიდევ ერთობ თავისებური მოვაჭრეა: ის წარმატებით ვაჭრობს საკუთარი თავის სიყვარულით. და გამარჯვებულიც ის არის. დააკვირდით, რამდენჯერ ახსენებენ „ამერიკელ ხალხს“ ტელევიზორის ეკრანიდან ამერიკის პრეზიდენტები: „მივმართავ ამერიკელ ხალხს, რომ დადგა ლოცვისა და ამერიკელი ხალხის უფლებათა დაცვის ჟამი და მე ვთხოვ ამერიკელ ხალხს, ენდოს თავის პრეზიდენტს და მხარი დაუჭიროს მის ქმედებას, რომელიც ამერიკელი ხალხის საკე- თილდღეოდ არის მიმართული.“

ბრწყინვალე ფანდია! აქ ენა აზრის დასაფარავად გამოიყენება. სიტყვები „ამერიკელი ხალხი“ კარგი სატყუარაა. ბევრი ფიქრი არ სჭირდება კაცს. გადაწექი ბალიშზე და მიეცი ნეტარებას! მერე რა, რომ ეს ბალიში ახშობს შენს აზროვნებას, შენს უნარს კრიტიკულად შეაფასო მოვლენები, სამაგიეროდ მოხერხებული ხომ უდავოდ არის! მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება 40 მილიონ ღარიბ-ღატაკს და იმ 2 მილიონ ქალსა და მამაკაცს, ამერიკის საპყრობილეებში რომ იტანჯება.

აშშ აღარ დაგიდევთ დაბალი ინტენსივობის კონფლიქტებს. აღარაფერში სჭირდება თავშეკავება ან რაიმეს მიკიბ-მოკიბვა. ის ახლა თამამად მოქმედებს, უშიშრად და დაუფარავად. აშშ-ს, უბრალოდ, არ ანაღვლებს არც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, არც საერთაშორისო კანონმდებლობა და არც განსხვავებული აზრი. ამ უკანასკნელს უსუსურად და უადგილოდ მიიჩნევს. გარდა ამისა, მას ერთი პატარა ბეკეკაც ჰყავს, რომელსაც საბელით მიათრევს და რომელიც ერთობ საწყალობელი და ინერტული ვინმეა: დიდი ბრიტანეთი.

სად არის ჩვენი მორალი? ოდესმე კი გვქონია ასეთი რამ? რას ნიშნავს ეს სიტყვა? აქვს მას რაიმე კავშირი დღესდღეობით იშვიათად გამოყენებულ ტერმინთან - „სინდისი?“ სინდისთან, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ საკუთარ, არამედ სხვათა მოქმედებასაც აკონტროლებს? ნუთუ მოკვდა ეს ყველაფერი! აი, თუნდაც გუანტანამოს ყურე ავიღოთ. სამი წლის მანძილზე იქ ასეულობით ადამიანია დაპატიმრებული - ბრალწაუყენებლად, გაუსამართლებლად. ფაქტიურად, იმ ხალხს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ამ აშკარა უკანონობის ჩამდენნი არ დაგიდევენ ჟენევის კონვენციას. და ე.წ. „საერთაშორისო საზოგადოებაც“ არა მარტო უშვებს ამ უკანონობას, არამედ საერთოდ ხუჭავს მასზე თვალს. ეს დანაშაულებრივი ძალადობა ჩაიდინა ქვეყანამ, რომელიც საკუთარ თავს „თავისუფალი სამყაროს ლიდერად“ ასაღებს. ვფიქრობთ გუანტანამოს ყურეს მცხოვრებლებზე? რას გვაუწყებს მათზე მასმედია? მხოლოდ შიგადაშიგ თუ გაგვაბედნიერებს მწირი ცნობებით. ის ხალხი კი გადაგზავნილია ამ უკონტროლო ადგილას, საიდანაც ალბათ დაბრუნება აღარ უწერია. ახლა იმ ადამიანებმა შიმშილობა გამოაცხადეს და მათ იძულებით კვებავენ - მათ შორის ბრიტანეთის მოქალაქეებსაც. ცუდის მეტს ვერაფერს ვიტყვი ამ იძულებით კვებაზე. მათ არც ტკივილგამაყუჩებელს აძლევენ და არც ანესთეზიას უკეთებენ. მილაკს ჩასჩრიან ცხვირში და ხახაში და სულ ეს არის! ისინი კი სისხლს არწყევენ. განა ეს წამება არ არის? რა გვითხრა ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა? რა და არაფერი. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რაღას ამბობს? ისიც არაფერს. რატომ დუმან? იმიტომ, რომ აშშ-მ გააფრთხილა: „გუანტანამოში ჩვენი მოქმედების გაკრიტიკება არამეგობრული საქციელია. ან ჩვენთან უნდა იყოთ, ან ჩვენს წინააღმდეგ“-ო. ჰოდა, ბლერმაც პირში წყალი ჩაიგუბა.

ერაყზე თავდასხმა ბანდიტური აქცია გახლდათ, აშკარა გამოვლინება სახელმწიფო ტერორიზმისა, რომელიც შეურაცხყოფს საერთაშორისო სამართალს. ერაყში შეჭრა თვითნებური სამხედრო ოპერაცია იყო - უტიფარი სიცრუის, დამორჩილებული მასმედიისა და საზოგადოების მიერ ინსპირირებული. ამ აქციის მიზანია ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური კონტროლის გაძლიერება შუა აღმოსავლეთზე. აშშ-ს ამ შემთხვევაში განმათავისუფლებლის ნიღაბი აუფარებია (ეს არის თავის მართლების უკანასკნელი საშუალება - ყველა სხვა დანარჩენმა არ გაამართლა). ამას ვუწოდებ სამხედრო ძალის საზარელ გამოვლინებას, რომლის სინდისზეც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი და დასახიჩრებაა.

ჩვენ ერაყელ ხალხს დავაყარეთ კასეტური ყუმბარები, გაღარიბებული ურანი, თავს დავატეხეთ უბედურება, წამება, განუკითხავი ხოცვა-ჟლეტა, დეგრადაცია და ყველაფერ ამას „შუა აღმოსავლეთში თავისუფლებისა და დემოკრატიის დამყარებას“ ვარქმევთ.

ბოლოს და ბოლოს, რამდენი ადამიანი უნდა მოკლა, მასობრივი მკვლელი და სამხედრო დამნაშავე რომ გიწოდონ? ასი ათასი? გარწმუნებთ, ეს საკმარისზე მეტია. სწორედ ამიტომ უნდა წარდგნენ ბუში და ბლერი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. მაგრამ ბუში ჭკვიანია: ბლერისაგან განსხვავებით, მას არ მოუხდენია საერთაშორისო სასამართლოს რატიფიკაცია. ამიტომ თუ რომელიმე ამერიკელი ჯარისკაცი ან პოლიტიკოსი აღმოჩნდება საბრალდებულო სკამზე, ბუში მაშინვე ძალას მიმართავს. აი, ტონი ბლერის გასამართლება კი შეიძლება. თუ სასამართლოს სურს, შემიძლია მისი მისამართიც გავუმხილო: ლონდონი, დაუნინგ სტრიტ №10.

ამ შემთხვევაში ბუშსა და ბლერს ნაკლებ ადარდებთ დახოცილი ადამიანები. მათ ეს მეორეხარისხოვან საკითხად აქციეს. ვიდრე ერაყში ამბოხება დაიწყებოდა, ამერიკულმა ყუმბარებმა და რაკეტებმა სულ ცოტა 100 000 ერაყელი მაინც იმსხვერპლა. იმ ხალხზე არავინ ლაპარაკობს. ვითომ არც მოუკლავთ. არსად არის დაფიქსირებული მათი სიკვდილი. „ჩვენ არ ვითვლით მიცვალებულებს,“ განაცხადა ამერიკელმა გენერალმა ტომი ფრენკსმა.

სულ ცოტა ხნის შეჭრილი იყო აშშ ერაყში, როცა ბრიტანული გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა ტონი ბლერის ფოტო, რომელიც ერაყელ ბიჭუნას ლოყაზე კოცნის. „მადლიერი ბავშვი“ - ასეთი გახლდათ მინაწერი. რამდენიმე დღის შემდეგ კი გაზეთის შიდა გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო სხვა ოთხი წლის ბიჭისა, რომელსაც ორივე ხელი ჰქონდა მოწყვეტილი. გაზეთი გვამცნობდა, რომ მისი ოჯახი აფეთქებას ემსხვერპლა და ის იყო ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი. „როდის დამიბრუნებენ ხელებს?“ კითხულობდა ბიჭუნა. ამაზე კომენტარი არ გაკეთებულა. დიახ, ის ბავშვი არ ჰყავდა ხელში აყვანილი ტონი ბლერს, არც სხვა დასახიჩრებული პატარა, არც ვინმეს გასისხლიანებული გვამი აეხუტებინა გულზე. სისხლი ბინძურია! ის გისვრის პერანგსა და ჰალსტუხს, როდესაც ტელეეკრანიდან გულწრფელი სიტყვით მიმართავ მაყურებელს.

2000 მოკლული ამერიკელი დიდ უხერხულობას ქმნის. მათ ღამით მარხავენ. პანაშვიდებიც უხმაუროა (შორს ცოდვისგან!). დასახიჩრებულნი თავიანთ საწოლებში ლპებიან - ზოგიერთ მათგანს წამოდგომა აღარ უწერია. ასე რომ, მკვდრებიც ლპებიან და სახიჩარნიც, ოღონდ განსხვავებულ საფლავებში.

გთავაზობთ ნაწყვეტს პაბლო ნერუდას ლექსიდან „ახლა ცოტა რამ უნდა აგიხსნათ“:

ერთ დილას ცეცხლი ეკიდა ზეცას,
ათასმა კოცონმა იფეთქა ერთად
და შთანთქა ყველა დაბადებული.
მერე სულ იყო ცეცხლის ენები,
იყო დენთი და იყო სისხლი.
სიკვდილის მაცნე თვითმფრინავიდან,
სიკვდილის მაცნე - ხელბეჭდიანი,
ფარჩით მოსილი.
შავი ბერები ლოცვას გვითვლიდნენ,
ციდან გვიკლავდნენ ბავშვებს.
ბავშვების სისხლი ქუჩებს ღებავდა,
მიწანწკარებდა ნელა, მორჩილად,
სულ ისე, როგორც ბავშვების სისხლი.

ტურები, ტურებს რომ ეჯავრებათ,
ქვები, ეკლებიც რომ ვერ იტანენ,
გველები, გველებს რომ ეზიზღებათ.

მე და შენ ვნახეთ
ესპანური სისხლის მდინარეები,
სისხლის ტალღებმა
გშთანთქეს და გაგანადგურეს.

თქვენ გეუბნებით,
მოღალატე გენერლებო:
მოდით და ნახეთ
ჩემი სახლი იავარქმნილი,
მოდით და ნახეთ
ესპანეთი აოტებული:
ყველა ფანჯრიდან ყვავილთა ნაცვლად
ალმოდებული ლითონი ცვივა.
ორმოდ ქცეულა ესპანეთი.
მოკლულ ბავშვთაგან იარაღი იბადება,
დანაშაული კი ტყვიას ბადებს,
ერთ დღეს გულში რომ დაგეძგერებათ.

და მეკითხებით:
თუ პოეტი ხარ, რად არ უმღერი
სიზმრებს და ფოთლებს,
რად არ უმღერი შენი ქვეყნის
ცნობილ ვულკანებს?

მოდით და ნახეთ სისხლი ქუჩებში.
მოდით და ნახეთ
ქუჩებში სისხლი.
მოდით და ნახეთ
სისხლი ქუჩებში.

ნერუდას ლექსიდან ნაწყვეტი იმიტომ კი არ შემოგთავაზეთ, რომ რესპუბლიკური ესპანეთი სადამ ჰუსეინის ერაყისთვის შემედარებინა. ეს ლექსი მხოლოდ იმიტომ შეგახსენეთ, რომ თანამედროვე პოეზიაში, მგონი, არავის შეუქმნია მოსახლეობის დაბომბვის ასეთი შთამბეჭდავი სურათი.

ზემოთ შევნიშნე, აშშ ახლა უკვე ღიად მოქმედებს-მეთქი. მართლაც ასეა. მისი ოფიციალური პოლიტიკა ამჟამად „ყოვლისმომცველ დომინირებად“ მოიხსენიება. ჩემი მოგონილი ტერმინი არ გეგონოთ: ეს მათი ტერმინია და მთელ მიწა-წყლზე, ჰაერზე, კოსმოსზე, ყველა რესურსზე კონტროლის დაწესებას ნიშნავს.

აშშ ახლა 702 სამხედრო ობიექტსა ფლობს 132 ქვეყანაში (მხოლოდ შვედეთია ბედნიერი გამონაკლისი). გაურკვეველია, როგორ მოხვდა იმ ქვეყნებში, მაგრამ ფაქტია, იქ არც თუ ურიგოდ გრძნობს თავს.

აშშ-ს საბრძოლო მზადყოფნაში აქვს 8000 ბირთვულ ქობინიანი რაკეტა. მათგან 2000 უკვე შემართულია: 15 წუთი თუ სჭირდება მათ ამოქმედებას. ეს გახლავთ ბირთვული იარაღის ახალი, გაუმჯობესებული სისტემა და მას «ბუნკერის გამანადგურებელი» ეწოდება. და ბრიტანეთიც, არასდროს რომ ეუბნება აშშ-ს უარს თანამშრომლობაზე, მზად არის შეცვალოს საკუთარი ბირთვული რაკეტა «ტრაიდენტი.» ნეტავ ვიცოდე, ვის უმიზნებენ! უსამა ბინ ლადენს? მე? შენ? იმას? ჩინეთს? პარიზს? მოდი და გაიგე! ერთი კი ცხადია: ეს ინფანტილური შეშლილობა ანუ ჩვენი დაშინება ბირთვული იარაღით ამერიკის თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის ამოსავალი წერტილია. უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ მუდამ სამხედრო მზადყოფნაშია და არც აპირებს დაძაბულობის შესუსტებას.

თავად აშშ-ს ათასობით (თუ არა მილიონობით) მოქალაქე გაბეზრებული, დარცხვენილი და განრისხებულია საკუთარი მთავრობის მოქმედებით. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ადამიანები ჯერ არ ქცეულან ერთიან პოლიტიკურ ძალად. თუმცაღა, როგორც ჩანს, ეს დღითი დღე მზარდი მღელვარება და შეშფოთება აღარ შენელდება.

ჩემთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტ ბუშს ჰყავს მთელი რიგი კომპეტენტური ადამიანებისა, რომლებიც მოხსენებებს უწერენ. სიამოვნებით შევთავაზებდი ჩემს სამსახურსაც - აი, თუნდაც ასეთ მოკლე სატელევიზიო მიმართვას (თითქოს უკვე ვხედავ მას ტელეეკრანზე: დინჯია, საგულდაგულოდ თმადავარცხნილი, თავდაჯერებული, გულწრფელი, შიგადაშიგ მაამებელი, მზაკვრულად მომღიმარე, სიმპათიური... ერთი სიტყვით, კაცური კაცი):

„ღმერთი სახიერია. ღმერთი დიდია. ღმერთი სახიერია. ბინ ლადენის ღმერთი კი ცუდია. ის ცუდი ღმერთია. სადამის ღმერთიც ცუდი იყო, თუკი საერთოდ ჰყავდა ასეთი. სადამი ბარბაროსია. ჩვენ არა ვართ ბარბაროსები. ჩვენ ადამიანებს თავებს არ ვაყრევინებთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ღმერთსაც უნდა. მე არა ვარ ბარბაროსი. მე ვარ მშვიდობისმოყვარე დემოკრატიის მიერ დემოკრატიული გზით არჩეული ლიდერი. ჩვენ გულჩვილი საზოგადოება ვართ. გულჩვილად ვაგზავნით ადამიანებს ელექტროსკამზე და გულჩვილად ვუშხაპუნებთ სასიკვდილო ინექციას. ჩვენ დიადი ერი ვართ. მე არა ვარ დიქტატორი. ის კი არის. მე არა ვარ ბარბაროსი. ის კი არის. ის ნამდვილი ბარბაროსია. ისინი ყველანი ბარბაროსები არიან. მე ვფლობ მორალურ ავტორიტეტს. ამ მუშტს ხედავთ? აბა, უსუნეთ.“

მწერალი ადვილად მოწყვლადი, თითქმის უმწეო არსებაა. მაგრამ ამაზე არ უნდა ვიწუწუნოთ. მწერალი აკეთებს საკუთარ არჩევანს და მას ვეღარსად გაექცევა. ფაქტია, რომ მწერალი დაუცველია, ქარი მას ყოველი მხრიდან უტევს - ზოგჯერ მართლაც საკმაოდ სუსხიანი. მწერალს სულ რაღაც ემუქრება, სულ საფრთხე ელის. ვერც თავშესაფარს ჰპოვებს და არც არავინ დაიცავს... რა თქმა უნდა, თუ არ იცრუა. თუკი იცრუებს, მაშინ მფარველიც გამოუჩნდება და, შესაძლოა, პოლიტიკოსობასაც გამოჰკრას ხელი.

ამ საღამოს რამდენჯერმე ვახსენე სიკვდილი. ახლა კი ჩემ საკუთარ ლექსს შემოგთავაზებთ. მისი სათაურია „სიკვდილი.“

სად იპოვეს მოკლული?
ვინ იპოვა მოკლული?
როცა იპოვეს, მართლა მკვდარი იყო მოკლული?
როგორ იპოვეს მოკლული?

