![]() |
სოციალური პოლიტიკა საქართველოში № 3 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: დუმბაძე მანანა, თოდუა ლია, მაჭარაშვილი ირაკლი, ჯორჯაძე მაკა, ქურდაძე ირმა, ჩატვინი მერი ელენ, ძამაშვილი კობა, ჩიტაიშვილი მაია, ტყეშელაშვილი მადონა, არჩერი ნენსი |
თემატური კატალოგი სოციალური პოლიტიკა საქართველოში |
საავტორო უფლებები: © ჰორიზონტი, მესამე სექტორის ფონდი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: „ჰორიზონტი“, მესამე სექტორის ფონდი 2003, ,,სოციალური პოლიტიკა საქართველოში“, ყოველკვარტალური ჟურნალი, გამოიცემა ფონდ „ჰორიზონტის“ მიერ „მერსი ქორის“ (Mersy Corps) და „ქეას“ (Care international) ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის“ ფარგლებში. „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამიზნულია საქართველოში სოციალური პოლიტიკის განვითარებისათვის მოსახლეობის ძალისხმევის მხარდასაჭერად. სტატიებისა და ინფორმაციის გადაბეჭდვა ნებადართულია ჟურნალის „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ რედაქტორთან შეთანხმებით. რედაქტორი: მანანა დუმბაძე დიზაინი და დაკაბადონება: სანდრო ასათიანი ფოტო: ირაკლი მაჭარაშვილი, კობა ძამაშვილი, მაია ბიბილეშვილი, დავით გუგუშვილი, ფონდი ,,ჰორიზონტი“ სარედაქციო კოლეგია: ნინო სააკაშვილი ფონდ „ჰორიზონტის“ დირექტორი მერი ელენ ჩატვინი მრჩეველი სოციალური პოლიტიკის საკითხებში ვანო თავაძე ფონდ „ჰორიზონტის“ სექტორთა შორის თანამშრომლობის პროგრამის მენეჯერი სტივენ პაუერი ECGMI დირექტორი ნინო ჯუღელი კომუნიკაციის უფროსი თანამშრომელი, Care International მარინა ვაშაყმაძე ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტის ასოცირებული დირექტორი მიხეილ მინდაძე ქალაქის საკრებულოსა და მთავრობის მთავარი მრჩეველი განათლების და ბავშვთა დაცვის საკითხებში მარინა თაბუკაშვილი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს ქალთა პროგრამების მენეჯერი მანანა თურმანიძე საერთაშორისო ორგანიზაცია „ევრი ჩაიდის“ დირექტორი. მაია ქურციკიძე კომუნიოკაციის განყოფილების და პროექტის ასისტენტი, „იუნისეფი“ მიხეილ ქანთარია სამეგრელოს რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი ირმა ქურდაძე ახალციხის რაიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი კახა ყავრელიშვილი ახალქალაქის რაიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი დავით ვასაძე იმერეთის რეგიონის სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი ომარ ბაკურაძე გურიის რეგიონისსოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრი საკონტაქტო მისამართი: თბილისი 380015; დოლიძის 2, მე - 6 სართული ტელ: 334287; 330893; ტელ/ფაქსი: 987504 ელ ფოსტა: Inform@horizonti.org ჟურნალში „სოციალური პოლიტიკა საქართველოში“ გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდ „ჰორიზონტის“ „მერსი ქორის“ „ ქეას“ ან USAID-ის თვალსაზრისს. |
![]() |
1 გარემო - სოციალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საზრუნავი |
▲ზევით დაბრუნება |
სარედაქციო წერილი
მანანა დუმბაძე
თემი თავისი შინაარსითა და აგებულებით ბუნების ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც მდინარე, მთა, ხე, ბალახი... თემი ბუნენაში ჰარმონიულად შეზრდილი ორგანიზმია, რომელსაც მეტად ღირსეულად და საპასუხისმგებლო მოვალეობა - გარემოს დაცვა და შენარჩუნება - აკისრია. ჩვენი ჟურნალის მესამე გამოშვებაში გვინდა გესაუბროთ კონვენციებზე (ორჰუსის და რიოს), რომლებიც გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწეილეობას და გარემოსდაცვით საკითხებში კანონიერების მიღწევას ეხება. ორჰუსის კონვენცია 2000 წლის 30 ოქტომბრიდან მოქმედებს და საქართველო მსოფლიოს 22 სახელმწიფოსთან ერთად მისი წევრი ქვეყანაა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ჟურნალის მკითხველისათვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მარტივი მაგალითებით იმ უფლებებსა და შესაძლებლობებზე საუბარი, რომელთაც ორჰუსის კონვენცია გარემოს დაცვისა და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით მოქალაქეებს ანიჭებს. იმის თაობაზე, თუ რა მნიშვმნელობა აქვს ორჰუსის კონვენციის ცოდნას თემის განვითარებისთვის და როგორ შეიძლება ამ ცოდნის პრაკტიკაში გამოყენება, ამოიკითხავთ ლია თოდუას სტატიაში „ორჰუსის კონვენცია თემს ჯანმრთელი გარემოს შენარჩუნებაში ეხმარტება“. გარემოს დაცვასა და მოქალაქეთა უფლებების საკითხებთან ერთად ვეხებით სასურსათო პოლიტიკის თემასაც და გთავაზობთ მერი ელენ ჩატვინის სტატიას, რომელშიც დასაბუთებულია, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია საქართველოს კულინარული ტრადიციოების, ჯანდაცვისა და, ზოგადად, კულტურისათვის გლობალიზაციის ახალ ტალღას.
ვინაიდან ჩვენი ჟურნალის მესამე გამოშვების მთავრა თემად გარემოს დაცვა ავირჩიეთ, ორიოდ სიტყვით საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში დანერგილ ნოვაციებზეც გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, რადგან მათ გსანსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია თემის გაჯანსაღებისა და განვითარების საქმეში.
ჟურნალის ამ გამოშვებაშიც გიამბობთ იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდა საქართველოს თემის მობილიზების ინიციატივის პროგრამით. საზოგადოების ყურადღებას კვლავ გავამახვილებთ სოციალური მუშაკის პროფესიის დანერგვის საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე საქართველოში და გთავაზობთ იმის მაგალითებს, თუ რა ხდება მაშინ, როცა თემი სრულად აღიქვამს საკუთარ ძალას და თავად იწყებს საკუთარი ბედისა და ცხოვრების მართვას ახალი სოციალური პოლიტიკის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა თუ განათლების კუთხით.
მკითხველის სამსჯავროზე გამოქვაქვს, ასევე, სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც საქართველოში უნარშეზღუდული ბავშვების უფლებათა დაცვის სოციალური პოლიტიკის შემუშავების საკითხებს ითვალისწინებს.
ჟურნალის ამ გამოშვებაში ვაგრძელებთ წინა ნომეში წამოჭრილ მთავარ თემას, რომელიც საქართველოში ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის საკითხებს ეხებოდა. ამჯერად, ადგილს ვუთმობთ საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision International in Georgia-ს პროგრამის მენეჯერ ნენსი არჩერს, რომელიც საქართველოში სოციალური პოლიტიკის რეფორმის საკვანძო საკითხებზე და ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის რეფორმაზე გვესაუბრება.
გვჯერა, რომ ჟურნალში წარმოდგენილ მოსაზრებათა ფართო სპექტრი საქართველოში თემის გააქტიურებისა და სჯა-ბაასის სტიმული გახდება.
![]() |
2 ორჰუსის კონვენცია თემს ჯანმრთელი გარემოს შენარჩუნებაში ეხმარება |
▲ზევით დაბრუნება |
ლია თოდუა
ეროვნული გუნდის ლიდერი
Environmental Information, Education and Public Awareness in NIS, Royal Haskoning/TACIS
2001 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე ძალაში შევიდა ახალი საერთაშორისო ხელშეკრულება: 1998 წლის ორჰუსის კონვენცია გარემოსდაცვით სფეროში ინფორმაციის, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობისა და მართლმსაჯულების მისაწვდომობის საკითხებზე.
რაც შეეხება ეს კონვენცია?
მიუხედავად იმისა, რომ ორჰუსის კონვენცია ეგრეთ წოდებულ „გარემოსდაცვითი ინფორმაციის“ ხელმისაწვდომობას და „გარემოსათვის მნიშვნელოვანი“ გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობას და ამ სფეროში მართლმსაჯულების მისაწვდომობას ეხება, კონვენციის საგანი გარემოს დაცვა არ არის.
კონვენციის ძირითადი საგანი თავად დემოკრატიაა.
დემოკრატია, პირველ რიგში, არჩევანის უფლებას ნიშნავს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია სრულია, გასაგები და დროული. ასევე, თუ ადგილობრივი თემებისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის პროცედურა უპრობლემოა. კონვენციის მიზანი გარემოს დაცვის სფეროში ამ პირობების მიღწევაა.
კონვენცია სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობა:
1. გარემოსდაცვითი ინფორმაცია:
ამ საკითხს ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის, გარემოზე და ადმიანის ჯანმრთელობაზე ცალკეული ქმედებების მავნე ზემოქმედების შესახებ. საზოგადოება ამ ინფორმაციას უნდა ფლობდეს;
2. საზოგადოების მონაწილეობა:
საზოგადოებას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ ისეთ ღონისძიებებში, რომლებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ. აქ იგულისხმება სხვადასხვა სახის კომერციული ოპერაციები, სტრატეგიული გეგმები, მოსაზრებები და კანონები;
3. გასაჩივრების უფლება;
თუ ზემოთხსენებული უფლებები და მოქმედი გარემოსდაცვითი კანონები ირღვევა, საზოგადოებას საშუალება მიეცეს საკითხი ადმინისტრაციულ და სასამართლო დონეზე გაასაჩივროს. კონვენციით გარანტირებული ამ უფლებების სადემონასტრაციოდ, რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებენ, თუმცა ეს მაგალითები არ ამოწურავენ ორჰუსის კონვენციის სრულ დიაპაზონს:
მაგალითი 1
გავიხსენოთ არც თუ ისე შორეული წარსული: ვთქვათ, დაგაინერესათ, რა ნივთიერებებით აბინძურებს ჰაერს და ადგილობრივ მდინარეს თქვენ მახლობლად მდებარე საწარმო? ამის გასარკვევად, ჩვეულებრივ, მიდიხართ შესაბამის სახელმწიფო მოხელესთან (თუმცა, იმის დადგენა, თუ ვის ეხება ეს საკითხები, არც თუ ისე ადვილი საქმეა) და ეკითხებათ როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება? რა არის მისი ტიპური პასუხი? - „რაში გაინტერესებთ?“ ან „რაში გჭირდებათ?“ საურთიერთობოდ უფრო დახვეწილი ბიორაკრატიული სტილი თუ არჩია, მაშინ ასე მოგვმაართავთ: „გთხოვთ, წარმოადგინოთ იმის დამადასტურებული საბუთი, რომ ამ ინფორმაციით დაინერესების უფლება გაქვთ!“
შესაძლოა ამგვარ პასუხს სახელმწიფო მოხელეებისგან დღესაც ღებულობთ. მაგრამ, ნუ დაიბნევით და უყოყმანოდ განუმარტეთ პატივცემულ მოხელეს, რომ ორჰუსის კონვენციის თანახმად, გარემოსდაცვითი ინფორმაცია გაიცემა ნებისმიერ მოთხოვნებზე, მისი იურიდიული თუ თანამდებობრივი სტატუსის და ეროვნების მიუხედავად, საკითხებისადმი ინტერესის ან საჭიროების განმარტების გარეშე.
მაგალითი 2
გარწმუნებთ, ასეთი ახსნა-განმარტების შემდეგ, სახელმწიფო მოხელე აღარ მოგვთხოვთ „ცნობას იმის შესახებ, რომ გჭირდებათ ცნობა“, მაგრამ, შეუძლია გიოთხრათ, რომ თქვენი მომსახურების დრო ახლა არა აქვს და გირჩევთ, ერთი კვირის შემდეგ შემოიაროთ. ნუ დაღონდებით, უბრალოდ, თქვენი მოთხოვნა წერილობით და აუცილებლად გაატარეთ რეგისტრაციაში.
წასვლისას შეგიძლიათ შეახსენოთ იმ ჩინოვნიკს, რომ ორჰუსის კონვენციის თანახმად, მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ და არა უგვიანეს ერთი თვისა. ხოლო, თუ თქვენს მოთხოვნას არ დააყმაყოფილებენ, მოითხოვეთ, რომ უარი წერილობით დაგისაბუთონ და ზედ მისი გასაჩივრების პროცედურაც დაურთონ.
გარწმუნებთ, ერთ კვირაში თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ხელთ გექნებათ.
მაგალითი 3
გავაგრძელოთ ჩვენი ჰიპოთეზური მაგალითი: საერთაშორისო კანონმდებლობაში თქვენს მიერ გამომჟღავნებული ასეთი განმსწავლულობით თავზარდაცემულთა ჩინოვნიკმა მართლაც მოიძია თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ნივთიერებებით აბინძურებს ჰაერს და ადგილობრივ მდინარეს თქვენს ახლო მდებარე საწარმო. ახლა თქვენ ხელი სრულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციაზე მიგიწევდათ. შესაძლოა, ზოგი საბუთი, ასლიც გააკეთეთ (უკაცრავად, მაგრამ, თქვენი ხარჯით). შესაძლოა, გაირკვა, რომ საწარმოს მიერ ჰაერში გაფრქვევები და მდინარეში ჩაშვებული ნივთიერებების მაჩვენებლები დადგენილი ზღვრისა და ნორმების ფარგლებს არ სცდება. ეს ინფორმაცია სიმშვიდეს გგვრით: ესე იგი, შეგიძლიათ თამამად ისუნთქოთ და ბავშვებიც გულდამშვიდებით გაუშვათ მდინარეზე საბანაოდ. სახლში კმაყოფილი ბრუნდებით.
მაგრამ, ერთხელაც, მდინარეზე საბანაოდ წასულმა, აღმოაჩინეთ, რომ თქვენი ერთ- ერთი ბავშვი მდინარიდან ამოსვლის შემდეგ ალერგიული ლაქებით დაიფოთლა. დასვენება ჩაგშხამდათ.
