![]() |
ადამიანის უფლებების მიმოხილვა № 3 (8), ივლისი - სექტემბერი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებების მიმოხილვა |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 წინასიტყვა |
▲back to top |
საანგარიშო პერიოდში (ივლისი-სექტემბერი) ჩვენი ქვეყნის სოციალურ და სამოქალაქო ასპარეზზე ბევრი დრამატული მოვლენა აღინიშნა. კვლავ დაფიქსირდა ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახავი ფაქტები, რომელთგან ზოგი მორალისა და სამართლის სფეროს განეკუთვნება (სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა), ზოგი - სოციალურს, ზოგი სინდისისას (მსოფლმხედველობისას), ზოგი - ეროვნულს და ა.შ. სახელმწიფოსა და მისი ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან შეურაცხყოფილად და დაზარალებულად თვლიან თავს როგორც ცალკეული პიროვნებები, ისე ეთნიური ჯგუფები, ეკლესიები (ზოგადად რელიგიური გაერთიანებები) და საზოგადოებები.
აგვისტო-სექტემბერში წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზას მიუახლოვდა. ამ დროს სახელისუფლო ორგანოებმა მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებანი ბევრჯერ შელახეს, რასაც ისეთი სკანდალური და გახმაურებული ფაქტებიც ცხადყოფს, როგორიცაა თავდასხმები ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე ბოლნისსა და სენაკში და მოქალაქე ზოლინ გაბელაიას დაჭრა სოფ. ჭალადიდში.
ხელისუფლება აგრძელებს მანიფესტაციებისა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლას, რაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს. ამის მაგალითია „კმარას“ აქტივისტთა დემონსტრაციების დარბევა თბილისსა და ბორჯომში. შანტაჟის, ცინიზმისა და დევნის ობიექტებად ხშირად ჟურნალისტები გვევლინებიან, ზოგჯერ კი რედაქციები და გამომცემლობები, რაზეც თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში აღნუსხული ფაქტები მოწმობს.
წინამდებარე მიმოხილვაში მოიპოვება მასალები, რომელთა საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ: სამართალდამცავი უწყებები მიკერძოებას იდეოლოგიური ნიშნითაც იჩენენ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს რაიონების სასამართლოებმა წარმოებაში მიიღეს ,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ ის სარჩელები, რომლებშიც მოპასუხე მხარეთა ბრალდებად არამართლმადიდებლობაა დასახელებული. ლაპარაკია წიგნებზე, რომლებიც სახელმძღვანელოდ ან დამხმარე სახელმძღვანელოებადაა გათვალისწინებული. იმის გარკვევა, აღნიშნულ წიგნთა შეფასებები (როგორც ეს სასარჩელო განცხადებებშია ჩამოყალიბებული) რეალური და ობიექტურია თუ არა, სასამართლოს კომპენტენციის ფარგლებს შორდება. ამის მიუხედავად მოსამართლეებმა იდეოლოგიური მოტივაცია ირწმუნეს. მსგავსი ტენდენციურობა საზოგადოებას იმის ილუზიას უქმნის, რომ, თითქოს, საქართველო კონსტიტუციურადაც მართლმადიდებელი სახელმწიფოა, არამართლმადიდებლობა კი დანაშაული. ასეთი მოდგომა ნაციონალური ემოციებით შეპყრობილ ახალგაზრდებში აგრესიის ზრდას უწყობს ხელს, რაც სხვადასხვა არამართლზომიერ ქმედებათა საფუძველი ხდება.
ქართველ საზოგადო მოღვაწეთა, კულტურისა და მეცნიერების მუშაკთა ერთმა ნაწილმა აღნიშნული ვითარების სიმწვავე გააცნობიერა და სათანადო ნაბიჯებიც გადადგა. ისინი გამოესარჩლნენ დეკანოზ ბასილ კობახიძეს, რომელიც ეკუმენურ მიძრაობაშია ჩაბმული და სასულიერო პირების დიდ ნაწილს ცრუმორწმუნეობის პროპაგანდაში ადანაშაულებს. ამის გამო იგი დღეს სამრევლოს გარეშეა დარჩენილი და დევნას განიცდის. 150-მდე მოქალაქემ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს წერილი მისწერა და სთხოვეა, გაითვალისწინოს დეკ. ბ.კობახიძის ნაყოფიერი მოღვაწეობა როგორც საქართველოში, ისე დასავლეთ ევროპაში და მას წირვა-ლოცვის საშუალება მისცეს. ადრესატმა წერილს პასუხი არ გასცა. 9 ივლისს რელიგიათმცოდნეობით სემინარზე, რომელიც ორშაბათობით ,,კავკასიური სახლის“ სხდომათა დარბაზში იმართება, დეკ. ბ.კობახიძემ და ევანგელურბაპტისტური ეკლესიის გენერალურმა მდივანმა მერაბ გაფრინდაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. ისინი მონაწილეობდნენ ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მე-12 გენერალური ასამბლეის მუშაობაში, რომელიც ნორვეგიაში ივლისის პირველ რიცხვებში შედგა. დეკ. ბ.კობახიძემ საქართველოს საპატრიარქოს ამჟამინდელი ანტიეკუმენური პოზიცია კვლავ გააკრიტიკა, რაც იმავე დღეს «რუსთავი 2-ის ტელეეთერშიც გადაიცა. ამ ფაქტმა აღაშფოთა პარლამენტარი გურამ შარაძე, რომელმაც ტელევიზიით მ. ბასილისა და „კავკასიური სახლის” დირექტორის, მწერალ ნაირა გელაშვილის, წინააღმდეგ გაილაშქრა; უკანასკნელს ,,თათრის შთამომავალი“ უწოდა, თათარი დედა ჰყავს და ანტიქართულ პოზიციაზეც ამიტომ დგასო (სინამდვილეში ნ.გელაშვილის დედა ქართველია, - დამსახურებული ექიმი ნინო ნოზაძე). გ.შარაძის შეხედულებები თანხვდება საპატრიარქოს შეხედულებებს, ასახულს 11 ივლისის ოფიციალურ განცხადებაში, სადაც მ. ბასილის მისამართით მუქარაა გამოთქმული. ამის საპასუხოდ ორი მიმართვა დაიწერა: 1) სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს და 2) მასმედიის წარმომადგენლებს, რომელა მთავარი მიზანი იმის საჯაროდ აღიარებაში მდგომარეობს, რომ საქართველოს რელიგიურ-ნაციონალური იდეებით შეფერადებული ფაშიზმის საფრთხე ემუქერბა (ორივე მიმართვის ტექსტი იხილეთ ქვემოთ, დანართში). ამ პუბლიკაციებს საზოგადოებრიობის მეორე ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მას კათალიკოს-პატრიარქიც გამოეხმაურა. საკვირაო ქადაგებაში (27 ივლისს) მან მიმართვებზე ხელისმომწერებს ეკლესიაში ,,შფოთის შემომტანები“, ,,ურწმუნოები“ და უცხო ქვეყნების მსახურები უწოდა („საპატრიარქოს უწყებანი“, 1-7. VIII, №30). მისი ეს შეფასება არეკლილია რუის-ურბნისის საეკლესიო კრების განცხადებაში, სადაც ვკითხულობთ: „...პროცესებს, რომლებიც შეიძლება უცხოეთიდან იმართება ერთი-ორი სასულიერო პირიც აჰყვა და საერონიც აიყოლია“ („საპატრიაექოს უწყებანი“, 5-11. IX, №35). ყველასათვის ნათელია, რომ ,,ერთი-ორი სასულიერო პირისა“ და ,,საერონი“ ქვეშ კრების მონაწილეები დეკ. ბასილ კობახიძეს, მღ. ზაზა თევზაძეს და დასახელებულ მიმართვებზე ხელისმომწერებს გულისხმობენ, რომელთა შორის ბევრი ცნობილი და საზოგადოებრიობის თვალში ერთობ დაფასებული პიროვნებაა. ეს მიდგომა გააღრმავა საპატრიარქოს პარლმენტთან ურთიერთობის განყოფილების გამგემ გ. ანდრიაძემ, რომელმაც ეროვნულ ძალთა გაერთიანების ლიდერთან, ზვიად ძიძიგურთან, ერთად პრესკონფერენცია მოაწყო და ,,სექტების ლიდერთა და წევრთა ლუსტრაცია“ მოითხოვა („ახალი თაობა“, 1. VIII, №209). „სექტების წევრების“ ქვეშ კი, ეჭვი არაა, გ.ანდრიაძეც და მისი თანამოაზრეები მიმართვებზე ხელისმომწერებს გულისხმობენ.
წინა ნომერში მივუთითეთ (გვ. 4), რომ შეინიშნება ექსტრემისტულად განწყობილი მართლმადიდებლების ტაქტიკის ცვალებადობა: ისინი არამართლმადიდებლების მიმართ ფიზიკური ძალმომრეობისაგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. ბ.მკალავიშვილისა და მისი კოლექტივის აგრესიასაც ფრთები ჯერჯერობით თითქოს შეკვეცილი აქვს. ეს გარემოება კი, შესაძლებელია, იმ განცხადების შედეგი იყოს, რომელიც რელიგიისა და რწმენის საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აბდელფათა ამორიმ საქართველოს ხელისუფლების წინაშე 31 აგვისტოს გააკეთა: ,,ფიზიკური თუ სიტყვიერი ექსტრემიზმის იმ გამოვლინებებმა, რომლებიც 1999 წლიდნ შეინიშნება, უკვე ავნო ქვეყანას და საქართველოს საერთაშორისო არენაზე ძველებურად დიდი სიმპათიით აღარ უყურებენ'' („24 საათი“, 8.IX, №240). უნდა ვიფიქროთ. რომ საერთაშორისო ზეწოლამ საქართველოს მთავრობა აიძულა, რათა ამ მიმართულებით რაღაც ზომები მიეღო.
![]() |
2 1. პიროვნების ხელშეუხებლობა |
▲back to top |
წამება, სასტიკი, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა
რუსთავში პოლიციელმა ახალგაზრდა მოკლა
27 სექტემბერს ქალაქ რუსთავის ერთ-ერთ ღამის კლუბში („ღამურა”) ნასვამ პოლიციელებსა და იქ მყოფ სამ ახალგაზრდას შორის შელაპარაკება მოხდა. პოლიციელმა დათო მჭედლიშვილმა და მისმა თანხმლებმა პირებმა ახალგაზრდები გიორგი თათარაშვილი, ბესიკ გაფრინდაშვილი და თამაზ თანდილაშვილი სასტიკად სცემეს. პოლიცელები დაედევნენ ნაცემ ახალაგზრდებს, ხოლო დათო მჭედლიშვილმა ირაღის გასროლით ერთ-ერთი ახალგაზრდა, თამაზ თანდილაშვილი, მოკლა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დათო მჭედლიშვილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის ადრე პოლიციიდან დათხოვნილი იყო, მან მხოლოდ მას შემდეგ შეძლო უკან დაბრუნება, როდესაც მისი ბიძა რუსთავის პოლიციის უფროსად დაინიშნა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე
წამების ფაქტი აბასთუმნის პოლიციაში
28 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის ახალციხის ოფისს დაუკავშირდნენ ადიგენის რაიონის სოფელ ქიქინეთში მცხოვრები ახალგაზრდები ივანე კოღოშვილი და კობა ფილაშვილი. მათ განაცხადეს, რომ ისინი მეგობრის ბინიდან ფულის მოპარვის ბრალდებით 2003 წლის 26 ივლისს დასაკითხად აბასთუმნის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა წაიყვანეს. პოლიციაში მათ აწამებდნენ და აიძულებდნენ დანაშაულის აღიარებას.
თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები კოღოშვილისა და ფილაშვილის თანხლებით მივიდნენ აბასთუმნის ქვეგანყოფილებაში, სადაც დაზარალებულებმა ამოიცვნეს ქვეგანყოფილების უფროსი ავთო აფრიამაშვილი და ლეიტენანტი ნოდარ გორგოძე, რომლებიც მათ აწამებდნენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შეტანილია საოლქო პროკურატურაში. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალური თანამშრომლების თხოვნით საქმეში დამოუკიდებელი იურისტი მალხაზ ცუხიშვილი ჩაერთო. მიმდინარეობს მკაცრი მონიტორინგი.
უკანონო ჩხრეკა სოფ. ტყვიავში
25 აგვისტოს გორის რაიონული სასამართლო (მოსამართლე ქართლოს სულაბერიძე) სოფ. ტყვიავში მცხოვრებ ელგუჯა ჩოხელის საჩივარს განიხილავდა.
საქმე შეეხებოდა ა/წ 19 ივლისს ე.ჩოხელის საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ უკანონო ჩხრეკას. ჩოხელმა საჩივარი შეიტანა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში, რითაც იმ პოლიციელთა დასჯა მოითხოვა, რომლებმაც მისი ბინა გაჩხრიკეს. ესენი არიან შ/ქ შს მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლები სიმონ კაპანაძე, ქართლოს ბიბილური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების თანამშრომლები რამაზ გიორგაძე და ვახტანგ სურამელი. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ საქმის არაღძვრის დადგენილება გამოიტანა, რაც ჩოხელის მიერ გასაჩივრებულ იქნა.
პროცესი 26 აგვისტოსათვის დაინიშნა, მაგრამ პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. სასამართლომ მასალები შს სამინისტროს გადაუგზავნა, რომლის ხელმძღვანელობამ ხსენებული პოლიციელები ჩამოაქვეითა, მაგრამ დაზარალებული მხარე დაკმაყოფილებული არ არის; იგი მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, რის გამოც მან სარჩელი სასამართლოში შეიტანა.
რწმუნებული დაზარალებულს უყვირის და ლანძღავს
12 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტის გორის ოფისს სოფელ ნიქოზში მცხოვრებმა ლიანა ელუაშვილმა მიმართა. მისი განცხადებით, ის რამოდენიმეჯერ გაიქურდა, ბოლოს ძროხაც მოპარეს, რის თაობაზეც პოლიციას მიმართა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. მან ასევე დახმარება სთხოვა სოფელ ნიქოზის უბნის რწმუნებულს რამაზ ბურნაძეს, რომელმაც ყვირილითა და ლანძღვით გაისტუმრა.
თავისუფლების ინსტიტუტის გორის ოფისის წარმომადგენლებმა წერილი გაუგზავნეს გორის შს სამმართველოს და ლიანა ელუაშვილის განცხადების განხილვა, მასზე რეაგირება და, სათანადო შემთხვევაში, უბნის რწმუნებულის დასჯა მოსთხოვეს.
13 სექტემბერს პოლიციიდან მოვიდა პასუხი, რომლის თანახმად ლ. ელუაშვილს პოლიციისთვის წერილობითი განცხადებით არ მიუმართავს, უბნის რწმუნებულისათვის, რამაზ ბურნაძისათვის, კი მართლაც მიუმართავს, მაგრამ უკანასკნელს საეჭვო გულგრილობა და უხეშობა გამოუმჟღავნებია, რის გამოც, ე.ი. საკითხისადმი არასამსახურებრივი მიდგომისათვის, რწმუნებულ რ.ბურნაძეს საყვედური გამოეცხადა.
გორში ავტოკატასტროფის საქმეს არ იძიებენ
13 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტის გორის ოფისს განცხადებით მიმართა ციცინო კოლოტაშვილმა, რომელსაც 2001 წლის 1 ნოემბერს ავტოავარიის შედეგად გარდაეცვალა შვილი - გელა კოლოტაშვილი. ავარიის დროს მანქანას მართავდა გორის საგზაო პოლიციის თანამშრომელი ხვთისო პეტრიაშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ყოველგვარი შედეგის გარეშე.
თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები შეხვდნენ გორის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს ვანო სამხარაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე მოწმე ჩვენებას არ იძლევა, ხოლო სხვა მტკიცებულება ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ არ გაგვაჩნია და აქიდან გამომდინარე, საქმის გახსნა ვერ ხერხდება და სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთო.
თავისუფლების ინსტიტუტის წარმომდაგენლებმა თხოვნით მიმართეს გორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რათა ც.კოლოტაშვილისათვის უფასო ადვოკატი გამოეყოთ. დავოკატი გამოყოფილია და მიმდინარეობს საქმის მონიტორინგი.
ქუთაისში თ. ჯიშკარიანი დააკავეს და სცემეს
6 აგვისტოს ქუთაისში პოლიციელებმა მოქალაქე თორნიკე ჯიშკარიანი დააკავეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც უკანასკნელი ერთ-ერთი სასადილოდან გამოდიოდა. დაკავების საფუძველი პოლიციელებს არ წარმოუდგენიათ, რის გამოც თორნიკე ჯიშკარიანმა განყოფილებაში წაყოლაზე მათ უარი განუცხადა. ამის პასუხად ის პოლიციელებმა სცემეს და განყოფილებაში ძალით წაიყვანეს. დაზარალებული აცხადებს, რომ განყოფილებაში მას პოლიციელი გიზო გველესიანი აწამებდა და ცინიკურად ეპყრობოდა.
არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომ თ.ჯიშკარიანი მართლაც სასტიკადაა ნაცემი. დაკავებული მოგვიანებით სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში გადაიყვანეს. გამოძიება გრძელდება.
ახმეტელმა პოლიციელებმა გ.ზურაბიშვილი გაურკვეველი მიზეზით სცემეს
ახმეტის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა (28 აგვისტოს) დააკავეს გიორგი ზურაბიშვილი და ყოველგვარი სანქციის გარეშე გაჩხრიკეს. მას არ მისცეს ადვოკატის აყვანის უფლება. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც იგი გაათავისუფლეს, მან გადაწყვიტა, პოლიციის ზემდგომ ორგანოებში გაერკვია, თუ რატომ მოხდა მისი დაკავება. იგი მოითხოვს, რომ მის მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სათანადო შეფასება მიეცეს.
28 აგვისტოს ღამის 11 საათზე გიორგი ზურაბიშვილი სასტიკად სცემეს დაუდგენელმა პირებმა და დაემუქრნენ, თუ გააგრძელებდა პოლიციეს წინააღმდეგ ჩივილს, უარესი დღე დაადგებოდა. გიორგი ზურაბიშვილმა ცემის შედეგად მიიღო ტვინის შერყევა და სხეულის სხვა სახის დაზიანებები.
თავისუფლების ინსტიტუტის თელავის ოფისის წარმომადგენლებმა წერილით მიმართეს კახეთის რეგიონის პოლიციის სამმართველოს უფროსს და მოითხოვეს, მიეწოდებინათ მათთვის ინფორმაცია: რამდენად კანონიერად მოხდა გიორგი ზურაბიშვილის დაკავება, ჩხრეკა; რატომ არ დაკმაყოფილდა დაკავებულის კოსტიტუციური უფლება ადვოკატის აყვანის თაობაზე და დადგენილია თუ არა იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც სასტიკად სცემეს ზურაბიშვილი.
კახეთის რაგიონის პოლიციის სამმართველოდან თავისუფლების ინსტიტუტის თელავის ოფისს ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მიუღია.
პატიმარი ფ. თუთაშვილი პროტესტს აგრძელებს
15 აგვისტოს ქუთაისის მეორე იზოლატორში მოთავსებულმა ბრალდებულმა ფრიდონ თუთაშვილმა მუცელი მეორედ დაისერა (იხ. წინა ნომერი, გვ. 8-9). ამით მან პროტესტი გამოხატა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი, რომელიც მის მიმართ მოსამართლე ჰუსეინ მიქაბერიძემ გამოიტანა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით თუთაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ბრალდებულს ყაჩაღობაში სდებენ ბრალს, მაგრამ იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
ბრალდებულის მეუღლემ მარინა ჭეიშვილმა და ადვოკატმა ქეთევან ქასრაშვილმა თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალურ ოფისს ინციდენტის დღესვე მიმართეს. 30 ივლისს მათ ამავე ოფისში პრესკონფერენცია მოაწყვეს. ადვოკატმა განაცხადა, რომ ფრიდონ თუთაშვილის მიმართ ბრალდება შეთითხნილია. მის საცხოვრებელ სახლში პოლიციელების ბაკურ შავდიასა და დავით ურატაძის მიერ უკანონო ჩხრეკა ჩატარდა. მოგვიანებით კი ხსენებულმა პოლიციელებმა სასამართლოს სრულიად ურთიერთგამომრიცხველი ჩვენებები მისცეს. მათ განსასჯელს სასამართლო პროცესზე ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.