ვინ იყო ის მოკლული?

ვინ იყო მიტოვებული მოკლულის
მამა, შვილი, ძმა,
ან ბიძა, ან დედა?

მკვდარი იყო მოკლული, როცა მიატოვეს?
მიატოვეს მოკლული?
ვინ მიატოვა?

მოკლულის სხეული შიშველი იყო,
თუ სამოგზაუროდ გამოწყობილი?

რამ გაიძულათ მოკლულის მკვდრად გამოცხადება?
გამოაცხადეთ მოკლული მკვდრად?
კარგად იცნობდით მოკლულს?
რა იცით, რომ მოკლული მოკვდა?

განბანეთ მოკლულის სხეული,
დაუხუჭეთ მოკლულს თვალები,
დამარხეთ მოკლული,
თუ მიატოვეთ?
ეამბორეთ მოკლულის სხეულს?

როდესაც სარკეში ვიყურებით, გვეჩვენება, რომ გამოსახულება ზუსტია, მაგრამ, აბა ერთი მილიმეტრით მაინც გაიწიეთ განზე და ნახავთ, როგორ შეიცვლება ის. ჩვენ, ფაქტიურად, ანარეკლთა უსასრულო ჯაჭვს შევყურებთ. მწერალმა ზოგჯერ უნდა დაამსხვრიოს სარკე, რადგან ჭეშმარიტება შეიძლება სარკის მიღმა იმალებოდეს.

მჯერა, რომ არსებულ უთანხმოებათა მიუხედავად, ჩვენი, როგორც მოქალაქეების მტკიცე, ურყევი და მარადიული ვალია ჩვენი ცხოვრებისა და ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სურათის წარმოჩენა. ფაქტიურად, სხვა გამოსავალი არც გვაქვს.

თუ ჩვენ პოლიტიკურ შეხედულებებში არ აისახება ასეთი ნება, მაშინ არც იმის დაბრუნების რაიმე იმედი უნდა გვქონდეს, რაც თითქმის დავკარგეთ კიდეც - ადამიანური ღირსების.

ინგლისურიდან თარგმნა
გია ბერაძემ

21 „სიცრუე და ორპირობა...“

▲ზევით დაბრუნება


გიორგი კაკაბაძე

0x01 graphic

ქართულ ლიტერატურაში ნაცარქექიაზე არაერთი საინტერესო მოსაზრება გამოთქმულა, მაგრამ მათ შორის ყველაზე სიცოცხლისუნარიანი მაინც აკაკი ბაქრაძისა გახლდათ: „ნუთუ სიზარმაცე და ბაქიობაა ნაცარქექიას თვისება? თუ ასე ვიფიქრეთ, მაშინ რუსული ზღაპრების გმირი ივანუშკა დურაჩოკიც ბრიყვად უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ ასე რომ არ არის. ივანუშკა დურაჩოკი ხომ ყველაზე გამჭრიახი, ჭკვიანი და გონიერია. გამარჯვებულიც ამიტომ გამოდის. მაშასადამე, „დურაკობა” მისტიფიკაცია ყოფილა. ნიღაბი ყოფილა ნამდვილი არსის დასამალავად, ასეთივე მისტიფიკაციაა, ნიღაბია ნაცარქექიას სიზარმაცე და ბაქიობაც. ჩვენს ზღაპრებში ნაცარქექია ყოველთვის გამარჯვებული გამოდის. იგი ყველას ამარცხებს. მათ შორის ბაყბაყ-დევსაც, რომელიც მრავალგზის უფრო ღონიერი და მძლავრია, ვიდრე ნაცარქექია. თითქოს დევმა ნაცარქექია ნიორწყლად უნდა აქციოს, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხებული და გაცუცურაკებული რჩება იგი. ჭკუით, გამჭრიახობით, მოქნილობით, ეშმაკობით სჯობნის ნაცარქექია დევს. სწორედ ჭკუა, გამჭრიახობა, მოქნილობა, ეშმაკობაა ნაცარქექიას თვისება და არა სიზარმაცე და ბაქიობა. სიზარმაცე და ბაქიობა მისტიფიკაციაა, მომარჯვებული იმისთვის, რომ მტერმა ნაცარქექიას ნამდვილი თვისება ვერ ამოიცნოს.” („მკვახე შეძახილი”).

რა დგას ამ მოსაზრების უკან?

იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ნაცარქექიასა და ივანუშკა დურაჩოკის შედარება ამ შემთხვევაში ხელოვნურ ხასიათს ატარებს, რადგან არაა ახსნილი ივანუშკას ინდივიდუალური თვისებები. ასეთი მეტსახელიანი პერსონაჟი რუსულ ზღაპრებში მრავალია და ძნელი სათქმელია, თუ კონკრეტულად რომელ მათგანს გულისხმობდა ბატონი აკაკი. თუმცა, რუსული ზღაპრის გმირის ძირითადი დამახასიათებელი თვისება არა ჭკუა და გამჭრიახობა, არამედ გულუბრყვილობა და მიამიტობაა, სწორედ ამის გამო შეარქვეს მას სულელი. ნაცარქექიასაგან განსხვავებით ივანუშკა ბოროტებას ჯადოსნობის საშუალებით ამარცხებს. ჯადოსნობის ნიჭი კი მისი სულიერი თვისებების: სიკეთისა და თანაგრძნობის საფასურად ეძლევა. ამიტომაც დამსახურებული გამარჯვება სიკეთის საზღაურ ჯილდოდ უფრო აღიქმება, ვიდრე ეშმაკობისა და მოქნილობისათვის.

მისი ლიტერატურული პროტოტიპი კი ბევრად უფრო ღრმა და რელიგიური გახლავთ - თავადი მიშკინი. ვისაც დოსტოევსკის რომანი „იდიოტი” ყურადღებით წაუკითხავს, ემახსოვრება, რომ მიშკინის სულიერი ფასეულობები მატერიალურზე მაღლა დგას. ეს ის თვისებაა, რომელიც მას ნაწარმოების ყველა პერსონაჟისაგან განასხვავებს. სულელი ივანეს მსგავსად დოსტოევსკის გმირიც ბავშვური უშუალობით, თანაგრძნობის უნარით, სიკეთით და სამართლიანობით გამოირჩევა.

მაგრამ ვეჭვობ, რომ ჩამოთვლილი თვისებები ვინმეს ცხოვრებაში გამოადგეს, რადგან თვისებები, რომელთაც უმაღლესი სულიერი ფასეულობები გააჩნიათ, ამ სამყაროს მატერიალურ და ყოფით ჩარჩოებშია მოქცეული, ამიტომაც ადამიანებს თვით დამკვიდრებაში უშლიან ხელს. ამის გამო გენერალი ეპანჩინი მიშკინს . „დაღუპულ ადამიანს უწოდებს”, აგლაია პეტროვნა - „ღატაკ რაინდს”, ფერდიშენკო კი ყეყეჩსა და შტერს. ხალხი გრძნობს, რომ სულიერი ფასეულობების მიღმა რაღაც საიდუმლო იმალება, იგი სხვებს არ ჰგავს და ამიტომაც ეჭვს იწვევს. საბოლოოდ კი საზოგადოება ემიჯნება, დევნის ასეთ პიროვნებებს და მათ იდიოტებსა და სულელებს უწოდებს. ვფიქრობ ორივე პერსონაჟის - „სულელ” ივანესა და “იდიოტ” მიშკინის მდგომარეობას - „რუსული” რელიგიური გამოცდილების თავისებურება განაპირობებს და სალოსური ფესვები აქვთ. სწორედ სოფლისაგან მოძულებული სალოსისთვისაა სისულელე და შეშლილობა ნიღაბი, თორემ მისი სულიერი სიბრძნე ღრმა და ჭეშმარიტი გახლავთ.

ნაცარქექიას დახასიათებას თუ დავუბრუნდებით, დავინახავთ, რომ სიტყვებში „ჭკუა, გამჭრიახობა, მოქნილობა და ეშმაკობა” სულიერი და ზნეობრივი შინაარსი არ იგულისხმება, ეს მხოლოდ ზოგადი ტერმინებია, რომლის უკანაც ამოფარებულია სიტყვები: ფრთხილი, ამწონ-დამწონი, მარჯვე, ვირეშმაკი, მატრაბაზი, ლაჩარი, ცქვიტი, თაღლითი, მატყუარა, ქლესა, გაქნილი, ყალთაბანდი, კვაჭი, ქვებუდანი, გაიძვერა, მზაკვარი, ოინბაზი, ფლიდი, ორპირი, ქვემძრომი და ა.შ.

შესაძლებელია ნაცარქექიასთვის ეს სწორედ ზედგამოჭრილი ეპითეტები იყოს, მაგრამ იმ ქცევის კოდექსს არ ჰგავს, რომლითაც ერი საკუთარ მტერს უპირისპირდება და ამარცხებს.

იქნებ მთავარი შეცდომა საკითხის ასე დასმაა და იგი სინამდვილეში სხვაგვარად უნდა ჩამოყალიბდეს; რა არის საუკუნეების მანძილზე ქართველების დამარცხების მიზეზი?

ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

როგორც თავად მიშკინში შეიძლება უანგარო ინტელიგენტის, სულელი ივანეს თვისებების ამოცნობა, ისევე „ყვარყვარე თუთაბერის“ საშუალებით შეძლო პოლიკარპე კაკაბაძემ ნაცარქექიას ნამდვილი ბუნების ახსნა.

ვფიქრობ, სწორედ ამაშია ამ ნაწარმოების ნამდვილი სიდიადე.

0x01 graphic

მკითხველს ახსოვს, რომ პიესის დასაწყისში ყვარყვარე ერთი უწყინარი მეოცნებეა, იგი ცეცხლის პირასაა მიმჯდარი და ნაცარში მომავლის გეგმებს „ქარგავს”, ხან მთაში გვირაბი გაჰყავს, ხან საცოლისათვის სასახლეებს, ბაღებსა და მარმარილოს კიბეებს აშენებს. მაგრამ თანდათან ვხვდებით, რომ მისი ზნეობა მისსავე ბედისწერადაა გადაქცეული. ბავშვობიდანვე მატყუარასა და უქნარას ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. მოგვიანებით მამამისმა წყვიწყვიმ მუქთახორა შვილს ცოლი არ მოაყვანინა და კეტით გააგდო საშოვარზე. ყვარყვარემ ერთხელ იჯარით ხიდის აშენებაც სცადა, მაგრამ უნებისყოფობისა და უცოდინარობის გამო საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. მას შემდეგ უსაქმურად დაეხეტებოდა დაბა-სოფლებში, სანამ ერთი მეწისქვილე სამადლოდ შეიფარებდა და ლუკმას გაუყოფდა, მაგრამ ნაცარქექიამ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა, ვერც ტყუილის თქმას გადაეჩვია და ვერც სიზარმაცე დათრგუნა, ზის ბუხრის პირას და კლდეში გვირაბის გაყვანაზე ოცნებობს, თუმცა პატარა ხიდის გაკეთება ჭირივით ეზარება. მინავლულ ცეცხლთან ჯირკი ვერ მიუგორებია და წისქვილის დანგრევით იმუქრება. ერთთავად ხალხისათვის თავდადებას იქადნის, მასსავით გუდამშიერ თანასოფლელებს, კაკუტასა და ქუჩარას კი უკანასკნელ ნაქურდალს ართმევს, ანუ, როგორც გოეთეს მეფისტოფელი იტყოდა, „სიკეთე სურს და ბოროტება გამოსდის”; ეს კიდევ რაა, უსახლკარო და უპოვარი დაუპატიჟებელი სტუმარი მასპინძლის კარში გაგდებას ლამობს. უნდა ითქვას, რომ ყვარყვარე არც ღონითა და სიმამაცით გამოირჩევა, ეს იმ სცენიდან ჩანს, სადაც ბოლშევიკ სევასტის მოკვლით ემუქრება, მაგრამ როგორც კი მისგან წინააღმდეგობას შეხვდება, შეშინებული ფქვილიანი ტომრების უკან დაიმალება.

საინტერესო ისაა, რომ თვითგადარჩენის ძლიერი ინსტიქტი ადამიანისაგან კომპენსაციის მიზნით, რომელიმე ერთი თვისების განსაკუთრებულ განვითარებასა და გააქტიურებას მოითხოვს, ამიტომ ყვარყვარეს თავის გატანის ერთადერთ და უძლეველ საშუალებად ენაჭრელობა და ტყუილის თქმა ამოურჩევია. ცრუპენტელობა ის ნიჭია, რომლითაც იგი სხვებს აღემატება და რომელსაც საგანძურივით უყურებს: „მე ყვარყვარე თუთაბერს ენით შენ შემომიარ?”. მისთვის ენა საკმარისი დასაყრდენია, რომ ყოველი საქმე ეშმაკურად მოაგვაროს, ბრიყვს თვალები აუხვიოს, სუსტი დააშინოს, ძლიერთან კი თავი მოისაწყლოს.

ნაცარქექიას ორპირობასა და ფარისევლობას განსაკუთრებით ის ფაქტი უადვილებს, რომ ზნეობა მისთვის ზედმეტი ტვირთია. საერთოდ, ასეთი ადამიანების გამარჯვებისა და წარმატების ნამდვილი საიდუმლო უპრინციპობასა და უზნეობაშია, ამიტომ ცხოვრებისეული ფილოსოფიაც შესაბამისი აქვთ:

„ეს ვერ გამიგია ზოგიერთი კაცი სირცხვილით მიწაში რომ ჩაძვრება, სირცხვილს რომ სჭამ კაცი, თუ ვარგიხარ, მაშინ თავი უფრო მაღლა უნდა ასწიო”.

და კიდევ ერთი ციტატა:

„კაცს კბილი უნდა გაუსინჯო, თუ ირყევა, მოთხარე; თუ მაგრადაა, გაქცევა მოასწარი, რომ არ გაგქელოს”.

ამგვარი ეპიზოდებიდან თანდათან იკვეთება ყვარყვარეს სულიერი სიღარიბის პორტრეტი და მისი ხასიათის ძირითადი თვისებები; იგი უნიადაგო მეოცნებეობის, სიზარმაცის, ბაქიაობის, უმადურობის, ლაჩრობისა და გაიძვერობის განსახიერებაა.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყნის ისტორიაში დგება დრო, როდესაც ასეთი “გმირები” მხსნელისა და წინამძღოლის მანტიებს ირგებენ.

რატომ ხდება ასე? პ.კაკაბაძე ამის პასუხსაც გვიმხელს.

პიესის მოქმედება 1917-1921 წლებში ვითარდება. ამ პერიოდში დატრიალებული მასობრივი ისტერია ის ფონია, რომელიც ავანტიურისტების აღზევების ყველა ობიექტური მიზეზის საჩვენებლადაა საჭირო, მაგრამ ამ პროცესების მთავარი მონაწილე მაინც ხალხია და თუკი პიესას ყურადღებით წავიკითხავთ, თვალში გვეცემა საზოგადოების უზნეობის, ცბიერებისა და ფარისევლობის საშინელი სურათი.

რუსეთის ხელმწიფე ტახტიდან გადადგა და ამასთან ერთად ტრადიციულ ავტორიტეტზე დაფუძნებული წესებიც გაუქმდა. ქვეყანა ქაოსმა მოიცვა და ხალხმა გადარჩენის გზების ძიება დაიწყო. როდესაც გამოირკვა, რომ ოდესღაც შეუძლებელი, ახლა ხელმისაწვდომი გამხდარა, საზოგადოებამ ნიღაბი მოიშორა, სულიერად გაშიშვლდა და თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ინტერესები პირადულმა შეცვალა და მთავარი ადგილი საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვამ დაიკავა. დამაფიქრებელი კი ის გახლავთ, რომ ავტორი გვიჩვენებს საზოგადოებას, რომელსაც შექმნილ სიტუაციაში ერთიანი, ჩამოყალიბებული და აღიარებული ზნეობრივი კრიტერიუმები არ გააჩნია, ამიტომაც დაბნეულია, უმწეო და ბრბოდ ქცეული. ამ ვითარებაში ბრბოს წევრობა ერთგვარი გამოსავალია, იგი რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს სიძლიერის ილუზიას უქმნის, ხოლო ჩადენილი უზნეობის გამო დანაშაულის გრძნობას არ აღუძრავს. ასეთ დროს, ვინც ღირსებას შეინარჩუნებს - თავს კარგავს, გადარჩენის შანსი კი იმას რჩება, ვისაც გაწირვის ნიჭი აღმოაჩნდება.

პ.კაკაბაძე თანმიმდევრობით გვაცნობს ასეთ შემთხვევებს:

საიდუმლო განყოფილების სულმოკლე გამომძიებელი, რომლის მოვალეობაც სახელმწიფო დამნაშავეებთან ბრძოლა უნდა ყოფილიყო, მას შემდეგ რაც რევოლუციის ამბავს შეიტყობს, უხერხემლობას იჩენს, თავის მოვალეობას ივიწყებს და დასახვრეტად გამზადებულ ყვარყვარეს ცოდვილივით ევედრება: „მე მოვსულვარ თქვენთან იმ მტრედის მსგავსად, რომელმაც ნოეს კიდობანში მშვიდობის ამბავი მიუტანა... ოღონდ, დაიმახსოვრეთ ჩემი მტრედობა და კალთა მაფარეთ თქვენს სასუფეველში”.