მეორე დღეს ისევ ნაცნობ ჩინოვნიკხ აკითხავთ იმის გასარკვევად, თუ რას სეეძლო გამოეწია ალერგია. ჩინოვმნიკი თქვენი დანახვისთანავე საჭირო ინფორმაციის მოძიებას იწყებს და გიცხადებთ, რომ თქვენ სავსებით მართალი ბრძანდებით: ერთი კვირის წინ მათ საწარმოდან მიიღეს ინფორმაცია მის თაობაზე, რომ გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო, საწარმოს მიერ მდინარის დაბინძურების მაჩვენებელმა შესაძლოა დროებით დადგენილ ზღვარს გადააჭარბოს. იმის გამო, რომ ინფორმაციას უფასოდ, დაუყოვნებლივ და დაუფარავად გაწვდით, სახელმწიფო მოხელეს თავი ჭეშმარიტი დემოკრატი ჰგონია, იქნებ მადლობასაც თქვენგან?
ნუ გადაუხდით მადლობას! ჩინოვნიკმა და მისმა ორგანიზაციამ უხეშად დაარღვიეს ორჰუსის კონვენცია! შეიტყვეს რა ჯანმთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ისინი ვალდებულები იყვნენ დაუყოვნებლივ გაევრცელებინათ ინფორმაცია, რათა საზოგადოებას საშუალება მისცემოდა თავიაერიდებინა საფრთხისათვის, რაც მათ ჯანმრთელობას და გარემოს ელოდა.
მაგალითი 4
ერთ მშვენიერ დღეს, მეგობრებთან ერთად ტყეში წახვედით და უეცრად რაღაც მშენებლობას გადააწყდით. ტრაქტორები, სატვირთო მანქანები... იჩეხება ტყე... მშენებლობისაგან შეიტყვეთ, რომ ამ ადგილას მარალი ძაბვის ელექტროგადამცევი უნდა აიგოს.მაგრამ, აქვე ხომ მინდვრებია! რატომ ეჩეხება მშვენიერ ტყეს? განა მშენებლობა ტყისა და მინდვრების შემოვლით არ შეიძლებოდა?
ორჰუსის კონვენციაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით გარკვევით წერია, რომ: მაღალი ძაბვის ელექროგადამცემი ხაზების აღმართვა (ასევე, გზების, აეროდრომის, ქარხნების, დიდი სამეწარმეო ფერმების და სხვათა მშენებლობა) დაუშვებელია ამ ობიექტთა გეგმებისადმი საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად. თქვენ ამ კონკურენციის გეგმის გაცნობის საშუალება უნდა გქონოდათ, რათა მისი აშენების თაობაზე გამართულ საჯარო განხილვებში მონაწილეობა მიგეღოთ და კონკრეტულ გარემოში ამ კონსტრუქციის არსებობის ავკარგიანობის თაობაზე საკუტარი აზრი გამოგეთქვათ.
მაგალითი 5
რა ზომებს უნდა მიმართოთ ზემოთ მოცემულ სიტუაციაში? იჩივლოთ? უშუალოდ თქვენ დაზარალებული არა ხართ და არც თქვენი სოფელია უშუალოდ დაზარალებული (დავუშვათ, ტყე - სახელმწიფოსია და არა თემის). ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ტყის გადარჩენის შანსი არ არსებობს?
შანსი როგორ არ არის! ორჰუსის კონვენციამ ამის თაობაზე უპრეცედენტო ნორმა შემოიღო: მოქალაქეს ან არასამთავრობო ორგანიზაციას („რომელიც ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში მოქმედებს“) უფლება აქვს კერძო პირის ან სახელმწიფო მოხელის მიერ ან სახელმწიფო მოხელის მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი გაასაჩივრეს, მიუხედავად იმისა, ამ კანონდარღვევამ მომჩივანი უშუალოდ დააზარალა თუ არა.
მზად არის საქართველო კონვენციის მოთხვნათა შესასრულებლად?
დემოკრატიული პრინციპებისადმი სახელმწიფოს ორიენტაციას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ, დიახ, მზად არის; სამართლებრივ დონე თუ შევეხებით, მაშინ ტექნიკურ მხარეს შეეხება - საერთოდ არ არის მზად.
ორი წელია, რაც საქართველოში მოქმედი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, გარემოსდაცვითი ინფორმაცია არავითარ გასაიდუმლოებას არ ექვემდებარება. ასეთი ინფორმაციის მოთხოვნის დროს სახელმწიფო ხელისუფლება ვალდებულია მომთხოვნს დაუყოვნებლივ („არა უგვიანეს 10 დღისა“), უფასოდ „ასლის გადაღებისთვის საჭირო ხარჯის გარდა“) მიაწოდოს ინფორმაცია. ამ საკითხების მიმართ კანონი მეტად მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს, ჩვეულებრივ, ადგილობრივი ხელისუფლება ამ კანონს არ არღვევს.
რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ არსებულ მონაწილეობის შესახებ არსებულ კანონებს, საქართველოში ისინი ხუთი-ექვსი წელია, რაც წარმატებით მოქმედებენ. ამ კანონების დასაწყებად გარემოს დაცვით ნებართვას მოიპოვებდეს, ინვესტორი ვალდებულია თავისი საქმიანობის გარემოზე შესაძლო ზემოქმედების საკითხებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები მოეწყოს. ინვესტრორთა უმეტესობა ამ მოთხოვნას ასრულებს. ვინც არ ასრულებს - შესაბამისად აგებს პასუხს.
სამწუხაროდ, პრობლემები მაინც არსებობს!
ჯერ ერთი, ძნელი გასარკვევია, რომელი სახელმწიფო დაწესებულება ფლობს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას. ბევრ სახელმწიფო დაწესებულებას ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს საკუთარ პასუხისმგებლობათა შესახებ, ხდება ფუნქციების დუბლირება ადრესატის მოძებნას.
მეორე პრობლემა თავად ინფორმაციის ნაკლებობაა. კონვენცია ითხოვს, რომ მთავრობამ სახელმწიფო დაწესებულებები მათი საქმიანობის და ფუნქციის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოს. სამწუხაროდ, არსებულ მძიმე რეალობაში მთავრობას კონვენციის ამ მოთხოვნის შესრულება უჭირს.
ამასთან ერთად, დაწვრილებითაა ასახსნელი და განსამარტი, რა არის „გარემოსდაცვითი ინფორმაცია“ და რა პროცედურის და რა პირობების შესრულება ესაჭიროება არასამთავრობო ორგანიზაციებს (ან პიროვნებას) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში.
რა კეთდება ოში ორჰუსის კონვენციის შესრულების ხელშესაწყობად?
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე წელია, რაც ორჰუსის კონვენციის პოპულარიზაციას ეწევიან და იღწვიან იმისათვის, რომ მოსახლეობამ საკუთარი უფლებები გააცნობიეროს. ორჰუსის კონვენცია ქართულად თარგმნა და გამოსცა ასოციაციამ „სამართლებრივი სააზოგადოება“. ჩატარდა მთელი რიგი სემინარები და კონფერენციები („კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის“ კავკასიის რეგიონალური ეკოლოგიური ცენტრის“ მიერ, გამოიცა ბუკლეტი „რა უნდა ვიცოდეთ ორჰუსის კონვენციის შესახებ“ (სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“.)
ამჟამად, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების 6 ქვეყანაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსია) ორჰუსის კონვენციის განსახორციელებლად ტასისის რეგიონული პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მომზადდება საინფორმაციო - სასწავლო პაკეტები როგორც სახელმწიფო მოხელეთათვის, ასევე, თემის წევრებისათვის. 2003 -2004 წლებში სახელმწიფო მოხელეთა წვრთნები ჩატარდება და კონვენციის განხორციელების საჩვენებელი პროექტები შემუშავდება.
საკონტაქტო პირი: ლია თოდუა, ეროვნული გუნდის ლიდერი Environmental Information, Education and Public Awareness in NIS, Royal Haskoning/TACIS
ტელ: 995 32 94 36 70, ფაქსი: 995 32 33 39 52,
e-mail: aarhusgeo@gol.ge
![]() |
3 რატომ არ არის ბუნებრივი რესურსების კონსერვაცია თემისათვის მნიშვნელოვანი: სამცხე-ჯავახეთის მაგალითი |
▲ზევით დაბრუნება |
ირაკლი მაჭარაშვილი
სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“ ( NACRES)
საქართველოს ყოველთვის თვლიდნენ ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნად. რაც შეეხება მის ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, იგი მართლაც უნიკალურია - ბუნებრივი ზონების მრავალფეროვნებით, ცხოველთა და მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის შემადგენლობის სიმრავლითა და ენდემების რაოდენობით. ჩვენი ქვეყანა შესულია მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების 25 ცხელი წერტილის შემადგენლობაში. „ცხელი წერტილისთვის“ შემდეგი ძირითადი ნიშნებია დამახასიათებელია:
● სახეობათა განსაკუთრებული მრავალფეროვნება;
● მაღალი ენდემიზმი;
● ძლიერი საფრთხე, რომელიც ემუქრება მასზე მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს.
ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ჯავახეთის პლატო (სამხრეთ- არმოსავლეთი საქართველო) უნიკალურია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ რეგიონს სათანადო ყურადღება ყოველთვის აკლდა. საბჭოთა პერიოდში ბიომრავალფეროვნების კვლევა, ძირითადად, მიმდინარეობდა სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე, ხოლო ასეთები ამ კუთხეში არ იყო.
1992 წელს ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით შედგა საერთაშორისო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს 178 ქვეყნის მთავრობათა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. შეხვედრაზე მიღებული იქნა ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: ერთი - „რიოს დეკლარაცია გარემოსა და განვითარებისათვის“ და მეორე - „ტყეების მდგრადი მართვის პრინციპების შესახებ.“ ამ ორი დეკლარაციის საფუძველზე შეიქმნა მოქმედებათა გეგმა, რომელიც მიმართულია გარემოზე ადამიანის გავლენის შესამცირებლად გლობალურ, ეროვნულ და ლოკალურ დონეზე. ის უნდა განხორციელდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ქვეყნების მთავრობების და სხვა ძირითადი ჯგუფების მიერ. ამ დოკუმენტს ეწოდა „განაწესი 21-ე საუკუნისათვის (Agenda 21). სწორედ ამ დოკუმენტით დაედო საფუძველი მსოფლიო განვითარების ახალ მიმართულებას, რომელსაც მდგრადი განვითარება უწოდეს.
მდგრადი განვითარება ნიშნავს ბიოლოგიური რესურსების ისეთი გზით და სისწრაფით გამოყენებას, რომელიც მომავალში არ გამოიწვევს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირებას და მას მომავალი თაობების საჭიროებების გათვალისწინებით შეინარჩუნებს.
მდგრადი განვითარების პრინციპებია: 1) ბუნების ცოცხალი რესურსების გამოყენება, თუ ის მდგრადია, წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის, რადგან ასე გამოყენებით მიღებული სოციალური და ეკონომიკური სარგებელი წარმოადგენს მნიშვნელოვან სტიმულს ხალხისათვის რათა დაიცვან ბუნება. 2) ცოცხალი რესურსებით სარგებლობისას ადამიანები ზრუნავენ, რომ შეამცირონ ბიომრავალფეროვნების განადგურება; 3) მდგრადი გამოყენება მოიცავს ამ რესურსების მართვის პრინციპების განვითარებას; 4) მართვის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს რისკის ფაქტორები და უნდა წარმოებდეს მონიტორინგი.
მდგრადი განვითარების პრინციპების გამოუყენებლობა, იწვევს სხვადასხვა სახის კონფლიქტს ადამიანისადა ცოცხალ ბუნებას შორის და იწვევს ბუნებრივი სიმდიდრის გაჩანაგებას, გარემოს დეგრადაციას და საბოლოოდ მივყავართ მოსახლეობის ისედაც მწირი ეკონომიკური მდგრადობის კიდევ უფრო გაურესებამდე.
ნინოწმინდის რაიონი ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს. აქ ცხოვრების საკმაოდ მძიმე პირობებია - ხანგრძლივი, ცივი ზამთარი, მოკლე, მცირენალექიანი ზაფხული, მკაცრი ჰავა. დასახლებების დიდი ნაწილი რეგიონში მე-19 საუკუნის შუა წლებშია შექმნილი. მოსახლეობის უმრავლესობათა ეთნიკური სომეხია, ხოლო რუსები და ქართველები მხოლოდ მცირე პროცენტს შეადგენენ. სომეხი მოსახლეობის უმრავლესობა აქ რუსეთ-თურქეთის ომის დროსაა მოსული. ქალაქი ნინოწმინდა (ყოფილი ბოგდანოვკა) ძირითადად რუსი დუხობორებით (ქრისტიანული სექტა) იყო დასახლებული, რომელთაც რუსული ორთოდოქსული ეკლესიის დევნისაგან ჰპოვეს აქ თავშესაფარი. 1960-იანი წლებიდან დუხობორებმა დაიწყეს უკან დაბრუნება კანადასა და რუსეთში. 90-იან წლებში იმათმა მიგრაციამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ამჟამად, 100 ოჯახზე ნაკლებია დარჩენილი.
ტრადიციულად, მოსახლეობის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მიწათმოქმედება (ძირითადად მოყავთ კარტოფილი, აგრეთვე, ნაწილობრივ ქერი და სხვა მარცვლეული) და მესაქონლეობა (მსხვილფეხა საქონელი და ცხვარი).საბჭოთა პერიოდში იფუნქციონირებდა რძის მსხვილი გადამამუშავებელი კომბინატი (სოფ. გორელოვკას მახლობლად). წასულში (80-იან წლებში) მიმდინარეობდა თევზის რეწვა, რომელსაც აწარმოებდა კერძო სტრუქტურა.
ჯავახეთის პლატო მდებარეობს სუბალპურსა და ალპურ ზონებში. აქ განლაგებულია რამდენიმე ათეული პატარა და ექვსი დიდი ბუნებრივი ტბა (ჯამში-60), ასევე ჭაობები და მდინარეები. ტერიტორია გადაშენების პირას მყოფი მრავალი სახეობის ჰაბიტატს წარმოადგენს. სამწუხაროდ, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ამ რესურსების არარაციონალურად გამოყენების მიმართულებით მიდიოდა.