განსასჯელის მეუღლე მარინა ჭეიშვილი აცხადებს, რომ დანაშაულის დაფიქსირების დღეს მისი ქმარი ავად იყო და სახლში იმყოფებოდა, რისი მოწმეებიც არსებობენ. მისი თქმით, ყოველივეს წინ უსწრებდა რამოდენიმე საგულისხმო ფაქტი: ფრიდონ თუთაშვილი არის ადრე ნასამართლევი. გათავისუფლების შემდეგ მათთან, სახლში, მივიდა ვანის პოლიციის უფროსი და უთხრა: თუ გინდა რაიონში იცხოვრო, 2000 დოლარი გადაგვიხადე, თუ არა და ჩვენთან ითანამშრომლეო. ფრიდონ თუთაშვილი პოლიციის წინადადებას არ დათანხმდა, მაგრამ იძულებული გახდა, საცხოვრებლად ბათუმში წასულიყო. ის ხშირად ქუთაისში სიდედრთან სტუმრობდა, სადაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის პოლიციამ ორჯერ დააპატიმრა და ორჯერვე 100 დოლარის გადახდის შემდეგ გაათავსუფლა. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განსასჯელის ადვოკატმა და მეუღლემ ისაუბრეს პრესკონფერაციაზე, რომელიც მოეწყო თავისუფლების ინსტიტუტის ოფისში.
რეგიონალური კოორდინატორი გოჩა ჩხეტია იმავე დღეს შევიდა იზოლატორში და პატიმარი მოინახულა. მის მიერ მუცლის გადასერვის ამბავი სწორი აღმოჩნდა. მას გადასხმები გაუკეთეს და სერიოზული საფრთხე მის ჯანმრთელობას არ ემუქრება. იზოლატორის დირექტორმა მალხაზ სინაურიძემ კი ფაქტი უარყო და თქვა, რომ მას მხოლოდ მუცლის გადასერვის მცდელობა ჰქონდა, რაც დროულად აღვკვეთეთო.
აღნიშნული შემთხვევა ქუთაისის პრესამაც გააშუქა.
კომისარიატში წვევამდელთა იძულებით წარდგენა
8 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის ოფისს ტელეფონით დაუკავშირდა მოქალაქე მიხეილ ჯიბლაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან სახლში მივიდნენ ქუთაისის კომისარიატისა და პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლები. ისინი აიძულებდნენ მიხეილ ჯიბლაძეს, რომ გამწვევ კომისიაზე მათთან ერთად წასულიყო.
თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალური წარმომადგენელი იმავე დღესვე ეწვია პოლიციის პირველი განყოფილების უფროსს შამილ რობაქიძეს, რომელმაც მასთან საუბარში განაცხადა, რომ მანაც კარგად იცის წვევამდელის იძულების წესით გაწვევის არაკანონიერება, მაგრამ ის ასრულებს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელთა პირდაპირ მითითებას წვევამდელთა იძულების წესით კომისარიატში წარდგენის შესახებ. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს მითითება მას წერილობითი ფორმით მიუვიდა, თუმცა მოთხოვნისას ეს დოკუმენტი არ წარმოადგინა.
დ. სულაქველიძის საქმე
8 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის ოფისს ადვოკატ დალი სულაქველიძის ადვოკატი ინგა კუპრავა დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია, რის თანახმადაც იმ დღეს საოლქო სასამართლოში უნდა განეხილათ საჩივარი დალი სულაქველიძისათვის აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების შესახებ. ი. კუპრავამ ოფისის წარმომადგენელს სთხოვა, რომ სასამართლო პროცესს დასწრებოდა, რაც დაკმაყოფილდა.
დალი სულაქველიძე არის ადვოკატთა კოლეგიის წევრი. მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე შემდეგი ბრალდებებით: სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და მითვისება. 31 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე მერაბ კოზმავა) მას პოლიციის ზედამხედველობა შეუფარდა და ამავდროულად მიიღო გადწყვეტილება მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.
8 აგვისტოს საოლქო სასამართლომ (მოსამართლე რეზო სულწაძე) განიხილა სულაქველიძის საჩივარი, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, - შეუფარდა პირადი თავდებობა და ადვოკატთა კოლეგიაში აღადგინა.
დალი სულაქველიძის ადვოკატის პრეტენზია მდგომარეობს შემდგომში: აღმკვეთი ღონისძიების გამოტანისას დაირღვა განსჯადობის პრინციპი. ადვოკატთა შესახებ კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 48 -ე მუხლის თანახმად ადვოკატთა კოლეგიის წევრის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე პირველი ინსტანციით უნდა განიხილოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ. ადვოკატთა შესახებ კანონი ძალაში შევიდა 2001 წლის 20 ივლისს, სისხლის სამართლის კოდექსის მოღების შემდეგ. ამდენად, დ.სულაქველიძის საქმე უზენაეს სასამართლოს უნდა განეხილა.
დალი სულაქველიძე ბრალდებას არ ეთანხმება და თვლის, რომ ის იდევნება ე.წ. კანონიერი ქურდის გია ზვიადაძის დაცვისა და სხვა გახმაურებული საქმეების გამო, რომლებშიც ის ბრალდებულ მხარეს იცავდა.
თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სულაქველიძის ადვოკატს ურჩიეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციის ჩატარება. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის თაობაზე აუწყეს საინფორმაციო საშუალებებს, მაგრამ მათ ინფორმაციას მხოლოდ ადგილობრივი რადიო „ძველი ქალაქი” გამოეხმაურა. ტელევიზიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მსმენელთა შორის ინტერესის არარსებობის გამო ისინი ამდაგვარ საკითხებს არ აშუქებენ.
კომისარიატში ქრთამს მოითხოვდნენ
ქუთაისში მცხოვრები მიხეილ ძნელაძე დაავადებულია რეინოს სინდრომით, შესაბამისად ის განთავისუფლებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან. ამის მიუხედავად 16 სექტემბერს ოფიციალური უწყებით მ.ძნელაძე სამხედრო კომისარიატში გამოიძახეს. იგი კიდევ ერთხელ წარადგინეს სამედიცინო კომისიაზე, სადაც კომისიის თავჯდომარემ ვაჟა გაბუნიამ მას 200 დოლარი მოსთხოვა იმისათვის, რომ გაწვევა 3 წლით გადაევადებინათ.
იმავე დღეს თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე მიხეილ ძნელაძის თანდასწრებით ქუთაისის სამხედრო კომისარს გიგლა სვანიძეს ესაუბრნენ. კომისარი მათ სიტუაციაში გარკვევას და საკითხის კანონიერ გადაწყვეტას დაპირდა. საკითხი კანონიერად გადაწყდა და მ.ძნელაძეს 200 აშშ დოლარის გადახდა აღარ დასჭირდა
სასამართლო მოქალაქეს სააღსრულებო ფურცელს უკავებს
12 სექტემბერს თავისუფლების ინსტიტუტის ოფისს ქუთაისში მიმართა ვაჟა ღამბაშიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მან 2002 წლის ივლისში იმერეთის რეგიონალურ სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცელი წარადგინა, რაც მოგვიანებით დაიკარგა. შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არ განხორციელდა, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლო მას სააღსრულებო ფურცელს ხელახლა აღარ აძლევდა.
ვ.ღამბაშიძემ სააღსრულებო ფურცელი ხელახლა მხოლოდ თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალური წარმომადგენლების ჩარევის შემდეგ მიიღო.
უკანონო გაწვევა ჯარში
24 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის ახალციხის ოფისს მოქალაქე ამირან ქურდაძე დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. მისი შვილი ლევან ქურდაძე საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ და მოტყუებით გაწვეულ იქნა ჯარში. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: ლევან ქურდაძე არის რუსეთის მოქალაქე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ პირადი სურვილით შეიძლება გაწვეულ იქნას სამხედრო სამსახურში.
ლევან ქურდაძე სამხედრო კომისარიატში მიიყვანეს, სადაც მას იძულებით დააწერინეს განცხადება და ათქმევინეს, რომ იგი თანახმაა, გაიწვიონ სამხედრო სამსახურში.
თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები ამირან ქურდაძესთან ერთად ეწვივნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კოპაძეს და ურჩიეს მას, რომ კანონის მოთხოვნა შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს სარჩელით მიმართავდნენ. საქმიანი კამათისა და არგუმენტების ურთიერთშეჯერების შემდეგ გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ პირობა დადო, სამხედრო სამსახურში კანონდარღვევით გაწვეული ლევან ქურდაძეს სახლში დააბრუნებდა, რაც შეასრულა კიდეც.
![]() |
3 2. სამოქალაქო უფლებები |
▲back to top |
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება
,,კმარას” აქტივისტების ცემა-ტყეპა თბილისში
6 აგვისტოს თბილისში რუსეთის ენერგეტიკული მონოპოლიის ხელმძღვანელი ანატოლი ჩუბაისი ჩამოვიდა. მას ხელი უნდა მოეწერა საქართველოს ენერგოგამანაწილებელი კომპანიის (თელასის) შესყიდვის კონტრაქტზე, რამაც საქართველოშო ფართო საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია.
ყველაზე მეტად მოძრაობა „კმარა“ აქტიურობდა. მისი აქტივისტები სტუმარს აეროპორტში ტრანსპარანტებითა და სასტვენებით შეიარაღებულები დახვდნენ, მაგრამ მათი გამოჩენით დამფრთხალმა ადმინისტრაციამ ჩუბაისი სათადარიგო გასასვლელიდან გააპარა. აღსანიშნავია, რომ შეძახილებმა: „ღალატი კმარა!“ „ჩუბაისის ლაქიობა კმარა!“ ძალიან გააღიზიანა ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა.
იმავე დღეს „კმარას“ აქტივისტების ძირითადმა ბირთვმა მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გამართა თბილისის ცენტრში. მსვლელობა სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყო, რომელსაც ფილარმონიასთან და რესპუბლიკის მოედნებთან კმარელების დიდი ჯგუფები შეუერთდნენ. პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა შავი კუბო დაასვენეს, ასვოლტიანი ნათურებით გაავსეს და მიწა მიაყარეს, რითაც სიმბოლურად აღნიშნეს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასამარება. მათ ასევე გაავრცელეს ათეულ ათასობით ლიფლეტი, სადაც ხელისუფლების ეს ქმედება თვითგადარჩენის ინსტინქტით ნაკარნახევ ღალატად შეაფასეს და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დადგომისაკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეები გაემართნენ ენერგეტიკის სამინისტროსკენ, სადაც ამ დროისათვის ანატოლი ჩუბაისს და დავით მირცხულავას მოლაპარაკება უნდა გაემართათ. მაჩაბილის ქუჩაზე მათ გზა გადაუღობა რამდენიმე ასეული ადამიანისგან შემდგარმა პოლიციის კორდონმა ქალაქის ადმინისტრაციული პოლიციის უფროსის, პოლიციის გენერლის მიხეილ სალაძის მეთაურობით. პოლიციამ „კმარა“-ს აქციის რბევა დაიწყო. შინაგან საქმეთა მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის მითითების თანახმად, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დარბევას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და მასში მონაწილეობას იღებდნენ გენერალი სალაძე, ასევე - ვაკის რაიონის პოლიციის უფროსი ჟღენტი და მისი მოადგილე გიორგაძე. დარბევის შედეგად მძიმედ დაშავდა „კმარას“ 17 აქტივისტი, რომელთაგან 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს. დარბევის მიმდინარეობისას აქტივისტების მხარდამხარ იდგა საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრი, მათ შორის მაია ნადირაძე, აგრეთვე - მწერლები ლაშა ბუღაძე და დათო ტურაშვილი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
ბორჯომში ,,კმარა”- ს აქცია დაარბიეს
4 ივლისს მოძრაობა „კმარას” აქტივისტებმა თბილისსა და ბორჯომში აქციები მოაწყვეს. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ჩირაღდნებიანმა ახალგაზრდებმა გაიარეს და საქართველოს პარლამენტის შენობას მიადგნენ. თბილისის აქცია არ დაურბევიათ, სამაგიეროდ დაარბიეს ბორჯომელების აქცია, რომელიც ბორჯომში, გამგეობის შენობის სიახლოვეს მიმდინარეობდა. შენობიდან უეცრად გამგეობის თანამშრომლები გამოვარდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეებს პლაკატები დაუხიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თბილისელი „კმარელები”, 300-მდე აქტივისტი, 5 ივლისს, შაბათს, ბორჯომისაკენ დაიძრნენ, რათა პროტესტი გამოეთქვათ მშვიდობიანი მანიფესტაციის ძალადობრივი დარბევის გამო და სოლიდარობა გამოეცხადებინათ დარბეულებისათვის.
2 საათზე, როდესაც ისინი სოფელ ახალდაბასთან (ბორჯომის რაიონი) იმყოფებოდნენ, მათ გზა გადაუღობა 100-მდე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა, მაგრამ ხელკეტებით შეიარაღებულმა ორგანიზებულმა დაჯგუფებამ და მშვიდობიან მანიფესტატორებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათ „კმარელებს” ქალაქში შესვლა არ დაანებეს და სასტიკად გაუსწორდნენ. შეხლა-შემოხლის დროს სერიოზულად დაშავდა „კმარას” 12 აქტივისტი, მათ შორის, გოგონები. ხელისუფლებამ, ასევე ძალის გამოყენებით, მუშაობის საშუალება არ მისცა ბორჯომის ტელევიზიის ჟურნალისტებს, რომლებიც დარბევის პროცესს იღებდნენ. მუშტი და ხელკეტი ამ ტელეკომპანიის დირექტორს, ტრისტან ცუცქირიძესაც მოხვდა. დარბევაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სტრუქტურის, მათ შორის, სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლებიც. როგორც „კმარას” აქტივისტებმა გამოარკვიეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დარბევის მიზნით ჩითახევჰესის მუშებიც კი ჩამოიყვანა და მათ 60-60 ლარი გადაუხადა, უარის შემთხვევაში კი სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა. პოლიციელებმა, რომლებიც იქვე იდგნენ და ხედავდნენ ძალადობას, არაფერი იღონეს საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად, მოძალადეების ქმედების აღსაკვეთად.
იმავე საღამოს „კმარას” აქტივისტებმა თბილისში რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. 20 ახალგაზრდა სასტუმრო ,,მარიოტთან” ასფალტზე დაწვა, დანარჩენებმა კი მათ ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ,,კმარამ” გაავრცელა განცხადება, რითაც მომხდარზე, ისე როგორც ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. მან ასევე მოუწოდა დემოკრატიულ სახელმწიფოებს, რათა მსგავსი ესკალაციები რეაგირების გარეშე არ დატოვონ. სპეციალური წერილი გადაეცა აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ოფიციალურ წარმომადგენელს და ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს, რომელიც იმ დღეს თბილისში ჩამოვიდა.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
შაშიაშვილი ოპონენტების დასჯას მოითხოვს
დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრმა (ქუთაისი) გაავრცელა ინფორმაცია ,,შაშიაშვილი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, ყოფილი კომუნისტი ლუკაშენკოს გზას დაადგა”. მასში განხილულია ის ღია წერილი, რომელიც თემურ შაშიაშვილმა 21 ივლისს ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გამოიტანა. მისი თქმით, იგი აპირებდა, რომ ეს დოკუმენტი გენერალური პროკურორისა და ანტიკორუფციული საბჭოს მდივნისათვის გაეგზავნა. მან გამოაქვეყნა ე.წ. ,,მტრების სია” (მათ შორის იყო დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი გიგა შუშანია). წერილის მიხედვით იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აღნიშნული ადამიანების კრიტიკამ ზღვარს გადააჭარბა, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი მისი თანდასწრებით ავრცელებს გაზეთებს, სადაც მისი საწინააღმდეგო მასალებია გამოქვეყნებული და ა.შ. რწმუნებული უკმაყოფილოა იმითაც, რომ საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად არ ისჯება აღნიშნული ქმედებები და გამოთქვამს კანონის გამკაცრების სურვილს. ის გენერალურ პროკურორს სთხოვს, შეისწავლოს მისდამი ოპოზიციურად განწყობილი პიროვნებების საქმიანობა, კერძოდ, თუ რომელ პარტიებთან ურთიერთობენ ისინი და ა.შ.
დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრმა ოფიციალური წერილით მიმართა პირადად თემურ შაშიაშვილს და ითხოვა, რომ მისთვის აღნიშნული წერილის ასლი გადაეგზავნა. დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრმა 12 აგვისტოს მიიღო საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის გოჩა გაბუნიას წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ხსენებული წერილის ასლი არ გაიცემა.
გიგა შუშანია აცხადებს: „დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრი კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ პრესკონფერენციაზე წერილის გამოქვეყნება ემსახურებოდა მასში დასახელებული პირების დაშინებას. აღნიშნული სიის გამოქვეყნება იყო მინიშნება, თუ ვის წინააღმდეგ უნდა დაწყებულიყო სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა და მომხდარიყო აღნიშნულ სიაში დასახელებული პიროვნებების სამაგალითო დასჯა, რათა სხვას არ გასჩენოდა ხელისუფლების კრიტიკის სურვილი. მით უმეტეს, რომ აღნიშნულ სიაში დასახელებული ერთ-ერთი პიროვნება გელა ხუნდაძე, „სამართლებრივი და სოციალურად დაუცველთა კავშირის” თავმჯდომარე, დააკავეს 2 აგვისტოს, რომელსაც ბრალად ედება 1993 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთიდან დიდი რაოდენობით ჩაის მითვისება”.
ფოთის მერმა ჟურნალისტი შეურაცხყო
17 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონულ ოფისს ქ.ფოთში განცხადებით მიმართა ჟურნალისტმა ელისო ჯანაშიამ, რომელიც ქალაქის მერის დავით ქანთარიას მიერ მისთვის სიტყვიერი შეურაცხობის მიყენების ფაქტს აპროტესტებდა. პარალელურად, ამ ფაქტთან დაკავშირებით ელისო ჯანაშიამ საჩივარი შეიტანა ქ.ფოთის პოლიციაში, რომელშიც იგი დეტალურად აღწერს ფოთის მერთან მომხდარ ინციდენტს.
ელისო ჯანაშიას თქმით, 2003 წლის 16 ივლისს მან რამდენჯერმე სცადა დაკავშირებოდა ფოთის მერს, დავით ქანთარიას, რათა მას კომენტარი გაეკეთებინა რესპოდენტის, თემურ შენგელიას მიერ გამოთქმულ ბრალდებაზე. კერძოდ, თემურ შენგელიამ, ფოთის ენერგოფილიალის დირექტორმა, ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფოთის მერი მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა, ხოლო თუ ფულს არ გადაიხდიდა, მოხსნით ემუქრებოდა. „თუ 15 ათას დოლარს არ გადამიხდი, მოგხსნი და ისეთ კაცს დავნიშნავ, ვინც გადამიხდისო” - ასე აღწერა შენგელიამ ფოთის მერის მოთხოვნა. შენგელიას ეს განცხადება ჟურნალისტს აუდიოკასეტაზე აქვს დაფიქსირებული.
არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, დავით ქანთარიამ ჟურნალისტს არ უპასუხა. 17 ივლისს კი, სტატიის დაბეჭდვის შემდეგ, მან თავად დაურეკა ელისო ჯანაშიას. დ.ქანთარიამ შენგელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ჟურნალისტის მიერ „შეთითხნილი სიბინძურე” უწოდა, მანდილოსანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა. იმავე საღამოს, დაახლოებით 20 საათზე, ქანთარია თავის მძღოლთან ერთად ქუჩაში, პოლიციის შენობასთან, შეხვდა ჟურნალისტს, რომელიც თავის კოლეგასთან, ხათუნა ცომაიასთან, იდგა. მან ხმამაღლა, უშვერი სიტყვებით გალანძღა ჯანაშია. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ეს ქანთარიას მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენების პირველი შემთხვევა არ არის, რის შესახებაც მას ადრეც განუცხადებია პოლიციაში.
18 ივლისს ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ელისო ჯანაშიამ თავისი პოზიცია დააფიქსირა და ერთობლივი აქციის ჩატარება ითხოვა, რაც 19 ივლისს 15 საათისათვის კიდეც დაიგეგმა. თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონული კოორდინატორი კახა გუგუჩია ტელეფონით დაუკავშირდა ქალაქის მერს და, ვიდრე მასთან პირისპირ შეხვედრა მოხერხდებოდა, მცირე კომენტარი სთხოვა. დ.ქანთარიამ იქით დაადანაშაულა ჟურნალისტი შანტაჟში და შეურაცხოფის ფაქტის თაობაზე საუბარი არ ინება.
ფოთის შს სამმართველომ ელისო ჯანაშიას განცხადება რაიონულ პროკურატურას გადასცა. პარალელურად პროკურატურაში შემხვედრი განცხადება შეიტანა დ. ქანთარიამ, რომელიც ჯანაშიას ცილისწამებაში ადანაშაულებს. საანგარიშო პერიოდში პროკურატურამ არც ერთი მხარე არ დაკითხა.
ჯანდაცვის სამინისტრო რედაქციის და ჟურნალისტის დასჯას მოითხოვს
2003 წლის 27 აპრილს ბათუმის ცენტრალურ საავადმყოფოში 11 წლის ლაშა მალაყმაძე გარდაიცვალა. იგი ბათუმის პირველი საავადმყოფოს ანტირაბიულ ცენტრში 2003 წლის 2 აპრილს მიიყვანეს. იმ დღეს მას მეზობლის ძაღლმა ფეხზე და ხელის თითზე უკბინა. მეზობლებისა და დაზარალებულის ოჯახის წევრთა განმარტებით ძაღლი იმხანად უჩვეულო აგრესიას ამჟღავნებდა, რის გამოც ისინი პატრონს მის მოკვლას ურჩევდნენ. ლ.მალაყმაძეც ახლობლებმა სწორედ ამიტომ წაიყვანეს სასწრაფოდ საავადმყოფოში.