როგორც აღმოჩნდება, უბრალო მოხელეს არც მეფის არმიის გენერალი და პოლკოვნიკი ჩამორჩებიან. ადამიანები, რომელთაც იმპერატორისთვის ერთგულების ფიცი ჰქონდათ მიცემული, სინამდვილეში უსუსური დეზერტირები ყოფილან, ისინი მეფის პორტრეტს კედლიდან ხსნიან და ყვარყვარეს წინაშე იდრეკენ ქედს.

დროებითი მთავრობის ამიერ-კავკასიის რწმუნებული კი, პიროვნება, რომელიც გასაჭირში ჩავარდნილი სამშობლოს ბედის გამრიგედაა დანიშნული, იმდროინდელი საზოგადოებრივი მისწრაფებების ნამდვილ შინაარსს გვიმხელს: „შენა გგონია ქვეყანას თავს ვწირავ? არა, როდესაც წარღვნა მოდის და სოროები წყლით ივსება, ჭკვიანი ვირთხა მაშინ მაღალ მწვერვალებს ეძებს...”

ნათელი ხდება, რომ პიესის ყველა პერსონაჟი, მიუხედავად მათი ასაკის, სქესისა თუ სოციალური მდგომარეობის, ნაცარქექიას თვისებებით ხასიათდება. ამიტომ, საზოგადოებრივ და პარტიულ ბრძოლებში არც ბოლშევიკები გამოირჩევიან განსაკუთრებული პატიოსნებით. როდესაც სევასტის დასაჭერად წისქვილს ჟანდარმები შეესევიან, იგი მეწისქვილის პერანგს გადაიცვამს და უსინდისოდ უყურებს, თუ როგორ აპატიმრებენ მის მაგივრად უდანაშაულო „ნაცარქექიას”. სახრჩობელის შიშით სევასტი იმასაც ითმენს, თუ როგორ ლოშნის მის შეყვარებულს „უტიფარი” ყვარყვარე. მართალია, ერთხელ კი გაიბრძოლებს უღონოდ: „ამ დამცირებას სიკვდილი მირჩევნია”-ო, მაგრამ ეს უფრო მოჩვენებითი ღირსების შესანარჩუნებელი ყვირილია, ვიდრე თავმოყვარე მამაკაცის პრინციპული საქციელი. ეს ის მომენტია, როდესაც საკუთარი ტყავის გადარჩენა ნამუსზე და „პარტიულ ინტერესებზე” მაღლა დგას. პიესის ფინალში კი „გაშლილ სუფრაზე” მისული ამბიციურად განაცხადებს: „კიდევ კარგად ყოფილხართ. ისე არეულია ეს მაზრა, არ მეგონა, თუ აქ ცოცხალი დამხვდებოდითო.” თითქოს მისი შიში და სულმოკლეობა არ ედოს საფუძვლად ყვარყვარეს სასტიკ ავანტიურას.

როცა საქმეს სჭირდება, მეწისქვილის „უკარება” ქალიშვილ გულთამზესაც ავიწყდება ბოლშევიკური „პრინციპულობა” და ქალურ ალღოს მინდობილი, კახპის ცბიერებით იყენებს თავის მომხიბვლელობას. პირველად წისქვილში, როდესაც გულისსწორის ტყავის გადასარჩენად ყვარყვარეს ეალერსება, ყველაფერზე თანხმდება და აიძულებს სევასტის მაგივრად გაჰყვეს ოფიცრებს, თუმცა მშვენივრად იცის, რომ ამ მოქმედებით უდანაშაულო კაცს სასიკვდილოდ იმეტებს.

მეორედ იგივეს იმეორებს ამიერკავკასიის რწმუნებულის კაბინეტში, როდესაც ყვარყვარეს რეალურ მდგომარეობას შეიტყობს და მის სამხედრო გეგმებში გარკვევა უნდა.

0x01 graphic

არსებობს მარადიული ცნებები, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ყველა დროსა თუ ქვეყანაში ერთნაირად იზიარებდა და იზიარებს. ასეთი ცნება უნივერსალურ ხასიათს ატარებს და იგი დროთა ვითარების გამო არასოდეს იცვლება. მაგრამ არსებობს დროებითი ადგილობრივი და ყალბი „ჭეშმარიტებები”, ანუ ისეთი, რომელიც გარკვეული დროისა და სივრცისათვისაა დამახასიათებელი. ისინი მხოლოდ დღეს და აქ მიიჩნევა ჭეშმარიტებად, თორემ ქვეყნის გარეთ ჩალის ფასი აქვთ. ასეთი ჭეშმარიტებები ხშირად რომელიმე ქარიზმატული ლიდერის გამოჩენასთანაა დაკავშირებული. საკმარისია წინამძღოლის შეცვლა და მასთან ერთად ადგილობრივი ჭეშმარიტებებიც ქამელეონივით შეიცვლება.

საკუთარი უვიცობის, უხერხემლობის, ანგარების, კარიერიზმისა, ილუზიებისა თუ შიშის გამო ხალხი იძულებულია დროებით „ჭეშმარიტებებს” უერთგულოს და ქედი მოიხაროს ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივებული შემთხვევითი ავანტიურისტების წინაშე. პ.კაკაბაძე მკაფიოდ ამბობს, რომ ყვარყვარიზმი ცარიელ ადგილას არ იბადება და თუკი სამყარო ასეთია, მაშინ ყვარყვარეების აღზევება კანონზომიერება ყოფილა, რადგან ყვარყვარიზმის წარმომშობი მიზეზი ეპოქა კი არა, საზოგადოების ფარისევლობა, პასიურობა და შეგინებული სულიერი ფასეულობებია. სწორედ ეს შემთხვევაა აღწერილი ჩამოთვლილ ეპიზოდებში. როდესაც უბრალო ჩინოვნიკისათვის მისი მოქმედების წარმმართველი მედლით დამშვენებული ღილ-კილოა და არა პატიოსნება, გამომძიებლისთვის პირადი ანგარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონისადმი მორჩილება, გენერლის ჭეშმარიტი სახე თითლიბაზობაა და არა ოფიცრის ღირსება. სახელმწიფო მოხელესათვის ქვეყნისთვის თავგანწირვაზე მაღლა საკუთარი კარიერა დგას, ხოლო ხალხის სახელით მებრძოლი პარტიისთვის საკუთარი ტყავის გადარჩენა ხალხის სამსახურზე მნიშვნელოვანია. მარადიული ფასეულობები: პატიოსნება, კანონიერება, ერთგულება, ქვეყნისადმი თავგანწირვა, კაცთმოყვარება და ა.შ. თავის კუთვნილ ადგილს ნაცარქექიობას უთმობს, ვინაიდან ნაცარქექიობა იმავდროულად საპირისპირო ცნებების: უსინდისობის, უკანონობის, ორგულობის, ლაჩრობის, კაცთმოძულეობის... კრებითი სახეა.

ყურადღება მიაქციეთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, თუკი სულიერად გაკოტრებული საზოგადოება მიშკინს დასცინის და მის თავგანწირვას უარყოფს, ყვარყვარე აღზევებისათვის ძალას არ ხარჯავს, რადგან წინამძღოლად მას თავად გარყვნილი საზოგადოება ირჩევს:

„გამომძიებელი - ...თქვენა ხართ უდიდესი რევოლუციონერი”

„ქუჩარა - ...ქვეყანა კარში შენს ჭირს ნატრობს”

„5-ე ჯარისკაცი - ხალხი მოუთმენლად გელის.”

„რწმუნებული - თქვენ დანიშნული ხართ მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების უფროსად...“

„1-ლი აბრაგი - ჩვენ შენი იმედი გვაქვს.”

მიშკინის ზნეობა და მორალი უცხოა ამ სივრცისათვის, ნაცარქექიას გაიძვერობა და თვალთმაქცობა კი მშობლიური და ახლობელი, მიშკინში უფლის სიყვარული და ძალა იგრძნობა. ნაცარქექია კი ხალხის ქვენა გრძნობების გამომხატველია. მიშკინის კეთილშობილებას საზოგადოების შეცვლა შეუძლია, მაგრამ საზოგადოებას ეს შეცვლა არ სურს, ამიტომაც ეწინააღმდეგება ამ პროცესს და ემიჯნება მიშკინისნაირ პიროვნებებს. ნაცარქექიას გაწირვა კი სინამდვილეში საკუთარი თავის უარყოფასა და საკუთარი თავის გაწირვას ნიშნავს, ამიტომაც იგი მოწონებული და აღიარებულია.

ნაცარქექიას თავის თავში არაფრის შეცვლა არ სჭირდება, რადგან ამ სამყაროში და ამ სივრცეში გასამარჯვებლად მას ყველა საჭირო თვისება გააჩნია.

კიდევ ერთ ფაქტორი თამაშობს გადამწყვეტ როლს: საზოგადოება პატივს სცემს სიძლიერეს და წინამძღოლისაგან პირველ რიგში ამ სიძლიერის დემონსტრირებას მოითხოვს. ასეთ დროს ადამიანის მოკვლა და დამცირება უკვე სიმამაცისა და ვაჟკაცობის ტოლფასი ხდება, სიცრუე, ქურდობა და ძალადობა კი ჭკუისა და მოხერხების ნიშანი. მთელი უბედურება ის გახლავთ, რომ კოლექტივში თავისუფლებაზე მეტად მორჩილების სურვილი ჭარბობს და ამიტომ კოლექტივი ინსტინქტურად ემორჩილება მოძალადეს.

თითქოს კანონზომიერებად იქცა, რომ ყოველი რევოლუციისა თუ არეულობის დროს ადამიანები მოუთმენლად ელიან მხსნელისა და გამათავისუფლებელის გამოჩენას, რის შემდეგაც გამოგონილი თუ ნანატრი ღირსებებით ამკობენ ახლადმოვლენილ „მესიას”.

ყვარყვარესაც სწორედ ასე დაემართა და მის მიერ მოყოლილ თავგადასავალს ყველამ თავისი ოცნების ნაწილი წაუმატა:

ამბავი მისი „ზებუნებრივი” მოვლინების შესახებ:

„ქუჩარა - სოფელში ამბობენ, შენს დაბადებაზე, ისე დაუტენია თოფი წყვიწყვის, რომ ლულა გახეთქია უბედურს.”

მითი “ძლევამოსილ” სარდალზე:

„რწმუნებული - იმათ ჰყოლიათ ყვარყვარე თუთაბერი, რასაც ის იტყვის - კანონია. მთელი ჯარი მის ბრძანებას ემორჩილება.”

და ნაცარქექია სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად:

„6-ე გლეხი - სულერთია ყვარყვარეს ვერავინ დააჭრის ყურებზე ხახვს.

2-ე გლეხი - რატომ?

6-ე გლეხი - ხელმწიფე მაგას გადაუგდიაო.

5-ე გლეხი - კი, ასე ამბობენ დიდი ბადეები დაუგლეჯიაო.”

ლეგენდის დაბადება ხალხის მიამიტობითაა განპირობებული. ამგვარი საუბრების შედეგად იქმნება გარკვეული წარმოსახვითი ხატი, რომელსაც მოგვიანებით საზოგადოების ყველა წევრი აღიარებს და რომელიც საერთო მოქმედების ორიენტაციისთვისაა აუცილებელი. და მიუხედავად იმისა, რომ ამ მითებიდან არცერთი დასტურდება, საზოგადოება მათ იჯერებს და ავრცელებს კიდეც. რადგან ხალხის ცნობიერებას თავად ფაქტები კი არ განსაზღვრავენ, არამედ ის, თუ როგორ მიაწვდიან მათ ამ ფაქტებს, ამიტომ ლოგიკა მათთვის მიუღებელია და სიმართლისაკენ სწრაფვა, ამაო გარჯა.

მორჩილი, მონობას დაჩვეული და უმოქმედო საზოგადოება უზნეო თამაშში ყოველთვის საკუთარი ნებით იღებს მონაწილეობას.

პ.კაკაბაძე სასტიკად გვაფრთხილებს, რომ საზოგადოება მაშინაა სასაცილოცა და განწირულიც, როდესაც სულიერ სიღარიბეს, მომძლავრებულ ბოროტებას, ფანატიზმს, უკანონობასა და ძალადობას, მხოლოდ მიამიტური ოცნებებითა და ზღაპრული ილუზიებით უპირისპირდება.

კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი: ნაცარქექიებისათვის რეალური ძალაუფლების მოპოვება და მისი შენარჩუნება სხვადასხვა სირთულის პრობლემაა და დრამატურგი ამასაც სათანადო ყურადღებას უთმობს.

მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე თუთაბერს საიმედო თანამდგომები სჭირდება და მალე მათაც პოულობს. ასეთები აღმოჩნდებიან მისი ოტროველა მეზობლები: კაკუტა და ქუჩარა. სწრაფად და უშრომელად გამდიდრების ტრადიციული ქართული თვისებით ისინი პიესის არცერთ პერსონაჟს არ ჩამოუვარდებიან, ამიტომ ტყვიების ზუზუნში სანგრების თხრას, მიცვალებულების ძარცვა ურჩევნიათ. ისე, სიმართლე რომ ითქვას, მუშაობა არცაა კაკუტასა და ქუჩარას ნამდვილი მოწოდება. პ.კაკაბაძე მათ ირონიულად ამირანის გოშიებს უწოდებს, რადგან კარგად იცნობს ამ პერსონაჟების ბუნებას; ასეთი ადამიანი მუდამ შეუმჩნეველია, საბრალო, მშიერი, დაძონძილი, სიცივიდან მოსული და მოლაქუცე. მისი ერთადერთი სურვილი შეძლებული პატრონის გაჩენა და მის ნასუფრალზე ლუკმის პოვნაა. ხოლო ძაღლი ვის პურსაც ჭამს, მის კარზე ყეფს. კაკუტა და ქუჩარაც პირველსავე დაძახებაზე გამოეწყობიან თოფფარაჯაში და მხარში ამოუდგებიან „პატრონს”, მერე რა, რომ ერთხელ ასევე დაუფიქრებლად მიატოვებენ და კუდამოძუებულები მოკურცხლავენ? ეს მერყეობაც მათი ბუნების შემადგენელი ნაწილია, ძაღლიც ასევე იქცევა, როდესაც პატრონს შეშინებულსა და დაბნეულს ხედავს. სინამდვილეში კაკუტამ და ქუჩარამ სხვებზე უკეთ იციან, ვინცაა თუთაბერი, მაგრამ გომურისა და ულუფის შოვნის იმედად, ისევ მის ხელზე გაგორება ურჩევნიათ. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კაკუტასა და ქუჩარასნაირი მაწანწალები ყვარყვარიზმზე ბედით გადაჯაჭვული, მისი მარადიული თანამგზავრები არიან.

ყვარყვარეს არანაკლებ მნიშვნელოვანი მოკავშირე გაიძვერა ავანტიურისტი, მაზრის კომისარი, ტიტე ნატუტარია. კაკუტასა და ქუჩარასაგან განსხვავებით ის შორსმჭვრეტელი თეორეტიკოსია. ცოდნა აქვს, მაგრამ რეალურად ვერ გამოუყენებია, ამიტომ ყვარყვარეში საკუთარი მიზნების განხორციელების პრაქტიკულ საშუალებას ხედავს. ტიტე უბრალო მეოცნებე არაა, იგი თავისი ბუნებით „მეორე კაცია” და თუ ასეთი ადამიანების დახასიათებაში არ გადავაჭარბებ, ვიტყვი, რომ ისინი ძირითადად გავლენიან ადგილს ეტმასნებიან, ხელმძღვანელს ქებითა და მლიქვნელობით აბრუებენ, შემდეგ ინტრიგებს ხლართავენ, ჯაშუშობენ და შექმნილ სიტუაციაში ყოველთვის მაქსიმალურ სარგებელს პოულობენ. თანაც ტიტემ მშვენივრად იცის, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა სულმოკლე ხელისუფალს თუ ხელისუფლებას მოწყურებულ პირს ესაჭიროება თავისი მითოლოგია და მესიანისტური იდეა, რომლის საშუალებითაც იგი ძალაუფლებას განიმტკიცებს და დასაყრდენს გაიმაგრებს. და თუ ყვარყვარე ოდესმე „ღმერთობას მოინდომებს”, ამის მოგვარება მხოლოდ ნატუტარს შეუძლია.

„ტიტე - მე წინასწარმეტყველივით ვხედავ შენს სახეში უდრეკ ძალას, რომელიც დაეუფლება დიდ სახელმწიფოს... თქვენ იქნებით სახელმწიფოს უფალი, მაგრამ დაგჭირდებათ გვერდით პოლიტიკო სი, მეცნიერი. ასეთი მე ვიქნები. თქვენ მაგრად დაიჭერთ ხელში მოთურგვნილ ქვეყანას, მე კი მას სამოთხედ გადავაქცევ. მე ახლავე შემიძლია დავჯდე და დახუჭული თვალით დავწერო ბედნიერი სახელმწიფოს სრული კონსტიტუცია.”

ტიტეს ისევე სჭირდება უნებისყოფო და გაქნილი ხელმძღვანელი, როგორც ბოგანო და მცონარე ნაცარქექიას მეხოტბე, მეისტორიე და „ევანგელისტი”. ამიტომ ორი გაიძვერა საერთო ენას ადვილად პოულობს. მათ საზოგადოება უსაფუძვლო ტყუილებში უნდა დაარწმუნონ, რადგან მშვენივრად იციან, რომ ის, ვინც ადვილად ასულელებს ხალხს, საბოლოოდ მისი მბრძანებელიც ხდება.