სამოციანი წლების დასაწყისიდან ჯავახეთის ტბებზე დაიწყო სამეურნეო ექსპერიმენტების ჩატარება. ეს პროგრამა გულისხმობდა წყალჭარბი ტერიტორიების - ტბების დაშრობას სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად გამოსაყენებლად და თევზსაშენი მეურნეობების შექმნას. განსაკუთრებით დაზარალდა ამ მხრივ ტბა ხანცალი. იგი საქართველოში წყლის ზედაპირის ფართობით მეოთხე იყო (ზედაპირის ფართობი - 1310 ჰა, საშუალო სიღრმე 70სმ). მისი 2/3 დამბით გადაკეტეს და დააშრეს. ამ წლების განმავლობაში ტბის დარჩენილ ფართობზედაც წყალი რამდენჯერმე მთლიანად დააშრეს, გათხარეს წყლის დონის მარეგულირებელი არხები და ააშენეს ჰიდროტექნიკური ნაგებობები, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა სანაპირო ზოლი. დღესაც ტბა დამბით ორ ნაწილადაა გაყოფილი და წყალი მხოლოდ 425 ჰექტარზე დგას.
1998 წელს დაიწყეს მეორე ტბის, ბუღდაშენის დაშრობა. ამის ფორმალური მიზეზი იყო ქალაქ ნინოწმინდის სასმელი წყლით მომარაგება, რაც არაეფექტური აღმოჩნდა. ტბამ კი, მნიშვნელოვანი რაოდენობით წყალი დაკარგა.
ხანჩალი ამარაგებს, ასევე, საირიგაციო სისტემას. თუმცა, საირიგაციო სისტემა ძლიერ დაზიანებულია. ამის გამო ის ეკონომიკური ეფექტი, რომელიც ოფიციალური მონაცემებით უნდა გააჩნდეს ტბას, ფაქტიურად ძლიერ შემცირებულია. ირწყვება მიწის სავარგულების ძალიან მცირე რაოდენობა.
ამჟამად, ძველი ეკონომიკური ურთიერთობები მოშლილია. მოსახლეობას არ აქვს გასაღების ბაზარი სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის. რძის ნაწარმის შესყიდვას მცირე რაოდენობით და არცთუ ოპტიმალური პირობებით აწარმოებენ კერძო მეწარმეები. რეგიონის მოსახლეობას ფაქტობრივად არ აქვს შემოსავალი. არადა, მთელი რეგიონი წარმოადგენს მაღალი ესთეთიკური ღირებულების ლანდშტაფს, სარეკრეაციო და ფრინველებზე დაკვირვების პოტენციურ ადგილს. ევროპაში არ არსებობს შიდა წყალსატევი, სადაც ფრინველთა ასეთი სახეობრივი მრავალფეროვნების ნახვაა შესაძლებელი. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებითაც საკმაოდ დიდი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობა, გაძნელებული კომუნიკაცია, დაგეგმილი სოციალურ-ეკონიმიკური პოლიტიკის არქონა იწვევს მდგრადი გამოყენების პრინციპების უგულებელყოფას. ამას მოსდევს ტბების დაშრობის ახალი ცდები, დაცარიელებული სოფლები, დროებითი შემოსავლის ძიებაში სომხეთსა და რუსეთში გადახვეწილი თანამოქალაქეები, ქვეყნის გაუცხოვება კუთხეებისაგან.
მსგავსი პრობლემები შეიძლება ვნახოთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. გვინდა ერთ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება: მდგრადი გამოყენების პრინციპების უგულველყოფით ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული მოსახლეობის სოციალური პრობლემები უფრო მძიმდება. ამას გარემოსათვის სავალალო შედეგები მოაქვს.
არასამთავრობო ორგანიზაცია - სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს - „ნაკრესს“ (NACRESS) შემუშავებული აქვს რამდენიმე რეგიონის განვითარების მენეჯმენტის გეგმები (ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემების მენეჯმენტის გეგმა, 2000 წელი, არიდული და სემიარიდიული ეკოსისტემების კონსერვაცია, 2002 წელი). ვფიქრობთ, მათი განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ინტერესების დაცვასა და ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის შენარჩუნებას.
![]() |
4 ბიო - უსაფრთხოების ოქმი და საქართველოს რეალობა |
▲ზევით დაბრუნება |
მაკა ჯორჯაძე
ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია ,,ელკანა“
„მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მეცნიერებამ დაარღვია ბარიერი, რომელიც რომელიც ხელუხლებელი უნდა დარჩენილიყო. თქვენ არ შეგიძლიათ უკან დააბრუნოთ სიცოცხლის ახალი ფორმები. ისინი უფრო დიდხანს იცოცხლებენ, ვიდრე ჩვენ, ჩვენი შვილები და შვილთაშვილები. ასეთი შეუქცევადი დარტყმა ბიოსფეროზე იმდენად გაუგონარი და წარმოუდგენელია წინა თაობებისათვის, რომ ერთს ვისურვებდი - არ ვიყო ამ დანაშაულში გარეული“. - ეს სიტყვები ცოცხალ მოდიფიცირებულ, ანუ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს ეხება და კოლუმბიის უნივერსიტეტის დამსახურებულ პროფესორს, ერვინ ჩარგაფს ეკუთვნის - მეცნიერს, რომლის გამოკვლევამაც დნმ-ის ორმაგი სპირალის გაშიფვრის მეცნიერული საფუძველი შექმნა. ასეთი მოდიფიცირებული ორგანიზმები თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით მიიღება და მათ გენმოდიფიცირებული ან ტრანსგენურ ორგანიზმებსაც უწოდებენ. სწორედ ასეთი ორგანიზმების კონტროლითაა დაკავშირებული ბიოუსაფრთხოების ოქმი.
ტერმინი „ბიოუსაფრთხოება“ სპეციალურად იქნა შემოღებული და გულისხმობს გარემოსა და ადამიანის დაცვას იმ საფრთხისგან, რომელიც შესაძლოა გენური ინჟინერიის საშუალებით მიღებულმა ორგანიზმებმა გამოიწვიონ. თავად ბიოუსაფრთხოების ოქმი წარმოადგენს საერთაშორისო შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც, „ითვალისწინებს რა ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“ მიზნად ისახავს „უზრუნველყოს სათანადო დონის დაცვა იმ ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების უსაფრთხო გადაცემის, მოპყრობისა და გამოყენების სფეროში, რომლებიც მიღებულია თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით და შეუძლიათ მავნე ზეგავლენა მოახდინონ ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვასა და მდგრად გამოყენებაზე“.
ბიოუსაფრთხოების ოქმი სათავეს ბიომრავალფეროვნების კონვენციიდან იღებს, რომელსაც 1992 წელს რიოს მსოფლიო სამიტზე 168 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი და იგი, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, 1993 წელს შევიდა ძალაში. ამჟამად, 187 ქვბეყანაა კონვენციის მხარე. საქართველო ბიომრავალფეროვნების კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.
ბიომრავალფეროვნების კონვენცია აღიარებს, რომ ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმები შესაძლოა გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანის ჯანმრთელობისა და ბიომრავალფეროვნებისთვის, რის საფუძველზე 1995 წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ბიოუსაფრთხოების ოქმის პროექტი მოამზადა. ოქმი, საბოლოო ჯამში, 2000 წლის 29 იანვარს, ქალაქ მონრეალში იქნსა მიღებული 133 ქვეყნის მიერ, ბიომრავალფეროვნების კონვენციის საგანგებო შეხვედრაზე, თუმცა ოქმს ,,კარტახენის ოქმი“ დაერქვა ქ. კარტახენის (კოლუმბია) პატივსაცემად, (1999 კარტახენში წელს ბიოუსაფრთხოების ოქმის ირგვლივ დიდი დებატები გაიმართა, მაგრამ საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს).
ოქმი ძალაში შევა ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეს სახელმწიფოთა ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციების მიერ მისი რატიფიკაციის, მიღების, მოწონებისა და შეერთების ორმოცდამეათე დოკუმენტის ჩაბარების თარიღიდან ოთხმოცდამეათე დღეს. დღეისათვის იგი რადიფიცირებული და მიღებულია 45 ქვეყნის მიერ (ხელი მოაწერა 103 ქვეყანამ).
ბიოუსაფრთხოების ოქმის თაობაზე შეთანხმების მიღწევა ისტორიული მოვლენა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ოქმი მხოლოდ უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების ჩარჩოს გვთავაზობს. სამაგიეროდ, იგი თავისუფლებას ანიჭებს ქვეყნებს, რათა შეიმუშაონ და გამოიყენენონ გარემოს, ბიომრავალფეროვნებისა და ადმიანის ჯანმრთელობის დაცვის ის ნორმები, რომელთაც თვითონ მიიჩნევენ საჭიროდ.
ბიოუსაფრთხოების პრობლემის წინაშე საქართველო პირველად 1996 წელს დადგა, როდესაც სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ხელშეწყობით სათანადო კანონმდებლობის არარსებობისა და სრული ინფორმაციული ვაკუუმის ფონზე, საქართველოში მოქმედმა ამერიკულმა ორგანიზაციამ (ACDI) კონცერნ „მონსანტოს“ პროდუქტი - ტრანსგენური კარტოფილი - შემოიტანა და გამოსაცდელად სამ რეგიონში დათესა. ეს კარტოფილი, რომელიც ბაქტერია Bacillus thuringiensis-ის ბუნებრივი ტოქსინის მოდიფიცირებულ გენს შეიცავდა, თავად გამოიმუშავებდა პესტიციდის კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ. გარდა ამისა, ის შეიცავდა ანტიბიოტიკისადმი მდგრადობის განმაპირობებელ გენსაც, რომელსაც მხოლოდ მარკერის დანიშნულება ჰქონდა. რამდენადაც ასეთი კულტურის ფართოდ გავრცელება საფრთხეს უქმნიდა ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ აქტიური ბრძოლა დაიწყო ქვეყანაში მისი დანერგვის წინააღმდეგ.
1997 წელს საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან ერთად „ელკანამ“ მიაღწია აღნიშნული კარტოფილის შემდგომი კულტივირების აკრძალვას ჩვენს ქვეყანაში, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი შედეგი იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება არ იყო განპირობებული სახელმწიფო მოხელეთა მხრივ გარემოსა თუ ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის მოტივით. უბრალოდ, შემოტანილი კარტოფილი ვერ შეეგუა ადგილობრივ პირობებს, ძლიერ დაზიანდა ფიტოფტორის (სოკოვანი დაავადება) მიერ და სხვა ჯიშებთან შედარებით ბევრად დაბალმოსავლინი აღმოჩნდა. ქვეყანამ დიდი ზარალი ნახა. ეს პროექტი, რომელიც საქართველო- ამერიკის გაერთიანებული საწარმოს შექმნას ითვალისწინებდა ამიერკავკასიის ქვეყნების სათესლე კარტოფილით უზრუნველსაყოფად, შეჩერდა, როდესაც ევროგაერთიანების ორმილიონიანი კრედიტიდან ჯერ მხოლოდ 350 ათასი დოლარი იყო ათვისებული ამერიკაში სათესლე კარტოფილის შესაძენად და საქართველოში ჩამოსატანად. ამ თანხის გადახდა იმ ფერმერებს დააწვა კისერზე, რომლებიც დიდი მოგების იმედით მონაწილეობდნენ ამ პროექტში განსაკუთრებით არსანიშნავია ის გარემოება, რომ ტრანსგენური კარტოფილის ამ პროექტის ფარგლებში არ იყო გათვალისწინებული და არც ჩატარებულა აგრონომიური ან ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული არაპირდაირი ზეგავლენის შეფასება. მართალია, საბოლოოდ ამ კარტოფილმა ვერ მიიღო სახელმწიფო ნებართვა კომერციულ თესვაზე, მაგრამ ორი წლის განმავლობაში, როდესაც ექსპერიმენტის ფარგლებში იგი მაინც ითესებოდა (უსაფრთხოების ნორმების დაუცველად), საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა და ეხლა, მატერიალური ზარალის გარდა,მის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეფასება შეუძლებელია. ერთადერთი შედეგი, რაც მწვანეთა მოძრაობისა და „ელკანას“ მიერ ატეხილ განგაშს მოჰყვა ის იყო, რომ დროებით შეწყდა სხვა ტრანსგენური კულტურების ოფიციალური მცდელობები.
ეს მაგალითი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანას, სადაც არათუ ფართო საზოგადოებრიობა, ხელისუფლების წარმომადგენელიც კი ნაკლებად ერკვევიან ბიოუსაფრთხოების პრობლემებში, აუცილებლად უნდა მოეპოვებოდეს რეგულირების სათანადო სისტემა. ასეთი სისტემის არარსებობის და იმ ინფორმაციული დეფიციტის ვითარებაში, რომელშიც დღეს საქართველო სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო იმყოფებოდა, დიდია საშიშრობა:
● ტრანსგენური კულტურების არალეგარული იმპორტისა და გავრცელებისა;
● თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საშუალებით მიღებული საკვები პროდუქტების უკონტროლოდ შემოტანისა (ნიშანდების და კონტროლის პრობლემა);
● უცხოური კომპანიების მიერ ისეთი ექსპერიმენტების ფინსირებისა, რომელთყა ცატარება სხვა ქვეყნებში კანონით იკრძალება ან შეზღუდულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი ხელშეწყობით საქართველოში დაწყებულია „ეროვნული უსაფრთხოების სისტემის განვითარების“ პროექტის განხორციელება. ასეთი პროექტები პარალელურად 100 განვითარებად ქვეყანაში მიმდინარეობს. პროექტის ხანგრძლივობა 18 თვეა და ის მიზნად ისახავს ეროვნული ბიოუსაფრთხოების სისტემის მომზადებას კარტახენის ოქმის დებულებების შესაბამისად. აღნიშნული სისტემის მთავარ ელემენტებს შეადგენს:
● მარეგულირებელი სისტემა;
● ადმინისტრაციული სიტემა;
● გადაწყვეტილები მიღების სისტემა, რომელიც მოიცავს საფრთხის შეფასებასა და რეგულირებას;
● საზოგადოების მონაწილეობისა და ინფორმირების მექანიზმები.
იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული პროექტი გაიზიარებს სხვა ქვეყნების გამოცდილებას და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება ისეთი სისტემის შემუშავება და განხორციელება, რომელშიც მკაფიოდ აისახება სახელმწიფოს ზრუნვა მოსახლეობაზე და ქვეყნის ბიომრავალფეროვნებაზე.