გარდაცვლილის დედა ამბობს: „ძაღლის მეპატრონე გავაფრთხილე, ძაღლი რომ მოკვდეს გამაგებინე-მეთქი. მან ეს არ გააკეთა. 5-ში მოკვდა ძაღლი და დამარხეს. 7-ში ამოთხარეს, გასასინჯად კი 8-ში წაიღეს. ამის შემდეგ (ძაღლის პატრონი) მოვიდა ჩემთან და დამარწმუნა, ძაღლს ცოფი არ სჭირს და არ ინერვიულოო. მე, რა თქმა უნდა, დავუჯერე და დავიმედდი, მაგრამ ვაი...” ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე რთულდებოდა. თავიდან ექიმებმაც ცოფზე აიღეს ეჭვი, მაგრამ შემდეგ რაღაც სხვა ინფექცია ივარაუდეს და მკურნალობაც შესაბამისი მიმართულებით წარმართეს. როცა ავადმყოფს კიდურების დამბლა დაეწყო, მაშინ ექიმებმა მისი აპარატზე გადაყვანა გადაწყვიტეს. ავადმყოფს თავის და ხერხემლის ტვინი უკვე პარალიზებული ჰქონდა და გადარჩენის თეორიული შანსიღა არსებობდა. იგი აჭარაში მოღვაწე თითქმის ყველა ცნობილმა ექიმმა მოინახულა, მაგრამ გადაჭრით ვერავინ ამბობდა, თუ რასთან გვქონდა საქმე. მეზობლები აცხადებენ: „ექიმები სპეციალურად არ გვეუბნებოდმენ, რომ ეს ცოფია. მაგას თუ იტყოდნენ, მაშინ ბავშვისათვის უფასოდ უნდა ემკურნალათ, რაც არ აწყობდათ. ყოველ ნახევარ საათში ახალ-ახალ რეცეპტებს აგზავნიდნენ გარეთ, ოჯახს ამდენის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ყველაფერი გაყიდეს.”
მშობლები ასეთ კითხვასაც სვამენ: „თითქოს იმ ძაღლის თავი შეამოწმეს და არ დადასტურდა ცოფი, მაგრამ ხომ შეიძლება, შეშინებულ პატრონს სულ სხვა თავი მიეტანა ლაბორატორიაში?”
სამედიცინო სამსახურის ოფიციალური ვერსიის თანახმადაც ძაღლი ცოფიანი არ იყო და სიკვდილის მიზეზი რაღაც სხვა უკურნებელ დაავადებაში უნდა ვეძებოთ.
ასე რომ, ზუსტ პასუხს, თუ რის გამო გარდაიცვალა 11 წლის ყმაწვილი, ექიმები ვერ იძლევიან.
პირველი საავადმყოფოს მთავარი ექიმი ჯემალ ქათამაძე ამბობს: „...ავადმყოფობის მიზეზი, ვთქვათ, ცოფი დადგენილი არ არის. დაკბენიდან რამდენიმე დღის შემდეგ ძაღლი მოკვდა... ჩვენი გამოკვლევებით ბავშვს ადრე გადატანილი ჰქონდა ენცეფალიტი. გარდა ამისა იგი დაავადებულია გულის მანკით. ამის გამო იმუნოგენური სისტემა აქვს დაქვეითებული. შეიძლება ეს იყოს პოლინევრიტი... გარეგნული ნიშნებით დაავადება ცოფს მართლა ჰგავს, მაგრამ ლაბორატორიული ანალიზით არ დასტურდება. შეიძლება ენცეფალიტთან გვქონდეს საქმე, შეიძლება ვაქცინამ მისცა უკურეაქცია.”
ლ.მალაყმაძის მშობლები დარწმუნებული არიან, რომ მათი შვილის სიკვდილის მიზეზი არასწორი მკურნალობაა. პირველი, რაც მათ ეჭვს იწვევს, არის ის, რომ გვამს სავალდებულო გაკვეთა არ ჩაუტარდა. ამაზე კი სამინისტროში აცხადებენ, რომ გვამის გაკვეთაზე უარი თავად მშობლებმა განაცხადეს და მათ ეს ხელწერილით აქვთ დადასტურებული. მამა, იაშა მალაყმაძე კი აცხადებს, რომ მას ბავშვთან გარდაცვალებამდე ერთი კვირის განმავლობაში შეხება არ ჰქონია და ზუსტად არც კი იცის, როდის გარდაიცვალა იგი. მისი თქმით, შეკითხვა გვამის განკვეთის თაობაზე ექიმებმა ჭირისუფლებს მაშინ დაუსვეს, როდესაც ტრაგედიის ამბავი ახალი გაგებული ჰქონდათ და ლოგიკური პასუხის გაცემა არ შეეძლოთ.
ამ და ბევრ სხვა ბრალდებათა გამო ისინი მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მათ დასჯას მოითხოვენ. დაიძაბა ურთიერთობა მეზობლებს შორის. დაზარალებული მხარე ძაღლის პატრონს წინადადებას აძლევს, დატოვოს იქაურობა და გადასახლდეს. ამის თაობაზე საქმის კურსშია პოლიცია. საზოგადოებაში დიდი მითქმა-მითქმაა. ამ ტრაგედიას გამოეხმაურა ჟურნალისტი ემზარ დიასამიძე, რომელმაც მიმდინარე წელს შემდეგი კორესპონდენციები გამოაქვეყნა: „დაუდგენელი დაავადება, ცოფი თუ დანაშაული? - კონკრეტულ პასუხს დღემდე ვერავინ იძლევა”, „დაღუპული ბავშვის მშობლები სიმართლის დადგენას ცდილობენ”, ,,ბათუმში ცოფიანი ძაღლის ნაკბენით ბავშვი დაიღუპა” („ბათუმელები”, 29.IV, №13; 10.VI, №19; „ტრიბუნა”, 1.V). აღნიშნულ სტატიებში უბედური შემთხვევის პერიპეტიებია აღნუსხული და წარმოდგენილია როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოზიციები. მიუხედავად ამისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ, სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ვეტერინარიის დეპარტამენტმა ხსენებული პუბლიკაციები მათი პირადი ღირსებისა და პატივის შელახვად აღიქვეს და გაზეთ „ბათუმელებსა” და მის კორესპონდენტ ემზარ დიასამიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში უჩივლეს.
სასარჩელო განცხადებაში ვკითხულობთ (სტილი დაცულია):
„...ჩვენთვის საფუძვლიან ეჭვს იწვევს ავტორის დაჟინებული მისწრაფება, როგორმე საზოგადოებას მიაწოდოს ცრუ ინფორმაცია ჯანდაცვის მუშაკთა არაპროფესიონალიზმის და მათი მხრიდან გამოჩენილი დაუდევრობის შესახებ, რასაც მოწმობს მის მიერ 10 ივნისის გაზეთ „ბათუმელებში” იმავე საკითხზე გამოქვეყნებული კიდევ ერთი წერილი, რომლითაც ავტორი მომხდარს პირდაპირ უკავშირებს ჯანდაცვის მინისტრის პიროვნებას, თითქოსდა ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრი განზრახ ჩქმალავენ ინფორმაციას ბავშვის ცოფით გარდაცვალების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება და გამონათქვამები მიმართულია ჯანდაცვის მესვეურთა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის წინააღმდეგ, რასაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობას.
ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილმა შემთხვევამ - ჟურნალისტის მიერ განზრახ ცრუ ინფორმაციის შექმნამ და გაზეთ „ბათუმელების” და გაზეთ „ტრიბუნას” მიერ მისმა გავრცელებამ საზოგადოებაში გამოიწვია შიში, დათესა პანიკა და გააღვივა შუღლი და მტრობა მეზობლებს შორის (ბოლქვაძეებსა და მალაყმაძეებს შორის). საზოგადოებაში შეიქმნა უმართავი სიტუაცია, როცა ადამიანებს პანიკურად ეშინიათ ძაღლის ნაკბენის და ნებისმიერი ასეთი შემთხვევისას ადამიანები აგრესიულად და ჯიუტად ითხოვენ ანტირაბიულ აცრებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი აცრები დადებითთან ერთად ატარებენ უარყოფით თვისებებსაც, მათ გააჩნიათ უკუჩვენებები და ნებისმიერ მსგავს სიტუაციაში მისი გამიყენება არ არის რეკომენდირებული. ზემოაღნიშნული საგაზეთო სტატიების შემდეგ აცრების მსურველთა რიცხვი ერთი ორად გაიზარდა (იხ. სტატისტიკური მონაცემები) წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ნამატმა შეადგინა დაახლოებით 200 კაცამდე, რაც საბოლოო ჯამში აჭარის არ ჯანდაცვის სისტემას დაუჯდა 20 000 (ოცი ათას) ლარამდე.
ამასთანავე, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შეილახა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანი რეპუტაცია, მისი მესვეურების პატივი და ღირსება, რაც გამოიხატა საზოგადოების მხრიდან უნდობლობისა და მტრული დამოკიდებულების დეკლალირებაში ჟურნალისტის მეშვეობით. შესაბამისად ჯანდაცვის ის მუშაკები, რომლებსაც ზემო აღნიშნულ საქმესთან ჰქონდათ კავშირი, განიცდიდენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ბევრი მათგანი სერიოზულად ფიქრობს ასეთ პირობებში შემდგომი მუშაობის გაგრძელების შეუძლებლობაზე.
ჟურნალისტისა და გაზეთის მიერ შეგნებულად ყალბი ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია ის, რომ ადგილი აქვს ჯანდაცვის მუშაკებზე ფიზიკური ანგარისწორების მუქარებს დაზარალებული ოჯახის მხრიდან.
საქართველოში პრესა თავისუფალია. თავისუფლებასთან ერთად კანონი ავალდებულებს პრესის მესვეურებს, პრესისა და ინფორმაციის სხვა საშუალებების ეს თავისუფლება ბოროტად არ იქნას გამოყენებული. საქართველოს კანონი „პრესისა და ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” და აჭარის არ იმავე სახელწოდების კანონი, შესაბამისად 24-ე და 22-ე მუხლები განსაზღვრავენ ჟურნალისტის მოვალეობას შეამოწმონ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის უტყუარობა. ამავე კანონის ( აჭარის არ) 22-ე მუხლის „კ” პუნქტი უკრძალავს ჟურნალისტს არ გამოიყენოს პროვოკაციული და დამაინტრიგებელი სათაურები, რასაც ე. დიასამიძემ იგნორირება გაუკეთა.
ჟურნალისტთან ერთად გამოქვეყნებული ინფორმაციის უტყუარობაზე სოლიდარულად პასუხისმგებელია გაზეთის რედაქცია, მისი მთავარი რედაქტორი (აჭარის არ პრესის შესახებ კანონის 24-ე მუხლი); ჩვენს მიერ ზემოთ დასახელებული კანონების გარდა საქართველოს სამოქალოქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი ითვალისწინებს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის ზიანის ანაზღაურებას, მიუხედავად პირის ბრალეული მოქმედებისა. ამასთანავე, იგივე მუხლი ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურების მოვალეობასაც. ჟურნალისტისა და გაზეთის რედაქციის მიერ ფაქტობრივ გარემოებათა ზედაპირული შესწავლით გამოწვეული უფლებების დარღვევა არის ჯანდაცვის სამინისტროსა და მის მესვეურთა მიმართ განსაკუთრებული უპატივცემულობის გამოხატვა, რის გამოც ვფიქრობთ მართებულია ზიანის მიმყენებლებს დაეკისროთ კომპენსაცია დაზარალებულების სასარგებლოდ. ამასვე ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლიც.
ყოველივე ზემოთჩამოთვლილი გარემოებებიდან გამომდინარე გაზეთ ,,ბათუმელების” რედაქციას და ჟურნალისტ ე.დიასამიძეს, როგორც სტატიის ავტორს, მოეთხოვოთ მათ მიერ გამოქვეყნებულ საგაზეთო პუბლიკაციაში მოყვანილი ფაქტების დადასტურება, რომ ეს ყოველივე სინამდვილეს შეეფერება, ამასთანავე სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად გაზეთში მოყვანილი ფაქტების მტკიცების ტვირთი ეკისრება ავტორს და გაზეთის რედაქციას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გაზეთ „ბათუმელების” რედაქცია და ჟურნალისტი ე. დიასამიძე ვერ დაამტკიცებენ მათ მიერ გამოქვეყნებული მასალის უტყუარობას, სასამართლოს ვთხოვთ ჩვენს მიერ ზემოთმოყვანილი კანონების ნორმებზე დაყრდნობით მათ დაეკისროთ:
მათ მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა იმავე გაზეთებში, იგივე შრიფტითა და ტირაჟით, იმავე გვერდებზე, რომლებზეც გამოქვეყნდა ცილისმწამებლური პუბლიკაციები.
საჯაროდ მოიხადონ ბოდიში გაზეთ „ბათუმელების” რედაქციამ და მისმა კორესპონდენტმა ე. დიასამიძემ ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი მედ. პერსონალის წინაშე.
გაზეთ „ბათუმელებსა” და ე. დიასამიძეს მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისროს 100 000 (ასი ათასი) ლარი. აჭარის არ ჯანდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ.
მათვე გადაუხდეთ სახელმწიფო ბაჟი.
მოსარჩელე: აჭარის არ ჯანდაცვის სამინისტრო
მინისტრი: ა. ბერიძე
აჭარის ა. რ. ვეტ. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ვ. იაკობაძე
წარმომადგენელი ადვოკატი: ზ. ბერიძე”
სასამართლო პროცესი ჯერ არ შემდგარა.
ამავე სასამართლომ (მოსამართლე ნ.ვაშაყმაძე) 1 სექტემბერს დააკმაყოფილა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ზ.ბერიძის მიმართვა და მოპასუხის, გაზეთ „ბათუმელების” რედაქციის, ქონებას ყადაღა დაადო. თავისუფლების ინსტიტუტისა და სხვა არასამთავრობო ორაგნიზაციების დახმარებით გაზეთმა გაასაჩივრა ყადაღის დადაების შესახებ გადაწყვეტილება, რის შედეგად აჭარის უმაღლესი საასმართლოს წინაშე დაისვა საკითხი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდეს. მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით.
ბევრი იურისტი მწვავედ აკრიტიკებს თვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს პრესისა და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების შესახებ. სასამართლოში მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ირაკლი კოტეტიშვილი აცხადებს: „კანონი, რომლის საფუძველზედაც ედავებიან ჟურნალისტს, არის ანტიკონსტიტუციური, რადგან კრძალავს დამაინტრიგებელი და პროვოკაციული სათაურებით სტატიის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ ამ კანონის გაუქმების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში შეაბამისი სარჩელი. ცნობილი ფაქტია, რომ სამინისტროს და დეპატამენტს არ შეიძლება გააჩნდეს პატივი და ღირსება, რადგან ისინი არ წარმოადგენენ ფიზკურ პირებს და, შესაბამისად, მათ არ შეიძლება გააჩნდეთ მორალური განცდები”.
აქცია „ანჩისხატის” ეკლესიაში გადატანისათვის
გრძელდება დავა ქართული იკონორგაფიის შედევრის - ანჩისხატის ადგილსამყოფელის თაობაზე. იგი მუზეუმს 1933 წელს კათალიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ გადასცა და ამჟამადაც იქ ინახება. ეკლესიაში მისი დაბრუნების წინადადებით კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ შესაბამის სამთავრობო ინსტანციებს პირველად 1996 წელს მიმართა. ამის შემდეგ ანჩისხატის მღვდლებმა და მრევლმა აქტიური კამპანია წამოიწყეს. ისინი ხელოვნების მუზეუმის წინ აქციებს აწყობენ და დირექტორისაგან, პროფ. ნოდარ ლომოურისაგან, ეკლესიაში ხატის გადაბრძანების ნებართვას მოითხოვენ.
ა/წ 24 აგვისტოს, კვირას, მართლმადიდებლობით მოქადული საზოგადოების ნაწილმა ხელოვნების მუზეუმის შესასვლელთან მორიგი აქცია მოაწყო. გაისმოდა შეძახილები: „ისეთი მართლმადიდებლური ქვეყანა სად არის, რომ ერი ხატს ითხოვდეს და ხატი ანჩისხატობას მაინც არ გამოჰქონდეთ?”; „ეს არის სასწაულმოქმედი ხატი და მისთვის ეკლესიაში არგადაბრძანება და მუზეუმში ყოფნა არის უპატიობა”. შეიმუშავეს მიმართვა, რომლის ტექსტი გაეგზავნა სახელმწიფო მინისტრს ა.ჯორბენაძეს, კულტურის მინისტრს ს.გოგიბერიძეს და მუზეუმის დირექტორს ნ.ლომოურს. აქციას დეკ. რევაზ ტომარაძე ხელმძღვანელობდა. მისი თაოსნობით 600-მდე ხელმოწერა შეგროვდა. აქვიის მონაწილეებმა მუზეუმის ტერიტორია მშვიდობიანად დატოვეს, მაგრამ ზემდგომ ორგანოებს პასუხისათვის სამშაბათამდე, 26 აგვისტომდე, მისცეს ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით დაიმუქრნენ. მათი მიზანი იყო, რომ ხატი ანჩისხატობას, 29 აგვისტოს, ანჩისხატის ეკლესიაში ეხილათ.
25 აგვისტოს მოწინააღმდეგე მხარეებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. გადაწყდა, - წმ. სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე ხატი ხელოვნების მუზეუმში დარჩება.
ხელოვნებათმცოდნეთა არგუმენტი ასეთია: „ეს მოოქროვილი ხატია. ვინ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეკლესიის პირობებში იგი არ დაზიანდება და კარგად შეინახება?”
ანჩისხატს როგორც ხელოვნების ნიმუშს სახელმწიფო და, სახელმწიფოს მეშვეობით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ქრისტიანი თუ არაქრისტიანი, მორწმუნე თუ არამორწმუნე, ქვეყნის საერთო-სახალხო საკუთრებად აღიქვამს. ამჟამინდელი მართლმადიდებელი მორწმუნეების დიდი ნაწილი კი მას როგორც სალოცავ საგანს მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო საკუთრებად მიიჩნევს. ამდენად, ორივე მხარე თვლის, რომ იცავს საკუთარ სამართლებრივ უფლებას საკუთრების შესახებ
რუის-ურბნისის კრების იუბილე. უკანასკნელი გაფრთხილება ეპ. ქრისტეფორეს და დეკ. ბასილ კობახიძეს
წელს საქართველოში რუის-რუბნისის საეკლესიო კრების 900 წლისთავი აღინიშნა და საზეიმო ღონისძიებათა სერიალის გაგრძელება მომავალი წლისთვისაცაა განზრახული. საიუბილეო მსვლელობებსა და პროცესებში პრეზიდენტმა, მისი კანცელარიის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ბევრმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და მის იურისდიქციაში მყოფ სამღვდელო და საერო დასებს ყველამ ერთხმად სრული თანადგომა, სრული მხარდაჭერა და მორჩლება აღუთქვა. პრეზიდენტმა ედუარდ -გიორგი შევარდნაძემ 19 აგვისტოს გორის სახელმწიფო თეატრის დარბაზში სიტყვა წარმოთქვა და კვლავ გამოხატა აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ერი ერთი და იგივეა. მისი თქმით, „ქართული მართლმადიდებელი ეკლესია” „დედა ეკლესიაა”, სადაც „ხორციელდება სწორედ ტაძრეულობა ერისა, რის გარეშეც სახელმწიფოს დაფუძნება და განვითარება ყოვლად შეუძლებელია”. ქვეყნის პირველ პირს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია „ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ნებისმიერი გაუცხოვება, თუნდაც ურთიერთგაგების ნაკლებობა”. პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებმა და, კერძოდ, ე.შევარდნაძემ არაერთგზის აღნიშნეს, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ მივიღოთ კანონი
რელიგიის შესახებ, რომელმაც, მათი განცხადებით, სახელმწიფოში სინდისისა და რწმენის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოაწესრიგოს.
18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის პლენარული სხდომა გაიმართა. იმსჯელეს სხვადასხვა შიდასაეკლესიო პრობლემებზე, მათ შორის - იმ სამღვდელო პირთა მომავლის შესახებ, რომლებსაც ამ ეტაპზე ბრალად ურჩობა ედებათ. ესენია: ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) და დეკანოზი ბასილ კობახიძე. ეპ. ქრისტეფორე ულტრაპროტესტანტული იდეების მქადაგებლადაა ცნობილი, რის გამოც მას მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს. ამიტომ იგი მოქმედი მღვდელმთავრის უფლებებში აღდგენას და ეპარქიის დაბრუნებას მოითხოვს, რაზეც სინოდს სპეციალური წერილი გაუგზავნა. ამასთან დაკავშირებით წმ. სინოდმა განაჩინა: „მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაიგზავნოს შიო მღვიმის მონასტერში მოსანანიებლად. მონანიების შემთხვევაში მის შესახებ იმსჯელებს წმიდა სინოდი შემდგომ სხდომაზე”. ჩვენთვის ცნობილია, რომ ყოვლადსამღვდელო ქრისტეფორე ამ განჩინებას არ ეთანხმება და არ ემორჩილება, რადგან თავს დამნაშავედ არ თვლის.