ეს სიმართლე მაშინ დასტურდება, როდესაც ყვარყვარე საბოლოოდ ფესვებს გაიმაგრებს და გააბრაგებული ჯარით მაზრას შეესევა; ისე დაარბევს, რომ ბუდეში კვერცხს არ დატოვებს, ყველა საწყალსა და უმწეოს ზურგზე ბოლს ადენს, ალაფს კი აბრაგებთან ერთად გაინაწილებს.

ამგვარად, გუშინდელი მეოცნებე ჩამოყალიბებულ მოძალადედ და შარაგზის ავაზაკად მოგვევლინა.

ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დამახასიათებელი შემთხვევაა.

მოსაზრება, თითქოს საქართველო, ისევე, როგორც ზღაპრული ნაცარქექია, მუდამ ძლიერ მტერს ებრძოდა და გარკვეული ფიზიკური სისუსტისა თუ სიმცირის გამო იძულებული იყო მისთვის მხოლოდ მოტყუებით ეჯობნა, ნაწილობრივ ნათქვამი სიმართლეა და ეს „მიგნებული” შედარებაც ამ ეპიზოდზე უნდა დასრულდეს. ჯერ კიდევ საკამათოა, ვინ უფრო მოტყუებული დარჩა ისტორიის მანძილზე საქართველოს მტრები, თუ თავად საქართველო. გარდა ამისა, ასეთი თვისება არა მხოლოდ საქართველოს არამედ ყველა მცირერიცხოვან ერს ახასიათებს და ამაში განსაკუთრებული და „მისაგნები” არაფერია.

მეორე: ნაცარქექიების ნაქები ჭკუა და გონება, მხოლოდ დევის სიბრიყვის ფონზე გამოირჩევა და სულაც არ ნიშნავს, რომ იგი რეალური სიბრძნის ექვივალენტია. ესეც რომ არ იყოს, ცოდნის შეძენა და გაღრმავება აქტიური პროცესი გახლავთ და არა პასიური, ბუნება თავის საიდუმლოებას ბუზიყლაპიებს არასდროს უმხელს, კაცობრიობამ ცოდნა ბუნებასთან ხანგრძლივი და დაუღალავი კამათისა და ექსპერიმენტების შედეგად დააგროვა.

რაც შეეხება განცხადებას: „სიზარმაცე და ბაქიობა მისტიფიკაციაა, მომარჯვებული იმისთვის, რომ მტერმა ნაცარქექიას ნამდვილი თვისება ვერ ამოიცნოს”, იგი ძალიან მაგონებს იმ „კანონმორჩილი” მოჯახედის თვისებას, რომელიც ევროპისა თუ ამერიკის რომელიმე ქალაქში წლების განმავლობაში შეუმჩნევლადაა მოკალათებული და თავისი მიზნების განსახორციელებლად მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდება.

თუ საქართველოსთვის, მრავალსაუკუნოვანი არსებობის შემდეგ ამაზე უკეთესი შედარებები არ მოიძებნა, ჩანს, ჩვენი საქმე არც ისე კარგად ყოფილა.

გასაგებია, რომ ბიბლიური მეფე დავითის მსგავსად, გოლიათებთან მებრძოლი ნაცარქექია ჩვენს ეროვნულ ილუზიას კვებავს, მაგრამ იმაზეც დავფიქრდეთ, რომ გოლიათთან მებრძოლ დავითს მხოლოდ მისი ცხოვრების სულიერი შინაარსი ამარჯვებინებს და არა თვალთმაქცობა და მატრაბაზობა, ნაცარქექიების კმევით კი სინამდვილეში უვიცობას, სიზარმაცეს, უკანონობას და ძალადობას ვუმღერით ოსანას.

ამაზე პოლიკარპე კაკაბაძე დაფიქრდა და ყველაზე ადრე განაცხადა, რომ ნაცარქექია ტყუილსა და გაიძვერობას ვერც მტერთან მოიშლის და ვერც მოყვარესთან, რადგან ეს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი თვისებაა.

და „რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა” ჩვენთვის რეალობა ზღაპარზე მკაცრი და დაუნდობელი გამოდგა. საქმე ისაა, რომ ნაცარქექიებს ხშირად (ალბათ დევის გაცუცურაკების შემდეგ), ქვეყნის მართვის პრეტენზიები უჩნდებათ და ხელისუფლება- ში მოსვლის მერე საკუთარ ხალხს ფუჭი იმედებისა და ამაო დაპირებების გარდა ვერაფერს სთავაზობენ, ურჩობისთვის კი კეტს არ იშურებენ. სწორედ ამ როლში გვაჩვენა პოლიკარპე კაკაბაძემ ჩვენს მიერ გაპოეტურებული პერსონაჟი.

პიესის ფინალში ყვარყვარე თითქოს მარცხდება და ამბობს: „ეჰ, გათავდა შენი ჩალიჩი თუთაბერო. ამათ ხელში ჩემი ამინდი არ დადგება”-ო. მაგრამ ეს ის ძვალი იყო, რომელიც დრამატურგმა საბჭოურ ცენზურას გადაუგდო და რომლის წყალობითაც პიესა არასოდეს აუკრძალავთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყვარყვარეს ტიპაჟის, მისი სახის გააზრება ჯერაც არ დასრულებულა და მისი თავგადასავალი კვლავ გრძელდება.

ნიშანდობლივი ისაა, რომ პიესაში ბოროტება არ ისჯება, სხვაგვარად მისი ფინალი გულუბრყვილო და არაბუნებრივი იქნებოდა. ყვარყვარე ამ ბოროტების „აისბერგის” მწვერვალია, მისი ნამდვილი საძირკველი კი - საზოგადოებრივი აზროვნება - ხელუხლებელი რჩება. შესაძლებელია ქვეყანაში მრავალი მთავრობა და ეკონომიური ფორმაცია შეიცვალოს, მაგრამ თუკი თავად ადამიანი და საზოგადოება არ შეიცვალა, ბოროტების ფუძე ყოველთვის შეურყეველი დარჩება.

მეთორმეტე საუკუნიდან გვაფრთხილებდნენ: „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”-ო, მაგრამ ახლა ეგ ვიღას ახსოვს, ეს მანამდე იყო, სანამ ჩვენში ნასრედინის ““ფილოსოფია” გაიმარჯვებდა.

ამიტომაც გახდა ყვარყვარეობა ამ ქვეყნის განუკურნებელი სენი.

მთავარია საზოგადოებამ პრინციპული პოზიცია დაიკავოს და ამ „ბაქტერიას” გამრავლებისა და გააქტიურების საშუალება არ მისცეს, თორემ სანამ იცოცხლებს მითი „კეთილშობილი” ავაზაკების შესახებ, სანამ ხალხი რომანტიული თვალით შეხედავს სულიერ სიღარიბეს, სიცრუეს, უზნეობას, სიხარბეს, სხვისი ქონების მიტაცებას, ყვარყვარეები მუდამ ჩვენი ცხოვრების სუფრის თამადები იქნებიან და კმაყოფილებით განაცხადებენ: „ხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყესე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება. თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ჭკვიანურად უნდა დაარტყა.”

სამყაროზე ზნეობრივი გამარჯვება დოსტოევსკის გმირის მხარესაა. ყვარყვარე კი მხოლოდ სულიერი ხეიბრობით დაიტრაბახებს. ამიტომ, თუკი მიშკინის მაგალითზე დოსტოევსკიმ ის იდეალი დახატა, რომლისკენაც კაცობრიობა უნდა მიილტვოდეს, ყვარყვარე თუთაბერი ის საფრთხეა, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა ვერიდოთ.

კათარზისი კი ორივე გზის შეჯერებით მიიღწევა; საკუთარ თავში ბოროტების დათრგუნვით და სულიერი თვისებების აღმოჩენით.

0x01 graphic

22 რუსეთი

▲ზევით დაბრუნება


ლაშა ბუღაძე

0x01 graphic

ზურგქვეშ ბალიშამოდებული საქტელერადიო კომიტეტის თავმჯდომარე მწვანედ შეფერადებულ კედელთან მიმჯდარი თვლემდა, ხოლო მისი მეუღლე, ნადია, საყვარელი საქმიანობით - გაზეთ „თბილისის“ ბოლო გვერდზე დაბეჭდილი ნეკროლოგის კითხვით იყო დაკავებული, როცა მათ ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა.

ბატონმა ალექსანდრემ ზარის გაგონებისთანავე დაჭყიტა თვალები, თუმცა ყურმილის აღება არც უფიქრია - ყურმილს პირველი არასდროს იღებდა - სამსახურში მდივანი ეთერი აკეთებდა ამას, სახლში კი ნადია.

„შვილები ზაირა და მერაბი, მეუღლე ელისო, რძალი ქეთევანი, შვილიშვილი ლადო, ძმები გიორგი და ოთარი, რძლები...“ - სანამ სიტყვებამდე „ვიუწყებით რომ“ მიაღწევდა, კიდევ, სულ მცირე, ოცი სახელი და გვარი მაინც იქნებოდა ნადიას ჩასაკითხი, - საინტერესო მიცვალებული ჩანდა, უხვნათესავიანი, - საცოდაობა იქნებოდა ამ ნეკროლოგის უგულისყუროდ, სწრაფად წაკითხვა, ამიტომ ნადიამ ზარის გაგონებისთანავე მიიღო გადაწყვეტილება - ჯერ ყურმილისთვის ეპასუხა და მერე კი ბოლომდე გაცნობოდა ნეკროლოგს. ერთი კი ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ, რა არი ამ შუაღამისას რეკვაო და ყურმილსაც მკაცრად ჩასძახა:

- გისმენთ!

- ისა... მაქ არი საშა?

იმდენად მნიშვნელოვანი ხმა რეკავდა და შესაბამისად, ამ ხმიდანვე გამომდინარე, იმდენად მნიშვნელოვანი შეკითხვა იყო, რომ ნადია უნებურად გაიჯგიმა კიდეც.

- აქ არის, ახლავე, - უპატაკა შეშინებულმა და აკანკალებული ყურმილიანი ხელი გაიშვირა ქმრისაკენ.

ბატონი ალექსანდრე სწორედ ცოლის ხელის კანკალმა მიახვედრა, თუ ვინც ითხოვდა მასთან საუბარს, და სრულიად გამოფხიზლებულმა, საქმიანად, რიხით ჩაჰყვირა:

- გისმენთ, ვასილ პავლოვიჩ!

თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ნადიას სულ ტყუილად აუკანკალდა ხელის მტევანი - ჯერ ერთი, ის, ვინც რეკავდა, სულაც არ გახლდათ ისეთი საშიში, როგორებიც ბატონ ალექსანდრეს ყოფილი უფროსები იყვნენ, და მეორეც, დამრეკავი მის ქმარს არც ცეკაში უპირებდა ამ შუაღამისას გამოძახებას და არც სასაყვედურო ჰქონდა რამე რომელიმე გადაცემის გამო.

- უყურე ეხლა დიხტორს... ხვალინდელი ის წაიკითხა... კაკ ევო?! - დამტვრეული, რუსულსიტყვებშეზავებული ქართულით ალაპარაკდა ცეკას პირველი მდივანი, - ერთი კვირაა უჟე... ისა... ეტატ... ეს კაცი ზის. მეტი დაჟე. გძე ჟენშჩინა?.. ქალი სად არი?

- სულ ოთხი დიქტორი გვყავს, ვასილ პავლოვიჩ, ორი კაცი და ორი ქალი.

- ჟენშჩინა გძე, საშა?

- ამხანაგი ოდიკაძე?

- და!

- ისევ იქაა, ვასილ პავლოვიჩ, ოთხ დღეში მოსკოვში ჩავლიან.

- უჟე... ესა... აქ არ უნდა იყვნენ, კაცო?

- არა, ვასილ პავლოვიჩ... ზუსტად ჯდებიან თარიღებში.

- ა... ისა... მართალია?.. ტავარშჩი მნე გავარილი...

- რა, ვასილ პავლოვიჩ?

- ნუ, ეტა, რა... ჩტო ფიდელ ნი ხოჩეტ პუსკატ?!

- დიახ, ვასილ პავლოვიჩ, - ამოიოხრა საქტელერადიო კომიტეტის თავმჯდომარემ, - მეც მომივიდა ხმები ამხანაგი ოდიკაძის შესახებ.

- ეტა სკანდალ?

- ნეეტ, ვასილ პავლოვიჩ, რას ბრძანებთ... ჯერ ერთი, ალბათ, ჭორებია და თანაც... არაა ამხანაგი ოდიკაძე მაგის ჩიტი... მუშაკებიც ბლომად არიან, არც მიცემენ გასაქანს...

- კაი, საშა... ესლი შტო, ზვანი, ნუ.

- კი, ვასილ პავლოვიჩ...

- და ისა... საცივი. უთხარი ნადიას.

- აჰ, - გაუხარდა ბატონ ალექსანდრეს, - კი, ვასილ პავლოვიჩ, ეხლავე.

ასე ბედნიერად საქტელერადიო მაუწყებლობის თავმჯდომარე მანამ იცინოდა, სანამ ყურმილს დაკიდებდა, როგორც კი პირველ მდივანთან საუბარი მოასრულა, მაშინვე დასერიოზულდა და ცოლს მკაცრად მიუგო:

- საცივი უნდა.

- შენ წაიღეფ, თუ ისევ შოფერს გამოგზანის? - იკითხა ნადიამ, თუმცა ხმის ამოღებისთანავე მიხვდა, რომ ქმარი პასუხის ღირსად არ ჩათვლიდა - ბატონმა ალექსანდრემ ისევ ბალიში ამოიდო ზურგს უკან, მწვანე კედელს მიეყუდა და თვალები მოხუჭა.

ნადიამ თავის დაძარღვულ, ქალისთვის შეუსაბამოდ დიდრონ, გლეხურ ხელებს დახედა ინსტინქტურად და ფლოსტების ენერგიული ფრატუნით გაემართა სამზარეულოსკენ... ამ დიდრონი ხელებით უნდა შეექმნა ჯადოსნური საცივი ვასილ პავლეს ძე მჟავანაძისთვის! ნეკროლოგის ჩაკითხვას კი დილითაც მოასწრებდა...

* * *

- ...ხოლო ოცდასამ საათსა და ათ წუთზე მხატვრული ფილმი: „სახელს გაზაფხული დაგარქმევს...“

საქართველოს პირველი არხის კისერზე ჰალსტუხმოჭერილმა დიქტორმა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმარისად მოქანცული იყო, მაინც მძლავრად ჩაარაკრაკა ხვალინდელ გადაცემათა სია, მაგრამ სანამ მაყურებელს გამოემშვიდობებოდა, მანამდე თავს ძალა დაატანა, გაიღიმა და ტელეკამერის ობიექტივს სახეგაბადრულმა შეჰღაღადა:

- ბოლოხანობას, - თქვა მან, - უამრავ წერილს ვიღებთ ჩვენი პატივცემული მაყურებლისაგან. მაყურებელი კითხულობს: რატომ აღარ ჩანს ეს დღეები ჩვენს ცისფერ ეკრანებზე საქტელერადიო მაუწყებლობის პირველი არხის დიქტორი, ქალბატონი ლალი ოდიკა- ძე? ვითვალისწინებთ რა არაერთი მაყურებლის თხოვნას, ნათელი მოეფინოს ზემოთ აღნიშნულ საკითხს, გაუწყებთ, რომ ყველასათვის საყვარელი და ძვირფასი ქალბატონი ლალი აგერ უკვე ათი დღეა, რაც ძმურ კუბაზე, თავისუფლების კუნძულზე იმყოფება ჟურნალისტთა საკავშირო დელეგაციასთან ერთად და სულ მალე დაუბრუნდება თავის სამშობლოს!

* * *

გავანა. 24 მარტი.

ერთ კვირაზე მეტია უკვე აქა ვართ. რაც ჩამოველით, სულ კონფერენციებია, წესივრათ არც გამომიძინია, არეული მაქ დღე-ღამე... იმისთანა ხუთვაა, ვერ ვსუნთქავთ... თავი ცხელანა მეგონა და აქ ისეთი ამბავია, კაი ზამთარი მენატრება. ოთახში ორნი ვართ: მე და გალინა. კაი გულის გოგოა, მეგობრული. ანატოლი პეტროვიჩმა გუშინ შენიშვნა მოგვცა მე და გალიას, ღამის ორ საათამდე შუქი გენთოთ ოთახში, რატო არ გეძინათო? თითონ რატო არ ეძინა? ბავშებივით გვექცევა. გოგოები ეანგლებიან, ანატოლი პეტროვიჩ, ძილის წინ ზღაპარს თუ არ მოგვიყვებით, არ დავიძინებთო. მარა იმას არ წყინს. კაი კაცია ძალიან.

ჩემები მომენატრენ უკვე. ნეტა რა გადაწყვიტა ნათელამ, მაინც ჩააბარებს გეპეიში? კონსულმა გვითხრა, ხვალ ღამე დეპეშას გაგაგზავნიებთ „ჩერეზ მასკვუო“. ლამაზი კია ეს გავანა. იმდენი რამე ვნახეთ, რომ დაწერაც მეზარება.