![]() |
5 სიახლე საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში: ეროვნული სკოლის ახალი ამოცანები |
▲ზევით დაბრუნება |
ირმა ქურდაძე
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დემოკრატიზაციისა და ჰუმანიზაციის პროცესი საბუნებისმეტყველო საგნის დამწყვები მასწავლებლის შესაძლებლობათა გამოვლენის უმნიშვნელოვანეს, ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში თემის განვითარებაზეც მნიშვნელოვნად აისახება. დამწყები მასწავლებლის სწორად ორიენტირებული და თანმიმდევრული მუშაობა სასკოლო საბუნებისმეტყველო განათლების ფუნდამეტური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. საბუნებისმეტყველო საგნის ყველა მასწავლებელს მოეთხოვება, ღრმად ესმოდეს და სწავლებაში ითვალისწინებდა ბუნების მამოძრავებელი ძალის არსს. მნიშვნელოვანია, რომ სწავლების პროცესში მოსწავლეები იზრდებოდნენ ბუნებისდაცვის, ეკოლოგიური ამოცანების გადაწყვეტის მაღალი შეგნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. ბუნების დაცვის ცოდნა და მისი გამოყენება დამწყებ „ბუნებისმეტყველმასწავლებელს“ შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს უყენებს: დაინახოს და შეაგრძნობიოს მოსწავლეებს ბუნების სასიცოცხლო მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტში; შთაუნერგოს მათ ბუნების სიყვარული და მიდამი მზრუნველი მოპყრობის სურვილი; შეუქმნას წარმოდგენა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და მათი გამრავლების მეცნიერულ საფუძველზე; გამოიმუშაოს მათთვის ხელმისაწვდომი დამცავი ღონისძიებების ჩასატარებლად აუცილებელი ჩვევები.
ამ მხრივ ძალზე სასარგებლოა, საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგი ყოველწლიურად სწავლობდეს სკოლისა და ადგილობრივი მიკრორაიონის გარემოს, მის ბუნებას, წარმოებას, ტექნიკას, ხოლო მოპოვებულ მასალას, ამოცანების ტექნიკური სიუჟეტების შესადგენად და სწავლებაში გამოსაყენებლად, სპეციალურად აფიქსირებდეს. ეს ტექნიკრ სასწავლო მასალას ცოცხალი სინამდვილით გააჯერებს და განსაკუთრებით საინტერესოს გახდის. ამგვარად ორგანიზებულ სასწავლო პროცესში შესაძლებელი ხდება სინამდვილისადმი შემეცნებითი მიდგომის დანერგვა, მოსწავლეებში შრომის სიყვარულის გაღვიძება და აქტიური საქმიანობა. მასწავლებელს საშუალება ეძლევა, საკლასო კაბინეტში გამომწყვდეული საბუნებისმეტყველო გაკვეთილები ცოცხალი სინამდვილითა და ბუნების დიდი ლაბორატორიის დაუშრეტელი სიმდიდრით განაზავოს.
ბუნებისმეტყველების სწავლებისას ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებში ეკოლოგიური კულტურის აღზრდა და გარემოს დაცვის ცოდნისა და ჩვევების ჩამოყალიბებაა. ბუნების სწავლების პროცესში მასწავლებელი მოსწავლეს ბუნების დამცველის სანიმუშო მაგალითს უნდა აძლევდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ სამეცნიერო ინფორმაციაში ორიენტირების უნარი.
თეორიული მასალის პრაქტიკაში ასათვისებლად აუცილებელია, მასალის შესწავლასთან სავარჯიშო ამოცანებზე მუშაობა დაერთოს. ნიშანდობლივია, რომ ბუნების სიღრმეში ჩაწვდომა და ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი ადამიანს საშუალებას აძლევს, სოფლის მეურნეობასა და სხვა სფეროებში სასურველი შედეგების მისაღწევად ნაყოფიერად იღვაწოს.
ეროვნული სკოლის ახალ ამოცანებთან მიმართებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლასა და მის გარეთ ცხოვრებას შორის მტკიცე ურთიერთობის დამყარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აქტიური სწავლების პრაქტიკაში უკვე ნაცადი და გამომდგარი მეთოდი-ექსკურსია-გკვეთილები. დამწყებ მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს ისეთი საექსკურსიო ადგილობრივი ობიექტები, სადაც სასწავლო მასალის დაკონკრეტების ამოცანებთან ერთად რაიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივ - სამეურნეო სურათის გაცნობაც იქნება გათვალისწინებული. აუცილებელია, რომ მასწავლევლებელმა სწორად დაგეგმოს, მოამზადოს და შეაჯამოს სასწავლო ექსკურსიის ეტაპები.
მუშაობის პროცესში გასათვალისწინებელია საბუნებისმეტყველო საგნების ურთიერთკავშირი როგორც ლოგიკური, ისე დიდაქტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით. საბუნებისმეტყველო საგანთა ურთიერთკავშირი როგორც ლოგიკური, ისე დიდაქტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით. საბუნებისმეტყველო საგანთა ურთიერთკავშირი კარგად ჩანს პრაქტიკაში - ბუნების მოვლენებსა, ტექნიკასა და ტექნოლოგიურ პროცესებში.
დღეს აქტიუალურია მეცნიერებათა ინტეგრაცია, რადგან მთელი რიგი მნიშვნელოვანი საწარმოო-ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტა კომპლექსური კვლევის გზით ხდება, რაც თეორიასა და პრაქტიკაში სხვადასხვა მეცნიერებათა ურთიერთკავშირს ემყარება. აუცილებელია რაციონალურად განისაზღვროს საბუნებისმეტყველო საგანთა სწავლების თანმიმდევრობა. ერთი საგნის სწავლება ნიადაგს უმზადებს მეორე საგნის სწავლებას. საბუნებისმეტყველო ციკლის საგნებისათვის ბევრი სამეცნიერო ცნება საერთოა და ცხადია, მათი შინაარსი სრულად უნდა იქნეს განმარტებული და გაგებული ყველა საგანში. ამასთან ერთად, დამწყები „ბუნებისმეტყველი-მასწავლებლის“ პედაგოგიური მოღვაწეობის ამოსავალი დებულება ადამიანსა და ბუნებას შორის ბალანსი, მათი ჰარმონიული ურთიერთმიმართება და ბუნების დაცვის საქმეში ადამიანის შეგნებული აქტიურობა უნდა იყოს.
![]() |
6 თემი და სასურსათო პოლიტიკა რა ბედი შეიძლება ეწიოს საქართველოს განთქმულ კულინარიულ ტრადიციებს |
▲ზევით დაბრუნება |
მერი ელენ ჩატვინი
ფილოსოფიის დოქტორი კონსულტანტი სოციალური პოლიტიკის საკითხებში
საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოში მრავალი სასურსათო და სასოფლო სამეურნეო პროგრამა წამოიწყეს როგორც სახელმწიფო, ისე ლოკალურ დონეზე. უკვე ათ წელზე მეტია, რაც ქვეყანასი გაეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია „საერთაშორისო სასურსათო პროგრამა“ მოქმედებს. ბევრისთვის აღმოჩენა გახდა ის, რომ თურმე, 1990-იან წლებში, როცა საქართველოს სოფლის მეურნეობა მთელ საბჭოთა კავშირში ათწლეულის მანძილზე „სიუხვის რქად“ იყო აღიარებული, მთელი რიგი დასახლებები სურსათის ნაკლებობას განიცდიდა. იქნებ ძველი სისტემა მცდარ მონაცემებს ეყრდნობოდა, ან იქნებ ახალი საერთაშორისო სასურსათო პროგრამებია მცდარი?
იქნებ მთელი პრობლემა ქვეყანაში სურსათის არასწორ განაწილებისა და მასზე თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის აუცილებელი ინფრასტუქტურის უქონლობაში მდგომარეობამდე? საქართველოში სურსათის სიჭარბის ნიშნები სახეზეა: ცნობილია (ამ ფაქტს ევროკავშირის ექსპერტი ადასტურებს), რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაგვის შემადგენლობაში სურსათის ნარჩენები გაცილებით მეტია, საქართველოში, ვიდრე, მაგალითად, დასავლეთ ევროპაში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოს ბევრი მოქალაქე სათანადოდ არ იკვებება, მეტიც, ქვეყნის მოსახლეობა ძირითადად საკვები პროდუქტების ნაკლებობას განიცდის.
ყოველივე ზემოთქმული ბევრ სხვა კითხვასაც ბადებს და საქართველოს პოლიტიკის განმასზღვრელი პირებიც ტყუილად არ ცდილობენ ამ კითხვებზე პასუხის მოძებნას, რათა დაგვარწმუნონ, რომ სოფლის მეურნეობის დარგში საქართველოს მიერ დიდი ხნის წინ მოხვეჭილი რეპუტაციის აღდგენა სავსებით შესაძლებელია. საქმე ეხება არა მარტო ცენტრალურ ქალაქებს, სადაც სურსათი ჭარბადაა, არამედ პერიფერიებსაც. რუსთავის მუნიპიცალიტეტის მხარდაჭერით 1990-იან წლებში მე წამოვიწყე საცდელი პროგრამა, რომელიც ქალაქურ დასახლებებში (სადაც უმუშევრობის პროცენტი მარალია) ოჯახებისთვის საბაღბოსტნე ნაკვეთების დარიგებას ითვალისწინბდა. პროგრამა დაიწყო ბრიტანული ნოუ-ჰაუს ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც შემდეგ ადგილობრივმა ორგანიზაცია „ელკანამ“ (ბიოლოგიოურად ჯანსაღი პროდუქციის მწარმოებელი ფერმერების ხელშემწყობი არასამთავრობო ორგანიზაცია) და რუსთავის მოქალაქეების მიერ შექმნილმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ გააგრძელა. ეს წამოწყება გაცილებით მეტი მიზნის მიღწევას გულისხმობდა, ვიდრე ხელმოკლე მოქალაქეების სურსათით მომარაგებაა. იგი მოქალაქეებს წყლის, ელექტროენერგიის და სხვა ინფრასტრუქტურების საზიაროდ გამოყენებისკენ, აქტიური თანამშრომლობის, საერთო პრობლემებზე პასუხისმგებლობის განაწილებისა და მოყვანილი ბოსტნეულით ოჯახის მომარაგებისკენ უბიძგებდა.
2001 წლის სექტემბერში ესპანეთის ქალაქ ტერუელში მონაწილეობა მივიღე შეხვედრაზე - „სურსათი ევროპაში“. შეხვედრის წამყვანი თემა იყო „ევროპა- სასურსათო სისტემის სხვა ვარიანტებიც არსებობს“. იგი ეხებოდა ნაკლებცილოვანი კვების სტანდარტებსა და ევროპული კვების კრიზისს, გამოწვეულს, მაგალითად, დიოქსინებით, ბიოლოგიურად მოდიფიცირებული ორგანიზმებით, „ფეხისა და პირის“ დაავადებით და ასევე, იოდის ნაკლებობით. ევროპის მოქალაქეების 16 პროცენტი იოდის ნაკლებობას განიცდის, ხოლო საქართველოს მოსახლეობისთვის ეს ერთ-ერთი მთავარ დიეტოლოგიური პრობლემაა. სასურსათო პოლიტიკაზე მომუშავე ჯგუფი ტერუელის შეხვედრის შემდეგაც განაგრძობს დისკუსიებს სასურსათო პოლიტიკაში თემების მაქსიმალურად ჩართვის თაობაზე და ამ კუთხით ადვოკატირების მეთოდსაც მიმართავს.
დღეს ევროპაში, სახელმწიფო პოლიტიკის შემუსავებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებზე დემოკრატიული ძალებისა და მოსახლეობის (თემების) ნების ზეგავლენა გაძლიერების ნაცვლად სუსტდება. ევროპის სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი ნელ-ნელა თითო ოროლა მსხვილი კერძო კომპანიების ხელში გადადის და ქრებიან ის კომპანიები, რომლებიც კვების ბაზარზე კულტურათა მრავალფეროვნებისა და ტრადიციების შენარჩუნებას პოლიტიკას მისდევენ. შედეგად, ევროპელების 20 -30 პროცენტი ჭარბწონიანობით არის დაავადებული და იკვებება ეგრეთ წოდებული ,,ინდუსტრიალიზებული“ პროდუქციით. იგივე ხდება საქართველოშიც. ჩვენს თვალწინ მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი იაფფასიანი, ლამაზად შეფუთული საქონელი თანდათანობით ქართული ტრადიციული პროდუქტის ადგილს იკავებს.
როგორ უნდა ამოვიცნოთ და ავიცილოთ თავიდან „საერთაშორისო“ სასურსათო ტენდენციის საშიშროება?
● ფასების ისეტი სისტემის დანერგვა, რომელიც არ ითვალისწინებს საკვები პროდუქციის წარმოების რეალურ სოციალურ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ხარჯებს;
● ღირებულებათა ისეთ სისტემაზე ორიენტირება, რომელიც არა თანამშრომლობასა და გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღებაზეა დაფუძნებული, არამედ კონკურენციისა და ინდივიდუალიზმზე, რაც იმთავითვე ასუსტებს ასუსტებს თემის მონაწილეობის სასურსათო პოლიტიკის განსაზღვრაში;
● სასურსათო ბაზარზე თითო-ოროლა ისეთი კომპანიისა და დისტრიბუტორის დომინირება, რომელსაც საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია;
● „კვების პროდუქტების ხარისხის“ შესახებ ისეთი კონცეფციის გავრცელება, რომელიც მხოლოდ ტრანსნაციონალური აგრო და სამრეწველო კომპანიების პრიორიტეტებს ემყარება (ტიპური მაგალითია რეკლამა „ნესტლე -შოკოლადის საუკეთესო მწარმოებელია“);
● სასოფლო სამეურნეო სუბსიდიები და დაფინანსების სისტემები, რომლებშიც არც კვების პროდუქტების ხარისხია გათვალისწინებული და არც თემის მონაწილეობა;
● კვების პროდუქტების ისეთი სტანდარტიზაცია, როცა ეკონომიკურობას ეწირება პროდუქტის ხარისხი და გემო, მხედველობაში გვაქვს პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ყველაზე დაუცველი ჯგუფების - სკოლის ბავშვების, ღატაკების, სტაციონარებში მყოფი მოხუცების და სხვათა საჭიროებებს;
● მსოფლიო სასურსათო სისტემის ერთიანი მოდელის დანერგვა, რომელსაც თან ახლავს უხარისხო კალორიული საკვების მოზალება და კულტურათა კულინარიული მრავალფეროვნების კლება.