ანალოგიური დადგენილება იქნა გამოტანილი დეკ. ბასილ კობახიძის მისამართითაც. მამა ბასილი განათლებით იურისტია; მიღებული აქვს უმაღლესი სასულიერო განათლება საქართველოსა და ევროპაში. მისი თაოსნობითა და აქტიური მონაწილეობით დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქალაქში ქართული სამრევლოები გაიხსნა და იქ ქართულენოვან მართლმადიდებლებს წირვა-ლოცვის მშობლიურ ენაზე მოსმენის შესაძლებლობა მიეცათ. იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად განვითარებულ ტენდენციებს არ ეთანხმება; ეკუმენური მოძრაობისაგან განზე დგომის წინააღმდეგია და საპატრიარქოს ბოლოდროინდელ ოფიციალურ კურსს აკრიტიკებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს კურსი პატრიარქ ილია მეორის დატერორების შედეგადაა მიღებული და ქვეყანას ობსკურანტიზმისა და იზოლაციონიზმის ჭაობისაკენ მიაქანებს.
საპატრიარქოს პრესცენტრმა გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც ვკითხულობთ: „წმინდა სინოდმა იმსჯელა იმ უარყოფით პროცესებზე, რომელთა განვითარებაც დეკანოზ ბასილ კობახიძის სახელს უკავშირდება.
აღინიშნა, რომ იგი იერარქიის კურთხევის გარეშე აწარმოებს მოლაპარაკებებს და არასწორ ინფორმაციას აწვდის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს. ამასთან მისი გამოსვლები მასმედიით, საერო შეხვედრებსა და პრესკონფერენციებზე ატარებს პროვოკაციულ და ცილისმწამებლურ ხასიათს და დაპირისპირებას თესავს როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებაში. დეკანოზი ბასილ კობახიძე თვითნებურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა რელიგიურ შეხვედრებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რითაც უგულებელყოფს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებებს და არღვევს საეკლესიო კანონიკას. მის ასეთ ქმედებებს ეკლესიასთან მიმართებაში, ერთის მხრივ, შეცდომაში შეჰყავს ჩვენი საზოგადოების ნაწილი, მეორეს მხრივ, იგი ბიძგს აძლევს გარკვეულ ანტიეკლესიურ ძალებს გააქტიურებისაკენ.“
ეკლესიის მართვა-გამგეობა ეფუძნება ღვთივდადგენილი იერარქიის აღიარების პრინციპს. მოციქულთა 29-ე კანონი ბრძანებს: „მღვდლებმა და დიაკონებმა არაფერი არ უნდა მოიმოქმედონ იერარქიის გარეშე”. იგივეს იმეორებს ლაოდიკიის 57-ე კანონი: „მღვდლები ნურაფერს მოიმოქმედებენ ეპისკოპოსის გარეშე”.
აღნიშნული განჩინებანი საფუძველია ეკლესიაში მშვიდობისა და ერთობისა, ხოლო მისი დარღვევა - სათავე შფოთისა და დაპირისპირებისა, რისი საბოლოო შედეგიც საშინელი ცოდვა - განხეთქილებაა. განხეთქილება კი იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ იგი მოუნანიებლობის შემთხვევაში, მოწამეობრივი სისხლითაც ვერ განიწმინდება.
წმინდა სინოდმა განაჩინა: მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ ბასილ კობახიძეს მიეცა პირადი გაფრთხილება, რაც მან, სამწუხაროდ, არ შეისმინა, სახარებისეული სწავლების გათვალისწინებით წმინდა სინოდი მთელი ეკლესიის წინაშე ამჟამად უკვე უკანასკნელად აძლევს მას მკაცრ გაფრთხილებას, რათა შეწყვიტოს ლოცვა-კურთხევის გარეშე მოქმედება და მოინანიოს ჩადენილი დანაშაული. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან”.
დაისმის კითხვები, რაზეც დოკუმენტში პასუხი არ ჩანს:
1) რა იგულისხმება, კერძოდ, განვითარებილი „უარყოფითი პროცესების” ქვეშ?
2) კონკრეტულად, რა სახის და რა შინაარსის სიცრუეს ავრცელებს ბრალდებული?
3) მითითებული საეკლესიო კანონები მღვდელს მღვდელმთავართან შეთანხმების გარეშე ნებისმიერი ქმედების, ვთქვათ, სტუმრის მიღების ან სტუმრად წასვლის, კონფერენციაზე გამოსვლის, სტატიის დაწერის, ინტერნეტში შესვლისა და მისთანათა განხორციელებასაც უკრძალავს? რა ქნას კაცმა იმ შემთხვევაში, თუკი ეპისკოპოსთან კავშირი სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო არ ხერხდება?
4) საზოგადოებისათვის ცნობილია. რომ დეკ. ბასილ კობახიძე ამჟამად სამრევლოს გარეშეა დარჩენილი, თუმცა მას, როგორც ვხედავთ, მღვდელმოქმედება აკრძალული არ აქვს. მღვდელი მრევლისა და წმ. ტრაპეზის გარეშე?
უფრო ადრე, 9 ივლისს, დეკანოზ ბასილ კობახიძის წინააღმდეგ პარლამენტარმა გურამ შარაძემაც გაილაშქრა. იმ დღეს მ. ბასილმა და ევანგელისტ - ბაპტისტთა ეკლესიის გენერალურმა მდივანმა მერაბ გაფრინდაშვილმა კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ ,,კავკასიურ სახლში” პრესკონფერენცია მოაწყვეს. მათ იქ ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მე-12 ასამბლეის შესახებ ილაპარაკეს. ეს ასამბლეა ნორვეგიაში ჩატარდა და მის მუშაობაში, მ.გაფრინდაშვილთან ერთად, პირადი სურვილით და ინდივიდუალურად მ. ბასილიც მონაწილეობდა. პრესკონფერენციაზე მან ერთხელ კიდევ დაგმო საქართველოს საპატრიარქოს კონფესიათაშორისი პოზიცია და ცრუმორწმუნოება, რამაც, მისი თქმით, საქართველოში, მართლმადიდებელ მორწმუნეთა შორის, უკვე კომიკური და პათოლოგიური ფორმები შეიძინა. ამ ფაქტის გამო ტელეკომპანია „რუსთავი 2”-მა იმავე დღეს ხსენებული პარლამენტარი და დეკანოზი „ღამის კურიერში” ურთიერთსაპაექროდ მიიწვია. ოპონენტმა დეკანოზი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი იდეურ დაპირისპირებაში დაადანაშაულა და სექტანტების ერთგული უწოდა.
ორივე მხარის წინააღმდეგ მოგვიანებით დეკ. ზურაბ ანთაძე გამოვიდა. ჟურნალისტების სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ორივე მხარე ფარულ ურთიერთალიანსში დაადანაშაულა: „დეკანოზი ბასილ კობახიძე და პარლამენტარი გურამ შარაძე გარეგნულად ვითომ დაპირისპირებულნი არიან, სინამდვილეში კი ეკლესიაში არეულობისა და უთანხმოების შემოტანას ცდილობენ” (იხ. ლ.პაპასკირის კორესპონდენცია „ვის შეაქვს ეკლესიაში უთანხმოება? გურან შარაძე და ბასილ კობახიძე - უფლის მხედრები თუ ქრისტეს ფეხის მკვნეტელები? - „ხვალინდელი დღე”, 2003, 9 -11.V)
მოსახლეობას მცხეთის წმ. ქალაქად გამოცხადების პროექტი აშინებს
მცხეთის წმინდა ქალაქად გამოცხადების თაობაზე აგვისტოში ცხარე დებატები მიმდინარეობდა. შემუშავებულია რამდენიმე კანონპროექტი, რომელთაგან ჯერჯერობით არც ერთი არ გამოქვეყნებულა და საზოგადოებისათვის მათი შინაარსი უცნობია. განსხვავებულია მცხეთის რაიონისა და სვეტიცხოვლის წინამძღვრის პოზიციები. გურამ შარაძე, რომელიც მაშინ მცხეთის რაიონის დეპუტატობას აპირებდა, იმ პროექტს უმაგრებს ზურგს, რომლის თანახმად ამ რეგიონში კეძო მიწებისა და სახლების გასხვისების თვალსაზრისით ეკლესიას პრიორიტეტი აქვს მინიჭებული.
ეკლესია (საქართველოს საპატრიარქო) იმ კანონპროექტის სასწრაფოდ მიღებას მოითხოვს, რომელიც გიგი წერეთლის თაოსნობით პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფში მომზადდა. 16 აგვისტოს სახალხო დამცველის ოფისში სვეტიცხოვლის წინამძღვარმა არქიმანდრიტნა ზენონმა (იარაჯული) პრესკონფერენცია გამართა და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, მხარი დაუჭირინ წინადადებას, რომლის თანახმადაც მცხეთა საპატრიარქოს კუთვნილებად და ადმინისტრაციულ ცენტრად უნდა გამოცხადდეს. მან აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგათა შორის დაასახელა როგორც მცხეთის რაიონის ადგილობრივი ხელმძღვანელობა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ხატიძე, ისე დეპუტატი გია შაიშმელაშვილი.
ბ.ხატიძემ ინტერვიუში, რომელიც მან ,,ახალ თაობას“ მისცა (18.VIII, №226), აღნიშნა: ...მოსახლეობის კერძო საკუთრებას არავინ უნდა შეეხოს. მე ხალხს დავპირდი, უწინ ჩემს ცხედარს გადააბიჯებენ, ვიდრე თქვენს კერძო საკუთრებას ვინმე შეეხება მეთქი... როგორც კი მოსახლეობამ მოისმინა, რომ ქონების უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს ეკლესიას, რომ ქონების სხვაზე მიყიდვისას გამყიდველი ჯარიმის სახით ეკლესიას უხდის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ქონების 20%-ს, ორიათასკაციან დარბაზში ერთი ამბავი ატყდა“. მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი თემურ ბიბილური ასეთ ინტერპრეტაციას გვთავაზობს: „მე პირადად მიმაჩნია, რომ მცხეთის წმინდა ქალაქად გამოცხადებაზე მსჯელობა უადგილოა. მცხეთა რომ წმინდა ქალაქია, ამას რად უნდა საკანონმდებლო ორგანოს აქტი? თუ ამ კანონს მოვიღებთ, რას ვუშვრებით ჩვენ წინაქრისტიანულ მცხეთას? რა, მისი ისტორია მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობის შემდგომ პერიოდს მოიცავს?“
პრობლემის გადაჭრა ადვილი არაა. ეკლესია ცდილობს, რომ მცხეთის მოსახლეობის უძრავი ქონება უპირატესი უფლებით შეისყოდოს. ,,მთავარი გაზეთის“ კორესპონდენტის ი.ჯოხაძის მიერ ა/წ 14 ივნისს დასმული კითხვა
„ახალი ვატიკანი მცხეთის სახით?“ კვლავ უპასუხოდ რჩება.
ჰომოსექსუალს პოლიციაში აკავებენ
17 სექტემბერს თავისუფლების ინსტიუტის ქუთაისის ოფისს მიმართა ავთო თოფურიამ, რომელიც პოლიციისაგან დაცვას ითხოვდა; ამტკიცებდა, რომ ქუთაისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებს ის რამდენიმე საათის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული.
გაირკვა, რომ მისი დაკავების საფუძველი იყო შემდეგი: ავთო თოფურია მიეკუთვნება სექსუალურ უმცირესობას, რის გამოც მას ხშირად აქვს კონფლიქტი მამასთან. ამ ნიადაგზე 17 სექტემბერს მას ერთ-ერთი რიგითი შელაპარაკება მოუვიდა მამამისთან, ეს უკანასკნელი კი პოლიციაში წავიდა და შვილის დაპატიმრება მოითხოვა. მოგვიანებით ავთო თოფურია სახლიდან ავტომატებით შეიარაღებულმა ექვსმა პოლიციელმა პოლიციაში წაიყვანა, სადაც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და თმის გადაპარსვით ემუქრებოდნენ. ის მოგვიანებით მხოლოდ მამის თანხმობის საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი განცხადებით ასეთ შემთხვევებს წინათაც ჰქონდა ადგილი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები ესაუბრნენ პოლიციის პირველი განყოფილების უფროსს შამილ რობაქიძეს, მან განაცხადა, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ასეთი ფაქტის განმეორებას არ დაუშვებს.
აღმსარებლობის თავისუფლება
საქართველო-ვატიკანის ხელშეკრულებას ობსტრუქცია მოუწყვეს
ვატიკანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობის განმსაზღვრელი ხელშეკრულების პროექტი მოამზადეს. ხელშეკრულებას საქართველოში მოქმედი კათოლიკური ეკლესიების სამართლებრივი სტატუსი უნდა განესაზღვრა. ხელმოწერის ცერემონიალი 9 სექტემბრისათვის თბილისში დაინიშნა და ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის არქიეპისკოპოს ჟან-ლუი ტორანის ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი დაიგეგმა. საზოგადოებისათვის, მასმედიის მეშვეობით, ცნობილია, რომ ინფორმაცია აღნიშნული ხელშეკრულების დადების თაობაზე საპატრიარქოს კანცელარიის ინკოგნიტო თანამშრომელმა ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მიაწოდა. საპატრიარქომ კი, თავის მხრივ, განგაში ატეხა.
17 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერიაში“ გამოვიდა საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი გიორგი ანდრიაძე, რომელმაც ამ შინაარსის განცხადება გააკეთა: მსმენელებო, ქართველებო და მართლმადიდებლებო! მზადდება საქართველოს სახელმწიფოსა და ვატიკანს შორის რელიგიური ურთიერთობების განმსაზღვრელი ხელშეკრულება, რომელიც ლახავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებებს. „ამ დოკუმენტით ფიქსირდება, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის კათოლიკობას აქვს ისეთივე მნიშვნელობა, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიას, რაც ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება”. ეს დოკუმენტი, დასძინა მან, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე „,საკონსტიტუციო შეთანხმებას”. ამიტომ (ორატორმა აქ ხმას აუწია) თითოეული მორწმუნე პატრიოტის ვალია, წინ აღუდგეს ამ გეგმას და ჩაშალოს იგი. ქუდზე კაცი გამოდით ერისა და ეკლესიის გადასარჩენად! შევიკრიბოთ ხვალ ვატიკანის საელჩოსთან და გამოვხატოთ პროტესტი! დანიშნულ დროს, 18 სექტემბერს, სტუმარი თბილისში ჩამოფრინდა. იმ დღეს, საპატრიარქოს მოწოდების შესაბამისად, თბილისში ხმაურიანი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქტიურობდა სტუდკავშირი. მის გვერდით საპატრიარქოს, სასულიერო სასწავლებლების, სავადასხვა ეკლესიის აქტივისტები, ზოგიერთი პარლამენტარი და სიტყვით მართლმადიდებლობაზე ორიენტირებულ პარტიათა წევრები იდგნენ. ჩანდნენ პროტოპრესვიტერ ბასილ მკალავიშვილის მრევლისა და ექსტრემისტულად ცნობილ ორგანიზაცია „ჯვარის” აქტივისტთა სახეები. მათი შემადგენლობით ვატიკანის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე და აეროპორტში მანიფესტაციები გაიმართა. ლოზუნგები ასეთი იყო: „შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის ხელყოფა!”, „ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ პასუხს მომხდარის შესახებ!”, „საქართველო ვატიკანის გარეშე!” აეროპრტში მანიფესტატორები ისე ხმაურობდნენ და მუშტებსაც იქნევდნენ, რომ მასპინძლები იძულებული გახდნენ, სტუმარი ქალაქში ირიბი გზით შემოეყვანათ.
იმავე დღეს, 18 სექტემბერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში პრესკონფერენცია შედგა. პრესკონფერენფიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უძღვებოდა, რაც იშვიათი შემთხვევაა. გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღინიშნა: მთავარი მიზეზი, რაც საპატრიარქოს შეშფოთებას იწვევს, არის ის, რომ ამ დოკუმენტის მომზადების თაობაზე საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო. პატრიარქმა აღნიშნა: „საქართველოს სახელმწიფოსა და ვატიკანს შორის მომზადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. ეს აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას და გაუგებრობას იწვევს. გარდა ამისა სახელმწიფოს უნდა ეცნობებინა საქართველოს მართლადიდებელი ეკლესიისათვის, რომ მზადდება მსგავსი ხელშეკრულება. საქართველოს ეკლესია არის ტრადიციული ეკლესია, რომელსაც აქვს თავისი ისტორიული დამსახურება; იგი დაფიქსირებულია სახელმწიფო კონსტიტუციაში და მისი გატოლება სხვა კონფესიებთან საზოგადოებაში გამოიწვევს დაპირისპირებას რელიგიურ ნიადაგზე.” მისი უწმინდესიბის სიტყვაში მოჩანს მუქარაც: თუკი დაიდება ხელ-შეკრულება, ეს თავად რომის კათოლიკურ ეკლესიას შეუქმნის პტობლემებს და ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავსო. მან წერილი გაუგზავნა პრეზიდენტს და ურჩია, ყველაფერი ეღონა იმისათვის, რომ ხელშეკრულების პროექტი არ დამტკიცებულიყო.
19 სექტემბერს, როდესაც აღნიშნული პროექტის რატიფიკაცია უნდა მომხდარიყო, თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ, სტუდენტებმა და სამრევლოთა წევრებმა აქცია მოაწყვეს. მოგვიანებით მათ სხვადასხვა რანგის სასულიერო პირებიც შეუერთდნენ, გამოჩნდნენ სახელმწიფო და პარტიული მოხელეებიც. მანიფესტატორების საერთო რიცხვი, აქტივისტების თქმით, 7000-მდე აღწევდა. მათ ხელში ხატები, ჯვრები, სანთლები და ბაირაღები ეჭირათ. ისინი სკანდირებდნენ, რომ იცავენ მართლმადიდებლობას, რომელსაც საფრთხე საზღვარგარეთიდან, დასავლეთიდან, განსაკუთრებით - ვატიკანიდან ემუქრება. მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, ასფალტზე დასხდნენ და გაიძახოდნენ: „დღეს ყველანი აქ უნდა ვიდგეთ, დღეს საქართველოს ბედი წყდება!” ახალნაკურთხმა ეპისკოპოსმა ზენონმა პათეთიკური სიტყვა წარმოთქვა, რასაც ტაში და ოვაციები მოჰყვა. მეუფე ზენონს ბევრმა სხვა საერო და სასულიერო პირმაც აუბა მხარი, რომლებმაც ულტიმატუმი წამოაყენეს, - არ დაიშლებიან მანამ, ვიდრე მთავრობის უმაღლესი პირი მათთან არ მივა და არ იტყვის: ხელშეკრულება ვატიკანთან არ დაიდება! იყო ქვითინი, პერმანენტული პირჯვრისწერა, მეტანია, გულში მჯიღის ცემა, ქოქოლა და ანათემა „მტერთა, ორგულთა და მოღალატეთა ზედა”. მოღალატეებად კი სახელმწიფო კანცელარიის აპარატის უფროსს პეტრე მამრაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კახა სიხარულიძეს, დეკანოზ ბასილ კობახიძეს, კავკასიური სახლის, თავისუფლების ინსტიტუტის მესვეურებს ასახელებდნენ და მათი მისამართით თვალებს აბრიალებდნენ. წამოაყენეს წინადადება, - გადავკეტოთ მცხეთის გზა და ერეტიკოს სტუმარს ჩვენს სიწმინდეებთან ახლოს მისვლის საშუალება არ მივცეთ.
ნაშუადღევს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გამოჩნდა. მომიტინგეები მას თავიდან უნდობლად, წყრომით და აგრესიულადაც კი შეხვდნენ: „ყველაფერი წაგვართვით, ქვეყანა დაანაწილეთ, ლუკმა პურის მათხოვრები გაგვხადეთ, ერთადერთი სარწმუნოება დაგვრჩა და ამასაც გვართმევთ?!” ასე მოსთქვამდნენ დედაკაცები, რომელთა შორის ბევრი პრეზიდენტ ზვიადის სახელს ნოსტალგიით და ცრემლით ახსენებდა. მათმა სიტყვებმა პირველ მინისტრს თითქოს გული აუჩუყა და მათდამი თანადგომით განაწყო. მან ოლიმპიური სიმშვიდით წარმოთქვა: „შევხვდი პატრიარქს და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება!”. მომიტინგეთა ნაწილი აღფრთოვანდა, ნაწილმა კი ა. ჯორბენაძის ინფორმაციას ეჭვის თვალით შეხედა. „მთავრობაში ყველანი მელიები არიან, მათი ნდობა არ შეიძლება!” - ასავსავებდნენ ხელებს ურწმუნო მორწმუნეები. მათ განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ პატრიარქს ენდობიან. ამასობაში პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელიც გამოჩნდა, რომელმაც მომიტინგეები დაარწმუნა, - საქართველოსა და ვატიკანს შორის ხელშეკრულება ამ ეტაპზე არ დაიდება!