საღამოს დიდი მიღებაა ჩვენ საელჩოში. ფიდელ კასტროც მოვაო, გვითხრეს.

24 მარტი. ღამის პირველის ნახევარი.

კასტრო გამეპრანჭა! მე მოვკვდე! არ მომჩვენებია! გადარევას ვარ. გალიამაც მითხრა. ჯერ ხო შემოცვივდენ დარბაზში სამხედროები, მერე ფიდელ კასტროც შემოვიდა დაცვასთან ერთად. ჯერ ელჩს მიესალმა, მერე ანატოლი პეტროვიჩს და ბოლოს ჩვენკენაც წამოვიდა. სათითაოდ ჩამოგვართვა ყველას ხელი და მე რო გამისწორდა, შემიყოვნდა რაღაცნაირათ, თვალებში შემომხედა, გამიღიმა და გამცთა. გალია გვერდით მედგა და იმსეკუნდშივე ჩამჩურჩულა, მოეწონე გონიო. ვიფიქრე, მაშაყირებს. ხელს რო მართმევდა, ისე ავნერვიულდი, მაგისი შეყოვნება და გაღიმება, მე თვითონ არც შემიმჩნევია - გალიამ გამახსენა მერე. გავიდა კიდე ცოტა ხანი. გრძელ სუფრასთან დაგვსვეს. იქეთ, თავში, ფიდელ კასტრო, ანატოლი პეტროვიჩი, ჩვენი ელჩი, ვიღაც გენერლები, ჩვენი კაგებეშნიკები და კიდე ვიღაცეები. ამოიღო კასტრომ სიგარა და გააბოლა, თან მე მომაშტერდა. გალიამ მხარიც კი გამკრა, გოგო, მე მოვკვდე, შენ თუ არ გიყურებდესო. მე იქეთ ვიხედები, მარა უკვე ვგრძნოფ, ამიწითლდა ლოყები, თან შევამჩნიე, უკვე საკონსულოს გოგოებიც იშმუშნებიან - წინ მეჯდენ მაგენი - და იცინიან თავისთვის. გავაპარეფ ცოტას მაგისკენ თვალებს - დედა! ისევ მიყურეფს! - გამოვიხედავ აქეთ, ვგრძნოფ: მაინც ჩემკენ იყურება. თან ლამაზია ეგ ოხერი! წარმოსადეგი, მაღალი... თეძოები აქ ცოტა განიერი... ქართველსაც გავს რაღაცით. მარა გავბრაზდი მაინც. მეთქი, წავალ ეხა, უთხარი კიდეც გალიას. ხო არ გაგიჟდიო, დაეტიე შენ ადგილზეო. მერე დაიწყო სადღეგრძელოები, გიტარაზეც დაიწყეს ვიღაც კუბელებმა დაკვრა და გაიხედა, ბოლო -ბოლო, იქეთ იმ გადარეულმაც! რუსი და ბელორუსი გოგოებიც ხო არიან ჩვენთან ერთად და რო გახურდასავით ქეიფი, წამოხტენ ესენი და ჩვენი ჯგუფის ბიჭებთან დაიწყეს ცეკვა. ზოგი ბიჭი არც წამოუდგათ და ისე დარჩენილი გოგოები ერთმანეთს ეცეკვენ - აბა უკან ხო არ დაჯდებოდენ! თვალები გაუფართოვდათ კუბელებს. ვგრძნოფ, გალიასაც უნდა ცეკვა, მარა არ მოუვიდა არავინ. ვფიქროფ, ეს ფიდელ კასტრო მაინც წავიდეს - მაგის გამო არიან ჩვენი ბიჭები შებოჭილები. ანატოლი პეტროვიჩიც დაძაბულია. ხოდა, რო ვარ ამ ფიქრებში, ვხედავ, ადგა ფიდელ კასტრო და წამოვიდა პირდაპირ ჩვენკენ. თან ოცი კაცი გამოყვა უკან. მომიახლოვდა, წამოვდექი და მეუბნება რაღაცას. კიდე კაი, ჩვენი თარჯიმანი ედგა გვერდით. თქვენთან უნდა ცეკვაო, მითარგნის. დავიბენი კი არა, გული კინაღამ გამისკდა!.. და გიჟი რო ვარ, მადლობა, მე არ მინდა - მეთქი, გაუღიმე. მაგას როგორ ამბობთო, გადაირია თარჯიმანი, უზდელობააო. მე კიდე, არ ვიცი რატო, მარა მაინც ჩემი დავიჟინე, არ მინდა - მეთქი ნუ! ამხანაგო, სკანდალია მაგიო, კიდე უფრო მომაწვა ისიც. ვხედავ, ანატოლი პეტროვიჩიც თვალებს მიბრიალებს. ეს კიდე, კასტრო, დგას და მიღიმის. რანაირათ ვეცეკვო? რა ვეცეკვო? - უკვე ამეების ფიქრიც დავიწყე, მარა უცეფ კასტრომ გამომიწოდა ხელი, თითქოს ხელის ჩამოსართმევათ... ჩამოვართვი მეც, ეგ კიდე დაიხარა და პირდაპირ ხელზე არ მაკოცა?! მერე რაღაც მითხრა და თარჯიმანს გახედა, მიდი ჰე, უთარგმნეო. კომპლიმენტს გეუბნებათო, მითარგმნა ამან, თან ვატყოფ, ძლიერ გაბრაზებულია. კასტრომ თავი დამიკრა, შებრუნდა და იმისთანა სისწრაფით გავარდა დარბაზიდან, ძლივს დაეწია დაცვა. ანატოლი პეტროვიჩი კიდე მომიბრუნდა და მეუბნება: სტიდნო, სტიდნო, ტავარიშჩ ოდიკა- ძეო. მარა, ნუ, რუსი გოგონები ისე დაიბოღმენ, რო ჩემ მტერს! ამეშალა მერე მეც ნერვები, მეთქი, გონი მართლა რაღაც გავაფუჭე, ამისთანა კაცი საცეკვაოთ მიწვევდა და რანაირათ გავჯიუტდი - მეთქი! მარა ხო მითხრა მაინც რაღაც კარგი?.. ამოვედით ცოტა ხნის ნომერში მე და გალია და ამანაც გამლანძღა, არ მოიქეცი სათანადოდო...

ეხლა ისე ვარ აფორიაქებული, ძლივს ვწერ!.. ნეტა ჩემი გოგოები იყვენ აქ!.. მაგენი კი დამამშვიდებდენ!.. რას წამოველი საერთოდ?! ეს კასტრო კიდე რანაირი ყოფილა... წავედი, წავედი... ეგება დავიძინო... რო მოვყვე თბილისში, არ დამიჯერებენ...

25 მარტი. დილის 11-ის ნახევარი.

კაკუნმა გაგვაღვიძა დღეს დილაზე! ვიღაც აქაური სამხედრო და გუშინდელი თარჯიმანი იყვენ. ბარათი უნდა გადავცეთ ამხანაგ ოდიკაძესო. აბა, თუ გამოიცნობ, ვინ მომწერა ბარათი? ფიდელ კასტრომ! რესტორანში მპატიჟებს დღეს საღამოზე. თარჯიმანმა მითხრა, უარის თქმა არ გაბედო, სამსახურიდანაც გამოგაგდებენ იმ შენ თბილისში და ხაზი გადაესმება შენ კარიერასო. მარტო მე მპატიჟებს - მეთქი, ვკითხე და კიო. კი მარა, მაგან რო რუსული არ იცის - მეთქი? მოვიფიქრეფთ რამესო. რა უნდა -მეთქი, რას გადამეკიდა? კინაღამ ტირილი დავიწყე. გადაირია გალია - გაეღვიძა ამასობაში მაგასაც - ქალს ამისთანა კაცი პაემანზე გპატიჟებს და რა გატირებსო? გამაგიჟებთ ეს ქართველებიო! რამე ცუდი არ უნდოდეს - მეთქი! შენ რა გგონია, ქალები აკლიაო, გადაირია თარჯიმანიც, სხვა რაღაც უნდა შენგან, ეტყობა ნამდვილად მოეწონეო. იმ კუბელ ჯარისკაცს ნაღდი გიჟები ვეგონეთ ალბათ.

მოკლეთ, რვა საათზე გამომივლის მანქანა და რაღაც რესტორანში მიმიყვანენ. იქ მოვა იგიც.

ვერ გამიგია, რა ხდება?.. მეშინია, ძალიან მეშინია... არ ვიცნობ ამ კაცს... და არც ის მიცნობს, მე ვინ ვარ!.. რატო წამოველი? რატო წამოველი საერთოდ!

* * *

- ოც საათზე ხვდებიან ერთმანეთს. ხართ საქმის კურსში?

- კი, ანატოლი პეტროვიჩ, რასაკვირველია.

- ჩვენი მუშაკიც უნდა გავაყოლოთ.

- პაემანზე, ანატოლი პეტროვიჩ?

- დიახ, მოსკოვს ვესაუბრე ამ წუთას, საქმის ვითარება გავაცანი და შესაბამისი დირექტივებიც მივეცი. ამხანაგ ოდიკაძეს ორი პირი გაჰყვება რესტორანში, უშიშროების მუშაკი და თარჯიმანი.

- თარჯიმანი საჭირო არ არის, ანატოლი პეტროვიჩ, ესპანური ჩვენმა ბიჭებმაც იციან.

- მართლა?

- დიახ, მოსკოვიდან მხოლოდ ასეთი კადრები წამოვიყვანეთ.

- ყველაზე უკეთ, ბიჭებო, რომელი ფლობთ ესპანურ ენას?

- ყველანი ნორმალურად ვსაუბრობთ, ანატოლი პეტროვიჩ...

- მაგრამ ყველაზე მეტად შივცოვი ითხოვს გაყოლას... იგორ სერგეიჩ, ამოიღეთ ხმა!.. ნუ გრცხვენიათ!.. ამხანაგი შივცოვი ჯერ კიდევ შერემეწიევოდან აკვირდება ამხანაგ ოდიკაძეს...

- აბა, რომელია შივცოვი?

- მე ვარ, ანატოლი პეტროვიჩ.

- ესე იგი, თქვენ გაყვებით ამხანაგ ოდიკაძეს?

- თუკი დამავალებთ, გავყვები, ანატოლი პეტროვიჩ.

- გახსოვდეთ, კასტროსთან ერთად სუფრასთან ჯდომა, თან ასეთ ინტიმურ ვითარებაში, არცთუ ისე იოლი საქმე გახლავთ.

- ვხვდები, ანატოლი პეტროვიჩ, რასაც გულისხმობთ. შევეცდები, არ შეგარცხვინოთ.

- ანატოლი პეტროვიჩ, კასტრო რომ გაბრაზდეს?

- არ გაბრაზდება... და რომც გაბრაზდეს, იგორ სერგეიჩი შეახსენებს, რომ ის თარჯიმანია...

- ეჰ, სჭირდება კი თარგმნა, ანატოლი პეტროვიჩ, სიყვარულს?!

- მიხარია, სვიატოსლავ ივანიჩ, რომ კარგ ხასიათზე ხართ, მაგრამ სიყვარული ერთია და მოსკოვის დირექტივები მეორე...

- გასაგებია, ანატოლი პეტროვიჩ, უბრალოდ გავიხუმრე.

- იგორ სერგეიჩ, დაადგინეთ რომელ რესტორაში მიდიან.

- უკვე დავადგინე, ანატოლი პეტროვიჩ, ოკეანის პირას... სახელიც კი ჩავიწერე: „პესკადო“.

- მაშ, შეუდექით საქმეს!

- არის, ანატოლი პეტროვიჩ!

- ...და აკონტროლეთ, რომ ბევრი არ დალიონ!

* * *

უშიშროების მუშაკმა, დაბალმა, ქერა და დაკუნთულმა იგორ შივცოვმა ქართველ დიქტორს რვის ნახევარზე გაუარა სასტუმროში.

- სალამი, - უთხრა, - მე უშიშროებიდან ვარ, პაემანზე მეც წამოგყვებით და რასაც ვერ გაიგებთ, ყველაფერს მოგითარგმნით.

ზუსტად რვა საათზე ფიდელ კასტროს გამოგზავნილი მანქანაც მოვიდა.

პატარა სუფრა რესტორნის ვეება ტერასაზე გაეშალათ, მაგიდაზე ორი სანთელი იდგა, სუფრას კი რევოლუციური კუნძულის ლიდერი ფიდელ კასტრო ეჯდა.

- მე ვიცი ცოტა რუსული, - უთხრა ფიდელმა უშიშროების მუშაკს, - ქალბატონი და მე მშვენივრად გავუგებთ ერთმანეთს.

- ვერ წავალ, - მოუჭრა შივცოვმა, - აქვე ვიდგები, ხელს არ შეგიშლით.

- არ მესმის, - გაუკვირდა კასტროს, - ვახშამზე თქვენც უნდა დაგვესწროთ?

- ეს ვახშამია?

- დიახ!

- ესე იგი, კი.

- მეგობარო, - გაღიმებას შეეცადა კასტრო, - ეს პაემანია, ვერ ხვდებით?!

- ჩემი აქ ყოფნა ცენტრალურ დონეზეა გადაწყვეტილი. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ დიქტორს ესპანური ენის არაფერი გაეგებოდა, ის გუმანით მაინც მიხვდა, რაზე ლაპარაკობდნენ კასტრო და შივცოვი. ერთი მხრივ, უნდოდა, რომ მუშაკიც სადმე ახლოს ყოფილიყო, მაგრამ მეორე მხრივ კასტროსიც ერიდებოდა, თან რაც უფრო დიდხანს უყურებდა, მით უფრო მოწონდა ეს მხარბეჭიანი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, სახელოებაკაპიწებული, წვეროსანი ახმახი...

- არ მენდობით? - განრისხდა კასტრო. შივცოვი დადუმდა და თავი ჩახარა.

- რა გაეწყობა, - მხრები აიჩეჩა კასტრომ, - რახან არ იშლით, იყავით! - და ლალის გაუღიმა, - ბოდიშს გიხდით, - და ხელი გაიშვირა სუფრისკენ.

- უი, - გაწითლდა ლალი, - იცით რუსული?

- რამდენიმე სიტყვა იცის მხოლოდ, - განმარტა შივცოვმა.

სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ოფიციანტებმა, ამასობაში, ნაირგვარი თევზეულობა შემოიტანეს და ქართველ დიქტორს თვალებდაჭყეტილი ვეებერთელა თევზი დაუდეს ცხვირწინ.

- რაც კი გემრიელი თევზი დაცურავს ჰაბანას წყლებში, ყველა თქვენთვის დავიჭირეთ, ლალი... - გაიღიმა კასტრომ.

- ვაი, ჩემი სახელიც იცის?! - კიდევ უფრო გაწითლდა ლალი.

- ვკითხო, საიდან გაიგო? - კისერი წაიგრძელა შივცოვმა.

- არა, არა... რას ამბობთ, უხერხულია.

- მე გავარკვიე, რომ თქვენ კავკასიელი ხართ, - საუბარი განაგრძო კასტრომ, - სტალინიც კავკასიაში არ დაიბადა?!

- დიახ, გორში.

- თუკი კიდევ გკითხავთ რამეს სტალინის შესახებ, არ უპასუხებთ, - ყურში უჩურჩულა ლალის შივცოვმა.

- რამე პრობლემაა? - დაიბნა კასტრო.

- არანაირი, განაგრძეთ ურთიერთობა.

კასტრომ ჯერ ლალის, მერე კი თავისთვისაც ჩამოისხა

წითელი ღვინო. შივცოვისთვის არც შეუთავაზებია.

- ბევრს ნუ დალევთ, - ანერვიულდა შივცოვი, - ანატოლი პეტროვიჩის ბრძანებაა.

- ხო უნდა მიუჭახუნო, კაცო?! - დაიბნა ლალი.

- გაუმარჯოს ლამაზ ქალბატონ ლალის! - ჭიქა აღმართა კასტრომ.

- ტრაფარეტული სადღეგრძელო, - თარგმნა შივცოვმა, - თუმცა თქვენს სილამაზაც გაუსვა ხაზი.

ცოტა ხანში კასტროსაც აუწითლდა ლოყები, ღვინო მოეკიდა, ენერგიულ ჟესტიკულირებას მოჰყვა, გალანძღა ამერიკელი იმპერიალისტები, ხოტბა შეასხა ლეონიდე ბრეჟნევს, რამდენჯერმე შივცოვსაც დაუბღვირა და სკამი ლალისკენ მიაჩოჩა, რამაც ამ უკანასკნელის ლოყების შეფაკვლა და ოდნავი შეცბუნება გამოიწვია.

ფიდელ კასტრო ღონივრად, მკაფიოდ გამოთქვამდა სიტყვებს, განსაკუთრებით კი იმ სიტყვებს, სადაც უხვადაა ასო -ბგერა „რ“:

- იმპერრრიალიზმუს... რრრევოლუციონ!

უეცრად, საგულედან სიგარების გრძელი კოლოფი ამოაცურა და ლალის გაუწოდა.

- რაც ჩვენთან არ იყიდება, იმას ნუ მოწევთ, - შეეშინდა შივცოვს.

- ჩეკებში ხო იყიდება?! - არ დაიბნა ქართველი დიქტორი, თუმცა სიგარის მოწევაზე მაინც უარი თქვა. კასტრომ კი გააბოლა და შეეცადა ქალბატონი ლექსების დეკლამირებით გაერთო.