ფერმერებმა, კვების პროდუქტების მწარმოებელმა, მომხმარებლებმა, ჯანდაცვის სფეროს მესვეურებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მზარეულებმა, სასოფლო ორგანიზაციებმა, მასწავლებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მოქალაქეებმა ესპანეთში, ტერუალის შეხვედრაზე „ტერუალის დეკლარაცია“ მიიღეს. ეს დოკუმენტი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნებისათვის. იგივე პრობლემებს მიეძღვნება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის მეორე შეკრებაც, რომელიც 2003 წლის ბოლოს ფლორენციაში, საერთაშორისო სოციალური ფორმების ფარგლებში გაიმართება.
რამდენიმე საკვანძო დებულება, რომელიც ევროპის სასურსათო ქარტიის სახელით იქნა მიღებული, ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების უფლებას განსაზღვროს არა მარტო „საბაზრო სისტემა“, არამედ საერთოდ, კვების სისტემასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც. მაგალითად: ადგილობრივი პროდუქტის მოყვანის უფლება (რაც კულტურულ თვითმყოფადობის შენარჩუნებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს). ქარტიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლებსა და ანალოგიურ დაწესებულებებში კვების გაუმჯობესებას, აგრეთვე, ამ კუთხით მოსწავლეებისა და მთელი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. ევროპის სასურსათო ქარტია შემდეგ პრინციპებს ემყარება:
1. ნებისმიერ პირს და მთელ სასზოგადოებას უფლება აქვს ხელი მიუწვდებოდეს კარგად ბალანსირებულ კვების რაციონზე;
2. მომხმარებელს უფლება აქვს სრული ინფორმაცია მიიღოს იმ საკვების წარმოშობის და მდგომარეობის შესახებ, რომელსაც იგი მოიხმარს;
3. სასურსათო სისტემისთვის პრიორიტეტი ადამიანური ღირებულებები უნდა იყოს, ხელს უწყობდეს და იცავდეს სოფლის მეურნეობის მრავალფუნქციონირებასა და რაციონალურ მართვას. შესაბამისად, კვების პროდუქტებზე მხოლოდ საბაზრო კანონები არ უნდა ვრცელდებოდეს;
4. სოფლის მეურნეობა ორიენტირებული უნდა იყოს ეკოლოგიურად მდგრადი სისტემის შექმნაზე, რაც ცალკეული პირების, საზოგადოების და ცხოველების ჯანსაღ ყოფას გულისხმობს;
5. სამეურნეო საქმიანობა და თევზრეწვა, ყოველ მიზეზ გარეშე, ამ მეურნეობასთან დაკავშირებულ ადგილებში უნდა ხდებოდეს, ხოლო პროდუქცია, ადგილობრივი ან მეზობელი კოოპერატიული ბაზრებისთვის უნდა იქნეს გათვალისწინებული;
6. უნდა მოქმედებდეს ფასების სამართლიანი სისტემა, რომელიც კვების პროდუქტზე გაღებულ რეალურ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ხარჯებს ასახავს. კვების პროდუქტების მწარმოებლებს სამართლიანი ფასების და ხელშეყწობის მოთხოვნის უფლება აქვთ, ეკონომიკის, საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და როლიდან გამომდინარე;
7. გენეტიკური რესურსები კაცობრიობის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. ბიო -მეკობრეობა, სიცოცხლის პატენტირება და ბუნებაში სტერილური სახეობების შემოყვანა უნდა აიკრძალოს;
8. სურსათის ხარისხი კვების პროდუქტების მრავალფეროვნებით უნდა აღინიშნებოდეს; კვების სისტემების მრავალფეროვნება ევროპული კულტურის ერთ-ერთი ქვეკუთხედია;
9. მდგრადი და ჯანსაღი საკვები სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს. სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებში კვების სწავლება ყველა დონეზე პრიორიტეტული უნდა გახდეს.
რეკომენდაციები ზემოთ ჩამოთვლილი წესების ასამოქმედებლად:
1. მდგრადი ფერმერული და სასურსათო სისტემების გაძლიერების მიზნით მოხდეს ადგილობრივი და ნებისმიერი თანამშრომლობითი ინიციატივების წახალისება;
2. შეიქმნას ხარისხის სტანდარტებისთვის დამატებითი სერტიფიცირების სისტემა, რომელიც მდგრადად სასოფლო სამეურნეო დაბნდებებს ითვალისწინებს და სოციალურ სტანდარტებს ცნობს;
3. საზოგადოებრივი კვებისა მომარაგების დარგში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებისთვის შეიქმნას „ევროპის ქარტია“, რომელიც თემის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის იქნება მოწოდებული;
4. კვების პოლიტიკის ფომულირების დროს პრიორიტეტები მიენიჭოს ხარისხიან პროდუქტებსა და ჯანსაღ რაციონზე საყოველთაო ხელმისაწვდომობას;
5. თემის მობილიზება და გააქტიურება ისეთი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომელიც კვების სხვა სისტემების გამოყენების შესაძლებლობაზეც მოუთითებს;
6. კვების მეცნიერების ერთიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება ყველა დონეზე, რომელიც კვების ჯანსაღი რაციონის მდგრად წარმოებასთან კავშირს, კვების კულტურასა და ბიომრავლაფრევნებას უკავშირდება;
7. პროფესიონალებისგან შემდგარი მდგრადი ევროპული ქსელის შექმნა, რომელშიც აქტიურად იღვაწებენ ადგილობრივი, ეროვნულ და ევროპის ორგანიზაციები ზემოთ მოცემული რეკომენდაციების სისრულეში მოსაყვანად.
„საკვები ყველა ჩვენგანის საქმეა“
საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები, შესაძლოა, დაინტერესდნენ იმით, რომ შეუერთდნენ მდგრადი სასოფლო მეურნეობის და კვების სისტემების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო მუშა ჯგუფების ქსელს და „ევროპულ დისკუსიებში” მიიღონ მონაწილეობა. „კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე?“ - ამ თემის წამოწევა შეიძლება სოციალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფებში, სამოქალაქო ინიციატივებისა და სასკოლო პროგრამებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი გვერდები ინტერნეტებში:
www.slowfood.com
www.pluggingtheleaks.org მანიშნებელზე: Handbooks და
www.choosefoodchoosefarming.org
![]() |
7 ცხოველთა დაცვა და ჯანმრთელი თემი |
▲ზევით დაბრუნება |
კობა ძამაშვილი
„ვეტერინარები საზრღვრებს გარეშე - შვეიცარია“, კოორდინატორი
,,ევროპაში ცოფი დღესაც მძვინვარებს! ცოფის დაავადებაზე მსოფლიო ზედამხედველობისა და კვლევის ცენტრის მონაცემებით 38-დან მხოლოდ 8 ქვეყანა აცხადებს, რომ ამჟამად მას ეს პრობლემა აღარ აწუხებს. საქართველო იმ ქვეყანათა სიაშია, რომლებიც ამ ზოონოზს (ცხოველის დაავადება) ებრძვიან. ამიტომ, 1999 წელს ჩვენმა მისიამ თბილისში ვეტერინარის დოქტორ ქალბატონ აზიადე ფარესის ხელმძღვანელობით და საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ძალისხმევით ცოფის პროგრესირების აღსაკვეთად მთელი საქართველოს მასშტაბით ბრძოლა გაჩაღდა. 2002 წლისათვის უკვე იმ დასკვნამდე მივედით, რომ ქვეყნის მოსახლეობამ გააცნობიერა ის საშიშროება, რასაც მას ცოფი უქადდა. გაუმჯობესდა კონტროლი ამ დაავადედებაზე. 2002 წლის სექტემბერში თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სემინარი, რომლის მიზანი მეცხოველეობისა დარგის ადგილობრივი სპეციალისტების, პროფესიონალი ვეტერინარების და უცხოელი ექსპერტების ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსთვის ცოფის წინააღმდეგ ბრძოლის ათწლიანი სტრატეგიის შემუსავება იყო. პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა სამუშაომ, თუნდაც, დაწყებით კლასებში ჩატარებულმა კამპანიამ ცხადყო, რომ მოსახლეობა უფრო გაგებით მოეკიდა ცოფის პრობლემას: ძაღლების მფლობელები თავს აღარ არიდებენ საკუთარი ძაღლების სავალდებულო აცრას“. (ვენსას ბრიაკი, VSF - Suisse - ის დირექტორი).
„ვეტერინარები საზღვრებს გარეშე - შვეიცარია“ (VSF - Suiusse) არსამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მეცხოველეობის დარგში მუთაობს, ასევე, სპეციალიზებულია მეცხოველეობის, კერძოდ, შინაური ცხოველების ჯანმრთელობის იმ საკითხებში, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას უკავშირდება. თავდაპირველად, ორგანიზაციის მუშაობა ქალაქის ტიპის დასახლებებში ცოფის პრობლემებთან ბრძოლით შემოიფარგლება. პროგრამის ძირითადი ამოცანა და მიზანი საინფორმაციო და ვანქცინაციის კამპანიების მეშვეობით ადამიანთა სიკვდილიანობის შემცირება იყო.
VSF - Suisse საქართველოში 1999 წლიდან მუშაობს და შემდეგ საქმიანობას ეწევა: ვაქცინაციის კამპანიების ჩატარება ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში საქართველოს ვეტერინალურ სამსახურებთან თანამშრომლობით; თბილისისა და რაიონების ვეტერინარული სამსახურის საჭირო ხელსაწყოებით დახმარება; ადგილობრივ თვითთმართველობასთან ან არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით ცოფისა და სხვა ინფექციური დაავადებების შესახებ (რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშია) საინფორმაციო კამპანიების ჩატარება; საშუალო სკოლებში ცოფის დაავადების საშიშროების კამპანიების ჩატარება საქართველოს მასშტაბით.
VSF - Suisse-მა ცოფის ვაქცინაციის კამპანია სამგორის რაიონის ვეტერინარულ სამსახურთან ერთად პირველად 1999 წლის ივნის-ივლისში განხორციელდა. კამპანიის მიზანი თბილისში, სამგორის რაიონის ვარკეთილი 3-ში პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების აცრა, რეგისტრაცია, პასპორტიზაცია და მათი პატრონებისთვის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება იყო. ვინაიდან პროექტმა დადებითი შედეგი გამოიღო, კამპანია იმავე წლის ოქტომბერ-დეკემბერშიც გაგრძელდა მთლიანად სამგორის რაიონის მასშტაბით. კამპანიის დროს 3090 ცხოველი იქნა რეგისტრირებული, მათ შორის 2433 აიცრა. 2000 წლის მარტიდან აგვისტომდე ვაქცინაციის კამპანიები ანალოგიური მეთოდებით გორის რაიონში (14 საკრებულო) და ქალაქ ქარელშიც გაგრძელდა, სადაც 3317 ცხოველი აიცრა.
ვეტერინარიის დეპარტამენტის თხოვნით, ახალციხის, ახალქალაქის, ბოლნისის, ლენტეხის და წალკის რაიონებში „ვეტერინარები საზღვრის გარეშე - შვეიცარიამ“ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა „რაბიკანი“ შეიტანა (რომელიც რუსეთში შეიძინა). ამასთან ერთად, ადგილობრივი ვეტერინარული სამსახურების ამცრელ ჯგუფებს ვაქცინაციის კამპანიისთვის გადაეცათ ერთჯერადი შპრიცები, ვაქცინაციის მოწმობები აცრილი ცხოველებისთვის და სარეგისტრაციო ბარათები, აცრილი თუ აუცრელი ძაღლების აღსარიცხავად.
რუსთავის ვეტერინარიის დეპარტამენტმა სამგორის რაიონში ჩატარებული სამუშაოს პრინციპით განახორციელა ცოფის საწინააღმდეგო კამპანია. კამპანიის ჩატარებამდე რუსთავში 600 ცხოველი იყო რეგისტრირებული, ხოლო კამპანიის დამთავრებისას 2177 ცხოველი აღირიცხა.
2002 წელს VSF - Suisse-მა საქართველოში რეგისტრირებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის Secours populaire francais („საფრანგეთის სახალხო დახმარება“) მხარდაჭერით ახალგორის რაიონში თხუთმეტი ვეტერინარის, გადამზადების პროგრამა განახორციელა. პროგრამის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ახალი თაობის ვეტერინარული პრეპარატების (საქართველოში არსებული) და მათ გამოყენების შესახებ. 260 ადგილობრივ ოჯახს, რომელიც მეცხოველეობას მისდევს, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ცხოველთა დაავადებების შესახებ ბროშურები და თვალსაჩინო ბუკლეტები დაურიგდა, ასევე ჩაუტარდა ლექციები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი საღიღროების შემთხვევაში. ამ პროგრამამ ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან ისინი მოწყვეტილნი არიან რაიოულ ცენტრს, ხოლო ზოგიერთ მთიან სოფელში საინფორმაციო საშუალებები (ტელევიზია, რადიო) საერთოდ არ არის.
ამ პროგრამების პარალელურად VSF - Suisee საქართველოს სხვადასხვა ქალაქების და რაიონების საშუალო სკოლებში ცოფის საშიშროების კუთხით ცნობიერების ანმაღლების კამპანიებს ახორციელებს. საცდელი პროექტი საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით სამგორის რაიონის ყველა საშუალო სკოლის დაწყებით კლასში განხორციელდა. 23 სკოლაში დარიგდა სახელმძღვანელოები. პროგრამა განსაზღვრულია 7-14 წლის ბავშვებისათვის რადგან ისინი უფრო ახლოს არიან მოხეტიალე ცხოველებთან და ვერ აცნობიერებენ რეალურ საშიშროებას პროგრამის მიზანია: ავუხსნათ ბავშვებს რა დაავადება ცოფი, როგორ უნდა დაიცვან თავი მისგან, როგორ უნდა მოიქცნენ დაკბენის შემთხვევაში და ა.შ. გამოყენებულია VSF - Suisee-ის მიერ მომზადებული პლაკატები, რომლებშიც ბავშვები დიდი პოპულარობით სარგებლობს.