მიტინგი დაიშალა. მანიფესტატორთა დიდმა ჯგუფმა საპატრიარქოს გავლით სიონის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლა და იქ სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.
ხელშეკრულება არ დაიდო. ამის თაობაზე ქართული მხარის გადაწყვეტილება სტუმარმა სახელმწიფო კანცელარიაში შეიტყო, სადაც იგი შეთანხმებულ ტექსტზე ხელის მოსაწერად მივიდა. მართალია, პონტიფექსის (რომის პაპის) მოციქული სახტად დარჩა და მხრები აიჩეჩა, მაგრამ, პ.მამრაძის თქმით, მან კომენტარისაგან თავი შეიკავა და ობსტრუქციას დიპლომატიური სიმშვიდით შეხვდა. ოფიციალურ საუბარში კი განაცხადა, რომ დიალოგის გაგრძელების იმედი აქვს. საღამო ხანს მან თბილისის კათოლიკური ეკლესიები მოინახულა, წირვა-ლოცვა აღავლინა, იქადაგა, თანამორწმუნეები გაამხნევა და მეორე დღეს უკან ხელმოცარული გაბრუნდა. მცხეთის სიწმინდეები არ მოუნახულებია. ქართველ კათოლიკეებს, რომელთა რიცხვი, ეთნიურად ქართველთა და არაქართველთა, 50 000-მდეა, იმედი ჰქონდათ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება, თუკი გაფორმდებოდა, მათ უფლებებს დაიცავდა. ეს უფლებები კი, მათი მესვეურების თქმით, საქართველოში ხშირად ილახება სხვადასხვა ფორმით. მორწმუნე კათოლიკეების შიშის საფუძვლიანობა მალე დადასტურდა. თბილისური ობსტრუქციიდან ორიოდე დღის შემდეგ, კვირას, 21 სექტემბერს, გორის კათოლიკეთა სამლოცველო სახლს მართლმადიდებელი მორწმუნეების დიდი რაზმი მიადგა. მათ მსვლელობას ადგილობრივი სასულიერო პირები მიუძღვოდნენ. ისინი თანამემამულე კათოლიკეების თვალწინ ნაციონალურ-რელიგიურ ლოზუნგებს აფრიალებდნენ და გაიძახოდნენ: ,,საქართველო მართლმადიდებელი სახელმწიფოა!”.
სადგურ ,,ოკრიბიდან” იეღოველებს კიევში არ უშვებდნენ
7-10 აგვისტოს კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე, „იეჰოვას მოწმეების” (იეღოველების) საერთაშორისო კონგრესი გაიმათა. ფორუმს 75 ათასამდე იეღოველი დაესწრო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.
კონგრესზე ქართველი თანამორწმუნეებიც იყვნენ მიწვეული, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მისვლა მათგან ბევრმა ვერ მოახერხა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის საპროტესტო კამპანია, რომელიც პარლამენტარ გურამ შარაძის პოლიტიკური თანამოაზრეებისა და „გლდანის დევნილი ეპარქიის” მრევლის მიერ გაჩაღდა. მათ 31 ივლისს აქცია უკრაინის საელჩოს წინაც გამართეს და ამ ქვეყნის პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას მიმართვა გაუგზავნეს.
მიმართვა შეიცავს მოწოდებას, რათა უკრაინის მთავრობამ და ხელისუფლებამ არ დაუშვას „იეღოველთა სექტის კონგრესის ჩატარება მართლმადიდებელ ქვეყანაში”. გ.შარაძემ თქვა: „უკრაინის პრეზიდენტი, ალბათ, არ არის ინფორმირებული კიევში იეღოველთა სექტის კონგრესის ჩატარების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ დაუშვებდა, მთელს მსოფლიოში ცნობილი აგრესიული სექტის ამგვარ ტოტალურ თავყრილობას უკრაინის დედაქალაქში”.
აღნიშნულ პროტესტს მხარი საქართველოს სატრანსპორტო ქსელმაც აუბა. პარლამენტარმა გურამ შარაძემ შეიტყო, რომ იეღოველები კიევის მიმართულებით გამგზავრებას თბილისის სადგურ „ოკრიბიდან” აპირებდნენ. მისი ინფორმაციის ამ ავტოსადგურიდან შვიდ აგვისტომდე (კონგრესის გახსნის დღემდე) იეღოველებს ყოველ დღე თითო ავტობუსი უნდა მომსახურებოდა. ამიტომ მან სადგურის ხელმძღვანელობას მოუწოდა: ,,არ მისცეთ იეღოველებს გამგზავრების საშუალება, სულს ნუ გაყიდით ფულის გულისათვის!”
გაზეთი „ახალი თაობა” (5. VIII, №213) გვაუწყებს, რომ გ.შარაძის პროტესტს ხმა თვით „ოკრიბას” ხელმძღვანელობამაც შეუერთა. მისმა გენერალურმა დირექტორმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, განაცხადა: „მილიონიც რომ მომცეთ, მაინც არ დავუშვებ, რომ ჩვენი სადგურიდან იეღოველები გაემგზავრონ ნებისმიერი მიმართულებით. ვერც ერთი მძღოლი ვერ გაბედავს ამას. ეს გამორიცხულია!”
ასე რომ, იეღოველთა გადაადგილებას საქართველოდან უკრაინაში ხელოვნური დაბრკოლებები შეექმნა.
ფორუმს ადვოკატი მანუჩარ ციმინცია ესწრებოდა. იგი ამბობს: ,,კონგრესზე მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ერთიანობა და ძმობა იგრძნობოდა. იქ არა მარტო იეჰოვას მოწმეები იყვნენ, არამედ სხვებიც, ვისაც მიმდინარე ამბები აინტერესებდა. მათ შორის იყვნენ მღვდლებიც, მართლმადიდებლებიც და კათოლიკებიც. ამ საერთაშორისო კონგრესის ოთხმა დღემ ისე ჩაიარა, რომ არავითარი ხელისშემშლელი პირობები არ ყოფილა. ადგილობრივი ხელისუფლება პრესასა და ტელევიზიაში კმაყოფილებას ვერ მალავდა”.
„იეჰოვას მოწმეების” დევნა გრძელდება
საანგარიშო პერიოდში იეჰოველებისათვის ქადაგებისა და შეკრებების უფლებათა ძალადობით აღკვეთის არაერთი ფაქტი დააფიქსირდა. მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი:
8 ივლისს ქალაქ აბაშაში, ვალერი ცომაიას სახლში, იეჰოვას მოწმეთა კრება მიმდინარეობდა. მოულოდნელად გამოჩნდა ქალაქის მერი ათ მომხრესთან ერთად. სტუმრებმა კატეგორიულად მოითხოვეს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ კრება და ასეთი რამ სხვა დროსაც არ გაებედათ. მათ უშვერი სიტყვებით მიმართეს მირწმუნეებს და ზოგიერთს ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს.
13 ივლისს სოფ. ორთაშენში (გორი) სახლს, სადაც იეჰოველთა შეკრება მიმდინარეობდა, ათამდე აგრესიულად განწყობილი პიროვნება მიადგა. მათ ამავე სოფლის საკრებულოს დეპუტატი მანანა არჩვაძე მიუძღოდათ. მომხდურებმა შეკრებილები გალანძღეს და სცემეს.
იეჰოვას მოწმეების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ესა თუ ის ექსტრემისტი ინდივიდუალურად ქუჩებსა და უბნებში მიმართავს. მორწმუნე იეღოველებს დასცინიან, აწვალებენ და სცემენ, მაგალითად, ბესიკ გაზდელიანი (თბილისი), კოლია ზეიკიძე (მცხეთა, მუხრანი), მღვდელი იაგო ჩოჩნიძე (ხაშური, ვაყა), დავით ხელისუფალი (ქარელი, ბრეთი) და სხვები, რომელთა მიმართ სისხლის საქმეები აღიძვრება ხოლმე, მაგრამ, როგორც წესი, იხურება.
„დიოგენეს” წინააღმდეგ სახელმწიფო უწყებებმაც გაილაშქრეს
ა/წ ივლის-აგვისტოში სხვადასხვა ორგანიზაციამ და კერძო პირმა სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურს მიმართეს წინადადებით, რომ არამართლზომიერი რეკლამის ბრალდებით გამომცემლობა „დიოგენეს” წინააღმდეგ საქმე აღეძრათ, მაგრამ აღნიშნულმა სამსახურმა რამდენიმე შეხვედრისა და ახსნა-განმარტების შემდეგ ასეთი ქმედებისაგან თავი შეიკავა. 25 აგვისტოს გურამ შარაძემ პარლამენტის შენობაში (ბ.მკალავიშვილის მხარდასაჭერ პრესკონფერენციაზე) და გენერალური პროკურატურის ეზოში, სადაც ბ.მკალავიშვილის მომხრეებს აქცია ჰქონდათ, იეღოვურ ლიტერატურასთან ერთად აღნიშნული გამომცემლობის პროდუქციის ნიმუშებიც დაწვა. 26 აგვისტოს ტელეკომპანიაშე „მზე” (პროგრამა „ღამის მზერა”) შედგა დიალოგი პოლიტიკური მისწრაფებების მქონე ჯონდი ბაღათურიასა და „დიოგენეს” დირექტორ თამარ ლებანიძეს შორის. ჯ.ბაღათურიამ სიტყვასიტყვით გაიმეორა ის ბრალდებები, რაც „დიოგენეს” მისამართით არაერთგზის თქმულა. ეს ბრალდებები კი პირველად „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა” წამოაყენა. მის კამპანიას ამჯერად სხვადასხვა პარტიული გრიფის პოლიტიკოსები, პროკურატურა და შს სამინისტროც შეუერთდა.
„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, რომელიც ხუთი წლის წინათ ჩამოყალიბდა, უკვე არაერთგზის გამოვიდა ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო დისციპლინებისა და სახელმძღვანელოების წინააღმდეგ. მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განათლების სამინისტროს მოსთხოვა, რომ გაეუქმებინა გრიფები წიგნებისათვის - რ.თვარაძის სახელმძღვანელოსათვის „რელიგია და კულტურა” და ნ.პაპუაშვილის დამხმარე სახელმძღვანელოსათვის „რელიგიის კარიბჭე”. მოტივად ის ფაქტი დაასახელა, რომ სახელმძღვანელოები არაა დაწერილი იმ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების პოზიციებიდან, რომლის სკოლებში დანერგვას ჩვენ, სარჩელზე ხელისმომწერები, მოვითხოვთო. ეს პოზიცია კი, მოპასუხე მხარის, კერძოდ ნ. პაპუაშვილის, კატეგორიული მტკიცების თანახმად, ფუნდამენტალიზმი, რადიკალიზმი და ექსტრემიზმია, რომელიც მართლმადიდებლობაშიც არსებობს და პოსტკომუნისტურ ეპოქაში ფართოდ გაშალა ფრთები.
დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლომ, გაითვალისწინა რა საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის საექსპერტო დასკვნა, 1998 წლის აგვისტოში ეს სარჩელი რამდენადმე დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამო სამინისტრომ საგანს სახელი შეუცვალა („რელიგიისა და კულტურის” ნაცვლად დაარქვა „რელიგიების ისტორია და კულტურა”) და სასწრაფოდ გაატარა რეგისტრაციაში, ხოლო ნ.პაპუაშვილის წიგნი დამხმარე სახელმძღვანელოთა სიიდან დასაბუთების გარეშე ამოშალა.
2002 წელს აღნიშნულმა კავშირმა ბრძოლა „ოჯახის დაგეგმარების ასოციაციის” (,,ოდა”-ს) და მისი გამომცემლობა „დიოგენეს” მისამართით დაიწყო. ამ გამომცემლობამ, სხვათა შორის, გამოსცა: 1) თამარ ლებანიძისა და გია ქარჩხაძის ,,მხიარული საუბრები ჰიგიენის, სექსისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. წიგნი მოზარდებისათვის” და 2) რუთ ბელის „აუცილებელი წიგნი ყველა მოზარდისათვის. ცვლილებები სხეულში, ცვლილებები ცხოვრებაში.” ორივე წიგნს ერთი და იგივე მიზანი აქვს: მოზარდებს იმ პრობლემების გაცნობიერებასა და დაძლევაში დაეხმაროს, რომლებიც მათ ბიოლოგიური მომწიფების გზაზე გადაეღობებათ. ავტორები და გამომცემლები დარწმუნებული არიან, რომ ქართველი ჭაბუკები და ქალიშვილები აქ კვალიფიციურ პასუხებს იპოვიან იმ შეკითხვებზე, რაც საზოგადოა და გარკვეულ ასკში მეტ-ნაკლები სიმწვავით ყველგან ყველას წინაშე წამოიჭრება, თუმცა საჩოთირო და ტაბუირებულ კითხვებად ითვლება.
პირველი წიგნი 1998 წელს დაისტამბა (მეორედ 2002 წელს), მაგრამ მის ბაზარზე გამოჩენას არც საერო და არც სასულიერო საზოგადოებების მხრიდან მწვავე რეაქცია არ მოჰყოლია. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეს წიგნები გამოფენაზე იქნენ გატანილი. მხედველობაში გვაქვს 2002 წლის შემოდგომაზე მოწყობილი გამოფენა სახელწოდებით - „დამატებითი სასწავლო მასალები”. „მართლმადიდებელმა მშობლებმა” აღნიშნული წიგნების წინააღმდეგ პირველად იქ გაილაშქრეს. მათ სახელმწიფო უნივერსტიტეტის წინ საპროტესტო მიტინგი მოაწყვეს და საზოგადოებას ბოიკოტისაკენ მოუწოდეს.ამბობდნენ, რომ ამ წიგნების სახით სკოლებში გარყვნილება შედის, ხდება ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და შობადობის შემცირება.
„მართლმადიდებელ მშობლებს” მხარში პარლამენტარი გურამ შარაძე ამოუდგა. მან პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში საპროტესტო პრესკონფერენცია მოაწყო, რამაც მიტინგის ფორმა მიიღო. დირექტორის თამარ ლებანიძის შეკითხვაზე, - ვის აქვს ეს წიგნები წაკითხული? დადებითი პასუხი ვერავინ გასცა.
2003 წელს ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. „მართლმადიდებელმა მშობლებმა” „დიოგენეს” საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში უჩივლეს და მუქარაზე გადავიდნენ. აღნიშნული დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ გაიპარაშვილმა საჩივრის შინაარსი მთლიანად გაიზიარა და აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა.
11 ივნისს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, წიგნის ფესტივალი გაიხსნა, სადაც „დიოგენემ” დანარჩენ გამოცემათა ეგზემპლარებთან ერთად ამ გამოცემიბის ეგზემპლარებიც გამოიტანა. წინა დღით „მართლმადიდებელი მშობლები”, ერთი მღვდელი და მისი მრევლის ქალი „დიოგენეს” ოფისს მიადგნენ. ისინი შეეცადნენ, დაერწმუნებინათ გამომცემლობა, რომ დასახელებული წიგნების გავრცელებაზე უარი ეთქვა. შეთანხმება არ მოხერხდა და სტუმრებმა საუბარი მუქარით დაასრულეს. მეორე დღეს, ე.ი. ფესტივალის გახსნაზე, ფილარმონიას მომიტინგეთა დიდი ჯგუფი მიადგა. ისინი მოითხოვდნენ, რომ „ახალგაზრდობის გამრყვნელი წიგნები” დახლებიდან აეღოთ. კამათი გაწევგამოწევაში გადაიზარდა. მომხრეები ერთ მხარესაც გამოუჩნდნენ და მეორესაც. ბოლოს, ხანგრძლივი ურთიერთდამუნათების შემდეგ, მომიტინგეებმა ფილარმონიის ტერიტორია დატოვეს.
ამის შემდეგ „მართლმადიდებელი მშობლები” მათ მიერ ათვალისწუნებულ წიგნთა რეალიზაციის ობსტრუქციას შეუდგნენ. ისინი დადიან წიგნის მაღაზიებში, ბაზრობებსა და ჯიხურებში, დააქვთ მოწოდებათა ტექსტები და გამყიდველებს არწმუნებენ, „დიოგენეს” გამოცემათა გაყიდვა მათი სულის წარწყმედას გამოიწვევს. ეს მოწოდებები წარმოდგენელია ფურცელზე, რომელსაც „მიმართვა”ეწოდება.
მასში ნათქვამია: „...ოდა და საზოგადოებისათვის ცნობილი თუ უცნობი მისი ლობისტები ამ ქვეყნად საღმრთო წესრიგის დამანგრეველი და ქრისტეს ხილული თუ უხილავი მტრების ხელში არსებული მძლავრი იარაღები არიან, მოწოდებული ათასწლეულებით შემოწმებული ჩვენი ეროვნული ტრადიციების დასანგრევად... დაუშვებელია, წარმოუდგენელია სასკოლო მერხთან მსხდომ ჩვენს შვილებს სულით მახინჯი ადამიანები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით სარგებლობას, ქალწულობის უსაფრთხოდ დაკარგვის მეთოდებს, ჰომოსექსუალური ცხოვრების ნიუანსებს ასწავლიდნენ.
მოგმართავთ თქვენ, ჩვენი ეკლესიის მწყემსებო, ხმა აღიმაღლეთ ღვთის სასუფევლის დამკვიდრებისათვის მოწოდებული ადამიანის უკვდავი სულის წინააღმდეგ დაგეგმილი უმაგალითო ბოროტმოქმედების აღსაკვეთად. მოგმართავთ საქართველოს განათლების სამინისტროს, საკანონმდებლო ხელისუფლების, გენერალური პროკურატურის ყველა პატიოსან წარმომადგენელს, იხმარეთ ყველა თქვენთვის მისაწვდომი საშუალება ერის ფიზიკური და ზნეობრივი გენოციდის წინააღმდეგ.
უფროსი თაობის პედაგოგებო, სკოლის დირექტორებო, ჩვენი და ჩვენი შვილების აღმზრდელებო, ნუთუ დაივიწყებთ თქვენს მაღალ მოწოდებას, ნუთუ თქვენს სკოლებში ფეხს დაადგმევინებთ უზნეო, გაუკუღმართებული ფსიქიკის ადამიანებს. მაშ, დაე, ნუღარ იხსენიება თქვენი სკოლების კედლებში შუშანიკ დედოფლის, აბო ტფილელის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, ქეთევან წამებულის, ბიძინა ჩოლოყაშვილისა და სხვათა და სხვათა სახელები...
დედებო და მამებო, თანახმა ხართ, რომ:
- თქვენმა შვილმა 10-12 წლიდან დაიწყოს სქესობრივი ცხოვრება?
- თქვენი შვილები დაავადდნენ შიდსით ან ვენერიული დაავადებებით?
- თქვენი საყვარელი გოგონები სკოლაშივე გააუპატიურონ და აბორტი გაუკეთონ?
- თქვენი შვილები გახდნენ მეძავები და ჰომოსექსუალისტები?
არა ხართ თანახმა? მაშ ხმამაღლა გამოთქვით პროტესტი სკოლებში ბავშვების გარყვნის წინააღმდეგ. აუკრძალეთ საკუთარ შვილებს ამ გაკვეთილებზე დასწრება. მოსთხოვეთ სკოლის დირექტორებს „სექსუალური განათლების” აკრძალვა. ნუ იქნებით მოღალატენი, დაიცავით უმწეო ბავშვები, გამოიჩინეთ სულიერი მხნეობა, იღონეთ ყოველივე, რაც თქვენს ძალებშია.”
„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს” და საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს მხარი მართლმადიდებელმა ეკლესიამაც აუბა. 6 ივლისს საპატრიარქოში სპეციალური პრესკონფერენცია მოეწყო. გაირკვა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეროტიკული ტელეპროდუქციის ლიმიტირებას მოითხოვს. საპატრიარქო და ახალგაზრდულ საქმეთა დაპარტამენტი ერთობლივად მოუწოდებენ განათლების სამინისტროს, რათა გამომცემლობებს ეროტიკულ-სექსუალური ლიტერატურის დაბეჭდვის უფლება არ მისცეს. საპატრიარქოსთან ასებული წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზიის დირექტორი ამბობს: „წინააღმდეგი ვართ ისეთი სახის წიგნების გამოშვებისა, სადაც სექსუალური ცხოვრება რჩევის სახით არის მოცემული”.