- ლიტერატურა ჩემი სტიქიაა, პოეზიის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია... ვინ არის თქვენი საყვარელი მწერალი?

ლალი, ცოტა არ იყოს, დააბნია კასტროს შეკითხვამ, „რომელი ვუთხრა? - ჩაფიქრდა კიდეც, - რუსი თუ ქართველი?.. ეგებ ბალზაკი?“

- გალაქტიონი, - თქვა ბოლოს, - ჩემი საყვარელი პოეტია.

- შოლოხოვი უყვარს, - უთარგმნა კასტროს შივცოვმა,

- „წყნარი დონი“ ათჯერ მაინც მექნება წაკითხულიო.

- ნობელიანტი?

- დიახ!

- მოდით, ოკეანის პირას გავისეირნოთ! - წამოხტა კასტრო.

ლალის ერთი ჭიქაც არ ჩაუცლია ბოლომდე, მაგრამ, როგორც ჩანს, ნერვიულობამ თავისი ჰქნა და ამ ორმა ყლუპმაც საკმარისად დაათრო, თავს შედარებით თამამად გრძნობდა, კასტროს პასუხი კი არ გასცა - გადაიკისკისა, რაც უთუოდ დათანხმებას ნიშნავდა.

- განა სახიფათო არ არის ოკეანის პირას სეირნობა?!

- შეშფოთდა უშიშროების მუშაკი.

- მე ჩემ ქვეყანაში ვარ!.. რისი უნდა მეშინოდეს?! - დასჭექა კასტრომ.

- თუნდაც ამერიკელთა დესანტის...

კასტრომ შივცოვს არაფერი უპასუხა, ქართველ დიქტორს ხელი ჩასჭიდა და კიბეს ჩაუყვა.

- წყალში შესვლაზე არ დათანხდეთ! - აედევნა ლალის შივცოვი.

ქართველ დიქტორს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა და ქვიშიან ნაპირზე სიარული გაუჭირდა - ქუსლებით ესობოდა ქვიშაში, მაგრამ გახდაც მოერიდა, რამე ცუდი არ იფიქრონო.

ოკეანის პირას მცირე სეირნობის შემდეგ კასტრომ ჰაბანური ცეცხლოვანი ბლინის შეჭმა შესთავაზა ქალბატონს, თუმცა ლალიმ იუარა, მადლობელი ვარ, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია, სახლში უნდა წავიდეო.

- მაშინ შემპირდით, რომ კვლავაც მნახავთ, - შეეხვეწა კასტრო.

„რა უნდა, რამ გადარია?!“ - გაიფიქრა ლალიმ, თქმით კი უთხრა:

- დიახ, აუცილებლივ.

ქალბატონი კასტრომ მანქანამდე მიაცილა, მანქანაში ჩამჯდარს ხელიც დაუქნია და იქვე მდგომ შივცოვს ზიზღით გადახედა.

შივცოვს შიმშილისაგან კუჭი ერთი საათის წინ აუყმუვლდა პირველად, ახლა კი არა მარტო ყმუილი, უკვე ხმაურიანი მოთქმა -ბღავილი ისმოდა მისი მუცლიდან - მთელი საღამო ისე გაატარა, რომ ერთი ლუკმაც კი ჩაუდია პირში.

* * *

- რუსია?

- არა, კავკასიელია, რაულ... ქართველი. სტალინის ქვეყნიდან.

- რუსია, ესე იგი.

- არა, არა! სხვანაირია! მუქია უფრო. სხვა ენაზე ლაპარაკობს! რუსი ქალები კატებს გვანან... ეგ კი უფრო სავსეა, მრგვალი.

- მსუქანია?

- არა, არა... ლამაზია. თან სუ წითლდება. საყვარელია.

- მერე რეზიდენციაში ახვედით?

- არსადაც არ ავსულვართ! ჟერ ერთი, არც წამომყვებოდა და მეორეც, ვიღაც რუსი ოფიცერი მიუჩინეს... ნამდვილი დეგენერატი!.. გვერდიდან არ მოცილებია!.. მოკვლა მინდოდა!.. დარწმუნებული ვარ, შეეძლო წასვლა და არ წავიდა... ბრეჟნევს რა, ფეხებზე არ ჰკიდია მე აქ ვის გავეარშიყები?! მერე რა, რომ ლალი მისი ქვეყნის მოქალაქეა!

- რა ქვია?

- ლალი.

- ნეტა სტალინის დედასაც ლალი ხო არ ერქვა?!

- არ ვიცი, არ მახსოვს...

- მოკლედ, ის რუსი ვერ მოიშორე?

- ვერა... ცემა მინდოდა. ვიფიქრე კიდეც, ზვიგენებს ხომ არ გადავუგდო -მეთქი! უნდა მომეკიდა ხელი და ზღვაში შემეგდო...

- თუ გინდა, მოვნახავ და ბიჭებს გავალახინებ?!

0x01 graphic

- გადაირიე?! სკანდალია! მერე შენ მოუხდი ბრეჟნევს ბოდიშს?

- აბა, რა ვქნა, როგორ დაგამშვიდო?!

- შენ მე ვერ დამამშვიდებ, რაულ...

- ვიცი, ვიცი... რა ქვია... ლალი დაგამშვიდებს, არა?!

- მსხალივით გოგოა, მსხალივით!..

- ხვალ მიდიან.

- ხვაალ? მთელი დელეგაცია?

- კი, ასე ვიცი.

- არა, ეს გამორიცხულია... რამე უნდა ვქნათ!

- ჩვენ რა უნდა ვქნათ, ამას მოსკოვი წყვეტს!

- ლალი უნდა დავტოვო.

- მარტო ლალი?

- რამდენიმე ადამიანთან ერთად მაინც... რამე მიზეზი უნდა მოვიფიქროთ.

- რა მიზეზი, ფიდელ?

- ნუ, რამე...

- ხვალამდე დიდი დროა... რა, ერთ დღეში ქალს ვერ შეაბამ, ნუ გამაგიჟე?!

- შებმა რა შუაშია!..

- შენ მგონი მართლა შეყვარებული ხარ, ფიდელ...

* * *

26 მარტი. დილის რვის ნახევარი.

დედა, რა კაცია! რა ტემპერამენტი, რა ენერგია! გადამრია ქალი... ლექსები მიკითხა, მაქო, უდიდესი პატივი მცა, უდიდესი... სხვანაირათ მიყურეფს აშკარად! მიხვდა, რომ არ ვარ ისეთი ქალი... გალიამაც ეგ მითხრა, რო მოუყევი...

მარა მე მჭირს რაღაც. გუშინ ღამემდე მშვიდათ ვიყავი, მეშინოდა კიდეც მაგისი რაღაცნაირათ, მარა გუშინ ვეღარ დავიძინე... მთელი ღამე ლოგინში ვიწრიალე... არ ვიცი, რატო... არ ვიცი!.. არც მინდა მაგაზე ვიფიქრო!.. რა სისულელეა!.. ოჰ, რა არი მაინც ქალის გული, ოღონც ვინმე გაგვეპრანჭოს და... მარა ეგეც რომ არ არი ჩვეულებრივი კაცი!..

ოჰ, ფიდელ, ფიდელ, რა გინდოდა, შე საზიზღარო, ვიყავი ჩემთვის წყნარათ... ტელეფონი რეკავს. მერე გავაგრძელეფ.

გალინა ტელეფონის ზარმა გააღვიძა, - ბოხი ხმით, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა რაღაც და ისევ ძილი გააგრძელა.

ლალი დღიურის წერას შეეშვა, ტელეფონთან მიირბინა, ყურმილი ყურთან მიიბჯინა და გაშეშდა... ფიდელ კასტრო რეკავდა!

- ლალი... ნახვა! ნახვა!.. - ფიდელი რუსულად ცდილობდა ლაპარაკს, - ლალი, ფიდელი! ლალი, ფიდელი!.. ნახვა!

ლალი მხოლოდ შორისდებულებით, წყვეტილი ფრაზებითა და ფრთხილი, უხერხული კისკისით ეხმიანებოდა ფიდელს, ხოლო „კი - კი“ და „დიახ“, ნერვიულობისაგან, რამდენჯერმე ქართულადაც კი ამოსძახა...

საუბარი მოასრულეს თუ არა, ლალიმ უაზროდ, დაბნეულად იბოდიალა ნომერში, რამდენჯერმე შევიდა სააბაზანოშიც, ახურებული სახე წყლით გაიგრილა, ოდნავი შვება იგრძნო, გამოვიდა და ისევ თავის დღიურს მიუბრუნდა:

რა არის ეს? სიყვარულია თუ უბრალოთ გატაცება? მე რა მჭირს? მე? ფრთხილად, ლალი! ფრითხილად, ლალიკო!.. ეხლა უნდა გამოიჩინო ჭკუა!

ჩემი ნახვა უნდა, ასე გავიგე. რუსულათ და ესპანურათ ამბობდა რაღაც სიტყვებს. როგორ მოვიქცე ისე, რო არც უზდელობათ ჩამეთვალოს და არც რამეთი მოვატყუებიო თავი... თუმცა, მატყუებს კი რამეს?.. არა მგონია... ისეთი გულწრფელი იყო გუშვინ... მოკლეთ, არ ვიცი... დამაბნია, ამრია, გამასავათა ამ კაცმა!.. გალია, გაიღვიძე, შე საზიზღარო, მითხარი რამე! მოვკვდი ქალი...

სამი გვერდი აავსო ლალიმ სიტყვებით და ერთი საათი ისე გავიდა, ვერც შეამჩნია.

დღიურს კაკუნმა მოწყვიტა. კაკუნმა გალინაც გამოაფხიზლა ცოტა ხნით, - თავი წამოსწია, კვლავ გაუგებრად ადუდღუნდა და ისევ ძილი გააგრძელა.

ლალიმ კართან მიირბინა, გამოიაღო და გაშეშდა... ზღურბლთან შივცოვი იდგა.

- უნდა ვისაუბროთ, - თქვა.

- დიახ...

- შეიძლება შემოვიდე?

- კი ბატონო, მობრძანდით.

ლალი ოთახში შეუძღვა შივცოვს.

- უი, აქ თქვენს მეგობარს სძინავს! - შეიცხადა, - არ გავაღვიძოთ... ეგებ დერეფანში გვესაუბრა?

- როგორც გნებავთ...

შივცოვი და ლალი ისევ უკან, დერეფანში გამოვიდნენ.

- მაშ, ასე, - ჩაახველა შივცოვმა, - ტელეფონები ისმინება. ყველა ნომერში.

- დიახ...

- თქვენც მოგისმინეთ.

- ა, თქვენ უსმენთ?

- დიახ, აბა სხვა ვინ უნდა უსმენდეს?!

- მე მეგონა, კუბელები გვისმენდნენ...

- კუბელები კუბელებს უსმენენ, ჩვენ - ჩვენებს.

- დიახ, უცეფ ვერ მივხვდი და...

- არა უშავს. საათნახევრის წინ ფიდელს ესაუბრეთ.

- კი...

- მან შეხვედრა გთხოვათ...

- დიახ.

- კვლავ პაემანი...

- აჰა.

- მეორე პაემანი არ შედგება!

- ?

- და არც მესამე! ხვალ დილით მივემგზავრებით. ფიდელს უკვე ველაპარაკე. ახლა სწორედ მისგან მოვდივარ.

- დიახ...

- ვუთხარი, რომ თქვენ ფეხმძიმედ ხართ, სახლში სამი შვილი და ქმარი გელოდებათ...

- უი...

- დიახ... და რომ თქვენი ქმარი უშიშროების კომიტეტის მაღალჩინოსანია.

- კი მაგრამ, ეს ხომ ტყუილია, მე გათხოვილიც კი არა ვარ!

- ვიცი, მოვატყუე... და გავაფრთხილე კიდეც, რომ თქვენთან არშიყი საბჭოთა უშიშროების კომიტეტის შეურაცხყოფას ნიშნავს... ვუთხარი, რომ ეს ამბავი ნამდვილად

არ ესიამოვნებათ პოლიტბიუროში!

- დიახ...

- რატომ გეტირებათ?

- არ ვიცი...

- ნუ გეტირებათ! ლაჩარი აღმოჩნდა... შეეშინდა. ფარ -ხმალი დაყარა. ბრძოლაზე უარი თქვა.

- რატომ მოატყუეთ?

- იმიტომ, რომ მე არ ვარ ლაჩარი...

- დიახ...

- იცით ჩემი სახელი?

- არა...

- ტუჩი გითრთით... იგორ სერგეიჩი მქვია.

- დიახ...

- თქვენ - ლალი, ვიცი.

- კი, ლალი...

- ჯერ კიდევ მოსკოვიდან, შერემეწიევოდან გითვალთვალებთ... მე თქვენ მომწონხართ, ლალი... და... იცით... პირდაპირ გეტყვით: ეს, შესაძლოა, მოწონებაზე მეტიც იყოს...

- დიახ...

- ანუ, შეიძლება მიყვარხართ კიდეც...

- კი, მესმის...

- უცოლშვილო ვარ. ნორმალური ხელფასი მაქვს. ოროთახიანი ბინა მედვედკოვოში... უბანია ასეთი, მოსკოვში... ვიბრძოლებ თქვენთვის! პირველი ბრძოლა უკვე მოვიგე. აღარ შეგხვდებათ, აგერ ნახავთ!

- დიახ... და მაშინ რო... ის...

- რა, ლალი?

- თქვენი ინიციატივით გამოგვყევით რესტორანში?

- არა, ანატოლი პეტროვიჩს შევეხვეწე და მე გამომიშვა, თორემ სხვას მოგამაგრებდათ.

- გასაგებია.

- ესე იგი, დაიხსომეთ, ლალი: ფაქტობრივად... მიყვარხართ.

- კარქით...

- ნახვამდის.

- ნახვამდის.

- ჩამომართვით ხელი!.. აი, ასე. აბა, შეხვედრამდე.

ვინ არი ეს იგორ სერგეიჩი? რა ჯანდაბა უნდა?! მეზიზღებიან, მეზიზღებიან რუსი კაცები!!!

დავხევ ამ დღიურს, დავხევ, მარა მანამდე რასაც ვფიქროფ, მაინც ჩავწერ:

არ გაუხარდათ ჩემი ბედნიერება რუსებს! დაიბოღმენ კასტროს მე რო მოვეწონე და მაგათ ბოზებს ზედაც რო არ შეაფურთხა! კომუნისტს რა უქნეს და კაპიტალისტს რას უზამენ!

დედა, დედა, ეს რა ხალხია! გაფუჭებული ქალი გამომიყვანა იმის თვალში... თურმე, ქმარი მყოლია და თან მაგას მივყვებოდი რესტორანში... გაგიჟდება კაცი, რას იფიქრებს!.. რა ვქნა, სად მივაგნო, როგორ დაურეკო? როგორ აუხსნა?.. მოვკლავ ამ გალიასაც, ბალიშს დავაფარეფ თავზე!!!

* * *

საქ სსრ ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ვასილ პავლეს ძე მჟავანაძემ საქტელერადიო კომიტეტის კოლექტივთან მცირე შეხვედრა - თათბირის შემდეგ, თავმჯდომარეს, ბატონ ალექსანდრეს მკლაური გაუყარა და ყურში უჩურჩულა:

- ვი ს ტოვარიშჩომ ოდიკაძე დარჩით. დელო იესც. ცოტა ხანში ვეებერთელა კაბინეტში მხოლოდ სამნი - პირველი მდივანი, კომიტეტის თავმჯდომარე და დიქტორიღა დარჩნენ.

- ნუ კაკ კუბა? - ჰკითხა მჟავანაძემ ლალის.

- უჰ, დიდებული, ვასილ პავლეს ძევ... ახლა „საბჭოთა ხელოვნებასა“ და „კომუნისტში“ გამოქვეყნდება ჩემი იქაური შთაბეჭდილებები...

- კარგია... მაგეებს პატომ რასკაჟეწე... ახლა აქეთ წამობრძანდით...

- საით, ვასილ პავლეს ძევ? - დაიბნა ლალი.

- აქით... ვ ზადნოი კომტაწე.

ლალიმ კომიტეტის თავჯდომარეს გადახედა.

- გაჰყეთ, - მკაცრად მოუჭრა იმანაც.

ლალი წამოდგა და პირველ მდივანს კაბინეტის უკან, მოსასვენებელ ოთახში შეჰვა.

მჟავანაძემ ლალის დივანზე ჩამოჯდომა შესთავაზა.

- საძიწეს, - უთხრა, - ათ წუთს მოიცდით, მერე ამ ტელეფონზე დარეკავენ და უპასუხეფთ. მე კაბინეტში დაგელოდებით.

და გავიდა.

დივანთან გრძელი ტუმბო იდგა, ტუმბოზე რამდენიმე ბრტყელი, უნომრო ტელეფონი იდო.

გავიდა ათი, თხუთმეტი, ოცი წუთი, ტელეფონები კი მაინც ჯიუტად დუმდნენ.

მჟავანაძემ შემოიხედა კიდეც:

- არ დარეკა?

ლალიმ თავი გააქნია. მჟავანაძემ მხრები აიჩეჩა და გავიდა. როცა ლალის საბოლოოდ გადაეწურა იმედი, წითელი ტელეფონი სწორედ მაშინ ახმაურდა. ლალიმ ყურმილი ყურთან მიიდო და გაშეშდა...

- ლალი? - იკითხა კასტრომ.

- დიახ, - ხმა აუკანკალდა დიქტორს.