თბილისის სკოლებში ცოფის დაავადების ცნობიერების ამაღლების პროექტის მეორე ნაწილი საცდელი პროექტის გაგრძელებაა. ამ ღონისძიებაში სულ 84 სკოლა იყო ჩართული, ანუ, თბილისის სკოლების 49,7 პროცენტი. სკოლებს დაურიგდათ ქართულ და რუსულ ენებზე შესრულებული პლაკატები. ვინაიდან „ვეტერინარები საზღვრებს გარეშე შვეიცარისა“ არ ჰქონდა ცოფის დაავადების საკითხებზე თბილისის ყველა სკოლაში საუბრების ჩასატარებლად საკმარისი სახსრები, თითოეულ რაიონში რამდენიმე სკოლა შეირჩა.
ეს პროექტი 2001 წლის თებერვალში, ზამთრის არდადაგების დამთავრებისთანავე დაიწყო და 2001 წლის 31 მაისს, გამოცდების დაწყების წინ დამთვარდა. შერჩეულ სკოლებში საუბრები ჩვენი ორგანიზაციის ორმა წარმომადგენელმა ჩაატარა. ამ უფასო საგანამნმანათლებლო აქციას მოსწავლეებიც და სკოლის ადმინისტრაციაც დიდი ინტერესით მოეკიდა.
შეხვედრებზე არაერთი ბავშვი მოყვა ამ ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ დაკბინა ძაღლმა (უფრო ხშირად, მაწანწალა ძაღლმა), მაგრამ დატუქსვის შეეშინდა და მშობლებს ამის შესახებ არაფერი უთხრა. ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბავშვებს და მასწავლებლებს ხასგასმით განუმარტეს, რომ დაკბენის ნებისმიერი ფაქტის განცხადება აუცილებელია, რადგან ცოფიანი ძაღლის ნაკბენმა შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს. დაკბენის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ ბავშვმა ჯერ მშობლებს უნდა შეატყობინოს, მშობლებმა კი ბავშვი დაუყოვნებლივ უახლოეს საავადმყოფოში უნდა წაიყვანონ.
განათლების სამინისტროს ნებართვით რუსთავის საშუალო სკოლების დაწყებით კლასებში ანალოგიური პროექტი განხორციელდა. ქალაქი არჩეულ იქნა იმიტომ, რომ დაკბენის შემტხვევების მაჩვენებელი იქ ყველაზე მარალი იყო. დირექტორებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი პროექტს და დასძინეს, რომ რუსთავში, სადაც ცოფის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მოსახლეობა ცოფის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს და ამდენად, არ შეუძლია დაავადება თავიდან აიცილოს.
უნდა ითქვას, რომ ბავშვთა ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების პროგრამამ მიზანს მიაღწია. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის 28 სკოლის 48 კლასის 1724 მოსწავლემ, 21-მა დირექტორმა, 12-მა დირექტორის მოადგილემ, 113-მა მასწავლებელმა, 25-მა ექთანმა და 23-მა მშობელმა. კამპანიის ბოლოს ბავშვები დასმულ შეკითხვებს უკვე სწორად პასუხობდნენ. ასე ხდებოდა სხვა რაიონებშიც. ცნობიერების ამაღლების პროგრამით მიღწეულმა შედეგებმა განაპირობა ის, რომ ორგანიზაციამ კამპანია ბოლნისის რაიონის საშუალო სკოლების დაწყებით კლასებში, გააგრძელა. პროგრამა 2002 წლის აპრილიდან ნოემბრამდე გააგრძელა. VSF - Suisse-მა „თავისი პლაკატები 58 სკოლაში დაარიგა.
გვინდა დავიჯეროთ, რომ ადამიანსა და ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის გავრცელება ქალაქსა და სოფელში, ხელს შეუყწობს საქართველოში ჯანდაცვის სტანდარტების ამაღლებას.
![]() |
8 უნარშეზღუდულ ბავშვთა უფლებების დაცვის სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები |
▲ზევით დაბრუნება |
უნარშეზღუდული ბავშვთა უფლებების დაცვის საორგანიზაციო კომიტეტი, სოციალური პოლიტიკის ჯგუფი.
2002 წლის თებერვალში პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით მესამე სექტორის ფონდ „ჰორიზონტში“ ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იყო საქართველოში უნარშეზღუდული ბავშვების უფლებათა დაცვის სოციალური პოლიტიკის შემუშავება.
2002 წლის 2 ოქტომბერს მზა დოკუმენტი გადაეცა დამკვეთს (პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს), რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილა ეს დოკუმენტი და გაიზიარა მასში გამოთქმული ძირითადი დებულებები.
2003 წლის მარტში პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში განიხილეს დოკუმენტი და გადაწყდა მისი პლენარულ სესიაზე გატანა. იმ შემთხვევაში, თუ სესიამ დოკუმენტი დაამტკიცა, შესაბამის სამინისტროებს მისი ეტაპობრივი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება დაევალებათ.
უნარშეზღუდული ბავშვების უფლებათა დაცვის სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები ეცადნენ გაეთვალისწინებათ ამ პრობლემის ყველა ასპექტი და შეემუშაბინათ მართვის ერთიანი ხედვა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.
1994 წელს საქართველო მიუერთდა ბავშვის უფლებათა კონვენციას, რომელიც აცხადებს, რომ „გონებრივად ან ფიზიკურად უნარშეზღუდული ბავშვი სრულფასოვნად და ღირსეულად უნდა ცხოვრობდეს იმგვარ პირობებში, რომელიც მას ღირსების გრძნობას გაუძლიერებს, დაეხმარება და საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.
გაეროს წევრებმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომაც აღიარეს უნარშეზღუდული პირებისათვის არსებული, სტანდარტული წესები. დღეს, საქართველო ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამს. დამუშავდა უნარშეზღუდულ ბავშვთა დახმარების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რაც საფუძვლიანად უნდა დაედოს სახელმწიფო პოლიტიკას, სტრატეგიას და უნარშეღუდულ ბავშვთა უფლებების დაცვის კონკრეტულ პროგრამებს.
არსებული მდგომარეობა
პოლიტიკა და მართვა: ქვეყანაში არ არსებობს ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა სტრუქტურებს შორის ეფექტიანი კოორდინაცია. 2002 წელს შემუშავდა ბავშვთა უფლებების დაცვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა.
სოციალური ფონი: უმუშევრობის მაღალი დონის, დაბალი ანაზღაურების, მედიკამენტების სიძვირის გამო, უნარშეზღუდული ბავშვების მკურნალობა და რეაბილიტაციის ღონისძიებები თითქმის მიუწვდომელი გახდა. ისინი უმეტესწილად სახლიდან ვერ გამოდიან, არა აქვთ განათლების მიღების პირობები, მათი ოჯახები მათთვის კანონით დაწესებული შეღავათებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, პენსია მცირეა და არარეგულარული. ბავშვების მხოლოდ მცრე ნაწილია ინსტიტუციალიზებული, დანარჩენი ოჯახებში იზრდება. ასეთი ოჯახების უმეტესობა ღატაკთა კატეგორიას მიეკუთვნება.
საზოგადოების მონაწილეობა: როგორც გაეროს სტანდარტულ წესებში წერია“ უმეცრება, უპატივცემულობა, ცრურწმენა და შიში ის სოციალური ფაქტორებია, რომელიც ეპოქების განმავლობაში ხელს უშლიდა ინვალიდთა ნიჭის განვითარებას და საზოგადოებისაგან მათ იზოლაციას იწვევდა“. საზოგადოებამ, ფაქტობრივად, არ იცის, როგორია ამ ბავშვების რეალური ყოფა, არ არსებობს ამ საქმეში საზოგადოების ჩართვისა და მისი ქმედითი თანამონაწილეობისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკა. ამ უკანასკნელ წლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, კერძოდ, მშობელთა ორგანიზაციებმა საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერით საქართველოში ალტერნატიული მეთოდების დანერგვაზე დაიწყეს მუშაობა.
ხელმისაწვდომობა: ჩვენს ქვეყანაში პრაკტიკულად არ არის უზრუნველყოფილი უნარშეზღუდული ადამიანებისთვის ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობა. შენობები, ტრანსპორტი, ქუჩები არ არის ადაპტირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არის მორგებული უნარშეზღუდული ადამიანების მოთხოვნილებებს.
სამართლებრივი გარემო: საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 14 ივნისს მიიღო კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ ამ კანონის შესრულება არც ფინანსურად და არც ინსტიტუციურად უზრუნველყოფილი არ არის. ამასთან ერთად, არ არსებობს კანონქვემდებარე ნორმატივები, რომლებიც კანონის ასამოქმედებლად რეალურ მექანიზმებს შექმნიდა.
განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად ამ ბავშვებისთვის განათლების სისტემის მართვის ორგანოები კორექციული ხასიათის სპეციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ქმნიან. ამ კანონის ნაკლი ისაა, რომ უნარშეზღუდული ბავშვების სწავლების ერთადერთ ფორმად, პრაქტიკულად, სპეციალური სწავლებაა აღიარებული. კანონი არ კრძალავს, მაგრამ არც ქმნის ამ ბავშვებისთვის სწავლების ალტერნატიული ფორმის ხელშეწყობას მექანიზმებს.
განათლება: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განათლების მიღება პრაქტიკულად შეუძლია. სკოლის შენობები არ არის ადაპტირებული. სკოლამდელი ასაკის ბავშვთა 90 -95 პროცენტი იზრდება სახლში, მათი მშობლები კი ვერ ფლობენ იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც მათი შვილის განვითარებას თავიდანვე შეუწყობდა ხელს. სპეციალურ სკოლებში ბავშვები რეალური სოციალური გარემოსაგან პრაქტიკულად იზორლებულნი არიან. ეს დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. ამასთან, უნარშეზღუდულ ბავშვთა დაახლოებით ნახევარზე მეტს, წარმატებული კორექციის შემდეგ შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში ჩართვა იმ პირობით, თუ სკოლებში სათანადო გარემო შეიქმნა და საკოლა მზად იქნება ასეთი ბავშვის მისაღებად. ამგვარი ცნობიერება ჩვენში ძალიან ძნელად იკიდებს ფეხს. პრობლემაა ის რომ, სასწავლო გეგმები და პროგრამები არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს; დაწესებულებს არა აქვთ თანამედროვე სპეციალური სასწავლო ნივთები, პედაგოგები, როგორც წესი, ვერ ფლობენ თანამედროვე მეთოდოლოგიებს.
სამედიცინო მომსახურება და ექსპერტიზა: უნარშეზღუდულობის პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის განხორციელებას მრავალი საერთო პრობლემა ახლავს: სამედიცინო დაწესებულებებში ძირითადად მუშაობენ ძველი საბჭოური სტანდარტებითა და რეკომენდაციებით;არ არსებობს სარწმუნო ეპიდემიოლოგიური მონაცემები. უნარშეზღუდულ ბავშვთა დახმარებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ან არ არის, ან არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. ძალიან ცოტაა უნარშეზღუდულობის მართვის სფეროს სპეციალისტები.
უნარშეზღუდულ ბავშვთა უფლებების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უნარშეზღუდულ დახმარებას პოლიტიკის ძირითადიმიმართულება, ასეთი ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციის და მათი პოტენციული შესაძლებლობების სრულად გამოყენების ხელშეწყობაა. მიღებულია, რომ ის პრივილეგიები, რაც სახელმწიფოს მიერ უნარშეზღუდული ბავშვისთვის არის განკუთვნილი, ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ბავშვს ეხება, მისი მოქალაქეობის მიუხედავად.
1. საკანონმდებლო ცვლილებები: საქართველოსთვის უნარშეზღუდულ პირთა დახმარების პოლიტიკის წარმოებისთვის პირველი რიგის ამოცანაა მოხდეს უნარშეზღუდულობის დეფინიცია და განისაზღვროს უნარშეზღუდულობის დადგენის წესები. შესატანია ცვლილებები კანონებში ექსპერტიზის შესახებ, განათლების შესახებ, შრომის კანონთა კოდექსში და ასე შემდეგ. უნდა მოხდეს აუცილებელი კანონმქვემდებარე აქტების შემუშავება. ეროვნული კანონმდებლობა საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრულ ვალდებულებების და სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი.
2. საზოგადოების ჩართვის სტრატეგიები: არასამთავრობო სექტორმა მონაწილეობა უნდა მიიღოს უნარშეზღუდულთა უფლებების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მის შესრულებაში მნიშვნელოვანია, ამ პროცესში თავად უნარშეზღუდული ადამიანების ჩართვა. აუცილებელია მოხდეს ეკლესიის ავტორიტეტის სწორად გამოყენება. მასმედიამ ხელი შეუწყოს მოსახლეობამ, გააცნობიერებდეს უნარშეზღუდულთა პრობლემები, გაიაზროს მათი უფლებები, მათი დახმარების მნიშვნელობა და აუცილებლობა.
3. ინსტიტუციური ცვლილებები: მიიჩნევენ, რომ უნარშეზღუდულ პირთა საქმეების სახელმწიფო მართვის ეფექტურობისათვის მიზანშეწონილია, ჩამოყალიბდეს სახელმწიფო საკოორდინაციო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედებათა კოორდინაციას და რესურსთა შეთანხმებულ ხარჯვას. მისი მოვალეობაა, ასევე, უნარშეზღუდულთა გლობალური პოლიტიკის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი. კონკრეტულ უნარშეზღუდულ პირთა დახმარების სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, უმეტესწილად, ადგილობრივ ხელისუფლების პრეროგატივა უნდა გახდეს.
4. სოციალური დაცვა: საქართველოში უნარშეზღუდულთა სოციალური დაცვის პოლიტიკის მიზანია, მთელი ყურადღება მიმართული იქნას იმ სტრატეგიისაკენ, რომელიც ზრდის გარემოს ფიზიკურ ხელმისაწვდომობას, ხელს უწყობს უნარშეზღუდულთა სოციალურ და პოლიტიკურ მიმდევრობას, მათ საზოგადოებაში ჩართვასა და დასაქმებას. ამგვარ ტრანსფორმაციას აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლები. პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს უნარშეზღუდულთა ჩართვას სოციალურ და ეკონომიკურ დინებებში, უფრო და უფრო ხშირად განიხილება, როგორც პრიორიტეტული ეკონომიკური პერსპექტვა, რადგან მისი შემწეობით უნარშეზღუდულთა ეკონომიკური და სოციალური კონტრიბუცია იზრდება.