25-26 აგვისტოს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „დიოგენეს” წინააღმდეგ კამპანია აღზევდა. 27 აგვისტოს გ.შარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან გენერალურ პროკურატურას მიმართა, რათა გამოიძიოს გამომცემლობა „დიოგენესა” და პირადად მისი დირექტორის თ.ლებანიძის „ახალგაზრდობის გამრყვნელი საქმიანობა”. ამ მიმართვის პასუხად გენერალურმა პროკურორმა „დიოგენეს” საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და მასალები შს სამინისტროს გადაუგზავნა. უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, ვითარების შესწავლა ეკონომიკურ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის სამმართველოს გადააბარა. მისმა კვლევა-ძიებამ მოპასუხე მხარის ბრალეულობა ვერ დაადასტურა, მაგრამ, ამის მიუხედავად, საქმე განსახილველად მაინც ვაკე-საბურთალოს სასამართლოს გადაუგზავნა. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და ამავე რაიონის საგადასახადო ინსპექციას დაავალა, რათა ხსენებული გამომცემლობის დოკუმენტაცია შეისწავლოს. თ.ლებანიძე აღნიშნავს: „ეს შესწავლის პროცესი ძალზე გაჭიანურებული და დამღლელია, რაც გამომცემლობის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის”.
ერთი რამ თვალშისაცემია: მთელს ამ ბატალიებში თავიანთი სიტყვა არ უთქვამთ იმ დარგის სპეციალისტებს, რომელთანაც აღნიშნულ კამათს პირდაპირი კავშირი აქვს -სექსოლოგებს და სექსოპათოლოგებს. ამასთანავე, მკაფიოდ და პრინციპულად უნდა დაისვას კითხვა: სექსოლოგიურ-სარეკომენდაციო ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობათა მოსპობა არის თუ არა იმ მშობელთა და უფროსკლასელთა, 14-17 წლის ქალიშვილების და ჭაბუკების, აგრეთვე, ახალგაზრდა ცოლ-ქმრებისა თუ მონათესავე პრობლემებით დამძიმებული და შეწუხებული ადამიანების უფლებების დარღვევა, რომლებიც შესაბამისი რეკომენდაციების საჭიროებას გრძნობენ და ისე არ ფიქრობენ, როგორც ამ საკითხზე „მართლმადიდებელი მშობლები”, გ.შარაძე, ჯ.ბაღათურია, საპატრიარქოსა და ახალგაზრდული დეპარტამენტის წამყვანი თანამშრომლები და ზოგიერთი სახელმწიფო ინსტანციის წამომადგენლები ფიქრობენ?
აქციები ბ. მკალავიშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების და ძებნის შეწყვეტის მოთხოვნით
პროტოპრესვიტერ ბასილ მკალავიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ საზოგადოებასა და მასმედიაში მითქმა-მოთქმაა. გავრცელდა ხმა, რომ იგი ბულგარეთშია, მაგრამ, როგორც 12 აგვისტოს „ხვალინდელი დღე” იუწყება, მ.ბასილმა უკვე დატოვა ბულგარეთი და ისრაელში გადავიდა. ამასობაში პროკურატურამ მისი 942 მომხრის დაკითხვა დაასრულა, რის საფუძველზეც ბრალდება ძალაში იქნა დატოვებული. საგამომძიებო ჯგუფის უფროსის კოტე ჯაოშვილის თქმით, „ბასილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ დაიხურება. გლდანის ეპარქიის წინამძროლზე კვლავ ძებნაა გამოცხადებული”.
ამის პარალელურად „გლდანის დევნილი ეპარქიის” მრევლიც გააქტიურდა. ისინი აცხადებენ, რომ იეღოველთა ლიტერატურა მათ დაწვეს და არა მათმა წინამძღვარმა. მათ ხმაურიანი აქციები წამოიწყეს. ყველაზე მასშტაბური აქცია 25 აგვისტოს გაიმართა. პარლამენტის წინ ბ.მკალავიშვილის ასობით თაყვანისმცემელი შეიკრიბა. ლოზუნგები ასეთი იყო: „არ დავუშვებთ მამა ბასილის დაპატიმრებას!”, „სექტანტური ლიტერატურა დავწვი მე!”. მანიფესტატორებმა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის სახელზე განცხადება შეადგინეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სექტანტური ლიტერატურა” მოსახლეობამ (მრევლმა) საკუთარი ინიციატივით ამოიღო საწყობიდან და ცეცხლი წაუკიდა. როდესაც მ. ბასილი მოვიდა, წიგნები უკვე დამწვარი იყო.
აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით პროკურატურის წინ გადაინაცვლეს. „მამა ბასილისათვის ლოცვას” ხმა გურამ შარაძემაც შეუერთა. მან იმავე დღეს პარლამენტის შენობაში პრესკონფერენცია მოაწყო და აღნიშნა: „მიუხედავად კონტრაბანდის წინააღმდეგ გააქტიურებული ბრძოლისა, ფოთის პორტიდან დასავლეთ საქართველოში მაინც მოხვდა იეღოვური ლიტერატურა. 40 ტონამდე სექტანტური ლიტერატურა ფოთის საბაჟოდან ქუთაისამდე დაიცალა ორი კამაზით და ეს, ალბათ, იმის შიშით, რომ ეს ლიტერატურა შარაძეს აღმოსავლეთ საქართველოში თვითონ არ „განებაჟებინა”. ამიტომ [წიგნები] დასავლეთ საქართველოშივე დააბანდეს”. პარლამენტარმა მოუწოდა გენერალურ პროკურორს ნუგზარ გაბრიაძესა და საგანგებო ლეგიონის ხელმძღვანელს ნუგზარ კახნიაურს, რათა გაერკვნენ კონტრაბანდული ლიტერატურის შემომტანის ვინაობაში და დასაჯონ. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ლიტერატურა ფოთის პორტში გერმანიიდან მარტში შემოვიდა, მაგრამ მისი განბაჟება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც საბაჟოს უფროსად დავით თარხან-მოურავი მოვიდა.
პრესკონფერენციაზე გ.შარაძემ განაცხადა: „ამდენი ხანია, ვალერი გრიგალაშვილი იძიებს საქმეს და ვერ დაამტკიცა, მკალავიშვილმა დაწვა თუ არა იეღოვური წიგნები. საქმის გამოძიება რომ გავუადვილო გრიგალაშვილს, ახლა დავწვავ იეღოვურ წიგნებს და დამიჭირონ სხვისი ქონების განადგურებისათვის! მან მკალავიშვილი კი არ უნდა დაიჭიროს, ის ორი [კამაზის] მძღოლი უნდა დააკავოს და გაარკვიოს, ვის დავალებებს ასრულებან ისინი?” გ.შარაძემ აგერთვე აღნიშნული გამომძიებლის ძმა ნოდარ გრიგალაშვილიც დაგმო, რომელმაც, მისი თქმით, „ზურგი შეაქცია ილია ჭავჭავაძის ნაციონალურ მოძრაობას და არჩია სააკაშვილის ე.წ. ნაციონალური მოძრაობა”.
გ.შარაძე იქვე გამომცემლობა „დიოგენეს” საქმოანობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციამ ქართველი ახალგაზრდობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრასო. გ.შარაძემ საილუსტრაციოდ წიგნი „ცვლილებები სხეულში, ცვლილებები ცხოვრებაში” ააფრიალა და დამსწრე საზოგადოებას მისი ეგზემპლარების დაწვა აღუთქვა. ორატორმა დაპირება შეასრულა: იეღოველთა წიგნები და „დიოგენეს” გამოცემათა ნიმუშები აუდიტორიაშივე დაწვა. შემდეგ გარეთ გამოვიდა, პროკურატურისაკენ გასწია, მ. ბასილის მხარდამჭერ აქციას შეუერთდა და აღნიშნული წიგნების ეგზემპლარები იქაც დაწვა.
![]() |
4 3. სოციალური უფლებები |
▲back to top |
წყალტუბოელი პოლიტრეპრესირებულები პენსიებისათვის იბრძვიან
წყალტუბოს რაიონში მცხოვრები ბიჭიკო ჭანკვეტაძე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით (2001 წ.) აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. საქართველოში მოქმედებს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“, რომლის თანახმად პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი სახელმწიფოსაგან გაზრდილ პენსიას უნდა იღებდნენ. ამის მიუხედავად წყალტუბოს რაიონის სოციალური დაზღვევის ერთიანმა ფონდმა მას და მისი სტატუსის სხვა პენსიონერებს კუთვნილი პენსიის მიღებაზე უარი უთხრა, რაც ბ.ჭანკვეტაძემ საოლქო, შემდგომ კი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ყველა ინსტაციის სასამართლომ ძალაში დატოვა 2001 წლის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ანუ აღიარა ფაქტი, რომ ბიჭიკო ჭანკვეტაძე ნამდვილად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლია.
მოგვიანებით სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე აპელირებით წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მიმართა, რათა ბიჭიკო ჭანკვეტაძისა და სხვათა პოლიტრეპრესირებულად ცნობის თაობაზე ადრე მიღებული გადაწყვეტილება ბათილად გამოეცხადებინა. სასამართლო სხდომა ა/წ 25 ივლისს შედგა. მას, ბ.ჭანკვეტაძის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე, თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალური წარმომადგენელიც დაესწრო. წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ სოცფონდის სარჩელი დააკმაყოფილა.
მოტივაცია და არგუმენტები, რითაც სასამართლომ იხელმძღვანელა, შემდეგში მდგომარეობს:
1997 წლიდან, როდესაც პარლამენტმა ზემოაღნიშნული კანონი დაამტკიცა, წყალტუბოს რაიონში აღრიცხულია პოლიტიკური რეპრესიის 216 მსხვერპლი. ისინი, მცირე გამონაკლისის გარდა, მხოლოდ 10 თვის მანძილზე იღებდნენ სახელმწიფოსგან კუთვნილ პენსიას - 45 ლარს. მოგვიანებით სოციალური დაზღვევის ერთიანმა ფონდმა მათ მოსთხოვა, რომ უშიშროების სამინისტროდან წარმოედგინათ ცნობები, სადაც 1944 წლის დეკემბერს მათი ადიგენსა და ასპინძაში გადასახლების მოტივი იქნებოდა დაფიქსირებული. უშიშროების სამინისტროს ეს ინფორმაცია არ აღმოაჩნდა. ამის გამო სოციალური დაზღვევის ერთიანმა ფონდმა პენსიონერებს ჯერ პენსიის გადახდა შეუწყვიტა, შემდეგ კი მიმართა სასამართლოს მათი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდი ეყრდნობა მთავრობის არქივიდან ამოღებულ დადგენილებას და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს პირები 1944 წლის დეკემბერში საკუთარი სურვილით იქნენ გასახლებულნი ასპინძასა და ადიგენში. სინამდვილეში კი ისინი, როგორც თავად აღიარებენ და ფართო საზოგადოებრიობისთვისაც ცნობილია, ბრალის წაყენების გარეშე გადაასახლეს იმ სოფლებში, საიდანაც თურქებისა და მესხების დეპორტაცია მოხდა. კანონის თანახმად ბრალის გარეშე გადასახლებული პირებიც რეპრესიის მსხვერპლად ითვლებიან.
თავისუფლების ინსტიტუტის რეგიონალური წარმომადგენელი შეხვდა და ესაუბრა სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის ხელმძღვანელ პირს მაია შავშიშვილს. ირკვევა, რომ სოცფონდის წინააღმდეგობა ძირითადად რეპრესირებულთა მრავალრიცხოვნობითაა გამოწვეული. მ.შავშიშვილის თქმით, „წყალტუბოში მასობრივად მოხდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება, რაც თავისთავად წარმოადგენს პრობლემას”.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის ოფისის წარმოადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს მასმედიას.
ბ.ჭანკვეტაძე და მისი რანგის სხვა ყოფილი პენსიონერები თავიანთი უფლებების აღდგენისათვის ბრძოლას განაგრძობენ და საზოგადოების მხრიდან თანადგომის მოლოდინში არიან.
სადეკრეტო თანხის დაგვიანება ფოთში
1 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტის ფოთის ოფისს მოქალაქე დალი ქაჯაიამ მიმართა. იგი სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მხრიდან მისთვის კუთვნილი დეკრეტული თანხის ხუთი თვით დაგვიანებას აპროტესტებდა და დახმარებას ითხოვდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები ესაუბრნენ სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფოთის ფილიალის წარმომადგენლებს, მოგვიანებით კი - ფონდის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებს, რის შედეგადაც დალი ქაჯაიამ და კიდევ შვიდმა მოქალაქემ კუთვნილი თანხები მიიღეს.
![]() |
5 4. მოწაფეთა უფლებები |
▲back to top |
ახალციხეში მასწავლებელმა მოწაფე სცემა
11 ივლისს ახალციხის რაიონულ სასამართლოს V კლასელი გოგონას ნინო კაპანაძის მამამ სარჩელით მიმართა. ის სკოლის მასწავლებელს თემურ ხუციშვილს მისი შვილის ცემაში სდებს ბრალს და მოითხოვს, რომ მას პედაგოგიური საქმიანობის უფლება ჩამოერთვას. ხუციშვილი კაპანაძესთან მოლაპარაკებას ცდილობს. სასამართლო პროცესი კი გაურკვეველი მიზეზით და ვადით ჭიანურდება.
ოქროს საყურის ტარებისათვის დირექტორი ბავშვს სკოლიდან აძევებს
7 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტის ქუთაისის ოფისს მოქალაქეებმა მერაბ ქაშიბაძემ და ლარისა ბაგაევამ მიმართეს. ორი წელია, რაც მათ შვილის, მონიკა ქაშიბაძის, ქუთაისის მე-13 რუსულ სკოლაში შეყვანა სურთ, მაგრამ დირექტორი ნანა ლომთაძე უარს იმ მოტივით აცხადებს, რომ, თითქოს, ბავშვს საჭირო საბუთები არა აქვს. მშობლები კი ამტკიცებენ, რომ მათ შვილს ყველა საბუთი გააჩნია.
მონიკასა და მის მშობლებს ნანა ლომთაძესთან შეხება ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჰქონდათ, როცა ისინი ვლადიკავკაზიდან ქუთაისში გადმოვიდნენ და მონიკა მე-13 სკოლაში შეიყვანეს. მაშინ ბავშვმა სკოლაში თვენახევარი იარა, რის შემდეგ მშობლები იძულებული გახდნენ, შვილი აღნიშნული სკოლიდან გამოეყვანათ, რადგან დიექტორი მას უხეშად ექცეოდა.
მონიკა ქაშიბაძე ტრამვირებული ბავშვია. ის სამი წლის ასაკში მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და ძლივს გადაარჩინეს. ტრამვის შემდეგ დარჩა ავადმყოფობა ,,ზალატუხა”, რის გამოც მისთვის აუცილებელია ოქროს ნივთის ტარება. ბავშვი ატარებს კიდეც მცირე ზომის ოქროს საყურეს. მონიკას მშობლების განმარტებით, პირველი კონფლიქტი დირექტორთან სწორედ საყურის გამო მოხდა. ნანა ლომთაძე ბავშვს ფიზიკურად შეეხო და გაგდებით დაემუქრა, თუ საყურეს არ მოიხსნიდა. მან ბავშვის მიმართ დამოკიდებულება არც მას შემდეგ შეიცვალა, რაც მშობლებმა მონიკას მდგომარეობა აუხსნეს. ამ გარემოებამ, ბუნებრივია, დაპირისპირება წარმოიშვა დირექტორსა და მშობლებს შორის, რამაც ბავშვის სკოლიდან გაშვება გამოიწვია. ორი წელია, რაც მონიკა სკოლაში არ დადის და კერძოდ მეცადინეობს. წლის ბოლოს კი ვლადიკავკაზში ექსტერნად აბარებს გამოცდებს.
მშობლებმა დახმარების მიზნით მასმედიასა და მასწავლებელთა თავისუფალ პროფკავშირსაც მიმართეს. ინფორმაციამ პრესაშიც გაჟონა, მაგრამ ამის შემდეგ პრობლემა უფრო გამწვავდა. შესაბამისი სამსახურები, იმის ნაცვლად, რომ მონიკა ქაშიბაძის ინტერესები დაეცვათ, გაჩუმდნენ, რის გამოც გათამამებული დირექტორი განაგრძობს უარს ბავშვის სკოლაში მიღებაზე.
სკოლის გარეთ ყოფნას მონიკა მწვავედ განიცდის და მისი ფსიქიკა იძაბება. მშობლები ამბობენ, რომ მონიკას მე-13 სკოლაში სწავლა არ არის მათი ახირება. გოგონა რამდენიმე წელი ვლადიკავკაზში სწავლობდა და რუსული განათლება აქვს, რის გამოც მას ქართულად სწავლა გაუჭირდება. ქუთაისის მეორე რუსული სკოლა მათი სახლიდან შორსაა.
თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მშობლები ქუთაისის განათლების განყოფილების გამგეს ნორა ბოჭორიშვილს შეახვედრეს, რომელიც მათ დაჰპირდა, რომ ბავშვს მე-13 სკოლაში სწავლის შესაძლებლობა მიეცემა, მაგრამ იგი იმის გარანტიას ვერ იძლევა, რომ ნანა ლომთაძე უხეშობას კიდევ არ გამოიჩენს.
პრობლემის შესახებ ოფიციალური წერილი ქუთაისის მერს ნუგზარ ფალიანსაც გაეგზავნა.
![]() |
6 5. წინასაარჩევნო კამპანია |
▲back to top |
პოლიტიკურ ნიადაგზე ჭალადიდში ზ. გაბელაია დაჭრეს
ზოლინ გაბელაია, ოჯახთან ერთად, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ცხოვრობს და შრომობს. თანასოფლელთა და ნაცნობ-მეგობართა შორის იგი ერთობ პატიოსან და გამრჯე პიროვნებადაა ცნობილი, სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით იგი დემოკრატიისა და ლიბერალიზმის მხარეზე დგას; მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში და ბლოკ „ბურჯანაძე-დემოკრატების” მომხრედ ითვლება.
ზ.გაბელაიამ წესისა და რიგისამებრ სოფლის ცენტრში მისთვის სასურველი საარჩევნო პლაკატები გააკრა. 30 აგვისტოს მის სახლს ხობის რაიონის გამგებლის მოადგილე გია ნადარეიშვილი და მეურნეობის ყოფილი დირექტორი გულადი ქურიძე ეწვიენ (უკანასკნელი ზ.გაბელაიას მეზობელია). მათ ზ.გაბელიას მოსთხოვეს, აეხსნა მათთვის, თუ რა უფლებით გააკრა მან „ბურჯანაძე - დემოკრატების” პლაკატები. პასუხმა, რომ მასპინძელი დემოკრატიულ იდეებს იზიარებს და ბურჯანაძის პოლიტიკის მომხრეა, ნადარეიშვილი და ქურიძე აანთო. მათ ზ.გაბელაიას ხობის გამგებლის - ავგულის - მოღალატე უწოდეს და უბრძანეს, სასწრაფოდ, საკუთარი ხელით, მათ თვალწინ ჩამოეხია პლაკატი. მასპინძელმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა და, რადგან დაუპატიჟებელ სტუმრები მისი პოლიტიკური გადაწყვეტილების სიმტკიცეში დარწმუნდნენ, გ.ქურაძემ დანა დააძრო და მასპინძელს სახის არეში, შუბლსა და თვალზე, დაუსვა. ჭრილობა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ თექვსმეტი ნაკერი დასჭირდა. ხმაურზე სახლიდან ზოლინ გაბელაიას ვაჟი მანუჩარი გამოვიდა და ვითარების განმუხტვა სცადა. თავდამსხმელები მანქანაში ჩახტნენ და გზა განაგრძეს. თანაც დაემუქრნენ, ზედმეტი არაფერი გაბედოო. დაჭრილი საავადმყოფოში მეზობლებმა წაიყვანეს და დახმარება აღმოუჩინეს.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თავისუფლების ინსტიტუტი მონიტორინგს ატარებს.
თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე ბოლნისში
26 აგვისტოს, დილით ,,ნაციონალური მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს'' ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, დეპუტატობის კანდიდატი ჯემალ მურადხანოვი და სხვა აქტივისტები ბოლნისში ჩავიდნენ. ვიზიტი შემდეგი გარემოებით იყო გაპირობებული: ჟ. მურადხანოვმა, რომელიც ბოლნისის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატადაა წამოყენებული, თავისი 250 მხარდამჭერის პასპორტები თბილისში ჩამოიტანა. იგი ამბობს: „ვინაიდან ჩემი მომხრეები ადგილზე სათანადო ბლანკების შევსებას ვერ ახერხებდნენ, მათი პასპორტები თბილისში ჩამოვიტანე, რათა ბლანკები იქ შეგვევსო“. ეს ფაქტი მამალაძის მომხრეებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. 25 აგვისტოს მათ თბილისში პოლიციელები დაახვედრეს, რომლებმაც ჟ. მურადხანოვს ამომრჩეველთა პასპორტები წაართვეს, გაიტაცეს და გაავრცელეს ხმა, ესენი ყალბი დოკუმენტებიაო.