- ლაალი... - გაიმეორა კასტრომ. მერე კი ვიღაც რუსის ხმა გაისმა.

- სალამი, მე თარჯიმანი გახლავართ, მგონი შევხვედრილვართ კიდეც... ფიდელი მთხოვს, რომ გითხრათ: მან იცის, რომ მოატყუეს, და, შესაბამისად, ეჭვი აქვს, რომ თქვენც ტყუილი გითხრეს მის შესახებ. მას თქვენს მიერ ხელმოწერილი ბარათი გადასცეს, სადაც თქვენ ითხოვთ, რომ კასტრომ თავი დაგანებოთ. ფიდელს აინტერესებს, მოაწერეთ თუ არა ჰაბანაში ხელი რაიმე ასეთი სახის დოკომუნტს?

- არა!

- გასაგებია. ყურმილს მართმევს. ესაუბრეთ. ყურმილში ისევ კასტროს ხმა გაისმა:

- ლალი...

- დიახ...

და კასტრომ ბორძიკ -ბორძიკით, ძლივსძლიობით ამოთქვა ქართული სიტყვები:

- ისწავლეთ ლალი ესპანური ენა!

კომიტეტის თავმჯდომარე და დიქტორი ვასილ პავლეს ძე მჟავანაძემ კაბინეტის კარამდე მიაცილა, ლალისთვის არაფერი უთქვამს, ბატონ ალექსანდრეს კი მხარზე ჩამოუტყაპუნა ხელი და ღიმილით უთხრა:

- ნადია... საცივი... გეხვერწები.

- კი, კი, ვასილ პავლოვიჩ, აბა რა!

ხმა არც ლალის ამოუღია, თითზე ოქროს ბეჭედი ჰქონდა წამოცმული, ქვემოთ, „ჟიგულიში“ კი შივცოვი ელოდა.

23 ხეობა

▲ზევით დაბრუნება


უმბერტო ეკო

0x01 graphic

ჩემი მოგონებების ჯაჭვი ჩახვეულ ასკარიდას ემსგავსება, ოღონდ უთავოს, ბრმად რომ დაეხეტება ლაბირინთში და ყოველ წერტილს, ყოველ მონაკვეთს სამოგზაურო მარშრუტის სტარტადაც იყენებს და ფინიშადაც. მეც მოთმინებით ველოდები, როდის მეწვევა ეს თავნება, მხოლოდ საკუთარ ლოგიკას დამორჩილებული მოგონებები. ასე ალბათ ნისლიან ამინდში ხდება. მზიან დღეს საგნებს შორიდან ხედავ და როცა ვინმესთან ან რაიმესთან გინდა მიახლოება, შენ თვითონ ირჩევ საჭირო მარშრუტს, თავადვე ცვლი შენი სვლის მიმართულებას, ნისლიან ამინდში კი თუ ვინმეს ან რაიმეს უახლოვდები, ვიდრე მთლად ცხვირით არ შეეჯახები, ვერ გაიგებ, ვისთან ან რასთან გაქვს საქმე.

ორატორიოში გატარებული წლები მხატვრული ფილმივით ჩამიქროლებს ხოლმე თვალწინ. ამ მოგონებებს აღარაფერი აქვს საერთო ჩახვეულ ასკარიდასთან, უფრო კინოკადრების ლოგიკურ თანმიმდევრობას ემსგავსება.

1943 წელს ქალაქიდან სოლარაში გადავედით საცხოვრებლად. თერთმეტი წლის ბიჭუნა სულ მთლად შემცვალა ევაკუაციამ. ქალაქში მელანქოლიური ბავშვი ვიყავი, დღის მანძილზე ერთორ საათს თუ წავითამაშებდი ტოლ-მეგობრებთან, დანარჩენ დროს კი წიგნებს ჩავკირკიტებდი. სოლარას სკოლაში მარტო დავდიოდი, უფროსები თან აღარ დამყვებოდნენ; ჟივილ-ხივილით ვედებოდით ბავშვები მინდორ-ვენახებს, სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, მივნავარდობდით. ქარივით თავისუფალი ვიყავი უკვე, თვალწინ სულ უცხო, ჯერ არნახული სანახები მეშლებოდა, უამრავი მეგობარიც შევიძინე და მათთან ერთად „ვიპყრობდი ახალ ტერიტორიებს.“

როდესაც მოკავშირეები ქალაქს ბომბავდნენ, ჩვენ, სოლარაში გადასულები, ფანჯრიდან თუ ვკიდებდით თვალს შორეულ გაელვებას და მეხის გრგვინვის მსგავსი ხმაც შორიდან ჩაგვესმოდა. ეს დაბომბვები ქარიშხალივით გვატყდებოდა თავს; ომმა ბავშვებიც ფატალისტებად გვაქცია; მშვიდად, უდარდელად ვთამაშობდით სამშაბათ საღამოდან შაბათამდე. ნუთუ მართლა უდარდელად? ჩვენც ხომ ხშირად გვიტევდა მეტ-ნაკლები სი- ძლიერით მელანქოლია, ისეთი, ყველას რომ ეუფლება, ვინც კი ცოცხალი გადაივლის გვამებით მოფენილ მინდორს!

ორატორიოში, სადაც შუადღისას, სკოლის შემდეგ მივდიოდით, დროს თავისუფლად და ლაღად ვატარებდით, ერთი ეგ იყო, ექვს საათზე კატეხიზმოში სავარჯიშოდ და სამადლობელი ლოცვების აღსავლენად გვერეკებოდნენ, დანარჩენ დროს კი ჩვენს გემოზე ვერთობოდით. იქ მარტივი კონსტრუქციის კარუსელი გვქონდა, რამდენიმე საქანელა და თეატრი, რომლის სცენაზეც პირველად ვეზიარე „მსახიობის პროფესიას,“ როცა სპექტაკლში „პატარა პარიზელი გოგუცანა“ მარგუნეს როლი. ორატორიოს ჩვენზე უფროსი ბიჭებიც აკითხავდნენ, ზოგჯერ ახალგაზრდა კაცებიც კი, ჩვენ რომ მოხუცებად გვეჩვენებოდნენ. ისინი იქ პინგ-პონგითა და ბანქოთი იქცევდნენ თავს, თუმცა არ მახსოვს ოდესმე ფულზე ეთამაშათ. ის დალოცვილი დონ კონიასო, ორატორიოს დირექტორი, მათგან დიდ ღვთისმოსაობას არც ითხოვდა, იმითაც გახლდათ კმაყოფილი, ჩვენ რომ გვსტუმრობდნენ და ყუმბარების წვიმაში „კაზა როსასკენ“, მთელს იმ მხარეში განთქმული ბორდელისკენ, არ მიაქროლებდნენ ველოსიპედს.

პარტიზანებზეც იქ შევიტყვე, ორატორიოში, 43 წლის 8 სექტემბრის შემდეგ. თავდაპირველად ჩვეულებრივი ყმაწვილები იყვნენ, რესპუბლიკის ჯარში გაწვევას ან ნაცისტურ გერმანიაში სამუშაოდ გარეკვას რომ გაურბოდნენ, მოგვიანებით კი მათ მეამბოხეებს უწოდებდნენ, რადგან ამ სიტყვით მოიხსენიებოდნენ ოფიციალურ კომუნიკეებში. და მხოლოდ მაშინ, როცა გავიგეთ, ათი მათგანი, მათ შორის ერთი სოლარელიც, სიკვდილით რომ დაესაჯათ ნაცისტებს და ლონდონის რადიომაც რომ გადმოსცა მათ შესახებ, დავიწყეთ ამ ბიჭების პარტიზანებად, ანდა პატრიოტებად მოხსენიება. თავად ისინი „პატრიოტს“ ანიჭებდნენ უპირატესობას. სოლარელები პარტიზანებს გულშემატკივრობდნენ, ის ბიჭები ხომ იმ მხარეში დაიზარდნენ და როცა კვლავ გამოჩნდნენ ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს ზედმეტი სახელი შეეძინა, - ზღარბა, ლურჯწვერა, ელვა - იქაურები მაინც ადრინდელი სახელებით მიმართავდნენ. ბევრი მათგანი ორატორიოში მენახა ადრე; ისინი იქ სცოპა-ს თამაშობდნენ და შეფერთხილი, გაცრეცილი პიჯაკები ეცვათ. ახლა კი ფარფლებიანი ბერეტებით იწონებდნენ თავს, მხარზე პატრონტაში გადაეკიდათ, ავტომატებსაც ატარებდნენ და ქამარზე ორ-ორი ყუმბარა ან ბუდიანი რევოლვერი ჰქონდათ მიმაგრებული. ინგლისის არმიის წითელი ხალათები და პიჯაკები ეცვათ, სამეფო გვარდიის ოფიცერთა შარვლები და გამაშები. თვალს ვერ მოწყვეტდით, ისეთი ლამაზები იყვნენ.

1944 წელს პარტიზანები მოულოდნელად ჩნდებოდნენ სოლარაში და ელვისებურ თავდასხმებს აწყობდნენ მაშინ, როცა „შავხალათიანები» სადმე სხვაგან დათარეშობდნენ. პარტიზანებს შორისაც იყო განსხვავება: ხან ცისფერყელსახვევიანი ბადოგლისტები მოდიოდნენ, რომლებზეც ხალხი ამბობდა, მონარქიას უჭერენ მხარს და იერიშზე გადასვლისას „სავოია, სავოიას“ გაჰყვირიანო, ხანაც წითელყელსახვევიანი გარიბალდისტები, მეფისა და მისი მარჯვენა ხელის, ბადოგლიოს განმაქიქებელ „ჰიმნებს“ რომ მღეროდნენ. ბადოგლისტები უკეთ იყვნენ შეიარაღებული; ხალხი იმასაც ამბობდა, მაგათ ინგლისი უგზავნის დახმარებას, სხვა პარტიზანებს კი არ სწყალობს, რადგან ისინი ყველანი კომუნისტები არიანო. გარიბალდისტებს, „შავხალათიანების“ მსგავსად, ავტომატები ჰქონდათ, ცხადია, ხანმოკლე შეტაკებების ანდა იარაღის საწყობზე თავდასხმის დროს მიტაცებული, ბადოგლისტები კი უკანასკნელი მოდელის სტენის სისტემის ტყვიამფრქვევებით იყვნენ აღჭურვილი. ერთმა ბადოგლისტმა ნება დამრთო, მისი იარაღიდან გამესროლა. ისინი, უმეტეს შემთხვევაში ან წავარჯიშების მიზნით ისროდნენ, ანდა სულაც გოგონებისთვის თავის მოსაწონებლად.

გრანიოლა ხშირად სტუმრობდა ორატორიოს. სულ იმას ითხოვდა, ჩემი სახელის წარმოთქმისას მახვილი პირველ „ა“ -ზე გააკეთეთო, მაგრამ ყველა მაინც გრანიო ლას ეძახდა, ანუ მის სახელს მახვილი „ო“-ზე მოუდიოდა და ეს სიტყვა უნებურად საარტილერიო ცეცხლის ასოციაციას იწვევდა. გრანიოლა ამბობდა, მშვიდობიანი კაცი ვარო, მაგრამ მეგობრები აჩუმებდნენ, კარგი, კარგი, ჩვენც ვიცით რაღაცო. ხმები დადიოდა, რომ გრანიოლას მთაში გახიზნულ გარიბალდისტთა რაზმებთან ჰქონდა ურთიერთობა; ვიღაცა იმასაც ამტკიცებდა, იმათი ერთ-ერთი მეთაურია და ქალაქში ცხოვრებით თავს საფრთხეში იგდებს, უჯობს მთაში დაიმალოს, თორემ, თუ მისი საქმეები გამოაშკარავდა, თვალის დახამხამებაში მიახვრეტენო.

„პატარა პარიზელ გოგუცანაში“ გრანიოლაც თამაშობდა და ჩემს მიმართ აშკარად კეთილად იყო განწყობილი, „ტრესეტეს“ თამაშიც მან მასწავლა; სხვა ბიჭებს მაინცდამაინც ვერ უგებდა, მე კი ზოგჯერ საათობით მესაუბრებოდა. თავადვე იცოდა, ისეთ აღმაშფოთებელ აზრებს რომ გამოთქვამდა, რომელთა გამოც უფროსები ანარქისტად ჩათვლიდნენ, მე კი ალბათ, როგორც ბავშვს, ისე მენდობოდა.

მას ჩემთვის აკრძალული პლაკატებიც კი უჩვენებია, მაგრამ, ცოდვას ვერ ვიტყვი, ხელში არასდროს მოუცია. თუ ვინმეს უნახეს, მაშინვე დახვრეტენო, მაფრთხილებდა. მისგანვე შევიტყვე ნაცისტების მიერ რომში, არდეატინის მღვიმეებში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაზე. „ჩვენი მეგობრები ზემოთ არიან, მთებში, ასე რომ, მსგავსი აღარაფერი მოხდება. გერმანელებს კი კუდით ქვა უნდა ვასროლინოთ... კაპუტ!“ - მეუბნებოდა გრანიოლა.

ადრე გრანიოლა რომელიღაც სახელოსნო სასწავლებელში ასწავლიდა, არ ვიცი რა საგანს, მაგრამ ყოველ დილას ველოსიპედით მიიჩქაროდა სამსახურში და შინ შუადღეზე ბრუნდებოდა. მერე ხელი აიღო მასწავლებლობაზე. ზოგი ამბობდა, სამსახური იმიტომ მიატოვა, რომ სულით და გულით პარტიზანულ მოძრაობაში გადაეშვაო, სხვები კი ჩურჩულებდნენ, ჭლექი სჭირს და იმიტომო. გრანიოლა მართლაც ჰგავდა ჭლექიანს: ჩატეტკილი, ნაცრისფერი სახე, საეჭვოდ შეწითლებული ყვრიმალები, ჩავარდნილი ლოყები, განუწყვეტელი ხველა... კბილები არ უვარგოდა, ცალ ფეხს ითრევდა, მგონი პატარა კუზიც ჰქონდა, წვრილი კისერი საყელოში უყანყალებდა, სამოსიც ტომარასავით ეკიდა ტანზე. სცენაზე ან უარყოფით გმირს ასახიერებდა, ანდა რომელიღაც იდუმალი ვილის კოჭლ ყარაულს.

ხალხი ამბობდა, ნამდვილი სიბრძნის წყაროა, არაერთხელ მიუწვევიათ უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად, მაგრამ სულ უარზე იდგა, რადგან თავისი მოსწავლეები უყვარდა და არ უნდოდა მათი მიტოვებაო. ერთხელ მითხრა: „იცი რა, იამბო... ჯანდაბას ყველაფერი! მე მხოლოდ ღარიბი ბავშვების სკოლაში ვასწავლიდი, თანაც სხვა მასწავლებელს ვცვლიდი. ამ ოხერი ომის გამო კოლეჯიც კი ვერ დავამთავრე. ოცი წლისას საბერძნეთში მიკრეს თავი, მუხლშიც იქ დავიჭერი. თუმცა, ეგ არაფერი, არც კი მეტყობა. საქმე ის არის, რომ იმ ტალახსა და ნესტში საზიზღარი სენი შემეყარა და დღემდე სისხლს ვაფურთხებ. თუ ოდესმე ხელში ჩამივარდა ის თავგასიებული (გრანიოლა ასე მუსოლინის მოიხსენიებდა), მართალია, ვერ მოვკლავ, რადგან, საუბედუროდ მხდალი ვინმე ვარ, მაგრამ, სამაგიეროდ, ისე დავუწიხლავ უკანალს, რომ მთელი დარჩენილი სიცოცხლე - რაც ვიმედოვნებ, დიდხანს ვერ გასტანს - უფუნქციოდ დაურჩეს... იმ იუდას, იმას...

ერთხელ ვკითხე, რას დადიხარ ამ ორატორიოში, აკი ყველა ათეისტს გეძახის-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ხალხს ვხვდები, გარდა ამისა, ათეისტი კი არა, ანარქისტი ვარო. მაშინ მე წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყვნენ ანარქისტები და მან ამიხსნა, რომ ეს იყო ხალხი, რომელსაც თავისუფლება სწყუროდა და არ სცნობდა მბრძანებლებს, მეფეებს, მღვდლებსა და სახელმწიფოს: „მთავარია, სახელმწიფო არ იყოს, აი, ისეთი, რუსეთში რომ შექმნეს კომუნისტებმა. იქ ხომ ხალხს სახელმწიფო კარნახობს, როდის უჯობს მოსაქმება“.

მერე ისიც ვკითხე, მაშინ გარიბალდისტებთან რაღა გინდა, ისინიც ხომ კომუნისტები არიან-მეთქი. მითხრა, ჯერ ერთი, ყველა მათგანი კომუნისტი არ არის, იქ სოციალისტებიც არიან და ანარქისტებიც, და მეორეც, ახლა ჩვენ ყველას საერთო მტერი გვყავს - ნაცისტები - და ურთიერთობის გარკვევის დრო არ არის, ჯერ ერთად მოვიპოვოთ გამარჯვება და მერე დავადგენთ, ვინ ვინ არისო.