5. განათლება: სალამანსკას დეკლარაციის მიხედვით უნარშეზღუდულ ბავშვთა სწავლება ყველაზე წარმატებულად მიმდინარეობს ინკლუზიურ სკოლებში (სალამანკას კონფერენცია, 1994 წ). საქართველოში უნდა მივაღწიოთ, რომ სპეციალურ განათლებასთან ერთად გაჩნდეს განათლების ალტერნატიული ფორმები (ინტეგრირება, ინკლუზია). ბავშვებს უნდა მიეცეს მასობრივ სკოლებში ჩართვის, ხოლო მშობლებს - არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. უნარშეზღუდულ ბავშვთა ინკლუზიური სწავლების საფუძველი უნდა ემყარებოდეს იმ აზრს, რომ ამ საქმეში ჩართულია მთელი საზოგადოება: ყველა ბავშვი (არა მხოლოდ უნარშეზღუდული), ყველა მასწავლებელი (არა მხოლოდ სპეციალური პედაგოგი), ყველა ბავშვის (ჯანმრთელისა და უნარშეზღუდულის) მშობელი ოჯახი, ადმინისტრაციული მუშაკები, საზოგადოების (თემის) წარმომადგენლები. ინკლუზიურ განათლება სასარგებლოა, როგორც უნარშეზღუდული, ასევე სწავლობენ სხვათა პრობლემების გაგებას, თანაგრძობას და გაცილებით იოლად აღიქვამენ მათ შორის არსებულ განსხვავებას.
6. ჯანდაცვა და რეაბილიტაცია: უნარშეზღუდულ ბავშვთა სამედიცინო მომსახურება და ექსპერტიზა სამ ძირითად სფეროს მოიცავს: პრევენცია, შეფასება და მართვა. უნარშეზღუდულობის პრევენციის ძირითადი მიმართულებებია ბავშვის დაბადებამდე, ახალშობილებში უნარშეზღუდულობის განვითარების და სოციალური პირობებით გამოწვეული უნარშეზღუდულობის წინააღმდეგ წინაწარი ზომების მიღება (პრევენცია). უნარშეზღუდულობის შეფასების განხორციელების ძირითადი საფუძველი უნდა გახდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის ICD-10 და ICF გამოყენება. ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხდეს დიაგნოსტიკის უნიფიკაცია. უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი წესები. უნარშეზღუდულობის მართვა უნდა მოხდეს ექსპერტული შეფასების საფუძველზე სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ. აუცილებელია უნარშეზღუდულ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტთა უწყვეტი პროგრამული განათლება; უნარშეზღუდული ბავბშვებისათვის და მათი მშობლებისთვის ფსიქოგანათლებითა და საკონსულტაციო სამსახურების შექმნა.
7. ფინანსური უზრუნველყოფა: საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომაეობა არ იძლევა წინამდებარე დოკუმენტებში ჩამოთვლილი ღონისძიებების დიდი ნაწილის უახლოეს მომავალში განხორციელების საშუალებას. ამიტომ, უმთავრეს მნიშვნელობას იძენს პრიორიტეტების სწორად გამოყოფა და რესურსების რაციონალური გამოყენება. დღევანდელ სიტუაციაში პროგრამულ საბიუჯეტო დაფინანსებას ალტერნატივა არ გააჩნია. აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია, რათა ფინანსური რესურსები პირველი რიგის მიზნებს მოხმარდეს. უნარშეზღუდულთა საკითხების კოორდინაციის სახელმწიფო ორგანოს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნდა გახდეს მათი საქმიანობის ურთიერთშეთანხმებისა და უთიერთშევსების მიზნით. ეს საშუალებას მოგვცეს, უნარშეზღუდული ბავშვების განათლების, ჯანდაცვის და სხვა პრობლემების გადაწყვეტას საკმაოდ სოლიდური სახსრები მოვახმაროთ.
![]() |
9 უნარშეზღუდული ბავშვების მშობლები ერთიანდებიან |
▲ზევით დაბრუნება |
მაია ჩიტაიშვილი, მადონა ტყეშელაშვილი
ასოციაცია „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ სოციალური პოლიტიკის ჯგუფის წევრები (ისანი-სამგორი, საბურთალოს რაიონი)
ჩვენი ორგანიზაცია - ასოციაცია „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“- უნარშეზღუდული ბავშვების მშობლების მიერაა დაფუძნებული და მიზნად ამ სფეროში არსებულ მწვავე სოციალური პრობლემების მოგვარებას ისახავს. 2002 წელს ასოციაციამ „მერსი ქორის“ ხელშეწყობით განახორციელა პროექტი სახელწოდებით: „მშობლები-მშობელს - უნარშეზღუდულ ბავშვთა ბინაზე მომსახურება“.
პროექტი რამდენიმე მიზანს ისახავდა:
● საკუთარი შვილის უნარშეზრუდულობის გამო საზოგადოებისაგან იზოლირებული და ხშირად სასოწარკვეთილებაში მყოფი ოჯახების პოვნა; მათი ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირება და ცხოვრების ხარისხის ამაღლების სტრატეგიების დასახვა; ჩვენი ასოიაციის სპეციალისტებით (ფსიქოლოგი, პედაგოგი) ბინაზე მომსახურება და მშობელთა ემოციური მხარდაჭერის მიზნით „დამხმარე მშობელთან“ მათი დაკავშირება.
● სოციალური მუშაკის ინსტიტუტის აქტუალობას, მიზანშეწონილობის და სარგებლიანობის ჩვენება უნარშეზღუდულ ბავშვთა ოჯახებისთვის. ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებულ აქტიურ მშობელთათვის („დამხმარე მშობლებისათვის“) სოციალური მუშაკის პროფესიული უნარჩვევებისა და გამოცდილების გაზიარება და მათი შემდგომი დასაქმება.
● სათემო მობილიზაციის მიზნით, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად მშობელთა მხარდაჭერის ჯგუფების შექმნა.
● უნარშეზღუდული ბავშვის მეურვეობაში პრობლემების გამომწვევი მუდმივმოქმედი ფსიქო-სოციალური ფაქტორების შესწავლა და ანალიზი.
წვრთნა გაიარეს აქტიურმა მშობლებმა, რომლებსაც ბინაზე მონახულებაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. შემუშავდა კითხვარები, შედგა მუშა ჯგუფი.
პროექტში მონაწილე ოჯახების შერჩევა არც ისე იოლი გამოდგა. ზოგ ოჯახს სურვილიც არა აქვს უცხოს გაუღოს კარი და კონტაკტში შემოვიდეს. ამიტომ, ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ გამოვაქვეყნოთ ჩვენი ასოციაციის პერიოდულ ბიულეტენში „მშობელთა მაცნე“, რომელიც ასოციაციაშია გაწევრიანებულ ოჯახებს ბინაზე მიეწოდებათ. ასევე, გავაკეთეთ ჩანართები სხვადასხვა გაზეთებში. იმ ოჯახებიდან, რომლებიც გამოგვეხმაურნენ და პროგრამაში მონაწილეობა მოინდომეს, შეირჩა სოციალურად ყველაზე დაუცველი, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ოჯახები.
გამოგიტყდებით, თავიდან ძალიან ვღელავდით: აქამდე ჩვენი ასოციაციის უბრალო წევრები ვიყავით და შეძლებისდაგვარად ხელს ვუწყობდით მის საქმიანობას, მაგრამ, როგორც კი „მშობელ-დამხმარეს“ სტატუსი მოგვენიჭა, ასოციაციის ექსპერტის მოვალეობა და შესაბამისად, უზარმაზარი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა იმ ოჯახების მიმართ, ვინც ნდობა გამოგვიცხადა. შევძლებდით კი გაგვემართლებინა მათი ნდობა? შევძლებდით ნუგეში და მომავლის რწმენა მიგვეცა მათთვის, ვინც უკვე სასოწარკვეთის ზღვარზე იყო მისული?
ჩვენთვის, უნარშეზღუდული ბავშვების მშობლებისათვის, ნაცნობია ყველა ის სიძნელე, რაც ამ პრობლემას თან ახლავს, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: ერთ-ერთმა დამხმარე მშობელმა ოჯახებში სიარულზე უარი თქვა, მას ბოლომდე ძალა არ ეყო, საკუთარი ემოციები მოეთოკა და თვალი გაესწორებინა იმ სურათისთვის, რომელიც ზოგიერთ ოჯახში ხვდებოდა. თავს შევიკავებთ გვარებისა და სახელების დასახელებისგან, მაგრამ წავაწყდით ფაქტს, როცა ოჯახში უნარშეზღუდული ბავშვის გარდა, სამი დღის ნაშიმშილარი კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაგვხდა. მარტოხელა დედა იმის გამო, რომ მცირეწლოვან შვილებს მარტო ვერ ტოვებს, იძულებულია ისინი ნახევრად მშიერი ჰყავდეს. ვნახეთ ბავშვი, რომელსაც მხოლოდ თავი ეზრდება, სხვა ორგანოები არ უვითარდება (გიდროცეფალია). ის მამამ მიატოვა, მერე - დედამაც, ბებიის ანაბარადაა დარჩენილი. ამ ადამიანისთვის ჩვეული გამოჩენა სასწაული იყო. ვერავინ დაივიწყებს მის გაოცებას, მადლიერ თვალებს - ბოლომდე არ ეჯერა, რომ მარტო აღარ არის, ვიღაცას ახსოვს და მისი სატკივარი აწუხებს.
მოხდა ისეც, რომ ერთმა საკმაოდ შეძლებულმა ოჯახმა თავიანთი ბავშვის ბავშვთა სახლში მოწყობა გვთხოვა იმ მიზეზით, რომ გონებაშეზღუდული ბავშვის გამო მეორე შვილს მომავალში პრობლემები არ შექმნოდა. დამეთანხმებით, არც ეს იყო ადვილი მოსასმენი და საყურებელი.
მშობელ-დამხმარეებმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან ერთად საახალწლო ნობათი შევაგროვეთ და ყველაზე გაჭირვებულ 20 ოჯახს გადავეცით.
ჩვენმა პროექტმა 2002 წლი მარტიდან დეკემბრის ჩათვლით იმუშავა. ამ ხნის განმავლობაში 120 მშობელს და მათ პრობლემებს გავეცანით. შეძლებისდაგვარად ვეცადეთ, მათთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გვემსჯელა და პრობლემების გადაჭრის რეალური გზები დაგვესახა. პროექტის მუშაობაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფილის სპეციალისტყები იღებდნენ, რაც თითოეული პრობლემის მრავალი კუთხით განხილვის საშუალებას გვაძლევდა. მონაცემების სიზუსტით ანკეტირების მეთოდს ვიყენებდით. ეს მონაცემების დამუშავებასა და ანალიზში დაგვეხმარა. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვიურად ავრცელებს „მშობელა მაცნეს“, გაზეთი თითოეულ ოჯახს ეგზავნმება და ცდილობს მაქსიმალურად მოიცავს მშობლებისთვის საინტერესო ყველა საკითხი. ამასთან ერთად, მაცნე მშობლებს საშუალებას აძლევს თავიანთი აზრი და გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ.
მშობლებთან ოჯახებთან, მათ ახლობლებთან და მეზობელთან უშუალო ურთიერთობის შედეგად ჩვენ გამოვავლინეთ, ყველაზე მეტად რა აწუხებთ მშობლებს შვილებისა თუ საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. საინტერესო იყო იმის გამოვლენაც, თუ რა საჭიროებებს ანიჭებთ მშობლები უპირატესობას თავიანთი შვილების აღზრდისა და მეურვეობის საქმეში, როგორ ესახებათ მათ ბავშვების მომავალი და რის შეცვლას ისურვებენ არსებულ კანონმდებლობაში, სოციალური უზრუნველყოფის სფეროსა და სოციალურ პოლიტიკაში.
პროექტის - „მშობელი-მშობელს“ - მიღწევად მიგვაჩნია მშობელთა მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნა. ამ კომიტეტში გაერთიანებულ მშობლებს სჯერათ, რომ მათი შვილების მომავალზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა უშუალოდ მათი საქმეა, რომ ერთიანი ძალისხმევით მათ ბევრის გაკეთება და შეცვლა შეუძლიათ.
მშობელთა კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს ასოციაციასთან და ღებულობს ყველა საჭირო ინფორმაციასა და მხარდაჭერას. ვაპირებთ, მშობელთათვის ტრენინგების ჩატარებას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ მშობელთა მოძრაობას ბევრი ერთგული მიმდევარი გამოუჩნდება. დარწმუნებული ვართ, რომ იმ ურთულესი პირობებიდან, რომელშიც უნარშეზღუდულ ბავშვებს და მათ მშობლებს უწევთ დღეს ყოფნა, თავის დაღწევის ერთადერთი რეალური გზა არის პიროვნული არჩევანი, არ შეეგუო არსებულ ყოფას და მრავალ შენნაირთან ერთად რაღაცის შეცვლა, გამოსწორება, გინდაც ზოგადად, სოციალური პოლიტიკის შეცვლა სცადო. ადამიანთა სულისკვეთებას სერიოზული მხარდაჭერა და გაფრთხილება სჭირდება, ვინაიდან შექმნილ ვითარებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს და ამ ოჯახების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაც სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. ამ მიმართულებით შემდეგი რეკომენდაციები შევიმუშავეთ:
● მშობელთა საკონსულტაციო ცენტრების მუშაობის გაფართოება და განვითარება
● მშობელთა შორის საინფორმაციო მაცნეებისა და ბიულეტენების დარიგება.
● მასმედიის საშუალებებით უნარშეზღუდული პრობლემების გაშუქება.
● სამთავრობო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობა და მათთვის რეალური მდგომარეობის გაცნობა.
● უნარშეზღუდულ ბავშვთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების აქტივობათა კოორდინირება და შეთანხმებული მუშაობა.