ამის საპასუხოდ ხსენებული ნაციონალები ამომრჩევლებთან შესახვედრად ბოლნისში გაემგზავრნენ. სტუმრებს ქალაქის შესასვლელთან კორდინი დახვდათ. მასპინძლების აქციას რაიონის გამგებელი ზურაბ ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. მან მ.სააკაშვილს ასე მიმართა „შე სომეხო!“ და მომხრეები საჩხუბრად განაწყო. შედეგმაც არ დააყოვნა და სტუმრებსა და მასპინძლებს შორის მუშტიკრივი გაიმართა. იყო დედის გინება, ქვების სროლა და თავპირის მტვრევა, დაიმტვრა მანქანები, დასახიჩრდნენ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წარმომადგენლები.
ლევან მამალაძე ამბობს: ,,სააკაშვილი არის ამ ყველაფრის დამგეგმავი, უფრო სწორედ, იგი არის იმ გეგმის პროდუქტი, რომელიც რუსებმა შეიმუშავეს. მას დღესაც უსხედან რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები...“
მიხეილ სააკაშვილი ამბობს: ,,ყველაფერი მინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი. ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკან უნდა დავიხიოთ... ბ-ნო პრეზიდენტო, მე მოვუხმობ თქვენს საღ აზრს და თქვენში დარჩენილ რაღაც ლოგიკას იმისათვის, რომ გითხრათ - არ ღირს თქვენი სკამი იმად, რომ ამ სკამს გადააყოლოთ საქართველოს სამოქალაქო მშვიდობა“.
მონარქისტებმა ლეიბორისტები სცემეს
5 აგვისტოს მონარქისტული პარტიის აქტივისტები ლეიბორისტთა პარტიის ოფისს მიადგნენ. მათ იქ აქცია მოაწყვეს, რაც ურთიერთშელაპარაკებასა და კინკლავში გადაიზარდა. მონარქისტებმა ლეიბორისტები სცემეს. არაერათმა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ამ ბატალიას პოლიცია თვალყურს ადევნებდა და ძალადობა არ აღკვეთა.
![]() |
7 დანართი |
▲back to top |
უწმინდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს
თქვენო უწმინდესობავ!
ნება გვიბოძეთ, თქვენი ყურადღება შევაჩეროთ ერთ მეტად საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გულწრფელად აღელვებს.
როგორც თქვენთვის ცნობილია, დეკანოზი ბასილ კობახიძე, რომელმაც, თქვენის ხელშეწყობით, საფუძვლიანი თეოლოგიური განათლება მიიღო ევროპის უნივერსიტეტებში და იქ რამდენიმე ქალაქში ქართველ მართლმადიდებელთა სამრევლოები დააარსა, - სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დარჩენილია ეკლესიის გარეშე. ამ ფაქტს ერთობ მტკივნეულად განვიცდით როგორც მისი სულიერი შვილები, ასევე ქართული ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალყურს მის გამოსვლებს პრესასა და ეთერში.
დეკანოზ ბასილ კობახიძის კრიტიკული პათოსი ამოზრდილია მისი მორწმუნეობრივი სიწრფელიდან, ქრისტიანული პასუხისმგებლობის განცდიდან და სურვილიდან, რაც შეიძლება ამაღლდეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში თუ მის საზღვრებს გარეთ. იგი ეყრდნობა მოწინავე კაცობრიობის კულტურულ და სამოქალაქო ღირებულებებს და მოქმედებს საკუთარი სინდისისა და გულის ხმის კარნახით და არა ანგარებით, რაც ჩვენს სინამდვილეში ესოდენ დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
შესაძლებელია, დეკანოზ ბასილ კობახიძის შეფასებები ხშირად იყოს აღბეჭდილი ერთგვარი ახალგაზრდული სიფიცხითა და არადიპლომატიური რადიკალიზმით, რაც ჩვენც გვაწუხებს, მაგრამ მთავარი ხომ მისი წრფელი ქრისტიანული იმპულსი და პატიოსანი მოქალაქეობრივი პოზიციაა.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თუ დეკანოზ ბასილ კობახიძეს მიეცემა საშუალება, დაუბრუნდეს თავის მრევლს და კვლავ შეასრულოს სამოძღვრო მოვალეობა - მხოლოდ სასიკეთო შედეგს გამოიღებს როგორც პირადად მისთვის, ასევე მისი სულიერი შვილებისა და საერთოდ, საზოგადოებისათვის. მრავალი მორწმუნისა და არამორწმუნისათვის ერთობ გასაკვირი, დამაბნეველი და გულსატკენია, რომ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და მაღალ კულტურულ ღირებულებებს ზიარებული სასულიერო პირი ფაქტიურად მოკლებულია ეკლესიური მოღვაწეობის შესაძლებლობას იმ ქვეყანაში, რომელიც მასიური გაუნათლებლობითა და ზოგადსაკაცობრიო კულტურული კონტექსტიდან ამოვარდნილობით იღუპება.
ღრმად ვართ დარწმუნებული, თქვენი უწმინდესობა ჩვეული კეთილგონიერებითა და გულმოწყალებით მოეკიდება ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის სურვილსა და თხოვნას.
თქვენი ლოცვა-კურთხევის რწმენით და იმედით:
მამუკა ბერიაშვილი - ენისა და კულტურის სახ. უნივერსიტეტის ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულკულტეტის დეკანი
გ. თევზაძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
დ. გოგია - საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილის გამგე
მიხეილ ბეჟანიშვილი - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი
გიორგი ცინცაძე - თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი,ფილოსოფიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ღვთისმეტყველების ლექტორი, პროფესორი
რეზო გორდეზიანი - თსუ ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე
ლერი მჭედლიშვილი - თსუ ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, დოცენტი
ვაჟა ნიბლაძე - თსუ ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
სერგი ავალიანი - პროფესორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
ზურაბ ხასია - თსუ ფილოსოფიის კათედრის პროფესორი
ბიძინა ლუტიძე - პროფესორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი ჰუმანიტარული ფაკულტეტების ფილოსოფიის კათედრის გამგე
ჯანსუღ კორძაია - პროფესორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი
გერონტი შუშანაშვილი - პროფესორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფიის ინსტიტუტის ეთიკის განყოფილების ხელმძღვანელი
თამარ კუკავა - თსუ ესთეტიკის კათედრის პროფესორი
ი. გჯოლავა - ფილოსოფიისა და სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომელი
მ. ლაშხია - ფილოსოფიისა და სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომელი
თ. ციფურაშვილი - ფილოსოფიისა და სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომელი
გ. ოდიშელიძე - ფილოსოფიისა და სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომელი
ს. რატიანი - ფილოსოფიისა და სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლური ფილოსოფიის კათედრის გამგე
მ. გალდავაძე - თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი
გ. ოდიშელიძე - თსუ-ს სტუდენტი
გ. კეკელია - ხელოვნების ძეგლთა ფოტოფიქსაციის ლაბორატორიის სკანერის ოპერატორი, გრაფიკული დიზაინერი
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის სახ. უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები:
ნ. მაჩაბელი
ნ. ფრუიძე
ე. გავაშელი
თ. ბერიშვილი
ს. წივწივაძე
ზ. ვაჭრიძე
ლ. ლ. გვინდაძე
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის სახ. უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრის თანამშრომლები:
ნ. წოწორია
თ. ჩავლეიშვილი
ლ. გერგედავა
მ. ჭუმბურიძე
ლ. ღამბაშიძე
ლ. შატბერაშვილი
ს. გაბისონია
დ. ოთარაშვილი - ენისა და კულტურის სახ. უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები
ავთანდილ ჯოხაძე - კავკასიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
მ. სვიმონიშვილი - კავკასიური ინსტიტუტი. ფსიქოლოგი
თ. შამილი - კავკასიური ინსტიტუტი, მედია-ჯგუფის წევრი
ზ. სპარსიაშვილი - ინჟინერი
ზ. ჩერქეზიშვილი - ფიზიკოსი
ლ. ტეტუნაშვილი - ფიზიკოსი
მ. გოგიძე - ანგლისტიკის სპეციალისტი
მ. ელბაქიძე - ფსიქოლოგი
ზ. ხარაძე - ლიტერატორი
მ. ცინდელიანი - ინჟინერი
დავით ლოსაბერიძე - კავკასიური ინსტიტუტის გამგეობის წევრი. ისტორიკოსი
კობა კიკაბიძე - კავკასიური ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი
ელენე ნოდია - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თანამშრომელი
ნინო დურგლიშვილი - თსუ
ლაშა ჩხიკვიშვილი - კავკასიური ინსტიტუტის თანამშრომელი. თსუ სტუდენტი
ნუგზარ პაპუაშვილი - ხელნაწერთა ინსტიტუტი
მიშა გოგებაშვილი - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, რადიოლოგი
ჰამლეტ ზუკაკიშვილი - ფიზიკოსი
ეკა ელიავა - ჟურნალისტი
მანანა გელაშვილი - ჟურნალისტი
გურამ გვინჩიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, მშენებელი
კ. ჩხეიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
ნ. ერემაძე - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
ც. ცისკრელი - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
რ. ბალანჩივაძე - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ნაირა გელაშვილი - მწერალი
ქეთინო გოგობრიშვილი - გერმანისტი
მიხეილ ბეროშვილი - გერმანისტი
ლელა ქართველიშვილი - პოლიტოლოგი
თეა გალდავა - ისტორიკოსი
ანა აბრამიშვილი - ფილოლოგი
ნ. პოპიაშვილი - თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტის სტუდენტები:
ნინო გონაშვილი
მაია ჩიტაია
მაია სამნიაშვილი
მაია ბურდული
ანი ჟობავა
თამარ სხირტლაძე
ნინო მჭედლიშვილი
მარინე ტოტოჩავა
ხათუნა მამალაძე
დალი ახალშენაშვილი
ელზა კობრავა
გ. ასათიანი - თსუ პროფესორი
თ. ფანჯიკიძე - თსუ რელიგიათმცდონეობისა და ეთიკის კათედრის გამგე, პროფესორი
ა. ბერძენიშვილი - თსუ დოცენტი
ნ. კვარაცხელია - თსუ პროფესორი, კათედრის გამგე
ი. ხატიაშვილი - კინომცოდნე
გიორგი გვახარია - კინომცოდნე
ნანა ჩაჩუა - ფსიქოლოგი
ქ. ქაჯალია
რ. ცისკარიძე
ნ. ღლონტი - საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი
საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ურთიერთობათა სპეციალობის სტუდენტები:
თ. ბერძენიშვილი
ა. მიქაშავიძე
ნ. შათირიშვილი
ნ. გოგუა
თ. ბუტიკაშვილი
ს. კვესელავა
ნ. ჟავახიშვილი
მ. ამირიძე
გ. ნარსია
ნ. პარკაული
თ. კალმახიძე
თ. ნანავა
ნ. წერეთელი
ლ. გაბუნია
მ. ტაბატაძე
მ. ქავთარაძე
ა. ქორქაძე
გ. ლომთაძე
გ. კანკავა
ნ. მარიამიძე
ნ. ფაღავა
ა. სარჯველაძე
თ. ბუკუა
ა. საკანდელიძე
ნ. ხურითი - მსახიობი. სოხუმის თეატრი
ლილი ხურითი - მსახიობი, სოხუმის თეატრი
ა. ფარჯიანი
ლეილა ასანიშვილი - გერმანისტი, „კავკასიის ხელოვანთა გილდია”
აბაშიძე ნუკრი - მუსიკოსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები:
ქევხიშვილი პაატა
ეგნატაშვილი რამაზი
გოდერძიშვილი ვენერა
გელიტაშვილი ქეთი
დუმბაძე ლუარა
რომანენკო ლარისა
ჟამრულიძე მაია
ხვედელიძე ანა
მურმანიშვილი გიორგი
ნებიერიძე ლიკა
ვანო ჭიაურელი - საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის, საზოგადოებრივ ურთიერთობების და სოც. მეცნიერებების კათედრის გამგე
ს.ტ.უ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფაკულტეტის სტუდენტები:
შუბლაძე ნათია
მერი გომელაური
მერი პაპიაშვილი
ი. დარასელია
მუსერიძე შორენა
ჭეიშვილი შორენა
იოსებ სებისკვერაძე
ეკა ხოჯავა
ია ახვლედიანი - ფსიქოლოგი
ილია ჯღარკავა - ეკონომისტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტები:
ნ. მაზანაშვილი
თ. დუნდუა
დ. გელაზონია
ნ. ლოლაშვილი
მ. ჩხაიძე
გ. კიბორძალიძე
მ. ჭავჭანიძე
გ. ბოცვაძე
მიხეილ მახარაძე - ფილოსოფიის ინსტიტუტის ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
მიხეილ გოგატიშვილი - დოცენტი, შ.ს.ს. აკადემიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
ქ. თამაზაშვილი - დიასახლისი
ევგენი აბაშიძე - ექიმი
თამაზ დოლიძე - ფსიქოლოგი
ზიბზიბაძე მინდია - იურისტი
ქათამაძე ეთერი - ლაბორანტი
ზამბახიძე ინგა - ფილოლოგი
გვიმრაძე ირმა - მასწავლებელი
ნიშნიანიძე ბიძინა - ინჟინერი
ჩახნაშვილი მანანა - ეკონომისტი
ქავთარაძე შოთა - მხატვარი
გიორგაძე ქეთევანი - მსახიობი
ქარდავა ნოდარი - მხატვარი
გელაშვილი მზია - ეკონომისტი
ჩხაიძე ლევანი - ფიზიკოსი
შერვაშიძე ელიზბარი - მშენებელი
მანჯგალაძე ეთერი - ხელოვნებათმცოდნე
კეიბლიშვილი ლიანა - დიასახლისი
მაღულარია ოთარი - ფსიქოლოგი
სოხაძე გურამი - ფილოლოგი
სამსონაძე გიორგი - მხატვარი
გორდაძე ნუკრი - მუსიკოსი
მენთეშაშვილი როსტომი - ქიმიკოსი
ჩიტაძე ირმა- ენერგეტიკი
ქისტაური მზია - ქიმიკოსი
მგალობლიშვილი კონსტანტინე - იურისტი
სამყურაშვილი კახა - ეკონომისტი
წოწონავა ცეზარი - სტომატოლოგი
აფციაური იზოლდა - ბიოლოგი
ბუხნიკაშვილი გელა - ენათმცოდნე
კვირიკაძე კარლო - აგრონომი
მოსემღდვლიშვილი ნატო - ორთოდონტი
მინჯორაო ირაკლი - სტომატოლოგი
ჯავახაძე ვახტანგი - სპორტსმენი
ნაილი ჩიხორია - ფიზიოლოგი
შალამბერიძე მაკა - მეთოდისტი
კურტანიძე თამუნა - სტუდენტი
ოქროპირიძე თამრიკო - სტომატოლოგი
გ. ლებანიძე
მიტიჩაშვილი ნინო - სტუდენტი
კალანდარიშვილი რეზო - მათემატიკოსი
მორჩილაძე მედიკო - ენათმცოდნე
მაჩაბელი გია - არქიტექტორი
ქუმსიაშვილი თამარი - ფილოლოგი
გობეჩია ედუარდი - სტომატოლოგი
გასვიანი თემური - პროგრამისტი
ბუთიაშვილი თამარი - დიასახლისი
ყურაშვილი გურამი - მუსიკოსი
ზურაბ რამიშვილი - მუსიკოსი
შანიძე ვახტანგი - ინჟინერი
მაღლაკელიძე ლუკა - ეკონომისტი
ბერიშვილი კახა - ტექნოლოგი
ჩიტაიშვილი თენგიზი - მუსიკოსი
კვაჭაძე სანდრო - ადვოკატი
ხომასურიძე ზურა - სპორტსმენი
გვარამაძე დარეჯანი - ფილოლოგი
მიქაძე ნესტანი - თეატრმცოდნე
კინწურაშვილი ემზარი - ქიმიკოსი
სახამბერიძე ზაზა - მუსიკოსი
თოფურია ლაშა - ექიმი
კანკავა დათო - ფსიქოლოგი
თევზაძე მადონა - დიასახლისი
ქერქაძე ანდრო - ფსიქოლოგი
კაციტაძე ამირანი - ინჟინერი
ხუროშვილი თეა - დიასახლისი
ფეიქრიშვილი კოტე - გეოგრაფი
გაფრინდაშვილი ლექსო - ინჟინერი
ჟორდანია ნუგზარი - ფოლკლორისტი
ალექსიძე თამაზი - ფილოლოგი
მაქაცარია ნანული- ბიოლოგი
სიხარულიძე ნინო - ექიმი
ქურციკიძე ვახტანგი - მშენებელი
საგანელიძე მალხაზი- აგრონომი
კაკულია ნანა - ლაბორანტი
ჭოხონელიძე ხათუნა - სტუდენტი
დიანა მიქაძე - ფილოლოგი
თამთა გალდავა მთარგმნელი
ვახტანგ უშვერიძე ინჟინერი
გურამ კოპაძე ფიზიკოს -კიბერნეტიკოსი ხელმოწერები გრძელდება.
პასუხისმგებელნი ხელმოწერათა სიზუსტეზე:
ნანა ჩაჩუა - ფსიქოლოგი
ტელ.: 34 62 23, 899/10 74 49
ნუკრი აბაშიძე - კომპოზიტორი
ტელ.: 93 13 17
ლეილა ასანიშვილი - გერმანისტი. ,,კავკასიის ხელოვანთა გილდიის” თავმჯდომარე
ტელ.: 38 14 62 98 83 39
ღია წერილი უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს
კარგა ხანია, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული ტკივილი და გაუგებრობა გვივსებს სულს და უპასუხო შეკითხვები აუტანელ ტვირთად გვექცა.
ეს კითხვები არა ერთხელ დაისვა სხვადასხვა პუბლიკაციებში, მაგრამ ისიც არ ვიცით, მოაღწიეს კი მათ თქვენამდე?
ამიტომ გავიმეორებთ მათ:
„ნუთუ ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ხმა არ უნდა გავიგონოთ?“
„ნუთუ თბილისელებმა მხოლოდ ახალი წლის ღამეს უნდა იხილონ თავიანთ ეპისკოპოსი?“
„სად დაიკარგა ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავარი, რომლის ხმა უნდა გვაკურთხებდეს, განგვსჯიდეს, გვმოძღვრავდეს?… დაიკარგა ეს ხმა, აღარ არის... მის მაგიერ კი რაღაც უსახური, ბიუროკრატიული აპარატი, კოლექტიური სუბიექტი, საქართველოს საპატრიარქო გვესაუბრება“
(„24 საათი“, 2003).
მართლაცდა გაწყვეტილია კავშირი საზოგადოებასა და ეკლესიის მწყემსმთავარს შორის. აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ ამ კავშირის გაწყვეტაში უდიდეს როლს საპატრიარქოს აპარატი ასრულებს. სწორედ ეს ადამიანები ჩადგნენ საზოგადოებასა და პატრიარქს შორის, სწორედ ესენი განამტკიცებენ სასულიერო პირთა მრავალრიცხოვან ჯგუფს, რომელმაც მოახერხა და ფრთები შეუკვეცა საქართველოს ეკლესიის პატრიარქის დიდ მისწრაფებებს, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსეულ ჩართვას რომ გულისხმობდა პროგრესული კაცობრიობის სულიერ პულსაციაში.
უწმინდესო! განა თავად საპატრიარქომ არ მოუწყო ობსტრუქცია 1999 წელს საქართველოში სტუმრად მყოფ რომის პაპს? განა მან არ მოუწოდა მრევლს, არ დასწრებოდა პაპის მიერ აღსრულებულ წირვას, მაშინ როდესაც თქვენ თავად პაპთან ერთად აღანთეთ სანთლები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. ვის დავუჯეროთ, საპატრიარქოს პრესცენტრსა თუ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს? რა გაიგოს ხალხმა?
განა საგანგაშო არ არის, რომ საპატრიარქოს თანამშრომლები თქვენი და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით ახორციელებენ ზეწოლას მასმედიის გარკვეულ ნაწილზე და ავრცელებენ საღი სარწმუნოებისათვის აბსოლუტურად მიუღებელ, ობსკურანტულ შეხედულებებს?! ისინი ასევე გაურბიან საერო საზოგადოებასთან დიალოგს, უკრძალავენ ადამიანებს მთელ რიგ ორგანიზაციებში, მათ შორის სახელმწიფო ორგანიზაცია „კავკასიურ სახლში“ მისვლას და მათთან თანამშრომლობას.