„მისმინე, იამბო. ორატორიოში იმიტომ დავდივარ, რომ ეს მართლაც კარგი ადგილია. გარიბალტისტების არ იყოს, არც მღვდლები არიან ფრთიანი ანგელოზები, მაგრამ მათ შორის ღირსეულ ადამიანებსაც შეხვდება კაცი. თანაც ახლა, როცა ბავშვებს უჩიჩინებენ, რომ კარგ ფაშისტს მხოლოდ წიგნი და მუშკეტი ქმნის, პირდაპირ მისწრებაა ეს ორატორიო. ის, ვინც აქ დადის, ხელიდან მაინც არ წავა, კარგ რაღაცებსაც ისწავლის ალბათ. მერე რა, ზოგ რამეზე თავს რომ იგიჟებენ, ასე არ ქნათ, ეს არ გააკეთოთო. თქვენ ხომ მაინც აკეთებთ ამას, და მერეღა, მოგვიანებით აღიარებთ. აი, მეც მოვდივარ აქ და დონ კონიასოს ვეხმარები. მესის დროს ჩუმად ვზივარ ბოლო რიგში, იმიტომ, რომ დიდი ხათრი მაქვს იესო ქრისტესი, რასაც ვერაფრით ვერ ვიტყვი ღმერთზე“.

რაღაზე არ ვლაპარაკობდით მე და გრანიოლა! ყოველთვის იცოდა, რას ვკითხულობდი და ისიც ხალისით მირჩევდა წიგნებს: „ვერნი ათი თავით სჯობს სალგარის, მეცნიერულად მაინც აზროვნებს. გლიცერინის მწარმოებელი საირეს სმიტი უფრო რეალურია, ვიდრე ის სანდოკანი, გამწარებით რომ იბრაგუნებს მკერდში მუშტებს, რახან ვიღაც თხუთმეტი წლის გომბიოზე შევარდნია გული.

გრანიოლა სოკრატესა და ჯორდანო ბრუნოზეც მიყვებოდა; სხვათა შორის, ბაკუნინზეც, რომლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ადრე ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა; მიამბობდა კამპანელასა და გალილეოზე, ერთი სიტყვით, ყველა იმ გონიერ, განათლებულ ადამიანზე, მღვდლები დილეგში რომ ამწყვდევდნენ და აწამებდნენ. გრანიოლასგან შევიტყვე მათზე, ვისაც არდიგოს მსგავსად, საკუთარი ხელით გამოეჭრა ყელი, რადგან ძლიერნი ამა ქვეყნისა და ვატიკანი სასტიკად დევნიდნენ და ავიწროებდნენ. როდესაც „ნოვისიმო მელზიში“ წავიკითხე ცნობა ჰეგელის შესახებ (ასე ეწერა, „პანთეისტური სკოლის ცნობ. გერმ. ფილოს.“), გრანიოლას ვთხოვე, ეამბა მის შესახებ. „ჰეგელი პანთეისტი არ ყოფილა და ეგ შენი „მელზი“ რაღაცას მიედ-მოედება. აი, ჯორდანო ბრუნოზე კი შეიძლება ამის თქმა. პანთეისტს სწამს, რომ ღმერთი ყველგანაა, მტვრის უმცირეს ნაწილაკშიც კი. ხედავ, რა ხდება? ყველგან ყოფნა ხომ არსად ყოფნას ნიშნავს! ჰეგელისთვის ღმერთი კი არა, სახელმწიფო იყო ყველგან. ამიტომაც ბრძანდებოდა ფაშისტი“.

„ეს როგორ? ის ხომ ას წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა?“

„მერე რა? ჟანა დ'არკიც ხომ პირწავარდნილი ფაშისტი იყო! ფაშისტები სულ მუდამ არსებობდნენ. იმ დროიდან მოყოლებული... ღმერთის დროიდან... აი, თუნდაც ღმერთი. ისიც ფაშისტია“.

„კაცო, შენ ის ათეისტი არა ხარ, რომელიც ამტკიცებს, ღმერთი არ არსებობსო?“

„ეგ ვიღამ გითხრა, დონ კონიასომ? იმან, ელემენტალური რაღაცები რომ არ იცის? მე მჯერა, რომ, საუბედუროდ, ღმერთი არსებობს. ერთი ეგაა რო, ფაშისტია“.

„რას ამბობ, კაცო?“

„მისმინე, იამბო. იმისთვის ძალიან პატარა ხარ, ლექცია რომ წაგიკითხო თეოლოგიაში. მოდი, იმით დავიწყოთ, რაც კარგად იცი. აბა, ათი მცნება ჩამომითვალე. აკი გაზუთხვინებენ ორატორიოში“.

მეც ჩამოვუთვალე. „ძალიან კარგი“, მითხრა გრანიოლამ. „ახლა ყურადღებით მისმინე. ამ ათი მცნებიდან მხოლოდ ოთხი - აბა, დაფიქრდი, მხოლოდ ოთხი - გვირჩევს ხეირიან რამეს, და ისინიც კი... მოდი, ვნახოთ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა ცილი სწამო და არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუასისა შენისასა. ეს უკანასკნელი იმათ გასაგონად არის ნათქვამი, ვისაც წარმოდგენა აქვს კაცურ ღირსებაზე: ერთის მხრივ, რქები არ დაადგა შენს მეგობარს და, მეორეს მხრივ, დაიცავი საკუთარი ოჯახიო. ამას მართლა არაფერს ვერჩი. ანარქიას კი უნდა ყოველგვარი ოჯახის გაუქმება, მაგრამ ყველაფერს ერთად ვერ მიაღწევ კაცი. იმ სამ მცნებასაც ვეთანხმები... ეს ისედაც უნდა იცოდეს ყველამ.... თუმცა, ისინიც უნდა აწონ-დაწონო. ჩვენ ყველანი ვცრუობთ ზოგჯერ; ისეც ხდება, რომ კეთილი განზრახვით, მაგრამ კაცის კვლა? ეს მართლაც დაუშვებელია“.

„მაშინაც კი, როცა მეფე გაგიწვევს ომში?“

„აი, მთელი ამბავიც ეგ არის. მღვდელი გეტყვის, რახან მეფემ გიბრძანა ომში წასვლა, შეგიძლია... უნდა მოკლა... ამაზე თავად მეფე აგებს პასუხსო. აი, ასე ამართლებენ ომს, რომელიც დიდი მურტალი რამეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა იმ თავგასიებულისთვის იბრძვი. მაგრამ, ხომ ხედავ, რომ მცნება არ გეუბნება, ომში კაცის კვლა კარგი რამეაო. არა კაც-ჰკლა... ჯერო. მერე კი...“

„რა მერე?“

„რა და, მოდი, ახლა სხვა მცნებებსაც გადავხედოთ. პირველი მცნება გვეუბნება, არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თვინიერ ჩემსაო. აი, ასე გაიძულებს ღმერთი არ იფიქრო ალაჰზე, ბუდაზე, ანდა სულაც ვენერაზე (მოდი, ვაჟკაცურად ვთქვათ, არ გინდა ქალღმერთ ვენერას კუდი გქონდეს?), მაგრამ ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ არ უნდა გჯეროდეს ფილოსოფიის, მეცნიერების... არც ის უნდა ირწმუნო, ადამიანი მაიმუნისგან რომ წარმოიშვა. მხოლოდ ღმერთი უნდა გწამდეს! ახლა ნახე, ყველა დანარჩენი მცნება ფაშისტურია, იმისთვის გამიზნული, რომ მიიღო საზოგადოება ისეთი, როგორიც არის. გახსოვს, მოიხსენე დღე შაბათთა წმიდა-ყოფად მისსაო? ამაზე რაღას იტყვი?“

„რა უნდა ვთქვა? კვირას ტაძარში წადიო. რა გაქვს ამის საწინააღმდეგო?“

„მაგას დონ კონიასო გეუბნება და ყველა სხვა მღვდელივით, მაგანაც არ იცის, რა არის მთავარი ბიბლიაში. დაფიქრდი, იამბო! იმ პრიმიტიული ტომისთვის, რომელიც მოსემ გამოიყვანა ეგვიპტედან, ეს რიტუალის დაცვას ნიშნავდა და რიტუალის მიზანი კი - დაწყებული იმ დროიდან, როცა ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად და იმ თავგასიებულის იდეების ეპოქით დამთავრებული - ადამინისთვის გონების დაბინდვა და ჭკუის არევაა. ჰო, კიდევ ის, პატივიეც მამასა შენსა და დედასა შენსაო. განა ეს იმას არ ნიშნავს, პატივი ეცი შენი მშობლების აზრს, ზურგს ნუ აქცევ ტრადიციებს, არ გაბედო ტომის ცხოვრების წესის შეცვლაო? ხედავ, რა ხდება? არ წააცალო თავი შენს მეფეს! თუმცა, ღმერთმა იცის, რომ თუ მხრებზე თავი გვაბია, უნდა წავაცალოთ... მით უმეტეს ისეთ მეფეს, ის ჯუჯა სავოია რომ არის, რომელმაც თავის არმიას უღალატა და ოფიცრების სიკვდილი აწევს სინდისზე. ახლა ალბათ იმასაც ხვდები, რომ „არა იპარო“ არც ისე უწყინარი მცნებაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს: ის გვიკრძალავს იმ ადამიანის ქონების ხელყოფას, რომელმაც შენ მოგპარა და თვითონ გამდიდრდა. ნეტავ, სულ ეს იყოს! კიდევ სამი მცნება დაგვრჩა გასარჩევი. „არა იმრუშო.“ დონ კონიასო და მისთანანი ალბათ გასწავლიან, რომ აქ ასეთი რამ იგულისხმება: „არ ჩაიდინო გარყვნილება.“ მიზანი ერთია: თავი უნდა შეიკავო და არ იმაიმუნო. აბა, დაფიქრდი, ის უარესი არ არის, ონანის ყოველი მიბაძვისას, სჯულის ფიცრები რომ გაიხსენო? ერთი მითხარი, ჩემისთანა ჩაშვებულმა ტიპმა რაღა ქნას? ლამაზ დედაჩემს მეც ლამაზი არ გავუჩენივარ, თანაც ვკოჭლობ, ქალს ჯერ არც კი გავკარებივარ და ესეც უნდა ამიკრძალონ?

ღმერთს შეეძლო ასეთი რამ ეთქვა: „...ნება გეძლევათ - ოღონდ გამრავლების მიზნით“. მით უმეტეს, რომ მაშინ სამყარო ადამიანების ნაკლებობას განიცდიდა. მაგრამ ათი მცნებიდან არც ერთი არ ამბობს ამას. მაშ რა გამოდის? არც შენი მეგობრის თუ მოყვრის ცოლისთვის უნდა „გითქუმიდეს გული“ და გარყვნილებაც გეკრძალება. ესე იგი, ყველაფერზე უნდა აიღო ხელი! კანონი მთელი ხილული სამყაროსთვის! რომაელებზე ვერავინ იტყვის ღმერთები იყვნენო, მაგრამ ისეთი კანონები კი შექმნეს, დღესაც რომ არ გასვლია ყავლი. და ამ დროს ღმერთი თავს გახვევს დეკალოგს, რომელიც უმთავრეს კითხვას უპასუხოდ ტოვებს.

აი, ბოლო მცნებასაც მივადექით: „არა გული გითქუმიდეს რაოდენი-რაი არს მოყუასისა შენისა.“ ოდესმე თუ დაინტერესებულხარ, რატომ არსებობს ეს მცნება, მაშინ როდესაც უკვე ვიცით, რომ არ უნდა „ვიპაროთ?“ თუ შენც გინდა ისეთი ველოსიპედი, შენს მეგობარს რომ აქვს, რა, ცოდვილი ხარ? რა თქმა უნდა, არა... ვიდრე არ მოჰპარავ. ახლა, მე ვიცი, დონ კონიასო გეტყვის, ეს მცნება შურსა კრძალავსო და შური კი მართლა ცუდი რამეა. მაგრამ არსებობს ბოროტი შური, როცა შენს მეგობარს აქვს ველოსიპედი, შენ კი - არა და იმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღესაც გორაკიდან ველოსიპედით დაშვებული კისერს მოიტეხს და კეთილი შური, როცა შენც გინდა ველოსიპედი და ყველა ღონეს ხმარობ ისეთივეს, თუნდაც ძველის, ნახმარის შესაძენად. ეგეთ კეთილ შურს მოჰყავს სამყარო მოძრაობაში. კიდევ არის სამართლიანი შური - როდესაც ხედავ, რომ რატომღაც ზოგ-ზოგებს ყველაფერი აქვთ, უამრავი ადამიანი კი შიმშილობს. და როდესაც შურის ეს სანაქებო ფორმა გეუფლება - ე.წ. სოციალისტური შური - უკვე ისეთი ქვეყნის აშენებაზე იწყებ ფიქრს, სადაც ქონება სხვაგვარად იქნება განაწილებული. და აი, სწორედ ამას გვიკრძალავს მცნება: მეათე მცნება რევოლუციას კრძალავს. ასე რომ, ჩემო ბიჭუნა, ნუ მოკლავ და ნუ გაძარცვავ შენსავით ღარიბ ბავშვებს; გიჯობს შურს მიაწვე და იმათი ქონება ისურვო, ვინც ის ადრე შენგან მიიტაცა. ეს ყველაფერი ხომ დღესავით ნათელია და იმიტომაც ყურყუტებენ მთებში ჩვენი მეგობრები, რომ აქედან დავღუპოთ ის თავგასიებული, რომელმაც ძალაუფლება აგრარული მიწათმფლობელებისა და ჰიტლერის ჯამილოკია ლაქიების ფინანსური მხარდაჭერით მოიპოვა, იმ ჰიტლერისა, რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა სურდა, რათა უფალ კრუპს მეტი ზარბაზანი გაესაღებინა. მაგრამ შენ ამას რას გაიგებ - შენ, რომელსაც პატარაობიდანვე ჩაგიბეჭდეს გონებაში ამ მეორე დუჩეს მორჩილება!“

„რატომ? ყველაფერი არა, მაგრამ ზოგი რამ მესმის.“

„ჰოდა, ძალიან კარგი.“

გრანიოლას თხელი ტყავის, გრძელი ფუტლარი ჰქონდა ჩამოკიდებული გულზე, რომელსაც პერანგის ქვეშ ატარებდა და წუთითაც არ იშორებდა.

„ეგ რაღაა, გრანიოლა?“

„რა და ლანცეტი.“

„შენ, რა, საექიმოზე სწავლობდი?“

„არა. მე ფილოსოფიას ვსწავლობდი. ეს ლანცეტი საბერძნეთში მომცა ჩვენი პოლკის ექიმმა... სიკვდილის წინ. იცი, რა მითხრა? „მე ეს აღარაფერში გამომადგება. იმ წყეულმა ყუმბარამ ისე გადამიხსნა გულ-მუცელი, რომ ახლა ერთი კარგი ნესესერი მისწრება იქნებოდა ჩემთვის... აი ისეთი, ქალებს რომ აქვთ, თავის ნემსიან-ძაფიანად... თუმცა, მე რაღა გამკერავს აწი. გქონდეს ჩემს სახსოვრად.“ მას შემდეგ მეც სულ ასე ვატარებ.“

„რატომ?“

„მხდალი ვარ და იმიტომ. მე რო საქმეებს ჩავდივარ და რაღაც-რაღაცები ვიცი, თუ ესესელებს ან „შავხალათიანებს“ ჩავუვარდი ხელში, წამებას არ დამაკლებენ. და თუ მაწამეს, მოვაღებ პირს და ყველაფერს დავფქვავ... რა ვქნა, მაშინებს ძალადობა. მევე გავხდები ჩემი ამხანაგების სიკვდილის მიზეზი. ლანცეტი თან რომ მექნება, აღარაფერი მიჭირს. დამიჭერენ თუ არა, იმ წუთას გამოვიღადრავ ყელს. ვერც ტკივილს ვიგრძნობ და ვერც ვერაფერს, თვალის დახამხამებაში დამთავრდება ყველაფერი. თანაც ყველას გავაცურებ: ფაშისტებს - რადგან ვერაფერს შეიტყობენ ჩემგან; მღვდლებს - რადგან თვითმკვლელი ვიქნები, ისინი კი ამას ცოდვად მიიჩნევენ; და ბოლოს, ღმერთს - იმიტომ რომ, მაშინ მოვკვდები, როცა თავად მომეპრიანება. მე ჩემი გითხარი და ახლა შენ იცი...“

გრანიოლას მონოლოგმა დამაღონა. იმიტომ კი არა, დარწმუნებული რომ ვიყავი მის უბადრუკობაში, არა, პირიქით, მეშინოდა, მართალი არ ყოფილიყო ჩემი უფროსი მეგობარი. ბოროტი ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში ცხოვრობდა ის უბედური და მხოლოდ მაშინ იღიმებოდა გულჩვილად და თანაგრძნობით, როცა სოკრატეს ან იესოს ახსენებდა. მე კი ვიცოდი, ორივე მათგანი რომ მოკლეს და ვერ გამეგო, რა აღიმებდა იმ დალოცვილს.

მიუხედავად ყველაფრისა, გრანიოლას ბოროტი არ ეთქმოდა: უყვარდა ადამიანები, ერთი ეგ იყო, ღმერთის ჯინი სჭირდა და ეს კი მძიმე ჯვარი გახლდათ. თითქოს მარტორქას ესროდა ქვებს, მარტორქა კი, მოგეხსენებათ, ვერაფერს გრძნობს და თავის მარტორქულ ამბავში აგრძელებს გზას, მაშინ როცა, შენ ბოღმით სკდები და საცაა გულიც გიღალატებს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ინგლისურიდან თარგმნა
ასმათ ლეკიაშვილმა