● მუდმივმოქმედი ფსიქიკური განვითარების ცენტრების დაარსება და განვითარება
პროექტის ფარგლებში შევძელით 20 ოჯახი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საზაფხულო დასვენების პროგრამაში ჩაგვერთო. მშობლები გააქტიურდნენ, ხშირად გვირეკავდნენ, მოდიან, ცდილობენ, მჭიდრო კავშირი იქონიონ ჩვენს ასოციაციასთან. ჩვენ კი, დარწმუნებული ვართ, მხოლოდ ერთად ყოფნით და ერთად რუდუნებით შევძლებთ ჩვენი შვილების აწმყო უკეთესი მომავლით შევცვალოთ.
![]() |
10 ნუ შევქმნით ბავშვთა მდაბიო ფენებს! |
▲ზევით დაბრუნება |
ნენსი არჩერი
World Vision International in Georgia, პროგრამის მენეჯერი
მოცემულ ნაშრომში საუბარი გვექნება საქართველოში სოციალური პოლიტიკის რეფორმის საკვანძო საკითხებისა და ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის რეფორმაზე. ვეყრდნობით იმ მოსაზრებებს, რომ სოციალური პოლიტიკის უმთავრესი მიზანი ბავშვის განვითარებაზე და მისი ოჯახში აღზრდის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და პოტენციალის სრული რეალიზებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფაა.
1. ბავშვები ინსტიტუციურ დაწესებულებებში: კეთილდღეობისა და დაცვის რეფორმის საკითხი
დამოუკიდებლობის პირველ წლებში ეროვნული სოციალური რეფორმა საქართველოში ისეთ მაკრო ცვლილებებზე იყო ორიენტირებული, რომელმაც ადამიანის უფლებების, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის იურიდიულ საფუძველსაც დაუდო სათავე. დამოუკიდებლობიდან თორმეტი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა ბავშვთა უზრუნველყოფის სისატემაში, რომელიც დღესაც ისეთ ინსტიტუტებს ემყარება, როგორიცაა ,,უპატრონო ბავშვთა სახლი“.
სოციალური პოლიტიკისა და სისტემების სფეროში უკვე იგრძნობა ძვრები, რომელიც საქართველოში მაკრო კანონმდებლობის (აქ შედის გაეროს კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ) ასრულებას განაპირობებს. კერთოდ, განათლების, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროები მზრუნველობის ახალი სისტემის დანერგვის ინიციატივით გამოვიდნენ. ამ ძალისხმევის მიზანი ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის დეინსტიტუციონალიზაციაა, ბავშვებზე მზრუნველობის სათემო, ოჯახზე ორიენტირებული მოდელების დანერგვისა და ადგილობრივი ორგანოებისათვის მეტი პასუხისმგებლობის დაკისრების გზით.
იმისათვის, რომ ძველი სისტემა ახლით შეიცავლოს, აღნიშნული მიზნის მხარდამჭერი ეროვნული პოლიტიკაა ჩამოსაყალიბებელი.
ბავშვთა კეთილდღეობის დეინსტიტუციონალიზაციის აუცილებლობას შემდეგი მიზეზები განაპირობებს:
● იურიდიული: საქართველო, როგორც ბავშვთა უფლებების კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა, მე-20 მუხლის შესაბამისად ვადებულია, ოჯახს ხელი შეუწყოს, რათა მან ბავშვის სარჩენად ალტერნატიულად საშუალებებს არ მიმართოს. თუ ბავშვს მშობლები ვერ არჩენენ, სახელმწიფო ყოველმხრივ უნდა ეცადოს ბავშვი აღსაზრდელად ნათესაურ გარემოში მოახვედროს და მიმღები ოჯახი სათანადო დახმარებით უზრუნველყოს. ბავშვთა უფლებების კონვენციაში ოჯახური გარემო აღიარებულია საუკეთესო გარემოდ ბავშვის აღსაზრდელად, ხოლო ინსტიტუციური დაწესებულება „უკიდურეს ნავთსაყუდელადაა“ მიჩნეული.
● ჰუმანური: 1943 წლის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ინსტიტუციონალიზაცია უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის სულიერ და ზოგჯერ, ფიზიკურ მდგომარეობაზეც, მასინაც კი, თუ იგი საუკეთესოდ დაფინანსებულ ბავშვთა სახლში იზრდება.
● ფისკალური: ბავშვების ან ნებისმიერი ადამიანის ინსტიტუციურ დაწესებულებებში შენახვის ხარჯები გაცილებით აღემატება სათემო და საოჯახო მზრუნველობის პირობებში გაწეულ ხარჯებს. იმ თანხით, რაც ბავშვთა ინსტიტუციონალიზაციაზე იხარჯება, თემის ან ოჯახის პირობებში გაცილებით მეტი ისეთი ბავშვის აღზრდაა შესაძლებელი, რომელიც რისკის ჯგუფის ბავშვებს მიეკუთვნება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მთავრობები თავიანთი მშთ-ს 1-2%25 ბავშვების სახლებში მოთავსებაზე ხარჯავენ.
II. ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში სისტემური ცვლილებების ხელშემწყობი პოლიტიკა
● ადამიანური რესურსების განვითარება: ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმა დამოკიდებულია ადამიანური რესურსების არსებობაზე. ამ გზით შესაძლებელია სათემო და საოჯახო მზრუნველობის სისტემაზე გადასვლა. თავდაპირველად აქცენტი უნდა გაკეთდეს ამჟამად დაუსაქმებელი, უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალის სოციალურ მუშაკად გადამზადებაზე. უნდა გადამზადდნენ ბავშვთა სახლებში მომუშავე სპეციალისტები, რათა შეიძინონ ის ახალი უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ სამუშაოზე მოწყობაში დაეხმარება. ზოგ შემთხვევაში, მათი დასაქმება ბავშვთა კეთილდღეობის საოჯახო და სათემო მომსახურებების ახლად შექმნილ სამსახურებშიც შეიძლება. იმისათვის, რომ სამთავრობო სისტემაში სოციალური მუშაკის პროფესიის ლეგიტიზაცია მოხდეს, ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ კანონმდებლობაში არსებული მთელი რიგი ნორმატიული აქტებია მისაღები.
● ,,მეკარის“ ფუნქციის შესრულებასა და დეინსტიტუციონალიზაციაზე ორიენტირება: ბავშვების ინსტიტუციურ დაწესებულებებში მოხვედრის საწინააღმდეგო ღონისძიებები ,,მეკარის“ ფუნქციის შესრულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამასთან ერთად უნდა მოხდეს ბავშვების საოჯახო და სათემო მზრუნველობის სისტემებში რეინტეგრაცია. სისტემას, რომელიც ბავშვთა სახლებში ბავშვების რაოდენობის შეამცირებს, შემდეგი ფორმულა ესადაგება: ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბავშვთა სახლებში მიღებული ბავშვების რაოდენობა ნაკლებია იქიდან გამოსული ბავშვების რაოდენობაზე.
ზემოთქმულის მისაღწევად, ძირითადი მახვილი უნდა გაკეთდეს იმ სტრატეგიაზე, რომელიც სისტემაში მოხვედრასა და სისტემიდან გამოსვლაზე ყველაზე მეტ გავლენას მოახდენს. ინსტიტუციური დაწესებულების ,,უკანა კარში“ მდგომმა სოციალურმა მუშაკებმა უნდა გამოავლინონ ბავშვები, რომელთა რეინტეგრირება, შვილად აყვანა ან ალტერნატიულ ოჯახურ გარემოში განთავსება შესაძლებელია. ,,წინა კარში“ მდგომი სოციალური მუშაკები კი კარგად უნდა იცნობდნენ რესურსებს, რომლებიც ბავშვის ბავშვთა სახლებში განთავსების რისკს შეამცირებენ. ამავე დროს, ისინი უნდა ფლობდნენ ინფორმაციას პრევენციული მომსახურებებისა და ინსტიტუციური დაწესებულებების ალტერნატიული ფორმების შესახებ. ამგვარად, ,,მეკარის“ ფუნქცია ფუნდამენტურად შეიცვალა: ბავშვთა სახლებში ბავშვების გამწესებას მართვის ის მეთოდი ცვლის, რომლის საშუალებითაც ყოველ კერძო შემთხვევაში ბავშვზე ზრუნვის ოპტიმალური სიტუაციის შერჩევა ხდება.
● სათემო მომსახურების გაფართოება: რეფორმა მოითხოვს ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა აქტიურად იღვაწონ მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვების პრობლემების მოგვარებისა და ხელშეწყობისთვის. ამ შემთხვევაში დაცვის ინსტიტუციური ქსელიდან ორიენტირი საოჯახო ქსელზე გადადის, რომელიც უმთავრესად ოჯახის მიერ საკუთარ შვილებზე ზრუნვისა და დაცვის პირობების შექმნას გულისხმობს. სათემო მომსახურება შეიძლება ითვალისწინებდეს დედათა და ჩვილთა თავშესაფარს, დღის მოვლენის ცენტრებს, დასაქმების შესახებ კონსულტაციებს, გადამზადებისა და დასაქმების მომსახურებას, მათი ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფისა და კრიზისულ სიტუაციებში მომსახურების ჩათვლით.
● დეინსტიტუციონალიზაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება: უმაღლეს სახელისუფლებიო დონეზე შესამუშავებელია ინსტიტუციური დაწესებულებების დახურვის და მათი დახურვის გრაფიკის ამსახველი ფართო სამოქმედო გეგმა. გეგმა უნდა მოიცავდეს ბავშვთა 52-ვე ინსტიტუციურ დაწესებულებას, მათ შორის განათლების სამინისტროს, შრომის, ჯანდაცვის და სიციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, საპატრიარქოს, მუნიციპალიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს. გეგმით უნდა განისაზღვროს იმ ბაშვთა რიცხვი, რომლებსაც საცხოვრებლით უზრუნველყოფა ესაჭიროება და ასევე, უნდა განისაზღვროს იმ დაწესებულებების რაოდენობა და ტიპი, რომლებიც ასეთ ბავშვებს მოემსახურება. დარჩენილი ინსტიტუციური დაწესებულებები უნდა გარდაიქმნას ისე, რომ ბავშვს განვითარების, საკუთარი პოტენციალის სრული გამოვლენის და მეგობრულ ატმოსფეროში ყოფნის საშუალება ჰქონდეს, რაც საბოლოო ჯამში მას ოჯახში დაბრუნებას შეაძლებინებს
● ბაშვთა კეთილდღეობის მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნა: არსებულ სისტემაში ბავშვთა კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა რამდენიმე სამინისტროს, დეპარტამენტს, მუნიციპალიტეტს და კერძო ჯგუფებს შორის არის განაწილებული. ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის სისტემური რეფორმის განსახორციელებლად საჭიროა, რომ ზემოხსენებული ჯგუფების საქმიანობას კოორდინირება რომელიმე ერთმა სამთავრობო ორგანომ გაუწიოს. იგი იქნება პასუხისმგებელი ბავშვთა კეთილდღეობაზე, ჯგუფების კოორდინაციაზე. ბავშვთა უფლებების კონვენციის განხორციელებასა და მიღებული შედეგების მონიტორინგზე. ეს რეკომენდაციები შეიტანა ბავშვთა დაცვის კომიტეტმა 2000 წლის ივნისის ,,დასკვნის“ დოკუმენტში, რომელის საქართველოს მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის განხორციელების ანგარიშის საპასუხოდ დაიწერა.
● ინსტიტუციური დაწესებულებისათვის განსაზღვრული ფონდების სათემო მომსახურებაზე გადატანა: დაფინანსების არსებული პოლიტიკა ითვალისწინებს მხოლოდ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების დაფინანსებას. აღნიშნული სისტემა კორუფციას უქმნის ნიადაგს. მაგალითად, ხდება ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვების და მომსახურე პერსონალის რაოდენობრივი მაჩვენებლების, საკვბის ხარჯებისა და სხვა ციფრების ხელოვნურად ზრდა. ბავშვთა მომსახურების ეფექტური სისტემის მისაღწევად სტრუქტურული ცვლილებები დაფინანსების არსებულ სისტემაში უნდა განხორციელდეს.
● თითოეული ბავშვისათვის ცალკე ინფორმაციისა და ბიუჯეტის შედგენა: იმის გამო, რომ არ არსებოს თითოეული ბავშვის შესახებ ინფორმაციის შედგენის, თითოეული ბავშვისთვის ცალკე ბიუჯეტის შედგენის და პოლიტიკის დაგეგმვის პრაქტიკა, ბავშვთა უფლებების სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის პრაქტიკა, ბავშვთა უფლებების სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საქმეში მნიშვნელოვანი პრობლემები იქმნება. ბავშვების პერსონალური ბიუჯეტები ეროვნული სამოქმედო გეგმის და, შესაბამისად, ,,სიღარიბის დაძლევის სტრატეგიის“ შემადგენელ ნაწილს უნდა წარმოადგენდნენ. გეგმით მეტი რესურსები უნდა გამოიყოს ბაშვებისა და ოჯახებისთვის. გეგმაში უნდა ჩაიდოს მოთხოვნა იმისა, რომ დარჩენილი ინსტიტუციური დაწესებულებებისათვის გამოყოფილი მცირე თანხები ეფექტიანად იყოს გამოყენებული.
III. დასკვნა
ადამიანის უფლებების თვალსაწიერიდან ინსტიტუციონალიზაცია სიღატაკისა და ოჯახური კრიზისის მწარე შედეგია. ასეთ დაწესებულებებში დაცული ბავშვების მომსახურებაზე დახარჯული ადამიანური თუ ფინანსური რესურსების შკალა გეომეტრიული პროგრესით იზრდება, რადგან უფუნქციო ბავშვები დროთა განმავლობაში უფუნქციო მოზარდები ხდებიან და ისეთ უფუნქციო ოჯახებს ქმნიან, რომელთაც სპეციალიზებული მომსახურება ესაჭიროება. ბავშვთა კეთილდღეობის დაფინანსების შემთხვევაში საშუალი და გრძელვადიან შუალედებში მნიშვნელოვანი დანაზოგების გაკეთება შეიძლება. დეინსტიტუციონალიზაციისათვის დამახასიათებელი ფინანსური ეფექტი რომ საგრძნობი გახდეს, მთელი ძალისხმევა ბავშვთა სახლების შემცირებისკენ უნდა წარიმართოს. ამ სტრატეგიას ზურგს შესაბამისი პოლიტიკა უნდა უმაგრებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა დანაზოგი თვალსა და ხელს შუა გაქრება.