განა არ ლახავს უდიდესი ისტორიული და სულიერი გამოცდილების მქონე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსებას ის ფაქტი, რომ თქვენი მდუმარე სანქციით მის დამცველად და მესიტყვედ თავს აცხადებს პოლიტიკოსი, რომელსაც არა თუ არავითარი თეოლოგიური, სასულიერო განათლება არ გააჩნია, არამედ ინტრიგის, პროვოკაციის, შანტაჟის განსხეულებად არის მიჩნეული?! რომელიც ეკლესიის სახელით ცილს სწამებს და შეურაცხყოფს ცოცხალ და გარდაცვლილ პიროვნებათა ღირსებას, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ორგანიზაციებსა და მათ თანამშრომლებს, ოპონენტთა წინაპრებსა და მშობლებს; მართლმადიდებლობის სახელით საქართველოს მტრებად, „მასონურ“ და „სექტანტურ“ ქვეყნებად აცხადებს დასავლეთის მოწინავე სახელმწიფოებს, რომელთა თანადგომა წყალივითა და ჰაერივით სჭირდება საქართველოს ამ უმძიმესი განსაცდელის ჟამს?! საჯაროდ მოითხოვს თქვენგან, განკვეთოთ სამღვდელოთა დასიდან ეკლესიის წინაშე მრავალი დამსახურების მქონე დეკანოზი და ამავე დროს თანადგომას უცხადებს თქვენს მიერ 1995 წელს განკვეთილ, სისხლის სამართლის დამნაშავეს ვასილ მკალავიშვილს?! თქვენი დუმილი ამ შემთხვევაში ხომ კაპიტულაციის გამოცხადებაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან?
უწმინდესო, რატომ დუმს თავად ეკლესია, რატომ დუმხართ თქვენ, როდესაც საზოგადოება ზარებს არისხებს ეკლესიის წიაღში კრიმინალური ელემენტების (მათ შორის სამჯერ, ოთხჯერ ნასამართლევი უმაღლესი რანგის სასულიერო პირთა) მომრავლების გამო?!
უწმინდესო, რად იგვიანებს თქვენი ხმა, როცა საქართველო ლამის წალეკოს რელიგიურმა სიბნელემ და ქსენოფობიამ, ავადმყოფურმა მისტიციზმმა, რასიზმმა, ნაციზმმა? როდესაც მართლმადიდებლობის სახელით რელიგიურ უმცირესობებს არბევენ და სცემენ, როცა მათ უწვავენ სამლოცველო სახლებს და უნადგურებენ ბიბლიის გამოცემებს? როცა გულწრფელი აზრი ვეღარ გამოგვითქვამს იმის შიშით, რომ საპატრიარქოს თანამშრომლებმა და მღვდელმსახურებმა თუ მათგან წაქეზებულმა პოლიტიკოსებმა სამშობლოსა და სარწმუნოების მოღალატეებად არ გამოგვაცხადონ!
განა თქვენ გესწავლებათ, რომ ეს ყოველივე შუასაუკუნეებრივი ინკვიზიციისა და ფაშიზმის ნიშნებს ატარებს?
ბოლოს და ბოლოს რა ემართება დედა ეკლესიას? ვის ქსელში გაება იგი? ნამდვილად ვიცით: ჩვენი წუხილი თქვენი წუხილიცაა, და გვჯერა, რომ ჩვენზე მეტად ხედავთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.
პატივისცემით და იმედით:
გურამ თევზაძე - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი
მიხეილ ბეჟანიშვილი - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი
სოზარ სუბელიანი - თავისუფლების ინსტიტუტი
ემზარ ჯგერენაია - საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ენისა და კულტურის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებისა და ფილოსოფიის უფროსი მასწავლებელი, სოციოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
ლელა გაფრინდაშვილი - ფილოსოფოსი
დავით ზურაბიშვილი - თავისუფლების ინსტიტუტი
ნოდარ ლომოური - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ავთანდილ ჯოხაძე - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
ლევან ბრეგაძე - კრიტიკოსი
ვახუშტი კოტეტიშვილი - ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
ლევან ბერძენიშვილი - საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი
შოთა იათაშვილი - მწერალი
გოგი გვახარია - კინომცოდნე
მიხეილ მახარაძე - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
მიხეილ ქვლივიძე - მწერალი
გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
გაგა ნიჟარაძე - ფსიქოლოგი
ნოდარ ლადარია - აღმოსავლურ - ქრისტიანულ მეცნიერებათა დოქტორი
ელდარ შენგელაია -კინორეჟისორი
მიხეილ მირზიაშვილი - სტუდია ,,რე”
მამუკა ყუფარაძე - სტუდია ,,რე”
მიხეილ ბეროშვილი - საქ. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლის“ დირექტორის მოადგილე
გიორგი ლობჟანიძე - მწერალი, თეოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე
გიორგი ჯიბუტი - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ - თანამშრომელი
თემურ მთიბელაშვილი - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ- თანამშრომელი
ნინო თონაშვილი - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
ზეინაბ ნოდია - მწერალი; მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის თანამშრომელი
გიორგი კახიძე - მწერალი
ვახტანგ უშვერიძე - ინჟინერი
ნოდარ ანდღულაძე - საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი
მზექალა შანიძე - პროფესორი, საქ. მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი
რევაზ ლოლიშვილი - გეოგრაფი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი
რუსუდან გვარამია - საქ. მეცნიერებათა აკადემის ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ლ. სამყურაშვილი - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
გურამ კუტალაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი
ირმა ტალახაძე - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
ნანა ალექსანდრია - ორგზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭადრაკში
მზია ბაქრაძე - ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დოცენტი, მთარგმნელი
ლევან პაჭკორია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგი
ლადო გოგიაშვილი - ჟურნალისტი
ეკა ჯანაშია - ჟურნალისტი
ლევან მეტრეველი - ისტ. მეც. კანდიდატი, თსუ დოცენტი
მივმართავთ მასმედიის წარმომადგენლებს!
შეუსაბამობა ჩვენი სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად გაზიარებულ ღირებულებებსა და მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის ცნობიერებას შორის დღითი დღე კატასტროფულ მასშტაბებს იძენს. კონსტიტუცია და ქვეყნის პოლიტიკური კურსი, ერთი შეხედვით, თითქოს დემოკრატიასა და ლიბერალიზმზეა ორიენტირებული, მაგრამ ამავე სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლების დიდი ნაწილი ანტიდემოკრატიულ და ანტილიბერალურ პოზიციებზე დგას. საქართველოს ბეჭდვითი თუ ელექტრონული მედიაც, გამონაკლისების გარდა, მათ ფეხის ხმასაა აყოლილი, რაც ზეგავლენას ახდენს საზოგადოების განწყობილებაზე და არასამართლებრივი, არასახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.
ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების, პარლამენტის ტრიბუნის, პრესისა და ეთერის საშუალებით აგრესიული ნაციონალიზმის, ფუნდამენტალიზმის, საერო და საეკლესიო ობსკურანტიზმის პროპაგანდა მიმდინარეობს. არა ერთი და ორი სახელმწიფო მოხელე, პოლიტიკური პარტიისა თუ საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი და, წარმოიდგინეთ, სასულიერო პირიც კი დამამცირებელ კონტექსტში ახსენებს სომეხს, ,,თათარს”, რუსს და ა.შ. მართლმადიდებლობით მოქადული ჩვენი იდეოლოგები ხალხს დღედაღამ ჩასჩიჩინებენ აზრს იმის შესახებ, რომ ქართველი ერი და მართლმადიდებელი ეკლესია ერთი და იგივე ცნებებია, რითაც სხვადმადიდებლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ქართველი ერისაგან რიყავენ და მათი სახით მტრის ხატს ქმნიან.
ამდენად, ეს იდეოლოგები, ნებსით თუ უნებლიეთ, აპირისპირებენ ქართველ მართლმადიდებლებს არა მარტო საქართველოს არამართლმადიდებელ მოქალაქეებთან, არამედ მართლმადიდებელ არაქართველებთანაც (რუსებთან, ბერძნებთან, ოსებთან, აფხაზებთან); მწვანე შუქი ენთება ლოზუნგს ქართველი ერისა და ქართული ენის ბუნებითად გამორჩეულობის, უპირატესობის, აღმატებულობის შესახებ.
ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვით, ფაშიზმისა და ნაციონალიზმის ნიშნებია. მათ არაფერი აქვთ საერთო არც მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან, არც პატრიოტობასთან, არც მოქალაქეობრიობასთან და არც ილია ჭავჭავაძესთან, რომლის სახელის წამდაუწუმ დამოწმებით ჩვენში ბევრი ითბობს ხელს. დროა, ერთხელ და სამუდამოდ შევიგნოთ ილია ჭავჭავაძე საქართველოს საზოგადოებრივი მოწყობის საკითხში დემოკრატიის გზას ადგა და რელიგიური პლურალიზმის ანუ სინდისის სრული თავისუფლების იდეას ქადაგებდა.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები ბოლშევიკურ-ჩეკისტური ილეთების მომარჯვებით საზოგადოებაში ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიმართლმადიდებლური და შოვინისტური აზროვნების დანერგვისათვის მუშაობენ. ყველაზე ამაზრზენი გახლავთ ის, რომ თავიანთ იდეებსა და შეხედულებებს ისინი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის იარლიყებს აკერებენ და ვაჭრობენ.
მათი პროგრამის მიზანი გამჭვირვალეა: საქართველოში მცხოვრებ ერებსა და მოქმედ კონფესიებს შორის ანტაგონიზმის, შუღლისა და ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირების გამოწვევა. ამიტომაა, რომ ისინი ქართველ მაჰმადიანებს ,,თათრებად”, მესხებს - თურქებად მოიხსენიებენ; მიზანმიმართულად უმაგრებენ ზურგს და ახალისებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იზოლაციონისტურ კურსს. მათი დამსახურებაა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში მძვინვარებს: ქსენოფობია და აგრესიულობა (განსხვავებული რწმენის ადამიანთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კოცონების აგიზგიზება და კერძო საკუთრების განადგურება), ფილეტიზმი (ნაციონალური პრინციპის რელიგიურ პრინციპზე მაღლა დაყენება), ცრუმორწმუნეობა (მართლმადიდებლური სარწმუნოების წილ), ობსკურანტიზმი (სიბნელე სინათლის წილ), ინკვიზიცია (სამოქალაქო ცხოვრებასა და კულტურაზე დიქტატი), ანტიეკოლოგიური, ანტიდემოკრატიული და ანტიცივილიზებული ქმედებანი; იგნორირებულია პიროვნების ღირსებისა და ხელშეუხებლობის პრინციპი.
არა ერთი პარლამენტარი დისკრედიტაციას უწევს ისეთ სამთავრობო თუ არასამთავრებო დაწესებულებებს, რომლებიც დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისათვის იღწვიან.
მოგმართავთ თქვენ, საქართველოს ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის თანამშრომლებო!
გაითვალისწინეთ საფრთხე, რომელსაც ფაშისტურ-ბოლშევიკური და რელიგიურ-ექსტრემისტული იდეოლოგია უქადის ჩვენს ქვეყანას. საქართველოში, მართლმადიდებელი ქრისტიანების გვერდით, არა მარტო სხვა ეთნოსის, არამედ სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებიც ცხოვრობენ და შრომობენ. კანონის თანახმად ისინიც საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. ჩვენი მიზანი საერთო საფუძველთა პოვნა და ამ საფუძველზე თანაცხოვრება უნდა იყოს.
ჩვენ თავი მოგვაქვს რჯულშემწყნარებლობისა და უცხოთამოყვარეობის ძველი ტრადიციებით, მაგრამ წარსულ გამოცდილებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ იგი მხოლოდ ისტორიის საკუთრებაა და აწმყოსთვის მკვდარია.
ტრაგედიაა, როდესაც საამაყო წინაპრებით ამაყობ, მაგრამ შენ მათი სულიერი მემკვიდრე აღარა ხარ, ანუ თუ შენსა და შენს წინაპრებს შორის ზნეობრივი ხიდია ჩატეხილი. სავალალოდ ჩვენ, ახალი საქართველოს შვილები, ამ ტრაგედიის წინაშე ვდგავართ.
გვჯერა, რომ ერთ-ერთი რეალური და ქმედითი ძალა, რომელსაც ჯანსაღი იმპულსებით საზოგადოების გამსჭვალვისა და გაუმჯობესების უნარი შესწევს, არის მეოთხე ხელისუფლება-მასმედია.
თუ მასმედიამ კვლავაც უღალატა თავის მაღალზნეობრივ დანიშნულებას, რაზედაც ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე გოდებდა, - ჩვენი ქვეყანა განსაცდელს თავს ვეღარ დააღწევს.
გურამ თევზაძე - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი
მიხეილ ბეჟანიშვილი - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი
სოზარ სუბელიანი -თავისუფლების ინსტიტუტი
ემზარ ჯგერენაია - საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ენისა და კულტურის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებისა და ფილოსოფიის უფროსი მასწავლებელი, სოციოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
ლელა გაფრინდაშვილი - ფილოსოფოსი
დავით ზურაბიშვილი - თავისუფლების ინსტიტუტი
ნოდარ ლომოური - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ავთანდილ ჯორბენაძე - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
ლევან ბრეგაძე - კრიტიკოსი
ვახუშტი კოტეტიშვილი - ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
ლევან ბერძენიშვილი- საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი
შოთა იათაშვილი - მწერალი
გოგი გვახარია - კინომცოდნე
მიხეილ მახარაძე - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
მიხეილ ქვლივიძე- მწერალი
გიორგი ხუციშვილი -კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
გაგა ნიჟარაძე - ფსიქოლოგი
ნოდარ ლადარია - აღმოსავლურქრისტიანულ მეცნიერებათა დოქტორი
ელდარ შენგელაია - კინორეჟისორი
მიხეილ მირზიაშვილი - სტუდია „რე“
მამუკა ყუფარაძე - სტუდია „რე“
მიხეილ ბეროშვილი - საქ. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლის“ დირექტორის მოადგილე
გიორგი ლობჟანიძე - მწერალი, თეოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე
გიორგი ჯიბუტი - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ - თანამშრომელი
თემურ მთიბელაშვილი - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი
ნინო თონაშვილი - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
ზეინაბ ნოდია - მწერალი; მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის თანამშრომელი
გიორგი კახიძე - მწერალი
ვახტანგ უშვერიძე - ინჟინერი
ნოდარ ანდღულაძე - საქართველოს სახლხო არტისტი, სახელმწიფოს კონსერვატორიის პროფესორი
მზექალა შანიძე - პროფესორი,საქ. მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი
რევაზ ლოლიშვილი - გეოგრაფი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი
რუსუდან გვარამია - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ლ. სამყურაშვილი - საქ. მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
გურამ კუტალაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი
ირმა ტალახაძე - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
ნანა ალექსანდრია - ორგზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭადრაკში
მზია ბაქრაძე - ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დოცენტი, მთარგმნელი
ლევან პაჭკორია - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგი
ლადო გოგიაშვილი ჟურნალისტი
ეკა ჯანაშია - ჟურნალისტი
ლევან მეტრეველი - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ დოცენტი
ნაირა გელაშვილი - მწერალი
ნუგზარ პაპუაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
„სამართლიანი არჩევნები” იცავს სიტყვის თავისუფლებას
2003 წლის 25 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა დადგენილება „საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ”. „სამართლიან არჩევნებს” ხელთ აქვს დადგენილების ტექსტი და იმედოვნებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ მიაწვდის დადგენილებას, მას შემდეგ, როდესაც ამჟამინდელი თავმჯდომარე გიორგი ზესაშვილი მოაწერს ხელს.
დადგენილების 1-ლი მუხლის ბ) დ) ე) პუნქტები პირდაპირ ზღუდავს: ამომრჩევლის უფლებას მიიღოს ზუსტი და სათანადო ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც იგი გააკეთებს არჩევანს საარჩევნო სუბიექტებს შორის;
საარჩევნო სუბიექტების უფლებას გაავრცელონ თავიანთი კამპანიის მიმართვა ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად;
მედიის უფლება მოიპოვოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
ყველა ეს უფლება განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, გაერთიანებული ერების საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში.
დადგენილება პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.”
„სამართლიანი არჩევნები” კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და აცხადებს, რომ ამგვარი შეზღუდვა გათვალისწინებულია მხოლოდ კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში.
ინფორმაციის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების, არამედ მოქალაქეთა მიერ ინფორმაციის მიღების უფლებასაც. მაშინ როდესაც, დადგენილების 1-ლი მუხლის ე) პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს: აკრძალულია საინფორმაციო გადაცემების მიმდინარეობისას პირდაპირი ეთერის ან ჩანაწერის მეშვეობით პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ისეთი გამოსვლის, ინტერვიუს, მოწოდების გაშუქება. რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო პროცესთან და/ან ამომრჩევლის მიერ საკუთარი ნების გამოვლენასთან. ანუ ამ შემთხვევაში იკრძალება არა მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების აგიტაცია, არამედ ამომრჩევლის ინფორმირება, მისთვის საკუთარი უფლებების განმარტებაც კი.
სასურველია, ჟურნალისტები იყვნენ მიუკერძოებლები, დაიცვან ბალანსი პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო საქმიანობებისა თუ აგიტაციის გაშუქებისას, მაგრამ ეს კანონისა და ჟურნალისტური ეთიკის დასარეგულირებელი საკითხებია და არა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა. საქართველოში ცენზურა დაუშვებელია. ძირითადი საშუალება, რომ ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, მისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.
26 აგვისტო, 2003 წ.
![]() |
8 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
▲back to top |
2003 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან:
ა) აიკრძალოს სახელმწიფო და კერძო ტელე და რადიო მაუწყებლობის მიერ პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის საქმიანობის ამსახველი რეპორტაჟების სააგიტაციო დანიშნულების კომენტარებით გაშვება. დაშვებულ იქნას ღონისძიების შესახებ მხოლოდ ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც არჩევნებთან არ არის დაკავშირებული.
ბ) აიკრძალოს ტელე ან რადიო მაუწყებლობის მიერ არასათანადო საეთერო დროს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ისეთი ინტერვიუსა და/ან გამოსვლის გაშვება, რომელიც ატარებს სააგიტაციო ხასითს.
გ) აეკრძალოთ სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს თანამდებობრივ და სამსახურებრივ მოვალეობების შესრულების დროს, ტელე ან რადიო გადაცემაში მონაწილეობისას სააგიტაციო დანიშნულების განცხადებებისა და მოწოდებების გაკეთება და ამავდროულად ტელე- ან რადიო კომპანიებს ზემოთაღნიშნული განცხადებებისა და მოწოდებების გაშუქება.
დ) ტელე ან რადიო მაუწყებლობის კომპანიებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობით საინფორმაციო-გასართობი გადაცემების გაშვება.
ე) აკრძალულია საინფორმაციო გადაცემების მიმდინარეობისას პირდაპირი ეთერის ან ჩანაწერის მეშვეობით პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ისეთი გამოსვლის, ინტერვიუს, მოწოდების გაშუქება. რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო პროცესთან და/ან ამომრჩევლის მიერ საკუთარი ნების გამოვლენასთან. ან ისეთი სიუჟეტის გაგაცემა რომელიც ახდენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლოზუნგის, წარწერის და/ან ფოტომასალის პოპულარიზაციას.
2. აკრძალულ იქნას პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის მიერ ტელე ან რადიო მაუწყებლობის არასათანადო საეთერო დროის პოლიტიკური რეკლამისათვის ან/და სააგიტაციო დანიშნულებით გამოყენება.
3. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და 73 - მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად
ა) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს ტელე- ან რადიო კომპანიისაგან მოითხოვოს მათი საეთერო დროის განაწილების გრაფიკი და აკონტროლოს მისი შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან.
ბ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს ტელე- ან რადიო კომპანიისაგან მოითხოვოს თვითოეული პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი დღიური ფასიანი დროის განაწილების სქემა, ამ დროის შესაბამისი ტარიფი და აკონტროლოს აღნიშნულის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.
გ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება ეძლევა ზედამხედველობა გაუწიოს და აკონტროლოს პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის გამოყოფილი საეთერო დროის გამოუყენებლობისას, ამ დროის თანაბრად განაწილების საკითხი და ტელე- ან რადიო კომპანიისაგან მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
4. ამ დადგენილების 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში:
ა) პირველი დარღვევის ფაქტის შემთხვევაში, შესაბამის ტელე- ან რადიო კომპანიას და პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ეძლევა მითითება აღნიშნული დარღვევის თაობაზე.
ბ) მეორე დარღვევის დადასტურების შერმთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება ეძლევა უარი უთხრას ან შეუწყვიტოს დამრღვევ ტელე- ან რადიო კომპანიას აკრედიტაცია და რეაგირებისათვის მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დარღვევის თაობაზე, ხოლო დამრღვევი პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის საკითხს იხილავს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ღებულობს გადაწყვეტილებას განკარგულებით დამსწრეთა უმრავლესობით, რომლის გასაჩივრება შეიძლება უზენაეს სასამართლოში. საკითხი განიხილება დარღვევის გამოვლენის შემდეგ კომისიის უახლოეს სხდომაზე და გადაწყვეტილება აღნიშნული შესახებ მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
5. მას-მედიის საშუალებებსა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტებს ეკრძალებათ ისეთი განცხადებები და/ან გამოსვლები რომლებიც მოუწოდებენ კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ, ეწევიან ძალადობასა და/ან ომის პროპაგანდასა და/ან აღვივებენ კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება ეძლევა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნული პარტიის აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის თხოვნით. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიით შემადგენლობის 2/3-ით.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 17 ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში